![]() |
ცისკარი №9 (1860) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ტროადის დარღვევა |
▲back to top |
ტროადის დარღვევა. (საქართველოს მეფის ძის თეიმურაზისა.)
მესამის ვაშლის განმარტება.
ეს ვაშლი არის, ქორწილსა შინა არის იყვნეს სამნი ღმერთნი მზენი,
იუნონაი, მინერვა და ვენერაი ცისკრებრი მთენი,
მეინახენი მას ქორწილს შინა, შვებით განცხრომით შუქთა მომფენი,
შეექცეოდეს და იხარებდეს ვით ზაფხულისა ვარდთ ყვავილთ მცენნი.
იუნონა არს დიდების ღმერთი, ხოლო მინერვა სიბრძნისა ძალი,
ვენერა ღმერთა მშვენიერების, კეკლუცთ კეკლუცი ტურფაი ქალი,
ბანით მას პალატს ოქროის ვაშლი ზეცით მათ, ღმერთთა შთაუგდეს მგრგვალი,
ვაშლზედ ეწერა: უმშვენიერესს, მათგანს მიეცეს არს სამართალი.
მათ სამთა ღმერთათ გამოირჩივეს პარიჟ ტროადელთ მეფისა ძეი,
ყოვლ მშვენიერი ჭაბუკი უცხო, ყმაი ლამაზი, გმირი დიდ მძლეი,
მას მისცეს განსჯა გსამართლება, ვინ მათგანი სჯობს ვით ვარსკვლავთ მზეი,
ვაშლსა მან ერთი დააპატრონოს, ჰყოს მარად თვისად მფარველ და მწეი.
საბრალო ყმაი, აღტყინებული ტრფიალებითა ჭაბუკობისა,
წარვიდა ველად მონადირებად, ირემთა ძებნად მოპოებისა,
ერთმან ირემმან მის წინ მხტომელმან შეიყვანა ტყედ სიხშორებისა,
მუნ დაუღამდა და მუნვე დაწვა, ვერღა განიგო მან კვალი გზისა,
ცისკრის მახლობელს ჟამსა მოვიდნენ, ეს სამნი ღმერთა და განანათლეს,
არე მიდამო და სიხშო ტყისა წყვდიადი განადღესამთლეს,
ეტყოდნენ: ყრმაო, ჭაბუკო სატრფოვ ღმერთთ ჩვენ ეს ვაშლი გაგვისამართლეს,
რათა შენითა სჯით, ვინ ვსჯობივართ მშვენიერებით, ხვდეს მას უმართლეს.
მათ სამთა ღმერთთა აღუთქვეს პარიჟს, ვის მათგანს ხვდების ვაშლი ჯილდოდა,
თვითეულ მათი მას მიანიჭებს სასყიდლად მას ყრმას ყოვლ უფლიდოდა.
იუნონაი უქადებდა მას ყოვლთ მეფათ ზედა განგადიდოდა,
ხოლო მინერვა მაღლის სიბრძნითა აღვსებას მტკიცედ მას ჰპირდებოდა.
ვენერა ეტყვის: პარიჟ ლამაზო, თუ ვაშლს მაუფლებ მე გჰყოფ ბედნიერს,
ესრეთ ვით მე ვარ კეკლუცთ ხელმწიფე, ცოლს მოგიპოებ ყოვლად მშვენიერს,
შენ არ გაკლს სიბრძნე, არცა დიდება, მათ არ შეხარბდე განიჭებ ციერს,
პარიჟ შემკულო ყოვლის სიტურფით, სვიერ გყოფ სატრფოდ შენ მდიდრად მკიერს!
მან თაყვანისცა და მიუგო მათ: უკეთუ გნებავსთ ცნობა სიმართლის,
ტანს განიძარცვეთ რათა განვსჩხრიკო, ყოველი გვამი თქვენი ცის ნათლის.
მსწრაფლ განიძარცვეს ესრეთ და დასდგეს პარიჟს წინაშე გარდიხდის კალთის,
და სცნობს მათ შორის უმშვენიერეს და დააკვირვებს გულით მას თვალთის.
პარიჟმან სჩრიკა დიდხანსა მჭვრეტმან მშვენიერთა მათ განსაჯა სახე.
სცნა ვენერაი სჯობს ყოვლთ სიტურფით ტრფიალთა მარად შეპყრობით მახე,
სიყვარული ყრმას გულთა ცეცხლებრი აღეგზნებოდა გრძნობათ შემახე,
და ვენერაი აუფლა ვაშლსა, ორთა შენდობას სთხოვს ბოდიშთ მზრახე.
რა იუნონამ და მინერვამან ესე იხილეს განრისხდეს სულით,
მაგრამ ვენერა სხივთა აკრთობდა მადლობდა ფრიად პარიჟსა გულით,
განუმეორებს აღთქმულსა თვისსა, მნათობს განიჭებ აღმკულს სისრულით,
და ორნი იგი პარიჟს მტერ ექმნეს, წარვიდნენ რისხვით და გულით წყრულით.
ვენერა პარიჟს საუბედუროდ მოუპოებს ცოლს ყოველ მშვენიერსა,
ელენას ცოლსა მენელაოზისს, ბერძენთა მეფის ვარსკვლავს ციერსა,
პარიჟ მისრული სატირის ჭალაკს, ვენრულის ტაძარს ყოვლ ნამკიერსა,
მლოცაობისა სახითა მივალს იხილავს მისრულთ მუნ ურიცხვს ერსა.
რა ბერძენთ ერთა ჭალაკსა სატირს იხილეს პარიჟ დიდ მშვენიერი,
საჭურველათ ჯარი სვრიდეს ერთმანერთს ისწრაფდეს მისსა ყრმა, ჭაბუკ, ბერი,
უკვირდათ მისი მშვენიერბა, დიდებულება, პირი მზიერი,
ყოვლ უტურფესად მორთვაი მისი და მხედართ მისთა მკლავნი ძლიერი.
რა ესმათ ესე გარემოთა მათ ჭალაკისა მის ერთა მრავალთა,
მიისწრაფლდეს მუნ ხილვად პარიჟს ძნელთა მათ გზათა ზღვისა სავალთა,
სურდათ ყოველთა ხილვაი მისი დიდთა და მცირედთ კაცთა და ქალთა,
და ვინც იხილა შეტრფის ეს სახედ, რომელ ვერღარა აშორვებს თვალთა.
ანბავი ესე მიიწია მსწრაფლ დედოფლის მიმართ მის ჭალაიკსა,
ელენა მზისა მოკამათისა ცოლისა მეფის მენელაისა,
იგი აღეტრფო განგმერილი ყმის ისრისა მიერ კუბიდონისა,
მოიგონა მან შეთქმული მაქვსო თანამდები ვარ ღმერთ შეწირვისა.
აღარა ყოვნეს და მიისწარფის რადგან მეტს ვეღარ დაითმენს იგი,
უბრძანა მონათ მოართვეს ჩქარა ეტლნი უნენი სამზადი დიდი,
მყის წარემართა დახვდა ხომალდი ზღვის პირს ლიმენის პირს მონაკიდი,
შთაჯდა გამართეს აფრანი მარჯვედ იტყვის უმჯობეს რას მოვითვლიდი.
რა დედოფალი მიეახლოვა ჭალაკს მას ტურფას მდიდარს სატირსა,
თუმცაღა შვებით გარდახდა კიდეს მაგრამ ვეჭვ მიხდეს საფრთხეს სატირსა,
მისრული სადგურს განემზადების იკაზმავს ტანს და მშვენიერს პირსა,
მივალს ბომონად მიიღებს მსხვერპლსა, შესწირავს ძვირფასთ ნივთებსა ღირსსა.
დედოფალსა მას მრავალი ერი დიდებულები ახლდეს ძლიერნი,
ბანოვანთ ჯარნი ტურფათა ქალთა, ძვირფასის ქვებით უხვად მკიერნი,
ესრეთნი კეკლუც ქალ-ყმანი სატრფო ვითა შვენებით მნათნი ციერნი,
რა ნახა პარიჟ განკვირდა ფრიად, არ არიანო, სთქვა ქვეყნიერნი.
განიზრახა მან თვისს გულსა შინა ამის უმჯობესს დროს სადღა ვპოვებ,
ესე ელენა შუქთა მომფენა ვიხელთო მხირკად რაღასა ვსდროებ,
ესე ოდენთა ოქრო და ვერცხლთა სპეკალთ ძვირფასთა ნივთთა ვიშოვებ,
აღვივსები და აღვავსებ ჩემთა საუნჯეს მეტსა სად განვიმსტროებ.
ესე სთქვა პარიჟ გულს შინა მყის წარმავალს ის თვისსა მას ნავსა,
რქუა მოყვასთ თვისთა და ძლიერთ თვისთა, ესე ტაძარი თვის შორის სცავსა
ურიცხვთა თვალთა და მარგალიტთა, ოქროთ და ვერცხლთა მრავალსა ზვავსა,
და ამათ გარე ელენა ესე ვარსკვლავთ გარდამატს ბადრს მთვარეს ჰგავსა.
ამას ღამესა ვქნათ ჩვენ კიბენი, სიხშოსა ბნელსა ციხესა შევხდეთ,
სიმკვირცხლითა და სიკისკისითა, მისსა მაღალსა ზღუდეს გარდავხდეთ,
მუნვე არს ჩემი მზეი სატრფოი, იგი მე და მე მას საყვარლად მივხვდეთ,
თანახმა ექმნეს პარიჟს ყოველი ძმაიცა თვისი და მხნე მამაცნი,
უქმნეს სადარნო უკუნს ღამე ბნელს სიწყნარით მივლენ მკვირცხლნი ყმა კაცნი,
უეცრად კედლით შიგან ციხესა შთასდეს უწყალოდ ერთ შიგან მხოცნი,
სრულად ბომონი და გარემონი აღაოხრეს მათ და ყვეს ფოლორცნი.
მაშინ სატრფოი იგი ელენა გამოყვანა თვით პარიჟ მხნემან,
სიყვარულითა აღტყინებულმან ვითა ციერმან ლომმან მზის მცველმან
პირველ მზე იგი უღრუბლო ფრიად მოიცვა შიშმან ოცნებიერმან.
სტირს მარგარიტნი აცვრივნა ცითა ვარდისა ველთა მჭვრეტელთ გულთ მწველმან.
პარიჟ ელენას ეტყვის მშვენებით სრულიად ხმელთა ხელმწიფეთ თვალო,
ზეცის მნათობთა უმჯობეს კრთოლვით გულისა ჩემის ისართ მკვეთ ხრმალო,
ნუ სტირ დიდებას შინა მიმყავხარ სამოთხის არეს ვარდო დამზრალო,
აღვსილო ნათლით მთვარევ,ტროადი ხამს განანათლო ართუ იმცხრალო.
პირველ ელენა სტირს შეიწუხებს თვისს ლამაზს ასულს მცირეს იგონებს,
პარიჟ მოლხენას მისსა მცდელობდა ვით სატრფოს ვარდსა ბულბული მონებს,
ყოვლითურთ სრულით ეტრფის ენთების მრავლის ცდით თვალთ მისთ ცრემლი მომდოვრებს,
შემდგომ ნელ-ნელად გამოიდარებს ღრუბლით გამოსრულს მზეს ვინ ასწორებს.
წარმოყვანა მუნით პარიჟმან სატრფოი ღვაწლით მოპოებული,
რა სცნა ტროადას მეფემან პრიამ მოეგებვოდა სწარაფად რებული,
ყოველთა მისთა ძეთა ასულთა და დედოფლისა იხარებს გული,
დიდის დიდებით და საოცრებით მიჰყავსთ უქმნეს მას პატივი სრული.
რა ნახა მეფე და დედოფალი უზომოითა მან სიხარულით,
ფრიად უხარის ესე ელენას, არღა არს იგი გულითა წყრულით,
პარიჟს მიერთვა სიყვარულითა სულს მისცემს ცნობას საწადით სრულით,
არღა ახსოვს მას არც მენელაი არც თვისნი ტომნი სალმობლად გულით.
ესე დიდება უზომოი მან მიიღო ფრიად კმაყოფილებით,
სრანი შემკულნი ოქროთ და ვერცხლით თვალებით უსახოდ და სპილოს ძვლებით,
ყოველნი პალატთ მორთულებანი უბრძნესთ ნაქმარნი არს ხელოვნებით,
სად იგი დასვეს სახლს სადედოფლოსა ჰგავს ოლიმპს მაღალს შემკობილებით.
მრავლის სიმდიდრით აღავსეს იგი მას დაავიწყდა ძველი დიდება,
ძველისა თვისის სამფლობელოსი სთქვა აწ ინდელთან ჩალად ჩაგდება,
ერი უსწორო დიდებულები მის მაღლის მეფის კარის განგება,
მათ ამჯობინა სრულად საბერძნეთს ვარდი უთრთვილო არღა იზრება.
ელენ პრიამის ბრძენმან მან ძემან და კასანდრამან მისმან ასულმან,
ესე შემთხვევა არ მოიწონეს ამხილა თურმე მათ სიბრძნის სულმან,
რჩევათა შინა უშალეს ადრევ მეფეს რქვეს პარიჟ ცნობას განსრულმან,
უკეთუ ჰყოს ეს უსამართლო, მოისთვლის აღფხვრად ტროადამ სრულმან.
ღეკტორ უშლიდა დიდი მხნე იგი ყოვლთა მძლეველი და დიდი ბრძენი,
ჩვენი სამეფო ფუფუნებს ჰყვავის რა დავიშალნეთ სრულიად ბრძენნი,
ტაცება ძრვაი არ შვენის მეფეთ თუმც იყვნენ იგი მარად ძლიერნი,
და მხედრობათა მათთა უწყალოდ, თავთ შემმუსვრელი ვით ლომ მშიერნი.
სთქვა ღეკტორ იცით გული ჩემი სჭეხს ცა ქუხილით და ელვით და მეხით,
ბერძენთზედ მარად განრისხებული ჩქეფად სისხლთ მათთა ხრლმის ჩემის ჩეხით,
შეპყრობად მეფედ და მათ დიდებულთ ვარ ძლიერების საკვრელთა გრეხით,
და მხედრობათა მათთა უწყალოდ თავთ შემმუსვრელი თავთავთა ცეხვით.
არ ვიტყჳ ჯაბნად, არც მცონარებით, არამედ მეფედ სჯულით სამართლით,
სარგებელთ წესთა მეცნიერებით, და სათნოდ ღმერთთა სწორ განსჯათა ძლით,
წინა დაგიდებთ ვერიდნეთ ბოროტს, სამართლიეს სჯულს ნუ ვყოფთ ჩვენ შეცვლით,
მაგრამ ბოროტმან განსჯამ სძლო კეთილს, აღფხვრად სიბრძნისა ციხე ბურჯ კედლით.
ვინც ესე რჩევა ზემორე თქმულნი წარმოსთქვეს სიბრძნით წინა გამსჯელთა,
ესე ვითარი დღესასწაული არ უხაროდათ მათ სწორეს თქმულთა,
მაგრამ ფარვიდეს თნებით მეფისა და პარიჟისა საქმეთა ხელთა,
მოისთვლნეს ბოლოდ ნაყოფნი ღირსნი ესე ვითართა ბოროტთ ფეხთ მრგელთა.
მენელოიზი ელენაისა, აღამემნონმან, ძმამან მან მისმან,
სარეცელითგან სნეული ჯვარით გამოაფხიზლა სიტყვითა მისმან,
რას უგდიხარო, რად იკლავ თავსა, აღზდეგ გამშლელმან სიმხნითა ფრთისმან,
ხვალე შევკრიბნეთ ჩვენნი მოძმენი, ვერ დაგვიდგნას ჩვენ ძალმან მან მტრისმან.
ბერძენთ იწყინეს კადნიერება ესე პარიჟის თავხედიერნი,
იუნონამ და მინერვამ რისხვით აღძრესტროადზე ღმერთნი ციერნი.
სამოც და ათთა მეფეთა ერნი მეფეებითურთ შეკრბნენ ძლიერნი,
ათჯერ ასისა, ათასის კაცით ზღვით წარვლენ ტროადს ლომნი მშიერნი.
მაშინ იქუხნა ზეგარდმო ცამან რისხვით ტროადელთ ზედ სასტიკებად,
მხნენი საშინლად გრგვინვით აღძრულნი უქადებდნენ მათ მძლავრ დაკვეთებად,
ყოვლ საშინელთა შემაძრწუნებელთ, მარხისა მახვილს მათს გულს შეხებად,
ვულვანის ისართ ზედა დასხმასა ირისეს მშვილდით ღვიძლთ განწონებად...
განძვინვებულნი ამპარტავანნი უწყალოებით სავსე ბერძენნი,
მაშინდელს სისხლის მწყურვალნი ფრიად ავგულნი ბოროტ გესლოვანენი,
მარადის ლმობას და შეწყალების და სიმშვიდისა გარეგან მძენნი,
მივიდესტროადას, გარე მოადგეს შემუსრვად მისსა მრავალ წელ მზერნი.
ტროადელთ დიდი იხმარეს სიმხნე თვალ უწდომთ ზღუდეთ ამაგრებდიან,
შემოიკრებდნენ შვიდგზის ას ათასს, მხედრობად ძლიერთ ვით მათ მწემდიან,
გამოვიდოდნენ ციხით ებრძოდნენ ბერძენთ ძლიერად ამარცხებდიან,
სვრიდენ, სისხლისა ღვარნი ორგნითვე სდიან მდინარებ განდიდნებიან.
მრავალნი მძლენი მეფეთა ტომნი ორსავე მხარეს გოლიათობდეს,
ღეკტორ ძლიერი, უსწორო გმირი, დევებრივ მხნეი მტერთ დაამხობდეს,
პარიჟ მამაც ვის ჰყვა ელენე ცის მოკამათე ვარსკვლავთ ვინ ფლობდეს,
ესე პრიამის მეფისა ძენი ტროადელნი ყოვლთ მხნეთ მეტობდეს.
მრავალნი სხვანი ყრმანი ამათნი და მეპირობე მძლენი მეფენი,
ბრძოდეს დღე ყოველ ბრძენთ ლაშქართა სვრასა მაშინდელს სდუმს ენაც ბომენი,
სოფელსა შინა აროდეს იქმნეს მზგავს მის ჟამისა სასტიკნი დღენი,
და ორ კერძოვე ევლტისთ მშვიდობა ამპარტავნებას ასს ესე სენი.
ღეკტორ უსწორო გმირი ცას მსგავსებრ აღსავსე ელვით და მეხის ტეხით,
შემუსრავს თავთა და მკლავთ მამაცთა ათასთ მძლეთ და სცემს ერთის შეჭეხით,
უპატიურად დიდ მძლე მეფეთა მიწად მკვდართ და ჰყრის სრესს ცხენთა ფერხით,
მის პირის-პირსა ვერვინ შემარათავს მკადრელს ბრძოლისას ბზარავს განჩეხით.
ტროილ ვით ლომი მყვირალი მაღნარს აღავსებს ველთა და მთათა ხმითა,
ძრწოლას შეუდებს მხნეთ გმირთ მებრძოლთა ჰსწლავს შუბით მკვეთრი განსტვინავს ქვითა
დეიფებრ რიცხვით ვით ეტნის ალი გრგვინავს ძლიერად მუსრავს დიდ ძვრითა,
პარიჟ ისრითა მტერთ მოსისხითა, განგმირავს გულთა მრავალთ ბევრთ სრვითა.
ახილეს ბერძენთ გმირთ უაღრესი თელემონ, ნესტორ, მხნე დიოდიმე,
პროტეზილ, პატროვლ, სედე, ეპისტროპ, მნესტი, ფილიკს, ქსანტიპ, სხვა კიდე,
მერონ, ალტინორ, პაღამიდ, დიდი დიდებით, სიმხნით მტერთ არა მრიდე,
აღმემნონ ჰყვესთ ყოვლთ მეფედ თავად რქვეს ხამს სიბრძნით და სიმხნით გვმართვიდე.
მენელაოზ არს ძმაი მეფისა მეფეთ სპასპეტის აღამემნონის,
რომელს წაჰგვარეს ელენა მზეი მარად არს მწადელ ტროელთ სისხლთ წონის,
დღე იღვწის ბრძოლით, ღამე სტიოს მარად, სისხლისა ცრემლით ვერ პოვნე ღონის,
ვერცა იშვებდა სიამოვნის ჟამს ვერც ჭამა ვერც სვამს დრამისაც წონის.
ულისე მეფის კიდით კიდემდე განითქმა მას ჟამს ენა მზეობა,
აქვს სიმამაცე მას შესაფერი, მაგრამ მატს სიტვით სხვათ ყოვლთ მძლეობა,
ამასკეთანა წმასთვნა ტყუილთა სილაქუცე და დრკუმელელობა,
ხშირად მართალთა და ღირსთ წბილ ჰყოფდა ცრუთ ენით მჭევრით უქმნის მწეობა.
სხვანიცა უკვე ბერძენთა გმირნი იყვნეს მასჟამს მუნ ტროადის ბრძოლას,
აქა ყველანი ვერ მოვიხსენეთ გაგრძელდა სიტყვა, მაჯა სცემს ბრძოლას,
ბევრი და მეტი მოაწყენს სიტყვა მკითხველ და მსმენელს აწყინებს ყოლას,
აწ ვიწყებთ თქმად კვლავ ბრძოლად მძვინვარეთ ვით ზღვათ შფოთის ჟამს ქართ სასტიკ ქროლას.
იყვნეს ბერძენნი გმირნი მეფენი და მთავარნი მძლე სამოც და ათნი,
ნავნი აქვნდათ მათ ორი ათასნი და მხედრობანი რვაასჯერ ასნი,
ზღვაი და ხმელი უძრწის კვლავ ჰევანდათ გმირნი ძლიერნი ორი ათასნი,
მაგრამ ტროელთა არ შეკრებოდეს არც მწყობრნი დიდნი არც მცირე დასნი.
ბერძენთა კერძო დიდი მხნე იგი ახილეს იბრძვის ვით ვეფხვი მკრჩხალი,
ტროელთ მხედრობას ეკვეთებოდა ვითა მძინვარე ცეცხლისა ალი,
სრვიდა უწალოდ ფრეწდა რაზმთ მტკიცედ აღბორგებული ვით სპილო მთვრალი,
საშინელსა მას კვეთებას მისსა ვერა უდგნობდა ვერცა კლდე სალი.
ღეკტორ სასტიკად სჭეხდა მეხობად ახილეს გრგვინავს გულთ ლომად ქმნილნი,
მათ ერთმანერთის ბრძოლა კვეთებით რავდენიც სალნი დნენ ვით ყინულნი,
სალტნი დაღვედნეს, შუბნი დამუსრნეს, ფოლადთა ფარნი ექმნეს ვით ცხრილნი;
ხრმალთ მათთ კვეთება, ცხენთა ძგერება ამოწუნებს მჭვრეტთა ისარნისრილნი.
მრავალ წელ დაშურნენ ურთიერთისა ბრძოლითა ღეკტორ და ახილ მხნენი,
ეგრეთვე სხვა და სხვანი მეფენი გმირნი იბრძოდეს სისხლის ღვართ მდენნი,
ხშირად ბერძენთა შაიწროებდეს გულოვან მკვირცხლნი ტროადელთ ერნი,
მეფისა ძეთა და დიდი მძლედ მათთა განრისხებულთა უძრწოდეს მტერნი.
ღეკტორმან მოკლა სახელოვანნი მეფენი გმირნი ცამეტნი რიცხვით
ამად ახილეს ღეკტორსა ზედა მარადის იყჳს გულ მწყრალი რისხვით,
ეძებდა მარჯვეს გზასა სიდრკუით თავ მოხრითა იჯდის ფლიდურის ფიქრით,
რადგან იცოდა ღეკტორ სჯობდა მას სიმხნით დაძალით მძლედ და სიფიცხით.
ცამან რისხვითა ტროიანელთა მოხედა მზეი გარდექმნათ ბნელად,
ღეკტორს მათისა მკლავისა ძალსა მისტაცებს ვინ ყავსთ მფარველად მცველად,
მიპარვით მუხთლად ომს შიგან მძლეველს ახილეს ექმნა მკერდს განგმერელად,
სასტიკმან ზარმან დამეხსნა ტროადს მათის სიმტკიცის ძირთ აღმოფხვრელად.
იქმნა რა ესე უბედურება და უთმენელის მწუხარებისა,
აღტყდა ტროადსა შინა ტირილი ვაება, ურვა განმწარებისა,
მეფის და დედის ძმად მის და დათა სმა ზევად მისწვდა ვალალებისა,
ცრემლოდენ თვალთა მძლავრთ ღრუბელთ მზგავსად შეკრბა სისხლითა ცრემლთ ღვარებისა.
