![]() |
ცისკარი №9 (1859) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა |
▲back to top |
![]() |
1.1 კს. |
▲back to top |
კს.
სევდისა ნისლნი მესივნენ გარსა,
ოხვრა მხოლოდღა ბანსა მომცემდა;
ვით ყვავილს წალკოტს საწყლად დამჭკნარსა,
აღდგენის ნუგეშს არ ვინა მცემდა.
განვშორდი ქალაქს, მომძულდა ერი,
სოფლად მოვსძებნე მე მყუდროება,
გარნა მუნც სიკვდილს, ვითა მშიერი
ვნატრიდი, -მერტყა ჭმუნვის დროება.
ამ დროს გაელვით გამომიბრწყინდი,
ვით შარავანდი მშვენიერ მზისა,
მსწრაფლ განმიფანტე გულისა ბინდი,
თითქოს ღრუბელნი, დაბურვილ ცისა!
და რა გამოვა! ხვედრით დასჯილი,
მხოლოდ დასასრულს ჭმუნვით მოვლილი.
კაცი სიკვდილად ვინც არს მიხრწნილი,
მისთვის ამაო არის ყოველი.
დიდი ხანია მე ჩემმან ბედმან
ჭმუნვით ამავსო, მით გამიღიმა;
დიდი ხანია მე ხვედრმან ჩემმან,
უბედობის ჯაჭვს დამაჯაჭვინა.
დიდი ხანია მე ზეციერმან
მადლმან დამიწყო ულმობით მზერა,
ვით უნდ ნუგეშ მცეს მე შენ იმედმან,
კაეშანს ჩემზედ გაჰქონან მღერა!...
შენცა ინატრი ჩემებრ სიკვდილსა,
ჰსცან გქონებიეს შენც ჩემებრ გრძნობა;
შენცა უჩივი ჩემებრ ხვედრსა,
ჰსჩანს გცოდნებიეს ჩემებრ გალობა
და, წყეულიმც იყვეს აწ ხვედრი ჩვენი,
რომ სურებოდა, ენებებინა,
ეს ორნი გულნი: ჩემი და შენი,
ერთს საღმრთოს გრძნობით შაერთებინა!...
ტყვილია ნატვრა და ეს სურვილი,
საწყალობელსა მკვდარს ვერ აღმადგენს,
ვიდრე მომადგეს კარსა სიკვდილი,
უნდა ვემონო ტანჯვასა ამდენს.
მხოლოდ ეს მიქმენ, როდესაც მოვკვდე,
თუ რომ გებრალვი, იქმენ მწუხარე,
მშვენიერთ თვალთგან ცრემლი ადინე,
საწყალს დატანჯულს გულს დამაყარე.
თუ გაივლიდე საფლავს ნახვიდე,
შენგნით არ მინდა ამაზედ მეტი,
ამას იტყოდე, თან საფლავს რწყვიდე:
აქა მარხია ჩვენი პოეტი!...
ივ. კერესელიძე.
1859 წელსა
3 აგვისტოს.
სოფელს ბოგვს.
![]() |
1.2 სტიროდეთ! (ლორდ ბაირონით.) |
▲back to top |
სტიროდეთ! (ლორდ ბაირონით.)
(ებრაული მელოდია.)
ოხ! ტიროდეთ მათ, ვინცა სტირიან
მდინარეებზედ ბაბილონისა,
მათ, ვისც ტაძარნი ნანგრევ არიან,
ვისიც მამული სამშობლოისა,
არა რა არს რა, გარდა სიზმრისა!
სტიროდეთიუდისდამსხვრეულს ჩანგსა!
სტირდეთ... სადაცა ღმერთი იმ მტირალთ
იმყოფებოდა - იმა ალაგსა
არიან ვისაც ღმერთი არა ჰყავთ.
რომელს წყაროში დიდისრაელი
დაიბანს თვის ფეხთ აღსისხლებულთა?
როს იგალობებს კვლავცასიონი
ღრმა სიტკბოებით ხმათ არვსებულთა?
ან მელოდია როს კვლავიუდის
გამოაცოცხლებს ისევ იმ გულთა,
რომელნიც სძგერდნენ მის ციურ ხმისთვის?
ტომო! ფეხითა მოწანწალითა,
ტომო! გულითა დაღალულითა,
ვით აღფრინდები სამშვიდო ადგილს?
მელას აქვს ხვრელი და თვის ბუდე ჩიტს,
კაცსა სამშობლო დაისრაელსა
არა რა, გარდა თვის საფლავისა!
ილიკო ჭავჭავაძე.
თებერვლის 23-სა დღესა.
1858 წელსა.
ს.პეტერბურღი.
![]() |
1.3 ნავი |
▲back to top |
ნავი
საშუალ ზღვისა ცურევდა ნავი,
ყოვლის მხრიდგან ჰქრიდა ნიავი.
ჰსჩანდა, რომ ნავი იღუპებოდა
და შემწედ არ ვინ ეგულებოდა.
ამ დროს ხვამალდმა გამოიარა,
ნავმა იხილა რა, გაიხარა,
გაჭირვებისგან სთხოვა გამოხსნა.
ხვამალდს შეჰბრალდა, ეს საქმე რომ სცნა,
მოაბა ჯაჭვი, შველა ინება
და უთხრა: „შიში ნუღარ გექნება!
ქარი ჩემს სივრცეს, რა შემოხედავს,
მერწმუნე, ჰქროლას ვეღარ გაბედავს,
მალე მოვახდენ აქ მყუდროებას
და შენ მიიღებ თავისუფლებას.“
ქარს ეს ნუგეში დიდად იამა
და რაც შეეძლო მას ასიამა.
რა ნავი ნახა განსვენებული;
შეიქმნა ქარი განრისხებული;
დიდის დაკვეხით ხვამალდს შეჰბერა,
მაგრამ მის სივრცეს დააკლო ვერა.
ჩადგა ნიავი ძალით, არ ნებით
და ზღვა დასტევა მან განსვენებით.
ნავს ესე საქმე დიდად იამა,
სთქვა: „გამომიჩნდა კეთილი მამა,
თუ ესა მყავდეს და ეს მფარავდეს,
მე ვერვინ ვერ მომერეოდეს.“
დაემორჩილა ხვამალდსა ნებით,
დიდის სურვილით და განსვენებით,
მისსა შემდეგ აქვს მშვიდობაი ნავს
და მავნებელი აღარავინ ჰყავს. -
წ.
1859 წელსა.
მარტის 25 დღესა. - ს.საჩხერეს.
![]() |
1.4 დარბაისელი ანუ წარჩინებული დიდი კაცი. |
▲back to top |
დარბაისელი ანუ წარჩინებული დიდი კაცი.
(ბრანჟეს ლექსებიდამ.)
ვითარ ვმედიდურობ მე, ჩემის ცოლისა გამო!
თვალები აქვს სამცვიფრო, მიმზიდველი საამო!
ფანა იყო მიზეზი, დაახლოვდა ჩემთანა,
ჭეშმარიტთ მეგობრების, ნიმუში ამისთანა,
მას დღესვე როდესაც მე ფანაზედ ვიქორწინე,
დამიმეგობრდა ერთი, დარბაისელი ვინმე...
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს, მეგობრად, ძმათაც მიშოვნა:
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა.
სამსახურში მალემალ, ჰსწრაფად ზე აღმავალი,
ოცდა ათისა წლისა, შეიქმნა ღენერალი,
ერთს ზამთარს იყო ბალი, ერთის მინისტრისასა:
იქ წაიყვანა ჩემი ცოლი მზის ჩასვლისასა;
მუნიდგან სადაც მნახავს, სიამით შემეყრება-
ყოველთვის ხელს ჩამომართმევს, ალერსით გამეყრება...
რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა:
ახ, რა ბედნიერი არს კაცი, ცოლიანი ამისთანა!
იგი ფანას აღნაქვსსა, სრულიად არ ჰფლანგავსა;
მაგრამ რაკი უცებად, ფანა ავად გახდება-
იგი მთელი დღე სახლში, მოვა ჩვენთან დაჯდება...
ახალ წელიწადს დღესაც, არ გვნახოს არ იქნება
და არც სახელწოდების ჩვენი დღე ავიწყდება...
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა;
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა!
ერთგზის შეგვემთხვა როგორღაც, ცუდი დარიანობაშია
მე და ჩემი ცოლი დავრჩით, ორნი მარტოდ ჩვენს სახლშია.
იგი მოვიდა და მითხრა, ჩემგან ხარ შესაბრალია;
რად ხართ შენ დღეს მეგობარო, მაქვს ერთგულობის ვალია.
თუ რომ არა გაქვსთ კარეტი, ისიამოვნეთ გარეთა
ახლავ ვუბრძანებ თქვებთვისა, მალე მოგართონ კარეტა.
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა;
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა!
ერთხელ საღამოს ჟამზედა, მოვიდა იგი სიამით,
მე და ჩემი ცოლი, ბაღში დაგვპატიჟა ორნივ ღამით,
და მოგვართო შაპანსკიცა, ესე იყო მეტი სართი,
მუნა მარტო დაწვა ძილად, მე არ მქონდა მისამართი;
ასე ვიყავ ჩაყლაპული, აღარ მქონდა თავი ხელთა,
კარგს ქვეშაგებში მეძინა, არც მახსოვდა ცოლი გვერთა.
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა;
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა!
ღმთის წყალობით მომეცა, მე საყვარელი; მართლად
მეგობართ შორის მეც იგი, აღმოვარჩიე ნათლად.
დიდ სიხარულით და ცრემლით, მასმენდა სიამის ხმასა,
ნათლია ჩემი მადლობით, შეფრფინვით ჰკოცნიდა ყრმასა.
და მასვე ერთსა წამშია, ესრედ მომიგო მე გული,
მან უანდერძა საჩუქრად, მას ყრმასა თვისი მამაული.
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა;
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა!
სტუმარნი სადილსაზედა, როს მარჯვე სიტყვით ხუმრობენ
საინლად უყვარს მას ესე, ვიცოდი, ხვანიც უბნობდნენ;
ამად ჩვენც ერთგზის ვიხუმრეთ, გულში რაც მქონდა ვალადა
და უთხარ სიტყვა შემდგომი, პირის-პირ თვალის-თვალადა:
წარმოიდგინეთ მასმენენ, ვითა ნაღარის ხმანია,
ვითომც თქვენ მარჯვედ წებოთი მოგეკრასთ ჩემთვის რქანია.
ამისთანა განძის პოვნა რა მიამა, მომეწონა!
დარბაისელმა საკუთარს მეგობრად, ძმათაც მიშოვნა;
ახ, რა ბედნიერ არს კაცი, ცოლიანი ამისთანა.-
თარგმნილი კნ. გრ. ბაგრატიონის-მუხრანსკის-მიერ.
1859 წ. 10 აპრილს.
![]() |
1.5 ლხინზე |
▲back to top |
ლხინზე
კვალად მას ვიტყვი: ლხინი და ლხინი,
ვერ დავიდუმებ მე ამისა თქმას!
თუ ვინმე ეშხით არს კმაყოფილი,
არათუ ყანწით საღვინითაც სმას
არ დაიწუნებს. მეტადრე მაშინ,
ოდეს დაღლილი მუშაობითა,
წელ-მოწყვეტილი მოვა ღემე შინ,
აბა იმისთვის რა არის ლხინი,
თუ არ გადაჰკრა არ მოსდის ძილი,
და თუ ჩასთვლემავს, მყის რაღაც ძალა
ექნების საწყალს ვით ხათა-ბალა,
მაშინკი იტყვის: ახ! შენ წითელო!
ჩემო საღვინევ შენ ადრინდელო,
ნეტამც სავსებით თაროზე იდგე;
ნეტამც სადარის აბა იგი დღე,
ოდეს კედელზე წამოვჯდებოდი,
საღვინე გვერდზე, მწვადს ცეცხლზე ვწვავი
საკიდელს დაბლა როს დაუშვებდი
და ქვაბს ბოზბაშის ძირს გადმოვდგამდი.
ხან და ხან დედალს ცივად მოხარშულს
ამოვიღებდი, ლამაზ დავჭრიდი,
და შიშაგ ხორცსა რიგზედ მოქაფულს,
ლურჯსა სუფრაზედ თვლით ჩამოვყრიდი
ცეცხლი შუაზედ, როს ღაჟღაჟებდა,
იქით და აქეთ მოუხდებოდით!
აქ პატარძალი წინ თამაშობდა,
და ტაშის კვრითა ჩვენ დავსტკბებოდით!
ერთი მეორეს წრფელის გულითა,
ყანწს ანუ თასსა უთავაზებდით
და ადგილობრივ ფერხისულითა
მამაული მოძმეთ მარად ვიქნებით!
როს მივიდოდით მარნისა კარსა,
ბაქანზედ ვსჭვრეტდით საღვინებს სველსა.
რა ჩავხედავდით ღრმა საწნახელსა,
იქ გარდავდევდით ნუნუას მტკბარსა!
შემდეგ ლხინისა სავსე ხელადა,
სახლისა მოძღვარს მოერთმეოდა!
და ოდეს იყო ლხინი ამ გვარი,
ყოველთვის ისმოდა შესანდობარი!
ასე ამ გვარად დრო იგი ძველი
ახლა ზოგთ უჩანსთ განსაკვირველი!
მაშინ თუ ჰგრძნობდა კაცი სიკვდილსა,
მაინც წინ ედგა საღვინე სველი!
ასე იტყოდა:„მე მიამება მისი ყურება
და ჩემი სენი მით იკურნება!
ოჰ! მისი სუნი და მისი ძალი,
დაუცადია ჩემთვის წამალი!
სიკვდილი ერთხელ როგორც რომ ვალი,
ვიცით ჩვენთვისა არს დაუხვალი!
ოღონდ იმ დროსკი სიკვდილს მაშორა,
ოდეს გვერდთ მედვას სავსე ტიკჭორა!“
თუ ქართველი ხარ კვლავ თავ მამწონე,
დრონი წარსულნი შენც მოიგონე!
მე ამას გირჩევ ვიდრე გაქვს გონე,
ლხინს ნუ მოიშლი მას დაემონე!!-
დიმ. ბერიევი.
ოკტომბერს 1858 წელსა.
![]() |
1.6 მეუღლეობის სიყვარული |
▲back to top |
მეუღლეობის სიყვარული
br>ხელთ იგდოს მსხვერპლი, მძლე მძვინვარემ!...
ვჰსჯექ ამ დროს სარკმელს შეჭირვებული;
სოფლისა ზრუნვით დამძიმებული;
ვლამობდი, ვითომც აღბორგებული;
სული მშვიდ მექმნა შეწუხებული!...
ვნახე ამ ჟამად შავათ მოსილმა
განეღო სიფიცხით, ვით ელვად ქმნილმა,
მიმართა ფერდობს, სად მიწა ცივმა
ჰფარა გვამი N...- ის, ვინ ჰსწყლა სიკვდილმა!...
განვედ, მომესმა ხმა ტირილისა;
გოდება სულთქმით, კვნესა სულისა;
ცრემლით დალტობა ქვისა გრილისა;
ზილფთა გაწეწა, ცემა გულისა!...
მოჰსთქმიდა, ჩემო სად მიმეფარე;
რათ მიღალატე, მალ გამეყარე!...
რატომ მეც შენთან არ დამამყარე
ერთად ყოფნითა არ გამახარე
რისთვისღა ვიყო, ვისთვის ვჰსცხოვრებდე?...
ანუ თუ სოფელს, რათ ვემადლოდე!...
შენ ამას გვედრი, ჩემსა მოსვლამდე,
ბინა მინახე, რომ თანა გახლდე!...
ვნახე უეცრივ, ვით მოჩვენება;
თმებ გადმოშლილი, ქვას ეკონება;
ახლტება, მორბის, წყალში ვარდება,
იფარვის ზვირთთ ქვეშ განიძირება!!!..
ი. ბერიძე.
ოსეთით
მაისის 14-სა 1859-სა წელსა.
ს. ჯავა.
![]() |
1.7 ფულები |
▲back to top |
ფულები
უწესოდ გაჩენილო, ურიცხვთ დასამხობელად,
იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად,
კაცთა ამპარტავნების ამწეო მეტა მაღლად,
მაგრამ ამათთან ეგრეთ კეთილს იქ დიად მრავლად...
ბარემ ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ,
გონების მიმტაცებო.
ხშირად გიყვარს სტუმრობა მარად განურჩეველი,
ამაო ფუფუნება, ჟამი დაუდგრომელი,
კაცთ ბუნების აღმძვრელი და შურით აღმვსებელი,
სინათლის დამჩაგვრელი, კაცთ ზნეობის გამრყვნელი
რა ვსთქვა? -ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ,
გონების მიმტაცებო.
ყოვლნი სულნი გეტრფიან გაქვს ესრეთი ბუნება,
არა გწამს მეგობრობა, არც ნათესავთ თვისება,
ახვალ ზევით, გეძლევა ხარისხი და დიდება,
სააქაოს ცხოვრება არს კაცთ ფულის მონება.
რახან ასე ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ
გონების მიმტაცებო.
რაგინდ ვინმე გაძაგოს კვლად და კიდევ ვართ შენი,
ლხინსა თუ გაჭირვებაში შენ გიგალობს ხმა ჩვენი,
ბნელის რამის გამნათი, უცნობისა გზის მჩვენი,
პყრობილთ ტყვეთ გამომხსნელი ფულებო არს დრო თქვენი.
აბა ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო.
ჩვენო თვალის სინათლევ
გონების მიმტაცებო.
ძილი აღარ მოუვა ვის ეწვევი სტუმრათა,
პირს ევლება მარად ჟამს მოღიმება ხშირათა,
მიხვალ, მიგდევს ფულებო რაზმი კარგი წყობითა,
მიხვალ, მიგდევს, მარამა ნუ თუ ღალატობითა?
თურმე ასე ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ
გონების მიმტაცებო.
ძლივს გავბედე ფულებო ამ გვარი შენი ქება,
უმჯობეს ხარ ყველაზე ვერვინ შეგედარება,
რა არ ხელთა გიპყრიეს: შექცევა, შვება, ვნება,
ვინცა უმცირეს იყოს, იგიც შენით შვენდება.
რადგან ასე ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენო თვალის სინათლევ
გონების მიმტაცებო!
ლ. ა.
