![]() |
ცისკარი №7 (1852) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსთ თხზულებანი |
▲back to top |
![]() |
1.1 დარიგება |
▲back to top |
დარიგება
ს-ე-ა-ს-დ-ს.
ერთხელ ველტოდი და ვეტრფოდი არშიყსა ქალსა:
ტანად საროსა, კვიპაროზსა, ყელ-ბროლფიქალსა,
მის ტუჩთა ლალებს, შავსა თვალებს, მათ ცეცხლის ალსა,
ჯერ მიმითვისა, შემდეგ სხვისას შეუდგა გზასა.
- გვიჯობს მოყვასნო მოვერიდნეთ არშიყსა ქალსა.
მისი მონება, დამონება-სანატრელია,
ტუჩთ მიკარება-ნეტარება, დიახ მწუჱლია;
მარამ მუხთლობა,ეს უღმრთობა უფრო ძნელია!
ასე იცოდე, დაიცოდე თავსა საწყალსა.
- გვიჯობს მოყვასნო მოუჱრიდნეთ არშიყსა ქალსა
ოდეს იმღერდეს და გიმზედეს, თავი არიდე,
მისნი ძნობანი და ტრფობანი, გულს მოარიდე,
თორემ ინანებ, დაინანებ, მწარეთა სტირდე...
მაშინ შენს გულსა, დადაგულსა, უჱრ სდებ წამალსა.
- გვიჯობს მოყვასნო მოუჱრიდნეთ არშიყსა ქალსა!
გულის ტკივილით, გინდ ღიმილით, გითხრას დარდები,
ცრემლი სდიოდეს და ჩიოდეს-არ შეჰყვარდები...
ეკლით სავსაეა მათი მსგავსი ყუჱლა ვარდები,-
თავს ზედ წააგებ, გულს ააგებ მათსა ეკალსა.
- გვიჯობს მოყვასნო მოუჱრიდნეთ არშიყსა ქალსა!
ოდეს შენ ქალმა, ცრუ-მუხთალმა, გიკოდოს გული,
თავს ნუ იმცირებ, ნუ შესტირებ, გულ დადაგული;
თუ არ იწამებ, თავს იწამებ, ვით ურჩი სული,-
ორგულობისას, მუხთლობისას, უჱრ უძლებ ძალსა.
-გვიჯობს მოყვასნო მოუჱრიდნეთ არშიყსა ქალსა!
თ. რაფიელ ერისთოვი.
![]() |
1.2 ყუავილს |
▲back to top |
ყუავილს
გაზაფხულისა დიდებავ, სტუმარო მოკლეს ხნისაო,-
ტურფაო, ნაზო, სუნნელო, შუჱნებავ მინდორ, ტყისაო!
რა აჰყვავდები, ფოთოლსა დაგიჭკნობს სხივი მზისაო:-
და დილას მოხვალ და საღამოს,- მგზავრი ხარ შორის გზისაო!..
ჩუჱნც შენებრ, მოვალთ სოფელსა,- შევსწირავთ მრავალს ქებასა;
გვიკვირს ბუნება... გადიდებთ უფლისა ძლიერებასა;
ვნავარდობთ, - სიყრმე, მინამდის, მოიწუჱვს მოხუცებასა,
და სიკვდილი გვაჭკნობს, ვით შენ მზე, და მიგვცემს განხრწნილებასა!...
თ. რაფიელ ერისთოვი.
![]() |
1.3 ლაჯარამ |
▲back to top |
ლაჯარამ
სახე შენი მემახება მებადა,
სრულ განმძარცვა რაც რომ ცნობა მებადა,
პატიმრობას მიმცა დაუსრულებელს,
მღერად ოხრვა ლხინად გლოვა მებადა,
მე მოგმართე შენ მკურნალად დანაგულს,
შენ წამლის წილ მყის მომიპყარ დანაგულს,
ზილფნი რხევით უარის თქმის მსახუჱლნი
მიჩვენებდენ ბადახშის კარს დანაგულს.-
გული ჩემი მუჯამარი ახალი,
სურვილს აკმევს სიყვარულის ახალი
არ გიკვირვო მაშა რავყობედ კრულმან,
იგი გტრფობდა შენ მახვილი ახალი. -
რა მეხშირა შენთა ისრეთ მალება,
მეტმან ცრემლმან ლაჯვარდის ფერ მალება,
გლახ პყრობილი ამას ვაებს ვალალებს,
ვერ განყარა ესრეთ ვითაც მალება
თ. ა. ჭ.
![]() |
1.4 * * * |
▲back to top |
* * *
გვეღების კარი გაზაფხულისა,
დროთა ცვალებით დაგულისა,
მოგივალსთ ჟამი სიხარულისა,
თჳსთანა მქონე შვება სრულისა,
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო, სიყვარულისა. -
ეჰა ჩვეულნო ყოფას დიდებით,
აწ რად ხართ ბურვილ მჭმუნვის დიდებით?
ნუ ჰგონებთ თავთა ბედ განკიდებით,
ნიავმან ყვავილთ სუნთ მოზიდებით
გახაროსო მოსვლა ფერად მკულისა
ვისაც ჴელთ…
თუცა ზამთარი აზრობს ყვავილთა,
დააგდებს ხეთა მწარეთ განძრცვილთა
გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა,
ჯერ არს ველოდეთ პირველებრ ტკბილთა,
ეს არს ზნე დროთა სიარულისა!
ვისაც ჴელთ...
უწყოდეთ ესე ცნობა მყარითა,
რომ დრო მოგივალსთ კეთილ დარითა,
იხილავთ ვარდსა სახე მტკბარითა,
თუ არ შეჰკრთებით მისის ნარითა,
სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა!
ვისაც ჴელთ...
იჵ ვინც არებთ თავისუფლებით,
ნუ ეტრფით ვარდთა გარშემოვლებით,
მიიახლენით გულისა ხლებით
და თუ არ მოკვდეთ დროდ დღე კლებით,
იხილოთ განხსნა ბედ შეკრულისა,
ვისაც ჴელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სოყვარულისა
თ.ა.ჭ.
![]() |
1.5 ბაიათი ალექსანდრესი |
▲back to top |
ბაიათი ალექსანდრესი
ვიწყო წერა მაჯამით,
დაჰშურეს ჩემი მაჯა მით,
ღებავ ნეკტარის ნაცულად მასვი ვსტირი მაჯამით
მუზნო ჩემ კერძ მომართვით
მოდით ებნის მომართვით
გრაციის აღსამკობლად ლექსნი თხზულნი მომართვით
მსურს მას ვრქვა ბაიათი,
შემკული ბაიათი,
კუბიდონისა ისრებს ვინ ისვრის ბაიათი,
ბედსა ვხედავ მზარადა,
რისხვას მირევს მზარადა,
მიკვირს თუ კრული გული.-საკუდად არის მზარადა
გული ეშყზედ წარეგო,
მის ლახვარზედ წარეგო,
სუსტ ქმნილი დანაშთომი ცრემლო შენ არ წარეგო
თ.ა.ჭ.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ამალათბეგი |
▲back to top |
ამალათბეგი
თავი 8
ამოწერილი პოლკოვნიკის ვ...თავის საყვარელთან მიწერილის წიგნისაგან.-
მოფრინდი ჩემთან, ჩემო გულის გულო მარიამ!
დასტკბი ეხლანდელის მშუჱნიერის გაზაფხულისა დერბენდის ღამითა, მყუდრად განისვენებს ქუჱშე ჩემსა, მგზავსად შავისა ნაცრისა გადმოცვივნულის კავკაზით და გაყინულის ზღვასა შა; ნიავს მოაქვს მშვენიერი სუნელება ნუშის ყვავილისა, ბულბულნი ერთი ერთმანეთს აძლევენ ხმასა, ციხის უკან ხეობაში; ყოველი გრძნობს სიცოცხლეს და სიყვარულსა, და მორცხვი ბუნება აღვსებული ამა გრძნობითა როგორათაც დანიშნული ქალი იფარებს ღრუბლიან ნისლსა, და საკურველებით იფინება ნისლისა ზღვა ესე, ზღვასა ზედა კასპისასა! ძირს ირწევა როგორც ჯაჭვი, ხოლო ზემოთი პირი ლაპლაპებს და მღელვარებს შევერცხლილი განათლებული, გავსებული მთკარითა, რომელიცა მისცურავს მცაში ვითარცა ოქროს ფიალა,და გარეშე მისსა ბრწყინუჱნ ვარსკვლავნი მსგავსად გაფანტულის წინწკლებისა, ყოველი წუთი გამოსარკეებული სხივნი მთვარისანი ღამისა სიწყდია დესა გამოსცვლის ასწრობს თჳთ გონებასაცა,და ხან აკვირვებს საკვირველებითა, ოდესმე თითქო წარმოსდგებიან საშინელი კლდენი კიდეთა, რომელზედაცა იმუსრებიან ზვირთნი. ღადონისცურვენ ერთი ერთმანეთის დასაძგერებლად, მორევნი ტრიალებენ ქაფნი აღმოხტებიან მაღლა; გარნა უხმაოდ, ნელიად განიბნევიან ღელვარებანი, და ვერცხლისა შტონი აღმოცენდებიან სიღრმისა გულისაგან, ქარი არყევს შტოთა მათ, ეთამაშება მოგძეთა ფურცელთა და აგერა განიფანტნენ ხომალდის იალქნებით რომელიცა მოცურამს ჰეროვანსა ოკიანსა, ხედავ ვით ერწევა იგი წვეთნი წვიმისა მგზავსად დადის მასს, ღადონი, გასხლტებიან გვერდთა მისთა და სადარის იგი? ან მე თითონ სადა ვარ!..
არ დაიჯერებ ძვირფასო ჩემო
რა სიტკბოა, მწუხარებითი გრძნობა მოქმედობს ჩემზედ, როდესაცა ვხედამ ზღვასა, მაშინ ვბიქრობ და მჯერა უცვალებელობა საუკუნისა და ჩუჱნის სიყვარულისა. ვგრძნობ, თითქო სული ჩემი განიშლება და გამოფენს სიყვარულითა სურვილითა ქუჱყანასა, ვითარცა ოკიანე მრწყინვალის სიყვარულისა ზვირთითა. ესრეთითა გრძნობითა ვარ მუცელი შინაგან და გარეგან ჩემსა, იგი არს განსაკუთრებითი უმაღლესი, უკვდავი გრძნობა ჩემი.ნებრწკალი მისი მინათებს და ათბობს მწუხარებითსა ზამთარსა,და ღამისა ეჭვსა მაშინ მე ისრე აღუთქმელათ მიყვარს, ისრე მხურვალეთ მრწამს და მრწმს!!! შენ ღიმდები ჩემს ოცნებაებზედ მეგობარო და საყვარელო სულსა ჩემსავ შენ გაკვირვებს ამღვრეული ნისლისა მზგავსი ესე ლაპარაკი? ნუ გაამტყუნებ სულსა ჩემისა, ვითარცა მცხოვრებსა სხვისა ქუჱყნისასა, არა ძალუძს წინა აღუდგეს მისსა სხივსა მთვარისასა. -
განიბერტყს მტვერსა სამარისასა, ნავარდობს, და ვითარცა სხივი მთოვარისა, გამოხატამს საგანთა ბინდათ განუსამზღვრებლად, გარნა, იცი რომელ მხოლოდ შენ გწერ მარტო სულ ამას, რაიცა რამ დეეცემა მინის ფარანსა მომჯადოებელისა გულისას,დარწმუნებული,რომელ გულითა, და არა ცივისა გონებითა, გამოიცნობ ყომელ გულითა, და არა ცივისა გონებითა, გამოიცნობ ყოუჱლსა თქმულსა. მეტადრე რომ აგვისტოში ბედნიერი დანიშნული შენი, პირის პირ აღგისხნის ყოველსა გამოუცნობსა ალაგსა თავის წიგნისასა, არძალმიც რათა არაწარმოვიდგინო აღტაცებით, წუთი იგი ჩუჱნის ერთათ შეყრისა! მე ვთვლი მწუხარებით დროსა ჩუჱნის განშორებისა, ვთვლი ვერსთა შუა ჩუჱნსა მდებარეთა, შენ ხომ ნახევარს ივნისში იქნები კავკასიის წყლებზე? მხოლოდღა ერთი გაყინული ჯაჭვი, კავკასიის მთებისა იდება შუა-ორთა მხურვალეთა გულთა შორის...
რა ახლოა და განუსაზღვრებლად განშორებული ვიქნებით ერთი ერთმანეთზე? ოჰ! რაერთს წლის სიცოცხლეს გავიღებდი დასახლოებლად ერთად შეყრის დროისათვის! სულნი ჩუჱნნი აგერ რა ერთი ხანია არიან დაწინდლუნი. და რაისათვის არიან აქამომდე განშორებულნი?
