![]() |
ცისკარი №7 (1858) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 1858 წლის „ცისკარზე“ ხელის-მომწერთა ტფილისში |
▲back to top |
1858 წლის „ცისკარზე“ ხელის-მომწერთა[1] ტფილისში:
1. თ.ვასილ ბებუთოვი.
თ.გრიგოლ ბებუთოვი.
თ.გიორგი მუხრანსკი.
თ.გრიგოლ მუხრანსკი.
იაკობ ზუბალოვი.
იოსებ მამაცოვი.
ივანე მიზოევი.
თ. ყორხმაზ მელიქოვი.
თ. გიორგი დ. ერის-თავი.
10. ლუკა ისარლოვი.
გრიგოლ აივაზოვი.
თ. კოსტანტინე მელიქოვი.
თ. იასე ენდრონიკოვი.
ალექსანდრე ბეზირგანოვი.
კნ. მარიამ ჭავჭავაძისა.
თ. ივანე ჩოლაყაევი.
კნ. სალომე ენდრონიკოვისა.
თ. ივანემელიქოვი.
თ. დავით ციცისშვილი.
20. კნ. ნინო ორბელიანისა.
კოსტანტინე მამაცოვი.
_______________
1 რომელთაც პირველად მოუწერიათ ხელი, ისინი პირველად მოხსენებულ არიან, ხოლო შემდგომნი, სურვილით მათ მიხედვით
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 იას |
▲back to top |
იას
მე ვეტრფი იავ, შენსა ყვავილსა
გაზაფხულისა, ცვრით დანამულსა,
როს ბუჩქთა ძირით, თავ მოდრეკილი
გამოიმზირვი მინაზებული!
მაგრამ ნეტავი, მეცა შენსავით-
მოსვენებითა, ბუჩქიდამ მალვით
სოფელსა ვსჭვრეტდე, ცივსისხლოვნებით,
რომ არ ვიტანჯო, ესრეთის გრძნობით...
ნუ თუ, ყვავილო! შენცა ჩვენსავით
გული გიძგერდეს ტრფობისა ალით?
იმისთვისა ხარ დაღრუმულადა
იმიტომაც ფერმიხდილადა?
თ. რ. შ. ე.
1849 წელსა. აპრილის 5-სა. ს. კ.
![]() |
2.2 შავ თვალებს |
▲back to top |
შავ თვალებს
ვერვინ შეიტყობს, ვერვინ მიხვდების
საოცარს ძალას შავის თვალების!
როგორა ჰსდაგვენ, როგორ მკვირცხლობენ!
საამოს სახით ვით ელვარებენ!
სიცოცხლით სავსე გრძნობა გულისა,
გრძნობაც ნამდვილი სიყვარულისა,
ცხადათა ჰსჩანან შავსა თვალებში
როგორც რომ სახე წმინდას სარკეში.
ვიშ, როგორ მიტკბობს, ვით მაცხოველებს
ის ორნი მზენი სიყვარულისა,
რამდენსაც უმზერ იმ შავსა თვალებს
არ მომწყინდების თქვენი გულისა!
თ. რ. შ. ე.
1851 წელსა. ივლისის 12-სა. ქ. თ.
![]() |
2.3 ყაზიბეგის-მთას |
▲back to top |
ყაზიბეგის-მთას
(ლერმონტოვიდამ)
ისწრაფს რა ჩრდილოთ შორისა გზიდამ,
ყარიბი ვინმე უცხოსა მხრიდამ,
აღმოსავლეთის, ოი, ჯაშუშო!
სალამსა გიძღვნი ყოვლად უშიშო.
საუკუნითგან მრისხანე შუბლი
თეთრის რიდეთი გაქვს დაბურვილი,
რაც უნდა კაცმა გძრახოს
შენს ბნელს მშვიდობას ვერ რა შეახოს.
გარნა გულისა ჩვილთა თხოვათა
შენთ კლდეს შევვედრებ წარიღონ მათა
ვარსკვლავთზე სადგურს, შენს
სამფლობელოს
მას საუკუნოს ადგილს სატახტოს...
გილოცავ გვედრი მე გრილსა დღესა
მტვრიანსა გზაზედ სიცხისა დროსა
თავშეუფარებს ამ უღადს არეს
რომ შევისვენო მცირედი მე კლდეს;
კვალად ამას გთხოვ, რომ ქარიშხალმა
საშიშარის ხმით მძაფრ მომბერალმა
დარიელისა ბნელს ხეობაში
არსად მომასწროს საბრალოს კარში.
მაგრამ კიდევ მაქვს ერთი სურვილი...
ვსთქვა, მეშინიან... მაძრწუნებს სული...
ვაი... თუ რომე...
ვარ სრულ სამშობლოს დავიწყებული!
განა წინანდელთ ტკბილთა ხვევნათა,
კიდევ ვიპოვნი გულით ალერსთა?
მიცნობენ კვლავ მეგობარნი,
ან ნათესავნი ანუ თუ ძმანი?
ყარიბსა კაცსა სად ესდენ წელნი
განვატარე მე ტანჯვითა მწველნი!
ანუ საშუალ ცივთა საფლავთა,
ფეხთა დავადგამ მშობლისა მტვერთა,
ან ნათესავის, ან მეგობრისა
ვისთანაც მქონდნენ დღენი შვებისა?
ოჰ! თუ ესრეთ არს... შენისა ბუქით
მალე დამფარე, რომ მზე თვის შუქით
აღარ მიჭვრეტდეს შეუბრალებლად
უძეო მტვერი განმფანტე ობლად!
თ. რ. შ. ე.
1853 წელსა. იანვარის 10-სა. გროზნა.
![]() |
3 პროზა |
▲back to top |
![]() |
3.1 ჰამლეტი |
▲back to top |
ჰამლეტი
(მოქმდება 3)
გამოცხადება 1.
(სასახლე კოროლისა.)
კოროლი, დედოფალი, პოლონი,ოფელია, როზენკრანცი, გილდენშტერნი.
კოროლი.
მაშ ვერ შეიძელით თქვენ მარჯვის საუბრით შეგეტყოთ მიზეზი ჰამლეტის მოშლილობისა, და რამ შთაგდო მშვიდობიანი გონება მისი ესრეთ მძიმე და საშიშს უგონობაში?
როზენკრანცი.
ჰამლეტი სიგიჟესა ჰგრძნობს, მაგრამ არ გვითხრა მიზეზი.
გილდენშტერნი.
არცაკი მიგვიკარა, რომ მივახლებულ ვიყავით მისს ჰაზრთან. ოდეს ვიწყებდით იმაზე სიტყვასა,ჰამლეტი მარჯვეთ შეცვლიდა ხოლმე სისულელეს უგუნურობაზე...
დედოფალი.
მაინც როგორ მიგიღოთ?
როზენკრანცი.
მეგობრულად და კეთილშობილურად.
გილდენშტერნი.
მაგრამ იქცეოდა როგორათღაც იძულებით.
როზენკრანცი.
თვით არას გვკითხავდა, ჩვენს კითხვასაც მარჯვეთ ირიდებდა.
დედოფალი.
მაინც ვერ დაიყოლიეთ, რომ გართულ-იყო?
როზენკრანცი.
დედოფალო! ჩვენ შეგვხვდნენ გზაზე აკტიორები; ამაზე ჰამლეტს უთხარით, და, ვგონებ, შეიტყო რა ეს, კმაყოფილი დაშთა. აკტიორები აქ, სასახლეში, გახლავან, და, მიიღეს, თუ არ ვსცთები, ბრძანებადღეს წარმოგიდგინინ თქვენ კამედია.
პოლონი.
სწორეთ ეგრე გახლავსთ. პრინცმა ჩამაბარა, გთხოვთ თქვენ, ღირს-ჰყოთ თქვენის დასწრებითა.
კოროლი.
მე სიხარულით ვიქმნები. დიდათ მოხარული ვარ, რომ ჰამლეტს ამაზე აინც აქვს სურვილი. უფალნო! გთხოვთ თქვენ, ეცადნეთ გაუძლიეროთ მას მიდრეკილობა ამ გვარ შექცევისადმი.
როზენკრანცი.
ვეცდებით აღვასრულოთ.
(როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.)
კოროლი.
ეხლა გეტრუდა, დაგვიტევე ჩვენ. აქ მოვიყვანთ ჰამლეტსა და, ვითომც, შემთხვევით შეხვდება იგი ოფელიასა; მე და პოლონი (მოტყუების ნება გვაქვს კეთილისათვის.) აქ მივეფარებით, და ორნივე უხილავნი ვეცდებით შევნიშნოთ, და შემდგომ განვსაჯოთ უბნობისამებრ - ოფელიის სიყვარულმა, თუ სხვა რამ გააგიჟა ჰამლეტი.
დედოფალი.
დაგემორჩილები თქვენ. ოფელია! როგორ მსურს, რომ სილამაზე შენი იყოს მიზეზიჰამლეტის უგუნურობისა! მოიმედე ვარ, რო ვითარება მშვენიერის სულისა შენისა მაშინ ადვილად მოიყვანდა მას გონებაზე ერთმანეთის ბედნიერებითა.
ოფელია.
თუ რო შემეძლებოდეს... (დედოფალი მიდის,)
პოლონი.
ოფელია! ვითომ შენ აქ დასეირობ... თუ თქვენს დიდებულობას ნებავს აქ მოეფარნეთ... შენ ვითომ წიგნს ჰკითხულოს, და ეგ ვითომ მიზეზია შენის სეირნობისა... რას გინდა სთქვი, საგანი კი გარდაწყვეტილია, რომ თითქმის ეშმაკიც აცთენს, თუ მარხულის პირით თავი მოიმდაბლა...
კოროლი, იქით.
ოჰ რა მართალია! და რა სახით ეს სიტყვა ჰკაწრავს სინიდისსა ჩემსა! პირისახე გარყვნილის დედაკაცისა, ფერ-უმარილით დაფარებული, ეგოდენ არ არი საშინელი, როგორათაც ჩემი საქმენი დაფარულ არიან ყვავილოვან სიტყვებითა! ო მძიმე ტვირთია!
პოლონი.
მოდის. კოროლო! გნებავსთ, აქ მიეფარნეთ - მობრძანდით -აქ... (იმალებიან ორნივე, ოფელია დგას კედლისაკენ.)
ჰამლეტი, გამოდის.
