ივერია (32)1877.6.10



1877.6.10

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

აი ეს ექვსი თვეა თითქმის რაც მთელს ევროპის თვალ-ყური მიქცეულია რუსთა და ოსმალთა შორის ბრძოლაზედ. ყოველი სახელმწიფო დიდს ფაცაფუცშია იმის თაობაზედ, რომ ხვალინდელმა დღემ, რომელიც დღე და დღე უფრო და უფრო ბურუსით იმოსება, არ მოასწროს მოუმზადებელს და საზოგადო ისტორიის ენის ტალღამ მოულოდნელად არ ჩაითრიოს. აღმოსავლეთის საქმე დიდი ხანია ტყვიასავით გულზედ აწევს ევროპას. ევროპა ამ სიმძიმის ტვირთვას უფრო რჩეობდა, ვიდრე გულიდამ ასხნას, იმიტომ რომ ამისთანა რთულს და გაბმულს საქმეს, როგორიც აღმოსავლეთის საქმეა, მრავალი საშიშარი შედეგი მოსდევდა, ევროპიის ფიქრით, და ეს შიში უფრო აწუხებდა ევროპას, ვიდრე ის ლოდი, რომელიც გულზედ ეწვა აღმოსავლეთის საქმის გამო. ბოლოს იფეთქა ამ საქმემაც, რუსეთმა გამოიღო სული და ხლმით მოისურვა ამ კვანძის გახსნა. ევროპა ამ ამბავზედ შეკრთა და ყური აცქვიტა. ყველას ეგონა რომ ძლიერს და მორჭმულს რუსეთს უძლური, სნეული, და ღონე მიხდილი ოსმალო წინ ვერ დაუდგება და გადავა რა რუსეთი დუნაიას, სტამბოლამდე გზა თავისუფალი ექნება. მაგრამ ოსმალომ, ყველას მოულოდნელად, გამოიჩინა ასეთი მხნეობა, გამრჯელობა და ძალ-ღონე, რომ რუსეთს თითქმის ომი გაუსწორა. ესეც დიდი საქმეა ევროპიის თვალში. თუმცა ყველა დაჯერებულია, რომ რუსეთი დასასრულს მინცა და მაინც გამარჯვებული გამოვა ამ ომიდამ; რომ ოსმალოს მოულოდნელმა მხნეობამ რუსეთი მოლოდ შეაფერხა, მაგრამ ამ ომის გასწორებამ ცოტად თუ ბევრად დაუმშვიდა გული აღელვებულს მთავრობას ინგლისს, რომელსაც რუსეთის ძლიერებისა ყველაზედ უფრო ძლიერ ეშინოდა და რომელიც ყველაზედ უფრო ხმა მაღლა და გულახდილად ყვიროდა რუსეთის წინააღმდეგ.

ბევრს ეცადა ინგლისი, რომ ევროპა მიემხრო, თითქმის ავსტრი-ვენგრიაც თუ გულახდილად არა, გულ დაფარულად მაინც თავისაკენ გადიბირა, მაგრამ დანარჩენს სახელმწიფოებზედ მეცადინეობამ უქმად ჩაუარა. იმიტომ-კი არა რომ იმ სახელმწიფოებში მეტის მეტი სიყვარული იპოვა რუსეთისადმი, არამედ იმიტომ რომ იმ სახელმწიფოებს თავისი შინაური ტკივილები და წყლულნი აეშალათ. 16 მაისს, ესე იგი, იმ დღეს აქედ რაც მაკ-მაგონმა საფრანგეთში არეულობა და უკანონობა მოახდინა და სამღვდელოთა დასს, აუვა, გერმანია და იტალია შეფუცხუნდა. ორგვარად არის საშიში ეს საფრანგეთის მოძრაობა გერმანიისთვის და იტალიისათვის. პირველი მით რომ საფრანგეთში სამღვდელოთა დასის განძლიერება, მოასწავებს განძლიერებას ამავე დასისას იტალიაში და გერმანიაში, საცა ამ ორივე სახელმწიფოს მთავრობა და ხალხი კარგა ხანია ებრძვის ამ მოუსვენარს და მავნებელს დასსა. მეორე მით, რომ სამღვდელოთა დასის გამარჯვება საფრანგეთში ომსაც უქადის როგორც გერმანიას, აგრეთვე იტალიასაც. ესე იქნება თუ არა, მაინც და მაინც ყველა დაჯერებულია, რომ თუ მომავალს არჩევანში მაკ-მაგონის პოლიტიკის მომხრეებს ამოარჩევენო საფრანგეთში, ეგ ამბავი უომრად ვერ მორჩებაო. ამისათვისაც იტალია, გაზეთების სიტყვით, ამჟამად ციხეებს ამაგრებს საფრანგეთის მხრივ და გურმანიც თუმცა ფარულად, მაგრამ ყველამ იცის, რომ ფხიზლად არის.

ამ გარემოებამ, ესე იგი, მან რომ მაკ-მაგონმა საფრანგეთის პოლიტიკა ასე ძალ-მომრეობით მიღრიჯა სამღვდელოთაკენ და სამღვდელოთა მიდრეკილებას დაემორჩილა, ის მოახდინა, რომ იტალია და გერმანია უწინაც დაახლოვებულნი, უფრო მიუახლოვა ერთმანეთსა. ამ ბობენ, იტალიის პარლამენტის პრეზიდენტის კრისპის მოგზაურობა ევროპაში ამის გულისთვას მოხდაო.

გერმანია, საფრანგეთის მაყურებელი და საფრანგეთის ომის მოლოდინე ცდილობს, რომ ევროპაში მომხრენი იყოლიოს. რასაკვირველია, გარემოებათა გამო პირველი მომხრე მისი იტალია შეიქმნება და შუორე რუსეთი უნდა იყოს. ეს გერმანიის სახელმწიფო საქმეთა გამგებელ-კაცებმა ძალიან კარგად შეიგნეს და ამიტომაც ამ ბოლოს დროს და ნამეტნავად 16 მაისის შემდეგ, ესე იგი, მას შემდეგ რაც მაკ-მაგონმა სამღვდელოთა მომხრეობა გამოიჩინა და რესპუბლიკელი პარლამენტი გადააყენა საფრანგეთში, გერმანიამ ხმა აიმაღლა რუსეთთის სასარგებლოდ და ამით რუსეთს დიდი შემწეობა მისცა. გარდა ამისა გერმანიამ ლაგამი ამოსდვა პირში თვით-ავსტრი–ვენგრიასაც, რომელიც ეგრე ორპირად და ორგულად იქცევა რუსეთის შესახებ ამ აღმოსავლეთის საქმეში. ორპირობა მცბიერის მეგობრისა უფრო მავნებულია, როგორც მოგეხსენებათ, ვიდრე პირდაპირი და გულახდილი მტრობა. ან რა ქმნას საწყალმა ავსტრი-ვენგრიამ? ერთის მსრით გერმანიისაგან ამოდებულ ლაგამს ჩაკიდეს ხელი ვენგრიელებმა და თითქმის ნემენცებმაც და ეწევიან რუსეთის წინააღმდეგ, მეორეს მხრით მის ქვეშევრდომი სლავიანები მიდრეკილნი არიან რუსეთისა და უფრო ერთობ სლავიანების სასარგებლოდ. ამ ბოლოს დროს ხომ ვენგრიელებმა ცოტას გარჩა ხელი ხმალს არ გაიკრეს და ძალა არ იხმარეს თავის სურვილის აღსასრულებლად; და ვინ იცის რა მოხდებოდა, რომ გენგრიელების შეთქმულობა ავსტრი-ვენგრიის მთავრობას თავის დროზედ არ შეეტყო და მის აღმოსაკვეთად ჯეროვანად სასტიკი ღონისძიება არ მიეღო.

ავსტრი–ვენგრიის მინისტრის ანდრაშის ქვეშ-ქვეშობითმა ქცევამ, ვენგრიის მინისტრის ტისსას ორ პირმა სიტყვამ ცხადად დაანახვა გერმანიას, რომ ავსტრი-ვენგრია თუმცა ეხლა დაჩუმებულია და რუსეთის წინააღმდეგად აშკარად არას მოქმედობს, მაგრამ მაინც და მაინც სანდო არ არის. ამის გამო გერმანია, გაზეთების სიტყვით, ამ ჟამად იმის ცდაშია თურმე, რომ იტალია რუსეთი და თვით გერმანია დააზავოს ისე, როგორც აქამომდე დაზავებული იყო რუსეთი, გერმანია და ავსტრი-ვენგრია და ეს ავსტრი-ვენგრია კი გარიყოს. გაზეთები ამასაც კი ამბობენ, რომ ვითომც გერმანიამ რუსეთზედ თვისი აზრი გამოიცვალაო და ამ ჟამად ცდილობსო, რომ ევროპაში იტალიას რუსეთის მაგივრობა გააწევინოსო და დაულოცოსო. მაგრამ ეს უკანასკნელი რუსეთის მოპირდაპირე გაზეთების ჭორიკანაობა უნდა იყოს. ვითომ დასაჯერებელია, რომ გურმანიამ უღალატოს რუსეთს, რომელმაც იმოდენა შემწეობა მისცა გერმანიას საფრანგეთთან ომის დროს!... მაგრამ ვინ იცის, პოლიტიკაში უმადურობა იშვიათი საქმე არ არის. მაინც და მაინც ჩვენის ფიქრით, საფრანგეთის არჩევანზედ არის დამოკიდებული გერმანიისა და იტალიის პოლიტიკის საქმეცაა — და ამაზედ კიდევ დამოკიდებულია, საომარს გულზედ მარტო რუსეთი და ოსმალო დარჩება, თუ სხვანიც ჩაერევიან. თუ მაკ-მაგონის დასმა გაიმარჯვა, გერმანიის მეცადინეობა რუსეთის სასარგებლოდ უეჭველი იქნება და თუ რესპუბლიკელთა დასმა გაიმარჯვა, მაშინ იტალიასაც და გერმანიასაც თავისი შინაური ტკივილი გაუმთელდებათ, რადგანაც რესპუბლიკელთ დასისაგან არც სამღვდელოთა დასის განძლიერებს მოელიან და არც მშვიდობიანობის დარღვევასა. მაშინ ვინ იცის, ან ერთისა და ან მეორის პოლიტიკას აღმოსავლეთის საქმეში რა ფერი დაედება!...

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ტფილისი 4-ს ოკტომბერს ზარბაზნის სროლამ აუწყა ტფილისელებს, რომ რაღაც დიდი ამბავი მომხდარა. ქალაქელები ერთმანეთს ეცნენ, რა მომხდარა და სადაო. გამოვიდა რომ მუხთარ-ფაშა დაუმარცხებიათ და კუდით ქვს ასროლინებენო. ამ ამბავმა ელვაზედ უმალეს მოირბინა მთელი ქალაქი. სიონის ზარის რეკამ გვაცნობა, რომ სამადლობელი პარაკლისია დანიშნული. დიდ-ძალი ხალხი, კაცი თუ ქალი მოგროვდა სიონში. ამქრები თავისის ალმებით, ბაირაღებით და დაფა-ზურნით გამოვიდნენ და სიონის ქუჩაზედ მოგროვდნენ. როცა პარაკლისი იხადეს, თ. გრ. ორბელიანი გამობძანდა და ამქარს მიულოცა გამარჯვება. ასტყდა ამის პასუხად ურას ძახილი და ზურნისა და დაფის ცემა. ხალხს ერთობ სიხარული ეტყობოდათ. საღამოს ჟამს ქალაქი ჩირაღდნით იყო გაჩაღებული.

