ცისკარი №9 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქართული ლექსთ–თხზულება

▲back to top


1.1 * * *

▲back to top


* * *

ეჰა სიცოცხლე მკლებია,
ჭმუნვის მახვილი მხლებია,
გლახ გული დამწყლულებია,
თვალ ლამაზო მოვედ, კეკლუც ნაზო მოვედ,
შემკული ხარ ტანად პირად,
ტრფიალთა ხმას სცემ დიახ ძვირად.
ეს ნუგეშს გვცემს ვა რა მცირად,
თვალ ლამაზო მოვედ კეკლუც ნაზო მოვედ,
მარგალიტ გიქებ ხალებსა,
ვინ მხილველთ ჰკურნებ წყლულებსა,
შენ განაცვალებ სულებსა,
თვალ ლამაზო მოვედ, კეკლუც ნაზო მოვედ,
უძვირფასეს გაქვს ლალები,
ვის ჩემად მკვლელად თვალები,
ცეცხლსა მიდებს მე ხალები,
თვალ ლამაზო მოვედ, კეკლუც ნაზო მოვედ,
ედემსა ვარდნი შლილობენ,
მაზედ ბულბულნი ყრილობენ,
ურთი ერთისად ცილობენ,
თვალ ლამაზო მოვედ, კეკლუც ნაზო მოვედ.

თავადის ოთარ ქობულოვისა

1.2 * * *

▲back to top


* * *

ბრწყინავს მნათი მზებრ ნათობ,
კეკლუცობით მოკამათობ,
მხილველს აკრთობ ყელ ბროლ სათობ,
შეუპყრივარ შენსა ალებს,
გიქებ თვალებს,
ეშხით მთვრალებს,
ზილფ დალალებს,
სუმბულ ცალებს,
ვიშ ვიშ ხალებს.
მსურს შეგიმკო ღაწვი ბაგე,
თუმცა ეშხით არ დამდაგე,
ასპიროზო მოვე მარგე,
გარდიხდიდე შენსა ალებს,
გიქებ
გული კვნესის უშენობით,
კუბიდონობ ლახვარ სობით,
მომალხენდნენ თამაშობით,
ნუ იხმარებ ჩემზე ძალებს.
გიქებ თვალებს,
ეშხით მთვრალებს,
ზილფ და ლალებს,
სუმბულ ცალებს,
ვიშ ვიშ ხალებს,
წალკოდს ვარდი გაიშლები,
მე ბულბული შევიშლები,
გნახამ ტანში დავიშლები,
როს მოირტყამ წელზედ შალებს.
გაქებ
ვარ შენს გზაზე მოარული,
მით არა მაქვს თვალთა რული,
სიტყვა გკადრე დაფარული,
თუ არ შენ ვინ შემიბრალებ,
გიქებ თვალებს,
ეშხით მთვრალებს,
ზილფ და ლალებს,
სუნბულ ცალებს,
ვიშ ვიშ ხალებს.

თ. ოთარ ქობულოვისა.

1.3 * * *

▲back to top


* * *

ხელმწიფა წიგნს იწერება,
მისგან ვარდი იფერება,
მით გულს შვებას იღერება,
ნუსტირ საყვარელო
სოფლის საქმეს უპყარ ყური,
არ ვინ გვიდგას მახით შური,
სხვა მიჯნურთა დასაშური,
ნუ სტირ საყვარელო
მთვარე მანათი ბნელისა,
ალვებრ მამძრავი წელისა,
ნახვით მკურნალი სენისა,
ნუ სტირ საყვარელო
ვსსთხოვ ზილფ ქამანდათ სროლსა,
მით შვების ნიავ ქროლსა,
გარდაჭდას ყელსა ბროლსა,
ნუ სტირ საყვარელო
გიხმობ სუნელ წალკოტ ბაღად,
ყვავილოვანთ გაქვს გულ დაღად,
მოვალ მსხემო ჰსწუხარ რაღად,
ნუ სტირ საყვარელო მოვალ,
არ გყოფ მარად ნახვის მთხოვარ.
თ. თამაზ ქობულოვისა.

1.4 * * *

▲back to top


შენდა შეყრამდის ვით გასძლებს გული,
სევდამ უწყალოდ მიმატა წყლული.
არ გესმის მნათი შენებრ ნახული,
მანათობელი ჰერთა სული,
მის გამო მე მაქვს სურვილი,
შენდა შეყრამდის.
ვგონებ ყოველ ჟამ დღენი ბნელობდეს,
მშვილდი გაზიდვით ორად გველობდეს,
ინდოთ ლაშქარნი წყობით მცველობდეს,
სხვათა ისარნი ჩემებრ მწველობდეს,
რად გსურს მიჯნური შენთვის ხელობდეს,
შენთვის გაჭრილსა მაქვს აღსასრული,
შენდა შეყრამდის.
ვარდსა ვადარე ღაწვის ფერია,
მიხაკათ ბაგე დამიწერია,
სუმბულთა ქარის მოუბერია,
ბროლისა მკერდი შესაფერია,
შენზედ იადონს არ უმღერია,
მისთვის სტვენითა გალხენს ბულბული,
შენდა შეყრამდის.
ზენარს ვფიცამ ვინც მოგშორდება,
უშენოდ ლხინი არ შეერგება,
აჰა მიჯნურსა მოეცინება,
ლახვარი გულსა განეწონება,
შვიდთა მთიებთა სურს შენი ხლება,
შენსა შორს მყოფსა ამამდის სული,
შენდა შეყრამდის ვით გასძლებს გული,
სევდამ უწყალოდ მიმატა წყლული.
თ. ბარამ ბარათოვისა.

2 პროზა

▲back to top


2.1 სიძე ამისთანა უნდა

▲back to top


სიძე ამისთანა უნდა

ა.

ერთს საზაფხულო არა დიდს სასტუმრო ოთახში, საიდანაც დაინახებოდა მდინარე სენა და მედონის მთის სიმაღლენი, იყო კარგი გაჩაღებული ლაპარაკი ორთა პირთა შორის. ლაპარაკობდენ ორმოცდა თხუთმეტის წლის მამაკაცი, მშვიდის სახისა, ეცვა განიერი ტანთ საცმელი, იმისთანა, როგორიც უყვარსთ მოხუცთა, და დედაკაცი ათის წლით უნცროსი; გამორჩევით ჩაცმა მისი ამტკიცებდა, რომელ თავმოწონება (кокетство) არა ბერდება ვითარცა სიმშვენიერე.

– აბა ჩემო სულო, ეგ არ შეიძლება.
– შეუძლებელი არა არის რა.
– თქვენ არ გინდათ რომ გაიგოთ, რომ ეს საქმე არის დამოკიდებული წმინდა ვალდებულებასა ზედა.
– სიყმაწვილეა, განა შინაურს ცხოვრებაში მაგისთანა უბრალო საქმეს ყურს უგდებენ?
– უკაცრავათ ნუ გახლდები მოგახსენოთ, რომ სრულებით სიყმაწვილე არ გახლავთ, ეს ძალიან მძიმე საქმეა. რაც ჩუჱნი ადოლჶინა მივეცით შოდიეს, მაშინ ჩუჱნ დაუნიშნეთ მას ორმოცი ათასი ჶრანკი, რომელიც უნდა მიგვეცა კიდეც სამთვეს უკან, შემდეგ პირობის წერილის ხელის მოწერისი; აი ხუთმა თვემ გაიარა და შოდიეს ჯერ ერთი სუ, გროში არ მიუღია.

– ეგ დიდი რამ შესაწუხებელია! განა ადოლჶინა ჩუჱნი მემკვიდრე არ არის, იმის მეტი ვინა გვყავს, შემდეგ ჩუჱნის სიკვდილისა, სულ მაგას არ დარჩება?

– შემდეგ სიყვარულისა! ჩუჱნ მადლობა ღმერთსა, მგონი ჯერ მაგაზედ შორსა ვართ. მანამ მე მოვალე ვარ ჩემის სიძისა, და ჰსწორე უნდა გითხრათ ძალიან მცხვენიან, რომ აქამდინ არ მივეც ის ორმოცი ათასი ჶრანკი! საწყალი შოდიე ვერა ჰბედავს თქმასა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უარს არ იტყვით იმ ფულისას. ეს სახლი მგონი იაფათ არ დაუჯდა და იქნება იმედი ჰქონდა იმ ფულიდან გადიხდიდა ცოტა რასამე ნაწილს.

– მითომ რა დიდი საქმე იქნება, რომ ცოტა მოითმინოს.
– დიაღ რატომ, თქვა უ ბელიელ მძიმეთ.
– მითომ ბენუა შოდეს მეტს საქრმოს ვერ უშოვნიდით ადოლჶინას?
– რა
კანონიერს თხოვნაზე.
– ნეტავი არ მინდა! მაშინ ვნახავ თუ მართლა გაბედა მაგისთანა სიბრიყვე, მიუგო სიმკაცრით ცოლმა ბალიელისამ. მე იმას ვასწავლიდი როგორ უნდა მოიქცეს ამისთანა ხალხთან, როგორც ჩუჱნა, მაგრამ თქვენ ტყუილათ ჰსწუხხართ. შოდიე არას დროს მაგისთანა სიბრიყვეს არ იხმარებს; მაგ შემთხვევაში მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაზედ, რომ მეტი არ იქნება.

– მაგისთვის მრცხვენიან კიდეც, რომ შოდიე ჰსწორეთ ერთი საწყალი ცხვარივით კაცია, მიუგო მოხუცმა.

– მგელი რომ იყოს, მგონი მაშინ უფრო შეგრცხვებოდათ... გარნა ამ უბრალო ბაას, ჰსჯობს რომ საქმეზე მოვილაპარაკოთ. ორმოცი ათასი ჶრანკიდან, რომელიც ჩუჱნ გვმართებს შოდიესი, თქვენ ათი ათასი მიეცით, სამი თვის წინათ, უფალს ლაბუასიერს, რომელსაც უნდა რომ მოიხმაროს წინა განზრახვისათვის და გპირდებით მოგცესთ ათის თავი მაინც უეჭველი შემოსავალიდგან. დღეს კიდევ ითხოვს უფალი ლაბუასიერ იმავე პირობაზე, ათი ათას ჶრანკს და მე იმაზე პირობა მივეც. ხომ არ გინდათ რომ თქვენმა ცოლმა თავის მიცემული სიტყვა არ აღასრულოს?

– მე მაგას როდი გეუბნები ჩემო საყვარელო! მიუგო მოხუცმა, შეშინებულმა ცოლის შეხედვისაგან: – მე თანახმა ვარ ყველაზე რაც შენი ნებაა. მაგრამ შოდიე ძალიან მაწუხებს.

–თქუჱნ ყველაფერი გიწუხებთ. იცი რა უნდა მოახდინოთ? შოდიეს ორმოცი ათასი ჶრანკის მიცემის მაგიერ, თქვენ სარგებლათ აძლიეთ ფულიდან, რომელსაც ლაბუასიერს მისცემთ, ორი ათასი წელიწადში, მაგაზე აბა რას იტყვის? ეგრე თქვენ მოგებაში იქნებით ორი ათასი ჶრანკით. ვგონებ ეს ძალიან ადვილი მისახვედრია.

– რა საკვირველია; მაგრამ მე ვერა ოდეს ვერ გავბედავ მაგისთანა პირობა გამოუცხადო ჩემს სიძეს.
– ეგ ჩემი საქმეა.
– და მერე საიმედოა ის პარახოდები?[1]
– დიაღ საიმედოა, ამისთვის არას დროს არ წახდება.
– პარახოდები არ წახდება! მაგრამ ფული აუკციონერებისა?
– ეგ სხვაა! თქვენ პატიოსან კაცად რაცხთ ლაბუასიერს?
– რა საკურველია.
– იქნება თქვენ გეგონოთ, რომ ის ცუდ განზრახვაში გრევდეთ?
– მე მაგას როდი ვამბობ...

– შავია, რადგან მე გეუბნებით რომ თეთრია, ეგ თქვენი მუდმითი ჩვეულობაა. მე მგონი ავათ გახდებოდით, რომ შემთხვევით თანახმა შეიქნეთ ჩემი.

– ვგონებ ყოველთვის იმაზე დაბოლოვდება, რომ თანახმა შევიქნები ხოლმე შენი უთხრა ქმარმა მძიმეთ ამმოოხვრილმა.

– აბა რა გენაღვლება, რახან ეგრე იყო, ბოლოდან დაგვეწყო! ტყვილს ბაას გადავრჩებოდით ხომა; ახლა მგონი მორჩით, და ჩუჱნ შევრიგდით. ეგ არის გადაწყვეტილია, თქვენ მისცემთ ათი ათას ფრანკს უფ. ლაბუასიერს. მართლათ დღეს ჩუჱნთან მოვა და თქვენ ერთი პატარა ბარათის მეტი არა მოგინდება რა მისწეროთ თქვენს ნოტარიუსთან.

უფ. ბალიელმა გაიარა რამტენჯერმე ოთახში თავდახრილმა, როგორათაც ძაღლმა, რომელიც კიდევა ჰგრძნობს ახალს ნაცემობას. ერთის მინუტის შემდგომ, ცოლის წინ დადგა ის და გაუბედაობით შემხედველმა ჰკითხა ნელის ხმით:

– განა დღეს სადილათ ჩუჱნთან იქნება ლაბუასიერ?
– რაო, თქვენ არ გესიამოვნებათ? ცივათ მიუგო ცოლმა.
– მე მაგას არ ვამბობ ლაბუასიერ მხიარული ყმაწვილი კაცია სხვაგან, სადმე ყოველთვის, დიდი კმაყოფილება იქნებოდა იმისი შეხვედრა, მაგრამ ეს მე და შენში დარჩეს, ჩემთვის უსასიამოვნეს იქმნებოდა, რომ აქ ხშირათ არ დადიოდეს.

– რატომ მითომ?
– თუ გასჯავრდები მე აღარას ვიტყვი.
–მითომ როდისა ვჯავრობ ხოლმე! უთხრა ცოლმა, რომლისა ხმა ყოველ პასუხზე აიწეოდა თითო ფარდის ზეით.
– მე მაგას არ ვამბობ.
– დაიწყევით, კიდეც გაათავეთ; რა უნდა გეთქვათ ლაბუსიერზე?

ამ სიტყვებისა შემდგომ, ბალიელის ცოლი ცოტა გაწითლდა, რომელიც განსაკვირვებელ იყო ამისთანა ხნიანის გვამისაგან და იმის ხასიათისაგან.

ქმარმა გართულმა, რომელიც ცდილობდა, რომ ეპოვნა ღონის ძიება რამე დასამშვიდებელად ცოლისა, სრულებით ვერ შეამცნია აღრევა იმისი.

– მე მითომ წინააღმდეგს რას ვამბობ ლაბუასიერისას! წარმოსთქვა ქმარმა. – არას დროს! მე შენ გარწმუნებ! დასამტკიცებელად თუ გინდა კიდევ მივსცემ ათი ათას ფრანკს რაცა მე საკუთრივ შემეხება იმასთან საყვედური არა მაქვს რა, მაგრამ... ბოლოს, შენც მგონი მიხვედი, რაც მინდა ვსთქვა... ადოლჶინას ანგარიშზე...
– მარტო თუ ეგ არის.

– მგონი საწყალი შოდიესთვის ეგეც მომეტებული იყოს.

– თქვენ სრულებით უაზროთ ლაპარაკობთ. მართლა ადოლჶინას ქორწილის წინ, უფ. ლაბუასიერი მოდიოდა ჩუჱნთან ამითვის, რომ ენახა ადოლჶინა და ძალიანაც სურდა, რომ იმას,. შეერთო.

– შენ რომ თანახმა ყოფილ იყავ, საქმე გათავებული იყო.
– ქალის შესაფერი არ იყო.
– ვაი დროს! მე ეხლაც მაგას ვშიშობ და ვამბობ რომ უმფრო ეხლა არ არის იმ ქალის შესაფერი ისა.
– უფალო ბალიელ! უთხრა ცოლმა მრისხანის ხმით.

– მე ვიცი, რასაც ვამბობ მიუგო მოხუცმან, წინააღმდეგ ჩვეულებისა საკმაო გამბედავის სიტყვითა. შენი ეშინიან და მისთვის შენთან ფრთხილობენ: გარნა მე მიყურებენ როგორღაც საწყალ კაცათ, რომელიც ვერა ხედავს უშორეს თავის ცხვირისა, და რაკი შენ მიიხედავ ხოლმე იქით, მაშინ ისინი მე სრულებით ყურს არ მიგდებენ.

მიუხდომელი ცვლილებ მოხდა უცებ სახესა ზედა ბალიელის ცოლისა: მძვინვარე, ცივი იჭვი აღენთო მომეტებულის აღშფოთების წილ. ლოყები გაუწითლდა, თვალები გაუპრჭყვიალდა და კისრის ძარღვი გაუგანიერდა იქამდე, რომ კისერი და ყელი გაულურჯდა მზგავსად ინდაურისა. რა ნახა უფალმა ბალიელ საშინელი მოქმედება მისგან წარმოებული, უკან ჩამოდგა რამტენიმე.

– მითხარით, სთქვით! რა ნახეთ? ჰკითხამდა გაანჩხლებული ცოლი გაწყვეტილის ხმითა.
– ჯერ დამშვიდდი, ჩემო სულო! ქალის სიყვარული საქებია; მაგრამ ადოლჶინა ახლა ყმაწვილი არ არის. მაგრამ...
– თქვით მეთქი!... პასუხი მომეცით გააშვებინა ცოლმა მაღალის სიტყვით.

– რა გინდა? ლუღლუღებდა უფ. ბალიელ, რომელიცა უმეტეს ირეოდა რამტენიც სიანჩხლე მეუღლისა მის ემატებოდა: – მე იმისი მეგონა, რომ რამთვენჯერმე ვნახე... მართლა ვნახე თუ არა... იქნება ისე მე ჩუჱნა რომ ლაბუასიერ არამც თუ აღარა ჰფიქრობს ჩუჱნ ქალზედ, როგორც შენ ამბობ, მაგრამ წინააღმდეგ უმეტეს ჰფიქრობს ახლა მინემ ოდესმე. ძალიან საწყინო იქნება, მეტადრე საწყალი შოდიესათვის. ბოლოს ადოლჶინა ... ჩემი ქალი ადოლჶინა მინდა მეთქვა. – ძალიან კურკურობს ლაბუასიერთან; ბევრჯელ დავაპირე მეთქვა იმისთვის.

– ეგ თქვენი საქმე არ არის, მხოლოდ ჩემია, არ გაათავებინა ცოლმა.
– ძალიან მოხარული ვარ. ჩემთვის უსიამოვნო იყო ადოლჶინასთან ლაპარაკი მაგ საგანზედ; მაგრამ შენგან უფრო რიგია, რადგან დედა ხარ.

– მე თქვენ გეუბნებით, რომ სულ თქვენი საქმე არ არის, მიუგო გაანჩხლებულმა ცოლმა, ისეთი საშინელი სიტყვის თქმითა, რომ უმეტესად არ გაეჯავრებინა ცოლი, რომელიცა ეგრეთვე ჩუმათ იყო წყენისა გამო. ბოლოს ვეღარ მოითმინა, ცოლი ბალიელისა საჩქაროთ მივიდა ფანჯარასთან, თითქო ნიავით უნდოდა გაგრილებულ იყო.

