ივერია (21)1877.07.21



1877.07.21

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 აღმოსავლეთი ომიანობის შესახებ

▲back to top


აღმოსავლეთი ომიანობის შესახებ

ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ, როგორც მოგეხსენებათ რუსეთის საქმე ძალიან კარგათ მიდის. იქაურმა მხედრობამ ისეთი ხერხი და ოსტატობა გამოიჩინა, რომ სტაბოლის მთავრობა ცოტად თუ ბევრად დააფთხო. მეტადრე ბალკანის მთებზე გადასვლამ მეტად შეაწუხა ოსმალეთი და დააფიქრა. მართლა და ძალიან მოხერხებული და ოსმალებისათვის მოულოდნელი საქმე იყო ეს გადასვლა. ტირნოვიდამ ბალკანის მთებზედ დიდი გარდასავალი გზა გაბროვზედ მიდის და ბალკანის იქითა მხარეს სოფ. შიბკას და კაზანლიკაში ჩადის. რადგანაც ტირნოვიდამ ბალკანის მთებზედ მხოლოდ ეს ერთი გზაა ფართო და ჯარისათვის გასავლელი, ოსმალებსაც ეგონათ, რომ რუსის ჯარი უთუოდ ამ გზაზედ გადივლის, რადგანაც სხვა გზები ვიწრო ბილიკებია და ძნელი გასავლელია ჯარისათვის. მაგრამ შეჰსცდნენ. ღენერალმა გურკომ თავისი გუნდი ისეთ ვიწრო ბილიკებზედ და ოღრო-ჩოღრო ადგილებზედ გადიყვანა, რომ არც ერთი ოსმალო არ დახვედრია, და ყველასთვის მოულოდნელად სოფ. ხანკიოის მივიდა, ბალკანიის მთების იქით. ეხლა შიბკაც რუსების ხელშია და კაზანლიკიც, ე. ი. ზემოხსენებული დიდი გზა, რომელზედაც უმთავრესს ჯარს შეეძლება დაუბრკოლებლივ გადაიაროს მთები, დაუბრკოლებლივ – მეთქი რადგანაც ოსმალოს ჯარი ამ გზაზედ ვერაფერს დაბრკოლებას ვეღარ მისცემს რუსებს. რაკი უმთავრესი ჯარი მოეწევა ღენ. გურკოს, რუსებს ცოტაღა უკლდებათ ადრიანაპილამდე, რომელსაც ოსმალეთი დიდს სიჩქარით ამაგრებს.

ერთის სიტყვით რუსეთის საქმე ბალკანის ნახევარ კუნძულზედ ძალიან კარგათ მიდის მეთქი, და ამის გამოისობით არამც თუ მარტო ოსმალეთის მთავრობა არის შეწუხებული, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც დიდი მოძრაობა და ფაცა-ფუცი ეტყობათ. ეს მოძრაობა ჯერ დუნაიის გადასვლის თაობაზედ გაიმართა და ეხლა რაღა თქმა უნდა, რომ უფრო გაძლიერდება, რაკი რუსის ჯარი შიგ ოსმალოს შუაგულში დაიწყობს სიარულსა. ამას წინად ხმა გავარდა, რომ ავსტრო-ვენგრია რუსეთის წინააღმდეგ ზავს დაეძებს ინგლისთანაო, მაგრამ გერმანია უშლისო. ბისმარკს თითქო ეთქვას, რომ თუ ავსტრია ბოსნიასა და სერბიას დაიჭერსო, გერმანია ბოგემიაში შევაო. მართალია ეს თუ არა, სწორედ არვინ იცის. მაგრამ ის კი ნამდვილია, რომ ავსტრია ჯერ-ჯერობით არავითარ მოქმედებას რუსეთის წინააღმდეგ არ იჩენს; იგი თვის წინააღმდეგობას მხოლოდ სიტყვით აღიარებს და იძახის–მე არც იმას შევიწყნარებო, რომ რუმინიამ დუნაიის იქითა ნაპირას რომელიმე ადგილი დაიჩემოსო, არც სერბიის გამატებასაო და არც იმასაო, რომ მდ. სავაზედ რომელიმე მძლავრი სახელმწიფო გაიმართოსო. ახლა თქვენ თითონ გამოიცანით ეს წინააღმდეგობასა ნიშნავს თუ სხვას რასმეს. მხოლოდ ის კი არ უნდა დაივიწყოთ, რომ არავის არა ჰსურს თავის მეზობლის გამძლავრება და გადიდება. გარდა ამისა ზოგი ამბობს (იქნება ჭორი იყოს), ვითომ ავსტრიას დიდი ხანია რაღაცა პირი მიუცია რუსეთისათვისაო.

მართალია, ავსტრია დიდ მზადებაშია და ჯარიც გამოიყვანა სამზღვარზედ, მაგრამ მას ჯერ-ჯერობით არავითარი საბუთი არა აქვს ეხლავე ჩაერიოს საქმეში და ეხლავე დაიჭიროს ბოსნია და ჰერცეგოვინა. ავსტრიის მთავრობასთან დაახლოვებულ პირთა სიტყვით ავსტრიის პოლიტიკა ჯერ-ჯერობით შემდეგში მდგომარეობს: ორში ერთი–ან ოსმალეთი დამარცხებული გამოვა ომიანობიდამ და მისი სახელმწიფო ფერს იცვლის, ან არა და ოსმალეთი გაიმარჯვებს და მისი განწყობილება და საქმე იგივე დარჩება, როგორიც აქამდისინ იყო. პირველ შემთხვევაში ავსტრი-ვენგრია მაშინვე დაიჭერს ბოსნიასა და ჰერცოგოვინას და თავის მფარველობის ქვეშ აიყვანს იმავე საბუთით, რა საბუთითაც ამ ჟამად რუსეთი ბოლგარიის ისევ ბედზედ მოქმედობს. მეორე შემთხვევაში თუ კი ოსმალოს საქმე არ შეიცვლება, ავსტრიას არავითარი მიზეზი არ ექნება დაიჭიროს ზემოხსენებული ქვეყნები. მაშასადამე, ვიდრე ოსმალეთის საქმე ასე თუ ისე არ გადაწყდება, ავსტრიისათვის სრულებით საჭირო არ არის ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დაჭერა, და საქმეში გარევა.

მართლაც რომ ავსტრი-ვენგრიამ არავითარი წინააღმდეგობა არ გამოიჩინოს რუსეთისადმი, საკვირველი აქ არა იქნებარა. ავსტრი-ვენგრიას თავისი ჭირი აწუხებს: მისი მთავრობა მხოლოდ იმასა ზრუნავს აგები როგორმე ჩემი ორად გაყოფილი სახელმწიფო შევიმაგროვო და ან ერთი ნაწილი არ გამეცალოს ხელიდგან, ან მეორე და ამის გამო ხან ერთს შეჰსცინის პირში ხან მეორეს. ამ სახით მის მოქმედებას ორწყალ-შუა დგომა ეტყობა. საზოგადოება რომ რომელსამე მიდრეკილებას დაადგება, მთავრობაც იმ მიდრეკილებას აჰყვება ხოლმე, თითქო იმავე აზრისა იყოს; გულში კი ერთი და იგივე ზრუნვა წადილი აქვს:

რაცა მაქვს ის შევირჩინოვო და თუ სხვამ რამე შეიძინოსო აგები მეც რასმეს გამოვრჩეო. ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს, რომ ავსტრი-ვენგრიამ რუსეთისადმი წინააღმდეგობა არ გამოიჩინოს, თუ კი ხედავს რომ ეს წინააღმდეგობა მის წადილს ვერ აუსრულებს. თუ ავსტრია, იტყვის მკითხველი, რუსეთის წინააღმდეგი არარის, მაშ რაღათ იმუქრება და ამბობს: რა დღესაც სერბია ომში ჩაერევა, იმავე დღეს ჩემ ჯარს სერბიაში შევიყვანო? პირველი ესა რომ ვინ უშლის სერბიას ჩარევას ომში, ამისი არც მე ვიცი ნამდვილად, არც შენ, მკითხველო. მეორე ისა, რომ ავსტრი-ვენგრიისათვისაც ის არის სამჯობინარი რაც უფრო ცოტა მოცილე გამოჩნდება მაშინ, როცა საქმე თავის დასასრულზედ მიდგება. სერბიელნი ამბობენ: ამოდენა მსხვერპლი დავსდეთო, ამოდენა სისხლი დავღვარეთო, ამოდენა მამულის შვილი დავკარგეთო სლავიანების განთავისუფლებისათვისაო, და ნუ თუ მომავალში ჩვენც ჯეროვანი ადგილი არ გვექმნებაო საქმის გადაწყვეტაშიო. აბა რა სასიამოვნოა ამისი გაგონება ავსტრიისათვის? რუმინის საქმეც ამ გვარია. რუმინიელები ამბობენ: ეს რა სულელურ მდგომარეობაში ჩავცვივდითო: ოსმალეთს ომი გამოვუცხადეთო და გვვეუბნებიან დუნაიის იქითა ნაპირას კი ნუ გადახვალთო. რუმინიელებსაც უნდათ საქმის გადაწყვეტის დროს თავისი ხმა იქონიონ. რასაკვირველია არც ეს არის სასიამოვნო მოცილეთათვის. რუსული გაზეთები კი თავისას იძახიან: დახე ამ წყეულ ავსტრიას, აკი აბრკოლებს სერბიას და რუმინიას რომ არ მოგვეშველონო. ის კი არათუ.... მაგრამ ამაზედ სხვა დროს მოვილაპარაკებთ.

დუნაის მხედრობის წინ წადგომამ ინგლისსაც ყური აცქვეტინა, როგორც ეტყობა მისი საომარი ხომალდები თან და თან სტამბოლს უახლოვდება, მაგრამ ჯერ კი არავითარი გარდაწყვეტილი მოქმედობა არ გამოუჩენია. რუსის ჯარი საცაა ადრიონაპოლამდე მივა და ინგლისი რაღას უცდის, თუ კი ოსმალეთისათვის თავი სტკივა? ნუ თუ ყველას წინადვე ჰქონია გამოანგარიშებული, ვინ რა უნდა ირგუნოს? ინგლისის ოფიციალური გაზეთები სულ იმას იძახიან. რომ ინგლისი აი ეხლა უნდა ჩაერიოს ომშიო, რადგანაც მერე გვიანღა იქმნებაო. სხვა სახელმწიფოებმაც რომ ხმა არ ამოიღონ და ინგლისი მარტოც რომ დარჩეს მაინც რუსეთს წინ უნდა დაუდგესო და თვისი სარგებლობა დაიცვასო; მთავრობამ ეხლავე უნდა გამოუცხადოს რუსეთსაო, რომ მას სტამბოლში ინგლისის ჯარი დაუხვდებაო. მეორეს მხრით სხვა ზომიერი გაზეთები კი ამბობენ, რომ რუსებს სტამბოლამდე ჯერ ბევრი აკლიათო და ინგლისის სარგებლობას ჯერ არავითარი ვნება არ მოელისო. ყოველივე ეს ახალი ამბავი არ არის. მიიღებს ინგლისი მონაწილეობას ომში თუ არა? ეს საგანი დღესაც იმავე საბურველ ქვეშ არის, როგორც ამ სამის თვის წინად იყო.

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

– 5 მკათათვეს ღენერალ გურკოს სოფ. შიბკა დაუჭერია და ის მთის დიდი გადანავალი გზა, რომელიც ამ სოფელზედ არის გაყვანილი.

– 16 მთათათვეს ღენერალი ლორის-მელიქოვი ქურუქ-დარის ბანაკიდამ გამოვიდა და მტრის ბანაკის სიმაგრენი დაუთვალიერებია ვიზინკევამდე. დიდ იაგნის მთასთან შეტაკებია მტერს და ჩვენებს გაუმარჯვნიათ. მთასთან შეტაკებია მტერს და ჩვენებს დაუმარჯვნიათ. ჩვენი ერთი აფიცერია მკვდარი და 4 დაჭრილი, 46 ჯარის კაცია დაჭრილი და 4 მკვდარი.