— საგარეჯოში რამდენსამე ხალხის გულშემატკივარს კაცს ერთი კარგი და მეტად საკეთილო საქმე დაუწყვიათ. შეუდგენიათ სოფლის ამხანაგობა, რომელმაც უნდა იქონიოს საკუთარი სასოფლო დუქანი ყოველის სოფლის კაცისათვის სავაჭრო საქონელისა. ამაზედ შედგენილი წესდება წარუდგენიათ მთავრობისათვის დასამტკიცებლად და ამ მოკლე ხანში მთავრობას დაუმტკიცებია კიდეც. ღმერთმა ქმნას ამ სამაგალითო საქმის მოღვაწეთა საქმე კარგად წარემართოთ და ღმერთმა ქმნას რომ სხვა სოფლებმაც ამ შემთხვევაში საგარეჯოს მიბაძონ. სოფლის წურბელებისაგან ხსნა და გლეხის სისხლისა და ოფლის მწოველთაგან განთავისუფლება, თუ გსურთ სოფლელნო და გლეხნო, თქვენი საკუთარი საამხანაგო დუქნები გაიმართეთ. პირველი რომ ყველა საჭირო საქონელი იეფად გექმნებათ, მეორე რომ თვითონ მოგებაცა თუ იქმნება, თქვენვე დაგრჩებათ. ამ გვარის ამხანაგობის გავრცელება ჩვენში დიდი სამადლო ღვაწლი. ვინც კი შეუდგება.

როცა შემთხვევა გვექნება და საგარეჯოს ამხანაგობის წესდება ხელში ჩაგვივარდება, ვეცდებით იგი წესდებაც ავუხსნათ მკითხველთ და თვით ამ საგანზედაც ჩვენი აზრი უფრო ვრცლად გამოვსთქვათ.

(„ივერიის“ კორრესპონდენციები.)

გურჯაანი 1-ს სეკტემბერს. „ივერიის“ მკითხველთ ეხსომებათ, რომ ჩვენ — გურჯაანელებმა „ივერიის“ მკითხველთ[1] შიმშილის შესანდობარი დავალევინეთ და ამ შესანდობართან წარმოვსთქვით, რომ „მისი ფესვი აღარ გაღივებულიყო საჩვენოში: მართლაც სურვილი აგვიხდა და მრთელს საქართველოში თვალ უნახავი პურის მოსავალი მოვიდა ამ ზაფხულს და ამ გარემოებამ თითქმის ცეკვა დაგვაწყებინა იმერელივით.

აგვიხდება ეს სურვილი შემდეგშიაც თუ არა, მაგისას ჩვენ ვერას მოგახსენებთ. დღეს ხომ აგვიხდა სურვილი! რას ვინაღვლით ხვალისათვის, ქართველები არ ვართ: დღეს ქართველებს მუცელი მაძღარი გვაქვს; მერე რაც იყოს, იყოს. დეე ჯანი გავარდეს, მაიტა, ბიჭო ლავაში, დაასხი ღვინო!! იქნება ხვალ ვიხოცებით!.. დღეს ვიქეიფოთ, ხვალ ვიზრუნოთ... ეჰ, ეს ესრე, მარამ დახე ჩვენ ბეჩაობას: ბუნებამ, თითქოს იწყინაო, როგორ თუ ჩემის განკარგულებით მოვლენის „შესანდობარი“ დაალევინეს გურჯაანელებმა „ივერიის“ მკითხველებსაო, — მოგვისია საშინელი საქონლის თურქული და მრთელს საქართველოს და ზედაც მრთელს ქართლსა მედგარი ჭირი მიაყოლა. ეს არაფერი.

ბუნებამ, გაჯავრებულმა, როგორ თუ ჩემს მოწყალებაზედ (ამ ორ-სამ წელიწადს ნაცარი რო აღარ მიუსიე საქართველოსო.) „ივერიის“ მკითხველებმა გულ უხვათ ამოიქშინესო (კინაღამ ნაცრის შესანდობარიც არ დალიესო), მითომ წრეულ საუკეთესო ღვინით. ჩაგიმტკბარუნებთ პირსაო, — ააყენა ნაცრის ბური და იფიქრა: ნაცრით მაგდენს ვერაფერს დავაკლებო. - წამოგვიშნა გასაოცარი სეტყვა[2] და ვენახ-ბოსტნეულობა ერთიანად გაგვინადგურა: ესეც არ დაგვაჯერა გულგამწერალმა ბუნებამ და მოგვისია ხანგრძლივი გვალვა ივნისის ხუთიდამ თითქმის აგვისტოს ნახევრამდინ. ესეც არაფერი როგორ თუ „ივერიის“ მკითხველებმა მიჰქარესო, რო „აბრეშუმის ჭია სწორეთ ნაცრის გადავარდნას ელოდაო; ნაცრის გადავარდნისათანავე, აბრეშუმის ჭია უხვად გააბ–გამოაბა თვისი ხასიათებიო,“ ბუნებამ კი ნიჩბებით ახვეტინა ჩვენს ქართლ-კახელ მანდილოსნებ აბრეშუმის ჭია ისრე გაწყვიტა ჩალხზე გასვლის და პირების დროს. ესეც კიდევ არაფერი.

გვალვამ ძალიან შეაწუხა სიღნაღის მაზრის ვენახები, მაგრამ ახლა ლამის არის წვიმამ თავი მოგავაძულოს; ეს ოთსი-ხუთი დღეა წვიმს.... (გეთაყვანეთ წარღვნა კი არ იყვეს!!) ვენახები ვერაფერს იმედს იძლევიან; კარგათ ბლომათ დაიკრიფა ვენახები, მარა გამოსავალზედ ჩივილის მეტი არა ისმის რა: გოდორს ერთი ჩაფი ვერ გამოდისო.

წრეულ ეტყობა ღვინოც მდარე იქნება და ცოტაც იქნება. პურის ძვირობასაც უნდა მოველოდეთ ვინ არ იცის რომ კახეთის ღარიბს სიმინდი და ფეტვი უდგამდა სულს და წელს სიმინდიც და ფეტვიც სულ ამოაგდო გვალვამ... მშვიდობით ბრძანდებოდეთ.

პ. ცხილოელი.

საგარეჯო.[3] უფალო მეგაზეთე! თქვენ გაზეთში ბევრჯელ წაგვიკითხნია სხვა და სხვა ქვეყნებიდამ, ზოგი საჩივარი, ზოგი თხოვნა და ზოგიც გამოცხადება, მაგრამ მე კი თქვენთან ერთი მოსახსენებელი რამე მაქვს და ამიტომ გევედრები იქნება როგორმე დაბეჭდოთ თქვენ გაზეთაში. ჩვენი ქართველი გლეხ-კაცებისთანა დაუდევარი კაცი, ქვეყნის ზურგზედ არ იპოვება შენი ჭირიმე. როგორიც ალხანო ისეთი ჩალხანო ანდაზაა, სწორეთ როგორიც ჩვენი სოფლის ხალხია, ისეთი მოხელეებიც ჰყავს. არაფრის გაგონება არა აქვთ თქვენი ჭირიმე. სასოფლო საქმეზედ თქვენ არ მომიკვდეთ ისინი ყურს არ გაიბერტყამენ, თუნდ სოფელს ცეცხლი ეკიდებოდეს და იმი შეეძლოთ იმისი გაქრობა. და თუ კი უთხარი ამა და ამ ადგილას ინდოურია შესაჭმელიო, ღვთის წყალობა გაქვს ვეჟო ისინი გასწევენ ძუნძულით თვალებ გაჭჟეტილნი. ჩემი საჩივარი შენი ჭირიმე აი რა არის: შარშან პურის მაღაზიის ზედამხედველათ დამაყენეს და ერთიც ამხანაგი მომიჩემეს. მოგვცეს ორას ორმოცი კოდის სია, უნდა კალოზე გვევლო და მოგვეკრიფა. ჩემმა ამხანაგმა ერთი კვირა მდია, რო დაინახა არაფერი სარგებლობა ჰქონდნ თავი დამანება…

როგორც იყო ვაივაგლახით მოვაგროვე ას სამოციოდ კოდი პური. ჩავყარე ჩვენ ახალ მაღაზიაში, ბატონო, გაზაფხულზე წვიმების დროს ზემოდან წვიმა ატანდა ძალას და ძირიდან სინოტიე. დაუფარცხავათ გაჩნდა მაღაზიაში ჯეჯილი, მივდიოდი, მოვდიოდი ყოველდღე, უცხადებდი ჩვენ მოხელეებს: კაცნო ამ პურს ნუ ვაფუჭებთ უპატრონოთა მეთქი. აი შენ არ მომიკვდე, ყურიც არ გაიბერტყეს, როცა ნახევარი მეტი პური წახდა და ხალხმა პურის თხოვნა დაიწყო, მაშინ მოსწერეს გუბერნატორს ნებართვის მიღება, მაგრამ გუბერნატორია მოსწერა ჯერ წინაწლების ანგარიში წარმომიდგინეთო, რამდენი პური მოაგროვეთ თავდაპირველთაო და რა მოგება მიეცაო, მოუვიდათ ეს მოწერილობა და ვითომც აქ არაფერი ამბავიაო, ვითომც არ გაუგონიათო, გაანებეს თავი, არც ანგარიში წარუდგინეს და არც პური დაურიგეს ხალხს. პური თითქმის ორი მესამედი კი დალპა, მაგრამ საკვირველი ეს არის, — რა ანგარიშს წარუდგენენ, არსად არის დავთრები, თუ მაღაზია წინეთ ვის ხელში იყო, რამდენი კოდი პური იყო თავდაპირველათ მოგროვილი, შემდეგ რა მოემატა. ეს მარტო ალახმა და იმათ ვისიც ხელში მაღაზია იყო იმათ იციან. ვეჟო რვაასი კომლი მცხოვრებელი ვართ საგარეჯოში, ამ რვა წლის წინეთ მოკრიფეს პური კომლობრივ მაღაზიისთვის, ოჯახიშვილებზე ოროლი კოდი და ღარიბ გლეხებზე ნახევარ ნახევარი კოდი, და ზოგზოგზედაც უკანასკნელი ჩვენის ანგარიშით უნდა შემდგარიყო, შვიდასი კოდი პური, მაგრამ ახლა ჩვენ მაღაზიაში სჩანს მარტო ორას ორმოცი კოდი პური. რა უყვეს შვიდასი კოდი პური და რა უყვეს მისი მოგება? ამ საქმის მომქმედნი როგორ გაბედამენ და წარუდგენენ ანგარიშს - გუბერნატორს. მე ვიცი რო ამისთანა უბედურება თითქმის ყველა სოფლებში არის და პატრონები კი არავინა ჰყავთ. კარგი იქნებოდა შენი ჭირიმე, რო ისეთი მცოდნე კაცებისთვინ დაევალებინათ და უსათუოთ სრული ანგარიში მოეთხოვნათ ჩვენი, მოხელეებისთვინ და ვისაც მაღაზია ჰბარებია. ამას გევედრები: შენი ჭირიმე, იქნება როგორმე ამაზე მიაქციონ ყურადღება და ჩვენ საცოდავ ხალხს გააგებინოთ რამე, თორე ცხვრები ვართ, არა გაგვეგება რა.

გლეხი ზ. როსტიაშვილი

____________

1 იხილე „ივერიის მე 14 -ის 2გვ.

2იხ. ,ივერიის მე 17 -ის 9გვ.

3ეს წერილი მოგვივიდა გლეხისაგან და შეუცვლელად ვბეჭდავთ.

