![]() |
ცისკარი №6 (1858) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები |
▲back to top |
![]() |
1.1 სოფელი |
▲back to top |
სოფელი [1]
ვსჭურეტ სოფელს დაფიქრებული
მე მისგან განკვირვებული!
ვინ იცნოს ძვალნი მოყუასნო, ცეცხლითა ძალთა დამწველის,
სასტიკის მეხის მებრძოლთა, მეფეთა კვერთხის მტვრეველის,
დესპოტის, გმირის, ამაყის, სამჴნისა სიმხნით მლეველის,
საძრწუნო ნაპოლეონის, დიდთა მეფეთა მძლეველის?
ვსჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
ვარ მისგან განკვირვებული!
ვნახე მე ძვალნი ვერ ვიცან, პომპეის დამამხობელის,
ძლიერის გმირის კესარის, რომის ბრჭყალს შიგან მპყრობელის,
სახმილის სასტიკ დამწველის, თავის გვირგვინით მკობელის,
ამპარტავანის, მამაცის, ბედნიერების მფლობელის.
ვსჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
ვარ მისგან განკვირვებული!
ვინ იცნოს ძვალნი განძრცჳლნი, ციცერონ მჭევრმეტყველისა
ალკივიადის ლამაზის, სოკრატის გრძნობის მწველისა,
ლუკულლოს ვერცხლით მდიდარსა, ოქრო სამოსლით მლველისა,
მილციოს მოხუცებულის, მშობლის ათინის მცველისა.
ვსჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
ვარ მისგან ატირებული!
ვინ იცნოს ძვალნი შიშველნი, დიდ ალექსანდრე შვებულის
სპარსეთის ძალთა დამლეწის, პორფირით განშვენებულის,
ობოლთა ქვრივთა შემწყნარის, სიგმირით გაელვებულის,
თავის მოყვარის მამაცის, ძედ ზევსის სახელდებულის.
ვსჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
ვარ მისგან განცვიფრებული!
ვერ ვიცან ძვალნი გამხმარნი, კლეოპატრ განმძარველისა.
კორნელიაი ქვრივისა, პომპეის გულის მწყვლელისა,
ასპაზიაი ოსტატის პერიკლის გულს მიმკურელისა,
პოპიას ცოლის კესარის, კლოდიას მაწვეველისა.
სადა არნ ესე ოდენნი, გმირნი და მეფე ცხებულნი,
მდიდარნი, ბრძენნი, მოხუცნი, კეკლუცნი გაელვებულნი?
ვინ იცნოს ძვალნი მოყვასნო, მატლთაგან განშიშვლებულნი?
ერთია ყველა საფლავშიდ, სოფლისა დაბადებულნი.
კოლხიდელი.
____________
1 ამ ლექსსა კოლხიდელისასა ვბეჭდავთ, როგორც იშვიათსა თხზულებასა. (რედ.)
![]() |
1.2 საღამო კარალეთის გორადგან. |
▲back to top |
საღამო კარალეთის გორადგან.
როს მზის დასვლის დროს, გაზაფხულისა
ნელი ნიავი იწყებს სუნთქვასა,
და საამოთა ყვავილთა სუნსა,
მოჰფენს უხვადა არესა ჩუჱნსა:
მაშინ მდუმარედ ვზი ჩრდილოს მხარეს
და სიამოვნით ვსჭვრეტ თოვლიანს მთებს.
მშვენიერ არის რა ბრუდ-საბძელსა
შუქი მიადგეს დამსვლელის მზისა
იგი ამაყად იწყებს ლაპლაპსა
და ემუქრების ყინვითა ქართლსა!
როდესაც მისის ჭვრეტით დავსტკბები
მაშინ დასავლეთს მიუბრუნდები.
შევხედავ, ვნახამ მის გორიზონტი
ვით წითელ ატლას ზედ გადაკრული:
ელავს ბრწყინვალებს მინაზებული
და მე მას შევტრფი-ვით ვარდს ბულბული
მუნიც ლიახვიც ოქრომკერდივით
კამკამით მოჩანს თეთრი სიმივით!
დიდხანს ვსჭვრეტ ხოლმე აღტაცებული
სოფლის შვენებით აზრთა მღელვილი:
ნუ თუ ამაო არის ყოველი,
აღარ დარჩების არცა აჩრდილი?...
თ. რ. შ. ე.
1849 წელსა. მარტის 25. ს. კ.
![]() |
1.3 მთოვარეს |
▲back to top |
მთოვარეს
ოხ, ბადრო მთვარევ! ვინცა გულგრილად, უმზიროს შენსა
უმანკოს ნათელს მიმოცურავსა, ცაზედან ლურჯსა;
როს ციმციმაცა ვარსკვლავი შენი, წინა გიძღოდეს
და ადგილ, ადგილ თავს აფარებდეთ, ღრუბლის ნაგლეჯებს;
რამდენნი ქალნი იდაყვ დაყრდნობით, ფანჯარით გჭვრეტენ
შენ შემოგტრფიან და მხოლოდა, შენში ჰპოებენ;
ვით მეგობარსა თვის სევდათ მიზეზს, აღგიარებენ
და თვისთა სურვილთ შენსა წინაშე, განაცხადებენ
მაშინ რამდენთა მარგალიტივით ცრემლნი ჰსცვიოდნენ
ოდეს განდობდნენ გრძნობათა, იტყოდნენ გეფიცებოდნენ:
რომე არიან ამ სოფლის, უბედურ დაბადებულნი,
რადგან არვისგან ჯერეთა, არიან შეყვარებულნი!
ეე, ბადრო მთვარევ, მითხარი! რათა გაქვს შიგანხალები?
ჰგონებ მათსა სევდისგან, გქონან შენ ეგე ლაქები:
რადგანც გებრალვის ტრფობითა დამწვარნი იგი ქალები
და მით არწმუნებ, რომ შენცა, მათ სევდას ენაწილები.
და მეც მარად ვეტრფი რა, მაგ შენსა თალხსა თვალებსა,
ქალთა ცრემლებით ოხვრითა, შენზედან დაჩნეულებსა;
მათშია ჰვპოვებ დაღალულ, სულისა განსვენებასა,
მშვიდსა ნუგეშსა გულისას, ყოველთვის მყუდროებასა!...
თ. რ. შ. ე.
1849 წელსა. მარტის 30-სა ს. კ.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ოთხნი ისტორიულნი განთვისებულნი-ხასიათნი გრანოვსკისა |
▲back to top |
ოთხნი ისტორიულნი განთვისებულნი-ხასიათნი[1] გრანოვსკისა
ეს ოთხნი ისტორიულნი აღწერანი ლანგ-თემურისა, ალექსანდრე მაკედონელისა, ლუდოვიკ მეცხრისა და, კანცლერის ბეკონისა ეკუთვნიან განსვენებულს გრანოვსკის, რომელიც იყო საზოგადო ისტორიის პროფესორად მოსკოვის უნივერსიტეტში და მიიცვალა 1855 წელში. მისნი თხზულებანი გამოიცნენ წარსულის წელს. გრანოვსკი შეირიცხა ევროპიელთ პირველთ ისტორიკებთ რიცხვში. მისის თხზულებით ყმაწვილთ კაცთ შეუძლიანთ შეიტყონ, რა არის ისტორიული ხელოვნება და კარგად ისწავლონ წერა. გრანოვსკი არასა სწერს აჩქარებით: ზედ-მიწევნითი ცოდნა წყაროებთა და იმათი წეს-ში მოყვანა შეადგენენ მისს პირველს საქმეს, და ამისთვის ის სწერს საფუძვლიანთ. ენა გრანოვსკისა არის მარტივი და ამასთანავე სავსე მიმზიდავის მხატვრობითა. ამაში იმას ვერც ერთი რუსის მწერალი ვერ შაედრება. საგანი რომელსაც აღწერს გრანოვსკი, არის სრულებითიმის უფლობას ქვეშ: ყოველთ ისტორიულთ პირთ და ისტორიულთ შემთხვევათ გამოხატავს ცხოველად და ამით აღვიძებს მკითხველის გონებაში უეჭვოს თანხმობას და მკითხველის გულში სრულს მონაწილეობას. გრანოვსკი არ ავრცელებს სიტყვას საგანზედ, მაგრამ კარგად იცის, რა უფრო საჭიროა და რა უნდა ითქვას და ამას ყოველთვის, ამბობს. ეს არის მიზეზი, რომ თქვენს მეხსიერებაში ადვილად იბეჭდებიან მის აზრები და მისი სიტყვები. ოთხნი ისტორიულნი ხასიათნი, რომელნიც ითარგმნებიან ქართულად, არიან შეთხზულნი წასაკითხავად საზოგადოებაში და ერთი-ერთმანეთზედ უმჯობესნი. ავტორი ჯერ გამოხატავს საზოგადო ეპოხას, რომელშაც სცხოვრობდა აღრჩეული პირი და შემდეგ თვალწინ წარმოგვიდგენს მოქმედებათა და ხასიათთა.
ლანგ-თემურზედ სტატია შედგენილია ევროპიულის და აღმოსავლეთის წყაროებიდგან და ეთანხმება ქართულ წყაროებთა. მაგრამ ქართლის ცხოვრება განვრცელებით მოგვითხრობს უფრო იმ ამბებს თემურზედ, რომელნიც შეეხებიან საქართველოს. ვის ეკუთვნის ეს მოთხრობა, არ ვიცით ჩუჱულებისამებრ ძველებურთ ქართველთ ისტორიულთ მწერალთ, მთხზველი არ გამოგვიცხადებს თავისს სახელს. უეჭველად, ის სცხოვრებდა თემურის შემდეგ და არა სომხურთ ისტორიკით, რომელნიც ყოფილან თემურის მედროენი და რომელთაგანი უნდა იყოს სომეხი თომა მეძობელი. ეს ჩუჱნი ცხოვრება აი როგორ გამოხატავს ლანგ-თემურს: თემურმა ააოხრა საქართველო შვიდჯერ 1386 დგან 1403-სინ, ბაგრატ V და შემდეგ იმის შვილის გიორგი VIII დროს; ორჯელ აიღო ტფილისი, დასტყვევა ბაგრატ და მრავალი ხალხი. ლანგ-თემურის ხასიათი არის გამოხატული თითქმის ისე, როგორც გამოგვიწერს გრანოვსკი: ის იყო შეპყრობილი ბარბაროსებრივის მძვინვარებით და ვითომც განგებ მოვლენილი ქვეყნის ამაოხრებელად; ის ანგრევდა და ფხვრიდა ციხეებსა, მონასტრებსა და ეკკლესიებსა და შიგვე ხოცდა დასწვავდა ქრისტიანეთ, დედაკაცთ და მამაკაცთ; დიდად სიამოვნებდა ამ გვარ მოქმედებებით. თემურ ცდილობდა მახმედიანთ სარწმუნოების ძალით განვრცელებას, მაგრამ არც მახმედიანთ ინდობდა. ნუ დავივიწყებთ, რომ თემურ არ იყო სრულებით ქვეყნიერთ წესთ მტერი: ჩუჱნი მოთხობა უჩუჱნებს კანონებს, რომელთაც ის წარუწერდა მისგან დაპყრობილთ ქვეყნებთ; იმას ჰყვანდა დახელოვნებული ჯარები და კარგი ინჟენერები: აღწერა ტფილისის ციხის აღების იერიშით და მაღალთ ციხეების დაჭერა ამათგან სრულებით დაგავრწმუნებენ ამაში.
შენიშვნა ბაქრაძისა.
ლანგ-თემური.
საგნად ჩუჱნის საუბრისა იქმნებიან განთვისებულნი ხასიათნი ლანგ-თემურისა, ალექსანდრე მაკედონელისა, ლუდოვიკ (IX) მეცხრისა და კანცლერის ბეკონისა. ჩუჱნ ვერა ვპოვებთ ბევრს მსგავსებასა იმათს შინაგანს ცხოვრებაში, და ვერც ამათ ღვაწლთ გარეგანს ისტორიაში; ღვაწლნი თვითოეულის მათგანისა აღნიშნულ არიან განსაკუთრებით მისდა მითვისებულის განსხვავებულის ხასიათით, მაგრამ იმათშორის არის ერთი საზოგადო: ეს არის წოდება დიდთა-კაცთა, მიცემული მათდა მედროეთაგან და დამტკიცებული შთამომავლობისაგან. მაგრამ რა არის შეკავშირებული ამ წოდებასთან? რა მოწოდება აქვსთ ისტორიაში კაცთა, აღნიშნულთ დიდ-პირებად? აი კითხვა, რომლითაცა დავიწყებ ამ საუბარსა. ეს კითხვა სრულებით მოკლებული არ არის აწინდელის დროისა. დიდი ხანი არ არის მას აქეთ, როდესაც უარსა ჰყოფდენ დიდ-კაცთ საჭიროებას ისტორიაში, და ამტკიცებდნენ, ვითომც იმათი თანამდებობა გათავებულია და თვით ხალხთაც შეუძლიანთ უიმათოდ აღასრულონ თავიანთი ისტორიული მნიშვნელობა. ეს სულ ერთია, თუნდ გვითქვამს, ვითომც ერთმა ძაღლთაგანმა ბუნებაში მოქმედთა, დაჰკარგა თავის მნიშვნელობა, ანუ რომ ერთი კაცის სხეულთაგანი ორღანი ახლა საჭირო აღარ არის. ამ გვარი დანახვა ისტორიისა შესაძლებელია მაშინ, როდესაცკაცი განიხილავს იმას დაუდევნელად და გარეწრად. მაგრამ ის, ვისთვისაც ისტორია მკვდარს ასოთ არა სჩანს, ვინც შეჩუჱულია იმის ცხოვლად დანახვას, ხედავს დიდთა-პირთა ზეგარდამოს-განგებისაგან აღრჩეულთა, ქვეყანაზედ მოწოდებულთა მის აღსასრულებლად, რაიცა ჰსძევს საჭიროებთა შინა აღნიშნულის ეპოსისასა, სასოებათა და სურვილთა აღნიშნულისა დროისა და ხალხისა. ხალხი არის რაიმე შემკრებელობითი. იმისი შემკრებელობითი ჰაზრი, იმისი შემკრებელობითი ნება. თავის-თავის გამოსაჩენად უნდა იქცნენ ჰაზრად და ნებად ერთისა პირსა, რომელიც მინიჭებულია განსაკუთრებით ზნეობითის ყურმახვილობის სმენით, განსაკუთრებითის განმჭვრეტელის გონების მხედველობით. ამისთანა პირნი შემოსვენ ცხოველის სიტყვით მას, რაც იმათამდის ხალხს ფიქრში იფარვოდა, და გარდააქცევენ ხილულს ღვაწლად თავიანთ მამულთ ანუ მედროეთ განუცხადებელთ ჰაზრთა და სურვილთა. მაგრამ ამ წინა ჩემგან მოყვანილს ჰაზრს, ერთვის სხვა უსაფუძვლოვე ჰაზრი, ვითომც დიდნი პირნი გამოსჩნდებიან შემთხვევით, და ვითომ უიმათოთაც შესაძლებელია გაძლება. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ დიდი მოქმედება (ролъ) შემთხვევისა მხოლოდ შესაძლებელია გონებისა და ზნეობის მოუძლურებულს დროებში, როდესაც კაცს აღარ სწამს კანონიერი მოძრაობა შემთხვეულებათა, როდესაც ის დაკარგავს მხედველობიდამ ღვთაებრივს კავშირს, მრთელის კაცობრიობის სიცოცხლის შემზღუდავს. მართალია ყოველთვის ცხადად ვერა ვხედავთ იმ ადგილს, რომელიც ეკუთვნის დიდს-კაცს საშუალ დიდთა მოქმედებათა და ყოველთვის ცხადი არ არის საგანი იმის მოღვაწეობისა. განვლიან საუკუნონი და ის დარჩება გასისხლიანებულ შესაწუხარ გამოცანად, და ჩუჱნ არ ვიცით, რისთვის მოვიდა ის და რისთვის აღძრა ხალხნი. ან საგანზედ ასე სხვა და სხვა რიგად ფიქრობენ, რომ არ შეგვიძლიან და ჭეშმარიტებით განვსაზღვროთ იმათგან გამოჩენილი განვლენა. მაგრამ რაც დღეს ჩუჱნთვის მიუხვედრელია, განა ხვალისათვისაც გაუგებრად უნდა დარჩეს? განა თვითეული ახალი შესანიშნავი რამ შემთხვევა არა ჰფენს ნათელსა ღირსთა შემთხვევათა ზედა, რომელნიც სჩანან დიდიხნის შესრულებულად და დახშულადაც? ჰაზრი სხვა-და-სხვათა გამოჩინებათა ზოგჯერ გამოცხადდება მხოლოდ საუკუნოების ანუ თითქმის ათასის წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სწავლას არ შეუძლიან წინ წაუსრას თვით ცხოვრებას და მოთმინებით უნდა მოელოდეს ახალთ ფაკტა[2] ურომლებოთაც სრული არ იქმნებოდა სივრცე ცნობილის განშლილობისა. ისტორიული მნიშვნელობა სოგრატისა ძლივს არის ღირსეულად დაფასებული მეცხრამეტეს (XIX) საუკუნეში, ოცდა ორის საუკუნის შემდეგ იმ განჩინებისა, რომელიც წარმოსთქვა, იმაზედ ათინის ხალხმა.