![]() |
1.8 გარემოებათათვის კავკასიის მთისა |
▲back to top |
გარემოებათათვის კავკასიის მთისა
მთაკავკასია, შესამსგავსია, ანდამატისებრ მიმზიდ ბუნებას,
ამაყად ზვაობს, შენაზაობს, უღონოს ქმნითა სდევს გულთ წყლულებას,
ჰგონიეს მითა, მის მყარ კლდითა წინა აღუდგეს უფალთ უფლებას,
და ვინ არს იგი, განაკიდი განეროს აღფხვრად ღმრთის ძალთ ურჩებას.
როს განვიცადე და განვსჭვრიტე მყარება მთისა,
მყის განვეკვირვე და განვსცვიფრდი კავშირ ქმნად მისსა,
ვჰგრძნობ, თუ ნოეს ჟამს ესრეთ ნაშთი ჰგიეს წარღვნისა,
ანუ კერპთა ზე აღმართებულ რისხვანი მღვთისა.
ერთსა მათგანსა უპირატეს გორისა თხემსა,
აღველ და მუნით განთიად ჟამ უჭვრეტდე მზესა,
რაბამ ცის ნამნი ეგზომ ხმანი ეპკურნენ ველსა,
კინამოს ხმობით ზეე აღმკობით ვნატრი მას დღესა.
მყოვარ ჟამობით უჭვრეტდე ვიდრე მზეე ეტლსა სჯდებოდა,
შარვანდ ფენით და ლხენით ყოვლნი მცენარე სტკბებოდა,
ენა დაშვრების, მუსიკი ვითარად შეიმკვებოდა,
დახამს გრძნობა მაღალ საქებრად, გულს ცეცხლი ნუთუ მგზებოდა.
ჟამად და ჟამად ზეფირული საამო ქროლა,
კვალად ტაროსთა შეცვალებით ღრუბელთა სრბოლა,
სასტიკის წვიმით მყისვე სეტყვით უებროდ ძრწოლა,
ლომთა და ვეფხთა მრჩობელ ერთ ურთის საკვდავად
ბრძოლა.ზეე თვალთ აღხილვით შევემსჭვალე ზენარ მსჯელობას,
ციხ ხომთა არეს, მონავანეს ცთომილთ მსვლელობას,
ვით უძლოს გულმან, სევდით წყეულმან მათს სხივ მწველობას,
რაზომ ჭმუნვარნი და ხელ ქმნილნი ჰლამის მრთელობას.
ველნი მდელოით მშვენიერად ზურმუხტ ფერობენ,
ედემის მტილებრ განსაკვირვებ ხელ-ქმნად მწველობენ,
ააედონთ გვარად დასამტკბარად მუსიკ ხელობენ,
მის სუნთა ფქვრევით მყნოსველ მტკბარნი დღეთა გრძნობენ.
სალბუნ არიან მრავლ გვარნი ველის მდელონი,
მრჩობლ გვარად სენთა მყის მალხენთა შესაფერონი,
რაბამ დასტაქართ წყრულთ მალამად ჭირთა მფონენი,
ეგზომ მკურნალთა ხელოვანთა სახმევ მგემონი.
წყალი აბანო განკურნებად ყოვლის სენისა,
ვით ტბა სილო ამს ბრმათ არჰმხმელი თვალთა ჩენისა,
ვით უძლოს რიცხვი დასამტკიცი ყვავილთ მშვენისა,
ვითარ და რაბამ მაღალ საგრძნოდ ძალნი ზენისა.
სიმყარეს კლდისას ემსგავსებიან თოვლთა ზვავები,
ნოეს ჟამიდამ ამა დრომდე შენაზავები,
სდიან მის უფსკრულს ირემთ წყარო დასამტკბარები,
მის განმარტებად ცუდ მაშვრალობს ბრძენთა თავები.
იგი მდებარებს და შეიცავს მრჩობლთა მათ ზღვებსა;
კასპსადა პონტოსდა ჩრდილოითკავკასიისერსა,
სამხრით ივერთა სჯულთ ძრიელთა, ზენაით მზერსა,
ვითა ლომისა გლახ გამქუშავს იმად გულ მძგერსა.
ხმა არს საჭვრეტლად მუნებურთა წყალთა რბევანი,
სადაით და სად კლდე კაპანთა მიმონჩქრავანი,
მსგავსად ისართა მოსისხართა წინწკალთ სრევანი,
იგი სალბუნად გულ კოდილთა ჰსურდესთ მევანი.
მხეცთა სიმრავლე ეგზომნი ვითა ვარსკვლავნი ცისანი,
ზოგად მუნ მჭვრეტთა ივერთ სპათ შეზრუდეს კარნი გზისანი,
ჯოგსა დახროსა კისკისად კრთებოდეს ელვა რხმლისანი,
დაოცილთა მათგან ვეფხის ტყავთ დასჩაგრეს შუქნი მზისანი.
ძრწოდე ეი? მთაო! აღძრულ არს შენდა ივერთა ვალები,
შენ ხარ მიზეზი, შენ გამო ვართ ასდენ შეუბრალები,
აწ თვით ჰსცან ძალი რისხვისა რაბამ გდენს სისხლის ღვარები,
ყორანთა იქმენთ საყივრად მხეცთ მძოვრით დასამტკბარები.
სამზღვარნი შორის მის მთისა რხმალო შენ ჰპოვე სად არის,
ბასრო განჰკვეთე იმსრბოლე ნუ ეჭვ სპა ჩვენი კმად არის,
და კახთა თავადნი მთავრულებ ვჰფუცავ ტარიას მხნედ არის.
ომი შეგვექმნა ფიცხელი ქართველთ და ლეკთა დიდოთა.
ძველთაებრ გმირნო ქართველნო ხამს ძალი განიდიდოთა,
ვით ქორმან გუნდი ტრედისა დაჰშალოთ გამოჰზიდოთა,
და ვის ძალუძს ძლევა ჯვარისა, გინა მის მოსავ მიმნდოთა.
კაცი ბრძენი მაღალ მხედი ხამს მისგამო მაღლად ბჭობდეს,
განეკვირვოს არსთ ქმნულებას მას უბნობდეს მას ამკობდეს,
სჭვრიტოს ქვეყნის რაბამ თხზვასა ვით ედემი შეიმკობდეს,
და პირველ ჩვენი მამა ადამ ზღვის კბოდესა რად ინთქმოდეს.
აზომად თურე ხამს იდია მაგრძნობდეს თრობად,
ნუთუ კაეშნის მძლედ ხელობამ მომიცვას ფლობად,
ვემდურვი სოფელს ცრუდ საყოფელს ცრემლ შეუშრობლად,
გთხოვთ არ მიიღოთ უკიცთ თხრობად და ნურც ბრძენ ბჭობად.
თ. სვიმონ მაყაშვილი.
ჩენდ-სა წელსა.
ივნისის ი-სა.
![]() |
1.9 * * * |
▲back to top |
* * *
ოდეს ღმერთმან გაგვაჩინა,
რად არ გვითხრა ვისი ვინა?
ექნებოდა მაშინ ბინა,
გულსა ჩვენსა თვალთა წინა.
ლოჟას მჯდომი მშვენიერი,
ტრფიალებით მადლიერი,
გულგრილათ ძირს გადმომცქერი,
არათ მოგდის არა ფერი!
ღმერთმან მოგცა შენ ეგ გული,
ნავარდი და მხიარული,
გაქვს უმანკო შენ ეგ სული,
ტრფობით, გრძნობით ყოვლით სრული.
ეძებ შენსა შესაფერსა,
და გამოსცდი გულსა ბევრსა.
ნუ ენდობა სხვასა ერსა:
გარდმომხედე ვინ გიმღერსა!
სხვას რათ ეძებ მე ვარ შენი,
შენ შესაფრად ანა შენი;
სწორ იმ ხისა, არ ნამყენი,
ვით ადამ და მისი ძენი.
სიზმარშიაც გინახივარ,
ნუღარ ფიქრობ შენი მე ვარ;
მე არ გიხდენ ნანახ სიზმარ:
ერწმუნე რას ხედავ მღვიძარ.
მკითხავს ეძებ საკითხელად,
აჰა გული ჰკითხე სმენად;
ყველა მოგცემს პასუხს ბნელად,
ეს გული კი ტყუილს ძნელად.
ჭეშმარიტი მეგობრობა,
იცი, ძნელად დაითმობა,
აღგზნებული გულის გრძნობა
ვერა ფრით ვერ გაიქრობა.
მაშ ნუ მიწყენ, თვალთა მარდო,
გეტყვი მაინც გულის დარდო!
ტყვე ვარ შენი გეაჯები,
სიცოცლე არ გადმიფარდო!
ღმერთი, უფრო მაღლა მყოფი,
ისმენს ჩვენსა ვედრებასა;
მაშ შენ ჩვენთან ახლო მყოფი
რად არ ისმენ ჩემს ქებასა?
ტანათ სარო, სახით ვარდო
ჭაბუკთათვის გულის დარდო,
გარდმომედე შენსა ბედსა,
სასამარე არ გამხადო!
ბ.
1859 წ.
იანვარს.
![]() |
2 ხანიზდექ |
▲back to top |
ხანიზდექ
თავი მეორე
ნელ-ნელა დაეშვებოდა მზე დასავლეთისაკენ, თითქო დამაშვრალი კაცი ხანგრძლივ მოგზაურობით, რომელიცა თავის ბრწყინვალე სხივებს, შუბებსავით მიაბჯენდა ცას და მით შეჰსცვლიდა დაწყვეტილ ნაწილ-ნაწილად თეთრს და ლურჯს ღრუბლებს ოქროს ფერად.
დამყუდროებულ ჰაერს, სადაც თვით ზეფირთაც არ ჰქონდათ იმ დროს თვისი ჩვეულებრივი ქროლა, უცებ შეარყევდნენ თავის სიმძიმით და გრძლად გაწოდილის ფრთებისა ცემით დიდრონი ორბები, რომელთაგან ზოგი შავსა წერტილსავით დაჰსტრიალებდნენკავკასიის მაღალთა მთებთა, და ზოგნი კი მეტად უზომოს ფრენისა სურვილით, რამტენ ნაირსამე წრეთ განაპობდნენ დამშვიდებულ ჰაერს.
ურიცხვთა სხვა და სხვა წვრილთა ფრინველთ იჟინით თითქმის რო ყურთა ხმა აღარ იყო. იფიქრებდა კაცი რო, ეს ფრინველები ჰსწორეთ სინანულით და გლოვით ესალმებიანო მზის დასვლას, სადაც ყველაზე უფრო მეტათ, გაჰკიოდნენ და ან დაგოგმანებდნენ ტოროლები, რომელთაგან, ზოგნი უცებ ჭიკჭიკით და ფთებთა ძალზე ცემით ისარსავით ავარდებოდნენ ცაში, და ზოგნიკი დაეშვებოდნენ თავქვე; მაგრამ უფროსი ერთი იმა ფრინველთაგან, კეთილ დროებითადვე მიაშურებდენ ბუდეებს და მწვანედ გაფოთვლილთ ნერგებს, სადაც ნამეტნავად ამ უკანასკნელებზედ ჰსხდებოდნენ ისინი ჭყრტიალით და ჩხუბით.
ამ დროს შარა გზით ბღავილით მოუდიოდათ სოფლის ჯავისაგაკენ პატარა ფეხშიშველა და ჩოხა ჩამოფხრეწილ ბიჭებს ნახირი, რომელთაც აულებიდამ და თვით ყანებიდამაც ხშირად ლანძღავდნენ მაღლის ხმით კაცები გადაშვებისათვის იმა ნახირიდამ ძროხების და თებისა ჭირნახულში.
დაუახლოვდა რა ეს ნახირი სოფელს, მაშინვე ჩამოეგებნენ სოფლისა ძირს ყმაწვილი ბიჭები და ქიზგები დასარჩეველად თქვიანთის საქონლისა, რომელთაგან უკანასკნელებს ეჭირათ იღლიებში წვრილ-წვრილი კასრებიც საწველელებისა მაგივრათ.
ეტყობოდა რო, ამ ნახირის სოფელში შემოსვლას, ყურს არ ათხოებდნენ აქა-იქ ეზოებ წინ ჯგუფად მსხდომნი კაცები, რომელთაგან დართულნი იყვნენ რა ჩამომსხდარნი წვრილ-წვრილ ოსურ სამფეხა სკამებზედ. ეწეოდნენ მოკლე ტარიანი ხის ჩიბუხებით წეკოს, და ოსურსა პტყელ ფოთლიანს თამბაქოს; ხოლო სხვანიკი ცოტა მოშორებით გვერდზედ წამოწოლილები შეჰსცქეროდნენ იმათ პირში და უგდებდნენ ყურს მათ საუბარს.
არ ვიცი გაიგეთ თქვენც თუ არა! დაიწყო ერთმა უფროსთა პირთაგანმა, რომელმაც ამ დროს გამოიღო პირიდამ მოკლე ჩიბუხი და გადააფურთხა გვერდზედ, როკუდაროდამ გადმოცვინული აბრეგები, ვითომცყორნისისაკენ დაეჭიროთ, და რომლებიც არ დანებებიან. ისინი კიდეც დაეხოცოთ.
უმ! ჩამოართვა სიტყვა მეორემ, ადრევე იყვნენ ის ძაღლები დასაღუპნი, მაგრამ რა ფაიდა; ეტყობა რო დღემდინ ბედი შეჰსწევდათ. არა! თუ ღმერთი გწამთ, სად გაგიგონიათ, რომ ოსმა ოსი გაცარცოს და თავის სისხლ ხორცი არ დაინდოს. ვსთქვათ რო, ჩვენი მამ პაპის ჩვეულებით სომხების, ურიებისა და სხვებისაც, თუკი შეხვდება, გაცარცვა კიდევ ჰო, რადგან ისინი ჩვენც ალიან გვატყუებენ ვაჭრობაში, მაგრამ რატომ მაშინვე მეხი არ დააჰსქდებათ ხომე იმ ღმერთ გამწყრალებს თავზედ, როდესაც საწყალ ოსებს, უიმისოდაც ღატაკებს და ღარიბებს დაიჭერენქართლში, თუყორნისის ხეობაში და უკანასკნელ ჩოხასაცა ჰხდიან.
ოხ! ავთეუ ხუცაუსტა! ავთეუ! დაიწყო მესამემ, მაგრამ ვენაცვალე ღვთის სამართალს ისეთს მახეში გაბმულან ისინი, რომ მგონია უნასაღოდ ვეღარ გამოვიდნენ იქიდამ.
ბევრს არ გავიცინებთ, ჩამაართო მეოთხემ, რომ ისინიც თუ გახსოვთ, აი! იმ პოლკოვნიკის მკვლელს რო უყვეს ისე. რო თხის ლორებივით ჩამოჰკიდონ დიდრონ ძელებზედ!... მერწმუნეთ ეხლაც ჟრუანტელი დამივლის ხოლმე ტანში. როცაკი მომაგინდება ხოლმე ის საწყალი, უკან რო შეუკრეს ხელები, თეთრი პერანგი რო ჩააცვეს, კისერზედ რო თოკი მოჰსდეს და ისე აჰსწიეს საწყალობელი ცაში, სადაც ის უწყალოდ იქნევდა ფეხებს, თითქო ცეკვას თამაშობსო და ტრიალებდა ციბრუტივით თავ აშვერილი.
ეე! ჩემო გ. დ. ჩამაართო სიტყვა ისევ პირველმა მოსაუბრემ, მერწმუნე, რო ეგ სულ არა ფერია, მაგრამ აი, რა არის ბედურება და ჩვენის ნათესავის შეურაცხება როცა იმ საწყლებს ჩამოჰკიდებენ ხოლმე ძელებზედ, ჯერ ისე სამს თუ ოთხს დღეს ლორებივით გაახმობენ ხოლმე მზეზედ, და მერე იქვე ის სახრჩობელას ძირს ჩაფლავენ ხოლმე ძაღლებივით, რომ მამა პაპის სასაფლაოსაც აღარ აღირსებენ. ეს არის თუ არ დაგიშლია ჩვენი კაცისთვის შესაქუხარი და მოუთმენელი, თორე სიკვდილი სულ ერთია, რითაც და როგორც უნდა არ მოჰკვდეს კაცი. რასაკვირველია რო უფრო სამჯობინარო იქნება, ავაზაკობას რო დაანებონ ოსებმა თავი, მაგრამ ღმერთმან დაჰსწყევლოს ეს ჩვენი ოსური სისხლი და ჯილაგი, განა კი შეიძლება, რო ოსმა ისე მოისვენოს, რო ან არა ვინ დაჰსჭრას, ან მოკლას, ან არ გაცარცოს და ან არ მოიპაროს!... რაღა ჩიჩინი უნდა რო, ვისაც ამისთანეებზედ მოასწრობენ, მაშინვე ზოგს კი მხოლოდ ნახევარ თავ ჩამოჰპარსავენ და ისე შუბლზე ბეჭედ დაკარგულებს გაისტუმრებენ ციმბირისაკენ!...
ვაჲ თუ ჩვენი საცოდავი ქვაზაც იმათში მოჰყვა! დაიწყო სუ სხვამ, საწყალი! ახლა ვიღა უპატრონებს იმის ახალგაზრდა ლამაზ ცოლს, რომელიც აგერ, აგერ კიდეც მოდის, ართლა რომ ძაღლი ხსენებაზედაო. ვაი შენი ბრალი შე საწყალო; ნეტა იცი თუ რა ანბავია შენს თავს, რომელსაც თითქმის რო ცალი ფეხი ქვრიობაში კიდეც გიდგას.
ამ დროს გამოიარა იმ კაცების შორი ახლო ორმა ქალმა, რომლებსაც ორ მხრივ ეკიდათ ზურგზედ დიდრონი ხორბლით სავსე თეთრი გუდები. ეტყობოდა რო ერთი მათგანი უფრო ხმიანი იყო, თითქმის ოცდა ხუთ წლამდე მიწეული; და მეორე კი ჯერეთ ისევ ნორჩი, სულ თხუთმეტის, ანუ თექვსმეტის წლის ყმაწვილი ქალი.
წელში მოხრილნი ტვირთისა სიმძიმით, ნელ-ნელა ჩამოვიდნენ ისინიჯავისპატარა თავდაღმართს, და გასწიეს პირ და პირ მდინარისა ლიახვისაკენ, რომლისა ნაპირს მოჩანდა ერთი პატარა ოთახისოდენი მოჭდეული ხის ოსური ერთ თვალა წისქვილი.
