![]() |
ცისკარი №8 (1852) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსთ თხზულებანი |
▲back to top |
![]() |
1.1 * * * |
▲back to top |
* * *
უწყალოვ სიყვარულო რათ მკოდე ესდენ ძნელად,
რისთვისა მყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად,
რად მიჩვენე შვენება გულის დასატყვევნელად,
სახე სხვათა სახეთა შობილი დამჩაგვრელად,
ვიცა მისი იხმარე შვილდი ჩემად საწყვლელად,
და ინდელნი ლესულნი საკვდავად განსაფხვრელად,
გრძეულთა მათ მახვილთა ესე რა ჰსჭირვებიან,
ყოველნი მათგან კოდილნი მათვე ემსჭვალებიან,
გული მიწყლეს გრძნობანიც სრულიად მათკენ რბიან,
ესე რაზმცა ჰსწყურთ სისხლი რაზომსაცა ვნებიან,
თვით გონებაც მათ მიზდევს ვაი რჩომილსა ხელად,
მათ მოსისხლეთა ჩემთა, ოდეს განვიცდი თვალით,
მივზიდულვარ მათდამი უხილავისა ძალით,
ხან აღმიტაცებს თრთოლვა, ხან შმაგი ცნობა მყარით,
ხან უძრავად ვმდუმარებ დავიწვი ცეცხლის ალით,
ოხვრაღა მაქვს სიცოცხლის ნიშნად შესამცნებელად,
ოდეს ვშორავ მას მიზეზს ჩემისა ვალალების,
სოფელი მჩანს სამარედ სადგურად ოდენ მკვდრების,
ვრბი დამსდევენ დასები სევდისა მწუხარების,
მასვე საგანს ვეძიებ გარნა ვერსადა მხვდების,
სულთქმა ქუხს ჰსწვიმენ ცრემლნი დღე შემექნების ძნელად,
ბედნიერნო ჭაბუკნო თუ გსურდესთ დაცვა გულთა,
ეკრძალენით ვარდ ზამბახთ საროზედ აღზარდულთა,
თვარა თვთავე თქვენთა მათ მიერ მიზიდულთა,
ძალუძსთ მონად ქმნად თქვენი ვითა ტყვეთა მისყიდულთა,
ვეღარ გისხნისთ ჩივილი გინდა სხდეთ ჩემებრ მთქმელად.
თ.ა.ჭ.
![]() |
1.2 * * * |
▲back to top |
* * *
შენთან არსგული მნათობო ვიყო სადგინა,
გინა ვის ვსჭვრეტდე მნათობო შენ მიდგ თვალ წინა,
ან მე ვითარ მჭირდეს შენს მტრფობს ესრეთი თმობა,
ანშენ რად გიკვირდეს ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა,
ოდეს ღიმილი მნათობო განგიპობს ლალთა,
მარგარიტთ მჭვრეტელთ მნათობო გეშურვი თვალთა,
ან მე ვითარ მჭირდეს...
როს საროს რხევა მნათობო წარმოგიდგების,
ცნობა მელევის მნათობო ოხვრა ხშირდების,
ან მე ვითარ მჭირდეს...
ბროლის ფიცრისა მნათობო მახელებს ცნობა,
მომკლა ძებნამან მნათობო და სად არს პოვნა,
ან მე ვითარ მჭირდეს...
აწ არქვი პყრობილს მნათობო თუ რასა ჰყვედრი,
სურვილსა მისსა მნათობო ვერ ერჩის ხვედრი,
ან მე ვითარ მჭირდეს...
თ.ა.ჭ.
![]() |
1.3 * * * |
▲back to top |
* * *
ჟამნი რბიან შენცა მელტვი სულგრძელო საყვარელო,
როს მომიხვალ როს დამატკბობ ეჰა წამო სანატრელო,
- ბაგე ვარდო ნამით სველო, სულნელთა გამომსუნთქმელო
შუქმან შენმა განმანათლოს სპეტაკო ზამბახ-ველო,
ცრემლნი ჩემნი არს გულისად ვერას აკლებს ძალსა წვისას,
ესე ცეცხლი ვერვინ აქროს ართუ შენვე აღაგზნებელო, ბეგე ვარდო...
მზეს მიხედე მარად დილით ცრემლს ვით უშრობს მდელოთ სხივით,
დილა ჩემი როს გათენდეს პირობადრო და ნათელო,
ბაგე ვარდო...
თვალნო რაზომს ღვრიდე ცრემლთა გმართებს მისთა ვერ მჭვრეტელთა,
გონებაო შენ რად შმაგობ მისგან განუშორებელო,
ბაგე ვარდო...
გაქვს ნამდვილი ტრფიალება, მოშორვებით არ განქრება,
რაზომც მელტვი უფრო გეტრფი სახილველად სასურველო,
ბაგე ვარდო...
საუკუნოდ გინდ პყრობილი, უწამლოდ ვკვნესდე კოდილი
ტანჯვისათვის ვინ გრქვას შაბაშ, თვით განსაჯე ულმობელო,
ბაგე ვარდო...
ესდენ სულთქმა ესდენ ვანი, ესდენ ოხრვა და მოთქმანი,
თუმცა გესმა რად არ მეტყვი ვიგრძენ კმარა ზდუმენ ხელო,
ბაგე ვარდო...
თ. ა. ჭ.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ამალათ-ბეგი |
▲back to top |
ამალათ-ბეგი
თავი 9
დასამშვიდებლათ აღრეულთ დაღესტანელებისა, პოლკოვნიკი 3-ის. პოლკით იდგა სოფელ კაფირ კუმუხში ლაგერათ, ამალათის კარავი დადგმული იყო გვერდზე, პოლკოვნიკისა, და ჩვენი საფირალი ხალიჩაზე გაჭიმული, ყლურჭამდა დონის ღვინოს არ დასდევდა წინასწარ მეტყველის ყადაღას, ამალათ-ბეგი, გამხდარი, გაყვითლებული, დაფიქრებული იწვა, ნაბადზე თავი მიყუდებული, და ჩიბუხს ჰსწევდა განვლო უკვე სამი თვე მას აქეთ, რაც ის იყო სამოთხიდან გამოძეებული, დასდევდა, ატრიადს იმ მთების ახლო, სადაც გული მისი მიჰფრინამდა და ფეხი ვერა ბედამდა გადადგმასა. სევდას დეენდო იგი, მწუხარება აეშალათ და ნაღველი თავის სიყვარული შეეწირა მსხვერპლად რუსებს და ეტყობოდა რომ აყვედრიდა მაზედ ყოველს რუსს. უკმაყოფილება ყოველს სიტყვაზე ეტყობოდა, ჩნდა ყოველს შეხედვაზე, „კაი რამ საძინელია, ღვინო?“ ბეჯითათ სცლიდა სტაქნებს და ამბობდა თავისთვის... საფარ-ალი „უთუოთ მაჰხმადს, არარატის მთაზე თხლე შეხვედრია, აუკრძალამს ყურძნის წვენის სმა მართლ მადიდებელთათვის. სწორე გითხრა, თითო იმისი წვეთი, ასეთი ტკბილია, თითქო ანგელოზებს სიხარულის ცრემლები ჩაუსხამთ მინაში. აბა ერთი სტაქანიც გადაჰკარ ამალათ-ბეგო? გული შენი ბურვივით სუბუქათ ზეიდან მოუცურდება ღვინოს. იცი რა სიმღერა თქვა ღვინოზე ჰაფიზმა!...
- „მითომ შენკი იცი? თავ ნუ მაწყენ, ჩემო საჶარ-ალივ, შენის ლაზღანდარობით, ნურც საადის და ჰაფიზის სახელის ხსენებით.
დიდი რამ საქმეა! მე ხუმრობა, რომ ჩემი მოგონილიც იყვეს, საყურე რომ არ არის, ყურში გაგეყაროს ეგ კარგია, როცა შენ მოჰყვები ზღაპარს მეფა სულთანეთაზე, პირში შემოგცქერი, თითქო ისე მეოინე იყო, რომელიც ცეცხლსა ჰყლაპამდა და ყბებიდან გამოულეველ ლენტებს ახვევდა. შენ სიყვარული გაყბედებს, და მე დონის ღვინო: ამაში ქვითები ვართ! აბა ერთი, რუსების სადრეგრძელო!“
- „რატომ აგრე შეგიყვარდა შენ ეს რუსები!“ „ესა თქვა უფრო კარგი არ არის, შენ რათ შეიძულე ესენი?“ –„იმიტომ, რომ ახლა დაახლოვებით გავიცან. ჰსწორე გითხრა ვერაფრით ვერა ჰსჯობიან ჩვენ თათრებს, სარგებლობის მოყვარე ეგენიც არიან, ერთი ერთმანეთის მოჯიბრეები; მათ ცონარეობაზე რომ თქმა არ უნდა. ცოტა ხანია რაც აქაური მფლობელები არიან, აბა რა ჰქმნეს კეთილი, რა მყარი რჯული დადვეს, რა სასარგებლო ჩვეულება შემოიტანეს, რა გვასწავლეს, რა გააკეთეს, ან რა ააშენეს საკვირველი! ვერხოვსკიმ მასწავლა დამანახვა ნაკლულოვანება ჩვენის ხალხისა, მაგრამ იმასთან დავინახე, ეგრეთვე ნაკლულოვანება რუსებისა, რომელთაც უფრო არ მიეტევება, რადგან იმათ იციან სასარგებლო საქმე, გაზდილან კეთილ მაგალითზე, და აქ, თითქო დავიწყებიათ თავიანთი დანიშნულება, თავისი მოქმედი ბუნება ეგენიც მდაბალნი არიან ვითარცა პირუტყვნი.
„იმედი მაქვს მაგ რიცხვში ვერხოვსკის არ აგდებ!“
- „ეგ არა და სხვებიც არიან საანგარიშო ცოტა მოგროვდება მაგრამ მაგისთანანი მერე ბევრნი არიან!“
„ანგელოზებიც ვიცით რაერთია, ამალათ-ბეგო, მაგრამ სწორე გითხრა, ვერხოვსკი სალოცავი კაცია თავის სიმართლისა, სიკეთისათვის, აბა თუ ან ერთი თათარი იტყვის, მაგის ურიგობას?... ან ერთი სალდათია, რომ მაგისთვის სული არ გაიღოს?... აბდულ-ღამიდ! ღვინო კიდევ! ხა! ვერხოვსკის სადღეგრძელო იყოს!“ - ხელი აიღე, მე ეხლა მაჰმადის სადღეგრძელოსაც არ დავლევ!
„თუ შენი გული ისე შავი არ არის, როგორათაც სულთანეტას თვალები, უსათუოთ დალევ ვერხოვსკის სადღეგრძელოს. თუნდა წითელ წვერა დერბენდის შადილების ახუნდიც აქ იყოს, თუნდა რაც იმამები და შიხები არიან მე მგონი კი არა ლოკვდენ გაგლეჯდენ მაგისთანა რჯულის შეგინებაზე!“
- „არ დავლევ მეთქი, გეუბნები“.
„გამიგონე, ამალათ! მე შენი გულისთვის მზა ვარ დავათრო ეშმაკი ჩემის სისხლით, და შენკი ჩემი გულისათვის არ გინდა ერთი სტაქანი ღვინო დალიო?“
- „ესე იგი ეხლა არ დავლევ; და ამისთვის არ დავლევ, რომ არ მინდა, და იმისთვის არ მინდა, რომ სისხლი უღვინოთაც მიდუღს როგორც დაუმდგარი ბოზა“.
- „ტყუილი მიზეზებია! დალევის ხამები არა ვართ, და არც მარტო ეხლა გვიდუღს სისხლი... შენ ესა ჰსთქვა, ის არა ჰსჯობია, რომ პოლკოვნიკზე გაჯავრებული ხარ?“
- ძალიან გაჯავრებული ვარ!
„არ შეიძლება შევიტყო, რაზე?“
- „ბევრს რამედმე.დიდი ხანია რაც დაიწყო გარევა საწამლავის წვეთ წვეთად მეგობრობის თაფლში... კიდეც დამალევინა წვეთით და გადმოვიდა ფიალით. მე მძულს ძალიან ნახევარზე თბილი მეგობრები! რჩევაზე ძალიან იაფია არც დარიგებაზე არის ძვირი, ესე იგი, ყველაზე, რაც არაფერი შრომათ არ უღირს“.
„მიხვდი! მიხვდი! უთუოთ ავარიაში არ გაგიშო შენა?“
- „შენ უნდა ჩემი გულის პატრონი ყოფილიყავ და მაშინ მიხვდებოდი რაც ძნელი გასაგონი იყო უარის თქმა, რამთენი ხანი მატყუა და ბოლოს თჳთ უკანასკნელი თხოვნა არ შეისმინა შემუსრა, როგორათაც მინის ყალიონი მტვრად გარდააქცია, სასურველი იმედები.
თუ ახმედ-ხანი არ დალბილებულიყო, არ გამოგზავნიდა და შემოსთვლიდა, რომ ჩემი ნახვა სურს, მე არ უნდა წავიდე, არ უნდა მივფრინამდე სულთანეტასკენ?“
„შენი თავი იფიქრე იმის ალაგს და მერე თქვი, თუ შენც ისე არ გაიქცეოდი!“
- „არას დროს. იმავ თავით ვიტყოდი!
ამალათ! ჩემგან შემწყობას ნურას მოელი! ან ახლა ვითხოვ თუ, მაგისგან შემწყობას: ხოლოთ იმასა ვთხოვ ჩემ საქმეში ნუ ერევა, მაინც არ იშლის ჩემ სიხარულს მზე ეფარება, გარწმუნებ, რომ მონაწილეობით ჰსჩადის, რომ შემდეგისათვის სასარგებლო იქნება!... ესე სხვა არაფერი, ის არის რომ ბანგს მასმევს უნდა დამაძინოს მაგითი?
„არა, მეგობარო... რომ კიდეც აგრეც იყოს, ბანგს იმისთვის გასმევენ, როგორათაც კაცს სატკივარის პატრონს და უნდოდეთ იმ დაჭრილობის მორჩენა. შენ მარტო შენს სიყვარულს ჰფიქრობ, ვერხოვსკი კი თავის თავისა და შენს, პატიოსნებას უფთხილდება, არ უნდა რომ ჩირქი რამ მოეცხოს, ხომ იცი რა ერთი მტერი გახვევიათ. დამიჯერე მე, რომ უსათუოთ მოგარჩენს შენისსატკივრიდან, როგორც უნდა იყოს,
- „ვინ ეხვეწება ჩემ მორჩენას? ეს ღვთიური ავატყოფობაა, სიყვარული, ჩემი ნეტარებაა, ვინც იმას წარმტაცებს, თუნდა გული ამამგლიჯონ ერთია, რა ვქნა რომ ჩემმა გულმა ბარაბანზე დაკვრა არ იცის?“
ამ დროს ერთი, უცნობი თათარი შევიდა კარავში, ეჭვიანის თვალით მიიხედ მოიხედა, და მძიმეთ თავის დახრით ამალათ დაუწყო წინ, ქოშები. აზიურს ჩვეულებაზე ნიშნად, რომ საიდუმლო გასალაპარაკები ჰქონდა რამე. ამალათი მიხვდა, თავი დაუქნია და ორნივ კარზე გავიდნენ. ბნელოდა, ცეცხლები ჰქრებოდა, და შორს ყარაულების ცეფი იყო გაშლილი. აქ მითხარ შენს მეტი არავინ არის,უთხრა ამალათ თათარს. „ვინ ხარ ან რა გინდა?“
- „სახელათ სამით მქვიან. დერბენდელი ვარ, სუნის რჯულისა, და ეხლა თათრების ცხენოსან ჯარში ვმასხურებ, ჩემი აქ მოსვლა უფრო შენთვის არის სასარგებლო, მინამ ჩემთვის... შავარდენს მთები უყვარს!
ამალათ ამ სიტყვაზე შეკრთა, და ეჭვიანის სახით შეხედა გამოგზავნილს კაცს: ეს იყო პირობის ლექსი, რომლისაცთავი დააწყო ადრევე სულთან-ახმეტმა. „მთები როგორ საყვარელი არ არის!... მიუგო მან „მთაში ბევრი ბატკნებია არწივისათვის, ბევრი ვერც ხელია კაცისათვის“
- „და ხანჯლებიც გმირისათვინ“. ამალათმა ხელი წასტაცა მოციქულს, რასა იქს სულთან-ახმეტ-ხანი? საჩქაროთ ჰკითხა.
„რა ამბავი მამიტანე. დიდი ხანია რაც იმისი ხიზანი ნახე?...“
- „პასუხი კი არ უნდა მოგცე, მე იმიტომა ვარ გამოგზავნილი, უნდა გკითხო გამამყვები თუ არა?“
„სადა, რისთვის?“
- „ხო იცი ვინც მე გამამგზავნა; ეგ საკმაოა თუ იმას არ ერწმუნები, ნურც მე მერწმუნები! მაგაზედ არი დამოკიდებული შენი ნება და ჩემი სარგებლობა. ღამე რაზე გავყო თოკში თავი, ხვალაც შევატყობინებ ხანსა, რომ ამალათ ბეგი ვერა ჰბედამს ლაგირიდან გამოსვლას!“
თათარმა მიაგნო ძარღვს. ამაყი ამალათ ეენთო -, საჶარ-ალი!“ დაიძახა მაღლა.
