ცისკარი №9 (1857)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲back to top


1.1 შავის ზღვისადმი.

▲back to top


შავის ზღვისადმი.

ზღვავ! მახსოვს, ოდეს ვსდექ შენსა კიდეს,
სადავ ვხედავდი მე შენს სიმშვიდეს.
თვალ უწდომს ვჭვრეტდი მუნ ლურჯოვანსა,
მოკამკამოსა, გამჭვიროვანსა.
ცალკე სიმშვიდე შენი მატკბობდა
და ცალკე ტალღა სევდას მმატებდა,
ოდეს ვხედავდი, რომე ნარნარად
წამოვიდოდა ჩემკენა, - წყნარად:
ციმციმებითა და შუილითა,
თითქოს საუბრათ კეთილ გულითა,
ისევ ნელიად დაიწევოდა,
წყალთ სიმრავლეში ჩაერევოდა,
კვალად თჳსსავე ქცევას იწყებდა,
ესრეთ უცხოსა კაცს შემაქცევდა.
გარნა ფიქრით ვსდექ მე ერთს ალაგსა,
ხან შენ გიჭვრეტდი, ხან მაღლა ცასა,
ღვთისა განგებას რა ვიკვირვიდი;
გრძნობითის ცრემლსა ხშირათა ვღვრიდი,
და რა ვხედავდი გარემოებას,
მაშინ ვგრძნობდი კაცთა ამაოებას.-

ივ. კერესელიძე.
1857 წელსა.
ივლისის 7.
ქ. ქუთაისს.

1.2 არშიკის მოშორება.

▲back to top


არშიკის მოშორება.

დავკარგე ფერი მდიდრად შემკული,
იერიქოს მტილს აყვავებული,
რაბამ სურნელით გაბრწყინვებული ვსტირ მიმეფარა.

გონება მას შევწირე,
თვალთ ცრემლი მოვიხშირე,
გულს დანა დავიგმირე,
სიცოცხლეც დამშთა მცირე.

ვიცი მომშორდა განრისხებული.
როს განვიცდიდი მაისის ველსა,
ამაყად ბღიმარს ნაზად სურნელსა,
ოი ვეღარ ვჭვრეტ მზისა ნათელსა.

გონება მას შევწირე და სხ.
წელის სიწვრილის მახსოვს სარობა,
რხევა საწადი, სვლა, ნარნარობა,
ალვის შტოებს მკლავთ მომხიდარობა.

გონება მას შევწირე და სხ.
ნეპტუნ განმრისხდა ვიცი სრულადა,
ოკეანოს მყოფს დაფარულადა,
სიკვდილი აწ მჩანს სიხარულადა.
გონება მას შევწირე და სხ.

1.3 N

▲back to top


N

ვაების უფსკრულს ღრმად განძირულს, სრულად განწირულს,
გლოვის დასებით მოფარდულსა დანთქმულს დაფარულს,
სოფლის მუხთლობით მტანჯველობით გრძნობიდგან გასულს
აწ მიპყარ ხელი, მექმენ მხსნელი სიკვდილ მიწევნილს.

დღეს იქმენ ჩვენთჳს განგებისაგან ცით მოვლინებულ,
ნამდვილ მის ხელით აღმორჩეულს და განჩინებულ
უმკურნალონი სენნი მძაფრნი ჰყავ განკურნებულ,
ხომლით აზიის მედიკთ შორის იქმნე დიდებულ.

უსაზღროს ნებით ნიჭი ეგე გაქვს მკურნალობის,
რომლით ემსგავსე წმინდას კოსმას სულით განბრძნობილს,
აწ წამის ყოფით მეც კურნება ორის წლის ბრმოილს
მომფინე ძალი სოფლის ხილვის ვით ახლად შობილს.

ვით დავით ჩანგზედ სამკურნალოდ ტკბილად გალობდი
და მსგავსად მისებრ წინათ ჰსცნობდი მაუწყებლობდი,
მღვთისადმი მარად სასოებდი მით გრძნობელობდი,
რომელ მალიად ესრეთს ვნებას განაქარვებდი.

არა თუ მხოლოდ ერთი ესე გაქვს ღირსება
უხვებს აწ შენში მრავალ გვარი ნიჭთა სავსება
გმოსიეს მშვიდი და მაღალი ჰაეროვნება,
გშვენის ყოველთა შემოგწირონ ქება დიდება.

აწ ყოვლნი ერნი შენის ჭვრეტით განკვირვებულნი,
როკვენ, ხარობენ, სურის გიძღვნან სიტყვა ქებულნი
ტაძრად სულისა გსახვენ ერთად ბრძენთა კრებულნი:
ემსგავსე მხსნელსა ვხმობთ დღეს შენგან განკურნებულნი.

აწ დაიბეჭდა გულთა ჩვენთა ღრმად საგრძნობელად
და სულსა ჩემსა შენ ექმნები განუშორებლად,
აქ ყოველნი სულნი აღიძვრიან შენდა საქებლად,
და მუნ გექმნების ძალი მაღლის მაგვირგვინებლად.

კნიაჟნა მარიამ ერისთავისა.
1854-სა წელსა მარტის 12-სა დღესა. სო. ქ.

1.4 უმადური

▲back to top


უმადური.

ოჯახისა პატრონი ძაღლსა მცველად იყენებს,
ზრდის მას, უვლის, ამათ ყოველთ იფერებს;
ერთგულებას პატრონთან, მრავალ ყეფით იჩემებს
ავაზაკი, მპარავი, ჯოხით ვერც მოიგერებს;
გარნა ვაი, ოდეს ძაღლი მპარავსა დაუჯერებს
პირთა საცოს მიიღებს, უტკბილესსა იგემებს
ყეფისაგან დასცხრება, სახლის დათხრად უტევებს
პატრონისა კეთილთა, უმადლოთ დაუტევებს
ამისთანა ძაღლს ქვია, ბრანძი რამე ქოფაკი
და თუ მსგავსი კაცმანც ქმნა, ესრეთს რაღა დავარქვი?...

1.5 ჩემი ფიქრი

▲back to top


ჩემი ფიქრი.

სახლი, კარი, ქონება,
კაცო რად გეგონება,
რადგან ესე ყოველი
არის სოფლის მონება?
არამედ შენს შემოქმედს
მიაყრდენი გონება
და მის მხოლოსგან მიიღო
მრჩობლ, ნეტარი ცხოვრება.

1.6 * * * (ამპარტავანი არა ჰყვარობს მოძღვრებას)

▲back to top


* * * (ამპარტავანი არა ჰყვარობს მოძღვრებას)

ამპარტავანი არა ჰყვარობს მოძღვრებას
და უგუნური ვერ ითმენს განათლებას.
ვინც უნდა იყო, შენ წარსდეგ ბრმასაცა ყრმისა,
რამეთუ იგი იყო, არს, ანუ იქმნების მპყრობელ შენზედ მეუფებისა
ერთად მყოფსა საყვარელთან, ყოველგან აქვს სამოთხე
და ცალკე მყოფს საყვარლისგან, მოკვეთიეს ბედის ხე;
ამაო არს დიდება და მალე მსრბოლ ბედი
და მსოფლიო ფიქრი ჩვენი არა საუკუნედი.
კალმისადმი.

ფრთობისგან ჩემ-მიერ, ახლად კალმად კვეთილსა
გირჩევ ნუ ჰამაოებ, სწორედ მუდამ კეთილსა.

1.7 სტუმრობა

▲back to top


სტუმრობა.

სტუმართა მოყვარება, ღვთის კურთხევით წყებულა,
ოჯახი, ამის მპყრობი, ბევრ წელ მტკიცედ გებულა;
სტუმართ პატივის მცემი, კაცთა შორის ქებულა
მისის სისხლით უხვება, არას დროა არ კლებულა;
მაშა ვინც ხარ ოჯახის, სწორის გულით ერთგული
უცხოთათჳს ნუ გშურს, გაქვნდეს კარი ღებული
დიდსა და თჳთ მცირესაც, სწორ განუმარტე გული
პატივითა შეიტკბე, რაც გაქვს დაუდე პური;
შეძლებაზედ ნუ სდრტვინავ, ნუ შევალნ შენდა ზრუნვა
ეს არ მაქვსო, ეს არა -სოფლისა არს ეგ ბრუნვა
ღვთის მადლობით რაც გაქვნდეს, ნუ იყოფინ დაწუნვა,
ზეგარდამო მოგეგოს, სიღარიბის დათრგუნვა
მდიდარით ანუ ღარიბით, მაგით შენით პურითა
სათნო ეყოფი ღვთისა, თუ ხარ წმინდის გულითა
ისტუმრო ვინ ვინ არის, მოყვას შენდა სჯულითა[1]
მხიარულად შეეტკბო, გონებითა სრულითა
ყოველთაგან მოიგებ, ამით სიყვარულს სახელს
სამქებაროდ აჩვენე ღვთისა სათნოსა სახესა
შენთჳს ბოროტ მანქანნი ვერა პოებენ მახეს
და უხვად შენდა ნაცვალ გება ეე ცათა განიზრახეს.

თ. ირაკლი ლორთქიფანიძე.

________________

1 ლუკას თავი ი მუხლ.

2 პროზა

▲back to top


2.1 ჩემო უსაყვარელესო მეგობარო. გაბრიელ!

▲back to top


ჩემო უსაყვარელესო მეგობარო. გაბრიელ!

მე თუმცა მსურდა მოწერა თქვენთან ჰამბისა, ჩემ მიერ ნახულთა ქუჱყნებისა, გარნა მოულოდებელად ჩემდამო სემთხვეულმან სნეულებამა არ მომცა თავის-უფლება მოწერისათჳს, ყოველთა მათ შემთხვევათა: ხოლო აწ მცირედ თავის-უფლების მიმღებმან, ვითარცა სნეულებათაგან, ეგრეთვე დროისა მპოებმან, მივჰყავ ხელი კალამსა და დავიწყე მოწერად შენდა, რაიცა უკვე ვიხილე და რაიცა შემემთხვივნენ: ვჰსასოებ, რამეთუ თქვენ გულის-ხმის-ყოფით წარმკითხველი განჰსჯით, ვითარნი მოულოდებელნი შემთხვევანი მოიწევიან კაცთა ზედა, წინადვე სხვისა მიერ განჩინებულნი, რომელსაცა რაოდენ რამეთუ მეცადინეობდეს კაცი განშორებასა და არღაცა თუ მისთჳს განიზრახვიდეს, მაშინაცა ვერ შეიძლებს გარემიქცევას მისსა.

მოწყალეო ხელმწიფევ!

შავის ზღვით წარმოსულმან, გამოვლნე მრავალნი მთანი თოვლით დაფარულნი, და დღე ყოველ ნისლითა გარემოცულნი ველნი მთათა მათ მდებარენი, მოვიწიე მე უჟიკთა ქუჱყანასა, რომელი შორავს ზღვასა ასის მილით, ქალაქსა შვენიერად წოდებულსა: ქალაქი ესე მდებარებს შორის კლდოანთა მთათა და არა თანასწორე ადგილთა ზედა, რომელსა მოზდის აღმოსავლით კერძო მდინარე დიდი და გემოანი;ხოლო მდინარე ესე განჰყოფს ქალაქსა მას ორ ნაწილად; მოვიწიე რა შევედ პირველსა ნაწილსა ქალაქისას, ხოლო სადგურად ჩემდა მოვიძიე სახლი მშვენიერი და უცხოდ შემკული ყოვლისავე საჭიროს სამკაულითა, სადაც გზისაგან მაშვრალი შევედ და დავსდეგ, და მცირედის განსვენების შემდეგ ვჰფიქრობდი მოხილვასა ქალაქისა მის.