ჩემი ამალით არის დაფარული და მიუნდობელი მე არ გავამტყუნებ. მე ვიცი როგორ საძნელოა ჩვეულების გატეხა დედის ძუძუსთან თანაშესდილისა, და მშობლურთა ჰაერთა ბარბარო სული თვით მნებებლობა სპარსულისა, აღუზდია კავკასიის თათართა შორის უკადრისი ვნებანი, პატივათ დაუდვიათ საძრახისი საქმენი. ან უიმისოთ როგორ იქნებოდა, მართებლობა, დაფუძნებული უდიდესსა თვით მნებებლობაზე, რომელიც გარდაიცემოდა მცირედსა ზედა, სადაცა წარტაცება შეადგენდა უპირატესა სამართალსა? შენ რაც გინდა მიყავ, მხოლოდ მეც ნება მომეც რაც მინდა უყუ ქუჱშევრდომთა ჩემთა,აი აზიური მართებლობა, თავის მოყვარულობა და ხასიათ ქცევა ამის გამო, ყოუჱლი მყოფი ორთა მტერთა შორის, ეჩუჱვოდა დაფარვასა თავის აზრისასა, როგორათაც ფულისა, ამის გამო ყოუჱლნი ცდილობდენ უძლიერეს წინ, პირქუ შობასა რათა მიეღო მისგან ძალი რაიმე და მდიდართ გამოეგლიჯათ ქრთამი ტანჯვითა ანუ შებეზღებითა ამის გამო აქაური თათარი არ იტყვის სიტყვასა, არ გადასდგამს ერთსაცა ნაბიჯსა მუქთათ, არ აჩუქებს კიტრსაცა თუ არა აქვს იმედი რომელ მოიღებს რასმე სამაგიერო. საშინელნი ამაყ ბრიყვნი არიან ყოუჱლთან, რომელთაცა არა აქვთ თანამდებობითი რაიმე ძალი, პირქვე დამხულია ძალისა და გატენილი ჯიბის წინ, მუჭით გაგიპნევს ქებასა, გაძლევს სახლს, შვილებს სულს, მისთვის მხოლოდ, რათა სიტყვით მოიშოროს საქმე და სამსახურს რასმე გიწევს, უთუოთ ანგარიში აქვს რაიმე, ფულის ანგარიშში ესე არის სუსტი მხარე თათრებისა, ოქრო არის საგანი მათის დაყენებისა, ძნელი წარმოსადგენია, რას არ იკისრებენ გამორჩენისათვის! სომხები ათასჯერ დაბალნი არიან ხასიათით მათთან, მაგრამ არც ესენი არიან ნაკლებნი განმსყიდუჱლობა და უჱრხლ მოყვარულობაში ერთის სიტყვით ეს არის.- რა საკვირუჱლია იმავ სიყრმიდანვე მხედუველი იმასთანა მაგალითებისა, ამმალათმა თუმცა დაიცო თვის შორის ჩვეულებრივი კეთილშობილობით სიმძულვარე ყოვლისა ცუდისა, გარნა მიიღო მიუნდობლობა, როგორათაც დასაცუჱლი იარაღი წინააღმდეგ ცხადთა ავაზაკთა თვისთა და დაფარულთა მტერთა? წმინდა კავშირი ნათესაობისა თითქმის არა არსებობს აზიელისათვის იმათში, შვილი მამის მონაა; ძმა მისი წინააღმდეგი, არა აქვს რწმუნება მახლობელთან, ამისათვის რომ არავინ სთქვას დანდობა, ეჭვი ცოლთა ზედა, მიუნდობლობა აქრობს ძმობასა და მეგობრობასა. ყრმა ადზდილი მონათ მყოფი დედისა, არა მცოდნე მამისა ალერსისა, და შემდგომ ჩაფლული არაბის წიგნებისა სწავლაში იმალება თავსა შინა თვისსა, თითქმის ამხანაბთანაც პირუჱლი ფრჩხილიდგან იღვწის თავისთვის. რაკი გამოუა მცირე ბუბნული დაიხშვიან მისთვის ყოველნი ლარნი და გულნი, ქრმები გუჱრდზედ შესცქერიან, ქალნი გარბიან მათგან,ვითარცა გარეულნი ნადირნი და თვით პირუჱლნი უცოდუჱლნი მიმოხვრა მათის გულისანი პირუჱლი ხმა კაცობრივისა, პირუჱლი ბუბებითი მიმზიდუჱლობა არის უკუჱ გარდახდომილება ჯიუტის მაჰმედიანობასთან, არ შეუძლიან თავის ნათესავს გამოუცხადოს იგი, არწმუნოს მეგობარსა თვისსა. ასე გასინჯე უნდა იტიროს საიდუმლოდ - მე ამას ვამბობ ჩემო სასურველო მარიამ, გასამართლებლად ამალათისა, წელიწად ნახევარია რაც ჩემთან ჰსცხოვრებს, და აქამდის ჯერ არ უთქვამს ვინ უყვარს, თუმცა დარწმუნებილიც-არის, მე არა ისრე ტყუილის სურვისთვის მინდოდა შემეტყო, არამედ მიმეღო მონაწილეობა მისის გულის საიდუმლოსი, ბოლოს მითხრა ყოუჱლიუჱ და აი როგორ მოხდა: გუშინ მე და ამალათი გაუჱდით ქალაქს გარეთ სასეიროთ, შეუდექით ხეობას, სამხრეთისკენ, ზეით და ზეით ვიარეთ, უეცრათკი მივადექით სოფელს უჱლიკს, პირდაპირ მისსა, ჰსჩანს უკვე კედელი რომელიცა ჰფარამდა სპარსეთისა დაცემისაგან გარეშე კავკაზიის იქით მინდორში მცხოვრებთა რომელნიც მოუხდებოდენ ამ სამზღვარზე ისტორია დერბენდისა (დერბენდნამე) ტყუილათ მიუწერს მის აღშენებას უხსოვართა დროთა, ვიღაც ისფენდი არსა: აი დაწყება მოთხრობისა, რომელსაცა შრომასა მიუწერენ ისკანდარსა, ესე იგი ალექსანდრე დიდსა, თავის დღეში არა ყოფილა ამ ადგილებში, მეფემ ნუშრევან გამოაჩინა ესე ზღუდე განაახლა და დაადგინა მცუჱლნი. არა ერთხელ შემდგომში გაახლებულა და ხელ ახლა სადაც ამოსულან უკუნებითა ხეები. მოთხრობა დაშთენილა, რომელსაც ამბობს ვითომც კედელი ესე იყო კასპიიდან წასული ვიდრე შავ ზღვამდე; რომელიცა სჭრიდა მთელ კავკაზს და აქვნდა ნაპირი რკინის ბჭედ დერბენდი, ხოლო საშუალ დარიალი; ესე უფრო დასაჯერი არ არის, თუმცა მრავალთა ფსჯერათ; კვალი ჰსჩანს შორს მთებში, მხოლოთ ხეები და სამხედრო გზა შეწყვეტს მათ, იქიდან კი შავი ზღვისაკენ, მგონი მენგრელიში სრულებით არა ეტყობარა იგი გასული ნაშენობა? - სურვილ-კმაყოფილებით ვსინჯამდი ამა უდიდესსა ზღუდესა, გამაგრებულს ხშირის კოშკებით, ვკვირობდი დიდებასა ძველთა, თუმცა სულელურს მათს თვით მნებობლობითს სურვილსა სიდიდესა, რომელსაცა ფიქრათაც ვერ გაჰბედვენ, წარმოიდგინონ არამცთუ საქმით, ახლანდელნი მდედრობითნი მფლობელნი აღმოსავლეთისანი ბაბილონის საკვირუჱლებანი, მერიდოვის ტბა, პირამიდები ფაროთა, დაუსრულებელი ზღუდე კიტაიისა, და ეს კედელი, აღშენებული მიუხდომთა ალაგთა, უკაცურთა, წუჱრთა საშინელთა მთებისასა, თვალ უწვდომთა ხეუჱბთა შინა, ამოწმებს მყარსა გმირულსა ნებასა და განუსამძღვრებელს ძალსა უწინდელთა მეფეთა. არცა დროთა, არცა მიწათ შერყევათა უჱრ გაუოხრებიათ შრომა მამაკვდავთა კაცთა, ხუთი ათასთა წელთა სრულებით უჱრ ჩაუჭყლეტია, ვერ გაუსწორებია მიწასთან, ნაშთნი უხსოვართა დროისნი. ალაგნი ესე განაღვიძებდენ ჩემში უმეტეს ფიქრთა, კეთილ გონიერებით დავიდოდი პეტრე დიდისა კვალზე წარმოვიდგინე იგი, დამაფუძნებელი, განმანათლებელი ალისა სამეფოისა, ამა ნაშთთა შინა, დარღვეულთა სამეფოთა აზიისთა, რომელთაგანცა გამოგლიჯა მან რუსეთი და ძლიერისა ხელითა შეაგორა ევროპაში, რა ცეცხლი გამოხდებოდა მის შავარდნის თვალებიდგან, მაშინ როდესაც იმზირებოდა უმაღლესის კავკაზიდგან? რა გენიალნი ფიქრი ვარსკვლავდებოდენ ნებასა მისსა, რა წმინდა გრძნობა უძგერდა გმირსა გულსა! უდიდესი სვე მამულისა გარდაეშალა მას თვალწინ, ერთადრე გორიზონტითა ჰხედამდა კასპისა სარკეში მომავალსა კეთილდღეობასა რუსეთისასა, მისგან დათესილსა, და მორწყულსა მისისა სისხლის ოფლითა. არა ამაო დაპყრობა იყო საგნად მისთა, არამედ, ძლევა ბარბაროსთა სასარგებლოდ კაცობრიობისა: დერბენდი,ბაქო, ასტრაბათი, ესენი იყვნენ კავშირნი, რომლითაც უნდა მოეცვა კავკასია შეერთებინა ვაჭრობითა ინდოეთი რუსეთისა თანა. - ნახევარ ღმერთო რუსეთისავ!შენ, რომელიცა შეგქმნა ბუნებამ რათა სათნო უყოს პატივი მოყვარებასა კაცისა და შეეძრწუნო მიუქთომელითა სიდიდითა შენითა? ჩდილი შენი წარმოსდგა წინაშე ჩემსა, უდიდესი და სხივ უცისკროვანესი, და წყლის საქანელი საუკუნეთა განჰქრა ფერხთა ქუჱშე შენთა[1] დაფიქრებული და ჩუმათ მყოფი მივდიოდი შორს.
კავკაზის ზღუდე არს ჩრდილოეთით, თლილის ქვით, წმინდათ და მყარათ კირით ნაგები. კიდევ ბევრი ბურჯები არის მთელი, გარნა გამსკდარა კეთილთა შინა ჩაცვინულან თესლნი, რომელთა ამოსული ფესვები არღვევენ ქვათა, და ერთადრე წვიმისა თანა ჩამოყრიან საშინელთა ნანგრევთა. აქცევს ძირსა ზღუდისასა; და ნაქცევთა ზედა ასულან, თითქო ასაღებად ციხისა, მუხები, ბროწეულნი შავარდენი დაუფთხობლად აკეთებენ ბუდეს, კოშკებში, ოდესმე სავსენი მხედრობით მსხდომნი; საშუალ ბუხრისა აწ უკვე გამქრალის რამთენისამე საუკუნისა, აწყვია ახალი ძვლები, კუთხიანი ოთახი, რომელშიაც მდგარა ხანის სახლში დერბენდის ციხეში, დარჩენილა როგორათაც იყო მის დროს. რუსებს გადუშენებიათ; არ შეუწყალებიათ ასე გაშინჯე ფანჯარაცა, რომლიდგანმას უყურებია სურვილით სხვისთვინ, პეტრეს აქ დაუტევებია მაიორი ტურკულა, ვენგერი, რომელსაც დაუსრულებია ღვინის კეთება; ეხლა დერბენდში კარგი ძმარიც აღარ არის, სრულებით კვალი ნაშთი კედლისა, და შემდეგ ნაწილი ზღუდისა აღმოჩნდიან საშუალ ბალახთა და ტყეთა. ასრე გავიარეთ სამი უჱრსი, მივაწიეთ კარებთა და გაუხვიეთ დასავლეთის მხარისაკენ ბურჯებთა შორის შეხავსულსა და ბუჩქნარიანსა. არ გაგვევლო ოცი ნაბიჯი, რომ უეცრათ, დიდის და მაღალის კოშკს უკან შეუჱფეთენით ექვს იარაღიან მთიულთ, ეტყობოდათ რომ იგინი იყვნენ თავისუფალი თაბასარენელების ავაზაკთა ამხანაგნი, იგინი იწვნენ ჩრდილს ქუჱშ ახლოს თვისა ცხენებისა, მე გავშრი,მე მაშინ მხოლოდ ვიფიქრე რომ გავბრიყვდი ასე შორს წამოველ დერბენდიდან და კანვოი არ წამოვიყვანე. უკან დაბრუნება გაქცევა არ შეიძლებოდა, ქუჱბის და ბუჩქნარების გამოისობით; ექვსი თავგამოდებულის ავაზაკის შებმაც ძნელი იყო, მაინც მე მივწვდი უნაგირის ტახტაზე დაკიდებულს დამბაჩებს; მაგრამ ამალათ-ბეგმა, რა ნახა ესე, გამასწრო წინ, და წამამიჩურჩულა ჩუმათ; „იარაღს ნუ იხმარებთ, თორემ დავიღუპებით“.
რა დაგვინახეს ავაზაკთა, წამოცვივდენ და გამართეს თოფები: მხოლოდ ერთი ბეჭებგანიერი, შესახედავი, ნადირის მგზავსის სახით ლეკი, არ ადგა: ძალიან დაუდევნელათ წყნარა აიღო თავი შემოგვხედა ჩუჱნ და გაუქნია ხელი ამხანაგებს ერთს თვალის მოხედვაში უკუჱ იმათში შევედით, წინ ძალიან ვიწრო გზა იყო, რომელზედაც იწვა ბელადი მათი. „გთხოვთ ცხენებიდან გადმოხტეთ, სასურველნო, სტუმრებო გაცინებით გვითხრა; ეტყობოდა განშორება დაპატიჟებისა იქნებოდა ტყვია.მე ვყოყმობდი მაგრამ ამალათი საჩქაროთ გადახტა ცხენიდანდა პირდაპირ მივიდა ბელადთან. „გამარჯვება“ უთხრა მან: გამარჯვება თავების მჭრელო! იმედი არა მქონდა შენის ნახვისა, მე მეგონა, რომ შენის ტყავიდან დიდხანია ეშმაკმა ქალმანი ამოასხა“.
- „ძალიან ჩქარა დასდიხარ ამალათ ბეგ!“ მიუგო მან.
- მე კიდევ იმედი მაქვს დავაძღო აქაური ბორები რუსების და შენი მოძმე თათრებისა მძოვრით, რომელთაც ქისა უფრო დიდი აქვთ, მინამ გული?...
„კარგათ ნადირობ, შემარჯნო?... დაუდევნელად ჰკითხა ამალთ ბეგმა.-
- „ცოტა ვერ მოდის კარგა, რუსის ყარაულებისაგან ხმალდახმალ ძლივს ვტაცებთ პოლკს ნახირსა, ან ერთს ორს სალდათს გავყიდით მთაში. ენდროს და აბრაშუმს რას ვაქნევთ და ყიზილბაშის საქონელი ურმით იმდენი აღარ დააქვთ. დღესაც მგელივით ვიტანტალებდით და ტყუილათაც შეგვრჩებოდა შრომა თუ ღმერთს არ მოეცა, მდიდარი ბეგი და რუსის პოლკოვნიკი?“
მე სისხლი გამიშრა რა ეს სიტყუჱბი გავიგონე.
„მცაში შავარდენს ნუ ჰყიდი მანამ ხელზედ არ დაისო“ მიუგო ამმალათმა.
ავაზაკი წამოჯდა, ჩახმახს ხელი მოჰკიდა და დაგვიწყო ცქერა. „გამიგონე, ამალათ!“
იმან უთხრა: -„იქნებ ჩემგან წასვლას გაქცევას ფიქრობეთ?