საჶარ-ალი საჩქაროთ გამოვარდა კარზე.
„უბძანე შენთვის და ჩემთვის რაც უნდა უკანასკნელიო იყოს ცხენები, და ამასთან პოლკოვნიკს შეატყობინე რომ წავედი ცეპ გარეთ მინდვრის გასაჩხრეკათ; ავაზაკი ხომ არავინ ეპარება ყარაულს. თოფი და ხმალი, ჩქარა“. ცხენები მოჰგვარეს; თათარიც თავის ცხენს მოახტა, რომელიც იქავ ება, და სამთავ ცეპისაკენ გასწიეს უთხრეს პაროლი და ოტზივი, და რა გასცდენ საიდუმლო ყარაულებს, მარცხნივ ჩქარა აზენის ნაპირისაკენ დაუხვიეს.
საჶარ-ალი, რომელიც არა სიამოვნებით გეეყარა ბუთილკას, ბუტბუტებდა ბნელა ღამეზე, ბუჩქთა და ხევებზე, ძალიან ანჩხლობდა ამალათის ახლო მიმავალი, რა ნახა რომ არავინ დაიწყო ლაპარაკი, ბოლოს თითონ გაბედა,
„ნაცარი დავაყარე მაგ ბელადის თავს?“ ჰსთქვა მან. „ვინ იცის სად ეშმამებში მივყევართ და სად მიგვიყვანს! იქნება კიდეც მიგვყიდოს, ვისმე ლეკსა, მომატებული თავის დასასხნელი ფასისი გულისათჳს... მე მაგისთანა ელმებისა არა მწამსრა!“
- „მე ჰსწორე თვალებიანისაც არა მწამსრა მიუგო ამალათმა“. მაგრამ ეს ელამი მეგობრის გამოგზავნილია არ გვიღალატებს!“
„თუ მაგისთანა იფიქრა რამე, პირველსავე გაჩუჩუნებაზე, ნეცვივით გავაპობ. შენ ეი, მეგობარო!“ დაუყვირა საფარ-ალიმ წინაგამძღომელს. „ჯინების მეფეს თავსა ვფიცამ, შენ უთუოთ, პირობა შეგიკრამს ძეძვებთა, რომ ჩემი ჩოხის ბაბთები შემამაგლიჯოს. ამაზე მეტი განიერი გზა ვერ იპოვნე? მე ჰსწორე გითხრა, ხოხობი არა ვარ და არც მელა!“
ბელადი შედგა. – „ჭეშმარიტათ, რომ შენისთანა ნებიერი ძალიან შორს წამოვიყვანე“, აქ დარჩი ცხენებს უყურე, მანამ მე და ამალათი მივიდოდეთ სადაც ალაგია.
„იქნება მართლა წახვიდე მარტო ტყეში, ამისთანა შეჩვენებულ კაცთან?“ წასჩურჩლა საჶარ-ალიმ ამალათს.
„ესე იგი, შენ გეშინიან უჩემოთ მარტო დარჩენა?“ მიუგო ამალათმა, ამასთან ჩამოხტა ცხენიდან და სადავე მისცა. – „ნუ მოიწყენ, საყვარელო. ებაასე მგლებსა და ტურებს გესმის, როგორ იმღერიან?“
- „ღმერთმა ჰქმნას, რომ შენ ძველებს არ ვისხნიდე იმ მგალობლებისგან!“ ჰსთქვა საჶარ-ალიმ. გაიყარნენ. სამითმა ამალათ წაიყვანა ძეძვნარებში წყლის ნაპირს, და რა გაიარეს ნახევარ ვერსი, ქვებიანსა ალაგსა მერე თავქვე დაუხვიეს. დიდის შიშით ძლივს მიფოფხამდენ ნაგლეჯ ფრიალაზე, ბალახებს მოჭიდებით, ბოლოს ამისთანა გაჭირებულ გზის შემდეგ, შეეშვნენ და შევიდნენ ერთს პატარა ხვრელში წყლის პირდაპირ ჩქარი მდინარისაგან იყო გამოგლეჯლი, რომელიც ეხლა დამშრალიყო დაგრეხილი წვეთები კირისა, და გვარჯილასი ბრწყინამდენ ცეცხლისაგან რომელიც შუაში ენთო. კუთხეში იწვა ნაბადზე, სულთან-ახმედ-ხანი, და ეტყობოდა, მოუთმენელად ელოდა მანამ ამალათ კომლში გაარჩევდა, რომელიც ტრიალებდა ხვრელში. ფეხზე აყენებული თოფი მუხლზე ედო; ქუდის ბოჭკო უფრიალებდა ქარისგან. წამოდგა იგი, როდესაც ამალათ-ბეგი მოვარდა მოკითხვისათვის.
„მოხარული ვარ, რომ შენა გხედამ!“ უთხრა მან ხელი მოჭერით ჰსტუმარს. „მოხარული ვარ და არა ვმალამიმ გრძნობას, რომელიც დასამალავი არ არის. ტყუილათაც არ ჩავყავ მახეში ფეხი და ტყუილათ არ შეგაწუხე შენ. დაჯე, ამალათ და განვსაჯოთ დიდი საქმე“.
- „ჩემთვის არის დიდი; სულთან-ახმედ-ხანო? ორთავესათვის. მე და მამაშენი მეპურ-მარილენი ვიყავით; ის დროც იყო როცა შენც ჩემ მეგობრათა გთვლიდი...“
- „მარტო მთვლიდი?...
„არა, შენ ჰსწორეთაც იყავ, და აქამდინაც იქმნებოდი თუ ჩვენში არ გარეულიყო ბოროტი ვერხოვსკი“.
- „შენ იმას ვერ იცნობ, ხანო“.
„არამც თუ მე, შენ თითონაც მალე იცნობ მოდი იქიდან დავიწყოთ, რაიცა შეეხება სულთანეთას. ამალათ, შენ კარგათ იცი, რომ დიდხან იმისი გაუთხოვრობა არ იქნება. ჩემის სახლისათჳს. უპატიური იქნებოდა, და ვერ დაგიმალავ რომ არ გითხრა თხოულობენ იმას“.
თითქმის არ იყო, რომ გული არ ამოვარდა ამალათს; დიდხან ვერ მოვიდა გონებას. ბოლოს აკანკალებულის ხმით ჰკითხა: „ვინა ჰბედამს დანიშვნას!“
„მეორე შვილი შამხალისა ჰაბდულ მუსელინი, შენ შემდგომ.ყოველ მათის დავა დარაბაზე, თავის ჩამამავლობით მომეტებული ღირსება აქვს...
- „ჩემ შემდეგ? ჩემ შემდეგ? დაიყვირა აჩქარებულმა ბეგმა, აღნთებულმა სიანჩხლით. - მე ხომ არ მომკვდარვარ? - ჩემი სახსენებელიც გაწყდა მეგობართ შუა?
„არც შენ ხარ დავიწყებული, არც თითონ მეგობრობა, მოკლებულა, ჩემს გულში მაინც: მაგრამ განსაჯე ჭეშმარიტათ, ამალათო, ისრე როგორათაც მე შენთან გულწრფელათა ვარ. დაივიწყე რომ შენსავე საქმეში შენვე ხარ მსაჯული და ისე ჰქენ სამართალი როგორ მოვახდინო? შენ რუსების მოშორება არ შეგიძლიან და მე იმათი შერიგება...
- „შენ მხოლოთ ისურვე, მხოლოდ ერთი სიტყვა ჰსთქვი, ყოველივე დავიწყებას მიეცემა, ყველასვე გაპატიებენ! მაგაზე მე გიდგევარ თავდებით, ჩემს თავს ამიღია, პატიოსანი სიტყვით გარწმუნებ ვერხოვსკი ერთხელ არ დამპირდა თავის შემწეობას. საკუთარის შენის შემატებისათვის, მყუდროებისათვის ავარელთა, ბედნიერებისათჳს შენის ქალისა და ჩემის ნეტარებისათვის, გევედრები: შერიგების თანახმა შეიქენ, დამშვიდდი, ყველა დავიწყებას მიეცემა, ადრინდელი ყოუჱლივე დაგიბრუნდება?“
„ძალიან ბევრს კისრულობ, წინდაუხედაო ჭაბუკო, სხვის პატიობას, სხვის სიცოცხლეს!... შენ კი დარწმუნებული ხარ საკუთარ შენ სიცოცხლეზე, საკუთარ შენს თავისუფლებაზე?“
- „ვისთვინ რა საჭიროა ჩემი საწყალი სიცოცხლე ვისთვის რა საღირელია თავის უფლება, რომელსაც მე არათ ვაგდებ?
„ვისთჳს? რა ყმაწვილი ხარ, ყმაწვილი! რატომ შენ არა ფიქრობ მიკვირს, რომ შამხალს მყუდროებით არა სძინამს რომელმაც იცის ზედმიწევნით, რომ შენა ხარ ნამდვილი მემკვიდრე დარდის შამხალობისა, და მიღებული კარგათ რუსების მართებლობისგან!“
- „იმის მეგობრობის იმედი მე არსად მქონი, და არც იმის მტერობისა მეშინიან.
„ნუ გეშინება, მაგრამ ნურც აგრე მეტათ ჰსჯი. არიცი, რომ იმისგან გაგზავნილმა კაცმა ერმოლოვთან, ერთი მინუტი დაიგვიანა, რომელიც ჰსთხოვდა, რომ შენთვის არ ეპატიებინათ, და მოეკალით როგორათაც მუხანათი! ადრე არ დაგზოგამდა და უნდოდა მოკვლა; ისე კოცნით, თუ შესძლებიყო, მაგრამ ეხლა, როდესაც იმას გაუგზავნე თავისი ქალი, აღარ მალამს შენს მტერობას“. – „ვინ რას დამაკლებს მანამ ვერხოვსკი მფარველათა მყავს?“
გაიგონე ამალათ, ერთს არაკს გეტყვი: მგლებს გეექცათ ცხვარი და სამზარეულოში შეიხიზნა, და უხაროდა თავის ბედნიერება, თავიც მოსწონდა, რომ იქ აკერსში ჰყვანდათ. სამ დღეს უკან ვნახოთ, ქვაბში ჩააბძანეს, ამალათ, ეს შენი ისტორიაა! დრო არის რომ თვალი აახილო. კაცი, რომელსაც შენ პირველ მეგობრათ ჰსთვლიდი, იმანვე გიღალატა შენ მოცული ხარ მტრებით, გღალატობენ: პირველი ჩემი სურვილი შენის ნახვისა ის იყო, რომ ესე ყოველივე შენთვის წინათვე მეცნობებინა, სულთანეთა რომ ითხოვეს, შამხალის მხრიდან მაგრძნობინეს, რომ უფრო ადვილათ შეუძლიან მას ჩემი შერიგება რუსებთან, მინამ არარა ძალის მქონე ამალათს; შენ მალე მოგიშორებენ თავიდან როგორც იქნება, ამისათვის შენგან აღარას შიშობს, მე დიდი ეჭვი მქონდა, და შევიტყე ბევრი რამ ეჭვზე მეტი, დღეს შამხალის კაცი დავიჭირე, რომელიც იყო გაგზავნილი მოსალაპარაკებლად ვერხოვსკისთან. ბოლოს ტანჯვით ვათქმევინე, რომ შამხალი ხუთი ათას ოქროს აძლევს, როგორმე შენ ამოგფხვრას: ვერხოვსკი ვერა ჰბედამს და მხოლოდ შენი ციმბირს გაგზავნა უნდა სამუდამოთ.საქმე ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ხვალ ატრიადი თავ თავის ბინაზე მიდის და ისინი შეიყრებიან, პირობისა მებრ შენს სახლში, ბუინაყსა. იქ შეადგენენ ცრუ დაბეზღებას, შენი პურმარილითვე მოგწამლენ; იქ გამოიკვეხა თუჯის ჯაჭვი ოქროს მთების დაპირებით!“
შესაბრალი სანახავი იყო ამალათი ამ სიტყუჱბის გაგონების დროს. თვითუჱული სიტყვა, როგორათაც გახურებული რკინა, ხვდებოდა გულსა მისსა, ყოველივე, რაიცა აქამომდენ დაფარულიყო გულსა მისა, იმედოვნება, კეთილშობილება, უმაღლესი რამე აღენთო ერთიან და იქცა ნაცრათ, რისაც იმედი ჰქონდა, ისრე ჭეშმარიტათ ჰსწამდა, ყოველივე დაიფუშა, და გადავიდა სიანჩხლედ. რამდენჯერმე უნდოდა სიტყვის თქმა, გარნა სიტყვა იკარგებოდა სნეულებრივ კვნესაში და ბოლოს გარეული ნადირი რომელიც დაამშვიდა ვერხოვსკიმ,რომელიც ჰყვანდა დაძინებული ამალათ, აეშო ჯაჭვიდან: მრავალი ლანძღვა და გინება გამოხდა განჩხლებულის ბეგის პირიდან. „სისხლი, სისხლი!“ ყვიროდა იგი: „შეუწყალებელი სისხლის აღება, და უბედურება ფარისეველთა თვის!“
„აი ეგ არის შენი ღირსი სიტყვები?“ უთხრა მოხარულმა ხანმა, რომელიც არ იჩენდა სიამოვნებას: საკმაოთ იცურე გველსავით, და თავი მიგეშვირა რუსების ქუსლებისათვის; დრო არის შავარდენივით აფრინდე მაღლა და იქიდან ჰსჩხრიკო მტერი, სადაც ვერ მოგწვდება ისარი ღალატი, ღალატით დაიფარე, სიკვდილი სიკვდილითა!“
- „სიკვდილი და უბედურება შამხალს, წარმტაცებელს თავის უფლებისას; უბედურება აბდულ-ბუსლიმს. რომელიც ჰბედამს ჩემს ხაზინაზე ხელის დადებას?“
„შამხალს, იმის შვილს, იმის ხიზანს? არაფრათ ვაგდებ! ისი მაგდენათ არ უყვართ თარღოველებს, და თუ ჩვენ შევებმით შამხალს, მაშინვე ერთიან ცოლშვილით ხელში მოგვცემენ იმათ.
არა, ამალათ, შენ ჯერ გვერდითვე უნდა გაჰსძრა ხელი: მიწასთან უნდა გაასწორო შენი პირველი მტერი: უნდა მოკლა ვერხოვსკი!“
- „ვერხოვსკი!.“ სთქვა ამალათმა, და უკან გადადგა - „დიახ!.. მტერია ჩემი, მაგრამ ჩემი მეგობარი იყო, იმან გადამარჩინა მე უნამუსო სიკვდილისაგან!“ „და ხელ ახლა უნამუსო სიცოცხლეში გაგდებს... კარგი მეგობარია! შენც აკი მოარჩინე ტახის ეშვებიდან, ღირსი სიკვდილი იყო ღორი მჭამელისათვის! პირველი ვალი გადახდილია; მეორერა დარჩენილა გადაუწყვეტელი: რასაც შენ საქმეს ახლა გიპირობს...“ – „ვგრძნობ... აგრე უნდა მოხდეს.
მაგრამ რას იტყვიან კეთილნი ხალხნი? რას იტყვის ჩემი სვინდისი?“
„მამა კაცი უნდა შეძრწუნდეს დედაკაცების ზღაპრებზე და ბავშვების ტირილის მგზავს-სინდისზე? როდესაც საქმე პატიოსნებაზე და სახლის ძიებაზე დამოკიდებული! მე ვხედამ, ამალათ, რომ შენ უჩემოთ ვერასა ჰბედამ: ასე გაშინჯე, ვერ გაჰბედამ სულთანეთას შერთვასაც! გაიგონე! თუ გინდა რომ ღირსი სიძე გახდე ჩემი, პირველი პირობა სიკვდილი ვერხოვსკისა იმისი თავი იყოსდანიშნულისათვის ყალიმათ, რომელიც გიყვარს შენ, რომელსაც უყვარხარ. მარტო სისხლის აღებისათვის არა, გარნა ანგარიში ითხოვს პოლკოვნიკის სიკვდილს. უიმისოთ მთელი დაღესტანი უთუოთ დარჩება, რამთენსამე დღეს შიშით დაშეშდება, ამდროებაში დავეცნეთ, გაფანტულს ბინაზე რუსებს, მე შევსხამ ოცი ათას ავარელს და აკუშელებს, და მაშინ ჩვენ დავქროლოთ მთიდან თარღოზე, როგორც თოვლისა ზვავი აგორებული მაშინ ამალათ- შამხალი შეიქნება დაღესტნისა! - მე მომეხვევა ვითარცა მეგობარსა, ვითარცა სიმამრსა, აი ჩემი განძრახვა, აი შენი ბედი! რომელიც გინდა აირჩიე: ან საუკუნოთ დაკარეგვა, ან გაბედვით დაკვრა, რომელიც შენ მოგცემს ძალასა და ბედნიერებასა. იფიქრე, გაბედე; ესეც იცოდე მეორე შეყრაზე, ან უნდა ვიყვნეთ ჩვენ დანათესავებულნი, ან შეურიგებელნი მტერნი!“
ხანი განჰქრა. დიდხან იდგა ამალათ მოცული სხვა და სხვა ახალის, საშინელის გრძნობებით. ბოლოს სამითმა მოაგონა, რომ დრო იყო ლაგირში დაბრუნებისა. არაფერი აღარ იცოდარა, ან როგორ, ან სად ამოვიდა, როგორ მოსდევდა საიდუმლო წინამძღომელს, წყლისკლდეზე ამოვიდნენ იპოვნა თავის ცხენი, ათასს საჶარ-ალის კითხვაზე ხმა არ ამოიღო, ისე მოვიდა თავის კარავში იქ ელოდა მას ტანჯვა სულის ჯოჯოხეთისა საშინელი პირველი ღამე უბედურებისა, გარნა უმეტეს საშინელია პირველი ღამე სისხლისა და ბოროტ მოქმედებისა განძრახვითა.
