![]() |
ცისკარი №8 (1860) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 მცირე მოძღვრება |
▲back to top |
მცირე მოძღვრება
დღეს ღირსის დავით გარეჯელის ხსენებისასა, თქმული მთაწმინდის ეკკლესიასა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისაგან.
„ხსენება მართალთა ქებითურთ, ხოლო
სახელი არა წმინდათა დაშრტებ. იგ.ი.ზ.“
ესრეთ იტყვის საღმრთო წერილი ღირსთა და წმინდათა კაცთათვის, რომელნი ვიდრე აღსრულებამდე ქუეყნიერისამათისა ცხოვრებისა არა სჩანან სოფელსა ამა შინა, ხოლო შემდეგ გარდაცვალებისა მათისა მადლი და სიწმინდე მათი აღმობრწყინდება თვით საფლავისა მათისაგან ნიშთა და სასწაულებთა შინა და მით შეიქნება საუკუნოთ ქებითურთ ხსენება მათი. დღეს ესე აწუნდელი ცხადით ამტკიცებს ამას, ვინაიდგან დღეს ჩუენ ყოველნი შეკრებულვართ ამ წმინდა ეკლესიასა შინა, რათა ქებითა და სიყვარულით მოვიხსენოთ ღირსი მამა ჩუენი დავით გარეჯელი.
იყო ღირსი ესე ერთი ათცამეტთა მამათაგან, რომელნი მეექუსესა საუკუნესა მოვიდნენ სირიით ივერიასა შინა არა უცნობელ არს ჩუენ ყოველთათვის, რომელ საქართველო განანათლა ქრისტეს სჯულითა მეოთხე საუკუნეს წმინდამან ქალწულმან ნინამ, ხოლო შემდგომ, სხუათა და სხუათა წინააღმდგომთა გარემოებათა და მტერთაგან სარწმუნოება დასუსტდა და შემცირდა ჩუენ მამულსა შინა. ამისათვის ყოვლად წმიდამან ღუთისმშობელმან, რომელი მარადის ზრუნავს საქრისტიანო ქუეყნისათვის და უმეტეს ივერიასათვის, ვინაიდგან ივერი არს ნაწილი მისი; განაღვიძა წმიდა და ღმერთშემოსილი მამა იოანე, რათა დაუტეოს სირია და წარვიდეს ივერიასა და მუნ იღვაწოს მოწაფებითურთ თვისით სჯულისა აღდგინებად და ხალხთა განმტკიცებად. მოვიდა რა ივერიასა წმიდა იოანე აღმოირჩია ერთი მაღალი მთა ზედაზენად წოდებული, მუნითგან იწყო შრომა და მოღვაწეობა სარწმუნოებისათვის; ხოლო მოწაფეთა თვისთა უბრძანა, რათა განვიდენ მისგან და თვითეულმან მათმან აღმოარჩიოს ერთი რომელიმე მხარე და იწყოს ქადაგება ქრისტესა და აღდგინება სარწმუნოებისა.
მაშინ ღირსი დავითი გამოეთხოვა თვისსა საყვარელსა მოძღვარსა და წარვიდა ჩრდილოს მხრით მოწაფითურთ თვისით, ლუკიანით და აღმოირჩია ერთი უდაბნო ადგილი, უდაბური, მოკლებული ყოვლით სანუგეშო სახმართ ნივთთა; გარეჯად წოდებული, გამოჰკვეთა მუნ ერთი მცირე ქუაბი და შეუდგა ლოცვასა, შრომასა და სულიერსა მოღუაწებასა. იყო საზრდელად მათთა მცენარე და მხალი ველური, ხოლო ზამთრად ღმერთი მოუგდანის მათ ირემსა, რომელი ზრდიდა მათ რძითა თვისითა. შემდეგ რაოდენათმე წელთა განხდა ხმა კეთილისა მოქალაქეობისა და სასწაულთ მისთა ყოველთა მახლობელთა სოფლებთა შინა; იწყეს მისვლათ ძებნა მისი და ნახვიდნენ მიიღებდნენ მისგან დიდსა სულიერსა ნუგეშსა; ხოლო ზოგნი მათგანი სრულიად დარჩებოდნენ მიასთანა და ადიდებდნენ კეთილსა უღელსა მონაზონებისასა.
ოდეს განმრავლდა რიცხვი მოწაფეთა მისთა აღუშენა მათ რავდენიმე მონასტერი, დაუდგინა წინამძღურად მისდა ღირსი და წმინდა მოწაფე თვისი დოდო, ხოლო თვით მან სანატრელმან დავით ინება წასვლა იერუსალიმს, რათა თაყვანისცეს წმიდათა ადგილთა, სადაცა ვიდოდენ ფერხნი უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა. აღასრულა რა დიდი ესე წადილი თვისი, მოიქცა მუნბე და აძლევდა მარადის მოწაფეთა თვისთა მაგალითსა; ხოლო რიცხვი მოწაფეთა მისთა შეიქნა რაოდენიმე ათასი, ასრე რომ ვიდრე აქამომდე ეწოდება, ადგილთა მათ სადაც სცხონდებოდნენ იგინი ბერთუბანი.
ესრეთ იყო მოქალაქობა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისა. დიდი არს და სანატრელ ხსენება და ქება მისი, ვინაიდგან არათუ მხოლოდ ჟამსა ქუეყნად ცხოვრებისა თვისისა განამტკიცებდა და აცხოვნებდა მრავალთა, არამედ ვიდრე აქამომდე იქნება შემწე და მადლისა მომნიჭებელ ყოველთა მისდამი მივრდომილთა.
გარნა, ძმანო ქრისტიანენო, ჩუენ უმეტეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ, რათა არა უნაყოფო იყოს, სულთაჩუენთათვის ესე ვითარი ხსენებღირსისა დავითისა ყოველთააქამდგომელთა ქრისტიანეთა და ყოველგან მისდა მომხსენებლთა შორის მხოლოდ ისინი მიიღებენ სულიერსა სარგებლობასა, რომელნი სცდილობენ მოხსენებითა ამით განამტკიცონ გულნი თვისნი. სჯულზედ და კეთილცხოვრებაზე და ცხოვრება წმიდისა დავითისა მიიღოს სახეთ თვისისა ცხოვრებისა. გინდა რათა არა ამაო იყოს შენთვისცა შრომა ესე შენი? – ეცადე რათა განდევნო სულისა შენისაგან, რომელიმე ცუდი ჩვეულება და ვნება წარწყმენდელი და ნაცვლად მისსა შეიძინო რომელიმე მრავალთა სათნოებათაგან ღირსისა დავითისა.
მრავალი ერი ამოსულა და კიდევაც ამოვა დღეს ქალაქთაგან ამ წმიდა ეკკლესიასა შინა, გარნა ცხად არს, რომე არა ყოველ ლოცვისა და მონანიებისათვის, არამედ ზოგანი მხოლოდ თავის გამოსაჩენად და ერისად სანახავად. მივხედავთ რა ზოგთა აქ ამოსრულთა, რომელნი მორთულ არიან ძვირფასთა შესამოსლითა, უნებლით ვიფიქრებთ, რომ ისინი მოსულან მხოლოდ თავის შესამოსლის გამოსაჩენად. აგრეთვე ამ წმიდასა ეკკლესიისა შინა მდგომარეთა შორის ზოგნი დუმილით და კეთლ კრძალულებით ისმენდნენ წირვასა: ცხად არს, რომ ისინი ლოცვისათვინ მოსულან აქა; სხუათა მთელ წირვა განატარეს ხმა მაღლა ლაპარაკში და ერთი მეორის კაბების და მანტილიის შინჯვაში: სჩანს რომ იმათ ლოცვა არა ეგულებოდა, ოდეს აქ მოდიოდნენ. ამისათვის, ძმანო ჩემნო საყვარელნო თანაგუამსა რათა აღუკრძალოთ თავი ჩვენსა ესე ვიტარი ცუდი ჩვეულება. სიმართლის სიყვარული მაიძულებს თქმად, რომ ჩუენ ქართველთა არ ვიცით ეკკლესიასა შინა ჯეროვნად დგომა და ლოცვა, და ფრიად სარგებელ არს ჩუენთვის, რომ ამაში ვბაძავდეთ რუსებს, რომელნი დუმილით და კრძალულებით მოისმენენ ყოველთვის წირვა ლოცვასა... ხოლო მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, ლოცვითა ღმერთშემოსილისა მამისა დავიდ გარეჯელისა შეგვეწიოს და გვაცხოვნოს ჩუენ. ამინ –
ქ. ტფილისი.
ჩყ. წელსა.
![]() |
2 რობეზონ კრუზო |
▲back to top |
რობეზონ კრუზო
(განგრძელება)
V
მეორე დღეს რა მზე ამოვიდა, რობიზონს ეძინა, უეცრად იგრძნო რომ ფეხზედ რაღამაც უღიტინა. იამს ეგონა რომ ეხუმრება მარიმონდა მაიმუნით; გაახილა თვალები და ვერავინ დაინახა, რა კიდევ დაწვა დასაძინებლათ, შემოესმა ხმა რახარუხისა და ამასთანვე უეცრათ რაღამაც უჩხვლიტა ფეხის გულზედ.
ეხლაკი წამოხტა მარდათ... რა თვალი მოავლო, მთელი სახლი, ნახა რომ სამსე იყო თაგვებით!
იმის გვერდით მთელი დასტა ღრღნიდნენ საბანსა, ზოგნი სკამზედ, სტოლზედ შემსხდარიყვნენ და ათავებდნენ დანარჩენს წუხანდელს შენახულს ვახშამს. სუყველგან, საცაკი შეიძლეს ასვლა მიმძვრალიყვენე და სჭამდნენ რაცკი შეიძლებოდა.
იმისი ქუდი სელაპის ტყავისაგან გაკეთებული, ტყავის ქისა თამბაქოსი, ხის ქერქი რომელიც იყო მიკრული სკამზედ დასაშუენებლათ, ჩიბუხები, ბიბლია და აგრეთვე წამლის ჩასაყრელი რქა, გაკეთებული გარეული თხის რქისაგან ნახევარი შეეჭამათ. რობიზონი წამოხტა ლოგინიდამ და პირველსავე ფეხის გადადგმაზედ გასჭყლიტა წყვილი ერთათ. დანარჩენნი გცვივდნენ წუწუნით, ერთი მეორეს ასხდებოდნენ და ერთი მეორეს უსწრობდნენ კარებში.
დაავლო ხელი ნიჩაბს და დაუწყო ხოცვა მარცხნივ და მარჯვნივ. რა უჯავრდებოდა, უეცრათ დანიახა მარიმონდა ხეზედ მოკუნტულიყო, ეტყობოდა რომ მთელი ღამე არა სძინებოდა.. რამწავ დაინახა კაცი, მარიმონდა გადმოხტა ხიდამ და მოწყინებით იმასთან, შიშით უყურებდა თავისსა ოთახსა.
უდაბნოს ოთახში იყო დიდი არეულობა, თაგვები დარბოდნენ იქ; ამისი ტყავი და რაც კი რამ შეინახა, პარკები სელაპის ქონით, სულ იყო გამოხრული და დაცარიელებული.
საწყალობელს მეკუნძულეს დარჩა ცოტაოდენი წამალი, რომელიც თანა ჰქონდა, და ორი სროლა თოფის წამალი.
იმ თაგვებმა დაღუპეს რობიზონი ასე, რომ სრულებით დაეღუპა და რა უნდა ექნა: რომელს თაგვსაც მოასწრო, დახოცა ნიჩბით, ჯოხით, ქუებით, ფეხით, ერთის სიტყვით რითაც მოხვდა; მარიმონდაც დაუღალავათ ხოცდ.: ერთს საათს უკან თაგვები კიდევ მოგროვდნენ გარეშემო უფრო გაბედვით. მაშინ რობიზონი მიხვდა რომ, ადრე არ უნდა დაეხოცა კუნძულის კატები, რადგანაც მიხვდა, რომ უვარგისათ არა არისრა გაჩენილი ქუეყანაზედ. მაგრად არც თუ სრულებით აღხოცა კუნძულზედ.
წვიმები შესწყდა; მძიმე სიცხეებმაც გაიარა, გაიარეს ნისლებმაც, რომლის გამოისობითაც იყო ძალიან შეწუხებული და მოწყენილი. თუმცა მზე აშრობდა მიწას, მაგრამ მაინც კიდევ დიდხანს დარჩა სისველე. ბევრი იარა რობიზონმა სხუა და სხუა ალაგებში; ეძებდა კიდევ კატებსა; მაგრამ ამაოთ. ერთხელ რა მოდიოდა, თანა ჰყუანდა მორიმონდა, ტყეში საღაცა არ შეიძლებოდა შესვლა სიხშირისაგამო, შემოესმა ხმა ფრიად ნაზი რომელიც ჯერ არ გაეგონა; იგი გახარებული, საჩქაროთ შედგა, კარგა დაუგდო ყური კვალად გაიგონა კნავილი.
წყნარა გადასწია რა ჯაგები და დაიწყო სინჯვა, ამ დროს გამოხტა გარეული კატა და თვალის მოხედვაზედ ავიდა მახლობელ ხეზედ. სიამოვნებით დაუწყო სინჯვა რობიზონმა.
კატა იყო მოდიდო. რა დასცემდა მზე ჭრელი ბეწვი უბრწყინამდა, მოიბრუნა რობიზონისაკენ თეთრი პირი, დიდის შავის ულვაშებით და შემკრთალი შიშით უყურებდა კაცსა.
რობიზონმა რა ეს ნახა, გააგდო ხელიდამ თოფი, მოეხვა ხესა და ავიდა მარდათ. რა ნახა მარიმონდამ, რომ მიახწია პირველ შტოებს, გაჰყვა უკან და გაასწრო. კატამ რამწავ დაინახა ორი მტერი, რომელნიც მიზდევდენ, უფრო მაღლა ავიდა, მაიმუნი აჰყვა წვერამდისინ. კატა მობრუნდა უეცრად დაფხაჭნა მარიმონდა, რომელიცა მოშორდა მაშინვე და თავი დაანება.
მაგრამ რობიზონსკი არ ეშინოდა; უფრო ამისათვის, რომ უნდოდა ეს კატა დაეჭირა ცოცხალი. მას უნდოდა დაეყენებინა სახლის მცველად, ზედამხედავათ რომ არაფერი გაეფუჭებინათ თაგვებს.
სამჯერ წაავლო ხელი კატას, მაგრამ სამჯერ დაეფხაჭნა ხან ხელები და სახე. ხეზედა ჰქონდა დიდი ბრძოლა; ბოლოს დროს რობიზონს მოუვიდა ჯავრი, უცებ სტაცა ხელი კისერში ისე, რომ კინაღამ არ დაახრჩო. ეხლა ეს იყო ძნელი, თუ როგორ უნდა ჩამოსულიყო ხიდამ და ჩამოეყვანა კატა. ამის ბედზედ წამოეღო თან სანადირო პარკი. ერთის ხელით დაიჭირა კატა და მოავლო ხელი ხეს, მეორეს ხელით ხსნიდა პარკსა; იმ დროს საწყალობელმა კატამ მოიგროვა უკანასკნელი ღონე და გაუძვრა რა ხელიდამ, ჩავარდა ძირს და დაეცა ხის ძირს, სადაც იჯდა მარიმონდა. რამწავ ეს დაინახა მარიმონდამ, შიშით გარდახტა და გაიქცა. აგრეთვე კატამ იპოვა კარგი დრო და გაიქცა ჯაგებისაკენ, სადაც იმ წამს დაიმალა.
რობიზონი სასწრაფოდ დაეშო ხიდამ, მაგრამ ვეღარა ნახარა: ვერც კატა და ვეღარც მარიმონდა. რა უნდა ექნა ნახევარი საათი მეტი ფიქრობდა, თუ რა ექნა, შემდგომ მივიდა იმ ალაგს, პირველათ რომ შეხვდა კატას, ამ დროს შეხუდა იქ თავისი მაიმუნი, რომელიც იჯდა კლდეზედ და გადმოიყურებდა ძირს.
რობიზონი რა მიუახლოვდა, დაინახა რომ ღრმა ღელეში წაწოლილ იყო კატა დაღალული სირბილისაგან, გვერდზედა ექუსი კნუტი დაუხტოდნენ.
რამწავ დაინახა კატამკაცი, ახლოს მაშინვე გაჩერდა და კნუტებმა გაშტერებით დაუწყეს ყურება ერთმანეთს.
რა ეს ნახა, ახლა რობიზონს აღარ უნდოდა კატა, ცოცხალი კნუტები აიყვანა ხელში და წაასხა მან თან თავის სოროსკენ, დედაკი იქავე მოკლა.
შემდეგ რაოდენსამე ხანისა, თაგვები აღარ სჩნდნენ, მაგრამ ვეღარაფრით ვეღარ შეიძლებოდა დაბრუნება იმ წანახდენისა რაც თაგვებმა წაუხდინეს.
გავიდა დიდი დრო, დარჩა ერთი სროლა წამალი, არ იცოდა რა ექნა? ყოველი ღონე დაკარგული ჰქონდა, რიღით უნდა დაეხოცა თხები და რით უნდა დარჩენილ იყო. ფიქრობდა: ვაითუ იმისთანა დრო შემხვდეს, რომ უწამლობით სიცოცხლე მომესპოსო. რაღას აქნევდა თოფსა, თუკი წამალი აღარა ჰქონდა.
ეხლა უნდა დაენებებინა თავი მონადირეობისათვის, უნდა ეცხოვრა სხუა გვარათ, უნდა დაეწყო მიწის შემუშავება და პირუტყუთ მოშენება. ამ აზრის აღსრულებაში მოყვანისათვის უნდა შეეკრიბა რამდენიმე თხა, რომელნიც მოეშენებინა, მაგრამ ძნელი ეს იყო, როგორის ხელოვნებით და ხერხით ეშოვნა.
მან გააკეთა დასაჭერი მახის მსგავსი, დადგა სხუა და სხუა ადგილს, მაგრამ ცხოველნი მიუხვდნენ, ერთ კვირაში დაიჭირა ერთი რაღაც ცხოველი და ორი ინდოური. რასაკვირველია ესეც კარგი იყო და შეიძლებოდა მოეკლა შიმშილი, მაგრამ თხებისა ვერა მოახერხა. მაშინ მოიგონა ერთი:
დაკრიფა მოგრძო ბალახი, ჩაურია თოკო და თასმები, რომლითაც მოიხერხა მაგარი თოკი, ექვსი ანუ შვიდი საჟენი სიგრძე; გაიკეთა რა ქამანდა, დაიწყო სწავლა და გავარჯიშება. ხან ქუას და ხან ხეს ესროლა, ბოლო დროს ესროლა მარიმონდას, ხელით ძნელათ დაიჭერდა ხოლმე რადგანაც მარდათ იქცეოდა.
იმ სწავლის ვარჯიშობის განმავლობაში, შემოღობა დიდი ადგილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქონლის დასამწყვდევათ. ერთს კუთხესთან წამოაფარაისეთ ნაირათ, რომ დამდგარ იყო ჩრდილი და დაეფარა მზისაგან. რაცკი რამ გააკეთა იყო კარგათ და მშუენივრათ. რა ენაღულებოდა, მთელი კუნძული ეკუთვნოდა მხოლოდ იმას.
ფიქრობდა როდესაც თიკნები გამეზდებიან, შეეჩვევიან ჩემს ხმასაო, შეეჩვევიან შინაურს ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ გამოუშვებ შემოღობილის ადგილიდამ გარეთაო, ისიც მარიმონდა ზედამხედველობითაო.
რა ექნა საწყალობელს მეკუნძულეს ანუ ვსთქუათ მეუდაბნოეს. რითი უნდა გაერთო თავისი თავი, თუ არ იმისთანა ფიქრით?
როდესაც რობიზონმა ნახა რომ ქამანდს კარგად უგდებს წავიდა შუა კუნძულამდისინ, მაგრამ ვერაფერი შეხვდა, რაკი საღამომ მოატანა დაბრუნდა დაღონებულის სახით, დაფიქრებული და უიმედოთ.
მეორე დღეს შეიპყრა ორი პატარა თიკანი, რომელთაც ჯერ რქა არ ამოსვლოდათ.
მარიმონდამ დიდის კმაყოფილებით მიიღო და იმ საღამოზედვე ჩაერივა დიდის სიხარულით.
ერთ კვირაზედ რობიზონსა ჰყვანდა თვითქმის ერთი ჯოგი თიკანი, რომელთაცა დიდის სიხარულით უყურებდა ან როგორ გახტოდნენ შემოღობილს ადგილში; ან როგორ ეთამაშებოდნენ ერთმანეთსა.
– ოჰ სთქუა თავის თავათ ამაყათ; კაცს შეუძლია უშველოს თავის თავს ბევრის ღონის ძიებით. შამემთხვა უბედურება: წამალი სრულებით დამეღუპა? სტრადლინგს ეგონა რომ მე მოვკვდებოდი როდესაც დამეხარჯებოდა უკანასკნელი თოფისწამალი. რათ მინდა მე თოფის წამალი მაშინ, როდესაც ეხლა უფრო მდიდარი ვარ; ეხლა უფრო მეტი ღონისძიება მაქუს ცხოვრებისა. ეხლა რაღა მაკლიაო? აქ თავისუფალი ვარ, არა მყავს უფროსი, არც მყავს ბძანებელი. მარიმონდას უფრო მომატებით უყვარვარ მინამდისინ ამხანაგებსა. რაღა უნდა ვინატრო? მხოლოდ ეს არის რომ ღმერთმა მომცეს სიმთელე.