3 საპოლიტიკო ამბები

▲back to top


საპოლიტიკო ამბები

საფრანგეთი. არჩევანის დღე მოუახლოვდა საფრანგეთს. დღე დღეზედ ველით ტელეგრამმას მასზედ, თუ ვინ გაიმარჯვა რესპუბლიკამ, თუ ამ ახირებულმა მაკ-მაგონმა. მინამ ჩვენ ამ ლოდინში ვართ, მაკ-მაგონი და მისი მინისტრები დიდს ჭაპან-წყვეტაში არიან, რომ როგორმე თავის მომხრენი ამოარჩევინონ ხალხსა. ამისათვის არა ღონისძიებას არ თაკილობენ. აი მაგალითად რას იწერება გაზეთი „Temps“: „სულგრძელება, მართებულება ყოველივე ზდილობა მიღებული მოცილეთა შორის, საფრანგეთში ამ ჟამად უკუმიგდებულია და შეგინებული. ყოველს ღონისძიებას აწინდელ მთავრობისას ზედ აჩნევია ბეჭედი სულ-დაბლობისა, მძულვარებისა და ტყუილ-უბრალოდ მიზეზიანობისა. მაკ-მაგონს და მის მინისტრებს თვალში ეჩოთირებათ და უშლისთ გამბეტა პარლამენტის ოპოზიციის მოთავე, მიზეზს უდებენ და სამართალში აძლევენ. ლიბერალების გაზეთები უფთხობენ ძილსა და მთავრობა არ აძლევს გასყიდვის ნებას. იქამდინ მივიდნენ, რომ ყველგან საცა კი ისყიდებოდა ხელსახოცები ტიერის პორტრეტითა აუკრძალეს და წაართვეს. ერთმა გაზეთმა მოინდომა გამოსახვა რგოლის თავის გაზეთში, პრეფეკტმა რაღაც იგავის შეჰსწამა და აუკრძალა რგოლების გამოსახვა. საფრანგეთს ამისთანა დღენი თავის დღეში არ დასდგომია. არ ვიცით, ვიცინოთ ამ საქმეზედ, თუ განვრისხდეთ. ვერ მოგვიფიქრია, რა იარაღით უნდა შეებას კაცი იმ კაცებს, რომელთაც დავიწყებას მისცეს ყოველივე მართებულობა და რიგიანობა ბრძოლისათვის დაწესებული. „თქვენ წინადვე არ მცნობეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ თქვენ ასე სულელი ბძანებულხართთ,“ მისწერა ერთხელ თვის მოცილეს ვოლტერმა. თუმცა უფრო მართებულად. მაგრამ ჩვენც თითქმის ამასვე შეუთვლით მინისტრს ფურტუს: „თქვენ წინადვე არ გვაცნობებთ, რომ თქვენის რისხვის გამოსახატავად ასეთი მცირე ხაზინა გქონიათ ჭკვის გამჭრიახობისა.“ მაკ-მაგონისა და მისის მინისტრების მსჯელობა რთული არ არის. რაც უნდა მოხდეს, მათ ისა სურთ, რომ უსათუოდ და უეჭველად გაიმარჯონ და ფიქრობენ, რომ გამარჯვება ყოველს საძაგლობას დაფარავს და გაამართლებსო. ამ სასით ჩვენც იძულებული გვყოფენ იგივე იარაღი ავიღოთ ხელში საბრძოლველად, მაგრამ მეტი არ იქნება ვიცოდეთ, რომ ჩვენ წინ ასეთი მოცილე გვიდგა, რომელსაც დაკარგვია ყოველი კეთილ-შობილური გრძნობა, თავაზიანობა და სინიდისიანობა; ერთის სიტყვით, ჩვენდა მოცილეთ გამოდის იმისთანა მთავრობა, რომელმაც უარყო ყოველი სასხელო თვისება უფლებისა და მის მაგიერ შეითვისა ყოველივე სიბოროტე განკერძოებულის დასისა.“

არც მთვრობის მოპირდაპირენი, ესე იგი, რესპუბლიკულნი არიან გულ-ხელდაკრეფილნი. ესენი თუმცა სრულს მართებულებით და ღირსებით იქცევიან, მაგრამ ყოველს რიგიანს და კანონიერს ღონისძიებას კი ხმარობენ. რომ თავისის დასის კაცები ამოარჩევინონ ხალხსა. საფრნგეთის სენატის რესპუბლიკელთ წევრთა მანიფესტი გამოაცხადეს, რომელშიაც მოიხსენეს, პალატი იმიტომ გადაყენესო,რომ პალატს უნდოდაო რესპუბლიკა დაემყარებინაო და ქვეყნის მშვიდობიანობის დამარღვეველი მოქმედება სამღვდელოთ ამოეკვეთნაო. სხვათა შორის ამ მანიფესტში სწერია: „ამ ჟამად ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვეტილად უნდა სთქვას, – ერთის კაცის ბატონობა სურს,თუ თავით თვისით გამგეობა თვისთა საქმეთა. პირველი საშიშია იმ თავისუფლობისათვის, რომელიც მოპოებულ იქმნა ჩვენგან 1789 წელსა და მშვიდობიანობისათვის როგორც შინა, ისე გარეთაც. თვით მმართველობამ კი უნდა დაამყაროს რესპუბლიკა, აღადგინის წესიერება და დაამკვიდროს მშვიდობიანობა,“ დასასრულ მანიფესტი იწვევს ხალხს გადწყვეტილად წარმოსთქვას თვისი ნება-ყოფლობა და ამასთანავე ამბობს, რომ ამომრჩეველთა ნება აღსრულებულ უნდა იქმნასო.

რესპუბლიკელ კამიტეტს პარიჟის მეცხრე ოლქისას გაუგზავნია წერილი ჟიულგრევისათვის და უთხოვნია რომ თქვენ, როგორც ყველაზედ ღირსეულმა კაცმაო უნდა მიიღოთ საფრანგეთის დემოკრატიის თაოსნობაო ტიერის მაგიერ. ამ წერილში სხვათა შორის მოხსენებულია შემდეგი: „ჩვენ მხოლოდ საყოველთაო სურვილს ვაცხადებთ მით, რომ გთხოვთ მიიღოთ ჩვენი დეპუტატობა. თქვენი ამორჩევა, უმეტეს ყოველს სხვაზედ, დაუმტკიცებს როგორც საფრანგეთსა, ისე ევროპასა რომ ერთის კაცის ბატონობას აჯობა რესპუბლიკამ და პარლამენტალურმა წესიერებამ. თანამდებობა პრეზიდენტობისა, რომელსაც თქვენ ეგრე ღირსეულად ასრულებდით როგორც ნაციონალურს კრებაში, აგრეთვე უკანასკნელ პალატაში, იძულებული გვყოფ აღგირჩიოთ თქვენ, ჩვენთა მომხრეთა საყოველთაო სურვილითა, მოთავედ და წინამძღვანად სამას სამოცდა სამის რესპუბლიკელთა უმრავლესობისა, რომელიც აწ გადაყენებულია და რომელიც ხელახლად უფრო გამრავლებული დაბრუნდება პალატაში თქვენისა და საყოველთავო არჩევანის შემწეობითა. ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი, რომ ჩვენთა კეთილის მყოფელთა თხოვნის პატივი დასდეთ და მათი თხოვნა მიიღეთ ამ შემთხვევაში არ გაგვიმტყუნეთ ის იმედი, რომელიც თქვენზედ მთელს საფრანგეთსა ჰქონდა და აქვს; თავის ესრით საფრანგეთიც იქმს მას, რისაც თქვენ ნება გავქთ რომ მისგან მოელოდეთ. 16 მაისის მოღვაწეთაგან მომზადებული და ჩამოვარდნილი განხეთქილება, ამ ჟამად არჩევანამდე, სუფევს მარტო გადაყენებულის პალატის უმრავლესობისა და მთავრობის შორის, მაგრამ ხვალ კი ჩვენი ქვეყანა თავის სიტყვას იტყვის და თუ მთავრობა ამ სიტყვის წინ ქედს არ მოიხრის, განხეთქილება იგი იქმნება ერთის კაცისა და მთელის საფრანგეთის შორის პარიჟის ამომრჩეველნი თქვენს ამორჩევაზედ დადგნენ. და დიდის იმედით ელიან არჩევანის დაბოლოებას.“ ამ წერილზედ ხელი უწერიათ სხვათა შორის გამბეტას და ვიქტორ ჰუგოს.

— პარიჟიდამ ტელეგრამმა მოვიდა, რომ 195 კაცი მაკ-მაგონის მომსრე და 315 კაცი მისი წინააღმდეგი რესპუბლიკელნი ამოურჩევიათ.

ავსტრი-ვენგრია. თუმცა ავსტრი–ვენგრიის იმპერატორმა სადღეგრძელო წარმოსთქვა რუსთა იმპერატორისა კაშაუში, თუმცა ავსტრიის მინისტრმა ანდრაშიმ და გურმანიისამ ბისმარკა ზალცბურგში ერთმანეთი შინაურულად ინახულეს და თითქმის მორიგდნენ კიდეც, თუმცა პეშტში და ვენაში მინისტრებმა პალატების კითხვაზედ სახათრიჯამო პასუხები მიუგეს, თუმცა ყოველივე ეს მშვიდობის საყოფელი ნიშნები გულს უკეთებს ადამიანს მაგრამ მაინც და მაინც არ ვინ იცის ხვალინდელი დღე რას მოუტანს ევროპასა. ევროპის აწინდელი მდგომარეობა მაინც ამღვრეულია და არ არის თავის მშვიდობის დონეზედ მოსული. ამ ამღვრეულობის მიზეზი უფრო ავსტრი-ვენგრიის ჭოჭმანებაა აღმოსავლეთ საქმის თაობაზედ. ავსტრი-ვენგრია ძალიან ტოკავს და თვითონაც აქამომდე არ იცის ვის მიემხროს, რუსეთსა თუ ოსმალოს. შინაურობაში ავსტრი ვენგრიას მეტად ძალას ატანენ ვენგრიელები და ეწევიან ოსმალოსაკენ და გარედამ კიდევ გერმანია, ჯერ ხანობით მაინც, რუსეთი სასარგებლოდ ითათბირებს. აი ეხლაც ვენგრიელთა შორის შეთქმულობაც აღმოჩნდა არამც თუ მარტო რუსეთის წინააღმდეგ, თითქმის თვით ავსტრიის წინააღმდეგაც ვითომ იმ საბუთით, რატომ ავსტრია აშკარად არ ემხრობაო. ოსმალეთსა ვენაში და პეშტში ამ შეთქმულობას სასაცილოდ იგდებენ, მაგრამ სხვა ქვეყნებს კი ეს საქმე სახუმარი არა ჰგონიათ. აი ამ საგანზედ რას იწერება ბერლინის გაზეთი National Zeitung: „თუ ჩვენ გკითხვენ, ამ შეთქმულობაში სახუმარი არ არის რა, 5,000 შეთქმულნი სამყოფი იყვნენ რკინის გზა აეშალათ და რადგანაც ტანსილვანიიდამ (საცა შუთქმულობაა აღმოჩენილი) იასსამდე სულ ორმოცდა თექვსმეტი ვერსტია და ეს ერთი გზაა რუსეთისა და დუნაის მხედრობის შორის ამის გამო ავსტრიის საზღვარზე შედგენილს შეთქმულობას უფრო დიდი მნიშვნელობა ეძლევა. გარდა იმისა რომ ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ომის წარმოებისათვის, ეს ამბავი მითაც შესანიშნავია, რომ ავსტრიას დაერღვა შინაური მშვიდობიანობა. ხოლო საკვირველი ეს არის რომ მშვიდობიანობის დამარღვეველად აღმოჩნდნენ სლავიანები კი არა, რომელთაც ყოველგვარს აღსაშფოთებელს განზრახვასა სწამობდნენ, არამედ ვენგრიელნი“.

ამბობენ რომ ამ შეთქმულობაში ინგლისის ფული ტრიალებდაო და პოლაკნიც გარეულანო.

ერთს პოლაკს გაუცია შეთქმულნი და ეხლა მთავრობას სასტიკად მოეკიდნია ხელი დამნაშავეთათვის. ბევრნი შეუპყრიათ და სხვათა შორის გამოჩენილი სიმდიდრით და გავლენითა ვენგრიის მამულის-პატრონი ბალაჩი და პალატის წევრი —გeლფი. თუ ამისთანა კაცებსაც არ მოერიდა მთავრობა და შეიპყრა, ჰსჩანს, რომ იგი შეთქმულობა თვით ავსტრი-ვენგრიის მთავრობას ხუმრობად არ მიაჩნია.