ამავე დროში მოისმა ხმა მოახლოებულის ეკიპაჟისა და იმავე დროს ზარის ხმამ აცნობა სტუმრის მოსვლა. ფარდებს უკან დამალულს ბალიელის ცოლს შეეძლო დანახვა გამოუჩენელად თვისსა. მსწრაფლათ განეღო ალაყაფის კარები და ეზოში შემოგორდა მშვენიერი კაბრიოლეტი; პატრონი იმა მსუბუქის ბრწყინვალის ეკიპაჟისა იყო ყმაწვილი კაცი ოცდა ათის წლისა, არა მაღალი, გარნა კარგათ მოსული, ამპარტავანად მჭირავი თავისა. შეხედვა მისი იყო გამბედაობითი; დაცინებითი ღიმი მიმოურბოდა ტუჩებზედ; თვით მცირედი მოძრაობა მისი აღმოაჩენდა დარწმუნებასა თავისასა, რომელიცა ემსგავსებოდა შეურცხვენელობასა. შავი თმა და ულვაშები იმისი დამჩრდილებელი სახისა, ამაღლებდა გამომთქმელობასა მისისა სახისასა, რომელთანაცა ეგრეთვე სრულებით შეხამებულ იყო თანასწორ ტანის სამოსი მისი ოქროთი დაფერილის ღილებითა, სამხედრო ტანის სამოსივით გამოჭრილზედ. მომაგონებელი ბედნიერთა დროთა იმპერიისათა. გამოსრულმან კაბრიოლეტიდან მარდმან მან უფალმან მისცა ვოზჟები მსახურსა, ეგრეთვე თითქმის ამპარტავანსა ვითარცა თითონ. მსახური იმავე საათს შევიდა სარაიაში ისე თამამათ თითქო იყო სახლი მისი. ეკიპაჟის პატრონმა, რა განვლო მწვანესა ხალიჩასა, რომელიცა აჩუჱნებდა სახლისკენ გზასა, თავმოწონებით დაუკრა თავი ქალსა, რომელიცა არ იყო ცოლი ბალიელისა. მაშინ ახადა ბალიელის ცოლმა ფარდა, რომელიცა მას ჰფარამდა და დაინახა ძირის სახლის ფანჯარაში ქალი თვისი, რომელიცა იმავე თითქმის მინუტს უკანვე მიეფარა, თუმცა არა ჰქონდა მიზეზი, რომ მას ზვერამდენ. ბალიელის ცოლი თავისივე მხრით შეიძრა, რათა უკან ჩამოდგომილ იყო და შეეფეთა ქმარსა თვისსა, რომელიცა გაუგებლად მის უკან იდგა და ყოველივე დაინახა რაიცა მოხდა.

– აბა! ვტყუოდი? ჰსთქვა მან საიდუმლოებით თავის გამქნევმან: – ფანჯარაში უცდიდი ჩქარის ნახვის იმედისათვის! ძლივ ეკიპაჟიდან ჩამოხტა და ისინი მაშინვე ერთად შეიყარნენ; ეხლა კი არაფრისა უნდა გვეშინოდეს, რადგან აქ მოვლენ ისინი; ადოლჶინას რა საკვირველია იცის, რომ ჩუჱნ აქა ვართ.

– როგორ გაბედამს, რომ კიდევ მიიღოს ისა? ჰკითხა გაჯავრებულმა ცოლმა ბალიელისამ.
– მე მაგას ხომ არ ვამბობ, მაგრამ ბაღს დიდი ალაგი აქვს.
– შოდიე ხომ იქ არის!
– ის ბაღჩაშია ჰღებამს თავის მოაჯირს. საწყალი!... და მერე ის ტუტუცი ადოლჶინა... შენ დარწმუნებული ხარ რომ ისინი იმ მხარეს არ წავლენ. არა ჰჯობს რომ ჩუჱნც ჩავიდეთ?

– პასუხის მაგიერ მადამ ბალიელ პოლს დააცქერდა საშინელის მოღრუბლულის სახით.
– შენ არ გინდა წახვიდე ბაღში? ჰკითხა რამდენისამე მინუტის გაჩუმებისა შემდეგ საბრალო მოხუცმა, რომელიცა შიშობდა თავის სიძისათვის.

– თქვენ აქ დარჩით! მიუგო ბრძანებით ადოლჶინას დედამ თითქო მწუხარე ძილისაგან გამორკვეულმან, და მიიღო უეჭველი განზრახვა. განგიმეორებთ, რომ ეგ თქვენი საქმე არ არის და თქვენთვის რიგი არ არის იმისთანა საქმეში გარევა. იცოდეთ მინამ მე არ დავბრუნდე მანამ არას მიზეზით არ გამოხვიდეთ სასტუმრო ოთახიდამ.

– ჟურნალი მაინც მომეცი, მონიტერი გაბედა თქმა დამჯერო ქმარმა მოწიწებით შემხედველმა (moniteur) რომელიცა საშინლად სჭუჭყნიდა ხელში ცოლი მისი პირველსავე ლაპარაკის დაწყებისა.

ეს ყველამ იცის, რომ სახლში, სადაც უფლება გადავა ცოლის ხელში, ჟურნალისა თუ სხვა წიგნისა რისამე, გახსნისა და წაკითხვისა ძალა პირველათ ქალისაა. მადამ ბალიელ შეუწყალებლად სარგებლობდა იმა ძალსა, რომელიცა ქმრისა მისისათვის სხვა ყოველი მწუხარება არაფრად იყო, როგორათაც ესა, რადგან იგი იყო ფრიად მამულის მოყვარე „პატრიოტი, გარნა ჩვეულებრივ, ასე გასინჯეთ ამასაც ითმენდა. ამ მინუტში პოლიტიკა განჰქრა გულსა გაანჩხლებულისა ცოლისასა: არა გამომთქმელმა ერთისაცა სიტყვისა, მოწყალებით გადააგდო სტოლზედ ჟურნალი წაკითხული მისგან მხოლოდ ნახევრადმდე.

– მადლობელი გახლავარ! დაიყვირა მოხუცმა სიხარბით აღტაცებულმან ჟურნალთა ფურცლისა რომელიცა დიდხან ელოდა; უკვე არღარა ჰფიქრობდა თავის ქალის არშიყობასა (кокетство) და სამისათვის საშიშარ საქმესა; სიამოვნებით გეერთო კითხვასა შინა; ცოლშვილის პატრონი დაემონა მოქალაქობასა. –

ჯერ იმას სათვალები არ გაეკეთებინა, რომ მადამ ბალიელ წავიდა უკვე ბაღში გოსტინიდამ. ქმრის ლაპარაკიდან და თავისის მიმხვედრულობითა. იაზრა, რომ იპოვნის მათ, რომელთაცა ეძებს და ჩრდილოვანთა ხეივანთა მხარესა, რომელთა ახლოს იყო ბესედკა, საიდამაც თვალსა შეეძლო დაენახა ნებიერათ მიმდინარეობა სენასი. ალაგი ესე განშორებული სახლისაგან და დაფარული მოსქეთა ხეთაგან დამნახველთათვის, სხვათა შორის უკეთესი იყო წრფელისა ლაპარაკისათვის.

განიერის ხეივნის გავლის მაგიერ, მადამ ბალიელ გაუდგა იწროსა ბილიკსა, რომელმანცა მიიყვანა ბესედკასთან, ესრეთ, რომელ მუნ მყოფთა არაა შეეძლოთ დანახვა მისი. რა უკვე დაუახლოვდა, ააჩქარა ფეხი და მიდიოდა, მსგავსად მგლისა, ვიტყოდით, მაგრამ ვერა ვბედავთ, ამისთვის რომ აქ ლაპარაკია ქალზე. შემდეგ რამტვენისამე ამა ხერხიანის სიარულისა, დადგა იგი ერთს მსხვილს თელასთან, რომელიცა გარ იყო ბუჩქნარითა მოცული, რომლის წინ სკამზედ ისხდენ ადოლჶინა შოდიე და გუსტავ ლაბუასიერ. სამი ნაბიჯი იქნებოდა მადამ ბალიელსა და მოლაპარაკეთა შორის, და თუმცა იგინი ლაპარაკობდენ დაბლისა ხმითა, მაგრამ ისრეთითა აღტაცებითა, რომ მადამ ბალიელს შეეძლო გაეგონა და ყოველივე აეხსნა თავის თავისთვის დედობრივისა თვისებისა გამო.–

ბ.

ადოლჶინა შოდიე იყო ლამაზი შავგვრემანი ოცდა სამისა წლისა და დედასა თვისსა გვანდა იმტვენათ რაერთიც მათ შორის იყო ხანის განრჩევა. ცოტა დახრილის წარბებთაგან მისთა არწიულის ცხვირისა, ფრიადისა ნაკვთიანისა ბაგეთა და უმეტეს დარწმუნებითი შეხედვითა შესაძლებელი იყო გამოცნობად, რომელ ესე მიმზიდველი ქალი საჭიროდ არა რაცხდა გვარეულების ჩვეულების დატევებასა უმაღლესის უფლებისა კაცთა ზედა. მშობელთა მისთა ქცევამა მას ზედა და წინააღმდეგმა ხასიათმა მათ შორის გამოიღო ნაყოფი თვისი, სისუსტესა ზედა მამისასა მიუგებდა იგი საშინელისა ჟინიანობითა; დედის სიანჩხლესა ზედა აჩუჱნებდა მონებასა; უყვარდა პირველი და არა მოშიშარ იყო მისი და ეშინოდა მეორისა არა მოსიყვარულე მისი.

რაიცა შეეხება ქმარსა მისსა, განევლო ხუთსა თვესა, რომელ ადოლჶინას არა ჰქონიყო ჯერ შემთხვევა მისთან გარდაწყვეტილის ბაასისა, რომელიცა შინაობაში ემგზავსება კაბინეთებურსა კითხვასა კონსტიტუციონის მმართებლობასა სხვათა შინა. მაინც კი დროსა თაფლის თ ვისასა[2] წინათვე აგრძნობინა მნებებელობა თვისი, როგორათაც იქმონენ ყოველნი ახალი პატარძლები. დასამტკიცებლად მის ძალისა რათა არა შერყეულ იყო; აფუძნებდა ორთა გარემოებათა ზედა: პირველათ ნებასა თვისსა ზედა, და შემდგომ განუსაზღვრებელსა მორჩილებასა ბენუა შოდიესსა, რომელიცა ყოვლის გარემოებით აჩუჱნებდა ღირს სიძეთ უფლის ბალიელისა. ორნივე აჩუჱნებდენ ერთ ნაირსა სითავდაბლესა, სიმძულვარესა ჩხუბისასა და მასთანავე მონებასა. ყმაწვილი და მოხუცი, თითქო იყვნენ დაბადებულნი მისთვის, რათა ყოფილ იყვნენ უმორჩილესი მონანი თავის ცოლებისა.

რა თხოვდებოდა ადოლჶინა, მაშინვე განმზადებულ იყო ბრძოლსა ზედა თავისუფლებისა თვისა ზედა. განძრახი ახოვნისა ომისა დასამარცხებად, იგრძნა მან გაკვირვებულმან აღრეულის უკმაყოფილებითა, რა ნახა თავის თავი დამარცხებულად თოფის გაუვარდნელათ. რა ნახა ქმარი თვისი სრულებითსა მორჩილებასა. აბა რა საჭირო იყო საომრისა იარაღისა მომზადებაი ჯიუტობისა, გაჯავრებული სახისა ბრძანებლობითისა ტონისა, ალერსისა, დამაცხრობელისა ღიმილისა, დრამატურული ცრემლისა, უმიზეზოთ სისუსტისა და სხვა გვარები შტუკები, რომელსაცა საჭიროდ შერაცხამდა თუმცა არა ჰსცოდნიყო, დედის მაგალითმა ადრევე აგრძნობინა. და მისთვის მადამ შოდიე იძულებულ იყო რათა შეენახა სამხედრო იარაღი მაღაზიაში, გარნა ყოველ თვის გამზადებულ იყო ეხმარა იგინი პირველსავე მდევრის ხმაზედ, ესე ყოველივე აღასრულა მგზავსისა კმაყოფილებითა, რომელსაცა ჰგრძნობს გამოცდილი ინჟინერი, როდესაც გამზადებულთა ასადნის ზარბაზანთ მოქმედება ჰსურს და უეცრად ნახავს ნიშანსა დამორჩილებისა ზღუდეთა ზედა მტრისასა.

ყოველთვის, როდესაც ქალი უჩივის ერთ გვარ ცხოვრებასა და ნელად მავლობასა დროსასა, მაშინვე გამოჩნდება გრძნობიერი კაცი რომელიც ვალდებელად რაცხამს რათა იგი შეარიგოს აწმყოსა ცხოვრებასა. ამა შემთხვევაში ნუგეშინის მცემელი ამისთვის მსწრაფლად წარმოსდგებოდა სცენაზე, რადგან იგი იყო კულისებს უკან. მოკლეთ მიღებული ადრევე მადამ ბალიელისაგან ღიუსტავ ლაბუასიერი რა საკვირველია მიღებულ იყო შოდიეს სახლშიაც, იქნება იმიტომ უფრო, რომ ადრე ჰქონდა განზრახვა, ადოლჶინას შერთვისა, როგორათაც არწმუნებდა მადამ ბალიელ. იმის ჰაზრით, მას კიდევ ჰქონდა განუქრობელი სიყვარული ადოლჶინასი, თუმცა სხვა მიზეზი იყო და არა სანტიმენტალნის (ანუ ნაზის ტრფიალობის) რომელიცა მათ ჰქონდათ ხელმძღვანელად ამა შემთხვევაში და იძულებულ იყო იგი ეხმარა ეშმაკური საქმე, რომელსაც მოლექსენი უწოდებენ სიყვარულად ხოლო (მორალისტები ზნეობის, მოქადაგენი) განრყვნილებად ჰქონდა მას ყოველი ღირსება, საჭირო იმა ჯოჯოხეთის ჰაზრისა აღსრულებისათვის; – სასიამოვნო იყო, თუმცა არ იყო კაი სახისა, მარჯვე მომატებელად, და გამბედავი ურცხვენელობადმდე; სახელოვან იყო ქვეყანაში რამტვენისამე ბედიერის დოელისა გამო, რომელთა ანგარიშს მეცადინეობდა მომატებასა; ერთის სიტყვით გამსჭვალველი (დამმონებული) გონებითა და გულითა. დარწმუნებული იყო ბევრთა ქალთა დამონებაზე, რომელთაცა მადამ სევინიის სიტყვით უყვართ ხრმალთა ჩხრიალი. ადოლჶინასაცა ჰქონდა ესე სისუსტე. როდესაც ამ ქალთან იტყოდენ ლაბუასიერის საქმეთა, სადაც საშინელის ახოვნებით გამოვიდის დამმარცხებელი, ჰგრძნობდა მცირესა ჟრუანტელსა რომელიცა ესიამოვნებოდა; და შემდეგ როდესაც ნახამდა მას წინაშე მისსა ტრფიალსა, მზასა სამსახურისა მონებისასა, მაშინ იდუმალის აპარტავანებით სიამოვნებდა მის შეცვლაზე. უნებურად უსმენდა საყვარელის ბღავილსა მძლველისასა, რომელიცა მისთვის მხოლოდ შეიცვლებოდა ბატკნად.

ერთს ქალს ვერ იპოვნით რომ ღერკულესი არ მოსწონებოდათ ტარის რთვაში; წინაგამძრახნი კაცნი კმაყოფილებით აღსრულებენ ამა ყმაწვილურსა სურვილსა თავის მოწონებისათვის ქალისა, რომელსაცა სასარგებლოთ თვისა იქმონენ. ლაბუასიერიც ართამდა ფეხთა ქვეშე თავის ახალ ომფიილისა და ეგრეთვე თითქმის მისთანავე მორჩილებითა, თუმცა არ ფრიად წინაგაფრთხილებითა, ჩაგონებული გამოცდილებითა თავს არ უჩუჱნებდა უმეტეს მადამ ბალიელის (იმის მიზეზი შემდეგში განცხადება.) ცოტად ემალვოდა ქმარსაცა ადოლჶინასისა და ეგონა რომ მით აძლევდა მას დიდს პატივის ცემასა; რაიცა შეეხება უფალს ბალიელს, იმას ჰქონდა მიზეზი რათა იგი ბრმათ შეერაცხა და მას უგდებდა ყურსა იმთვენს, როგორათაც ჩაის სტოლსა ანუ ფორტუპიანსა, რომელნიც იქ გოსტინაში იდგნენ.

ამ მოკლეს აღწერიდანა ჰსჩანს, რომ მანამ, გუსტავ ლაბუასიერისა და ადოლჶინა შოდიესა შორის, უკვე იყო კავშირი, თუმცა ჯერეთ არა აღზდილ იყო, გარნა ერთსა მათგანსა ჰსურდა გაზდა მისი და დღემრავლობა. ლაბუასიერი ყოვლისა მეცადინეობითა ზდიდა კავშირსა მისსა ვითარცა ყრმასა და არასა იშურვებდა აღსაზდელად მისსა, განავრცელებდა გონებასა მისსა, ამხნევებდა და ბოლოს შემოსა ჭაბუკისა შესამოსლითა მკითხველთ და არ დაუმალამთ ლაპარაკსა მათსა, რომელსაცა ყურს უგდებდა მადამ ბალიელ, საიდანაც ჰსჩანს, რომელ ლაბუასიერმა არა დიდის შრომითა დააბეჯითა სარგებლობათვისი.

– გევედრებით დამინიშნოთ დრო, რომ გამოგიცხადოთ თქვენ ყოველივე ამბობდა იგი შეხვეწნისა ხმითა წესისამებრ მთხოვნელისა.

– ხუმრობთ მგონია, მიუგო ადოლჶინამ გართულის სახით, მწიწკვნელმან ვარდისა – მერე რა ჰაზრი გექნებათ ჩემზე, თუ მე მაგისთანა უმგზავსო საქმეს მოვახდენ?

– თქვენ გინდათ იძულებულ მყოთ და თქვენ უთანხმოთ აღვასრულო?
– მაგას როგორ გაჰბედამთ ამბობდა ჭაბუკა ქალი და თავს უქნევდა მუქარის სახითა.

– გარწმუნებთ, რომ გავბედავმ, მიუგო გადაწყვეტილისა სახითა ლაბუასიერმა: – ჰსწორეთ შუაღამეში მე ვიქნები თქვენს ფანჯარასთან.

– კედელზედ უნდა გადმოხვიდეთ მაშა?
– ეგ არაფერი; რა საჭიროა კედელზე სიარული, როდესაც კარებიდან შეიძლება შემოსვლა?
– რომელიდგან?
–რომელიც არის ბაღჩისაკენ.
– ვინ გაგიღებთ? ჰკითხა ადოლჶინამ სიცილით.
– აი ესა, მიუგო ლაბუასიერმა დაწყნარებულმა, ამომღებმა ჯიბიდგან გასაღებისა,
– ეგ გასაღები რა ერთი ხანია დაიკარგა?

– ხომ ხედამთ რომ ყველასთვის არ იყო დაკარგული.
– მაშ თქვენ აიღეთ?
– მე.
– ეგ ხომ ქურდობაა.
– არაოდეს, ეს არის სიყვარულის მანქანება.
– და გინდათ მაგითი ისარგებლოთ?
– უეჭველად დაუთოოთ ამაღამ. მადამ შოდიემ მხრები აიწია.
– ასეთი სიტუტუცეა ეგა, მიუგო მან:– რომ სასაცილო იქნება მაგაზე გავჯავრდე.
– თუმცა დიდათ მეშინის თქვენი გაჯავრებისა, მაგრამ ჩემს ჰაზრს მაინც ვერა გამოსცვლის რა.
– კარგი და ჯიუტო ტუტუცო, ქურდო! ვსთქვათ რომ გაბედამთ ბაღში შემოსვლას; იცით იქ რა დაგხვდებათ.
– თურქი, მიუგო ლაბუასიერმა.
– დიახ, თურქი, თქვენ ბედნიერათ უნდა შერაცხოთ თქვენი თავი თუ მარტო მხოლოთ დაგყეფათ; წასრულს ღამეში კინაღამ ერთი მუშა გაგლიჯა.
– თქვენ გავიწყდბათ, რომ ის ძაღლი მე გაჩუქეთ; მორჩილი ძაღლია თურქი და გონიერი და არას დროს თავის უწინდელ პატრონს არ აწყენს; ხმას არ ამოიღებს.
– მაგ განზრახვისათვის ხომ არ გვაჩუქეთ? ჰკითხა ყმაწვილმა ქალმა, ძლივს ღიმილის დამჭერმა.
– დიახ მაგისთვის! მშვიდათ მიუგო ლაბუასიერმა. – მე წინათვე მივხვდი; გამოცდილებით სამოცის წლისასა ვგევარ.