გადმობრუნებული კაბა, რომელსაც ევლო გარშემო ქობად წითელი შილა და თეთრი ტილოს ლეჩაქი, დაუდევნელად მობლანდილი თავზედ, შეადგენდა მთელს ტანისა და თავის სამკაულს ფეხშიშველა ჯუხასას; ხოლო უკანასკნელს კი ხანიზდექს, საამოდ ჰშვენოდა მოხვეული თავზედ ახალი ჩითის მერდინი, რომელიც სუფთად და კრძალვით ჰფარავდა თეთრსა ბროლისებრ ყელ-ყურსამისსა და შავსა გიშერსავით თმას, საიდგანაც ორი თუ სამი მომსხრო ნაწნავი შოლტივით გადმოკიდებოდნენ მხრებს წინ, და საიდგანაც გამოჰსჭვირვიდნენ შავნი ყორნის ფრთათაებრ კავებიც.
თეთრი, ტანზედ გამოწუთხული ჩითის კაბა პატარა წითელი შალის სარტყელით და ოსურის წუღებით, იყო სამკაული ტურფა ხანისდექისა, რომლისა წვრილ მხარ ბეჭიან ტანს აგვირგვინებდა თეთრ ყირმიზი ბაგეცა და დიდრონი გიშერსავით შავი თვალები შავისავე მშვილდებრ პრტყელად გადახრილის წარბებით.
ბინდის დროს მიახლოვდნენ ისინიც წისქვილს, სადაც შევიდნენ რა მოიხსნეს გუდები, დაღალულობისაგან მიესვენნენ აქეთ და იქით. შემდეგ ადგა უფროსი მათგანი ჯუხა, და დაუწყო წისქვილის ქვასა მართვა, ხოლო ხანიზდექ კი გამოვიდა გარეთ და მოჰკრიფა რიყეზედ ნარიყი შეშა, რომლითაც დაანთო წისქვილში პატარა ცეცხლი.
ხანიზდექ! გამოელაპარაკა ჯუხა, მიდგი აჰა ეს აიმ კუთხეში, და გაუფრთხილდი რო არ წაიქცეს და არ დაიღვაროს, ხო იცი ვისთვის წამოვიღეთ. მიაწოდა ამ არყით სავსე შავი ბოთლი, რომელიც ამოიღო უდიბამ, მგონი რო ბევრი აღარც იმან დაიგვიანოს. ჰა!როგორ ჰფიქრობ?...
ამ კითხვაზედ გაწითლებულმა ყაყაჩოსავოთ ხანიზდექმა სირცხვილით დაჰკიდა თავი, და გაიწოდა ხელი ბოთლისა ჩამოსართმევად, რომელიც კიდეც მიდგა კუთხეში, მაგრამ უცებ რაღაც ზაფრანის ფერმა გადაჰკრა და ამოუშო ტირილი. შეასწრო რა თვალი ჯუხამ, დაუწყო, როგორათაც უფროსმა ჯავრობა და ყვედრება, რო ვინც ხუთი თვის უნახავს საყვარელს მოელოდეს განა აგრე უნდა იტიროს!... რასა ჰგავს თუ ღმერთი გწამს, უთხრა მან, ეგ შენი მწუხარება. ძაღლი ვიყო, თუ მეღა გამეგებოდეს რამე ახლანდელის გომბიოებისა. ღმერთმა დაჰლოცოს ისევ ჩვენი დროება. ძალიანკი დამაყენებდი აქა, რო აქამდინ შუაგზაზე არ მივგებებოდი. არა! არა! ახლა სულ უკან და უკან მიდის ქვეყანა და ხალხიცა. დიდება შენდა ღმერთო! ეს რა ვნახე! ქა! განა სიხარულის მაგიერათ ტირილსაც დაიწყებენ! აი! რას ნიშნავს ახლანდელი დრო. სუ გადაირივნენ ხალხნი და ჩვენი ძველებური მამა-პაპის ჩვეულებაც დაიკარგა. ჰაა!!! მართლა ახლაკი მივხვდი, ჩაიდო მარცხენა ნეკი პირში და ოდნივ მოუჭირა კბილით. უთუოთ იმ შეჩვენებულმა პატარა ახალგაზრდა სალდათმა გადამირია ეს ჩემი სასძლო. დიახ!დიახ! ბაშმაკებს რომ მაიტანს ხოლმე, და ვისაც არა მგონია შეაღირებს. „ჰსდრასტი მარუშკა! კუპი ბაშმაკი.“ და ამ დროს ის ეშმაკი განგებ ქიზგებს ძუძუში ჩაუყოფს ხოლმე ხელსა., ვითომ პერანგის სიმკვიდრესა ვჰშინჯავო, და ხან და ხან კიდეც მოაჩქმეტს ხოლმე ვითომც ხუმრობაში. ჰო! ხაირაგ ურუს? ჰსწორეთ შენმა მზემ, ჰსწორეთ, ის აი, ის მიზეზი ასე უცებ ხანიზდექის ტირილისა. უთუოთ მოაგონდა იმისი ხუმრობა, და ენანება რო რატო ახლა აქ არა ჰყავს. ჰხედავ რა ნაირი სიყვარელი ჩაუგდია ამ საწყალ ქალისათვის გულში!...
მანამ ეს ამ თავის ფილოსოფიურს გამოძიებას მორჩებოდა, მანამ საწყალი ხანიზდექ თავდახრილი და ორსავე იდაყვზე დაბჯენილი ჰსტიროდა მწარედ, რომელმაც შეხედა რა ცრემლიანი თვალებით ჯუხას, უცებ წამოხტა და ჩამოეკიდა ყელზედ, რომელსაც ცრემლით დაუსველებდა გულს, და თითქმის რო თავის იმტენი გულ ამოჯდობილის ტირილით, აატირა ჯუხაც.
რა მოჰხდა ქალო! რა დაგემართა! ჰკითხა ჯუხამ, რატომ არას მეტყვი, რომ თუ შევიძლებ რასმე გიშველო.
წადი უთხარ ნუ ჩამოვა, ნელა წაიტუტუნა ხანიზდექმა, და ტირილით ძუძუებში აუყო თავი. წუხანდელი სიზმრისა მეტათ მეშინიან, რომელმაც ორჯერ შემახტუნა და გამამაღვიძა, რო ვითომ ჩვენი თემსირაკახეთშიმოეკლათ და ჰსწორეთ აი, ამ წისქვილში მეეტანათ, სადაც ქალები და კაცები თავ დასტროდნენ, და როცა მეც მოვინდომე იმის კუბოსთან მისვლა და მოხვევნა, ვიღამაც ხელი მკრა და გამომაგდეს. მასუკან შემიწუხდა გული და სად წაიღეს, და დაასაფლავეს, ვეღარა გავიგერა, და კიდეც გამომეღვიძა. მასაქეთ სულ ავ გონებაზედა ვარ და თითქო გულში ხანჯლებს მიყრიანო, ისე რაღაც მაწუხებს, და ეს მიზეზია, რო ცრემლები ვეღარ შემიმაგრებია. ამ სიტყვაზედ ჯუხა დაუკოცნიდა რა ცრემლიან თვალებს, აძლევდა რითაც შეეძლო ნუგეშს და ეტყოდა: ვაი! შენი ბრალი, რა მშიშარა რამ ყოფილ ხარ. აბა ერთი მითხარ რა გაშინებს, და ან რას აჰყოლიხარ რაღაც ცრუ სიზმრებს. ეს ხომ კარგათ იცი რომ შენი ქმარი ქუზა აქ ვერ მოვა, რომელიც აგერ ერთი წელიწადია, რაც აბრეგათ არის გავარდნილი, და რომელიც, როგორც ჩემა ქმარმა მითხრა კიდეც მგონი რო დაუჭერიათყორნისის ხეობაში, და აბა ერთი მითხარ, სხვისა ვისი უნდა გეშინოდეს, და ან ვის რა ხელი აქვს, თუ არ საყვარელს, რომ გაბედოს ღამით ისქვილში ჩამოსვლა, რომელიც ჩვენი ოსურის წესით დიდი სირცხვილია, და თუ შენის სატრფო თემსირისი გეშინიან, რომელი ეხლა მგონი სუ თითებს იკვნეტდეს, რატო მალე შუაღამე არ გახდაო, რომ მალე ვნახო ჩემი ხანიზდექიო, იმისი კი არ ვიცი!...
ესე ჩემო ლამაზო! დამშვიდდი, და ნურას ფერს შიშს ნუ გაივლებ გულში, ეგ რაღაც სევდა რომ შემოგწოლია, სულ ფიქრმა და მოლოდინმა იცის რატო არ იცი, რო, როცა კაცს მეელის სიხარული, მაშინ რაღასაცა ჰსწუხს, ამიტომ რომ უნდა გამხიარულდეს რომლითამე შემთხვევით, და აი, კიდევ, როცა ძალიანი ჭექა და ქუხილია ხოლმე და შხაპუნა წვიმა, მაშინვე ერთ საათის განმავლობაში მზე გამაანათებს ხოლმე. ისე შენ მოგდის. საცოდავი თემსირა, ნეტავი იცოდეს მაინც, რომ ამ შენს უსაფუძვლოს ტირილზედ ბევრი იცინოს ვინ იცის, იქნებაკახეთშიისიც ეგრე შენსავით იცინგლებოდა ხოლმე, და წარმოუდგებოდა თვალ წინ, რომ ვითომც შენ ავათა ხარ, და აპირებ გამოსალმებას; ანუ გაგაჯავრეს სახლობაში და წყალში თავი დაიხრჩე, ან ბოსელში ჩამოიხრჩე შენსავე სარტყელზედ თავი და, ან ამ გვარი სხვარამ.
საწყალი თემსირა! უთუოთ ბევრჯელ გაუშეშდებოდა, იმასაც ხელები საქმეც როჰსჭეროდეს რამე, ხელში, და თვალებ ღიას, სული შენკენ გამოუფრინდებოდა.
მიკვირს ღმერთმანი, ანკი როგორღა მაახწია იმან აქ ცოცხალი, და იქ ბატკანსავით არა ჰსტაცეს ლეკებმა ხელი დადაღისტანში არ გადაიყვანეს ტყვეთ. ანბობენ რო, ძალიან შიშიაო ლეკებისა. -თურმე ღამით გარეთ გამოსვლა არავის შეუძლიანკახეთში, რო სულ თურმე სახლებწინ ისე ძაღლებივით დაწრწიან ლეკები.
აჲ! რა ნაირს ხიფათს გადარჩენილა შენის გულისათვის. ძლივ მოსულა აქ, ისწრაფის შენ ნახვას მოუთმენელობით, და შენკი მადლობის მაგიერათ, აგრე უწყალოთა სტირი იმაზედ ვითომც გაშოტილი მკვდარი გედოს წინ და...
.........................
აქ დროებითად უნდა გავსწყვიტოთ ზემოხსენებული საუბარი, და გამოვიძიოთ ის, თუ ვინ და ან ვისი კაცის ცოლები იყვნენ ეს ორნი ქალნი.
პირველი მათგანი ჯუხა, იყოწონელი ხიმი მ..შვილის ქალი, რომელიცა ოსურის ჩვეულებით წამოიყვანა ცოლადჯაველმა რევაზა თ...შვილმა, რომელთანაც მიეცა ორი ქალი და ორი ვაჟი, და უკანასკნელი კი ხანიზდექ, ქელიათელი მამსირ ჯ...შვილის ალი იყო. გამოთხოვილი მაღლა დოვლეთიდამჯავაშივე, რომელიცა ერთის წლის წინათ წამოიყვანა ცოლად ოსურისავე ჩვეულებით, ესე იგი: უქორწინებელად ეკკლესიის კანონთაებრ ქუზა ქ...შვილმა, რომელიც შემდეგ ერთის თვისა, კაცის კაცის შემოკდომის თაობაზედ, კიდეც გავარდა ჯავიდამაბრეგად, და იმ დღითგან შეერთდაყორნისისხეობაში მყოფთ ავაზაკეებს.
რასაკვირველია რომ, რამწამს მამსირა ჯ...შვილმა შეიტყო თვი სიძის ქუაზას აბრეგად გავარდნა, მაშინვე შეუდგა თადარიგს, რომლითამე ღონის ძიებით, უკანვე დაებრუნებინა თავის მოყვრისათვის ირადი, და გამოეყვანა ქალი, რომელსაც უპირებდა ახლა სხვაგან გათხოებას, რადგან ბევრი კარგი ოჯახის შვილები ეღირებოდნენ, მაგრამ ყოველი მისი ამ საგანზედ მეცადინეობა, სუ ამაოთ დარჩა, რადგან გავარდნილი ქუაზას მამა ფისირ ქ...შვილი იყო კარგი გამოჩენილი კაცი და ხალხში პატივცემული, რომლისაგამო თვით ადგილობრივი მთავრობაც პატივს ჰსცემდა და იმის თხოვნით კიდეც ცდილობდა ქუაზას მთავრობასთან შემორიგებას.
თუმცა ახალმა პატარძალმა ხანიზდექი რამტენჯერმე განიძრახა გაპარვა მამამთილის, სახლიდამ, მაგრამ შემდგომმა უეცარმა შემთხვევამ დააშლევინა მას ეს აზრი.
მახლობლად ფისირა ქ...შვილისა ჰსცხოვრებდნენ მეზობლად რევაზა და ლევანა თ...შვილები, რომელთაგან უმცროსს რევაზას, როგორცა ვჰსთქვისთ, ჰყვანდა ცნობილსა ჩვენდა ჯუხასთან ორი ვაჟი და ორი პატარა ქალები, ხოლო უფროსს ძმას ლევანს, თითქმის მოხუცებულობაში მიხრწნილს, ერთის ვაჟის მეტი არა გააჩნდარა ცათა ქვეყანაზე, რომელსაც თემსირას ეძახდნენ და იყო მიწევნული ოცს წლამდე, თუ მეტიც.
თუმცა დიდ ხნიდამ ჰფარავდა მოხსენებული თემსირა თავის გულში ხანიზდექის სიყვარულს, რომელსაც სირცხვილით, თუ შიშით ვერავის უცხადებდა, მაგრამ რადგან ამ გვარი მისი სიყვარული, ღამე და დღე ძილს უფრთხობდა და აღარა ჰქონდა მოსვენება, ამისათვის გაბედა და გამოუცხადა თავის ბიძას ცოლს ჯუხას, რომელსაც ხანიზდექი მეგობრობდა.
რა საკვირველია რო ჯუხამ, თემსირას თხოვის პატივსაცემლად, თავის მოლიქნულის ენით, მალე ჩაუგდო ხანიზდექს გულში თემსირას სიყვარული, რომელმანცა კიდეც მიჰსცა ცოლქმრობის პირობა და მანამდეკი ირადის მოსაპოებლად, რადგან მის მიცემა იმას იმ ჟამათ არ შეეძლო სიღარიბით, ჩამოართო ხანიზდექს სიტყვა, რო არსად წავიდეს, და არცარავინ შეირთოს მის გარდა, და გამეეთხოვა რა თავის მოხუცებულ მამას, წავიდაკახეთსსადაცა განწესდალაგოდაღის მილიციაში.
დაჰყო რა იქ ხუთი თვე, მოიპოვა ცოტა ოდენი ფული, რომლითაც შეეძლო აწ გამოეყვანა მისის სატრფოს ხანიზდექისა თავის მეზობლის სახლიდგან, და მაშინვე გამოჰსწია შინისაკენ სიყვარულით და იმედით აღსავსემ, რომელიცა მოსვლისა შემდეგჯავაში, ისწრაფდა პირობისამებრ ღამით წისქვილში წავლას, სადაც განგებ იყვნენ წასულნი ცნობილნი: ჯუხა და ხანიზდექ....
რაღა ვჰსთქვათ საბრალოს გავარდნილის ქუაზაზედ, რომელიცა თუმცა გავარდნისა შემდეგჯავიდამ, სადაც უცებ ჩხუბში შემოაკვდა კაცი, შეერთდაყორნისისხეობაში მყოფთ ავაზაკებს, რომელნიცა იმ ჟამად დიდ შარა გზაზედ, თუ ბილიკებზედ უწყალოდ ჰსცარცვიდნენ მგზავრთა, და იშვიათად შედიოდნენ კაცის კვლაშიაც, მაგრამ უნდა ვსთქვათ გასამართლებლად ქუაზასი, რო ის, კაცის კვლაში არას დროს არ ერეოდა, საიდამაც, ხან ოსტატობით და ხან თათბირით მოარიდებდა ხოლმე თავს.
თითქმის ყოველ ჟამ თვალ წინ უდგა იმ საწყალობელს მის ლამაზი ცოლის ხანიზდექის სახე, რომელიცა უყვარდა გაგიჟებით, და რომელიც ასე უბედურათ დააშორა ზემოხსენებულმა შემთხვევამ.
ხშირად მოჰხდებოდა ხოლმე, რო შიგ შუა ლხინში სადაც მისი ამხანაგნი, განძვინებითის მხეცებსავით მიეცემოდნენ ხომე, შემდგომ მოგზაურობის დაცარცვის, თუ დახოცისა სოფლისა სიტკბოებას საბრალო ქუზა კი მიეცემოდა ხოლმე ფიქრებს, და თავი ჩამოეკიდებოდა გულზედ; მაგრამ მაშინვეკი მოეგებოდა ხოლმე გონებას და ჰსცდილობდა რომ არავის დაენახათ და არ შეემჩნიათ ამ გვარს მდგომარეობაში, რადგან გამოცდილებით იცოდა რო, მაშინვე წაუშენდნენ სიცილით და მაღლა ხარხარით თავში და იქნება რო კიდეც გამოელანძღათ.
ხშირად მოჰხდებოდა ხოლმე, რო ავაზაკები, ამ გვარს მის დაფიქრებაზედ, და ან როდესაც ნამტირალევს თვალებს დაუნახავდნენ, მაშინვე ერთიანათ მიეხვეოდნენ, ხან წყალს დაასხამდნენ თავზე, და ხან ნაბდებს, თუ გუდებს და ხურჯინებს მიაყრიდნენ ზედ, აფურთხებდნენ და ისე განკიცხავდნენ ხოლმე, რომ ეგების მოეშლევინებინათ მისთვის ის ქალაჩუნობა, რომელიც საზოგადო ავაზაკობის ამხანაგობაში, თითქმის ვერ მსახურებდათ მათ იმედით მის დიდის ავაზაკობისა, რომელსაც კიდეც ემუქრებოდნენ თავის კრებიდამ განძეებას, თუ არ გამოიცვლიდა მათებრ ხასიათს.
