![]() |
საქართველოს მოამბე 4 (1863.04.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 კაცია, ადამიანი. |
▲ზევით დაბრუნება |
კაცია, ადამიანი.
(მოთხრობა)
„მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს პირს უკანაო“.
გონიერი ანდაზა.
I
რიტორიკაში ჰსწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ.
ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყობს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვჰწერთ.
სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. სადა ხარ ეხლა ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისა ხარ: შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც „სხვისთვის“ გული ჰსტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის „სხვანივე“ თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულისტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულისტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულისტკივილი და სიყვარული აქვს – ეს თითონ მკითხველმა გამოიცნოს.
კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ კარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა ორი ეტაჟიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული, და იმ მარნის უკანა კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მუაჯირითურთ. მუაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა. კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზედ წამოღებული და წამოხრილი, თითქო გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე-დარბაზისა, სიგრძეზედ თუ სიგანეზედ, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!..
ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭიის კარებითა, რომლის ერთი ნახევარი, თუნდ ორი წელიწადია, ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდამ დაუსხლტესო. ჭიის კარიდამ იწყება კალო, დიახ მოზრდილი; მისი ბუჩო ერთ მხრივ მთელ კალოს სამხრეთის ნაპირზედ გაწოლილი იყო, ასე რომ იმისი ბოლო ზედ საბძელთან დააწყდებოდა. საბძელი იყო სასაცილო, ისე სულელურად ჩაფიქრებული და გვერდაწეული მარტო ფრთა მოტეხილი ბატი თუ მინახავს.
ჩემ პატარა-ბიჭობაში ბევრი კარგი ნახულა ამ ბუჩოზედა: აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ხრუტუნით ნებიერს ღორებსა; თავის ფაფუკის დინგით ბევრჯერ უთხრიათ ეს სურნელი ბუჩო, ისე გულმოდგინებით, ისეთის სინაზით, ასე გგონია მართლა და ღორები იყვნენ. მერე იმათი ოხუნჯობა! იმათი ალერსი! ოჰ, ეს კი აუწერელია. რაღაც კმაყოფილებით გატაცებულთა, იმ ღორებს ერთმანეთისათვის ბევრჯერ წაუთავაზებიათ დინგი. რა ყვირილი და ჭყივილი ასტყდებოდა ხოლმე! ეგრე ჩვენი გლეხკაცი საალერსოდ წაუთავაზებს ხოლმე ქისტსა ახალ მოყვანილ პატარძალსა. ვიღაცამა ჰსთქვა: „ქართული სიყვარული ლანძღვააო“, მეც ვიტყვი: ქისტი კიდევ საოხუნჯო ალერსია. ადმინისტრაციაში მაგას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს: იქ ქისტი შემმამცნებელი საბუთია. ეგ ჩვენი საქმე არ არის.
შიგ თვითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეხწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრების სურნელება თან არ აგეყოლიათ. ეს გარეგანი, ეხლა, ბატონებო, შიგ სახლში ვეწვიოთ თავადს თათქარიძესა.
ეს კი უნდა მოგახსენოთ, რომ, თუ ვეწვევით, ფრთხილად უნდა ვიყვნეთ. იატაკი აგურისა არის. ეგ არაფერი. ეს არის ძნელი, რომ აგურები შიგადაშიგ ამოცვივნულან; იმათი ალაგი ამოთხრილ ორმოებად დარჩენილა. თვალების ძალიან გაფაციცება უნდა, თორემ, თუ ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოჰსტყდება კაცსა, ან თითონვე ფეხი. თუმცა, მართალია, სახლის პატრონი ბევრს ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, და არც მოტეხილ ფეხისათვის არის უებარი წამალი. ამ ხიფათს შეიძლება კაცი გადურჩეს, თუ რომ ოთახი ნათელი იყოს. ვაი, რომ არც ეს არის. თუმცა ორი, სათოფეზედ კარგა მოდიდო, ფანჯარა აქვს, მაგრამ ოთახი მაინც ბნელია, იმიტომ რომ ფიჭვის ჩარჩოებზედ მინის მაგიერად მეტად გამჭრიახ გონებას გაქონილი ქაღალდი გაუკრავს. აი, ამაზედ არის ნათქვამი: „ხერხი ჰსჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“. მოგონებაში ქართველ კაცს პირველი ევროპიელი მეჭორეც არა ჰსჯობია.
ბევრჯერ მინახავს სხვაგანაც მაგისთანა ფანჯრის სასაცილო სამკაული. ბევრჯერ მინახავს ის გაქონილი ფანჯრის ქაღალდი ნემსით დაჩხვლეტილიცა: ხან გულია გამოყვანილი, ხან ჯვარია, ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავნანინაო!..“ ეს კი ქალის საქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონებაგასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჰსჯობიაო“.
იმ თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის პირდაპირ. ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზედ ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. ამ ორ ტახტშუა აღმოსავლეთის კედელზედ მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯილი ბუხარი. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალაბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი.
II
არ გეგონოთ, მკითხველნო, რომ ეს სახლი ეკუთვნოდეს ერთს ვისმეს ღარიბსა და მის გამო იყოს ეგრე გულშეუტკივრად თავმინებებული - არა, ამის პატრონს ჰყავს ოცი კარგად გაკეთებული კომლი კაცი, ასე რომ ათ ურმამდინ საბეგრო ებმებოდა, ცხვარი ბლომად და ასიოდეც ცხენი, რომელიც ყმაზედ ნაკლები არ არის განათლებულ მებატონისათვის. ეს სულიერი ქონება. ეხლა უსულო ჩამოვთვალოთ: ორი მოზრდილი ვენახი და ასორმოცდაათი დღის სახნავ-სათესი. ეს ქონება, ყმებიდგან დაწყებული ცხენამდინა და მიწამდინა, იმის ხელში, ვინც გამოყენება იცის, კაი ლუკმა არის. მაშ რაღად სდგას ეგრე ცუდად? მკითხავს გაკვირვებული მკითხველი. იმიტომ, რომ ქართველია, – მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული, რომ კაი საბუთი გითხარით.
დიაღ, ამ მშვენიერ სახლში ქართველი კაცი იდგა. აქ ცხოვრებდა ტკბილად და აუმღვრევლად ორმოცის წლის კაცი თავადი ლუარსაბ თათქარიძე, თავის განუშორებელ მეუღლითურთ, რომელსაც ერქვა კნეინა დარეჯანი.
თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი – უკაცრავოდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ – როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული. ის „მონაბერი სული“ არსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი; ის „მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა თავადმა?
სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება ხორცის დღეობა მაშინ არის, როცა სული ჰყვავის ხორცი დნება. ამიტომაც ჭლექები უფროს ერთი ჭკვიანები არიან ხოლმე. ჩვენი ლუარსაბი, მგონი, თითონაც ბევრს არ იცემდა თავში, რატომ სწავლა არა მაქვსო, სწორედ ამის გამო.
– ეგ ეხლანდელი ჭირიაო, – იტყოდა ხოლმე გულმტკივნეულად, თითქო ქვეყანა ამ ჭირისაგან ებრალებაო.
მართალიც ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისის აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღეყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო. მისი ბრწყინვალება თავის თავზედ ჰხედავდა თავის ბრწყინვალე გონიერებით, რომ ამ მნიშვნელობას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს, ნამეტნავად ჯოგის და ყმის პატრონი, ყმისა რომელსაც ჯოგში დიდი განსხვავება არა აქვს.
– დრო გამოიცვალა, – იტყოდა ხოლმე აღმოოხვრით ლუარსაბი, – დრო გამოიცვალა. რაც ეს რაღაც ეშმაკური შკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა ჰსჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან? წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავ, ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, ეგ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო, ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი.
ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი, გულწრფელი კი ხარ, როგორც ყველა ძველი ქართველი, მაგრამ ძველს დროს ტყუილად შეჰნატრი. რომ არც კი იცი, რა იყო სანატრელი ძველს დროშია? ცხენი განა ეხლა კი არ არის? თოფი განა ეხლაკი ნიშანში ვერ მივა? მარჯვე მკლავი ცოტაა? ეხლაც არის ეს ყველა ფერი, მაგრამ ის გული აღარ არის, ის გულის სიმხურვალე. ის თავგამოდება მამულისათვის, რომელიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქმეში ახმარებდა. უწინ კაცი აშვენებდა ცხენსაც და თოფსაც. ეხლა კი ცხენი და თოფი კაცს აშვენებს. კარგი იყო ძველი დრო, მაგრამ არც ეს ბესარიონ გაბაშვილის სიტყვებია ურიგო: „ერთი მაქვს ჰსჯობს ათასს მქონდას“. – ესა ვჰსთქვათ და ენა მოვიკვნიტოთ, თორემ...
თუმცა ლუარსაბი ეგრე ჰსწუხდა ეხლანდელ დროების ჭირისა გამო, მაგრამ სახე მუდამ ერთ განსაკუთრებულ სულელობით უცინოდა ხოლმე. „ხარი ხართან დააბიო, – ან ფერს იცვლის ან ზნესაო“, ნათქვამია. ეს ანდაზა არსად ისე გამართლებული არ მინახავს, როგორც თავად ლუარსაბის სახლში. ამისი ძვირფასი მეუღლე კნეინა დარეჯანი სწორედ თავის ქმრის მეორე გვერდი გახლდათ და იყვნენ „ერთ სულ და ერთ ხორც“, როგორც ბრძანებს სამღთო წერილი. მერე რარიგად: იგივე სიმრგვლე, იგივე სიმსუქნე, იგივე მოცინარე პირი და თითქმის იგივე სისულელე. ეს ორი ტურფა გვრიტი, ერთ სულიანი და ერთ ხორციანი, საკვირველად ტკბილად სცხოვრობდნენ, ქვეყნის უგემურ ყაყანს მოშორებულნი. მამალი იყივლებდა თუ არა, ბედნიერ ცოლ-ქმარს თვალები დაჭყეტილები ჰქონდათ, დარეჯანი მაშინვე წამოფრინდებოდა, ლუარსაბმა კი, ნებიერ ლუარსაბმა, ხანდისხან დანაზება იცოდა. ქვეშაგებიდგანვე ის გულგადაღეღილი ტახტზედ გადაგორდებოდა ერთის ქშენით, ვაი ვაგლახით და კიდევ რაღაცეებით... მომხდარა ისე, რომ სადილობამდინაც ამ ნებივრობაში უგემური დრო გაუტარებია.
ქართველები იტყვიან: ვისაც ბალანი ბლომად აქვს ტანზედ მოდებულიო, ის ბედნიერიაო. მართალიც არის, პირუტყვები სულ იმისაგან არიან ბედნიერნი! თუ ეს ტყუილია, ბევრი ჩვენგანი პირუტყვობას რათა ცდილობს? იმისთვისა, რომ პირუტყვები ბედნიერნი არიან, ბედნიერები კიდევ იმისთვისა, რომ ტანზედ ბალანი აქვსთ.
ლუარსაბის ტანისა კი რა მოგახსენოთ და გული კი, რო გენახათ, ღორის ჯაგარსავით მოდებული ჰქონდა, ასე რომ მრავალ საეჭვო სულიერებს შეეძლოთ შიშიანობის დროს აქ თავი შეეფარათ, მაგრამ... მაგრამ რა? განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? იმდენი დღეგრძელობა ამის დამწერსა ჰქონდეს, რამდენი იმის ტოლი თავადიშვილი იმის ყოფაცხოვრებას შენატროდა. მარტო იმის ტანის ბალანი სამყოფი იყო, რომ უბედურ კაცში შური აენთო, რომ სხვა არაიყოს რა. თორემ რა უჭირდა ლუარსაბსა? ფერი აკლდა, თუ ხორცი? რა, სხვა უხეირო კაცსავით, ფიქრი და ზრუნვა ძილს დაუფრთხობდა, მადას წაართმევდა? ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს, და რომლისათვისაც ბედს თუ ხვედრს დაუნიშნავს, რომ თავისი დღენი ქუდით უნდა ბუზს ერეკებოდეს. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ „ცუდად ჰდომას, ცუდად შრომა სჯობია“ ე.ი. ბუზის რეკა.
მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით - რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვჰწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქვრელია. თუ ამოდენა იხერხა და შეჰსძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჰსჯობია“. ამ დალოცვილს ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია. მეც იმათში...
როცა ლუარსაბი იმ ზემოთ აღწერილ განცხრომაში იყო, სიკვდილი იყო, რომ ვისმეს მოეშალა ამისი ქეიფი და ნებიერობა, ესე იგი ტახტზედ დარბაისლურად და პატიოსნად გადაგორ-გადმოგორება. სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთიერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არა ფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიამბეგი. მაშინ, რა დროს ამბავსაც მე ვწერ, დიამბეგი დიდი ბობოლა იყო; ეხლაა, რომ, რაც ეს ოხერი სწავლა შემოვიდა, დიამბეგს დიდკაცად არ აგდებენ, თორემ უწინ – უჰ! უჰ! რა დიდი ვინმე ბრძანდებოდა. ასეთი დიდი, რომ კინაღამ აზნაურის სტუმრობაზედ ნათქვამი ანდაზა დიამბეგზედ არ გადაკეთდა: კინაღამ „დიამბეგის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობად“ არ შეიცვალა. რომ დიამბეგის სტუმრობა ხუმრობა არ არის ეს ყოველ გლეხკაცმა ძალიან კარგად იცის დღესაც და ადრევ კი თავადიშვილმაც იცოდა.
დარეჯანი კი არ იყო ეგრე ზანტი, როგორც ლუარსაბი, ამაში კი ღვთის წინაშე, ისინი ერთმანეთს არა ჰგვანდნენ: გამოვიდა, რომ ფერი ერთი ჰქონდათ და ზნე კი არა. რაკი, ბატონო, კნეინა თვალს გააჭყეტდა, შავარდენივით გადმოფრინდებოდა ტახტიდამ, გადიკრავდა შუბლსაფენსა, ზედ წაიკრავდა ჩითმერდინსა, გადიცვამდა ჩითის კაბასა – ხანდისხან სიჩქარისაგან უკუღმაცა – შიშველა ფეხს შეიმოსავდა ჩუსტითა და – ჰერი ბიჭო – დაეშვებოდა ჩალურისაკენ, სადაც მოსამსახურენი სუფევდნენ, ესე იგი ვაი ნაჩრობით და გულში ჩაკეტილ გაბოროტებით სულს იბრუნებდნენ. საკვირველიც იყო და სასაცილოც ამ ჩვენის კნეინის ტყუილუბრალოდ ფაცა-ფუცი. ეს ამოდენა დედაკაცი, ჩაგოდრებული, ჩასორსლებული, ხშირად დილიდამ შუადღემდინ ფეხზედ იდგა და გორგალსავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც ჩანს: იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან ბიჭსა, რომელიც მთქნარებით და ზარმაცად ჰსწმენდდა საღამოსათვის ჯერ კიდევ წუხანდელ გაქონილს შანდალსა; აქ იმას გაუწყრებოდა – რაზედ? თითონ კნეინამაც არ იცოდა – რაზედ; აქ ამას გამოგილანძღავდა – რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამა; დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა, ერთის სიტყვით, მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დაჰხვდებოდა, ვერ მაითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო, და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში, საცა ხანდისხან ხოლმე რუმბსავით გაბერილი თავადი გორავდა და, თუ ზაფხული იყო, ჭერში ბუზებსა ჰსთვლიდა. ერთხელ ფრიად ღირს-საცნობიჰ სჯა და ბაასი გამართეს. ეს იყო შუა ზაფხულის პაპანაქებაში, სადილწინ, როცა დარეჯანმა გაათავა ერთი ზემოხსენებული გვარი მოგზაურობა და თავში ტყაპუნი და ოფლში გაწუწული შემოვიდა ოთახში. ლუარსაბმა შეხედა, და დაინახა თუ არა, რომ ოფლი წურწურით ჩამოჰსდის წითურ ლოყებზედ, თავის გულში თქვა სრულიად კმაყოფილმა: – კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია! გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე.
ესა თქვა და კმაყოფილი თავისი უბრყვილო ბედისა გადატრიალდა ერთი გვერდიდამ მეორეზედ ღვთისა და კაცის მადლიერი თავადი. ეს გადატრიალება იმის ნიშანი იყო, რომ ლუარსაბს იამა რამე.
– სად იყავ, შენი ჭირიმე, – ჰკითხა მერე კნეინასა, – რომ ეგრე დაიღალე?
– როგორ თუ სადა, შენი ჭირიმე? ოჯახობაა, სახლია, კარია, თვალყურის ჭერა უნდა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, – მიუგო კნეინამ.
– ეგრე, ჩემო დარეჯან, ეგრე გეთაყვანე! დედა-კაცობაც ეგ არის და.
– მაშ? – მიუგო ქებით თავ გაზვიადებულმა ცოლმა, – ესე უნდა თვალგაფაციცებული დაჰსტრიალებდე მოსამსახურესა, თორემ ჭამის მეტს არას გააკეთებს. ბიჭებს მოვლა უნდა.
– მაშ, მაშ!
– ბევრმა არ იცის, როგორ მოეპყრას.
– მაშ, არ იცის, თორემ, რომ იცოდეს, კარგია, მაშ?
– ხანდისხან ტყუილუბრალოდაც უნდა დაჰსტუქსო. რომ გამოლანძღო კიდეც, ცუდი არ იქნება. აი, მე გავლანძღავ კიდეც, გავუჯავრდები, დავტუქსავ, დავჰწყევლი, სულ რისთვის? იმისთვის, რომ შიში და კრძალვა ჰქონდეს, თორემ შენი მტერი!..
– შენი მტერი!.. ოღონდაც!..
– ეს გლეხები არიან: გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა, მერე, თუნდა შვინდის სახრით მიჰსდგე, ფეხს ვერ გადაადგმევინებ, თუ ადრევე დატუქსული არა გყავს.
– ოღონდაც, დატუქსული უნდა გყვანდეს, – მიუგო ხელახლად თავის ცოლის სიბრძნისაგან გაოცებულმა ლუარსაბმა, – ოღონდაც, გაქირ ვირსავით შედგება.
– არა, გეთაყვა, ეს, რაცა ვჰსთქვი, ტყუილია?
– ტყუილი რად იქნება? მართალია. შენოდენა დედა-კაცს სიზმარიც დაეჯერება, წამოროხა უთავბოლოდ ლუარსაბმა. თითონაც არ იცოდა „სიზმარი“ რისთვის ჩააკერა ლაპარაკში.
ორივე დაჩუმდნენ. ლუარსაბმა ჭერს მიაბჯინა თვალები; იქ ჯგუფად ისხდნენ ბუზები. დარეჯანმა მატყლის წინდის ქსოვა დაიწყო.
პატარა ხანს უკან ლუარსაბმა წამოიძახა:
– დარეჯან, აბა, თუ ჭკვიანი დედაკაცი ხარ, გამოიცან, აიმ ფიცარზედ რამდენი ბუზი ზის?
– აბა სადა?
– აი, ჭერის ფიცარზედ.
თურმე, ნუ იტყვით, ამ სასაცილო ლუარსაბსა, დაჩუმებულნი რომ იყვნენ, იმ დროს ის ბუზები უთვლია! დარეჯანმა რა იცოდა.
– რამდენია? – სთქვა დარეჯანმა: მაიცა, ჯერ დავთვალო.
– ეგრე ხომ მეც გამოვიცნობ. აბა ისე გამოიცან, კაცობა ის იქნება.
– ისე გამოვიცნო? მაშ კარგი, ოცდა ათი იქნება.
– ოლოლო შენ, ვერ გამოიცან.
– მაშ რამდენია?
– რამდენია? გითხრა? არა, არ გეტყვი.
– სთქვი, თუ იცი, რაღა.
– თუ კაცი ვარ, ორმოცი უნდა იყოს. ოლოლო შენ, მე გამოვიცან.
– დიაღ, გამოიცან... დაგითვლია, როგორც იმ დღესა ჰქენი, ეგრე ხომ მეც გამოვიცნობ.
– შენც არ მამიკვდე, ის კარგი მამა არ წამიწყდეს, რომ არ დამითვლია.
– მაშ საიდამ იცი, რომ ორმოცია.
– საიდამ? იქიდამ, რომ გონება მაქვს.
– განა მე კი არა მაქვს გონება?
– შენც გაქვს, მაგრამ კაცის გონებასთან დედაკაცის გონება როგორ მოვა? მე ვარაუდით მივხვდი, რომ ორმოცია.
– რომ არ იყოს ორმოცი?
– ჯარიმა გადამახდევინე.
– მაშ დავთვალოთ.
დაიწყეს ცოლმა და ქმარმა ბუზების თვლა. გამოვიდა, რომ ორმოცდაათზედაც მეტი იყო.
– გამოიცნო?! – სთქვა ნიშნის მოგებით დარეჯანმა, – დიაღ, გამოიცნო, გონება აქვს ამ ჩემ ბატონს და იმიტომ გამოიცნო.
ლუარსაბს შერცხვა, ცოტად აირია.
– გაფრენილან, თორემ ორმოცი იყო, – სთქვა სულელმა თავის გასამართლებლად; სწორედ გაფრენილან.
– უფრო კარგი, თუ გაფრენილან, უფრო ცოტა არ უნდა დარჩენილიყო? მანდ ორმოცდაათზედაც მეტი არის ეხლა.
ლუარსაბი გაიწურა, ეს რა წამოვროხეო, სთქვა გულშია.
რომ ჩააფუჩეჩოს თავისი მახეში გაბმა, კბილების კრაჭუნით, რომელსაც კნეინა ღიმილს ეძახდა, სთქვა:
– დალახვრა ღმერთმა ეგ ვეღარ მოვიფიქრე, ბიჭოს!.. თითქო ოთხჯერ დავთვალე.
– აკი არ დამითვლიაო.
– შენგან არ მიკვირს! რომ არ დამეთვალა, სოლომონ ბრძენი ხომ არ ვიყავ, რომ ისე გამომეცნო. როგორ არ დავთვალე, აი დალახვრა ღმერთმა, შემცდარვარ, თორემ გაჯობებდი, აი, ჩემო სულიკო! მე და ჩემმა ღმერთმა, გაჯობებდი.
თქვა და გაცრუებული ლუარსაბი შაქარსავით გაუტკბილდა თავის ამ ჟამად გამარჯვებულს მეუღლესა.
– აკი არ დამითვლიაო, შე ეშმაკო, შენა! მიატანა ღიმილითვე კნეინამა.
– ხომ გაგიტყდი, შენი კუჭისა, სხვა რა გინდა?
– შენი სიცოცხლე და ბედნიერება, ჩემო ტურფავ! რა უნდა მინდოდეს სხვა.
– დარეჯან!.. – უთხრა გულნატკენად და მორცხობით ლუარსაბმა, – დარეჯან!.. თუ გიყვარდე, ტურფას ნუ მეძახი.
– რატომ, შენი ჭირიმე? რატომ?
– ჩემოდენა კაცს არ უხდება, შენ გეთაყვანე: ტურფას პატარა გოშიას ეძახიან, ეგ ძაღლის სახელია, აბა რა კაცის საკადრისია ეგ სახელი?
– მაშ შენ ჩემი გოშია არა ხარ? არა ხარ განა? მე შენგან ეგ პირველად მესმის, – მიუგო გულამომჯდარად დარეჯანმა, რადგანაც ეგონა, გოშიაობაზედ რომ ხელი აიღოვო, ჰსჩანს გულიც აუყრია ჩემზედაო.
ლუარსაბი მიხვდა, რომ გულიც ატკინა და ტყუილუბრალოდაც ატკინა, და რომ ის გულაყრილობის ფიქრი გაუფანტოს, უთხრა კბილების კრაჭუნით:
– ჰო, გეთაყვა, ჰო, შენი გოშია ვარ, მაშ რა ვარ? პირწყლიანი დედაკაცი არა ყოფილა ეს დალოცვილისშვილი, – სთქვა თავის გულში ლუარსაბმა, – მოლექსესავით რა ლამაზად მოაწყო ჩემი გოშიობა... რა ენის პატრონია!.. როგორ იხერხა?!
თითონაც უნდოდა ერთი ამისთანა ალერსი მოეწყო რამ, მაგრამ, როცა ეს გაჭირება დაადგებოდა, თვალებში სულ ზურგიელი, თართის დოში, არტალა ნივრით და სხვა ამისთანა გაეჩხირებოდა ხოლმე. აბა ამ საგნებით რა ალერსს გამოხატავს კაცი? მაგრამ ლუარსაბმა მაინც კიდევ მოახერხა წყლიანი სიტყვა:
– შენ იცი, ჩემი რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტარხუნა, გონების, – აბა რა ვჰსთქვა? – თუნდა მარილი იყოს. კარგად არ ვთქვი, ის კარგი და სახელოვანი მამა ნუ წაგიწყდება? კარგი მოწყობა არ იყო?
წამოროშა ესა და მხიარულობის ნიშნად დააკრაჭუნა კბილები თავის პირწყლიანობით აღტაცებულმა ლუარსაბმა. არც დარეჯანი დარჩა უსიამოვნოდ. ხშირად გაუტარებიათ ამ რიგად დრო ჩვენს ცოლქმარსა. ნეტავი იმათ, მკითხველო!..
III
ლუარსაბმაც კი იცოდა ბიჭების „დაწიოკება“, როგორც თითონ იტყოდა ხოლმე. მართალია, ცოტა ზანტი იყო, მაგრამ იმოდენა მამულ-დედულს მოვლა არ უნდოდა? ეს მამულის მზრუნველობა ძალას დაატანდა ხოლმე და წამოახტუნებდა ტახტიდამა. მაშინ უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში მიგორდებოდა მოაჯირის გადასაყუდებელთან და გადასჰძახებდა ძილისაგან გაბოხებულ ხმითა თავის მოურავს დათოსა:
– დათო! ხორცი ხომ ჩამოიტანე ბაზრიდამ? (იმ სოფელში ბაზარიც გახლდათ).
– დიაღ, შენი ჭირიმე.
– რა ნაჭერია?
– ჩალაღაჯი.
– სამწვადედ?
– სუკი ვიშოვე, შენი ჭირიმე.
– ძვირფასი კაცია, – გაიფიქრებდა ხოლმე მადლიერი მებატონე, მერე დათოს ეტყოდა: – ბარაქალა, ჩემო დათო! თუ კაცმა დაივიწყა, ღმერთი არ დაივიწყებს ბატონის ერთგულობასა. ბარაქალა! შენ ჩემი მარჯვენა მკლავი ხარ, მაგარი მკლავი.
დათო თავს მოიფხანდა ხოლმე და უხეიროდ გაიღიმებდა ამგვარ ქებაზედა.
– მეზვრემ მწვანილი მოიტანა? – ჰკითხავდა კიდევ ბატონი.
– მოიტანა.
– ტარხუნა ხომ არის?
– გახლავს.
– კიტრი?
– კიტრიც გახლავს.
ლუარსაბს იამა. ტახტი რომ ყოფილიყო, ერთი ორჯერ მაინც გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა.
– მაშ სახლი სავსე ყოფილა, – სთქვა ბატონმა სიამოვნებით.
– როდისა გხლებიათ ნაკლული, შენი ჭირიმე, რომ ეხლა იყოს?..
– ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს. ბარაქალა! თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, – ეს ყველაფერი იცი.
– ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება, შენი ჭირიმე!
– ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, – სთქვა პატარა ხანს უკან მზრუნველმა მებატონემ, – ურმები გაისტუმრე?
– გავისტუმრე, შენი ჭირიმე! ეხლა თუნდ ორღობეებს იქნებიან გაცილებულნი.
– სად გაისტუმრე?
– ყანაში, შენი ჭირიმე!
– რამდენია?
– ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.
– რატომ ბეგრისა ხუთმეტი არ არის?
– ხუთმეტი ჩვენ კაცებში თავის გაჩენაში არ შებმულან, შენი ჭირიმე, და დღეს საიდამ იქნებოდა!
– ხუთმეტი უნდა ყოფილიყო, ვეჟო! რატომ არ არის? მე არ ვიცი, ხუთმეტი უნდა ყოფილიყო. როგორ იქნება? ბატონს სამსახური უნდა, მაშ მე ბატონი აღარ ვყოფილვარ!.. გაგონილა!.. ფიე! ხუთმეტი უნდა ყოფილყო. მე ვუჩვენებ იმათ, რომ მე ბატონი ვარ და ისინი ყმები არიან.
მართლა-და ლუარსაბსა თავის დღეში ათის ურმის მეტი არ შეჰბმია და რაზედ გაწყრა ეგრე უწყალოდ? დათოსაც არ ესმოდა ეს წყრომა რის ნიშანი იყო. გაუკვირდა და ბატონს ყურება დაუწყო, ხომ არ გაგიჟდაო. დიაღ, ლუარსაბი კი იქნება, რომ გაგიჟდეს!.. და თუ ტყუილუბრალოდ გაწყრა, მაგისი საბუთები სულ გოგრაში ჰქონდა. როგორც ამისი ძვირფასი კნეინა, ისე თითონაც ძალიანა ჰჩემობდა მოსამსახურეების და ყმის მოხმარებასა.
– გლეხკაცს ეგრე უნდა მოეპყრას ბატონიო, – იტყოდა ხოლმე ბრძენი თავადი, – ეგრე უნდაო, რომ ყოველ ცისმარა დღეს ეშინოდეს, თორემ, ღორის მკბენარსავით, რომ გლეხკაცი ფეხზედ დაისო, თავზედ აგაცოცდებაო. მაშ! შიში შეიქმს სიყვარულსაო.
ოღონდაც, ჩემო ლუარსაბ, ოღონდაც!
ის კი არ იცოდა ამ ბედნიერმა ადამიანმა, რომ უმიზეზო და ამგვარ ტყუილ-უბრალო აპილპილებაზედ გლეხებს სულ სხვა მსჯელობა და დასკვნა აქვთ ხოლმე. ეჰ, შენ რაც უნდა სთქვა, მკითხველო, და ამ ცოლ-ქმარს კი ეგონა, რომ თუ მუცელი მაძღარი აქვთ, ამგვარ ყმების მოხმარების ცოდნისაგან აქვთ.
ამისთანა სულელობას ჩვენი გულწრფელი თავადი ეძახდა ბიჭების „დაწიოკებასა“. დარწმუნებული იყო, რომ ეს „დაწიოკება“ ისე აუცილებლად საჭიროა ოჯახისათვის, როგორც სმაჭამა კაცისათვისა. ამიტომაც, რომ შემოვიდოდა ოთახში, თავის თავის კმაყოფილებით ეტყოდა ხოლმე ცოლსა:
– ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი! ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დასჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ არ ვყოფილიყავ, ყანა მინდორში დაგვილპებოდა.
– ეგრე, შენი ჭირიმე, – გაუკეთებდა გულს და თავს უფრო მოაწონებდა დარეჯანი, – ეგრე უნდა. მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, მას აქეთ ნაბძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვჭამოთ.
– ეგ თავადებზედ ხომ არ არის ნათქვამი, გლეხებზედ არის ნათქვამი, გლეხებზედ, – მიუგო ლუარსაბმა.
– მაშინ თავადები სად იქნებოდნენ?
– როგორ არა, იყვნენ: ჩვენი გვარი მაშინდელია.
– რას ამბობ? ისე ჰლაპარაკობ, ასე გგონია, არა იცოდე-რაო. მაშინ ადამის და ევას მეტი არავინა ყოფილა და ადამი თავის თავზედ თავადი ხომ არ იქნებოდა?
– მართლა, ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე. არა, გეთაყვანე, ის რა ხე იყო, იმათ რომ ხილი მოიპარეს?
– ხე ბოროტისა და კეთილისა.
– ეხლა აღარ არის იმისთანა ხე?
– როგორ არა: ამბობენ, რუსთ ხელმწიფის ბაღში ერთი ოქროს ოთახიაო, იმაში არის, სულ იაგუნდის ფოთლები ასხიაო.
– ზურმუხტისა იქნება, – გაუსწორა ლუარსაბმა.
– ჰო, მართლა, ზურმუხტისაა, ზურმუხტიც ხომ ფოთოლსავით მწვანეა: დიაღ, ზურმუხტისაა, სულ ალმასები და იაგუნდები ასხია ხილის მაგიერად.
– ნეტავი მაჭამა, აბა გემო იმაში იქნება.
– ძალიან კი მიგიშვებენ: ქვიშაზედ უმრავლესი ჯარი ახვევია თურმე.
– მაშ ხონთქარს როგორ მოუპარვინებია?
– აი როგორ: ერთი ფერია ყოფილა, ფერია არწივად გადაქცეულა, შეპარულა, მოუგლეჯია ერთი დიდი ალმასი, ჩაუყლაპავს და ისე გამოპარულა.
– წაუღია, წაუღია! რა ეშმაკი ყოფილა!
– მაშ, წაუღია. მერე დედოფალი შებძანებულა, უნახავს, რომ ერთი დიდი ალმასი აკლია, მაშინვე რუსთ ხელმწიფისთვის შეუტყობინებია. რუსთ ხელმწიფე მაშინვე მიმხვდარა, რომ ეს ხონთქრის საქმეა და ომი დაუწყია. ის ომი ხომ დღესაც არ გადაწყვეტილა.
– მაშ შერჩა, შერჩა?
– ვინ იცის? ჯერ ომი არ გათავებულა.
– ნეტავი მე მამეპარა.
– ხომ დაგარჩობდნენ.
– რომ არ შევატყობინებდი: ჩავყლაპავდი და მუცელს ხომ ვერ გამიჭრიდნენ.
– გაგიჭრიდნენ კი არა, მეტსაც გიზამდნენ.
– რა ეცოდინებოდათ, რომ მე მაქვს?
– შენი ჭირიმე, მკითხავს ვერ იშოვიდნენ, რომ ეკითხნათ.
– მართლა, ეგ აღარ მომაგონდა. დაიცა, რა გითხრა: ადამმა რომ შეჭამა, ის რაღა იქნა?
– კუნძულელ ხელმწიფეს ზღვაში ეპოვნა თურმე და იმასა აქვს.
– აბა, დახე ღვთის სამართალსა! მე მეპოვნა, უფრო მადლი არ იქნებოდა?
– მერე ვინ შეგარჩენდა? ორასი წელიწადია თურმე მაშრიყ-მაღრიბის ხელმწიფე სულ იმისათვის ებრძვის კუნძულელსა.
– აქამდინ ვერ წაართო?
– ვერა.
– პაი, პაი, პაი! ღონიერი არა ყოფილა ისიცა!..
– მე კი არ ვიცი, რომ ღონიერი ყოფილა!.. ხელმწიფე და უღონო გაგონილა!
– ერეკლე მეფე რომ ყოფილიყო ეხლა, ის კი უთუოდ წაართმევდა, დიდ ვაჟკაცს ამბობენ.
– ის, რასაკვირველია, წაართმევდა, მაგრამ სად არის?
– ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავით კი ცოცხალი იყოს!
– აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!
– აბა, წუთის-სოფლის ანგარიში ეგ არის და, დაატანდა ლუარსაბი და ამოიოხრებდა, მერე ისე, რომ სანთელი წინ სდგომიყო, გააქრობდა.
სადარიან ახლა ამისთანა პოლიტიკები? მერე იმისთანა გაჭირებაში რა რიგად ხელს გაგვიმართამდნენ: რამდენი საწერი გვაქვს, აბა ისინი დაჰწერდნენ ,აი!
დილით ლუარსაბი და მისი მეუღლე კნეინა დარეჯანი, რაკი მოიცლიდნენ იმ საუცხოვო ოჯახის მოვალეობისაგან რომლის ნიმუშიც ზევით მოვიხსენიე, მიუჯდებოდნენ ჩაის და ერთი ლაზათიანად გაიბერებოდნენ თბილის წყლით, როგორც ამბობს ჩვენი გლეხკაცი. პატარა ხანს უკან, ორიოდ გონიერ ბაასის შემდეგ, თუნდ იმის მსგავსისა როგორც ზემოხსენებულია, სადილობაც მოვიდოდა, ერთი მაშინ მიძღებოდნენ „ძველებურადა, ჩვენებურადა“, და ლუარსაბი რაღაც დაღლილის სიამოვნებით წამოიძახებდა ხოლმე გულწრფელად: „გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე“. ამას იტყოდა თუ არა და, გამოისახავდა პირჯვარსა, მსწრაფლ სუფრიდამ იქავ ტახტზედ გადაგორდებოდა და, სრულიად კმაყოფილი თავისის ცხოვრებისა, დაიკრავდა მუცელზედ ხელსა და იტყოდა რაღაც ტრაბახობითა: „მე თუ უსწავლელი ვარ, მე ვიცი... რა ჰქვიან... მე ვიცი, შიმშილით კუჭი მიდნება, დიაღ, მიდნება! ზედაც ემცნევა ჩემ სტომაქსა“. გამოსაცდელად ერთს კიდევ დაიკრავდა მუცელზედ ხელსა, თითქო სინჯავსო, კარგად არის გატენილი თუ არა, და რა ჰნახავდა, რომ კარგად არის, როგორც ცხენი დააკრაჭუნებდა კბილებს მეტის სიამოვნებისაგან: „დიაღ, – კიდევ იტყოდა, – ლუარსაბი უსწავლელი გახლავთ, იმიტომაც მშიერია“. სადილს შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, – და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი არ იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არა იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისაგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის სოფლისა.
IV
ამ ყოფაში და ჭკუის გონიერ ვარჯიშობაში გადიოდა დილა. როცა სადილს უკან ლაზათიანად გამოიძინებდნენ ცოლ-ქმარნი, როცა საღამოზედ ნიავი ფრთას გაშლიდა და ბაღჩის ღობის გრძლად გამოწოლილი ჩრდილი ეზოს მოადგებოდა, მაშინ კნეინა დარეჯანი ერთ ბალანგაცვივნულ ხალიჩას ჩრდილში გააშლევინებდა და დაბრძანდებოდა ხოლმე თავმომწონე პატარძალივით თავდახურული, წარბებ-აჭიმული და გამოპრანჭული. ლუარსაბიც, თავის განუშორებელ ჩიბუხით ხელში, ჩამოვიდოდა და ქოშებით შიშველ ფეხებზედ, ხშირად წითელ პერანგის ანაბარას და უფრო ხშირად ლურჯ კალმუხის დარბაისლურად ჩატეხილ ქუდით, ბოლთასა ჰკრავდა გრილოშია.
საღამო ხანი როგორც მოგეხსენებათ ჩვენს სოფლებში და ნამეტნავად კახეთში სადარბაზო ხანია. რაც ეს რაღაც წყეული განათლება შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, მეტად თუ ნაკლებ ეს საქებური ჩვენი ძველი ჩვეულებაც დაჩაგრა, ასე რომ ზოგიერთნი განათლებით გაჩარხულნი ეხლა ვიზიტობენ, თორემ უწინ კი საღამო ხანი დიდს პატივში იყო. ამიტომაც საღამოობით დარეჯანი ეგრე გამოიპრანჭებოდა ხოლმე და ასე იფიქრეთ – უკაცრავოდ კი არ ვიყო – საკურტუმესაც კი გაიკეთებდა. მაშინ, როდინდელ ამბავსაც მე ვწერ, ჯერ კრინოლინი არ იყო, და თუნდ ყოფილიყო კიდენაც, იმ სოფლამდინ ვინ მიაღწევინებდა მაგ იუბკების მეუფესა. ყველამ კარგად იცის, რომ განათლება ფეხმძიმედ დადის, ნამეტნავად ჩვენში ასკინკილობს, და აბა იმ სოფელში ეგრე ჩქარა როგორ მიიტანდა სახელოვანს „ხაბარდასა“. სწორედ გითხრათ, ზოგიერთ სოფლის ორღობეებშიაც ვერ გაეტეოდა ეგ განათლებული კრინოლინი, თუნდ რომ მისულიყო კიდენაც.
– ქალბატონი ადღეგრძელა ღმერთმა, – უთხრა ერთხელ ერთმა ლამაზად მოყვანილმა გლეხის პატარძალმა, გრძელ კავების ქნევით და ცოტა ტუჩების პრანჭვითა.
– აი, ღმერთმა გაცოცხლოს, ჩემო ბაბალე!.. რასა იქ, ხომ კარგადა ხარ? – მოიკითხა თავის რიგზედ დარეჯანმა, მაგრამ ისე კი, რომ პატივი კნეინობისა სრულიად არ დაუმცირებია.
– რაღა რასა ვიქ, შენი კვნესამე! ჩვენებიანთ ვენახში ჩვენი კამეჩი შეპარულა, და მეველეებს დაუჭერიათ, ეხლა ორი დღეა ბაკში ჰყავთ დაჭერილი. ეხლა, შენი სახელის ჭირიმე, ამას გემუდარები, გვაპატივებინოთ, აგრემც ჩვენი ნათელმირონობა დღეგრძელობას მოგიმატებს, შენი კვნესამე!
– რა? მითამ გამოვაშვებინოთ?
– ჰო, შენმა მზემ, ეხლა ჩვენი ვედრება ეგ არის, ქალბატონო.
– როგორ იქნება, ჩემო ბაბალე? ეხლა, მართალია, შენ ჩემი ნათელმირონი ხარ, მაგრამ სოფელი აყაყანდება, ყველა მაგას მოჰყვება.
– აგრემც ღმერთი ბატონის თავს გიდღეგრძელებს, და მაშინ, როგორც გნებავთ, დამსაქმეთ. აი ეხლაც, შენი კვნესამე, ერთი გაბმა აბრეშუმი მოგართვი, ღმერთი და თქვენი წყალობა თუ კიდევ შეგვაძლებინებს კიდევაც თქვენი ყურმოჭრილი ყმანი ვართ.
ბაბალემ ჯიბიდამ ამოიღო ერთი გაბმა აბრეშუმი და მიართო კნეინასა. კნეინამ გამოართო და ამოიდო ქვეშ, ზედაც დაატანა:
– ეგ რომ არა ყოფილიყო, განა ისე კი, რაც შემიძლიან, არ გაგირიგებდი! – ლუარსაბ! ლუარსაბ! – დაუძახა ქმარსა, რომელიც შორიახლო ბოლთასა სცემდა და ერთი-ორჯერ მსუნაგსავით მაცდურის თვალით გადმოჰხედა კიდეც მოხდენილ პატარძალსა.
ლუარსაბი მოვიდა.
– ქა! ბაბალეს კამეჩი მეველეებს დაუმწყვდევიათ და გემუდარება – გამოაშვებინო.
ლუარსაბმა შეხედა პატარძალსა, რომელმაც ჩვეულებისამებრ თავი იქით მიიბრუნა. ლუარსაბმა დააკრაჭუნა კიდეც თავისებურად კბილები სიამოვნების ნიშნად, მითამ-და სამაცდუროდ გაიღიმა.
– კამეჩიო!..
– ჰო, კამეჩი, – დაატანა დარეჯანმა, – აი ერთი გაბმა აბრეშუმიც მოგართვა.
– მაშ კარგი! დათო ბიჭო! დათო! – დაიყვირა ლუარსაბმა, – ჩადი და უზბაშს უთხარი, ჩემი ნათლიდედის კამეჩი ეხლავ გამოუშვას, თორემ იქაურობას სულ მტვერს ავადენ.
სთქვა, ერთი კიდევ მაცდურად დააკრაჭუნა კბილები, და გამარჯვებულსავით ამაყად წავიდა ისევ ბოლთის საცემლად.
– აი, აგრემც ღმერთი მაგაზედ უფრო მეტს დიდებას და პატივს მოგცემს, აგრემც გაგაპატიოსნოს ღმერთმა, და ერთი კაი ვაჟიშვილი მოგცეს და მე ძუძუ მაწოებინოს, შენი კვნესამე, შენი, ბატონო და ქალბატონო!
– ჰხედავ, – უთხრა დარეჯანმა, როცა ლუარსაბი წავიდა, – ჰხედავ, რა რისხვა შეუთვალა, იქაურობას სულ ააწიოკებს.
– დიდება აქვს, შენ გენაცვალე, და იმიტომ.
– ეგეც ხომ, მაგრამ ხმაც დიდი აქვს სოფელში გავარდნილი. აი, დავით, ჩემი მაზლი: იმას კაცად არავინ აგდებს.
– აბა, შენი კვნესამე, იმათ ფეხი სად მოუწვდებათ თქვენამდინ, ელისაბედიც მითამ თავადისშვილის ცოლია და თქვენცა?
– ახლა იმასა ჰკითხე ზოგი, იმისთანა დიდი კაცი აქ არავინ არის.
– უი, უწინამც დღე გაუქრება! გუშინ მეზობლიანთას გახლდი, იმათი გოგოც იქ მოვიდა. რაც იმან იმათზედ ილაპარაკა, ადამიანისაგან არ გაგონილა.
– რა, გეთაყვანე, რა! – ჰკითხა აჩქარებით და მოუთმენლად დარეჯანმა.
– რაღა რა? ისა, რომ საწყალ გოგოს თავისის თითებით მოგროვილის ფულით ერთი ჩითმერდინი უყიდნია, იმას უნახავს და წაურთმევია. ეხლა თურმე თავზედ იკრავს. გოგოს ცოდვით აღარა ვართ, ქალბატონის მზემა, ისე გულანატირად ჰლაპარაკობდა ბედშავი. მე ხომ თქვენის ფეხის ნატერფალიც არა ვარ, მაგრამ მაგას მეც ვითაკილებდი, მამა მიცხონდა!
– უი! უი! დახე იმას, იმ წყეულს! ამას იქით როგორღა ამბობს, რომ თავადისშვილის ცოლი ვარო. წართმევა არაფერი, ეგ, რასაკვირველია, ქალბატონის ნებაა: გოგოც ჩემია და ჩითმერდინიც; მაგრამ გოგოს ჩითმერდინის თავზედ შემოკვრა კი სწორედ თავლაფის დასხმაა. კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირნახირო. აი, მეხი კი დაეცა. ისიც, ამას იქით, ჩვენში ერევა, თავადის-შვილის ცოლი ვარო! სხვა არა უთქვამს-რა გოგოსა?
– სხვა არა მოუხსენებია-რა.
– ნუ დამიმალავ, ჩემო ბაბალე! ხომ იცი მე შენი მწყალობელი ვარ, თუ უთქვამს კიდევ რამე, მითხარი.
– არაფერი არ უთქვამს, მამი-ჩემის ცხონებამ, თორემ, რომ ეთქვა, რად დაგიმალავთ.
– რა ვიცი? იქნება გეშინოდეს-მეთქი.
– თქვენისთანა მწყალობელი რომ კაცს სადმე ეგულებოდეს, იქ ვიღასი უნდა ეშინოდეს.
– მეც ეგ უნდა მეთქვა, ჩემო ბაბალე!
– მართალია, გლეხები გახლავართ, მაგრამ ჩვენც გვესმის ეგენი. ვისი უნდა მეშინოდეს, თქვენ აქა მყევხართ!
