ივერია (30)1877.22.09



1877.22.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენცია.)

თელავი — ხუთს სეკტემბერს შუაღამისას ზარების რაკა-რუკმა ფეხზედ წამოგვაყენა. ერთი რამ უცნაური მოვლინება გვეგონა. გავეშურენით სალაყბოსაკენ. იქ დაგვხდა თელავის მმართველის თანაშემწე, უფ. დროზდოვი. ყვიროდა და ძლივს სულს იბრუნებდა, — ჩქარა გამოვიდეს ჯარი, ლეკები მოდიანო. ეცნენ კიდევ ერთმანეთს საწყალი გლეხ-კაცები, თოფი არსად, წამალი არსად წასულიყვნენ, მაინცა და მაინც თელავის მაზრაში ხუთასი კაცი მოკრიფეს. სამასი კაცი ბეჟანიანისაკენ გაგზავნეს, — ორასი კაცი თელავში. ანწუხელები და კაპუჭელები გადმოსულიყვნენ ჩადუნიანის თავში, რომელიც მდებარებს 16 ვერსტზედ საცხენისიდამ ჩამოსვლისავე უმალ დასცემოდნენ კაბალზედ ხალხს საქონელი დაეტაცნათ, ხალხი დაეხოცნათ. მერე ბეჟანიანელები მეემწევდივათ რამდენიმე სახლობა, რომელნიც დასახიზნავად მიდენილიყვნენ, — ისინიც დაეხოცნათ. აქნობამდე ისინი ელოდნენ თურმე თავიანთ მომხრეებს, რომელთაც სიტყვა მიეცათ ჩამოსვლისა — მაგრამ იმათ თოფი იარაღი აუყრიათ კიდეც და თავიც დაუკრავთ თ. ნაკაშიძისათვის

ამ ანწუხელებს და კაპუჭელებს კიდევ უთარეშნიათ თურმე ბეჟანიანელებზედ, — მაგრამ ამბობენ ჯარს, რომელიც ლაგოდეხიდამ ყოფილა გამოგზავნილი, გზა შეეკრათ და ლეკები დაქსაქსულიყვნენ ტყეებში. ჯარს ჰქონდა ერთხელ შეტაკება და 30-დინ მოეკლათ ლეკები. იმედია, რომ ამათ თავიანთ ადგილს აღარ აუშვებენ და აქვე გაუთხრიან სამარეს, ამ ამბავმა და ნამეტნავად უფ. დროზდოვის ფაცხა-ფუცხმა მეტად შეაშინა ხალხი. გაღმა მხარი გამოღმა მხარეს გამოიხიზნა. ეხლა მშვიდობიანობაა.

სურამი 6 სეკტემბერს. ჩვენში კალოობა გათავდა. გლეხებმა შეალაგეს ბზე საბზელებში, პური ამბრებში, და ცოტხ-ფოცხები დერეფნებში. მოსავალს წრეულს კარგი პირი ჰქონდა.

თვითონ საწყალ გლეხებს თავიანთი ნაშრომ-ნაღვაწი არ შერჩათ, წაიღეს, დაირიგეს ზოგი პოღოსამ ზოგი ყაყო ურიამ, ზოგი ვინა და ზოგი ვინა... სხვანი ირიგებენ იმის ნაშრომ-ნადაგს, ის კი გულზე ხელდაკრეფილი უყურებს და გულში კი სისხლის ღვარი სდის, მაგრამ რა ქნას საწყლმა? ხელიდამ რა გამოუვა? გლეხმა კარგად იცის, რომ უპოღოსოდ და უყაყოდ იმისი საქმე იოლად ვერ წავა; ვისი იმედი უნდა ჰქონდეს გაჭირვებაში? თავად-აზნაურებისა, თუ ბანკისა? გლეხმა ძალიან კარგად იცის რომ, როცა გაჭირვება დაადგება, პოღოსას და ყაყო ურიის სინდისს უნდა მიეკედლოს. კიდევ ვიკითხავ: მაშ რა ჰქნას? ეგენიც რა შვილები ბძანდებიან ყველამ ვიცით. სხვაგან არ ვიცი, აქ კი ძალიან უსინიდისოდ იქცევიან ეს პატიოსანი გვამნი. როცა მაზრის უფროსის მოწერილობა დარიგდება სოფლებში ფოშტის ფულის გარდასახადის შესახებ, მაშინ გასწევენ სოფლებისკენ სურამელი ვაჭრები და „პოდრიადჩიკის პრიკასჩიკები“ და გლეხებს ალღოს ააღებინებენ რომ ფულით მოვსულვართო, როგორც კატა ძეხვსა, ისე შესცქერის ამათაც გლეხ-კაცი და თანაც აგონდება ფოშტის ფული — გული უძგერს მასზედ, — გამოართვას ფული თუ არა. საწყალმა კარგად იცის, რომ ფოჩტის ფულები არ გაისტუმროს, ბიაირუდ გახდება, გაუყიდიან ან საქონელს ან ტაფა ქვაბს!.. რა ჰქნას? მიდის და ჯერ არ დათესილს პურს და ქერს ყიდის ოხერი ფასად დაჰპირდება, რომ კალოზე აგიწყავო პურსა და ქერსაო. ეს კეთილის მყოფელებიც სიხარულით ურიგებენ ფულებს და იმ ფასს ჰსდებენ პურზე და ქერზე, რა ფასიც ხელს მისცემსთ. გლეხი იმ წამს ამით კმაყოფილია, იმიტომ, რომ თავიდამ იშორებს ფოშტის ფულს, მაგრამ ის კი არ იცის, რომ ეს ამბავი ერთი ხუთად დაუჯდება ბოლოს.

ამ მდგომარეობაში არიან თითქმის მთელი სურამის საპრისტაოში მცხოვრები გლეხები. ამის გამო სურამის საპრისტაოში საამხანაგო ბანკი აუცილებლად საჭიროა.

ბანკსა ვჩივით, მაგრამ იმ აქლემისა არ იყოს, სხვა რა გვაქვს სწორე, რომ კისერი გვქონდესო…

სხვა ჩვენში ახალი ამბავი ეს გახლავს: სურამი გაიწურა, მარიამობისთვის ოც-და-ხუთიდამ ისე აცივდა, რომ თითქმის თუ არა თბილის ტანისამოსით კაცს ვერ გამოესვლება. რაც საზაფხულოდ მოსულები იყვნენ აქა, სულ დაიქსაქსნენ, დავრჩით ჩვენ და ჩვენი წითელ-ჯვაროსნები.

ჯარიხ მოძრაობამ აქაურობა გააღვიძა. გავლილისთ თვის ოც-და-შვიდიდამ დაწყობილი-ჯარმა დაიწყო დენა, გრენადერის დივიზია მიდის ქურუქდარაში. ეს ჯარი მიხაილოვამდისინ მოდის რკინისგზით, იქ ჩერდება ერთ ღამეს და მეორე დღეს ჩქარის სიარულით გაემგზავრება ხოლმე ახალციხისკენ. ჯარისკაცნი (სალდათები) მხიარულად არიან და აქვთ მხნე შეხედულება. მარტო ერთი იმათი შეხედულება გვარწმუნებს, რომ, როცა ისინი მივლენ თავიანთ დანიშნულ ალაგას, სიცხეს მიაყენებენ თავ წითელა თათრებს, მაგრამ მარტო ხელმა რა ქმნას, თუნდა რკინისაც იყოს.....

აქ მყოფი მოსკოვის აზნაურთა საზოგადოება დაუხვდა ამ ჯარს ჩაით. მშვენიერს ბაღში, ხეებ ქვეშ გამართა ფიცრის ტაბლები; ზედ გაამწვრია ჩაის ჭიქები და ხასი პურები. როცა ჯარი მოვა, მოიწვევენ ხოლმე ტაბლებთან და მთელს ჯარს ასმევენ ჩაის. თვითან უფ. შერემეტიევი თავისის მეუღლით და მოახლებით ემსახურებიან ჯარს, რასაკვირველია ამ ნაირი გულმტკივნეულობა გულს გაუკეთებს მეომრებს. ჯარი მიდის ბორჯომის ხეობაზე და გადადის ბაკურიანის უღელტეხილზედ, სადაც დაქნილია ახალი გზა, მაგრამ უღელტეხილზედ ჯარს დაბრკოლება მიეცა, რადგანაც უღელტეხილზედ თოვლი მოსულა და აუტალახებია. ეს გზა თუმცა ვაი-ვაგლახით გაკეთდა, მაგრამ ამ გაჭირვების დროს ვერაფრად გამოადგა ჯარხა. ამის გამო ჯარმა შეიცვალა გზა და ეხლა მიდის ახალციხეზე, იქიდამ მივა ახალ ქალაქსა და ახალქალაქიდამ გასწევს ქურუქდარისაკენ.

ამ მოძრაობის გამო ბეგარა გახშირდა. ყველა სოფლებიდამ ჩამოიყვანეს ურმებით გლეხები და აზიდვინებენ ჯარის ბარგსა. გლეხთა სიტევით, ზოგჯერ თურმე იძლევიან „პრაგონის“ ფულებს ღა ზოგჯერ კი..... დღეს პოლტავის პოლკმაც გაიარა, რომელიც ისეთივე ჩქარის სიარულითა მიდის მოკლეს გზით არტაჰანში.

ერთმა ახალციხიდამ ჩამოსულმა კაცმა გვიამბო, რომ ახალციხე არის მეტად ცუდს მდგომიარობაში. სიძვირეა ყოვლიფერისა, მცხოვრებნიც შიშ-კანკალში ვართო; ერთი სოფლიდამ მეორე სოფელში მგზავრი დიდ შიშიანობას გამოივლის ხოლმეო; სოფლებზე დაცემა აჭარლებისა, ტყვედ წასხმა და ავაზაკობა გახშირებულიაო. „თავად არ იყო ძმარიო, შიგ შეურიეს წყალიო“. როცა ომი არ იყო. რა მდგომარეობაში იყო ახალციხე, რომ ახლა რა მდგომარეობაში უნდა იყოს.

ს. ბავრელი.

საგარეჯო 5 ენკენისთვეს, — მე მსურს ვაცნობო საზოგადოებას ახლად შეშინებულის სამეურნეო იარაღის მოქმედება. მე ვამბობ ახალ კევრზედ, რომელიც გააკეთა ნიკო ავალიშვილმა. ამ კევრს გარდა, ავალიშვილს მთელი კალო აქვს მეხანიზმით მოწყობილი რომელიც ჯერ-ხანად მხოლოდ ნიმუშად (მოდელად) აქვს გაკეთებული და მოქმედებაში ვერ მოუყვანია ერთის გარემოების გამო. ეს გარემოებაც ჩვენი კევრის უჯიშობა იყო. ჩვენ როგორც ვიცით, ეს ერთი წელიწადი იქნება, რაც ავალიშვილი ცდილობს რომ თავის მეხანიზმს შესაფერი კევრი აურჩიოს. მგონი რაც ქვეყანაზედ კევრები — არც ერთი არ დარჩენია გაუცნობელი. ამათ შორის იმან თავისთვის შესაფერად დაინახა სპარსელი ქართვლის ალექსანდრე ონიკაშვილის ნაამბობი კევრი, რომელსაც ხმარობენ თურმე სპარსეთში გარ,დასახლებული ქართველები. ნიკო ავალიშვილმა გააკეთა ეს კევრი, რასაკვირველია ზოგი თავისიც დაუმატა, და მოინდომა ჯერ ცალკე ამ კევრის გამოცდა.

ხუთ სეკტემბერს ეს კევრი მოიტანეს კალოზე, სადაც იყო. ჩაშლილი ურემ-ნახევარი ძნა. ამ კევრში შეაბეს ერთი ცხენი და კევრზე დაუგდა თვითონ ნიკო ავალიშვილი. ცხენი ძრიელ თავისუფლად დაახრილებდა კევრს; მეც ზედ შევუდექი, მაგრამ მაინც კიდევ ცხენი სრულიად სიმძიმეს არა გრძნობდა და თავისუფლად დაგვარბევინებდა.