რამდენსამე თვის შემდეგ (ეს უნდა ვსთქუათ რომ რობიზონი სთვლიდა დღეებსა) მინდვრებზე მოინდომა გადაეხედა ახალის წელის დღესასწაული რადგანაც დგებოდა იანვარი, 1706 წელიწადი.
იმ დღეს მოინდომა სადილის ჭამა შემოღობილს ადგილს. ჩვეულებრივ მარიმონდა უჯდა გვერდით, კატებიც ყვანდნენ გარშემო, თიკნები დარბოდნენ გარსა, ხანდისხან დადგებოდნენ უკანა ფეხებზედ, რომ დაეხედნათ რა ეწყო სტოლზედ, კალათაში, რომელიცა ავსებული იყო სხუა და სხუა ნაყოფით. ხან დაიწყობდნენ ბალახის გლეჯას და თამაშობას ერთმანეთში, სადილს უკან ჰქონდა რობიზონს დიდი სიამოვნება. საილს რაც მორჩა გადაყარა მიწაზედ. წაესივნენ და ვინ რას მოასწრობდა მოიტაცებდენ და გაიქცეოდენ.
რობიზონი წამოწოლილიყო თავის ტახტზედ, სწევდა უკეთესს თამბაქოს და უყურებდა როგორ თამაშობდნენ ცხოველნი. რობიზონი იყო ძალიან გახარებული, რომ უყურებდა იმათ თამაშობას; მგონია თავის დღეში ისე გახარებული არ იყო, როგორც ახლა. ცოტას ხანს შემდეგ უაეცრად წარბები შეიკრა, ამისთვის რომ მისი ფიქრი გადავიდა ზღუაზედ, რამდენსამე წამს იყურებოდა ზღვისკენ მოუსვენებლად, მას უკან სიხარულით დაიყვირა, გაიქცა ზღვის პირისაკენ და იქ დაიწყო ყვირილი რაც ღონე ჰქონდა. ახლა ეს უნდა ვსთქუათ თუ რა იყო მიზეზი?
რობიზონმა დაინახა ცისფერი ხომალდი შორს, მაგრამ ხომალდამდისინ იყო რამდენიმე ათასი ვერსტი: მაშინ აიღო დურბინდი და დაუწყო ყურება, და დაინახა. – რასაკვირველია ეს არის ხომალდი უთხრა თავის თავსა; ეს ხომალდი არის მახლობლივ კუნძულისა....
არა, აი მეორეცა, მესამეცა... სუყველა ხომალდზედ ბაირაღი მშუენივრად გრიალებენ, აღმოსავლეთის ქარისაგან... ეს ხომალდია! ჰო, ეს ესპადონია! იქნება... იქნება სტრადლინგი მოდის, შეიტყოს დაგრჩი თუ მოვკუდი? ის ჩემთვის ეხლა შემოუვლის... ოხ კეთილო, პატიოსანო სტრადლინგ!..
აი მოსტრიალდა ხომალდი თითქო პირ და პირ კუნძულისაკენ, კიდევ ორჯელ მოტრიალდა ასრე რომ რობიზონმა გაარჩია კარგათ, რომ ეს ხომალდი იყო ზღვის კაცებისა. დაიყვირა: დავიღუპე! ძნელია! ვინიცობა არის რომ მოდგეს აქ, სად წავიდა? სად დავიმალო? მთებში? მე მოვახერხებ დამალვასა, მაგრამ ძნელი ეს არის, ისინი დამიქცევენ სახლსა, დააცარიელებენ ჩემს შამოღობილსა, ჩემ ბაღსა...
ამ ფიქრებით კანკალებდა, თითქო ცივება შეუდგაო. ათვალიერებდა ყოველს მოძრაობას ხომალდისასა, მაგრამ შემოტრიალდა სამჯერ კიდევ ხომალდი და გასწია მოშორებით ზღვაში. რობიზონს ხელები ჩამოეშალა.
რა ჭირია, ახლა ანბობდა რობიზონი, ვსთქუათ რომ გარეულნი არიან, განა მე შემიძლიან ეხლა რომ ვიყო იმათი მტერი?.. დავიჯერო იმდენი გაგება არა ჰქონდეთ, არა ავნონ საწყალს დაღუპულს კოლონიერსა... ისინი შემეწევიან, გადამარჩენენ, როგორც ქრისტიანსა... ხომალდი რომ აქუსთ, გაუხდები მეხომალდე, მაგრამ აი განმშორდნენ, დაიყვირა განა მართლა მიდიანო?..
უნდა მაშინვე გაეჩინა დიდი ცეცხლი, მაგრამ რითა? უეცრად მოუვიდა ფიქრში, დაეგლიჯა ხეები, რომლითაც იყო შემოღობილი და მოეკიდებინა ცეცხლი, იმითი ეგების გადაერჩინა თავისი თავი უბედურებისაგან.
ამ დროს მოაგონდა რომ უწინდელ სახლის უკეან იყო ტყე, რომელშიც არ შეიძლებოდა გასვლა. ამაში იყო ხმელი ხეები გადაბმული ერთმანერთზედ სხუა და სხუა ბალახებით. იქ გადაიტანა ცეცხლი, რომელზედაც ხარშამდა საჭმელსა და დააყარა ხმელი შტოები, ფოთლები. ცეცხლი ცოტ–ცოტათი მოედო ბოლოდამ თავამდისინ, ისე რომ რაკი მზე ჩავიდა ანათებდა მთელს კუნძულს, ალი ადიოდა თვითქმის ცამდინ. – რობიზონი იდგა წყლის პირას, მთელი ღამე არ მოურშორებია თვალი ზღვისათვის. ყურს უგდებდა ხომ არ არის ნაცნობი ხმა რამ ზღვის მხრიდამაო, ხომ არ მოისმოდა ხმა ხომალდითგან. ან მენავების ხმა; მაგრამ ვერაფერი დაინახა ზღუაზედ, ვერცარა გაიგონარა; გარდა ხმელი ხეების ხმისა, რომელნიც სქდებოდნენ და გაჰქონდათ ჭახაჭუხი.
შემდეგ ამისა მთელს კვირას იყო დაღონებული და დაფიქრებული; ძვირათღა მიდიოდა ზღვის პირას, უყურებდა კატების თამაშობას და თიკნებისას, მაგრამ ვეღარც ესენი ახარებდნენ.
მარიმონდამაც მოიწყინა; დაღონებული უყურებდა სუყველაფერსა.
რობიზონს თხის ხორცი თვითქმის გამოელია, შინჯამდა რომ ეჭამა თევზი, მაგრამ ძალიან ცოტას შველოდნენ ღონის გასამაგრებლად და ნოყიერებას. ზღვის კიბორჩხალების ჭამა მობეზრდა. ამას უნდოდა სხუა საჭმელი. ბოლოს ისევ აიღო თავისი ქამანდა და წავიდა მთაზედ თიკნებისათვის. მარიმონდა გაჰყუა თან. რადგანაც ქეიფზედ არ იყო, რობიზონს უნდოდა მაიმუნი შინ დაებრუნებინდა და დაუყვირა იმას. მაშინვე მაიმუნი შადგა, დაჯდა და დაუწყო ყურება მწუხარების სახით, თითქო უბედურებას რასმე გრძნობდა, ბოლოს გამობრუნდა მარიმონდა.
საღამოზედ რობიზონი არ მოვიდა შინ, მარიმონდა მთელი ღამე ელოდა, მწუხარედ ღრიალებდა.
დადგა დილა, დაღამდა ის დღე მას უკან გავიდა ღამე, სახლიკი სულ ცარიელი იყო. მარიმონდაც ტყუილად ეძებდა მახლობლივ ადგილებში, სძებნიდა კვალსა თვისს მატრონისას, მაგრამ ამაოდ...
VI
იმ ადგილებში, რომელსაც დაარქუა რობიზონმა სტრადგლინგი, მიზდევდა თხასა დასაჭერათ, ამ დროს უცებ დაუსხლტა ფეხი და ჩავარდა ხევში.
ბედი იმისი, რომ არ იყო ძალიან ღრმა, თუმცა ძალიან სტკიოდა და რამდენიმე საათი იყო გულშემოყრილი, მაგრამ როდესაც მოვიდა გრძნობაზედ, იგრძნო მარცხენა ფეხში სრულებით დადუნება. მარჯუენა ხელის თითებს ძლივსღა სძრავდა, მთელს ტანზედ ბევრ ადგილს ტყავი დასჩეჩქოდა. ის იწვა პატარა ადგილზედა, რომლის ქუემოთ იყო უფრო ღრმა ხევი.
სცდილობდა ადგომასა, მაგრამ თავბრუ დაეხვა, თითქო დიდიხნის ავათმყოფიაო და ისევ დაწვა. რამდენსაც სცდილობდა ადგომასა, იმდენი ღონე არ მოსდევდა და იქცეოდა. ამ ყოფაში გაიარა თვითქმის ერთმა დღემ.
საღამოზედ უფრო მოღონიერდა, წამოიწია, სურდა ხელი მოეჭიდა რამდენსამე ბალახისათვის და ისე ამოცოცებულიყო ზემოთ, მაგრამ ბალახები ხელში შერჩებოდა და ისევ ძირს დაეცემოდა. ამ მეცადინეობაში დაიღალა და გამოელია ღონე. ამასობაში დაღამდა, იმ ღამეს ეძინა ცოტათი, მაგრამ ვაი იმ ძილს! ცალკე ხელი აწუხებდა და ცალკე ფეხი.
საწყალობელი რობიზონი მისუსტდა, როგორც ტკივილისაგამო, ისე შიმშილით მთელი დღე არაფერი უჭამიარა, პირზედ დაედო სიკუდილის ფერი, აქამდინ კიდევ წამოიწევდა ხოლმე, ეხლა ძლივსღა შეეძლო წამოჯდომა.
ამ საშინელს მდგომარეობაში გაიარა სამმა დღემ. დასუსტებული ამაოდ მეცადინეობისაგან, რობიზონი იწვა უძრავათ, მხოლოდ ხან და ხან შეჭირვებით გადასდებდა ერთი ადგილიდამ მეორეზე ხან ხელს და ხან ფეხს, ხან უტკივარის ხელით ბალახსა, რომელზედაც იწვა, ისე გადასწევდა ქუებსა, რომელნიცა აწუხებდნენ. – აქ იმზადებდა უკანასკნელს ლოგინს; ემზადებოდა სასიკვდილოდ.
აქ მოაგონდა თავისი წარსული ცხოვრება, ფიქრობდა საუკუნო ცხოვრების გარემოებასა, წარმოუდგებოდნენ თავისნი მეგობარნი დედა ქუეყნისა, ხან უნივერსიტეტი, რომელშიაც თვითონ სწავლობდა, ხან თავისი სახლი საცა ატარებდა უკეთესს დღეებს თავისს სიცოცხლისას, ხან დედა, რომელიც ისე ტიროდა, როდესაც ეთხოვებოდა უკანასკნელად... ცდილობდა რომ უკუეყარა ფიქრი და ვედრებით ჩაებარებინა თავისი თავი მისთვის, რომლისაც მინდობა ვერვინ შეიძლო. ამ ტანჯვის წამს ისმოდა მხიარულათ და სიხარულით გალობა ფრინველებისა: ამ მშუენიერს ხმას უპასუხებდა მეორე ჭმუნვარე ხმა. უეცრად რაღამაც გაიარა ჰაერში ზედ ავათმყოფის თავს, ეს იყო ფრინველი, რომელიც გაფრინდა თავისს მეგობართან.
ბედნიერნი არიან ფრინველნი: ფიქრობდა რობიზონი. მეკი ვარ საწყალი, ოხერი, უპატრონოვო!...
კიდევ მოაგონდა სიცოცხლე, დაღონდა ძალიან, მოაგონდა უკეთესი და ბედნიერი დროება.
ამ დროს უეცრად შემოესმა წყნარი ბღავილი გარეულის თხისა, რომელიც შემდგარიყო ხევის თავზედ, შიშით და შეწუხებით უყურებდა მას, შემდეგ ძირს ჩამოვიდა თითქოს არაფრისა არ ეშინოდა და შესჩუეოდა უიარაღო კაცს, უფიქრელად დაუწყო ბალახს გლეჯა, რომელიც ამოსულიყო ხევის თავზედ.
რობიზონმა გაშალა ხელი ერთი ფრინველისაკენ რომელიც იჯდა მახლობლივ ბალახებზედ, უნდოდა დაეჭირა, იფიქრა: აქ მე დავლევდი იმის სისხლსა და შევჭამდი იმას, იქნება იმისი ხორცით მაშინვე.
მაგრამ იმ წამსვე გაფრინდა, რამწავს კაცის რხევა ნახა. რობიზონს დაუხუჭნენ თვალები, დაეხშო ხელები და მხოლოდ ერთს ორ დღეშიღა იყო იმისი მდგომარეობა.
დაღამდა ამოვარდა დიდი ქარი, შეიქნა ელვა და ჭექა, ამ ელვაში დაინახა იმის ზევით იდგა ერთი დიდი ხე, რომელიც ისეთ ნაირათ გადადიოდა და გადმოდიოდა ქარისაგან, რომ ეგონა ეხლა თავზე დამაწვებაო. შემთხვევას ვებრალები მე წარმოსთქუა რობიზონმა; დაესხენ ჩამოვარდეს, თუ შტოები არ გამჭყლეტენ, მაშინ ძალიან გამომადგება კიბედ, რომელზედაც ეგების ავძვრე და გადარჩენილი ვიქმნეო!...
მაგრამ ხე ვერ სწვდებოდა ძირამდინ და უკანასკნელი იმედიც გადაუწყდა. – მეოთხე დილას ციებამ თავი დაანება. ისე აღარა გრძნობდა წყურვილს უწყლობით და უჭმელობით, სრულებით დასუსტდა, მაგრამ რაღაცა იმედი მიეცა, და მოშორდა ძილი, ასე ეგონა ძილს მოჰყვება სიკუდილიო. უცებ შემოესმა შორიდგან საცოდავი ხავილი, ხან ერთს ადგილს, ხან მეორედგან, ხან ახლო და ხან შორს, ამაზედ თვალები გაახილა, დაუგდო ყური, თავზედ რაღამაც დაუწყო ფაჩუნი ჯაგებმა; რბენისაგან, ღრიალის ხმა მოდიოდა უფრო მალ–მალე; თითქო ყმაწვილი ტირისო; რობიზონს რაღაც მოაგონდა შეიტყო რა ხმა ტირილისა... წამოიწია ცოტათი, მოიკრიფა, უკანასკნელი ღონე და დაიყვირა. – ის მართლათ მარიმონდა იყო! მარიმონდა ამ კნავილზედ მოვიდა პატრონთან, სასტიკად დაეცა მიწაზედ. – ის მართლათ მარიმონდა პატრონის ხმაზედ მოვიდა ერთს წუთს იმისი წუწუნი და წუხილი შეიცვალა სიხარულის ხმად. რამდენიმე წამი სცოდა ხევის თავზე და მას უკან დაეშო ხევში, ისეთის სისწრაფით თითქო ნაცნობი ადგილი არისო, ავლებდა ხელს ხის შტორბს, ბალახებს და ჩამოხტოდა. ჩამოვიდა თუ არა, იმ წამსვე პირ და პირ მივარდა რობიზონსა, დაუწყო ლოკვა ლოყებზედამ შუბლზე და თვალებზედ და მასუკან სცოდა, დაიწყო ყვირილი, შტვენა, თვალების ხამხამი, ცდილობდა რომ რობიზონისათვის ხმა ამოეღებინა. კეთილი მარიმონდა! ბეწვი იმ დროს ჰქონდა სველი, ხელები სისხლში მოსვრილი, წამწამები დაშვებული; ეტყობოდა დიდხანს ეძებნა.
რა მარიმონდა სახის სიყვითლე ნახა, ფიცხლადვე მიხვდა რაც აკლდა, მსწრაფლ როგორც ფრინველი იძვრებოდა ხევის თავზედ, მოუტანდა ხან ხის ნაყოფს, ხან მწვანე ლერწამს ავსებულს ტკბილის წუენით.
ეს იყო დრო როდესაც ჩვეულებრივ სჭამდნენ საუზმეს და კიდევ იმათ ერთათ ისაუზმეს. რობიზონს სრულებით იმედი მიეცა რაკი დაინახა თავისი ამხანაგი, და მეტადრე მაშინ როდესაც გაძღა, ეხლა მარიმონდა უშუელიდა ამოსვლას ხევიდგან. მარიმონდას ანიშნა ქამანდის მოტანა. მეორე დღეს მარიმონდას მისცა ერთი წვერი ქამანდისა იმ აზრით, რომ მიეკრა ერთი წვერი ქამანდისა რომელსამე ხეზედ, მაგრამ მარიმონდა, დასჭირდა ის ხელი, რომელშიც ეჭირა ქამანდის წუერი, გაუშო და წავიდა ზევით. რამდენი ამ სახით თავდებოდა საქმე, ბოლოს დროს მოიხმარა უკანასკნელი ღონისძიება, მოაბა მარიმონდას წელზედ თოკი და გააგდო ზევით იმ აზრით, რომ გარს ეტრიალნა როგორმე დაახვევდა ან ჯაგს და მაშინ გადარჩებოდა. მაიმუნი მიათრევდა თან თოკსა და ავიდა ზევით და დადგა: არ იცოდა რა ექნა? ამაზედ მარიმონდა ახამხამებდა თვალებს და განკვირვებით უყურებდა იქიდამ კაცსა. რობიზონს მოსწყინდა ორმოში ჯდომა გაჯავრებით დაუყვირა მაიმუნს და ხელი დაუქნია: მარიმონდა გაიქცა.
შეწუხებული უყურებდა თოკს, შინჯამდა, მოსწია თუარა მარიმონდა, თვალების ხამხამით, გამოჩნდა ხევის პირას. კაცი უყვიროდა, უჯავრდებოდა, ის კიდევ მიდიოდა, რაკი მოსწევდა მაშინვე გამოსჩნდებოდა ხოლმე, მაიმუნს ეგონა მეთამაშებოდაო. მაშინ მოეფარა კლდეს იყურებოდა იქიდამ სასაცილო სახით. რობზონი გამოვდა მოთმინებისაგან, აიღო და ესროპა პატარა ქუა; მარიმონდამ აიღო ხმელი ხის ნატეხი და ესროლა რობიზონს. მაშინ იმან ესროლა უფრო დიდი ქუა და მოარტყა, მაიმუნი გაიქცა და თოკი გაიჭიმა; კაცმა ესროლა უკანიდამ კიდევ რამდენიმე ქუები; ამ დროს თოკი უფრო გაიჭიმა; იფიქრა უთუოდ მოეხვიაო?.. დაეკიდა ქამანდას ფეხებით, მუხლებით, წყნარ წყნარა კლდეზედ ცოცდებოდა ზევით და ზევით... მიახწია მაღლამდისინ...
მოავლო ხელი ზევით ქუას, და ავიდა, ამ სახით გადარჩა... თვალი გარდაავლო, რა თოკის მდგომარეობა ნახა, რომ მაიმუნი რა ჯაგებში შემძვრალიყო თოკი უფრო გაჭიმულიყო, ზედ კუნესოდა საწყლად და ღონე ვერ ეპოვნა დახსნისა.
რობიზონმა დაინახა რომ მარიმონდა ისეთ ნაირათ იყო მიკრული, რომ ტუჩები დასისხლებული ჰქონდა და გადმოდიოდა ქაფი პირიდგან, თვალები კი დაეჭყიტა. რამწავ რობიზონმა გაუშო ხელიდამ ერთი წვერი ქამანდისა, მაშინვე მარიმონდა მოეშო მაგრამ წყნარათ დაიკივლა. იმის ხელით შეწუხებული რობიზონი მივარდა მარიმონდას, მოხსნა ხიდამ, აიყვანა ხელში და წაიყვანა სახლში. გზაზედ კვნესოდა საწყალი მაიმუნი, ძლივს სუნთქავდა. ფეხზე დგომა ვეღარ შეეძლო და ძლივს მიაღწია სადგომს.
სახლი სრულებით დახვდა ცარიელი, სულ არეულ დარეული, თხები გაქცეულიყვნენ ტყეში, აგრეთვე კატები უჭმელობის გამოისობით, ქარს სრულებით დაექცივა სახლი. რობიზონი შედგა, იმის წინ ეყარა აოხრებული რაცკი რა ებადა, გარდა ერთის კედლისა და პატარა ბანისა.
მაგრამ არ ენაღულა ამისთანა უბედურობისათვის... თავის ქუეშსაგების გვედრზედ გამართა ქუეშსაგები მარიმონდასთვის, როგორც თავისთვის, უყურებდა ავათმყოფს, განშორდებოდა ხოლმე მხოლოდ ტყეში საზრდოს მოსატანად. მოუტანდა ხოლმე რამდენსამე კონას სხუა და სხუა ბალახებსა რომ ამოერჩივა თითონ რომელიც იამებოდა, გადაბრუნდებოდა ხოლმე დაჰკრამდა ხელსა სუყველას რასაც მოუტანდა; მაშინ რობიზონი ფიქრობდა რომ უთუოდ ის ბალახი ვერ მიპოვნია, რომელიც არის საჭიროვო, თუმცა თვითონ ავათმყოფი იყო და სუსტი, მაგრამ დადიოდა უფრო შორს და შორს რომ ეშოვნა კარგი საჭმელი. ყოველს ხიდამ მოსწყვეტდა შტოსა; ყოვლის ჯაგებიდამ, ყოვლის კლდიდამ, ყოვლის წყლის კიდიდგან, ყოვლის ნაპირიდგან მოჰკრეფავდა მცენარესა, ნაყოფს, ფოთლებსა და ძირებსა. რამწავ დაინახავდა მარიმონდა უარგს ფოთლებსა, მაშინვე დაჰკრამდა ხელსა, გადაბრუნდებოდა, დახუჭამდა თვალებს; და თუ იპოვნიდა საამოს რასმეს შეხედამდა თავის მეგობარსა მადლობის სახით და კიდევ გადაბრუნდებოდა. მხოლოდ დალევდა წყალსა მაშინ, როდესაც რომ მოუტანდა კაკლის ნაჭუჭს.
