![]() |
ივერია (12)1877.05.19 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
უმთავრესი მიზეზი ჩვენის გლეხობის ჩივილისა და დრტვინვისა სახელმწიფო ტყეების გამგეობაა. ყოველის მხრიდამ ისმის, რომ სახელმწიფო ტყეების გამგეობისგან ხალხს არაქათი აქვსთ გაწყვეტილი. თუ ხალხი გულ-ნატკენია, თუ ხალხი ჩივის და დრტვინავს, ესე ყოველი ტყის მცველების ბრალია, რომელნიც დაუსჯელად ხალხს ტყავს აძრობენ ტყის ხმარების აუცილებლობისაგამო.
არც ერთის წოდების გამგეობა ჩვენს ქვეყანაში ისე უთავ-ბოლოდ და ღვთის ნებაზედ არ არის მინებებული, როგორც სახელმწიფო ტყეების გამგეობა. სწორედ ეს ტყის გამგეობა ტყის ხელის-უფალთა გამდიდრებისათვის შეიქმნა და გლეხის განადგურებისათვის. ჩივიან, ჰკვნესიან ტყის მცველთა ბოროტ-მოქმედებისაგან, მაგრამ გამკითხავი არავინ არის.
ჩვენს გლეხობას სადგომიც და მეურნოებაც ისე აქვს მოწყობილი, რომ ბევრი შეშა უნდება სათბობლათ. პურის გამოსაცხობლად, და მრავალი ხე-ტყე შენობისათვის ღობის და ჭიგვისათვისათვის. ჩვენებურის გლეხისთვის ტყე ისე საჭიროა როგორც არსებითი პური. უტყეოდ ჩვენებური გლეხ-კაცი ვერ დადგება ისე როგორც უპუროდ. ეს იციან სახელმწიფო ტყის გამგეთა, ამათ სარგებლობენ და უბედურს, უნუგეშოს და მაინც ქვეყნის მაცხოვრებელს გლეხს ტყავს აძრობენ, როცა კი ხელში ჩაუვარდებათ. რომ ხშირად ჩაუვარდებათ ხოლმე ეგ აშკარაა, იმიტომ რომ გლეხს თითქმის ყოველ დღე უნდება ტყე და ამის გამო თითქმის ყოველ დღე ატუზულია „ლესნიჩის“ სახლის წინ ბარათისათვის. რამდენს ტანჯვას გამოივლის, რამდენს ხარჯს ჰწევს, რამდენს დროსა ჰკარგავს, ვიდრე „ლესნიჩი“ ინებებს და ბარათს მისცემს ტყეში შესვლისათვის. ერთი ურემი ფიჩხი რომ უნდოდეს სამს ცეცხლში უნდა გამოიაროს საწყალმა გლეხმა: ეს ლესნიჩიო, ეს ობიეზჩიკიაო, ეს პოლესოვჩიკიაო. მერე როგორღაც ჩვეულებათ დაეკვებათ ამ სამს პირს, რომ ხახხ უნდა დაილბონ ყოველს შემთხვევაში –, და ულბობს ხახას საწყალი გლეხი, რადგანაც მეტი გზა არ აქვს. წავა ტყეში ლესნიჩის ნებართვითა, დაუდებს ფიჩხს, თუ შეშას, რომელისათვისაც წინადვე ბაჟი აქვს გაღებული. გამოვა ტყიდამ საწყალი და სულ იმ ფიქრშია, შარი რამ არ მომიდონო და ერთი ურემი ათად არ დამისონო. ეფერება საწყალი პოლესოვშჩიკსაც, ობიეშჩიკსაც. ლესნიჩსაც და გულში ჰსწყევლის თავისის გაჩენის დღესაც და ამ სამს პირდაღებულს მგელს, მასზედ მისეულს.
სახელმწიფო ტყეების გამგეობა ისეა ყველგან მოწყობილი, რომ საგნად სამი რამა აქვთ: 1) ტყეების წესიერად მოხმარება და საბოლოოდ გამოზოგვა; 2) ტყეებიდამ ჯეროვანი შემოსავალი ხაზინის სასარგელოდ და 3) სამართლიანი, გაუჭირებელი ტყით სარგებლობა მცხოვრებთათვის.
ჩვენში ტყეების გამგეობა იმ გზაზედ მიდის, რომ ტყეები არამც თუ საბოლოოდ იზოგვება, არამედ სულ ძირს დაცემულია თითქმის და გათახსირებული; ხაზინას არამც თუ ჯეროვანი შემოსავალი შემოდის, არამედ იმის ნაათალიც არ შემოსდის, რაც ტყეებს ნამდვილი შემოსავალი აქვთ და რაც ნამდვილსა ჰსჭარბობს, ეგ კიდევ მეტია; თვით მცხოვრებნიც ისე არა რაისაგან გაჭირვებულნი, შეწუხებულბი და განადგურებულნი არ არიან, როგორც ტყეთა გამგეების ბოროტ-მოქმედებისაგან. არაქათ გაწევეტილმა გლეხობამ აღარ იცის რა ქნას, როგორ დაიხსნას თავი ტყეთა გამგეობის თვით-ნებობისაგან რბევისა და შარისაგან. ივერიაში რამდენჯერმე იყო მოხსენებული ერთის „ლესნიჩის“ ოინბაზობა, მაგრამ ამბობენ, რომ ამის ოინბაზობა ყვავილიაო. მასთან, რაც სხვაგან თურმე ტყის გამგენი ჰსჩადიან.
როდის უნდა მოეღოს ბოლო. ამ ბოროტ-მოქმედებას, რომელიც ასე ძმარს ადენს ცხვირიდამ საწყალს გლეხობასა და თავის გაჩენის დღეს აწყევლინებს. ნუ თუ იმათ ვის ხელთაც არის ამ ბოროტმოქმედობის ძირით აღმოფხვრა, გონიათ, რომ ეს სახუმარი ამბავია და ამიტომაც ყურს არ ათხოვებენ ამ ყოვლად შემაზარებელს, ყოვლად შემაწუხებელს და ყოვლად მოუნელებელს თვითნებობას ტყეების მცველებისას. დროა, დრო ყურადღება მიაქციონ და ვიდრე საშველია დაიხსნან საწყალი გლეხობა იმისთანა რბევისა და მტაცებლობისაგან, რომელიც ამ ჟამად იმათ საუბედუროდ და ტყეთა მცველების საკეთილოდ ეგრე საჯაროდ, აშკარად ჩვენში სუფევს. ტყე ტყეთ ფუჭდება, გლეხობას ერთი ათად უჯდება ტყის ბაჟი, ხაზინას ამით არამც თუ ემატება რამ, არამედ ბევრიც აკლდება და მეტყევენი კი ნავარდობენ და გლეხის ცრემლით და ოფლით ანგარების წყურვილს იკლავენ.
– ამტკიცებენ რომ ის თვალთ უჩენი ჭია, რომელსაც ფილოქსერას უძახიან და რომელიც სამს წელიწადში თურმე სულ გაჩანაგებს და გადაახმობს ვენახსა, ყირიმშიც გაჩენილო სახელმწიფო ქონების უფროს გამგებელს, უცნობებია რა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისათვის ფილოქსერის გაჩენა ევროპაში, უკითხავს თუ რა ღონისძიება უნდა იხმაროს მთავრობამო, რომ ეგ ჭია კავკასიაში არ შემოვიდესო, საზოგადოებას პასუხად უგია, დამოჟნამ ზედ მიწევნითი და შეუწყვეტელი ზედამხედაობა უნდა იქონიოსო, რომ სამზღვარ გარეთიდამ და ყირიმიდამ ვაზი და ჩიბუხის ტარები არ შემოუშვანო. ჩვენ ამას დავუმატებთ, რომ უნდა აიკრძალოს შემოტანა არამც თუ ვაზისა, არამედ ყოველის გვარის ხეხილისა და ყვავილისა, რადგანაც ეგ ჭია ხე-ხილსაც და ყვავილსაც თურმე გამოჰყვებაო. თუ სასტიკი და სწრაფი ღონისძიება რამ არ მიიღო მთავრობამა, დიდი უბედურება გაუჩნდებათ ვენახების პატრონებსა და ჩვენი ქვეყანა, რომელიც ვენახის მოსავლით სულდგმულობს, თითქმის დაიღუპება.
რუისში, უმაღლესის მთავრობის ნება-რთვით, 5 მაისს დაუდგენიათ რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა. დამადგინებელთა საზოგადო კრება შეყრილა რუისშივე კონ. ქრისტეფ. მამაცაშვილის სახლში. კრების თავმჯდომარედ ამოურჩევიათ კ. ქ. მამაცაშვილი, რომელსაც მადლობა გამოუცხდებია არჩევისათვის, აუხსნია მნიშვნელობა სოფლის ბანკის ამხანაგობისა და აღუთქვას ყოველი გვარი შემწეობა, რაც კი მის ხელთ იქმნება. და ფარულის კენჭის ყრითა შესდგომიან ბანკის გამგეობისა და საბჭოს წევრთა აღმორჩევას. შვიდს გვამს გამოუცხადებია გამგეობის წევრად ამორჩევის სურვილი. ამათგან სამი შემდეგი გვამი ამოურჩევიათ: გლეხი ესტატე ნუზიაშვილი, სოსე ღებრიშვილი და აზნაური მიხეილ ქლიმიაშვილი. საბჭოში წევრად ამოურჩევიათ ექვსნი: ი. დ. დიასამიძე, აზნაურნი გ. ი. მამაცაშვილი და ი. გ. ქლიმიაშვილი, გლეხნი გოგია ყავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი და გიორგი ბეჟუაშვილი. ამ არჩევანის დროს გლეხნი მეტად კეთილ-გონიერად და სიფრთხილით თურმე მოქმედებდნენ. ამ კრებაში შეუდგენიათ რამდენიმე განაჩენი ბანკის დადგენისა და მოქმედების შესახებ. (კავკასი №88).
– კავკასიის სასოფლო მეურნოების საზოგადოების ანგარიშიდამ ჰსჩანს, რომ 1877 წ. 4-ს მაისამდე საზოგადოებას 267 სხვა და სხვა წოდების წევრნი ჰყოლია. ამათ შორის საზღვართ გარედ – 12, რუსეთში – 104.
– ამბობენ, ქიზიყში გოლვამ ავნოო. წლევანდელს მოსავალსა, მაშინ როდესაც კახეთის სხვა ადგილებში ამდენი წვიმა არის, რომ ლამის მოსავალსაც აწყინოსო. ზოგიერთს ადგილს კახეთში სეტყვას დაუკრამს, მაგრამ მაგდონი არა უზარალებია რა.
– ბორჩალოდამ Тифлисскiй Вђстникъ-სათვის უცნობებიათ, რომ კალიას იაღლუჯის მთებიდამ დაწყობილი სოფ. სარკანამდე ბალახი სულ მოუჭამიაო.
– 11 მაისს შუაღამის დროს კუკიის ხიდზედ ცეცხლი მოეკიდა მირზოევის დუქნებს, რომელნიც ხიდის სამხრეთის მხარეს იყვნენ. დუქნები და მათში უფრო ბევრი საქონელი გადიწო ამას წინად მირზოევს გადაეწო. იქავ ხიდზედ ჩრდილოს მხრივ დუქნები, და ეხლა სამხრეთის მხრივ.
ლონდონის ანტროპოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერს გოუერტს მოუყვანია რაოდენიმე მტკიცე საბუთი, რომლის ძალითაც იგი ამტკიცებს, რომ ოსები სარმათების შთამომავალნი არიანო. რადგანაც ეს მეტად ახალი და შესანიშნავი ამბავია, ამისათვის ამ საგნის შესახებ მკითხველს წარმოვუდგენთ შემდეგში ვრცელს ცნობასა მასზედ თუ რა საბუთებზეა დამყარებული გოუერტის აზრი.
– შაბათს 14 მაისს კავკასიის სასოფლო. მეურნოების საზოგადოებას თვისთა წევრთა წლიური კრება მოუხდენია. ამ კრებაზედ დასწრებიან ყოვლად უსამღვდელოესი ექზარხოსი საქართველოსი ევსევი, აღმასრულებელი მთავარ-მართებლობის უფროსის თანამდებობისა ღენერალ-მაიორი სტაროსელსკი, ტფილისის გუბერნატორი ბარონი ოსტენ-საკენი, ტფილისის მოთავე დ. ს. ს. ყიფიანი და სხვანი ხარისხის მექონნი პირნი ქალაქისა. კრებას მით დაუწყვია თვისი მოქმედება, რომ კიცე-პრეზიდენტის და ერთის საბჭოს წევრის არჩევანს შეჰსდგომია. დაფარულის არჩევანით ამოურჩევიათ ვიცე პრეზიდენტად თ. ილია ჭავჭავაძე და საბჭოს წევრად უფ. გურგინბეგოვი. ახალს სეკრეტარს საზოგადოებისას ს. ხატისოვს წაუკითხავს წარსულის წლის ანგარიში საზოგადოების მოქმედებისნ. ლოჭინის სასწავლებლის ყოფილს დირექტორს უფ. გაევსკის წაუკითსავს ანგარიში ლოჭინის სასწავლებლის წარმოებისა. მას შემდეგ სეკრეტარსვე უფ. ხატისოვს წაუკითხავს თვისი წერილი შესახებ სასოფლო მეურნოების გამგეობისა კავკასიაში. სასოფლო მეურნოების ინსპეკტორს უფ. მოროზს წაუკითხავს წერილი „ფილოქსერის“ შესახებ. (კავკასი №49).