თვითოეულის დიდის გვამის გამოსაცნობად, ჩუჱნ უნდა ყურადღება მიუპყროთ თვით მის პირს, და მიწას,რომელზედაც ის აღზრდილა, და დროს, რომელშიაც იმას უმოქმედნია. ამ სამის ელემენტით შესდგება იმისი ცხოვრება და მოქმედება. ეს არის ძნელი გამოსაცნობად და ამის აღსნა ეკუთვნის, თუ რომ შეიძლება ასე ვსთქვათ, საკუთარის ისტორიულის ფსიხოლოღიას, რომელსაცა აქვს საგნად აცილება დროებითთა და ადგილობრივთა განვლენათა, რომელნიც შესცვლიან იმ პირის კერძოობითთა. თვისებათა როდესაც დიდ-პირთ განვიხილავთ ყურადღებით, ისინი გამოგვიჩნდებიან ჩუჱნ განმაცხადებელად მრთელისა ხალხისა და მრთელისა ეპოხისა. რისათვისაც უნდა იყვნენ ისინი მოწოდებულნი ქვეყანაზედ, კეთილისათვის თუ ბოროტისათვის, ყოველს შემთხვევაში არა დგანან განსაკუთრებით, არც დამოუკიდებელად, არამედ მჭიდროდ და მტკიცედ არიან შეკავშირებულნი მიწასთან, რომელზედაც აღზრდილან და დროსთან, რომელშიაც იმათ უმოქმედნიათ. ამ შემთხვევაში განსხვაებულთა სიძნელეთა წარმოადგენს ისტორია აღმოსავლეთისა: ის არის დამორჩილებული სხვათა კანონთადმი, გაიშლება სხვათა პირობათა-ქვეშე, ვინემც ევროპიული. იქ ხალხი უძლურდება საუკუნოების განმავლობაში გამოუფხიზლებელის ძილით. იმათ ეჩუჱნებათ გასაოცარნი სიზმრები, რომელნიც გადააქვთ არათუ მარტო თავიანთ პოეზიაში, არამედ თავიანთ ისტორიაშიც. იქ არ არიან კანონიერნი გარდასვლანი ერთის ეპოხიდამ მეორესთან: არ არის რიგზედ შედგომილება და, მაშასადამე, არ იქნება ლოღიკური საჭიროებაცა გაშლილობაში, და ამისთვის დიდ-კაცთგამოჩენა იქ ხშირად მიიღებს ნამდვილს შემთხვევის თვისებას. მაგრამ ამ გვარი ჰაზრი იქნება აქაც ძალიან წინ-დაუხედავი. როდესაც ჩუჱნ, მაგალითად, შეგვზარავს გამოჩენა მგზავსისი იმ ბრძოლით ქვეყნის დამპყრობელისა, რომელზედაც მექმნება, მე პატივი საუბრისა, როდესაც ჩუჱნ ათრთოლებულის გრძნობით მოვსთხოვთ ჩუჱნ თავს ანგარიშს, რომლისამე ჩინგიზისა ანუ თემურის საქმეებისას და ვიკარგებით გამოცანაებში; როდესაც ჩუჱნში უნებლიეთ დაიბადებიან კთხვანი: თუ რომელთ საჭიროებათ აკმაყოფილებდნენ ეს კაცნი, რისთვის დაჰფარეს მიწა ნაოხრებითა, რისთვის აღფხვრეს ქვეყნის პირისაგან ესოდენნი სამეფოები, ამდენნი მშვენიერნი ფორმანი, რომელნიც ძლივს აღმოსცენდნენ შუაგულთ მახმადიანთ მოქალაქობათგან? ჩუჱნ ვალი გვაქვს პასუხად მიუგოთ: განა ამ ხალხთა, რომელნიც გამოიყვანეს საისტორიოს მეიდანზედ ჩინგიზმა და ლანგ-თემურმა და რომელნიც მანამდის სთვლემდენ დაუსრულებელს და მოსაწყენს ერთგვარს უბინაოს ცხოვრებში, არა ჰქონდათ საჭიროება ერთხელაც არის გამოეფხიზლათ და ეგემათ სრული სიტკბოება და ყოველი მოუსვენებლობა ისტორიულის მოქმედების ცხოვრებისა? მაგრამ საშიშარ იქმნება ხოლმე ამ გვარი გამოფხიზლება აღმოსავლეთის ხალხთა! სვე თემურისა ანუ ლანგ-თემურისა შეერთებულია ერთთა ამა აღფეთქებათადმი. ამ მოკლეს საუბარში მე არ შემიძლიან წარმოგიდგინოთ თქვენ სრულნი ბიოგრაფიანი და უნდა გთხოვოთ, რომ იკმაყოფილოთ მოკლედ იმათ ხასიათით განთვისებაებით, რომელშიაც ვეცდები გაჩუჱნოთ განსხვაებულნი თვისებანი თვითვეულთ ჩემგან აღრჩეულთ პირთა ამ საუბარში. იმათ შორის კავშირი მხოლოდ გარეგანია, მაგრამ თვითოეულს ეკუთვნის უფლება „დიდი“ წოდებისა, ამისთვის, რომ იმათ ყველამ დაუტევეს ღრმანი, თუმცა არა მზგავსნი ერთ მეორისა, კვალნი მრთელის ქვეყნის ღირსთ შემთხვეულებათა ადგილთა-ზედა. საკმაო გითხრათ ის განთვისებულნი-ხასიათნი, რომელიცა შეგიძლიანთ გამოიცნოთ თვით ლანგ-თემურის სახე და იმ ხალხისა, რომლის წარმომდგენელიც ის იყო.
ვრცელსა ადგილსა ზედა კასპიისა, ოსოტსკისა და იაპონიის ზღვებთა შორის ძველადგანვე უბინაოდ დაეხეტებოდნენ ხალხნი, შთამომავალნი ორთა დიდთა ნათესავთა: მონგოლთა და თურქთა. ზოგჯერ გაცალცალკევებულნი შტონი ორთავე ნათესავთა შეერთდებოდნენ, და მათგან წარმოსდგებოდნენ ახალნი ხალხნი, რომელნიც გამოდიოდნენ საისტორიოს მეედანზედ სხვა-და-სხვას სახელებით. იმათი გამოჩენა ერთგვარად განსხვავდება მრისხანის მოახლოებულის ხასიათითა. იმათთან მოჰქონდათ მოსპობა ყოველთ საზოგადო ფორმებთა, რომელნიცკი შეხვდებოდნენ გზაზედ, მაგრამ თითონკი ვერ შეიძლებდნენ მტკიცის და შეურყეველის სახელმწიფოს აღდგინებასა. თითქმის ოთხს საუკუნეში ქრისტეს აქეთ მონგოლ-თურქთ შთამომავალნი წოდებულნი გუნებად, გამოსჩნდნენ ევროპაში, განაკრთეს შიშით სლავიანნი და გერმანიელნი. ხალხის ჰაზრი მიაწერდა გუნებს სრულებითგანსხვავებულს შთამომავლობას. გოთნი ამბობდნენ, ვითომც ისინი არიან დაბადებულნი, უღაღს ადგილებში მაწანწალათ და არა წმინდა სულთაგან და გოთთ ჯადოქრებთაგან. იქამდინგადარიეს ევროპიელნი ამ უდაბნოთ შვილთ საზიზღარმა სახემ, იმათმა გარეულმა ცხოვრებამ და ზნეობამ, იმათმა შეუბრალებელმა მძვინვარებამ. იყო ერთი დრო, როდესაც ისინი ემუქვროდნენ არა თუ მარტო ევროპიელთ ხალხთ თავისუფლებას, არამედ ბერძენთ-რომაელთ მოქალაქობასაც კი. კატალაუნის მინდვრებზედ გადასწყდა ეს საქმე. სხვებრ იმათმა უფლებამ დიდხანს არ გასწია. ისინი გადაიღუპნენ ევროპიის მიწიდამ, და ვეღარ მოასწრეს დაგდება თავიანთის ნიშნისა ევროპიელთ წესდებულებასა და ზნეობაში. შემდგომად რვათა საუკუნეთა ევროპა კვალად მიიღებდა ამავე სტუმართა. ბედისაგან იყო გადაწყვეტილი, რომ წინ შეხვედროდა იმათ ჩუჱნი რუსეთი, რომელმაც ის იყო დაიწყო თავისი ისტორიული მოქმედება. რუსეთმა მიიღო თავის მკერდზედ შეჯახება ბარბაროსთა და ჩავარდა იმათ მძმეს მონებას ქვეშ. მაგრამ დანარჩენი ევროპაკი, დახსნილი რუსეთით გადარჩა შემდგომთა უბედურებათაგან. ამისგამოს იმათი ზედ დასხმა იყო უფრო საშნელი იმათთვის, ვისაც დაეცნენ უსაშუალოდ. მოწმობაები მედროეთ თვალით მხილველთა მონგოლების ნათესავთ ზნეობათათვის, საზოგადოდ განსხვავდებიან გასაოცარის ერთის-მეორის თანხმობითა, არაბნი, სპარსნი, დასავლეთის ბერები ელჩად მყოფნი ხანის სასახლეში და ვენეციის ვაჭარი მარკო-პოლო, აღწერენ მონღოლთ ხასიათის ერთის-და იმავე გამოხატულებით. არ არის არც ერთი ხალხი ქვეყნის დასაპყრობათ ისე ნიჭებული, როგორათაც თათრები; ისინი არიან უწყალონი, მძვინვარენი, იამთ ვერც ერთი სახელმწიფო წინ ვერ დაუდგება, ამბობს მარკოპოლო აღმოსავლეთის ხალხნი ამაოდ მორწმუნეობით სავსენი არიან გასაოცარის თითქმის დაუჯერებელს ამბებით თავიანთ შამზედ, რომლისათვისაც არა თუ ჯარისა, მარტო ერთი მონღოლის დანახვაცკი საკმაო იყო შესანიშნავის სოფლებისა და ქალაქებისათვის. მცხოვრებნი თავის თავათ მიუშვერდნენ კასრებს ხლმის შემოსაკრავად სრულებით დარწმუნებულნი, რომ იმათი წინააღმდეგობა უსარგებლო იქნებოდა. იქამდის იყო მოფენილი მრთელს აზიაში ჰაზრი მონღოლების უძლეველობაზედა. იმათის განძლიერების მიზეზი იყო, როგორათაც ცნობილხართ თქვენ, ჩინგიზ-ხანი (XIII) მეცამეტეს საუკუნის დაწყებაში. თითონვე აღიარა თავისის ბრძოლის საგანი. დაიპყრო რა უდიდესი ნაწილი აზიისა, ღრმადმოხუცებულობის დროს, ერთხელ იმან შეჰკრიბა თვაის ვეზირნი და წინ-დაუდო დიდებულთა შემდგომი კითხვა: რომელი ნეტარებაა ყველაზე უამაღლესი ქვეყანაზედ? თვითვეულმა მათგანმა გამოუცხადა თავთავისი ჰაზრი. მოხუცებულმა ხანმა თავი გაიქნია და უთხრა იმათ: „არა; ყველაზედ ბედნიერი ქვეყანაზედ ის არის, ვინც უკან მიზდევს თავისაგან დამარცხებულთ მტერთ. იკლებს იმათს ქონებას, მიაჭენებს იმათის ცხენებით, სიამოვნებს თავიანთ მახლობელთ კაცთ ცრემლებით და ჰკოცნის იმათს ცოლებს და ქალებს.“ სახელმწიფო, დაფუძვნებული ამ გვარს საძირკველზედ, არ იქნებოდა მტკიცედ. შემდგომად ჩინგიზ-ხანისა, იმისი სახელმწიფო გაიბნა რამდენისამე ურდოდ, რომელთაც დიახ მალე დაიწყეს ერთმანეთში მტერობა.
თემურ დაიბადა მახლობლად სამარყანდისა, მყოფსა სამეფოსა შინა ჩინგიზ-ხანის შვილს ჩაგათაიასასა. აღმოსავლეთის ხალხთა ღრმად ჩაინახსოვრეს ბედით ღამე მეცხრეს აპრილისა 1336 წელ. როგორათაც მოგვითხრობენ, ის დაიბადა თეთრის თმებით როგორც მოხუცი და ხელში დაჰყვა ერთი მუჭა შედედებული სისხლი.
