ცისკარი №7 (1860)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა

▲back to top


შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა

(თქმული მეფის თეიმურაზ პირველისაგან.)

ღმერთო, რომელსა გაქებენ ზეცისა ძალთა კრებულნი,
ქვე კაცნი სამოელისგან, სამოთხით გამოძებულნი,
მამა ხარ, სული ცხოველი, ძე თანა არსად ქებულნი,
სიტყვა უქმისა პატიჟათ, ცეცხლი არ მომხვდეს გზნებულნი.
ენა ლოცვას დამეშორა, ჰსჯობდა ცუდ მიდმოდებასა,
ყოველი კაცი ცრუ არსი, დავით ჰსწერს ფსალმუნებასა,
წამდა სუთ ღმერთი ვადიდო, ეს დამხსნის ცეცხლთადებასა,
ცოტას ხანს ყურსა აამებს, ეს ზნე ჰსჭირთ რიტორებასა.
ნუ მკითხავ ზღაპრად შეთხზულსა, ამ უსარგებლოთქმულებსა,
განქარვებადსა უნდოსა, იგ საღმრთოდ მოკიცხულებსა,
სულსა სხვა უჯობს და ხორცნი სხვას რასმეგანიგულებსა,
სრულად სოფლის მოყვასთა, ისივ მოატყვებს წყლულებსა.
მქონდა რამე საღმრთო სიბრძნე, მე ღვთისაგან ბოძებული,
ჰსწავლით სულთა ამაღლებად, სიტყვა შედგმად ბოძებული,
იგ მოსწრაფედ სმენად მისდა, ვერვინ ვნახე მიგებული,
დალპეს ბევრი საღმრთო წიგნი, მიწით ვნახე მოღებული.
არვის უნდა სახარება, არცა წიგნი მოციქულთა,
არ გიკვირს რომ დაივიწყეს, შემომქმედი მისგან ქმნულთა,
განკითხვა და საუკუნო, არც სიკვდილი უძევს გულთა,
უნახავთა არას მიკვირს, ბერთა მიკვირს მონახულთა.
ყველა სოფელს დაემონა, დიდი იყო გინა მცირე.
სიზმრისაგან უფრო ცუდსა, ესე მეტად გავიკვირე,
ღრმა რამე ვსთქვი დამეკარგა, იგ ვერავის მოვასმინე,
აწ მეც მივყევ ლაყბობასა, ეგებ ამით მოვილხინე.
კაცმან უნდა კაცს უანბოს, სიტყვა მისგან გასაგონი,
პირველ სიტყვა გაუსინჯოს, მიხდომა და ჭკუა გონია,
რუსთველმან თქვა ნურვინ თქვასო, სიტყვა ცუდი წასახდონი,
ეგების რომ აწ მეცა ვთქვა, ცოტა რამე მოსაწონი.
მითხრას ვინმე: რად დააშვრე, ამ საქმეზედ ენა შენი?
სხვაც რამე ვსთქვი უმრავლესი, ქვიშისაგან ენა შენი,
ამ სიტყვითა ზედ დამასვას გულს ლახვარი ენა შენი,
აქ ესეცა საკამათოდ, გულს ლახვარი ენა შენი.
წამლად რამე მოვიგონე, სევდის ფიქრთა მაქარვებლად,
თვარ ამაზე რამცა ვიყავ მე სიტყვათა რათმე მკრეფლად,
ამას წინათ მათ მიჯნურთა, სიტურფეთა ვიყავ მქელად,
იგ ვინ ვისთვის ხელქმნილ იყო, ან მოედვა ცეცხლი მგზებლად.
მინახავ ამ საქმეზედა, ქეჩაბაზობა, ცილობა,
ვერ შემოწმება სიტყვისა, ვერცა რას გაადვილობა,
არა ესა ჰსჯობს, არა ეს, შუღლი ყარყაში ყრილობა,
ორთავ რაც ჰჭირდა ყველაი, ვთქვი თქვენ ჰქმენით შეტყობილობა.
მას დიდება, ვინცა სიბრძნით ოთხი ნივთი შეაზავა,
იგ სხვა და სხვა შეაერთა, არ წავიდა შეაზავა,
ზღვა ხმელეთსა დაარიდა, მისგან ცალკე შეაზავა,
ზაფხულ ზამთრად გაარიგა, იგ მალ ერთ წამს შეაზავა.
აწ მითხარ თუ რომელი ჰსჯობს, გაზაფხული, შემოდგომა?
მართალი ვსთქვა, არა გვმართებს, ერთმანერთზედ შემოდგომა,
სიტყვანი ვსთქვათ ვერ გავბედოთ ერთმანერთზედ შემოდგომა
სიბრძნის ზღვასა შევცურვილვარ, წყალსა მართებს შემოდგომა.
გაზაფხული ამას იტყვის: სამოთხე ვარ ამ სოფლისა,
ვითმცა ვიყო ამხანაგი, შემოდგომის ანუ სთვლისა,
სიტურფეს და შვენებასა ჩემსას კაცი ვერ მოსთვლისა,
სიკეკლუცე რადმცა ჰქონდეს, მასცა ჩემისა ნათლისა.
ჩემს დროში მიწა მდელონი, ზურმუხტად გარდიქცევიან,
ხეხილი ტურფად გაშლილი, მაზედან მოიქცევიან,
ტურფა უებრო ქალყმანი, მაზედან შეექცევიან,
გულსა სევდა და ნაღველი, წავლენ და წაექცევიან.
თვით მას ჟამსა მოისწრაფის, ყოვლი სული მინდვრად, ბაღად,
მოეგონოს ხელს ხელქმნილი, დააჩნდების გულსა დაღად,
ხელთ თასი აქვს მას წალგოტსა, შემოივლებს თავსა დაღად,
იგ ლხინობენ მათ გუნებად, გაიღებენ თავსა ლაღად.
აჭიკჭიკდების ფრინველი, ყველა იქნების ხმობანი,
იგ ალხინებენ მსმენელთა, ვით იადონი მგოსანი,
ვით ქალი ჯვარობაშიგან, ველნი ყვავილთა მოსანი,
ფრინველნი ყველა მობუდობს, მხეცნი იქნების ხბოსანი.
შემოდგომა ამას იტყვის: ერთობ თავსა მაქებარობ,
მართალია აჰყვავდები, კიდეც შვენი, კიდეც დარობ,
ამხანაგად არ მახსენებ, არცა ჩემთან მეგობარობ,
სწორი გყავს და არ ისწორებ, იგ ამითა მიუმხდარობ.
რით ვერა ვარ შენისთანა, ეს მითხარ თუ მჯობხარ რითა?
ყველას კაცსა გავაგონოთ ჩვენ ვიუბნოთ სიმართლითა,
ჩემგან უკეთ რითა ჰშვენი, ბარითა თუ, ანუ მთითა.
მე არც ზნე მჭირს თვითო-თვითო, მართალი ვთქვა ყველა თვლითა.
აგვისტო რა დაილევა, იგ ჩემი დრო მაშინ მოვა,
რა ხაზალმან ყვავილფერი, შეიყარა, მოიშორვა,
წითლად, ყვითლად, ნარინჯ-თურინჯ, მწვანე, თეთრი დაიგროვა,
შენ რას უბნობ, თვალმან გულმან შვება, ლხინი მაშინ ჰპოვა.
შენ დროში ტყეთა სხვა ფერი, იგ მწვანის მეტი რა აქო,
რა ათას ფერი ყვაოდეს, იგ თუ არ აქო, რა აქო,
აბა თქვი სხვა რა უწოდო, თუ არ სამოთხე არ აქო,
თვალნი ფოლადად მიიკრას, ვითა მაღნიტმან მააქო.
აწ გაზაფხული პასუხობს, ვარდი თან ახლავს იარა,
მე ყმაწვილი ვარ შენ ბერი, ამით გისწორებ მე არა,
შემოდგომაზედ გამწყრალმან, სალაპარაკოდ იარა,
ახალსა ძველსა წამსვლელმა, საქმე ვის გაუზიარა.
სხვა ვერა მოგიგონია, გითქვამს ფოთოლთა ქებანი,
ჩემი დრო ფასლი ჰაერი, სევდათა მაქარვებანი,
ველთა გავივლი თუ მინდორთ, ფშვის ჩემი სურნელებანი,
სულ ყვავილითა სავსეა, ქვეშს ხალხი და ზე ბანი.
მაშინ გამიხმენ მეფენი, მინდორად ოთხსა კარავსა,
მუტრიბთა ჯარი მგოსანი, ლხინსა გამართვენ არ ავსა,
ბედაურთ ცხენთა გააბმენ, მინდორთა დასაფარავსა,
გარდაიხდიან მეჯლისსა, ლხინსა არ გასამწარავსა.
ჩემს ჟამში გაირეცხების, ჟანგიანი მიწა, რკინა,
მომწვანდების ტურფად რამე, ზედან ია გაეფინა,
ყვავილებით აივსების, სავსე თასი ჭიქა მინა,
იგ ნაზამთრი ყოვლმა სულმა, ჩემ ჟამშინა მოილხინა.
შემოდგომამ უპასუხა: კარგი რასმე სიტყვა ბრტყელობ,
სასარგებლო არა გჭირსრა, ყვავილი თუ ანუ მდელობ,
ჩემი საქმე დაგანახო, რამდენ რიგათ ვასარგებლობ,
გაგიგონებს ყოვლი სული, ვიტყვი რასმე ანუ ვტელობ.
მითხარ თუ შემოდგომასა, ბაღი რათ არ ბაღებულა,
ენკენის თვის სახლინოდ რად კარი არა გაღებულა,
გიამბო მას დროს ყვავილი ვით ფერად ფერად ღებულა,
მათ უტურფესი მიწითგან, სხვა არა გამოღებულა.
ნარგიზი მოვა მას ჟამსა, ყვითლად აშვენებს არებსა,
სხვას ყვავილსა ვერ ვხედავ მე მათსა მეჯუფთარესა,
თვითონ შვენის და მოგადენს, სუნნელებასა არებსა,
იქ თუ მას ჰკითხავ სიტურფით, არვის არ შეიდარებსა.
ყარამფილისა ყვავილი, ვარდსაცა ჰსჯობს და იასა,
მისი მშვენება უცხო რამ ერთი არ არის იასა,
ნახე ბაღს როგორ აშვენებს, რა კარსა შევლი ღიასა,
თვალ პირი უგავს ლალსა და ტანს იცვამს ნარიჯიანსა.
ნეტარ ხაშხაშის ყვავილი, გენახოს ეგებ ვის არა,
რა დრო მომივა აყვავდეს, მოეწონების ვის არა,
რიანმა ვაშლი წითელი, ზღუდედ გარ შემოიარა,
თუ მათთან ლხინი ვარგიყოს, გულსმცა ეცემის ის არა.
ჩემს დროს ასხია ხეზედა, ნარინჯ თურინჯი ბიაო,
ბროწეული და ყურძენი, არც ერთი დაჰკლებიაო,
ჰკრეფენ და ჰსჭამენ სავსე აქვსთ კალთა და უბეებია,
ამისი ფასი შენ რა გჭირსა, გვითხარი და მიამბია.
ჩემთვის გებძანა ბერობა, და ადრე წარმავალობა,
მინახავ მოდღევნებულსა ქალსა დაუკარგო ქალობა,
მე რასთვის დავჯე მასთანა, თავსა დაუწყო ბრალობა,
მე ქალი ვარ და ჩემს უფრო, უშვენის ღაწვთა ლალობა.
გაზაფხულმა თქვა: გებძანათ თქვენ სიტყვა ერთობ მკვახები,
სილამაზითაც მე გჯობო, აბა ეგ არის ჩმახები,
გაყვითლებული ფოთოლი, ვის გევხარ ვის ემზგავსები,
გოგრაცა შენს დროს იქნების გაათლევინე მკვახები.
ვაგლახი შენსა ყვავილსა და შენსა სილამაზესა,
დასტურად კომში და ვაშლი, ღვინოში დაიმაზესა,
ჩვენ შუა განყოფილობა, რამდენი არის რამესა,
ეგ შენი შემოდარება, მე საყვედურად მაგესა.
ერთს რასმე დროსა მოსულსა, შენ სულა ვერ უდარეა,
ვარდსა ყვავილთა მეფესა, რა მისდგომოდეს დარეა,
წალკოდს გაშლილი ყვაოდეს, სიკეთე მიუმხდარება,
აწ მისთვის ხელმან ბულბულმან, თუ როგორ ცრემლი ღვარეა.
ჩემს დროში იქნას ვარდი და, ზედან ბულბული ხელობა,
ერთს ათას ფერი ხლობა, მეორეს დანა მჭრელობა,
ერთისა უებრობა და მეორის ხელქმნა მდელობა,
იგ მაზედ ტკბილად მღერა და, ხმა ათას ფერად ჭრელობა.
ბაღსა მირბოდნენ მიჯნურნი, ბულბულთა ნახონ მყეფარე,
ხლტებოდეს ხელვა დამწვარი, სრულად ცეცხლითა მგზნებარე,
ლახვარი სჭირსო საკვდავად, ზედ ვინმე გარდმომეფარე,
მათ მოეგონოს მოყვარე, თვითც იქმნას ცრემლთა მჩქეფარე.
თვალმან რა ნახოს უტურფე, ან საყოფელმან ყნოსანი,
ზედ დამღეროდეს ბულბული, იგ ათას ფერი ხმოსანი,
იგ მისგან უტკბო რაც იყოს, მუტრიბი ანუ მგოსანი,
ამათი მსგავსი მაჩვენე, შენისა ჟამის დროსანი.
შემოდგომა ამას იტყვის: ეგ აგრეა ართუ ჭორად,
იგი ნახე არვის უნდა, თვალნი მათთვის მოსაშორად,
ზედ ბულბული დამღეროდეს, ქვეშ ეყაროს ვარდი გორად,
აწ ჩემიც რამ მოისმინე, მეც რამე ვსთქვა მაგის წორად.
ხეს რა კაკრა გაჰსცვინოდეს, თესლსა ჰკრეფდეს იადონი,
რუსთველმაცა ერთობ აქო, მისი სტვენა მოსანდონი,
მთას გაჭრილი იძახოდეს, ხმა იცვალოს თუ რამდონი,
იგ არ არის ბულბულს უარ, არცა მისგან გასავრდონი.
არ ვიცი ვისთვის გაჭრილა, თვარ იგიც ხელად თქმულაო,
ბულბულისაგან ის უფრო, ამ სოფლით შორს წასულაო,
მთასა და ტყესა დაჰფრინავს, იგ მოთქვამს კარგ უსულაო,
მის ხმის სიტკბოს თუ ვითამცა, იანგარიშებს სულაო.
ვარასფრით ვერა მჯობიხარ, ყველად ვარ შენი დარეო,
ჩემს კარგსა და შენ ავსა, ერთმანერთ შიგან არეო,
ათასი რამე ილაყბო, მე ვერ გამაგდებ გარეო.
ის კმარა სხვა რიგათ გიქო, აწ ჩემი არე მარეო.
რა უამეა მას დროსა, არც ცხოდეს არცა ციოდეს,
ყოვლის სიკეთით აავსნენ, დაძღნენ აღარვის შიოდეს,
შენ ბალი მოგაქვს და მარწყვი, ზედან ფრინველნი ჟიოდეს,
მას ჰსჭამდნენ პური დააკლდესთ, ყველას მუცლები ჰსტკიოდეს.
შენ დროში ართუ ღარიბნი, მეფენიც ვერა ძღებიან,
ხისა, მიწისა ნაყოფნი, ჩემს დროში მოისთვლებიან,
სიცხე და ავი ცხელება, ჩემს დროში დამთელდებიან,
მაშინ სუქს ყოვლი პირუტყვი, შენგნით სიმშილით კვდებიან.
ალხობა სიმჭლე შიმშილი, შენ ერთად შეგიყრიაო,
შემოდგომაზედ საჭმელი, ფერხთ სალახავად ჰყრიაო,
ყველა ლხინობს და თამაშობს, გულს არვის შემოყრიაო,
შენი მწვანე და ყვავილი, გაგცრცვია გაგიყრიაო.
გაზაფხული გაგულისდა, საუბარი ისმა მკვახე:
როდის იყავ ჩემი სწორი, რა ილაყბე, რა მოსჩმახე?
ქვეყანაზედ რაც რამ მოვა, შენსა თავზედ გამოსახე,
ყველა შენ რით დაიმოწმე, მით ლახვარი გულსა მახე.
გაზაფხულზედ დაარსდების, ყოვლი სარჩო მოსავალი,
ნაყოფს იღებს გამოსხმასა, აღმოსავალ დასავალი,
შენს დროში რომ მოიმწიფოს, რა გვარ შენგან დასავალი,
რას მიჰქარავ, რას მოჰქარავ, ხელი ხარ თუ ანუ მთვრალი.
ქვეყანა რომლით გაძღების, ცხენის ზურგით თუ ნავითა,
დიდნი ქალაქნი შაარნი ტახტი მეფეთა სავრითა,
გაზაფხულ შექნა მგზავრობა, ხომალდმა ქარ–ნიავითა,
შენ დროში უღირს იგი ხარ, ვერ მორჩნენ დაუნთქავითა.
რას უბნონ ბეჩავ საწყალო, შენ ვისთან იწვი ფერხსაო,
თავს იქებ მეკი გამაძებ, შენ ღმერთი დაგცემს მეხსაო,
ვინც გაიგონებს დაგცინებს, ტყვილათ რისათვის კვესსაო,
რა თვრთვილმან დება დაუწყოს, შენ ზურგს ის მოგტეხსაო.
ჩემს დროსა ქარი, ნიავი, უკვმდავებასა ედარა,
დასიშვლდებიან გვარგებსო, ტყავს წამოისხმენ ზედ არა,
არ გაცხელდების ჰაერი, იგ ტკბილად რამე ზედარა,
დასწვიმს და გარეცხს მწვანეთა, ხანხიდანა და ზედარა.
მაშინვე ცუდად წაგიხდეს, წახვალ და გავლი კარებსა,
რაგინდ რომ ბევრი ილაყბო, ჩემთან ვინ დაგადარებსა,
არავინ არ დაგიჯერებს, საქმესა მიუმხდარებსა, ბერთან ყმაწვილსა ვინ გაჰსცვლის, ანუ ცოცხალზედ მკვდარებსა.
გამხმართა ხეთა ანედლებს, ასრე შეუცვლის ხნეთაო,
შენს ნიავს ერიდებიან გაგვახმობს ვითა ხეთაო,
რა შენი ქარი ადგების, სულ დააშიშვლებს ხეთაო,
მერმე სიცივე მოგისწრობს, ციფხლავ წაგართმევს დღეთაო.
სულ გაახლდების ქვეყანა, გაყმაწვილდების ბერები,
ყველა მწვანესა შეიმოსს, კუნძი დამპალი, ძელები,
შეუმსუბუქდეს ყველასა, ზამთრის ტკივილი ძნელები,
წყლის პირნი მოცინარობენ, ყვავილოვნებენ ველები.
შემოდგომამ თქვა ნათქვამი: შენი მომესმა მრუდები,
არ გრცხვენიან შექმნილხარ, სულ შენ ტყვილისა ბუდები,
მე ვარ და ჩემი ჰაერი, სიმართლით ნავთ საყუდები,
გაზაფხულს სუსტობს ყველაი, ჯოხს უნდა მისაყუდები.
ეს ასრე არის რომელმან დაგვბადა მისმა ძალებმა,
შენ თქვი თუ ხორცსა რა ერგოს, არ მოისვენოს ძვალებმან,
სარჩოს სალხინოდ მე გჯობვარ, ეგ სხვამანც იცის თვალებმან.
ჩემს უარესი რა ნახონ, მაშინ ყოველთა თვალებმან,
კვლავ ჩემი ქება გიამბო, იგ სხვაცა დანარჩომია,
რა ჰსთვლობა შექნან ყოველგან, იგ ერთობ მოსანდომია,
ყოველი საქმე გაგონონ ნადირობა და ომია,
დიდთაგან ანუ მცირეთა, იგ ლხინი თუ რა ზომია.
მაშინ შვენოდნენ ვენახნი, წითლოსაბ ნარინჯიანი,
მრავლად ეკიდნენ მტევანნი, თუმც არის მათი ზიანი,
ჰაერი შეზავებული, ართუ სიცხითა მზიანი,
წითელს ღვინოსა ასხემდენ, ქვევრები გარეცხიანი.
მარნები გამდიდრებოდეს, რქასა მზადებდენ თასებსა,
ვის ვისთვის ლხინი ეწოდოს, რა ჰსჯობს არიფთა დასებსა,
იქ ამღერებდენ მუტრიბთა, მგოსანთა ბევრ ათასებსა,
ნუ ჰსტყუი ვერას გიანბობ, იგ შენ ამბისა ფასებსა.
გაზაფხულმა ეგრე უთხრა: ცუდ ანბე ეგ ანბები,
შეგირცხვინოს ქარახსიდა, ეგ უარგო საქებლები,
შენ იუბნე უთავბოლოდ, იყო რამე ნატრევლები,
მე გიამბო უმჯობესი, გული ერთობ დამილები,
გაზაფხულს გაიდარებენ, მინდვრად ზე მობურთალები,
მათ უებროთა მოყმეთა, ჭვრეტად ვერ მოხსნან თვალები,
ბურთობენ კვირით კვირამდე, ცხენთ აღარ შერჩნენ ნალები,
იგ მათად ჭვრეტად გავიდნენ, ტურფა კეკლუცი ქალები.
მუნ იყოს გამოჩვენება, გარდა ნაქსმითა კიდება,
მე დაგაჭარბებ მე გჯობო, ლარობა არ წაკიდება,
ჯომნა ნაზლევთა წაგება, იგ სათავისოდ კიდება,
მე უკეთ მოვეწონეო, ჰსჭირთ ვისგან ცეცხლთა ფონება.
ბედაურთ კაცთა ხედვნიდენ, კარში არბევდნენ ცხენებსა,
უკუ იყრიდნენ სევდასა, იგ კაეშნისა სენებსა,
ყვავილსა ქვეშე დასხდიან, სალხინოდ განსასვენებსა,
ქარნი ჰსძრევდენ და უყრიდნენ, თას შიგან ჩასადებსა.
დაღამდეს დღენი მსანთლან, იქმოდნენ ჩირახჩოვნებსა,
დაივიწყებდენ ჭირთა და, სევდათა დასაღონებსა,
მოიგონებდენ ხელქმნილნი, მათსა სულსა და ღონებსა,
ესე ჰსჯობს მღვრიეს მაჭარსა, იგ შენსა მოსაწონებსა.
შემოდგომამ ეგრე უთხრა: სიტყვა ერთობ შარაშარა,
სთლობის დრო ჰსჯობს გაზაფხულსა, მართალია იგ მაშარა,
ყველა ვინმე გაგამტყუნებს, რა იუბნე წარამარა,
რა ყურძენმან ქარვის ფერმან, წითლად სისხლი გარდმოღვარა.
აწ იმასაც დამიწუნებ, კვალად გიამბო უკეთესი,
ენკენისთვე გაშუალდეს, რა ინახვის უამესი,
დაიუნჯვის ყოველივე, დანერგული დანათესი,
ისარ მშვილდნი მოიმარჯვნენ, მეთოფემან ტალი კვესი.
რა გახშირდეს მყვირალობა, გამრავლდეს ნადირობანი,
ყველას მოეწყოს ქარქაში, ჯელგათა შეყრილობანი,
დღე, ღამე არვის გააჩნდეს, დრო ანუ უფროობანი,
მაშინ ნიშატთა სიმრავლე, არ იყოს ვარდთა ზრობანი.
კარში მიგვრიდენ მეფეთა, ქორ ბუდიანსა ხარებსა,
ვერ მორჩნენ ვერ გაატანონ, იგ მაგრა განა კარებსა,
წითლად ღებევდენ ველსა და, იქით და აქეთ კარებსა,
შენი რომელი უდარებს, მას დღესა გასახარებსა.
მოჰქონდეს იყოს დარებსა, ხარის რქებსა და თავებსა,
უკეთესს წინა იდებენ, გარეთ გაჰყრიდენ ავებსა,
უყურე წითლად სავსესა, ზედან თასისა დგომებსა.
მუნ მაშინ მათსა ნიშატსა, მბობით ვინ გაათავებსა.
ერთი სხვა გითხრა მუნ ჟამად, იგ ერთობ მოსაწონები,
მოჰყვანდესთ ზარში ნაჯდომი, იგ ბედაური ქორები,
სხვა და სხვა გვარი მრავალი, ართუ ერთი და ორები,
ჰსდევენ დურაჯთა ხოხობთა, არა ჰჩნდესთ ახლო შორები.
ამ საქმესა და ამ დროსა, შენიც რამ შეუდარეო,
ტყუილსა ნურას აკეთებ, ნურცა ცუდ-მუდსა წარეო,
ნადირობდენ და ფრინვლობდენ, ყველა ველს იყოს გარეო,
უსიციოდ და უსიცხოდ, მაშინ მათ ჰქონდეს დარეო.
გაზაფხულმა თქვა ვისმინე, თქვენი სიტყვები თმქულები,
ჩემოდნობაზე ირჯები, მან დამიწყლულა გულები.
შენც უგვაროხარ და შენიც, საქებრად გამოთქმულები,
ბედაური და ტურფა ვარ, მე მხედავს ყოვლი სულები.
რა დადგეს გიორგობისთვე, კარგად ის გეპასუხება,
რა თოვლმან წამოგაყაროს, მაშინ შეგექმნას წუხება,
პურადობასა იკვეხი, გაგვარდეს შენი უხვება,
შენება ცუდად წაგიხდეს, თვალმან დაგიწყოს ჭუხება.
შემოდგომამ თქვა: რაცრამ სთქვი ვითამც ეგ იყოს ეს არა,
შენისა ცუდის ლაყბობით, მე მივხვდი სიამეს არა,
თუ მე ზამთარი წამახდენს, ზაფხული შენდა შესარა,
ჭრიჭინას დროსა რაღა ხარ, თავპირი ჩამოგესვარა.
ეს არის მათი ონარი, მათგან თავისა ქებანი,
თქვენცა თქვით თუ რომელი ჰსჯობს, აწ ნუ გაქვს მათნი თნებანი,
უსაქმოს მოწყენილისა, მტერობის ცუდ ლაყბებანი,
სევდისა შეჭირვებასა არ დაეფანტა მცნებანი.
გათავდა მათი ცილობა, შუღლი ყარყაში და ვება,
სიტყვა ცუდი თქვეს კანონად, ვაითუ სარჯელსა დავება,
სულის უკერძო საქმეზედ, ეშმაკი და მე დავება,
ჩემი ბრალია სხვის ვისი, ჭირი მომხვდეს თუ ვაება.

