საქართველოს მოამბე 8 (1863.08.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 უცნაური ნიშნობა ტფილისის საიდუმლოებთაგან.

▲back to top


1.1 ნაწილი მეორე

▲back to top


უცნაური ნიშნობა ტფილისის საიდუმლოებთაგან.

ნაწილი მეორე

თავი მეცხრე

IX

Падетъ въ нашъ умъ чуть видное зерно
И зрѣетъ въ немъ, питаясь жизни сокомъ;
Щевыревъ

იყო მაისი და მეათე საათი დღისა. ციაგი ცა გაკრული აქა იქ წვრილის თეთრი ღრუბლებით, რომელიც გამომჭვირვალის მათში მზის სხივებთაგან იხილვებოდა მშვენიერს ლაჟვარდ ხავერდათ, შეხამებულად შიგა და შიგ თითქო. თეთრის ყვავილებით, — უნებურად მიაქცევდა თავისზედ კაცისა თვალს, ნამეტნავად, უკეთუ იპოვებოდა მაში მცირედიც არი მაინც ბუნების მოყვარეობა.

მყუდრო ჰაერი და გარემო მისა ბუნების ცხოველობა, თითქო აიძულებდა ურიცხვთა ფრინველთაც თანამონაწილეობისადმი საზოგადო სიხარულში, რომელთაგან ამ მიზეზით ზოგნი მძიმედ და წყნარისა ფთაცემით ამოდ დაჰსტრიალებდენ ახლად გაღვიძებული დედამიწის ზემოდ და ზოგნი კი, ნამეტნავად მერცხლები, ცელქობდენ გასაოცარის სიმარდით დედა მიწისა მახლობლივ და დაჰფრინავდენ ჟიჟინით აქეთ იქით ტყორცილის ისარივით.

ძნელად საფიქრებელი ღა იყო, რო კაცი, ეს უპირატესი ქმნილება სულიერთა არსებათა შორის, არ მოსულ იყო გრძნობასა და აღტაცებაში, როდესაც ის, გარდა ზემოთ აღწერილისა, დაინახავდა სხვათა შორის მწვანის ხავერდით მოსილ დედამიწასაც, საიდამაც სხვა და სხვა ურიცხვი ყვავილები მოჰბერდენ იმ ჟამად ედემის კეთილ სუნნელებას, და სადაც, მასთანავე შეასწრობდა თვალს ურიცხვის მწვანითვე მოსილ ნერგთაც, რომელთაგან მოზდილნი იდგნენ ყელ მოღერებულნი ამაყად, და უსუსტესნი კი დახრილი იყვნენ ბულბულთა და სხვა წვრილთ ფრინველთა სიმძიმით მორბენალის მათ ძირს ბუტბუტით ნაკადულისაკენ, რომელსაც გარმონიულად შეჰრთვიდენ ისინი თავის მშვენიერს ხმასაც.

სწორეთ ამ დროს, როდესაც თითქმის რო ყოველი ბუნება იყო შვებას და განცხრომაში, — ორნი ხუთი წლის ქალი ყმანი ისხდენ სოფელს კვრინჩხიანს ერთს პატარა დაბალი ქვითკირის სახლში და ჩასცქეროდენ თავჩაღუნულები წიგნებს, რომელსაც კითხულობდენ სხაპასხუპით.

— აბა ტიტიკოჯან, აბა, ჰკითხა მჯდომარემ იმ ჟამად მათ ახლო თალხად მოსილმა ქალმა, რომელიც ქსოვდა ფერადი აბრაშუმის ქისას: რას ამბობს მაგით მოციქული? „პირველი ესე სიტყვა ვჰყავ, ჵი! ღვთის მოევარეო თეოფილე“.

— პილველათ გელაპალაკებიო, ალა დედიდაძან, მიუგო პატარა ვაჟმა და შეხედა თალხად მოსილ ქალს.

— დიახ! შვილო დიახ! აი! ბარაქალა ჩემო ტიტიკო, ბარაქალა.

აბა ახლა შენა, მაშიკოჯან, რასა ნიშნავს ეგ ფსალმუნი? „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დაჰსდგა.“

— ცუდი კაცი ნუ იქნებიო, განა ბებილოძან.

— ჰო ! შვილო, ჰო, – ოხ! ღმერთო, ნეტა როდის მოვესწრები იმათს…….. წორეთ შვილო, სწორეთ, რო ცუდი არა გაიფიქრო რაო გულში, რო ცოდვაში არ შეხვიდეო და რო იმ გზაზედაც, სადაც კაცნი ჰსცოდამენო, სულაც ნუ გაივლიო.

— ეგრე ჩემო თაიგულებო, ეგრე, აი! თქვენ კი გენაცვალოთ ნატალია; ვინძლო ჩემო გვრიტებო, ვინძლო, რო არ დაივიწყოთ, ოხ! ღვთიშობელო დედავ, შენ შემასწარ ამათს………. ახლაკი შვილებო, შეკეცეთ წიგნები და წადით სათამაშოთ, მაგრამ შორს კი არ სად წახვიდეთ, თორემ ხო იცით ავათ მოგეპყრობით და აღარც თქვენსავით პატარა ტობიას ისტორიას გეტყვით ვეება თევზი რო დაიჭირა, გესმისთ?

— ექლა, ექლა, დედიდაან, ბებილოძას, ექლა, ეხვეოდენ ქალ-ყმანი აქეთ იქიდამ დედიდა ნატალიას ველზედ და ეხვეწებოდენ მოთხრობისათვის, რადგანაც წინათვე იყო. დანერგილი მათში კარგად მცოდნე სამღთო წერილის და მეტადრე დაბადებისა ხსენებულის ნატალიასგან სურვილი სწავლისა, რომელთაც თითქმის რო ნახევარი ნაწილი მეტი სამღთო ისტორიისა, სულ ამ გვარის ზღაპრულის მოთხრობით ჰქონდათ ნასწავლი მისგან, მაგრამ ბრძენმა ნატალიამ, რო უფრო დანერგოს მათში სურვილი სწავლია, და ასწავლოს მასთანავე მოთმინება მორჩილებითურთ, მოიშორა ხსენნებულნი ქალ-ყმანი თავიდამ იმ დაპირებით, რომ მოუთხრობდა აღთქმულს ისტორიას დაწოლის დროს.

ამისა შემდეგ, რა საკვირველია, რო ყმაწვილებმა აღარ განმეორებინეს დედიდა ნატალიას ბძანება გარეთ თამაშობისაოვის, რადგანაც ყმაწვილური მათი ბუნება, უამისოთაც იწევდა გარეთ, როგორათაც ხელახლა დამწუვდეული გალიაში ფრინველი, და გამოცვივდენ გარეთ.

ყი! . .ყი! . .ყი! . .ყი! . . ყრო! . . ყრო ! . .ყრო! . . ყრო ! . . შემოსძახეს ამ ხმით ეზოში მყოფთ ბატებმა და ინდაურებმა ქალ-ყმათ, რა რომ გაცვივდენ ისინი გარეთ.

ეტყობოდა, რო ამ გვარ საზოგადო ხმაურობაზე მამლებმაც, რომლებიც მანამდე ევლებოდენ თავის დედლებს გვერდ გვერდ წასვლით და ცალის ფთის ფთხრიალით, საჭიროდ დაინახეს თავის გამოჩენა. ამ მიზეზით ფიცხლავ შედგნენ ისინი კლანჭებზედ, დაიგძელეს კისრები, გაშალეს იალქნებივით იფთები და შეჰსძახეს ხმა მაღლივ: ყი — ყლი—ყოოო!!

რაღა თქმა უნდოდა, რო ამის მნახავთ ქალ-ყმათ ბევრი აღარ იფიქრეს და ფიცხლავ მიესივნენ იმათ სამტეროდ.

ტიტიკო, რომელსაც იმ დროს მისდევდა უკან თავმომწონე ადუნტანტივით ყურებ დაჭრილი მურა და წინ კი მიუხტოდა ტაკი მასხარასავით კუდ მოგრეხილი შავი ფინია, ეტაკა მაშინვე ინდაურებს, გაბუებულებს იმ ჟამად თათრის ფაშებივით და ურტყა ერთი თუ ორი მარაოსავით გაშლილ ბოლოებში, მაგრამ უნდა ვსთქვათ ინდაურების გასამართლებლადაც, რო არც თუ ისინი დარჩნენ მას ხელ ცარიელები, რადგანაც იმათ, როდესაც დააჯერეს გული, რო ის იყო მათზედ სამტეროდ მისული, შემოუტიეს ფიცხლავ გულ მესისხლეთ და ჩაიგდეს შუაში.

მაშიკო კი, რომელიც ებძოდა იმ დროს ბატებს და, რომელიც იყო, რო გამოიფრინეს რამტენმამე მათგანმა სისინით და გამეეკიდნენ საკბენლად, იძახდა მაღლის ხმით: მისელეთ, მისელეთ.

ამის გამგონე ტიტიკოს დეეცა თავზარი და მოუმატა სიმხნეს. იმან მოიგერა როგორც იუო დიდის ცდით ინდაურები და გამოფრინდა მასვე წამს მაშიკოსაკენ გულს დახეთქებათ.

რაღა თქმა უნდოდა, რო ქალი ყმათ ერთი ერთმანეთის შემწეობით, ფიცხლავ მირეკეს ცემა ტყეპით მომდევარი ბატები დანარჩენებთან, რომლებთაც ამის გამო მოუმატეს რა უფრო ყიყინს, შეჯქუფნენ ერთათ, თითქო კარე შეკრესო და დადგნენ მზათ საომრათ.

— რა გინდათ ყმაწვილო მაგ ბატებისაგან, გამოსძახა გამდელმა სამოახლოდამ, რომელსაც შორი ახლო ჩამოუდიოდა პატარა ნაკადული, დახერული თითქმის განგებ ორივეს მხრიდამ აყრილი ნერგების ფოთლებით, — დაანებეთ თავი, თორე ეხლავ დაგაბეზღებთ ქალბატონთან.

— აგალა, აგალა, ვალდისახალ, აგალა, უპასუხეს ქალ-ყმათა და გაიქცნენ მინდვრისაკენ, რომელიც მდებარებდა იქვე, წვრილის აქა იქ ბუჩქებით, რადგანაც სახლი იდგა სოფლის ნაპირს.

იმათ სირბილში წამოფრინდნენ აქა იქ თუ ტოროლეები და თუ ტყის ჩიტები, რომლებსაც ფიცხლავ გამეეკიდნენ ხსენებულნი: მურა და ფინია.

გულმოსულობით მიესივნენ ქალ-ყმანი პეპელეებს და მკალიებს, მსხდომარეთ თუ ძირს და თუ ბალახებისა და ყვავილებისა თავებზედ, რომლებიც დიდის ღონის ძიებით ცდილობდენ გადარჩენას ამ უეცარის მტერის შემოსევისაგან.

ამასობაში მაშიკომ, რომელიც დარჩა უკან, წამოკრა ფეხი ბალახის ძირს და დაასქდა დედა მიწას პირქვე ხელების გაფარჩხვით. ამით გადიყვლიფა შუბლი, მოაყოლა ისეთს ტირილსა რო თითქო ესეს არი თავსა სჭრიანო.

რასაკვირველია რო, მაშიკოს ტირილმა ფიცხლავ მოსპო ტიტიკოში ხალისი მკალიეების და პეპლეების უკან დევნისა და საჩქაროდ მოიჭრა მასთან.

— აბა, ლა-ალი; ალა ფელია უნუგეშებდა ამ სიტყვებით ტიტიკო მოტირალ მაშიკოს, როდესაც წამოაყენა ის ფეხზედ, მაგრამ, როგორც ეტყობოდა ამ გვარი ნუგეში სრულებით ვერასა შველოდა მაშიკოს, რომელმაც უცებ შეიტყუპა პაწაწა თეთრი ხელები შუბლზედ და თავდაღუნულმა მოუმატა უფრო ტირილს.

– ალაფელია მეთქი ღმეთანი, მპაა!.. აი! აგა ლა-ლი, უყვავებდა განმეორებით ტიტიკო, რომელმაც აკოცა იმას შუბლზედ და წამოიყვანა ხელ დაჭერით შინისაკენ.

ამ გვარი სიყმაწვილითგანვე შეთვისება ქალ-ყმათა, ბოლოს და ბოლოს, ნამეტნავად, როდესაც ისინი ჩაცვივდენ გონებაში, გარდიქცა საშინელ გულის შემწველ სიყვარულად, რომლის გამოც თითქმის რო, ერთი უმეოროდ ვეღარა სძლებდენ.

ბევრი ცრემლი დაიღვარა ტიტიკოსა და მაშიკოს შუა, როდესაც ისინი მოკლეს ხნობით დაშორდენ ერთმანეთს, მეჩვიდმეტე წელიწადში, და როდესაც ტიტიკო წინააღმდეგ თავის სურვილისა, წავიდა თავის ბიძას ბძანებით ქართლის მხარეს ყმისა და მამულის მმართველად, ვითარსა გამოთხოვაშიაც დეეცა საწყლად ცნობა მიხდილი მაშიკო, მათ აღმზდელ ქვრივი ნატალიას ხელებზედ.

ეს მასწავლებელი და აღმზდელი მათი ქალი იყო ცნობილი მკითხველთადმი თალხათ მოსილი ნატალია, ქვრივი ქართლის თავადის დურმიშხან გვრიტიევისა, ოდესმე ძალიან შემძლებელის, მაგრამ ბოლოს რომელთამე გარემოებათაგან სიღარიბეში მიხრწეულისა. ამ მიზეზით კნეინა ნატალიას, როგორათაც უშვილო და ღარიბი, შეიწყნარა თავისთანვე მისმა ღვიძლმა ძმამ ლინეინის ბატალიონის პორუჩიკმა თავადმა ლუკა მელაძემ, რომელიც შემდეგ დაქვრივებისა უმემკვიდროთვე, შეეუღლა, მხოლოდ ფულის სიხარბით დაბალი გვარის სომხის ქალს, ზემოხსენებულს ოსანას, ეს ოსანა იყო ეგრევე ქვრივი პროვიანტის მაგაზიის ზედამხედავის ნადვორნი სოვეტნიკი ფადეი ივანიჩ ლიაღუშკინისა, რომელიც ბოლოს გაუბედურებელი იყო ბოროტმოქმედების გამო სამსახურში და დაკარგული ციბირში, სადაც კიდეც აღსრულდა ფრიად მოკლეს დროში.

ამ ლიაღუშკინისაგან ხსენებულ ოსანას დარჩა ერთი მხოლოდ სამი წლის ქალი, სახელად მაშიკო, რომელიც ხსენებულმა თავადმა მელაძემ უმემკვიდრობისავე გამო იშვილა და ფიცხლავ ჩააბარა თავის დას ნატალიას აღსაზრდელათ ქართულის სწავლით და ზნეობით ერთათ მისი დისწულის, ობლის დედით და მამით პატარა ტიტიკოსთან, რომელიც იყო ქართლისავე თავადთაგანი, გვარად პრასიევი, და მყოფი თვით იმა მელაძის აპეკას ქვეშე.

ეს პატარა ტიტიკო იყო ცნობილი მკითხველთადმივე ხავერდის ქულაჯიანი ყმაწვილი კაცი, რომელიც იმ ჟამად განაგებდა რა ყმასა და მამულს, ისევე მზრუნველობისა ქვეშე თავის ბიძის მელაძისა, გამოფრინდა უცებ ნადირობიდამ ქალაქისაკენ, რა რომ ჰსცნო დედიდა ნატალიას წიგნიდამ კნეინა ოსანას თვით ნებობითი, ქრმის ზაქათალაში მყოფობის ჟამს სამსახურისაგამო, განზრახვა, შესახებ თავისის სატრფო თანშეზდილი მაშიკოს დანიშნვისა უ. გუსინისზედ.

1.2 თავი მეათე

▲back to top


თავი მეათე

X

ნელ ნელა ჩუხჩუხებდენ პლიტაზე ჩამომწკრიებული სალდათის ვზვოდივით რუსული ქვაბები, და გამოჰსცემდენ სხვა და სხვა საყნოსელის დამატკბობელს ორთქლს, რომლის ყნოსვითაც. შეუძლებელი იყო, რო არ მოსლოდა კაცს ნერწევი, მეტადრე თუ ცოტათაც არ ექნებოდა მადაც.

— მითომ ვინა ბძანდები, რო გამოპტყელებულხარ კაი მქნელივით და ჩასცქერი დედა მიწას; შენმა გაოხრებამ, ჰსწორეთ ვერცხლის მადანს, იპოვნი მანდა, დიახ ჩააცქერდი ძალიან; ეეთრიე, ჩქარა! შეუტია სიმონა მზვარეულმა სოსიკო ბიჭს და წამოუვლო ჯოხს.

— ვერა ხედავ მაგ დასაბრმავებელი თვალებით, განაგძო მანვე, რო ქვაბებს დაუშვრიათ, მაიტა მალე წყალი; გამიპტყელდება ბატონო კაი მქნელივით, თითქო ბატონობა ამას დარჩენოდესო; შენმა გაოხრებამ, ვინც ბატონია, ის ხო ძალიან თვალში მიზის და შენ ხო………

— სიმონა, უთხრა შემოსულმა იმ ჟამად სამზვარეულოში თვრამეტი წლის მოახლემ მზვარეულს, ქალბატონმა ბძანა, ხო აღარა არი რო საჭირო ?

— რას მიბძანებ ჩემო, სულის ბატკანო?

— აი! ნუ რა გაგაგონოს რა ჩემა დედაღვთისამ, საკმაო არისო. საჭმელები, თუ არა? ჩქარა, ქალბატონი მელის.

— რას ამბობ გოგო, ხო ხედავ რო მძიმეთ მესმის, ახლო მოდი და ისე მითხარ.

— საჭმელებო, ეი! ყრუჩუნ, ჩასძახა თითქმის ყურში მოახლემ.

— რაო? საჭმელებიო; ჰო ! მესმის ახლა კი, მესმის, უპასუხა სიმონა მზვარეულმა სიტყვის განგრძელებით: დალოცვილო, ბარემ წეღანვე მეტყოდი აგრე და გაათავებდი, როგორ არა, საჭიროა, ძალიან საჭირო.

— რა! მითხარ მალე, ქალბატონი მელის.

— აი! რა გოგო, მაგრამ მაიტა აქ ხელი თითებზე დაგითვალო, თორემ შენ ხო გულ-მავიწყარა ხარ და გამართო ხელი, რომლითაც მიითრია ის უფრო ახლო:

— აი ! გოგო, განაგრძო მან, ჯერ ესა თქო, მოუკაკვა ნუკი, გესმის? ხო არ დაგავიწყდება, და მერე ესა თქო, და ამ სიტყვას თან უცებ გადაეხვია და ჩაფრო შტნა, მაგრამ არა ფერია თქო, მაახსენე, იოლათ წავალთ თქო.

— ქა! მიიდვა ტუჩებზედ თითი მოახლემ, ხედავ ამ კა . . . . .შვილმა, რა ოინი მიყო, დამაცა ჯერ ქალბატონს მოვახსენო, შე ყრუჩუნა ძაღლო შენა, დაიწყო გაჯავრებით გაწითლებულმა ყაყაჩოსავით მოახლემ ბუტბუტი და წამოვიდა კარებისაკენ.

— მაიცა გოგო, რას მირბიხარ, დაგწყევლა ღმერთმა; აღარ დამაცდი პატარასაც არი, რო მოვიგონო; ჰო! მართლა, გვინდა დიახ დაგვჭირდება, უთუოთ დაგვჭირდება.

— რა ეშმაკი დაგჭირდება და ქაი მაგ ურუჩუნა თავისთვინ, დამაცა შე პაჟარნო შენა….

— კარგი ჰო, ნუ ბზრიალდები ჯარასავით; რით ვერ გაიგე შე სულელო, რო დღეს ბატონებს ნიშნობა აქვსთ; თუ კი, შე სულელო შენა, აქაც არ დავინიშნებით, რატო არ იცი, რო არ ევარგება და არც სასიძო, ის აი — თავი რო თეთრ ბოლოკს მუუგავს, მოგვიწონებს; აბა რა გელაპარაკო, საცა ესეც არა გცოდნია, სხვა რა გეცოდინება; სულელი! მალ-მალე მაინც ჩამოდი ხოლმე შე სულელო შენა, რო პატარა ჭკუას ჩაგახვედრო, მაგრამ რა! ტყუილი არ არი, შააყარე კედელს ცერცვი, თუ კი არა შედის რა მაგ შენ ცარიელ გოგრაში. დაგიდგება ეგ თვალი, მისამარ ეხლავ მოიგე კაცის გული, თორე, ერთიც ვნახოთ ერთბაშად დაბერდე და გამოყრუვდე ჩვენი ბებერი ძაღლივით: მერე! აბა ერთი მითხარ, მერე ვინღა იქნება შენი ყურის მგდებელი; იქ ხო, იქ. გეყურება, იმ გძელ სოფელს, რუისზე დიდი რო არიო, იქ ხო, მაგ შენი კერპის გულის გამო დაგეხვევიან ეშმაკები; ის აი, ხო გინახავს ანჩიხატში, რქები რო აქვთ, და პირდაპირ ჯოჯოხეთში წაგათრევენ. აბა მაშინ გამოგძვრება ეგ თოკი აი, მერე თუ ბერებთანაც ჩაგაგდეს და გველებიც მოგეხვივნენ კისერზე, მისამართ დამიჯერე თუ ჭკუა გაქვს, და ეხლავ უპატრონე მაგ შენ თავს და მალმალე ჩამოდი ხოლმე, რო ეგებ შენ ვალს დროით მოვრჩე და პატარა გასწავლო რამე. თორემ ხო ხედავ, ლამის არის შენმა საცოდაობამ მეც ზეზეურად წამწყმიდოს.