– რუმინიის ერთი დივიზია დუნაის იქითა ნაპირას გადასულა და ნიკოპოლის გუშაგად უნდა დადგესო.

ოსმალოს სამხედრო მინისტრი გაუგზავნიათ სტამბოლიდამ შუმლაში იმის შესატყობლად თუ რა მიზეზი იყო, რომ რუსები ეგრე ადვილად გადვიდნენ დუნაიას. ამ საგანზედ ინგლისის გაზეთი „Standard“ ია რას იწერება: „რუსები რომ დუნაიას გადავიდნენ დაუბრკოლებლად და სწრაფად მიიმართნენ სისტოვისაკენ, ამ ამბავმა ძალიან შეაწუხა სტამბოლი და სრულად დაავიწყა ის კაი ამბები, რაც ამ ბოლო დროს მცირე აზიიდამ მოვიდა. ერთი ახალგაზრდა ინგლისის აფიცერი, რომელსაც თავისის თვალით უნახავს რუსთა გადასვლა დუნაიაზედ. ამბობს, რომ ოსმალების დაუდევნელობა ამ შემთხვევაში გაუგებარიაო. სისტოვაში იყო ათასი კაცი ოსმალო, ახალის თოფებით დაიარაღებული, და რამდენიმე ზარბაზანი. მაგრამ ამათ არაფერი დაბრკოლება არ მიუციათ რუსთა თვის, რომელნიც დიდის ნავებით გამოდიოდნენ დუნაიას, მაშინვე დაანებეს თავი ქალაქსა და წავიდნენ ასე, რომ თოფიც არ უსროლიათ. ოსმალოს ჯარის უფროსი იმით მართლულობს თავს, რომ მე ბრძანება არა მქონიაო რუსის ჯარს შევბმულიყავიო. სტამბოლში კი ამ უფროსს აბრალებენ, რომ რუსებისაგან მოსყიდულიაო ასე როგორც არტაანის კამენდანტიო. ხონთქარი ამ ამბავზედ ძალიან ცუდ გუნებაზედ შეიქმნა და მაშინვე შეჰყარა მინისტრები თავის სასახლეში. ხონთქარმა ჰკითხა როგორ მოუვიდაო აბდულ ქერიმს, რომელსაც სამასი ათასი (?) ჯარი ჰყავს, რომ მაგ რიგად გადმოუშო რუსები და ოსმალოს საომარი სახელი გაუტეხაო. მინისტრებმა პასუხად მიუგეს, რომ ჩვენ არა ვიცით რაო, ეგ აბდულქერიმის საქმეაო. ხონთქარმა მაშინვე ტელეგრაფით მოჰკითხა აბდულ ქერიმს ამისი პასუხი. აბდულქერიმის პასუხი მიახლოებით ეს იყო: „ვევედრები თქვენს დიდებულებას არ შეჰსწუხდეთ მასზედ, რომ რუსები დუნაიას გადმოვიდნენ; ამას არასფერი მნიშვნელობა არა აქვს. მე ძალიან კარგი პლანი მაქვს შედგენილი, ისეთი პლანი, რომლისაგამო რუსები უეჭველად დამარცხდებიან სრულიად ასე რომ არც ერთი იმათი კაცი, დუნაიაზედ გადმოსული, თავის ქვეყანაში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდება. მხოლოდ ამას ვითხოვ თქვენის დიდებულებისაგან ნება მომცეთ ჩემი განზრახვა ავასრულო და სტამბოლის ბატონებს უბძანოთ, რომ ნუ ერევიან ჩვენ საქმეში და ნუ მიშლიან ჩემის განზრახვის აღსრულებას.“ ამ პასუხმაც ვერ გაუკეთა გული ხონთქარსა და ამიტომ რამდენჯერმე ტელეგრამმით მოსთხოვა აბდულ ქერიმს შენი პლანი მაცნობეო, მაგრამ აბდულ-ქერიმი დიდს უარზედ დადგა და მოჰსწერა, რომ ხონთქარი ან სრულიად მე უნდა მენდობოდესო, ან არა და სხვა გამოგზავნოსო ჩემს ადგილასაო. მაშინ ხონთქარმა თვით მოინდომა ლაშქარში წასვლა, რომ აბდულ ქერიმის პლანი გაესინჯა, მაგრამ რედიფ-ფაშამ ურჩია შენი ამ დროს იქ წასვლა ცუდიაო, მე გამგზავნეო, ყველაფერს შევიტყობო და გაცნობებო. სხვა მინისტრებმაც, რომელთაც რედიფ-ფაშის თავიდამ მოშორება იამათ, ურჩიეს რედიფ-ფაშის გაგზავნა. ხონთქარმა მცირეს ტოკვის შემდეგ ამაზედ თანხმობა გამოაცხადა და რედიფ-ფაშა აბდულ ქერიმთან გაისტუმრა, რედიფფაშას ხონთქარმა ნება მიჰსცა შეიტყე აბდულ ქერიმის პლანიო და რაც საჭიროდ დაინახოვო, შეჰსცვალეო.“

– ზივინის ომის თაობაზედ აი რას იწერებიან ინგლისურის გაზეთში „თიმეს“: „დილის 11-ს საათზედ რუსის ათი ბატალიონი ოც-და-ერთის ზარბაზნით იერიშით მოვიდა ოსმალოს სიმაგრეზედ, საცა შვიდმეტი ბატალიონი იყო ექვსის მინდვრისა და ექვსის მთის ზარბაზნითა წინამძღომლობის ქვეშ არზრუმის გუბერნატორისა იზმაილ ფაშისა და ფაზი-ფაშისა (ღენერალ-კოლმანი). ოსმალოს ჯარმა იერიშს გაუძლო დაღამებამდე და დაღამების შემდეგ ომიც შეჰსწყდა. რუსებს უკან დააწევინეს და დაღამების შემდეგ ომიც შეჰსწყდა. რუსებს უკან დააწევინეს და დიდი ზარალიც მიაყენეს. რუსების ზარალი გამორიცხულია 1500–2000 კაცამდე. რადგანაც მუსა-ფაშამ თავის ათასის ცხენოსანითა ომს ვერ მოასწრო, ამის გამო ოსმალებს მოუცდათ სრული სარგებლობა გამოეტანათ ამ გამარჯვებიდამ. შედარებით ოსმალებს ნაკლები ზარალი მიეცათ, სულ 600–800-მდე კაცი დაუზარალდათ. ჯარის-კაცთა ძალიან კარგად იომეს, ღენერალ კოლმანის (ფაზიფაშისა) ვაჟკაცობას და გამგეობას ყველანი აქებენ.“

– ინგლისის გაზეთში „Morning-Post“ ჰსწერია: მას აქედ, რაც რუსეთის განზრახვას ფარდა აეხადა ბოლგარიელთადმი რუსის ხელმწიფის ცირკულიარითა, მას აქედ რაც რუსებმა რუშჩუკში ზარბაზნების სროლით სნეულთა სადგურნი არ დაინდეს და სისტოვი (?) აიკლეს შეუბრალებლად, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ყოველივე ეს დასაწყისი ომისა ხალხთა განთავისუფლებისათვის გაჰფანტავს ყოველს ეჭვს შესახებ ინგლისის და რუსეთის პოლიტიკისა. ავსტრიისა და ინგლისის მხრით შეუნდობელი ცდომილება იქნება, რომ ამათ მხარი არ მიჰსცენ. ერთმანეთს იქ, საცა ამოდენა საერთო ინტერესებია ფეხზედ წამოყენებული ერთად მოქმედებისათვის.“

– ამ ბოლოს დროს იმისთანა ხმა დავარდა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მართალი გამოდგა ამბობენ ნამიქ-ფაშას რომელიც რედიფ-ფაშას თან გაჰყვა. შუმლს ერთი მეტად საჭოჭმანი საქმე მიანდესო. ამისთვის მიუნდვიათ, თუ ოსმალოს ჯარი ბოლგარიაში რომელსამე დიდს ომში დამარცხდესო, მაშინვე უშუამავლოდ პირ-და-პირ რუსეთს მორიგებაზედ დაუწყე საუბარიო თუმცა მორიგების თაობაზედ ევროპაში კანტი-კუნტად ლაპარაკობენ, მაგრამ ზემოხსენებული ამბავი მაინც უსაბუთოდ არ დაიჯერება.

– მორიგებაზედ რომ ხმები დადის, აი იმის თაობაზედ რა ჰსწერია გაზეთს „Presse“-ში: „დღეს ნამდვილად სხვა და სხვა მხრიდამ მოვიდა ამბავი შერიგების თაობაზედ. ამის შესახები ამბები ერთმანეთს პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მხოლოდ იმაში, რომ ზოგნი ამბობენ რუსეთმა დაიწყო მორიგებაზედ ლაპარაკიო და ზოგნი კიდევ ამბობენ, რომ ხონთქარის სასახლეში ჰსცნესო მორიგების საჭიროებაო. მაგალითებრ, „Standard“-ში (ინგლისის გაზეთია) სტამბოლიდამ ექვს ივლისს იწერებიან, რომ ინგლისის ხომალდების შემოსვლამ ბეზიკის ზღვის-ყურეშიაო სტამბოლი მეტად განარისხაო. ამ ჟამად მაჰმადიანთა და ნამეტნავად უმაღლეს წრეში ძალიანა ჰსურთ ინგლისნი, რომელთაც იმას აყვედრიან, რომ თქვენ მარტო თქვენს საკუთარს გამორჩომაზედ ჰფიქრობთო და ოსმალეთისათვის კი არას ნაღვლობთო. მრავალნი გავლენილნი ოსმალნი ხმა მაღლა იძახიან, რომ თუ ოსმალეთი იძულებულ იქნება შერიგება მოითხოვოსო, მაშინ იგი ეცდებაო ინგლისი თავისის საქმიდამ დაითხოვოსო და თვითონ პირ-და-პირ მოელაპარაკოს რუსეთსაო შერიგების თაობაზედაო. ამისთანა გუნებაზედ არის თურმე საზოგადოდ მთელი სტამბოლი. თუმცა ინგლისზედ ესე უკმაყოფილენი არიან, მაგრამ აქედამ რუსეთთან მორიგებამდე კიდევ დიდი მანძილია. მეორეს მხრით არც ის ამბავია ყურადღების ღირსი, რომ ვითომც რუსის მხედრობის წინამძღვართ გულში ედვათ შერიგების სურვილი; უფრო მით არის ეგ ამბავი დაუჯერებელი, რომ რუსებს თავისი წესი და წყობილება შეაქვთ ამ ჟამად ბოლგარიაში. თვითონ ინგლისი კი ორ ცეცხლ შუაა. იმისიც ეშინიან რომ ოსმალო ცალკე არ მოურიგდეს რუსეთსა და იმისიცა, რომ რუსეთის მხედრობა წინ არ წავიდეს და არ დაიჭიროს სტამბოლი.“

– ტფილისის კორრესპონდენტი ნემენცურის გაზეთის „Augsburger Zeitung“ ჰსწერს, რომ სომხები დიდს ფაცა-ფუცში არიან და მახეებსა შლიანო. სომხები თუმცა კი ვერაფერი მეომარი ხალხიაო, მაგრამ კი ცდილობენო ამიერ-კავკასიაში პირველი ადგილი დაიჭირონო არამც თუ მარტო საპოლიტიკო ასპარესზედ არამედ სამხედრო ნაწილშიაცო. ამის გამო ყოველს ღონისძიებას ხმარობენო, რომ თავიანთ ჯურის-კაცთა უპირველესი თანამდებობანი არგუნონ რუსის ჯარშიო. საწადელი აუსრულდებათ თუ არა, ჯერ არავინ იცის, მაგრამ კი უეჭველიაო, რომ ამისათვის ეხლა უკეთესი დროაო.