დასასრული.

2 რობეზონ კრუზო

▲back to top


რობეზონ კრუზო

თავი I.

(რუსულითგან.)

დასასრულს 1703 წლისა, ხომალდი, რომელსაცა ერქვა „ესპადონ“ გამზადებული სრულის სანოვაგითა, დატვირთული საქონლითა, მყუდრო ნიავის დროს, რა აეშო ნავთ-სადგურისაგან დუნბარისა (ქალაქი შოტლანდიისა) გაიარა კარგა გზა და როდესაც მივიდნენ ერთს გემის შესაფარებელს ალაგთან, მაშინ აუღელდათ ზღვა, რომელის მიზეზით ჩააგდეს ხომალდის დასაბმელათ კარვებიანი რკინა კალიფორნიაში ამ დიდის მოგზაურობის განმგებელობა მიიღო თავის საკუთარს ხომალდზედ სტრადლინგმა, მოხუცებულმან, მრისხანებ და გამოცდილმან ზღვაში მოსიარულებით, რომელიც სასიამოვნოთ მიიღებდა ამ თანამდებობის აღსრულებასა. ახლა ესა ვსთქვათ, თუ რა იყო მიზეზი ამ გვარ ხანგრძლივ მოგზაურობისა:

მეთექვსმეტეს საუკუნეს ნახევრითგან ვიდრე ჩვიდმეტამდენ იყო გავარდნილნი ხმა, რომ მახლობლივ ალისფრის ზღვის ახლანდელს კალიფორნიის ზღვის პირს, რაც მდინარები მომდინარეობდენ, აქვნდათ ძირი ოქროსი, და მთები იდგნენ კიდეებზედ ოქროს საძირკველზედ. ამ საკვირველ მხარეს ძველთაგან ერქვა და ახლაცა ჰქვია ელდორადო (ოქროს მხარე,) მრავალნი მიდიოდნენ იმ მხარეზედ ოქროების საძებნელათ, მაგრამ სრულებით ვერასა ჰპოებდენ. მრავალთა მსწავლულთა, შემდეგ მრავლის ძებნისა დაიწყეს წერა, რომ ოქროს მხარე სრულებით არსად არის, არამედ იყო სიცრუით მოგონება. დასაწყის მეთვრამეტე საუკუნისა, რამდენთამე ვაჭართა გაგზავნეს კიდევ რამდენიმე ხომალდი ელდორადოში, სადაცა ვერა იპოვესრა რომლისა მიზეზით მოაშლევინეს ევროპიელებს სიცრუით ხმის დაგდება და თუ იტყოდა ვინმე მხოლოდ ხუმრობით, სასაცილოთ.

სტრადლინგიც აგრეთვე ეძებდა ამ ოქროსმდინარებსა, ეძებდა ელდორადოს და ბოლოს დროს რა ვეღარ გააწყორა, წავიდა მექსიკის ნაპირებისაკენ სამხრეთით, სადაცა იყო მოგება და აქ ვაჭრობდა. სადაც შეიძლებოდა იქ ხმარობდა ძალასა სიმდიდრის მოპოებისათვის. ამ განშორებულ მხრებისაკენ მაშინდელ დროებში შეიძლებოდა ავაზაკობა, რომელსაცა მთავრობა აგრე რიგათ არას დასდევდა.

ამ ხომალდში იმყოფებოდა ახალგაზდა ყმაწვილი კაცი, სახელად რობიზონ, რომელიც არ იყო მადრიელი ხომალდის პატრონისაგან, რადგანაც მეტად სასტიკად ექცეოდა. ის იყო შოტლანდელი, მხიარულის და უზრუნველის ხასიათისა მექონე, სიყმაწვილეში კარგათა სწავლობდა, უნივერსიტეტში დადიოდა, მაგრამ სხვა და სხვა უბედურებისაგამო გაღარიბდა და დაუკარგა მას ყოველი ღონისძიება ჰსწავლის მოპოებისათვის. მაშასადამე უნდა გაეშვა მეცადინეობა, რომ როგორმე დღიური საზრდო მოეპოებინა, მაგრამ რას იტყვით: საჭიროება არ აძლევდა იმდენ დროს, რომ მოეფიქრებინა როგორმე დღიურის საზრდოს შოვნა. რა ნახა თავისი თავი სიღარიბისაგამო განწირულებაში, მაშინ დაანება სრულებით თავი სასწავლებელსა და ლუკმას მოსაპოებლად შევიდა კერძობით სამსახურში სტრადლინგის ხომალდზედ, რომელსაცა მისცეს გვარიანი ადგილი. რობიზონი აღსრულებდა თავისს საქმეს როგორც შეეძლო მაგრამ არ მოსწონდა კი ხომალდის პატრონის ყოფაქცევა, უფრო ამისთვის, რომ ბევრჯელ ავაზაკური ქცევა უნდა შეხდომოდა გემის მეპატრონესთან. ხომალდის პატრონს აგრეთვე არ მოსწონდა პატიოსნური ქცევა რობიზონისა, ამის მიზეზით რობიზონი ფიქრობდა, ეგების როგორმე თავი დაეხწია და დასთხოვნოდა ხომალდიდგან და გამოსულიყო ხმელზედ, სადაცა იმედოვნებდა ეპოვა ხომალდი და წასულიყო თავისს ქვეყანაში.

სტრადლინგი ამ თხოვნაზედ შეიქნა თანახმა. ჩაუშვეს ზღვაში ნავი, ჩააწყეს იქ ყოველივე რაც ეკუთვნოდა მას, აგრეთვე ჩაუწყეს წყლით სავსე ბოჩკები, ჩასვეს რობიზონი და გაიყვანეს ნაპირს. ამას ეგონა რომ იქ დახვდებოდა სოფელი ანუ ქალაქი, სადაც იპოვიდა თავისს მხრის კაცებს...

ნავმან რა მიიყვანა კიდეზედ რობიზონი, აეშო და უკანვე გასწივა გემისაკენ. რობიზონი უყურებდა ნავის უკუქცევასა, უყურა, უყურა და რა თვალს მოეფარა, დაბრუნდა თავ დახრილი, გარნა დიდის სიამოვნებით იგრძნო რობიზონმა, რომ გადარჩა იმისთანა ხასიათის კაცსა, მაგრამ ამაზედ კი სწუხდა, რომ მოშორდა თავისს ამხანაგებსა.

ის იყო პატარა კუნძულზედ, სადაცა იდგნენ სხვა და სხვა ხეები; მწვანე მინდორზედ მზე ელამდა სასიამოვნოდ. იმის წინ ამაყად მდინარეობდნენ ორნი მდინარენი, რომელნიცა შაერთებოდნენ იმ ადგილს, სადაცა იდგა რობიზონი, და იქიდამ ორივე ერთად ერთოდა ზღვაში. ის დაეწაფა წყალსა და რა დალია ახალი ცივი წყალი, მოსწყვიტა ყვავილი, გადასდგა რამდენიმე ნაბიჯი და დაუწყო შინჯვა გარეშემო ზღუდვილთა საგანთა. მარჯვნივ იყო მაღალი, ველიანი, ზოგიერთს ადგილს ამწვანებული ადგილი, ხოლო ესენი ყოველივე ცარიელი; ერთს ადგილს დაინახა რომ მთაზედ იდგა ერთი გარეული თხა გრძელი რქებით; მარცხნივ მოჩანდა რამდენიმე რიგათ მწვანე მინდვრები. მაგრამ როგორც მარჯვნივ, აგრეთვე მარცხნივ ამაოდ ეძებდა კაცის კვალსა. პირველათ, როდესაც გამოვიდოდა ზღვიდამ ეჩვენა მას სახლი, აგრეთვე მთელი ქალაქი, მაგრამ როდესაც გამოვიდა და კარგათ დააღვარიელა, ნახა რომ ცარიელის კლდეების მეტი არა იყორა.

კოკვიმბოს ქალაქი არ უნდა იყოს შორსაო, ჰფიქრობდა რობიზონი და თან წინ მიდიოდა. როდესაც გამოვიდა კიდეზედ, გემიდან მხოლოდ წამოიღო ცოტა ოდენი ფული, თოფის წამალი და თოფი, ამის გარდა ორი ბოჭკა გამოატანეს, რომელშიაც თითონაც არ იცოდა რა იყო; რადგანაც ჰგონებდა, ახლო მახლო სოფლებში თავს ამ ცოტაოდენის ფულით გამოვიკვებამო, ვიდრე ღმერთი საიდგანმე კარს გამიღებდესო.

როდესაც წამოდგა წინ, ამ დროს იგრძნო რომ ვიღაცამ მოავლო ორი ბალნიანი ხელი, რა მიიხედა უკან, ნახა რომ ეთამაშება და კბილებს უღრეჭამს მაიმუნი, რომელიცა ეკუთვნოდა ესპადონის პატრონს სტრადლინგსა, და რომელიცა შებეზრდა რა გემზედ მყოფობით გამოიპარა თურმე ნავის განშორების დროს გემითგან და გამოჰყვა უკან რობიზონს.