იტალია. იტალია დღე დღეზედ მოელის პაპის სიკვდილს. ამ პაპის ტახტის დაცლას დიდი მნიშვნელობა აქვს იტალიისათვის, რომელიც შეერთების შემდეგ სულ იმის ცდაში იყო რომ სახელმწიფო საქმეთა ზედა გავლენა პაპისა და მის ხელქვეითის სამღვდელოისა სრულიად მოესპო და სახელმწიფო ეკკლესიისაგან განეშორებინა. შაჰი და მისი მიმდევარი სამღვდელოება, რასაკვირველია, ამას ეწანააღმდეგებიან და მრავალს უსიამოვნობას მიაყენებდნენ ხოლმე იტალიის საერო მმართველობას, რომ იტალიამ თავის სურვილს ფართო გზა გაუსხნას, რასაკვირველია, თავისი მეცადინეობა უნდა მიმართოს მას, რომ ახალ პაპად იმისთანა კაცი ამოარჩევინოს, რომელიც მთავრობას თუ ხელს არ მოუმართავს, არ ეწინააღმდეგება მაინც. ამისავე მსურველია გერმანიაც, რახანია ბრძოლა რომელსაც ბისმარკის თაოსნობით შინ დიდი ხანია ბრძოლა აქვს გამართული კათოლიკეთა სამღვდელოთა წინააღმდეგ, რადგანაც აქაც კათოლიკეთა სამღვდელო თავისას არ იშლის და სახელმწიფოთა, ესე იგი, საერო საქმეებში ხელის გარევა უნდა. ამ გარემოებამ და იმან, რომ მაკ-მაგონის შემწეობით საფრანგეთში წელში გაიმართა სამღვდელოთა დასი, იტალია იძულებულ ჰქმნა დაახლოებულიყო გერმანიას, რომელთაც ამ შემთხვევაში ერთი და იგივე სურვილი და საჭიროება აკავშირებს. რადგანაც მოსალოდნელია, რომ საფრანგეთში მაკ-მაგონის მომხრეთა გამარჯვების გამო ევროპიის საქმე აიმღვრას, ესე იგი, გერმანიას და იტალიას მშვიდობიანობის დარღვევის ფიქრი მიეცეთ საფრანგეთის მხრით და რადგანაც მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ავსტრიამ საფრანგეთის მხარე დაიჭიროს, ყოველ ამის გამო იტალია და გერმანია დღეს ცდილობენ ერთმანეთს მხარი მისცენ და ყოველ შემთხვევისათვის მომზადებულიყვნენ საერთო მოქმედებისათვის. ესეა თუ არა, რომის კორრესპონდენტი ერთის ნემენცურის გაზეთისა (კელნის გაზეთისა) 12 სეკტემბერს აი რას იწერება: „ამ ჟამად ევროპაში მოგზაურობს იტალიის პალატის პრეზიდენტი კრისპი. ამისი მისვლა პარიჟსა და ვენაში მეტად ღირს შესანიშნავი ამბავია. კრისპი არც ხელის–უფალი კაცია და არც დიპლომატი. უცხოთა საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამას არავითარი მინდობილობა მთავრობისგან არა აქვსო. მაგრამ აქ კი ყველა გულ-დაჯერებულია, რომ კრისის სახელმწიფო და დიპლომატიური საქმე აქვს მინდობილი. ამ მოგზაურობით კრისპიმ ის საქმე ჰქმნა, რომ გერმანიას დაუახლოვა. არამც თუ თავისი საკუთარი დასი, რომელიც ყოველთვის დაახლოებულიყო, არამედ მთელი იტალიაცა და მით შეასრულა მძიმე სახელმწიფო საქმე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჟამად, როცა საფრანგეთი ჯერ კიდევ გაჭირების დღეს არ გადასცდენია.“

ვენის კორრესპონდენტი ინგლისის გაზეთის „Daily Telegraph“ აცნობებს თავის მკითხველებს სანდო წეროებიდამ, რომ კრისპისა და ბისმარკის ლაპარაკი ორ საგანზედ იყო. ერთი საგანი ის იყო, რომ ამ პაპის შემდეგ ვინ ამოვირჩიოთო და მეორე საგანი ის, თუ როგორ არიან ერთმანეთში საფრანგეთი და გერმანია. პირველის საგნის შესახებ ბისმარკმა სთქვაო, რომ ამ პაპის სიკვდილისვე უმალ საჭიროა საბოლოოდ ბოლო მოეღოსო ბრძოლას ეკკლესიისასა და სახელმწიფოს შორის, ან ნება-ყოფლობითო და ან, თუ გაჭირდა, სასტიკის ღონისძიებითაო. თუმცა კრისპის ნება არ ჰქონდა თავისის მთავრობისაგან რაიმე გადაწყვეტილი მოვალეობა ეკისრებინაო, მაგრამ იმედს კი მისცემდა ბისმარკსაო, რომ რომის მთავრობა მხარს მისცემსო. როგორც ეტყობა ბისმარკს აღთქმა ჩამოურთმევია, რომ იტალია მოეხმარება გერმანიას, თუ საფრანგეთმა გერმანიას ომი აუტეხაო.“

სერბია. სულ ამას იწერებიან და იწერებოდნენ, რომ სერბია დიდს მზადებაშიაო და აი დღესა თუ ხვალე ომსაც გამოუცხადებსო ოსმალეთს. ბევრი კოკა წყალი დაიღვარა მას აქედ, მაგრამ სერბია ჯერ ისევ ჩუმად არის, თუმცა კი გაზეთები დღესაც იმედოვნებენ, რომ სერბია ამ მოკლე ხანში ომს დაიწყებს. თუმცა ბელგრადიდამ იწერებიან, რომ სერბიამ საფრანგეთში 50,000 შასპოს თოფი გააკეთებინა და მიიღო კიდეცაო, მილიციაც გამოუწვევია 26 სეკტემბრისათვისო, ესა და ეს კაცებიც დანიშნეს სარდლებათო, რუსებმაც რვა მილიონი ფული მიაშველესო, მაგრამ ჩვენ მაინც ამას ვიტყვით რომ სერბია იმ დრომდე ომში მონაწილეობას არ მიიღებს ვიდრე ერთი დიდი გამარჯვება არ მიეცა რუსის ჯარსა.

რუმინია. რუმინელებს დიდი ფიქრი მიჰცემიათ მასზედ, თუ უფრო ავი დღე არ დაადგეთ ომის შემდეგ ვიდრე ომის წინად იყო და ამ ფიქრს ცოტად თუ ბევრად აუღელვებია რუმინელნი. ამბობენ, რომ ბისმარკს, რომელიც ამ ბოლოს დროს რუსეთის დიდ-მომხრედ გამოჩნდა, უთქვამსო, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც რუმინიას ხელსაც ვერავინ დააწებსო. ამ ამბავს ძალიან დაუშოშმანებია რუმინელების ელდა-ცემული გული.

ჩერნოგორია. ვენის გაზეთი „Deutsche Zeitung“ იწერება, ვითომც ცეტინიდამ (ჩერნოგორიის სატახტო ქალაქია) ტელეგრამმა მოსვლოდეს მასზედ, რომ ჩერნოგორიის მთავარს წერილი მოურთმევია რუსთა ხელმწიფისათვის და ამ წერილში გამოუცხადებია შემდეგი:

„რადგანაც ზემო გერცოგოვინა სრულიად განთავისუფლებულია ოსმალოს ჯარისაგანო, ამის გამო მე ჩერნოგორიის მხრით ომი გამთავებიაო.“

ეს ამბავი მით უფრო საკვირველია, რომ ეხლა ჩერნოგორიელებს შეეძლოთ ადვილად, თითქო უომრადაც, აეღოთ მოსტარა, სარაევო და სკუტარიცა, და რა დროს ომის გათავება იყო, თუ ზემოხსენებულა ტელეგრამმა მართალია. ამბობენ, რომ თუ ეს ამბავი მართალიაო, ცხადიაო რომ ჩერნოგორია თავისის ნებით მაგას არ მოიწადინებდაო, ჰსჩანს აქ ძალა დაუტანებია ვისმესო, ამ ძალდატანებას ავსტრიას აბრალებენ. შარშან, როცა ჩერნოგორელებმა ვუჩი-დოლზე გაიმარჯვეს და მათ მთავარს უნდოდა მოსტარზედ წასვლა, მაშინ ავსტრიის დესპანმა ტიმმელმა მაგის ნება არ მისცა, ეგ ავსტრიის სახელმწიფოს მავნებელი საქმე იქნებაო. ამ წელსაც, ამბობს რუსის გაზეთი „Mocковскiя Ведомости“, ტელეგრაფმა არა ერთხელ გვაცნობო, რომ ავსტრიამ ჩერნოგორიას ხაზი გაუტარო და შეუკვეთო ამ ხაზს იქით გადასვლის ნებას არ მოგცემო.

თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშ ჩერნოგორიის მხრით ომი გათავებულა, მაშ ინგლისის კუდიანს პოლიტიკას და ავსტრიის ღობე-ყურეს მოდებას გაუჭრია, როგორცა ჰსჩანს.

4 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

4-ს ოკტომბერს ქალაქში მოვიდა ოფიციალური ტელეგრამმა, რომელშიაც სწერია: 3-ს ოკტომბერს მუხთარ-ფაშას გზა გადუჭერით ყარსისაკენ; მისი ჯარი ამოვსწყვიტეთ; რაც ზარბაზნები და ტყვე დაგვრჩა, ჯერ იმისი რიცხვი ცნობაში არ არის მოყვანილი.

ამავე საგანზედ გაზეთის „Кавказъ“ კორრეპონდენტი იწერება: „3-ს ოკტომბერს დღეს დილის ცხრა საათზედ ჩვენი ჯარი წარემართა მუხთარ-ფაშის სიმაგრეებისაკენ. კავკასიის გრენადერის დივიზიამ ორის საათის ბრძოლის შემდეგ იერიშით დაიპყრა უმთავრესი სიმაგრე ოსმალთა სადგურისა — მთა ავლიარი. მუხთარის არი ძალიან დამარცხდა ჩვენ დაგვრჩა ზარბაზნები, რამდენიმე ასი ტყვე. მრავალი თოფ-იარაღი და სურსათ-ხორაგი. მუხთარს უნდოდა გაეპო ჩვენი ჯარი და გასულიყო ან ყარსისაკენ და ან არზრუმისაკენ, მაგრამ უკუ-ქცეულ იქმნენ და საშინლად არეულნი გაიფანტნენ ყაგიზმანისაკენ (ერევნის მხრივ არის) ალაჯადღი, ავლიარი, იაღნი, ორლოყი, ვიზინყევი ჩვენს ხელშია. დიდმა მთავარმა და კორპუსის წინამძღომმა ღამე გაატარეს ნაომარს ადგილს. ოსმალოს ჩვენი მდევარი უკან მიჰსდევს“.

