![]() |
ცისკარი №8 (1857) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ზღაპარი |
▲back to top |
ზღაპარი
თევზის მონადირესა და პატარა თევზ-ზედ (პუშკინით).
ჰსცხოვრებდა ერთი მოხუცი თვისი თურთ დედაბერითა,
ლაჟვარდის ზღუჲსა მახლობლად, ხელობით მის საფერითა,
გომსა, სავსესა ყოვლის მხრით დედაზარდლისა, ქსელითა,
უმეტეს ოც და ათისა, კვალად სამითა წელითა.
მოხუცი ბადეს ესროდა და იმით თევზსა იჭერდა,-
თევზსა ქალაქად ჰზიდავდა-თავს მით კმაყოფით ირჩენდა,
და ცოლი მისი ყოველ-ჟამ ტარით აბრაშუმს ართავდა,-
ჰყიდიდა ხელთა ნაღვაწსა და მით საზდოსა ჰპოვებდა.
ამა გვარითა მხნეობით ორნივ ტკბილათა რჩებოდნენ;
სიღარიბისა უღელს ქვეშ არცა თუ მცირეთ ჰკრთებოდნენ,
გარნა ბნელთ დროთაც ცოლ-ქმარნი განცხრომით განატარებდნენ,
ვიდრე ღვთის განგებულებით სხვას ბედსა იეხრწეოდნენ.
ერთ-გზის ესროლა მოხუცმან, ბადე ზღვას, მოიმედემან;
ნახა-მან ნაცვლად თევზისა ქვა მოუზიდნა ბადემან.
მეორეს სროლით ზღუჲს შამბი, მუხთალმან, მოღალატემან,
მაშინ დაკარგა ხალისი, სროლისა არღა მწადემან.-
გულ გატეხილმან მებადემ, სურვილის მქონემ ნაზისა,
მესამეც ჰსტყორცნა დაღლილმან, ვითა მსროლელმან ასისა;
გააბა თევზი ოქროსი, დაუდებელი ფასისა,
რომელმან იწყო მასთანა უბნობა ხმითა კაცისა.-
ევედრებოდა იგი მას და ჰსთხოვდა თავის-უფლებას;
ეტყოდა: „მოგცემ რაცა გსურს, უკეთუ დამრთავ მე ნებას,
„ვეღირსო ჩვეულებისამებრ ზღვაში ხალვათად ცურვებას,-
„მერწმუნე მივჰსცემ უეჭვოდ ჩემგან აღნათქვამს სრულებას“.
მუნ დაჰსდგა დიდ ხანს მოხუცი, შიშითა აღტაცებული,
ფიქრით მოუბნე ყოვლისა,-ენითა დადუმებული;
იტყოდა: „ოც და ათ წედ არს ამ ხელობით ვარ სულდგმული
და არაოდეს მიხილავს თევზი ხმა ამოღებული.“
განუტევა თევზი იგი,-უთხრა სიტყვა საალერსო;
„ფასსა მპირდები მოცემად, თვით ბუნებითა უფასო!
და იყოს ღმერთი შენთანა, ტურფაო თევზო ოქროსო;
„შენგან არ მინდა არა რა, მღვთისგან მივიღებ ნაცვალსო!“
„აჰა გიტევებ ტყვექმნილსა, შემკრთალსა შეშინებულსა,
„აქამდინ თავის-უფალსა,-დღეს ჩემგან დამონებულსა;
„წარვედ ხალვათად იცურვე, ზღუჲსა მის ღრმისა უფსკრულისა;
„მარამ თუ გთხოვო ოდესმე, მწე მექმენ შეჭირვებულსა.“
მსწრაფლად არა იგი მოხუცი, ზღუჲსა მის კიდედ განვიდა,
გაშალა ბადე გააშრო, და სახლად თვისად წარვიდა.
ესე შემთხვევა ცოლს უთხრა,-ცოლი საშინლად განრისხდა
და ამ გვარ შეცთომისთვის ქმარსა უშვერად ჰლანძღვიდა.
ეტყოდა: „ქონებითა-ხარ ღარიბი, და ჭკვით სულელი,
„სახლისთვის არას მზრუნველი და სრულიად უნაღვლელი:
„რატომ არ სთხოვე, სულელო, მას ვარცლი პურის საზელი,
„რომ ჩვენი აღარ ვარგოდა, შუა პობილი და ძველი.“
მოხუცი იგი მაშინვე, მცირე ჟამ დაუყოვნებლად,
ოლისგან შებეზრებული, რბენით წარვიდა ლაჯვარდ ზღვად,
მის თევზის საძიებელად, მისდა ამ ჭირის სათხრობად;
და რა მივიდა, კიდითგან, უწყო წოდება ხმამალლად.
თევზი ოქროსი ზღვით ცურვით მიუახლოვდა მისს ხმასა,
და ჰკითხა: „რა გსურს მოხუცო? მითხარ, ნუ იშლი შენ თქმასა;
არ დავაყოვნებ-შენს თხოვას მივჰსცემ უხვად კმაყოფასა,
თუ არ გარდახდა ის თხოვა ჩემის ძალისა ზომასა.-
მაშინ მოხუცმან თევზსა მას თავმდაბლად თავი დაუკრა
და ყოვლი თვისი გაება, ცოლისგან, წვრილად მიუთხრა.
თევზმან მსწრაფლ მისსა ოხვრითსა საჩივარს ყური მიუპყრა;
„წარვედ და გექმნას ყოველი,რაც მთხოვე, -„ეგრეთ მან უთხრა.
გახარებული გაიქცა, მუნით რა იგი საწყალი,
ნახა, რომ მისსა დედაბერს ვარცლი წინ ედგა ახალი.
იფიქრა: მოვრჩი დედაბერს, მით ჰქონდა გული მაღალი;
მარამ უმადლო დიაცი კვალად დაუხვდა გამწყრალი.
ლანძღვით ეტყოდა: რა ჰნახე შენ ვარცლში დასახარბები?
„ესოდენ ჟამ არს ზღუჲს პირზედ ამაოდ დაიარები,“
ეგ ერთი ჰპოვე შემთხვევა, გულისა გასახარები,
„და არცკი ჰსთხოვე მას ქოხი, თავისა შესაფარები.“
დაღონებულმან მოხუცმან მსწრაფლად მიჰმართა ლაჯუარდ ზღვას,
და უწყო ხმობა, რომლისგან ელოდდა კმაყოფილებას.
თევზი მიცურდა მისდა ზღვით, რა ყური მოჰკრა მისსა ხმას,
და ჰკითხა: „რა გსურს მოხუცო, ნუ უკვე მთხოვ მე სხვასა რას?
მაშინ მოხუცმან თევზსა მას ასე მიუგო სიმდაბლით:
მოთმინებითგან გავსულვარ ჩემის ცოლისა ყვედრებით;
ქოხსა მთხოვს დაუცხრომელად, მისთვის მოგმართე ვედრებით.
თევზმან მიუგო: „ნუ სწუხარ, წარვედ და გექმნათ ქოხი მღვთით!
წარვიდა იგი მუნითგან, რა ნახოს თვისი ბოსელი,
მარამ მის ძველის ბოსლისა ვერ ჰპოვა ვერცაღა კვალი;
ნახა,რომ მისსა წინაშე, ჰსდგას სახლი უცხო, ახალი,
რომელს აქვს თეთრი ბუხარი-ჭერად სულ მუხა ნათალი.
მის დედაბერი, მჯდომარე ახლისა სახლის სარკმელზედ,
ანბრწყინვებულა მზის შუქით,გარნა ამაყობს კვლავ ქმარზედ,
და ეუბნება: „შე ბრიყვო, სულელო უფრო სულელზედ,
რათ ჰსთხოვე, რასა დაჰხარბდი და რათ მოსტყუვდი ამ სახლზედ?“
დაბრუნდი უთხარ თევზსსა მას, არა მსურს გლეხთა წოდება;
არამედ მინდა უეჭვოდ ტახტის აზნაურთ ღირსება!
წარვიდა იგი ლაჯვარდ ზღვად, რა უწყოს თევზსა ძიება;
ნახა ზღვა შეშფოთებულა-არღა აქვს წყნარი დინება.
მუნ დასდგა შორით მოხუცი და უწყო თევზსა ზახილი;
თევზი მიცურდა მისდა მსწრაფლ, აღთქმის სრულ ყოფად მზა ქმნილი,
და ჰკითხა: „რა გსურს მოხუცო? მითხარ სწორე და ნამდვილი;
ნუ უკვე შენსა დიაცსა კვლავ რაიმე აქვს წადილი?“
მაშინ მოხუცი თავს უკრავს მოწიწებით და მკრთალობით,
და ევედრება, ხელმწიფავ, თევზო, მომხედე წყალობით;
ჩემი ბებერი უწინდლის უმეტეს ამპარტავნებით,
ტანჯავს, მაწუხებს, არ მაძლევს მოხუცს ცხოვრებას მშვიდობით.-
გლეხობას აღარ კადრულობს; აწ სხვას ღირსებას მინდომებს.
უთხრა: „წარვედ და ნუ სწუხარ, სულ აღგისრულებ მაგეებს.“
გაიქცა დიდის იმედით და თავის ბებერს ახარებს,
რომ მისგან შებეზრებულსა, საწყალმან თავსა ნუგეშ ჰსცეს.
მარამ საბრალო უეცრად, გაოცებული რას ჰხედავს?
მისს ცოლსა სახლი მოურთავს, და თითონ დერეფანზედ ჰსდგას;
სინჯაფით სავსე ტოლომა ამაყად მხრებზედ მოუსხავს,
და ყელი მისი ნარნარად მარგარიტს გარე მოუცავს.
სასიამოვნოდ უშვენის წითელს წუღებში ფეხები,
თვალთ მისატაცად შემკულ აქვს ოქროს ბეჭდებით ხელები;
გვერთა ახლავან ერთ-გულნი მას მონანი და მხევლები, -
რომელთაც რასა შეუკვეთს, არიან არმსრულებლები.
ესე რა ნახა მოხუცმა, თვალნი ცად მიმართ აღახვნა,
და ცოლის კმაყოფისათვის ღმერთსა მადლობა მიუძღვნა.
მუნ ქალბატონმა სასტიკად შეჰსჭყივლა ქმარზედ განრისხნა,
და მყისვე მოსამსახურედ საჯინიბოში წარგზავნა.
მცირეს ჟამს შემდეგ ბებერი კვალად შეიქმნა სულელად;
ქმარსა უწოდებს წარგზავნად თევზთან ამისა სათქმელად,
რათა მან შექმნას მსწრაფლადვე მეფად ქვეყნისა მპყრობელად,
ხელთ უპყრას: სკიპტრა, გვირგვინი, პორფირი შესამოსელად.
მუნ საბრალომან მოხუცმან შიშისაგან თავი დაჰკიდა;
ცოლისა ამ გვარს ქცევაზედ, იგი საშინლად განჰკვირდა,
და რქვა: „ბებერო, ქვეყნისა ჩვენზედ სიცილი რათ გინდა,
რომელ სრულიად სამეფო ჩვენს საძრახავად აღტყინდა?“
ვიფიქროთ აქა ბებერი, ქმარსა რასახით გაუწყრა
და მყისვე რისხვით სილაცა, საცოდავს ყბაში შემოჰკრა;
დასაჯა ზომის უაღრეს და კინაღამც ასაპყრა,
და შენდეგ ამათ სიტყვათა დასამატებლად ეს უთხრა;
„ვით ჰბედავ, ბრიყვო, ჩემთანა უბნობას ხმითა მაღლითა?
„უწყი ვინა ვარ, სულელო, თვითმხედავ შენის თვალითა;
„ნებითა წარხვალ ის გიჯობს, -არა წარგგზავნი ძალითა,-
„უარ ჰყოფ, ჯალათთ უბრძანებ, თავი მოგკვეთონ ხრმალითა“.
მოხუცმან მსწრაფლად ცოლისა შიშით იტვირთა მონება,
და მყისვე ჩველებისამებრ, ზღუჲსკენ მიმართა გონება;
ჰსწუხდა: „ვით უთხრა მე თევზსა ეს საშინელი ოცნება?“
მარამ, რაექმნა უბედურს? აღარ შეეძლო ყოვნება.
მუნ მირავიდა საბრალო მახლობლად ზღუჲსა კიდისა,
ნახა ზღვა შავად ქცეულა, ხმა ესმის გრგვინვა დიდისა;
თევზსა ჩასძახა გულ-მწუხრად, თვინიერ ყოვლის რიდისა,
და თევზს რა ესმა ხმა მისი, მიცურდა ქნებით კუდისა.