ერთს დღეს ჟამსა მწუხრისასა, ვსჯედ სარკმლისათანა სახლისა ჩემისასა და ვჰსჭვრეტდი ახლოს მიმავალთა ერთა; ვიხილე მათ შორის ორნი შვენიერნი ყრმა ქალნი მომავალნი და ურთი ერთისა ხელისა მპყრობელნი და ნელიად მოუბარნი; მიხილეს მათ სარკმელთა თანა მჯდომარე, შეისწავეს უცხოებაი ჩემი და მათ მიერ უცნაურად ყოფაი. ჰკითხვიდეს ურთიერთსა, ვინ არს უცნობი ესე ჭაბუკი, რომელ ჩვენ არაოდეს გვიხილავს, ჰგავს უცხოს ქუჱყნისასა და აქა რაისათჳსმე მოსულსა: ერთმან მეორეს უწოდა სახელი: ანნავ - ვიშ რა შვენიერი ჭაბუკი არის, და გაოცებით გვჭვრეტს; მიუგო სოფიას, რომელი ეწოდებოდა მეორესა ქალსა: შენმა განზდამ სოფიო, უცხო საქრმო იქმნებოდა შენთჳს, უკეთუ დიდის კაცისა ვისმე შვილი იყოს: ჰრქვა სოფია, უკეთუ იცოდეს იმან ჩვენი ჰაზრი და ვინაობა ჩემი, უკეთუმცა დიდებულის შვილი იყოს, მაშინმცა არ იყყვის უარს ჩემის შერთჳსათჳს; მიუგო ანნამ, წავიდეთ და ხვალ უთუოდ შევიტყობთ, და წარვიდნენცა მყისვე.

საუბარი მათი სრულად მესმოდა, ხოლო სიტყვათა ათ აღატყინნეს გული ჩემი სურვილით და ღამეი იგი განვათიე უძილოდ და განუსვენებლად და განვიზრახვიდი მათ თჳს და ვეტყოდი თავსა თჳსსა: ნუ თუ ბედმან ჩემმან მომიყვანა ქუჱყანასა ამას, და შევირთო აქ ცოლი შვენიერი, ვითარცა ქალი იგი სოფია და აქვნდა საკმაო მზითევი, რომელმანცა მაიძულოს დადგრომა ამას ქუჱყანასა; გარნა მოვიხსენებდი ამასაცა, რამეთუ მე მივიდოდნენ მშობელნი, რომელთაგანაც არ მიმეღო ნებაი ცოლის შერთჳსა, და ვითარი წარმატება ექმნებოდა განზრახვასა ჩემსა, უკეთუ მათ მიერ არ მივიღებდი კურთხევასა ცოლის შერთჳსათჳს; ამიტ და ესე ვითარისა განზრახვითა განვლე ღამეი იგი.

და ვითარცა განთენა, ვჰკითხე სახლისა ჩემისა პატრონსა გარემოება ქალისა მის და მცხოვრებთა მისთა, რომელმან მითხრა, ვიდრედ უწინარეს ორმეოცთა წელთა, ერთი ქალაქისა მის კნინღა იყვნენ ველურნი და უცოდინარნი; ხოლო აწ ფრიად გამოიცადნენ და განათლდნენ, და ესოდენ მდიდარ არს, რამეთუ არა დაუთმობს არცა ერთსა ევროპიისა ქალაქსა. მაშინ შემოვიდა ყრმა კაცი, აღმოიღო უბით წიგნი, თაყვანის-მცა და მომცა დაბეწდილი იგი წიგნი და დასძინა მეტყველმან მწუხრად გიახლები და პასუხი მიბოძეო, და უკუნ-იქცა: განცვიფრებულმან წიგნისა მის მიღებისათჳს, ვინადგან მე არავის ვცნობდი ქალაქსა მას, რომელსაცა მოეწერა წიგნი ჩემთჳს, განვსტეხე ბეჭედი და წავიკითხე, რომელსა ეწერა ესრეთ:

მოულოდნელად გიხილე მხვდა სურვილისა ისარი,
განმიპო გული საკვდავად, მომწყლელად მექმნა ისარი;
ჩემსა მოყვასსა ვჰკითხევდი, სადით მოსულა ისარი,
მეტყოდა ვიშრა კარგია, შენსა მეუღლედ ის არი.
ვეღარ ვითმინე დუმილი, მივჰყავ მე ხელი კალამსა,
სურვილსა ხელად უქმნივარ, შორიდგან გკადრებ სალამსა,
თუ ღირს-მყოფ ამის პასუხსა, წყლულსა დამასხამ წამალსა,
მაშინვე წარმოგიგზავნი სიყვარულისა ალამსა.

წარვიკითხე რა წერილი ესე. მყის კნინღა უცნობო იქმენ და დამეხშნენ საცნობელნი სრულიად, ნამეტნავის განცვიფრებით და მოგონებითა წარსრულისა დღესა ჩემ მიერ ნახულთა ქალთათა, მაშინ მომეხსენა, რამეთუ ერთსა მათგანს უკვე ეწოდებოდა სოფია; სული ჩემი მიიწურა სიკვდილად; ხოლო ოდეს მოვედ ცნობასა, შემოვიკრიბე სიმხნეი და განვიზრახე, ვითარი პასუხი მიმეწერა, მრავალ-ჟამ ვიგონებდი და ვჰფიქრობდი ამისთჳს, უკანასკნელ აღვიღე კალამი და დავსწერე ესრეთ:

შორით მოვმართე ქუჱყანასა, ჩემ მიერ სრულად უცნობსა,
ვიხარე მისის ხილვითა, შევჰხვდი ადგილსა უვნოსა.
უჭვრეტდი სარკმლით მიმავალთ ქალებსა საამოვნოსა:
ემოდა მათი უბნობა გულითა დასარწმუნოსა.
აწ განამართლე შენ მიერ, რასაც ეტყოდი მოყვასსა,
გამომიცხადე სურვილი, თანხმა შეგექმნა ყრმა ქალსა;
შენის შერთჳს თჳს ჩემს ცოლად, სიტყვას მოგიგებ მე მალსა,
არა ვჰყოფ მისთჳს უარსა, შეგწირავ თავის ქამალსა.

წერილის მომტანი შემოვიდა დანიშნულს დროსა, თავი დამიკრა და მითხრა, წიგნის პასუხი მიბოძეო; მე წინადვე მის მოსვლამდის დაბეჭდილი წიგნი აღვიღე და მივეც; ხოლო ოდეს განვიდა ჩემის სახლით დაუძახე, ყმაწვილო. მობრუნდი ერთი სიტყვა დამავიწყდა და გეტყვვი, ოდეს შემოვიდა, ამოვიღე ქისა და ორი ოქრო მივეც და მასთანვე დავჰსძინე, თუ ღმერთი გწამს ამის პასუხი თუ დასწეროს შენმან ქალ-ბატონმან, მალე მომიტანე; კაცმან მძიმედ თავი დამიკრა და განმეშორა.

ვჰსჯედ სახლსა და ვსჯიდი მხვედრისათჳს ჩემისა, და ვეტყოდი თავსა ჩემსა, შენ უცხოს გზით მოსულ-ხარ, დაუტევე სახლი, მშობელნი და წარმოხვედ ქუჱყნების სანახავად, აწ ამისთანას სურვილის მახეში ებმები, საკვირველი არ არის, რათა საუკუნოდცა აქა დავშთე: ესეც უნდა ვჰსთქვა, მშობელთა დაულოცავად ცოლი რომ შევირთო, რაბამი ბედნიერება უნდა მივიღო; თუ უარ ვჰყო, სოფიას სიყვარულისქამანდს ესრედ მტკიცედ შეუპყრივარ, რომელ ჩემთჳს აღარც ძილი არის და არცა განსვენებაი: შთავარდი უზომოსა ამას ფიქრსა და არ ვუწყოდი რაისა ზედა დავმყარებულ-ვიყავ; არცა მცნობნი და მეგობარნი მივიდოდნენ, რომელთათჳსაც მეკითხა ამის საქმისა ჰრჩევაი და მიმოეკვეთებოდა გული და გონებაი და ვერა რომელსამე ზედა გარდაწყვეტით თქმა შემეძლო: გარნა ველოდი სოფიას წიგნს.

განვლეს დღეთა და ღამეტა და ჯერედ არა ვითარიმე პასუხი არ მიმეღო, და ფიქრითა გარემოცულს მცირედ მიმეძინა და ვიხილე ძილსა შინა, ერთი მშვენიერი ფრინველი ჰაერსა შინა მოფრინალი, რომელი შესდგა დამართებით ჩემსა, განცვიფრებულ ვიქმენ ხილვითა ფრთეთა მისთა შვენიერებათათა, და ვეტყოდი თავსა ჩემსა, ნუ თუ ესე არს ყარყატი, რომელი მოიხსენების დავითის მიერ ფსალმუნსა? უკანასკნელ მოვიდა მფრინველი იგი და ფრთები განმარტებული დამაჯდა მხართა ზედა, მაშინ მესმა ყკანით ჩემსა ხმაი რომელი მეტყოდა: პართენ, იხილე ბედნიერებაი შენდა მოსრული; ფრინველი ეგე არს მჰრჩობლ მოსასწავებელი ბედნიერებისა შენისა. რომელი მოკლესა ამას ჟამსა, აღყვანილ-იქმნები მაღალსა ხარისხსა ზედა, და ვითარცა ესე დაასრულა ხმამან მან, მფრინველიცა იგი უჩინო იქმნა, და მეცა განმეღვიძა.

აღვიხილენ რა თვალნი, ვიხილე კაცი იგი სოფიასი მოსრული ჩემდა ფრიადის კრძალულებით. აღმოიღო წიგნი და მომცა, განვჰხსენ და წარვიკითხე:

საყვარელო ჩემო!

მომიტევე სულ-გრძელობით ესე ვითარი კადრი, მეყვსეულმან ჩემდამო შემთხვეულმან და გარემომცველმან სიყვარულმან ჟამსა ხილვისა თქვენისასა შემიპყრა ესოდენ მტკიცედ, რამეთუ დავჰკარგე კნინღა სრულიად დედათა შესაბამი კრძალულებაი, ამისთჳს გავჰბედე პირის-პირ წიგნის მოწერაი და გამოცხადება სურვილისა ჩემისა: განგიცხადებ ჭეშმარიტს სიყვარულსა ჩემსა და ამასთანვე თავსაცა ჩემსა: მე ვარ ასული დიდებულის ასპარისა; მამაი ჩემი იყო მთა-ვარი მესხთა. და დავშთი მე მხოლოობით მემკვიდრედ საცხოვრებელსა ზედა მისსა, მაქვს ფრიადი, ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა მამისა ჩემისა განვაგებ ყოველსავე ყმასა და მამულსა, სახელად მეწოდება სოფია, ხოლო თავისა ჩემისათჳს არარაიმესა გეტყვი, ვინადგან წერილი თქვენი მიცხადებს. რამეთუ თჳთ თქვენ გიხილავართ, მსურს მოგცე ხელი და გულიცა ჩემი საუკუნოდ, უკეთუ თქვენ ისეუვებთ, მაშა ამისვე წერილის მომრთმევის ხელით, ძალგიძთ მაცნობოთ გარდაწყვეტით.

შენი სოფია.

წარვიკითხე წერილი ესე, განვედ გარე თავსა თჳსსა და აღიტყინა გული ჩემი გამოუთქმელის სიყვარულით, მოვიღე ქაღალდი და მივსწერე შემდგომი.

სულისა ჩემისა უტკბილესო სოფია!

გამოუთქმელ-არს სიხარული ჩემი თქვენ მიერ მოწერილისა საგანისათჳს: სიყვარულისა ისარმან განფსწონა გული ჩემი და განვედ მეცა გარე საზღვართა თავისა ჩემისათა, და მეცა პირის-პირ ვისურვე გამოგიცხადო სრული თანხმობა ჩემი, ყვავილო სამოთხისაო, იადონო ტკბილად მეტყველო, შროშანო შვენიერო, შეზღუდვილო ღობითა გაჭენებულითა, რომლისა მტილისა მებაღეობასა წინადამიდებთ; აღვიარებ სრულის თანხმობიტ, გარდაბიჯებასა ღობესა ზედან და მებაღედ ყოფასა, და ფურჩვნასა ვარდთა სამოთხისათა, უკეთუ დარაჯნი არა გარე მიმაქცევენ და მომცემენ მოკრეფისა ნებასა ყვავილისასა: ხვალ უთუოდ გამოვსცხადდები თქვენთან.

თქვენდა თავ შემოწირული პართენი.