ამ დროს იქვე ჩვენ მეზობელსაც ება კალო, რომელსაც იმდენივე ძნა ჰქონდა ჩაშლილი და ება ერთი ცხენი და უღელი ხარი, (ე ი. ორი კევრი). რასაკვირველია ახლა უფრო ადვილად გავიგებდით. — ეს ახალი კევრი რამდენად ჩქარა და კარგა გალეწავდა, რადგანაც შესადარებლად იქავ თვალ-წინ ჩვენი ჩვეულებრივი ქართული კევრი მოქმედებდა. მეზობელმა შეაბა დილის შვიდ საათზე, ხოლო ჩვენ რვა საათზე. ორივემ გავათავეთ ლეწვა ნაშუადღევის ოთხის ნახევარზე: მაგრამ აი რა განსხვავება ვპოვეთ: ამ ახალ კევრში ნაბამი ცხენი ჯაფას არ ამცნევდა, გამოშვების შემდეგ სრულიად არ ეტყობოდა კალოში ბმულა თუ არა. მაშინ როდესაც ჩვენის ქართულის კევრის თრევით მეზობლის ცხენი საშინლად მოქანცული იყო. ბზე ახალის კევრით გალეწილი ძრიელ რბილია და მუხლებშიაც დაჩლეჩიალი, ასე რომ ჩელხი ძალიან ცოტა აზდევს;

ამ ბზეს საქონელი ზედ დააკვდება, ერთს მუჭასაც არ გაუშვებს იაგაში შეუჭმელს. ქართულის კევრით გალეწილი ხმელია, ხული რომ მოავლოს კაცმა, ჩხვლეტას დაუწყებს ხელში, მაშასადამე საქონელსაც დაუწყებს პირში ჩხვლეტას: ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ ზამთარში საქონელი ნახევარზე მეტს ბზეს სტოვებს ხოლმე ბაგაში შეუჭმელს. ეს ახალი კევრი ზომიერი სიდიდისაა (აქ უნდა ვსთქვა, რომ ავალიშვილს კიდევაც პატარა გაეკეთებინა). როგორც გამოვცადეთ, ერთი ამ კევრის ნალეწი უდრის სამს ქართულის კევრის ნალეწს, ბზის უკეთესობით. ერთ ცხენს შეუძლიან ამისთანა სამი კევრი თავისუფლად ატაროს, ასე რომ ცხენს არავითარი ძალა არ დაადგება. ვინც ნახა, ყველა გლეხმა მოიწონა ეს კევრი. ეს კევრი იმითია უფრო კარგი, რომ მეტად უბრალო რამ არის, ყველას შეუძლიან ამისი გაკეთება. მარხილსა ჰგავს, მარხილივით აქეთ-იქით ხელნები აქვს, თავი ვიწრო ბოლო განიერი; ხელნებში ღერძებია გაყრილი, ღერძებზეა არის ასხმული თხელი რკინის პირიანი გოგორები, რომლებიც ღერძებზეა დამაგრებული და მოქმედობის დროს ღერძები ხელნებში ტრიალებენ. ხელნები მაღლა ჰსდგას, ზემოდამ შეკრული ფიცარი ჰხურამს, რომელზედაც კაცი დაუდგება. სულ აქვს ექვსი ღერში და ოც-და-თერთმეტი გოგორა, მაგრამ საჭიროა შვიდი-რვა ღერძი და ორმოცი, ორმოც-და-ათი რკინის გოგორა. ბოლოზე აქვს თვითონ ავალიშვილისგან მიმატებული საქცევი ფოცხი; შემდეგ ორთითით ქცევისა გაუკეთდება ეს ფოცხი და მუდმისად თვითონ უქცევს ძნას. ეხ ფოცხიც ღერძებზეა გაკეთებული, ბოლოზე დატრიალებს, როგორც პირველი ღერძები. ერთის სიტყვით ნ. ავალიშვილმა თავისი მაშინა-კალო რომ როგორმე ვერ მოაგვაროს, მაინც საგარეჯოს საზოგადოება იმასაც დიდად დაუმადლებს, რომ ეს კევრი შემოაღებინოს ჩვენ საზოგადოებას. პირველად საქონელს გამოისხნის იმ ტანჯვისაგან, რა ტანჯვაშიაც ჩვენს კევრებში არიან ხოლმე, დილიდგან საღამომდინ ათრევენ კოხიან ფიცარს და სულები ხდებათ; მეორეთ, გამოიხსნის მძიმე შრომისაგან თვითონ დედაკაცებსაც, რომლებიც ეხლა მუდმივად დგანან კალოზე თან უქცევენ და თან უსწორებენ კევრისაგან ახვეტილს ძნას. ამ ახალის კევრისაგან დახვეტა შეუძლებელია. ვისაც სურს ნახოს ნიმუში ორთავე კევრის ნალეწის ბზეებისა შეუძლიანთ მიმართონ თვითონ ნიკოლოზ ავალიშვილს და მაშინ დარწმუნდება, თუ რა სასარგებლო იქნება ამ ახალის კევრის შემოღება.

ა. კავთელი.

გაკვრით

(შემდეგი)[1]

სხვათა შორის ჩვენს მთის ხალხში შკოლებსა აქვს ერთნაირი დაბრკოლება, რომლის გამოც ძვირად წავა იმათი (შკოლებისა) საქმე ხეირიანად. მე ვამბობ აი რა დაბრკოლებაზედ: ჩვენი მთის ხალხი ალაგის უქონლობის გამო არის ძალიან გაფანტული, ასე რომ, მაგალითად მთელს ფშავის ხევში ძვრად იქმნება სოიფელი, რომ ოცი კომლი იდგეს ერთად. ზოგს სოფელში დგას ორი კომლი, ზოგან სამი და არის ისეთი სოფლებიც, სადაც კომლის მეტი არ არის. ეს სოფლები ჯერ არ არიან ერთმანეთზედ ძალიან ახლო და მეორეც ღელე-ღულე გზები უფრო აშორებენ ერთმანეთისაგან, რადგანაც შეგირდებს ძრიელ შორიდამ მოუხდებათ სიარული, ასე რომ ძალიან გაუჭირდებათ თავიანთ სახლებიდგან შკოლაში მისვლა, ამის გამო ცხადია, რომ შკოლის საქმე ძრიელ უნდა შეფერხდეს. თუ ამას მიუმატებთ, რანაირი თოვლი და სიცივეები იცის აქა, საკმაო იქნება, რომ აღარა გვქონდეს ეჭვი ეხლად ნათქვამში. და აი ამისთანა სოფლებში არსებობენ სასოფლო შკოლები. მე ვიცი, მაგალითად, ფშავის ხევში სოფელი, სადაც მარტო სამი კომლი არის: მღვდელი, დიაკვანი და მასწავლებელი და ამ სოფელში არის შკოლა. ის გარეშემო სოფლები. საიდგანაც შეუძლიათ შეგირდებს სიარული ან შეადგენენ ხუთმეტ კომლს, ან იმასაც ვერა. ბევრით მომეტე ბული ნაწილი ამ შკოლას შეგირდებისა არიან სსვა შორეულის სოფლებიდგან. მართლაცდა რომ დაფიქრდეს კაცი, საცოდაობის სახილვებული არის მათი სწავლა. შაბათს რომ გათავდება გაკვეთილები. უნდა წავიდეს შეგირდი შინა, დაარეცხინოს. დააკერებინოს, წამოიღოს კვირა დილით თავისი ერთი კვირის საგძალი და წამოვიდეს. რა შეადგენს იმის ერთის კირის საგძალსა? გამხმარი ხმიადი,რომელიც უფრო ხმება ერთის კვირის განმავალობაში და ობი ეკიდება.თუ ამას მიუმატებთ ისეთსვე გამხმარს კალტსა (ყველის მსგავსია,მაგრამ ისეთი ხმელი,რომ ურიას რომ თავ-დაარტათ, გაქრისტიანდება), მაშინ ჩამოთვლილი გვქშინება საზრდო, რომლითაც იძულებულია იკვებოს საწყალი შეგირდი კვირითი-კვირამდენ. არც მეტს სანუგეშო სურათს წარმოგვიდგენს იმისი დღე და ღამის სადგომი, შკოლას სხვენი, რომელსაც შესავლითა აქვს იმოდენა ჩუჩრუტანა, რომ კაცს ძლივს შეუძლიან წვალებით შეძრომა, სადაც მუხლამდინ ჩავარდება კაცი ნაგავში და მტვერში; სადაც ზამთარში სიცივე გაუჭირეს კაცს საქმეს და ზაფხულში სიცხე, რაც გინდა უგრძნობელი აგებულებისა იყოს; თავით — ქვა, ნუ შეშის ნაჩეხი და ზედ ან ნაბადი და ან ტყავი, აი ამ შეგირდების ზამთარ-ზაფსულის სადგომი, საგები და სახურავი სახელდობრ, იმ შეგირდებისა, რომელნიც თავიანთ სახლებიდგან ვერ დადიან სიშორისა გამო. მართალია ყოველი შკოლა ესეთი არ არის, მაგრამ მე მინახავს და ეხლაც არსებობს ესეთი შკოლა. უყურე, მკითხველო, შეგირდის მოთმენასა! რას არ ითმენს საწყალი ყმაწვილი, ოღონდ კი ასწავლონ რამე! ნუ თუ ღირსი არ არის ეგეთი ხასიათის შეგირდი, რომ მიიღოს მადლიანი სწავლა, და რა ის უკუღმართი, ცრუ პედაღოღიური რასაც ეხლა ეძასიან ახალს პედაღოღიურს სწავლას! იტანჯება საწყალი შეგირდი, იკლავს თავს რუსულ ფრაზებზედ, და ისწავლის რამდენსამე იმათგანს და ეს სულ რისთვის? რასთვის ატარებს თავის სიცოცხლის საუკეთესო დროს იმისთანა ძალ უმადურს ცხოვრებაში? მხოლოდ იმისათვის, რომ გამოვიდეს შკოლიდამ და ისე სამუდამოდ დაკარგოს, ის ფრაზები, როგორც დაკარგა იმან თავის სიყმაწვილის საუკეთესო დრონი!

X

ამ სამიოდე წლის წინად სად იყო, ვინა ჰნახავდა კახეთის სოფლებში შკოლებს? ეხლა რომ გაიაროთ კახეთში, გაგაკვირვებთ შკოლების სიმრავლე. ეს რასაკვირველია, ძრიელ სასიამოვნო ამბავია და კიდეც გვიჩვენებს იმ გარემოებას, რომ ჩვენს დაბალს სახლშიაც გავრცელდა სწავლის საჭიროება. უნდა ისიც ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი დიდის სიამოვნებით და თითქმის ხელგანპყრობით მეგება ამ შკოლების გამართვასა, მაგრამ, ვაი თუ აქაც ის იქმნას, რაც ხალხის თავს ძრიელ ხშირად მოუვა ხოლმე ისე მალე გაუგრილდეს გული იმ საქმეზედ, რომლის დაწყობასაც ესე მხიარულებით მიეგება ეს რომ ესე მოჰხდეს, თუ მომხდარიც არ არის, ამაში ხალხი აროდეს არ იქმნება დამნაშავე, არამედ ის პირნი, რომელთ ხელშიაც არის ამ საქმის წარმოება. რა საჭიროა იგავებით ლაპარაკი: საქმე იმაშა, მომეტებული ნაწილი კახეთის სასოფლო შკოლების მასწვლებელთაგანნი მოუმზადებულნი არიან თავიანთ საქმის რიგიან წასაყვანად. ეს გარემოება შეუძლებელია, რომ არ გამოჩნდეს ხალხის შეხედულობაზედ. შესახებ შკოლის საქმისა არის ერთი ღონისძიება, რომლითაც ამ სენს შეგვიძლიან წავართოთ ძალა, — ეს ღონისძიება არის მასწავლებლების შეყრილობა ყოველს ზაფხულს და იმათი ვარჯიშობა.

(შემდეგი იქნება.)

დ. რ.

_______________

1 ივერია, №29

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

აჯანყება გუნიბიდამ 9 ენკენისთვეს ყაზიკუმუხისა და დარგინის მაზრასაც მოსდებია. ჯანყებულნი ყუმუხის მაზრის გამგეობას დასცემიან და სრულიად ამოუწყვეტიათ. ამაობაში დაღუპულან პოლკოვნიკი ჩემბერი, გამგეობის მოხელენი და ორმოცდა ათამდე ჯარის-კაცი. 11-ს ენკენისთვეს არეულობა სამხრეთ დაღესტანშიც გაჩენილა, სადაც აჯაყებულა ტაბასარანის მაზრა იმავ დროს თ. ნაკაშიძის და ტერ-ასატუროვის მარჯვე გუნდებს დაუმარცხებიათ რამდენიმე ალაგას აჯანყებულნი და სხვათა შორის სოფ. ლავაშთან გაუფანტავთ ექვსას აჯანყებულთა გროვა და მით შუა დაღესტანში თითქმის სრულიად შეუწყვეტიათ არეულობა. ჯარი შემდეგ კაიტახის მაზრას წავიდა, სადაც ყოველი ღონისძიება არის ხმარებული შუა-დაღესტნის აჯანყების მოსასპობლად ყველა ამ საქმეში ჩვენის მხრით ხუთი ჯარის-კაცია მოკლული, და დაჭრილთა შორის სამურსკის პოლკის პოდპორუჩიკი პროკოპიევი, პრაპორშჩიკი ბიკოვსკი და 40 ჯარის- კაცი (მათ შორის მილიციონერებიც).