ამ დროს ამ ავაზაკებმა დაცარცვეს რა იმერეთისაკენმიმავალი მგზავრები, საჩქაროდ მიატანეს თავის ბინას, რომელიცა იყო შუა გულყორნისისტყეში, და სადაცა ჰყვანდათ მათ გატაცებული მახლობელს სოფლებიდამ ოთხი თუ ხუთი გლეხების გოგოებიცა, თუ ქვრივები; თუმცა მაშინვე ფეხ და ფეხ მიჰყვა მათ მდევარი, მაგრამ, რაკი წინ მოეგებნენ რამტენიმე უკან ჩამომდგარი რაზბონიკები თოფებით, რომელთაც დაუწყეს სროლა, მაშინვე დაბრუნდა ეს მდევარი დაღონებული გაუმარჯვებლად, რომელიც დაიშალა და წავიდნენ თავ თავის სახლებში.
შემდეგ ამისა იმ ავაზაკთა მიაწიეს რა ბინაზედ მშვიდობით, შეუდგათ ერთი დიდი სიხარული და კასკასი, რომელთაც მაშინვე დაჰკლეს გატაცებული მახლობელსავე სოფლებიდამ ხარი და ცხვრები და შეუდგნენ ვახშმის თადარიგს.
შეღამდა თუ არა, დაანთეს დიდრონი ცეცხლები, რომლებსაც მანამ ვახშამი მომზადდებოდა, წამოუწვნენ აქა იქ გვერდზედ და გამართეს წვრილ-წვრილი ჩიბუხები.
დასხედით! დასხედით! დაიძახეს ორთა ავაზაკთა პატარას ხანს უკან, რომელთაც, როგორც ეტყობოდა იმ ღამის ვახშმის გამრიგეობა იმათ ჰქონდათ მინდობილი, რომლისა შემდეგ ჩამოწკრივდნენ კიდეც რიგზე. -
სად არიან დედოფლები? მოიყვანეთ ისინიც? ამაღამ გამარჯვების ლხინი უნდა გადვიხადოთ, დაიძახა ავაზაკების თავმა, და მაშინვე საწყალი მტირალი ქალები წაათრიეს აქეთ და იქით, და ჩაისხეს შუაში.
პატარა ხანს უკან ამ ავაზაკებმა, რომლებიც ძალზე დაითვრნენ ოტკით და ღვინით, შექნეს ყვრილი და მხეცებრ ბდღვინვა.
მპა! რა ტკბილი იყო, წამოძახა ერთმა ავაზაკთაგანმან, რომელმაც მასთან გვერდით მჯდომს ქალს ძალზე მოუგრიხა თავისაკენ კისერი და აკოცა.
აბა ახლა მეც! მეც! და ასე ყველამ მიუგრიხ-მოუგრიხეს საწყალ გოგოებს აქეთ და იქით კისრები და გაჰქონდათ ტლაშატლუში. თუმცა ჰკიოდნენ ეს საცოდავი ქალები და იფარებდნენ თავპირზე ხელებს, მაგრამ ვინ იყო იმათი მშველელი, რომლისა შემდეგ კივილით და წეწით წაათრიეს კიდეც საწყალობელნი აქეთ და იქით...
განვლო რამტენმამე დღემ, და ეს ავაზაკნი მაინც კიდევ არ მოშლიდნენ ამ გვარს თავიანთს მხეცურს სილაღეს, სანამ სუ არ შამოაკლდათ სანოვაგე.
რა გამოფხიზლდათ და ნახეს რო აღარა აქვსთ რა საჭმელი და სასმელი, მაშინვე უფროსმა მიიღო კვალად ჩვეულებრივ უფროსობა და უბრძანა საჩქაროდ პირების დაბანა და ერთად შეკრება.
რა რო შეგროვდნენ, მაშინვე განუწესა, რომ ოროლნი, თუ სამსამნი დაფანტულ იყვნენ სხვა და სხვა მხარეს და ედავლათ ერთის კვირის განმავლობაში, ხოლო ერთის კვირის უკან შეიკრიფნენ, ისევ იმ ადგილს. -
განწესების ძალით ჩვენდა ცნობილს ქუაზას შეჰხვდა სადავლაოთ წამოსვლა ერთის მხოლოდ ამხანაგითჯავისსამძღვრისაკენ, მახლობლად სოფლის კეხვერსა, სადაც შეხვდა რა თვით მცნობი ოსები, შეიტყო მათგან ყოველი გარემოება თავის სახლობისა და წადილი ხანიზდექისა, რომელიც თურმე არშიყობისა მიზეზით დაიარებოდა მის მეზობლის ცოლს ჯუხასთან მისსავე წისქვილში.
ამის გამგონეს ქუაზას თავზარი დაეცა და ცოტაღა უკლდა წაქცევას ელდის ცემისაგამო, მაგრამ თავი შეიმაგრა და თოფ ნაკრავით გაჰსწია ტყისაკენ, სადაც ეგულებოდა თავის ამხანაგი თასოლთან.
რას დაღრეჯილხარ აგრე საწყლად, შემოძახა ხსენებულმა თასოლთან, რა დაინახა რო ის მიმავალობდა მისკენ მოშლილ სახით და გაშავებული რკინასავით, რომელსაც ტუჩების ფერი სულ აღარა ჰქონდა და თავით ფეხებამდინ სუ თრთოდა, კიდევ მიაგენ ძველებურს კვალს განა, რომელიც ძლივ დაგავიწყებინეთ, შე უბედურის შვილო, და უბედურის ვარსკვლავისავ.
გამიგონე ჩემო ქუაზ! ახლა ჩვენის მეტი აქ არავინ არის, თუ შენი თავისათვის სიკეთე გინდა, დაანებე მაგ დედაკაცურს ცინგლვას და გამოიღე თავიდამ ის ვიღაც ლამაზი ჰგყავს, თორემ სწორეთ ცუდათ იქნება შენი საქმე. ხო იცნობ შენს ამხანაგებს. ერთ ორს გეტყვიან, და მერე იქნება რო კიდეც გაგაგდონ და ან მოგკლან კიდეც.
მეც მაგას ვეძებ, მიუგო ქუაზამ, რომელსაც ამ ჟამად თვალები სუ სისხლით ავსებოდა და კბილებს აძაგძაგებდა.
ვიცი რო გამოცდილი ხარ და ხელი არ აგითრთოლდება, და აჰა! აასრულე შენი და ჩემი ახლანდელი საწადელი. ამ დროს მიაწოდა თასოლთანას ამოღებული თავისი პატარა ხანჯალი.
ჰა! გეზარება განა, მაშ აბა ნახე, ჩემს ძარღვებშიაც მდგარა ოსის სისხლი თუ არა. ამ დროს დაიბრუნა ხანჯლიანი ხელი და დაუსისწორა თავის გულს დასაცემად.
ამისმან მნახველმან ავაზაკმან თასელთან, რომელსაც ჯერ ეს ხუმრობა ეგონა, საჩქაროდ შეჰსტაცა ხანჯლიანი ხელი და ისე ჰაერში გაშეშებული შეუყენა.
რა (რას) შვრები შე ოხერო, გაგჟდი თუ! თავის თავის მოკვლა, რომელი გამოჩენილი აბრაგისაგან გაგიგონია. რით ვერ შევიდა მაგ შენ ცარიელ გოგრაში, რომ აბრაგები სხვების სახოცლად არიან გაჩენილი, და არა თავის-თავის მოსაკლავად.
დააშოშმინა რა ამისთანაებით, ბოლოს გამოჰკითხა მიზეზი ამ გვარის მის ქცევისა და რა შეიტყო ყველა დაწვლილებით, მაშინვე ვეფხვივით ბდღვინვა შეჰქმნა მაშ ძაღლებმა შემჭამონ და ისინი იყვნენ ჩემის მკვდრების შესაწირავად, დაიძახა იმან გიჟივით, თუ ამ ორ დღეში ორივე არ დაგახოცინო და იმათი სისხლით შენი დამწვარი გული არ გავაგრილო. გამოუცვალე ეხლავე საპირისწამლე მაგ შენ თოფს, და საჩქაროდ გამიძეღ ტყე-ტყეჯავისაკენ. იქნება რო ის ტყის ნადირი როგორმე შეემწყვთიოს წისქვილში თავის საყვარლით
ამისა შემდეგ გამოჰსწიეს ტყე-ტყე ჯავისაკენდა ხშირ ბინდზედ შემოიარეს ლიახვის ნაპირი, სადაცა უცებ შეასწრო თვალი მათ, თუღა ახსოვთ მკითხველთ, ცნობილმა მათ და შევიდნენ ფეხ აკრეფით მდებარესა მის მდინარისა ნაპირს პატარას ჭალაში.
სუ! დაიწყო ჯუხამ, რაღაცა ფეხის ხმა შემომესმა, და მგონი რო ის იყოს. მართლად მანამ ის ამ სიტყვას დაასრულებდა, ოდნავ ვიღამაც დაურეკა წისქვილის კარები.
თრთოლით და კანკალით წამოდგა საწყალი ხანიზდექ და წყნარა გააღო წისქვილის კარი. ვინა ხარ? შეჰსძახა მან, და პასუხისა წილ, შემოხტა მშველივით შიგ წისქვილში თემსირა, რომელსაც ისე მოელოდა ჯუხა, და გადაეხვია თავის სატრფოს ხანიზდექს.
მე ვარ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ნუგეშო, ჩემო იმედო, ჩემო ანგელოზო, ჩემო, ჩემო, რაცკი კარგი და პატიოსანი სახელია ქვეყანაზედ, მიუგო თემსირამ, რომელიც გრძნობით ეხვეოდა ხანიზდექს, ვერ მომაფიქრებელი, რომ იმასაც მეელოდა ფარვანას გვარადვე სიყვარულის ტახტზე დაწვა.
ეს ორნი საყვარელნი შევიდნენ სიყვარულისა მორევს და სიღრმემ მისმა სუ დაავიწყა, იყო ვინმე მეთვალყურე მათი თუ არა?
ისე დაიკარგნენ, რომ თითქმის კარების მიგნებას ვეღარ მოიფიქრეს, რომლიდამაც ჯუხა პირველშივე, რა თემსირა შემოვიდა ჩუმათ გაიპარა და მიჰსცა მის ფიქრით ორთა საყვარელთა სრული თავისუფლება.
ამ დროს, რა ეს ორნი საყვარელნი ყელგადაჭდობილი ერთმანეთს შეჰფიცებდნენ ცოლქმრობისა სიმტკიცეზედ, და გრძნობით ეალერსებოდნენ ერთმანეთს; ფეხაკრეფით ამოვიდნენ ჭალიდამ ცნობილი ჩვენდა ავაზაკები, რომლებიც მოეპარნენ ერთი მხიდამ წისქვილს, რომელსაც ჰქონდა დიდრონი დოლაბებივით ადგილები, საიდამაც ყველაფერი შეეძლო დაენახა კაცს, თუ ვინ, ან რას მოქმედებდნენ წისქვილში.
მათ საყვარელთა საუბედუროდ უცებ აბრიალდა მინელებული ცეცხლი წისქვილში და ავაზაკთა წამოუდგათ ყოველივე თვალწინ ცხადათ.
მომატებულის სიფიცხით, ორთავე ავაზაკთა კანკალი შექმნეს და დააძრეს ბუდებიდამ თოფები.
დიახ! ჩემო საყვარელო ხანიზდექ, რა მწუხარება გამოვიარეკახეთში, დაიწყო თემსირამ, და მიკვირს, ანკი როგორ მოვიარე ცოცხლებით, მაგრამ შენ! სუ შენ! ჩემო სიცოცხლევ! შენმან სიყვარულმა მომათმენინა და...
ვინამ ამ უკანასკნელს სიტყვას დაასრულებდა, უცებ დაიწუხა ორმა თოფმა, რომელთა ტყვიებმა ხმა ამოუღებლივე განგმირეს საყვარელთა გულნი, რომელნიც ცელმოდებულ ნამჯასავით გადაქცნენ აქეთ და იქით, და რომლებსაც პატარახანს უკან ხანჯალ ამოღებულები მხეცებრ დაჰსცქეროდნენ ქუაზა და თასოლთან...
(გაგრძელება შემდგომში.)
ოსეთით,
22 ივლისს 1859-სა წელსა.
ს.ჯავა.
ი. ბერიძე.
![]() |
3 ხუმრობა-ვოდევილი |
▲back to top |
ხუმრობა-ვოდევილი
ორს კარტინაში
მოქმედება წარმოსდგება ტფილისში.
მოქმედნი პირნი ზაქარია, თომა და ოსეფა.
სახილველი წარმოადგენს მეიდანს ტეატრის
წინ.
გამოსვლა პირველი.
ზაქარია და თომა.
ზაქარია.
იცი ახალ ცისკარში რა ანბები ჰსწერია?
თომა.
ბახუსის ერთგულთ ყმათა ემატებათ ჩინები.
ზაქარია.
გარწმუნებ, რომ ეგ უფრო ადვილ დასაჯერია,
ვიდრე რასაც ანბობენ ბაზრის ჩათუქესნები.-
ამბობენ ოსეფაო ვიღაც ნაცნობს ჰსწვევია;
იქ თავის ჩვეულებრივ კარგად ჩაუღლევია;
მოჰყოლია, მითომა პირველად საქართველო
იმის მამა-პაპისაგან იყოს განათლებული;
მითომ იტალიიდგან ყველა კარგი სამღვდელო
იმათ გადმოეყვანოსთ და აქ დაედოთ რჯული.
ლაპარაკში რაღაზეც მერე გაანჩხლებულა,
როცა შინ მოდენილა, გზაზედ გაციებულა
და ანთება მოსვლია. ეხლა თურმე კაცს ძლივს ჰსცნობს.
ხვნეშის, როტამს და შფოთამს, და რაღასაც შიშსა ჰგრძნობს.
თომა.
იცი ახლა ჩვენ რა ვქნათ? მოდი ჩაიცვი ტყავი,
თავპირი მოიმურე, გაიკეთე ზედ რქები,
ფრჩხილები გამოუშვი, ყელს მოიბი ეჟვნები,
ამ სახით მიდი და მას მძიმედ დაუკარ თავი,
რომ უთუოთ ეგონოს თავის სულთა-მხუთავი
ეგები ამით მაინც ცოტა დასტყუო ფული,
ათასში ერთხელ მაინც ვახსენოთ მისი სული.
გამოსვლა მეორე.
(სახილველი წარმოადგენს ოსეფას სახლსა, სადაც იგი წევს კრავატზედ ავადმყოფი, და თავისთვის ლაპარაკობს.)
ოსეფა.
ამდენის ხნის კაცი ვარ, ჩემს ყურს არა სმენია,
რომ ყურძენი ოდესმე გამხდარ იყოს ავათა;
აგრეთვე მე ჩემს დღეში ცხვირს სისხლი არ მდენია;
ჰსჩანს, რომ მე და ნუნუა ვდგევართ ნათესავათა:
მაღალი ვით აქლემი, მტკიცედ ვიდექ, ვით ბურჯი;
ნეტა საით რა მეცა, რათ გავხდი ესე ლურჯი?
იანვრის აქეთ არის ვეღარა ვძრამ ხელფეხსა,
ამ სენმა რამდენს ალაგს მომაცდინა ქელეხსა!
მშრალ შორვას მაჭმევენ, ზედაც მასხამენ წყალსა,
რა თქმა უნდა ესენი გამომილევენ ძალსა.
ამომახლანძა ყელი, პირში აღარ მაქვს გემო,
ვაი ჩემო კახურო, ვაი არტალავ ჩემო!..
სრულიად დამეკარგა მადა და მშვიდი ძილი,
ამისთანა სიცოცხლეს ბევრითა ჰსჯობს სიკვდილი!
მახსოვს, ბევრჯელ ჯიხვებით მისვამს შესანდობარი,
მგლოვრებს ჩემის ყურებით დავიწყებიათ მკვდარი...
რას რომ საქართველოში ღვინო შეიქმნა ძვირი,
ბევრჯელ უცნობსა მკვდარსაც ცხარის ცრემლითა ვჰსტირი,
მაგრამ მისი პატრონნი -მითომ ვერა მხედამენ-
კვლავებრივ პატიჟობას მე ვეღარ მიბედამენ.-
ან ეხლანდელი მკვდარი ვით ნახავს სასუფეველს:
იმის შესანდობრითა ვერ ისველებს კაცი ყელს!
წაგვიხდასაქართველო, განჰქრნენ კეთილნი დღენი,
ამ სიძვირემ დაბადა ჩემს გვამში ესე სენი.
სრულიად დამეკარგა მადა და მშვიდი ძილი,
ამისთანა სიცოცხლეს ბევრითა ჰსჯობს
სიკვდილი! –
გამოსვლა მესამე.
(ამ დროს შემოვა ოსეფას სახლში ზაქარია სულთამხუთავად ჩაცმული ხელში უჭირამს ჩანგლები, ცელი და დავთარი.)
სულთამხუთავი.
ყურს ესმა შენი ნატვრა და კიდეც გიახელი;
რასაიქ, ჩემო ოსეფ, მაჯა რათა გაქვს ცხელი?
ოსეფა (შიშით შინჯამს.)
მე თქვენ არ მინატვრიხარ, არც გიცნობ ვინ ბრძანდები.
უკაცრაოდ არავარ, რატომ არ დაბრძანდები...
ესე, ორიოთ დღია ჩამომივიდა ყელი,
ბიჭი გამიგზავნია აგერ ექიმსაც ველი.-
სულთამხუთავი.
ამაოდ ნუ ჰსწუხდები... ჰსჯობს მოიხმე მოძღვარი,
ეზიარე, გეენდე, გლახაკთ დაუკალ ცვხარი...
ოსეფა (გაოცებით.)
რა დროს განდობა არის, ჯერ სად არის დიდ მარხვა;
ნეტა ვინ დაგიბარა, ვის სურდა შენი ნახვა.
მაგ საამო ამბისთვის ნუ თუ ელი საჩუქარს...-
შენისთანა ოხუნჯებს უჩვენებენ თითით კარს.-
სულთამხუთავი (ამოოხვრით.)
ჩემო ოსეფ, სამძიმო მადევს ვალდებულება,
არას ოდეს ჩემს მუხლებს არა აქვს მოსვენება...