რობიზონმა გაჯავრებულმან ჰკრა ხელი მაიმუნსა და წავიდა თავისს გზაზედ, მარიმონდა მაიმუნი მაინც არა შორდებოდა და ეღრიჯებოდა რათა მიეღო დაცემულს პირუტყვზედ მოწყალება და ესრედ ეჩვენებოდა მას. მაგრამ რობიზონს არ უნდოდა რათა გამოსცხადებულ იყო კოკვიმბოს ქალაქში ამისთანას უცხოს ამხანაგით, რომლისა გამოისობით, უმეტესად ჰკრა თავში თოფის კონდახი. რაკი მოხვდა ეს უკანასკნელისასჯელი გულში, საწყალობელი მაიმუნი შედგა, თვალები დაახამხამა, დაუბნელდა, ტუჩები შეანძრია თითქო უნდა ეთქვა რამე, დაფიქრებული დადგა ერთის ხის ქვეშა და თავი დაანება რომ წასულ იყო თავის გზაზედ. პირველათ რობიზონ ავიდა პატარა გორაზედა, მიიხედ-მოიხედა მაგრამ ვერა დაინახარა: ვერც ქალაქი, ვერც სოფელი, ვერც სახლი და ვერც ქოხი, ერთის სიტყვის ვერაფერი რომლითაც შესძლებოდა ეპოვნა კვალი კაცისა. ცოტათი წინ რომ გაიარა, ნახა ხეების ტოტები იყო მოჭრილი, როგორც ბაღებში და მიწაზედ ეყარა: მახლობლივ ეტყობოდა სველ მიწაზედ რომ იმაზედ გაევლოთ ცხვრებს. ბოლოს შორს მახლობლივ ზღვისა დაინახა ქალაქი: მრავალნი მოწითლო და მოთეთრო სახლები; ზოგთ ერთი ბანები სწორე, ზოგიერთი დახურული, ნისლში მოჩანდა, როგორც ელვარებდნენ ფანჯრები; მოესმოდა თვითქმის ხმა და ყვირილი ქალაქში. მყოფთა, მოესმოდა ხმა გრიალისა და წისქვილის თვლების ხმები. ეს რასაკვირველია კოკვიმბოაო! ამოარჩია სწორე მახლობელი გზა, გასწია რაც შაეძლო. რაკი მიუახლოვდა, ქარმა შამოუბერა და გადაიხარა ნისლი, მაშინ წმინდათ დაინახა კლდებზედ ზოგიერთს ადგილს ამოსული მწვანე ბალახები,გუნდი ფრინველთა და აგრეთვე გარეულთა თხათა.

კოკვიმბოს ქალაქი არ უნდა ყოფილიყო ძალიან შორსა, ამასთანავე ეშინოდა ძალიან შორს არ მოშორებულ იყო ზღვის კიდესა და გზა არ არეოდა. მიიხედ-მოიხედა რა სრულის ყურადღებით, გამობრუნდა იმ კლდეებისაკენ, რომელიცა მდგომარეობდა მარცხნივ. როდესაც ავიდა პირველს გორაზედ და დაადგა სწორე ადგილსა მაშინ დაინახა მრავალი მთები, კლდეები და მინდვრები გარნა კაცის კვალი კი ვერსად შენიშნა. მაშინ აცოცდა კლდეებზედ, მიახწია მაღალ წვერამდისინ, საიდგანაც დაინახა მრავალი მთები და მინდვრები, რომელსაცა შემოჰხვეული ჰქონდა გარეშემო ზღვა. ამასობაში დაუღამდა და სადაც დაუღამდა, ის ალაგი იყო იმისი იმ ღამის სადგომი. რობიზონს, როგორც დაღალულს და მოქანცულს, ეძინა ძალიან ტკბილათ, რომელშიაცა მოუწყვეტლად ხედამდა სიზმარსა.

მეორე დღეს, ადგა ძალიან ადრე და დაუწყო შინჯვა თავისს მამულსა. იმასა ჰქონდა ორი თოფი, ორი ცული, დიდი დანა, თუჯის ქვაბი, სახარება, იარაღი, მეტი ტანისამოსი; ამის გარდა რამდენიმე ლურსმანი, ტილოს ნაჭერი, ერთი ბოჭკა თოფის წამალი, ტყვია, ერთი პარკი სუხარი, მეოთხე ნაჭერი ვიჩინახი, ჩადებული თევზი და კაკალი.

ესენი რომ ნახა მაშინკი მიხვდა, რომ სტრადლინგს გამოესტუმრებინა სხვა აზრით. იმ აზრით, რომ სრულებით მოსპობილიყო კაცთა უდგომს კუნძულზედ, და თუ სრულებით არა დიდხანსაც. არის ეტანჯა იმ ალაგს. თუ ეს ასე არ იყო, რათ გამოატანა ამდენი საჭიროებისათვის გამოსაყენებელი მასალა?... განა მართლა ამ ადგილს არავინა სდგას? განა მარტოკა მე ვარო? იტყოდა ტირილით რობიზონი როდესაც გაათავა საუზმე, კიდევ არა სჯეროდა რომ მარტოკა იყო იმ კუნძულზედ. როდესაც წადგა წინ, დაინახა ფრინველი მშვიდობიანის სახით მჯდომარე ერთს ალაგს და არ იძროდა ადგილიდამ.

ეს ფრინველი იყო იადონი, ელვარეს ფრთებით, დიდის ნისკარტით. რობიზონი მიუახლოვდა, მაგრამ ფრინველი მაინც არ იძროდა ადგილიდამა, უყურებდა კაცსა მშვიდობიანის სახით, თითქოს შეჩვეულიაო, გარნა განკვირვებით.

რობიზონი შედგა.

მაშ შენ არ იცი რა არის კაციო? ეუბნებოდა ფრინველსა, შენ არ იცი რომ გამოდგები საჭმლათაო.

დაიკრა ხელი კონდახზედა და შეაყენა ჩახმახი.

ფრინველმა აიღო თავი მაღლა, და უფრო გაკვირვების სახით ყურდ უგდებდა კაცის და თოფის ხმას, შემდგომ შემოჰკრა ფრთა ფრთას, და რა შეჰსჭყივლა, დაიწყო წმენდა ოქროს ფრთებისა. მახლობლივ რობიზონმა დაინახა კვალად რამდენიმე ფრინველი; ზოგნი ისხდნენ ბუდეში, ზოგნი ხის შტოებზედ და მშვიდობიანათ გალობდენ. ხედამდა მრავალს მშვენიერს ფრინველებს, რომელნიცა რა ფრინამდნენ ბრწყვინამდნენ მზის სინათლეზედ. წადგა კიდევ წინა დაინახა კურდღლის ოდენი პატარა ცხოველი, რომელიც იჯდა უკანა ფეხებზედ, ხოლო წინა ფეხებით ეჭირა ხილი და სჭამდა დიდის გემოვნებით, რამწავ დაინახა კაცი გააგდო ხელიდამ საჭმელი და მივიდა დედასთან, რომელიც იჯდა მახლობლივ თავის შვილებთან და სჭამდნენ ხილსა. ეს იყო ის ცხოველი, რომელსაც ეძახიან აგუტს; პატარახანს შედგნენ შემდგომს, ისევ მიჰყვეს ხელი ჭამას.

შემდეგ ნახა ზღვის ღორი ჯაგრით მოსილნი, რომელნიცა მშვიდობიანათ დგებოდნენ და გზას აძლევდნენ.

ეს მშვიდობა არა უცნაურთა ცხოველთა იმას ამტკიცებდა, რომ ამის მეტი კაცი, ამ პატარას კუნზულზედ სხვა არავინ იყო.

მაგრამ ამასაც ფიქრობდა, თუ რათ ვნახე გუშინ ტყეში მოჭრილი შეშები, თუ კაცისგნით არ არისო. დაშინჯა კარგათ და ნახა რომ გარეულს თხებს შესძლებიათ ასე ადვილად მოშორება ხეებითგან შტოებისა მწვანეს ფოთლების საჭმელად. რა ყველა ესენახა მაშინ იგრძნო თავისი მდგომარეობა, და სიმძიმე თავის სიცოცხლისა, რა გამოკრებილი იქმნა ხალხისაგან. უნდა მომკვდარიყო სხვა და სხვა მიზეზით და შიმშილით. ოჰ! როგორ საზიზღრად მიაჩნდა მაშინ იმას სტრადლინგი! ამ დროს შეხედა ერთს ხეს, რომლის ქვეშ იდგა და ნახა მარიმონდა მაიმუნი ზედ იჯდა და ხილსა ჰსჭამდა.

გულ დაკლებულმა და გაჯავრებულმა რობიზონმან აიღო თოფი და უნდოდა ესროლა მაიმუნისათვის, რომლითაც უნდოდა ამოეყარა მაიმუნზედ ჯავრი პატრონისა. დაუმიზნა და გაისროლა... მაიმუნმა რა დაინახა მისი მოძრაობა და შეიტყო იმისი გულის წადილი, თუმცა მოეფარა ხესა, მაინც ცოტათ გვერდში მოხვდა. ესე თოფის დაცლა პირველი იყო ამ კაცთაგან უმყოფს კუნძულზედ. ისე დაიქუხა რომ ხმა მისცა მთელმა კუნძულმა. ამ ხმამ მიაღწივა ცხოველთა ყურამდენ,რომელთა შორის დაიბადა უეცარი დიდი შიში.

ფრინველნი აფრინდნენ უწესოდ; შორის მთებითგან ისმოდა ბღავილი გარეულთა თხათა და ამავე დროს ისმოდა ხმა ტირილის მზგავსი.

მთელი დღე დადიოდა რობიზონი გულხელ დაკრეფილი და მძიმედ ჩაფიქრებული, ცდილობდა როგორმე ეპოვნა კვალი კაცისა. რა ვერა გაიგორა, სრულებით განწირული და მოქანცული დაბრუნდა ადგილასა მას, სადაც ჰქონდა ბინა და სადაცა რა დაჯდა მოსასვენებლად, უცებ მოხვდა ქვა ბეჭში.

განკვირვებით უყურებდა: თუ ვინ იყო ამ საშინელს ალაგს, ამისი მებრძოლე ანუ მეხუმარე? რა ვერავინ დაინახა და თავი მიდო ქვაზედ, ამ დროს კვალად მოხვდა თავში პატარა შტო ბზისა, ამაზედ მაშინვე წამოხტა და რა შეხედა ნახა მხიარულის სახით მარიმონდა მაიმუნი, რომელიცა გადავიდოდა ერთის ხიდამ მეორეზედ, საქმობდა ორის ფეხით და სჭამდა სამოვაგეს, რომელზედაც ესრედ გახარებული იყო.

ყოვლის სასოწარკვეთილების შემდეგ მან სრულებით იგრძნო თავისი მდგომარეობა და აღარ ეძებდა კაცის კვალს, მაგრამ მაინც სრულებითარ მიენდო უიმედობას. კარგათ იცოდა ამ უბედურებასთან, რომ როგორც მოტყუებულს კაცს უნდა მოეთმინა თავისი უბედურება.

ახალი მამული რობიზონისა იყო კუნძული მოგრძო, თვრამეტი ანუ ოცი გერსი სიგრძი, ხოლო შვიდი ვერსი სიგანე. კუნძული ესე იყო, ისე მდიდრულათ დახატული, რომ უკეთესს სადგომს კაცი ვერ ამოარჩევდა. მთები თუმცა შეხვდებოდა ხოლმე, მოუსავალი ადგილი, ღრმა ღელეები და მაღალი ხევები, გარნა ესენი აჩრდილებდნენ მწვანე მინდვრებსა. ეს იყო საკვირველი რომ ამ ტყიანს ალაგას სრულებით გველი არ მოიპოვებოდა. ყოველგან ნახავდა კაცი მშვენიერს ცივს წყაროებს, რომელნიცა იკარგებოდნენ აქა-იქ მწვანე მინდვრებსა. ეს იყო საკვირველი რომ ამ ტყიანს ალაგას სრულებით გველი არ მოიპოვებოდა. ყოველგან ნახავდა კაცი მშვენიერს ცივს წყაროებს, რომელნიცა იკარგებოდნენ აქა-იქ მწვანე ბალახებში; ყოველგან მცენარენი იზდებოდნენ მდიდრად, გარეშემო ნახავდით მშვენიერთა თვალთათვის უცნობთა ალაგთა, მაგრამ მეტად მშვენიერთა. წყლის ნაპირზედ მოიპოვებოდა უანგარიშო კობორჩხალები ყოველ გვარი, იქვე ქვიშაზედ, რომელიცა იყო გამოტანილი წყლიდამ. ხტოდენ დიდროანნი ზღვის კიბორჩხალები, ხოლო ჩანდნენ მრავალნი თევზნი სხვა და სხვა ფერისა და გვარისანი.

რაღა უნდა ვიზრუნოთ ამ კაცისათვის, როდესაც რომ იმპოფება ამისთანა მდიდარ კუნძულზედ? ხალხის შეკრებილება? რა საჭიროა ხალხი?... ხალხმა მოიშორა ის თავისგან და გააგდეს მარტო! განა თითონ ვერას მოახერხებს უხალხოთ? ეხლა მხოლოდ იქნება დამოკიდებული თავისს თავზედ, არა ვისგნით არ იქნება დამოკიდებული! მეორეც ესა, ეს კუნძული არ არის ძალიან შორს ხმელეთითგან; ყოველთვისინ შეუძლიან რომ დაინახოს ხოლმე არამც თუ ხომალდები, ნავებიც, ეს იქნება იმისთვის, მხოლოთ წამის შესასვენებელი ალაგი, ეხლაკი განშორება აღარ აწუხებს იმას; ის მიიღებდა დიდის სიამოვნებით, თუ რომ დარჩებოდა მარტოდ სიკვდილამდენ.

ახლა ამ კუნძულზედ ის იყო ზღვის კაცი. იმას ისე არა უყვარდარა, როგორც ზღვა. უყვარდა და აკი გარეშემო ოთხ კუთხივ ახვევია, რომელიც იცვამს ლაშქრისა მზგავსად, მაშასადამე კმაყოფილი უნდა იყოს თავისის მდგომარეობით. ვნახოთ რა იქნება?...

თავი II.

გაიარა სამმა თთვემ.

მიწა, რომელზედაც იყო დატევებული რობიზონი, არამც თუ იყო კარგი საცხოვრებლად, არამედ იყო მაცოცხლებელი.

ჯაგები და ზოგიერთი ხეები, რომელნიცა უშლიდნენ ჰსწორეს ადგილს, ამოაძრო და მით გამოაჩინა თუ როგორ ჩამოდიოდნენ წყლები. იქავე სჩანდა ბილიკები, ამათგანი ზოგი მიდიოდა წყლისაკენ, ზოგი მთისაკენ, ზოგი ხეების ქვეშა, რომელიცა იყო გაშლილი ქოლგის მზგავსად. ამის ქვეშ ჯოხებზედ იყო მიწაზედ ჩარჭმული რაღაც რამ სკამის მზგავსათ; იმის გვერდზედ სტოლის გვარად იყო დაწნული, ეს იყო იმისი ადგილი, სადაც ფიქრობდა, სჭამდა და საიდგანაც უყურებდა ზღვასა. ყოველივე ბილიკი იყო გატარებული მღვიმეში, სადაც კიდევა სცხოვრობს რობიზონი მან გაადიდა ეს მღვიმე და აამაღლა, მუშაობდა ცულით, იმ აზრით რომ ეგების ვიყო ხალვათათაო. იქ დადგა თავისის ქონებითა და საზრდოთი. ის აგრეთვე ცდილობდა რომ გარედამ მოერთო კარგათ, ჩარგა სხვა და სხვა ყვავილები; ორივეს მხარეს თავისის სახლისა ჩარგა ორი ბზა. მაგრამ ვერ შეითვისეს ამ მცენარეებმა ახალი მიწა და თვითქმის დახმნენ, ჩამოუშვეს ფოთლები. მღვიმეს შესავალიდგან წყაროს წყალი არ იყო შორს, და რობიზონი იმედიანობდადაებრუნებინა სიცოცხლე მათთვის. ერთი მომდინარეს წყაროთაგანი იყო სავსე თევზებითა. წყლის გვერდზედ იმდენი თხარა, რომ ღრმა განიერი ორმო შექნა. ეს გაატარა მღვიმემდისინ რომელისა განმავლობაში შეიქნა გუბე და ბაღი იყო მზათ, მხოლოდკი არაფერი არა ჰქონდა ჩაერგა. ამას გარდა დაწნა ბადე თევზების დასაჭერად, დიდის გაჭირვებით ამ ძაფითგან რომელიცა გამოყოლოდა ბოჭკიდგან გააკეთა ბადე; მაგრამ, აი უბედურება, წყაროების ძირზედ იყვნენ წვეტიანი ქვები; ბადე მოედებოდა ხოლმე და იხეოდა, რომლისგამო გაძვრებოდნენ ხოლმე თევზები და დაიმალებოდნენ დიდის სიჩქარით ქვების ქვეშა. რა უნდა ექნა: რა ამით ვერა გააწყორა, მოგრიხა ლურსმანი კავის მზგავსად, რასაკვირველია ამით უფრო მარჯვეთ დაიჭერდა, მაგრამ ამას უნდოდა მოთმინება და დიდი დრო. ამის ბედზედ ზღვის კიბორჩხალების დაჭერა შეიძლებოდა ხელითაც, და შრომა რომელიცა გასწია ბაღზედ, არ დაიკარგა უბრალოთ. ამის გარდა რობიზონსა ჰქონდა შეძლება რომ ენადირნა. ნადირობა ესე ერთის მხრივ იყო კეთილი საქმე; ასე რომ კუნძულზედ იყვნენ ძალიან ბევრნი გარეულნი კატები, რომელნიცა შესჭამდნენ ფრინველ საბუდეში, გამოათრევდნენ ბღარტებსა და სტანჯავდნენ საშინლათ. ნადირობით თვითქმის ამოსწყვიტა თავის კუნძულზედ, ამ გვარი ავაზაკები.

რამდენიმე ხანის განმავლობაში მოსწყინდა ყოველივე ესე. აიღებდა ხოლმე დურბინდსა და შინჯავდა გარშემო ზღვასა, უნდა შაეტყო თუ რომელს კუნზულზედ იმყოფებოდა? დიდის გულს მოდგინებით შინჯამდა ვარკსვლავებსა და იპოვა რომ ის იმყოფებოდა იმ კუნძულებთაგანზედ, რომელსაცა ეწოდებოდათ ჩილოე შეამოწმარა თავისის ანგარიშით იპოვა, რომ იგი იყო ან კუნძულზედ ჟუან-ფერნანდეზე, შემდგომ წმინდა ამვროსიაზედ, ანუ წმინდა ფელიკსეზედ იმას არა ჰქონდა დიდრონი იარაღი, რომლითაც შეეტყო ნამდვილათ ის ადგილი რომელზედაც ჯერ არავინ არ ყოფილიყო. რადგანაც ვერ მიაგნო სწორეთ ამ კუნძულის სახელს, აიღო და თავისი სახელი დაარქვა კუნძული რობიზონისა

დიდის ცდით უყურებდა და ჰსწავლობდა მათ ჩვეულებასა: ცხოვრებასა სხვა და სხვა ცხოველთა თავის კუნძულისასა. უსაქმობით აძლევდა სახელსა სხვა და სხვა ადგილებს. ამ ნაპირს, საცა იყო გამოყვანილი და დატოვებული მარტოკა დაარქო, ნაპირი ესპადონისა; კლდეებს, რომელნი ცა ჩანდნენ თეთრათა და წითლათ, დაარქვა, ტყუილი კიკვიმბო; ტყეს ტუკანი დაარქო; კლდეებს, რომელნიცა იყვნენ ოღრო ჩოღრო გადასავარდნელი დაარქო სტრადლინგი, რადგანც ეს სახლი ჰსძულდა. ამ მთებში მდებარეობდა პატარა მინდორი, რომელზედაც მომდინარეობდა წყარო ხმოვანი, და რომელიცა ჩაერთოდა ზღვაში.