– ზოგიერთთა გულმტკივნეულთა პირთა მეცადინეობით ტფილისში შესდგა საზოგადოება, რომელსაც საგნად აქვს მზრუნველობა ღარიბთა ყრმათა აღზდისათვის. ამ საზოგადოებას ამოურჩევია შემდეგნი პირნი ხმა მეტად კეთილის საქმის წარმოებისთვის: თ. გიორგი რომანისძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორესძე მამაცაშვილი, თ. ირაკლი კონსტანტინეძე ბაგრატიონ მუხრანსკი, თ. ალექსანდრე ზაალისძე ჩოლაყაშვილი, თ. დავით ივანესძე ავალიშვილი, თ. დავით გიორგისძე ერისთავი, თ. ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიასძე ბაქრაძე
![]() |
2 ომის ამბები. |
▲back to top |
ომის ამბები.
წარსულ კვირაში შემდეგი ამბავი მოვიდა ომის შესახებ: აფხაზებს არეულობა მოუხდენიათ და სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს ღენერალ კრავჩენკოს ჯარი გაუგზავნია, რომელსაც აკაფის მაღლობზე აფხაზებისათვის მოუსწვრია და დიდი ზარალი მიუყენებია ამ ომში მოუკლავთ ახლციხის პოლკის შტაბს-კაპიტანი ლინდსტრემი და მესამე ლინეინის ბატალიონის პრაპორშჩიკი ხოვრენკო, და სუბუქად დაუჭრიათ იმავე ბატალიონის პრაპორშჩიკი საკალოვსკი. გარდა ამისა ოცი სალდათი მოუკლავთ და ოცდა ათი დაუჭრიათ.
– ერთი ნაწილი ოსმალოს ქვეითა ჯარი არტილერიით სოხუმს გასულა ზღვიდამ.
– 10 მაისს ოსმალოს შვიდი ხომალდი მისულა ადლერთან[1] და სამი ათას კაცამდისინ ჯარი გადაუსხამთ. ჩვენის მხრით მონაწილეობა მიუღიათ მესამე პლასტუნის ბატალიონს და მეორე ლინეინის ბატალიონის როტას, რომელნიც ლესნოისკენ დაწეულან. მათ შორის ცამეტი კაცი მოკლულა და შვიდი დაჭრილა.
– 10 მაისს ნიკოლაევსკის პორტთან მისულა ორი ოსმალოს ჯავშნიანი ხომალდი. შუადღისას ორი კიდევ მიმატებია და ჩოლოქის გაყოლებზედ ზარბაზანი უსვრიათ. ქობულეთის ატრიადს კინტრიშისკენ გზა გაუკაიფავს (45 ვერსტი).
– შავშეთში ფაშისა და მის ხელქვეით შორის განხეთქილება მომხდარა და ამის გამო ფაშა შვიდასი კაცით ბათუმისკენ წასულა.
– დუნაიზე, ბრაილოვთან ორმა რუსის ლეიტენანტმა დუბასოვმა და შესტაკოვმა დაღუპეს (ნაღმი მიაპარეს ნავებით და აფეთქეს) ოსმალოს სამხედრო ხომალდი (მონიტორი). ამისთანა თავ-გამომეტებულის საქმისათვის მათ წმინდა გიორგის ჯვრები მიუღიათ. ამ საქმეში სულ ორმოცმა კაცმა მიიღო მონაწილეობა, და არც ერთს არავითარი ზარალი არ მისცემია. ოსმალოს ხომალდთან ერთად ასი კაცი დაღუპულა.
ოსმალები უმთარებს ესვრიან კალაფატს[2]. რუსები ჟურჟევში მისულნ[3] ოლტენიცდგან[4]. რუსები ყუმბარებს ესვრიან იმ სიმაგრეებს, რომელთაც ოსმალები ტურტუკაიში აშენებენ (ნაპირას, ოლტენიცის პირდაპირ).
_________________
1 შავი ზღვის ნაპირია, სოხუმის ზემოდ.
2 რუმინიის ქალაქია დუნაის ნაპირას გიდდინის პირდაპირი
3 ჟურჟევაც რუმინიის ქალაქია დუნაის ნაპირას, რუმჩუკის პირდაპირ.
4 რუმინიაში
![]() |
3 აწინდელის დროის შესახებ |
▲back to top |
აწინდელის დროის შესახებ
ომიანობის დროს, სხვათა შორის, ერთი შესანიშნავი ხასიათი სჭირს: რაც თვითოეულ სახელმწიფოს და მის საზოგადო განწებილობას სატკივარი და საძაგლობა რამ აქკს გამჯდარი, ყველა მაშინ ამოჩნდება ხოლმე. ჩვეულებრივად თითქო. მიყრუებული, თითქო. ყველასთვის უცნობი და გაუგებარი, ეს სატკივარი ომიანობის დროს გამოჰყობს თავს და უფრო აშკარად ეჩვენება ქვეყანას. ეს გარემოება არამც თუ მარტო იმ სახელმწიფოებს შეეხება, რომელნიც ომში თვითონ არიან გაბმულნი, არამედ იმათაც, რომელთაც ომში არავითარი პირ-და-პირი მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ სხვა და სხვა ნაირად გამოუჩნდებათ და მალული ტკივილი. იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც ომში პირ-და-პირ არის გაბმული, ომი დიდი განსაცდელი. იგი აღმოაჩენს თითქმის ყველა მის ნაკლულევანებას, მის უმთავრეს ხასიათსა და თვისებას. ომი თითქო იმისთვის არის გაჩენილი, რომ ჩვეულებრივად ბრმა-საზოგადოებას ცხადად დაანახოს მისი თავი. მაგალითებრ, ყირიმის ომიანობამ გამოაჩინა, რომ რუსეთის შინაგანი განწყობილება ყოვლად უმგზავსი და უხეირო იყო, უჩვენა საზოგადოებას ძირიანის ცვლილების აუცილებელი საჭიროება და იმ გზაზედ დააყენა, რომელზედაც ამ ოცის წლის განმავლობაში მოძრაობს. საფრანგეთის ომიანობამ 1870 წ. ცხადად აღმოაჩინა ის უმსგავსი და ბილწი საზოგადობრივი და პოლიტიკური განწყობილება, რომელსაც ნაპოლეონ III ამოქმედებდა თავის ქვეყანაში თითქმის ოცის წლის განმავლობაში. იმავე ომიანობამ დაანახვა ქვეყანას თუ რა ძალა ატრიალებს გერმანიას და რა გრძნობა აწარმოებს მის საპოლიტიკო ცხოვრებასა. მართალია, გერმანიამ თავისი სიმძლავრე გამოიჩინა, მაგრამ საუბედუროდ, ის ძალა, რომელიც მხოლოდ მუშტზედ და თოფ-იარაღზედ არის დამყარებული, ვერაიფერი თანმდებია დიდებისა და პატიოსნებისა: ვერაფერი თავგამოსადები და პატივსაცემი გრძნობაა ის გრძნობა ადამიანისა, რომელიც მხოლოდ იმის კერძო სარგებლობისკენ არის მიქცეული. რა გამოვიდა, რომ გერმანიამ გაიმარჯვა, თუ ამ გამარჯვებას თან ზემოხსენებულის ძალისა და გრძნობის გამარჯვება მოსდევს. საქმე ცარიელი გამარჯვება ხომ არ არის. საქმე ის არის – რა დედა აზრი მოსდევს ამ გამარჯვებას და რა იდეა მკვიდრდება მით ცხოვრებაში. ესეა თუ არა მაინც ამას ვიტევით, რომ ომი როგორც დამარცხებულისათვის აგრეთვე გამარჯვებულისათვის ერთნაირი განსაცდელია: დამალულს საძაგლობას და სატკივარს ორთავეს გამოუჩენს ხოლმე. ცარიელი გამარჯვება დიდი ნიშანი არ არის კეთილ განწყობილებისა და წარმატებისა.
მეორის მხრით, იმ ქვეყანაშიაც, რომელიც ომში პირ-და-პირ არ არის გარეული, თითქმის ყველა უმზგავსობა ამოჰყობს ხოლმე თავს – თითქო მშვიდობიანობის დროს სირცხვილით ვერ გამოუჩენია თავი საქვეყნოდაო. ამის მაგალითიც ბევრი მოიძებნება და შორს რომ არ წავიდეთ, ეხლაც გვიდგია თვალ-წინ. აბა გადაავლეთ თვალი კლერიკალების მოძრაობას, შეხედეთ რა ამბავში არიან შენი და მისი კეთილის მოსურნენი. თქმა აღრ უნდა იგინი საყოველთაო არეულობით სარგებლობენ, რომ თავისი საწადელი აისრულონ და ამ ქვეყნიერობის ბედი ხელში ჩაიგდონ. წრეულ შესრულდა ორმოცდა ათი წელიწადი მას აქედ, რაც პიო IX ეკურთხა ეპისკოპოსად. ამის გამოისობით რომში დიდი მღელვარებაა და დიდძალი ხალხი გროვდება პაპის მისალოცავად. ჯერ-ჯერობით ცხრაათასი სული შეყრილა რომში. ისეც ყოველს წელს ბევრნი მიდიან რომში სალოცავად და ეხლა რაღა იქმნება. დიდ-ძალი ძღვენი მოსდის პაპს ყველა ქვეყნებიდამ ფილადელფიის არქიეპისკოპოსმა მოართვა მას ორასი ათასი ფრანკი ოქროთი; ნიუორკის არქი-ეპისკოპოს მიურთმევია პაპისათვის ორმოცდა ათი ათასი ფრანკი ოქროთივე. ბალტიმორიდამ, ბოსტონიდამ და სხვ. ადგილებიდამაც დიდძალი ფული მოსვლია. არც გერმანიის მლოცავნიც ჩამორჩომიან სხვებს. რომ მათი ძღვენიც მცირე არ არის, ამას გვიმტკიცებს ის უშველებელი ბაჟი ცამეტი ათასი ფრანკი, რომელიც გადიხადეს მათ იტალიის სამზღვარზედ.
კარდინალებმაც ისურვეს ძღვენის მირთმევა: ერთი დიდი და სქელი ოქროს მედალი მოაჭრევინეს, რომლის ერთ გვერდზედ პაპის პიო IX-ს სახეა გამოყვანილი და მეორეზედ აწერია, რომ პიო IX ეკურთხა ეპისკოპოსად 3 ივნისს 1827 წ.
მაშ რაღა აწუწუნებს პაპს თუ კი ამისთანა ყოფაშია? იტყვის მკითხველი. მოითმინეთ: პაპიც თავის მხრით მლოცავებს მედალს ურიგებს, რომელზედაც ერთ გვერდზედ დახატულია ხუთი ნაწილი დედა მიწისა, რომელნიც პეტრე მოციქულის ტრაპეზის ქვეშ გართხმულნი არიან. მეორე გვერდზედ დახატულია წმ. პეტრეს ეკკლესია (სადაც პი IX ეპისკოპოსად ეკურთხა). ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ პაპი თვის-თავს პეტრე-მოციქულის მემკვიდრედ ჰრაცხავს. ეხლა ცხადია მისი წუწუნი: ზენაარი არსება – პაპი უნდა იყოს და მის ფეხთა ქვეშ გართხმული მთელი დედა-მიწა – აი მისი ტკივილი და ზრუნვა, აი რისთვის წუწუნებს. საკვირველია, ამოდენა საუკუნემ თითქო უქმად ჩაიარა კაცობრიობისათვის; თითქო საშუალ-საუკუნის უმეცრებას და ცრუ-მორწმუნოებას ხელმეორედ უნდა ფრთა გაშალოსო... პაპს ჰსურს მიიზიდოს თავისკენ რომელიმე სახელმწიფო და მის შემწეობით აბძანდეს უწინდებულს, მაგრამ ამ ჟამად დანგრეულს ტახტზედ. ეხლანდელი ომიანობაო, – ამბობენ კლერიკალები, თუმცა აღმოსავლეთიდამ დაიწყოვო, მაგრამ რომში კი გათავდება პაპის განთავისუფლებითაო. მაინც და მაინც უკანასკნელი თოფი რომში უნდა გავარდესო“. ნუ თუ ეს თოფი მაკ-მაგონმა უნდა გაისროლოს? იმავე დღეს, როდესაც საფრანგეთის სამინისტრო გამოვიდა სამსახურიდამ, ჟიულ-სიმონს ეწვია ღენერლის ჩიალდინი, იტალიის ელჩი და ამ სიტყვებით მიეგება: „ეს ამბავი იტალიასთან ომს მოასწავებსო“.