— აი! მეხი კი დაგაყარე მაგ ყრუჩუნა თავზე, მიაკარა ქოქოლა მოახლემ ეგ შენი ქადაგება შენთვინ შეინახე, საჭირო არ გახლავთ.

— შაქრის პურები ხო საჭირო გახლავთ, აი თუ შენც მიირთმევ აა! აიდა, აიდა, ჩაიარე, საჭირო არა ბძანდები.

— ნუ მიქარამ კარგი, მითხარ მალე, რა მოვახსენო ქალბატონს.

— შეგინახო, ჰო, კარგი, კარგი, ჩემო სიცოცხლევ, კარგი, შეგინახავ, მაგრამ, ჰა! ქლბატონთან კი არა გრჯიდესრა, თორე თავის დღეში ზედ აღარ შემოგხედამ; წადი ახლა კი, ჩემო სულის ბატკანო, წადი და მაახსენე ქალბატონს, რო იოლათ წავალთ თქო, არაფერია თქო და უჩქმიტა ამასთანვე ლოყაზედ.

— აი! მეხიკი დაგეცა მაგ ოინბაზ თავზე, მეხი! მაგისათვინ დამაყენე განა? დამაცადე ჯერა ... წაიტუტუნა ხელახლა მოახლემ მუქარით და გამოვიდა გარეთ…..

1.3 თავი მეთერთმეტე

▲back to top


თავი მეთერთმეტე

XI

კვირას დილით მეათეს საათზედ კნეინა ოსანას სახლში, მდგომარეს, — როგორც მოხსენებულ არს ზემოთ კლდის უბნისაკენ, მოჩანდა რაღაც რამ ზომას გარეითად მოძრაობა.

მოსამსახურენი ამ სახლისა დიდის გულ-მოდგინებით დარბოდენ ქვემო ატაჟის ოთახში და ჰსწმენდნენ ზოგი პოლს, ზოგი კედლის სარკეებს, ზოგი ფანჯრებს და ზოგი მებელს; ხოლო მებატონენი კი, ესე იგი კნეინა სალომე თავის ქალით მაშიკოთი და ქვრივი კნეინა ნატალია გვრიტიევისა, ისხდენ ტანჩაცმულები სადღესასწაულოთ ზემოხსენებულ საწოლის ოთახში ჩუმათ და ჰფიქრობდენ ყოველი მათგანი თავ თავისთვის.

ცხადათ შეატყობდა კაცი, რო კნეინა ოსანას მხიარული სახის მეტყველებას, რომელიც წამ და უწუმ იხედებოდა ფანჯრიდამ ქუჩისაკენ და ეჭირა მასთანავე ცალი ყური პერედნის ზარისაკენაც — სრულიად არ ეთანხმებოდენ ორნი დანაშთენნი ქალნი: ესე იგი კნეინა ნატალია და მაშიკო.

სახის მეტყველება ამ ორთავესი ცხადათ აჩვენებდა კაცს, რომ ისინი იყვნენ იმ ჟამად მეტად ცუდს გუნებაზედ, რადგანაც, თითქო, მგლოვიარენი არიანო, ჰსწორეთ ისე ჰსწუხდენ რაღაზედაც, თუმცა კი კნეინა ნატალია, როგორათაც გამოცდილი ყოველს სოფლის დაუდგრომელობაში, ხშირად უნუგეშებდა ხოლმე ყმაწვილ ქალს თვალით და ანიშნებდა თითით თავისზედ, როდესაც მიიხედავდა ხოლმე ოსანა ფანჯრისაკენ, რომლითაც აგრძნობინებდა, რო. ნუ გეფიქრება მე აქა გყევარო.

ბოლოს ამ გვარი მდუმარება ამ სამთა პირთა შორის მოისპო. ისევე კნეინა ოსანას მხრით, რომელმაც დაუწყო. ხსენებულ მაშიკოს შემდგომი ლაპარაკი:

— შენ ჯანს ვენაცვალე, მაშიკო ჯან, რათა ხარ აგრე ფიქრინმა, ნუთუ არ გიხარიან შვილო, რო დიდი პომესჩიცა სხდები, რო ბევრი მილიონები გექნება, რო საკუთარი ეკიპაჟიც გექნება. ნუ შვილო ნუ, შენ ჯანს ვენაცვალე, ნუ იქ ფიქრი. იცი თუ მაშიკო ჯან, რა წვალება მიქნია შენთვინა, ოხ! ტერასტვაწ, შენ იცი ახლა შვილო, და შენ ქალობამ, თუ როგორი ტანტიკინი გახდები. ეს ქმარსაც ხო გიშოვე შვილო, მერე ისიც ვინა და, ნიკიტა მაკარიჩმა, იცი თუ როგორი ვინმეა. ოო! შვილო, ოო! მეტი კი რამეა, ნუ იქ, შენ გენაცვალე ნუ, იქ ფიქრი. ასეთი მხიარულიც უნდა ქნა თავი, რო, როცა გნახოს და თქვას თუ ჰო! აბა ასეთი ცოლი ვეძებდიო აი! ნუ, შვილო, ნუ ქუ ოქუნ მურნიმ, ნუ იქ ფიქრი, აგერ საცაა შენი ნიკიტა მაკარიჩმაც მოვა და მერე!.. ნუ შვილო, ნუ! აბა სად სოფლელი კნეინამ და სად დიდი რუსის პომესჩიცამ, მერე როცა ეკიპაჟითაც ჩაივლი სიონი მეჩ, უკანაც რო ლაქია, ბაბურის სალოფიც რო მხრებზედ, ჯიბეშიაც რო პოლიმპერიალები, გვერდითაც რო ნასწავლი ინჯენერი. ოო! შვილო, ოო! მერე როცა ღინერალშაც გახდები და კარებზედაც რო თოფიანი ყარაული გექნება, ოო! ხედამ, შვილო, თუ რა ბედი გიყავი? ნუ გენაცვალე, ნუ იქ ფიქრი! მეეხვია იმ დროს და აკოცა ქალს, რომელსაც უცებ გადმოჰსქდა თვალთაგან ნაკადულივით მდუღარე ცრემლები და რომელსაც ყოველი სიტყვა ოსანასი შესახებ მის ემჭვალებოდა ლახვარივით გულში და ცოტასღა უკლდა გულისა შემოყრას, რადგანაც მასთან შეზდილი ტიტიკო პრასიევის სიყვარული, ყოველს ოსანას სიტყვაზე, უფრო და უფრო ცხოველდებოდა მის უმანკო გულში მგზნებარე ცეცხლის ალივით და უგუბებდა სულს ამ უსიამოვნოს მდგომიარეობაში.

— ქალბატონო, მოახსენა შმოსულმა მოახლემ, სიმონა მზვარეულმა მოგახსენათ, რო საჭირო აღარა გახლავსთ რაო, იოლათ წავალთო.

– ბუდინიო, გოგო?

— ყველაო ქალბატონო, ყველა მზათ გახლდებათო.

— ლავ! ხისტ ლავ! მაშ აბა უთხარი ეხლავ ბიჭებსა და იმედესეულიც, გეყურება? კნეინამ ბძანა თქო, ყველანი თქო ეხლავ საპრაზნიკო ტანისამოსი ჩაიცვით თქო. გესმის, გოგო?

— დიახ, ქალბატონო, მოახსენა მოახლემ და გაბრუნდა კარებისაკენ.

— მაიცა ჯერ ალა! სოლომონა ბიჭიც უთხარი, რომ შესავალში ვინც ზარის წკარუნი ქმნას უთხარი, გესმის? ის ქენი უთხარი, მალე გაუღე უთხრი.

— ბატონი ბძანდებით ქალბატონო, ეხლავ ვეტყვი.

— მაშ აბა მალე, და ვინემ ამ სიტყვას დაასრულებდა, მართლა რა მოისმა შესავალიდამ ზარის წკარუნი, საითაც უცებ გაფრინდა თითონ ოსანა მწყაზარი ქორივით.

მიატანა რა ოსანამ სასტუმროს, ის იყო რო შემოყო თვი მაში ცნობილმა მკითხველთადმი სალომე იაგოროვნამაც, მორთულმა თალხებით ევროპიულის გემოვნებით.

— სალომე ჯან, შენა ბძანდები! ვუი! შენ ჯანს კი ვენაცვალე; კარგი რო მალე მობრძანდი; ოხ სალომეჯან, რა წყალში ჩავარდე, ჩემი მაშიკოა როგორღაც ფიქრიანია და არ ვიცი თუ რა ვქნა; ერთი, სალომე ჯან, შენ ჯანს გენაცვალე, ეგებ კარგი რამე იმედიანი დარიგებამ მისცე; ოხ თავში ტერასტვაწ, შენ ჩაუდე კაი ფიქრი ოხ! . . .

— აკი მოგახსენე კნეინავ, უპასუხა სალომემ. რო ნუ შაარჩენ მეთქი. წუხელ რო ბუტბუტით დაგვანება ნატალიამ თავი, განა არ ცოდი, რო ის კარგს არას დასთესამდა ამ საქმეში, მაგრამ მე რა მეთქმოდა, სტუმარი გახლდი და ერთი უცხო სული და თქვენ კი, კნეინა, ხმა არ გეეცით. ემანდა როგორ შეუგულიანებია; ვინ იცის, იქნება, რო უარიც ათქმევინოს სასიძოსათვის და აბა ახლა თქვენ თითონ იფიქრეთ, რაღა გვეშველება? ხო კარგა მოგეხსენებათ, რო სჯულით ქალის დატანება არავის არ შეუძლიან ქალისა.

— ვა! ინჩუ ასუმ ეს კნიკ! ახარ ჩემი მულმა თითონ შვილივით გაზარდა ჩემი მაშიკოა და ცუდი რათ მოინდომებს მისთვინა! არა! სალომეჯან, არა! ჩემი მულმა მაგას არა იქს, ის მეტი კაი ვინმეა, არა ! არა!

— თქვენი ნებაა. კნეინავ, მაგრამ. . . .

მანამ ესენი ამ საუბარს გაათავებდენ და შემოვიდოდენ საწოლში, მანამ საბრალობელი მაშიკო აფრქვევდა კნეინა ნატალიას გულზედ მდუღარე ცრემლებს, რომელსაც ჩეეკრა ის ფიცხლავ, რა რო გაიგულა დედა გარეთ, და ჰსტიროდა მწარეთ.

— ნუ იკლამ თავს, შვილო, ნუ, შენ გენაცვალოს ნატალია! აი საცაა ტიტიკოც გაჩნდება და კარგი გენაცვალე, კარგი, მოიწმიდე თვალები და გასწორდი, აგერ მგონი სტუმრებიც მოდიან. ადექ, შვილო, ადექი შენ გენაცვალოს ნატალია . . . ადექ. . . .

— დილა კარგა ყოფნისა, დაუკრა ამ დროს შემოსულმა საწოლში სალომე იაგოროვნამ კნეინა ნატალიას თავი და მიესალმა მასთანავე მაშიკოსაც პირზე კოცნით.

— ვუი! ჩემს თავს, რატო ეგრე ხარ მაშიკოჯან! ჰკითხა სა ლომემ, ვითომც თანამონაწილეობით: რა გიჭირს, ქალო, სატირალი; სხვანი კიდეც დანატრიან შენ ბედს, რო მაგისთანა ნასწავლი და მდიდარი ქმარი იშოვნე და შენ კი კიდეც სტირი? ვუი ჩემს თვალებს, ვუი! ეგ რა საკადრისია, შვილო, ნუ, ჩემო. მაშიკო, ნუ! მაგაზე შენ სატირალი არა გაქვს რა. მე მგონი რო კნეინა ნატალიაც დამეთანხმება, რო მაგისთანა საქმრო ბევრს არ შეხვედრია და არც შეხვდება; ალბათ, შვილო, ღმერთს შენთვინ ემეტებოდა და კიდეც მოგცა. ჭეშმარიტად ბედნიერ ვარსკკლავზედა ხარ, ჩემო მაშიკოჯან, დაბადებული, თორემ საიდამ სად . . . . .ნუ გენაცვალე, ნუ . . .

ამ დროს უცებ შემოვიდენ რამდენიმე ყმაწვილი კაცები და ქალები სასტუმროში, რომელთაც ფიცხლავ გეეგება პირველდებულათვე კნეინა ოსანა და მიიღო ალაგობრივ იქვე, სადაც რიგ რიგით გამოვიდენ ნატალია, სალომე და მაშიკოც.

— ო ო ო ! ტიტიკო! ტიტიკო! მშვიდობა შენი ნახვა, ჰსწორეთ სიდედრსა ჰყვარებიხარ, თუმცაკი შენი სასიმამრო ეხლა თურმე ირთამსო ცოლსა, შესძახეს პატარა ხანს უკან ყმაწვილმა კაცებმა ერთპირად და წავიდენ შემოსულის იმ ჟამად ყოვლისა მოულოდნელად ყმაწვილის კაცისაკენ, რომელსაც წამოუდგნენ ქალებიც ფეხზედ, და რომელიც ის იყო რო მოვიდა ქალაქში დავარდნილის ცხენით, რომელსაც ამ მიზეზით შეეწივნენ მუხაგვერდშივე ბიჭები საქალაქოს ტანისამოსით.

— მიშველეთ გენაცვალეთ, ვინა ხართ ქრისტიანები, დაიძახა მაღლის ხმით კნეინა ნატალიამ და მივარდა კავების წეწით მაშიკოს, რომელიც შემოსვლისვე ჟამს ტიტიკოსი სასტუმროში, უცებ დეეცა პოლზე შებნედილი და მიეღო ცნობა.

არ იქა, წყალი, წყალი, უთუოთ კარსეტმა შეაწუხა, წყალი ჩქაარა, იძახდენ ყმაწვილი კაცები და ქალები ხმამაღლივ, რომლებიც მწუხარებით ევლებოდენ გარს საბრალო მაშიკოს და რომელსაც ეგრევე ხმა მაღლივ დასტიროდენ თავს დაჩოქილები ტიტიკო, ნატალია და ოსანა.

1.4 თავი მეთორმეტე

▲back to top


თავი მეთორმეტე

XII

И на сыромъ тюрмы полу
Онъ свѣтитъ тускло одинокъ,
Какъ надъ болотомъ огонекъ.

Жуковскій.

ერთს ბნელს ოთახში, რომელშიაც შემოდიოდა მცირედი ნათელი, მხოლოდ სამხრეთის მხრივ ორის წვრილის ფანჯრიდამ, რომელთაც ჰქონდათ გაკეთებული გარედამ რკინის ჩარჩოებიც, ლოცულობდა დასავლეთისაკენ ხელების ერთათ შეტყუპვით დაჩოქილი რუსულ ფარაჯაზე, რომელზედაც ეწყო ცალ-მხარეზე პატარა სარკე და მეორეზე ხის სავარცხელი პატარას შავის კრიალოსნით, ერთი შავ წვერა ორმოც წლამდე მიხრწეული დაბალის ტანის ტუსაღი და იყრიდა მალ-მალ მუხლს. შემდგომის სიტვებით: ბის მილლაა — რახ-მან რახ-იმ.

— ვაი შენ მტერს, რაც შენმა ისმაილამ ვეღარა გიშველოსრა, წაიტუტუნა იმ დროს შორი ახლო მეორე ტუსაღმა და დაიწყო. წინ და უკან ბორკილების ჩხაკა ჩხუკით აგურის იატაკზედ სიარული.

— მე კი ცოტა ვაგლიჯე შე ნუ მამიკვდები, განაგრძო მანვე, ჩვენ თეთრ წმინდა გიორგის, თავ პირი ხვეწნით, მაგრამ ძაღლათაც არ ჩამაგდო, ეჰ! (გაიქნია თავი), ტყუილიღაა, აქ მოსულს ციმბირის მეტი ხსნა აღარა ჰქონია, არა! ძმობილო, მიუბრუნდა ამ კითხვით კედელზედ მიურდნობილ დაბალი ტანის პირბუტად ტუაღს, რომელიც იყო გართული იმ ჟამად იფიქრებში და არ იღებდა ხმა.

— აა? ძმობილო, ისე არ არი? რატო პასუხს არ მაძლევ? ნუ ნაღვლობ, იფიქრი არ არი, მალე გეეჩვევი. აი, მეც, როცა შენსავით სამი ვიყავ, ბევრჯელ ვაწყვიტე კედელს თავი, და თითქმის დავაპირე თავის მოკვლაც, მაგრამ, (გაიქნია თავი), სული ტკბილი ყოფილა, და ახლა კი, აი ხო მხედამ? ნუ გეფიქრება, შენც ესე იქნები.

– არ გესმის, კაცოო? რას დაჩუმებულხარ ახალი პატარძალივით. დიდება შენთვის, ღმერთო, შენთვინ გეუბნები, ჩემო ძამიავ, რო ფიქრმა არ გადაგიტანოს, თორე მე რა მენაღვლება. აი ხო ხედამ ამ წმინდა მლოცავს, ესეც შენსავითა ფიქრობდა, როცა.. მაგრამ ახლა კი, ხო ხედავ.

— იცი რა გითხრა. ძმობილო, მე და ამ წმინდა გვამს, აი მიწა მენახოს ამაზედ, თუ ტყუილი გითხრა, მე და ამას, რომელიც ამ წუთში ქაბაშია და მამადას პირ და პირ ელაპარაკება, მე და ამას ბევრი კაი დღე გვინახავს, მაგრამ ბოლოს კი გაიქნია თავი და დაფიქრდა. ჰხმ! თარაქამა მკვდარძაღლი! აი დაჰსწყევლოს ჩემმა თეთრმა წმინდა გიორგიმ, საიდამ რა გადამეკიდა შენი ჭირიმე; მამა მამას არ იცნობდა და პაპა პაპას. აი დაჰსწყევლოს ღმერთმა. ჰხმ! მკვდარძაღლი! ჰო! რას გეუბნებოდი? დიახ! მე და ამ სულძაღლს ბევრი კაი დღე გვინახავს; ხან ივრის პირს დავკრავდით ხოლმე და ხან გაღმა გავდიოდით ბორჩალოსაკენ, და ეშმაკმა იცის, რას არა ვშვრებოდით, მაგრამ ბოლოს კი, ბოლოს... და მერე რა ნაირათა და, თითქო იარანლები არიანო, ისე სულ თოფიანი სალდათები და ცხენოსანი ამალა მოგვდევდენ წინ და უკან და ისე დიდის დიდებით კი მოგვაბძანეს ამ ოხერ ციხეში.

— ასე ჩემო ძამიავ, დაიწყო მანვე, ფიქრი და მწუხარება აქ აღარას გამოგადგება, ისევ ამ ჩემ გიჟ ჭკუას დაუჯერე და გამხიარულდი. აი! საცაა ვახშამსაც მოგვიტანენ და მაშინ. . . . მაგრამ თავი ნუ მოგიკვდება ძმობილო, გეტყობა ჭკვიანს გევხარ და უთუოთ შამააცოცებდი; ერთათ ერთი აბაზით გამიმართე ხელი. იცი, ძმობილო, რისთვის მინდა? ეგებ იმ დაწყევლილ სტოროჟს კიდევ დავაწერინო. პირჯვარი და პატარა რამ ყელის გასასველებული მოვატანინო, თორემ შენი მტერი ლამის არი ამ ოხერმა მუცლის გვრემამ თან გადამიტანოს. აკი გითხარ. ვაი! შენ და ოხრობა, თუ შენ ქერქში დადგე. ჩაიკრა ძალზე მუცელში ხელი: ორი შაური, რო იმას მივცე, ეყოფა განა? მაღალ ღმერთ გაძლევ თავდებათ, რო რამ წმ ამ ოხერი ადგილიდამ გავალთ, პირველ ნადავლს სულ შენ მოგცემ ხელი შეუალათ ერთ აბაზში.

— ჰა! რას იტყვი ძმობილო, ყაბული ხარ, თუ არა? ფიე! შენ გეუბნები, კაცოო, დაუყვირა რაც ძალი და ღონე ჰქონდა: დაურუვდი თუ, აი დიდება შენთვის ღმერთო.

როგორც ეტყობოდა ამ გვარი მოსაუბრე ტუსაღი უბედობა სრულებით არ შესდიოდა თავში კედელზედ მიყრდნობილ ტუსაღს, გატაცებულს ღრმა ფიქრებისაგან, რომელმაც არამც თუ არ აღირსა პასუხი, არამედ არც კი შეიხარა წარბი, და რომელიც შეჰკრთა დამნაშავესავით უცებ, მხოლოდ კარების ჭრიალზედ, საიდამაც შემოყო თავი მაღალ მაღალმა თეთრ ბაკებიანმა სტოროჟმა, რომელსაც ეჭირა ცალის ხელით ანთებული ფარანი და მეორეთი პური და ჭურჭლით წყალი.