ეჭველიაო, რომ ამისათვის ეხლა უკეთესი დროაო. – კორრესპონდენტი „კელნის გაზეთისა“, ერთს ხმად გავარდნილს ამბავს მოგვითხრობს მასზედ, რომ ვითომც სამხედრო მინისტრი ოსმალეთისა რედიფ-ფაშა მოეწამლოთ აბდულ ქერიმთან ჩხუბისა გამო და აი ამ საგანზედ რას იწერება:

„მხედრობის განდგომა! სამხედრო მინისტრის მოწამლვა! ხონთქარის გაქცევა! აი ყველას ენაზედ რა ადგას, აი რა ათრთოლებს ხალხსა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს და რა უმღვრევს გუნებასა და აშფოთებს. საშინელი ამბავი სერასკირის მოწამვლისა და სარდალის ღალატისა აცნობა ვენაში ავსტრიის ელჩმა როგორც ნამდვილად მომხდარი და სტამბოლშიაც ამაზედ დაჯერებულნი არიან, თუმცა აქამომდე ჯეროვანად დამტკიცებული არავისაგან არ არის. როგორც მოგეხსენებათ, წასრულს კვირას რედიფფაშა წავიდა მხედრობის უმთავრეს სადგურს შუმლაში და თან წაიყვანა ნამიქ-ფაშა. ბევრმა იხეთქა თავი მასზედ,თუ როგორ შეხვდებიან ერთმანეთს რედიფ-ფაშა და აბდულ ქერიმი; ეს კი ყველამ კარგად იცოდა, რომ უშუღლოდ, უჩხუბრად ერთმანეთს ვერ გადარჩებიან. სწორედ ეგრეთაც მოხდა–უთანხმოებამ დიდხანს არ ალოდინა თავი. მივიდა თუ არა შუმლას, რედიფ-ფაშამ შენიშნა, რომ რუსთა გამარჯვებულს სვლას ვერ შეაყენებს კაცი ტორტმანობითა და ამის თვის შეუკვეთა აბდულ ქერიმს რომ სილი სტრის და რუშჩუკის მეციხოვნეთა ნაწილი რუსთა წინ დასახვედრად გაეგზავნა. ჯერ აბდულ ქერიმი დაეთანხმა და ჯეროვანი განკარგულება მოახდინა, მერე კი იმით გაათავა საქმე, რომ მარტო ხუთასი კაცი გაგზავნა ბელას. ამის გამო უსიამოვნო ლაპარაკი მოუვიდათ აბდულ ქერიმს და რედიფ-ფაშასა. ორივ ერთმანეთს აბრალებდნენ ღალატობას. ბოლოს აბდულ ქერიმმა უებარი ღონე მოიგონა მეტოქის თავიდამ მოშორებისათვის და მიართვა მოწამლული ყავა. სხვანი კი ამბობენ, რომ რედიფ-ფაშა უფრო სახელოვანის სიკვდილით მოკვდაო: თვითონ მოიკლა თავიო, რაკი დარწმუნდაო რომ დუნაიაზედ ოსმალეთს აღარა ეშველება რაო. ხონთქარის სასახლეში ამ ამბავმა ყველას თავ-ზარი დაჰსცა, ხონთქარს გული შემოეყარაო და ამბობენ კიდეც რომ მაჰმუდ-ფაშას გაჰგზავნისო აბდულ ქერიმის სასჯელში მისაცემათაო.“

– ოსმალეთის სამინისტრო ამ ბოლოს დროს ბევრს ცილსა ჰსწამებს რუსეთის მხედრობას მასზედ, რომ იგი მხეცურად და შეუბრალებლად ეკიდებაო მაჰმადიანებს, საცა კი შეხვდებიანო. აი ამ საგანზედ რა დაუჯერებელს ამბავს იხსენიებს ოსმალოს უცხო საქმეთა მინისტრი საფეტ-ფაშა თავის ცირკულიარში. „ჩვენნი მოხელენნი გვაუწყებენ ჩვენ, რომ რუსის მხედრობა ბევრს ავკაცობას ჰსჩადისო იმ ჩვენს ადგილებში, რომელიც მათ დაიპყრეს. იგი ხელაღებით ჟლეტს ხალხსა, ჰბუგავს ყველაფერს და ჰსცარცვავს. აი ჩვენნი მოხელენი ამის თაობაზედ რას გვაუწყებენ: წასრულს ოთხშაბათს რუსის ჯარი მიესია სისტოვის მაზრაში ერთს მაჰმადიანთა სოფელს, აიკლეს იქაურობა, გადაბუგეს სახლები და ამოხოცეს მომეტებული ნაწილი მშვიდობითმყოფელის მცხოვრებლებისა. რუსები თავს დაესხნენ ექვს ამ სოფლის კაცსა, რომელნიც მათ სრულაც არ ეწინააღმდეგებოდნენ, ერთი იმათგანი მოკლეს, სხვანი ტყვეთ წაიყვანეს. ექვსი სხვა მაჰმადიანი, რუშჩუკიდამ პიტონაში მიმავალნი, რუსის ცხენოსნებმა დაიჭირეს და დაახჩეს; ერთი კი გაექცათ. ამ უბედურთა სხვერპლთა გვამნიც კი გახადეს შემაზრზენებელის ქცევის საგნად; მკვდრებს თვალები დაჰსთხარეს და თვალთა ბუდენი პურით ამოუმსეს. რვას ოსმალოს ჯარის-კაცს ტყვეთ ჩავარდნილთა ჯოხით ცემა დაუწყეს ასე, რომ სიკვდილამდე მიაღწევინეს. ამ გვარსავე მხეცობას გვაუწყებენ ჩვენ აზიიდამ. ათას ხუთასი კომლი, რომელნიც რუსის ყაზახების ბარბაროზობას გამოექცნენ სოხუმიდამ და თავი შეიხიზნეს ტყეში, სულ ამოწყდნენ შიმშილითა. რუსის ჯარმა, არტანუჯის დამჭერმა, გამობრუნების დროს ამოხოცა ორმოც-და-ათი სული ასე, რომ არც სქესს ათხოვა ყური და არც ხნოვანობასა. მრავალი აშენებულნი ადგილნი, რომელზედაც კი გაიარა, სულ ამობუგა. ერთი (учкилискიй) სომხის ეპისკოპოზი დაიჭირეს, ხელ-ფეხი გაუკრეს და აგრე შეურაცხ-ყოფილი თან წაიყვანეს.“

– 12 ივლისს სტამბოლიდამ ოსმალეთის უცხოთა მინისტრმა აცნობა ოსმალეთის ელჩებს ევროპაში შემდეგი ახალი და, რასაკვირველია, ტყუილი ამბები: „მაღალს პორტას ტელეგრამმით აცნობესო, რომ 7 ივლისს რუსის მხედრობა შევიდა კესტანსა და ბელოვანშიო, იარაღი წაართვა მაჰმადიანთა და ბოლგარიელებს დაურიგა. ამის შემდეგ მუსულმანები სულ ამოხოცილ იქმნენ: მამა-კაცნი, თუ ბავშვები (?), მათს სადგომებს ცეცხლი წაუკიდეს. აქედამა ჰსჩანს, რომ რუსებს მოუწადინებიათ ხელაღებით ამოხოცვა ყველა მუსულმანებისა, რომელთაც კი გზათ შეხვდებიან. აქედამა ჰსჩანს რა ბარბაროზებასაც უნდა მოელოდნენ საწყალი ჩვენი თანა-მერჯულენი იმათგან, რომელნიც ხმა მაღლა აცხადებდნენ, რომ კაც-მოყვარებისათვის და დევნულთა სასხსნელად მოვდივართო. ჩვენ ეჭვი არ გვაქვსო, რომ ევროპა სრულის გულის წყრომით შერისხვას ამისთანა ულმობელობას.“

– რუსული გაზეთი „СѢверный ВѢстникъ“-ი, ამბობს: „ამისთანა ცილის წამებანი რუსეთის მხედრობისადმი გზას ვერ პოულობს იმ გაზეთთა შორის, რომელნიც ევროპაში უმთავრესნი არიან. ინგლისურს გაზეთს Timse-ს ამბობს, რომ ცარიელი ლიტონი სიტყვა არ დაეჯერებაო იმ მთავრობას, რომელმაც სრულის მშვიდობიანობის დროს საზარელი საქმეები მოახდენინა ბოლგარიაშიო და მთელი ბოლგარია სისხლით მოარწყვევინაო და რომელმაც არამც თუ არა ღონისძიება არ იხმარაო რომ დამნაშავენი დაესაჯაო, არამედ თითიც არ გაანძრია იმისათვის, რომ შემდეგში მაინც აღარ მომხდარიყოო. თვითონ ოსმალებსა აქვთო, განაგრძობს „Timse“-ი, წესად მიღებული ის უბრალოდ კაცის-კვლა და აოხრებაო, რომელსაც რუსებს აბრალებენო.“

– რუსულს გაზეთს СѢверный ВѢстникъ-ს ვენიდამ 10 (22) ივლისს შემდეგი ტელეგრამმა მოსვლია: დუნაიის ჯარში მყოფთა უცხო ქვეყნების კორრესპონდენტებმა რიცხვით ოცმა კაცმა ხელი მოაწერა მასზედ, რომ ოსმალოს მთავრობა ტყუილად ჰსდებსო რუსის მხედრობას ავად ქცევის ბრალსა.“

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ინგლისი. 16 (4) მკათათვეს ლონდონის პალატში დეპუტატმა დჟენკინსმა შემდეგი კითხვა წარუდგინა მთავრობას: „შეუძლიან თუ არა გარეშე საქმეთა მინისტრის თანაშემწეს წარმოუდგინოს პალატს ნამდვილი პირი იმ პროკლამაციისა, რომელიც რუსეთის იმპერატორმა გამოსცა ბოლგარიელთათვის? მთავრობის მიერ მიღებული ცნობა ამართლებს თუ არა Times-ის კორრესპონდენტის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ თ. ჩერკასკის პროექტის ძალით, ბოლგარიაში სამხედრო და საერო მმართველობაში უსათუოდ რუსული ენა უნდა იყოს ხმარებული და მიწის საკუთრება მხოლოდ ქრისტიანებს უნდა დაურიგონო. რუსული ენის შემოღება უსათუოდ რუსის მოხელეთა დანიშვნას მოასწავებს, რადგანაც არც ერთმა ბოლგარიელმა, თუ რუსეთში არ არის ნასწავლი, არ იცის რუსული ენა. თუ ყველა ეს მართალია, ჩვენი მთავრობა წინააღუდგება თუ არა ამ გვარ მოქმედებას რომელიც არ ეთანხმება რუსეთის, მთავრობის მიერ წინათვე აღიარებულს პირობას? უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჟამად სამი თარგმანია პროკლამაციიამასა, რომელთა შორის არც ერთი მეორეს ვერ ეთანხმება.“ ზედ გარეშე საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ბორკმა უპასუხა შემდეგი: „მთავრობამ მიიღო პროკლამაციის პირი დაა რა ვითარი მიზეზი არა აქვს ის პირი წარმოგიდგინოთ. თ. ჩერკასკის შესახებ ჩვენც შევიტყეთ ბუხარესტიდამ, რომ მასზედ არინ მინდობილი ბოლგარიის მმართველობის მომართვა და თან 400 მოხელე ახლავს. ამის მეტს ჩვენ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგანაც ამ საგანის შესახებ ჯერ არაფერი ამბავი არ მოგვსვლია.“