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
უცნაური მდგომარეობაა, სწორედ რომ ჰსთქვას კაცმა. ამაზედ მეტი კი არა ისმის რა: „ინგლისი მტკიცე ნეიტრალიტეტს დაიჭერს აღმოსავლეთის საქმეში და მხოლოდ თავის სარგებლობაზედ იზრუნვისო“ „ავსტრი-ვენგრია მტკიცე ნეიტრალიტეტს დაიჭერს და მხოლოდ თავის სარგებლობაზედ იზრუნვისო“ და სხვ. ეს ხმა მაღლა რომ არ გამოეცხადებინათ ვითომ ვინ არ დაიჯერებდა, რომ ისინი მარტო თავის კერძო სარგებლობაზედ ზრუნავენ! აი ამ უმნიშვნელო ლაპარაკით არის სავსე ეხლანდელი პოლიტიკა. ვინ იცის! იქნება ეს სიჩუმე და მიყრუება დიდ ქუხილსაც მოასწავებს! ეხლა პოლიტიკა თითქო შესწყდა და ყველგან მხოლოდ თოფ-იარაღის მზადების ჩახა-ჩუხი ისმის. დავანებოთ ამ ა მოსავლეთის საქმეს თავი ვიდრე გადაწყვეტილი ამბავი რამ არ მოვა, და ყური ვათხოვოთ. საფრანგეთს, სადაც ამ ჟამად მართლა ძალიან შესანიშნავი ამბებია.
აი რას იწერება პარიჟიდამ ერთი ნემენცურის გაზეთის კორრესპონდენტი 16 მაისს (ჩვენებურად 4 მაისს) ჟულ-სიმონის კაბინეთის სამსახურიდგან გამოსვლის შესახებ: „კლერიკალებმა თავისი გაიტანეს და რესპუბლიკის პრეზიდენტი დაიყოლიეს: დღეს მაკ-მაგონმა ჟიულ-სიმონი დაითხოვა სამსახურიდგან და ისიც ისე წინდაუხედავად და უმართებულად, როგორც თვით განუსაზღვრელის მონარხიის მოთავეც საფრანგეთში ვერ გაბედავდა. მაკ-მაგონის ქცევამ, მეტადრე მისმა წიგნმა ჟიულ-სიმონისადმი, რომელშიაც ნაპოლეონსავით იხსენიებს თავის პასუხის გებას საფრანგეთის წინაშე, დიდი უსიამოვნება მოიპოვა არამც თუ მარტო პოლიტიკის კაცთა შორის, არამედ მოფინანსე და მოვაჭრე ხალხშიაცა. ყველამ უსიამოვნოდ მიიღო ის გარემოება, რომ მაკ-მაგონმა კლერიკალების ერთგულობით ახალი გაჭირვება მიაყენა სფრანგეთს, ნამდვილი მიზეზი ჟიულ-სიმონის დათხოვნისა ის იყო, რომ იგი მიემხრო პალატის გარდაწყვეტილებას 4 მაისს[1]. კლერიკალებმა ყოველივე ღონისძიება იხმარეს და მაკ-მაგონს გააბედვინეს იმისთანა საქმის ქმნა, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს, როგორც სახელმწიფოის ძირის შერყევასა. უმთვრესი მონაწილეობა ამ საუბედურო საქმეში ჰერცოგ დეკაზს (გარეშე საქმეთა მინისტრი) და ეპისკოპოსს დიუპანლუს ჰქონია.“
რა დღესაც ჟიულ-სიმონი გადადგა სამსახურიდამ, რესპუბლიკელები შეყრილან და დიდი ლაპარაკი ჰქონიათ. სხვათა შორის გამბეტას უთქვამს, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთო ეხლანდელი პალატი დავათხოვინოთ, ახალის პალატის არჩევანში მტკიცე რესპუბლიკის გზას დავადგეთო და მაკ-მაგონის საქციელს კი ყურსაც ნუ ვათხოვებთო. დეპუტატს მენიეს წამოუძახნია, რომ ამ გვარი მოქმედება მაკ-მაგონისა ძირეული შერყევააო სახელმწიფოსი. ამ კრებაში ყველას ერთად გადუწყვეტია, რომ მარშალმა მაკ-მაგონმა კონსტიტუცია დაარღვიო და უსათუოდ ამაზედ ხვალვე უნდა მოვსთხოვოთ მთავრობას პასუხიო; ამასთანავე ხვალვე უნდა შევიტანოთ პალატში წინადადებაო, რომ მაკ-მაგონი გადადგესო. პრეზიდენტობიდამ, რადგანაც მან საფრანგეთის კანონებს პატივი არ ჰსცა და უღალატაო.
რა ჰსურს მაკ-მაგონს? იქნება ნაპოლეონ III გზას დაადგეს და ზურგი შეაქციოს კანონს, სინიდისს, ხალხის სურვილს და თვით აღიმართოს იმპერატორის ტახტი, ან იქნებ შამბორისთვის ჰსცდილობს, რომელსაც თავისი თავი საფრანგეთის კანონიერ ხელმწიფედ მიაჩნია. ეს არის თუ ის მისი გულის-საწადელი, მაინც განსცდელით სავსეს გზას დაჰსდგომია მაკ-მაგონი. როდესაც მაკ-მაგონი რესპუბლიკის პრეზიდენტად ამოირჩიეს, აი რას ამბობდნენ მონრხიელები: „მაკ-მაგონი ირლანდიის კოროლების შთამომავალია და არასდროს არ გამოიცვლის თავის მონარხიულს რწმენას; მაკ-მაგონი იმ გვარის შვილია, რომელიც ყოველთვის მორჩილი ყოფილა თავისვე კოროლისა. მისი გვარი ყოველთვის ერთგული მონა იყო ბურბონებისა; ეს თვითონ მათ ხშირად უქადნიათ. თვითონ მარშალს რამდენჯერმე უთქვამს, რომ მონა არის კანონიერის კოროლისა (ე.ი. შამბორისა). თუმცა იგი ეხლა რესპუბლიკის პრეზიდენტია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეხლაც იგი ისევ იმისთანა ლეგიტიმისტია (ბურბონიელი მონარხიის მომხრე) როგორც უწინ ყოფილა და როდესაც მოვა დრო მაკ-მაგონი, რასაკვირველია, უკან არ დაიწევს და ერთგულ სამსახურს გაუწევს თავის კოროლსა.“ ალბათ მაკ-მაგონს ისა ჰგონია, რომ დრო მოვიდა – ჩემს კოროლს სამსახური გავუწიოვო.
მაკ-მგონი რომ პრეზიდენტათ გახდა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ არავითარ ძირიან ცვლილებას არ მოვახდენო და მტკიცედ დავიცვავ აწმყო წესიერებასო. ვინ იცის მის მთქმელს რა ედვა გულში. მაგრამ რესპუბლიკელებს სჯეროდათ მისი გულწრფელობა მით უფრო, რომ მაკ-მაგონი თავის დღეში არ ყოფილა პოლიტიკის კაცი, იგი მხოლოდ თავის სარგებლობას დაეძებდა და ყოველს მთავრობას ერთგულად ემსახურებოდა. „მე მარტო სინიდისიანად ვასრულებ ჩემს მოვალეობასაო“, ამბობდა ხოლმე მაკ-მაგონი ყოველ შემთხვევაში და ამით პირნათლად გამოდიოდა გაჭირვებისაგან. მაკ-მაგონი ყოველთვის იმ მხარეს მიეკედლებოდა, რომელსაც ძალა და უფლება ჰქონდა. მაგრამ რესპუბლიკელებმა იცოდნენ, რომ მაკ-მაგონს ახვევიან იმისთანა ბოროტი კაცები, რომელთათვის არც სამშობლოა, არც სინიდისი, არც კაცთ-მოყვარეობა, და რომელნიც ყოველ ჟამს გამზადებულნი არიან დაღუპონ რესპუბლიკაც, თვითონ საფრანგეთიც, ოღონდ კი დაიცვან თავისი უფლება, სიმდიდრე და დიდების მოყვარეობა, – ესე ყოევლი რესპუბლიკელებმა იცოდნენ და ამიტომ მაკ-მაგონს სრულად ვერ დანდობოდნენ.
ამ კაცთა შორის იყო ჰერცოგის ბროლჰი, რომლის მეოხებითაც ეღირსა მაკ-მაგონს რესპუბლიკის პრეზიდენტობა. ამისთანა ბოროტი და სამშობლოს მოღალატე კაცი ძნელად უნახავს საფრანგეთს დიდი რევოლიუციის აქეთ. საკვირველია, რომ ამისთანა ყოვლად უნიჭო, უსინიდისო. კაცი კიდევ ჰპოვებს მსმენელსა, მაყურებელს და მომხრესა, როგორც მწერალი ჰერცოგი ბროლჰი იმ აზრისა, რომ კაცობრიობის წარმატება კათოლიკის სწმუნოების საქმეა, რომელიც ყოველთვის თავისუფლებას ქადაგობსო. ბროლჰის აზრით საშუალ საუკუნის სხოლასტიკებმა უფრო მეტი სარგებლობა მოუტანეს კაცობრიობას ვიდრე იმისთანა მეცნიერებმა, როგორც გალილეი, კეპლერი, ნიუტონი და სხვ. „კათოლიკობა ყოველთვის გულკეთილობით იყო სავსეო“, ამბობს ბროლჰი. რაც შეესება თვითონ მის გულკეთილობას და კაცთ მოყვარეობას – ეს შემდეგიდამ ჰსჩანს. ბროლჰის შვილების მასწავლებელს შეუყვარდა მისი ცოლი. ეს იყო ნაპოლეონ III დროს, ბროლჰიმ შეიტყო ეს ამბავი და გგონიათ რაინდობა რამ გამოიჩინა თუ? არა, სხვა რიგად ამოიყარა მისი ჯავრი. ექიმისა და პოლიციის შემწეობით ეს მასწავლებელი გიჟების სამკურნალოში დაამწყვდია. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო გონება-მრთელი კაცი, რომელსაც ისე ექცეოდნენ როგორც გიჟს. ეს ამბავი ცხადად გვიმტკიცებს თუ რა გავლენა ჰქონდა ბროლჰის ნაპოლიონის მმართველობის დროს.
რა რიგად უყვარს ბროლჰის თავისი სამშობლო ამას გვიმტკიცებს მისი მოღვაწეობა, როდესაც იგი გარეშე საქმეთა მინისტრად იყო. იმისთანა წერილი გაუგზავნა სსვა სახელმწიფოებს, რომ უცხო ქვეყნების გაზეთებსც კი შერცხვათ. ამ წერილში ბროლჰი ამბობდა, რომ საფრანგეთში უთავბოლოება არისო, მთავრობა ცდილობსო, რომ შინ მშვიდობიანობა დაიცვასო: ყველა სახელმწიფოის სარგებლობა მოითხოვს, რომ საფრანგეთში რევოლიუცის სული გაქრესო. ერთი სიტყვით, საფრანგეთი დააბეზღა მთელის ქვეყნის წინაშე.
აბა, ამისთანა კაცი აუყვანია ესლა მაკ-მაგონს მთავრობის მოთავედ. მართლა და დიდი დაბრმავებული გამბედაობა უნდა გამოიჩინოს კაცმა, რომ ქვენის წინაშე აბრუ-გატეხილი და შერცხვენილი კიდევ გამოვიდეს პოლიტიკის ასპარესზედ. ნუ თუ ამ რიგ ვაჟბატონებს ავიწყდებათ, რომ ეხლანდელი საფრანგეთი ის საფრანგეთი აღარ არის, რომელიც ოცდა ხუთის წლის წინედ იყო. იგინი თვისის მელაძუობით თავის თავს თუ დაღუპვენ, თორემ რესპუბლიკას, რომელიც ამ ჟამად საფრანგეთის ხორცში და ძვალშია გამჯდარი, ვერაფერს ვერ დააკლებენ. – იმ სახლის წინ, სადაც რესპუბლიკელები შეკრებილი ყოფილან 10 მაისს (4 მაისს), ღამის 10 საათზედ, დიდძალი ხალხი მოგროვებულა. თითქმის ოცი ათასი კაცი მდგარა მწკრივად. დაუნახავთ თუ არა გამბეტა, ხალხს ერთის ხმით დაუძახნია: „რესპუბლიკას გაუმარჯოს!“ აქ პირველი სიტყვა გამბეტას წარმოუთქვამს. „თქვენ იცითო, უთქვამს გამბეტას, რა უცნაური და პარლამენტის ჩვეულებათა წინააღმდეგი საშუალება იხმარა რესპუბლიკის პრეზიდენტმა იმ სამინისტროის შესახებ, რომლისკენაც იყო ორივე პალატის უმრავლესობა“.
„თუმცა ეს ასე ჰქმნა პრეზიდენტმა, მაგრამ ერის წარმომადგენელებმა მშვიდობის მყოფელობა და დამჯდარი გონიერება უნდა გამოიჩინონ ამ ახალის შემთხვევის წინაშე, რომელმაც ასეთის გამბედაობით დაარღვია კავშირი და დამოკიდებულება საზოგადოებრივთა უფლებთა შორის. ამისთანა დროს ჩვენ უნდა მოვერიდოთ გულფიცხსა და უნაყოფო ბაასს. როდესაც კაცი მძიმე საქმეს დაადგება, იმისთანა საქმეს, რომელსაც ძალა და სახელი უნდა ჰქონდეს, მაშინ საჭიროა კაცმა დაიცვას სრული ღირსება და აღმოთქვას მხოლოდ ის, რაც ყოვლად მართებული და კანონიერია“ (აქ გამბეტას ტაში დაუკრეს).
„რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი თვით არის პასუხის მგებელი საფრანგეთის წინაშე. ამით ვითომ იმის თქმა უნდა, რომ პირადი უფლება მე მაქვს მონიჭებულიო. თქვენ ამის პასუხად მიუგეთ, რომ უფლება მხოლოდ ქვეყნის ხელთ არის, და ქვეყნის კანონიერი წარმომადგენელნი თქვენ ხართ “
ეს კრება რომ დაიშალა და გამბეტა გამოვიდა გარედ, ხალხმა შესძასა: „გაუმარჯოს გამბეტას! გაუმარჯოს რესპუბლიკას!“ გამბეტამ ხალხს ეს უთხრა: „ნება მომეცით მე ვითარცა კანონის დამცველს, მოგცეთ ერთი რჩევა, რომელიც ყველამ უნდა აღასრულოთ: მე გირჩევთ ზომიერებას არ გადასცდეთ. ჩვენ დაგვენდევით. გაუმარჯოს რესპუბლიკას!“ ხალხმა ხელმეორედ დაიგრიალა: vire la réspublique! პოლიციას ხმაც არ ამოუღია და მარტო ორი კაცი დაატუსაღა, ისიც ისინი, რომელნიც ყვიროდნენ: „არ გვინდა რესპუბლიკა, გაუმარჯოს კლერიკალებსაო! ესეც იმიტომა ქმნა პოლიციამ, რომ ის უბედურნი მოერიდებინა, თორემ ხალხი მათ კაი დღეს არ დააყრიდა.
ამ რესპუბლიკელთა კრებაში მიუღიათ ეს წინადადება, რომელიც მეორე დღეს პალატში უნდა შეტანილიყო: „რადგანაც მარტო რესპუბლიკას შეუძლიან დაიცვას რიგი და წესიერება მშვიდობიანობა გარედ, ამისათვის პლატი აცსადებს, რომ იგი მხოლოდ იმ კაბინეთს ენდობა, რომელიც თავისუფლად განაგებს საქმესა და რომელიც მხოლოდ რესპუბლიკის გზას ადგია.“
თქმა აღარ უნდა, რომ ყველა დიდის მოუთმენლობით ელოდდა მეორე დღეს, რადგანაც ამ დღეს დეპუტატთა პალატში დიდი და ცხარი ბაასი უნდა გამართულიყო. მართლა და პალატი გაჭედილი იყო ხალხით. წამოდგა გამბეტა და სთქვა შემდეგი სიტყვა:
„ყველაზედ უწინარეს ვალდებული ვრაცხ ჩემ თავს გამოვაცსადო, რომ მე არც ერთს უმართებულო სიტყვას არ ვიტყვი რესპუბლიკის პრეზიდენტიის წინააღმდეგ. (ძალიან კარგი, ძალინ კარგი). დღევანდელ ბაასს დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ იმიტო-რომ აქ ლაპარაკია იმაზედ, თუ რამოდენად მართებულად და წესიერად ხმარებულია კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის მიერ არის აღიარებული და მერმე იმიტომ რომ დღევანდელს ბაასს დიდი გავლენა ექმნება თვით კონსტიტუციის მომავალზედ. ამის გამოისობით ჩვენი ბაასი ისე მშვიდობიანად და ისეთის პატივის-ცემით უნდა წარემართოს როგორც ამ მძიმე საგანს ეკადრება და შეეფერება. (ძალიან კარგი, ძალიან კარგი). ვალდებული ვარ გაცნობოთ რა შთაბეჭდილება მოახდინა დეპარტამენტებში მთავრობის მოქმედებამ. ამ მოქმედებამ დიდად ააღელვა ხალხი. რადგანაც ხალხი აღელვებულია, ჩვენ უნდა რომელიმე გარდაწყვეტილებაზედ დავსდგეთ იმ საქმის თაობაზედ, რომელზედაც ეხლა ვლაპარაკობთ. იმ დროს როდესაც პალატთა და კაბინეთის შორის არავითარი განხეთქილება და უთანხმოება არ ყოფილა, როდესაც საფრანგეთი მარტო იმის ცდაში იყო რომ მშვიდობიანობა დაეცვა, მარტო იმას ზრუნავდა, რომ უწინდელი თვისი სიმდიდრე და მნიშვნელობა აღედგინა. მაშინ უცებ გვაუწყეს, რომ რესპუბლიკის მოთავემ სამინისტროს პრეზიდენტს იმისთანა წიგნი მისწერა, რომლის გამოისობითაც მთელი სამინისტრო. სამსახურიდგან გადადგაო. რასაკვირველია, ყველამ ეს იკითხა: რა ამბვია, რა მიზეზია ამ მთავრობის განხეთქილებისა? ბოლოს გამოჩნდა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომლის გულწრფელობას ეჭვი არა აქვს, გარს ახვევია სხვა და სხვა მრჩეველნი, რომელნიც სულ იმასა ცდილობენ, რომ პრეზიდენტს, როგორც შინაგან აგრეთვე გარეშე საქმეებში იმასთანა რამ მოახდენინონ, რომელსაც დიდი შიში მოსდევს. აი რამ ჩააფიქრა საფრანგეთი და ელდა ჰსცა ჩვენს ქვეყანსა შემკრთალი ქვყანა ჰკითხულობდა – გარდა თვალთ საჩინო მთავრობისა, მეორე უჩინარი და საიდუმლო მთავრობა ხომ არ გვიჩნდაო. ჩვენის კეთილ-მოღვაწეობის დასაბრკოლებლათაო. აი ამას ჰსწუხს ყოველი სული.
„ჩვენ საბუთი გვაქვს მოვახსენოთ რესპუბლიკის პრეზიდენტს: თქვენ მოტყუებული ხართ და გირჩევთ მტკიცე ერთგულობა გაუწიოთ კოსტიტუციას, რომელიც ჩვენც გვიფარავს და თქვენცა (აქ გამბეტას ტაში დაუკრეს).
„ჩვენ მხოლოდ თვით მმართველობის გულწრფელი მოხმარება გვინდა“. თუმცა რესპუბლიკის პრეზიდენტი განთქმულია მხედრობაში და ძლევით მოსილი, მაგრამ სამხედრო მოღვაწეობაში გართულსა პოლიტიკისთვის მოცლა არ ქონია და პოლიტიკისათვის თვალ-ყური არ უდევნებია. ამიტომ იგი უფრო მალე მოტყუვდება ვიდრე სხვა სახელმწიფოს მოთავე ვინმე. ჩვენ ვურჩევთ მას ნუ გადასცდება კონსტიტუციას, თორემ გაჭირებაში მეგობარს ვეღარ მოიპოვის. გაფრთხილდით, – ხალხმა უწყალო სამაგიეროს გარდახდა იცის, როდესაც მის მშვიდობიანობას ერჩიან და ღალატობენ.“
დიდხანს და მშვენიერად ილაპარაკა გამბეტამ. დიდი. ხანია მას არ გამოუჩენია ამოდენა ხერხი და დიდი ხანია ასე კარგად არ გამოუხატავს მთელი პალატის გრძნობა და მიმართულება. ბოლოს პალატმა მიიღო ზემოხსენებული წინადადება რესპუბლიკელთა. (355 თეთრი კენჭი მოუვიდა და 154 შავი).
ამის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტმა განკარგულება მოახდინა, რომ პალატი და სენატი ერთის თვით დათხოვნილ იქმნას. ეს ვერაფრად მოეწონათ რესპუბლიკელებს, რადგანაც იციან, რომ ამ დროებით დათხოვნას, სამუდამოთ დათხოვნაც ზედ მოყვება და სხვა პალატა შესდგება ახლის არჩევანითა. ამიტომაც რესპუბლიკელები შეიყარნენ ვერსალში და შემდეგი მანიფესტი გამოსცეს სიფრანგეთის ხალხისადმი: „ძვირფასნო მამულის შვილნო, პალატის დათხოვნის განკარგულება, რომელიც თქვენ წარმომადგენელთა მოულოდნელად თავს დაეცა, არის მხოლოდ პირველი ბიჯი ახლის სამინისტროისა, რომელსაც მოუწადინებია უარჰყოს საფრანგეთის სურვილი. რესპუბლიკის პრეზიდენტის წიგნი კარგად გვიჩვენებს მარშლის მრჩეველთა განზრახვას. პალატი გაუქმებულ იქმნა ერთის თვით. ამ ერთის თვის განმავლობაში სენატსაც მიიმხრებენ, რომ მისის თანხმობით ეხლანდელი პალატი სამუდამოდ გადააყენონ[1]. კაბინეთი, რომელსაც ყოველ შემთხვევაში პალატის უმრავლესობა მხარს აძლევდა გადააყენეს სამსახურიდგან ასე, რომ პალატაში ამაზედ ბაასიც არ უოფილა. ახალმა მინისტრებმა წინადვე იგრძნეს, რომ თუ საქმე პარლამენტზედ მივარდებოდა, პალატი ერთს დღესაც არ დააყენებდა იმ კაბინეთს, რომლის მოთავე ჰერცოგი ბროლჰია. რადგანაც ჩვენ აღარ შეგვიძიან პალატში გამოვაცხადოთ ჩვენი სამდურავი და კიცხვა, ამიტომაც ვისურვეთ თქვენ მოგმართოთ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მტრებს მეცადინეობა უქმად ჩაუვლით. საფრანგეთს რესპუბლიკა სურს; მან ეს სურვილი გამოაცხადა 20 თებერვალს 1876 წ. და ყოველთვისაც გამოაცხადებს, როდესაც მის სურვილს დაეკითხებიან. კიდეც იმიტომ ცდილობენ შეაყენონ ხალხის სურვილის გამოცხადება, რომ წრეულ მუნიციპალისა და დეპარტამენტების საბჭოს წევრთა არჩევანი უნდა მოხდეს.
„ხალხი თვისის მშკიდობიანობით, დამჯდარის გონიერებით და დადგრომილებით დაუმტკიცებს მათ, რომ ბევრსა ცოტანი, უმრავლესობას უმცირესობა ხელიდამ უფლებას ვერ გამოგლეჯს. რაც უნდა იყოს საფრანგეთს ვერც შეაშინებენ, ვერც მოატყუებენ. რესპუბლიკის მოღვაწენი იქამდინ იქნებიან ხალხის უფლების მფარველად ვიდრე ძალად არ განაშორებენ ხალხს, რომელიც მათზედ სრულიად დანდობილია. ჩვენ თქვენი წარმომადგენელნი ჩვენის მხრით ამას ვიტყვით, რომ დღეიდამ იწყობა პირ-და-პირი მიმოსვლა ჩვენ და თქვენ შორის. ორში ერთი უნდა ამოირჩიოთ: ან უკან დამხევი და შემთხვევაზედ დამოკიდებული პოლიტიკა, რომელმაც უცბათ შეარყია ყველა ის, რაც ამ უკანასკნელის ექვსის წლის განმავლობაში დიდის ღვაწლით მოგვიპოვებია, ან არა და დამჯდარი, მტკიცე მშვიდობის მოყვარე და წარმატებული პოლიტიკა, რომელმაც მოიპოვა კიდეც თქვენი სრული თანაგრძნობა.
„ძვირფასნო. მამულის შვილნო, ეს განსაცდელი ხან გრძლივად თავს ვერ დაიჭერს ექვსის თვის შემდეგ საფრანგეთი ხელმეორედ ამოიღებს ხმას“. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ ისევ ადრინდელ გარდაწყვეტილებას ხელმეორედ დაამტკიცებთ. ახალს არჩევანში რესპუბლიკას უფრო მომეტებული კენჭი გამოუვა, იგი ეხლა უფრო განძლიერებულ იქმნება ვიდრე სხვა დროს. ძკელის მიმდევნი სამუდამოდ დამარცხდებიან და საფრანგეთი თავის საკუთარს თავზედ დანდობილი, თავის თავის მოიმედე მშვიდობიანად და ნუგეშით მიეგებება თავის მომავალსა.“
ამ მანიფესტზედ 350-ზე მეტ დეპუტატს მოუწერია ხელი. სენატის რესპუბლიკელებმაც გამოსცეს მანიფესტი, სადაც მოხსენებულია, რომ იგინი ყოველ ღონისძიებას იხმარებენ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ. რომელიც კი საზოგადო მშვიდობიანობას რითიმე ხელს შეუშლის.
– ყველა რესპუბლიკის დასის დეპუტატებს უთხოვნიათ თვისთა მომხრე მოხელეთათვის, რომ თქვენ თვითონ თქვენის ნებით სამსახურიდგან ნუ გადადგებითო, ვიდრე ძალად არ გადაგაყენებენო.
წვრილი ამგები. ინგლისის მთავრობას შეუთვლია სხვა სახელმწიფოთათვის, რომ ყოვლ ღონისძიებას ვიხმარებო, რომ რაიმე დაბრკოლება არ მიეცესო თავისუფლად სიარულს იმ სახელმწიფოთა სავაჭრო და სამხედრო ხომალდებსა, რომელნიც ომში არ არიან გაბმულნი.
– ამბობენ, რომ ინგლისის ფლოტს ბრძანება მოსვლია შავ-ზღვაში შესვლისა. ეს ფლოტი კიდეც მისულა ათინაში. გარდა ამისა ერთი კორპუსი არტილერიით საბერძნეთისკენ წასულა.
ამით ინგლისს უნდა საბერძნეთს ხელ-ფეხი შეუკრას, რომ ომში მონაწილეობა არ მიიღოსო.