და უთხრა: „აბა წარმოსთქვი, რისთვის მოსულხარ და რა გსურს?“
მოხუცი მდაბლად თავს უკრავს და ეუბნება ამ პასუხს:
ამ სოფელს ყოველს წყალობას შენგან მოველი მე მღვთიურს;
„ვჰგონებ დამიხსნი ღრუბლისგან და მომცემ ცხოვრებას მზიურს;“
„ჩემი ბებერი საშინლად თაკილობს აზნაურობას,
„და უმეტესის ზვაობით აწ უკვე ნდომობს მეფობას;
„აღირსე ყურად-ღებაი ამა ჩემს მდაბალს ვედრებას
„და დამხსენ ბოროტ ბებრისგან ყოველ ჟამ უზომოს ვაებას.“
თევზმან ჰრქვა: „წარვედ ნუ სწუხარ, უეჭვოდ მეფად იქნება
„შენი ბებერი, -ერიცა მრავალი დაემონება;
„უკეთუ ამით მაინცა ის კმაყოფილი გახდება,
„და მისის მეფეად ჯდომისგან შენ მოგეცემა კვლავ შვება.“
მოხუცი ცოლთან მაშინვე წარვიდა ხან დაუზმელად;
და რა მივიდა, რა ნახა? ძნელ იყო საფიქრებელად;
დიდსა სამეფოს დარბაზში, იხილა მეფად მჯდომელად
თვისი ბებერი, რომელსა მრავალნი ახლდნენ მუნ მცველად;
საბატიონი და სხვანი, მაღლისა წოდებისანი,
იყვნენ სრულ -მყოფნი მალიად, მისისა ბრძანებისანი;
პურობა ჰქონდა, და ხმანი ისმოდნენ საკრავისანი;
ინაშე მისსა ისხმოდნენ ღვინონი გაღმით ზღუჲსანი.
მუნ მისართმელნი მეფისა უხვად ეფინნენ სუფრაზედ;
ურიცხვნი, მკაცრნი მცველთ დასნი ედგნენ დარბაზის კარებზედ,
და ეწყოთ ცულნი მახვილ მახვილნი, ნაცვლად საჭურვლის, მათ მხრებზედ,
რომელთა ჰლესდნენ სახმარად, მეფას ორგულის კისერზედ-
მოხუცმან ესე იხილა დიდითა განცვიფრებითა
და ფეხთა თვისის ბებრისა თქვან ჰსცა მოწიწებითა,
და ჰრქვა: „ჰე, მკაცრო მეფაო, აწ ვჰგონებ იყო შვებითა
და სული შენი ხარობდეს ყოვლის კმაყოფილებითა
ბებერმან საწყალს მოხუცსა შეხედვა არცკი აღირსა;
მხოლოდ გაგდება მუნითგან უბრძანა მსწრაფლად მცველთ დასსა.
მისცვივდნენ მსგავსად მტარვალთა და მგელებრ ჰსწეწდნენ საბრალსა,
და ესრეთ კისერში ცემით გამოაცალეს მეფასა.
სხვათ მუცელთაც მუხანათსავით კარებში ხელი წასტაცეს,
და ცოტას მორჩათ, საწყალი, კინაღამ ცულით აკუწეს.
რთა, ამისა მხილველთა, მოხუცს მრავალი დასცინეს,
ნიშნიც ბევრ გვარ მოუგეს, და ასეც უსაყვედურეს;
„ახია შენზედ რეგვენო, რისთვის იხმარე ბრიყობა?
„როგორ ვერ იგრძენ ცოლისა შენის უზომო ზვაობა;
„ყოველს ჟამს დაუყოვნებლად ასრულე მისი
ბრძანება.მერე აღარ იქმ მზგავსს საქმეს, - ეგ სწავლად გამოგადგება!“
ორ კვირას შემდეგ ბებერი, კიდევ საშინლად მრისხანებს,
და ქმრისა თვისის მოყვანას დარბაისელთა უბრძანებს;
გაიქცნენ დარბაისელნი და სადაც იყო იპოვნეს,
და ესრეთ გაკავებული, საწყალი მეფას მოჰგვარეს.
მაშინ ჰრქვა მოხუცს მეფამან: „წარვედ და უთხარ თევზსა მას,
„რომ ცოლი შენი არ ნდომობს უკვე ხმელეთის მეფობას;
„იგი აპირებს უეჭვოდ ცათ ქვეშე ზღვათ მფლობელობას;
„თაკილობს ხმელზედ ცხოვრებას, ჰსჩემობს ნეპტუნის ხელობას!“
„და ესეც უთხარ, რომ თვითცა აქ მახლდეს თევზი მე მონად,
აქათ და იქით საჩქაროდ გასაგზავნ-გამოსაგზავნად.“
მოხუცი ასე შეძრწუნდა, აღარ ძალ-ედვა სიტყვის თქმად;
მარამ ვერ მყოფი უარის, წასვლისთვის იყო იგი მზად.
გასწივა მსწრაფლად მოხუცმან, და რა მივიდა ზღუჲს კიდეს;
ნახა,რომ ზღვაზედ საშინლად ზვირთნი ებრძვიან ურთი-ერთს;
ბნელს ნისლს ზღვა გარე მოცურავს, და ქარი ოდენ ხმას აძლევს!
დასდგა მოხუცი მახლობლად, უწყო წოდება ოქროს თევზს.
თევზი მიცურდა მისდა ზღვით, რა ესმა მისი ძახილი,
და ჰკითხა ჩვეულებისამებრ: „აწ რისთვისღა ხარ მოსული?“
„რა ვჰქმნა მაწუხებს, ხელმწიფავ, ჩემი დიაცი წყეული,
„რომლისგან უკვე შევქმნილვარ მოთმინებითგან გასული;“
„ნაცვლად ხმელისა აწ მას ჰსურს ოკეანს ზედა ცხოვრება,
„მრავლადა ზღუჲსა ცხოველთა და თვით შენიცა მონება;
სადაც გიბრძანოს წარხვიდე, მარად შენ მისი ჰყო ნება.“
ასე მიუგო მოხუცმან და იწყო მის წინ გოდება.
თევზმან პასუხი მოხუცსა არა მისცარა ამაზედ,
მხოლოდ ერთიღა კუდითა დააწკაპუნა მან წყალზედ;
მსწრაფლად სახითა მრისხანით გაცურდა იგი ღრმას ზღვაზედ,
და ესრეთ თვალნი მოხუცსა დარჩა მის თევზის ლოდნაზედ.
დიდს ხანს ელოდდა პასუხსა მოხუცი, დაფიქრებული;
მარამ რა ვეღარ მიიღო, დაბრუნდა დაღონებული,
და რა სახლს მიუახლოვდა -შეიქმნა განცვიფრებული;
ნაცვლად სამეფოს პალატის, საშინლად დაძველებული
ნახა მან თვისი ბოსელი, ადრინდელ გვარად მკობილი,
შიგან თავისი ბებერი, მჯდომარე გულ-ჩათხრობილი,
ყოვლისა დიდებისაგან, უცებ ცარიელ შთომილი,
რომელსა ოდენ წინ ედგა ვარცლი, შუაზედ პობილი.
დ. მგალობელოვი.
![]() |
1.2 დარაჩიჩაღის მთა. |
▲back to top |
დარაჩიჩაღის მთა.
ვიშ დარაჩიჩაღო, შენს ლამაზ მთასა, ბუნებისაგან მწვანით მოსილსა,
ტყესა შეჯგუფულს, გაფურჩვნილსა და მისა ქვეშ უცხოსა ჩრდილსა;
ველთა ყვავილთა აღსავსესა, შენის ცვარითა გაშლილ-დაზრდილსა,
ცრემლთა წყაროთა, მომდინარეთა, აღურაცხელის კალმახთ გავსილსა.
აი გესტუმრეთ, ჩვეულებრივ შენნი სტუმარნი,
ერევნის სიცხის გამომქცევნი და მოჩივანნი.
ვიცი დაგხვდები, შეგვიბრალებ, გვიღენი კარნი,
მოგვებ ნიავსა, გვასმევ წყაროსა, რომლისა გვიყვარს ტურფა წანწკარნი.
შენი ეგ მიყვარს დარაჩიჩაღო, ხან ნისლს მოირტყავ, დაიმალები!
თითქო უპყრიხარ მძიმე დუმილსა, ორთქლავ, მრისხანებ, დაიკრძალები,
ვერვინ შეგირყევს დრომდენ დუმილსა, თუ არ შენივე ქარის ძალები,
რომლით განაბნევ შენზედან ნისლსა, ჰგავს ღიმილითა დაგვენახები.
ოხ! მთაო, გეტყვი. სასუფეველ ხარ ამ ქვეყნად შენა?
ღმერთმან განაგრძოს წელნი მისნი, ვინ პირველადა შენ განგაშენა;
თვარემ ამ დროსა ერევნის კოღოთ გააქვსთ ბზუილი, არ არს ყურთ სმენა,
უცხოს სიმღერით მოჰფრინდებიან და აღუდუდებს იმათი კბენა.
მე გუშინ-წინა გულ სევდიანი, შენს ველს გავედი, თავის წინ მვლელად,
ვეტყოდი გულსა, მო განიშორე ფიქრი მასზედა, ვინა გყავს მკვლელად,
თვარემ ოხვრანი, რომლებში აწ ზი, წყლულად შექმნიან ძნელად და ძნელად!
გარნა ამ დროსა ვნახენ ყვავილნი, ნაზის რხევითა ცვარ შენასველად...
მათ მომაგონეს იგი ძვირი დღე, ოდეს სატრფოსა მე გვერთა ვახლდი,
ვსტკბებოდი გულით, მისგან დაგულით მყისვე თვალითაც
ხშირ-ხშირად ვლახდი,
ხელს მეპყრა ვარდი ადრე ნაწყვეტი, რომელსა სუნსა დია უძრახდი;
მან მრქვა: ეგ ვარდი ცხოველს ვარდთანა რა სუნს მოიღებს ან რასა სახდი!
ამ მოგონებით ზემორე ფიქრი, გულს რომ ურჩევდი, მსწრაფლ შემეშალა,
ვგონებდი ნამდვილ ის ჩემი ვარდი, აწ თვალთა წინა მე გამეშალა
შემიკრთა გული სიამოვნებით, მყისვე ფერიცა სახეს მეცვალა!
მარამ სად იყო გაშლილი ვარდი, ან ლხინად ჭირნი ვინ შემიცვალა?...
ოხ! მთაო, მთაო გაფიცებ შენ მას ბუნებას,
რომელმა შეგქმნა მაგ მხედველობით.
წყლულსა მეწამლენ, ცრემლნი შემიშრე, ნაკადი
ცხარე გულის მწველობით,
ძალგიძს ამად რომ, ყოველნი ყვავილნი სამკურნალონი,
შენს ველს ბუდრობენ შენის მცველობით,
მათთან შეუქმენ საბრალო გულსა კარგი წამალი, აცხრენ ხელობით.
თუ არა, მთაო: ეს მაინც მიყავ, მასვი სამსალა რაიმე მწარე,
რა მოვკვდე შენთა ყვავილებშია, იქვე იზრუნე ჩემთვის სამარე,
ნიავ მობერვით, ყვავილთ ფურცელნი,ნაცვლად ცრემლისა ზედ მომაყარე,
მკვდარი დავითი, ჩემო გახსოვდე, გონებისაგან ნუ გამიყარე!...
დავით თადიევი.
1857 წელსა
ივნისის 22 დღესა.
დარაჩიჩაღი
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 უმანკო სისხლი |
▲back to top |
უმანკო სისხლი
ამბავი.
ვინ იცის რავდენი ამბავი მომხდარა ჩვენს ქვეყნებში, დიდი ანუ მცირე; მგონია ერთი მცირედი ადგილი არ იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენს წინაპართ სისხლი არ დაეღვაროთ იმ ადგილზედ თავის მამულისათვის და სარწმუნოებისათვის. ამაზედ ბევრი სათქმელია, მაგრამ ლაპარაკის გაუგრძელებლობისათვის ეს ვიკმაროთ და ამის შემდგომი წავიკითხოთ, ამ უმანკო სისხლის ამბავი.
ერთს ქართველის დიდის კაცის სახლში აღიზარდნენ სამნი ყმაწვილნი ქალები: საღმრთო საერო წერილები დაასრულეს, კერვა ხელ საქმეში გავითარდნენ, წყნარი მშვიდობიანი ქცევა მიიღეს, უფროსების პატივის ცემა დაიხსოვეს, დედ მამისა მორჩილება დაიმარხეს, კრძალული ყოფა ცხოვრება შეიძინეს, თანა-სწორის პირებისათვის შესაფერი ზრდილობა ისწავლეს და დარბაზობის საუბარსაც უცხოდ მიმოხვრიდნენ, სადაც კი ადგილი ექმნებოდათ უბნობისა. ერთის სიტყვით: მართებული ხასიათი დაიმკვიდრეს და ყოვლის კეთილის ზნეობით შეიმკნენ.აი ძველი სწავლა ჩვენი ქალებისა.[1]
იმ ქალებს ერქვათ: ანა, ბარბარე და მართა. სამნივე იყვნენ მშვენიერები, სამნივე პირ მრგვალნი, სამნივე შავთვალ-წარბანი, სამნივე ტანადობით სრულნი, მაგრამ ერთმანეთს კი არა გვანდნენ სახით. ანა იყო იმ სახლის თავადის ქალი და ის ორნი იყვნენ იმისი აზნაურობისა, რომელნიცა იმ თავადის ცოლმა გააზდევინა თავის ქალთან სიყმაწვილითვე ერთად და დებისავით სიყვარულით.
ამ ქალების გამდელი იყო მოხუცებული ფერია (სახელი), მშვიდობიანის სახის მქონე და სრულებით თეთრი თმიანი. ამ მოხუცებულის გამდელს თავის დროზედ მოეთხოვა ხარკი სოფლისა, იმანაც მისცა დამყუდროებულს გულით.