მისის იმპერატორებითის უმაღლესობის კავკასიის მხედრობის მთავარსარდლის ტელეგრამმა:

კარაიალი, 4-ს ოკტომბერს. ორსა და სამს ოკტომბერს ომის საქმე ამაში მდგომარეობდა: ღენერალმა ლაზარევმა თავის ჯარით შემოუარა ოსმალთა და ორს ოკტომბერს დაიპყრა ოლოყის სიმაღლენი, გაჰყარა ოსმალი და გააქცია ყარსისა და ვიზინკებისაკენ. რადგანაც ამით ერთი ნაწილი ოსმალოს ჯარი ჩვენის ჯარისაგან გარშემოვლილნი იქმნა, ამის გამო სამს ოქტომბერს და ნიშნულ იქმნა საერთო იერიში მუხთარ-ფაშის სიმაგრეთა წინააღმდეგ, რომლის უმთავრეს ადგილს შეადგენდა გამაგრებული მთა ავლიარი. ექვს საათზედ ჩვენმა ჯარებმა სულ ერთად მიმართეს, მას შემდეგ რაკი საშინელის ზარბაზნის სროლით გზა გაიხსნეს ავლიარისაკენ. ღენერალი გეიმანი ერევნისა, გრუზინსკისა პიატიგორსკის პოლკებითა და ერთის „სტრელკოვის“ ბატალიონითა შუადღის დროს სახელოვანის იერიშით მივიდა ავლიარზედ და დაიპყრა. ამ მთის აღებითა მუხთარ-ფაშის ჯარი განაწილებულ იქმნა. ერთი ნაწილი მუხთარის ჯარისა მიიქცა ყარსისაკენ, მაგრამ წინ დასკდნენ ღენერალი ლაზრევი, უკან მიჰყვა ღენერალი გეიმანი და ხუთს საათზედ ეს ოსმალოს ჯარი სრულად დამარცხებულ იქმნა და გაიფანტა. ოსმალთა მრავალი კაცი მოუკვდათ და რამდენიმე ათასი კაცი ტყვე და ოთხი ზარბაზანი დაგვრჩა ჩვენ. ამავე დროს სამი დივიზია ოსმალოს ჯარისა, დაშთომილი მემარჯვენე მხარეს ალაჯინის სიმაგრეებიდამ გამოვეარეთ, ყოველ მხრივ გარს შემოვერტყით, საშინელი ზარალი მივაყენეთ ასე, რომ საღამოს რვა საათზედ ტყვედ მოგვეცნენ. მრავალი ტეყვე, შვიდი ფაშა ოცდა თორმეტი ზარბაზანი და მრავალი სამხედრო ქონება დაგვრჩა ჩვენ. მუხთარ-ფაშა ყარსში გაიქცა. ჩვენი ზარალი შედარებით დიდი არ არის.

— დუნიაზედ და ბალკანის ნახევარ კუნძულზედ შესანიშნავი რამ ომი არა მომხდარა რა. მთელის ქვეყნის თვალი მიქცეულია ეხლა პლევნაზედ, რომელსაც ჩვენი ჯარი შემომდგარი ყავს. ამბობენ, თუ რუსებმა პლევნა აიღესო. და ამასთანავე იქ მყოფის ოსმან-ფაშის ჯარი ძალიან დაამარცხესო, მაშინ რუსის ჯარს ადრიანაპოლამდე და თითქმის სტამბოლამდენაც აღარაფერი არ დააბრკოლებსო.

— ოსმალოს სამ-ანძიანი ცეცხლის გემი შეხეთქებია დუნაის წყალში ჩადებულს რუსებისაგან ნიღაბს. ნიღაბს უფეთქნია და გემი დაღუპულა წყალში. ჩვენებს ბაირაღი გემიდამ აუსხნიათ.

5 თფილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღებ ეგზამენიებისა გამო

▲back to top


თფილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღებ ეგზამენიებისა გამო

ქართველები არაოდეს არ ყოფილან მოკლებული სწავლისა და განათლების სურვილს, არც ძველსა, და არც ახალ დროში, მაგრამ ისეთი სურვილი სწავლისადმი, როგორიც ამ უკანასკნელ წლებში გამოიჩინეს ქართველებმა, ვგონებ, არაოდეს არ ყოფილა მათ შორის. ამ სანუგეშო მოვლენას, რასაკვირველია, თავისი მიზეზები აქვს.

ძველ დროში, მინამ საქართველოს თავისით არსებობა ჰქონდა, ქართველები თუმცა მიზდევდნენ სწავლა–განათლებას, მაგრამ იდიალურად უყურებდნენ მას; ისინი სწავლას ეტრფოდნენ უფრო თვით სწავლისათვის და არა მისთვის, რომ ის საზრდოს წყაროდ მიაჩნდათ, როგორც, მგალითებრ, ეხლა. ეხლანდელ საუკუნის დასაწყისიდამ, მას აქეთ, რაც საქართველოს ბედი შეიცვალა და შეუერთდა რუსეთს, საქართველოს ხალხის განათლების საქმე იკისრა. სხვათა შორის, მთავრობამ. მან დააწესა რამოდენიმე სასწავლებელა ჩვენში და დაიწყო მოსწავლების ძებნა. ჩვენ ვანბობთ „მოსწავლების ძებნაო“ მისთვის, რომ მთავრობა მაშინ თითქმის ეხვეწებოდა მშობლებს შვილების შკოლაში მიცემას და ყოველ ყმაწვილს, რომელიც კი შედიოდა სასწავლებელში, მთავრობა სიხარულით აიყვანდა ხოლმე და სახელმწიფო ხარჯით ზრდიდა. მაგრამ მსურველები მაინც ძრიელ ცოტანი იყვნენ. ეს მოვლენა, რასაკვირველია, არ შეიძლება მითი აიხსნას, რომ ქართველები, ვითომც, უმეცარი ხალხი იყო და რა ესმოდათ სწავლისა და განათლების მნიშვნელობა და საჭიროება, როგორც ზოგიერთნი ჩვენი კეთილის მეოფელნი ფიქრობენ. არა, ამისი ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ერთბამად ვერ მიეცნენ იმ უეცარს მოულოდნელ ცვლილებას, რომელიც მათ ცხოვრებაში მოსთ და და ეჭვით დაუწყეს პირველად ყურება რუსულ სასწავლებლებს და მათ დანიშნულებას. შემდეგ კი, როცა მათ დაინახეს, რომ შკოლას ჩვენში არაფერი დაფარული საგანი არა ჰქონდა და ამ შკოლაში აღზრდილ კაცებს სამსახურში გზას უხსნიდა მთავრობა, ჯამაგირსა და ჯილდოს აძლევდა, ისინი დაემორჩილნენ თავიანთს ახალს მდგომარეობას, მიენდნენ შკოლას და ზოგიერთმა თავად–აზნაურებმა დაიწყეს კიდეც ახალ სასწავლებელში შვილების მიცემა. მაგრამ ჯერ კიდევ ყველა ყმაწვილები სახელმწიფო ხარჯით იზრდებოდნენ და მშობლები სრულიად არაფერს მონაწილეობას არ იღებდნენ მათს აღზრდაში.

ამას გარდა, ადგილობრივთა და განსაკუთრებითთა გარემოებათა გამო, ჩვენში ამ საუკუნის პირველ ნახევარში ყმაწვილებს ის „პრივილეგიბი“ ქონდათ, რომ იმათ არ აბრკოლებდა წლოვანობა შკოლაში შესვლის დროს ისე, როგორც ეხლა აბრკოლებთ, და ამის გამო შეჰყავდათ მშობლებს სასწავლებელში უმეტეს ნაწილად ძრიელ დიდები, ასე რომ მაშინ პირველ კლასში ხშირად შეხვდებოდით ისეთ მოზრდილ შეგირდს, როგორიც ეხლა კურსს ასრულებენ დაბალ სასწავლებლებში. ამ გვარად ყმაწვილები მინამ შკოლაში შევიდოდნენ, შეჩვეულნი იყვნენ კიდეც თავიანთ მშობლების სახლში უდარდელს ცხოვრებასა და უზრუნველად დროების გატარებას. მაშასადამე ცხადია, რომ სასწავლებელში ისინი იმ ერთგულებასა და შრომას ვერ აღმოაჩენდნენ, რომელსაც სწავლა მოითხოვს.

სასწავლებლებიც, როგორც ყოველგან, ისე უმეტესად ჩვენში ამ უკანასკნულ დრომდის არ შუადგენდნენ ისეთ დაწესებულებას, რომელსაც შეეძლო მიეზიდა მოსწავლეების გული, ევარჯიშებია მათი გონება, და სწავლა სასიამოვნოდ გაეხადა. პირველი ადგილი მაშინ შკოლებში მოსწავლეების ცემა-ტყეპასა და ლანძღვას ეჭირათ. თვითონ სწავლაც ჩვენ შკოლებში იმაში მდგომარეობდა, რომ მოსწავლეებს აზეპირებინებდნენ გაკვეთილებს იმ ენაზე, რომელიც მათ კარგად არ ესმოდათ. ყველა ამ მიზეზებისა გამო. ყმაწვილებს სასწავლებელი სატუსაღოდ მიაჩნდათ და ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ როგორმე განეთავისუფლებიათ თავი. ამიტომ უმეტესი ნაწილი მათგანი სტოებდნენ სასწავლებელს ნებით თუ ძალით და გარბოდნენ თავიანთ მშობლების სახლში, სადაც მათ ელოდათ მწევარ-მეძებრებითა და ქორ-მიმინოთი ნადირობა.

მშობლებიც, მართალი უნდა ვსთქვათ, უწინ დიდ ძალას არ ატანდნენ თავიანთ შვილებს, რომ ესწავლათ რამე. ეს ამიტომა, რომ უმეტესი ნაწილი ჩვენის თავად-აზნაურებისა მაშინ მუქთად ცხოვრებდა ყმების ნაღვაწით და აზრათაც არ მოჰსდიოდათ. თუ ოდესმე ამ უზრუნველ ცხოვრებას ბოლო მოეღებოდა.

მაგრამ ბოლოს, განსაკუთრებით მას აქეთ, რაც ჩვენში ბატონ-ყმობა მოისპო, მშობლებმა დაინახეს სწავლის მიუცილებელი საჭიროება, როგორც საზრდოს წყარო, სხვათა შორის, და თითქმის ყველამ მათგანმა მოინდომა შვილების აღზრდა. ამის გამო ძლიერ აიწია ჩვენში მოსწავლეების რიცხვმა. მთავრობამაც რასაკვირველია მიაქცია ყურადღება ამ გვარის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და მოუმატა სასწავლებლების რიცხვი მაგრამ სწავლის მსურველები მაინც იმდვენი არიან, რომ სამი მოდენი სასწავლებლებიც რომ იყოს, რაც ეხლა არის, მაინც კიდევ ყველას ვერ დააკმყოფილებს.

ღარიბის მშობლების შესაწევად მთავრობამ, იმას გარდა, რომ დააწესა ჩვენში სამოქალაქო გიმნაზიებთა პანსიონები, დაუწყო ღარიბ თავად–აზნაურების შვილებს გზავნა რუსეთში სამხედრო გიმნაზიებში. მშობლები სიხარულით თუ სიმწუხარით, ისტუმრებდნენ თავიანთ პატარა შვილებს შორებულს და უცხო ქვეყანას, რადგანაც სხვა საშუალება არა ჰქონდათ. მაგრამ ამას ის შედეგი ჰქონდა, რომ სამხრეთის თფილ ჰაერში დაბადებული და გაზდილი ყმაწვილები ვერ იტანდნენ ჩრდილოეთის ცივსა და მავნებელ ჰაერს და უმეტესი ნაწილი მათგანი იხოცებოდა რუსეთში. ისინიც, რომლებიც ცოცხალი გადურჩებოდნენ, მოდიოდენ უკანვე თავიანთ სამშობლოში დასნეულებულნი, ხშირად სწავლის შეუსრულებლად. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმათ გზავნიდნენ რუსეთში ძრიელ პატარებს და ისე ცუდათ მომზადებულებს, რომ ბევრს მათგანს რუსულიც არ ესმოდათ. მიიყვანდნენ თუ არა რუსეთში სამხედრო გიმნაზიებში, დააწყებინებდნენ სწავლას ერთად რუსის ყმაწვილებთან, რასაკვირველია, რუსულს ენაზე. მაშ რაღა თქმა უნდა, რომ ისინი ვერ ისწავლიდნენ ხეირიანად იჩაგრებოდნენ როგორც აგებულებით, ისე გონებითაც, და ბოლოს რამოდენიმე წლის შემდეგ სასწავლებელიდგანაც ითხოვდნენ და გზავნიდნენ უკანვე მშობლების ხარჯით.