თვითქმის მთელი კვირა რობიზონი დადიოდა ამისთვის და ცდილობდა რომ მოერჩინა, მაგრამ სულ ამაოდ! მარიმონდა აღარ მორჩა: ქამანდამან ძალიან წაუხდინა გული, და ხან და ხან ამოსდიოდა გულიდამ სისხლი.
განა ჩემი უბედურება ერთი ორად უნდა შექნესო. იტყოდა ტირილით რობიზონი, ჩემი დამხსნელი ჩემგანვე უნდა დაიღუპოსო?
მძულდა პირველათ როგორც გამოუსადეგი ცხოველი რომელსაც ერთს მთელ ქუეყანაზედ უყვარდი და რომელიც ეხლა უნდა მოკუდეს რადგანაც გადამარჩინა სიმშილით სიკუდილისაგან ორმოშიო... იმ ორმოდგან, მე უმეცარი გესროდი ქუებსა!..
მარიმონდავ! ჩემო მეგობარო, ჩემო საუკეთესო მეგობარო!.. და უყურებდა გულის ტკივილით იმისს დახუჭულ თვალებს; იმის სახეს, რომელიც თან ეჭიმებოდა, თან და თან სუსტდებოდა; ხდებოდა და ბალანი სცვივდებოდა. –
ერთხელ საღამოზედ რობიზონმა გაახვია დიდ საბანში ამისთვის რომ აციებდა და ძალიან კანკალებდა, თითონკი დაღალული და დაქანცული მიწვა ახლოს ავათმყოფის ცარიელ ალაგზედ, ამ დროს რობიზონმა შეხედა, რომ მარიმონდა სიმშვიდით და ნაზად უყურებს თითქო გამოეთხოვებოდა. რა ეს ნახა წამოჯდა და პირში ყურება დაუწყო რობიზონმა.
ბოლოს მიიტანა თავი ავათ მყოფისა, ჩაიდო კალთაში და ასე დააძინა, თვითონკი უდარაჯებდა. რობიზონს აღარ შეეძლო ადგილიდამ დაძვრა, რომ არ შეეწუხებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ თითონაც მიწვა და დაიძინა, ამ სახით. მეორე დღეს გაიღვიძა, როდესაც აღმოსავალმა მზემ გაანათა ქოხი, მარიმონდა იწვა ისრე, როგორც დაწვა; მაგრამ ხელებიკი გასციებოდა, ქაფს, რომელიც გადმოსულიყო პირიდგან, ტუჩებზედ, თვალებთან და ყურებთან დახვეოდნენ ბუზები.
ეს იყო ლეში.
რობიზონმა გულ მტკივნეულობით დაიყვირა და წამოდგა.
რამდენსამე ხანს უყურებდა მშრალის თვალებით მკუდარს, რომელიც ედვა წინ, შემდგომ ნახა რომ სცვიოდა გულზედ ცრემლი.
რაზედ სტიროდა ასე საშინლად საწყალი რობიზონი?
მაიმუნი მოუკუდა.
VII
საჭმელი რობიზონს სრულებით გამოელია, მაგრამ აღარა ფიქრობდა მწუხარებისაგამო საჭმელისათვის; იმისი სახლი და სრულიად ავეჯულება მიიშალ–მოიშალა, რომლისათვისაც აღარა ფიქრობდა გაეკეთებინა; ბაღი გაევსო ქვიშით, აღარც იმისთვის ფიქრობდა, რომ გაეწმინდა. ძალიან დასუსტდა, გამოელია ხალისი, რომ მიეყო ხელი იმისთანა საქმისათვის. უფიქრელად დადიოდა კუნძულზედ; ხან ჩაიხედამდა ხევში, ხან აიღებდა ქუას და დაარტყამდა მეორეს ხეს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხან ფეხს ჰსცემდა ქუას და გადააგდებდა, არაფერს აღარა ფიქრობდა. ერთხელ დადიოდა რა მგზავრად მივიდა იმ ადგილას, სადაც წაუკიდა შეშას ცეცხლი, მიიხედა–მოიხედა არაფერი არა იყორა, მხოლოდ გაშავებული ნაცარი ნახა, ფეხი ჰკრა ერთს ამაღლებულს ადგილს, მასუკან მეორეს, და უეცრად ნაცრის ქუეშ დაინახა დანარჩენი ქუები კედლის ნაშენებისა, რომლისგანაც უნდა ყოფილიყო ადრე აშენებული სახლი.
მაშივნე იფიქრა აქ უმუშავნია კაცის ხელსაო და არა ველურსაო.
რა ქნილან ის ხალხნი, რომელთაცა უცხოვრიათ აქ? სად წავიდნენ? ეს გარეული კატები და თხები უთუოდ გამრავლებულან იმათ შემდგომ, რომელსაცა უცხოვრიათ აქ ევროპის ხალხსა და დაუყრიათ შინაური თხები და კატები; გადამწვარი ტყე იმას ნიშნავდა, რომ უწინ იქნებოდა უთუოთ ბაღი ხალხისა, მაშ... ვინ იყვნენ ის ხალხნი?..
სულ ფიქრობდა ცხოვრებისათვის, მეცადინეობდა სახლის, ბაღის და ყოვლის საჭიროების გაკეთებას, ახლა რომ მარტო დარჩა ამფიქრს თავი დაანება, სასოება წარიკუეთა, მაგრამ რაც ხანი გადიოდა იმდენი უფრო მოუთმენლად, გაუსაძლისად და მძიმეთ ეჩუენებოდა. რასაკვირველია რომ ასე არ იქნებოდა თუ ჰყოლოდა ვინმე ისეთი, ვისთანაც შეეძლო გაეყო სიხარული და სიამოვნება. არ უნდოდა იმას ხმიან ქალაქში ყოფნა და ცხოვრება, მხოლოდ ერთი ამხანაგი, რომელიც მისცემდა პასუხს იმის ხმას, გაიყოფდა მწუხარებას და სიხარულს...
ჰყვანდა მართალია მარიმონდა, რომელსაცა შეეძლო ხან და ხან გაერთო, თუმცა ესეც ცოტა იყო; ის მხოლოდ სცხოვრობდა გარეშე სიცოცხლით; გულიკი სხუას ფიქრობდა.
მაიმუნს არ შეეძლო ეგრძნო რა ჰქონდა კაცს გულში თუმცა ძალიან უყვარდა და თუმცა კარგი გრძნობა ჰქონდა.
ახ! რატომ არ დავრჩი იმ ხევში, ეხლა სულ გათავდებოდა ჩემი ტანჯუაო!.. დაღუნა თავი; ადგა ისრე შეწუხებული; მოუვიდა რაღაც ფიქრი, გაიქცა სახლთან, სტაცა ხელი თოფსა... ეს უკანასკნელი სროლა, რომელიც ასე ძალიან ინახამდა, უნდა მოეხმარებინა თავის თავზე, რომელიცა გადაარჩენდა მარტოკობისაგან და სიცოცხლისაგან!.. გაიშინჯა თოფი, მერე მაღლა ფეხზე შეაყენა ჩახმახი, მიიდო ლულა საფეთქელზედ და ათრთოლდა: რამდენი ხანი ფიქრობდა; სამჯერ დადო შუბლი ლულის ტუჩს და სამჯერვე ისევე აიღო. ბოლოს მოიქონია გონება, იგრძნო რომ საშინელება იქნებოდა, მიბრუნდა და ჰაერში გაისროლა. იმ დროს თითქო მოშორდა ქუა მხრიდამ: მივარდა ბიბლიას და დაუწყო კითხვა.
რაკი მოისვენა ფიქრებიდგან, მაშინვე ტკბილათ დაიძინა. სიზმარშიაც ეჩუენებოდა სიკუდილი და საჩქაროთ მოიშორებდა სიზმარს.
ამ რიგათ გამოეღვიძა ერთხელ, შეიხედა ზღვისკენ და დაინახა რომ რაღაც მოსცურავდა, მაშინვე იცნა რომ იყო დიდი ზღვის გველი, რომელზეც ბევრჯელ შიშით ლაპარაკობდნენ მეხომალდენი.
განშორებაში ყოველთვის ეჩუენება რამე მეუდაბნოეს.
შეშინებული გაიქცა და დაიმალა გამოქუაბულ კლდეში; მას შეუშინდა; მეორე დღეს ზღვის გველის მაგიერათ იპოვნა ნაპირზედ მცენარე საკვირველის სიგძისა!
რაცკი ამ კუნძულზედ ფრინველები და ცხოველები იყვნენ ყოველნი სჭამდნენ მცენარესა ამას.
მცენარე ესე გაშინჯა რობიზონმა და ნახა, რომ გემრიელი და ტკბილი იყო.
რობიზონმა დასჭრა ნაწილებათ ესე მცენარე; შეინახა და იმით მოიმზადა საზრდო.
ერთხელ, რო მივიდა იმ მცენარის მოსაკრეფათ ნახა, რომ ეგდო ერთი ბოთლი ამ მცენარის შუა, ეს ბოთლიკი ძალიან მაგრა დაცმულიყო და დაბეჭდილი, იმასთან კიდევ იყო პატარა ბარათი, ისპანიურის სიტყუებით დაწერილი. რობიზონმა ცოტათი იცოდა ისპანიური ენა, ბევრი სიტყუა ძნელადღა გაირჩეოდა; მაგრამ მეცადინეობით გაიგო.
„მე ვარ ხანგონზა... (სიტყვის ბოლო აღარ ირჩეოდა) ძლივს გადავრჩი სიკუდილისაგან შემდგომ ზღვის აღელუებისა. ჩუენს ხომალდსერქუა ფერნანდ კორეც. ორი შვილი ჩემი... და სულ ქონება დაიღუპა; მე ტალღამ გამომაგდო ნაპირზედ სანამრაზიოს კუნძულზედ მახლობლივ ჩილის ნაპირთან. მე მარტოკა ვარ, ძლივსღა შემიძლიან ცხოვრება... ღმერთო და ხალხნო... შემიბრალეთ...“
დანარჩენის სიტყუების ძირს აღარ შეიძლებოდა გარჩევა. –
თავი 8
იმ დროს რობიზონს მოაგონდა კუნძულის ის, რომელიც დაინახა შორის ოაზიდგან იმ დროს როდესაც შეურიგდა მარიმონდას.
ის, უთუოდ კუნძულია სან–ამბროზიო; იტყოდა, უთუოდ იქ სცხოვრებს, იქ იტანჯება კაცი, რომელიც უფრო საცოდავია ჩემზედ; საწყალი მამა! იმან დაჰკარგა ორი შვილი, სულ თავისი ქონება და იმედი თავისის ქუეყნის ნახვისა, ეხლა ის კაცი თხოულობს შემწეობას; რობიზონი თითქო გაცოცხლდა ახალი სიცოცხლით, როდესაც შეიტყო, რომ სხუაცა კაცი იმ მდგომარეობაშია.
ამ დროს მოუვიდა ფიქრი გაეკეთებინა ნავი, მაგრამ დიდი ხანი მონდებოდა, თუმცა შეიძლებოდა კუნძულზედ იყვნენ ისეთნი ხენი, რომელნიც ძალიან კარგათ გამოადგებოდა. მაგრამ ბოლოს იფიქრა უკეთესი და იმედიანი დიდი ტივის გაკეთებაო.
მოსჭრა მრავალი ხეები და მიათრია ქვიშიან ადგილას წყლის პირას, როდესაც აღელდებოდა მაშინ დაიფარებოდა წყლიანი და შეიტანდა წყალში. შეკრა თასმებით, წნელებით მაგრათ ერთმანერთზე გადააბა, მასუკან ამოარჩია ისეთი ხე, რომლის ფესვებიც იზდებოდნენ დედამიწაში, ეს იქნებოდა ანძა. მოსჭრა შტოები დიდის გაჭირვებით და დაზვდვა ძირს.
შუა ტივზედ გადახლანჯა. აფრის ნაჭრი კიდევა, – იალქნის მაგიერად გამოადგა თავის ქუეშსაგები სელაპის ტყავისაგან გაკეთებული.
მასუკან გააკეთა მოსასმელი ნიჩაბი, რომ ყოვლის ღონისძიებით შესრულდებოდა ბრძოლა უბედურების დროს.
ყოველი ღონისძიება მოიხმარა რათა გაემაგრებინა თავისი ტივი, და დაუწუო მოთმინებით. ლოდინი იმ დროს, როდესაც აღელდებოდა წყალი. ამისთანა ხანგრძლივ მუშაობაში იყო ძალიან მოთმენილი და ბედნიერი. როდესაც ძალიან დაიღლებოდა, მაშინვე წავიდოდა ხოლმე იმ ალაგს, სადაც მარიმონდა საფლავი იყო. იქ დურბინდით უყურებდა დიდ ხანს რომ ეგება დაენახა სადმე კუნძული. ხან და ხან ანბოდა თავისთვის: მოიცადე საწყალობელო, მეგობარო ჩემო, მოითმინე! ჩქარა, ჩქარა მე გავიყოფ შენთან შენს უბედურების განშორებას!... ეხლა რობიზონი ფიქრობდა სხვის უბედურების მდგომარეობაზედ; იმასკი არა ფიქრობდა, რომ თავისი თავი მოერჩინა. უფრო მომატებულს ფიქრობდა ახალს განშორებულს კაცზედ.
აი, ზღუა აღელდა და მიაწივა იმ ადგილამდის, საცა იყო ტივი. რობიზონმა მარდათ გადაიტანა თავის რაგინდა არა: დურბინდი, ცული, კიბე, სელაპის და თხების ტყვავი, სახარება, ჩიბუხი, სკამი და ყოველივე რაცკი რამ ებადა. როდესაც გამოგდებული იქმნა კუნძულზედ, იმ დღითგან ყოველ ხეზედა ჰსჭრიდა დღესა და თვესა, როდესაც განიზრახა გემის გაკეთება იმ დღითგან თავი დაანება თვლას. როდესაც ტივი წყალმა ასწია მიწითგან, დიდის მეცადინეობით მოსასმელის ნიშბით შეიყვანა ღრმა ადგილასა. იქ აუშუა აფრა, დაამაგრა, მოსჭიდა ხელი პოლის შუა გულს დასმულის ხომალდისას. რა მოშორდა კიდეს ეს ხომალდი, (დავარქვით ხომალდი) შეხედა უკან თავისს კუნძულს და როგორაღაც დანანდა? განა განშორება? დახატული მთები? განა მხიარული წყაროები? არა! ის ადგილები დანანდა, რომელიცა იყვნენ მოწმათ ამის უბედურებისა და ამის ტანჯვისა. –
აფრა აეშვა ჩრდილოეთის ქარის საალობით და ტივმა ანუ ხომალდმა წყნარა მიიღო მოძრაობა ახალის კუნძულისაკენ. შემდგომ რამდენიმე საათისა ის შავი წერილი, რომელიც ეგონა ხმელი მიწა რობიზონს უცებ გაიზარდა ასე, რომ შეიძლებოდა გაერჩია მაღალი კლდეები და მთები დაფარული მწვანეს ბალახებით, ჯაგებით და იქნება ხეებითაც.
მაშ არ იყო მოტყუებული! ეს მართლად კუნძულია, იტყოდა, აღარ არის ეჭვი, რომ აქ სცხოვრობს, აქ იტანჯება ჩემი მეგობარი რომელთანაც უნდა განვიყო იმის განშორება... ჩქარა! ჩქარა!.. ყვიროდა იმედით.
გარნა იძვროდა ერთ ნაირათ წყნარა. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, ორივე კუნძულები ამბრაზიო და რობიზონისა ერთი წინ და ერთი უკან ეჩუენებოდა შავ წერტილათ აი, აქ იმის კუნძული დურბინდითაც აღარა სჩანდა, და იკარგებოდა ქოჩქოჩანებში, ამბრაზიოკი უფრო მშუენიერათ და დიდათა სჩნდებოდა თან დათან. რობიზონი ეძებდა იმისთანა ქოხს დურბინდით, როგორიცა თითონა ჰქონდა, ქარიკი უფრო მომატებით უბერავდა. უეცრათ, ერთის შემობერვის ქარითა ტივმა გადაიწია გვერდზედ, მაშინვე მივარდა ტივსა მსგავს ფესვებს დასამაგრებლად, ეს იყო ტყუილი შრომა! ფესვები წყდებოდნენ რამდენსაც ამაგრებდა, უფრო და უფრო აფრა მომატებით სწევდა ანძას და ბოლოს დროს ჩავარდა წყალში რამდენიმე ხე, მაგრამ კუნძული ამბროზიო იყო მახლობლივ. რობიზონმა არ დაკარგა სრული იმედი, აიღო ნავის მოსასმელი ნიჩაბი და დაუწყო მუშაობა, მაგრამ ვერაფერი ვერა გაარიგა, ვერ შესძლო რომ დაეძრა ის მძიმე ტივი იმ მხრისაკენ სადაცა მოჩანდა ხმელი.
რობიზონი ვერა სძლებდა განშორებას თავის მდიდარ კუნძულზედ, აქკი მარტოკა იყო გაუზომელ ზღუაში. ძალიან ეშინოდა ეხლა თავისის დაღუპვისა, ამისთვის იყო საჭირო აფრა, რომლისა მაგიერ მოიხმარა თავისი ქუეშსაგები; ფიქრობდა რომ როგორმე შემოეხსნა ერთი ხე და დაედგა შუა ტივზედ.
არჩევდა იმისთანა ხეს, რომელიც სუყველაზედ პატარა იყო, სჭრიდა რითაც იყო მიბმული, წყნარა აძრობდა ხის ლურსმებს... მაგრამ როდესაც მუშაობდა, იმ დროს ტივი მოხვდა ზვირთს, რომელიც ძალიან დიდი იყო და ზვირთმა მისცა მეორეს და ბოლოს რა ტალღებმა მოიტაცესტივი და წაიღეს ჩრდილოეთს მხარეს შორს ამბრაზიოდგან, შორს რობიზონის კუნძულიდგან, სადღაა იმედი? უნდა დაღუპულიყო უბედური.
მოატანა ბინდმან, მოატანა ღამემ. ბნელს შუაღამეს რობიზონი ცურავდა საითკენღაც. პირველად ესმოდა როგორ სკდებოდა იმისი ტივი, შემდგომ როდესაც მოხვდებოდა ტალღას ხან საით მიაგდებდა და ხან საით. ბოლოს იგრძნო და დაიწყო ტირილი პირველად წყნარა, მერე მოუმატა უფრო, – ამ დროს გამოჩნდა მთვარე, მაგრამ რას იტყოდით, აქ თავბრუ ეხვეოდა საშინლად.
ქაფი წყლისა და ცის სინათლე რომელიც დასცემდა ზღუასა ეჩვუენებოდა ჩვენებად, თმა შიშით აღეწივა და მოჰჭიდა ხელი ერთს ხესა, უყურებდა თვალ გაშტერებით ქაფსა, რომელიც შემოერტყმოდნენ ხოლმე გარშემო ტივსა.
იმედი აღარა ჰქონდა გადარჩენისა მიცოცდა თავისს საქონელთან. აიღო თავისი დასველებული სახარება ხელში, მიიკრა გულზედ, ღაღადებით და მოწიწებით ელოდა სიკუდილსა.
ჩააბარა თავისი თავი ღმერთსა, ამტყუნებდა თავსა, რომ არ იყო კმაყოფილი თავისის ცხოვრებისა კუნძულზედ, და უნდოდა სხუა ახალი ცხოვრება, და ცულილება უნდოდა მეტი, და მცირედიც დაჰკარგა. აქ ახედა ცას, დაინახა მშუენიერი კაშკაშა მთვარე, გვერდზედ დაინახა მახლობლივ ჯგუფად როგორღაც ნაცნობი კლდეები. ეს იყო ალაგი საცა სელაპები იყვნენ რობიზონისა; ეს ის ალაგი იყო, საცა რობიზონს თხები ეხოზებოდა და საცა რობიზონმა პირველად გადაზდგა თავისი ფეხი, ეს ისევ ის კუნძული იყო.
ოაზის მხრიდგან მოჩანდნენ რამდენიმე ვარსკვლავნი, თითქო ეძახოდნენ... დიდხანს აღარ იფიქრა, გადახტა წყალში და გაცურდა; დიდხანს ებრძოლა ზღვის მდინარეს, მასუკან რაკი გავიდა, დადგა ზღვის კიდეზედ.
სიხარულით გაიქცა, დაეცა მიწაზედ, დაუწყო კოცნა თავის ნაცნობ ადგილს.
მაგრამ რა დარჩა საწყალობელსა ამისთანა უსარგებლო ცურვით? ცული, თოფი, დურბინდი, კიბე, ჩიბუხი, სახარება, სრულებით, რაცკი რამ ებადა დაეღუპა ზღუაში? ეხლა საწყალობელო რობიზონ, მოგივიდა დრო ნამდვილ მარტოობისა შენისა! ეხლა მოგივიდა დრო, რომ შენი ხელები უნდა გემსახურებოდნენ ცულისა, თოფისა და სხვისა ნაცულად!