– ერთს მინუტს განგრძელდა სიჩუმე, ტანჯული საშინელისა აღრევითა, ძლივ ითმენდა მადამ ბალიელ. სუნთქვა უწყდებოდა, თვალნი აღენთებოდენ სიცოფისაგან; მეორეს ხეს ახლო მიეყუდა, რათა უმფრო კარგა გაეგონა.

– დიახ! თქვენ ფიქრობთ ბაღიდან?... ჰსთქვა ადოლჶინამ, და უფრო უმეტესად დაუწყო ვარდს წიწკნა, რომელიც ხელთა ეპყრა. შუაზე გაგლეჯის მაგიერ ის მუხანათი თურქი თქვენ მხარეს იქნება. ჰო მერე?

შემდგომ ვითარცა ფერია, ვითარცა ჩრდილი, ნელისა, გაუგონარის ბიჯით წავალ წინ; დაჰკრამს ერთს საათს, მაშინ მე თქვენს ოთახის ფანჯარასთან ვიქნები, რომელიც არის ძირის ატაჟაში.

– შემდგომ? აღარ დამცლელმა მადამ შოდიემ მიუგო დაცინებით. ლაბუასიერმა გამაართო ხელი, თუმცა ცოტაოდენი წინააღმდეგობა გაუწიეს.

–მას უკან უთხრა შემახვეწარისა სახითა, მომზადებულმა დაჩოქებად.– გამიგონეთ და თქვით, განა ბევრს რასმე გთხოვთ. ადრინდელ დროს, ისპანიაში მშვენიერნი სენიორანი ხშირათ ანებებდენ თვისთა დუენნათა და გვიან ღამე, რომელსაც ყოვული ძილის განგრძობაში იყვნენ, გარდა ამურისა, დაბაღის სახლის ფანჯარიდან არ უშლიდენ თავიანთ საყვარლებს ყურებას, რათა მით გაესინჯათ მშვენიერება მათი. თქვენ იმათზე უსამართლო იქნებით?

– მართლა დაბლაა ჩემი ფანჯარა, მაგრამ რეშოტკები არა აქვს მიუგო ღიმილით ადოლჶინამ.
– განა ურაზოთ არის?
– რეშოტკა კიდევ სხვაა.

– რისი გეშინიანთ?
– საკვირველი კითხვაა, რისი მეშინიან ქურდისა? გასაღები მომეცით.

– არაოდეს! და თუმცა თქვენ მოექცევით ვითრცა ქურდსა, გარნა იცოდეთ, რომ ბედნიერათ ვრაცხ იმ წუთს, როდესაც თქვენთან მარტო ვიქნები და ამისთვის გავბეედამ ბევრს ღონის ძიებას. ფარდის ახდა და ფანჯრის გაღება გარედან ისე ძნელი არ არის, როგორც თქვენ გგონიათ.

– მე ვხედავ გინდათ, რომ ძილი გამიფრთხო და თითქმის ნაძლევს დავდებ, რომ სიზმარში ვნახამ იარიშის მოტანას, აკლებას, ხოცას; ხოლო მცირე ხმაზედ წარმოვიდგენ თელს დასტა ავაზაკთა ჩემ ფანჯარაში აპირობენ შამოცვინვასა.

– მაგისთანა ხმა რომ გაიგონოთ შუაღამეში?
– და სხვებმაც ჩემ გარდა, რომ გაიგონონ? უთხრა ადოლჶინამ სერიოზნის ტონით დამაცქერელმა ლაბუასიერისა.
– ეგ უბედურობა იქნება, გარნა თქვენ შეგიძლიანთ, რომ ეგ არ მოხდეს.
– მითომ როგორ? ხომ არ გინდათ ფანჯარა გასტეხოთ?
– რა საჭიროა გატეხა გაღებულის ფანჯრისა? უთხრა ნელის ხმით ლაბუასიერმა.
მადამ შოდიემ გამოსტაცა ხელი თვისი და საჩქაროთ ადგა.
– ტყვილად სიტყვასა ვკარგამ; ეტყობა, რომ თქვენ ჭკვაზედ შემცდარ ხართ.

შეხედვა, რომელმაცა თანასდევნა ამა სიტყვასა, ისრეთ წინააღმდეგი იყო, რომელ ლაბუასიერმა კინაღამ დააბეჯითა თვისი გამარჯვება; გარნა თავი შეიკავა, კარგათ იცოდა, რომ ქალთ არ უყვართ დაცინება მაზედ, რომელიცა მათ უჩნთ მძიმედ.

– შინ წავიდეთ, უთხრა ადოლჶინამ:– რა საკვირველია ეცოდინებათ თქვენი მოსვლა, და იქნება შენიშნონ კიდეც ჩუჱნი შინ უმყოფლობა.

– მითომ ვინ? თქვენმა ქმარმა? მე ის ვნახე კიბეზე მჯდომი ხეივან წინ; იმ სასიამოვნო მდგომარეობაში მეგულება, რომ მას არ მოაგონდეთ; მამა თქვენმაც მიიღო ნება ჟურნალის წაკითხვისა.

– მაგრამ დედა ჩემისა მეშინიან.
– რასა ბრძანებთ? უთხრა ლაბუასიერმა, ჯოჯოხეთურის სიცილით: – მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ის ფერს ისვამს, და მგონი სადილობამდენ ვერ მორჩეს. რა გაიგონა ესე მადამ ბალიელ, რომ მაზედ ისე უპატიურად ლაპარაკობენ, სიანჩხლისაგან შეძრწუნდა; შეიძრა რათა მივარდნილ იყო კაცსა მას ზედა, რომელიცა, ისე შეურაცხ ჰყოფდა მას, გარმა ამისი სიბრიყვისა, მიაყენა ეგრეთვე სხვა უპატიურება. არა ჰქონდა სამძღვარი წყრომასა მისსა.

– მე კარგს შურს ვიძიებ! ჰსთქვა მან: – გარნა დრო იმის ჯერ არ მოსრულა.

შორის ამისა, ადოლჶინა და ლაბუასიერ წყნარ წყნარა მიდიოდნენ, ყოველს ნაბიჯზედ შედგებოდნენ, როგორათაც ყმაწვილი ხალხი, რომელთა თვის სასიამოვნოა კიდევ ერთათ ყოფნა. მადამ ბალიელ, არა მცნობელი თავის თვისა, სიანჩხლისაგან, გაუდგა და უხედავათ ერთს ხეივანს, რომელმანცა შემდეგ რაოდენისამე ხანისა მიიყვანა სახლთან. კარებთან დახვდა ქმარი თვისი.

– რას აკეთებთ აქა? გაჯავრებულმა ჰკითხა; მე აკი გითხარით გოსტინაში ყოფნა?

– ახ ღმერთო ჩემო რა დაგმართვია საყვარელო ჩემო? უთხრა შეშინებულმა კეთილმა კაცმა:– ასე საშინლათა ხარ გაწითლებული, თითქო სისხლი სულ თავში ამოგფრენია.

– განა ვერა ხედამ, რომ წასმული ფერისაგან არის? უთხრა მადამ ბალიელმა მხეცურის ხარხარით.
– ფერი?
– ჰო, მე ვხმარობ ფერსა, გაკეთებული მექმნება თმაცა, და იქნება კბილებიც ჩწყობილი მაქვს, ამბობდა იგი კბილების ღრჭეით თითქო უნდოდა წმინდათ დაფხვნა მათი.

რა ნახა ცოლი თვისი, უფალმა ბალიელ, ამ მდგომარეობაში, უეჭველათ იფიქრა, რომ იმის ცოლი, სიცხეში ბოდამდა. დარწმუნებული ამა ფიქრისაგან, მშიშრობით მიმოიხედვიდა აქათ და იქით, როდესაც მოულოდნელმა შემთხვევამ მოარჩინა იგი. ადოლჶინა და ლაბუასიერ, შემდეგ ხანგრძლივ სეირნობისა, ბოლოს მოვიდნენ სახლში. დაუდევნელად მიდიოდნენ ეზოში, არა მიმხვედრნი მოხუცის ნიშნებისა, რომელიცა შორიდან ანიშნებდა მათ როგორათაც ხომალდსა მომავალს ავდრის შიშისაგან; გარნა მსწრაფლ მოვიდნენ სასურველს მეუღლესთან. იმათ ნახვაზე მადამ ბალიელ ძლივს შეიმაგრა შინაგანი გულის აღრეულობა, რომელიცა აპირობდა მოხუცის თავზე დატაკებასა, და თქვა რომ ცოტა აცივებდა, მიზეზი უძილობაა და უმეტესი მიზეზი საძაგელი თურქია, რომელიცა ხშირის ყეფითა არა აძინებს მას. ესე ყოველივე უთხრა მას კაცს, რომელმანცა ისე სიკვდილზე უმეტეს განჰკიცხა, მშვიდათ, ასე გასინჯეთ როგორიღაც ღიმილით.

– საწყალი! თავისა თვის თქვა კეთილ სულისა ქმარმა: – ცუდათა სძინებია იმისთვის უთუოთ არის გაჯავრებული.

რაჲცა შეეხება ლაბუასიერს, კარგად ათამაშა თავისი როლი და იქცეოდა მას კაცსავით, რომელიცა ცდილობს ყოველთა სიამოვნებასა. უფალ ბალიელთან, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი ლაპარაკობდა ფულის წარმოებაზე; მადამ ბალიელს უამბობდა ფრანციცულის თეატრის პიესის ჰაზრსა, რომელისა თვისაც მადამ ბალიელ ცდილობდა ყოველთვის ეჩუჱნებინა გემო ლიტერატურის ცოდნაში, რომლითაც ესრეთ სახელოვნობენ ქალნი, თუმცა აქვთ მათ თვით დაუფუძნებელი ცოდნა ლიტერატურისა. ბოლოს ბენუა შოდიეც იკითხა, რომელზედაც სრულებით არავინ ჰფიქრობდა.–

– სახლის პატრონი სად არის? იკითხა უეცრად ლაბუასიერმა:– იმასთან წიგნი მაქვს.
– წიგნი? მიუგო ადოფინამ (ადოლჶინამ):– ვისგან?
– არ ვიცი. მე მომცა თქვენმა ეზოს მცველმა.
– ჩუჱნმა ეზოს მცველმა?
– დიახ ეზოში რომ გამოვიარე. ვკითხე ხომ არა ჰქონდარა თქვენთან მოსატანი და როგორც ხედამთ კარგს დროსაც იყო ჩემი კითხვა.
– უცხოა, იფიქრა თავის თვის უფალმა ბალიელ უკმაყოფილებით:– ცდილობს სამსახურის გაწევას. თუ საწყალ შოდიეს არ შეატყობინეს, მაშინ მეტი ღონე არ არის, მე უნდა გავერიო საქმეში. –

– შენი ქმარი ბაღჩაში იქნება უთუოდ, უთხრა მადამ ბალიელ თავის ქალს: – ეს ორი დღეა რაც თავის ყურძენს არ ეშვება.

– მზა გახლავარ ბატონო თქვენის სამსახურისა, საჩქაროთ უთხრა ლაბუესიერმა და მკლავი სთხოვა დედასა, მხოლოთ სურვილის სახით შეხედა ქალსა.–

ოთხნივ იგინი წავიდნენ ბაღჩისკენ, რომელიც გაყოფილი იყო ბაღისაგან რამტვენისამე ხშირის ხით. პირველსავე მათ შეხვდათ ბენუა შედიე, მჯდომი კიბეზე. ღებამდა იგი რეშოტკასა, რათა არა შეწუხებულ იყო, გეეხადნა სერთუკი და შემოესხნა ღალსტუხი და ყოველივე ესე დაეკიდნა დამასხის ტოტზე. ასრეთ გაფაღარა თებულს, თავზედ დაეხურა განიერი არშიანი ქუდი და დამკლავებული, სამხატვრო კალამს ასე მსწრაფლათ ხმარობდა, რომელ ძნელი იყო დანახვა მისი. ასამთან ასე იყო გართობილი თავის მუშაკობაში, რომელ მანამ ისინი არ მივიდნენ მანავ ვერ დაინახა.

გ.

თუ დღე დღიური მაგალითი გვიმტკიცებენ, რომელ ვენახის და ყოველი სოფლიური მუშაკობა არ არის საკადრისი კეთილშობილობითი განსვენება ასე გასინჯეთ მოხუცებაშიაც, მაშ უცხო საკვირველი სანახავი არ არის, როდესაც მოქმედი მწევრი საზოგადოებისა, ძლიერებითა სავსე, მოქალაქე და უფრორე ჭაბუკი პარიჟანელი, სხლამს ვაშლსა ანუ რწყამს სალათასა. მოქმედებამან გონებისა, წინაგანძრახვმან, თავგანწევმან მედიდურებამან, რომელნიც ჰსწყველენ ახალსა ჩამომავლობასა, ესრეთ დაგვაშორა ყოვლისა ამგვარისა მუშაკობისაგან, რომელ მოგონებაცა ოქროს საუკუნოისა გვჩანს უკვე სასაცილოთ. ხუმრობა იქით დაუტეოთ და არ შეიძლება რომ არ გაკვირდენ უფალის შოდიეს საკვირველს მოქმედებაზე: თითქო ფრანციაში ჯერეთ კიდევ არ იყო არცა რკინის გზები, არცა ორთქლის გემები (პარახოდები) არცა საზოგადოება არცა აკციები.

გარეგანი სახე ადოლჶინას ქმრისა ძრიელ ეთანხმებოდა მუშაობასა მისსა. წარმოიდგინეთ ოცდა რვის წლის ყმაწვილი კაცი, მაღალი ტანისა და მაგარი აგებულებისა; აი იმისი ფიზიკური ღირსება. სახე მისი წარმოსთქვამდა სმიყუდროესა და ბედნიერსა სიმრთელესა; გარნა სახის ხაზებთა შინა მისსა არა ჰსჩანდა არცა კეთილ ნაკვეთობა არცა კეთილშობილება. წაბლის ფერი გატკეპნილი თმა, მოკლე წვერი და ჭრელი თვალები უსიცოცხლონი, განიერი შავგვრემანი პირი შეეადგენდა მრთელს სრულებით განსხვავებითსა ხარაკტერსა სიმძაგრებითსა დუმილებასა და სიანჩხლესა მხეცურსა, რომელსაცა ჩუჱნი ყმაწვილნი კაცნი, ბუნებითგან მქონენი საკმაო სიყვითლისა და წვერისა, რაცხვენ ამას საკმაო მამაცურ სიმშვენიერეთ. პირველი გამოთქმა შოდიეს სახისა იყო მყუდრობითი, მსგავსი თვლებისა, რომელიცა წარმოადგენდა სრულებითსა უფიქრელობასა. ამასთან დაუმატოთ რომ თუ გალს გეეჩხრიკა თავა იგი, რომელიც უფრო მოუხდებოდა ხუროს მხრებს, უთუოდ იგი იპოვნიდა მასში ძარღვსა თვით ხასიათობისასა უმეტეს ხარისხადმდე გაშლილსა. ბენუა შოდიე იყო ბრეტონილი დაბადებით ნანტინიდამ.

რა მივიდნენ მუშაკთან ოთხნივე დაცინების გრძნობაში მიეცენ, გარნა ყველამ წარმოსთქვა თავის რიგზე. ლაბუასიერმა გაიღიმა. უფალმა ბალიელ ჯავრით მხრებს აიწია. ადოლჶინამ ნახევრათ დაამთქმარა, რომელცა ასე ხშირად შეემთხვევათ ხოლმე ყმაწვილსა ქალსა, როდესაცა ქმარს დაინახავენ. ბოლოს მადამ ბალიელ გასინჯა რა სიძე თვისი, რომელსაცა იმედი ჰქონდა ჩამეგდო კიბიდან ერთის შეხედვითა, დაუყვირა წვრილის ხმითა:

– ეს უთუოდ მასხარობაა! არ შეიძლება რომ თქვენ არ დაგვინახეთ.

შოდიემ მიიღო თავი და დააცქერდა წინაშე მისი, მდგომარესა კრებასა.
– მშვიდობა თქვენი ნახვისა, უთხრა მან და ხელახლა დაიწყო მუშაობა.
– განა ვერ ხედამთ უფალს ლვბუასიერს? (ლაბუასიერს) მიუგო მადამ ბალიელ მწყრალის ხმით.
– უკაცრავათ, მე მაგასთან არ ვცერემონიაობ; იმედი მაქვს რომ ნებას მომცემს შევასრულო ჩემი საქმე.
– რა საკვირველია, თქვა ლაბუასიერმა სიცილით:– ხელოვანთა შეწუხება ცოდვაა. როგორც ვხედამ უცხო მხატვრობაა.
– ჩამოდით, შოდიე, უთხრა თავისი მხრით უფალმა ბალიელ:– აი წიგნია თქვენთან.
– წიგნი? ჰსთქვა შოდიემ, თავის მიმღებმა.
– მარსელიდან, მიუგგო ლაბუასიერმა და მისცა მას.

– ა–ა! მარსელიდან დაიყვირა საკვირველის ხმით ადოლჶინას ქმარმან: – და თქვენ მოგაქვთ!

აღარა თქვარა, კისტი კრასკების ქოთანში ჩააგდო, კიბეზე ჩამოვიდა სრულებით მშვიდის სახით. შემდეგ რა გამართვა წიგნი ლაბუასიერს, გონებიერათ გასინჯა კანვერტი და აუჩქარებლათ ჩაიდო ჯიბეში.

– ძალიან ცოტა გქონიათ სურვილი–ცნობისა! უთხრა მას სიმამრმა.

– მე ვიცი რაცა სწერია, მიუგო შოდიემ ორნაირათ, ჩამცმელმა ტანისამოსისა, ეხლა ჰსთქვა მან მხიარული სახით: – იმედი მაქვს უარს არ იტყვით ჩემი სატაცურის ნახვისას.

– დიდი საკვირველება რამე არის თქვენი სატაცური, მიუგო შეზიზღებით მადამ ბალიელ და მიბრუნდა იქით.
– ადოლჶინაც ეგრეთვე მოიქცა, და უფალმა ბალიელ, მოშიშმა რომელ ცოლი არ გასწყრომოდა სიძის ბაღეულის სიყვარულზე, ისიც მიბრუნდა. – მხოლოდ მარტო ლაბუასიერ გაუხდა თანხმა სატაცურის ნახვაზე და ძალიანაც მოიწონა. შემდეგ ამა სასიამოვნო დროს გატარებისა საყვარელი და ქმარი მავიდნენ სახლისკენ, სადაც ელოდა მათ სადილი. თუმცა შოდიე, როგორც ეტყობოდა, არა ჩქარობდა აზრის შეტყობას იმ წიგნისას, მაინც კი მანამ სადილზე დაჯდებოდადა მოასწრო წაკითხვა. რა გაჩხრიკა კანვერტში ჩადებული ქაღალდი, სახე მისი, რომელიც ყოველთვის იყო გამოუთქმელი, განათლდა სიხარულით; ხოლო როდესაც წაიკითხა წიგნი წუთისა მის აღშფოთება სულ ახლავე განქრა.–

სადილის შემდეგ, მადამ ბალიელ, რა ნახა, რომ წამ და უწუმ თვალს უშვრებიან ლაბუასიერ და ქალი მისი ერთმანეთს მოთმინებიდან გამოვიდა. რა ვეღარ დაიჭირა თავი და აღარცა ჰქონდა იმედი დაეფარა სიმძულვარე თვისი, ბოლოს ადგა და წავიდა თავის ოთახში, მოიგონა თავის ტკივილი. ყველაზე უმეტეს ეწყინა წასვა მისი ლაბუასიერს, არა იჭვნეულობდა, რომ მადამ ბალიელ ცდილობდა იმაზე შერიგებას. იმედი ჰქონდა, რომე იმის გამოისობით მიიღებდა ათი ათას ფრანკს, მოუცადა რამტვენიმე ხანი; მაგრამ რა ნახა, რომ არა გამოდიოდა რა მივიდა უფალ ბალიელთან.