ყოველსა სულსა სურდათ შეწირვა თავისა თვისის სიცოცხლე მისთვის,
უკეთუ ღეკტორ განცოცხლდებოდა სულსა განსწირვენ ცოცხალნი მკვდრისთვის,
ერჩივნათ იგი ძეთ, მშობელთ, ძმათ, დათ, უმსხვერპლდნენ სისხლს მას მამულისთვის,
მის მზგავსი გმირი კიდით კიდემდე ვინღა იქმნების ბრძოლელი მტრისთვის.
რა მეფემან და დედამან მისმან სხვით ვეღარასფრით იცეს ლხინება,
უქმნეს ბრძოლისა ლუსკუმა ღეკტორს და ფერხზე მდგომი დაედგინება,
ხელთ ეპყრა ხრმალი ბრუნველი ნიშნად, მხედარნო გიხმსთო მტერთა წყინება,
გულოვანს მხედარს სიკვდილისათვის მტერზე ბრძოლა არ მოეწყინება.
ახილეს ქალი ყოველთ ტურფა თვალი უყვარს პრიამის პოლიქსენია,
დედას და მამას სთხოვს შესართავად ტრფობის ისართა განგმირეს სენია,
შეჰფიცა მტკიცედ მათაც ინებეს შეგარიგოო მე ბერძენნია,
რაოდენსამე ჟამს აღარ იბრძვის სდრტვინვენ სთქვეს ბერძენთ ეს საწყენია.
ახილეს არღა განვიდა ბრძოლად ეტყოდა ბერძენთ არღა სჯობს ომი,
ერთის ქალისთვის ესდენ იმეფე მთავრნი ერნი გავსწყდით ამზომი,
რა სარგებელ არს ჩვენც დავიხოცნეთ კმა არს შევრიგდეთ ვარ ამის მდგომი,
ბერძენნი გულით სწყრებოდეს მათზედ მაგრამ იგი არს კარავსა მჯდომი.
ულისე მეფე ყოვლთ მცბიერთ თავი მარად ასილესს ელიკლიკება,
ეტყვის: ეს შენი მოგონილება სწყინსო ბერძენთა აქვს გულის კლება,
ყოვლმა სულმა და სხვათ მახლობელთა აცდინეს იგი აქმნეს მუხთლება,
ფიცის გამტეხმან ჰყო კვალად ბრძოლა უპირობითა ბოროტ მძლავრება.
ტროილცა მანვე მოკლა მუხთლობით ასილემ აღთქმის დამარღვეველმან,
დეიფებ მოკლა პალამიდ დიდმან ბერძენთ მეფემან ბუკსა მკვრელმან,
მას დღეს პარიჟმან მოკლა პალამი დეიფებისა სისხლის მზღვეველმან,
ესდენთ მხნეთ სისხლი განაცვიფრებდეს კაცს ვით დაიტია მიწამან, ველმან.
ახილეს ვერღა განსაჯა თვისი შეცთომილება კვლავ სტანჯავს გული,
პოლიქსენასი აქვს სიყვარული ყოვლთ აღუფხვრელად თვისს გულს დარგული,
კვალად სთხოვს დედას რათა მისცეს მას შემიბრალეო მე მისთვის წყრული,
რა ესმა ესე მოციქულობა დედოფალს, კრთების გრძნობა და სული.
სთქვა: შვილნი ჩემნი მუცლისა ჩემის სალმობანი და ტკივილნი შრომა,
უწყალოებით ფიცის გამტეხმან თავს დაგატეხა ცის რისხვის წყრომა,
გულს ჩემს უწყალოდ მოსწყლავს საბრალოდ ნაწლევსა წვივსა მწერტს მარად კრთომა,
ვითღა მივენდო გვიმუხთლკა ესრეთ უპირობითა უშვილოთ მყო მან.
დედოფალი პირდების მას ნებას მოციქლულისა პირით შემთვლელი,
იხმო ტაძარსა აპოლონისას მუნ განუმზადა საფრხე მომკვლელი,
დამალა პარიჟ და ოცნი მხნენი კაცნი მამაცნი ისართ ხრმალთ მკვრელნი,
როს მოვალ ასილ მყის განგმერენ მას მისის უწყალოს სისხლის დამრღველნი.
თან მოყოლილი ახილესისა იყო ასტილოდ ნესტორ მთავრის-ძე,
იგიცა მასთან მოკლეს უწყალოდ, სიჭაბუკის ჟამს დაუბნელეს მზე,
გარე ფოლორცთა გარდაყრიდეს მკვდართ ფრინველნი ექმნენ მათ ხორც განმზირე,
ბერძენთ სცნეს, სთხოვეს მოკლულნი პრიამს აქვს მათ უზომო დიდი სიმწარე.
შეამკნეს გვამნი მათნი ყვავილით უხვად დაისხეს მათ სუნნელება,
კვალად დაფლვისთვის სთხოვეს მეფესა რათა ისმინოს მათი ვედრება,
თანახმა ექმნა ქალაქსა შინა დაფლვად უბრძანა მათ შემოღება,
აპოლონისა ტაძარსა ტროილს, და დეიფების მხარეს დადება,
კვალად განიგრძეს მათ ბრძოლა დიდი ბერძენთა მიმართ უსაშინელეს,
პარიჟღა მხოლოდ ძმად თისთა მაცვლად იბრძვის მამაცად უსაკვირველეს,
აიაკს მეფეც ტროელთ ვით ტიგრი ებრძვის რაზმთა მათ ფრეწად უძნელეს,
შეხვდენ პარიჟ და იგი ერთმანერთს ეკვეთნენ ფიცხლად მეხთა უმრავლეს.
პარიჟ კრავს ისარს ყოვლად მოსისხარს განაგმირებდა გვერდსა და მხარსა,
მყის შეუტივა რაზმსა ბერძენთას და სცემდა მათზედ შიშისა ზარსა,
აიაკ სცნობდა თვისსა სიკვდილსა ეძებს რაზმთ შორის პარიჟ მხნე მყარსა,
შურის მიგებად სცემს პირსა ხრმალსა ორთავე ყბათა მოკვეთ ღაწვთ გარსა.
თუმც დიდის სიმხნით ჰყო ეს აიაკს მაგრამ დაეცა მიწასა მკვდარი,
პარიჟ ეგრევე მყის დაასრულა უკანასკნელი სისხლისა ცვარი,
ელენას ესმა ეს განსაცდელი ვარდი ყინვამან ჰყო მყის დამჭკნარი,
მოსთქვამს საბრალოდ იფხრვიდა თმათა წარხდეს შუქნი და ბნელ იქმნა გვარი.
რაკი ტროადი ბრძოლისა ძალით ვერ აღიღეს მათ, იწყეს მუხთლობა,
იშოვნეს შიგან გამცემნის კაცნი ულისემ იწყო მცბიერ მელობა,
უსამართლობით ეგრეც დიდებულს ქალაქსა საბრთხით უქნეს ჭრილობა,
ისე არათუ გმირთ ანუ მამაცთ ცრუთ გვართ კაცთა არს გულ ბილწთ ხელობა.
მთავართ ტროადელთ ანტენორ გველმან და ენეიმ ჰყვეს გესლთ მთხვეულება,
თავთ თვისთა უქმნეს ბოროტთ მწიწვნელად სვინიდისის ძალით სრულად მცველობა,
თვით მამულთ ძეთა მამულსა უქმნეს შიგან ესე გამცემელობა,
მსხვერპლნი ორგულთა არიან ხელთა სიცბილი ძვირი სულ მოკლეობა.
ოი ბოროტნო კაცნო, გულ ქვანო რასათვის, უყოფთ ღალატს მამულსა,
არა უწყითა სახელი თქვენი უკუნისამდე ყოვლს მსმენელს სძულსა!
ოი ანტენორ, ოი ენეი შხამით რათ ივსებთ ღვიძლსა და გულსა,
მოწყალეს თქვენსა მეფესა პრიამს და ერთ რად დართავთ წყლულთ ზედა წყლულსა?
რასთვის უმუხთლებთ მეფეს მოწყალეს, ვინ გაპატრონა მრავალ სიმდიდრეთ,
მოღალატობა მით აღირჩივეთ ბოროტ სულს თქვენს დაუმკვიდრებთ,
ვინ იყვნეს თქვენებრტროადსა შინა დიდ შემძლე მეტად თვით კიდით კიდეთ,
კეთილის ნაცვლად უქმთ მეფეს და ერს გამცემლობასა და დიდს სიფლიდეთ.
ულისემ ესე ორნი დიდ მძლენი მოიბირნა რა ყოფს მათთან რჩევას,
მოღალატობის მომკველს სამსალას გულთ მათთ შთაასხამს გავს ზღვის ამღვრევას,
განიზრახეს რომტროადი დიდი საფუძვლით მისცენ აღფხვრით შერყევას,
აღთქვამს ორთავ ანტენორსა და ენელს მეფედ ნაცვალს მიმთხვევას.
სცნა ესე პრიამ ანტენორისა და ენეისა განდგომილება,
იხმნა იგინი მივიდეს მისსა ერთითა მრავლით ჯართ ახლდათ კრება,
ვერღარა რაი გაუბედა მათ ბედის საწყულს ჩნდა აღვსილება,
ურჩივეს მეფეს მტერთ შერიგება აქვს გულთა მათთა მხეცობა მგლება.
პირველ როადის დამამყარებმან საფუძველითგან ველურ მეფემან,
ქმნა საკვირველის ხელოვნებითა პალადას სახე, მქანდაკებელმან[1],
ესრეთ ძალი აქვნდა მას ნივთსა რომელ ვერ ავნო მტერმან მომსვლელმან,
რომელსა შინა ქალაქსა სცვიდენ მას ვერა ავნოს საბრხედ დამრწყველმან.
ესე ანტენორ და ენეიმან იცოდნენ მტკიცის დამტკიცებითა,
ენენე პალადტროადსა შინა არს არა რა ევნოს აოხრებითა,
აუწყეს ესე ბერძენთ მეფეთა და იწყეს ცდაი მანქანებითა.
რათა პალადა იდუმალის ცდით წარიპარონ დრკუდ მცბიერებითა.
ამა პალადას ტაძარსა მისსა სცვიდა ქურუმი ტონტოთ სახელით,
ანტენორ ენედიომიდ მივლენ ულისეითურთ ენითა მცბელით,
ღამე სახშოსა ბნელსა უციფად ეზრახდნენ ტანტოს სიტყვითა ვრცელით,
პირველ ეტყოდა უარის ყოფით აღბორგებული რისხვითა ხელით.
მაგრამ ოქრომან ყოვლთ ბოროტთ გორმან დაახარბა წვედ მიზიდა თვისად,
მოლბა, რა ნახა ტომარტნი სავსე ურიცხვით ოქროდ სპეტაკი ქასად,
სცდა უბადრუკი ანგარებითა მიდრკა მათდამი არღა პირ მქისად,
აღივსო გული თვისი უძღები მოიღო მისცა პალადა მყისად.
წარმოიღო რა ბერძენთ ბანაკად ულისემ ნიჭი იგი და სცვა თვით,
მაშინ ბოროტად მაცთურებითა იწყესტროადის აღფხრისთვის სხვის გზით,
მეფეი პრიამ ანტენორმან და ენეი დრკუმან აცთუნეს სიტყვით,
და მან მინდაო მათ შერიგება, საქმეში, რქვა, ჰყავთ ვითარ თქვენ იტყვით.
ითხოვეს ბერძენთ იფქლი წმინდაი საწონი პუდი ასი ათასი,
და პუდი ოქრო ასი ათასი თვის მათთა მშვიდობის ფასი,
ჰყოფდიან აღქთმის საშინელისა ფიცით ბერძენთა მეფეთა დასი,
მაგრამ გულს გესლი აქვნდათ მუხთალი და მაცთურების საკვრელთა წამსი.
ქნეს ბერძენთ ცხენი რვალის დუროის მაღალი, ზქელი და საკვირველი,
ესრეთი დიდი, რომ ქალაქის ბჭეს სიმაღლით მეტობს ძნელად საძრველი,
მეფედ მაგიერ და ბერძენთ ერთა შინა გამცემნი იყვნეს მიმრთმელნი,
პრიამ იხილავს დაცთუნებული ითნებს ნიჭად მას ვერას განმსჯელი.
ბერძენთა მეფეთა უბრძანეს ბერძენთ და მიათრივეს კარის ბჭეს შინა,
საკვირველებით და მანქანებით მიზიდეს იგი საფრხის შემძნა,
განსჯარეს კარსა უთხრეს ტროადელთ თქვენ შეიტანეთ ამას კარს წინა,
უკუნისამდე დიდებად თქენდა სახსენებელ არს ესე თქვენთვინა.
იდუმალ შესვეს მას ცხენის მუცლის ბერძენი დრკუ სინონ მხნე გულოვნებით,
თვით აიყვანეს და შთახედეს ხომალდს ყოვლის მხედრობით და ყოვლის ერით,
და ევედრეს სინონს, როს ტროადელნი დამძიმდენ ძილით ღვინის ხმით, შვებით,
მაშინ აღხედით სარბენს ციხისას გვანიშნეთ მუნით ცეცხლის ლამპრებით.
მაშინ რისხვამან ზეგარდმო ცით მოხედა ტროადს ყოვლად მშვენიერს,
დიდება მისი დასცა შემუსრა ბნელსა უკუნსა შემწეს დღეს მზიერს.
დასჭეხა ცამან რისხვისა მეხით საფუძველითურთ აღფხვრის მას ძლიერს,
სვინიდისისა დაშრტეს ლამპარნი არღა სცალს მისთვის გულსა ლმობიერს.
დათვრეს მას ღამეს ტროადელთ ერნი ეგონათ მტერთგან თავისუფლება,
გამოძვრა ცხენით სინონ ვით ქაჯი მაღლით ზღუდედთ მსწრაფლზე ახტება,
მისცემს ნიშანსა ცეცხლისა ალით ბერმენთ მხედრობა განემზადება,
გამოვლენ ფეხის სიწყნარის მალვით ციხისა ბჭეთა შეხდება.
შეუხდეს ქალაქს საშინელებით მთვრალთა ტროადელთ ზე დასცეს ზარი,
სცემდეს მახვილსა სვრიდენ უწყალოდ, ვითა ჯეონი სდის სისხლის ღვარი,
შეუგზნეს ცეცხლი დიდთა პალატთა ბოროტებანი ჰყვეს მრავალ გვარი,
ამისთვის ბერძენთ უკუნისამდე სახელი იქმნა დიდ მოსაჯვარი.
აღსწყვიტეს სრულად ბერნი, მოხუცნი, დედანი ქალნი, ჩვილნი და ყმანი,
ჭაბუკნი, მხნენი და მოწიფულნი, მთელნი, გინათუ სნეულნი, ბრმანი,
მეფე და მეფეს სახლეულობა გარდააშენეს რომ ძნელ არს თქმანი,
სჩეხდენ, მუხვრიდნენ და მეტად გლეჯდენ სასტიკნი იქმნეს კვლავ ტყვენვა, სრვანი.
ხმა ვაებისა და ღაღადებათ ცად აღიწივა მოძლავრთ ზახილი,
ცეცხლით მახვილით უწყალოს ხელით ტროიანელნი იქმნენ მიხრილნი,
ლტოლვილნი გინა სხვანი მუხლამდის სისხლთა ტბად შიგან სტოპენ შესვრილნი,
ესალმებიან ცოლნი ქმართ თვისთა, ძმა დას მეფესნი, დედმამათ შვილნი.
დედას და მამას დაუკვლიდიან და უქმროთ ქალთა შეურცხვნიდიან,
დედა ჩჩვილთ მწოვართ აართმიდიან, შუბთა და მახვილთ ზე აცმიდიან,
ახალ შეყრილთა ქალთა და ყრმათა, ან ქმარს ანუ ცოლს მუნ მოკვლიდიან,
სტანჯვიდეს სხვით და სხვით სახით ერთა ტკივილნი ფიცხლად განედიდიან.
მეფის ასული პოლექსენაი უმშვენიერეს ვარსკვლავთა მზისა,
წყეულმან პირუს ყოველ უგრძნობელმან დააკლა საფლავს ახილესისა,
სარჩვლა გონია მამისა თვისის არს უმძვინვარეს ყოვლის მხეცისა,
დააბრძო თვალი ტროადელთ მზისა ბინდ იქმნეს დაშრტა სხივნი ცისკრისა.
ეკკუბა ამით გამწარებული ყოველთა შვილთა გმირი მოკლებული,
უკანასკნელის საიმედოსაც უწყალოთაგან მიმძლავრებული,
პოლიქსენასთვის ჭკუა შემცდარი, და გონებითა შეცვალებული,
მიუხდებოდა ბერძენთა დასსა ჰქოლავს კბილითა გახელებული.
შესძინეს ბერძენთ უწყალოება უწყალოებას ზედან მძვინვარედ,
ეს დედოფალი ყოვლად მაღალი არ შეიწყალეს დაჰქოლეს მწარედ,
და ზედა დიდი ტაგრუცი გორად აღუდგეს მრავალთ ქვათაგან მყარად,
ეკკუბაისა სახლტომად მკვლელთა სახლს სდევს მხიარულთ მარად შემზარედ.
დაამხნეს სრულად დიდნი პალატნი, მეფისა და დიდთ შემძლეთა მისთა,
შეუკიდებდეს ნაძენძს დანასხლევს და დაასხმიდეს მათ ზედა ფისთა,
მეფეთ სალაროთ დაარღვევდიან მიიტაცებდენ უნჯ ძვირფას ჭვირთა,
აღურაცხელთა ოქროთ და ვერცხლთა, სიმდიდრეთ მრავლით ყოვლისა ფრისთა.
ხმა მძვინვარების ხმა სიცოცხლისა, სხვაგან ყვირილის და ამბოხების,
წარმტყვენეთათვის სასიხარულო ტროადელთა სრვა არა დასცხრების,
გლოვა და ურვა ხმა ტირილისა და ვაებისა კვლავ გაცხარდების,
მზეი ბერძენთა მოკაშკაშობს და ტროადელთ მზეი სრულად დაშრტების.
ესე არს სოფლის ამაოება: ჯერ აღორძინდების, აღყვავდების,
შემდგომ დართვილოს ბედი ყვავილთა, სილამაზეი კრთეს ფეროვნების,
მაღალთა გმირთა მხნეთა ძლიერთა მძლეველობანი მყის განქარვების,
ყოველთ ძვიფასთ ნივთთ უცხო სიტურფე დაზვლეს და დაჭკნეს მშვენიერების,
სადა არს ძალი ღეკტორის მკლავის, სადა არს კვეთა ტროილის ხრმალის.
სადა პარიჟის მშვილდი მკვეთრ რკალის, სადა ზედ დასხმა დეიდებ მწყრალის,
სადღა მძლეობა ძლიერთ მძლეთ ძალის მტერთა წაწყმედა და აღრევა კვალის,
ესე ყოველი სრულად უქმ ქმნილ არს დაშრეტად ტროელთ მძაფრისა ალის.
არცა ქვეყანა, არცა ქალაქნი, არცა დაბანი, არცა ნაყოფნი,
არცა მეფობა, არცა დიდება, არც ოქრო, ვერცხლნი უხვად სამყოფნი,
არცა გვირგვინნი, სკიპტრა, პორფირნი, არც უძვირფასესთ პალატთ სამყოფნი,
არღარას არგებს დიდებულს ტროადს არცაღა მათნი დიდ გმირნი ხაფნი,
ესე არს ხატი სოფლისა მიერ დაუდგრომელი ბრუნვანი ჩაოხნი,
ვერვინ გადურჩეს სიმუხთლეს მისსა, ღარიბნი, გინა მეფე დიდ მზრახნი.
უწყოდეთ, იცანთ ყოველმან ბრძენმან სამქენი ესე არიან საფრხნი,
ვის დღეს აამებს ხვალ ჩააშხამებს, განუმრავლოს გულს ოხრვა და ახნი.
მიგითხრათ კვალად შინა გამცემნი რაი მიიღეს ბერძენთგან ნიჭად,
ანტენორ მალვით ნაცვლად ჯილდოსა მოაშთვეს ჯაგნართ, დაფლეს ძეძვთ ღიჭად,
სიმდიდრე მისი მიირეს სრულად და შვილნი მისნი მონად ყვნეს, ბიჭად,
ცოლი და ქალი დაშთეს მწირებად ყოვლს სიგლახაკეთ თავს მცენი ქვისად.
ენაი ბიწი ბოროტ სძულთ ბერძენთ გულით მოღალატურით,
ვერ მოიმადლებს ბერძენთა იგი ვერც სამსახური, ძღვნით, ვერცა პურით,
ღაღადებანი ტროადელთ ერის ესმა მაღალსა ზენასა ყურით,
ტროადელთ ენეი თვისისა ერით განაძეს სრულად ღირსის პაღურით.
ესრეთ ცუდი არს მამულის შვილთგან ზაკვა და შინა გამცემელობა,
სვინიდისისა სრულად დაბრმობა ანუ ასპიტ გველობა,
სარგებელთ ნაცვლად დაამხობს ორგულს ყოვლად ბოროტი ესე ხელობა,
სამტეროს მთხრებლსა თვით შთაითხრიოს ვინც იქმოქმედოს ორმოს მთხრელობა:
რა ბერძენთ გული მწყურვალე განძღა სისხლთა სვრეტითა ტროადელთ ერთა,
აღიქორაქეს სიმდიდრე მათი ვით არვე ცხოვართ მგელთ ხროთ მშიერთა,
შემდეგ მათ შორის იქმნა ფოთება ურთიერთისად უძვირეს მტერთა,
ვინადგან მათ ჰყვეს უწყალოება ამად შერისხეს მსჯართა ციერთა.
ბერძენთ მეფენი ვერცა ერთიცა გადურჩა საფრხეს ვირს და დამხობას,
უმეტეს მათნი ბრძოლასა შინა მოიხსნეს საწყლად მტერთაგან წყრომას,
სხვანი მიეცნეს სამეფოს თვისსა მახლობელთაგან მწარეს მოშთობას,
ესე ვითარი ქონან ნაყოფნი უსამართლობას შურს და მტერობას.
სხვანი მამულით თვისით განეხვნენ სხვანი აქა იქ მომიკეთებდით,
ზღვათა შინა და კუნძულთა ზღვისად მიხვდეს განსაცდელთ მუნ შეხეთქებით,
მიუღეს მტერთა სიმდიდრე სრულად ივნებდეს ძნელის დაგლახაკებით,
ზოგთა მისცემდენ უწალო სიკვდილს მეფედ ტყვედ ჰყოფდეს თისისა მხნებით.
რაიც დასთესეს უწყალო ბერძენთ იგივე თვითცა მოიმკეს უხვად,
სიბოროტითა ამპარტავანი თვითცა შთაცვივდნეს მთხრებლთ ღრმათან უხვად,
დაამხნეს სხვანი თავნიცა თვისნი მართებს მათ მჭვრეტელს თვალთა დაწუხვად,
მაშინდელთ ქმნულთა ბოროტებათა ვინღა უძლოს თქმად ვინა ანუ სხვად.
საზარელთა მათ ძნელთა შემთხვევათ პირველად ვაშლი იქმნა დამწყები,
რომლის ცილობას ესოდენნიცა ბოროტებათა შეუდვეს გზები,
ეს იყო შფოთის და განსაცდელთა დიდითა ფიცი ხელთა სახმილთა გზები,
ტროადელთა ეგრეთვე ბერძენთ ბოროტთ შემთხევად აღმომცენები.
ის იყო ვაშლი ხალისის ოქროს თაქვაძის თავი ქვად დაისახვის,
ორნივე გრგვალნი ურთიერთს გვანდეს რადღა მოიქცეთ ჰაზრისადმი მის სხვის,
ორნივე იყვნეს დამწყებნი შფოთთა მეორე მბაძარს პირველ მის სახის,
სამსახეობას შინა იგავით გამოხატულ არს უცხოდ მესამის.
(დასასრული.)
რედ. კ.
_________________
1 პალადა ღმერთია საბერძნეთისა ასული იუპიტერისა თავისგან იუპიტერისა შობილი, რომელ არს მინერვა.
![]() |
2 ლუნატიკი |
▲back to top |
ლუნატიკი[1]
ეს იყო თებერვლის თოთხმეტსა, 1855 წელსა უკანასკნელს დღეს ყველიერისასა, როდესაც დღისით სადილს უკან, არდგენდნენ იტალიანურს ოპერაში, ტფილისში, სასძლო ლუნატიკსა.-
ორთა ყმაწვილთა კაცთა მიაქციეს თავიანთი ლორნეტები ლოჟებსა და ერთზედ დააყენეს ჭვრეტა.