– სტამბოლში დიდი არეულობაა თურმე. სოფტები (სტამბოლის სტუდენტები) შეცვივნულან დეპუტატთა პალატში და უთხოვნიათ, რომ მუხტარ-ფაშა დააბრუნეთო. სამხედრო მინისტრი, რედიფ-ფაშა არ გვინდაო; მთავრობამ იმდენი მეცადინეობა უნდა გასწიოსო, რომ იმისთანა უბედურება, როგორც არტაანის საქმე, მეორედ აღარ მოხდესო.. ხონთქარი დამალულა. აჯანყებულთა წინააღმდეგ ჯარი გამოუყვანიათ და ბევრნი დაუხოცნიათ.
– საბერძნეთი ძალიან აღელვებულია თურმე. მთავრობას ვეღარ შეუმაგრებია საზოგადოება, რომელსაც ოსმალეთთან უსათუოდ ომის ატეხა ჰსურს.
– ეგვიპტის მხედრობა ჰასან-ფაშის წინამძღოლობით სტამბოლისკენ წასულა.
______________
1 იხ. „ივერია“ № 11.
2 კონსტიტუტიის ძალით რესპუბლიკის პრეზიდენტს მხოლოდ სენატის თანხმობით შეუძლიან გააუქმოს დეპუტატთა პალატი. იმ აუცილებელის პირობით კი, რომ სამის თვის განმავლობაში ამორჩეულ უნდა იქმნას სხვა ახალი პალატი.
![]() |
5 „ორიოდე სიტყვა საქალაქო სასწავლებლებზედ“ |
▲back to top |
„ორიოდე სიტყვა საქალაქო სასწავლებლებზედ“
(„ივერიის“ კორრესპოდენცია)
კავკასიაში სწავლის საქმის გამგებელის განკარგულებით ადგილობრივ სახალხო სასწავლებლთა დირეკტორისაგან ამას წინედ მოუვიდათ მოწერილობა საქალაქო სასწავლებლებს, რომ მათში მყოფთა მასწავლებელთა, როგორც პედაგოგიაში გამოცთილ პირთა, შეადგინონ სქემა (პროგრამმა) საქალაქო სასწავლებელთათვის. თითოეული საქალაქო სასწავლებელი, როცა შეადგენს ამ პროგრამმას, წარუდგეს ადგილობრივ დირეკტორს, რომელიც თავის რიგზე წარადგენს ტფილისში კავკასიის სწავლის საქმის გამგებელის საბჭოში, სადაც განხილულ უნდა იქმნეს იგი სქემა. – ჯერ-ჯერობით საქალაქო სასწავლებელში მოქმედობს ის პროგრამმა, რომლის უმეტესი ნაწილი შედგენილია ტიფილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელთაგან, რომელთ შორის არც ერთს არ ჰქონია ბედნიერება საქლაქო სასწავლებელის ნახვისა, რადგანაც ამ გვარი სასწავლებელი მაშინ არ არსებობდა კავკასიაში. მაშასადამე, ეს პროგრამმა იქმნა შედგენილ მყუდრო ოთახში მარტო თეორეთიულ ნიადაგზე. თუმცაღა ზემოხსენებულ ინსტიტუტთან არსებობდა ორ კლასიანი დასაწყისი სასწავლებელი, რომელიც სხვაზედ უმალეს იქმნა გადაკეთებულ საქალაქო სასწავლებლათ, სადაც ეხლა ინსტიტუტის უფროსის კლასების შაგირდები პედაგოგობისათვის ვარჯიშობენ. მაგრამ ეს სასწავლებელი, ჩემის ჰაზრით, ძლიერ ცოტად აძლევს მასწავლებლებს ნამდვილ პედაგოგიურ გამოცდილებს, განსაკუთრებით იმ ნაირ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა ამ გვარის სქემის შედგნისთვის. ამ სასწავლებელში ერთ განყოფილებაში და ერთ სკამზე ზის რუსიც, ქართველიც და სხვა გვარ ტომის ბავშვებიც, რომელთა სულიერი და ხორციელი ძალა სულ სხვა და სხვანაირ სფერაშია აღზრდილი. მიუხედველად ამ ბუნებითის გარჩვისა შაგირდებთა შორის, და წინააღმდეგ პედაგოგიის დედა-აზრისა, პირველ განყოფილებაშივე აქ ყველას ერთ ნაირი წიგნი აქვს, ყველას ერთ საგანზედ უქადაგებენ, ყველას ერთს ენაზედ ასწავლიან, – ესე იგი ყველას ერთგვარ სულიერათ ამზადებენ. (ნუ თუ პედაგოგიაშიაც არსებობს ქიმიური ძალა, რომლის გამო სხვა და სხვა გვარ-ნაწილებისაგან კეთდება ერთი ისეთი სხეული, რომელიც არც ერთ წინანდელ შემადგენელ ნაწილებს არ ეგვანება.) გარდა ამისა, ამ სასწავლებელში შედიან შაგირდები მაზრის სასწავლებელიდან, სასულიერო საეწავლებელიდან, სემინარიიდან, გიმნაზიიდან, რეალურის სასწავლებელიდან, სამხედრო სასწავლებელიდან და სხვა ამ ნაირ თითქო განგებ არეულ სასწავლებელს, როგორც უმაღლეს ხარისხად რთულ საგნს, არ შეუძლიან პედაგოგიის სავარჯიშოდ შეიქმნას. ამიტომ ეხლანდელი სქემა სწავლის ბევრად თუ ცოტად ნაკლულია და არ არის რიგიან საფუძველზედ დადგენილი. ამის გამო იქმნა ზემოხსენებული განკარგულება სწავლის სქემის შედგენის შესახებ. დიდად სასიამოვნო იქმნება, თუ საქალაქო სასწავლებელთა ოსტატნი რიგიანად აღასრულებენ ამ კეთილ მონდობილებასა. როგორც ამბობენ, ერთ საქალაქო სასწავლებლის (ოზურგეთისაა) პედაგოგიურმა რჩევამ კიდევაც შეადგინა ეს სქემა. მაგრამ თავიდამ ბოლომდის რომ წაიკითხოთ იგი სქემა, თურმე ერთ სიტყვასაც ვერ იპოვით ქართულის ენის შეხასებ, თითქო ამ სასწავლებელში ქართულის ენის ხსენებაც არ არისო. მართლადაც ასეა: კვირაში ორი გაკვეთილია[1] ღნიშნული, ისიც შუადღის პირველ საათიდან მეორე საათამდის. ოთხი საათის მეცადინეობის შემდეგ დაღალული, დაუძლურებული მოწაფე უფრო თავის სახლისკენ მიეშურება, ვიდრე მეხუთე, ესე იგი ბოლონდელს გაკვეთილზედ, რომელიც ქართული ენისათვის არის დანიშნული. ეს კვირაში ორი გაკვეთილიც ისე უსულო და აძაგებით მიდის, რომ მოწაფეებს ეკარგება ხალისი არამც თუ ქართულის ენის გაკვეთილის შესწავლისა, არამედ ქართულის წიგნების კითხვისაც. ისიც უნდა ვსთქვათ, რომ თუმცა კვირაში ორი გაკვეთილია დანიშნული, მაგრამ ძლიერ ხშირად ერთიც არ იქმნება ხოლმე. ქართულს ენას ან ისეთი ალაგი უნდა ეჭიროს ჩვენს სასწვლებლებში, როგორიც სხვა საგნებს (რუსულს ენას არითმეთიკას და სხ.), ან სულ არ უნდა იყოს.
_______________
1 ორს კლასში, მაშ ერთს კლასში კვირაში ერთი გაკვეთილია ქართული ენისათვის.
![]() |
6 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი. |
▲back to top |
თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.
უწყალო სენმან, ყოვლთ მაწყენმან გვიკოდა გულნი,
გვყო ჭირთა მთმენად, მგლოვარენად ყოვლნი სულ-დგმულნი,
სუსტ-გვქმნა ვათაგან მთიებთაგან დაშორებულნი;
გარნა უფრ ამად ყოველჟამად ვართ გულმოწყლულნი,
რომ ბანონოვანნი, მუნ მავანნი ჰყო დაბზარურლნი.
ეჰა, მნათობთა, ტფილისს მყოფთა გულნი ლმებიან,
სავანთ მტევებნი, მათთვის მვებნი სოფელს ჰხლებიან!
ვარდნი უშლულნი, მიჯნურთ მწყვლელნი უდროდ ზრებიან,
მათზედ ბულბულნი ხელებულნი აღარ კრებიან...
ამისთვის გულთა, დადაგულთა გვხდების სულნი,
რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი ჰყო დაბზარულნი.
ჩვეულნი ლხინსა მოგვცნა ჭირსა უბედობამან,
მოგვაკლო შვება, გვმატა ვება შავ-სვეობამან,
მოგვიცვა ალმან, შეუბრალმან, გვალმო გრძნობამან,
გვიტევა ყოვლმა განსაცხრომმა კეთილდღობამან,
გვეკვეთა სასო დაუფასო. ვშთომილვართ კრულნი,
რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი ჰყო დაბზარულნი.
როს მწირთა თვალთა, დამაშვრალთა ეცემის ძილი,
წარმოუდგების კეთილ-დღების შვება განვლილი,
თავსა ახარებს, მათთან არებს გული ბრმობილი
არ უწყის, რომე თვისთან მჯდომე არს ოდენ ჩრდილი.
გარნა განღვიძით, ოხვრათ აღძვრით ეახლვინ წყლულნი,
რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი ჰყო დაბზარულნი.
ნეტა ხილვა როს უკვ-მეღირსოს ელისეს ველთა!.
მუნ ვიხარებდე, ვიქარვებდე განვლილთ ჭირთ-მწველთა,
მდელოთა სუნსა, მოსასურნსა ვჰყნოსვიდე მრთელთა,
ვჰხედვიდე ყოვლთა განხარებულთ კეთილ-მდღეველთა!..
მე აწი მტირლმან მუნით ვჰპოვო ნუგეშნი სრულნი,
რომ ბანოვანნი, მუნ მავალნნი ჰყო დაბზარულნი....
II
ანაზდად ხილვამან მე შენმან, მზეო,
ასე მძლია და წარმსტაცა გლახ გული!...
ტანო ალვავ, წვლილო სინაზით მრხეო,
სიგრილესა შემივრდომე დაგული!
უსერავს გლახ-გული შენთ ისართ პირსა,
აწ გენუკვი წამლად მას ძვირ-საღირსა....
გთხოვ, გულს ვაბგერ მწარის ოხვრის საყვირსა,
სიგრილესა შემივრდომე დაგული!
ვაიმე თუ არ მისმინო ლმობითა,
სევდის ჭური მით მრჩობლი შექმნა თმობითა!..
შემიწყალე, შენ მიერ ვარ თრობითა,
სიგრილესა შემივრდომე დაგული.
![]() |
7 ოსმალოს საქართველო |
▲back to top |
ოსმალოს საქართველო
მას შემდეგ რაკი ცოტა ოდნად აღვწერეთ ადგილ-მდებარეობა და ისტორიული ვითარება ოსმალოს საქართველოსი[1] სასურველია ვიცოდეთ მისი ახლანდელი მმართველობითი წყობილებაცა.
მთელი ოსმალოს საქართველო არის გუბერნია, ანუ ოსმალურათ სანჯახი. ამ სანჯახს ოსმალები ლაზისტანის სანჯახს ეძახიან. ოსმალეთის სახელმწიფო წყობილებაში რამდენიმე გუბერნია, ანუ სანჯახი შეერთებულია ვალიეთად და ემორჩილება ვალის, ანუ გენრილ-გუბერნატორს, სანჯახის უფროსი არის მუთესარიფი ანუ როგორც ჩვენში გუბერნატორი.
ლაზისტანის სანჯახი ეკუთვნოდა ადრე ახალციხის ვალის, ახალციხის ფაშას. როდესც 1829 წელს რუსებმა ოსმალეთს ახალციხე ჩამოართვეს, მას შემდეგ ოსმალოს საქართველო ტრაპიზონის ვალის მიუწერეს. თუმცა ლაზისტანის სანჯახი ტრაპიზონის ვალიეთს ეკუთვნის, მაგრამ იმას არ ექვემდებარება: ყოველს საქმეებში პირდაპირ სტამბოლთანა აქვს საქმე. ლაზისტანის სანჯახის მუთესარიფს (გუბერნატორს) ფაშის ხარისხი აქვს და ბინა ამისი ბათუმია. ამ გვარათ, მოკლეთ რომა ვსთქვათ, ეხლანდელი ოსმალოს საქართველოს მმართველი ბათუმის გუბერნატორია (მუთესარიფია). იმ გვარათვე როგორც ეხლა ჩვენში გუბერნია უეზდებათ იყოფა, ლაზისტანის სანჯახი იყოფება ყაზათ, უეზდის უფროსის ანუ კაიმამკაის მმართველობის ქვეშე. ოსმალოს საქართველოს, სანჯახს ამ ჟამათ ექვსი ყაზა აქვს. ყოველი ყაზა კიდევ ნაწილებათ ნახრეთ იყოფა როგორც ადრე ჩვენში უეზდი უჩასტკათ იყოფებოდა. ნახიეს მმართველი არის მუდირი. მთელ ოსმალოს საქართველოს უქვს ყაზაში არის თერთმეტი სამუდირო, სახელდობ: 1) ბათუმისა, 2) ჩურუქ-სუს (ესე იგი ქობულეთისა) 3) ზედა-აჭარასი, 4) ქვედა-აჭარასი, 3 მაჭახელის, 6) ლივანას. 7) გუნიისა, 8) ხოფისა, 9) არხავესი, 10) ხემშინისა და 11) ათინასი. – გუნიეს, ხოფას და არხავეს ნახიები არიან ხოფას ყაზა; ხემშინი და ათინა ათინის ყაზა, და ეს ორი ყაზა ანუ უეზდი არის ჭანეთი, ისე როგორც თელავისა და სიღნაღის უეზდი კახეთია. ამ გვარათვე ზედა და ქვედა აჭარა არის ერთი უეზდი (ყაზა), ბათუმი და ქობულეთი (ჩურუქ-სუ) ერთი უეზდია; მაჭახელი და ლივანაც ერთ უეზდათ არის და სხვანი ამ გვარათ.