– კარგა მომაგონდა, უთხრა მან გადაწყვეტილობით და ცალკე გაიყენა: – თქვენი მეუღლე, რა საკვირველია გეტყოდათ თქვენ გართმევთ უცერემონიოთ ათი ათას ფრანკს.

– დიახ, თქვა, დილას, უთხრა მოხუცმა შემჭმუხვნელმა წარბთა.

– მაშ იმედი მაქვს, რომ ზეგ მივიღებ მაგ ფულს. ამ კითხვაზე, რომელიც იყო ისე დარწმუნებითი თითქო საქმე ხუთი ჶრანკისა იყო, უფალმა ბალიელ დაჰკიდა ცხვირი და განაღო პირი.

– გაიგონეთ საყვარელო ლაბუასიერ, უთხრა მან დიდის რაევით: – მე ყოველთვის მზა ვარ თქვენის სამსახურისა;მაგრამ ეს საქმე ძალიან საჩოთიროა, არ ვიცი როგორ დავიყოლიო მადამ ბალიელ? თქვენ არ გეგონოთ რამ მე იმას ვაყვედრიდე რასმე, – არა, ის ბევრის ღირსებით სავსე დედაკაცია, მაგრამ რაღაც გასაკვირვებელი ხასიათები აქვს მციდედ ლაპარაკზედ სუსტდება და მეშინიან ავათ არ გახდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმის თავის ტკივილის მიზეზიც დილანდელი ლაპარაკია, რომელიც გვქონდა ამ ათი ათას ფრანკზე.

– იქნება ფიქრობდეთ, რომ ჩემ ხელში დაიკარგოს ეგ ფული? მიუგლო ლაბუასიერმა ესრეთის ამპარტავანის ღიმილით რომელსაც მხოლოთ ხმარობენ მდიდარნი.

– მე თქვენთან თანახმა ვიქნებოდი, თუ ის ფული ჩემი იყოს გარნა ის არის საკუთრება ჩემის ქალისა, და ვალი მაქვს ანგარიში მივცე ჩემს სიძეს.

– მე დარწმუნებული ვარ, რომ შოდიეც თანახმა შეიქნება ჩუჱნის განძრახვისა, რომელსაც არამც თუ შეუძლიან თავნის ერთი ორათ გახდა, არამედ წარმაადგენს ბევრს სხვას სარგებლობას. იფიქრეთ მხოლოდ რომ ჩემი ატლანტიჩესკის ორთქლის გემები.

– ჰო, დიახ, რა საკვირველია! არ გაათავებინა უფალმა ბალიელ, რა ნახა შემთხვევა იმ გაჭირვებული საქმიდან თავს დააძვრენდე: – ვკითხოთ შოდიეს; თუ ის თანახმა შეიქნება, საქმე გათავებულია: თუ არა მე იცოდე არა შემიძლიან რა. მაშინ დააბრალეთ თქვენ თავს და თქვენ მოელაპარაკეთ თვით ჩემ ცოლს. ამას კი ნუ იფიქრებთ რომე მე მეშინოდეს იმისი,ხომ გესმით რასაც მოგახსენებთ; გარნა ასეთი სუსტი აგებულებისაა რომ ყოველი წინააღმდეგობა ასუსტებს და იმისთვის ვცდილობ ყოველთვის, რომ წინააღმდეგობა რაიმე არ გაუწიო რა.

ლაბუასიერმა, რა ნახა რომ, მოხუციდან არა გამოვა რა, რომელიც უცოლოთ უფრო თავისუფალი იყო, ეთანხმა იმის რჩვას.

რამდენსამე მინუტის შემდეგ, უფალი ბალიელ მივიდა თავის სიძესთან, ღიმილით, რომელიცა არა ჰფარამდა მაინც მის აღრევას. შოდიე დიდი ხანია უკვე რაც ბაღჩაში იყო და ფიქრობდა რაღასაც.

– საყვარელო უთხრა მოხუცმა, დამყენებულმა მისმა: – მალე გავათავებთ ჩუჱნ მხატვრობას?

– იმედი მაქვს, ხვალ გათავდეს, მიუგო შოდიემ, მფიქრველმა სრულებით სხვისა რისამე.

– იცით? თქვენ ასე მარჯვეთა ხმარობთ კისტსა, რომ თუ გინდოდესთ პატრეთებსაც დახატამდით.

– იქნება...
– აი კარგი ვაზი! საკვირველ კარგს ყურძენს ისხამს. თქვენს მშვენიერს სატაცურს როდის გავსინჯამთ? ასე ალიერსიანათ ექცეოდა სიმამრი, რომ არ იქნება არ შეენიშნა სიძეს, რომელსაც დაუწყო ყურება და უთხრა:

– თქვენი ფიქრი მგონი არც ყურძენია და არც სატაცური, რაღაც საქმე გაქვსთ ჩემთან როგორც ვატყობ? რა გნებამთ? ბძანეთ ნუ გცხვენიანთ.

ასეთი უეცარი ჰკითხვა იყო ესე, რომ უფალ ბალიელს არ შეეძლო მაშინვე საქმე არ გეესინჯებინა.

– საყვარელო შოდიე, უთხრა იმან, მცდელი აღრევისა თვისა დამფარავისა: თავი დავანებოთ ყურძენსაც და სატაცურსაც და საქმე დავიწყოთ. ხომ იცით რომ ორმოცი ათასი ჶრანკი უნდა მომეცა თქვენთვის ქორწილ შემდეგ ორთვეს უკან?

– ვიცი, უთხრა შოდიემ გართობილმა.

– მაშ გაიგონე გაიგონე საყვარელო მეგობარო, რაც მოხდა, დაიწყო მოხუცმა გამბედავის სახით, – ხომ იცით მე მგონია რომ ჩუჱნმა საერთო მეგობარმა ლაბუასიერმა შეადგინა უცხო განზრახვა: რომელსაც უნდა გაკეთება ატლანტიის ორთქლის გემებისა, ფრანციისა და ამერიკის შესაერთებელად?

– ვიცი.

– დიდს სარგებლობას წარმოადგენს ის განზრახვა. თქვენ სიდედრს უფიქრნია, რათა ცოტა რამ იქიდან ისარგებლოს, და,– ამბობდა სიტყვა გაწყვეტით მოხუცი: – და, რადგან ფული იყო ადოლჶინას მზითევი ამისა თვის მე და ჩემა ცოლმა ვიფიქრეთ, რომ თქვენ უარს არ გვეტყვით იქიდან ცოტა რასმე დახარჯვას: – ამისთვის ჩუჱნ ავიღეთ აკცია (ბილეთი) ათი ათასი ჶრანკისა, იმ წაუხდენელს ატლანტიის გემებზე.

– ვიცი, მიუგო მესამეთ ბენუა შოდიემ ჩვეულებრივის მყუდროებით.
– მაშ თქვენ იცით ყველა? მიუგო ბალიელმა თავისუფლათ ამომსუნთქველმა.
– სულ, და სრულებით კი ბოლომდენ არა.
– ვინ გითხრათ, რომ მე ათი ათასი ჶრანკი მივეც ლაბუასიერს.

– თითონ ლაბუასიერმა, რომლითაც უფრო იმედეულ მყო რადგან თქვენც ურევიხართ იმის განზრახვაში. ეტყობა თქვენთვისაც უთხოვნია ფული?

– მე როგორც ვხედამ და ვგრძნობ მგონი თქვენ უარს არ იტყოდით თუ უკანვე მოგცემდა თქვენს ფულს, უთხრა შოდიემ, არ მიმცემმა ჰსწორე პასუხისა.

– ესე იგი, მიუგო ბალიელმა უფრო უმეტესად აღრევით: – თქვენს სიდედრს ისე მოუწონა ის აზრი, რომ კიდე უნდა ათი ათასის ჶრანკის აკციის აღება და რადგან ის ფული უნდა მივცეთ ჩუჱნი ქალის მზითვიდან, ჩუჱნ ფიქრობთ, რომ თქვენ თანახმა იქნებით სარგებელი აიღოთ თავნის მაგიერათ.

მოხუცი მაშინ მოელოდა პასუხს თავის სიძისაგან, გაყოჩაღებისათვის მოსწივა ბურნუთი.
– მე უარს არა ვარ მაგაზე... დაიყვირა ბოლოს შოდიემ, შემდგომ რამტვენისამე მინუტის სიჩუმისა.
– მაშ შემიძლიან ლაბუასიერთან დავაბოლოვო ეგ საქმე?

– უკეთეს გეტყვით. მეცა მაქვს თავისუფლათ ორმოცდა ათი ათასი ჶრანკი, რომელიც მხოლოთ ხუთს სარგებელს მაძლევს ასზედ; მეც მაგ შემთხვევით მინდა ვისარგებლო და მივცე ლაბუასიერს. –

ამ უეცარს თქმაზე, უფალი ბალიელ, რომელსაც ცოცოტათ გული გეემაგრებინა, ახლათ ისევე ჩავარდა უწინდელსავე ფიქრში.–

– საკვირველია უთხრა მან: – თქვენ ბევრი ფიქრი არ იცით საქმეზე. ხოლო საფიქრელი საქმეა! ორმოცდა ათი ათასი ჶრანკი სახუმარი არ არის! იცით, რომ საშიშია კვერცხების ჩაწყობა ერთ კალათში.

– ჯერ ერთი რომ ორმოცდა ათი ათასი ჶრანკი არ შეადგენს მხოლოდ ჩემ ქონებას, ანუ თქვენებურად ერთიან კვერცხებს; მეორე როგორც მე მივხვდი თქვენი ლაპარაკისაგან კალათა მაგარი უნდა იყოს.

– მართალია, კარგი აზრია, კარგი განზრახვაა, მაგრამა...
– მაგრამ?
– თქვენთვის მე ვგონებ ჰსჯობდეს ნაკლები სარგებელი იყოს და უეჭველს ალაგს...

– გაიგონეთ. თუ თქვენ ჰფიქრობთ რომ კარგი საქმეა, მე რაღასთვის მიშლით გარევას; და თუ საიმედო არ არის მაშ ან თქვენ რისთვის ერევით?

ამაზე უფალმა ბალიელმა პასუხი ვერ მიუგო. მართლათ ბუნებითად ძალიან ფთხილი კაცი იყო, და არ უყვარდა მომეტებული აღტაცებითი განზრახვეები. რაიცა შეეხება მამულის შესყიდვასა, მას მხოლოდ უყვარდა უძრავი ქონება და მამულსა და შენობაშიაც ჰქონდა გარჩევა. შენობა შეიძლება რომ დაიწყოს, ამბობდა და მამული კი არაოდეს. რა ნახა, რომ ბანკიდან ყოველ წელიწადს სარგებელი მცირდებოდა, რომელსაც იღებდა თავნიდან, ამის გამო იმ ფულით იყიდა უძრავი ქონება. აკცია, რომელიც აიღო ლაბუასიერისაგან, ძალიან აწუხებდა და არაოდეს არც გეერეოდა იმ საქმეში, თუ არ შინებოდა თვით მნებებელის თავის ცოლის ძალისა. მორჩილების გამო თავის ცოლისა, იყო შესული იმ საქმეში, რომელსაცა სარგებლობა ძალიან საეჭო იყო, რა ეშინოდა ცოლისა, ამისა თვის არ იქნებოდა არ ექო ის საქმე. გარნა ახლა უკმაყოფილებით იყო რა კი ნახა, რომ სიძეცა მისი ერეოდა იმა საქმეში. რაღა უნდა ეთქვა იმისთვის მეტადრე შემდეგ იმისთანა გადაწყვეტილის სიტყვისა, მისგან ნათქომისა? თუ აღვიარებინა, რომ იმისი გარევის მიზეზი სხვა საქმე იყო, ის თქმა იქნებოდა, რომელ ის არის სხვათა დამოკიდებულებასა ქვეშე. გარნა რა ვერ შეეძლო იმ მონების უღლიდგან გამოსვლა. ამასთან ჰქონდა იმტვენი სიამპარტავნე, რომ ჰფარამდა მას.

– ეს არის აი! პატიოსანი კაცი უგუნურს საქმეს მოახდენს, იფიქრა თავისთვის უფალმა ბალიელმა, და ეს ჩემის ცოლის მოწყალებით კი იქნება, რომელიც გაგიჟებულია სპეკულაციებისა თვის. აი ჯანაბას იყოს იმისი თავი, ვინც მოიგონა პარახოდები!

შორის იმისა, შოდიე და იმის სიმამრი ბაღში რომ დადიოდენ, ლაბუასიერ განთავისუფლდა მადამ ბალიელისაგან, გარნა არა ჰსჩქარობდა ადოლჶინასთან, რომელიცა მას დიდი ხანიელოდა გოსტინაში; მოსაქმე კაცის ფიქრმა დაძლივა დროებით გრძნობიერებითსა სიყვარულსა. დიდის გულ ჩქროლებით მოელოდა პასუხს თხოვნასა მისსა ზედა, უეცრათ ნახა, რომ ბენუა და ბალიელ მიდიან იმასთან დაღიდან. რათა დახვედრიყო მათ რიგიანათ, ცდილობდა როგორც შეეძლო, ეჩუჱნებინა მოთმენილი სახე და დარწმუნებული თავის საქმეზე.

– მგონი თქვენ შორის მცხარე ლაპარაკი ყოფილა? დაიწყო ლაბუასიერ დაუდევნელის ღრეჭით. – უფალი ბალიელ დამარცხებულ ორატორსა ჰგავს. აბა, შავი თუ თეთრი?

– თეთრი, მიუგო ხუმრობით მოხუცმა.

– მაშ თანახმაა, საყვარელი შოდიე ჩუჱნ პატარა საქმეში გარევისა?
– პირობით, მიუგო ცივათ ადოლჶინას ქმარმან.
– ვნახოთ რა პირობა იქნება,მიუგო სპეკულიატორმა, და სიმხარულე მისი განჰქრა.

– აი ესა: გარდა იმ აკციებისა, რომელიც მიეცით ჩემს სიმამრს მეც მომეცით ორმოცდა ათი ათასის ჶრანკისა. რა ნახა, რომ იმის ბებერს ბუდეში ებმის სხვა ბუზიც, უმსუქნესი, ჩუჱნი ბებერა შეძრწუნდა სიხარულისაგან, და ძლივს დაჰფარა აღტაცება თვისი.

– თქვენ გინდათ ორმოცდა ათის ათასისი ჶრანკისა? არ ვიცი ჭეშმარიტად, შესაძლებელი იქნება თუ არა... ძალიან წუხარ, რომ წინდაწინ არ მაცოდინეთ.

– როგორა, მაშ აკციები აღარა გაქვსთ? ჰკითხა უფალმა ბალიელ: – მაშ ისე რათ მაშურებდით და მთხოვდით აღებასა?

– ეგ სხვა შემთხვევაა, მიუგო აურევლად ლაბუასიერმა: – მართლათ კი ძალიან ცოტაღა დამრჩა აკციეები, მაინც მზა ვარ სამსახური გაუწიო უფალს შოდიეს რაც უნდა იყოს. მგონი თქვენ მიბრძანეთ სამოცი ათასი ჶრანკი!

– ორმოცდა ათი ათასისა.

– ჰო, სამოცი ათასი შეიქნება ათი ათასი ჶრანკი უფალი ბალიელისა რომ შეერთდება. კიდევ უნდა მოვილაპარაკოთ იმაზე; შეგიძლიანთ ხვალ ჩუჱნთან მოხვიდეთ?

– მე ეს იყო თვითონ უნდა მეთქვა თქვენთვის; პირველ საათზე თავისუფალი იქნებით?

– სრულებით თავისუფალი.

– მაშ პირველ საათზე გამოვცხადდები თქვენთან ფულებით, რომელთაც გამოვართმევ ჩემს ნოტარიუს.

– მოიტა ხელი! პირველ საათზე! დაიყვირა პროჟეკტორმა (ანუ განმზრახმა) წაუხდენელის ორთქლის გემებისამ, რომელიც ძლივ იჭერდა აღტაცებითსა სიხარულსა. რამდენსამე ხანს შემდეგ ლაბუასიერ რა ჯდებოდა კაბრიოლეტში, თავი დაუკრა მადამ შოდიეს და ჩუმათ უთხრა ყურში, ერთი იმ სიტყვათაგანი, რომელნიცა იმისთანა როლს თამაშობენ ტრაღედიებში და რომანებში: შუაღამე.

დ.

შემდეგ ლაბუასიერის წასვლისა, ჩვეულებრივისა ერთ ნაირობითსა მოდინარეობასა იმა საღამოისა დროსასა არა რა შესვლოდა. მადამ ბალიელ აღარ გამოდიოდა და მეათე საათამდენ ყველანი წავიდნენ თავ თავის ოთახებში. ნელნელა სიმყუდროე მოიცვამდა და შეიძლება ვთქვათ, რომ სახლში ყველანი ნებიერს ძილს გემოვნებდენ. თერთმეტი საათი დაჰკრა იმავე მინუტში ერთი ოთხის კარები გეეღო ნელა და იქიდან გამოვიდა დედაკაცი სამთელ მჭირავი. მოჩუჱნება ესე გარნა საკმაო ხორც შესხმული ჩავიდა ძირს ეტაჟაში ძალიან ფთხილის ბიჯით; ამა მო ჩუჱნებამ, გაიარა აქა სტოლოვოის ოთახი, შემდეგ კორრიდორი და მივიდა კარებთან, ესრეთ მსწრაფლათ გადაატრიალა რაზა. რომელ თითქმის სრულებით არ გაიჩხარუნა.

ამ უეცარ შესვლაზე. ადოლჶინამ, რომელსაც თვალი ეგრეთვე არ მოეხუჭა, ძლივ დაიჭირა დაკივლება შიშისაგან. მას ეშინოდა გარედან და არაოდეს არ მოელოდა შინაგანსა დაცემასა. რა იცნო დედა თვისი, რომლისაცა სახე, სამთლის შუქით განათლებული წარმოდგენდა სიანჩხლესა და აღშფოთებასა, ადოლჶინა უფრო აირივა.

– ეს თქვენა ხართ დედა? უთხრა საჩქაროთ ამდგომა: რა დაგმართვიათ? ავათ ხომ არა ხართ? პირველათ მადამ ბალიელის თვალმა შეხედა ფანჯარას; ფარდა ჩამოშვებული იყო.

– ხომ არა გნებამთ რა? ჰკითხა ადოლჶინამ, რომელიცაუმეტეს აირივა, რა ნახა დედის მოძრაობა:– ხო არა გნებამთ დაუძახო მადლენას?

– არა, საჭირო არ არის, მიუგო მძიმეთ მადამ ბალიელ: – მარტო შენ უნდა გაიგონო, ჩემთან წამოდი.