ბორკმა ჰსთქვა, რომ მთავრობას არავითარი ოფიციალური ცნობა არ მოსვლიაო შესახებ რუსეთის ენისა და მმართველობისა ბოლგარიაში. ამაზედ გაზეთი „Nord“ (რომელიც რუსეთის ოფიციალურ გაზეთად ითვლება) ამბობს: „ის აჩქარება, რომლითაც რუსეთი ადგილობრივის მმართველობის წევრთა არჩევინებს, საკმაოდ ამტკიცებს, რომ მას ჰსურს შემოიღოს ბოლგარიაში რუსული კი არა წესი; არამედ ბოლგარიელი. იმავე მიდრეკილებით დაწესდა ბოლგარიის ლეგიონი. ეს თვით მმართველობის უმთავრესი ორღანო საჭირო აღარ იქნებოდა პეტერბურღის კაბინეთს რომ ის განზრახვა ჰქონოდა, რომელსაც ჰსწამებენ მას ინგლისის მთავრობის ზოგიერთა წევრნი. უფ. ბორკმა ჰსთქვა, რომ თ. ჩერკასკიმ თან ოთხასი მოხელე წაასხაო. არ ვიცით მართალია ეს რიცხვი თუ არა; იქმნება გადამეტებულია. რაც უნდა იყოს, ყველასთვის ცხადია, რომ რამდენისამე დღის განმავალობაში შეუძლებელია მოიკრიფოს საკმაო მოხელე ყველა ადგილებისათვის იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნოების განმავლობაში დაჩაგრული იყო ოსმალების მიერ, და მეტადრე იმისთანა განსაკუთრებულ გარემოებაში, რომელიც ამ ჟამად თავს ადგა. უფ. ბორკმა უნდა იცოდეს, რომ რუსის მოხელენი, რომელნიც თ. ჩერკასკის ახლავან თან, სამუდამოდ არ არიან მიწვეულნი ბოლგარიაში, საკვირველია, რომ უფ. ბორკმა იცის ეს და მაინც პალატში კი იმისთანა ორ აზროვანი სიტყვა წარმოსთქვა.“

ავსტრი-ვენგრია. ავსტრიელი გაზეთი Presse ამბობს, რომ რუსის ჯარის მიერ ბალკანიის მთის იქით გადასვლის თაობაზედ ზოგი რა აზრს ადგია, ზოგი რას. ზოგი ამბობს, რომ ეს ამბავი (მთის იქით გადასვლა) უსათუოდ ავსტრიასაც გარევს საქმეშიო. ეს აზრი სრულიად უსაფუძვლოაო. ავსტრიამ, როგორც სხვა და სხვა სახელმწიფოებმაცაო, შეიწყნარაო ეს ომი და ყოველ მის საქმეს მშვიდობიანათ უყურებსო. როდესაც ამ ომს საპოლიტიკო შედეგი მოჰყვება, მაშინ რასაკვირველია ავსტრიაც, როგორც მთელი ევროპა, თვის ზედმოქმედებას გამოაჩენსო.“

– გაზეთს პოკროკში შემდეგი ჰსწერია: „ცუდი დღე დაუდგათ მადიარებს (ვანგრიელებს). რუსები ციხესიმაგრეებს იღებენ დუნაიაზედ, ბალკანიის მთის იქით გადადიან და ადრიანოპოლს უახლოვდებიან, ოფიციალური გაზეთი კი თვის გაზეთებში აცხადებს, რომ ყველა ეს სრულებით არაფერში არა ჰსცვლის საპოლიტიკო მდგომარეობასაო. გაზეთი Pester Zloyd ტყუილად რისხავს მთელ ქვეყანას, ნუ დაღუპავთ ოსმალეთსაო, ტყუილ-უბრალოდ ლაპარაკობს იგი რუსების უდიერობაზედ, რომლის წინაშე შარშანდელი ქცევა ოსმალებისა ბოლგარიაში არაფერიაო, არავინ ისმენს მოდიარების კვნესას, არა ვის არა ჰსჯერა რუსების უდიერობა.“ „ჩვენ დარწმუნებული ვართ,–ამბობს კიდევ იგივე გაზეთი,–რომ ამით ვერ გამოიცვლება გამვლენელის საზოგადოების რწმენა. ავსტრია არ მოინდომებს იმ სახელმწიფოთა გადამტერებას. რომელთანაც მეგობრობა ჰსურს; მას ფიქრათაც არა აქვს ისე მოიქცეს, როგორც მადიარებს უნდათ და პირ-და-პირ აცხადებს: რუსები ბალკანიის იქით უფრო ნაკლებ ვნებას მოგვიტანენ, ვიდრე ბალკანიის აქეთაო. ვინც იცის რომ არ გავერთე საქმეში მაშინ; როდესაც რუსეთი დუნაიას გადვიდა, მას ისიც უნდა ესმოდეს, თუ რატომ ეხლაც არ ვერევით საქმეში„.

– ყველა ბოლგარიის სტუდენტები, რომელნიც პრაგაში, ვენაში და პეშტAში იმყოფებიან, შინისკენ არიან მიწვეულნი, რადგანაც იგინი მათის სამშობლოს განთავისუფდებისათვის არიან საჭირონიო. 25 სტუდენტი კიდეც გასულან პრაგიდგან.

– გაზეთს Memorial diplomatique-ში ამას წინედ დაბეჭდილი იყო, რომ ინგლისმა და ავსტრიამ ჩუმად პირობა დაუდვეს ერთი ერთმანეთსაო, რომ თუ ვინიცობაა რუსის ჯარი სერბიაში შევიდაო, ინგლისი არავითარ დაბრკოლებას არ მისცემს ავსტრიას ბოსნია და ჰერცოგოვინა დაიჭიროსო. მუსურუს-ფაშამაც (ოსმალეთის ელჩია ინგლისში) გამოაცხადაო, რომ არც ოსმალეთი იქმნება ამის წინააღმდეგიო. ეხლა მუსურუს-ფაშა სსწერს ერთს საფრანგეთის გაზეთს, რომ არაფერი მაგისთანა არ მითქვამსო რაო და ამბობს: „ჩემის აზრით ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დაჭერა ავსტრიის მიერ ისეთივე უბედურება იქმნება, როგორც თვით ომი ავსტრიასთანაო. მაგრამ მე მგონია, რომ ტყუილად ჰსწამებენ ავსტრიას ამ გვარ განზრახვასაო.“

ოსმალეთი. მას აქეთ რაც რუსის ჯარმა ტირნოვა და გაბროვა დაიჭირა ხონთქარი და მისი კარის კაცნი დიდს მწუხარებას მიეცნენ. სადღაა ეს სიხარული, რომელიც დაბადა ოსმალოს ჯარის გამარჯვებამ მცირე აზიაში,–იწერება ავსტრიის გაზეთის კორრესპონდენტი. ოსმალებს ჯერ თითქმის არავითარი დაბრკოლება არ მიუციათ რუსებისათვის. ამ გვარი დაუდევნელობა მთავარ სარდლისა ძალიან უკვირთ სტამბოლში და ვერას გზით ვერ გაუგიათ რა მიზეზია. ყველგან ღალატი ისმის. ხონთქარი ძალიან დაშინებულია და სულ რუსები ელანდება ჩემს სასახლეს გარს შემორტყმიანო.“

– ვენელი კორრესპონდენტი ნემენცურის გაზეთისა ამბობს, რომ ოსმალეთის სამინისტროს გამოცვლა ისე არ ჩაივლისო რომ ომის საქმისათვის გავლენა არა იქონიოს რაო. აი რას იწერება ოსმალეთის მდგომარეობაზედ: „სტამბოლის სასახლეში უფრო დიდი შიში და ღელვაა, ვიდრე თვით ხალხში. ამის მიზეზი მარტო ის კი არ არის, რომ რუსის ჯარი ადრიანოპოლის გზაზედა დგას, არამედ თვით რედიფფაშაც (რომელიც გაგზავნილი იყო შუმლაში სამხედრო მდგომარეობის გამოსაძიებლად) დიდ სამწუხარო ამბავს იწერება. თვითონ აბდულ ქერიმ-ფაშას (ამ ჟამად, როგორც მოგეხსენებათ, გადაყენებულია) არც არავითარი ცნობა აქვს თურმე თვის მხედრობის მდგომარეობისა, არც არავითარი წინადვე შედგენილი პლანი. ნიკოპოლის აღება სტამბოლში ვენიდგან შეიტყეს. ხონთქრის სასახლეში საშინელად დაფეთებულნი არიან. რეუფ ფაშისაც, რომელიც ბალკანის მთის დასაცველად იყო გაგზავნილი, სტამბოლში არა იციანრა. საქმე იქამდისინ მივიდა, რომ ავსტრიის დრაგომანსა ჰსთხოვეს საომარს ადგილებში წასულიყო და ნამდვილი ამბავი შეეტყო. ამისთანა მდგომარეობაში ყველაფერი მოსალოდნელია სტამბოლში, თვით მორიგების წინადადებაც კი. მაგრამ შემიძლიან დაგარწმუნოთ, რომ რუსეთში სრულიად არა ჰსურთ ეხლავე ომის შეწყვეტა, რადგანაც ძნელათ თუ შეხვდებათ შემდეგ აწინდელისთანა მარჯვე გარემოება“.

ამ გვარ მწუხარებაში ოსმალეთის გაზეთს „ბასირეთს“ კიდევ ახალი საქმე გამოუჩენია ოსმალეთისათვის. გაზეთი ამბობს, რომ ჩერნოგორიელნი აქამდისინ ამისთანა მხეცებად და ბარბაროსებად იმიტომ არიანო რომ მათი მთიანი და უდაბური ადგილ მდებარეობა განათლებულს ხალხებს არიდებსო. ამის გამოისობით მთავრობა დიდ სარგებლობას მოუტანს მთელს კაცობრიობას და თვით ჩერნოგორიელებსაცო, რომ ისინი დიდებულმა იმპერიამ სხვა უფრო ნაყოფიერ ადგილას გადაასახლოსო და მიწა და საქონელი მისცესო. ამ გვარის ზრუნვისათვის კაი პასუხი იციან ჩერნოგორიელებმა. კაი წამალი ურჩევია „ბასირეთს“ ხონთქრისათვის, რომელიც ამოდენა ხანი ეომება და მაინც ვერა გახდარა ამ ვაჟკაც ჩერნოგორიელებთანა.

– ხონთქარს ბძანება გამოუცია თურმე, რომ ყოველი მოხელე ადრიანოპოლის ვილიაეტში, რომელიც კი თავის ადგილს დაანებებს, სიკვდილით დაისჯებაო.

სერბია. იმ 31 დეპუტატთა მაგივრად, რომელნიც დეპუტატობიდამ გადადგნენ, ამ ჟამად ახალნი არიან ამორჩეულნი; ამ ახალთ შორის ნახევარი მთავრობის მომხრეა ასე რომ მთავრობას მოემატა კიდევ 15 თუ 16 კენჭი.

წვრილი ამბები. მიტჰად-ფაშა დაბერებულია თურმე ხონთქრის მიერ სტამბოლს და წასულა კიდეც. აწინდელის ვეზირის გადაყენება აუცილებელიაო.

– ლონდონში დიდი მიტინგი შეყრილა, რომელზედაც ჯონ-ბრაიტს უთქვამს სიტყვა. ბრაიტმა სთქვა, რომ ინგლისი უსათუოდ ნეიტრალიტეტზედ უნდა იდგესო, თორემ საშიშია მთელი ევროპიის სახელმწიფონი წინ არ აღიდგინოსო. იმავე მიტინგზედ ლიბერალების მოთავეს, მარკიზ გარტინგტონსაც წარმოუთქვამს სიტყვა და იგივე აზრი გამოუცხადებია.

– ოსმალეთის მთავრობა წამ და უწუმ უჩივის ევროპას რუსის ჯარი შეუბრალებლად ეკიდება ოსმალებსაო. ეხლა ინგლისის მთავრობას დიპლომატიური მიწერ-მოწერა გამოუცხადებია ამ საგნის შესახებ. ამ მიწერ-მოწერაში სხვათა შორის ხონთქრის შემდეგი სიტყვებია თურმე მოხსენებული: „მანამ რუსების შეუბრალებელი ქცევა არ შესწყდება, მე ვერ შემეძლება შევიმაგრო ჩემი ქვეშევრდომნი.“

– სტამბოლში ხმა გავარდნილა, რომ მთავრობა მორიგების წინა დადებას გაუგზავნისო ხელმწიფე– იმპერატორს. მაგრამ გაზეთის Memorial diplomatique-ის სიტყვით ხონთქარს არამც თუ მორიგება არ სურსო, არამედ წინასწარმეტყველის მაჰმადის დროშის გაშლას აპირებს, თუ რუსები ადრიანოპოლს დაიჭერენო.