— რა ყვირილი გაქვთ აქა ჰა ! Чортова куклы! შეუტია სტოროჟმა ტუსაღებს ფეხებს ბრახუნით: არ იცით თქვე ეშმაკის შვილებო თქვენა, რო ხმა მაღლა ლაპარაკი აკრძალულია აქა. Ахъ! вы каторжные, თითქო თათრის მეიდანში იყვნენო. Разбойники етакiе!

— შენ რაღას იღრიჯები მაინდამ ეშმაკივით, მიუბრუნდა ახლა წერომით კედელზე მიყრდნობილ ტუსაღს: ემანდ ეგ პური და ეგ წყალი, დაჯექ და ხეთქე.

— ნუ გამიწყრებით, ჩემო ბატონო, მოახსენა კედელზედ მიყრდნობილმა ტუსაღმა თავის ძირ დაღებით: მე მხოლოდ კარში გასვლასა გთხოვთ.

– როგორ? წამეეთრიე მაშ მალე, და წაიყვანა კარებისაკენ, რომელსაც მიმავალობაში ჩუმათ ამოუდო რაღაც რამ ხელცახოცში გამოკრული ნივთი, და შეუჭყივლა, რატო გასახლული არ გაცვია ჰა! ავაზაკო!

— დადექი აქა, შემოუძახა ხმა მაღლივვე ფეხების ბრახუნით, გავიდა საჩქაროთ გარეთ, და გაიკეტა კარებიც.

— რა ჰქენ? წასტუტუნა ჩუმათ აივანში გამოსულ სტოროჟს ციხის ზედამხედავმა.

— მივეც.

— იცის რაც არი?

— არა!

— მაშ როგორ იქნება?

— თითონ გაიგებს.

— მაშ აბა მალე.

პატარა ხანს უკან შემოვიდენ ხსენებულ ოთახში ზედამხედავი, სტოროჟი და ორი თოფიანი სალდათი.

— ხო არა გაკლიათრა, ჰკითხა ტუსაღებს ზედამხედავმა ალერსით, რომელთაგან ორნი ძალზე ილუკმებოდენ ხუთის დღის დამშეულივით.

— ღვთისა და თქვენის წყალობით არა გვიჭირს რა, ბატონო, მიუგეს ტუსაღებმა ერთ პირად და დაუკრეს მძიმედ თავი.

— ეს რაღათა დგას აქა? ჰკითხა წარბების შეკვრით ზედამხედავმა სტოროჟს.

— გარეთ გასვლას ითხოვს, მოახსენა სტოროჟმა კრძალვით.

— გარეთ გასვლას! წაიტუტუნა ზედამხედავმა, მაშ აბა წაიყვანეთ, მაგრამ სიფთხილით კი, უბრძანა სალდათებს; თვალებზე ეტყობა, რო ეს დიდი რაზბოინიკი უნდა იყოს. აი, ძმობილო, ჩაგვივარდი ბრჭყალებში თუ არა! დაუქნია კარებთან მდგომ ტუსაღს მუქარით თითი და გავიდა გარეთ.

— Ради служить Ваше Благородiе, — უპასუხეს სალდათებმა და ჩაიყენეს შუაში ხსენებული ტუსაღი, რომელიც წაიყვანეს საჭირო ადგილისაკენ.

საჭირო ადგილი, საითაც მიჰყვანდათ სალდათებს ტუსაღი იყო მიდგმული ზედ ფიქალ კლდეზედ სამხრეთის მხრივ, რომლიდამაც იყო გატანილი გვირაბად პატარა დოლაბიც უწმიდურების გასასვლელად.

როგორათაც სიმკვიდრე იმ ადგილისა, ეგრევე თვით სიმაღლე კლდისა, რომელზედაც იყო ის გადაკიდებული, არ აძლევდა კაცს ნებას მოეფიქრებინა, შეიძლებოდა როდისმე განეზრახა იქ შესულს ტუსაღს გაქცევა ციხიდამ იმ გზით, თუ არა? მაგრამ როგორც დავინახავთ ბოლოს, დიდათ მოჰსტყუვდენ მცველნი, რომელნიც მიენდვნენ რა სიმაგრეს და სიმაღლეს ადგილისას, გეებნენ უაზრობით მის შორი ახლო ხშირ ლაპარაკს თოფებზედ დაბჯენილები.

დარჩა რა შესული საჭირო ადგილში ტუსაღი მარტოდ, ამოიოხრა თავისუფლად და გამოაღო მიცემული სტოროჟისგან ნივთი ხელების თრთოლით.

ცოტას ღა უკლდა, რო არ უღალატა გულმა, და არ შესძახა სიხარულით, როდესაც გახსნისავე უმალ ნახა წვრილი ტილო, ერთმანერთზე გძლად გადაკერებული, რომელიც აცნობებდა, რო სახსარი შენის თავისუფლებისა მე ვარო, მაგრამ გაიმაგრა რა როგორც იყო ხელის მოჭერით გული, წამოვიდა ფიცხლავ კარებისაკენ ფეხაკრეფით ყარაულების დასაზვერავად.

— აბა, თევდორე, ახლაა შენი დრო, თუ შეგიძლიან რამე, წიტუტუნა იმან გულის კანკალით, რა ნახა რო ყარაულები კარგა მანძილზე გაშორებოდენ საჭირო ალაგს და ბაასობდნენ ერთმანერთში გულ-მინებულები, და შეუდგა მაშინათვე საქმეს.

სკამი, რომელიც იდგა გამოქვაბულ კლდეზედ გამოიღო იმან სიფთხილით და გაამაგრა კედელზედ მიყუდებით. შემდეგ მოაბა მას ცალი ტილოს წვერი და დანარჩენი კი ჩაუშვა შიგ გამოქვაბილ დოლაბში, რომელსაც ჩაჰყვა თითონაც გველივით და რამთენსამე წამს უკან გაცოცდა დიდის ცდით და წვალებით ციხეს გარეთ სრულიად შესვრილი უწმიდურებით, სადაც ის იყო, რო დეეკიდა კიდეც ჰაერში ფრინველივით. იფიქრებდა კაცი, რო თვით ბუნება ეწინააღმდეგებაო. მის გაქცევას, რადგანაც ნაცვლად წყნარის და მყუდროს ჰაერისა, უეცრად ამოვარდა ჩრდილოეთიდამ მძაფრი ქარი და გრიალით უვლიდა მეტეხის კლდეს, რომელიც უციებდა სისხლს ყოგელა სულდგმულს.

ამის მიხედვით ძნელად ღა წარმოიდგენდა კაცი მაშინდელ მის მდგომიარეობას, რომელსაც ბნელი ღამე, რომლის გამოც თითქმის რო არა სჩანდარა თვალით, საშინელი უფსკრული, რომელზედაც ის იყო დაკიდებული, მძაფრი ქარი, რომელიც ძლიერებით გლეჯდა ხელიდამ გადახვეულ მარცხენა მკლავზედ ტილოს, რომლის ქვემო ნაწილი კიდეც ეეტაცნა მეტეხის საყდრის სისწორ და მტკვრის გრიალი, რომელიც ცოტადღა მხოლოდ ადიოდა მას თან, არ იყო სრულებით უფანტავდენ გონებას დ მიიყვანდენ სასოწარკვეთილებაში, მაგრამ ცალკე ყარაულების შიში და ცალკე თავისუფლების სურვილი ამხნევებდა მას რაც ღონე იყო ჯერ ხანობით.

სისხლის ოფლით ეწინააღმდეგებოდა ის ამ საშინელ ბუნების მძვინვარებას, მაგრამ ყოველი მისი სიმხნე და გულოვნობა, როგორც ეტყობოდა რჩებოდა ამაოდ და უქმად.

ამ მიზეზით და რა ნახა, რო შველა აღარ საიდამ აღარ იყო, მწუხარებით, აიხედა იმან ცაში, სადაც ჰფიქრობდა, რო იპოვიდა ხელის ამპყრობელს, მაგრამ მის საუბედუროთ ვერა ჰპოვარა გარდა სიბნელის და ბუნების სიცოფისა.

დაბოლოს, დაიხედა მწუხარებითვე ძირს და იქაც, ჰოი, უბედურებავ! გული მისი შეთრთოლდა შიშით, როდესაც კარგად გამოიკვლია, რო ის იყო დაკიდებული საშინელ უფსკრულზედ.

აღარ იცოდა თუ რა ექნა საბრალო ტუსაღს, რომელსაც წამ დაუწუმ უწუხდებოდა გული და უბნელდებოდა თვალი.

ბოლოს თითქო რაღამაც გაუელვაო თავში და ეხლა გამოიღვიძაო ძილიდამ ისე უცებ შეჰსძახა გულ საკვდავათ;

— ოხ! ღმერთო, ღმერთო! იძახდა ის გოდებით: ნუ მომკლამ მოუნანიებლივ, შენ შეიბრალე ჩემი ყმაწვილ კაცობა, შენ შემოქ... და ვინემ დაასრულებდა ამ სიტყვას, უცებ მოაშორა მძაფრმა ქარმა კლდეს, რომელსაც ებღაუჭებოდა სისხლიანის ხელებით წყალში დამხრჩვალი კაცივით და გაჰსტყორცნა შორს.

იფიქრებდა კაცი, რო ახლა კი სწორედ მიაგოო ღმერთმა სამაგიერო, რადგანაც მისგან დაჩაგრულ კაცთ წყევა ცხადად ღაღადებდა მის წინაშე, მაგრამ ჯერ ხანობით დაიფარა აქაც მისმა საკვირველმა ძლიერმა ბუნებამ.

სწორედ იმ დროს, როდესაც ის იყო, რო წასტაცა იმას ხელიდამ ქარმა ტილო და აპირებდა თავდაყირა წამოსვლას, სადაც მიელოდენ მსხვერპლად მიყრილი ზედიზედ კლდის ლოდები და სადაც შორი ახლო აჩქაფუნებდა მტკვრის ტალღაც უცებ მოჰკრა იმან დიდის სიმხნით და სიმარდით ხელი ტილოს და შეიმაგრა ისევ თავი.

შემდეგ ამისა, თუმცა დიდის ცდით და გამოუთქმელის მწუხარებით დეეშვა ნელ ნელა ძირს ტილოზედ, სადაც ყოველი ნაბიჯი, თითქმის, რო აკლებდა მას თითო. წლის სიცოცხლეს, მაგრამ მისდა საუბედუროდ, აქაც უღალატა წყეულმა ბედმა და ტილო აღმოჩნდა მოკლე.

მედგრათ აქანაებდა იმას მძაფრი ქარი ძელზე დამოკიდებული დამხრჩვალი კაცივით და ანარცხებდა მკვეთელ კლდეს, მას ჰსდიოდა ამის გამო თითქმის უოველის სახსრიდამ სისხლის ღვარი.

— ოხ დამბადებელო! დაიძახა იმან გულის მომწყვლელის სიტყვით, რა ნახა რო სრულებით მოაკლდა მკლავებში ძალი და აღარ შეეძლო თავის შემაგრება: შენ მომიტევე ჩემი შეცოდება, შენ უპატრონუ ჩემ უსინათლო დედას, შენ ჰო ღმერთო. . . . და ამ სიტყვასთან წამოვიდა თავქვე ტრიალით.

1.5 თავი მეცამეტე

▲back to top


თავი მეცამეტე

XIII

იქნებოდა თორმეტი საათი ღამისა, როდესაც ერთს დაბალი სახლის სარდაფში, რომელიც იდგა გარეთუბნის მხარეს ზედ მტკვრის პირზედ, ისხდენ აქა იქ ჯგუფად რამდენიმე სხვა და სხვა წლოვანების და სახის მეტყველების პირნი.

შუქი ქონის სანთლისა, რომელიც იდგა შიგ კუთხეში და ჰქონდა წინადამ აფარებული კარების მხრივ შავი წამოსასხამი ნაბადი, ბუნდათ დეეცემოდა ზოგ მათ პირთაგანს, რომელნიც ამის გამო ემსგავსებოდენ არა წმიდა სულთ.

სახის მეტყველება ამ პირთ, რომლებშიაც იპოვიდით, თუ იმერელს, თუ მეგრელს, თუ ოსს, თუ ქართველს და თუ თათარს, და რომელნიც ისხდენ ჩუმათ და განკრძალვით, ცხადათ დაგანახვებდათ, რო ისინი ელოდენ ვიღასაც, რადგანაც არა ფრისთანა მათში მოძრაობა, ანუ ხმა მაღლივ საუბარი ჯერ ხანობითიმ ჟამად არა სჩანდა რა.

ეტყობოდა, რო ჯერ არ მოახლებულიო. ის დრო, როდესაც შეეძლოთ იმათ თავისუფლებით ხმა მაღლა ლაპარაკი, ანუ რისამე საქმის დაწყობა.

ამ დროს შტაბის საათმა დაჰკრა ერთი, და იყო რო კიდეც მიახლოვდენ ხსენებულ სარდაფს ორნი სხვა პირნიც, რომელთაც ესხათ შავი პლაშჩები და რომელთაგან, ერთი იყო დაბალი

ტანისა, გამხდარი და ბაკებიანი და მეორე კი პირბუტაღი, დაბალი ტანისავე, ჯმუხი და დარგვალებული მორგვივით.

— მიხეილ, ჰკითხა პირველმა მეორეს მიმავალობაში, როგორ ფიქრობ, ექნება ამ ჩვენ დაწყობილებას წარმატება?

— უთუოდ! უპასუხა მეორემ.

— ის რო იქ გეება?

ამ დროს უცებ მოისმა ნიშნობლივი სარდაფის კარების რევა.

— აა! ჩვენები არიან, ჩვენები, შეჰსძახა მოუთმენელობით პირველმა შავ პლასჩიანმა, რომელიც, როგორც ეტყობოდა უფროსობდა ყოველს იქ მყოფ პირზედ და უბძანა საჩქაროდ კარების გაღება, საიდამაც მართლად რომ შემოვიდენ ორ შავ ნაბდიანნი პირნი ქაქანით.

– ვაჟი თუ ქალი, ჩემო მწყაზარებო, ჰკითხა მოუთმენელობით შემოსულთ პირთ მეუფროსე შავ-პლასჩიანმა, რომელთაც სიმგრგვლივ შემეეხვივნენ დიდის მოუთმენელობითვე დანარჩენნი პირნიც.

– ვაჟი პატონო, ვაჟი, მიუგეს სიამოვნების ღიმილით შემოსულთ პირი.

— მართლა ბიჭებო, შეჰსძახა მეუფროსემ სიამოვნებით: აი, ბარაქალა, ბარაქალა; ვიცოდი, რო თავს დასდებდით ჩემთვის და კიდეც ისე აასრულეთ; აბა ახლა მიამბეთ კიდეცა, თუ როგორ გაძარა იმ საქმემ? აი ბარაქალა, ჩემო მწყაზარებო, ბარაქალა!

— აი! პატონო როგორ გახლდათ, დაიწყო იმ ორთაგან გახუამ: როცა თქვენის ბძანებით მე და ნიკოია გიახელით იქინა მტკვრის პირს უასაფხანის მახლობელად, სადაც ჩამოდის დაბახანის წყალიც, ჯერ ისტევე კარგაი ადრე გახლდათ, მაგრამე მეტის სიბნელით და ქარიშხალით მაინც კი სულ ვერასფერს ვერა ვხედავდით; ხომ კი ნიკოია, ისტე არ იყო? აპა ჰო! მაახსენე შენც პატონს, მიუბრუნდა მეორეს ამხანაგს ამ გვარის კითხვით.

— კი თქვენმა მზემ პატონო, ჰსწორედ ისტე გახლდათ, როგორც მოგახსენებსთ გახუა, უპასუხა ახლა მეორემ.

— ჰო! კარგი, მჯერა, მერე? უბძანა კვალად მეუფროსემ.

— მერე პატონო და, დაიწყო ისევე პირველმა, ვიყავით იქენა გაჩერებული კარგ ხანს, და ერთიც ვნახოთ რაღაც კივილიკი შემოგვესმა გაღმიდამ, ასტე არ იყო ნიკოია?

– კი პატონო.

– მასუკანე, პატონო, მე და ნიკოიამ ტანისამოსი იქანა დავტოვეთ და შევცურეთ, და როცა გევედით, ჩვენი თევდორია კიეგდო იქანა გულ-შემოყრილი და მკლავ ნაღრძობი, როდესაც ჩაშეეკრა ჩამოვარდნაში ქვისათვის. მაშინვე პატონო მოვასურიელეთ, შეუხვიეთ მკლავი და გევიყვანეთ ცურვით პირდაპირ დაბღებ წინ, სადაც ნიკოიამაც მოგვიტანა მერე ტანისამოსი. იქიდგანა პატონი, როგორც თქვენი ბძანება გვქონდა წევიყვანეთ ნელ ნელა კრწანისისაკენ და კვირიაის ბაღში ქვევრში ჩავსვით და ესტაა რომ იქიდამ აქანა გიახელით; ხომ კი ნიკოია, ასტეა არ იყო?

— სწორედ შენმა მზემ, დასტურა ასტე გახლდათ, პატონო.

— აი ბარაქალა ბიჭებო! ბარაქალა, გადეეხვია ამ სიტყვით მეუფროსე და აკოცა ორთავე, და აჩუქა მანეთიც.

— ბარაქალა ბიჭებო, ბარაქალა, მოისმა ყველასგან ეს ხმა, რო მელთაც არ იყო, რო მართლად მიიღეს დიდს სასიხარულოდ ამ გვარი გამარჯვება.

— მაშ აბა ძმებო, დაიწეო მეუფროსემ: რადგანაც ღმერთი ცხადათ ჩვენკენ არი, ახლა კი უნდა შეუდგეთ საქმეს; დღევანდლამდინ რაც მოხდა, თუ არ მოხდა, ის სულ გროშათ არა ღირს, რადგანაც ერთი მეორეს ძნელად ვენდობოდით, და რომ ამას იქით ჩვენში ერთობა იყოს და ნამდვილი კავშირი, ყველასა გმართებსთ მიიღოთ ჩემს დასარწმუნებელად თავ თავის სულზედ ფიცი.

— ხომ იცით ძმებო, დაიწყო მანვე, რომ ჩვენში ამ ჟამად ბევრი კეთილ-შობილიც ურევია და სამსახურის კაციც, მაგრამ ჩვენის სარფის გულისთვის დღეს სულ თანასწორნი ვართ, ანუ უნდა გავხდეთ, რადგანაც კარგად იცით, რო სიმდიდრე და დიდ-კაცობა, ბევრს არავის დაყოლია დედის მუცლიდამ.

ესეც ხომ იცით, რო, თუ კაცი მდიდარია, მაშინ ჩინებიც, დიდ-კაცობაც, ორდენებიც და ხალხში პატივის ცემაც, მომდინარეობენ მაზედ წვიმასავით; ამისათვის ყოველი კაცი ვალდებულია, თუ ამეების მიღება უნდა, ჯერ სიმდიდრის შოვნის თადარიკს შეუდგეს, როგორც და რას საშვალობითაც არ უნდა იყოს და მერე... ., მგონი საჭირო აღარ იქნება ბევრი ლაპარაკი, როდესაც გეტყვით რო თითონ თქვენ იცნობთ იმ პირთ, რომლებიც ამ ორი წლის წინათ ოდაბაშად და დაბღებათ ისხდენ და ახლა კი ყველაზე მეტნი ისინი არიან, თუ ფულით, თუ დიდ-კაცობით, თუ ჩინებით, თუ ორდენებით და თუ ხალხში პატივის ცემით . . .

აბა ახლა კარგა იფიქრეთ, რისგან მოხდა ეს ყველა, სულ ფულისაგან, სულ სიმდიდრის შეძინებისაგან, გესმით ძმებო, თუ არა?

— კი ბატონო, ავთეუ ხუც, უსტა, ჰო, პატონია, ბელადურ ვალლა, სწორედ აგრე გახლავსთ თქვენმა მზემ, დაიწყეს რიგ რიგით იმერლებმა, ოსებმა, მეგრელებმა, თათრებმა და ქართველებმა.

— მაშ ძმებო, გამიგონეთ, რას გეტევით: მე, რადგანაც ბუნებითადვე ვარ შექმნილი ღვთისაგან ტუსაღის სახსრად და ქვრივ ობლის ხელის ასაპყრობლად, რასაკვირველია, რო უფრო თქვენი ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის მოვალე ვარ რო ვიზრუნო და კიდეცა ვზრუნავ, ღმერთი ხოა გულთა-მხილველი; ვიცი რო არ ვარგა თავის ქება, მაგრამ მაინც კიდევ უნდა გითხრათ, რო ერთი ჩვენი მოძმეც, რომელიც საფათერაკოთ ჩავარდა მთავრობის ხელში, ისევ ჩემის მოწყალებით გამოვიდა მეტეხის ციხიდამ, რომელიც თითქმის რო სამაგალითო საქმეა.

