ცისკარი №8 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა

▲back to top


1.1 სიკვდინი

▲back to top


სიკვდინი

რა იდგინა სიკვდინი ჯოჯოხეთისა მეფად,
მჰსწრაფლად ბძანება გაჰსცა კარის კაცთა შეკრებად:
მას სურს აღმოარჩიოს კარგნი ნაზირ მეზირნი,
რათა სამეფო მისი განავრცოს ააყვავონ
და დიდების სახელი მისი უკვდავთა ჰყონ
მეხსიერებას შინა მის შთამომავლობისა.
აღმასრულებლად ამა მეფას შავის ფიქრისა,
მოკრძალებით წარმოჰსდგნენ სამიოდ ქვეშევრდომი,
შეხედვით საზარელნი: ჭირი, ხოლერა, ომი.-
მყოფთა დიდხანს უსაქმოდ, მათ ემოსათ ტანთ ძველი.
მეფემაც მინისტრობის მჰსწრაფლ მიჰცა მათ პორტფელი,
და სასტიკად უბძანა შეუდგნენ მოქმედებას,
და ნურვიზედ ნუ ჰყოფენ მცირედ ლმობიერებას.
მათ ხმელეთი განიყვეს თანასწორ სამს ნაწილად
და მოედნენ ოთხ კუთხივ, ვით მკალი, მეყვსეულად,
მათის მკაცრ მოქმედებით ხალხს ეცა შიშის ზარი;
არ მიაჩნისთ არც წელი, არც სქესი, არც მდიდარი:
ყოველთ თანაჰსწორ ლეწვენ. მიწამ შეჰქმნა გოდება
დედას შვილი, ქმარს ცოლი, დას ძმა არ აგონდება...
ვით ნადირნი ერთმანეთს ხალხი ვერ უდგებიან,
უშემწეოდ, უწამლოდ, უმადლოდ იცოხებიან...
მნახველი წარმატების, მეფა კეთილ დღეობას
ხარობს და უხვსა ჯილდოს და სხვაფრივ შემწეობას
უგზავნის კვალად ვეზირთ... მაგრამ როგორღაც
ცელი, მათი ვეღარ ჰსთიბს ისე: დიპლომატებით მთელი
აიმსო ევროპია; ითხოვს მშვიდობას ხალხი;
შეჰბეზრდნენ მწუხარებით, მოჰსწყდათ ჩაცმა თალხი.
აგრეთვე ვითარ ბუზნი, ყოველგან მკურნალები
დადიან და ჰკურნენ ერს, ჯიბით დააქსთ წამლები.
ორ სამ თვეს სრულად სენი განაქრეს ყოველ მხარეს
და კვალად სიხარული მტკიცე ხალხს დაუმყარეს.
მეფამ განრისხებულმა ძველთ ვეზირთ მინისტრობა
წაართო და მათ ნაცვლად ჰყო უზომიერება,
და თანაშემწედ მისცა მას გაუფრთხილებლობა.
ახლა ეს ორნი მმართვენ ვრცელსა სამფლობელოსა
და კაცთ სიცოცხლეს ჰკვეცენ, ვით დამჭკნარსა მდელოსა.

გრ.რჩეულოვი

1.2 უმადლო

▲back to top


უმადლო

ჭმუნვით მოცული, დაფიქრებული,
მიმოვიდოდა დაღონებული,
ვჰსთვა: რა მექმნას საგნათ, მყოს მე შვებული,
და ამ დროს უცებ გაოცებული,
უმეტეს ვიქმენ დაჭმუჯნვებული,
თავსა დამეცა სასტიკი ზარი,
წინ მომეგება რა მუნ მკბენარი.
მსწრაფლად უშიშრად გარს მომირბიან
შეუწყალველათ მომწვდა მიკბინა!
ოჰ! შე წყეულო, ოჰ! უნდობელო,
ცუდო პირუტყვო, მიუნდობელო!
რა დაგიშავე, რა გიყავ ავი,
და აბა რას ჰგავს ესე ანბავი?
მითხარი: გასვოს ჩემგნით რამ წყენა?
მაშ ეს რა არის აწ ესრედ კბენა?
„ცოტაა შენთვის, რადგანც არ იცი,
„რომ უგრძნობელი ვიყავი მხეცი!
„ოდეს მხედავდი სასტიკ მშიერსა,
„საქმეს ფიქრობდი შენ ზეციერსა!
„მალმალ ლუკმასა გარდმომიგდებდი
„და მშიერს მუცელს ხშირად მიძღებდი
ნაცვლად მადლობის ამას ვჰფიქრობდი,
„და ჟამს მარჯვესა მე ვეძიებდი!
„რა ეს ჩემს გულში მე დავიქადე!
„აი, ახლაკი გარდაგიხადე! -
„რატომ არ მიჰხვდი, რომ უგრძნობელი,
„ყოველთვის არის მიუნდობელი!

დიმ. ბერიევი.
9 აგვისტოს. 1858 წელსა.

1.3 ქ.....ს

▲back to top


ქ.....ს

წინარეს ამის გიხილე მდგომი
სარკმელსა ზედა ვით ალვა მკრთომი,
გჭვრეტდი შორს მყოფი სიყვარულ მქონი,
განვცვიფრდი მსწრაფლად დავკაგე გონი.

მასვე ხილვის დროს მეცი სალამი,
შემდეგ ამისა სიკვდილს არ ვლამი,
რადგან კოდილს გულს ეცი მალამი,
მეც შენს საქებრად ხელთ მაქვს კალამი.

ნაზს წელს გშვენოდა თალხთ მოსილება,
ნარნარად სვლანი მკლავიმკლავს რება.
მჭვრეტელს წარმტაცე გული, გონება,
გარნა განჰქრი ვით სიზმარ, ოცნება.

ფარულ იქმენი ღრუბელს ეფარე,
ბნელით იმოსა ყოველი არე,
აწ მეც მიხილე ვით ვარ მგლოვარე,
თვალთაგან მდიან ცრემლნი მდუღარე.

იოსებ ოჰანოვი

2 მხედარი და ზინეიდა

▲back to top


მხედარი და ზინეიდა

* * *

იმედითა მით რომ, წარმოგზავნიდა რედაქციაში ავტორი „ხანიზდექ“ უფ. ბერიძე განგრძელებას, დავბეჭდეთ პირველი თავი, სამწუხაროდ ჩვენდა არ აღასრულა პირობა, რა ვერ წარმოიდგინა მოვალეობა ჩვენი საზოგადოებასთან. იმედი მაქვს მკითხველნი არ დაგვემდურებიან. ვეცდებით დავბეჭდოთ შემდგომში, თუ ავტორმა კიდევ არ შეჰსცვალა თავისი სიტყვა. ამის ნაცვლად ვბეჭდავთ შემდგომს პოემას:

(ჭეშმარიტი შემთხვეულება კავკასიისა შინა ტინჟაზე 1845წ)

მზედ შუადღეზე მდგომელს, გარს სხივი ეხვეოდა,
მისგან დასიცხულს მხედარს, გულს ცეცხლი ესეოდა.
იგი სრულ დამამშვრალი, სტანციაში[1] მხნეობდა,
სძიებდა საგრილობელს, რაც ძალი შესწეოდა.