უდროვოთ მივადგები საბრალოს შეწუხებულს
და რა შევალ, უეცრად შეუყენებ ჟრიამულს...
მე ვარ სულთა მხუთავი, მიხეილი სახელად;
შენიც მოსულა ჟამი -სულის ამოსახდელად.
ოსეფა (დაღრეჯით.)
ვაი საბრალო თავო! შენს მადლს, ეგ რა მითხარი...
მაგ თქმით ხომ ცოცხალს კაცსა საფლავი მომითხარი.
ჩემის ადრე სიკვდილით შენ რა მოგემატება;
მეკი სახლი, ცოლ-შვილი სრულად გამიოხრდება...
ათას მეტს დაგინიშნამ ჩემზედ მოხუცებულთა,
ბრმებს, კუტებს და დამბლებს, რომელთაც თავი ჰსძულთა...
ჯერ იამთი მაღირსე კიდევ შესანდობარი,
და ამ ხუთის წლის შემდეგ - ეს სულიც მიიბარი.
სულთამხუთავი.
შენ ხომ ექიმისაგან არა გაქვს ღვინის ნება?
ოსეფა (მოკატუნებით.)
ჩემის სულის გულისთვის ჩავყლაპ როგორც იქნება;
ან რას მაწყენს მე ღვინო, თუ რომ ვადა მექნება.
სულთამხუთავი.
არა, შვილო, მაგისი მე სულ არა მაქვს ნება,
ან ხუთ წლის სიცოცხლით რაღა მოგემატება?
ხედამ, რომ დღე-დღეზედ კაცს ცხოვრება უჭირდება:
ღვინო, პური, ხორაგი ცეცხლის ფასათა ჰხდება...
ქალებს კი ნუღარ იტყვი... ქვეყნად ცოდო მრავლდება:
იმათ წამოსასხმლებზედ ქმრებს სარჩო უწყალდება...
ოსეფა.
მართალს ბრძანებ, მაგრამა, ამ ხუთ წელიწადზეღა,
ვჰფიცამ, ჩემს ცოლს ლეჩაქიც არ დავხურო თავზედა...
მხოლოდ ვემსახურები ჩემს მუცელს და ჩემს სულს,
ამაზედ არას დავზოგ, თუ რამ მაბადია ფულს.
ეკკლესიებშიც ვივლი, ხშირად აგინთებ სამთლებს.
ხანდისხან სადილათაც დავპატიჟებ ბერებს-მღვდლებს.
სულთამხუთავი.
მაგას კარგათა ბრძანებ, მაგრამ არ შეიძლება
არცარა ბედი შეცვლა, არც ვადის გაგრძელება.
ამისთვის გირჩევ, ეხლავ, თუ ხელად გქონდეს ფული,
ანუ გემარხოს სადმე, ან გქონდეს გაცემული,
დაურიგე გლახაკთა, ეკლესიებს შესწირე,
აგრეთვე ქვრივთ და ობოლთ უწყალობე რამ მცირე. -
ვისთვისაც რას იმეტებ, ეხლავ მე ჩამაბარე-
სამოთხეში შესვლაზეც მევე წინ გამიმძღვარე.
ოსეფა.
თუ მხოლოდ მაგ იმედით მაჩქარებ წამზავრებას,
გარწმუნებ, რომ ამაოდ შეჰსდგომიხარ ოსნებას.
დახე ამ სახლს მორთულსა, დახედე უცხოს მებელს,
რომელსღა აქვს თვის ფერი?... ანკი ემგზავსება ძველს?...
ჩემო წმინდა მამაო, ხედამ ჩემს სიღარიბეს?
ემედა ახალუხიც, ხელი მოუსვი ჯიბეს...
ქვრივ ოხრები და მღვდლები გამომრჩებიან მე რას:
ეგ სულ ერთია, რომა წიწილა სთხოვდეს ძერას.
სულთამხუთავი.
მაშ გეტყობა, რო მხოლოდ ცოდვითა ხარ მდიდარი.
შენს ყოველს მოქმედებას მეტყვის ესე დავთარი.
(ხსნის დავთარსა და კითხულობს.)
ოსეფა ოჩოპინტრე, ხანით სამოცის წლისა,
ავ მუცელა, ავ ხორცა და მტერი ქვრივებისა...
ოსეფა (პირიდგან სიტყვას ართმევს.)
ნუ თუ ეგ ცოდვები - ყველა ჩემზედ ჰსწერია!
ნუ ირწმუნებ, შენს მადლსა, ან რა დასაჯერია:
მე ჩემს დღეში ქვრივებზედ თვალი არა მჭერია...
იქნება კი ხანდიხან ჩადრს ქვეშ შემიცქერია...
ეგ ან მე არ ვიქნები, ან შეცდომით მოსვლიათ
და წერაში სხვის ცოდო ჩემზედ გადმოუთვლიათ.
სულთამხუღთავი.
ვინც ბედის წიგნს უარ ჰყოფს და ეჭვს შეიტანს მაზედ,
ის წინათვე ხიდს იდებს ჯოჯოხეთისა გზაზედ.
მაგრამ ცოტა კიდეცა იხმარე მოთმინება,
აქ ჯავრობა, უარი და უმეტეს გინება-
არა თუ ჰკურნენ ცოდოთ, არამედ წაგწყმდეს სრულად,
და რაც გკითხო პასუხებს მომიგებდე გულგრილად.-
(კითხულობს დავთარს.)
ერთხელ ოსეფა იყო დიდი პეტრეს ქალაქსა,
და იქაურს ამბავებს მოუთხრობდა დალაქსა.
ბევრი რამ უთხრა ავი -წაუხდინა სახელი,
ასე, რომ იქ მოარულთ მრავალთ აიღეს ხელი.
ოსეფა.
ეგ ჭორები ტყუიად მომიგონეს აქაურთ,
რომელთაც თითქმის კაცის თვით თვალში ჩინიცა შურთ...
სულთამხუთავი.
მაშ განა შენ არ გითქვამს, რომ მთელი პეტერბურგი
მოიარე და ერთი თონე ვერ ჰპოვე წამლად?
ოსეფა (მოკატუნებით.)
მართალია, ეგ მე ვჰსთქვი, მაგრამ მაშინ მე ზურგი,
ვგონებ ჰაერისაგან, მაწუხებდა საძაგლად.-
სულთამხუთავი.
მაგისთანა მიზეზი როგორ შეიწყნარება,
მაგრამ ყური დამიგდე, თუ რომ არ გეზარება
(აგრძელებს დავთრის კითხვასა.)
„ერთხელ ოსეფა მეტად შეუდგა სულის გზასა;
დღეში სამჯერსიონისჩაუვლიდა ქუჩასა,
და ღვთის მშობელს თვალს ცრემლით მეტად
ევედრებოდა,
იმის განძრახულობას აბა ვინ მიხვდებოდა.-
მაგრამ იქ მჯდომთ მკერვლებმა შეატყეს, რომ ხატის წინ
შეწირული ფულები ხშირად იკარგებოდა...
ოსეფა (ხელს აფარებს დავთარსა.)
ეგ რა წასაკითხია... კარგი მამაშვილობას;
ბევრი მართლად იფიქრებს ამისთანა სუმრობას.-
სულთამხუთავი.
გეუბნები, ამ წიგნში არ იქნება სიცრუე;
თუ მოსმენა არა გსურს შენ ყური მოიყრუე.-
(აგრძელებს კვალად კითხვას.)
„რა მკერვლის შეგირდებმა ყოველი ესე ნახეს
მათ ეშმაკობა რაღაც მსწრაფლ გულში განიძრახეს.
რა შორით მომავალი ოსეფა დაინახეს,
შავი ფული ჩაყარეს გაცხელებულ უთოში.
და რა კარგად გახურდა, ხატ წინ დააგდეს გროში.
ოსეფა ჩვეულებრივ დიდის ღაღადებითა
მოახლოვდა ღვთის მშობელს, ხვეწნით, ამბორებითა. -
შემდეგ მან გროშისაკენ ჩუმათ გადაჰყო ხელი,
და საშინლად შეჰყვირა, რა დახვდა ისე ცხელი!
აქ წვრილ ბიჭებს კასკასი წაჰსქდათ საშინელია,
და ამ ხალხში ოსეფა გაძვრა, ვითა მელია.“-
ოსეფა (ძალა დატანებითის ღიმილით.)
ჭეშმარიტად, მამაო, მეტად უხარის გულსა,
რომ ვხედამ აქაურ ხალხს ეგრე მოხარულსა...
ერთს უბრალო საქმიდგან მსწრაფლ ასეთ რამ დაჰბადვენ,
რომელიც სიზმარშიაც არ წარმოგვიდგება ჩვენ!
სულთამხუთავი.
ვხედავ, ოსეფ, რომ ცდილობ განაქარწყლო ეგ ცოდოც,
მაგრამ ხედამ, ამ დროში უფულოდ არ მოდის დოც.
ამ ცოდვების მქნელი არ უნდა იყო ძვირი;
როგორც წეღან გითხარი, ქისას მოუშვი პირი;
მხოლოდ ამ პირობითა მოგცემ ხუთის წლის ვადას,
იარე ქელეხებში, ნურც ძილს იკლებ ნურც მადას.
ოსეფა.
(უსიამოვნებით ჰყოფს ბალიშის ქვეშ ხელსა, იღებს იქიდგან ქისას და აძლევს სულთამხუთავს.)
შენმა მადლმა, მამაო, ეს არს უკანასკნელი
მძიმის შრომით და სისხლის ოფლით მოპოვებული.
ინებეთ გაუნაწილეთ, ვისაც იცნობდეთ ღირსად,
მეც დავთრითგან მომშალეთ, ნუ გამხდი მტრის გულისად. -
სულთამხუთავი.
ართმევს ქისას და ჯიბეში იდებ.
დარწმუნებული იყავ, რომ უპირველეს ადგილს
სამოთხეში დაგიჭერ. ახლა მიე თავი ძილს.
ხვალამდისინ სრულებით სიცხეხას გამოგილევ,
მაგრამ ორიოთ კვირას უწყოდ ღვინოს ნუ დალევ. -
(თავს უკრამს და გადის.)
ოსეფა (თავისთვის.)
ღმერთო, თუმც გაქვს ყოველი რიგზედ დაწესებული,
მაგრამ ესკი ძნელია - ყოვლგან ფული და ფული.
აბა ვინ იფიქრებდა, რომ შენი მოციქული
იქნებოდა ჩვენებრივ ქრთამისა მოყვარული!...
გარდანქეშელი.
![]() |
4 ღვინის დაყენება საქართველოში |
▲back to top |
ღვინის დაყენება საქართველოში
ჩვენთვის, - მცხოვრებთათვის საქართველოში, დიდად სასიამოვნო უნდა იყვეს, რომ „ცისკრის“ ერთს ნაწილში ვხედავთ სოფლის -სახელოსნოების სტატიებს. აქამომდენ მოკლებულნი ვიყავით ამ გვართა სასარგებლოთა თხზულებათა; აქამომდენ, იმ გვარი არა გვაქვსრა დაბეჭდილი წიგნი, რომლითაცა აწარმოებდეს ხელოვნებით თავის საქმეს მიწის-მხვნელი. დიდად სასარგებლო იქნებოდა დაბეჭვდა იმ გვართა სოფლიურთა სახლოსნობათა, რომლითაც აწარმოებენ დიდის ხნის გამოცდილებით, დახელოვნებულნი სოფლის მებატონენი, თუ გლეხნი. სამწუხაროდ ჩვენდა ესე გამოცდილებანი დახელოვნებულთა მიწის მხვნელთა, რჩების დროებით დავიწყებულად მაშინ, როდესაც რომ ვინ იცის რამდენი გვარი ცვლილება შენიშნულა იმათგან მიწის ხვნაში, თუ ვსთქვათ ღვინის დაყენებაში. ჩვენებური სახლოსნობა, ჯერეთ კიდევ არ მოსულა სისრულეში და ჩვენი სახლის-პატრონები ჰსწავლობენ მხოლოდ საკუთრის მეცადინეობით და გამოცდილებით. მომატებით და უკეთ გაკეთება მიწისა, თუ ვენახისა, ჩვენში წინ არას გზით არ მიდის. პირველად ამისთვის, რომ როდესაც გამოცდილება აქვს ამ გვარ საქმეში, ის არასა ჰსწერს, რომლისაცა კითხვა შეეძლოს საზოგადოებას და მეორეთ ამისთვის, რომ როგორც მებატონენი, აგრეთვე მიწის მხვნელნი ერთიერთმანერთს ახლოს არ ეკარებიან და არა ჰკითხავენ ურთიერთს რჩევასა. მთავრობა ყოველთვის მზად არის ჰქმნას ყოველივე, რაც რამ სასარგებლოა ჩვენის ქვეყნისათვის, გარნა ამისთვის საჭიროა იქონიოს მასალა, ესე იგი: საჭიროა იცოდეს ვის როგორ მიჰყავს თავისი სახლოსნობის საქმე? მფარველობას და ფულით შემწეობას მთავრობა არ მისცემს ერთ პირს, უკეთუ არ არის დარწმუნებული მაზე, რომ რა საქმითაც აძლევს შემწეობას, შეეხება საზოგადოებას. რამდენჯერმე უთხოვნია და სთხოვს საზოგადოება საკუთრად ამ საგანზე შედგენილი, ჩვენთა მებატონეთა, ეცნობებინათ თავიანთი აზრი სახლოსნობისათვის და ჩვენცა ვიმეორებთ თხოვნათა, რომ მოგვცემენ შეწეობას მებატონენი იგი, რომელთაცა აქვსთ გამოცდილება და არიან დახელოვნებულნი.
როგორც გვესმის სხვა და სხვა სოფლებითგან, გარემოსტფილისისა, შეწევნითა ღვთისათა წრევანდელს წელს არის ჩინებული პურის მოსავალი. ხეხილები იყვნენ ჩინებულს მდგომარეობაში. რაც რამ შეეხებაკახეთისვენახებს, ღვთით იმისთანა მოსავალია, რომელიცა როგორც ანბობენ იქაურნი მებატონენი, არ გვენახოსთ ათის წლის განმავლობაში. ყურძნის სნეულება ძრიელ დასუსტდა, ასე რომ თითქმის ღვთით იმედია მომავალს წელიწადს სრულებით აღარ იყოს ავათმყოფი ვაზი და თუ იქნება სადმე, ძრიელ მცირედი. მთელს ევროპაში დიდი მეცადინეობა აქვსთ აქიმებს, შეიტყონ, თუ ვითარი წამალი მოუხდება ვაზის სნეულებას. ევროპიის ჟურნალებში ყოველთვის შევხვდებით ხოლმე სხვა და სხვათა ღომისძიებათა, გარნა არცა ერთი იმათგანი მაგდენს არას წარმოგვიდგენს. მხოლოდ ერთი გოგირდი ჰპოვეს ნამდვილ ღონის ძიებად. ჩვენი რჩევა ეს არის, რომ მოიჭრას ვაზი კარგათ დაბლა. უნდა ვცდილობდეთ დავიცვათ სიყუათე, ვიდრე გამოუდგეთ იმ აზრის რომ ვაზმა მოგვცეს მალე, მომატებით ყურძენი.
კახური ღვინო ძველთაგანვე, არა თუ მხოლოდ ნაქებია მრთელს საქართველოში, არამედ ევროპაშიაც შევიდა ქება და ბევრითა ჰსჯობს იმათს სასმელებს. არ დაუწყებთ განკიცხვას არცა ევროპიის გემოსა, არ შეიძლება არა ვსთქვათ, რომ დროება, საჭიროება და ხასიათი ხშირათა ჰსცვლის გემოს. ამაში არ არის ეჭვი, რომ გამოჩენილიფალერენსიის ქვეყნის ღვინო ისე არ მოგვცემს ჩვენ კმაყოფილებასა, როგორც ჩვენი კახური ბახუსი. ჩვეულება არის აგრეთვე გემო, ანუ უკეთ სვთქვათ, გემო არის ზოგჯერ ჩვეულება, თუმცა ესე წარმოსდგება ადგილის მდებარეობითგან და ჰაერისგან.
- სხვათა ქვეყნის ხალხნი, აქ მოსულნი, არ აქებენ ჩვენს ღვინოს, თუმცა იძახიან, რომ უკეთესის ღვინის გაკეთება შეიძლება კახურის ყურძნისაო, ესე იგი ისეთისა, რომელიცა კმაყოფილ გახდიდეს ამათს გემოვნებას. ეს სრულებით სიმართლით ლაპარაკი არ არის, ამისთვის რომ ყოველი სხვათა ქვეყნის ხალხი აქებს თავის მამულისას, უმეტესათ თუ სარგებლობაც არის რამე თავისის ქვეყნისა. იქნება ამისათვისაც არ მოსწონდეთ, რადგანც შეუჩვეველნი არიან. გამოცდილი და დახელოვნებული ამ გვარ სახლოსნობის საქმეში, ზღვების გაღმითგან ჩვენ ჭკუას ვერ გვასწავლიან. რამდენჯერ შევხვედრივართ ჩვენ სხვათა ქვეყნების ღვინის დამყენებელთა, რომელთაც სისრულით არა ჰქონიათ ცოდნა ამ გვარის საგნისა. იციან რა საკვირველია იმ გვარი, რომელიცა მოუხდება მხოლოდ იმათს მხარეს, და არა ჩვენსას. რომ დავიწყოთ დაყენება ჩვენის ღვინისა იმ წესით, რა წესითაც აყენებენევროპაში, ეს ამას ნიშნავს, ავიღოთ ღვინო და თავდაყირა დავაყენოთ. ცხადია, რომ ჩვენის კახურის ყურძნითგან შესაძლებელია დავაყენოთ ევროპიელთზედ უკეთესი ღვინოები, მაგალითად: დავაყენოთ ხერესი, მადერა სოტერნი, ბურგონისა და სხ. მაგრამ მგონია საჭიროებას არ მოითხოვდეს ბუნებითის შეცვლა რისამე. ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც საკუთარს ხალხს საკუთარი ღვინო, საკუთარის გემოთი, საკუთარის სურნელებით, რომელსაცა გაბედვით შეგვიძლია მივაკრათ დაბეჭდილი ქაღალდი და ვუწოდოთ ნაცვლად მადერა, ხერესი, სოტერნი, -კარდანეხული, ყვარელისა, ბეჟანიანისა, ლაღოდახისა და სხ.