იქნებ გაბედოთ ხელის გამოღება?“
„ფიქრი ნუ გაქვს“, მიუგო ამალათმა.
„გიჟები ხომ არა ვართ ორნი ექვს შევებნათ? ფული საყვარელია ჩუჱნთვის, მაგრამ სული გვირჩევნიან. რაკი შენ ხელში ჩავცვივდით რაღა გაგვეწყობა; ეს კი, ძალიან ნუ შეუკიდებ თავის დასახსნელს, შენ თითონ იცი, მე არც მამა მყავს, არც დედა, პოლკოვნიკს ხომ უფრო, დიდი ხანია არც კარი აქვს არც სახლი“.
- „მამა რომ არ გყავს, მამის დანარჩენი სამკვიდრო ხომ გაქვს.მედა შენ ახლა ნათესავებისთვის ხომ არ მოვყვებით. ხომ იცი, მე სვინდისიანი კაცი ვარ: ოქრო თუ არა მაქვს, ცხვრებსაც ავიყვან; პოლკოვნიკს ნუ ამბობ; მე ვიცი, რომ მაგაში სალდათები უკანასკნელ მუნდრის ღილებს გაიღებენ თუკი შ-ში.[2] გაიღეს ათასითუმანი, ამაში უფრო ბევრს არ მომცემენ. მაგრამ ვნახოთ, ვნახოთ! თუ ჭკვიანათ იქნებით. მე ხომ ჯიუტი (ურია) კაცის მჭამელი არა ვარ. ღმერთმა დამიფაროს.“
„ეგა თქვი და მეგობარო: კარგა გვასვი, გვაჭამე, შემოგფიცამ და პატიოსანი სიტყვით დაგარწმუნებ, რომ არც მოგკლათ და არც გავიქცეთ“.
„მჯერა, მჯერა! მიყვარს რომ უჩხუბრათ გავრიგდით. რა ყოჩაღათ შექნილხარ, ამმალათ; ცხენი რა ცხენი, თოფი რა თოფი, ერთი სიტყვით შესაშურებელია! აბა ერთი შენი ხანჯალი მაჩუჱნე, მეგობარო? თუოთ ყუბ აჩნის სევადა ექნება, ქარქაშს.“
„არა ყიზლარისაა“, მიუგო ამალათმა; და მშვიდათ დაიწყო ხსნა ხანჯლის ქამრისა. „პირი ნახე და საკვირველია, ლურსმანს ისე გასწყუჱტს, თითქო სამთელი იყოს, ამ მხარეს ოსტატის სახელია: აბა თუნდა შენ თითონ წაიკითხე: ალი უსტა ყაზანიშჩენკისა!“ - ამასთან ამოღებულს ხანჯალს უტრიალებდა ანგაარების მოყვარულს ლეკის თვალწინ, რომელსაც უნდოდა ჩუჱნთვის ეჩუჱნებინა, რომ წიგნი იცოდა, გონება გართული ჩათვლით კითხულობდა ნაწერს... ვნახოთ უეცრათ ელვასავით გაიელვა, ხანჯალმა! ამალათმა რადრო შეარჩივა რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაჰკრა თავში შემარდანს, ასეთი ძლიერი სასტიკი იყო მოქნევა, რომ ძირის ყბებში ჩეეჩხირა ხანჯალი, გვამი დაეცა ბალახზე. მე თვალი არ მომიშორებია ამალათისათვინ იმის მაგალითზე წავაქვიე ახლოს ჩემსა მდგომარე ავაზაკი, დამბაჩით, რომელსაც ჩემი ცხენის სადაუჱ ეჭირა. ეს იყო ნიშანი გაქცევისა დანაშთენის ავი კაცობისა: თითქო რაკი ბელადი მათი მოკვდა გადაბმული მათი საყელოც გაწყდა რაზედაც ისინი ებნენ. მანამ ამმალათ, აზიურის ჩუჱულებრივ ცრცვიდა მკვდრებს და იმათგან დანებებულს ცხენების სადავეს ერთად აბამდა, მე უსაყვედურებდი მას ტყუილათ დაფიცებაზე. „გაკვირვებით შემომხედა. „საკვირველი კაცი ხართ, პოლკოვნიკო! მომიგო მე“. ამ რაზბონიკმა ჩუმათ ბევრი ზიანი მისცა რუსებს, ხან თივასა ჰსწომდა, ხან ტყვეთ იტაცებდა მარტო შეშის მჭრელს სალდათებს! არ იცით ჩუჱნ დაგვტანჯამდა დაგვაჭლექებდა, იმისთვის რომ უფრო საბრალო წიგნი მიგუჱწერა ჩუჱნებისთვის, მომეტებული ფასი მიეცათ ჩუჱნში.
- „ეგ სულ მართალია, ამმალათ“ უთხარ მე; მაგრამ სიცრუე, ტყუილათ ფიცი არ უნდა იყოს არც ხუმრობაში და არც გაჭირებაში. განა ჩუჱნ არ შეგვეძლო პირდაპირ მივცვინვიყავით და ასე მოგვეხდინა როგორც ეხლა?
„არა პოლკოვნიკო, არ შეიძლებოდა თუ მე ლაპარაკით არ გამერთობელადი, პირველსავე ჩუჱნის ხელის გაქნევაზე ტყვიით აგვასხამდენ, ამასთან მაგ მყრალს ხალხს ვიცნობ კარგა! ეგენი მანამ ბელადი კარგნი არიან, და ბელადიდგან უნდა დაწყობილიყო საქმე“ მე თავს ვიქნევდი, თუმცა აზიურმა გულ მხჭვალობამ გადამარჩინა მაგრამ არ მომწონდა. რა რწმუნება უნდა მქონდეს იმისთანა ხალხთა რომელთაც არა აქვთ არც ფიცი არც პატივი! ის იყო ცხენებზე ვსხდებოდით, რომ გავიგონეთ კვნესა, ჩემგან დაჭრილი მთიულისა. მოსურიელებულიყო წამამჯდარი გვემუჰდარებოდა არ დაგვეგდო იგი შესაჭმელად ნადირთა, ორნივ მივცვივდით შემწეობისათვის უბედურისა, და იფიქრე გაკვირუჱბა ამმალათისა, როდესაც იცნა! რომ ის დაჭრილი იყო მოსამსახურე ავარიის ხანის სულთან ახმეთისა. როდესაც ჰკითხა, რომ ავაზაკებში როგორ გეერია, პასუხათ ესე ჰსთქვა: „ეშმაკმა მაცდინა. ხანმა გამგზავნა კეშეკის სოფელში წიგნიც გამატანა ნაქებ იბრაიმ ექიმთან,რაღაც ბალახისათვის, რომელსაც ამბობენ ასეთი წამალია, რომ რაც უნდა სნეულობა იყოს არგებს: რაღაც უბედურობა იყო ჩემი, გზაზე შევხვდი შემარდანს! აღარ მომეშო, ამიტყდა წავიდეთ ვივაჟკაცოთო. ყუბიდგან ფულიანი სომეხი მოდისო: ვაჟკაცობის გულმა აღარ მამისუჱნა. - ოხ, ალლა, ილ ალლა! სული ამამხდა.“
- „შენ ამბობ წამლისათვის იყავ გაგზავნილი!“ ჰკითხა ამალათმა. „ვინ არის თქუჱნი ავათ?
- „ჩუჱნი ხანუმ სულთანეთა სიკვდილზეა მიწურვილი აი წიგნი ექიმთან, რომელშიც ჰსწერია იმის ავანტყოფობის ნიშნები“. ამ სიტყვაზედ მისცა ამალათს უჱრცხლის მასრა, რომელშიც დახუჱული ბარათი იყო. ამალათი გაყვითლდა მკვდარისავით ხელი აუკანკალდა თვალები ჩაუცვივდა რა დაუწყო იმას კითხვა...
ხმა უწყდებოდა და ძლივ გამოსთქვამდა ამ სიტყუჱბს: არც სჭამს, სამი ღამე არც სძინებია... ბოდამს! უკანასკნელ განწირულებაშია უშუჱლეთ! „ჭეშმარიტო ღმერთო? მე აქ შეუქცევი, ვდღესასწაულობ, მაშინ როდესაც, სული ჩემის სულისა ემზადება ქუჱყნიდან გასვლას დაუტევებს ჩემს უსულო სხეულს! ო, დეე მე გავხდე იმის ჭირის სანაცვლო, მე ჩამფლან სამარეში,თუკი იმას ეშველება რამე! სასურუჱლო, მშუჱნიერო ქალო! სჭკნები, ავარიის ვარდო, ბედი შენი გეწევა თავის რკინის ბრჭყალებით! პოლკოვნიკო!“ დაიყვირა ბოლოს და ხელი მტაცა. „აღმისრულეთ განსაკუთრებითი, წმინდა თხოვნა: ნება მომეცით ერთი კიდევ ვნახო ისი...“ -„ვინა, მეგობარო ჩემო?“
„ჩემი ძვირფასი სულთანეტა, ავრიის ხანის ქალი, რომელიც ჩემ სულზე უმეტესათ მიყვარს... ავათ არის, კვდება, ვინ იცის იქნება, კიდეც მოკვდა, მე აქ ტყუილათ სიტყვებს ვკარგამ! ჩემა გულმა არ მიიღო მისი უკანასკნელი შემოხედვა,უკანასკნელი ამოსუნთქვა, მე არ შევაშრე უკანასკნელი ყინულის მგზავსი ცრემლი!ო,რატო ჩამავალი მზე არ დამეცემა თავზე, რატო მიწა არ სქდება, რომ ჩამიტანოს თანა!“
მწუხარებისაგან მკვდარი, მომეყრდნო გულზე, ქვითქვითებდა უცრემლოთ, სიტყვა გამოუთქმელი.
დრო არიყო მიუნდობლობაზე მესაყვედურებინა მეტადრე მეთქვა მიზეზი, რომელ რიგი არ იყო წასულიყო იგი რუსების უზანათან, არის მისთანა მდგომარობა რომლის წინ ყოველი კადნიერება, შეიმუსვრის, ვითარცა მტუჱრი, მე ვგრძნობდი, რომ ამალათი ამისთანა მდგომარეობაში იყო. თავს ვიდე ყოველივე და მივეც ნება წავლისა, რომელიც ვალსდებს წმინდის გულით და მსწრაფლათ, იგი ორ რიგათ ავალებს: ჩემი საყვარელი ანდაზაა და მკვდარი კანონი. მოვეხვიე შეწუხებული თათარს და ცრემლი ჩუჱნნი შეერთდენ.
„მეგობარო ამალათ?“ მე უთხარ:
„გასწი ჩქარა, საითაც გულს მიჰყევხარ, ღმერთმა ჰქმნას, რომ მშვიდობა მიიტანო, და იქიდან წამოიღო დამშვიდებული სული... გზა მშვიდობისა!“
- „მშვიდობით, ჩემო კეთილის მყოფო!“ გრძნობით მითხრა-იქნებ სამუდამოთ, მე თავს არ ვიცოცხლებ, თუ ალლა წამართმევს ჩემ სულთანეტას ღმერთმა დაიფაროს“.
დაჭრილი ავარიელი მივიყვანეთ აქიმ იბრაიმთან, ხანის რეცეპტით გამოვართვით უკვდიების წამალი, ერთი საათის შემდეგ, ამალათ ოთხის ბიჭით უკვე გავიდა დერბენდიდგან.
ეს გამოცანაც გამოცხადდა. მას უყვარს, ეს ცუდია, და უმეტეს, რომ ესეც შეყვარებულია. მე ვხედამ, საყვარელო, მესმის შენი გაკვირვება სხვისთვის განა უბედურება იქნება, რომლისგანაც შენი გული ელის თავისთვის როგორც ბედნიერებას? მკითხამ... ერთი მარცვალი მოთმინება, ჩემო სულის ანგელოზო?, სულთანეტას მამა, შეურიგებელი მტერია რუსეთისა, მეტადრე წყალობა ნაქნარი ხემწიფისაგან და გაამუხანათებული მაშასადამე მაშინ შეირთამს ამალათი, როდესაც უღალატებს რუსებს, ან ხანი დამშვიდდება შერიგდება და აპატივებს: ეს ორივ საქმე ძნელი ასახდენია. მეც გამოვცადე უიმედოვნება სიყვარულისა; ბევრი ცრემლი დავღვარე, ბევრჯელ ვინატრე სიკდილი, რომ აგებ იმასაც არის გაეციებინა მხურვალე გული ჩემი? აბა არ უნდა შევიბრალო ჭაბუკი, რომელიც უანგაროთ მიყვარს, რომელიც უიმედოთ არის შეყვარებული! მაგრამ ეს ვერ გასდებსიმედის ხიდსა ბედნიერებისას, ამისათვის რომ, თუ უბედურება არ იყოს და ეგრეც არ უყვარდეთ მაშინ შეიძლებოდა როგორმე დეევიწყებინა.
„შესაძლო არის, მე მგონია ამბობ შენ შენის წმინდა ვერცხლის მგზავსის ხმით, რომელიც მესმის, და ვსტკბები შენს ანგელოზურს ღიმილზე, შესაძლო არის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, როგორათაც შეიცვალა ჩუჱნთვის. განა უბედურებას ყოველთვის უპირატესობა ექნება ქვეყანაზე?“ არას გეტყვი, საყვარელო, განა შეწუხებით სფიქრობ, რომ საეჭოა... ასე გაშინჯე, ჩუჱნთვისაც და მისთვისაც ვშიშობ. ბედი გვიღიმდება; იმედი ტკბილის ხმით გვიგალობებს: გარნა სვე-არის ზღვა, იმედი-ზღვის სირინოზი: საშიშია მყუდრება პირუჱლისა, უბედურია აღქმანი მეორისა, მგონი ჩუჱნის ერთათ შეყრის მიზეზი აღარ იყოსრა: აკი ერთათა ვართ! უჱრ გამიგია, საყვარელო მარიამ, რისთვის იპარება ჩემს მხურვალე გულში სიცივე, როდესაც, ვფიქრობ მომავალს ჩუჱნის ნეტარებას, და ფიქრმა დაკარგა ნახვისა თავისი ანგარიში, ესე ყოველივე გაივლის, სულ ნეტარებაში გადავა, როდესაც შენს ხელს მივიყრდნობსაკოცნელათ ჩემს ტუჩებზე, შენს გულს ჩემს გულთან! ელვარება მცისა შავ ღრუბლებში უმეტეს ნათლად სჩანს, და ყოველი უბედნიერესი ჟამი ცხოვრებისა არს მდუმარე მწუხარებისა შორის,
თავი 8.