ვიყო თუ არ ვიყო - აჰა რასა ვიკითხვა. რა-უფრო სიქველეა სულისათვის: მოთმენა ცემათა განმამაწარებელისა სსვესი, თუ აღჭურვა წინააღმდეგომ ზრვისა ბოროტებათა და დაძლევა მისი, ამოვსწბო რა ერთიანათ? სიკვდილი - მიძინებაა - არა მეტი, და დასრულება ძილითა გულის ვნებათა, ათას ტანჯვათა, სხეულის მემკვიდრეთა - როგორ არ ვისურვოთ ესრეთი დასრულება!... სიკვდილი, მიძინებაა - მიძინება, იქმნება, მოზმანება? აჰა გაჭირება? ამ სასიკვდინე ძილში, რაღა სიზმრები გვექმნება, ოდეს ქარიშხალი სიცოცხლისა გაჰფრინდება? აჰა დაბრკოლება, აჰა რასათვისაც უფრო გვინდა ვეთრივნეთ გრძელ სიცოცხლე-ში და ვინღა მოითმენდა წყენასა, სოფლის სიბოროტესა, ტირანთ ამპარტავნობასა ძლიერთაგან შეწუხებასა, უგულვებულ-ყოფილ სიყვარულის ნაღველსა, რჯულის ურგებობასა, მსაჯულთ უსვინიდისობასა, და შეურაცყოფასა სულგრძელოვან სამსახურობისა პატივისათვის, ოდეს ერთის დაკვრით მივიღებდით განსვენებასა! და ვინღა აიღებდა ამ ტვირთსა მძიმის სიცოცხლისასა, ტირილით, წყევით... მაგრამ შიში: რა იქმნება მუნ? - იქ, იმ უცნობ მხარეს, სითგან არ ვინ მოსულა... თრთის ნება და მწარედ გვაიძულებს ვიტანჯნეთ, და შეგვაყენებს, რათ არ მიველტოდეთ მისდა, რაცა არს ესრეთ უცნობელი. საშინელია შეგონება მოშიშ ფიქრისა! მთებარე ფიქრიცა ძლიერისა განჩინებისა გაიცრიცება წინაშე სიბნელისა განსჯისასა, გამბედაობაცა ჩქარის აღფრთოვანებისა იღუპება, ჰაზრიცა არ გარდავალს საქმეში... წყნარა! სასურველო ოფელია!... ო ნიმფა? მოიხსენე ცოდვანი ჩემნი ლოცვაში!...
ოფელია.
პრინცო, ხომ კარგა ხართ?
ჰამლეტი.
უმორჩილესად გმადლობ - კარგათ ვარ.
ოფელია.
პრინცო! მე დიდი ხანია უნდა დამებრუნებინა თქვენთვის, რაცა თქვენ მიბოძეთ სახსოვრად; ნება დამრთეთ...
ჰამლეტი.
არა, არა! ოფელია, მე შენთვის არაოდეს არა მიჩუქები არა!
ოფელია.
პრინცო, უთუოთ დაგვიწყებიათ; საჩუქრები ესრეთის საყვარელ სიტყვით გიბოძებიათ თქვენ, რომ ჩემთვის ძვირფასნი იყვნენ; შეცვლილხართ თქვენ - ისევ მიიღეთ -საჩუქარი მაშინ არის ძვირფასი სულისათვის და გულისათვის, ოდეს სული და გული მოსცემენ. აჰა, პრინცო, თქვენი საჩუქრები.
ჰამლეტი.
ჰა, ჰა, ჰა! ოფელია, პატიოსანი ქალი ხარ?
ოფელია.
პრინცო!
ჰამლეტი.
ლამაზიცა ხარ?
ოფელია.
რა გნებავსთ ჰსთქვათ, პრინცო?
ჰამლეტი.
ისი, რომ თუ ხარ პატიოსანი და ლამაზი ქალი, მაშ ნუ ავაჭრებ შენს სილამაზესა კეთილ მოქმედებასა თანა.
ოფელია.
მაშ ვინღა იქმნება სილამაზის უკეთესი ამხანაგი, თუ არ კეთილ-მოქმედება?
ჰამლეტი.
მართალია, მაგრამ ის არის ჭირი, რომ სილამაზე უფრო ადრე გააპლუტებს კეთილ მოქმედებასა, ვინამ კეთილმოქმედება გაამაგრებს სილამაზესა: ამაზე ადრე ვიჭვნეულობდი - ეხლა კი აღარ ვიჭვნეულობ. შენ მიყვარდი ადრე!!
ოფელია.
მე მრწამდა, პრინცო.
ჰამლეტი.
უბრალოთ, ამიტომ რომ კეთილმოქმედებანი არ ემყნობიან დაძველებულ ხესა - წარსული არღაა - შენ მე არ მიყვარდი!
ოფელია.
მე ვსცთებოდი...
ჰამლეტი.
განშორდი,ოფელია, კაცთა! რათ გინდა შენის თავით გაამრავლო რიცხვი ცოდვილთა? აჰა მე კიდევ ვარ წესიერი კაცი. მაგრამ მზა ვარ გავამტყუნო თავი ჩემი ესრეთ ცოდვებში, რომ უკეთეს იყო არ დავბადებულ ვიყავ! მე ვარ ამპარტავანი, შურის მგებელი, პატივის მოყვარე, მზა ქმნად ბოროტისა, მხოლოდ მაკლია სრული ნება ვჰყო ყოველივე ბოროტი, რა ბოროტიც კი შემიძლიან მოვიფიქრო. რა გამოვა იმ კაცისაგან, რომელიცა დაძვრება შორის ცისა და დედამიწისა! ჩვენ ყოველნი ავი კაცნი ვართ, ნურავის ნუ დაუჯერებ. გაშორდი კაცთა! სად არის მამა შენი?
ოფელია.
შინ არის, პრინცო.
ჰამლეტი.
კარები გადუკეტე და არ გამოუშო - დაეხსენ შინ ისულელოს. მშვიდობით!
ოფელია.
მოწყალეო ღმერთო! შაეწიე ჰამლეტს.
ჰამლეტი.
თუ გასთხოვდები, მე გაგატან მზითვათ აი როგორ წყევასა: გინა იყო თეთრი, როგორათაც თოვლი, წმინდა, როგორათაც ყინული - მზაკვარება კაცთა გაგაშავებს შენ. გაშორდი კაცთა, ანუ შეირთე სულელი. გონიერთა ძალიან კარგა იციან, როგორატაც ჩვენ მათ ამხეცებთ. მოშორდი კაცთა საჩქაროთ! მშვიდობით!
ოფელია.
ზეცისა ძალნო, გაჰკურნეთ
ჰამლეტი!
მე ვიცი, როგორათაც ჰფერავთ თავსა თქვენსა. ღმერთი გაძლევსთ პირისახეს, თქვენკი იკეთებთ სხვას - თქვენ ჰთამაშობთ. ხტით, ბოროტმეტყველობთ და ამას ჰყოფთ ვითომც უცოდინობით. გამშორდი - ხმა აღარ ამოიღო - მაგაებმა შემშალეს მე ჭკუისაგან! ამას იქით ვერ ვინღა იქორწინებს; ვინც იქორწინა დაეხსენ იცოცხლონ - გარდა ერთისა... გაშორდი კაცთა. (მიდის.)
ოფელია, მარტო.
რა დიდი კაცი დაინთქა, სამეფოს იმედი, პატივი მისი, ნუგეში! დაინთქა, დაინთქა! და მეც, მეც, მისი ალებრივის სიყვარულის საგანი, ვხედავ მას შეშლილსა! რა იყო, და რაღაა ეხლა, ოჰ ღმერთო!
კოროლი და პოლონი.
კოროლი.
არა! ეს სიყვარული არ არის, არ არის უგუნუობა ისი, რაცა ჰსთქვა, თუმცა გაუწყობლად,ჰამლეტმა. მის სულში დაიფარება რაღაც-რამ - და მის მწუხარება ჰფარავს დანთქმასა; ჩვენ უნდა წინა უსწროთ ჭირსა. ესრეთ, გარდაწყვეტილია
ჰამლეტი წავა ანგლიაში სადაცა ხარჯის აკრეფას ჩავაბარებთ ჩვენ; იქნება გასერნობამ, გართობამ გარდუყარონ ნაღველი, დაუბრუნონ გონება. შენ როგორ ჰფიქრობ ამაზე,პოლონი?
პოლონი?
მე ვგონებ - მშვენიერათ მოიფიქრეთ. მაგრამ მაინც მე დარწმუნებული ვარ, რომ დასაბამი მისის სიგიჟისა იყო სიყვარული. - ჩვენ არ გვინდა, ოფელია, განვიმეორო რაც ჰსთქვაჰამლეტმა ჩვენ იქიდგან ყოველივე შევიტყეთ. - ინებეთ, ჩემო ბრძანებელო, მოიქცეთ როგორათაც თქვენ გნებავთ, ჩემი რჩევაა: შემდეგ კამედიისა მოუწოდოთ ჰამლეტსა დედოფალთან, დაეხსენ დედოფალმა გამოჰკითხოს მას. მე კი, თუ რო ნებას მამცემთ, მივიმალვი იქ, ყურს დაუგდებ, და თუ ვერა რას გამოვაჩენთ, მაშინ ანგლიაში გაგზავნეთ პრინცი, ანუ საპყრობილეში დასვით, როგორათაც თქვენი სიბრძნე დაინახავს.
კოროლი.
დიახ, ჩვენ ვნახავთ - უნდა თავს გამოვიდვათ. ძლიერსა უგუნურსა საშიშია მივცეთ თავისუფლება.
(მიდიან.)
გამოცხადება 2.
(მეორე ზალა სასახლეში.)
ჰამლეტი და რავდენიმე აკტიორნი, გამოდიან.
ჰამლეტი.
თქვენი ყოველივე ესე მარტივად, თავის-უფლად, ნუ დაჰკაფავ ჰაერსა, და თვით გრძნობაში დაიცე ზომიერება, ნუცა მომატებულად გაატკბობ. ესრეთ იმოქმედე რომ სიტყვა ეთანხმებოდეს მოქმედებასა,და მოქმედება სიტყვასა. იყავ სწორე სარკე ბუნებისა: წარმოადგინე სათნოება ნამდვილ მისის საზღვრებში, და ბიწი მისი სახირჩობაში. წადით და იყავით მზათ. (აკტიორები მიდიან.)
ჰამლეტი, პოლონის, რომელიცა გამოდის და მას შემოჰყვებიან როზენკრანცი და გილდენშტერნი.
აბა, რა? ნებავსა კოროლსა დაესწროს კამედიაში?
პოლონი.
დიახ, დედოფალიცა, და მთელი მათი კარი იქმნებიან.
ჰამლეტი.
მაშ უბრძანეთ მოემზადენ ჩქარა. (პოლონი, როზენკრანციბ და გილდენშტერნი მიდიან.)
ჰამლეტი, გორაციოს, რომელიცა გამოდის.
ჰა, შენ ხარ,გორაციო.
გორაციო.
თქვენ დაგებარებინეთ.
ჰამლეტი.
დიახ, მე მინდა მოგთხოვო შენ, გორაციო, დიახ საკუთრად შენ მინდა მოგთხოვო სამსახური.
გორაციო.
საყვარელო პრინცო!...
ჰამლეტი.
არა! მე პირს არ გეფერები - და რასა-თვის უნდა დაგეფერო შენ? შენ ხარ საწყალი, არცა ხარ წარჩინებული. წინაშე მდიდრისა და წარჩინებულისა ხალხს მუხლი ეკვეთება, პირითგან გადმოდის თაფლი - მე მისთვის მიყვარხარ შენ, რომ იცი მოთმინება. ბედნიერებაში, უბედურობაში თანასწორი ხარ,გორაციო! ჩემ გულში მივცემ ბინას ესრეთს კაცსა მაგრამ, საკმაოა. - აქ კამედიას წარმოადგენენ: ერთს გამოცხადებაში აქ გამოხატვენ, ნამდვილად, მამისა ჩემის სიკვდილსა. მეგობარო ჩემო! გთხოვოდეს ეს გამოცხადება იყოს, გულმოდგინეთ თვალი ადევნო კოროლს - ბიძა ჩემს - გთხოვ, გულმოდგინედ. თუ იმ წამს კოროლი არ შეძრწუნდება-მაშ მოჩვენება იგი იყო წყეული ჯოჯოხეთის სული, რომელმან გამომცადა მე; ცოდვაზე მივჰყვანდი! გულმოდგინედ, მეგობარო ჩემო! მეც თვალს არ მოვაშორებ ბიძა ჩემს, და ვნახოთ.