იმ თოთხმეტ თოთხმეტ წლის ქალმა, თუმცა წესისამებრ თავიანთი მბზინვადე შავი ღულამბრები და გრძელი დალაები არ დაიშალეს თავიანთის ნაზის თითებითა, რადგანაც ყმაწვილები იყვნენ, მაგრამ გულმოსაწყვლელის სიტყვებით დასტიროდნენ წყნარის მოთქმით და გულსაკლავათა ცრემლთა დააფრქვევდნენ თავიანთ მოჭინახულეს ცხედარზედ იმათ მაყურებლებს გული უდუღდებოდათ და შორიდამ ჰქვითინებდნენ იმათ.
იმის დასაფლავების შემდეგ, იმ ღამეს ის ქალები ისხდნენ თავიანთს ოთახში შეწუხებულები, სადაც ამ დროს არავინ არ იყო და ამას ამბობდნენ.
ანა. ღმერთმა საუკუნო განსვენება მისცეს ჩვენს გამდელს ფერიას.
ბარბარე. ოჰ, ჭეშმარიტად.
მართა. ახ, რა კარგი რამ იყო.აბრაამის წიაღში განუსვენოს ღმერთმა.
ანა. ჩემო უსაყვარლესო დებო: იმისი სწავლა კარგათ გვახსოვს, ეს სოფელი კეთილისათვის არის დაარსებული ღვთისაგან, მაგრამ როგორღაც ბოროტად არის შეცვლილი; ამისთვის იმისი სწავლისამებრ, გვმართებს ეხლანდელს მდგომარეობას მოვშორდეთ სოფლისასა და ღმერთსა შეუდგეთ;
მართა. დიაღ კარგი იქმნება, ჩემო სიცოცხლე დებო.
ბარბარე. მართლა, დიაღ კარგი კარგი იქმნება, ჩემო მანუგეშებლებო დებო, მარამ სად და რომელს ადგილს შევიდეთ?
ანა. ქ. თბილისის მახლობლად, რომ ეკკლესია არის მთაწმინდის შუა გულს მთაში, წ. დავითისა, იქ შევიდეთ; იმ ეკკლესიის მღვდელი და იმისი ცოლი მეტად კეთილები არიან ორნივე -მე დარწმუნებულ ვარ, კარგათ მიგვიღებენ ის საწყალი უშვილოები.
მართა. ბევრჯერ ვყოფილვართ ქალაქში. შარშანაც ხომ იქ ბრძანდებოდნენ შენი დედმამა, და ჩვენც იქ ვიყავით? -ერთხელ რომ წავედით სამნივე ჩვენ, იმ წ. დავითის ეკკლესიაში სალოცავათ, მაშინ ეგ აზრი წარმომიდგა გონებაში, რაც ეხლა ჩვენ განზრახვა გვაქვს.
ბარბარე.როგორც იქნება იქამდინ მივალთ, მაგრამ იმ მღვდელმა რომ გაგვამჟღავნოს?
ანა. რას გვიცნობს ვინა ვართო? თუნდა გვიცნოს, მღვთისთვის შეგვიწირავს თავი და მისთვის დიდათაც უნდა იამოს.
კარგად მოლაპარაკების და ვახშმის შემდეგ, როდესაც ფერხის ხმა მისწყდა კარზე, და ამ ჟამად იმათ ოთახში არავინ არ იყო, ამ დროს ღვთის სახელი ახსენეს, სამნივე მამაცურად წარმოდგნენ ფერხზედ, პური და ყველი ხელსახოცში შეახვიეს, კარებში გაიხედეს, ნახეს ყველას ეძინათ, გარდა იმისა რომ თექვსმეტი დღის მთვარე იყურებოდა მოწმენდილის ზეცითგან და ვითომდა ტალარს ჰსწევდა უმანკოთა იმათთვისა, გზა ეჩვენებინა.
ტრედები ბუდითგან გამოფრინდნენ და სასუფევლის კარებისაკენ წასვლა ისწრაფეს. იმათ არც აბზარავის ფრინველებისა ეშინოდა, არც მტაცებლის მხეცებისა.
გამოიარეს სახლის ეზო, - გაიარეს სოფლის ორღობე და დიდ შარას გზაზედ გავიდნენ მხნედ ის პატარა ფეხებიანები გაწყობილს წითელის წუღებით; ასე ჩქარა მიდიოდნენ უქოშონი, რომ კარგი შიკრიკიც ვერ მიჰყვებოდა იმათ. კარგი ის იყო, რომ გზა კარგათ იცოდნენ ქალაქისა და არც მგზავრი შეხვდათ ვინმე:
გარიჟრაჟზე მცხეთის ხიდზე გავიდნენ; შარას გზაზე ვეღარ გაბედეს წასვლა მგზავრების შიშით და ამისთვის მაღალს მთასა შეუდგნენ იქვე ხიდის მოახლოვებად მტკვართან; მინამ კარგათ ინათლებდა მთის წვერზედ ავიდნენ, და იქიდამ ქალაქის მთები დაინახეს დიდის სიამოვნით. ახლა მთათა იარეს ტყის პირს, ქალაქი არ დაჰკარგოდათ თვალითგან, დაბინდზე დიღმის ხეობაში შევიდნენ წყალის პირზე; ამ დროს მთვარეც ამოვიდა.
მცირეს ხანს წყალის პირზე დასხდნენ, ცოტა დაისვენეს, პური იგემეს და მას უკან გზასვე შეუდგნენ. ახლა სწორეს გზაზე იარეს; შუაღამეზე ადრე მთაწმინდაში ავიდნენ, წ. დავითის ეკკლესიას თაყვანი სცეს, იქიდგან გამობრუნდნენ და მღვდლის სახლის კარი დაარაკუნეს.
იოსებ მღვდელსა და იმის ცოლს ანასტასიას ჯერ არ ეძინათ, ლოცვის წიგნი ხელში ეჭირათ და გულ მხურვალედ ილოცვიდნენ. უდროო კარის დარაკუნება არც ერთს არ იამა, მაგრამ მაშინვე მივიდა მღვდელი, კარები გააღო და ანთებული წმინდა სანთელი გაანათა კარებში, შეხედა, იცნა სამნივე და გაკვირვებით ჰკითხა:
„ანა, რა ამბავია ასე უდროოთ თქვენი მობრძანება?“ ცნობისათვის, თუმცა დიდად შეკრთნენ ქალები, მარამ ანამ თავიანთი განძრახვა ყოველივე უთხრა გადაწყვეტით. - მღვდელსა და სახით საუცხოვოს, იმისს ტან წვრილს და ტანადს ცოლს, თუმცა დიდად იამათ, მარამ კიდეც შეშინდნენ.
რასაკვირველია იმ ღამეს დიდი პატივი მიაპყრეს სამსავ. მეორე დღეს მღვდელი ქათალიკოზთან წავიდა მოადრეოდ და ყოველივე მოახსენა, რომლებთანაც ორი ეკკლესიის დიაკონები დარჩნენ, ერთი ორმოცი წლისა და მეორე ორმოცდა ათისა. ეს დიაკონები დიაღ უცხო მოსამსახურენი იყვნენ ეკკლესიისა და მღვდლისა დიდი მორჩილნი. ორმოცის წლისას ერქო პეტრე და ორმოცდა ათისას თევდორე.
უკეთილესმა ქათალიკოსმა, რომ მოისმინა მღვდლისაგან, დიდად მოიწონა, მაგრამ იქით ზევით მხარებს ბევრი აძებნინეს ის ქალები ანას მშობლებმა; ბოლოს შეიტყეს როგორც იყო და ქართლის მეფეს ლუარსაბსა წიგნი მოართვეს. ამაში ორი სამი დღე აღარ გამოვიდა, ანასთან აბრძანდა მეფე; ამ დროს ეს ქალები ეკკლესიაში იყვნენ დაჩოქილნი ამბიონის წინ და გალობით ქებას შიასხავდნენ ღმერთსა.
მეფე დიაღ ახლო ნათესავი იყო ანასი: -ერთმანეთს რომ არ მოშორდებოდნენ ის ქალები მოინდომა სამნივე გამოეყვანა და ანა დედმამასთანვე დაებრუნებინა. ყოველს მეფის ბრძანებაზე დიაღ კრძალვით მოახსენებდნენ სამნივე და გადაწყვეტილის სიტყვით, რომ უთუოდ იქ უნდა დამკვიდრებულ იყვნენ, ერთი მეორეს განუშორებლად. ვერას ჩაგონებით ვერ შეძლო მეფემ იმათი გამოყვანა, ამისთვის მთაწმინდაში დაემკვიდრნენ ღვთის შვილებად.
ერთი თვე აღარ გასულა, ქალაქში განიქთვა. - „ხვალ სამი ქალი უნდა იკურთხნენო მოლოზნებად“. ამაზედ მთელი ქალაქის მცხოვრებნი შეიძრნენ რაღაც საამოს ფიქრით: ზოგი რას ამბობდა და ზოგი რასა. -მეორეს დღეს, მრავალნი ქალნი და კაცნი შეიყარნენ სიონთა მღვთის-მშობლის ეკკლესიაში მოლოზნების კურთხევის საყურებლად. მცირეს ხან უკან ის ქალები მოიყვანეს და ქათალიკოზის ხელი იკურთხნენ მოლოზნებად. როდესაც მოლოზნების კურთხევის დრო მოვიდა, ქათალიკოზი ამბიონზე გამობრძანდა თავისის სამღვდელოთი, აქედგან მოლოზნები მივიდნენ და იმის წინ დაიჩოქეს; ქათალიკოზმაც იმათ შავი მაზარები გადააფინა. მასუკან მოლოზნები მოჰყვნენ და ღმერთს მადლობას შესწირავდნენ გალობითა. ამბიონითგანაც ქათალიკოზი და მისი სამღვდელონი მოსძახოდნენ, ზოგი თქმასა, ზოგი მოძახილსა, ზოგი ბანსა და უცხოდ შეწყობილს გალობას დიაღ მშვენიერად გალობდნენ.
აქამდისინ ეკკლესიაში მდგომნი სურვილის თვალით უყურებდნენ იმათ; ახლა ამ სახეზედ და ამ გალობაზედ, საერთო შესაბრალისი ქვითინი შეიქმნა; იმ მოლოზნების დედ-მამებმა ხომ ვეღარ მოითმინეს, თითქმის გულ შეწუხებულები გავიდნენ კარზე. ეგონათ მომკვდარანო და ჩვენსა მკვდრებსა ვმარხამთო. რაღათ გავაგრძელო ლაპარაკი, მხიარულის ტანისამოსებით შევიდნენ ის სამი ქალი ეკკლესიაში და მძიმის შავებით გამოვიდნენ, მღთის მადლობელნი გულ მხიარულად.
ორი წელიწადი დიაღ მშვიდობიანს ცხოვრებაში იყვნენ ის ზეციური ქალები; ყოველთვის ღმერთს ევედრებოდნენ თავიანთი ქვეყნის ბედნიერებას და ხშირადცა შეჰგალობდნენ ზეციერებასა. მღვდელი თავის ცოლით დასტრფიალებდა იმ მოლოზნებს, როგორც საკუთარს დებს. - მეტის სიხარულით აღარ იცოდნენ სად იყვნენ, ასე ბედნიერათ მიაჩნდათ თავი. ის მოლოზნებიც დიდ პატივსა სცემდნენ იმათ.
ბევრჯელ შუაღამეზედ, წინ თუ უკან, ის მოლოზნები გადმოსხდებოდნენ ეკკლესიის წინა მთაზედ; აქეთ მღვდელი მოუჯდებოდა იმათ გვერდით და იქით მისი ცოლი, რომლებზედაც უწმინდესი ჰაერი გადმოჰფენოდა და ვარსკულავნი მკრთოლვარებდნენ ზეცაში.
ამ დროს საქართველოზედ თვალს გადაავლებდნენ, საიდგანაცა დიდი სივრცე დაინახება საქართველოსი. საქართველოს მყუდროს მშვიდობიანობას, რომ წარმოიდგენდნენ იმ დროსას, მეტის სიამოვნებით სასიხარულოს გალობას მოჰყვებოდნენ ეს ხუთნი წმიდანი და მაშინვე ის გალობა მოიცავდა თავისის საუკეთესოს ხმოვანებით იმათ გარემოს არეთ.
ვინც ამ გალობას გაგონებდა, ქალი თუ კაცი ყველანი ყურს მიუპყრობდნენ იმ ტკბილ ხმოვანებას; ყველანი ძლიერ იგრძნობდნენ ამ საუცხოვოს მელოდიას და ყოველთა სანატრელად მიაჩნდათ იმათი განშორებული ტკბილი ცხოვრება სოფლისაგან.
ერთს ჟამის შემდგომ გასწყდა ის მიმოქცეული გალობა მთაწმიდის შუა მთაში, თავისი გაძახილი ეჰო და ისინიც გულმობილი მადლობელი დაშთებოდნენ, ვინცა კარგს ხმას ყურს უგდებდნენ გალობისას.
ზეციურისა ამის ცხოვრებითა, ასე გაატარეს ორი წელიწადი იმ ხუთთა წმინდათა. რაც მისართმევი მიუვიდოდათ საქართველოს ერისაგან, თავიანთ სარჩოს გარდა, სხვას სულ საწყალსა, დავრდომილისადა გლახაკთა აძლევდნენ.