– მაშ სხვა არა უთქვამს-რა?
– არა უთქვამს-რა, აგრემც ჩემზედ მიწა ნუ გენახოთ.
– იტყოდა.
– ის ერთი დედისერთა შვილი არ დამიმიწდეს, არა უთქვამს-რა.
– მართლა, შენი შვილი რასა იქს? – ჰკითხა მერე დარეჯანმა, რომ ვერა გახდა-რა.
– რაღა როგორ არის, შენი კვნესამე, ქალბატონო! ავად შენი მტერი გვყვანდეს, ავად მე ისა მყავს. რა არ ვუყავი: ბალახებში არ ვაბანე, არ შევალოცვინე, შანები არ შევაბი, მაგრამ ვერაფერმა ვერ უშველა, აგრემც არა ეშველოს-რა შენს მტერსა! თქვენთანაც კი მომასწავლეს, ვითამც თქვენ უებარი ლოცვა იცოდეთ, – მიშველეთ რამე, აგრემც მაგიერს ღმერთი გადაგიხდით.
– მე მარტო შაკიკის ლოცვა ვიცი და დასუნთქვილისა. განა შენი შვილის სენი შაკიკია?
– ჰო, თქვენმა მზემ, შაკიკი გახლავთ. ლამის თავი გაუხეთქოს.
– გოგო, ლამაზისეულო! – დაიყვირა კნეინამ, – წადი, საწერკალამი და ქაღალდი, ქეჩის ქვეშ რომ ნაბარათევია, ჩამომიტანე. მე დაგიწერ ლოცვას, ჩემო ბაბალევ, დაწერილი ქაღალდი იმ მხარეს დააკარ, რომელიცა სტკივა, ეგრე იყოს ორი-სამი დღე, თუ შაკიკია – გააქარწყლებს მაშინვე.
ვერ უყურებთ, მკითხველო! კნეინა დარეჯანი მე უსწავლელი მეგონა და დახეთ, რაები სცოდნია? ეხლა მომაგონდა, რომ იმისი განაყოფი რძალი ელისაბედი, რომელიც ორგანაც მოვიხსენიეთ, თურმე ჩუმად ქვეყანაში ჰლაპარაკობდა, რომ ვითომც დარეჯანმა ჯადოობაც იცისო, ვითომც სოლომონ ბრძნის წიგნიც წაეკითხოს და ამიტომაც ღმერთი უწყრება და შვილს არ აძლევსო. ამისთანა ცილისწამებას როგორ დავიჯერებ? მაგრამ ელისაბედი კი ფიცით იჭაჭებოდა, რომ ეგ ეგრეაო. მაინც არ დავიჯერებ: რძალი – როგორც მოგეხსენებათ ჩვენის კურთხეულის ცხოვრების ამბავი – რძლის მტერია. განა ამისთანა ჭორები მოუგონია ელისაბედს დარეჯანზედა?
ამ დროს ძაღლმა, რომელიც შორიახლო იწვა და წაეყო ცხვირი მიწაშია, დაიყეფა, მაგრამ, რაკი თვალი გაახილა და დაინახა ორი მომავალი დედაკაცი, ისევ ხმა გაიკმინდა და ღრენით გაჯავრებულსავით ისევ ცხვირი ფეხებით ამოთხრილ მიწაში ჩაჰყო. დარეჯანმაც მოიხედა ამ ხმაურობაზედ და დაინახა კნეინა ელისაბედი და იმის ჩითმერდინით დარბეული, გულდაჩაგრული გოგო.
დარეჯანი ფეხზედ წამოდგა.
– მობძანდით, ჩემო რძალო! – მიაგება სიტყვა ელისაბედსა, – ძლივს არ მოგვიგონეთ!
– შენმა სიცოცხლემ, მოცლა არა მაქვს. ეს ისაო, ეს ესაო, სახლია, კარია, ხომ მოგეხსენებათ.
– აქეთ მობძანდით, აქეთ უფრო ნიავია, – მოიპატიჟა დარეჯანმა.
– სულ ერთია, – სთქვა ელისაბედმა და წაიძრო ფეხიდამ კროული ჩუსტები, გადმოვიდა ხალიჩაზედ და ჩაჯდა დარეჯანის გვერდით.
– სხვა, როგორა ბძანდებით, ჩემო რძალო? ჩემი მაზლი დავითი ხომ კარგად სუფევს, – დაიწყო ისევ დარეჯანმა.
– კარგად გახლავთ, – მიუგო ელისაბედმა.
– შინა ბძანდება?
– აბა ამისთანა დროს კაცი შინ დადგება, მამულის და მოსავლის პატრონი? ყანაშია, ეს ორი დღეც იქნება, – სთქვა რაღაც ნიშნის მოგებით ელისაბედმა და უნებლიეთ შეჰხედა ლუარსაბსა, რომელიც ბოლთასა სცემდა და რომელსაც ფეხებზედ ეკიდა მოსავალიც და მამულიცა.
დარეჯანს ეწყინა. ამას ეგონა, რომ ელისაბედმა სახრე ლუარსაბისაკენ გადმოიქნივა.
– რასაკვირველია, ვისაც კაცი არა ჰყავს და არ აბადია, რომ ჩააბაროს სახლის პატრონობა, და ვინც ასე გაზრდილა პატარაობითვე რომ არც მზე დასიცხავს და არც ავნებს, ის შინ არ დადგება, ჩემი ლუარსაბი მაგას ვერა იქს.
– განა მაგაზედ მოგახსენე! – დაასწრო ელისაბედმა.
– მეც განა მაგაზედ მოგახსენე! – დაატანა დარეჯანმა, – მე მარტო ეს უნდა მეთქო, რომ ჩემს ლუარსაბს ჯერ ისე არა გასჭირებია-რა, რომ გლეხობა ჩაიდინოს.
– გლეხობა ჩაიდინოსო!.. რას ბძანებთ, ჩემო რძალო? არა, თქვენმა მზემ! ვინც მოსავლის დროს შინ არა დგება, განა იმისაგან, რომ გაჭირებულია, ან გლეხობა ჩაიდინოს და მესვეურსავით მკაში ბეგრის ხალხთან ოფლი იწუროს? თქვენც არ მამიკვდეთ. აი, თუნდ თქვენი მაზლი, – განა გლეხია, ან გლეხობას იდენს, რომ ყანაშია? სულაც არა, თქვენმა მზემ! მუშები იქა მკიან და იმას კი, როგორც შეჰფერის თავადიშვილის პატიოსნებასა, ხელზედ ლამაზი ნაგეში მიმინო უზის და ნადირობს. გუშინ საღამოზედაც, ჯერისთვის რომ ბიჭი ამოვიდა, ერთი აბგა მწყერი გამოეგზავნა. რა სათაკილოა, თქვენი ჭირიმე, მეფეები ნადირობენ და იმისთვის რა სათაკილოა!..
– არა, თქვენმა მზემ, ჩემო რძალო, მე ჩემს მაზლზედ არ მომიხსენებია. ისიც ლუარსაბის ძმა არ არის, ერთის სისხლისა და ხორცისა? განა არ ვიცი, რომ სხვებსავით ხელებს არ დაიბებრებს ნამგლის ჭერითა და არც ამ პაპანაქებაში დაისიცხება? განა არ ვიცი, ნამდვილის სისხლის თავადიშვილი ამას ვერ აიტანს, და, სწორედაც მოგახსენო, არც საკადრისია: თავადს თავადობა უნდა ეტყობოდეს და გლეხს – გლეხობა.
– მართალი ბძანებაა, თქვენმა მზემ!
– არა და, რომ არ იქნება: მთა და ბარი ვის გაუსწორებია?
– არავის, თქვენმა მზემ, ღვთის ბძანებას ვინ წაუვა?
ამ დროს ფეხის ხმაურობაც მოესმა დარეჯანსა, მოიხედა და დაინახა თავისი გოგო, ლამაზისეული, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ნაბარათევი და თავმოტეხილი წამლის მინა, რომელიც საწერელობას ჰთამაშობდა.
– რა დაგემართა აქამდინ? ის კიდეც წავიდა, – უბძანა დარეჯანმა.
– ჯერ კიდევ აქ გახლავთ, ჩალურშია თაფლუასთან, – მიუგო გოგომა.
– მაშ კარგი, – სთქვა დარეჯანმა, დაიდო მუხლებზედ ქაღალდი და დაიწყო შაკიკის ლოცვის წერა. ამ დროს ლუარსაბიც მოვიდა ახალუხ და შალვარჩაცმული, მოიკითხა ზდილობიანად თავისი რძალი და გაგორდა იქავ ხალიჩის ახლო მწვანე ბალახზედ და, დაასვენა რა ჩიბუხის ტარი თავის ღირსეულს მუცელზედა, დაუწყო პირაღმა ყურება გუმბათიან ცასა.
მშვენიერს სურათს წარმოადგენდა ეს კრება. აღვწერ, თუ კი შევიძელ ჯერ გოგოდამ დავიწყოთ.
სასაცილო რამ იყო ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი, ტანზედ ეცვა ხამის ჩითის კაბა, ჭუჭყისაგან ვერ გაირჩეოდა რა ფერისა იყო; კალთები აქა-იქ გამომწვარი ჰქონდა ზამთარში ცეცხლთან ახლო გდებისაგან, ბოლოები სულ მომპალი და შემოფხრეწილი ჰქონდა; დახეულებიდამ გამოჩანდა ერთი რაღაც დამპალის საბნის ნაგლეჯი, კაბის ქვეშა გარშემო ჩამოკიდებული, მითომ-და იუბკაა. აი, მეხი კი დაგეცა! ამასაც კი სდომებია იუბკა! თავზედ ეკრა შიგადაშიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი, ქალბატონის გამონაცვალი. იმ ამოფლეთილებში მუთაქის მატყლსავით დასორსვლილი შავი – უკაცრავოდ არ ვიყო – წილიანი და დაუვარცხნელი თმა მუჭა-მუჭად ამოშვეროდა. ქუსლებდახეთქილი, მუგუზალსავით შავი ფეხები, წენგოსაგან შეღებილი ხელები, ცხვირპირი ქვაბების მურით მოთხუპნული – აი, ამგვარი იყო ის ცხოველი, რომელსაც დარეჯანი „ლამაზისეულს“ ეძახდა და რომელიც გულხელდაკრებილი დაჰყურებდა ბალანგაცვივნულ ხალიჩასა. ხალიჩაზედ ორი პატიოსანი და დარბაისელი კნეინა იჯდა, როგორც მოგახსენეთ წინათვე, – ორი კნეინა, მაგრამ კი სხვადასხვანაირი: ერთი მსუქანი, წითური, მეორე გამხდარი და უფერო. მსუქანი თავჩაღუნული სწერს, გამხდარი კი თვალგაფაციცებით თვალს ადევნებს მწერალის ხელსა, იქნება როგორმე შევატყო, რასა სწერსო: ხანდისხან გოგოსაც თვალს უშვრება და თავს უქნევს იმის ნიშნად, რომ „წეღან რომ სთქვა – „წავიდაო“, ვიზედა სთქვაო“. გოგოც იქიდამ ანიშნებს და ელისაბედი ვერ მიმხვდარა. მაშიბ გოგო პირზედ ხელს იფარებს, თავს იქით იბრუნებს, მითამ ეცინება კიდეც, რომ ელისაბედი ჰცდილობს და ვერ მიმხვდარა კი, და ჰმორცხობს კიდეც, რომ ბატონის რძალთან სიცილსა ჰბედავს. აქეთ ბალახებზედ ხალისიანად ჰქშენს ჩვენი ლუარსაბი, პირაღმა წევს, აბოლებს ჩიბუხს და, მინამ თვალში ცრემლი არ მოუვა, თვალს გულმოდგინებით ჩიბუხის ბოლს ადევნებს, – ვნახო, ღრუბლებამდინ ავა, თუ არაო. იქით, ხალიჩის დასწვრივ, ღობის გადმოღმა, ჩვენი ნაცნობი ქოფაკი ძაღლი წევს, ისევ ისე მიწაში ცხვირწაყოფილი და ქანცმიწყვეტილსავით თვალებდახუჭვილი; ყოველს ხმაურობაზედ მძიმედ ახილებს თვალსა და გულზედ-მოსულსავით ჰღრინავს, თითქო ჯავრობსო, რომ ძილს უფრთხობენ. პატარა შორიახლო ძველი, ჭუჭყიანი სამოვარი სდგას, გვერდით დაჩოქილია გოგოზედ უარესად ჭუჭყიანი, დაგლეჯილი პატარა ბიჭი და, რაც ძალი და ღონე აქვს, უბერავს სამოვარსა. ხანდისხან ისეთის სახით გადააპარებს თვალსა იქითკენ, საცა ძაღლი განცხრომითა წევს და მოსვენებაშია, რომ თითქო შეჰნატრისო მის ყოფა-ცხოვრებასა და გულში ამბობსო: – ნეტავი შენ, რომ ძაღლი ხარ! ნეტავი მეც ძაღლი ვყოფილიყავი!
ეს საძაგელი სურათი საძაგელის მიწისა, სასაცილოდ ახამებდა ამ დიდებულ სამხრეთის ცასა, მის ერთნაირად ღრმასა და ციაგსა კამარასა, რომელზედაც სარტყელსავით მიიგრიხებოდა ერთ გაუწყვეტელ ზოლად მთების ლაჟვარდი გრეხილი.
დრო გავიდა. დარეჯანმა გაათავა ლოცვის წერა და ბარათი მისცა გოგოს, ამ სიტყვის ზედ-დატანებით: როგორც გითხარი, ისე მოიქეცი-თქო.
მერე მოუბრუნდა ელისაბედს და შესაქცევრად ჩამოუგდო ლაპარაკი. ლუარსაბი ისევ ოცნებაში იყო და აბოლებდა ჩიბუხსა.
– პურის მოსავალი როგორი გაქვთ წელს? – ჰკითხა დარეჯანმა.
– თქვენმა მზემ, შარშანდელზედ ცოტა. თქვენს მაზლს ოცდაათის ურმის იმედი აქვს, – დაიტრაბახა ელისაბედმა.
– ეგ, ბატონო, კაი მოსავალია. ოცდაათი ურემი ხუმრობა არ არის; ჩვენც მოგვივა მაგდენი, მაგრამ ჩვენ ერთი ორად მეტი ნახნავი გვქონდა თქვენზედა, – იტყუვა თავის რიგზედ დარეჯანმაც.
– რას ბძანებთ, ჩემო რძალო, ჩვენზედ მეტი თქვენ რად გექნებოდათ. ჩვენ დიდი ნახნავები გვქონდა წელსა.
– რად გექნებოდათო? ჩვენ მკათათვის ნახევარში გუთანი გატანილი გვქონდა, თქვენ კი ენკენისთვეშიაც არ გაგეტანათ.
– არა, თქვენმა მზემ, ჩვენ თქვენზედ ადრე გავიტანეთ. ჩვენ დიდი ნახნავები გვქონდა.
– აი, ბატონო, თუნდ ლუარსაბსა ვკითხოთ. ეგ კაცია, მაგას უფრო ეცოდინება. ლუარსაბ! – დაუძახა ქმარს კნეინამა.
– რაო? – ჰკითხა ლუარსაბმა და მოიღრიჯა ცოლისაკენ კისერი.
– შენი რძალი ამბობს, რომ ჩვენ ამათზედ ნაკლები ნახნავები გვქონდაო წელსა.
– ეჰ, რას ამბობ, ჩემო რძალო! წელს ოთხი თქვენოდენა ნახნავები მქონდა, – მიუგო ლუარსაბმა. ამგვარებში ლუარსაბმა საშინელი კვეხნა იცოდა. – რას ბძანებთ!.. ჩემოდენა მოსავალი კახეთში ორს არ მოუვა, ქართლშიაც ბევრს არ მოუვა. აი, ჰნახავ, რამოდენა ფრთამოქცეულს წამოვაყენებ კალოზედა. ასეთს წამოვაყენებ რომ... რომ... აბა რა გითხრათ? თუნდ თორმეტ ამ სახლის ოდენასა, ვაი არა აქვს ლუარსაბსა! ფიე! ნახნავი იყო, რომ ჩემი იყო. შარშან ვენახისა არ იყოს, ჩემოდენა ღვინო კახეთში ორს არ მოუვა. ქართლში ხომ ნახევრის ნახევარიც არ მოუვათ. მაშ! თუ ეს მართალი არ იყოს, საიდამ ვცხოვრობ ეგრე მეფურად? საიდამ? ლევანსავით ურმებს ხომ ქირაზედ არა ვგზავნი, თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირცხვენ! სომეხი ხომ არა ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო. თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი.
კიდევ რაღაცა უნდა ეთქვა, მაგრამ ელისაბედმა აღარ დააცალა:
– მართლა, ჩემო მაზლო, ლევანი ქირაზედ ურმებს ატარებს?
– მართლა, მაშ! ის შერცხვენილი, გვარის დამამცირებელი ისა!
– ნიკოლოზიც ატარებს თურმე, – დაუმატა დარეჯანმა.
– მაშ?! – უპასუხა ლუარსაბმა.
– უი, ლაფი დაესხათ თავზედ. კარგი გვარის მასახელებელი ისინი ყოფილან, – სთქვა ელისაბედმა.
– ნეტავი თავადიშვილი მაინც არ იყოს! – დაუმატა გულმტკივნეულად დარეჯანმა.
– ეგ არის და, რომ თავადიშვილია! – სთქვა წყრომით ლუარსაბმა. – თავადიშვილი რომ არ იყოს, ჯანი გავარდეს. ან გლეხი იყოს, ან სომეხი, კიდევ ჰო, ეგა მკლავს, რომ თავადიშვილია. ძალიან არ წახდა ხალხი, თქვენი ჭირიმეთ! ამასაც შევესწარი, რომ თავადიშვილი ქირაზედ ურმებს ატარებს!
– მერე რა დედ-მამის შვილი – წამოიძახა დარეჯანმა.
– ეგა სთქვი და, – მიუგო ლუარსაბმა.
– კაცმა ეგრე როგორ უნდა დაკარგოს პატივი, – სთქვა თავის რიგზედ ელისაბედმა.
– ამას იქით გლეხი და თავადი რით უნდა გაირჩიოს. გლეხიცა გზავნის ურმებს ქირაზედ და თავადიშვილიცა, ისიც ქირითა სცხოვრობს და ესეცა. რით უნდა გაირჩიოს?
– იკითსა ლუარსაბმა.
– არაფრით, თქვენმა მზემ, – დაარწმუნა რძალმა.
– ოღონდაც, რომ არაფრით, – კვერი დაჰკრა ცოლმაც.
– მშიერი რომ ვკვდებოდე, მშიერი, და ასი ურემი მებმებოდეს, მე მაგას არ ვიკადრებდი, თავი არ მომიკვდება. შენა, ჩემო რძალო?
– უი, უწინამც დღე გამქრობია. ვიკადრებდი კი არა, მე ჩემის ხელით თავს მოვიკლავდი. ოხრად დამრჩეს ქირით შემოტანილი ქონება. რა თავადიშვილის საქმეა.
– შენა, დარეჯან? – ჰკითხა ეხლა თავის ცოლს ცნობისმოყვარე თავადმა.
– არც მე, – სთქვა დარეჯანმა.
– მაშ არც მე, – სთქვა ლუარსაბმა იმ სახით, თითქო ამ სამის აზრით სამის ქვეყნის ბედი გადაწყდაო. – არა, დრო ძალიან გამოიცვალა, ჩემო რძალო! – გააგრძელა სიტყვა ლუარსაბმა, – ხალხი წახდა, სისხლი მოითხარა. აბა ჩვენ დროს ვინ მოიფიქრებდა, რომ თავადიშვილს თავი შეერცხვინა და ურემი ქირაზედ ეტარებინა. ქვით არ ჩავაქვავებდით? თავზედ ლაფს არ დავასხამდით? მაგრამ ეხლა? დასწყევლოთ ღმერთმა სირაჯობენ კიდეცა!.. გაგონილა? თავადიშვილების სირაჯობა! ოჰ, ღმერთო, რატომ წარღვნა არ მოვა? სომხები გახდნენ, სწორედ სომხები: ეხლა ისღა აკლიათ, ადლი ამოიჩარონ იღლიაში, სოფელ-სოფელ იარონ და „სავაჭრო, სავაჭრო“ იძახონ.
– მაგასაც იქმონენ, თქვენმა მზემ, – სთქვა ელისაბედმა, – მე კი ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დროსა და!
– იქმონენ, თავი არ მამიკვდება, იქმონენ, – წარმოსთქვა მწუხარებით ლუარსაბმა, – ბატონო! სისხლი რომ აღარ არის? წახდა სისხლი, მოითხარა.
– მართლა რომ წახდა, – დაატანა დარეჯანმა.
– აი, მაგალითად, გუშინ ზაქარიას ცოლს რა უქნია? – წამოიძახა ენაჭარტალა ელისაბედმა, – იცით რა უქნია? – ბიჭს გაუჯავრებია... ზაქარიას ცოლი ხომ ანჩხლია?
– მერე რა-რიგი! საშინელი! – დაჰკრა კვერი დარეჯანმა.
– ბიჭს გაუჯავრებია, – დაიწყო ისევ ელისაბედმა, – გამოსდგომია, წაუძვრია ფეხიდამ, ჩუსტი ყოფილა თუ ქოში, – ქოში იქნებოდა, – ამდენი უცემია, რომ დაუოსებია თურმე.
– არა, თუ ღმერთი გწამს? – ჰკითხა გაკვირვებულმა ლუარსაბმა.
– თქვენმა სიცოცხლემ!
– ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ! იქნება პატარა ბიჭსა სცემა?
– კიდეც ეგ არის, რომ არა. პატარა ბიჭს რომ სცემოს, ეგ არაფერი: აი, მეცა ვსცემ ხოლმე, – სთქვა ელისაბედმა.
– მეცა, თქვენმა მზემ, – უპასუხა დარეჯანმა, – პატარა ბიჭი და გოგო სულ ერთია. როგორც ქალბატონმა რომ გოგოსა სცემოს, არ დაიძრახება, ისე პატარა ბიჭს რომ სცემოს, არაფერია.
– რასაკვირველია, – ჩამოართო სიტყვა ელისაბედმა, – პატარა ბიჭის ცემაზედ ვინ დაიძრახება. ის კი ვაჟკაცი კაცი გხლებიათ, აბა ქალი რომ ვაჟკაცს შეებას, ვერაფერია, თქვენმა მზემ.
– დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, – სთქვა პირჯვრის-წერით ლუარსაბმა, – ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ: დედაკაცმა ისე თავზედ ხელი უნდა აიღოს, რომ ვაჟკაცსა სცემოს? ცემა არაფერია, მაგაში ბატონს ვინ დასძრახავს, – იმისი ბატონი არა ვარ, რომ მინდა ვცემ, მინდა არა, – მაგრამ კაცმა კაცს უნდა სცემოს, დედაკაცისაგან რომ არა თქმულა! რომ არ გაგონილა! აი, გოგო ჰყავს, გოგოს რამდენიც უნდა სცემოს, ეგ საკადრისია, კაცს კი... ღმერთო დამიხსენ ქვეყნის ცოდვისაგან.
– ეგ რა კიდევ... – უნდა დაეწყო კიდევ ელისაბედს ჭორიკანაობა, მაგრამ ამ დროს ჩაიც მოართვეს.
– სიტყვა კი არ დაივიწყოთ, ჩემო რძალო, – უთხრა დარეჯანმა, – ჩაი მიირთვით.
– მიირთვით, სულ ერთია, – უპასუხა ელისაბედმა და წამოავლო ჭიქას ხელი.
ჩაი ჩამორიგდა.
ელისაბედმა მოსვა ცოტა თუ არა, ისევ დაიწყო გაწყვეტილი სიტყვა:
– იმას მოგახსენებდით: იმ წუწკს ნიკოლოზს, იცით, რა უქნია? თავის მოახლისათვის არშიყობა დაუწყია. ერთხელ ბინდი ყოფილა, – აქ რაღაც წასჩურჩულა დარეჯანს ყურში, – ბიჭებს დაუნახავთ, ქალბატონისთვის შეუტყობინებიათ, ის საწყალი ქალიც მისულა და გულს შემოჰყრია. აი, ბატონო!..
– მართლა?
– თქვენზედ მიწა არ მენახოს! – მოაჭორა ელისაბედმა და, მითამ ნიკოლოზის ცოლზედ გულიც შესტკივა, დაუმატა: – მე ის საწყალი ქალი მეცოდება, თორემ ნიკოლოზს თუნდა თავშიაც ქვა უხლია.
– საშინელ დროებას არ შევესწარით, თქვენი ჭირიმეთ! – მართალის გულით სთქვა ლუარსაბმა, – სწორედ მეორედ მოსვლა მოახლოვდა: ვაჟო, ქალს ქალობა აღარ ეტყობა, კაცს – კაცობა. ტყუილად კი არ მოგვეჩვენებიან ეს კუდიანი ვარსკვლავები, ერთი ღვთის რისხვა რამ უნდა მოვიდეს. რომ არ გაგონილა ყურით და ენით არა თქმულა ქალისაგან ვაჟკაცის გალახვა და ქმრისაგან ეგრე აშკარად მაგისთანა ამბები! სირცხვილი აღარ არის ეხლანდელ დროში. პირში წყალი გაგვშრობია.
– არა, ისე ჩუმად მოეხდინა მაინც იმ სულის მტერსა, კიდევ არაფერი იქნებოდა, – სთქვა დარეჯანმა.
– ჩუმად რომ მოეხდინა, ვინ რას იტყოდა? – გააწყვეტინა სიტყვა ლუარსაბმა, – განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმეს, რომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ. ბევრი მაგისთანაები მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ. ეხლა, ბატონო, არაფრისა აღარ ჰრცხვენიანთ. ნამუსი აღარ არის, არა, წახდა ქვეყანა.
– სწორედ მეორედ-მოსვლის ნიშნებია, – დაუმატა დარეჯანმა.
– სწორედ. აი, ერთი კიდევ რა შევიტყე. გოგო და ბიჭი დაითხოვეთ, მოგახსენებთ, – სთქვა ელისაბედმა.
გოგო და ბიჭი დაითხოვეს. ელისაბედმა შემოავლო თვალი გარეშემოსა და ჰნახა რომ არავინ არ არის, მიჯდა ახლო. ლუარსაბმა ყურები დააცქვიტა და ახლო მოიწივა.
დარეჯანმაც ყურთან ლეჩაქი გადაკეცა, რომ კარგად გაიგოს.
ელისაბედმა დაბალ ხმით დაიწყო:
– ამ წინაზედ რომ კუდიანი ვარსკვლავი ამოვიდა, ხომ გახსოვთ?
– დიაღ, – მიუგეს ერთხმით ცოლ-ქმარმა.
– იმ დღეს თურმე გველეშაპი გამოსდგომოდა მზესა, – ისიც ხომ გაიგეთ?
– დიაღ, დიაღ, გავიგეთ! – წამოიძახეს ერთად შეშინებულმა ცოლმა და ქმარმა.
– იმ კუდიან ვარსკვლავზედ და გველეშაპზედ სომხების ტერტერებს თავიანთი კარაბადინი გაუშლიათ და უთქვამთ, რომ – აქ უფრო ხმა დაიდაბლა, – თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო.
– ვაი შენს ლუარსაბსა! – წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. – ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამაჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!
– რაზედ გაცხარდი, შენ გეთაყვანე! – მიატანა ლუარსაბსა ცოლმა, – სომხების კარაბადინს როგორ უჯერებ! შარშანწინ კი არა სთქვეს, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას. იმ ხარს ერთი რქა მოსტეხია და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი კი გამოდგა. გარეჯელ მკითხავს ეთქო, რომ არც რქა მოსტეხია და არც არაფერიო.
– მართლა, ეგ კი აღარ მომაგონდა! – სთქვა ეხლა კი დამშვიდებულმა ლუარსაბმა, – ჭორი იქნება. აბა, გეთაყვა, მეფის ერეკლეს ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდ ეგ არ იყოს, რიღას თავადიშვილი ვიქნებით, თუ ყმაც არ გვეყოლება: კარაბადინი კი არა, სოლომონ ბრძნის წიგნიც რომ იყოს, არ დავიჯერებ. ან რა დასაჯერია?
– რასაკვირველია, დასაჯერი არ არის, მაგრამ გლეხობაში ეგ ხმა გავარდნილა, ეგ ცუდია, თქვენმა მზემ, – სთქვა ელისაბედმა.
– ხმა გავარდნილა, მე ვიცი, თათქარიძობას წამართმევენ! შარშან კი არ იძახდნენ, რომ საიქიოს ბატონები ყმებად შეიცვლებიანო, ყმები ბატონებადაო; ვენაცვალე ღვთის მადლს, იქაც ისე არიანო ბატონი ბატონადა, ყმა ყმადაო, როგორც აქა. ინგლისის ხელმწიფეს ბარათი ჩამოუგდიაო ფრანგის ხელმწიფისათვის, რომ „ნუ გეშინიანო, მეცა და ჩემ დიდკაცებსაცაო აქ უფრო დიდი პატივი გვაქვსო, მინამ მანდაო. ნუ დაიჯერებო, რასაც მანდ ყბედობენო“.
– რასაკვირველია, ეგ აგრე იქნება: ბატონყმობა ღმერთს დაუწესებია და თითონვე ღმერთი რად მოშლის? ვენაცვალე ღვთის დიდებასა! – სთქვა დარეჯანმაცა.
– უფლისა უფალსა და კეისრისა კეისარსაო, სახარებაში სწერია: კეისრები ჩვენა ვართ, – დაუმატა ელისაბედმა.
– მართალი ბძანებაა, ჩემო რძალო! სახარების სიტყვას ვინ წაუვა? – მიატანა დარეჯანმა.
– არავინ, თქვენმა სიცოცხლემ! – დაამტკიცა ელისაბედმა და წამოდგა შინ წასასვლელად, – მშვიდობით ბძანდებოდეთ!
– მშვიდობით, ჩემო რძალო! ბიჭებში კი ხმა გააგდეთ, რომ ტყუილია-თქო, – ურჩია ლუარსაბმა.
– თქვენც რომ ეგრე ჰქმნათ, ცუდი არ იქნება: გლეხები არიან, მალე დაიჯერებენ ტყუილსაც და მართალსაც. მშვიდობით, – გამოესალმა და წავიდა ელისაბედი. თან აედევნა დაჩაგრული გოგო.
– ღმერთო, რა მეჭორეა!.. რა ენაჭარტალაა!.. – უთხრა ქმარს ელისაბედზე დარეჯანმა.
– ის რა მოიგონა, თქვენი ჭირიმეთ, ყმები უნდა ჩამოგვერთოსო! – დაჰკრა კვერი ლუარსაბმა.
– შენ ხომ მაშინვე დაიჯერე!
– კარაბადინმა სთქვაო, მოდი და ნუ დაიჯერებ. ის კი, ღვთის წინაშე, არ მომაგონდა, რომ გარეჯელ მკითხავს ბევრჯერ გაუცრუებია სომხური კარაბადინი.
– გონება სადა გქონდა?
– ეჰ, შე დალოცვილო! აქა მქონდა, მაგრამ ვერ მომაგონდა. სულ რომ მაგონდებოდეს, რაც გამიგია, მეტი რაღა მინდა: სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი. თუნდ ეგ არ იყოს, ქვეყანაზედ რა ვიცი რამდენი ეშმაკის მანქანებაა, ეგეც იქნება ერთი იმათგანი იყოს. ვეჟო, ცოდვილ ქვეყანაზედ რა არ მომხდარა ჩვენის ცოდვებისაგან? ეგეც შეიძლება, რომ მოჰხდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივდებაო, ნათქვამია; ხმა გავაგდოთ, რომ ტყუილია.
– რასაკვირველია, ცუდი არ იქნება, ჩვენ მაგითი რა დაგვაკლდება?
– არაფერი, შენმა მზემ, ეხლავ დავუძახებ დათოსა და ვეტყვი. – დათო, დათო! – დაუყვირა ბატონმა.
– ბატონო! – სადღაც შორიდამ მოისმა დათოს ხმა: – ეხლავ გიახლებით.
ცოტას ხანს შემდეგ დათოც მოვიდა და ჰკითხა ბატონსა:
– რას გვიბძანებთ?
– იმას, რომა, ყმები ჩამოგვერთმევაო რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის, თუ არა? ყველას უთხარი, რომ ტყუილია. ხელმწიფეს მოუწერია, რომ დავარჩობ, ვინც იტყვის, რომ ეგ მართალიაო, ვინც გუნებაში მაგას გაიტარებსო. გაიგე?
– გავიგე, შენი ჭირიმე! – უპასუხა დათომა, – განა მაგას ვინა ჰფიქრობს? აი, რაღაც გოგო-ბიჭები მიჰქარავენ, შენი ჭირიმე, იმათ ვინ დაუჯერებს. წვრილფეხობის სიტყვა რა დასაჯერია? იყბედებენ და დაჩუმდებიან.
– ეგრე სთქვი ხოლმე სხვაგანაც, ჩემო დათო! ან რა კარგი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენ არა გყვანდეთ.
– შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით, შენი ჭირიმე!
– რაც უნდა იყოს, მამასავით გპატრონობთ.
– დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. თუ ხანდისხან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ, – ეგ რა? სულ – ჩვენის სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა შვილს არ გაუწყრება?
– ოღონდაც, რომ გაუწყრება, მაგრამ შვილი ისევ შვილია, მამა ისევ მამაა ხოლმე.
– მართალი ბძანებაა. სხვას არა აქვს მაგის გაგება, ამბობს, რომ რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს, ბატონი რად უნდა გვართმევდესო. ის კი არ იციან, რომ თუ ბატონი ართმევს რასმეს, სულ იმათისავე სიკეთისათვის ართმევს. ხომ მოგეხსენებათ, გლეხკაცი რეგვენია.
– ოღონდაც რეგვენია, – ჩაერივა დარეჯანი, – მაშ ბატონი რისა არის, თუ არ დასტუქსავს, არ წაართმევს? თუნდ ეგ არ იყოს: უცხო ხომ არ ართმევს, ისევ თავისივე ბატონია.
– მართალი ბძანებაა. მამაა, უცხო რად იქნება? – დაუმატა ეშმაკობით დათომა.
– დიდი და პატარაობა სად არ არის? – სთქვა ლუარსაბმა, – აი, თუნდ თითებზედ დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის, რომ ღმერთს აგრე გაუჩენია, დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს. აბა, დაიხედე!
– განა არ დამიხედნია, შენი ჭირიმე! დიდიც არის, პატარაც, მაგრამ, დაილოცა ღვთის სამართალი, ისე გაუჩენია, რომ ერთმანეთს არ უშლიან, – სთქვა ცბიერმა დათომ.
– მაშ! ყველგან არის დიდი და პატარაცა, ეხლა როგორ იქნება, რომ ჩვენში არ იყოს. ან რა დასაჯერია? – გააგრძელა ლუარსაბმა და ვერ გაიგო კი დათოს აზრი.
– ვისაც თავში ტვინი აქვს, აკი არ იჯერებს, შენი ჭირიმე, ვინც უტვინოა, ისინი მოგახსენებენ, რომ მართალიაო.
– როგორი მართალია? – დაატანა დარეჯანმა, – ხელმწიფისათვის ან ჩვენ რა დაგვიშავებია, რომ ყმები ჩამოგვერთოს, ან თქვენ რა შეგიმატებიათ, რომ გაგააზატონ. ეს როგორ ვერ მოიფიქრეთ?
– მითამ მოგახსენებენ, შენი ჭირიმე, ჭკვიან კაცებს დაუწერიათო, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო. ტყუილი უნდა იყოს.
– ტყუილია, მაშ რა არის? – დაიყვირა ლუარსაბმა, – აბა, რომელი ჭკვიანი კაცი იტყოდა მაგას, თუ არ იუდას კერძო?
– აი, მეხი კი დავაყარე იმისთანა ჭკვიანსა! – მიაყარა ქოქოლა დარეჯანმა.
– თუ ეგ მართალია, გარეჯელ მკითხავს იცი რა უთქვამს? – ჰკითხა ლუარსაბმა.
– არა, შენი ჭირიმე! რა მოგახსენათ?
– ისა, რომ ტყუილიაო.
– აბა, იმისთანა გულთმისანს მოდი და ნუ დაუჯერებ, – დაუმატა დარეჯანმა.
– მე ეგ ადრევე ვიცოდი, შენი ჭირიმე, რომ ტყუილია, აბა უბატონოდ რა ხეირი დაგვეყრება? უპატრონო საყდარსაო ეშმაკები დაეპატრონებიანო, გლეხები იტყვიან ხოლმე. ჩვენც ეგრე მოგვივა. ეხლა ამითი გვატყუებენ თავადებსაც და გლეხსაც, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო, თორემ რა დასაჯერია?
– თუ მე არ ვიქნები, ქვეყანა თუნდ ძირიანად ამოვარდნილა, თუნდ ბოდბელისა არ იყოს, „ქვა ქვაზედაც ნუ იქნება“, – სთქვა ლუარსაბმა, – ქვეყნისათვის კარგი იქნებაო! თუ მე და შენ არ ვიქნებით, ქვეყანა რად გვინდა? ჯანიც გავარდნია. არა, დათო?
– დიაღ, შენი ჭირიმე! სულ ტყუილია. მე ბევრისათვის მითქომს, რომ ტყუილია, და როდი მიჯერებენ.
– შენ უთხარი, რომ თითონ ბატონმა თავის პირით მიბძანა-თქო, მაშინაც არ დაიჯერებენ? – უბძანა ლუარსაბმა.
– მაშინ კი რაღა ეთქმით, შენი ჭირიმე!
– ეგრე, ჩემო დათო! ყველას უთხარი.
– ბატონი ხარ, მაშ გიახლოთ?
– წადი.
დათო წავიდა. ვინ იცის გულში როგორ ეცინებოდა ამ პირმოთნე ყმასა.
– არა, გული დააჯერა, რომ ტყუილია, – უთხრა დარეჯანმა, როცა დათო წავიდა.
– ჭკვიანი კაცია, დააჯერებდა, – უპასუხა ლუარსაბმა.
V
– ყველა-ყველა და ამაღამ ვახშმად რა გვაქვს? – ერთს საღამოს ლუარსაბმა თავის მეუღლეს ჰკითხა, როცა ქათმების შესხდომის დრომ მოაღწია. – დარეჯან! არ გეყურება, დედაკაცო? ამაღამ რა უნდა ვჭამოთ?
– რატომ რა უნდა ვჭამოთ, გენაცვალოს დარეჯანი! ღვთის წყალობა ბევრი გვაქვს, – ანუგეშა დარეჯანმა.
– მაინც?
– სადილიდამ დარჩომილი კაი ცივად ძროხა გვაქვს, კარგი ღორის სუკებია, კარგი... კიდევ უნდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ღორის სუკების ხსენებაზედ აღტაცებულმა ლუარსაბმა სიტყვა გააწყვეტინა:
– უჰ, უჰ, უჰ! ეგ ღორის სუკები, შენმა მზემ, რადაც უნდა ჰღირს. სხვა? მე ამაღამ როგორღაც მადაზედა ვარ.
– ზურგიელიცა გვაქვს, ღვინოები რომ იყიდა, იმისი ფეშქაშია. ასეთია, რომ ქონი გასდის.
– უჰ ეგეც კარგია. სხვა?
– ყველი, პური და კაი გული.
– არც ეგ არის ურიგო, შენმა მზემ: ჩვენისთანა ვახშამი ხელმწიფესაც არ ექნება.
გაიკეთა ჩიბუხი მადაწახალისებულმა მებატონემ და, მინამ სანატრელს ვახშამს მოიტანდნენ, მოუთმენლად წინა და უკან პატარა ოთახში ბოლთასა სცემდა. ხანდისხან რაღაც ფიქრში გართული უეცრად წამოიძახებდა: „ღორის სუკები? შენმა მზემ, რომ კარგია!“
ვახშამსაც, როგორც ყველაფერსა ამ წუთისოფელში, ბოლო მოეღებოდა. გამაძღარი და ტახტზედ გადაგორებული ლუარსაბი ეხლა ხვალისთვის დაიწყებდა ზრუნვასა. მაშ! ოჯახის კაცი იყო.
– ესეც ვახშამი, ღვთის მადლით, გადავაგორეთ, ეხლა ხვალინდელ დღისათვისაც ვიფიქროთ. ხვალაც ჭამა გვინდა, დალოცვილს ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რაღა ვჭამოთ?
– ხვალ?.. – ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს: – ხვალ? დაიცა ერთი მოვიგონო... ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?
– უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, – უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, – ბარაქალა, დარეჯან! ერთი კარგი მსუქანი არტალა, ჩვენი თედოს მოხარშული, ნივრით, ერთ სახელმწიფოდა ჰღირს, მე და ჩემმა ღმერთმა. ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?
– ერთი კარგი ჩიხირთმა? – ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა.
– ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია, – მიუგო მცირე დაფიქრების შემდეგ ლუარსაბმა.
– ეხლა მაგას დაიჟინებ. რითა სჯობია?
– ვა!.. ტყემლის მჟავით გაკეთებული ბოზბაში?.. – ისეთის ხმით წამოიძახა ლუარსაბმა, თითქო უკვირსო: ეს ამისთანა უბრალო ჭეშმარიტება როგორ არ ესმის ამისთანა ჭკვიან დედაკაცსაო.
– შენც არ მომიკვდე, ლუარსაბ, კარგად გაკეთებულ ჩიხირთმას ბოზბაში არა სჯობდეს.
– ვა!.. – უფრო გაკვირვებით შეჰყვირა ლუარსაბმა, – ტყემლით გაკეთებულს ბოზბაშს ჩიხირთმა უნდა ამჯობინო?.. შენს ჭკვაზედ არა ხარ, დედაკაცო! ჯერ ისე ბოზბაში რა არის, რომ ტყემლით რა იყოს!.. რას ამბობ, რასა? ერთი მსუქან ბოზბაშში ამოვლებული პურის ლუკმა მთელ ქვაბ ჩიხირთმას მირჩევნია. ამის შემდეგ შენ უნდა დამაჯერო, რომ ჩიხირთმა სჯობია? მაშ კაცი აღარ ვყოფილვარ, ქუდი არა მხურებია.
– შენ ერთი ახირებული კაცი ხარ: რასაც იტყვი, ხომ კაცი ვეღარ გადაგათქმევინებს?
– არ იყო რომ ცოტა წყენით არ უთხრა დარეჯანმა დაჟინებულს ლუარსაბსა.
– მაშ? კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი სთქვას, ხვალ სხვა? – სთქვა ლუარსაბმა, შემოიყარა დოინჯი და გამარჯვებულსავით ამაყი შეხედულობა მიიღო.
დარეჯანმა იგრძნო, რომ ლუარსაბმა საბუთიანად დაიჭირა და შერცხვენილმა ბანზედ სიტყვა გადააგდო:
– მაშ შენ ბოზბაშს ამჯობინებ?
– ვამჯობინებ.
– მაშ შენ პირში გემო არა გქონია, – ეხლა კი გულზედ მოსულსავით სთქვა დარეჯანმა.
ლუარსაბი აიტკიცა, მაგრამ თავი შეიკავა და არ იყო რომ მაინც ცოტა წყენით არ უპასუხა:
– შენ არა გქონია, რომ ჩიხირთმას ამჯობინებ, თორემ მე ხომ ბოზბაში მირჩევნია.
– აბა რას მიედ-მოედები? – ეხლა კი გაანჩხლდა დარეჯანი, – ბოზბაში როგორა სჯობია ჩიხირთმასა, რომ როცა ჩიხირთმა მაგონდება, პირში წყალი მომდის, თუ მშიერიც ვარ, მაშინ უფრო, ბოზბაშზედ კი – არა. მაშ ჩიხირთმა სჯობნებია. ეხლაც დაიჟინებ? – ისეთ გულდაჯერებით და ზაფრიანად წარმოსთქვა ეს კნეინამა, რომ, ასე გგონია, უნდა ეთქვაო: „შე სულელო, ამისთანა საბუთი მაქვს და შენ კი მაინც შენსას ამბობო?“
მაგრამ არც ამის მოპირდაპირე იყო სუსტის ჭკუისა, რომ ის საბუთი უფრო ძლიერის საბუთით არ დაერღვია. მართალია, პირველშივე ძალიან ჩაფიქრდა, მაშინვე ვერ მოახერხა, რა ეთქვა, მერე კი ღვთის წყალობა გქონდეთ ყოჩაღად ლუარსაბმა იმას მიუგო.
– მაგ სიტყვებზედ სდგეხარ? – ჰკითხა ჯერ ლუარსაბმა და ფეხზედ წამოდგა.
– ვდგევარ.
– მაშ კარგი: შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს მოგგვრის პირში ნერწყვსა, მე კი ბოზბაში – მაძღარსაცა. აი, თუნდა ეხლა: მე ხომ ამაღამ შენზედ მეტი მიჭამია, მაგრამ რომ მაგონდება პირამდინ პურჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაშით სავსე მათლაბა, თუ ზემოდამაც ერთი კარგი კანჭი აძევს!.. რას ამბობ, დედაკაცო? მე მოგიკვდე, თუ შენ გესმოდეს რამე: ბოზბაში წვნიანების მეფეა, როგორც თართი – თევზებისა. შენ რა იცი, დედაკაცი ხარ.
– აბა შენ კაცმა როგორ უნდა დაგიჯეროს, რომ ეგეც არ იცი: ორაგული თქმულა თევზების მეფედ და არა თართი... აბა, სულ ეგრე სტყუი ხოლმე, – უკიჟინა ნიშნის მოგებით გახარებულმა კნეინამ, რომ ტყუილში დაიჭირა.
შერცხვა ცოტა ლუარსაბსა, მაგრამ არ შეიმცნივა და გაიზრახა, რომ პატივისათვის – რაც უნდა დაემართოს – უნდა დაამტკიცოს, რომ თართი არის მეფე.
– ეხლა მაგას დაიჟინებ. თართია-მეთქი.
– ორაგულია.
– ეჰ, თართია, თავი არ მამიკვდება, არც ეხლა დაიჯერებ?
– ორაგულია, ორაგული! – დასძახა კნეინამა.
– აბა საიდამ იცი, რომ ორაგულია?
– შენ საიდამღა იცი, რომ თართია?!
ამ კითხვამ გააბა ლუარსაბი მახეში. მერე რარიგად! ხსნა არ იყო! ძალიან კი უნდოდა მოეგონა რამ, უნდოდა ეთქვა კიდეც, რომ „კარაბადინში“ სწერიაო, მაგრამ მოაგონდა, რომ დარეჯანი უფრო ნაკითხია და ვეღარ გაბედა.