წყაროში მოიპოებოდნენ თევზები, კიბორჩხალები, ზღვის პირად გარეულნი ცხოველნი გარშემო იყვნენ მრავალნი; მხოლოდ ეს იყო ჭირი, რომ ყოველთვის ან უნდა გაეჩინა ცეცხლი რომ შაეწო, ან მოეხარშა რამ, ეს უღირდა ძალიან ძვირად. უნდა მოეგონებინა ადვილი ღონისძიება. რამდენიმე დღეს სჭამდა მხოლოთ თხილსა და ზოგიერთსა ნაყოფსა ხისასა. მაგრამ ყოველდღეს ესეც მოსწყინდა, და არ იყო მხიარული. წამალი ბევრი ჰქონდა, მაგრამ დრო კიდევ ღმერთმა იცოდა რამდენი ედვა წინ. რომ ჰქონოდა გოგირდი, მაშინ ნაპერწკლით შაეძლებოდა ცეცხლის გაჩენა. ეძებდა კუნძულზედ გოგირდსა, მაგრამ ვერ იპოვა; გაშინჯა ორი ხე, უსვა ერთმანერთს, ნახა რომ გახურდნენ, მაგრამ ცეცხლი ვერ მოსცა. ბოლოს დროს შემთხვევით, იპოვაერთი არომატოვანი ხე, რომელზედაც იზდება ია, მაისის წიწაკა, ნატეხები გახურდნენ მაშინვე რამწავ აიღო ხელში. რამწავ წაუსო ერთმანერთს, მაშინვე დაინახა სუბუქი თეთქი ბოლი განშორებული ხისგან, ბოლოს ამოვიდა ალი. საჩქაროდ მოაგონდა გამხმარი შტოები და დააყარა, მოეკიდა კარგათ და გაძრიელდა ცეცხლი. რობიზონი იყო ძალიან გახარებული ამის გამოჩენისათვის. თუმცა გარეულმა თხებმა და ყოველმა ცხოველმა შეიტყეს რა არის კაცი პირველსავე თოფის ხმით და ერიდებოდნენ, მაგრამ რობიზონი მოახერხებდა ხოლმე და მიეპარებოდა. ეს გარეულნი ცხოველნი არამც თუ გამოადგებოდა მას მხოლოდ საჭმელათ; მათ რქებისას აკეთებდა წამლის ჩასაყრელსა და სხვა წვრილმალსა, სახლობისათვის საჭიროებას; ტყავისას აკეთებდა ხალიჩებს, საბანსა, ტომრებსა, ამისათვის, რომ ჩაეწყო საჭმელი, რომ არ გაფუჭებულიყო. მან შაიკერა სანადირო ტყავის ტანისამოსი, რომელსაც ატარებდა ყოველთვის. და ესრედ ჰქონდა ყოველივე საჭირო. ჰქონდა დრო ეფიქრა და ეყურებინა თუ როგორ სცხოვრებდენ პირუტყვნი, ან რომელს რა ჩვეულება ჰქონდა, როგორც ცხოველსა ისე იქაურს ბუნებას, მაგრამ რას იტყვით შუბლი ხანდისხან შეეკვრებოდა,რაღაც აწუხებდა, თითქო რაღაც აკლდა. ფიქრობდა, ფიქრობდა, და ბოლოს მოიგონა რომ აკლდა თამბაქო, რომელზედაც ისე ძალიან იყო შეჩვეული. ამ ფიქრის შემდგომ დაღონებული და შეწუხებული, დადიოდა რა დილას თავის საბძანებელში, თოფით მხარზედ, ცული წელში, უეცრათ დაინახა რომ სქელი ფოთლები რაღაცამ შეანძრია.

ეს იყო მარიმონდა

რამწავ დაინახა მაიმუნმა თავისი მტერი, მაშინვე გადახტა ერთის ხიდამ მეორეზედ, მესამეზედ და დაემალა, შემდგომ რამდენისამე ხანისა დაინახა კიდევ; იჯდა უშიშრად ხეზედ, გამაგრებული თავისის კუდით. ორივეს წინა ხელებით ეჭირა რაღაც ნაყოფი და სცემდა ერთმანერთს, ხან დაკრამდა ხოლმე ხეზედ, უნდოდა გატეხა როდესაც ვერ გატეხა, დაუწყო კბილებით ფხეკა, გაშინჯა გარშემო და ბოლოს კვალად გაჭირვებულმან დაუწყო ცემა ერთი მეორეს.

შეხედულობა მარიმონდასი, სულ ყოველთვის მოაგონებდა რობიზონსა უკმაყოფილებასა: ის მოაგონებდა სტრადლინგსა და ახლა რომ დაინახა უფრო ძალიან შეამსგავსა უწინდელს თავისს პატრონს. მაგრამ კიდევ გული დაეწო, დადგა დიდხანს უყურა, უყურა, ბოლოს მივარდა და თავისის ცულით უშველა თხილის გატეხა.

როდესაც ხოცდა გარეულ კატებსა, რამდენჯერმე ნახა მარიმონდა, და ჰკითხამდა თავის თავსა, მოეკლა თუ არა, როგორც მავნე ცხოველი? მარიმონდას უკანასკნელში შენიშნა, რომ ეჭირა ცალის ხელით გვერდი გლეჯდა ბალახსა, შინჯამდა, ღეჭდა და იდებდა გვერდზედ. მაშინ იყო იყო გამხდარი, აღარც იყო ადრინდელსავით მარდი, ბეწვი აღარა ჰქონდა რიგზედ დაწყობილი ისე, რომ რობიზონს ეგონა, მარიმონდა ვეღარ იცოცხლებს სამს დღესაო. რამდენიმე დღის შემდგომს ამისა ნახა რომ ეხლა კარგათ იყო, ხელით აღარ ეჭირა გვერდი. ჰსჩანდა რომ ეპოვნა მაიმუნს ისეთი ბალახი, რომლითაც მოირჩინა თავი. მეკი, ფიქრობდა რობიზონი, ვერ მიპოვია ბალახი, რომელმაც დაიჭიროს თამბაქოს ალაგიო, თუმცა მისწავლია კარგს სასწავლებელშიო. მეც ვნახამო, გამოვცდი მარიმონდასავით ბალახების ძებნას: დავიწყობ მონახვას, შინჯვას და იქნება მეც ვიპოვნო რამეო. მომწყინდა, მაგრამ რა გაეწყობა.

თავი III

სამის კვირის შემდეგ რობიზონმა იპოვა ბალახი, თამბაქოს მზგავსი ასე რომ ფოთლები ჰქონდა გემრიელი, დაუწყო კარგათ შინჯვა, დასუნა, დაღეჭა, თითქოს ჰბაძავდა მაიმუნსა, მაგრამ პირველი ეს შინჯვა ცოტა გაწყდა არ უღირდა სიცოცხლეთ: ერთი ბალახი, რომელიცა პირველად გაშინჯა იყო შხამიანი, როდესაც დაადვა ენა მაშინვე დაუწყო წვა, რადგანც თამბაქომაც იცის ესე წვა ამის მიზეზით არ გადააგდო და უფრო სიხარულითა ღეჭდა. როდესაც ცოტ-ცოტათი მოემატებოდა წვა ასე რომ აღარ შეიძლებოდა მოთმენა, გამოყარა პირიდგან, დაუსივა პირი და ყელი ისე ეწოდა, თითქოს ცეცხლი დაუდვიათო. მთელ ტანზედ გამოყარა პატარ-პატარა ძიძიბები და ისეთ ნაირათ დასუსტდა, რომ წყარომდისინ ძლივღა მიაღწია, რომ ეგების წყლით მოეკლა წვა ესე.

შიშით და კრძალვით ელოდა სიკვდილსა; მიუბრუნდა ზღვასა და გულის საკვლავათ ამოიოხრა. თავისს სამშობლო ქვეყანა წარმოუდგა თვალწინ; ფიქრობდა, რომ კაცისათვის საჭიროა სახლში ყოფნა.

რამდენსამე დღის შემდეგ მორჩა, ღონე მოუბრუნდა. მაგრამ ეხლა გაფრთხილებით ეძებდა თამბაქოს; მოაგროვა ყოველი ბალახი თავისს კუნძულზედ, დაახმო, დაწვა თვითვეულად, იმ აზრით რომ შეეტყო რომელი უფრო ეგვანებოდა სურნელებით თამბაქოსა. ორთა მცენარეთა აჯობეს ბოლოს ყველას, ახლა რობიზონი სულ სწევდა. გაიღვიძებდა სწევდა, საქმეს აკეთებდა სწევდა, აკეთებდა სკამსა, კიბესა, კალათასა სულ სწევდა. ან წავიდოდა თევზების დასაჭერათა, წამოწვებოდა თავისს სახლის წინა სკამზედ, სწევდა, სადილს უკან, როდესაც ფიქრობდა სულ ჰსწევდა. ეხლა სუყველა ჰქონდა. აკლდა თამბაქო ისიც იშოვა, მაგრამ ხანდახან რაღაცაზედ დაღონდებოდა ხოლმე და სწუხდა. პირველათ იფიქრა, უქეიფოთ ხომ არავარო; მაგრამ უწინდელივით საქმობდა და ღონიერი იყო. მას უკან იფიქრა რომ არ მაწყინეს ძალიან სურნელოვანთ ხეებმაო; მან მოკაფა თავის გარშამო, მაინცკი უწინდელივით რაღაც აწვა მძიმეთ გულზედ. შემდგომ მიხვდა რომ სწყინდა თევზი, რადგან მუდამ ჰსჭამდა. ეს თევზის ჭამაც აღკრძალა. უფრო დაღონდებოდა მაშინ, როდესაც მოიტანდა სიცხე და ფრინველნი აღარ გამოდიოდნენ თავიანთ ბუდითგან რომ ეგალობნათ,არც ერთს ჯაგზედ აღარ ისხდნენ და არ გალობდენ, არც ერთი ცხოველი აღარ გამოდიოდა თავიანთ ორმოდგან, აღარ დარბოდნენ და აღარ ყვიროდნენ ტყეში. ბუზები, სხვა და სხვა ჭიანჭველები აღარ იყვნენ, ფოთლები აღარ ინძრეოდნენ, ჩვნდებოდენ, არ ისმოდა არაფრის ხმა, ერთის სიტყვით თითქოს ბუნება მკვდარიაო, ზღვა არა სცემდა ტალღასა.

ვერ შეგვიძლიანთ თვალწინ წარმოიდგინოთ, თუ ვით ძნელია ამისთანა სიჩუმე. ხანდისხან ეძახოდა თავისს თავსა და ელაპარაკებოდა მაღლის ხმით და თვითონვე ეშინოდა თავისის ხმისა, ეგონა ძალიან მაღლა ვლაპარაკობო.

ერთხელ ამისთანა სიცხის დროს, როდესაც იყო სიჩუმე, რობიზონი იჯდა ზღვის პირას და ელოდა საღამოს ნიავს. ნიავი არ ამოვიდა, ნიავის ნაცვლად დადგა ბნელი ღამე. მთვარე არა ჩნდებოდა თითქო მოფარული იყო მთას; ზღვა იყო დუმილში, რომელზედაც მეფობდა სიბნელე. უეცრათ, რობიზონმა დაინახა მარჯვნივ მხარეს, რომ ზღვა აღელდა. დაინახა მრავალი ნავი, რომელნიც უსვამდნენ და უნდოდათ მიდგომოდნენ მახლობლივ იმ ადგილსა, რომელსაც ერქვა ესპადონი, ესე იგი, რომელზედაც იდგა რობიზონ იმის მეტი ვერა დაინახა, მხოლოდ ესმოდა ყვირილი და ურიგო ძახილი. გათავდა! დაიძახა რობიზონმა, ესენი არიან ინდოეთის ველურნი კაცნი, ჩამორეკილნი იქნება ევროპიელთაგან. ჭირია!... არ იქნება კაცის შებრალება ამათგან! დაასხა ცივმა ოფლმა! გაიქცა თავის სადგომისკენ, აიღო თოფი, წამალი, ტყვია და ცოტა თხის ნაჭერი და გაიქცა. მთელი ღამე დადიოდა ტყეში, აღარ იცოდა სად გადაკარგულიყო. იმას სულ ეგონა, რომ უკან დასდევენ, ეგონა რომ ჯაგებში ჩანდენ ცეცხლის ფერი თვალები და ათვალიერებდნენ.

განთიადისას, მიცოცდა სიფრთლით თავისს სახლში შიშით და იპოვა რომ წყლის ნაპირი იყო სავსე სელაპებით.

ამათ კი შეაშინეს რობიზონი ეს იყო თიბათვე, ის დრო, როდესაც ძალიან ცხელოდა, ამ დროს სელაპები დაიწყობენ ხოლმე დროებით მგზავრობას აქა-იქ კუნძულებში. როდესაც გამოვლენ იმ კუნძულზედ, მაშინ ისინი გახდებოდნენ მფლობელნი კუნძულისა ამის, რომელიც იყო მათთვის დასადგომი ადგილი. რობიზონმა იპოვა დროს გასატარებელი საგანი, იმას წაეკითხა ადრე აღწერა ამ მოგზაურობისა, საკურველი ანბავი იმ სელაპებისა, ლომებისა, ზღვისსპილოებისა, რომელთაც იციან და აღსრულებენ თავიანთ წესსა, დააყენებენ ყარაულს და იცნობენ ხმასა მტრისასა.

იგი უთვალთვალებდა სუყველას რასაც აკეთებდნენ, სიამოვნებით შინჯამდა და საკვირველს შეხედულობას ამა ცხოველთა, ნახევართა ოთხფეხთა; იმათი ფეხები თითქო გაკეთებული იყო ტომრად, კავიანი ბოჩხილები, რომლის გამო აქვს ღონისძიების ცოცვა მიწაზედ; იმათი ტყავი არა დაფარული მოკლე ელვარე ბეწვით; იმათი თავი და რგვალი თვალები...

იგი უყურებდა როგორც თამაშობენ ერთმანერთში, ეჭიდებოდენ. მაგრამ იმათმა ღრიალმა დიდხანი მოაწყინეს, მან ინატრა უწინდელი სიჩუმე და განშორება. მაგრამ ისინი არამც თუ მარტო მოწყენას აკმარებდენ, და სწორეთ ავნებდენ კიდეც მას. ერთს დილას ნახა რომ იმისი ბახჩა დაცარიელებულ იყო, სრულებით აღარა გაეშოთრა არცა ერთი კიბორჩხალი. გაჯავრებულმან გამოუცხადა ახალთ მოსულთ ომიანობა; სამი დღე უთვალთვალებდა, დაზდევდა მათ. ათი სელაპი დაეცემოდენ ხოლმე თოფის ტყვიით, დანარჩენი გაიქცეოდენ, ბოლოს სელაპების ჯარი ჩაცვივდნენ ზღვაში, გადავიდნენ მეორე მხარეს კუნძულისა.

ომი იყო მარგებელი დამამარცხებელისათვის. ტყავისაგან დახოცილთა გაიკეთა ქვეშსაგები, გაიკეთა თავისათვის აგრეთვე ტყავის ტომრები, რომელშიაც შეინახა დადნობილი დუმი იმათგანვე მოპოებული. მაშინ შეეძლო გაეკეთებინა ჭრაქი, რომელიც ენთებოდა დღე და ღამე. ბეწვიანი ტყავისაგან შეიკერა თავისათვის ქუდი დიდის ნაპირებით რომ დაეფარა მზისაგან. გაშინჯა მან აგრეთვე იმათი ხორცი, შეიძლებოდა საჭმელათ თუ არა? მაგრამ ვერ იყო კარგი. მხოლოდ გული და ენა შენელებული იამა ისიც წიწაკით, გემრიელი იყო. იმავე საქმეში, მუშაობაში და შესვენების დროს უსაქმოთი. როდესაც კითხულობდა წიგნსა, მაშინ ცოტათი მოშორდებოდა ხოლმე დარდი, ისიც ცოტას ხანსა. დადიოდა აქეთ-იქით კუნძულზედ მეტის უსაქმობით, ამოსჭრიდა ხოლმე ხეზედ თავის სახელსა და მამისას, თვესა და დღესა, როდის იყო გამოყვანილი ხომალდიდგან. ბოლოს დროს, როდესაც გაივლიდა ისევ იმ გზაზედ და ნახამდა სიტყვას: შოტლანდია მაშინვე საჩქაროდ დაუწყებდა გული ცემას თითქოს გაიგონებდა ხმასა თავისის ქვეყნიდამა. იყვნენ ისეთნი ცხოველნი, რომელნიცა ახმოვანებდენ კუნძულსა.

მაგრამ სიამპარტავნე არ აძლევდა ფიქრსა, რომ მას აკლია ხალხის შეკრებილება. იგი აბრალებდა თავის მობეზრებას ავათმყოფობას. ფიქრს მირთული წავიდოდა ხოლმე მთაში, წაიღებდა თან წიგნსა, დურბინდსა და ჩიბუხსა. მას უყვარდა მისვლა ზღვის კიდეზედ, აქ დაჯდებოდა ხოლმე და მიუბრუნდებოდა ზღვასა, ხედამდა დიდს ადგილს ზღვისასა, და ატარებდა იქ დროს მთელს საათობით, სადაცა შინჯავდა ზღვის აღელებასა.

ერთხელ დაინახა მან რომ მზის ჩასვლის დროს გაანათა ზღვაში ერთმა შავმა ბუზის ოდენმა წერტილმა, რომელსაცა უღელავდა წინ ქაფივით წყალი, თითქოს ხომალდსა წინ; თვალები დაუბნელდა და გაათრთოლა როგორც ციება; დიდხანს უყურებდა დურბინდით, მაგრამ არ იძროდა რასაცა ხედავდა.