ამ მიზეზის გამო, სხვათა შორის, ჩვენმა თავადაზნაურობამ საჭიროდ დაინახა და სთხოვა თავის ადრესში იმპერატორს, მისს უმაღლესობის ჩვენში მობრძანების დროს, უმაღლესის სწავლისათვის სასწავლებელის ბოძება და საშუალო სწავლისათვის სასწავლებელთა რიცხვის მომატება, მთავრობამ საჭიროდ დაინახა მარტო სამხედრო გიმნაზიის დაარსება ჩვენში და თავად-აზნაურებს აღუსრულდათ ამ გვარად თავიანთი სურვილი. თავად-აზნაურობას, რაღა თქმა უნდა, დიდი იმედი ჰქონდა, რომ სამხედრო გიმნაზიის გახსნა სასარგებლო იქნებოდა იმათთვის და რამდენადმე მაინც დააკმაყოფილებდა იმათ საჭიროებას შვილების აღზრდის შესახებ. მაგრამ საქმე ის არის, მართლა, მოუტანა თუ არა მოხსენებულმა გიმნაზიამ ჩვენ ღარიბ თავად-აზნარებს სასურველი სარგებლობა?

ამ კითხვის გადასაწყვეტად საჭიროა მივაქციოთ ყურადღება იმ პირობაებს, რა პირობაებითაც არის ჩვენში დაწესებული სამხედრო გიმნაზია და რა გარემოებით არის მოცული მასში ყმაწვილის შეყვანა.

თფილისის სამხედრო გიმნაზიას ისეთი განსაკუთრებითი დანიშნულება არა აქვს თავად-აზნაურებისათვის, როგორც უმეტეს ნაწილს რუსეთის შინა გუბერნიების სამხედრო გიმნაზიებს აქვსთ. ეს სასწავლებელი არის დაწესებული საზოგადოდ კავკასიის აქეთ მხრის ყველა წოდების სალხისათვის. ყმაწვილებს იყვანენ „კონკურსის ეგზამენით,“ ესე იგი ბევრში არჩევენ მისაღებად მხოლოდ იმათ, ვინც გამოსაცდელი ეგზამენს უკეთესად დაიჭერს. ჩვენ, რასაკვირველია, ამ დედააზრის წანააღმდეგი არა ვართ; ჩვენ მხოლოდ ის გვინდა დავანახოთ მკითხველს, თუ რა შედეგი აქვს ამ დედა-აზრს იმათთვის, ვის თხოვნითაც ეს გიმნაზია დაწესდა და ვინც სიხარულით მოელოდა მის გამართვასა, ესე იგი, ჩვენის თავად–აზნაურებისთვის.

(შემდეგი იქნება.)

გ. ი.

6 თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა

▲back to top


თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა

ქ. თელავში 1875 — 1877 წ.

(შემდეგი)[1]

IV

ერთი კაცი უკუღმირთად ვნახე, ერქვანთ ასხამს ფთებსა;
კვლავ მეორე მისებრ მრუდსა, მისთგის კაბდოს აკეთებსა;
მხვნელსა გკითხე, რად ეგრე იქ? თქვა, ძალა ხნავს აღმართებსა,
და მფარცხველმა თქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა ხნულსა ეს მართებსა

დავით გურამიშვილი

სამღვდელოთ ყრილობა 25 მაისს 1877 წ. წინაყრილობის განჩინებიდგან მკითხველმა ცხადად დაინახა თუ რა უგზო უკვლოდ უყვარს ჩვენს სამღვდელოებას სჯა სასწავლებლის საქმეებზედ; დაინახა, რომ იმათაც, ვისაც ეს ენდობა, არაფერი იციან სწორედ არც სასწავლებლის საქმეებისა და არც მისის კანონებისა. თუ ესე ყოფილიყო. იყო მიზეზი, რომ თავში დაკრულებივით ამოინიჟეს დეპუტატებმა ერთი და იგივე უსაფუძვლო აზრი, სახელდობრ ჩვენ 15 ოქტომბრის 1874 წ. განჩინების ძალით მარტო მოსამზადებელი კლასი უნდა შევინახოთო. განა ჩვენი ერთგული ხელმძღვანელები სამღვდელოებისა ამას უწოდებენ სასწავლებლის წესდების ცოდნას? კითხვა იმაში კი არ არის, თუ რა მონაწილეობას მიიღებს სამღვდელოება სასწავლებლის ხარჯში, არამედ იმაში, თუ რა უნდა მიიღოს, რის მოვალე არის სამღვდელოება სასწავლებლის საჭიროების შესახებ. ეს კითხვა ყრილობაზედ არც ერთს დეპუტატს ფიქრადაც არ მოსვლია და ვერც მოუვიდოდათ ფიქრად ამასთანა უბრალო და კანონიერი აზრი. ჩემის ფიქრით კი და სასწავლებლის წესდების მოთხოვნილების მიხედვით, ეს კითხვა უნდა გამხდარიყო. სამღვდელოთ გასარჩევად, ეს უნდა დაეკრათ იმათ ენაზედ, ეს უნდა გასჯდომოდათ იმათ ძვალსა და რბილში, რომ ისინი უბრალო და უსაფუძვლო უბედობას არ შეეშალა, არ გადაერივა, ამ გვარ უმეცრების დროს, ჩემის ფიქრით, საჭიროა შეიტყოს სამღვდელოებამ თავის მოვალეობა სასწავლებლის შესახებ, შეიტყონ სხვებმაც ესევე, რომ მღვდლებს ყველამ უჩვენოს მათი მოვალეობა და უთავბოლო ლაპარაკის დროს ამ საგნის შესახებ, ყველა მცოდნეს ნება ჰქონდეს ხმა ჩააკმენდინოს უთავბოლო მოლაპარაკეებს.

ყველა სასულიერო სასწავლებლებს რუსეთშიაც და საქართველოშიაც ეძლევათ საეკლესიო ხაზინიდგან შტატით დადებული სასწავლებელზედ ფული, შემდეგის ხარჯისათვის:

1) ზედამხედველს სასწავლებლისას - - - - - - - 900მ.
2) თანაშემწეს ზედამხედვლისას - - - - - - - - - - 600 მ.
3) მასწავლებლებს: სამღვთო წერილისას - - - 420 მ.
რუსულის ენისას - - - - 420 მ.
ბერძნულისას – - - - - - - 540 მ.
ორს მასწავლებელს ლათინურისას - - - - 840 მ.
არითმეტიკისა და გეოგრაფიისას - - - - - - - - - - 520 მ.
წმინდა წერისა დ საეკკლესიო გალობისას - - - - - - 200 მ.

ჯამი4,440მ.

შტატით დადებულ ფულს გარდა, საქართველო-იმერეთის კანტორა აძლევს კიდევ თავის შემოსავლიდამ:
1) სახლის შენახვის ხარჯად - - - - - - - 100მ.
2) კანცელარიისათვის - - - - - - - - 12 მ.
3) ობოლთა ღარიბთ მოსწავლეთათვის 1,400მ.

ჯამი 1,512 მ.

ხოლო სრულიად - 5952 მ.

თუ რომ ამ ფულის გარდა, სასწავლებლისათვის საჭირო იქნება სხვა ფულიც, მაშინ სამღვდელოებამ სასწავლებლის ოლქისამ უნდა შეავსოს ანუ დაჰფაროს ესრეთი საჭიროება თავის ჯიბიდგან და უფრო ეკკლესიების და მონასტრების შემოსავლიდამ (სასწავ. წესდება §§ 2, 3, 24 მუხ. 2. Цирк. Ук. Св. Сунода 30 Апр. 1873г. №18 Опред. Св. Синода 15 Сент. 8 Щкт. 1872 г. и 7 Март. 3 Апр. 1872г. ეხლა ვკითხოთ მღვდელ–დეპუტატებს: საფუძველი ექმნებოდათ რაიმე იმ თავ-გამოდებით მოლაპარაკე დეპუტატებს, რომლებიც ღრიალებდნენ, რომ ჩვენ მარტო მოსამზადებელი კლასი უნდა შევინახოთო, ან საფუძვლიანი იქმნება, რომ იმათ სთქვან მარტო იმ საჭიროებაზედ უნდა ზრუნავდეს სამღვდელოება, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ და მივიღეთ 15 ოკტ. 74წ. განჩინებითაო, თუმცა მართლა განჩინებაში, როგორც ვიხილეთ, სამი საგანია მოსსენებული და არა მარტო მოსამზადებელი კლასი, როგორც ყვიროდნენ მღვდელ-დეპუტატები.

მაშასადამე თუ ვინმე მღვდელ-დეპუტატთაგანმა მიიღო და ჩაინერგა ის აზრი, რომ სამღვდელოთ უნდა იზრუნონ მხოლოდ 15 ოკტ. 1874წ. განჩინებაში მოხსენებულს საგნებზედ, ის დარწმუნებული იყოს, რომ იმას ვერ გაუგიათ ვერც სასწავლებლის წესდება და ვერც სამღვდელოთ მოვალეობა სასწავლებლის შესახებ. გავიმეორებ ყველა მღვდლისათვის საცნობლად და სახსოვრად, რომ სამღვდელოება მოვალეა შეავსოს ნაჩვენებ ზემორე წყაროებიდგან ყველა საჭიროება სასწავლებლისა და არა მხოლოდ ის, რაც მოიხსენეს მღვდელ-დეპუტატებმა თავიანთ 15 ოკტ. 1874 წ. ყრილობის განჩინებაში. რომ ამ საჭიროებას ვერც ერთი სამღვდელოთ ერილობა ვერ განსაზღვრებდა და ვერ გადასწყვეტამდა სამუდამოთ, ამას, მგონია, თვით მკითხველი მიხვდება. აქედან მკითხველი შეიტყობს იმ უარის უსაფუძვლობასაც, რომელიც სამღვდელოებამ მეორედ გამოაცხადა სახლების განშვენების ხარჯის შესახებ და ეს ხარჯი დააკისრა ხაზინას (ეყურებათ, ნეტავ, მღვდლებს, რა არის ხაზინა, შიგ ვისი ფულია, და ამ ფულს დანიშნულება აქვს რამე, თუ არა? შენი ცოდო არა მაქვს, მკითხველო, ეს ამათ არ გაეგებოდეთ), მაგრამ საქართველო იმერეთის კანტორამ, უარი უთხრა სამღვდელოებას, სახლების გასამშვენებლად ჩვენ ფულს ვერ მოგცემთო.

სახლების გარემოება ამ მდგომარეობაში იყო 1874წ. დაწყებაშიაც, თუმცა ეს უნდა გათავებულიყო, როგორც მკითხველმა იცის, 1875 წელსვე. თუ რომ სასწავლებლის სახლების გარდაკეთება იყო საჭირო. 1875 წ., დარწმუნებული უნდა იყვნეთ, რომ ამ საჭიროებას 1877 წლამდის უფრო მოემატებოდა. სამღვდელოთ ყრილობის უარით ნაკლულევანება არ შეივსებოდა, მახლობელ მზრუნველს ამაზედ უნდა ცხოველი ყურადღება მიექცივა. მართლაც, როგორც ნამდვილის წყაროებიდგან ვიცით, სასწავლებლის ზედამხედველს ამაზედ ქონია კიდეც საუბარი არქიერთან, რომელიც ბძანდება უპირველესი უფროსი ყველა სასულიერო სასწავლებლებისა კავკასიის მხარეში. ამის სიტყვიერის თანხმობით, უთხოვნია ზედამხედველს ხელახლად დანიშვნა სამღვდელოთ რილობისა, განსახილველად როგორც უწინდელის საგნისა, სახლების გარდაკეთების შესახებ, ეგრეთვე სხვა საგნებისაც. ამ საგანთა შორის უპირველესი და უსაჭიროესი იყო პანსიონისათვის აუცილებელის ხარჯისათკის ფულის მოპოება, რომ სამუდამოდ შანსიონს სარჩენი ჰქონოდა. (საჭიროა მოიგონოს მკითხველმა, რომ სამღვდელოებამ 8/9 მაისის 1876 წ. განჩინების ძალით, მიჰსცა მხოლოდ ერთის წლის ხარჯი, ხოლო მომავალის წლებისთვის უჩვენა წყარო. და კიდეც დასდვა შეწირულება). მაშასადამე წინად დარჩომილს გაუთავებლად საგანს სახლების გარდაკეთების შესახებ მიემატა უუსაჭიროესი საგანიცა და მის კარგად გათავება უნდა ესურვა ყველა პირს, რომელსაც კი დაბნელებული არა აქვს გონების სინათლე.