– სადა? ჰკითხა ადოლჶინამ მომეტებულათ შეწუხებულმა.

– ჩემ ოთახში; იქ უფრო კარგი იქნება.

ქალი მორჩილებით გაჰყვა დედასა. ნახვის საათი ახლო იყო და შესაძლებელი იყო, რომ ლაბუასიერ ამ ხანში შემოსულიყო, ოთახში; იმისი მოსვლა ახალ შეწუხებას უმატებდა მას: ეხლა იმედი ჰქონდა თავს გადივლებდა საყვედურს როგორც იქნებოდა.

მადამ ბალიელ, რა შევიდა თავის ოთახში, დაკეტა კარები, დაჯდა ადოლჶინას პირდა პირ და დაუწყო ყურება მას ეგრეთ, როგორათაც უყურებენ მსაჯულნი კითხვის დროს შემცოდესა, რომელთაცა ჰსურთ იმა შემთხვევითა შეიტყონ შინაგანი გრძნობა მისი.

– გაიგონეთ, უთხრა მადამ შოდიემ ძალადატანებითისა ღიმილითა: – თუ ხელი არ აიღე მაგრე ჩემ ცქერაზე, მე ვიფიქრებ, რომ თითქო ისევ ყმაწვილი გასათხოვარი ქალი ვარ და გინდათ ბნელ ოთახში დასმა ჩემ დასასჯელათ.

– ადოლჶინა! მიუგო ღირსებით მადამ ბალიელ: – ღმერთმა ქნას, რომ შენი შეცოდენა მხოლოთ ითხოვდეს ყმაწვილურს დასჯას; ჩემი გული ასრეთ არ მოიწყლოდა, თუ კი შემეძლოს შენი გადახდეინება ისრე, რომელ საყვარული ჩემი არა დაიკარგოს.

– დედავ! დაიყვირა ყმაწვილმა ქალმა, შეხვეწნისა ხმითა პასუხათ დედასა მის აღმატებულს სიტყვებ–ზედა.

– დიახ, მე დედა ვარ შენი და ეგა მკლამს! შენი კეთილი დედა, გესმის თუ არა? თუმცა ვარ ფრიად შეწუხებაში მიცემული შენის მიზეზით, მაინც კიდევ შენი საწყადი დედა ვარ, შენით უნდა თავმოწონებვლი ვამპარტავნობდე და შენ მხოლოდ მწუხარებაში მაგდებ, შენის ცუდის ქცევის გამო!

თუმცა სიტყვები ამისთანა იყო, გარნა ლაპარაკი არ იყო გრძნობიერი, რადგან იყო უმეტეს წარმოთქმული სიანჩხლით, მინამ ნებიერობით. მაინც მადამ ბალიელ, საჭიროთ შერაცხა ხელსახოცის თვალებთან მიტანისა.

– რა დავაშავე? რისთვის მიწყრებით აგრე? ჰკითხა ადოლჶინამ მძიმე მოთმინებითისა სახით.

– რა დააშავეთ ქალბატონო? მიუგო მადამ ბალიელ და შეხედა ამპარტავნულის შეხედვით ყმაწვილს ქალსა: – განა კიდეცა ჰბედამთ და მკითხამთ? იქნება ჰფიქრობდეთ, რომ მე ბრმა ვიყო, ან გეგონოთ დედის მოტყუებაც ადვილი იყოს, როგორათაც ქმრისა? მე თქვენ გეუბნებით, ყველაფერი ვიცი. ეგ არის ჩემი დაუძინებელის შრომის ნაყოფი. ეგ არის ჯილდო ჩემის შენი ნებიერათ აღზრდისა? ხუთ თვეს უკან შემდეგ ჯვარის წერისა უნდა დაივიწყოს თანამდებობა თვისი, გატეხოს ფიცი თვისი, შეურაცხ ჰყოფდეს კეთილშობილს კაცს, თავის ქმარს, რომელზედაც მცირედი ცუდი არა ითქმის რა! საშინელებაა ესა!

–მე არ მესმის თქვენი, მიუგო ადოლჶინამ, დაბლის ხმით.

– ა! თქვენ არ გესმით ჩემი! ეხლავ გაიგებთ! კაცი ურწმუნო, არა მქონე პატიოსნებისა, სვინდისისა, მოკლეთ, უფალი ლაბუასიერი თქვენი საყვარელი!

– ტყუილია ეგა! დაიყვირა მაღლად მადამ შოდიემ მადამ ბალიელმა გაიცინა.

– ტყუილია ამბობთ? დღეს? იქნება! გარნა ხვალ იტყოდით, რომ მართალია, თუ მე არ მოვსულიყავ თქვენთან, რომ მოგარჩინოთ! მაშ ტყუილია, რომ იმ კაცს ბაღის კარების გასაღები აქვს, და იქნება რამტვენისამე მინუტის შემდეგ შენ ფანჯარასთან იყოს? მართალია თუ არა? მიბრძანეთ?

ადოლჶინამ რა ნახა,რომ საიდუმლო მისი იყო თვისის დედისა ხელში, სრულებით აირივა, და როგორათაც ადრევ ხუმრობით არა თქვა, მართლათ ისევე ყმაწვილათ გარდიქცა. თავი ჩაღუნა, ლოყები ეენთო თითქო მოელოდა საშინელსა გადაწყვეტილობასა.

რა დასტკბა თავის ქალის აღრევითა, მადამ ბალიელ ამბობდა მომატებულის მხურვალებით:

ხვალ მოვილაპარაკოთ ამაზე დაწვრილებით; მანამ ეს კმარა. თქვენ აქ დარჩით მანამ მე მოვიდოდე.
– სად მიხვალთ? ნელა ჰკითხა ყმაწვილმა ქალმა.
– იქ მივალ უნდა მივიღო ის კაცი, მიუგო ტრაღედიულად მადამ ბალიელმა.
– როგორ! თქვენ გინდათ...

– დიახ, მე მინდა! დამანებეთ თავი!
– როგორ შეიძლება ეგა, უთხრა ადოლჶინამ და მივარდა კარებთან.

მადამ ბალიელმა უთუოდ იცოდა ესე წინათვე, დაიჭირა ხელები და საკვირვლათ მარდათ ჰკრა ხელი და შიაგდო შუა ოთახში.

– აქ იყავით! უთხრა მან იმ სახით, რომელიც ზედაცა უარი არ შეიძლებოდა,

მანამ ადოლჶინა მოვიდოდა გონებას, მანამ მადამ ბალიელ გავიდა, გაიკეტა კარი და გასაღები თან წაიღო. შემდეგ შევიდა თავის ქალის ოთახში; პირველი იმისი საქმე იყო ფანჯრის გასინჯვა, რომელიცა, როგორათაც თვითონ მოელოდა, ღია იყო.

– ყველაფერი მზაა, ჰფიქრობდა იგი თავის თვის, არაფერი ცვლილება არა მაახდინა რა ოთახში, ფარდა ჩამოუშო, სანთელი გააქრო და მხოლოდ ლამპა გაუშო ჩაუქრობელი. რა ეს აღასრურა, თითონ დაწვა ერთს მოშორებულს ბნელს კუთხეში და მოუთმენლად მოელოდა იმ დანიშნულს საათს, როგორათაც მონადირე თვისა მსხვერპლსა. ესრეთ გავიდა საშინელი ნახევარ საათი, რომელიცა მას ე ჩუჱნებოდა ნახევარ საუკუნეთ.

ამის შორის, ზეით წარმოებდა სხვა ჰსცენა, არა ნაკლები სასიამოვნო სანახავათ.

ბენუა შოდიე დაწოლის მაგიერ, რა ბაღიდან დაბრუნდა დაუდგომლათ წინ და უკან დადიოდა ოთახში, როგორათაცკაცი, გართული დიდისა რისამე დანძრახვისა. ხანდისხან შინჯამდა იგი ქაღალდს, რომელიც იდო მარსელურს წიგნში, და იმ ხელს ათანახმებდა სხვა ქაღალდების ხელთან, რომლითაც სავსე იყო ბიურო მისი. იმავე დროს არ იშლიდა ჩუმათ სიარულს და ხელების ერთი ერთმანეთზე სრესას. ბოლოს ორ საათს შემდეგ დადგა იგი და თავისა თვის ჰსთქვა:

თუ მე დავიწყო მოქმედება რჩევა უკითხავათ, ცოტა ურიგო იქნება ესა, გულ წრფელ კაცათ მიყურებენ და არ მინდა ეჭვი რამ იფიქრონ ჩემზე; მე არ მინდა, რომ ამ აზრზე იყვნენ. ჩემი სიდედრი მთელს სახლს საითაც უნდა იქით ატრიალებს, იმას უნდა წინათვე შევატყობინო, და დღესვე; ხვალ ვეღარა ვნახავთ ერთმანეთსა. გვიან დაწვება ხოლმე ძილათ; მე კიდევ მოვასწრობ მასთან მოლაპარაკებას, – და შოდიემ უეჭველად გადაწყვიტა, რათა აღესრულებინა განძრახვა თვისი.

თითქმის შუაღამე იყო, როდესაც ის თავის ოთახიდან გამოვიდა და წავიდა სიდედრთან.

რა მივიდა კარებთან, შოდიემ ნელა დაარაკუნა კარები; ჩუჱნი ტუსაღი შეძრწუნდა და ხმა არ გასცა.

– მე ვარ უთხრა მან ნელის ხმითა, და არაკუნებდა კიდევ: – გააღეთ! საჭირო საქმე მაქვს უნდა გითხრათ. იცნა რა ხმა ქმრისა თვისისა, ადოლჶინამ პასუხის მაგიერ, ასე გასინჯეთ სულის სუნთქვს დაიჭირა.

– დაუძინია ეტყობა, წაიბურტყუნა გაჯავრებულმა ამა ფიქრისამ შოდიემ, და უნდოდა უკვე წასვლა, გარნა სანთლის შუქმა დააყენა, რომელიც გასაღების ალაგიდან გადიოდა.

– თუ ჰსძინამს, სანთელი რაღათ უნთია! იფიქრა იმან: – მგონი ქვეშაგებში წიგნის კითხვის ჩვეულება არა აქვს. არა უთუოთ არა ჰსძინავს, და მგონი გასულა სადმე; ეს არის სად? ასე დაგვიანებულ დროში? ბალიელთან არ წავიდოდა, იფიქრა ახალმა დაქორწინებულმა რომელიცა, შინაგან იცინობდა. უთუოთ თავის ქალთან იქნება, თუ არის იმასთან, სხვასთან არავისთან უკეთესი; ადოლჶინასაც უნდა გამოუცხადო და ერთად მოვჩები. ფიქრი და აღსრულება ერთი იყო. ერთს მინუტს შემდეგ, რაზის თავი უკვე ეჭირა ხელში ცოლის ოთახის კარებისა, ვნახოთ ამ დროს შამოესმა კაცის ხმა; ამან შეაყენა იგი. რა ნახა რომ აქ საქმე არის დამოკიდებული პატიოსნობასა ზედა, მაგიერ გაჯავრებისა, სიანჩხლისა. შოდიემ უცხო საქმე იხმარა; ცივის სისხლით გააქრო სანთელი და დაუწყო კარებთან ყურის გდება. პირველსავე სიტყვაზრე იცნო მან, რომ სიდედრის ხმა და ლაბუასიერისა იყო; სჩანდა, რომ ადოლჶინა იქ არ იყო. იმისმა იქ უმყოფლობამ დაამშვიდა იგი, მაგრამ შეტყობის სურვილი არ განექრა. რაოდეს რიგიანათ ნათამაშევს დრამას არა ჰყოლია ესრეთი ერთგული მსმენელი; ბენუა შოდიემ ერთი სიტყვა არ დაჰკარგა იმ გახურებულის ლაპარაკიდან.

ე.

ღიუსტავ ლაბუასიერი, როგორათაც სხვანიცა საყვარლები, ბეჯითად იყო; ხუთის მინუტის დანიშნულს დრომდენ, იგი უკვე იყო ბაღის კარებთან, ხოლო შუაღამეში ჰსწორეთ მივიდა ადოლჶინას ფანჯარასთან. რა განთავისუფლდა თურქის ალერსიდან, მძებნელმა შემთხვევისამ ადრევე გამოიცნო, მანამ ნახამდა, ფანჯარა, რომელიც იყო დანიშნული იმის შესვლისა თვის. ყოვლის წინააღმდეგობისა გაღო მან იგი. გზა გახსნილი იყო, აღსრულების მეტი საჭირო არა იყო რა. ერთი სკუპით ოთახში უკვე იყო იგი; მაშინ ლაბუასიერმა დაკეტა ფანჯარა და ჩამოუშო ფარდები.

– სასურველო ადოლჶინავ! მე თქვენ გვერდით გახლავარ, უთხრა მან სიტკბოებით, რა ნახა ოთახის კუთხეში შავათ ადამიანის ჩრდილი.

პასუხი არ მისცეს; გარნა რაიცა შეეხებოდა გარემოებას, იმა სიჩუმით არა შეშინდა ისა, გაბედვით მივიდა იმა პირთან, რომელიც მას ეგონა მადამ შოდიე, რომელიც ამ დროს უეცრათ ადგა წინაშე მისა, სინათლე მოუმატა ლამპას, და მისთანა მოქმედებით, რომელიც სცენაზე საკვირველი იქნებოდა, გაუნათლა მცნობი სახე თვისი. ლაბუასიერი თუმცა გამბედავი და სიტყვა მარჯვე იყო, ასე შეკრთა, რომელ რამტვენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და გაშორდა ჩვეულებრივისა პატივის საცემსა სამძღვარსა.

– ადოლჶინა არ გახლამთ, დაიწყო მადამ ბალიელ წყრომისა სახით: – მე ვარ კაცო უსვინდისო და უპატიოსნოვ.

ამისთანა ძნელ საქმეში, სხვა სრულებით გონებას დაფანტამდა, გარნა ლაბუასიერ იმათგანი არ იყო. რა განუქრა მას პირველი გაოცება, ისევე მიიღო ადრინდელივე გამბედაობა, და მხნეთ გაუძლო, გაბრწყინვებულს ადოლჶინას დედის თვალების ყურებას.

– საღამო მშვიდობისა ქალბატონო! უთხრა მან ამაყ დაუდევნელობით: – როგორც თქვენი თვალებისაგან ვხედავ, სასიამოვნოთ არის ჩემთვის, რომელ ეტყობა თქვენი შაკიკი მოგშვებიათ.

– საძაგელო! წაიბურტყუნა ნელის ხმით მადამ ბალიელ. – ყმაწვილმა კაცმა ქუდი მოიხადა და პატივის ცემით თავი დაუკრა.

– უმადლოვ, ფიცის გამტეხო! ამბობდა მომეტებულის სიმხურვალით ქალი.

ამ სიტყვაზე ლაბუასიერმა, პასუხის მაგიერ, უფრო დაბლა დაუკრა თავი.

– გლახავ! დაიყვირა ბოლოს მადამ ბალიელ მომეტებულის სიანჩხლით.
– ეხლა ნება მიბოძეთ, რომ შეგინიშნოთ, რომელ სიანჩხლე თქვენ გაცთუნებთ, უთხრა მან ირონიულად (иронически) დაცინებითის ღიმილით– გლახას ეკიპაჟი როდი ექნება, და მე კიბესთან მიდგას.

– მადლობა უმეცართ, რომელნიცა აგრე თვალ დახუჭვილნი გენდობიან, მეც კი მაგ ანგარიშში ურევივარ.

– თქვენ თქვენს თავზე ტყუილათ მზაკვარებთ, აგრეთვე ჩემზე, ქალბატონო; მგონი თქვენ საკმაო ჭკუა გაქვთ, რომ თქვენ ნებას არავის მისცემთ მოტყუებისას, ხოლო მე უფრო მაკლია...

– სიპლუტე? უკაცრავათ, თქვენ ერთი ორათ ეგე მომეტებულათ გაქვსთ, მინამ საჭიროა; გარნა გაკლიათ ერთი ღირსება.
– რომელი? ნება მომეცით გკითხოთ.
– სიფთხილე; თქვენ ადრევე უნდა გეფიქრებინათ, რომ მე თქვენი მტერი შევაქნებოდი საშიშარი, შეურიგებელი, შეუწყნარებელი!

– არა გნებავთ დაბძანდეთ, ქალბატონო? უთხრა ლაბუასიერმა საწყენათ ცივის სისხლითა; მე ვხედამ, რომელ ჩუჱნი ლაპარაკი გრძელი იქნება და ღირსი სმენისა, და მე არ მიყვარს ზეზე დგომით ლაპარაკი.

თხოვნას აღარ მოუცადა, ჩაეგდო კრესლაში და გაიწოდა ფეხები შინაურულათ, თითქო თავის სახლში იყო. იმის მაგალითს არ მიხედა მადამ ბალიელმა და დრამატურღულათ (თიატრულათ) გამოიჭიმა.

–ეხლა ქალბატონო, მიუგო ლაბუასიერმა: – თუ გნებამთ საუკუნოს დასწულებამდე გელაპარაკებით; როგორც მე თქვენ სახეს უყურებ ადვილი გამოცნობია, არის აღრეული ტრაღედიულის გრძნობით. გთხოვთ ეხლა მიბრძანოთ, რით გაგარისხეთ თქვენ?

– უცხოა, აქა ხართ და კიდევა მკითხამთ ჩემის გაწყრომის მიზეზს! დაიყვირა მადამ ბალიელ ამპარტავნებით.

– ჰო! მესმის, უთხრა ლაბუასიერმა. – ჩემი ამ ოთახში ყოფნა თქვენ თვალში დიდი შეცოდებაა; მაგრამ, იქნება მე რომ იქ ვიყო, ზეით, მაშინ ადვილათ მომიტევებდით?

ასე რომ ამბობდა ზეით ლამფას ა ჩუჱნებდა, რომელ ზედაც იყო ოთახი მადამ ბალიელისა.

ამ საშინელს უგვანო შეურაც ჰყოფაზე, მადამ ბალიელმა ხელები დაიფარა პირზე.

– ღირსი ვარ მაგ გაკიცხვისა, მიუგო მან გულ ამოსჩვნილის სიტყვით: – გარნა კეთილ შობილი კაცი არ ისარგებლებდა მაგით.

– პატიოსნება, ქალბატონო ეკუთთვნისთ დედაკაცთ და მამაკაცთ, თქვა შეუწყალებელმა ლაბუასიერმა. – ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველი გასაკიცხავი სიტყვა არის ორ პირი მახვილი; რიგიანათ უნდა ხმარება, თორეე დასჭრის. რასა ნიშნამს, რომ თქვენ აქა ხართ? რამ მოგიყვანათ აქა? რა განძრახვა გქონდათ?

მადამ ბალიელ, ისე ბძანებლობდა თავის ქმარზედ, ქალზე და სიძეზე, და აქ კი ტითქო დაკარგა სრულებით სიმხნეი თვისი კაცის პირ და პირ, რომელსაც თავის სისუსტის გამო მისცა ძალა, რომელიცა ისრე შეუწყნარებლათ ხმარობდა მას.

ადოლჶინა გიყვართ? უთხრა მას წაჩურჩულებით.

– არა და ვისი ბრალია? ჰკითხა მან გაგძელებით.
– თქვენ მაგას აღიარებთ? დაიყვირა ქალმა მთრთოლარემ.

– მარა მეტი ღონე მაქვს, გეფიცებით! თუ მართალი გინდათ, ძალიან გულით მინდა თქვენი მოტყუება; გარნა ამ წუთში, რა ჩვარდნილ ვარ მახეში, რომელიც თქვენ მოგიმზადებიათ ჩემთვის, არ შემიძლიან არაოდეს ტყუილის თქმა; და მაშ ჰსწორე უნდა გამოგიცხადოთ და აღვიარო ჩემი შეცოდება, გარნა სრულებით პასუხის მგებელი მე მარტო არა ვარ; თქვენ დანაშაული გაქვთ.