თავი 9
პირველს ფებერვალს 1709 წელსა, ხომალდმან, ბრიტტოლიის ეერცოგინიისა, შემოუარა ზღუას და დადგა ერთს კუნძულთან, ჟუან–ფერანდის მოშორებით ხუთას ანუ ექუსას ვერსზედ ჩილის ნაპირისა.
მეორე ხომალდიც იქ უნდა მისულიყო ჩქარა.
მეხომალდეებს გამოაჩნდათ ავათმყოფობა, რომლის მიზეზითაც უნდა დაეყენებინათ ხომალდი, დაესვენათ და მორჩენილიყვნენ.
კარვები დასცეს კუნძულზედ და დადგნენ მეხომალდენი შიგ. როგორ გაუკვირდათ, როდესაც დაინახეს საშინელს მაღალს კლდეზედ, რომ დაძვრებოდა რაღაც რამ ცხოველი, რომელიც გადახტებოდა ხევებს, კლდიდამ კლდეზედ როგორც ქურციკი. მეხომალდეთა უნდოდათ მიხდომოდნენ, შემოუვლიდნენ გარშემო, რამტენიც მიახლოვდებოდნენ, იმდენი ექცეოდათ და იმალებოდა დიდის სიჩქარით . ზოგიერთს მეხომალდეს უნდოდა რომ ესროლა თოფი; მაგრამ ერთმა აფიცერმა სახელით დოუერ, აღუკრძალა, ბედზედ მოუვიდა ფიქრათ, იქნება არ იყოს მაიმუნი და იყოს კაციო.
როდესაც დაბრუნდნენ მეხომალდენი თავიანთ ამხანაგებთან, უამბეს რაც ნახეს. იმ დროს მეხომალდეთა გაეგონათ, ვითომც არიან ზღუაში ზღვის კაცებიო, შავი კაცებიო, რომელთაც აქუსთ კიბორჩხალის ფეხები და სხუანი, ამაზედა მეხომალდეთა დაასკუნეს, უთუოდ ეს ცხოველიც რომელიც დაძვრება კლდეზედ ამ კუნძულისა, არის ზღვის კაციო.
მეორეს დღეს მოუნდათ ყოველთა შეეტყოთ თუ რა იყო? წავიდნენ რამდენიმე მეხომალდენი, ერთათ და იპოვეს ადგილი ის, საცა დაიმალა პირველს დღეს, შემოერტყნენ გარს, იპოვეს, გამოუდგნენ, სტაცეს ხელი და დაიჭირეს.
ეს იყო ალექსანდრე რობიზონი! თმები ჰქონდა გრძელი, დახვლანჯული, უწესოდ დაწნული, წვერი დიდი, ტანი დაფარული ბეწვიანის ტყავითა და შიშით უყურებდა ხალხსა.
როდესაც მიიყვანეს ხომალდის კაპიტანთან, როდჯერსთან, საწყალობელმა მეუდაბნოემ დაღუნა თავი, კანკალებდა საშინლად მთელი ტანით და კაპიტნის კითხვაზედ უპასუხებდა რაღასაც. ძნელად სძრამდა ენას, გაიმეორებდა კაპიტანი უკანასკნელ სიტყუებს.
ცოტ ცოტათ გადაუარა შიშმა, იცნა თავის ქუეყნის ხალხნი ანგლიჩანები და უნდა ეთქუა რამდენიმე სიტყუა; მაგრამ ენა არ უჯერებდა და წამოიძახა საკვირველი გაუგებარი სიტყვუები.
როდჯენმა ჰკითხა დრო კუნძულზედ ყოფნისა. რობიზონი ჩუმათ იყო, გაიგოკი რაცა ჰკითხა, ისიც იმაზედ შეატყეს რომ აიღო მაღლა თვალები და მიიხედ–მოიხედა თითქოს სთვლიდა გონებით რაც ხანი იყო კუნძულზედ. თითონ კარგად არ იცოდა, მაგრამ ახსოვდა თავისი დიდი ხნის მოქმედება. განკვირვებით უყურებდა თავის ხელებს, რომელსაც რამდენჯერმე გაშლიდა ხოლმე.
რომ დახედეს ხელებს, იფიქრეს რომ ოცი ანუ ოც და ათი წელიწადი უნდა ყოფილიყო კუნძულზედ. შუბლი სრულებით დაღმეჭილი ჰქონდა, პირსახე საშლათ დამწვარი, თმასა და წვერსა ხშირათ თეთრი შერეოდა. რობიზონი დაიბადა 1680 წელსა. ბევრის კითხვის შემდგომ მიიხედ–მოიხედა, წადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი, სიხარულით აჩუენა ერთი ხე, რომელზედაც ეწერა წელიწადი, თვე და დღე იმის კუნძულზედ მისვლისა: იქ მეხომალდეთა რა გაარჩიეს, წაიკითხეს ესრედ:
– ალექსანდრე რობიზონი – ლარგოდგან შოტლანდიაში – 27 ღვინობის თვეში. 1714 წ.
ის იყო დაკარგული თოთხმეტი წელიწადი და სამი თვე.–
გასაკვირველია რომ კაცი ამ ცოტა ხანში ველური შეიქნა.
მაგრამ ერთი განათლებული კაცი სწერს ამაზედ, მარტოობამ და ზრუნვამ საჭმლისათვის დაუკარგა ყოველივე გონება სრულებით დაუხშო, გტაველდა როგორც გარეული მხეცი და თვითქმის გადაეჩვია ხმის წარმოთქმასო.
სადილზედ რობიზონს შეხვდა სუხარი და დამარილებული ხორცი, სუხარსა კვნეტდა დიდის სიამოვნებით, დამარილებულ ხორცსკი ვერა სჭამდა ამის მიზეზით, რომ გადაჩვეული იყო მარილს. ერთი მეხომალდე ადრევე იცნობდა რობიზონს და იმისთვის ნიშნათ პატივისცემისა მისცა იმას ბუთილკა წყლით არეული რომი. რობიზონმა რაკი ჩაყლაპა პატარა, მაშინვე გააგდო ხელიდამ, თითქო ყელი დასწოო.
საღამოზედ გადაიყვანეს ხომალდზედ.
იქ რამდენსამე დღეს მიეჩვია იმათ საჭმელსა, თითქო დიდიხნის ძილიდგან იღვიძებდა, ერთს დილით იმ დროს, როდესაც მეხომალდენი საქმიანობდნენ ხომალდზედა შემოესმათ ხმა ზღვიდამ ზარბაზნებისა. ერთ წუთას სუყველანი მოგროვდნენ ხომალდზედ: მეხომალდენი აცოცდნენ ანძაზედ, აფიცრებმა აიღეს დურბინდი და უყურებდნენ. ბოლოს ნახეს რომ ეს ის ხომალდი იყო, რომელსაცა მოელოდნენ, და რომელიც უნდა მისდგომოდა კუნძულს ჟიანფერანდს. უფროსი იმ ხომალდისა ლოცმანი გამოვიდა ხომალდიდან ხმელზედ და შეიყარნენ ერთათ. ამათ უთხრეს ახალის ველურის კაცის ანბავი. ლოცმანმა მაშინვე მოიგონა, რომ ამ 16 წელიწადის წინათ ვიცნობდი ერთს ალექსანდრე რობიზონს და ერთათ ვმსახურებდით ერთს ხომალდზედ, რომელიცა დაიკარგაო.
პირველად რა ნახეს, ვერ იცნეს ერთმანერთი უწინდელ ამხანაგებთა, მაგრამ რაკი დემპირმა უთხრა სახელი იმ ხომალდისა, რომელზედაც ემსახურებოდნენ, სთქუა სახელი კაპიტნისა, შემდგომ სთქუა თავისი სახელი. მაშინვე რობიზონი გახარებული მივარდა და დაუწყო ხვევნა თავის ძველს ამხანაგსა.
რასაცა გრძნობდა იმ დროს რობიზონი, არ შეიძლება იმის აღწერა: მოაგონდა წარსული დროება თითქო ეხლა გამოიღვიძაო, მაშინვე გააკრეჭინა თმა ლოცმანმა, მოაპარსვინა წვერი, ჩააცო კარგი ტანისსამოსი და წარუდგინა როდჟერსა, როგორც ჩინებული და გამოცდილი მეხომალდე თავისი ძველი ამხანაგი.
რობიზონმა რაკი ნახა ლოცმანი ისე ცდილობდა და ზრუნამდა, მოაგონდა საწყალობელი კაცი, რომელიც იყო მეორე კუნძულზედ და იქნება აქამდინაც იტანჯებოდა. ყოველი ფერი უანბო ლოცმანსა როგორ მოუვიდა ბოთლი და ტყავი, სთხოვა რათა ჩქარა გაგზავნოს იქ ნავი.
ის ჩემი საწყალი მეგობარიაო უპასუხა ლოცმანმა რა გიქნია თავი. იქ ჩუენს მახლობლივ არის კუნძული მას–ა–ფუარა და არასან–ამბროზიოვო, აქედამ იქნება ცხრა ასი ვერსტი. სანამბროზიო არარის ცარიელი კუნძულიო, იქ ორი წელიწადი რაც სცხოვრობენ ავაზაკნი მეთევზენი, უკანასკნელის ჩემის მოგზაურობის დროს მე მინდოდა მივდგომოდი იმ კუნძულსა, მაგრამ რაკი მივახლოვდი დამიხვდნენ მეთოფები რომელთაცა მივეცი პასუხი ზარბაზნით, შემდგომ რაც შენ მიგიღია წერილი საწყალობლის ზონზალესაგან – აქამდისინ აღარ იქნება ცოცხალიო.
შემდგომ რობიზონმა ჰკითხა, რომ ხომ არაფერი გაგიგონია სტრადლინგისაო? ცუდათ გათავდა იმისი საქმ, უპასუხა ლოცმანმა, საშინელმა ზღვის ღელვამ დასაჯა თავის ცოდვისაგამო. ხომალდი და მასთანვე მისი საცხოვრებელი დაიღუპა; თითონ სტრადლინგი ძლივს გადარჩა, მივიდა შოტლანდიაში პერანგის სამარა, ვითა გლახაკიო. რაკი გაიგონა ეს რობიზონმა ამოიოხრა; შაეცოდა უწინდელი თავისი მეგობარნი ყოველდღე დადიოდნენ იმ ალაგებში, სადაც გადახდა იმდენი უბედურება და სადაცა შეიცვალა გონიერი კაცი პირუტყვად. იმასაცკი იტყოდა თუ ვით დაკარგა სუყველაფერი რაცკი რამ ჰქონდა; სახარება, ცული, ქუაბი, ნიჩბები დაკარგა და როგორ ვეღარ შეეძლო ემუშავნა; როგორცა ზრუნავდა საზრდოსათვის; თუ ვითა სჭამდა ბალახისა ნაყოფსა და ფესვებსა, თუ ვით იღებდა ჯოხსა და დაუწყებდა ხოცვას ფრინველსა და თუ ვერ მოახერხებდა ამ სახით ქვით მოჰკლამდა თაგვსა და სჭამდა.
ღამე აძვრებოდა ხოლმე ხეებზედა მოასწრობდა ფრინველებს ბუდეში თავისის ბარტყებით. ფეხის ტყავები სრულებით გაჰქუავებოდა ბევრის ფეხშიშველი კლდეებზედ სირბილით, აღარაფერი აღარ ატკენდა რა ფეხებსა; ვერც წვეტიანი ქუები, ვერც ეკლები. როცა ძალიან დაიღლებოდა ხოლმე, დაიძინებდა ხოლმე საცა მოუხდებოდა და ეს იყო იმისი უკეთესი და ბედნიერი საათი.
ერთხელ მიაწყდა თავის ამხანაგებით იმ ადგილს, სადაც პირველად გაიკეთა ქოხი. იცნა თავისი ადგილი, თუმცა ხულ მოშლილი იყო. ბილიკი აღარ ეტყობოდა, ხეები, რომელიც ჩარგა ისევ იქ იდგნენ, ქოხი კი წაეღო ქარიშხალსა. ნახა წყლები, რომელნიც ჩამოდიოდნენ მახლობლივ, ორნივე ერთად ერთებოდნენ და მხიარულად ერთებოდნენ ზღუაში. აქ გაიგონა ფოთლების შრიალი, აიღო თვალები მაღლა, ფიქრობდა ენახა თავისი ძველი მეგობარი მარიმონდა, გარნა ფრინველებს შეანძრევდა ქარი. წაასხა თავისი მეგობარნი იქ, სადაც დამარხა მარიმონდა. რა მივიდა, ნახა რომ სავსე იყო ბალახებითა. ძნელია, ძნელი მარტოობა! როდესაც კაცი არ გააღვიძებს თავისსა ფიქრს სხუა ფიქრით, მაშინ თავის ფიქრი ეკარგება და გონებაც ელევა.
და ესრედ გამოიხსნეს ბრისტოლიის მეხომალდეთა საშინელის უბედურებისაგან.
რამდენიმე წელიწადის შემდეგ რობიზონმა დასწერა თავისი გარდასავალი.
კაპიტანმა როდჯერმა აგრეთვე შეიყვარა რობიზონი და მისცა ხომალდზედ კარგი ადგილი.
გამოსვლის წინათ კუნძულიდგან ჟუან–ფერნანდისა, რობიზონმა აჩვენა მეხომალდეთა თავისი თხებზედ ნადირობა. ჩაიცვა თავისი უწინდელი ტანისსამოსი, და დაინახა თხა და გამოუდგა. კლდიდამ კლდეზედ საოცრად გადახტებოდა, საცაკი მოხვდებოდა, არაფერს არ ერიდებოდა. მიზდევდა იქამდინ, ვიდრე არ გამოაგდო სწორე მინდორზედ. იქ დაღალული თხა, როგორც ისარი გაიქცა, მაგრამ რობიზონი მოეწია, შეიპყრა და მოუყუანა ცოცხალი კაპიტანს. ერთი ყური ამ თხასა ჰქონდა მოჭრილი, რადგანაც ადრე ყურებსა სჭრიდა, რომელსაცკი ჩაიგდებდა და ისევ გაუშვებდა.
ერთათ ხომალდით რობიზონი და ლოცმანი მოგზაურობდნენ რამდენიმე წელიწადი და დაბრუნდნენ ანგლიაში სამყოფის ქონებით. მაშინ იქ გამოჩნდა რობიზონის ანბავი, შემდგომ თავისის ცხოვრების აღწერისა გამოვიდა ევროპაში სხუა და სხუა მრავალი წიგნი, ბოლოს დროს დანიელ–დე–ფოემ დასწერა თავისი რობიზონ კრუზო.
განგებამ ღუთისამ დააწესა ასე, რომ კაცმა უნდა იცხოვროს ხალხში, რათა იცხოვროს სხვისთვის, როგორც ჰსცხოვრებს თავისთვინ, უყვარდეს თავისი მახლობელი. ის კაცი, რომელსაც უყვარს მხოლოდ თავის თავი და არ დაზდევს სხუათათვის სცხოვრეს რობიზონის მგზავსად და დაეცემა რობიზონის მზგავსად.
თ. დ. ხიმშიაშვილი.
![]() |
3 ჩემს ვარსკვლავს |
▲back to top |
ჩემს ვარსკვლავს
რად მრისხანებ ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი თუმცა ხშრადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას;
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!
ნუ გგონია ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათლებ.
რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ მშვენიერის ცის მთენო;
ნათელი ხარ შენ ნათლისა სულისა,...
მოციმციმდი, მოდი გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გამოისარე,
ნაბერწკალი ეშხისა მომაყარე.
1837 წელს.
![]() |
4 დილა |
▲back to top |
დილა
ოხ! დილავ, დილავ კვლავ სანატრელო,
ჩემის გულისა დამატკბობელო.
გაქებ, გადიდებ შენ ჩემო დილავ,
ამ წყლულის გულით მადლობას გწირავ.
რომ აწ მიჩვენე შენ სიყვარული,
მწუხარეს გულის დამატკბობელი.
რომლისაც ხილვით ეს ჩემი გული,
არს სიხარულით აღტაცებული.
დილავ შენა გთხოვ რომ იყო შემწე,
რომ ჩემს დაჩაგრულს გულს ნუგეში სცე.
როს განიღვიძოს მან ღრმა ძილითა
და გამოვიდეს კარზე დილითა.
მაშინ შენ იმას შეატყობინე
უთხარ რომ მე ვარ იმისთვის მკვდარი,
ჩემთვის ნუგეში არსაით არის.
ეგების მაშინ მან შემიბრალოს,
მცირე ნუგეშიც შემომითვალოს.
ან კვლავ ვნახო მე იმისი სახე,
სახე, რომელმაც დამიგო მახე.
მაშინ შენ ჩემო ლამაზო დილავ,
ამ ჩემს სიცოცხლეს შენ შემოგწირავ!
თ. გ. ო
![]() |
5 * * * |
▲back to top |
* * *
ცისა სივრცესა გადაერტყა ცისვე სარტყელა,
ფოთოლთ ნიავის შემობერვით დამღერეს ნელა;
ყანათ ერთობლივ, ჩვეულებრივ შექნეს ბიბინი,
მათში სოსანნი ნარნარობენ თითქოს აქვთ ლხინი.
ნეპტუნმან უხვად გადმონამა ვრცელი ბუნება,
მწვანის პორფირით მსწრაფლ შემოსა გარემოება.
კვალად მოჭედა ეს პორფირი ძვირფასის თვლებით:
ალით, ფირუზით, ბრილიანტით და ზურმუხტებით.
ტყეს მიემატა გარს მშვენება, ექმნა ცვლილება,
ოჰ! რა კარგია განსაცვიფრო ეს ღვთის ქმნილება!
ურთიერთ შორის ხმაურობენ და თავთ იდრეკენ,
ლოცვენ, ამკობენ, არ აკმარვენ თვისთ სურნელთ კმევას,
ოხვრით და გრძნობით თითქოს ზენარს შეასხმენ ქებას.
შორით ცხოველნი, შორს მძოვარნი მოსცემენ ხმასა,
ესრედ ბღავიან, რომ მთანიცკი აძლევენ ბანსა.
ნოშრევან მწყემსის დუდუკის ხმა მომესმის წყნარა,
გადამკვრია თავს მშვენიერი ვჭვრეტ ცის კამარა.
იქით ყურს უგდებ ორთ ხეთ შუა ნაკადთ ჩქრიალსა,
ძლივს, ძლივს ზარის ხმა, ჰაერშიგან გასცემს წკრიალსა.
ღმერთს შეუსრულა სამსახური მზე მივალს დასვლად,
ვითა სუსტს გრძნობას უკმევ მეცა მსხვერპლსა, ნაცვლად.
ნარინჯ თურუნჯად ღრუბელთ შიგან სხივნი მზისანი
იმტვრევიან და თითქოს ზვირთთ ჰქონან ღელვანი.
ოჰ! რა ტურფა ხარ ბუნებაო ცვიფრად შექმნილო,
ნეტავ შვნება ეგე ტურფა ხანგრძლივ ვიხილო!
ოდეს გჭვრეტს ხოლმე თვალს გაკვირვებს კაცის გონება,
შენს მიუწდომელს განგებაში დაიკარგება!
ი. კერესელიძე.
1860 წ.
ს. ბოგვს.
![]() |
6 სოფლის ქორწილი |
▲back to top |
სოფლის ქორწილი
აგერ მოისმის სროლა თოფისა,
ვჰგონებ ნეფეა და პატარძალი,
მასთან მაყრები, ხმა სიმღერისა,
აი, მოვიდა მახარობელი.
ჩვეულებრ მხარი მას აუკარით,
წთელი ჯამი ღვინითა სავსე
ხელში მიეცით ასე უთხარით:
ღმერთო ოჯახის მტერი დაავსე!
ბედნიერ იყოს აქ ეს ქორწილი,
ბედნიერ იყოს ამ სახლში ლხინი;
აგერ, მოისმის ცხენთა თქრიალი,
აგერ დაუწყეს თოფებს ტრიალი!
აქ მაშხალასა მსწრაფლ მოუკდეს,
და მშვენიერად გააქვს პრიალი;
მაყრულს მაღლის ხმით აქ აუკიდეს
სტუმართ დაიწყეს უცებ გრიალი.
მობძანდა მეფე და პატარძალი,
სიკეკლუცითა ორნივ ქებულნი,
ჩამოსვეს ცხენით ოჯახის რძალი,
დასხეს ტახტზედა ნეტარებულნი.
აი! დაიწყეს აქ ფერხისული,
მკლავი მკლავზედა რიგზედ გააბეს;
აქ მხიარულებს ყოველი სული,
არხალალოი ფიცხლავ დააბეს.
დაჰკრეს დაირას, აქ დაჰკრეს ტაში,
და პატარძალი ლეკურს თამაშობს!
მიართვეს ყველამ რიგზედ შაბაში
მეფე უცქერის ამით ამაყობს!
იქით კუთხეში მაყრებსა ჩუმათ,
სუფრა უშლიათ ქათამსა ჰსჭრიან;
მწვადს შეუმწვარსა სისხლიანს, უმათ,
როგორც მოჰხვდებათ ისე ჰსწიწკნიან.
დიდსა დარბაზში სუფრა იშლება,
თავ-თავის რიგზედ ყველა დაჯდება,
აქ მხიარულათ თავისუფლება,
მაღლისა ხმითა წარმოითქმება.