— ასე ჩემო ძმებო, რასაკვირველია, რო მე უიმისოთაც დარწმუნებული ვარ, რო ყოველი თქვენგანი თავს გასწირავთ ჩემთვის და თითონ თქვენის არფისათვისაც, მაგრამ, რო ჩვენში დეეფუძნოს უფრო დიდი სიყვარული და ნდობა, ამიტომ საჭიროა, რო ყველამ მიიღოთ ფიცი იმ წესით, როგორც გეტყვისთ და წაგიკითხამსთ ეს ჩემი თანაშემწე, მიიშვირა პირბუტაყ დაბალი ტანის შავ-პლასჩიანზედ: და თუ ვინიცოობა, როგორმე მოხდება, რო რომელსამე თქვენგანს დაიჭერენ, იმისიც ნუ გეფიქრებათ; ისევ მე და ეს ჩემი თანაშემწე, როგორათაც კეთილ შობილნი და მოსამსახურე პირნი გაძლევთ პატიოსანს სიტყვას, რო ჩვენვე გამოგაშვებინებთ, როგორც აი დღეს ჩვენი თევდორეც გამოაშვებინეთ.

— თანახმა ხართ ძმებო, თუ არა?

— კი პატონი, ჰო! ბატონო დიახ ბატონო, და ასე ყველა სჯულის ხალხმა აღმოაჩინეს სურვილი თანხმობისა.

— აბა მაშ, მიხეილ გაისარჯენით და დაიფიცეთ, მოუბრუნდა ხსენებულს თანაშემწეს.

ამისა შემდეგ უ. თანაშემწემ ჯერ პირველად დაამწკვრია ყოველი იქ მყოფი სალდათის ვზვოდებივით და შემდეგ დააწყო რა აქეთ იქით სკამებზედ, ცალ ცალკე მაცხოვრის ხატი და ყორანი, დაიძახა:

— აბა წამოდექით ახლა კი წინ, ჯერ თქვენ იმერლებო, და დაიფიცეთ ასრე; ვფიცამ თქო ამ მაცხოვრის ხატსა თქო, რო რაც უნდა შეჭირვება არ მოგვადგეს თქო ამ ჩვენ საერთო და საძმო საქმეშია თქო, არა დროს არც გაგცეთ, არც გიღალატოთ დ არც ორგულად გავისარჯნეთ თქო; და თუ გაგცეთ თქო, და ან საძმო საქმის ღალატობაში შევიდეთ თქო, ამოვწყდეთ ცოლით, შვილით და ყველა ნათესავობითა თქო და არც საფლავი გვეღირსოს თქო, რო ისე ძაღლების შესაჭმელათ დავრჩეთ თქო და ჩვენი სულიც ჯოჯოხეთში წავიდეს თქო.

— ოჰ! ბატონო, მეტი რავა იქნება, ეგ მეტი მძიმე გახლავსთ, მიუგეს იმერლებმა არ შეიძლება, რო ცოტა სუბუქად დაგვაფიცოთ.

— რას მიქარამთ შეუტია თანაშემწემ, ფიცი ეს არის, ვისაცკი ძმობა და ერთგულობა უნდა; მაშ გეტყობათ, რო თქვენ ღალატი გიძევსთ გულში.

არ იყო, რო ამ გვარი ძალდატანებით ფიცის მიღებაზედ შექნეს აქეთ იქიდამ ყოველთა იქ მყოფთ ჩურჩული და დრტვინვა, მაგრამ, რა რო წამეეხმარა მეუფროსეც, საქმემ განვლო კეთილად და მიიღეს ყველამ ზემოხსენებული ფიცი, გარდა თათრებისა, რომელთაც იფიცეს ყორანზედ.

გათავდა რა ფიცი, დაიწყო ისევე მეუფროსემ:

რადგან, ძმებო, დღეს ვინც აქა ვართ ფიცითა ვართ შეკრულნი, ამისათვის მაწვევს მოვალეობა, როგორც თქვენს მეუფროსეს, რო ყოველი თქვენგანი დავაყენო თავ თავის გზაზედ.

— თქვენ, იმერლებო! აქ რო მაღალი ქუდები გვაქვს და გძელი თეთრი ჩადრები, ისინი უნდა დაიხუროთ და ჩადრები ზედ წამოისხათ, ასე რო, ყველას საჟენზედ მეტი სიმაღალე უნდა გქონდესთ, შემდეგ გოგირდი უნდა წაისვათ პირზე და ისე ბნელ ღამეში იაროთ ქუჩა ქუჩა, რო ვინც შემოგხედოთ არა წმიდა სულები ეგონოთ ისე ცარცოთ გამვლელ გამომვლელი.

— მეგრელებო! თქვენ სახლებს უნდა უმარჯოთ, საცა უფრო ბევრი სიმდიდრეა და თქვენებურად გამოზიდოთ.

— თქვენ, ქართველებო! საკუთრად ავლაბრში უნდა იდავლოთ.

— თათრებო! თქვენთვის მიწყალობებია სეიდაბათი და იმისი არე მარე და იმედი მაქვს რო თავს არ შეირცხვენთ.

— ოსებო! თქვენ კლდის უბანს და სოლოლაკის მხარეს გაბარებთ და ვინძლო რო არ შემარცხვინოთ.

— თქვენ, კეთილ-შობილებო! თითო თითომ ამათ უნდა უწინამძღვროთ და თვალ ყური გეჭიროთ, რო ფათერაკში არსად გეებნენ და დანაშთენთაკი მოძებნოთ, ხო არავინ გაჩენილა ახალ ბედა, რო ქაღალდში გავყვლიფოთ, და თქვენ კი გრიგოლ, ხვალ მეათე საათზე დილით უნდა გაისარჯნეთ და მობძანდეთ ჩემთან, რადგანაც ერთი ჩემი ნაცნობი აფიცარი აპირებს ხვალ დანიშვნას, რომელიც რიგზედ მსუქნათაა ფულით, და ეგებ ჩვენს მახეში გავაბათ და ის ფულები ხელთ ვიგდოთ.

— ახლა თქვენ იცით და თქვენმა ნამუსმა, თუ როგორ ან თქვენ თავს და ან მე მასახელებთ; იცოდეთ, რო ზეგ ამ დროს ყველას აქ გელით და ვნახოთ ვინ როგორის გამარჯვებით გამოცხადდებით.

— ახლა კი მშვიდობით ძმებო, უთხრა მეუფროსემ და გამოვიდა გარეთ ერთათ თავის თანაშემწით, რომლისა შემდეგ წავიდ–წამოვიდნენ დანაშთენნიც.

1.6 თავი მეთოთხმეტე

▲back to top


თავი მეთოთხმეტე

XIV

— ეი! დაიძახა მეცხრეს საათზედ კვირას დილით კრაოტიდამ გუსინინმა, რომელზედაც იწვა ის ისევე ტანთ გაუხდელი და უწესოდ.

— ბატონო! მოჰსცა ხმა თვალების ფშვნეტით და ზმორით ტრაფიმამ, საწოლის კარებიდამ, საიდამაც ის იყო რო წამოდგა ის, ბატონის დაძახებაზედ.

— რა ამბავია ეს? უჩვენა თავის თავზედ და მრგვალ სტოლზედ, რომელზედაც ეფინა ისევე სუფრა და იდგა ცარიელი თეფშები ცარიელისვე შტოფით უთავბოლოთ.

— Виноватъ баринь, მოახსენა ტრაფიმამ და დაუწო. მილაგება.

— Тото виноватъ, старой хрыч! წაიბუტბუტა გუსინინმა და წამოდგა ფეხზედ ზმორებით.

— აალაგე მალე და წადი ჩქარა დალაქთან; ჯერ მგონი რო სამოვარიც არ დაგიდგამს განა?

— ეხლავ მზათ გახლდებათ, ბატონო, მოახსენა ტრაფიმამ და შევიდა სამზვარეულოში.

ერთს საათს უკან თავ მოპარსული და პირ დაბანილი გუსინინი დადიოდა მძიმეთ წინ და უკან საწოლში, მიირთმევდა ჩაის, დარი იყო, რო მალ მალ იდებდა ხელს შუბლზედ, საიდამაც, როგორც ეტყობოდა, ჯერ კიდევაც არ იყო გამონელებული სიცხოვლე ბოლოს გადისვა რა ხელი შუბლზე, მივიდა სარკესთან ამპარტავნულის სახით.

— Ахъ чортъ побери! რატო ასე დასიებულივითა ვარ, წაიტუტუნა იმან, რა ჩაიხედა სარკეში; ან იქნება სარკე გაუწმედელია და ისე აჩვენებს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, უნდა მოვიგონო. რამე. ჰო! მართლა, მოვიგონებ, რო წუხელ მესამე მამლის ყივილამდე ვსაქმობდი მეთქი გენარლის მონდობილებით ჩემს ახალს დისტანციის შესახებ მეთქი, და ვინ რას მიხვდება, მეტადრე კნეინა ოსანა…

— უი! დაიძახა მანვე პატარა ხანს უკან,

— რას მიბძანებ, ბატონო.

— ახალი მუნდირი და აპელატები, გესმის?

— მეყურება, ბატონო.

— დროშკაც, თორმეტის ნახევარზე, მაგრამ კაი ცხენები კი უნდა ებნენ, ისეთი კი არა, როგორც გუშინდელები იყვნენ დამთხვეულები, – კარგები, გეეურება?

— მესმის, ბატონო, სუყველა მზათ გახლდებათ.

— ეს ვინღა ამოვიდნენ ბალკონზედ, აბა გაიხედე?

— თქვენი ნაცნობი პრისტავი გახლავთ ვიღაცა სტუმრით, მოახსენა იმავე წამს სასტუმროდამ დაბრუნებულმა ტრაფიმამ.

— როგორ! ზენონ ტერენტიევიჩი! რა საქმე გაჰსჩენია ასე ადრიანათ, წაიტუტუნა გუსინინმა და გავიდა სასტუმროში, სადაც ელოდენ სტუმრებიც.

— აა ზენონ ტერენტიევიჩ, აა! ნიკიტა მაკარიჩ, როგორ ბძანდებით, როგორ არის თქვენი სიმთელი, მიესალმნენ ასე ამ რიგათ ორნი ნაცნობნი ერთმანერთს.

— ნება მიბოძეთ, დაიწყო მასთანვე სტუმარმა გაგაცნოთ: ჩემი მეგობარი გორის უეზდის მებატონე გრიგოლ ბოსირელი, ყმაწვილი კაცი და კარგის სახის მეტყველებისა, გაუღიმა ტერენტიევიჩმა ხელების ფართი ფურთით და წავიდა დივანისაკენ.

— დიდათ სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი გაცნობა, ნამეტნავად, როდესაც ჩემი ახალი დისტანციის მებატონეც ბძანებულხართ, გთხოვთ უმორჩილესად, მიიწვია დივანზედ.

— დიდი ხანია, ყმაწვილო, ჰკითხა გუსინინმა ბოსორელს, როცა მოუსხდნენ გრგვალ სტოლს, რაც უეზდიდამ ჩამობძანდით? ან აქაური გზებისა ხომ არა მოგეხსენებათ რა?

— სულ მეოთხე დღეა, რაც გიახელით, ისიც შემთხვევის გამო, რო ძალუა ჩემი ცოტა შეუძლოთ შეგვექნა და აქ ჩამოვიყვანეთ საექიმოდა და გზებისას კი, თუ მიბძანებთ ამას მოგახსენებთ, რო ალაგ ალაგ ძალიან წამხდარი გახლავთ, რომელსაც თქვენი წინა მოადგილე, როგორღაც ყურს არ უგდებს; მგონი რო უფრო კი იმ მიზეზით, რო. ძალათ გადაიყვანეს იმერეთისაკენ.

— ვიცი, ვიცი, სუ ჩემი გამოჯავრებითა შვრება, დაიწყო გუსინინმა, მაგრამ აგრე რიგათ ადვილათ ვერ მომრჩება, ჯერ ავიდე ჩასაბარებლად. . . .

— მიკვირს, ნიკიტა მაკარიჩ, ჰკითხა ზენონ ტერენტიევიჩმა, რო აქამდინაც არ წაბძანებულხართ, ან იქნება მოწერილობა არა გაქვსთ ჯერა?

— როგორ არა, ბატონო, მაგრამ ღმერთმა დაუმადლოს გენერალს, პატივი მცა და ორი კვირის ოტპუსკი მიბოძა, რადგან დღეს . . . . .

— როგორ, განა შეგემთხვათ რამე ისეთი? ჰკითხა მანვე გაოცებით.

— არა ფერი სათქმელი, თვინიერ მისა, რო დღეს ვინიშნები.

— ოო ! მაშ მომილოცამ! მომილოცამ, აკოცა პირზედ ზენონ ტერენტიევიჩმა გუსინინს, რომელსაც ეგრევე მიულოცა ახალმა სტუმარმაც შემდგომის სიტყვებით; იმედი მექნება, რომ როდესაც თქვენ და თქვენი მეუღლე წამობძანდებით თქვენ ახალ დისტანციაში, გააბედნიერებთ ჩემ საწყალ ქოხსაც, რომელიც გახლავსთ შარა გზიდამ ვერსზედ. იქნება კი რო თქვენი საკადრისი პატივის ცემა ვერ გაგიწიოთ, მაგრამ ხო მოგეხსენებათ, რო კეთილი გული და ცარიელი პური, ყველასა ჰსჯობიაო.

— დიდის სიამოვნებით, უპასუხა გუსინინმა: მაგრამ ნაცვლად მისა თქვენც უმორჩილესადა გთხოვთ, რო რაც ხან ტფილისში დაყოთ, მალ მალე მობძანდებოდეთ ხოლმე; ჩემთვის გამოუთქმელი სიხარულია, თქვენმა მზემ, თქვენთან დაახლოება ნამეტნავად, როდესაც თქვენ ბძანდებით მეგობარი, ჩემის პირველის მეგობრისა, მიიხედა ზენონ ტერენტიევიჩისაკენ.

— მაშ უთუოთ. დღეს აპირებთ ნიშნობას? ჰკითხა ზენონ ტერენტიევიჩმs; ахъ! чортъ побери ის წეული საქმე მაინც არ მეეხვიათ ჩემთვის თავზედ, ხო მეც წამოგყვებოდით.

— მაგ გვარ მიზეზს მაინც არ მივიღებ ზენონ ტერენტიევიჩს საფუძვლად, რადგან თქვენის მეტი არავინ მყავს კეთილი მეგობარი და ამასთვის უთუოთ იმედი მექნება, რო დღეს თორმეტის ნახევარზედ ინებებთ და წამომყვებით თან.

— ეგ ძალიან კარგი ბატონო, მაგრამ. . . .

— Безъ всякаго მაგრამ, пожалуйста если хоть сколько нибудь питаете компѣ любовь.

— კარგი ბატონო, რაღა გეეწყობა, მაგრამ შეგვატყობინეთ მაინც, ვისზედ ინიშნებით.

— А! это другое дѣло, იცნობთ თავად ლუკა მელაძეს?

— აბა ვინ მელაძე? ის ხო არა ლინეინის ბატალიონის პორუჩიკი როა?

— გერგებათ გამოცანა, სწორეთ იმის ქალს მაშიკოზედ.

— რა ვქნა და. უპასუხა გაოცებით სტუმარმა, როგორც მე გამიგონია ის თავდა პირველათვე უშვილოა; დიდება შენდა ღმერთო, ასე მალე სად მიეცა ქალი და ისიც გასათხოვარი.

— ეე! ვაი, შენ გრიგოლს, წამოიძახა უცებ ბოსორელმა და დაიკრა შუბლზედ ხელი, სწორეთ ის იქნება შენმა მზემ; ვერა ხედა რა ოინბაზი ყოფილა.

— ვინა! როგორ? ჰკითხა განცვიფრებით ზენონ ტერენტიევიჩმა.

— ააი! ვითომ შენც პრისტავი ბძანდები რაღა; მე კი ორი დღის ჩამოსულმა სოფლიდამ უნდა ვიცოდე რაც ხდება შენ საპრისტაოში, და შენ კი …. ააი!....

— ბატონო და, იქნება ჩვენც ვიცნოთ, აბა ერთი ჯერ გვიბძანეთ ვისზედ ბძანებთ.

— ყმაწვილო! როგორ ვერ მიმხვდარ ხარ, რო ამ ჩვენ მეგობარს მოტყუებას უპირობენ. აი! დიდება შენთვის ღმერთო, მოდი და ენდე ახლანდელი საუკუნის ხალხს. აი დიდება შენთვის ღმერთო, გადიწერა პირჯვარი ჭერში შეხედვით.

— ყმაწვილო, რა დაგემართა, ერთი ჩვენც გაგვაგებინე, უთხრა ზენონ ტერენტიევიჩმა მოუთმენელობით, ჩვენ კი სულები დაგველია და.

— აი დიდება შენთვის, ღმერთო, რა ბევრი თავის მტვრევა უნდა, ყმაწვილო, ამ საქმესა, რო მელაძეს ერთი გერი ჰყავს, სომხის ქალიდამ მიქოლილი.

— Ааа! чортъ побери, ოიაღუშკინის ქვრივი რო იყო? ციმბირშიაც რო დაკარგეს? Правда, правда; знаю теперь знаю; вотъ было развесилъ ушитъ было развѣсилъ уши!

მოწყალენო ხელმწიფენო, დიქუხა უეცრივ მეხივით გუსინინმა, რომელიც ამ ლაპარაკში ხან წითლდებოდა და ხან ყვითლდებოდა მეტის მრისხანებით, და წამოვარდა კრესლიდამ თმებ აწეწილი.

— უმორჩილესად გთხოვთ დაიწყო მან თრთოლით და კბილების ძაგძაგით, გაუფთხილდეთ სტყვას, რადგანაც

— ბატონო, რა გაჯავრებთ, თქვენთვის მოგახსენებთ, რო არ მოტყუვდეთ, უპასუხა ზენონ ტერენტიევიჩმა, თორე მე რა მენაღვლება.

— საბუთი, ჩქარა? სადა გაქვთ საბუთი? იძახდა გიჟივით გუსისინი თვალების ბრიალით, რომელშიაც წამოუდგა სისხლი და რომელმაც ის იყო, რო ჰსტაცა ამასთანავე ხელი საყელოშიაც ზენონ ტერენტიევიჩს.

— ბატონო, რა გაცხარებთ, უთხრა ღიმილით ბოსორელმა გუსინინს და გამოგლიჯა ხელიდამ თავისი მოძმე, რომელიც ის იყო რო მოიბღუნძა მტრედივით, როდესაც ის მოხვდება ხოლმე მშიერი ქორის კლანებს. ჯერ დამშვიდდით, და საბუთს მე თითოს მო გახსენებთ. —

— ნიკიტა მიკარიჩ! დაიწყო იმ ჟამად გამხნევებულმა თავის მოძმის მიფარველობის ქვეშ, ზენონ ტერენტიევიჩმა, ეს საქმე ისე ცხადია და მართალი, როგორც ეხლა მე, თქვენი კეთილი მეგობარი თქვენ სახლში ვარ.

— Aa! წაივლო სიცოფით გუსინინმა თმებში ხელი და დეეშვა დივანზედ, შემდგომის სიტყვებით: Будъ ты проклята, Caлoме Ягоровна! Ты отравила мою жизнь; ты, о, вѣдьма ты Кіевская . . . . .

— ბატონო, და რასა სწუხართ მაგისთვის, უთხრა ბოსორელმა ღიმილითვე თუ კი თავადის ქალი გინდათ, თქვენმა მზემ ასეთ მზითვიან და მზეთუნახავ შეგრთამთ, რო საქართველოში არცა ვინ კი სჯობდეს. მოდი ზენონ, მიუბრუნდა თავის მოძმეს, ჩვენი სოფიკო შევრთოთ; ამის ბედზედ ბარემ ქალიც აქ არი ამ ჟამად დედის ავათ მყოფობის მიზეზით; მე მოგახსენებთ შესაფერნი არ იქნებიან.

– როგორ, კნიაზ კვრინჩხაძისა, მიუგო ზენონ ტერენტიევიჩმა, როდი მისცემს; აბა შენგან არ მიკვირს, კაცს ორასი კომლი ყმა ჰყავს და ერთათ ერთი ქალი მემკვიდრე; აბა ეგ რა ჭკუაში მოსატანია შენ გაზდას.

— მაგისი ფიქრი არ არი, მე მოვახერხებ; მართალია ბიძა ჩემი ამირინდო ცოტა ძველებური კაცია და რუსები არ უყვარს, მაგრამ შენის შემწეობით ზენონ, იმედი მაქვს რო პირჯვარი დავაწერინო: იცი ზენონ მე უფრო რისთვის მინდა რო ასე მოხდეს. იმ გადაყრუებულ ბიძა ჩემს ამოუნიჟია, ბატონო, გიჟივით, თუ არ თავად ნანიაძეს, სხვას არავის მივცემო; მაგრამ მე კი სწორე გითხრა ის უფალი ნანიაძე სრულებით თვალში არ მომდის, რადგანაც დიდიხანია, რაც მე და ის ერთმანეთს თხა და მგელივით უცქერით. გამოტეხილ გეუბნები ზენონ, რო არა მსურს, რო იმან გაიმარჯოს და დაჯდეს ორას კომლს და მოტენა აუარებელ სიმდიდრეს; ეს კი, ზენონ, ეს, რაკი შენი მეგობარი ბძანებულა, და მეც გავიცან, უთუოთ საფერი იქნება სოფიკოსთვის. დეე ისევ ამან გაიხაროს ყმითა და მამულით, ვინემც ჩემა მოსისხლე ნანიძემ. ეს სახლის პლანს მაინც დამიხატამს, როცა ვითხოვ და, აბა ის რას მარგებს, შენ გაზდას, შე ნუ მამიკვდები, ზენონ, აქა და თავადიშვილი ვარო, გვერთითაც აღარ გამიტარებს.