ხვანთქრის მეართველობამ დიდი წინააღმდეგობა და ბრძოლა გამოიარა სანამ ოსმალოს საქართველოში თავის წესებს შემოიტანდა. წარსული სუკუნის ბოლოს ათაბაგების უკანასკნელი ჩამამავალის ახლციხის შრიფ-ფაშის დროს ახალციხეში ძალიან არეულობა იყო და ამ დროს გაძლიერდა აჭარის ბეგის გვარი ხიმშიაშვილებისა, ამ გვარი-საგანმა ახმეთ-ბეგმა შარიფ-ფაშა ახალციხიდამ განსდევნა და ამგვარათ ძველ ათაბაგების გვარის მაგიერათ დაჯდა ხიმშიაშვილების გვარის კაცი. ამან შემოიტანა მთელ ოსმალოს საქართველოში ოსმალოს წესები და დაამკვიდრა ოსმალოს მთავრობა. დიდათ ებრძოდნენ ყველგან მეტადრე ჭანები, რომელნიც თავის ნებით მოქმედებდნენ და ხვანთქარს თითქმის არ ემორჩიებოდნენ. ახმეთ-ბეგმა აჭარულები ჭანეთში მიიყვანა 1819 წელს და სულ დასწვა-დადაგა. ამ ომის დროს ჭანის დედაკაცებიც კი ომობდნენო. დაიმორჩილა ჭანებიცა და ამ დროდამ იწყება ოსმალოს გაძლიერება მთელ ოსმალოს საქართველოში.
როგორც ხიმშიაშვილებმა შემწეობა მისცეს ხვანთქრის მთავრობასა, ამ გვარათვე სხვა თავად-აზნაურებმა აღმოუჩინეს ოსმალოს მთავრობას თავისი შრომა და ამ ჟამთაც მმართებლობის მოხელენი (ჩინოვნიკები) სულ ადგილობრივი ბეგები (თავად-აზნაურები) არიან: გამოჩენილი გვარები არიან ყველაზე უპირველესნი მთელ ხანჯაში ხიმშიაშვილები და ამათგან შარიფ-ბეგი. მერმე თავდგირიძეები, ესენი აჭარაში და ქობულეთში, ჯაყელები (ძველი ათაბაგის შთამამავალნი), შავშეთში და სხვანი.
მუთესარიფი, კაიმაკამი და მუდირები, როგორცა ვთქვით, ამ გვარებისანი ინიშნებიან მმართებლობისაგან და მმართველობა ამათ ეკუთვნით. სასმართლო ადგილები უჭირავთ მოსამართლეებს, რომელთაც ხალხი არჩევს როგორც ჩვენში სოფლის საზოგადოებანი არჩევენ. ეს სასამართლოები შეიკრიფება მეჯლისად და მათში მმართველს დიდი ხმა აქვს, ასე რომ ბევრჯელ ბეგბი თითონვე ასამართლებენ საქმესა. ამას ჩვენ ვამბობთ რაც დღევანდლამდეა და ამას შემდეგ რადგანაც ოსმალოს სახელმწიფოში კონსტიტუცია მიეცა ხალხსა, რა საკვირველია, სამართლისაც. სხვა წესები უნდა შემოვიდეს.
როგორც ოსმალოს უველა მხარეს ოსმალოს საქართველოშიც ყველა საქმე ოსმალოს სახელმწიფო კანონითა, რიგდება, მაგრამ აქამომდე ძველ ქართულ ადათს და ჩვეულებას საქმეების მართვაში დიდი ძალა აქვს. ასე რომ ყველფერი ძველის ძველის ქართველურის ადათითა რიგდება, ისეთით რომელსაც ზოგს ვახტანგის კანონებში ვხედავთ და ზოგი არსად არცკი მოიძებნება და ამით შესასწავლებლად ფრიად შესანიშნავი არის.
აქამომდე ხვანთქრის მმართველობა საქართველოს ნაწილს ისე უყურებდა, როგორც ხარჯის მძლეველ ადგილს. – ოღომცკი ხარჯი მამეციო. და სხვაში კი თავი ქვასა ჰკარიო. იქაური მოხელენი ისე უყურებენ თავის თანამდებობას, რომ თითქოს იმათი საქმე მარტო ხარჯის კრეფა იყოს. ხალხიც ამ გვარათ უყურებს მოხელეებსა და მთავრობის კაცსა, რომ ხვანთქრისათვის ხარჯის მკრეფელნი არიანო და ამ მოკრეფილში თითონაც წილს იდებენო. ამას ის გარემოება მოსდევს, რომ არავინ არა თხოულობს და არა ზრუნავს არც წესიერ და მართალ მსაჯულებაზე, არც გზებზე, არც სწავლაზე და არც ქურდობის მოსპობაზე. ეს ნამდვილი კუთვნილი საქმეები, რომელიც მთავრობის კაცების დიდი მოვალეობა უნდა იყოს, არავისთვის თითქო საგრძნობელი არ იყოს და არავინ არა სჩივის ამის უქონლობას და ხმას არ იღებს. ხალხისა მარტო ერთი სურვილი ის არის, რომ ხვანთქარმა ხარჯი არ მოგვამატოსო.
მაგრამ ეს უბრალო მოთხოვნილება ხალხისაც არა სრულდება და ხარჯი თან და თან მატულობს. პირველათ თითქმის საცა ხარჯი არ იყო და მარტო ვალათ ედვათ ომის დროს ჯარში გამოსულიყვნენ (მაგალითად აჭარაში) ახლა დიდი ხარჯი აძევთ. ამ ხარჯის მომატებას კი ის მოსდევს, რომ ხალხის უკმაყოფილებაც თან და თან მატულობს და ბოლოს ვინ იცის ხვანთქრის მმართველობამ რა ხეირი ნახოს.
აი რა და რა ხარჯია დადებული:
1) ტახშირი (მამულის ხარჯი): ყოველმა კომლმა სახელმწიფოთ მიწის მოსავლის მეათედი უნდა შეიტანოს. აჭარაში ყოველ სოფელში ან თემში ამ ხარჯის მომკრეფს (მუხტარს) ირჩევენ, სხვაგან კი იჯარით მეიჯარადრეს აძლევდნენ ამით თვალყური უნდა ადევნონ და ხარჯის ზომა დასდვან. ამ გვარათ შეკრეფილი მოსავალი ფულათ უნდა აქციონ და ყაზას (უეზდის) ხაზინაში შეიტანონ.
2) სალანი: ეს ხარჯი გუბერნიის, უეზდის და უჩასტკის მოხელეების ჯამაგირათ მიდის და ამის ზომას მთავრობა თვით ნიშნავს და მერე კომლ-კომლთა ჰყოფენ და ვისაც რამდენი ერგება იმდენი შეაქვთ.
3) რუსუმი: ცხვარზე და თხაზე სულზე ხუთი შაური.
4) რუსუმი: მწველელ საქონელზე სულზე გირვანქა ნახევარი ერბო.
5) გერბის ქაღალდისა მამულის შესყიდვისა.
6) თამბაქოს თესვის ბაჟი.
7) გზირ-იასაულების (ზაფტიების) გზის ხარჯი. ეს ფული ხაზინაში შედის.
ამ ხარჯს მოიჯარადრე ჰკრებს და მუდირს (უჩსტკის უფროსს) აძლევს. მუდირი თავის კანცელარიის ხარჯს გამოდის და დანარჩენს ბათუმის გუბერნატორთანა გზავნის.
ეს ხარჯი რიცხვთა შუა ანგარიშით კომლზე თუმანზე მეტი მოდის. ეს ხარჯი კარგი მძიმე ხარჯია, მაგრამ მაინც ისე საგრძნობელი არ იქნებოდა, რომ იჯარით არ ეძლეოდეს, ამ ხარჯს მოიჯარადრები ჰკრეფენ და ერთი თუმნის მაგიერათ ორსა და სამსა იღებენ თავის ჯიბისათვის. აქამდინ მხოლოდ აჭარაში ვერ გაუბედნია ხვანთქრის მმართებლობას, რომ მეიჯარადრებს მისცეს ხარჯის კრეფის ნება და ამიტომ აქ ხალხს თვისგან ამორჩეული ხარჯის-მკრეფელი ჰყავს. შავშეთში, ლივანაში, ქობულეთში და ჭანეთში კი ხარჯს იჯარადრები ჰკრეფენ.
ამ ზემოხსენებულ ხარჯს გარდა ხალხს კიდევ სხვა ხარჯი და ბეგარა ადევს. მაგალითად ლესნიჩების (ტყის მოხელესი) ხარჯი და ყოველ ძირ ხეხილის ხარჯია, რომელნიც მხოლოდ აჭარაში არ არის და სხვაგან კი ყოველგან განწესებულია. გზის კეთებაზე უსასყიდლოდ გამოსვლა ყოველ კაცს ვალად ადევს. სხვა და სხვა წვრილ ხარჯებს გარდა ავაზაკების დამჭერად უოველ ნახიეში კანონით დაწესებულია რვა კაცი ჟანდარმი, რომელსაც ჯამაგირი არ ეძლევა. ესენი დაიარებიან სოფლებში ავაზაკების საძებნელათ; ჩადგებიან ერთ სოფელში მუქთათ სჭამენ, სმენ და ახლა მეორეში მიდიან. ამ გვარათ სოფლები დაწიოკებული ყავთ. ამ კაცების უფროსები (კირ-სარდარები) თავის ამალით რადგანაც არაფერს არ იღებენ, ემსგავსებიან ნამდვილ ავაზაკების თარეშებს და ხალხს ცხადათ და მოურიდებლათა სცარცვენ. კირ-სარდრის თანამდებობა ფულით იყიდება და ვინც მეტს ქრთამს მისცემს ბათუმის გუბერნატორს, იმას ნიშნავს.
მაგრამ მარტო კირ-სარდრები კი არა, სხვა თანამდებობაც ფულით და ქრთამით იყიდება, გინდ კაიმაკამის ადგილი იყოს, გინდ მუდირისა. რა კი ახალი გუბერნატორი (მუთესრიფი) დაჯდება, მაშინვე ძვლებსა სცვლის და მეტის ქრთამის მძლეველ მოხელეებსა ნიშნავს.
ამგვარათ ყოველი ხარჯი, რასაკვირველია, ხალხს აწვება და თან და თან მატულობს.
საყოველთაო ხარჯათ უნდა ჩავთვალოთ აგრეთვე სალდათის და მილიციის გაყვანა, რომელიც ვაის ვაგლახით სრულდება და ხალხი მომდურავია. სალდათის გაყვანაზე რამდენჯერმე აჯანყება მოხდა ოსმალოს საქართველოში და ხარჯის მომატებაზე ხომ, მაგალითად, ამ ოთხი ხუთი წლის წინათ თოფ-იარაღში ჩაჯდა მთელი ქობულეთი და სანამ მმართებლობამ არ გამოუცხადა რომ ისევ ძველი ხარჯი დარჩებო, არ დამშვიდდა.
თუმცა ოსმალოს საქართველოდამ შემოსავალი კარგი აქვს ხონთქრის მმართველობისა, მაგრამ ხალხის სასარგებლოდ და მოსახმარისად არ იხარჯება მაგალითად ზედა აჭარიდამ წელიწადში შემოსავალი არის თითქმის ათას ხუთასი თუმანი. დანახარჯი სულ ორას თუმნამდის არცკია და ესეც მარტო მოხელეებზე იხარჯება. არც გზის კეთებაზე, არც შკოლების გახსნაზე, არც მართლ-მსაჯულებაზე და სხვა მრავალგვარ ხალხის საჭიროებაზე მმართებლობა არაფერს არ ხარჯავს და ათას სამასი თუმანი თითქმის სულ სტამბოლში მიაქვს.
ამ მდგომარეობაშია ოსმალოს საქართველო ამ ჟამათ და ამისთანა მმართველობაა იქა. ყოველ სოფელში და ქალაქში მართალია მეჩითებთან და ქრისტიანთა ეკკლესიებთან შკოლებიც არის და მოსამართლე-მსაჯულებიც არიან, მეჩითები და ეკლესიებიც შენდება, მაგრამ იმათს ხარჯს თითონ ხალხი ეწევა და მთავრობა არ ერევა. ამას კიდევ გავიმეორებთ რომ აქამდინ ასეა და ამას შემდეგ კონსტიტუცია თუ დამკვიდრდა ოსმალეთში, იქნება სხვა წესები შემოვიდეს და ყველა რიგში ჩავარდეს გარნა მომავალი უწყის მხოლოდ ღმერთმა.
______________
1 „ივერია“ №№8 და 9
![]() |
8 გლეხის ნაამბობი |
▲back to top |
გლეხის ნაამბობი V.