- ჰხედამ კნიაზ ბაგრატსა რა სახით ესაყვარელება ახალს ქვრივს ბაბალესა? ჰსთქვა ერთმა მათგანმა.
- საკვირველია, უპასუხა მეორემ: მე მგონია რომ ბაგრატის ცოლი შეწუხებული ავადმყოფი არის.
- იმას საშიში ავადმყოფობა არა აქვსრა; მაგრამ ის სიყრმითვე სუსტის აგებულებისა არის და ამასთანავე მეტად ეჭვიანია. ვგონბებ ეს ორი მიზეზი საკმაო უნდა იყოს, რომ იმის ქმარი ეძებდეს გართვას ტეატრში.
- მგონია ბაბალე ახლო მეგობარი არის ბაგრატის ცოლისა მართასი.
- მე მგონია ბაგრატისა უფრო.
- ეგ არ შეიძლება ბაგრატი ყმაწვილი კაცი აღარ არის და თავის მახინჯის სახეობით სრულებით უშიშარია.
- მართალია, მაგრამ ბაბალეს ყინულის გული არა აქვს, ამიტომ რომ ყინულიცა დნება.
- შენს თავზედ ხომ არ გიცდია იმისაგან მობერილი ყინვა?
- არა, მაგრამ ერთს ჩემს მეგობართაგანს შეუყვარდა გაგიჟებით ბაბალე. იმის სიგიჟემ ამაოდ სიყვარულისაგამო, მოუპოვა მაგ ქალს სახელი სილამაზისა და შემოიყვანა მოდაში; ჩემის ფიქრით კი, მაგას არა აქვსრა გასაგიჟებელი.
- რატომ, ძალიან ლამაზია.
- მაშ იცი რას გირჩევ? რადგანაც ბაბალეს ჯერ არავინ ამოურჩევია თავის თაყვანის მცემელებთაგანში, შენც შეგიძლიან ჩაჰსდგე იმათ დასტაში. უცხო პარტია არის: ათასი თუმანი მეტი შემოსავალი აქვს წელიწადში.
- მართლა?
- მე ვხედამ, რომ თვალი ვეღარ მოგიშორებია ლამაზის ქვრივისათვისა. გინდა ახლოდგან გაგაშინჯო? წამოდი გაგაცნო; მაგრამ ადრევე გეუბნები, გული ორის ხელით გეჭიროს. კნეინა ბაბალე მეტად კოკეტკა არის. (კოპწია.)
- არა, მადლობელი ვარ კოპწიობა არაფერია, ეგ ყველა ქალის ბუნება არის; მაგრამ ძნელი ეს არის, რომ იმ ქალს უეჭველად უნდა უყვარდეს ბაქარი. რაც ხანს მე იმათ უცქერი, ერთი სიტყვა არ ამოუღიათ; მაგრამ ხშირად უყურებენ ერთმანერთსა და ჭვრეტა ბაბალესი გამოჰსთქვამს მეტად გულითად ნარნარებასა ყმაწვილის ქალისასა, რომლის გულსაც პირველად დასძგერებია სიყვარულის ისარი. ბაგრატსაც თვალებითგან ცეცხლი სცვივა, და არც ისეთი გონჯია, როგორც ანბობენ; უცხო სახის გამოთქმულება ჰქონია.
ქვრივი ბაბალე არ იყო ეგოდენი ლამაზი, რაოდენიც მარილიანი; სიწყნარე და სინაზე სახისა, რომელზედაც მწუხარებას განეფინა რაღაც სასიამოვნო ოქროს ფეროვნება, უნებურად იზიდამდა ადამიანის თვალსა და გულსა. ამ დროს იქნებოდა ოც და ოთხის წლისა, მაგრამ იმისი ცის ფერი მოწმენდილი თვალები, ხავერდოვანი წმინდა სახის კანი, წკრიალა ხმა და იშვიათი ღიმილი, არავის არ აფიქრებინებდნენ, რომ იგი ოცის წლისა მეტი ყოფილიყო.
წარმოდგენა გათავდა ბაგრატმა გააცილა ქალი ეკიპაჟამდინ. ბაბალემ მიიწვია იგი ჩაიზედ, და მსწრაფლად ეკიპაჟმა მიაქროლა იგინი ბაბალეს სახლში,კუკიაში რა შეიარეს უცხოს მებელით მორთული ზალა, იგინი შევიდნენ გოსტინაში (სასტუმრო ოთახში), სადაც მხიარულმა ბუხარმა მიიწვია იგინი.
ნაღვლიანად იყო ბაგრატი, ბაბალესაც როგორღაც გული შევიწროებული ჰქონდა; თითონაც არ იცოდა რისაგან.
სამძიმო დუმილების განსაწყვეტად ქალმა ჩამოაგდო ლაპარაკი წარმოდგენაზედ, აკტრისებზედ, იმათ ტანსაცმელზედ, მაგრამ მაინც უბნობა არა გრძელდებოდა. ბაგრატი უპასუხებდა თითოს სიტყვით, და ჰსჩანდა მისი ყურადღება შთანთქმული იყო ბუხარში ანუ ღრმა ფიქრში.-
- არ იქნება, კნიაზო ბაგრატ მეც გამხადოთ მონაწილე თქვენის ფიქრისა?
- ჩემის ფიქრისა? ჰკითხა მან აღმოხვრით რა შეთრთოლდა.
- დიაღ თქვენ, ვგონებ, მეტად ნაღველიანათ ხართ!
- ბაგრატი ცდილობდა გაეცინა; მაგრამ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზედ.
- რა იყო? შეჰყვირა ბაბალემ აღშფოთებულმა რა გადუშვირა ხელები ალერსით. დავიწყებაში ბაგრატმა ჰსტაცა ხელი ბაბალეს და დაეწაფა მას აღგზნებული ტუჩებით.
პირველად თავის სიცოცხლეში სიყვარულის სიმთვრალემ შეიპყრო გული ბაბალესი. მას უნდოდა ეთქვა რამ, მაგრამ სიტყვები უყინდებოდნენ ტუჩებზედ. მან ვეღარ მოახერხა მიეღო სახეზედ შეჭმუხვნილება, მაგრამ, რა ძალდატანებით გარდაყარა აღრეულება, იგი წამოდგა და დაარაკუნა ზარი. შემოვიდა მსახური.
მყოფობა უცხოს გვამისა ყოველთვის საკმაოა, რომ დაამშვიდოს თვით უძლიერესი აღრეულობა.
ბაბალემ უბრძანა ჩაის მოტანა; ვიდრე ჩაის მოართმევდნენ იგი სრულებით დამშვიდდა. როდესაც მსახური გავიდა ქალმა უთხრა:
- კნიაზო ბაგრატ, დაივიწყე რაც აქ მოხდა, მხოლოდ ამ პირობით მოგიტევებთ მე თქვენა.
- ოჰ, კნეინავ! უთხრა ბაგრატმა ძლივს სმენის ხმით: რაღაც უცნაურმა, უხილავმა ძალამ
დამავიწყა თავი ერთს წამსა. ნუ იმისთანა რეგვენი უნდა ვიყო, რომ გავბედო გაფიქრვა რისამე იმედისა?... ჩემი წლოვანება და მახინჯობა მეტად ცხადად ლაპარაკობენ ჩემს უბედურებაზედ.
ბაბალეს გული დაეწო.
- გამიგონე, საყვარელო ბაგრატ, უთხრა მან: მე მინდა მოგახსენო სრულის სიცხადით და გაჩვენო სიღრმე ჩემის გულისა. თუ რომ აქამდისინ მე არავის არ უპასუხებდი სიყვარულზედ, ამას ვშვრებოდა არა თუ ქვეყნის გულისათვის, არამედ ჩემს მოსასვენებლად. აღგზნებულის სიყვარულისა, რომელიც ესრედ სასიამოვნოთა აქვსთ სხვა ქალებსა, მე ყოველთვის მშინებია. მერწმუნეთ, კნიაზო ბაგრატ, თუ რომ თქვენ თავისუფალი ყოფილიყავით, მხოლოდ თქვენ მეყვარებოდით და სიხარულით ჩაგაბარებდი ჩემის ბედის მზრუნველობასა. მაგრამ კარგათ იცით, რა მოურეველი დაბრკოლება ძევს ჩვენ შორის, და ჩემს სიყვარულს და პატივის ცემას თქვენის ცოლის მართასადმი, შეუძლიანთ ამოფხვნან ჩემის გულიდთგან ყოველივე ფიქრი ამ საგანზედ.
- მაშ ჩვენ უნდა ვერიდებოდეთ ერთმანერთის ნახვასა? უთხრა ბაგრატმა მწუხარების ხმით.
- განა საჭიროდ ხედამ ერთმანერთის განშრებასა?
ჰკითხა ბაბალემ. მაშ განვშორდეთ რამდენსამე ხანს. რადგანაც თქვენ არ შეგიძლიანთ დაუტეოთ ავადმყოფი ცოლი, მე წავალ რამდენისამე თთვითქართლისაკენ მშვიდობით, მოუმატა მან მწუხარებით; როდესაც განიკურნებით, მომწერეთ. ეცადეთ კია ჩქარა იყოს.
- მეშინიან, რომ ჩემი განკურნება არაოდეს არ იქნება, უთხრა ბაგრატმა და საჩქაროდ გამოვიდა.-
დიდ ხანს იყო ბაბალე განრინებული: ხან სიხარულით მოიგონებდა რაც მათ შორის გაიარა, ხან შიშით უკუჰკრამდა ამ მოგონებასა თავისთავათაც ვერ ჰბედამდა წარმოედგინა, რა ღრმა იყო სიყვარული მისი ბაგრატისადმი; მაგრამ იმედიულობდა, რომ მეგობრობა იმის ცოლთან გაანელებდა იმის სიყვარულს ბაგრატისადმი.-
კნიაზი ბაგრატი ქვეითი მივიდა შინამდისინ. იქნებოდა ღამის პირველი საათი. თუმცა საშინელი ცივი ღამე იყო, მაგრამ იგი მიდიოდა ნელანელა, როგორც კაცი, განგლეჯილი მწუხარებით და სასოება მიღებული.
ბიჭმა მოახსენა მას, რომ ქალბატონმა რამდენჯერმე იკითხა იგი ხომ არ მოსულაო და ბძანა, როცა მოვიდეს, ჩემთან შემოვიდესო.
ამ ბძანებაში გამოცხადდებოდა მოუსვენრობა ეჭვიანის ცოლისა; ბაგრატს გული აემღვრა ჯავრისაგან. მაშინ ცოლი ეჩვენა მოურეველ დაბრკოლებად თავის სიყვარულისა, მაგრამ მაინცკი მაშინვე შევიდა ცოლთან. მართას ეძინა. ბაგრატი მოახლოვდა იმის ლოგინსა.
კნეინა მართა ძლივს იქნებოდა ოც და ათის წლისა; მაგრამ ავადმყოფობას სრულებით დაერღვია იმის სახეზედ ყოველი ნიშანი სილამაზისა და ყმაწვილ ქალობისა. ხელი მისი ამოყოფილი საბანს ზემოდგან, მკვდარის ფეროვნებით ემზგავსებოდა გაყვითლებულს სპილოს ძვალსა.
ბაგრატი დააცქერდა ამ ავადმყოფს მკაცრის გესლ-მორეულის თვალებით, ფიქრში შეაფარდა იგი მშვენიერს, სიცოცხლით სავსეს ბაბალესა... ბაგრატს ეჩვენა, რომ მართამ იგრძნო მოქმედება იმის შეხედულებისა, ამიტომ, რომ მძიმედ დაიწყო მან გვინვა, გაყვითლებულს ლოყებზედ გამოჩნდა ციების სიწითლე და ტუჩებმა უწყეს ცმაცუნი, თითქოს რაღაც გაუგებელი სიტყვები წარმოსთქოვო.
- უთუოთ დასაძინებელი წამალი რამ მიუღიაო, იფიქრა ბაგრატმა. სტოლზედაც ნახა მან სტაქანი და პატარა შუშა. მან აიღო, წაიკითხა ზედ ნაწერი რეცეპტი, და ისევ სტოლზედ დადგა; მინაში ბანგი იყო.
ამ დროს მართამ წარმოსთქო ძილში გაწყვეტილი სიტყვები: „ბაგრატ!... ნუ მიდიხარ!... ჩემთან დარჩი!... შენი მოშორება მე მკლავს!...“
- თითქმის ძილშიაც მჰსდევნის მე თავის სიყვარულითა... ოჰ, რა ტანჯვაა! ჰსთქვა ბაგრატმა.
იგი შევიდა თავის საწოლში და მსახური გაისტუმრა დასაძინებლად. აღრეული სხვა და სხვა ფიქრით, იგი არ დაწოლილა. სუსტი ბჟუტვა ერთის სამთლისა ანათებდა ვრცელსა ოთახსა. სიბნელეში და სიჩუმეში იყო შთანთქმული მთელი სახლი და იმ უბნის ქუჩა. უთანასწორი ნაბიჯით ბოლთასა ჰკრამდა ბაგრატი. სახე მისი უეცრად ხან მწუხარებით შეიმოსებოდა, ხან რაღაც ელვით. დიდხანს დადიოდა იგი აღრეული, დიდხანს ჰსთვრებოდა იგი ბაბალეს მოგონებით, და გუნებაში ძულვილებით ჯავრობდა თავის ხასიათის სისუსტეზედ.
- როგორ! იძახდა იგი სიცხარით: შენ გიყვარვარ, ბაბალე; შენ თვითონ არ მითხარი ეს? შენ თითონ არ მაჩვენე მე ეს სიყვარული? შენ გიყვარვარ და ჩვენკი საუკუნოდ ერთმანერთს ვშორდებით!... და ვინ უშლის ჩვენს ბედნიერებასა? დედაკაცი, რომელიც დაფუშვილა თავის განუყრელის სნეულებით, დედაკაცი, რომელმაც შემაბეზრა თავი მუდამ ჩივილით!... ბაგრატმა გააღო ფანჯარა. ბნელოდა და ციოდა. მაგრამ უღრუბლო ცა ანათებდა ვარსკვლავებით; იგი შესცქეროდა ამ განუზომელს ცის კამარასა. ცივმა ჰაერმა განუგრილა მას შუბლი და გაუნელა ცხელება წარმოდგენისა. მან მიხურა ფანჯარა და ცოტაოდენი დამშვიდდა. მაშინ მისმა განჰსჯამ მიიღო სხვა გზა: იგი შეუდგა ფიქრსა თავის ცოლის ტანჯვის გამო.
- ხან და ხან მე თითონ მკაცრად არ ვეკიდებოდი მართასა? ჰფიქრობდა იგი, მართალია, მე შევირთე მართა უსიყვარულოდ, ჩემის მშობლის სურვილის აღსასრულებლად, მაგრამ ჩემს გულგრილობას განა ერთი წამიც არის შეუწყვეტია იმის ნარნარი სიყვარული ჩემდამი? მე უკუვჰკრამდი იმის ნარნარებას, იმის აღგზნებულს სიყვარულს, მე მძულდა იმისი ალერსი, იმისი ლაპარაკი, იმისი მოთმენა, იმისი კეთილობა გულისა! ეხლა მე იმას თითქმის დანაშაულად უხდი ამ დამჭკნარს სილამაზეს, მაშინ როდესაც, იქნება ჩემი გულგრილობა არის მიზეზი იმის ესრედ ცვლილებისა, იმის ესრეთის ავადმყოფობისა, რომელიც ჩქარა მიიყვანს მას საფლავის კარებთან... ისკი ესრედ მცირესა თხოულობდა ჩემგან: ცოტაოდენ ყურადღებას. რამდენიმე ალერისანი სიტყვა ჩემგან ნათქვამი იმას ბედნიერად ჰყოფდა, თითქმის უბრუნებდა სიმრთელეს. - რათ უნდა ვეძებო მე ჩემის სახლის გარეთ სიხარული და ბედნიერება?... არა, ამას შემდეგ მე ვეცდები დავივიწყო ბაბალე, ვეცდები ვერიდებოდე იმასთან შეხვედრას, გარდმოვიტან ჩემს სრულს სიყვარულს მართაზედ, შევჰსწირამ ამას ჩემს სიცოცხლეს...
რა შეადგინა ესრეთი კეთილი განზრახულობა, ბაგრატი დაწვა დასაძინებლად და დაიძინა ღრმის და მძიმეს ძილით.
რა მეორე დილას გაიღვიძა, მან იგრძნო, რომ თავი მძიმეთა აქვს და თითქოს სრული სხეულიც დაჟეჟილი. ლოგინის აქოთების კვალად მან იფიქრა, რომ ღამე გაუტარებია მძიმედ და მოუსვენრად. მაგრამ რა სახით გაოცდა იგი, როდესაც მან ნახა სტოლზედ, თავის კრავატთან, მინა ბანგითა, ის მინა, რომელიც გუშინ ღამ იმას ენახა თავის ცოლის ოთახში. მან იწყო მოგონება, გუშინ რა შეემთხვა მას. ცხადად ახსომდა იმას, რომ შუშა სტოლზედვე დაჰსდო თავის ცოლთან. ხელში აიღო კვალად მინა და ყურადღებით გაშინჯა: ჰსწორეთ ისევ ის მინა იყო, მაგრამ მხოლოდ ცარიელი.
ასახსნელად ამა საოცარის საქმისა იგი შევიდა ცოლის ოთახში. იქ ფანჯრები ისევ დაშვებული იყო და ლამფა ძლივს ანათებდა ოთახს მწუხარის სინათლით. ბნელის წინად გრძნობით ბაგრატი მივიდა სტოლთან. მინა აღარ იდგა იქა.
- მე არა შევსცდი... მაგრამ საკვირველია, წაიჩურჩულა მან. მერე დაიხარა ცოლისაკენ და დაუძახა ჩუმად:
- მართა.
ქალმა არ უპასუხა.
- მართა, განიმეორა ხმა მაღლივ.
- არსად იყო პასუხი.
მაშინ ბაგრატმა ხელი დაუჭირა მას. ხელი ცივი იყო, ვითარცა ყინული. იგი შეთრთოლდა ამ შეხებაზედ, და რა ფანჯრები მივარდა, გარდასწია საჩქაროდ ფარდებსა; შემდეგ მოვიდა ისევ ცოლის ლოგინთან. მართა იწვა როგორც მკვდარი. ბაგრატ შეძრწუნებით გამოვარდა ოთახიდგან და შექნა ყვირილი.
- გაიქეცით ივანე ექიმთან! ჰყვიროდა იგი. შემდეგ მან იწყო ლოდინი სატანჯავის მწუხარებით.
მოვიდა ექიმი. ეს იყო მოხუცებული კაცი, დიდისხნის მეგობარი და ექიმი ბაგრატის სახლობისა. ექიმმა ჰპოვა ბაგრატი შეღრუბლული, მწუხარედ და უძრავად მდგომარე თავის ცოლის თავთით.
ექიმმა დიდხანს შინჯა სახე მართასი. მწუხარებით ადევნებდა მას ბაგრატი თვალსა.
- ნუ თუ მომკვდარა? ჰკითხა ბაგრატმა.
ექიმმა არა უპასუხარა. მან ყურადღებით გაშინჯა ისევ სტოლზედ მდგომიარე სტაქანი.
- ბანგი მიუღია, ჰსთქვა, ექიმმა, მაგრამ შუშა სად არის?
- ამ მოკითხვაზედ ბაგრატი შეთრთოლდა. გულმართლობით მოუთხრო მან ექიმსა მდგომარეობა, რომელშიაც ჰპოვა მან გუშინ ცოლი თვისი, და ყოველი გარემოება, რაიცა შეეხებოდა ბანგის მინასა.
ბაგრატის ლაპარაკის დროს, ექიმს თითქოს რაღაც მოაგონდაო; მაგრამ მან შეაყენა სიტყვა, რომელიც მზათ იყო პირითგან წარმოვარდნოდა.
ამავე დროს საშინელმა ეჭვმა შეიპყრა ბაგრატი და საშიშროება გამოაჩნდა მას სახეზედ.
რამდენიმე უცხო გვამნი შევიდნენ ოთახში.
- ცხადია ჰსჩანს, ჰსთქვა ექიმმა ხმა მაღლივ, რომ კნეინას ფილტვში ნაწლავი გახეთქია და იმისაგან მომკვდარა...
ამ შემთხვეულობის ორის წლის შემდეგ ჩვენ ვხედამთ კნიაზ ბაგრატსა თავისის ცოლით ბაბალეთი იმავე სასტუმრო ოთახში, სადაც ოდესმე ბაგრატი გაუტყდა პირველად მას სიყვარულში. -განვლო უკვე ერთმა წელმა შემდეგ მათის ჯვრის წერისა; მაგრამ სიყვარულსა მათსა არა მოაკლდებოდარა. დადგრომილება ნიშნამს ანუ დიდს სიმდიდრეს ანუ დიდს სიღარიბეს სულისასა.
ბედნიერებისაგან ბაბალე უფრო გალამაზდა. მაგრამ ბაგრატი თვით ბედნიერების შუა გულში მდგომარე, იყო დაფიქრებული, შეღრუბლული, თითქოს რაღაც საიდუმლოს ბედის წერისაგან მოწყლული, რაღაც იჭვნეულობა ამძიმებდა იმის გულსა; ცოტ-ცოტად ეს ეჭვნეულობა მიიღებდა სიმწარეს სინიდისის ტანჯვისასა. ხან და ხან შეხედულება მისი გამოჰსთქვამდა ესრეთს ღრმა მწუხარებასა, რომ აღშფოთებული ბაბალე ხედამდა, რომ ქმარი მისი მკაცრად იტანჯება, მაგრამ ვერათი ვერ გაიგო მიზეზი იმის ტანჯვისა.
სახელდობრივ იმ ღამეს, ვეჩერში, საიდგანაც იგინი დაბრუნდნენ, ბაგრატი ეჩვენა მას ჩვეულებრივზედ უფრო მწუხარედ. ბაბალე მეტად აღშფოთდა და განიზრახა მისი გამოკითხვა.
- ბაგრატ, უთხრა მან ნარნარებით: შენ გულზედ რაღაც ნაღველი გაწევს და ჰსჩანს საკმაოდ არ გიყვარვარ, რომ მითხრა და მეც გამხადო მონაწილე შენის მწუხარებისა.
- მერწმუნე, ბაბალე, ჩემგან არა გაქვსრა დამალული, უპასუხა ქმარმა ძალდატანებით:
- შეგიძლიან შემამფიცო, რომ მართალს მეუბნები? ჰკითხა ცოლმა.
ბაგრატი გაჩუმდა.
- ოჰ, არ გიყვარვარ! შეჰყვირა ბაბალემ, არა, არ გიყვარვარ! იგი მიეშო სკამზედ და ტირილი დაიწყო.
ცოლის ცრემლი მეტად მძიმია მგრძნობიარე ქმრისათვის. ბაგრატს უნდოდა, როგორც ყოფილიყო, დაემშვიდებინა.
- კარგი, უთხრა მან ცოლსა, თუ რომ არ დაგიშლია, მაშ ყველა ცხადად უნდა იცოდე. მართალია მე მკაცრად ვიტანჯები და წყარო ამ ტანჯვისა წარმოჰსდგება თვით შენი სიყვარულისაგან. მე ბედნიერი ვარ, და მე სულ მეჩვენება, რომ ღირსი არა ვარ ამ უმაღესის ნეტარებისა. მე მეშინიან უბედურებისა; ჩემთვის იმაზედ უდიდესი უბედურება არა იქნებარა, რომ დავჰკარგო შენი სიყვარული. როდესაც მე გხედამ ხოლმე შენა საზოგადოებაში, ეგრეთს ყმაწვილსა, ეგრეთს ლამაზსა, გარე შემორტყმულსა ხალხის აღტაცებითა; როდესაც მომაგონდება ხოლმე ჩემი ორმოცი წლოვანება და სიმახინჯე - მაშინ მე მეჩვენება ხოლმე, რომ შეუძლებელია მე შენ გიყვარდე. როდესაც შენს სახეზედ განირბენს ხოლმე აჩრდილი ნაღვლისა, მაშინ მე ვჰფიქრობ: „იქნებ უბედურია მეთქი ჩემს ხელში“, და ვითარცა დამნაშავე ვიტანჯები ფიქრით, რომ ვისარგებლე შენის გამოუცდელობით და ნარნარებით. ხან და ხან საშინელი ეჭვი შემიპყრობს ხოლმე. მე ჭკუა მელევა; მე ვწითლდები ჩემის ტუტუცობისაგან, და აი მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა მეთქო შენთვის ჩემნი ტანჯვანი.