გორაციო.
არცა ერთი მოძრაობა კოროლისა არ ასცთება თვალსა ჩემსა.
ჰამლეტი.
მოდიან! მე უნდა დაუდევნელად ვეჩვენო, შენკი გორაციო, იდარაჯე წადი.
* * *
მუზიკა უკრავს მარშს. კოროლი, დედოფალი, პოლონი, ოფელია, როზენკრანცი, გილდენშტერნი, კარის კაცნი და ქალნი.
კოროლი.
ხომ კარგა ხარ, საყვარელო ჩვენო პრინცო.
ჰამლეტი.
ჩინებულად! როგორათაც ქამელეონი, მე ვცხოვრებ ჰაერითა და ვსუქდები აღთქმათაგან. ჩვენი ევერულები დახდებრდენ ამ საზრდელისაგან.
კოროლი.
მე არ მესმის შენი ენა,ჰამლეტი, ეგ ჩემი ენა არ არის.
ჰამლეტი
არცა ჩემია. (პოლონის.) მგონია,პოლონი, შენ ჰთამაშობდი ხოლმე კამედიასა? უნივერსიტეტში?
პოლონი.
დიახ, პრინცო, მე ვიყავ ნაქები აკტიორი.
ჰამლეტი.
რას ჰთამაშობდი?
პოლონი.
იული კეისარსა. მე დაჰმკლა ბრუტმა კაპიტოლში.
ჰამლეტი.
ნამდვილ. ბრუტი ყოფილა ის, ოდეს დაუკლავს ესრეთი გასუქებული ხბო! აბა! რას იქმონენ ჩვენი აკტიორები?
როზენკრანცი.
ელიან ბრძანებასა.
დედოფალი.
ჩემთან დაჯეგ, საყვარელოჰამლეტი.
ჰამლეტი.
არა, დედილო - აქ არის მაგნიტი, რომელიცა მიმიზიდავს.
პოლონი, კოროლს.
შენიშნეთ!
ჰამლეტი, დაჯდება ოფელიას ფერხთან. შეიძლება შევეხნეთ თქვენს მუხლებსა?
ოფელია.
არა, პრინცო.
ჰამლეტი.
ესე იგი, მხოლოთ თავით.
ოფელია.
შეიძლება, პრინცო.
ჰამლეტი.
თქვენ კი, ღმერთმა იცის, რა იფიქრეთ!
ოფელია.
მე არას ვჰფიქრობ, პრინცო.
ჰამლეტი.
რა განცხრომაა განსვენება მშვენიერის ქალის მუხლებზე?
ოფელია.
რა გნებავსთ ჰსთქვათ?
ჰამლეტი.
არაფერი.
ოფელია.
თქვენ მხიარულათ ხართ, პრინცო.
ჰამლეტი.
ვინ? მე!
ოფელია.
დიახ, თქვენ, პრინცო.
ჰამლეტი.
დიახ, მე ვკეთდები თქვენ მასხარათ. მხიარულობაზე რაღაა უკეთესი! უყურეთ დედა ჩემს როგორ მხიარულათ არის. მამა ჩემი კი გარდაიცვალა ორ საათის წინ. -
ოფელია.
თუ ორ თთვის წინათ, პრინცო.
ჰამლეტი.
მაშ, რაღა, დიდ ხანს გაუვლია? კარგი - მე თვით მაცვია შავები, იმიტომ, რომ ძალიან მიხდება. იტყვით თქვენ ორი თთვეა და კიდევაც არ არისო დავიწყებული! მაშასადამე, შეიძლება ვიმედოვნბობდეთ, რომ კაცს გაყვება ხსოვა ნახევარ-წლამდინ, და მერმე - სულ-ერთია, თუ კაცი, თუ ბატკანი - დაასაფლავეს დაივიწყეს!
(საყვირი. შიგნით თეატრში ფარდა აიხდება. პანტომიმა. კოროლი და დედოფალი გამოდიან; ნარნარი გამოთხოვა: კოროლი წვება მოსასვენებლათ; შემოდის ბოროტ-მოქმედი კაცი, მიიღებს მის გვირგვინსა, და ჩასხავს მას ყურში შხამსა. გამოვა კიდევ დედოფალი; ხედავს, რომ კოროლი მკვდარია; სტირის. ბოროტ-მოქმედი ნუგეშსა სცემ მას. კოროლის გვამი მიაქვთ. ბოროტ-მოქმედი სთხოვს დედოფალსა შეირთოს იგი და აღუთქვამს გვირგინსა. დედოფალი დათანხმდება; მხიარულათ მიდიან. საყვირი.)
ოფელია.
ეს რა არის, პრინცო?
ჰამლეტი.
რასაც კაცისაგან მოველით! რაიმე სიბილწე!
ოფელია.
მაგრამ, საგონებელია, რომ ეს გვაჩვენებს პყრობილებასა კამედიისასა?
(გამოდის აკტიორი.)
ჰამლეტი.
აჰა ეს ჭაბუკი გვიამბობს. ეს ხომ ჯერ წინა სიტყვაობაა. აკტიორი, მაყურებელთადმი. ჩვენის წარმოდგენისათვის გთხოვთ კეთილ მიდრეკილებას, ნუ დაჰკარგავთ მოთმინებასა. (თავს უკრავს და მიდის.)
ჰამლეტი.
ხომ ცხადად გაიგონეთ?
ოფელია.
არა! ძალიან მოკლე იყო.
ჰამლეტი.
როგორათაც დედაკაცის დედაკაცის სიყვარული.
* * *
კამედია, რომელსაცა ჰთამაშობენ აკტიორები, შემოდიან კოროლი და დედოფალი.
კოროლი.
აჰა ფების[1] ცხენთა ოცდაათ გზის შეასრულეს თვისი იმგრგვლითი მჰფრინაობა ლაჟვარდოვან ცის მინდვრებში, და ოცდაათ გზის ღამეთ ვარსკვლავმა საშუალ ღრუბელთა, თავით თვისით აღნიშნა თორმეტი თთვე, რაც სიყვარულისა და ღიმენიის კავშირმა, გულით შეგვაერთა ჩვენ, როგორათაც ალფეისა და არეტუზის წყალთ ნაკადულნი ერთათ არიან შაერთებულნი.
დედოფალი.
ნეტაი შესრულდეს კიდევ სხვა ოცდაათი წელი, მანამ ვნახამთ ჩვენ სიყვარულში ცვლილებასა. მაგრამ რაღაც სამწუხარო ეჭვი მიბნელებს სულსა: სულით შეძრწუნებული, მწუხარებით ვხედავ მე მეუღლესა ჩემსა, საიდუმლო ჭმუნვარებით განსჭვირულსა. სუსტდები შენ - მომიტევე, რომ სიხარულს გიშფოთებ - ძლიერის სიყვარულისაგან ძლიერი შიში მაქვს, და დაუდევნელობა რასაკურველია გამოაჩენდა, რომ, ძლიერი - ცეცხლი სიყვარულისა აღარ იგზნების. მე ყოველ დღე ვიტანჯვი, ვშფოთავ სამწუხარო მოსავალითა, და ესეა მიზეზი ჩემის ცრემლისა და ნაღველისა!
კოროლი.
ვაი! რა უნდა ვჰყო! მომიტევე, უძვირფასესო მეგობარო! მე ვგრძნობ ძარღვებში მიხრწნეულობის სენსა. ჩვენ უნდა განვშორდეთ, და იქმნება საჩქაროთ - ვინ შეიტყობს! შენ იცოცხლე. სიხარული დაადგრეს შენთანა, და მერე ქმართან გაბედნიეროს შენ...
დედოფალი.
ეგ რათქვი! საშინელ სიტყვებთაგან გამიშრა ძარღვებში სისხლი. ბოროტთა სულთა დამცენ ზეციერნი მეხნი დასასჯელად, თუ რომე ხელ-მეორე სიყვარულში ვჰპოვო ბედნიერება. მოკვლა მსუბუქ იქმნება ჩემთვის...
ჰამლეტი,ოფელიას.
ეგ მგონია უმწარესია აბზინდაზე.
დედოფალი, სცენაზე.
მე სასჯელს ვერ ვიპოვი, საკმაოდ დასასჯელად თავისა ჩემისა უკეთურობისათვის, თუ რო შენ მაგიერ სხვა მიყვარდეს, და სულ-ერთია, თუნდ ელვარე ხანჯალი დამიცია შენს გულში, აღმიგზნია სული სიყვარულითა სხვისადმი.
კოროლი, სცენაზე.
სასიამოვნოა გულწრფელი სიტყვა შენი, მე მრწამს; მაგრამ ვინ დასთვლის რაცა დროებისაგან დაგვიკარგავს? განზრახვანიცა მოკვდავ კაცისა, სახსოვარიცა მისი - ყოველივე ოცნება-ა! პირველად ეგოდენ მტკიცე, შემდეგში - ო ამაოებავ! ნაყოფი დამწიფებული ერთის მხოლოთ შეხებითა დაეცემა, და კაცი, ოჰ! იკარგება დავიწყებაში. რავდენ ალებრივია სიხარული, ეგოდენ ძლიერია მწუხარება. და ცრემლნი, დაეცემიან რა დროების ფიცარზე, გაჰქრებიან სატრუნის შეჰბერვისაგან. რას არ აღგვითქვამენ ჩვენ მეუღლენი! და შენც, კეთილთა დღეთა ჩემთა მეგობარო, თუ კი მე მოვკვდები, შენც...
დედოფალი, სცენაზე.
დაეხსენ მაშინ ნუღარვე იხილონ ჩემთა შეწუხებულთა თვალთა ნათელი დღისა; დაესხენ საუკუნოთ ვიტანჯო უპატივებაში და შეურაცხობაში, დაესხენ ჩემმა სიცოცხლემ იმდინარეოს, როგორათაც შლამიანი ღვარი, დაეხსენ უწყალო ბედმა ჩემმა შემიკრიბოს ტანჯვანი, ყოველივე წამართოს, თითქმის თვით იმედიცა, თუღამე დაუტეო სამგლოვიარო ტანისამოსი, და სხვა მეუღლესთან მივახლოვდე საკურთხეველსა!
ჰამლეტი,ოფელიას.
ახლა რო ფიცი გატეხოს?
კოროლი, სცენაზე.
საშინელია ფიცი შენი! გეშინოდეს არ მოივლონო ვაება! მაგრამ ვგრძნობ ტკბილსა და სასურველსა განსვენებასა, და აქ მოვისვენებ, უძვირფასესო მეგობარო! დედოფალი, სცენაზე. მოისვენე, მეუღლეო ჩემო, ძალთა გასამაგრებლად. ოჰ, ნეტაი ბედმან არაოდეს არ გაგვყაროს ჩვენ! (კოროლი წვება და დაიძინებს. დედოფალი მიდის.) ჰამლეტი, დედოფალს. როგორ ჰხედავთ, დედოფალო, კამედიას?
დედოფალი.
მგონია, ძალიან ბევრს რასმე აღგვითქვამს.
ჰამლეტი.
დიახ, და აღთქმათა მათ კიდეც გაასრულებს.
კოროლი.
იცი შენ ამ კამედიის პყრობილება? ხომ არა არის რა რაიმე საწყენი.
ჰამლეტი.
არაფერი, არაფერი! აქ მცირიდ მოსწამლენ, ისე ხუმრობისათვის.