(სცენისათვის)
...ამ ჩვენი მამასახლისისთანა უსამართლო და კერპი კაცი მგონია დუნიაზედაც არ იპოვებოდეს, გამჩენის მადლმა! ლამის თავი დასახჩობათ გამიხადოს.... ეხლა ერთი საბეგრო ურემი შამოუწერია ჩემთვის, „ჩარექის“ კაცი ხარო.... რის ჩარექის კაცი ვარ?... ერთი ტლუ ბიჭი ავყუდებულვარ... ეხლა მე რომ ბეგარაზედ წავიდე ურმითა, ან ვენახი ვიღანამ გააკეთოს, ან ვინა ხნას, ან ხემწიფეს რიღათი ვემსახურო, ან ცოლ-შვილი რით ვარჩინო? მე ვუთხარი: მამასახლისო, მაგას ნუ ინებებ მეთქი, ეს მაინც დამაცალე, რომ ალო გამოვიყვანო მეთქი....
შენც არ მომიკვდე!.. შამომიტია: „წეეთრიე, თორემ ციმბირში გიტუსამ თავსაო“!... საციმბირო რა დავაშავე?.... მერე მოვახსენე: მამასახლისო, „ქუდი დადე და სამართალი ისე გასჭერ“ მეთქი... „შე ოჯახ დაქცეულოო, მაშ ქვრივებს ხომ ვერ გავრეკამო“... აი ოჯახი დაექცეს იმას!... შროშანაანთ საბედა, თუ ქვრივია, ოთხ-ოთხი უღელი ხარ-კამბეჩი არ უბია გუთანში და ოროლი ტროყი იმერელი არ გადაჰფაფრებიან ზედა და ზვრებს არ უკეთებენ... მსუქანმა დედლებმა იცის, და! ...შხამათ ამოადინოს იმას ქრისტე ღმერთმა!.... ჩარექის კაცი ხარო!... მაშ ღირღიტაანთ თედუა რატო არ გაგზავნა?... ისიც ჩარექის კაცი არ არის?... ან, კიდევ, ცერაანთ ტეტია?.. ის უფრო ჩემზედ შეძლებული არ არის, შვილოს?!... მაგრამ, ნათქომია: „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“!... გადააფარა განა, იმათ, თავის დურა ტყავი?... ვაი...ი..ი, დედი ჩემი ღმერთსა?.... რა ვქნა, სული როგორ წავიწყმინდო, თორემ მე ვიცოდი რასაც ჩავადენდი... ეს ალოც არ გამამაყვაინა.... რა ვქნა, უჩივლო, რა გამოვა, თუ არა და – ვიღუპები, ბეჩავი!...
ახალ-გაზდა გლეხის ნაამბობი VI.
(სცენისათვის)
....ოჰ, დავიღალე! ი დასაქცევი მკითხავიც ვერ დავახელე სახლში... აღარ ვიცი რა ვქნა.... ნათქომი კია რომ „ოხერ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო,“ მაგრამ ჩემი სახლი რაღამ გააოხრა?.. სამ-სამი ვაჟი კაცი ვტრიალებთ ფეხზედ და ამოდენა ჯალაბობა კიდენ სხვა არის.... მაგრამ, ე ქაჯები და კუდიანები რომ შამოგვეჩვივნენ, ამისი ფიქრი კი ძალიან მიღონებს.. ეს ერთი თვეა აღარა მოგვისვენეს: ხან კენჭებს ისვრიან ჩვენ დერეფანში, ხან უსტვენენ... აი, დასწყევლოთ სამას სამოცდა ხუთმა წმინდა გიორგიმ!...
წუხელ კიდენ ერთი ალიაქოთი აგვიყენეს სახლში ის იყო ვახშამი გავათავეთ თუ არა შაიქნა რაღაც ფაჩი-ფუჩი ამ ჩვენი ბოსტანისკენა... ძაღლებიც სულ ერთიან ზედ დაედნენ ი ბოსტნის ღობეს და შექმნეს საშინელი ყეფა... ვიფიქრე მგელი ხომ არ მოგვივარდა მეთქი.... ი ბოსტანში ერთი თოხლი რამ მება... წამოვავლე მუგუზალს ხელი და მივაშურე; ტეტიაც თან გამომყვა.... გადავჭერ ბოსტანში თუ არა და ერთი ბრაგა-ბრუგით რაღაცა კი გარბის... ყური დაუგდე, ღობეს ლაწი-ლუწი აადინა და გადაფრინდა ღობეს გადაღმა. ..გავტრუნე სული – ფშვინვა შამომესმა; მივანათე მუგუზალი, დავხედე. ჩემი რძალი კი გდია გადაშხლართული კვალში. აი გამიწყრა ღმერთი!.... არიქა წყალი მეთქი!...აბა მანამ წყალი მოიტანეს, მანამ მოვაბრუნეთ, გდია ეს დედაკაცი და ასეთი ფერი კი აძევს როგორც ყვითელი ბაია!.... გამჩენის მადლმა!.. ავწიეთ, შინ შემოვიტანეთ და დღევანდლამდის გონზედ ვეღარ მოვიყვანეთ ...დღეს ძლივს ენა ამოვადგმევინეთ და რო ჩავკითხეთ: იქ რას აკეთებდიო, ან ვინ იყო ისე მწარეთ რო გარბოდაო, ასე გვითხრა: „მეც ვიციო, სტაფილოსა ვმარგლავდიო, ჩამთვლიმაო. და ამ დროს მაჯლაჯუნა დამაწვა თავზედაო!... ის იყო თქვენც მოხვედითო, მე გულს შემომეყარაო და აღარა მახსომს რაო“... დასწყევლოს წმინდა გიორგიმ!.... ყველაფერი მონავალა კაცის თავს, მაგრამ, ამას კი ვერ მივხდი, ან რა დროს სტაფილოს მარგვლა იყო და ან მღვიძარე ადამიანს მაჯლაჯუნა როგორ დააწვა თავზედ. აბა მე კუდიანი სად მენახება და ცხონებული მამაჩემიკი იტყოდა ხოლმე „მე მინახამსო...ბანლიანიაო“... ჩემმა რძალმაც ისე თქვა: „ბანჯგვლიანი იყოვო“...
ეხლა ამაზე ვიყავ მკითხავთან და ვერა ვნახე.
წავიდე ისევ ღვდელი მოვიყვანო, სახლ-კარი გავანათვლინო, თორემ ამაღამ ბალღები დაგვეხოცებიან შიშით. –
რაფ. ერისთავი.
![]() |
9 ჩვენის ისტორიისთვის მასალა |
▲back to top |
ჩვენის ისტორიისთვის მასალა
(შემდეგი)[1]
დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპყრა და პატიმარ ჰყო ციხესა შინა ჭაქვიჯისასა, და თხოვითა თავადის დიმიტრის ზახარივიჩის ორბელიანისათა განუტევა იგი, ხოლო ყოველი სამურძაყანო. აფხაზეთი მიათვალა და მიაბარა საუფროსოდ და საგამგებელოდ სიძესა თვისსა მანუჩარ სოლომონის ძეს შარვაშიძესა, არა თუ სიძობისათვის პატივი სცა ესრეთ, არამედ ვინათგან იყო იგი კაცი სხლოვანი და საქმესა შინა მარჯვე.
უპირატეს მმართებელი საქართველოისა ტორმასოვი სხვათა და სხვათა კეთილ-წინა დადებითა უჩვენებდა მეფეს იმერეთისასა, რათა მორჩილ ექმნას რუსეთის იმპერატორსა და ერთგულებდეს მას, თორემ შეინანებ მოქმედებასა შენსაო. გარნა არა რომლითამე კეთილ-ჩვენებითა არა მიწადა დამორჩილება ამისი.
ამათ ჟამთა შორის მოუვიდა ბრძანება ტორმასოვისა თავადს ორბელიანს, რათა მოადგეს ციხესა ფოთისასა. მაშინ მყოფმან ყულევს ორბელიანმა შემოჰკრიბა მხედრობა იმერეთსა და სამენგრელოსა შინა მყოფი მხედრობა დადიანისა, და წარვიდა თვით და მასთან მთავარი ლეონ დადიანი და დავებარგეთ მახლობლად ფოთისა და იყო ციხესა მას შინა ბათომის ბეგი ქუჩუბეგ შარვაშიძე და უკანდა მეციხოვანედ ექვსასი კაცი ოსმალისა და იყო მომზადებულ მას შინა. დილა რა გათენდა, მიბრძანეს მე მთავარმანცა ჩვენმან და ღენერალმანცა, რათა აღვიღო ქალაქი ფოთისა. წარვედით სამენგრელოს რამოდენით მე მხედრობითა და ჩემთანა შარვაშიძე მანუჩარ და შევედით რა ქლაქად შეგვექმნა ჩხუბი სასტიკი, რომელ ოსმალთა განემაგრებინათ სახლნი და ქუჩანი. გარნა შემდგომად ბრძოლისა განვსდევნეთ იგინი და შევყარნეთ ციხესა შინა, და ჩვენ დავიპყარით ქალაქი და მიუტანეთ საფარი მახლობლად ციხის კარისა, და დავსდექით. მაშინ მოვახსენეთ რა მთავარსა ჩვენსა და ღენერალს, მოვიდნენ სრულის მხედრობითა და შემოვზღუდეთ ირგვლივ ციხე. მთავარი და ღენერალი საკმაოთა მხედრობითა დასდგენ ზემოთ ციხისა და შემოზღუდეს, მარწმუნეს მე სრული სამენგრელოს მხედრობა და როტა ერთი რუსთა მხედრობა თვისის არტილერიითა და დავსდეგ უკანით ციხისა და შემოვზღუდე ბოღოზიდამ ვიდრე ციხეს გარემომდე და დავსდეგით ესრეთ.
მაშინ ეზრახა მეფე სერესკალსა შერიფ ფაშასა, რათა მოვიდეს მხედრობითა ოსმალთათა და აქით თვით მეფე შთავიდეს ფოთს და იქით აქათ მოდგომილთა დაამხონ დადიანიცა და რუსთა მხედრობაცა. მაშინ შეიკრიბა სპანი ოსმალთანი სერესკელმა შერიფ-ფაშამ და მოვიდა ბათომს და დასდგა მუნ; წარმოავლინა ცხრა ათასი კაცი და მხედართ მძღვანად ტუსჩი ოღლი. წარმოვიდენ და მისცა გზა ზღვით და ხმელით გურიელმან მამიამ, ვინათგან ჟამსა მას ერთგულებდა გურიელი მათ მის იმერეთის მეფეს სოლომონს, ამისთვის რომელ მარიამ დედოფალმან მეუღლემან მეფისამან, დადიანის ასულმან მისცა დედით ბიძა შვილი თვისი გიორგი წულუკიძის ასული მამის ცოლად, და ესე ვითარითა მო იდებულებითა ერთგულებდა მას ჟამსა მეფესა. მოვიდენ ოსმალნი და დაებანავენ გრიგოლეთსა და მალთაყვას საშუალ. მაშინ მიბძანეს მე და მომაცალეს უკანით ციხისა, წარიყვანეს და მალთაყვას საპირდაპიროთ დამაყენეს სერსკლისა; და მომცეს ერთი როტა რუსთა და ორი ზრბაზანი და ჩემნი საკუთარნი ყმანი და ჩემთანა დავით გურიელის ძე ოცდა ათითა თვისის ყმითა, რომელიც იყო გარდმოვარდნილი თვისის სამკვიდროსაგან და იყო მთოველად რუსთა თანა. და დავსდექ ამა მცირითა მხედრობითა მეპირდაპირედ სერესკლისა, ვინადგან მხედრობა მცირე იყო რუსთა და სამენგრელოისაცა ჰაერის სნეულებისა გამო.
შემდგომად სამისა დღისა მოვიდენ, მალთაყვის გაღმით გააკეთეს დიდი საფარი, მოიტანეს ზარბაზანი დავიწყეთ სასტიკი ბრძოლა, რომელ თოფთა და ზარბაზანთა ხმა ვეღრა გაირჩეოდა სიმრავლისა გამო; და ესრეთ დაუცადებელად ვიბრძოლეთ თორმეტი დღე და ღამე, და რა ვსცანით, რომელ არ ძალ-უცს არც მათ აქეთ ძალით გამოსვლა და არცა ჩვენ. და სხვა ღონისძიება არა რაი არს, ამისთვის ვიწყეთ საუბარი გურიელისადმი, რომელ ქმნას ერთგულება ხელმწიფე იმპერატორისად და უკანით დაესხას ოსმალთ მხედრობასა. ამისთვის იწყო კნიაზ ორბელიანმა არხიერის ჯუმათლისადმი საუბარი არხიმანდრიტის დონდოლაძის პირით, რათა შეასმინოს გურიელსა, ხოლო მე ვახტანგ როსტომის ძის ერისთავთა თანა, რომელი იყო ცოლის ძმა ჩემი და მას ჟამსა პირველობდა სრულსა გურიასა ზედა. და ესე ვითარის მოქმედებით გარდმოვიბირეთ გურიელი მამია და შეუდგა თხოვნილსა ჩვენსა, უბრძანა ვახტანგ როსტომის ძესა ერისთავსა შეიკრიბნა სპანი გურულთანი და დაესხა გრიგოლეთს დაბანაკებულთა ოსმალთა და შეიქმნა სასტიკი ბრძოლა, სადა მამაცად ბრძოდენ გურულნი. აქათ ჩვენ გავედით სპითა მენგრელთათა და რამოდენთა მხედრობათა რუსთათა, მიუხვდით აქათგან ჩვენ, ხოლო მუნით გურულნი და გავსწყვიდეთ, მრავალი ცოცხალი დავირჩინეთ და რომელნი გადარჩენ, გაიქცენ ზღვით ჭურჭლებით და ჩვენ ალაფითა სავსენი კვალად ფოთს მოვედით.