დარეჯანი ჭკვიანი დედაკაცი იყო როგორც იცის თითონ მკითხველმა ჰნახა რომ ლუარსაბმა პასუხი ვერ მოუხერხა, უფროდაუფრო დააყარა თავმოწონებით:
– მითხარ, საიდამ იცი? მაშა! რაც არ იცი, ნუ იტყვი. აბა ეხლა სთქვი: ჩიხირთმა არა სჯობია?
დარეჯანმა იფიქრა, რომ ეგრე დაჭერილი ლუარსაბი თუ გატყდება, ეხლა უნდა გატყდეს. ამისთანა გაჭირებაში თუ დაიყოლიებს ჩიხირთმის უკეთესობაზედ, თორემ სხვა დროს ვეღარა. ამიტომაც ეგრე უეცრად გადავიდა ისევ ჩიხირთმაზედ.
ლუარსაბი დაგვიღონდა, მკითხველო! ისე თავჩაღუნული იდგა, როგორც პატარა ბავშვი, როცა შაქრის ქურდობაში დაიჭერენ. არ იცოდა რა ექნა. ჰგრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა, აჯობა, მაგრამ ამის კისრად აღება ეთაკილებოდა. სხვა დროს იქნება დაეთმო, მაგრამ ეხლა, რაკი საქმე სახუმარი აღარ იყო, რაკი ჯიბრზედ შედგა, ეხლა დათმობა სათაკილო ეგონა. მართალია, იყო წუთი, როცა ისე დამარცხებული ჰნახა თავისი თავი, რომ თითქმის დააპირა კიდეც ჩიხირთმის უკეთესობის აღიარება, მაგრამ ამ დროს თვალწინ წამოუდგა მაორთქლავი მათლაბა ლავაშჩაყრილის ბოზბაშისა, მოაგონდა ზემოდამაც გადახირული ბატკნის კანჭი, ამან გაიტაცა ისევ ლუარსაბი: ამის სულს ღონე მოემატა, გული გაუმაგრდა, დაავიწყა სირცხვილიც, დამარცხებაც, გამარჯვებაც და ათქმევინა ეს ღონიერი სიტყვები:
– მე არ ვიცი, თუნდ რომ მართლა ორაგული იყოს თქმული თევზების მეფედ, მაინც კიდევ ბოზბაში სჯობია ჩიხირთმასა.
– ჩიხირთმა, ადამიანო!
– ბოზბაში, დედაკაცო!
– ეჰ, წეღანდელი არ იყოს, მტყუანი ხარ და არა სტყდები, – უთხრა ყვედრებით დარეჯანმა.
– შენა ხარ მტყუანი.
– დახე! შენ არა თქვი – თართიაო?
– მე ეგ არ მითქვამს – ეგ შენა თქვი, – იცრუა ლუარსაბმა და თავის სიტყვა თავის ცოლს გადააბრალა, – მე ორაგული ვთქვი.
– დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა! – წამოიძახა ეხლა კი სწორედ გულზედმოსულმა დარეჯანმა.
– ამდენი იყვირე, რამდენიც გინდოდეს! – დაბალ ხმით უთხრა ლუარსაბმა და წავიდა, რომ გარეთ გავიდეს. კარებში რომ მივიდა, ერთი კიდევა სთქვა:
– მე ორაგული ვთქვი. – თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო.
– მტყუანს?.. – მისძახა გაკაპასებულმა, ამ უსირცხვილობისაგან მოთმინებიდამ გამოსულმა ცოლმა, – გაუწყრეს წმიდიგიორგის მადლი და ნეკრესის ღვთისმშობლისა!
ლუარსაბმა ყური არ ათხოვა, თუ ვერ გაიგონა – არ ვიცი, ეს კი ვიცი, რომ ამ წყევლამ დარეჯანს მშვიდობიანად ჩაუარა.
ხშირად შუაღამემდინ ცოლ-ქმარნი გაცხარებულნი და გაჭარხლებულნი ამისთანა ღრმა აზრებს ამტკიცებდნენ: „დღეს რა ვჭამოთ“, – იტყოდნენ დილით. „ხვალ რა ვჭამოთ“, – იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო იმათი სულის საზრდო, ეს იყო იმათი გონების ვარჯიში, ეს იყო იმათი აზრის აღებ-მიცემა.
რა იცოდნენ ამათ, რომ თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებდნენ ღმერთსა, რომელსაც თავისი სული ამათთვის შთაუბერია.
– ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? – გეტყოდათ გაოცებით ლუარსაბი: – წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, რაზედ ვარისხებ ღმერთსა?
მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?
– დიაღ, – მეტყვი შენ, – მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.
მითამ პასუხი ეგ არის? წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო. რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისათვის არა სცხოვრობ: შენ სცხოვრობ, რომ სვა და სჭამო, და არა იმისთვის ჰსჭამ და სვამ, რომ იცხოვრო, ე. ი.ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული.
(დანარჩენის სხვა ნომერში იქნება)
მ. ჯიმშერიძე
![]() |
2 კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზდისათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზდისათვის.
გაგრძელება
![]() |
2.1 VIII. კონრად კიფერს უნდა, რომ შეიქმნას თავის მშობლებისა ბრძანებელი, და იმაზე, თუ როგორ აისრულა ეს ბძანებლობის სურვილი. |
▲ზევით დაბრუნება |
VIII. კონრად კიფერს უნდა, რომ შეიქმნას თავის მშობლებისა ბრძანებელი, და იმაზე, თუ როგორ აისრულა ეს ბძანებლობის სურვილი.
კონრადი ძალიან მხიარული ყმაწვილი იყო, ამასთანვე საშინელი მოლაქუცეც; ამისგამო იმის სურვილსა ზედა თვალებზედ შავატყობდით ხოლმე. რაზედაც კი ხელს გაიწვდიდა, სუყველაფერს ვაძლევდით; უარი რომ გვეთქვა ერთი იმისი დაჭყივლა გვეყოფოდა, რომ აგვესრულებინა იმისი სურვილი.
ეს — მე ვიფიქრე — ქვეყანა გადმობრუნებულა მეთქი. უწინ ასე იყო, რომ შვილები უგონებდნენ თავიანთ მშობლებს, ეხლა კი მშობლები შვილებს უგონებენ. თუ მართლა დიდხანს გასწია ამ ამბავმა ყმაწვილი რომ გაიზდება მაშინ ჩვენ ამის ხელში ვიქმნებით და ყოველთვის იმას გვაქვნევინებს, რაც იმისი ნება არის, — და აბა ეს რას ეგვანება.
კარგი იქნება რომ მშობლებმა ყური მიუგდონ თავის შვილებს მაშინ როდესაც ისინი თავიაანთს სჩადიან ხოლმე; თუ მართლა კარგად ყური მიუგდეს და დააშლევინეს ყმაწვილს თავისი წადილის ასრულება, მაშინ შვილები კარგები იქნებიან, მაგრამ აი ამ შემთხვევაში — ხშირად შესცდებიან ხოლმე მშობლები. ყმაწვილის პირველი ტიტინი - ახალი ამბავია მამისათვის და დედისათვის; ეს იმათ მოსწონთ და ამ ტიტინით გაერთვიან. ყოველი ახალი სიტყვა, რომელსაც ყმაწვილი გამოსთქვამს, ძალიან ასიამოვნებს და აცინებს მშობლებს. ყმაწვილი სასაცილოდ გამაიჩენს თავის ნდომას და აღისრულებს ხოლმე კიდეცა. თუნდ რომ სულელურიც რამ სთქვას ყმაწვილმა, მშობლები მაშინაც გაუცინებენ; თუნდ რომ შეუძლებელიც რომ მაითხოვოს რამე, მაშინაც უარს არავინ არ ეტყვის. ამ ნაირად ყმაწვილი თავის ნებაზედ ხან ერთს გააკეთებინებს, ხან მეორეს და ამ რიგად ეჩვევა ყოველთვის თავის ბრძანების გასვლასა. როდესაც ყმაწვილები გაიზდებიან, მხოლოდ მაშინ იგრძნობენ ხოლმე მშობლები რომ ცუდი არის ამ ნაირად ყმაწვილის დაჩვევაო და მაშინ მოინდომებენ დააშლევინონ ეს ხასიათი: მაგრამ მაშინ ძნელი იქნება ამათი გადაჩვევა. მაშინ მშობლები ძალას დაატანენ ყმაწვილს; ყმაწვილი ჯავრობს, ანჩხლობს და შეუპოვარი ხდება; სიყვარული მშობლების ნელდება; მოხდება ჩხუბი, ჩივილი შვილების შეუპოვრობაზედ, მაგრამ ამას კი არა ჰგრძნობენ, რომ ეს ყველა თავიანთივე ბრალია.
ყველა ეს მე კარგად მესმოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამესწორებინა საქმე. ერთხელ სტოლზედ მაკრატელი იდო, ყმაწვილმა გაიწოდა ხელები და უნდოდა აეღო. არა, არა, ვონრაშა, ვუთხარ მე სულ შენს ნებაზედ არ უნდა იყო; მაკრატელს არ მოქცემენ; ამ ლაპარაკში მაკრატელი პატარა იქით მივწიე.
რაჰქმნა კონრადმა? რაც ძალა და ღონე ჰქონდა დაიყვირა. მე ჯავრი მამივიდა. მე მიუახლოვდი და რამდენჯერმე ხელებზედ დავარტეი. ის ადრევეცა ყვიროდა, ეხლა უფრო მომატებული დაიწყო ყვირილი, ტირილი და ხელებისა და ფეხების ფორთხალება; არ ვიცოდი რა მექმნა. ჩემს ბედზედ დედაც ამ დროს აქ არა ჰყვანდა. აქ რომ ყოფილიყო, უეჭველია ყმაწვილს დაესარჩლებოდა და ჩხუბი მოგვივიდოდა.
არ ვიცოდი რა მექმნა. ავიღე, კონრადი იატაქზედ დავსვი და ვიფიქრე, დეესხენ რამდენიც უნდოდეს იყვიროს მეთქი. თითონ მე კი დავდეგი ფანჯარასთან და გარედ ვიცქირებოდი. როდესაც ყვირილი მოსწყინდა, მივედი ავიყვანე ხელში და ჩავაბარე თავის დედას მეკი წავედი მინდორში, რომ სხვა ფიქრებით გავრთულიყავ.
სწორე მოგახსენოთ, ყოველი ასო მიკანკალებდა ტანში: ერთის მხრით ყმაწვილი მეცოდებოდა,მეორე მხრით მე თითონ ჩემს თავს ყჯავრდებოდი ამისათვის, რომ არ ვიცოდი როგორ დამემარცხებინა მისთანა ბაშვი. დიდად ჩაფიქრებული მე მივედი ყანასთან.
ამ ყანაში ერთი მწყერი თავის წიწილებით დავინახე. რა წამსაც დამინახა მწყერმა — მაშინვე გაიქცა და დაუძახა, თავისი წიწილები ერთს წამში სულ გარშამო შმოეხვივნენ; არც ერთი არა დარჩომილა უკან.
ჰო! ვიფიქრე მე ჩემს თავად, ეს ჩვენი ქვეყანა საოცარია: მწყერმა, რომელსაც არა აქვს ჭკვა, არ უვლია სასწავლებლებში, არ დაუჭერია არც ერთი ეგზამენი, იცის, თუ როგორ უნდა მოექცეს თავის შვილებს; კაცსაკი — მაგ ჭკვიანს — რომელიც ამთვენსა სწავლობს, არ ესმის, თუ როგორ უნდა მოერიოს თავის ბაშვს. მაშინ როდესაც ამას უფრო უნდა ესმოდეს! თუ ღმერთმა იმას ის მოხერხება მისცა რომ შეუძლიან დაბადოს ყმაწვილი, უეჭველათა აღზდის მოხერხებასაც მისცემდა.
ამ ნაირის ფიქრებით შინ წავედი, და ვცდილობდი რომ იმისთანა ღონისძიება მომეგონა, რომ სხვა ფიქრში შამეყვანა ყმაწვილი მაშინ, როდესაც ის იმისთანებს მოითხოვდა, რომლის მიცემაც არ შეიძლებოდა. მაგრამ ვერა მოვიგონერა.
შინ რომ მივედი კონრადი ისევ ხელში ავიყვანე. ორი წამი არ გასულიყო, რაც ხელში მეჭირა, მაშინვე დედასკენ იწევდა, მაგრამ იმ დროს დედას არ შეძლო მისი აყვანა, ამიტომ რომ სხვა საქმე ჰქონდა. მე წუხილი დავიწყე, მეგონა რომ ისევ დაიწყებდა ყვირილს. მაგრამ ჩემს ბედზედ ერთი მუშა კაცი შამოვიდა ჩემთან და ერთი პატარა ძაღლიც თან შამოყვა. მე ვუჩვენე კონრადს ის ძაღლი, რა დაინახა ძაღლი, დაუწყო იმას ყურება, დედაკი სრულებით დაავიწყდა. მე ცოლს თვალი ვუყავი, რომ გამოსულიყო. მინდოდა გამომეცადნა კონრადი ისევ იმისაკენ გაიწევდა, თუ არა; ჩემი ცოლი შამოვიდა, მაგრამ კონრადმა თვალიც არ ათხოვა, და სუყოველის ფერმა კეთილად ჩაიარა.
ჰო! ვიფიქრე მე, თუ ამ ღონისძიებით კონრადის დაწყნარება შაიძლება, მაშ ჩვენი საქმე კარგად წავა მეთქი.
და მართლაც, საქმე ძალიან კარგად წავიდა. მე ყოველთვის მზათა მქონდა ის, რაც კი მოსწონდა ყმაწვილს; მაგალითად: სურათი, პატარა რამ პირუტყვი; როდესაც იმისთანას მოითხოვდა რასმეს, რის მიცემა არ შეიძლებოდა, მე მაშინვე გამოვუტანდი ხოლმე რაღაცაებსა, ვაჩვენებდი და ამაში ისე გაერთვებოდა ხოლმე ყმაწვილი, რომ სულ ადრინდელს დაივიწყებდა, და დიდათაც ხარობდა იმითი რასაც ვაჩვენებდი და ავუსხნიდი ხოლმე. ამ ნაირად მე ვისწავლე დიდი ხელოვნება, რომლითაც ყმაწვილის შეუპოვარი თხოვნა შეიძლებოდა მოგვეშალა. აი ეს ხელოვნება ის არის, რომ ყმაწვილის გონება, როდესაც იგი ითხოვს რასმეს და თქვენ მიცემა არ გინდათ, უნდა მიაქციოთ სხვა რომელიმე ნივთზე, იმ ნივთზედ, რომელიც მოსწონს.
მაშინ იმას დაავიწყდება ის, რაც ადრე ითხოვა, და ყმაყოფილიც იქნება ამ ახალი ნივთის ნახვითა.
მაგრამ მარტო ნივთის ჩვენება — არ არის საკმაო. როდესაც ნივთს აჩვენებთ, მასთანვე იმისთანა ხმით უნდა ელაპარაკოთ, რომ ყმაწვილი დარწმუნდეს, რომ იმას აჩვენებენ უმაღლესს რასმესა. მე ასე რომ მეთქვა კონრადისათვის: „შახედე, აგე ძაღლი! მაშინ უეჭველია ყმაწვილი ისევ უწინდებურად დაიწყებდა ყვირილს, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ. სიცილით ვუთხარი მე: შე, პატარა გოშიავ! აქ რამ მოგივანა? შენ კონრაშას სანახავად მოხველ განა? აი შაჰხედე, კონრაშა აქ არ არის.“ ამითი საქმემ კარგად ჩაიარა.
![]() |
2.2 IX. კონრადმა ძალიან შააშინა თავისი მშობლები. |
▲ზევით დაბრუნება |
IX. კონრადმა ძალიან შააშინა თავისი მშობლები.
როდესაც კონრადი ცხრა თვისა შეიქმნა, ერთხელ დილით ძალიან სამწუხარო ხმით დაიწყო ტირილი. ავიყვანე ხელში და ვცდილობდი დამემშვიდებინა. შავიყვანე თავლაში, სამტრედოში, ვიხმარე ყოველი ჩემი ხელოვნება მაგრამ სულ ფუჭად გაიარა. ისევ ისე ტიროდა; ლოყები ეწოდა, პირიდამ ფურთხი ჩამოზდიოდა, ხან და ხან კანკალსაც დააწყებინებდა და იტენდა პირში მუშტსა. გაუშინჯე პირი და შავატყე, რომ უკანა დიდრონი კბილები ამოსდიოდა. მაგრამ რა უნდა მექმნა ამ შემთხვევაში — არა ვიცოდი რა. ამისა გამო ყმაწვილი სრულებით ბუნებას მივანდე, ცოლს კი ვთხოვე რომ ცოტა მოთმინებით ყოფილიყო, იმანაც აასრულა ჩემი თხოვნა.
სადილის შემდეგ თავისმა დედამ ქვეშაგებში ჩააწვინა, ამიტომ რომ როგორც ვატყობდით ეძინებოდა; მაგრამ არ გასულა ნახევარ საათი, რომ საშინელის სახით და ყვირილით ოთახში შამოვარდა ჩემი ცოლი: გულს შამოეყარაო, მითხრა იმან.
მე რომ შამშინებოდა საკვირველი არ იყო; მაგრამ მე ყმაწვილის მდგმოიარებამ ისე არ შამაშინა, როგორც ჩემი ცოლის სახემ; ისე შაჰშინებოდა, რომ შმეშინდა ამასაც არა დაემართოს რა მეთქი. რა დავატყე რომ შაშინებული იყო, ვთხოვე რომ მეორე ოთახში დარჩომილიყო, მე კი მარტოკა შავედი ყმაწვილთან და მოვიხურე კარი. —
საშინელი სანახავი იყო. ხელები და ფეხები ეკრუნჩხებოდა, პირი სახე სრულებით გამოსცვლოდა, ტუჩებზედ გადმოზდიოდა ქაფი, ჯერ პატარა ხანს ვუყურებდი მის ტანჯვას. მერე მივუტანე ცხვირთან გახეხილი ხახვი; დამშვიდდა, და ორ დღეს უკან ორი უკანა შუა კბილები ამოუვიდა.
მაგრამ — მე კი ჯერ ვერ დავმშვიდდი: ჯერ შუა კბილები ჯერ კიდვ ბევრი აკლდა, წინანი კი არცკი ჩანდნენ. თუ ყოველს კბილის ამოსვლაზედ ყმაწვილი ასე შესწუხდება, ვფიქრობდი მე, რა ხეირს დააყრის! რა უნდა მექმნა? მე ჩემს ძმასთან წავედი მეკითხნა რამ. იმან თორმეტი წითელი პარაშოკები მამცა და მითხრა: რომ ყოველთვის როდესაც დავინახავ, რომ ყმაწვილს გულს ეყრება, წყალში გამერია და ისე დამელევინებინა. მართლა და იმ პარაშოკებმა ძალიან მიშველეს. არც ჩემს კონრადს და არც სხვას, რაკი დავალევინებდი, გულს აღარ ეყრებოდათ. ამასკი ვწუხვარ, რომ არ მითხრა ჩემმა ძმამ რისაგან იყო გაკეთებული ის პარაშოკები, თორემ სიამოვნებით მოვახსენებდი მკითხველსა.
![]() |
2.3 X. კონრადს მიდის საჩუქრები, იოლკისათვის და მამა საჩუქრების მნიშვნელობას უხსნის. |
▲ზევით დაბრუნება |
X. კონრადს მიდის საჩუქრები, იოლკისათვის და მამა საჩუქრების მნიშვნელობას უხსნის.[1].
მალე, ამის შემდეგ დადგა დღე ქრისტის შობისა, და ამისაგამო ყოველი ნათესავი უმზადებდა მას სხვა და სხვა საჩუქრებსა. — ბებიამ მოუმზადა მას ნავძნარი (ёлка), პაპებმა კიდე — სხვა დ სხვა საჩუქრები. შობის წინადღის ღამეს რვა საათზედ დაიწეო. საჩუქრების მორთმევა.
ბებიამ დაუდგა კონრადს ნაძვნარი, მორთული ქიშმიშითა, ნუ შითა, ვაშლებითა და თხილებითა; მამამ მოართვა იმოდენა და იმ ნაირად გაკეთებული მარხილი, რომ ყმაწვილი თავისუფლად გაიმართებოდა შიგ; ჩემმა სიმამრმა მოუმზადა სხვა და სხვა იარაღები, რომ სიარული გაადვილებულიყო, დედამ მოუტანა თავისგან შაკერილი პერანგი, და მეც მივართვი ერთი სურათებიანი წიგნი, იქ იყვნენ გამოხატული ცხენები, ფურები, ცხვრები, ირმები, ქათმები, მწყერები და სხვა. როდესაც სუყველა ეს მომზადებული იყო, მე მოვიყვანე კონრადი და შამოვახედე გაჩაღებულს ოთახში. მოხუცნი გარს შამოეხვივნენ საჩუქრებს, რომლებიც იმისთვის მომზადებული იყო.
და მითამ რა ჰქმნა კონრადმა? დააჭყიტა თვალები და ისე უყურებდა სუყველაფერსა, როგორც ფური მთვარესა.
არა სიამოვნება არ დააჩნდა რა სახეზედ. ამის მიზეზს მალე მივხვდებით. აქ იმდვენი სხვა და სხვა ნივთები იყო, რომ ყმაწვილს არ შაეძლო ყველაფრის გაშინჯვა, მაშასადამე ვერც გაიხარებდა. მოხუცნი სცდილობდნენ, რომ აეხსნათ იმისთვის მნიშვნელობა ამ ამბავისა და ყველანი ერთად დაუძახებდნენ ხოლმე: „კონრაშა! შაჰხედე, აი რა მშვენიერი მარხილია. უყურე რა ლამაზი სტოლია!“ მაგრამ უბრალო იყო ეს ლაპარაკი. კონრადი ასე გონია დაყრუებულაო და ვერასა ხედამსო, — არა, ვუთხარი მე, ყმაწვილი იმიტომ არა ხარობს, რომ არ იცის თუ რის გამოსადეგნი არიან ეს ნივთები, ამისათვის მე ვფიქრობ, რომ სანთლები გავაქრო და დავაძინო ყმაწვილი. მეორე დღეს მე ვუჩვენე კონრადს — სუყველა თითო თითოდ და ავუხსენი ყველაფრის მნიშვნელობა; მაგრამ იმას ამისთანად არა მოსწონებია რა, როგორც ხმელი ხილი და სურათიანი წიგნი. როდესაც მე გავუხსენე წიგნი, — რა სიამოვნებით გაიცინა კონრადმა, -და რა გაუხარდა!
მე გადაუშალე ყველა სურათი და ვცდილობდი, რომ სხვა და სხვა მოძრაობით კარგად აღმეხსნა ყოველი ფერი.
აბა ვცდი, შევიძლებ ამ თანამდებობის აღსრულებას, თუ ვერა? ეს რა არის? დიახ, ეს მტრედები არიან! შახედე, რა ნაირად კენკავენ მარცვლებს! პიკ, პიკ (ხელით სტოლზედ გაბრახუნებდი), აგე ქერსა ჰკენკამენ. აი კიდე ერთი წყვილი მტრედები ღრრუ, ღრრუ, ასე იძახიან მტრედები. ეს ვიღა არის? ჰო! ეს ქორია აი, რა ნაირად ტრიალებს თითს ვატრიალებდი ჰაერში), აი, რა ნაირად დაჰყურებს მტრედებს, აი იმისი კლანჭები — აი თავის კლანჭებით ჩამოეშვა ზეციდამ — ცაპ! ჩაიგდო მტრედი კლანჭებში; აი გაპტყვნა ნისკარტით და სჭამს.
კონრადი იყო მთელს სიამოვნებაში. მაგრამ, მომატებულად იმან გამაკვირა, რომ სუყველა პირუტყვსა სცნობდა, რომლებიც აქამდინ ნამდვილად ენახა, მაშინ როდესაც სურათები პატარები იყვნენ. ყმაწვილში მაშინვე ეს ნიჭი შევნიშნე, — და რაკი ვუჩვენე და ავუხსენი ერთი ორი სურათი მერე ახალს აღარ ავუხსნიდი ხოლმე და მხოლოდ ვკითხავდი: აბა ცხენი? ძაღლი? ფური? და ყოველთვის შეუმცდარად ყმაწვილი მაჩვენებდა ხოლმე, რასაც კი ვკითხამდი, იმ სურათსა.
როდესაც ვუანბე სუყველაფერი სურათებზედ, მერე დავუწყე ლაპარაკი იმ იარაღებზედ, რომელიც სიარულის გაადვილებისათვის იყო გაკეთებული, კონრადს კი არა, ჩემს ცოლს. მოდი ეს საქმე მიყავ, ჩემო მეგობარო, ვუთხარი ჩემს ცოლს; ყველა ეს იარაღები სხვენში აიტანე. ამ იარაღებით, მხოლოდ ყმაწვილს გავაცელქებთ სხვა კი ხეირიანი არა გამოვა რა.
როდესაც სიარულს დაიწყებს, მაშინ ჭოჭინებზედ ექმნება იმედი; მერე კი როდესაც მოუვა დრო, რომ უჭოჭინოდ იაროს მაშინ კიდე ხელ ახლად სიარული უნდა ისწავლოს და ყოველს წუთს იქცევოდეს. ჩვენმა შავკამ უჭოჭინოთაც კარგი სირბილი ისწავლა.
ჩ. ცოლი. — ეგ სრულებით სხვა არის. შავკას ოთხი ფეხი აქვს, კონრადს კი ორი.
მე. ჰო, – აი როგორ ყოფილა! მაგაზედ კი სრულებით არ მიფიქრია. მაგრამ იცი, ჩვენ რა ვქმნათ ? დეესხენ კონრადმა ჯერ ოთხის ფეხით ისწავლოს სიარული და მერე ორით.
იმას რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჩემს ბედზედ ამ დროს მღვდელი შამოვიდა.
თქვენ კარგს დროს შემობძანდით, ვუთხარი მე. ჩვენ ცოტაოდენი ლაპარაკი გვაქვს და მგონია თქვენ უფრო კარგად გაარჩევთ.
მე ვუამბე ჩვენი ლაპარაკი და იმან ნახა, რომ მე ყოვლის მხრით მართალი ვიყავ. ეხლა, დაუმატა მღვდელმა, მეც ერთი რამ უნდა მოგახსენოთ. განა თქვენ, მადამ კიფერო, არ გინახავთ იმისთანა ყმაწვილები, რომელთაც ბრუდე ბეხები აქვთ? ამისი მიზეზები უფრო ჭოჭინები და სხვა მაგისთანა იარაღები არიან. სად არის ეგრე მოგახსენებთ, ყმაწვილს ნება რომ მივცეთ, მხოლოდ მაშინ დადგება ფეხზედ, როდესაც შატყობს, რომ ძვალში ღონე აქვს; და დასდება მაშინ, როდესაც დაიღლება. ეგ იარაღები რომ ახმაროთ, მაშინ თუნდა ღონეც რომ არა ჰქონდეს ძვლებში — უნდა დადგეს ფეხზედ; და თუნდ დაჯდომაც რომ უნდოდეს — ძალას დაატანთ და არ დასვამთ, ამიტომ რომ თქვენს ჭკვაში ყმაწვილი რაც ადრე ფეხს აიდგამს მითამ უფრო კარგი არისო. როდესაც ძალად ფეხზედ აყენებთ, მაშინ ჩჩვილი ძვლები ვერ იმაგრებენ ყმაწვილის სიმძიმეს და ამისაგამო იგრიხების.
– აბა რას იტევით ამაზედ, ქალო?
არაფერს! მიუგო ჩემმა ცოლმა, რაღა მეთქმის — მღვდლისა და ჩემს ქმრის რჩევას მივიღებ,
________________
1 შობის წინაღამეს ევროპიელები თავის შვილებს უქმეს და დღეობას გაუმართვენ ხოლმე. აიღებენ ნაძვნარის ხეს, მოურთამენ შტოებს ათასნაირ ხილითა, კონფეკტითა, სათამაშოებითა; გააჩაღებენ წმინდა სანთლებით და გარს შემოახვევენ პატარა ყმაწვილებს, რომელთაც სიხარულით არ იციან რა ქმნან. მერე წილის ყრით ვისაც რა ერგება, მიიღებენ და გაიწილადებენ. ამ შექცევას ეძახიან იოლკას რუსები,—თვით ხესაც რუსულად იოლკას ეტყვიან
![]() |
2.4 XI. კონრადის მამა კონრადს უყმაწვილდება. |
▲ზევით დაბრუნება |
XI. კონრადის მამა კონრადს უყმაწვილდება.
მე დიდი ხანია რაც დავაჯერე და დავიყოლიე ჩემი ცოლი ამაზედ რომ მალ-მალ დაეყენებინა ყმაწვილი ფეხზედ და დაეწყო იმის გარეშემო სხვა და სხვა სათამაშოები, მგალითად: ბურთები, სურათები და სხ. ჯერ კონრადი წაიქცევოდა ხოლმე, მაგრამ რბილად, ამიტომ რომ ყოველთვის იდო რამე ლბილი მის ახლო. როდესაც წაიქცეოდა — მაშინვე ავაყენებდით, ამიტომ რომ ერთ ერთი ჩვენგანი ყოველთვის იმასთან იყო; რაკი რამდენჯერმე წაიქცა მერე თითონვე ცოტ-ცოტად ფეხზედ ადგომა ისწავლა. ხან და ხან ბურთი შორს გაუგორდებოდა ან თითონ გადააგდებდა ხოლმე ასე, რომ არ შეძლო მიწდომა. მაშინ თითონვე გრძნობდა საჭიროებას, რომ წასულიყო ცოცვით და მოეტანა. მე რომ ვხედავდი იმის მარდად ცოცვასა, ძალიან მიხაროდა. ბევრჯელ მინახავს, რომ ზოგიერთნი მამები წაავლებენ ხელს ყმაწვილს და დაჰყავთ მითამ იმ განძრახვით, რომ ყმაწვილმა სიარული ისწავლოსო. მე არასდროს არ მამწონდა ეს ღონის-ძიება. ლეკვები განა ვის დაჰყავს, მაგრამ კარგად ისწავლიან კი ხოლმე სიარულსა ნუ თუ მარტო კაცია იმისთანა უგონო, რომ თითონ ვერ ისწავლის სიარულს? ამის გარდა ესეც უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ყმაწვილს ძვლები არა აქვს კარგად გამაგრებული და ძალად ატარეს, მაშინ, რიგორც ზემოთა ვსთქვით, არ იქმნება კარგი ყმაწვილისათვის, და როდესაც ძვალში ღონე ექმნება ყმაწვილსა — მაშინ იმას თითონვე მოუვა სიარულის სურვილი.
ამის გამო, მე ნება მივეცი კონრადს, რომ იმდვენი ეცოცვა სანამ არ მოსწყინდებოდა და თითონ მეცკი ვცოცამდი იმასთანვე. როდესაც კარგს გუნებაზედ ვიყავ. ეს ძალიან მოსწონდა კონრადსა ასე, რომ ერთი ორად იმატებდა სიმარდესა.
ერთხელ, როდესაც მე და კონრადის დავცოცავდით ოთახში, მღვდელი შემოვიდა და მითხრა: აი ეს არის, რომ იტყვიან ყმაწვილს უნდა გაუყმაწვილდესო. ვისაც ჰსურს, რომ ყმაწვილები კარგად გაზარდოს, თითონაც უნდა ყმაწვილური სახე მიიღოს, გაყმაწვილდეს, თუნდ რომ სიარულს ასწავლიდეს, თუნდ რომ სხვას რას მეს; მაშინ ყმაწვილები შიყვარებენ იმას; უხარიანთ როდესაც ის შამოდის ოთახში და მალეც გაიგებენ ხოლმე იმის დარიგებასა. თუ ყმაწვილებს იმათებურად არ მოექეც, რომ მოჰთხოვოთ, რომ, ჩემოდენობა უნდა გასწიოვო, ჩემოდენა გახდეო. მაშინ შასძულდებით მას; სწავლაც უსიამოვნო იქნება იმისათვის, მაშასადამე ძნელიც. მაცხოვარი ამბობს: რომელიც მეორედ არ დაიბადება და ისეთი არ იქმნება, როგორც ყმაწვილი –– ვერ შავა სამოთხეშიაო. შეიძლება ესეცა ვსთქვათ: თუ თქვენც ყმაწვილებისავით არ იქმნებით, ბაშვს ვერც გაუყმაწვილდებათ, ვერც იმათ აღზდასა მოახერხებთ.
![]() |
2.5 XII. კონრადი სწავლობს სიარულს და ჰგრძნობს პირველ — შობილ ცოდვის განღვიძებასა. |
▲ზევით დაბრუნება |
XII. კონრადი სწავლობს სიარულს და ჰგრძნობს პირველ — შობილ ცოდვის განღვიძებასა.
ერთი ორი კვირა რომ იცოცა, მემრე სცადა კონრადმა — სკამის ფეხზედ ხელის წავლება და ფეხზედ დადგომა, და მართლა დადგა კიდეცა. უვლიდა გარშამო სტოლსა და იყო დიდ სიამოვნებაში.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ხელიც რომ არაფერზედ მოეკიდნა დადგებოდა ხოლმე ფეხზედ; ვინიცობაა ატოკებულიყო მაინც არ წაიქცეოდა — ჩაჯდებოდა ხოლმე. ამ რიგად იმან სრულებით ისწავლა ხელფეხის მოხმარება, და როდესაც გრძნობდა, რომ უნდა წაქცეულიყო, ისე მოიქცეოდა, რომ არაიფერს არ იტკენდა. ბოლოს ეს ძალიან გამოადგა.
ერთხელ ჩემს სახლში დიდი სიამოვნება იყო. მე ვიჯექ სტოლთან და ჩემის ერთის კვირის შამოსავალსა და გასავალსა ვწერდი; კონრადი კიდე — ცოცვიდა ჩემს გარეშემო; ხან და ხან ფეხზედაც — დადგებოდა. ერთბაშად მე დავინახე, რომ კონრადმა გაიარა რამდენიმე ნაბიჯი, მერე ჩაჯდა, პატარა ხანს უკან ისევ დადგა ფეხზედ გაიარ გამოიარა და ბოლოს მთელი ოთახი გადაიარა. მე გავეშურე სამზვარეულისაკენ ჩემს ცოლთან, დავუძახე და ვუთხარ, რომ ერთ რამეს გიჩვენებ მხოლოდ ნურაფერს ნუ იტყვი მეთქი.
ჩემს ცოლს რომ მაღლა ეთქვა რამე, ან გაეცინა, ყმაწვილი შაკრთებოდა.
როდესაც ჩემი ცოლი შამოვიდა ოთახში და ისე აჩვენა, რომ მითამ ყმაწვილს ვერა ჰხედავს, კონრადმა შამოურბინა მთელს თახს, ისე გავიხარეთ ამ სიარულზედ როგორც გაიხარებს ხოლმე ჩიტი, როდესაც დაინახავს რომ იმისი ბღარტები ერთ სხლადამ მეორეზედ გადაჰფრინდებიან.
ამ დღის შემდეგ კონრადი თან და თან გაიმართა სიარულშია, ასე რომ ერთის წლისას შეძლო ისე ევლო, რომ არ წაქცეულიყო. სხვებს, რომელნიც ხედავდნენ ყმაწვილს, არაჯეროდათ თუ ერთის წლისა იყო. ჩემი დისწული, რომელიც ორის წლისა იყო, უფრო ცუდად დადიოდა, გადადიოდა ხან იქით — ხან აქეთ, როგორც იხვი. მაშინ როდესაც იმას ყოველ დღე ჭოჭინით ატარებდნენ; როგორ მოხდა ეს?
ერთხელ ჩემი და თავის ქალით ჩვენთან იყვნენ. მე ჩვეულებისამებრ კონრადს ვეთამაშებოდი, სკამზედ დავჯექ, დაუჭირე ორივე ხელები, დავაყენე ჩემს ფეხებზედ და ვაქანებდი.
ჩემს დისწულს მოეწონა ეს ამბავი, გამამიწოდა ხელები და იმითი მაჩვენებდა, რომ მეც გამაქანო. კონრადი ჩამოვსვი და ჩემი დისწული დავიყენე ფეხებზედ. მაგრამ ეს კონრადს არ მოეწონა; დაიწყო ყვირილი, გაწითლდა, როგორც ალუბალი, წაავლო ხელი ქალსა და უნდოდა რომ ჩამოეგდო. ეს ძალიან მეწყინა მე; არ ვი ცოდი რა მექმნა. გაჯავრებული გამოვარდი მეორე ოთახში დავჯექი სტოლთან და ხელზედ დავეყუდე.
აქამდინ ვფიქრობდი მე და გეუბნებოდი ჩემს თავს შენ კონრადით ხარობდი, ამიტომ რომ ის ყოველთვის მრთელი და ჭკვიანი იყო. მაგრამ რაღა იქმნება ამის შემდეგ, თუ ის შურიანი გახდება და იჯავრებს მაშინ, როდესაც იმისი მოყვასი ხარობს. მართლა თუ ასე იქმნება, იმას თავის დღეში ვერ მოიმადრიელებ. რა ვქმნა? ვცემო — შამიძულებს; არ შავხედო იმის ყვირილს და ავიყვანო ქალი — უფრო ჯავრობას დაიწყებს. წამოვხტი სკამიდამ და დავიწყე წინ და უკან სიარული ოთახში ერთბაშად ერთი საკვირკელი აზრი მამივიდა ჭკვაში. მაშინვე გავედი სხვა ოთახში — ასასრულებლად. სიმღერით დავჯექ სკამზედ, დავიწყე აწევა და დაწევა ფეხისა. კონრადი მაშინვე მოვარდა და დამადგა ფეხებზედ, ქალი ნაღვლიანად ჩვენს თამაშობას შორიდამ უყურებდა.
საწყალი დუნია! ვსთქვი მე ნაღვლიანის ხმით, იმასაც უნდა გაქანება. კონრადო, არ გაუშვებ დუნიაშას? კონრადი ჩამოვიდა და დუნიამ იმისი ალაგი დაიჭირა. როდესაც რამდენჯერმე გავაქანე — ჩამოვიდა დუნია და ისევ კონრადი დადგა, ორჯელ რომ გავაქანე მაშინვე ჩამოხტა, -მიუშვირა ხელი ჯერე დუნიას, მერე ჩემს ფეხს და სთქვა: ნუ, ნუ! მაშინვე დავაყენე ქალი, მაგრამ მალე ჩამოვსვი. დიდათა ხარობდა კონრადი, როდესაც ვაქანებდი, მაგრამ მომატებული სიამოვნება და მხიარულება უფრო მაშინა ჰქონდა, როდესაც დაინახა, რომ დუნიაც მხიარულად იყო.
ერთხელ, ორჯერ რომ გავაქანებდი — მაშინვე ჩამოხტებოდა მიიშვერდა ქალისაკენ ხელსა და მეტყოდა: ნუ! მაშინვე დუნიასაც გავაქანებდი.
ეს ჩვენი თამაშობს ნახევარ საათამდინ გაგრძელდა და მე სრულიადა ვხარობდი, რომ იმთვენი შავიძელ და გაუქრე პირველი შურის მოძრაობა. ამის შემდეგ ვთხოვე ჩემს დასა, რომ ყოველდღე გამოეგზავნა ჩვენთან დუნია, როდესაც კონრადი ყვირალს დაიწყებდა, დუნიაშა რომ იმის სათამაშოს აიღებდა ხოლმე, მე მაშინვე მწუხარების ხმით ვეუბნებოდი: საწუალი დუნია! — ამ სიტყვების შემდეგ კონრადი ყოველთვის თავის სათამაშოებს, იმას დაუთმობდა ხოლმე.
მე ეხლაცა დავხარი იმ საკვირველს აზრს: მე ვიცი, რომ იმითი მე ვასწავლე ჩემს კონრადს — გამხიარულებულიყო მაშინ, როდესაც იმისი მოყვასნი მხიარულობენ. ამ გზაზედ დავაყენე და უფრო და უფრო წინ წავიყვანე ჩემი კონრადი და სიხარულით ავივსებოდი, როდესაც თავის საჭმელს დუნიასაც გაუყოფდა ხოლმე.
რასაკვირველია იმაზედაც თვალს ვადევნებდი, რომ დუნიას მომატებული არა ეთხოვნა რა და იმასაც თავის რიგზედ კონრადისათვის ყველა ფერში წილი დაედო.
როდესაც ეს ამბავი ჩვენს მღვდელს ვუამბე, — ძალიან მამიწონა და მითხრა: თქვენ, კიფერო, ძალიან კარგად დაგიჭერიათ საქმე. თუ მაგრე მალე არ მოგერჩინათ თქვენი შვილი, ის უეჭველად შურიანი და ანჩხლი კაცი გახდებოდა, ამასაგამო ბევრს უსიამოვნობასაც ნახავდა. თქვენ დაიწყებდით ჩივილს და პირველ-შობილს ცოდვას დააბრალებდით. აბა ეს სამართალი იქნებოდა? მაშინ სულ თქვენი ბრალი იქმნებოდა. დიახ, პირველ-შობილი ცოდვა არის: მიდრეკილება ცუდისადმი და უკუქცევა კეთილისან; მაგრამ ეს ცოდვა უფრო დედ-მამისაგან და აღზდისაგან წარმოდგება, ვიდრე დაბადებითვე.
![]() |
2.6 XIII. ლაპარაკი კონრადის და იმის მამის შუა |
▲ზევით დაბრუნება |
XIII. ლაპარაკი კონრადის და იმის მამის შუა
კონრადს წელიწად ნახევარი შუსრულდა; იყო ჯან მრთელი, გონიერი და ისე დარბოდა, რომ ყველას უკვირდათ. მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ დაეწყო; მხოლოდ მიბაძამდა ხოლმე პირუტევების ხმას. მუ! ნიშნავდა ფურს, ბეე! — ცხვარსა, ამ, ამ ! — ძაღლსა, მიაუ — კატასა, ყიყლიყო – მამალსა, ღუდუ - მტრედსა. ჩემი ცოლი გაჯავრდებოდა ხოლმე ამაზედ და ამბობდა: ეს საძაგელი მგონია თავის დღუში ვეღარ ისწავლის ლაპარაკს; მაგრამ მე ყოველთვის გეუბნებოდი: მოითმინე, როგორც თითონ სირბილი ისწავლა, ისევე ლაპარაკსაც თითონ ისწავლის. დაესხენ დაიწყოს კი, თორემ მერე კარგად წავა საქმე.
ერთხელ მე სხვაგან წავედი ცხენის სასყიდლად: სამი დღე მიგვიანდა. როდესაც მოვედი შინა და ოთახში შაველ, ყმაწვილმა ისეთ ნაირად გაიხარა, რომ მაშნვე გამოიქცა ჩემთან მოსაგებებლად და დაიძახა: მამა! მამა! (Папа! Папа!) ამან რასაკვირველია ჩვენ გაგვახარა. ავიყვანე ხელში და ვაკოცე, დედამ ხომ ვეღარ გაათავა თავისი ლაქუცი და ალერსი. ამის შემდეგ ყოველს ნივთს თავის სახელს ეძახოდა, მაგრამ სწორე გამოთქმა კი ჯერ არა ჰქონდა ისე ლამაზად ლაპარაკობდა, რომ ვერ ვითმენდით მე და ჩემი ცოლი, რომ არ აგვეყვანა ხელში და არ გვეკოცნა.
მე ვფიქრობდი რომ ამ შემთხვევაში ცუდად ვექცეოდი ჩემს შვილს, ჩვენმა მღვდელმაც მითხრა, რომ მომატებული ლაქუცობა ცუდი არისო. ერთხელ მღვდელი, ჩვენთან სადილად რომ იყო, ჩემს ცოლს ყმაწვილი ხელში ეჭირა; ჩემი ცოლი შაჰსცინოდა და მალ-მალე კოცნიდა ყმაწვილს, რაკი ის წარმოსთქვამდა რასმეს; თქვენ მაგას ცუდათა ჰშურებით, უთხრა მღვდელმა. ეხლა თქვენ ყოველი ყმაწვილის მოქმედება გიკვირო და ამისა გამო. ჰკოცნით და ელაქუცებით. მაგითი ყმწვილი აი რას დაეჩვევა: როდესაც გააკეთებს რასმეს, -გაკვირვების და ლაქუცობის იმედი ექნება; და თუ ბოლოს არ ულაქუცეთ და არ გაიკვირვეთ იმისი მოქმედება, მაშინ ის შეგიძულებთ და დაღრუბლულის სახით იქმნება. ამისაგამო მე ურჩევ ყველა მშობლებს ნუ ელაქუცებიან ძალიან თავიანთ შვილებს, და ნურაფერს იმათ მოქმედებას ნუ გაიკვირვებენ.
ამის შემდეგ ჩვენი ლაქუცობა და კოცნა — ცოტად დავაყენეთ, მაგრამ ამ სიამოვნებას სრულებით თავი კი ვერ დავანებეთ. ამ სიამოვნებას მე მგონია სრულებით თავის დანებებაც არ უნდოდეს. თუ კი შვილი ჭკვიანი, და ჩემი მასიამოვნებელი მყავს – მითამ რატომ არ უნდა ვაკოცო; ეს არაფრით არ წაახდენს ყმაწვილს, მხოლოდ ნუ გადაამატებ.
მართალია, კონრადი მხოლოდ რამდენსამე სიტყვას ამბობდა და ამასაც ისე, რომ მშობლების მეტი — სხვები ვერ გაიგებდნენ, მაგრამ მე კი შაშეძლო იმასთან ლაპარაკი ყოველის ფერზედ და დიდათაც მიხაროდა, როდესაც ვატყობდი რომ ყმაწვილს ესმოდა ჩემი სიტყვები და თითონაც თავის აზრს გამოსთქვამდა ხოლმე. ბევრნი, რომელნიც ყურს უგდებდნენ ჩვენს ლაპარაკს, დაგვცინოდნენ და ამბობდნენ რომ ეს სიყმაწვალეაო. სისულელეაო, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავ, რომ ამ ლაპარაკებს დიდი სარგებლობა მოქონდათ და არავის არ ვუგდებდი ყურს. აი ერთს მაგალითს მოვიყვან აქა.
კონრადს ეს ხისიათი ჰქონდა, რომ რაკი ვახშამს გაათავებდა მაშინვე დაიძინებდა ხოლმე. მე არ უშლიდი ამას, ამიტომ რომ აგებულება მაშინ მოითხოვდა ძილსა, და მაშ რა უნდა ექმნა. მაგრამ ხან და ხან ისე მოხდებოდა, რომ კონრადი მაშინ გაიღვიძებდა და — როდესაც უფროსები დააპირებდნენ ძილსა, დაიწყებდა ყვირილს, ლაპარაკს, ხან გამოძვრებოდა — ხან შაძვრებოდა თავის საწოლში, ასე რომ მშობლები ვერ ისვენებდნენ.