ამაშიაც მოსტყუვდა! ეს იქნება კლდეო, ამ აზრით ფიქრობდა რომელიც გამოჩნდა ტალღის დროს. მან გასწმინდა მინა დურბინდისა და შეხედა რომ უფრო დიდათ გამოჩნდა და ტალღის ქაფი ძალიან შორს მოჩნდებოდა!...

- განა ის კუნძულია?... ფიქრობდა!...

თუ კუნძულია, უთუოთ არის იქ ვინმე? - ჰო! მე ამას შევიტყობ... გავაკეთებ ნავსა, და თუ ღმერთს ვეცოდები, მივაღწევ იქამდისინ...

აქ შამოესმა კაცის ფეხის ხმა. მან სიჩქარით მიიხედა.

ეს იყო მარიმონდა.

საწყალობელი მაიმუნი აღარა ხტის, აღარ არის გახარებული, გამხდარა, ეტყობა მარტოობით. რამწავ დაინახა რობიზონი, შაეშინდა და უნდა გაქცეულ იყო, მაგრამ უშიშრად გადმოდგა წინორიოდ სამი ნაბიჯი და დაჯდა, მაგრამ ეშინოდა რომ შაეხედნა რობიზონისათვის.

განა მან დაინახა, რომ კაცს არ ჰქონდა თოფი? მაიმუნი იყო ჭკვიანი ცხოველი იმ კუნძულზედ. იმან მოიგონა რომ ხომალდში როდესაც იყო, ესმოდა ხმა, თუმცაკი ეშინოდა ხომალდის პატრონისა, ამხიარულებდა ხალხსა თავისის ქცევითა, ახლაკი გდია მარტო, ეს შებეზრდა, მაგრამ სწუხდა თუ რათ მოეკიდა ფიცხათ და ცუდათ, როდესაც საწყალი ცხოველი იყოფდა შუა რობიზონის მწუხარებასა. დაუბრუნდა რობიზონს მარტოებისგან შებეზრებული, მივიდა მეგობრულად, დაუქნია თავი. რობიზონმაც მოიბრუნა გული დახელი დაუქნია.

პასუხათ მაიმუნმა დაახამხამა თვალები, შეთრთოლდა, მაგრამ ვერ მოუდგა ახლო. რობიზონი თვითან მივიდა, წაუსო ხელი რომდენჯერმე თავზედ, შუბლზედ, დაუძახა სახელი და წავიდა შინ. მარიმონდა სიხარულით წამოხტა და გაჰყვა მას სახლში. კაცი და მაიმუნი შერიგდნენ, ორივეს ძალიან შეაწუხა მარტოობამ.

თავი IV.

ჩუჱნი საწყალობელი კუნძულზედ მცხოვრები აღარ იყო ეს დაღონებული და მოწყენილი, როგორც ადრე. ტყეში სიარულს, სიცხეში დასვენებას და მუშაობას უფრო მოუმატა. მოუმატა აგრეთვე ლაპარაკსა იმიტომ, რომ ესმოდა ხმა თავისის ამხანაგისა.

მარიმონდა მაიმუნი გაუხდა ახლა ამხანაგათ, მეგობრად და მოსამსახურეთაც. თვითმის იმისი ნიშნები ესმოდა, როდესაც უნდოდა გაემხიარულებინა; ისე მოექცეოდა, რომ დაიწყებინებდა ხტომას და სირბილს. გადახდებოდა ერთის ხიდამ მეორეზედ, განგებ დაღალავდა, რომ შაეტყო ხმა ცხოველისა.

რობიზონს უყვარდა, უალერსებდა ამ სახით.

ზოგჯერ დაესწრებოდა ხოლმე სადილზედ, ზოგჯერ კი სჭამდნენ პურსა ერთათ, იმისათვის რომ ებრალებოდა რობიზონს შემდგომ შევიდა ჩვეულებაში: სადილსა სჭამდა მინდორში ხის ქვეშ, სადაც მაიმუნი მოკუნტული უჯდა პირ და პირ სტოლზედ. რასაც კი ანიშნებდა, იმწამსვე მიუტანდა ხოლმე სტოლზედ. მან შეიყვარა ხორცი გარეულის თხებისა და აგუტისა; მაიმუნიც ძალიან დაეჩვია ხორცის ჭამას. სტოლზედ გამოჩნდებოდა ხოლმე ზოგჯერ მარიმონდა მაიმუნის ნანადირევი და თუ არ იქნებოდა ხილი, მასინვე წამოხტებოდა ხოლმე სტოლიდგან და გაიქცეოდა მახლობელ ტყეში და დაბრუნდებოდა ხილით, რომლისაც ჭამა შეიძლებოდა. იმას უფრო გაეგებოდა, ვიდრე სხვასა.

მოახლოვდა ზამთარი, დრო წვიმებისა, სადაც უფრო ავდრობდა ენკენისთვეში და ღვინობისთვეში. რობიზონმა ამოარჩია სხვა მარჯვე ადგილი და ის დაუთმო თავის ერთგულს ამხანაგსა მახლობლივ უდაბნოსა. წყლის პირს იყო ამწვანებული ადგილი, რომელშიაც იყო მშვენვრათ ხუთი მაღალი ხე. ამ ხეების ღერძნი იყვნენ ძალიანკარგნი კედლების დასამაგრებლად; ოთხი ხე იდგა თვითქმის ოთხ კუთხით და ერთი იყო მათ შუა, ისიც ძალიან კარგი იყო ბანის დასაჭერათ. რობიზონმა მოსჭრა მახლობლივ ჯაგები, გაასუფთავა; ჩამოათალა ქვეითი შტოები ხეებს და მხიარულად მიჰყო ხელი საქმეს. ორს კვირას დაწნა კედლები, წაუსვა თიხა და ქვიშა. კარგათ დახურა ბანი და იყო კმაყოფილი თავისის ახალის სახლითა. ახლა ძალიან უკვირდა, თუ როგორ გასძლო იმ უდაბნოში ამდენი ხანი. ადრინდელი სახლი ძალიან კარგი იყო მაიმუნებისათვის. შიგნიდამ ეტყობოდა რომ იდგა კაცი: კედელზედ ეკიდა კარგათ დაწმენდილი: თოფი, ცული, დურბინდი, დიდი დანა. მეორე კედელზედ ეკიდა სუყველა ნაირი იმისი ჩიბუხები; შუა ბოძზედ ეკიდა თოფის წამლის ჩასაყრელი პარკი, რომელშიაც ეყარა თამბაქო და სხვა ხელ და ხელ მოსახმარებელი. თავისი ქვაბი, ქონი, საჭიროებისათვის ტყავები, თხის ხორცი დააგდო უდაბნოში მარიმონდასთან შესანახავათ. აქამდისინ ჰქონდა სტოლი უძრავი, იფიქრა როგორმე გაეკეთებინა სხვა უკეთესი თავის ქოხში. იქვე გაიკეთა ორი სკამი, ერთი თავისთვის, და მეორე მარიმონდასათვის, იმ აზრით რომ დამჯდარ იყო როდესაც მივიდოდა ხოლმე თავის მეზობელთან. მაგრამ რობიზონსკი დაავიწყდა სტოლისა და ჭამის საქმე: ეხლა სხვა ფიქრი ჰქონდა. როგორღაც მარიმონდამ, ტყეში სიარულის შემდეგ, მოიტანა სხვა და სხვა ნაყოფი ხისა, რომელნიც არა ჰქონდა ნახული რობიზონსა მან გაშინჯა ისინი დიდის ყურადღებით, დაფიქრდა და იტყოდა: რატომ არ ვახეირე ეს ხე ჩემს სახლთანაო? ფიქრობდა: ბაღსა და ბოსტნეულსა გავაჩენ ჩემს სახლის გვერდზედაო და ისევ ისე მშვენიერი იქნება, წყაროც ახლო მაქვს მოსარწყავათ. შემდეგ ღვთის შემწეობით შევიჩვევ პატარა თხებს, რომელნიც გაიზდებიან და მომცემენ რძესაო, ერბოს და ყველას! როგორ ვერ ვიფიქრე ეს ადრევეო. უთუოთ მეყოლებიან შინაურნი თხებიო, გავაჩენ ზღვის ღორებსა... ჩემი სახლი გამრავლდება და იქნება მთელი ფერმაო!... მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ უნდა ვიფიქრო ჩემის ბაღისათვის... ეს მიწა ნაყოფიერი გახდება ჩემის შრომით. გავივლი და გამოვივლი ჩრდილში, რომელიცა იქნება შედგენილი ჩემგნით დარგულის ხეებისაგანაო; მაშინ მეგონება თითქოს რომ შინა ვარ, მანამდისინ ეხლა, მაშინ მე მექნება ჩემი ხელით გაკეთებული რამ... წვიმის მოსვლით მიწა დალბა, ასე რომ ადგილი იყო სველი მიწის მოთხრა. ხან ცულით, ხან ნიჩბით, სწმენდა, სთხრიდა, გლეჯამდა და რგამდა შტოებს, თესლებს, რომელიც მოაგროვა იქვე, რომლითაგანაც ამოვიდოდა ახალი მცენარე. იმ არეში ყოველფერი მოდიოდა ჩქარა.

როდესაც ბაღი იყო გათავებული, ჩარგმული იყვნენ საჭირო ხეები და სხვა, რობიზონმა დაიკრიბა გულზედ ხელები და შესწირა ღმერთს მადლობა, რომ შეაძლებინა გათავება დაწყობილის საქმისა. არც ერთხელ არ იყო ესე გახარებული როგორც მაშინ, როდესაც გაიარ-გამოიარა შუა ხეივანში, რომელის ნაპირებზედ თუმცა არაფერი არ იყო ამოსული, მაგრამ ამოვიდოდა სხვა და სხვა მშვენიერი ყვავილები; ასე ეგონა რომ აყვავებული არის ახლადაო. გარშემო დატრიალებდენ ფუტკრები და ფიქრობდა გაეკეთებინა გეჯები, ასე ეგონა რომ ხედამდა სხვა სხვა კარგს ფრინველებს. აღარაფერი არ მოიგონა ამაზედ უკეთესი თავის დროს გატარებისათვის.

როდესაც დაიწყო დიდი წვიმები, ასე რომ აღარ შეიძლებოდა გარეთ გამოსვლა ნიაღვრებისაგან, ნუგეშსა სცემდა თავის თავსა რომ რაც დარგო ანუ დათესა კარგათ იხეირებსო. ასეთი წვიმები იყო, რომ ძლივს გამოახწევდა გარეთ რომ არ მოშორებულიყო თავის სახლსა მოეკლა რან ნადირი; მაგრამ რათ უნდოდა, ჰქონდა საკმაოდ მომზადებული საჭმელი, საქმეც გაიჩინა.

მაშინ მიჰყო ხელი სახლის საქმეებსა: გააკეთა სტოლი, ორი სკამი, გაახლა ტახტი, მას უკან მიჰყო სხვა საქმებსა, აგრეთვე თავის თავის საჭიროსა.

ამ სიარულში და მუშაობაში დაუძუჱლდა ტანისამოსი; უნდა რითიმე დაეფარა თავისი ტანი სიცხისაგან, სიცივისაგან და კოღოებისაგან, ამისათვის ფიქრობდა გაეკეთებინა ტანისამოსი თავისთვის სელაპის ტყავისაგან, მაგრამ მასუკან ამოარჩია გარეული თხის ტყავისა, რადგან უფრო რბილი იყო. ამისთვის ჯერ გაიკეთა ლურსმნის ნემსები, ძაფები გამოაძრო აფრიდგან, გამოსჭრა ტყავი და დაუწყო კერვა. ერთ კვირას უკან მზათა ჰქონდა ტანთ საცმელი. მარიმონდას გაუკვირდა და ამასთანავე გაეხარდა, რომ დაინახა თავისი პატრონი ახალ საკვირველს ტანისამოსში. ესიამოვნებოდა რომ კაცი გავდა მას, ეგონა ესეც მაიმუნიაო რადგანც ბეწვები გარეთ ჰქონდა, რაც საკვირველება ნახა შინჯამდა. ხელს უსვამდა, ბრუნამდა, ხტოდა, სრულებით გამხიარულებულიყო, აძვრებოდა მარდათ ბანზედ და იქიდამ შიშით და შეწუხებული უყურებდა კაცს. რომ გამოვიდა შინადან გარეთ მაიმუნი გამოჰყვა, რამდენიმე წამი ისრე იდგა და უყურებდა, ერთბაშათ გაექანა და შეახტა მხარზედ რობიზონსა.

მობეზრდა მაიმუნის სირბილი და სიხარული, რობიზონმა აიღო თავის ბიბლია, ჩიბუხი და დაზდვა სტოლზედ, დააბჯინა კლავები მასზედა, ფიქრობდა რომ წაეკითხა და ეფიქრებინა რამ მომავალისათვის ამ დროს მაიმუნმა მოიტაცა მეორე ჩიბუხი, ჩაიდო პირში, დაუჯდა პირ და პირ და დაღუნა თავი; მაგრამ ესკი უკვირდა, რომ ბოლი არ გამოდიოდა პირიდგან.

რობიზონმა გამოართო ჩიბუხი, გაუტენა თამბაქოთი, მოუკიდა ცეცხლი და მისცა, რამწავ მოსწია და ბოლი მოხვდა ყელში, გადააგდო ჩიბუხი, დაახველა საწყალობელმა, ხელი ჰკრა სტოლსა გადააგდო უკან, სულ ხველებაში, საცოდავათ შეღრიალა. რამწავ დაინახა პირველი სახის დაღმეჭა მარიმონდასი, რობიზონმა დაიწყო სიცილი, რომელსაც მისცა ხმა კუნძულმა. კუნზულზედ მყოფობის დროს ეს სიცილი იყო პირველი.

(დასასრული იხილეთ შემდგომ წიგნში.)

3 საფლავი მეფის ირაკლისა

▲back to top


საფლავი მეფის ირაკლისა

(თ. ნიკოლაოზ ბარათოვის ლექსებითგან.)

მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავის წინ, გმირო მხცოვანო
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ! რად არ ძალუძს განცხოვლება წმინდას აჩრდილსა,
რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა?
თაყვანს ვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინა-სწარად თქმულს,
გახსოვს სიკვდილის ჟამს რა უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი.
და ვჰსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი!
ჟამთ ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვსთ მამულში განათლება და ხმა საამო;
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული,
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა განცეცხლებული
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირ-ფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალის ცის ქვეშ მოსამკალად ერთი ათასად.
სადაც აქამდის ხრმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის ჰმართავს აწ ხელი.
აწ რაღას ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა.
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლეთ მტერთა,
აწ მოგვიგვრიან მრავლისა მხრით ჩვენთა მოძმეთა.
მშვიდობა შენსა წმინდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძ-ნამაგსა
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

1842 წელსა.

4 ზღაპარი

▲back to top


ზღაპარი

ერთს განშორებულს ჭალაკსა ხარდარიოზი ჰბუდობდა,
თვისს ბუდეს მართვეთ ჭვრეტითა ხარობდა დაღუღუნებდა,
უზრუნველობით ის არე მიაჩნდა ვითომ სამოთხე,
ესე რა ნახეს მხილველთა მყის განუმზადეს მას მახე;
ჩიტნი მრავლობით სხვა და სხვა მივიდოდიან მასთანა,
ქებას, დიდებას უძღვნიდნენ ადარებდნენ მთიებთანა,
ყოველი თვისს სიყვარულსა ერთგულებას უცხადებდა,
გარნა იგი ვით რომ ბუზებს არვის პასუხს არ უგებდა.
ერთს დღეს ჩრდილოს მხრით რაიმე შავი ღრუბელი აღმოსჩნდა,
ქარი ძრიელი მოჰბერა და ხარდარიოზ აღარ სჩნდა,
გრიგალმან დასცა მიდამო და წარიტაცა სხვა მხარეს,
თვით არ იცოდა ის ძალა სად დაუტევებს ვის არეს,
ზედა ააფრენს პერუასს გინა ჰაერთზე ეთერთა შინა.
ანუ დაღუპავს ზღვა რომელიმე, ანუ თუ დაფლავს ქვიშასა შინა,
ტვიფონი დასცხრა ნისლები გაჰფანტა ქვეყნის სფეროსა,
ჩიტი გამოჩნდა დაბუზვით სჭვრეტდა თვის სამჭმუნვაროსა.
რა ეს იხილა განთიადს ჩიტმა ახალი ადგილი,
მიშლილ-მოშლილი ფოთლები და ბაყაყების სადგური.
თუმც დაუმძიმდა დანახვა ეზიზღა შესაზარებლად,
უღონო ქმნილი მდუმარე მათშიგან იყო მარებლად.
შეჰკრთა იხილა პოლიპი და მწვანე დიდნი ბაყაყნი,
სატრფოთა თვისთა მაგიერ იმათ გაჰქონდა ყიყინი,
სურდა აჰფრინდეს საჩქაროდ მოსძებნოს თვისი ბუდენი,
გარნა იხილა ფრთე თვისი დაცვივნილ იყვნენ ყოველნი.
შეთრთოლდა იწყო კანკალი და დაიოხრა მწარეთა,
იფიქრა ესე ყოველი განგება არის წამ ერთა;
ანუ შურია მტრისაგან ჩემზედა დაუცხრომელი,
მავნებლად ჩემდა ტვიფონი კვლავ ვის უნახავს მქროლელი.
გარდახტა ნელად, ვითომცა მწვანეზედ მაინც განევლო,
და მას ხავსს მოკიდებულსა ბაყაყის სადგურს დაეფლო,
სასურველი იყო მისთვისა ხმა მათი ყურსა მსმენელი,
ადგილი იგი და არე მათშიგან იგი ცხოველი,
მარამ რა ექნა უღონოს სიკვდილსა თვისსა ელოდდა
და საუკუნოდ საფლავსაც იქიდგან გამოელოდდა.

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა

5 გოგჩის ტბა

▲back to top


გოგჩის ტბა

(თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებითგან.)

გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით, ღელავს მრისხანედ:
ზოგჯერ ვით სარკე გულ უბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათ მწვანეთა.
მაგრამ ნაქცევნი, მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,
საგლოვნო ნიშნი შენობათა, კვლავ ეროვანთა,
სად ყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუზთა და ნატამალთა,
ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ,
უდაბურება, მჩუმარება, არარაობა,
თვალთა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ
და უნებლიეთ წარმოდგება, ოხვრით ეს გრძნობა;
აჰა პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი;
აჰა ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო.
აჰა ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი,
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, სევდავ მრმობილო!
ესე კმარა ძვილ საცნობო ყოფილ ტაძრად,
სად კვლავ მეფენი მოწიწებით ესმოდათ მტკბარად,
და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა.
დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი
ხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა,
ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელთა.
მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა
ეს გროვი ქვათა, სახე შლილის ოთხკუთხედისა,
ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან,
სომეხნი მხნენი, ხელოვანნი მომგებლობისა,
პირსა ქვეყნისას ამ საქმითა ადრივ ცნობილან.
მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე,
არათუ ვერცხლით, ნდომითაცა ყოვლად მდიდარნი,
აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე,
მათთა განთქმულთა შეძლებითა წარშლილან კვალნი!
მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს, ქვაყრილსა ბნელად,
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა.
ჩოგნის ტაცება, ჭაბუკთ მხედართ გამოსაცდელად,
შუბთა ტრიალი, ჯირითით ტყორცა და ისართ სროლა.
ერთგზის ესეცა ქვანი შავნი დღეს დახავსილნი,
ურთიერთთანა კავშირობით აღმაღლებულან;
მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,
ოდესმე მათში განცხრომილან, განშვენებულან!
აქაცა მჯდარა ძალი, მაღალს ტახტსა ამაყად,
წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა;
აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად,
ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლად ერთმანერთთა!
რავდენთ ბანოვანთ შვენებანი, ახლად მშლილობნი,
ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას,
ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრნი,
რავდენ გზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისასა;
რავდენ გზის მთვარეს თავმომწონეს, მათთან შთახედვით
უგრძვნია თვისი ჩარგულ ყოფა და მოღრუბლვილა.
მაგრამ რა? დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარწყმენდით
ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა.

6 ფრინველი

▲back to top


ფრინველი

შავო ფრინველო! შოშიას მზგავსო,
შენმა ჭიკჭიკმა გული აღავსო.
ნუ თუ შენც ჩემებრ, მშობელ ქვეყანას,
მოშორებულ ხარ და იგლოვ ამას?...
თუმც მოგონებით, გახელებული,
მოსთქვამ უწყალოდ, დაწყლულებული,
მაგრამ ვინ არის შენი მსმენელი;
ვინ არს ნუგეშის აწ მომცემელი.
სით მოფრენილი, სადაური ხარ,
ნეტა თუ რითა გაშმაგებულხარ?...
თუ მას მაგონებ, ვინ ერთი მთავრობს,
ვინ ძლიერებით, ყოველგან ხარობს,
ვინ შვენის ტახტი, სკიპტრა, გვირგვინი,
პორფირი მძიმე, მარად დღე ლხინი,
ვინ განგვარინებს, მტერაგან ვნებას,
ვის ქვეშევრდომნი, ვჰყოფთ განსვენებას!
მაშ განაგრძელე ეგ შენი სტვენა,
და მით დამიტკბე მე ყურთა სმენა.

დიმიტრი მეღვინეთხუცესოვი
5 ივნისს, 1859 წელსა.

7 ს......

▲back to top


ს......

სად არს ყვავილო ის სიტურფენი,
როს მოწიწებით შეგახი ხელი?
და ტრფიალებით ბულბულიც მშვენი,
შენის მზერითა იყო მომლხენი!
შვენება იგი სრულად მოგხდია,
საბრალოდ გიმზერ გაყვითლებულსა,
ფოთოლნი შენნი ვხედავ ძირს ჰყრია,
და ემსგავსები დაობლებულსა.
ტურფა ყვავილო ფერით უმკრთალო,
ტრფიალებითა რომელს გემონე,
აი! ახლაცა ფერშეუმკრთალო,
მარამ მიგხდია ცნობისა გონე!
სოფლის მუხთლობა შენც გამოსცადე?
იმედი თუმცა, დიდი ნუგეში,
ორივ შენს გულში ვიცი დაჰსახე
მაინც სიტურფე ჰშთანთქე სიღრმეში...
ვერ ისმენ ვერას, ვერც გულის ძგერას,
ვერცა ოხვრასა, ვერცა გოდებას;
ვერც ბულბულის ცრემლითა ყეფას,
მაშ რაღას ვაქნევ ბღაჯვას და წერას!!!

დიმ. ბერიევი

8 მოვლისათვის ახალ-მოზარდის საქონლისა, დროიდამ დაბადებისა სრულს

▲back to top


მოვლისათვის ახალ-მოზარდის საქონლისა, დროიდამ დაბადებისა სრულს[1]

პირუტყვის მოშენება და მიწის მუშაკობა შეადგენენ უმთავრესსა შტოსა სოფლის პატრონთ მოღვაწებისასა. არის ორი პირველი ღერძი, რომელზედაც სრულებით ბრუნავს ევროპიული მიწის მუშაკობა. ეს ორი შტო ესრედ მჭიდროდ ურთიერთისა შორის არის დაკავშირებული და ესე ვითარი ურთიერთი ზემოქმედება აქვს ერთს მეორეზედ, რომელ აწინდელს მიწის მუშაკობის მდგომარეობაში ერთს უმეოროდ გამოდგომა არ შეუძლიან.

მართალია, შეიძლება ვაჩვენოთ ბინადარნი ხალხნი, მფლობელნი იმისთანა ადგილებისა, სადაც განსაკუთრებით ჰყავსთ პირუტყვი და სადაც კაცთაგან არის ფრიად მცირედი მზრუნველობა, მას ზედა, რომ მიეცეს მცენარესა ხელოვნებითა შეწევნაი.

მახლობლად ბუენოს-აირესისა, ფრიად დიდს სივრცეზედ, რომელიც იწოდება პამპოსად, დადის ურიცხვი ჯოგი ცხენისა, და ნახირი რქიანის საქონლისა, სადაც არა სჩანს კვალიცა მიწის შემუშაკებისა. მცირედ მცირედმა დაკლებამ მოსახლეობისაგან გარდააქცია გარეშემო რომისა, ოდესმე სავსე სოფლებითა, ნახნავებითა და ბაღებითა, ვრცელს უდაბნოს საძოვრად. მსგავსს საძოვრად შეიქნენ მინდორნი კალამბრისა და აპულიისა, სადაც სჩანან ნაქცევნი მრავლისა ქალაქებისანი. რუსეთში, კასპიის ზღვის პირზედ, დონის ყაზახების ქვეყანაში და საზოგადოდ სამხრეთის მინდვრის ღუბერნიებში, მიწის მუშაკნი უპირველესად იყოლიებენ პირუტყვსა.

ეს მაგალითები გვაჩვენებენ, რომელ შეიძლება პირუტყვი მოშენდეს წარმატებით, მაშინაც, თუნდ სრულებით არ მუშაკობდენ მიწასა, მაგრამ იმ შემთხვევაში, ოდესაც აქ მოსახლენი ჰპოებენ იმით კმასაყოფელსა. საზრდოსა, ანუ ოდესაც იმ მოსახლეთ გარეშემო დგას მეზობლად ხალხი მიწის მუშაკი, მსყიდველი საქონლისა და სხვა საზრდოების ღონისძიების მიმცემი.

თუმცა პირუტყვი ჰყავთ იქ, სადაც არ მუშაკობენ მიწასა, მაგრამ არ შეიძლება წარმოვადგინოთ იმისთანა რაოდენიმე მაგალითი, რომ მიწა შეიმუშაკებოდეს უპირუტყოდ; წარმატება ხვნათესვაში, მებაღობაში, მებოსტნობაში და სხვებში. გარდაწყვეტით არის დამოკიდებული მოშენებაზედ პირუტყვისა, რომელიცა გვაძლევს განმაპოხებელს მიწის სასუქსა. ის ხნული, ის ბოსტნის კვალი, ის ყანა, იქაც, რომელსაც ქვეყანას შეხვდა კერძად დიდად ნაყოფიერი მიწის ნიადაგი და სასიამოვნო ჰავა, მსწრაფლ მოუძლურდებიან და ძალა მიეხდებათ, თუ იმათ შორის არ იქნება გაკეთებული პირუტყვის სადგომები, სადაც ცხოველნი აძლევენ მიწის მუშაკს ძვირფასსა მასალასა ნაყოფიერებისასა.

მრავალ მიწიანს ქვეყნის მხარეებში, ვითარცა რუსეთში, საკუთრივ განშორებულთ სატახტო და დიდის ქალაქებიდამ, პირუტყვის მოშენებას კიდევ უყურებენ ზოგჯერ ვითარცა მოქმედებასა განსაკუთრებულსა და განსხვავებულსა მიწის მუშაკობისაგან. ღერმანიასა და ფრანციაში, სადაც სახლობენ უფრო მჭიდროდ, უკვე დაიწყეს ყურება იმ რქიანს საქონელზედ, რომელიც ეკუთვნის მიზას ანუ ფერმას (ქალაქის განშორებით გაკეთებულს ბაღით სასახლეს გომურებით, სახნავით და სხ. აგარაკს) ვითარცა ამა მიზის ანუ ფერმის მიუცილებლად განუშორებელს ნაწილზედ. ანგლიაში და ღოლანდიაში პირუტყვის სადგომები და ნახნავები არიან სრულებით შეერთებულნი, ერთი არ გამოდგება უმეოროდ, სწორედ ესრედ, როგორც ფაბრიკა (ქარხანა) უმაშინოდ (უმანქანოდ), რკინის გზა უპაროვოზოთ, (უურმოთ, რომელიც მოძრაობს ორთქლის მაშინით.)

პირუტყვის მოშენება შეადგენს უხვსა და სწორესა წყაროსა ხალხის სიმდიდრისასა, ეს შტო სოფლიურის ადგილმამულის პატრონობისა, თუ რიგზედ იწარმოება, უხვად აჯილდოებს შრომისა და სარჯისათვის.

ნურას ვიტყვით იმაზედ, რომ პირუტყვის ფეინი შეადგენს მოუცილებელს სასუქსა, შემნახავსა მიწის ნაყოფიერებისასა, რაიცა ესრედ საჭირო არს ოდესაც თან და თან მრავლდება ხალხი, რომლისაგამო მოითხოვების ბევრი საზრდოი და თან და თან ჩვენი მიწა, მცენარების შემუშავებითა, უღონოვდება, თვით მოშენებული პირუტყვი შეადგენს საჭმელსა, უზრუნველ ჰყოფს კაცთა რძითა და ხორცითა, აძლევს ეგრეთვე ტანისამოსსა და ფეხსაცმელსა.

ეს უსიტყონი მეგობარნი და თანა მოგზაურნი კაცისანი პირველნი შეხვდნენ მას დასაბამიდამ საუკუნეთა, მეთანაშრომობენ მიწის მუშაკობაში და გარდატანაში დიდთა და მძიმეთა სადებთა ერთის ადგილიდამ მეორეზედ, არ ითხოვენ არა რაიმესი სამაგიეროდ თავის შრომისათვის, თვინიერ მიუცილებელისა საზრდოისა სიცოცხლის დასაცველად, მსახურებენ ესრეთის სახით სიცოცხლეში, ხოლო შემდეგ სიკვდილისა დანაშთნი მათის სხეულიდამ აძლევენ სარგებლობასა.

სოფლის ადგილ-მამულის პატრონი, თუნდ მდიდარი მფლობელი, მექონენი ათასის სულის ყმისა, ანუ ღარიბი მდაბლის წოდების კაცი, მექონი მცირედის მიწის ნაწილისა და ერთის ძროხისა, ყოველთვის მიიღებს სარგებლობასა შენახულის საქონლისაგან.

ყოველი, რაიც არს თქმული სარგებლობასა ზედა პირუტყვისასა, უპირველესად შეეხების რქიანს საქონელსა; ამისაგამო მოშენება და შენახვა იმისი, შინაურთა ცხოველთა შორის, სიმართლით უნდა ღირს იქმნეს საკუთრისა პატრონთ ყურადღებისა. რქიანი საქონელი მეთანაშრომობს მიწის მუშაკთან, აძლევს საზრდოსა, ტანსაცმელს და მიწის სასუქსა სხვებზედ უმეტესსა და კარგის თვისებისასა.

(განგრძელება იხილეთ შემდგომს წიგნში.)

იოსებ მამაცაშვილი

____________________

1 ეს არის თარგმნილი აღრონომიის ალექსი ბაჟანოვის თხზულებიდამ, რომელიც არის დაბეჭდილი 1852 წ. სოფლიურის ადგილ-მამულის პატრონობის ჟურნალში. ამ თარგმანში არის გაშვებული რაოდენიმე ადგილები, რომელიც არ დავინახე ძრიელ საჭიროდ.)

9 მოთხრობა. (გადმოთარგმნილი რუსულითგან.)

▲back to top


მოთხრობა. (გადმოთარგმნილი რუსულითგან.)

ვითარცა ანგლიჩანელი და მილლიონის პატრონი, სერ დჟონ ღალიფაკს, ფრიად მძიმე ხასიათისა; გარნა გონიერი, ჩვილის გულისა, მკრთალი და სულგრძელი, ერთს დროს მივიდა რა სანახავად მარიანისა, პირველ მხატვრად ხსენებულისა ვენეციის ქალაქსა შინა, ნახა სამხატვრო სახლში მშვენივრად გამოყვანილი თავი ერთის ყმაწვილის რომაელის ქალისა, რომელიც წარმოადგენდა ნამდვილს სახეს მშვენიერის უცნობელის გვარისას.

- რა არის ესე: მხოლოდ ფიქრის გამოხატულობაა, თუ ნამდვილი სახე ვისიმე? ჰკითხა მან მხატვარს.

- ნამდვილი სახე, მიუგო მხატვარმა, სახე ყმაწვილის და პატიოსანის ქალისა, სტელლად წოდებულისა, რომელსაც იცნობენ ყველა მხატვარნი რომის ქალაქისანი, და მას იქონიებენ გადასახატავათ. ოდეს ვიმყოფებოდი რომის ქალაქში, გადმოვიღე ხელდახელ მისი სახე. აწ მსურის ნამდვილიდამ გადმოვიღო მადონად.

- წინათვე ვყიდულობ თქვენგან ამ სურათს, მიუგო სერ დჟონმა, მხოლოდ ამ პირობით: დაიწყეთ შესრულება ამისა მწრაფლად, და მე მხატვრობას ამას წავიღებ ვენეციიდამ.

- მე უკვე მოგახსენეთ, რომ მსურის დახატვა სტელლისა, ვითარცა იგი არს ნამდვილ, და სტელლა იმყოფება აწ რომში, უ. სერ დჟონ.

- დაიბარეთ იგი რომიდამ, და მე მოგცემთ მის გზის ხარჯს.

- ეს შესაძლებელ არს: სტელლის ჰყავს ვენეციაში მონათესავენი, რომელთაც, მისთვის იქნება სასიამოვნოდ, მხოლოდ ვინ გავგზავნოთ მის მოსაყვანათ?

- ჩემი მოხუცი მსახური. იგი მორჩილებით აღასრულებს ჩემს ბრძანებას და მოიყვანს მას რომიდამ ამას მე ვიღებ კისრად, ამასთანავე შესძახა ანგლიჩანელმა, ვილიამ!

ვილიამ გამოცხადდა მსწრაფლად, მზგავსად რისამე მართულთ მომართულისა.

ბატონმა მისცა მას წერილი მარიანის სახელობით, ბუმაჟნიკი სავსე ფულით და ბანკის ბილეთით.

- წარვედ რომის ქალაქს.

- ბატონი ბძანდები!

- იპოვნე ყმაწვილი ქალი, რომელიც არს აქ დახატული, და მიეც მას ეს წერილი.

- ბატონი ბძანდები!

- მოიყვანე იგი აქ, უიმისოთ კი არ დაბრუნდე.

- ბატონი ბძანდები!

II.

შემდგომ ათის დღისა, სტელლა იჯდა მარიანის სამხატვროს ოთახში.

ვითარ შეიძლო ვილიამმა აღსრულება თავისის ბატონის ბძანებისა? ეს არის საიდუმლო ვილიამისა, არა ცნობილი არავისაგან, ამიტომ რომ, გარდა ორის ლექსისა: ბატონი ბძანდები, მას არა რაიმე უთქვამს გამგზავრების დროს.

ოდეს სერ დჟონ ღალიფაკსმა იხილა ყმაწვილი რომაელი ქალი, განცვიფრება მისი შეიცვალა აღტაცებულ მხიარულებად, მის დროიდგან გამოუსვლელ დარჩებოდა გვარიანის სამხატვროს სახლში.

სტელლა ცხოვრებდა თავის ბიძის სახლში, რომელსაც ეწოდებოდა ტერეზა ესე იყო სახით, მიმზიდველი, და ვაჭრობდა ყვავილებით. ყოველი მოგზაური იცნობს ტერეზას თავისის განსხვავებულის ტანისამოსით: კაბა განიერის კალთებით, წუღები, ბანტებით, კისრის სამკაული. ჩამოგდებული მხრამდინ თავსახურავი ლენტებით და კრუჟევით მორთული.

სერ დჟონმა იწყო სყიდვა ტერეზისაგან კონობით ყვავილებისა სტელლასათვის, ყოველ დროს როცაკი ანგლიჩანელს მისცემდა ყვავილის კონას, გაურჭობდა თავისის ხელით კაბის კილოში მინდვრის ზარს. (ესე არის სახელი სხვა გვარის ყვავილისა).

გარდა ამისა, სერ დჟონმა აქვნდა საკუთარი მუსაიფობა თავის მსახურთან.

- ჩემო ვილიამ, ყოველ დილით იყიდდე ტერეზისაგან ყვავილების კონას ოცის შილინგრით. (შეადგენს მცირედ რასმე მეტს ექვს შაურზედ.)

- ბატონი ბძანდები!

- ამ კონას მიიტანდე მარიან მხატვართან.

- ბატონი ბძანდები!

- დაიცდიდე ვინამ იქ მოვიდოდეს სტელლი

- ბატონი ბძანდები!

- ოდეს მოვიდოდეს, მას მისცემდე ყვავილის კონას.

- ბატონი ბძანდები!