– ოსმალეთის მთავრობა მხოლოდ მაშინ იქნება თანახმაო ინგლისის მიერ გალლიპოლის დაჭერისა, როდესაც ინგლისი ომს გამოუცხადებს რუსეთსაო.

4 ოსმალოს საქართველო

▲back to top


ოსმალოს საქართველო

ლივანა და კლარჯეთი

ჩვენს ეხლანდელ მწერლობაში და საზოგადოებაში ერთი ცრუ აზრია დამყარებული, ვითომც ქართველის ხალხის დასახლებული ადგილის სამზღვარი ჭოროხის მდინარე იყოს .ამაზე ერთი აზრიც არის მოფენილი, ვითომც ახალციხის ომის შემდეგ 1829 წელს ადრიანოპოლის მორიგების დროს სამზღვრათ ჭოროხი, ესე იგი ქართველის ხალხის სამზღვარი დაედვათ და ვითომც სახელების მსგავსების გამო შეცდომით ჭოროხის ნაცვლად ჩოლოქზე გაუტანიათ მიჯნაო. ეს მხოლოდ უბრალო ლაპარაკია და ფაქტები სრულებით არ ამტკიცებს, მით უმეტეს, რომ მორიგების შეკრულობაში მდინარეს გარდა სხვა ადგილებიც არის აღნიშნულნი.

მაინც და მაინც ახლანდელის გეოგრაფიულის აღწერითა და ისტორიის შემწეობით ნათლათა ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ჭოროხის მთელ ხეობაზედა სცხოვრებს გაღმა-გამოღმა. ჭოროხი იწყებს მდინარებას დასავლის მხარეს, ბაიბურთს ზემოდ და მომდინარებს ლაზის ტანისა და სომხეთის მთების შუა, სამხრეთ-ჩრდილოეთისკენ, და მერმე შავშეთისა ანუ კარჩხალის მთებთან მიუხვევს, ჩრდილოთ მიმდინარებს და ბათუმთან ჩაერთვის ზღვასა.

ჭოროხი მომდინარებს ორას ორმოც-და-ათის ვერსის სიგრძეზე და სიგანე აქვს ოც-და-ათიდამ სამოც ვერსამდე. ამ გვარად ალაზანზე და რიონზე (200 ვერს) უფრო გრძელია და სიგანე თითქმის იგივე აქვს, რაც კახეთსა და ქიზიყს. ეს მსუბუქათ თვალის გადავლება გვიჩვენებს სივრცეს ლივანისას და კლარჯეთისას.

ლივანა ანუ ძველი ლიგანი სდევს ქობულეთს, აჭარას და შავშეთის დასავლეთს და მიდის ჭანეთის მთამდე ჭოროხის ხეობაზე, ართვინს ზემოთ; ართვინიდამ ზემოთ ჭოროხის სათავემდინ სდევს ძველი კლარჯეთი. ლივანას სამხრეთ ოლთისის გარშემო სდევს მაზრა ტაოს-კარი (თავისკარი, თავსკერ) და კოლა. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ლივანას და კლარჯეთს მოვიხსენებთ.

სამწუხაროდ ჩვენდა კლარჯეთზე ფრიად მცირე ცნობა გვაქვს და მომატებულად საცნობი უფრო ლივანის ამბავი ვიცით. ერთ ხმათ მოგვითხრობენ ჩვენის დროს ოგზაურნი და ძველი მწერალი ვახუშტ, რომ ეს ადგიდები ძალიან მთიანი და ხეობიანი ადგილია, რადგან ორსავ მხარეს ჭოროხს მდებარებენ ფრიად მაღალი ჭანეთის, კარჩხალის და სომხეთის მთები. ამათგან გამომდინარებენ წვრილი მთის წყლები, რომელთა ნაპირები შემოსილია მშვენიერის მცენარითა, თუმცა შიგა და შიგ ქვაღორღიანი და შიშველი კლდებიც მოიპოვება. სადაც კი ერთი მუჭა მიწა შეღორღილა საკვირველი მცენარეობა ჩანს და ზედ ამოსულა ვაზი, ბროწეული, ნუში, ლეღვი და ზეთისხილი. თიბათვეში ხორბალი და ქერი მოჭრილია და სიმინდსა სთესენ. ამ გვარათ ორი მოსავალი მოდის.

მცხოვრებთა მოჰყავთ საკმაოთ ბევრი პური და სიმინდი, ინგლისის ვაჭრები ყიდულობენ და ჭოროხზე სანდლებით ბათუმს ჩააქვთ. ამას გარდა ვაჭრობენ ხილითა. პირუტყვს ინახვენ ინახვენ ცხენსა, ჯორს და ცხვარს. ვახუშტი მოიხსენებს, რომ ლივანაში ყველს ისეთს აკეთებენ, რომ არც წარხდების და არც დაობდებისო; თითო წონით ათიდამ ოც ლიტრამდე იქნებაო და თუ მოხარშე, ძალიან კარგიაო.– ხელოსნობა საკმაოდ კარგა გავრცელებულია: არის იმისთანა სოფლები, მაგალითად ბორჩხა, რომ არც ხვნენ და არც სთესენ; პურს ყიდულობენ, და სარჩენად იციან სანდლების (კაიუკების) კეთება; ამას გარდა სახერხი ქარხნები აქვთ, წისქვილები, აგურისა, კრამიტის და კირის ქურახანები, ჭურჭლის ქურები. აგრეთვე ძველადგან ხუროობა და ხის სახლის შენება კარგათ იციან. სანდლები და ნავები მისატან-მოსატანათ ისე მრავალია, რომ ბევრგან ცხენი და სახედარი არა ჰყავთ და არც კი უნდებათ.

ამ უკანასკნელ წლებამდე სავაჭრო გზა სრულებით არ იპოვებოდა და ამიტომ საქონელი მარტო ჭოროხზე ჩაჰქონდათ 50 ვერსტის დაყოლებაზე, ართვინიდამ ბათუმს, სანდლებითა. ამ სამი ოთხი წლის წინათ ბათუმიდამ ყარსამდე შოსსეს გზის კეთება დაიწყეს. ეს გზა რასაკვირველია დიდათ გააცხოვლებს ვაჭრობასა, მივლა-მოსვლასა და ამ გვარათ ხალხს მიყრუებულის ცხოვრებიდამ გამოიყვანს.

ჭოროხის გაღმა-გამოღმა მხარეს ძალიან მჭიდროთ დასახლებულია ქართველი ხალხი სოფლებში მცხოვრებელნი ძალიან მშვენიერის შეხედულობისა, ფხიზელის და კარგის გონებისანი არიან. ხალხი წმინდათ მშვენივრათ და ტკბილათ ქართულათა ლაპარაკობს. ძველადგან ეს ადგილი საქართველოს შუაგულთან ახლოს იყო და ძველი ღირსება ქართველობისა დღევანდლამდე არ დაუკარგავს. ქართველები სარწმუნოებით მაჰმადიანნი არიან, ახსოვთ კიო, რომ ადრე ქრისტიანები ყოფილან და საქართველოსთან შეერთებულნი. ქალაქებში ართვინს, ისპირს სომეხნი არიან, რომელნიც ნახევრობით ქართულს და სომხურს ურევენ. სომეხნი ქრისტიანები არიან (სომეხ-კათოლიკე სარწმუნოებისა). პარხალის (ანუ პარახლის) ხეობაში დარჩენილა ხუთიოდე კომლი ქართველი, რომელნიც ცხადათ ქრისტიანობენ (მართლმადიდებელის სარწმუნოებაზე), ჰყავთ საკუთარი მღვდელი, ახალციხეში ხელ-დასხმული გვარათ ღებრაძე; აქავ საიდუმლოთ თითქმის მთელი ქართველობა ქრისტიანობსო. ეს უკანასკნელი გარემოება შესანიშნავია. მართალია ამ ჟამად ოსმალოს სახელმწიფოში ქრისტიანობას არ სდევნიან რჯულის გამო და როგორც ამბობენ თვით სტამბოლში ოსმალებთაგანნიც არიან გადასულნი ქრისტიანობაზე (პროტესტანტის სარწმუნოებაზე), ეკლესიაცა აქვთ და წირვა ლოცვა ოსმალურ ენაზე; ამასთანავე მართალია, რომ ოსმალოში ყველას და ამათში თათარსაც გაქრისტიანება შეუძლია, ნება აქვს, და ყველა ქრისტიანს საქრისტიანო სწავლის მოფენის უფლება აქვს. თუმცა ეს ყოველი ასეა, მაგრამ მაგარი ეს არის, რომ თვით გარეშემო ხალხი რა კი მაჰმადიანია, იმათში მცხოვრებელს ხალხისა ერიდება. ამიტომ პარხალის ქრისტიანობა შესანიშნავია; ამას გარდა შესანიშნავია იმით რომ წინათ აქ ქრისტიანობა დიდს დევნულებაში ყოფილა. ამავე პარხალისა ხეობაში ქართული ენის კილო განსაკუთრებულია. აქ ჩვენკენ ისე ჩქარის გამოთქმით და სიტყვის ბოლოში დიფტონგის დაცემით (როგორც ფრანციულში) არსადა არა ლაპარაკობენ თურმე. პარხალის გზა მდებარებს ქობაქიდამ ჭანეთის მთით.

რაც წარსულ ისტორიულ ცხოვრებას შეეხება აქაც არ დაჰვიწყებიათ ქართველობა. ართვინში სცხოვრებენ ახალციხის ათაბაგების ჩამომავალნი ბეგები: ესენი ამბობენ, რომ ნამდვილი ჩამომავალნი ესენი არიან და არა შავშეთის ბეგები ოქრობაღეთს მცხოვრებელნი. ამ ბეგებს ახსოვთ წინაპართა თავ გადასავალი რაც ამ ას ორმოც წელს შეეხება. ამ ათაბეგების გვარის ჩამომავალთაგან ამ ჟამად ართვინში ათიოდე კომლი სცხოვრებს. მაგრამ ამ ბეგებს არავითარი მნიშვნელობა და გავლება აღარა აქვთ. უბრალო აღებსა გვანან. ეს მნიშვნელობა დაჰკარგეს მას აქეთ, რაც ახმედ–ფაშამ ხიმშია შვილმა ლივანაზე გამოილაშქრა და ალი-ბეგ ათაბაგის გვარისას სახლი დაუწვა. მას შემდეგ ლივანაშიაც ხიმშიაშვილებს პირველი ხმა აქვთ.

ლივანას სხვათა შორის ორი შესანიშნავი ძველი ეკკლესია არის: ერთი სოფელ პარხალს და მეორე ოპიზას ნათლის მცემლისა. ოპიზის ეკლესიასთან მრავალი შენობებია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო, თითო მონასტრის სადგომის შენობის სიგრძე 38 ნაბიჯია და სიგანე 33. ეს შენობები სულ კამარებითა და სვეტებით არის დაყოფილები. თვითონ ეკკლესიის სიგრძე 150 ნაბიჯია და სიგანე 80. ამ ჟამად ოპიზას თორმეტიოდ მოსახლება სცხოვრებს.

პარხალის ეკკლესია ამ ჟამად მეჩითათ არის და ამის გამო არ დანგრეულა. ეს ეკკლესია ნათალის ქვით არის აგებული და იმისთანა ძველის შენობის ხასიათი აქვს, რომლის მსგავსი ძალიან ცოტაღად დარჩა მთელს საქართველოში: ამ გვარის შენობისა (სიონურისა უგუნბათო), არის ქალაქს ანჩისხატის ეკკლესია, ქართლს ურბნისისა, თერგის ხევში სიონისა (სივანისა) და იქვე ხევში სიონის ხეობაზე სოფელ ახალციხესთან ღვთის მშობლისა. პარხალის ეკკლესია მშვენიერის ხელოვნებით არის აგებული: სულ სვეტები, კამარები და ჩაჭრილი თახჩებია. შეხედულობა ისეთი აქვს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის ეკკლესიაზე დიდს შთაბეჭვდილებას აწარმოებს. სამწირველოში დარჩენილა მხატვრობა მაცხოვრისა და მოციქულთა. იატაკი კირით არის გალესილი.