კოროლი.
რა ეწოდება?
ჰამლეტი.
თაგვის - მახე. რათა? მკითხამვთ მე. ეს არის რიტორიკური ფიგურა, მეტაფორა. წარმოსდგება მოკვლა, რომელიცა იყო სადღაც იტალიაში. მოხუცს ეწოდება გონზაგო, დედოფალს ბაპტისტი. თქვენ ეხლავ დაინახავთ უსაძეგელესსა საქმესა, მაგრამ ჩვენ რა? თქვენ და მე გვაქვს წმინდა სვინიდისი, და არცა ჩვენ შეგვეხება საქმე. იყვიროს იმან, ვისაც ეს უღიტინებს. (სცენაზე გამოდის ბოროტმოქმედი.) ჰა, აჰა ჭაბუკიცა გამოცხადდა! ეს არისლუციანი, ძმის-წული მოხუც კოროლისა.
ოფელია.
თქვენ, როგორც სუფფლერი, ყოველივე იცით...
ჰამლეტი.
გნებავსთ, მე გიამბობ, როგორათაც მიჯნური ქალი ატყუებს თვისსა სიყვარულსა, ვითომ, ისე, გადავლით,
ოფელია.
ეგ გულის გასაგმერია, პრინცო!
ჰამლეტი.
მე მხოლოთ ვჰკაწრავ-სხვანი ყელსა სჭრიან.
ოფელია.
თქვენი სიტყვა გამოცანაა.
ჰამლეტი.
როგორათაც არჩევა ქალთაგან ქმართა-იმასდა უწურებს, რატო არ დაიწყებს ბოროტისმოქმედი? და ყვავის ყივილი ბოროტ მოსასწავებელი ისმის, და შურის-ძიებას ბოროტის მოქმედზე მოუწოდებს! აკტიორი, სცენაზე. მარჯვე დროა, მზაა მდუღარე შხამი, შედგენილი ბოროტ-სავნებელთა ბალახთაგან, რომელნიცა მინდვრებში შევკრიბე, როგორათაც მიჩვენა ჯოჯოხეთის დეკატამ. გრძნეულო გესლო! გაეშურე შემაბეზრებელი სიცოცხლე მოსწყვიტო. (ჩაასხავს შხამსა მძინარე კოროლის ყურში.)
ჰამლეტი.
ბოროტ-მოქმედი მოსწამლავს კოროლს, სანამდის ეძინა მას ბაღში, რათა დაიპყრას მისი სამეფო. მას ჰქვიანგონზაგო. ეს იყო, მე თვით წავიკითხე, კამედია იტალიურ ენაზე. თქვენ ეხლავე ნახავთ, როგორათაც მკვლელი დაიპყრობს გულსა მოწამლულ კოროლის ქვრივისას.
(კოროლი ადგება შეძრწუნებული. საზოგადო აღრეულება.)
ოფელია.
კოროლი ადგა.
ჰამლეტი.
რა მოხდა? ხომ არ შაეშინდა რისამე!
დედოფალი.
რა დაგემართა, მეუღლეო ჩემო!
პოლონი.
მოსწყვიტეთ კამედია! (ფარდა სცენაზე დაეფარება.)
კოროლი.
სანთელი მომინათეთ-წავიდეთ?
პოლონი.
სანთელი, სანთელი.
(ყველანი აირევიან და მიდიან, გარდა ჰამლეტისა და გორაციოსი.)
ჰამლეტი, წამოხტება.
ისარით დასჭრეს ირემი-
ერთი იცინის, სხვა ოხრავს;
ის კასკასებს, მეორე სტირს,
სულ ასეა ამ სოფელში!
ამ ლექსისათვის, თუ რო ჩავიცვამ კამედიის მოთამაშის ტანისამოსსა, მე მიმიღებენ პირველ აკტიორად.
გორაციო.
ნახევარ ჯამაგირზე?
ჰამლეტი.
არა! სრულზე!
გვყვანდა ლომი დიდ პატივში,
მაგრამ მისმა საათმა დაჰკრა-
ლომსა ბედმა უღალატა-
დღეს პატივშია... მამალი!
ჩემო კარგო გორაციო! ეხლა მზა ვარ ვიყიდო სიტყვანი მოჩვენებისა ოქროს წონით, შენიშნე შენ?
გორაციო.
ძალიან შევნიშნე, პრინცო.
ჰამლეტი.
რა წამს საქმე მიდგა მოწამვლაზე...
გორაციო.
მეტათ აშკარა იყო!
ჰამლეტი.
ჰა, ჰა, ჰა! ეი, მუზიკანტები, მედუდუკები მომგვარეთ აქ. ოდესაც კოროლი კამედიებსა არ შეიყვარებს, მაშ მას - მაგრამ, რაღა, მას კომედიები სულ არ უყვარს!
(შემოდიან როზენკრანცი და გილდენშტერნი.)
ჰამლეტი.
ეი, მუზიკანტები მომგვარეთ აქ.
გილდენშტერნი.
ნება მეცით, პრინცო, მოგახსენო რავდენიმე სიტყვა.
ჰამლეტი.
ბრძანე - თუნდ მრთელი ისტორია!
გილდენშტერნი.
კოროლი.
ჰამლეტი.
ჰო - დიახ, რა კოროლი?
გილდენშტერნი.
კოროლი აქედგან განშორდა, და ეხლა -
ჰამლეტი.
მთვრალია!
გილდენშტერნი.
არა, პრინცო განრისხებულია.
ჰამლეტი.
მაშ თქვენ გონიერ მოიქცევით, თუ რო რჩევას ჰკითხავთ იმის ექიმსა. იქმნება, თუ მე უწამლე უფრო ცუდი დაემართოს.
გილდენშტერნი.
გთხოვ, პრინცო, ილაპარაკოთ წესიერათ, და არ განშორდეთ საქმისაგან.
ჰამლეტი.
კარგი, თქვით.
გილდენშტერნი.
დედოფალმა, თქვენმა მშობელმა, ღრმად შეწუხებულმა, მომგზავნა მე თქვენთან.
ჰამლეტი.
მშვიდობა თქვენი ნახვა!
გილდენშტერნი.
ეგ მოკითხვა სრულებით უადგილოა, პრინცო. თუ გნებავსთ მამცეთ კეთილგონიერული პასუხი, მე აღვასრულებ თქვენის მშობლისაგან ჩემთვის ჩაბარებულსა, და თუ არა - უკაცროვოთ - მე წავალ, და მით ყოველივე დასრულდება.
ჰამლეტი.
ხომ ხედავთ არ შემიძლიან.
გილდენშტერნი.
რა არ შეგიძლიანთ, პრინცო?
ჰამლეტი.
კეთილ-გონიერად გიპასუხო. ავათ არის ჩემი გონება. მაგრამ ესრეთს პასუხს, როგორიცა მე შემიძლიან, მხოლოდ მიბრძანეთ - თუ თქვენ, ანუ დედა ჩემს ნებავს: სიხარულით მოგართმევთ. მაგრამ ამას ნუ მივხედავთ. დედა ჩემი თქვენ თქვით -
გილდენშტერნი.
დედათქვენმა მიბრძანა, რომ თქვენი საოცარი ყოფა-ქცევა ანცვიფრებს და აკვირვებს მას.
ჰამლეტი.
ო, მაშ მე საკვირველი შვილი ვყოფილვარ, თუ განვაკვირვე დედა ჩემი! მაგრამ შემდეგ მისის განცვიფრებისა ხომ არა იყო რა კიდევ სხვა რამ? განაგრძეთ.
გილდენშტერნი.
მას სურს გელეპარაკოს თქვენ, და გთხოვს მიბრძანდეთ მასთან.
ჰამლეტი.
დავემორჩილები; ასე დავემორჩილები, ვითომც ასჯერ უშობივარ მას.გნებავსთ რამ კიდევ ჩემგან?
როზენკრანცი.
პრინცო! ადრე მე თქვენ გიყვარდი.
ჰამლეტი.
ცუდი კაცი ვიყო, თუ ეხლაც არ მიყვარდე.
როზენკრანცი.
რა მიზეზია თქვენის მოშლილობისა? რა არწმუნებთ რა თქვენს მწუხარებას მეგობარობასა, მით დაუკეტავთ კარსა თქვენს განთავისუფლებასა.
ჰამლეტი.
ხედავთ, წინ არ მიშვებენ.
როზენკრანცი.
როგორ ეგრეა, პრინცო, ოდესაც თქვენ ხართ მემკვიდრე შემდეგ ბიძის თქვენის!
ჰამლეტი.
ეგრეა, მართალია! მაგრამ, „მანამ ბალახი მოიზრდება, წყალი მრავალი ჩაივლის“ - ეს ანდაზა მცირე-ოდენ დაობებულია... (გამოდიან მუზიკანტები.) ახ! აჰა მედუდუკენიც! მამეც შენი დუდუკი. (გილდენშტერს.) მე მგონია, ვითომც თქვენ ძალიან დამდევთ მე?
გილდენშტერნი.
მერწმუნეთ, პრინცო, ყოვლისა მიზეზია თქვენდა სიყვარული ჩემი და ერთ-გულობა კოროლისადმი.
ჰამლეტი.
როგორათაც სრულებით ეგ ვერ მეყურება. დაუკარ რამ ჩემთვის. (აძლევს მას დუდუკს.)
გილდენშტერნი.
არ შემიძლიან, პრინცო.
ჰამლეტი.
ჩემის გულისთვის!
გილდენშტერნი.
მართლად, არ შემიძლიან, პრინცო!
ჰამლეტი.
ღვთის გულისათვის, დაუკარ!
გილდენშტერნი.
მე სრულებით არ ვიცი დუდუკზე დაკვრა.
ჰამლეტი.
ეს ეგრეთვე ადვილია, როგორათაც სიცრუვის თქმა. დაიჭი დუდუკი ასე, მიიტანე ტუჩებთან, თითები აქ დააწყე - და დაუკრავს.
გილდეშტერნი.
მე სრულებით არ მისწავლია.
ჰამლეტი.
ეხლა თვით შენ გაშინჯე: მითომ ვინ გგონივარ მე? შენ გინდა ითამაშო ჩემ სულზე, და აჰა არ იცი დაუაკრ თითქმის უბრალო რამ ამ დუდეკზე. განა მე უფრო ცუდი და უბრალო ვარ, ვინამც ეს დუდუკი? როგორც გნებავს შემრაცხე - შეგიძლიან კიდეც დამტანჯო, მაგრამ ჩემზე კი არ გათამაშებ.
(პოლონი გამოდის.) ჩემს ღრმას პატივისცემას განგიცხადებ!
პოლონი.
დედოფალს ნებავს მოგელაპარაკოს თქვენ და დაუყოვნებლივ.
ჰამლეტი, მაღლა იყურება.
ეს რა არის? სწორეთ ღრუბელია, და რა სახით ემზგავსება აქლემსა!
პოლონო, უყურებს.
დიახ, პრინცო, აქლემსაცა საშინლათ ჰგავს.
ჰამლეტი.
ოჰ! არა! ჰგავს დედოფალს! მართალი არ არის?
პოლონო.
მომითმინეთ. მართლა- სწორეთ დედოფალაა!
ჰამლეტი.
მე კი ვჰფიქრობ, რომ ეს არის ვეშაპი!
პოლონი.
მომითმინეთ, კარგა გავშინჯო. ჰა-შე, მართლადაც - ვეშაპის სახეა!