წერილი ესე მივეც მომტანსა ჩემდა წიგნისასა და დავაჯილდოეცა იგი ფრიადის ნიჭითა და მსწრაფლ წარვიდა. აღვსდეგ და შევსწირე მადლობა რმერთსა, ესე ვითარისა მოწყალებისა მისისათჳს; ნამეტნავის სიხარულით ვეღარც დავსჯედ, ვერცა დავსწევ და აღარც საზრდელის მიღება მსურდა, დავიდოდი სახლსა და ფიქრი ჩემი მიმოეკვეთებოდა, ველოდიგანთენებასა; მივჰყავ ხელი საუნჯისა ჩემისა განხსნასა რა რაიცა უძვირფასესნი ნივთნი მომეპოებოდნენ აღვარჩიე და გარდავჰსდე ნიშნად მიტანისათჳს საყვარელისა ჩემისადმი; აღმოვიღე ძვირფასნი სამოსელნი ჩემთჳს, ვჰსცდილობდი მორთვასა ჩემსა, და მრავალნი უცხო სუნნელნი და ნელსაცხებელნი ვიცხე, მოვიმზადე მდიდარი ეტლი და განვემზადებოდი მეორეს დღეს წარსვლისათჳს, ვეტყოდი თავსა ჩემსა ესრეთ:

აწ გულო გამხიარულდი, ბედი გეწია შვებისა,
სიმდიდრე გარდაგერევა, ცოლიც შეგხვდება ნებისა,
შვენიერებით დაჰსტკბები, ოდეს დრო გხვდების ნებისა,
აღარ დაბრუნდე უბრალოდ, ჟამი გაქვს ვარდთა კრეფისა.
სად შეხვდებოდი ამ ჟამსა, თუნდა მოგევლო სოფელი,
ქრთამი გეძლია სხვათათჳს, შემწედ გყოლოდა
ყოველი,სიცოცხლე შეცაგეწირა, თუნდ მიგეგზანა მროველი,
პასუხსაც ვერ მიიღებდი, ვერც იქმნებოდი მპოელი.

ზეგარდამომან განგებამ წინად მაუწყა დროები,
ნათლისა სხივი მომფინა მანვე მყო მთიებთ მპოები,
შეურვებულის გულისა ვარ ნუგეშინის მშოები
თვალთაგან ბინდი მიმხადოს მექმნეს ნათლისა მთოები.

და ვითარცა განთენა შემოვიდა მსახური ჩემი, რომელმა მითხრა ეტლის მზა ყოფა და მოტანა მისი. შევიმოსე მდიდარი იგი სამოსელი და ვიცხე სურნელნი და ნელსაცხებელი და გამოვედ სახლით: ოდეს მეწადა ეტლისა შთაჯდომა, მყის შემემთხვია ყრმა ჭაბუკი, შვენიერის სახისა და მორფნაკვეთობისა მექონე, ჰკითხა მან სადგურისა ჩემისა პატრონსა ვინაობაი და დიდებულთა შვილობა, კვალადცა ჰკითხა ჭაბუკმან მან, სად მივალ ესრეთ მძიმედ მორთულიო, მიუგო ვჰგონებ ცოლი შეურთავს და დასაწინდავად მივალსო; მაშინ ჰრქვა ჭაბუკმან მან, ძმაო არ იცი ვის ირთავსო, მიუგო, სწორედ არ ვიცი და ასე მესმის, ვითარმედ ირთავდეს ასპარის ასულს სოფიასა; რა ესე გაიგონა ჭაბუკმა მან შესძახა, როგორ? სოფიას! და მეყვსეულად გარე მიქცეული ივლტოდა. ხილვა ესე არა სასიამოვნოდ ჩემდა იყო და მაინც არა მიმხედველი ამას ზედა წარვემართე გზასა ჩემსა, მივიწიე ბჭეთა სახლისა მის, რომელსა იყო სიფია; მომეგებნენ ათორმეტნი უცხოდ მორთულნი კაცნი და გარდამიყვანეს ეტლით, შემიყვანეს სახლსა სოფიასასა შვენიერად მორთულსა და მდიდრად განწყობილსა, რომლისაცა მორთვამ ფრიად განმაცვიფრა; კაცთა მათ მრქვეს მცირედ მოვითმინო სახლსა მას და დავჯედ ტახტსა; განვლო ათხუთმეტმან წამმან, განაღეს კარი და შემოვიდა დედაკაცი პატიოსნად მორთული და საპატიოს სახისა მქონებელი, რომელი იყო ვიდრე სამეოცისა წლისა, და შემოსულმან მძიმედ თავი დამიკრა,მეცა ზე აღვსდეგ და თავი დაუკარ. მოსულმან მითხრას, მე გახლავარ დედა სიფიასი და მეუღლე ასპარის, სახელად მეწოდება ხვარაშან: მეცა კვალადვე წარუდგინე თავი თჳსი და ვარქვ, მე გახლავარ თესალონიკის სამეფოისა სიციონიის მთავარი ძე პართენ, რომელიცა წარმოვედ მოხილვად ქუჱყნებისა, და მოვიწიე ქალაქსაცა ამას; და აწ ვიკადრე თქვენთან ხლება წერილისა მებრ ასულისა თქვენისა, რომელი წინა-დამიდებს ხელისა თჳსისა მიღებასა, მეცა თქნხმობითა მისითა გიახელ, უკეთუ ნამდვილ სურვილი მისი არს და უმეტეს თქვენი, დავსწინდო იგი: მიუგო ხვარაშან, მართალია თქვენი სიტყვა, ასულსა ჩემსა უხილავხართ და აღურჩევიხათ თავისა თჳსის ქრმად, თუცა მრავალნი მთხოენ და მრავალნიცა შვენიერებისა მისისათჳს კნინღა გახელებულ არიან, გარნა ასულმან ჩემმან არცერთისა მათისათჳს არ გამოაცხადა თანხმობა, და აწ თქვენ უპოვნიხართ და ვჰხედავ, რამეთუ შესაბამიცა ქმარი ეყოლებით: მეცა დიდად სასიამოვნოდ მექნება თქვენებრი სიძეი და შვილი, დიახ ნება გაქვსთ აწ-ვე დაიწინდნეთ და ჯვარის წერაც მოხდეს მოკლესავე დროსა; თქვენ უკვე იქმნებით ამიერპატრონი და გამგებელი სამთავროისა ჩვენისა; მომითმინეთ აქ დაბძანდით და თქვენი სასძლოც აწვე გიახლება: დავჰსჯედ მცირესა ტახტსა, ხვარაშან შევიდა მეორესა სახლსა და შემდეგ ათის წამისა გამოიყვანა ასული თჳსი შვენიერი სოფია, მდიდრად მორთული ყოვლისავე სამკაულითა. მხილველთა მისსა, კნინღასული წარმხდა და დავბარბაცდი წასაქცევად, შემოვიკრიბე სიმხნეი და მტკიცედ ჰსდეგ, გარნა ერთსა ჟამსა სული ვერარ დავიდე და ვითარცა ქვად ქმნილი ვჰსდეგ და განცვიფრებული ვჰსჭვრეტდი სოფიას. და იგიცა მიჭვრეტდა, მძიმედ თავი დამიკრა, და მეცა თაყვანის-ვეც მაც გულისა ჩემისა კერპსა, მოვიდა და დაჯდა გვერდით ჩემსა; მოსრულმან ხვარაშან მიპყრა ხელი, და მომცა ხელიცა სოფიასი მეტყველმან: აჰა სასძლოი შენი, ბედნიერმცა იყავნ დღე ესე წინდობისა თქვენისა, და უფალი ძალთა კეთილადცა წარმართავს მეუღლებასა თქვენსა, იხილე შვილო პართენ, ამიერიდგან ხარ შვილი ჩემი და პატრონი სახლისა ჩემისა, აჰა რაბამი საცხოვრებელი წინა-გიძს განკარგულ-ჰყო. გმართებს გონიერულად მოქცევა ყოველსა შინა საქმესა. მაშინ აღმოვიღე უბით ძვირ-ფასნი ბრილიანტნი და მივართჳ სოფიას ნიშნად და ვეტყოდი: საყვარელო ჩემო, უკეთუ ჩვენი დაწინდვა არს ჭეშმარიტი, მაშა თქვენცა თანამდები ბრძანდებით მიბოძეთ ნიშანი წინდობისა, მაშინ სოფიამ წაიყარა ხელით ბეჭედი და მომცა, შევიცვი იგი ხელი და თავი დაუკრა: მაშინ ხვარაშან აღსდგა და მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, ამბორის-ყოფა გმართებს ურთიერთისა; თუცა მჰრცვენოდა, ვითარცა გამოუცდელსა ჭაბუკსა, გარნა იწყო გულმან ჩემმან თრთოლა, რომელი თჳთ სოფიამანაც იხილა, და ვჰგონებდი ღაწვთა და ყურთა ჩემთა ცეცხლისა მოგზნებასა და ოდეს ურთიერთს ვეამბორებით, ოჰ! გეფიცები გაბრიელ, კნინღა უსულოდმცა შევიქმენ და განვედ გარე თავისა ჩემისა, და ვის ვეამბორე? ცხოველსა მას ანგელოსსა, ანუ შვვიდთა ცთომილთაგანს ვარსკვლავსა მას მთიებსა, ნათლითა მოციმციმესა, და მეგზნებოდა უხილავი ცეცხლი; ამასაც გეტყვი, რამეთუ გრძნობაცა სოფიასი აღეტყინებოდა და არა უმცირეს ჩემსა იწოდა სიყვარულის ცეცხლით. მოიღეს მრავალ-გვარნი სანუკვარნი და სასმელნი, შემოვიდნენ მრავალნი წარჩინებულნი გვამნი და შეიქმნა ლხინი და განცხრომა, და იყო მგოსანთა და მესაკრავეთა მღერა, მოიწია ჟამი სერობისა, მოიღეს ტაბლა და დააგეს. რაი ვჰსთქვა სიმდიდრისათჳს ტაბლისა და მშვენიერებისათჳს ჭურჭელთა, სიუხვე სანოვაგეთა, არ ძალუძს ენას ამისთჳს თქმა; გულსა შინა ჩემსა აღვვლენდი მადლობასა ღმერთსა ესე ვითარისა მოულოდნელისა მოწყალებისა მისისათჳს, რომელმანცა მომივლინა მე; გარნა ვჰფიქრობდი მშობელთა ჩემთათჳს, თუ ვითარ მიმეღო მათ მიერ კურთხევა და ნებაი. ცოლის შერთჳსათჳს.

და ვითარცა სერობა დაესრულა, მაშინ გამოვეთხოვე სიდედრსა თჳსსა და სულისა ჩემისა ღმერთსა სოფიას. თვალ წინ წარმოიდგინე გაბრიელ. ვითარი გამოთხოვა იყო და რაბამი განშორება ჩემი სოფიასაგან, უმეტეს მაშინ, ოდეს ამბორს უყავ ნარნართა ღაწვთა და ბროლებრ სპეტაკთა ხელთა, იფიქრეთ გული და სული ჩემი რას ჰგრძნობდა; მოიღეს ეტლი შთამსვეს და წარმომიყვანეს სადგურსა ჩემსა,თან წამომყვნენ ოთხნი ცხენოსანნი კაცნი, მოწევნილმან სახლსა, ვუთხარ მათ ჯეროანი მადლობა მიმნიჭებელმან მათმან რავდენთავე ოქროთამან და განუტევე იგინი.

ხოლო მე შევედ სახლსა, განვიხადე სამოსელი და დავწევ და დავიძინე ძილითა ტკბილითა და განსვენებით.

მეორეს დღეს მომივიდა წერილი სიდედრისა ჩემისა ხვარაშანისა, რომელი მწერდა დანისვნასა დროისასა ქორწილისათჳს, და მეც მივსწერე და გამოუცხადე რამეთუ ჩემის მხრის არავითარიმე დაბრკოლება არა იქმნებოდარა და მარადის მზაი ვიყავ რომელსაცა დროსა თჳთ დამინიშნევდა, ხოლო ყოვლისა მომზადებისათჳს სახმარად დაუნისნე ათხუთმეტი რიცხვი მაისისა.

წარუგზავნე რა ესრეთი პასუხი, მოველოდი დანიშნულს დროსა, ხოლო ათხუთმეტი დღე იგი აღმიჩნდებოდა მე ვითარცა ათხუთმეტი წელიწადი, რამეთუ მოუთმენელად მჰსურდა საყვარლისა ჩემისა სოფიასი ხილვაი.

ოი ღმერთო?