- ოჰ, ბაგრატ! მართლა ეჭვნეულობ ჩემში? შეჰყვირა ბაბალემ: მართლად, რომ ეგ უგუნურება არის! შენა ხარ თვით კეთილშობილი, თვით შესაყვარებელი, თვით უკეთესი კაცი ქვეყანაზედ! - ხედამ, მე მიყვარხარ შენ იმისთანა ხასიეთებისათვის, რომელნიც არასოდეს არ ბერდებიან.
მაგრამ იცი რა, განსაშორებლად ყოვლის ეჭვის მიზეზისა, ნუღარ გავერევით საზოგადოებაში, მოვერიდოთ იმ ქვეყნიერების ქარიშხალს, რომელიც ყოველ დღე გვაშორებს ერთმანერთსა. მართალიც გითხრა ეს განუწყვეტელი პატიჟები და სტუმრობა მღალვენ მე; ეხლა ხომ უფრო სრულებით ვეღარ ვიპოვნი მათში სიამოვნებასა, რადგანაც ვიცი უკვე, რომ შენც გაწუხებენ იგინი, მაგრამ ამის შემდეგ კი, აღარ იყოს ჩვენ შორის საიდუმლოება ხმა-მაღლივ ვიფიქროთ ხოლმე. დაიფიცე რომ ესრედ მოიქცევი, მე გთხოვ ამას. ბაგრატი გაყვითლდა, მაგრამ ფიცი მიჰსცა.
ბაბალემ შეამჩნია მისი უეცარი სიყვითლე და ნაღველმა მოჰსწყლო იმისი გული.
- მე ჯერ არ ვიცი იმისი საიდუმლო! იფიქრა ქალმა.-
მთელს ღამეს მას ძლი არ მოსვლია; ათასი არეული ფიქრი უფუთფუთებდა მის თავში. ესრეთი ხანგრძლივი ფარულება ქმრისა აწუხებს მას. მაგრამ ბაგრატი იტანჯებოდა; ბაბალეს სურდა შეეტყო იმისი საიდუმლო მხოლოდ ამისთვის, რომ განეყო მასთან ის მწუხარება ანუ განეკურნებინა მისაგან.-
უეცრად ბაბალეს ყურამდინ მიახწია ხმიერებამ რომელიც მოისმოდა იმის ქმრის ოთახითგან: ქალს ცხადად მოესმა აღშფოთებული ფეხის ხმა და ფანჯრის გაღება.-
იქნება ავათ გახდაო, იფიქრა ბაბალემ. შეშინებული წამოდგა ნელა და შევიდა ქმრის საწოში. თუმცა ცივი ღამე იყო, მაგრამ ერთი ფანჯარა გაღებული დახვდა; მთვარიანი ღამე დაბნელებული იყო ღრუბლებით, მაგრამ ამ მცირეს სინათლის შემწეობით ქალმა დაინახა თავისი ქმარი, კრავატზედ მჯდომარე, დიდად დაღონებული.
განკვირვებული რომ ქმარს ტანთ არ გაუხდია და არც ესმის იმისი იქ მყოფობა, ქალი მიახლოვდა მას; მაგრამ ბაგრატი არცკი შეიძრა, საშიშროებამ შეიპყრო ბაბალეს გული.
ბაგრატჯან! ბაგრატჯან! შეჰყვირა ქალმა: განა ვერ მხედამ? განა ხმა არ გესმის? შეუძლოთ ხომ არა ხარ?
არა ვითარი პასუხი არ მიიღო ამ კითხვაზედ.
ქალმა კვალად გაიმეორა მოუთმენელობით და შიშით ისევის კითხვანი; მაგრამ მაინც ბაგრატმა ხმა არ გაჰსცა.
- ბაგრატ! ბაგრატ! შეჰკივლა ქალმა, და წაავლო მას ხელში.
ბაგრატი შეთრთოლდა ამ შეხებაზედ.
- ო! შენა ხარ? უთხრა ქმარმა უცნაურის ხმით.
- რათ გაგიღია ამ დროს და ამ სიცივეში ფანჯარა? ჰკითხა ქალმა: ავად ხომ არა ხარ?
- ოჰ, ავადა ვარ, უპასუხა ქმარმა, რა ხელიდგან არ უშვებდა იმის ხელსა და ცახცახით უჭირებდა მას; მაგრამ სხეულის ტანჯვა არ არის სული ტანჯვასთან!
- ოჰ, საყვარელო ბაგრატჯან! შეჰყვირა ბაბალემ ცრემლი კანკალებდა იმის ხმაში,
- მეც ვიტანჯები! მეც უბედური ვარ, ამიტომ რომ აღარ ვერწმუნები შენს სიხარულს.
- აღარ ერწმუნები ჩემს სიყვარულს, ბაბალე? უპასუხა ქმარმა ყრუის ხმით,
- ოჰ, ნუ მეუბნები მაგას! თუ რომ იცოდე, სადამდინ მიმიყვანა შენმა სიყვარულმა.
- მაშ მითხარი ყველა. შენი ნდობა კვალად გამაბედნიერებს მე. მე მაშინვე მივხვდი, რომ შენ წეღან მართალი მითხარი; შენ თავი ეჭვიანობაზედ დაჰსდე, ჩემს დასამშვიდებლად. მითხარი, ბაგრატჯან, შენი ნაღველი, თორემ შენი ფარულება მე მამკლავს.
- შენ მოგკლამს, ბაბალე?... სჩანს, მაშინ ორის მკვლელი შევიქნები!
- რას ანბობ, ბაგრატ! თუ ღმერთი გწამს ჰსთქვი რამა! მე გთხოვ!
- შენა მთხოვ?
- მაშ კარგი, უპასუხა ქმარმა, რომლითაც თითქოს რაღაც უხილავს ძალას ემორჩილებოდაო; გახსომს, რომ ამ ორის წლის წინად ღამე, მე მოგშორდი შენა, სიყვარულისაგან თავ დავიწყებული და სასოება წარკვეთილი? დაბრკოლება ჩვენ გვაშორებდა ერთმანერთისაგან... მხოლოდ დანაშაულს უნდა მოეშორებინა ეს დაბრკოლება.-
აქ ბაგრატი შეხტა თითქოს საშინელი მოლანდება მეყსეულად გამოეცხადაო მასა...
- მე ეხლაცა ვხედამ იმ დედაკაცსა; განაგრძელა ბაგრატმა.
იგი იწვა ლოგინში და ტკბილად ეძინა... გუნებაში ის შევიფარდე შენთან, ჩემო საყავრელო... შენთან, ეგრე ყმაწვილთან, ლამაზთან, საყვარელთან... ის... ისრეთი დამჭკნარი, ავანტყოფი, თავშემაბეზრებელი...
ბაგრატი მცირეს ხანს შესდგა.
ბაბალე გაშეშდა შიშისაგან.
ბაგრატმა კვალად განაგრძელა:
- მე თვითონ არ ვიცი, როგორ მოხდა; ღამე მიზიდული რაღაც რეტის დახვევით, მე წამოვდექ ლოგინიდგან, შეველ ჩემის ცოლის საწოლში, მოვახლოვდი იმის ლოგინს. ბანგით მინა იდგა იმის ახლოს სტოლზედ, რაც იმაში იყო, სტაქანში ჩავასხი. ხელები მიკანკალებდა, ცივმა ოფლმა დამასხა შუბლზედ; მე ჯერ ვერ ვჰბედამდი... ამ დროს ჩემს საუბედუროდ იმან გაიღვიძა.-
- მართავ! უთხარი მე: შენ სიცხე გაწუხებს მეთქი, წყალი დალიე. მე თავი აუწიე მას; იგი დამემორჩილა და დალია ჩემგან მიწოდებული სტაქანი. მეორეს დღეს ის მკვდარი დამხვდა... ეხლა ხედამ, ბაბალე, რა სახით მიყვარხარ!
ამ დროს თვარე განთავისუფლდა ღრუბლებისგან და ბაგრატის სახე გაანათა. ბაბალემ ნახა იმის თვალები უძრავად და ამღვრეული. შიშისაგან დავიწყებაში, ბაბალემ გამოგლიჯა თავისი ხელები ქმრის ხელებისაგან, და რა ხმა მაღლივ შეჰკივლა დაეცა გულწასული.
როდესაც არ შორდებოდა მას. გაყვითლებული, დაქანცული ბაგრატი თითქოს ვიღასაც ელოდა მოუთმენლად. ჩქარა მოვიდა ივანე ექიმიც. მან ყურადღებით გაშინჯა ავადმყოფი. ქალს თითქოს ჰსთვლემდაო. მაგრამ, რა აქიმის ხმა იცნა, ქალმა მსწარფლადთვალები აახილა და მიაქცია ქმარსა შეშინებული ჭვრეტა. ბაგრატს უნდოდა ხელი დაეჭირა მისთვის; მაგრამ ცოლმა შიშით ხელი ჰკრა მას.
- გამეცალე! შეჰყვირა მან, - მეც გინდა მომკლა!...
მიშველეთ! მიშვილეთ!... ყვიროდა ქალი: უფრთხილდი, მართავ! ეგ საწამლავია!... ავაზაკი! ამას უნდა შენი მოკვლა, რომ შემდეგ ჩემზედ ჯვარი დაიწეროს!... მაგრამ მე არასოდეს არ გავხდები მაგის ცოლი... არა, არა! არასოდეს. უღონოდ დაეცა ბაბალე ბალიშზედა და წარმოსთქვამდა კიდევ რაღაც გაუგებელს სიტყვებსა.
ბაგრატი დნებოდა. ექიმმა შეხედა მას განცვიფრებით.
- შემობრძანდით პატარას ხანს კაბინეტში, უთხრა ბაგრატმა, მე მინდა მოგახსენოთ რამა.
- რა მოჰხდა? ჰკითხა ექიმმა, რა ორნი დარჩნენ.
რა არა უპასუხარა ამ კითხვაზედ, ბაგრატმა წარმოსთქო მახრჩობელის ხმით:
- პატიოსან კაცად მრაცხამ მე?
- დიაღ.
- შეგიძლიან მერწმუნო მე, რაც უნდა უცნაური რამ გითხრა?
- მე ვიცი შენი კეთილშობილება და გერწმუნები კიდეცა უთხრა ექიმმა.
ბაგრატმა შეიკრიფა ფიქრები და უთხრა:
- შენ ხომ გახსომს, რომ ამ ორის წლის წინათ, იმ დილით, როდესაც ჩემი პირველი ცოლი ჰპოვე ლოგინში მკვდარი, რაღაც უცნაურის შემთხვეულობით, იმის ოთახში მდგომიარე შუშა ბანგითა ჩემს ოთახში გამოჩნდა? შენ მაშინ არა ცდილობდი განგემარტებინა ეს საოცარი შემთხვევა; მაგრამ იმ დროიდგან საშინელი ეჭვი მტანჯამს მე, ვითარცა ყვედრება სინიდისისა; იმ დღიდგან ჩემი მთელი სიცოცხლე ბნელი შეუბრალებელი ნაღველი არის; მეტადრე ღამით მე მტანჯავენ საშინელი მოლანდებანი, შემდეგ ამისთანის ღამეებისა, მე ავათ ვხდები ხოლმე და სრულებით ვჰსუსტდები.
გუშინ ღამ, როდესაც ვეჩერიდგან დავბრუნდით, ცოლი გარდამეკიდა -მითხარი მიზეზი შენის ტანჯვისაო. - როგორც იყო თავიდგან მოვიშორე, და რა დავამშვიდე, შეველი ჩემს საწოლში დასაძინებლად. მაგრამ, რაც შემდეგ მოხდა, მე სრულებით ვერა გამიგიარა. აჰა ყოველი, რაცკი მე ვიცი. დილით მესამე საათზედ, მე გამომეღვიძა საშინელის დაკივლებისაგან, და რა სახით გამოვედი! ფანჯარა სრულიად გაღებული იყო, მე კრავატზედ ვიყავ ჩამომჯდარი, ჩემი ცოლი ეგდო ჩემს ფერხთან გულ წასული!... მე მივარდი ასაყვანად და თავის ლოგინში ჩასაწოლად როდესაც იგი გონზედ მოვიდა, დრტვინვით ხელი მკრა მან და მეძახდა
- ავაზაკო, მომწამლავოვო!... არ ვიცი სიზმარში ხომ არა მითქვამსრა მე იმისთვის... არ შეგიძლიანთ, ექიმო, ამიხსნათ ამისთანა საიდუმლო?
- განა დაგავიწყდათ, კნიაზო, ეგა? უთხრა ექიმმა, შენ ხომ სნეული ხარ ლუნატიკობით! იმ უბედურების შემთხვევის დროს, რომელიც ეხლა მომაგონე, მე მომაგონდა, რომ განსვენებულლმა დედა შენმა შემამჩივლა, რომ სიყმაწვილით შენ ხშირად მოგდიოდა ხოლმე ეგ სნეულება. შემდეგ თავის თავად დაგეკარგა; მაგრამ ბოლოს კიდევ გამოგჩენია. ხშირად მოხდება ხოლმე მაგვარად. მე ვალად ვრაცხე დამეფარა, რომ შენი ცოლი მართა იყო მკვდარი საწამლავისაგან, ამიტომ რომ შენი საკუთარი ნააღვიარებითვე მომწონდა შენს სრულიადს დაუნაშაულობაზედ, და ამასთანავე - შენს უნებურ დამნაშაულობაზედ. მე გავჩუმდი ამაზედ შენთანაც, ამიტომ რომ თქმა სრულებით უსარგებლო აღაშფოთებდა შენს სინდისსა, და იმ საცოდავსკი შველა არა მიეცემოდარა.
- მაშ მე კაცის მკვლელი ვარ? შეჰყვირა ბაგრატმა სასო წარკვეთილებაში.
- ხარ, მაგრამ უნებური, გაუგებრივ არ შეიძლება შეირაცხოს დამნაშავედ მოქმედება ლუნატიკობაში, როდესაც კაცი გონებაზედ არ არის. ეს უბედურებითი შემთხვევა უნდა იყოს შენთვის სამუდამო სამწუხაროდ, და არა სინიდისის ტანჯვად, ამიტომ შენი სინიდისი სრულებით განშორებული ყოფილა ამ დანაშაულობისაგან.
- ვსთქვათ, რომ მე დავამშვიდე ჩემი სინიდისი; მაგრამ ნუთუ ბაბალე როდისმე დაივიწყებს ამ საშნელს საიდუმლოს, რომელიც მან გაიგო ჩემთან ლუნატიკობის დროს? იმის თვალში მე ყოვეთვის ვიქნები ავაზაკი, მკვლელი იმისის მეგობრის მართასი. ოჰ! რა უბედური ვარ! შეჰყვირა ბაგრატმა, რა მიიფარა ხელი სახეზედ.
ცრემლი ახრჩობდა მას.
- იმედი გქონდეს, უთხრა ექიმმა: ხშირად მოხდება ხოლმე, რომ შემდეგ განგრძელებითის სიცხეში როტკისა, როგორც თქვენს ცოლსა ჰქონდა, სრულებით ეკარგებათ ხოლმე ხსოვნა იმ შემთხვევისა, რომელიც იმის წინათ მომხდარა.- თუ რომ კნეინა ბაბალეს არ დაავიწყდება, უნდა დავაჯეროთ ისა, რომ შენ გაქვს ლუნატიკობის სნეულება და იმისაგან გაგონილი სიტყვები არის წარმოთქმული შენგან იმ სნეულების მოქმედებისა გამო.
იგინი დაბრუნდნენ ბაბალეს ოთახში და ჰპოვეს იგი მოსვენებით მძინარე; ციების სიწითლე სახეზედ შეჰსცვლოდა სიყვითლითა.
- სიცხე ნელდება, უთხრა ექიმმა: იქნება კნეინას გამოღვიძების დროს როტვა აღარ მოუვიდეს. ჰსჯობს მარტო მე ვიყო მასთან.
მართლადაც, ბაბალემ გონებით გამოღვიძა; გაკვირვებით იყურებოდა იგი გარეშემო.
- სადა ვარე მე? რა დამმართვია? კითხულობდა იგი, - შენც აქა ბრძანდები ექიმო?... ჩემი ქმარი სადღაა?
- ეხლა გავიდა, უპასუხა ექიმმა. სულ არ მოგშორებიათ საცოდავი; მეტად შეაშინა თქვენმა უეცარმა ავადმყოფობამ.
- განა მე ავათა ვარ?
მოგონება სულ ერთათ მიაწვა იმის თავსა.
- ოჰ! მე მაგონდება!... ჰსთქვა ქალმა: მაგრამ ეს ხომ სიზმარი იყო... თორემ... ჩემი ქმარი... სად არის?... დაუძახეთ; მინდა ეხლავ ვნახო; ჩქარა მინდა უთხრა ის საშინელი სიზმარი... ოჰ, ღმერთო, რასახით ვიტანჯებოდი... წარმოიდგინეთ, ექიმო, მე ვნახე სიზმარში... მაგრამ არა, დაიძახა ქალმა მეყვსეულად; იგი წამოჯდა ქვესშაგებში და მიიდო ხელი შუბლზედ თითქოს ფიქრის შესაკრეფათა. არა! სიზმარი არ იყო ისა! ოჰ, მე მწუხარებისაგან მოვჰკვდები.
თავი მისი კვალად მიეშო ბალიშზედ, თვალებმა ისევ უწყეს ელვარება სიცხის ალით.
რა ექიმმა შეამცნია, რომ ქალს კვალად გამოაჩნდა ცხელების ნიშნები, უთხრა დაჩქარებით:
- თქვი, კნეინავ, თქვენი სიზმარი, ამიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერ აგვიხსნია, რაც ამაღამ ამბავებმა გაიარეს. - დღეს დილით, როდესაც ბაგრატმა გაიღვიძა და გნახა შენ უგონოდ თავის კრავატის წინა პოლზედ, თითონაც გამოღვიძებოდა საოცარის სიზმრებისაგან. იმას ახსომს, რაღაც საშიშარნი სიზმრები აწუხებდნენ მას; მაგრამ იმისი სიზმარი ესრეთი საკვირველი და საშში ყოფილა, რომ მეც მეშინიან მოგახსენო.
- მითხარი, თუ ღმერთი გწამს, მითხარი ექიმბაშო!
- კარგი, კნეინავ, მოგახსენებ თუ ეგრე გულითა გსურთ. ბაგრატს ენახა სიზმარი, მითომ იმისი პირველი ცოლი მომკვდარიყო სწამლავით, და მითომ მომწამლელიც თვითონ ყოფილიყო...
- განა ეგ ტყუილია? საჩქაროდ დაატანა ბაბალემ; განა მართა საწამლავით არ მომკვდარა.
- დამშვიდდით, კნეინა იმედი მაქვს, საკმაოდ გამოცდილება მქონდეს, რომ შევატყო განსხვავება მოწამლისა და ფილტვის სნეულებასა შორის.
- მართლა, რა საოცარი უგუნური ვარ! ჰსთქვა ბაბალემ დამშვიდებით; სიცხისაგან მომსვლია როტვა. ნეტა ან ერთს წამს როგორ მამივიდა მე ეს უგუნური ფიქრი!... დაუძახეთ ექიმო, ბაგრატს; იმის აქ ყოფნა მესიამოვნება და კიდეც დამამშვიდებს. ექიმი მივიდა კარებთან და რა ფარდა ახადა, ნახა ბაგრატი კედელს მიყუდებული, - მოშლილი, გაყვითლებული, ძლივ ფეხზედ მდგომარე.
- გამხნევდი და დამშვიდდი სრულებით, უთხრა მას ექიმმა, უმაგისოთ არ შეგიძლიან კნეინას ნახვა.
რა მცირედ დამშვიდდა ბაგრატი, შევიდნენ იგინი კნეინასთან; მაგრამ ბაგრატი სრულებით ვერ მალამდა თავის აღრეულობასა; იმისმა სიყვითლემ, იძულებითმა ხმამ და მწუხარებით შემოსილმა სახემ-კვალად გაუღვიძეს ბაბალეს გულში ეჭვი.
- ექიმი მატყუებსო, იფიქრა თავის-თავად ბაბალემ; ჩემს ქმარს სრულებით არა ჰსძინებია; იმას ძილში არ ულაპარაკნია; განა არ მახსომს, როგორც ხელი მომიჭირა, როგორც მიპასუხებდა ჩემს კითხვაზედ, როგორც თვალები ახილული ეჭირა. გარდა ამისა, ეს განუშორებელი ნაღველი ცხადად არა ნიშნამს იმის სინიდისის ტანჯვასა?... არა, არა, ყოველი მართალია! ჩემი ქმარი მართას მკვლელი უნდა იყოს. თვითონვე გამიტყდა ამაში, ეგონა რომ ჩემი სიყვარული მისადმი, მიმატევებინებს მისთვის ამ საშინელს დანაშაულსა.
ეჭვი გარდაექცა და ჭეშმარიტებად; ქალმა ვეღარ აიტანა ქმრის იქ მყოფობა, - მან შეზიზღებით გააგდო იგი ოთახიდგან. ექიმი მიხვდა, რომ ქალის ეჭვიდგან გამოყვანა შეუძლებელიღა არის; მხოლოდ მას უნდა ერწმუნებინა იგი, რომ მართას სიკვდილში ბაგრატს არა ჰქონია დანაშაული. ჰსწორედ ეთქვა კნეინასათის, და კიდეც უთხრა. ქალი ყურს უგდებდა მას მინდობით; მაგრამ მან არ იცოდა ამ დღემდინ, რომ ქმარი მისი ლუნატიკი იყო.
- კიდევ ხომ არ მატყუებენო? იფიქრა ქალმა, და დარწმუნებული შეიქმნა, რომ ატყუებენ მას. ამის შემდეგ ქალი ვეღარ ეკარებოდა ქმარსა უშიშრად, ბაბალეს აღტაცებით უყვარდა ბაგრატი, მაგრამ თავის თავს აყვედრიდა ამ სიყვარულისათვის, რომელმაც მიიყვანა იგინი კაცის კვლადმდე.
განვლო ერთმა თთვემ და მძიმეს ბრძოლაში სიყვარულისა და სინიდისისა შორის. სიმრთელე ბაბალესი ცხადად იშლებოდა. ბაგრატი ჰხედამდა თავის ცოლში ნიშნებს საშინელის სნეულებისასა, რომლის წინაშეც ხელოვნება ექიმებისა არა არისრა. ფიქრი, რომ იგი მეორედ უნდა შეიქმნეს კაცის მკვლელი, გამოუთქმელად ჰსტანჯამდა მას.- სასოება მიღებულმა ბაგრატმა განიზრახა თავის სიკვდილით დაასწროს ცოლის სიკვდილსა, და ფიქრობდა; -იქნება ჩემმა მოშორებამ ცოტ-ცოტად დაუბრუნოსო ბაბალეს სიმრთელეო; თვით პატიოსნება იძულებულ მყოფსო დაუბრუნო იმ ქალს თავისუფლებაო, რომელიც შევჰკარ ჩემს საზიზღარს სიცოცხლესთანაო.
ამ მტკიცის განზრახულობით დაჯდა ბაგრატი დაწერა ეს წიგნი:
„მშვიდობით ბაბალეჯან, მე საუკუნოდ გშორდები, ამიტომ რომ მესმის მკაცრი ტანჯვანი, რომელსაც შენ ითმენ და აგლეჯინებ გულსა. შენ გეზიზღები, თუმცა კიდეც გებრალები; შენ კიდეც გიყვარვარ და ეს სიყვარული გაშინებს შენა. მარტო მე რომ ვყოფილვიყავ უბედური, მე ვჰპოვებდი ჩემში იმდენს ძალასა, რომ ამეტანა ეს უბედურება, ამიტომ რომ, რასაც ნეტარებას ვჰპოვებ შენს სიყვარულში, აღემატება ყოველს ტანჯვასა, რომელიც ჰგლეჯამს ჩემს გულსა. მაგრამ, რა გხედამ, რომ შენც ჩემთან იტანჯები - ჩემი ძალა მაგას ვეღარც იტანს და ვეღარც უძლებს. დღეს დილაზედ რომ ქურდულად შემოველ შენს საწოლში, და უყურებდი შენს შვენიერს ჩამომხმარს სახესა, შენს თვალებსა, ცრემლისაგან დაწითლებულთა, ასე რიგად დავიტანჯე, რომ არც ერთი ცოდვილი არ გამოჰსცდის ჯოჯოხეთში ამ ტანჯვასა!... - ოჰ! ღმერთმა ჰქმნას, რომ ჩემმა სიკვდილმა, ჩემმა მოშორებამ დაგიბრუნოს შენ შენივე ფერი, შენი მხიარულება, შენი სიყმაწვილე, რომელიც ესრედ უწყალოდ დავადნე ჩემის უნებურის მოქმედებით... მშვიდობით, სულოჯან! ნუთუ ესრეთი მკაცრი იქნები, რომ არც ამ ქვეყანაში მომიტევებ იმ დანაშაულს, რომელიც წარმომდგარა არათუ ჩემის უგუნურის სიყვარულისაგან შენდამი, არამედ უნებურად, უცოდნელად, უბედურის სნეულებისაგან, რომლისაგანაც შეპყრობილი ვჰყოფილვარ სიყრმითვე?... - გთხოვ, ბაბალეჯან, საფლავში ჩამომაყოლე შენი პოტრეტი და შენი თმის კავი, რომელიც დღეს დილით ჩუმად მოგჭერი, როცა გეძინა, როცა ჩემი თვალები უკანასკნელად ითრობოდნენ შენის სიყვარულითა!... კმარა! ხელი მიდუნდება. წერაში, გული მეგლიჯება, თვალები ცრემლით მიბნელდება.