დედით ის იყო ჩინგიზ-ხანის შთამომავცალი, მაგრამ მამა მისი იყო ერთი იმ გამრავლებულთ ჩაგათაის თავადთაგანი, რომელსაც არ შეეძლო დაეგდო იმისთვის დიდი შემძლებლობა. იმას სიყრმეში თემურმა გამოიჩინა მიუდრეკელი ძალა ნებისა და სიყვარული ბრძანებლობისა. ჯერეთ ყრმად მყოფი თავის თამაშობის ამხანაგნი დააფიცა იმის მორჩილებასა და ერთგულებაზედ. მართლათაც ვერც ერთი იმათგან ვერ შეთანასწორებოდა იმის ძალასა და სიმარდეში. პირველნი წელნი თავისის ცხოვრებისა გაატარა წვრილმანსა გამცრცველობასა და ავაზაკობაში, რომელთაც მოუპოეს სახელი შეუპოვარის მხედრისა. აღმოსავლეთის ფანტაზიამ შეიტანა თემურის ყმაწვილობის ბნელს წელიწადების აღწერაში მომატებულნი განცვიფრებანი, და ის მომატებაები, რომელითაც სავსე არიან ყმაწვილობის მოთხრობაები სხვათა აზიელთა გმირთა. თემურ წარმოსდგა მრთელის-ქვეყნის საისტორიო მოქმედების მოედანზედ სრულს მოწიფულს წელიწადებში, მოერია რა მრავალთა წინააღმდეგთა, იმოდნად შეუნიშნავთა თავიანთის უფლებით, როგორათაც თითონ. ამ დაუცხრომელთ შრომას, და ბრძოლაებში მომზადდა ის იმ თანამდებობისათვის, რომელიც იმას წინ მოელოდა. 1371-სა წელსა, მაშასადამე როდესაც ის იყო 33-სა წელსა, იმას ეჭირა ადგილები კასპიიდამ მანჟურიამდის და მაგათაის სამეფოს ტახტზედ ეპყრა თვისად დამორჩილებული ჩინგიზ-ხანის შთამომავალი დიდის ხანის უნაყოფოს წოდებით. იმისი უფლება განგრძელდებოდა უმეტეს ამ ქვეყნის ნაწილზედ, რომელნიც უწინვე დაეჭირათ მონგოლებს. ყოფჩაყის ურდოს თივადნი, მფლობელნი რუსეთისა მიიწვევდნენ ხოლმე შუამდგომელად თავიანთს შფოთებში იმათ თავს დაუყენა ლანგ-თემურმა ტახტამიში, მაგრამ ტახტამიში ამით მადრიელი არ იყო. შემდგომად რაოდენისამე წლისა იმან მოინდომა გადაგდება თავისაგან თემურის ჯარიდამ გამოვიდა მოხუცი შეითი ბერეკე, წარმოსთქვა ლოცვა, და აიღორა ერთი მუჭი მტვერი, შეაყარა მტრის ჯარსა: თქვენამც დაგიბნელდებათ პირი დამარცხებისა სირცხვილითა, სთქვა იმან. ვოლღის მახლობლად დამარცხებული ყიფჩაყის-ხანი გაიქცა, შეჰყარა ახალი ჯარი და 1393-სა წელში ხელახლათ შეხვდა თემურს და თერგზედ. ლანგ-თემურმა კიდევაც დაამარცხა და სრულიად შემუსრა ძალა თვისის წინააღმდეგისა. რუსეთისათვისაც მოვიდა დრო განცდისა. კულიკოვის ომს ეტყობოდა, რომ უსარგებლო ძალ-დატანებაღა იყო ხალხისა. მამაი როგორ შედარებოდა თემურსა, ახლანდელს გლეცამდის მვიდა რკინის კოჭლი, როგორც უწოდებდნენ იმას ჩუჱნი წერილები. და შედგა. აღმოსავლეთის მწერალნი იმის წინ წასვლის გაუბედაობას აწერენ ვითომც დიადს სიმდიდრეს, რომელიც მოხვეჭა ამ ჯარიანობაში. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიაკი დღესასწაულობს 26 აგვისტოს ვლადი მირის-ღვთის-მშობლის-ხატის მოსკოვში გადმოსვენების დღეს და ლანგ-თემურის უკან დაბრუნებას მართლათაც, ლანგ-თემურს ვერ შეაშინებდა მზადება დიდის თავადის ვასილი დიმიტრიევიჩისა, თითქმის სასიკვდილოდ თავ გაწირულის თავისის ხალხისათვის, და ვერც ის საუნჯე გააძღობდა, რომელიც იშოვნა სამხრეთ-აღმოსავლეთს რუსეთში. მაგრამ იმ დროდამ-კი თემურ აღარ შეხებია ევროპიის სამძღვართა; იმის ღვაწლისა მოედნად გახდა აზია. მე კიდევაც გითხარით, რომ არ შემიძიან დაწვრილებით აღგიწეროთ მრთელი ცხოვრება ლანგ-თემურისა, თუნდა დროც ნებას მაძლევდეს, მაშინაც საჭიროდ არ შევრაცხდი დავღალოთ თქვენი ყურადღება უბრალოს დაწვრილებაებით, სადაც მეტს ვერას გაიგონებთ, როგორათაც ერთგვართ მხარეთ აოხრებათა და დაქცევათა: სადაც ის გამოჩნდებოდა იყო როგორათაც რისხვა-მღვთისა. მხოლოდ დაგანახვებთ მოკლედ იმის თვისებათა, რომელითაც გაიცნობთ თქვენ იმის ბრძოლის გვარს და თვით ლანგ-თემურის სახესა. სპარსეთმა თავისის გეოგრაფიულის მდებარეობით, სხვა მხარებზედ უწინ. მიაქცია თავის თავზედ ყურადღება ჩაგათაის თათართ წინაამძღომელისა და ჩავარდა იმის უფლებას ქვეშ. მრავალ ხალხიანს, ვაჭრობით აღყვავებულს ისპაჰანში აღიძრა შფოთი და ისპაჰანელნი უკუდგნენ მონგოლებს. ლანგ-თემურ დაბრუნდა, ბრძოლით აიღო ქალაქი და თავისი სახსოვრად ისპაჰანის მოედანზედ აღმართა ძეგლი, აშენებული სამოცდა ათი ათასის კაცის კინკრიხოთაგან. ამისთანა სახსოვრები დაადგო მრავალს აზიის ქალაქებში. უფრო უმწარესი ხვდა წილად ბაღდადს, დიდმა განშვენებულმა ქალაქმა აღმოსავლეთის მახმადიანთა, ოდესმე სატახტომ ხალიფათა აბასსიდთა, გაბედა წინააღმდეგობა თემურისა და ამ გამბედაობისათვის იზღვია მრთელის თავის მახლობელთ აღხოცით. ზოგნი მცხოვრებდნი დაინთქნენ ტიგრის ზვირთებში; თავებთაგან დანარჩენთა, რომელნიც მოისრნენ ლანგ-თემურის ჯარისაგან, აშენდნენ ასოცი მომცრო კოშკები. მაგრამ ამა ყოველთა საშინელებათა განა შეუძლიანთ შეუთანასწორდნენ იმათ, რაც რომ ინდოეთმა გამოსცადა. ლანგ-თემურმა აირჩივა იგივე გზა, რომლითაც ოდესმე შევიდა სხვა გვარი დამპყრობელი, ალექსანდრე დიდი. ფენჯაფში და განგესის ვაკეში ღელამდის არ დააგდო ერთი მრთელი ქალაქი არც სოფელი. გროვანი ნანგრევთა და მკვდართა სხეულთანი ამტკიცებდნენ ახლად თათრის ჯარის გავლასა. მაშინდელი ირიცხებოდა ინდოეთის ერთს უმდიდრეს ქალაქად. აპირებდა რა იმაზედ იერიშის მიტანასა, თემურმა მოიგონა, რომ იმის ურდოში იყვნენ ასი-ათასი კაცნი ინდოეთიდამ დაბრუნებაზედ, ლანგ-თემურმა თან წამოასხა ერთ-მილიონამდის ტყვე. სხვათა შორის ბრძანება გასცა, რომ თან წმაოეყვანათ ყოველნი ხელოსანნი და ჰსწავლულნი. ამ მძვინვარეს სულში იფარვოდა რაღაც გასაოცარი პატივისცემა ჰსწავლისა. შემდგომთა ამგვარათვე ღვაწლთათვის აირჩია მოედნად ასურეთი და სამფლობელოები თურქთა სულონისა, იმ დროს ევროპის მემუქარისა, დამასკი და ალეპო ამოიფხიკნენ დროებით აზიის შესანიშვნავთ ქალაქები სიიდამ. მცხოვრებნი მათნი იყვნენ ამოხოცილნი ანი ტყვედ წაყვანილნი შუა-აზიის შუაგულს მინდვრებში: უმეტესთ თემურისაგან დაპყრობილთ ნაწილებში არა ჰსჩანსრა განსაზღვრებული სახელმწიფო ჰაზრი რაიმე: საფიქრებელია, რომ იმას წინა უძღოდა მარტო უანგარიშო ვნება აოხრებისადმი. აქცევდა რა მდიდარსა მხარესა, ამოფხვრიდა რა საძირკველამდის იმის ქალაქებს, ასრესინებდა რა თავის ცხენებს ფეხით იმათს მრთელს მოსავალს, აგებდა რა ძეგლებს მოჭრილის თავებისას, ის მიდიოდა წინ, და არა ზრუნავდა თავის სამფლობელოს მტკიცედ დამყარებისთვის, მისგან ტევებულის უსახურს უდაბნოში.
შეხვედრა თემურისა ბაიზითთან ეკუთვნის საზოგადო ისტორიის დიდთა შემთხვევათა. იმათ ორთავა ჰქონდათ მსგავსება აღმოსავლეთის მებრძოლთა. მაგრამ ბაიაზითი ამაოდ არ შეხებია ევროპის ადგილს: მან მიიღო იმისი განვლენა. ის ფიქრობდა მტკიცის სახელმწიფოს დაფუძნებისათვის. მანამ ბრძოლა დაიწყებოდა ბაიაზითისა და თემურს-შორის გაიმართა მიწერ-მოწერა ღირსი ცოდნისა. სადაცა გამოლეულ იყვნენ მრთელი ლანძღვის ფრაზები, რომელიც მიღებულია აღმოსავლეთის სახელმწიფოს მიწერ-მოწერაში. ამ შეურაცხებისათვის იზღვიეს მცირის-აზიის მცხოვრებთა. პირველი ქალაქი ბაიაზათისა, იყო სვიაში[3], აღებული შემდგომ დიდხნის გარშემოდგომის, რომელშიაც გამოიჩინეს განსხვაებული ხელოვნება მონგოლის ინჟინერთა. ამ საგანში ლანგ-თემურ მართლად დიდი კაცი და ჭეშმარიტი ხელოვანი იყო, იმის ჯარში ბევრი მომატებული წესი ჰსჩანდა, ვინემც ბაიზითისაში; იმან შემოიღო პოლკებათ დაჰყოფა, შემოიღო ერთრიგათ ჩაცმა, სხვაც მრავალნი, რაც შემდგომ შემოვიდა ევროპიელთ ხალხთ ხმარებაშიაც. სივაში დაეცა მონგოლების გარშემოდგომის ხელოვნებითა მცხოვრებნი მისნი, მახმადიანნი, უმეტესი ნაწილნი იყვნენ ამოწყვეტილნი, ანუ ტყვედ წაყვანილნი, მაგრამ ამაზედ უსაშინელესი საქმე დაემართათ ოთხი ათასს სომეხთ მხედართ, რომელნიც იყვნენ შეერთებულნი თურქებთან ამ ქალაქის დასაცველად. ისინი სულ ცოცხლები იყვნენ დამარხულნი სხვათ სასჯელთ დაწვრილებით მოყვანას ვერ ვბედამ, რადგანც ისინი ამაზედ კიდევ უსასტიკესნი არიან, ანგორის (ნაცირის) მინდვრებზედ, სადაც ოდესმე იყარნენ ბაიაზითი და რკინის კოჭლი. მოხდა ერთი უსაშინელესი ბრძოლათაგანი, რომელნიც ახსოვან ისტორიას. ომში მილიონზედ მომატებული იყო მებრძოლი, შეკრებილნი დიახ შორის კუთხეებიდამ. ლანგ-თემურმა თან მოიყვანა თითქმის მრთელის აზიის მებრძოლნი; ბაიაზითის ჯარში იყვნენ ოცი ათასნი სერბნი ქრისტიანენი, რომელნიც შეადგენდნენ უმჯობესს მეწინავეს ჯარს; იმათ უკან უდგნენ ენგიჩრები, შემდგარნი დატყვევებულთ ქრისტიანეთ შვილთაგან, ენგირჩებს უკან მისდევდნენ ნამდვილნი თურქნი. ბაიაზითი ფიქრობდა ქრისტინეთ სისხლით თავის გამარჯვების მოსყიდვას ის სრულებით დამარცხდა. აქ არის რაღაც ბნელი და პოეტური სიდიდე მოთხრობაში ლანგ-თემურისა და გაიაზითის (ბაიაზითის) ერთმანეთის ნახვაზედ. თემურმა მიიღოის ხალიჩაზედ მჯდომარემ. „დიდ არს უფალი, უთხრა იმან, მომნიჭებელი ჩემდა კოჭლისა ამის ნახევარ ქვეყნისა და ქვეყნის ნახევრისა შენდა სნეულისა მაგის; შენ ხედამ, როგორ მცირეა თვალთა შინა უფლისათა ქვეყნიური სიდიდე.