მხილველმან მისმან გუჩუ ბეგმან, მყოფმან ციხესა შინა და უღონო ქმნილმან იწყო საუბარი და მოგვცა ციხე, და იგი და მხლენი მისნი მეციხოვანენი გაუშვით მშვიდობით და რა მოვადექით ციხესა მუნითგან წყებული მესამეს თვეს აღვიღეთ ციხე და შევედით მას შინა დიდითა ცერემონიითა და მხიარულებითა დაუტევეთ მას შინა მცველი მხედრობა და ჩვენ წარმოვედით ესრეთ გამარჯვებულნი სახლად ჩვენსა. ხოლო მეფემან იმერეთისამან ვერ სრულ ჰყო განზრახვა თვისი და დაშთა ესრეთ.
შემდომად რამოდენისამე ჟამისა წარმგზავნა მე კნიაზმა ორბელიანმა მამია გურიელისადმი და მოსცა გურიელმა ამად თავი როსიისა ხელმწიფე იმპერატორსა და წარმოუგზანა ტრახტატნი, თუ ვითარ ჯერ არს ყმობასა შინა შესვლა, რომელი თვით მე აღვსწერე. და მიიღო ხელმწიფე იმპერატორმა საფარველსა და ყმობასა შინა თვისსა და მოუბოძა ჩინი ღერენალ მაიორობისა, ორდენი წმინდის ანნის პირველისა კლასისა და დროშა სამთავრო და გრამოტა და იქმნა ერდგულ ყმად ვიდრე დღემდე. ხოლო ფოთის აღებისა და სერესკლის დამარცხებისათვის ჯილდოთ ჩვენისა შრომისა ხელმწიფე იმპერატომა აღგვავსო წვალობითა, მთავარი ჩვენი და ჩვენ ყოველნივე და ეგრეთვე ღერენალი თავადი ორბელიანი და მხლენი მისნი მხედრობანი. – შემდგომად ამისა საქართველოს უპირატეს მმართებელმან ღენერალმან ტორმასოვმან მოუწოდა თავადს ორბელიანს საქართელოდვე და იმერეთს წარმოგზავნა ღერენლ მაიორი ფედორ ფილიპვიჩი სიმონოვიჩ, ხოლო რა სცნეს რუსთა ჭეშმარიტებით, რომელ მეფე იმერეთისა არა მოდრკების ერდგულებასა ზედა ხელმწიფე იმპერატორისასა და არა განაგდებს ერთგულებასა პორტის თამანისასა და არა დააცხრობს წინააღმდეგსა საქციელსა, ამისათვის უბრძანეს მთავარსა სამენგრელოისასა ლეონს გრიგორის ძეს, რათა შეერთდეს იმერეთის მართებულის სვიმონოვიჩთან და განდევსონ მეფე იმერეთით და დაიპყროს იმერეთი სელმწიფე იმპერატორმა. შეიკრიბა სპანი მენგრელთანი ლეონ დადიანმა გავედით ცხენის წყალსა და დავებანაკეთ ჯიხაიშს, გავიდა იქ ღენარალთ სვიმონოვიჩი მხედრრობითა და შევერთდით. ხოლო მეფე იდგა იმერელ სპითა ვარდციხეს. ხოლო ხელმწიფე იმპერატორს უერდგულეს იმერელთა ამათ, ევლად სამღდელო გენათელ მიტროპოლიტმა ეფთვიმი, თავადმა სახლთ-უხუცესმა ზურაბ ქაიხოსროს ძემ წერეთელმა, თავადმა ოტიამ და სეხნიამ წულუკიძემ და ესენი იყვნენ ჩვენთასა და სხვათა იმერელთ მოუკლებელი იდგა მეფე ვარციხეს. აღვმხედრდით და წარველთ მეფეზედ, რათა მოვადგეთ გარსი და რა ცსნა, მეფემან მისვლა ჩვენი, ვერღა იკადრა პირისპირობა, წარვიდა ახალ-ციხის მთის კალთასა შინა ხანს და ჩვენ მივედით ვარდ-ციხეს. ვსცანით რა წასვლა მეფისა ხანს, შეუდექით უკან მისა, და მივედით ბაღდადს და დავსდექით. მცნობი ამისა მეფე იმერეთისა ვერღა სად წარვიდა და მოვიდა სვიმონოვის და ჩვენთანა; და გამოუცხადა სვიმონოვმან, რათა წარვიდეს საქართველოს მთავარმართებელის ტორმასოვისა თანა. დამორჩილდა მეფე, და შემდგომად ერთის კვირისა წარვიდა მეფე რამოდენითა თვისითა თავად აზნაურითა და მივიდა ტფილისს ტორმასოვისა თანა. მან გამოუცხადა, რათა წარვიდეს რუსეთად და დავუნკს არაულნი, რათა არა ივლტოდეს სადამე და რუსთა დაიპყრეს იმერეთი ვითარცა საქართველო წელს ქრისტესით, 1810.
და იყო მეფე ტფილისსა შინა. მაშინ ღამით გაიპარა თვის მხლე თავადაზნაურითა და შევიდა ახალციხეს; იშოვა რამოდენიმე ლეკთა ჯარი და შთამოვიდა იმერეთს. და მივიდა მისა ყოვლი იმერეთი თვინიერ გენათლისა, ზურაბ წერეთლისა და ოტია და სეხნია წულუკიძისა და ესენი ერდგულებდა რუსთა, მაშინ იმერეთისა მმართველმან фედორ ფილიპვიჩმან სიმონოვმან მოიწვია თვისას სპითა დადიანი და წავედით და განვედით იმერთად და შამოგვეერთდა ჩვენ რუსთა მხედრობა. და რომელი არა მოვიდოდა ურთგულებასა ზედა ხელმწიფე იმპერატორისასა ვსწვავდით და ავაოხრებდით, გარნა მრავალნი მოვიდენ დამორჩიდებად. ამათ ჟამთა შინა მოიხსენა ხელმწიფე იმპერატორმა აღთქმული თვისი შარვაშაძის საფარ ბეგისადმი, წარმოავლინა ზღვით მხედრობა, და მოადგენ სოხუმის ციხესა და თვრამეტს საათსა შინა აღიღეს იგი და ივლტოდა მამის მკვლელი ასლან ბეგ და რომელიცა გარდარჩენ მხლენი მისნი; ხოლო ციხე და ქალაქი ყოვლის დიდებითა სავსე, დარჩა რუსთა, დასდგენ მას შინა და ასლან ბეგი სირცხვილეული წარვიდა ჯიქეთს. ხოლო რა განგრძელდა ლაშქრობა ჩვენი და ვერა განვდევნეთ მეფე იმერეთით, და დაიარებოდა აქათიქით, მაშინ საქართველოს უპირატეს მართებლმა წარმოავლინა შემწედ ჩვენდა რამოდენიმე მხედრობა და მხედართ მძღვანა და თავადი დიმიტრი ორბელიანი. და რა სცნა ესე მეფემან, შეუკრა საფრითა გზის აშურის და დაუნა მას ზედა სპანი იმერელთანი საკმაო და თავადი სამონ აგიაშვილი. დახვდენ იმერნი და ქმნეს ბრძოლა, გარნა ვერ დაუდგენ იმერნი ივლტოდენ, და მოვიდა კნიაზი ორბელიანი ქუთაის თვისის რწმუნებულის მხედრობითა მცნობი მისი მეფე უღონო იქმნა. სცნა რა ვერღა ძალ-უცს ბრძოლა ჩვენი, წარვიდა კვალად ახალ-ციხეს და მეუღლე მისი მარიამ დედოფალი, წარმოგზავნა დადიანისა ლეონის თანა, ვინადგან იყო მამის და მისი გარნა მოითხოვეს იგი რუსთა, რათა წარგზავნოს რუსეთად. თუმცა ამისთვის დიდათ წუხდა მთავარი დადიანი ლეონ და დედა მისი საქართველოს მეფის ასული დედოფალი ნინო, გარნა ვერ წინა აღუდგა ბრძანებასა იმპერატორისასა და მწყალობელის თვისის ხელმწიფისასა და წარიყვანეს რუსეთად დედოფალი იმერეთისა მარიამ.
_______________
![]() |
10 განცხადება |
▲back to top |
განცხადება
ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის გამგეობა ამით აცხადებს, რომ IV ტირაჟში, რომელიც იყო 4-ს მაისს ამ 1877 წ, ამოვიდა შემდეგი ნომრები გირავნობის ფურცლებისა.
I სერია.
18 წლისა და 7 თვისანი
ათის თუმნის ღირებულებისა №№84,79,69,30,102,115,29და74.
II სერია
27 ½ წლისანი.
ასის თუმნისა № 196.
ორმოცდა ათის თუმნისა № 3 და 86.
ათის, თუმნისა №№ 83,46,436 და 64.
54 ½ წლისანი
ათის თუმნისა № №42 და 18.
III სერია
27 ½ წლისანი.
ასის თუმნისა № 102.
ორმოცდა ათის. თუმნისა № 7.
ათის თუმნისა № № 152 და 173
54 ½ წლისანი
ათის თუმნისა. № 49 და 55.
IV სერია
27 ½ წლისანი
ორმოცდა ათის თუმნისა № 75.
ათის, თუმნისა № 17.
V სერია
27 ½ წლისანი
ათის თუმნისა №№ 5,34 და 21.
54 1/2 წლისანი.
ათასთუმნისა № № 112 და 95.
თუმცა წესდებულების ძალით ამ გირავნობის ფურცლებში ნაღდი ფული უნდა მიეცეს ამ წლის 1-ს ივლისსა, მაგრამ შეძლება კასსისა ნებას აძლევს გამგეობას დღეიდამვე ამ გირავნობის ფურცელში ფული დაურიგოს, ხოლო შვიდს წლის-სარგებელს უკან გამოვა იმ დღეთა რიცხვის მიხედივთ, რაოდენიც 1-ს ივლისამდე დარჩება.
![]() |
11 ანგარიში |
▲back to top |
თიონეთის გამსესხებელის და შემნახველის ამხანაგობისა
1876 წლისა.
1-ს იანვარს 1876 წლისა იყო:
მანეთი | კაპ. | მანეთი. |
კაპ.
წილის ფული 354 წევრისა. |
| 3542
| 60
გასესხებული.:
|
7810 |
~ |
სასარგებლოდ შემოტანილი ფული |
| 380
| ~
დაშთენილი
|
|
|
ნასესხი შემდეგ აღებული |
| 5231
| ~
ა) ნაღდ ფულად. |
809 |
67 |
სათადარიგო თანხა. |
| 54
| 44
ბ) ნტფილისის სავაჭრო ბანკში | | 700 |
~
წმინდა მოგება |
| 322
| 13
ტფილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში. | | 210 |
50
სულ |
| 9530
| 17
სულ | | 9530 |
17
|
1876 წელში
შემოვიდა |
| მან.
| კაპ.
გავიდა |
მან. | |
კაპ.
წილის ფული |
| 844
| 15
წილის ფული | | 497 |
66
სარგებელი დაჭერილი სესხობის ანუ ახალის ვადის მიცემის დროს |
| 832
| 92
მოგება წილზედ 1875 წლისა. | | 141 |
26
დაბრუნებული ნასესხები. |
| 12800
| „
გასესხებული | | 12387 |
„
ჯარიმა. |
| 109
| 79
სარგებელი ვადაზედ წინ გადასდილის ნასესხისა. | | 11 |
76
სასარგებლოდ შემოტანილი ფული. |
| 3230
| „
სასარგებლოდ შემოტანილი ფული. | | 430 |
„
ნასესხი შემდეგ აღებული |
| 4280
| „
სარგებელი სასარგებლოდ შემოტანილის ფულისა | | 40 |
88
სათადარიგო თანხა |
| 67
| 43
ნასესხი შემდეგ აღებული | | 7231 |
„
|
|
სარგებელი ნასესხის ფულისა. | | 258 |
2
|
|
|
სამმართველოს ხარჯი | | 124 |
26
|
|
|
სხვა და სხვა გასავალი | | 2 |
„
|
|
|
აღებ-მიცემისა | | 180 | 87 |
სულ | 22164 | 29 | სულ | 21304 | 71 |
1-ს იანვარისათვის 1877 წლისა არის:
შემოვიდა | მანეთი | კაპ. | მანეთი. |
კაპ.
წილის ფული |
| 3889
9 |
გასესხებული.და შთენილი: |
7810 |
„ |
სასარგებლოდ შემოტანილი ფული |
| 3180
„
|
ა) ნაღდ ფულად |
2255 |
25 |
ნასესხი შემდეგ აღებული |
| 2280
„ |
ბ) ტფილისის სავაჭრო ბანკში |
103 | | 50 | |
წმინდა მოგება |
505 | 79 | ტფილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში. | 330 |
221
სულ |
| 9976
75 | | სულ | 9976 | 75 |
მმართველნი: მ. შიუკოვი. გ. გოჯიევი. ფიცხელაური.