- მშვიდობით, მშვიდობით, საუკუნოდ მშვიდობით!
შენი მტანჯველი და მკვლელი ბაგრატი.“
რამდენსამე წამის შემდეგ ამ წერილის გათავებისა, ბაგრატის საწოლში მოისმა თოფის ხმა. საჩქაროდ შეცვივდნენ მსახურნი; კნიაზი ბაგრატი ეგდო მკვდარი კედლის ძირას და ცურამდა სისხლში. ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავში და ქალა სრულიად აყრილი.
გრიგოლ რჩეულოვი.
15 აპრილსა. 1860 წელსა.
ტფილისი
________________
1 ლუნატიკობა არის სნეულება, რომლისაგანაც ადამიანი დგება ლოგინითგან ღამე და მძინარე დადის და მოქმედებს გაუგებრივ.)
![]() |
3 თ.ე.ჭ. |
▲back to top |
თ.ე.ჭ.
(თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებითგან.)
ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით,
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,-
გულს დააწყლულებ,
და ღიმილითკი ესალბუნები!
სად ხარ, იმ არეს,
მოჰფენ სიამეს,-
უშენოდ მოჰსცდეს მხიარულება;
შენის ენითა
სავსეს ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა?
მახსოვს სიამით
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარა,
პირ მცინარეთა,
სინარნარითა,
მგოსნის ყარიბ-გულს ესხივ-მფენარე!
1839 წელსა.
![]() |
4 * * * |
▲back to top |
* * *
ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია,
გული წმინდ ალით მეც აღმნთებია!...
რა მას უყვარდი და მეც მიყვარდა,
ცხოვრება ჩვენი ბევრს კარგს გვიქადდა.
მაგრამ მას, ვისაც ვაძლევდი მსხვერპლათ
ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას, სურვილსა,
ის აღარ ყვავის ამა ბნელ ქვეყნათ,
ეხლა ის არის მცხოვრები ცისა!...
გაქრა ჩემ ბედის ვარსკვლავი ცაში
და ჩაიმარხა იმის საფლავში,
წამერთო ყველა, და ნუგეშათ დღეს
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.
თ. ილია ჭავჭავაძე.
![]() |
5 მწუხარება |
▲back to top |
მწუხარება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიები ცისა,
და მეკი მკლავდა მწუხარების ისართ ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდინო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, და ვიწოდი უთქმელ ტანჯვითა,
თითქო ჩემ გულსა გადაესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სქდებოდნენ უსახელო, უღმთო დაგვითა,
თვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
ესე უწყალოდ გაწირული და დაშთობილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა;
ქვეყანაზედ და ზეცაზედკი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი ციები მთისა!...
თ. ილია ჭავჭავაძე.
1860 წელსა.
19 ივნისსა.
ს. პიტერი.
![]() |
6 სანთელი და ფარვანა |
▲back to top |
სანთელი და ფარვანა
მოვედ ჩემო სანთელო,
ბნელის გამანათელო,
ორის თალის სინათლევ,
ფარვანასი დამწველო!
მუდამ შენ შეგტრფიალებს,
შენს გარემოს ტრიალებს,
არ გეწყალის საბრალო,
სიცოცხლეს შენზედა ლევს.
ლევს სიცოცხლეს საწყალი,
სიყვარულით დამთვრალი,
მოვალს თავს შემოგწირავს,
სწვავს მიჯნურობის ალი.
ალი, მაგრამ რა ალი,
მიჯნურობისა ვალი,
შენთვის ფარვანა იწვის,
ის უბედურად მკვდარი.
არ არს მკვდარი ფარვანა,
ბუნებამ ასე ბძანა,
დაწვა ბედმან ახვედრა
ამას მოწმედ ჰყავს ანა
ანა, მაგრამ რა ანა,
ის მზე და მთვარის თანა.
მას ვარსკვლავნი სამონოდ,
გარს ახლიან თანნის-თანა.
მაშ დაიწვი ფარვანა,
რადგანაც არ გწყალობს ანა,
სხვა ვერავინ გიშველის,
თუ არ ისევ ის ანა.
და რაღათ ეტრფი სანთელს,
იმ შენსა მარად დამწველს,
ისი წყალს არ დაგასხამს,
შენის ალისა დამქვრელს.
ბედნიერი ჭაბუკნიც, ხშირად მივსდევთ ამ გვართა,
მაგრამ დაფიქრებით, ამაზედ არა ვართ,
სჯობს გეკრძალოთ ვარდი ზამბახთ, ვიდრე შევსწირავთ თავთა,
თორემ მაშინ ვინანებთ, ოდეს დარეკენ კართა
მაშინ სინანულის დრო, იქნების ძრიელ გვიან,
როს მოვლენ აგლეოზნი, სულს მსწრაფლად აღმოგფხვრიან,
კეთილოვნების ჩვენისას, თითო, თითოდ დასთვლიან,
ზოგს ღვთის დიდების ხილვად, ზოგს ჯოჯოხეთს გზავნიან.
ალექსანდრე იოსების ძე ანდრონიკოვი.
10-სა ივლისს. 1869-სა წელსა,ქუთაისს
![]() |
7 გუთნის დედა |
▲back to top |
გუთნის დედა
ჩემო შავთვალავ ჩემო შვინდაო
რას აემართეთ მაგ სალსა კლდესა,
ხომ ხედავთ რომე დღე დაბინდაო
მანდ რასა ჰპოებთ თქვენთვის საჭმელსა?
დაეშვით დაბლა აი იმ ველში,
გადაინაცვლეთ მერე ღელეში,
იქ მწვანე ბალახს გააქვს ბიბინი,
იქ შეექეცით გასწიეთ ლხინი.
ხვალე მიგელისთ ჩემი გუთანი,
ხოდაბუნები გვაქვს მოსახნავი,
რომ დავეშუროთ ისა ჰსჯობია,
არამც დაგვიდგეს ამინდი ავი.
წამოდექ მეხრევ, ადექი დროა,
ჭყიტა მასკვლავი გადაწურულა,
აღმოსავლეთის ცისა სასწორიც
დასავლეთისკენ ჰგავს მიწურულა.
არ დაგავიწყდეს გიგლიავ თექა
და ნაბდის ქუდი თავს დაიხურე;
შავი ღრუბელი და დიდი ჭექა
აგერ ახლოს არს აბა უყურე!
შოლტი და სახრე რიგზედ გააწყე,
აპეურები და ტაბიკები,
ჟამბარა,ღვედი, ყველი დააწყე,
უღელი, სოლო, ჭინჭილაკები!
აი გარიჟრაჟი, აი გათენდა,
აქ გუთნის დედა პირჯვარს იწერდა,
მაშინვე მსწრაფლად შეაბამს კარსა,
ნელ-ნელა მისდევს თავის გუთანსა.
ოდეს შენს ფრთესა მოვკიდებ ხელსა.
შენ გაგიმაგრებ მაშინ მე წელსა,
მომცემ იმედსა დიდსა ნუგეშსა
და ჩემი მეხრეც ზედან დაგმღერსა.
ჩემი ცოლ-შვილი, შენ შემოგცქერის,
შენგან გუთანო, სარჩოს მოელის,
ეხლა არა მაქვს არაფრის დარდი,
თუ ღმერთმა მამცა ამინდი კარგი.
ჩემო გუთანო თუ რომ მაქვს ბედი,
შენღა ჰშთომილხარ ჩემი იმედი,
მეხრევ აიღე აგერ ის ღვედი,
ძირს დაუხიე შავთვალას ქუდი.
მაგ ტაბიკებსა ზედ დაახვიე
აპეურები, რას იყურები?
ლამაზი დილა, რა რიგათ გრილა
და ნარინჯებიც გარშემო შლილა.
რა არის ვაჟო დაიწყებ ცქერას,
გადაჰკარ შოლტი აგერ იმ ქერას;
რა რიგათ პლუტობს, როგორ ცუღლუტობს,
ნახე უღლიდან თავს გარეთა ჰყოფს!
შენ კი ბასილავ, ამღამ გაფრთხილდი
და რა შეიქმნას სიბნელის ბინდი,
მაღლა არეკე გუთნისა ხარი,
არ დაიძინო იყავ მღვიძარი.
გათენდა დილა, იქ გუთნის დედას
დიდის ხურჯინით თან მოაქვს, ჯერი,
და თავის გუთანს ოდეს შეჰხედავს
პირსა გადეკვრის სიამის ფერი.
კვლავ აბამს ნელა, ჯერ ისევ ბნელა,
აუბამს გუთანს, მიჰყვება ნელა,
გულ მხიარულად მას დაჰღიღინებს,
და ხან ჩათვლემით ზედ მიიძინებს.
_____________________________
ოჰ! ამ სათელსეს რა ხორბალია,
ვჰგონებ დავთესავ ამას ხვალია,
მაღალო ღმერთო შენის სახელით
ხვალე დავაბნევ მარჯვენა ხელით!
აი! დავთესე ლამაზ ნახნავში,
ოდიშს როს ვნახავ, შავალ თავ-თავში,
გული დამიწყებს მაშინ ლხენასა
გაუხარდებათ ჩვენებს ყველასა.
დროა შეაბათ ფარცხში ხარები,
კაბდო მიაბით, ღვედი ჯამბარა,
ესეცკი ბედი, -ავი დარები,
ამდენი წვიმა ახლაკი კმარა.
დასძახეთ ზაქრო! დასძახეთ მაღლა,
არ შეიმჩნიონ აგების დაღლა,
ძალასა მისცემს თქვენი ღუღუნი
ერთბამ ძახილი, ერთბამ გუგუნი!...
მოვრჩით ფარცხვასაც, დავბრუნდეთ შინა,
ახლაკი გულმა ძლივს მოილხინა,
კარგია ყველა მეტადრე ბინა,
თუ რომ გუნებამ არ მოიწყინა!
გულს ავიფარო ირმისა ტყავი
ხისა სათითე თითს წამოვიცვა,
ამ ხელსახოცით გადვიკრა თავი,
და ჩემებურად ყანას მოუსვა.
რაღას უყურებთ, დავძახოთ აბა,
ოჰ! ამ ყანასა, ღმერთო, გამჩენო!
მოვმკო და კალოც მალე შევაბა.
ლამაზის კევრით შემოვურბინო.
დამღერე ვანო, დამღერე მიტრო,
ფანის მკაშია უნდა სჭყიოდეთ,
როგორც ქორწილში ღვინით დაითრო,
ისე აქაცა ზედ დაჰკიოდეთ.
ჰეეპია, ჰოოპია,
მისდევს ბჭი დაქანცული,
ამხანაგებს მოეწია,
არიარლალე ვარლალე.
ამხანაგები დავღალე.
ესე იყო ძველადგანა,
ისე იმკებოდა ყანა.-
ახლაციკია ყანისა მკა,
აღარ ისმის სიმღერის თქმა,
დასწოლიათ რაღაც სენი,
თუ რომ მწყალობს მე გამჩენი.-
გაუსვი ჩემო ნამგალო,
დამენახე პატარძალო;
შენი ნახვა მიამება,
მომეცემა შვება ლხენა!
აბა შეხეთ ჩემსა ძნასა,
აბა შეხეთ ათეულსა,
თუ წილს მივცემ ჩემსა ძმასა
ღმერთი მომცემს ასეულსა!
ახლა მორეკეთ ურმისა ხარი,
ღერძი ან ფერსო ხომ რიგზედ არი?
უღელი ჭილი და ურმის თვალი,
არ დაივიწყოთ გზისა საგძალი.
ხვედა, სატეხი ხურჯინში ჩადე,
რაც საჭიროა სულ მოამზადე.
იქნება გზაზედ ღერძი გაგვიტყდეს,
გაჭირვებული ვინმე დაგვიხვდეს!
დაუდეთ ეგ ძნა ჭალს ააცილეთ,
და ეცადენით ამღამ მიხვიდეთ.
რა რომ დასცალოთ და წამოხვიდეთ,
ეცადეთ დილით აქვე მოხვიდეთ.
კალოზედ ღამე მოიტანს ურემს,
და მაშინათვე გადმოჰყრის ძნასა,
გაბრუნებასა კვლავ დააპირებს,
დაეშურება ურმის შაბმასა.
ჩაშალეთ ეგ ძნა, რაღს უყურებთ,
მანდ რას მიმსხდარხართ რასა ჰკურკურებთ.
მუშაობის დროს ეგ რაღა იცით,-
თავსა დაიძვრენთ მისხდებით იქით!
მორეკეთ ხარი, მოიტათ კვერი;
გმადლობ უფალო, ძნა კი მაქვს ბევრი,
ჩემს მეუფესა მას ვევედრები
ოღონდ დამიდგეს კარგი დარები.
მანამ ორმოსა ბადიმს დავხურავ,
მე ფიქრისაგან ოფლშია ვცურავ,
თუ ღმერთმა მომცა ღონე და ძალი
ვჰგონებ რომ ვსჭამო ლუკმა ალალი.
არსაით იძვრის მცირე ნიავი,
და ხვავი დაგვრჩა გასანიავი.
ცაში ღრუბლები თავსა ყრილობენ,
ვინ იცის ნეტა რას აპირებენ!
თუ უეცარი შხაპუნა წვიმა,
მუნით ნეპტუნმა გარდმოადინა,
მტერი გაგიხდეს დაღონებული,
როგორც მომიკლას იმან მე გული.
აი! დაიძრა სამხრეთის ქარი,
მოთმინება ჰსჯობს აკი გითხარი?
გაანიავეთ, დაეშურენით
ერთმანერთს ყველა ემსახურენით...
მორჩნენ რა ლეწვას საღამოს ხანსა,
დაიწეს მყისვე განიავება,
რა უყურებენ დაგროვილს ხვავსა,
ყოველსა სულსა ის იამება.
აგერ ხომ ხედავთ იმ დიდ საბძელსა,
არნადით მისწით ბურდოს და ბზესა,
ჰსჯობია საქმე მალე გათავდეს,
საბძლის ავსება დღესვე გათავდეს.
ჩემო კარებო, კიდევ გვაქვს საქმე,
თუ ცოცხალნი ვართ თქვენ მანდ და აქ მე,
ნეტა რა არის ჩვენი რაობა,
არ დაგველევა ჩვენ მუშაობა.
თურმე ასეა საწყლისა ბედი,
ღმერთი არს მხოლოდ ჩვენი იმედი,
წლითის წლობამდინ უნდა ვეწვალოთ
ძალი და ღონე ასე დავღალოთ.-
გუთნის დედაო! ყველას ჰსჯობიხარ,
როს თავისუფლად დაჰბადებულხარ,
ეგ შენი ღვაწლი და შენი შრომა.
შენ მოგანიჭა კეთილმა დრომა.
ოდეს პერანგა საკინძგახსნილი,
შენს გუთანზედა მოგივა ძილი,
აბა გვითხარი მას რა ჰსჯობია,
დროს უკეთესი რა უშობია?-
დიმ. ბერიევი.
20 აგვისტოსა. 1860 წელსა.
![]() |
8 საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე ანუ საქართველო მეთერთმეტე საუკუნეში. |
▲back to top |
საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე ანუ საქართველო მეთერთმეტე საუკუნეში.
I
(აფხაზთ-ქართველთ ბაგრატიონნი - მათი ხასიათი; - მათი მოღვაწეობა; -ჯარები. - საზღვრები და სივრცე. - საქართველოისა - რიცხვი მცხოვრებთა -ერისთავნი - საბერძნეთის გავლენა - განთლება - სასულიერო კლასი -კათალიკოზნი - ჭყონდიდელი.)
ბაგრატ მეოთზე ეკუთვნოდა აფხაზთ-ქართველთ ბაგრატიონთ სახლსა. პაპა იმისი იყო ბაგრატ მესამე, რომელიც იშვილა უმემკვიდრომესხეთის კურაპალატმა დავით დიდ გამოჩენილმა თავისს დროს და რომელიც უკანასკნელისა და ქართლის ერისთავის იოანე მარუშიძის თანაშემწეობითა დაჯდა ქართლის ტახტზედა და შემდეგ მცირის ჟამისა გამეფდა აფხაზეთში ამ გვარად შაერთდა ეს ორი სამფლობელო 983 წელსა.მესხეთი ეკუთვნოდა იმას როგორათაც დავითის შვილობილს.კახეთი, სადაც ჰფლობდნენ ქორიკოზნი, სამოქალაქო და სამღვდელო მთავარნი, წინ ვერ აღუდგებოდა მას: ბაგრატს ჰქონდა ხელში შემძლებელის მეფის ძალა. იმან დაიჭირა ქორიკოზი და მიითვისა მისი სამფლობელო, თუმცა უკანასკნელი შეერთებაკახეთისა დასაქართველოსი მოხდა დავით აღმაშენებლის დროს. საშიშონი იყვნენ ბაგრატისათვის დანაშთენნი ბაგრატიონნი. მაგრამ იმათაც ადვილად მორჩა. ზოგნი იმათგანი იძულებულიყვენ გაპარულიყვნენ საპყრობილეში თვითსაქართველოშივე ბაგრატ მესამემ დაამშვიდაგანჯის გმირი ფალდონი და იერიშით დაიჭირა შანქორი. შემდეგ იმისის სიკვდილისა გამეფდა გიორგი პირველი, რომელიც იყო თვრამეტის წლის ყმაწვილკაცი და რომლისაც მცირე ხანის მფლობელობა სავსეა სამხედრო საქმეებით დაჯდა ტახტზედ, შეიძრაკახეთი: რომლისაც ერისთავი ჰსურდათ აღედგინათ ძველი სამეფო სახლი. ბერძნის იმპერატორი ვასილი დიდის ჯარით შემოვიდა ბასიანში, საიდამაც ზარი დასცა საქართველოს ვასილი ითხოვდა ზემოქართლის საზღვარზე მდებარეს ბერძნების მაზრას; რომელიც მიცემულ ჰქონდა, დროებით დავით კურაპალატს, ჯილდოდ შემწეობისათვის, რომელიც მან მისცაკონსტანტინოპოლს ასკლერუსის აღრევის დროს. გიორგი ისაკუთრებდა იმ ადგილს. შესდგა ორის საქართველოსთვის უნაყოფო შეჯახებისა. ვასილმა გაიტაცა რაც უნდოდა და ამანათად წაიყვანა სამის წლის მემკვიდრე ბაგრატ მეოთხე, რომელიც დიდის პატივით დააბრუნა სამის წლის შემდეგ. გიორგი მიიცვალა 30-31 წლისა. ის იყო შემკული მდიდრულის ტანითა და განსაცვიფრებელის ახოვანებითა; იმას მიუძღოდა საზოგადო სიყვარული; იმისმა უჟამო სიკვდილმა დიდ შეწუხებას მისცა ხალხი. გვამი მისი დაასაფლავეს ქუთაისში გიორგი იყო შაერთებული სომეხთ მეფის ქალთან და იმან დაუტევა ორი ვაჟი, ბაგრატ და დიმიტრი, - (დიმიტრი იშვა პირველის ცოლისაგან და იყო წინაპრად თამარ დედოფლის მეორე მეუღლისა, ესე იგი დავითისა) და ორი ქალი - გურანდუხტა და კატა.
აფხაზეთს ქართველთ მეფენი თვისს შთამომავლობას აჩვენებდნენ დავით წინასწარმეტყველისაგან და ამ მიზეზისაგამო ამტკიცებდნენ ერთ ტომობასა ანუ ნათესაობასა ღვთის-მშობლისას და იესო ქრისტესას. ეს აზრია მიღებულივიზანტიის მწერლის კოსტანტინე პორფიროგენესაგან და სომეხთ მომთხრობთაგან. იმათ წინაპართ იწყეს სამსახური მეექვსე საუკუნეში ქრისტეს შობის წინ, სომხეთში, სადაც რომლისამე დროის შემდეგ შეიქმნენ მფლობელნი და საიდამაც განავრცელეს თვისი უფლება მესხეთზედ და ქართლზედ აფხაზთ ქართველთ ბაგრატიონთ გვარს დიდი ხვედრი მიელოდა შემდგომში; ბედის ნებით იმას უნდა მოემზადებინა და გარდაეცა ჩვენი სამეფო დავით აღმაშენებლისათვის და თამარ დედოფლისათვის. მათი ზენარე მოწოდება გამოცხადდებოდა მათს საკუთარს თვისებაებში და მოღვაწეობაში. ისინი იყვნენ მინიჭებულნი ცხოველის აზრითა და მიუდრეკელის ხასიათის ძალით, იზდებოდნენ როგორათაც მოგვითხრობენ თანამედროვე მწერალნი, საღმრთო გზაზედ და მაღალზნეობითის წესითა. თვისს წინაპართ მესხეთის მფლობელთ მიხედვით, რომელნიც იყვნენვიზანტიის ვასალნი ანუ მეხარკენი, აღვიდოდნენ რა ტახტზედ შეიმკობებოდნენ კურაპალატის და მაგისტროსის ტიტულებითა. მათ უყვარდათ მოძრავი ცხოვრება, - მიმოსვლა ადგილით ადგილს, წესის დაწყობა ხალხში, აღშენება ტაძართა და მონასტერთა; რომელთაც მრავალნი დანაშთენნი აქამომდე განბნეულ არიან საქართველოში; ისინი დაამშვიდებდნენ შემძლებელთ ვასსალთა. აღშფოთებასა და წინააღმდეგობასა და თვითანვე წინა უძღოდნენ ჯარებს. ბაგრატიონთ აღზარდეს თვისი ხალხი და შთააგონეს იმას ძალა შეერთებისა გაცალცალკებულთა და მაღალი მნიშვნელობა თვითმდგომარე ცხოვრებისა. მათ განაღვიძეს ერში ზნეობითი ძალანი. სამუდამოდ დაფუძნებული ჯარი ბაგრატიონთ არა ჰყავდათ; მაგრამ იმათნი დასნი მოწოდებითა, როდესაც მოითხოვდა საჭიროება დროითი დრომდე იმათ შორის იმყოფებოდნენ ოსებით და ვარიაგთ წყობანი. აფხაზთ ქართველთ მხედარნი იყვნენ ცნობილნი განთქმულის მამაცობითა და შეუყენებელის სისწრაფით და სიფიცხით ჩინებულად ისროდნენ ისართა, კარგად მიჰყვანდნენ იერიშსა და შეიძებდნენ ცისეების დაშლასა მაშინდელის მაშინებით, რომელნიც რომაელთაგან იყვნენ შემოღებულნი.