რა უნდა გვექმნა? მე არა ვიცოდი რა, — ჩემს ცოლს უფრო რა ეცოდინებოდა. მე ჩუმად ვფიქრობდი, რომ მომეხერხებინა რამე. ჩემი ცოლი კი იმ ღონის-ძიებასა ხმარობდა, რომლებსაც ხმარობენ ყველა დედები, როცა შვილის დაძინება უნდათ. აიყვანდა ხოლმე ხელში, ნელ-ნელა უსვამდა ხელს ტანზედ ამ ხმითა: პშშ, პშშ! — მაგრამ ეს არა ფერსა ჰშველოდა. კონრადი სცდილობდა რომ გამოსხლატოდა ხელებიდამ — და როდესაც დედა არ უშვებდა, დაიწყებდა ხოლმე ყვირილს. დედამ ვეღარ მოუთმინა, გაუჯავრდა და უთხრა: კონრად! დაწექ და დაიძინე, თორემ გცემ.
აქ კი ჩემი გარევის დრო იყო. მე ავდექ და ვუთხარ! ჩემო მეგობარო! შენ რომ არ გეძინებოდეს და იმისათვის ცემა დაგიირონ, -როგორ მოგეწონებოდა ეს? აქ მამეცი ეგ ყმაწვილი, მე მოვახერხებ საქმეს.
იმან მამცა ყმაწვილი, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი რა მექმნა. ჯერ დავაპირე სურათებიანი წიგნის მოტანა იმის საჩვენებლად; მაგრამ ვიფიქრე: ერთხელ რომ ასე დავაჩვივო, მერმეცა ყოველთვის მაითხოვს, მაშინ როდისაც სხვებს ეძინებათ, და მოსვენება აღარ გვექნება მეთქი. ჩემს ბედზედ ამ გაჭირებაში ერთი ფიქრი მამივიდა. კონრაშა! ვუთხარ მე, არ გინდა რომ გიამბო, რამე? იმან მანიშნა ყურის გდების სურვილი. მაშ წავიდეთ ჩემ ქვეშაგებში; იქ გიამბობ. მე ჩავისვი ჩემს ქვეშაგებში და დავუწყე შემდეგი ლაპარაკი:
მე — ეხლა სუყველას სძინავთ, მამლებსაცა სძინავთ, ქათმებსაც. მტრედებსაც.
კონრადი — ღორი?
მე — ღორსაცა სინავს, ძაღლსაც
კ. — დედა?
მე — დედასაც სძინავს, კონრაშაც დაიძინებს, მამაც ხვალ კი ვეტყვი: კონრაშა! გინდა გარეთ წაგიყვანო?
კ. – კაში. (კარში).
მე. — დიახ კარზედ გავალთ, ქათმებთან.
კ. — ბუზი?
მე —დიახ, ბუზებსაც დავიჭერთ და წავიყვანთ...
კ. — მამალი.
მე — დიახ მამალი მოვა დაიყვირებს: ყიყლიყო! ქათმები შაგროვდებიან და ბუზებს შაშჭამენ.
კ. — მტრ.
მე. — დიახ, მტრედებთანაც წავალთ.
კ. — ფ.
მე. — დიახ, ფეტვს თან წავიღებთ; კონრადი გადაჰყრის ეზოში მტრედები მოცვივდებიან და შასჭამენ.
კ. — ღუღუ!
მე. — დიახ, მაგრე ამბობენ მტრედები.
კ. — შა
მე. — შავკა![1]. ჰო, რა ნაირად გაუხარდება როცა ჩვენ დაგვინახავს.
კ. — ამ, ამ?
მე — დიახ, მაგრე დაიყეფება.
კ. — პურა.
მე. — ჰო, დიახ, პურს აჭმევ მაშ?
კ. — დედა.
მე. — დედა პურს მოქცემს, კონრაშა შავკას მისცემს; შავკას გაუხარდება და კუდს გაიქნევს.
ამ ნირად თან და თან ამოთ ამოთ ველაპარაკებოდი; ამ ლაპარაკში თვალებიც დაეხუჭა. მე ვაკოცე გაწითლებულ ლოყებში და ორივემ დავიძინეთ. ასე მოვექცეოდი ხოლმე ყოველთვის როდესაც არ ეძინებოდა და ყოველთვის საქმე კარგად დაბოლოვდებოდა ხოლმე: ამასობაში მე დავრწმუნდი, რომ ყმაწვილებთან ლაპარაკის მოხერხება კარგი რამ არის.
როგორ მოგწონს ჩემი ღონის-ძიება ყმაწვილების დასაძინავად? ვკითხე ჩემს ცოლს. არ არის ურიგო, მითხრა იმან, მე დიდი მადლობელი ვარ შენი, ამიტომ რომ ღამე, — ყმაწვილი რომ არ მაწუხებს, კარგათა მძინავს ხოლმე.
ნეტავი ესეც მოახერხო, რომ თითონ თავის ხელით დაიბანოს ხოლმე პირი. აი ეს რამდენიმე კვირაა ხელები დამაწყდა იმის ბანებით. როგორც რომ დამინახავს ხოლმე რომ ცივი წყალი მომაქვს — მოყვება ერთ ნაირს ყვირილს, ასე გონია გაგიჟებულიყოს.
ეხლავე ვერ მოვახერხებ მაგას და მერე კი ვეცდები, იქნება მოგიგონო რამე, რომ თითონ თავის ხელით დაიბანოს პირიც ან ტანიც.
_______________
1 შავკა — ძაღლის სახელია.
![]() |
2.7 XIV. კეთილი მაგალითი. |
▲ზევით დაბრუნება |
XIV. კეთილი მაგალითი.
რამდენსამე დღის შემდეგ — მართლა და რაღაც რამ მოვიგონე. მე დიდი ხანია ჩვეულებათა მქონდა, რომ ყოველთვის ცივს წყალში მებანა რამდენჯერმე ვუბძანე, რომ ცივი წყალი ჩემს ოთახში შამოეტანათ; შავიდოდი, დავკეტამდი კარებს და მივყვებოდი ბანაობას: ჯერ თავს დავიბანდი, მერე კისერს და მთელს ტანს ერთხელ, როდესაც ასე ვბანაობდი, კონრადი თანა მყვანდა; მინდოდა რომ ენახა ჩემი ბანაობა. რა გავათავე ვუთხარ: აი, გავათავე. შენკი არ გინდა კონრად ბანაობა?
— ჭყუპ, ჭყუპ, მამიგო მან.
— კარგი, ვსთქვი მე, კონრადი იბანებს, გავხადე ტანთ, და ისე გავბანე, როგორც მე. როდესაც ბანაობა გავათავეთ, ტანთ ჩავაცვი, მოვკიდე ხელი და ვუთხარ: ეხლა დედასთან წავიდეთ და ჩვენი ბანება ვუამბოთ.
აი კონრადი მოგგვარე, ვუთხარ ჩემს ცოლს: მე და ამან ერთად ვიბანეთ.
— ჭყუპ, ჭყუპ, იძახდა კონრადი, დედამ მოხვია ხელი და უთხრა:
— იბანე ქაჯან? აი ეხლა ჭკვიანი ხარ!
მეორედ რომ წაველ საბანებლად ვკითხე კონრადს: წამოხვალ საბანებლად? იმან მაშინვე გადაყარა სათამაშოები, გამაშიშვირა ხელები და მითხრა: ჭყუპ! ჭყუპ!
ხუმრობით შავედით ოთახში. ბანაობა თუმცა გაათავა, მაგრამ კიდევ იჯდა ტაშტში და ჭყუპალაობდა, მერე გამოვოყო ფეხი ტაშტიდამ და რა დამინახა, რომ მე ვიცინოდი ისევ ჩაჯდა და დაიწყო კიდევ ბანაობა.
ყმაწვილს უყვვარდა ბანაობა და ცივს წყალსა სრულებით შაეჩვივა; როცა კარგად მოიზარდა ერთად ვბანაობდით მდინარეში. იმის ჯანმრთელობას და ტანის სიმაგრეს — ამ მალ-მალ ბანაობას ვაწერ. როდესაც კაცი მალ-მალ ბანაობს ცივს წყალში ტანი ეწმინდება და ძარღვები (нервы) უმაგრდება და თუ მოხდება ხოლმე როდისმე, რომ წვიმამ დაასველოს— ვერა ფერს ვერ დააკლებს, - მიტომ რომ ტანი გამაგრებული ექმნება.
ჩვენს ბანო-ბაზედ — ჩვენს მღვდელსაც ვუთხარ; იმანაც ძალიან მამიწონა უპირველესი საქმე აღზდაში, დაუმატა მან, ეს არის, რომ თითონ მშობლებმაც ის გააკეთონ — რასაც თავის შვილს მოსთხოვენ. ვისაც ამისი გაკეთება შეუძლიან, თავის შვილს საცა უნდა წაიყვანს. მაგალითი უფრო კარგად მოქმუდობს, მინამ დარიგებაები.
შემდეგ რამდენჯერმე დავრწმუნდი ამ სიტყვების სიმართლეზედ. მაგალითად: კონრადი ორის წლისა რომ იყო, ერთხელ თავის ტკივილს უჩიოდა და ისრესდა თვალებს. მაშინ მეზობლობაში წითელა დადიოდა, და ვფიქრობდი, რომ უთუოდ ამასაც შაეყრება მეთქი, დოკტორი მოვიპატიჟე. იმანაც მითხრა, რომ წითელა გიხშირბული არისო, მაგრამ დამაიმედეულა რომ საშიშარი არ არის ეგ ავანტყოფობაო, მხოლოდ ჰაერს მოარიდეთ ხოლმეო. ჰაერი კარგი რამ არის, მაგრამ იმ ყმაწვილებისათვის, რომელთაც წითელა სჭირთ - არაფერია. რომელსაც წითელა სჭირს — უნდა მოარიდოთ ხოლმე წმინდა ჰაერს და სიცივეს — არა თუ მაშინ, როდესაც ავად არის — მერეც, სანამ სამჯერ სასაქმებელს არ დალევს. დოკტორმა რამდენიმე დარიგება მამცა, რომლებიც სრულად აღვასრულე. ეს აღსრულება მამაჩემისგან ვისწავლე, რომლიც ყოველთვის იტყოდნ ხოლმე თუ მე ანუ ჩემი შინაურობა ავად არიან, მაშინ ან მამინდება დოკტორი და ან არა; თუ არა მამინდა მე ჩემის ჭკვით ვირჯები; და თუ მანინდა — მაშინ სწორედ აღვასრულებ დოკტორის რჩევას და დარიგებაებას.
როდესაც კონრადი კარგად შეიქმნა და წითელა გადაუვიდა, მაშინ დოკტორმა სასაქმებელი წამალი გამოუგზავნა.
მე დოკტორის დარიგებით წამალი წყალში გაურივე და მინდოდა დამელევინებინა. მაგრამ როგორც რომ პირთან მიუტანე — მომაბრუნა ზურგი და სთქვა: არ მინდა! მე ვეხვეწებოდი, რომ დაელია, მაგრამ ის სულ არ მინდას იძხდა მე დავპირდი, რომ სურათებიან წიგნს გიჩვენებ მეთქი, გარეთ წაგიყვან, მაგრამ ვერა გავაწყე რა. გავჯავრდი და მინდოდა ძალად დამელევინებინა; მაგრამ პატარა დაფიქრების შემდეგ აღარა ვქენ ესა. თუ დალევა არ გინდა, დიახ ნუ მიირთმევ, ვუთხარი მე და გადავღვარე წამალი.
ავიღე ქუდი ხელში და წავედი დოკტორთან — სხვა სასაქმებელის გამოსართმევად და რჩევისთვის. მაგრამ ჯერ დოკტორის კარებამდინ არ მივსულიყავ, რომ მღვდელის სიტყვები მამაგონდა: მაგალითს უფრო მეტი მოქმედება აქვს ყმაწვილზედაო, სნამ დარიგებაებსა. ვიფიქრე იქნება აქც მაგალითით უფრო მოვახერხო მინამ თხოვნითა მეთქი და დავბრუნდი შინ. მეორე დღეს დუნია მოვგაყვანინე და პირობა შავკარი ჩემს ცოლთან, – თუ როგორ დამეწყო ეს საქმე. შამოიტანეს ჩაის იარაღი და მე მაღლის ხმით, ასე რომ კონრადს შეძლო გაეგონა, ვთქვი: დღეს მე წამალს მივიღებ. მერე დავასხი კოვზზედ წყალი, გარიე ცოტა შაქარი, რომელიც პატარა ქაღალდში იყო გახვეული, მივიღე და მერე ჩაი დავლიე. ჩემმა ცოლმაც ასე ჰქმნა. ჯერი დუნიაზედ ჩამოვარდა; იმანაც ასე დალია. მაგრამ მინამ წყალს ჩაჰყლაპამდა — მივარდა კონრადი და სთქვა მეცა! მასა სასაქმებელი წამალი მივეცით; სიხარულით გადაყლაპა. — ამ ნაირად, მაგალითიდ, მე სხვასაც ბევრს ვახერხებდი.
წელიწად ნახევრისა იყო, მაგრამ როდესაც გარეთ გასვლა მოუნდებოდა ხოლმე არ შეგვატყობინებდა. ეს ძალიან მაწუხებდა. ხან დახან მე და ჩემი ცოლი პურს ვჭამდით და კონრადი გვერდით რომ გვყვანდა ისეთი სუნი ასტყდებოდა ხოლმე რომ საჭმლისათვის თავი უნდა დაგვენებებინა. ერთხელ დედა ჩემიც ამ ნაირად შეაქცია კონრადმა, ის გაუჯავრდა და უთხრა:
არა გრცხვენიანი, საძაგელო! გარედ ვერ წახვიდოდი? ხელიც აიქნია უნდა გაერტყა, მაგრამ მე ვანიშნე, რომ თავი დაენებებინა. ყმაწვილმა დაიწყო საცოდავად ტირილი, ძალიან შამეცოდა. მე უეჭველად გავამართლებდი, თუ ჩემს გულს არ ეთქვა, რომ ცუდია დამნაშავის გამართლება.
როდესაც დედა ჩემი გამოვიდა, მე გავყევ უკან და ვუთხარ, რომ ყმაწვილი დამნაშავე არ არის, ამიტომ ჯერ არ მისწავლებია გარედ გასვლა.
— შენ ხომ ჭკვა გაქვს, მითხრა იმან, მაგის ნება როგორ უნდა მისცე.
— დედა ჩემო, მივუგე მე, ნება მიბოძეთ, რომ მე ჩემი ნება მქონდეს. როდესაც ყმაწვილი პატარა ჭკვაზედ მოვა, მაგ შეცოდებას თითონვე გადაეჩვევა.
— დიახ, როგორ არა! დაიძახა იმან; მალ მალ როზგით უნდა სცემო ხოლმე და მაშინ უფრო ფაქიზად იქმნება.
— როზგით? დედა ჩემო, აბა რისთვის უნდა გავლახოთ ყმაწვილი? ის ურიგოს არაფერს შვრება! ის მხოლოდ იმასა შვრება, რასაც ბუნება მოითხოვს.
დედა ჩემს კიდე უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ მე გავათავე ლაპარაკი და საფურეში წავედი.
მაგრამ მე ერთი ფიქრი მაწუხებდა, იქნება დედა ჩემი მართალს ამბობდეს მეთქი. დარწმუნებისათვის, მე წავედი მღვდელთან და ეს შემთხვევა ვუამბე.
იმან გაიღიმა და მითხრა: მე ძლიან მოხარული ვარ, უფ. კიფერ, რომ თქვენ სწორე გზაზედ მისდისართ. სწორე მოგახსენო. არ მამწონს, ყმაწვილების აღზდაში, როზგის ხმარება. მგონია მეძებრის და ყმაწვილის აღზდაში ცოტა რამ განსხვაება უნდა იყოს. ძაღლს ჯოხებით ზდიან, კაცს კი კარგის მაგალითებით, სიყვარულით და გონიერულის ჩაგონებით.
მართალია სამღთო წერილში არის ადგილები, სადაც პირდაპირ ხსენებულია, რომ ყმაწვილებს უნდა ჰსცემონო და გადატეხონ, მისამ ჯერ კიდევ პატარები არიანო, მაგრამ ამის დამწერნი სხვა დროების მცხოვრებნი არიან, იმ დროებისა, როცა ჯერ კიდევ ისე კარგად და ღრმად არა იყო გაშინჯული აღზრდის საქმე, როგორც ეხლა. ჩვენი ეხლანდელი გამზდელები სრულიად უარ-ჰყოფენ ცემასა. თუ კარგად ჩაფიქრდა კაცი, უსათუოდ შეიძლება მოიპოვოს იმისთანა ღონის-ძიება რომ ყმაწვილი კაი გზაზედ წაიყვანოს უჯოხოთაც და არ მოეპყრას კი როგორც ძაღლსა. მხოლოდ ყმაწვილის დაჟინებაში და გაჯიუტებაში შეიძლება ხანდისხან ცემა იხმაროს ღონის-ძიებად. თუ მართლა საჭიროა, რომ ამ ღონის-ძიებას მიმართოს კაცმა, მაშინ უნდა ეცადნენ, დასჯა ისეთი იყოს, რომ ბაშვმა იგრძნოს ვინც გაუწევეტელად ჰსცემს, ის ამით გვაჩვენებს, რომ არ იცის როგორ მოექცეს ყმაწვილსა. მართალია, კაცს უფრო ეადვილება ცემით ყმაწვილის გამართვა, ვიდრე სიმშვიდითა და დარიგებითა, ამის გამო ბევრნი მშობელნი და შკოლები ძალიან იმედეულობენ ცემაზედ, და თითქმის თავის დღეში არ შეუძლიანთ ყმაწვილებ შორის ყოფნა უჯოხოთა და უროზგოთ.
მაგრამ . . . მაგრამ. . . რასაც ისინი ერთის მხრით ასწორებენ, მეორეს მხრით ამრუდებენ და აფუჭებენ. როცა მე ჯერ კიდევ კანდიდატი ვიყავ, მე ორ ყმაწვილს ვასწავლიდი, ივანეს და პეტრესა. ორივეს, არ ვიცი რასგან გაუჩნდა ქავანა. მამამ ექიმი დაიბარა; ექიმმა ურჩივა რომ მოთმინებით იყვნენ და ტანი წმინდათ შეენახათ. მერე წამალიც დაუწერა. ერთი კვირა იხმარეს წამალი, ვერა ფერი არგო — კიდევ ერთი კვირაცა — მაინც ისე ურგებულად დარჩნენ. ექიმმა ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ქავანის მორჩენა, თქვა მოახლემა. მე თუ დამიჯერებთ ერთ დღე და ღამეში მოგარჩენთ. მე დავუშალე ყმაწვილებს რომ მოახლისაგან წამალი არ მიეღოთ. ივანემ დამიჯერა, პეტრემ რაღაც წასასმელი მოახლისაგან მოცემული გაიგლისა და მეორეს დღესვე კარგად შეიქმნა. მაგრამ სნეულობა გულზედ ეცა და სული შეუხუთა. დიდ ხანს სწამლობდნენ საწყალსა; იმან ბევრი წამლით ბოთლები გამოცალა — მაგრამ აქამდისინ ძლივსღა ქშინავს, სულს ძლივს იბრუნებს, როგორც ჩასუქებული ბატი; ძალიან უჭირდება, როცა ის მთაზედ ადის. ივანემ კი ექიმის წამალი იხმარა. ის წამალი მოქმედობდა თუმცა წყნარად მაგრამ კარგად კი, სამ თვის შემდეგ სრულიად გადაურჩა ქავანა.
რაც ქავანაზედ მოხდა, სწორედ ის მოხდება ხოლმე ყმწვილების ნაკლულოვანებაზედა. ცემით შეიძლება მალე გადაარჩინოს ნაკლულოვანებისაგან ბაშვი, მაგრამ ის ნაკლულოვანება მაშინვე გულს ეცემა ხოლმე. ყმაწვილები შეიძულებენ ხოლმე მცემელსა, გულ-დახურულნი შეიქმნებიან. ეჩვევიან სიცრუესა, მოტყუებსა და სხ. და სხ. ამისთანა ზნეობითნი შინაგან ნაკლულოვანებანი, ჩემს თვალში, უფრო ძლიერნი და საშიშარნი არიან მინამ გარეგანნი. თუ კი გამზდელი ყმაწვილების ნდომას და სიყვარულს დაკარგავს, მაშინ საქმე ნახევრამდის გაფუჭებულია.
![]() |
2.8 XVII. კონრადის დროების გატარება ზამთარში. |
▲ზევით დაბრუნება |
XVII. კონრადის დროების გატარება ზამთარში.
დადგა ზამთარი, მაგრამ ხშირად არ ვიცოდი, რით გამერთვა ემაწვილი. სულ რომ ოთახში ყოფილიყო, არ ვარგოდა, ამიტომ რომ განებირდებოდა, გარეთ რო გამოვიყვანდით მოჰხვდებოდა სიცივე და დაიწყებდა ყვირილს. ეხლა ამაზედ დავფიქრდი, თუ როგორ შავაჩვიო სიცივეს. რამდენჯერმე დღეში წავიყვანდი თავლაში აქ ნახევარ საათამდინ დარჩებოდა ხოლმე, მაგრამ მერე საცივე რომ მოჰხვდებოდა დაიწყებდა ყვირილს და იტყოდა: დედაო! ეს ნიშნავდა, რომ დედასთან წამიყვანეო. წავიყვანდი ოთახში. ახლა მინდოდა გამეხსნა ხალისი, რომ მარხილით ევლო; ამისაგამო ერთს დღეს წავიყვანე, საცა ბიჭები იყვნენ შეგროვებულნი და მარხილით დაცურავდნენ. ბიჭები რასაკვირველია მხიარულათ იყვნენ: დახტოდნენ, ყვიროდნენ და ცურავდნენ, — კონრადი იმათის ყურებით სიამოვნებდა. ჩვენკი არ გვინდა ცურვა მარხილით? ვკითხვ მე კონრადს იმან გამიცინა და დამეთანხმა. ჩავსვი მარხილში და აქამდინ ვატარე, სანამ არ მითხრა: დედაო! ოთახში შევაქცევდი — ხან ერთის რითიმე ხან მეორით, თუ შევაქცევდი რითიმე მხიარულათ იყო თუ არა და – მოყვებოდა ჭინჭყლიანობას მე მგონია რომელსაც ეს მოხერხება აქვს, რომ შეუძლიან შეაქციოს თავისი შვილი, ეს ცოტა შეწუხებას ჰნახავს იმისაგან. გიამბობთ მაგალითად, თუ რით შევაქცევდი ხოლმე კონრადს. მე აუსხნიდი ხოლმე სურათებს.
ამაზედ დიდი მადლობელი იყო. მხოლოდ ეს იყო ძნელი, როდესაც იმას უსხნიდი რასმეს, მე არ შამეძლო რომ გამეკეთებინ რამე. რა მექმნა? ხელში მივეცი წიგნი; მაგრამ ამითი ვერა გავაწყე რა. პირველი ესა, რომ მაშინვე დაჰგლეჯდა წიგნსა, მეორე კიდე, რომ მალ მალე წამოხტებოდა, მივიდოდა ვისთანმე და სთხოვდა. რომ აესხნა; თუ პასუხს არ მისცემდნენ ყვირილს მოყვებოდა. მე სხვა ფიქრი მომივიდა. კონრად, ერთხელ უთხარი, არ გინდა შავკა დაგიხატო? იმან გაიცინა და სთქვა: შავ, შავ! დავისვი მუხლებზედ, დავიდე წინ ერთი თაბახი ქაღალდი და დავხატე რაღაც რამ შავკას მსგავსი. სიხარულისაგან არ იცოდა რა ექმნა. მაშინვე აიღო ქაღალდი, რის იმედიცა მქონდა, დაიდო წინ და დაუწყო ბღაჭნა; მიბღაჭ მობღაჭნა მერე ჩამოუარა ყველას და აჩვენებდა, რომ შავკა არისო. მაგრამ ამ ხუმრობით – დიდი ხათაბალა გავიხადე.
ყოველს წამს თხოულობდა მელანს; არ მიგვეცა ყვირილს დაიწყებდა — მიგვეცა და — სულ გაითხუპნიდა პირსა და ტანისამოსს; ამაზედ — ცოლი მიჯავრდებოდა. მაგრამ ჩემი შეცდომა მალე გავასწორე, მელნის მაგიერ, მივეცი ერთი დიდი კარანდაში, ამითი რამთვენიც უნდა ეფხაჭნა არა უშავდა რა. მერე ბურთიც უყიდე. ამ ნაირად მე და ჩემმა ცოლმა უშოვეთ სხვა და სხვა სათამაშოები, რომლითაც შექცეოდა და სიამოვნით ატარებდა დროებას. მაგალითად: უშოვეთ პატარა დროშკები, ქაღალდის ცხენები და სხვა ოღონდ მშობლებმა იფიქრონ ცოტა, თორემ სხვა ღონის-ძიებაებსაც ბევრს იპოვნიან, რომ ყმაწვილი შეაქციონ.
ყმაწვილებს რასაკვირველია ჯერ დაარსებული არა აქვთ ხასიათი და მალე მოსწყინდებათ სამაშოები, გადაჰყრიან იქით აქეთ, დაიწყებენ ტირილს და ნაღვლობას; ამ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ ადრინდელი სათამაშოები და არც ძალა დაატანოთ, რომ მხოლოდ იმითი ითამაშონ. პირველათ მე ასე უშვრებოდი კონრადს, მაგრამ მერე რომ დავატყე რო არა გამოდიოდა რა — გამოუცვლიდი ხოლმე სათამაშოებს.
ხან და ხან ესეც არაფერს ჰშველოდა. მაგალითად, — აიღებდა უსიამოვნოთ ბურთსა, გადააგდებდა, დაიწყებდა თვალების ფშვნეტას და ამთქნარებდა. მაშინ შავატეობდი, რომ ძილი უნდოდა და დავაწვენდი ქვეშაგებში. ხან და ხან დაიწყებდა ტრიალს და ტირილს რა მექმნა? ავიღებდი ქაღალდის ცხენს და ვეტყოდი კონრად! ცხენს ეძინება, წადი დააწვინე ქვეშაგებში — დაიძინოს. წაიღებდა, — დააწვენდა ქვეშაგებში, თითონც გვერთ მოუწვებოდა და დაეძინებოდა.
ამ გვარ მოტყუებით — დავამშვიდებდი ხოლმე ყმაწვილს და ასე მეგონა მითამ კარგსა ვშვრუბოდი. მაგრამ ერთხელ ჩემი დის წული მოვიდა ჩვენთან და სრულებით მამიშალა სიხარული. როდესაც ერთხელ ცხენის მოტყუებით კონრადი დავაძინე, მამიბრუნდა ისა მითხრა: ეჰ, ბიძაჩემო! თქვენ ძალიან ცუდათ მიგყავთ საქმე! ყმაწვილს თავის მამასთან სრულიადი ნდობა უნდა ჰქონდეს. და ვისაც უნდა, რომ იმასთან ნდობა ქონდეთ, — იმან ტყუილები არ უნდა სთქვას. თქვენ ეუბნებით, რომ ქაღალდის ცხენს ეძინებაო, განა ეს მართალია? როდესაც ყმაწვილი გაიზდება და შაიტყობს რომ ატყუებდით,— მითამ ის გენდოთღა თუ?
მე დავაღე პირი და არ ვიცოდი რა მეთქვა. წავედი მღვდელთან ამ სიტყვების სათქმელათ და რჩევისთვის. იმან გაიღიმილა, გაიქნია თავი და მითხრა: შენს დამრიგებელს გაუგონია, რომ ზარსა რეკენ, მაგრამ არ იცის კი სადა, ე.ი. გაუგონია რაღაცა, მაგრამ საქმეს კი ვერ მიჰხდომია.
მართალია, ყმაწვილს ყოველთვის მართალი უნდა უთხრათ. მაგრამ ესეც უნდა მოიგონოთ, თუ რათ არის ეს საჭირო. ამისათვის არის საჭირო. რომ არ დაკარგონ იმათ თქვენი მინდობა. ამისთვის, როცა ჭკუაში შედის ყმაწვილი, ყოველთვის მართალი უნდა უთხრათ — და ტყუილის თქმას, რო არა უთხრათ რა ისა სჯობია. მაგალითად, — ექვსისა ანუ შვიდის წლის ყმაწვილს რომ, ეყოლოს ძმა ან და და გკითხოთ საიდამ მოვიდა ეს პატარა ყმაწვილიო, თუ არ გინდათ რომ ნამდვილი უთხრათ, — აი ასე უთხარით: ეხლა მე — შენ მაგას ვერ აგასხნი; და მერე კი შენ თითონ გაიგებ; ამისი თქმა სჯობია, ამის თქმასა, რომ ყვავმა მაიტანაო. პატარა ყმაწვილებსაც, მაგალითად, როგორც შენს წელიწადნახევრის კონრადსა ტყუილები არ უნდა უთხრათ; ტყუილები ყმაწვილს აშინებს და ეს შიში დიდობაშიაც შაჰყვება. მე ეს ძალიან მეჯავრება, როდესაც უნდათ რომ ყმწვილი დააჩუმონ, დაურაკუნებენ კარებსა და ეტყვიან ტურა მოდისო ანუ სხვა რამე, ანუ ყმაწვილმა ბაყაყს ხელი რომ ახლოს — შიშით დაუძახებენ: შხამიანია, ხელს ნუ ახლებო! მაგრამ პატარა ყმაწვილებს, რომელთაც ჯერ სრული გრძნობა არა აქვთ, ტყუილის თქმა არ წაახდენს. თქვენ, ყოვლის უშიშოთ, შეგიძლიან უთხრათ კონრადს, რომ ცხენს ეძინებაო. სანამ ის ჭკვაზედ მოვა, მგონია ეგ მოტყუება ათასჯერ დაავიწყდეს.
თუ პატარა ყმაწვილებს ტყუილს არ ვყტევით, ვერც ვათამაშებთ. მაგალითად: მაშ თქვენი კონრადი თავის ცხენზედ ვერ შაჯდება და ვერც არა ფერსა ჭმევს, ამიტომ რომ ეგ მართალი არ არის: იმისი ქაღალდის ცხენი ვერცა სჭამს და ვერც ივლის.
![]() |
2.9 XVIII. კონრადი დასეირებს. |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII. კონრადი დასეირებს.
მთელს ზამთარის განმავალობაში კარგათ შავაქციე ჩემი კონრადი; მერე დადგა გაზაფხული და საქმეები უფრო კარგათ წავიდნენ.
ამ მშვენიერს დროში — მე და ჩემი ცოლი სულ ბაღებში და მინდვრებში დავდიოდით; კონრადიც რასაკვირველია თან დაგვყვანდა. რადგანაც კონრადს გულის ყური სულ ბუნებასთანა ქონდა, სხვა და სხვა შექცევებსაც მალე პოულობდა. ხან დაუგდებდა ყურს ყვავსა, რომელიც ხეზე შემოჯდებოდა, ხან დააცქერდებოდა ფუტკარს, რომელიც ქანაობდა ყვავილზედ, გამოუდგებოდა ხან ბუზს, ხან ბაყაყს და სხ.
რა დაინახავდა რომელსამე პირუტყვს, მაშინვე დაიყვირებდა და მე მაჩვენებდა.
ერთხელ მე იმის თვალწინ ქვა გადმოვაბრუნე და უთხარ: უყურე! რა ნაირად გაუხარდა, როდესაც დაინახა რამდენიმე ჯიანყელები, ჯიანჭველები და სხ. რაკი ეს ისწავლა საცა კი წავიდოდით, მაშინვე ქვებს აბრუნებდა და, რაკი ნახავდა რასმეს, ძალიან გაუხარდებოდა ხოლმე. მაგრამ ამასთანავე ერთი ცუდი ჩვეულება მიიღო, რომელიც არ მესიამოვნებოდა — აიღებდა ხელში ჭიებსა, დაუწყებდა სრესას და მერე გადააგდებდა. მე ამ ფიქრზედ ვიდექი, რომ ყმაწვილმა არ უნდა აწვალოს პირუტყვი; თუ პირუტყვს დასდევს იმას უნდა ცდილობდეს რომ ასიამოვნოს რითიმე და არა შააწუხოს, რომ შეეჩვიოს და შემდეგ ყველა კაცს გამოადგეს. დიდხანს ვფიქრობდი, და ვწუხდი რომ ქვების გადაბრუნება და პირუტყვის ტანჯვა მე გასწავლე ბევრჯელ ვეტყოდი ხოლმე: ცოდვაა, ეტკინება მეთქი,- მაგრამ ის ყურს არ მიგდებდა.
ერთხელ მწუხარებით უყურებდი ქვას რომ აბრუნებდა; ერთი თითი ქვეშ მოყვა, დაიწყო ყვირილი და დედის ძახილი,- დედაო! ჰო, ვიფიქრე, ეხლა კი გავასწორებ საქმეს. კონრადი წაგიყვანე დედასთან და რა მეორეთ დაბრუნდა და დაიჭირა ბუზი მე უთხარ კონრად! თავი დაანებე თავის დედასთან მიდის. მაშინ გაუშვა ბუზი და მისძახოდა უკან: დედა! ამ ღონისძიებით მე დავიხსენი სიკვდილისაგან ის პირუტყვები, რომელნიც კონრადს ხელში ჩაუვარდებოდა სოლმე
(შემდეგი მას უკან).
ლევან ჯანდიერი – შვილი
![]() |
3 ლექსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსი (*** შენის გონების სხივნი)
შენის გონების სხივნი ესრედ ბრწყინვენ ძლიერად, შვენებაც გინა არა გქონდეს, მით იმნათობებ;
შვენება შენ ესრედ მძლევლობს ამ ქვეყნიერად,
რომე გონების უმწეოდაც ნამდვილ იმფლობებ.
მარა რას ხელჰყრი, მარქვი, მაგა ნიჭთა კეთილთა,
თუ გული შენი სიყვარულსა არ მიიკარებს?
მგრძნობელობა ჰსჯობს ყოვლთ თვისებათ, ცით მოვლენილთა.
შვენებასაც და გონებასაც ის ასულდგმარებს.
![]() |
3.2 მძინარე ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
მძინარე ქალი
მე შენ დაგყურებ
მშვიდ მძინარესა
და დავსტრფიალებ
შენ ბროლის მკერდსა;
მესმის მის რხევა
შუქ შესხმულისა
და ნელი ღელვა
წრფელის გულისა;
აგწითლებიან ნაზი ლოყები,
ღიმილით თრთიან
ტუჩთა ლალები;
წრფელი გაქვს ძილი,
ვით ხილვა ცისა,
ზედ გადგა ჩრდილი
ანგელოზთ ფრთისა;
შენ თვითან წრფელსა
წრფელიც გაქვს ფშვენა,
ნეტა მის ბედსა,
ვისიც ხარ შენა!..
![]() |
3.3 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
სიზმარი
(ლერმონტოვით)
შუადღის მზისა სიცხის ქვეშა დაღისტნის ველად.
ტყვიითა გულში მე უძრავი ვიყავ მწოლელად,
ღრმა წყლული ჩემი ოშხივარით აბოლდებოდა,
და წვეთ წვეთადა მუნით სისხლი მეწურებოდა.
ვეგდე ველისა ქვიშაზედა მარტო და ობლად,
დიდროვან კლდეთა გროვა ჩანდა აქეთ იქითა
მზე ჰსწვავდა იმათ წვეტიან თავთ, მჩინართა ყვითლად,
მეც მწვავდა, — მაგრამ მე მეძინა მკვდრისა ძილითა.
და მესიზმრა მე მხიარულად გაჩაღებული
ღამის მეჯლიში ჩემს სამშობლოს ტკბილ მხარეზედა,
იქ ყმაწვილ ქალებს მხიარული, გალაღებული,
ჰქონდათ ბასი ლაპარაკი ჩუმი ჩემზედა.
მაგრამ მათ შორის ერთი იჯდა ჩაფიქრებული
და იმ მხიარულ ლაპარაკში არ ერევოდა,
მჭმუნვარ სიზმარში მის უბიწო, ყმაწვილი სული,
ღმერთმა თუ იცის, მაშინ რითაც დაინთქმებოდა.
და ესიზმრა მას ქვიშიანი დაღისტნის ველი,
ნაცნობი გვამი იმა ველზედ ეგდო უძრავად,
და იმის გულში მაორთქლავი სჩნდა წყლული ბნელი
და სისხლი ჰსჩქებდა გაცივებულ უწყვეტ ნაკადად.
4 აგვისტოს 1860 წ.
![]() |
3.4 პოეტი |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
ზეცა მნიშნავს და ხალხი მზდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღუვის ცეცხლი გულში,
რომ ხალხისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვაში და სიხარულში.
ხალხის წყლული მაჩნდეს წყლულად
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული;
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ: მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ხალხსაც ტანჯვის ცრემლსა!
23 ივლისსა 1860 წ.
![]() |
4 საქართველოს ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 II. რომაელთა ლაშქრობის ეპოქა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
II. რომაელთა ლაშქრობის ეპოქა საქართველოში
არშაკ პირველის შემდგომ . . . . . . . . ქრისტეს წინად დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზედ . . . . . . . . არტაგი. ამ ხელმწიფის მეფობაში, როგორც ამბობს . . . . . მატიანე, სპარსელებმა დაუწყეს ომი ამასა ვითამ იმისათვისა, რომ იმისმა მამამ არშაკმა გამოაგდო საქართველოს მეფე ფარნაჯი — შვილი მირვანისა, რომელიც შთამამავლობით იყო სპარსელი. მაგრამ მხვედველობაში რომ მივიღოთ ქვემოთ მოყვანილი გარემოება, ცხადი არის, რომ მატიანე ჰსცდება: დროც შეშლილი აქვს და იმ ხალხის სახელიცა, რომელიც იმ დროსა საქართველოს ეომებოდა. ეს გარემოება არის: პირველი, რომ არც მირვანი, არც ფარნაჯი არ ეკუთვნოდნენ არშაკიდების დინასტიასა, რომელიც მაშინ მეფობდა სპარსეთშია, მაშინ როდესაც არტაგი კი იყო დისწული სპარსეთის ხელმწიფისა; მეორე, რომ თვით ფარნაჯიცა, რომელიც გაიქცა საქართველოდგან პონტოს და რომელსაც ყვანდა პონტოის და საბერძნეთის ჯარი, არშაკთან მთელის ბრძოლის დროების განმავალობაში არც ერთხელ არ მიქცეულა სპარსეთის ხელმწიფესთან შემწეობის სათხოვნელად, ალბად იცოდა რომ ინტერესი არშაკისა და ინტერესი სპარსეთის ხელმწიფისა ურთიერთზედ გადაბმულია; მესამე, რომ, თუ ჰქონდა ვისმეს უფლება ფარნაჯის გულისათვის შურის გებისა, ის უნდა ყოფილიყო უფრო მიტრიდატი. ეს მიტრიდატი უნდა წასარჩლებოდა ფარნაჯისა ჯერ როგორც შეურაცხად გახდილს თავის ნათესავსა, მერე როგორც სტუმარსა, რომელმაც ამის მფარველობას მიმართა: მიტრიდატი ჩამომავალი იყო სპარსეთის ძველ ახემენიდების დინასტიისაგან ისე, როგორც ფარნაჯის დედაცა; და ბოლოს, მეოთხე რომა მიტრიდატი, როგორც ჩვენ ზემოთა ვნახეთ, მართლა ლაშქრობდა საქართველოში, რომელზედაცა ქართული მატიანე არაფერს არ იხსენებს. არტაგის მეფობის დროს კი, დიდი მიტრიდატი და იმისი თანამეზავე სომხეთის ხელმწიფე ტიგრანი, დამძიმებულები რომაელებზედ სალაშქრო მზადემითა ყოველ ღონის — ძიებასა ხმარობდნენ, რომ დაუახლოვდნენ მეზობლად მყოფს მეფეებსა, მეტადრე საქართველოსას და ალბანიისასა. სპარსეთის არშაკიდებმა კი, არტაშეს პირველის შემდგომ დაუთმეს გვარში უფროსობა სომხეთის არშაკიდების შთამომავლობასა, იყვნენ დაუძლურებულნი და ამ ეპოქაში ისტორიისათვის არაფერი შესანიშნავის როლი არა ჰქონიათ.
სელევკიდების დამცირებამა განავრცელა ერთნაირად რომაელებშიაცა და არშაკიდებშიაცა აზიაზედ მფლობელობის მიმართვა. გააგანიერეს თავის სამზღვრები და წინ წაიწივეს ზოგმა დასავლეთიდგანა და ზოგმა აღმოსავლეთიდგანა. მაგრამ ვიდრე რომაელნი იყვნენ გაბმული შინაურ შფოთებ შორის, არშაკიდებმა მოასწრეს და დაიპყრეს თავის მფლობელობის ქვეშა მთელი ძველი სპარსეთი ეფრატამდინ და მრავალი მაზრები მცირე აზიისა, მდებარენი ამ წყლის დასავლეთით. რომის სენატი შეწუხებით უყურებდა მათს მსწრაფლს გამარჯვებასა, მაგრამ არ შეეძლო წინა აღედგინა მათთვის თავისი ჯარი. როდესაც არტაშესმა შერთო. თავისი ქალი დიდ მიტრიდატს და ამასთანავე მისცა მთელი შავის ზღვის პირის ქვეყნები და მფლობელობა კავკასის ხალხზე, ბოსფორის სახელმწიფოზე და სკვითებზე, მაშინ სენატსა შეეშინდა აზიაში თავისის გავლენის დაკარგვისა და ამისათვის მოსთხოვა მიტრიდატს, რომ გამოსულიყო სკვითეთიდგანა, ბოსფორის სახელმწიფოს და კავკასიის ქვეენების მითვისებაზედაც ხელი აეღო. პონტოის ხელმწიფემ, იმ ახლო ხანის ბრწყინვალე გამარჯვებისაგან შეგულიანებულმა და გამხნევებულმა არტაშესის მკვიდრი პირობის შეკრულების იმედით, უარი უთხრა სენატს, და მას შემდგომ მაშინვე არტაშესი დაიძრა მცირე აზიისაკენ დანარჩენ დასავლეთის ქვეყნების დასაპყრობლად. — როგორც ამბობენ სომხეთის მწერლები, იმან მიაწია კიდეცა ეგეისის ზღვის— პირამდინა, მაგრამ 96 წელს ქრისტეს წინად ის მოჰკლა ერთმა მისმა გულამღვრეული ჯარის კაცთაგანმა. არტაშესის შემდგომ სომხეთის მეფის ტახტზედ დაჯდა იმისი შვილი ტიგრანი, ერთგულად მომხმარებელი თავისი მამის პოლიტიკისა; მაგრამ ამ დროებიდგან პირველი როლი რომაელთა აზიაში მფლობელობის მტრობაში ჰქონდა დიდ მიტრიდატსა და არა ტიგრანსა. შემდგომ ცხრა წლის განმავლობაში მიტრიდატი იქამდისინ გამძლავრდა, რომ სულ ერთიანად დაიპყრო რომის მაზრები აზიაში, ეგეიის არქიპელაგი, სადაცა იმის ბძანებით რამდენსამე დღეში გასწყვიტეს 80000 რომაელნი, შემდგომ გავიდა ევროპაში და დაიპყრო ათინის ქალაქი და არაკეთი. რომმა, ელდანაცემმა ამ საშინელის მრისხანე მტრისაგან, თუმცა შინაურულ შფოთსაც ვერ ასვლოდა, მაგრამ მაინც კიდევ მე 87 წ. გაგზავნა იმის მოპირდაპირედ თავისი საუკეთესო ჯარითა განთქმული სარდალი სილლა. სამ წელიწად ნახევრის განმავალობაში, რომელიც გამოჩენილია მრავალ სისხლის მღვრელობითა, სილლამ ბოლოს კი მოახერხა მიტრიდატის ოტება საბერძნეთიდგან და მცირე აზიიდგან, და დაუდო დაზავების პირობა თვით პონტოის სამძღვარშია. მაგრამ შერიგების და ზავის დროსაც მიტრიდატი ხედავდა, რომ სენატს თვით სამართლიან თხოვნაზედაც ვერ დაიყაბულებდა ხოლმე და რადგანაც არ ჰკარგავდა ადიიდგან რომაელების განდევნის იმედს, ხელახლად სალაშქროდ მზადება დაიწყო. რომაელნი, რომელნიც თვითონ იყვნენ ბრძოლის მიზეზნი, მზად იყვნენ აგრეთვე საომრად და პირველსავე შემთხვევაში მე 73 წელ. წამოვიდნენ მიტრიდატზედ ლუკულლას წინამძღოლობითა. რამდენსამე გამარჯვების შემდგომ ლუკულლამ, რაკი გაჰყო ორი დაზავებული ლაშქარი, პონტოისა და სომხეთისა, თავდა პირველად აიკლო ნახევარი სომხეთი, შემდგომ გამოუბრუნდა არეზის წყლიდგან ჩრდილოეთით მიტრიდატსა, რომელიც მიმალული იყო კოლხიდაში გაიარა სამხრეთ - დასავლეთის . . . . . . . . . . . ქართველოსი, რომელსაც პლუტარხმა [1] და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლუკულლა ამის შემდგომ მაშინვე დაიბარა სენატმა ქალაქში. საქართველოს მეფეს ესმოდა, რომა - მისი შეძლება სხვების შეუწევნელად საკმაო არ იყო რომაელებთან შებმისათვის, და ამისათვის შეუთვალა მიტრიდატსა და ტიგრანსა პირობის შეკვრა ერთი ერთმანერთის საშველად. იმათ დაუდეს პირობა და ამაზე მოიწვიეს ალბანიის ხელმწიფე ორეზიცა[2], რომელიცა, როგორც გვარწმუნებს ერთი უკანასკნელთაგანი ქართველი მემატიანე, იყო ღვიძლი ძმა არტაგისა, იმისაგანვე ალბანიის სახელმწიფო ტახტზედ აყვანილი,[3] რომლისაგამოცა ისეთის ხალისით მიემხრო იმათა. როგორც გვარწმუნებს პლუტარხი არტაგსა ჰყვანდა ჯარი 40000 კაცი[4], და აპპიანეს სიტყვით 70000 [5]
ქართველი ჯარი განთქმული იყო ყოველთვის თავისის გულადობითა და კარგის დაწყობილებით; ამითი დავალებულნი იყვნენ ისინი, ალბათ, ფარნაოზ მეფისაგან, რომელმაცა სხვა და სხვა დაწყობილებათა შორის, „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით, დააწესა საქართველოში სამხედრო იერარხია. ისტორიკოსები და ლათინთა პოეტები, პოლიბიიდგან დაწყობილი, რომელიც ცხოვრბდა მეო . . . . . საუკუნეში ქრისტეს წინად, ტაციტამდინ, რომელიც არის გან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რომ არ გაგვიტაცოს სტრაბონის ნაჩვენებმა, რომელიც ამბობს, რომა მხოლოდ ერთს სვანეთს შეეძლოო 200,000 შეიარაღებული კაცის გამოყვანაო, მაინც შეგვიძლიან ვსთქვათ, რომა ყველა ქართველი ხალხი კარგად ხმარობდა იარაღს და შეეძლოთ დაცვა თავისი სამშობლო, მჭიდროდ დასახლებულის ხეობეებისა. აირა იყო სამხედრო ღონის-ძიება საქართველოსი პირველსავე სახელმწიფოს დაარსების საუკუნოებში; ისინი ყოველთვის წარმატებით წინ დაუგდებოდნენ ყველა მეომარსა თუ რომ მათი მეფენი ყოველთვის ნიჭიერად მოიხმარებდნენ. ლუკულლას განშორების შემდგომ, მიტრიდატი, გაცოცხლებული ახალის დაზავებითა, შეიქმნა უ წინდებურად საშიში რომაელთათვის. 67 წელ. იმან დაამარცხა ზელეს მახლობლად რომის ჯარი მდგომარე პონტოში. ლუკულლას მოადგილისა, ტრიარის ბრძანების ქვეშ მყოფი, და დაიბრუნა თითქმის სრულად თავისი სახელმწიფო, მაგრამ სენატმა შეიტყო თუ არა ეს ამბავი, მაშინვე შეკრიბა მრავალ რიცხვი ლაშქარი, და გამოატანა- პომპეისა.