თავი 10.
„არ დაჩუმდები, შე გველის წიწილო!“ ეუბნებოდა ბებერი თათრის დედაკაცი თავის შვილის შვილს, რომელიც გაუთენებლივ ადრე ამდგარიყო. და უსაქმობით ტიროდა „გაჩუმდი მეთქი, თორემ ქუჩაში გაგიძახებ“.
ბებერი, ამალათის ძიძა იყო. სახლი რომელშიაც იდგა, ახლოს ბეგის სასახლისა და ის სახლი გაზდილისა ნაჩუქარი იყო. ორი წმინდათ გალესილი ოთხი შეადგენდა შენობას, ძირს ორსავეზედ ეშალა ჭილობები (ღასილ) ბევრი თახჩები ჰქონდა, უფანჯრო,ზანდუკები იდგა თუნუქ გადაკრული და მაზედ ეწყო ყუათუკები, საბნები და ყოველი ფერი სახლის ავეჯი. თახჩებში, დალაგებული იყო ფაიანცის ჭურჭელი ფლავისათვის ხუფებით, ჩაჩქნის მსგავსები და დაკიდებული მართულზე თებშებში, რომელნიც მით ამტკიცებდენ, არა ხმარებასა მათსა, მხოლოდ მორთულობისა სახლისასა. სახე ბებრისა იყო დაჭმუხნილ სიბერისაგან. რომელიც წარმოადგენდა როგორსამე გვარსა უკმაყოფილების სიანჩხლესა, ჩვეულებრივი მდგომარეობა მარტოობით და განუხარებელის ცხოვრებისა, ყოველთ მუსულმანთ ქალთა. როგორათაც ღირსი წარმომადგენელი თავის ტოლთა და მეზობელთა, საბან წახურვილი ერთს წუთს არ დააყენებდა გინებისა და ლანძღვასა შვილის შვილისასა. ქეს (ჩუმათ)! დაიყვირა მან უფრო გაჯავრებულმა „ქეს! თორემ გოულებს (ეშმაკებს) მიგცემ! გესმის ჭერში როგორ აფხაკუნებენ და შენს უკან კარებს აბრახუნებენ“.
ავდრიანი ღამე იყო, კოკურად ასხამდა, ვაკე დახურვილს ბანს, ქარი ბუხარში გრიალებდა და მათ აძლევდა ბანს ხრინწიან მის ხმასა. ყრმაც გაჩუმდა, და თვალებ დაჭყეტილი შიშით. ყურს უგდებდა. მართლათ თითქო ვიღაც არახუნებდა კარებს. ბებერიც კი შეშინდა. განუყრელმა ამხანაგმა მისმა, ბანჯგვლიანმა ძაღლმა აიღო მძინარე თავი და დაიყეფა საშინელის მწუხარეს ხმით. კარების რახუნი გაძლიერდა და უცნობი ხმა ჰაჯავრებითყვიროდა კარებს იქით; „აჩ ყაფინი, ახირ ახირისი (ბოლოს არ გააღებ კარებს)!“
ბებერი გაყვითლდა. „ალლახ ინშილახ! გამოსთქვა მან, ხან მცას ევედრებოდა, ხან ძაღლს უჯავრდებოდა, ხან ბავშვს აჩუმებდა.- ატიბო შე წყეულო! დაჩუმდი გეუბნები, შე არამზადავ, ცოდვის შვილო! ვინა ხარ? რომელი კეთილი კაცი კადრულობ მისვლას, სადაც არც ნათელია, არც გათენება, საწყალი ბებრის სახლში! თუ ეშმაკი ხარ, ჩემ მეზობელ კიჩკინესთან მიბძანდი: დრო არის იმას აჩვენო ჯოჯოხეთის გზა? თუ ჩაუშვი (ისელი) ნახე ჰსწორე უნდა ვთქვა ცოტა ეშმაკზე უარესი, შენთვის გეეთრიე ჩემი სიძე შინ არ არის, ნუქერათ ახლავს ამალათ-ბეგსა, და ამასთან ჩემი სახლი დიდი ხანია სალდათების დაყენებისაგან, გაანთავისუფლა ბეგმა, ჩემგან, მომსვლელი მჭამლებისათვის კვერცხსაც ნუ ელი ძღვნათ, არამცთუ, იხვსა, განა მუქთათ გავზარდე ჩემი ძუძუთი ამალათი?“
- „გააღებ თუ არა შე ეშმაკის თითისტარი, მოუთმენელათ ისმოდა ხმა:,, თუ არ გააღე იცოდე ამ კარებიდან ერთს ფიცარს არ დავაგდებ შენი კუბოსთვის!“ დაფუცუნებულმაუგდულმა დაიწყო ჭრიალი.
„მობძანდით, მობძანდით!“ უთხრა ბებერმა, აკანკალებულის ხელით გამოუგდო უგდული, კარები გეეღო და შევიდა შუა ტანის კაცი, მშვენიერი, გარნა მოღრუბრულის სახით ჩერქეზულათ იყო ჩაცმული: ყაბალახიდან და თეთრის ნაბდიდგან ჩამოსდიოდა წუნწკლი; ყოვლის ბოდიშის მოუხდელათ მიაგდო ნაბადი ყუათუკზე და დაიწყო ყაბალახის წვერების ხსნა, რომელიც ჰფარამდა ნახევარ სახესა. ფატამანამ სანთელი აანთო დაიდგა წინაშე მისა შეშინებული და მძრწოლარე: ბანჯგვლიანი ძაღლი კუდ ამოძუებული კუთხეში ეგდო, ხოლო ბავშვი შეშინებული ბუხარში შეძვრა, რომელიც მოსარლავათ უფრო იყო ვიდრე ცეცხლისთვის.
ძალიან ანჩხლობა დაგიწყვია, ჶატამავ, „უთხრა უცნობმა: „რომ ვეღარ ცნოულობ ძველს მეგობრობას...
ჶატმამ გაჩხრიკა
- „ნაცრით აივსოს ეს თვალები, რომელნიც თავის ძველბატონს ვერ იცნობენ!“ – გამოსთქვა მან და პატივის ცემით დაიწყო გულზე ხელები. – „ჰსწორე უნდა მოგახსენო, თვალთ მოაკლდა სინათლე ცრემლთაგან თავის მშობელ ავარიაზე, მიუტევეთ, ხანო, მოხუცებულს!“
„რა აგრე დიდიხნისა ხარ, ფატმავ! მე შენ პატარა გოგოთ მინახევხარ ხუნზახში, როდესაც მე თოთონ ყვავების ბუდეების დაშლა, ძლივ შემეძლო“.
- „უცხო ქვეყანა ვის არ დააბერებს, ხანო? სამშობლო მთებში აქამდე კიდევ ყმაწვილათ ვიქნებოდი, ვაშლსავით, მე აქ მთიდან ჩამოვარდნილ თოვლსა ვგევარ, აქეთ მობძანდით, ხანო, აქეთ უფრო მოსვენებული იქნებით; რა მოგართო ამისთანა ძვირფას ჰსტუმარს: ხანის სულს არა ნებავსრა?“
„ხანის სულს ნებავს, რომ შენ აღასრულო იმის ბძანება“.
- „თქვენი ბძანების მორჩილი გახლავარ? ხანო. მიბძანეთ რა გნებამთ.“
„გამიგონე, ჶატმავ, მე ბევრი ლაპარაკის დრო არა მაქვს. აი რისთვის მოვედი აქა. აბა შენი ენით გამიწიე სამსახური, მაშინ ნახამ როგორ ვასიამოვნო შენი ბებერი კბილები. ათს ცხვარს გაჩუქებ, და თავით ფეხებამდინ აბრეშუმით მოგრთამ!“
- „ათი ცხვარი და ტანისამოსი, აბრეშუმის კაბა! ო, მოწყალეო აღავ! ო, კეთილო ხანო! აქ შენისთანა ბატონი არავინ მინახამს, რაც დაწყევლილ მაგ თათრებმა წამამიყვანეს და მიმცეს, რომელიც მე მიყვარდა... ყველაზე მზა გახლავარ, ხანო, თუნდა ყური მომჭერით!
„მოჭრა კი საჭირო არ არის, მხოლოთ ცქვიტათ უნდა დაიჭირო, აი რა საქმეა:თქვენთან ამალათი მოვა პოლკოვნიკით; თარღოს შამხალიც მოყვება. პოლკოვნიკმა მოაჯადოვა ყმაწვილი ბეგი, ღორის ჭამა ასწავლა და ქრისტიანათ აპირობს მონათვლას, რომლისაგანაც დაიფარა მაჰმადმა.
ბებერმა მცას შეხედა და დაიწყო ფურთხება.
„ამალათის გადარჩენისათჳს, ჩხუბი უნდა მოგვარო პოლკოვნიკთან ამისთვის მიდი შენ იმასთან, ფეხ ქვეშ ჩაუვარდი, იტირე, როგორც მკვდარზე იცით: მართალია, ცრემლი შენთვის საჭიროა, რომ იქირაო მეზობლებში; მოჰყევ ფიცს, დერბენდელი მედუქნესავით, დაიხსომე, რომ ყოველს შენს ფიცს კარგი გასუქებული ცხვარი ჰკიდია და ბოლოს უთხარი რომ შენ ყური მოჰკარი პოლკოვნიკისა და შამხალის ლაპარაკს; შამხალი შეშჩიოდათქო ქალის გაგზავნაზე, ეუბნებოდათქო, იმისთვის მძულს, ვაი თუ შამხლობა წამართოსო; ეხვეწებოდა პოლკოვნიკს, რომ ნება მომეცი ჩუმათ მოეკლა ან საჭმელებით მოვწამლო, ის თანახმა იყოთქო, მხოლოთ ციმბირის ცხრა მთას იქით გაგზავნისა ერთის სიტყვით: მოიგონე რაც შეიძლო კარგათ დაფერე სიტყვები. ადრევ ნაქები იყავ ზღაპრების თქმით, ეხლა ცუდი არა შეჭამორა, მომეტებულათ ეს უთხარ, რომ პოლკოვნიკი ოტპუსკში მიდისთქო, შენ თან მიჰყევხართქო გიორგევსკში, იმითი უნდა განგაშორონ შენს მონათესავებს ერთგულთ ნუქრობსა თქო, და იქიდან რკინით დაჭედილს ეშმაკებისაკენ გაგიძახებენთქო.“
სულთა-ახმეტ-ხანმა ამასთან დაუმატა რაც საჭირო იყო დაწვრილებით. რათა ზღაპარი ესე უფრო მართალს დამგზავსებულიყო და ორჯელ გაამეორებინა ბებერს, რომ კარგა დეესწავლა. „აბა, კარგა დაიხსომე, ჶატამავ!“უთხრა მან, და ისხამდა ნაბადსა. „ამასთან ნუ დაივიწყებ ვისთანაცა გაქვს საქმე!“
„ვალლა, ბილლა! მერე ნაცარი ვაჭამო მარილის მაგიერ, მასუკან გლახის პურმა დამიბრმაოს თვალები, დეე...“
„ეშმაკებს ნუ აძღობ მაგ შენის ფიცით, შენ მხოლოთ სიტყვით გამიწიე სამსახური. მე ვიცი რომ შენი სიტყვა ამალათს ძალიან ჰსჯერა, და თუ შენ რიგიანათ მოახერხე ეგ საქმე, ის ჩემთან წამოვა და შენც თან წამოგიყვანს. ჩემთან ხომ იცი არა გაგიჭირდებარა. შენ ეს კარგათ იცოდე, თუ შენ არ განგებ ან უეცრათ მიღალატებ ან დაუშლი შენის ლაპარაკით, იცოდე რომ შენ ბებერ ხორცს ეშმაკებს ქაბაბს მოუწომ“.
- „თქვენ მაგაზე ნუ ჰსწუხარ, ხანო. ესე იგი, რასაც თითონ გრძნობ ის იმას აგრძნობინო თათრებს გამოთქმა. სამარესავით დავიცომ საიდუმლოს, და ამალათსაც ჩემ პერანგს ჩავაცმევ.“ „ეგრე ჩემო, ბებერო! ჰა ტუჩები დაიბეჭდე ამ ოქროს ბეჭდით: ეცადე!“
„ჩემ თავს იყოს, ჩემს თვალებს!“ დაიყვირა ბებერმა,ხარბობით წასწვდა ოქროს და ხელს ჰკოცნიდა ხანსა ოქროს ბოძებისათვის. სულთან-ახმეტ-ხანმა სიმძლავრით შეხედა ამ საძაგელ სულს; რა სახლიდან გამოვიდა. „ავოსულო!“ წაიბუტბუტა მან. „ერთს ცხვარზე ერთს ნაჭერ ფარჩაზე მზათა ხარ გაჰყიდო სხეულიც შენის ქალისა, სული შენის შვილისა და ბედნიერება შენის გასდილისა!“ ის კი აღარ იფიქრა რა სახელის ღირსი იყო თითონ, პოლკოვნიკს ვერხოვსკის წიგნის ნაწილი. თავის დანიშნულთან მიწერილი.
ლაგირი ახლოს ყაჶარ-კუმუხის სოფლის აგვისტო ... „ამალათს უყვარს, მაგრამ რა რიგათ უყვარს!! არსად, ჩემს ყმაწვილობაშიაც, ჩემი სიყარული ამ აღტაცებამდე არ ასულა, მე ვიწოდი როგორც საკმეველი, ანთებული მზის სხივისგან: ეს იწვის, როგორათაც მეხისაგან ანთებული ხომალდი ზღვასა აღელებულსა. ერთიდრე არა ერთხელ, მარიამ, წაგვიკითხამს შეკსპირის ოტელლო და მხოლოდ გაშმაგებულს ოტელლოს შეუძლიან გამოხატოს მხურვალე ვნება ამალათისა. დიდხან და ხშირათ უყვარს მას, ლაპარაკი თავის სულთანეტაზე,მეც მიამება ხოლმე ამისი ცეცხლის მგზავსის სიტყვების გაგონება. ხან თითქო ამღვრეული კლდის მხვრელიდან გადმონადენი წყალი იყოს, ხან ანთებული წყაროა ბაქოს ნავთისა. რა მასკვლავებს ისვრიან მაშინ ამის თვალები რა ნათელი თამაშობს მის ლოყებში, რა მშვენიერი შეიქნება ხოლმე იმდროს! წარმოდგენითი ამას არა აქვსრა, ხოლო ქვეყნიერი უმაღლესი, მოსაწონარი. მეცა წარმიტაცებს ხოლმე გრძნობა მისი,და მივიყრდნობ გულსა მისუსტებულსა ჭაბუკსა აღტაცებისაგან; დიდხან, ხან გამოშვებულის ოხვრით სუნთქამს, და შემდგომ დაიხრის თვალთა და თავსა, თითქო ჰსცხვენიან სინათლის ყურება, არამც თუ ჩემი გამამართმევს ხელს და არა ჰსწორე ბიჯითა მიდის, შემდგომ რომლისა მთელი დღე ერთს სიტყვას ვეღარავინ ათქმევინებს.