“ მრთელი იმათი საუბარი სავსე იყო მწუხარებითა თემურ არა ლანძღავდა თავის დაჩაგრულს მტერსა; იმისი სიტყვები სავსე არიან სამწუხაროს მგრძნობელობითა დამარცხებულის სვისადმი. მოთხრობაები შემდგომთა მწერრალთანი იმაზედ, ვითომც ბაიაზითი გალიაში ჰყვანდა შეპყრობილი და მკაცრად ექცეოდა, მოკლებული არიან სრულს სიმართლეს. არც ერთი იმ მედროეთაგანი ამას არ იხსენებს. წინააღმდეგ, ჩუჱნა გვაქვს ნამდვილი მოწმობიები, რომ თემურ უკანასკნელს თავის სიცოცხლემდის სულთანს შესაბამის პატივით ეპყრობოდა აღმოსავლეთის მოთხრობათ. გარდა ჩუჱნა გვაქვს მოთხრობანი ევროპიელთა, რომელნიც დამსწრენი ყოფილან იმ ბრძოლისა. სხვათა-შორის იმ დროს ლანგ-თემურის კარზედ ოყვნენ ელჩნი კასტილიის კაროლის გენრიხ III (მესამისა). ევროპიის ხალხნი უყურებდნენ ანცირიის მძლეველს, როგორათაც თავიანთს გამომხსნელს თურქთაგან, და მართლათაც ლანგ-თემურის გამარჯვებამ ორმოცდა-ათის წლით უკან დააყენა კოსტანტინე-პოლის დაცემა და დიდ ხანს შეაყენა თურქთ საჭურვლის წარმატება. 1403-სა წელსა გენრიხ III-ემ წარმოგზავნა თემურის წინაშე ახალნი ელჩნი. რომელთ რიცხვშიაც იყო სასახლის დარბაისელი, გონზალეც დე კლაკიღო,რომელმაც დაუტევა ღირს საცოდნელი დღიურ ცხოვრება თავისის მოგზაურობისა. იმ ელჩთ ვეღარ მიუსწრეს თემურს მცირე-აზიაში და იმისთვის უნდა წასულიყვნენ იმის სატახტოს ქალაქს სამარყანდს. იმ ადგილებს, რომელზედაც უნდა გაევლოთ, ჯერ კიდევ აჩნდაო ახალი ნიშნები აოხებისა. გასაკუთრებით შესაზარებელია აღწერა თავრიზისა, სადაცა მართებლობდა თემურის მაგიერ ძე მისი მირან-შახი. ქალაქი იყო დიდად მდიდარი და ეკუთვნოდა იმ ადგილთ რიცხვს, სადაც ეწყობოდა მრთელის აზიის სავაჭრო, მაგრამ ნანგრევნი დიდისა, მრთელს აღმოსავლეთზეც განთქმულის სასახლისა და სხვათაცა წარჩინებულთა შენობათა, აცხადებდნენ თათართა მუნ ყოფნასა. ამ დანგრევათა მიზეზი კი თითონ თემური არ იყო. იმისი შვილი მირან-შახი რაღაც ყმაწვილურის, გიჟურის მხიარულებით ანგრევინებდა დიდ ხნის შენობათა და სიამოვნებდა ცეცხლის მოკიდებაზედ, იმქადის, რომ ბოლოს მამამვე შეაყენა ის. ამას იქით კლავიღო შეხვდა მრავალთა ძეგლთა კაცის თავებთაგან ნაგებთა, თემურის გამარჯვებით სიარულის დამამტკიცებელთა. ამასთანავე შესანიშნავია სამარყანდის ქალაქის აღწერა. ამ ქალაქის მსწრაფლად ამაღლების მიზეზი იყო ნება თემურისა. კლავიღომა პოვა იმ ქალაქში ხალხის სიმრავლე, ყოვლის აზიის კურთხებიდამ ძალად შეკრებილთ მოსახლეთა. აქ იყვნენ დასახლებულნი მსწავლულნი, ხელოვანნი და ხელოსნები. რომელნიც თან მოყვანა თემურს თავისაგან დაპყრობილის შორის მხარებიდამ. მახმადიანნი ერთათ ჰსცხოვრებდნენ ინდოელებსა და ცეცხლის თაყვანის-მცემლებთან. კლავიღო განკვირვებით ამბობს დიდად განშვენებულს სახელმწიფოს ურდოზედ, რომელიც შესდგებოდა ოცი ათასის კარვით. ზოგი კარვები გარედამ ფარჩით იყო მოკრული, შიგნიდამ შემკული ძვირფასის თვალებით სხვა და სხვას ჯარიანობაში ნაშოვრებითა. როდესაც თემურს მიეღო კლავიღო, მაშინ ის ყოფილიყო ღრმას მოხუცებაში, ძლივს თურმე იჯდა და ძალდატანებით შეეხედნა ელჩისათვის, მაგრამ მოუძლურებულს სხეულში სცხოვრებდა ჯერ კიდევ მტკიცე. და მძვინვარე სული. რკინის-კოჭლი მაშინ ფიქრობდა ჩინეთზედ წასვლას, იმან შეჰკრიბა თავისი სარდლები და უთხრა: „ჩემსა და თქვენს სულს მრავალი ცოდო აძევს; ჩუჱნ ბევრი სისხლი დავღვარეთ მახმადიანთი; დრო არის გავიბანოთ ის სხვის უფრო ღვთის სათნოს სისხლითა; წავიდეთ მოვსწყვიტოთ ჩინელნი წარმართნი.“ მეორე ღირს-საცნობელი აღწერა. დატევებული ევროპიელისაგან, ეკუთვნის ნემენცს შილდპერღერს. ის იყო მიუნხენიდამ და ემსახურებოდა ერთს რიცართაგანს. მონაწილეს ქრისტიანეთათვის იმ უბედურს ბრძოლაში ნიკოპოლისთან. 1395 წელსა, რომელშიაც ბაიაზითმა სრულებით დაამრაცხა სიზიგმუნდ ვენგრიელი, თურქთა გაწყვიტეს მომატებული ნაწილი თავიანთ ტყვეებისა. შილდპერღერი გადაარჩინა თავისმა სიყმაწვილემ. ის შევიდა სულთნის ამალაში (свита) იმასთანდაესწრო ანცირის ომში და იმასთანავე ერთად ტყვედ ჩავარდა თათრებში. მოესწრო ბაიაზითისა და თემურის სიკვდილს ემსახურებოდა ლანგ-თემურის შვილებს; შემდგომ ჰყიდდა თავის სამსახურს სხვა და სხვას მახმადიანთ თავადთ და დაბრუნდა ევროპაში შემდგომ ოცდა ორის წლის ტანტალისა აღმოსავლეთზედ. შილდპერღერი იყო გაუსხეპარი და გაუნათლებელი ნემენცის მოჯამაგირე. ისა ვაჭრობდა თავისის სისხლით და სინიდის შეუძრწუნებლად ღვრიდა სხვისასაც. იმის მოთხრობანი აღბეჭდილნი არიან ამ უგრძნობელობის ცივგულობითა. იმას გულდამშვიდებულად გადმოცდა თავის მკითხველთ ის საშინელებანი, რომელთ მოწამეც თითონ იყო, ანუ გაგონილი ჰქონდა სხვათაგან. სხვათა შორის იმის მოთხრობაშია შემდგომი ამბავი: ერთხელ რომელთაცა ქალაქის მცხოვრებთა განურისხდა ლანგ-თემურს, რომელთაც წინ მიაგებეს იმას თვისი შვილები გალობით ყორანიდამ თავიანთს შესაბრალებლად. ამ ყრმების დანახვაზედ თემურში აღიძრა სული მოსვრვისა. იმას გააქროლა თავისი ცხენი პირ და პირ იმათზედ და უბრძანა თავის მხედრობასაც უკან მიყოლა. უბედურნი მშობელნი, მაყურებელნი ქალაქის კედლებიდამ, თვალით ხედავდნენ თავიანთის შვილების გაწყვეტას თათართ ცხენებისაგან იმათის დასრესას: რასაკვირველია, ეს შემთხვევა რაოდენჯერმე გამეორდებოდა. შილდპერღერი ამბობს ამას ისპაჰანზედ; მახმადიანთ ისტორიკოსნი, რომელღასაც ერთს მცირეს აზიის ქალაქებთაგანზედ.
მე კიდევაც შევნიშნე რომ ლანგ-თემურის საქმიანობაში არ უნდა ვეძებდეთ უმთავრეს საფუძველიანს საპოლიტიკო ჰაზრს. ქებანი რომელთამე ახალთა ისტორიკოსთა, მაგალითად გამმერისა, რომელნიც ხედვენ რკინის-კოჭლს რაღაც განსხვავებულის მოქალაქობის დამფუძნებელად, დიახ უსაფუძვლონი არიან, სად არიან ნაადგილევნი და ნიშანნი ამ მოქალაქობისა? თემურ შეპყრობილი იყო გაუმაძღარის საქმიანობის წყურვილით, მაგრამ იმას არა ჰქონდა განსაზღვრებული და ცხადად დასკვნილი ჰაზრი. კანონნი იმისაგან გამოცემულნი წინააღმდეგს არ გვიმტკიცებენ. იმათ შეეძლოთ გაემაგრებინათ დროებით ერთს ძალაძედ დაფუძნებული შემძლებლობა, მაგრამ არ შეეძლოთკი დაემყარებინათ მყოფობა ნამდვილის სახელმწიფოსი. ყოველივე, რისაცკი შემძლებელი იქნება მარტო ერთი ძალა, ჩინგიზ-ხანისა და თემურისაგან იყო ნამოქმედარი. ამისგამო იმათი ღვაწლი უმეტეს დამაქცევარია ვინემ მაშენებელი. გარეგანი ძალა ეკუთვნის საზოგადო ისტორიის დიდთა მოსაქმეთ რიცხვსა, მაგრამ იმისი მოქმედება აღსრულებითა ბოლოვდება. იქ, სადაც ძალა შეერთებული არ არის კეთილნაყოფიანს იდეიებთან იმისნი ნაწარმოებნი სუსტნი და უსარგებლონი იქნებიან. სპარსნი ტყუილათ არ ეძახდნენ თემურს გაუმაძღარს მარადის მოსწრაფეს და ვერაოდეს ვერ მომწევნელს. თვით იმაშივე იყო არეული, მაგრამკი ამაღლებული ჰაზრი და გაგება სწავლის მნიშვნელობაზედ. ის სურვილით მუსაიფობდა ხოლმე მსწავლულებთან, იცოდა ისტორიულნი მოთხრობანი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, პატივსაცემად ასტრონომიას და ჰსძაგდა ასტროლოგია. ბედნიერება და უბედურება კაცისა დამოკიდებულია, ჰსთქვა ერთხელ იმან, არათუ ვარსკვლავთ მდებარეობაზედ, არამედ იმის ნებაზედ, ვინც შექმნა კაციც და ვარსკვლავნიც. მძვინვარე სული თითქმის იმისი საღვთის მეტყველოს განსჯაშიაცკი გამოიყურებოდა. იმას უყვარდა თავის მოსაუბრეთ შეძრწუნება საშიშარის კითვებისა მიცემით. ალეპოს ცეცხლის გაძლიერების დროს, როდესაც ისმოდა სიმწარის ხმა მომაკვდავთა მცხოვრებთა, იმ დროს იმას გულდამშვიდებული სწავლული ლაპარაკი ჰქონდა იქაურს მოლებთან. „ალეპოს ომში, ჰკითხა იმან მოლებს, ჩემნიც ბევრნი დაიხოცნენ მებრძოლნი და თქვენნიც: იმათთაგანი რომელნი უფრო ღირსნი არიან სამოთხისა?“ ისინი, რომელნიც აღესრულნეს ღვითის სარწმუნოებით, მიუგო გონიერმა მუფთიმ.
ლანგ-თემურ მოკვდა 1405-სა წელსა. ას წელიწადსაც არ გაუვლია მას შემდეგ თემურის გარდაცვალებისა, და იმის სახელმწიფო დაირღვა კიდეც. მარტო ინდოეთშიღა დარჩნენ იმისნი შთამომავალნი, შეზღუდვილნი გარეგანის უფლების ბრწყინვალებითა, მაგრამ უძალონი, მოკლებულნი თითქმის თავიანთის თავისუფლებისა მემკვიდრენი დიდის მონგოლისა. სხვათა აზიის ქალაქებში თემურიანნი იყვნენ გადმოყრილნი ტახტიდამ იქაურთ მეფეთ გავრთაგან. როდესაც თემურ დააპირებდა რომელსამე მხარეზედსაომრად წასვლას ის იტყოდა თავის მტრებზედ: „მე იმათ დაუქროლებ დამარღვეველს ქარად“. დამარღვეველმა ქარმა დაუბერა იმის საკუთარს საქმეს და თვით იმისივე გვარს. ნაყოფად ომიანობათა რომლითაც სავსე არიან მეთოთხმეტე საუკუნის ათნი უკანასკნელნი წელნი, დარჩნენ მარტო ძეგლები კაცის კინკრიხთა. ამ სახსოვრებს შეიძლება კიდევ დაუმატოთ უკაცურნი მინდვრები, რომელნიც წარმოსდგნენ ოდესმე ყვავილოვანს და ხალხით სავსეს მხარეებში: მოიგონეთ უღაღი მინდვრები ახლანდელის თურქისტანისა. უდიდესი ნაოხრები ქალაქებისა, დანაშთენნი არხთა, ამოწმებენ, რომ ბუნებისაგან არ არის დადებული ამ ადგილებზედ საშიშარი და გარეული სახე. რომლითაც ახლა ისინი ერჩევიან. აქ გაუვლიათ მონგოლებს. კაცი ადვილად ეჩუჱვა საშიშროება რომელითაც ემუქრის იმას ბუნება. ის აშენებს ახალს სადგომს ცეცხლის მბერავის მთის ძირს იმისის მამის ჩაყლაპავს წიდაზედ; კაცი ზღვასაც არ უთმობს ნაპირს ვაჭრობისათვის სასარგებლოს და უშიშრად სდგამს თავისს სახლს სხვას ნანგრევზედ, რომელნიც ღელვისაგანვეა დაქცეული. ანგარება ანუ სხვა რაიმე სარგებლობა იჭერს თითქმის იქაც კაცს, სადაც ყოველთვის მეფობს ჭირი. შეხედეთ ახალს ორლიანს და ბატავიას. მაგრამ მონგოლნი და თათრები მოქმედებდნენ უფრო მამეტებულის წარმატებით, ვინემც ცეცხლის-მბერავი მთა, ზღვა და ჭირი. არის ადგილები, რომელშიაც როგორც ეტყობა საუკუნოდ დარჩა იმათი ამაოხრებელი კვალი. იმ ადგილთ დაჰკარგეს ბუნებითი ნაყოფიერებაცკი, რომლითაც იხსენებოდნენ უწინ.