ორის წლის დასრულებასთანვე სპარსეთის ხელმწიფე აღიძრა საქართველოზედ ძლიერის ჯარებით და განძვინებული წამოვიდა უსამართლო შაჰთაბას. გმადლობ ღმერთო! რა შეედრება ახლანდელს სწავლის... განვითრებას... და განათლებას!... განათლებამ დასცა სიბრიყვე და ვეღარ აღსდგება იმისი მხეცური ყოფა-ქცევა.
შვიდობიანს, მოსვენებულს, ტკბილს და კეთილ-ცხოვრებაში მყოფნი, ახლა ერთს დილაზედ მთაწმინდიდგან დაინახეს იმ ხუთთა წმინდათა შათაბაზის ძლიერი მხედრობა, მრავალ ტოტებად დაყოფილი; სხვასა და სხვას ადგილებში მოვიდნენ, დროშებ გაშლილები, და საქართველოს ნაყოფიერნი მინდვრები წაელეკათ იმათ ნიაღრულს მომდინარეობას.
ეს ხუთნი წმინდანი ამით სიხარულობდნენ, რომ საქართველო მშვიდობიანს ცხოვრებაში იყო და მცხოვრებნი თავიანთს ნაყოფიერს მამულებს აკეთებდნენ გულ-მოდგინედ, ღვთისაგან მომადლებულის კეთილის ჯილდოს მისაღებად. ნაცვლად ამისა, ახლა საქართველოზე ამხედრებული სპარსელები დაინახეს უეცრად, - და გულ-ლმობიერო იგრძენ იმათი სული რა საშინელს ბორგვაში ჩავარდებოდა! სპარსეთის ცხენოსანნი ჯარები მოვიდნენ მეტად გაამაყებულნი, ისინიც მთაწმინდიდგან დაჰყურებდნენ მეტად დაღონებულები,რა იცოდნენ რა ომი მოხდებოდა.
მოწინავე ჯარი ქ. თბილისს რომ დაახლოვდნენ აქ თფილისელების საქონელი დახვდათ სპარსელებს,რომელიცა რამდენსამე ყმაწვილ ბიჭს დაუდიოდათ საძოვარზე. ბრძანებისამებრ შათაბაზისა: - „ცოცხალს ნურავის ნუ გაუშვებთო“ სპარსელებმა ხმლებს ხელი გაისვეს, ის მწყემსები იქვე აკუწეს და საქონელი გამოირეკეს. ამათ მახლობლად რამდენიმე დედაკაცი მოვიდნენ ზევით სოფლისაკენ, წმინდა - პაჭიჭის ქსოვითა და მხიარულნი მიმგზავრობდნენ, რომელიცა ისინიც სპარსელების ხმლებით დაიხოცნენ და იმათი სისხლით შეიღება იმ ადგილის მწვანოვანი მოლი.
ამ დროს ქ. თბილისში უეცარი ამბავი მოხდა, რომ ვაების ხმა გამრავლლდებოდა, დედაკაცებისა და კაცებისაგან. რა იცოდნენ რა ამბავი იყო; ამ ჟამს ქ. თბილისში შემოსცვივდნენ სპარსელების ცხენიანი ჯარი და დაერივნენ მცხოვრებში, დაუწყეს კაფა დედაკაცსა და კაცსა; ჰკაფდნენ გამხეცებულნი სპარსელები უიარაღოს თფილისელებს, როგორთაც შესეულნი კაცები ტყესა და თფილისელების სისხლი იღვრებოდა უსამართლოდ.
ქ. თბილისში ასეთი წივილსა და ძახილის ხმა შევარდებოდა ჰერში, ქალისა და კაცისაგან, რომ სრულიად მოიცო ჰაერი იმათმა შესაბრალისმა ხმოანებამ, მაგრამ ვინ გაიკითხავდა იმათ?
რამდენიმე მშვენიერი ქალები მამაცად და უშიშრად წინ წამოუდგნენ მოღერებულს სპარსთა ხმლებს; ხელები განუპყრეს და სთხოვეს სალმობიერთა ხმითა; არ დასთხიონ იმათი უმანკო სისხლი. რა ბრძანებაა, ვერც იმათმა მშვენიერებამ ლმობილჰყო სპარსელების გული ვერც იმათმა ვედრებამ. მხეციც მოლბებოდა იმათის ვედრებითა, მაგრამ სპარსელებს სულ არ მიეკარათ იმათი ვერდრება და არც იმათი მშვენიერის თვალებიდგან მომდინარე ცრემლი. დაუყოვნად ის მშვენიერი ქალები დახოცეს და იმათი სისხლით შეისვარეს ხელები მტარვალებმა. შემდეგ დაერივნენ შიგნით თბილისელებში; დაუწყეს სვრა გაუკითხავებმა, ქალისა, კაცისა და წვრილთა ყმაწვილებს. იმათი საცოდაობის სისხლი შჩქეფდა, იმათის ხოცისაგან, რომლისაგანაც სხვასა და სხვასა ადგილებზე მიდიოდა დარუებულისავით იმათი უმანკო სისხლი. წივილ ძახილის ვედრება და გულ-მტკივნეული ხვეწნა ვის ესმოდა? ვინ იყო ამ საშინელების სახის მოწაფე? თუ არ დამშვიდებულიცა, მყუდროდ მაყურებელი იმათზედ.
ამ ვაების დროს ნახეს, ერთი ჰაეროვანი, უცხო სახის ყმაწვილი კაცი მორბოდა სიონთა მღვთის მშობლის ეკკლესიის წინ ქუჩაში და ძლიერის მუშტით იგერებდა თანამომდევართა სპარსელებსა, მარამ ოთხსავე კუთხივ მოასწრეს ხმლიანმა მკვლელებმა; ის იყო უნდოდათ აეკუწნათ ის ყმაწვილი კაცი, ამ დროს ასეთი კივილი მოისმა, რომ მოღერებული ხმლები ისე დარჩათ სპარსელებს. შეხედეს, ერთი მშვენიერი ყმაწვილ ქალი მოვარდა, ამ ყმაწვილს კაცს ყელზედ გადეხვია და სურვილათ უთხრა.
-„შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, მეც შენთან მოვკვდები, ჩემო გიორგი“.
ამ სიტყვაზედ იმ ყმაწვილმა კაცმა შეხედა, ნახა რომ იმისი ცოლი, რომელიც გიჟისავით გადეხვია და ეგრეთისავე სურვილით უთხრა.
- მოდი ჩემო ნინუცი, ორნივე ერთად დავიხოცნეთ მტარვალების ხელისაგან.
ერთის კვირის ჯვარ-დაწერილები და გაგიჟებით მოყვარულნი ერთმანეთისა, უწყალოებმა ზედ ეკკლესიის მახლობლად ჩაკაფეს, ის უმანკოები და იმათი წმინდა სისხლით მოისხურა ის ადგილი.
ის იყო მოღერებულთ ხმლიანებსა უნდოდათ შესვლა სიონთა მღვთის მშობლისა ეკკლესიაში, ამ დროს ერთი მაღალი ხმა მოესმათ უკანიდგან.„ხელი შეინახეთ. ეკკლესიაში უჩემოთ არავინ არ შევიდესო“. შეხედეს, შათაბაზ მობრძანდებოდა ოქროს დარახტულის თეთრის ცხენითა, რომელიცა ყოველი სპარსი განკრძალული დადგა;
შათაბაზ ცხენიდგან გადახტა და ეკკლესიაში შებრძანდა. იქ შესულთ ქალებმა შემობღავლეს და კაცები კი გაჩუმებულნი იყვნენ. აქედგან ბრძანებულმა ანიშნა დაჩუმებულ-იყვნენ. თუმცა დაჩუმდნენ, მაგრამ თრთოლით მოელოდნენ. -„სადაც არის უბრძანებს ჩვენს გაწყვეტასაო.“
შათაბაზ მივიდა და შუა ეკკლესიაში დასდგა. ამ საუცხოვოდ შემკობილს ეკკლესიას თვალი რომ შემოავლო, დაიძახა „მღვთის სახლს რომ იტყვიან, სწორედ ეს ის სახლი არისო. „ მერე მკაცრი ბრძანება გასცა“. არავინ არ ავნოსრა, ამ მღვთის სახლსაო. იქ შესული ქალი და კაცები აღარ გააწყვეტინა, იმ ეკკლესიის პატივის ცემისთვის.
ამ თბილისელების საცოდაობის კივილ-ძახილის ხმა ესმოდათ იმ ხუთთა წმიდასა მთაწმიდაში, რომლებსაცა შეეძლოთ გაქცეულ-იყვნენ, მთაზედ გადევლოთ და ერთს მიფარებულს ადგილს თავი მოერჩინათ, მაგრამ თქვეს: რაც თბილისელებს მოუვიდათ ჩვენც ის დაგვემართოსო და მტარვალების ხელით დავიხოცნეთ, ჩვენი მამა-პაპურის სახელოვანის სიკვდილით, ვინაიდგან სასუფეველი მიგველის ზეცაში სარწმუნოების გამოვო.“
ამ სიტყვაზედ დადგნენ და დედა-მიწაზედ დამხობილნი, საცოდავათ ბღაოდნენ თბილისელებისათვის ის ოთხი ქალი და მწარესა ცრემლსა აფრქვევდნენ გულამოსკვნილები. - გულგანხურვებულს მღვდელსაც მოეხადა ქუდი, ზეცად ხელები განეპყრა და გულმტკივნეულად შესძახოდა ღმერთსა. ამ ვაებაში და ამ მწუხარებაში რომ იყვნენ, ქ. თბილისს ავარდა ასეთი საშინელი ალი, რომ მთელი ქალაქი ცეცხლად გადაიქცა და იმისი ალი უმაღლესსა ჰაერს შესწევდა! ამის მნახველთ უდიდესი მწუხარება და ვაება გამრავლეს. ვინ იცის რამდენი წვრილი ყმაწვილები დაწვეს იმ საშინელს ცეცხლში?...
რამდენ გუნდგუნდს მიიყვანდნენ დედაკაცთ და კაცებს: ეტყოდნენ გათათრდით; ნაცვლად პასუხის ესენი თავს მიუშვერდნენ სარწმუნოებისათვის და სპარსელებიც აყრევინებდნენ შეუბრალად, გალესილის ხმლებით. ამდენი თავები დაყრევინეს, რომ ბეზარს მოვიდნენ და შათაბაზმა უბრძანა, მხოლოდ ტყვედ ჰყონ დანარჩენნი. არა მხოლოდ თბილისში იყო ეს ამბავი, არამედ სადაცკი სპარსელები შევიდნენ ყველგან ეს საშინელება ასტეხეს.
ამ ვაებაში რომ იყვნენ ის ხუთნი მწინდანი, ამ დროს ერთი მცირედი გუნდი დაინახეს იმათზე მიმავალი სპარსელებისა.
აქამდისინ დავრდომილებმა, სპარსნი, რომ დაინახეს იმათზე მიმავალი, მაშინვე გული დაიმშვიდეს და როცა იმათთან მივიდნენ, ისინიც შეურყეველი გულით დახვდნენ და ანამ უშიშრათ უთხრა.
-„მოდით მტარვალებო. მაინც არ გეწყალვისთ ჩვენი სისხლი სპარსელებსა და ჩვენც ისე დაგვხოცეთ როგორც თბილისელები.“
ერთი ხნიანი თეთრ-წვერა კაცი ერია; ის იყო იმათი ათასის თავი, რომელსაცა დიაღ კეთილი სახე ჰქონდა. ის ცხენიდგან გადახტა, სხვანიც იმასთანა. იმ ათასის თავსა ბრძანება ჰქონდა, თბილისის მიდამო ადგილები დაეარა და თუ ენახა ვინმე, უნდა გაეწყვიტა, ამისგამო იმასთან მიჩენილი იყო ერთი საქართველოში გაზდილი სპარსი, კარგათ მცოდნე ქართულისა. - ანას სიტყვაზედ, იმ ათასის თავმა იმ მიჩენილ სპარსსა ჰკითხა. - „ის შაოსანი ქალი რას ამბობსო.“ იმან გადუთარგმნა და ათასის თავმა გაღიმებით უთხრა.
-„იქნება უარესის სასჯელით დაიხოცნეთ თქვენ, მინამ თფილისელები.“
-„ჩვენ არ გვეშინიან, რომლის სასჯელითაც გინდოდესთ დაგვხოცეთ,“
ანამ უშიშრათ უთხრა ეს სიტყვა. და ამ თქმაზე ამისი ამხანაგებიც შეუპოვრად მოუდგნენ ანას გვერდით. - ათასის თავმა იმათი შეუპოვრობა რომ ნახა, ლმობიერის გულით უთხრა.
-„ვითომ რა უნდა ჰქნათ? -აჰა მიიხედეთ ამ ქვეყანას. როგორ აივსნენ ჩვენის ჯარებით. - აბა რასა იქთ? -ბრძანება არის შათაბაზისაგან, ზოგი უნდა გაწყვიტონ და დანარჩენნი ტყვედ წაიყვანონ.“
- მითხარ,რა ბრალი აქვსთ ქართველებს სპარსელებთან?
-„უკუ-უდექით შათაბაზს.“
ანას პასუხი უნდა ეთქვა, მაგრამ ათასის თავმა აღარ დააცალა და უთხრა.