ჩაჩნის დედაკაცი

(ყარდაშ,) ძმაო! გხედავ დაღალულს,
შორიდგან მოსულს,
მითხარ რა გნებავს,
რად აქშენ მაგ სულს.

მხედარი

მე უცხოს ტომსა კავკაზს ნამყოფსა
პირი მიშრება სიარულობით,
წყლისა შესმისა, გნუკავ ამასა
ჰქმენ ქველი საქმე შენ ერთგულობით.

დედაკაცი.

წყალი გწყურიან,
პურიც თუ გშიან?
მთხოვე ნუ მალავ
ნუცა გრცხვენიან

სახლში მიგიწვევ სად მიზის ქალი,
ტანსარო რგული არცა ფერმკრთალი;
ბროლი და ლალი, ჯერ დაუჟღლალი,
ის გიმასპინძლებს, ვითა მხევალი,
წინათკი გკადრებ ჩემ შვილობასა,
ჩემი სახლისა ყონაღობასა.

მხედარი.

დედათაც მწადხარ, დობასაც გითხრობ,
რადგანც გსურის ჩემი შვილობა,
შენ მშობლიურსა სიყვარულს ვანბობ,
მაზედ არა მაქვს გულის გრილობა.

დედაკაცი.

წავიდეთ სახში,
აიმ ქუჩაში,

(სახლის ეზოში ისი ეტყოდა ქალსა თვისსა.)

აი ქალო, ეს უცხო კაცი კარგის გვარისა,
კავკაზს ნამყოფი ქართლის ჯარისა.
სწრაფად მოართვი, რაც შინ არისა
პური და ყველი, წყალიც კმარისა.
ქალი სდგა კრძალვით, დედას ეფარა,
სამოთხის ბაღი, ვარდსა ესარა;
თმანი გაშლილნი, მკერდსა ეყარა,
მისმან მნახველმა, რად სთქვას ეჰ, არა!
თავსა წაეკრა ბაღდადი, თავრიზსა მონაქონბი,
მას წარბნი მშვილდათ შეექმნა, ისარი გულს დასსოები;
თვალნი ღელავდნენ თეთრ ზღვაში, სჩნდნენ გუნდად შავ ასოები,
ღაწვთ გადაშლილსა შვენოდა ტუჩით შიგან ტყუპ ტყუპ მსხდომები.
თექვსმეტის წლისა ნაზარდსა, ებნენ კოკრები უშლელნი,
წვრილად გაშლილნი შტოები, ჯერეთ არვისგან უხრელნი,
ყელყურნი ნათლის ფიცარი, უცხოდ ნაგებნი უსმელნი
ენა და ბაგე საამო, არც ცუდის რასმე უთქმელნი.

ისი იდუმალ ეტყოდა, დედასა თვისსა ანასა,
სთხოვეთ შინ შემოიწვიეთ, სინამ ხელს ვჰყოფდე დანასა,
ქათამს დაუკლავ, შუწვამ, ამ ჩვენსა ყონაღანასა,
კვერცხებს ერბოში მოვხრაკამ, მით დაუხვდები განასა.
დედაკაცი.

შევიდეთ სახლში იქ განისვენებთ.
მაწონს მოგართმევთ პირს გაისველებთ.

მხედარი შევალს ოთახში, იგი სით არის გებული,
შინ სუფთაობით ელაგათ, ნივთი რაც ჰქონდათ ქებული,
ორსა მხარესა კრაოტი, იდგა ნაბდებ დაგებული,
ყუთები პატარ-პატარა, ჭურჭლებით ერთათ კრებული
დედა სთხოვს ჯდომას კრავატზედ შვილობილსა და ძმობილსა,
ქალს ჯამით მოაქვს მაწონი,ზინეიდათა ხმობილსა,
ნაზის ქცევისა მქონესა, მას მშვენებითა მკობილსა,
მხედარი ეტყვის მადლობას, მისთვის ახალსა დობილსა.
პირის-პირ დაჯდა დედაი, იწყო დაზელა ცომისა,
ქალმან აანთო ბუხარი, ცეცხლი მის გამოცხობისა,
ისი ცდილობდა მირთმევას, სუფრისა მალე ნდომისა,
მხედარი მათა უჭვრეტდა, აღარ მომგონე ომისა

(ზინეიდა სადილს ამზადებს და დედა მოიწვევს ნათესავებს, გააცნობს ყონაღი.)

ქალმან რაცა სთქვა სრულ ჰყო თითებით,
პურიც გამოცხვა ცეცხლის კიდებით.
დედასა მოჰყავს ძმა თვისი, და ბიძაშვილის ქალები,
და, დისწულები პატარა,მუსო,მაჰმედ ალები,
პირი უელავთ მზისაგან, უცინისთ ლამაზ თვალები,
აქ ნახვენ უცხო სტუმარსა, იძვრიან გრძელნი მკლავები,
ხელსა ართმევენ ყონაღსა, მით სდებენ მეგობრობასა.
ქალნი თავს უკვრენ მძიმეთა, ეტყვიან ძმობა-დობასა,
რიგითა ჩამოსხდებოდნენ, არ ჰყოფდენ ამაყობასა,
მხიარულობდენ შეყრასა, და ერთმანეთის ცნობასა.
სუფრად დააწყვეს ტაბკები, გათლილნი ვითა კაკლები,
ზედ საჭმელს სდებენ თავაზით, კავკასიელნი კაკბები,
სასმელად ოტკა მოიღეს, ცხარი ღონისა მამკლები,
ღვინოზედ ბოდიშს იხდიდა, რჯულითა მაზედ ნაკლები.

დედაკაცი.

ახ ჩემო ქმარო,
დუნდუკოს გვარო,
ხაზუმ ვაჟკაცო
ლხინის მოყვარო!

ნეტამცა მოვესწრებოდა, ამა უცხოთა მნახველსა,
უალერსებდე ამკობდე, შორით მოსულსა ქართველსა,
სილაღით ამხანაგობდე, მოეხვეოდე მას ყელსა,
დაგვაშვენებდე საამოდ, ვითა ყვავილი მთა ველსა.

ვიცი შენც გიყვარს უეცრად, შემოხდომილი სტუმარი,
უცხოს ქვეყნიდამ ნავალი, ვაჟკაცი არცა მდუმარი,
შემქცევი მოყმე ყველაი, მკვირცხლი პირ მომღიმარი,
შენი სურვილის მსგავსება, ესე არს სწორეთ მჯდომარი.
ჩვენ შენ გინატრით დუნდუკო, აქ ჰყოფდე განსვენებასა,
კარგათ დაუხვდეყონაღსა მისდევდე მისსა ნებასა,
სრულებით უმასპინძლებდე, არ შეამთხვევდე ვნებასა,
ფანტურს დამღერდე ხმა ტკბილად, იტყოდე ამის ქებასა.

მხედარი.

ხაზუმ სად არის, სად იმყოფება?
მითხარით ის შინ, როდის იქნება?

დედაკაცი.