ამ ეკკლესიებს გარდა სხვაც ბევრი ეკკლესიები, ხიდები და ციხეებია და ხალხისაგან მეტათ პატივცემულია.

დიდი ქალაქი ჭოროხის ხეობაზე, საკუთრად ლივანაში, ართვინია. აქ 20, 000 სულამდე მცხოვრებელია, ამათში 100 სახლი სომეხ-გრიგორიანებისა, 600 სომეხ-კათოლიკებისა და და დანარჩენი 1300 სახლი მაჰმადიანებისა. ამის დაგვარათ 5 მეჩითია, 4 კათოლიკეთ ეკკლესია, 1 სომეხ-გრიგორიანებისა. დუქანი 250, ყავახანა 8, მეჩითებთან და ეკკლესიებთან შკოლებია, ართვინი ქალაქ შუშასა გავსო, ამბობს ავტორი თხზულებასა „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“. სავაჭრო საქონელი მოდის ბათუმზე მარსელიდამ, ლონდონიდამ და სტამბოლიდამ. ართვინში მოიპოვება ძველი ხელთნაწერი ქართული წიგნები სხვათა შორის ეკკლესიებში. ართვინს სავაჭროთ ჩვენის მხრიდამ უმეტესად ახალციხელები დაიარებიან.

პ. უ.

5 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(შემდეგი)[1]

– ეს ჩარჩო, სწორედ მოგახსენოთ, ჰსთქვა დაცინებით თეოდორამ, როცა სურათი ჩამოართვა იუსტინიანეს; ისეთი რამ ყოფილა რომ კაცს ძალიანაც უნდოდეს მისგან აღტაცებაში ვერ მოვა. ხოლო სურათის სახე არ არის ცუდი. უეჭველად ეგ გოთთა დედუფალია.

დესპანმა ალექსანდრემ თავი მოიხარა ჰოს ნიშნად.

–დიაღ, ურიგო სახე არ არის. მხოლოდ რაღაც ბარბაროზულია, პირ-მქუშია, ქალის სინაზე არა აქვს. რა ხნისა უნდა იყოს, ალექსანდრევ!

– ორმოც-და-ხუთის წლისა უნდა იყოს.

იუსტინიანემ ეჭვით შეხედა ჯერ სურათს, მერე დესპანსა.

– ეგ სურათი გადაღებულია ამ ხუთმეტის წლის წინად, ჰსთქვა ალექსანდრემ თითქო შეცდომის გასასწორებლად.

– არა, მიუგო იმპერატორმა:–შენ ჰსცდები. აი ზედ დანიშნულია, რომ იგი ამ წელს არის დადახატული

ყველანი ჩაჩუმდნენ გულ გადალეულსავით.

– მაშ თუ ეგრეა, მხატვარნიც ისე პირ მოთნენი ყოფილან, როგორც....

– როგორც იმპერატორის კარის-კაცნი, ჩამოართვა სიტყვა იუსტინიანემ.

თეოდორამ გადაასხვაფერა სიტყვა და ჰსთქვა:

– რა საჭიროა, რომ ტყუილ უბრალოდ ვყაყანებთ სურათისა და ქალის ხნიერობის თაობაზედ, მაშინ, როდესაც საქმე სახელმწიფოს ვითარებაზედ, არის მიმდგარი. რა ამბავი მოიტანა ალექსანდრემ? შენ, იუსტინიანევ, რაიმე გარდაწყვეტილობა მიგიღია, თუ არა?

– თითქმის მიმიღია. მხოლოდ მსურდა, რომ შენთვისაც რჩევა მეკითხა: მაგრამ შენ, ვიცი, ომს მიქადაგებ.

– მაშ, ხელმწიფეო, ჰსთქვა გულდინჯად ნარზესმა: რატომ წინადვე არ შეგვატყობინე, რომ იმპერატორის მეუღლეს ომი სურვებია? მაშინ ჩვენ ჩვენს სიტყვებს ჩვენთვისვე შევინახავდით. – რაო? შენ მაგით იმისი თქმა გინდა, რომ მე ჩემის ცოლის ყურ-მოჭრილი მონა ვარ?

– ენა გაიფრთხილე, წამოიძახა რისხვით თეოდორამ: ბევრნი ყოფილან იმისთანანი, რომ უფიქრიათ მე ხელს ვინ მახლებსო, მაგრამ მტვრად აღგვილან იმის გამო, რომ ენა მეტად ბასრი ჰქონიათ.

– შენ, ნარზეს, ძალიან გაუბრთხილებელი კაცი ხარ.

– ხელმწიფეო, მიუგო ნარზესმა ისევ გულდინჯად: მე დიდი ხანია სიფრთხილეს თავი დავანებე. ჩვენ ვჰსცხოვრობთ იმისთანა დროს, იმისთანა სახელმწიფოში, იმისთანა სახელმწიფო კარზედ, საცა ერთის სიტყვის გამო, თქმული იყოს, თუნდა არა თქმული, შეიძლება კაცი რისხვის ქვეშ ჩავარდეს და დაიღუპოს. რადგან მეც ჩემის სიტყვის გამო ვშიშობ სიცოცხლიდამ გამცლიან, ამის გამო ჩემთვის უმჯობესია მოვკვდე იმ სიტყვისათვის მაინცა, რომელიც მე თვითონ მომწონს.

იმპერატორმა გაიცინა.

– დამეთანხმე მაინც, ჩემო დიდებულო, ჰსთქვა იუსტინიანემ: რომ მე ვითმენ ბევრს გულახდილად პირში თქმას.

ნარზესი იმპერატორთან ახლო მივიდა.

– შენ ბუნებით დიდი ხარ, იუსტინიანევ, და მბძანებლობის ღისრიც დაბადებითვე: ესე რომ არ იყოს, ნარზესი შენ არ გემსახურებოდა. მაგრამ ომფალამ თვით ჰერკულესი გაანამცეცა.

თეოდორას რისხვით აენთო თვალნი. იუსტინიანე შეშინდა.

– კარგი წადით ეხლა, ჰსთქვა იუსტინიანემ: მე მინდა მარტომ რჩევა ვკითხო იმპერატორის მეუღლეს; ხვალ შეგატყობინებთ ჩემს გარდაწყვეტილობას.

ყველანი გავიდნენ.

– შეუნდე მას, უთხრა იუსტინიანემ თეოდორას, რომელსაც მიუახლოვდა და კოცნა დაუწყო: მას კეთილის განზრახვით მოსდის ეგ.

– მე ეგ ვიცი, უპასუხა თეოდორამ: მაგრამ თუ ეგ აქამდის ცოცხალია კიდევ, მარტო იმიტომ არის, რომ საჭიროა ბელიზარის წინააღმდეგ სახმარისად.

– შენ მართალი ხარ როგორც ყოველს ჟამს, უთხრა იუსტინიანემ და მოეხვია.

ეს რა დაჰმართვია? იფიქრა თეოდორამ–ეს ალერსი იმას ნიშნავს, რომ სინიდისი წმინდა არა აქვს.

– ღმერთმა არ მაღირსა ნიჭი, რომ თვით მე ვიმარჯვებდე ხოლმე ომში, განაგრძო იუსტინიანემ: მაგრამ წარმომიგზავნა კი ეგ ორი კაცი, და მადლობა ღმერთს, მარტო ორი. მათი ერთმანეთის შური და ცილობა ბატონობას მე მარჩენს. ეგენი რომ ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, ჩემი ბატონობა განჰქრება. შენც ხომ ზეთს ასხამ მათს მტრობის ცეცხლსა?

– ეგ ძნელი არ არის. მათ შორის ბუნებითივე მტრობაა, როგორც ცეცხლსა და წყალს შუა ყოველს ზაფრიანს სიტყვას მაგ მახინჯისას გადავცემ ხოლმე ჩემს მეგობარს ანტონინას, ბელიზარიის ცოლსა და მბრძანებელსა და ყოველს სიბრიყვეს გმირის ბელიზარიისას ვაცნობებ ხოლმე მაგ წიწლაკიანს მახინჯსა. ამას თავი დავანებოთ, საქმეს დავუბრუნდეთ. შენ გადაგიწყვეტია იტალიაში საომრად შესვლა. ვისა ჰგზავნი?

– რასაკვირველია, ბელიზარის. მან აღმითქვა ოც-და-ათი ათასის ისა ჰქმნას, რაც ნარზესი დამპირდა ოთხმოცის ათასითა.

– შენ გგონია ოც-და-ათი ათასი სამყოფია?

– არა, ხოლო აქ ბელიზარის სახელია გარეული. იგი სახელისათვის ყოველს ღონეს იხმარს, რომ დაპირებული შეასრულოს, მაგრამ ვერ შეასრულებს კი.

– ეგ კარგი იქნება. მას აქედ რაც მან დაამარცხა ვანდალი, მის ამპარტავნებას საზღვარი აღარა აქვს.

– სამს მეოთხედს საქმისას კი გააკეთებს. მაშინ მე უკუ-ვიხმობ მას; თვით წავუძღვები 60,000 კაცს, თან წავიყვან ნარზესსა და ამ სახით, თითქო თამაშობით, დავასრულებ საქმეს. მაშინ მეც სარდლად გამოვჩნდები და გამმარჯვებელადაც.

– კარგად მოგიფიქრებია, ჰსთქვა თეოდორამ გულ წრფელად აღტაცებულმა ქრმის ხერხიანად დაწყობილებისაგან.

– რასაკვირველია, ჰსთქვა ოხვრით და სიტყვაწყვეტით იუსტინიანემ:–ნარზესი მართალია, მე ამას ჩემის გულის სიღრმეში ვჰგრძნობ. სახელმწიფოსათვის უმჯობესია ჯერ სპარსნი გაგვედევნა, ეგ უფრო საჭიროა და ჭკუას ახლოც. აღმოსავლეთიდამ განსაცდელი რამ მოგველის.

– მოგველის და მოვიდეს; იმ დრომდე ჯერ კიდევ ბევრი საუკუნოები გაივლის. მანამდე შენი სახელი გათქმული იქნება ქვეყანაზედ, ვითარცა აფრიკის და იტალიის დამპყრობელისა. ნუ თუ შენ უნდა იღვაწო საუკუნოთათვის? დეე ვინც შენს შემდეგ იქნებიან, მათ იწუხონ თავიანთათვის. მაგრამ აი რა, დაუმატა თეოდორამ და ჩაფიქრდა.

მისი პირმოთნე სახის ცბიერი მეტყველება მსწრაფლ შეიცვალა და საქმიანი სანახაობა მიიღო.

– შენ არამც თუ მარტო იმპერატორი ხარ, შენ ამასთან ადამიანიცა ხარ და უნდა იფიქრო შენის სულისათვის უფრო მომეტებულად, ვიდრე სახელმწიფოსათვის. შენ ნაუწყი გაქვს, რომ ჩვენის მეფობის გაბრწყინვებისათვის და დიდებისათვის ჩვენ მრავალი ცოდვა და სისხლი დავიდევით. მართალია, ამ გზით მოპოებულის განძითა ჩვენ ვაშენებთ წმინდა, საქრისტიანო სიბრძნის სახელზედ, ტაძარსა გამარჯვებისას; მარტო ეგ შეიქმს ჩვენს სახელს უკვდავად, მაგრამ... საიქიოსათვის, ვინ იცის სამყოფია ეგ თუ არა?... ყური მომიგდე–აქ მას თვალები ცივის ბრწყინვალებით აენთნენ: ამოვხოცოთ ურჯულონი და ქრისტეს მტერთა ლეშნი გავიდოთ საიქიოს მოწყალების ხიდად.

იუსტინიანემ მისი ხელი თვის ხელში შეკუმშა, მძიმედ ამოიოხრა და ჯვარს მიაბჯინა თვალები.