რომ ხეირიანად გადაწყვეტილიყო. საქმე ამა საგანთ შესახებ, საჭირო იყო ბლაღოჩინების დასწრობაც ურილობაზედ, რადგან იმათ უკეთ იციან. შემოსავალ-გასავალი ეკკლესიებისა და მაშასადამე უკეთ შეეძლოთ ეჩვენეინათ ეს წყარო და დაენიშნათ კიდეც ამ წყაროდამ ფული და მით შეემსუბუქებინათ საკუთრად მღვდლების ჯიბეზედ მიქცული შეწირულობა. ეს იყო მიზეზი, რომ ზედამხედველს ეთხოვნა ექსარხოსისათვის, რომ ყრილობაზედ დასწრობილიყვნენ ბლაღოჩინებიც, რომელნიც, როგორც მოწინავე პირნი ყოვლის მხრით შეიიქმნებოდნენ პასუხის მგებელნი იმაშიც, თუ როგორ დააბოლოვებდა ყრილობა თავის საქმეს. მართლაც ექსარხოსი დათანხმდა ზედამხედველის აზრს და დანიშნა სამღვდელოთ ყრილობა 25 მაისისათვის 1877 წ.

დანიშნულ დროს გამოსცხადდენ მომეტებული ნაწილი ბლაღოჩინ-დეპუტატებისა, ასე რომ, კანონის ძალით, შეიძლებოდა ყრილობას კუთვნილი საგნები კიდეც განეხილა. მგონია, ამის მიხედულობით, მეთორმეტე საათზედ იწევს სამადლობელის პარაკლისის გადახდა, რომლის შემდგომაც უნდა შესდგომოდნენ თავიანთ საქმის განხილვას. პარაკლისის შემდეგ თავმჯდომარედ ამოირჩივეს ბლაღოჩინი ს. ფირანოვი. როდესაც ამან მიიღო სასწავლებლის მმართველობისაგან სია იმ საგნებისა, რომელზედაც უნდა ჰქონოდათ სჯა ყრილობაზედ და მოილაპარაკა თანამოაზრე დეპუტატებთან, იწყო თავის თანამდებობის აღსრულება. თავ-მჯდომარე ზის შუა სტოლზედ; დეპუტატთაგანი ზოგი ზას და ხმა მაღლად ებაასება მეორეს, ზოგი დგას და ყვირილით რაღაცას უმტკიცებს სხვებსა. თავ-მჯდომარისგან ისმის ხმა: „მამანო, დაბძანდით, გავათაოთ (ჯერ კი არ დაუწევია) ჩვენი საქმე“,და რომ ატყობს, რომ იმას ყურს არავინ უგდებს, უმაღლებს ხმას და გაჯავრებულის და საყვედურის სახით იმეორებს „რა გავირებთ, განა მძიმეთ არ შეიძლება ლაპარაკი.“ ბოლოს ყველანი წყნარდებიან და ყვირილი სწყდება. ამ დროს თავ-მჯდომარე, რასაკვირველია, დიდის მოფიქრების შემდეგ, კითხავს დეპუტატებს: „მამანო ყრილობაზედ არ გამოცხადებულან ყველა ბლაღოჩინები და დეპუტატები და თქვენ რას ინებებთ, დავიწყოთ ჩვენის საქმის განხილვა, თუ ეხლანდელი ყრილობა გადავუდოთ სხვა დროსთვის (თავ-მჯდომარე იმასა ცდილობდა, რომ როგორმე გადაედო ეს ყრილობა სხვა დროსთვის, რადგან მინამდინ კარგად გასწურთნიდა ზოგიერთ ბლაღოჩინ-დეპუტატებს და ჩააგონებდა, რომ სასწავლებლის სასარგებლოდ არაფერი შეეწირათ. ამას ის უნდოდა რომ ერთს მაინც ეთქვა, გადავდოთო და შემდეგ თითონ იცოდა, როგორ მოახერხებდა საქმეს). თავ-მჯდომარის ძმა დეპუტატი სფ. ფირანოვი იძახის: „კარგი იქნება რომ გადავდოთ“. სხვები კი ყველანი ცდილობენ, რომ ეხლავე გაათაონ რაც საქმე აქვთ.

ამ შემთხვევაში საჭირო იყო კანონის ცოდნა თავმჯდომარისაგან, მაგრამ, საუბედუროდ, ეს ცოდნა მის გულითად სურვილს ეწინააღმდეგებოდა, არღვევდა მისგან შედგენილს მახეს. საზოგადო მიდრეკილება დეპუტატების სურვილის სასარგებლო და საქები იყო, მხოლოდ ძალა მოპირდაპირეთ ხელში იყო, ამ ძალას ისინი წინადაუხედავად ხმარობდენ და თავიანთი წადილი გაუვანდათ თითქმის მაშინაც, როდესაც მოწინააღმდეგე პირნი რიცხვით აღემატებოდნენ. თავ–მჯდომარის ძმის თანა-მოაზრედ გამოჩნდა ბლაღოჩინი ნ. ხუციევიც, რომელმაც იმისთანა დარწმუნებით და სიბეჯითით გამოთქვა თავის აზრი ყრილობის სხვა დროსათვის გადადებაზედ, რომ ვინც გადადების წინააღმდეგნი იყვნენ ისინიც ეჭვში ჩაცვივდნენ, ამან დაუმატა, რომ თუ ყრილობა ეხლა განიხილავს წინადადებულ საგანთა, იგი არც თვითონ მოაწერს ხელს და არც თავის დეპუტატებს მოაწერინებს (დახედეთ ძალას!). თავმჯდომარესაც ეს უნდოდა. მაშინვე დაჯღაბნეს ორიოდე სიტყვა ყრილობის გადადებაზედ 5 ივლისისათვის, რომელზედაც თავმჯდომარემ და ნ. ხუციევმა თავის დეპუტატებით პირველად მოაწერეს ხელი და მათ შემდეგ სხვებმაცა. განა ამისთანა უკვლო უგაზო. მოქმედებაში მდგომარეობს თავმჯდომარის მოვალეობა? განა ამისთანა მოქმედებიდგან ჰსჩანს, რომ იგი ღირსი ყოფილა მონიჭებულს სამღვდელოებისაგან უფლებისა? ეს კითხვა მღვდელ დეპუტტებმა გამოიკვლიონ. ჩვენ მხოლოდ შევნიშნავთ, რომ როგორც უველა მოთანამდებე პირს, ეგრეთვე თავმჯდომარესაც აქვს თავისი მოვალეობა, რომლის ცოდნაც მისთვის საჭიროა, ვისაც თავმჯდომარეობა სურს, ეს მოვალეობაც უნდა შეიგნოს და კიდეც აღასრულოს, თუ არა და საქმე ესე ოღრო-ჩოღროდ წავა, ყოველთვის და ყველასთვის ისე არაფრით გათავდება, როგორც ს. ბოდნევის და ს. ფირანოვის თავმჯდომარეობის დროს. ფირანოვს რომ სცოდნოდა და თვალების თვლემით არ აღესრულებინა თავის თავმჯდომარეობის თანამდებობა, ამას უეჭველად უნდა გაეთავებინა ყოველის საგნის განხილვა 25 მაისს 1877 წ., რადგან მაშინ ყრილობაზედ გამოსცხადდა ორ მესამედზედ მეტი იმ ბლაღოჩინ-დეპუტატებისა, რომლებიც იყვნენ დანიშნიშნულნი იქ გამოსაცხადებლად (Опр. Св. Синода 7 Map. 3 Апр. 1872 г.), და რომლის შემდეგაც ყრილობას სხვა დროსთვის გადადება ზემორე ხსენებულის კანონის დარღვევა იყო. როდესაც მეორე საათზედ შუადღის შემდეგ განჩინების დაწერის დროს მთვლემარე თავმჯდომარეს კითხეს, რომ ერთი საგანი მაინც საჭირო იყო. ეხლავე გაგვეხილნო ე. ი. სასწავლებლის სახლების გარდაკეთების შესახებ. რადგან შემდეგ გვიანღა იქნება ამით სათვის მასალის მომზადებაო, მაშინ თავმჯდომარემ მუქარით უპასუხა: „განა იცით, რომ ხუთს ივლის კი შესწირავს სამღვდელოება რასმეს სასწავლებლის სახლების გადასაკეთებლად? მფარცხველმა სთქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა ხნულსა ეს მართებსა.“ რა ნაყოფს გამოიღებს ეს სხვა დროს გადადებული ყრილობა შევიტყობთ შემდეგ.

(შემდეგი იქნება)

_________________

1 „ივერია“ №34

7 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(შემდეგი)[1]

კონსტანტინოპოლში

მეორეს დილას იუსტინიანე გაჩერებული იდგა თავისის სასახლის ოთახში, ოქროს ჯვარცმის წინ. იგი ძალიან ჩაფიქრებული იყო და მის სახეზედ ეტყობოდა გულდადინჯებული გამბედაობა. თითქმის მუქარით შეხედა ჯვარცმასა და ხმა მაღლა ჰსთქვა: მძიმე განსაცდელს მიმეც მე შენი ერთგული მონა, ჰოი ჯვარცმულო ღმერთო! მე მაგას არ მემართლები. შენ იცი ყოველი, რაც მე მიმოქმე დნია სადიდებლად სახელისა შენისა. მაშ წყრომასა შენსა რად არ მიაქცევ შენთა მტერთა, შენგან გადგომილთა და კერპთ-მსახურთა? რისხვათა შენთა კვეთება რად მოავლინე ჩემზედა? ხოლო თუ ესეა ნება შენი, მაშ იცოდე: იუსტინიანეს ხელიდამ გამოუვა არა მარტო შენება საყდართა და გამშვენიერება ხატთა. დაასრულა ეს სიტყვა თუ არა, ოთახში სწრაფს სიარულს მოჰყვა.

— ხელმწიფეო, მოახსენა მონამ: სენატი შეიკრიბა იერუსალემის დარბაზში. დედოფალი მიბრძანდება კიდეც.

– კარგი, უბძანა იუსტინიანემ, შეგიძლიან წახვიდე.

— „მოვიდა საათი გამოცდისა, ჰსთქვა იუსტინიანემ, როცა მარტო დარჩა: შენთვის, თეოდორავ, და ყოველთა თქვენთა თვის, ვინც ჩემდა ვეზირებად იქადით თავს. თქვენ თავის დღეში არ დაბრკოლებულხართ, როცა საქმე წვრილმანს საგანზედ მიმდგარა. რა მოხერხებულნი ხართ ხოლმე, როცა მსჯავრსა ჰსდებთ თქვენსავე ამხანაგთა, ექსორიაში ჰგზავნით, ქონებას ართმევთ და სახასოდ ჰსდებთ. დიდება იმპერიისა და იმპერატორისა აქვთ ხოლმე ენაზედ დაკრული ამ ყურ-მოჭრილთ მონებსა. ვნახოთ, დღესაც მოგაგონდებათ ეგ დიდება, თუ არა, მხოლოდ ნუ მიღალიტებ შენ, ჰოი უმაღლესო ხელოვნებავ მპყრობელისავ: ღრმად დაფარულო და თვალთ განუჭვრეტელო ცბიერებავ! დღეს გამოვჰცდი თქვენს ძალ-ღონეს ბიზანტიის სახელმწიფოის დიდებულნო! მე წინადვე ვიცი, როგორ მოიქცევით თქვენ. ეგ მე მიხარის კიდეც არაფრობა უკეთესი ბოძია ჩემის ტახტისა და უკეთესი გამართლებაა ჩემის მმართველობისა. თქვენ თვითონ თქვენის შეშინებულის გულით ჰსცნობთ დღესა, რომ საჭიროა დესპოტი თქვენთვის, თქვე მხთლებო, ფლიდებო და შესაბრალისნო მონანო!..