ამ სარდალმა თავდაპირველად თავისაკენ მოიმხრო ქრთამითა და მლიქვნელობითის დაპირებითა ტიგრანისა და მიტრიდატისა შვილები და ამითი მოშალა მათი შინაური თანხმობა პონტოში და სონხეთში. დასასრულ 66 წელ. გაბედა მიტრიდატზედ დაცემა, რომელიც იდგა ბანაკად ეფრატის წყალზედა, ღამის ბრძოლამ დააბოლოვა ლაშქრობის საქმე, — მიტრიდატი გაიქცა, გაიარა სამეგრელო და გავიდა დიოსკურიაში, პომპეიმ კი მაშინათვე გამმოაცხადა მიტრიდატის ტახტიდამ ჩამოცლა — დანიშნა რა პონტოის მეფედ შვილი იმისი ფარნაკი, ის წავიდა სომხეთში ტიგრანის სადევნად, რომელიცა იქაური ხელმწიფის შვილის შემწეობით თითქმის ხმის ამოუღებლად დაუმორჩილდა პომპეისა. აქედგან პომპეიმ გასწია მტკვრის პირისაკენა, დაიზამთრა იქა, გაზაიფხულზე მტკვარ-გაღმა გავიდა და შეება ალბანიის ხელმწიფესა, რომელიც ელოდა თავის სახელმწიფოს სამძღვარზედა.
რამდენსამე ომის შემდგომ ორეზმა ჰსთხოვა შერიგება, პომ-პეიმ შეირიგა და გამოართვა ძევლად შვილები.
ალბანიის დაპყრობის შემდგომ, პომპეიმ დაიწყო საქართველოში ლაშქრობა. ამ ლაშქრობის ამბავს გვაცნობებენ ჩვენა დიონ კასსიე, აპპიანი და პლუტარხი [6] ისრე ყრუთა, რომ არ არის შესაძლო არამცთუ აღწერა იმისი ზედ-მიყოლითა, არამედ არ შეგვიძლიან ვსთქვათ ისიცა, რომ საიდგან მოვიდა პომპეი ამ ქვეყანაში — სომხეთითგანა, თუ ალბანიითგანა; გაიარა იმანა თუ არა შიდა მაზრები, თუ რომელსამე საქართველოს ნაწილში ამისი მოქმედება დაბოლოვდა. ჩვენ ვგონებთ ვარაუდითა, რომ შემოესივა მხოლოდ მესხების ქვეყანასა, ეხლანდელის ახალციხის მაზრასა და ბორჯომის ხეობასა, იქმნება სურამამდისაცა. ამ ლაშქრობაზე არაფერი არა არის რა მოხსენებული უმთავრესს ქართულს მატიანეში „ქართლის ცხოვრებაში“, რომელშიაცა საზოგადოდ იშვიათად არის მოხსენებული ამბავი იმ შემთხვევბზე, რომელიც ქართლში არ მომხდარან. რომაელების მწერლების ნაჩვენებიდგანა ჰსჩანს, რომ პომპეი შემოსულა საქართველოს სამძღვარში გაზაფხულზე 65 წ. ქრისტეს წინად. არტაგსა სურდა დაეშლევინებია ამისათვის შემდგომი წინ წამოდგომა, ან შეოკება მაინცა იქამდისან, ვიდრე მოეშველებოდნენ მოსარჩლენი და გაუგზავნა მასა დეპუტაცია მოსარიგებლად. პომპეი ალბად მიუხვდა მორიგების განძრახვასა და დაუყოვნებლივ მივიდა რაღაც აკროპოლისამდინა, რომელიც მდებარებდა მტკვრის პირზე — ორს მთის ქედებთა შორის. ხელმწიფე გავიდა წყალ-გაღმა და დასწვა იმწყლის ხიდი. ამით პომპეი აქამდისინ დაბრკოლდა იქა, ვიდრე აკროპოლისის ჯარსა არ დაათმობინა ციხე. რომის ჯარი გავიდა მტკვარში ათი ათასი ნავტიკითა და დაეშვნენ ტყით შემოსვილს ხეობაში არტაგის სადევნელად. ამ ხეობაში მცხოვრებელნი ავიდნენ ხეებზედა და მახლობლად მდებარე სიმაღლეებზე – და და იქიდამ მიუშვეს პომპეის ჯარზედა მრავალი ისრები და ქვის სეტყვა. ყოველი ფეხის გადადგმა ძვირად უჯდებოდათ რომაელთა. მასთანავე ისინი მსწრაფლ შეემთხვნენ ახალსა და უფრო დიდის ხნის დაბრკოლებასა. არტაგი გავიდა პელორის წყალში და დააწვევინა ხიდი. პომპეი უნდა დამდგარიყო აქა, ვიდრე არ დაიკლებდა წყალი, უნდა ეჩეხა და გამოეწვა გარეშემო ტყეები, რომ გადაერჩინა თავისი ჯარი ყოველის დღის დიდს დასაკლისს. შემდგომ, როდესაც წყალმა იკლო და ფონიც გაიხსნა და თვით არტაგმაც გაიგო, რომა წინასწარის გარემოებით ზავი კიდეც მოიშალა, გაბედა თავისი საკუთარის ღონის-ძიებით მტერთან შებმა: წყალში გასვლის დროს მოხდა დიდი ომი, რომელშიაცა, როგორც ამბობს პლუტარხი, საქართველოს ჯარი დამარცხდა, 1000 კაცი მოკვდა და 9000 დარჩნენ ტყვედ. — ხელმწიფე მსწრაფლ უკან დაბრუნდა და მაშინვე შერიგება ითხოვა. რომის სარდალი, თუმცა შერიგების თანახმა შეიქმნა, იმ პირობით, რომა არტაგს უნდა მიეცა ამანათად ერთი შვილი, მაგრამ კი მაინც შეუდგა დევნას იმავე გაჭირვებით, რომელიცა შეემთხვა ხეობაში შესვლის დროს. ამ ამანათის თხოვნამ ცოტაოდენს ხანს დააფიქრა მეფე; მაგრამ რო ნახა რომა ვერაფრით შეეძლო შეოკება პომპეის წარმატებისა, იმან ბოლოს გამოუგზავნა თავისი შვილი და საჩუქრები: სარეცელი, სტოლი და სკამი, ჩამოსხმულები წმინდა კვრივის ოქროსი.[7]
არტაგის შერიგების შემდგომ, პომპეი დაეშო რიონის აუზზედ და მიაღწია სამეგრელოსა და სხვა ზღვის პირს მდებარე საქართველო. . . . . . . . . . . . . რებამდისინა, რომელნიცა ვაგარშაკის, . . . . . . . . . . . . . შემდგომ განუდგნენ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ამოირჩიონ ხოლმე თავისი მმართებლები. იმ დროებითგან იმათი მმართებლი იყო აქაური მცხოვრებელი სახელად ოლთაქი. პომპეიმ შერიცხა ისინი რომის ქვეშევრდომებად. წაიყვანა ოლთაქი ამანათად და იმის მაგიერად დანიშნა ერთი თავისი მოღვაწეთაგანი, არისტარქი. სამეგრელოდგან იმან გასწია აფხაზეთისაკენა და უნდოდა მისვლა დიოსკურიამდე, ეგონა, რომ იქ მოასწრობდა მიტრიდატსა, მაგრამ ძნელმა გზამ, გაუწყვეტელმა ზიანმა, რომელსაც აძლევდა მთის ხალხი და ამასთან ალბანების აღელვების ამბავმა აიძულეს, რომ დაბრუნებულიყო და წასულიყო ისევ ალბანეთში. ამ ქვეყნის დაშოშმანების შემდგომ პომპეიმ გაილაშქრა გელლებზედ, ლეკებზედ და გირკანელებზედ და მერე სომხეთით გავიდა სირიაში.
პომპეისა, საქართველოში ყოფნის დროს, აცნობეს, რომა მტკვრისა და რიონის წყლით შეიძლება ინდოეთიდგან შავ-ზღვამდინ სავაჭრო საქონლის მიტანა. მარკ ტერენტი ვარიონმა, რომელსაც ჰქონდა მინდობილი მისი გამოძიება, ამაზედ შეაგროვა ნამდვილი ცნობანი; მაგრამ რაში მოიხმარეს ის გამოძიება, ის კი არვიცით.
ალბათ სამხედრო გარემოებისაგან, პომპეიმ ვეღარ მოიცალა ამისთანა უპირატესი საქმისათვის და სავაჭრო შარა გზა, საქართველოზე მომავალი, დარჩა იმავე საცოდავს მდგომიარებაში, როგორათაც ამას წინად იყო. მიყვანილი.
ლუკულს ეგონა კავკასია ათასის ხელმწიფის ბუდეთა. იმის შემდგომ პომპეი დაერწმუნა კავკასის ხალხის ვაჟკაცობაზედ და იქიდგან დაწყობილი, როდესაც რომაელნი დაიწყობდნენ ხოლმე დიდს ლაშქრობასა სომხეთში ან სპარსეთში, ცხადია რომა იმათ ჰქონდათ იმ ხალხის დაცემის შაში და იმათ თავი და თავ ქართველებისა, რომელთ ქვეყანაშიაცა მეფობდნენ მეფენი, სომხეთის და სპარსების ხელმწიფების დამასტიის შთამომავლობისანი. ეს დაცემა შეიძლებოდა მომხდარყო მარცხენა ფლანგიდანა ან უკანით – ეგ იმაზედ იყო დამოკიდებული იმოდენად, რამოდენსაც რომაელნი აღმოსავლეთში შორს შეიწევდნენ. ამისი შიში არ მოასვენებდა, ხოლმე იმათა, როდესაც ევფრატია და ტიგრი შეკრული ჰქონდათ კარდონებითა და ამისთვის პომპეის შემდგომ ყოველთვის ცდილობდნენ ქართველის მეფეების დამორჩილებასა. იმათ იცოდნენ, რომ ქართველებსა, თავის თავათაც ვაჟ-კაცებს, ეჭირათ კავკასის მთის კარებები, რომელიცა იმათის ნებით გაიღებოდა აზიაში შემოსასევად სარმათის ველურის და მტაცებელის ურდოებისათვის; და ამისთანა შემოსევანი როგორც ზემო აზიის ხალხისათვის ამაოხრებელნი იყვნენ, ისე იქა მდგომარე რომის ჯარისათვისაც იყვნენ საშიშნი. რომ რომაელთა ვერ განავრცელეს თავისი მფლობელობა ტიგრს იქითა — ეს იყო იმისი მიზეზი. ამ ნაირი გეოგრაფიული მდებიარება საქართველოსი, ეფრატისა და ტიგრის წყლებითა გაყოფილ სახელმწიფეობთანა, იყო უპირატესი მიზეზი, რომ თვითეულად ყველა სახელმწიფოებთაგანი სტრატეგიის მოაზრებითა ყოველთვის სცდილობდნენ დაეპყრათ საქართველო. ესე ეკიდებოდნენ ერთის მხრით რომაელნი პომპეის შემდგომ, საბერძნეთის იმპერატორები რომაელთ შემდგომ და ოსმალები ბერძნებს შემდგომ; მეორეს მხრით სპარსები ძველის-ძველადგანვე რომაელთა, საბერძნეთის იმპერატორებთა და ოსმალებთა მთელს ჩვენის მტრობის დროს ეგრეთვე ექცევოდნენ.
_______________
1 Plutar.; vie de Jueul
2 Sbid; vie de Pemp.
3ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა. გვერ. 126 (16)
4 Plutar. vie de Pomp.
5 Appien tom. I. p. 339
6 Plutar. vie de Pomp. Dion — Cassius; L. XXXVI, C. 33, 36 et 37; et XXXVII, c. 1. Appien 1. t. p. 399.
7Plut. vie de Pomp.
![]() |
4.2 III. გარემოება არტაგის სიკვდილიდგან ფარსმან პირველის გამეფებამდე. |
▲ზევით დაბრუნება |
III. გარემოება არტაგის სიკვდილიდგან ფარსმან პირველის გამეფებამდე.
ბარტომის მეფობა (65—53) იმისი ზრუნვა საქართველოს კეთილ განწყობილებაზე — მირვანის ლაშქრობა—მირვან მეორის მეფობა (33 —23) — არშაკის მეფობა (23—3)―იმისი მოკვლა. —საქართველოს დასავლეთის მაზრების სვე ამ პერიოდში.
საქართველოდგან რომის ჯარის წასვლის შემდგომ ცოტას ხანში მოკვდა არტაგი და იმის მემკვიდრედ დარჩა იმისი შვილი ბარტომი— ქართული მატიანე გვაჩვენებს, რომა მომატებულმა დროების ნაწილმა ამის გრძელ-ჟამიერ მეფობისამა განვლო სახელწიფოს კეთილ-განწყობილებაში მოყვანის, მცხეთის გალავნის განვრცელების და ქალაქების გამშვენიერების ზრუნვაში; რომ იმის მეფობის დასასრულს ჟამს საქართველოს მშვიდობიანობა მოშალა უცხო ქვეყნის ჯარების შემოსევამა, რომლითა წინამძღომელი იყო მირვანი (შვილი არშაკი დებისგან განდევნილ საქართველოს ხელმწიფის ფარნაჯისა), რომელიც ცდილობდა დაებრუნებინა თავისი უფლება საქართველოზედ. მაგრამ სხვა წყაროთაგან ჰსჩანს, რომა მირვანის შემოსევის მიზეზი, შთამამავლობის უფლების გარდა, იყო. სხვა გარემოებაცა. 34 წ. ქრისტეს წინად მარკ-ანტონიიმ რომ დაუწყო ლაშქრობა სპარსეთსა, მოსთხოვა სომხეთის ხელმწიფეს არტავაზდას შემწეობა რომის ჯარისათვის, მაგრამ რომ შეამჩნია იმასა თავის მორიდება და ამასთან სპარსეთში დამარცხდა კიდეც. მაშინ მიმართა საომრად სომხეთსა. არტავაზდას თხოვნით, ქართველები მოეშველნენ ამასა[1]. ვიცით რომა ეს ლაშქრობა გათავდა იმითი, რომ არტავაზდა დაატყვევეს, დასაჯეს და გაყვეს ნაწილებად სომხეთი. ბარტომიც არ შეიძლებოდა დაუსჯელად დარჩენილიყო და უსათუოა რომ მირვანის დაცემა, რომელსაც თავის დღეში ღრმა სიბერემდინ არ გაუმხილებია საქართველოს მითვისება, იყო დამოკიდებული მარკ ანტონის პოლიტიკაზედ.
მოძრაობა მირვანისა, როგორც ამბობს „ქართლის ცხოვრება“ ცოტაოდენს ხანს შეოკებულიიყო დებედას წყლის მარცხენა მხარესა, ხუნანის ციხის მახლობლად. ომი იყო გამართული გაუწყვეტელი ერთი ერთმანერთის ფალავანების გამოწვევით და თვითონ მირვანმა, თუმცა ხნიერი იყო, მაგრამ ბრძოლაში მოკლა სამი საუკეთესო, ბარტომის თანამოღვაწე. ეს ლაშქრობა გათავდა მე 33 წ. ბარტომის სიკვდილითა, რომლის შემდგომაც გამარჯვებული მირკანი საქართველოს მეფედ მიიღეს.
ამისი ათის წლის მეფობა არ იყო გამოჩენილი არაფერის ისტორიულის საქმითა. ის მოკვდა მე 23 წელიწადზედ და იმის მემკვიდრედ დარჩა იმისი შვილი არშაკ[2] ქართველი მემატიანეები უწოდებენ ამას არშაკად, მაგრამ მგონია უფრო შესაძლო იყოს, რომ მირვანი, მტერი არშავიდებისა, რომელსაც თვითონ ერქვა ძველებური სპარსული სახელი, ამჯობინებდა შვილისათვისაც დაერქმია არბაქი და არა არშაკი.
არბაქის მმართებლობა ქალაქების გამშვენიერების და ციხეების განვრცელების ზრუნვის მიხედვით წარმოიდგენს ბარტომის მეფობის დამატებას. ამ მეფეებმა ერთი ორად გაამშვენიერეს საქართველოს ბუნება იმითი, რომა ხელოვნებაც შეურიეს; მიიყვანეს თავისი სახელმწიფო კეთილ მდგომიარებაში. არბაქის თანა მედროვე, სტრაბონი, რომელიც იძიებდა საქართველოს ამბავსა, თუმცა ცოტაოდენად იმაზედ გვიან, ამბობს, რომა ეს ქვეყანა იყოვო მოჭედილით მდიდარი ქალაქებითა, რომელნიც გამოჩენილნი იყვნენ ყოველ არხიტეკტურის წესზედ აშენებულ სახლებითა, ჰქონდათ ლამაზი მოედნები (ფორუმი) საყოველთავო შენობები. სახლები უფრო აგურით შენდებოდნენ და კრამიტითა იხურებოდნენ[3] მას გარდა, როგორც ჩვენა ვსთქვით კიდეცა ზემოთ, ქართველებმა ძველადგანვე იცოდნენ ხმარება თლილის სიპი ქვისაცა და კირისაცა.
არბაქმა დაასრულა თავისი ხელმწიფობა ისე როგორათაც ბარტომმა. მე 3 წელ. ქრისტეს წინად, მოვიდა, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარებითა ბარტომის შვილის შვილი, ფარსმანი, რომელმაც გამოითხოვა არბაქი ხელ და ხელი საომრად. მოჰკლა ისა და დაჯდა ხელმწიფედ გაუქმებულ სამეფო ტახტზედა.
ამ ცვლილების დროსა საქართველოს დასავლეთი ქვეყნები, რომელნიც შეარდგენდნენ სამთავროს დიდის მიტრიდატისასა და რომელსაც უძახდნენ კოლხიდასა, ხან ერთ ეჭირა და ხან მეორესა მიტრიდატის შვილმა ფარნაკმა, ბოსფორის ხელმწიფემ, სარგოიანად მოიხმარა ცეზარისა და პომპეის ერთი-ერთ შორისი ბრძოლა: მე 43წ. ქრისტეს წინად, შემოესია ამ ქვეყანასა, გამოაგდო იქიდგან არისტარქი და თავისად დაიმორჩილა. მაგრამ იმ ცოტას - ხანში თვით მოკვდა და იმის ადგილი დაიჭირა იმისმა სიძემ და სარდალმა, ასანდრი პირველმა. იმავე დროსა ერთი დიდი მიტრიდატის შვილებთაგან, მიტრიდატი, ცეზარისაგან განთავისუფლებული სომხეთის ხელმწიფის ტიგრანის თავდებობითა, შეუდგა კოლხიდის მითვისებასა.
ასანდრმა მოჰკლა ისა, მაგრამ რომის სენატისაგან შეშინებულმა მიიღო უბრალო წოდება არქონტისა. ავგუსტი, მოტყუებული რომისადმი იმის თვალთ-მაქცურის ერთგულობითა, მე 36 წელ. ქრისტეს წინად დააჯილდოვა ისა ხელმწიფის ტიტლოთი. ამ გვარად იმან იმეფა 32 წელიწადი, — და ამ დროების განმავლობაში ისე აწარმოებდა საქმესა, რომა მომადრიელებული ჰყვანდა, როგორც თავისი ქვეშე ვრდომი ხალხი, აგრეთვე რომიცა და სხვა მეზობლად მყოფი ხელმწიფებიცა. მე 14 წელ. ქრისტეს წინად ის მოკვდა უშვილოდ და სკრიბონიუსმა, რომელიც დიდი მიტრიდატის ძმის წულად რაცხამდა თავის თავსა, დაიწყო მითვისება მეფობისა; მაგრამ რომის სპასპეტმა მარკ აგრიპამ მოაკვლევინა ისა, და სოსფორის სახემწიფო კოლხიდითურთ მისცა პოლემონსა, ზენონ ლაოდიკიანელის შვილსა. კოლხიდის მიწის ნიადაგი თუ უკეთესი არა მდარე არას დროს არ არის სხვა შუაგულსს საქართველოს საუკეთესო ადგილებზე, მაგრამ ამის აღყვავებაზედ ამ დროებაში არ შეიძლება ითქვას ისა, რაცა ვსთქვით საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობაზედა. სტრაბონი ცხადად ამბობს კოლხიდის გარდამეტებაზედა[4]; ჩანს, რომა კოლხიდის მმართებლები თავის თავისათვის უფრო მომატებულად ზრუნავდნენ, ვიდრე იმ ქვეყნისათვის, რომელიც ბედის წერამ მიანდო იმათ განმგებლობასა.
_______________
1 Мойсей Хоренскiй . II. гл. 22
2 Additions et ecclairsissements a l' hist. de la Georgie p. 12
3Strab. L. XI. p. 499.
4 Strab. 1. XI. p. 499.
![]() |
4.3 პერიოდი ფარსმან პირველის მეფობისა |
▲ზევით დაბრუნება |
პერიოდი ფარსმან პირველის მეფობისა
(3 წლიდგან ქ. წ. 60 წლამდინ ქრ. შემ:)
საქართველოს დასავლეთის ქვეყნებისა დაბრუნება—პართიანეთა ლაშქრობა — მიტრიდატისა რომში წაყვანა — იმისი განთავისუფლება და მეორედ გამეფება სომხეთში — გადაყენება დ სიკვდილი იმისი; რადამისტის სომხეთში მეფედ დანიშვნა. — სომხეთიდგან გაქცევა და დასაჯვა რადამისტისა. სომხეთის ნაწილი ემატება საქართველოს სამეფოსა.—მოგზაურობა წმინდა მოციქულთა ანდრია პირველ—სახელ-წოდებულისა და სიმონ კანანიტისა საქართველოს მაზრებში. — გამოკვლევა იმისი, რომელი დასავლეთ საქართველოს ნაწილები დარჩა ფარსმანის მეფობის დროს პოლემონების მფლობელობის ქვეშა.—გაგანიერება მცხეთისა არაგვის გაღმა-გამოღმა. — დაწესება დუარხიულის მმართებლობისა საქართველოში. — სიკვდილი ფარსმანისა.
მეფობა ფარსმანის (რომელსაც ქართველი მემატიანეები უწოდებდნენ ედერკის და „სომხურიქრონიკა ანდრიკოს“:), იწყობა, როგორც გვიმტკიცებს „ქართლის-ცხოვრება“ სამეგრელოს და სხვა ყველა იმ ქვეყნების დაპყრობითა, რომელნიც ეკუთვნოდნენ საქართველოსა. ეს იქმნება ზოგიერთს ხარისხამდე მართალი იყოს ამისათვისა, რომა პირველს წელიწადს ქ. შ. იყო მოკლული პონტოის ხელმწიფე პოლემონ 1 და იმისი სახელმწიფო, რომელსაც შეარდგენენ პონტო, კოლხიდა და ბოსფორის სამფლობელო, გაიყო ნაწილ-ნაწილად. პოლემონის ცოლს პიფადორეს, რომელიც იმის შვილების მცირეწლოვანობის გამო მმართებლობდა სახელმწიფოში, ძლივს-ძლიობით შეეძლო დაენარჩუნებინა თავისთვის პონტო და იმის მახლობლად მდებარე ქვეყნები: სარვომათმა მიითვისა ბოსფორი და ალბად ფარსმანმა სარგოიანად მოიხმარა ეს გარემოებდა დაიჭირა სამეგრელო და კლარჯეთი. ფარსმანი მეფობდა 63 წლიწადი. ეს დიდი-ხნის მეფობა, მდიდარია სხვა და სხვა ნაირი საქმეებითა, რომელთაცა აქვსთ მჭიდრო კავშირი ძველი ხალხის საზოგადო ისტორიასთან; ზოგიერთს ამ ნამოქმედებთაგანსა გვაცნობებს ჩვენა ტაციტი და იქამდისინ საინტერესო არის, რომა დააშვენებენ საქართველოს ისტორიას; მაგრამ გასაოცარია, რომა ქართულ მატიანეში სრულიად არაფერია ამაზედ მოხსენებული.
ტაციტი ამბობს, რომა მე 35 წ. პართიანის ხელმწიფემ არტაბანმა, მეზობლად მცხოვრებელ ხალხზედ აღტაცებულმა რამდენიმე გამარჯვებითა, დასვა სომხეთის მეფედ თავისი შვილი არშაკი და მოსთხოვა იმპერატორს თიბერიასა, რომ რომაელთა პატივი არ ეცათ სპარსეთ-მაკედონიის სახელმწიფოს სამძღვრებისათვის, რა იმისი კანონიერ მფლობელად მხოლოდ თავისთავს წარმოუდგენდა. მაგრამ იმის მამდურავ პართიანების პარტიამ სთხოვა იმპერატორსა, რომ დაენიშნა იმათთვის სხვა ხელმწიფე. ტიბერია, რასაკვირველია, უფრო მალე შეიქმნა თანახმა იმათ თხოვნაზედ, ვიდრე არტაბანის თამამსა და კადნიერ თხოვნაზედა. იმან დანიშნა ხელმწიფედ პარფი ტირიდატი, მაგრამ რადგანაც შიშობდა, რომ ამითი რომელნი არ გააბას სისხლის მღვრელობაშია კრასის საშიშარ დამამარცხებელებთან, ჰსთხოვა საქართველოს მეფეს ფარსმანსა, რომ ტირიდატი თავის მფარველობის ქვეშ აიყვანოს და ამ სიკეთისათვის დაუთმო, რომ სომხეთის ტახტზედ საქართველოს ბატონისშვილი, ფარსმანის ძმა-მიტრიდატი დასვას.
ფარსმანმა მიიღო იმპერატორის წინადადება და მოიხმარს ყოველი საქართველოს ძალა და თავისი ჭკუის მცბიერობა ამის აღსასრულებლად. თავდაპირველად მიმართა მზაკვრობასა და მოახერხა მოწამვლა არშაკისა, იმისი კარის ხალხის შესყიდვითა. შემდგომ ჯარით წავიდა სომხეთისაკენ, დაიპყრო იმის სატახტო ქალაქი არტაქსადი და დამკვიდრდა ამ ქვეყანაში. არტაბანმა, რო შეიტყო ეს ამბავი, შეკრიფა მრავალ რიცხვი ჯარი და ზედ დაუმატა იმათა ნაქირავები ჯარი სკოპტებისა, უბრძანა თავის მეორე შვილსა ოროდასა, რომა ამ ჯარს გასძღოლოდა ფარსმანისა წინააღმდეგად, რომელმაც თავის მხრითა მოიწვია ალბანელები და სარმატები და აავსო ამ ხალხითა მთელი სომხეთი.
ოროდას ჯარი იყო შედგენილი მხოლოდ ცხენოსანი ხალხისაგან, ფარსმანმა, ჰყვანდა რა ჩინებული ქვეითი ჯარიცა რკინით მოსილი და შეგულიანებული აღტაცებულის სიტყვითა, იერიში მიიტანა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ოროდი ფარსმანისაგან მძიმედ დაჭრილი, მოკვდა ბრძოლის ადგილზედვე.
ამ ახალმა უბედურებამ საშინლად განაძვივნა არტაბანი. ის კიდეც მოემზადა თავისი სახელმწიფოს ყოველი ძალითა და ღონითა ფარსმანის შურის საგებელად; მაგრამ რომის სპასპეტმა ვიტელიმა, რომელსაც მინდობილი ქონდა თვალ-ყური ჰსჭეროდა აღმოსავლეთის ყოველ ცვლილებაზედა, ისე იხერხა და იცბიერა, რომ იძულებულ-ქმნა არტაბან თავი დაენებებია არამც თუ ამ გულის-წადილისათვისა, არამედ სომხეთის მითვისების ყოველის ფიქრის და ზრუნვისათვისაც. მართლაც იმის შემდგომ არტაბანი იძულებულ იყო თავი დაენებებია პართიისათვისაცა და გაქცეულიყო სკვითეთში. ესე გათავდა ეს ლაშქრობა. სომხეთი დარჩა მიტრიდატისათვისა და პართია დარჩა ტირიდატს, რომელნიც დასხდნენ მეფის ტახტებზედ, პირდაპირ ფარსმანის მფარველობის ქვეშა.
როდესაც მოკვდა ტიბერია და იმის მაგიერად გამეფდა კაი-კალიგულა, ფარსმანმა, რომელმაც არ იცოდა ახალი იმპერატორი რა თვალით უყურებს ამ საქმეებსა, უშიშრობისათვის მიუცილებელ საჭიროებად პოვა, რომ არ გარეულიყო პართიისა და სომხეთის საქმეებში. ამასობაში არტაბანმა, როგორც გაიგო რომში მომხდარი ცვლილება, მსწრაფლად გამოჩნდა პართიაში სკვითის ურდოებითა, გამოაგდო ტირიდატი და ხელ-ახლად ხელმწიფის ტახტის მფლობელად შექმნილმა თაყვანის-ცემითა და საჩუქრებით მოიპოვა კალი-გულის მეგობრობა. ეს მეგობრობა დაეტყო ძლიერ ცუდად იმ ცოტას ხანშივე მიტრიდატსაცა, რომელიცა არტაბანის თხოვნითა 4 წ. დაიჭირეს რომაელთა, შეჰჭედეს ხუნდებში და გაგზავნეს რომში, სადაც იყო დაპატიმრებული თითქმის შვიდი წელიწადი.
ფარსმანმა, კალიგულის სიკვდილის შემდგომ იმდენადვე გამძლავრებულმა და პატივცემულმა რომაელთაგან, როგორათაც უწინა ჰსთხოვა იმპერატორს კლავდისა ძმის განთავისუფლება. კლავდიმ მისცა მიტრიდატსა თავისუფლება და ნება სომხეთის დაბრუნებისა, რომელიცა იმ დროს იყო არტაბანის მემკვიდრის, ბარდანის მფლობელობის ქვეშე. -და აქაც პართიანებზედ საქართველოს მეფის ახალმა გამარჯვებამ გაუხსნა მიტრიდატს გზა მეფის ტახტის დასაჭერათა.
ამის შემდგომ ფარსმანსა ჰქონდა განზრახვა ალბანიის დაპყრობისა; მაგრამ რაღაცა მიზეზით არ აღსრულდა. ამასობაში იმან შეამცნია, რომ იმისი უფროსი შვილი რადომისტი, დღე და დღე იმის სიცოცხლისა თვისა და მეფის ტახტისათვისა უფრო და უფრო საშიშარი ხდება.
იმან დაიბარა ის პირის-პირ სასახავათა და, რა არ უჩვენა სახე, რომ იცის იმისი განზრახვა, გამოუცხადა, რომ სომხეთი, იმის დაპყრობილი პართიანებისაგან, უკანონოდ მიეცა მიტრიდატსა, როდესაც იგი უნდა ეკუთნოდეს რადამისტს; მოიგონა რა ბრძოლის მიზეზი, ფარსმანმა საქვეყნოდ გამოაცხადა დანაშაულობა მიტრიდატისა, ვითომც იმ უმადურმა ძმამ დააბრკოლა რომაელნი, როდესაც ისინი აძლევდნენ შემწეობასა ალბანელების წინააღმდეგად და შემდგომ უბრძანა რადამისტს, რომ წასულიყო სომხეთში, გამოეგდო იქიდამ მიტრიდატი და დაეპყრა სამძღვარი. მიტრიდატმა, დამფთხალმა მოულოდნელის განსაცდელისაგან, გაანება თავი თავის სატახტო ქალაქსა და შეეფარა გორნეაზის ციხესა (ხორენი) რომელშიაც იდგა რომის ჯარი, პრეფეკტის ცელია პოლიონ, და ცენტურიონ კასპერისა ბძანებისა ქვეშე რადამისტმა დააპირა ამ ციხის აღება; მაგრამ ვერ შეიძლო, რისგამოც მიმართა რომაელების დაქრთამვას. ამის მიზეზით რომაელთა ძალა დაატანეს, რომ ციხიდგან გამოსულიყო მიტრიდატი და მისცემოდა რადა მისტის სულგრძელობასა.
ორნი მტერნი, რომ შეიყარნენ, თავდა-პირველად მოეხვივნენ ერთმანეთსა და დადეს პირობა, რომ არ მოეშალათ ნათესაობრივი წმინდა კავშირი (მიტრიდატი იყო ძმა და სიძე ფარსმანის, და სიმამრი რადამისტისა): შემდგომ შევიდნენ მახლობლად მყოფს ტყეში, სადაც იყო მომზადებული სამღთო და სადაც დაზდეს პირობა, რომ ღმერთთა წინაშე შეეფიცნათ ერთმანერთისათვისა შერიგება. ამ ფიცისა წესი იყო ეს: იმათ მისცეს ერთმანერთსა ხელი და მხლებლებმა შეუკრეს ცხენის ძუითა ცერები, ისე მაგრათა რომა დაუსისხლიანდათ ტყავი; და გამოჩნდა თუარა მაშინვე ერთიერთმანერთს გამოწუწნეს სისხლი — ეს კავშირი იყო თვით უგულითადესი მაშინდელებისათვის, როგორათაც პირობის დამდებელების სისხლით გამაგრებული და დამტკიცებული.
მაგრამ ამ წმინდა წესის აღსრულების შემდგომ მსწრაფლ სუყოველივე შეიცვალა: როცა ანიშნა რადამისტმა, ჯარის კაცები ეძგერნენ უმწეო - მიტრიდატსა, შეჰჭდეს ხუნდებითა და იმის ცოლისა და მცირე-წლოვანის შვილების თვალწინ წაიყვანეს დასასჯელად; აგრეთვე იმისი უბედური ცოლშვილიც მიეცა ამავე ბედის წერასა. ცოტას ხანში ისინი ყველანი გააფთხეს მიწაზე და ამოარჩეს ტვირთის სიმძიმის ქვეშა.
სირიის მმართებელმა უმმიდიი კვადრატმა, როდესაც გაიგო ეს შეუბრალებელი ქცევა, მოსთხოვა ფარსმანსა, რომ დაენებებია თავი სომხეთისათვის და დაებარებია იქიდგან თავისი შვილი; მაგრამ მეორეს მხრით კაპადოკიის მმართებელი იული პელიგნუსი, რომელიც მივიდა რადამისტთანა, არწმუნებდა იმასა, რომ დაედგა გვირგვინი, და თვითვე დაესწრო ამ წესის აღსრულების ცერემონიაში, როგორათაც ქეშიკი, — და ესრეთ რადამისტმა, თუმცა ჰქონდა მრავალი დაბრკოლება, მაგრამ მაინც სომხეთის მეფობის წოდება იშოვა.
ამასობაში პართიანის ხემწიფემ ვოლოგეზმა იფიქრა, რომა მიეცა შემთხვევა იმ სახელმწიფოს დაბრუნებისა, რომელიც ერთს დროში ეკუთვნოდა იმის წინაპართა, შეკრიფა ჯარი და წავიდა სომხეთში იმ განზრახვითა, რომ იქ დაესვა მეფედ თავისი ძმა ტირიდატი. რადამისტი იქმნა გამოგდებული, სომხეთსაც თითქმის ხელთ იჭერდნენ პართიანები, მაგრამ მძაფრმა ზამთარმა დააბრკოლა ვოლოგეზი, რომ შეესრულებია თავის განზრახვა.
ვოლოგეზის იქ არ ყოფნაში რადამისტი ისევე მივიდა სომხეთში და შეუბრალებლად დასაჯა იქა მცხოვრებლები, რომელთაც ყველას რაცხდა მოღალატედ. უკანასკნელ მოთმინებიდგან გამოსულ სომხებმა მოჰკიდეს იარაღს ხელი და გარს შემოერტყნენ მეფის სასახლესა; მაგრამ რადამისტმა მოასწრო გამოქცევა და თავისი ცოლის ზენოვიას წამოყვანა, რომელმაცა, რადგანაც ორსულად იყო, ვერ შესძლო ჩქარი ცხენით სიარული და დაბნდდა. რადამისტი შეძრწუნდა და იმისაგან შეშინებულმა, რომ ცოლის გვამი არ დაინარჩუნოს მდევარმა, თავისი ხელით დასცა სატევარი, გვამი ჩააგდო არეზის წყალში, თვითონ კი გაიქცა საქართველოში.
რამდენსამე დღის შემდგომ, წყლის პირს მყოფთა მწყემსებმა იპოვეს ზენოვია, გრძნობაში მოსული წყლის სიოსაგან და მიიყვანეს ფარსმანის სასახლეში.
ბოლოს, როდესაც ტირდატი დამტკიცდა ნერონისაგან სომხეთის ტახტზედ, მაშინ იმან ჰპოვა მიუცილებელ საჭიროებად მდგომარეობის დასამტკიცებელად, ყურათღება მიექცია რადამისტისაკენ. ფარსმანიც თავისი მხრით ვერ ენდო თავის შვილსა, და განიძრახა იმისი დაღუპვა თავისი მოსვენებისათვისა. 58 წელს რადამისტი დასაჯეს, მამის ბრძანებითა, თითქო იმპერატორის მოსამადრიელებლად, რომლისათვისაც ფარსმანმა მიიღო იმპერატორი ნერონისაგან სომხეთის ნაწილი.
ფრანციის მწერალმა კრებილიონმა ეს ისტორია მიიღო საფუძვლად ტრაგედიისა, რომელსაც ეწოდება „რადამისტი“ ამ მეფობის უწარჩინებულესს საქმეების რიცხვს ეკუთვნის უეჭველად გამოჩენა საქართველოს სამძღვრებში ქრისტიანობის პირველთ მქადაგებლებისა, თუმცა ამ საქმეს არა ჰქონდა არაფერი დიდი შედეგი.
თითქმის მე 40 წელსა წმიდა მოციქულები: ანდრია პირველ სახელ-წოდებული და სიმონ კანონიტი, ყოვლად წმიდის მღვთის-მშობლის ჩაბარებით, როგორც ამბობს ქართული გარდამონაცემი, წარმოვიდნენ მგზავრად იმ ქვეყნებში, რომელნიცა წინათვე აღნიშნულნი იყვნენ ღვთის-მშობლის წილად, სახარების საქადაგებლად, მოვიდნენ ტრაპეზონიდგან აჭარაში და მრავალი დაბრკოლებისა და ჯაფის შემდგომ მოაქციეს იქ მცხოვრებლები ქრისტეს სარწმუნოებაზედა. აჭარიდამ ისინი მოვიდნენ სამესხოში შემდგომ კლარჯეთში, ტაოსკარში, ჭოროხის წყლის პირზე: სამეგრელოში და აფხაზეთში და ყველგან კეთილად წარმართეს ის საქმე, რომელიც კისრად ეღოთ. ხალხი ინათლებოდა, აქცევდა ტაძრებსა და პირქვე ამხობდა კერპებსა. არ შეიძლებოდა, ამ გარემოებას არ მიექცია ყურადღება ფარსმანისა, და რადგანაც მოქმედება ახალის მორჯულეთა გარეგანი შეხედულობით არასფერს კეთილს არ წარმოადგენდა, ამისათვის ფარსმანი იყო განრისხებული კლარჯეთის ერისთავის გულ-გრილობაზე ანუ თანაგრძნობაზე, რომელმაც თავის მაზრაში სარწმუნობის გამოცვლის ნება მისცა, — და ბრძანა, რომ მაშინვე აღმოეფხროთ იმ ქვეყანაში ყოველი ნიშანი ქრისტიანობისა. ფარსმანს უნდოდა მოციქულების დაჭერა, მაგრამ ანდრია წავიდა ბოსფორაში და სიმონი გარდაიცვალა ნიკოფსსა. სახარების ქადაგების დევნა იმ დროების კუთვნილება იყო, მაგრამ სახარების დევნა საქართველოში ფარსმანის მხრით ისეთი სასტიკი იყო, რომა მცირეს ხანში სრულიად განქარდა ქრისტიანობის კვალიცა.
თუმცა ისეთს განძლიერებულს მდგომარეობაში იყო ფარსმანი თანამედორვე აზიის ხელმწიფეებთა შორის და ისე განვრცელებული ქონდა სამძღვარი საქართველოსი, მაგრამ წმინდა მოციქულების მგზავრობის აღწერიდგან სჩანს, რომა საქართველოს ქვეყნები სამესხო და ტაოსკარი არ იყვნენ მომწყვდევულნი საქართველოს სამძღვრებში. როდესაც მოციქულები მოვიდნენ ამ ორს მაზრაში, მაშინ, „ქართლის-ცხოვრების“ ჩვენებით, ის ქვეყნები იყვნენ ერთი ქვრივი ქალის მფლობელობის ქვეშა. ვიცით, რომა იმ დროს პონტოის სახელმწიფოში მართებლობდა მოკლული პოლომონ I-ისა ცოლი პიფადორე, მაშასადამე საქართველოს ყველა დასავლეთ ქვეყნები არა ჰქონდა ფარსმანს დაბრუნებული. მაგრამ კიიმისი სახელმწიფო უფრო განვრცელებული იყო უწინდელ იმის წინაპართა სამეფოზედა: როგორც ჩვენ ვნახეთ, ზოგიერთ მაზრების გარდა, რომელშიაც სცხოვრებდა ქართველი ხალხი და რომელნიც განუდგნენ საქართველოსა მირვანის I-ის დროსა კიდევ მიემატა იმპერატორი ნერონისაგან სომხეთის ნაწილი. ფარსმანი არ იყო გასაკუთრებით გარეშე საქმეების მიმდევი, ის ზრუნავდა თითქმის იმოდენადვე საქართველოს შინაურ კეთილ-მდგომიარეობისათვისაცა. იმის დროში მცხეთამ მიიღო დიდი სივრცე უწინდელზე და გაიწია არაგვის წყლის ორთავე ნაპირზე.
ფარსმანი გარდაიცვალა 60 წ. სურდა რა თავის სიცოცხლეშივე დაემკვიდრებია მშვიდობიანობა და უშიშრობა საქართველოშია, სიკვდილის პატარა წინად თავის ორს შვილს: ბარტომას და კარტომას მტკვრით გაუყო თავისი სამეფო ორ ნაწილად და განუკვლივა ორივეს მოვალეობა, როგორც ურთიერთ შორის მიქცევ-მოქცევაში, ისე საერთო საქმეებშიაც, იმიტომ, რომ თაკის სიკვდილის შემდეგ ორ ძმათა შორის არაფერი შური და მტრობა არ ჩამოვარდნილიყო.
![]() |
5 ბიძია თონიკეს სტატიისა გამო. |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძია თონიკეს სტატიისა გამო.
(„ ცისკარი“ 1862 წ. ივლისის წიგნი.)