— 15 ენკენისთვეს ღენერალ-ტერღუკასოვისა და იზმაილ-ფაშას ჯართა შორის ბრძოლა გამართულა. იზმაილ ფაშის ჯარი რუსის ჯარს დასცემია, მაგრამ ჩვენებს უკუ უქცევიათ და დიდი ზრლიც მიუციათ. ჩვენის მხრით თექვსმეტი ჯარის-კაცი მოკლულა და 148 დაჭრილა. გარდა ამისა დაჭრილთა შორის არიან: ღენერალი დეველი, კუბანსკის პოლკის უფროსი პოლკოვნიკი კობენინი, პოდპორუჩიკები სტარცევი და გუსეინოვი; სტავროპოლის პოლკის პორუჩიკი გოლოვინი; დერბენდის პოლკის პრაპორშჩიკი სმირნოვი; არტილერიის პორუჩიკი ვოლჟენსკი და პრაპორშჩიკი ლიპინსკი. გაკაწრულთა შორის: კუბინსკის პოლკის პოდპოლკოვნიკი მდივანი, შტაბს-კაპიტანი ბაქრაძე, პოდპორუჩიკი კუზნეცოვი, და არტილერიის პოდპოლკოვნიკი კოლოდეევი.

— 10 ენკენისთვეს ოსმალოს ათი ათას ქვე ჯარს თვის არტილერიით, რომელიც სოფიის გზაზედ მოძრობდა, უკუ უქცევია რუსის ცხენოსანი ჯარი და პლევნას შესულა.

გარდა ამისა ვიდდინიდამ პლევნისაკენვე დაძრულა ერთი კორპუსი ოსმალოს ჯარი, რომელსაც — თუ მართლია გაზეთის Голосъ-ის დეპეშა — წინ რუმინიის ჯარი დახვედრია და ბრძოლა გამართულა. ჯერ არავის იცის საქმე რით გათავებულა.

იმავე გაზეთის დეპეშა გვაცნობებს, რომ რუსის მთავრობას განკარგულება მოუხდენია ბოლგარიში რკინის გზების გაყვნისო.

— დუნაიის მთავარსარდლის განკარგულებით ინგლისის გაზეთის Standart-ის კორრესპონდენტი, უფ. ბოილი ბანაკიდამ დაუთხოვნიათ. ამის მიზეზი ესა ყოფილა: უფ. ბოილს პატიოსანი სიტყვა მიუცია, — არაფერს არ დავსწერ ჯარის განწყობილების შესახებო, და თავისი სიტყვა კი არ აუსრულებია. გარდა ამისა, დიდი მტრობა გამოუჩენია თურმე რუსის მხედრობისადმი, როცა მას შესახებ რამე უწერია.

— რუსის გაზეთს Голосъ-ს გენიდამ 19 სკტემბერს შემდეგი დეპეშა მოსვლია: „ბუხარესტიდამ ცნობა მოვიდაო, რომ მემკვიდრის ცესარევიჩის ლაშქარს დაუმარცხებია მეჰმედ-ალი (მთავარ-სარდალი ოსმალოსი) ყარა ლომზედ. ოსმალთ ორი ათასი კაცი დაჰზარალებიათ.

— გაზეთი Neue freie Presse-ს შუმლიდამ ჰსწერენ, რომ რუსის თარეში ჯარი ჰსდევნის ოსმალოს ჯარსო, რომელსაც პაპკოიდამ უკან დაუწევიაო. 13-ს სეკტემბერს რუსის ყაზახებმაო ყაპაცგი დაიყრესო.

— ნამდვილს წყაროდამ შეუტყვიათ, რომ სერია მალე მიიღებს ომში მონაწილეობას. ამბობენ რისტიჩს (სერბიის მინისტრია) ოსმალოსათვის მოუთხოვნია, „ჩვენს სამზღვარზედ მოგროვილი ჯარიო უკანვე წაასხითო, თორემ ეგ ომის მიზეზად შეიქნებაო“.

— 20 სეკტემბერს ჩვენებს მუხთარ-ფაშაზედ ძალიან გაუმარჯვნიათ ჩვენებს, აუღიათ დიდი აღნი. მუხთარ-ფაშა გარშემორტყმულია ჩვენის ჯარით, რომელსაც ყარსისაკენ მუხთარისათვის გზა გადუჭრიათ. ოსმალებს ხუთი ათას კაცამდე დაზარალებიათ, ას ორმოცი ტყვეთ დაუჭერიათ. ქალი წინამძღვანი ცხენოსანთ ბედუიინებისა ყარა-ფატმა მკვდარი უპოვნიათ. ჩვენგანნი ათას ხუთასამდე დაჭრილია მოკლულთა, რიცხვი ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილი. ჯერ კიდევ ომი მიდისო.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. მომავალ არჩევანისთვის მთავრობას როგორც მოგეხსენებათ თავისი კანდიდატები ჰყავს წამოშენებული და ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ ხალხმა უსათუოდ ისინი ამოარჩიონ. დეპუტატებად. მაგრამ ვაი ამ კანდიდატებს! ამათ თვითონაც არ იციან რა პოლიტიკის წარმომადგენელნი არიან და რა გზას უნდა დაადგნენ მომავალში. უოველს კანდიდატს მტკიცე მხედველობა და რწმენა უნდა ქონდეს და ჩვეულებად მიღებულია რომ ყოველმა კანდიდატმა თვის ამომრჩევლებს თავისი თავი უნდა გააცნოს, უნდა აცნობოს თავისი აზრი თუ დეპუტატობა სურს. მაგრამ ამ მხრით მაკ-მაგონის კანდიდატები დიდ საცოდაობაში არიან. ამას გვიმტკიცებს სხვათა შორის შემდეგი მაგალითი. ამას წინედ ლილ-ადამს, ესე იგი იმ ქალაქში, სადაც — თუ გახსოვთ ტიერმა ფიცხელი სიტყვა წარმოსთქვა უფ. სენარის სასარგებლოდ და ურჩია ხალხს სენარი ამოირჩიეთო — ლილ-ადამს მეთქი ყრილობა გაიმართა უფ. დეჰეინენისათვის, რომელიც მთავრობის კანდიდატია და სენარის მოცილეა. რა არის უფ. დეჰეინენი ან რა პოლიტიკის კაცია, — ეგ არა ვინ არ იცოდა. ერთი აგვიხსენ შენი პოლიტიკაო გვიჩვენე შენი აზრიო, ეუბნებოდნენ ამომრჩეველნი, მაგრამ უფ. დეჰეინენი მარტო ამას იაძახოდა: „ჩემი აზრი მარშლი და კონსტიტუციაა, მე მწამს კონსტიტუციაო; 1880 წელს კი (როდესაც მაკ-მაგონს პრეზიდენტობის ყავლი გაუთავდება) ხალხს მივმართავო და ვკითხავ რას ისურვებსო, სთქვა ბოლოს დეჰეინენმა. — მაშ რაღად გვატყუებო, მიუგეს ამომრჩევლებმა, რომ შენ კონსტიტუციის მომხრე ხარო. კონსტიტუციაში ცხადად არის გამოყვანილიო, თუ რა გზით განიხილება ხელმეორედ კონსტიტუციაო (ე. ი. ორივე პალატის მიერ საერთოდ) მაშ შენ თვითონაც არ გესმისო. ის კონსტიტუცია, რომელიც გწამსო. რესპუბლიკელი ხარ თუ არაო, ჰკითხეს ბოლოს დეჰეინენს. — მე კონსერვატორი გახლავარო, უპასუხა დეჰეინენმა — ძალიან კარგი, მაგრამ კონსერვატორი რესპუბლიკელი თუ კონსერვატორი — მონარხიელიო?

ჩააცივდნენ ამომრჩეველნი საწყალს დეჰეინენს. — მარშალსა ჰკითხეთო, წამოიძახა ბოლოს დეჰეინენმა, საქმე რომ გაუჭირდა. აი მართებული პასუხი სწორედ ეს არის მაკ-მაგონმა წამოაყენა თავისი კანდიდატები, ურჩია ხალის ესა და ეს ამოირჩიეთო; ხალხი კითხავს ამ კანდიდატებს,— გვაჩვენეთ თქვენი აზრიო, აგვიხსენით თქვენი პოლიტიკაო, და ესენი კი ეუბნებიან ჩვენ თვითონაც არა ვიცით რაო, მარშალსა ჰკითხეთო. ბარაქალა! მაგრამ როგორც ეტყობა მარშალსაც საუბედუროდ, ბევრი რა ესმის რა პოლიტიკისა. აბა მართლა ვკითხოთ მაკ-მაგონს, — რა პოლიტიკას მისდევს. ამისათვის მის მანიფესტს უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება, რადგანაც, რაღა თქმა უნდა, რაც კი ძალა, ხერხი და ჭკუა ჰქონდა მაკ-მაგონს, სულ მანიფესტში გადმოალაგებდა. წარსულ ნომერში შემოკლებით მოგახსენეთ ამ მანიფესტის შინაარსი. ეხლა სიტყვა სიტყვით მოგახსენებთ ამ ღირს-შესანიშნავს საუნჯეს მაკ-მაგონის პოლიტიკისას. აი ის მანიფესტი:

„ფრანციელნო! თქვენ მალე მოგიხდებათ დეპუტატთა პალატის წევრთა ამორჩევა. მე აზრთაც არა მაქვს არჩევანის თავისუფლებას გზა შეუშალო; მაგრამ მე მსურს, რომ საქმე ნათლად გიდგეთ თვალ-წინ და ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა გავაკეთე, რის გაკეთება მსურს და რა შედეგი ექნება თქვენ საქციელს და მოქმედებასა.

„მე გავაკეთე შემდეგი: ოთხი წელიწადი მშვიდობიანობას ვიცავდი. უცხოეთის ხელმწიფეებს საკუთრად ჩემი ნდობა აქვთ, და ეს ნდობა საბუთს მაძლევს უფროი მკვიდრად დავიმეგობრო. სხვა სახელმწიფოები. ამ მშვი დობიანობისა და აგრეთვე იმ კაცთა მოღვაწეობის ძალით, რომელნიც გარს მეხვივნენ და ქვეყნის სიკეთისათვის ზრუნავდნენ, ჩვენის ქვეყნის კეთილ მდგომარეობა, დროებით შეფერხებული, ისევ წარმატებაში შევიდა. თუმცა ხალხს მძიმე გარდასასადი აწუხებს, მაგრამ მაინც ხალხის სიმდიდრემ იმატა, ხალხის ყისტი, ესტიბარი (კრედიტი) დამკვიდრდა. საფრანგეთს თვალწინ უდგა ღირსეული და განახლებული მხედრობა. ყველა ამ ნაყოფს ერთი შიში მოჰყვა. დეპუტატთა პალატი თან და თან დაუშორდა ზომიერ პირთ, უფრო და უფრო აჰყვა რადიკალების დასის მოთავეებს და ბოლოს იქამდისინ მივიდა, რომ უარი ჰყო ჩემდა კუთვნილი უფლება, რომლის დამცირებას ვერას გზით ვერ შევიწყნარებ, თუ რომ სახელის დაცვა მინდა თქვენსა და ისტორიის წინაშე. დეპუტატთა პალატს ჰსურდა უკუეგდო. სენატის ზედმოქმედება მმართველობაში და მით დაუდგინა დესპოტობა. მეტის მოთმენა და შეწყნარება აღარ შემეძლო. მე აღვადგინე ჩემი უფლება და სენატის ნება დართვით დავშალე დეპუტატთა პალატი.