დახატვა სტელისა ადრე ერთისა თვისა შეუძლებელი იყო, და თქვენ წარმოიდგინეთ, სტელლის სადგომ სახლში, რა გვარი ყვავილების ბაღი უნდა შემდგარიყო.

თავით თვისით იგულისხმება, რომ უბნობა ანუ მუსაიფობა ანგლიჩანელისა ყმაწვილ-ქალთან და მხატვართან შეადგენდა უმეტესს ყვავილოვანს რასმე. იმათ შეეძლოთ ელაპარაკნათ ერთმანერთშორის ორს ენაზედ: იტალიანურათ, რადგან სერ დჟონმა იცოდა ეს ენა, ვითარცა თვით იტალიანელმან, და ფრანციცულად, რომელიც მარიან მხატვარმა და სტელლიმ იცოდნენ ვითარცა თავიანთ ბუნების ენა.

III.

- ოდესაც თავი მადონისა იყო შესრულებული, ოსტატურად, სერ დჟონ მივიდა ერთს დღეს დილით მხატვართან და უთხრა მას უხუმარის სახით.

- მე არათუ ვყიდულობ თქვენგან მხოლოდ მხატვრობას, არამედ მსურს ჰსყიდვა ნამდვილისაც.

სყიდვა სტელლისაც! შეჰსძახა მარიანიმ განა ჩვენ ვიმყოფებით ანგლიაში, ანუ ინდოეთს უ. სერ დჟონ! იტალიაში დედაკაცნი არ ისყიდებიან... უკეთუ თქვენ არახართ ქვრივი, ანუ უცოლო...

- მე ვარ უცოლო და არ ძალ-მიძს ცხოვრება უსტელლოთ.

იგი არს ღარიბი, და გამოიკვებება, აძლევს რა თავსა თვისსა ნამდვილ დასახატავათ. როგორ ჰგონებთ თქვენ: რაოდენი აღუთქვა მე მას სასყიდელი, რომ იგი გამომყვეს მე ლონდონს? იგი მეყოლება მე პატივში, სურვილისამერ თვისისა; მე ვთხოვ მას მხოლოდ ნებას ხედვისას დღეში ერთ გზის, ვითარცა ვხედავ მე მას თვე თქვენ სამხატვრო ოთახში.

- სწორე გითხრა, მიუგო მხატვარმან, ქცევა თქვენი მსგავს არის მამაცის რიცარისა, მხოლოდ გარეშე ყოვლისა ჩვეულებისა. გირჩევთ თქვენ თვით უთხრათ მას პირ და პირ.

- ვეცდები აღვიჭურვო გაბედვით, უპასუხა ანგლიჩანელმან მწუხარებით, და უკეთუ მივიღებ მისგან უარსა, ტყვიასა ვიკრამ წინაშე მისის სურათისა.

IV.

ორი დღე სერ დჯონმა თავდადებით თხუზა სტელლასთან მისაწერი წიგნი. მესამე დღეს მან მიუძახა მსახური თვისი.

- გამიგონე ვილიამ.

- მიბძანე ბატონო.

- მიუტანე წერილი ესე თვით სტელლას.

- ბატონი ბძანდები!

- ეს წერილი, ფული და კონა ვარდისა მიეც თვით მას.

- ბატონი ბძანდები.

- არ მოხვიდე უკან, ვიდრემდის არ მიიღო პასუხი წერილით.

- ბატონი ბძანდები.

IV.

თხუთმეტ მინუტში ვილიამ მივიდა სტელლას სადგომ სახლში, რომელიც ის იყო წარსული სხვაგან. ვილიამ უცდიდა საღამომდინ, იდგა შეუძვრელ კარებთან, ვითარცა მცველი, ვიდრე შვიდ საათამდინ.

ოდეს სტელლა დაბრუნდა შინ, ვილიამმა მისცა კონა ყვავილისა, ბუმაჟნიკი ფულით სავსე და წერილი.

წერილითა ამით ანგლიჩანელი მიიპატიჟებდა სტელლას თავისთან ლონდონს და ეფიცებოდა, რომ სერ დჟონ ღალიფაკსი მოიკლამს თავსა, თუ ვინიცობაა მიიღებს უარს.

ბუმაჟნიკი იყო ათი ათასი ფუნტი სტერლინგი (ესე იგი ექვსი ათასი თუმანი. მცირედ რამ მეტი.)

სტელლამ გაუშო თავისთან კონა ყვავილები და მიწერილი წერილი და ბუმაჟნიკი დაუბრუნა ვილიამს მე უცდი თქვენს პასუხს, უთხრა სტელლის მსახურმან და გულდამყუდროებით ჩამოჯდა კიბეზედ. სტელლამ იფიქრა, რომ მსახური იგი წავა თავის გზაზე, თვით შევიდა ოთახში. გარნა იმ ღამეს როდისაც იგი და მისნი მონათესავნი დაწვნენ დასაძინებლად, მოესმათ მათ კიბის მხრით დიდი ხმიანურობა, და გამოსცვივდნენ შესატყობად თუ რა მომხდარა. მდგმურთა რა ნახეს უცნობი ანგლიჩანელი, მწოლარე კიბეზედ, ცდილობდნენ მის გადაგდებას ეზოდგან, ნებით ანუ ძალით.

ვილიამ ებრძოდა მათ ღერკულესის მხნეობით. მას უკვე ჩეედვა ქვეშ ოთხი მოჭიდავე, და ყოველი მათ თქმაზედ, ხვეწნაზედ თუ მუქარობაზედ უპასუხებდა ერთსა და მასვე:

- ბატონი ბძანდები, რაკი მივიღებ პასუხს. სტელლამ მოიფიქრა, როდისაცკი იქნება მიეცემა ბოლო ვილიამის ჯიუტობას, დაუტევა იგი, მომრევი ყოველთა, მჯდომარე წამოსასხამით კიბის პირველ ასასვლელზედ.

გარნა ტერეზას ყვავილებით მყიდავს შეებრალა იგი მსახური და იფიქრა რომ იქნება არა ეჭიმოსრაო, ჰკითხა მას: გინდა რომ ჰსჭამო რამ?

- ბატონი ბძანდები, წამოსთქვა ვილიამმა ტერეზამ მოუტანა ფოდნოსით, ერთი მინა ღვინო, ორი გირვანქიანი პური, მეოთხედი ნაწილი ცხვრისა, ღორის ფეხი, ხილეული, ყველი და მინითაც ოტკა.

- ბატონი ბძანდები, განამეორებდა ანგლიჩანელი. ყოველივე ზემოხსენებული სანოვაგე შენთქვა თვალ დახამხამებაში. დარჩა მხოლოდ ჭურჭელი და ძვლები.

მადლობა მოახსენა ტერეზას და შესძახა, ბატონი ბძანდები. შემდეგ ვილიამ გაეხვია წამოსასხამში, დაწვა ადგილზედ და ამოუშვა ხვრინმა, რომელიც ისმოდა მთელ სახლში.

მეორე დღეს დილით სტელლამ ჰპოვა იგი უწინდელსავე ადგილს. ვილიამმა მიუშვირა ბუმაჟნიკი და წარმოსთქვა ჩვეულებრივ თვისივე ნათქვამი სიტყვა: ჰხ ბატონო, მიბოძეთმე პასუხი წერილით. სტელლამ იმაზედ პასუხი არა მისცარა, მაგრამ ვილიამმა მოაწყინა რა თავი თავისის ჩამოუცლელობით, გაჰყვა მონათესავეთ წირვაზედ.

როდისაც იგინი დაბრუნდნენ შინ საუზმის საჭმელად, ნახეს რომ ვილიამ იდგა თავის ადგილს ვითარცა მცველი, ერთი ხელი ჰქონდა გაშვერილი ბუმაჟნიკით და მეორით ითხოვდა პასუხსა.

ტერეზის ახსოვდა რა მისგან სყიდვა ყვავილთ კონებთა, აძლევდა ვილიამს საჭმელს და სასმელს, და ეს მსახური დაბინავდებოდა თავის ადგილს, მზგავსად მხედრისა, წყნარად ამღების ციხისასა. განვლო დღემ, და რაკი დაღამდა, განმეორდა მეზობლებთან იგივე ხმაურობა და ჩხუბი, გარნა ჩაივლიდა უბრალოთ.

VI.

მესამე დღეს სტელლას მოაგონდა შეძრწუნებით მოწერილობა სერ დჟონის ღალიფაკსისა.

„ორს დღეს შემდეგ თავს მოვიკლამ თუ მივიღებ თქვენგან უარს“ ქალი ესე გაიქცა ვილიამთან და მოწიწებით ჰკითხამდა მას:

- განა ბატონს შენს შეუძლიან აღსრულება თავის მუქარისა?

- რასაკვირველია ბატონო, მიუგო მსახურმან და მიუშვერდა ხელს ბუმაჟნიკით.

სტელლამ დახედა საათს და შეძრწუნდა. შემდეგ ამ გვარის ფიქრით ბრძოლისა, რომელიც გამოისახებოდა მის მშვენიერს პირზედ, აიღო კალამი და დასწერა მოჩქარებით.

„მოდით, სერ დჟონ და ნუ მოკვდებით“.

ქალს მისცა წერილი ესე ვილიამს და გამოართო ბუმაჟნიკი გაუშინჯავათ, და დაიჩოქა წინაშე მღვთის-მშობლის ხატისა, ევედრებოდა, რათა მან მისცეს დარიგებაი.

მსახური მსწრაფლ გაიქცა, წარმოსთქვარა დიაღ სერ და გაკურწყლა ქალაქისაკენ მზგავსად შვილდისრისა.

რა მოაწივა თავის ბატონთან ნახა, რომ სერ დჟონი ავსებდა დამბაჩის წინაშე სტელლის სურათისა.

VII.

განვლო რა ნახევარ საათმან, ანგლიჩანელი, მოხარული ვითარცა ყმაწვილი, შევიდა რომაელის ქალის სადგომში. - რაკი დაინახა სტელლამ იგი, ვერ ძალ-იდვა დაფარვა თვისის კმაყოფილებისა, ეშინოდა, რომ მის პასუხს არ დაეგვიანებინა. სერ დჟონი იყო მხოლოდ პირმკრთალი, ვითარცა მომაკვდავი, რაკი შეეხო ხელსა ქალისასა, მუნვე ჩამოჯდა სკამზედ და სუსტის ხმით წარმოსთქვა, გმადლობ.

შემდეგ რაოდენისამე წამისა ჰკითხა ანგლიჩანელმა ქალს.

- როდის წავალთ ჩვენ ლონდონს?

- პირველათ ვისეიროთ ვენეციის ქალაქში, უპასუხა სტელლამ თქვენ გსურდათ სიკვდილი სერ დჟონ, მე გიჩვენებ თქვენ თუ რაოდენი უძვირფასესია თქვენი სიცოცხლე.

- ჩვენ ვერ ვიცნობთ ერთმანერთს ჯერეთ, მაგრამ გავიცნობთ.

სერ დჟონს არ ეყურებოდა, თუ რას ეუბნებოდა სტელლა და წაჰყვა მას.

რასაკვირველია იგი წაჰყვებოდა მას უთქმელათ, ქვეყნის იქითაც.

პირველად სტელლამ წარიყვანა იგი და თავის ბიძის ქალი, მონაწილე მისის განზრახვაში, მახლობელ ადგილს, სადაცა იდგა სახე მადონასი

მადონა იყო შემკული ყვავილის კონებით.

- გეცნობათ ეს ყვავილნი? ჰკითხა ქალმა ანგლიჩანელს.

სერ დჟონმა შეხედა მას განცვიფრებით.

- ეს არის ორი კონა ყვავილისა, რომელიც პირველათ მე თქვენგან მიმიღია საჩუქრად.

- იგინი დამჭკნარან, მაგრამ ნაკურთხნი არიან აწ ანგელოზთ დედოფლისაგან.

- აწ წავიდეთ ვნახოთ, რაზედ არის მოხმარებული ფული, რომლითაც თქვენ ყოველ-დღე ჰყიდულობთ ყვავილებს.

ამ გზით, ტერეზამ წარიყვანა იგინი ბნელა ქუჩაში ქოხში, სადაცა იწვა მშობიარე დედაკაცი ახლად შობილის ყრმით.

- იგინი იწვნენ ჩალაზედ, უთხრა სტელლამ, მხოლოდ, თქვენ სერ დჟონ უყიდეთ მათ ქვეშსაგები. მიიღეთ მათგან მადლობა და კურთხევა.

საბრალო დედა ყრმისა წარმოსდგა ქვეშსაგებიდგან და ცრემლით დაუსველა ხელი უცხო ქვეყნის კაცსა, რომელიც აგრეთვე ცრემლეოდა, ჰსცქერიდა რა პატივის-ცემით სტელლას, და რა გამოდიოდა მუნითგან, საწყალის დედაკაცის სტოლზედ დასდვა ორი ოქრო. წარვიდეთ აწ სხვაგან ეტყოდა ყმაწვილი ქალი, თქვენ უწყით, რომ მე მიმიღია ასი კონა ყვავილისა.

- და თქვენ გაგიბრწყინვებიათ მით ასი მადონა? უპასუხა სერ დჟონმა აღტაცებითის სიამოვნებით.

- და მე მომირჩენია ასი სული უბედურნი თქვენის სახელით, დაუმატა რომაელმა ქალმა.

- მე მსურის მათ ყოველთ ნახვა, შესძახა სერ დჟონმა, შეშფოთებულმა გრძნობით, რომელიც თავის სიცოცხლეში არ ეგრძნო.

წარვიდნენ იგინი სხვა და სხვა საწყალთ ქუჩებში ვენეციის ქალაქისა; ეწვივნენ ავათმყოფთ დაბალ ხალხთ, დავრდომილთ მოხუცთ, უყურადღებობით დატევებულ ყრმათ, ქვრივთ, არა მქონეთ ცხოვრების ღონისძიებისა: იხილეს ამ გზით, ყოველ გვარი უბედურება, ვნებულობა, რომელიც განუშორებელი არს დიდთა ქალაქთა შინა; და ყოველ ადგილს ჰსჭვრეტდნენ ცრემლსა, ვედრებასა, ხმას მხიარულებისასა და მადლობასა.

ანგლიჩანელი იყო მკვდარი და სტელლა ეჩვენებოდა მას ანგელოზად.

- თქვენ ეძიებდით ბედნიერებას სერ დჟონ ჰსთქვა რომაელმა ქალმა, თავს ვიქებ, რომ გამცნე გზა მისი, გარნა ჯერეთ არ მოვრჩომილვართ. წარვიდეთ აწ შინ ჩემის ბიძის ქალთან.

VIII.

სტელლამ ამოიღო ზანდუკიდამ ბუმაჟნიკი, რომელშიაც იყო ათი ათასი ფუნტი სტერლინგი და უკანასკნელი კონა ყვავილისა.

- ამ კონას შევინახამ ჩემთვის, უთხრა ქალმა, და თუ თქვენ მოგეწონებათ დანიშნულობა, რომელსაც მივსცემ თქვენ ფულსა.

ანგლიჩანელს არღა ძალ ედვა, თავისა თვისისა შეკავება, დაიჩოქა წინაშე ქალისა, სთხოვა მიტევება, რომ ვერა სცნა იგი, რომ მოექცეოდა მას, ვითარცა საგანსა მხატვრობისასა, რომ უპატიო ჰყო თვისის მოქმედებით, რომელიცა არა იყო შესაფერ მის ქალის გრძნობისა, და სასასრულ ევედრებოდა, რომ მიეღო თხოვა მისი, წინარედვე განცხადებული, სიმდიდრე და სახელწოდება.

- ქორწინებაა? უპასუხა სტელლამ ღიმილით, და ალერსით აღადგენდა სერ დჟონს დაჩოქილს; თვით ამ საგანზედ მე მინდოდა თქვენთან მოლაპარაკება. მომყევით მე.

IX.

რომაელმა ქალმა მოიყვანა ანგლიჩანელი ერთს მცირედს ოთახში, მეორე ატაჟში იმავე სახლისა, სადაცა იდგა სტელლა; და აი, რა ნახა მან იქ: უუმოხუცესი დედაკაცი, ყმაწვილი-კაცი და ყმაწვილი ქალი მჯდომარენი გარემო სტოლისა.

დედა სუსტდებოდა, როგორც სჩნდა ქვეშე მწუხარების ტვირთისა, რომელიც უაღრესობდა ძალსა მისსა, ყმაწვილნი ვაჟ-ქალი ნუგეშს ჰსცემდნენ მას, გარნა თვითცა ვერ ძალედვათ ერთმანერთის შეხედვა უცრემლოთ. სანახავ იყო ფრიად მეტად შესაწუხებელი, რომ ყმაწვილი კაცი და თვით ყმაწვილი ქალიც წარმოადგენდნენ აღვსებულ სილამაზესა, ძალსა ნარნარონასა და მშვენიერენასა. ყმაწვილი იგი ქალი ემსგავსებოდა ტერეზას რომელიც სიმშვენით აღემატებოდა თვით ტერეზას; ყმაწვილი კაცი, ხორბლის ფერი, დიდის შავის თვალებით, ხუჭუჭის თმით მხრებამდის და კეთილშობილურის პირის სახით; ზღვის ტანისამოსით ტიტველის ფეხებით წარმოუდგენდა მეხსიერებაში თვით სერ დჟონს, დავითის და ლეოპოლდის ოობერსსა.

- სერ დჟონ, ჰსთქვა სტელლამ უხუმარის სახით: მაქვს პატივი წარმოდგენად ჩემის მამიდისა, ჩემის ბიძის ქალისა და მისის საქმროსი.

დჟოზეფა და მარიო იქნებიან უთუოთ უბედნიერესნი შორის მომაკვდავთა ვენეციის ქალაქსა შინა, უკეთუღა ძალედვასთ ერთმანეთთან შეერთება საუკუნოთ; გარნა მამა მარიოსი სთხოვს მზითევს სამს ღონდოლს, რომელიც შეადგენს თქვენს ანგლიურს ფულს ხუთას ფუნტ სტერლინგს. მამიდა ჩემს არა აქვს არცა მცირედი შეძლება; დჟოზეფა მუშაკობს მხოლოთ ხლსაქმით: მათ არცა ძალუძსთ მოფიქრება, რომ ოდესმე მათ შეეძლოსთ ქონება ესოდენის ფულისა. მარიომა გადიწყვიტა თავის ფიქრში, რომ მოიპოვოს ქონება ესე, რომლის ღონისძიებითაცკი იყო: ხვალ მიემგზავრება იგი კალიფორნის გზაზედ, იქნება ხომალდის მატროსათ, და ადგილობრივ რომ მივა, მადნის მთხრელ მუშაკათ. ან მოკვდება იქ, ან მოვა ფულით; უკეთუღა მოკვდება, მაშინ ჩემი ბიძის ქალი ვეღარ შესძლებს სიცოცხლეს უიმისოთ.