ამალათს ორი ცხენი დაუარდა, მიჭებიც გზაზე დაყარა ამის გამო მეორე დღეს უკვე იყო ახლოს ხუნზახისა ყოუჱლ ნაბიჯზე იზდებოდა მისი მოუთმენლობა, ყოველ ნაბიჯზე ემატებოდა შიშსა მისსა რომ „ვეღარ მიუსწრებდა ცოცხალს თავის საყვარელს შეძრწუნდა, როდესაც მთიდან დაინახა ციხე ხანისა... თვალთ დაუბნელდა. „სიცოცხლე ანუ სიკვდილი დამხვდება მუნ?“ თავისთვის ჰსთქვა, და გამაგრებულის გულით, მოუმატა ცხენის რბევას.
ერთს, თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარს, კაცს მოეწია; მეორე იმის პირდა-პირ მოდიოდა ხუნზახიდა, რა ერთმანეთი დაინახეს მათ გაშინჯეს, დააყარეს მაშინვე ცხენებს სადავე, მისცვინდნენ ერთი ერთმანეთს, ჩამოსხნენ და უეცრათ დაისუჱს ხლმებს ხელი, გაცოფებული შეუტიეს ერთმა მეორს ხმა გაუცემლათ, თითქო ხლმის ცემა იყო მგზავრული მოკითხვა. ამალათ-ბეგს, რომელსაც გაუღობეს ვიწრო გზა ბილიკი კლდებთა შორის მდებარე, განკვირუჱბით უცქერდა მათ ბრძოლასა: დიდხანს არ გაგძელდა ომი მიმავალი ცხენისანი წაიქცა ქუჱბზე, და გახეთქილის თავიდან სისხლი გადმონადენი ღებამდა ქუჱბსა მათ; დამმარცხებელმა ცივის სისხლით გაწმინდა ხლმის პირი, მოუბრუნდა და უთხრა ამალათს.; კარგს დროს მოხველ! მხიარული ვარ, რომ ბედმა მოგიყვანა მოწმად ჩუჱნის ომისა, ღმერთმა და არა მე მოვკალ ჩემი შეურაცხმყოფი, და ეხლა მაგისი ნათესავები ვერ იტყვიან რომ ჩემი მტერი ჩუმათ ჩასაფრებულმა მოვკალ, სისხლს აღარ დამიწყებენ დავას.
- „რა გქონდათ მაგისთანა საჩხუბარი საქმე?“ ჰკითხა ამალათმა. - აგრეთი რა იყო, რომ თუ არ სისხლით არ გადაწყვეტილიყო?
„ეს არამზადა, არ მომირიგდა, მოტაცებულ ცხვრების გაყოფაში“. მიუგო ცხენოსანმა, ... გაჯავრებულმა სულ ერთიან ყელები დავჭერით: მაშ ნურც შენ გერგებადა ნურც მეო... და ამასთან ცოლი გამილანძღა მამიჩემის საფლავი შეარყივა; დედიჩემის წაწყმენდა არ მერჩივნა, მინამ ჩემი ცოლის ნამუსის წახდენა! მე მაშინვე მინდოდა მაგის დახანჯვლა, მაგრამ არ მიმიშვეს; პირობა დავდევით, რომ პირველს შემთხვევაში ერთმანეთი არ დაგვეზოგა და აი ალლახმა გააბჭო.უთოოთ ხუნზახში მიდიხარ ბეგო, უთუოთ ხანის სტუმრათ მიხვალ? ჰსთქვა ცხენოსანმა.
ამალათმა გადაახტუნა ცხენი მკვდარზე, რომელიც ვიწრო გზაზე გარდი გარდმო იდო და მიუგო რომ იქ მიდის!
„ცუდ დროს მიხვალ ბეგო, ძალიან ცუდ დროსა!“ რაც სისხლში განა მოხდა რამე უბედურობა - ჰკითხა მან და ცხენი შეაყენა, რომელიც ერთ წუთ წინ გამათრახა რომ უფრო მალე მისულიყო ხუნზახში.
„უბედურება კია არა: იმის ქალი სულთანეტა ძალიან ავათ არის, და ეხლა...“
- „მოკვდა! - დაიყვირა ამალათმა, რომელიც უფრო და უფრო ყვითლდებოდა.
„იქნება კიდეც მოკვდა; ეს კი რომ სიკვდალზე, მიწურვილია, მე რომ ხანის კარებზე გამოვიარე, ასეთი სირბილი ტირილი და წივილი იდგა დედაკაცებისა, რომ თითქო რუსები ხუნზახის ციხეს შტურმით იღებდენ ნუ... მიბძანდი თქუჱნი ნებაა“.
ამალათს აღარა ესმოდა გამოშტერებული მიაჭებებდა, რომელზედაც ჰკვირობდა უზდენი, კომლივით ადიოდა გზიდან მტვერი იმის ცხენის ფეხისა. მსწრაფლად გაარბეინა მიგრეხილი ქუჩები, ავიდა გორაზე, ჩამოხტა ცხენიდგან ხანის ეზოს წინ, შეუსვენებლივ მირბოდა სულთანეთას ოთახში? წააქცევდა, ხელსა ჰკრამდა ბიჭებს და მოახლეებს და ასე გაშინჯე არა დასდიარა არც ხანს და არც იმის ცოლს შეიჭრა სადაც ოთახი იყო ავანტყოფისა და თითქმის გონება მიხნილი დაეცა მუხლებზე მის წინ.
უეცარმა ამალათის მისვლამ შეაშფოთა შეწუხებული მუნ მყოფთ კრება; სულთანეთამაც, რომელშიაც წყდებოდა ძაფი სიცოცხლისა, თითქო გამოიღვიძა საშინელის დამასუსტებელის სიცხისგან, ლოყები უწითლდებოდა არა ბუნებითის სიწითლითა, როგორათაც შემოდგომის ფურცელი ჩამოვარდნის წინ, არეულს თვალებში ეკარგებოდა უკანასკნელი წერტილი ცხოვრებისა; რამტენიმე საათი იყო უკვე მისუსტებული, უტყველი, უძრავი, განწირული; ლაპარაკმა უკმაყოფილებისამ მუნ მყოფთ, მაღალმა ყვირილმა, ამალათისამ, თითქო არ-იყო რომ არ გამოაბრუნა მიმფრენელი სული ავანტყოფისა ... შეიძრა ... თვალებმა დაიწყეს გაბრწყინება...
„შენ ხარ, შენა?“... დაიყვირა მან და გაუშვირა მკლავები... „ალლახ ბერექეთ!.. ახლა კმაყოფილი შევიქენ! ბედნიერი ვარ“ წარმოსთქვა და გადიქცა ბალიშებზე. ღიმილი განჰქრა მის ტუჩებისგან, წარბები შეიჭმუხვენ და ისევ ხელ ახლათ შეიქნა ადრინდელსავით გონება მიხდილი,
განწირულს ამალათს არ ესმოდა კითხვა ხანისა, არც საყვედური ხანის ცოლისა; არავინ არაფრით ვერ განიშორა ნისი გონება სულთანეტადგან, ვერ გამააფხიზლეს საშინელის მწუხარებიდგან, ძალათ ძლივს გამოიყვანეს იგი ავანტყოფის ოთახიდან. მის ოთახის კარებთან მიყუდებული იმედ წასული მოსთქვამდა, ხან ეხვეწებოდა მცასა სულთანეტას მორჩენისათვის, ხან ამტყუნებდა, აყვედრიდა იმის ავად გახდომაზე, შესაბრალებელი და საშინელი იყო მწუხარება აღტაცებულისა მხურვალის აზიელისა.
ამალათის მისვლამ გამოაბრუნა ავანტყოფი.რაც არ შეძლება და ვერ მოახერხეს მთიულთ ექიმებმა, ის შემთხვევამ მოახდინა. უნდა გაეღვიძებინათ გაშეშებული მოქმედება სიცოცხლისა ძლიერის შერხევით; უამისოთ უთუოთ მოკვდებოდა იგი, არა ავამტყოფობით, რომელიც უკვე იყო გამქრალი, არამედ სისუსტით, როგორათაც სამთელი რომელიც ჰქრება არა ნიავისაგან, არამედ უაერობისაგან. ბოლოს სიჭაბუკემ დასძლია: შემდეგ ამისთანა შერყევისა, სიცოცხლემ გაიღვიძა გულსა მომაკვდავისასა. შემდეგ გძელის, განსვენებულის ძილისა, გამოიფხიზლა მან ჩუჱულებრივის ღონითა, ახალისა გრძნობითა. „მე ახლა კარგათა ვარ დედავ, უთხრა მან ხანის ცოლს, მხიარულათ იყურებოდა აქეთ იქით! თითქო სულ არავინ იყო. ახ, როგორ სასიამოვნოა დასვენება შემდეგ ავანტყოფობისა! თითქო კედლებიც მიცინიან, ძალიან ავად ვიყავ, დიდხანაც ბევრი ვიტანჯე, ახლა, მადლობა ალლახს, სუსტათღა ვარ და ესეც მალე გაივლის; მე ვგრძნობ თითქო მარგალითსავით ჰგორამს ჩემს ძარღვებში სიმთელე. წარსული ბინდად წარმომიდგება, მე ვხედამდი თითქო ცავ ზღვაში ვიღუპებოდი, წყურვილით ვიხრჩობოდი; შორს თითქო ნისლში დაცურამდენ ორი ვარსკვლანი; ტანდათან ბნელდებოდა და ბნელდებოდა!, მე ძირს მივიდოდი, და მივდიოდი უეცრათ შემომესმა ხმა ვიღაც მიძახდა სახელსა, და შემძლებელის ხელით ამომიყვანა, გაყინულის, უკიდურის ზღვიდგან... ამალათის სახეს თვალი მოვკარ, თითქო ცხადლივ, მასკვლავებმა გაიელვეს, სხივი იგი მომხვდა მე გველივით გულში; სხვა არა მახსომსრა!“
მეორეს დღეს ნება მისცეს ამალათს ქალის ნახვისა. სულთან-ახმეთ ხანმა ნახა რომ იმისგან რიგიან პასუხს ვერას მიიღებდა, მანამ ეჭვისაგან არ გამოვიდოდა მისი გონება, ანთებულის საშინელის სიყვარულისაგან, თანახმა შეიქნა მოუშუჱბარის მის თხოვნაზე. „დეე ყველამ ისიამოვნოს, როგორც მე ვისიამოვნე“ ჰსთქვა მან, და შეიყვანა სტუმარი თავის ქალის საწოლში. სულთანეტას წინათვე გაგზავნეს შეატყობინეს, მაგრამ მაინც შეშფოთდა ძალიან, როდესაც თვალები მისი შეხვენ თვალსა ამალათისასა, იმისთანა საყვარლისა, ისრე დიდხან და ტყუილათ მომლოდინელის, ორთა საყვარელთა თვალთა სიტყვათა, წარმოსთქვეს გრძელი ამბავი, დაწერილი დამწველის ასოებით, გულთა მათთა ზედა; ერთი ერთმანეთის გაყვითლებულს პირზე წარიკითხეს შეჭირვებითა ფიქრი მათი, ცრემლი განშორებისა, კვალი უძილობისა და ჭუნვარებისა შიშისა და ეჭვისა. სასიამოვნოა ნახვა კაცისა, განა აღყვავებულის სიმშვენიერე, საყვარლის ქალისა; გარნა მისი სიყვითლე, მისი, ავანტყოფური სისუსტე, განსაცვიფრებელია, გამაგიჟებელია, და კაცის მამარცხებელია! რომელი თუჯის გული არ გადნება სავსე ცრემლით თვალის შემოხედვაზე, რომელიც უსაყვედუროთ, ალერსით გეუბნება: „მე ბედნიერი ვარ, შენგან ვიტანჯებოდი და შენთვის!“ ცრემლები გადმოსცვივდა ამალათს; მაგრამ ამალათს მოაგონდა რომ ის მარტო არ იყო იქა, გული შეიმაგრა, თავი აიღო, გარნა ხმას ვერ ძალედვა სიტყვით დაღვრილიყო, ძლივს ესღა სთქვა: „დიდი ხანია სულთანეტავ ერთმანეთი არ გვინახამს?“
- „კინაღამ საუკუნოდ მოვშორდით ერთმანეთს“. მიუგო სულთანეთამ.
„საუკუნოთ?“ წარმოსთქვა ამალათმა საყვედურიანისა სიტყვით. „შენ მაგას როგორ ჰფიქობდი, როგორ გჯეროდა? განა სხვა გვარი ცხოვრება არ არის? ცხოვრება, სადაც არ არის არცა მწუხარება, არცა განშორება მშობელთა და საყვარელთა თანა მე რომ დამეკარქა თილისმა ჩემი ბედნიერებისა, რა რიგის სიმაგრითა ავიყრიდი ჩემის თავიდგან დაჟანგებულს, მძიმეს ბექთრებსა ცხოვრებისასა! მაშინ რაღა საჭირო იყო მებრძოლა ბედთან?“
- „ნეტავი მომკვდარიყავ რახანაგრეა“ მიუგო ხუმრობით, სულთანეტამ - „შენ აგრე მშვენიერათ აღწესე ცხოვრება საფლავისა რომ გინდა ჩქარა ჩავხტე იმაში“. „ო, არა იცოცხლე, იცოცხლე დიდხან, ბედნიერებისათვის, და...“ საყვარლისა, უნდოდა ეთქვა ამალათს; მაგრამ შერცხვა და დაჩუმდა.