ის ჩუმათ დაიარება, გაღმა თავისა ძმისასა,
მიდის და ანბავს ტყობულობს, ჩვენზედ მომსმელის მტრისასა,
ათვალიერებს შამილსა, და გზებსა შუა მთისასა,
ამისთვის ჯილდოთ მედალი, მას ვერცხლის აქვს ყელისა,
ვერცხლსაც ფულადვე ის აძლევს, გამომრთმეველი ხელისა,
ერთგულებისთვის ჩინებსახაზუმ მარადის ელისა.
დღე და ღამ შრომის გამწევი, უთქმელი საშინელისა,
იგი არ ვიცი როს მოვალს, შინ დაისვენოს მაშვრალმან,
ჯარში ჯაფისა გამწევმან, უღონოთ ქმნილმან მაშვრალმან,
მეტყოდეს თვისსა ანბავსა, მითაც შემიპყროს მე ალმან,
ჩვენი ქონება ვნახეო, გაოხრებული ტიალმან.

მხედარი.

თქვენ სად იდექით უწინ ამისა,
ვითარ ცხოვრება გქონდათ ჯამისა?

დედაკაცი.

აგერ რომ მოჩანს მაღლობი, იქიყო ჩვენი სოფელი,
ხუთასი კომლით აღვსილი, თამამად იდგა ყოველი,
ის რუსმა მოსრა სრულიად, ამდრომდე რაც შემოხველი,
მე აქ ნებით ვარ მოსული, ჩემის ნებისვე მყოფელი.
სინამ იქ გვქონდა სიცოცხლე, შრომაში სულსა ვირთმევდით
მარადის მუშაობითა, სრულებით ჯანსა ვილევდით:
წყალსა ზურგითა ვზიდევდით, შეშასა ხელით ვითრევდით,
ტანთ საცმელს თვით ჩვენ მოვქსოვდით, ფულს დიახ ძვირად ვხედავდით.
ვის თავი მეფედ ჰგონია, ამით აბრიყვებს ყველასა
მოლურად რჯულის დამჭერსა, მაჰმადის მოსახელესა,
სიცრუით წინათ მომთქმელსა, იმ ჩემის ძმების მკვლელასა,

მხედარი. (გამოდის.)

როგორ მკვლელია თქვენი ძმებისა,
ის არის მძებნელი თქვენის ბედისა.

დედაკაცი.

ჩვენ არ ვთხოვთ მასა მეფობას, არ გვინდა ძებნა ბედისა,
არცა ძალითი მონება, კავკასიელი ყმებისა,
ამაოდ მომჭირველისა, და ბევრის მოიმედისა,
დაგვეხსნებოდეს კარგია, მაგინებელი დედისა.
ყოველთვის მოჰკრებს კომლზედა, მამას, ძმებს და შვილებსა,
ჯარათ დაათრევს, დაუძღვის, გულითა მეტად ლბილებსა,
ვაჟკაცობითა განთქმულთა, უღრეჭამს თვისსა კბილებსა,
ბევრჯელ შიმშილით მოკვლილთა, შეაჭმევს ტყისა ხილებსა.
ომ გარდახდილნი ჩაჩანნი, რომ მოვლენ ჭირ ნახილები,
იტყვიან; რუსთა დაგვისხნეს, ტანზედ სისხლისა მილები,
ზოგნი გასწყვიტეს უეცრად, შტიკი სცეს ვითა სილები,
გარწმუნებთ ამ გვარს ცხოვრებას, მე მათ არ შევეცილები.

მაჰმადა.

ჩვენო ყონაღო. თქვენი ანბავი,
წვრილად გვიანბე კარგი და ავი.

მხედარი.

ქართველი ვინმე.... ქართლიდამ მოვიარები,
ჯვარის თაყვანის მცემელი, აწ ესრედ დავიარები,
მე მისსა მოსავს მასმენენ მისთვის თითბრისა ზარები,
მას ვადიდებდე მღვიძარე, დღე მარად ფეხზედ მდგარები.
იქ ჯართ ყრილობა შეიქმნა სთქვეს გვინდა წასვლა აქეთა,
შევიკაზმენით ესენი, დღეს ვინცა თქვენა ნახეთა,
მოვედით კავკაზს ვიარეთ, სად დაუგებდით მახეთა,
კავკასიელთა ჩვენ მტერთა, დავჰკრევდით ხმალსა მკვახეთა.
აწ ახლა მივეჩქარებით, პირითა მოცინარითა,
შინათკენ გული მიგვირბის, ფერხმარდად არცა წყნარითა.
უანბობ რაცა შეგვემთხვა, ენითა მოხუმარითა,
ჩვენ საყვარელთა მტირალთა, ცრემლითა მომდინარითა.

დედაკაცი

რას ეჩქარებით ჯერ ხომა ცხელა,
თქვენ დიახ მალე შინ მიხვალთ ყველა.

მხედარი.

მე მივალ, მაგრამ ღმერთს ვფიცავ გული ისევა თქვენთან არს,
თქვენგან ესრეთი პატივი, იცოდე ჩემთვის დიდად კმარს,
სინამ ცოცხალვარ მახსოვხართ, მდუმარესა და მამღიმარს,
სანაცვლოდ რა ვჰყო ბედ კრულმან, რა გიძღვნათ გულით ეგრეთ წყნარს.
ნივთი არ მახლავს ისეთი, მოგართო ჩემის ხელითა,
ჩემდა სახსოვრად ის გქონდესთ, და მეკი ნუღარ მელითა,
ეს ხელსახოცი მიიღეთ, რომელიც დამაქვს ყელითა,
ახლაკი დაგეთხოვებით, სიტყვითა ცარიელითა.

დედაკაცი.

რადგან არ იშლით წასვლასა, გხედავ თქვენ მიეჩქარებით,
ღმერთსა ვთხოვ ყველა იქ დაგხვდეს, ნუ თუ გულისა მწარენი,
თქვენთვის მსხდომელთა მომთქმელთა ნახამთ მათ შეეყარებით,
მაგრამ უთქვენოდყონაღო ჩვენ, რითღა გავიხარებით.

(ისევ ეტყოდა ძმასა თვისსამაჰმადს.)

მაჰმად ჩვენი ყონაღი შენ გააცილე,
ყოველი ვნება მას ააცილე.

მათის წესია ყონაღსა, სამძღვრამდენ გააცილებენ,
გზაზედ ყოველსა ვნებასა, იგინი ააცილებენ,
ვინც ამას ნებით გაბედავს, მას აღარ გააცინებენ,
მომქმედსა თოფსა ესვრიან ტყვიას არ დააცილებენ.

(იგინი ერთმანეთს დიდის სიყვარულით და ხელის ჩამორთმევით გამოეთხოვებოდნენ და მხედარი განაგრძელებდა მგზავრობასა თვისსა.)

ეს ვნახე ამას გიანბობთ, საამურისა ენითა,
ვარდი მოვკრიბე თუცაღა, ეკალნი ჰგლეჯდნენ კბენითა,
ზოგჯერ ცხენითა მავალმან, ზოგჯერ ქვეითი რბენითა
მოველ, და ლექსად აღვწერე, გვედრებთ ნუ დამგმობთ სმენითა.