— Богъ съ вами съ вашимъ Нинiадзе! რაც გინდა ისა ქენით, მე რო საქმესა ვხედავ, მე ვიცი დღეს გამიფიცხებს კიდეც პოლიციმეისტერი, რადგანაც ხო ხედავ დამიგვიანდა, ამოიღო ამ დროს უბიდამ საათი და დახედა.

— Aa! чортъ побери, მოდი და, ახლა შენ მორჩი იმის საყვედურებს, მშვიდობით ნიკიტა მაკარიჩ, მშვიდობით, სამსახურში მივეჩქარები, ნურას უკაცრავად. აბა გრიგოლ არ მოდიხარ?

— როგორ არა, მე რაღას გავაკეთებ აქა, და წამაავლო ქუდს ხელი ბოსორელმაც, რომელიც გამეეთხოვა გუსინინს შემდგომის სიტყვებით: იმედი მაქვს, რო გაგვაბედნიერებთ, ერთიანათ თქვენის მეუღლითურთ, როცა წამობძანდებით გორისკენ.

— მოითმინეთ პატარა კიდევ, ყმაწვილებო, უთხრა დამშვიდებულმა იმ ჟამად გუსინინმა, დღეს ხო მაინც კვირაა და რას მიეჩქარებით.

— არა! არა! არ შემიძლიან, თქვენმა მზემ! უპასუხა ზენონ ტერენტიევიჩმა თავის გაქნევით და დაჰსწვდა ქუდს.

— რახან არ იშლით, ეს ყმაწვილი მაინც აქა ბძანდებოდეს, ასე უცებ თავის დანებება როგორ იქნება?

— ეგ თავისი ნება, თუ დარჩება მე რა ძალა შემიძლიან, რას იტყვი გრიგოლ?

— არ ვიცი თქვენმა მზემ, უპასუხა ბოსორელმა. მე ეხლა, რო იტყვიან, რო ორ წყალ შუაო, სწორეთ ისე ვარ, არც თუ თავის დანებება მინდა ამ ჩემი ახალის მეგობრისა, მერე ამისთანა დროს, და არც თუ ძალუა ჩემს მინდა ვაწყეინო, რადგან, თუ ვინიცობაა ექიმი მოუვიდა, ჩემის მეტს იქ რუსულის ლაპარაკი არა ვის შეუძლიან.

— მართლა ვერა გკითხე, რითა ბძანდება, ყმაწვილო, კნეინა მაკრინე ავათ? ჰკითხა ტერენტიევიჩმა.

— არ ვიცი თქვენმა მზემ, მიუგო ბოსორელმა რაღაც რამ მუხლების ტკივილი მოსდის ხოლმე კვირაში ერთხელ და აღარ აქვს საცოდავს სულის დგმა.

— წოლით ხო არა ბძანდება?

— არა თქვენმა მზემ დიდის საჭირო სახსალამათათ, მაგრამ როცა აუარდება ხოლმე კი, ღმერთმა შენ მტერს გააგონოს. ..

— აა! არა ფერია, რევმატიზმი ყოფილა, უთუოთ პიატიგორსკის წელები მოუხდება, წამოიძახა უცებ გუსინინმა.

— მშვიდობით, მშვიდობით ახლა კი, დაიძახა კვალად ზენონ ტერენტიევიჩმა: მაშ რჩები აქა გრიგოლ? მამიკითხე შენ გაზდას კნიაზი, კნეინა და სოფიოც; ეხლა შენც ხედავ რო სამსახურში მივეჩქარები და საღამოსთვის კი უთუოთ ვიახლები; ბოდიში მამხადე შენ გაზდას, ვინძლო არ დაგავიწყდეს, გაძახა კარებიდამ და გამოვიდა გარეთ ღიმილით, ცნობილი მკითხველთადმი სარდაფის კრების მეუფროსე გვარად ლიკინსკი.

— დაბძანდით, пожалуйста, სთხოვა გუსინინმა ბოსორელს, როდესაც დარჩნენ ისინი მხოლოდ ორნი; ჯერ მაინც ადრეა და რას მიეჩქარებით.

— მაშ ყმაწვილო, დაიწეო გუსინინმა, რაც წეღან ბძანეთ, სწორეთ მართალია?

— როგორც ეხლა მე თქვენთან გახლავარ.

— მაშ რა გვეშველება?

— აკი მოგახსენე, თუ გნებავსთ ჩემ ბიძაშვილ სოფიკოს შეგრთამთ, ორასი კომლის პატრონს და ურიცხვის სიმდიდრისას.

— რო არ მოგვცეს?

— მაგისი ფიქრი ნუ გაქვთ, მაგრამ უნდა კი ეხლავ გაგაიფთხილოთ, რო ბიძა ჩემი ამირანდო, მეტი დაჟინებული კაცია და ხარბი, თუმცა კი რიგი არ არი რო ვსთქვა ესენი ჩემ სისხლი ხორცზე, მაგრამ მეგობრობას რაღა გეეწყობა, და თუ როგორმე მომოვახერხებთ, ისევ თქვენ რო იცით რუსებმა: пыль глаза пустить, ჰსწორეთ ისე უნდა აუხვიოთ იმ ჩემ ბიძია კაცს თვალები მეც ამისათვის გაფთხილებთ ეხლავე, რო თუ კი გაბადიათ რამე სუ ზედ და ჯიბეში უნდა იქონიოთ, რომ თვალები აუჭრელდეს, ოო! საშნელი ძირი რამ არი, ასე გაშინჯეთ, ეს ხუთი წელიწადია გადავაკვდი ზედ, და თეთრი ულაყი ცხენი ვერ დავყარე ხელიდამ; ამოუნიჟია ბატონო გიჟივით: ქალის პატრონი ვარ, სიძე მეყოლება, იმათთვინაც საჭირო იქნება, და იმისთვის აღარც დისწულოო, და აღარც ნათესაობავ; ისევ თქვენ თუ მიშველით რასმე, თორემ იმისაგან ეშმაკიც ვერას გამოიტანს.

— მაგაზედ ნუ სწუხართ, ეხლავ მომირთმევია თქვენთვის და ისიც რაც თქვენა ბძანეთ ადვილია; ერთი ას თუმნამდინ სუ ბაჯაღლო ოქრო მაქვს მოგროვილი წვითა და დაგვით, გარდა ნივთებისა, და პირველ შემთხვევაშივე. ან ქაღალდში და ან მოსამსახურის მისაცემად, სუ ერთიანად სტოლზედ წამოვყრი და მაშინც ვერ. . . . მეტადრე თუ თქვენც შემეწევით, და დასძინებთ ჩემზედ, რო ვითომც დიდი ყმის და მამულის პატრონი ვარ ჩემ ქვეყანას.

— ჰო! დღეგძელი ბძანდებით, მეც ეგ მედო გულში, უცხო რამ იქნება, მერე ცოტცოტა ლობიებზედ ასონასის თამაშობაც უევარს! იფ! იფ! იფ! საუცხო რამარი, ახლა კი სწორეთ მოგილოცავთ, ღმერთმა ერთმანეთ შეგაბეროთ! ესეს არი დაბოლოვდა ჩვენი საქმე.

— დროშკა მზათ გახლავსთ, ბატონო, მახსენა შემოსულმა სასტუმროში ტრაიფიმამ.

— დაითხოვე, უბძანა გუსინისმა, ამპარტავანებით აღარარი საჭირო.

— როგორ დროშკა გახლავთ, ბარემ მე გიახლებით, ნება მიბოძეთ, ჰსთხოვა ბოსორელმა გუსინინს.

— მაითმინეთ შენ გაზდას, რას მიეჩქარებით, თქვენ ხო სამსახურის კაცი არა ბძანდებით, რო მიგეშურებოდეთ ლიკინსკივით; აი საცაა სადილობაც მატანს და ბარემ სადილიც ჩემთან ინებეთ.

— არა! თქვენმა მზემ, არ შემიძლიან, ვაი თუ დამემდუროს ძა — ლუა ჩემი და თქვენ თითონ იფიქრეთ, რო არ ევარგება, მერე რო ეს განზრახვაც წინ გვიძევს.

— მაშ თქვენი ნებაა, წაბძანდით, მაგრამ ჯერ რო ვერ გადავწყვიტეთ.

— რას მიბძანებთ გადაწყვეტილიცაა და მორჩენილიც; საღამო ზედ მერვე საათზედ უთუოთ გიახლებით და წაგიყვანთ კიდეც

— მაშ მოგელოდეთ?

— პატიოსანი სიტყვა, უპასუხა ბოსორელმა ამპარტავნებით და გამოვიდა გარეთ ღიმილითვე, რომელიც იყო სარდაფის კრებისვე, მილიციის ფიცარი, წამოსადეგი ტანისა და ჯმუხი. . . . .

ი. ბერიძე.

დასასრულ მეორე ნაწილისა.

2 ლექსები

▲back to top


2.1 (თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსი.)

▲back to top


(თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსი.)

ჭმუნვის მახვილი გულსა მსობია:
მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია?
ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო.
ჭოკრითით ჭვრეტა შეღამრჩომია;
განვშორებულვარ შენთანა შვებას,
თუმცა გონება შენთან მხდომია;
კმა-ყოფის გზათა გხედავ ხლართულად,
სურვილი უქმად გულს შემრჩომია;
გამმხეცებია, ვაჰ! სიყვარული,
და გულსა მიხოკს, ვითალომია.
აქსით გეაჯ, მიბრუნო. სული,
ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.
არ გესმის ოხვრა, ოხვრის მიზეზო,
სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია! . .
თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემ მკურნალად,
ვჰსცნო, რომ მე ბედი სრულად მწერომია;
რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფი
შეჰსწევიდოს, რადგან შესაწყდომია.

2.2 აჩრდილიდგან

▲back to top


(აჩრდილიდგან)

„წამხდარა ყველა: ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრათა შექმნილა ახოვანი იგი ცხოვრება!
აწ ის ცხოვრება თვის დენაში შეეენებულა. . .
იგი ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,
ბევრჯელ უსაგნოდ, ბევრჯელ აზრით აღელვებულა,
ქართვლის ბეჭედი ყოველთვისა ჰსჩენევია მას ზედ.
დენილა იგი ტანჯათ შორის და სიამეთა,
ხან დაცემულა და ლომსავით კვლავ აღდგომილა,
ხან შური, მტრობა და წადილი ჰსთხრიდა კითედა.
რომელთაც შორის ის ცხოვრება მძლავრი შობილა;
ბოლოს გათხრილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,
ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი,
სხვა და სხვა ცოტად გადმოსულან, გადმოგდებულან,
დაუნთქამთ შრომა წინაპართა სისხლით მორწყულნი.
როსღა ვიხილება მშვენიერს ამ ქვეყანასა
თვისს დიდების ნაშთა ზედა კვლავცა აღმდგარსა,
დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,
ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?
. . . . . . .. . . . . . .. . . . . . .. . . . . .
. . . . . . .. . . . . . .. . . . . . .. . . . . .

3 კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგათ აღზდისათვის

▲back to top


3.1 XIX. კონრადი ელვა-ქუხილს ცნობულობს.

▲back to top


XIX. კონრადი ელვა-ქუხილს ცნობულობს.

(გაგრძელება)

(იხ. „საქართველოს მოამბე №4)

უყურებდი რა ჩემს შვილს, რომ ისე ლამაზათ იზრდებოდა გაშლილს ჰაერში და სიამოვნით ატარებდა ხოლმე დროებას, — ვიტყოდი: ეს მდიდარი ხალხი სულელები ხომ არ არიან? არა, ნეტა რისთვის აშენებენ იმოდენა ქალაქებს, საცა ხალხი ძალიან ვიწროთა სცხოვრობს, საცა უშლიან ერთმანეთს, და იმათ შვილებს არა აქვთ სამყოფი წმინდა ჰაერი, არა აქვთ ერთი ბეწო ალაგი სათამაშოთ და მასთანაც სრულებით განშორებულები არიან ბუნებისაგან. ერთმა ვინმემ რომ გააკეთოს საგუბარი, ცუდის წყლით აამსოს, შიგ თევზები ჩაუყაროს და თევზები რომ დაიხოცნენ, სხვანი იტყოდნენ, რომ კარგად ვერ დაიჭირა თავისი საქმეო, — და როდესაც რამდენსამე ყმაწვილსა ერთს ოთახში მოაგწყვდევენ და ჩაჰკეტენ, მხოლოთ საცა არ არის ერთი ბეწო ალაგი, რომ ყმაწვილებმა ითამაშონ და გაიცნან ბუნება, — ამას კარგს საქმეთა ჰპოვებენ.

ერთხელ მე ბაღში ვიყავ და ცერცვს ვმარგლიდი. ცა აიმსო შავის ღრუბლებით; რამთვენჯერმე გაიელა და შორიდამ ქუხილი ისმოდა. კონრადმა დაიძახა: მამა, მამა! ცეცხლი, ცეცხლი! ამითი მივხვდი მე რომ ცუდი არ იქნებოდა მეჩვენებინა იმისათვის რა არის ელვა და ქუხილი, და მიმეხვედრებინა და ჩამეგონებინა, რომ არც ელვაში და არც ქუხილში საშიში არ არის რა. როცა გაიელვებდა მე დავანახვებდი ხოლმე ელვას და ვეუბნებოდი: უყურე! ეს ელვაა! როდესაც დაიქუხებდა მაშინაც დაუჭერდი ხელს და ვეტყოდი: ყური უგდე! ქუხს! იმან დააღო პირი და მალმალ ამბობდა: ქუხ — ელვ. . . . როდესაც ან ქუხლი იქმნებოდა ან ელვა. რადგანაც ქუხილში და ელვაში მე არაფერს შიშს არ ვაჩვენებდი, იმასაც არ ეშინოდა და მერე როდესაც იქნებოდა ხოლმე ქუხილი და ელვა — ყოვლის უშიშოთ, მშვიდობიანის სახით უყურებდა.

პასტორმა მამიწონა ესა. მე რომ ამ შემთხვევაში შიში მეჩვენებინა ყმაწვილისათვის,ისიც შაჰშინდებოდა და მერე ძნელი იქმნებოდა შიშისაგან გარდაჩვევა.

3.2 XX.

▲back to top


XX.

— ამის შემდეგ, მალე ჩემი ცოლის ძმა მოვიდა ჩვენთან და რასაკვირველია ნახა, თუ რა აღტაცებაში ვიყავი ჩემის კონრადისაგან; მაგრამ, იმის მაგიერ, რომ თითონაც ჩემთან გამხიარულებულიყო, თავპირი ჩამოუშვა, შუბლი შაიკრა და ფანჯარაში იყურებოდა.

— რამ მოგაწყინათ მაგრე? ვკითხე მე.

— აბა რა სიამოვნება მმართებს? მომიგო მან. მე აქა ვხედავ ლამაზს, ჯანმრთელს, მხიარულს და ჭკვიან ყმაწვილს, და როდესაც ის უხეიროები, ეშმაკები, საძაგლები ჩემი შვილები მამაგონდებიან ხოლმე — ჯავრისაგან აღარა ვარ. მრთელი წელიწადი იმათ სურავანდი არ გამოლევიათ, ერთი იმათგანი ყოველთვის ავათ არის; ერთი წამოდგება თუ არა ახლა მეორე უნდა ჩაწვეს ქვეშაგებში. იმათ ოთახში შასვლა, სწორე მოგახსენო, საზიზღარია ჩემთვის. რამწამს ოთახში შავალ მაშინვე ჭყივილი და ჩხუბი უნდა შამამესმოს. წამდაუწუმ ჩხუბობენ და სცემენ ერთმანეთს. ერთ ერთი რომ დავასაქმო რაზედამე. მაშინვე ამას მეტყვიან: არ წავალ! გარეთ რომ თამაშობდნენ და მე იმათთან მივიდე, ასე გონია იმათ ფეხქვეშ მიწა იწვისო, მაშინვე დაიქსაქსებიან. არ ვიცი იმისთანა რა შავცოდე ღმერთსა რომ, რომ ამისთანა უხეირო შვილები მამცა.

— ვიღას აბრალებ, შე საცოდავო, ვამბობდი მე ჩემთავად, ყველა შენი ბრალია. მაგრამ იმისთვის კი არა მითქვამ რა, ამიტომ რომ ვიცოდი უფრო შაწუხდებოდა. მეორე დღეს სადილათ ჩვენი პასტორი მოვიპატიჟე.

სადილი რომ თავდებოდა, მე ლაპარაკი ჩამოვაგდე ჩემის ცოლის ძმის შვილებზედ და იმან, როგორათაც წეღან, განიმეორა თავისი ჩივილი. პასტორმა უგდო მას ყური და მერე უთხრა: მართლა და ჰმართებს ნაღვლობა მაგ საქმეს. მერე დაიწყო ლაპარაკი ოსმალოების ომზედ და გაათავა ლაპარაკი, შაჰხედა შკაფს, რომელიც იყო ამ ახლო ხანში ჩემგან ნასყიდი და მკითხა: ვისი გაკეთებული არიო?

მე ხელოსნის სახელი მოვახსენე. აი ეს ანდაზი აქ კარგათ ქმის: საქმეს ხელოსნისა ეშინიანო. მე ერთს დურგალს ვიცნობდი, რომელიც ყოველთვის თავის ნამუშავარს უჩიოდა. სხვების ნამუშავარს, რომ დავინახამო, ამბობდა ის, ჩემს ნამუშავრებზედ ჩივილს დავიწყეფო. იმათ სულ ისე წმინდათ, კარგათ აქვთ გაკეთებული... ჩემი ნამუშავარი კი სწორეთ ფურთხის ღირსია. რას იტყვით ამ დურგალზედ, უფალო ახაორნო. (ასე ეძახოდნენ ჩემი ცოლის ძმას)

— სწორე მოგახსენოთ, ალბათ კარგათ არა სცოდნია თავისი საქმე, დურგალმა რო მითხრას — მე რომ შკაფი გავყიდე არ ვარგაო, მე ეს უნდა ვიფიქრო, რომ ალბათ ამაზედ კარგი გაკეთება არ იცის.

— მაგაზედ ჩვენ თანახმანი ვართ, სთქვა პასტორმა. მაგრამ მე მგონია, რომ როგორათაც შაფის საქმეა, ყმაწვილების საქმეც ხანდისხან ასე არის ხოლმე. ვინიცობაა მამამა ან მასწავლებელმა, რომ იჩივლონ ჩემთან, რომ ყმაწვილები არ მივარგანანო, მე ეს უნდა ვიფიქროთ: რომ არ იციან იმათი აღზდა. რასაკვირველია ბუნებითგანვე ზოგი ყმაწვილი კარგია, ზოგი არა; მაგრამ როგორც კარგი დურგალი ცუდ ხესაც კარგათ გამოაყენებს, აგრეთვე ჭკვიანს მამასაც და მასწავლებელსაც შეუძლიანთ ცოტა რამ კარგი ასწავლოს ყოველს ყმაწვილს და ცუდი გამოაყენოს.

მართალია ყმაწვილების აღზდაში ბევრი ძნელი კითხვები შამოგვხვდებიან ხოლმე და ჭკვიანმა მამამაც არ იცის რა ჰქმნას და რა არა. ყმაწვილი ავათ გახდება და მაშინვე თუ ვერ შაიტყობ მიზეზს ან ცუდს ხასიათს დაიჩემებს და ყურს რომ კარგათ არ უგდებთ — დასჩემდება და მერე სიდიდეში რომ შატყობთ — გაიკვირვებთ და არ იცით საიდამ დასჩემდა ეს ხასიათი. რომელსაც უფრო განსვენებული ცხოვრება უყვარს – ის დიდხანს არ დაუწყებს საქმეს ყურებას, საქმეს ისევ ისე დაანებებს თავს როგორც იყო და ყოველს ავათმყოფობას და ნაკლულოვანებას თითონ შვილებს გადააბრალებს: ესაო ბუნებითგანვე სუსტი არისო, ეს საძაგელი რამ არისო და სხვა.

მაგრამ რომელიც გონიერად და ღრმად უყურებს ყმაწვილების აღზდას, იმან თუ შატყო რამე ყმაწვილს: ან ავათმყოფობა, ან ნაკლულოვანება რამ, მანამ არ იპოვის მიზეზს, რომლისაგანაც ყმაწვილს დასჩემდა და არ იპოვის ღონისძიებას, რომლითაც შესაძლები იქმნება ამ ნაკლულოვანებისა მორიდება — ვერ დამშვიდდება. ამისთანა კაცს თითქმის ყოველთვის კარგათ უთავდება საქმე. მე ვამბობ, თითქმის, ამიტომ რომ ყველა ყმაწვილი ერთი არ არის; ზოგი მართლადა დაბადებითგანვე სუსტია, ავათმყოფია, ზოგი ძალიან უჭკოები არიან, ზოგი ზარმაცები, ზოგი ცუდი ხასიათისა — ასე რომ ამათ მოშორებას ძალიან დიდი ჯაფა უნდა. მაგრამ ეს მხოლოთ ათასში ერთია. მომატებულათ უფრო კარგნი-ჯანმრთელნი და კარგის ხასიათისანი იბადებიან. ამისგამო ყოველს დედ-მამას, რომელნიც ჩემთან თავიანთ შვილებზედ იჩივლებენ, ამ დარიგებას მივცემ, ჯერ კარგათ იფიქრონ: თითონვე ხომ არ შამცდაან როგორმე ყმაწვილის აღზდაში. რომელიც ჩემს დარიგებაებას ყურს უგდებს — მადლობასაც მეტყვის ხოლმე, და ისინი კი რომელნიცა ყოველს ნაკლულოვანებას თავიანთ შვილებსვე აბრალებენ, ვერას დროს ვერ მისცემენ კარგს აღზდას შკილებსა.