ნელ ნელა სიმთელის ვარდმა დაუფერა ლოყები, დაკმაყოფილებულს საყვარლის იქ ყოფნით ქალსა. დაიწყო ისევ ჩვეულებრივი ცხოვრება. ხანი დაუღალავათ ჰკითხამდა ამალათს ომის პახოდების დაწყობილობას რუსის ჯარისას; ხანის ცოლიც თავს აწყენდა კითხვით, ტანისამოსისა, და ჩუჱულებისა ქალთა მათთა, ყოველთვის ალლახს ახსენებდა, როდესაც გაიგონებდა რომ ქალნი უტუმანოთ (უპერანგის ამხანაგოთ) დადიან სულთანეტასთან კი ჰპოვებდა ამბავს და ლაპარაკს გულის საამურს. ყოველი უბრლო, რაიმე საქმე შესახები მათი არ დარჩა, რომ დაწვრილებით განეშორებით და განკვირებით არ წარმოსთქვას სიყვარული, როგორათაც მიდასი, გადასცვლის რასაც შეეხება, ოქროდ, და ახ! ხშირათ ჰქრება, როგორადაც მიდასი, რა ვერა იპოვნის განსვენებითსა საზრდოსა სიცოცხლისასა. რამთენიც კარგა და კარგა შეიქნა და ღონე მიეცა სულთანეთას, იმთონი თანდათან ეღრუბლებოდა მწუხარებით ამალათს შუბლი. ხანდისხან უეცრათ, მხიარულს ლაპარაკის დროს, შესდგებოდა, თავს დაჰკიდებდა და მშუჱნიერ თვალებსა მისა გამოიხატებოდა ცრემლი, და საშინელი ოხრვა, თითქო უკლამდა გულსა; ხან საჩქაროთ წამოხტებოდა, სიანჩხლით გაბრწყინებულს თვალებით, ხანჯალზე ხელს დაიდებდა და შემდეგ თითქო უხედუჱლი ვისმე ხელი შეაყენებდა ჩავარდებოდა ღრმასა ფიქრსა შინა. რომელისაგანაც ვერ გაარკვევდა, ასე გაშინჯე არცა ალერსი მშვენიერის სულთანეტასი, ერთხელ, ამისთანა დროს, საყვარლები იყვნენ მარტოკანი მონაწილეობისა გრძნობითა მიეყუდა მხარსა მისა, სულთანეტა და უთხრა: „აზიზო (სასურველო) შენ ჰსწუხარ, მოგწყინდა ჩემთან ყოფნა!“
- „ახ, ნუ აყვედრი მას, რომელსაც უყვარხარ უმეტეს ცისა,“ - მიუგო ამალათმა: -
„გარნა არ გამოვცადე განშორების ჯოჯოხეთი, აბა უმწუხაროთ როგორ წარმოვიდგინო იგი! უმჯობესია, ათასჯერ განვშორდე სიცოცლესა მინამ შენ, შავს თვალებსა?“
„შენ რადგან მაგასა ჰფიქრობ... ეტყობა რომ გსურს ეგე“.
- ნუ ჰსწამლი დაჭრილობას ეჭვითა, სულთანეტავ; შენ აქამდინ ჰყვაოდი ვითა ვარდი, მიმოჰფრინვიდი ვითარცა პეპელა; აქამომდენ შენი ნება იყო განსაკუთრებითი თანამდებობა შენი. მაგრამ მე კაცი ვარ, მეგობარი; ბედმან დამაკავშირა გაუტეხელის მადლობისა ჯაჭვითა კეთილისა საქმისათვის ჯაჭვი მეწევა მე დერბენდისაკენ.“
„ვალი? თანამდებობა? მადლობა!“ წარმოსთქვა სულთანეტამ, მწუხარემ თავის გაქნევით. „რა ერთი ოქრო მოქარგული მგზავსად ქსოვილისა სიტყვები იპოვნე შენ, რომ დაჰფარო არა სურვილი შენი აქ არ ყოფნობისა. განა სენ ადრე მიეც შენი სული სიყვარულსა, მინამ მეგობრობასა?..., შენ გქონდა, ნება რომ სხვის საქონელი მიგეცა! ო, დაივიწყე შენ კი. დაივიწყე მეგობარი რუსები, და დერბენდის მშუჱნიერი ქალები?... დაივიწყე ომი და სახელი, მკვლელობითი ალაგი მე მასაქეთ მძულს სისხლი, რაც მე შენზედ დავინახე გარდასხმული, შეუძრწოლებრივ არ შემიძლიან მოვიგონო რომ ყოველი წვეთი მისი უღირს შეუშრომელ ცრემლათ ანუ დედათ, ანუ სასურუჱლს დანიშნულთ! აბა რა გაკლია, რომ უჱრ იცხოვრო მყუდროებით, აქ ჩუჱნ მთაში? აქ არავინ მოვა რომ არიოს იარაღით ბედნიერება სულთა. ჩუჱნს სახლს წუჱთი არ ჩამოსდის, ფლავი ნაყიდი ბრინჯით არა კეთდება, მამაჩემს მრავალი, მრავალი, ცხენები ჰყავს და ბევრი აქვს იარაღი, ძვირფასი ხაზინის პატრონია; ჩემს სულს ბევრი სიყვარული აქვს შენთვის, არწახვალ განა საყვარელო? არ წახვალ, ჩუჱნთან დარჩები?“
- „არა, სულთანეტავ, არ შემიძლიან, არ იქნება ჩემი აქ დარჩენა? შენ მხოლოსა სემოგწირო სიცოცხლე ჩემი, შენთვის მოვიკლა თავი, აი ჩემი პირველი თხოვნა, ჩემი უკანასკნელი სურვილი; ორისავ აღსრულება მამაშენზედ ჰკიდია. წმინდის კავშირით ვარ შეთვისებული რუსებთან და მანამ ხალი იმათ არ შეურიგდება, ცხადი ქორწინება შენთან მე არ შემიძლიან... და არა რუსების გამო, გარნა ხანისა...“
„შენ ხომ იცნობ მამაჩემს“. შეწუხებულათ უთხრა სულთანეტამ: რამთენსამე ხანს აქეთ, სიმძულვარე ცრუმორწმუნეთა იქამდინ განუძლიერდა, რომ არ შეიწყალებს მსხვერპლათ შესწირეს მან ქალი და მეგობარი. მომეტებულათ ჯავრობს პოლკოვნიკზედ, რომ მოკლა მან საყვარელი ნუქერი, რომელიც წამლისათვის იყო გაგზავნილი აქიმ იბრეიმთან.“
- „ბევრჯელ ჩამოვაგდე ლაპარაკი ახმეტ ხანთან ჩემს იმედზედ, და ყოველთვის პასუხი მისი ის იყო; შემომფიცე რომ რუსების მტერი შეიქნებიო, მა მაშინ მითხარ რაც გინდა?
„მაშა სადამე იმედს უნდა გამოვეთხოვნეთ?“
-„იმედს რათა, სულთანეტავ! რატომ ეს არ უნდა ითქვას მხოლოდ;“ გეთხოუჱბი, ავარიას! სულთანეტამ სეჰხედა თავის გამომთქმელის თვალებით. ,,მე არ მესმის, უთხრა მან.
შემიყვარე მე ქვეყანაზე ყველაზე უმეტეს: უმეტეს, მამისა, დედისა, და საყვარელი სამსობლო ქუჱყანისა, მაშინ მიხვდები სენ. სულთანეტავ? უშენოთ მე სიცოცხლე არ შემიძლიან, სენთან ყოფნის ნებას არ მაძლეუჱნ... თუ გიყვარვარ: გავიქცეთ აქედან!... „გავიქცე! ხანის ქალის გაქცევა ტყუჱსავით, შემცოდესავით!... საშინელებაა... გაუგონარი საქმეა!“ - მაგას ნუ მეუბნები... თუ ჩუჱულებრივი მსხვერპლი არ არის, არც ჩემი სიყვარულია ჩუჱულებრივი: მიბძანე რომ ათასჯერ გავიღო ჩემი სიცოცხლე, ისრე ადვილათ სიცილით, როგორათაც შავი ფული; ჯოჯოხეთში მივცემ ჩემს სულს შენთვის, არამ თუ სიცოცხლეს. შენ მაგონებ, რომ ხანის ქალი ხარ; ისიც მოიგონე რომ პაპაჩემი მაგ ხარისხში იყო, აგრეთვე ბიძაჩემს შამხალის გვირგვინი ადგას!... მაგ ხარისხოვნობის გამოისობით კი არა, ამ ფულით ვგრძნობ, რომ ღირსი ვარ შენი; და თუ სირცხვილია ბედნიერება წინააღმდეგის ხალხისა და სხვისა გამო დეე ის ჩემ თავს იყოს, და არა შენსა?
- მამიჩემის სისხლის ძიებას რაღას ეუბნები?“
- „დრო გავა, და მაგასაც დაავიწყდება. რა ნახამს, რომ საქმეს აღარა ეშველება, გამოვა შეუწყალობლობიდგან; ქვის გული ხომ არა აქვს; და თუნდა ქვისაც იყოს, სეუცოდვარი ცრემლი ჩუჱნი აგრძნობინებს, გულს მოუბრუნებს!... ბედნიერება მიგვიღებს თავის ფრთას ქუჱშე, და ჩუჱნ შეგვიძლიან ამაყათ ვთქვათ: ჩუჱნ თითონ შევიპყარით იგი.“
„საყვარელო? მე მაგტენი ქუჱყნიერებისა არა ვიცირა, მაგრამ როგორღაც გული მეუბნება, რომ ურიგოს საქმით ბედნიერებას უჱრ მოუჱწევით!... მოვიცადოთ, ვნახოთ, რას ინებებს ალლახი. იქნება უმაგ ხერხოთაც მოხდეს ჩუჱნი შეუღლება.“
- სულთანეტავ? ალლახმა მომცა მე ეს ფიქრი!... ესე არის მისი ნება!... გეხვეწები: შემიწყალე!... გავიქცეთ თუ არ გინდა რომ ჩემი ქორწილის საათი ჩემს დაფვლაზე არ შეიცვალოს. პატიოსანი სიტყვა მივეც დაბრუნებისა დერბენდში,თანამდები ვარ აღვასრულო, არვასრულო მალეც. მაგრამ წავიდე იმ იმედით, რომ ვეღარა გნახო, და შიშით ვაი თუ სხვის ცოლი გახდე: ეს სასინელია, მოუთმენელია! თუ სიყვარულისათვის არა შებრალებისათვის მაინც არის მიიღე მონაწილეობა ჩემის თავისა, სამოთხეს ნუ მაშორებ, ნუ მიმიყვან გაგიჟებამდე. შენ არ იცი, სადამდინ შეუძლიან მიიყვანოს მომტყუებელმა ვნებამ! მე შემიძლიან დავიწყო პურ მარილი გავტეხო, ნათესაობა, გავწყვიტო ყოველი კაცობრივი კავშირი, ავრიო სისხლი ჩემი სისხლსა ძვირფასისა ჩემისასა, ჩემი სახელით შევაძრწუნო ყოუჱლი ავაზაკი და ვატირო ანგელოზნი ჩემის მოქმედებით ... სულთანეტავ! გადამარჩინე სხვათა წყევათაგან, გადამარჩინე თითონ ჩემი თავისაგან!... ჩემი ბიჭები უშიშარნი არიან, ცხენები-იქარის, ბნელი ღამე: გავიქცეთ კეთილ მოქმედს რუსეთში, მანამ ეს ცუდი დროც გადივლის. უკანასკნელთა გეხვეწები, სიცოცხლე და სიკვდილი, სახელი და სული ჩემი ერთს შენ სიტყვაზეა დამოკიდებული: ჰო, თუ არა?
ხან მოცული ქალობრიობისა მორცხობითა, და პატივის ცემითა მამა პაპათა ჩუჱულებათაგან, ხან სიყვარულითა და მშუჱნიერ მეტყუჱლობითა საყვარლისა, გამოუცდელი სულთანეტა, როგორათაც მსუბუქი პრობკა ჰფრინამდა არეულთა წინააღმდეგთა ვნებათა შორის, ბოლოს ადგა: ამაყისა გამბედავისა სახითა, მოიწმინდა ცრემლი წამწამთა შორის გამომჭვირვალი, ვითარცა ქარვისა წებო ფოთოლსა ზედა:
და ჰსთქვა: ამალათ! ნუღარ მაცდუნებ: სიყვარულის ცეცხლი უჱრ დამაბრმაებს, იმისი კომლი მოსწყუჱტს სინიდისსა ჩემსა; მე ყოველთვის მეცოდინება, კარგი და ავი, და კარგი ვიცი, რა სირცხვილია, რა უკეთილშობილებაა მამის სახლის დატევება, მოსიყვარულეთ და მშობელთ შეწუხება, ვიცი და ახლა გაზომე ფასი ჩემის მსხვრპლისა: მოდი გავიქცეთ... შენი ვარ! არა შენმა ენამ, არამედ გულმა შენმა მაჯობა.
ალლახის ნება იყო, რომ გნახე და შეგიყვარე: მაშა სადამე დაკავშირდენ გულნი ჩუჱნნი საუკუნოდ და მყარად, თუნდა ეკლის გვირგვინით? ეს არის გათავდარაც შენი ბედია, ის ჩემი ბედი იყოს?
მცა რომ მოხვევოდა ამალათს თვისის შეუხებელის ფრთებით, მიიეჭდო ხმელეთი, მაზე, მაშინაც უმეტესი არ იქნებოდა აღტაცება, როგორათაც ამ მღვთიურსა ჟამსა; არეულად დამბნევდა მადლობისა სიტყვებსა როდესაც დაწყნარდა პირველი აღტაცება, საყვარელთ დააწყეს დაწვრილებით როგორ უნდოდათ გაქცეულიყვნენ. სულთანეტა თანახმა შეიქნა ზეწრებით ჩაშვებას, თავის საწოლის ფანჯარიდგან, მაღალის კიდისაკენ. ამალათი საღამო ხანზე უნდა ხუნზხიდან გასულიყო თავის ნუქერებით, მითომ შორს ქორის სანადიროთ, გარს სხვა გზებით მოევლო და მოსულიყო ხანის სასახლესთან, როდესაც დაღამდებოდა; ხელში უნდა დაეჭირა თავის სასურველი ქალი. შემდეგ ჩუმათ მისულიყვნენ ცხენებამდე-მაშინ ჩამოეცალენით მტრებო!
კოცნით დამტკიცდა პირობა მათი, და ბედნიერნი გაიყარნენ სიშით და იმედოვნიანის გულით.