-„მშვენიერო ქალო, ნება არა გვაქვს, რომ ბევრი გელაპარაკოთ. ამისთვის მოკლეთ გეტყვი ჩემი რჩევით მრავალნი გაბედნიერებულან და თქვენც ისე გაბედნიერებით, თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ.“
მოდიდურის და მრისხანის სახით მიუგო ანამ.
-„აბა თქვი რა გაქვს სარჩევი?“
-„ჩვენი სარწმუნოება მიიღეთ.“ დაუყოვნად უთხეა ათასის თავმა, ეგონა ამით ასიამოვნებდა.
- მგონია, უფრო მაგისთვის ჟლეტო ჩვენს ქართველებს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და თქვენ გაძლიერებული მაჰმადიანი, თორემ მაგისთანა ტყუილს რათ მოგვიგონებდით? -„უკუგვიდექითო?“ აბა ვინ აღგიდგათ წინა?-
მაგრამ არა. რადგანაც ქრისტიანები ვართ ჩვენ ამისთვის ტყუილი მიზეზი გიპოვნიათ და უსამართლოდ ჟლეტთ ქართველებს, ნამეტნავად უიარაღოდ. მე დედაკაცი ვარ და თქვენ მაგიერათ მე მცხვენიან.
მართლა, ყველას ასე შერცხვათ სპარსელებსა ვინც იქ იყვნენ, რომ თვალი ვეღარ გაუმართავს ანასა.
ერთი გულ ფიცხელი სპარსი წამოდგა წინა, - ეს იყო ათასის თავის თანა შემწე და აგფიცხებულმა უთხრა.
-„თუ გათათრდები დიაღ კარგი, თუ არადა ეხლავ უნდა დაგხოცოთო. ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა.“
ანამ დიახ დამშვიდებით და თაკილობით უთხრა.
- ნუ გვაშინებთ სიკვდილით ჩვენ, - ოღონდ იმთენი დრო მოგვეცით ჩვენის სარწმუნოების წესი შევასრულოთო და მას უკან თქვენი სურვილი აღასრულეთო.-
თუმცა სპარსნი თანახმანი შეიქმნენ, მაგრამ გაკვირვებულნი იყვნენ იმათ უშიშარობაზედ, ისინი რომ თანახმანი შეიქნენ, ესენი დავით გარეჯელის ეკკლესიაში შევიდნენ და კარგახანი დაჰყვეს. იქ მღვდელმან ლოცვები წაიკითხა. შემდეგ გულ მხურვალეს ცრემლით წმინდა საიდუმლო მიიღეს და მერე გამოვიდნენ. შეხედეს ამ ოთხს მშვენიერს ქალს თავები მოხდილი ჰქონდათ; თავიანთი გრძელი შავი ბზინვარე თმები შუბლზევიდგან თავზე შემოებორბლად და განსპეტაკებული თეთრი ყელი სრულიად უჩნდათ მხრებამდისინ. ეს ის ნიშანი იყო. „უფრო ადვილად გაგვაგდებინებენ თავსაო.“ ასე და ამ სახით უფრო მომატებული შვენება მოჰფენოდა იმათ სახეს და ერთი მეორეს მეტად აშვენებდნენ, ეტყობოდათ ზეციური ნათელი სწვეოდათ იმათ.
ამათ მოუძღოდა მღვდელი ანთებული წმინდა სანთელით, დიაღ მაღალი ტანისა. სახე იმისი იყო მეგიდური, (მედიდური,) თუმცა დიაღ შავი ჰქონდა და ხუთნივე დაწყნარებულის სახით მოვიდოდნენ მტკიცის ნაბიჯებით.
მოვიდნენ ჯვარი მწვანოვანსა ადგილსა დაასვენა მღვდელმა, წმინდა სანთელი წინ დაუნთო; მერე ხუთთავ დაუჩოქეს ჯვარსა და შეწყობილი გალობა აუშვეს უუმშვენიერესის ხმით.
ის ხნიანი ათასის თავი ამ დროს ერთს საფლავის ქვაზე იჯდა იმათ მახლობლად; ასე ეცოდებოდა ისინი, და ასე ელმო იმათი გალობა, რომ შესაბრალისად ატირდა, წამოხტა, მოუთმენლად და ხელგანპყრობით ზეცას შესძახა.
„ოჰ ღმერთო! რა ბრალი აქვსთ ამ საცოდავებს?“
ამ თქმაზედ გულადი ცეცხლმა თანა-შემწემ დაიძახა -„არ იქნა ესეც გაქრისტიანდა.“
იშიშვლეს ხმლები; გამხეცებულებმა ექვსნივე ერთად დაკაფეს ის წმინდანი და იმათი სისხლით გაწითლდა ყვავილ შერეული ის მწვანოვანი ადგილი.
ასე დაიხოცნენ ის ხუთნი სული სარწმუნოებისათვის და მეექვსე სიწყალულისათვის.
მიმავალი სპარსელებს ტყვები, რომ მოუდიოდათ ჩვენის ქვეყნიდგან, გუნდ გუნდად, ხელებ გაკრულები, ქვევითები, ფეხშიშველანი და დაგენძილი ტანისამოსით; ზოგი დედმამას ტიროდა, ზოგი ძმებსა, ზოგი დებსა, ზოგი შვილებს და ამ სავაგლახოს მწუხარებით თავიანთს ქვეყანასა ესალმებოდნენ საუკუნოდ, მაგრამ უფროსი ერთი მოთმინების მდუმარებით იყვნენ და ხმას არ იღებდნენ.
იმ დიაკვანების აღარა ითქვარა აქ, ამისთვის რომ მინამ ის უწყალობა შეემთხვეოდათ იმის წინა დღეებში მახლობელს სოფლებში გაგზავნეს სარჩოს მოსაკრეფად. საშაბუროში, რომ მივიდნენ, იქ ბარბარე მოლოზნის დას შეხვდნენ, იქვე გათხოვილსა; ეს ქალი უფრო მინაზებული ლამაზი ქალი იყო სუსტის სიამისა, ახლად დაქვრიებული და არც შვილი ჰყავდა, რომელმანცა დიაკონები კარგათ მიიღო.
მეორეს დილას ესეც დიაკონებს გამოჰყვა, შვიდი ცხენოსანის მოსამსახურით, საუცხოვოს საგზლით და სთქვა. -„რახანია დაი არ მინახავს წავალ და მცირეს ხანს იმასთან დავყოფო.“
ქ. თბილისზედ ცოტა მოშორებით, რომ მოვიდნენ, ვერის ხეობაში, იქ რამდენიმე კაცები და დედაკაცები მორბოდნენ თავიანთის შვილებით და ამას მოიძახოდნენ. - „არ იქნა, თქვენს თავს უშველეთი; ქალაქელებს ყიზილბაშის ჯარი შემოგვესია, ქალაქელებს წყვეტა დაგვიწყეს და აქაც ჩქარა მოვლენო. მინამ ზევით პირში, ჩვენს მხარეს ამოვიდოდნენ, გიჟისავით გამოვცვივდით და ამ ჭალისაკენ გამოვიქეცითო.“
ამათ გაკვირვებით მიუგეს. - „რას ამბობთ, როგორ თუ ყიზილბაშები?“
ამ სიტყვაზე იმათ ამოიოხრეს და უპასუხეს. - „უეცრად შემოგვესივნენ, თორემ თუ შეგვეტყო, თავიანთ ყოფას ნახავდნენ.“
ეს რო სთქვეს, მაშინვე ვერის ხეობაში შეცვივდნენ ხშირ ჭალაში და წვრილმალიანში დაიმალნენ. გაკვირვებულები ესენიც ჭალაში შევიდნენ და წყნარ-წყუნარა შეუდგნენ ხეობას ამ ლაპარაკით.
თქო თევდორე დიაკვანმა: „ღმერთო, შენ დაიფარე ლუარსაბ მეფე; დღეს დილას მე ვნახე, თავის შვილს რომ მარხევდა მცხეთის ეკკლესიაში, სადაც თავიანთი მამა-პაპის სასაფლაოა; თუ ეს შეჩვენებული ყიზილბაშებიც იქ წავიდნენ, სახლეულობით დატყვევდება ლუარსაბ მეფეც. შვილის სიკვდილზე მეტად შეწუხებულია მეფე. ასე რომ გონება დაკარგული აქვს, ამისთვის ამ ყიზილბაშების შემოსვლის ამბავი სრულებით არა იცისრა და მეშინიან არ დატყვევდეს.“
პეტრემ უპასუხა. -„იმისთანა კარგს მეფეს ღმერთი დაიფარავს და იმედი მაქვს, რომ ყიზილბაშები იქ აღარ წავიდნენ.“
-„ღმერთმა ინებოს“ თევდორემ მიუგო. თუმცა იმათი ლაპარაკი ქვრივს ქალს ესმოდა, მაგრამ მეტად დაღონებული იყო, ისე უეცრად ყიზილბაშების შემოსვლაზე.
მწყნეთის მთიდგან ქ. თბილისს რომ გადმოხედეს ნახეს ქალაქი ცეცხლად იყო გადაქცეული, რომელნიცა მწუხარებამ აიტაცა და ქვრივმა ქალმაც თავი გაიწეწა საცოდავმა.
- სადაც სპარსელები ვეღარ შევიდნენ, ეს საშინელი ხმა მაინც ჩქარა მივიდა იმისთთანა, საიდგანაც მცხოვრებნი გამოცვივდნენ და ტყიანს მთებს მიმართეს საჩქაროდ. რომელთაცა ქონება სულ სახლებში დარჩათ, ასე სწრაფად გამოცვივდნენ.
სპარსელების დაბრუნების შემდეგ, ორი დღის დახოცილები იყვნენ მოლოზნები რომ ესენი მივიდნენ. დახოცილს მოლოზნებს და სხვებს რომ დახედეს, გულმტკივნეულად ატირდნენ, ნამეტნავად ბარბარეს დაი. ტირილით რომ გული მოიოხეს, მიწა გასჭრეს ეკკლესიის მახლობლად და ხუთნივე ერთათ დაასაფლავეს. იმ მოხუცებულის სპარსის სიკვდილიც შეიტყეს როგორც იყო და იმასაც იმათ გვერდით დაუმკვიდრეს საუკუნო სანსასვენებელი. ამ ამბავში კიდეც დაღამდა.
იმ ღამეს ის დიაკონები და ის ქალი ისხდნენ საფლავებთანა გულ-ხელ დაკრეფილები; ხანდისხან შესაბრალის კვნესას ამოუშვებდნენ და თან მწარეს ცრემლს აბნევდა დაქვრიებული ქალი. ამ მწუხარებაში იმ დიაკონმა განიძრახეს ბერად შედგომა, რომლებიცა მეორე დღეს შიო მღვიმის უდაბნოსკენ წავიდნენ, სადაც მტერი აღარ შევიდა შიშის გამო: არც იქ და არც მცხეთაში.
ეს დიაკონები შიო მღვიმის წმინდა კრებასთან, ძმათა მოვიდნენ და მონაზონად შედგნენ იქა, სადაც ბოროტებისა აღარა ისმოდა რა, თვინიერ ძმობისა, სიწმინდისა და სიკვდილისა.
ბოლოს იმ ქვრივის ქალისა თქვეს: სამს თვეს უკან მწუხარებით მოკვდაო.
თ. ალ. ვახტანგის-ძე ჯ. ორბელიანი.
______________
1 თუ ვისმე შინაურობაში არ შეეძლო აღზრდა შეუძლებლობისა გამო, სადაც კარგი დედაკაცი იყო და კარგათ გაზრდილი იმას მიაბარებდნენ თავის ქალს, რომელიცა დიდის ყურადღებით აღზდიდა სწორეთ ისე, როგორც ზევით ითქვა.