სიხარული ესე ჩემი, რაბამ საწუხრად და სამტირალოდ შემეცვალა, რაბამსა დღესა და განცხრომასა მოველოდი, და რაბამსა ბნელსა და ვაებასა მივეცი, მიკვირს ვითარ დავრჩი ცოცხალი მე უბადრუკი, ოდეს მეორეს დღეს მესმა სასინელი იგი ხმაი; რომლისაცა მოწერად შენდა ვიჭირვი, რამეთუ ხელი ჩემი დადუმებულ, კალამი განტევებულ, ენა სასასა აქმულ, გონება აღრეულ და გული ქვად ქმნილ არიან; გარნა რაოდენ ძალუძსთ მოუძლურებულთა ამათ გონებათა, კვალადცა ვეცდები გაუწყო, რაიცა იყო შემთხვევა ესე.

პირველვე უკვე ვჰსთქვვი, რამეთუ ოდეს მივიდოდი სოფიასთან ნიშნის მისაცემად, და ჩემის გარეთ გამოსვლის დროს ყრმა ჭაბუკი ვიხილე, რომელმან ჰკითხა სადგურისა ჩემისა პატრონსა ვინაობაი ჩემი და მიზეზი მოჰრთვვისა ჩემისა და წარსვლისა, ხოლო მესადგურე ეტყოდა ცოლის შერთჳსათჳს განმზადებასა ჩემსა და გამოუცხადა სახელიცა სასძლოისა ჩემისა სოფიასი, და იგი განცვიფრებულ იქმნა ჩემ მიერ სოფიას შერთჳსათჳს; ჭაბუკი იგი იყო ძეი ყვარყვარე ათაბაგისა ქაიხოსრო; ამან უკვე წაბუკმან, შეჰკრიბნა ორასნი კაცნი სამთავროისა თჳსისანი და ოდეს წერილი ჩემი მოუვიდა ხვარაშანს ქორწინების დროს დანიშვნისა, თჳთ ღამესა მას დაეხსა სახლსა სოფიასასა და ვითარცა ავაზაკმან მოიტაცა სოფია და წარიყვანა თჳსდა.

მეორეს დღეს ჯამსა განთიადისასა, მოვიდა ჩემდა კაცი, რომელმანცა მჰრქვა. რათა დაუყოვნებლად მივიდე ხვარაშანთან, დაასრულა რა სიტყვაი ესე მყისვე უკუნიქცა კაცი იგი; შევისწავე სახისა მისისაგან, რამეთუ ფიცხელ რაიმე მწუხარება იყო შემთხვეულ მათდამი, გარნა არ უწყოდი მე ნამდვვილ, თუ რაი იყო, და მეყვსეულად წარვემართე და მივედ რა სახლსა სოფიასსა, რაი ვიხილე? ოი ღმერთო! საშინელი ვაება და ტირილი, განცვვიფრებულმან შევისწრაფე სახლსა და ვიხილე ხვარაშან მხოკველი პირისა და თავსა შინა მცემელი და დიდისხმით მომთქმელი და მგოდებელი; მაშინ ნევრთა შორის ჩემთა განმეყინა სრულიად სისხლი და გრძნობა და გული ქვად მექმნენ, ვერღარა ძალვიდე კითხვაი მისდა, რასათჳს ეგრეთ იგლოვდა და რა იყო მიზეზი მისი: უკანასკნელ მოვედ ცნობასა და ვჰკითხე, დედაო, რაი არს მიზეზი ამგვარის გლოვისა თქვენისა, ხოლო ხვარაშანმა მიმიგო, შვილო პართენ, არ გებრალება შენი სიყვარული სოფია მომტაცეს, და წარიყვანეს, და დავშთი ესრეთ სრულიად უნუგეშოდ და ოხრად, რასათჳს ქვასა არა დამკრებ, ვაი ჩემდა, უბადრუკსა დედასა, დამიშრტა ნათელი თვალთა ჩემთა; მესმა რა ესე, დავეცი ქუჱყანად და ვიგლეჯდი თმასა თავისა ჩემისათა, და ვჰგოდებდი მწარედ, ამასთანვე ვჰკითხევდი, ვინ იყო კადნიერი იგი და მძვვინვარე მხეცი, რომელმანცა მიმიღო სულისა ჩემისა ანგელოზი, გარნა ვეღარავინ მეტყოდა პასუხსა, ხოლო მე გარემოცული ვაებითა მოვსთქმიდი მწარედ და ვიტყოდი ესრეთ:

სად დახედ მზეო პართენის გულსა სალახვროდ,
სად დამიშრტა ნათელი თავლთა,
ვინ მკადრე გექმნა ხელის შეხებად,
ვინ მექმნა მჭრელი ხელის.
ზისა შუქო, ვით დაგფარა ღრუბელმან
დააბნელე შენი პართენ უბადრუკი,
მწუხრად-მდე განმლევს ცეცხლისა ალი,
გფიცავ მომკლავს თუ არა ვსცნა სადა ხარ.
გლოვდით ჩემთან ყოიველნი მეცნიმთიებსა გულისა ჩემისასა,
ვინ დააჭკნო სიჭაბუკისა ყვავილი
განმაწონა მახვილი გულსა ულმობელად.

და ვითარცა ესრეთ მწარედ მოვსთქმიდი, მრქვა ხვარაშან, შვილო პართენ? დრო აღარარის გლოვისა, გვმართებს მსწრაფლად ვიფიქროთ შეწევნისათჳს სოფიასი. მე საკმაოდ ვუწყი, რამეთუ იგი აღარა აცოცხლებს თავსა თჳსსა, უკეთუ დაშთების ხელთა შინა მძვვინვარისა მის მხეცისასა: მივუგე, დედავ! მიბრძანეთ რომლისაცა სახითა შესაძლო არს მოძიებაი სოფიასი, და სანაცვლოდმცა ჭირისა მისისად ვჰყოფ თავსა ჩემსა, თქვენ უკვე უწყით, ვინადგან მე ვარ უცხოს ქუჱყნით მოსრული და არცა გზაი ვუწყი, სადითცა შევიძლო წასვლა და მოვნაი მისი; მიბოძეთ კაცი მცოდნე გზისა, და მე აწვე წარვალ და არცათუ სიცოცხლესა ჩემსა დავზოგავ სოფიას პოვნისათჳს.

მაშინ ხვარაშან მოუწოდა სახლისა თჳსისა უხუცესსა სახელით გორჯასპის და უბრძანა, სახლთუხუცესო, თანამდებ ხარ აწვე წარხვიდე სამცხეს, და შემოიკრიბო ორასნი წარჩინებულნი და ახოვანნი მესხნი, და იახლნეთ სიძესა ჩემსა პართენს, და მიხვიდეთ საზღვარსა ახალციხისასა, და მოიძიოთ სოფია, ეცადნეთ განთავისუფლებასა მისსა და შესწიროთ მხოლოობითსა პატრონსა თქვენსა თჳთ უკანასკნელცა წვეთი სისხლისა და სახსრად მისდა არა რაიმედაზოგოთ, და გამოიხსნათ ხელისაგან მძვვინვარისა მის კაცისა: მოახსენა გორჯასპი, ხელმწიფაო! მე მარადის მზა გახლავარ სამსახურისა თქვენისათჳს, და უწყითცა, რამეთუ არა ოდეს არ დამიზოგავს სიცოცხლეი ჩემი არცა პირველისა პატრონისა სიცოცხლისა ჟამსა, და არცა შემდგომ არსასრულისა მისისა, თქვენ ხელმწიფაო ჩემო! საკმაოდ უწყით, ვინადგან ესე ოთხმოცი წელი არს სიყრმით ჩემითგან გმსახურებთ თქვენ თავ-დაუზოგველად; სიძესა თქვენსა ზედა დამოეკიდების ყოველივე განკარგულებაი წინად-გამზადებულისა საქმისათჳს, ჰბრძანოს ოდენ და მე აღმსრულებელ ვარ ყოვლისავე. მაშინ მე ვარქვ გორჯასპის, სახლთ-ხუცესო, ერთი კარგი ცხენი უნდა მიშოვნოთ გასასყიდი და ხვალვე უნდა წავიდეთ; მან მომიგო, ბატონო, თქვენის სიმამრის საჯინიბოსა ვიდრე ორმოცს ულაყს ცხენამდის დაბმულნი არიან, რომელთაგანიცა თჳთო უმეტეს ასის თუმნისა ღირს, ინებეთ და გამოარჩიეთ რომელიც გინდესთ, და მაგისთჳს ნურცა თუ მცირედ დააყოვნებთ წარსვლასა თქვენსა.

განვემზადე მეორეს დღისათჳს; და ვითარცა განთენა შევსხედით ცხენთა, გამოვეთხოვე სიდედრსა ჩემსა და წარვედით სამცხეს. აქა უკვე დაუტევებ სამცხედ მისვლისა ჩვენისა ჰანბავსა და გეტყვვი სოფიასათჳს, ოდეს იგი მოიტაცა ქაიხოსრომან, რაი უკვე შეემთხვვია მას.

(განგრძობა შემდგომ წიგნში.)

3 ჰსწავლა და ჴელოვნება

▲back to top


3.1 პეტერგოფის აღწერა

▲back to top


პეტერგოფის აღწერა:[1]

ამბავი პეტერგოფისა, სრა სახლთა და ბაღჩა ბაღთანი, რომელი ვიხილე ის აღვსწერე, და რომელი არა დაუტევე: მე ვახტანგ ორბელიანი, წელსა. 1738, დღესა აგვისტოს: 15