ამალათ ბეგმა, მოამზადა გასაქცევათ და საომრათ თავისი ყოცაღი ნუქერები, მოუთმენლათ უყურებდა მზესა, რომელსაც, თითქო შურდა, არ უნდოდა ჩასვლა თბილისმციდან ცივს ყინულიან კავკაზისა მთებში, როგორითაც ახალი დაქორწილევი, ელოდა ღამესა, და როგორათაც მობეზრებულს სტუმარს, აცილებდა თვალით დღისა ნათელსა. რა ნელა მიდიოდა, მიცურამდა დასავლეთისაკენ! კიდევ რჩებოდა ერთი საუკუნის გზა სურვილსა და ბედნიერებას შორის. განუსჯელო ჟაბუკო! რა არის თვალები, რომ აგიხდება? ვინ დაგარწმუნებს შენ რომ შენი ყოველი ბიჯი დათვლილი რა არის შენი სიტყვები ჰაერშივე დაჭერილია? იქნება მზესთან, რომელსაც აყვედრი, ჩავიდეს შენი იმედი.
შუადღის შემდეგ ოთხისა საათისა, მუსულმანთ სადილის წესისა დროსა, სულთან-ახმეთ-ხანი ჩუჱულებრივ ცივათ და დაფიქრებული, თვალებს აბრჭყიალებდა შეჭმუხვნილს წარბებიდგან; ხანგძლივ უყურებდა ხან ქალს, ხან ყმაწვილ სტუმარსა თვისა, ხან სახე მისი მიიღებდა დაცინებითსა ხასიათსა, გარნა შეიცვლებოდა გაჯავრებითსა სიწითლეში, მოკლეთ ლაპარაკობდა საყუჱდურიანათ, ესე ყოუველივე აღვიძებდა სულსა სულთანეთისასა შენანებასა; გულსა ამალათისას შიშსა. გარნა დედაკი, თითქო ჰგრძნობდა სასურველი ქალის განშორებას საკურვლათ ალერსიანათ იყო, არა ღირსი ამა ლერსთა სულთანეტას მოსდიოდა ცრემლი, და ხანდისხან ჩუმათ რომ შეხედამდა ამალათს, იყო შეხედვა იგი გასაგმირავ ჰსწავლად.
რა დაიბანეს ხელი ჩუჱულებრივ, სადილის შემდეგ, ხანმა გაიხმო ამალათ განიერს სასახლის ეზოსა: ია მათ ელოდა შეკაზმული ცხენები და მრავალი ნუქრები, უკუჱ ცხენზე შემსხდარნი.
„აბა წავიდეთ და ვნახოთ უნარი ჩემი ახალი ქორებისა“, ვუთხრა ხანმა ამალათს!
„უცხო საღამოა, აღარც ცხელა და ჩუჱნ საღამომდინ კიდევ დავიჭრთ ერთს კაი ფრინუჱლს რასმე!
ხელზე დასმული ქორით, სიტყვა უთქმელათ მოდიოდა ხანი ამალათის გუჱრდზედ: მარცხნივ, მაღალს კლდეზე მიცოცამდა, ავარელი, სარზე გაკეთებულის რკინის კაპებით, რომელსაც მისდევდა კლდესა. ლურსმანზე ფეხს ადგამდა და ისე ადიოდა ზეით და ზეით, სარტყლლზე ქუდი ება პურის ხორბლით სავსე; გრძელი მაჟარი მხარზედ ეკიდა. ხანი შედგა, დაანახვა იგი ამალათს და მნიშვნელობის სახით უთხრა: შეხედე აი მოხუცებულს, ამალათ? ბეგო. კლდის ნაპრალზე ეძებს ერთს ფეხის დადგმა ალმასერათ დათსოს ერთი მუჭა ხორბალი, რომელიც თითო ნაბიჯი სიცოცხლეთ უღირს, სისხლის ოფლია მომკა და მისი ხშირათ უჯდება მას, მის მეუჱლობაში საშიშია მისთვის მწყემსები და ნადირი ღარიბია სამშობლო ქუჱყანა მისი; მაგრამ აბა ჰკითხე, რათ უყვარს ამისთანა ადგილი, რატომ არ შესცვლის თქუჱნს მინდვრებზე, თქუჱნს მშვენიერ საძოვრის ალაგზე? პასუხათ გეტყვის.
„მე აქ ჩემ ნებაზე ვარ, მე არ თვს არავის უკრამ; ეს თოვლები, ეს ხრიაკები ინახვენ ჩემს თავის უფლებას“. ამ თავის უფლების წარტაცება უნდათ რუსებს, და იმ რუსების მონა შეიქენ ამალათ?
- „ხანო? შენ თითონ იცი, რომ არა რუსების ვაჟკაცობამ, ხოლო რუსების სულგრძელობამ დამამარცხა მე: მონა კი არა ვარ, მე იმათი ამხანაგი ვარ.
„ეგ უფრო ათასჯერ ცუდი და შესარცხვენი შენთვის! შამხალთ მემკვიდრე აგებდეს ვერცხლის ტემლაკს! თავი მოსწონდეს მით, რომ პოლკოვნიკთან სტოლზე ერთათ პურსა სჭამს!
- „ცოტა დაამშვიდეთ სიტყვა თქვნი, სულთან-ახმეტხანო? ვერხოვსკისგან ვარ დავალებული უმეტეს სიცოცხლისა, მეგობრობის კავშირით ვარ მასთან შეთვისებული.
„განა შეიძლება, რომ წმინდა კავშირით შეთვისდეს გაურებთან? ავნოს, ხოცოს იგინი, როცა შეიძლება, მოატყუოს, როცა არ იქნება, აი ყორანის აღთქმა და ვალი ყოუჱლის მართალ მორწმუნისა!“
- „ხანო? დავანებოთ მაჰმადის ძვლების თამაშობას, და ნუ ვემუქრებით მით სხვასა, რაიცა ჩუჱნ თითონ არა გვწამს. შენ მოლა არა ხარ და მე ჶაყირი: მე ჩემი გამოხატული მაქვს რაიცა ჯერ არს პატიოსან კაცს.
„მართლა, ამალათ ბეგო? ცუდი არ არის რომ ეგ ხშირათ გულში გქონდეს, მინამ ენაზე. ნება მომეც უკანასკნელათ გკითხო: გინდა გაიგო რჩევა მეგობრისა, რომელსაც გაურზე ჰსცვლი? სამუდამოთ რჩები აქა თუ არა?“ - „ჩემს სიცოცხლეს მივცემდი მაგ ბედნიერებისათვის, რომელსაც წინა დამიდებ მე მაგრე უხვად; მე აღვუთქვი რომ დავბერდე და კიდეც აღვასრულებ“.
„ეგ არის რაღა გადაწყუჱტილი?“
- „უთუოთ.
რახან აგრეა, რამტენიც მალე იქნება ისა ჰსჯობს. მე შენ გიცან, მე ხომ დიდი ხანია მიცნობ: ბოდიშის და ქების დრო არის. არ დაგიმალამ, რომ ჩემთვის სასიამოვნო იყო ჩემი სიძე გამხდარიყავ, მიხაროდა რომ სულთანეტა შენ გიყვარდა. შენმა დატყვებამ ცოტა ფიქრი განმაშორა; შენმა დიდიხნის უნახაობამ, ჭორთა, შენი გამოცვლა მაწუხებდა მე. ბოლოს შენ თითონ მოხველ ჩუჱნთან, და ნახე რომ ყოველივე იყო ადრინდელსაებრ, ხოლოდ შენ აღარ მოგყვა ის ადრინდელი გული. მე იმედი მქონდა რომ ისევ ადრინდელს კვალზე დადგებოდი, მაგრამ შევცდი, ძრიელ შევცდი! ვწუხვარ მაგრამ რა გეეწყობა: მე იმისთანა სიძე არ მინდა რომელიც რუსებისგანა...“
- „ახმეტ-ხან! მე ერთს გზის...“
„დამაცადე გავათაო. შენმა უეცარმა მოსვლამ, შენმა ისრე სულთანეტას კარებთან გაგიჟებამ, ყუჱლას შეატყობინეს შენი სიყვარულიც და ჩუჱნი ერთი ერთმანეთის ანგარიშიც: მთაში ხმა გავარდა, რომ შენ ჩემი ქალის დანიშნული ხარ... რადგან ახლა არ მოხდა დაკავშირება,ჭორიც უნდა მოწყდეს, როგორათაც პატიოსანი სახელისათვის ჩემის ხიზნისა, ეგრეთვე, სიმყუდროებისათვის ჩემის ქალისა, უნდა ეხლავ გავიყარნეთ. ეს საჭიროა და უსათუო. ამალათ! გავიყარნეთ ვითარცა კარგი მეგობრები; და ჩუჱნი შეყრა თუ არ ნათესაობით აღარ იქნება. და შესცვალოს ალლახმა გული შენი, რომელ მოგიყვანოს ჩუჱნთან განუყრელ მეგობრათ... მანამ, მშვიდობით!“
ამ სიტყვაზე ხანმა გააბრუნა ცხენი და გააჭენა პირდაპირ თავის სახლისკენ.
მძინარე ამალათს რომ მეხი დაასცემოდა მაშინა არ იქნებოდა ისრე გაოცებული, შეშინებული, როგორათაც ამ მოულოდნელის გამოცხადებისაგან. უკვე განჰქრა მტვერი დიდი ხანია ხანის ცხენის ფეხისა, გარნა ამალათ იქავ გორაზე უძრავათ იდგა, შავათ ჩნდა ჩამავალ მზის შუქში.
______________
1 თათრები პატივის ცემით იგონებნ პეტრვს! (პეტრეს)!
2პოლკოვნიკი შნ. დაისხნეს კავკაზიის კორპუზის აფიცრებმა
![]() |
3 სწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 მილოცვა იესოს ქრისტეს შობის დღესასწაულისა მეფის ირაკლისადმი მიტროპოლიტის ვარლამ ქსნის ერისთოვისაგან დღესა შობისასა |
▲back to top |
მილოცვა იესოს ქრისტეს შობის დღესასწაულისა მეფის ირაკლისადმი მიტროპოლიტის ვარლამ ქსნის ერისთოვისაგან დღესა შობისასა
უმაღლესო მეფეო!
„მოწევნამან დღეინდელისა ამის დღისამან და წარმოდგომამან ზესთა განუმარტებელისა ამის დღსასწაულისამან ყოვლითურთ ჩემ შორის ჰქმნეს ჶატაზია, ჶანტაზმაითურთ ყოვლად და მქვე მდებარე ესე გვარისა ამის მდგომარეობისადმი და წინაშე უმაღლესობისა თქუჱნისა წარმოდგომილ მყუჱს, ვინაიდგან დღეს იშვა ღმერთი და იგი უფალი ყოუჱლთა, რომელმანცა გამოგირჩიათ ვითარცა დავით საყვარელი თვისი, და შეგმოსათ პორფირი დიადემისა და ქებისა და შვებისა და პოდირი სიხარულისა და დღეს ჩჩვილ იქმნა უფალი იგი დიდებისა, რომელმანცა გყოთ უმაღლეს მეფედ! ძლიერ ვითარცა ლომი მხეცთა შორის, მტკიცე, ვითარცა ანდამატი, განუკვეთელთა შორის, სახელ განთქმული, ვითარცა ნებროთ: გმირთა შორის, უბრძოლველ, ვითარცა ახილეს ელინთა შორის; მხნე, ვითარცა დავით, ცხებულთა შორის, და კაცთ მოყვარევითარცა შენი იგი იესო, ღმერთია ორის, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთ ქმნილთა შორის;
ესრეთვე უმაღლესო მეფეო! დიდებაო! სიმტკიცეო! სიმდიდრეო! და ძალო ყოუჱლთა ივერთაო. დღეს განკაცნა უფალი იგი იესო რომელმანცა პირველ-შობადმდე მისცა ისუს ქვა ერთი შვიდითა მით თვალითა სრულ ქმნილი, ვითარცა თვით ხმობს უფალი იგი დიდებისა: ვითარმედ მიევც ქვა ერთი ისუსს, და ერთსა მას ქვასა შინა შვიდნი თვალნი არიან, ეგრეთუჱ განკუთვნილმან თქუჱნგან იესომ, მოგცათ მეფობა ერთი და ერთსა მას მეფობასა შინა შვიდნი თვალნი არიან: ესე იგი, შვიდნი მადლნი სულისა წმიდისანი, ვინაიდგან მეფეო, დამკვიდრებულ არს თქუჱნ შორის შვიდნი იგი მადლნი სულისა წმიდისანი: სიბრძნე, გულის ხმის ყოფა განძრახვითურთ, ძლიერება, მეცინერებითურთ, და შიში რვთისა ღვთის მსახურებითურთ, და ამისთვის დღეს ტრაპეზსა ზედა სულისა ჩემისასა, აღვანთებ ცეცხლსა, უუმწუჱრვალესისა მონებრივისა ერთგულებისასა და მიულოცავ უმაღლესობისასა თქუჱნსა, განმაძლიერებელსა თქუჱნისა, დღის შობასა და უჱდრი მასუჱ განმაძლიერებელსათქუჱნსა, რათა ბევრეულითა დიდებულითა დიდებულ ჰყოს, დიდებულება თქუჱნი, და უაღრესითა ძლიერებითა ძლიერ ჰყოს დიდებულება თქუჱნი, და ყოველნი მტერნი და ბრძოლნი დამორჩილებულ ჰყოს ფერხთა ქუჱშე უმაღლესობისა თქუჱნისათა, და მეფობრივი მფარუჱლობა უმაღლესობისა თქუჱნისა, იყავნ ჩემ უკანასკნელისა მონისადმი უკუნისამდე ამინ“.