ჩვენ გვეგონა, რომ ბაასი ილია ჭავჭავაძესთან გათავდა, თუ ვინ იყო ილ. ჭავჭავაძე და რევ. ერისთავი ისიც დაავიწყდათ; მაგრამ ჩვენი იმედი ტყუილი გამოდგა: 1862 წ. „ცისკრის“ მეორე ნუმერში კიდევ გამოჩნდა სტატია ილ. ჭავჭავაძის წინააღმდეგი. ის არა ყოფილა, რასაკვირველია, ყრადღების ღირსი; სტატია იყო. დაწერილი კაცისაგან, რომლისაგანაც წერაში ვერ მოვითხოვდით ვერაფერს ღირსეულს. ავტორს არას დროს არ უფიქრნია გამოსვლა ლიტერატურაში; მას შეუწირავს თვი ოჯახისათვის და ხელმწიფის ერთგული სამსახურისათვის; ეს იყო პირველი და, იქნება, უკანაკნელიც მისი საბაასო ნაბიჯი სლაყბო მოედანზედა; ეს იყო ნაბიჯი, რომელსაც არა თუ ჩვენ, თვითონაც არ მოელოდდა. როგორც კერძოობითს კაცს და ჩვენს ნაცნობს უფ. ეფ. წერეთელს პატივსა ვცემდით და ეხლაც პატივსა ვცემთ, — მოხუცებულის კაცების დაცინვა ღმერთმა გვაშოროს. მაგრამ რა კი მან „ცისკარში“ ფეხი ჩამოადგა, იქ ორივე გავსწორდით, იქ მოხუცებული ყმაწვილების გვერდით დადგა, იქ არც ნაცნობობაა. ჩვეულებრივმა და კერძოობითმა ცნობამ და პატივისცემამ არ უნდა აპატიოს კაცს ტყუილის ლაპარაკი არა თუ საზოგადო საქმეში, კერძოობითშიაც არა, მეტადრე ყმაწვილ კაცს. მოხუცს კიდევ დაუთმობს კაცი რამდენიმეს რადგანაც ზოგი ჭეშმარიტება, რომელიც ყმაწვილებს მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, ის მოხუცისათვის ტყუილია და უკუღმაც. მაგრამ თუ ვინმე მართალს იტყვის, ვგონებ არავინ არ უთხრას მას, ტყუილს ლაპარაკობო. თავის სტატიით წინააღმდეგ ილ. ჭავჭავაძისა უფ. ეფ. წერეთელი ეხებოდა საზოგადოდ ეხლანდელის ყმაწვილ-კაცების ცნებას და სწავლას. თუმცა მას მისი მეასედის თქმაც არ უნებებია, რასაც სხვებიც უბნობდნენ და უბნობენ ყმაწვილ-კაცობაზედ (ყმაწვილ-კაცობა სხვა და სხვა ნაირია) ტფილისის და ქუთაისის ბულვარებზედ და ამასთანავე „ცისარშიაც“, მაგრამ მისი სტატიის მიღების დროს მოთმინებიდამ გამოვედით და ვისურვეთ ორიოდე სიტყვის დაწერა. ბაასით და დაცინვით ხსენებულს სტატიაზედ ჩვენ არ გვსურვებია არც გინება ვისიმესი, არც გაუპატიურება. გვინდოდა რომ დაგვხსნოდნენ. —
მეოთხე თვეზედ ჩვენის სტატიის შემდეგ გამოვიდა სტატია ბიძია თონიკესი „ტფილისის ტროტუარზედ მოგზაურობა“. ამ სტატიაში ცხადად გამოიხატება თითქმის ყველა უკმაყოფილებაები, რაცა აქვთ საზოგადოდ ჩვენზედ ჩვენს დედ-მამებს და თანა-მემამულეებს. ამ გვარი უკმაყოფილებაები და . . . . „ცისკრის“ დაბადებითგანვე ცხადდებოდა მკითხველთ საზოგადოების წინ. თუ ვისმეს ახსოვს ეს ხომ კარგი, თუ არა და გადაშალოს ყველა წლის „ცისკარი“ და უთუოდ იპოვის ლექსთაც და პროზათაც ჩვენს. . . . ყმარწვილკაცებს არ გაუციათ ხმა წასრულს წლამდის და, რაკი ერთმა მათგანმა ნაკლულევანება დაინახა ნათარგმნს ლექსში: უმეტესის გინების მიზეზიც იპოვეს და მაშინვე გამოგვეკიდნენ: აი შე უნივერსიტეტში გაზრდილო! აი შე ურწმუნო! აი შე. . . და რას არ გვეძახოდნენ, ღმერთმა იცის. მეორე და მესამე მაჩანჩალასავით გამოუდგნენ თავის მოძმეს ყმაწვილ-კაცს და იმათაც დევნა დაუწყეს. აქედამ პირდაპირ ჩანს რომ, როგორც უფ. ბ. თონიკე გვიქადაგებს, რუტინისტებს ერთი სიტყვა, თუმცა მართაც ლი, არ შეუწევიათ ყმაწვილ-კაცებისთვის; არა თუ იმათთვის, ვინა გამოაცხადა თავისი ჰაზრი ჟურნალში, სხვა მათი ამხანაგებისათვისაც არ დაუკლიათ თანასწორი ყვედრება და. . . . — „ერთმა მათგანმა თუ სთქვა, მაშა სადამე ყველა უნდა. . . . — ყმაწვილებს კი ორ-სამ კაცის მეტს არ შევხებივართ და ისიც ჩვენს მოპირდაპირეებს. აქედამ ეს გამოდის, რომ ყმაწვილი კაცები უნივერსიტეში გაზრდილები, თუ მოსწავლეები სულგრძელები არიან და ისინი ვინც, მათ ურცხვად. . . და ლანძღავს, სულმოკლეები, რადგან პირველებმა შვიდი წელიწადი ითმინეს ლანძღვა და . . . . და მეორეებმა ერთს წამსაც ვერ შეაჩერეს თავისი უმიზეზო და უსაფუძვლო მრისხანება: „როგორ გაგვიბედა ვიღაც გუშინდელმა ბალღმა მხილებაო, ან სიტყვის შემობრუნებაო. — გამოდის, რომ ჩვენმა . . . . . . . . . . . არ იციან ის ბიძია თონიკესგან წოდებული ჭეშმარიტების ნამტვრევი, რომ ყოველს ქვეყანაში და საზოგადოებაში, ყოველს გიმნაზიელებში და სტუდენტებში, ერთსა და იმავე ოჯახში კაცები ერთმანერთს არა გვანან ძლიერ ხშირად. ამისთვის არ შეიძლება, რომ ერთი და ორი რომ ცუდი გამოდგეს მათში, ყველა ცუდი იყოს, ერთი მაინც ივარგებს. კაცი, რომელიც უსარგებლო და ცუდი გამოდგა უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, იმას რომ არ ესწავლა უფრო უსარგებლო და უცუდეს იქნებოდა, ეს ყველამ კარგად ვიცით; მაგრამ ბიძია თონიკე ამას რას დასდევს, მას წინ უძევს რიტორიკა და მის კანონებს ეტანება, სხვა რა საჭიროა მისთვის, ჭეშმარიტების ნამტვრევების ძებნა, როგორც ის უბნობს, აბა რა მისი საქმეა? იმისთანა ჭეშმარიტებაებს, როგორც ის აძებნინებს ჭეშმარიტების ნამტვრევების მაძებრებს და ტაკიმასხარას, უთუოდ მხოლოდ ის ეძებს რიტორიკით აღჭურვილი, თორემ ჩვენ იმედი გვაქვს და კიდევაც ვხედავთ ცხადად, რომ მისსა და ჩვენს ჭეშმარიტებაებს შორის დიდი უშველებელი სამზღვარია.[*] უთუოდ ეს ამბავი რომ მოგვიგონა, უნდოდა რომ ეთქო „ჩემი შენ გითხარო, გული მოგიკალო“. — კიდევ განვიმეორებ, რომ ბიძია თონიკეს ერთისა და ორის ჟინით ყველა მისი ამხანაგები არ უნდა გაელანძღა. აი რას სწერს ის ჩვენზედა დაცინვით:
„არ მიეტევებათ უგაზეთობა ჩვენს ყმაწვილ კაცებს! მაშ რისთვის გავზარდეთ უმაღლესს სასწავლებელში; რად მოვითმინეთ მრავალი მწუხარება იმათის მოშორებით! უნაყოფო ხეები არიან ლაპარაკი დიდი-დიდი აქვთ, საქმით კი ჩხირის გადაბრუნებაც არ შეუძლიანთ! ვინ უგუნური იტევის რომ ისინი არ იყვნენ მეცნიერნი, მაგრამ რადგანაც უნაყოფოა იმათი მეცნიერება, ამიტომაც ხალხი ამბობს ფრანტობის მეტი არა უსწავლიათ რაო. ეხლანდელი ყმაწვილ კაცები მიდიან პეტერბურგს, მიიხედვენ - მოიხედვენ წვერს გამოუშვებენ და წამოვლენ. ეგ ის არის სასწავლებელი დაასრულეს, ყველა ისწავლეს, გოგრა სიბრძნით აივსეს. რა კი აქ ჩამოვლენ დადიან ტროტუარზედ და ჭეშმარიტების ნატეხებს ეძებენო; თუ რომ იმათ რამე იცოდნენ მცირედი მაინცა, უთუოდ დასწერდენ(!), ჯერ არა დაუწერიათ რა; მაშა სადამე არა იციანრა (რიტორიკა!) . უგაზეთობაში და უჟურნალობაში სულ ჩვენი ჰაერში მომფრინო მცონარების მოყვარენი (ყმარწვილ კაცები) არიან დამნაშავეო; თუმცა ილ. ჭავჭავაძე ერთი ყმარწვილთაგანი აპირებს ჟურნლის გამოცემას, მაგრამ ვნახოთ, რა ნაყოფს მოგვიტანს მისი ჟურნალი და რავდენს ხელის მომწერს იშოვნის თავის ჟურნალის სიკარგით. თუ რამე იციან ახლა გამოჩნდებაო, სწავლა საქმით უნდა დამტკიცდესო (ეს ჭეშმარიტების ნატეხი სად უპოვის უფ. ბიძიას?) ისე უიმედოა ჩვენგან ბიძია თონიკე, რომ ამბობს: „ვაი, იმისთანა შვილების პატრონს საქართველოსო“! და ღაღადებს: „ჩოჩეთს კალია დასცემია, ეხლა აშენდა ჩოჩეთიო.“—
როცა ერთი კაცი მეორეს უმტკიცეს ეს საქმე აგრე არისო, მაშინ სამართალი მოითხოვს, რომ თუ მეორეს არ მოსწონს მისი დამტკიცებაები, თქვას რაც შეუძლიან მისი წინააღმდეგი. თუ პირველმა არ ათქმევინა, ეგ ის იქნება, რომ ის პირველი ან მტყუანია, ტყუილს იგონებს, ან რა და გიჟია, რომ ნებას არ აძლევს პასუხის მოგებისას. ამისთვის ვითხოვთ უმორჩილესად უფ. ბიძია თონიკესაგან, ნება მოგვცეს, ვთქვათ ორიოდე სიტყვა თავის გასამართლებელად. მაგრამ მანამ ამ საგანზედ რასმეს მოისმენდეს ჩვენგან ბიძია თონიკე, ვითხოვთ უმორჩილესადვე უკანვე მიიღოს ის სიტყვები, რომელთაც არა თუ მისგან, ტიფილისის შუა ბაზრებში გართულისაგანაც არ მოველოდით. იმედი გვაქვს, რომ უარი არ გვითხრას ნების დართვაზედ და სიტყვების უკანვე წაღებაზედ. მაშ დავიწყოთ.
______________
. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .. . . . .. . . . . . აბა ერთი მაჩვენე ჩემო თონიკე, ვინ რა გააკეთა? თუ არადა ჩვენ რას გვერჩი, ერთი მიბრძანე? რას ჩასცივებიხარ ჩვენს წვერებს და ულვაშებს ? მითომ რა კარგია, რომ შენ არც წვერი გაქვს და არც ულვაშები, საჭურისს რომ დამსგავსები ხარ? ან კი რა უნდა გააკეთოს კაცმა შენს ხელში? თუ ჩვენგანმა რჩევა შეიტანა არისიმე, იტყვიან ჰაერში ციხე დარბაზს აშენებსო. თუ გითხრეს რამე და გაგამტყუნეს, როგორ გამიბედეს გუშინდელმა ბალღებმაო. თუ მოგახსენეს რომ შენის ტეხის დროს ილია ეტლით არ დახრიგინობსო. შენ უღვთოებს დაუძახებ. ანტონი კათოლიკოსი თუ პოეტად არ იცვნეს, გეგონება ქართულ ლიტერატურას აგინებენო, არ ყვარებიათ სამშობლოო. თუ ვისმეს ჩვენგანს ნაკლულევანება შენიშნე, აი, ბატონებო, უნივერსიტეტიდამ გამოსული, აი სულელ ბრძენი, აი ფრანტიო, ყველა ამისთანაები არიან ვინც უნივერსიტეტი გაათავაო. თითით საჩვენებელი შევიქენით, „შე უნივერსიტეტში ნამყოფო“ საგინებელ სიტყვად გახადე ჩვენში შენ, ჩემო ბიძია! მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ვინ რა გააკეთა, ერთი მიბრძანე, თუმც ზოგიერთს არც სწავლა აკლიათ, არც განათლება? მაგრამ იმათ ამისთვის ამართლებ, რომ მათ თმა გათეთრებიათ და ჩვენ მისთვის გვამტყუნებ, რომ ყმაწვილები ვართ. თუ რამეს გაკეთება მოვინდომეთ, რომ არ გაკეთებინებ, რა უნდა ვქნათ? რა უნდა გააკეთოს კაცმა, როგორ გული არ უნდა გაუსქდეს კაცს, შურმე შეუძლებელს იქ, საცა უფ. კერესელიძემ ან „საყდარში ან ტფილისის ტროტუარზედ დაგიჭირა შენ, ჩემო ბიძია, და აქ მოგაწერინა ცისკარზედ ხელი?“ საცა შენ არ იწერდი ცისკარს, მაგრამ მისთვის კი არა რომ სიცუდე შეგენიშნოს ან შეძლება არა გქონებოდეს, არა, — ერთის სიტყვით არ გინდოდა პირში ჩადებულის გემოს გაშინჯვა? საცა შენგან „შვიდი მანეთის ამოსაღებად სიარულში ფეხზედ ტყავი გადაძვრა უფ. კერესელიძის ბიჭს“; შენ ეუბნები „ხვალ და ხვალო!“ მაგრამ ბიჭი ბუტბუტებს: „მე კი ჩემი დამემართაო“ - რა უნდა გააკეთოს კაცმა იქ, საცა საბა ორბელიანის თხზულების შენთან მომტანი კინაღამ პანჩურის ცემით გაისტუმრე სახლიდამ?“ როგორ უიმედო არ უნდა იყოს თავის მამულზედ უფ. გ. დიდებულიძე, რომელმაც რამდენიმე ასი მანეთი საკუთარი ფული დახარჯა წიგნის გამოსაცემად და ამით იქნება მიუცილებელს საჭიროებას მოაკლდა და, რომ აღარავინ იყიდა, ნაცნობებს დაურიგა! ამაების მიზეზი, ჩემო თონიკე, სულ ის არის, რომ ჯერ ჩვენში არც მამულის სიყვარულია და არც სწავლის; შენ ამას ვერ ხედავ და გვდევნი ჩვენ, რადგანაც შენი წინააღმდეგის აზრისანი ვართ. ცხადად სჩანს, რომ არათუ ჩვენ, ყმაწვილებმა უნივერსიტეტში გამოსულებმა ან მოსწავლეებმა, სხვებმაც რომ გააკეთონ რამე, პირში ჩაგიდვან საჭმელი, ღრანჯს ისე გაანძრევ, ვერ დაღეჭ და საჭმელის მომტანსაც კეტითა ჰსცემ, თუ არა და იმას ჰყვირი რომ რამე გადაგაყლაპონ; მაგრამ საუბედუროდ გემო სრულიად არა გაქვს, პირდაღებულმა არ იცი რა ითხოვო, რა არა, არა თუ თანამემამულეთაგან, სხვისგანაც შენთან ვერც ხელ-ძღვენიანი მოვა კაცი და ვერც ხელ-ცალიერი; ერთის სიტყვით შენს მიზეზს კაცი ვერ მორჩება, მექოთნემაც ასე იცის სითაც უნდა ყურს იქით მოაბამს ქოთანს - აბა თუ კაცი ხარ და მართალი გინდა შეიტყო აკეთებენ ყმაწვილები რასმეს, ან შეუძლიანთ გააკეთონ რამე თუ არა, აი აგერ უ. ილია ჭავჭავაძემ ჟურნალი გამოსცა და ნახე ერთი მაინც, გამოცადე ყმაწვილები, ხელს ნუ შეუშლი, დარწმუნებით შეიტყე შეუძლიანთ რამე, თუ არა. მაგრამ რომ ვერც ამაში აუვლენ შენს ყვედრებას. თუ ამ ჟურნალმა პირველს ფულცლებზედ და ან პირველსავე წელიწადში ქვეყნის ფილოსოფიას არ მოგიყვა, არაფერი სცოდნიათ ყმაწვილებსო. თუ იმ ხმაზედ დაიმღერა „საქართველოს მოამბემა“, როგორც ამდენს ხანს იმღეროდა „ც ი ს კ ა რ ი“ და ცოტათი უფრო სქელი იქნა ხომ კარგი; თორემ თუ ხმა გამოიცვალა და სისქით მაინცა და მაინც ვერ აჯობა „ცისკარს“, შენს დევნას კაცი ვერ წაუვა, როგორც გადამდებს ჭირს, რადგან შენ, სპასალარი მილლიონს ბრძანებლობ და ყმწვილები მხოლოდ ათნი, თუ ოცნი არიან.
ვიცი ამ ჩემს ნალაპარაკევს ჭეშმარიტების ნამტვრევებს დაუძახებ შენ, ჩემო ბიძია! რა გაეწყობა, მართლა დანაშაული ვარ, რომ ამისთანაებს ვლაპარაკობ. მაგრამ, ვაი! იმ ხალხს, საცა მიუცილებელი საჭიროა რომ ამისთანა ჭეშმარიტების ნამტვრევები ილაპარაკონ, და მერმე ვინ? ვიღაც ბიძია თონიკემ და მე.
თერგ დალეული.
28 აგვისტოს 1862 წ.
ქ. პავლოვსკი.
_______________
*ძლიერ შესაძლებელია, რომ ბიძია თონიკეს რიტორიკის ცოდნა სასიქადულოდ მიაჩნდეს და ეს სიტყვები ქებად მიიღოს, მაგრამ რა გაეწყობა. ბიძია თონიკეს მსგავსი უნდა იყოს კაცი, რომ ეს სიტყვები აგრე გაიგოს.
![]() |
6 სხვა და სხვა ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა და სხვა ამბავი
ამბავი! ამ სიტყვასა ყოველი ქართველი შეჩვეულია და ხშირათაც ახმარებს.
სტუმარი რომ მოგსვლია, მკითხველო, გამარჯობის თქმას შემდეგ, რამდენჯერ წარგითქვამს იმისთვის ეს სიტევა, კითხვით ამბავი? ერთი მოიფიქრე, რა აზრითა გდომებია ამ სიტყვის ხმარება? უეჭველია, უფრო ხშირად უფიქრელად გიკითხამს და მაშასადამე უაზროთცა; მაგრამ არის შეტყობა გსურვებია? სულ ერთი ყოფილა ხოლმე შენთვისა, რა ამბავიც უნდა ეთქვათ, თუ განსხვავება გიგრძვნია რამე?
„ის სტუმარი თუ ჩემთან ერთ რასმე განსაზღვრებულ დიარება ჩემთანაო, მაშინ იმ საქმის ამბავსა ვჰკითხამო და ის მაშინვე მიხვდება და იმ საქმეზე მეტყვის რამეო, თუ არა და . . . თუ ისე საზოგადოდ საინტერესო საქმე არა გვაქვს რა, მეტყვის რასმე რაღაო“...
ვგონებ, მკითხველო, რომ კარგად მოიფიქრო, უთუოდ ესე მიპასუხებ, და გთხოვ, ეხლა ამ პასუხს მიაქციო ყურადღება და კარგად დაიხსომო, რომ სრული აზრიანობა მარტო მაშინა აქვს ხოლმე შენგან ამბავის მოთხოვნასა, როდისაც შენ თანამოსაქმე კაცს მიჰმართამ. ამ შემთხვევაში ის შენი თანამოსაქმე კაცი ხომ სტუმარი აღარ არის. თუკი სტუმრად მოგივიდა ვინმე, რომელთანაც მართლა რომ საზოგადოდ საინტერესო საქმე არა გაქვს რა, იმასთან მიმართული კითხკა „ამბავი?“ ყოვლად უაზროა. ამასთანა ამ კითხვას - ჩვენ ქართველობაში – მუდამ ერთი და იგივე პასუხის გება მოსდევს და მერე რა დიდი მნიშვნელობის პასუხის გება: მშვიდობა!
ჩვენცა, მკითხველო, შენთან საზოგადო საქმის დაჭერა ჯერ არა დაგვიდგენია რა, საზოგადოდ საინტერესო საქმე არა გვაქვს რა, და ამისთვის ჩვენცა სტუმარსავითა გვკითხამ, მასპინძელო მკითხველო, „ამბავიო ?“ ამაზე ჩვენ რა უნდა გიპასუხოთ, ჩვენა, რომელთაც შენთან განსაკუთრებითი თავის შეხლა გვაქვს-ყოველი თვისა და თვის თავზე, ჩვენ, გვინდა თუ არა. უნდა გიამბოთ რამე, შენ კი-გინდა წაგვიკითხამ, არ გინდა-მოგვისვრი და კუთხეში მიგვაგდებ, და ტყუილ უბრალოდ დაგვჯაამ ამითი.
ჩვენ საუბედუროდ რომ ესე არ მოხდეს ხოლმე, ჩვენ ჩვენი საქმე უფრო მტკიცედ უნდა დავიჭიროთ. რომ მოვჰვეთ და შენ კითხვაზე „ამბავი? ამბავი?“ ჩვენ რომ ვიძახოთ: „მშვიდობა! მშვიდობა“ ამითი შენც მოგაბეზრებთ თავს და ჩვენ კაცობრივ ღირსებასაც ვერ დავაკმაყოფილებთ, რათგანაც ეს „მშვიდობა!“ ტყუილი თქმა იქნება. სად არი, მკითხველო, ქვეყნიერებაზე მშვიდობა? ყოველი კერძოობით კაცსა ისეთი სენი უდევს სულში, რომა რა ეთქმის… როგორ მოგახსენო, მკითხველო… შენც იწყენ, და როგორ გაწყენინო ტყუილ უბრალოთა, მეტადრე, როდისაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აღარა გშველებარა. საზოგადოობისა რაღა მოგახსენოთ. . . სენი უარესია! . .
მაშასადამე მშვიდობის თქმა ჩვენ არ შეგვფერის.
ამბავიო! რა არის ამბავი? ეს სიტყვა რას ნიშნავს? ამბავი ხომ სულ ყოველის ფერსა ნიშნავს, რაცკი მომხდარა მაგ. გუშინ პავლე სადილად პეტრესთან ყოფილა; ერთმა კაცმა სთქვა, მე ქვეყნიერების არა მწამს რაო; გუშინ ქუჩაში დავდიოდი და ერთმა კაცმა ქვას ფეხი წამოკრა და წაიქცა; დღეს ერთი პატიოსანი კეთილ-შობილი და საზოგადოდ სასარგებლო კაცი შიმშილისაგან მომკვდარა. ეს სულ ამბებია.
ჩვენ საზოგადოებაში რომ შეიერებიან ხოლმე ყმაწვილები — კაცებთა და ქალებთანა-რითი შეიქცევენ ხოლმე თავსა? ამ კითხვის დაგება როგორღაც მესიამოვნა, მკითხველო, და პასუხის გებისაგან კი თავის განთავისუფლება მინდა და არ დამემდურო. ამაზე პასუხის გება შენც შეგიძლიან ხომ, ოღონდ ერთხელ როდისმე ყური დაუგდე სტუმრების შეყრილობასა, ისეთ შვერილობასა, რომელიც თითქმის ყოველთვის მოხდება ხოლმე, რომელიც სხვა და სხვა შემთხვევაზე და შეხვედრაზე ჰკიდია, ანა მასპინძლობის გამოსაჩენათა, ან პურმარილობის დასავალებლათა.
ჩვენა ჯერ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა გვარ ამბვებს მოგვთხოვს. ამისი ცოდნა იმისათვის არის ჩვენთვის საჭირო, რომ საქმე უფრო ბეჭითათა და განსაზღვრებით დავიჭიროთ. ეს ეხლა ცხადია, რომა თავის დღეში ისეთი კაცი არავინ გამოვა ჩვენში, რომელმაც მთელი ქართველობა დააკმაყოფილოს. ჩვენ საზოგადოებაში მოთხოვნილებაები იმოდენად არეულან, რამდენიც კერძოობითი პირია,- მე — სხვა და სხვა ამბავის მოამბემ — რა ღონის-ძიება მოვიხმარო? ქვეყნის დაკმაყოფილებას რომ დავადგე, ცხადია, ყოველი ჩემი მეცადინეობა ფუჭად ჩამივლის, ან რა საჭიროა ქვეყნის დაკმაყოფილება!
მაშა სხვა რამე უნდა ვიფიქროთ. კარგად გავშინჯოთ, რა არის ამბავი, ყოველი იმისი მნიშვნელობა, ზედ გავლენა.
როგორც ზემოთა ვსთქვით, ამბავი არის ყოველის ფერი, რაც კი მომხდარა, და რაცა ჯერ იმას შეტყობილი არა აქვს, ვისაც მოამბე უამბობს. მაშასადამე, ჩვენ რომ გიამბოთ რამე, მკითხველო, ჯერა მარტო შენთვის იქნება ამბავი; მას უკანა, ის ამბავი ჯერა მესგან შეუტყობი უნდა იყოს. ამისი აღსრულება ძნელია. როგორ უნდა მივხვდე ესა და ეს ამბავი მკითხველს ვისმე შეუტევია, თუ არა? თუ შეუტყვია ვისმე იმასთან ეხლავ მოვიხდით ბოდიშსა, რომ მოგვიტევოს, თუ ერთი რამ ჩვენგან ნაამბორი ამბავი შეუტყვია. ბოდიშის მოხდა კერძოობით ნარებთანა ადვილია, მაგრამა მთელ საზოგადოებასთან ბოდიშს მოსახდელად, ვეცდებით, საქმე არ გავიხადოთ.
ჩვენ საზოგადოებაში ყოველი ადამიანი დაგვეთანხმება ამაზე რომა როგორი ამბავიც უნდა უამბოს კაცმა, უთუოდ აზრი უნდა ჰქონდეს რამე, ისეთი აზრი, რომელიც საზოგადოა ჯერ ამისათვისა, ვინც ამბობს და მერე იმისთვისაცა, ვისაც ეუბნებიან. თუ იმ აზრზე ორივე მხარეს ჭკუა-გონება შენათესავებული აქვს და ამბავიც იმ აზრს ეხმარება, მაშინ იტყვიან საინტერესოაო. მაშასადამე ჯერ აზრებით უნდა შევნათესავდეთ ჩვენა და შენა, მკითხველო, რაკი შევნათესავდებით აზრებით, მაშინ მკითხველმა შეიძლება გვითხრას ეს და ეს ამბავი საამბობი არ იყოვო.
მაგრამა, მკითხველო, შენ კი ერთი ხარ, შენთან კერძოობითი ცნობა არა მაქვს, და მე და შენ საზოგადოდ საქმე არა დაგვიჭერია რა — ჯერა — უნდა იფიქრო, რამდენი სხვა მყავს მკითხველი. ყველანი ერთად იმ საზოგადოებას წარმოადგენთ, რომულმაც სხვათა ღონის-ძიებათა შორის, ლიტერატურასაც ქართველობის წინამვლობისათვის ღონისძიების მნიშვნელობა მიეცით. სხვა აზრი არ შეიძლება რა გქონდესთ.
მაშასადამე ჩვენ ამბებს რომა კითხულობდე ხოლმე, მკითხველო, ფიქრად საზოგადოდ ქართველობა უნდა გქონდეს განუწევეტელთა. ამითი, იქმნება, მეტად მძიმე ტვირთი დაგედოს, მკითხველო, მაგრამ, რა გაეწყობა, უნდა ჰზიდო, ჰწიკო. ყოველმა აზრიანობამ ესე იცის.
მარტო შენთან აზრებით შენათესავება ჩვენთვის საკმაო არ არის. მთელი საზოგადოება უნდა დავინათესავოთ. მაგრამ ეს ისე ადვილი არ არის. ამას ბევრი შემზადება უნდა, და რამოდენათაც ჩვენზე კიდია, ყოველი მეცადინეობა უნდა მოვიხმაროთ, რომა აზრებით შენათესავებას რითიმე, ცოტაოდენად მაინც მოვეხმაროთ.
ყოველ კაცსა, რომელიც მწერლობის გზას დაადგება, აზრების შემკვიდრებული მექონეობა მოეთხოვება. ყოველის ფერი, რასაც კი იტყვის, იმ აზრებზე უნდა იყოს დამარებული და იმ აზრებითგან გამოწურული, და თუ ისე უფიქრელად წამოსთქვა რამე კაცმა, მას უაზრობა ეთქმის. იმ აზრების ხასიათსა, იმასა, რა ბურჯზე, საძირკველზე იმართებიან იმისი აზრები და იმ ბურჯისაგან ეს აზრები როგორ, რა განზრახვით გამოიწურებიან,-იმასს ჰქვიან მიმართულობა. ერთსა და იმავე მიმართულობაზე დააყენე, კაცო, მთელი საზოგადოება, და ამითი შემკვიდრებული გზა გაუხსენი წინამავლობასა და ვითამც ყოველი საზოგადოებისათვის სანეტარო კეთილ-მდგმომარეობა შესრულებით დაგიდგენია. —
რათგანაც ჩვენა აზრების გარდაცემა გვინდა მკითხველებისათვისა, ამიტომ ჯერ იმ აზრების ახსნას დავადგებით, რომელნიც ბურჯად უდევს სხვა აზრებსა. ამას რომ ვამბობ, რასაკვირველია, ამ აზრების გარდაცემა, მაშინ იქნება საინტერესო, თუ ამ აზრსა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ჯერ განხორციელება არა აქვს, მარტო მაშინ შეიძლება ჩვენ ნაწერს ამბავის მნიშვნელობა მიეცეს.
ზოგი აზრი არის ისეთი, რომელიც სარწმუნოებად უდევს კაცსა და რომელიც სხვა აზრებსა საფუძვლათა აქვსთ. ამათ ქონებასა და ხმარებასა ხალხი სვინიდისიანობას ეტყვის. ყოველს ამ გვარ აზრსა ერთი და იგივე სიფუძველი უნდა ჰქონდეს. ამ ერთისა და საზოგადო საფუძველი აზრის მოპოვება არ არის ადვილი. საზოგადოება, ხალხი ჩვენ დროში ამ დედა-აზრს ვერა ჰგრძნობს. საზოგადოება ყოველთვის სხვა და სხვა კაცობრივი ქმნილობის განხილვაშია და იმისი განაზრვაში დედა-აზრამდინ ვერ ჩადის. იმის საფუძვლიანობაში ყოველთვის კიდევ სხვა საფუძვლიანობა უნდა მოიძებნოს. ბევრს რამდენი სხვა და სხვა ნაირი საფუძვლიანობა აქვს, რომელს იქითაც ვერ წავა. ბევრსა უღრმეს სიფუძვლათა აქვს: ჰადათი, წესი, კანონი, ჩვეულება, ღვთის მოყვარება, კაცობრივი სიყვარული, ქვეშევრდომილებითი გრძნობა. ყოველი კაცი ამ გვარ სივუძვლიანობისაგან, ამ გვარი დედააზრისაგან გამოიკვლევს თავის ვალდებულებას თავის სიცოცხლეში და ესე დაიფუძნებს თავის სარწმუნოებასა.
ჯერა ამაზე ლაპარაკის შეძლებისათვის ის უნდა ვსჰთქვათ, რომა ყოველ კაცობრივ ვალდებულობასა ორგვარი მნიშვნელობა აქვს ყოველი კაცის ქმნილობას ორ გვარი ხასიათი, ორ გვარი საფუძვლიანობა აქვს. ურთითა შეეხება ზეციერებასა, მეორით ქვეყნიერებასა, ერთის საგანი, გულის წადილი და უკანასკნელი საფუძვლიანობა არის სიქაო სასუფეველი, სულის ცხონება; მეორის საგანი, უკანასკნელი საფუძვლიანობაა ქვეენიერებაში კაცობრივი კეთილ-მდგომარეობა, ქვეენიერებაში სიცოცხლის კეთილ-წარმართება. ჩვენა საგნად გვექმნება მუდამ ეს უკანასკნელი ქვეყნიერებაში კაცობრივი კეთილ-მდგომარეობა, რათგანაც ამბავი თუ მოხდა რამე ეხლა, მარტო ქვეყნიერებას შეეხება, და არა ზეციერებასა, რათგანაც მარტო ქვეყნიერება არის ნაკლულოვანი, და მაშასადამე ჩვენგან გასაჩხრეკი და გასარჩევი, ზეციერება კი ყოვლად უსრულია და არა რა კაცობრივი გაჩხრეკა და გარჩევა არ მიუდგება.
ამ აზრით განიმსხვავებიან: სარწმუნოება სამღთო და რჯული სამოქალაქო. პირველისათვის არიან: ეკკლესია, იმის მსახურნი და ნასწავლნი ღვთის მეტყველნი. მეორისთვის არიან საერო სწავლა და საერო ლიტერატურა. ამაზე ლაპარაკის დასასრულებლად ისიც უნდა ვსჰთქვათ, რომა კანონი სარწმუნოების საღმრთო სარწმუნოებაზე დაიფუძნება, — რათგანაც ეს საგანი პირველს შეეხება განსაკუთრებით, — საერო სწავლისა და ლიტერატურის საგნად აღარ არის.
კაცობრივობასა, რა ხანიცა ჰსცხოვრებს დედა-მიწაზე, თავის ცხოვრებისს ბევრი ცვლილება გამოუვლია. ადამიანების შეხედვითა ქვეყნიერებას შეარდგენს ბუნება და იმისი გვირგვინოსნური მეუფე-ცხოველი — კაცობრივობა,-ერთი არის მასალა ცხოვრებისა, მეორე მემოქმედე. კაცობრივობა მოქმედობს და ამ მოქმედებითა ცხოვრება ეცვლება. ყოველ გვარ ცვლილებაში თუ აზრიანობა, კანონიერება არ არის, ყოველისფერი, რაშიაც ეს ცვლილება მოხდება, არ შეიძლება არ განადგურდეს. აზრიანობა, კანონიერება ამკვიდრებს ქვეყნიერების სიცოცხლეს. რაკი ქვეყნიერება ცვლილებაზე და აზრიანობაზეა-ამისგან აუცილებელად წარმომდგარი კანონი: -წარმატებაა.
ჩვენ საზოგადოებაში კი ერთი მეტად უკუღმართი აზრი ტრიალობს სხვათა შორის, რომელსაცა დიდი მნიშვნელობა უნდა მიეცეს ჩვენგან იმითი, რომა მთელ ჩვენ საზოგადო ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს: ჩვენ თანამედროე მოთხოვნილებასა, ცხოვრების ყოველი სარწმუნოებითი აზრების განხორციელებას უშლის, ფეხებს უხრის და უკვეთავს. ეს უკუღმართი აზრი ის არის, ვითამც ქვეყნიერება წინ კი არ მიდის, უკუიქცევაო. ამისი მიზეზი აი რა არის: ქართველობას ასე ჰგონია, რომ მთელი კაცობრივობის წარმატებითგან მოშორებული იყო, რომ მთელი კაცობრივობის წინამავლობაში ყოველი მონაწილეობისაგან მოწყვეტილიყო. მაგრამა ჩვენმა ქართველობამ ისიც არ იცის მგონია, რაში მდგომარეობს წინამავლობა კაცობრივობისა, და ეს წინამავლობის სარწმუნოებითი აზრები ჩვენ საზოგადოებასაც შეეხება როგორმე, თუ არა? ჩვენ-თვის ბევრჯერ უკითხამთ, აბა ერთი სხვა ქვეყნების ამბავი გვიამბე რამეო. ამასთან ყოველთვის დარწმუნებულნი ვყოფილვართ, რომა ეს თხოვნაც ისე უაზრო ყოფილა, როგორათაც მოუფიქრებელათ და უაზროთ მასპინძელი თავის სტუმარსა ეკითხამს ხოლმე: „ამბავი!“
ეხლა ჩგენ ამ წინამავლობის ხარისხების ჩვენებას ვეცდებით მთელს კაცობრივობაში. ჩვენ ქართველობასა და ბევრ სსვა ხალხსაც სულაც არ მოვიხსენიებთ, რათგანაც, როგორც ერთ საზოგადოებაში კერძოობითნი პირნი არიან ხოლმე თავის ხალხის წინამავლობაში წინამძღვრათა, ისე მთელ კაცობრივობაში, წინამავლობის ყოველ ხარისხში, ცალკე, კერძოობითი ქვეყნები იყვნენ ხოლმე წინამძღვრათა. —
ჩვენ რასაც ვიტყვით, მკითხველო, დარწმუნებული უნდა იყო, რომა ყოველის ფერში, მეტადრე ლიტერატურაში, ჩვენ ქართველობა გვაქვს მხედველობაში; ამისათვის, გთხოვ, რომა სხვა დ სხვა ქვეყნების სხვა და სხვა დროებაში მდგმომარეობა, მთელი საზოგადოების თანამედროე მაცოცხლებელი აზრები რომ წარმოგიდგინო ხოლმე, მოიფიქრე ხოლმე შენ ქვეყანაზე, ქართველობაზე, მის მდგმომრეობაზე, იმის თანამედროე მაცოცხლებელსა, თუ მამაკვდინებელ აზრებზე, თუცა უაზრობაზე, მოიფიქრე ხოლმე და შენ ფიქრებს თავისუფლება ათხოვე და ნუ შეგეშინდება, იმ შენმა თავისუფალმა ფიქრებმა სადამდინაც უნდა მიგიყვანოს. არა მგონია კი რომ არ შეგეშინდეს, თუმცა ხანჯალიც კიდევ გარტყია ხოლმე და თოფ-იარაღსაც თვეში ერთხელ გაიწმენდამ ხოლმე იქნება, შენი უწინდელი, ძველებური ჩვენებური მამაცობისაგან მარტო ეგ გარეგნობა, ტრაბახობაღა დაგრჩენია, იქნება ეგ კაცის მადიდებელი გრძნობა დამდაბლებულ ლაჩრობათა და სიმხდალედ გარდაგქცევია! თუ არა, ფიქრი არ არის, თუ ჰო, მშვიდობით, ქართვულობავ!
მანამ პირველ დაარსებული ადამიანობა საზოგადოებად შეკავშირდებოდა, აბა, რა მდგმომარეობა უნდა ყოფილიკო. ადამიანებისა? ყოველ იმის სარწმუნოებასა, ე.ი. ყოველ იმის ქმნილობასა, კერძოობითი პირის მხეცებთან გასწორების ბეჭედი ედვა. ვერც ერთი კერძოობითი პირი ვერ გამოიჩენდა თავის კერძოობით ხასიათსა. იმათი ზნეობითი წრე შემოკლებული და შემმუსვრილი იყო. ბუნების მოვლენებისაგან, რომელთა კანონებსაცა და აზირსა იმთი მცირე ჭკუა ვერა ჰსწვდებოდა. ბუნება ყოვლის მის ნივთიერებითა და მოვლენაებითა ჰსუფევდა კაცზე. ესა, რასაც ბუნებაში თავისი ხუთი გარეგანი გრძნობითა გრძნობდა, იმასა ჭკუით ვერ განირჩევდა და მეტი ღონე არა ჰქონდა თაყვანისცემით შეითვისებდა. მაგ. ქარ ქრის, ცეცხლი ანთია, მზე ანათებს, წვიმს, ქუხს, ელვარებს, ყოველსა ამას კაცი ვერ განარჩევდა, ჭეშმარიტებით ვერ იგონებდა და კაცის ჭკუა-გონება იმოდენად უძლურობდა, რომა ყოველსა ამას: ქროლასა, ცეცხლსა, მზესა, წვიმასა, ქუხილსა, ელვარებას თაყვანსა ჰსცემდა. თხევანის ცემა არის ერთი და მარტოდი კაცის სულის მოქმედება ძველებურ დროში. ამ თაყვანის ცემაში ტრიალებს ყოველი, მთელი მაშინდელი სარწმუნოება, როგორც საღმრთო ის კაცობრივი, სამოქალაქო. ერთ ადამიანსა, მეორის ღირსება არ გაეგება: ერთი მეორეს მოჰკლამს, აწვალებს, როგორც შეხვდება. უაზრო შემთხვეულობაზე იყო ყოველის ფერი დამოკიდებული. შეხვედრაზე კიდია ყოველი მოქმედების დაწყება და კაცები ერთმანერთში ძალადობით გაათავებენ ყოველ საქმესა.
შემთხვეულობა არის უაზრობა, წინააღმდეგი შემეცნება ყოველი აზრიანობისა, კანონიერობისა, წესიერობისა. კაცობრივობის წინამავლობა სულ იმაზე ტრიალებს, რომა კაცი შემთხვეულობაზეარ იყოს დამოკიდებული, კაცსა აზრიანობაზე დამყარებული თავის უფალი ნება მიეცეს.
ყოველთვის ყოველი წინამავლობის ხარისხი, კაცობრივობისაგან ყოველი წინ წადგომა. საჭიროებისაგან მოვა. საჭიროებამ დაადგინა სახლობა, და იმაში ერთ ერთის უფროსობა. მაშინა სახლის სხვა წევრებსა მოეთხოვებოდათ მორჩილობა, რომა სახლის უფროსსა მნიშვნელობა ჰქონოდა რამე. ეს სახლის მამა-უფროსი იყო წარმომადგენელი მთელი სახლობისა, რომელსაც რასაც მოინდომებდა, უსრულებდა და ვინ იყო მკითხველი. რასაკვირველია, ეს მამა სახლისა იყო დესპოტი, რომელსაც თავის სახლობაში სხვა აზრიანობა, სხვა სარწმუნოება არა ჰქონდარა, მძლავრობის მეტი. ამას შემდეგ თითო თითო სახლობაში იქმნება რიგიანობა კი იყო (რიგიანობა, რასაკვირველია, თავისებური), მაგრამა სახლობასაცა, კერძოობით აღებულსა, ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც კერძოობით პირებსა. ერთი ერთმანერთში საქმის გარიგებაში ჟლეტამდნენ და სწყვეტამდნენ სუყველასა, სისხლის გადახდასა ამათში ბოლო აღარ მოეღო, მანამ იმათგან მკვიდრი საზოგადოება არ შესდგა.
მანამ ეს საზოგადოება შესდგებოდა შიგ სახლობების შეყრილობაში ერთი რამ მოხდა, მეტად შესანიშნავი. როდისაც, როგორც ზემოთა ვსთქვი, ადამიანების სულის მოქმედებას მხოლოდ თაყვანისცემის მნიშვნელობა რომს ჰქონდა, მაშინ, ამავე თაყვანისცემის რიგიანობისათვის, სიმკვიდრისათვის და ცხოვრებაში ცხადად განხორციელებისათვისა, დაარსდა ადამიანობაში კასტობა. პირველი ხარისხი კასტობისა, არის მოგვობა, ეს მოგვები იყვნენ შუამავალნი იმ ბუნების მოვლენაებისა, რომელთაცა მაშინდელი ადამიანობა თაყვანს სჰცემდა, — და თვით თაყვანის მცემლების; იმათ უგუნურობაში და მხეცობაში იყო განხორციელებული მაშინდელი თაყვანისცემის ყოვლად მხეცური უაზრობა. ამასა საზოგადოების შედგენისათვის პირველი ფეხის გადადგმის მნიშნელობაცა აქვს.
როგორც იყო, ბოლოს ადამიანობამ თავის წინამავლობა მაშინ გამოიჩინა როდისაც რამდენმამე ნათესავმა სახლობამა შეერთების საჭიროება რომ იგრძნო, თუ ერთმა რომელმამე პირმა იმოდენად იმძლავრა სხვებზე, რომ სხვები დაიმონავა, თუ სხვა რომლისამე მიზეზით და როგორც იყო საზოგადოება შესდგა — გაჩნდა სხვა და სხვა ხალხის სახელმწიფონი.
იმათში, ყველგანა, ერთი კაცი იყო მეუფე, მეფე. სხვები არიან იმისი მონები: ეს მონაობა არის უმთავრესი თვისება ძველებური საზოგადოებებისა, როგორც მთელი ხალხისა საზოგადოდ, ისე კერძოობითა და განსაკუთრებით კაცისა. მაშინდელ კაცსა ერთი ვალდებულობა აქვს მორჩილობა ყოვლად უაზრო. ამავე გვარ მორჩილობას გამოიჩენდნენ ხოლმე ძველებურ მოგვებს წინაშე, მაგრამა იმ მორჩილობას სხვა ბეჭედი ადევს, უფრო უგუნურებისა,და აქა, საზოგადოებაში მორჩილობასა სხვა, უფრო უძლურობისა. ორსავე რასაკვირველია, მაშინ აუცილებელი საჭიროება მოიტანდა, მაგრამა რა მიზეზითაც იყო – ესე იყო. მეფე რაში ახმარებდა თავის ძალასა? მოიფიქრე, მკითხველო, რა ღირსებებზედაც მითქვამს რამე, ის ღირსებაები უნდა ჰქონდა მხედველობაში, რათგანაც სხვა არარა კაცობრივი ღირსების გაგება არა ჰქონდარა კაცსა, მოგვთ-უხუცესი იქმნებოდა, მეფე, თუ სხვა ვინმე.
ამასობაში შესაძლებელი იყო რომა ზემოხსენებულ თაყვანის ცემასა და კერპთა მსახურებას მნიშვნელობა ჰქონოდა რამე, თუ არა? რასაკვირველია! ამ აზრის გულში ჩანერგილების გამო საზოგადოებაშიაც იმონავა კაცმა, თორემა მთელი საზოგადოების დამონება სხვა მიზეზით ძნელი წარმოსადგენია. მანამ კაცი გონებიანობას განივითარებდა, საზოგადოებაში იმ მოგების მტკიცედ დადგენა ადვილი იყო, რომლებსაც რა წესის დადგენაც მოუვიდოდათ გონებით გაუხსნელ თავში, დაადგენდნენ იმ ძალითა, რომა ვითამ ზეციერს ღმერთსა, ცისა და ქვეყნის შემოქმედსა ესე ენებებაო. ვითამ ამ ნებით კაცებსა სხვა კაცები ცეცხლში ჰსწვამდნენ, ატყავებდნენ, ერთი სიტევით ისე ექცეოდნენ, როგორც მხეცსა, როგორც ნივთეულობას რასმე.
კაცობრივობის განათლებამ იცისკრა პირველად ბერძნების ქალაქებში, და რომში. -აქ არის დასაბამი კაცობრივობის წინამავალი განათლებისა. აქა კაცმა პირველად თავისი გონება და კერძოობითი ძალა გამოიჩინა. რაკი კაცსა კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა საზოგადოებაში, მაშინ გამოჩნდა წინ წადგომა კაცისა. ყოველმა მის ბუნებისაგან შთაბერვილ ძალამა აზრიანად დაიწყო მოქმედება და ამაში დაადგინა კაცმა თავისი ჭკუის მიმდინარეობა. მაშინ კაცი ჯერ იმ აზრს მიხვდა, რომა კაცი მარტოდ მარტო უძლური ცხოველია, რომელსაც ძლიერება მაშინ მიეცემა, როდისაც. სხვათა შორის იცხოვრებს და იმათთან თანასწორობით. ყოველის ფერი კეთილი მომდინარეობს კაცთ საზოგადოებისაგანა. ამის მიხედვით ძველმა ბერძნებმა აღადგინეს აზრი ხალხის საზოგადოობისა, რომლის წინაცა კაცი სხვა არა არის რა, თუ არ წევრი იმ საზოგადოებისა. ეს წევრი თავის საზოგადოებას ყოვლის ძალითა და ღონით ემსახურება და ყოველ წუთსა მზა არის, რომა ყოველის ფერი საზოგადოების სარგებლობისათვის შესწიროს: არც ქონებასა, არც ცოლსა, შვილსა, თავის თავსა, -არაფერს არ დაიშურვებს თავის ქვეყნისათვისა. ყოველი საზოგადოება შეკუმშულია ერთ ქალაქში. კაცი კერძოობითი ამ ქალაქისათვის ყოვლად განწირული მონაა, რომელსაცა სხვა მეუფე არავინ ყავს თვით საზოგადოების მეტი, რომლის წევრი თვითონაც იმოდენად არის, რამოდენათაც სხვა მოქალაქე. თავისუფალი არის თვითონ ქალაქი; ამ ქალაქის თავისუფლებაში, იმისი გაკეთებისა დ გამძლავრების სურვილში მდგომარეობს ეს პირველი კაცობრივი ღირსება — სარწმუნოება ადამიანისა. ადამიანსა თავისი კერძოობითი საქმე. გულის წადილი არა აქვსრა; თუ ადამიანს, როგორც იმისი ღირსება-სარწმუნოება მოითხოვს, საქმე აქვს რამე, — ეს საქმე, ეს გულის წადილი საზოგადოების მოთხოვნილებისაკენა აქვს მიმართული. ყოველ მოქალაქესა თავის ქალაქის დიდება ადიდებს რასაკვირველია, აუცილებელი საჭიროებისაგან იყო გამოთესილი ქის დებულება, რომ ყველა მოქალაქეებსა სრული თანასწორობა ჰონოდათ ერთი ერთმანერთში. ამ ურთი ერთი თანასწორობით შედგენილი საზოგადოება იყო რესპუბლიკა (respublica). ძველი საბერძნეთის ქალაქებსა და რომსა ერთისა და იმავე აზრის განმახორციელებული მნიშვნელობა ქონდათ; მაგრამა ერთი იყო დამაარსებელი აზრისა, მეორე იმისი შემსრულებელი. რითაც მთელმა საბერძნეთმა გაათავა თავისი მნიშვნელობა, იმითი, იმ მდგმოიარობით იწყო რომმა. იმის მოქალაქეებისაგან მამულის სიყვარულმა ეს ქალაქი ისე აღამაღლა, რომა იმათმა მამულმა (patria) იმათის პატრიოტობით სრული დიდება მიანიჭა მაშინ ქვეენიერებაში: ამ სამოქალაქო სარწმუნოების ძალასა იმის მეტი სხვა რაღა მოეთხოვებოდა, რომა ამ სარწმუნოებით ანთებულმა რომმა მთელი მაშინდელი ქვეყანა დაიპყრა. ყოველი ადამიანი რომის საზოგადოების წევრი, იყო მოქალაქე და არა კაცი. ერთმანერთსა პატივსა ჰსცემდნენ, როგორც მოქალაქესა და არა კაცისა. რასაკვირველია, კაცთ მოყვარება, რომელიც ქრისტიანობამ შემოიტანა, მაშინ რათ იქნებოდა! ამ კაცთ მოყვარების არავის არა გაეგებოდარა მაშინა. ამაზე მეტი მისი დამტკიცება რა იქმნება: უცხო ადამიანსა, სხვა ქვეყანაში მცხოვრებელსა, სხვა ხალხის კაცსა და მთერსა ერთი და იგივე სახელწოდება ჰქონდათ რომის ენაში (hostis). აქა სამოქალაქო ღირსების განმღვიძებელი რა იყო? რასაკვირველია, სხვა ქვეყნების შეძინება, სხვა ხალხების შეპყრობა დამონება. რაკი ბოლოს მაშინდელი ქვეყნიერება რომის მონა შეიქმნა, ამითი ეს საგანი დაილია და მაშინ განმღვიძებული საგანი სხვა არა ქონდარა და აირია იმის ჭკუა გონების ერთი მიმართულობა, და საზოგადოების კავშირი გაწყდა, თვითონ საზოგადოება დაირღვა და ხალხი გარყვნილობის გზას დაადგა. რაკი გარყვნილობა შეადგება კაცსა, მაშინ ვეღარა ეშველება რა ხოლმე, თუ არა ძარიანი ამოთხრა და განადგურება იმ წესისა და რიგისა, რა წესი და რიგიც საზოგადოებას გარყვნის მიზეზს აძლევს. –
მაშინდელს უკუღმართ ზნეობის განმაცოცხლებელ აზრად კაცობრივობაში შემოვიდა ქრისტიანობა. ეს განმაცოცხლებელი აზრი - არის კერძოობა კაცისა, რომლითაც ყოველ კაცსა, კერძოობით აყვანილსა, მთელი კაცობრივობაში მიეცა მნიშვნელობა. ამ აზრის გულში ჩანერგილებას, რომელიც სარწმუნოებამ ვალდებულებად დაუწესა კაცსა, დაერქვა კაცთმოყვარების გრძნობა.