მოერთვათ ძღვენი, ფეხზედ ცხვარია,
სავსე ტიკები და ნამცხვარია:
ბატი, ქათამი მასთან ვარია,
შეიქმნა რიგზედ საუბარია.
სადღეგრძელოა პირველ მეფისა,
შემდეგ პატარძლის დიდის ჯიხვებით,
ჟამები სავსე აქ მაყრებისა,
ისმის და ისმის დიდისა ქებით.
ერთი მეორეს გადაულოცავს,
პირზედ აკოცებს და მიულოცავს,
მე გამოვსცალე რიგი შენია,
მეფის ვენახის ყურძნის წვენია.
შემდეგ ადგება მეფე და სძალი,
გამოვლენ გარეთ ტუჩ მღიმარენი,
სუფრა იშლება კვალად ახალი,
ემატებიან უცხო სტუმარნი.
დასძახეს მაღლა ვარის ვარალო
და მშვენიერი აქ არხალალო.
გაჰკივის ბიჭი, თავ მოშვლეპილი,
პერანგს უვლია შავი გრეხილი.
დაბძანდა მეფე და პატარძალი,
დაუდგეს მათ წინ ვერცხლის ბადია.
გადაულოცვენ როგორც რომ ვალი,
ვისაც ჯიბეში რამ აბადია.
მაყარი ყვირის: მოურთმევია,
ერთი ბეჭედი ნათლია შენსა
და მამათილსა ფეხზედა ძროხა
პატარძლისათვის მიურთმევია.
ქორწილი ესე ამ გვარ გათავდა,
აქ ბერიკაცითეთრისა წვერით
შვილსა და სძალსა ორსავ ჰლოცავდა:
შეჰბერდით შვილნო ბედნიერებით!-
დიმ. ბერდიაევი.
10 იანვარსა. 1859 წელსა
![]() |
7 ნაქალაქევი |
▲back to top |
ნაქალაქევი
რა შავი ნისლი მოიცვავს ჰაერს,-
ღრუბელ მობურვით ბურუსს შემოგვხვევს,
გულს მხიარულსა სევდები აწევს,
ფიქრი ჰდარაჯობს უხუილავს ძალებს.
ეს წარმომიდგესნს დროს განვლისასა,
მშვენიერს გრემსა ქალაქს გავსილსა:
ტახტსა და პალატს დიდ შემოსილსა,
მასზედ მორჭმულს მეფეთ სპათ დაწყობილსა
სურვით მივმართე ნგრეულსა ნაშთსა,
ვსჭვრეტდი ჭმუნვითა არამსა მათსა,
მცირედ აჩნდა ჩრდილნი ალაგსა,
მშენებლობას შრომას და ღვაწლსა.
აველ გალავანს შემოზღუდულსა,
ტაძარსა, ტახტსა შეურყეველსა,
მთავარ-ანგელოზად სახელ დებულსა,
ყოველთ მორწმუნეთ მახარობელსა.
განვჰკრთი მშვენივრებ ძველ ხელოვნურსა,
ლეონ მეფის მიერ ჰაზრს გონივრულსა,
რისთვის და ვისთის აღშენებულსა,
გარნა საგნისათვის გაცუდებულსა.-
თვის ჯილდოთ საკანსა შეუმწყვდევია,
მძმეს ლოდს მპყრობილს დაურღვევია,
სოფლის მუხთლობა შეუმცნევია,
მშობელი მიწა ზედ დაჰფრქვევია.
დავსცრემლე, გრძნობით, გავბედე თხრობა:
აღზდეგ მეფემო განცვიფრდე რომა,
გაკვირვებს ვგონებკი არ რაობა,
რავდენ საგანზედ ჰქმნა მგლოვარობა!
ღვაწლიც შენებრივ მტვრათა ქცეულა,
ტახტ-გვირგვინი შენი გადაქცეულა,
ქალაქი მტერთაგან ვით დანგრეულა,
ამასთან შურიც განქარვებულა.
ნაცვლად დიდების რა დაგვშთენია,
ზღვუდე, ნაწერნი ვისი ბჭენია,
ბაზარნი სად მსხდარან მოვაჭრენია,
წალკოტის ნაცვლად ჭალაკ ტევრია.
აი ქვას ჰსწერია სისხლი მართლისა,
მოკვდა უსჯულოსაგან შასბაზისა,
ჰყვაოდა მშვენივრად ჰასაკ სრულისა,
ბეჭედი ხელთ ეცო დანიშნულისა.
დედის ერთა იყო, თავადი შილი,
გმირ მეომარი ულვაშ აშლილი,
სიმუხთლით დაჰსცეს გულსა მახვილი,
სული განიხარებს იქ წარდგენილი.
ოჰ! ამ ნახვამა ვით დამცა ზარი,
ვერ უძლე ჭვრეტას მე გულ მწუხარი,
ოცნებით განვფხიზლდი ვითა მძინარი,
გამოველ ვისუნთქე ტკბილი ნიავი.-
კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.
დ. აპრილს. ჩყი-სა წელსა.
![]() |
8 * * * |
▲back to top |
* * *
ოსეფას ისტორიამ მე დიდათ შამაშინა.
ძნელია სიკვდილისა უცებ მოხდომა შინა,
ვცოდავ, თუ არ? არა ვსჯი, ვით უსულო მაშინა,
დრო არის სულს შეუდგე, უთხარ ჩემს თავს მაშინა.
ღმერთო, ღირსვარ შენდობის, ბევრი ცოდომჭერია,
სიკეთეცკი მიმიძღვის ლექსი არ მიწერია.
ჭეშმარიტად ეს დიდი მე ცოდვა ამცდენია:
სნეული ამ ცოდვითა, ვინ იცის რავდენია?!
საგნად შავი თვალი აქვსთ და ბულბული შტვენია,
ანგელოზსაცა სტანჯვენ, ღმერთო ეს რა სენია!
გეუბნებით, მოლექსე ზეციერთაც მტერია;
მადლობა შენთვის ღმერთო, ლექსი არ მიწერია.
სამშობლო ამ გვართ ლექსთა არის აღმოსავლეთი,
სად მაგალითათ ჰყვანდათ ფერდუს - პოეტთა ღმერთი,
მარამ ვინ შაედრება - ის იშვა ერთათ ერთი,
იმის ბაძვა არ გვმართებს მოწამეა თვით ღმერთი.
ამგვარ ლექსთ დრო წავიდა ეხლა არაფერია,-
მე ლექსებს ცოტათ ვიცნობ, თუმცა არ მიწერია.
საწყალ ქალთ ლამაზ თვალთა პოეტი მეტად სტანჯავს,
ხან ტბათა ხდის, ჭაობათ, ხან ადრის მელნის გუბესა,
(სად იხრჩვიან ბუზები) როგორ უძლოს ხუმრობასა?!
ხან დაადრის მორევს, შიგ შავ კამბეჩი მოცურავს.
ამ გვარივე თხზულება ცისკარშიაც ერია;
კიდევ ღმერთსა მადლობა, რომ მე არ მიწერია.
არც ტანი მოასვენეს: ადარეს ხან კალამსა,
ხან ლერწამსა ამსგავსნეს, ხან ალვის ხეს, ხან საროსა,
რა წარბი მოეწონათ, ადარეს წურბელასა,
ღმერთმან თქვენ აგაცდინოთ, ლამაზნო, ამ მკობასა.
ამისთანა შემკობა ძნელი დასაჯერია,
მარამ ბევრგან შეხვდებით -მეკი არ მიწერია.
ამ გვარი შემკობითა შეგვიშინეს ქალები:
მეც პოეტად მიმიღეს მომარიდეს თვალები;
ნაზს ტანს ვიღა გვიჩვენებს, მოიხვიეს შალები,
ლამაზო, პოეტთ ხელში მე დიდათ მებრალები
ქალო, პოეტი გჯიჯგნის, ვით წიწილას ძერია;
თქენ ცოდვაში არ ვდგევარ -ლექსი არ მიწერია.
პოეტო შენს გაზდასა, საგანი შეიცვალე,
თუ ქალს პატივს არა სცემ, ჩვენ მაინც შეგვიბრალე,
თორემ შენის მიზეზით ლამაზს ვერ ვნახავთ მალე,
ლამაზო, ჩვენ რას გვერჩი? - მარტო პოეტს ემალე.
მარამ ვიღა გაარჩევს - პოეტია, თუ არა:
ყველა ბღაჯნის... ვაი! მეც ლექსობა შემეყარა.
თ. რ. ბარათოვი.
1859 წელსა.
ტფილისი.
![]() |
9 წიგნი: მოწერილი თ. ალექსანდრე ჯამბაკურიან-ორბელიანისადმი შესახებ მისის „ქართულის უბნობისა ანუ წერისა.“ |
▲back to top |
წიგნი: მოწერილი თ. ალექსანდრე ჯამბაკურიან-ორბელიანისადმი შესახებ მისის „ქართულის უბნობისა ანუ წერისა.
დიდის სიამოვნებით აღმოვიკითხე, კნიაზო, ივნისის „ცისკარში“ თქვენი „ქართული უბნობა“ ანუ წერთ, რომელშიაც წარმოსთქვავთ თქვენს აზრსა ერთგვარის წერის დაბადებაზედ ქართულს სიტყვიერებაში და რომელშიაც გამოაცხადებთ სურვილსა, რომ ეს საგანი კარგად განიხილოს. ცხადად ჰსჩანს თქვენი ნამდვილი სიყვარული მამულისადმი და თქვენი გულითადი წადილი, რომ ქართული ენა ჭეშმარიტს წარმოებაში შევიდეს. ამას ამტკიცებთ სიტყვითაცა და საქმითაცა; თქვენ სწერთ თავდაპირველათვე თვითქმის რაცკი „ცისკარი“ დაფუძნდა და ყოველს თქვენს ნაწერში გამომეტყველებს კეთილშობილური აზრი: წარმატება ქართველთა და ქართულის სიტყვიერებისა; თქვენ ცდილობთ წერა-კითხვის განვრცელებასა თვით დაბალ ხალხშიაცა. როგორათაც ქართველი, მე ჩემის მხრით და ყოველთ ნამდვილთ ქართველთ მხრითაცა გიძღვნი განუსაზღვრებელს მადლობასა თქვენის მაღლის აზრისათვის და თქვენის ქრისტიანობრივის მოქმედებისათვის. როგორათაც ქართველი ვალათ ვიდებ თქვენ მიერ დასკვნილს საგანზედ ჩემი აზრი გამოსთქვა და ის ცნობაები უჩვენო, რომელნიც, ჩემის გულისხმით უსარგებლონი არ იქნებიან. რა საქმეშიაც აზრი ჯერ არ დაწესებულა, ის დიაღ საჭირო არის საერთო საუბარი; თვით ერთმანერთის წინააღმდეგობას არა თუ არ უნდა ვიწყენდეთ, არამედ უნდა ვიღებდეთ სიხარულითა, რადგანაც ურთიერთის უთანხმოებითა სიტყვიერებაში გაიხსენება სწორე გზა ჭეშმარიტებისადმი. თქვენ თანა-ხმა ხართ ამაზედა. მაშასადამე შეიძლება გულახსნით შეუდგეთ საუბარსა...
პირველად უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის ენა და საზოგადოდ რა თვისებას გვიჩვენებს იგი? ენა არის ადამიანის აზრისა თუ გრძნობის გამოცხადება ანუ გამომეტყველება, ადამიანის წარმატებისა თუ უკუქცევისა მაჩვენებელი ანუ ნიშანი; ენა არის მისი უკეთილშობილესი ნაწილი, მისი უუმაღლესი ნიჭი, რომლითაც ის განბრწყინდება სხვა ქმნულებათა შორის ადგილი, სადაც ხალხი აღყვავდება, იმის ცხოვრება და ისტრიული სვე აღბეჭდავენ მჭიდროდ მთელს მისს ბუნებასა. ენაც ამ გვარს აღბეჭდილებას მიიღებს. როგორათაც ერთი და იგივე ნათესაობა იყოფა ტომებათა, აგრეთვე იყოფა ენაცა. თუ ერთი და იგივე ტომი განნაწილდება მაღალსა და დაბალს კლასებათა, აგრეთვე მისი საუბარი განნაწილდება მეტათ თუ ნაკლებათ. ენა თვითვე გვიანბობს თვისს ისტორიასა: სად მიუღია მას დაწყება, რა ადგლებს ჰქონია მიმოსვლა. ენაში აღმოჩნდება მთელის ტომის ხასიათი, სიცხოველე და სიმტკიცე, გარეწრდობა და დამჯდარი თვისებაები, მიმართვა და დაწესდებულებანი, სამხედროება და სარწმუნოება, შინაგანი დაჩაგრვა და გარეგანი შეიწროება, სამწუხარო ანუ სამხიარულო გამოთქმა ლექსთა და სახალხო თქმულებათა. თუ უცხო-თესლთ ჰქონიათ გავლენა ერთს რომელსამე ტომზედ, უკანასკნელს სიტყვიერებაში სამარადისოდ დაშთებიან კვალნი იმ გავლენისა; თუ ენა ყოფილა წარმატებაში ის მასუსტდება სხვა და სხვა უბედურთ შემთხვევათაგამო, მაგრამ ნიშანი მისის წარსულის წარმატებისა სრულებით არ განქარდება. ხალხის სვეც ასეა: თუ ეს ამ ხალხს ოდესმე უგემოვნია დიდება და განათლება, თუმცა ბედის-წერა ხან და ხან დაამცირებს მას, მაგრამ მისს მიუღონოებულთ შვილთ ხასიათში გამომეტყველებს წარსული სახელოვანება მათთა წინაპართა.
ამ საზოგადო საფუძვლით შეიძლება გამოვირკვიიოთ თვით სვე ქართულის ენისა. დასაბამი მისი იკარგება ჟამით წყვდიადში. მეცნიერნი პიონი გვარწმუნებენ, ვითომც ის წარმომდგარიყოს ძირისაგან ინდოელთა ენათა: მზგავსება მათი არისო ცხადი და რიცხვი ქართულთა ლექსთა, რომელნიც მომდინარეობენ აღნიშნულის წყაროსაგან, არისო მრავალი. ამ ძირისაგან მხოლოდ ჩვენს ენას არ აწარმოებენ: უმეტესი ნაწილი ევროპიელთა ენათაცა მოაქვთ იქიდგანვე. ისტორიით ვიცით, რომ ოდესმე საქართველოზედ ჰქონიათ ხანგძლივ ბძანებლობა სხვა და სხვა შემძლე ტომთა - ელლინთა, რომაელთა და სპარსთა; ჩენი ენაც ამტკიცებს ამასა: მრავალი მათი სიტყვები მიუღიათ ჩვენ წინაპართა. ქართული უპირატესი ენა განნაწილდება რამდენსამე შტოებათა: ქართლში და კახეთში, იმერეთში, გურიაში და ახალციხის მხარეში დაფუძნებული უკეთესი დარბაისლური საუბარი, ცოტაოდენის ცვლილებითა სხვა ადგილებშიცკი ჟამთა განმავლობაში გარყვნილა, სახელდობრივ - თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ლაზისტანში ანუ ჭანეთში, სამეგრელოში და სვანეთში. ჭანელნი და მეგრელნი ხმარობენ ერთს ენას, თუმცა მათ შუა სცხოვრობენ ჭოროხის ხეობაში მყოფნი ქართველნი და გურულნი; სვანური ენა არის, ჩვენის აზრით, თით გარყვნილი მეგრული. ქართლელს, კახელს და იმერელს სრულებით არ ესმის სვანური უბნობა. მრავალი დრო წამხდარა რაც აღნიშნული ენები ამ მდგომარეობაში არიან. ფაკტებით ვიცით, რომ ოდესმე ოთხი მილლიონი ხალხი შეადგენდა მთლათ ქართველთ ტომთა, და ეს რიცხვი ხმარობდა ჩვენს ენასა მისის შტოებითა. რადგანაც თვით ქართველთ ჰქონიათ ბძანებლობა კავკასიის მთების ტომებზედ, ამ მიზეზისაგამო მათ მიუთვისებიათ ჩვენი ლექსები: აფხაზთა, ოსთა და თვით ჩერქეზთაცა. უნამეტნავესად აქამომდე ისმის მათ საუბარში საეკკლესიო-საღმრთო ლექსები: სჩანს, უფრო ამ მხრით უმოქმედნიათ მთიულებზედა ჩვენ წინაპართა. უპირველესი ეპოხა, როდესაც ჩვენი სიტყვიერება აღყვავებაშიყოფილა, შეიცავდა სამასს წელზედ მეტს დროს -მეცხრე საუკუნით მეცამეტე საუკუნამდე; - ეს ის დრო იყო, ოდეს აღმოჩნდნენ შაერთება ქართველთა ტომთა და მათი შემძლებლობა, ძლევა-მოსილი დიდება ჩვენ მეფეთა, დახელოვნება ლიტერატურისა და განბრწყინვალება არხიტეკტურისა. ჩვენს ენაში აღბეჭდილი არიან ქართველთ ტომთ განსხვავებულნი თისებანი -სიცხოველე და სისწრაფე, ახოვანება და სარწმუნოებრივი მიდრეკილება. მეცამეტის საუკუნის შემდეგ საქრთველო ყოფილა შეიწროებაში, თუმცა სრულიად არაოდეს არ დამხულა; სვე ენისა ყოფილა იგივე: ენას აღარ ჰქონია წარამატება, თუმცა იგი არც დაცემულა.
თქვენ ჰყოფთ უპირატესს ქართულს ენასა სამ ნაწილად: საღმრთო წერილად ანუ საეკკლესიურად, მდაბიურად ანუ დარბაისელთ უბნობად და გლეხ-კაცების ენად. ეს ჭეშმარიტია. რა მიზეზით? ჩვენ ზემოთ უჩვენეთ ისტორიული შემთხვევათა მოქმედება ენაზედ და აქ სრულიად მტკიცდება წარმოთქმული სიტყვა. საქართველოში დაფუძნდა ქრისტეს სჯული; საჭირო იყო საღმრთო წერილების გადმოღება ბერძნულით; წარმოსდგა საეკკლესიო ენა. საქრისტიანო სარწმუნოება რომ არ მიგვეღო, არც ეს ენა გვექნებოდა. საზოგადო ენაზედ აღთქმათა და საეკლესიო წერილთ გადმოღება შეუძლებელ იყო -საგანი იყო იმისთანა, რომელიც იმ დროს ამ ენას ვერ შეითვისებდა, და საღმრთო-წერილი თვითქმის ყოველს ენაზედ ამ გვარად ითარგმნა. ისტროიულმა შემთხვევამაც ისე მოიტანა ჩვენში, რომ ჩვენს ენაზედ ეს წერილები ითარგმნა საქართველოს გარეთ, საბერძნეთში ერთხელ მიღებული და მითვისებული ენა უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ამასკი ნუ ვიტყვით, რომ იმათი გადმოღება საზოგადო ენაზედ არ შეიძლებოდეს. ოდესმე ეს უნდა მოხდეს საქართველოში, ამაში უნდა მივბაძოთ ევროპიელთა: ეს დიაღ სჭიროა, თუ გვსურს საზოგადოთ საღმრთო სიტყვის გავრცელება: ეს ძველი ენა უფრო და უფრო ძველდება, ხალხი უფრო და უფრო მოაკლდება მისს სმენასა და გაგონებასა... დარბასლური ენა ანუ საზოგადო ენა - მე ამ სიტყვას ვიხმარებ საეკკლესიო ენის წინათ არსებდა, არათუ არსებდა, თით წარმატებაშიაც იყო. ეს აზრი შეიძლება შემდეგით დავამტკიცოთ. რუსთველმა თავის „ვეფხის-ტყაოსანი“ როდესაც დასწერა, დიდი დრო არ იყო გამოსული იმის შემდეგ, რაც საღმრთო-წერილი ითარგმნა; ამ თხზულების გარდა, სხვა თხზულებათაც მოუწევთ ჩვენს დრომდისან; ესენი და უნამეტნავესად პირველი -არიან დაწერილნი მიმზიდავისა და განმშვენიერებულის ენითა, რომლისაგამო ხელოვნებაზედაც უმოქმედნიათ - ეს ცხადია-არა ავტორთა, არამედ დროსა ანუ რომელთამე შთამომავლობითა: რაც უნდა გასაოცარის ნიჭით იყოს შემკული ერთი თუ ორი პირი, ის ენის განვითარებას ვერ შეიძლებს: მთელის საზოგადოების საქმეა ანუ მთელის ხალხისა. კერძობითი პირი მხოლოდ შეითვისებს ენასა მეტათ თუ ნაკლებათ თვისის ნიჭისამებრ. როგორათაც ფუტკარი გამოსწვევს ყვავილით ყოველსავე, რასაც რასმე ისე კეთილს შეიცავს, აგრეთვე მაღლად მინიჭებული მწერალი შემოჰკრებს თავისს ქმნილებაში ყოველსავე, რაცკი უუმშენიერესი საზოგადოების სიტყვიერებაში სძევს, მაშა სადმე ცხადია ეს შემდეგი აზრიცა: საუბარს, რომლითაც არის დაწერილი ვეფხვის-ტყაოსანი, ჩვენ მივაწერთ რუსთველს ამ მიზეზით, რომ ჟამნი წარხდენილან, შთამომავლობანი აღმოხოცილან და მათ საუბარს ჩვენამდე მოუწევია მხოლოდ რუსთველის ქმნულებაში.