– მე?

– დიახ, რადგან თქვენ მე მამტყუნებთ, ნება მომეცით თავი ვიმართლო; ეს სამი წელიწადია რაც მე გაბმული ვარ თქვენის ჯაჭვით; ხოლო ეს მიბძანეთ ვინ მირჩევდა მე რომ მე ჩუჱნებინა სიყუარლი თქვენი ქალისათვის, რომლითა დაფარულ იყო ყოველი ეჭვი თქვენის ქმრის მხრით? თქვენგან არ იყო? უცხო რჩევა იყო და მე მივყე დარიგებას ყოვლის ჩემი ბეჯითობითა. რა გამოვიდა იქიდან? ძალიან ჩვეულებრივი საქმე, რომელიცა თქვენ უნდა ადვილათ წინათვე გეგრძნოთ: შეყვარებელის როლს ვთამაშობდი, მართლათ კი შემიყვარდა.

– როგორა ჰბედამთ და ამეორებთ თქვენს მაგ ლაპარაკს? მიუგო მადამ ბალიელ, რომელიცა ხელში დანასა ჰკეცდა. სპილოს ტარიანს.

– კარგი რომ ეგ ხანჯალი არ არის, თქვა ლაბუასიერმა დაცინების სიცილით.
– აღტაცებულმა სიანჩხლისაგან, მოტყუებულმა დედაკაცმა დაიჭირა ორსავე ხელებში დანა გატყდა და ნამტვრევი მიუყარა ფეხ ქვეშ ორგულსა საყვარელსა.

– ხანჯალი ცუდი იარაღია სისხლის ძიებისათვის, უთხრა ქალმა: – მალე ჰკლამს.
– ჩუჱნ გვაქვს ნელი საწამლავი, მიუგო ღიუსტავმა გაცინებულმა.

– რაც უნდა სიტყვა მარჯვე იყო, აგრუ ნუ გგონიათ, თქვენ ვერ ასწავლით ქალს სისხლის ძიებას. აქ არ იქნებიან მოქმედებაში არც ხანჯალი არც საწამლავი; მაგრამ თქვენი დაქცევა, თქვენი სირცხვილი, იქნება ჩემი თქვენდამ – შურის გება! ხედამთ ამ დანას... ერთ თვეს უკან თქვენც აგრე გაგხდით ჰსწორეთ.

ლაბუასიერმა აიღო დანის ნამტვრევები დახედა მას ძალდატანებითის შეწუხებით.

– იცით რა? თქვენ მე მაშინებთ,მიუგო მან ურცხვის სახით.– გონიათ მეც ისეთი ხმელი გასატეხათ, როგორათაც ეს ძვალი.

– გაიცინეთ! მიუგო მხეცურის სახით, მადამ ბალიელმა: – გაიცინეთ, მანამ სხვები გაიცინებდენ თქვენზე.

– თუ ვიცინი, ქალბატონო, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს ხუმრობას და სიბრიყვე იქნება ჩემგან თუ მეც ხუმრობით არ მივიღე.
– ჩემს ხუმრობასა?
– მაშ რა დავარქო მაგ მუქარეებს? თქვენ მგონი არ ინებებთ, რომ მე ეგენი სურიოზნათ (მართლათ) მივიღო?
– მე მგონი სურიოზნი იყოს, მიუგო გაკიცხულმა ქალმა.

– მაშ იქნებით და განმიცხადეთ ყოველივე. თუ გიამებათ თავით ფეხამდე თრთოლას დავიწყებ; მაგრამ მაინც კიდევ არ მესმი რისთვის?...

ამ სიტყვაზე მადამ ბალიელმა ასეთი მრისხანე თვალით შეხედა თავის უწინდელს საყვარელს, რომელშიაც გამოიცხადებოდა სიძულილი, რომელნიცა ხშირად არიან შემდეგ შეცოდებითსა ვნიბათა შინა.

– მე სუსტი ვიყავ და თქვენ ბრმა გეგონეთ, უთხრა ქალმა ნელის ხმით – ორჯერ მეტათ გამოსცადეთ ჩემი თქვენ დამო ერთგულება. დაჩვეული მოტყუებისა, თქვენ თქვენს კეთილის მყოფ ქალში ხედამდით მხოლოთ... ლაბუასიერს უნდოდა ლაპარაკი. – ხმა არ ამოიღოთ! ქალისა თვის ის სახელი საშინელია! მე მისგან ვწითლდები. არც მე და არც თქვენ არ შეგიძლიათ ამის გადარქმევა... თქვენი კეთილის მყოფი დედა კაცი რადგან იყო ერდგულობით ბრამა, რა საკვირველია შენისთანა კაცისა თვის მოტყუება იყო ადვილი და მაზე იყო დაფუძნებული თქვენი საქმე. თქვენ ვერ მიხვდით, რომ იმ ქალს შეეძლო ჰქონიყო სიყვარული მის კაცისა უპატივცემოთ; ეს იცით თუ არა. თუ ჯერ არ იცოდით. თქვენი ეგ ვაჭრობითი ანგარიში, ამაღლებული სახელები. რომელსაც თქვენ ირქმევდით, ნისია, რომელთაც თავი მოგწონდათ, გარეგანი ბრწყინვალება, ფაიფურობა, რომელთაც ხართ შეცული, სულ ეგ მო ჩუჱნებაა პლუტობაა! თქვენ არაფერი არა გაქვთ რა... მაგრამ უკაცრავათ! მე შევცდი, თქვენ კარგი სასარგებლო საქმე გიჭერიათ ხელში, თუმცა ეგ საქმე მართებლობისაგან დევნული...

– ქალბატონო! დაიყვირა ლაბუასიერმა, წამომხტარმა სიანჩხლით.

– დამშვიდით! ჯერ მე სულ არ გამითავებია, მიუგო მადამ ბალიელ: – მე თქვენ გიცნობდიტ და ასე გავსულელდი, რომ მე თქვენ შეგიყვარეთ. იმედი მაქვს ეგ დანაშაული მეპატიება; რადგან საქმე ესე თვითვე მსჯის. რა თქვენ გიცანით მე თქვენ გემსახურებდით დაუზოგავად თავისა, შენი მხარე მეჭირა და ყველას ვარწმუნებდი თქვენს სიცრუით მოგონებაზე. თქვენი გულისთვის არა ვზოგამდი და თითქმის ვღუპამდი ჩემ საკუთარ ქონებას; ჩემ ქმარს მე არ მივაცემინე ჩემი ქალის მზითვიდან ფული? დღესაც, თქვენთვისვე მე მზა ვიყავ კიდევ მომეხდინა ეგ საძაგელი საქმე ... დიახ, საძაგელი; ამისთვის, რომ მე ვიცოდი სადაც ის მოცემული ფულები წავიდოდა. აი მე რა ვქენ თქვენთვის, და აი თქვენ როგორ სამაგიეროს მიხდით! ო! ღმერთი მართლ მსაჯულია! მე დიდი დამნაშავე ვარ.

მადამ ბალიელ პირზე ხელი მიიფარა და დაჩუმდა, სახე მისი წარმოადგენდა მწუხარებასა და სისუსტესა.

ბევრჯელ დაივიწყებენ შეურაცხ ყოფასა, გარნა ძვირად აპატიებენ? მათ, რომელის შეურაცხ ჰყვეს, თუ ლაბუასიერისა თვის ეღალატნათ იქნება შესაძლოც იყო, იმისი ბოროტი ხასიათი დარბილებული იყო წინაშე დამნაშავისა; გარნა რა ნახა ქალი ასეთსა ვნებასა შინა, რომლისა სიმყურდოე მის თვის იყო ჩალათ, მოვიდა იგი მხეცურსა უანგარიშოსა სიანჩხლესა.

– სტირით? ცივათ უთხრა მან. – ტყუილათ! მე არ გირჩევდით; მაგითი მოაკლდება რამ თქვენს სიმშვენიერეს, მეტადრე პირის ფერს.

– ახ! მართლა მე დამავიწყდა, რომ ფერი მაქვს წასმული, დაიყვირა მადამ ბალიელ აკანკალებულის ხარხარით.

ხელსახოცი მიიდო თვალებზე და შემდეგ აჩუჱნა თავის შეუბრალებელს სახე თვისი: აღრევა შეიცვალა სიმყუდროეზე. გარნა სიმყუდროე იგი იყო უმეტეს საშიში ვინემ სიანჩხლე.

– ახლა იცოდეთ მიუგო ქალმა: – ეს საჭიროა თქვენთვის საცოდნელათ იქნება ცოტა მოიფუშოს სიმტკიცე თქვნის სულისა: მე ყოვლისა ჩემისა მეცოდინეობითა ვიბეჯითებ. თქვენს დაღუპვას, ისრე ბეჯითად, როგორათაც პირველათ ვბეჯითობდი თქვენს სამსახურს. გულის მხრიდამ დაუმარცხებელი ხართ; და იმ მხრიდამ არ დავიწყებ მე.

– მაშ თქვენ ემუქვრით ჩემს ქონებას? ჰკითხა ლაბუასიერმა დაუდევნელის სიცილით.
– კარგი ქონებაა! მე თუ ხელი ავიღე ერთიან ჩაიფუშება.
– თქვენ მაგას არა იქთ.
– დაწყებულიც არის.
– მართლათ?
– მე დაგპირდით სახვალიოთ ათი ათას ფრანკს...
– მე იმედი მაქვს, რომ მივიღებ.
– ტყუილათ! მე თქვენ გირჩევთ სხვაგან მონახოთ სადმე.

– ლაბუასიერ უფრო ნებიერათ გაიშიმა კრესლაში, უმაღლე აიღო თავი.

– ეხლა სასიამოვნოთაა ვხედამ, რომ ჩუჱნ გამოცანის ბოლოსთან მივედით. აქამდენ ყვედრება, ოხვრა, ქვითქვითი, წყევა და სხვა ამ გვარი საქმე იყო პირველი მოქმედება თქვენის კეთილ მეტყველებისა. მე უნდა მეთამაშნა ვნებებლობითი როლი გამგონისა და არ შეიძლებოდა, რომელ მეც თქვენთან მეტადრე ვნებაში და ტანჯვაში ვყოფილ ვიყავ. გარნა რადგან ეხლა დაიწყობა ნამდვილი ლაპარაკი, ამისთვის გთხოვთ ნება მომცეთ მეც ერთი ოდენის სიტყვისა. უმორჩილესათ გთხოვთ, გამიგონეთ ერთს მინუტს რიგიანათ!

ლაბუასიერ შედგა და თქვა ამაღლებულის სახით:

– აქ წინაშე თქვენსა არის კაცი ორსა სახესა შინა: ერთი მხრით სოფლიური, მეორე საქითი. ჰსწორეს მოგახსენებ, პირველს აქვს თქვენთან დანაშაული. დამიძახეთ მე ფიცის გამტეხი, უმადლო, დონხუანი, ლოველასი[3], ეგ ყველა მართალი იქნება; რომ მომკლათ ღირსი ვარ! ასე ლაპარაკობს სოფლიური კაცი. მოქმედი კაცი სულ სხვაა! ამის თვის თქვენს მსაჯულებას და უფლებას ჩემს ბუნაჟნიკზე მე სრულებით არ აღვიარებ და არც მოგცემთ ნებას ერთის სიტყვით: მე კარგა განვარჩევ სპეკულიატორს (გამომრჩო კაცსა) საყვარელისაგან, და ვგონებ, რომელ პირველს არ მოუხდება სრულებით გადაიხადოს ვალი მეორისა. ხვალ უფალი შოდიე უნდა მოვიდეს ჩემთან აკციის სასყიდლათ. მე მაქვს იმედი,თქვენ ამტვენს სიკეთეს იხმარებთ, რომელ არ დაუშლით საქმის დაბოლოებას.

– შოდიე არ მოვა თქვენთან, უთხრა მაღლა მადამ ბალიელ.
– მოვა, მიუგო სპეკულატიორმა.
– მე რომ არ მივსცემ ნებას.

– მე თქვენ იქამდენ არ მიგიშვებთ, რომ დაუშალოთ. რა ეს გამბედავი სიყვები თქვა, ლაბუასიერ ადგა, გულს ხელები დაიკრიფა და ამპარტავნებით აიღო თვი, შეხედა მას დედაკაცსა, რომელსაცა ავიწყდებოდა სისუსტე თვისი, ჰბედამდა წინააღმდეგობასა.

– გესმით ჩემი, უთხრა მან ბრძანების ტონით (ხმით): თქვენ არ უნდა უთხრათ ჩემი საქმე არც თქვენ სიძეს, არც თქვენ ქმარს, არც არავის ასე გასინჯე სხვას; თორემ... გეშინოდეთ! თქვენ დიდი ხანი არ არის რაც ბრძანებდით ჩემს გაუფთხილებლობაზე, თქვენს სიფრთხილეზე რაღა უნდა ვთქვა? განა დაივიწქეთ ყოველი? თქვენ ამბობთ რომ ჩემი კრედიტი (ნისია) თქვენს ხელში იყოს; მაგის მაგიერი თქვენი პატიოსნება ჩემ ხელშია. თუ თქვენ მავნებთ მეც გავნებთ! მახვილი მახვილზე; ვნახამთ მაშინ ვინ ვის დაამარცხებს. თქვენი ქცევა, კეთილი ხმა, რომელიც აქამდინ ფარისევლობით იყო დაფარული, ერთი ჩემი სიტყვვით გავაქრობ. იქნება გეგონოთ, რომ იმტვენი კეთილ მოქმედება იყვეს ჩემში, რომელ არა ვსთქვა სიტყვა ისა? ჰა? მე გამომრჩო ვარ! (ანუ ჩარჩი) კარგი! ერთი თქვენ რაღა ხართ, ქალბატონო?

– უბედური დედაკაცი ვარ! თქვა მადამ ბალიელ ღრმათ აღმომხვრელმა.

– ჯერ კიდევ გექნებათ დრო ილაპარაკოთ თქვენს უბედურებაზე, როდესაც კეთილ მოქმედება დედაკაცობის და სამაგალითო დედების ხარისხიდან, ჩამოგიყვანთ საკადრის ალაგს.
– ეგ როგორ შგიძლიანთ თქვენა ჰქნათ.

– თუ სუსტი ხსომიერება გაქვთ, მაშ ნება მომეცით მოგაგონოთ, რომ მე მაქვს თქვენგან ჩემთან მოწერილი წიგნები ორმოცდა სამი.

– მაშ არ დაგიწვამთ ისინი, როგორც პატიოსნებით მეფიცებოდით? დაიყვირა გაყვითლებულმა მადამ ბალიელ.

– პატიოსნებით! განა თქვენ თითონ არა თქვით, რომ მე არა მაქვს პატიოსნება! რისთვის დაიჯერეთ ჩემი ფიცი? არა, ქალბატონო! მე აგრე უგუნური არსად ვყოფილვარ, რომელ მე დამეწვა თქვენი მიწერ მოწერის წიგნები; დღევანდელმა ლაპარაკმა დამიმტკიცა სრულებით, რომ მე მართალი ვარ. თქვენი წიგნები იმ გვარი არ გახლდათ, რომ დამეწო, მე თუ გამცხადდა იგინი, მაშინ უთუოთ ძალიან იმოქმედებენ.

– მე კიდევ ვერ გიცნობდით, დაიყვირა ადოლჶინას დედამ და დეეცა კრესლაზე; უკანასკნელმა ამბავმა, ეტყობოდა, რომ სრულებით გაათავა.–

გაჩუმდა ისა, ლაბუასიერიც ეგრეთვე; რა აღარ გაიგონა წინააღმდეგი ლაპარაკი, მივიდა იგი სარკესთან, თმა ჩამოივარცხნა, ულვაშები დაიგრიხა, ღალსტუხი გაისწორა და ბოლოს დახედა საათს.

– აი თითქმის ერთი საათია, თქვა მან, – როგორ ჩქარა გადის საათები თქვენს ახლო! ახლა კი დროა შინისკენ, ხვალ ბევრი საქმე მაქვს, და თქვენთვით მგონი უფრო სასარგებლო იქნება ადრე ძილი, რადგან თავის ტკივილი იცით, და ამისთვის მშვიდობით! ნუ გასჯავრდებით ჩემზე და გახსომდეთ. რომელ შერიგება და ომი თქვენს ხელშია; რაიცა მე შემეხება, და უფრო მშვიდობიანობა მიყვარს, და ყოველთვის წინააღმდეგ ჩემის სურვილისა ვაჯავრებთ ქალთ უფალი შოდიე დამპირდა მოსვლას ჩემთან ხვალ პირველ საათზე. თუ არ მოვიდა ანუ მე შევამჩნიე იმის ქცევაზე, რომელ თქვენ გითქვამთ რამე, მაშინ სრულებით დარწმუნებული იყავით, რომელ (სანტიმენტალნის) საგრძნობელნი მიწერმოწერა თავისას აღასრულებს... მაშინვე ნება მომეცით მოგახსენოთ ღამე მშვიდობისა.

ლაბუასიერმა დაცინებით დაუკრა თვი ქალს, რომელიცა მის თვალში იყო დაცემული, და მივიდა ფანჯარასთან. უნდოდა უკვე წასვლა; გარნა უეცრათ მობრუნდა.

–კარგა მომაგონდა უთხრა მან: – ზეგ თქვენთანა ვარ სადილათ. მე ჩემს სიტყვას აღვასრულებ, იმ იმედზე, რომელ თუმცა ცოტა არეულობა მოხდა დღეს, მაინც თქვენ მიმიღებთ ადრინდელივით კეთილსულობით.

მადამ ბალიელმა არა მიუგო რა; იგი იყო მკვდარსავით. ლაბუასიერმა კიდევ შეხედა მას სიმძულვლით და ახადა ფარდას. რა გავიდა მინუტი, ფანჯარა ნელა მოიხურა და იგი წავიდა ყოვლის რისამე შეუმთხვევლათ.

პირველ ციების შემდეგ, მადამ ბალიელ საჩქაროდ ადგა, აქეთ იქით დაათვარიელა, ფაციფუცით წამოისხა შალი და გავიდა ოთახიდან. რა გაიარა კორრიდორი, დარწმუნდა იგი, რომელ არავინ იყო მოწამე იმის დაცემისა. ბენუა შოდიე წავიდა ისრე, რომელ არაფერი მიზეზი არა დააგდო რა, რათა შეენიშნათ იმისი კარებს უკან ყოფნა. მან ქალმა ნახა, რომელ სულ ერთიან კარები ღია იყო. როგორათაც ადრევ; ამისთვის არა დაუშლიდა რა მას თავის ოთახში მისვლას. გარნა იქ ღონე მას სრულებით მიეღო და თითქმის დეეცა სკამზე. ადოლჶინა სამი საათი იმყოფებოდა საშინელს მწუხარებასა და ტანჯვაში, და თითქმის რომ არ ეძინა სოფაზე; გარნა კარების გრიალმა გაუფთხო ძილი, და დაჯდა ხმა ამოუღებლათ ელოდა გაბედვით ახალს ბუქსა.–

დედა და ქალი რამტვენიმე ხანი ისხდენ ერთი ერთმანეთის პირ და პირ უძრავათ და ხმა ამოუღებლათ. შესაძლებელი იყო გეფიქრათ თითქო მათ ეძინათ, თუ მათი დაღრუბლული შეხედვა ერთი ერთმანეთისას არ დაემტკიცებინა წინააღმდეგი. თუმცა ადოლჶინას არა ჰქონდა ეჭვი თავის დედის სისუსტეზე; გარნა რაღაცა შინაგანი გრძნობა ეუბნებოდა მას რომელ დედასა თვისსა შინა დაინახავდა თვით შეუწყალებელს და უსამართლო მსაჯულს. თავისი მხრით მადამ ბალიელ ხედამდა ამ მშვენიერ ქალში პირველს მიზეზს თვის შწუხებისას. ხანდის ხან თითქო ავიწყდებოდა, რომელ იგი იყო ქალი მისი და ხედამდა მას მხოლოდ რაყიფად; მაშინ შეხედვა მისი აღენთებოდა სიმძულვარის ცეცხლითა და უკლამდა გულს შეშინებულს ადოლჶინას.