რათგანაცა, მკითხველო, ყველანი, მგონია, დარწმუნებულნი იყვნენ, რომა „გული მაგ გრძნობითა სავსე მაქვსო, მაშასადამე ვგრძნობო და მაშასადამე, როგორ არ მეცოდინება, რასაცა ჰნიშნავს კაცთმოყვარებაო?!“ და რათგანაც ისიცა მგონია, რომა ბევრი ძალიანა სცდებოდეს თავისებურად კაცთმოყვარების წარმოდგენილობაში, ნება მომეცეს, ორიოდე ამ ქრისტიანობის აზრის გასამარტებელად რიოდე სიტყვა კიდევ მოვიხსენიო.[1]
ჯერა ბერძნებისა და რომის სამოქალაქობამდინ ქვეყნიერება სრულიად მონაობაში იყო ჩავარდნილი. მასუკან ბერძნების ქალაქებში და რომში წადგა წინა მოქალაქობა. მაგრამ მაშინაც კი ვინც მოქალაქე არ იყო, ის იყო მონა, რომლის მდგმომარეობაც იყო უუბედურესი. მოქალაქეები სხვებს ისე ეკიდებოდნენ, როგორც ნივთეულობასა. მაგ. რომში მოქალაქეები, სხვათა შორის, ამითი ირთობდნენ თავსა: შემოიყვანდნენ წრედ შემორტყმულ მეიდანზე დამშეულ ლომსა და მიუგდებდნენ მონასა. როგორ მოეკიდებოდა და უალერსებდა ლომი კაცსა, ეს შენ თვითონ წარმოიდგინე, მკითხველო! იმ გალავანსა გარშემორტყმული იყო რომის მოქალაქობა, რომელიც უყურებდა და ამითი სიამოვნების გართვაში იყო იმისი სული და გული. გარეშე კაცსა ისე ეკიდებოდა ყოველი რომის მოქალაქე, როგორც მტერსა: მოჰკლამდა, აწვალებდა, ჩამოახჩობდა, ჯვარს აცვამდა. ამას სხვა იმისი თანამოქალაქე ისე გულგრილად მიიღებდა, ვითომც მგელი, ტურა, მელა მოეკლა, ხე მოეჭრა.-ქრისტიანობამ სხვებრ შეხედა ადამიანსა. ქრისტიანობასა ეს შევიწროებული და კაცობრივობიდამ გამორიცხული ადამიანობა ჰქონდა აზრათა და იმის აღდგენისათვის იყო მოსული. ყოველ ადამიანს კაცობრივობაში წევრობის მნიშვნელობა მიეცა და მას უკანა — ყოველი ადამიანი-შიგნითი მონა იყო, თუ გარეგანი, უცხო ქვეყნის,-ყოველი შეიქმნა კაცად კაცადი. ამითი წარმოსდგა კაცობრივობა. მანამდინ იყვნენ ცხოველნი, ადამიანები, მოქალაქეები, უფლები, მონები, ქრისტიანობას შემდეგ უნდა ყოფილიყვნენ კაცნი. მასუკანა ერთ ხალხსა ისეთივე ნაწილობითი მნიშვნელობა მიეცა მთელ კაცობრივობაში, რა მნიშვნელობაც ერთ ადამიანსა ქონდა მთელ ხალხში. მასუკან კაცებში ინერგება ურთიერთი სიყვარული, ურთიერთი პატივისცემა, ურთიერთი თანასწორობა. მასუკანა სამოქალაქო სარწმუნოებაში განირჩევიან: ვალდებულობა კერძოობით პირებს წინაშე, ვალდებულობა საზოგადოებას წინაშე და ვალდებულობა მთელი კაცობრივობას წინაშე.
ქვეყნიერებაში ყოველ ამ გვარ ვალდებულობასა, ყოველ სამოქალაქო სარწმუნოებასა თავისი სიმკვიდრე, ცხოვრებაში განხორციელებლობა ყოველთვის აუცილებელ საჭიროებაზე დაეფუძნება. სარწმუნოებად მანამდინა რჩება ყოველი შეგონება, ყოველი შემეცნება, მანამ იმას, რაც შეიგონა, ჭკუა ვერ გაჰსჭრის: ვერ ახსნის და ბუნებითსა და სხვა მტკიცე კანონებზე ვერ დაამყარებს. ეს გვახსოვდეს.
ამ ქრისტიანობას შეემატა ბარბაროსული ხალხების საზოგადოებითი დაწყობილება, რომელშიაც კერძოობას დიდი თანასწორობითი მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოობა მანამდის აზრად, სარწმუნოებად წარმოდგენილი ამ ხალხების საზოგადოებებში იყო განხორციელებული. ამ ხალხებმა დაშალეს დაობებული რომის უფლება და დაიმონავეს მთელი იმისი ხალხი, და მიწები თვითონ საკუთრად იპყრეს. ამისაგან შესდგა ბატონ-ყმობა (ფეოდალიზმი). აირია ორი სულ სხვა და სხვა გვარის წესი. რამდენნაირი და სხვა და გვარის ღონისძიება მოხმარდა იმათი შეთანხმობასა; მაგრამა ჭეშმარიტ რიგიანობაზე და წესიერებაზე შეკავშირება კი ჯერ შორს იყო. თუ შეთანხმოება მოხდა რამე, უფრო გარეგანობის მნიშვნელობა ქონდა. ამასთანავე აირია სხვა დ სხვა დროების მოთხოვნილო ბები, რომელნიც მაშინდელ კაცობრივობას შემკვიდრებულათა და შეკავშირებით სისხლში და ხორცში არა ჰქონდა ჩანერგულები. მაშინდელი ფეოდალიზმი ყოველგზის წინა აღუდგებოდა საზოგადოებით რიგსა, ყოველი სარწმუნოების მოთხოვნილებასა, ყოველ სამართლიანობას; ამ ფეოდალიზმმა ერთი სამართალი იცოდა - მძლავრობა და სხვა არაფერი. ამ დროში, სასაკვირველია, ქრისტიანობის აზრი მაინც განხორციელების გზაზე იყო დაყენებული. მაგრამა, ამ განხორციელების ყოველ გამოჩენილობასა გარეგანობის ბეჭედი ადევს. მაგ. ქრისტიანებსა, რომელთაცა მაჰმადიანობა ავიწროებდა და აწვალებდა მთელმა ევროპამა ისეთი თანაგრძნობა გაუწია, რომ აქვეყანა ევროპაში. ყოველის ფურსა ჰყიდის, ყოველ ქონებასა, ნათესავობას სწირავს ქრისტიანების კეთილმდგომარეობისათვისა და მიდის რამდენისამე თვის სავალზე გამოუთქმელის გაჭირებითა და ებრძვის თავის თანა მერწმუნეების მტერსა. თითქმის მთელი ორი საუკენის განმავალობაში იჩენს მთელი ევროპა ამ თანაგრძნობასა, მაგრამა. . . . . ჯერ კი რა გამოდიოდა ამ საგანა?
იმ დროსა, ძველი (და თვით უძველესიცა) რწმუნობაები ახალ სარწმუნო აზრებში ისე იყო გადარეული, რომა დიდი ჭკუის მძლავრობა უნდოდა, რომა დროების სარწმუნოება განეჩხრიკა და იმის საჭიროების აუცილებლობა შეეგრძნო, შეემცნო რომა მკვიდრათა და მტკიცედ ემოქმედა კაცსა თავის საზოგადოების ცხოვრებაში, თავის თავისუფლების დაურღველათა და კაცთმოყვარების მოთხოვნილობაზე. ეს მანამდინ ვერ მოხდებოდა, მანამ კაცობრივობასა ჭეშმარიტი სწავლისა, ბუნების მტკიცედ შემეცნების ახალი, ძლიერი ღონისძიება არ მოხმარებოდა, მეტადრე როდისაც იმ დროსათვისაც დაძველებულმა რწმუნობამ იმძლავრა — ცალკე პაპის უფლების გაძლიერებითა და ცალკე საეროდ მემამულეთა და მძალვრების დესპოტური ძალადობაებით. პაპას კერძობას აღუდგა ლუტერი, რომელმაც თავის დროების შეხედვით განსწმინდა ფრანგობის სარწმუნოება, რომელშიაც უსამართლოება იქამდინ მივიდა, რომა ადამიანები (პაპია და იმისი სიწმინდის მორწმუნენი) სიქაობას აქვე განაგებდნენ, ისე რომ ყოველი ღვთის ნება იმათ ნებაზე იყო დამოკიდებული.- სხვა ქვეყნიერების უსამართლოებასა აღუდგა სწავლა და ხელოვნება, რომელთაცა კაცთა წარმოუდგინეს ბუნება ისე კი არა როგორათაც მინამდინ წარმოიდგენდნენ, ისე როგორათაც მართლად და ჭეშმარიტად არსებობს და რომელთაც საზოგადოების დაწყობილების ჭეშმარიტებაზე და სიმართლეზე დადგენის აზრები შემოიტანეს. მაშინ, როგორც კერძობითი კაცისა, ისე მთელი ხალხობის თავისუფლება კაცობრივ სამართალზე დაყენების შეთანხმოებას შეუდგა. სხვაზე უფრო მომატებულად შესანიშნავი ღონისძიება, რომელიც ჭეშმარიტების დასამკვიდრებელად მოიგონა კაცმა, იყო-ბეჭვდაცა. ამითი განვრცელდა ჭეშმარიტი შემეცნებაები სწავლისა და კაცთ მიმართულობაში საზოგადოობა დამკვიდრდა. მასუკან ყოველ დროების მოთხოვნილების გარდაცემა საზოგადოებაში ადვილად შესაძლებელი არის. ამას ემსახურება-ლიტერატურა. —
მაგრამა, მკითხველო, რომლისამე აზრის დადგენა, და იმ აზრის განხორციელება. იმ აზრის სამუდამო საყოველჟამო აღსრულება ადვილი არ არის, მსწრაფლად არ მოხდება ხოლმე. ხალხი რაკი ერთ აზრს შეერწმუნება ხოლმე, იმ აზრისგან გადარწმუნდება სხვა, ახალი დროს აზრის დადგენითა-დიდი აღმაშფოთებელი ამბავია ხოლმე და ძნელად მოსახდენი. რამდენი წარჩინებული, იმ საქმეში წინამავალი პირი ეწამება ხოლმე ამ დროებისაგან დაწესებულ კანონსა! კაცობრივობის წანამავლობაში მაგალითი მრავალია, იმდენი მაინც, რამდენი აზრის დადგენაც მომხდარა. ქრისტიანობის აზრის დადგენა რომ მოხდა, რასაკვირველია, იმ ჟამად იმას განმაცოცხლებელი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრივობისათვისა, მაგრამ იმის საზოგადოდ, საყოველთავო განხორციელება კი ჯერაც სად არის-მაგრამა, ამ სარწმუნოებისათვის შეწამებულნი, მოიფიქრე, რამდენნი ყოფილან ჯერა, მკითხველო! მეთექვსმეტე საუკუნემდინა, ბევრი ისეთი აზრები შეეკიდა კაცობრივობასა, რომელიც მთელ კაცობრივ ცხოვრებასა, როგორც საზოგადოდ, ისე ნაწილობითად განმაცოცხლებელის მნიშვნელობით შეეხებოდა; ეს, ერთი მხრით. მეორე მხრითა ყოველმა უგუნურებამა, ყოველმა უსამართლოებამა, ყოველმა უმსჯელობამ, რაც კი კაცობრივობასა დაარსებითგან შეჰპირვოდა, — ე.ი. ყოველმა ბოროტობამ იმოდენად იმოქმედა საზოგადოებაში, რომა პირ და პირ წინააღუდგებოდა ყოველსავე კეთილსა და სძალავდა. მაგალითებრ-ვისმე რომ კაცობრივი სიყვარულისა, კაცობრივი თავისუფლების მოთხოვნილება საზოგადოების ვალდებულებად რომ გამოეცხადა ამას საზოგადოების უმეტესი ნაწილი სისულელეთა და უგუნურებად, გარყვნილობად მიიღებდა. ამ გვარ გრძნობას თუ გამოაჩენდა ვინმე აშკარათა, საზოგადოდ, იმასა კლამდნენ, ამოყმებდნენ, აწვალებდნენ.-რა უნდა ექმნა ამასობაში კაცსა?
მანამდინა ყოველივე კეთილი რაც კი კაცობრივობაში მოქმედობდა და რომელიც კაცობრივობას აცოცხლებდა,ხალხისაგან მხოლოდ რწმუნებით იყო მიღებული, დ არა ცოდნითაცა, სწავლითაცა. ამ კაცის ბუნების ღირსება ისე საბოროტოდ (უსვინიდისობითა თუ უგუნორობითა, ჯერ ეხლა სულერთია) ახმარეს ხალხების წინამძღვრებმა, რომა ყოველი ჭკუა გონება აერია კაცს; სხვათა შორის ისეთი რამე არწმუნეს ბევრი, რომელსაცა კაცი ცხადათა ხედავდა, რომა მიუღებელი იყო. მაგ. საზოგადოებაში რასაც მეფე ისურვებს, უთუოდ ხალხის კეთილ მდგმომაროების სასარგებლოდ ისურვებსო. ხალხსა ამ ჭეშმარიტების რწმუნებას მოსთხოვენ და ხალხიც სრულიად დამონებული, რასაკვირველია-ერწმუნა; რასაც სხვა და სხვა მმართებელი იმოქმედებსო, იმას მეფის ნებით მოქმედობსო და თუ მეფის ნებით არის, მაშასადამე, სამართლიანიაო, ამ რწმუნებაში ხალხი იქამდინ მიდის, რომა თუმცა მზად არის მუშობაზე, მაგრამ სამუშაოს ვერასა შოულობს და ლუკმა პური ეჭირვება, თავის უფლებას ვიღა ჩივის!-ვინც წინაური იყო, ისა ცხადადა გრძნობდა, რომა საზოგადოება ამ გვარი დამონებითა, უმოქმედობით ხდება, ირყვნება, ირღვევა, ყოველივე კეთილი როგორც კერძოობითი პირის შესახებ, ისე საზოგადოებისა, თუ მთელი კაცობრივობის შესახებ-რაც კი კაცობრივობასა წარმოდგენილი, და გულში ჩანერგული აქვს, სუყველაფერი ფუჭად მიდისო, — თუ საზოგადოებას ეს დაწყებულობა არ გამოეცვალაო. მაგრამა, როგორ უნდა გამოცვლილ იყო იმ საზოგადოების დაწყებულობა, რომელშიაც მონების უღირსობა ისე ჰქონდა კაცსა გულში ღირსებად ჩარწმუნებული, რომა ჭეშმარიტი ღირსებისა აღარა გაეგებოდა რა. მიხვდები, მკითხველო, ჩემ აზრსა. სიმოკლესათვის ბოდიშს ვიხდი. —
ამისთანა უბედური მდგმომარეობისაგან დახსნისათვის სხვა ღონის-ძიება არა ქონდათ რა იმ ზემოხსენებულ მოწინავეებსა თუ არ ესა. იმათ იფიქრეს, რომა ყოველივე კეთილისა, რაც მანამდინ კაცობრივობას წმინდა სარწმუნოებად მიაჩნდათ და სარწმუნოების ვალდებულობით აღსრულებდნენ იმისი აუცილებელი საჭიროება უნდა დავუმტკიცოდ, რომა ყოველმა კაცმა თავის მოქმედებაში და შრომაში ყოველი ბუნებისაგან მინიჭებული ძალა და ღონე გამოიჩინოს, რომ შრომა უფრო ნაყოფიერად ახმარონ. ამის ჩვენებისათვის ყოველ რწმუნებას იჭვი ჩაუგდეს და გონებითგან გადაიგდეს, წარმოიდგინეს, რომა კაცმა არა იცის რაო, მაგრამ ყოველის ფერის ცოდნისათვის ღონისძიება აქვსო: ეს ღონის ძიება მდგომარეობს კაცის გარეგან გრძნობილობაში და შიგნეულად ჭკუაში. ამ აზრით დაარსდა ახალი ჭეშმარიტი სწავლა, რომლის საგანიც არის ცხადი ცოდნა. მერე და მერე ურწმუნებოდ ამისი საქმე არ გათავდა, რათგანაცა რწმუნება კაცობრივობის ბუნებაშია და სწავლასა რწმუნებაც ეხმარება, ის რწმუნება, რომელსაც ფესვი ჭკუაში უდევს, და იმაზე არის დამოკიდებული (аналогiя). —
როდისაც ეს იჭვნეულობა განვრცელდა საზოგადოებაში, და იმითი ხალხის დამამონებელი რწმუნება დაირღვა და გულითგან მოეთხარა ხალხსა, მაშინ ხალხი მოყვა ქვეყნიერების ბოროტობაზე, იმათი თავისუფლების მომსპობლებზე ღრენასა, და რაკი, როგორც ზემოთა ვსთქვით, საზოგადოებაში უსამართლობა, დაწყობილობის ურიგობა იქამდინ მივიდა, რომა ხალხს თავის დამონებაში ლუკმა პურის მოგების ღონის ძიება აღარა ჰქონდა-მაშინ მოხდა ფრანციელების საზოგადო აღრევა, რევოლუცია. საზოგადო ების დაწყებულობაში ყოველ წესიერებას იჭვი ჩაუდეს და გარდააგდეს ყოველი ძველებური დაწყებულება, და რასაც მაშინდელი თანამედროვე სამართლიანობა მოითხოვდა, საზოგადოების რიგი ისე დააწყეს. მაშინ განხორციელდა ხალხში ყოველი ზნეობის სამოქალაქო სარწმუნოება: პატივისცემა კაცისა, როგორც კაცისა, და მეტადრე – როგორც საზოგადოების წევრისა.
მაშინ წამოდგა თავისუფლება როგორც კაცისა კერძოობით, ისე ხალხისა საზოგადოდ. მასუკანა ამ საუკუნებისაგან შედგენილ მოთხოვნილების განხორციელებასა და განვრცელებასა დაადგა კაცი. ამ განხორციელებისა და განვრცელებისათვის ორი დიდად შესანიშნავი აზრი ჩამოდგნენ ამ ჩვენ საუკუნეში: ერთი მოიხთხოვს საზოგადოებისგანა და მეტადრე ზოგი ერთი კეთილმდგომარე პირებისგანა დიდ განწირულებასა სხვათათვის, რომელთაცა ნაკლები კეთილ-მდგომარება აქვს. ამის განხორციელების სიძნელემა მეორე აზრი დაადგინა, რომელიც გამოირკვია ბუნებითი სწავლისაგან, რომა ყოველი კეთილი წარმატებისათვისა ჯერ ხალხში ყოველი კეთილისა, ყოველი სარწმუნოებითი აზრის საჭიროება უნდა დამტკიცდეს, იმისი სარგებლობა უნდა ცხადად წარმოსადგენი იყოს, რომა როგორც კაცებმა კერძოობით, ისე მთელმა ხალხებმა საზოგადოდ, ცხადად იგრძნონ და უფრო მტკიცედ, გონებიანად, აზრიანად აღსრულებაში მიიყვანონ.
ესე ვათავებთ კაცობრივობას წინამავლობის ჩვენებასა. მკითხველს არ უნდა ეგონოს კია, რომა ვითამ მთელ კაცობრივობაში სხვა შესანიშნავი არა ყოფილიყოს რა წინამავლობის დასამტკიცებელი. ამისი გაშინჯვა უფრო ვრცლია თაისე, რომა მთელი ნამყო ცხოვრება წარმოსდგეს, იმისათვის არის დაარსებული სწავლა-ისტორია. ჩვენი-როგორც მოამბისა-სრულ სხვა საგანია. ჩვენ იმ აზრის გაშინჯვა ავიღეთ საგნათა, რომა წინ მიდის კაცობრივობა, თუ ეხლა ამ ჩვენ ნათქვამსა ერთი სხვა მნიშვნელობა გვინდა მივცეთ კიდევ წინამავლობა წარმოსდგება იმ დედა აზრებისაგანა, რომელნიც სხვა და სხვა დროსა, სხვა და სხვა ხალხებში, იმათ მაცოცხლებელად შემოდიოდნენ. მასუკან ერთი ხალხისაგან სხვებში, მთელ კაცობრივობაში უნდა განვრცელებულ იყვნენ. უწინა ამ განვრცელებისათვის ღონისძიება არა იყო რა და ამის მიზეზით ბევრი ხალხი რჩებოდა ძველებურ მდგმომიარეობაში, როგორც მაგალითებრ, აქამდინ არიან, უკურჩენილნი მთელი აღმოსავლეთის ხალხები და სხვათა შორის, თუმცა ჩინეთისავით კი არა, მაგრამ იმასთან კარგა დაახლებით კი-ჩვენი ქართველობაცა.
თუ მართლა ჩვენი ქართველობა უკან არის დარჩენილი კაცობრივობის წინამავლობაში ჩვენი დროების ხარისხისაგანა, მაშასადამე ნაკლებულებაც ბევრი უნდა ჰქონდეს, იმდენი, რამოდენათაც არის უკან დარჩენილი. ამ ნაკლებულებების ჩვენება, ცხადად წარმოდგენა ლიტერატურის ვალია, მაშასადამე ჩემიცა.
ქართველობის ზნეობაში სენი ბევრია. ამ სენსა მე რითი უშველო. თვითონ ქართველობა არა გრძნობს, რასკვირველია. თუ არა გრძნობს უბრალო ჩვენება, ტყუილად გააკაპასებს, არც სენი მოეთხრება და მე კი მომიშორებს თავიდამა, და მეც საქმეს წამიხდენს და იმითი თვითონაც საქმე წაუხდება, რათგანაც ჩემსა და იმის სარგებლობასა ჩვენს ურთიერთობაში აქვს წყარო. მაშინ, იქნება, შენცა სთქვა, მკითხველო, რომ ტყუილათა გვლანძღამ ქართველებსაო. ეს ჩემი შრომა, რასაკვირველია, თითქმის ტყულად ჩამივლის, რათგანაც ქართველობის სენის ჩემგან უბრალო ჩვენებით
ვერ დაგიმტკიცდება არც საზოგადოდ ქართველობისა, არც კერძოობით — შენი უკუღმართობა. რომ მაშინვე დამერწმუნო, ჩემმა ჩვენებამ. ნებამ — მაშინ კი, იქნება, გასჭრას, ცოტაოდენად მაინც. მაგრამა, შენ მე რად უნდა დამერწმუნო: არცა ვარ წარჩინებული წევრი საზოგადოებისა, და, მადლობა უფალსა! არც დიდი ძალის პატრონი ვარ, რომა ჩემდამი შიშმა მაინც დაგაჯეროს ყოველის ფერზე, რაც წამოვსთქვა ხოლმე. არც მინდა, სწორე მოგახსენო, ისე დავიჭირო საქმე, რომ თუ არ რწმუნებითა, სხვით ვერაფრით გავიტანო ცხოვრებაში ჩემი ნათქვამი.
რასაც ვიტყვი იმ დედა აზრებზე დაფუძნებული იქმნება ყოველი ჩემი აზრი, და იმ დედა აზრებს კი ისეთი თვისება აქვსთ, მკითხველო, რომა იმათ გადაგდებას ვერავინ ვერ გაბედავს, მეტადრე — ქრისტიანი. არა გჯერა, მკითხველო? იჭვიანობისათვის პატივის ცემას განგიცხადებ! მაგალითით აღგიხსნი ამასა. საზოგადოებაში ერთი ნაწილი რომ სულ არა შრომობდეს და სხვისი შრომით ირჩენდეს თავსა, და იმ შრომასაც რომ — თავისუფლება არა ჰქონდეს, ე.ი. ურთიერთ ნება-ყოფლობაზე დამოკიდებული, რომ არ იყოს საზოგადოებისათვის ცუდია, თუ არა? ამ კითხვაზე, შენა, მკითხველო, რასაკვირველია, შედგები, იქნება — შეჰკრთე კიდეცა, პასუხს კი ვერას მომიგებ ჯერა, ვიცი. ეს მდგომარეობა ორივე ნაწილისათვის, მეტადრე მთელი საზოგადოებისათვის — სენია აი რათა. ჯერა, მე რომ ეხლა თავისუფალი კაცი არ ვიყო, ფეხებში ბორკილი გაყრილი მქონდეს, ხეირიანი შრომა, ცხადია, არ შემეძლებოდა. ამას გარდა სხვა ვინ შეიტყობს, მე ვითარი შრომის ნიჭი მაქვს? რასკვირველია, არავინა ჩემი გუნებისა და სურვილის მეტი, ჩემი ნებაყოფლობის წინააღმდეგობით ბატონმა კალოზე პურის გამნიავებელი რომ გამხადოს, რასაკვირველია, ნახევარ ხორბალს ბზეს გავაყოლებ. ჩემი ბატონიც რომ დარწმუნებული არ იყოს, რომა სხვისი შრომა აცხოვრებს, რასაკვირველია, უფრო იმხნევებდა, და თავისუფალ შრომას გასწევდა, რა გამოვიდა აქედამა? ჯერისა, რომა თავისუფალი შრომა უფრო ნაყოფიერია. მერე ისა, რომა მთელ საზოგადოებაში ყოველი კერძოობითი კაცი უნდა იყოს მშრომელი და მშრომელი თავისუფალათა და მაშასადა- მე ნაყოფიერათაცა და თუ საზოგადოებაში ყოველი იმის წევრი ნაყოფიერთა შრომობს, საზოგადოებაც კეთილ მდგომარეობაში შევა. საზოგადოების კეთილ მდგომარეობასა კერძოობითი პირების კეთილ მდგომარეობაც უნდა მოჰყვეს თანა. სწორედ ისე, როგორათაც ერთ სახლობაში, ყოველი წევრი რომ ნაყოფიერათა შრომობდეს, მთელი სახლობა კეთილ მდგომარეობაში შევა, და ამ სახლობის კეთილ მდგომარეობასა, რასაკვირველია, იმ სახლობის წევრების კეთილ მდგომარეობაც თან მოჰყვება. თუ ვინიცოობაა, არ მოყვა, სახლობის ყველა წევრებზე არის დამოკიდებული, რომა მთელი სახლობის რიგსა ისეთი დაწყობილება მისცენ, რომელმაცა ყოველი წევრის თავის უფლება არ დაარღვიოს. ამ თავისუფალი შრომის მოკვეთა ჩვენ საზოგადოებაში ასი ათასი გლეხს მოსდიოდა და იმათ მებატონეების მრავალ თავადსა და აზნაურს; ამას უთუოთა, გრძნობს ქართველობის კეთილ-შობილი ნაწილი და გლეხებს თავისუფალ შრომაზე დაყენება ეძლევათ. დროების დედა-აზრი, როგორა მოქმედობს ამ მაგალითში, მკითხველო, იმას ეხლა შენც ადვილად მიხვდები.
მაგრამა, ამავე მაგალითზე, მაინცა და მაინც რომ გამოჩნდეს იმავე დედა-აზრის განუხორციებლობა, მაშინ სხვა ღონის-ძიებას შეუდგება ლიტერატურა. აიღებს იმ სენსა, რომლის სენობაც ცხადია და დაუწყებს შიგვე გვამში კეპსა. ამ ღონის ძიებასა ჩვენ საზოგადოებაში ზოგი, რომელიც უფრო ტლანქი ქცევისა და ენისა არის, ლანძღვას არქმეს, სხვები კიცხვას ეტყვიან. ამის სწორე დასახელება რა საჭიროა. ჯერ ვნახოთ, შემდგომ ჩვენ ამბებში როგორ იმოქმედებს ეს ღონის-ძიება და ვინ რას იტყვის იმაზე, და მერე ვნახოთ რა შესაბამი სახელი მიუგება. ეს ღონის-ძიება შენზე რომ მოვიხმარო, მკითხველო, ჩემი თავის გასამართლებლად, იმავე გვარი პატიოსანი სვინიდისიანობა მექმნება, რა სვინიდისიანობაც ექიმსა აქვს ხოლმე, როდისაც ვისიმე სხეულითგან სუნიან ალაგს ამოსჭრის ხოლმე, რომ მთელმა სხეულმა კიდევ იცოცხლოსო.
დავით ყიფიანი
_______________
1 ამასთან აქვე ისიც უნდა ვსთქვა, რომა გრძნობა რისამე და იმისი ცოდნა, შემეცნება სულ სხვა და სხვანი არიან. ვსთქვათ . . . . ამას კი ვეჭობ, მაგრამ ვსთქვათ მაგალითად; მე შენ გიყვარვარ. თუ გიყვარვარ, ჩემდა სიყვარულსა გრძნობ, რასაკვირველია. მაგრამ, აბა ამიხსენი, რა არი სიყვარული? აბა მოიფიქრე, შენი ახსნით ხომ ვერ დამაკმაყოფილებ.
![]() |
7 საბრალონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 საბრალონი |
▲ზევით დაბრუნება |
საბრალონი
(დასაწყისი იხ.№3)
იმ ხის ნახვით რომ გაძღნენ, ტოლომიესმა დაიძახა: — ვისაცა გსურდეთ, ცხენზედ შევჯდეთ და გავისეირნოთო! პატრონს გაურიგდნენ, შესხდნენ და გაემგზავრნენ ისსაში. იქ ერთ ბაღში ორ- წაბლის ხეზე საქანელა იყო გამართული, ვაჟებმა თითო-თითოთ აქანეს თავისი ქალები საქანელზედ და ტოლომიესი ისეთ აღტაცებაში მოვიდა, ისე გამხიარულდა, რომ ისპანიურს სიმღერას მოჰყვა, რადგანაც ტულუზელი იყო. მარტო ერთშა ფანტინამ არ მოიწადინა გაქანება.
— ნეტავი შენ არ იპრანჭებოდეო, გაჯავრებით უთხრა ფავურიტამ.
აქედამ მერე სენაზე ნავით გავიდნენ და პარიჟამდის ქვეითი მივიდნენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალგაზდანი დილის ხუთ საათიდამ ფეხზედ იყვნენ; მაგრამ რა უშავს! კვირაობით ადამიანი არ დაიღალებაო და იმ დღეს დაღალვას ძალა არა აქვსო, ფავურიტა იტყოდა ხოლმე. შუადღის უკან საათის სამზედ იმათ დააპირეს რუსულ მთებზედ სეირნობა.
იმ დღეს დრო გამოშვებით ფავურიტა მალ-მალ წამოიძახებდა ხოლმე:
— ჩვენი საჩუქარი და მოსართმევი რა იქნა დღეს უთუოდ უნდა მოგვერთვასო.
— მოთმინება გქონდეს! ტოლომიესი უპასუხებდა ხოლმე.
როცა რუსულ მთებიდამ დაბრუნდნენ, ახალგაზდები სადილის ფიქრს შეუდგნენ, ეს ჩვენი მხიარული საზოგადოება ცოტათი დაქანცულნი ბომბარდის ტრასტირთან მივიდა, რომელიც ელისეისის მინდორზე იყო გამართული და ერთ გამოჩენილ მეტრახტირეს სახელად ბომბარდს ეკუთვნოდა,
რადგანაც კვირა დღე იყო და ტრახტირის ცოტაოდენად სუფთა ოთახები ხალხით გატენილი იყო, ამის გამო. ისინი შევიდნენ ერთ დიდ საძაგელ ოთახში, რომელსაც კედელში წალო ჰქონდა დაყოლილი, იქვე კუთხეში ლოგინი იყო; ორი ფანჯარა ქონდა წელის პირისაკენ გადასახედი, იმ ფანჯრებს მზის შუქი ადგა. ოთახში ორი სტოლი იდგა, ერთზე სვავსავით თაიგულები გროვა, კაცების და ქალების შლიაპებთან თან არეული; მეორეზედ ზედაღორდეთ, ბლუდებით სხვა და სხვა საჭმელები ეწეო: თეფშები, ბოთლები, სტაქნები არეულ-დარეულად იყო და იმ სტოლის გარშემო ჩვენი ახალგაზდები ისხდნენ. საღამოს ხუთის ნახევარზედ ამისთანა დროს გატარებაში იყვნენ. მზე დასავლეთისკენ ჩადიოდა და იმ ახალგაზდებსაც თან და თან მადა ეკარგებოდათ.
სადილის ჭამის დროს ლაპარაკი მეტადრე არშიყობაზე ძნელი გასაგონი და ასაწერია. არშიყობის ლაპარაკი სწორედ ღრუბლები და სადილზედ ქალებთან ლაპარაკი, — კომლია.
დალია და ფამელი დამღეროდნენ, ტოლომიესი სვამდა, ზეფინა კასკასებდა, ფანტინას ღიმილი მოსდიოდა, ლისტო-ლუე სენ კლუში ნასყიდ სალამურზე უკრავდა, ფავურიტა ნაზად უყურებდა ბლაშეველს და ეუბნებოდა:
— ბლაშეველო, მე შენ ძალიან განსხვავებით მიყვარხარ და ტივს გცემ. ამაზედ ბლაშეველმა ჰკითხა:
— ფავურიტავ, მე რომ შეგიძულო და აღარ მიყვარდე, ნეტავი ვიცოდე შენ მაშინ რასა იქ?
— მე! ფავურიტამ დიყვირა. არა მაგას ხუმრობითაც ნუ გამაგონებ, ნუ მეტყვი! შენ რომ მე თავი დამანებო და აღარ გიყვარდე, მაშინ არ ვიცი რას ვიქ! მე შენ მოგგვარდები, გაგწეწ, დაგფხრეწაში, წყალს შემოგასხავ და ციხეში ჩაგასმევინებ.
ბლაშეველმა ფრიად სასიამოვნო თავ მოწონებით გაიღიმა. ფავურიტამ დაიწყო:
— ჰო, მე მაშინ სალდათებს დაუძახებ! არა, ნუ გგონია შენ პირი შეგინახო და გაპატიო! არა.
სიხარულით აღტაცებული, ბლაშეველი სკამს გადეყუდა და სიამოვნით, ამაყად თვალები დახუჭა.
დალიამ ჭამას თავი არ დაანება და ჩუმად ჰკითხა ფავურიტას.
— მაშ შენ მართლა აგრე ძალიან გიყვარს შენი ბლაშეველი?
— მე? მე ეგ მძულს, მეზიზღება, — ფავურიტამაც ჩუმად უპასუხა. ეგ საშინელი ძუნწია. ჩვენ სახლის პირდაპირ ერთი ახალგაზდა ყმაწვილი კაცია, მე ის მიყვარს. ასეთი ლამაზია, რომ რაღა ვსთქვა. შენ იმას არ იცნობ? როგორცა ჰსჩანს ის აქტიორად ემზადება; მე აქტიორები ძალიან მიყვარან. იმას ერთი ბებერი დედა ყავს, როცა ის ყმაწვილი შინ დაბრუნდება ხოლმე. დედა ეუბნება:
— ოჰ ღმერთო ჩემო! ეხლა თავს წამართმევსო, მოსვენებას გამიწყვეტსო, კიდევ ყვირილს დაიწყებსო. შვილო. შენის ყვირილით მე მალე თავი გამისკდებაო.
მართლათაც, ის ყმაწვილი კაცი ოთახში დადის, ხან ჩარდახში აირბენს ხოლმე, ან საცა მოხვდება, სულ დამღერის და თეატრში წარმოადგენლად სიტყვებს ზეპირად ამბობს და ერთი ხმით ისე გაჰკივის, რომ იმისი ხმა ქვეით ჩამოდის. ქაღალდების გადაწერით ის დღეში ოცს სუს იღებს. ის ყმაწვილი წმინდა იაკობის საყდრის მგალობელის შვილია. ოჰ! არ იცით თუ რა მშვენიერია. ისეთი უყვარვარ, ისე პატივს მცემს, ასე გაშინჯე: ერთხელ როცა რძიან ბლინებისთვის ცომს ვამზადებდი და იმან დამინახა, ასე მითხრა: „ქალო, თქვენი ხელ-თათმანების ბლინებიც რომ გამოაცხოთ, მე დიდის სიამოვნებით გიახლებითო“. მარტო არტისტებს შეუძლიანთ და იციან ამისთანა სიტყვების თქმა! არა ძალიან მშვენიერია! იმის ენით მე თითქმის ჭკუაზედ შევსცდე. ეჰ! სულ ერთია! ბლაშეველს კი მე ვარწმუნებ და ვეუბნები, შენთვის მე გაგიჟებული ვარ მეთქი. როგორ ვატყუილებ? როგორ ვსტყუი? მოგწონს თუ არა?
ცოტას ხანს ფავურიტა დაჩუმდა და მერე კიდევ მოჰყვა ლაპარაკს:
— დალიავ, მე ძალიან მოწყენილი და ნაღვლიანი ვარ. მთელი ზაფხული წვიმა მოდიოდა, მერე ქარმა შემაბეზრა, ბლაშეველის სიწუწკემ და სიძუნწემ ხომ რაღა ვსთქვა, გამიჭირა. სიძვირე ცალკეა და ერთი აქ უყურე: საძაგლობა არ არის ამ ოთახში პურის ჭამა, საცა ლოგინი აგია? ეს მე სიცოცხლეს მიმწარებმს და მაზიზღებს
სადილს უკან, როცა ახალ-გაზდები ბაასში იყვნენ, ტრახტირის ახლო, რიყეზე ერთი ბებერი და გამხდარი ჭაკი ცხენი წაიქცა, რადგანაც ძალიან მძიმე პოვოსკაში იყო შებმული. დაღალულ დატანჯულმა ცხენმა თურმე ბომბარდის ტრახტირთან მიახწია თუ არა, წასვლა ვეღარ შეიძლო და შედგა, ამის გამო. ხალხი გარს მოგროვდა. მაშინ როცა ცხენი იმ ფიქრით წაიქცა, რომ ფეხზედ აღარ ამდგარიყო, გაჯავრებულმა ცხენის პატრონმა სამდურავის ხმით ცხენს დაჰკივლა: „აი შე ოხერო და დაწყევლილოო“ და თან შოლტიც გადააწნა. ხალხის ხმაურობაზე ახალგაზდებმა გადიხედეს ოთახის ფანჯრიდამ.
ფანტინამ იმ წამსვე გულ-ამოხვრით სთქვა:
— საცოდავი ცხენი!
ამ თქმაზე დალიამ დაიძახა:
— ერთი აქ უყურეთ, ფანტინას ეხლა ცხენებიც ებრალება, იმათზედ სწუხს! აბა ამისთანა სისულელე იქნება ღა! ან შეგიტყვიათ?
იმ დროს ფავურიტამ გულ ხელი დაიკრიფა, თავი უკან გადიგდო და ტოლომიეს ბრძანების ხმით ჰკითხა:
— მართლა, ჩვენი მოსართმევი რა იქნა?
—ჭეშმარიტი ბრძანებაა, ტოლომიესმა უპასუხა. . . დრო მოახლოვდა ყმაწვილებო. დროა საჩუქრებითა გავაკვირვოთ ჩვენი ქალები. ქალებო, ცოტას ხანს მოგვითმინეთ.
—საჩუქარი ჯერ კოცნით უნდა დაიწყოს,ბლაშეველმა ჰსთქვა.
— დიაღ, შუბლში ჩაკოცნით დავიწყოთ, ტოლომესმა დააყოლა.
ყმაწვილი კაცები მივიდნენ, ყველამთავთავის საყვარელის მედიდურად შუბლში ჩაკოცნეს და მერე ოთხივენი ერთი ერმანერთის უკან, თითი ტუჩზედ მიდებული ოთახიდამ გავიდნენ.
იმით გასვლის შემდეგ, ფავურიტამ სიხარულით ტაში შემოჰკრა და სთქვა:
— აი ეხლა მესიამოვნება!
— დიდხანს იქ ნუ დარჩებით და მოლოდინს ნუ გაგვხდით, ფანტინამ წაიჩურჩულა, ჩვენ თქვენ მოგელით.
სიამოვნების მხიარული დასასრული.
ახალგაზდა ქალები მარტოდ რომ დარჩნენ, წყვილ-წყვილად ფანჯრებში გადეყუდნენ, ერთი ერთმანერთში მუსაიფობა დაიწყეს და თან ქუჩის გამვლელ გამოვლელს უყურებდნენ.
როცა ახალგაზდები ხელი ხელ გაყრილნი ტრახტირის ქუჩის კარებიდამ გადიოდნენ, ქალებმა დაინახეს; მერე ვაჟებმა ქუჩიდამ შემოხედეს და საყვარლებს გაუცინეს, ხელებით რაღაებიც ანიშნეს და მერე უჩინარი შეიქმნენ იმ კვირადღის მტვრიან ხალხში, რომლითაც მუდამ კვირაობით იმოსება ელისიის მინდვრები.
— დიდხანს ნუ დარჩებით! ფანტინამ მისძახა:
— ნეტავი ვიცოდე რა საჩუქარს მოგვიტანენ? ზეფინამა სთქვა.
— უთუოდ კარგ რასმე მოგვიტანენ, — დალიამ უთხრა.
— მე,-ფავურიტამა ჰსთქვა,-მინდა რომ ოქროს ნივთი იყოს რამე.
აშათ გულის-ყური მალე გაერთოთ იმ სანახავით, რომელიც იმ დროს რიყეზე იყო და მოჩანდა. დილიჟანსების წასვლის დრო იყო; მუდამ წამს თითო უზარმაზარი კარეტა შავი და ყვითელი წამლით შეღებილი,მძიმეთ გამსილი და გამოჩურთული სხვა და სხვა ბარგით, რომელშიაც ბევრი ადამიანის თავები სჩანდა დ თან იმალებოდა, ქვებით მოკირწულულ ქუჩებზე მსხვრევა ტეხით, ზანგალაკების ხმით მიგორავდა, ქვებს ლეწავდა, გზაზედ ხალხსა ჰყოფდა, ცეცხლებსა ერიდა თითქო. სამჭედლოაო, თან საშინელ მტვერს აყენებდა და საზარელი სანახავი იყო. იმ დილიჟანსების ხმაურობამ გაართო ახალ გაზდა ქალები. ფავურიტამ დაიძახა:
— რა ხმაურობაა! ასე გონია ჯინჯილების ჩხარაჩხურიაო. ერთი იმ გვარ კარეტებისაგან ცოტა ხანს შდგა და მერე ისევ საჩქაროდ გასწია. ამაზე ფანტინა გაოცდა;
— ეს საოცარია! იმანა სთქვა. მე ისე მეგონა დილიჟანსი არას დროს არ გაჩერდება!
ფავურიტამ მხრები აიწია და სთქვა;
— რა უცნაური რამ არი ეს ფანტინა! მე ეს ეხლა უფრო შევაცნიე. სულ-უბრალო რამე ამას აოცებს და აკვირვებს. აქ საოცარი რა არის? ვსთქვათ მაგალითად: მე მოგზაური ვარ და დალიჟანსის კონდუკტორს (*) ვეუბნები: „მე წინ წავალ, როცა რიყის ქუჩაზე გაიაროთ, მე იქ ვიქნები და მაშინ წამიევანეთ“. დილიჟანსი მოდის, მე მხედავს თუ არა, დგება, მელის, მე შიგა ვჯდები და მივდივარ. ესეთი შემთხვევა მუდამ დღე მოხდება ხოლმე. ჩემო კარგო, მაშ შენ სულობით ქვეყანაზედ არა ყოფილხარ და არც ცხოვრება იცი.
ამ გვარად გაიარა რაოდენ მე დრომა; უეცრად ფავურიტა თითქო გამოფხიზლდაო და იკითხა:
— მართლა ჩვენი მოსართმევი საჩუქარი სად არის ჰა?
— ჰო, მართლა, ძვირფასი, სახელოვანი საჩუქარი რა იქნა?
დალიამ დააყოლა.
— იმათ ასე რად დაიგვიანეს, ფანტინამ სთქვა. როცა ფანტინამ ეს სიტყვები დაასრულა, პატარა ბიჭი, რომელიც ამათ სადილად ემსახურებოდა, ოთახში შევიდა. ბიჭს ხელში წიგნის მზგავს. რაღაც ქაღალდი უჭირა.
— ეგ რა არის? ფავურიტამ ჰკითხა.
ბიჭმა უპასუხა:
— ეს ქაღალდი ბატონებმა თქვენ ქალებს დაგინებესთ.
— თქვენ ეგ რატომ იმ წამსვე არ მოიტანეთ?