მეფეთა მეფობასა დიდისა რუსეთისა მპყრობელისა იმპერატორიცა ანნა იოანნეს ასულისასა უმეცრობათა ჩემთაგან მრავალ განსაცდელ შემთხვეული ვიმყოფებოდი სამეუფოსა ქალაქსა პეტრებუხსა. რომელსა ჟამსა წარვიდა თჳთ დიდი იგი ხელმწიფე ადგილსა საზაფხულოსა, სადა აღეგო დიდსა პეტრე მეფეთ მეფესა, და მუნ წარვიდოდიან ქართველთა მეფის ძენი, და მათნი თავადნი, და რა მუნით მოვიდიან მიამბობდიან უცხოებასა მის ადგილისასა, და მეც ავბამდი ამხანაგთა ჩემთა და მოვინებე წარსვლად. ჩავჯედ ნავად და შევედ მდინარედ ნევად სახელ-დებულსა, და წარვემართე სადა იყო სახლი იგი, და მის ნევა მდინარით შევედ კიდესა ზღვისა უკიანისასა და მივმართეთ დასავლით კერძო, დავლეთ დარ საამო ჰაერ კეთილად ქარ ნელიად უღელვეობითა. და რა ვიხილეთ ვერსი რაოდენიმე გვითხრეს მენავეთა აჰა შენობანი, რომლისა გნებავთ ხილვანიო, და ვიხილეთ შორით მოჩანდა რამე თეთრად შენებულობანი და მათვე გვითხრეს მას ტევრსა რომელსა შინა მოჩანან და რაც ცეცხლათ კომლისაო იგინი წყალნი არიან ზე აღმოდმინარენიო. კიდეცა მსროდა მეფეთ შვილებთაგან მეცნიერთა კაცთაგან თორე არ დავიჯერებდი, ეგრე ზე აღმავლობასა წყალთასა. და რა მივახლოვდით ხმელსა და ნაპირსა მის ზღვისასა, მოსცემდა ჭალაკნი ტყევნართაგან დანაშვენები, და რა ვნახე ზღვის კიდე და ჭალაკნი იგი განმეკვირნეს, მომაგონდა ხილვა იგი იოანესი. და ჭალაკი პატმოსი, დანახვანი საკვირველებისა მისისანი. და ვითხოვე შეწევნა ენათა მეტყველებისა ჩემისა, და ვევედრე მეცა მათქმიე რაც ვიხილო აქა საკვირველებანი და უცხონი მე ვსთქვი და რა დავხედე ჭალაკსა მას სივრცე იქმნებოდა ვიდრე ვერსის მესამედი და მომაღლედ მოსცემდა მოგრძე ქედობი, რომელსა ზედა იყო ადგილ ადგილშენობათა ხელოვნებანი, რომლისა არა რა უწყოდი რაცა მიხილამს, და რა მცირედ წარვლეთ მივიწიენით პირის პირ სრასა სამეუფოსასა, რომლისად აღეგოთ ნავთ საყუდელად ღელვა გვემულთათჳს და მუნ მდგომიერობდნენ უთვალავნი ნავნი და საომარნი კატარღანი დიდნი და წვლილნი სხვა და სხვა სასეირნო ნავნი, რომელ ანბათა მათთა სიმრავლენი დიდნი ტევრნი გეგონებოდეს და მათ ზედ ნაკიდთა ალამთა მრავალ ფერობისა ყვავილობიანს ბორცვსა დაამსგავსებდი, და იდგნენ ამიერ ზღუდენი ქვა თლილნი და კედელნი სიმაგრენითა. და მუნ ზედა მდგომარეობდენ სპანი არა მცირენი. და გამოგკვითხვიდენ მგზავრთა ვიანობა, ანუ სად მიმავალობასა, და ჩვენ აღვედით ზღუდესა ზედა და ეგრეთვე შესდევდა წყალნი დამყუდრებულნი და რა ავლნეთ დიდი ადგილი, იყო წყალნი მოზღუდვილნი და ფიცართაგან დანახშვანი ერთი ერთისა უმაღლესად, ახარისახულნი და მითხრეს მისი ხომალდსა ამა წყლისა კიბეთა ზედა აღიყვანენო. ესე თუ არ მნახავთა და მეცნიერთაგან არა დაიჯერება და მუნ იდგა ტალავარი უცხო თლითა ფიცართანი და მას სვეტი ედგნენ დია მრავალნი და რა ისიც შევლენ და ზე გავსჭვრიტე ვიხილე და არა უწყი რა ვიხილე, პავლეს თქმული იგი მომესმინა: აჰა რომელი თვალსა კაცისასა არა უხილამს და გულსა არა მოუხდების, და აღვირიე ცნობათაგან და შევცდი ჭკვა გონებათაგან, და ესე ვეღარ შევიგენ. რომელ ესე კერძო ჩრდილოეთისა, და არა აღმოსავლეთისაო, დავაჭეშმარიტე ედემი ესე არს, და აქა ვიხილამ ენუქსა და ელიასა, და სად მდგომარეობს ხე იგი ცხოვრებისა, ანუ სადა იმყოფებოდა პირველი იგი კაცი, და უწყე გინება მამასა ადამს: რათ გამოვარდი ესეთისა საშვებელით, და დაჰკარგე საამონი ცხოვრებანი გამოუთქმელნი, და ვიყავ ჟამი რაოდენიმე ესრეთ ცნობა მიხდილობა და მცირედრე მორევჯობდი და მოვეგე გონებასა და ვარქვი თავსა: რას შვები უბადოო, თაო ჩემო, აქა სადა არს ედემი, ანუ სადა იმყოფება ენუქდა ელია; მუნ მასმია მდინარენი ოღხობით სახელდებულნი, და აქა ვხედავ, რომელ უთვალავად აღმოსჩქერონ წყარო წყალთა სიმრავლენი, მუნ სახლი არა მასმია, და აქა ვხედავ უცხოთა შენებულობათა, ვარქვი თავსა იგულისხმე რა არს ესე, მიმოვჯე ადგილსა შვენიერსა ალვისაგან დანაჩრდილავსა და ვთქვი: ესე პეტრე მეფეთ მეფისა საზაფხულოდ სახლი არს, რომლისა სახილავად წამოველ პეტერბუხიდამ, მე ვთქვი მოდა მომეცი ცნობანი და დავიწყე მიმოვლანი და სინჯვანი მათ ადგილთა და მიდამოიანი. რომელი მოვლე ფერხითა და ვიხილე თვალითა ჩემითა და ანუ რასაც მივხდი იგი აღვსწერე და რასაცა არა მივხვდი დაუტევე, მაგრამ ნაათალიცა ვერა შევიგენ, და რა წარვედ წინარე იყო დიდნი ადგილნი სიფრთხილით სწორად დავაკებულნი და საშუალ ტბანი შეყინებულნი. და იქით და აქეთ თანის თანად აღმოდინ რობდენ ფავრთაგანი წყალნი, სიწმინდით მოკამკამენი რომლისა რიცხვი და სახელი არ ვიცი, თუცა რაოდენთა და რისა მსგავსთა აღმოდიოდათ თითოსა უცხოსა ხელოვნებით განათალსა სიხესა, და სხვისა სახეთა ფერთა თითონნი საამოვნონი სენი უცხო რტო კოწოლუსულიანი, ჩინ მაჩინელთა შინა მდგარნი. მათ ფავრთა შინა საშვალ ტოლებოდენ, და რა წინარე წარვდეგ საშვალ ერთსა ადგილს დიდისა ხელთ უფლობისა ქვათაგან განათალი სამფსონ გამოეყვანათ და მას ლომი შეეპყრა და ზედ შეჯდომოდა და ორნივე უბანი შეეტყცნეს ორითავე ხელითა ლომისათჳს პირი და შემკობინა. და მას ლომთა პირთაგან ესეთი წყალი აღმოსდიოდა, რომელ, მხესა თქვენსა ვფიცამ, არა მინახამს ეგრე ზე აღმავალობანი წყალთანი. უთუოდ თუმცა წყალსა მეტყველობა ჰქონდა ეთერისა ანბავსა გვიანბობდა სხვანი მრავალნი რომლისა მოთვლა არა ეგების რომელნი უცხოთა თლილთა ქვათაგან მარმარილოთაგანი კაცნი მხეცნი თუ ქვე წარმავალნი შვიდ წილ გამოქანდაკებულთა არაბულთა, ოქროთაგან მოვარულ მოხატულები, წყვილ წყვილად ორ ორად მეპირისპირედ მდგომობდენ და ერთი ერთისა თოფით, თუ დამბაჩით პირით თუ ყურით და ყოველითურთ ასოთ. დანაწევარითურთ ბოღანი და მყარნი ვეშაპნი ნიანგნი. ლომნი თუ ვეფხვნი უხვად წყალსა შორ თუ ახლო ერთმანეთსა და მოადინებდენ და მათ წყლისა კამარებას ქვეშე მარმარილოთა ქვაფენილსა ზედა გავიარეთ. ყოველთა ქვათა, და ქვათა შუა სწორედ რაზმ დაწყობით წყვილთა ფავართაგან წყალნი აღმოსჩქერდენ და თუმცა აღმოუშვიან გამლელსა არა საამოვნოდ, დანამევდით და მუნით შევედით სამთა კამარათა შეკრულთა სახლთა შინა. მრავალნი უცხოთა ფერთა ფერადთა ქვათაგან, სხვა და სხვად სახედ, ავზნი მაღლა თუ დაბლა მის სახლისა კედელთა დატანებულნი საკვირველად გადმოსჩქერდენ და მათ კამაროვანთა სახლთა იქით და აქეთ ხარისხად და ხარისხად ამაღლებოდის და მაზედ ურიცხვნი ქუზანი, ლიტარნი თუ წუმწუმანი და დანახატნი სხვა და სხვა საზედ გამოჭრილთა და მრავალ ფერობათაგან ოქროს ვარაყთა და იყო იგი ლიტრა და ქუზანი თავსავემსგავსად მოკამკამესა წყალსა გამოსჩქერდიან და მას გამოჭრილსა დანატიფად დანახატსა ზედა დადინებდიან და იგი კეკლუცად გამოყვანილნი სახენი მას წმინდასა წყალსა ქვეშე საკვირველად ირისესავით მრავალ ფერად ინახოდიან. ამა გასაკვირვსა ხარისხმა იქით და აქათ სწორად და სწორად ზურმუხტისა ფერათ მოცვარულთა მწვანეთაგან ზე ქყვეობით ბაქან ბაქანად ამაღლდებოდის, და მას მშვენიერსა მოლსა ზედა სარონაგენი უთვალავნი ერთმანეთისა თანა სწორებით კორდსა ზედა ზარიფად რასმე მდგომობდიან. რა მას აღვლიდი და ვაკდისა და ხელმწიფისა სრა სახლ პალატთა დაემართის და მას ხარისხსა რომელი მოგახსენე, და მას ზედა აღმომდინარეთა შადრევანებით წყარო წყალთა მჩქერვალობასა და სჭვრეტდის. ჭალაკთა და ტივრელთა მდელოთა მინდამოთა მზერდა ზღვისა ღადოთა ნავთა საყუდელთა ნავთა გემთა და ხომალდთა მდგომარობასა ამათსა წასვლა მოსვლასა ზრვასა წყრომასა და ნელიადობასა ყოველსავე სახლი იგი სინჯვიდეს და მას სახლისა შენეულობათა ნუღარ მათქმევ თუ გონება გაქვს. ეს უნდა იცოდე კარგი და უცხო რომ იქმნებისო. და თუ სხვას მნახავთა შეხვდე სხვა მოგახსენოს და მე მისვე ბაღის საკვირველებას, რომელი სახლისა ზემორე და წინამდებარეთა და და ქვემორე ვიხილე მას მოგახსენებ. რა მიმოვლე ბაღი იგი, მის ბაღისა ერთსა კიდესა სახლნი იდგნენ შვენიერნი და ერთი საგანსასვენო საწოლი ხელმწიფისაგან, უცხოსა ინდისყალამქართაგან კეკლუცად კედელ ყურენი მოფარდაგულნი ჰქონდნენ, და მას შინა იდგა სკამ ლოგინი მისივე ყალამქრისა, სასთუმალ საბან ლეიბითა დაგებულ მოფარღული, რომელ გენახნეს არ ავად მოგეწონებოდა. და მის სახლისა ერთსა მხარესა მურდახილ მურდახილად გაყოფილნი აუზნი იყო, და მას აუზსა შინა თევზნი ისხდნენ სხვა და სხვანი უცხოდ, უცხონი მოვიდის კაცნი და უკრნის ზარნი და მის ზარისა დაკვრასა ზედან გამოხსდიან თევზნი ყოველნი და რა წარვიდის კაცი იგი იგინიცა წარვიდიან. ამა სახლსა ევლნეს საკვირველად გამოჭრილნი ხარისა და ფანჯარანი უცხო დიდი; დიდთა წყალთა აღმომდენი შადრევანნი; და საამოვნო საცრდილონი თაღარნი და ფანჩატურნი, და გარემო მოებაზრათ ყვავილებთა მრავალ ფერად სურნელებათა. სხვასა ადგილსა სახლი იყო რომელსა შინა შევედით, სკამი იდგა. რომე სამი კაცი მოიჯდომებოდა და რა მას ზედა დავსხედით ანაზდად აღგიტაცა მან სკამმან და მიგვცვალა ზემორე სახლსა ტურფად ნატიფად ანაშენარსა და არცა კაცი დაგვხვდა და არცა სულიერი, საშუალ მას სახლსა იდგა სტოლი, და მას სტოლსა შიგან ნალბაქნი იყვნეს გაწყობილნი. რა საჭმელსა მოვიამებდით წარვიდენ ნალბაქნი იგი და მას მსწრაფლად მოგვართვეს სანოვაგენი ამონი და რა წარსვლა მოვინდომეთ დავსხედით მასვე სკამსა ზედან, რომელმან აღმოგვიყვანა მუნვე ჩამოგვიყვანა სითაც ამოვედით მას სახლსა გარემო წყალნი ევლნო რომელ, სარკესავით სიწმინდითა პირის სახეს გიჩვენების და ყოველგნით ბაღნი და ხენი მწვანის ატლასისა ქირა ქარმოსხმული მოსცევდიან. დია გულისა საამოსა ადგილსა აღეშენათ და მას სცვიდიან კაცნი ჟამ ჟამად გამოსაცვლელნი და რა იგიცა მოვიარეთ წარვდეგით, ბაღისა სიგრძისა საშუალობასა იყო ორნი დიდნი ავზნი და მომაღლოს ტახტსა ზედა მარმარილოს ერთზედ ადამი იდგა და ერთზედ ევა, და ქვემოდამ, შესჩქერდა ათექვსმეტ ათექვსმეტნი შადრევანნი და მათ თავზედ გარდმოადენდნენ, და მე ასე გავსინჯე, რომელ თქვენისა ცთომითა შემწიკვლებულნი ქრისტეს მიერითა წყალითა განვიბანენით და სხვა არა რაი უწყით ესეც ლაყაფი მგონიეს. სხვასა ალაგსა აუზი იყო და შიგან ოთხნი იხვნი და ერთი გომიშა ცურვიდენე. გომიშა ჰყეფდა და იხვნი ყიყინებდნენ, და ყველას პირსა წყალნი აღმოსჩქერდნენ, მწვე გამიკვირდა ცურვა, ყიყინი ყეფა და წყლისა აღმოდენა; ამას არა ბრძანებდით, რომე სწორედ იხვნი არა ყიყინებენ, და გომიშა არა ჰყეფსო, და თუ რისგან იყო არა უწყი კვალად ერთსა კეკლუცად აღშენებულსა სახლსა რასმე შევხვდიით და მას სახლსა შინა ერთსა კერძოსა ფანჯარასა შინა ეკიდნენ ზარნი ჭიქისა დია წმინდისანი წვრილნი და დიდნი და ბალმაღლობით რაოდენიმე და მას ზარებთა პირთა ზედან ეკიდნეს კვერნი მართულითა ეგოდენიმე წვრილ დიდობით როგორც ზარნი იგი, და იგი კვერნი მოეხატათ ხალასისა ოქროსა ვარაყითა, და მას ქვემორე ჩალხი ჰქონდა წყალისა მიერ დასაბრუნი, და რა მოსციან წყალნი დაბრუნდიან ჩალხნი, და ჩალხთა მიერ დაიძროდიან კვერნი იგი და დაუწყიან ცემა ჭიქისა ზართა, და იგი ჭიქანი, გამოსცემდიან ხმათა ორღანითა და წინწილთასა და დია აამებდიან სასმენელთა გამგონისათა, და მათ მრავალთა გასაკვირავთაგანი, ესეცა დია გამიკვირდა ჩალთა ეგე მორთულობა და წელისა ზომიერებითა მათ კვერთა, წმინდათა თხელთა ჭიქათა ცემა და არა დამტვრევა და ეგრე საამოთა ხმათა შეწყობილებანი. და მუნითაც წარველ და მიველ სადა იდგენე ხალხნი ზამთარ ყვავილთა ამყვაებელნი და მრავალთა უცხო ხეხილთა განორცებულნი, და გამაკვირვა ყვავილთა სხვა სხვაობამა, და მრავალ ფერობით საამომან სურნელებამან, იგი დია ძნელისა სიცივისა ადგილი იყო. მაგრამ ინდოურთა ხეხილთა და ყვავილებთაგან იგი არე მოცული იყო ვითარ გაზაფხულ ეგრე ზამთარცა, არა დაიკლიან არცა ხილნი, და არცა ყვავილნი, ესე გრძლად მოსახსენი დიახ მოკლედ მოგახსენეთ, ამად რომელ ვერა შევიგენ თუ რა ხილნი და რა ყვავილნი ყვაოდიან, დამწიფებოდიან, ესეც მოგახსენო ქუჱყნისა აზიისა მხარეს კაცი ვიყავ და საქართველოსა მინა აღზრდილი და მუნ უცხო მდგართა ვაშლთა გამეკვირვნეს, ესრეთ გაეკრათ ხარისხსა ზედა, რომელ თხელსა წმინდასა ფარდანოსსა ვერა ხელოსანი ოსტატი სახლსა შინა ეგრე ვერა გააკრამს და დაიჯერეთ თქვენმა ერთისა ფოთლისა ტოლმეტობასა ვერა ნახავდი და მრავალნი მეწამულნი ვაშლნი მწვანეფარდასა შინა გაიერთიან, რომელ თუ გყვანდის საყვარელისა ღაწვსა ფერთა და ძუძუთა პაწაწობით მკრთოლობასა მოგაგონებდნენ, მუნითაც წარვლე და შევხვდი თანის თანად სარაჯებსა ჩრდილებსა და ხენკარებსა უცხო უცხოსა რომელსამე ბროლისა ფანჯარებითა მოელვარესა თალარებსა. და სხვა სხვა ხისა ფოთლითა მოცულსა ტალავარებასა. სირად და სირად მონამულსა კორდ მწვანესა და მას ზედა მოეცინარედ ანაყვავსა ყვავილებსა. აქა უნდა ზარასასა დამადუმებელი ანგელოსი მოვიგონო და პირ უმეცრობითა აღვირითა არვიჭიმო თვარა თუცა დავითის ქნარი მომცეს და სოლომონისა სიბრძნე მოვიპოო ქება ქებათა მას ქნართა ზედა დავემღერო. მაშინაც ნათალსა ვერა ვიტყვი, რომლისა ახლა მნებავს წარმოთხრობანი. ერთ კერძო ზღვისა ნაპირსა უცხო ხელოვნებით ნახენოვლარი სახლნი იდგნენ ნატიფარად ანაგებარნი რომელსა ფრანციცულსა ენითა მონპლეზირ უწოდდენ, რომელი გამოითარგმნების საშვებელი ჩემიო, ჭეშმარიტან საშვებელი სამხიარულისა მომცემელი და განმცდელთა მნიშატებელი შეჭირვებისა დამკარგველი და სიხარულისა ნაყოფისა დამნერგველი ვინ იქმნებოდის ესრეთ სევდისაგან შეპყრობილი და მწუხარებისა ქლამინ მოსხმული, რომელ მისგან კეკლუცად შენობამა ყოველივე სევდა ჭირი არ დაუკარგის, კენაღარ ამის მწერალსაც გულში სიამოვნე შეუვიდა. პირველად შეხვიდოდი სახლსა დიდსა და ნათელსა,კედელ ლამფათა საკვირველად ცხოველისა მსგავსად დანახატავსა. და ერთი კერძონი მის სახლისანი ზღვასა დასჭვრეტდის. მის სახლისა ქანდა ქვაფენილთა წყობილობამან გულისა მიდამონი, საშვებელისა ზღვათაგან მოიცვა; მის გარემო განმსვენებელნი საამოვნონი საწოლნი . მაქებელისა ენისა დამადუმებელი; მის დიდსა სახლსა გარემო ეხვივნეს წვრილნი სახლნი, რომელნიმე უცხოდ ნახატნი, სხვა და სხვა იგავთა და სხვათა მაჩვენებელნი. რა ელვარე ნათელი, რა მოკამკამე, რომელ მნახავსა ცნობას წართმიდის. ერთისა კატაიელთაგანი. ცნობა წარმთმელად დანახატასსა; რა ჩინურისა ქუნთრუშასა გამოეყარა. და მას სახლისა ფაქიზა უსულიანი ტანი ძირით თავამდინ წმინდასა წვლილსა, მრავალ ფერ უცხოდ ნაქნარსა, ჩინურსა მოეცვა, რომელ ვარსკვლავთაგან მოკამკამესა სამყაროსა ამსგავსებდი. მისნი სანამაძენი იატაკნი თეთრ წითელთა სანდალთაგან ყვავილოვნად წმინდათ წყობით სანდომათ გაელამაზათ, რომელ მისნი სუნნელებანი სათავეთისა მუშკსა ჩაგრევდის. სხვა სახლნი იქით და აქეთ დიდნი დაწერილნი უცხოდ ნაგებნი; მას სახლებსა ცალ კერძოდ ბარნი მოსცემდის ედემისა მისამსგავსოსთა სურნელსა, და მის ცნობისა წარმართმეველსა ნარინჯთაგან სულთა ბროლიოსა ქნორითა აყნოსებდენ, და სალხინებელად გასახედავსა მწვანოვანსა ენვარსა ნახევარნი მის სახლისა მხარენი მშვენიერად მოებაზრნა. მისნი ხეხილნი პირთა დამატკბობილნი და მანანისა მამწარებელნი ყვავილნი საყნოსელთასაამებელნი და სიცოცხლისა მომატებელნი. მისნი საშვებელნი შინათ გარენი უცხონი გარემოონი და მხარენი მისნი დილისა მზეტაგან ზღვანი საკვირველად ფარშამანგისა ბოლო მხართაგანცა უტრფესად სახილავნი. მისნი კორდ მწვანოვან ველობ ტერნარობანი, ჭკვათა ესრეთ მოსტაცემად ვითა შავარდენი კამკამსა; რომელნიმე ხენი ზურმუხტისა გვირგვინითა მორთულნი; და რომელნიმე მწვანისა ატლასისა ტყავ წამოსხმულნი ესე ხენი ნელიადის ზღვისა ქართაგან საამოვნოდ სხევითა მშრიელებელნი. მათნი ჩრდილნი და განსასვენონი, და მათნი კორდნი და მწვანენი მნახველის ულუმილესად კაცთა მაამებელნი; მისნი ამონ მიდამონი კაცთა სულისა შემარჩენელნი; მისნი სარო სახლისანი ადგილნი გულისა გამაცხრობელნი. მათ შინა მდგარნი მალევარენი ყვავილნი საყნოსელთა საშვებელნი, ცისა ცვართა ღაჟღაჟობითა ნაზ ზარფად ფაქიზობითა მუსკამბრისა სურნელობისა მბერავნი, რა უცხო უცხო საჩრდილებელნი და გულისა სათქმელი. მისაჯდომ მისაწოლელნი, მუნ წოლა და განსვენებანი ნუშრევან მეფისაგან: მეფისაგანაც მოსანდომებელნი და მუნ რონინი და სეირობანი სამხრეთისა დედოფლისაგანაც მოსაწადენი. ცალ კერძო ზღვანი საამოვნოდ მჩქერალონი და მშვენიერთა ღელვა ღადოთაგან მისთა მაყურებელთა გამაკვირვებელი. რა ერთისა ქებასა ვერ მიხედეს ხამს დაუდუმდეს და აწ მას დავიდუმებ და ზემორე სრათა საწინაოსა ბაღსა ამბავს მოგახსენებ:

- რა ქვემონი წალკოტთა და ბაღჩა ბაღთა ედემურობამოვირე, მუნით მოველ ზემორესა წალკოტსა, რომელი იყო ხელმწიფისა სახლთა წინარე. რა შეველ კართა და გავხედე ხევნარობასა, და ვნახე შადრევანი დიახ მრავალი წყლის ჩქერანი კეთილ საამონი და მათ აუზთა და წყლისა სარეჯებსა მივმართე. ერთსა დიდსა აუზსა საშვალ იდგა ხე დიდი, მწვანეთა რტო ფოთოლთა და ღეროთაგან წყალნი მაღლობით გარდმოსდიოდენ, და მას არ დაიჯერებდი, რომელ სწორედ ხე არ არისო. და მას ხისა გარემო მასვე ავაზათა შინა კაცნი ესახნენ მოუქრულნი, და ამ კაცთა სახლენი სახენი შეეპყრათ ზოგთა ლომი, ზოგთა ვეშაპი, ზოგთა ძაღლი და სხვა მხეცთა სახენი შეეპყრათ, და მათ მხეცთა და ნადირთა ყოველთავე პირთ ზე წყალი აღმოსდიოდენ. სხვასა მხარესა იყო დიდი ავაზნი მეწამულისა ზღვისა იგავად მოეყავანად, რომელსა მოსე განვიდა, და მას შემოჰყოლოდა ეტლთა მჯდომელი ფარაოზ მეფე გვირვინოსანი, და მისსა ეტლსა ებნენ ოთხნი ტაიჭნი, უცხოდ ნაქმნარნი და მრავალნი თავადნი და მხედარნი ტაიჭოსან სამხედროსანი, მენაფრენი და ყეროსტვირთა მაძახებელნი. მათ ყოველთავე ცხენებთა თვალთა, პირთა, ყურთა და საყნოსელთა, ჩლოქთა და ნაპირთა ყეროსტვირთა საკვირველად ზე მაღლობით წყალნი აღმოსჩქერდნენ, და იგი კაცნი და ცხენნი რომელნიმე ნახევრამდისინ დაღუპული იყვნენ, და რომელნიმე თავამდის დაფარული იყვნეს და ეს მეფე და ცხენი კაცნი ხელთ უფლობითა, ცოცხალთა მსგავსად გათალნი, მძიმედ ოქროსა ვარაყითა შემკულნი იყვნენ.სხვა მრავალნი უცხონი და საკვირველნი აუზნი და შადრევანნი გამოდიოდენ, და სხვაგან ხშირ ხშირად გამოყვანილნი კაცნი, ცოცხალ ცოცხლათ მიმზგავსებულნი, აქა და იქი იდგნენ და მათ აუზებთა გარემო ყვავილოვნებასა, და ან ხენვართა შვენება მდგომარობასა გაჰკვირდებოდი სხვათა ყოველთა ხეთა და ფერად ფერადთა ყვავილთა, რაც საწუთოზე გველნი მიჯნურნი და შვენებისა უფალნი კაცნი თუ ქალნი გეგონენს. მათ თჳს სიტურფე ვისთჳს სწადებოდა მოეპარათ ესრეთ, რომელ ხევნარობისა ქორჩისა სიმშვენიერე იოსებისა მოეპარა და ნაფუჩნარსა ნარდიონსა ზილიხანისა კავმაწაკნი მოეტაცა, შვენიერ დანაზებულსა ნაძოწვებსა სიწლო სიმჭლენი მაჭნუნისა ესესხებინა ფერმიხდილსა ხელოვნებასა; ტარიელის ხელობისა ფეროვნება და ესწავლა; ვარდებთა მოელვარობასა, ნესტან დარეჯანის ღაწვისა შაგირდობა მიეთვალა; არრავანსა სისხლთა მღვრელობა ხოსროვისა მიეტაცა; და კუკურსა ზამბაზსა შირინისა ცხვრითა სოთობა მოეშვა, ალვასა უსულობა ავთანდილისა მიეყიდნა, და ყაყაჩოსა ბძოწეულისა არაბელისა თინათინისა მოევაჭრა. ხაშხაში დარეჯანის ძისა ლახტსა დარობდა; სუმბული ხორაშნისა კინამოსა ემყვისებოდა. სოსანი ომანის ტანსა ეჯუფთებოდა, და მიხაკი გულანდამისა ტუჩსა გვარობთა. სხვა მრავალთა ხეხილთა და ყვავილობათაგან კაცთა ცნობანი მიეღებოდენ. ლომნი სიმგრგვნითა და სუნითა კეკლუცათა ქალთა ძუძუსა ჰსდარობდენ. იასამანთა მაყურებელნი და ფუნჩვნილთა ზილფთა ქვეშე საყვარლისა სახესა წინ დაიდებოდენ. და მზის უჭრიტენი თამამად სარკესა მოგართმიდნენ. თუცა ქალი იყავ წვლილთა მდელოთა სისწორით შარედ შარეობა თვალთა ოლვასა გასწავლიდნენ და თუ კაცი იყავ საყვარლისა თვალთა ოლვასა (გასწავლიდენ) ანუ გაცნობებდენ. სხვა სხვა უცხო გვართა წალკოტთა, ხელოვნებასა გაგაკვირვებდენ. თუცა ენა შოთამისა მომცეს მაშინცა ნაათალსა ვერა ვიტყვი. რაოდენნი ხევნარი გასაოცრად შენაკვეცარნი. რა უცხო უცონი რომელნივე ფრინველთა სადარნი, და რომელნიმე ხევნარი გასაოცად შენაკვეცარნი. რა უცხო უცონი რომელნიმე მფრინველთა სადარნი, და რომელნიმე მხეცთა საგვარონი, რომელი თავმან თქვენმან არა იტყოდი, რომელ ანუ ფრინველნი და ან მხეცნი არ არიანო. სხვანი ზე ანაყრდენი ხენი, რტოწყობით კოწოლ სწორობით, ერთი ერთისა თანა მდგომობით, თვალ უწდომთა ადგილთა საამოვნოდ დამაჩრდილებელნი საკვირველად, და თლილთა ხეთა სხვა და სხვა ფერადობით, ფანჯრებისა აქათ და იქით თალარები სიხშირესა, მუნ სტოლთა სკამსა სხდომთა განათალობასა, კაცისა ენა ვერ იტყვის. ამათნი გულისა გამხელებულნი ადგილნი და მიდამონი, ორისავე სოფლისა ტრფიალებისა სასწავლებელნი; ვინცა ედემისა ტრფიალი მას მისთჳს ტრფიალებას მოაწადებს, და ვინც სოფლისა მოყვარე საყვარელთანა სვლა ალერსსა მოანდომებს, ამა გულისა გასაწყოთა კაცთა გამხელებელსა, ბაღჩა ბაღთა წალკოტობასა, რაოდენ წყარო წყალნი ტბა აუზნი, ფარავანი წყლისა კამკამებისაგან ციმციმით მოცინარენი, ვინა გამოთქვას, და ანუ სრულიად მის ბაღისა სამოთხურნი საშვებელნი და მუნ შიგან მყოფთა და მავალთა განცხრომა და ამოვნობანი, ვინ და რომელმან რიტორმან ირიტოროს, რომელ რა უთვალავნი და მრავალნი წარჩინებულნი თავადნი მხცოვანნი და მხცოვანნი ჭაბუკნი და ჭაბუკნი შვენიერნი ქალ ყმანი, დედა წულითურთ მათით ოქრო ქსოვილით და ძვირ ფასითა სამკაულითა შემკულნი, საყვარლისა საყვარელსა ხელმქნილნი ხელმქნელსა თანა, ზურმუხტისა შესადაროსა მოლსა ზედა, საწუთოსა ზურმუხტისა შესადაროსა მოლსა ზედა საწუთოსა და ნაზობდიან, და რომელსა რომელსა თანა უნდოდიან, უსულიანისა ალვისა თანითა მათთანა მოხდომით და ერხეოდეიან; რომელნიმე ვარდისა შესაგვანისა გუჩებითა, გულისა მონაც ემთაებრ ალერსობდიან; ზოგნი ლალისა მსგავსისა ბაგე პირითა მშვენიერად სიცილითა მღიმარობდიან. სხვანი ლხინობდიან და ნადიმოდიან (დანიშატობდიან და შეექცეოდიან). სხვა და სხვა სასმელებსა მრავალ გვარისა ჭიქა ფარჩებითა სმიდიან და ნაშატობდიან, ფრინველთა სვრიდიან, და სირთა კვლიდიან; და ზოგნი ტრფიალობდიან, და ვარდისა საყვარლისა მიჯნურ ბულბულსა საყვარლისა სიყვარულსა ასწავლიდიან; ზოგნი მფრინველთა ხმა ტკბილობას ჰყვებოდიან და მათებრივ საყვარლისა გვერდით გალობდიან და ღიღინებდიან; ზოგნი მეუღლისა სიყვარულსა გურიტსა ასწავლიდიან, და სხვანი უსურვაზსა განმრავლებული და საწუთოსა სიმწარე მოუგონარნი სოფელსა, მართებულადყელსა ჰყრიდიან, და გულისაგან შეჭირვებასა ჰკარგავმდიან, სხვა მათნი განცხრომანი და შვებანი და სინაზით ჰაეროვნებასა და ფაქიზობით ზარიფობანი თამაშობით ამაყად იქით და აქათ მიმოვლით, რონინებანი მათნი ქცევა მკობილებით ადგილ ადგილ, რომელსა სადა სწადდის ჩრდილსა, თუ კამარებას, ან თალართ ტალავრებთა, ყვავილთა და ვარდის ბუდქთა ქვეშე უცხო ზრო ტანადობითა მდგომარობდიან და მჯომობდიან; ნებიერად მიწოლით განისვენებდიან; ყმაწვილურად ცელქობით ლაღობდიან. ვინ მოთვალოს, რომელთამე ახალთა ქალთა, ვარდი თუ ყარამფილი და სურნელებით ფეროვანნი ყვავილნი, ლალისა ფერითა, ბაგითა ეჭირიან და ჯიღად თავსა დაირჭვიან. ეგრეთისა მორთვა უსულობითა და ტრფიალობით საყვარლობდიან, და მათსა ეგრე ყოფა ქცევასა მე, თანა მჭუნვარე, გაკვირვებით ვსინჯევდი. და ესე ვითარისა შვებისა, მიმყოლნი, არათუ მუდამ ესე გვარად იქეოდიან, რომელ წინარე მოგახსენე. რა საღმრთოსა! ღვაწლისა და ხელმწიფის სამსახურსა და ქუჱყნის მოვლისაგან მოიცლიდიან, ამა ლხინსა და განცხრომაცა ღვთის სამადლობელად სახარულევანსა დღესა იქმოდიან, და ეგრეთ სამღთო საერო ვაჭრობით ზენა სუფევასა, და ქვენა შვებასა იყიდდიან და გაჰყიდდიან, და ყოველივე კეთილი ყოფა ქცევა ესე გვარითა ხალისითა აღასრულიან.