![]() |
3.2 განგრძელება ქართუჱლთ ზნეობისა |
▲back to top |
განგრძელება ქართუჱლთ ზნეობისა
გამოჩნდეს სადავის ცოდნა. ჯრასა და ბურთობაშია,
ვინცა ამრიგად იბურთებს, იქების ამხანაგშია,
რომელიც იქით და აქეთ, გააძვრენს ბურთს მაყაშია,
და ჯობნა ეს არის გახვევენ, ფარჩებსა აღებაშია
აიღონ თვითო თვითომან, ამხანაგს ვინც აჯობისო,
ცხენს აჭენებდენ იძახდენ, მჯობივარ ამხანაგისო,
ჩუჱნ შევიქნებით წითლისა, ფარჩით შემხუჱვი ჩოგნისო,
და ეს კი გათავდეს სხვარიგი, ვსთქვა ბურთის თამაშობისო,
ერთი არის სხვა ბურთობა, რადრაბაგანს უძახიან,
გადრთის ბურთის უფრო ესე, ზნეობაში ჩააგდიან,
ბევრს კი არა სამს ოთხს კარგსა, მებურთალსა შეადრიან,
და ოთხისათვის სათამაშოდ, ბურთი მიწას გააგდიან,
ისარიც ვინც რომ ცხენს მალეთ, ბურთი აიღოს ჩოგნითა,
უნდა შეიგდოს მან მაღლა, ცხენისა თამაშობითა
როს ჩამოვიდეს ხელ ფიცხად, მიუხდეს კაის ცოდნითა,
და რა ბურთი შეხტეს შემოჰკრას, ხელრადათ მაღლა ტყორცნითა,
ბურთი შეიგდოს ეცადოს, მერმე ფეშრების ქნასადა,
სანამ ჩამოვა დაასწრებს, ჩოგნისა შეგდებისადა,
ჩოგნისა ქათალმალაყი, კვრამდინა დაასწრასადა,
და ის ჩაუვარდეს სამჯერა, ზედიზედ თუცა ჰკრავსადა,
ორი რადათა მესამედ, უნდა წინ ამოკვრანიო,
უნდა დაასწრას ამოკვრას, ქიჩილოვიას ქნანიო,
ესეები ქნას შესძახოს, ეე ეევიას ხმანიო,
და დასრულდა ეს ხომ დრო არის, აწ სხვის ზნეობის თქმანიო,
აქა აშფაშაგის სროლა:
ერთია კარგი ზნეობა, სროლა ვსთქვა აშფაშაგისა,
პატარა დასვან ნიშანი, ქაღალდის ანუ რაცისა,
როგორც ყაბახზე მისვლა არს, მას ზედაც ისრე არისა,
და დაზევით მივა ცხენ ფიცხად, ხელმობრუნებით ესვრისა,
სხვა გითხრა კიდევ მოედანს, ცხენს როგორ გააჭენებენ,
ორს კაცს ცხენიანს ერთს იქით, ერთს აქეთ დააყენებენ,
შუაზედ გზასა აგდებენ, კარს ასე გააკეთებენ,
და დასძვრენ ცხენსა, ჰკვრენ მათრახსა, ჯერ თავს არ დაანებებენ,
პირუჱლ თავის შენახვითა, ცხენი ყირით მიჰყვანდესა,
რა მივიდეს კარის ახლოს, იქ მათრახი კიდევ ჰკრესა,
გასარბენლად კარზედ ფიცხად, ცხენს დააყრის სადაუჱსა,
და მესამეს ჰკრავს კიდეც აზევს, რა რომ კარსა გასცილდესა,
აქ ისრის ნადირობის თქმა:
ცხენზე ზნეობა კაცისთვის, მისთვის სჯობს სხვასა შუჱბასა,
ვიმოწმებ ბრძენსა რუსთუჱლსა, ვიტყვი მის თქმულსა ყუჱლასა,
მაშინ გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა,
და აწ გეტყვი ნადირობასა, ვაჟკაცთა გახარებასა,
ოდეს მოუნდეს მეფეთა, გულზედა ნადირობანი,
კაცი გაგზავნონ ჯელგისთვის, დაუწყონ მოგროებანი,
სოფლეურ შეჰყრის სწრაფათა, გზირისა მაღლა ხმობანი,
და შესხდენ წავიდნენ მინდორად, წვრილად მწადს მისი მბობანი,
მოვიდნენ მინდორს სადაცა, ბევრი ჯერანი დგებისა,
გაგზავნონ ჯელგა ღამითუჱ, სულ გარეშემო ერტყმისა,
გათენდეს დარჩეს ნადირი, ალყას შუაზედ რჩებისა,
და მეფე ვაჟკაცნი დაკარდენ, მესროლნი კარგ ისრებისა,
ზოგი დაუდგეს მართალს მხარს, ზოგნი წინ გარდამხტალსაო,
მართალი მხარი ის არის, მოუვა მარცხნივ მხარსაო,
წინ გარდამხტალსა მარჯვნისკენ, მიაწუჱს ცხენის ყელსაო
და უნდა მიუხდეს ესროლოს, წინ გარდამხტალსა წამსაო,
წინ გარდამხტალსა ნადირსა, კაცმან თეთრსა ჰკრა ისარი,
ზნეობითა და ცოდნითა, ისპად სიკვდილი ისარი,
გარდააბრუნოს ყირაზედ, აღარ არბინოს ისარი,
და ვინც მოჰკლავს ასე ნადირსა, კაცის მამცემი ისარი,
მართალს მხარსა მოსულს ჯერანს, ჰსჭირს ავვანდის მიწოლადა,
უნდა სადავე გაუკრას, თორემ დარჩეს ძუასადა,
რა ცხენის ყელს გაიცილოს, ხელი მიჰყოს სროლასადა,
და სამოსართუვეს წინ არა ჰკრას, უკან უნდა თეძოსადა,
სწორეთ არ ერჭოს ისარი, ნადირს არ ჩაუგდებენო,
ვისრა მოუკლავს მას დღესა, მეფესა მიართმევენო,
რამდენი მოკლეს შეიტყოს, დათვლასა დაუწყებენო,
და მას დღეს რაც მოკლეს ნადირი, მდივნები სულ დასწერენო,
მინდორს რა გაათაუჱბენ, ინადირებენ ტყეებსა,
უნდა დაკარდენ სარბევსა, ზედ ისხდენ კაის ცხენებსა,
წინ გარდამხტალსა მართალს მხარს, მეფე მათ დააყენებსა,
და შემოუშვებენ ჯელგასა, ასტეხენ კიჟინაებსა,
მინდორს გავიდეს ნადირი, ჯელგისა გაფრთხობილია,
მათ აუვიდეს ვინცარის, სასროლად დადგომილია,
მშუჱლი, ღორი და ირემი, მათკენა წახტომილია,
და შეუტიონ და ესროლონ, ისარი გაწყობილია,
ის ესვრის ისარს ვინცრომე, ცხენს კარგად გააჭენებსო,
თუ ავს დროს ცხენი დაუძრა ნადირსა დააშაუჱბსო,
კიდეც გალახუჱნ ამ გვარს კაცს, ზედ დაჰკვრენ ბევრსა ჯოხებსო,
და ახლა სხვა ნადირობა ვსთქვა, თოფითა კლდესა ტყეებსო,
აქ თოფით ნადირობა:
სანამდინ წავლენ სარეკლად, შინა დამართუჱნ თოფებსა,
წაასხმენ საბელადოთა, კარგისა ტყისა მცოდნესა,
მივლენ რა სანადიროსა, ჯელგას უშუჱბენ ბევრებსა,
და ბელადს მისცემენ ორთაუჱ, ჯელგას და მესახუნდრებსა,
წინ წაუძღვება ბელადი, მეთოფეს შესაკრავათა,
საცა ნადირის ყელია, გაუსახუნდრებს კარგათა,
ჯერ დასხამს უფროს კაცებსა, კარგს ალაგს არა ავათა,
და ჯელგას ჰყავს ვინც რომ უჩინეს, მათ ბელადები თავათა,
გაგზავნონ პირველ ჯელგიდამ, მიეწუჱრიეთ კაცები,
ეტყვიან წვერ წვერ მოჰყევით, უწინ ასტეხეთ ხმაები,
არ გაგივიდესთ ნადირი, ხარი ან ტახი ვაცები,
და შემოუძახონ ბოლოსა, ჯელგამ ხმა გასაოცები,
მიეწვერიე უძახებს, ხმა ასტეხეთ ჯელგამ ბოლოს,
ბელადებმა კიჟინითა, კაცნი ტყესა შეაყოლოს,
რაც ნადირი ტყეში არის, უჱრცა ერთი დაემალოს,
და მიუვიდეს მესახუნდრეს, თოფისა ხმა გაამრავლოს
სახუნდრიდგან თოფი კაცმან, ფიცხად უნდა ესროლოსა,
თუცა მოჰკლავს მირბენალსა, უფრო კარგად ჩაეგდოსა,
ჯელგამ თავიდამ ბოლომდის, ის ტყე სრულად შერეკოსა,
და ვის მოუკლავს მას უხარის, ვინც დააცდენს ეწყინოსა,
გაათაონ სახუნდარი, ვის მოუკლავს მოაქვს მთელი,
ხელმწიფის წინ მოიტანონ, ხარი ტახი გინა მშველი,
წინ დაიწყონ მათ ნადირი, ფიცხლავ მიჰყონ ლხინსა ხელი,
და შინ გაგზავნი ნანადირევს, ვინცა არის ნადირთ მკვლელი,
აქა ყვირილობის ამბავი:
აწ გავათავე ამბავი, ჯელგითა ნადირობისა,
სხვა რიგის ნადირობისა, მე ვარ მომდომე თხრობისა,
ენკენისთვე რომ დადგება, არის თვე შემოდგომისა,
და ხარმან დაუწყოს ფურს დევნა, დრო ჰქონდეს ყვირილობისა,
წავლენ ვაჟკაცნი სასროლად, ნუზლი აქვსთ ერთის კვირისა,
სადა სადგურობს ირემი, ვლონ პირი კლდისა კიდისა,
მათ მიატანონ სადაცა, მუნ კარი ხშირად ყვირისა,
და სიფრთხილით წავლონ მეთოფეთ, ნაპირი ტყისა ხშირისა,
ადვილი არის სიკვდილი, დალეშებულის ხარისა,
ვერას გაიგებს შეპარვას გარინდებული არისა,
ფური გაუფრთხობს აფრთხილებს, კაცის შემკრავი თვალისა,
და ხარსა ფური არ ახლავს, კაცისგან მალ მოიკვლისა,
ოსტატი კაცი მალ ესვრის, თუ გინდა ფური ახლდესო,
მონადირისგან ხარზედა, მას დღეს თოფის ხმა ასტყდესო,
რა შეედრება ვინც მოჰკლავს, დიდს რქიანს თავს რომ ადგესო,
და ამხანაგს მასრის კივილით, შეატყობინებს აქ ძევსო,
ფიცხლავ ივლიან მასრის ხმა, რა რომ მათთანა გავადა,
მივლენ უშველვენ ტყავებას, ხარს ასჭრიან თეძო გავადა,
თქვან თავი გავა მივართვათ, ბატონთან კარგად გავადა,
და წყალობა დაგუჱმართების, თუარა არად მგავადა,
დაფანტული, მონადირე, ყუჱლა შეკრბეს ყავლზედაო,
ვის მოუკლავს მხიარულად, იყოს გუნებაზედაო,
ტყეში ჭამას სიამოვნე, აქვს ღვინის სმა მწვადზედაო,
და წინ რომ ხარის თავი ედვას, რა სჯობს სვემდეს რქაზედაო,
იტყვიან მცოდნე ირმისას, სამსა ოთხს რიგსა გვარსადა,
სხვა და სხვა რიგი რქვა უდგას, გამთავრებულსა ხარსადა,
არ შეედრება მას სხვა რქა, ქორბუდიანსა რქასადა,
და მასუკან ამჯობინებენ, სხვას რქასა ნებოანსადა,
ეს გათვდა აქ სხვას გეტყვი, ბევრს რიგს ქურდულს ნადირობას,
ვინც ეწყობა ნადირობას, ტყეში წავა ამინდობას,
დილაზედა ინადირებს, მოისუჱნებს სადილობას,
და სამხრობისას კიდევ წავა, შემოიცდის დაბინდობას,
ზამთრ და ზაფხულ კარგია, ნადირობანი დილისა,
გაზაფხულს წავლენ სათოფედ, რა დრო დაეცეს წვიმისა,
მიწა არიყოს დამბალი, ნადირს უჱრ შეეპარვისა,
და ფიცხობის დროსა ფეხისგან, ნადირი გაიფრთხობისა,
რა დადგეს გიორგობისთვე, ვაპირობ ამის მბობასო,
როგორც რომ ხარი ღრიალსა, დაიწყებს ყვირილობასო,
ისრე იქს ტახი ნეზვზედა, ხარსავით ხივილობასო,
და წავლენ თვით მონადირები, ტახ მოჰკვლვენ კეშილობასო,
როდესაც დადგეს ზამთარი, მოვიდე თოვლი ყაპყიდა,
წავიდნენ თან წაიყვანონ, მათ დაგეშილი ძაღლიდა,
მაშინ მიუშვან ძაღლები, რა ნახოს ღორის კვალიდა,
და გაჰყვნენ კვალს ძაღლნი ძებნითა, წამოაყენონ ტახიდა,
ძაღლით ნადირობა:
გარს ერტყან ძაღლნი ყეფითა, ღორი მით დაიხუთების,
თან გაჰყვნენ კაცნი მსწრაფლმსრბოლნი, კისკისად გასუქდების,
ძაღლსა უშუჱლოს სხვათუწინ, მალე სრბა იგი უხდების,
და თოფს უკრავს ღორსა წააცევს, ცხენიდამ გარდაუხდების,
მას დღსა თოვლზე ღორებსა, ბევრს მოუტევენ ძაღლებსა,
დაყენებულსა თოფს უკრავს, უწინ ვინც მიასწრაფებსა,
რა ნადირობა გათავდეს, წილი გაუგდონ კაცებსა,
და მომკვლელსა თავი ერგება, ხორცი სულ მონადირებსა,
აქა კნავილობის ნადირობა:
აქ ნადირობა სხვა გითხრა, მაისსა თიბათვესაო,
ფური ირემი ხბოს დასვამს, მაისში მოიგებსაო,
ეწყობა მის დროს ჩალიანს, და ელტვის სიმაგრესაო,
და მგლის შიშით ხბოსა დამალავს, მარტოსა დააწვენსაო,
ფური დროდროთა მივიდეს, თვის ხბოს მოაწოვებსა,
გამოეცლება ისევე, მარტო თავს მოაძოვებსა,
მონადირეცა სათოფედ, მივიდეს რა იდროებსა,
და ხბოსავით კნავის მეთოფე, როს იმის კვალსა ჰპოვებსა,