ჩემგან მოტანილი ზემოთ ვენეციელის მარკოპოლოს ჰაზრი ახლაც შეიძლება ვიხმაროთ მონგოლთ ზნეობათა გამომხატავად. მონგოლი დაბრუნდა სამშობლოსავე მინდვრებში. საიდამაც გამოიყვანა ის ჩინგიზ-ხანმა ისევ თავისებურად ჰსცხოვრებს ნაბდის ალაჩუხში, აძოვებს თავის საქონელს და დაივიწყა იმან ის ნებივრობა, რომელიც გაიცნეს იმის წინაპართა მეცამეტეს და მეთოთხმეტეს (XIII) (XIIII) საუკუნოებში. დრომ ჩინგიზისამა და თემურისამ განვლო როგორათაც სიზმარმა. უწინდებურათ ისმის მონგოლების მინდვრებში შესაბრალისი სულამდის ჩამწდომი სიმღერა, რომელშიაც ხანდახან ისმის ხმები წარსულის დიდებისა, იმედი ახალთა ღვაწლთა და ახლად ამაღლებისა. მაგრამ იმ იმედთ აღსრულება აღარ არის შესაძლებელი. ვსთქვათ რომ ახლად აღსდგეს კიდევ იმისთანა პირი როგორათაც ჩინგიზხანი ანუ ლანგ-თემური და მოუწოდოს თავის ხალხს მათგან გემო გაღებულის მოქმედებისათვის, იმისი ძალდატანება აუცილებლად უნდა შეიმუსროს ახალთ ისტორიულ პირობაებზედ. განა საით წაიყვანეს მხედრობას პატივის მოყვარე წინამძღვარი მონგოლთა. სამხრეთზედ ინდოეთისაკენ, სამუდამოს საგნისადმი აღმოსავლეთის მებრძოლთა? მაგრამ იქ არის ამართული გიმალაიის მთის ზურგზედ უმაგრესი კედელი. ის იქ შეხვდება უწინდელთ ინდოელების სამაგიეროთ მტკიცეს სიპაის პოლკების ანგლიისაფიცრების დამორჩილებულთა. თუ გაემართება სხვას ნაცნობის გზით დასავლეთისაკენ? მაგრამ იმას აქ მიელის მყარი, და საქრისტიანო, განათლებული სახელმწიფო. პატივით გამტარებელი გრძელის პერიოდისა თავისის ისტორიულის განცდისა, შეჯახება მონგოლთა საშიში აღარ არის რუსეთისათვის, რომელმაც დიდი ხანი არ არის პასუხი გასცა უფრო დიდს-მემუქარეს მებრძოლს, ვინამც დიდი ხანები რიგი ერგოთ ჩუჱნთ უწინდელთ მფლობელთ, რომ ახლა იმათ გამოსცადონ რუსთ უფლება. მაგრამ რუსეთი ბოროტისათვის ბოროტს არ მიაგებს იმათ. ქრისტიანე სახელმწიფროს შეაქვს გარეულთ ალაჩუხებში ჭეშმარიტი სარწმუნოება და იმასთან განუშორებელნი განათლება და მოქალაქობა. ჩუჱნმა მამულმა უნდა გააკეთილშობილოს და მოიხმაროს კაცობრიობის სასრგებლოდ ძალნი, რომელნიც აქამდისინ მოქმედებდნენ მარტო დამაქცევრად. დაწყებულიც არის ეს. 1813-სა და 1814-სა წელიწადებში განკვირვებული ევროპა ხედავდა თავიანთ დამომხსნელთ რიცხვში ფრანცუზთ მონებისაგან ბაშკირსა და კკალმუხს, მდგომარეთა თანასწორ ერთისავე ერთსავე საქმისათვის დიდთ კეთილშობილთ და განათლებულთ გერმანელთ ყმაწვილკაცებთაგან.
თ. რ. შალვას-ძე ერის-თავი.
1857-სა წელსა. ივნისის 1-სა.
ს. კარალეთი.
_________________
1характеристики
2ისტორიული დამტკიცება
3უწინდელი სებასტე.
![]() |
2.2 ჰამლეტი პრინცი დანიისა |
▲back to top |
ჰამლეტი
(მოქმდება 2.)
გამოცხადება 1.
(სასახლე კოროლისა.)
პოლონი და რეინოლდი.
პოლონი.
ჰო-და, გაიგონე? აჰა ფული და ქაღალდები.
რეინოლდი.
შენს ბრძანებას აღვასრულებ.
პოლონი.
მაგრამ, უწინარეს, როგორათაც გითხარ, დაფარულად აქეთ იქით უნდა გაიგო ყოველივე-აბა, გეყურება?
რეინოლდი.
დიახ.
პოლონი.
მიყვარს ოდესაც ეყურებათ. აი ასე, შორიდგან, დაიწყე: ვინ არიან ერთმემამულენი შენნი, როგორ სცხოვრობენ და რას აკეთებენ პარიუ-ში, ვინ სადა სცხოვრობს, ვისთან აქვს მსვლელობა, მერე, თითქოს არა განგებ, ლაერტზედაც, მაგრამ ხერხიანათ, მოიტანე სიტყვა. პირველად თქვი, რომ ლაერტს სრულებით არ იცნობ, ანუ აი ესე: „ლაურეტის მამას ვიცნობთქო, ისე, მცირედ, და ნათესავთა მცირედ“ გეყურება?
რეინოლდი.
დიახ.
პოლონი.
„ჰო, ლაერტსაცა მცირედ“; და მერმე ჰკითხავ: „ის ცელქი ყმაწვილი კაცი ხომ არ არის ესრეთი, ისრეთი“ და შეგიძლიან მრავალი ჰსთქვა მხოლოღ არა ცუდი. ღმერთმა დაგიფაროს არა, რა, აი როგორ, თქვი რაც მოგხედეს, რაცკი ყმაწვილკაცს მიეტევება და ცოდვათ არ შეერაცხება... აი, აი...
რეინოლდი.
აი მაგალითებრა, ქაღალდის თამაშობა?
პოლონი.
თუნდ ქაღალდის თამაშობა, ღვინო, მაშფოთარობა, ჩხუბი, არშიკობა...რეინოლდი. განა ბიწი არა არის ეგე? პოლონი. ბიწი! ყოველივე დამოკიდებულია მაზე, როგორც რას იტყვი ნუ უწოდებ ლაერტს პირდაპირ მოთამაშედ, მაშფოთარად; მხოლოდ წარმოადგინე იგი დადგომილ ყმაწვილკაცთა ნებაზედ, რომელთაცა აქვსთ ცხელი სისხლი და თავისუფალი თავი... აქ უნდა, ესრეთ, ხელოვნებით... ნუ თუ არ გეყურება?
რეინოლდი.
რა საჭირო-ა ეგ?
პოლონი.
ესე იგი, აქედგან რა გამოვა?
რეინოლდი.
დიახ, მე მინდა ვიცოდე თქვენი ჰაზრი.
პოლონი.
აი, ხედავ, რა პლანია აქ მგონია არ არის ცუდი, საკმაოდ მარჯვე-ა. ოდესაც შენ გადააბნევ შენს ნიშნებსა, ბეჯითად შენიშნე, რას იტყვის ვისაც ელაპარაკები. სარწმუნო იყავ, თუ მცირე მცირედი მაინც არის საფუძველი შენს ნათქვამში შენთან მოლაპარაკე ესრეთ დაიწყებს: „დიახ, მოწყალეო ხელმწიფეო“, ანუ „დიახ, მეგობარო“ ანუ „დიახ, უფალო პატიოსანო“... ესე იგი, ისე დაიწყებს, როგორათაც იქ იმათა-ში იტყვიან...
რეინოლდი.
ვსთქვათ, რომ იტყვიან როგორმე ის-იტყვის...
პოლონი.
დიახ ის იტყვის... იტყვის... რა-ზე ვლაპარაკობდი? შენ სულ გადამრიე! მე რაღასაც ვამბობდი...
რეინოლდი.
დიახ, ის დაიწყებს, „ჰსთქვათ თქვენ“...
პოლონი.
ჰო, დიახ! აი ის დაიწყებს: „მე ვნახე დიახ, ის უფალი გუშინ იქ იყო, დღეს აქ; აქ იყო მთვრალი იქ წაეჩხუბა, იქ იყო“... ხედავ, შენი ნიშანი იყო წილკავად, და შენ ამ წილკავით დაიჭერ ჭეშმარიტებას. ესრეთ, საყვარელო ჩემო, მეცნიერი და მარჯვე კაცი გარეშედ, შემოვლით, მოხერხებულობით, პირდაპირ მიაგნებს, რასაც ეძიებს; შენს ესრეთ მოიქცევი ამ საქმეში, და მართალს მიამბობ შვილზე გეყურება?
რეინოლდი.
მეყურება.
პოლონი.
კარგი! კეთილი გზა მოგცეს, წადი ღმერთი იყოს შენთანა.
რეინოლდი.
მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
პოლონი.
ამასთანავე, ნუ დაივიწყებ, შენც შენიშნო!
რეინოლდი.
დიახ, რასაკვირველია.
პოლონი.
ამასთანავე იმას ნუ შეამჩნევინებ!
რეინოლდი.
მშვიდობით! (მიდის.)
პოლონი.
ღმერთი იყოს შენთანა! (გამოდის ოფელია.)
აბა, ოფელია, რა არის ახალი ამბავი.
ოფელია.
ოჰ! ღმერთო ჩემო! შიშისაგან სულ ვჰკანკალებ!
პოლონი.
რა, რა მოხდა? მითხარ ჩქარა!
პოლონი.
მე ჩემს ოთახში ვიჯექ საკერავ-ზე, პრინცი ჰამლეტი ანაზდად შემოვიდა, თავ-შიშველი, სულ გაწეწეილი, ფერ-მიხდილი, კანკალებდა, სახე მისი ესრეთ იყო საშინელი რომ, გეგონებოდა, თითქოსშეატყო მას ჯოჯოხეთის საიდუმლო...
პოლონი.
გასულელებულა შენის სიყვარულისაგან.ოფელია, არ ვიცი, მაგრამ, მგონია ჭკუიდან შეშლილა.
პოლონი.
რა გითხრა ჰამლეტმა?
ოფელია.
ჰამლეტმა ხელი წამტაცა, მაგრა მომიჭირა; მეორეს ხელით დაფარა თვალებში, აი ასე და დიდხანს მიყურა მე პირისახეში; შემდგომ ამოიოხრა ესრეთ მძიმედ, რომ გეგონებოდა ამ ოხვრასთან სული მისი უნდა გაფრენილიყო. შემდგომ სამჯერ გაიქნივა თავი, გავიდა, და როდესაც მიდიოდა თვალი არ მოაშორა, და არა ჰფიქრობდა, სად მიდიოდა...
პოლონი.
კმარა! ჩქარა წავიდეთ კოროლთან მეყურება! ეს უგუნურება არის სიყვარულის უგუნურება. სიყვარული ყველაზე ადრე გვაგჟებს ჩუჱნ. მებრალება, პრინცი! იქმნება, უზრდელად უპასუხე მის სიყვარულზე? ოფელია. არა, მხოლოთ დავემორჩილე რა თქვენს ბრძანებასა, მე წიგნები მისგან აღარ მივიღე, და აღუკრძალე ნახვა ჩემი.
პოლონი.
აი კიდეც მაგისაგან გასულელებულია! როგორ მენანება, რომ ავჩქარდი და ძლიერ სასტიკად მოვიქეც; მაგრამ მე ხომ მეგონა, რო ხუმრობდა! განაკი შემეძლო წინათ რაიცა აქედგან წარმოსდგებოდა! ავჩქარდი უგუნურად! სულკი მიზეზია წყეული მიუნდობლობა-ჩუჱნ მოხუცნი ახირებულნი ვართ. გავეშურნეთ, კოროლს ყოველივე მოვახსენოთ. მას ეწყინება არა უფრო სიყვარული ჰამლეტისა, როგორათაც ისი, თუ ჩუჱნ ჭეშმარიტებას არ ვეტყვით. (მიდის.)
კოროლი, დედოფალი, როზენკრაცი, გილდენშტერნი, კარის კაცნი.
კოროლი.
მშვიდობა თქვენი ნახვა, საყვარელნო როზენკრაცო და გილდეშტერნო. ჩუჱნ მოხარულნი ვართ თქვენის ნახვისა, და გარდა ამ სურვილისა, საჩქაროთ დაგიბარეთ მისთვის, რომ ჩუჱნ იმედი გვაქვს თქვენგან საჩინო სამსახურისა. თქვენ შაიტყობდით ცვლილებასა, რომელსაცა ხედვენ ყოველნი ჰამლეტში. ვამბობ „ცვლილებაზე“ იმათ. მამის სიკვდილი ხომ არ არის მიზეზი ამისა? არ მეყურება, და თქვენ ორთავეს გთხოვთ, როგორათაც მეგობართა და ამხანაგთა მისთა, დაშთეთ ჩუჱნთან, ეცადნეთ როგორმე გაართოთ ჰამლეტი; ამასთანავე გულ-მოდგინედ ყური უგდოთ და გამოიცნოთ მიზეზი ცვლილებებისა მისის ხასიათში, გონება-ში, ყოფა-ქცევაში. შევიტყობთ რა მის სნეულებას, ადვილად ვიპოვით წამალსა.
დედოფალი.
ჰამლეტსა ყოველთვის თქვენზე ეგრეთ ულაპარაკნია, როგორათაც თავის მეგობრებ-ზედ, და თუ თქვენ თანახმა იქმნებით დროებით დაშთეთ ჩუჱნთან, რათა შეგვეწივნეთ ჩუჱნს უბედურობაში, გვერწმუნეთ, რომ თქვენ საჯილდაოდ იქმნება ჩემი და კოროლის მადლობა.
როზენკრაცი.
ვერ გავბედავთ, დედოფალო, უარი მოგახსენოთ თქვენ ნუ კი გვთხოვთ, ინებეთ გვიბრძანოთ!
გილდენშტერნი.
ჩუჱნ ორნივ ბედნიერებად მივიღებთ სამსახურსა და თქვენს ხელმწიფობასა უძღვნით ჩუჱნთა ღონისძიებათა, ძალთა და სურვილთა.
კოროლი.
გმადლობთ თქვენ, როზენკრანცო და გილდენშტერნო! დედოფალი. მეც გმადლობ თქვენ, და გთხოვთ ჩქარა წახვიდეთ უბედურ ჰამლეტთან. ერთ-ერთი თქვენგანი ამათ გააცილებს ჰამლეტთან.
კოროლი.
ღმერთმა ინებოს, რათა ესე სასარგებლო იყოს ჩუჱნთვისაც, თქვენთვისაცა.
დედოფალი.
ახ! ღმერთმა ინებოს, ღმერთმა ინებოს! (როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან, ერთი კარის კაცთაგანი მისდევს მათ.)
პოლონი.
ელჩნი, რომელნიცა თქენ ნორვეგია-ში გაგზავნეთ, გიახლენ, და კეთილის ამბითა!
კოროლი.
შენ ყოველთვის ყოფილხარ მამა სასიამოვნო ამბებისა.
პოლონი.
თქვენ აგრე ჰფიქრობთ, კოროლო? მერწმუნეთ ყოვლად უმოწყალესო ხელმწიფეო ჩემო, რომ მე თქვენ, შემდეგ ღვთისა. თქვენ შემოგწირავთ ყოველსავე. სულსაცა, ნიჭთაცა ჩემთა, და თუ ამ ჟამად ჩემმა მიხვედრილობამ აჰა მიღალატა, როგორათაც ადრე არ უღალატნია, მე ვჰპოვე მიზეზი პრინცის მოშლილობისა.
კოროლი.