ჰამლეტი
უთხარით დედოფალსა, რომ მე ეხლავ ვიახლები. ოვშორდე ამათ, თორე ამათთან ნამდვილად კაცი გასულელდება - მოვდივარ, უთხარით დედოფალსა.
პოლონი.
აღვასრულებ. (მიდის)
ჰამლეტი.
აღასრულებ! დიახ, ადვილია თქმა! - მეგობარნო, მშვიდობით!
(მიდის როზეკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.ჰამლეტი ისევ დაბრუნდება,)
ახლა მოახწია გრძნეულმან ღამის საათმა. სასაფლაოთაგან მკვდარნი წასულ წამოსულ არიან, ჯოჯოხეთი შესაძრწუნებლად სუნთქავს- მოახლოვდა დრო გაძღე სისხლითა, და აღვასრულო საქმენი, რომელთაცა დღე ვერ გაჰბედავს იხილოს! - წყნარა დედ-სთან მივდივარ! გულო! მომაგონე, რომ მე ვარ შვილი - ფიცხელ, და არა გარეგან ვიქნები-მე დედას დავაწყლულებ სიტყვით-ხმალი ჩემი-არა! ხელს არ ავამაღლებ დედაზე! სულო! რაც უნდა დემონმა ბოროტობისამან გიჩურჩულოს, ნუ დავთანხმები აღასრულო სიტყვა მისი! (მისის.)
კოროლი, როზენკარანცი და გილდენშტერნი.
კოროლი.
არა! უნდა დავასრულოთ: უგონობა მისი თანდათან საშიშია ჩვენთვის. მზა იყავით. მე თქვენ
დაუყოვნებლივ გაგატანთ მას, და თქვენ წაიყვანთ მას ანგლიაში. მოვალეობა მეუფისა ნებას არ გვაძლევს ვითმინოთ მისი ბოროტ-სავნებელი უგუნურობა, და ვფაროთ გვლი უბეში.
გილდეშტერნი.
ჩვენ დავეშურებით; მოვალეობაა ჩვენი ყოველივე მსხვერპლად შევსწიროთ კოროლისათვის.
როზენკრანცი.
მდაბიო კაცი თანამდებია თავს უშველოს, მაგრამ კოროლის სიცოცხლესთან შეართებულია სახელმწიფოს სიცოცხლე; ამისთვის ჩვენ თავს დავსდებთ თქვენის უშიშრობისათვის.
კოროლი.
მე გთხოვ თქვენ საჩქაროთ მოემზადნეთ წასასვლელად- უნდა შევაყენოთ მემუქარი საშიშროება.
(როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.)
პოლონი, გამოდის
ჰამლეტი დედასთან გიახლება; მე იქ ხალიჩების იქით მივიმალვი, და ლაპარაკს გავიგონებ. რასაკვირველია, დედოფალი დატუქსავს მას - მაგრამ, როგორათაც ბრძანეთ, თქვენ, და ბრძანეთ ყოვლად ბრძნულად, სხვა უცხო კაცი უნდა იყოს იქ, და გაიგონოს სრული ლაპარაკი. შემდგომ მოვალეობა იქმნება ჩემი ყოველივე, რაც კი გავიგონო, დაწვლილებით მოგახსენო თქვენ.
კოროლი.
გმადლობ. (პოლონიმიდის.)
კოროლი.
სისხლიერი ორთქლი საშინელის ბოროტმოქმედებისა მისწვთა ცათა. საშინელია შეცოდება, ჩემ მიერ აღსრულებული - პირველ-დასაბამით ცოდვა ბოროტმოქმედება კაენისა - მოკვლა ძმისა! არ შემიძლიან ვილოცო, თუმცა შენანების აღფრთოვანებანი მკაწვრენ სულსა ჩემსა - დანაშაულობა ჩემი შენანებაზე უმეტესია, და თითქოს კაცი ერთი ორადით აღთქმით შეკრული ვარ, შენანებითა, ცოდვითა- ვარ შეკრული და შეუძრავი, და არ ვიცი, რა ვიწყო! მაგრამ თუნდ რო ჩემი წყეული ხელი უფრო მეტად იყოს შესვრილი ძმის სისხლით, განაღა არ არის ზეციერი ცვარი, გამბანებელი და გამთეთრებელი უთეთრეს თოვლისა? მაშ რათღაა მიტევება, თუ არ იქმნება მიტევება იგი ბრძოლაში ცოდვასა თანა? რას-თვისღა არის ლოცვა? რათა ბოროტი შეაყენოს, და განბანოს ოდეს იგი აღსრულდეს!- გავბედო ავამაღლოთ ცად თვალნი-ცოდვა აღსრულებული-ა! მაგრამ როგორ ვილოცო? რა ლოცვას შეისმენს ღმერთი? როგორ ვილოცო; ვსთქვა: მამიტევე მკვლელსა?- არა! მე ყოველსავე ვფლობ, რაცკი მამცა საშინელმან მკვლელობამ - გვირგვინსა, პატივითა, დედოფალსა... განა ცოდვა მამეტევება, ოდესაც ვჰყოვნი მე ცოდვაში? წინაშე კაცთა, წინაშე შეურაცხისა მათ სამართლისა, გაოქროვებულის ხელით, შეცოდება ადვილად შეაყენებს სამსჯავროსა და მოისყიდის სჯულსა - მაგრამ იქ ისე არ არის! არ არის მოსყიდვა, და შეცოდება სდგას წინაშე სამსჯავროისა საშინელად განშიშვლებული! რაღა ვჰქმნა? რაღა მშთება? რა შეუძლიან სინანულსა? მაგრამ-რა არ შეუძლიან სინანულსა? ყოველივე თუ კი შეუძლიან კაცს შეინანოს... ო ჰაზრო ცხოვრებისაო! ო შავო ჩემო სვინიდისო! დამნაშავე სული, ცოდვათ ჭაობში დაფლული, რავდენ მეტად ცდილობს ამოვიდეს, მით უფრო საშინლად ეფლობა... შემეწიენით ანგელოზნო! გამოსცადეთ თქვენი ვედრება! მოიხრენით, მოუდრეკელნო მუხლებო! და შენ, გულო, დარბილდი, როგორათაც გული ეხლად შობილისა ყრმისა! ღმერთი მოწყალეა. (კოროლი წყნარ-წყნარა დაიჩოქებს, და დაიკარგება ფიქრში.)
ჰამლეტი წყნარა შემოვა.
ეხლავ რო ეს გავისტუმროთ ადვილია - ლოცულობს ეხლავ გავისტუმროთ. (ხანჯალს ამოიღებს) და ლოცვისა თანა დაიღუპება. მაგრამ იქმნებაა ეს შურისგება? შეიცადე, იფიქრე. მამა შენი ამან დაჰკლა. შენ, შვილმა, შენ, მამის სიკვდილის შურისმძიებელმა, მოასწრა ამას სინანულში, და ეხლა სიკვდილი ამისთვის იქმნება კეთილის ყოფა, და არა შურისძიება-არა! არ იქმნება შურისძიება!
ამან ძმა მოჰკლა ცოდვებში, დაუდევნელ გრძნობის მიძინებაში, და მძიმე იყო მოკლულისათვის ანგარიში. განაღა უნდა ავიღო სისხლი, ოდეს ეს მზა-ა დადგეს მოუბრუნებელ შორ გზაზე? არა! არა! (ხანჯალს ჩასდებს ქარქაშში.)
ქარქაშში, შურის - მძიებელო! საშინელ იქმნება შენ დაკვრა, ოდეს მივასწრომ მას მთვრალსა, მძინარეს, განრისხებულსა, ოღთო ცოდვის ლხინში თამაშობაში, ფიცში, ესრეთ სულის აღფრთოვანებაში, ოდესაც საფლავის იქით დანთქმა ნამდვილის. მაშინ დაკვრა შეაყირავებენ ამას, რათა შავის სისხლით სული ამისი შთავარდეს ბნელ ჯოჯოხეთში, როგორათაც ცოდვანი ამისნი ბნელ არიან! დედა მიმელის მე - იცოცხლე. მაგრამ უიმედოთ, რომ სიცოცხლე შენი გაგრძელდეს-შენ ხარ მკვდარი! (მიდის.)
კოროლი.
სიტყვები იბნევა ცაში, ჰაზრი დედამიწაზე; უსაზროთ სიტყვა არ მიეკარება ღმერთსა!
(საჩქაროთ მიდის.)
გამოცხადება 3.
(ოთახები დედოფლისა.)
დედოფალი და პოლონი.
პოლონი.
დაუყოვნებლივ გიახლება ჰამლეტი. სასტიკად მოექეცით; უბრძანეთ, რომ მისი უგუნურობა მოსათმენი არ არის; უბძანეთ, რომ მხოლოთ თქვენმა თხოვამ დააშოშმინა კოროლის მრისხანება. ვერ გავბედავ ამაზე მეტი გირჩიოთ, მაგრამ სიმტკიცე ამ საქმეში საჭიროა
დედოფალი.
მენდეთ მე. ვიცი, რაც-უნდა ვსთქვა-წადით ეს ის არის!
(პოლონი მიეფარება ხალიჩების იქით.)
ჰამლეტი, გამოდის.
რა გნებავსთ, დედაო ჩემო? მიბრძანეთ.
დედოფალი.
ჰამლეტი! შენ უწყალოთ მაწყინეთ.
ჰამლეტი.
დედაო ჩემო! მამა ჩემი თქვენგან უწყალოთ არის ნაწყენი.
დედოფალი.
შენ მელაპარაკები, როგორათაც გიჟი.
ჰამლეტი.
თქვენ მელაპარაკებით, როგორათაც ბოროტი დედა.
დედოფალი.
რას ამბობ,ჰამლეტი?
ჰამლეტი.
რა გნებავსთ?
დედოფალი.
შენ დაგავიწყდა, ვინ ვარ მე?
ჰამლეტი.
არა! გეფიცები, არ დავიწყებია! თქვენ ხართ დედოფალი თქვენ ხართ ჩემის ბიძისა მეუღლე, და - ოჰ მე რათ უნდა დავასრულო! - თქვენ ხართ დედა ჩემი...
დედოფალი.
მე მოვახდენ, რომ შენთან ილაპარაკონ სხვათა, რომელნიცა შენს უგუნურობას დაამშვიდებენ.
ჰამლეტი.
არა, არა! დაჯეგ, და ადგილიდან ვერ დაიძვრი, მანამ არ წარმოგიდგენ ესრეთ სარკესა, სადაცა სულისა შენისა დაკვლანკლილება აშკარათ გამოჩნდება!
დედოფალი.
რას ჰსჩადი, ძეო ჩემო, გინდა მამკლა,.. ოჰ! მიშველეთ, მიშველეთ.
პოლონი, ხალიჩების იქით,
უშველეთ!
ჰამლეტი.
აქ რა არის? თაგვი! (ხმალს დაჰკრავს ხალიჩაზე.) მოკლულია! სანეძლაოზე ერთი ოქრო, რო მოკლულია!
პოლონი.
ვაი! ვკვდები! (დაეცემა.)
დედოფალი.
ახ! რა ჰქმენ, ძეო ჩემო!
ჰამლეტი.
რა? არ ვიცი! - კოროლი? (ხალიჩას ახდის და გამოათრევს პოლონის გვამსა.)
დედოფალი.
ოჰ, როგორი სისხლიერი, უგუნურია შენი საქციელი!