მე რომ კანდიდატათ ვიყავი, რამდენიმე ყმაწვილი მებარა, რომლებთაც წერას ვასწავლიდი. როდესაც ნაწერს მამიტანდნენ — შავნიშნავდი ხოლმე შეცდომებს, ასე რომ მერე ცდილობდნენ რომ აღარ მოჰსვლოდათ შეცდომა და დიდათ მადლობელნიც იყვნენ ერთი მათგანი, სახელათ კარლი, ყოველთვის წინაამდეგი იყო ჩემი; შეცდომებს რომ გაუსწორებდი, — ხან ქაღალდს აბრალებდა, ხან - კალამს ხან თავის მეზობელს და სხვ. ერთის სიტყვით ყველას დ სუყველას აბრალებდა, თავის თავს კი არას დროს. რაღა გამოვიდა. ყველამ კარგი და ლამაზი წერა ისწავლეს, — ისკი ისევ იმისთანათა სწერდა, როგორათაც პირველში.

ამ სახით მშობლებიც, რომელნიც ყურს უგდებენ კარგს რჩევას და პირველად თითონვე მოიშლიან ცუდს ხასიათებს ან ნაკლულოვანებაებს, რომლის გადაღება ყმაწვილებს ადვილად შეუძლიანთ და ყველა კარგს დაანახვებენ თავიანთ შვილებს — შვილს ისინი კარგად გაზდიან. სხვები კი, რომელნიცა სულ თავიანთ შვილებს აბრალებენ — ისინი ხეირიანს ვერაფერს ვერ გააკეთებენ.

როგორც უნდა იყოს — უჭკოვო იქნება ყმაწვილების ნაკლუ ლოვანებაზედ და ცელქობაზედ ჩივილი. ის იმასა გავს, რომ ხელოსანმა თავის ნამუშავარს ჩივილი დაუწყოს. ყოველი ჭკვიანი კაცი, რა შაიტყობს ამ გვარ ჩივილებს, — იტყვის რომ თავისი საქმისა თითონვე არა სცოდნია რაო.

ჩემი ცოლის ძმა გაჩუმებული იჯდა და მერე გარეთ გავიდა. იმის გასვლამდინ, — ამ ჩვენს შაყრილობაში — ჩემი ბიძაშვილი შლისსელი შამოვიდა და ყური მოჰკრა ზოგიერთს სიტყვას. ჩემი ცოლის ძმა გარეთ რომ გავიდა მობრუნდა და სთქვა: მე სრულებით თანახმა ვარ მაგ ლაპარაკისა, უ. პასტორო! ყმაწვილების სიცუდე — ყოველთვის მშობლებისა და მასწავლებლების ბრალია.

— ყოველთვის არა. მაგას ვერ ვიტყვი; მაგრამ უფრო მომატებულად კი, შენიშნა პასტორმა.

— ჩემს შვილებზედ არა ჩივილი არა მეთქმის რა მშვენიერი ყმაწვილები არიან! აი ფერდინანდი, აქ რომ ზის — ყრი რომ უგდოთ გაკვირდებით იმთვენი იცის. მთელი დღე წიგნებზედა ზის და კითხულობს; ყოველი წაკითხული გონებაში რჩება. ფორტოპიანოზედ უკრავს, ჭიანურზედ და სხვ. ფერდინანდ! აბა აქ მოდი, გვიჩვენე შენი სწავლა.

დაიწყო ყმაწვილის გამოცდა, და მართლაც ყმაწვილმა ბევრი იცოდა, სანამ გამოცდა გათავდებოდა, პასტორმა დასჭრა პური წვრილ- წვრილათ, მისცა ფერდინანდს და უთხრა: ჰო, ჩემო მეგობარო! სამყოფია შენი სწავლა, აი ეს თეფში პურით წაიღე და ქათმებს დაუყარე. ფერდინანდი, როგორც ჭარხალი გაწითლდა, უყურებდა ხან თავის მამას, ხან მე მითამ უნდა ეჩივლა, რომ როგორ მაკადრებენ ამისთანა დაბალ საქმესო. რადგანაც არც მე და არც შლისსელმა ხმა არ გავეცით — შერცხვენილი გავიდა გარეთ და აღარ მობრუნდა.

პასტორსაც ეს უნდოდა, ფერდინანდი გავიდა თუ არა გარეთ, — პასტორმა დაუწყო შლისსელს შემდეგი ლაპარაკი: სწორე მოგახსენოთ, თქვენმა ყმაწვილმა რაც შეეფერება მაგის ხანს, — ბევრი იცის.

შლისს. დიახ, ბევრი, ძალიან ბევრი იცის! სუყველას უკვირს.

პასტ. უფრო ბევრი რომ სცოდნოდა — ჯანმრთელობა კი მაგარი არა ჰქონოდა, სასიამოვნო იქმნებოდა თქვენთვის?

შლისს. რასაკვირველია არა.

პასტ. დიახ. ჯან მრთელი გლეხი კაცი უფრო ბედნიერია, ვიდრე ავათმყოფი ნასწავლი და ის უფრო მეტს სარგებლობას მოიტანს ვიდრე ეს. მაგრამ ჯან მრთელობა ორ ნაირია: ან მრთელობა სხეულისა და ჯანმრთელობა სულისა. ჯან მრთელობა სულისა ძალიან ცუდს მდგმოიარებაში არის თქვენს შვილში.

შლისს. როგორა?

პასტ. საშიშარია, რომ თქვენი შვილი გულამაყიანი და დიდგულა გამოვა. გულამაყობა და დიდგულობა ძალიან საშიშარი სულის სენნი არიან. როგორც იმ კაცს მოვერიდებით ხოლმე, რომელსაც პირი უყარს, აგრეთვე — იმათაც რომელნიც ამისთანა ხასიათებისანი არიან. დიდგულა კაცი, საცა უნდა მივიდეს, სულის უნდა, რომ აქონ, იმის საქმეებზედ გაიკვირვონ, მარტოკა ამას უგდონ ყური. თუ ასე არა ჰქმნეს, გაიბერება, ჩამოუშვებს თავპირს, წავა შინ და დაიწყებს წყრომას და ჯავრობას: რათა? ამიტომ რომ დიდგულაა. ამ გვარი ნაკლულოვანებანი ხომ არა შაგიმცნევიათ რა ფერდინანდში? მე რომ ყური არ მიუგდე მაგის გამოცდას და ყურს არ უგდებდი ლაპარაკს, გაიბერა; როდესაც უბძანე წადი ქათმებს პური დაუყარე მეთქი, რომელშიაც არაფერი უკადრისობა არა არის რა ყმაწვილისათვის, გაჯავრდა და აღარ შამოვიდა ოთახში. უ. შლისსელო! თქვენს ყმაწვილში ეხლავე ბევრი ცუდი რამ არის!

შლისს. მაშ რა უყო უსწავლელათ დავაგდო თუ?

პასტ. სწავლაშიაც ისე მოხდება ხოლმე, როგორათაც საჭმლის ხმარებაში. ვისაც სიცოცხლე ჰსურს, უნდა ჭამოს, შრომა გასწიოს, რომ როდისმე გამოადგეს ვისმეს. მაგრამ ხან და ხან ისე მოხდება, რომ კაცი ძალიან ბევრს სჭამს და მოკვდება; ან ასე ვთქვათ: ზოგნი იმთვენსა სწავლობენ, რომ არ შეუძლიანთ იმთვენი ჯაფის ატანა და იხოცებიან. რომელსამე მამას, რომ უთხრა: თქვენი შვილი ძალიან მსუნაგია და იმან ასე მამიგოს: მაშ არა ვაჭამო რაო! ეს კითხვა თქვენსას ეგვანება უსწავლელად დავაგდოო? უნდა ისწავლოს, მაგრამ ამთვენიც არა, რომ ვერ აიტანოს. ყმაწვილი თუ ზომიერათ არასწავლობს და მთელი დღე სულ წიგნებიში აქვს გულის ყური, — აშკარაა რომ მალე გაასწრობს თავის ამხანაკებს და მერე უეჭველია იფიქრებს, რომ მე ყველასა ვჯობივარო. ამისაგამო მითამ ამპარტავანი და ამაყი არ შეიქმნეს თუ? მერმე თუ ქებაც დაწუყს, როგორც თქვენა ჰშვრებით . . . .

შლისს. მე? განა მე ვეხმარები ყმაწვილს, რომ ამპარტავნობას დაეჩვიოს? შეგიძლიან დამიმტკიცოთ?

პასტ. ამის დამტკიცება ძნელი არ არის. ეს ხომ მართალია, რომ აქებთ თქვენს ყმაწვილს და როგორ? იმის თვალწინვე. განა ამითი მიზეზს არ აძლევთ, რომ ყმაწვილი გაამპარტავანდეს? ვაჟ-კაცსაც რომ დაუწყოთ ქება, ისიც კი გაამპარტავნდება არა თუ ყმაწვილი.

უ. შლისსელს, როგორც ეტყობოდა არ მოსწონდა ეს ლაპარაკი. წავიდა შინ იმ მიზეზით, რომ ბევრი საქმეები მაქვსო და ფერდინანდიც თან წაიყვანა. მერე პასტორმა სხვა ბევრს შეცდომებზედ ილაპარაკა, რომელნიც აღზდაში მოხდებიან. არიან ზოგიერთნი იმისთანა მშობლები, რომელნიცა წამდაუწუმ უჯავრდებიან თავიანთ შვილებს, ეძახიან: სულელოო, საძაგელოო, და სხ. კაცს რომ დაუნიჟოთ ყოველთვის სულელი ხარო, ბრიყვი ხარო, — უეჭველია ამ თვისებებს თუნდა არა ჰქონდესო. ბოლოს მიიღებს. ზოგნი კი სულ ამასა ცდილობენ, რომ აქონ თავიანთ შვილები და ჩააგონონ, რომ მითამ იმას არავინა სჯობდეს. მომატებული ძაგებაც და ქებაც წაახდენს ყმაწვილს. თქვენ. უ. კიფერ! შუა გზა ამოირჩიეთ. ყოველს საქმეში ასე სჯობია და რასაკვირველია გაზდაშიაც.

როგორათაც აქამდინ, ეხლაც ყური მივუგდე პასტორის სიტყვებს და უფრო ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი საქმე ყოველთვის კეთილათ დაბოლოვდებოდა ხოლმე.

3.3 XXI. რა ისწავლა აქამდინ კონრადმა და რა არა.

▲back to top


XXI. რა ისწავლა აქამდინ კონრადმა და რა არა.

სანამ კონრადი ოთხის წლისა შეიქმნებოდა, მომატებულად ვასწავლიდი აი ამ ოთხს საგანს: გულის ყურს ვუსხნიდი და მორჩილობას, მშვიდობიანობას და ზომიერებას ვასწავლიდი.

პირველს ვასრულებდი ამითი, რომ ვაჩვენებდი ხოლმე პირუტყვებს, ყვავილებს და სხვა ბუნების მშვენივრებას; მეორეს, — როდესაც ჩემთან იყო უბძანებდი რასმეს და ვაჩვევდი ჩემის ბძანების აღსრულებას; მესამეს მითი, რომ მოუპატიჟებდი იმას სხვა ყმაწვილებს და ჩემ თვალ წინ ვათამაშებდი; რამწამს ჩხუბი გამოერეოდათ, — მაშინვე დაწვრილებით გავარჩევდა სუყველაფერს და დამნაშავეს ცოტას ხანს აუკრძალავდი თამაშობას. მეოთხეს ისე დავაჩვივე, რომ არ დავდიოდი იმის ნებაზედ და რაც არ მამწონდა, იმისი სურვილიც რომ ყოფილიყო, არ ვაკეთებინებდი. მაგალიდათ: ერთხელ ბევრი თაფლი მოვაგროე და ერთი სავსე ბლუდი შამოვიტანე ოთახში, თაფლი, თაფლი! დაიძახა იმან სიხარულით, მამა! თაფლი! მოიდგა სკამი სტოლთან და ელოდდა, რომ პურზედ წამესვა და მიმეცა. მაგრამ მე ეს არ ვქმენ.

— არა, ჯერ ვერავის მივცემ თაფლს; ჯერ წავიდეთ ცერცვი დავთესოთ და მერე ვჭამოთ. კონრადმა ჯერ მე შამამხედა, მერე თაფლს და უკან გამამყვა ბაღში.

როდესაც მეოთხეთ ვდღესასწაულობდით კონრადის დაბადებას, ნათლიამ მოართვა იმას პატარა ანბანი და დაარიგა რომ კითხვა ესწავლა. მერე მე მკითხა, — არ გისწავლინებია ზეპირათ ლოცვები და სამღთო ლექსებიო? ყმაწვილი იზრდება, ეხლა კი დრო არის საქრისტიანო რჯული ასწავლო.

— როგორი ლექსები უნდა ვასწავლო? ვკითხე მე.

— ვინ იცის, ბევრი კარგი ლექსებია, მითხრა იმან და ზეპირათაცა სთქვა ერთი სამღვთო ლექსი.

— ეგ ძალიან კარგი ლექსებია, მაგრამ რა უყოს მაგას კონრადმა? ერთს სიტყვასაც ვერ გაიგებს მაგაში.

ის. მაგას რას დაჰსდევ, რომ ვერ გაიგებს? საჭირო ეს არის, რომ ზეპირათ იცოდეს.

მე. მაგაში, ჩემო ნათლიავ, ვერ დაგეთანხმებით! ჩვენმა პასტორმა თქვა: რაც სწავლაში მოხდება ხოლმე — ისევე საჭმელშიაცაო: მე იმისთანა საჭმელს როდი მივცემ,რომლის ატანა არ შეუძლიან როგორ უნდა ვაჭამო, თუ მუცელი ვერ მოჰხარშავს?

ბევრი მაგალითი ყოფილა, რომ ძნელათ მოსანელებელს საჭმელს მუცელი წაეხდინოს. იმის სწავლება რომ დაუწყო რაც არ ესმის — არა თუ სარგებლობა ექმნება, ძალიან სავნებელი იქმნება ჭკვისათვის.

ის. არა, მშობლები უნდა ჰზრუნავდნენ, რომ იმათი შვილები ქრისტიანობაში გაიზარდნენ.

მე. რასაკვირველია; მე სწორეთ მაგრე ვჩავდივარ; მაგრამ, — განა ქრისტიანობის სწავლობისათვის, ყმაწვილს ზეპირათ უნდა ვასწავლოთ იმისთანა ლექსები, რომელსაც ვერ გაიგებს?

მე ამ ლაპარაკისათვის თავი უნდა მამეშორებინა და იმიტომ დაუწყე ლაპარაკი ზეთზედ, რადგანაც ზეთის გამოხდა იმან კარგად იცოდა, — დამიწყო დაწვრილებით ლაპარაკი. მეორე დღეს ეს ჩვენი ლაპარაკი პასტორს უამბე, — ბევრი იცინა და მერე მკითხა: აბა რას ასწავლიდით აქამდინ კონრადსა?

მხოლოთ ამას, რომ ყური ეგდო ჩემთვის, ყოფილიყო მორჩილი, მშვიდობის მყოფი და სცოდნოდა, რომ სურვილი ზომას არ უნდა გადააცალოს.

— ძალიან კარგი, სთქვა პასტორმა. მაგითი თქვენ დაგიწყვიათ, თქვენის შვილისათვის, რჯულის სწავლა. ყოველს ამას თითონ რჯული გვთხოვს; და უფრო სამჯობინარია, რომ ყმაწვილებმა აასრულონ ის რაც რჯულით უწერიათ — ვიდრე ტყუილად თავი და გონება დაიბნელონ იმის ზეპირად სწავლითა, რომელსაც ვერ გაიგებენ.

კაცი ჭკვით მაცხოვარს ხომ ვერ დაემჯობინება. მაცხოვარი როდი ატანდა ძალას, თავის ყურის მგდებელს, რომ ლექსები ზეპირად ესწავლათ: ის ბუნებაზედ, ზეციერ ფრინველებზედ, მინდვრის ყვავილებზედ უჩვენებდა ხოლმე და იგავებით ელაპარაკებოდა. აქამდინ თქვენ ისე ასწავლიდით თქვენს შვილს, როგორათაც მაცხოვარი ხალხს; ამის შემდეგაც გირჩევთ — ნუ გამოსცვლით მაგ თქვენს გზას; ისევ ისე ელაპარაკეთ ხოლმე: ბუნებაზედ, პირუტყვებზედ და სხვა.

— თქვენ თითონ გაიგებთ — რაზედ უნდა ელაპარაკოთ და რაზედ არა, ნუ რას დროს ნუ ელაპარაკებით თვალთმაქცებზედ და სიზმრებზედ, მოჩვენებაებზედ და სხ. ნუ ეტყვით ნურაფერს იმისთანას, რომლისაგანაც ან შაშინდეს, ან სხვა ცუდი ხასიათი და ჰყვეს რამე. ელაპარაკეთ მხოლოთ ისე, რომ თქვენის ლაპარაკით ჩააგონოთ სიყვარული კეთილის მოქმედებისა. აჩქარება არა ფერში არ ვარგა; ყოველს საქმეში უნდა სიწყნარე და მოთმინება. როგორათაც კონრადმა ჯერ ცოცვა ისწავლა, მერე ცოტა სიარული, და ბოლოს ხტუნვა და სირბილი, — სწორეთ აგრეთვე წყნარათ უნდა განაღვიძოთ მაში სურვილი კეთილის მოქმედებისა. როგორათაც თქვენ, ჩემო საყვარელო კიფერ, იქცეოდით, აყმაწვილებდით თქვენს თავს, როდესაც უჩვენებდით ხოლმე კონრადს პირუტყვებს, სურათებს და სხვ. სწორეთ ისევე უნდა მოიქცეთ ლაპარაკშიც. აი ყური გვიგდე მე და ჩემი ფედა როგორ ვილაპარაკებთ. პასტორმა დაუძახა ფედას, დაისვა მუხლზედ და დაუწეო აი ეს შემდეგი: „მამა! სთქვა ერთხელ პატარა ფილიპმა: რა კარგია გარეთ! გუგული გუგუნებს, ჩიტები მღერიან და ყველაფერი დაფენილია ყვავილებით. გამიშვი გარეთ მეც, მამა! უთხრა ნატარა ანდრიამ.

— გარეთ რას გააკეთებთ? ჰკითხა იმათ მამამ.

— ყურს დაუგდებთ ფრინვლების ჭიკჭიკს, ყვავილებს დაჰვკრებთ და სხ., უთხრა ფილიპმა.

— წადით! უთხრა მამამ. თქვენ დღეს ჭკვიანათ იყავით; გეთილს ყმაწვილს მე სიამოვნით დავითხოვ, — დროს გასატარებლათ.

როგორი გაუხარდათ ფილიპეს და ანდრიას: დაუჭირეს ერთ მანერთს ხელი და გაიქცნენ დედასთან: დედა! ახალი ამბავი იცი რა არის? მამამ მინდორში წასვლის ნება მოგვცა.

ყმაწვილები მიადგნენ ერთს მინდორს, და ერთს პატარა წყალს თევზებით სავსეს. ფილიპე დაჯდა ამ წყლის პირას და უყურებდა თევზების თამაშობას. ანდრია კიდე — დადიოდა აქეთ იქით. მერე მიუახლოვდა ერთი ჯაგს, შუდგა, დააღო პირი და დააცქერდა ერთს ალაგს: იმან დაინახა ბუდე პატარა ბარტყებითა. ამათმა დედამ, რა შაიტყო, რომ პატარა ყმაწვილმა იპოვა იმისი ბუდე, დაიწუო მწუხარის ხმით ჭიკჭიკი, მითამ ამისთვის რომ შესცოდებიყო ყმაწვილს და ხელი არ ეხლო, მაგრამ ანდრიამ ყური არ უგდო იმის მწუხარების ხმას; აიღო ბუდე ბარტვებითა, შაახვივა ხელცახოცში, გაიქცა და დაიძახა სიხარულით: უი, ფილიპე, ფილიპე! ბარტყებით ბუდე ვიპოვე.

— რაა? დაუძახა ფილიპემ, ბარტყები გყავს? ანდრიამ გასხნა. ხელცახოცი და უჩვენა ძმას ბარტყები. ფილიპეს შებრალა ეს საცოდავი, დედისაგან მოშორებულნი ბარტყები და უთხრა: ახ! რათ წაართვი საწყლები, თავიანთ პატრონს? მოფრინდა დედა, შამოჯდა მახლობლათ ხეზედ და დაიწყო ისევ მწუხარებით ჭიკჭიკი. ფილიპეს უფრო შებრალა; მაშინვე გაიქცა მამასთან და უთხრა: მამა! შახედე რაებს სჩადის ანდრია! ერთი ბუდე იპოვა ბარტყებითა და წაართვა საცოდავს დედას. შენ რომ გაგეგონა იმათი დედის ჭიკჭიკი — უეჭველად შაგებრალებოდა.