მაშ თქვი რაღა ჩქარა თქვი!
პოლონი.
გნებავსთ თქვენ პირველად ინახვინოთ ელჩნი, წარჩინებული-ღა გამოჩენა ჩემი დაესხნენ დაშთეს თქვენთვის საუზმედ შემდგომ მიღებისა ელჩთა.
კოროლი.
ჩქარა, აქ შემოიყვანე ელჩნი. (პოლონი მიდის.) გეტრუდა, პოლონი ამბობს, რომ უპოვნია მიზეზი ჰამლეტის შეშლილობისა.
დედოფალი.
სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, თუ არ სიკვდილი მამისა და ჩუჱნი საჩქარო ქორწინება!
კოროლი.
ჩუჱნ ყოველსავე, შევიტყობთ. (პოლონის შემოჰყავს ვოლტმანდი და კორნელ.) მოგიკითხავთ უფალნო! ვოლტმანდო, რა მოგვატანეთ თქვენ ჩუჱნის ძმისაგან, ნორვეგიის მეუფისაგან?
ვოლტმანდი.
ალერსი, მეგობრობა და კავშირი რა წამს მივედით ჩუჱნ ნორვეგიაში. მყისვე მოჰკვეთა მან განზრახვა მტერობისა, რომელიც ჰქონდა მის ძმისსწულსა; ფორტინბრასმა დაარწმუნა ნორვეგიის მეუფე, რომ ვითომც მან შეჰკრიბა მხედრობა პოლმაზე მისასვლელად. მაგრამ საიდუმლო მისი განზრახვა, ჩუჱნ გამოუცხადეთ კოროლსა; მას ეწყინა, რომ ძმისწული წინააღუდგა მისის მოთმინებასა, და მკაცრად ელაპარაკა მას. მორჩილმა ბიძის ბრძანებისა, ახალ-გაზრდა ფორტინბრასმა შეჰფიცა, რომ დაიცავს ჩუჱნთან მშვიდობასა, და მეგობრობასა. ამისთვის კოროლმა ნება მისცა მიიყვანოს შეკრებილი მხედრობა პოლმაზე. აჰა ოქმი, რომლითაცა ჰბედავს და გთხოვთ, ნება მისცეთ ძმის-წულსა მისსა გაატაროს მხედრობა დანიის სახელმწიფოზე: კოროლი თავსიდებს თქვენს შეურვეველობასა, და განაცხადებს პირობათა, რომელნიცა დაინახა საჩინოდ. შეიქმნა რა თანახმა ფორტინბრასის თხოვნაზე, თქვენის ნება დართვით.
კოროლი.
სასიამოვნია ჩუჱნთვის ყოვლისა მაგის მოსმენა, ჩუჱნ კარგა განვსჯით, და კოროლს პასუხით დაუმტკიცებთ.რომ ჩუჱნ ვაფასებთ მისსა მეგობრობასა. გმადლობთ თქვენ შრომისათვის. წადით მშვიდობიანად მოისვენეთ. და ამაღამ გთხოთ მიიღოთ მონაწილეობა ჩუჱნს მხიარულებაში.
(ვილტმანდი და კორნელი მიდიან.)
პოლინი.
ჰო-დიახ! ეს რასაკვირველია მშვენიერია, კარგია, კორნელო და დედოფალო! თუ რო ვილაპარაკებთ მა-ზე რა-ა დიდებულება, რა-ა ერთ-გულობა, რომ დღე არს დღე, ღამე არის ღამე, და დრო არს დრო, ყოველივე ესე ნიშნავს მას, რომ დავჰკარგავთ დღესაცა, ღამესაცა, დროსაცა. და ესრეთ, როგორათაც სიმოკლე არის სული გონებისა, მრავალ-სიტყვაობა-ღა მისი სამოსელი, სხეული მე ვიქნები ლაპარაკში მოკლე. ძე თქვენი არის გიჟი, იგი არს ისი გიჟს რომ ეტყვიან, მაგრამ ეს იქით იყოს.
დედოფალი.
მცირე თქვი და გაგებით.
პოლინი.
დედოფალო! გეფიცები, რომ მე საკუთრად ამაზე ვჰფიქრობ! ის გიჟია მართალია; სანანურია, და ამიტომ არის სანანური, რომ მისი სიგიჟე მართალია; სულელი ფიგურა (ოფელია). მაგრამ დაუტევოთ ოფელია, მისთვის, რომ საქმე საქმე-ში-ა! ჰამლეტი გიჟია ჩუჱნ თანახმანი ვართ და აჰა ჩუჱნ დაგვშთება ვჰპოვოთ მიზეზი ესრეთთა შედგომილებათა, ანუ უკეთეს ესრეთთა გამოკვლელობათა, ვინათგან გამოკვლევა არს ისი, რომ კვალიდაიკარგა საქმისაგან. ესრეთ, რასაკვირველია, უკანასკნელ მივიწევთ დასასრულსაც ყური მომიპყარით. კოროლო და დედოფალო! მე მყავს ქალი. ვინაითგან ეს ჩემი ქალია, რომელმანცა მორჩილებისა და მოვალეობისა გამო, მე მამცა ქაღალდი გთხოვთ მამისმინოთ: „ზეციერსა, კერპსა სულისა ჩემისასა უმშვენიერესსა ოფელიასა“.
„უმშვენიერესსა!“ ფუჭი, ლაყაფი ფრაზი-ა, მაგრამ ინებეთ მოისმინოთ. და ესრედ: „შენს მშვენიერს გულის სითეთრე-ზე,“ და სხვანი...
დედოფალი.
განა ეგ ჰამლეტს მიუწერია ოფელიასთან?
პოლონი.
ყურადღება ხელმწიფეო. სამქე გვიჩუჱნებს. „ნუ დაიჯერებ რომ ცეცხლი ვარსკვლაებში პრიალებს, ნუ ირწმუნებ მზის მოძრაობასა, ნუცა გრწამს, რო სიმართლე ჭეშმარიტება-ში იმყოფება მაგრამ ჩემ სიყვარულ-ზე ეჭვი ნუ გექმნება. „საყვარელო ოფელია! ამ ტრიქონებმა განმიმრავლეს ნაღველი. მე არ შემიძლიან მშვენივრად გიამბო ჩემნი ოხვრანი. მაგრამ მიყვარხარ შენ, ძლიან მიყვარხარ. მამიტევე. მარადის შენი ვარ, განსხვავებით პატივცემულო ქანწულო, მანამ სული მიდგას ჰამლეტი. ქალი ჩემი დამემორჩილა და ეს მიჩუჱნა; სულ მიამბო, რაცკი უთქვას მისთვის ჰამლეტსა, სიტყვისმოქცევაც, ადგილი, დრო-ყველა გამიმარტა.
კოროლი.
ოფელიას-ღა როგორ მიუღია სიყვარული ჰამლეტისა?
პოლონი.
მე როგორ მიცნობთ?
კოროლი.
პატივცემულ, სარწმუნო კაცად.
პოლონი.
მე მაგას დავამტკიცებ. რას იტყოდით თქვენ, თუ რო მე ეს სიყვარული მიმეღო (მანამ ჩემი ქალი გიამბობდა, მე მიხვედრილი ვიყავ ამ სიყვარულს), რას იტყოდით თქვენ, კოროლო, და თქვენ დედოფალო ჩემო, ხელმწიფაო, თუ რო მე ეს საქმე დამეტევებინა, როგორათაც შეურაცხი, ფუხი ნივთი, ანუ გულგრილად გამეგონა ამბავი ამაზე-რას იტყოდით თქვენ? არა! მე პირდაპირ, აი ესე დავწერე ჩემს ქალს სიტყვა; „პრინცი ჰამლეტი შენი წყვილი არ არის, და ესე სიცრუვეა“. და მივეც ოფელიას დარიგება, რომ თავი არ მიანებოს პრინცის სიყვარულსა, არ მიიღოს მისგან საჩუქრები. წიგნები უკანვე გაუგზავნოს. ოფელიამ აღასრულა ესე წმინდად და-ნაყოფი ოფელიის საქციელისა იყო (შევამოკლებ სიტყვას)... პრინცი იყო უგულვებელს ყოფილი, შეიქმნა მწუხარე მერე იტანჯა, არ ეძინა დასუსტდა, გასულელდა, იცელქა, უკანასკნელ გაგიჟდა, და ჩუჱნ ყოველნი შეგვაწუხა.
კოროლი.
ნუ თუ ეგე ნამდვილია?
დედოფალი.
რატომ, ადვილად მოხდება.
პოლონი.
განაკი მომხდარა ოდესმე გთხოვთ გამამტყუნოთ-მეთქვას, რომ ეს ესე-ა, და გამოსულ იყოს არა?
კოროლი.
არა, რავდენაც მახსოვს.
პოლონი
უჩუჱნებს თავზე და მხრებზედ. ამართვით აი ეს, თუ ეხლაც ესე არ იყოს. და თუ რომ მცირედ მაინც შემეწეოდეთ, მე ვიპოვი ჭეშმარიტებასა, დედამიწაშიაც რო დაჰფლათ
კოროლი.
მაგრამ რა ღონისძიებაა?
პოლონი.
თქვენ იცით, რომ ხანდახან ოთხ საათს დასეირნობს ხოლმე აქ სასახლის ტალავარში ჰამლეტი.
დედოფალი.
სწორეთ ეგრეა.
პოლონი.
აი მაშინ მე გამოვიყვან ჩემ ქალს. ჩუჱნ აქ ხალიჩების იქით მივიფარნეთ, ყური დაუგდოთ; თუ ჰამლეტს ოფელია არ უყვარდეს, და თუ არა ოფელიამ მოსტაცა მას ჭკუა-აღარ -ღა ვიქნები თქვენი საიდუმლო მრჩეველი. დაეხსენ ვიყო მეჯინიბე, მწყემსი საქონლისა...
კოროლი.
რაღა? მე თანახმა ვარ. (ჰამლეტი შემოდის კითხვით.)
დედოფალი.
უყურეთ: აი ჰამლეტი მოდის, რასაც კითხულობს როგორ დაღონებულია!
პოლონი.
განშორდით ჩქარა, ორნივე მე დავიწყებ ჩემ საქმეს ნება მეცით მხოლოდ...
(კოროლი და დედოფალი მიდიან.)
პოლონი.
როგორ მშვიდობით ბრძანდებით, საყვარელო პრინცო?
ჰამლეტი.
მადლობა ღმერთსა! კარგათ ვარ.
პოლონი.
მიცნობ მე პრინცო?
ჰამლეტი.
ძალიან გიცნობ: შენ ხარ მეთევზე.[1]
პოლონი.
არა! პრინცო.
ჰამლეტი.
მაშ თუ ეგრე არ არის, მე მსურს, რათა იყო ეგრეთვე პატიოსანი.
პოლონი.
ეგრეთვე პატიოსანი, პრინცო?
ჰამლეტი.
დიახ. ვინც არის ამ სოფელში პატიოსანი, ნიშნავს, იგი გამორჩეულია ათი ათასთაგან.
პოლონი.
ნამდვილი მართალია, პრინცო!
ჰამლეტი.
და თუ თვით მზე ჩასახავს მატლებს გადამღრძვალ ძაღლში... ჰო, შენ გყავს ქალი?
პოლონი.
მყავს, პრინცო.
ჰამლეტი.
უბრძანე არ იაროს მზეზე, ამისთვის რომ თუმცა ნაყოფიერება ნიშნავს კურთხევასა, მაგრამკი თუ ესე შეეხო ქალსა შენსა დაიცე იგი, მეგობარო!
პოლონი.
რა გნებავსთ სთქვათ, პრინცო! (იქით.) სულ ჩემი ქალი არ ახსოვს! პირველად ვერ მიცნა მითხრა, რომ მე მეთევზე ვარ. რა წარამართობა-ა! ყმაწვილობას თვით მეც ვიყავ გაგიჟებით შეყვარებული, თითქმის ესრეთვე ვიყავ გასულელებული. დაველაპარაკოთ კიდევ (ხმა მაღლა.) რასა კითხულობთ პრინცო?
ჰამლეტი.
სიტყვებსა, სიტყვებსა, სიტყვებსა!
პოლონი.
რა-ში შესდგება საქმე, პრინცო?
ჰამლეტი.
აქ საქმე არ არის.
პოლონი.
მე ვამბობ, ესე იგი, რა საქმე შესდგება მაგ წიგნის სატყვებში?
ჰამლეტი.
ცილის წამება! წყეული დამცირებული მთხვზელი სწერს, რომ მოხუცებულთ აქვსთო გათეთრებული თმა, დამჭკნარი პირისახე, თვალი ვერ უჭირსთო, თავ-ში ეგო-დენი სისუსტე აქვსთო, რავდენი ფერხებში. ყოველივე ეს მართალია, მაგრამ არ უნდა დაწერა, ამიტომ რომ, თვით შენ იფიქრე: შეიძლევა შეიქმნა შენც ეგრეთვე მოხუცებული, როგორათაც მე ეხლა ვარ, თუ რო. კიბოსაებრ, უკან დაიწევ გზასა ზედა სიცოცხლისასა.
პოლონი, იქით.
სულელური სიტყვებია, მაგრამ ამ სიტყვებში არის რაღაც რამ წესიერება. (ხმა მაღლა.) ხომ არ წამოხვალთ, პრინცო, სადმე სასეიროთ.
ჰამლეტი.
სადა? საფლავში?
პოლონი.
ეჰ, ეგ იქნება ნამდვილად გასეირნება. (იქით) როგორ მარჯვეთ მიწყვეტს სიტყვასა! გიჟები ხანდახან ალალდებზედ ლაპარაკობენ ესრეთ მარჯვეთ, რომ გონიერიც ვერ მოიფიქრებს. დაუტევოთ ეს და წავიდეთ მოვახერხოთ ამისი შეხვედრა ჩემ ქალთან (ხმა მაღლა.). უგანათლებულესო პრინცო! ნება დამრთეთ მივიღო გამბედაობა გამოგეთხოვოთ.
ჰამლეტი.
ყოვლისაგან, რაიცა თქვენ შეგიძლიანთ მიიღოთ ჩემგან, მე არას დაგითმობ თქვენ ესრეთ გულ-მოდგინედ, როგორათაც ჩემს სიცოცხლეს, ჩემს სიცოცხლეს,ჩემს სიცოცხლეს! ჩემს სიცოცხლეს!
პოლონი.
მშვიდობით, პრინცო!
ჰამლეტი.
ბებერი, სულელი ყბედი! (როზენკრაცი და გილდენშტერნი გამოდიან.)
პოლონი.
თქვენ გნებავსთ ნახოთ პრინცი? აი პრინცი!
როზენკრაცი
გმადლობთ. (პოლონი მიდის.) გილდენშტერნი.
გოლდენშტერნი
უპატიოსნესო...