რაც ხუნზახიდან დაბრუნდა, უფრო და უფრო ფიქრში ჩავარდა; მეტადრე ამ ცოტა ხანში. საკვირველის საიდუმლოთი ჰფარამს, თვით უმაღლესსა თვით კეთილშობილურს გრძნობასა, გამღვაებულსა კაცისასა, თითქო იგი იყოს შემრცხვენელი ანუ შეცოდებითი დიდის ხვეწნითა გთხოვა რათა იგი გამეშვა ხუნზახში, რომ კიდევ ერთი ენახა თავისი ტრფიალი, მე უარი უყავ: მისივე სარგებლობისათვის არ დავთხოვე. მე დიდი ხანია რაც მივწერე ალექსანდრე პეტროვიჩს ჩემს გათამამებულზე, და იმან მიბძანა ამის მიყვანა წყალზე, სადაც თითონაც იქნება. საქმის მინდობას აპირობს სულთან-ახმეტ-ხანთან, რომელნიცა უსათუოთ იქნებიან სასარგებლო რუსეთისა და ამალათისათვის... ო, რა ბედნიერი ვიქნები ამის ბედნიერებისათვის! ჩემგან შეიქნება დავალდებული, ჩემგან ავა ნეტარების სიცოცხლეში, არა უბრალო ცხოვრებაში. დაჩოქვილი წინაშე შენსა ვათქმევინებ: შენ ხარ ღმერთა ჩემი! მაშინ შეიტყობს რომ თუ ჩემი გული არ ყოფილიყო სამსე მარიამის სიყვარულით, ეს ვერ იშოვნიდა სულთანეტას.
გუშინ მომივიდა ლეტუჩკა მთავარმართებელისაგან: სულგრძელი კაცი! ფრთებს ასხამს მშვენიერ ამბავთ. აღსრულდა ჩემი სურვილი, საყვარელო, ძვირფასო! მოვდივარ შენთან წყალზე. მხოლოთ პოლკს მივიყვან დერბენდამდე და მაშინვე ცხენზე. არც დღე და არც ღამე არ დავეშურები მინამ შენს გულზე არ განვისვენებ. ო, ვინ მამცემს ფრთებს გადმოსაფრენათ! ვინ მამცემს შეძლებასავიტანო ჩვენი ბედნიერება!...
სიტკბობისა შიშითა ვიჭერდი გულსა ჩემსა, რათა არა გამოფრენილიყო დიდხანს ვერ დავიძინე: ათას ნაირ სახეს მიხატამდა გონება, ჩვენს შეყრას შორის ამისა მიბრწყინამდენ თვით უბრალო, გარნა სასიამოვნო საქმენი მომზადებაზე ქორწილისა, ფეშქაშებისა: ტანისამოსისა: შენ იქნები მორთული, როგორათაც მე მიყვარს, მწვანეთ... არა ჩემო სულო? ...ოცნება მიკარგამდა ძილს, როგორათაც მომეტებული სენი ვარდისა. იმისთვის იყო შემდეგ უტკბესი უსიამოვნესი ძილი, მე შენ გხედამდი ბრწყინვალე ნათელში, და ყოველთვის სხვა და სხვა ნაირათ, და ყოველთვის უმშვენიერეს პირველისა. ზმანებანი ისევე ოდენ სხვა და სხვა ფერადებად. გარნა არ იყვნენ ერთი ერთმანეთან შეწმახვნილნი: იგინი იყვნენ საკვირველნი სახენი, გამოსულნი (კალეიდოსკოპიდგან) ეგრეთვე აჭრელებული, ეგრეთვე შეუპყრავი. მაგრამ არ მიმხედი ესრეთის გრძნობისა დღეს გავიღვიძე ცუდ ქეიფზე; გაღვიძებამ წარტაცა ყმაწვილურსა სულსა ჩემსა, საყვარელი სათამაშო თვისი ამალათის კარავში შეველ... ისე ეძინა ძალიანყვითელი სახე ჰქონდა და გაჯავრებული, დეე იჯავროს ჩემზე. მე ვითარცა სვე, საიდუმლოთ უმზადებ ნეტარებასა.
დღეს გამოვესალმე აქაურს მთებს, დიდხნობით, ნეტამც სამუდამოთ. მოხარული ვარ ძრიელ, რომ უტევებ აზიას,ამ აკვანს კაცობრიობის ჩამომავლობისას, სადაც გონება არის ისევ შებურვილი აკვნისა არტახებში. განსაკვირველია წინ წაუსვლელობა აზიურის ცხოვრებისა ამთვენს საუკუნეში. აზიაზე შემუსვრილან ყოველი მეცადინეობანი განმშვენიერებისა და განათლებისა. ესე განსაკუთრებითი შეხება არა დროსა არამედ ადგილსა. ინდისა ბრამინი, კიტაიის მანდარინი, სპარსეთის ბეგი, მთის უზდენი არიან უცვალებელნი, ისევ იგინივი არიან, რაიცა ყოფილან ორიათას წელს წინ. შესაწყალებელი ჭეშმარიტებაა! იგინი წარმოადგენენ თავით თვისით ერთსახეობითსა, თუმცა აჭრელებულსა, მკვირცხლისა გარნა უსულოსა ბუნებასა. დამარცხებულთა მათ მახვილთ, საყვირთ არა დაუგდიათ მათზე, არა ვითარიმე კვალი, როგორათაც მდინარეზე; წიგნთა და მაგალითთა მისიონერებისას არა უმოქმედნიათ რა. მცირედიცა მოქმედება, ხანდისხან კიდევ შეუცვლიათ შეცდომილებასა თვისა, გარნა არაოდეს არა მიუღიათ სხვათაგან არა ვითარი ჰსწავლა ანუ სახელისაგანი უტევებ მე ნაყოფიერსა ადგილსა, რათა გადავიდე ადგილსა შრომისასა, ამ დიდის მამგონისა ყოვლის სასარგებლოისა, ყოველთა უაღრესთა სულის ჩამდგმელის, ამ გამოღვიძებულსა სულთა კაცთასა, ფუფუნებასა შინა აქ დაძინებულსა, გულსა მშვენიერების ბუნებისა. მართლათაც, რა მშვენიერია აქ ბუნება! ასული მაღალს მთას მარცხნივ კიაჶირ-კუმუხისა ვსტკბებოდი განთიადითა კავკაზისა მთებისასა.
უცქერდი და თვალს ვერ ვაშორებდი მათ: რა საკვირველი მშვენიერი გვირგვინით არის მოცული! კიდევ თხელი ფარდა, შექსოვილი ნათლისა და ბინდისაგან, ძევს ძირის მთებთა ზედა, გარნა უშორესნი ყინულნი იკვე ბრწყინამენ მცაში, და მცა მოსიყვარულე დედასავით, დახრილი მათზედ შეუხებელის გვერდით, ასმევს მათ რძესა ღრუბელთასა, ნაღვლიანის ხელით ახვევდა სახვეველთა ნისლიანსა განმაძრიელებელი ნელსა ნიავითა! ო, რა რიგათ გაფრინდებოდა მუნ ფრინველსავით სული ჩემი, მუნ, სადაცა წმინდა სიცივე არს დაწესებული მიჯნათმიწისა და მცისა შორის! გული თხოულობს და სულს შეისუნთქოს ჰაერი მცაში მცხოვრებლობისა! მსურს მიმოვლა თოვლთა ზედა, სადაცა კაცსა არ დაუბეჭდამს იგინი სისხლიანისა კვალითა, რომელნიცა არ დაჩრდილებულან არწივისაცა ჩრდილითა, რომელთანაცა მეხთაც არა მიუწევიათ, და უცვალებელსა წვერსა მისა ზედა რომელსა ზედა დროსა უსრულობლობისა კვალი არ აჩნია მაზე.
დროვ? საკვირველი ფიქრი მომივიდა მე. რაერთი დაწვრილებული სახელები მოუგონია ჩინჩხვრის მგზავს კაცსა, გასაკეთებლათ რისათვის მცირის ნაწილისა დრო ისა დაუსრულებელი დიდის უფსკრულის სიმრგვლედმდე წელნი, თვენი, დღენი, სამნი, წუთნი ... ესენი არც ერთი არ აქვს ღმერთსა, არა აქვს არც გუშინ და არც ხვალ: ესე ყოველივე შეუერთებია მას ერთს უცვალებელს სიტყვასა აწ!...ვნახამთ სადმე იმ ოკიანესა, რომელშიაც ვიმთქმებით აწ? გარნა ვკითხოთ: რას უშველის ესე კაცს? ამაო სურვილ ცნობისათვის? არა: შეტყობისათვის ჭეშმარიტებისა, ესე იგი, საყოველთაო კეთილებისა, ჰსურს გამჰსჯელის სულსა კაცისასა. მას ჰსურსსავსე ფიალითა იღოს ქვეყნის წყაროდან, რომელსაც ხან და ხან მიხვდება ხომლე, მხოლოდ მცირედსა ნაწილსა!... და მე ამოვიღებ მას... საიდუმლო შიში სიკვდილისა დნება თოვლივით წინაშე ამისთანა იმედისა!... მე აღვამსებ ფიალას. მუნიდგან... წმინდა სიყვარული მახლობელთა ჩემთა არის თავდებათ; ტყვიისა მგზავსი შეცდომილებისა, და დავცემ გულსა ჩემსა, როგორათაც განსაწმენდელსა მას მსხვერპლსა; წინაშე განსჯისა, ჩემთვის არის საშიშსა!
საკვირველია სასურველო ჩემო? რაკი შევხედამ მთებს, ზღვას, ცას... როგორღაც მწუხარებითი და მასთან გამოუთქმელი სიტკბოებითი გრძნობას ჰწყლამს გულსა. როცა შენზედ ვფიქრობ, ფიქრი ერთდება მათთან, და თითქო სიზმარში, სახე შენი მშორდება. წინა გემოვნება ესე ქვეყნიერების ნეტარებისა, რომელსაც მხოლოთ ვცნობ სახელწოდებით ანუ წინათ გრძნობა... საუკ..?
ო, ძვირფასო, კეთილო, სულო ანგელოზთა!.. ერთი შენი შემოხედვა, და მე გავმთელდები ოცნებობისაგან! რა ბედნიერი ვარ, რომ დარწმუნებით შემიძლიან ვთქვა: ნახვამდე.
თავი 11
მგზავსათ საწამლავისა, ჭირი უწყლამდა ამალათს გულსა. როგორათაც დაარიგა ხანმა, ძიძა ამალათისა ფატმა, უანბო მოგონილი ზღაპარი ყოვლის დაწვრილებით მითომ ერდგულებით და სიყვარულისა-გამო, ამალათს, იმავე საღამოს, რასაც საღამოს მოვიდნენ სოფელს ბუინაყში ისა და ვერხოვსკი, სადაც პატივისცემისათვის პოლკოვნიკისა დახვდა შამხალიცა. მოწამლული ისარი დეესო ღრმათ...
ამალათისათვის ეჭვი ეხლა ნეტარება იქნებოდა, მაგრამ იმ სახით შეაგონეს და არწმუნეს, რომელ გამოიყვანეს ყოვლის ჭეშმარიტმბის სარწმუნოებიდგან, აღტაცებული სიანჩხლითა, უნდოდა მას იმავე წუთში დეეშრო წყურვილი სისხლის აღებითა, დახოცვითა ორსავე მოღალატისა, გარნა წმინდა პატივმა სტუმართ მიღებლობისამ, დაუმშვიდა სისხლის წყურვილი, დროებით დაუტევა მოკვლა... გარნა შეეძლო დეევიწყებინა იგი? ყოველი წუთი, ტყუილათ გასული, როგორათაც დამდნარი თითბერი, ეწვეთებოდა გულსა მისსა, ხსოვა, დამტკიცება, ეჭვი სიყვარული გულსა მისსა სტაცებდენ ერთი ერთმანეთსა, ესრეთი მდგომარეობა მისთვის იყო ახალი ისრე განსაკვირვებელი, ისრე საშიში, რომელ გიჟდებოდა იგი, მეტადრე როდესაც ყოველი გრძნობა ესე უნდა დეეფარა, თავის პირველი უწინდელი მეგობრობისათვის ამსახით განატრა ერთი დღე და ღამე. ატრიადი დადგა ახლოს სოფლის მუღდენისა, სადაცა კარვები, აღშენებული ხეობაში, რომელიც აძლევს აკუშის გზას და დამოკიდებულია მუნ გავა ბუღდენის ცხოვრებაზე. აი რასა ჰსწერდა ამალათი, რომელიცა ცდილობდა სულის შესუმბუქებას საითმე, გამზადებული მისთანა ბოროტ მოქმედებაზედა,
შუა ღამე.
...რისთვის დეეცი მეხი, სულთან-ახმეტ-ხანო, გულსა ჩემსა? ძმის მეგობრობა, და ძმის ღალატობა, ძმის კვლა ...რა საშინელი წინააღმდეგი გრძნობებია? იმათ შორის ხოლოთ ერთი ნაბიჯია, ერთი წუთი!...
მე ძილი არ შემიძლიან, არ შემიძლიან სხვა რაიმე ვიფიქრო: მე მიკრული ვარ იმ აზრზე, როგორათაც შემცოდე სვეტსა ზედა თვისა, სისხლის ზღვა დადის, ტრიალებს,ღელამს გარეშე ჩემსა, და ზედა მათსა ბრწყინამს მხოლოთ ელვარებანი მასკვლავთ მაგიერ!... სული ჩემი მგზავსი მოხვეულისა კლდისა, რომელსა ზედაც ეხვევიან გარეულნი ხორცის მჭამელნი ფრინველნი და ავი სულნი, გასაყოფათ ნაშოვრისა, ანუ მოსამზადებლათ უბედურების. ვერხოვსკი, ვერხოვსკი! რა გიყავი მე შენ? რაისათვის ჰსწყვეტამ ციდან ჩემ მასკვლავს თავის უფლებისას? იმისათვის რომ ისრე ნებიერათ მიყვარდი!! და ქურდულათ რაისათვის მეპარები, ჩემზე ავათ ლაპარაკობ, ფარისევლობ?
მეტყოდი. „შენი სიცოცხლე ჩემთვის საჭიროა“. და მე მაშინ ყოვლის უარის უთქმელათ მოგცემდი... თავს მოგიშვერდი მსხვერპლათ, როგორათაც შვილი იბრაიმისა (აბრაამისა); მე მოგიტევებდი თუ მარტო ჩემი სიკვდილი გინდოდეს; გარნა გინდა გაჰყიდო ჩემი თავისუფლება, წარმტაცო, ცოცხალი სულთანეთა! დამარხო, ბოროტო! კიდევ ცოცხალი ხარ?...
მაგრამ ხანდისხან, როგორათაც ცეცხლის კომლში ნამყოფი მტრედსავით, მეცხადება მე სახე შენი, სულთანეთავ! რატო გახარებული არა ვარ, როდესაც შენზე ვფიქრობ, ადრინდელებრ!.. ჩვენი გაშორება უნდათ, საყვარელო, შენი სხვის მიცემა, საფლავის ქვას მადგამენ გვირგვინის წილ... მაგრამ გადვივლი სისხლის ხალიჩაზე და მოვალ შენთან, მე აღვასრულებ საშინელს აღთქმას, რომ შენ გიშოვნო. მარტო შენ მეგობრებს ნუ დაჰპატიჟებ ჩვენ ქორწილში: მიიწვიე ყვავნი და ყორანნი. ყველას კარგა დავხვდები, მე კარგს ყალიმს მივცემ! ხმის გასაცემად ბალიშ ქვეშ პატარძალს, გულსა ჩემსა დაუდებ, რომელსაცა აქამომდენ ვაფასებდი უმეტეს სპარსეთის ფადიშახის ტახტის ბალიშზე... განსაკვირვებელი ბედია!.. უმანკო ქალო! შენ იქნები მიზეზი გაუგონარის ავაზაკობისა. კეთილო ქნილებაო! შენთვის წაიკიდებიან მეგობარნი, ვითარცა გარეულნი ნადირნი. შენთვის?.. შენი გულისათვის? მართლათ მარტო შენი გულისათვის?.. ვერხოვსკიმ მითხრა, რომელ მოკვლა მტრისა ჩუმათ, უეცრათ, სირცხვილია, სიმდაბლეა; მაშ რა ვქნა რომ უიმისოთ არ შეიძლება? ...გარნა იმას დეეჯერება? ცრუს უნდოდა ადრევე შეეპყრა, არამცთუ ხელი, გარნა სინდისსიცა ჩემი! ... ტყუილათ.
...უკვე გამოვცადე გატენილი თოფი ჩემი, რა საგანგებო ლულაა ამოღარული, რა ჯავაირი აქვს! მაჟარი მამაჩემის ნაჭერია, მამაჩემს პაპის ჩემიდგან ჰქონდა. ბევრი საკვირველი ტყვიის მიყვანა გამიგონია ამთოფისა, და არც ერთი, არ გავარდნილა ჩუმათ მიპარვით...