ჰამლეტი.
სისხლიერი?- რითღა არის, დედავ, ჩემი საქციელი ცუდი მაზე, რომ მოჰკალ მეუღლე და მკვლელთან იქორწინე?
დედოფალი.
მოვკალ მეუღლე!
ჰამლეტი.
დიახ, მე გეტყვი შენ - მოჰკალ! (პოლონის.) და შენ, რეგვენო, სულელო, ბრიყვო! მომიტევე-მე მეგონა, აქ სხვა, შენზე გონიერი, იყო მიმალული - ბრალი დასდე შენ ბედს ხედავ, სხვის სამსახური საშიშია ყოველთვის...(დედოფალს.) ხელებს რათ იმტვრევთ ეგრე? დამშვიდდით, დაბრძანდით - მე გულსა თქვენსა გავტეხ - მე შევსძრავ, მას, თუ რო სრულებით კიდევ არ გაქვაებულა, და ბოროტობით არ გარდაქცეულა ჯერ ფოლადი, თუ რო მას მიეკარება ერთი მაინც რომელიმე გრძნობა....
დედოფალი.
რა ვჰყავ აგეთი, რომლისათვისაც შენ ესრეთ ხარ ჩემდა უწყალო?
ჰამლეტი.
ესრეთი საქმე ჰქმემ, რომლითაცა დაღუპე შენი თავდაცულობა! სათნოებისაგან შენ შეჰქმენ მზაკვარება - სიყვარულის ყვავილისა მოასხი შენ შხამი, ფიცი, რომელიცა მიეც მეუღლესა წინაშე საკურთხეველისა, შენ მოთამაშეს ფიცად გარდააქციე-შენ რაღა გრწამს სული კაცისა-შენ გასცინე სიწმინდე სჯულისა, და ცა იწვის შენის ბოროტმოქმედებათაგან! ხომ ხედავ, როგორ ყოველივე მოწყენილ და მწუხარეა, თითქოს მოახლოებულა მეორეთ მოსვლა!ახ! მითხარ, რა ამბავია? რა გინდა გამოჰსთქვა უგუნურ ბორგვაში?
ჰამლეტი.
აჰა ორი პატრეთი-შეხედე: როგორი დიდებულობაა აქ, მშვენიერება, ძალი, ახოვანება, გონება, ესრეთია ორბი, ოდესაც ქედთაგან მთათა აღფრინდება ზეცად, - შეხედე, სრულება-ა ღვთის ქმნილებისა - ეს იყო შენ ქმარი!- შეხედე კიდევ ხედავ დამპალს ბალახსა, რომელმანცა დაღუპა დიდი კაცი - შეხედე, უყურე-ანუ ბრმა იყავ, ოდეს მყრალგან რყვნილების ჭაობში შთავარდი შენ? თქვი: ბრმა იყავ? თავს ნუ იმართლებ მით, ვითომც შეგაცდინა სიყვარულმა: შენს ხანში სიყვარული ემორჩილება გონებასა - სად იყო გონება შენი? სად იყო განსჯა შენი? რომელმა ჯოჯოხეთის დემონმა შეიპყრა მაშინ შენი გონება, გრძნობა, შეხედულობა? დედაკაცმა დაივიწყოს სირცხვილი დედაკაცისა, მეუღლისა, დედისა... თუ რო სიბერეცა ეცემა ესრეთ საშინლად, სიყმაწვილეს რაღა ჰშთება? ვძრწუნავ, ვძრწუნავ კაცისა გამო!..
დედოფალი.
შვილო ჩემო! შენ თვალნი შემიბრუნე შიგანით სულში, რომელსაცა ვხედავ მე ესრეთ სისხლიერს, ესრეთ სასიკვდინო წყლულებაში - აღარ არის ხსნა!
ჰამლეტი.
რასათვის დიემორჩილე შენ ბიწიერებას? რასათვის ეძიებდი სიყვარულსა ცოდვის უფსკრულში?
დედოფალი.
ოხ! დაჩუმდი! როგორათაც მკვეთრი დანა, სიტყვა შენი ჰგლეჯს გულსა ჩემსა! დაჩუმდი
ჰამლეტი,
საყვარელო შვილო!
ჰამლეტი.
მკვლელი, ბოროტმოქმედი, მონა, მასხარა გვირგვინოსანი, ქურდი, რომელმანცა მოიპარა სიცოცხლე, და ძმის გვირგვინი კაბის ქვეშ უჩუმრად წარიტაცა, უბინაო მოტანტალე...
დედოფალი.
ახ! ნუღარ იტყვი,ჰამლეტი!
ჰამლეტი.
და შენ შეიძელ მზაკვარსა... (აჩრდილი მამისა შემოდის.) ზეცათა ანგელოზნო, მიხსენით, თქვენის ფრთებით... მითხარ, ვნებულო, რა გინდა შენ?
დედოფალი.
გაგიჟდა?
ჰამლეტი.
ნუ თუ გამოცხადდი, რათა დააყვედრო შვილსა, რომ დააგვიანა მან შურის-ძიება? თქვი! (მდუმარება.)
რა დაგემართა დედოფალო?
დედოფალი.
რა დაგემართა,ჰამლეტი? თვალებს რას ატანტალებ მანდეთ, სადაც არა არის რა? ვის ელაპარაკები ცარიელ ჰაერში? მრთელი სული თვალებში გადმოგსახლებია და თმები შენნი ყალნზედ შემდგარან. საყვარელო შვილო, დაიმშვიდე გრძნობათ აღფრთოვანებანი, ვის ხედავ?
ჰამლეტი.
ამას, ამას! უყურე, რა სახით არის გაყვითლებული! მისი საშინელი გამოცხადება ქვასაც კი მისცემს გრძნობასა! ნუ, ნუ იყურები ეგრეთ მწუხარედ და ნაღვლიანად! შენ შეგიძლიან დააბრკოლო ჩემი გამბედაობა, და მე ცრემლით, არა სისხლით, სისხლს ავიღებ.
დედოფალი.
ვის ელაპარაკები?
ჰამლეტი.
ნუ თუ ვერ ხედავ?
დედოფალი.
მე არავის ვხედავ, თუმცა ვხედავ ყველაფერს.
ჰამლეტი.
არცა რა გესმის?
დედოფალი.
არაფერი.
ჰამლეტი.
უყურე, უყურე - აჰა ის, მამა ჩემი, ის - სწორე - ცოცხალი არ არის! უყურე, აჰა მიდის - წავიდა... (აჩრდილი მიდის.)
დედოფალი.
ოცნებაა გამოხატულობისა, შვილო ჩემო! შენ თავს ივიწყებ და ხედავ მოჩვენებასა!
ჰამლეტი.
ოცნებაა? მაგრამ მაჯა მიცემს ეგრეთვე, როგორათაც შენ - მე ვხედავ, მესმის, ჩემი გულისხმისყოფა ჩემთან არის - მე გიამბობ მისს ნათქვამსა; განა უგუნურსა შეუძლიან მბობა წესიერად და დაწყობით? განა ეს არის უგუნურობა? დედავ, დედაო ჩემო! ნუ დაღუპავ ცხოვრებასა მზაკვარ პირ-ფერობითა, ვითომც აქ ლაპარაკობდეს უგურობა ჩემი, და არა შენნი ცოდვანი და შეცთომილებანი! შენ გულის დაჭრილობითა ვერ გაჰკურნავ, შენ დაჰფარავ მათ სულის სიღრმეში, და იქ საშინლად დასწვენ სულსა შენსა ჯოჯოხეთის ტანჯვითა! სინანულით მიილტვი ღვთისადმი-შეინანე, ილოცე წარსულ საქმეთა თვის, გეშინოდეს მომავლისა, და გეშინოდეს შხამი უგრძნობელობისა მიითვალო ლხენად! მე გევედრები, ფერხთ ქვეშ დაგეგები... გარყვნილ საუკუნეში სათნოება, მხოლოთ სათნოება - და არა ბოროტმოქმედება - უნდა ევედრებოდეს მოტევებასა მაზე, რომ ჰბედავს აამაღლოს ხმა ლოცვისა მისს ცხოვრებისათვის!
დედოფალი.
ჰამლეტი, ძეო ჩემო! შენ გამირღვიე გული!
ჰამლეტი.
გადააგდე მისი დამპალი ნაწილი, გადააგდე, და წმინდა ნახევართან დაშთი! ჩვენ უნდა გავშორდეთ... ნუ წაიპილწები ბიძიჩემის შეხებითა! და თუ შენ სათნოებიანი არა ხარ- ითვალთმაქცე, ეჩვენე, რომ გიყვარს სათნოება. ურჩხული ჩვეულობა-სათნოების დამღუპი - ჩვენთვის მაცხოვარ ანგელოზად შეიძლება შეიქმნას, და შეუძლიან სათნოებას შეგვაჩვიოს. დღეს მძიმე იქმნება ჩვენთვის ზომიერება,მაგრამ მეორე დღეს შესუბუქდება და მცირედ-მცირედ ზომიერება შეგვაჩვევს სათნოებასა! მშვიდობით დედაო ჩემო, მშვიდობით! და თუ გსურს ზეციერი კურთხევა, მითხარ-მე მოვალ კურთხევის მისაღებად. (მიუბრუნდება პოლონის.) და შენ, მეგობარო მომიტევე - მეცოდები. სსვეს ნებავდა ესრეთ, რათა შენ ჩემგან დასჯილ იყავ, და მე შენგან. შენის სიკვდილისათვის პასუხს მამთხოვენ. - (დედოფალს.) კიდევაც, დედაო ჩემო! მომიტევეთ - მე თქვენ უწყალოთ, ფიცხელად მოგექეცით, მაგრამ მე მსურდა, მე ასე უნდა მოვქცეულვიყავ, დედისათვის მიმეცა ხელახლა გრძნოანი კაცისანი... კიდევ ორი სიტყვა...
დედოფალი.
მითხარ, რა უნდა ვჰყო?
ჰამლეტი.
რა?... ნურა რასა ჰყოფ, ნუცა გრწამს რაც გითხარ. დაესხენ კოროლი კიდევ ჩაგეხუტოს; გამოუცხადე მას ყოველი საიდუმლო; უამბე, რომ ჰამლეტი ნამდვილად არ არის უგონო, მხოლოთ გვეჩვენა - თქო გიჟად - და როგორ თქვენ, მშვენიერმა, გონიერმა, კეთილმა, ბედნიერმა დედოფალმა, არ უნდა უთხრათ იმ ფრთებიან თაგვსა, ჯოჯოსა, შუაღამის ბუსა, როგორ არ უნდა უთხრათ ყოველივე? ესრეთი ამბავი გააფთხილებს მას, გაახარებს მერმეღა რას იდარდებს; თუ შენ იღრძობ კისერსა შენ თავათ!
დედოფალი.
არა! შემოგფიცავ, ჰამლეტი, რომ ყოველსავე დავჰფარავ, რაც კი მითხრა შენ!
ჰამლეტი.
იცით თქვენ? ანგლიაში უნდა წავიდე -
დედოფალი.
ახ! დამავიწყდა... ეგ გადაწყვეტილია.
ჰამლეტი.