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 ათინის ფილოსოფოსი კალისფენ. |
▲back to top |
ათინის ფილოსოფოსი კალისფენ
ერთხელ კალისფენ სეირნობდა ლიკეის ქალაქის სამოქალაქო ბაღში, სადაც ნახა ფილოსოფოსი არისტოტელი, რომელიც სიხარულით მოეხვია კალისფენს და უთხრა: „წაიკითხე საყვარელო მეგობარო, წაიკითხე ეს წერილი რომელიც ეხლა მივიღე ალექსანდრესაგან[1]; მართალია იმდენს სისხლსა ღვრის, მაგრამ მაკედონის მეფე ისევ კეთილი გული აქვს“ კალისფენმა სიხარულით წაიკითხა ესე სტრიქონები, რომელნიც იყვნენ ალექსანდრეს ხელით დაწერილნი: „უსაყვარლესო მასწავლებელო! დარწმუნებული იყავით, რომ ყოველივე მახსომს და ვასრულებ რაც თქვენ გისწავლებიათ ჩემთვის; მაგრამ მე ვარ ხორციელი კაცი და გარეშემო მახვევიან მაცთურნი კარის კაცნი: მეშინიან, რომ ჩემი გული სიბოროტით არ აღთვისონ, და არ გადვიდე თქვენს დარიგების სამძღვარსა ყოველს წამს ქვეშევრდომნი ჩემნი მეუბნებიან, რომ მე უკვდავი ვარ, წერილით თუ სიტყვითა მას მიმტკიცებენ, და არა თუ მხოლოდ უკვდავი ვარ, კიდევიმაზე მეტიც ვარ: ვითომც ყოველივე ჩემი საქმე ღვთიური იყოს, ვითომც ბედით მაქვს დაწესებული ქვეყნის გაბედნიერება. გარნა მტერნი სხვა ნაირად ფიქრობენ: ესე მტერნი არიან ზოგნი ერთი ჩემნივე ქვეშევრდომთაგანი, რომელნიცა ამ ღირსებას ჩემში ვერ ჰპოვებენ. ახ, მეგობარო! მე ვერ გაგიბედავ, რომ გთხოვო ჩემთან მოსვლა, ამისთვის რომ ვიცი შენი სიბერის ამბავი; ეს მაინც დამავალე: გამოგზავნე ერთი ღირსეული თქვენი მოწაფე, რომელიცა მაგონებდეს შენს კანონებს და წამაყვედრებდეს რასაც ღრსეულად არ აღვასრულებდე.“
„ხედავ?“ უთხრა არისტოტელმა, „ხედავ რასა მთხოვს ალექსანდრე. შენ კალისფენ გაგგზავნი მაგ დიდ საქმის აღსასრულებლათ“
„მე? -მე მგზავნი იმ დიდებულ ხელმწიფესთან?“ უთხრა კალიფსენმა. „განა შეიძლება კეთილმა რამ იწარმოვოს იმ ხელმწიფესთან და მის საყვარელებთან! აკი შენ მასწავლიდი, რომ კეთილი მექნა.“
„სწორეთ კიდეც მაგას გთხოვ შენ.“ ეუბნებოდა არისტოტელი; „სწორეთ მაგას თხოულობსალექსანდრე ჩემგან; შენ უნდა წახვიდე ჩემს გაზდილ ალექსანდრესან, - რომელიცა ამარცხებს ქვეყნებს, ხოლო შენ უნდა დაამარცხო ისი კეთილის სიმართლითა.“
„განა რომ სადაცა ყველანი თავის უფალნი არიან და ეშინიანთ ხელმწიფისა იქ ჭეშმარიტება იმოქმედებს? ასე ამბობდა კალისფენი. – „განა ვისმე წყენისა გეშინიან?“ ჰკითხა არისტოტელმა. -„ახ, ღმერთო!“ შესძახა კალისფენმა: „თქვენ ხომ იცით სიხარულით ვასრულებ ჩემს თანამდებობას, ჩემის თანამდებობისათვის სიკვდილზედაც მზათ ვარ.“
არისტოტელი არიგებდა თავის მოწაფეს თუ როგორ უნდა მოქცეულ იყო ალექსანდრესთანა. კალისფენი საჩქაროდ წავიდა ალექსანდრესთან, რომელიცა ჰპოვა სპარსეთში მაშინ, როდესაც იმისმა ჯარმა გაიმარჯვა სპარსელებზედ.
იმისი აღწერა არ შეიძლება, თუ რა დიდებით მიიღო კალისფენ მოსვლისა წამსვე ალექსანდრემ: მოეხვია, როგორც მეგობარსა; ევედრებოდა, რომ ყოველი ბოროტი უშიშრად გამოეცხადებინა იმისთვის; უბრძანა განუშორებლად თავისთან ყოფნა, და იმავ დღესვე ალექსანდრემ წაიყვანა კრებაში, სადაც მისცა მეორე ხარისხის ადგილი თავის შემდეგ.
შეკრებაში იყო ლაპარაკი მასზედ, თუ ვითარის სასჯელისთვის უნდა მიეცათ სპარსეთის ხელმწიფის მეუღლე და მისი ქალი. დაიწყეს რჩევა.აზრსა ჰკითხამდნენ პირველად უნცროსს. ერთსა იმათგანს უნდოდა ტყვების მოედანზედ დახოცვა, რომელითაც უნდოდა ეჩვენებინა ხალხისთვის როგორ ძნელი იყო ალექსანდრეს მტრად ყოფნა. მესამემ -არგიონმა არჩია ესრეთ, რომ თავის დღეში ტყვედ დარჩომილიყვნენ. შეხვდა რიგი კალისფენს, რომელმანცა უთხრა: „ხელმწიფეს როდესაც მოასხან უბედურნი და უცოდველნი ტყვენი, მაშინ-მიეგებე, შეხედე მოწყალების თვალით, მიიღე მოწყალებით და გააკვირვე მთელი ქვეყანა შენის კეთილის გულით.“ ალექსანდრე უგდებდა ყურსა, და რა გაათავა, წამოდგა ადგილიდგან, მოეხვია და უთხრა: „ახ, ჩემო მეგობარო! ჩემი კეთილი გული უკვირთ სხვათა, ხოლო შენი გული მე მაკვირვებს.“ ისტორია მოგვითხრობს თუ როგორის დიდებითაც მიიღო ალექსანდრემ საცოდავნი ტყვენი.
მეორეს დღეს კიდევ იყვნენ შეკრეფილნი ვეზირნი, ნაზირნი, სარდალნი და ამათ შორის ეს ფილოსოფოსიც. ალექსანდრეს ჯარმა დაამარცხა მტერის ჯარი, რომელიც იყვნენ სპარსელების მეფის ერთგულნი, ამისგამო იყო შეკრებაში რჩევა თუ როგორ უნდა დაესაჯათ დამარცხებული ხალხი? ალექსანდრე სარდალნი იყვნენ სასტიკის ზნეობისანი, და ერთის ხმით აღიარეს დიდით პატარამდი იმათი ერთობ გაწყვეტა. ამ განაჩენზედ სთხოვეს კალისფენს ხელის მოწერა. „ახ, ღმერთო!“ შესძახა ფილოსოფოსმა. „მეფევ, მე თითონ მომკალით უკეთუ ხელი ჩემი ამ განაჩენზედ მოაწერს ხელსა!“ ამისთანა უეცარმა ლაპარაკმა დაააფიქრა ყველანი. ალექსანდრემ აიღო ხელში განაჩენი. დაფიქრდა და დახია, რომელითაც უნდა დაეღუპა რამდენიმე ათასი კაცი; თვალები აღებღერა ცრემლით, და კანკალით უთხრა ფილოსოფოსს: „შენ ხარ კაცთა ნათესავთა მეგობარი, შენ ჩემი დიდების მცველი ხარ!“
სარდალი ლევან რამდნეიმე თთვის წინათ ვიდრე კალისფენი მოვიდოდა დიდი საყვარელი იყო ალექსანდრესი. გარნა ხალხს არ უყვარდა, და არცარავინ იმას უყვარდა, რადგანაც კეთილს არას დროს არ იქმოდა ხოლმე და თუ კეთილს უზამდა ვისმე, მაინც არავინ იყო მისი მადლობელი, ამისთვის რომ ერთი-ორად უნდა გადეხადა შემდეგ იმისთვის. ხელმწიფეს დიდათ უყვარდა. ეს ხელმწიფის საყვარელი რამდენიმე საათის წინათ კალისფენის მოსულამდინ გახდა ავათ. იმის მახლობელთა კაცთა მაშნვე უამბეს რა დიდებითაც მიიღო ალექსანდრემ კალისფენი. ლევან ისე მალე განთავისუფლდა, რომ მესამეს დღეს შეეძლო ხელმწიფესთან მისვლა. „მიბოძეთ ნება,“ ეუბნებოდა ალექსანდრეს: „მოგილოცო თქვენო უმაღლესობავ კარგის ფილოსოფოზის შოვნა, მე გავიგე ვითომც მისი რჩევით კაც-მოყვარედ გამოჩენილ ხართ.“ – „ახ, ჩემო მეგობარო!“ მიუგო ალექსანდრემ, „თუ გინდა ჩემი მეგობრობა, გახდი შენ თითონ იმის მეგობარი.“ - „ხელმწიფეო! თუკი შევძლეფ მზათ გახლავარ!“ მიუგო ლევანმა: „მაგრამ არა მაქვს იმედი; მე დიდი მოხარული ვარ, როდესაც გირჩევთ ხოლმე კეთილსა და თვალით დასანახავათ გეჯავრება ვისაც უნდა თქენი დიდების დანთქმობა.“ „რასა ნიშნამენ შენი სიტყვები?“ ჰკითხა ალექსანდრემ. - „როგორც მადლობელი ვარ იმისი ყოფაქცევა. იფიქრეთ, თქვენო დიდებულებავ, რომ გუშინ თორმეტის კაცის წინ ამბობდა, რომ უნცროსთა ხარისხთა ბრძანებით, ყველას ჰსჩადისო. თქვენ ყოველს კაცს კარგა იცნობთ. კალისფენი ჭკვიანი კაცია და რჩევისათვისაც გამოსაყენებელი; მაგრამ“... „მე მიკვირს ეგ საქმე,“ გააწყვეტინა ლაპარაკი ალექსანდრემ: „იმისთანა ჭკვიანი კაცი როგორ უნდა იყვეს თავის მოყვარე, და მივაჩნდე მე ყმაწვილად“ -„თქვენო დიდებულებავ!“ ღიმილით უთხრა ლევანმა: „მთელმაქვეყანამ იცის, რომ ყმაწვილი აღარ ბრძანდებით.“ - „მაშ რათ ფიქრობს აგრე კალისფენი?“ ჰკითხა ალექსანდრემ. -„ვერ ვბედავ, რომ მოგახსენოთ,“ მიუგო ლევანმა. - „მითხარ, მითხარ ჩემო მეგობარო!“ სთხოვდა ალექსანდრე. -„ის,“ მიუგო ლევანმა, „ის... რომ... როგორც ვფიქრობ, ის... მსწავლული გიჟი არის.“
ლევანი კარგათ იცნობდა ალექსანდრეს; იმან იცოდა რას დროს იყო საჭირო დაბეზღება, და რას დროს იყო საჭირო დაცინება. ისიც იცოდა ვიზედ გამოადგებოდა დაბეზღება და ვიზედ დაცინება. ლევანმა კალისფენზედ იხმარა ყოველივე ღონის ძიება, რომ დაეჯერებინა ალექსანდე, რომელსაც ამის შემდეგ მიაჩნდათ კალისფენ მსწავლულ გიჟად:
„გასაკვირველი არის,“ ეუბნებოდა ალექსანდრე თავის საყვარელს: „თუ სწავლა, როგორ ცოტა ჭკუას უმატებს. ის სწავლული, უფრო შემცდარა ჩემზედა ვიდრე შენ იმაზედ.“ „ხელმწიფევ!“ მიუგო ლევანმა; „არ შეიძლება, რომ მივეფერო იმას, ამისთვის რომ ის თავის დღეში არ ყოფილა ჩემ მასწავლებლად და მე უმეტესად არ მსურს, რომ ვიყვე იმისის მოწაფე.“
ამ ლაპარაკის შემდეგ ალექსანდრემ მისცა ბრძანება ყოველთა იმის კარავში შესვლის მსურველთა, რათა შესულ იყვნენ. სხვათა შორის შემოვიდა აგრეთვე კალისფენ, რომელსაცა ხელმწიფემ შეხედა არა ადრინდელის სახით, ამისთვის რომ ალექსანდრეს მოაგონდა ლევანის ნათქვამი სიტყვა, რომელითაცასახავდა მსწავლულ გიჟად. – „ხელმწიფევ!“ ჰკითხა კალისფენმა: „აგრე შეკრთომილი რათა ბრძანდებით? თქვენ სახეზედ გეტყობათ უკმაყოფილება, გულნაკლულება და არა გულის ხმობა!“ -„შენ მართალს ანბობ,“ მიუგო ალექსანდრემ: „მე შევცდი ერთ ჩემს კარის კაცზე, რომელსაც ვსახამდი დიდგონიერად და ბოლოს გამოვიდა, რომ ძალიან მოვტყუებულ ვარ.“ -ეგ შეცთომა დიდი არა არისრა ხელმწიფისათვის,“ მიუგო ფილოსოფოსმა: „უგუნურ კაცს შეიძლება ჩამოერთვას და ჩაბარდეს გონიერსა კაცსა. მაგრამ ის არის უბედურება ხელმწიფისა, როდესაც დაბეზღებულ კაცზედ ნათქვამს სიტყვებს მიიღებს ჭეშმარიტად, მეტადრე თუ ის დაბეზღებული კაცი უყვარს, გარნა მთელს სახელმწიფოს კი სძულს და ამისთანავე ეს არის უბედურება ხელმწიფისა, რომელიც მიენდობა იმ გვარს კაცსა რომელიცა მეფის ნაბოძებს თანამდებობას ბოროტად აღსრულებს.“
კალისფენ არ იცნობდა ლევანსა და არც იცოდა თუ რომ დაბეზღებულ იყო. იმან ყოველივე ჭეშმარიტად აღვიარა და უთხრა იმას, ვინც სთხოვა ადრევე იყო დიდი გონების პატრონი და მაშინვე მისვლა, რომ არც მსწავლულს და არც მოსწავლეს გიჟს არ შეეძლო ამ გვარი ლაპარაკი; ლევანმა რა შეამჩნია ესა, მაშინვე დაცინებით უთხრა კალისფენს - „მაგ ქადაგებას რომლის წიგნიდამ ამბობ, ვგონებ არისტოტელისა იყვეს.“ - „იმ წიგნიდა,“ მიუგო ფილოსოფოსმა, „რომელიც თქვენ დამისახელეთ. მაგრამ როგორც ვგონეფ, დიდით გეჯავრებათ.“
ეს ლაპარაკი გააწყვეტინა ერთმა კაცმა, რომელიცა ალექსანდრესთან კარავში შემოვიდა და რომელიცა იყო გამოგზავნილი სარდლისაგან, რათა მოეხსენებინა, სპარსეთის ხელმწიფეს დიდი ჯარი შეუკრეფიაო და მოდის ჩვენზედაო. ალექსანდრე მაშინვე წავიდა მტერზედ საომრად. მტერი დაამარცხა და სპარსელებმა გადასწყვიტეს იმედი თავიანთ სახელმწიფოს დაურღვევლობისა, უმეტესად ამისთვის რომ ხელმწიფე იმათი იყო ომის შემდეგ ერთის კარის კაცისაგან მოკლული.