ყოველთჳს ომში, ყოველთვის ჯარის წინ, უტყორცნია სიკვდილი: გარნა ეხლა? ... შეურაცყოფა, ღალატი, და შენ, სულთანეტავ!.. ო, ხელი ჩემი არ აკანკალდება მაზედ, რომლისაც სახელსა დაწერაზედაც თრთის. ერთი სროლა და ყოველივე გათავდება! ერთი სროლა!.. რა სუბუქია... გარნა რა მძიმე, იქნება შეიქნას, თითო წამლის მარცვალი სასწორსა ზედა ალლხის ...რა შორს, რა გამოუხატველათ შორს განისვრის ერთი ესე სროლა კაცის სულს! ოო, წყეულიმციყოს იგი, ვინც შენ მოგიგონა, გოგირდის ნაცარო. რომელ შენგნით პირველნი გმირნი დეეცემიან ხელისაგან უკანასკნელის ჯაბანისა, რომელიც ახვედრებს შორიდან, რომელსაც ერთი შეხედვა გმირისას გაუშეშებდა ხელს! ესრეთ! ეს ერთი სროლა მოსწყვეტს ყოველს ჩემს უწინდელს კავშირთ: გარნა მომცემს ახალსა გზასა!კავკაზის სიგრილეში, სულთანეტას მკერდზე განიშლება ხელ ახლათ ჩემი გამჭკნარი გული, მერცხალსავით, გავიკეთეფ სხვის ქვეყანაში ბუდეს, როგორათაც მერცხალთათვის, გაზაფხული იქნება ჩემი მშობელი ქვეყანა; მე განვიშრეტ ყოველსა მწუხარებასა, როგორათაც ძველთა ბუმბულთა... გარნა ხუნდებიან ქენჯვნანი სინიდისისანი ... უკანასკნელი ლეკი, რა შეხვდება ომში მას, ვისთანაც პურ მარილი უჭამია, ცხენს გააბრუნებს იქით და თოფს სხვა მხარეს ესვრის, ხოლო, მე უნდა გავგმირო გული იგი, რომელზედაც განვისვენებდი ვითარცა ღვიძლი ძმისასა ზედა! მართალია, მატყუებდა თავის მეგობრობით: გარნა ნაკლებ ბედნიერი ვიყავ მით? ო, ნეტამც შემეძლოს ამ ცრემლით გამოვიტირო სინჩხლე ჩემი, დავშრიტო სიმწყურვალე სისხლის სურვილისა, ვიყიდდე ამით სულთანეტას!!
რაღას უყურებ განთიადსა დეე გათენდეს... მე არ გავწითლდები, მზეს ისე შევხედამ, ვერ მიუხდელი დავაცქერდები თვალებში ვერხოვსკის გული ჩემი ვაწრთე წინააღმდეგ შეწყალებისა... ღალატს ღალატი უნდა... მე გადავწყვიტე... ჩქარა, ჩქარა!
ასრე დაუწყობრათ, არეულათ ჰსწერდა, ამალათი, რათა მოეტყუებინა დროსთვის და განერთო სული; ესრეთ ცდილობდა მოეტყუებინა თავის თავი, აქეზებდა სისხლის აღებაზე რომელიცა მომეტებული მიზეზი იყო სულთანეტას შოვნა, ეს ეტყობოდა ყველას სიტყვის თქმაში.
მისთანა ბოროტ მოქმედების გაბედვისათვის, ბევრი ღვინო დალია მან, და მთვრალი თოფით გაიქცა პოლკოვნიკის კარვისაკენ: გარნა რა ნახა კარვებში ყარაულები ფიქრს მოვიდა; ბუნებითი გრძნობა თავის დაფარვისა აზიელისა, არ განუქრა თვით სიგიჟეშიაც. ამალათმა მოკვლა გადაზდო სადილაოთ, გარნა ვერ დეეძინა... და რა შევიდა ხელმეორეთ კარავში მაგრა მძინარე საჶარ-ალის წასწვდა კისერში, ღონივრათ გაანძრია იგი. „ადექ, მძინარევ! - დაუყვირა! გათენებაა!“
საჶარ-ალი წამოჯდა უკმაყოფილობისა სახით, და მთქნარებით უთხრა: - ,,მე მხოლოთ ვხედამ ღვინის ნათელს შენს ლოყებზე. ძილინებისა, ამალათ!“
„ადექ მეთქი! მკვდარნი უნდა აღსდგნენ მისაგებებელათ ახალის მოსულისა, რომელიც მე აღუთქვი იმათ სალაპარაკოთ!“
- „რეებს ამბობ, ძმაო, განა მე მკვდარი ვარ?... თუნდა ორმოცი იმამი[1] ადგეს დერბენდის სასაფლაოდან. მე მეძინება!“
„შენ ხომ სმა გიყვარს, გიაურო, აბა მოდი დავლიოთ?“
- „ეგ სხვაა... აბა აიმსე კარგა... ალლავერდი! მე მზა ვარ ყოველთვინ დალევისა და სიყვარულისა!“
„და მტრის სიკვდილისა!.., აბა, ერთი კიდევ... ეშმაკის სადღეგრძელო იყოს, რომელიც მეგობართ მტრათ ჰსცვლის!“
- „აგრე იყოს!... გადაჰკარ ეშმაკი სადღეგრძელო! საწყლისათვის დღეგრძელობა საჭიროა; დავაჭლექებ მგონი გაჯავრებით, რომ ჩვენ ვერ წაგვჩხუბებს!“
„მართალია, მართალია, ბოროტებისათვის ხალხისათვის საჭირო არ არის იგი... ვერხოვსკისა და ჩემ შუა ჩამოაგდებდა შურსა... გარნა, მგონი შენც უკან არ გამიდგები?...“
- „ამალათო, მე არამცთუ ღვინო ერთი ბუტილკიდან, არამედ რძეც მიწოვნია შენთან ერთის ძუძუდან, მე შენი ვარ, რომ კიდეც მოინდომო, სვავივით ბუდის გაკეთება ხუნზახის მთის თავზე... მაგრამ ჩემი რჩევა... „ნუღარას მირჩევ, საჶარ-ალივ... წინააღმდეგ სისიტყვას ნუღარას მეტყვი!... ახლა გვიანღაა.“
- „მართლათაც ეხლა ჩაიხრჩობიან იგინი, როგორათაც ბუზები ღვინოში; ახლა ძილის დროა...“
„შენ ძილს ამბობ? მე დავიძინო? არა, მე გამოვესალმე ძილსა... დრო არის გავიღვიძო. თოფი გაშინჯე, საჶარ-ალივ? კარგი ტალი უძევს? ხომ არ ჩასველებულა სისხლისაგან ფალია?“
- „რა დაგმართვია, ამალათ! რა აგრე მძიმე, ტყვიის მგზავსი საიდუმლო გაწევს გულზე? საშინელი სახე გაქვს, სენი სიტყვები ხომ უარესია...“
„საქმე უფრო საშინელი იქნება! საჶარ-ალივ: მშვენიერიაჩემი სულთანეტა! ეს დაისწავლე: ჩემი სულთანეტა ... ეს ქორწილის სიმღერაა, თუ საჶარ-ალივ? ... ჰო, ჰო, ჰო, მივხვდი... ტურები საჭმელს თხოულობენ!... ბოროტნო სულნო და ნადირნო! ცოტა მოითმინეთ, მე თქვენ გაგაძღობთ. ეი! მოიტა ღვინო, კიდევ ღვინო, კიდევ სისხლი... მე თქვენ გეუბნებით!“
ამალათი სიმთვრალისაგან უგონოთ გადაიქცა თავის ქვეშაგებზე: ქაფი მოსდიოდა პირზე: საშინლათ იკრუნჩხებოდა გვამი მისი; ბოდამდა რაღაც გაუგონარს სსტყვებს. საჶარ-ალიმ ტანთ გახადა, დააწვინა და დანარჩენი ღამე უთია ნახევარ ძმას, ტყუილათ იფიქრა ბევრი და ვერ მიხვდა რასა ნიშნამდა ამალათის სიტყვები.
თავი 12.
დილაზე აყრის წინ, მოვიდა ატრიადის დეჟურნი კაპიტანი პოლკოვნიკი ვერხოვსკიც თან რაპორტით და ახალი ბძანების მისაღებათ. შემდგომ სამსახურის ლაპარაკისა, შეწუხებულის სახით ჰსთქვა: „პოლკოვნიკო! თანამდებ ვარ განგიცხადოთ ფრიად საჭირო საქმე. გუშინდელს თქვენს ვესტოვოის, ჩემი როტის სალდათს,ხამიტოვს, ყური უგდია ამალათს და იმის ძიძის ლაპარაკისათვის ბუინაყში ყაზანელი თათარია და კარგა ესმის აქაური ლაპარაკი, როგორც ეს მოგახსენებს, ბებერი თურმე არწმუნებდა მას მითომც თქვენ და შამხალი უპირებთ კატორღაში გაგზავნას, ამალათი თურმე ჯავრობდა, იგინებოდა, ამბობდა, რომ იმან იცის ისი ყოველივე ავარიის ხანიდან, და დაიფიცა თურმე თქვენს დაღუპვაზე. თითონ კიდევ თურმე არა ჰსჯეროდა ვესტავოის ვერ გაებედა გამოცხადება, დაუწყო თურმე ჩხრეკა ყოველს იმის ნაბიჯს: გუშინ საღამოს, ასე ამბობს, ამალათი ელაპარაკებოდაო ვიღაც შორიდან მოსულს კაცს; გამოსალმების დროს უთხრა თურმე იმან: ხანს უთხარიო, რომ ხვალ მანამ მოივლის ყველაფერი შესრულებული იქნებაო, თითონაც მოემზადოსო, მეც მალე ვნახამო!“
- „სხვა არაფერი, უფალო კაპიტანო?“ ჰკითხა პოლკოვნიკმა.
„სათქმელი აღარა ფერი, მაგრამ საფიქრელი: ბევრი მაქვს. მე თითქმის ამ თათრებში დავბერდი, და დავრწმუნდი, პოლკოვნიკო, რომ დიდი უჭკუობაა მიენდოს კაცი თვით უკეთესსა ვისმე ამათგანსა. ძმასაც უნდა ეშინოდეს, ძმისა.
- „ეგ შურისგან არის, კაპიტანო: კაინმა გადასცა ესე საუკუნოთ და საშვილის შვილო სახმარებელათ ყოველს ხალხში, გარნა უმეტეს ახლოს მეზობელთ. არარატისა, მე და ამალათს გასაყოფი არა გვაქვსრა; ამასთან იმისთვის არა დამიშავებიარა, სიკეთის მეტი. სიკეთის მეტი არცარას ვაკეთებ. მაგაზე ნუ ჰსწუხარ, კაპიტანო: მე დარწმუნებული ვარ ვესტოვოის, ერთგულობაზე, თათრული ძალიან სუსტად იცის. უთუოთ რამტენსამე მგზავს სიტყვას შეუცდენია; და რაკი ერთხელ უფიქრია, დანარჩენი საბუთად მიუღია. მე მითომ რა აგრეთი გამოჩენილი კაცი ვარ, რომ ხანებმა და ბეგებმა ჩემს სიკვდილზე შეითქვან. მე ამალათს კარგა ვიცნობ აჩქარებულია ძალიან, მაგრამ კეთილის გულისაა, და არც შეუძლიან ორი საათი დაჰფაროს მაგისთანა ბოროტი განძრახვა“.
„არ შესცდეთ, პოლკოვნიკო! ამალათი მაინც კიდევ აზიელია და ეს სიტყვა ატესტატია. აქ ისე არ გახლანთ, როგორც ჩვენში. აქ სიტყვა აზრსა ჰფარამს და სახე სულსა. ზოგჯერ რომ შეხედოთ ერთს ვისმე იტყვით ყოვლის ფრით უმანკოა, აბა საქმეში გაჩხრიკეთ: რა რიგათ სამსე იქნება ყოვლის სისაძაგლით და სისხლის მასმელობით!“
- „თქუჱნ შეგიძლიანთ აგრე იფიქროთ, საყვარელო კაპიტანო, გამოცდილებით. სულთან-ახმეტ-ხანის საქმე, ამალათისა ბუინაყში, დაგახსომათ მგონია. - მე სრულებით არაფერი ეჭვი ამალათის, ცუდ განძრახვაზე, არა მაქვსრა და რა სარგებლობას შეეყრება რომ მე მამკლას. ტუტუცია და არა გიჟი; ამასთან მზე ძალიან მაღლაა და მე ცოცხალი და მთელი ვარ. ჩემს გულითადს მადლობას გიცხადებ, კაპიტანო, მაგ მონაწილეობის მიღებაზე, გარნა ქთხოვ: ამალათზე ეჭვი ნურა გექნებარა, და რა ნახამთ, როგორც ვაფასებ ძველს მეგობრობას, დარწმუნდით, რომ უმეტეს დავაფასებ ახალსაც. ამასთან უბძანეთ აყრისა დაუკრან!“ -
კაპიტანი ეჭვიანი თავის ქნევით გამოვიდა. ბარაბანი დაჰკრეს და დაწყობილი ომის წესზე. ატრიადი დაიძრა წასასვლელათ. გრილი დილა იყო და მოწმენდილი. მიგრეხილ მოგრეხილი გზა იდო კავკაზის მთების ძირს, ალაგ ტყიანი ანუ ძეძვიანი. ნისლი კიდევ იყო დაბალთა ადგილთა, და ვერხოვსკი რა ავიდა მაღალს გორაზე. ყოველთვის იყურებოდა, რათა დამტკბარიყო მშვენივრის დასახედავითა. მთიდან რა დაეშვებოდა დაწყობილი ჯარი, თითქო კომლიან წყალში იქმოდენ, მგზავსთ ფარონის ჯარისა, და ბოლოს ისე გრიალით გაბრწყინდებოდნენ შტიკნი ნისლიან ღადოში; შემდეგ აღმოჩნდიან თავნი, მხრები. იზდებოდიან კაცნი, ავიდან მაღალსა ნაგლეჯსა და ახლათ მიეფარიან ნისლსა მეორისა ხეობისასა.
ამალათი მიდიოდა გაყვითლებული და დაფიქრებული, ზასტრელჩიკებს ზვოდის გვერდით თითქო ჰსურდა რომ ბარაბანის ხმას დეეყრუებინა მასში ხმა სვინიდისისა. პოლკოვნიკმა დაუძახა თავისთან და ძალიან ალერსიანათ უთხრა: „ცოტა გაჯავრება შენთვის საჭიროა, ამალათო: შენ ძალიან მომეტებულათ დაუწყე მიდევნა ღაფიზს ჰსწავლას. გახსომდეს, რომ ღვინო კარგი მოსამსახურეა, გარნა ცუდია პატრონათ. მგონი, თავის ტკივილი და ზაფრა, რომელიც ეტყობა შენს სახეს უფრო იმოქმედებს შენზედ მინამ ეს სიტყვები. ცუდი ღამე გაგიტარებია, ამალათ!“
- „ცუდი, ძალია, პოლკოვნიკო! ღმერთმა ქნას რომ ამისთანა უკანასკნელი ღამე იყოს... საშინელი სიზმრები მეზმანა!“
„ოჰო, მეგობარო! ემანდა რა არის მაჰმადის მცნების გატეხა; მართმადიდებელობითი სვინიდისი გტანჯამდა,!“
- „კარგია, ვისიც სვინიდისი მარტო ღვინის ბძოლაშია.“
„ეგ სვინიდისზე ჰკიდია, საყვარელო? რაღაც უბედურება ისიც იმათ რწმუნებას ქვეშეა როგორათაც თვით ჭკუა. ყოველ საუკუნეს, ყოველს ხალხს ჰქონდათ თავიანთი სვინიდისი და ხმა საუკუნოთ, უცვალებელი ჭეშმარიტებისა იკარგებოდა წინაშე ცრუ მოსახელესთან. ასრე ყოფილა, და ასრე არს რასაც გუშინ ვინმე რაცხავდა მამაკვდინებელ ცოდვათ ხვალ იმაზე ილოცამს; რასაც სამართლიან და სახელოვანს უძახიან აქეთ, წყალს იქით იმის სახრჩობელასთან მიჰყავს“.
- „მე მგონი, რომ ფარისევლობა და ღალატი თავის დღეში არსად კეთილ მოქმედებათ არ შერაცხულა“.
„მაგასაც ვერ გეტყვი, ჩვენ იმისთანა საუკუნეში ვართ, სადაც მხოლოთ შემთხვევას შეუძლიან განსჯა. მის აღსრულებისა, ხერხი, კეთილი იყო თუ ბოროტი, სადაც კაცთ თვით სვინიდისიანათ იპოვნოს თავისთვის ძალიან უსაყვედურო კანონი: რომელ დანიშნულება განანათლებს ღონის ძიებათა“.
ამალათმა ფიქრში განამორე ესე სიტყვები, ამისათვის რომ თითონაც აჭეშმარიტებდა. თავის მოყვარულობითი საწამლავი ახლათ ეშლებოდა მას, და სიტყვები ვერხოვსკის რომელსაც ფარისევლობაში რაცხამდა, ესხმოდა მას, როგორათაც ერბო ალსა ზედა.