„ახლა თქვენ უნდა აღიაროთ თქვენი აზრი. ნუ დაიჯერებთ, რომ მე რესპუბლიკის დარღვევა მსურდეს. მე კარ კონსტიტუციის მფარველი და შევიძლებ კიდეც სხვასაც პატივი ვაცემინო. კონსტიტუციისათვის. თქვენგან კი მოველი იმ გვარის პალატის ამორჩევას, რომელმაც უნდა იზრუნოს მთელის ქვეყნის სარგებლობისათვის და არა მარტო ერთის რომელიმე დასისათვის. უკანასკნელ არჩევანში ბევრი მოქმედებდა ჩემის სახელით, მაგრამ ბოროტად მოქმედებდა: იმ კაცთა შორის, რომელნიც ჩემს მომხრეთ ითვლებოდნენ, ბევრნი გამიდგნენ და, როგორც ჩემი მოწინააღმდეგენი, მებრძოდნენ. ეხლაც ამობენ, რომ ჩვენ მხოლოდ მინისტრებს ვებრძვითო და არა მარშალსაო. მაგრამ ნუ მოსტყუვდებით. მთავრობა თვითონ გიჩვენებთ იმ კაცებს, რომელთაც შეუძლიანთ ჩემის სახელით იმოქმედონ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ იმ კენჭის მნიშვნელობა, რომელსაც მისცემთ ერთს თუ მეორეს, არჩევანის დროს. არჩევანი, რომელიც ჩემის პოლიტიკის თანახმა იქმნება, ჩემს მთავრობას გაუადვილებს საქმის წარმოებას, დაიცვავს უფლების დედა-აზრს დაამკვიდრებს წესიერებას და მშვიდობიანობას, ის არჩევანი კი, რომელიც ჩემის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იქმნება, პირიქით უფრო გააფიცხებს აწმყო ბრძოლას, შეუკრავს გზას ვაჭრობას, დაბადავს იმ გვარ მდგომარეობას, რომლის გამოც თვით ევროპა ეჭვში შევა.

„ჩემდა შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ რამოდენადაც იმატებს შიში, იმოდენად უფრო მტკიცედ დავადგები ჩემის მოვალეობის აღსრულების გზას. მე არას დროს არ დავიხევ რადიკალების წინ და არ დავთმობ იმ თანამდებობას, რომელიც კონსტიტუციმ მომანდო მე. მე დავრჩები ჩემ ადგილას, რომ დავიცვა, სენატის შემწეობით, კონსერვატიულნი მოთხოვნილებანი, და შემწეობა მივცე სახელმწიფოის ერთგულ მსახურთა, რომელთაც თავი შეიმაგრეს და არ შეუშინდნენ ტყუილ-უბრალო მუქარას.

„ფრანციელნო! მშვიდობიანად მოველი თქვენის გრძნობის აღიარებას. საფრანგეთს, ამოდენა განსაცდელის შემდეგ, ჰსურს სიმტკიცე, წესიერება და მშვიდობიანობა. ღვთის მადლით, ჩვენ დავუმკვიდრებთ მას ყველა ამ სიკეთეს. იმედი მაქვს თქვენ დაერწმუნებით იმ სალო დათის სიტყვას, რომელიც არა დასს არ ეკუთვნის, არ ემსახურება არც რევოლიუციის გულის თქმას, არც რეაქციისას, და რომელიც მხოლოდ მამულის სიყვარულის ძალით შეიქმნა თქვენდა მოთავედ.“

აი მარშალსაც ვკითხეთ, მაგრამ მაინც არ ვიცით უფ. დეჰეინენი რესპუბლიკელია თუ არა. ზემოხსენებულ მანიფესტში ზვიადობის მეტი არა არის რა. მერე იმისთანა ზვიადობაა, რომელიც ხალხს გულს უმღვრევს და უბოროტებს, მაკ-მაგონსაც უთუოდ ის უნდა, რომ გააუ ბოროტოს ხალხი გულზედ მოიეგანოს და არეულობა რამ აატეხინოს. მაშნ მაკ-მგონი ხმალს ამოიღებს და იტყვის: აღარც ეხლაა საჭირო წესიერებისა და მშვიდობიანობის დასაცველად ხმლის ამოღებაო!... მაგრამ ვაი მისი ბრალი, თუ ხალხმა მშვიდობიანად და გულდინჯად მის პოლიტიკას შავი კენჭი ჩაუგდო. ჩემს თანამდებობას თავს არ დავანებებო, ამბობს: მაკ-მაგონი. თუ ეგრეა, მაშ თოფ-იარაღზედ მივარდება საქმე. თუ თავის ნებით არ ჩამობძანდება პრეზიდენტის ტახტიდამ, ძალად ჩამოაბძანებენ. ხმლის გარდა, ჭკუაც რომ ჰქონოდა, მაკ-მაგონი არ გამოაცხადებდა ამისთანა მანიფესტს. ეხლა თვითონვე თავის ხელით ითხრის თავისის პოლიტიკის სამარესა.

ამ მანიფესტის წინააღმდეგ გაზეთს Republique Française თავის მხრით გამოუცხადებია მანიფესტი, რომელიც არღვევს და უარ-ჰყოფს ყოველ მუხლს მაკ- მაგონის მანიფესტისას.

— გრევს ფიქრშიაც არა ქონია უარის თქმა რესპუბლიკელთა დასის მოთავრობის შესახებ, სულ თვითონ მთავრობას გამოუჭორავს, აგები რესპუბლიკელებს იმედი გაუწყვიტოვო. გრევი არამც თუ უკან არა დგება, არამედ კანდიდატობაც მიუღია პარიჟის მერვე მაზრაში, რომლის წარმომადგენელად ტიერი იყო.

ავსტრი ვენგრია. საშინელი ღელვაა თურმე ამ ჟამად ავსტრი-ვენგრიაში ვენგრიელებს ხომ ძალიან უყვართ ოსმალები და ყოველ ღონის-ძიებას ხმარობენ, რომ თვით მთავრობაც აიყოლიონ და რუსეთის წინათ. აღმდეგ გზაზედ გამოიყვანონ. არც ერთს მცირეს შემთხვევას არ ჰსტოვებენ ხელიდგან, რომ არ აგრძნობინონ მთავრობას თვისი მტკიცე სურვილი და მიდრეკილება. აი, მაგალითებრ, ერთი შემთხვევა: 30 მარიამობისთვეს, ჩვენის ხელმწიფე იმპერატორის დღეობას ავსტრიის იმპერატორს სადილი ჰქონდა, რომელზედაც მიწვეულნი იყვნენ. სხვათა შორის, რუსეთისა და ოსმალეთის სამხედრო აგენტებიც ავსტრიის იმპერატორმა დალია ხელმწიფე იმპერატორის სადღეგრძელო და მოიხსენია თურმე იგი როგორც თვისი „მეგობარი და მოზავე.“ ამ სიტყვაზე მოზავე შეუდგათ ვენგრიელებს ერთი საშინელი ქოთქოთი, როგორ თუ მოზავეო? მაშ ავსტრიის იმპერატორს წინადვე თავისათვის ხელ-ფეხი შეუკრავსო? მაშ მართლა პირშეკრულობა ყოფილა ორთა იმპერატორთა შორის დადგენილიო? მაშინვე გაიმართა რამდენიმე ალაგას მიტინგი რუსეთის წინააღმდეგ. ოსმალეთის აგენტს დიდის აღტაცებით მიეგებნენ ვენგრიელნი ქუჩაში და ყვიროდნენ: „გაუმარჯოს ოსმალებსო.“ შემდეგ ოფიციალურ გაზეთებმა გამოაცხადეს, რომ იმპერატორს არ მოუხსენებიაო სიტყვა მოზავე, მაგრამ ვიღა დაიჯერებდა.

6 სეკტემბერს ვენგრიის სატახტო ქალაქშიც, პეშტში, დიდი ამბავი ყოფილა. შუადღის ათს საათზედ ყოველ კუთხეზედ ჩამოუკიდნიათ განცხადება, რომლითაც სამოქალაქო კომიტეტი იწვევს პეშტის მცხოვრებთა ბაირაღები გამოეფინათ და საღამოზედ მშვენიერი ჩირაღდანი გაემართათ ოსმალეთის გამარჯვების სასახელოდ ამ განცხადებაში, რომელშიაც არა ერთი ტყუილი ურევია, მოსსენებულია შემდეგი: „მამულის შვილნო! მარადმა სამართალმა, რომელიც ხალხთა თავისუფლებისა და ბედის დამცველია, თავისი გაიტანა. ეხლა აუსრულდა გენგრიის ხალხს მისი გულითადი სურვილი და მარადი ნატვრა. ჩვენმა ძმა ხალხმა ოსმალომ, რომელიც იბრძვის არა მარტო თვის არსებობისათვის, არამედ კაცობრიობის უწმინდესთა უფლებათათვის, გაიმარჯვა. ოსმან-ფაშამ პლევნასთან დაამარცხა არამცთუ მარტო თავის სამშობლოს მტერი, არამედ უბოროტესი მტერი ცივილიზაციისა (ძალიან არ გაბრაზებულან ეს ვენგრიელები). სულეიმან-ფაშამ აღმართა და დაადგინა (ჯერ არც აღუმართავს და არც დაუდგენია, როგორც მოგეხსენებათ) შიბკაში არამც თუ მარტო ოსმალეთის დროშა, არამედ მარადის სამართალის დროშა მეჰმედ-ფაშა მდ. ინტრაზედ ჰსდევნის რუსებს. მუხთარ-ფაშამ აზია მტრისაგან განათავისუფლა.

ასეთი სახელოვანი ღვაწლი ოსმალთა მთელის კაცობრიობის მადლობის ღირსია. ვენგრიის ხალხმა უარო ღირსეულად უნდა იდღესასწაულოს ოსმალთა გამარჯვება, რადგანც ვენგრიის ხალხი თავიდგანვე მიუდგა ოსმალოს ხალხს, ესე იგი იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებას იცავდა და რომელსაც ყველა გადუდგა. პეშტის მოქალაქენო! გთხოვთ - გამოფინოთ ბაირაღები თქვენ ბანზედ და გააჩაღოთ თქვენი ფანჯრები დღეს საღამოს შვიდ საათზედ. შეიკრიფენით აგრეთვე საღამოზედ კალოვინის მოედანზედ, რომ აქედამ მთელი ქალაქი დიდის ყოფით და ამბით მოვიაროთ. მამულის შვილნო! ამას წინად მწუხრებაში ვიყავით, ეხლა ვისიამოვნოთ და ვილხინოთ.“ ამ გამოწვევამ ტყუილად არ ჩაიარა, დიდის ყოფით იდღესასწაულეს ვენგრიელებმა ეს დღე. ბოლოს მიტინგიც გაიმართა, რომელმაც მისალოცავი ტელეგრამმა გაუგზავნა ოსმან-ფაშას, სულეიმან-ფაშას, მეჰმედ-ალის, მუსთარ-ფაშას და აგრეთვე კოშუტსაც.

ვენგრიელების ამ გვარი ხმაურობა ხუმრობა არ არის ავსტრიის სახელმწიფოსათვის. ვინიცის, იქნება ვენგრიელებმა რევოლიუციაც მოუხდინონ თავის მთავრობას. ჯერ-ჯერობით კი ამ მოძრაობას და ხმაურობას დიდი სიმტკიცე და ერთობა ეტყობა. ვენგრიელებს უნდათ ჩააგონონ მთავრობას თავიანთი საპოლიტიკო. გრძნობა და, ვინ იცის, იქნება აუსრულდეთ წადილი კიდეც. „ჩვენ — იწერება ერთი რუსის კორრესპოდენტი — მსოლოდ ერთი მომხრე გვყავს ავსტრიაში, სახელდობრ, ხელმწიფის კარი და ანდრაშის დიპლომატია “ მაგრამ უბედურება ის არის რომ თვით მთავრობის მომხრე გაზეთები ამ გვარად ლაპარაკობენ: ერთი ცვარის დაღვრა ავსტრიის სისხლისა რუსეთის სასარგებლოდ დიდი დანაშაულობა იქმნებაო. „ამავე დროს — ამბობს ზემოხსენებული კორრესპონდენტი ბისმარკს ხელში ჰყავს ანდრაში, და მთელი მწერლობა ევროპიის, ლაპარაკობს ამ ჟამად მორიგებაზედ.“

დიდ განსაცდელშია ავსტრი-ვენგრიის მთავრობა ყოველ მხრივ უნდათ როგორმე აცდინონ და თავისაკენ ჩაითრიონ. აი, მაგალითებრ, ვენგრიის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა პასუხი მოსთხოვა მთავრობას გარეშე პოლიტიკის შესახებ, და რაღა თქმა უნდა, რომ ცხარი ბაასი გაიმართებოდა. ამ გვარივე წინადადებანი შეტანილ იქმნენ ავსტრიის რეიხსრატშიაც.