დიმ. მეღვინეთუხუცესოვი
1846 წელსა.

___________________

1 სტანცია არის ლინიაზე ყაზახების სოფელი, სადაც დგანან შერიგებულები ჩიჩნები, რომელნიც მცირედ ლაპარაკობენ რუსულად.)

3 წმინდა ნინას ტაძარი

▲back to top


წმინდა ნინას ტაძარი

(კახეთში)

მდებიარება ამ ტაძრისა, დასავლეთის მხრივ არის გარეშემოზღუდული მთითა, ჩრდილოეთის მხრივა ვერს ნახევარზედ განიშლების მთაზედ ქალ. სიღნაღი. მგზავრის წინ განიფინებიან სხვა და სხვა სახენი: თეთრი კუდი მდ. ალაზნისა, დაბნეული ტყეში; იმის შემდეგ ლაჟვარდი კედელი მთათა, მცვლელნი თავის სახისა მზის სხივთაგან. აღმოსავლეთი მხარე ტაძრისა, განშვენებული სხვა და სხვა ფერადთაგან, გალავანში, დაჩრდილული ტოტთაგან აყრილ ჭადართა უფრო მოუმატებს გარეშეთა სახეთა სიმშვენესა. ორნი ბჭენი არიან მიდგმულნი ორივ მხრივ შიგნით ტაძრის შენობასა აქვს ბეჭედი სიძველისა: ანუხდელი ცაი მოწმობს, რომ იგი იყო დასაბამით უქუნბათო, ხელოვნურიანუ არხიდეკტურ უწყებაში ტაძარი არ წარმოადგენს რომელთამე განსაკუთრებათა ღირსთა აღნიშნულებისა; ჰსჩანს ბიზანტიური ხელოვნება. ექვსთა სვეტთა ზედა არის დამოკიდებული შენობა ტაძრისა.

წოდება „ბოდბის“ ტაძარს მიუღია სოფელის ბოდბითგან, უწინდელი ბუდე. ქართველნი თანახმად ისტორიისა გამოცვლასა სოფლის წოდების მიუწერენ დროისა მოსვლისა წმ.ნინასი კახეთს. უწინდელი წოდება „ბუდე“ ცხადათ აჩვენებს აღნიშნულებასა სოფლისა, რომელიცა იყო განდიდებული საკერპაობითა, სადაც ხალხი წარმოადგენდა ყოფნასა თვით ღმერთა, ამისგამო წმ.ნინა მოსვლის დროს სოფელს ბუდეში იყო. მიღებული წინააღმდეგ შებმითა წარმართა მოძღვართაგან, ხოლო განათლების შემდეგ სოფელი ბუდე შეირყა სარწმუნოებაზედ. სწორეთ არ შეგვიძლიან განვსაზღროთ, რომელი ალაგი იყო. მიჯნად წმ.ნინოს ქადაგებისა და რას უწოდებს მისსაღეტის ბჭეთა მეხუთის საუკუნეში სომხეთის ისტორიკოზიმოსეხორრენელი. ხმამ მეორე შერყევისა განათლებულ სარწმუნოებითა სოფლისა, დააყენა წმ.ნინო თვის მოციქულს ღვაწლზედ. მეორედ სოფელ ბუდეში წმ.ნინოს მოსვლამ, განმეორებამქადაგებისა მიაქცივა ხალხი სინანულად და აღიარებინა შეცოდება ან ბოდვა, რომელიცა დარჩა სოფლის სახელად „ვბოდე“ ბოდბე.

შემდეგ ამისა, როგორათაც ბაგეთა შინა ხალხისა, აგრეთვე მატიანეთა შინა, ბუდე გამოიცვალა ბოდბეზედ ანუ ვბოდეზედ, ეტიმოლოგიური ნიშნულება, რომლისაცა არის ძეგლად უანყოფლობისა.

ეგრე ხსნის ხალხი ეხლაც და ეს ფილოლოღია ტაძრის სახელისსა.

ტაძრის აღშენებისა რომელნიმე მიუწერენ საქართველოს განათლების დროსა, ძველ მამაცხოვრებათა შინა ითქმის ვითომც აღმაშენებლად ტაძრისა იყო პირველ ქრისტიანი საქართველოს მეფეთაგან, სასანიდთაგანი მირიანი, 338 წ. რომელმაცა მასთან დააყენა ეპისკოპოზი. ამას იმეორებენ ყველა მწერალნი, რომელნიც გაკვრით შეხებულან აღნიშნულ ტაძრის აღწერასა.

ხოლო ჰაზრი განურკვეველ: კრიტიკის ნათლითა და უთანხმო ისტორიის მატიანი მოთხრობათა. პირველად ნაჩვენები მათ მოერ რიცხვი წელთა 338, სჭარბობს მეფისმირიანის სცხოვრებასა, მეორედ მატიანენი მოგვითხრობენ რომ მეფემმირიანემ უკანასკნელს წამსა თვის ცხოვრებისა, საუბრობაში მემკვიდრებაქარი და მეუღლე ნანასთან წარმოსთქვა თვისი ნება: „შემდეგ, სიკვდილისა ჩემისა, თუ განგრძელდეს ცხოვრება შენინანა, განყავ სამეფო და განძნი ჩვენი ორად და მიიღე სამარხვისანინასა, განმანათლებლისა ჩვენისა, ჟამსა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყეს უკუნისამდე იგი ადგილი რამეთუ მეფეთა საჯდომი არ არის, არამედ მწირ არს ეგრეთვე შეევედრა ეპისკოპოზსა, რათა ადიდონ დიდება მის ალაგისა, რამეთუ ღირს არს პატივ სცემისა (ქართლის ცხოვრება 101.)

მირიანის მეფის მემკვიდრემბაქარ აღსვლისამებრ ტახტზედ აღასრულა თხოვნა გვირგვინოსან მშობლისა: მან წმ. ნაწილთა ზედა ნინასი აღაშენა აწმდგომი ტაძარი.

აი რას ჰსწერს დიდებული ისტორიოღრაფი ჩვენი ვახუშტი:

„ბოდბის ეკკლესია არის გუმბათიანი, დიდ შენი, მშვენიერი, აქ მიიცვალა წმ.ნინო და დეეფლა აქავ, აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკკლესია 25 მეფემან ბაქარ; ზის ეპისკოპოზი მწყემსი ქიზიყისა ვიდრე კონდოლამდენ,აქვს სასპეტო დროშა და არიან სადროშოსაცა მისა ქიზიყიდგან კონდოლამდენ და მანავამდე, და არის ბრძოლასაცა შინა მეწინავე. ბოდბელი არის პირველიეპისკოპოზი კახეთსა პატივცემისათვის წმ.ნინასი.“

შემდეგ აღშენებისა, ტაძარი ყოფილა განახლებული; წანაწერი ბჭეთა: მეგიორგიმ განვაახლე ტაძარი ესე აჩვენებს სახელსა განმახლებელისასა.

ხოლო ვინ იყონ ესგიორგი და როდის იგი სცხოვრებდა? ყველა ეს არის დაფარული და გამოსაცნობი.