ორითავე მხრით იყო შეურყეველი სევდიანი სიმყუდროვე, ყოველს მინუტს უფრო და უფრო ემატებოდა სევდის მომგვრელი, უფრო შესაწუხებელი და გაუძლებელი სიჩუმე. მადამ შოდიემ გაბედა ბოლოს ამა სიჩუმისა გატეხა.

– ნება მექნება ჩემ ოთაში წასვლისა? უთხრა მან ნელის ხმით, რომელიცა ისრეთ წინააღმდეგად აჩნდა ესე სიტყვანი მორჩილებითსა სახესა. –

მადამ ბალიელს მოუვიდა ფიქრი, რომელიცა მხოლოთ მოუვათ იჭვიანთ და შურიანთ: „იქნება ის არ წასულიყვეს!“ ფიქრობდა იგი: „და იქნება მე რომ გამოველ ისევ დაბრუნდა!“

– თქვენს ბრძანებას ველი, უთხრა ადოლჶინამ უკმაყოფილო დედის სიჩუმეზედ.

მადამ ბელიელ უნდობლათ შეხედა მას:

–ხომ ხედამ რომ ავათა ვარ უთხრა მან. გარნა თქვენთვის ძნელია ერთი ღამე უთიოთ შეწუხებულს დედას?

– ვინც ავათ არის ის ყოველთვის ცდილობს დაწოლას, უთხრა ადოლჶინამ წყენით.

მადამ ბალიელ ადგა დიდის გაჭირვებით და გაიარ გამოიარა ოთახში. მძრწოლარე ციებისაგან. თუმცა შვილური სიყვარული ძრიელ ნაკლებათ იყო გულსა შინა ადოლჶინასასა, გარნა რა ნახა სისუსტით ძლივ სიარული დედისა, არ იყო რომ არ შეწუხდა.

– რა რიგათა კანკალებთ! უთხრა მან და ჩქარობდა დაჭერასა მისა. – დაჯექით, მადლენას დაუძახებ; იმან უფრო უკეთ იცის ჩემზე რაც საჭიროა. თქვენ ჰსწორეთ გაციებთ.

– არაფერია, საჭირო არავინ არის ჩემთვის უთხრა მადამ ბალიელ და დაწვა, ნებაც არ მისცა თავის ქალს ტანისამოსი გაეხადნა მისთვის.

ადოლჶინა ხელ ახლად დაჯდა სოფაზე, და ორთა ქალთა ისე ულაპარაკოთ გაატარეს მთელი ღამე ამა ორთა ქმნილებათა შორის, რომელნიცა ბუნებით იყვნენ ისრე ახლო დაკავშირებული, დაიდო საშინელი სამძღვარი. ამ სამწუხარო ლაპარაკში, სადაც ეხლა უფლებდა ჯავრი და ეჭვი აღარ იყო არცა დედა არცა ქალი. აქ მხოლოდღა იყვნენ ორნი ქალნი ერთი ერთმანეთის რაყიფნი.–

პირველმა სხივმა მზისამან, შიში ეჭვისა განფანტა მადამ ბალიელის გულში.

– დაიღალეთ უთხრა ადოლიფინას: – დაიძინეთ: მეც ვეცდები
ძილსა.

მადამ შოდიე საჩქაროთ წავიდა თავის ოთახში, იმედეული იქ მაინც მოესვენა პატარა.

რამტვენსამე საათს უკან უფალი ბალიელ შვიდა ცოლის ოთახში და დადგა გაკვირვებული მის ავათ მყოფურის სახისა გამო.

– მე გავიგონე, რომ ადოლჶინა მთელი ღამე შენთან ყოფილა, უთხრა მან მონაწილეობით, რატო მე არ დამიბარე? მე თავს არ დაგანებებდი: ქალზე მე უფრო მხნე არა ვარ.

ამა ყვედრებამ სიამოვნების მაგიერ, უფრო გააჯავრა ავათ მყოფი. წინადღეს იმტვენი შეურაცხ ყოფა აიტანა და ახლა რა ნახა ქმარი თვისი, ხელ ახლათ განეღვიძა მასში სიანჩხლე საწყალი თითქო განგებ მოვიდა, ამისთვის, რომ თავის თავზე მიეზიდნა ავდარი წყრომისა.

– გუშინდელმა თვენმა კერპობამ მიყო ესა, უთხრა მან წყენით. – თქვენმა გუშინდელმა სულელურმა ლაპარაკმა ციება მომგვარა. ახლა კმაყოფილი ხართ თუ არა?

– მაშ ჩემო სიყვარელო. უთხრა მორჩილებით უფალმა ბალიელ: – დაგავიწყდა? მე აღვასრულე ყოველივე, რაც შენ გინდოდა. ლაბუასიერმა მიიღო დღეს ათი ათასი ჶრანკი.

ამ სახელზე მადამ ბალიელ შეძრწუნდა.

– ვინ გითხრათ, რომ აგრე ჩქარა მიეცითო?
– თუ არა ვცთები შენ თითონ მიუგო ქმარმა, გაკვირვებულმა ცოლის კითხვაზე.
– მე მაგაზე ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მე სრულებით თქვენთვის დრო არ დამინიშნავს; თქვენ ყოველთვის სხვა რიგათ გესმით ჩემი სიტყვა.

– ჯერ არ მიმიცია, დაიყვირა საწყალმა სიამოვნებით, რა გაიგონა ესე სიტყვები და რომელსაც არ უნდოდა ათი ათასის ჶრანკის გადაყრა რაღაც წაუხდენელ პარახოდების აკციების სასყიდლათ: – თუ შენ გნებავს, შენ ერთი სიტყვა მითხარ, და ეხლავ მივწერ ლაბუასიერს, რომ იგი აღარ მოელოდეს ჩემგან იმ ფულის მიღებას.

– მაგას ვინ გეუბნებათ? უთხრა მადამ ბალიელ მწყრალის ტონით: მოაგონდა მუქარის სიტვები თვის საყვარლისა.

– შენ ხომ იცი, რომ ის ფული მე მაქვს. მიუგო საწყალმა მოხუცმა: – მხოლოთ ეს არის, რომ შოდიეც უთუოთ ნდომობს აკციებს და ორმოცდა ათი ათას ფრანკს აძლევს, და ამ სახით ჩუჱნი ერთიან ქონება ლაბუასიერის ხელში იქნება, ამას კი ნუ იფიქრებ, რომ მე იმაზე ეჭვი მქონდეს, მაგრამ ცუდია ჩადება ერთიან კვერცხებისა...

– შოდიე აკციებს ყიდულობს? დაიყვირა მადამ ბალიელ, ეუცრათ ამდგარმა.
– ორმოცდა ათი ათასის ჶრანკისას; განა არ გითხრა იმან შენ?
– როდის აძლევს?
– დღესა შოდიე ეხლავ მიდის კიდეც.
– წადი ეხლავ ამასთან და ამ მინუტში აქ მოიყვანე, უთხრა ავათმყოფმა ასეთის ტონით, რომელ ქმარი მორჩილების მაგიერ, დარჩა კრავატთან პირ ღია.
– რაღას უყურებთ? დაუყვირა მჭახეთ.
– მივდივარ, მივდივარ, ჩემო მეგობარო; ნუ ჯავრობ, უთხრა მოხუცმა და წავიდა საჩქაროთ.

– შოდიე მარტო მოვიდეს! მიჰყვირა ქალმა უკან. ათი მინუტის შორის, რომელიც გავიდა მანამ ქმარი წავიდოდა და ან სიძე მოვიდოდა, მადამ ბალიელ გასინჯა რაც საშინელი უფსკრული ელოდა მას. რა ნახა რომელ მისთვის ყოველივე იყო დაკარგული, ბოლოს განსწირა თავი თავისი ყველასთვის, რაიცა საჭიროება ითხოვდა და თუმც ცოტა რამ იყო, მაგრამ შველის იმედი იყო.

– ახლა მივხვდი იმ კაცის შავ გულს, ფულია იმისი სასუფეველი! მე იმისთვის უყვარდი, რომ ჩემით გადეტანა თავის თვის ყოველი ქონება ჩუჱნი; დღესაც იმის იმედი, არის რომ ჩემზე ისევ მოქმედება აქვს, რომელ უთუოდ ხელს მაწერინებს ჩემს დაღუპაზე; ეს კიდევ არაფერი: ჩემი სიძის სიმდიდრეც მაქვს! ადოლჶინა მისთვის არის, როგორათაც მე, ამ საქმეში პირველი იარაღი. საწყალი ქალია! იმასა ჰგონია, რომ უყვარდეს ისა! განა მე უყვარდი?... თუ ის წიგნები იმის ხელში დარჩა, მე დაღუპილი ვარ! რა ისინი ხელში უჭირავს, იმედი აქვს ჩემი მორჩილებისა, რომელი დედაკაცი დადგება უნამუსობასა და სიღარებასა შორის? რაც უნდა იყოს ის წიგნები უნდა უთუოთ ჩაეგდო თუნდა ოქროს წონათ კი არა, სისხლათაც დამიჯდეს.

ქალები თუმცა არ გადიან დოელში, და უბრალო საქმეთ სთვლიან ამ ნაირსა შემთხვევას; გარნა კაცნი თვით უმხნესნი რიგათ მიიღებენ. ქალი რომელსაც გულს შამოეყრება ქინძის თავსაგან, ის შემცოდეთ შერაცხს იმ კაცს, რომელიც დოელში გამოითხოვეს და არ გავა. ეს სივაჟკაცე კარსეტში უფრო ბეჯითდება, ამისთვის, რომ მათთვის საშიში არა არის რა. ამ გვარ რომანიულის ვაჟკაცობა ქალებისათვის, დუელი პირველი ღონის ძიებაა, რათა მით აჩუჱნოს თავის კეთილშობილება.

რამთვენსამე მინუტის შემდეგ, მადამ ბალიელმა გარდასწყვიტა, რომელ იმის სიძემ ლაბუასიერი უნდა დოელში გამოითხოვოს.

უეჭველი მიზეზი დოელისა იქნება იმის წიგნუბი, როგორც წეეკითხა მას ბევრს რომანში. რა საკვირველია მცა და ქვეყანა იქნება სიმართლის მხარეს და დაჭრილი ლაბუასიერ მისცემს წიგნებს. თუ ვინიცობაა, უბედურობა იქნება და შოდიე დამარცხდება, მაინც მაშინაც ის საქმე მეტს ვეღარასა იქს, რომელიც მას აშინებდა.

ამ დროში მადამ ბალიელ იმდვენათ შეიძულა ლაბუასიერ, რამდვენათაც აქამომდე უყვარდა, და სრულებით აღარა ჰსწერდა იმ საქმეზე, რომელიცა მისთვის იყო საშიში, ხანდისხან ეგონა მას ქალს, თითქო ხედამდა წინააღმდეგსა თვისსა, მძიმეთ დაჭრილსა, რომელიცა უკანასკნელს სულს ლევდა იმის ფეხ ქვეშ როგორათაც მონალდე ფეხ–ქვეშ ხრისტინასა, და ტყუილათ იხვეწდა მიტევებასა. ახლა ბენუა შიდიეს უნდა შეეტყო: ამტვენს ერთგულებას აჩუჱნებდა, ან სხვის საქმეს იკისრებდა.

იმის ფიქრით სიძე იყო ძალიან უსიამოვნო პირი თვალისათვის გარნა საჭირო შინაობაში, – პირი, შემდგარი ხორცისა და ძვალთაგან, სახმარი მხოლოდ, სტოლზე ხორცი დაეჭრა, შალი, მანტილია ეტარებინა, აღესრულებინა ბძანება კარეტის მოტანისა, ხმა მაღლა ჟურნალის კითხვა და სხვანი. სხვა შემთხვევაში უმაღლესი სამსახური ჰქონდა მას, როდესაც ფული შემოაკლდებოდათ, მაშინ ნება ჰქონდა იმას თავისა საკუთარი ფული მირთმევისა; ყოველ მათ აბიდაზე თავი უნდა მოეკლა,და ამისთვის შოდიე ბრიყვი იქნებოდა, თუ სიამოვნებით არ აღასრულებდა ამ თანამდებობას. მადამ ბალიელ ამაზე სრულებით გულ დაჯერებული იყო და ელოდა მხოლოდ თავის ფალავანს. ფალავანმაც არ დაიგვიანა მის წინაშე მისვლით თავის მუდმივის მძინარე დაუდევნელის სახით.

– პარიჟში მაბარებთ რასმე? ჰკითხა მან და დადგა რამტვენიმე ბიჯით სიდედრის კრავატთან.

– მე უფრო დიდი საქმე მაქვს მოსალაპარაკები, მიუგო მადამ ბალიელ ზვაობით: – გარნა პირველათ უნდა შემომფიცოთ, რომ არავის ეტყვით, ამ ჩემს ლაპარაკს... გესმით? ასე გასინჯე ნურც თქვენ ცოლსა.

– ტყუილათ დარიგებისა თვის თავს იტკენთ: ქალებს მიდღეში იმისთანა სალაპარაკო საქმე აქვთ, რომელიც ყოველგან და ყველასთან ითქმის.

– ეგ თქვენი კანონია? უთხრა ადოლჶინას დედამ, გაკვირვებულმა სიძის პასუხისაგან.

– ეს ბრეტონის ადაზაა, მიუგო ბენუა შოდიემ.

– შავგრემანმა და ძვლიანმა სახემ ყმაწვილის კაცისამ მიიღო ცივი გადაწყვეტილობითი გამოთქმა, რომელმანცა დიდათ იმოქმედა მადამ ბალიელსა ზედა. იმ ქალს ეგონა, თითქო პირველათ ხედამდა თავის სიძეს, და რა მოაგონდა რასაც როლს იმას უნიშნამდა, იმედი იყო, რომელ ის აღასრულებდა ყოველსავე.

– გამიგონეთ, უთხრა მან ბრძანებლობით: – და ყოველ ჩემს სიტყვას ეცადეთ მიხვდეთ. ეხლა რომ დედა თქვენიცოცხალი იყოს და ის შეურაცხყოს ვინმე, თქვენ არ დაიფარამდით? არ იხმარებდით ყოველს სიმხნეს მეცადინეობას, რომელიც ღმერთმა მოგცა, რათა დაიფარო დედა შენი და მის გულისათვის სისხლი იძიო?

– აღვასრულებდი ვალსა მიუგო შოდიემ.

– დედა თქვენი გარდაიცვალა. ამბობდა მადამ ბალიელ როგორიღაც საბრალოებით: – გარნა ქორწინებამ მოგცათ თქვენ სხვა დედა, რომელიცა, თუმცა არა ადარებს თავსა თვისსა პირველთან, მეცადინეობს რაც შეუძლიან, რათა დაიჭიროს ალაგი მის პირველისა, და თქვენდამი აქვს ჭესშარი – სიყვარული...

ბენუა შოდიემ სტყორცა შეხედვა, რომელიცა ცხადათ ამბობდა: „არ ვიცოდი თუ მე თქვენთვის აგრე ძვირფასი ვიყავი“; შემდეგ დაუკრა თავი სიტყვის უთქმელათ.

– შემდეგ ნათესაობითისა სისხლისა, რომელიცა უპირველეს არს, ამბობდა მადამ ბალიელ, – არსღა უწმინდესი მისა, რომელსაცა შეადგებს ერთი ერთი ბედნიერებითი და ღირსი შეუღლება, ჩემი ქმარი და მე თქვენ გიყურებთ ისე როგორათაც შვილს და დარწმუნებული ვარ, რომელ შემთხვევაში თქვენ აღასრულებთ ვალსა თქვენსა.

– მე მგონი, მიუგო თავმდაბლათ შოდიემ.

– დარწმუნებული ვარ მე თითონ ესრეთ: რომელ თქვენ პატიოსანი და კეთილ შობილი კაცი ხართ! ნამდვილი ბრეტონელი!

შვილმა ბრეტონისამ მიუგო ამა ქების სიტყვაზე მეორეთავის დაკვრით, უმეტეს ორნაირათ მისაღებითა, როგორათაც პირველი.

– მე რომ გითხრათ თქვენ, შოდიე: ერთმა კაცმა მძიმეთ გამკიცხა, ღრმათ და სასიკვდილოთ: მტერია იგი ჩემი, მისგან ყოველს საშინელებას უნდა მოელოდე, ჩემი ქმარი მოხუცებულია, ვაჟი შვილი მე არა მყავს, თითონ მე ერთი შეუძლებელი დედაკაცი ვარ; თქვენ მხოლოთ შეგიძლიანთ ჩემი მორჩენა, თქვენგან მოველი დაცვასა და მორჩენასა; რას განიზრახამთ ჩემო სასურველო? მითხარით...

ბენუა შოდიემ მაღლა აიღო თავი, ჭერს შეხედა, ხელები ჟილეტკის ქვეით დაიწყო და რამთენჯერმე ცერები ერთი ერთმანეთზე დაატრიალა ღრმათ ამოიოხრა.

– რას ვიქმოდი? ჭეშმარიტათ არ ვიცი, უთხრა მან რამთანსამე სიჩუმის უკან. – მგონი თქვენ ვალდებული ხართ მითხრათ ეგე როგორ უნდა ვიმოქმედო მაგ შემთხვევაში.

– ვეჟო! კაცი ხართ და ვერ გიპოვნიათ რაც უნდა მიპასუხოთ ჩემს კითხვაზე? უთხრა ქალმა, ახლათ კიდევ გაანჩხლებულმა სიძის ისრე ძაბუნად მოქცევისა თვის. – თქვენ გეუბნებიან შეუნდობელს გაკიცხვაზე, შიშზე, სიცოცხლეზე, და სიკვდილზე – და თქვენ არ იცით რა უნდა ჰქნათ! იფიქრეთ კარგა; უთუოდ ვერ მიხვდით ჩემს ლაპარაკს?

– დიახ, სრულებით არა მიუგო, შოდიემ საკვირველის ცივის სისხლით. – ბრეტონელები პატიოსანი არიან, როგორათაც თქვენ წეღან ბძანებდით; გარნა ცოტა ჭკვა ნაკლებნი არიან; ამაში მეც ჩემ მემამულეთაგან არ ვერჩევი. თუ თქვენ ცოტა გარკვევით მიბძანებდეთ იქნება მაშინ მივმხვდარ ვიყავ.

– ყბაში რომ შემომკრას ვინმემ, რას იქმოდით მაშინ? უთხრა გაწყვეტით ადოლჶინას დედამ.

– მე ორსავე ყბაში შემოვკრავდი, მიუგო ბრეტონელმა.

– დუელშიაც გამოითხოვდით თქვენს შეურაცხ? დიახ!... მე დაგიმტკიცეთ თქვენ, რომელ კავშირი შემაერთებელი ჩუჱნი, ჩემსა და თქვენსა შეურაცხ ყოფასა საზოგადოდ ხდის. მე გაკიცხული ვარ, მაშა სადამე ეს თქვენი გაკიცხვაც არის, გესმით?