– შენ კითხულობ მას რაც თვითონ მე გულის ფიცარზედ დაწერილი მქონდა. ეგ არის ის საგანი, რომელიც მე საომრად მიწვევს. ხოლო განა მე შემიძლიან, განა მე ღირსი ვარ ეგ დიდი და უწმინდაესი საქმე შევასრულო უფლისა ჩვენის სადიდებლად? მე ვეჭვობ, მე ვტორტმანობ....

და აქ უამბო თეოდორას თვისი ნახული სიზმარი. მე მივდიოდიო რაღაც ქვეყანაში, რომელზედაც შვიდი ბექი მიჩანდაო. ხის ძირს ეძინა ერთს საოცარის მშვენიერების ქალსაო.

– გარნა განჰსწყვიტა მან ამბავი და შეხედა თეოდორას მოუსვენარის თვალითა: შენ წინადვე ნაუწყი გაქვს, რომ მე სიზმარს ვამბობ და სიზმარი ხომ იცი თვით რჯულია და მასზედ არა ვის ძალა არა აქვს.

ამის შემდეგ განაგრძო იუსტინიანემ თავისი სიზმარის მბობა:

მე შევდეგიო იმ ქალის წინაშე და ამ დროს უეცრად ჯაგებიდამ გამოვარდა დათვიო და იმავე წამს მეორეს მხრით გამოვიდა გველიო სისინით. ქალმა გაიღვიძაო და ჩემი სახელი ახსენაო. მე მივვარდი ქალსაო, გადავეხვიევო და ერთად გავიქცევითო. როცა უკან მოვიხედეო, ვნახე, რომ დათვს გველი გადუგლეჯია და გველს კიდევ სასიკვდილოდ დაუშხამავს დათვიო.

– ქალიღა? იკითხა თეოდორამ.

– ქალმა მაკოცა მე შუბლზედ და თვალიდამ დამეკარგა. მე ტყუილ-უბრალოდ ვიწვდიდი მისკენ ხელებს. ქალი იგი, დაუმატა მან ჩქარა, თითქო სურსო თეოდორას დაასწროსო,–ხომ იტალიაა?

– უეჭველად, მიუგო დინჯად თეოდორამ, მაგრამ გული მისი კი მძიმედ ჰქშენდა.

– შენ მართალი ხარ, ჩემო ჭკვიანო მეუღლევ, დაიძახა იუსტინიანემ გულზედ მოშვების ხმითა: შენ ხარ მონათობელი ჩემის სულისა. მაშ გათავდა–ბელიზარი იტალიაში მიდის. მაგრამ აი კიდევ რა.

აქ იუსტინიანემ თვალები ძირს დაუშვა და ხელი ჩაავლო თეოდორას ხელსა.

აი, ეხლა ყველასფერს შევიტყობ გაიფიქრა თეოდორამ.

– როცა ჩვენ ძირს დავცემთ გოთთა სამეფოსა და მათთა დედუფლის შემწეობით ბინას მოვიკიდებთ რავენნაში, მაშინ რა... რა გზა მივცეთ დედუფალსა?

– რა გზა მივცეთ? მიუგო ლიტონად თეოდორამ: იგივე, რაც ტახტიდამ გადმოგდებულს ვანდალთა კოროლს მივეცით. დედუფალი მოვა აქ, ბიზანტიაში. იუსტინიანემ ამოიოხრა.

– მე მოხარული ვარ, რომ შენ აგრე გსურს, უთხრა გულმართალის სიხარულით და ხელი მოუჭირა მის პატარა, თეთრსა და მშვენიერს ხელსა.

– მე ამაზედ მეტიცა მსურს, განაგრძო სიტყვა თეოდორამ:

–საჭიროა დავაჯეროთ იგი, რომ მას აქ სიყვარულით და ალერსით დახვდებიან. მე იმას ნათესაურს წიგნს მივწერ, მოვიწვევ ჩვენთან და ვაუწყებ, რომ გაჭირებაში მას ყოველთვის ბინა ექმნება ჩემს გულში. – ოჰ, რა რიგად გამიადვილებ მაგით ჩვენს გამარჯვებასა. ასული თეოდორიხისა განშორდება თვის ხალხსა და ჩვენკენ გადმოვა! – ხოლო ბელიზარი ეხლავ კი არ უნდა მიადგეს მხედრობითა. ჯერ მახე უნდა დაუგოს.

– მახეს ვინ დაუგებს. – მახეს დაუგებს ის, ვინც იმათში ყველაზედ უფრო ჭკვიანი კაცია, ესე იგი, ცეტეგ ცეზარიუსი, რომის პრეფექტი, ჩემის ყმაწვილ-ქალობის ამხანაგი.

– ძალიან კარგი, მაგრამ მარტო მას არ უნდა ეგ ვაქმნევინოთ. იგი რომაელია, ჩემი ქვეშევრდომი არ არის; მე იმას ყველაფერში ვერ მივენდობი. სხვა კიდევ ვინ გავგზავნოთ?

– ყური მომიგდე, იუსტინიანევ,–ჰსთქვა თეოდორამ მცირეს დუმილის შემდეგ: შენ კარგად იცი, რომ მე შემიძლიან გულიდამ ამოვიღო ჩემი პირადი მტრობა და დავიწყებას მივცე, როცა საქმე სახელმწიფოს შეეხება. მე თვითონ გირჩევ გაგზავნო იტალიაში ჩემი დაუძინებელი მტერი: პეტროსი, ბიძაშვილი ნარზესისა, ცეტეგის თანაშეზდილი ამხანაგი.

– თეოდორავ, დაიძახა იუსტინიანემ სიხარულით შენ სწორედ ღვთისაგან ხარ ჩემთან წარმოგზავნილი. ცეტეგი, პეტროსი, ბელიზარი!.. ბარბაროზნო, თქვენი აღსასრულიც ამაშია!..

მეორეს დილას თეოდორამ კარგს გუნებაზედ გაიღვიძა. მის ქვეშსაგების ახლო იყო ვერცხლის დიდი თასი სამფეხაზედ მდგარი და ის თასი წარმოადგენდა ოკეანეს. თეოდორამ წამოიწია ლბილის დოშაკიდამ ბალიშებზედ, რომელნიც იყვნენ პონტოის წეროების ყუით გატენილნი და მრქალი აბრეშუმის საურებით მორთულნი; წაჰსწვდა თასსა, ამოიღო მუნით ოქროს ბურთი და ისევ უკანვე თასში ჩააგდო, მოისმა ზარივით ხმა და ამ ხმაზედ შემოვარდა სირიელი მხევალიქალი. მხევალმა გულზედ ჯვარედინად ხელები დაიკრიფა, მივიდა ფანჯარასთან, გადაჰსწია შვინდის ფერი ფარდა ჩინურის აბრეშუმისა, მერე ამოიღო იბერიის ლბილი და ფაფუქი ღრუბელი, ბროლის თასიდამ, სადაც სახედარი რძე იდგა და დაიწყო იმ ღრუბლით ფრთხილად ჩამოწმენდა თეოდორას სახიდამ ზეთით შეზელილის ცომისა, რომელსაც ღამით თეოდორა იდებდა ხოლმე სახესა და ყელზედა, როცა ეს გაათავა, მხევალი დაეცა მუხლზედ ქვეშაგების წინ, მოიხარა ტანში და მერჯვენა ხელი მიაწოდა თეოდორას. თეოდორამ ხელს ხელი მოჰკიდა, აუჩქარებლად ფეხი დაადგა მხევალს ზურგზედ და ისე გადმოხტა იატაქზედ. მხევალი მსწრაფლ ფეხზედ წამოხტა და თავის ქალ-ბატონს,რომელსაც საოცრად წმინდა ნაქსოვი პერანგი ეცვა მხოლოდ, წამოასხა ვარდის ფერი დილის წამოსასხამი. მას შემდეგ მიწამდე თავის მოხრით თაყვანი-ჰსცა ქალ-ბატონსა, გაბრუნდა კარებისაკენ, დაიძახა ხმა მაღლა: აგავე! და გავიდა.

ამ ძახილზედ შემოვიდა ახალ-გაზდა, ლამაზი თესსალიელი ბერძნის ქალი, აგავე. მან მიუგორა ქალ-ბატონს პირის-საბანი სტოლი, მრავალის უჯრებით და მინებით სავსე და დაუწყო წმენდა სახისა, წელისა და ხელისა და სხვა და სხვა გვარის ღვინითა და წამლებითა.

– შუადღისას დიდი საბანებელი გეჯა მზად იყოს! უბრძანა თეოდორამ და გადაჯდა ვეფხისტყავით დაფარებულს სკამზედ. ხოლო აგავემ აავსო ძვირფასის ხის გეჯა სხვა და სხვა სურნელიანის წყალითა, ნაზად ასწია პატარა, თოვლივით თეთრნი ფეხნი ქალ-ბატონისა და გეჯაში ჩაუდგა. მერე მოხადა თავიდამ ბადე ოქრომკედისა, რომლითაც თეოდორას ღამით შეეკრა თვისი შავად ბრწყინვალე თმა, და ხშირი თმა აბრეშუმსავით ლბილი გადმოეფინა მხრებსა და გულ-მკერდზედა; შემოარტყა მეწამულის სარტყელი, ფეხებამდე დაბლა თავი დაუკრა, დაიძახა: გალატეავ! და გავიდა გარედ.

შემოვიდა ხნიერი მხევალი დედა-კაცი, რომელიც ძიძაც იყო, გამდელიცა და ამას გარდა ერთი სხვა ხელობაცა ჰქონდა,–მაჭანკალიც ყოფილიყო თეოდორასი მაშინ, როცა ეს ამ ჟამად ბრწყინვალე დედუფალი, ასული უბრალო გუშაგისა ცირკში, ზიზილ-პი პილებით მორთული, ჯერ კიდევ თითქმის უასაკო, იყო მთელის ცირკის გულ გარყვნილ საყვარლადა.

გალატეამ გამოიარა ყოველივე ჭირი და ლხინი თავისის ქალ-ბატონისა, მისი ნამუს დამხობაცა, მისი აღმატებაცა, ყოველივე მისი ბიწიერება ნახა, იცოდა ყოველივე ის, რაც ჩაიდინა თეოდორამ, რომ იმპერატორის მეუღლობამდე მიღწეულიყო.

– როგორ გეძინა, ჩემო გვრიტო! ჰკითხა გალატეამ, როცა მიართვა თეოდორას სადაფის თასითა სხვა და სხვა სურნელებით შეზავებული ვარდის წყალი, რომელსაც სიცილიის ქალაქი ადანი ყოველ წლივ ბლომად გზავნიდა ხოლმე ხარკის მაგიერ თეოდორას კეკლუცობისათვის მოსახმარად.

– კარგად, მე ის სიზმარში ვნახე.

– ვინ? ალექსანდრე?

– არა, სულელო, ლამაზი ანიცი.

– ეგ კარგი, მაგრამ ალექსანდრე დიდი ხანია ხვრელში იცდის.

– უჰ, რა მოუთმენელია! ღიმილით ჰსთქვა თეოდორამ: უთხარ მოვიდეს.

თვითონ წამოწვა გრძელ ტახტზედ, და გადიფარა ალის ფერი საბანი აბრეშუმისა ისე კი, რომ პატარა ფეხის თითების წვერები გამოყოფილი ჰქონდა.

გალატეამ გადარაზა დიდი შემოსავალი კარები და ოთახის კუთხეს მიჰმართა, საცა უშველებელი ლუსკუმა იდგა იუსტინიანესი. აქ პატარა ღილსა ხელი დააჭირა, ლუსკუმამ იქით მიიწია და გამოჩნდა ფარდით ჩამოფარებული ხვრელი კედელში. ფარდა აიწივა და ოთახში შემოვარდა ახალგაზდა დესპანი ალექსანდრე.

ალექსანდრე თეოდორას წინ მუხლზედ დაეცა, მივარდა ხელს და მხურვალებით კოცნა დაუწყო. თეოდორამ წყნარა გამოაცალა ხელი.