მე ამის დაწერა არა მწადდა ამად, რომე თვალნი გულისანი და საცნობელნი გონებისანი შეჭირვებისაგან მიმეღებოდეს, და ანუ რას შევიგონებდი და ანუ რასა დავჰსწერდი, რომელ არა უწყოდი; რავნახე რა მეთქი. მაგრამ ელენე ჩემმა დამა სურვილით დამიჟინა დაუმცროსსა, უფროსისა ურჩები არა მართებს, და დავმორჩილდი.

_______________

1თავადსა ივანე ბარათოვსა ჰქონდა ამის ნამდვილი და ის ნამდვილი ივანეს მამას ზაალს საიდგანღაც გადაეწერა და მე იმ ზაალის გადაწერილიდგან ეს გადმოაღებინე. წელსა 1841-სა.

3.2 რამდენიმე სიტყვა გაყრის კამედიაზედ

▲back to top


რამდენიმე სიტყვა გაყრის კამედიაზედ.

სიტყვიერების ტომარს, (ჟურნალს) უთუოთ მხილველი უნდა ჰყვანდეს და ყოველი იმისი წერილები განიხილოს, თორემ უამისოთ სიტყვიერება არ ევარგება. ვიცით მაგალითები და ამისთჳს ვანბობთ ამას, ნამეტნავად თუ კარგი მხილველი ეყოლება სიტყვიერების ტომარს, დიდს წარმატებაში წავა სიტყვიერება და ენა აჰყვავდება ყოვლის საამოს ფუჩვნილებით. აბა როგორ დავიჯეროთ ჩვენს ქართველებში კარგი მხილებელი არავინ არ იყოს, რომელსაცა შეეძლოს ჩვენი სიტყვიერების განხილვა? -არარის დასაჯერებელი! ნამდვილად ვიცით, კარგი მხილებელნი გვყვანან და შეუძლიან ჩვენი სიტყვიერების ნაკლულევანება კარგად განიხილონ, მაგრამ არ ვიცით რა ამბავია, რომ ვერ გაუბედავთ და შემკრთალნი არიან! - უმდაბლესად მოგმართავთ და ვედრებით ვითხოვ, ვისაც შეგიძლიანთ, ჩვენი ქართულის ტომარისაკენ გადმოიხედოთ, ჩვენი სიტყვიერების განსახილველად. რა ვიცით, თავაზას ბევრი შეუძლიან, ერთი ერთმანეთსა არა ვაწყენინოთრა, და მიზეზი ეს იყოსო - ამისაგან მე კარებს გავაღებ არა წყენისას, არამედ მშვიდობისას, მაინც ერთხელ ხომ იტყოდა ვინმე ამაზედ და ვინ იცის რა შფოთები გაიმართებოდა, ამისთჳს ისევ მე წარმოვსთქვამ ამას, თუ გაწყრომა იყოს ისევ მე გამიწყრნენ, ისა სჯობია.

ამ რამდენისამე წმის წინად ლაპარაკი იყო ზოგიერთის პირებისაგან, ვითომც ახალი ქართული ენა დაებადოს თავადს გიორგის ძეს ერის-თავს. ეს აზრი პლატონ იესელიანმაც დაწერა თავად გ. ერის-თავის გაყრილობის კამედიის წინა სიტყვაობაში ამ ლექსებით და ერის-თავმაც ნება მისცა დაბეჭდისა:

„მწერლობა ძველთა, გარდა რუსთაველისა და მცირეთა სხვათა, არა იყო ჩვეულებითისა საუბარისა ენითა, რომელიც არის და უნდა იყოს ჭეშმარიტი ენა ხალხისა. დამწერმან ამა პირველისა ქართულს ენაზედ კომედიისა, თავადმა გიორგიმ დავითის ძემან ერის-თავმან, დაბადა ქართული ახლისა გვარისა მწერლობისათჳს. - სახელმან მისმან ქართველთათჳს ესრეთვე მიიღო ღირსება, რომლისათჳსაც ეკვირვებიან ბერძენნი, რომაელთა კომიკთა: არისტოფანეს, კრატინს, პლავტსა, ტერენციოს, მენანდრასა და სხვათა.“

„მაქვს იმედი, რომ ესრეთისა ჩემგან ახლისა გვარისა მწერლობისა ქებას, არავინ მიიღებ პირმოთნეობით თქმულად, და თჳთეული კეთილ-განმძრახი ქართველი, სიხარულით და სიამოვნით წაიკითხამს ამ კომედიას და სხვანიცა ახალნი მწერალნი გაბედვით შეუდგებიან მაგალითსა მისსა.“

როგორ თუ, მაგალითსა მისსა? - შეგვიძლიან ჩვენც ესა ვსთქვათ თამამად, რომ იმის კამედია ახალი ქართული არარის მწერლობისათჳს, რომელსაცა იმ კამედიის ანდუყაფარის, პირველს ლაპარაკს მოვიტან მაგალითად ამ წერილში.