– ახლა ცოტა არ არის, რომ არ მივხვდი, რაშიაც არის საქმე: თქვენ გინდათ ჩემი დოელში გასვლა? გარნა მაგაზე ნება მომეცით მოგცეთ ცოტა ოდენი შენიშვნა.

– ბძანეთ უთხრა მადამ ბალიელ, და სახე მისი აპრიალდა.

– ეს ორი თვე იქნება, მიუგო შოდიემ ჩვეულებრივის ცივის სისხლით: – ჩუჱნ ვიყავით სასტუმრო ოთახში. მე დივანზე მთვლემდა; თქვენ გეგონათ, რომე მე მეგონა, და ეუბნებოდით ადოლჶინას „შენ ხშირათ ჩიოდი, რომ შენი ქმარი სულელი იყო და უსიამოვნო; მართალია; გარნა მას არა აქვს არც ძალა ნებისა, არც ალა ხარაკტერისა; და ეს არის პირველი. შენ რასაც გინდა იმას უზამ. სულელი ქმრის ყოლა ჰსჯობია, რომელიც ცხვირით იტარება, მინამ კარგს მოლაპარაკეს, რომელიც შენი ბძანებელი იქნება“.

– მე ეგ არ მითქვამს! გააშვებინა მადამ ბალიელმა გაწითლებულმა ყურებამდე.

– უკაცრავათ, ბძანებდით. თქვენი სიტყვებიდანვე ჰსჩანს, რომელ მე არც ნების ძალა, არც ხარაკტერისა არა მაქვს, ამისთვის მე გაკვირვებული ვარ, რომე მე თქვენ მაგისთანა როლს მაძლევთ, რომელიც ითხოვს ორსავე მაგა ღისრებათ.

მადამ ბალიელ ტუჩზე იკბინა და გულში წყევლიდა თავის გაუფრთხილებლობას.

– თქვენ კიდევ პასუხი არ მოგიციათ ჩემ კითხვაზე, უთხრა ქალმა შემდეგ მცირედისა საჩუმისა.

– პასუხი გნებამთ? ბატონი ბძანდებით, მიუგო შოდიემ აურევლად. – იმავ თავით რაც მე ჯვარი დავიწერე, მე არ გამოვსულვარ იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც თქვენ დამაყენეთ. სრულებით უფლებთ თქვენს ქალზე, ხოლო ჩემს ცოლზე, და თქვენ იმას ატარებთ თქვენს რჩევაზე. მაშასადამე არ თქვენ სრული ბრძანებელი ხართ. მე თითქმის არ შემიძლიან სადილათ ჩემი მეგობარი მოვიწვიო, თქვენ ბძანებაზე არიან და არა ჩემზე; სახლში, ბაღში, ყველგან სადაც კი შეიძლებოდა რამ, თქვენ ყველა შესცვალეთ. არა მკითხამდით არც რჩევას, არც ჩემ თანხმობას; ერთი სიტყვით მე აქ ნული ვარ (არას მნიშვნელი). მე მაგაზე არ ვჩივი; მაგრამ თუ მე მაძლევენ თანამდებობასა რასმე, მაშ ვალდებულნი არიან მომცენ სარგებლობაცა იქიდან. მე თუ უფლება მქონდეს სახლობაში და გეთქვათ ჩემთვის: „სიძე! აი რა მოხდა; ეს თქვენი საქმეა“, მე გეტყოდით: „დიახ, ეგ მე შემეხება“ მაშინ საქმესაც შეუდგებოდი; გარნა რადგან აქ უფლებს კვირისტავი მაშა სადამე თავის თავი თვითონვე დაიცოს, მე იმის საქმეში არ გავერევი.

– ო, რა შემცდარი ფიქრი მქონდა თქვენზე! უთხრა მადამ ბალიელ სიანჩხლით. – თქვენ სუსტი დედაკაცი და არა კაცი ხართ; ახლა მე თქვენ პირველსავე სიტყვაზე შეგატყეთ.

– განა, მეც მეორე ქმნილება ვარ უფალი ბალიელისა?

– წადი უფალო! დაიყვირა ანთებულის სიანჩხლისაგან თვალებით: – მე არაოდეს არ მოვითმენ, რომ ჩემ წინ აგრე გაკიცხოთ თქვენი სიმამრი.

შოდიემ მესამეთ მდაბლათ თავი დაუკრა.

– სხვა არა გნებამთ რა ჩემგან? ჰკითხა მან ცივის სისხლით, რომელიცა, უფრო აანჩხლებდა სიდედრს.–

– სულელი, მხთალი! თქვა მან კბილებთა შორის, ასე რომ შოდიემ გაიგონა.

– ეს ძალიან მოსახდენია ბებერი მოარშიყესთვის, (кокетство) უთხრა ყმაწვილმა კაცმა და წავიდა კარებისაკენ.

მადამ ბალიელ შეიძრა, რათა წამომხრად იყო ქვეშაგებიდან, გარნა სისუსტით გადიქცა ბალიშებზე, წარმომთქმელი გაუგებელთა რათამე სიტყვათა. შემდეგ იმისა შოდიე წავიდა სტოლოვის ოთახში. სადაც სიდედრის ნახვის წინ საუზმეს ჰსჭამდა და ვერ შეასრულა, თავის სიმამრის მისვლით, რომელმაც გააშვებინა. ეხლა რა მოილაპარაკა სიდედრთან ხელ ახლათ დაჯდა იგი სტოლზე, აიღო ერთი ნაჭერი ბაიონის ლორისა, დაისხა სტაქანზე ღვინო და ამ სახით შეექცეოდა საუზმეს საკვირველის კარგის მადით. სტაქანს უკვე სცლიდა იგი, როდესაც უფალმა ბალიელ გააღო კარები სადილის ოთახისა და კიდევ შევიდა მასთან საიდუმლოს სახითა.

– რა ანბავი? პირველი კითხვა ეს იყო:– რა ილაპარაკეთ შენდა ჩემმა ცოლმა?

– ჩუჱნ ლაბუასიერის აკციებზე ვლაპარაკობდით, დაიწყო შოდიემ დამსხმელმა მადერის ღვინისა.
– მე მაშინვე ეგ ვიფიქრე. რომ თვისი განზრახვა არ გამოსცვალა?

– მანამ არა. ეხლავ ამ საუზმის შემდეგ პარიჟში მივალ. მართლათ თქვენა გაქვთ ის ათი აკცია, რომელიც აიღეთ რამთვენიმე თვის წინ?

– დიახ, მე მაქვს ბუმაჟნიკში, და მან ამოიღო ჯიბიდან.

– აი კალამი და საწერილი სტოლზე. მიუგო შოდიემ: – გთხოვთ ჩემ სახელზე გადმოიღოთ ეგ აკციები; მე ავიღებ იმ ანგარიშში, რომელიც ორმოცი ათასი ჶრანკი გმართებთ.

– მოხუცმა საჩქაროთ გახსნა ბუმაჟნიკი და ამიღო ათი ფურცელი. სიამოვნებით ჩქარობდა მიეცა თავის სიძისათვის; კალამი უკვე ამოავლო, გარნა უეცრად შედგა, და ხელი მისი ჩამოეშო.

– მაშ ყველაფერზე თანახმა ხართ ჩემ ცოლთან. დაიყვირა მან შემხედველმა სიძისა.

– რა საკვირველია, მიუგო შოდიემ. – ჩუჱნ ყველაზე თანახმანი ვართ, ხელი მოაწერეთ ჩქარა; მაგვიანდება; მე პირველ საათზე უთუოთ ლაბუასიერთან უნდა ვიყო.

დამშვიდებული მოხუცი დაფაცურდა წინააღმდეგ ჩვეულებისა.

– აჰა, უთხრა მან ხელის მომწერმა: – ახლა თქვენიღა მმართებს ოცდა ათი ათასი ჶრანკი. გარნა გამიგონეთ მე, საყვარელო შოდიე! კარგათ იფიქრეთ ლაბუასიერთან აღებ მიცემობა; ეშმაკი კაცია, თქვენზე მეტათ შემძლებელია, მომეტებით შემძლებელი. ოქროს მთებს დაგპირდებათ, ხოლო მომეტებულათ ნუ მიენდობით. თქვენ ალაგს ერთი კიდევ შევიტყობდი იმ პარახოდების ამბავს. იფიქრეთ: ორმოცდა ათი ათასი ჶრანკი სახუმარო არ არის; ძირს რომ იდოს ვერ ასწევთ!

– მაგაზე ნუ ჰსწუხართ, მიუგო შოდიემ სიცილით: – მე ვხედავ რომ ძალიან ცუდი გამოხატულება გქონიათ ჩემ თავზე; გარნა იქნება მე ისეთი სულელი არ ვიყო როგორც გგონიათ.

სიმამრის პასუხს აღარ მოუცადა, გამოვიდა სტოლოვის ოთახიდამ შოდიე და ათს მინუტს შემდეგს იგი უკვე იყო პარიჟის გზაზე. დაჰკრა თუ არა პირველი საათი ბირჟაზე, ისიც შევიდა ლაბუასიერთან, რომელიც იდგა ნევ–ვივიენის ქუჩაზე.

ზ.

ლაბუასიერის ოთახები არ იყო დიდრონი, გარნა ჰქონდა ის სიბრწყინვალე, რომელიცა წარმოადგენს მდიდარს კაცს. მებლიროვკაში ეტყობოდა სიმდიდრე, პირველსავე შეხედვაზე თვალს ეცემოდენ, რომელნიც ისე მოსწონთ ვიეთთამე ხარისხთ ხალხთ არამც თუ გემოსთვის, არამედ ანგარობისთვის, ლაბუასიერ ასეთ მდიდრულ ოთახში იდგა, რომელ რაც უნდა ფთხილი მოანგარიშე ფულის პატრონი ყოფილ იყო, რა ნახამდა იმის ისრე მდიდრულად დგომას ყოველი ეჭვი დეეკარგებოდა. ერთს სიმღერაში ერთი მოლექსე მადლობას ეუბნება თავის სერთუკს; ლაბუასიერ უნდა მადლობა ეთქვა თავის მდიდარ ოთახებისათვის, რომელნიცა მომეტებულათ აცდუნებენ გაუფთხილებელთ მონისიავეთ. –

თუმცა წასრული ღამე არ იყო მისთვის მოსვენებითი, რომელშიაც სამ საათს გათენებამდე მღვიძარეობაში გაატარა, მაინც დიდი ხანია რაც იგი იჯდა უკვე თავის ბიუროსთან. აბრეშუმის მწვანე ხალათი ეცო, თეთრი კაშემირის შარვალი, ფეხებზე თალათინის ტუფლები, თავზე ეხურა კიტაიის სახიანი ქუდი. პირველზე ეს ჩაცმა მოქმედს კაცს გაკვირვებდა; გარნა ახლა, რომელნიც ხაზინაში მსახურობენ, დეზებით დადიან, ამისთვის ტანის სამოსი ჩუჱნის აფერისტისა არ იყო გასაკვირვალი.

მრგვალ სტოლზე, კაბინეთში, სხვთა ქაღალდთ შორის იდო პლანი, რომელნიცა წარმოადგენდა შინაგანისა და გარეგანისა სახეობასა მის წაუხდენელის ატლანტიის პარახოდებისა.ჰსწორე უნდა გითხრათ. ძალიან მშვენიერათ იყო შეხამებული, თუმცა მათი არსება მხოლოდ ქაღალდზე იყო და ჯერ არც ერთი ხომალდი ზღვაში არა ჰსჩანდა.

სადაც ლაბუასიერ ჰსწერდა იმ ბიუროს ბოლოს იდო პოტფეილი (იასანფოზანი) წითელი თალათინისა. ღია იღო და მას შინა ჩნდა, სხვათა მრავალთ ქაღალდებთა შორის, რამტვენიმე ბანკის ბილეთები. ეს უმეცართ ხალხის მისაზიდავი მახე იყო: ფულის საქმეში, ფული ფულით მოიპოება.

ეტყობოდა, რომ მგელს მოემატებინა ახალი ბალახი, რათა მით უფრო ადვილათ მიეზიდნა ცხვარი, რომელსაცა ელოდა. შოდიე, როგორც ჩუჱნ უკვე ვთქვით, აღასრულა თავისი სიტყვა. პირველ საათზე ჰსწორეთ, შევიდა იგი კაბინეთში, საიდამაც თითქმის ყველანი მომეტებულათ თუ ნაკლებ გაყვლეფილები გამოდიოდნენ. როდესაც კარები გეეღო ლაბუასიერ დააცქერდა წინაშე მისა მდებარესა ქაღალდებს და მით აჩუჱნებდა ღრმათ გართობასა საქმესა შინა. ამ მდგომარეობაში განატარა რამტვენიმე მინუტი, არა ყორის მგდებელი მსახურის დოკლადისა (მოხსენებისა;) ბოლოს თითქო უეცრად შეხედა შოდიეს.

– ახ! უკაცრავათ, უთხრა მან, ფეხზე წამოუდგომლათ: – მე ასე გართული ვარ, რომე ჭეშმარიტად ვერ დაგინახეთ თქვენ. გთხოვ დაბძანდეთ. იმედი მაქვს თქვენ ნებას მომცემთ წიგნის დაწერის გათავებისას?

– ნუ ჰსწუხდებით მე არ მეჩქარება, მიუგო შოდიემ, ჯდებოდა რა კრესლაში.

ლაბუასიერმა დასწერა რამთვენიმე სტრიქონი, და უთხრა დაუდევნელად მაღლა თავის ამღებმა:

– აიქ, სტოლზე ჩუჱნის პარახოდების პლანი ძევს. გასინჯეთ, მინამ მე წიგნს გავათვებდე. თქვენც მიიღებთ გამოხატულებას მათ გამართულობაზე.

შოდიე მივიდა სტოლთან და აიღო სურათი წაუხდენელის ორთქლის გემისა.

– ეხლა მზა ვარ თქვენის სამსახურისა, უთხრა ლაბუასიერმა მკეცავმა ღმერთმა იცის რაღაც წიგნისა. – გარნა მანამ ჩუჱნ საქმეზე დავიწყებთ ლაპარაკს, მითხარით: თქვენები როგორი არიან? ქალები ხომ მშვიდობით იმყოფებიან?

– ჩემი სიდედრი ვერ არის კარგა, მიუგო მართლათაც შოდიემ.
– უთუოთ ცუდათ გაატარებდა ღამეს?
– აგრე მგონია მეცა.

ლაბუასიერმა ძლივ შეიკავა ღიმილი და გაათავა მადამ ბალიელის ავათ მყოფობის ანბავი, გადვიდა იმ საგანზე, რომელიცა მისთვის უფრო საჭირო იყო.

– გუშინ მე გელაპარაკეთ თქვენ, უთხრა მან დეუდევნელათ გაწოლილმა კრესლაში: – აკციებზე წაუხდენელის ორთქლის გემებისა; საკვირველათ გადის; თუ თქვენ რამთენიმე დღე დაგეგვიანათ, მაშინ გვიან იქნებოდა და ერთსაც ვეღარ იშოვნიდით! საქმე უცხოთ მიდის და უთუოდ კარგი მოქმედება იქმნება; გარნა იქნება თქვენ გსურდეთ შეიტყოთ რა არის ჩუჱნი ღონისძიება და ბოლო რა იქნება ამა განძრახვისა ბენუა შოდიემ თანხმობისათვის თავი დაუქნია.

– ერთის სიტყვით აი რაშია საქმე, დაიწყო ლაბუასიერმა დოღმატიურის ტონით: – თუმცა ამერიკამ დიდი საკვირველება მოახდინა და დაუდგრომელი შრომა ანგლიისა, ჩუჱნში კიდევ ორთქლის გემების ხმარება ჯერ არ არის გავრცელებული. ამ შემთხვევაში ჩუჱნი საყვარელი მამული ძალიან შორის არის დასრულებისა. ამ საქმის შესრულებით დიდი სამსახური ექნება მამულსა ჩუჱნსა; ხოლო განსაკუთრებითი ღონის ძიება არს, რათა გაიმართოს ორთქლის გემები, რომელნიცა უნდა დაცურვიდენ ფრანციისა და ამერიკისა შორის. თქვენ არ გეგონოთ, რომ ჩემი აზრი იყოს რამე უბრალო სპეკულიაცია (ვაჭრობითი), არა მე წინათ მიცს განძრახვა ვრცელი... გესმით?

– მე ვგონებ, რომელ თქვენს გმირულს წინაგანზრახვასა, აქვს პირველ მხედველობად, დიდი ფულის მიღებისა? ამბობდა შოდიე მორცხვის სახით შაგირდისა, რომელიცა ჰკითხავს თავის ოსტატსა.

– უეჭველათ; პირველი ძარღვი ომისა და ვაჭრობისა ერთი და იგივე; გარნა დიდი განრჩევაა! ომი აქცევს, ხოლო ვაჭრობა წარმოსცემს. ჩუჱნ აქ ვეცხლისა ვთესთ, რათა მოვიმკოთ ოქრო. წარმოვიდგინოთ, რომ საქმე სრულებით გაჩაღებულია. თქვენ გავმართეთ ბორდოს შორის და ყოველ საჭირო მხარისკენ ამერიკისა: ნიუ–იორკისა, მეხიკისა, ანტილის კუნძულთა და რიოჟინეიროსა დაუდგრომელი შეერთება. მკვირცხლი, ჰსწორე და იაფი; დაუდგრომელი –, რა საკვირველია იქ გულის ხმება; მხოლოდ საკმაო უნდა გაკეთდეს გემები ორთქლისა, რაც შეეხება სიმკვირცხლისა თქვენ მალე შეიტყობთ საათში რაერთს დაჰსცურამს; უვნებლობას როგორათაც სახელივე თითონ ორთქლის გემებისა ამბობს, რომელშიაც თუ ვინიცობაა იწოდეს მაშინ ისეთი იარაღებით არის გამართული, რომელ მაშინვე წყალი დაესხმისს და გააქრობს, გარნა პირველ ეს არის, რომ ჩუჱნ ნახშირს როდი ვხმარობთ.

– ნახშირს არა ხმარობთ? მიუგო გაკვირვებით მომავალმა აუკციონერმმა.

– დიახ. უპასუხა ლაბუასიერმა: – მხოლოდ უკაცრავათ ნუ ვიქნებით, რომ არ გეტყვით იმას კი ნახსირის ალაგს რასაც ვხმარობთ; ეგ ჩუჱნი საიდუმლოა. ნახშირი ბევრს ალაგს იჭერს გემში, მისთვის მომატებული საზდოს შენახვა ძნელდება. ოკეანი ფოჩტის გზა არ არის, რომ ნებაზე საცა უნდოდეს ქარვასლები აშენოს. ჩუჱნის ხერხით ეს წინააღმდეგობა აღარ იქნება; მომეტებულს აღარას გეტყვით; თქვენ თითონ წინათვე დაინახავთ სარგებელს ახალის მოგონებისა. პირველი მაგის თავდებნი: სიმკვირცხლის მომატება და ხარჯის შემცირება.

ბენუა შოდიემ თავი დაუქნია, როგორათაც კაცი ყველაზე თანახმა.

– ეს ძალიან ადვილი გასაგებია, ამბობდა ლაბუასიერ უფრო მომეტებელის დარწმუნებით, რა ხედამდა, რომ მსმენელი მისი ისე ბეჯითად ასმენდა ყოველს სიტყვას. – ეს ასე ცხადია, როგორათაც ორჯელ ორი ოთხია, ისე ადვილია

განგრძელება შემდგომში.

_________________

1 ცეცხლის გემი

2თაფლის თვეს ეძახიან ანგლიჩნები და სხვანი ევროპილნი ქორწილის შემდეგ რამტვენსამე დღეთა ახალ დაქორწილებულთასა.

3ლოველასი იყო პარიჟში პირველი მოარშიყე – რ.,..