თქვენ წარმოსთქვავთ გრამატიკის საჭიროებისა; საზოგადოთ მისი სარგებლობა დიდათ არის მიღებულიო. მე არა მწამს ესა: გრამატიკის კანონებით ენის სწავლა შეუძლებელია, როგორათაც ლოგიკის კანონებით -მსჯელობა. უეჭველია მხოლოდ ბუნებითის ლოგიკის ძალი და მოქმედება; თუ ადამიანი იმ ძალით არ არის მინიჭებული, შემოღებული ლოგიკა ვერას უშველის ამაოდ არ მოსპეს იმისი სწავლა თვითქმის ყოველს ევროპიისა და რუსეთის შკოლებში. ლოგიკა იყო ნაყოფი მკვდარისა სხოლასტიკისა, რომელსაც ვნების გარდა, სარგებლოდა არა მოუციარა; ლოგიკა შეამოკლებდა გონებასა და ჩაგრვიდა აზრის თავისუფალს მოძრაობასა. რასაც აქ ლოგიკაზედ ვანბობთ, თვითქმის იგივე უნდა ვსთქვათ გრამმატიკაზედაცა. მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნოებში, აგრეთვე შემდეგში, ქართველთ არა ჰქონია დაწერილი გრამმატიკა, მაშ რუსთველმა და ჩახრუხაძემა, ვახუშტიმა და საბა ორბელიანმა რომლის კანონებით ისწავლეს სამშბლო ენა? რასაკვირველია არც თქვენ იფიქრებთ და არც სხვანი იფიქრებენ, რომ ამ მწერალთ თხზულებაებში ენისა და მისის კანონიერების წინააღმდეგ პირველად მეთვრამეტე საუკუნებში და პირველ გრამმატიკოსად აღმოგვიჩნდა ანტონი პირველი, განბრწყინვებული მაღალის ნიჭითა და დიდი მაშვრალი; მისის მეცადინეობით სხოლასტიკის გავლენას გაუსხნა გზა საქართველოსა. ეს იყო იმ დროს, ოდესაც თვით ევროპაში იგრძნეს სხოლასტიკის უსარგებლობა. შემდეგ ანტონისა გრამმატიკები დაგვიწერეს უფალთა -დოდაევმა, იოსელიანმა და ჩუბინოვმა. თვით იმათი კანონები არ არიან ქართულის ენის თვისებაზედ დამყარებულნი. არ შეგვიძლია არა ვსთქვათ, რომ ამ მაშვრალთ ამაო შრომა დაუდვიათ, თუ ვიფიქრებთ, რომ იმათ კანონებს არავინ კითხულობს გარდა ახალ მოსწავლეთა ყრმათა, რომელთაც იძულებით აკითხვებენ და რომელნიც მეორესავე დღეს ივიწყებენ, მსგავსად რომელთამე ფრთოვანთ? აწინდელს დროს მოწინავე მეცნიერნი განათლებულს ქვეყნებში კიდეც ცდილობენ გრამმატიკის აღმოხოცვასა ანუ სრულს შეცვლასა. მაშ სჩანს უჟამო სურვილია თქვენი სურვილი, რომლითაც მოიწვევთ ბაქარ ქართლელსა გრამმატიკის შარდგენისათვის. რაც უნდა კარგი რამ დასწეროს ბაქარმა, აუცილებელია, ძველს საფუძველზედ და ძველს კანონებძედ უნდა დასწეროს; შრომა მისი იქნება უნაყოფო და დროს დაკარგვა როგორათაც იმისთისა, აგრეთვე საზოგადოებიასთვისა.
მაშ რა უნდა ვჰქნათ? ვალი გაქვსთ მკითხოთ. აი რას გვიჩვენებენ მეცნიერნიცა და თვით მართლმსაჯულებაცა. ამ საგნისათვის ჩვენა გვაქვს ორი წყარო, ანუ ორი ღონისძიება; პირველი -თვით ცხოველი საზოგადო თუ დარბაისლური ენა; მეორე - ყურადღებით კითხვა იმ მწერალთა, რომელნიც შეიცვენ უკეთესს საზოგადო საუბარსა. ყმაწვილს მოსწავლეს მასწავლებელი თვით კითხვაში და ენის განხილვაში შთააგონებს უკანასკნელის თვისებათა, რომელშიაც მდგომარებს ნამდვილი კანონები. ორნივე ხსენებულნი წყარონი არიან ერთი-ერთმანეთზედ მჭიდროდ დამოკიდებულნი: ერთი მათგანი მისცემს მეორეს ჭეშმარიტს წარმატებასა. მწერალი ვერ მოიპოვებს კარგის მწერლის ღირსებასა, თუ ჯერეთ ეს გზა არ გაიარა. თქვენ უჩვენებთ ბაქარ ქართლელსა როგორათაც კარგს ქართულის მცოდნესა არ შეიძლება გამოჰკითხოთ იმასვე, როგორ მოიპოვა ეს ცოდნა? დაწერილის გრამმატიკის კანონების ცოდნითა თუ კარგის საზოგადო და კარგი მწერალთ ენის შეთვისებითა? რაც აქა ვსთქვით ბაქარზედ, იგივე უნდა ითქვას ჩვენს დროის განბრწყინვებულთ პოეტებზედ -ალექსანდრე ჭავჭავაძეზედ, ნიკოლოზ ბარათა-შვილზედ, გრიგოლ ორბელიანზედ და გიორგი ერისთავზედ.
თქვენ ამბობთ, ზოგთ უნდათო საეკკლესიო ენის შემოღბა წერაში, და ზოგთ კარგის საზოგადოებისაო. მე დიდი პატივისცემა მაქვს პირველისა, მაგრამ უნდა აღვიარო რომ უდროოა მისი ხმარება. თუნდ რომ კიდეც ვეცადნეთ, სრულებით ვერასა ვიქთ. დაბალი ანუ გლეხური ენა სათქმელი არ არის. გლეხების საუბარი ვერ შეიძლებს მაღალთა საგანთა გამოხატვისა შუამავლობასა. დაგვრჩება უკეთესი საზოგადოების ენა. ეს არის, როგორათაც მოვიხსენეთ, უპირველესი წყარო ჩენთა ენის მოსწავლეთათვის და ჩვენთა მწერალთათის. ვეცადნეთ მივითვისოთ იმისი აგებულება, თვისებაები, ერთის სიტყვით იმისი ხასიათი. თქვენ აზრი გაქვსთ, რომ რუსთველის ენა ვიქონიოთ მაგალითად ჩვენცა და ჩვენ შთამომავლათაცა. მე არც ამაზედ ვარ თანახმა. ეჭვი არ არის, რომ რუსთველს აქვს დიაღ დიდი ღირსებაები, მაგრამ ის სცხოვრებდა მეთორმეტე საუკუნეში და აღარ ეკუთვნის ჩვენს დროს. ის არის სამკვიდრებელი ქართულის ისტორიისა. ჩვენი შვილები, ჩვენი შვილის-შვილები, ერთის სიტყვით, მთელი ჩვენი ტომი მანამდისინ ხალხთ სიიდამ აღმოიშლებოდეს, განცვიფრებით უნდა უმზერდეს მაღალსა თავისს გენიასა. თუ მისი ენა აქამომდე არის უკეთესი, სჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას ექვსის საუკუნის განმავლობაში სრულებით არ წარუმართნია წინა, და ან უკუნქცეულა, ან სდგას ერთსა ხარისხზედა. მაგრამ რამდენიც საზოგადოება წინ მიდის განათლებითა, იმდენი იცვლება თვით. სიტყვიერებაცა, საქართველოს მოუვიდა დრო მაშ რუსთველის ენაც დაძველდება. აწინდელი ბერძენნი და მათნი შთამომავალნი აღარას დროს აღარ მიუბრუნდებიან ჰომერის ენასა; ფრანცუზნი - მოლიერის ენასა. რუსეთში პუშკინის საუბარი ახლავე ძველდება და უკან რჩება.
მართალს იტყვი, ზოგიერთის მწერლის ენა უფრო კარგიაო, და ზოგისა უფრო დაბალიაო; მართალს იტყვით, მჯობთა მჯობი არ გამოილევაო. ეს აუცილებელია. განსხვავება ნიჭიერებაში ჰსძევს. რამდენიც ადამიანი მაღლის ნიჭით არის შემკული, რამდენიც უფრო ჭეშმარიტს განათლებაშია, იმდენი ენა მისი იქნება უმეტესად მიმზიდავი და განვითარებული. ენა არის ფორმა აზრისა და ფორმა მხოლოდ გამოჰხატავს მას, რაც იმის ქვეშ მდებარებს. თუ მწერალი ღარიბია აზრებითა, რაც უნდა ეცადოს ვერას მოახერხებს, უხერხო ფრაზების მეტსა. აქ შეიძლება ვსთქვათ: არც კი არის საჭირო, რომ მწერალი მეტად ცდილობდეს ენის განმშვენიერებასა. აზრი თვითვე მოიპოვებს თვისს შესაფერს ფორმასა ანუ გამოთქმასა.
თქვენ სწერთ ქართული ენა სრული არისო, ამაშიაცკი უნდა დარწმუნებულნი იყვნეთ, რომ ზოგიერთის ევროპიელის ლექსების მიღება მისგან აუცილებელია. ყოველი საუკუნე და ყოველი ისტორიული მოპოება, იდეითა და წესდებულებით. შეცვლა, მოითხოვენ ახალ გამოთქმითა ანუ ფრაზებსა, რომელნიც უწინ არ ყოფილან, და თუ ყოფილან ერთს სახლში, არ ყოფილან სხვა სახლებში ყველა სახელმწიფოები შეადგენდნენ ერთს დიდს ოჯახსა და ერთი-ერთმანეთზედ მჭიდროდ დამოკიდებულნი, აგრეთვე ენები. განზოგება ერთის ენისა სხვათაგან შეუძლებელია, საუბარი იმდენი უფრო მდიდარია, რამდენიც უცხო-თესლთ საუბარი ჰქონიათ მაზედ გავლენა. მაშასადამე, რამნებიც მდიდარია ენა, იმდენი უფრო მრავალთ გარეშე-ლექსებთ მიიღებს. ჩვენ გვგონია, რომ ქართული ენა ასე გამოქნილი და გამოჭრილი არ იქნებოდა, რომ სპარსულისა და ბერძნულის ენათ არ უმუშავნიათ მასზედა. აგრეთვე ევროპიის ენები ასე მდიდრები არ იქნებოდნენ, რომ ერთს მეორეზედ ურთიერთი მოქმედება არა ჰქონდეთ. ამას ამიტომ ვიტყვით, რომ ჩვენში არიან პირნი, რომელთაც არ მოსწონთ უცხო-თესლთ ლექსების შემოტანა ქართულს სიტყვიერებაში. ესეცკი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ენის აჭრელება არ არის საქებარი, რომ უსაჭიროდ ჩვენს ენას არ უნდა გაურიოთ უცხო სიტყვები, ესეიგი მაშინ ჩვენი ლექსი თავის აზრს სრულად გამოხატავს. თვარემ აქედგან დიაღ დიდი ვნება წარმოსდგება: ამ გვარის მოქმედებითა, შეუძლებელია, არ გავრყვნათ ენა...
აქ კიდევაც განგიმეორებთ გულითადს მადლობასა მეცადინეობისათვის, რომ თქვენი გლეხები წერა-კითხვას მიაჩვიოთ. ამ მეცადინეობასა ვალათ დაგვდებენ საღმრთო-წერილიცა და კაცობრიობაც. ბატონი თავისს გლეხთ უნდა შემზერდეს როგორათაც შვილთა ეძებდეს მათს სიკეთესა. ეს საჭიროა თვიით სახალხო წარმატებისათვის: რამდენიც ხალხში ვრცელდება წერა-კითხვა და განათლება, იმდენი უფრო ხშირდება კეთილდღეობა და კმაყოფილება. განათლებაში ჰსძევს უმხოლოთა ოდესა მიწოდება ადამიანისა და კვალა თვითეულთა ჩვენთაგანთა, რომ შეძლებისამებრ ვიღვაწოთ მოყვასთათვის;და ამისთვის მწუხარებით უნდა უცქერდეთ იმ პირთა, რომელთაც ახსოვთ მხოლოდ თავიანთი თავი და რომელნიც უსარგებლოდ მალვენ და თესვენ მიწაში თვისს ტალანტებთა და ცნობათა. მადლობას გიძრვნით აგრეთვე თქვენ-მიერ გამოცხადებულის სურვილისათვის, რომ თავისუფალს დროს შევკრებთ ხოლმე, და ურთიერთის აზრები წარმოვსთქვათ ხოლმე როგორათაც ქართულს ენაზედა, აგრეთვე სხვა და სხა საჭირო საგნებზედა. ეს არის უპირატესი და ცხოველი ღონისძიება, გონების განმაღვიძებელი და ზნეობითთა ცნობათა განმავრცელებელი. ამ გვარ კრებათაგან შესდგნენ ევროპაში მეცნიერთ საზოგადოებაები და დაფუძნდნენ აკადემიები სწავლათა, რომელთაც დიაღ დიდი სიკეთე უჩენეს კაცობრიობასა.
თქვენი ერთგული და სამარადისო პატივისმცემელი
დიმიტრი ბაქრაძე.
10 მაისი, 1860. ქ. ქუთაისი.
![]() |
10 სიტყვა: წმინდასა დიდსა პარასკევსა მარხვათასა. თქმული სიონის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისამებრ |
▲back to top |
სიტყვა: წმინდასა დიდსა პარასკევსა მარხვათასა. თქმული სიონის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისამებრ.
(აპრილის ა-სა დღესა. ჩეი-სა წელსა.)
ყოველთვის, ოდესაც ეკკლესია შეჰკრებს ქრისტიანთა დღევანდელსა დღესა მოსაგონებლად ვნებათა უფლისათა, ერთი ჰაზრი, ერთი წარმოდგენა უმეტეს ყოველთა განაცვიფრებს გონებასა ჩვენსა. ეს ჰაზრი მას ზედა, ვითარ მრავალი გვიქმნა ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან და ვითარ მცირედ ვართ განმზადებულნი ქმნად მისთვის; რაოდენი სიყვარული, რამდენი მაგალითი გვიჩვენა ჩვენ და ვითარ მცირედ ჰსპობს ჩვენში მადლობასა მათთვის და ყოფასა მათის შეთვისებისათვის.
არა არს შესაძლო რამდენისამე ლექსით გამოვსთქვათ ყოველივე რაიცა ჰქმნა ჩვენთვის უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან. საკმარისი იქნება თუ ჩვენ მოვიგონებთ, რომელ სიყვარულისა და სიბრალულისა გამო ჩვენისა მან დაანება თავი ზეცასა და დიდებასა მღვთისასა და არ ითაკილა მიღება ჩვენის გლახაკის ბუნებისა. ჰსცხოვრობდა რა ქვეყანასაზედა უმეტეს ოც და ათისა წლისა, მან გამოსცადა და დაითმინა ყოველივე რაიცა რამ არის ცხოვრებასა შინა კაცისასა შესაწუხებელი და საძნელო. იგი არათუ მხოლოდ მოკვდა ჯვარსა ზედა, არამედ მთელი ცხოვრება თვისი განატარა მას ზედა, გარნა, ნუ იფიქრებთ ვითომც იგი ეწარმოებინოსთ რომელთამე გარეგანთა ნაკლულევანებათა: ჭეშმარიტია, მას არა აქვნდა ხანდისხან ადგილი სადაც თავი მიედრიკა; მაგრამ ეს არ იყო მიზეზად მისთა შეწუხებათა. მას აწუხებდა ხილვა კაცობრივთა დამდაბლებათა და ბიწიერებათა თუ ჩვენთვისცა რომელნიც არა ვართ უცხონი ყოველთაგან ვნებათა, სამძიმო არს ხილვა მოყვასთა მწიკვლისა და ვნებისა, თუ ზნეობით, დამცირება მათი უფრო უმეტესად შეაწუხებს კაცსა, რამდენიც უმეტესად არის სული მისი წმიდა და უმაღლესი; მაშასადამე ვითარ შესაწუხებელი იქნებოდა ხილვა ამის ყოვლისა არსებობისათვის: რომლის თვალშია თვით უმცირესი მწიკვლიც შესაძრწუნებელ არს. გარნა ამა უკანასკნელთა დღეთა შინა შესვა მან ძირამდინ მრთელი სასმელი ვნებათა, შესაძლებელთა ქვეყნისაზედა. ტყუილად არ ეუბნებოდა იგი მოწაფეთა თვისთა ბაღსა შინა გედსიმანიისასა; „შეწუხებულ არს სული ჩემი სიკვდილადმდე“; ტყუილად არ ილოცვიდა იგი სამგზის ვიდრე სისხლის ოფლადმდე მამისა მიმართ თვისისა მეტყველი: „მამაო! უკეთუ შესაძლებელ არს თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესრეთ გარნა ნუ გგონიათ კვალად, რომელ მას ეშინოდა მხოლოდ ხორციელსა ტანჯვისა, ცემისა, ლურსმებისა და ჯვარისა? არა! მსგავსის არსებისათის, ვითარიც იყო გამომხსნელი, ხორციელი ტანჯვა არა რა არს სულიერის ტანჯვისათანა. მაცხოვარმან იცოდა რომელ მოიწია ჟამი, რომელსა შინა ბუნება კაცისა ცხადად გამოაჩენს მტერთა შინა მისთა, ვითარს დამდაბლებამდე, ვითარს ბნელს საქმეებამდე მიიყვანს ბუნება იგი გულის თქმითა ბოროტთა. მტერმან დასთესა რა ქვეყანასაზედა ცოდვაი და გარდახდომა და ძალა შესაიწროებლად დაწყობილის სასუფევლისა მღვთისასა, იპოვნა ღირსნი საჭურველნი თვისთა განზრახვათათვის. ძალედვაა? სულსა იესოსა არ შეწუხებულიყო სიკვდილადმდე, იმ საშნელ საქმეთაგან რომელთადმიცა მიახწიეს მისთა მტერთა. უბადრუკმან იუდამ ფულზედ გაჰყიდა თვისი მოძღვარი და მეგობარი ეს იყო უმეტეს შესაწუხებელი, ვიდრე ლურსმანნი, რომელთაც განურთხეს ხელნი და ფეხნი მისნი. პირმოთნეთა ფარისეველთა და მწიგნობართა, ვითომც გულს მოდგინეთა სარწმუნოებისა და ჰსჯულისა, მოიხმარეს თვით უბნელესნი მზაკვრებანი განსაზღრომელად თვითა მტერობათა და შურთა მისადმი; ეს იყო უმეტეს ძნელად მოსათმენი, ვიდრე ყოველნი ცემანი და ყვრიმალნი უგრძნობელთ მონათაგან მღვდელ მთავრისათა. ხალხი იუდიანთა, რომელთაც აჩვენა ათასნი ქველმოქმედება, რომელნიცა, რამდენისამე დღის წინათ, მიეგებნენ მას ღაღადებითა: „ოსანნა ძესა დავითისასა,“ აწ პატივის ცემისათვის მოხუცებულთა და მთავართა, იწყეს ღაღადება: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე;“ ესეთი უმადლოება და განუსჯელობა იყო ასწილად უმძიმესი ჯვარისა მის, რომელი მან აღიტანა გოლგოთასა ზედა. უსჯულო პილატემ მისცა იგი სიკვდილად, მგრძნობელმა იმავე დროსა, რომელ მასში არა ვითარსა ბრალსა არა ჰპოებს: ესრეთი დავიწყება ყოვლისავე სიმართლისა და პირმოთნეობა ძლიერთა ქვეყანისათა, იყვნენ უმეტესად სატანჯვანი თვით ეკლის გვირგვინისა, რომელიც იყო თავსა ზედა იესოსსა. უკანასკნელ მხეცური სასტიკობა მხედართა, რომელნიცა ტანჯვასა შინა უბრალო კაცისასა ჰპოებდნენ თავისა თვისისათვის სიამოვნებასა, და სიბოროტე ფარისეველტა, რომელნი მივიდნენ იქამდინ, რომელ განკიცხავდნენ ძელზედ დამოკიდებულს და მომაკვდავს ვნებულსა, განსაკრთომელად უნდა დაესრულებინათ სულიერნი ტანჯვანი იესოსნი.
გარნა არა მიმხედველი ამა უმაგალითო ტანჯვისა, სადაცა იყო შეერთებული სულიერი და ხორციელი ვნებანი, არა მიმხედველი მისა, რომელ ვითარს განსაცვიფრებელს სახით. ეჩვენა ამას ამ ჟამად ჩვენი ბუნება, მაცხოვარი ერთ წამსაც არამცთუ შეირყია თვისსა სიყვარულსა ზედა კაცთადმი, არამედ ილოცვიდაცა თვისთა ჯვარმცემელთათვის მეტყველი: „მამაო მიუტევე, რამეთუ არა იციან რასა იქმან“.
აი რა ჰქმნა ჩვენთვის მაცხოვარმან და რასა ითხოვს ჩვენგან ამა ყოველთათვის? ითხოვს მხოლოდ მას, რომელ ჩვენ გვიყვარდეს იგი და ურთიერთი, და არა დავივიწყოთ მისნი მცნებანი. და ამასაც ითხოვს არა მისთვის, რომელ ჩვენისიყვარული იყოს მისთვის სასარგებლო, არამედ, თავისა ჩვენისათვისვე, ჩვენისავე ბედნიერებისათვის. გარნა ვითარ მცირეს ხედავს ჩვენში მადლობასა, და მზათ ყოფასა მიბაძვად მისთა მაგალითთა.