– შენვე ჰსთქვი, ალექსანდრე! უთხრა თეოდორამ და გადიგდო უკან თავი,–ხომ დიდი გაუფრთხილებლობაა ჩემგან, რომ საყვარელი კაცი დაგისწარ მაშინ, როცა ჯერ მორთულიც არა ვარ, მაგრამ მე შენ ეგ აღგითქვი რავენნაში რომ მიდიოდი იმას წინად, შენც სწორედ გითხრა, ამ ჯილდოს ღირსი ხარ. შენ ბევრი განსაცდელი მოგელოდდა ჩემის გულისათვის.

– მაგრად დამიწან! დაუყვირა თეოდორამ გალატეას, რომელიც ვარცხნიდა ხოლმე და უწნავდა თეოდორას მშვენიერს თმასა.

– დიაღ, შენ ჩემის გულისათვის ბევრს განსაცდელს მიეცი თავი, უთხრა მერე ალექსანდრეს და მიაწოდა ორი თითი მარჯვენის ხელისა.

–ჰოი, თეოდორავ! დაიძახა ჭაბუკმა, მარტო ამ ერთის წუთისათვის, მე მზადა ვარ თუნდა ათ ჯერ მოვკვდე.

– ეგ ხომ, მაგრამ ერთი ეს მითხარ, ჰკითხა თეოდორამ: რატომ არ მომიტანე წიგნის პირი იმ ბარბაროზთა ქალისა იუსტინიანესთან მოწერილი?

– მე ღონისძიება არა მქონდა შენთან კაცი გამომეგზავნა ხომალდიდამვე. ხოლო გუშინ გადმოვედ ხომალდიდამ თუ არა, მაშინვე გაცნობე, რომ საჩუქართა შორის მისის სახის სურათიც არის. შენ სწორედ კაი დროს მოგვასწარი.

– დიაღაც, მაგრამ ვინ იცის რა დამემართებოდა მე რომ იუსტინიანეს კარის მცველს არ ვაძლევდე სასყიდელს ერთი ორად მომეტებულს მასზედ, რასაც იუსტინიანე აძლევს? გარნა შენ, გაუფრთხილებელო დესპანო, მეტად უხერხოდ მოიქეცი, როცა გოთთა დედოფლის ხნიერობაზედ ჩამოვარდა სიტყვა.

– ჰოი მშვენიერო ასულო კი პრიდისავ, რამდენი ხანი იყო შენ არ მენახე! მე თავში არა მომდიოდა რა, თვინიერ შენის დამათრობელის მშვენიერებისა. – მაშ თუ ეგრეა, მე დამშთენია მხოლოდ ის რომ შენ მოგიტევო. შავი ზოლი, გალატეავ! შენ როგორც არშიყი უკეთესი ხარ, ვიდრე როგორც სახელმწიფო კაცი, ამისგამო შენ აქ დაგარჩენ და რავენნაში კი გავგზავნი უფრო ძველს დესპანს. ესე კარგი არ იქნება? გაუღიმა თეოდორამ და თვალი უყო.

ალექსანდრე მივარდა და ზედ დაეკონა მის ალის ფერს ტუჩებსა.

– შეჰდეგ! შენ დიდებულების წინააღმდეგ დანაშაულობას ჰსჩადი, უთხრა თეოდორამ და წყნარად შეეხო მარაოთი მის ლოყას.–დღეს ეგ იმყოფინე. ხვალ შეგიძლიან კიდევ მოხვიდე და მომითხრა ამბავი იმ მშვენიერის ბარბაროზის ქალისა. გეუბნები, წადი მეთქი. მე ეს საათნი სხვას უნდა ვაკუთვნო.

– სხვასაო! წამოიძახა ალექსანდრემ და ერთის ფეხით უკან დაიწია:–მაშ მართალია, რასაც ჩურჩულით ლაპარაკობენ ბიზანტიაში? შე, ორგულო....

– თეოდორას მეგობარს იჭვნეულობის ნება არ უნდა ჰქონდეს, გაიცინა თეოდორამ.

ეგ სიცილი კარგი სიცილი არ იყო.

– ამ ხანად ნურას ინაღვლი, შენ თვითონ ნახავ შენის თვალით. წადი.

გელატეამ ხელი ჩაჰკიდა მხრებში და მოატრიალა ლუსვუმისაკენ.

(შემდეგი იქნება)

––––––––––––––

1 „ივერია“ №19

6 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

▲back to top


გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები

– დრეზდენში ხმა გავარდა, რომ პაპი გარდაიცვალაო. რვას მკათათვეს პარიჟიდამ, საცა ეგ ხმა გავრცელებულიყო, ტელეგრაფით ეკითხნათ მართალია, ეგ ხმა, თუ არაო. პასუხათ მოსვლიათ, რომ პაპი მშვიდობით ბძანდებაო. საკუთრი კორრესპონდენტი ნემეცურის გაზეთისა „National Zeitung“ იწერება პარიჟიდამ რვას მკათათვეს: „დღეს მქონდა შემთხვევა და წავიკითხე სარწმუნო ტელეგრამმა, რომელშიაც მოხსენებულია, რომ პაპი ისე დასუსტებულიაო, რომ ყოველს წუთს უნდ მის გარდაცვალებას მოვველოდეთო.“

– ბარონ ჰოლცს დაუბეჭდია ბერლინში თავისი თხუზულება, რომლისათვისაც ეს ღირს შესანიშნავი სახელი დაურქმევია: „ლეონ გამბეტა და მისი ლაშქარი“. ამ თხუზულებაში გამოყვანილია სარწმუნო საბუთებზედ დამყარებული მთელი სამხედრო მოღვაწეობა გამბეტასი იმ დღიდან, როცა ეს სახელოვანი რესპუბლიკანელი ჰაერისგემით გამოფრინდა პარიჟიდამ, ომის გათავებამდე. თვითონ გამბეტას ბარონ ჰოლცი დიდის თანაგრძნობით იხსენიებს, აქებს როგორც იმისთანა კაცს, რომელიც სავსეა მდიდარის ნიჭიერებით და უმაღლესის მამულის-მოყვარეობითა, ამასთანავე იხსენიებს მის ნაკლულევანებასაც. მაგალითებრ იმ ადგილას, საცა ლაპარაკობს გამბეტას სამხედრო მინისტრობაზედ და სარდლობაზედ, ბარონ ჰოლცი ამბობს: „უეჭველია გამბეტას ბევრი არა აკლდა რა იმისთვის, რომ საფრანგეთის ახალგაზდა დიქტატორობიდამ გამხდარიყო უპირატეს კაცად ისტორიაში, ბევრი არა აკლდა რა, მაგრამ მაინც ცოტა რაღაც აკლდა.... გამბეტა მარტო სამხედრო მინისტრობას უნდა დაჰსჯერებოდა. მაგრამ, არა: მას ეგონა, რომ მისთვის ყველა შესაძლებელია, ყველა ადვილად საქმნელია და მოიწადინა სარდლობის დაფნის ფოთოლიცა–და აი ეს იყო კიდეც დასაწყისი ყოველის მისის შეცდომისა. მას ზომიერება აკლდა, მას არ ჰქონდა ის თავ-შემაგრება კეთილ-გონიერის კაცისა, რომელიც თავის დღეში ხელს არ მოჰკიდებს საქმეს, თუ ვერ შეჰსძლებს, რომ საქმე სრულიად ხელში ჩაიგდოს.“

– პეტერბურგის ოლქის სასამართლოში 30 ივნისს ირჩევოდა საქმე სამსახურიდამ გადადგომილის კოლეჟსკის სეკრეტარის ალექსანდრე კატკოვსკისა, რომელსაც ბრალს ჰსდებდნენ მასზედ, რომ სიგელის დახევა უნდოდაო. ბრალდებული კატკოვსკი მოხუცებული კაცია, 70 წლისა. როცა სასამართლოს თავ-მჯდომარემ ჰკითხა რა საქმეში ხართო (ესე იგი, რა ხელობის კაცი ხარო), მან უპასუხა: ოც-და-ათი წელიწადია მე ამ დავის საქმეში ვარო და ბოლოს ისიც დამემართაო, რომ ამ დავამ დამნაშავეთა სკამამდე მიმაღწევინაო.

– ერთს ინგლისურს ჟურნალში „Mind“დაბეჭდილია მეტად ღირს-შესანიშნავი წერილი გამოჩენილის მეცნიერის ჩარლზ დარვინისა. ამ წერილის საგანი ის არის თუ როგორ ეხსნება ბავშვს ცნობიერება დაბადების შემდეგ. თავისის დასკვნის საბუთად დარვინს მოჰყავს ყოველივე ის, რაც შეუნიშნავს თავის შვილზედ ამ ოცდა თორმეტის წლის წინად.

თუ დრო მოგვეცა, ამ ფრიად ღირს-შესანიშნავს წერილს დარვინისას ვრცლად ვაცნობებთ ივერიის მკითხველთა.

– СѢв. ВѢстникъ-ში ტფილისიდამ კორრესპონდენტი 26 ივნისიდამ ჰსწერს, რომ აქაურს სახალხო დღეობის გამმართველს კამიტეტსაო როგორღაც ბედი არ შეჰსწევსო. თუმცა ამ კამიტეტმა შემოსავალ-გასავალის ნუსხა დაბეჭდაო, მაგრამ მაინც მოგროვილის ფულების წინდაუხედავად ხარჯვას ჰსწამებენო და ამ საგანზედ ურიგო ხმები აქამომდე ქალაქში არ მიმწყდარაო. რაც უნდა ურიგოდ მოქცეულიყო ეს კომიტეტი ომში დაჭრილთათვის მოგროვილის ფულის შესახებ, მაინც კიდევ იმოდენა სიკეთე მოიქმედაო, რომ ტანჯულთა ძმათათვის ოთხას თუმანზე მეტი ფული მოაგროვაო.

– იგივე კორრესპონდენტი ჰსწერს იმავ გაზეთსა (№64) „ბაქოს გუბერნიაში მცხოვრებნი მაჰმადიანები ძალიან ავის თვალით უყურებენ ყოველს ფერს, რასაც კი რუსის სახელი ჰქვიან; თათრებთა და მალაკანთა შორის ხშირად მოხდება ხოლმე ჩხუბი, რომელიც ცემა-ტყეპით თავდება. შუშასი მთელი ერთი გუნდი მაჰმადიანთა დაეცა სადგომს, საცა სამხედრო ავეჯულობა აწყვია იმ აზრით რომ იქ იპოვის თოფ-იარაღს და ტყვია-წამალსა, მაგრამ ძველის ზარბაზნების მეტი იქ ვერა ნახა რა, ისიც მიყარმოყარა და ისე წავიდა. იქაურმა მხედრობის უფროსმა (Воинскიй Нфчальникъ) და სამოქალაქო წყობილების მოხელეთა, მაშინათვე გამოუცხადეს მაჰმადიანების გუნდსა, რომ თუ არ დაიშლებითო და თქვენს მოთავეს ხელში არ მოგვცემთო, ციხიდამ ზარბაზნებს დაუშენთ ქალაქსაო და ქვა-ქვაზედ აღარ დავაყენებთო. გუნდი დაჰმორჩილდა და მოთავე ამ არეულობისა ხელში მიჰსცა. მოთავე იყო იქაური მოლლა, რომელიც ხალხს თურმე უქადაგებდა მთავრობის განდგომასა და სამღთო ომიანობასა.

– ლონდონის უნივერსიტეტის საბჭოს გადაუწყვეტია, რომ მიეცეთ ნება ქალებსა ყოველგვარი მეცნიერება შეისწავლონ და შესწავლების ნიშნად ჯეროვანი მოწმობა მიიღონ.

– ერთს მკურნალს რუსეთში გამოუკვლევია და აღმოუჩენია, რომ ზამბახიდამ შეიძლება იმისთანა წამალი გაკეთდესო, რომელიც ქინაქინის მაგიერობას გასწევსო და ქინაქინაზედ ბევრად იეფი იქნებაო.