გაზეთის Голосъ-ის კორრესპონდენტი იწერება, რომ ვენგრიაში რაღაც შეთქმულობა აღმოუჩენიათ, რომელსაც ჰქონია თურმე განზრახვა ვენგრიელთა ლეგიონის შედგენა და რუმინიაზედ დაცემა. ეს ლეგიონი უნდა მისდგომოდა იმ ბაში-ბუზუკებს, რომელნიც ერთს დუნაის კუნძულზედ გადვიდნენ, სილისტრიის პირ-და-პირ. ამ ჯარს უნდა დაენგრია რუმინიის რკინის გზა და ყოველის მხრით გადაეჭრათ გზა, რუსის ჯარის სურსათისათვის. ამ საქმის თაოსნობა ღენერალ კლანკასთვის ყოფილა მინდობილი. მაგრამ მთავრობას გაუგია ეს ამბავი და მით მოუსპია შეთქმულობა.

ინგლისი. სადღაა უწინდელი ინგლისი, ის ინგლისი, რომელსაც ოთხი ხუთი თვის წინად ჭაპან-წყვეტა ედგა. ეს დალოცვილი რუსეთი ჩემს სამფლობელოში არ შამომივარდესო. ეხლა კი, როგორც ეტყობა, გულგრილად, წყნარად და გულდინჯად შესცქერის აღმოსავლეთის ომიანობას. მას ინდოეთის შიმშილი უფრო ძილს უკრთობს ვიდრე ეს ომი. ომი მეთქი და არა აღმოსავლეთის საქმე, რომელშიაც ინგლისი ისევ ისე ცდილობს დაიპყრას ჯეროვანი ადგილი და ეშინიან სხვამ არ დამასწროსო. მაგრამ დავუგდოთ ყური ერთს რუსის კორრესპონდენტს (გაზეთს Се́верный ве́стникъ-ისას), რომელიც სчვათა შორის შემდეგს იწერება ლონდონიდამ: „თან და თან გამოდის, რომ ევროპა მასალის თვალით უყურებს რუსეთს, და ეხლავე შეიძლება სთქვას კაცმა თუ რა და რა საგანზედ მოუხდება რუსეთს შეხეთქება ინგლისთან. ომის წინ რუსეთისა ეშინოდათ, მეტადრე მაშინ როცა ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა (ე.ი. რუსისა) მოჰყვა კვეხნას და ტრაბახობას. დიდი პატივისცემა ჰქონდა ინგლისს რუსეთისა. ამ პატივის ცემის საბუთი სამგვარია: რუსეთის მთავრობის მშვიდობის მოყვარეობა, მისის დიპლომატიის ხერხიანობა და სამხედრო ძლიერება.

„ეს პატივის-ცემა თან და თან გულგრილობად გადაიქცა. თუმცა ომიანობაა, მაგრამ მთავრობის მშვიდობის მოყვარეობა მაინც სწამთ. არავითარი ეჭვი არა აქვთ მასზედნც, რომ რუსეთის კანცლერს იგივე ნიჭი არა ჰქონდეს, როგორც უწინა ქონდა. მსოლოდ ინგლისის თვალით — გორჩაკოვის მიწერ-მოწერის ზურგს უკან აღარ მოჩანს ზორბა მუქარა იარაღის ძლიერებისა. რუსები იძახიანო, ამბობენ ინგლისელები — რომ ოსმალები ჩვენის შემწეობით დგანან ისე მაგრადაო, ვჰსთქვათ, რომ ეს მართლაც მეტს და კემპბელს შემწეობა და რჩევა მიეცეს რამე მუხთარ-ფაშისათვისაო; ვსთქვათ, რომ ოსმალოს მხედრობაში მართლა ასი, ორასი ანუ მეტ-ნაკლები ინგლისელი აფიცერი იპოვება, თუმცა დასაჯერებელი კი არ არისო; ვსთქვათ, რომ ჯარის კაცთა შორის ურევია ათასამდე ინგლისელი, — თუმცა ეს სრულიად დაუჯერებელიაო; ვსთქვათ კიდევ, რომ ინგლისის მთავრობა ჩუმ-ჩუმად ფულს შოულობს ოსმალეთისათვის, — რა გამოდის ვითომ აქედგანო? თუ ამ გვარი მცირე შემწეობა უძნელებს რუსეთს საქმესაო, მაშინ რაღა იქნებოდაო ინგლისს რომ პირ და პირ თავისი ძალა წამოეყენებინაო რუსეთის წინააღმდეგაო? ცხადია, რომ რუსეთის სამხედრო ძალა სუსტიაო და ჩვენ ტყუილ-უბრალო შიში გვქონდაო ინდოეთზედ, სუეცზედ და სტამბოლზედაო. ასე ლაპარაკობენ ეხლა ლონდონში. მართალია, ამასთანავე ამბობენ, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთი მაინც მოერევა ოსმალეთსაო. და გამარჯვებისთვის დიდ მსხვერპლსაც დასდებსო. ხოლო ეს მსხვერპლი ისე დაასუსტებსო, რომ დიდხანს ძალას ვეღარ მოიკრებსო. თუ კი გერმანია დასუსტდა გამარჯვების შემდეგ, რუსეთს რაღა მოუვაო. წარმოიდგინეთ ეხლა ამგვარის ლაპარაკის გამგონეს რუსს რა რიგად უნდა ეტკინოს გული. ერთი ნუგეშიღა დავგრჩენია ჩვენ (ე.ი. რუსებს), რომ შერიგების დროს რუსეთს უფრო მომეტებული კეთილის-მყოფელი გამოუჩნდება, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.“ „ინგლისის გაზეთი Observer ამბობს: მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მალე გათავდეს ომიანობა, სახელდობრ, თუ ავსტრია და გერმანია დარწმუნდებიან რომ რუსეთი უძლურია და გამოაცხადებენ საჯაროდ რომ რუსეთის საშველად მზად არიან.

4 კუტული ქართველთ ყლაპია

▲back to top


კუტული ქართველთ ყლაპია

ერთს მშვენიერს ლექსში ჩვენი პოეტი აღტაცებით წარმოსთქვამს:

„სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა,
ერი პურადი, გულადი მოყვარე თავის მიწისა
შავ-დღეთა ვერა შეჰცვალეს მის გული ანდამანტისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი მებრძოლე შავის ბედისა“

ვაიმე ჩვენო პოეტო! დღეს ჩვენ გულწრფელად უნდა მიუგლოვოთ ამ გრძნობით სავსე პოეტს, რომ საქართველო აღარ არის თურმე და მარტო იმის ოცნებაში არსებობს; რომ საქართველო გეოგრაფიულ საგნადაც აღარ იხსენება; რომ საქართველო გაყიდულია და ქართველებს მეტი აღარ დარჩენიათ რა. ამ დაუდგრომელ წუთის სოფელში, რომ უნდა გასომხდენ. მკითხველი გაოცებით იკითხავს, ნუ თუ ეს ყოველივე მართალია, ნუ თუ მართლა მთელი საქართველო გაყიდულია და სხვის ტომის კაცებთა ხელშია? ეს თურმე ასრე ყოფილა. ჩვენ თურმე ჩვენს პოეტსავით აქამომდე ცაში დავფრინავდით და მიწა კი ფეხებიდამ გამოგვსხლეტია. ამას გვიმტკიცებს უ. კუტული. კორრესპონდენტი საფრანგეთის გაზეთისა „Temps“ და იმის ჩამბერველნი უ. გრიგოლ არწრუნი, რედაქტორი სომხურის გაზეთის „მშაკისა“ და იმის შკოლა–მოძღვრება“.

ჩვეულობისამებრ ევროპიის ჟურნალ–გაზეთობისა გაზეთს „Temps“ გამოუგზავნია ომის ამბების შესატყობლად ჩვენკენ კორრესპონდენტად უ. კუტული. მას გამოუვლია ოდესაში, საიდამაც გრ. ლევაშოვის რეკომენდაციის წერილი წამოუღია ვიღაცაებთან და მობრძანებულა ტფილისში და აქედამ წაბრძანებულა საომარს გულზედ. კავკაზს რომ უახლოვდება ის, რასაკვირველია, განცვიფრებით შეეურებს კავკასიის ქედს, სადაც პრომეტეი, ეს ჩვენი ადამიანების მხსნელი წინაპარი მიჭედილი იყო და არწივი მუდამ დღეს სტანჯვიდა და სწეწდა. კუტულიმ გადმოიარა კავკასიის მთები და ერთის კალმის მოსმით გააქრისტიანა ყველა ოსები, რომელნიც თითქმის წმინდა ნემენცურს ენაზე ლაპარაკობენო, აქ მოდიო, ნემეცურად და ოსურად ერთ ნაირად გამოითქმისო, ჰსწერს უ. კუტული. ოსების მეზობლად მცხოვრებთ ჩერქეზების სახელი უ. კუტულის გამოჰყავს ორის ლექსიდგან, რომელნიც ითარგმნება ვითომ „თავი მოსჭერიო“. ის ჩერქეზებად სთვლის აფხაზებსაც, და ესენიც იმავე კალმის მოსმით სულ ყველანი გაუმაჰმადიანებია.

ბალტაში მას შესვედრია ვიღაცა აფიცერი არტილერიისა, შემახიელი სომეხი, M – r X. ამ აფიცერს უამბინია ისტორია, ეტნოგრაფია, გეოგრაფია, ეკონომიური და სტატისტიკური მდგომარეობა კავკასიის ამიერ მცხოვრებელთ ხალხთა. რადგანაც უფ. კუტულისთვის ცხენები არ მიუციათ, ამ სომეხს თავისთან „პოვოზკაში“ ჩაუსვამს და მოუყვანია ტფილისში. აქ არტილერისტი გააცნობს მას სხვათა შორის უ. გრ. არწრუნს, რომელიც უ. კუტულის სიტყვით, „ლიბერალთ დასიხა წინამძღომია, და თუმც სასულიერო წოდებას არ ეკუთვნის, მაგრამ სომხებთა შორის იმავე როლს თამაშოს, როგორსაც დელლინგერი და მამა ღიაცინტი კათოლიკებთ შორის და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთ საღმრთო წერილი, ვიდრე თვით კათოლიკოზსო.“ თუმცა უ. კუტულის ძალიან ეშურება „დაესწროს არსის აღებაზე“ მაგრამ, რადგანაც მას და იმის ახალთ ნაცნობებს ჰსურთ აღძრან ევროპაში აღმოსავლეთის საქმესთან სომხების საქმეც, ის რჩება ტფილისში და შეუდგება აქაურ ხალხების შესწავლას. უ. კუტული ჯერ აცნობებს თავის მკითხველებს, რომ უ. არწრუნი კეთილ-შობილურ შთამომავლობის არის, რასაც გვიმტკიცებს ვითომ მისის გვარის დაბოლოება „უნი“[1]; რომ იგი აღზრდილი ჯერ მოსკოვში, პეტერბურგში და მერე ჰეიდელბერგში; რომ იგი ძალიან განვითარებულია ფილოსოფიაში; რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორია და თვითონ კი რედაქტორი. არწრუნი წევრია (ხმის–მექონი) და წინამძღომი ლიბერალური დასისა ტფილისის პატარა პარლამენტში, დუმაში, სადაც ამ საკვირველს პუბლიცისტს უ. არწრუნს მიჰყავს უ. კუტულიცა. დუმაში გამგეობის მწევრნი მას მინისტრებად მოეჩვენა და ხმის მექონნი, ნამეტნავად უ. არწრუნი თაკისის დასით ოპპოზიციად. თუმცა უ. კუტულის არ ესმოდა რზე იყო იქ სჯა და საუბარი, მაგრამ ის მაინც ძალიან აქებს ხმის-მექონთა ორატორობის ნიჭსა ერთი ამ ორატორებთაგანი მან უ. კუტულიმ გამოჩენილ საფრანგეთის დეპუტატად ნაკეთ იცნა, მაგრამ წარმოიდგინეთ იმისი გაოცება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ის ბატონი ნაკე კი არა ყოფილა, ზელცერის წყლის გამვყიდველი ყოფილა ტფილისში!