ომის შემდეგ გავარდა ხმა, რომ ვითომ სპარსეთის ხელმწიფე მოიკლა ალექსანდრესაგან დაქრთამულის კაცისაგანაო. ამ ამბავმა ასე შეაწუხა ალექსანდრე, რომ ბრძანა იმ კაცის მოყვანა, რათა თავი მოეკვეთინებინა. კალისფენმა აქო ეს საქმე იმისი. „რასა ხედავ ამას?“ იტყოდა ალექსანდრე: „ახლა როგორც ხვედავ კალისფენიცკი ჩემს ბოროტად შეცვლას ცდილობს; მახსოვს, რომ დარიგებისთვის გამოგზავნა არისტოტელმა და არა ჩემ ბოროტად შეცვლისთვისაო.“ - „ხელმწიფევ!“ მიუგო კალისფენმა: ქებას და ბოროტებას, რომელითაც გაცდენთ დიდი განსხვავება აქუსთ. მე გაქებთ და არ გაძაგებთ, ფილოსოფოსის ვალი არის, რომ ყოველი კეთილი აქოს და ბოროტი აძაგოს. თუ დაამდაბლებთ თქვენს თავსა მაშინ შეიძლება იპოვნოთ იმისთანა კაცი, რომელიც გაქებდეს, და გარნა არას დროს არ იქნება ის ფილოსოფოსი.“ ლევანს ყოველივე ესმოდა და დიდათ ჯავრობდა თავის გულში; იმას რამდენიმე უნდოდა მისვლა და დაცინება, მაგრამ ყოველთვის იმაგრებდა თავსა, გარნა ბეზღება მეფესთან იდუმალ ყოველთვის ჰქონდა.
ამ დროს ალექსანდრე აპირებდა წასვლასა იუპიტერის საყდარში, რომელიც იდგა ლოვის უდაბნოში; წასვლის წინა დღესა სარდლებს მოუვიდათ ლაპარაკი თუ ვინ უნდა ხლებოდა თან. ალექსანდრემ წაიყვანა თან მთელი თავის კრება; დაიწერა სია: გზაზედ ვის რა თანამდებობა უნდა სჭეროდა. კალისფენის სახელის პირ და პირ იყო დაწერლი „ბარგთან იყოსო.“
ფილოსოფოს ეს სრულებით არ ეწყინა და არცა თუ შეეიჩნა; ყველაზედ მეტად შეაწუხეს დაბალთ კარის კაცთა, რომელთაცა არ წაიკითხეს იმის ბარგის უკან დენა, ცდილობდნენ ყოვლის ღონის ძიებით იმის შეწუხებას.
ალექსანდრემ წასვლის დროს დაინახა კალისფენი: პირველად დიდათ სცხვენოდა იმისი და მერმე მივიდა კალისფენთან და უთხრა: „მეშინიან, რომ ჩქარმა სიარულმა არ შეგაწუხოთ, ჩვენ ჩქარის სიარულს ომში დაჩვეულნი ვართ, და თქვენ ბარგთან მოსვენებით ივლით და როგორც თქვენ ისურვებთ. „ხელმწიფევ!“ მიუგო კალისფენმა: „მე თქვენს უნებურს საქმეს ვერა გიქ; ჩემთვის სრულებით ერთია თქვენ-თან ვიყვე თუ ბარგთან, თუკი ჩემი თქვენთან ყოფნა საჭირო არ არის, თუ არ მოშორება.“
ეს სიტყვები ასეთი ნაირად სთქვა კალისფენმარომ ვერავინ ვერ შენიშნა იმასში უმადურება. ალექსანდრე შეკრთა, და რა ეს შეატყო ლევანმა, იმის დასამშვიდებლათ უბრძანა იქ მდგომარე სარდალთა რომ ბრძანების აღსრულება დაუწყოთ; ამავეს დროს მოიტანეს ეტლი, ჩასვეს და საჩქაროდ წაიყვანეს ხელმწიფე.
კალისფენი როგორც გამოუყენებელი კაცი მეფისა წაჰყვა ბარგსა. ნაჩალნიკი ბარგისა სახელით სკოტაზი იყო ყველას მორჩილი და სულელი; ეს ყოველთვის ლაპარაკობდა აქლემებზედ, ცხენებზედ და სხვა მხეცებზედ. როდესაც ლაპარაკობდა პირუტყვებზედ ის დიდი მოხარული იყო; მაგრამ სხვა რაზედმე კი ხმის ამოღება არ შეეძლო. სკოტაზი ისე ბრიყვად მოექცა კალისფენსა,რადგანაც თავისი პირუტყვთა მიდრეკილებაც ნებას არ აძლევდა, რომ უკანასკნელიც არ მოითმენდა. აი რას ეუბნებოდა სკოტაზი: „შენ მოხუცებულო კაცო, რისთვის დადიხარ ჩვენთან? უშენოთაც ყოვლისფერი გვემძიმება. მე გავიგე ვითომც შენ ფილოსოფოსი ყოფილხარ; აბა ერთი გამოვცადო შენი ფილოსოფოსობა. ჩვენ საჯინიბოში თავის დღეში ფილოსოფოსი არ გვინახამს. მე მგონია ხელმწიფესთანაც ძვირათ არიან.“ - „შენ ძვირად გინახამს!“ უპასუხებდა კალისფენ „სჩანს რომ, იმათი რიგი არ ყოფილა მაკედონის მეფესთან ყოფნა.“ - „მეფეს უნდა გონიერი კაცნი,“ უთხრა სკოტაზმა: და მე შენში ვერას ვხედამ სიგონიერესა და აგერა ჩვენ თითონ ოცდა ათი წელიწადია რაც უცდით როდის გაგვეხსნება ბედი, მაგრამდღევადელამდინ არსად ჰსჩანს. „მე ბედნერი ვარ,“ ეუბნებოდა კალისფენ. -„მაშ გინდა დამარწმუნო, რომ მეფის საყვარელი ხარ. არა! თუ ჩემს ხელში ხართ მაშინ თქვენი ბედი აღარ სჭირს. მე ვგონებ, რომ ბევრის ლაპარაკით შეიძულე კარის კაცნი. მეც რამდენჯერმე გადვიხადე იმათის გულისთვის სასჯელი.“ ასე ეუბნებოდა სკოტაზი. გზაში ელაპარაკებოდა ცხენებზედ და აქლემებზედ; რაკი შეატყო რომ ფილოსოფოსს არა ესმისრა, დიდათ შეიძულა და ეტლიდან, რომელშიაც პირველად იყო ჩასმული, ძირს გადმოსვეს და ფეხით დაუწყეს ტარება. „თუ შეგვხდებოდა ლევანის ტარება გზაზედ, მე ვგონებ სხვა ნაირად მოექცევოდი.“ უთხრა კალისფენმა „აი კიდევ რა!“ დაუმატა სკოტიზმა „იმისი აღმატებულობის გულისათვის თუნდა მეც თითონ შევებმებოდი.“
რამდენიმე დღის შემდგომ ალექსანდრე იუპიტერის საყდარში იყო. მოვიდა ფილოსოფოსიც; კერპების მღუდელთა შეიძლეს ალექსანდრეს გონების გამოცვლა. კალისფენმა გაიგონა, რომ არისტოტელის მოწაფე იძახის იუპიტერის შვილი ვარო და ნახა რა რომ უქადაგებს ხალხსა საკვირველსა თავის შთამამავლობაზედ. ის შევიდა მეფის კარავში და რა ნახა ალექსანდრე რომელსაც გარეშემო ერტყნენ ლაშქარნი და სარდალნი, რომელთაც არა იტყოდნენ სარწმუნოებაზედ და სწამდათ ყოველივე რასაც კი მეფე უბრძანებდა. ყველანი არწმუნებდნენ კალისფენს, რომ ალექსანდრე ღმერთი იყო. უთხრა კალისფენმა: „მეფევ, მართლა შენ ღმერთი ხარ!“ „განა მაგაში ეჭვიც გაქვს?“ მიუგო ალექსანდრემ დაბრკოლებით და გაწითლდა კიდეც. „მეფევ უთხრა კალისფენმა: „შეგიძლიან უწოდო შენს თავსა ღმერთი, მაშინ, როდესაც რომ გულს-მოდგენით სამსახურისთვის მოწყალებას აძლევენ, ღვთად შერიცხვისთვის შემწეობენ. ყველაზედ მეტად უყვართ სასუფეველში შეყვანა.“
კალისფსენმა არ მიართვა სხვერპლი თვისი მეგობრის მოწაფეს, იმ მიზეზით, რომ იძახდა ქალაქ ლიკეიაში არვართ აგრე ახლო ღმერთის დანახვას დაჩვეულნიო. ახლის ღმერთისგან მოელოდა რამ ცუდს საქმეს, როდესაც ყოველს ღონის ძიების მოხმარებას აპირებდა იმისი მოქცევისთვის. ეს სურვილი მალე აღსრულდა: რამდენიმე თთვის შემდეგ იუპიტერის შვილს უშვერო ყოფა ქცევისა შეიქმნა. თავის მეგობარს კლიტსა დასცა შუბი და მოჰკლა, ერთხელ ვახშმის შემდეგ, უგუნური ქალის სიყვარულით დააწვევინა მთელი საჩვენო ქალაქი.
ამისთანა ამბავმა განაცხარა კალისფენი. ის შევარდა მეფის კარავში, იმას არვისი არ ეშინოდა. „ალექსანდრე!“ დაუძახა: „შენ მაგისთანა ღმერთი ხარ? მეგობარს ჰაკლამ, ათას უბრალულს კაცს სწვამ, შეუწყალებელო! შენ კაცის სახელის ალექსანდრეს, რომელმანცა მეტის წყრომით მისცა ლევანს და უბრძანა, რომ კანონიერად გადეხდევინებინათ კალისფენისათვის.
ლევანმა არ შეიწყალა მოხუცებული კაცი. პირველად ასწავლა მერმე ჩასვა საპყრობილეში, სადაც კალისფენი შეიქნა ავათ და მიიცვალა.
არისტოტელის მიცვალების შემდეგ, იპოვეს იმის სენაკში წერილი, რომელიც იყო დაწერილი რამდენიმე წამის წინათ კალისფენის სიკვდილსა. - მასვე წიგნზედ იყო რამდენიმე სიტყვა თვით არისტოტელისაგან წარწერილი.
წიგნი კალისფენისაგან მიწერილი არისტოტელისადმი:
„ვკვდები საპყრობილეშია; ვმადლობ ღმერთსა, რომ ჭეშმარიტის გულისთვის დავისაჯე. ალექსანდრე იგონებდა ჩემს რჩევას ორს დღეს. ამ ორს დღეში დავიხსენი სპარსეთის მეფის სახლობა და მთელი ერთი საერისთო სიკვდილისაგან!“
არისტოტელისაგან წარწერილი იმავე წიგნზედ.:
„მეფესთან, რომელიც სრულებით არ არის წამხდარი, აი რა შეუძლიან კეთილს კაცს აღასრულოს ორს დღეს!“
ნათ. თ. გრიგოლ ჯავახიშვილისა.
_______________
1 ესე ალექსანდრე იყო მაკედონელი
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 გაუმარჯვებელი არშიყობა |
▲back to top |
გაუმარჯვებელი არშიყობა
ერთმა ყმაწვილმა კაცმა, სახელად გაბრიელმა, დაანება რა სამსახურსა თავი, ქალაქითგან გადასახლდა სოფლად იმ ჰაზრით კი არა, რომ მოეარნა თავის მამულისათვის, არა! რაგდანაც მომრავლოდ ახალგაზრდა ქალები იდგნენ იქა და გაბრიელს რადგანაც უყვარდა არშიყობა, ამისთვის უფრო წავიდა სოფელში. გაბრიელს საქმე არა ჰქონდა, რა, ხშირად უკრავდა თარსა, ესწავლა სხვა და სხვა გვარი სიმღერები ჭავჭავაძესი, ბეზიკისა, და სხვათა, იჯდა მთელს დღეს დაკეტილს ოთახში, უკრავდა თარსა, ზედ დამღერდა და ზოგჯერ ჰსთხოვდა ახალ სიმღერებსა, მარამ მეზობელნი იქაურნი მებატონენი, რა დაბრუნდებოდნენ ხოლმე ნადირობიდამ არ ასვენებდენ: ხშირად რა შევიდოდა ეშხში გაბრელ და სიყვარულის ზღვაში ცურავდა, შემოესმოდა ხოლმე ყვირილი, ყაყანი, ძაღლების ყეფა. თუმცა ყმაწვილ კაცს უშლიდნენ ესე მებატონენი, მაინც კიდევ ყურადღებას არ აძლევდა, მღერიდა ნაზურ ხმაზე გრძნობიანთა სიმღერათა, მარამ გულ-მობიერ სიმღერის თქმის დროს, კიდევ შემოესმოდენ გარედან ჰარიალალოს ხმა, ეჰ ტურფავ კამბეჩო რქიანო და ამ გვარი, მაინც კიდევ ყმაწვილ კაცს სიყვარულით შეპყრობილს, მოსვენებას არ აძლევდნენ.