ანდრია კი წავიდა, ჩასხა ბარტყები გალიაში და დაუწყო იმათ ზრდა — თეთრის პურით და რძით.

მამამ ანდრიას დაუძახა. ანდრიავ, უთხრა იმან, ეს რაები მესმის შენზედ? შენ საწყალ ფრინველს თავის ბედნიერებას რად ართმევ? რამთვენი ბარტყები იყვნენ ბუდეში? ხუთი, სთქვა ანდრიამ.

აი შენის გულისათვის შვიდი ფრინველი უნდა შწუხდეს. ორი — დედ-მამა, რომელთაც თავიანთ ბედნიერება წაართვი; და ხუთნი ეგენი, რომელნიცა დედ-მამას მოაშორე. აბა, დღეს ვიღა გაახარე? წადი, ცუდი ყმაწვილი ხარ! დღეს ჩემს ოთახში არ შამოხვიდე.

ანდრია წავიდა და ტირილი დიწყო. მეორე დღეს დილით ანდრიას გაჩქარებული მიქონდა საჭმელი ფრინველისათვის; მაგრამ უეცრათ შედგა და მოჰყვა ღრიალს.

ამ ღრიალზედ ფილიპე მოვიდა და ჰკითხა: რა დაგემართა? ახ! უთხრა იმან, ჩემი ბარტები დაი-დაი- დაიხოცნენ. გაჯავრებული გამოვარდა შინადამ და ბაღში შავიდა. რამწამ დაინახეს ამ დახოცილების დედ-მამამ ეს ყმაწვილი, დაიწყეს ტრიალი მის ახლო, და ჭიკჭიკი ნაღვლიანის ხმით. ანდრიამ უფრო უარესად დაიწყო ტირილი, გაიქცა ისევ შინ, შამოეყარა მამას, გამოართვა ხელი და უთხრა: მამილო ჯან? მაპატიე, ჩემს დღეში აღარ ავიღებ ხელში ფრინვლების ბუდეს; ბარტები დამეხოცნენ ამათი დედ-მამა კიდევ ტირიან. და მთხოვენ. თავიანთ შვილებს. . . . .მე. . . . . . საიდამღა მივცე. . . . განა არ გითხარ მე შენა, რომ შვიდის ფრინვლის ცოდვაში ჩავარდი მეთქი. მეორეთ ეგ აღარა ჰქმნა!

მამა! დამიჯერე, უთხრა ანდრიამ, ჩემს სიცოცხლეში აღარა ვიქ მაგას.

მართლადა ამის შემდეგ აღარ უქმნია ამ გვარი საქმე.

აბა, ეხლა კი სწორეთ მითხარ ფედა! რომელი უფრო მოგწონს, ფილიპე თუ ანდრია?

ფილიპეს უფრო კაი გული ჰქონია და კაი ყმაწვილი იყოფილა, უთხრა ფედამ. დიახ, მეც უფრო ის მამწონს უთხრა პასტორმა; მერე აკოცა თავის შვილს და დაითხოვა.

მერე მამიბრუნდა მე და მითხრა: აი ამ გვარი სწავლა თანასწორეა — ქრისტეს სწავლასთან.

3.4 XXII. კონრადი ჰგრძნობს ერთს გვარს შიმშილს და იმაზედ თუ როგორ მოეკლა ეს შიმშილობა

▲back to top


XXII. კონრადი ჰგრძნობს ერთს გვარს შიმშილს და იმაზედ თუ როგორ მოეკლა ეს შიმშილობა

არც მე და არც ჩემი ცოლი არა სიცუდეს არა ვხედავდით მაში, როდესაც კონრადი ამბობდა: მშიანო და ჩვენ ყოველთვის მივცემდით ხოლმე ხან პურსა კარაქით, ხან თაფლით, ხან ხილს და სხვ. მაგრამ პატარა ხანის შემდეგ ამაშიც შეცდომილება შავატყეთ.

ხან და ხან კონრადი ცუდს გუნებაზედ რომ იქმნებოდა — ტირილს დაიწყებდა ხოლმე და როდესაც გკითხამდით რა გატირებსო მაშინვე იმას მოგვიგებდა პასუხათ, რომ მშიანო. ჩვენ ყოველთვის მივცემდით რასმეს. ეს არ უნდა გვექმნა, ამიტომ რომ არ ვარგა ყმაწვილი ისე დავაჩვიოთ, რომ ტირილით გამოგვთხოვოს რამე. მაგრამ ჩვენ როგორღაც შემოგვეპარა ეს შეცდომილება, და კონრადმა რაკი ეს შაგვამცნივა, როდესაც იტირებდა, შეუპოვრობისა გამო ამბობდა: მშიანო.

ერთხელ კონრადი ძალიან გაჭირვეულდა, მე ვკითხე: კონრად რა გატირებს? მშიან, მამიგო. იმან.

მე იმთვენი უჭკოობა მოვიხმარე, რომ მართლადა მივეცი ვაშლი, თუმცა ის იყო სადილი გავათავეთ. მაგრამ კონრადმა ხელიც არ ახლო ვაშლსა.

ეს მე მეწყინა. მე შავნიშნე, რომ ამ ნებივრობითა — ტყუილს დავაჩვიეთ, ამაზედ ჩემს ცოლს ველაპარაკე და ჩვენ მივეცით ერთმანეთს სიტყვა, რომ არ მიგვეცა საჭმელი, როდესაც ტირილით თხოულობდა. ეს აღვასრულეთ კიდეცა.

რომ კონრადი ამ საქმისათვის მამემზადებინა, — მე უამბე ერთი ისტორია თომაზედ და ვასოზედ. ერთს მამას, უთხარი მე, ორი შვილი ყვანდა; ერთს ერქვა თომა, მეორეს ვასო. როდესაც თომას უნდოდა გამოეთხოვა რამე მამისათვის, მაშინვე ტირილს დაიწყებდა, და როდესაც მამა ჰკითხავდა: რა გატირებსო? ის ეტყოდა: ან მშიანო, ან მწყურიანო, ან ბაღში წასვლა მინდაო. ვასოს კი როდესაც მოუნდებოდა რამე, — არც იტირებდა, არც გაჭირვეულდებოდა, მივიდოდა პირდაპირ მამასთან და ეტყოდა: მამა! მიბოძეთ რამე მშიან, ანუ წყალი მიბოძეთ ანუ ნება მიბოძეთ ბაღში გიახლოთ.

აბა, რომელი უფრო მოგწონს — კონრად?

ვასო, მამიგო იმან.

მეც ის მამწონს. ვასოს ყოველთვის აძლევდნენ რასაც კი მაითხოვდა; თომას კი არაფერს — თუნდა რამდვენიც უნდა ეყვირსა. სანამ არ გასჩუმდები არაფერს მოგცემო, ეტყოდა ხოლმე მამა.

აბა, მითხარ — კარგათ ექცეოდა იმას თავისი მამა? დიახ, სთქვა კონრადმა და გაწითლდა, როგორც ალუბალი.

რამდენსამე დღის შემდეგ კონრადმა კიდევ დაიწეო ტირილი და სულ ამბობდა: მშიან!

თომა გინდა გახდე? უთხარი მე.

კონრადმა შამამხედა მე — უფრო დაიწყო ტირილი და ამბობდა: არა, არა მინდა თომა გავხდე. ამის შემდეგ ტირილსაც თავი დაანება, რადგანაც შვატყობინე, რომ იმითი ვერაფერს იქმოდა.

მე ურჩევ ყოველს მშობელს, როდესაც ყმაწვილი ტირილს დაიწვებს, ყურს ნუ უგდებენ იმ მიზეზს, რომლებსაც თითონ ყმაწვილები ამბობენ; თორემ ტყუილს ისწავლის ყმაწვილი.

მე ერთს ყმაწვილს ვიცნობდი, რომელსაც ხანდისხან მუცელი ასტკივდებოდა ხოლმე. მშობლები ამაზედ ძალიან სწუხდნენ. ყმაწვილმა ეს ჩაინიშნა და მერე, როდესაც შაუპოვრობისა გამო ტიროდა; ამ კითხვაზე რა გატირებსო, უპასუხებდა, რომ მუცელი მტკივაო.

ერთს კიდე პაპა მოუკვდა და ძალიან ტიროდა იმაზედ.

ეს მოსწონდათ მშობლებს და ამბობდნენ: რა ძალიან უყვარს თავისი პაპაო! მერე როდესაც იტირებდა და მშობლები კითხავდნენ მიზეზს — ეუბნებოდათ, რომ პაპა მოკვდა და იმიტომა ვტირიო.

3.5 XXIII. ჩხუბი და წყენა.

▲back to top


XXIII. ჩხუბი და წყენა.

აქამდინ მე და ჩემს ცოლს არც ჩხუბი მოგვსვლია და არც გვიწყენინებია სიტყვით ერთმანეთისათვის. მაგრამ ერთხელ ისე მოხდა რომ ჩხუბი მოგვივიდა. ერთხელ ბევრის მუშაობის შემდეგ — გაჯავრებული მოველ შინა, მაგრამ სადილი ჯერ მზათ არ იყო და ამაზედ უფრო გავჯავრდი. ჩემს შინ არ ყოფნაში -— ჩემს ცოლს ლაპარაკი მოსვლოდა მზვარეულთან და ისიც ცუდს გუნებაზედ იყო. ორნივ გაჯავრებულები სადილზედ დავსხედით.

მე მგონია ცოტა რამ მაინც უნდა გეფიქრა შენს ქმარზედ ნახევარ დღე ოფლში ვცურავდი ამ ჭაჭანაქებაში ვმუშაობდი, ახლა შინ მოვედი მშიერი, დაქანცული, სადილი კი მათ არ არის.

აქ პატარა ალიაქოთი მოხდა, იმან უწყალო კაცი დამარქვა, და მითხრა, რომ ჩემი დაფასება არ იცი შენაო და მაგისთანა შენი ქცევა მალე მამისწრაფებს დღეებს. ამ სიტყვებმა უფრო მეტათ გამაჯავრეს და დაუწყეთ ერთმანეთს სიტყვით წყენა. კონრადი სულ ყურს უგდებდა. აქამდისინა ისა თავის მშობლებში სიყვარულის მეტს ვერას ჰხედავდა — ეხლა კი ჩხუბი და ცუდი სიტყვა ესმის. ჯერ ჩუმათ იჯდადა მერე კი მოჰყვა ღრიალს, ჩვენ რომ მაშინ ჩვენი ჭკვა გვქონოდა, რა შავატეთ რომ ყმაწვილს ეწყინა უნდა გავჩუმებულიყავით, მაგრამ ჩხუბში კაცს ფიქრის დრო როდიღა აქვს. ჩხუბი თან და თან უფრო ცხარდებოდა, ერთსაცა და მეორესაც გვინდოდა დაგვემტკიცა ჩვენი სიმართლე და ერთმანეთის დანაშაულობა. ბოლოს ცოლმა გაიმარჯვა, დაიწყო ტირილი და სთქვა: ახ, რა უბედური დედაკაცი ვარ! ნეტავი ღმერთმა შამიბრალოს და მამკლას! კონრადი მივარდა იმას, ჩაუდო თავი კალთაში და ტირილით ეუბნებოდა: დედავ! დედავ! ჩემო კარგო დედავ!

მეც შამეცოდა საწყალი, მაშინვე ავიღე ქუდი და მინდორში წავედი. საღამოზედ შინ რომ მოვბრუნდი, კონრადი, ჩვეულებისამებრ, აღარ გამემეგება და უფრო ცდილობდა ჩემგან თავის მორიდებას; დედას კი სულ კალთაში ეჯდა. არ შემიძლიან გამოვთქვა მალე, ვჭამე ჩუმათ ვაშხამი და დავწექ დასაძინებლად.

მეორე დღეს დამშვიდებულს შემეძლო მშვიდობიანობით ლაპარაკი: მე პირველი მივედი ჩემს ცოლთან, მოვჭიდე ხელი ხელს და უთხარ: ჩემო საყვარელო! მგონია აქამდინ შენ დიდი მადლობელი იყავ კონრადისა?

ის. რა კითხვაა? კონრადი კეთილის მოყვარე ყმაწვილია. ღმერთმა ყველას ამისთანა კეთილი ყმაწვილი გამოუყვანოს.

მე. ვისი დავალებული ხარ, რომ კონრადი კეთილი ყმაწვილია?

ის. ვისი? ის დიდათ არის შენგან დავალებული.

მე. მგონია, მაგრამ აბა ერთი ეს მითხარ, ჩემო საყვარელო მამა რომ შაიძულოს კიდევ კეთილის მოყვარეთ დარჩება?

ის. თუ მამა ისე მოექცევა, რომ ყმაწვილს უყვარდეს, რასაკვირველია ყოველთვის ეყვარება კიდეცა.

მე. არა მგონია. მამა რაც უნდა კეთილი კაცი იყოს, დედა თუ დაუძახებს უწყალო კაცი ხარო, უეჭველია ყმაწვილს შევძულდები.

ის. მართლა და მამა რომ უწყალო კაცი იყოს? (ამ თქმაში- გაიღიმილა).

მე. ნეტავი ყველა ცოლებს ჩემისთანა უწყალო ქრმები ჰყვანდეთ. ერთის სიტყვით, ჩემო საყვარელო, ორნივე შავცდით. თუ ჩვენ ეს ჩხუბი არ მოვიშალეთ, უეჭველად ყმაწვილს შევძულდებით და მერე ყურსაც აღარ დაგვიგდებს. ამისა გამო, მე მგონია, უმჯობესი იქმნება, რომ ჩხუბი მოვიშალოთ.

ის. მე სრულებით თანახმა ვარ მაგაზედ.

მე. მეც გაძლევ სიტყვას. საქმე იმაშია, რომ ჩვენი სიტყვა ავასრულოთ. თუ ვინიცობაა ჩვენ ჩვენი სიტყვა ვერ ავასრულეთ და ჩხუბი გამოგვერია, — იმას უნდა ვეცადნეთ, რომ ყმაწვილი მოვირიდოთ.

ჩვენ მივგცით ერთმანეთს პირობა და ავასრულეთ კიდეცა. როდესაც საქმე ჩხუბამდინ მივიდოდა, კონრადს მივარდებოდით ხოლმე გვინდოდა გარეთ გაგვესტუმრებინა ამსობაში ჩვენ თითონ დავმშვიდდებოდით და ჯერ ყმაწვილი გარეთ გასული არ იქმნებოდა, რომ ისევ შავრიგდებოდით.

ნეტავი ყველა მშობლები ერიდებოდნენ ყმაწვილთან ჩხუბს.

3.6 XXV. იმაზედ, თუ როგორ დადიოდა კონრადი სასწავლებლათ პასტორთან და რა ისწავლა.

▲back to top


XXV. იმაზედ, თუ როგორ დადიოდა კონრადი სასწავლებლათ პასტორთან და რა ისწავლა.

კონრადი შეიქმნა ექვსის წლისა და დროც მოუვიდა სწავლისა. ჩვენი მეზობლის შვილი ცოტათი მაინც კითხულობდა, კონრადი კი პირველს ანბანის ასოსაც ჯერ ვერა სცნობდა. ჯერ მივედი პასტორთან და ვთხოვე რჩევა. თუ რომელ სასწავლებელში მიმებარებინა და დრო იყო თუ არა?

პასტორმა გაიღიმილა და მითხრა: ჩემს შვილებისათვისაც ექვს წელიწადზედ ადრე — არ დამიწყებინებია კითხვა.

პირველს წიგნათ, საიდამაც ყმაწვილებმა პირველათ უნდა ისწავლონ კითხვა – უნდა იყოს ბუნება. მაგრამ ჩვენს სასწავლებლებში ასე არ არის. ამისგამო მე ჩემს შვილს მე თითონ ვასწავლი და რადგანაც ჩემი და თქვენი შვილი ტოლები არიან, — ისევ ჩემთან რომ გამოგზავნოთ — კარგი იქმნება.

მე სიხარულით მივიღე ეს წინადადება და დავაწყებინე კონრადს სწავლა. ყოველ დღე პასტორი აჩვენებდა ხოლმე ყმაწვილებს რომელსამე ნივთს ბუნებიდამ და ელაპარაკებოდა ან რომელსამე პირუტყვზედ, ბალახებზედ, ყვავილებზედ, ქვებზე და და სხვ. რამდენსამე ხანის შემდეგ იმ ჩვენს სოფელში ვერ იპოვიდით იმისთანა ბალახს, პირუტყვს, ქვას, რომ კონრადს მაშინვე არ ეცნო ისინი და არა ეთქვა რა ცოტა რამ მაინც იმათზედ, — ხან და ხან პასტორი სურათებითაც ასწავლიდა ხოლმე — აიღებდა რომელსამე სურათს და აშინჯვინებდა.

მაგალითად, აი ერთი ლაპარაკი პასტორისა ყმაწვილებთან, რომელიც მე თითონ გავიგონე. პასტორს წინ ერთი სურათი ედო, რომელიც წარმოადგენდა მინდორს, საცა მკიდნენ რაღაცას

პასტ. ეს ხალხი რას აკეთებს?

კონრ. ყანას მკიან.

პასტ . მაშ ზამთარი ყოფილა?

კონ. როგორ თუ ზამთარი?! ზაფხულია

პ. რა იცი, რომ ზაფხულია?

კ. ყანის გარდა — აი რამოდენა ხეებია ამწვანებულის ფოთლებით.

პ. რითა მკიან.

კ. ნამგლებით.

პ. ამდვენს რათა შრომობენ ყანაზედა.

კ. ყანიდამ შურს აკეთებენ და იმიტომ.

პ. მთელის ბალახიდამ აკეთებენ პურსა.

კ. ხა, ხა, ხა! მთელის ბალახიდამ! მარცვლებიდამ აკეთებენ, რომელიც თავთავში არის.

პ. მაშ მარტო თავთავი სდომებიათ. და რატომ მარტო თავ-თავს არა სჭრიან. განა ადვილია ტანში მოხრით მუშაობა?

კ. თივისათვის უნდათ, იმიტომ სჭრიან ძირში.

პ. თივა რათ უნდათ?

კ. ბევრათ გამოსადეგია თივა. ძროხას აჭმევენ, სასუქში ურევენ და სხვ.

პ. აბა, ამ მინდორზედ მარტო ყანაა?

კ. არა, ისე ცარიელი მინდვრებიც არის.

პ. რატომ ყოველს მინდორზედ არ არის.

კ. ამიტომ რომ არ არის ყველგან დათესილი.

პ. მაშ, ვისაც უნდა მინდორზედ ამოუვიდეს რამე უნდა დათესოს?

კ. რასაკვირველია.

პ. აბა აქ რაღა არის, კონრად? აქაც ყანაა?

კ. აბა? აქ მარტო ბალახია.

პ. ესეც დათესილია განა?

კ. არა მგონია.

პ. მაშ როგორ ამოსულა?

კ. თავის თავათ ამოსულა.

პ. ყანა საიდამ ღა ამოდის?

კ. თესლიდამ

პ. ბალახი კი თესლიდამ არ იქმნება ამოსული. ან ქვიდამ მოვიდოდა, ან მიწიდამ, — ჰო?

კ. არა მგონია, ეგეც ალბათ თესლიდამ ამოდის.

პ. — მეც მაგრე მგონია, განაგრძელა პასტორმა; მაგრამ თესლი როგორ მოხვდა ამ მინდორს?

კ. როგორმე გადმოცვივდებოდა.

პ. შესაძლებია. მაშ ამას ტყუილათ ამბობენ, რომ რაც კაცისაგანი არ არის დათესილი არ ამოვაო.

ამ ლაპარაკით ყმაწვილები პოულობენ მნიშვნელობას და მიზესს ყოველის ნივთისას, და ეს უფრო მომატებულათ გაუხნის ჭკვას, მინამ სახარების კითხვა, რომელსაც ჯერ ვერ გაიგებენ.

ლევან ჯანდიერიშვილი.

შემდეგი მას უკანა

4 მცარცველობის ფსიხოლოგია.

▲back to top


მცარცველობის ფსიხოლოგია.[1]

რისთვის მივყავ ხელი ამ მშრალს მეცნიერებას. საპოლიტიკო ეკონომიას?

რისთვის? ეს კითხვა ძნელია. ყველა შრომა — თავის ბუნებით — ისე უსიამოვნოა, რომ შეიძლება ნება ჰქონდეს კაცს იკითხოს, რას მოასწავებს იგი?

ვნახოთ, მოვძებნოთ.

მე არ მინდა სიტყვა იმ ფილოსოფოსებსაკენ მივაქციო, რომელნიც თუ არ თავის სახელით, კაცობრიობის სახელით მაინცა გვასწავლიან, რომ სიღარიბეს თაყვანი ვცეთ.