რომელნიმე ჰსხნიან აგრე: უთუოთ ბრწყინვალე გიორგი მეფე. ხოლო მათ შეუძლიან აღმაშენებლად აღიარონ ბრწყინვალე გიორგი, თუ საქართველოს მეფედ ჰყოფილიყოს მარტო ერთი მის სახელიანი.

წარწერა ეს არის ეხლა დაფარული და არ არის შეძლება სწორედ განსამძღვროდ მის დროი, ხოლო მას შინა ნაპოვნია ერთი ღეოროღრიფული ასო ქ.რომელსაც მიიღებენ ხრონოღურ ასოთ და კიდევ გამოჰყავთ ის დაბოლოება, რომ ტაძარი განახლებულ არს გიორგი ბრწყინვალისა მეფობის დროს.

ხოლო ასო ქ. ქართულ რიცხვით 600 სრულიად არ აჩვენებს დროისაგიორგისასა. მეფობა მისი ორივე მემატიანეთავახტანგ დავახუშტითა განისაზღვრების ლვ წლითა, შემდეგ ქ სრულიად არ შეიძლება მივიღოთ გამოსახვად რომელიმე ისტორიული საქართველოსი დროსა, მაზედ რიცხულებ. ანუ ქართული არ გადადის 515 წელსა.

ჩემის ფიქრითა ასო ეს არის არათუ ქ. არამედ ერთსახიანი უ და ყველა განსხვაება იქნება ნახევარ საუკუნეში 51 წელში. ეს ასო მატიანეში აჩვენებს დროსა განთავისუფლებასა საქართველოსითა მერლიანიდგან, როდესაც სამეფოისა უბედურებამა მიახწივეს უკანასკნელს ხარისხსა: ტაძარნი დაირღვნენ თვით საფუძლითა, ქონება მათი გახდა დავლად. განრისხებული მეფისბაგრატის ღალატობითა, თამერლანმა ისურვა აღვიარებინა გიორგისათვის სარწმუნოება ისლამისა, ხოლო მნახველი შვილშიაც მამის მხნეობისა, მიეცა შურის გებასა. აღნიშნა რა კვალი სვლისა თვისისათამერლანმან სისხლის ღვარითა და აოხრებითა შენობათათიმურლანმან ანუთიმურბეკმან, რა სახელსა სდებს მისი ისტორიკოზიშარაფ-ფედინ, „რა სრულიად აღაოხრა დიდი ქალაქი მცხეთა, დიდი წმიდა კათოლიკე ეკკლესია და ეგრეთვე ეკკლესიანი, საყდარნი და ციხენი, ყოველნივე საფუძვლითურთ დააქცია, შემდეგ ამისა აღძრნა და წავიდა მუნითგან და ჩავლეს კახეთსა, წარმოსტყვეს და იავარყჰვეს და რომელნიმე მოსრეს პირითა მახვილისათა და შენობანი ყოველნივე მოცეცხლეს. ქართლის ცხოვრება:(475, 457) მარტო ბოდბის ეკკლესიას არ უნახამს ლანძღვა ბილწ თხელთაგან უწმინდურ თამერლანის სპათა: ავანტყოფობამა, რომელიცა გაჩნდა სიახლოს ტაძრისა, სადაც იყვნენ მისი სპანი, გადააყვანინა იგინი სხვა ალაგს იგინი იყვნენ სიახლოვეს სოფელის ბოდბის სას.

წარსვლისა დროსა თამერლანისა დაიწყება განახლება, კეთილ მსახურება დაქცეულთა ტაძართა: სიძველემა ბოდბის ეკკლესიაც განუღვიძა კეთილ მსახურება მეფეგიორგის, შეახლებინა სხვათა შორის აღნიშნული ტაძარი და წელი ქორონიკოსა მის მეფობისას, არის ჟ.

ამას გარდა წანაწერში. „მე გიორგიმ განვაახლე ტაძარი ესეთ თუმცა ჰსჩანს რომ იგი არა ყოფილა სრულიად მეფედ, ესე იგი გიორგიბაგრატის ძე. ამღვრეულ სახელმწიფო გარემოებათაგან, იგი არ იყო კურთხეულ მეფედ და როგორც აჩვენებს წანაწერი არ იდიდებდა თავსა თვისსა წოდებით მეფისა. დასაბამ მეცხრამეტე საუკუნისა, შრომითა უკანასკნელ მიტროპოლიტისაიანნე ბოდბისა. (თავადმაყაშვილისაგან), ტაძარი არის დახატული და განშვენებული ახალის კანკელითა. შემდეგ ამისა ტაძარს არ მიუღია რომელიმე დიდი ცვლილება.

ტრაპეზი არის გაყოფილი ორ სამწირველოდ: ერთი პატივისგამო. განმახლებლის გიორგისა, არის წმ.გიორგის სახელზედ. ამას გარდა ნათესაობა წმ.გიორგისა წმ.ნინასთან, მეომრული სახე იქნებოდა და მიზეზად, რომ ორი სახელნი დიდთ წმინდათა ერთა ტაძარში შეერფინათ.

მეორე სამხროში განისვენებს ნაწილნი განმანათლებლისა; კედელთაზედა არიან დახატულნი ღვაწლნი მოციქულთ სწორის წმ.ნინასი. ქვა განმანათლებელის სახითა უჩვენებს ალაგსა მის საფლავისა; სახე მისი წარმოგვიდგენს უკანასკნელსა წამსა ცხოვრებისასა; თვალნი არიან დახუჭულნი უკვდავების ბეჭდითა, ხელნი დაკრეფილნი გულზედ. საფლავის სახურავზედა არის წარწერილი. „სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრე და აზრისა ქადაგებისა. წარმატება. ქართველთა განმანათლებელო და სრულისა წმ. ქნარონინა ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთასა.“

შემდეგ ამისა წანაწერი: მიიღე ესე უნდო ძღვენი წმ. გვამისა შენისა საფლავის გარდასაფარებლად ჩვენ მხევალთა მიერ ნამუშაკევი. ღენერალ მაიორისა და კავალერის თავადიალექსანდრეჭავჭავაძის ასულის ნინა გრიბოედოვისა და დისა მისასაგანეკატერინასაგან. მეორეს მხარეს. შეიწირე ესე ვითარცა შეიწირა სიტყვამან, ღვთისამან ქანწულისამარიამისაგან ხორც შესხმულმანემანუელმან ღმერთმან და კაცმან სრულმან ქვრივისა მის წვლილი და მეოხ გვეყვენ სულთა ჩვენთათვის დღესა ძის დიდისა განკითხვისა, ოდეს იგი დადგეს წინაშე მისა, მაშინ მარჯვენეთათანა დგომასა ღირს მყვენ შეწევნითა შენითა. ჩულე წლისა, იანვრის იდ დღესა.