დუმიდამ უ. არწრუნს უ. კუტული მიჰყავს სომხების ეკკლესიებში, სადაც ამ უკანასკნელს უკვირს მღვდლების (ტერტერების) მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი: საყდრებიდან შედიან სომხის სასწავლებლებში, სადაც კუტულის მოსწონს მშვენიერნი სომეხთ მოსწავლე ქალების თვალები, თუმცა მათის სახის სილამაზეზე კი ბოდიშს იხდის, უკაცრავოთო. მერე მიდიან ალექსანდროვის ბაღში, სადაც უ. კუტული კარგ ქეიფზეა და დიდხანს ეთამაშება პატარა დათვის ბელს, მიშკას; შემდეგ ამისა ბელადი უ. არწრუნი გააცნობს უ. კუტულს თავის მეგობრებს, უ. აბ. იონისიანცს რედაქტორს „პორდზისას,“ რომელიც არავითარ შემოსავალს არ აძლევს იმის გამომცემელსაო,“ ამბობს უ. კუტული. გააცნობს უ. ბებუთოვს, რომლის კეთილ-შობილურ შთამომავლობაზე უ. კუტული არაფერს ამბობს და რომელიც ვერაფრად მოჰსწონებია, ვინაიდგან იგი ფრანციულად კარგად ვერ მუსაიფობსო და რუსულს ენაზე ჰბეჭდავს „ტფილისის მოამბესო,“ მერე ამ დაუღალველს ბელადს უ. არწრუნს შეჰყავს უ. კუტული თავის ნაცნობების წრეში, სადაც არწრუნის სტუმარს სხვებზე უფრო მოსწონებია ერთი ყმაწვილი კაცი დუმის სეკრეტარი, რომელიც ფრანციულად თავისუფლად ლაპარაკობსო[2] ეს წრე უმართავს უ. კუტულს სადილებს, ლხინს, რომანსების მღერას, ბაღებში შექცევას და თვითვეულის ამის შემდეგ კბილის ჩასამტკბარუნებლად შეუდგებიან მაღალ საგნებზე რიტორებით მუსაის. ხანდის-ხან კი ჰსჩივის უფ. კუტული, რომ ეს არის იმ გვარ შექცევისაგან დავბრუნდიო, და კალამისათვის ვერ მომიკიდია ხელიო, ასრე არეული მაქვს ჰაზრებიო. ყოველგან საცა ლხინს დასწრებია, მისთვის მიურთმევიათ მშვენიერი სომხური საჭმელები; კუტული ვეღარ ითმენს, და აღტაცებით ამბობს, რომ „უთუოთ ედემი სომხეთში ყოფილაო“. მერე მიიწვევს მას შინდისში უფ. გურგინბეგოვი, სადაც რაღაც დღეობა ყოფილა. აქ სულ აღტაცებულა უფ. კორრესპონდენტი, მხოლოდ ერთს რასმეს დაუმწარებია ამისი ქეიფი: აქაურ ქალებს, მისის სიტყვით, ისეთი დიდი ცხვირები ქონიათ, როგორც მთის ქედი. მაგრამ აქაც იმის ჩამბერველებს დარბაისლურად და გულ-წრფელად აუხსნიათ მისთვის, რომ დიდ ცხვირიანი ქალები სულ ქართველები არიანო, ტფილისის ქალების სილამზე ზღაპარი, მითი არისო, ამბობს ამის შემდეგ უ. კუტული. რაღა გავაგრძელო, უ. კუტული ტფილისელ სომხების სტუმარ-მოყვარეობით, თავაზიანობით და დარბაისლობით აღტაცებულია. ტფილისი სამოთხე იქნებოდაო, ამბობს იგი. თუ ივანობისთვეში ასე არ ცხელოდეს და თუ ასე ძვირი არის იყოს აბანოები, სადაც სამი მანეთი გამომართვესო. ქართველთაგან მას მხოლოდ ერთი კაცი გაუცვნია ივანე ადამოვიჩი ფორაქოვი, რომელიც თუმცა ქართველობის ტიპი არ არისო, რადგანაც ვაჭრობსო, მაგრამ არ ვიცით, რად უძღვნია მთელი ერთი კორრესპონდენცია მის და მისის სადილის აღწერისათვის. არც ის ვიცით, რა აზრით უკითხავთ უ ფორაქოვისთვის „ურიები ჰსცხოვრებენ ტფილისში, თუ რა?“ და არც ის ვიცით რა ჰაზრით წარმოათქმევინებენ მას ამის პასუხად შემდეგს: „თქვენ მკითხავთ, ურიები ჰსცხოვრებენ, ტფილისში თუ არაო; „როგორ არა, განა სომხები ურიები არ არიანო?“ ჩვენ არა გვაქვს ცნობა უ ფორქოვისა და არც არა რაიმე გაგვიგონია მის მოღვაწეობაზედ და გამოჩენაზედ საზოგადო საქმეში. ჩვენ აქ მხოლოდ ერთს რასმეს შევნიშნავთ: როდესაც უფ. ფორაქოვი წაიკითხავს, — რა გვარად აუწერია იგი უფ. კუტულს, არა მგონია კმაყოფილი დარჩეს, რომ უფ. კუტული სტუმრად ჰყოლია მიწვეული.

ეხლა გამოვიკვლიოთ უფ. კუტულის ჰაზრი შესახებ ჩვენის აწმყოისა და მომავალის მდგომარეობისა. იგი ამ საგანზედ მოგვითხრობს გძელს ამბავს მთელის ერთის თვის „Temps“-ის ნომრებში. ამ საგანზედ საჭირო ცნობები, რასაკვირველია მიურთმევია მისთვის ზემოხსენებულთ წრეს იმ სტუმართ მოყვარეთ სომხებისას.

კავკასიის მიერ ოთხის გვარ-ტომის ხალხი ირიცხებაო: სომხები, ქართველები, თათრები და რუსებიო, თუმცა სომხების რიცხვი ქართველებზე ცოტა ნაკლებიაო, სულ 600 ათასიაო, მაგრამ ამ საუკუნეს დაბოლოებამდის ისინი მალე გამრავლდებიანო და ქართველებზე უფრო მეტნი შეიქნებიანო. სომხები შეადგენენ მესამე წოდებას, Tiers états კავკასიაშიო; ამათ ხელშიაო ვაჭრობა, ყველაფრის მოხელობა, წარმოება; ისინი არიან ექიმები, ადვოკატები და თავისუფალ საქმისა და ხელობის კაცები; მათ აქვთო. შკოლები, ჟურნალ–გაზეთები, პატარა ტფილისის პარლამენტი და სხ. ამ უკანასკნელ დროს იმათგანი სამხედრო სამსახურშიაც ბევრნი შედიანო. მადათოვი, ბებუთოვი, არგუთინსკი, ლორის-მელიქოვი, ლაზარევი, ალხაზოვი, ტერღუკასოვი, ეს ღენერლები სულ სომეხთა ტომმა მისცა რუსის მხედრობასაო.[3] ერთი ამ წარჩინებულ ღენერალთაგანი ლაზარევი, ძლიერ შესანიშნავი სარდალიაო: მან, როდესაც სხვებმა შიშით უარი სთქვეს, გაბედა შამილთან გუნიბში შესვლა და მოჰგვარა ბარიათინსკისაო. ლაზარევიო ადრე თურმე თერძად ყოფილა, მოგვითხრობს უფ. კუტული: შემდეგ სამხედრო სამსახურში შესულა და ღენერლობა უშოვნია, მაგრამ ქართველის თავადების შურით ის საბრალო ეხლა გადაყენებულია და ბაქოში სცხოვრებს უსამსახუროდაო. წარმოიდგინეთ, როგორ გაიტაცებდა უფ. კუტულს ფანტაზია; მას მაშინვე წარმოუდგებოდა ჯონსონი, ამერიკის შეერთებულის შტატების პრეზიდენტი, რომელმაც თერძის ხელობიდამ დაიწყო თავისი აღმატება! უფ. კუტული ჩამოვსთვლის ყველას, ვინც კი ყოფილა გამოჩენილი სომეხთაგანი მეცნიერებაში, ხელოვნებაში თუ სხვა რაიმე ასპარეზზედ. მაგრამ სამწუხაროდ უფ. არწრუნისა უნდა აღვიაროთ, რომ ეს გამოჩენილნი კაცნი მეცნიერებას თუ ხელოვნებაში გოლიათებად არავისგან არ ირიცხებიან[4]. ამის შემდეგ უ. კუტულის, რასაკვირველია სრულებით „აღეხვნა თვალნი“ და ვითა წინასწარ-მეტყველი ღაღადებს: მომავალი კავკასიაში სომხებს კუთვნისო და მის მეზობლებს ორის ტომის ხალხს — ქართვლებს და თათრებს სხვა არა დარჩენიათ რაო, რომ უნდა გასომხდნენო.

(შემდეგი იქნება).

ვაკელი.

_____________

1აქ არ არის ადგილი არისტოკრატობაზე ლაპარაკისა. ჩვენ შევნიშნოთ მსოლოდ ის წადილთ მიმზიდველობა უ. არწრუნისა და მისი „შკოლისა“ რომ არისტოკრატობას ჰსჩენობენ და ძალიანაც მოუწადინებიათ

2 უ. კუტული არ მოგვითხრობს, გაიცნეს თუ არა პატიგტემული „მეღუს“ რედაქტორიც? ჩვენ კი ვეჭვობთ ამაზედ, მით უმეტეს რომ თვით უფ. კუტული ამბობს: როდესაც ლიბერალურ საერო დისის წინამძღომელს, უ. არწრუნის შესგდება სადმე კლერიკალურის გაზეთის „მეღუს“ რედატორიო, ისინი ერთმანერთს მხარს უქცევენო და ერთმანერთს არ მიესალმიანო.

3 აქ ჩვენ უნებლივ მოგვაგონდა ერთი მეგრელის თავადის შვილის გოდვა ოდიშის ბედზე: „პართენ, ჩვენ სუნთლად ვუბედურები გართო, ქართუები კი დაწინაურებულნი არიანო იმიტომ, რომ ღენერლები იმათ ბევრნი ჰყავთო და ჩვენ კი სრულიად არაო Ses beaux esprits de rencontrent, ამბობს ერთი ფრანციული ანდაზა.

4 ამ გამოჩენილ კაცების ჩამოთვლაში ველიზარი, იუსტინიანეს დიდი სარდალი და გერგეი ვენგრიელების სარდლი სომხებად გარდაქცეულან! ეს იმასა ჰგავს, რომ ერთი ნასწავლი სომეხი ამტკიცებდა აია-სოფიის ტაძარი სტამბოლში სომხის არხიტეკტორის შენებულიაო, თუმცა დასამტკიცებლად ამისა იმისთანავე ძლიერი საბუთი ჰქონდა, როგორც უფ· კუტულის ქართველების გასომხებისა.

5 სავათნავას ლექსი

▲back to top


სავათნავას ლექსი

ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდს ეკალი არ აკლია,
გაფენილა ია ვარდი, ზედ ლამაზიც არ აკლია,
უცხოდ ხარობს იასამანი, ძირსა ვაზიც არ აკლია,
მეიდანი გამართული, ქანდირ-ბაზიც არ აკლია.

რადგან სოფელსა ასე მოსდევს, ულხინოთაც არ იქნება,
შენი ქებაი შენი ხვეწნა, უენოთაც არ იქნება.
მარანის ტუმბო სავსეა, უდენოთაც არ იქნება,
მეჯლიში გამართულია, უშენოთაც არ იქნება.
სულ ქვეყანა ჩვენსა არის, რომ ბაზაზიც არ აკლია.

არ გეწვინოს ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს,
რომელ ერთი განაცვალო, ნეტარ რამდენი თავი მაქვს,
მუდამ თქვენს სამსახურში ვარ, არა სთქვა პირი შავი მაქვს;
ამაღამ ჩვენსა მობძანდი, ერთი კარგი ამბავი მაქვს,
წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზიც არ აკლია.

ხელმწიფესაც არ უქნია როსტომ ზაალისათვინა,
ნიშნობა კაი ქორწილი, თავისის ქალისათვინა,
რაც რომ გარდამხდა თავზედა, ტანად მავალისათვინა,
ნეისა ქამანჩისა დუხტარ ყავლისთვინა,
ტრიალებს ოქროს თასები, ლეილემ ლაზიც არ აკლია.