დიახ, გრამატები მზათ არის კიდეც, და ორნი მეგობარნი, რომელთაცა ვერწმუნები, როგორათაც ხვლიკთა, დანიშნულ არიან ჩემთან გამოსაყოლად და მიყვანად გამზადებულ აკანათამდე. დაეხსენ - ღმერთმა ინებოს მშვიდობის მგზავრობა-წავალთ, ვნახავთ, ვინც ვიზე ხერხიანი-ა აფეთქავს ჰაერში-წინააღმდეგ ნაღმისა მივიტან ნაღმსა; ეს მანუგეშებს, მამხიარულებს მე, ოდეს გონება კაცისა მუშაობს დასანთქავად მეგობრისა, თითქოს მძვინვარე მხეცი! ამ ვაჟკაც კი მე მივმალავ... ღამე მშვდობისა! (პოლონის.) მითხარ, მეგობარო, რათა ხარ შენ ენა-დაცული, ეგრეთ წყნარი, პირქუში, ოდეს, მრთელი საუკუნე ყბედობდი დაუდუმლებრივ? წავიდეთ - შენ რა ბევრი გელაპარაკო! (მიათრევს პოლონის.) ღამე მშვიდობისა, დედოფალო....
დასასრული მესამის მოქმედებისა.
დასასრული მესამის მოქმედებისა
______________
1 ფები - ღმერთი მზისა, მზე.
![]() |
3.2 მე და ის |
▲back to top |
მე და ის
ერთს რომელთამე შემემთხვა ლაპარაკი, შესახებ ქართულის ენისა, რომელსაცა აღვწერ და ასე იყო:
ის.- თქვენ რომ ისე აქებთ ქართულს ენას თქვენს რვეულში[1], ნეტა რა საქებია ან საყვარელი ქართული ენა და ან თვით ქართული ჟურნალი? - ქართულს სიტყვიერებას ჰქონდა თავის დიდების ერთი დრო, და მაშინ დასრულდა იმის საკვირველება. ეს დრო იყო მეფას თამარის დრო!
მე. - წრფელის გულით მეუბნებით თქვენ მაგას, თუ მეხუმრებით? ის. - მერწმუნეთ მართლად ვამბობ. მე. - მაშ გამიგონეთ, აბა ჯერ ეს მითხარით, რომელი ხალხია ქვეყანაზე, ანუ ბევრი, ანუ მცირე, რომ თავის ენაზე თავის საკუთარი ჟურნალი არა ჰქონდეს და თავიანთის ენის აზრსა იმ ჟულნალზე არ არ გამოსთქმიდნენ? - მგონია ვერც ერთს ვერ მეტყვით. - ეს დრო არის ნათელი დრო: როგორათაც უღრუბლო მზემ განაბრწყინოს ქვეყანა, ესე იგი სწავლის დრო და გონების განათლებისა, მაშასადამე სადაც ესენი არიან, იქ ყოველი კარგი და კეთილი უნდა იყოს. ღმერთმან ადღეგრძელოს ჩვენი განათლებული ჩვენი დიდი კლმწიფე! ის ზრუნავს ჩვენთვის და ჩვენკი არა ვართ ჩვენთვის იმან ინება ჩვენი ქართული ჟურნალი გვქონდეს, ჩვენ შესაქცევად, სასიამოვნოდ და დროს გასატარებლათ. გარდა ამისა, რადგან საისტორიო ძველი ქვეყანაც არის ეს ჩვენი ქვეყანა. ამ ჩვენის ქართულის ჟურნალით ამ ჩვენ ქვეყანაში, თავის დროზე მრავალთ ძველი საგანი გამოჩნდება ისტორიისათვის და ისტორიის ბევრი სასარგებლო, ამისთვის მოთმინება გვინდა მანამდისინ, მინამ კარგად გაკეთდეს ჩვენი ჟურნალი. ნაცვლად ამისა რასა ვშვრებით ჩვენ? - ჩვენს ენასა ჩვენის ხელით წკეპლითა ვცემთ, და ზედ დავყივით აუგად რაღა დაგვრჩომია? - ბარემ მეიდანზედ, გავიდეთ სახალხოთ ყველანი და იქ მეიდანზედ, იმ შეყრილობაში ერთმანეთს დავაძროთ ენები და ამ გვარი გაუგონელი კამედია ქვეყანამ ნახოს. შეგვიძლიან ეს ადვილად მოვახდინოთ, მაგრამ ამაზედ ქვეყანა რას იტვის, იმ აზიის მეკუნძულეთა შემდეგ? - სადაცა ველურნი ხალხნი იყვნენ, ამ რავდენსამე წლის წინ, ახლა ევროპიის განათლება სუფევს იმათში, იმათ საკუთარს ენაზე და თავიანთი ჟურნალი? - ამის შემდეგ ჩვენ რაღა გვმართებს? - ჩვენ ძველს ქართველებს, რომლებისაცა ათასობითი წელიწადია, გვაქვს ჩვენი ენის სიტყვიერება?“
აბა რა მოგახსენოთ ჩემო მწყალობელო? - იქმნება გგონიათ? - თუ ჩვენი ენის ჟურნალი გვექმნება, ამით მთელი ხმელეთი დაიქცევა? შენიჭირიმე თუ მართლა ეს ასე იქნება, პირველად მე გამიყვანეთ, არამც თუ ენა ამამაძროთ, თავი გამაგდებინეთ, რომ ხმელეთის დაქცევა ჩემმა თვალებმა არა ნახოსდა კაცობრიობის საშინელი უბედურება.
არ ვიცი და ვერ მიმხვდარვარ, რა ამბავია, რომ ჩვენი ქართულის ჟურნალის წინააღმდეგნი ვართ. თითქმის დაუძინებელნი მტერნი? - სტუმრათა ვართ სადმე ვლანძღამთ, შევიყრებით სადმე ვლანძღამთ, ქუჩაში დავდივართ ვლანძღამთ. სულ ვლანძღამთ, ვლანძღამთ და მარადის ვლანძღამთ... დაუსრულებელი არა არის რა, ყველას დასასრული აქვს, მაგრამ ეს ავდენი ლანძღვა, არ იქნა, აღარ დასრულდა. ღვთის წინაშე, ჩვენი ქართული ჟურნალი გასასწორებელია და კარგათ გასაკეთებელი, დიახ კარგი იქნება, ასე ინებეთ როგორც თქვენი სურვილი იყოს, ოღონდ აუგად ნუ ვახსენებთ ჩვენს ქართულს ჟურნალს.
იმ დღეს ერთს ღამეს, ერთს ქუჩაში მოვიდოდი. ერთი საშინელი გაფიცხებული ყვირილი მამესმა; ამ ხმას დაუახლოვდი, ვნახე, რომ რავდენიმე ქართველები მოდიოდნენ უშვერის ლანძღვით; ისე გაფიცხებულები, თურმე თავიანთს ცისკარსა ლანძღამდნენ და თავიანთს ენას. არარის გასალანძღი არცა ერთი ჭეშმარიტად, მხოლოდ თუ ნაკლებულობა რამ დაინახოთ ჩვენი ჟურნალისა, უნდა ქაღალდზე დაწეროთ; განიხილოთ, რა და რა ნაკლებობაა ამ ჟურნალში, რომ გასწორდეს ჩვენი ქართული ჟურნალი, ისე რაც საჭირო იყოს ამისთვის, თორემ უკანასკნელი ლიტონი ლაპარაკი, უფრო სწორეთა ვსთქვათ ლანძღვა, საგკადრისი არარის, ამისთვის რომ, ამ განათლებულს, მშვიდობიანს, კეთილს, ბედნიერს და უუძლიერესს სახელმწიფოს ხელქვეშ, ჩვენი ენის სალიტერატურო ჟურნალიც რომ სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში, ამაზე არვინ დაგვძრახავს, არც გასაკიცხი ვიქნები და არცა მცირედი დასაკლისი იქმნება ვისთვისმე. თუ გნებავსთ ან ასე ინებეთ, მაგრამ ესკი აღარ ვიცი მიკადრებთ თუ არა?- ოღონდ არ მითაკილოთ და ან დასაწუნი არ ვიყო თქვენგნით: თავდებათ დაგიდგებით, მთელ ხმელეთის ერთან, რომ არამცთუ ჩვენი ქართულის ენის ჟურნალი დაგვიწუნონ, არამედ მოგვიწონონ და დიდის სიამოვნებით მიიღონ ყველამ.
მოწყალეო. ხელმწიფევ, ეს რაც მოგახსენეთ, თუმცა ცოტა გაჯავრებით იყო, მარამ მართალი კი ითქვა. ახლა დამშვიდებით მოვყვეთ და გაგონება თქვენი იყოს.- ყოველი სწავლით და გამოცდილებით არის-რაშიაც კაცი იქმნება, თუ იმ გარემოებასა ანუ იმ საგანსა სჩხრეკს, დიაღ ადვილად მიხვდება, თუ არა ჩხრეკს, ბნელია იმისთვის. აი ჩემო მწყალობელო, არამც თუ ჩვენს მამაპაპას ცარიელი ლიტონი ლაპარაკი შეენახოსთ? - არა, ყოველთვის თავიანთი წერილების სიტყვიერება ჰქონიათ და არაოდეს არ დაუკარგავთ. მეფის თამარის დროში, ჩვენი აღყვაებული სიტყვიერება საკვირვლად ნუ გექმნეთ, ამისთვის რომ ძლიერი იყო; ბერძნებთან ხშირი შეერთება ჰქონდათ და ამის გამო საკვირველად ნუ მიგაჩნდებათ, რომ მაშინ ჩვენს ქვეყანაში აღყვავებული ყოფილიყოს ჩვენი სიტყვიერება, მაგრამ ამას წინათ, ის წარსული ერთი საუკუნე დრო. საქართველოში; (ცოტა მეტნაკლები იყოს ამისთვის ნუ განვიკიცხები) მინამ ძლიერი რუსეთი თავის ძლიერის ხელქვეშ მიგვიღებდა, და იყო დაუცხრომელი ბრძოლა მცირეს საქართველოზედ, საშინელი გარეშე მტრებისაგან და ოთხსავე კუთხივ ებრძოდნენ ქართველებს, აუარებელი მცირეს, მაგრამ სიმხნით ძლიერი და შიშისაგან შეურყეველი, სადაც ბრძოლის მოუსვენელობაში და დაუცხრომლობაში. ჰქონდათ ჩვენი წერილის სიტყვიერება ჩვენ წინაპართა, ცდილობდენცა ამისთვის. აი ეს არის საკვირველი, თორემ ის პირველი რა საკვირველია. აი სახელები იმ ჩვენი სიტყვიერების წერილებისა: არჩილიანი, ვარდბულბულიანი, ქაცვიამწყემსი, დავრიშიანი, სიბრძნე–სიცრუვე. ლექსიკონი, ყარამანიანი, ბარამიანი, მირისამბავი, სარკე-თქმული, გულიჯანიანი, ქართლისცხოვრება, სეხნიაჩხეიძისისტორია,პაპუნა ორბელიანის ისტორია, მდივანბეგ ისომან ხერხეულიძის ისტორია, ჩვენს ენაზედ ღრამატიკა, კიდევ - სხვა წიგნებიანტონკათალიკოზისაგან დაწერილი, კიდევ სხვა და სხვაგნი ურიცხვნი-მცირედ მცირედნი ლექსები და ქართულის ენის სასწავლებელი. თელავში და ტფილისში ქართულ კამედიებსაც თამაშობდნენ მეფის ირაკლის დროში, რომლისაცა გამმართველი იყო გაბრიელ მაიორი სომეხი. შემიძლიან ესეცა ვთქო ასე თამამად, უწინდელს ჩვენს ქალებში, იმათი უსტართ მიწერ-მოწერა ერთმანეთთან, უპირველესი სვეტი იყო ქართულის ენის სიტყვიერებისა, იმათი მდაბიური მიწერ-მოწერა ასეთი სასიამოვნო ქართული იყო, რომ მეტად საუცხოვოდ გამოსთქმიდნენ თვისსა აზრსა, სადაც იმათი შტოები დღესაც სუფევს, ახლანდელი ჩვენი ქალების მიწერ მოწერა: ვითარცა წარსული ჩვენი ქალებისა და იმათი მზგავსი სიტყვიერება. ასე გაშინჯეთ, იმ საშინელების დროს, მეფე ვახტანგმა რჯულიც დაწერა ჩვენი ქვეყნისათვის და ხალხიც შეუდგა ამ რჯულს.