- „ფარისეველო!“ -ამბობდა ისი თავისთვის, შენი ბოლო მოახლოებულია!“
ამ ამბავში ვერხოვსკი როგორათაც სხვერპლი, არა რაისმე ეჭვსა მქონე, მიდიოდა თვისა ჯალათისა თანა. რვა ვერს აქეთ სოფლის კიექენთისა, მთიდან გამოჩნდა წინაშე მათსა კასპიის ზღვა, და ფიქრნი ვერხოვსკისა ჰსცურვიდა მათ ზედა, ვითარცა ყარყატთ. სარკევ საუკუნისავ! წარმოსთქვა მან, ოცნებაში ჩავარდნილმან... რატომ არ მახარებს, შენი სახე დღესა? როგორათაც უწინ, მზე გეთამაშება შენ; როგორც ღვთის ღიმილი, და სარეცელი შენი ეგრევე დიდი არს და გული შენიეგრევე დიდებულად ჰსუნთქამს საუკუნოისა სიცოცხლითა, გარნა სიცოცხლე ეგე არა არს ამა ქვეყნისა! დღეს შენ მწუხარებითსა მინდორსა გამგზავსებ: რაცა ნავი, არცა ხომალდის იალქანი, არა ფსჩანს ნიშანი კაცობრიობისა ცხოვრებისა... არა რაობაა!!
„დიახ ამალათო! უთხრა მან: „მომწყინდა მე თქვენი. თითქმის ყოველთვის გამწყრალი, ცარიელი ზღვა, თქვენი მხარე, სამსე სნეულებითა და ხალხითა, რომელნიცა უცუდესნი არიან, მინამ ყოვლის ქვეყნის სნეულებანი; მომწყინდა ომი უხედველთა მტერთა, თვით სამსახური ცუდ საამხანაგო ხალხთან. ეს არაფერი, რომ მე საქმეს მიშლიდნენ მიფუჭებდენ, რასაც მე უბძანებდი. ცუდათ ასახელებდენ, თუ რასმე დავაპირებდი მოქმედებას, და შეურაცყოფდიან სქმესა ზედა ჩემგან გაკეთებულსა სარწმუნოებით, და ჭეშმარიტებით ვემსახურე ხემწიფესა, უანგაროოთ მამულსა და აქაურს მხარეს; უარს უყავ მე ნებიტა ჩემითა გამოძიებულმან ყოვლისა სიცოცხლისა საჭიროებასა, ყოველსა სიხარულსა საზოგადოებისასა, სატანჯველათ დავსდე გონება ჩემი და უძრაობისა, უწიგნობით; ული ჩემი დავმარხე მარტოთ ყოფაში უსაყვარელოთ ... და აბა ამისი ჯილდო რა იყო?
ოჰ, როდის მოვა წუთი იგი, როდესაც მოვეხვევი ჩემს დანიშნულს, როდესაც მე დაღალული სამსახურისგან, დავისვენებ ჩრდილსა ქვეშე მშობლიურისა ქოხისა ოქროს ფეროვანს დნეპრისა კლდესა ზედა... როდესაც, მყუდრო მცხოვრები და ტკბილი მოსიყვარულე სახლობისა, საშუალ ნათესავთა და კეთილთა გლეხთა ჩემთა მეშინება მე მხოლოდ სეტყვისა მოსავლისათვის, ბრძოლა მექნება გარეულთა ნადირთა თანა პირუტყვთ ტაცებაზე! ამ საათისათვის გული დნება ჩემი დათხოვნა ჯიბეში მაქვს, გადადგომაც აღთქმულია... ფრინველსავით გაფრინდებოდი დანიშნულთან... ხუთ დღეს უკან უთუოთ მე ვიქნები გიორგევსკში, და მაინც ასე მგონია თითქო იყოს ქვიშა ლივითისა, თითქო ყინულთ ზღვა, თითქო მთელი საუკუნე სამარისა გვაშორებს ჩვენ!..“
ვერხოვსკი დაჩუმდა; ლოყებზე ჩამოსდიოდა ცრემლები; ცხენმაც რა ჰგრძნო თავის უფალი სადავე, სიარულს მოუმატა, და ამ სახით იმან და ამალათმა წინ გაასწრეს ატრიადს... თითქო თითონ, სვე აგდებდა ხელსა ავაზაკისასა პოლკოვნიკს.
გარნა შეწყალება შევიდა სულსა, აღტაცებულისასა, ღვინით ანთებულის ამალათისა, გულის მგზავსთ მზისა სხივისა, მიმდგარისა ხვრელსა ავაზაკთასა. რა ნახა მან მწუხარება და ცრემლი კაცისა, რომელსაც ჰგულობდა მეგობრად აქამდის ამითი შედგა.
„არა. - თავისთვის ჰფიქრობდა: - აქადენ არ შეიძლება ფარისევლობა!...“
ამ დროს ვერხოვსკი გამოვიდა ფიქრისგან, აიხედა და უთხრა ამალათს: „მოემზადე შენც ჩემთან წამოხვალ!“ საუბედურო სიტყვები! ყოველი კეთილი, ყოველი კეთილ შობილება, ახლათ შესული გულსა აზიელისასა, ერთს წუთში იქმნა დანთქმული იმა სიტყვებით! რა იფიქრა ღალატი მისი, დაკარგვა ცეცხლის მდინარემ დაუარა მის სხეულში,
„თქვენთან?“ მიუგო მან ცუდის გაცინებით. -
„თქვენთან რუსეთში? ოჰ, უსათუოთ, თქვენ წაბძანდებით!“
სიანჩხლით ატაცებულმა გაქუსლა ცხენი, რათა დრო ჰქონიყო იარაღის მომზადებისა, და მსწრაფლათ მობრუნდა პოლკოვნიკისკენ, და მკვირცხლათ დაუწყო გარშემო რბენა ყოველს კამარაზე ცხენისა, სიანჩხლე ემატებოდა. ეგონა მას ყურებთან ქარის შრიალი, ეუბნებოდა: მოჰკალ, მოჰკალ შენი მტერი! სულთანეტა გახსომდეს.. გადმაიგდო მხრიდგან ნაქები თოფი თვისი, ფეხზე შემოსო, და ყვირილით გაქეზებულმა მიაჭენა სისხლის მწყურვალე გამბედაობით დანიშნულს მსხვერპლსა ზედა.
ამა შემთხვევაში ვერხოვსკი არა მქონებელი მცირედისაცა ეჭვისა, დამშვიდებული უცქერდა ამალათის ჭენებას, ეგონა, რომ აზიულს ჩვეულებრივ ჯირითობდა. ესროლე ამალათ ბეგო ნიშანსა. დაუყვირა მან პირის პირ მიმქროლს მკვლელსა თვისა.
- „მტრის გულს რომელი ნიშანი ჰსჯობია!“ მიუგო ამალათ-ბეგმა, და მიაგდო ცხენი ათ ნაბიჯზე და დასხლიტა ჩახმახი!... გავარდა თოფი... და ჩუმათ, ნელა ჩამოვარდა უნაგირიდგან პოლკოვნიკი, შეშინებულმა ცხენმა მისმა დაიწყო ტერფთ ცემა აუშო ფაფარი და მკვდარს წინ დადგა, ამალათ ჩამოხტა და დაყუდებულმა კომლიან თოფსა ზედა, რამთენიმე წუთი უყურა სახესა მკვდრისასა, თითქო უნდოდა დეემტკიცებინა თავისთავისათვის, რომელ მას არა ეშინოდა უძრავი შეხედვისა, გამქრალი თვალებისა, იმის უკვე ცივი სისხლისაგან!... ძნელი გამოსაცნობია, ძნელი შესატყობია რაისაცა მაშინ ჰგრძნობდა იგი. საჶარ-ალიმ მოაჭენა საჩქაროთ და მივარდა დაჩოქვილი პოლკოვნიკს... ყური დაადო ტუჩსა მისა: აღარა სუნთქამდა! გული უნახა; აღარ უცემდა! „მომკვდარა!“ დაიძახა საჶარ-ალიმ განწირულებით.
,,მომკვდარა? სრულებით გაციებულა! ეგ უკეთური... შესრულდა ჩემი ბედნიერება!“ წარმოსთქვა ამალათმა თითქო გაღვიძებულმა ძილისგან.
- „შენთვის ბედნიერება! შენთვის, ძმის მკვლელო!.. თუ შეიქნები ბედნიერი, მაშინ ქვეყანა შენ თავს ილოცამს და არა ალლიასა!“
„საჶარ-ალივ! კარგათ იცოდე, რომ შენ ჩემი მსაჯული არა ხარ!“ გაჯავრებით უთხრა ამალათმა, რა შეჯდა ცხენზე. მომყე მე!“
- „მარტო მონანიებამ გდიოს შენ, როგორათაც ჩდილმა; ამას იქით შენი ამხანაგი აღარა ვარ!“
გული მისი განიგმირა ღრმათ მოულოდინებელის საყვედურისა იმა კაცისაგან რომელთანაც იმავ სიყრმით იყო შეთვისებული მეგობრობით, ამალათმა ერთიცა სიტყვაც, ვეღარა ჰსთქვა, უჩვენა განკვირვებელთ ნუქერთა ხეობა, და, რა ნახა მდევარი მოსდევდა, ისარსავით გასწია მთებისკენ.
ჯარში შეიქნა ტრეოგა; წინ აფიცრები და დონის ყაზახები თოფის ხმაზე საჩქაროთ გაიჭრნენ, გარნა გვიანღა მივიდნენ: ვეღარცარა იმისთანა ბოროტ საქმესღა უშველეს. ვეღარც მოსწვდნენ გაქცეულს მკვლელს. ხუთი მინუტის შემდეგ, სისხლიან გვამს ღალატით მკვდარის პოლკოვნიკისას ეხვეოდნენ გარსა მრავალი სალდათი და ოფიცრები. მიუხდომლობა, უკმაყოფილება, შეყწალება იყო გამოხატული სახესა მათსა. თოფზე დაყუდებული, გარნადრები ხმით ტიროდენ, და არა პირ მოშთნე ცრემლს აფრქვევდენ სეტყვასავით, ვაჟკაცს და საყვარელს ნაჩალნიკზე.
თავი13.
სამი დღე და ღამე თავ შეუფარებლათ ეთრეოდა ამალათ დაღისტნის მთებში, როგორათაც მუსულმანი, რუსებთან შერიგებულ სოფლებში, მისთანა ხალხში, რომელთათვის, ქურდობა, ცრცვა და გაქცევა-სახელოვანია, უშიშრათ იმალებოდა მდევართაგან; გარნა სვინდისსა და ცოდვასა თვისა წაუვიდოდა? არც ჭკუა, არც გული, არ ამართლებდენ სისხლის რღვრელობითსა საქმესა ზედა, და ჩამოვარდნილი ცხენით ვერხოვსკის სახე, განუშორებლივ უჩვენებდა ასე იფიქრე თვალებ დახუჭვის დროსაცა.
ესე უმეტეს აწუხებდა, აანჩხლებდა მას. რაკი აზიელი ერთ გზის შესცდება მსწრაფლათ დაიწყებს ბოროტ მოქმედებასა. ხანის აღთქმა რომელ იგი არა მოსულიყო იმასთან ვერხოვსკი უთუოთ, მოაგონდა ვერ გაბედა ესე განძრახვა ეთქვა თავის ნუქერებისათვის, რადგანაც არ იყო დარწმუნებული მათ გაბედულებაზე, თითონ იფიქრა წასვლა მარტოთ, მარტომ, მთებსა და უდაბურთა ადგილთაშორის. ყრუ, ბნელი ღამე იყო, როდესაც ამალათმა გაიარა ხეობა, ციხის უკან მდებარე. ნარიყალა, რომელიც მეჯად მსახურებდა დერბენდს. დაქცეული ციხისკენ ავიდა იგი, რომელიც ადრევ სადმე ჰხშამდა კავკაზისა ზღუდესა, და მიაბა ცხენი თვისი მის კარის წინ, საიდანაც ერმალოვი აგვირგვინებდა დერბენდს, როდესაც არტელერიის პურუჩიკათ ყოფილიყო. მხოლოთ იცოდა, სადაც ჩინოვნიკებს მარხამდენ, პირდაპირ რუსების სასაფლაოზე ავიდა. გარნა როგორ უნდა ეპოვნა ახალი საფლავი ვერხოვსკისა ბნელ ღამეში? ერთი მასკვლავი არ იყო; ღრუბელი აწვა მთებს; ჩრდილოეთის ქარი, როგორათაც რამის ფრინველი, აფრიალებდა ტყის ფრთებსავით; უნებურათ დაწრწოლა ამალათ საშუალ მკვდართა სამყოფელთა, რომელთა განსვენებასა ჰბედამდა შერყევასა. ყურს რა უგდებდა! ესმოდა ზღვის ღელვა განგრძელებული სლუშაი! ყარაულთა, უვლიდა გარს ქალაქისა გალავანსა, და იმავე დროს ისმოდა ტურათ ჩხავილი, ბოლოს შეერთებონენ ქარისა ხმათა და განქრებოდნენ. რამთენჯერ განუტარებია ამისი მგზავსი ღამე ერთათ პოლკოვნიკ ვერხოვსკისთან - და ეხლა სად არის იგი? ვინ ჩააგდო იგი სამარეში? იმისი მკვლელი მოსულა ახალ მკვდარს მოსჭრა თავი, რომელიც აქამომდენ იყო მეგობარი ამისი, შეურაცყოს ნაშთი მისი; როგორათაც მკვდართ მცარცვავი, მოვიდა წარსტაცოს საფლავსა კუთვნილება, იჩხუბოს ტურებთან ნაწილზე,
„კაცობრიობითო გრძნობავ!“ წარმოსთქვა ამალათმა,მოიწმენდდა შუბლით ცივსა ოფლითა; „რაღა გინდა იმ გულიდან, მომელმანცა განაგდო კაცობრიობა? იქით, იქით! მე უნდა ვშიშობდე თავის წარკვეთაზე მკვდრისა, რომელსაცა წარუხოცე სიცოცხლე! ამას ამით არა დააკლდებარა, და ჩემთვის ხაზინაა!.. მტერო უგრძნობო!“ აკანკალებულის ხელით გააკვესა ამალათმა, მოუკიდა ფუტუროს და მით დაუწყო ახალს საფლავს ძებნა. ნაშალმა მიწამ და დიდმა ჯვარმა აჩვენა უკანასკნელი ბინა პოლკოვნიკისა. ამოაძრო ჯვარი და მით გადმოშალა მიწა, შეუდუღარი ახალი თაღი ადვილათ გატეხა, ბოლოს აგლიჯა კუბოს თავი, ფუტურო აპრიალდა, და სისხლ მოლურჯო ალი მისი აჩვენებდა საზარელთა სახეთა საგანთასა. მკვლელი დახრილი უცქერდა მიცვალებულსა, გაყვითლებული უმეტეს განსვენებულსა, უცქერდა თვალ მოუშორებელ, დაავიწყდა რისთვის მოვიდა აქა, თავბრუ ესხმოდა დამპალ ხელისაგან, გული გადმოუბრუნდა, რა ნახა მატლები მრავლათ უკვე დახვეულნი, რომელიცა ჰსჩნდენ ტანისამოსიდგან შეშინებულნი ნათლისაგან, გაწყვიტეს მოქმედება თვისი, და დაიწყეს ფუფუნება, შეიკრიბნენ, ერთი ერთმანეთზე მიიტყუპნენ. ბოლოსრამთენჯერმე მოუქნია ხანჯალი, და ყოველთვის შემკრთალი ხელი მისი აცდენდა. არცა სისხლის აღება, არცა თავის მოყვარულობა, არცა სიტყვარული, ერთის სიტყვით, აღარც ერთი გრძნობა არ აქეზებდა ამისთანა უსახელო საქმეზე. თავი მიიღო იქით და როგორღაც დავიწყებაში წასულმა, დაუწყო ვერხოვსკის კისერში ცემა... მეექვსე დაკვრაზე თავი მოშორდა გვამს. ზიზღოვნებით ჩააგდო იგი მომზადებულს პარკში, და ეშურებოდა საფლავიდან ამოსვლას, აქამომდე თავის თავს ამაგრებდა; მაგრამ როდესაც საშინელის ხაზინით ებღოტებოდა ამოსვლას, როდესაც გრიალით ჩაიქცა ქვები ფერხთა ქვეშე მისთა, და იგი ავსებული ქვიშით, ხელ ახლათ დეეცა მკვდარს ვერხოვსკის. გონება დეეკარგა რჯულს შეურაცხმყოფსა; ეგონა, რომ ცეცხლი მოეკიდა მას, თითქო ჯოჯოხეთის სულნი, სიცილით ურბენდნენ გარს მასა... დიდის კვნესით და წვალებით ამოვიდა მყრალის საფლავიდგან, მოუხედავათ გაიქცა. რა შეჯდა ცხენსა. გამათრახა ძლიერათ, აღარ გააჩნდა ტყე, ღრე, და ხევი, და როდესაც ტანისამოსსა მისა გამოედვის ძეძვი, მკვდრის ხელათ ჰგონებოდა, და ყოველიშრიალი ფოთოლთა, და ჩხავილი ტურათა ხმათ ორჯელ მოკლულის მეგობრისა. -
სადაც ამალათმა გაიარა, ყველგან ხედამდა გროვა თარღოს, აკუშინელებს და ავარიელებს, მოსულთ ჩეჩნელებს და ჩუმათ ამკლებთ რუსებთა შერიგებულ თათრების სოფლების ხალხს, ყველგან დანიშნულს ალაგს მისვლას ეშურებოდნენ, ახლოს სამძღვრისა, გარნა ბეგები, უზდენები და თავადები ხუნზახში იყრებოდნენ რათა რჩევა ეკითხნათ სულთან-ახმეტ-ხანისათვის, რომლის დაბარებით გროვდებოდნენ და წინამძღომელობითა ხანისათა.