ტანი ტურფა ლელწამს გიგავს, მორთული ქირმაშალშია,
პირი სახე მთვარეს გიგავს, ჰინდის პილპილი ხალშია,
ნაქები ხარ, იაგუნდშია, ალმასშია და ლალშია,
თუ ჩვენსა არ მობძანდები წავიდეთ სამართალშია.
სავათნავას სახელმწიფო, შაჰბაზ ყენიც ირაკლია.

6 დიდოელების არეულობა და კახეთი

▲back to top


დიდოელების არეულობა და კახეთი

(შემდეგი)[1] 16, 17, 18, თიბათვეს.—16 თიბათვეს დილით ოთხს საათზედ ჯარი გაემგზავრა ასახოსაკენ. როგორც ეხლა, აგრეთვე წინადაც მოწინავე ჯარი შესდგებოდა ქართველის და თუშის მილიციისაგან, რომელთაც წინ-წაიძღოლებდნენ ხოლმე, – უკან რუსი მისდევდათ.

სოფელი ასახო მდებარებს ერთს ტინიან მთაზედ, რომელსაც ორს მხარეს დიდი ხევები ჩამოუდის, სოფელი გორაკანზედ არის აშენებული, — შიგ სცხოვრებს ას კომლამდე დიდო, სახლები აშენებულები აქვთ ყორით, სახლი სახლზედ არის მიკრული და თითქმის ყოველს სახლს თავისი კოშკი აქვს. ეს კოშკები აშენებულია ქვითა და ტალახით. ამბობენ ეს სოფელი თავის დღეში ძალით არ აღებულა. როდესაც კი ჯარი მისულა, ასახოელებს თავი დაუკრავთ და ჯარი უომრად მიუღიათ. ასახოს აღებას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს სოფელი ითვლება ყველაზედ მაგარ და შეუვალ სოფლად მთელ დიდოში. დანარჩენი დიდოელები და საზოგადოდ დაღისტნელები ამ სოფლის აღებას შეჰყურებდნენ, ეგონათ რუსის ზარბაზანს გაუძნელდებოდა ამისი დანგრევა და მცოდნე კაცნი სრულიად დარწმუნებულები იყვნენ. რომ თუ ამ სოფლის აღება გაძნელდებოდა. მაშინ იქმნება ბევრნი სხვანიც გამდგარიყვნენ, ყველა იმისაგამო თ. ნაკაშიძემ მთელი თავისი ძალა ამ სოფელს მიჰმართა.

სამსავე მხარეს ჯარი შამოერტეა ასახოს, ისე მოშორებით კი, რომ იმათი თოფი ჩვენ ვერას გვამზნევდა ჩვენი კი კარგად მიდიოდა. რა შემოერტუა ჯარი, მაშინათვე ჩვენებმა გაუგზავნეს შუა კაცები და სთხოვდნენ თავიანთ ნებით გამოსულივნენ და დამორჩილებოდნენ მაგრამ უარი შემოეთვალათ. შეუდგნენ საქმეს. დარი კარგი იდგა, — იმ სერებიდამ სადაც ჯარი იყო დაყენებული ასახო სრულიად სჩანდა. დავზვერეთ ჩვენ, მაგრამ დაგვზვერეს იმათაც, — ხშირად ტურებსავით გადმოდგებოდნენ ბანებზედ და გვლანძღავდნენ რაც შეეძლოთ, ქართულს, ლეკურს და ზოგჯერ რუსულ ენაზედაც. მიუმარჯვეს რუსებმა თოფები და რა გამოჩნდებოდნენ ბანებზედ, ანუ ქუჩებზედ, მაშინათვე ყირამალა გადა ატრიალებდნენ ხოლმე. თუმცა მალე მიხვდნენ ასახოელები, რომ რუსის ტყვია ადვილად მიდიოდა იმათამდე და რამდენიმე კაციც თვალ-წინ გაუგორეს, მაგრამ ამით მაინც არ შაშინდნენ. ისევ-ისე თამამად გადმოსტებოდნენ ბანზედ, გამოგვიგზავნიდნენ მაღალის ხმით ლოცვა-კურთხევას და ისევ შეცვივდებოდნენ; ხან კიდევ ჩვენს გასაჯავრებლად ჩამოაცვავდნენ ხოლმე ჯოხზედ კაცის, ანუ დედა-კაცის ტანისამოსს და გამოჭკივოდნენ ბანზედ. ჩვენც პირველში ნამდვილ ადამიანად გვეგონენ ეს ჯოჯოები და ვესროდით რაც შეგვეძლო, ბოლოს კი მივხვდით. დიდოულთაგანნი კაცი, დედა-კაცი სულ ერთგვარად იქცეოდნენ. საცოდავი დედა-კაცები გამოდიოდნენ ბანებზედ, თითქოს სეირის საყურებლადაო და თუმცა ბევრი იმათგანი მარჯვე ტყვიისაგან იქვე გადიქცეოდნენ ხოლმე, მაგრამ მაინც იმათ ფეხი არ ამოკვეთეს.

ასახოს აღმოსავლეთით და სამხრეთით ჩამოუდის დიდი ხევები, — ხევ-გაღმა აღმოსავლეთით მდებარებს სოფელი აქტო, იგივე აკდა. ამ სოფელს პირველივე მიუსიეს ლეკები, რომლებთაც ძალიან მალე და ადვილად აიღეს, რადგან შიგ არავინ იმყოფებოდა; დაიჭირეს ეს მხარე; სამხრეთით ხევ-გამოღმა იმყოფებოდნენ თვით ატრიადის უფროსები ბლომა ჯარით და არტილლერიით, დასავლეთის მხარე ეჭირათ ქართვლის და თუშ-ფშავლის მილიციას.

არტილლერია შეუდგა თავის საქმეს: დაიწყეს ოთახის ზარბაზნით სროლა, ასტყდა საშინელი ჟრიამული. მიდიოდა და მიდიოდა ზარბაზნის ტყვია, მომატებული ნაწილი უქმად, — ესე იგი უადგილო ადგილას სცემდა და რომელიც კიდევ ხვდებოდა ციხეებს მაგთვენს ვერას აკლებდა, მაგრამ იქ გამაგრებულ ერთ მუჭა ხალხს, — ეს ზარბაზნის ხმაც ეყოფოდა.

არტილლერიის პოდპოლკოვნიკი თ. შარვაშიძე ყოჩაღად იქცეოდა, მაგრამ მაგთვენს ვერას აკლებდა ასახოს ციხეებს. ორი ზარბაზანი სოფ. აქტოში გადიტანა და იქიდამ მოუმართა. საღამომდინ სროლა არ შემდგარა. ასახოელები მაინც ყოჩაღად იყვნენ; ზარბაზნებმა ვერ შააშინეს.

გათენდა 17 მკათათვე. დარჩომილი ორი ზარბაზანი გადიტანეს დასავლეთის მხარეს და გაუმართეს იმ ადგილიდამ, სადაც ქართული მილიცია იდგა. გარიჟრაჟისავე უმალ მოისმოდა ასახოდამ ძახილი; ჩვენ ყური ვათხოვეთ: ხალხი ითხოვდა შებრალებას და მზად იყო დასამორჩილებლად. სროლა შეაყენეს, გაუგზავნეს ელჩები და მართლადაც მომატებულმა ნაწილმა დასტოვა ასახო და გამოვიდნენ ჩვენთან. სულ 211 სული იყო, იმათში მამაკაცი 55, დანარჩენნი დედა-კაცები და წვრილ–ფეხობა იყო. იმათი მოთავე ყურბან-მუსაც მობძანდა, ამით მაინც არ გათავდა ასახოსთან ომი. კიდევ დარჩნენ იქ 30-მდე ვაჟკაცები, რომელნიც მუქარეებს გვიგზავნიდნენ და იქ გვეპატიჟებოდნენ. დაიწყეს თავიანთი საქმე ზარბაზნებმა. ამ ორის დღის განმავლობაში ზარბაზნებმა 300 ყუმბარა უთავაზეს ასახოს ციხეებს და ძლივს ორი კუთხე მოუნგრიეს ორს ციხეს. დანაშთენი ციხეები და სალები ხელ-უხლებელი იყო.

ბოლოს დაიძახეს, იერიშიო, მაგრამ ისე ფიცხლად ვერავინ გაბედა, როგორც უბძანებდნენ. ბოლოს ჯერ ფშავლებმა გაბედეს — შაცვივდნენ ასახოში და ამათ ქართველები და თუშებიც მიყვნენ. დიდოელები გამაგრებულიყვნენ მხოლოდ ერთს ციხეში, – დანაშთენი ციხეები და სოფელი ცარიელი იყო. გააჩინეს ცეცხლი, მოუკიდეს ამ ციხესაც სადაც დიდოელები გამაგრებული იყვნენ, შემოერტყნენ გარს ჯარი, ბევრი სთხოვეს იქ მყოფ დიდოელებს დამორჩილება და გამოსვლა, მაგრამ შენ არ მამიკვდე: „მამაჩვენებიც რუსებისაგან არიან დახოცილები და ჩვენც რუსებმა დაგვხოცონო“ ეპასუხნათ დიდოელებსა. მოუდეს ცეცხლი ამ ციხესაც. ძირის სართული ცეცხლმა დაიჭირა, — მაგრამ შეუპოვარი ასახოელები აცვიდნენ მეორე სართულში, ილანძღებოდნენ და ისროდნენ თოფებს. გაჩნდა ცეცხლი მეორე სართულშიაც, ასახოელები აცვივდნენ მესამე სართულში. ციხიდამ მოისმოდა ბავშვების ტირილი, დედა-კაცების წივილ-კივილი. ეხვეწებოდნენ ჩვენები წვრილ-ფეხობა და დედა-კაცები მაინც გამოუშვითო, მაგრამ ვერა შეაგონეს რა ავიდა ცეცხლი მესამე სართულშიაც, ამითაც არ შეშინდნენ ასახოელები. ყველა ღონე რომ გამოელიათ, იშვირეს ფეხი და ჩაცვივდნენ ცეცხლში; კარებში გამოხეთქა კაცის სისხლმა და ქონმა. ორი პატარა ბავშვი ძლივ გამოიტაცეს ჩვენებმა ცეცხლიდამ. ერთი იმათგანი ძალიან დამწვარი იყო და მალე მოკვდა, მეორე კი დღესაც ცოცხალია. დანაშთვნები ცეცხლში დაიწვნენ. ამით გათავდა ასახოს აღება. იმ ღამეს ჯარი სოფელში დარჩა, — მეორე დღეს, ესე იგი 1 მკათათვეს, გაიგზავნა ჯარი სახლების დასანგრევად და დასაწვავად. საშინელება იყო 16 და 17. კარგად ცხადად დავინახეთ რომ ერთმა კაცმა, თავის ხელით წაუკიდა ცეცხლი თავის სახლს პურით სავსეს და შემდეგ თითონაც დაიცა ხანჯალი და მოიკლა თავი მრავალი დედა-კაცი შესაზარის ყვირილით გადა გარდა კლდეში. ერთმა მათგანმა ყელები დასჭრა ორს თავის პაწაწა შვილებს და შემდეგ გადავარდა კლდეში. საშინელება იყო მრავალი ავეჯი და ნამეტნავად პური დაღუპა ცეცხლმა.