ორი საგანი ამ განსასვენებელში წმ. ნინასი, შეაძრწუნებენ თვით სიდიდეთა ჰაზრთა მლოცავისასა. სამეფო დაბნელებული წარმართის სარწმუნოებისა და განანთლება მისი სუსტ დედობრივი ბუნებითგან, ცხოვრება საქართველოს განმანათლებლისა, საგანი ღირსი საკვირველებისა, ცხადათ აჩვენებს მის ციდგან მოწოდებასა და სახიერებისა დიდს შემწეობას უძლური, ბუნებითა ქალი, ხოლო ზეციური შეწევნითა ძლიერ, აღმოირჩევის განმანათლებლად ივერიისა. დაბადებით იყო ქალაქით კაპპადოკიიდგან და ჩამომავლობით დიდი და კეთილ მსახურ სახლობისა თორმეტის წლისა, იგი მშობელთა შესწირეს ღვთის მსახურებაზედ, როგორათაც სახელი მისი ამტკიცებს. ქალწული გული მისი იყო აღვსილი კეთილ საუბრობითა, ხოლო კვართხმან მაცხოვრისა აღუტყინა წადილი ნახვად იმ მხარისა, სადაცა დაიცვა ესე განძი. ერთ მლოცავ საფლავის უფლისა, ქალმან წამოიყვანა წმ.ნინო. ეფესოდ და შემდეგ რომსა. ამ ქვეყნის სატახტო ქალაქსა იგი მიიღეს ერთ სახლობამან, რომელიცა შესდგებოდა ორ დიდ მეფის ჩამომავალთ გვამთაგან,რიფსიმე დაგაიანე და რიცხვითა ორმოცდა ათი დედათა სქესი შეიქვნენ აღმაღვიარებელნი წმ.ნინას სარწმუნოებისა. ხოლო სადგური და შესაფარი რომში, წმ.ნინასათვის არ იყო. დიდხნისა;რიფსიმეს სიმშვენიერემან აღუტყინა რომის კეისარს (დიოკლეტიანეს) წადილი მისი შეუღლებისა. მრწმენელთა ზეციურისა ჰსწავლისა მქადაგებელთა იპოვნეს შესაფარი სომხეთის სამეფოში. მეგობრულმან წერილმან კეისრისა მეფეტრიდატთან აქაც შეურყია მათ სიმშვიდე. თვით სომხეთის მეფე წარტყვენილი რიფსიმის სიმშვენიერითა, ცბიული სახითა ჰსცდილობდა მიდრეკასა მისათვის წადილზედ. სიმტკიცის სარწმუნოებით არ წარტყვენილ არც მეფის გვირგვინის ბიწყინვალებითა, არც მუქარებითა და საშინელ წვალებითა დასოულდარიფსიმისათვის მშობლიურ წამების სისხლითა,სოლომან სომხეთის მეფემაც მიიღო ღირსი მისაგები.

განმაგრებული ჩვენებითა ღვთის მშობლისა წმ.ნინო წარემართა მარხვით მცხეთას. სახითა თვის ცხოვრებისა, მარხვითა და ლოცვითა მიიღო ყურადღება. ბარბაროზნი, განკვირვებულნი ჰკითხვიდენ მას, რისთვის ყველა ესე, როცა მან მიუგო გულის სიწყნარითა, რომელ აგრე უნდა თაყვანისცემა ძისა ღვთოსასა, მათ ეჩვენათ განსაცვიფრებლად, როგორათაც სახელი თაყვანის საცემლისა, აგრეთვე სახე თაყვანისცემისა მკურნალობისა, უცებ მორჩენამ დიდხნის ავათმყოფის დედოფლისა განამზადა ხალხი მიღებაზედ ახალ სარწმუნოებასა. მარტო მეფე მირიანი არა ჰკარგავდა პატივცემასა კერპთა, ხოლო ანბავმა სომხეთის მეფის მოხდომისა და უცებ სიბნელემან ნადირობის დროს შეაძრწუნა იგი ამ წამს სცნა სიცრუვე თვისთა კერპთა და პირველად მოიწოდა შეწევნად თვისად ყოვლად შემძლებლობა ჭეშმარიტისა მღვთისა და სიბნელეც გაჰქრა. პირველი მოძრაობა შემდეგ ნადირობისა მისისა იყო. მისვლა და ნახვა იმ ჯაგისა, რომელსა ქვეშე ჰქონდა წმ.ნინას სადგური „სად არს დედა ჩემი ნინა? ღმერთი მისი არის მაცხოვარი ჩემი, მე ეხლა ღირსი ვარ ვიწოდო იმ სახელად, რომელსაცა იგი აძლევს სამღვდელოთა კრება მეფისა თხოვნითა მოვიდა საქართველოს სატახტო ქალაქს მცხეთას. მდინარე მტკვარი სამ ალაგს გახდა ემბაზედ და წყალმან ახალ ცხოვრებისა გაწმინდა მარიანე თვისის ხალხითა მრავალთა სასწაულთა გამოჩინვათა დაამტკიცა ხალხი სარწმუნოებაზედ: ამ დროიდგან დაიწყება თავისუფალი ქადაგება წმ.ნინოსი თვით მფარველობასა ქვეშე მეფისა. მის თხოვნითა წმ.ნინო წარემართა საქართველოს სამთავროსა რანსა „მოსაქცევად სიძისა მისისა ფარაოზისა.

მოვა კახეთს, კაღარეთს, შემდეგ ქულდდაბას და კუხეთის სოფლის ბუდეს. უკანასკნელნი დღენი ცხოვრებისა წმ. ნინასი არ დარჩნენ უანბოდ. ბუდეს-ბოდბეს მოვიდა თვით მხლებლებითა, დედოფალი კახეთისა სუდჭი, რომელმაც მიიღო სარწმუნოება და წავიდა მცხეთას. მისვლამან მისმან მიუტანა ანბავი ავათმყოფობისა წმ.ნინასი, რომელიცა კრებამ მღვდელ მთავრისა და მეფის სახლობისა აღესრულა. გარემოება ცხოვრებისა ქართველთა განმანათლებლისა ჩვენ მოგვითხრობენ ისტორიკოზნი: რუფინ 12,22 სოკრატსხოლასტიკოზ,ერბისოზომენ თეოდორიტი 1,23 ხორრენელი და მოწმე სასწაულთა მდივანი სომეხთა მეფე ტრიდიტატისააღათონღელოზი ერთი უთანხმობა არის რიცხვში წელთა ქრისტიანობის მიღებისა. ჩვენებითავახუშტი არის 5738 ესე იგი 230 ქრისტეს შემდეგ, სხვა მხრის ხრონოღრაფოსნი ანუ წელთ მრიცხველნი აჩვენებენ 318 და 321, ხოლო მსწავლული დუბაო. 276. მართმადიდებელ ქართველთა ეკკლესიამან პატივცემისაგამო მოციქულთა ღვაწლითა, ტანჯვათა და სიწმინდისა ცხოვრებისა, განდიდებული სასწაულითა შერაცხა იგი მოციქულ-სწორად და ხსომასა მისა იდ იანვარსა ყოველ წლივ აღასრულებს.

ნ. გამრეკელოვი.

(განგრძელება შემდეგ.)