— ამიტომ, რომ ბატონებმა მიბძანეს, ერთის საათის შემდეგ მიართვიო, პატარა ბიჭმა უპასუხა.
ფავურიტამ ის ქაღალდი ხელიდამ გამოგლიჯა. მართლა წიგნი იყო.
— ზედ არა სწერია ვის ეკუთვნის ეს წიგნი? მაგრამ, ჰო, გვერდზედ აწერია.
— „ეს არის ჩვენი მოსართმევი საჩუქარი“.
საჩქაროდ წიგნი გახსნა, გაშალა და წაიკითხა (კითხვა იცოდა):
ჩვენო სასურველნო და სანატრელნო საყვარელნო!
„შეიტყეთ, რომ ჩვენ დედ-მამები გვყვანან. თქვენ ჯერ კარგად არ იცით რა არიან მშობელნი სამოქალაქო კანონებით და პატიოსნობით იმათ დედებს და მამებს უწოდებენ. მშობელნი ჩვენთვის კვნესიან, ოხრამენ; მოხუცნი ჩვენ გვიბარებენ, ის კეთილი კაცები და დედა-კაცები ჩვენ ურჩ და გარყვნილ შვილებს გვეძახიან, ჩვენი იქ სახლში მისვლა და ნახვა იმათა სურთ; თუ ეს თხოვნა აუსრულეთ, ისინი გვპირდებიან სამღვთოს დაგიკლამთო, ოღონც კი მოდითო. რადაგანაც ჩვენ კეთილნი და მადლიანები ვართ, ამიტომ იმათ ვმორჩილდებით. როცა თქვენ ამ წიგნის კითხვაში იქნებით, მაშინ ხუთი ფიცხი და მარდი ცხენები მიგვაქროლებენ ჩვენ დედმამებთან. ჩვენ ვკურცხლავთ, როგორც ბოსსუეტი ამბობს: მივფრინავთ, ტულუზის დილიჟანსი ჩვენ უფსკრულიდამ გვიხსნის, ეს უფსკრული თქვენა ხართ, თქვენა, ჩვენო კარგნო და ლამაზნო! ჩვენ საზოგადოებაში ვბრუნდებით; ვბრუნდებით ვალდებულებისათვის და წესისათვის. ვეშურებით, მივდივართ საათში სამელიოსს. მამულისათვის საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენ, როგორც სხვები, პრეფექტებად, მამებად და მსაჯულებად ვიყვნეთ. პატივის ცემა არ მოგვაკლოთ, ნუ დაგვივიწყებთ. ჩვენ თავს მსხვერპლად წირამთ. მალე გვიგლოეთ, გვიტირეთ და ეცადეთ რაც შეიძლება საჩქაროდ იშოვნოთ ჩვენი მაგიერნი. თუ ამ წიგნმა თქვენ გული დაგიკოდოსთ, თქვენც იმ წამსვე ეს დაკოდეთ და დაგლიჯეთ. მშვიდობით!
„თითქმის ორი წელიწადი ჩვენ თქვენ გაბედნიერებდით. ამისთვის ჩვენზე ნუ განრისხდებით“.
მოაწერეს: „ბლაშეველმა.
„ფამელმა.
„ლისტოლიემ,
„ფელიქსტოლომიესმა.
„P. S. სადილის ფული მიცემულია“,
ახალ-გაზდა ქალებმა ერთი ერმანერთს შეხედეს ფავურიტამ პირველმა შესწყვიტა სიჩუმე და დაიყვირა:
— როგორია? რას იტყვით? რაც გინდათ სთქვით, მაინც კარგი ხუმრობაა.
— ძალიან საცინელია, ზეფინამ სთქვა.
— ეს უთუოდ ბლაშეველის მოგონილია, ფავურიტამ წამოიძახა.-ამითი თითქმის ის ძალად თავს მაყვარებს, როცა წავიდა და აქ აღარ არის, მაშინ შევიყვარე. რა კაი ამბავია!
— არა, დალიამ სთქვა: ეს ტოლომიესის აზრი იქნება, ზედვე ეცნევა.
— მაშ რაკი ეგრეა, ფავურიტამ სთქვა: ვაი ბლაშეველს! და ღმერთმა ადღერგძელოს ტოლომიესი!
— ღმერთმა ადღერგძელოს ტოლომიესი! დალიამ და ზეფინამ გაიმეორეს და დაიწყეს ხარხარი.
ამათში ფანტინაც იცინოდა.
ერთის საათის შემდეგ ფანტინა თავის ოთახში შევიდა და ტირილი დაიწყო. ჩვენ წინად ვსთქვით, რომ ტოლომიესი, ამისი პირველი საყვარელი იყო. ეს საცოდავი ტოლომიესს ისე მიენდო. და მონებდა, როგორც ქმარს საბრალო. ფანტინას იმისაგან შვილი ჰყვანდა.
(პირველი ნაწილის დასასრული)
![]() |
7.2 ზოგჯერ ნდობა, თავის თავის ღალატზე უარესია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.2.1 I. ორთა დედათა შეხვედრა. |
▲ზევით დაბრუნება |
I. ორთა დედათა შეხვედრა.
ამ საუკუნის პირველ წელიწადებში, პარიჟის ახლო მონფერ- მედში, ცოლ-ქმარ გვარად ტენარდიებს, მიკიტნის დუქანსავით რაღაც სამზვარეულო ჰქონდათ გამართული, რომელიც ეხლა აღარრი. ის დუქანი ბულანჟეს ქუჩაში იყო. კარებების თაღზედ, კედელზედ ლურსმებით ფიცარი ეკრა და ზედ რაღაც ადამიანის მსგავსი იყო გამოსახული, იმ კარს ზურგზე სხვა კაცი, სქელ ღენარლის აპელატინები ზედ ვეება ვერცხლის ლურსმებით დაკრული, ზურგზედ უჯდა და მიყავდა; დახატული წითელი დიდრონი ლაქები, მგონია სისხლსა ნიშნავდა, დანარჩენი სურათის ადგილზედ გარშემო სულ კომბლი ეხატა; ამით კაცი მიხვდებოდა რომ ომი იყო გამოსახული. ქვეშ ეწერა: „ვატერლოოსის სერჟანტი“.
ტრასტინის ან მიკიტნის დუქნის წინ, იშვიათი სანახავი არ არი ურემი ან პოვოსკა. წელსა 1818-ში ერთი პოვოსკა, უფრო სწორეთ ვსთქვათ ვეება პოვოკის წინა თვლები, „ვატერლოოს სერჟანტის“ დუქნის წინ იდგა. იმ პოვოსკის წინა თვლებს, როშელსაც ახლო-მახლო ტყეებიდამ ხეების მოსატანათ ხმარობდნენ, მსხვილი რკინის ღერძი ჰქონდა და შუაში შესაბმელად ლატანი,- იმ ღერძს თავით და ბოლოზე ორი ვეება გორგოლაჭი ქონდა გაყრილი და ის იმაგრებდა. ავდრის დროს ბევრის ხმარებით, თვლები და ღერძი ტალახით იყო ამოთხუპნული. ღერძის ქვეშ მსხვილი რკინის ჯანჯალი ეკიდა; ისეთი მსხვილი თითქო მდევების დასაბმელი იყოსო. ეს ჯაჭვი ღერძი ქვეშ ძალიან დაშვებული იყო მიწაზედ და იმ საღამოს იმ ჩამოკიდებულ ჯაჭვზე, როგორც თოკის საქანელა ხედ, ორი პატარა ქალები ისხდნენ; ერთი იქნებოდა ორის წლისა და ნახევრისა, და მეორე წელიწად ნახევრისა; უნცროსი ყმაწვილი უმფროს მიჰკროდა. ამათმა დედამ ის საშინელი ჯინჯილი რომ დაინახა, ასე სთქვა: „რა კარგი სათამაშოა ჩემ ყმაწვილებისათვისაო“!
ორნი პატარა ქალნი. სუფთად და კეკლუცად მორთულნი მხიარულობდნენ და ბრწყინავდნენ ; რომ შეგეხადათ იმათთვის, იმ რკინის ჯაჭვზედ, ყვავილები გეგონებოდათ; ქორფა წითელ ლოყებს და მეტადრე თვალებს ძალიან პრჭყინვა გაჰქონდათ, ერთს თავზე თმები წაბლის ფერი ჰქონდა და მეორეს მოშაო. თვრამეტის თვის პატარა ქალს, უმანკო და უსუსურ ყმაწვილურ კადნიურობით აეწია თავის წინა კალთები და პატარა ლამაზი მუცელი უჩნდა.
რავდენსამე ნაბიჯზედ, სამზარეულოს კარის ღრუბლში, იმ პატარა ქალების დედა იჯდა; ეს დედაკაცი ლამაზი და მიმზიდველი სახისა არიყო. ჯაჭვზე მობმულ გძელის თოკით ის აქანებდა თავის შვილებს და როგორც დედის ჯიგარსა სჭირს, მოუსვენარის სახით თვალს არ აშორებდა, ეშინოდა ყმაწვილები არ ჩამოცვივნილიყვნენ და არა დაშრებოდათ რა ყოველ გაქანებ-გამოქანებაზედ, ჯინ-ჯილის რგოლები ისეთს საზარელს ხმას იღებდა,თითქო გაშფოთებული ვინმე გაჰკივისო; პატარა ქალები კი იმ ხმაზე მხიარულდებოდნენ; დაწურვილ მზესაც იმათთან თითქო უხაროდაო; საოცარი მშვენიერი სანახავი იყო, საცა ტიტანების ჯაჭვი, ბუნებას ანგელოზების საქანელათ გადაექცია.
დედა თან აქანებდა თავის ყმაწვილებს და თან, იმ დროს გამოჩენილ ახალ რომანსს დამღეროდა ბრუდე ხმით:
Jl le faut disait un guerrier
სიმღერის და ყმაწვილებზე თვალის ჭერის გამო დედამ კი შეიტყო და ვერ დაინახა ქუჩაში რაამბავიც იყო.
მშინ, როცა იმ სიმღერის პირველი ლექსები დაიწყო, იმას ახლო, თითქმის ყურში ხმა შემოესმა:
ქალბატონო! რა ლამაზი და მშვენიერი ყმაწვილები გყავსო.
A la belle et tendre Jmogeae.
ამ ლექსის სიტყვებით, რომელსაც დამღეროდა, დედამ უპასუხა და მერე მიიხედა.
თავის ახლო ნახა დედაკაცი. იმ დედაკაცსაც ერთ ხელში ყმაწვილი ყავდა. ამის გარდა მეორე ხელში დიდი პარკი ეჭირა, რომელიც ძალიან მძიმესა გავდა.
იმ დედა-კაცის ყმაწვილი უმშვენიერესი ცხოველი იყო, რომელსაც იშვიათათ შევხვდებით ხოლმე. პატარა ყმაწვილი იქნებოდა ან ორის ან სამის წლისა. სახით და ჩაცმით მეორე დედაკაცის ორ პატარა ქალებზედ ეს უკეთესი იყო. სუფთა და სპეტაკი თეთრი პერანგი ეცო - ლენტებით მორთული, წინ პაწაწა წმინდა ტილოს ფართუკი ეკრა და მოხდენილი კრუჟაოს მოსახვევი თავზე ეხურა. იუფკის კალთა ცოტა აწეული ჰქონდა და თეთრი და პატარა, ლამაზი ფუნჩულა ფეხი უჩანდა.
საოცარ ფეროვანი და ჯან მთელი ყმაწვილი იყო, -ადამიანი იმ პატარა ქალის წითელ და ფუნთუშა ლოჟის კბენას მოინდომებდა. იმის თვალებზედ კაცი ამის მეტს არას იტყოდა რა, რომ ძალიან დიდრონი თვალები ჰქონდა, მშვენიერი და დიდრონივე წამწამებით. ყმაწვილს ეძინა.
იმ უშფოთებელ დ სანდომიან ძილით, როგორც ამის ხნოვანიბის უსუსურებს შეეფერებათ ხოლმე, დედის გულზედ მიკვრა ძალიან ტკბილია; ამიტომაც ყმაწვილები ძალიან გულიანათ იძინებენ დედის გელზე მიკრულნი.
ყმაწვილის დედას დაღონება და სიღარიბე ეცნევოდა. ტანთ ისე ეცვა, როგორც მაღაზიის მკერვალი ქალებს აცვიათ; მაგრამ იმ ჩაცმაში ეტყობოდა, რომ ისევ სოფლის ღარიბი დედა-კაცი უნდა გამხდარიყო. ახალ გაზდასა გავდა. ლამაზიც იყო? იქნება, მაგრამ იმ ჩაცმაში და ტანისამოსში სილამაზე არა სჩნდა. ერთი ქერა ნაწნავი თავსახურავის ქვეშ ჩამოშვებოდა და სჩნდა, რომ ძალიან ხშირი თმები უნდა ჰქონოდა; ის თმები, თავზე მოსახვევით უშნოთა ჰქონდა შეკრული. თუ ადამიანს თეთრი და მშვენიერი კბილები აქვს, სიცილის დროს გამოუჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს არ იცინოდა. თვალებზედ ცრემლი ჯერ კიდევ არ შეშრობოდა. ფერი მკრთალი დ გაყვითლებული იყო; ძალიან დაქანცულს და თითქმის ავათმყოფსა გავდა; თავის მძინარე პატარა ქალს ისე დასცქეროდა, როგორც, თუ გინახავსთ, როცა ძუძუ მაწოვარა დედა დასცქერის თავის შვილს. განიერი ლურჯი ხელცახოცი, რანაირსაც ინვალიდები ცხვირის ხელცახოცათ ხმარობენ, ორათ მოკეცილი, უშნოთ ეკრა წელზედ. გაშავებულ ხელზედ ჭორფლი ეყარა და სალოკე თითი გაშეშებული და ნემსით დაჩხვლეტილი ქონდა. მიხაკის ფერი მსხვილი მაუდის წამოსასხმელი ეხურა, სამოსლის კაბა ეცვა და სქელი ფეხსაცმელები. ეს დედა-კაცი ფანტინა იყო.
მართალია, ფანტინას ძლივს ღა იცნობდით, მაგრამ თუ კაცი კარგათ დაკკირვებოდა, ნახავდა, რომ მაინც ისევ ლამაზი იყო. ადრინდელი მშვენიერი ტანისამოსი აღარ ეცო. პარიჟელების „კარგი ხუმრობის“ შემდეგ ათმა თვემ გაიარა.
რაც იმ ათ თვეში მოხდა ადვილი მისახვდენია.
როცა საყვარელმა თავი დაანება, ფანტინა სიღარიბეში დ გაჭირებაში ჩავარდა. ახალ-გაზდა კაცების წასვლის შემდეგ ქალებმაც: ფავურიტამ, დალიამ და ზეფინამ ერთი ერთმანეთის მეგობრობისაგან ხელი აიღეს, რადგანაც მიზეზი და საჭიროება აღარ მოითხოვდა. ორი კვირის უკან იმ ქალებისათვის ვისმეს რომ ეთქვა: თქვენ როდისღაც მეგობრები იყავითო, ისინი გაიოცებდნენ. ფანტინას ყმაწვილის მამა წავიდა. ამ გვარი თავის დანებება აუცილებელია ხოლმე! -ეს დედა სრულიად მარტოთ მარტო დარჩა. ხელსაქმობაზედ და ჯაფაზედ გული აუცრუვდა. ტოლომეისისაგან დროს გატარებას დაჩვეული, ფანტისამ აითვალწუნა ხელსაქმის აღება, ან თუ იღებდა კიდეც, ისე კარგად ვეღარ მუშაობდა და პატრონის დროზე არ აბარებდა, ისე, რომ სამუშაო საქმე სულ დაკარგა და გაიწყვიტა. შემოსავალი არ საიდამ არა ჰქონდა. ფანტინამ მარტო კითხვა იცოდა, წერა კი სულ არა; ყმაწვილობაში მარტო თავის სახელისა დ გვარის მოწერა ესწავლებინათ. ერთს საზოგადო მწერლის ხელით ტოლომიესს ჯერ პირველი წიგნი მისწერა,მერე მეორე, მერე მესამე; ტოლომიესმა არც ერთის წიგნის პასუხი არ მოსწერა. ერთხელ ფანტინას ნათლი-დედები ყმაწვილს უყურებდნენ და ეს სიტყვები ყურით გაგონეს:
— განა მაგისთანა ყმაწვილებს რიგიანათ შეხედამენო? და თუ ვინმე შეხედავს იმწავს მხრებს იწევსო. მაშინ ფანტინამ იფიქრა, თუ ტოლომიესი, რა რიგი გულგრილია — რიგიანათ არა ყურობს და არ აგონდება თვის უსუსური ყმაწვილიო; ამ ფიქრმა ის კაცი შეაძულა. მაგრამ რამ უნდა მოეხერხებინა და გაებედნა. არ იცოდა ვის მისდგომოდა? ვის მიმართოდა? მართალია შესცდა, დამნაშავე იყო, მაგრამ თუ მოგაგონდებათ, ბუნებითად კეთილი, უმანკო და ნამუსიანი ქალი იყო. წარმოიდგინა და იგრძნო, რომ ერთი ორი დღის უკან განწრულ მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო და დაცემულიყო. სიმხნევე საჭირო იყო და გამხნევდა. ისევ თავის სამშობლო ქალაქში დააპირა წასვლა. იქნება იქ ვინმემ მიცნოსო, შემიწყნაროსო და სამუშაო. მამცესო. თავის დანაშაული უნდა დაემალა და საჭიროება მოითხოვდა, რომ თავის ქალს გაშორებოდა. ეს გაშორება უფრო მწარე და საშინელი ეჩვენა, ვირემც პირველი, ტოლომიესისა. კარგა გული ეწოდა, მაგრამ საქმეს მაინც გაბედვით შეუდგა. ფანტინას როგორც ნახავთ თამამობა და გამბედაო ბა არ აკლდა. თავის უწინდელი ტანისამოსებისაგან უარი ჰყო, სულ უბრალო კაბა ჩაიცვა და რაც ფარჩა ან ლენტები, ან კრუჟაოები ჰქონდა, სულ ურთიანათ თავის ქალს მოახმარა და მორთო. ეს პატიოსანი, ამაყი თავმამწონობა ღა ჰქონდა თავის შვილისთვის! დანარჩენი, სულ ერთიანათ რაც კი ებადა, ორას ფრანკად მიყიდ- მოყიდა. იმ ფულებით ვალები მოიშორა და სახარჯოთ ორმოცი ფრანკი დარჩა. ოცდა ორის წლის ფანტინა, ერთ გაზაფხულის მშვენიერ დღეს, პარიჟიდამ გამოდიოდა და თავს ანებებდა; ხელში თავის ყმაწვილი ეჭირა. ეს დედა და შვილი მაშინ ვისმეს რომ ენახა შეებრალდებოდა. დედას იმ ერთის შვილის მეტი ქვეყანაზედ არავინ არ ეგულებოდა, როგორც იმ ყმაწვილს დედის მეტი, სხვა არავინ. ფანტინა თავის ქალს თითონ აწოებდა ძუძუს, ამაზედ გულის ტკივილი აუტყდა და ცოტათი ახველებდა კიდეც.
უ. ფელიქს ტოლომიესზე ჩვენ აღარ შეგვემთხვევა ლაპარაკი. მარტო ამას ვიტყვით: ოცის წლის შემდეგ, ლუდვიგო-ფილიპეს მეფობის დროს, ტოლომიესი ადფოკატათ3 იყო, მდიდარი, სახელოვანი, კეთილ-გონიერი და ისევ ნიადაგ კეთილ-ცხოვრების და დროს გატარების მოყვარული.
ფანტინა ქვეითი მიდიოდა; და ხანდის ხან როცა ძალიან დაიღალებოდა ხოლმე, პატარა პარიჟის კარეტებში ადგილს იჭერდა თითო ლიოზედ აძლევდა სამს ან ოთხს სუს. შუადღე მოახლოვებული იყო როცა მონვერმელეში მივიდა, ბულანჟეს ქუჩაში.
ტენარდების სამზარეულო დუქნისაკენ გაიარა და იმ საშინელ საქანელაზედ მსხოდომნი, ის ორი პატარა ლამაზი ქალები დაინახა, იმ ყმაწვილებმა ეს დედა-კაცი მიიზიდეს.
იფანტინამ გულმტკივნულობით დაუწყო იმათ ცქერა. ადგილი საცა ანგელოზები არიანო, სამოთხის ყოფნას ნიშნავსო. იმას გონა, რომ იმ დუქნის თავზე ეს იდუმალი სიტყვები აწერიაო: „განგება და შენი ბედი აქ არისო“. ფანტინა იმ პატარებს სიხარულით უყურებდა; ისინი ამას აოცებდნენ და გული იქნობამდის აეძრა, რომ იმ დროს, როცა ყმაწვილების დედამ სიმღერის დროს შეისვენა, ფანტინას გულმა არ მოუსვენა და იმ პატარა ქალების დედას უთხრა:
— ქალბატონო, რა ლამაზი და მშვენიერი ყმაწვილები გყავსო!
ვინც პირველ უბოროტესს ადამიანს შვილებს უქებს და იმათ უალერსებს იმის გულს ის იმით მოიმხრობს და გაიმეგობრებს.
იმ ყმაწვილების დედამ თავი აიღო. მიიხედა, მადლობა გადუხადა იმ სიტყვის თქმისათვის და მიიპატიჟა სკამზე, რომელიც კარებ წინ იდგა, იმ მიზეზით, — რომ თითონ შიგ კარის ღრუბლში იჯდა. ორთავე დედაკაცებმა მუსაიფობა დაიწყეს.
— მე ტენარდიე მქვიან, პატარა ყმაწვილების დედამ უთხრა, ეს დუქანი ჩვენია.
მერე ისევ თავის სიმღერას ჩუმათ მოჰყვა;
Jl le fault, je suis chevalier, Et je fars pour la Palestine.
ეს ტენარდიეს მეუღლე ქერა დედაკაცი იყო, მაღალ-მაღალი მსუქანი და გონჯი, როგორიც კი შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, დედაკაცი სალდათი. და გასაოცარი საქმეა! ერთის შეხედულობით გრძნობელ ადამიანსა გავდა; ეს მგონია, უფრო რომანების კითხვით მოეპოვა. თუმცა კაცის იერი ქონდა, მაგრამ პრანჭვა და ბრეცა არ აკლდა. ჯერ ახალ გაზდა იყო, ოცდა ათ წლამდის იქნებოდა მიტანებული. თუ ეს დედა კაცი არა მჯდრიყო და ფეხზედ მდგარიყო, გასაშტერებელი არ არის, რომ იმის საოცარი ტანის სიმაღლე და სქელი მხრები შეაშინებდა ჩვენ მოგზაურ ფანტანას, ასე, რომ ნდობას დაუკარგავდა და ეს არ მოხდებოდა რაც ეხლა უნდა გიამბოთ.
ფანტინამ თავის თავს გარდასავალი დაწვრილებით უამბო, თუმცა ცოტათი შეცვილით.
ასე უთხრა: ადრე მკერვალი დედაკაცი ვიყავიო, მერე ვითომც ქმარი მოჰკდომოდეს; პარიჟში სამუშაოდ ხელსაქმე ვეღარ ვიშოვეო. და ამიტომ მუშაობის საშოვნელად მივდივარო. ჩემ სამშობლო ქალაქშიო; პარიჟიდამ დღეს ქვეითი გამოვედიო და რადგანაც ყმაწვილი ხელში მყავდა და დავიღალე ამ მიზეზით როცა გზაზედ ვილმომბლის კარეტა შემხვდა, შიგ ჩავჯექიო და აქმონფერმელში ვილმომლიდამ ფეხით მოვედიო; ჩემი ყმაწვილი ჯერ ისე პატარაა, რომ ფეხით ბევრი სიარული ვერ შეუძლიანო, ამიტომაც სულ ხელში აყვანილი მომყავდაო და ამ ჩემ ძვირფასს გზაზე დაეძინაო.
ამ თქმის შემდეგ დედამ ისე გულიანათ აკოცა თავის პატარა ქალს რომ იმას გამოეღვიძა. ყმაწვილმა დიდრონი და ფირუზი თვალები, როგორიც დედასა ჰქონდა, გაახილა და შეხედა; რას უყურებდა? ყმაწვილურის უმანკოებით უყურებდა ყველაფერს და არაფერს. პატარა ქალმა სიცილი დაიწყო და მერე თუმცა დედა თავს არ ანებებდა, ისე გულიანათ გადმოცოცდა დედისაგან, თითქო თამაშობა მოუნდაო; უცებ საქანელაზედ ორი პატარა ქალები დაინახა თუ არა, შუდგა და გაოცების ნიშნად ენა გამოყო.
ტენარდიე მივიდა თავის ქალები საქანელიდამ შესხნა, ჩამოსვა და უთხრა:
— სამთავე ერთად ითამაშეთო.
ამ ხნოვანობის პატარა ყმაწვილები ძალიან მალე დამეგობრდებიან ხოლმე; პატარა ხანს უკან ტენარდიეს ქალები, ახალ ნაცნობ ყმაწვილთან ერთად პატარა ორმოებს სთხრიდნენ და ამითი დიდ სიამოვნებაში იყვნენ.
იმათი ახალათ გაცნობილი ქალი მეტად მხიარული რამ იყო; ზოგჯერ დედის გულკეთილობა, ყმაწვილს მხიარულობაში ეცნევა. ნიჩბის მაგიერათ პატარა ჩხირი ეჭირა და ხალისიანათ ორმოს სთხრიდა, რაშიც ბუზი ძლივს დაეტეოდა. როცა საფლავის მთხრელის საქმეს ყმაწვილი აკეთებს, სასიამოვნო და საცინელია. დედები ისევ ლაპარაკში იყვნენ.
— თქვენ ქალ სახელათ რა ჰქვიან? ტენარტიემ ჰკითხა.
— კოზეტტა.
გონია, თითქოს სამნივე დები იყვნენო.
ეს სიტყვა სწორეთ ნუგეშის ნაპერწკალი იყო, რომელსაც მეორე დედა ელოდა. ფანტინა ტენარდიეს მივარდა, ხელი დაუჭირა, კარგათ დააცქერდა და უთხრა:
— არ შეიძლება ჩემი ქალი თქვენ იყვანოთ?
ტენარდიე გაოცდა, მაგრამ გაოცებაში არც ფანტინას თხოვნის აღსრულება ეცნეოდა, არც უარის თქმა.
კოზეტტას დედამ უთხრა:
— აი რა არი, მე არ მინდა ჩემი ქალი ქალაქში თან წავიყვანო, ხომ იცით, მუშაობაში ეს მე დამიშლის და მე, რომ თან ყმაწვილი მყავდეს, ძნელათ თუ სადმე ადგილი მამცენ. ჩვენ მხარეს საოცარი ხალხია! ამ თქვენ ტრახტირში თვით ღმერთმა მომიყვანა. როცა მე თქვენ ლამაზ და სუფთად ჩაცმული ქალები დავინახე, უნდა იცოდე თუ ჩემს გულში რა მოხდა! მე იმწამსვე ვიფიქრე და გსთქვი: „ამითი დედა რა კეთილი ადამიანი უნდა იყოს“. თქვენ მართალი ბრძანეთ, დიაღ ესენი სამნი დანი იქნებიან. ესეც უნდა იცოდეთ, რომ მე ისევ მალე დავბრუნდები. გინდათ აიყვანოთ ჩემი ყმაწვილი?
— მაგაზედ ჯერ უნდა მოვიფიქრო, ტენარდიემ უპასუხა.
— მე თქვენ თვეში ექვს ფრანკს მოგართმევთ. ფანტისამ უთხრა.
ამ სიტყვის თქვაზე სამზარეულოდამ ვიღაცა კაცმა დაიძახა:
— თვეში შვიდ ფრანკზე ნაკლები არ იქნება და ექვსი თვის ფულიც ამ თავით უნდა დაგვითვალო.
— ექვსჯერ შვიდი იფრანკი, -ორმოცდაორი, ტენარდიეს ცოლმა სთქვა.
— მე შემძლიან მაგდენი გაძლიოთ. დედამ უთხრა.
— და ამის გარდა პირველათ თხუთმეტი ფრანკი უნდა მოგვცე. იმისთვის, რაც თქვენს ქალს მოგნდება სახარჯოთ; კაცმა დააყოლა შიგნიდამ.
— სულ ერთიანათ შედგება ორმოცდა ჩვიდმეტი ფრანკი, ტენარდიეს ცოლმა სთქვა და ამ ინგარიშის დროს მაინც კიდევ ჩუმათ დამღერა თავისი რომანსი:
Jl le faut disait un guerrier.
— მაგაზედაც თანახმავარ კოზეტტას დედამ უთხრა, მე ოთხმოცი ფრანკი მაქვს; ეს ფული გზის სახარჯოთაც მეყოფა მანამ შინ მივიდოდე, მეტადრე, რომ ფეხით ვიარო. ქალაქში მე მუშაობით ფულებს ავიღებ და რაკი ცოტაოდენს მოვაგროვებ, მაშინ ჩუმის ძვირფასი ქალის წასაყვანათ აქ უკანვე მოვალ. სამზარეულოდამ კაცმა კი ხმა ამოიღო:
— პატარა ყმაწვილს საცვლები და ტანისამოსი აქვს?
ეგ ჩემი ქმარია, ტენარდიემ ფანტინას უთხრა.
— რაღა თქმა უნდა, აქვს. მე იმწამსვე მივხვდი რომ ეს თქვენი ქმარი უნდა ყოფილიყო. მერე რა ტანისამოსი! ჩემ ქალს ძვირფასი მზითევი აქვს, სუყველა თორმეტ-თორმეტი; იმისთანა ფარჩის კაბებიცა აქვს, როგორც მდიდრის ქალებსა, სუყველაფერი აი აქ პარგში მაქვს ჩალაგებული.
— ეგ ტანისამოსი ჩვენ უნდა მოგვცეთ. სამზარეულოდამ დაიძახა ტენარდიეს ქმარმა.
— მაშ არ მოგცემთ? რაღა თქმა მინდა? დედამ უპასუხა, ჩემ ქალს შიშველს და უარარაოთ დავანებებ? ისე ღმერთი როგორ გამაწრყება.
ტენარდიეს ქმარმა კარებში თავი გამოყო და უთხრა:
— კარგი.
ვაჭრობა და პირობები გაათავეს. კოზტტას დედა იმ ღამეს დასაძინებლათ იმათას დარჩა, ექვსი თვის ფული დაუთვალა, მზითევიც ჩააბარა და თავის ქალი იმათსა დაანება; პარკს პირი მოკრა, რომელიც იქიდამ ამოღებულ ტანისამოსისაგან კარგა დავიწროვდა და შემსუბუქდა. მეორე დღეს დილით გაემგზავრა თავის სამშობლო ქალაქში, იმ იმედით, რომ ისევ მალე დაბრუნებულიყო თავის ქალთან. მართალია დედამ მშვიდობიანათ დაანება თავის ქალი, მაგრამ გულში სხვა სიმწუხარე უტრიალებდა! ერთ ტენარდიების ვიღაცა მეზობელს დედაკაცს შეხვედროდა გზაზე ფანტინა, როცა თურმე მიდიოდა, იმ მეზობელმა დედაკაცმა ასე სთქვა:
— მე ეხლა ქუჩაში ერთი დედაკაცი შემომეყარა, ის საცოდავი ისე ტიროდა, რომ იმის ნახვაზედ ქვაც კი ატირდებოდა. მეც გული მამწყდა და დამეწო, ასე შემებრალდა.
როცა კოზეტას დედა წავიდა, ქმარმა ცოლს უთხრა:
— ამ ფულებით მე ჩემ ასოთხმოცდაათ ფრანკის ვალს გადავსწყვეტო, ვექსილს ვადა ხვალ უთავდება. ორმოცდა ათი ფრანკი მაინც მაკლდა და თუ იმ დედაკაცს ეს ყმაწვილი ჩვენთვის არ მოუბარებინა და ფულები არ მოეცა, იცი? მე სასამართლოში გამ ბამდნენ. შენ ყმაწვილებისაგან, კარგი თაგვის მახე გამართე….
— მოულოდინებლათ მოხდა, აბა მე ამას სად მოვიფიქრებდი ცოლმა ასე უპასუხა — მახით დაჭერილი თაგვი ნატარა იყო და გამხდარი, მაგრამ კატისათვის გამხდარი თაგვიც კაი რამ არის და მოხარულია.
ეს ტენარდიები ვინ იყვნენ?
ჯერ ეხლა ერთ ორ სიტყვით აგიწერთ და მერე უფრო კარგათ გაიცნობთ. ეს ადამიანები უკანონო ხალხის ნაწილს ეკუთნოდნენ, რომელიც შედგენილია გაუთლელ და გაუხდელ ადამიანებიდამ, რომელნიც ცოტაოდეთ დიდი სიღაბრიდამ გამოსულან და აწეულან; ამის გარდა, შემდგარია დაცემულ, ჭკვიან და დავარდნილ ადამიანებიდამ; ეს ადამიანები შეადგენენ შუა ნაწილს შუათანა ხალხის და დაბალ ხალხის შუა. იმათში მუდამა ჰპოებთ იმ ნაკლებულებას რაც შუა საზოგადოების ხალხს აქვს და დაბალი ხალხის წუნსა.
ტენარდიეს ცოლი იყო დასაბამი პირყტვისა და თითონ ქმარი,-დასაბამი უგვანისა და გლახისა. ყოველნაირ სიავეს მალე მიითვისებდნენ ხოლმე და რაც კი ხელიდამ სიავკაცე გამოუვიდოდათ არა ზოგავდნენ და სდიოდნენ.
ტენარდიე, თუ ამის ნათქვამს სიტყვებ დაუჯეროთ, ადრე სალდათათ ყოფილა და მერე სერჟანტობა მიუღია, მგონია ომიანობაში 1815-ში, და როგორც თითონ ამბობდა, ვითომც ძალიან ვაჟკაცი ყოფილიყოს. დუქნის თავზედ დახატული ფიცარი, ერთ ომში ამის გამარჯვებას წავებდა ის სურათი თავის ხელით დნეხატა; ყველაფრის გაკეთება ცოტაოდე იცოდა, რასაკვირველია ცუდათ.
ამის ცოლი იმოდნათ განათლებული იყო, რომ იმ დროში, ძველი კლასიკური რომანების კითხვა შეეძლო და ასე გაშინჯეთ, მთელი ჭკუა, რაც კი იმის თავში იპოვებოდა, რომანებში ქონდა დაბნეული და შთანთქმული, ისე როგორც რომანებს თითონა სთლქამდა.
![]() |
7.2.2 II. ტოროლა. |
▲ზევით დაბრუნება |
II. ტოროლა.
კეთილ-მდგომარეობისათვის, მარტო ცარიელი სიავკაცობა ჯერ კიდევ არ არის საკმაო ადამიანისათვის. ტენარდიების ვაჭრობა მაინც ცუდათ მიდიოდა, ფინტინას მიცემულ ორმოცდა ჩვიდმეტი ფრანკით ტენარდიეს ქმარმა გადიხადა თავისი ვალი, დროზე მისცა და ხალხში თავი არ შეირცხვინა. მეორე თვეში კიდევ დასჭირდათ ფულები. ტენარდიეს ცოლმა კოზეტტას ტანისამოსი და იმის დედისაგან გამოტანებული მთელი მზითევი წაიღო პარიჟში — და დააგირავა სამოც ფრანკად. როცა ეს ფულებიც დახარჯეს, ცოლ-ქმარი ფანტინს ქალს იმ თვალით უყურებდა თითქო სამადლოთ და შებრალებით ჰყოლოდეთ აყვანილიო და ამის დაგვარათაც ექცეოდნენ. რადგანაც ტასისამოსი აღარა ჰქონდა და დაგირავებული იყო, კოზეტტას თავიანთ პატარა ქალების ძველ-ძულ იუპკებს და პერანგებს აცვამდნენ, ე. ი. ფრატებს. თავიანთ ძაღლზე ცოტათი უკეთესად აჭმევდნენ დ კატაზედ უარესად,-საჭმელად იმას მიუგდებდნენ ხოლმე, რაც სადილს შემდეგ თვითონ მორჩებოდათ; ძაღლი და კატა კოზეტტას სამუდამო ამხანაგები იყვნენ სადილზე. ფანტინას ქლი სტოლ ქვეშ იმათთან ერთ კერძიდანა სჭამდა, იმ ხის ჯამიდამ, რაშიც ძაღლსა და კატას აძლევდნენ.
კოზეტტას დედა თავის ქალის ამბის შესატყობლად ტენარდიებთან, სხვის ხელით, მუდამ წიგნს იწერებოდა. ცოლ-ქმარი სულ ერთ ნაირ პასუხს სწერდნენ: „კოზეტტა ძალიან კარგათ არის და ბედნიერიაო“.
ექვსმა თვემ ასე გაიარა; მეშვიდე თვეზე დედამ შვიდი ფრანკი გამოუგზავნა, და მერე მუდამ თვეს რიგზე უგზავნიდა ფულებს. ჯერ წელიწადს არ გაევლო, რომ ტენარდიეს ქმარმა სთქვა:
— ასე ჰგონია სამადლოთ გზავნიდესო! რა მადლს სჩადის! მოწყალებაა? შვიდი ფრანკი რა ფულია, ან რა უნდა გაგვიხდეს? მისწერა და ფანტინასაგან მოითხოვა თვეში თორმეტი ფრანკი. დედა, რომელსაც არწმუნებდნენ: კოზეტტა ბედნიერებაშია და კარგათ არისო, თანახმა გახდა და თორმეტი ფრანკი გაუგზავნა.
ზოგერთ ადამიანებს, რამოდენაც სიყვარული აქვსთ, იმოდენაც სიმძულვარე სჭირთ. ტენარდიეს ცოლს მეტათ გაგიჟებით უყვარდა თავის ქალები და ეს სხვათა ქალი კი სძულდა მართალია, კოზეტტაზე საიმისო ბევრი არა ეხარჯებოდათ რა, მაგრამ ტენარდიებს ისრე ეგონათ, რომ იმისი იქ ყოფნით თავის ქალებს რამ აკლდებოდა და სხვათა ყმაწვილი თავის სუნთქვით მათ შვილებს თითქო ჰაერს ართმევდაო, უკლებდაო. და იმისგნით იმათი შვილები ვითომც ნაკლებულებაში იყვნენო.
ამ დედაკაცმა, როგორც ბევრმა იციან, მუდამ დღე თავის დროზე, საკმაოდ ალერსი იცოდა, და საკმაოდ ცემა, ტყეპა და წყევლა. თუ კოზეტტა არა ყოლოდა, უთოოთ თავის ქალებს მიადგებოდა, თუმცა ძალიან უყვარდა, იმათზედა დახარჯავდა ალერსსაც და სიჯავრესაც; კოზეტტამ ტენარდიეს ქალები დაიხსნა,-ასე, რომ ვინც რასმეს დააშავებდა, იმათი დედა იმ საწყალს გადაახდევინებდა ხოლმე, მისტეეპდა და ალერსი კი თავის ორ ქალისთვის რჩებოდა. საწყალი კოზეტტა ისე არ გასძრეულიეო, რომ ცემა და ტეპა არ მიეყენებინათ. მშვიდობიანს და უღონოს, რასაკვირველია, არაფერი არ გაეგებოდა, არც ამ ქვეყნისა და არც ღვთისა; კოზეტტა, რომელსაც მუდამ სწყევლიდნენ, ლანძღავდნენ, სჯიდნენ, სტყეპდნენ, თავისთან ახლო ორ პატარა გაჩენილ სულდგმულებს ხედავდა თავის მზგავსებს, რომელნიც იმაზე მხიარულათ და კარგად სცხოვრობდნენ. დედ-მამის მიხედვით, ქალები: ეპოსისა და ხელმა ავათ და ურიგოთ ექცეოდნენ იმ საცოდავს.
ერთმა წელიწადმა გაიარა, მერე მეორემ.
სოფელში ზოგნი ერთნი ასე ამბობდნენ:
— ეს ტენარდიები რა კეთილი ადამიანები არიანო, თითონ შეძლება არა აქვსთო და სხვის მიბარებულ საწელის შვილს ზდიანო! ყველას ასე ეგონა, რომ დედამ ის ყმაწვილი დაივიწყა დ იმისგნით ხელი აიღოვო.
ამასობაში, ტენარდიეს ქმარმა, ღმერთმა უწყის, როგორ შეიტყო ან გაიღო, რომ კოზეტტა უკანონო შვილია, და იმას დედას თავის ქალის გამოაშკარება ერიდება და ვერც შეუძლიან; ამის გამო ფასტინასაგან შვილის შესანახავათ თვეში თხუთმეტი ფრანკი მოითხოვა; ასე მისწერა: „ყმაწვილი იზდება და მომტებითა სჭამსო“, თან დაემუქარა: თუ არ გამოგზავნე რასაც მე ვთხოვულოფო, შენ შვილს უთუოდ გამოვისტუმრეფო, „თუ ჭკუა აქვს ნუ გაშაჯავრებსო! — ტენარდიე იძახდა: — თორე იმის ქალს გავაგდეფო დ აბა მაშინ წავიდეს და როგორც უნდა დამალოსო! მე ფასი მომიმატოსო!“ კოზეტტას დედამ ხუთმეტი ფრანკი გაუგზავნა ტენარდიებს.
ყმაწვილი თან და თან იზდებოდა, ტანჯვა და მწუხარებაც რიგზე ემატებოდა,
მანამ კოზეტტა ძალიან პატარა იყო, პატარა ქალების მაგიერად იტანჯებოდა, რაკი ცოტათი მოიზარდა, ისე რომ ჯერ მეხუთე წელიწადში იდგა, სახლის მოახლე შეიქნა.
თქვენ იქნება არ დაიჯეროთ, გაოცდეთ და სთქვათ: ხუთის წლისა? დიას ხუთისა, ეს მართალია!
კოზეტტას მუდამ ასაქმებდნენ აქა იქ გზავნიდნენ, ოთახებს აგვევინებდნენ, ეზოს, ქუჩას, ჭურჭელს არეცხინებდნენ, ერთის სიტყვით რაშიაც კი გამოივყნებდნენ იმ უსუსურს არა ზოგავდნენ. ტენარდიები იმ მიზეზით და უფლებით უფრო ასე ექცეოდნენ, რომ ყმაწვილის დედა, რომელიც ჯერ კიდევ ქალაქ მ-ში სცხოვრებდა, ამათ ისე რიგზე აღარ უგზავნიდა ფულებს და რავდენიმე თვის ფული ჯერ არ მიეცა და ვალათ ედვა.
„თუ ფანტინა სამის წლის შემდეგ დაბრუნებულიყო მონვერმელში, თავის ქალს სრულებით ვეღარ იცნობდა. ხომ ისე ლამაზი და მშვენიერი იყო, როცა დედამ ტენარდიებს მიაბარა, ეხლაკი გაყვითლებული და გამხდარი იყო. სახეზედ მოუსვენრობა ეტეობოდა. „აი შე თვალთ მაქცო, ფარისეველო!“ როცა იმას ამ გვარ სახით ტენარდიები ხედავდნენ, ეუბნებოდნენ ხოლმე.
უსამართლო ქცევით კოზეტტას მოჩხუბარი ხასიათი დასჩემდა და სისაწყლემ გახადა საძაგელი და გონჯი. მარტო თვალებიღა ჰქონდა მშვენიერი, რომლის ნახვაზედაც კაცს გული ასტკივდებოდა, მეტადრე რომ დიდრონი ქონდა და თითქო ბევრი წილი ვნება იმ თვალებში უჩანდა. გულის დასადაგავი სანახავი იყო ის პატარა საცოდავი ყმაწვილი, რომელიც პერ ექვსი წლისა არ იყო, როცა ზამთარში დაგლეჯილ-დაივლეთილ ძონძებში, ფეხშიშველს აკანკალებდა და თან დალურჯებულ და გაწითლებულ პატარა თითებით ვეება ცოცხი ეჭირა და სამზარეულოს წინ ქუჩასა ჰგვიდა, თვალებიც ცრემლით ამსებული.
სოფელში ამას ტოროლას ეძახოდნენ. ხალხმა ეს სახელი იმიტომ უფრო დაარქვა, რომ ძალიან პატარა იყო, თითქმის ჩიტზე ცოტათი სქელი; გაყინებული და დაშინებული მუდამ დილით ყველაზე ადრე დგებოდა იმ სოფელში და მუდამ დილით ან ქუჩაში უნდა ენახათ, ან გაუთენებლივ მინდორში.
მაგრამ საწყალი ტოროლა არას დროს არა მღეროდა.
![]() |
7.2.3 III. შავი შუშეულის ნივთების ქარხანის უკეთეს მოყვანაზე. |
▲ზევით დაბრუნება |
III. შავი შუშეულის ნივთების ქარხანის უკეთეს მოყვანაზე.
ფანტინა რა იქნა, ან რას ჩადიოდა?
თავის პატარა კოზეტტა რომ ტენარდიებს მიაბარა, ქვეითი გასწია და მივიდა ქალაქ ე-ში.
თუ არ დაგვიწყებიათ ეს იყო წ. 1818 -ში.
ფანტისას თავისი სამშობლო ქალაქის ათი წელიწადი არ ენახა, რომელიც იმ ხანში შეცვლილიყო. მაშინ, როცა ფანტისა თანდათან სიღარიბეში შედიოდა, იმას სამშობლო ქალაქი უფრო და უფრო მდიდრდებოდა და კეთდებოდა; მეტადრე უკანასკნელ ორ წელ ლიწადში პირველი სავაჭრო ქალაქი გახდა. ამ გვარათ:
ქალაქ მ-ში. ჯერ ძველ დროშივე ყოფილა შავი შუშის ქარხანები საცა სხვა და სხვა ნივთებს აკეთებდნენ; მაგრამ, რადგანაც შუშის გასაკეთებელი მასალები ძვირი იყო, ამ მიზეზითაც იმ ქარხანებს კარგი აღებ მიცემობა არა ქონდათ და არც შავი შუშის ნივთების გასავალი იყო; გაკეთება რომ იეფათ არ უჯდათ, ნივთებიც ძვირად უნდა გაყეიდნათ. როცა ფანტინა დაბრუნდა ამ ქალაქში, შავი შუშეულის ვაჭრობა სულ შეცვლილიო. 1815 წლის ბოლოს, ერთი ვიღაცა უცხო ქვეენის კაცი დაბინავებულიყო ქალაქ მ-ში, და შავი შუშის გასაკეთებლათ ახალათ მოეგონა იეფი ფასის მასალეები, რომ ამ ხელოვნობის ნივთებს ფასი დააკლდა, ბევრი იყიდებოდა დ ამის გამო ქარხანებში მუშაც ბევრი სჭირდებოდა; დღიურ ხელოსნებს ფასი ემატებოდათ და ნივთებიც უფრო და უფრო კარგები გამოდიოდა. ერთის სიტყვით იმ კაცის მოგონებამ, ძალიან დიდი სიკეთე ქნა და ხალხის მდგომარეობა შესცვალა.