გვაკვირვებს და გვეძაგება ჩვენ იუდა, რომელმან ესრედ ურცხვად უღალატა თვისსა კეთილის მყოფელსა; გარნა ძმანო ჩვენ არაოდეს არ ვღალატობთა უფალსა? განა ყოველივე ცოდვაი, ყოველივე დავიწყება მისთა მაგალითთა არა არსა მისი ღალატობა? ოდესაც გული ჩვენი სავსე არს ქვეყნიერითა სურვილითა, ოდესცა ჩვენ ყოვლისავე სულით მივეცემით ბიწიერთა სურვილთა, არა მოვაგონებთა ამით მაცხოვარს უმადურსა მოწაფესა, რომელმანცა გასცვალა იგი ვერცხლსა ზედა?...
დაბრმობილი პირმოთნეობა ფარისეველთა და მოხუცებულთა იუდიანელთა, მათი განრისხება და უსჯულოება განაღვიძებენ ჩვენში შიშის ზარსა და სიძულილსა, გარნა ძმანო ჩვენო, ესე დამთქავი საფუარი განქარაა ქრისტიანეთა შორის? გგონიესთა თქვენ, რომელ სიტყვანი და მოქმედებანი, ბევრთა ჩვენთაგანთა არ მოაგონებენ უფალსა ჩვენსა ძნელთა ტანჯვათა მიღებულთა მისგან ძველთა ფარისეველთაგან? სამგლოვიარო ცოდვაი ფარისეველთა ესრეთ ღრმად დაფუძვნილ არის სულსა შინა კაცთასა, რომელ ბევრი ძალი უნდა კაცსა მისგან განთავისუფლებისათვის.
არიან ხოლმე! ოხ! არიან ხოლმე ჩვენ შორისცა პილატენი, უსჯულონი მსაჯულნი, რომელნიცა პირთა შინა მართალთა სამართალსა შინა მყოფთა, უმცროსთა ძმათა იესოსთა, ხშირად წარმოსთქმენ უსამართლოსა განჩინებასა და ამით განაახლებენ სულსა შინა იესოსსა მწუხარებასა, რომელიცა შეამთხვია მას პონტოელმან პილატე.
საღმრთოსა შინა წერილსა აღმოვიკითხავთ, რომელ შემცოდე ქრისტიანენი მეორედ ჯვარს აცმენ უფალსა, - და ესე არა არს განსაკვირველი? ძალუძსაა მოითმინოს ყურადღებობა ჩვენი ჩვენის ცხოვრებაზედ მან, რომელმანცა ჰქმნა ესდენი ჩვენის ცხოვრებისათვის!? ქვეყნისაზედა კაცთა შორის თვით უმაღლესი სიყვარული არს სიყვარული დედისა თვისის შვილისადმი; რაისათვის? ამისათვის რომელ შობა შვილისა ყოველთვის უღირს დედას საზარო მწუხარებათ და ხანდისხან სიკვდილადცა. ოხ! ჩვენი სულიერი შრომა უღირს მაცხოვარსა გამოუთქმელს მწუხარებად არამცთუ ხორციელთა, არამედ სულიერთაცა; ამისათვის არა რომელი დედა ესოდენ არა ჰსწუსხს უღირსობისათვის თვისის შვილისა, რაოდენადცა ჰსწუხს მაცხოვარი მხილველი ჩვენთა ცოდვათა. მტერთა იესოსთა, რომელთაცა ჯვარს აცვეს იგი, შესაძლო არს ჰქონოდათ ცოტაოდენ თავის გასამართლებელად ისა, რომელ მათ არა იცოდნენ რასა იქმოდენ: მაგრამ რით გაიმართლებენ თავსა ქრისტიანენი, რომელთაცა კარგათ იციან, რაი უღირდა მაცხოვარსა ჩვენსა ჩვენი ცოდვანი, ხოლო არ დავსცხრებით კი და ვაგონებთ მას ტანჯვათა გოლგოთისათა.
რათა ესწავლებინა ჩვენთვის თავმდაბლობა და ეჩვენებინა, რომელ ამაყობა და უწმინდური თავის მოყვარება არს ფესვი ყოველთა ჩვენთა ცოდვათა, მაცხოვარმა თავი დაიმდაბლა ჯვარცმად და სიკვდილამდინ, ვითარცა კრავმან მშვიდმან და უპასუხომან წინარე თვისთა მწვალებელთა; გარნა ჩვენ ვერ დაგვიმდაბლებია თავი ჩვენი; ჩვენთვის ჰსჯული ცხოვრებისა ჩვენისა არს ცოდვიანი ჩვენი თვისმოყვარება.
რათა ესწავლებინა, რომელ სიყვარული მტერთა და მიტევება ცოდვათა არს უმაღლესი სისრულე ქრისტიანობისა, იგი, ოდესცა მდიდარენი(მდინარენი) სისხლისანი გარდამოვიდოდნენ მისგან, ილოცვიდა მტერთა თვისთათვის; გარნა ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლიან ვითარ შესაძლებელ არს ცივად ყურადღება მისდამი, ვინც შეგვამთხვევს მცირესა უსიამოვნებასა.
გამცემლობამან, პირმოთნეობამ და სიბოროტემ ფარისეველთა, უმადურობამან იუდიანთა, უსჯულოებამან პილატესმა, მხეცობამან მხედართა ჰქენჯნეს ხორცი უფლისა და დაასუსტეს სული მისი სიკვდილამდე. ხოლო ესე ყოველნი სიავენი არა უტევებენ აქამომდე წყლულებისაგან გულსა მაცხოვრისასა.
ხოლო შენ მაცხოვარო ჩვენო! შენ, რომელმან გამოსცადე სიღრმე ყოვლისავე კაცთა მწუხარებისა, ხორცსა ზედა რომლისასა თვითოეულთა ცოდვათა ჩვენთა დააშთინეს სისხლიერნი თვისნი ნიშანნი, რომელიცა აქამომდე იტანჯვი ცოდვათა ჩვენთაგან, შეგვეწიე ჩვენ, რათა უმაღლესმან აზრმან ჯვარისა შენისამან მარად განანათლოს სული ჩვენი და არა მისცეს ნება ძილისა სინიდისსა ჩვენსა. შემუსრე ძალითა ჯვარისა შენისათა უხილავი კერპნი, რომელთაცა აღვმართავთ, თაყვანის საცემელად; გულთა შინა ჩვენთა, ვითარცა შემუსრე ოდესმე კერპნი წარმართთანი; მოგვიტევე ჩვენცა ცოდვანი ჩვენნი,ვინაითგან ჩვენცა, ჭეშმარიტად, ხშირად არა ვუწყით რასა ვიქმთ, დაბნელებულნი გულის თქმათაგან. გვასწავლე ჩვენცა ჯვარცმად სულითა და გულითა ჯვარსა ზედა შენსა, რათა შენთანავე აღვსდგეთ დიდების დღესა აღდგომისა შენისასა.- ამინ.
(გარდმოთარგმნული რუსულით.)
![]() |
11 პირუტყვთ მოშენება |
▲back to top |
პირუტყვთ მოშენება
აღწერილი ახალ მოზარდის რქიანის საქონლის რიგი არის დაფუძნებული გამოცდილებასა და სწორს გამოკვლევასა ზედა; აქ არის მოხსენებული გამოცდილებაები დიდათ ცნობილთ რუსეთის და სამზღვარს გარეთ მამულის მეპატრონებისა საბუთად სისწორისა აღწერილის ღონისძიებაებისა. ეს ღონისძიებაები გამოდგება ყოველს მამულში ძრიელ დიდში და ძრიელ მცირეში.
რადგან ხბორები იხოცებიან სიპატარაშივე სხვა და სხვა სნეულებაებისაგან, რომელნიც ზოგჯერ დაწყობაში არიან უბრალონი, თუ შემდგომში გახდებიან ხოლმე საშიშარნი, თუ თავისს დროზედ დაწყობაშივე არ მოისპობიან; ამისაგამო აქ აღიწერებიან ადვილად საშოვარნი ღონისძიებაები, რომელნიც იპოებიან გლეხებში და სოფლიურს მდგომარეობაში. ეს ღონისძიებაები უმეტესის ნაწილით არიან შესრულებულნი აღმწერელის საკუთრის გამოცდილებით წამლობის დროს ახალ მოზარდთა ცხოველთა და არიან მიღებულნი იმ კაცთაგან, რომელნიც არიან დიდად განვითარებულნი პირუტყვთ მკურნალობის საქმეში. წესი მოვლისა იქნება შემდგომში.
ა) წესი მაკეს ფურის მოვლისა.
ბ) მოვლა ხბოებისა იმ დროს, ოდესაც იგინი სწოვენ რძესა.
გ) მოვლა ხბოებისა შემდგომად რძიდამ მოშორებისა სრულს აღზრდამდის.
დ) სნეულებაები, რომელნიც უმეტესად შეემთხვევათ ხოლმე ხბორებს და აღწერა იმათის დამყენებელისა და მოსპობილის ღონისძიებაებისა.
ე) მოვლისათვის მაკეს ფურისა.
ფური იქნება ხოლმე მაკედ ორმოცს კვირამდის ანუ ორას ოთხმოც და ხუთს დღემდის; მაგრამ ეს რიცხვი არ არის გარდაწყვეტით აღვიარებული: იქნება ხოლმე შემთხვევაები, რომ ფური ივლის მაკედ ხან უფრო ვრცელს, ხან ძრიელ ნაკლებს დროს. ტერსიეს ხუთას სამოც და თხუთმეტს ფურზედ თვალის დევნებითა აღმოჩენილა რა, რომ ოცდა ერთი ფური მაკედ განგრძობასა შინა ორას ორმოციდამ ორას სამოცდა ათს დღემდის; ხუთას ორმოცდა ოთხი, ძროხა ორას სამოც და ათიდამ ორას ოთხმოც და ცხრამეტს დღემდის და ათი ძროხა ორას ოთხმოც და ათიდამ სამას ოც და ერთს დღემდის. საზოგადოდ არის შეჩნეული, რომ მსხვილის მოდგმისა იქნებიან მაკედ უმეტესად გრძელს დროს, ვირემც წვრილის მოდგმისა: აგრეთვე ცნობილ არს, რომელ ძროხა, მაკე სახარე ხბოთი, შობს უფრო გვიან, ვირემც ძროხა, მაკე საფურე ხბოთი. რაც უფრო დიდხანს იქნება მაკედ, მით უფრო მსხვილი, ძრიელი და მრთელი ეყოლება ხბო; აჩქარებულს უკვე ყოლაში ხბო იშობება სუსტი: ხბო, დაბადებული უწინარის შვიდის თვის დამაკებისა, იქნება ან მკვდარი, ან მოკვდება შემდგომად შობისა ძრიელ ჩქარა; შობილი შემდგომად შვიდის თვისა, გარნა სრულს ვადამდის, თუნდ დაშთეს ცოცხალი, მაინც სამუდამოდ იქნება სუსტი. ყოველს დროს, და უპრატესად სიმაკის მეორეს ნახევარში, რადგან იმ დროს უმეტესად იშლება და უჩქარესად იზრდება ჩასახული, უნდა იქონიონ მაკე ფურზედ თვით გულს მოდგინე ზედამხედველობა: უნდა ეძლიოს საჭმელი არა წახდენილი, არა სავნებელი და ესრეთი, რომლისაც პირუტყვი უწინვე იყვეს შეჩვეული, სასმელი უნდა იყუვეს ეგრეტვე მრთელი და სასიამოვნო; უნდა შეინახონ ცხოველი ესრედ, რომ ის არ ეწვალოს რჩოლისა, ტკენისა, ძალის დატანებისა, შეშინებისა და სხვათა ამ გვართა გარემოებათაგან.
ჩასახული იკვებება და იშლება დედის მუცელში სინოტიოსაგან, რომელიც მდგომარებს იმის მუცელში: ეს ნიშნავს, რომ თვისებასა და რაოდენობასა საჭმლისა და სასმლისასა, რომელიც ეძლევა ფურს, ჩასახულზედაცა, რომელიც იზრდება, ესრედ ითქმის, საზრდელითა თვისითა დედისათა. თუ საჭმელი სავნებელი არის დედისათვის, მაშინ უეჭველად ის ეგრეთვე იქნება სავნებელი ჩასახულისათვისცა, ამისთვის ტკბილი მინდვრის თივა, არეული ანეულის ბზესთან ანუ ჩალასთან, დაჭრილი ჩალა ანუ ბზე პურის მარცვლით, მოხარშული კარტოფილი მცირედი, დურდო, მხოლოდ არას შემთხვევაში არ დამჟავებული ანუ ცხელი, სიტყვით ყოველი, რასაც პირუტყვი სჭამდა უწინარეს, და რისაც უკვე არის შეჩვეული, ივარგებს საზრდოდ მაკე ფურისათვისცა.
მეორეს სიმაკის ნახევარში, რაოდენობა რძისა იწყებს დაცოტავებასა, მუცელი ებერების და საჭმლის ნდომა მოემატების, ამისთვის ამ დროს ძროხას უნდა ეძლეოდეს ისეთი საჭმელი, რომელიც უმეტესად ეწევა რძის წარმოებსას, გარნა არა უმეტესი ზომიერის საკვებისა. ოდესაც მოახლოვდება დროი მოგებისა, მაშინ საჭირო არს ემატებოდეს ცოტ-ცოტად ეს რაოდენობა საჭმლისა. ფრიად სასარგებლო არს ეძლეოდეს მოგების უკანასკნელს კვირებში სასმელად ტფილი წყალი დაღერღილის პურის მარცვლითა, მაგალითებრ ვედრას ანუ სამს თუნგს მოუნდება ფქვილი ერთი ანუ ერთი ნახევარ გირვანქა. ამით შეიძლება ეჩვენოს თანაშემწეობა და უხვად რძე ჰქონდეს შემდგომს დროში.
იოსებ მამაცაშვილი.
(განგრძელება იქნება შემდგომ წიგნში.)
![]() |
12 მოწყალეო ხელმწიფევ. უფალო რუსეთუმე! |
▲back to top |
მოწყალეო ხელმწიფევ. უფალო რუსეთუმე!
დიდის სურვილით მოველოდით განგრძელებასა თქვენის სტატიისასა, მაგრამ ეს ორი თთვეც გავიდა და ჩვენ არა გვეშველარა - ვერ შევიტყეთ მაგისი დაბოლოება. რა მიზეზი არის მაგისი ვერ გამოგვიცნია, მხოლოდ ესკი ვიცით, რომ მაგვარი მოქმედება არ შეშვენის უ. მწერლებთა. ერთი მიბძანე შენი ჭირიმე ჩვენისთანა დამცრობილსა და შეწუხებულს ხალხსა, სხვათა შორის რაღა ეგ უპატიურობა გვინდა, რომ ჩვენმა მწერლებმაც არად ჩაგვაგდონ: წაგვაკითხონ დაუსრულებელი სტატია, რომლის განგრძელება შემდგომ ნუმერში აღგვითქვან, და მერე იმტონ ხანს გაჩუმდნენ, რომ ან სრულებით იმედი გადაგვიწყდეს, ან ის შემდგომი ნუმერი შემოდგომაზედაც ძლივს გამოვიდეს. რასაკვირველია ამ გვარ უპატიურობის მიღებასა ჩვენ არა ვართ ხამნი; მაგრამ რასაც ადვილათ მოუთმენთ ზესადატლებსა, და სხვათა, რომელნიც ევრა გრძნობენ თავიანთ მოქმედებასა, ამას ვერ ვაპატივებთ უ. ჩვენ მწერლებთა, რომელთაგანაც მოველით იმ გავრ ქცევასა საქმით, რა გვარსაც თვითან გვიქადაგებენ სიტყვით. მე მგონია რომ მაგათ საქმეში და სიტყვაში არ უნდა იყოს განსხვავება, პირის-პირ ეგენი ყველანი სიტყვით და მაგალითით უნდა გვასწავლიდნენ პატიოსნებასა და კეთილშობილურ ქცევასა, თუ უნდათ რომ მაგათ ქადაგებასა ჰქონდესთ წარმატება და ამაოთ არ ჩაიაროს. მე მგონია, რომ ეს კანონი კარგათ მოეხსენებათ უ. მწერლებსა, და თუ ახსოვთ, მაშ რა არის მიზეზი ამ გვარი უცერემონიო ქცევისა ჩვენ საზოგადოებასთან? იქნება სხვათა შორის ისიც იყოს, რომ რადგანაც ჩვენ ხმას არ ვიღებთ არც კალმით და არც ბეჭდით არა რომელსამე განჩინებაზედ ჩვენი საზოგადო ცხოვრებისა, თქვენა გგონიათ რომ ჩვენ არა გვეყურებარა?!
ქართველობას გეფიცები მოწყალეო ხელმწიფევ უ. რუსეთუმე! რომ თუ თქვენც ესე ფიქრობთ ამ საგანზედ ძალიან შემცდარი იქნებით. მართალია ჩვენი საზოგადოება შეჩვეული არ არის ბეჭდით და კალმით თავის აზრის გამოთქმასა, მაგრამ გარწმუნებთ, რო არა ანბავი საზოგადო ჩვენი ცხოვრებისა, არ გაივლის ისე, რომა არ შანიშნოს, გაარჩიოს და მერე წარმოთქვას თავის აზრი.
არ გაგიგონიათ სხვა და სხვა ჩვენი საზოგადოების ყრილობაში, რომ გამოვა რომელიმე იმისთანა და მოჰყვება ლაპარაკსა; აი რა მომხდარაო...
ან მდგომარეობა ამა და ამ საგნისაო... მაშინვე გააჩუმებენ და ეტყვიან: კარგიო, გავიგეთო... გეთაყვა სულს ნუღარ გაგვიწბილებ მაგდენი უბედურების გაგონებითაო. რას ჰნიშნავს ესა? მე მგონია იმასა, რო არიან იმ გვარნი საგნები, რომელზედაც ბევრს ხანს ულაპარაკნიათ, უწუხნიათ და შაუდგენიათ დასასრულ თავიანთი აზრი. რაგადანაც ჩვენ არ ვაცხადებთ ბეჭვდით თ კალმით ჩვენ საჭიროებასა, არ გამოვდივართ შავის ბაირაღებითა მეიდანზედ, არ გიგზავნით დეპუტაციებს უ. მწერლებსა, რომელნიცა არ გვშველით ისე, როგორც საჭიროება ითხოვს, იმ უ. ჩინოვნიკებსა, რომელნიცა გვცრცვიან; უ. მებატონებსა, რომელნიცა ჰსტანჯვენ და აწუხებენ განა თუ თავიანთ გლეხ კაცთა, -ეგრეთვე მეზობელ მებატონებისასაცა; იმ უ. რომელთაცა ჰსურთ ჩვენი და ჩვენი წვეყნის ბედნიერება; მშვენიერის ქალებისა, რომელთაც საუბედუროთ, არცკი ეყურებათ თავიანთი საზოგადო მნიშვნელობა; ყველას წარმოგიდგენიათ რომ ჩვენ არა გვეყურება რა, ვართ დიდ საავათმყოფო ძილში, ხოლო თქვენ გვჩხვლეტთ და გვისომთ დანასა იმ აზრით, რომ ყოველივე მოქმედება თქვენი, სწორე თუ ბრუნდე, ავი თუ კარგი ჩვენთვის დიდი სასარგებლო და სასიამოვნოა. მაგრამ მართალია ესა? ვინ უნდა მოგცესთ ამისი პასუხი! ვინ უნდა დაგიმტკიცოსთ თქვენ -საზოგადო მოქმედთა პირთა, რომ მრავალი თქვენი მოქმედება სასარგებლო კი არა, დიდი სავნებელიც არის; ვინ უნდა წარმოგიდგინოსთ იმტონი თქვენგან წამლობაში დაკოდილი საგანი; ვინ უნდა გამოგიცხადოსთ ჩვენი ტანჯვა, წუხილი, გაუზდელობა, უგზობა, დავიდარაბა და სხვა ჩვენი უბედურება. იქნება ხალხის საქმეც იყოს, მაგრამ წეღანაც მოგახსენეთ, რომ ჩვენ არავართ შეჩვეულნი ბეჭვდით და კალმით ჩვენი აზრის გამოთქმასა, ჩვენ არცკი ვიცით რა და როგორ უნდა დავსწეროთ ანუ გამოვსთქვათ. ერთი აზრის წერის გარდა სხვა ნაირი წერა არა უსწავლებიათ რა, და იმასაც ლამის თავს ვანებებთ რადგანც იმითაც არა გვეშველარა. მე მგონია რომ ჩვენი დაჩუმება აქედამ წარმოსდგება და მაგითვე გამართლდება; ეხლა გვიბრძანეთ მოწყალეო ხელმწიფევ, რა მიზეზიდამ წარმოდგება ეგ თქვენი დაჩუმება და რა საბუთებით გამართლდება?
იქნება თქვენ იმისათვის არ იწუხებთ თავსა ორიოდ კალამის მოსმით, რომ რედაქცია შეუძლებლობის გამო თქვენი შრომის ფასს ვერ გადიხდის და საზოგადოება მაგისთანა დავალებისათვის ვერც პენციას დაგინიშნავს და ვერც ჩინზედ წარგადგენსთ?