ეგონოს ყურსა უცილოდ, ხბო შემიჭამა მგელმანო,
მოატანს ფიცხლად საშველად, მას ავნის ტყვიამ ცხელმანო,
ფეხის ხმა ესმას ჩახმახი, აწიოს მეთოფემანო,
და მოკლას ამ რიგად მნავილზე, ხელფიცხად მესროლემანო,
არვინ იცის სხვას ქუჱყანას, თუ არ კახეთს კნავილობა,
კახეთშიგან შემოსულა, ეს ამგვარი ნადირობა,
დღისით ქნას კაცისაგან, ამგზით ბევრი მომკვლელობა,
და ამგვარს კარგსა ნადირობას, კაცი დია გაეწყობა,
აქა ვეძაზე ნადირობა:
ერთი კარგი ნადირობა, თოფითარი ზაფხულისა,
მაშინ იქნას დრო იმის, პირუჱლ მთვარი სიახლისა,
ნადირი ლოკს ყველა ვეძას, მოყვარული სიმლაშისა,
და მონადირემ იცის დროთა, წავა ნდომი ნადირისა,
მივა სულ დასჩხრეკს ვეძასა, ნახავს სად ბევრსა კვალსაო,
ნადირსა უვლია მლაშეზე, იტყვის აქ მოცდა ხამსაო,
ვეძაზე ახლოს საყუჩსა, გაუკეთებდეს კარგსაო,
და შიგ დაუჯდება ნადირმან, უჱრ ნახოს მისვლის დროსაო,
სანამ მოუა ნადირი, უნდა სვამს უნდა სჭამსადა,
მოსვენებით ზის თავისთვის, თოფი გვერდს ედვას მზასადა,
მოვა დააცლის სანამდის, მლაშეში ჩჰყოფს თავსადა,
და მაშინ შენიშნავს იღლიას, ესვრის თოფს ფიცხლად ჰკრავსადა,
გათავდეს ესკი სხვა გითხრა, ცოტარამ ნადირობანი,
გაზფხულზედა მწვანის დროს, რა იყოს ჯეჯილობანი,
გავლენ საკურდღლედ მზე დაჰხდეს, დღმ შქმნას საღამობანი,
და დაუსხდენ კურდღლის თოფითა, დაუწყონ ლოდინობანი,
გაუკეთებენ საყუჩსა, ყანის ჯეჯილის პირსაო,
შიგ დაუჯდება მეთოფე, მომლოდინე კურდღლისაო,
საღამოს ხანსა გამოვა, თოფს ესვრის მოჰკლევდისაო,
და ეს გავათაო სხვა გითხრა, შექცევა ფრინველისაო,
აქა გავაზის, და შავარდნის ნადირობის ამბავი:
ვთქვა წვრილათ ნადირობანი, წეროსი გავაზითაო,
ვერ ინადირებს სხვა კაცი, თუ არ ბატონი გზითაო,
ბევრი ხარჯი აქვს ქუდიანს, მფრინუჱლსა შნახვითაო,
და ბაზიერების უფროსი, დამართავს თაბლებითაო,
როს დაიმართვის გავაზი, მზა იყოს მოტევაზედა,
წინა დღით გზავნონ კაცები, ბაზიერები ტბაზედა,
წავლენ დაზერუჱნ წეროსა, სად მრავალი სხდეს წყალზედა,
და გავაზს მისცემენ იარაღა, მას ღამეს უსხდეს ხელზედა,
წერო დასხდების გაზაფხულ, და კიდევ შემოდგომასო,
როს მოუნდებათ მოტევა. ცხენს დაუწყობენ კაზმასო,
წავლენ წაასხმენ გავაზებს, ჰყვანნდეს მოტევის ნდომასო
და სადა სხდეს წერო ყავლითა, გარს უზმენ შემოდგომასო,
წეროსა მსხდომსა ტბაზედა, გარს შემოავლონ ყავლია,
მეფემ შეისვას გავაზი, ოსტატი კარგი მალია,
სხვათ უსხდესთ სხვანი გავაზი, ავლენ ქედს სად მაღალია,
და ყავლისა კაცი ცხენს დასძრავს, ქარსავით ვით გრილია,
წეროს ნადირობა:
დააფრენენ წეროებსა, ყავლის კაცნი შეუტევენ,
გავაზებსა ქუდს დაჰხდიან, მაღლიდამე მოუტევენ,
ოსტატს გავაზს სხვა გავაზნი, უყურებენ თან მისდევენ,
და მაიასა იკეთებენ, ფრინუჱნ მაღლა აიწევენ,
სალაჩიცა ძაღლნი თან ჰყუჱს, მეშუჱლათა გავაზისა,
დაბრუნვიდენ გავაზები, სანამ ავა სიმაღლესა,
არ უშუჱბენ კიჟინითა, ყავლსა გარეთ წეროებსა,
და რა მოექცა ზევიდამე, გავაზები მიჰყოფს ნებსა,
დაუწყებს ცემას გავაზი, წეროსა ჩამოსაგდებლად,
თავსა გავაზსა მას სხვანი, გავაზნი ჰყვანდეს მშველებლად,
შემოჰკვრენ ჩამოაგდებენ, წეროსა მიწად მკვეთლებად,
და თავს წააწვება ხალაჩი, ძაღლი არ ასაშუჱბელად,
მას დღს ოსტატი გავაზი, ორს სამსა მოჰკლავს ზევითა,
მკვდარს ჩამოაგდებს მიწაზე, თვითარ ჩამოჰყვეს ქვევითა,
სხვანი ჩამოჰყვნენ მკვდარს წეროს, უოსტატობის ქცევითა,
და თვი ჩამოჰყუჱბა ბოლოსა, რა მოჰკლავს ხელისცემითა,
ვინც რომ გავაზს ყავლის კაცი, იმ დღს უწინ უშველისო,
მას დღე მეფე იმკაცისა, ჩამცმელია ხალათისო,
ბაზიერთა გავაზები, ზედ წეროზედ დააძღისო,
და გითხარ კარგი ნადირობა, აწე ვსთქვაცა შავარდნისო,
როგორცრომ არის მე გეტყვი, შავარდნის მოტევებადა,
ან იჯდეს წეროს მინდორსა, ან არწივი მძორს ჯდებადა,
შავარდენს ებას ქუდს ძუა, კაცს პირში ეჭირებადა,
და ცხენ ფიცხად უნდა სადაც ზის, მფრინველსა შეტევებადა,
მას შეუტევს ცხენ მლეთა, ქუდსა წაჰხდის შავარდენსო,
მოუტევს და ერთს მუქარას, მისკენ სწრაფით გაირბენსო,
მიეწევა შიგ შეეხმიხ, დაიჭერს და არ აფრენსო,
და ჩამოიღბს მიწაზედა, ზედ ხალაჩს ძაღლას წააწვენსო,
დაანებებს ხალაჩს ძაღლსა, თვითან თავსა დასტრიალებს,
თავსა დაჰკრავს კობალს კაცი, მფრინუჱლს მოჰკლავს არ იბრალებს
გამოართმევს ძაღლსა პირში, შავარდენსა ზედ გააძღებს,
და ვსთქვა ბარისა მოტევანი, ყვავსა როგორ ათამაშებს,
თამაშისთვის მოუტიოს, კაცმან ყვავსა ორი ბარი,
წაიყვანენ მაღლა ცემით, უჩვენონ ყვავს მთ და ბარი,
ხან მიწაზედ ჩამოაგდონ, საწყალი და პატიმარი,
და ამდენი სცენ ხელი ადგილს, დაანარცხონ იდვას მკვდარი,
გამართონ ტოროაზედა, ქუდითა მარჯანიაო,
როს მოუტევენ დიაღ აქვს, მას კაი თამაშიაო,
წაიყვანს მაღლა ტორუას, ვით წეროს გავაზიაო,
და ჰსცემს ჩამოაგდებს მარჯანი, ტორუას დამჭერიაო,
სულა ვსთქვი ნადირობანი, შავთვალის მფრინველისაგან,
სონღული მისთვის არა ვსთქვი, იმიტომ დავსდეგ თქმისაგან,
თუ არა დიდი ხემწიფე, არ შეინახვის სხვისაგან,
და როს მოუტეუჱნ ონარი, უფრო აქვს გავაზისაგან,
აქა ქორის და მიმინოს ნადირობის ამბავი:
აქ გეტყვი ნადირობასა, დევნებას ქორებისასა,
თუ ზაფხულია დასდიან, ქულებსა წითლისასა,
დამართუჱნ ახალს ქორებსა, დამჭრსა ლაპებისასა,
და უტეუჱნ საფხულს ჭორტიყსა, და შემოდეგსა თვისასა,
ზამთარს მწყაზარსა წითელსა, ქორს ჩასმენ ზაფხულს ზარშიო,
იკაპოეტებს იქნების, ბუმბულის გამოცვლაშიო,
გამოიყვანენ ქორებსა, ნაკაპოეტსა სთუჱლშიო,
და ზოგს დაიჭერს ბადითა, მწყაზარს თურუნსა უჱლშიო,
შემოდეგსა ქორსა ბადეს, აუმართუჱნ იჭერებენ,
ერთმანერთში მოისყიდუჱნ, ბევრსა ფასსა გაიღებენ,
ბაზიერნი გამართვაში, ხელსა აღარ აიღებენ,
და ქორსა ფრთხილად აიყვანენ, ხელზე შემოიხტუნებენ,
კაცისაგან ნადირობას, ქორით ჯერ ვიტყვი იხვზედა,
როს გამოასხმენ კაპოეტს, ქორებს დამართვენ ტაბლზედა,
წავლენ დაზვერვენ იხვებსა, სად ჯოგი ისხდეს წყალზედა,
და მეტაბლეს მიუყენებენ, თავს დახრის პარებაზედა,
იხვის ნადირობა:
ქორი უყურებს ბაზიერს, იხვს მიეპაროს ჩოჩვითო,
რა დაახლოვდეს მოხედავს, ქორი ვის ჰყავს ხელთ ჯდომითო,
დაუგდებს დაბლა ქორიცა, ტაბლს მიატანს ნდომითო,
და რა მივა უკრავს იხვებსა, კაცი მეტაბლე დრაშითო,
იხვსა ჯოგი დაფრინდეს, კაცი როს ტაბლის მკვრელია,
ქორიც უმატებს ონარსა, ძალიან გამფრენელია,
მიატანს წინა მამალსა, იხვსა ამოჰკრას ხელია,
და ჩამოიღებდეს მიწაზედ, მეტაბლე ქორის მშველია,
მებატონე ქორებს ტაბლზედ, ოთხს ხუთს ერთად მიუყენებს,
თამაშა აქვს დიაღ კარგი, ის გამოსხდის დიაღ ქორებს,
ნახვან უკვრენ რომელიც ჰსჯობს, მიდგეს აღარ დაიყოვნებს,
და სხვასა ქორებს უკან დაჰყრის, ყველას ონარს მოაწონებს,
მცდელი ქორი მას დღეს ტაბლზე, გამოიჩენს ონარებსა,
სხვა არა სდევს წინა მამალსა, იხვსა ხელსა ამოსდებს,
წინას იხვსა ჩამოიღებს, უკან ჯოგსა დააგდებსა,
და სხვა ქორები უკანსა, დაჭრასა იკადრებსა,
გამართვენ ქორსა კიდევა, იხვზედა ყაზახურათო
იხვსა უჩუჱნებს შორიდამ ქორს კაცი მას დასტურათო,
რა ნახავს მიწას დაუგდებს, გარდაიქცევა ტურათო,
და მიპარვიტთ ქორი იხვს თავზედ, წააწვეს მიპარულთო,
კიდევ იხვსა ბაზიერი, ქორს მოუტევს ხელ და ხელა,
სად დაიჭრს ზედ გააძღებს, იმით ქორი გააზელა,
იხვის ნადირობას მოვრჩი, ახლა ხოხობს ვიახელა,
და ხოხბის დევნა ბაზიერსა, იამების არ იძნელა,
წავლენ ადრე სახოხბეთა, ქორს წაასხმენ მეძებრითა,
დაუწყებენ ძებნას ძაღლნი, ქორსა ზედვენ წრიპინითა,
და გაფრინდეს მოუტეუჱნ, ქორსა კაცი კაის ცდითა,
და მალ უშველონ ნაბულზედა, ძაღლებისა ძახილითა,
იქნების ქორი პირველვე, მოტევებას შესიდოსა,
თუ იქ ვერ მოსწვდა ისი სჯობს, კამარას დაიჭიროსა,
ან კამარაში ან მხარის, წაყრის დროს ჩამოიღოსა,
და თუ ეს ქმნა ქორმან მამალზე, კარგი ონარი იყოსა,
ეს ვერ ქნა ქორი ხოხობს, თან მოჰყვების ანაბულებს,
მალე კაცნი უშველიან, ნაბულს აღარ შეუსვენებს,
ნახვენ ეჟვნის ჟღარუნზედა, ზედ თავს აზის უწრიპინებს,
და მეძებრებით გაუფრენენ, ქორი ხოხობს იძაბუნებს,
ქორი ხოხობს ნაბულზედა. ოსტატურათ მოექცევა,
თავზე აზის ვერას საქმით, გაეპარვის გაექცევა,
გაუგორდეს გარდუჯდების, ხის კინწერზე ზედ ექცევა,
და რა ნაბული გაუფრინდეს, გარდუვარდეს მიეწევა,
ნაბულს ხოხობს გაფრენილსა, ქორი ფიცხად ზედ მიდგების,
თუ ზევით ვერ დაიჭირა, ისევ ლიხში ჩეგდების,
ან მეძებარი დაიჭრს, ან თუ ძაღლებს მოურჩების,
და დაიღალოს ვერ გაფრინდეს, ქორს ხეზედა შეუჯდების,
ხეს შეჯდება რა ხოხობი, ზოგი ქორი ეძგერება,
თუ ოსტატი ქორი არის, ხეზედ არა ეტანება,
ერთს ხესა სხდეს არას ერჩის, ქუჱშ ძაღლები ეყეფება,
და ბაზიერი ჩამოუგდებს, ხოხობს ქორი მოუხდება,
ოთხს ხუთს მოუტევს ერთს ქორსა, კაცი არ დააღონებსო,
ბოლოს მამალსა ხოხობზე, ზედ დააძღებენ ქორებსო,
ხოხბობა ბევრში კარგია, კაკბობა ღელებს გორებსო.
განგრძელება შემდგომ ნუმერში.
![]() |
4 * * * |
▲back to top |
ბოდიშით მიიღო რედაქციამ ახსნა 6 ს. ნუმერის ზადაჩისა კუჱრცხთა რიცხვი. რომელიც აღუხსნიათ სამას ერთად. - უბედურათ ტიპოგრაფიაში დაჰკარგეს ლექსნი რომლითაც აიხსნებოდა ზადაჩა. - კვალად რედაქცია ჰსთხოვს უმორჩილესათ წარმოგზავნოს ხსენებულნი ლექსნი და მე 8 ს. ნუმერში იქნება უეჭუჱლად დაბეჭდილი. - თუ აღრიცხვაც იქნება შიგა უმჯობესი დამტკიცება იქნება.
რ.თ. გ. ერ.