ბაგრატიონთ დროს საქართველო უფრო და უფრო ვრცელდებოდა. ჩვენ არ შეგვიძლიან ცხადად განვსაზღვროთ მაშინდელი სამეფოსი. მეისტორიკე, უჩვენებს რა ადგილებს, რომელთაც უძლევიათ ხარკი ბაგრატ მესამისათვის, აღნიშნავს სივრცეს ჯიხეთით გურგენამდი, ესე იგი ჩერქეზეთით კასპიის ზღვამდე. სიგრძე მისი როგორათაც მოგვითხრობს ვახუშტი, შეადგენდა 460 ვერსამდე, სიგანე 360-192-220 მდე. რასაკვირველია, რიცხვისაქართველოს მცხოვრებთ არ იქნებოდა ოთხ მილიონზედ ნაკლები: ეს სიმრავლე ნაჩვენებია მეცამეტე საუკუნეში, როდესაც აღწერეს ჩვენი ქვეყანა.საქართველოს შეადგენდნენ იმ დროს -აფხაზეთი, რომელი სახელითაც უწოდებდნენ მთლადიმერეთსა,ოდიშსა,გურიასა, აწინდელს აფხაზეთსა, სვანეთსა, და ნაწილსა მესხეთისასა; ზემო-ქართლი, ანუ მესხეთი, ესე იგი მაშინდელი ახალციხის მხარე, შემდეგ საათაბაგო, შავ-ზღვამდე და ტრაპიზონის კიდემდე; - კახეთი დაჰერეთი, - უკანასკნელი მდებარებდა ალაზნისა და მტკვრის შუა. ბაგრატ მეოთხის დროს ისტორია პირველად ჰყოფს საქართველოს ზემო-ქვეყანად და ქვემო-ქვეყანად: პირველი შეადგენდა ქართლსა მტკვრის ჩრდილოეთის მხარეს; მეორეკი დასავლეთს მდებარე ქვეყანასა. იმათი სამზღვარი იყო ლიხის მთა ანუ სურამის ქედი. ბაგრატიონნი ცდილობდნენ, თვითქმის მთელი საქართველო დაეხშოთ მტერისათვის; გასავლი ადგილები და ციხეები მაგრდებოდნენ შენობებითა და გარნიზონებითა. შესანიშნავნი სამაგრები იყვნენ - უფლის-ციხე გორს ახლო და ბოჭორმა იორზედ. დედაქალაქების ხარისხზედ ავიდნენ ქუთაისი და ტფილისი, თუმცა უკანასკნელი იყო არაბების ხელში, სადაც სცხოვრებდნენ იმათი გმირები.ტფილისს იმ დროებში არ სდებდნენ ფასსა, ამისთვის რომ სიმრავლე ხალხისა და განათლება განვრცელებულნი იყვნენ უფრო დასავლეთს მხარეს, ესე იგი მესხეთში და იმერეთში
სამეფო ბაგრატიონთა იყოფოდა მრავალ საერისთაოებად მხოლოდ აფხაზეთში იჯდა რვა ერისთავი; კახეთში ეგრეთით - შვიდი. უფროსად ირიცხებოდა ქართლისა, რომელსაც უწოდებოდნენ ერისთავთ-ერისთავად და სპასალარად. ეს პირი უფროსობდა დიდებულთ ანუ მთავართ რჩევაებაში. იმას ჰყავდა თვისს ხელქვეშ ყოველნი ერისთავნი და იგივე აგროებდა ხელის-უფალთაგან ხარკსა, რომელსაც შეიტანდა სახელმწიფო სალაროში, იმას ჰქონდა დიდი შემძლებელობა და ღონის-ძიება. ჩვენ კიდეც ვახსენეთრა, ძალი აღმოაჩინა იოანე მარუშიძემ და შევიტყობთ შემდეგ, რაგავრად აღმობრწყინდება ლიპარიტ ორბელიანი და ან რა წინააღმდეგობის მიაგებს, ბაგრატ მეოთხეს... აქ უნდა ვსთქვათ, - რომ გვაროვნება და მისი შთამომავლობა მაშინაც იყვნენე პატივში, მაგრამ საკუთარს პირის ღირსებას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ ვინამც შემდეგ. დროებში, ეს ყო მიზეზი, რომ ხან ერთი გვარი აღეკვედებოდა და ხან მეორე და არა ერთნი და იგინივე; მამისაგან შვილზედ გადაეცემა სამოქალაქო თანამდებობის არ იყო ჯერ საქართველო, ეს სავნებელი ჩვეულება დაეფუძნა მხოლოდ თამარ დედოფლის დროს, ესე იგი მეთორმეტე საუკუნის ბოლოს და იგივე იყო პირველი მიზეზი სქართველოს დამცირებისა და დაცემისა, რადგანც ბუნებითნი ღირსებანი აღარა სჩანდნენ. - იმ დროს, რომელსაცა აღვსთქვათ, ერისთავნი იყვნენ მფლობელნი გამაგრებულთა ციხეებისა და მამულთა დასახლებულთა აზნაურებთა და ყმებთა. ერისთავთ ჰქონდათ საკუთარი ეკკლესიები მღვდლებით, იმარხებოდნენ საკუთარს სასაფლაოებში, რომელნიც იყვნენ საკაფედრო ტაძრებში ანუ მონასტრებში. ზოგნი იმათგანნი აღმოიჩენდნენ დაუდგრომელს ხასიათსა და წინააღუდგებოდნენ ბაგრატიონთ საქართველოს შეერთების მოღვაწეობაში. იმათ ცხადად ანუ დაფარვით აძლევდნენ შემწეობასა ვიზანტიელნი, რომელნიც შურთ უმზერდნენ ახალ სამეფოს გაძლიერებას და მოიღებდნენ თავიანთ სამფლობელოში მაშფოთართა და ლტოლვილთა. ზოგნი უკანასკნელთაგანნი, აგრეთვე საკუთარს სურვილით გასულნი საქართველოდგან და მიზიდულნი იმედოვნებითა, მიიღებდნენ ვიზანტიაში კარგ მამულებსა და მაღალ თანამდებობას, ჯარების წინა-მძღრობასა და ქალაქების და შაზრების მბრძანებლობასა.
თუმცა დაახლოება ქართველთა ბერძენთან დროით დრომდე სუსტდებოდა, მაგრამ ცოტას ჟამით დიდებულნი პირნი ორივე ქვეყანით და წევრნი სამეფო სახლებით, ხშირად იყვნენ დაკავშირებულნი ერისთავოში ქორწინებულთა ამ გვარსა დაახლოებამ მისცა საქართველოს დიაღ კეთილი ნაყოფი ზოგნი ქართველნი მიიღებდნენ აღზრდასა ვიზანტიაში, რომელიც იყო იმ დროებში პირველი ასპარეზ. სწავლისა მთელს ევროპაში ასე ხშირი იყო მოგზაურობა ქართველთა იქითკენა, რომ ჩვენმა მეფეებმა საჭიროდ დაინახეს აღეშენებინათ საბერძნეთის დედა ქალაქში მეტოქი და უდაბნოები სხვა და სხვა ადგილებში. განთქმული ივერიის მონასტერი ათონის მთაზედ დაიწყეს და შეასრულეს ბაგრატიონთა. იქ დასდო ქართველთ მონაზონთ საზოგადოებამ შრომა თვისი, ესე იგი თარგმანი საღმრთო წერილთა, წმინდა მამათა და ფილოსოფოსთ თხზულებათა. ვიზანტიის გემოვნება შემოვიდა თვითსაქართველოშო ბერძნული ენის ცოდნა აქ იყო საკმაოდ გავრცელებული. ეკკლესიანი აღშენდებოდნენ ვიზანტიის ტაძრების მსგავსად; სივრცე და ხელოვნების შვენიერება აქამომდე დაცულია, ნამეტნავად დასავლეთის საქართველოში ეკკლესიანი მოიყვანენ განცვიფრებაში ბერძნული გავლენა ხანგრძლად დამკვიდრდა უფრო სასულიერო კლასში, რომელსაც უფროსობდნენ ქათალიკოზნი-პატრიარქნი, მსხდომარენი ბიჩვინთას და მცხეთას, და მქონელნი განუსაზღვრელის სასულიერო უფლობისა, ქათალიკოზნი აჩვენებდნენ დიდს მზრუნველობას ეკკლესიასა და ჟამით ჟამადმდენ ჰქონდათ მიმოსვლა საბერძნეთში საიდგანაც შემოიტანდნენ მრავალს ხატების სამკაულთა და შესამოსელთა. იმათის მეცადინეობით ეკკლესიამ მოიპოვა ვრცელი დასახლებული მამულები და დაფუძნდნენ მონასტერები, სადაც სასულიერო მწყემსნი მიიღებდნენ საღმრთო აღზრდასა და სადაც მხოლოდ გადაიწერებოდნენ საეკლესიო წიგნები; მცირე რიცხვი წიგნთა, რომელთაც ჩვენ დრომდის მოუწევიათ შემდეგ ამდენის ხნის აღეულობისა და აოხრებისა, განკვირვებას მიგვცემს თვისის ვალლოგრაფიულის ხელოვნებითა, და ხელოვნება ესე ჟამით განმავლობაში უფრო და უფრო დაეცემოდა. სასულიერო პირთაგან უნამეტნავესად შედგენილნი წლის-აღწერანი ანუ მატიანენი, რომელთანაც შესდგა ქართლის-ცხოვრება. რომლთამე ხელისუფლობაები. ესრეთ იყო ჭყონდიდელი, ამ გვარად წოდებული ჭყონდიდისა ანუ მარტვილის საეპისკოპოზო კაფედრითა, რომელიც იმას ეჭირა სამეგრელოში ჭყონდიდელი იყო უაღმატებულესად დაახლოებული მეფესთანა და აღმოირჩეოდა იმ პირთ რიცხვისაგან რომელთაც წინ უძღოდა საზოგადო პატივისცემა მისის განათლებისა და ზნეობითის სიწმიდისაგამო. ჭყონდიდელს ჰქონდა ყურადღება ქვრივ-ობლებთა და დავრდომილთათვის, უსამართლო - ქმნილთა და შეჭირვებულთათვის, რომლებზედაც მოიხსენებდა მეფესა. ის იყო სახელმწიფო მწიგნობართ უფროსი; უცხადებდა უმაღლესს ბრძანებას ეკკლესია მონასტერთა და ხელისუფალთ; ის მოიწვევდა ლაშქართ და იმათ საჭიროებას აცნობებდა მეფეს. გალაშქრების დროს ჯვარით უწინამძღვრებდა სპათა და აკურთხევდა რა მათ, უკუბრუნდებოდა და ბრძანებლობდა უკანამბრძოლთა ჯართა.
II
(ბაგრატ I - მისი სიყრმე, - დაბრუნება კონსტანტინეპოლით - შფოთი მესხეთში - დაახლოება ვიზანტიასთან - მარიამ, დედა ბაგრატისა - ელენე საცოლე -გალაშქრება ფადლონზედ - გვარი შარვაშიძეები, - ტფილისი, - მისი აღება.)
ბაგრატ მეოთხე იშვა 1018 წელში. როგორათაც იმისი ბიოგრაფი იტყვის, „ის იყო ცხოველი სახე თავისის მამისა, და ამასთანავე მინიჭებული სიმშვენიერებათაგან, რომელნიც არ შეიძლება წარმოვიდგინოთ და აღვწეროთ ქვევით კიდეც ვსთქვით, რომ ბაგრატ სიყრმის ჟამს წაყვანილიყო კონსტანტინეპოლში სადაც დაჰყო სამი წელი და სადაც, რასაკვირველია, ისწავლა ბერძნული ენა. დაბრუნდებოდა რა მამულში, გზაზედ ბედნიერათ მოილია ფათერაკი. აი როგორ იყო საქმე: შემდეგ ბაგრატის გამოსვლისა ვიზანტიით, მოკვდა იმპერატორი ვასილი და იმისს მემკვიდრედ დაჯდა კონსტანტინე მერვე. კონსტანტინე უყურებდა მტრულად საქართველოსა და აფხაზ-ქართველთ მეფესა. იმან მყისვე ადევნა ბაგრატს მდევარი, რომელსაც უნდა შაეპყრა სამეუფო ყმაწვილი და უკანვე მიეყვანა. არ ვიცი, რა განზრახვა ედვა გულში საბერძნეთის მფლობელსა, მაგრამ ზეცის მადლი ჰპარავდა ჩვენს ქვეყანასა: ბაგრატმა შემოასწრო მამის საზღვარში, სადაც მიღებულიყო მესხეთის დიდებულთა და მათ ჯართაგან, მეფემ და ხალხმა დედა-ქალაქს ქუთაისს შესწირეს საზოგადო მადლობა უფალსა მემკვიდრის მფარველობისათვის.
როდესაც ბაგრატს მოუკვდა მამა, 1027 წელსა, ის იყო ცხრას წლისა დაწყობა მისის მეფობისა, როგორათაც განგრძელება, არ იყო მშიდობიანი. მესხეთის მხარეს ასტყდა შფოთი. ბანის ერისთავი და მასთან სხვანი მიემხრნენ იმპერატორსა. ამან წარმოგზავნა ზემო-ქართლის საზღვარზედ დიდი ჯარი და ბლომად ჰფანტავდა ფულსა მისაზიდავად თავისაკენ მცხოვრებთა. ბერძნების მხარე ეჭირა ბანის ერისთავის გარდა, დიმიტრის, შვილს კლარჯეთის ბაგრატიონის გურგენისა, რომელსაც წართმეულ ჰქონდა უფლება ბაგრატ მესამისაგან. ვიზანტიელთ ააოხრეს მეხსეთის მაზრები და კიდევაც მიიმხრეს რამდენიმე ერისთავნი, რომელთაც დაუთმეს მათ თავისი ციხეები, სასარგებლოდ ყმაწვილის მეფისა იღვწოდნენ ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ დათებეთის ეპისკოპოსი საბა პირველი შაება მტერთა კლდე-კარის პირში. მეორემ აღმართა თბეთის შესავალს სიმაგრე, გაამაგრა ეკკლესიის ზღუდე და ახოვნად იფარავდა შავშეთის მხარესა. მოულოდნელმა კონსტანტინეს სიკვდილმა მალე მოუღო ბოლო ბრძოლის დაწყებასა. ჯარი დაბრუნდა, ვიზანტიის ტახტზედ დაჯდა რომანოზ მესამე, ანუ რომან-არგირი, კაცი მშვიდობის მოყვარე და არა ძვირის მქონი საქართველოსათვის, თუმცა შემდეგ შეიცვალა. მან ეს აზრი.
რომანოზის დროს საქართველო კარგად დაუახლოვდა ვიზანტიასა ეს დაახლოება იყო ბაგრატის დედის მარიამის საქმე, მაგრამ ეკუთვნოდა სომხის გვარს არძრეუნიანთა და იყო ასული უკანასნელის ვასპერაქანის მეფისა სინექერიმისა, რომელმაც 1020 წელში, თურქთ-სელჯუკით დასხმის ჟამს სომხეთზედ, დაუთმო თვისი სამფლობელო იმპერატორს ვასილ არძრუნნთ აწარმოებდნენ თავიანთ ნათესაობასა ორ შვილთაგან ბაბილონის მეფის სენიქერიმისა, რომლისაც საუბედო ხვედრი წარმოდგენილია დაბადებაში. მაროძის სახელი ხშირად არის ნახსენები საქართველოს წელთა-აღწერაში. ის იყო გონიერი დედაკაცი და გულსმოდგინედ მოქმედებდა, მანამდისინ ბაგრატ სიყმაწვილობისაგან გამოვიდოდა. იმან მოიპოვა საზოგადო პატივისცემა ღვთის-მოყვარებითა და ღარიბთ შემწეობთა. იმას ჰქონდა მიმოსვლა ვიზანტიის დედა-ქალაქში. იმისი პირველი მოგზაურობა მოხდა 1032 წელში. მარიამს ჰსურდა თვისის შუამდგომლობითა დაეფუძნებინა მშვიდობა საბერძნეთსა და საქართველოს შორის, გამოეთხოვნა კურაპალატის ღირსება შვილისათვის და გამოეძებნა იმისთის საცოლო. მარიამ დიდის პატივით იყო მიღებული და სურვილი მისი აღსრულდა. იმპერატორმა მისცა მშვიდობაზედ და საქართველოს მეგობრობაზედ ოქროს ბულლა, შეამკო ბაგრატ ძველის ჩეულებისამებრ კურაპალატის ტიტულითა და სიამოვნებით დასთანხმდა, რომ მიეთხოვებინა იმისთვის თავისი დის-წული ელენე, რომლისაც და ჰყავდა სომხეთის მეფესა სემბატს. ელენემ მიიღო დიდი მზითევი, მაგრამ ეს მზითევი არ არის სახელდობრივ ნაჩვენები; იმისს რიცხვში იყო ერთი ლურსმანი, რომლითაც მისჭვალეს ჯვარზედ მაცხოვარი; იყო აგრეთვე ოქონის ღვთის-მშობლის ხატი, რომ დაცულია გორში და რომლის სახელზედაც აშენდა მონასტერი. ელენეს მოჰყვნენ ხელოსნები და არხიტეკტორების ეკკლესიების აღსაშენებლად. მოჰყვა მოძღვარი ტომით ბერძენი, რომლისაც შთამომავალნი აქამომდე სცხოვრებენქართლში დამალოროსიაში ეს იყო გარსევან - შემდეგ გარსევანი-შვილი. გარსევანმა მიიღო საშვილის-შვილოდ უფლება ოქონის ხატის მფლობელობისა, ღირსება დეკანოზისა და საპატიო თანამდებობა ამ ხატით მეფესთან დაქორწინება მოხდა თაოსში,ზემო-ქართლში რომ მდებარებს. მაგრამ ელენეს არა ჰქონდა ხანგრძლივი სიცოცხლე: ის მიიცვალა ქუთაისში, თუმცა წელთ-აღწერა არ მოგვითხრობს, როდის. ამის შემდეგ ბაგრატმა იქორწინა ბორენაზედა, ასულზედ შემძლებლისოსეთის მეფისა, რომლის სამფლობელოც იმ დროს შეიცავდა დიდსა და მცირე ყაბარდასა.
1836 წელს მოხდა გალაშქრება ფადლონზედ. ამ სახელს ქართველი მწერლები უწოდებდნენ ემირთა ანუ ხალიფის მოადგილეთა, რომელნიც იყვნენ შთამომავალნი ბენნა-შედდისა, ქურთის ტომს რომ ეკუთვნოდა ფადლონები მფლობელობდნენ ყარაბაღსა, და ადერბეჯანისა და შირვანის ნაწილსა. ფადლობით სცხოვრებდენ ხან განჯაში, ხან დოვინში და ხან ანში ოდესმე ისინი იყვნენ დიაღ შემძლებელნი. უკანასკნელს იმათგანსა 1123 წ. დავით აღმაშენებელმა წაართვა სამფლობელო და გადმოასახლა ისა საქართველოში, სადაც შეიქმნა წინაპრად შარვაშიძეებისა, აფხაზეთის მთავართა თამარ მეფის დროინდგანი. ფადლონები იყვნენ დაუცხრომელნი საქრისტიანოს მტერნი. ისინი აწუხებდნენ საქართველოს დავით-კურაპალატისა და ბაგრატ მესამის დროსვე. ისინი უფრო საშიშონი იყვნენ იმათის სამეზობლო მხრისათვის,ჰერეთისა დაკახეთისა, რომელსაც დაესხმოდნენ და საიდგანაც დაბრუნდებოდნენ დიდის საშოვარითა და ტყვების სიმრავლითა. ბაგრატ მეოთხის ჟამს აბულ-სევერმა განიმეორა მამა-პაპური საქმე, მაგრამ ინანა. იმისს წინააღმდეგ შეკრბენ ერისთავნი ლიპარიტ ორბელიანი და იოანე აბაზაძე; მეფენირანისა დაკახეთისა - კვირიკე, სომხეთისა დავით და ჯაფარ ტფილისის გმირი. იმათი ლაშქრები შაერთდნენ ეხლეცს, ახსთაფისა და შანქორის შორის. აბულ-სევერის ჯარი დამარცხდა და დაიბნა; დამარცხებულთ შრომა დაჯილდოვებულიყო დიდის დავლათით; თვითან რა გახდა ავათ მწუხარებით თუ, და მალე მოკვდა.
მცირე ჟამის შემდეგ მოინდომეს ტფილისის აღება... ტფილისი ვახსენეთ ზემოთ მიზეზი იმისს დაფუძნებისა იყო ტფილი წყლები, რომელთაგანაც ქალაქმა მიიღო სახელი. იმისი დასწყება იკარგვის ჟამთა სიბნელეში... როგორათაც ერთი მწერალი ვოლენი მოგვითხრობს, წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რა-რომ აღწერს კე-ს თავში ფინიკიელი ვაჭრობას, უჩვენებსო ტფილისს ტობელის სახელ-ქვეშ. მართალია თუ არა ესა, არ ვიცით დარწმუნებით. 380 წელში კი ქრისტეს შობის შემდეგ,ტფილისი იყო მხოლოდ დაბა ვარაზ-ბაქურის დროს სპარსეთის მფლობელმა აღაშენა აქ ციხე და 455 წ. ვახტანგ-გორგასალმა დაიწყო თვით ქალაქი და გაჰყო სამ ნაწილად; - ეს ნაწილები იყვნენკალა, შემდეგკალაუბანი,ტფილისი, სადაც იყო გოგირდის წყლები და ისანა ანუ ავლაბარი მაშინვე აღმართეს აქამომდე დაცული მეტეხის ტაძარი. ვახტანგის შვილმა დაჩიმ გადმოიტანა ტახტი მცხეთით ტფილისში და იწყო აქ შენობა სიონისა. ხაზარნი და სპარსნი მრავალჯერ აიღებდენ და აოხრებდენ ტფილისსა მეშვიდე საუკუნეში ის გახდა საცხოვრებელად გმირთა, რომელნიც მფლობდნენ იმისს სამხრეთ-დასავლეთს მდებარე ადგილებსა. იმათ დროს აქ ჰცხოვრობდენ მაჰმადიანნი, გმირთა ჰქონდათ აქ თავისს სასახლე და ჰყავდათ ჯარი; მაგრამ იმ დროს, ჩვენ რომ აღვწერეთ, ისინი იყვნენ თვითქმის ძალამოკლებულნი.
ქართველთ ერისთავთ, - ლიპარიტმა და იოანე აბაზაძემ ისარგებლეს ბაგრატის სიჭაბუკუთა, შეიპყრეს გმირი ჟაფარ და მოუღესბირთვისის ციხე. იმათა ჰსურდათ ჩამოერთმევინათ თვით ტფილისიც ბაგრატმა არ ინება დაჩაგვრა ხალიფის მოადგილისა და ისევ დაებრუნებინა იმას როგორათაც თავისუფლება, აგრეთვე ბირთვისი მაგრამ ლიპარიტმა არ შეიცვალა აზრი. იმის სურვილით, 1038 წ. მეფემ გარეშე მოუყენა ტფილისს ჯარი, რომელიც მოადგა ორის მხრითა: მტკვრის მარჯვნივ დაიბანაკეს აფხაზეთის მოლაშქრეთა, მარცხნივ ჰერეთ-კახელთა. ამ მდგომარეობამ გასწია ორს წელს. მტერი დიაღ შეწუხდა. აფხაზთ დაიჭირეს ორი წარჩინებული სიმაგრება - ორბეთი და ფარცხისი; შეერთება ქალაქისა მოჰკვეთეს მოხდა შიმშლი. დახშულნი იქამდისინ მივიდნენ, რომ იძულებულიყვნენ ეკმაყოფილათ ვირის ხორცის ჭამითა, რომლისაც ლიტრა ფასდებოდა ასს დრაჰმამდენ. ამისთვი ქალაქის მცხოვრებთ არჩიეს დამორჩილება. ჯაფარას მზათ ჰქონდა ტივები და ბარქაზები და ჰსურდა ამალით ღამე გამგზავრებულიყო განჯისაკენ და თავის თავისათვის ეშველა. მაგრამ საქმე მალე შეიცვალა იმისს სასარგებლოდ. აფხაზეთის დიდებულთ არ უნდოდათ ლიპარიტისაგან დაწყებულის საქმის წარმატება და შიშობდნენ, რომ იმისი შემძლებლობა უფრო არ განძლიერებულიყო. ეს იყო მიზეზი, რომ იმათ ლიპარიტის უცნობელად ურჩიეს მეფეს ტფილისის დატევება ისევ ჯაფარის მფლობელობას ქვეშ. ბაგრატი დასთანხმდა და მისცა გმირს პირობა, რომლითაც უკანასკნელ სიკვდილამდე მიიღებდა თავისს სრულს უფლებას. ეს საქმე შეიქმნა, როგორათაც მალე შევიტყობთ, საბუთად განხეთქილებისა მეფესა და იმისს ვასსალის შორის .