ამასთან აქ გავჩუმდი. ვიფიქრე, რავიცი თავი არ მოვაწყინო, ამ ჩემის ლაპარაკითა მეთქი, მაგრამ იმან გულმოდგინედ მთხოვა, ყოველი მეთქო და დამესრულებინა:
მე. - ჩემ ყმაწვილობაში, ბევრი კარგი ქართულის მცოდნე მინახავს ძველი დარბაისლები, იმათ ხანგრძლივ საუბარი დიახ ხშირად გამიგონია: ასეთის ენით და ასეთის ტკბილ-საუბრით ულაპარაკნიათ ქართული, რომ მეტი სასიამოვნო ყოფილა სმენისათვის იმათი საუბარი. გამიგონია, პატრსანდრიას უთქვამს, იმ განათლებულს. - „რავდენიმე ენები ვიცი, იმათ შორის ქართულიც კარგათაო, ამისთვის მე უფრო კარგად გავარჩევ ქართულს ლაპარაკს, მინამ თვით ქართველებიო, ქართული ლაპარაკი დიაღ სასიამოვნო ენა არის და ყურის სმენის დამატკბობელიო“ - ეს ხომ ისე ითქვა, ახლა ამას ასე ვიტყოდეთ: რადგან ქართველი ვარ მე, იქნება ვცდებოდე ჩვენს ენაზე და ისეთი კარგი არ იყოს, როგორც ვანბობ მე, ამისთვის როგორ უნდა შევიტყოთ, ნამდვილი ჩვენი ენის ძალი? - მისთვის არის უცხო კაცის ყურების სასმენელი, თორემ მართლა ჩვენი ქვეყნის კაცს აგრერიგად არ დაეჯერება,ამისთვის რომ ჩვენს ქართულს ლაპარაკში აღზრდილვართ, სადაცა ჩვენი ყური დაჩვეულია იმავ ყმაწვილობითვე ჩვენს ქართულს ლაპარაკს და რასაკვირველია კარგათ ეჩვენება ჩვენს სასმენელს, მაგრამ საქმე უცხო კაცია? - უცხო კაცი უცხო ქვეყნის ლაპარაკს რომ გაიგონებს, იმას, უნდა ვკითხოთ და ის გვეტყვის სწორეთ, ჩვენი ქართულის ენისათვის მიკითხავს: რუსისთვის, ფრანცუცისთვის, ნემენცისთვის, იტალიენელისათვის და სხვანი, დაუფერებით მითხრან, როგორ სასიამოვნოთ ესმით ჩვენი ქართული ლაპარაკი იმათ სასმენელს? - რომელთაცა გულის წმინდით უთქვამთ და დიდათ მოსწონებიათ. ახლა მაგალითებსაცა ვიტყვი: უგანათლებულესმა კნიაზ მ. ს. ვარანცოვმა, ერთი სიტყა არიცოდა ქართული, მაგრამ გრძნობით კი დიდად ესიამოვნებოდა. მისთვის მოგვცა ქართული თიატრი და ქართული სალიტერატურო ჟურნალი.-„აჰა, მარადის გქონდეთ და თქვენის მამაპაპის კარგის ენით ისიამოვნეთო.“ იმისი აზრი ეს იყო, იმ ღრმა განათლებულის და გამოჩენილის კაცისა. კნიაზ ვარანცოვი იყო დიდი გონების კაცი, სრული გავითარებული და სურდა ჭეშმარიტად ჩვენი კეთილი. - არვიცი? მაინც ვინიცობა არის, თუ ავდენი ჩემი ყბედობა, არ დაიჯერება, მაშ უცხო ქვეყნის კაცს, უფალს ბროსეტს მაინც ვკითხოთ და ის გვეტყვის ჩვენის ენისთვის სწორედ? - აქ გავჩუმდი, ყურება დაუწყე, ვნახოთ რას მეტყოდა.იმან ამაზედ თუმცა დიდი კმაყოფილება განმიცხადა, მაგრამ შემდეგ სხვა მითხრა.
ის. - ყოველი რაცა თქვით, დიახ კარგი, მაგრამ ესკი საძრახავათ, სასაცილოთაც მიგვაჩნია ბევრს, და გთხოვთ, ნუ გეწყინებათ ჩემი მართალის თქმა, რაც ეხლა მე მინდა გითხრა.
მე - სწორე პირისპირი თქმა მოსაწონია და მადლობასაც მოგახსენებთ ამისთვის.
ის, - ქართულის ენისათვის, თქვენ რომ ამბობთ იმ რვეულში. მუსაიფობის დროს დარბაისლობაში, მეტი დამატკბობელისა ყურის სმენისათვის, ასე რომ სულამდისინ ჩაიჭრება ხოლმე იმის ძალიო. ეს სულამდისინ ჩაჭრა რა არის?- და ღიმღიმი დაიწყო.
მე. - ეს რაც არის, ეხლა მოგახსენებ. სულალამდისინ ჩაჭრა არის: მოკვეცილი აზრი და ვრცლად გასაგონი, რახან მკითხეთ, უნდა კიდეც განგიმარტოთ. ყოველი ძლიერი საგრძნობელი სიამოვნე, სულის შესახებია; როდისაც ძლიერ იგრძნობთ, მაშინვე გრძნობა სულს მიუტანს იმსაგანსა, რაიცა იგრძენით და სულიც მაშინვე მიიღებს სულს ხომ კუჭი და ძარღვები არა აქვს; თქვენ რომ ბრძანებთ, იმ მძრახველებსავით, გრძნობამ სიამოვნე სულში შეიტანოს და იქ დაასრულოს. არა, - ჯერ თვალის მხედველობა, ანუ ყურის სმენა, გონებას მისცემს, თუ საგრძნობელი არარის, გონებაში დარჩება და თუ საგრძნობელია გრძნობა მაშინვე წაიღებს და სულს მიუტანს. იქიდგან ისევ წამოიღებს გრძნობა და ერთს წამში მთელს აგებულებას დაუვლის ადამიანს.ეს არის სულამდისინ ჩაჭრა და ასე გასაგონი. აი ჩემი მწყალობელო, რად გეჩვენებათ თქვენ სასაცილოდ „სულამდისინ ჩაჭრა“. რადგან პირველ გაგონება არის ეს თქმა, ამისთვის ყოველი პირველი ამ გვარი თქმა, ყურისათვის უცნაურია და სასაცილო. აბა ამ სიტყვას რომ იტყვიან: სული დატკბაო. განა გვესიამოვნება? რა ვიცით ჩვენ? - პირველად, ეს რომ ითქმოდა, იქნება ამაზედაც ბევრი იცინეს? - მართლა სასაცილოც არის, აბა სული როგორ დატკბება, რომ სიამოვნე სულის დასატკბობად გაგვიკეთებია? სიტკბოს მხოლოდ პირი და ყელი იგემრიელებს და სულთან რა საქმე აქვს, მაგრამ არა, ყოველი კარგი რაც ითქმის, თუნდ იმისი კუთვნილი არ იყოს და იმას ეჩემებოდეს, უნდა იმისად მოვიხმაროთ. ბოლოს ჩვეულებად დაგვჩემდება და სასიამოვნოდ გვექნება მარადის.
ამ სიტყვაზედ იმან გაიცინა და მას უკან მითხრა:
ის. - ეგ ხომ აგრე, მაგრამ ერთს რასმე გთხოვთ, უნდა ის ჩემი თხოვა აღმისრულოთ და ამაზედ უარს ნუ მეტყვით?
მე. - თუ შესაძლებელია, ბატონი ბრძანდები?
ის - მერწმუნეთ არაფერია.
მე. - მაშ უთუოთ აღგისრულებთ.
ის. - რაც ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ, აღწერეთ, და ცისკარში დააბეჭდინეთ. - თუმცა დაპირებული აღუსრულე, მაგრამ დღევანდლამდინ არ ვიცი: რათ უნდა და ან რისთვის?
თ. ალ.ვახტანგის-ძე ჯ.ორბელიანი.
_______________
1 ეს ხსენებული ჩემი რვეული დაიბეჭდა ცალკე რვეულათ. 19-სა ივნისს, 1856-სა წელსა.
![]() |
4 * * * (თ. ალ. ჩიქოვანზე) |
▲back to top |
* * *
ეს-ეს არის მივიღე ლექსი, შესახებ თ. ალ.ჩიქოვანისა, რომელსაცა ვბეჭდავთ დიდის კმაყოფილებით. გარდა ამისა გვიხარის, როგორცა სჩანს აქეთგან: ქართველნიცა თან და თან გრძნობენ ფასსა, ჭეშმარიტის მწერლისასა. რედ.
თ. ალ. ჩიქოვანზე.
ჵ-ი საყვარელო ალექსანდრე გიორგის ძეო,
სქესით ჩიქოვან ბრწყინვალეო, ვით მნათი მზეო,
გონება ვრცელო, ენა მჭევრო და კეთილ ზნეო,
ტკბილ მოუბარო, მშვიდო, წყნარო, კალამში მხნეო!
საწუხარია მაგ გვარ მეგობრის დაშორება,
ფერცხალს ძეს ასულთ მიანიჭე სიმწარე, ვება,
გულთ მოწყლულთ ჰქონან გოდებანი და ურვა ვება,
როგორ წარმოვსთქვა შენი კლება და გამოხვება
სიყრმით აქამდინ ხშირად გვქონდა ტკბილ საუბარი,
მუხთალ სოფელმან გაგვყარა, მდის ცრემლთა ღვარი,
შენს საუბარსა, კეთილ ქცევას არ ჰქონდა ზღვარი,
ზენამ გიწყალოს და განგიღოს სუფევის კარი!
ვით ძვირფასია კაცს რა ჰქონდეს კეთილი ქცევა,
ხალხთ სიყვარული უშფოთველი და ღვთისა თნევა,
არ სამდურავი ლოცვას ჰყოფდნენ არ უქმნან წყევა,
ესე შენ გშვენის, მოგეწერვის ქების შეფრქვევა.
ზეგარდმოსა არსებით ხარ შენ დიდებული,
მარჯვსნეს დასში ღირსთათანა მძლეთ მიღებული,
რადგანც ამ სოფელს მოძმეთთანა იყავ ქებული,
აწ საყვარელთა ცოლს და შვილთა გამოკლებული!
ზნეობით იყავ ტკბილად მეტყველ, ზრდილობით მქცევი.
არვინ გყვა მტერი, მაქებარი ბევრი გყვა მთნევი.
ამისთვის მეცა მას ვრყდუნებ ვით შემიმჩნევი,
ლმობით გიგონე მარად შენთვის ლოცვის ვარ მფრქვევი!
ზაალ ზაალოვი.