თარღოს, კარგი დროც იყო, პური გალეწილი, თივა დადგმული, რუსებიც, რა მძევლები აკრიფეს, უფიქრელათ საზამთრო ბინებზე იყვნენ დაფანტულნი, გაისმა ხმა მთაში ვერხოვსკის სიკვდილისა და ძალიან გაამაყდნენ მთის ხალხნი. მხიარულათ იყრებოდნენ ყოველგნით; ყოველთვინ ისმოდა მათი სიმღერა მომავალს ომებზე, ნაშოვრობაზე. ხოლო რომლისა გულისათვისაც უნდა ებძოლათ მათ, იგი მიდიოდა მათ შორის, ისრე როგორათაც გავარდნილი და შემცოდე, დამმალავი სახისა მზისაწინ, არა გამბედავი პირდაპირ შეხედვისა. ყოველივე, რაიცა მოახდინა, ყოველივე, რაიცა ნახა მან, ეხლა ეჩვენებოდა მას სიზმრათ... ვერა ჰბედამდა რომ ეჭვად მიეღო იგი, და ვერც იჯერებდა, მესამე დღეს საღამოზე მივიდა ხუნზახში. მწრწოლარე მოუთმენლობისაგან, ჩამოხტა ნარბენი დაღალული ცხენისგან, და საწყვეტებიდგან ჩამოხსნა უბედური პარკი იგი, წინა ოთახებში, სავსე იყო მეომრებით. ჯაჭვ ჩაცმულნი ხალხი დადიოდნენ, ანუ იწვნენ ხალიჩებზე, ჩურჩულით ლაპარაკობდენ... და შეწუხებულის სახეთა მათგან, ჰსჩანდა, რომელ ხუნზახში ცუდი რამ ამბავი მომხდარა. ნუქრები აქეთ იქით დარბოდნენ საჩქაროთ, და არავინ არ იკითხა, არავინ შეუძღვა ამალათს, არავინრა დასდია მას. ხანის საწოლის კარებთან, იჯდა სუხაი-ხან-ჭენკა, ესე იგი, უკანონო შვილი სულთან-ახმეტ-ხანისა, და მწარეთ ჰსტიროდა. „რა ამბავია? შეშინებულმა ამალათმა ჰკითხა: „შენ ყმაწვილობასაც ნამტირალევი არავის უნახევხარ, და ახლა ჰსტირი?..“
სურხაიმ ხმა გაუციებლივ კარებისკენ აჩვენა და ამალათი ვერა მიმხვედრი მიზეზისა შევიდა კარებში. გულის გასაგლეჯავი სანახავი წარმოუდგა მიმსვლელის თვალებს. ოთახის საშუალ, დოშკაზე, იწვა ხანი, მსწრაფლის ავანტყოფობისაგან სახე შეშლილი უკვე ჰქრებოდა უკანასკნელი სიცოცხლე თვალთა მისთაგან. გული მაღლად უცემდა და შემდგომ მძიმეთ ეშვებოდა; საშინელსა სიცხით აქშენდა. ძარღვები ხელისა ეჭიმებოდა და მალე იკარგებოდა; უკანასკნელი სიცოცხლის ბძოლაში იყო. სიცოცხლის მშვილდი გამწყდარიყო, გარნა ჩალხნი ტრიალებდენ დაუწყობრივ, ერთი ერთმანეთისა მოხვედრებითა. ცოლი და ქალი მისი დაჩოქვილნი სარეცელსა წინ, სტიროდნენ; უფროსი შვილი მისი ნუცალ, უთქმელ განწირულობაში მყოფი, ფეხზე იდგა, რამთენიმე დედანი. და ნუქრები მოშორებით სტიროდნენ. ამა ყოვლისა მნახავი, ამალათ არ გაოცდა ჭკუარ ვერ მოვიდა, ყოველთვის მის ერთითა ფიქრთა მოცული. გამბედავის ნაბიჯითა მივიდა ხანთან და მაღლათ უთხრა მას: „მშვიდობა თქვენი ნახვა, ხანო! ფეშქაში მოგიტანე იმისთანა, რომლისაგანაც კკვდრები აღსდგებიან. ქორწილი მოამზადე: ესეც სულთანეტას ყალიმი! აი ვერხოვსკის თავი!“ ამ სიტყვაზე გააგორა იგი ხანის ფეხთით.
ნაცნობმა ხმამ ცოტას ხნობით გამოაღვიძა, სულთან- ახმეტ-ხანი უკანასკნელის ძილისაგან: ძლივს წვალებით წამოჯდა, რათა გეეშინჯა ფეხქვეშ და ძრწოლამ დაუარა ყოველსა მის სხეულს, როდესაც დაინახა მან მკვდრის თავი, „თავის გული შეჭამოს მან, რომელიც ამისთანა საშინელ ძღვენს თავაზობს მამაკვდავს!“ ძლივ გასაგონის ხმით წარმოსთქვა მან. „მე უნდა შეურიგდე მტრებს, და არა... ახ, ვიწვი! წყალი მომცით, წყალი... ცხელი ნავთი რაზე დამალევინეთ? ამალათ! გწყევლი მე შენ!..“ - ძალის დატანებამ დაკარგა უკანასკნელი წინწკალი ხანის სიცოცხლისა, გარდაიქცა უსულოდ ბალიშებსა ზედა.
ხანის ცოლი უკმაყოფილებით უყურებდა გასისხლიანებულს, უდროვოთ ამალათის ფეშქაშს; მაგრამ რა ნახა, რომ ამან მოუჩქარა სიკვდილი ქრმისა მისისა, მთელი მწუხარება მისი გადავიდა სიანჩხლეში. „ჯოჯოხეთის ელჩო!“ ემანდ შენი საქმე? თუ შენ არა ყოფილიყავ, ჩემი ქმარი არ აშლიდა რუსების წინააღმდეგათ ავარელებს, და ეხლა მთელი წრფელი იჯდებოდა თავის სახლში; შენი გულისათვის დადიოდა უზდენებში, სადაც გადავარდა კლდიდან და ქვეშაგებათ ჩავარდა. - და შენ სისხლის მსმელო, დამშვიდებისა და კაი სიტყვების მაგიერ, რათა ლოცვითა და მოწყალებითა შეგერიგებინა ალლახთან, მოუტანე, როგორათაც კაცის ხორცის მჭამელს, მკვდრის თავი, და მერე ვისი თავი? შენი კეთილის მყოფისა, მფარველისა და მეგობრისა!“
- „ეგ ხანის ნება იყო!“ მიუგო მწუხარებით ამალათმა.
„მკვდარზე ნუღარას ამბობ, ნუ სვრი იმის სახსენებელს მომეტებულის სისხლით!“ წარმოსთქვა ხანშამ. საკმაო არ იყო, რომ ღალატით მოკალ კაცი, ახლა იმის თავი მოიტანე მისთვის, რომ ჩემი ქალი ითხოვო მამის სიკვდილის სარეცელსა წინ და შენ გეგონა მიიღებდი ჯილდოს კაცთაგან, როდესაც ღვთისაგან ხარ შეჩვენებული? უღმერთოვ, უსულოვ! ვფიცამ საფლავთა მამა პაპათა და ხმალთ ზედა შვილთა ჩემისათა, რომელ შენ არაოდეს არ გაგხადო ჩემ სიძეთ, ნაცნობათ, სტუმრათ! დაიკარგე სახლისა ჩემისაგან, მუხანათო! შვილები მყავს, რომელნიც იქნება კოცნით დაჰხოცო, ქალი რომელიც იქნება მოსჯადოო, მოსწამლო შენის გველურის შეხედვით. წადი მთებში ეთრიე, ასწავლე ვეფხვებს ერთმანეთის ჟლეტა, და სტაცე მგელთა მძოვრი. წადი, და იცოდე, რომელ კარები ჩემის სახლისა არ განეღება ძმის მკვლელისათვის!“
ამალათი იდგა, თითქო მეხისაგან გარეტიანებული. რასაც ჩუმათ სვინდისი თვისი ეუბნებოდა მას, ასრე უეცრათ უთხრეს, ასე მოულოდინებელათ, ასრე სასტიკათ! არ იცოდა საით მიეხედნა. იქ ვერხოვსკის თავი იდო გამამტყუნებელის სისხლით შესვრილი, იქით ჰსჩანდა საყვედურიანი შუბლი ხანისა დაბეჭდილი ტანჯვის სიკვდილითა, იქით დახვდიან გაანჩხლებული თვალნი ხანის ცოლისა... მხოლოთ მტირალე თვალნი სულთანეტასი, ეგონა მას, რომელ მოკითხვისა მასკვლავებს ისროდენ მისკენ წვიმიან ღრუბელთა შიშის. იმისკენ გაჰბედა კიდეც მისვლა და წყნარათ უთხრა: „ეი სულთანეტავ! ეს შენი გულისათვის მოვახდინე, რისთვისღა მკარგამ შენ... თუ ბედისაგან არის: აგრე იყოს! ერთი მხოლოთ ეს მითხარ: შენც შემიძულე? შენც გეჯავრები?“
ნაცნობი სასურველი ხმა მოხვდა გულსა ქალისასა. სულთანეტამ, ცრემლით გაბრწყინებული თვალნი აახვნა,მწუხარებით სავსე; გარნა ნახა რა საშინელი, სისხლით შეღებილი სახე ამალათისა, ისევე ხელები მიიფარა. თითით აჩვენა მას მკვდარი მამა, ვერხოვსკის თავი, და ჭეშმარიტებით ჰსთქვა:
„მშვიდობით, ამალათო! ვწუხვარ შენთვის, გარნა შენი ცოლობა არ შემიძლიან! რა ეს სიტყვები წარმოსთქვა, გულ შემოყრილი დეეცა მამისა გვამსა.
ბუნებით სიამაყე და სისხლი ერთიან ეცნენ გულსა ამალათისასა, და სული მისი აღენთო სიანჩხლით.
„ეს არის ჩემი მიღება აქა!“ ჰსთქვა მან, და შეჰხედა ორთავ ქალთ საყვედურიანათ! ასრე ასრულებენ აქ აღთქმასა თვისსა? მოხარული ვარ, რომ ახლა ამეხილა თვალები, ძალიან შემცდარი ვიყავ, როდესაც მე ვაფასებდი ბურტყელ ოცნებიან ქალის სიყვარულს, მომეტებულათ მომთმინო, რა ვისმე უნდა ბებრისა ბოდვას, ვხედამ, რომელ სულთან-ახმეტ-ხანთან განჰქრა აქა პატივი და სტუმართ მიღება.
ამაყის სახით გამოვიდა. ამპარტავნულათ აცქერდებოდა ყველას უზდენებს, ხანჯალზე ხელ დადებული, თითქო ყველას საომრათ ითხოვდა. ყველანი გზას აძლევდნენ,უფრო მგონი რათა ახლო არ შეხებიყვნენ, მინამ პატივის ცემისათვის; არავინ ხმა არ გასცა, არცარა ანიშნა. ეზოში გამოვიდა, დაუძახა თავის ნუქრებს, ჩუმათ შეჯდა ცხენზე, და ნელის ნაბიჯით გაიარა ცარიელ ხუნზახის ქუჩებში.
გზიდან, უკანასკნელათ შემოჰხედა ხანის სახლსა, შავათ მაღლა ჰსჩანდა სიბნელეში, როდესაც ჩუქურთმიანი კარები ნათლათ ბრწყინამდა სინათლისაგან. სისხლით ეემსო გული, თავის შეყვარებითი სირცხვილი ჰკლამდა მას, ხოლო უბრალო ბოროტებამ, და სიყვარულმა, ამას იქით უიმედობა განმსჭვალა დაკოდვილება მისი. შეწუხებით, გაჯავრებით გამოსალმებისა თვალით შეხედა გარემსა რომელშიაც იპოვნა და დაკარგა ყოველი ქვეყნიური სიხარულებანი. „შენცა, შენცა, სულთანეტავ!“ ვეღარ შეიძლო მეტის თქმა. ტყვიისა მგზავსი მთა აწვა გულსა მისსა: სვინდისი უკვე ჰსტანჯამდა მას; წარსული აშინებდა მას, მომავალი ათრთოლებდა... სად შეაფარებს დაფარებულსა უკვე თავსა თავისა? რომელ მიწა მიიღებს მუხანათისა ძვლებსა? არა სიყვარულზე, არა მეგობრობაზე, არა ბედნიერებაზე იქნება შემდეგ ამისაშრომა მისი, გარნა თავის შეფარებაზე, ცუდს ცხოვრენაზე. ერთ ლუკმა პურზე... ამალათს უნდოდა, ეტირნა; თვალები ეწოდა: ... და როგორათაც მდიდარი ცეცხლსა შინა მყოფი, გული მისი ითხოვდა, ერთსა წვეთსა, ერთსა ცრემლსა რათა მოეკლა საშინელი მწყურვალობა... ცდილობდა ტირილს, მაგრამ ტყუილათ. განგება არ აძლევს ამა ნეტარებას ბოროტის მოქმედთ.
სად დაიკარგა ვერხოვსკის მკვლელი? სადა ჰფარამდა და სად ატარებდა თავის უბედურს ცხოვრებას? ჭეშმარიტებით არავინ იცოდა. დაღისტანში ჭორათ ამბობდენ, მითომ ის იმალებოდა ჩაჩნებისა და ყოისეულებში. მითომ სილამაზე დაეკარგა როგორათაც სიმთელე, და ასე გაშინჯე ვაჟკაცობაც; გარნა დაჭეშმარიტებით არავინ იცოდა? თანდათან მივარდა ხმა ამალათზე, თუმცა ბოროტ მოქმედებითი ღალატი მისგან კიდევ ახალია რუსთ და მუსულმანთ ხსოვაში, დაღისტანში მცხოვრებელთასა; აქამომდენ სახელსა მისა არავინ იტყვის უსაყვედუროთ.
თავი 14.
ანპა, ესე საჭურველთ სალარო მთიულთა ხალხისა, ასე ბაზარი, სადაცა იყიდებოდა ცრემლი და ოფლი და სისხლი ქრისტიანთა ტყვეთა, ესე ცეცხლის მომკიდებელი წამდაუწუმ კავკაზისა, ანპა, გეუბნებით, 1828 წელში იყო შემორტყმული რუსეთის ჯარითა ზღვით და ხმელით სადამდინაც მიუდგებოდა ნავი, უკვე იყო მისული ახლოს კლდისა საიდანაც იქცეოდნენ ზღვისა ნაპირის სიმაგრენი. ხმელზე მყოფი ჯარი უკვე გავიდა წყალს გაღმა, რომელიცა ერთვის შავს ზღვას ჩრდილოეთის მხარეს, ანაპის გალავანთან და იქ უვლის გარს მთელს ქალაქს, რომელიცა იფანტებოდა და ადგენს ჭანჭრობიანთა ალაგთა. ყოველი ღამე კეთდებოდა ახალი საფრები ახლო და ახლო ქალაქის გალავანთა. შინაგანი სახლები უკვე იწოდა ბომბის ცეცხლითა გარე კედელი იქცეოდა ზარბაზნის ტყვიისაგან; გარნა ოსმალის გარნიზონი, მთის ხალხის მომეტებით. იბრძოდა გულოვნათ, გაბედვით გამოდიოდენ ციხიდან, და ყოველს შეთვლაზე, რათა მოეცათ ციხე ზარბაზნის სროლა იყო პასუხათ. მეტადრე აწუხებდა რუსის ჯარს, ყაბართოს ცხენოსანი და ქვეითი მსროლელები აბაზელებისა, შაპხუღისა, ნატღაიცებისა,და სხვათა საშინელთა მთიულთა შავის ზღვისა მცხოვრებთა, რომელნიცა შეიკრიბნენ მგზავსათ ტურათა, საშოვნელათ დავლისა და სისხლისა. იმათ საპირდაპიროთ საჭირო იყო ეგრეთვე საფრები, და ეს ორნაირი მოქმედება, ძნელი იყო უალაგო ალაგს და მისთანა ჭანჭრობიანსა მდებიერობასა შორის, მეტადრე ორრიგათ ცეცხლში ყოფილსა, ქალაქის მხრიდან ზარბაზნისა და ტყის მხრიდან თოფისა, ესე ყოველივე აგძელებდა ქალაქისა აღებასა.