ერთხელ რაღაც შემთხვევით იმ სოფელში, სადაც გაბრიელ მიეცემოდა ტკბილს განცხრომასა, მივიდა ახალგაზრდა თავადის შვილი, ადრინდელი მცნობი გაბრიელისა და რა შეიტყო გაბრიელ აქ არისო, მოინდომა ნახვა, მარამ მოსამსახურემ არ შეუშვა და უთხრა: ახლა დიდს საქმეში არის. დილაობით არავის მიიღებს ხოლმეო და თუ გნებავსთ საღამოზედ მობრძანდით, მაშინ კი შეგიძლიანთ ნახვაო.
მგონია ძმობილო მე კი მიმიღოსო, რადგანაც დიდი მეგობარი ვარ მაგისი; მოახსენე: მიხეილ გახლავსთქო, უთხრა ახლად მოსულმა. მოსამსახურე შევიდა, მცირეს ხანს უკან გამობრუნდა და შეიყვანა მიხეილ, რომელსაცა კარებში მოეგება გაბრიელ ახალუხითა, ქოშებითა და თარი ხელში.
-აბა რას აკეთებ ამ სოფელში, საყვარელო ძმაო? ჰკითხა მიხეილმა.
- რას ვაკეთებ ყმაწვილო, უკრამ თარსა, ზედ დავმღერი, შევქცევი და სხვა და სხვა სიმღერებსაცა ვჰთხზავ. - მარა ძალიან კარგ დროს მომასწარი, შენმა გაზდამ მიხეილ, ვიცი რომ შენ ჩინებულს ლექსებსა ჰსთხზავ, ეს ოხერი ჩემს გოგრიდამ კარგი კი ვერა გამოდისრა და, -ჰაზრი ბევრი მიძევს თავში. ერთს ტრიქონს დავწერ, მარამ რაკი მიდგება საქმე მეორე ტრიქონზე და იმის მოწყობაზე, მაშინ უნდა ნახო, ვიხეთქ თავსა, ვცდილობ რაც შემიძლიან, ვერას კი ვერ ვაწყობ, მეორეს ტრიქონს დავიწყებ, რაკი მოწყობაზე მივალ, მაშინ მშვიდობით. აი ახლა მინამ შენ მიხვიდოდი, სამი საათი არის თავს ვიხეთქ და არა მეშველარა, ერთი სიმღერა მინდოდა გამომეთქო და მემღერა მთვარიანს რამეს ჩემის სიცოცხლის სადგომის კარებ წინ.
- ჯერ დიდი ხანი არცკი არის, რაც მოსულხარ, ესრედ მალე როგორ შეიყვარე ქალი? უთხრამიხეილმა.
- აქ გასაკვირველი არ არის, მე ისე როდი მიყვარს ქალი, როგორათაც თქვენ; მრთელს ერთს წელიწადს უკან ჰსდევთ, შემდგომს რა ჩაიგდებთ ორ დღეს იქით თავს დაანებებთ; გუშინ მინდოდა აქაური მებატონების ნახვა, რა მივდიოდი გზაზედ ერთის სახლის კარებზედ ვნახე ასეთი ქალი, რომ ცეცხლივით დამწვა იმისმა სიყვარულმა. მიხეილს უნდოდა რიღასიც თქმა, მარამ გაბრიელმა ხმა გაკმეტინა და კიდევ თვითონ ამბობდა. შენიჭირიმე მიხეილ, ერთი მიშველე ლექსებში რამე, აი ერთი ტრიქონი დავწერე კიდეც, მეორე კი ვეღარ მომიხერხებია:
„შენ ქალო ღირს მყავ, ტურფა ღიმილით...“
ამ ალაგს გავჩერდი, როგორათაც ხე, არ შემიძლიან შევასრულო, რამდენსაც ბევრსა ვცდილობ, იმდენი გონება მეფანტება, მე თვითონ მრცხვენიან, მარამ რასა ვიქ.
- არა, ტყუილათ თავს რაზედ იხეთქ? რაც პირს მოგადგეს იმღერე, ხალხი ლექსებს კი არ ეძებს, ტკბილი ხმას უგდებს ყურსა, შეგიძლიან ეგ ლექსი გაათავო ამით:
„ვარსკვლავის მზგავსად, მახარე სხივით.“
-ახ! ძმაო, ეგ ნისლური პოეზია არის; ჰაზრი კი მგონია არ გამოდის.
-არაფერი არ უშავსრა, ჰაზრი არ გამოდის, მაგრამ პოეტური სიცრუვეა.
- დაესხენ ეგრე იყოს. რაგდანაც შენა გსურს, აბა ახლა დავიწყოთ სხვა ტაეპი.
„მით სიხარული, მიეცა ჩემს გულს“.
მიხეილ:
„ნუღარ წარიტან, განწირულს სულსა.“-
- მადლობელი ვარ, ძმაო, მეორე ტაეპიც შესრულდა, თუმცა ჰაზრი კარგად ვერ გამოდის; მაინც ჰაზრი რა საჭირო არის, დასაბეჭდავად ხომ არ მინდა, როგორც იქნება თარზე დავმღერებ, ბრძნობა მიეცემოდეს მსმენელსა, თვარე.-
რადგანაც ამდენი სიკეთე მიყავ მიხეილ ერთი ესეც დამავალე უკანასკნელი ტაეპი შემითხუზე.-
მიხეილმა ჯერე მოსწივა ჩიბუხი, შემდგომს რა პირიდამ გამოუშვა ბოლი, ჰსთქვა უკანასკნელი ტაეპი:
„არ ვგონებ ჩემზე იყო გულ გრილი,
და განმიბნივო, ტრფობის სურვილი.
ნუ მყოფ დაგდებულს, ქვეყნად საწყალსა,
უპასუხოთა, ცეცხლებრ გამქრალსა.-“
- ყოჩაღ! მიხეილ მე მგონია თვითონ ბეზიკიც ვერ დასწერდა მაგისთანა ლექსსა, ახლა მაშ, შენის ლექსების პატივის ცემისათვის, ერთი ჩარექი ღვინო დავლიოთ და შემდგომ გამოსცდი თარზე როგორ მოდის, ეს ახალი სიმღერა.
რა დალიეს ღვინო, გაბრიელმა თარი ხელში აიღო და უნდა დაეწყო ახალი სიმღერა; მიხეილმა დააყენა და დაუწყო კითხვა:
- ჯერე შენი სულის ჭირიმე გაბრიელ, მითხარ როგორი შეხედულობის ქალია, თვალები როგორი აქვს?
- თვალები აქვს ცის ფერი.
- თმები?
- თმა ოქროს ფერი.
- პირი?
- პატარა ტუჩები ვარდის მზგავსი, შექმნილი მხოლოდ კოცნისთვის. ასე შემიპყრა იმის ტუჩების სილამაზემა, რომ კინაღამ ცოტა გაწყდა დავიჭირე ქუჩაში და ვაკოცე.
- ფეხები?
- როგორ აცვია, შენსა მშვენიერსა?
- შავი ატლასის კაბა, მხრებზედ ზოლზოლი მოლურჯო შალი, სარტყელი თეთრის ფანციისა.- მიხეილმა შეხედა გაბრიელს, ჯერ გაიღიმა, შემდგომს საშინლად გაიკასკასა.
- რას იცინი ძმაო გიჟისავითა, უთუოდ შენა გშურს, რომ ვიშოვნე ვენერის მზგავსი ქალი.
- არა მე მეცინება, მაგ საჩქაროდა შეყვარებაზე მგონია არცკი იცი ის ქალი ვინ არის: გასათხოვარია, ქმრიანია თუ ქვრივია?
- მართლად რომ მივხვდი, შეიყვარე ქალი და არ ვიცი კი ვინ არის; მარამ რა საჭირო არის შეტყობა, ცოლად ხომ არ ვთხოულობ, მხოლოდ სარშიყოდ მინდა.
- მაშ აბა ახლა მითხრა, სახლი რა ალაგს აქვს იმ ქალს, იქნება მეც როგორმე შემწეობამ მოგცე.-
- რა გაუდგები ჩემს სახლის ქვემოთ გზასა, კარგა წახვალ, ქვეით კირის სახლი თეთრად შეღებილი დაგხვდებათ, იმაში სდგას.
რამდენს ეცადა მიხეილ, რომ სიცილი შემაგრებინა, მარამ ვერ შეიძლო, წასკდა სიცილი და ადრინდელზე მეტად გაიკასკასა.
- ვითომ რა სულელობა არის აგრე სიცილი რა მასხრათ აგდება, სამასხროს რას ვამბობ განა?
- ამისთვის ვიცი რომ დედაკაცებს ისე მისდევ, როგორათაც მინდორზედ სანადიროთ ჩიტსა. მშვიდობით ძმაო, მსურს კეთილად შენის საქმის წარმართვა.
რა სტუმარი გამოისტუმრა გაბრიელმა, აიღო თარი და მოჰყვა ახლის სიმღერის ჰსწავლასა. რა დაღამდა ახალუხა, ქოშებით და ღარი ხელში გაემართა ქალის სადგომისაკენ, რა მიახლოვდა სახლსა გაბრიელ, ამოიოხრა, ჩაახველა და მოჰყვა სიმღერას თარზე:
შენ ქალო ღირს მყავ ტურფა ღიმილით.
ვარსკვლავის მზგავსად, მახარე სხივით.
ამ სიმღერაზე არა ვინ არ გამოხედა სახლიდამ, თურმე ბანზე ისხდნენ სახლობანი და იქიდგან ყურს უგდებდნენ.
გაბრიელმა კიდევ ამოიოხრა და გადაგრძელა სიმღერა:
მით სიხარული მიეცა ჩემს გულსა,
ნუღარ წარიტან, განწირულს სულსა.-
როგორათაც გაბრიელის ჰაზრში ჰსჩანდა, ამ სიმღერამ დაიწყო მოქმედება ქალის გულშია. ვიღაცამ ბანიდამ თეთრი სპეტაკი მკლავი და რაღაცა ძირს ჩამოაგდო. გაბრიელ სიხარულით მივარდა, აიღო ძვირფასი ნიშანი სიყვარულისა, მიიკრა გულში, მარამ რა დააცქერდა ნახა, რომ ძველი ქუდის ჩაჩი, რომელიცა დაუხურვას უკანასკნელი მენახშირეც არ იკადრებს.
მოარშიყემ თუმცა შეიტყო, რასაც ნიშნავდა ესა, მარამ იფიქრა შიგ წიგნი იყოსო; ბევრი ეძება ვერცა თუ კვალი ჰპოვა, მხოლოდ გასვრილი საძაგლად ტარიელი ქუდის ჩაჩი იყო.
- გამარჯობა გაბრიელ, უთხრა მიხეილმა.
- ეგ რომლის განგებით მოსულხარ მანდა? ჰკითხა გაბრიელმა, რომელსაც ხელში ეჭირა ქუდის ჩაჩი.
- არა! მე უნდა გკითხო შენა; რისთვის მოსულხარ აქა და რა გნებავს?
- სადაური კითხვა არის! შენ თვითონ უფრო ჩემზე კარგათ არ იცი.
- მე ვიცი მხოლოდ ესა, რომ შენ მასხარათ გიგდებენ და გაბრიყვებენ.
- როგორ? რით დაამტკიცებ?
- აი მაგ ქუდის ჩაჩით.
- მე ძალიან მსურს შევიტყო, ვისის ნება დართვით მოსუხარ მანდა?
- შენი ბრძანება არ ვიცოდი, თორემ აქ მოსვლას აღგიკრძალავდი.
- მგონია არ გიყვარდეს ის ქალი, რომელსაც მე შევტრფი და რომელსაც ახლის სიმღერის შევმღერი. -
- არა, თითქმის ძალიანაც მიყვარს და თანახმა არაოდეს არ შევიქნები, რომ დავსთმო ვისმე.
აი ესეც ახალი ამბავი! რომლის უფლებით ეარშიყები ჩემს საყვარელსა?
- ეგ ძალიან ადვილი გასაგონია - შენ სულელო ეს ჩემი ცოლი არის.
- ცოლი! დაიყვირა განცვიფრებით გაბრიელმა და გააგდო ხელითგან ქუდის ჩაჩი.
- არ დაკარგო ნიშანი სიყვარულისა, მოცემული საყვარლისაგან, უთხრა სიცილით მიხეილმა.
- უსამართლო! უმადურო! აი ჯილდო ჩემის მეგობრობისა; ეგ როგორ მიყავ, რომ მომიყვანე შენ ცოლთან და გამაჩუმე ვირისავითა. ახლა კი მივხვდი რისთვისაც იცინოდი, სიმღერის შეთხუზვაში, რასაკვირველია, რომ აღგიწერე შენის ცოლის შეხედულება, შეიტყე და არ მითხარ, რადგანაც ჩემი ვირად გახდომა გინდოდა. დამეკარგე შენ ავო კაცო, არა გაქვს ღირსება ჩემის მეგობრობისა.
ორნივე მეგობარნი განშორდნენ, მზგავსად ნაჩხუბ ინდეურებისა.
კ.