როზენკრაცი
უსაყვარლესო...
ჰამლეტი.
რაო ტკბილო უტკბოესნო მეგობარნო! როგორ ხარ, გილდენშტერნო? როზენკრანცო? ღმერთი როგორ გწყალობსთ.
როზენკრაცი.
ჩუჱნ რა მოგვივა, პრინცო, შეურაცხთა კაცთა!გილდენშტერნი. რომელნიცა ვართ მით კიდეც ბედნიერნი, რო არა ვჰფიქრობთ უმეტეს ბედნიერება-ზე.
ჰამლეტი.
ასე, რომ თუდა ბედნიერება პანღურსა გცემსთ, ისიც კი კარგია? როზენკრაცი. ეგ კი არაფერია, პრინცო. მაშ თქვენ დაეძებთ ნივთთა საშუალებასა? ძალიან კარგი, მაგრამ ფორტუნა[2] არის უვარგისი დედაკაცი ჰო, რა არის ახალი ამბავი, უფალნო?
როზენკრანცი.
არაფერი, პრინცო, გარდა მისა, რომ სოფელი თან-და-თან უკეთესდება.
ჰამლეტი.
მართლა? რა დამართებია, განა სოფელი გაგიჟებულა? ბარემც, მითხარით: რა აწყინეთ თქვენ ფორტუნასა, რომ გაგზავნეთ საპყრობილეში?
გილდენშტერნი.
საპყრობილეში, პრინცო?
ჰამლეტი.
დიახ. დანია არის ხომ საპყრობილე.
როზენკრანცი.
მაშასადამე, მრთელი სოფელი არის საპყრობილე?
ჰამლეტი.
რასაკვირველია, სოფელი არის საპყრობლე, დაყოფილი სხვადასხვა გავლებულ კედლებითა და განყოფილებითა. დანია თვით უსაძაგლესი ნაწილია.
როზენკრანცი.
მაგაზე თანახმა არავარ, პრინცო.
ჰამლეტი.
იქმნება თქვენ ეგრე გჩანსთ; ყოველი ჰფიქრობს თავისებრ კეთილზე და ცუდზე; ჩემებრ სოფელი საპყრობილეა!
როზენკრანცი.
იქმნება, სოფელი ვიწრო-ა თქვენის დიდის სულისთვის, და იმიტომ გგონიათ საპყრობილედ.
ჰამლეტი.
ოჰ ღმერთო ჩემო! ჩემი დიდი სული დაეტეოდამცა კაკლის ნაჭუჭში, და მე ჩემს თავს უწოდებდი მეუფედ უსაზღვრო სივრცისა; მაგრამ მე ვხედავ ცუდ სიზმრებსა, ესრეთ ცუდ სიზმრებსა...
გილდენშტერნი.
უეჭველად, ეგ სიზმრები არის პატივის მოყვარეობისა, ამიტომ რომ პატივის-მოყვარე სდევნის სიზმრის ოცნებასა.
ჰამლეტი.
სიზმარი ოცნებაა, განა?
როზენკრანცი.
უეჭველად, და ამიტომ მე მგონია, რომ პატივისმოყვარე სდევნის სიზმრის ოცნებასა.
ჰამლეტი.
მართლა? მაშასადამე, ჩუჱნნი ზარმაცნი გლეხნი სცხოვრებდნენ ნამდვილოებაში, დიდნი კაცნიღა ოცნებაში? მე როგორღაც დღეს გავსულელდი არ გინდათ წავიდეთ კოროლთან? როზენკრანცი და გილდენშტერნი. ჩუჱნ სურვილით ვიქმნებით თქვენი ამხანაგნი.
ჰამლეტი.
სისულელეში? ოჰ, არა, უფალნო! უთქვენოთაც მყვანან დუნდგო მაგისთანა ამხანაგნი, და თითქმის მასიამოვნებელნიცა. სწორეთ ვსთქვა, სისულელე არისიმფი ფასის სული ჩუჱნ კარზე. მაგრამ თქვენ რათა ხართ ელსენორში?
როზენკრანცი.
გვსურდა თქვენი ნახვა, პრინცო.
ჰამლეტი.
მე ვარ საწყალი მადლობაზე, გლახაკი, მაგრამ გმადლობთ თქვენ, მეგობარნო ჩემნო, და რასაკვირველია. მადლობა ჩემი ერთგროშთ, მაინც, ღირს! რაო, თქვენ გამოგზავნილნი ხართ ჩემთან? ანუ თქვენის ნებით მოხვედრით? მითხარით გულწრფელად, მითხარით!
გილდენშტერნი.
რას გვიბრძანებთ, პრინცო.
ჰამლეტი.
ყოველსავე, რაცა თქვენ გნებავსთ, მხოლოთ ეგ არ არის პასუხი ჩემ კითხვაზე. მე თქვენ მაგიერ შემრცხვება. თქვენ იყურებით ესრეთ, სიტყვით-კი სხვას იტყვით. მე ვიცი-კეთილმა კოროლმა და დედოფალმა მოგგზავნესთ თქვენ.
როზენკრანცი.
რასათვის, პრინცო?
ჰამლეტი.
ეგ თქვენ უნდა იცოდეთ. მაგრამ მე გაფიცებ თქვენ ჩუჱნის ამხანაგობითა, ჩუჱნის სიყმაწვილის მეგობრობითა, მოწყვეტელის ჩუჱნის სიყვარულითა და ყუოველთავე, რასაც კი რიტორიკა მოიფიქრებს უკეთესსა, სწორეთ მითხარით: თქვენ მოგზავნილნი ხართ ჩემთან? ჰე, თუ არა?
როზენკრანცი, გილდენშტერსა.
რა უთხრათ ამას?
ჰამლეტი, იქით.
მე საშუალ ვჭვრეტავ თქვენ! (ხმა მაღლა.) თუ გიყვარვართ ტყუილს ნუ იტყვით.
გილდენშტერნი.
პრინცო! ჩუჱნ მოგზავნილნი ვართ.
ჰამლეტი.
მე კი გეტყვით თქვენ რასათვის. ჩემი განმარტება გიხსნით თქვენ სწორე თქმისაგან, და არცა ერთის თმის ოდენ არ გაგხდის თქვენ მოტარტარედ. ახლო ხანს, არ ვიცი რა მიზეზისაგან, დავჰკარგე სიმხიარულე. მე დაუტევე ყოველი ჩემი საქმე, და ესრეთ ვარ ნაღვლიანად, რომ დედამიწა მჩანს ტალახის ნაჭრად და ცა, ეს ზვავი დიდებულება ცისა, მისის ოქროს ვარსკვლაებითურთ-ხროვად სენ-შესაყარ ოშხივართა. როგორს დიდებულებას გამოაჩენს კაცი თავიი თვისით როგორი კეთილშობილება-ა მისის გონებაში, დაუსრულებლობა მის სულის ძალაში, სიმშვენიერე მის ფორმებში-ეს არის სული ზეციური, სამკაული სოფლისა, ნიმუში დანაშთენის ბუნებისა!... ჩემთვისღა, რა არის ეს ესსენცია ტალახისა?... მე არ მიყვარს კაცი დედაკაცი უფრო უმეტეს! რას იცინით! მართლად, ესე-ა!
როზენკრანცი.
მე არა მრწამს, პრინცო.
ჰამლეტი.
რა არის აქ სასაცილო, თუ მე არ მიყვარს კაცი?
როზენკრანცი.
თუ არ გიყვარსთ, მაშ ცუდად მიიღებთ კამედიის წარმომადგინებელთა, რომელნიცა შეგვხვდენენ ჩუჱნ გზაზე. იმათ სურდათ ესიამოვნებინეთ თქვენ.
ჰამლეტი.
მითომ რატომ. წარმომადგინებელი კოროლთა მობრძანდეს; მზა ვარ ვემსახურო, და მოგზაური რიცარი დაეხსენი გამოცხადდეს თვისის ხმლითურთ; მიჯნური არ იოხრებს უბრალოდ: მასხარა თავის ადგილს დაიჭერს; ჭკვიანნი ისულელებენ სულელისაგან, და კნიაჟნა ცხადად აღვიარებს თვის სიყვარულსა ლექსებ-ში. ვინ არიან ეს კამედიის წარმომადგენელნი?
როზენკრანცი.
იგინივე, პრინცო, რომელნიცა ოდესმე თქვენ მოგწონდათ, და იქმნებიან დიახ მოხარულ, თუ რო ეხლაც მოგეწონებიან.
ჰამლეტი.
მითომ რატომ? აქ ჯერ კიდევ არ იქმნება ესრეთი სასწაული, როგორიცა შემთხვევია ბიძა ჩემს, აწინდელ დანიის კოროლსა: იგინი, რომელნიცა არარად სთვლიდნენ მას, მამისა ჩემისა სიცოცხლის დროს, ყიდულობენ ეხლა მის პატრეთებს და აძლევენ პატარა პატრეთში 01 ა, 20 ა, 40 დუკადსა[3]
აქ უნდა რო ფილოსოფია ეცადოს, გამოაჩინოს: რისაგან დიდდებიან პატარა კაცნი, ოდესაც დიდნი გარდაიცვლებიან.(ისმის ხმა საყვირისა.)
გილდენშტერნი.
აჰა კამედიის წარმომადგენელნიცა!
ჰამლეტი.
ჰა, უფალნო, მშვიდობა თქვენი ნახვა! მამეცით ხელი აბა, აბა! ალერსიანობა დაიწყება მოკითხვით. მოდი ჯერ თქვენთან ვისწავლი როგორ უნდა მივიღო წარმომადგინებელნი, რათა არა სთქვან შემდგომ, ვითომც მე ვიყავ მეტად თავაზიანი ესრეთ კაცებთან, რომელნიცა შორს არიან თქვენზე (ხარისხით) უფალნო! მაგრამ ჩემი ბიძა-მამა და ჩემი დედა-ძალუა ძალიან სცთებიან.
გილდენშტერნი.
რაში, პრინცო?
ჰამლეტი.
მათ არ იციან, რომ მე ვარ მხოლოთ გიჟი, ოდესაც ჰბერავს ქარი ჩრდილოეთ-დასავლეთით, ოდესღა არის ქარი სამხრეთით, მაშინ მე არ მივიღებ სანთელს მზედ.
პოლონი, გამოდის.
გადღეგრძელოსთ, უფალნო!
ჰამლეტი.
გამოიგონე, გილდერშტერნო, და შენც როზენკრანცო თვითო ყურზე თვითო მსმენელი ეს ჰასაკოვანი ბავშვი, რომელსაცა თქვენ ხედავთ, კიდევაც არ ამდგარა აკვნიდგან.
როზენკრანცი.
იქმნება, კიდევ ჩაწვა აკვანში; იტყვიან, ვითომც სიბერე არის უკუნმიქცევა სიყრმისადმი.
ჰამლეტი.
შეხედეთ ეს მოსულა გვაუწყოს კამედიის დასაწყისზე... და ესრეთ, ეს იყო, ამბობთ თქვენ, ორშაბათს დილით.
პოლონი.
პრინცო! მე მოგიტანე ახალი ამბავი.
ჰამლეტი.
მეც შემიძლიან გიამბო თქვენ მრავალი ახალი ამბავი. ოდეს რომ-ში იყო დიდი აკტიორი როსციური...
პოლონი.
ჩუჱნთან მოვიდნენ კამედიის წარმომადგენელნი.
ჰამლეტი.
იქმნება?
პოლონი.
გარწმუნებთ, მართლა.
ჰამლეტი.
ჯორებზე ახალგაზრდანი, მაჭენებენ მგალობელნი...
პოლონი.
საკვირველი აკტიორნი არიან! ტრაგედიისათვის, კომედიისათვის, ისტორიულ პასტორალთათვის.[4]
კომიკურთა პასტორალთათვის, ისტორიის პასტორალთათვის, ისტორიულ ტრაგედიისათვის, ტრაგედიი-კომედისათვის, დრამისათვის სამის ერთობითურთ, და პოემათა თვის თვინიერ ყოვლისა ერთობისა. არა აქვსრა სამწუხარო სენეკას, შესაქცევი პლავტსა, კანონიერ გვარად, უკანონო გვარად, რაიცა მათ არ წარმოადგინონ.
ჰამლეტი.
ოი საკვირველი საკვირველებაა, და განსაოცარი განსაოცრებაა! რა საუნჯესა ჰფლობ შენ!
პოლონი.
რა საუნჯესა?
ჰამლეტი.
რასა? ქალი გყავს შენ მშვენიერი, და იცი მის სიყვარული!
პოლონი, იქით.
სულ ჩემი ქალი არ ახსოვს!
ჰამლეტი.
განა განსაოცარი განსაოცრებაა?
პოლონი.
თუ რომ მიწოდებთ საკვირველებად, მე ნამდვილად მყავს ქალი, რომელიცა ძალიან მიყვარს.
ჰამლეტი.
ერთი მეორისაგან არ გამოდის.
პოლონი.
მაშ რა გამოდის, პრინცო?
ჰამლეტი.
რა? კაცი წინათ განიზრახავს, და განგება კი განჰკარგავს! და ამისთვისცა, განა შენ არ იცი; რაცა უნდა მოხდეს, მას ვერვინ ასცთების. შემდგომღა... აჰა, ბარემც გამოჩნდა თავით თვისით დასასრული სიტყვისა. (გამოდიან რამდნეიმე აკტიორები.) მშვიდობა თქვენი ნახვა, მშვიდობა თქვენი ნახვა, უფალნო; დიდად მოხარული ვარ, რომ გხედავთ თქვენ გადღეგრძელოს მეგობარნო: ჩემნო! ეე ძველო მეგობარო, რაც ჩუჱნ ერთმანეთი არ გვინახავს წვერი მოგზრდია, და შენ მეგობარო რომელსაც ხმა მიგიგავს შემოჭრილ ოქროს წკარანსა, როგორ ხარ, და რაღას ვიგვიანებთ-შეუდგეთ საქმესა! როგორათაც მონადირენი მოვკლათ პირველი ნადირი, რომელიცა შეგვხვდეს. ჩქარა გამოაჩინეთ ნიმუში თქვენის ნიჭიერებისა, თქვით რომელიმე გაშმაგებული
მონოლოგი.[5]
1-ი აკტიორი.
რას გვიბრძანებთ, პრინცო.
ჰამლეტი.