ჩვენთა ღვინის დამყენებელთა და მომხმარებელთა კარგათ და დარწმუნებით იციან, რომ ჩვენთა ყურძენთა იმისთანა ღირსება აქვსთ, რომ უეჭველად მოგვცემენ ჩინებულს ღვინოს. ჩვენ მხოლოდ გვაკლია ერთი, მკითხავთ: რა? აი რა: შევიტყოთ, გამოვიკითხოთ და გამოვიძიოთ, თუ ვითა აყენებენ ევროპიელნი თავიანთ ნაქებს ღვინოებს? რა შევიტყოთ ეს, შემდგომს ვეცადნეთ, დავაყენოთ ისე ხელოვნებით და მეცადინეობით რომ არცა ბუნება შეუცვალოთ ჩვენს ყურძენს და არცა ისე მოვიქცეთ, რომ რაც არ მოუხდება ისე არ შევუწყოთ ხელი. ჩვენთა კახეთისსაყვარელთა მებატონეთა კარგათ იციან, რომ ჩვენი ღვინოები კიდევ ისეთნი არ არიან, როგორც იმედი გვაქვს გამოსავლისაგან. ცხადია, რომ გვაკლია მხოლოდ ხელოვნება, თუ ვითა დავაყენოთ.
უპირველესი ნაკლულევანება ჩვენი მდგომარეობს მასში, რომ აქამომდენ არ ვიცით გადაღება ერთის ჭურჭელითგან მორეში, რომლისაგანაც წარმოსდგება სიბრწყინვალე და სიწმინდე, რადგანც აქამომდენ არა ვხმარობთ განმანათლებელს საშვალობას. ეს ამისთვის უფრო წარმოსდგება, რომ ჩვენ ძველებურათ იმას ვფიქრობთ მხოლოდ, ღვინო გვქონდეს უხვად და აღარ დავზდევთ ღვინის სიკეთეს.
საქართველოშიროგორც ვიცით ყოველთა, ღვინო ინახება ქვევრებში, იმ გვარ ქვევრებში, რომელზედაც სხვათა ქვეყნის ხალხნი ბევრჯელ ჰკვირობდნენ რადგანც არ იღებენ ერთის ქვევრიდგან მეორეში, საიდგანაც წარმოსდგება ღვინის სიბრწყინვალე და სიწმინდე. თუმცა მრავალთა მებატონეთა მოიგონეს ამისთვის სხვა და სხვა გვარი საშუალობა, გარნა მაინც ვერ მისცეს საკმაო კმაყოფილება და მხოლოდ ამით გამოუცვალეს ხასიათიცა და ღირსებაცა თავიანთს ღვინოსა.
ყოველთა საქართველოში მცხოვრებთა იციან, თუ ვით აყენებენ ღვინოს. ჩვენში ღვინოსა ჰსწურამენ ფეხით (მხოლოდ ნემენცების კალონიაში ხმარობენ პრეზსა (ჭახრაკი) ღვინოს ინახამენ ქვევრებში, ანუ თიხის კოკებში. სარდაფებში სიგრილისათვის ღვინოს ინახამენ მხოლოდტფილისში, ისიც მხოლოდ ზოგნი ერთნი მებატონენი.
დაყენება ღვინისა და შენახვა, არის იმ გვარი, რომელიცა არ არის დასაწუნი. მხოლოდ ძალიანი კარგი იქნებოდა, უკეთუ უკეთ შენახვისათვის და დაცვისათვის იმ გვარად რომ არ წახდენილიყო არც გემო, არც სურნელება და არცა თვისება, იხმარებდნენ შემდგომსა დარიგებასა:
სამის წლის ღვინო და ოთხისა, იშვიათად მოიპოვებასაქართველოშიდა გასაყიდათ ხომ სრულებით ვერ იშოვება.
რისათვის? აი კითხვა. - რასაკვირველია ამისთვის, რომ აქამომდენ არა ვხმარობთ უკეთესსა საშვალობასა ღვინის დაცვისათვის.
საქართველოში,იმერეთში,გურიაში, მინგრელიაში და აფხაზეთში ღვინო არის საზოგადოდ სახმარი ;ერევნის ღუბერნიაში მხოლოდ ქრისტიანები აყენებენ ღვინოს მდიდარს თავადის შვილს საქართველოში. შეუათანას მებატონეს და თვით ღარიბს სოფლელს ყოველთა აქვთ თავიანთ შესაგვარად ვენახი მაშასადამე თვიანთი ერთის წლის სასმელი ღვინო. კახეთით გამოდის დიდ ძალი ღვინო, მხოლოდ აქამომდენ არ ვიცი, რიცხვი ჩაფთა.
შენახვისათვის ღვინისა გვმსახურებენ დიდროანნი ქვევრები. ესე ქვევრები არა თუ არ ვარგიან დასაცველად, არამედ ფრიად სასარგებლონიც არიან. ძირი ქვევრისა, მოყვანილება ვიწროთ, გვმსახურებს შესაკრეფად მტლესი. ძველი ნახმარი ქვევრი უკეთ ინახავს ღვინოს, და არცა აძლევს არა ვითარსა გემოსა, რომელიცა მოხდება ხოლმე ბოჭკებში. ჩაფლული მიწაში ქვევრი, კარგათ დახურილი, არ უშვებს ღვინოში ჰაერსა და გვერდებითგან ხომ სრულებით არავითარი გემო მიწისა არ ეკარება. ყოველი ესე, მხოლოდ აქმომდენ არის კარგი, ვიდრე ღვინო დგას ერთს ალაგს უზრუნველად, გარნა გადმოღების ჟამს, ვერა ვხმარობთ რიგიან საშუალობას. ღვინოს ვიღებთ ხოლმე ქვევრებითგან ჩაფით, რომლისაგამო უკეთესი სუნი ამოავქვს და აბნევს ჰაერი, იმის გარდა რაც თვით ჰაერიც ჰხდება, მაშასადამე უპირველესი ნაწილი ღვინისა გაჰქრება ხოლმე ჰაერში; მტლე და ყოველივე სიმღვრიე,დალეკილი ძირში, ზემოთ აღიწევა და იმღვრევა; დასასრულს, რა მოხვდება ჰაერი, ამოღების ჟამს ღვინისა, რომელიცა გასტანებს კარგა ხანი, უფრო მაშინ თუ ქვევრი მეტად დიდია, შემდგორმს რაც უნდა დაუცვათ და შევინახოთ, მაინც არ შეიძლება ბოლოს არ დაძმარდეს და არ წახდეს.
დიდის ქვევრის ქონების ხასიათი, საქართველოში არის ძველათგანვე. მეფეთა მარნებში ჰქონიათ ქვევრები, მეტათ დიდროვანები. აღშენებისა ჟამს ქუთაისის ღიმნაზიისა, რომელსაცა უჭირავს ახლა ნაწილი ოქროს ჩარდახის ბაღისა, როდესაც ჰსთხოვენ საძირკველს, ჰპოვეს მრავალნი ქვევრები, მეტად დიდრონნი. ზემორაჭაში, მინდა-ციხეში აღშენებულს ერისთავთაგან, არის აქამომდენ ერთი ჭური (ქვევრი.) რომელშიც ჩადის რვა ასი ვედრო. ადრინდელს სახელად. რასაკვირველია ამ გვარის ქვევრებითგან ღვინის ამოღება ძნელია, - დრო, უნდება დიდი,რომლის მიზეზათაც ხდება ღვინო ზემო აღწერის კვალობაზე.
ბოჭკების შემოღება ჩვენში, არ არის სასარგებლო, მხოლოდ ქვევრებისაც მეტად დიდროანის ქონება, აგრეთვე იმ გვარათ. მხოლოდ შეიძლება შუათანის ქვევრების ქონება.
აი პირველი საშუალობა ღვინის დაცვისათვის: როდესაც ღვინო იწურება, მაშინ გამონაწური ღვინო ჩამოდის პირველს ქვევრში, ასე რომ პირველის ქვევრის ძირი ეთანასწორებოდეს, რომელშიაც შეინახება ღვინო მარტის პირველთამდინ მეორეს წლისა, ანუ ვიდრე აღყვავდებოდეს ვენახებში, მეორეს წელიწადს ყურძენი. ამ დროს ისე უნდა გადაცალოს სხვა ქვევრში ღვინო, რომ არც ჰაერი მოხვდეს და არცა ნათელი, გადაცლის, დროს უნდა იხმარებოდეს თუნუქის ტუმბო, ასე რომ, წვერი ჩაუყონ ღვინოს ქვევრში და გარს ისე დაუცონ, რომ სრულებით ჰაერი არ ჩავიდეს. ამ წესით გარდაიცლება მეორეს ქვევრში. პირველს ქვევრში, დარჩება ძირში მხოლოდ ერთი მტლე. ეს გადაღებული ღვინო, მხოლოდ სავსე ქვევრში, უნდა შეინახებოდეს კიდევ ერთს წელიწადს რომლისა განმავლობაში, ამავე წესით უნდა გადიღებოდეს. აქ რასაკვირველია დაშთება ძალიანი მცირედი მტლე, ღვინო იქნება მეტად წმიდად, სურნელიანი და ჩინებული გემოიანი. ამ უკანასკნელად გადაღებულს ქვევრში იქამომდენ შეინახავს პატრონი, რამდენიც წელიწადი სურს. როდესაც გახსნა სურდეს მოსახმარებლად, თუ გასაყიდად, მაშინ ტუმბოთივე საშუალობით, გადაიღებს, ბუთილკებში, დაჰბეჭდავს კარგათ და მაშიმ უკეთესის სმა აღარ შეიძლება. მხოლოდ ბუტილკა არის მომატებით საჭირო. ვიდრე ბუტილკა არ გაიაფდება, ჩვენში ძნელია მოხმარება ამ გვარის საშუალობისა.კახეთს, ძვირფასს თვალსასაქართველოსგვირგვინისას, შეუძლიან გადააჭარბოს თავისი, ჩინებული ღვინოები, ჩინებულთ ღვინოებს ფრანციისას, საფრანგეთისას და მეზოლიისას. ერთმან კახეთის მებატონეთაგანმა, რომელსაცა აქვს მრავალი ვენახები, ამ რჩევაზე გვიპასუხა:
„ჩემის აზრით, თუნუქის ტუმბოს მეტი ჩვენთვის საჭირო არა არისრაო. ეს სიტყვა, ჭეშმარიტია!“
კ.
![]() |
5 კრიტიკა |
▲back to top |
კრიტიკა[1]
Беглый обзор 12 книжекъ журнала «Заря» съ января по Декабря.
ნ. ბერძენოვისა.
გაზეთში „კავკაზ“ (№42, 43, 49 და 50) დაიბეჭდა ორი სტატია უ. ნ. ბერძენოვისა ქართულ 1858 წ. ჟურნალებზე „ცისკარი“. უ. ავტორს შეუნიშნავს ცისკრის ნაკლულოვანება, და, ამასთან, როგორათაც ვატყობთ (თუ არა ვსცდებოთ), არ აკლია იმას სურვილიცა ქართულ ლიტერატურის განმშვენიერებისა და წარმატებისა. გვიკვირს, მითან უ. ბერძენოვმა რატომ არ გადმოგვცა თავისი შენიშნულება ქართულათ! ქრთული იმისი სიტყვა ქართველებს უფრო მოგვიტანდა სარგებლობასა...
ჩვენ საჭიროდ დავინახეთ გარდავცეთ „ცისკრის“ წამკითხველთა უ. ბერძენოვის შენიშნულებანი ამასთანავე უჩვენოთ ამათ საფუძვლიანობა ანუ საფუძვლობა.
„თუ. ავტორი ამ სტატიებით ანგარიშს აძლევს გაზ. კავკ. წამკითხველთა ქართულ ლიტერატურის წარმატებაზე“. ცხადად ვთქვათ, ეს არის კრიტიკა სასტიკი უადგილო, უდროო. ამ გვარი კრიტიკა, როგორც ვნახეთ მერმე, ჯერ კიდევ ადრეა „ცისკრისათვის“.
„უ. ბერძენოვი შესავალში პირველად ბოდიშს ითხოვს, რომ დაიგვიანა თავისის ანგარიშით. რასაკვირველია, ანბობს ისი, წამკითხველმა არა დაჰკარგარაო ამ დაგვიანებით, რადგანც ეხლა უმეტესი იმათგანი გართულიაო ფიქრით რკინის გზებზედა პოლიტიკურ ეკონომიაზე, ხალხის სიმდიდრეზე, დედაკაცის მნიშვნელობაზე და სხ.“
გეგონება. „კავკაზის“ წამკითხველთა იმდენი მზრუნველობა მიუღიათ, იმდენი შემწეობა მიუციათ „ცისკრისათვის“, რომ უთუოთ საჭირო იყო მოეთხოვათ უ. კრიტიკოსისაგან ანგარიში. რასაკვირველია რიგია, რომ „კავკაზმა“ მისცეს ცნაბა განათლებულ სოფელსა თავისის მეზობლის (ცისკრის) წარმატებაზე; მაგრამ ამასთან არ უნდა დაივიწყოს,რომ თუ ხედავს რასმე წარუმატებლობასა, უნდა უჩვენოს მიზეზებიცა უკან დარჩენისა. ლიტონის სიტყვით კი მორყვნა არ ეკადრება განათლებულს გაზეთსა.
„რადგანც სალიტერატურო წარმოებით გაიზომება გახსნა საზოგადოების გონებისა, ამიტომ უ. ბერძენოვს ვალად თავს უდვია ყოველთვის თავის დროს, მოილაპარაკოს ქართულ ლიტერატურაზე. - აჰა დანიშნული დრო კიდეც გადვიდა: 1858 წ. განვლო; მოვალემ მოიგონა აღთქმული სიტყვა, დაინახა 12 წიგნი „ცისკრისა“ და თქვა (მოურიდებლად, ესე იგი პირდაუფერებლად): 1858 წელსაცა მიდრეკილება „ცისკრისა“ არ ეთანხმებაო ეხლანდელ გონების მიდრეკილებასა. უწინდელსავით „ცისკარი“ უფერულიაო და შეიცავსო სტატიებსა, რაღაცამ შემთხვევით შეკრებულებასა.“
ესე იგი, უ. ავტორი ითხოვს, რომ „ცისკარი“ იყოს ეგრეთვე სრული და სამაგალითო, როგორათაც ერთი რომელიმე სამაგალითო ჟურნალი ევროპიისა: ყოველიწიგნი „ცისკრისა“ უნდა შეიცავდეს ნამდვილ ქართულ წარმოებასა ძველსა ან აწინდელსა თარგმანსაცა რომელიმე სამაგალითო თხზულებისა; სწავლასა და ხელოვნებასა: ფილოსოფიურსა, ისტორიკურსა, ფილოლოგიურსა, არხეოლოგიურსა, ხალხის სიმდიდრისასა, ხალხის გამგეობისასა და სხ. და სხ. კრიტიკასა, სხვა და სხვა ანბავსა გასართობად: მოკლე რასმე ანბავსა, ანუ სახილველს რასმე წარმოდგენასა; თითქმის მოდებსაცა.
ნამდვილად, „ცისკარი“, როგორათაც ყველა სხვა ჟურნალი, უნდა იყოს სასწავლებელი განმშვენიერებულის სიტყვიერებისა, ყოვლის სწავლისა და ხელოვნებისა; მაგრამ ეხლა ვერ მოვთხოვთ ორის წლის „ცისკარს“ იმ სამაგალითო სრულებასა, როგორსაცა ითხოვს უ. ბერძენოვი. მოურიდებლად ვამტკიცებთ, რომ ეს შენიშნულება უ. ბერძენოვისა არის სასტიკი, უსაფუძვლო, უადგილო, უდროო.
თითქმის ძველნიც კი ფილოსოფოსნი წარმართნი, საკუთარის გონების გამოკვლევით, მიხვდნენ, რომ კაცი ისე არ არის შექინილი, როგორც საცოდავთ დაცემულ მდგომარეობაში ვხედავთ ეხლა იმასა. ეს გონების დახლოვება ჭეშმარიტებასთან არ არის უსაფუძვლო. მართლაც, კაცი მხოლოდხორცით ეკუთვნის ხილულ ბუნებას, მეორეღა იმისი ნაწილი, უხილავი, რომ გრძნობს, ჰაზრობს, განსჯის, განაგებს, ბრძანებლობს, მეფობს, არ არის კუთვნილება ამ ბუნებისა - ისია უზენაესის ბუნებისა. თუ ეს ასე არ არის, მაშ კაცი როგორღა ებრძვის, სძლევს, უბრძანებს ამ ბუნებას? რატომ არ არის შეკრული ამ ბუნების სჯულით, გარე ვერ გავლენ პირუტყვი, მფრინველი თევზი და ქვემძრომი? ყველა სხვა ცხოველს მუქთათ და მზათ ეძლევა ყოველი ნიჭი, რაც განჩინებულია იმათთვის სჯულით: კაცსაკი, ამ დიდებულს და ამაყ არსებას, იოტისოდენი არა ეძლევარა ბუნებისაგან მზათ: ყველა უნდა ისწავლოს: სმაცა, ჭამაცა, ჩაცმაცა. სხვა ცხოველმა რაც მიიღო დაბადებითვე ბუნებისაგან ისი იცის, ის მეტს ვეღარას ისწვლის, ვერცა თავის თავათ, ვერცა სხვისაგან, ამიტომ რომ არა აქვს თავისუფლებითი ნება, განსჯა, სურვილი და მიდრეკილება. კაციღა, რომელმაცა დაბადებით სრულებით არა იცისრა, არცარასა გრძნობს, თან-და-თან მოდის გონებას, თავისთავად ელტვის უკეთესობას, დიდებას, დიდმშვენიერებას, უფლობას; საზღვარი არა აქვს იმისს სურვილსა, აღფრთოვანებასა, მხნეობასა, მეცადინეობასა. მაგრამ კაცი რათ არის დატევებული მარტო ქვეყანათაზე? რათ არის მონდობილი საკუთრათ თავის თავზე? თვითან რათ უნდა ყველა ისწავლოს? რატომ თვით ზნეობითი ბუნება არ ასწავლის იმდენს, რამდენიც საჭიროა? -კაცი თვით მდგომარე-ა, ამიტომ რომ იმას აქვს გარეშემოუზღვიდილი თავისუფალი ნება, აქვს გონება, აღვირ ამსხმელად სვინდისი. იმისი სული შემკობილია: გონებით, გულით, განსჯით, გრძნობით, გამოხატულობით, სახსოვრით და სხ. ყოველი ეს ეძლევა კაცს მზათ. მაგრამ ეხანდელ კაცის მდგომარეობაში ამ სულის ძალათა უნდა გაღვიძება, გაძლიერება, გონებას განათლება და გულს გავითარება სწავლით; ამიტომ რომ სული დაბნელებულია, როგორათაც ხორცი დარღვეულია რომელიმე ორთავე ბუნების დამარღვეველის მიზეზისა გამო და ამ მიზეზის წყარო უნდა იყოს რასაკვირველია თვითან კაცი, რადგანაც მხოლოდ ის მიეცა სწავლის ტანჯვას.