მაშინ, როდესაც ეს ამბავი იყო ასახოს გარეშემო – აი რა სურათს ვხედავდით: თუშები და ავარელნი, რომელნიც თ. ნაკაშიძის ჯარში ივნენ, თავიანთ ქონების შემატებას დაუფიქრდნენ: აქაო და ჩვენ ყურს არა ვინ გვიგდებსო, გავიდნენ ასახოს სერებზედ, მოაგროვეს რაც კი იქ ცხვარი, ცხენი, ძროხა და ჯორები იყვნენ და გაამგზავრეს თავიანთ სახლებისაკენ. საცოდავ მწყემსებს ტყუილად ჩამოსდიოდათ ღაპა-ღუპით ცრემლები და ტყუილად შესჩიოდნენ მეუფროსეებს, იმათი აგრეთვე თვით დიდოელების ცხვარი, ძროხა, ცხენი სულ ავარიელებმა, ანდიელებმა, ლეკებმა და თუშებმა წასხეს თავიანთვის. საწყალ მწყმსებს რაც დიდოელებმა დააკლეს ამათ აუსრულეს. რისაც გარეკა შესძლეს, ხომ გარეკეს და დანაშთენი რაც მახლობლად იყო და მალვით გარეკა იმათი არ შეიძლებოდა, მორეკეს აკვარელებმა ჩვენ ბანაკში და ჩვენ თვალ წინ ჩვენსავე ცხვრებს ჰხოცდნენ, სჭამდნენ რაც შეეძლოთ, და რასაც ვერ ერეოდნენ, ჰყიდდნენ მედუქნეებზედ და სხვებზუდ — დაკლულ ცხვარს უტყაოდ შურად და ორ შაურად. ფეხ-და-ფეხ მანეთად და ოთხ აბაზად. მთელი ჩვენი ბანაკი მოიფინა ლეშით, შინაგანებით, აყროლდა იქაურობა. ვერაფერი გავაწყეთ ჩვენს ჯარშივე მყოფ ავარელები და ანდელები ლეკებთან, ვერა გვარი ბრძანება ვერ შეასმინეს-ჰხოცდნენ და ხოცადნენ. რაც შეეძლოთ. ნაიბები, თუ სხვანი დასეირნობდნენ ჩვენის ცხენებით, მაგრამ იმათ ჩვენ ვერა დავახწიეთ რა. ერთის სიტყვით მთელი ქართველობის ცხვარი თუ ცხენი რაიც გადარჩომოდათ დიდოელებს სულ ჩვენთანვე მყოფის ლეკების და თუშების დავლად შეიქმნა. უნდა გეყურებინათ მემცხვარეებისა აღტაცების და სიხარულისათვის, — როდესაც მათ თავიანთი ცხვარი დაინახეს და შემდეგ კიდევ იმათი ცხარე ცრემლებისათვის, როდესაც დაინახეს, რომ ჭირითა და ვაი-ვაგლახით მათს მონაშენს საქონელს, ისე შეუპოვრად და და უზოგველად ჟლეტდნენ.

დიდის ვაი-ვაგლახით წაართმევინა თ. გ. ჯორჯაძემ ლეკებს 4600 სული ცხვარი და თანხმად მეუფროსეს მოწერილობისა, დაუყო ეს ცხვარი იქ მყოფ მეპატრონეებს, მაგრამ ვის რა გაჰხვდებოდა. დანაკარგი ცხვარი მარტო იქ მყოფ პატრონებისა 28,000 სულს არემატებოდა და აბა ეს 4600 ვის რა გაჰსწვდებოდა!

თ. ნაკაშიძე ამშვიდებდა მწყემსებს იმ იმედით, რომ მმართებლობა დაგაკმაყოფილებთო,

19, 20 და 21 ჯარი ისევ ასახოს თავზედ იდგა. 211 სული დიდოულნი გაგზავნეს შურაში, თ. მელიქიშვილთან.

22 მკათათვეს ჯარი, თანხმად მოსულის განკარგულებისა, ისევ გაიყო ორ ნაწილად: თავადი ნაკაშიძე თავის ჯარით გაემგზავრება დაღისტნისაკენ, — თ. ჯორჯაძე კახეთისკენ.

ამ დღეს თ. ჯორჯაძის ჯარს მოემატა ერთი მშვენივრად გამართული და გამოწყობილი ჯარი ქართველებისა რიცხვით ას ორმოც-და-ათი. ამათ მეუფროსეს, მაიორს თ. ნიკო დიმიტრის ძეს ვაჩნაძეს, კაცს ნაქებს ვაჟკაცობითა და დაღისტნის ომში გამოცდილებითა, სულ შვიდის დღის განმავლობაში ისე მშვენივრად გაემართა ეს ას ორმოცდა-ათი კახელი გლეხი კაცები, რომ ვერც ერთი დიდხნით ნაწურთნი როტა ვერ შედრებოდა. ისინი იყვნენ გაწყობილნი რუსულის შტუცრის თოფებით, რომელსაც მშვენივრად ხმარობდნენ. თელაველებს ამათთვინაც ყურადღება აღმოეჩინათ თამბაქო და კიდევ სხვა წვრილმალეულობა - შვუთავაზებინათ. ძალიან მოწყენით დაბრუნდნენ უკანვე — გულით უნდოდათ საქმეში გამოეცადნათ თავიანთი ვაჟკაცობა, მაგრამ გვიანღა იყო.

27 მკათათვეს თ. ჯორჯაძის ჯარი კახეთში ჩამოვიდა და 29-ს თანხმად მოსულის ბრძანებისა — ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარი სხვა და სხვა ალაგს გაიგზავნა. გათავდა ლაშქრობა,-დაიმორჩილეს დიდოელები. მართალია ასახო აიღეს,— ცოტაოდნად დაანგრიეს, 211 სული რუსეთისაკენ გაგზავნეს, მაგრამ დიდოელები ისევ თავის ალაგს დარჩნენ — იმედია, ჩვეულებისამებრ სანამ დიდო გამაძღარია თავის კარესთან იქმნება წამოწოლილი და როდესაც მოშივა — ისევ გამოილაშქრებს და წაიტანცებს ქართველების ქონებას. დიდოელები თავის დღეში არ მოუსვენებენ კახეთს.

დაპირებისა გამო, ეხლა მოგახსენებ, მკითხველო, მიზეზებს, რომლისაგამოც —დიდოელები აჯანყდნენ. ხალხში ბევრს ლაპარაკობენ, ცილისწამება, ჩვეულებრივ, ბევრზედ არის. ესეც კი უნდა გახსოვდეს, მკითხველო, რომ ჩვენ, ერთობ ქართველობაში საშინელი ჯაბრობა და შურის ძიება სუფევს. თუ დავინახე, რომ ჩემი მეზობელი უჭკვო კაცი არ არის, რიგიანად მიჰყავს თავისი თუ სხვისი საქმე და პატარა ზურგი მაგარი აქვს, — თქვენი მტერი იყოს, რომ მე იმას საძაგებელი, მაყინივებელი, შესარცხვენ და სალანძღველი ჭორი და ცილი არ მოვაკლო. რას არ მოუგონებ და რა მეცადინეობას არ მივიღებ, რომ ის დავამხო, დავღუპო, სახელი გაუჩირქიანო: ამის მაგალითი ბევრია ჩვენში, ჩვენდა საუბედუროდ.

პირველშივე მოისმა ხმა-თუ არა დიდოელები გადგნენო, მაშინვე მიზეზად ის დასახეს, რომ თ. გ. ჯორჯაძემ საძოვარი ადგილები ჩამოართვაო, — და იმიტომ გადგნენო, რომ გიორგის ჯორჯაძის ოჯახი დაღუპონო და, რა ენისელში ჩამოვლენ, რათქმა უნდა სხვებსაც არას დააკლებენო და აბა რისთვის უნდა დაიღუპოს ერთის კაცის გულისათვის მთელი ქვეყანაო.

შესახებ ამ საძოვრების ჩამორთმევისა — აი საქმე როგორ არის: ხიტრახოელებს სამხრეთ-დასავლეთის მხარეს, დიდი საზაფხულო საძოვრები უძევთ. ეს ადგილები ყოველთვის თუშებს და ქართველებს სჭერებიათ ცხვრის საძოვრად ზახულში და ხიტრახოელებისათვის უძლევიათ — დადებული საბალახე ას სულზედ ორი ცხვარი, ასე რომ მთელი საბალახე ფულად შეადგენდა 250 მანეთიდამ 300 მანეთამდე. გიორგი ჯორჯაძეს საზამთრო ადგილი ცხვრისათვის არ ქონების და ზოგიერთ მებატონეებთან, რომელთაც იორზედ საზამთრო საძოვრები აქვთ, —პირობა შეუკრია: „ზამთარში თქვენ მამეციც ცხვრის ადგილიო, ზაფხულში მე მოგცემთო.“ ამისგამო გაუგზავნია სიტრახოელებთან კაცი და თან ხმად მთელის საზოგადოობისა თ. ჯორჯაძეს აუღია ეს ადგილები იჯარით წელიწადში 400 მანეთად. გადასულან სზოგადოებისაგან აღმორჩეული კაცები შუადღის ტნის მმართველის უპრავლენიაში და იქ წესიერად დაუმტკიცებიათ პირობის წერილი — ბეთაც გამოურთმევიათ ა 180 მანეთი. მე ნამდვილის ცნობებიდამ დავრწმუნდი, რომ ხიტრახოელებს იმ ადგილიდამ — მაზედ მეტი შემოსავალი თავის დღეში არ ჰქონიათ. ძალად გამორთმევა - იმ ადგილებისა დასაჯერებელი არ არის, ამიტომ რომ საძლო იქ არა იყო რა. ხიტრახოელებისათვის ეს ადგილები სრულიად საჭირო არ არის, მაშასადამე ვისაც უნდა სჭეროდა იმათთვინ სულ ერთი იყო, მხოლოდ თავიანთი კი აეღოთ. იმ ფიქრის მოტანა, რომ თ. გ. ჯორჯაძე არ მისცემდა 400 მ. და ამით ააღელვებდა დიდოელებს, — უგუნურობა იქმნება და ყველა ვინც იცნობს თ. გიორგის დამეთანხმება, რომ ის იმგვარი კაცთაგანნი არ არის, რომ ამისთანა საქმით ჩირქი მოიცხოს.

გარდა ამისა ეს უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ ხიტრახოელები სრულებით არ არეულან აჯანყებაში, მოთავენი იყვნენ ასახოელები, რომელთაც არა გვარი მონაწილეობა ამ ადგილებში არა აქვთ. — ხიტრახოელების ადგილების მხლობლად ხუფროელების საძოვრებია. ეს ადგილები კიდევ, აგრეთვე კანონიერად დამოწმებულის პირობის წერილით და სუფროულების ნება-ყოფლობით, ჰქონდა აღებული იჯარით თ. გ. ჭავჭავაძეს. ერთის სიტყვით ძალ-დატანება როგორც ერთის მხარიდამ — ისე მეორიდამ არა ყოფილა და თუნდ ყოფილიყო. კიდეც გარემოებას არ შეეძლო ამისთანა განხეთქილება მოეხდინა მთელს დიდოში.

თუ მიზეზად მართლა ამ ადგილების იჯარით აღებას დავსახავთ შილდის მთებზედ დაცემა და ცხვრის გარეკა რაღა იყო?! შილდის მთა ხომ ყოველთვის შილდისა ყოფილა და დიდოელებს მის დღეში აქ საქმე არა ქონიათ. თუ გ. ჯორჯაძის და ჭავჭავაძის ჯავრი სჭირდათ სხვას რაღას ემართლებოდნენ!! ძალიან კარგად იცოდჩენ დიდოელებმა სად იდგა იმათი ცხვარი, ანუ ვინ იყვნენ იმათი მწემსები; ძალიან ადვილად შეეძლოთ ზიანი მარტო იმათთვინ მიეცათ, მაგრამ იმათთვინ ხელიც არ უხლიათ, შეიკლეს სრულიად სხვის მყემსები და აიკლეს სრულიად სხვისი ცხვარი.

ქოჩქოლის და გადგომის განძრახვა მთელს დაღესტანს ქონდა, — დღესაც ანწუხელები და კაპუჭელები გადგომილნი არიან, — აბა ამათ ვიღამ წაართვა ადგილები? ნუთუ სიტრახოელების და სუფროელების მამულების ჩამორთმევამ იჯარით მთელი დიდოელები განენა? ეს ყოვლად დაუჯერებელია.

ჭეშმარიტი მიზეზი აი რაში მდგომიარებს დიდოელების ნაიბი ინყო-ჩილო მეტად საძაგლად ექცეოდა თურმე დიდოელებს; ყველანი დამუქრებულები იყვნენ, — „იმისი ხორცი უნდა ვჭამოთო.“ გარდა ამისა ოსმალოს მქადაგებლებმა არ დაივიწყეს ეს მხარეც. მასდღეს შემდეგ რაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, ძალიან ბევრი კაცი თურმე მოვიდა დიდოში ოსმალეთიდამ.

აი ყველა ამას და კიდევ სხვა წვრილმალ ამბებს ძველებს და ახლებს შაესხათ ფრთები დიდოელებისათვის, და აეჯანყებინათ.

ახლაც ბევრგან თურმეა ჩონჩქოლი და, თუ თოვლმა მალე არ გვისწრო, კიდევაც სიფრთხილე ჰმართებს კასეთსა.

ჭიჩოელი.

__________________

1 „ივერია“ №27, 28 და 29.