გახსოვს, შენ რო წაიკითხე, რა იყო ის, იყო თუ არა ნათამაშევი, არ მახსოვს კიდევაც რო ყველას არ მოსწონდა, მაგრამ მისთვის ერთნი აქებდნენ, სხვანი ლანძღავდნენ. ერთნი ამბობდნენ, რომ აქ არისო ფუჭი უჰაზრო სიტყვები, სხვანიღა ჰპოებდნენ მეტის-მეტ მრავალსა ჰაზრსა; ერთთა ჰსთქვეს, ეს არისო ქმნილება წარჩინებულისა გემოვნებისა, სრული იდიაებითა მრთელ განსჯულთა, ნამდვილთა, საამოვნოთა, გამოჩინებულთა; სხვათაკი... აი კიდევ აქ მე განსაკუთრებით მომწონდა ამბავი ენეისა დიდონისადმი, და ყველაზე უმეტესად, ოდეს ენეი უამბობს პრიამის სიკვდილსა. თუ გახსოვს, დაიწყე ამ ლექსებით:
„და პირრი, მბდღვინვარე თითქოს გირკნის ლომი... მგონია, ესე არარის, მახსოვსკი იწყება პირრითა...
„და პირრი, სევდიან აბჯატ მოსილი, გამოვიდა ცხენის მკერთაგან. მბრდღვინვარი, საჭურველით ქუხს, ჰფარავს რა შავსა ჰაზრსა, ქვეშე ბენლისა ცისა-სახედავისა. მოწუწვილა თბილის სისხლით საწყალ მსხვერპლთა; მაზე ჰბოლავს სისხლი დედათა უბედურთა, საცოდავთა ცოლთა, შვილთა და მამათა, მათთა ძეთა და ასულთა შავ-სვიანთა. ერეთ ტროის ცეცხლის კიდვა არ ელვარებს, როგორათ მის მძვინვარებით სახე იწვის. როგორათაც ჯოჯოხეთის ცეცხლი, პირრი, ეგრეთ მკვირცხად მოფრინავს ქმნად ბოროტისა და სიკვდილსა უქადის ძნელსა პრიამსა...
განაგრძე შენ!
პოლონი.
ჩინებულია, პრინცო! ხელოვანეობით, გრძნობით წაიკითხე.
აკტიორი. (განაგრძობს.)
და აჰა პირრი, შეჰყურის რა პრიამსა,
ემუქრის ელლინთა ხლმით თვისით მთრთოლითა,
ილიონის სრულს ცეცხლით დამბუგავითა;
და ხელთაგან სიმძიმითა თვისითა
მიგტაცა მახვილი, და, დადგა პირრი გზაზე,
მიისწრაფება უთანასწორ ბრძოლაზე,
ერთის დაკვრით პრიამ დაეცა ობოლი,
და-დაეცა ილიონიც სრულად მრთელი.
შედგა პირრი, დაიმშვიდა რისხვა თვისი,
და სიკვდილს მძვინვარს უშლის განაღოს პირი.
შეაყენა ხმალი -ესრეთ ქარიშხალი,
რათ, ვითომც, შეწყალოს შენობანი სუსტნი,
ერთსა წამსა, დააწყნარებს თვის ქვითინსა,
რათ ახლად იქუხოს დასანთქმელ ჭექითა...
არა! არას დროს ეფესტი თვია საგნითა,
ესრეთ საშინლად არ სცემდა, როგორათა
პირრის ხმალი ჰსწყლავს აქ პრიამს უბედურსა...
პოლონი.
ეგ ძალიან გრძელია.
ჰამლეტი.
შენმა დალაქმა ეგევე მითხრა მე შენს წვერზე. განაგრძე-ეს ხომ ეხლავ დაიძინებს... ჰო-გადვიდეთ გეკუბასთან.
აკტიორი, განაგრძობს.
„თუ რო გენახა გაწეწილი გეკუბა...
ჰამლეტი
რა „გაწეწილი გეკუბა?“
პოლინი
ჰო, მართლა ეგ კარგი იქმნება მითომ? მაგრამ რა უშავს, ეგ ხომ ითქმის გაწეწილ თმებ-ზე! კარგია, მშვენიერია!
აკტიორი, განაგრძობს.
„მკვნესავი, მტირალი, ღრმად ჭირის მფარავი,
იტყოდიმცა, რომ მდუღარ მის ცრემლთ მდინარი
ილიონის მრთელ ცეცლხთ ეძლო წამს გარობა.
ოდესმე გვირგვინი ამკობდა იმ შუბლსა,
რაზე ხედავ დღეს თავ-საფარვის ნაკუწსა
ესოდენ დამცრობილ არს სსვე გეკუბისა.
მის ბაგეთაგან მდინარებს ღვარი წყევისა
თვისის მძიმე სსვე-ზე და ბედის ღალატ-ზე,
ყოველ ჭირთ მიზეზე, მზაკვარ ელენა-ზე,
ო თუ ღმერთთ ეძლოთ ხილვა იმ მწარის წამისა,
ოდეს პირრმა გულს უგმირა პრიამს ხმალი,
მწარ ცრემლით აღივსებოდა მათიც თვალი,
გეკუბის ჭირნიც მოსწყდებოდნენ მათითა...
პოლონი.
უყურეთ, როგორ ცხელის გრძნობით კითხულობს, ხრემლი გადმოსცვივდა, ფერი ჰკრთა... საკმაოა, საკმაოა!
ჰამლეტი.
კარგი, მერმე დამისრულებ. საყვარელო პოლონი! თუ რო შეიძლებოდეს კარგა უმასპინძლე ამათ. ხომ იცი, ესენი არიან სარკე მისი, რასაცა ჩუჱნ ვჰყოფთ, და, მართლად, ამათი. ქება სიცოცხლის დროსღირს ცუდს ეპიტაფიასა.[6] რომელსაცა წარეწერენ შენს საფლავზე.
პოლონი.
მე დაუხვდები შესაბამ მაგათ ღირსებისა, პრინცო!
ჰამლეტი.
ოჰ, რა! უკეთესად, უკეთესად, ვიდრე რასაც ესენი ღირან. თუ რო ყველას დაუხვდით ღირსებისამებრ,რავდენიღა დაშთება ისეთი, რომელიცა არა ღირს კარგის სილისა? არა, არა! დაუხვდი ამათ ზომისაებრ შენი დიდებულებისა და გულუხვობისა.
პოლონი.
წავიდეთ, უფალნო.
ჰამლეტი.
წადით, მეგობარნო ჩემნო, და მოემზადენით სათამაშოდ კამედიისა. ჰო, ძველო მეგობარი, შეგიძლიან სიკვდილი გონზაგოსი?
აკტიორი.
შეგვიძლიან, პრინცო.
ჰამლეტი.
კარგი, წარმოადგინეთ ეგ კომედია. ათიოდე-ღა მცირე ლექსები ჩემი ხომ შეიძლება ჩაურთვათ?
აკტიორი.
შეიძლება, პრინცო.
ჰამლეტი.
ძალიან კარგი, გაჰყევით ამ უფალსა, მაგრამ სასაცილოთ კი არ გახადოთ! (პოლონი და აკტიორები მიდიან.) მეგობარნო ჩემნო, როზენკრანცო და გილდენშტერნო! მეორეს ნახვამდე! მოხარული ვარ, რომ, გნახეთ თქვენ ელესენორში.
როზენკრანცი გილდენშტერნი.
მშვიდობით, პრინცო. (მიდიან,)
ჰამლეტი, მარტო.
ღმერთმა გვიშველოსთ! მარტო ვარ ეხლა... რა საცოდავი ქმნილება ვარ! კამედიის წარმომადგენელი, შესაბრალისი მოჯამაგირე. გამომითქვამს რა გულის-თქმათა, და ცუდ ლექსებში, სტირის. ყვითლდება, კანკალებს, თრთის... რათა? და რა მიზეზია? უბრალო მოგონებულობა! ვიღაცა გეკუბა რა არის მისი გეკუბა? გული რათ სტკივა მისთვის, რათ სტირის, გრძნობს, როგორათაც გეკუბა? მაშინ რაღა იქმნებოდა, თუ რო ჰქონებოდა მას ეგრეთვე მიზეზი სულის ვნებისა, ბოროდმოქმედებას შეაძრწუნებდა, და მაყურებელთ გაუყინავდა ძარღვებში სისხლსა. მეღა? მე ვარ საცოდავი, შეურაცხი, უგრძნობარი კაცი მე ვსდუმ, ვსდუმარებ, ოდეს ვიცი რომ ბოროტმოქმედებამ დანთქა სიცოცხლე და მეფობა დიდისა მფლობელისა მამისა! ანუ მე ვარ მხდალი? ვის შეუძლიან სიტყვით მაწყინოს, ანუ მამაყენოს წყენა, უიმისოთ, რომ წყენისათვის თავს არვიდვა, არ გავფლითო მაწყენი, და არ მიუგვდო ლეში მისი ყორანთა გასაგლეჯათ? და რაღა? ურჩხმულსაგარყვნილებისასა და მკვლელსა ვხედავ მე, თვით ჯოჯოხეთი მიწვევს მე შურის-ძიებად, მე-კი უნაყოფოდ დავსთხევ მრისხანებასა სიტყვებში, და ის უვნებელია ის. ოდესიც მე ცოცხალ ვარ. მე. შვილთ მოკლულის მამისა, მოწამე დედის გაუპატიურობისა!.. ო ჰამლეტო, ჰამლეტო! გრცხვენოდეს!...
ვიფიქროთ შემიტყვია, რომ ბიწი და ბოროტმოქმედება, იხილვენ რა საშინელსა თვისსა სახესა ჰთამაშობაში დახელოვნებულისა ხელოსნისა, უნებურად გამოსთქვამენ თვისსა სირცხვილსა და შეიგნებენ ბოროტმოქმედებასა. დიახ, უენოთ, უსიტყვოთ, ყოველივე იქმნება ცხადი. ამ აკტიორებთა წარმოვადგენინებ საშინელსა მკვლელობასა, მზგავსსა ბიძი-ჩემის ბოროტმოქმედებისასა, და ყურს უგდებ -თუ რო შეშფოთდა იგი, მაშინ მე ვიცი, რაც უნდა ვჰქმნა! იქმნება ჩუჱნება აგი იყო ოცნება, მზაკვარება ბნელისა სულისა? ბნელ სულს შეუძლიან სხვა-და-სხვა სახით გამოცხადდეს. იქმნება კიდეც იგი მიმიზიდავს ქმნად ცოდვისა, და სულსა ჩემსა საიჭვოსა და სუსტსა ხმარობს ბადედ დასანთქავად სულისა? მოვერიდები, და, დაეხსენ, ხერხიანობამ ჩემმა გამოაჩინოს სვინდისი კოროლისა!
დასასრული მეორისა მოქმედებისა.
_________________
1ახალ თევზის მონადირე.
2 ფორტუნა ბედი, სიმდიდრე. 11 გვ.
3დუკადი არის ოქრო.
4პასტორიალი არის სოფლის მუზიკური თხზულება, რომელიცა გამოხატავს მწყემსთ სიმღერასა და ხასიათსა.
5მონოლოგი-თავისათვისისათანა უბნობა.
6საფლავზე წარსაწერი.
![]() |
3 სხუა და სხუა ანბავი |
▲back to top |
![]() |
3.1 სამწუხარო ანბავი |
▲back to top |
სამწუხარო ანბავი
შეგვიძლიან გაბედვითა ვსთქვათ, რომ „ცისკრის“ რედაქცია შეიმსჭვალა წარსულის თვეში მწუხარებითა, რა მოაკლდა მას იმ გვარი თანამშრომელი, რომელიცა განაშვენებდა ჩუჱნს ქართულს ლიტერატურასა, თავისის მეცადინეობით და მწერლობით: მაისის 26-ს, შუადღითგან 5 საათზედ გარდაიცვალა თვით უმცირეს ჟამში, გარნა სასტიკ სნეულებით, თანამედროე მწერალი ჩუჱნი, ორმეოც და ათ-თორმეტის წლის მექონე თავადი ალექსანდრე ჩიქოვანი. რომელთაცა წარუკითხავთ განსვენებულის ლექსები: „ვედრება“ „ნუგეში გულისადმი“ დროება საუკუნისადმი და სხ. სარწმუნო ვართ განიყოფენ ისინიცა ჩუჱნთან მწუხარებასა.
რედ.
![]() |
3.2 თ. ალ. ჩიქოვანის გარდაცვალებაზე |
▲back to top |
თ. ალ. ჩიქოვანის გარდაცვალებაზე
გძინავს მწერალო? ახ, ვეღარ გჭვრეტ შენ მომცინარეს!
რად გვაფრქვევინებ შენ მოძმეთა ამდენთ ცრემლთ მწარეს?
თითქოს გიყვარდენ შენნი ძენნი, ვინ არან ბრალი,
თუ ვსთქვათ ვიფიქრო, რომ ჩუჱნთან ხარ შენ შემომწყრალი!...
აი, მოვედი ჩუჱულებრივ მე შენსა სახლსა,
სად მაჩუჱნებდი გრძნობით ნაწერს შენგნით ახალსა.
გარნა ვაიმე! რასა ვხედავ? ვხედავ ხარ მკვდარი.
სიმნი გამწყდარან და დუმილით გვერდს გიძევს ქნარი
რად არ მომალხენ ადრინდელებრ, ტკბილ ჩანგის დაკვრით.
რომლით შემქმნიდი ფიქრსა შინა ზოგჯერ თავდახრით!
გუშინ არ იყო ტურფად უკრევდი გეპყრა ჩოგანი,
და ჩუჱულებრ ტკბილის საუბრით იყავ ხმოვანი
აწ რა გაწყინეთ დღეს ესრეთი, რომ არ გვცემ ხმასა,
არც ესაუბრი შენს გარს მყოფთა მუზთა კრებასა,
ნუ თუ მისთვის რომ დაგდუმებიეს მეტყველი ენა,
თვალნი დაგხშვიან, მოკლებიესთ შენთ ყურთა სმენა!
მაგრამ მიგიხვდი! ამ წუთს სოფელს არად ესავდი.
ადრევ მესმოდა მე შენგნით რომ ცალად სახავდი.
მისთვის დასტევე ყოველივე, განშორდი ტომთა,
და შეუერთდი შენთ ძველთ ივერთ ზეცაში მყოფთა.
ეს მაინც მიქმენ საყვარელო ჩემო მწერალო!
ჩუჱნთა კრებათა ცალკე მყოთა რა მიესალმო,
და რა იხილო მთათა შორის უმანკო სული,
რომელმანცა თან წარმიტაცა სული და გული,
უთხრა, უანბო ჩემთა თვალთგან ნაკადთ დინება,
ურვა, ოხვრა და მოთქმა, ვაება და მოთმინება,
მაგრამ ვისა გთხოვ? რომ არ გესმის ნათქვამი ჩემი,
დაგიკრეფიეს გულსა ზედან მხოლოდღა ხელნი!
მაშა მივმართავ საზოგადოს მამას ზენასა,
და ვთხოვ მას გრძნობით მე შენსასა განსვენებასა.
ივ. კერესელიძე.
27 მაისს. 1858 წ.
ქ. ტფილისს.