იუსტინიანემ უხმო. მსახურთა და მოჰყვა ტანჩაცმასა. მუხლზედ დაჩოქილთა მსახურთა ჩააცვეს მას თეთრი მუხლებამდი დასაწდომი სამოსელი, ოქრომკედით მორთული და ზედ ალისფერი სარტყელი შემოარტყეს. ვიწრო შალვარი ალის ფერის აბრეშუმისა იყო. მხრებზედ წამოასხეს მშვენიერი და ძვირფასი სამეფო მანტია ღია ალისფერისა, ოქრომკედის არშიით მორთული და ზედ სხვა და სხვა ცხოველისა და ფრინვლის სახენი იყვნენ ქსოვით გამოყვანილნი, ხოლო სახენი ცხადად ვერ განირჩეოდნენ. რადგანაც ძალიან ხშირად იყო დაფენილი მარგალიტით და ძვირფასის ქვითა. ორივე ხელზედ სამ-სამი ხალასი ოქროს რგოლები ჰქონდა გაკეთებული; განიერი ჯიღა მძიმე ოქროსი მარგალიტით ჰქონდა მორთული. სკიპტრის მცველმა მოართვა გრძელი ოქროს ყავარჯენი, რომლის თავზედაც გამოსახული იყო სიმრგვლე ქვეყნისა მთლიანის ძვირფასის ქვისა და შიგ ქვაში ჩასმული იყო ოქროს ჯვარი.

იმპერატორი წამოდგა და გაემართა კარისაკენ.

— მაღლა ქუსლიანი ფეხთ-საცმელიც, ხელმწიფეო, მოახსენა მსახურმა ჯერ კიდევ მუხლზედ დაჩოქილმა.

— არა, დღეს ჩემთვის საჭირო არ არის ქუსლები, უპასუხა იუსტინიანეზ და გამოვიდა ოთახიდამ.

იგი ავიდა ლომთა კიბეზედ. ასე ერქვა ამ კიბეს, იმიტომ რომ საფეხურების ორსავ მხრივ ჩამომწკვრიებული იყო ოცდა ოთხი მარმარილოს ლომი, რომელიც ბელიზარის მოეტანა კართაღენიდამ. იუსტინიანემ აიარა კიბე და შევიდა საბჭოს დიდს დარბაზში, რომელსაც იერუსალემის დარბაზს უწოდნენ. ძვირფასად იყო მორთული ეს დარბაზი. მარტო იმის გუმბათსა ბიზანტიაში იმოდენა ფულად აფასებდნენ, რაც რაც მთელს იმპერიას შემოსავალი შემოუვიდოდა ორმოცდა ხუთს წელიწადში.

შესავალში სამი თაღი იყო შეკრული, ამათ შორის სამი რიგი იმპერატორის მცველნი იდგნენ ფარდას იქით მიფარებით. ნახევრად რგვალ დარბაზის ბოლოს ამაღლებული იყო ტახტი იუსტინიანესი და ამის მარცხნივ იდგა პირველზე უფრო დაბალი ტახტი თეოდორასი.

რა წამსაც დაინახეს იმპერატორი, მუნ შეკრებილნი იმპერიის დიდებულნი მიწას დაემხნენ. თეოდორაც ფეხზედ წამოდგა, დაბლა დაიხარა თავი და გულზედ ჯვარედინად ხელები დაიწყო. მას იმ ფერივე ტანისამოსი ეცვა რაც იუსტინიანეს, მხოლოდ მანტიაზედ ოქროს არშია არ ჰქონდა და სკიპტრა სპილოს ძვლისა ჰქონდა იმპერატორის სკიპტრაზედ უფრო მოკლე. თეოდორამ რაღაც ძგებით გადაავლო თვალი პატრიარქებს, არხიეპისკოპოზებს, ეპისკოპოზებს, დიდებულთა და სენატორებს, რომელთ ოქროს ხელები რგვლად იყო მორიგებული ტახტის ორივე მხრივ.

იუსტინიანემ დარბაზის შუა-გულზედ გაიარა. მივიდა ტახტთან და მარდად ავიდა. თორმეტი უმაღლესი კარის კაცნი ორივე ტახტის საფეხურებზედ ჩამომწკვრივდნენ, ყველას ხელში თეთრი ყავარჯენი ეჭირათ. ბუკის ხმამ აცნობა მიწაზედ დამხობილთ დიდებულთა, რომ მათ ნება აქვთ წამოდგნენ.

- ჩვენ მოგიწვიეთ თქვენ, წმინდანო მამანო და წარჩინებულნო დიდებულნო, ჰსთქვა იუსტინიანემ: რომ რჩევა გკითხოთ დიდად გასაჭირს საგანზედა. ხოლო მე თქვენს შორის არა ვხედავ ჩვენს magister militm per Orientem, ნარზესსა. სად არის იგი?

— წუხელის მოვიდა სპარსეთიდამ და ავადმყოფი წევს ლოგინშია, მოახსენა უფროსმა ხელჯოხიანმა.

— ჩვენი მეკანონე saeti palatii ტრიბუნიანისადღა?

ჯერ არ დაბრუნებულა იქიდამ, საცა შენის ბძანებით წასულია.

— ბელიზარი მაინც რატომ არ არის აქ?

— იგი ბიზანტიაში არ არის. იგი ეხლა ჰსცხოვრებს აზიის ზღვის პირას თავის წითელს სახლში.

— იგი როგორღაც გვერიდება ჩვენ და თავის წითელს სახლში რჩეობს ცხოვრებასა. ეგ ჩვენ არ მოგვწონს, ჰსთქვა იუსტინიანემ: ნეტა რად გვარიდებს თავს?

— სახლში ვერ ენახათ. იგი სანადიროდ წასულიყო და სპარსული ვეფხვები წაეყვანა საცდელად, მიუგო ხელჯოხიანმა.

— როცა საჭიროა მიშინ არასდროს ვერ ნახავთ, როცა საჭირო არ არის, მაშინ კი ყოველთვის აქ არის. მე არა ვარ ბელიზარის კმაყოფილი. მაშ მოისმინეთ იგი, რაც ამ ბოლოს დღეებში შევიტყეთ.

იუსტინიანემ უამბო იტალიის საქმეთა ვითარება. მას შემდეგ რაკი ბიზანტიამ უარი ჰყო გოთთაგან წარმოდგენილნი შერიგების პირობანი, გოთებმა ომი დაგვიწყესო. და დღეს აქამომდე ბედი იმათკენ არისო. ბარბაროზთა ხომალდებმა ერთი ერთმანეთზედ აიღესო ზღვის-პირა ქალაქები დალმაციაში, დაღუპეს იმპერატორის საომარი ხომალდებიო, დაიჭირესო. სიცილია და ყველგან თავიანთი მმართველები დააყენესო. ეგ კიდევ არაფერიო. ძლევა-მოსილობით წინ მოიწევიანო და იმპერიის საზღვარსაც შემოადგნენო.

ელდის ზარის ხმა მოისმა ყველასაგან ამ იმოპერატორის სიტყვებზედ. იუსტინიანემ განაგრძო სიტყვა მაგრამ წარბი შეიკრა და მრისხანედ ჰსთქვა:

— ისმინეთ, მოკლედ და გადაჭრით გეუბნებით: გუშინ ამბავი მომივიდა, რომ გოთნი ბიზანტიაზედ მოდიან.

სენატორნი შიშით ფეხზედ წამოვარდნენ სელებიდამ.

— დიაღ, ორივე მხრით მოდიან, განაგრძო იუსტინიანემ: ზღვით და ხმელეთით. თესალონნიკას შემოჰსდგომიან კიდეც, „ახალი კედელი“ ჩვენი დაუნგრევიათ, ამჟამად მათ წინაშე ბიზანტიის გზა გასხნილია და ჩვენ კი ჯარი არა გვყავს რომ წინ დავახვედროთ, ჩვენი ჯარი სულ სპარსეთის საზღვარზეა. თუმცა ესეა, მაგრამ მაინც ბარბაროზნი შერიგებას გვთხოვენ წინანდელის პირობითვე, ხოლო სიცილიაც ჩვენ დაგვითმეო. მე პაემანი ვითხოვე და გოთებმა მომცეს იმ აზრით, რომ ეგ პაემანი სამუდამო შერიგებით გათავდება მათგან წარმოდგენილ პირობებზედვე. მე ეგ აღუთქვი:

აქ იუსტინიანემ ცალის თვალით გადახედა დიდებულთა და მერე თეოდორასაც.

დიდებულთა გულზედ მოეშოთ, თეოდორამ თვალები დახუჭა, რომ თვალებს იგი არ გაეცათ და თრთოლით მოსჭიდა ხელი თავისის ტახტის ოქროს სახელურს.

— მე აღუთქვი, ჰსთქვა იუსტინიანემ: ხულო დავუმატე კი, რომ ჯერ დავეკითხები ჩემს მეუღლესა მეთქი და ჩემს გულის-ხმიერს სენატსა. მე, ჩემის მხრით, შერიგებაზედ თანხმობა გამომიცხადებია. ყველას სახე გაუნათლდა სიხარულითა.

- აბა თქვენ რაღას იტყვით? ეს კი გახსოვდეთ, რომ თუ შერიგებას უარ ვჰყოფთ, — რამდენიმე დღეს შემდეგ ბარბაროზნი ბიზანტიის კარს მოადგებიან. იტალიას რომ ითხოვენ — ეგ არაფერია. ეს რამდენიმე ათეული წელიწადი გასულა. რაც იტალია ჩვენგან დათმობილია. ორჯერ მიუსიეთ ბელიზარი ჯარით იტალიის ხელახლად დასაპყრობლად, მაგრამ ორჯერვე ბელიზარი ვერა გახდა რა.

— შევურიგდეთ! შევურიგდეთ! დაიგრიალეს ყოველმხრივ. ელჩნი, ეპისკოპოსნი, დიდებულნი, სარდალნი – სულ ყველანი მუხლებზედ დაეცნენ იმპერატორის წინ.

უწინაც მომხდარა რომ სარაცინნი, სპარსნი აღმოსავლეთით, მავრები სამხრეთით, ბოლგარნი და სლავიანები ჩრდილო-დასავლეთით მოსდგომოდნენ იმპერიის სამზღვრებს, ეოტებინოთ, აეკლოთ, დაემარცხებინოთ იმპერატორის ჯარი და დაუსჯელად უკანვე გაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რომ ვისმე დაეპყრა საბერძნეთის კუნძულები და ქალაქები, რომ ბიზანტიისაკენ გზა გახსნილი ჰქონოდა — ეგ თავის დღეში არ გაეგონათ. სასოწარკვეთილი ელდა და შიში გამოიხატა ყველას სახეზედა.

გულდადინჯებით, თითქო ჰსცდისო, გადაავლო იუსტინიანემ თვალი დიდებულებს მარჯვნივ და მარცხნივ.

— ხელახლად გკითხავთ, — ჰსთქვა მან: რას იტყვით, პაემანს შემდეგ ომს ირჩევთ თუ შერიგებას. ერთის სიტყვით შეიძლება შერიგება ვიყიდოთ იტალიის დათმობითა. ვინც ომსა რჩეობს, ხელი მაღლა აიწიოს.

არც ერთი ხელი არ გაინძრა. ყველას ეგონა, რომ იუსტინიანეს შერიგება უნდა.

(შემდეგი იქნება)

_______________

1ივერია. №№ 19, 21, 22, 23, 24 28 და 29

8 განხადება

▲back to top


განხადება

გამგეობა

მიხაილის აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკისა აცხადებს, რომ ძალითა . 17 ამა ბანკის წესდებისა, გამგეობაში გაიყიდება საზოგადო ვაჭრობით შემდგომი ქუთაისში მდებარე მამულები, რომელნიც ეკუთვნიან:

1. ნიკოლოზ ანტონის ძეს ფირალოვს, ერთსართულიანი ქვით-კირის სახლი.

2. ელისაბედ სვიმონის ასულს ჩარექოვისას, შვიდი ქვით-კირის დუქანი.

აგრეთვე შორაპნის უეზდის სოფელ კვალითს, ცხრა-წყაროს და ზოვრეთს მდებარე მამული.