4 სოფლიური სახლოსნობა

▲back to top


სოფლიური სახლოსნობა

მომზადება სახამებელისა

მრავალნი მცენარენი, რომელნიცა ნოყიერებით აღავსებენ თვისთა ნაწილათ და დაილევენ ხოლმე ფქვილის მგზავსად ნოყიერებასა უწოდებენ სახამებლად. უფრო მომატებული ესე ნოყიერება არის კართოფილში მარვლებში და სხვა და სხვა პურის მცენარებში ესე იგი: ცერცვში, მუხუდოში ლობიოში და სხვანი. ამას გარდა სახაებელი არის კიდევ ფესოებში ზოგიერთის ხის გულებისა.

ძალიან ადვილად გაიშინჯება სახამებელი იმ მცენარეში, რომელშიაც იგი უფრო მომატებულად არის, მაგალითად ხორბლის მარცვალში და კარტოფილში. თუ გასჭრით ხორბლის მარცვალს სიგანეზედ ადვილათ გაიშინჯება თხელ გასახვევს კანში, რომელშიაც არის ყომრალი წრე და რომლის ქვეით არის თეთრი გროვა მარცვლებისა. ეს თეთრი ნაწილი მარცვლისა შესდგების პაწაწა უწესოდ ნაწილ-ნაწილად ძალზედ გატენილის პაწაწა სახამებლის მარცვლებისაგან. ამის განხილვა შეგვიძლია მიკროსკოპის განსინჯვითა, როდესაც განადიდებს 200 ჯერ. ესე მარცვალნი სახამებლის ხორბლისა, რომელნიც ჰსჩანან პატარა მუხუდოს მარცვალსავით, სუყველა არიან ნაწილ ნაწილად შემორტყმული მარცვლის კედლებზედ, რომელნიცა დამწიფების დროს არიან ყოველთვის რგვალნი და მასუკან როდესაც მარცვალნი დამწიფდებიან ნაწილნი იგი დიდდებიან და აწვებიან ერთი მეორეს, ასე რომ, ჰკარგვენ თავიანთსა უწინდელსა ფორმას და ხდებიან ძალიან უკანონო და მრუდენი.

ყველაზედ მომცრო მარცვალი სახამებლისა არის ხორბალი, რომელსაცა აქვს ფორმა მრგვალი.

კარტოფილის მარცვალში სახამებელი სხვა გვარნი არიან. ზოგი მრგვალი, ზოგი კვერცხის მზგავსი და ზოგი შემკობილი თხელის ფურჩით, რომელნიცა ჰფარვენ ერთი მეორეს უკეთუ გსურთ მიიღოთ სახამებელი კარტოფილისაგან, უნდა რამდონიმე ახალი კართოფილი გაფხიკოთ საფხეკზედ, რომლისაგანაც მიიღებთ დაფხეკილს ნოტიურს მასალას, მაშინ უნდა დაასხათ წყალი და დაზილოთ; როდესაც დაიზილება წყალში კარგათ უნდა ჩაისხას თხელს ჩვარში და იქ დაიჭყლიტოს კოვზით წყნარა, ასე რომ ჩვარი არ დაიხეს. ჩვარში გავა მღვრიე წყალი, რომელიც უნდა მოგროვდეს ჯამში ანუ ხის ჭურჭელში, მშვრიე წყალი არის, იმიტომ რომ იმაში ტივტივობენ მიკროსკოპიურნი მარცვალნი სახამებლისა ორს საათს რომ თავი დავანებოთ ამ მღვიე წყალსა მაშინ დაილეკს, ზევიდან დარჩება წმინდა წყალი ძირზედ დავა რითაც რის შეზავებული სახამებელი მაშინ გადავასხამთ წყალსა; ახალს ცივს წყალს გადავავლებთ და გავახმობთ მზეზედ. აქ მივიღებთ კარგსა და თეთრსა სახამებელსა. 200 გირვანქა კარტოფილში არის თორმეტითგან ვიდრე ოცამდინ ქირვანქა სახამებელი. მხოლოდ ეს კი უნდა ვსთქვათ რომ ყველა კართოფილში არ არის ერთი ზომა სახამებელი; ამის მიზეზით რომ არ არის ერთნაირის მიწის მოსავლიდგან. ის კართოფილი არის კარგი სახამებლისათვის, რომელიც უფრო არ არის ნოყიერი, ამას შევიტყოფთ ჩვენ იმითი რომ: უნდა ავიღოთ 100 მისხალი კართოფილი, დავსჭრათ წვრილათ და გავახმოთ ფეჩში რომელიც უნდა იყოს გახურებული 100 გრადუსამდინ რაც სინოყიერე არის იმაში სულ ამოვა და გახმება, ასე რომ უნდა დარჩეს ოციდგან ვიდრე ოცდაათამდინ მისხალი დანარჩენი წყლისა. შემდგომ უნდა დალბეს წყალში და ზემოხსენებულ გვარად აქაც ისე უნდა მოექცეთ მაშინ გასაშინჯავათ. სახამებლის ზავოდებში რადგან აკეთებენ მომატებულს, ამისთვის დასასაფხეკათკარტოფილისა ხმარობენ, საკუთრად ამისთვის გაკებულს მაშინას შემდგომს არეულსა და დაზელილსა სწურავენ თუშფალანგში.

შვრიაშიაც არის სახამებელი ძალიან კარგი, უფრო წვრილი, ვიდრე კარტოფილში და ხორბალში.

კარტოფილის გარდა, სახამებელს უფროსი ერთნი მოიპოებენ ხორბლიდგან, ეს უფრო ძვირია ვიდრე კართოფილისა. ამისთვის რომ ხორბალში უფრო მეტი სახამებელია. 100 გირვანქა კარტოფილში არის 20 გირვანქა სახამებელი, 100 გირვანქა კარგს ხორბალში მოიპოება 66 გირვანქა სახამებელი. აი როგორა კეთდება ხორბლის სახამებელი: ხორბალს დაფქვენ ბურღულად, მასუკან აურევენ წყალში ისე, რომ წყალს ვერ შეისვამდეს მეორე დღემდის, და თუ შეისვამს მეორე დღეს წყალი მიემატოს რომ იყოს თხლათ. როცა აკეთებენ ბევრს დიდს კასრშ, მაშინ არეულს ბურღულს წყლით დასდგმენ იქამომდენ, ვიდრე დამჟავდება და ძალა გამოელევა, მაშინ აურევენ, იღებენ ციცხვით და ასხმენ ტილოს პარკებში, შემდგომ ამ პარკებს ჩააწყობენ სხვა კასრში და დაუწყებენ ფეხით ჭყლეტას. იქიდამ გამოვა მღვრიე წყალი, კიდევ ასხმენ წყალსა და ჭყლეტენ იქამომდე,ვიდრე არ გამოვა წმინდა წყალი პარკებში დარჩება უარგო ნაწილი მღვრიე წყალში რომელიც გამოიჭყლიტება პარკებიდგან არის სახამებელი. შემდგომად ამისა მოაგროვებენ მღვრიე წყალსა სხვა კასრში, დაუმატებენ წყალს და დადგმენ დასაწმენდათ; სახამებელი, რომელიც არის მღვრიე წყალში თავის სიმძიმით დაილეკება წყალი, რომელიც იქნება ზევით, გადაღვრიან. განსაკუთრებით ამ გვარათ კასრის ძირზედ დარჩენილი ლამი, რომელიც არის დაფარული თხელი ყომრალის შლამით, ამ ყომრალ შლამს გადააცლიან და გაახმობენ. იმ დროს იფშხვნება წვრილათ და ესრეთ მიაქვთ გასაყიდავათ.