გონებას სწყურიან და ესაჭიროება ცოდნა, სარწმუნოება და ხელოვნება, რომელნიცა მოიპოვებიან სწავლით და საკუთარის განსჯით. რადგანაც სწავლა გარდაეცემა ერთისაგან მეორესა, ამიტომ განგების სიბრძნემ გონების სიტყვასთან მოსცა კაცს ხორციელი სიტყვიერებაცა. კაცმაღა გრძნობათ დასატკბობად, ასარბილებლად და გონების დასამტკიცებლად საჭიროდ დაინახა და დასდვა თავისთვის სჯულად გაემშვენიერებინა ლაპარაკი წარმოთქმაში და წერილში. აქედამ წარმოსდგა განმშვენიერებული სიტყვიერება ანუ ლიტერატურა.
გონება კაცისა და მასთანავე ენა გონებისა, შეიძლება მივამზგავსოთ ტალახში ჩავარდნილ ძვირფასს ალმაზსა. ალმაზი მაშინ არის ნათელი, მშვენიერი, ძვირ-ფასი, როდესაც გაიწმინდება, გაითლება. ალმასი გაითლება მხოლოთ ალმასითვე. ერთის კუთხის გათლა მოითხოვს მრავალს ხანს და დიდს შრომას. მგზავსადვე ამისა კაცის დაბნელებულს გონებას ეჭირვება სიბნელისაგან გამოყვანა, განათლება და განვითარება სწავლით; სწავლა მოითხოვს დროსა და შრომასა. გახსენით ისტორიები ყველა სახელმწიფოებისა და ნახავთ, რომ ისინი აგერ რავდენიმე საუკუნეა, რაცა სწავლობენ, და იმათი ნამდვილი და სრული განათლება ჯერ კიდევ შორს არის.
საქართველო დაშთა გარე, ევროპიის განათლებისა ყველამ ვიცით მიზეზი. საქართველო დამნაშავე არ არის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ქართველებს უნდა ჰქონებოდათ ლიტერატურა ქრისტეს შობის წინაც*. მართალია, არა გვაქვს ამაზე დასამტკიცებელი სახსოვარები, მაგრამ ეს კია ჭეშმარიტი, რომ თუ საქართველოს არ ჰქონებოდა განვითარებული ლიტერატურა, ვერცაღა ასე მშვენიერის, დაწმენდილის, ნასწავლის ენით გადმოიღებდნენ საღმთო წერილსა ქართულ ენაზე. მეორეს მხრით თუ საქართველომ მიიღო მრავალი სპარსეთისაგან, შეუძლებელია, რომ უფრო უმეტესი არ მიეღო იმას განათლებულ საბერძნეთისაგან. ძველნი საბერძნეთის ისტორიკოსნი და გვარწმუნებენ, რომ ქართველებს ჰქონია ბერძენთან მიწერმოწერა და წასვლა-მოსვლა. - არ არის საკვირველი რომ იმ დროსი თხზულება არც ერთი არ დაგვრჩა: ბერძნებს, ბევრი მილლიონების წიგნების პატრონებს და მამათ ყოვლის სწავლისას, უფრო არა დარჩათრა; ამ მეცხრამეტე საუკუნეში იწყეს ბერძნებმა ხელახლად სწავლა ანბანიდამ! -
ქართველი ხალხი დაბერდა და მიახწია სიკვდილამდინ. საჭირო იყო აღმადგინებელი მარჯვენა, და აჰა გამობრწყინდა მცხინვარის ნათლით დღენი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფისა. საქართველო, როგორათაც ორბი გაახლდა, გაჭაბუკდა. მაშინ ორ მეფის გონების სხივისაგან აენთო ჯარი თვით მდგომარეთა მჰაზვრელთა -მწერალთა, რომელთა შორის პირველი ადგილი უჭირავს რუსთაველს. რასაკვირველია წარჩინებულთ მწერალთ გარდა უნდა ყოფილიყვნენ საშუალო მწერალნიცა. ნუ თუ იმ ჭაბუკთა, ყოველ წელს რომ იზდებოდნენ მეფის ხარჯით ათინაში, არა მოგვიტანესრა?... ორიოდე წიგნები რო დაგვრჩნენ, შვიდასს წელს ვერ დაიცავდნენ რუსთაველის ენასა, რომლითაც ვლაპარაკობთ ეხლა. ამ ორიოდე წიგნებით ვერ დავამტკიცებთ, რომ სწავლა და ხვა წიგნებიც არა გვქონებოდეს. ზრდილობას და დარბაისლურ ლაპრაკს, სწავლის ნაყოფთა, ვხედავთ დღესაც სახლში. ვეფხისტყაოსანი რო არ დაგვრჩენოდა, ვიტყოდით რუსთაველს არ უგალობიაო, მაგრამ შვიდასის წლის მოუწყვეტელ ომიანობამ ფესვიანად ამოაგდო ჩვენი ყოველი სწავლა და შემუსრა წარმოება მწერალთა.საქართველოსხვედრი იყო ხმალი. სადაცა ხმალი მუშაობს, იქ მშვიდობა, ვერ დამკვიდრდება; სადაცა არარის მშვიდობა, იქ ვერ აღმოცენდება სწავლა და ხელოვნება. მამაპაპისაგან ჩვენ ძლივღა ვისწავლეთ ან-ბანი, ან ერთი ფული... ასე დაეცასაქართველო!
აგერ სამოცი წელიწადი ჩქარა შესრულდება რაც რუსის მთავრობამ მიგვიღო მფარველობაში. გავიდა ორმოც და ათი წელიწადი და ერთი არავინ გამოჩნდა ჩვენგანი, რომ ესურვა აღდგინება ქართულის ლიტერატურისა. ისევ თვით მთავრობამ ინება ეს...
ჩვენ, ქართველებს, მამებისაგან არა გვისწავლიარა, სხვას არა უსწავლებია რა ჩვენთვის, წიგნები არ დაგვრჩენია რომ გვესწავლა: სითგანღა უნდა ვიცოდეთ წიგნი, წერა? უ. ბერძენოვმა ყოველივე ეს კარგა იცის, ამიტომ რომ იმასაც მამისაგან ანბანის მეტი სხვა ქართული არა უსწავლიარა- ეს არის მიზეზი, რომ თავისი კრიტიკა ქართულათ არ დაწერა, -მაგრამკი ჩვენგან ისეთის ზახით ითხოვს ის, ვწეროთ მსწავლულ საგანზე და მსწავლულის ენით, რომ დაგვესრულებინოს ქართულ ენაზე გინმაზიები, ლიცეები, უნივერსიტეტები, აკადემიები. მაგრამ რას ვანბობ? აგერ რა დიდი ხანია, რომ ჩვენში გამონათდნენ მრავალნი თვით-მდგომარე მჰაზვრელნიცა, მთარგმნელებიცა. იმათგანნი წარჩინებულნი არიან: კ. ეკატ. ერისთავისა. კოლხიდელი, თ. გ. ორბელიანი, თ. გ. ერისთავი, თ. დ. მაჩაბელი. ბაქარ ქართლელი. - ხედავთ, როგორ ხალხი სასწრაფოდ თავისთავათ გასწავლდა!...
განა ორიოდე თვით მდგომარე მჰაზვრელნი - მწერალნი პირველში საკმაონი არ არიან? -თუ შევადარებთ უცხო ხალხის პირველ ჟურნალებსა და მწერალთა და ეხლანდელ იმათ ჟურნალებსა და მწერალთა, ვნახავთ რომ იმათში საშინელი დიდი განსხვავებაა... ასე, გონება გვიან იხსნება, ისიც ძალდატანებით, ენა გონებასთან განვითარდება, სწავლას დიდი დრო უნდა.
დაგვაცადეთ. თვითან ჩვენ გვაქვს გულში გამოხატული ქართულის ლიტერატურის გამშვენიერება. ოღონდკი „ცისკრის“ რედაქციამ მიიღოს ღონე, შემწეობა, მაშინ ნახავთ რომ ორი და სამი კარგნი მწერალნი მოგვგვრიან ორსა და სამსა სხვა კარგთა მწერალთა, ესენიც თავისის მხრით სხვებს დაჰბადვენ... და - მაშინ კეთილად წავა საქმე.
„უ. ბერძენოვს შეუნიშნავს სიმრავლე მოლექსეთა და იმათი ნაყოფიერება, ასე, რომ 12 „ცისკრის“ წიგნებში დაუთვლია 57 ლექსები, მაშინ, როდესაც პროზაიკურ სტატიებ სულ არის 15; რომ ქართველები უფრო ელტვიან ლექსების წერასა, მინამ პროზასა; უკვირს თუ როგორ უძლებს, ითმენს და ხელიდამ არ აგდებს „ცისკარსა“ იმისი გამომცემი, რომელსაცა არა აქვს არარა ღონის-ძიება და შემწეობა, ჰბეჭდავს უვარგისსა; უნიჭო მოლექსები ჩაუთვლია მესტვირების რიცხვში.“
სრულებით საფუძველიანია ეს შენიშნულება.მართლაც რა არის ეს დაუთვლელი ჯარი უნიჭო მოლექსეებისა? რათ გვინდა, რა სარგებლობას გვაძლევენ იმათი ტლანქი და უჰაზრო ლექსები?... გვსურს გვასიამოვნონ ბულბულებრ ჰსტვენით მხოლოთ იმ მომშტვენოთა, ნაზი ყურები რომ აქვთ.
„უ. ბერძენოვი ჰპოებს საუკეთესოდ (ამაზე ჩვენც ვეთანხმებით) ამ ლექსებსა: თ. ალ. ჭავჭავაძის ზღაპრისა: „თხა და მელა“; უ. რჩეულოვის „გამოსალმებას“; უ. კერესელიძის „ბულბულსა“; უ. მგალობლოვის „ლომის სამსჯავროსა“; უ. კერესელიძის ზღაპარსა: „ვირი და ბულბული“; თ. ალ. ჭავჭავ. „ზვავსა“; კ. ეფ. ფანდიეროვის „სამდურავს კავკასიის მთაზე“; თ. რ. შ. ე. -სა ლეგსებსა; მაგრამ მომტებულ ღირსებას აძლევს განსვენებულ თ. ნიკოლოზ ბარათაშვილს „ქართველთ ლაშქრობასკავკასზე“; ბესარიონ გაბაშვილის „მუხამბაზსა და ბაიათსა“; კოლხიდელის „ფიქრსა“ და თ. გრი. ორბელიანის „იარაღსა.“
ამათ გარდა 1858 წ. ცისკარში სხვა სამაგალითო ლექსებიცა ვჰპოვებთ, მაგ. „ჩემს დას ეფ.“ „მწირი“ და სხ. უ. ბერძენოვი მოვალე იყო ყოველი ნიჭიერი წარმოება გაერჩია და დაეფასა, რომ გაზ. კავკ. წამკითხველთა ცხადად დაენახათ, რომ ჩვენცა გვყვანან პუშკინები, ლერმანტოვები... მაგრამ რათ არის იშვიათი ჩვენში პროზაიკური მწერალი?
ქართული პოეზია უფრო განვითარებულია მინამ პროზა. ლექსებს ჰსწერენ მსუბუქად, მარტივათ, ცხოველად; ყოველი სიტყვა ხტის, თამშობს. პროზაღა ჩვენი არის, მძიმე მოუდრეკელი, ბნელი, უძლური, სიცოცხლე მოღებული, ცივი, მაშინ როდესაც ქართული ენა მერხევი და საამოა. მხოლოდ ერთ ზვიმას ვხედავთ კარგა დაწერილსა. რა მიზეზია რომ არ გვივარგა პროზა?
ორი გვარი ფორმა გვაქვს ენისა: საღმთო წერილის და საერო (სახალხო).
ფორმა საღმრთო წერილის ენისა საკუთრად არის ძირეული ფორმა ქართულის ენისა. საღმთო წერილი გადმოღებულია სიტყვა სიტყვით ბერძნულ ენიდამ. ამიტომ რომ არ შეიძლებოდა ნებსით თარგმანი ღვთის სიტყვისა. ამასობაში კი უნებლიეთ შემოგვეპარა შიგა-დაშიგ რომელიმე ფორმაცა ბერძნულის ენისა. სულიერნი მაშინ განსაკუთრებით სწერდნენ მიბაძვით ამ წერილის ფორმით, და არავინ მოიფიქრა გარდეცვალათ ეს ფორმა თავიანთ სიტყვაში საერო ენაზე. ამიტომ ეს ფორმა დარჩა ჩვენამდინ უცვალებელი პროზაში.
ფორმა საერო ენისა სრულებით არ მიემგვარება სამღთო წერილის ფორმასა. საეროს ენის ლაპარაკობდა ხალხი, სწერდნენ მოლექსენი და სხვა მწერალნი, მეფენი, მსაჯულნი. საერო ენა განვითარდა: დამტკიცებელი სახსოვარები გვიწყვია თვალწინ როდესაცღა შეიმუსრენ ჩვენში ყოველისაერო სწავლა, წერილები და მწერალნი, მაშინ შეგვრჩნენ მხოლოთ მიმალულნი მონასტერში საღმთო სწავლა და სულიერ მამათ წერილები. უკანასკნელ საუკუნეებში მრავალნი ერისგანნი სწერდნენ უფრო საღმთო წერილის ფორმით, და მცირე ოდენ, ისინიც მოლექსენი, საროს ენით. მოლექსენი არ მოწყვეტილან და ეს არის მიზეზი რომ ჩვენი პოეზია უფრო განვითარებულია მინამ პროზა.
ეხლანდელი ყმაწვილ კაცები ორ წყალ შუა არიან. იმათ არ იციან რომლის ენით სწერონ: საღმთო წიგნურის ფორმით, თუ შეჰქმნან პროზა საერო ენაზე. ჰგრძნობენ საღმთო წიგნურის ენის სიმძიმესა და ურგებობას, და მასთანავე შიშობენ წერასა საეროს ენის ფორმით. ამიტომაცა აგრე-რიგათ არვინ სწერს პროზით, და ვინცა რა დასწერა სულ სხვა-და-სხვა ენით. მაგ. „ზვიმა“ დაწერილია ეხლანდელ წმინდა ქართულის (საერო) ენით. „უსარგებლო ცბიერება...“ (თ. დ. ციციშვილისა) -სამღთო წიგნურის ენით, „ჰამლეტს“ ორივე ამ ენებში წილი უძევს.
გამშვენიერებული პროზა შესაძლებელია მხოლოდ საერო ენაზე. სამღთო წიგნურის ფორმაზე კი, გინდ ორ ათასს წელიწადს ყოველდღე გამოიცემოდეს ორიათასი წიგნიმაინც კიდევ პროზა იოტის ოდენ ვერ წავა წინ: ამიტომ რომ, როგორცა ვთქვით, იმისი ფორმები სრულებით არ მიუდგება ეხლანდელს ჩვენ ენის ფორმებსა. საჭიროა რომ პროზაცა, პოეზიაცა იწერებოდნენ ერთის ენით. მაშინ დაწინაურდება ლიტერატურა.
ეს ცვლილება შეუძლიან მოახდინოს მხოლოთ კრიტიკას. ამიტომ კრიტიკა მოვალეა პროზა დააყენოს ერთ გზაზე, ესე იგი ჩაუდგას იმას საერო ენა და იმისივე შემწეობით ეს ენა გავითაროს.
მაგრამ უ. ბერძენოვი სრულებით არას ანბობს პროზაიკურ მწერალთ სიცოტავეს მიზეზზე; არას ანბობს ქართველთ პროზის საცოდავ ხვედრზე; არ განსაზღვრავს, რომელ განვითარების ხარისხზე; არ განსაზღვრავს, რომელ განვითარების ხარისხზე დგას პროზა, და რამდენად წინ წასწია 1858 წ. პროზამ ლიტერატურა.მხოლოთ განიხილავს სტატიებს და ღირსებისამებრ მწერალთ კალმისა აფასებს იმათ ნიჭიერებასა, ანუ ენის ცოდნასა(?). უკანასკნელ უ. ბერძენოვი ისურვებს, რომ, საზოგადოებამ შეუსრულოს „ცისკრის“ რედაქციასა ღონისძიება, რომელზედაც დაფუძნებულია წარმატება ჟურნალისა. ჩვენის მხით განუცხადებთ უ. რედაკტორს კერესელიძეს მადლობასა დაუცხრომელ შრომისათვის, რომელსაცა უკეთესადდაფასებს ჩამომავლობა, და ამასთანავე ურჩევთ მოიპოვოს ორი, ან ერთი მაინც ამხანაგი რომ უკეთ წავიდეს ჟურნალი, თორე თვითან მარტოს ამ მძიმეს საქმეში დიდად გაუჭირდება და თუ უ. კერესელიძე ამ ჩვენ რჩევას აასრულებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საზოგადოებაცა არ დაზოგავს შემწეობასა. –
ლავრ. არდაზიანი.
10 ივლისს 1859 წ.
ტფილისი.
_________________
1 ბერძენოვი ამავე თავის კრიტიკაში ანბობს, რომ ქართველების გონების განვითარება იწყო მითამ იმ ჟამიდამ, როდესაც გადითარგმნა საღმთო წერილი.