კამედიის პირი თავადი ანდუყაფარ.

„აი ოჯახის დაღუპა, გვარის დამდაბლება; გაზარდეთ ყმაწვილები რუსეთში, კარგს რასმე სწავლობენ! აღარც ძმის სიყვარული, აღარც ნათესავისა, არც დედ-მამისა! ნეტავი დამესავებინოს რამე მაინც... ოჯახი წავახდინე? ვალი ავიღე? აი ჩემი ოფლის სამაგიერო. სახლები არ ვარგაო, გამეყარე, ცალკე უნდა ვიცხოვროვო! ოჰ! რა ცუდი დრო არის ოჯახებისათჳს, ტყვილიღა არის, უნდა გავეყარო!... გავეყარო? რაღა ვიქნები! აი თუ მტერი ნიშნს მამიგებს.“

აქეთგან მოვჰყვეთ; პლატონ იესელიანი სხვებს რომ ურჩევს იმ კამედიის წინასიტყვაობაში „შეუდეგით მაგალითსა მისსაო“. რატომ ტავის წინასიტყვაობას ერის-თავის კამედიის წერას არ ამზგავსებს და სხვებსკი ურჩევს? გავს ვერ მოუხერხებია, ამისთჳს რომ იესელიანის წერა სწორე წერა არის და ერის-თავის კამედია დაკუწვილი ლაპარაკი, კითხვა-მიგების მზგავსი. არ ვიცით რომელი განსხვაებითი წიგნი რამ დაიწერება, იმ კამედიის სიტყვიერებით?

თავადი გ. ერისთავის მთელი კამედია სულ იმისთანა ლაპარაკია, როგორც ანდუყაფარ ლაპარაკობს, ეწორეთ ეგრეთი, გარდა სომეხისა, და არა განსხვაებითი რამ მოთხრობა. ანუ განსჯა ახლისა ქართულისა მწერლობისათჳს. გ. ერის-თავი იმ კამედიის ლაპარაკს ანდუყაფარს ანუ სხვებსა, კამედიის პირთა, ხომ არ ასწავლის, რომ ასე და ასე ილაპარაკეთ ახალი ქართულიო. ანდუყაფარს, ძველს თავადს და კიდევ სხვებსა, როგორც ყმაწვილობიტვე უსწავლიათ ქართული ლაპარაკი, კარგად თუ არა კარგად, ანუ ნაკლები, ანუ ნაკლული, ანუ ნაკლულევანი, ისე ლაპარაკობენ, მასასადამე გ. ერისთავს სხვა ქართული არა დაუბადებიარა მწერლობისათჳს, ის ქართული იმათი საკუთარი ყოფილა იმ ქართველებისა.

თავადმა გ. ერისთავმა, ერთი მოთხრობა რომ დაგვიწეროს ქართული, მაშინ გავარჩევთ რა გვარი წერა არის იმისი, თორემ იმის კამედიით არ შეიძლება შეტყობა რომლისაცა მიზეზი ზევით ითქვა, რაც არის იმ კამედიის ქართული წერა. ამის შემდგომ მოველით, რომ ერთს მოთხრობას გამოსცემს თავისის განჰსჯით, ვინაიდგან იქნება ახალი ქართული იცოდენ მწერლობისათჳს და ჯერკი საზოგადოთ არა ვიცოდეთრა ჩვენ, ამისთჳს გულმოდგინენი ვთხოვთ, თუ მართლა ახალი ქართული იცოდენ, დაგვანახონ, დაგვიმტკიცონ, რომ სწავლისათჳს გამოიცეს ახალი ქართული ენა და იმის მაგალითსა შეუდგეთ ყოველნი, რომელთაცა დიდად დაგვავალებს თავის მემამულეთ.

ყოველს, რასაც ვანბობთ ამ წერილში, გულწრფელობით არის, ჭეშმარიტად რომ სხვა განძრახვა არა იყოსრა, მხოლოდ ამის მეტი. გულითა მსურს, ჩვენი ქართული ენა, უფრო და უფროსა საუკეთესო იყოს და მაგალითად სამაგალითო!...

თ. ალ. ვახტანგის-ძე ჯ. ორბელიანი.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲back to top


4.1 თოვლის მოსვლა კანტონის ქალაქში

▲back to top


თოვლის მოსვლა კანტონის ქალაქში[1]

ერთი იწერება კანტონის ქალაქიდამ ამ წიგნსა: „ხომ იცით რომ ამ ქუჱყანამ თოვლი არ იცის, და იფიქრეთ რა რიგად განვცვიფრდებოდი მე და მეტადრე აქაურნი მცხოვრებნი, რა ვნახეთ ერთ დილას მოსული თოვლი ნამდვილი და არა ტყვილი. სრულიად ბანები დაფარებულია მშვენიერის თეთრის თოვლითა, რომელიცა ძევს ნახევარ ადლ სიმაღლეზედ რამდენიმე კიტაიელნი, გაშეშებულ იყვნენ სახლებში! აქედანა სჩანს, რომ უეჭველად თოვლი მოდენილ იყო მრთელს ღამეს.

მეორეს დღეს, რა ხალხთა ნახეს ამისთანა საკვირველება, ჯერ შისისაგან თითქო გაქვავდნენ, შემდგომ შექნეს სიცილი, ყვირილი, სიხარული კიტაიელთა, ამ გვარ თეთრ, ცივის ფქვილის ხანვაზედ, რომელიც წყლად იქცეოდა. აღწერა არ შეიძლება ამათის განცვიფრებისა! დილით, მინამ ავდგებოდით, კარში ასეთი ხმიანობა შემომესმა, ისე მეგონა სახლები იწვის მეთქი. მართლად რომ ამისთანა სასწაული კანტონის ქალაქში ჯერ არ მომხდარა, არცა ერთსა კიტაიელსა მოხუცებულსა არ უნახავს თოვლი, დაარცა ახსოვთ, რომ ან მამებსა და ან პაპებსა ეანბოთ იმათთჳს ამ უცნაურის მოსვლა. თოვლი კიდევ მოდიოდა, როდესაც დილით კიტაიელნი გამოვიდნენ გარეთ, პირველადეგონათ რომ ნათლები ჩამოდის ჩვენზედაო, ამისათჳს უფრო, რომ წინას დღეს რაღაც უქმე იყო და ერთგულად ლოცულობდენ კერპებსა. მაგრამ, რა დაერწმუნენ, რომ ღმერთები გვატყუებენო, შევიდნენ დიდ ფიქრში და არ იცოდნენ რა ექნათ? ქუჩები აივსო ხალხითა, გაეღოთ პირები და ყველა უყურებდა ცასა, ვერ გაეგოთ საიდან მოდიოდნენ ეს თეთრი რაღაცები; ცოტას ხანს უკან გამოიშვადღევა, ჩვენთა ევროპიელთა რა ხანს გამოდარება, სიხარულით აღარა ესმოდათ რა, ავიდნენ ბანებზედ და ესროდენ ერთმანეთსა თოვლის გუნდებსა. ასე მოსწონთ კიტაიელთ ეს ანბავი, რომ ყმაწვილებისავით შეხარიან და თამაშობენ თოვლითა. ამ წიგნსა ვწერ, მაგრამ გუნდებია რომ ჩემს ბანზედ მოდის, და ნახევარ მილიონი თითქმის ხალხი, ტაშს უკრამენ და იცინიან.“

„რა რვა საათი შეიქნა, ვნახოთ რომ მოვიდა ერთი ამ ქალაქის ჩინებული ვაჭარი და მკითხა: ეს რა ამბავია თქვენი ჭირიმე? უთუოთ გეცოდინებათ, რადგანაც ბევრი ქუჱყნები გინახავსთო? ჩემს სალოცავებს ვფიცავ, რომ ჯერეთ ჩვენ ღმერთებს ამისთანა სასწაული არ უჩვენებია ჩვენთჳს! ჩვენს ვიკტორია ფილოსოფოსს, რომ უთხარი ამ დილით არ დამიჯერა, როგორ იქმნება ციდან გამხმარი წყალი მოვიდესო? როდესაც დასამტკიცებლად ბიჭმა შეუტანა თოვლი, ჰსთქვა: ეს ტყვილიაო, ინგლისების მოგონებული იქმნებაო!“

„მინამ წიგნის წერას მოვრჩებოდი, თოვლი გადნა; ისევე ლაფია ქუჩებში; საწყალნი კანტონელები ვეღარ ნახვენ მეორედ, თავიანთ დღეში, ამისთანას ანბავსა, რომ ეგება კიდევ ამ გვარად ესიამოვნათ.-

ი.კ.

_______________

1ჩინეთის ქალაქია.

5 რედაქციისაგან.

▲back to top


რედაქციისაგან.

ცისკრის მეექვსე ნუმერში, უფ. ჩუბინოვისაგან გამოცემულს ღრამმატიკაზედ იყო განრჩევა, რომელზედაც წავიკითხეთ რუსულს ენაზედ პასუხი ამა განრჩევაზედ გაზეთში «Кавказъ» უფ. ჩუბინოვისაგან დაწერილი. ამა პასუხზედ მივიღეთ რედაქციაში ღრამმატიკის განმარჩეველისაგან კვალად პასუხი, სადაცა ცხადად ამტკიცებს ღრამმატიკის შემადგენელის ქართულის ენის უცოდვინლობას მით, რომელ, რადგანც არა ჰქონია შეძლება ქართულს ენაზედ პასუხის დაწერისა, რუსულს ენაზედ დაუწერიაო. ჩვენ ამ სტატიას არ ვუბეჭდამთ იმ უცნობს პირს, რომლისაგანაც მოვითხოვთ ბოდიშს, ამისთჳს, რომ ჩვენს ჟურნალში არა ყოფილა იმ განრჩევაზედ პასუხი დაბეჭდილი, უკეთუ ყოფილიყო, მაშინ დიდის კმაყოფილებით დავბეჭდავდით. -

* * *

- ზოგნი ერთნი მთხზველნი გვემდურებოდნენ მაზედ, რომ თავიანთ თხზულებაში ჰპოვებდნენ შეცთომაებს, ამისთჳს ვსთხოვეთ მათ, თჳთან გაეწორებინათ თავიანთი თხუზულება, თუ რომ მთხზველი იქნებოდა ტფილისში. თუმცა ზოგნი ერთნი ასწორებენ თჳთან თავიანთ თხუზულებას, მაინც კიდევ მოსდით შეცთომა, ამისთჳს განუცხადებთ ჩვენის ჟურნალის მკითხველთა, ესე დაუდევნელობა არა მიაწერონ რედაქციასა, შემდგომში კი ვიხმარებთ მეცადინეობას.

მომავალის 1858 წლითგან, კვალად გამოიცემება „ცისკარი“ სრულებით შეცვლილი, რომლისათჳსაც ვხმარობთ ყოველსავე ღონის-ძიებასა და რომელზედაც ეგზავნებათ ხელის მომწერთა საკუთარი განცხადება ამ საგანზედ, ხოლო ტფილისში მყოფთ, დარიგდებათ თავის დროს. რედაქცია სთხოვს ამაზედ სამშობლო ენის მოყვარეთა, მოსცენ შემწეობა და მოუპოვონ ხელის მომწერნი, რომლითა ღონის-ძიებითაცა გვქონდეს შეძლება, მოგიყვანოთ ჩვენი განზრახვა სისრულეში.-