ჯაფარმაც დიდ-ხანს ვერ იქონია თავისი უფლება: ის მოკვდა ორის წლის შემდეგ. ქალაქის ბერნი ანუ უფროსნი პირნი ეახლნენ ბაგრატს და სთხოვეს, რომტფილისი მიეღო. სამუდამოდ. ამდროს ოც და ორის წლის მეფე გარემოიცვავდა ძველსაფხაზეთის სატახტო ქალაქს - ანაკოფიას, რომელიც აქამომდე მდებარეობს ზღვის კიდეს და ეპყროთ ბერძნებს, რომეთათვისაც მიეცა ბაგრატის ძმას დიმიტრის. მაგრამ დაუტევა აქ აფხაზთ-გურული ლაშქარი დასაბოლოებლად დაწყებულის საქმისა და თითან განემგზავრაქუთაისით ტფილისსდიღომის ვაკეზედ იმას გამოეგებნენ ტფილისის ბერნი და კარის კაცნი. მცხოვრებნი ქალაქისა, ქვეითნი და ცხენოსანნი, იყვნენ მოსილნი სადღესასწაულო ტანსაცმელებითა; იპოდრომი ანუ ყაბახი სავსე იყო ქალთა და კაცთა გროვებითა; გრიალი საკრავთა - ზურნისა და ნაღარისა შესძრავდა ჰაერსა და დედა-მიწასა; ყოველ სახეზედ გამომეტყველებდა ბრწყინვალე სიხარული. რა რომ ბაგრატ ქალაქში, შევიდა, როგორათაც ძველი წესი მოითხოვდა, ქუჩებში ხალხი აფრქვევდა იმას თავზედ ოქროსა და ვერცხლის ფულის წვიმასა. ბაგრატმა მიიღო ტფილისის კლიტეები და დაჯდა გმირი სასახლეში ტახტზედ. აქ მოახდინა რამდენიმე განკარგულებები: გასავალთ კოშკებში ჩააყენა თავისი კაცები, ციხე ჩააბარა ერისთავს, ტფილისმა გამოაცხადა სრული დამორჩილება, ერთის ადგილის გარდა: ეს იყო ისანი, ანუ კახეთის მხარე, რომლის მცხოვრებთაც უწინააღმდეგეს და ჩაშალეს ხიდი. ამის გამო ბაგრატმა გასცა ბრძანება, რომ ქვის-სატყორცი მაშინა ანუ მაშინა მოქმედებაში მოეყვანათ. მდინარის გაღმა მემკვიდრენი შეშინდნენ და დასწყნარდნენ. ეს შემთხვევა მოხდა 1042 წელს.
იმ დროს, როდესაც მეფე ტფილისში იყო საქმეებით გართული, იმ დროს ლიპარიტმა იწყო მზადება ბრძოლისათვის ბაგრატთან. ბაგრატ და იმისნი ერთგულნი შესწუხდნენ და ჰქონდათ კიდეც მიზეზი!... ისინი იგონებდნენ რა გვარი კაცი იყო ლიპარიტი რა მტერობა შეეძლო იმას... მაგრამ ვიდრემდის ამ ბრძოლის აღწერას შეუდგეთ საჭიროთ ვხადით უჩვენოთ ლიპარიტის შთამომავლობა და იმისი შემძლებლობა საქართველოში
III
(ორბელიანთ გვარი - ლიპარიტი და მისი მნიშვნელობა - ბრძლა ბაგრატთან - ბაგრატის დამარცხება - ლიპარიტ შედის საბერძნეთის სამსახურში - ტყვეობა - ბაგრატის წასვლა კოსტანტინოპოლს)
ლიპარიტი ეკუთვნოდა ორბელიანთ გვარსა, რომელიც უძველესის დროითგან დიაღ გამოჩენილი იყოსაქართველოში ისტორიული სვე ორბელიანთა გამოგვირკვიეს თავ-და-პირველად ქართველთ, სომეხთ და ვიზანტიელთ მწერალთა, შემდეგ ფრანცუზელთ მწერალთა - სენ-მარტენმა, დიუბუა-დე-მონპერემ და ბროხსეტმა დაწვლილებითნი ცნობანი დაგვიტევა სიუნის არხიეპისკოპოზმა სტეფანემ, რომელიც შთამომავლობდა თვით ორბელიანთ გვარისაგან და ნაშობიკი იყო სომხის სარწმუნოებაში. სტეფანემ აღწერა თავისს სახლის ისტორია მეცამეტე საუკუნის გასულს. ეს ცნობები - როგორათაც თვითანვე გვიანბობს - იმან გამოჰკრიბა ძველის ხრონიკებიდამ, რომელნიც ჟამის განმავლობაში დაკარგულან. სტეფანეს ჰსწამს, რომ ორბელიანთ გვარი გამოსულა ჩინეთით: ისინი შთამომავლობენ სამეფო სახლისაგან და საზოგადო აღრეულობისა გამო განდევნილ იყვნენ ჩინეთით ქრისტეს შობის წინათ, მეოთხე საუკუნეში, როდესაც სპარსეთში მეფობდა დიდი კიროსი. ისინი დიდის ძალით განმგზავრებულან შუააზიის მხარეს, შემოუვლიათ კასპიის ზღვისთვის დადარიალის ხეობით შესულან საქართველოში აქ მამასახლისათვის უძღვნიათ შემწეობა და საცხოვრებლად მიუღიათ სხვა და სხვა ადგილები; დაფუძნებულან ორბეთის სიმაგრეში, რომელიც იყო შეუვალი მტერთაგან და მდებარებდა სამშვილდეს რამდენისამე ჟამის შემდეგ ეს ჩინელნი ორბეთის ციხისაგამო თურმე იყვნენ წოდებულნი ორბეთეთ-ციხებად; მანამდისინ კი იწოდებოდნენ ჯენათ-ციხებათ-ჩინელებათ. ორბელიანთ ხელი შეუწყეს საქართველოს დასპარსეთის მონებისაგან განათავისუფლეს: ეს იყო მიზეზი, რომ იმათი წინამძღომი შემოსილ-იქმნა სპარაპიეტის ანუ სპასალარის ხარისხითა. შემდეგ ამისა ყოველს დინასტიის ანუ სამეფო გვარის მეფობის დროს საქართელოში ორბელიანთ ეპყრათ გამოჩენილი სახელმწიფო თანამდებობაები მაგრამ იმათ შორის წელთ-აღწერა სახელდობრივ არც ერთს არ მოიხსენებს. პირველი ორბელიანი, ისტორია რომ უჩვენებს, იყო ლიპარიტ, რომელიც სცხოვრობდა მეცხრე საუკუნის გასულს, ბაგრატ პირველისა და დავით პირველის დროს: ამან დაიჭირა თრიალეთის მაზრა და აღაშენა სიმაგრე კლდე-კარნი. ბაგრატ მეოთხის მამის გიორგი პირველის მეფობას იყვნენ აღმოჩენილნი ორნი ძმანი - რატი და ზვიადი. რატი მოკლულ-იქმნა ბრძოლაში ვასილი იმპერატორისაგან; ზვადი კი, იმ დროსვე ჯარებს რომ უწინამძღვრებდა, დაატყვევა და შემდეგ გამოსყიდულ იყო. რატის დაშთა ერთი შვილი ლიპარიტი და ჩვენის აზრით ამ უკანასკნელის ძე იყო ის ლიპარიტ, რომლის ცხოვრებასაც გამოვხატავთ...
„ამ დროებში - ასე გვიანბობს სტეფანე -ორბელიანნი იყვნენ ყოვლის მხედრობის სპასალარებათა და ეპყრათ უპირველესი სასახლის ხარისხები. იმათ ჰქონდათ თორმეტი დროშა და დროშების რიცხვით თორმეტი ათასი კაცი საკუთარი წყობა. ძველი წესი მოითხოვდა, რომ მეფის დროშას ჰქონიყო თეთრი ფერი წითელს არშიაზედ, და ამისთვის ორბელიანთ შეეძლოთ ექონიათ წითელი დროშა თეთრს დრშოაზედ. ხელმწიფესთან თანასწორობაში - მოგზაურობაში თუ სასახლეში - ორბელიანთ აქვნდათ უფლება კვერთხის ჭერისა, რომელიც ლომის თავით იყო აღჭურვილი. ნადიმობის დროს ისხდნენ უმაღლესად ყოველთა მუთაქებზედ და მიიღებდნენ საჭმელსა ვერცხლის თეფშებზედა“... ჩვენ სიტყვა სიტყვით შემოვიტანეთ სტეფანეს თქმულება და საჭიროდ ვხადით აქ ცოტათ შევსდგეთ. ეჭვი არ არის, რომ ავტორი უჩვენებს თანამდებობის ანუ იმავე გვარში ერთისაგან მეორეზედ გარდაცემასა. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ აზრსა. ჩვენ კიდეც ვახსენეთ ზემოთ, რომ სახელმწიფო ხარისხების მემკვიდრეობა არ იყო ჯერ დაწესებული საქართველოში, ვახსენეთ, რომ ეს სავნებელი წესი დაეფუძნა თამარ მეფის ჟამს. მაგრამ ფაკტები უფრო ცხადად გამოარკვევენ. ფაკტები აი რას ანბობენ: დავით კურაპალატის დროს სპასალართა იყო ერთი მესხეთთაგანი, ესე იგი გამრეკელი, დიდად გამოჩენილი ჩვენსა და უცხო-ქვეყნებთ წელთ-აღწერაებში. ბაგრატ მესამის მეფობას ეს ხარისხი ეჭირათ. პირველად იოანე მარუშიძეს და შემდეგ ლიპარიტ ორბელიანსა; თამარ მეფის მამის გიორგი მესამის დროს სპასალარათ იყო უწარჩინებულესი პირი - სარქის მხარგძელი და თვით თამარის დროს ბრწყინავდა ზაქარია მხარგრძელი... ვინცკი ჩაფიქრდება, ის ადვილად მიხვდება სტეფანეს ამ გვარს მსჯელობის მიზეზს. სტეფანე თითონვე ორბელიანი იყო და სურდა მეტად აღემაღლებინა თავისი გვარი. ეს მწერალი სცხოვრებდა იმ ეპოხაში, როდესაც მემკვიდრეობა დამყარებული იყო ჩვენს სახელმწიფოში და ამისთვის სტეფანე თავისს დროის გარემოებას მიაწერს წარსულთ საუკუნეთა, თუმცა - არც ეს უნდა დავივიწყოთ -მეცამმეტე საუკუნეშიაც უპირატესი წინამძღომელობა სპათა ეჭირათ სხვა და სხვა გვარისაგან შთამომავალთა პირთა.
ასეა თუ არა, იმასკი ვერცუარვჰყოფთ - ლიპარიტი დიაღ გამოჩენილი და შემძლე იყო. ლიპარიტს ეპყრა ვრცელი სამფლობელოები სამხრეთით მტკვრისა და განაგებდა თვითქმის ნახევარს სამეფოსა. ის შესძლებდა იმდენის ჯარის გამოყვანასა, რომელსაც ვერც ერთი სხვა უპირატესი დიდებული ვერ შეიძლებდა. იმდენს ამასთანავე ის იყო თავ-გამომდები და მძლავრი ხასიათითა: არაფრისთვინ არც დაიხრიდა თავსა, და ვერა რა შიში ვერ შეაშინებდა. ეჭვი არ არის, ლიპარიტს უნდა ჰქონიყო დიდი ხმა და გავლენა სახელმწიფოში, უნდა ყოფილიყო საშიშარი დიდებულთათვის და თვით მეფესათვის. ჩვენ მოვიხსენეთ, როგორ ცდილობდნენ უკანასკნელნი იმის დამცირებას, მაგრამ დიაღ უფრთხილველად შეუდგნენ საქმესა და ვერ მოისაზრეს, რომ ძვირათ დაუჯდებოდათ ბრძოლა ამისთანა კაცთანა. ამ მიზეზის გარდა იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც მიუცილებელი მტრობა უნდა აღმოეჩინა მეფესა და ლიპარიტის შორის, და ეს შემთხვევა საკმაოდ ამართლებს შფოთის ატეხასა ქვემდებარისაგან, რომელიც თავის მოყვარეობას მისდევს და შემძლეობას ჰხედავს, რომლისათვისაც უძვირფასეს გრძნობაში შეურაცხება მიუყენებიათ: ბაგრატმა გააუპატიურა ლიპარიტი იმისის ცოლის პირში. ეს ანბავი აღმოიკითხვის მხოლოდ ვიზანტიის მოთხრობაებში და - უნდა ჭეშმარიტი ვჰსთქვათ - ყმაწვილის მეფის ზნეობას დასდებს შავს აჩრდილსა.
ლიპარიტმა დაიწყო ხან-გრძლივი და აღშფოთებული ჩხუბი. იმან მოიმხრო ბერძნის ჯარი და მოიხმო კონსტანტინეპოლით ბაგრატის ძმა დიმიტრი, რომლისათისაც ჰსურდა დაემკვიდრებინა ტახტი და რომლის სახელითაც შეეძლო მოემხრო მრავალი ქართველი. მართლა და ლიპარიტს მიუდგნენ ბევრნი დიდებულნი და აზნაურნი; აგრეთვე იმისს დროშას ქვეშ დასდგნენ კახელნი, რომელთაც გულ-ამაყის ხასიათით ბაგრატი არ იყო კმაყოფილი და ხშირათაც ეწინააღმდეგებოდნენ იმას. ლიპარიტმა გააგზავნა თავისს მხედრობა მესხეთით ქართლს და დაუწყო ბრძოლაატენის ქალაქს, რომელიც მდებარებსგორის მახლობლად, მარჯვენივ მტკვირისა, ვიწროს და კლდიანს ხეობაში, და რომელიც იმ დროს შეიცავდა წარჩინებულსა სამეფო ვენახებსა; სიმრავლე დანაშთენთა აქამომდე ამტკიცებს, რა გვარათ იყო აღყვავებული ბაგრატ მეოთხის დროს ატენი, ატენის ტაძარი სიონი, დიდი და გუნბათიანი, არის პირველთ სახსოვართაგანი ბაგრატის მეფობისა... ლიპარიტის ჯარის დასხმაატენზედ ვერ წარემართა; ციხემ უჩვენა დიაღ დიდი წინააღმდეგობა; იმისს მცველნი იყვნენ მეფის ერთგულნი, გარდა ერისათავთა თმოგველის ფარსმანისა და ბეშქენ ჯაყელისა: უკანასკნელი იყო წინაპრად სახელოვანთა ახალციხის ათაბაგთა... ამ დროს ბაგრატი იმყოფებოდა ჯავახეთს და ამაგრებდა ახალ-ქალაქს მტკვრის ზღუდითა. ზამთარი მოახლოვდა და ამისთვის ბერძნები უკუიქცნენ სამშობლოში: თან გაჰყვა იმათ დიმიტრიცა. ჩვენი ბიოგრაფი გვიანბობს, ვითამც ბაგრატი და ლიპარიტი შერიგდნენო. ვგონებ ეს იყო მხოლოდ დროებითი შერიგება.
რომლისამე ჟამის შემდეგ ლიპარიტი შეუდგა საქმესა. იმან მოუღო დედოფალს სომხეთის სატახტო ქალაქიანი, როპმელიც იმისთვის მიეცათ სომეხთა, როგორათაც თავისს უფლის-წულისათვის. ლიპარიტმა ამას გარდაანში შეიპყრა ქართველნი დიდებულნი, რომელთა შორისაც უმეტესად შესანიშნავია ივანე-დადიანი, უძველესი ჩვენდა ცნობილთა დადიანთა ორსავე მხრით მზადება იყო დიდი: ორბელიანმა მეორედ მოიხმო დიმიტრი და ბერძნები; მეორეთ ატეხა განხეთქილება და ორგულობა სამეფოში; კახელთა გარდა იმას მიეკერძა სომხის მეფემ დავითმა. ბაგრატს საკუთარის ქართველთ ძალის გარდა ჰყავდა თავისს ხელ-ქვეშ შვიდასი ვარიაგი სკვიფების ტომისა, ვგონებთ იმ რიცხვთაგანი, რომელთაც ისტორია უჩვენებს მიხეილ-აკოლითის ბანაკში. ლიპარიტმა მოითხოვა, რომ ბაგრატს გაეცვალა იმისი შვილი პირველის შერიგების დროადგან მეფეს რომ ამანათად ჰყავდა, არტანუჯის ერისთავს აბუსერზედ, რომელიც იყო დატყვევებული. ბაგრატი დასთანხმდა. წინააღმდეგნი მებრძოლნი შეჰხვდნენ ერთმანერთს ქართლის ვაკეზედ, სასირეთის ტყის შესავალში. ბაგრატმა არ მოუცადა მესხეთის ჯარის მოსვლასა და დამარცხდა. აბუსერი მეორედ დაიტყვევა. ლიპარიტი უფრო განძლიერდა. მაგრამ დიმიტრი კი დაჰკარგა: ის მოკვდა ბრძოლის დაწყობამდე. როგორათაც ზემოთ ვახსენეთ, დიმიტრი იყო ძმა ბაგრატისა და ძე გიორგი პირველისა, ნაშობი ოსის ქალისაგან და წინაპარი თამარ მეფას მეორის ქმარისა. დიმიტრი იყო- როგორათაც სჩანს სუსტის ჭკუისა და სუსტის ხასიათის კაცი, ათამაშებდნენ ბურთისავით. იმან გაატარა თავისი საუკუნე უსიამოვნებაში და ტანტალში. შემდეგ პირველის ბედის-ცდისა, რომ ტახტი დაესაკუთრებინა, ის განევლტო კონსტანტინოპოლს, რომელიც იყო თავის შესაფარებელი ადგილი ყოველთა საქართველოითა განდევნილთათვის. კონსტანტინოპოლითგან ლიპარიტის მოწოდებით, ორჯელ შემოვიდა საქართველოში იმავე განზრახვითა... ჩვენ არ ვიცით, ვინა ჰყავდა ცოლად და რამდენის წლისა გარდაიცვალა.
რომ სიტყვა აღარ განვავრცელოთ, მოვიხსენებთ რომ ლიპარიტმა ბედნიერად წარმართა მეორე საქმეცა ბაგრატმა კიდევ წააგო ბრძოლა.მესხეთის ერისთავნი - ასული კალმახელი და აბუსერის ძე გიორგი იყვნენ შეპყრობილნი. ლიპარიტმა დაიჭირა თვითქმის მთელი მესხეთი ვიზანტიის მწერალნი გვიანბობენ, ვითამც რომ ლიპარიტმა შეიპყრა მეფის დედა, რომლზედაც შური აგოო ბაგრატს თავისის ცოლის შეურაცხებისათვის და ვითამც რომ საბერძნეთის იმპერატორი შემოვიდაო შუამავლად იმათ შორის და განაწესა: ბაგრატს უნდა დარჩესო თავისს უფლებაში და ლიპარიტი არ გამოვიდეს იმისის ბრძანებლობიდგან, მაგრამ კი ეპყრას სიკვდილამდემესხეთი ეს ანბავი იყო - ვგონებთ - 1046 წელს.
მომავალს წელს ლიპარიტმა სხვა მხარეს გარდაიტანა თავისი ძლევა-მოსილი საჭურველი. კოსტანტინე იმპერატორის მოწოდებითა, რომლისაგანაც დიაღ დავალებული იყო საქმის წარმატებითა იმან მიიღო მონაწილეობა ბერძენთ გალაშქრებაში დოვინის გმირს აბულ-სევერზედ პირველად რომვიზანტიის სასარგებლო მოქმედება გაგიკ-მეორის წინააღმდეგ, და შემდეგი უმუხთლა.
დიაღ შესანიშნავია ლიპარიტის მოქმედება 1018 წელსა - თურქთ-სელჯუკიდებთან ბრძოლაში, თურქისტანში განძლიერდა ვინმე თოგრილ-ბეგი. იმან მიისაკუთრა ხარისხი სულთნისა, დაიპყრა ხორასანი და შემდეგ მიუსია ჯარები მცირე აზიასა იმისს წყობას უწინამძღვრებდა იმისავე ნათესავი ბარამ-ლამა, ანუ აბრაჰამ-კლიმი, რომელიც გამგზავრდა ბერძნების მაზრაზე ბასიანზედ, მესხეთის საზღვარზედ რომ, მდებარებდა.ვიზანტიის მებრძოლნი მიეგებნენ მტერსა; მაგრამ იმათ სარდალთ ჰქონდათ ბრძანება, რომ ჩხუბი არ აეტეხნათ ლიპარიტის მოსვლამდე. ლიპარიტი მოვიდა და მოიყვანა თან, როგორათაც სტეფანე ორბელიანი მოგვითხრობს, მრავალი ძალი: მარტო კეთილშობილნი, იმისს ქვეშ-მრდომნი იყვნენ შვიდასნი: საკუთარი ჯარი -16, 000 კაცი და 10, 000 სამეფო... ყარსი მტერს კიდევ დაეჭირა. თურქთ ასტეხეს საქმე ღამით. ლიპარიტმა დაიჭირა შუაგულ, მაგრამ არ ისწრაფდა, დღეს არისო ოთხშაბათი - ასე უპასუხა ბერძნებს. - და ოთხ-შაფათი ქართველებს ცუდ დღედ მიაჩნიათო. ღამე იყო ბნელი. ლიპარიტის ძმის-წული, ახოვანი ჩორთოვანელი თავისის წყობით ეკვეთა მტერსა, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრად და ამისგამო მოკვდა.მხოლოდ მაშინ შეიძრა ლიპარიტი. „ის განმხნევდა ვითარცა ველური მხეცი, მიეჭრა თურქებს და დაუწყო სვრა ასე, რომ წარღვნა დედამიწა სისხლითა“. ბერძნები შურით უმზერდნენ იმისს განსაცვიფრებელს ვაჟკაცობასა და არა სურდათ, რომ დიდება ძლევისა ქართველისათვის მიეწერათ. ამისთის ისინი უკუსდგნენ. მტერნი განმხნევდნენ და რა რომ შეჯგუფდნენ, მკაცრად უკვეთდნენ ქართველთ. გაცეცხლებულს ომში, ლიპარიტი რომ გაშმაგებული სვრიდა, ერთმა იმისს მესაიდუმლეთაგანმა, თუმცა არ ვიცი ვისის შეგონებითა, უკანიდგან მოჰკვეთა ლიპარიტის ცხენს ორივე ფეხი. ლიპარიტი დაეცა, მაგრამ ერთის ხრმლის მოქნევით გააპო მოღალატე. ქართველნი ზოგნი იქვე დაიხოცნენ, ზოგნი დაინბენ. საქმე წაეგო; ის თვითან დასტყვევეს და წარგზავნეს ხორასანში თოგრილ-ბეგთან, რომელსაც მრავავალი ჰსმენიყო იმის გმირულ მოღვაწეობაზედ. ლიპარიტი დარჩა ტყვედ ორი წელიწადი, და ისახელა ბევრს საქმეში. ერთხელ თვით სულთნის თანადასწრობაში შეება ერთს ახოვანებით დიაღ წაჩინებულს აბისინელს, და ადვილად მოკლა. ლიპარიტი სარგებლობდა თოგრილის ყურადღებითა და პატივისცემითა. მონომახმა წარმოგზავნა გიორგი-დროზივინმე დიდ-ძალის ფულით გამოსასყიდლად ლიპარიტისა, მაგრამ, უარის თქმა მიიღო. სომხერლი მეისტორიკე ვარდან გვიანბობს, სულთანმა შეუთვალაო თავის ტყვეს, რომ მაჰმადის სჯული მიეღო. პასუხის-გება ლიპარიტის გამოგვიხატავს იმისს გამბედაობასა და მოსწრებულობასა.
- მე აღვასრულებო შენს ბრძანებასა - უპასუხა მან - თუ ნებას მომცემ შენთან გეახლო.
ლიპარიტ წარუდგინეს.
- ახლა აღარ აღვასრულებო შენს სურვილსა.
- რატომო? -ჰკითხა გაკვირვებულმა თოგრილმა.
- მე არ ვაჭრობო -უპასუხა სულთანმა - შენისთანა ძელევაშემოსილის და სახელოვანის კაცებითაო და არცა ვხადიო პატიოსნებად გავისვაროო ჩემი ხელი შენის სისხლითაო. მე ვარო მეფე და მეფურად განმიტევებიხარო.
მართლა და ლიპარიტ დათხოვილ იყო მდიდრულის საბოძვარითა და სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, რომ თურქების საქმე აღარ დაეჭირა. განთავისუფლებული განემგზავრაკონსტანტინეპოლს, სადაც მიიღეს დიდის სიხარულითა და დიდის პატივითა. თავის მხრით იმპერატორმაც დაასაჩუქრა იგი და გაისტუმრა სამშოვლოში ჯარის თანხლებითა, რომ ბაგრატისაგან ვნება არ მიეღო რა.