არა მგონია, რომ ამ საბუთებით შეგეძლოსთ თქვენი დაჩუმების გამართლება, და ვინ გაამართლებს შენი ჭირიმე იმათა, რომელნიც ცეცხლის ანუ სხვა სახალხო უბედურების დროს თამაშათ გამოვიდნენ, შეეძლოთ იმ უბედურების მოსპობა, მაგრამ ხელი არ გაანძრიონ: ვის უშველოთ არცკი გვიცნობენო, ან ვინ რას მოგვცემსო.
ვერც იმით გაიმართლებთ თავსა, თუ რომ იტყვით ჩვენ ქვეყანაში ბედნიერების მეტსა არა უბედურებას არა ვხედამთო და რაზედ უნდა ვილაპარაკოთო. ოღონდ ამასკი ნუ იტყვით და სხა რაც გინდა სთქვით. ეს თქმა ხალხისათვის არ იქნება სასიამოვნო, მეტადრე თქვენგან, რომელზედაც სრულებით არა აქვს იმედი გადაწყვეტილი და მოელის კიდევ ბევრ კეთილ საქმესა, რას იტყვიან მაშ რასა ხედავთო, თუ უბედურების სპილოებიც ვერ დაგინახამთო და ამ სხვათა შორის რამტონს მაგალითს წარმოგიდგენენ თავიანთ სიტყვის დასამტკიცებლათ. აგერ თორმეტი წლის ყმაწვილი, რომელსაც ჯერ ანბანიც არა აუღია ხელში, აგერ მეორე სალდათის ტანისამოსითა შაგირდი, რომელიღაც სპარტანის შკოლისა, აგერ მესამე რუსეთში წამსვლელი სასწავლებლათა, რომელსაც დედა დასტირის და გამოსალმების დროს ეუბნება: ნახვამდინ შვილოო, გულში კი ფიქრობს: ვაიმე თუ ან შენ ვეღარ მოხვიდე და ამ მე ვეღარ მომისწროო; აი საწყალი ყმაწვილი კაცი რკინის ქალამნებითა და ჯოხითა დავიდარაბაში გაბმული, ყური დაუგდეთ რას ანბობს: ნეტავი ჩემს სიცოცხლეში მაინც გადავწყვიტო ეს დავაო, რომ ჩემ შვილებს არ დაუგდოო; აგერ გლეხი კაცი ატუზული სასამართლოს კარების წინა ზავტრა და პოსლე ზავტრა სამსე ხურჯინითა; აგერ შვიდი წლის ტუსაღი, რომლის საქმის გასინჯვისა ჯერ რიგი არ მოსულა. ბედნიერებაა ესა?
აგერ გადაბრუნებული ღვინის ურემი; აგერ მეორე ურემი შიგ მჯდომის ავათმყოფის ქალითა, რომელიცა მოდის ქალაქში მოსარჩენათ. წარმოიდგინეთ მისი ტანჯვა ყოველს ურმის თვალის გადატრიალებაზედ და მაშინ შაიტყობთ ჩვენი გზების სიკეთესა. აბა ახლა მიბრძანდით სოფელში და დახედეთ გლეხკაცების ცხოვრებასა, გაიგეთ იმათი ქონება, შემოსავალი, ხარჯი, სამსახური და მერე ახსენით მიუწთომელი მრავალთათვის მიზეზი, რატომ ეგენიც ისრეთ არ არიან ბედნიერნი, როგორც მაგათნი მეზობლები ნემეცები. გეიგეთ გუშინდელი ბალატიროვკა ინსტიტუტში: ას ოცდა ექვსი კანდიდატკა რუსების ქალებისა და ხუთი ვაკანცია; სამოცი- ქართველებისა და ოთხი ვაკანცია. იცით როგორა ჰსურთ ჩვენ ქალებს წიგნის კითხვა? თუ ეს დაგვიწყებიათ, ის ხომ გახსოვსთ, რომ წასაკითხი წიგნი აქა გაქვსთ რა. რამტონი ათასნი ყმაწვილნი ქალნი გვისხედან ყელგადაგდებულნი, რომლის გონება დავითნსა და ორიოდ ხელნაწერ წიგნსა სხვას არა რას მიუწვდება. მოიფიქრეთ რომ აქამდინ არა გვაქვს ჩვნ არც ერთი გამართულობა რასაც ჩვენი სახელი ერქვას და სადაც ჩვენი შვილები იზდებოდნენ.
აბა ახლა ჩამოვიაროთ რაოდენიმე სახლები და ვნახოთ რა მდგომარეობაში იმყოფებიან სახლეულება: მეორე საათია შუაღამისა ვიღაც არახუნებს დედი! შენი სიძე ხომ არ არის? არა ის არ არის, ეხლაკი მალე უნდა მოვიდეს. ახ ღმერთო ეს რა ჭირში ჩავარდით! მე არ გეუბნებოდი დედაჩემო, რო მაგაზედ ანბობდნენ ჭირვეულიაო! რა ვქნა შვილო ვინ იცოდა? მეორეც ესა შეძლების პატრონია. თვალი მაგისთანა შეძლებასაც დაუდგა ეუბნება ქალი. რამტონი უბედურება წარმოსდგება შეუფერებელი ცოლქმრობიდამ და იმ ჩვენ ჩვეულებიდამ რომ ოღონდკი ქალი გაათხოვონ და ვისაც უნდა მისცენ სულ ერთია.
აგერ უბრალო ხელოსნის ქალი, დასცქერის ტანისამოსებსა და ანბობს: დღეს ეს კაბა მეცვაო კვირას აღარ ჩამეცმისო. ახ რა იქნა მამა ჩემი? ან იმან როდის უნდა მომიტანოს საკაბე და ან მე როდისღა გამოვიჭრა. ამ მამასკი ისე გასჭირებია ცხოვრება, რო დგას მეიდანზედ და ითხოვს მოწყალებასა.
აგერ სახლეულობა საწყალი კაცისა, რომელსაც ორი დღეა პური არ გაუტეხნია; მისუსტებულა თავის და შვილების მწუხარებითა, დედა ძლივს აშოშმინებს ყმაწვილებსა: ეხლა მოვა მამაო და პურსაც მოიტანსო და ჩიჩისაცაო, შემოდის მამა დაღონებული და გადმოუგდებს ვერცხლის ქამარსა, გაიტა დააგირავეო. ყველანი სხდებიან პურის საჭმელათ მამის გარდა, მშიან და ვერ მიჭამია, ყელში აღარ ჩადისო. შემდგომ ყველანი წვებიან მამაკი დადის გაცხარებული და საშინელს მოუსვენელობაში იმყოფება. შუაღამისას კუთხიდამ რაღასაც აიღებს და ჩაიდებს ჯიბეში, ოხვრით გადახედავს ცოლშვილსა, წამოიბუტბუტებს დრო არისო და გავა. ვინ იცის სადა და რისთვის? იქნება საბრალო საავაზაკოთაც.
აგერ კიდევ მეორე მაგისთანა საცოდავი ჯალაბობა: ქმარს არა ჰქონდა არაფრის შაძლება, მაგრამ სიმშვენიერემ აიტაცა და ისე შეირთო თავისი მეზობლის ქალი. დაეხვივნენ შვილები და გაუჭირდა ცხოვრება. აი რამტონი დღეა, რაც პური აკლიათ და ხან წყალი. ქმარი დადის, თხოულობს, სესხულობს, ეძებს, მაგრამ ვერა უშოვნიარა. ამ დროს შემოდის ბებერი დედაკაცი და რაღასაც ეუბნება ცოლსა; მერმე ხსნის ხელსახოცის წვერსა და იღებს იქიდამ წითელ თუმნიანსა, გამომართვი ნუ ღუპავ შენ შვილებსაო. სიღარბით შეწუხებულსა, შვილების შიმშილით დამწვარ დედას ვერც ჰო უთქვამს და ევრც არადაფიქრდება და ბოლოს დროს იტყვის, ამ ერთ ღამესაც მოვიცდიო იქნება ღმერთმა მოგვხედოსო და ჩემმა ქმარმა იშოვოს რამეო. მოვა ქმარი შინა კიდევ ხელცარიელი, მწუხარებით ხმას ვერ იღებს და დაწვება. ბებერი სიხარულით მიუყრის ქალს ფულებსა, ეტყვის გელიო, და გავა. მოატანს შუაღამე, გულის კანკალით და დიდის შიშით წამოდგება, ყურს უგდებს ქმრის ძილსა და მერე ჩუმათ იპარება. რაღაც საშინელი სიზმარი აღვიძებს ქმარსა, იყურება, ჰყვირის, ეძებს და ცოლს ვერა ჰპოულობს; დადის მაგრამ ხმას არავინს ჰსცემს. მაშინ მოაგონდება, დარბის, ეძებს ჩაქუჩსა, დანასა - მოვკლამო!! - მერმე დაღალული დაეშვება ქვეშსაგებზედ - მაგრამ ვისი ბრალიაო.
ამ სიღარიბეს თავი დავანებოთ; ეხლა მივხედოთ მდიდრებსა, იქნება იმათში ვიპოვოთ რამ სანუგეშო. აგერ მდიდარნი ქალები მაღლის საზოგადოებისა. დახედეთ როგორ ბზესავით აბნევენ ფულებსა; ჩაცმაში, ქაღალდში და სხვა უბრალო ხარჯში. იქკი გაჰყიდიან დახეულ ლეჩაქსა და მით დაარწმუნებენ თავიანთ ქმრებსა, რომ დიდი ეკანომიები ბრძანდებიან. აბა ერთი ჰსცადეთ და მოახსენეთ მაგათ, რომ ამა და ამ კეთილშობილ ქალსა მაგათ მეზობელსა ლეჩაქიკი არა და თვითან გაგვიჭირებია ცხოვრებაო. მაგათ თხოვნაც შეუძლიანთო, მაგრამ ჩვენ ვისა ვთხოვთო.
აგერ სხვანი მდიდარნი ჭკუითა, გონებითა, სახით და გულით მშვერნი, მაგრამ საუბედუროდ არა კეთილათ გაწვრთნილნი.
დილით ვიზიტათ.....................მერმე ლოტოში
საღამოს ჟამში............................ან პრაფერანში
მაღაზიებში................................ყომარბაზობით
საწყალი ქმრების......................შესაქცევარათ.
დასაღუპავათ.
აი მდიდარი სახლი სადაც დედამთილი, რძალი და მული ერთმარეთთან ვერ მოთავსებულან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა საწყალი კაცისა. ამ შემთხვევაში, როცა ყოველ დღე უნდა ესმოდეს მათგან საჩივარი და საყვედური: მე გაგზარდეო, ეუბნება ერთი, მე შაგირთეო ეუბნება მეორე... შენთვის კარგი დობა გამიწევიაო... ეუბნება მესამე. რას უბრანებთ ეხლა? როგორ მოიქცეს, ვინ გაამტყუნოს, ან როგორ გადაწყვიტოს ეს გადაუწყვეტელი დავიდარაბა? დარწმუნებულია რომ ამ გვარ ჩხუბსა თვით სოლომონ ბრძენიც ვერ გაარჩევდა და ვერცა რას უშელიდა, ამისაგამო თვითქმის ყველას შემოსწყრომია, მისცემია გულის სიგრილესა და დილით შუაღამემდინ კარში ატარებს დროსა.
აგერ კიდევ მდიდარი სახლი, საცა უზისთ გასათხოვარი ქალი, რომელსაც ბევრნი თხოულობენ, მაგრამ ჯერ არ ათხოვებენ, ეგება ისეთი სასიძო გამოგვიჩნდესო, რომ იმათზე, ნაკლები მზითევი გვთხოვოსო. აგერ მეორე, მესამე და თვითქმის ყველანი დახეთ მაგათ უნაყოფო ცხოვრებასა და სიძუნწესა. მაგათ განათუ სხვისათვის, თავიანთ შვილისათვისაც ვერ გამოუმეტებიათ ორიოდ გროში, რომ რიგიანად გაზარდონ და რიგიან გზაზედ დააყენონ, საწყალი ჩვენი ყმაწვილები, მე მგონია რომ ამათთანა უბედურნი ბევრნი არ მოიპივებიან დედამიწის ზურგზედ ეგრეთ მდდარნი ბუნებითა და ეგრეთ ღარიბთ აღზრდილნი. რამთენჯერ უნდა მოაგონდესთ ეს თავიანთი უსწავლელობა; რამთენჯერ უნდა ოხრავდნენ ამაზედ, მაგრამ აღარას უშველიან. ოხ! რომელი ერთი ვსთქო! რომელი სურათი დაგიხატოთ ჩვენი ყმაწვილების უბედურებისა? შინ, როცა იზრდებიან სკოლაში, როცა სწავლობენ თუ რუსეთში, სადაცა უმაღლესის სწავლისათვის იმყოფებიან. ამ უბედურების მიზეზნი, რასაკვირველია ბევრნი არიან და ყველაზედ მომატებულათ დამნაშავენი, -დედები. გამოვა ორასში, თუნდ ორი, რომელთაც შეეძლოსთ თქმა ჩვენი შვილები კაცურათ გაგვიზდიაო? არა! ჭეშმარიტათ არა. და ნეტავი თქვენი სიცოცხლით ეგ დალოცვილი შვილები გრძნობდნენ მაინცა თავიანთ ნაკლულოვანებასა და ცდილობდენ წარმატებასა. ჩვენ რა გვჭირსო? ჩვენ არა ქალები ხმელეთზედ არა გვჯობიაო? ამას ანბობენ.
სხვას ვეღარას დაგიხატამთ მდიდრის სახლის ცხოვრებიდამ; მხოლოდ გეტყვით ერთი სიტყვით, რომ ესენი უარეს მდგომარეობაში არიან.
ახლა საით ვეცეთ სად ვეძებოთ ბედნიერება და სიმართლე? ჩვენ საზოგადო ცხოვრებაში ხომ არა -იმ სხეულში, რომელშიაც ყველა ასო დაწყლულებულია. საზოგადო უქონლობა, უღონობა, დავიდარაბა, მტრობა, ერთმანერთისაგან განცალკეება, შურება, წუხილი, ტანჯვა, კვნესა, ოხვრა, დარდი, სევდა სხვა და სხვა... აი რა გვესმის და რას ვხედამთ ყველა ფეხის გადადგმაზედ! აღარც დაირა, აღარც ზურნა, აღარც ბაღებში ძმური ფსონები.
ამისთანა მოულოდნელი, მოუფიქრებელი ბედნიერება მოგვანიჭა ჩვენმა საყვარელმა მთავარმართებელმა ჩვენის მტრების დამონებითა და ჩვენ ვერც კი გავმხიარულდით, როგორც რიგი იყო. რა არის მიზეზი? ავათმყოფობა! ჩვენ საკუთარ ქორწილშიაც ვეღარ გვითამაშნია, საზოგადოში როგორღა ვითამაშოთ.
ოთხს კაცს ერთათ ვერ იპოვნით, რომელნიც სალაპარაკოთ შეყრილ იყვნენ, თუ შეიყრებიან მხოლოდ სასმელ-საჭმელათა, ისიც მიწვევით ძალიან ბევრი ღვინო უნდა სვან რომ ძლივს ორიოდ ხმა ამოიღონ.
რა მიზეზისა გამო შემდგარა ეს სახალხო დაყოლიება: ჩვენთვის უმჯობესიაო, რომ უმაღლესი ადგილი უფრო სხვა რჯულის კაცს ეჭიროსო ვიდრე ქართველსაო.
აბა ჩვენი ქვეყანა ამსგავსეთ რომელისამე რუსეთის ნაწილსა და დაინახამთ როგორ უკან დავრჩომილვართ; მაშინ როდესაც ჩვენი ბუნებითი ნიჭი, ჩვენი მიწა წყალი გვაძლევს ღონისძიებასა რომ განათუ უკანასკნელი, პირველი ადგილიც დავიჭიროთ განათლებულ ხალხში. მაგრამ, -რომელი ერთი ვთქო, და აღარც შემიძლიან, სხვა დროს, ჭეშმარტიათ გული მეტკინა. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც შეგაწუხებდათ წარმოდგენა ამ ჩვენი ვაი ვაგლახის მდგომარეობისა, რომელშიაც მეტათ თუ ნაკლებთ ვართ თვითქმის ყველანი გარეული. ახლა ვინ გვიშველოს, ვინ გაგვკურნოს ამ საშნელის სნეულებიდგან? ღმერთი თუ მოგვხედამს, თორემ ჩვენ მგონია ერთმანერთს ვერას უშველით. ეს გრძნობა ჯერ კავკასიის მთებზედ დგას და მალე არ გვეწევა იქიდამ ან რათ უშველოთ, რისთვის? როცა სხვის უბედურობა უფრო კარგათ გამოაჩენს ჩვენს ბედნიერებას.
კვალად ვიხდი ბოდიშსა ამდონს ჩემს ლაპარაკზედ. მე არა მსურდა ესრეთ თქვენი შეწუხება, მაგრამ ხო მოგეხსენებათ კაცის ბუნება: დარდები რომ ეეშლება მალე ვეღარ გაათავებს ხოლმე თავის ლაპარაკსა. ვიცი რაც უნდა შეწუხებული იყოთ, ცოტას ნებას კიდევ მიბოძებთ და მოისმენთ მიზეზსა, რომელმაც ჩამომათვლევინა ეს საზოგადო ჩვენი ტკივილები დიახ იმას მოგახსენებდით, რომ მინდოდა გამომეცნა მიზეზი თქვენი სიჩუმისა, ყურის უგდებლობისა ჩვენის საზოგადოებისადმი. გამოვიცნობ თუ არა თვითქმის სულ ერთია, მაგითი ჩვენ ხომ არა გვეშველებარა და იმასაც ვფიქრობ თქვენ არა მიზეზი არ გაგამართლებსთ. თუმცა ძალიან ვსწუხვარ ამაზედა, მაგრამ რა ვქნა, ჩემს ფიქრში ვერა ვიპოვნერა თქვენი გასამართლებელი, პირის-პირ ყოველივე ანბავი დამიმტკიცებს რომ დიდათ დამნაშავენი ბძანდებით ჩვენ საზოგადოებასთან. როგორ გამართლდება ის აქიმი, რომელიც თავის ავათმყოფსა ყოველ დღის მაგიერათ თთვეში ერთხელ ძლივს დახედავს და მაშინაც რიგიან წამალსაც არ მისცემს. მაგოდენი იცით, გესმით, ჰკითხულობთ, რა იქნება რომ ჩვენც შეგვატყობინოთ ეგ თქვენი სიბრძნე. რუსული ფრანციზული ჩვენ არ ვიცით, ქართულ ენაზედ წასაკითხი არა გვაქვს რა და რასაკვირველია უსაქმობისაგან ჭირში გავერთობითო. აი ამას ანბობს ხალხი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ეს საზოგადო ხმა არის და არა ჩემგან მოგონილი. მდგომარეობა ჩვენის საზოგადოებისა ემსგავესების იმ ავათმყოფის მდგომარეობასა, რომელსაც არც ექიმი ჰსწამს და არც წამალი, ყურს არ უგდებდა თავის სატკივარსა და როცა გაუჭირდა მაშინ ფერშლებსაცკი ეხვეწებოდა. ნუ თუ ამ საცოდავსა ყურის გდება არ უნდა და რაგდანაც თავის დროზედ არ იწამლეს ეხლა უნდა უწამლოთ სული ამოუვიდეს? ნუ თუ ახლა მოწყალეო ხელმწიფევ ყურის გდება არ უნდა თქვენ პატარა ძმებსა, რომელნიცა უსწავლელათ დარჩომილნი არიან სხვა და სხვა მიზეზით? ღვთითა თუ ბედითა თქვენ დაწინაურებულ ხართ, განათლებულხართ, გეყურებათ ყოველივე და ეხლა მოვალენი არა ხართ რომ სხვანიც ეგრე გააბედნიეროთ როგორც თქვენ? ვიცი ამას თქვენ კარგათა გრძნობთ, გსურთ კიდეც და ამ სურვილის აღსრულებას შესდგომიხართ; მაგრამ საუბედუროთ, ისე ვერა როგორც საჭიროება მოითხოვს. როგორღაც გეშინიანთ, თუ კრთებით, თუ გრცხვენიანთ, თუ რაღაც რამ გიშლით ისეთი, რაც თქვენ გრძნობასა და სურვილს არ შაჰფერის. იქნება თქვენ იმას ფიქრობდეთ, რომ საზოგადოება დიდ ფილოსოფიას ითხოვდეს თქვენგან, და თქვენ რადგან მაგვარი ფილოსოფოსნი არა ხართ, იმისთვის არასა ჰსწერთ. ჯერ უმაღლესის სწავლის საჭიროება არა აქვს ჩვენ საზოგადოებას; ანბანიდამ მოჰყევით და ოღონდკი ასწავლეთ სურვილით და გულს მოდგინებით და დარწმუნებული იყავით რო ყველანი სურვილით და დიდის მადლობით მიიღებენ თქვენგან.
უმორჩილესად გთხოვთ მოწყალეო ხელმწიფევ თუ რამ ჰპოოთა უკადრისი ამ ჩემს წერილში, მომიტეოთ; მაქვს იმედი რომ ამ ჩემს წიგნს უპასუხოთ არ დააგდებთ. გარდა ამისა წაგვაკითხებთ თქვენის სტატიის განგრძელებასა, და შეგვატყობინებთ იმ უ. ყმაწვილ კაცის ანბავსა, რომელიც გაგიგზავნიათ სასწავლებლათ რუსეთში. შემდგომ ჩემ წერილში მსურს იმაზედ მოგელაპარაკოთ.
თქვენი უმორჩილესი გ. ქართველი.
მაისის ლ-სა დღესა 1860-სა წელსა. ქ. ტფილისს.