თ. დ.ხიმშიევი.

5 სხუა და სხუა ამბავი

▲back to top


5.1 გიჟი კაცის შემთხვევითი მორჩენა

▲back to top


გიჟი კაცის შემთხვევითი მორჩენა

ღოლანდიის მხარეს ერთი კაცი ჭკუიდან შეშლილი იჯდა ლაზარეთში, რომლის მორჩენის იმედი სრულებით არ იყო, ერთხელ ლაზარეთის ახლოს ბაღში ზეო გიჟების საშეხ ქცევად, სადაც ჭკუითგან შეშლილები დასეირნობდნენ, ზოგი რასა ჩადიოდა და ზოგი რასა, ერთი იმათგანი ავიდა მაღალს ხეზე, დადგა წვერზე და იზახდა იქედან ცაში უნდა ავფრინდეო. ამასობაში ზედამხედავი ავათმყოფთა დიდად შეწუხთა, მოვიდა და შეატყობიბა თავის უფროსს, რომელმანცა ბძაბა დაწყობა ხის ქვეშე ბალიშებისა, იმ აზრით, ვინცობაა გადმოვარდეს ლბილათ დაეცემაო, მარამ მანამ ბალიშებს დაუწყობდნენ ის გადმოეშო ხითგან და დადგა ფეხზე თუმცა თავი ძალიან შეურყია. მეორეს მესამეს დღეს ნახეს კაცი, რომ თავის ადრინდელს ჭკუაზე დამდგარიყო და რამდენსამე დღეს გამოუშვეს ლაზარეთიდამ, აქედამ ჰაქიმებმაგამოიყვანეს, რომ ტვინის წყალი რადგანც რომ სხვა ალაგებში ჩადგენილა, ამ მოძრაობაში ისევე თავის ალაგს დადგაო. -

5.2 ძაღლის მიყვანა სამსჟავროში

▲back to top


ძაღლის მიყვანა სამსჟავროში

აჲ რა სასიამოვნო ანბავი მომხდარა პარიჟში: ერთს ვაჭარს კაცსა ჰყვანდა ძაღლი რომელიცა პატრონს დიდად ემსახურებოდა. ყოველდღეს ვაჭარი მისცემდა პირში ბურნუთის კოლოფსა, რომელშიაცა ჩაუგდებდა ფულსა და გაგზავნიდა ბურნუთის საყიდლად. ერთხელ ბაზარში გაგზავნილმა ძაღლმა დაიგვიანა და როდესაც მოვიდა შინა, იყო საშინლად მოწყვეტილი, კუდსა იქნევდა და დაუწვა პატრონს ფეხებ ქვეშ. ვაჭარმა ნახა რომ კოლოფი ცარიელი იყო, არც ბურნუთი და არც ფული ჰსჩანდა, დაიწყო ჯავრობა და ყვირილი ძაღლმა რა ეს ჯავრობა ნახა, გავიდა და სამს დღეს შინ აღარ შემოვიდა, ეს პირველი შემთხვევა იყო ამის ღამით გარეთ დარჩომისა. მეოთხეს დღეს მოვიდა დაღალულ დაწყვეტილი და წამოუყარა პატრონს წინ ფულები, რამდენიმე ყმაწვილები მოადგნენ კარსა და ყვიროდენ დაიჭირეთ ქურდი არ გაუშვათო! ძაღლსა ქვებს ესროდენ. თურმე ნუ იტყვით პირუტყვს ეპოვნა კარგი შემთხვევა, ენახა ერთს ალაგს ყმაწვილები ფულზე მოთამაშენი: მისდგომოდა, წაერთვა და შინათკენ მორბოდა. ამ ყმაწვილების მშობელთა მისცეს არზა მთავრობასა ძაღლზე და იმის პატრონზე დაიბარეს ორივე სამსჯავროში, სადაცა გაამართლეს ძაღლი და იზახდნენ: რადგანც ძაღლსა სრული გონება არა აქვს, პირუტყვი არის, ამისათვის მოუპარავს განუზრახებლად და მართალი არისო.

5.3 მიზეზი ჭირის წარმოდგენისა კოსტანტინეპოლში

▲back to top


მიზეზი ჭირის წარმოდგენისა კოსტანტინეპოლში

მრთელი სამი წელიწადი ცდილობდა კოსტანტინოპოლში ჰაქიმი უფ. ურბარტი, რომ შეეტყო საიდგან წარმოსდგებოდა ჭირი და შემდგომ დაამტკიცა ესრედ, რომ ესე სენი წარმოსდგება უფრო მაშნ, როდესაც ხალხი ჰსცხოვრებს ახლოს სასაფლაოსი, ან თუ სოფელი ან ქალაქი დაბლობი არის და სასაფლაოკი მაღლობზედ. ოსმალონი თავიანთ სარწმუნოების კანონით, აკეთებენ ცარიელს კუბოს რომელშიაცა ჰსდებენ რა მკვდარსა, ზემოდან აყრიან წვრილად მიწას და ესრედ ჰსდებენ მცირედ ამოთხრილს საფლავში, რომელზედაც აგრეთ ცოტათ აყრიან მიწასა, მაშინ რასაკვირველია რა მკვდარი გაიშლება და წყლად გარდაიქცევა, სუნი საზარელი დაეცემა გარემოს ჰაერი წახდება და ის ჰაერი ზემოთ რა ამოხდება სხვა ჰაერსაც წაახდენს. როდესაც ქარი შემოუბერავს, მაშინ განაბნევს ქალაქის ან სოფლების მცხოვრებლებზე. ეს თითონ ოსმალთაც იციან, მარამ რა სარწმუნოებას ვერ წინააღუდგებიან, ამისათვის ვერ მოეშვებიან ჩვეულებასა. ჰაქიმი უფ. ვუზე თანახმა უხდება ამაზე ურბარტსა, იმას, როდესაც ყოფილა სირიაში, ტურციაში და ეგვიპტეში, შეუნიშნავს რა გაუვლია სასაფლაოზე საძაგელი სუნი, რომელიცა დიდად მაწყენია კაცისათვის, უმეტესად ნამიანს დღეში. თუ რომ მთავრობას მიექცია ამ საგანზედ ყურადღება, უეჭველად ახოცავდა და ამასთანავე ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ინდოეთში რადგანც არ იცოდნენ, საიდგან წარმოსდგებოდა ჭირი, რომ როგორმე აეხოცათ, მკვდრებსა ჰსწომდნენ. პარფინის მხარეს ხომ, უმეცარნიჭირისა, რომ კვდარს გაატანინებდენ და მინდორზედ დააყრევინებდენ, იმ ჰაზრით, ფრინველები შესჭამენ და ჭირი აღიხოცებაო.

კ.