კონსტანტინე მონომახი ამიტომ მიემხრო ლიპარიტსა, რომ ამაში თავის ანგარიშს ხედავდა: იმას სურდა სამეფო დაესუსტებინა, რომელიც უფრო და უფრო კავშირდებოდა და ძლიერდებოდა, იმას ჰქონდა აზრშისაქართველო დაემონავებინა. მაგრამ ვერ მოიაზრა რომ ჟამი შეიცვალა. ბედისაგან იყო განწესებული, რომ ერთხელ ჩვენ ქვეყანასაც ეგემოვნა სიტკბოება შეერთებისა და მტკიცედ დამყარებისა. შფოთის ატეხა საქართველოში მხოლოდ დროებითი იყო, და ვგონებთ, უფრო სასარგებლოც წინდელს მდგომარეობაში. შფოთს შფოთის სიძულილი უნდა აღეტყინა ქართველებში და ეგრძნობინა მათთვის საჭიროება და სიკეთილე საზოგადო თანხმობისა სამშობლო მამულში. ნუ დავივიწყებთ, რომ ამ დროს ვიზანტია სუსტდებოდა და თვითქმის იშლებოდა; არაბთ დაჰკარგეს ძალა; თურქნი ჯერ არ იყვნენ საშიშარნი. ბაგრატიონთ აღმოაჩინეს, როგორათაც ზემოთ ვიხსენეთ, ხასიათის ენერგია და ქართველნიც იქამომდე იყვნენ განათლებულნი და განვითარებულნი, რომ გრძნობდნენ, რაში დგომარეობდა მამულის ბედნიერება და ამისთვის აძლევდნენ შემწეობასა თავისს მეფესა. იმასთანავე ადგილობრივნი მფლობელნი და მთავარნი მოუძლურდნენ იმათთან ბრძოლაში, მარტო ლიპარიტ ვეღარას გააწყობდა, თუმცა ისე შემძლე იყო, რომ უწესობის მოხდენა შეეძლო; დღეს არა სხვალ წესი ისევ დაემყარებოდა... მაშასადამე, რაც უნდა ცდილიყო მონამახი, საქართველოს დამცირებას ვეღარ მოახერხებდა. თავისის მანქანებითა და უსვინიდისობა. ეს იყო 1050 წელს. შემდეგ ორბელიანის დაბრუნებისა ტყვეობითგან, მეფემ ყრმა მემკვიდრე გიორგი დაუტევაქუთაისში და განემგზავრა ვიზანტიასა: თან ეახლა თავისი დედა მარიამ და რამდენიმე განჩინებული პირი. რა რომტრაპიზონს მივიდა, აცნობა მონომახს თავისი მისვლა და სურვილი იმისის ნახვისა. ბაგრატი მიიწვიეს კონსტანტინეპოლს ვიზანტიელნი მოგვითხრობენ, რომ იმან უსაყვედურაო იმპერატორს ამ სიტყვებით: „შენ იცოდიო ჩემი კანონიერი უფლება ტახტზედ, მაგრამ ავათ მომექეციო; შენ დაარღვიე კავშირი და მეგობრობა ამისთანა შემძლე ქვეყანასთან - აბაზგასთან (ასე უწოდებენ ვიზანტიელნი აფხაზეთს) და მიემხრო ჩემს მეშფოთე ქვე-მრდომსაო“. ამ სიტყვებმა არ იმოქმედა კონსტანტინეზედ, სათნოების საჩვენებლად ლიპარიტისათვის, იმან დააყოვნა ბაგრატ საბერძნეთის დედა-ქალაქში სამი წელი, თუმცა შემოზღუდა იგი შესაფერის სიამოვნებითა და პატივისცემითა... ამასობაში შემოვიდა კონსტანტინეპოლში გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც ჰქონდა სათხოვარი იმპერატორთან; იმან იგრძნო დიდი სიხარული, რა რომ შეიტყო ბაგრატის იქ ყოფნა დედითა... ეს პირი ასე ბრწყინავდა სიწმინდითა საბერძნეთში და საქართველოში და ასეთი ღვაწლი დასდვა სამშობლოს საღმრთო სიტყვიერებისათვის, რომ დიაღ საჭიროა წარმოვადგინოთ ბიოგრაფია: თვარემ საქართველოს ისტორიის გამოხატულება მეთერთმეტე საუკუნეში სრული ვერ გამოვა.
დიმ. ბაქრაძე.
(დასასრული ნახე შემდეგ წიგნში.)
![]() |
9 პასუხი დიმიტრი ბაქრაძესთან შესახებ იმისგნით მოწერილის წიგნისა |
▲back to top |
პასუხი დიმიტრი ბაქრაძესთან შესახებ იმისგნით მოწერილის წიგნისა
კარგისათის კარგი უნდა ითქვას და ცუდისათვის ცუდი, სწორე სვინიდისი ამას გვეუბნება. იცით როგორ მესიამოვნება თქვენი გარკვევვა, ჩემს ქართულს უბნობაზე? მე თქვენს მემამულეს იცით რავდენი ათასის წლისას? ხედავთ დიმიტრი რას მოვესწარ? ჩვენს ქართულს ჟურნალს და ერთმანერთის წერილებზედ განხილვის დაწერას მხოლოდ იმ ერთმა ღმერთმა იცის ამ ჩემის გულის ანბავი, როგორ კმაყოფილებაში ვარ ეხლა მე. მომატებულს აღარას ვიტყვი, მხოლოდ ამის მეტს, რომ ნურაფერში ნუ დაზოგავ, ყოველს ჩემს წერილებზედ მეტყოდეთ გულახდით, თქვენსა აზრსა სრულსა, რომლითაც დიდი მადლობელი გახლდებით ჭეშმარიტად და დიდათაც დამავალებთ. ამით მეც მიზეზი მექნება, იქნება ჩემი აზრიც წარმოვსთქვა ანუ წარმოვსთქო ხოლმე. სხვებრ ვინატრებ მრავალს წლების სიცოცხლესა თქვენსა კარგო დიმიტრი და ამასთანავე მიგულვეთ მარადის თქვენად.
თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.
![]() |
10 საღამო გამოსალმებისა |
▲back to top |
საღამო გამოსალმებისა
რედაკტორისაგან.
მცირედ დაგვიანებით მივიღეთ რედაქციაში კნიაზის გრიგოლ ორბელიანის ლექსები, რომლისაგამო ვერ გავბეჭდევით ერთ-ერთი, ლექსების ნაწილში, რადგანაც დაბეჭდილ იყო, -ამისთვის ვბეჭდავთ ერთს იმ მშვენიერს ლექსებთაგან, რომელიცა განბრწყინვალებს ჩვენს ჟურნალს. დღეის შემდგომს თვითქმის ყოველს ნომერში ჰპოვებთ თვით ლექს ზემოხსენებულის პოეტისას.
მზე ჩაესვენა, მარამა მის შუქი ჯერაც კავკაზსა
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა,
ბუმბერაზ ცანი მდუმარედ ცათამდის აყუდებუყლნი
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი;
მათ კლდოვანთ გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედაჰსწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.
გაზაფხულისა ხელითა ტყე შემოსილი სიმწვანით
მთებისა კალთებს შეამკობს სიტკბო სუნნელთა მოფენით;
წყალნი, მთით გარდმონაქანნი, ალმასებრ უფსსკრულს
ჰსცვივიან, თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!-
შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,
მიმტაცა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა;
რაცა გვიშვნებს სიცოცხლეს ზეციერისა სხივითა
და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!
მიდიხარ მნათო? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა
ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა!
არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,
წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა!-
ეტლი ჰრბის... სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული...
ვჰმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს...
რაღასა ვუმზერ შმაგ ქმნილი?
სიშორის ნისლმან დაჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,
და გულით ოხვრა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...
მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა;
აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა;
ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,
არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა! -
მაგრამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,
რომ შენც განმშორდი, დამტოვე მწუხარებისა მე მსხვერპლად!
წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,
და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?
ან მე უგუნურს რად მწამდა ბედისა დაუსრულება?...
აწ დავშთი მარტოდ... მშვიდობით! ნუ ჰშორდეს შენს გულს მშვიდობა!...
არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,
ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შეჰსწყდეს, მოთქმით
რა ერგოს გულ-წყლულსა?-
შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით, ჩემი ჩივილი ვის ესმის?
დაყრუვდა არე... და მხოლოდ ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის;
მხოლოდ ჰსჩანს, მთან მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,
და ყაზიბეგსა საამოდ ზედა-ვარსკვლავი დაჰნათის!
წყალნი მთით გარდმონაქანნი, უფსკრულსა იკარგებიან,
თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!-
თ. გრიგოლ ორბელიანი.
1841 წ. მაისის 1 დღესა.
![]() |
11 გამოცხადება: კავკაზიის ადგილ-მამულის მართვის საზოგადოებისაგან.- |
▲back to top |
გამოცხადება: კავკაზიის ადგილ-მამულის მართვის საზოგადოებისაგან.-
რედაკტორისაგან.
მცირედ დაგვიანებით მივიღეთ რედაქციაში კნიაზის გრიგოლ ორბელიანის ლექსები, რომლისაგამო ვერ გავბეჭდევით ერთ-ერთი, ლექსების ნაწილში, რადგანაც დაბეჭდილ იყო, -ამისთვის ვბეჭდავთ ერთს იმ მშვენიერს ლექსებთაგან, რომელიცა განბრწყინვალებს ჩვენს ჟურნალს. დღეის შემდგომს თვითქმის ყოველს ნომერში ჰპოვებთ თვით ლექს ზემოხსენებულის პოეტისას.
მზე ჩაესვენა, მარამა მის შუქი ჯერაც კავკაზსა
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა,
ბუმბერაზ ცანი მდუმარედ ცათამდის აყუდებუყლნი
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი;
მათ კლდოვანთ გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედაჰსწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.
გაზაფხულისა ხელითა ტყე შემოსილი სიმწვანით
მთებისა კალთებს შეამკობს სიტკბო სუნნელთა მოფენით;
წყალნი, მთით გარდმონაქანნი, ალმასებრ უფსსკრულს
ჰსცვივიან, თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!-
შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,
მიმტაცა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა;
რაცა გვიშვნებს სიცოცხლეს ზეციერისა სხივითა
და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!
მიდიხარ მნათო? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა
ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა!
არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,
წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა!-
ეტლი ჰრბის... სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული...
ვჰმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს...
რაღასა ვუმზერ შმაგ ქმნილი?
სიშორის ნისლმან დაჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,
და გულით ოხვრა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...
მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა;
აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა;
ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,
არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა! -
მაგრამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,
რომ შენც განმშორდი, დამტოვე მწუხარებისა მე მსხვერპლად!
წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,
და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?
ან მე უგუნურს რად მწამდა ბედისა დაუსრულება?...
აწ დავშთი მარტოდ... მშვიდობით! ნუ ჰშორდეს შენს გულს მშვიდობა!...
არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,
ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შეჰსწყდეს, მოთქმით
რა ერგოს გულ-წყლულსა?-
შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით, ჩემი ჩივილი ვის ესმის?
დაყრუვდა არე... და მხოლოდ ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის;
მხოლოდ ჰსჩანს, მთან მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,
და ყაზიბეგსა საამოდ ზედა-ვარსკვლავი დაჰნათის!
წყალნი მთით გარდმონაქანნი, უფსკრულსა იკარგებიან,
თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!-
თ. გრიგოლ ორბელიანი.
1841 წ. მაისის 1 დღესა.
![]() |
12 საყვარელნო მკითხველნო! |
▲back to top |
საყვარელნო მკითხველნო!
გთხოვ მიცნობდეთ. მე გახლავარ ერთი მებუკეთაგანი „ქუთაისის მეჭორეთ ამდენ ხანს მეძინა, მაგრამ თავადის ა. ვ. ჯამბაკურიან ორბელიანოვის ხმამ გამაღვიძა.
ახალ ნამძინარევზე ბულვარზედ გავედი, ვსთქვი სიო მარგებდა. შევედი კარებში და სიარული დავიწყე. წინ რომ გავიხედე, ორი ქალის მეტი არავინ არ მოდიოდა, იმ ქალთ ერთი კავალერი მოჰყვებოდია, ამ ორ ქალსა და კაცს მთელი ბულვარის გზა დაეჭირათ.
თქვენ იცით, რომ ნამძინარევი კაცის ფიქრი ცოტათი დაბნეულია. რაღასაც ვფიქრობდი, მგონია სიზმარს ვიხსენებდი. ამ დროს კაცი დამეტაკა, მე მოვბრუნდი და მეორე გზით დავიწყე სიარული. რამდენი ქალიც შემომეყარა ყველას რაღაც რგოლებიანი კაბები ეცვათ. მე ანწლის რგოლები მეგონა. სახლში რომ მივედი ვიკითხე. რა არის ის რგოლები მეთქი? მითხრეს ხაბარდა არისო.
ამ დროს ჩვენი საყვარელის მოლაყბის წიგნი მოგვივიდა ხაბარდის შესახები. მეც დავჯექი და პატარა წიგნი დავსწერე ხაბარდაზე.
იმ წიგნს რომ ვსწერდი, მეძინებოდა. ეხლაც მეძინე... მშიდო...
ქუთაისის მეჭორე. (ერთი მებუკეთაგანი.)
![]() |
13 ხაბარდა და ლოტტო ქუთაისში |
▲back to top |
ხაბარდა და ლოტტო ქუთაისში
3 ივნისს ამა წლისას,ქუთაისში მივიღეთ ივნისის წიგნი ცისკრისა და მაშინვე წავიკითხეთ უფ. მოლაყვის სტატია „ხაბარდა“ ამ წაკითხვას ანდამატის ქვის ძალა ჰქონდა ყველაზედ. საკმაო იყო რომ ერთს წაეკითხა. რაღაცა ბედზედ პირველმა წამკთველმა იმავე საღამოს გამოაცხადა შეკრებულებაში ხაბარდას საგანი. ვისაცკი მოუდის ცისკარი იმავე ღამით წააკითხეს, მაგრამ ვისაც არ გამოუწერია წრეულის ცისკარი არც ის დარჩა პირდაღებული. არ იყო იმისთანა ცისკრის გამომწერი, რომ ორს ან სამს არ ეთხოვა მისთვის ცისკარი: „ხაბარდა რომ წერია ის მათხოვეო“ მრავალმა იცნო თავისი თავი მეთუთუნეს და ხუროს ცოლებში.
აქ, ქუთაისში, ხაბარდა დიდ მოდაშია. შესანიშნავია რომ ეს ქალაქი ასრულებს პარიჟის ბრძანებებს მოდების ნაწილზედ (ყველამ იცის რომ პარიჟიდგან გამოდის ახალი მოდები) მაგრამ როდესაც ის ბრძანება გამოიცვლება, მაშინკი არ დაყვება პარიჟს ნებაზედ. ასე რომქუთაისში შეიძლება რომ კაცმა ნახოს ყოველი ხნის ტანისამოსი ძველი და ახალი, ნათქვამია რომ ვინც კანონს დასდებს მან დასჯაც უნდა დასდვას იმაზედ, ვინც იმ კანონს არ აასრულებსო. ეს ამაზე ვთქვი, რომპარიჟი რადგან მოდების კანონებს სდებს, დასჯაც უნდა დასდვას მის აუძულებლობისათვის. პარიჟში რომ ხაბარდა შემოიღეს, აქ მაშნვე უცფათ გაიკეთეს ხაბარდა და ეხლა, როდესაცპარიჟში ძალიან ცოტას აცვია ხაბარდა, აქ უფრო და უფრო განიერებს იკეთებენ. სჯობდა რომ ეს მოდა სულ არ შემოეღოთ, მაგრამ ეხლაპარიჟმა შეიტყო ზარალი ამა მოდისა და როდესაც იქ გარდააგდეს ყველა ჟურნალებმა აქ ეს გარდაგდება ხაბარდისა. ისინი ანბობდნენ მაშინ, რომ დიდი ხანია დრო იყო ამ მოდის გარდაგდებისაო. აქ უშველებელი რიცხვი იყიდება, დღითი დღე უფრო და უფრო გასავალი აქვთ იმ მართულებს. ყოველ ფოჩტის დღეს აქ მოდის რამდენიმე ასი არშინი ხაბარდა გასაყიდავათ. მოდის გარდა ცოტა შემატება კი არ იქნება ხაბარდის გარდაგდება. რა არის ეს ფოლადების მავთულები.ჯერ თავად ხაბარდას ფასი აქვს, მერე ხაბარდაზედ ჩასაცვამი კაბა განიერი უნდა იყოს, - ეს ორი, ამასთანავე, აქაური ხაბარდა მე მგონია პრივი დეღიროფანის ფაბრიკაში არ არის გაკეთებული ამიტომ, რომ მალე ტყდება და ამისთვის გამოცვლა უნდა, მალმალე უნდა იყიდოს, ისე უხაბარდოდ არ გაიაროს. გატეხილის ხაბარდის თავები რქებისავით ექნება გამოშვერილი, არც ასე გაივლის, უახლოთ არ შეიძლება სიარული, ამასაც ფასი აქვს, ესეც სამი ზარალი ხაბარდისა. უფ. ჩვენი მოლაყბე უფრო კარგათ მოსთვლის ხაბარდის ზარალს.
ამ ხაბარდას რომ გარდააგდებენ მე სწორეთ ამისთანა თაფლის სამთელს დავანთებ ხატის წინ, რომ ხის სიმსხო იყოს როგორც ანბობს გოროდჩინი გოგოლის კომედიაში „რევიზორ“ ბევრნი ანბობენ, რომ სამადლობელ პარაკლისს გარდავახდევინებთო, ამიტომ რომ ქუთაისში პატარა და ვიწრო სახლებია და ხაბარდას გამო სახლში აღარ უშობენ კაცებს. ამ მოდის გარდაგდებაკი არ იამებათ ვაჭრებთ, ამიტომ რომ ზოგიერთ იმათგანს შაკარიის იარმუკიდგან დაუბარებიათ ათას-ათასობით ხაბარდა. თავის ზარალი ვის იამება.
ქუთაისი ერთი პატარა ნაწილიატფილისისა ამის მზგავსად ქუთაისში არის პატარა ნაწილი ტფილისის პალე როიალისა. ამ ნაწილს შეადგენენ მრავანი იქ და აქ დაფანტულნი მაღაზიები ევროპელ ვაჭრებთა. ეს მაღაზიები დღითი დღე სავსენი არიან ქალებითა, და რადგან აქ მაღაზიებს აკეთებენ ვიწრო ვიწროს, სულ გაჭედილნი არიან მათი კაბებითა. ძალიან სასარგებლო იქნება რომ აქ ორი ან სამი მაღაზიები ერთათ შეაერთონ, არა საქონელის დასატევისათვის, - მყიდველებისათვის. ქ. ტფილისის პალეროიალში რომ საქმეებია აქაც ბევრი არიან იმისთანები. აქ ძალიან ბევრნი არიან მეთუთუნეს ცოლის მსგავსნი, არც ხუროს ცოლის მსგავსებშია აქ დასაკლისი.
ძალიან გამაგრებულათ ბუდობს აქ ერთი ძველი მოდა: ლოტტო. აქაურ ქალებს არ შეუძლიან რომ ერთი ღამე გაატარონ ისე, რომ ლოტტო არ ითამაშონ. ეს საშინლათ თვის შესაწყენი თამაშობა შეაქცევთ მათ, ორს, სამს და ხან და ხან ოთხის საათის განმავლობაში. გასაკვირველია რომ მათ არ შეაწყენს თავს. თუ ვინმეს გნებავთ ამ თამაშობით თავის შეწყენა იგრძნოთ, მეოთხედი საათი ითამაშეთ და მგონია თქვენ დღეში თვალის დასანახავათაც შეგზარდეთ. ეს თამაშობა ქალებისათვის და პროფერანსის კაცებისათვის არიან აქ უპირველესნი თამაშობანი; მაგრამ აქ ლაპარაკი ჩამოვარდა ლოტტოზედ. მართალია რომ ლოტტო ისე საშინლად ჯიბეს არ ათხელებ როგორც მორა -ანტიკი, რომელსაც მოდა აღარ სწყალობს და მის მაგიერათ სწყალობს ფრანცუზელს მორას, მაგრამ ჯიბის მაგიერათ თვალებს ავნებს. საძაგლათ ავნებს ეს თამაში მათ, ვინც ძალიან მხიარულნი არიან. თუკი ვინმემ დაილაპარაკა ან გაიცინა, მაშინვე ისმის „აა! შენი ჭირიმე განიმეორეთ უკანასკნელი ნომერი, ბძანეთ, ბძანეთ“ ეს ორი ან სამი საათი ასე უსაუბროთ გატარებული ძალიანს ასიამოვნებთ ქალებს. ეს ნომერი რომ ამნო გავაკეთო, ან ტერნო, ან მოვიგო, ძალიან ავნებენ ქალებს. არ შეიძლება რომ თამაშობაში ადგილი არ გამოიცვალონ, ვითომ ადგილიდგან არის მოგება და აწაგება. ყოველ მხარედგან ისმის აურიეთ, აურიეთ; ამას მოუმატეთ, ტრიცატ პიატ,
სოროკ ვოსემ და აი ლოტტო!
ქუთაისის მეჭორე
ქ.ქუთაისს
![]() |
14 წიგნი მიწერილი „ცისკრის“ მკითხველებთან |
▲back to top |
წიგნი მიწერილი „ცისკრის“ მკითხველებთან.
ამ წლის იანვრის ჟურნალში წავიკითხე, ბაქარ ქართლელისაგან თეიმურაზ ვაკელთან მიწერილი წიგნი თავის თხოვის პასუხით. საკვირველია და საოცარი აზრი წიგნისა ამის, რომლისაცა დაწერა მე მივიჩემე როგორც იტყვიან ჩვენში, თითქმის წინასწარმეტყველს. ისე დამაფიქრა ბაქარ ქართლელის მიწერილმა წიგნმა და შემაწუხა, რომ ასე მეგონა, ჩემი შინაური მეგობარი ვინმე ჩასულა და ბაქარ ქართლელისათვის უანბია ჩემი გარემოება მეთქი. აი თუ სიმართლით არა ჰსწერდა ბაქარ, თუნდა ჩემის თავითგან ავიღოთ: 1858 წ. მოვაწერე ხელი და წარვგზავნე ფული კიდეც რედაქციაში წესდებულებისამებრ, - შემდეგ ერთის წლისა გადამავიწყდა გაგზავნა ფულისა, ამის მიზეზით რასაკვირველია ვეღარ მივიღებდი წესისამებრ რედაქციიდგან ცისკრებს, მარამ რადგანც მიცნობდა უფალი რედაკტორი კერესელიძე რომ არ მომდიოდა ფულის გაუგზავნელობა სიძუნწით და მომდიოდა მხოლოდ ზარმაცობით და დაუდევნელობით, მაინც გზავნიდა უფასოთ და მოსაგონებლად. ამ 1860 წლის, აინვრისა და ფებერვლის ცისკრები რასაკვირველია გრძნობაში მომიყვანდა, როგორათაც ბაქარ ქართლელისაგან მიწერილი წიგნი თეიმურაზ ვაკელთან, ეგრეთვე წარმოგზავნილი ჟურნალი ჯერ კიდევ უფასოდ უ. კერესელიძისაგან. პირველად ეს უნდა მოგახსენოთ, რომ საშინლათ მიყვარს სხვამ წაიკითხოს და მე ყური უგდო იმ წიგნსა, რომელშიაცა მე ფული მიმიცია და მომიტანინებია და სხვანიკი კითხულობენ. ეს არ ვიცი რას უნდა მივაჩემო? დიდ კაცობასა, დაუდევნელობასა, თუ ზარმაცობასა. ზოგნი კი მეუბნებიან, ვითომც დიდ კაცობისაგან მომდიოდეს და ზოგნი ვითომც ზარმაცობისაგან, მარამ მე თავს ვმართლულებ ამით, რომ მიეჩემება დაუდევნელობასა და არა ზარმაცობასა.- თავი ასე გავიმართლე ვითომც ბევრი წავიკითხო, თვალები მეტკინება მეთქი. რასაკვირველია თუკი მე ამ მიზეზებს ვფიქრობ და მეზარება წაკითხვა ჩვენის კარგისა და ტკბილის ენისა; მეზარება განვრცელება დაუვიწყარის და მამაპაპათ ენისა, მომავალნი, რომელს საფუძველზედღა უნდა დაემყარნენ? რასაკვირველია საცა ჩემი თავი ვნახე მაგალითად, რამდენი ჩემისთანანი იქნებიან ამისთანას რიცხვში დარჩომილნი. მე რომ წავიკითხე შედგენილი სია, რომ მრთელსქართლსა დაკახეთში ყოფილან ხელის მომწერნი 118 კაცნი, მაშინ ვიგრძენ და ვიფიქრე: ვაიმე ჩვენო ძველო ბერო კაცო, წახვედი საუკუნესა და ვიღა გიპოვით, რაკი აღარა სჩანს მომატებით მძებნელი ბერის კაცისა და მსურველი თავიანთ ენის განვრცელებისა, ამის მიხედვით უნდა დაუტევოს რედაკტორმა კერესელიძემ თავისი ძვირფასი შრომა და მიმართოს ან მართალს უდაბნოსა და ანუ მაღალოვანსა კლდესა.
თ. ტატო მაყაშვილი