- გნებავთ. თქვენ სერ დჟონ, რომ მე იგინი მოვარჩინო უბედურებისაგან? თქვენ ფიქრობდით ეს ორნი მყვარებელნი. თქვენ დაგრჩებათ თქვენის ფულიდამ ცხრა ათას ხუთასი ფუნტი სტერლინგი, და ჩემი საუკუნოთ მადლობა. დააბოლოვა ამით სტელლამ უბნობა თვისი, უბრუნებდა რა ანგლიჩანელს თავის ბუმაჟნიკს სავსეს საუნჯით.

- სად და როდის შემიძლიან თქვენი ნახვა ჰკითხა ღალიფაკსმა, შემბრალებელმა, აღჭურვილმა მხიარულის გულით.

- რომის ქალაქში, ჩემს მშობელს დედასთან, რომელიც მიმელის მე და, რომელსაც ვაცხოვრებ მე ჩემის ხელობით, როდისაც თქვენ გნებავსთ და როდისაც თქვენ მიხვდებით სრულად მხიარულებას ქრისტიანულის მოწყალებისასა.

სერ დჟონი ამ თქმაში მობრუნდა და მისცა ბუმაჟნიკი სავსე ფულით დჟონეფას.

სტელლამ და სრულიად მისთა მონათესავეთა დაიჩოქეს.

ბატონო სერ, შემოიძახა ამავ მინუტს ვილიამ შეაღებდა რა კარებს, ცხენები მზათ არიან, და თვით მხატვრობაც მირიანისა ჩამიწყვია, როგორც მქონდა მე თქვენგან ბძანება.

- მე დამრჩება მაინც სურათი, შესძახა ანგლიჩანელმან, რომელიც სულს ვერ მოიბრუნებდა ტირილით და გამოვარდებოდა გარეთ.

X.

ერთს თვეზედ მარიომა შეირთო დჟონეფა, და ნაცვლად სამის ღონდოლის, მოიპოვა სამოცი, რომლითაც იქნებიან მაძღარნი ას ოცი უბედურნი, საწყალნი.

სტელლამ წაიღო თავისთან რომის ქალაქს უკანასკნელი კონა ყვავილისა სერ დჟონისაგან ნაჩუქები, სადაც უწინდელსავით პატიოსნად მსახურებს დასახატავად, გასამხიარულებელად ყოველთა მხატვართა.

გარნა ჰგონებენ, რომ იგი მალე დაუტევებს თავის ხელობას, ამიტომ რომ რომის გაზეთში იყო დაბეჭდილი ამ დღეებში შემდგომი ცნობა:

საუკუნო ქალაქში მრავალს უბნობენ ამ ახლო-მახლო დროს მომხდარ ვითარებაზედ: მდიდარი ანგლიჩანელი სერ დჟონ ღალიფაკსი მოინათლა ფრანგათ, მიმრქმელად მისსა იყვნენ გამოჩენილი და ნასახელებელი ვენეციის მხატვარი მარიანი და ყმაწვილი ქალი სტელლა, რომელსაცა უწოდებენ აწ მუნ რომის მარგალიტად.

ესე მოთხრობა გადმოვთარგმნე აწინდელის 1860 წლის №9 ინვალიდის გაზეთიდამ.

ალექსანდრე ზაქ. ძე სულხანოვი

მარტის 4-სა დღესა.

ქ. ალექსანდროპოლი

10 სალაყბოს ფურცელი

▲back to top


სალაყბოს ფურცელი

(ქ. ტფილისს 1860 წელსა. მარტის 20-სა.)

(მიზეზი მოლაყბის გაჩუმებისა. ავათ მყოფობა მოლაყბისა და უცნაური ცივება. მებუკეებთაგან მოლაყბის შემწეობის მიცემა. საკვირველის სიზმრის მოთხრობა. ქაჯეთის ქვეყანა და რჩევა ქაჯებისა.) „ვაი თქვენ ფარისეველნი და მოძღვარნო, რამეთუ მშიერ ვიყავ და არა გამომზარდეთ მე, სნეულ ვიყავ და არა ნუგეშ მეცით...“ ვიდრე კაცი ცოცხალია და ამასთანავე წელიც მოსდევს ყოველის შესტრფის, ყველა დახარის, ყველა უცინის და ყველა გულითადი მეგობარია რაკი ღონე გამოელია, რა რომ წელი მოსწყდა და საფანელი შემოაკლდა, რაკი მოკვდა, გათავდა. განსვენებულიშეკსპირი გვიწერს პირველი ანგლიის პოეტი, თავისს გამლეტში „მოკვდა და დაფლესო, დაფლეს და დაივიწყესო!“ დიდი ჭეშმარიტებაა! საყვარელნო მკითხველნო! საკვირველია? ერთხელაცარი როგორ არ გაიარეთ სალაყბოს მეიდანზედ და არ შენიშნეთ, რომ აგერ რამდენი ხანია აღარ დამტკბარა თქვენი მოლაყბე თავისის საყვარელის სალაყბოს ნახვით, სადაცა შემეძლო ბევრის კარგის და ბევრის ავის შეტყობა, რომელთაცა რასაკვირველია მაშინვე თქვენი მოგახსენებდით. გაოცდებით და იკითხავთ მიზეზი ნეტა რა იყოვო? რომ მოგახსენებთ დამნაშავენი ვართ, მერე რამდენ გზის? მილლიონჯერ! წინაშე მამულისა, წინაშე მოყვასისა და ამაზედ მეტი რაღა გინდათ საღმრთო სიტყვისა: „ჭირსა შინა მხადე და მე აგღიარო შენ...“ უკაცრავათ კი ნუ ვიქნები და, მგონია ჩვენი წინაპარნი ასე არ აღსრულებდნენ თავიანთს მოვალეობასა!... კარგათ იცით და დარწმუნდებით, რომ მიყვარხართ ქართველები, და ყოველივე ჩემის სრულის გონებით, მაშასადამე მოვალენი იყავით მოგეკითხნეთ ბძანებთ, სად მოგვეკითხნეთ, რომ ბინა არ ვიცოდითო. სადა? თუ გული გულობს, ქადა ორის ხელით იჭმევაო, ანდაზად თქმულია.თქვენ ხომ არ მომიკითხეთ და, ისევე მე მოგიკითხამთ. მე, საწყალობელი და ჩემის საზოგადოებისაგან განსდევნილი; მე, რომელსაცა ლაპარაკისათვის ქვით ჩაქოლვისა მზგავსად, მევე მოგიკითხავთ. მაგრამ პირველად ესკი უნდა მოგახსენოთ, რომ (კი არ მომერიდნეთ, ღმერთმა ხომ იცის შესაყარი არა მჭირებია, ერთი უსაშინელესი ცივება შემამიდგა. იმისთანა ცივება, რომ... როგორ განიშნოთ?... ჰო! თუ ბძანებულხართ როდისმე და შესწრებიხართ იანვრის თთვეს პეტერბურღში, სადაცა თქვენის კბილების ლაწილუწის ხმა ზეცამდინ აღწეულა, სწორეთ იმ გვარი. აი დასწყევლა ღმერთმა! მერე რა ცივება, ექვსის თთვისა, ექვსის კვირისა, ექვსის დღისა, ექვსის საათისა, ექვსის მინუტისა და ექვსის წამისა! არა, განა ცივებასაც საოფლესავით ვადა ჰქონია? მაგრამ რა, რას ვანბობ? რას არ შევესწარით უცნაურს ჩვენს დროში? იმისთანას რას იტყვით, რომ ჩვენს დროში შეუძლებელი იყოს? თქვენ ხომ არ დაიჯერებთ და, აიმე კიდევ რა შევნიშნე ახლა, ამ დროში, კაცის კუდი ძაღლს გამობმია და ძაღლისა კატას, და ვინ იცის ვისი ვისა!!! ჰო, დიახ! დიახ! დამიჯერეთ მეთქი,სწორეთ ცივება მჭირდება, როგორც მოგახსენეთ ზევით. ეს დრო დიდი მომაკვდინებელი დრო გახლავსთ ბატონებო ავათმყოფისათვის ესე იგი სნეულისათვის. კეთილათ წარუმართოს ჩემს ამხანაგებს ათთ მებუკეებთ. უნდა იცოდეთ, თუ როგორის გულმტკინველობით და ზრუნველობით თავს დამტრიალებდნენ, რაც შეეძლოთ მივლიდნენ და მიფრთხილდებოდნენ. ეკკლესია არ დარჩენიათ, სადაცა ჩემთვის ქართულს ენაზედ პარაკლისი არ ეხდევინებინოთ. აქიმები ხომ სულ შეაჯერეს ჩემის გულისათვის, თუმცა მაგდენს შვებას თავიანთის წამლობით არას მაძლევდნენ. რომ მეთქვა თავი მტკივა მეთქი, ისინი ფეხზედ დასადებს მაძლევდნენ. ესეც თქვენი აქიმები!... ისევე ღმერთმა უშველოს მებუკეებს, ამათ მომარჩინეს, მოდი და ახლა გამკიცხეთ, თუ რათ მიყვარან ესენი? თუ ესენი არ შემხვდროდნენ, აქამდინ ცხრაჯერ ტყავს გავჭიმამდი, მაგრამ მგონია ბევრნი კი იტყოდნენ, ძლივს არ მოვრჩით და მოვისვენეთო! ასეთი რამ გაგვეხარდეს, რომელიც ჩვენც არ გადაგვხვდებოდეს თავზე. ან რა შვება იქნებოდა, როდესაც რომ ჩემნი ამხანაგები ჩემს მაგიერად, ჩემზედ უკეთეს ამოირჩევდნენ. ახლა ეს უნდა მოგახსენოთ, თუ როგორ გაიარა ჩემის ავათ მყოფობის დრომ? ღმერთმა აშოროს ყოველს მომაკვდავს! ჯერ ერთი ეს უნდა მოგახსენოთ, რომ სიცხე მქონდა გაუყრელი, თვითქმის ახლაცკი ძარღვებში ჰსჩანს იმის სასტიკ მოქმედების კვალი. როგორც მოგეხსენებათ, სიცხემ ცოტა ბოდვას იცის და, თურმე ვინ იცის რასა ვბოდავდი. ეს რასაკვირველია, ბორანს რომ იტყვიან, იქიდგანაც წარმოსდგებოდა. სიზმრებს ხომ ნუღარ იტყვით. ოჰ! ღმერთო დიდებულო! რა სიზმრებსა ვხედავდი ხოლმე! სხვათა შორის ვნახე, ერთი საშინელი სიზმარი: ვითომც ქაჯეთის ქვეყანაში ვიყავი, სწორეთ ქაჯეთის ქვეყანაში, საითკენაც მივიხედავდი, სულ ქაჯებით სავსენი იყვნენ. ჯანი წასვლოდათ იმ ქაჯებს, დაეხსენი ყოფილიყვნენ, თქვენ ეს მიბძანეთ მე ვინ ვიყავ? ვინა ვბძანდებოდი იმათ შორის? ვინა ვბძანდებოდი და, მაიმუნი! დიახ, სწორეთ მაიმუნი. ორანგუნტანგების ნათესავთაგანი. აი დასწყევლა ღმერთმა! ყელზედაც რამდენიმე თოკი მქონდა მობმული და წვერები რამდენიმე ქაჯს ეჭირა, ვინც საით მიმწევდა და ვინც რას მიბძანდებდა ისე უნდა შევმხტარვიყავი. უნდა გენახად როგორა ხტოდა თქვენი მაიმუნი მოლაყბე. მოდი და ნუ იხტუნებდა, ასეთი სახრეები ეჭირათ ხელში და ასე მაშინებდნენ, როგორც კამბეჩებს იფნის სახრით აშინებენ ხოლმე ჩვენ კაცებში. ამ ხტომის დროს, ღმერთმა მიბრალა და ერთს ქაჯთაგანს აკი თოკი გაუწყდა მოგეხსენებათ, ორანგუნტანგების ჩამომავალს მაიმუნს ცოტა არ არის რომ წინდა ჰაერი უყვარს. რა რომ ეს ვნახე, ერთს ქაჯს თოკი გაუწყდა, რაც ძალა მჰქონდა გავიწიე და სხვათაც დაუწყვიტე თოკი, დავწყვიტე თუ არა, ვეძგერე ერთს მახლობელს ტყეს, სადაც რამწავს შეველი, ისეთი წმინდა ჰაერის სუნი მომხვდა, რომ კაცს მცნებას დაუფანტამდა, ამას გარდა, ფრინველების ჟივჟივმა მთლად გადამრიეს! ერთის სიტყვით უნდა ვსთქვა, რომ ეს წმინდა ჰაერის მექონე ტყე, ყოვლის სიკეთით სავსე იყო, მხოლოდ აკლდა ერთი. რა? განა არ იცით, რომ ყოველივე მშვენიერების წარმოდგენა მდგომარეობს საზრდოში. იქამდისინ დავტკბებოდი ამ ტყის კეთილსურნელებით და მშვენიერებით, მინამ მუცელი გრიალს დამიწყებდა. რაკი მუცელმა გრიალი დამიწყო და კუჭი დამეწო, მაშინ აღარაფრათ მეჩვენა. რა მექნა? ამ ალაგს არ მოიპოვებოდა ის საზრდო, რომელსაცა შემაჩვიეს იმ წყეულმა ქაჯებმა, რომელნიცა მათამაშებდნენ თავიანთს დუდუკზედ, ან რომ მცოდნოდა, როგორ გამოვექცეოდი, დაეხსენ რაც უნდა სასჯელი მოეყენებინათ, კუჭი რომ არ დამეწოდა. მაგრამ საღმრთო სიტყვამ? საღმრთო სიტყვამ მომცა ძალა, რომელსაცა უფრო ვემონე და რომლის მიხედვით მივმართე ტყეს: „მიხედეთ ფრინველთა, რომელნი არცა მკიან, არცა ლეწვენ და მამა მათი ზრდის მათ, ნუ თუ თქვენ უმჯობეს არახართ მათზედ?“ შიმშილი ძნელია! ისევ უნდა მომენახა ადრინდელნი ჩემნი მფლობელნი? მაგრამ რას იტყვით, რომელთანაც კი მიველი, წიხლი მკრა და გამომაგდო, ჩვენი ურჩი თუნდა მაიმუნი იყოს, თუნდა ჯანბაზი არ გვინდაო! წადი და გამოსცადე თავისუფლების ნაყოფიო! განა ამ დღესაც შევესწარ, რომ შინაც არავინ მიშვებს მეთქი, ვიძახდი, დავდიოდი. და ამ სიარულში შევეფეთე უცებ ერთს ქაჯთა კრებას. რა კარგათ დავაცქერდი, აქ მარტო ქაჯები კი არა, ეშმაკები და ტარტაროზებიც მრავალნი იყვნენ. რჩევა ჰქონდათ, როგორა ვქნათ, რომ ურჩნი ორანგუტანგების ჩამომავლობა გავასწოროთო, ამისათვის დაასკვნეს ასე, რომ ამოერჩივათ თავიანთგან ერთი მეუფროსე, რომელსაცა ჰქონოდა უფლება ორანგუტანგებზედ განმგებლობისა ამას უნდა ჰყოლოდა რამდენიმე სანადირო მწევრები. ეს რო შევიტყე, ღმერთო შეგცოდე ნეტავი მეც ერთი მწევართაგანი ვიყო უფრო მუცელი მაძღარი მექნება მეთქი: ზოგჯერ საკვირველია, ნატვრა აღსრულდება ხოლმე, არ ვიცი ამ ნატვრის კანონით, თუ სიზმრის ჩვეულებით, და იქნება განგებათაც, უცებ შევიქენ მონადირე მწევარი. დიახ, სწორეთ მონადირე მწევარი! (ეს გიკვირდეთ, რომ უფრო სხვა საზიზღარი პირუტყვი არ შევიქენ საზიზღარის სიზმრის მიხედვით) აბა დრო ახლა ჩემია მეთქი ვიფიქრე და გავერიე ამათში, რომელთაცა კიდევ ამოარჩივეს ერთი თართაროზი, რომელსაც რა ჩემის მწევრობის სურვილი გამოუცხადე, ჯერ თავიდან ფეხამდინ სინჯვა დამიწყო და შემდგომს გულმრისხანედ მიპასუხა! შენ არც მწევრათ ივაგრებო, არც მაიმუნათ და არც ტაკიმასხარათაო. თავი დაუკარ და გამოვბრუნდი. რომ მოვდიოდი, ერთი ჩემსავით ოხერი შემხვდა, რომელსაც რა შევსჩივლე ჩემი თავის გარდასავალი მითხრა, ვერ მოქცეულხარ შენ სულელო კარგათაო, რატომ არ იცი რომ, ის თართაზორი ქრთამის მოყვარეაო. თორმეტი კალოდი ქაღალდიცარი რომ მიგეტანა ქრთამათ, უთუოთ თავის მონადირე მწევრებში გაგრევდაო. ეე! განა ქაჯეთშიაც ქრთამების ამღებნი არიან მეთქი ვფიქრობდი და მეტის განკვირვებით თვალები რომ გავახილე ჩემი თახჩის წიგნაკებიკი მომხვდა თვალებში. დასაწყევლა ღმერთმა, აქ ჩემს თახჩას და წიგნებს რა ადევს მეთქი. ყურები, ცხვირი, დავისრისე და ვნახე რომ ესკი სიზმარში არ გახლდათ, თურმე გამომღვიძებოდა. თვალები რომ გავახილე, სწორეთ პირ და პირ თახჩაკი დამხვედროდა! ბევრი ამისთანა რაღაებიც ვნახე სიზმარში. მაგრამ რას ვანბობ, ეს ქვეყანაც სიზმარია, ამ ქვეყანაშიაც კაცი ბევრს ამისთანაებს ხედამს. მაშასადამე სიზმარში სიზმარს მოგახსენებთ. ზოგი შემდგომში გახლდეთ თუ არ მიწყენთ, ჯერ ბევრი სათქმელი მაქვს თქვენთან.

მოლაყბე.