![]() |
6 სხუა და სხუა ამბავი |
▲back to top |
![]() |
6.1 * * * |
▲back to top |
* * *
- ტფილისში, დღესაც კი ჰსჩანს კვალი მხიარულებისა. ყოველმან, უმეტესადსაქართველოში მცხოვრებმან იცის მიზეზი ამ მხიარულებისა: ყოველმან უწყის, რომ აგერ რამდენი წელიწადიარუსეთსააქვს ბრძოლა აღმოსავლეთის მთის ხალხთან. ორმოც და ათი წელიწადი მეტი იღვრებოდა სისხლი ჩვენის ჯარისა, ყოველი ჰგონებდა რომ ამ ბრძოლას არ ექნებოდა დასასრული, დასასრულს მოეღო ბოლო ამ ძნელს საქმეს და დაეცა ფერხთა ქვეშე ჩვენის დიდის მეფისა კავკაზი, კასპიის ზღვიდგან ვიდრე კაბარდამდენ. ვინ იყო ამისი მიზეზი? ყმაწვილმაცი იცის ესა. - სეკტემბრის 4-სა, დაბრუნდა ქალაქს ტფილის, წინამძღვარი ჩვენის მხედრობისა, გამარჯვებით, საქართველოს საყვარელი, მოადგილე დიდის მეფისა, კნიაზი ალექსანდრე ბარიატინსკი, რომელმანცა გაისტუმრა კიდეც ქ. პეტერბურღს წინამძღვარი ლეკთა შამილი. ამ დღეს დიდი მოძრაობა იყოტფილისში, დიდი თუ პატარანი, მაღალნი თუ მდაბალნი, კაცნი თუ დედაკაცნი, ყოველი სიხარულით მიისწრაფიდა ნათლუხისაკენ, სადაცა ქალაქში შემოსავალს ალაგს იყო განგებ შედგენილი მოალაქეთაგან პატივსაცემად, მინარა, მზგავსად ალაყაფის კარებისა, რომლისა თავს იდგა ანგელოზი სპეტაკ ფრთებისა მექონე და, რომელსაცა ეჭირა ცალს ხელში ყვავილთაგან შემდგარი გვირგვინი და მეორეს ხელში რტო ხისა. ქვეშ, შემოსავალს ალაგს იყო გაშლილი ძვირფასის ფარჩით ფიანდაზი, რომელზედაც ეყარა უმრავლესი სხვა და სხვა კეთილ სულნელიანი ყვავილები. კარები აგრეთვე იყო განშვენებული ფოთლებთაგან, აღმოსავლეთის მხრივ იყო ზედ წარწერილი ვარაყის ასოებით; „დამმორჩილებელს აღმოსავლეთის კავკაზისას“ ხოლო დასავლეთით იყო ზედ წარწერილ „მმადლობელნი მოქალაქენი“ პირველის, ზედ წარწერილის თავს, იყო ღერბი კნიაზისა, რომელზედაც ეწერა სახელი მისი. სადაც გასავლელი გზა იყო, იქ ყველგან ბანები სავსე იყო მაყურებელთაგან. სრულს თერთმეტს საათზედ ზარბაზანის ხმამ მეტეხითგან გვამცნო მოახლოვება კნიაზისა და ამ დროს ყოველთა თვალნი მიქცეულ იქმნენ გზისკენ. მინარი ცოტათი მოშორებით, მიეგებნენ ქალაქის პოლიციის მეისტერი და კომენდანტი ქალაქისა, რომთაც მიართვეს რაპორტი, კეთილმდგომარეობისათვის ქალაქისა. რა მოახლოვდა კარებთან, აქ ჩამოხტა ცხენითგან სადაცა მოახსენეს შესხმა, ერთმა მოქალაქეთა მხრივ, რომლისა დასრულების ჟამს თორმეტთა წვრილთა ქალთა მიაყარეს სხვა და სხვა მშვენიერი სურნელიანნი ყვავილები. აქედან ინება შემობრძანება ქალაქში, რომელსაცა მიზდევდა ხალხი ურას ზახილით და ზურნის დაკვრით. რა მიახლოვდა სიონის სობოროს აქა ჩვეულებრ ჩაბძანდა ეკკლესიაში, სადაცა გადაუხადა პარაკლისი, საქართველოს ეგზარხოსმან, რომელმანცა წარსთქვა შესხმა. - შემდგომს რა მიახლოვდა, თამამშოვის ქარვასლის წინ მედიანს, აქ წარუდგა ჯარი. ზალა ნამესტნიკისა გაივსო ხალხით, სასულიეროს წოდებითა, სამხედროთი, თუ სამოქალაქოთი. საღამოზედ ქალაქი იყო განმშვენებული ჩამჩირაღებით.-
მესამე დღეს კნიაზს ალექსანდრე ბარიატინსკის შემობრძანებისა, საქართველოს კეთილშობილთა გაუკეთეს ბალი, სადაცა მოწვეულ იყვნენ მრავალნი. აღწერა ამ ბალისა იქნების მომატებულ. მხოლოდ ვიტყვით ამას, რომ უკეთესის მოთხოვნა აღარ შეიძლებოდა საქართველოს კეთილშობილთაგან, რომელთაცა იციან პატივის ცემა ძველთაგანვე გამარჯვებულთა და, რომელნიცა არა ზოგვენ ამ გვარს შემთხვევისათვის არასფერს.
![]() |
6.2 შესხმა, წარმოთქმული ყოვლად-უსამღვდელოესის საქართველოს ეგზარხოსის ევსევის მიერ |
▲back to top |
შესხმა, წარმოთქმული ყოვლად-უსამღვდელოესის საქართველოს ეგზარხოსის ევსევის მიერ, ჟამსა კნიაზის, კავკასიის ნამესტნიკის, სიონის სობოროში შესვლისასა. 4-სა სეკტემბერს 1859-სა წ.
უბრწყინვლესო კნიაზო!
სადღესასწაულოსა დღესა ამას წმიდისა კეთილმორწმუნისა დიდისა კნიაზის ალექსანდრეს ნევსკისასა, დღესასწაულობასა უკეთილმსახურესისა ხელმწიფისა ჩვენისა იმპერატორის ალექსანდრე ნიკოლოზის ძის სახელის წოდებისასა, და საკუთრად შენისა სახელისაცა, შენ შეაერთე ახალი დამრჩობლებითი დღესასწაულობა, და წარჩინებულებითი დრეობა. ესე, რაოდენ ჰხმლითა ძლევა, ეგოდენ და კვალად უმეტესცა მშვიდობის მყოფლობითი დამორჩილება, - გონიერებით და სიტყვით, სიბრძნით და შთამჭვრეტელობით, სიყვარულით და დიდ სულობით, - დამორჩილება ლაღთა, და შეუპოვართა თესლთა კავკასიისათა, და მათის აღმრეველისა, და ამაოდ მორწმუნის წინამძღომელის ტყვედ შეპყრობაი, რომელიცა, ესოდენ დიდხანს, ესეიგი, ოცდა ხუთის წლის განვლილობასა შინა, ცეცხლითა და ხმლითა წინააღუდგებოდა, ყოველთა ღონისძიებით მოზიდულთა ძლიერობათა, მხედართ მთავართა მხედრობათა ჩვენთასა; ესრედ მრავალი დასთხია სისხლი თვისდა შემდგომილთანი და ჩვენიცა. ეი! არა ამაოდ მას დღესა შინა ვგალობდით ეკლესიითურთ სიტყვასა წინასწარმეტყველის მეფის დავითისასა: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. (ფსალ. 22 მუხ. 10.) აღებასა ვედენის ციხისასა შეუდგნენ დამორჩილება მრავალთა განშორებულთაცა მათათა შინა მცხოვრებთა ერთანი, და დასრულებითი დამხობაცა დიდხანს თავმოუდრეკელის წინამძღომელისა მათისა.
ერთი ესე, რაოდენსამე გვამწუხარებდა ჩვენ, ჟამსა ყოვლად სადღესასწაულოსა დღისა ამის წმიდის ალექსანდრეს ნევსკის მოახლოებისასა, რომელ აღარა გვაქვნდა ჩვენ იმედი გვეხილვე შენ საშუალ შვენისა, მხედართ მძღვანო, ძლევაშემოსილო, დამმორჩილებელო ჩაჩნისა, დადაღისტნისაო; არამედ სიყვარულისამებრ თქვენისა და უფრორე ამა ქვეყნის უმთავრესის ქალაქისადმი, სადაცა ვჰსცხოვრებთ ჩვენ, მუნ კეთილო კნიაზო, მოისწრაფე, რათა მხიარულ გვყო სასიამოვნოითა ჰამბითა ამით: რომელ შეპყრობილ არს ტყვედ მტერი - ფანატიკი[1]. დღესა მას დილითადრიანად მეტეხის ზარბაზანთა ქუხილმან აუწყა ახლად განღვიძებულსა ქალაქსა დიდისა საქმისა სრულ, ყოფაი; და მაშინ უკვე დამტკიცებით უწყებულ იქმნა შენიცა ჩვენდამი სწრაფად მოსვლაი.
მე წარვიდე წინაშე მისსა და მთანი განვასწორო (ისაია. თავი. 23. მუხ. 2.) ჰსთქვა ოდესმე ღმერთმან რომლისამე გამორჩეულისათვის. ნეტარ იყავნ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ (მათ. თავი. 5 მუხ. 9,) აუწყა ერთა თვისთა საყვარელმან, - შეწევნითა ღვთისათა, შენ წინაშეცა მხედართ მძღვანო მხნეო, განსწორდნენ და მოიდრიკნენ მთანი, და შენ დაამშვიდე არა მშვიდნი, დაიმორჩილე არ დამორჩილებულნი, და მტერნი ჰყავ მეგობრებად. და უკეთუ ოდესმე, და ვისმე, მაშა აქ შენცა საკუთრად გეშესაბამების გეკითხოს: მშვიდობა არსა შმოსავალი შენი, და ისმინონ პასუხად: შვიდობა (1. მეფე თავი. 16. მუხ. 4.) და შენ გეკუთვნის აღნათქვამი სახარების ნეტარებისა-
გილოცთ შენ უკვე, მხედართ მძღვანო, მამაცო და დიდ სულო, ვჰხედვთრა თავსა ზედა შენსა, ახალთა ძლევა შემოსილებითთა ნიშანთა[2], გილოცთ ყოვლითა სულითა დიდთა და დიდებულთა საქმეთა შენ მიერ სრულ ყოფილთა, დიდთა და ჩინებულებითთა ძლევათა, რომელნიცა შეგიმოსიეს შენ, - გილოცთ შენ უმწვერვალესად ყოვლითა გულითა. კეთილშობილო და კეთილსულო, შვიდობის მყოფელო ამა ქვეყნისაო, არა მრავალთა დღეთა შინა, ესოდენ მრავლისა სრულ მყოფელო.
მოხარულ ვართ უკეთილმსახურესისა ხელმწიფისათვის, რომელიცა შენ მიერ მხიარულ იქმნა, მოხარულ ვართ მამულლისათვის, რომელმანცა მოიპოვა ახალნი მრავალ რიცხვედნი ყრმანი, - მოხარულ ვართსაქართველოსათვის, რომელიცა ესოდენ მრავლად ვნებულ ყოფილ არს; და აქ შენ მიერ განსვენებულ და დამშვიდებულ არს; დასასრულსა შინა მოხარულ ვართ მართლ-მადიდებლობითის ეკკლესიისათვის, რომელიცა აქ მექონ არს სასოებისა, მოიპოვოს თვისდა ახალნი სულიერნი შვილნი. -
მხიარულებასთანა წინადვე ვჰხედავთ ვითარ მკვირცხლად და ვრცლად განცხადდებიან, და იწყობენ მომდინარეობასა ახალნი, მდინარენი და წყარონი სიმდიდრისა და კეთილდღეობისანი ამა ქვეყანასა შინა, რომელსაცა უჩვენე შენ განსვენება და კეთილ მოქმედება; - ვითარ მოსწრაფებულად, განკეთილებულად, და უშიშროებასა შინა იქმნებიან გზანი მიმოსვლისანი; ვითარ განიფინებიან და აღყვავდებიან ვაჭრობა და ხელოსნობა; განვლის საშუალ ერის ბრძნული, დამტკიცე მოქალაქობითი განწყობილება, - ჭეშმარიტი სულიერი, სარწმუნოებითი განათლება, და წყნარი ნათელი, ქრისტიანობითთა კეთილ მოქმედებათანი, განაცისკროვნებენ, წინარე მიუწთომელთა, სიმაღლისა და სიღრმისაგამო, მთათა და ხეობათა.- ფრიადისა მხიარულებითა წინადვე ვგრძნობთ, ვითარცა გულს მოდგინებით მეცადინეობა შენი მხურვალეთა ლოცვათა თანა მდაბალთა ეკკლესიის მოსამსახურეთასა შეასრულებს დამორჩილებასა გონებათა და გულთა მათ თესლთასა, რომელნიცა დამორჩილებულ არიან ძალითა საჭურველისათა.
ჩვენ ვილოცევდით და ვილოცავთცა მშვიდობისა და განსვენებისათვისივერიისმხარისა და ეკკლესიისათვის. ვილოცევდით მონიჭებისათვის ძლევათა შენდა. მხნეო კნიაზო, და ყოვლისაქრისტეს მოყვარისა ჩვენისა მხედრობისადმი.- აქ ჩვენ შევსწირავთ მადლობასა ღმერთსა მონიჭებულთა ძლევათათვის, და ახლად ვევედროთცა მას რათა, მტკიცე ჰყოს კეთილის-მყოფელობითნი შემდგომილებანი ამა დიდებულთა ძლევათანი.-
ნათარგმნი თ. გრ. ბაგრატიონ მუხრანსკის-მიერ.
______________
1ფანატიკი. ცრუდმორწმუნეობით აღტაცებული.
2ლავრთა-ლავრი არის დაფნი, რომლისაცა შტოთა ფოთლებითურთ, ძველთა დროთა შინა შეწმასვნიდნენ გვირგვინის სახედ, და იყო ნიშნად ძლევის გვირგვინისა, მტერთა ზედა ძლევა შემოსილისა მეხდართ-მძღვანთათვის. - (მხედართ-მძღვანთათვის.-)
![]() |
6.3 მძლეველთ წინამძღვარს |
▲back to top |
მძლეველთ წინამძღვარს
გალობა
კავკაზო! დაჰკრა საათმან
დასასრულს შენის ბედისამ;
დღეს დანიღვიძა დასასრულს
ჟამმან კეთილის ხვედრისამ!
გშვენის იშვებდე, ილხენდე,
მიეცემოდე განცხრომას,
ფუფუნებასა მიენდე,
ზენას უვლენდე გალობას!...
გუშინ არ იყო ძლიერს ნისლს
გარემოეცვა ეგ მთანი,
სიკვდიდ მომაკვდავს ვით მიღრწნილს
დაგეხრებოდნენ ძირს ფრთანი!
ნავი ეგ შენი ხვედრისა
შავსა ზღვასმიმოცურავდა,
ზედ ფარდა გარეგნობისა
ვითა მანტია ჰბურავდა!
დღე სხივი მზისა შენზედან
გაელვით გამობრწყინდების;
დღეს დავით ტკბილად ჩინგზედან
ცათადმდე დანიდიდების;
და დღეს არწივი ორთავით
მაღალთა მთებთა შენ შორის
თვისის უფლებით დაჰფრინავს
წინათ სიკეთის მომთხრობი...
დღეს დიდმან მამამ ივერთა
მიგიღო თვისთა შვილათა;
დღეს შეუერთდი იმ ერთა,
ვინცა დიდობენ დიდათა.
ბჭენი განიღო დღეს ხვედრის,
შეიქმენ ჩვენი ძმა დღესა,
ჩანგზედ ვამკობდეთ შეშვენის
გმირთზედ გმირს ამის მიზეზსა!...
და შენ, ჰე გმირო! მოვედი,
მოვედ დიდების სავანეს,
მოუთმენელად მოგელით,
ვითა ჩვენს მფარველს საყვარელს.
აღტაცებასა მოსული
და სიხარულით აღვსილი,
შენსა წინაშე ისწრაფის
მოხუცი, ყრმა თუ ყმაწვილი!
წინ ფიანდაზად გიშლიან
მადლობას კეთილთ გულისას,
უმრავლესთ ყვავილთ გიყრიან
თვით გრძნობით მოკრეფულისას.
მთას თავისუფლად დღეს მწყემსი
აძოებს სამწყსოს, ლაღად ვალს,
და მწყემსი მნახვე ამისი
ცად მიმართ გრძნობით დაგლოცავს.
შენის წყალობით გლეხ-კაცი
დღეს მყუდროებით განცხრება;
შენის წყალობით მოხუცი
სიმხნეს მოიცემს ახლტება.
დრეს შენ აჩუქე მშობელსა
პირმშო ასული, ძმა, შვილი;
დღეს გლოცს ყოველი თვის მხსნელსა,
სიხარულითა აღვსილი.
ძმასა მოჰგვარე ძმა თვისი,
დიდისა ხნითგან ტყვედ ქმნილი,
და იყო ღირსი ვინც ვისი
შექმენ ღირსებით აღვსილი.
დღეითგან დავალთ ღიღინით
მუნ, სადა კრძალვით ვიდოდით,
მუნ განვატარებთ დღეს ლხინით,
მტერთაგან სადაც ვშიშობდით.
თითით ვაჩვენებთ ჩვენთ შვილთა
შენგნით შემუსვლისდაღესტანს,
რა შვილი ნახავს დღეთ ტკბილათა,
შენთვის ზე ლოცვას მიიტანს.
მიწის მოსავალს გლეს-კაცი
დღეითგან უხვად იხილავს.
უშიშრად დავალს დიაცი,
სახლისათვის სარჩოს იზიდავს
ვიდრე აქვსკავკაზსსახელი...
ვინ არ გაქებდეს გმირთ-გმირო
საქმისა ამის მსმენელი!
დღეს მოიხადაკავკასმან
თვის თავით რიდე შენს წინა,
დღეს მოგიხარა თავი მან,
შენთ ხელთა ქვეშე იდგინა.
ბუნებით მკვიდრი, მაღალი,
გარს ამპარტავნად დაჰყურებს,
შენდა სახსოვრად გმირთ-გმირო,
შვილის-შვილთ ძეგლად მსახურებს.
აღტაცებასა მოსული,
სუსტი მგოსანი მე შენი,
სუსტს ჩანგსა დავმღერ ტკბილ გრძნობით,
შენის დიდების მომფენი.
როს შვილნი ნახვენ იმ ალაგს,
სად მათნი მამაპაპანი,
ვერა ჰპოვებდნენ რა ბანაკს
შეჭმუხვნით ჰსჭვრეტდნენ მათ მთანი-
იქ ამ ჩემს შენზედ გალობას
მოიგონებენ, ალხელენ;
იქ ამ შენს დიდსა დიდებას
მთებთ შუა გრძნობით დამღერენ!
ი. კერესელიძე.
1859 წელსა, 1 სეკტემბერს. ქ.ტფილისს.