ბოლოს, აღების წინ ანაპისა, რუსებმა იპოვნეს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ხმელი ალაგი სადაცა გააკეთეს ზარბაზნის დასაწყობი საჶარი. საშინელი იყო მოქმედება მისი. იქიდან დააყენეს ყოველი მოქმედება იმათი თოფხანისა, ზარბაზნის ტყვიები, რა მოხვდიან ქვიტკირსა საცმელსა, ელვასავით განათდიან და შემდგომ, შავს კომლიან მტვეში, აისროლიან ნატეხნი დანგრეულის ქვებისასა კედელი იფხვრებოდა, იქცეოდა, გარნა სიმაგრითა და სისქითა თვისითა დიდხან წინაუდგებოდა დამაქცეველსა თუჯისა ძალასა, და ამისა გამო იერიშის მიტანა ჯერ არ იქნებოდა.
სროლისაგან, გაცხელებულის ზარბაზნებისა, დიდხან სროლით დაღალულთ არტილლერებისათვის, საჭირო იყო შესვენება. ნელნელა მოსწყდა სროლა ყოველს ბატარიებზე, ზღვის და ხმელისა მხარეთაკენ. სქელნი ღრუბელნი კომლისა მიცურამდენ ხმელით და იფინებოდენ ზვირთა ზედა ზღვისასა, რომელნიცა ხან ჰფარამდენ, ხან აჩენდენ ხელ ახლათ. ხომალდთა მოწყობრობასა.
ხომალდით ხანდისხან გამოვარდებოდა ციხის ზარბაზნის კომლი, და შემდეგ ხმისა მისისა, რომელსაცა აძლევდენ ბანს შორს მთანი, ეგრეთვე რამთენიმე თოფის ტყვიაცა ზუზუნებდენ ალაგ-ალაგ... აი სულ გაჩუმდენ გარშემო, სულ მიიმალნენ ანაპასა შინა; აღარც ერთი ჩალმა ბურჯთა შორის, აღარც ერთი ოთხ კუთხიანი შტიკი აღარ ჩნდა საფრებში. მხოლოთ ოსმალთ ბაირახები ციხეზე, რუსების დროშები ხომალდზე ამაყათ ფრიალებდენ ჰაერში, არა შებღალულნი მცირედისაცა კომლითა; მხოლოთ მაღალი ხმა მუყზინთა ისმოდა შორს, რომელიცა მუსულმანთ უწოდებდა შუადღის ლოცვისთვის.
ამდროს, გატეხილის კედლიდან, სწორეთ რუსისზარბაზანთ სათოფის პირდაპირ ჩამოეშო, ანუ, უფრო კარგია ვთქვა, ჩამოგორდა ერთი ცხენოსანი თეთრს ცხენზე მჯდომი, რომელიცა ეჭირათ თოკებით, გადმოხტა ნახევარ ავსებულს თხრილზე, და როგორათაც ისარი ეცა მარცხნის ბატარიასა, გადაფრინდა საფრებზე, უკან მისა მსხდომთ ნამძინარევ სალდათებზე, რომელნიცა არა მოელოდნენ ამ მგზავს საქმესა, თუმცა დაადევნეს თოფები, გარნა აჩქარებულმა მათმა სროლამ არა ავნორა, და უვნებელი მოეფარა ტყესა. ცხენოსანს ვერ მოასწრეს თვალით გეეშინჯათ, არამცთუ გამოსდგომიყვნენ; ყველანი გაკვირვებისა და გაჯავრებისაგან ოხრამდენ, და მალე დაავიწყდათ იმ ვაჟკაცის ანგარიში, რა ტრეოგა გაიგონეს, რომელიცა მოხდა იმ ჟამში ციხიდან ატეხილის სროლისა გამო, რათა მით დეეფარათ და დრო ჰქონიყო გამბედავს ამბის წამღებს, მთაში ასვლისა.
საღამო ხანზე, ბრეშ-ბატარია, მოუწყვეტლათ მქუხარემ, თითქმის აღასრულა მოქმედება თვისი დაქცევითა: გადაქცეული კედელი ხიდსავით გაიდო შემომდგარ ჯარისათვის, რომელნიცა მოუთმენლისა გულოვნობით ემზადებოდნენ იერიშის მიტანას,
ამ დროს უეცრათ მოულოდინებელმა ჩერქეზების დაცემამ, რომელთაცა გეეწყვიტა ყარაულები და ცეპი, იძულებულ ქმნა რათა პირის პირ გამბედაობის თავ გამომეტებულის მთიულებისაკენ ზარბაზანის მობრუნება მეხისა მგზავსი! „ალლა ილალლა?“ ხმა მოსცეს მათ ანაპის გალავნიდან. ზარბაზანთა და თოფთა ჭექვა ერთი ორათ მოემატა მუნით, გარნა რუსების კარტეჩმა შეაყენა, არია, გაფანტა დასტა ცხენოსანთა და ქვეითი ჩერქეზებისა, უკვე მომზადებულნი ხმალდახმალ ზარბაზნებში დარევისათვის, და იგინი მუქარისა ყვირილითა: „გიაურ, გიაურლარ!“ ეცნენ უკან, დამტევებელნი დაღალულთა. ერთს წუთში მინდორი მიიფიან იმათ მკვდრებით, დაჭრილებით, რომელნიცა ბობღვით ცდილობდენ თავის მორჩენასა, და ხელ ახლათ ტყვიით და კარტეჩით შემუსვრილნი წაიქციან, ამასთან ზარბაზნის ტყვია ჰსჩეხდა ტყესა, და გრანატები, რა გასკდიან მუნ, თავდებოდა ჟლეტა.
იმავ თავიდან დაწყებული, ვიდრე სულ აღარავინ დარჩა მტერთაგანი ახლოს, განსაკვირვებლათ დაინახეს წინაშე მათსა ერთი მოსული ჩერქეზი, თეთრ ცხენზე მჯდომი,რომელსაცა ხან იქით და ხან აქეთ ნელის ბიჯით დაჰყვანდა ცხენი, ზარბაზნების საჶარ წინ. ყველამ იცნეს, იმ ცხენოსანში, რომელიცა შუადღისას გადმოხტა თხრილზე, უთუოთ იმისთვის, რათა შეეგონებინა ჩერქეზებისათვის რუსებზე უკანიდან დაცემა, რომელსა დროსაც ციხის კარებიდანაც მოეშველებოდენ და ვერ მოუხდათ, წუწუნით და ზუზუნით ხტოდენ გარშემო მისსა კარტეჩები. ცხენი იწევდა, გარნა თვით ცივის სისხლით იყურებოდა ზარბაზნებისაკენ, რომლისა წინ დავიდოდა ისრე თითქო იგინი ყვავილებს აყრიდენ. არტილერისტები გაჯავრებით თითს იკვნეტდენ, რა ხედამდენ იმისთანა თავ გასულს დაუსჯელათ; ერთი ერთმანეთზე გადიოდა ზარბაზანი, ანგრევდენ ცასა და ქვეყანასა, გარნა იგი რჩებოდა შეუხებელ ვითარცა შელოცვილი. „ტყვია იმას!“ უთხრა თოფჩის ყმაწვილმა არტელერისტმა, ახალმა კორპუსიდამ გამოსულმა, რომელიცა ყველაზე მეტათ ჯავრობდა მოუხვედრელობაზე. „ჩემ თავს დავდებ ზარბაზნის ტყვიათ, ასე მინდა იმ თავ მომწონეს სიკვდილი. კარტეჩით არ ვარგა ერთზე სროლა; -კარტეჩით არ იქნება; ტყვია იპოვნის დამნაშავეს!“ ამ ლაპარაკში ბურღსუჭერდა და იღებდა დიამეტრის ნიშანში, რა სწორეთ იანგარიშა, რომ იმ დროს მოვიდოდა ცხენოსანი დანიშნულს ალაგს, დადგა ზარბაზნის კუდთან და მოუკიდა! „ესროლე!“
რამთენსამე წუთს კომლის სიბნელემ დაჰფარა ბატარია... გადიყარა... შეშინებული ცხენი სირბილით მიათრევდა გასისხლიანებულს ტანს ზედ მჯდომისასა, რომელსაც ავჟანდაში გასჭედოდა ფეხი.
„მოახვედრე, მოჰკალ!“ დაუძახეს ყოველის მხრიდან, და ყმაწვილმა არტელერისტმა მღვთის მოყვარულობით მოიხადა ქუდი პირჯვარი გამოისახა, და გახარებულის სახით გადახტა ბატარიიდგან დასაჭერათ ნაშოვრობის დავლისა მალე დაიჭირა სადავით ცხენი, რომელიც ცალ მხარე დაკიდებულს ათრევდა მტვერში ჩერქეზს და ტრიალებდა ერთ ალაგს. უბედურისათვის შიგ მხარში მოეწყვიტა მკლავი, გარნა კიდევ სუნთქამდა, კიდევ კვნესოდა და ფორთხამდა. შეებრალა ყმაწვილს აფიცერს: სალდათებს დაუძახა და გადაატაინა ტრანშეიში, (საფარში,) მასთანვე გაგზავნა ექიმზე და მანამ ოპერაცია არ უყვეს თვალი არ მოაშორა.
საღამოზე, რა მიწყნარდა ყოველივე, არტელერისტი იჯდა თავის ნახევარ მკვდარ ტყვესთან, მონაწილვობით ჰსჩხრეკდა ფარნის სინათლეზე. გველებრივი კვალი მწუხარებისა, ჩარეცხილ ცრემლთაგან ლოყებზე, ღრმა ნაკეცები შუბლისა, არა დროთაგან დაჭრელებული, გარნა ვნებათაგან, და სისხლათ დაჩნეული ნაკაწრი, უხდენდა მშვენიერსა პირის სახესა, რომელზედაცა გამოიხატებოდა როგორიღაც ტანჯვითი ტკივნეულება, რაღაც უსაშინელ სიკვდილისა... არ იქნებოდა რომელ არტელერისტი არ შეძრწუნებულიყო. ტყვემ ამოიოხრა მძიმეთ, და ძლივს აიღო შუბლამდენ ხელი, გადიწია დამძიმებული ქუთუთოები, რაღაც გაუგებელი სიტყვები წაიბუტბუტა თავისთვის... „სისხლი“ სთქვა მან, რა გაშინჯა ხელი თვისი... „სულ სისხლია!“ რისთვის ჩამაცვეს იმისი სისხლიანი პერანგი?... უიმისოთაც სისხლში ვცურამ... რატომ არ ვიხრჩობი მაში?...
დღეს რა ცივათ არის ის ქალი!... ერთი დრო იყო, მწვამდა მე... ეხლა უარესია! ქვეყანაში სული მიგუბდებოდა... საფლავში ასე ცივა!... საშინელი ყოფილა სიკვდილი!... მე სულელი რისთვისვეძებდი სიკვდილს... „პატარა კიდევ მაცოცხლეთ, ერთი დღე, თუნდა ერთი საათი!...“
„რაო? რა! სხვა რისთვის ჩავფალ სამსარეში? მეუბნები შენ... აბა შენა სცადე როგორია მუნ ყოფნა! შეიტყე, როგორია სიკვდილი!...“ კრუნჩხვითმა მოძრაობამ გააწყვეტინა ბოდვა; გამოუთქმელი საშინელი კვნესა გამოხდა ტანჯულისა, და მიეცა შეცდომილებითსა დავიწყებასა შინა, რომელშიაც მხოლოდ სულიღა ცოცხალ იყო, რათა ტანჯულიყო.
არტელერისტს შეებრალა თავი აუღო უბედურს, პირის სახეზე ცივი წყალი შეასხა და სპირტით დაუწყო საფეთქლების ზელა რათა მოეყვანა გრძნობასა.
წყნარა აახვნა თვალნი, რამტენჯერმე თავი გაიქნია, თითქო მით უნდოდა მოეშორებინა თვალთაგან ბინდი, და გაშტერებულათ გააცქერდა არტელერისტის სახეს, რომელსაცა ყვითლათ უჩენდა სამთლის შუქზე. უეცრათ, საშინელის ყვირილით, თითქო ჯადო ქარობის ძალით წამოჯდა ავანტყოფი, საწოლსა ზედა... თმა გეჯერივით აუდგა, ერთიან სხეული ციებიანსავით აუთრთოლდა, ხელი ეძებდა თითქო უნდოდა მოეშორებინარაღაც... აღუწერელი შიში გამოიხატა სახესა მისსა... „შენი გვარი?“
დაიყვირა ბოლოს და ჰკითხა არტელერისტს. ვინ ხარ, სამარიდან მოსული ხარ?“
- „მე ვერხოვსკი ვარ! მიუგო ყმაწვილმა არტელერისტმა. ესე იყო სწორეთ გულში მისახვედრი ტყვიასავით: სისხლის მიწოლით ძარღვი გაუწყდა დაჭრილი მკლავისა და შეხვეულიდან გამოხეთქა სისხლმა!... კიდევ რამტენიმე გათრთოლდა, რამთენიმე იხრიალა-და ცივმა სიკვდილისა ხელმა განაქრო ტყვისა გულში უკანასკნელი სუნთქვა, დაუტევა შუბლსა ზედა მისსა ბეჭედი უკანასკნელი მწუხარებისა, რომელიცა ნელ ნელა რამდენსამე წლის შეკრებილი მონანიება მოგროვდებოდა ერთს უეცარ წუთში გადავიდა, რომელიცა სული, რა ჰსწყდება გვამსა, გრძნობს ერთიან წარსულსა შეცოდებასა და შიშსა მომავალისასა. საშინელი სანახავი იყო შებღალული სახე მკვდრისა.
„უთუოთ დიდი შემცოდე უნდა ყოფილიყო!“ ჩუმათ უთხრა ვერხოვსკის გვერდით მდგომ ღენარლის პერევოჩიკს.
- „დიდი ავაზაკი!“ მიუგო პერევოჩიკმა.
„მე მგონი ეგ რუსებიდან იყო გამოქცეული. მე მთიული არავინ მინახამს, რომ აგრე წმინდათ ელაპარაკნოს რუსული როგორც ეს ტყვე. აბა ერთი მაგის იარაღი მაჩვენე! ვერას ვიპოვნით ნიშანს? ამას რომ ამბობდა, ამოაძრო მკვდრის ხანჯალი და რა დაუწყო ფარნის სიახლოვეს შინჯვა, გაარჩია და გადასთარგმნა ამის შემდეგი ნაწერი!
„წყნარ იყავ შეურაცყოფისთვის-ხოლო ჩქარ სისხლისათვის?“
„ჰსწორეთ ავაზაკის კანონია!“ ჰსთქვა ვერხოვსკიმ. „საბრალო ჩემო ძმავ ევსტაფივ! შენც შეიქმენ მსხვერპლი ამ მგზავსი ურწმუნოებისა!“ კეთილი ჭაბუკის თვალნი აიმსო ცრემლით...
- „აი მგონი, მკვდრის სახელი“ მიუგო პერევოჩიკმა: „ჰსწერია ამალათ-ბეგ!“
დასასრული.
_____________
1მუსულმანთ ჰსწამთ რომელ დერბენდის სასაფლაოში ჩრდილოეთისკენ აწყვიან, ორმოცი მართმადიდებელნი, ტანჯვით დახოცვილნი კერპთ თაყვანის მცემელთაგან.
![]() |
3 სწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 * * * |
▲back to top |
* * *
არეს[1] ეწოდა, აწღა ცისკარი,
დაიმარტება, მთა ვაკე ბარი,
ივერის ველსა, ადგია დარია,
აწი რა მესმის, მოლექსეთ ჯარი,
შეფრფინვით ვეტრფი, ჩემო ცისკარო,
სულ-წასულობით, შენდა სულ მნთები,
აცისკროვანე, სახე ნარნარო,
ნისლოვან დღენი, ბორცვნი და მთები,
სამღრთო ნათელნი შენნი დაბწნილნი,
განგებისაგან, შარავანდედით,
ჩვილ-სხივ შუქითა, გარდმოდენილნი,
ბნელშიდ მდუმართა, აღადგენს მკვდრეთით,
შენ გილოდინებს, ტაძარშიდ მღვდელი,
ზეშთ-აღტაცებით, გონვათ ზე-მპყრობი,
და ბიწიერთა, გრძნობათა მკვლელი,
ზარსა ჰსცემს ბნელსა, ნათლისა მკობი,
შენებრ უმანკოდ, და განწმედილად,
შენებრ სულ-მცირედ, მზის წინ მორბედად,
ხმა მისი ლოცვის, შენებრ დენილად,
თვალ შეუდგამ არს, მრუმისგან ჭვრეტად,
ამისთვის გეტრფი, ჩემო ცისკარო
სულ წასულობით, შენდა სულ-მნთები,
აცისკროვანე, სახე ნარნარო,
ნისლოვან დღენი, ბორცვნი და მთები.
რ...
_______________
1 (პეტერბურღში ჰსურდათ გამოცემა ქართულს ენასა ზედა ჟურნალისა. რომლისათვისცა უნდა ეწოდებინათ არე.