მე ველაპარაკები მარტო იმათ, ვინც „სიმდიდრეს“ რომელსამე მნიშვნელობას აძლევს. სიმდიდრე — ჩემის ფიქრით — ორიოდე პირის შეძლება კი არ არის, არამედ კმაყოფილება, კეთილ მდგომარეობა, უშიშარობა, დაუმოკიდებულობა, განათლება ყველასი, მარტო ორი ღონის ძიება არის, რომ კაცმა იმისთანა საქონელი იშოვოს, რომელიც საჭირო არის ცხოვრების დაცვისთვის, შემკობისათვის და სისრულეში მოყვანისათვის: ერთი „ნამუშავრობა“, მეორე „მცარცველობა“ (Ia production et la spoliation).

ზოგიერთი ამბობს, რომ „მცარცველობა“ შემთხვევა არისო, არისო ბოროტმოქმედობა ალაგობრივი და დროებითი, რომელიც ზნეობის მცნებით იძრახება, კანონით ისჯება, და რომელიც საპოლიტიკო ეკონომიის საკადრისი არ არისო.

მაგრამ რაც უნდა თვალის მოტყუება ძლიერი იყოს, საჭიროა ვაღვიაროთ, რომ „მცარცველობა“ ამ ქვეყანაში მეტად გაძლიერებულია; რომ იგი მეტის მეტად და ყველგან კაცის ყოველ უდიდეს საქმეებშიც ურევია ხოლმე, ასე, რომ არც ერთი საყოველთავო მეცნიერება — მაშასადამე საპოლიტიკო ეკონომიაცა — ვერ შეიძლებს, რომ მაგას ყურადღება არ მიაქციოს.

წინ წავდგები. საზოგადოობის წესის სისრულეს სახელობრ ის უშლის, რომ საზოგადოობის მწევრნი სულ იმასა ცდილობენ, რომ იცხოვრონ და განვითარდნენ სხვის ხარჯზედ.

ამ სახით „მცარცველობა“ რომ არ იყოს, საზოგადოება სრული იქნებოდა და საყოველთავო მეცნიერებაებსაც (общестеинныя науки) საგანი აღარ ექნებოდათ.

ერთ ფეხს კიდევ წინ წავდგამ. რაკი რომ „მცარცველობა“ მრავალ კაცის ცხოვრების ღონისძიებათა ხდება, მრავალ კაცისა, რომელნიც საზოგადოების კავშირით შეერთებულნი არიან — იგინი მაშინვე შექმნიან თავისათვის კანონსა და ზნეობითს მცნებასა, რომლებისაგანაც მკვიდრდება და იქება „მცარცველობა“.

სამყოფია, დავასახელოთ „მცარცველობის“ ზოგიერთი უფრო. საჩინო გვარი, რომ ვაჩვენოთ რა ალაგი უჭირავს „მცარცველობას“ კაცთა მოქმედებაში.

პირველი — „ომიანობა“. ველურს ხალხში გამარჯვებული დამარცხებულს ჰკლავს, რომ მიიღოს უფლება თუ არ დაურღვეველი, შეუცილებელი მაინცა.

მერმე მოდის — „მონაობა“. როცა კაცი მიხვდება, რომ შეიძლება მიწა შრომით გაანაყოფიეროს, მაშინ თავის მოძმესთან ამისთანა ძმობის პირობას სდებს ხოლმე: „შენ შრომა — მე ნაშრომი“.

ბოლოს მოდის — „მონოპოლია“. ამისი განსაკუთრებითი თვისება იმაშია, რომ არ აუქმებს კი ამ დიდს საზოგადო კანონს: „ღვაწლი ღვაწლში“ (услуга за услугу) არამედ ძალას შამოურევს ხოლმე და უშლის რომ „ღვაწლის“ აღებმიცემაში სისწორე იყოს.

„მცარცველობას“ ყოველთვის თავის გვამშივე აქვს მამაკვდინებელი სენი, რომელიც ბოლოსაც მოუღებს ხოლმე. ძნელად იქნება, რომ ბევრმა ცოტანი ჰსცარცვოს; აგრე რომ იყოს, ცოტანი მალე მიაღწევდნენ იქამდინ, რომ ბევრის მსუნაგობას ვეღარ გააძღობდნენ, თუნდ რომ სდომოდათ კიდეც, და მაშინ „მცარცველობაც“ თავისთავად მოისპობოდა, რაკი საზდო გაუწყდებოდა.

თითქმის ყოველთვის ცოტანი ბევრსა ჰჩაგვრენ; მაგრამ ამით უფრო „მცარცველობა“ თავის ბედის წერას ვერ წაუვა ხოლმე, მიტომ რომ თუ იგი ღონითა და ძალითა ჰსწარმოებს — როგორც „ომიანობაში და მონობაში“ – აშკარაა, რომ ღონე და ძალა როცა იქნება ბევრის მხარეზედ გადავა; ან თუ ცბიერობით ჰსწარმოებს — როგორც მონოპოლიაში — აშკარაა, რომ ის ბევრი ოდესშე განათლდება, ურომლისოდა გონება გონებად არ იქნებოდა.

„მცარცველობას“ სხვა მამაკკდინებელი წყლული კიდევ აქვს დაფარული აუცილებელი კანონის ძალითა, სიხელდობრ: „მცარცველობას“ არამც თუ სიმდიდრე ერთი ჯიბიდამ მარტო მეორეში გადააქვს, არამედ ამ გადატანაში იმ სიმდიდრეს ყოველთვის ერთს ნაწილს აკლებს.

ომიანობა მოსპობს ხოლმე მრავალს სარჩოსა.

მონობა მრავალ ნიჭს აუქმებს.

მონოპოლიას სიმდიდრე ერთიდამ მეორესთან გადააქვს, მაგრამ ამ გადასვლაში ბევრსა ჰკარგავს.

ეს კანონი საოცარია. უამისოდ — თანასწორობაც რომ იყოს დაჩაგრულთა და დამჩაგვრელთა ღონეთა შორის — უამისოდ „მცარცველობას“ სამზღვარი არ ექნებოდა. ამ კანონის მეოხებით სასასწორი ყოველთვის ან ერთს მხარეზედ გადმოიწევს ხოლმე, ან მეორეზედ, იმისთვის თუ რომ მცარცველებს შერცხვებათ ხოლმე, რომ იმდენი სიმდიდრე იღუპება, თუ იმისათვის რომ ბოროტება და გაუწყვეტლად უფრო და უფრო ხდება და რაც ხდება უფრო და უფრო, იმას ბოლოც უნდა მოეღოს ხოლმე.

მართალიც არის, მოვა ხოლმე დრო, როცა სიმდიდრის დაა კარგვა იქამდინ მიაღწევს ხოლმე, რომ თვითონ მცარცველი ჰგრძნობს, რომ პატიოსნად მოქცეულიყო უფრო ცოტა დაეკარგებოდნ.

ესე დაემართება ხოლმე იმ ხალხსა, რომელსაც ომი უფრო მეტად ყმისა, ვიდრე ნაშოვარი; ესე დაემართება იმ მებატონეს, რომელსაც მონის, თუ მონის შრომა უფრო ძვირად უჯდება, ვიდრე თავისუფალი შრომა; ესე მოუვა ხოლმე მონოპოლიას, რომელიც მით უფრო დიდს ყბას აღებს, რამოდენათაც ჩასყლაპავი ცოტავდება, სწორედ ისე, როგორც მწველელი მით უფრო დიდის ძალით ჰსწველს, რამოდენათაც ძუძუ შრება.

მონოპოლია აშკარაა „მცარცველობის“ ერთი გვარია, იმას მრავალი სხვა და სხვა ნაირი სახე (ფორმა) აქვს, სხვათა შორის: გამოსაჩენი — შემოსავლიანი ადგილები, პრივილეგიები, შევიწროებანი.

მის სახეთა შორის მეტად მარტივნი და ბაშვურნიცა არიან ამასთანანი იყვნენ ფეოდალური უფლებანი. ამისთანა წეს-დებულების დროს ხალხსა ჰყვლეფენ ისე, რომ ეგ თითონ ხალხმაც იცის. ეს წესი ძალას ბოროტად ხმარობს და, ძალა დაეცემა თუ არა, წესსაც ბოლო მოეღება ხოლმე.

სხვანი კი მეტად დახლართულნი არიან. აქ ხშირად ხალხსა ჰყვლეფენ ასე, რომ არ იცის, რომ ყვლევენ. შეიძლება ისეც მოხდეს რომ ხალხი ყველაფრისათვის „მცარცველობის“ მადლობელიც იყოს: იმისათვისაც, რასაც მას შეარჩენენ ხოლმე, ამისათვისაც, რასაც წაართმევენ და ამისათვისაც რაც იკარგება ამ ოპერაციაშია. ეს კიდევ ცოტაა: მე ვამტკიცებ, რომ დღესა თუ ხვალე ჩვეულებისაგამო ყველანი მცარცველებად ხდებიან ასე, რომ ეგ ამბავი არც თითონ იციან და არც გულში ჰქონიათ. ეს სხვა და სხვა ნაირი მონოპოლიები ცბიერომის შვილები არიან და ხალხის გონების სიბნელით იზდებიან. იგინი განჰქრებიან ხოლმე მარტო სინათლისაგან.

სამყოფად ვილაპარაკე მე ამათზედ, რომ ვაჩვენო, რო საპოლიტიკო ეკონომიას დიდი პრაკტიკული სარგებლობა მოაქვს. ეგ ლამპარია, რომელიც, რა კი რომ ცბიერობას გამოაშკარავებს და სიბნელესა და შეცდომებსა გაფანტავს, სრულიად დაარღვევს ხოლმე იმ საზოგადოობის ურიგობას, რომელსაც „მცარცველობას“ ვეძახი. ვიღაცამ — მგონია ქალმა — საპოლიტიკო ეკონომია ჭეშმარიტად აღსნა ამ ნაირად: იგი ციხეაო, საცა ხალხის ქონებას არ ფრის შიში არა აქვსო.

თარგმანი ანუ ახსნა.

ამ წიგნს რომ დანიშნული ქონდეს სამი ანუ ოთხი ათას წელიწადს გაძლება; ამ დროების განმავალობაში რომ იკითხებოდეს, გადიკითხიბოდეს, ისინჯებოდეს, ისწავლებოდეს სიტყვა სიტყვაზედ, ასო ასოზედ თავობიდამ თავობამდე, როგორც ახალი ყორანი; ამ წიგნმა რომ მთელი ქვეყნის ბიბლიოთეკებში მრავალი სხოლიოები, აღსნანი, თარგმანი მოიზიდოს — მაშინ შემეძლო ზემოხსენებული აზრები თავინთ ბედზედ მიმეგდო, თუმცა ცოტად სიბნელე ატყვიათ და მოკლედ გამოთქმულნიც არიან. მაგრამ რადგანაც საჭიროა მათი ახსნა, მე მგონია — ჭკუა იქნება მე თითონვე ავხსნა.

ჭეშმარიტი და სამართლიანი კანონი კაცობრიობისა შემდეგი არის: „თავისუფალი გაცვლა ღვაწლისა ღვაწლზედ“ (услуга за услугу). „მცარცველობა“ აბა იმაში მდგომარეობს, რომ ძალით, ან ცბიორებით შეცილების (debat, cocrisanie) თავისუფლება განაგდოს, დაშალოს ისე, რომ ღვაწლის მიმღებმა ღვაწლის მომტანს სანაცვლოდ არა მისცეს რა.

„მცაცრველობა“ ძალით ესე იქნება ხოლმე: ელიან, მინამ კაცი რომელიმე ნივთს გააკეთებს, მერე ხანჯლით ხელში მივარდებიან და წაართმევენ.

ეს ხომ ცხადად აკრძალულია ათის მცნებითა: „არა იქურდო.“

როცა ამისთანა „მცარცველობა“ მოხდება ხოლმე თვითვეულ კერძო პირთა შორის, მაშინ იმას „ქურდობას“ ეძახიან და იმოსება ბორკილით; როცა ხალხთა შორის მოხდება, იგი მიიღებს ხოლმე „დაპყრობის“ სახელს და იმოსება დიდებით.

რისთვის არის ამისთანა განსხვავება? ცუდი არ იქნება მიზეზი მოვძებნოთ. ეს განსხვავება თითით გვაჩვენებს მიზეზად იმ უძლეველს ძალას — საზოგადო ხმას — რომელიც ჩვენ გარს გვახვევია, როგორც ჰაერი ისე უანგარიშოდ, რომ არც კი ვგრძნობთ. რუსომ ფრიად სრული ჭეშმარიტება ჰსთქვა: დიდი ფილოსოფია უნდაო, რომ განვიხილოთ ის ფაქტიო, რომელიც ჩვენზედ ძალიან ახლო არისო.

ქურდს აღუდგება ხოლმე საზოგადო ხმა, იმიტომ-რომ იგი მარტო და ცალკე მოქმედობს. ის არ ასვენებს ყველას, ვინც გარს ახვევიან. მაგრამ თუ რამდენიმე ამხანაგი ეყოლება — ის ამაყობს კიდეც თავისი ჩადენილი საქმეებითა. აი აქ საზოგადო ხმის ძალა დაიწყობს კიდეც ხოლმე თავის ძლიერ მოქმედებას, იმიტომ რომ საკმაოა ქურდისათვის მარტო ამხანაგებმა აქონ, რომ იმას დაეკარგოს თავის საძაგელი ხელობის ცნობა და თავიც იქოს სამარცხვინო საქმითა.

მეომარი სხვა წრეში სცხოვრებს. საზოგადო ხმა, რომელიც შავს დაღს ასვავს იმას, იმის ქვეყნის გარედ არის — დამარცხებულს ხალხშია; იგი არა ჰგრძნობს იმ ხმის შავის დაღის სირცხვილსა. გარეხვეული ხმა კი აქებს, აქეზებს მას. მისი ამხანაგები და თითონაც იმათთან ცხადათა გრძნობენ, რომ ერთი ერთმანეთის თავდებობით შეკრულნი არიან. მამული, რომელსაც მტერი აუჩენია, რასაკვირველია უნდა ცდილობდეს თავის შვილებში ვაჟკაცობა წაახალისოს. მათ შორის ვინც უფრო თავს გამოიდებს, ვინც თავის ქვეყნის სამზღვარს გააგანიერებს და უფრო ბევრს ნადავლს და ნაშოვარს შემოიტანს, მამულის სახელს, პატივს, დიდებას აძლევს. პოეტები გალობით ამკობენ, ქალები გვირგვინს უწვნენ. ძალა საზოგადო ხმისა აქ ისეთი დიდი და ძლიერია, რომ მცარცველობისაგან უსამართლოების იდეას აშორებს და თვით მცარცველსა ისე აბრმავებს, რომ თავის დანაშაულის გაგებაც აღარა აქვს.

საზოგადო ხმა, რომელიც წინა აღუდგება ხოლმე სამხედრო. მცარცველობას, თუ გაცარცული ხალხის ხმაა და არა მცარცველისა, ძალიან ცოტას შველის. მაგრამ არც ის ხმა რჩება უსაქმოდ და მით უფრო ძლიერი საქმობს, რამოდენათაც ორი მტერი ხალხი ერთმანეთს უახლოვდება და რამოდენათაც უფრო მეტათ ესმით ერთმანეთის ენა. ჰსჩანს, რომ ამ შემთხვევაში ენის ცოდნა და ხალხთა შორისი თავისუფალი მიქცევ-მოქცევა იმას ელტვიან, რომ სასწორი იმ ხმას დააძლევინოს, რომელიც ამ გვარს მცარცველობას აღუდგება ხოლმე.

საუბედუროდ, ხშირად ასე მოხდება ხოლმე, რომ ხალხი დაჩაგრული, რომელიც დამჩაგვრელს ხალხს გარს არტყია, თითონ ის ხალხიც მცარცველობას არ მოერიდება ხოლმე, როცა შეძლება მიეცემა, — და იმავე შეცდომებით სავსეა.

ამ მდგომარეობაში ერთი ღონისძიება ღა რჩება — დრო. დრო უნდა რომ მძიმე გამოცდილებით ხალხებმა ერთმანეთის გაცარცვის საშინელი ზარალი იცნონ.

იქნება მეორე ღონისძიებაც დამისახელონ — ზნეობის მცნება (la moralisation), მაგრამ ზნეობის მცნების საქმე ის არის, რომ რიცხვი კეთილის მოქმედებისა გაამრავლოს. რა რიგად უნდა მოსპოს იმან „მცარცველობის“ მოქმედება, როცა მაგ მოქმედებას საზოგადო. ხმა უმაღლეს სათნოებასთან ერთად აყენებს. ხალხის ზნეობის განწმენდისათვის განა არის რამე ღონისძიება უფრო შემძლებელი სარწმუნოებაზედ? ყოფილა როდესმე სარწმუნოება ისეთი მშვიდობის მოყვარული, როგორიც ქრისტიანობა არის? მაგრამ კი გასინჯეთ, რას ნახავთ ამ თვრამეტს საუკუნეში? ნახავთ რომ კაცნი იბრძვიან, ერთი ერთმანეთს ჟლეტენ არამც თუ იმიტომ რომ სარწმუნოებას არ ეპოვებიან, არამედ თვით სარწმუნოების სახელითაცა.

ხალხი დამპერობელი ყოველთვის ხომ თითონ არ დაეცემა. ამასაც დაადგება ხოლმე უბედური დღე, მაშინ მისი სალდათები იმაგრებენ სახლკარსა, ქონებასა, ცოლშვილსა, დაუმოკიდებლობას, თავისუფლებასა. ომი მაშინ რაღაც სიწმინდის და დიდების ნიშნით იმოსება. ბაირაღი, ნაკურთხი მშვიდობის მოყვარე ღვთის მსახურთაგან, მაშინ წარმოადგენს ყველაფერს, რაც კი რამ არის უწმინდაეს ქვეყანაზედ. იმ ბაირაღს ყველა გარს ერტყმის, როგორც მამულის და პატიოსნების ცოცხალს ხატსა და მეომარის ქველობა ყველა სათნოებაზედ მეტად იდიდება. მაგრამ რაკი განსაცდელი გაივლის, ხმას მაინც ისევ ის ძალა რჩება, რასაკვირველია შურის-გებაც გაიღვიძებს პატრიოტობასთან ერთად არეული, — და საყვარელი ბაირაღი ხან ერთს, ხან მეორეს ქალაქში მიდის და ფრიალებს. მგონია, რომ ამ სახით ბუნებამ დამცემელს ხალხს სასჯელი მოუმზადა.

ამ სასჯელის შიში და არა ფილოსოფიის წარმატება არსენალიდამ იარაღს გარედ არ უშვებს, იმიტომ -რომ ომიანობას უფრო განათლებული ხალხი მიზდევს და ის ხალხი სამართლიანობას არ დასდევს, თუ მაგიერის გადახდისა შიში არა ქონდეს. ამის დასამტკიცებელი, გიმალაი, ატლასი და სხვ. არიან.

თუ სარწმუნოება ომის მოსასპობლად უღონო არის, ფილოსოფიაც აგრეთვე - მაშ რით უნდა მოისპოს ომიანობა?

საპოლიტიკო ეკონომია ამტკიცებს, რომ თუნდა მარტო გამარჯვებული ხალხი სახეში ვიქონიოთო, მაშინაც ომიანობაში მთელი ხალხის ხარჯით სუყოველთვის მცირე რიცხვი ხეირობს. მაშასადამე საკმაოა, რომ მთელმა ხალხმა თავის ზარალი გაიგოს, ცხადად დაინახოს ეს ჭეშმარიტება, მაშინ სასწორი საზოგადო ხმისა, რომელიც ჯერ ომიანობის მხარეზედ არის, მშვიდობიანობის მხრეზედ გადიწევს.

„მცარცველობა“, რომელიც ძალზედ არის დამოკიდებული მის გარდა, სხვაც არის რომ კაცს წაართონ რომელიმე ნივთი არ ელიან კი, მინამ გააკეთებს, თითონ კაცს შეიპყრობენ ხოლმე, პიროვნებას წაართმევენ; შრომას ძალად აკისრებინებენ; იმას როდი ეუბნებიან: „თუ შენ ჩემთვის ამ შრომას გასწევ, მეც შენთვის ამ შრომას გავსწევ“, იმას პირდაპირ ეუბნებიან: „შენ შრომა — მე შექცევა“. ეს მონობა არის; იგი ყოველთვის ძალის ბოროტად ხმარებასთან არის შეერთებული.

მეტად დიდი საქმეა პასუხი გავცეთ ამ კითხვას: განუსაზღვრელი უფლების ძალაში არის თუ არა გაუწვეტლად ბოროტ-მოქმედების თვისება? მე — ჩემის მხრით — მაგ ძალას არ ვენდობი და იმოდენად მოველი, რომ ძალამ თავის თავს საზღვარი დაუდვას, რამოდენათაც მოველი, რომ მაღლიდამ წამოსული ქვა თავის თავს შეაყენებს.

აბა ერთი მაჩვენონ ერთი რომელიმე ქვეყანა, ან დრო, რომელშიაც მებატონის ნებაყოფლობით, თავის უფალის და გულშემატკივარის სურვილით მონობა მოსპობილიყოს.

მონაობა წარმოადგენს მეორეს და ცხადს მაგალითს, რომ საცა გამორჩომის და სარგებლობის გრძნობაა, იქ სარწმუნოების და კაცმოევარეობის გრძნობა ბრძოლისათვის უღონოა. ეს სამწუხარო იქნება ზოგიერთ ფილოსოფოსებისათვის, რომელნიც ასწავლიან კაცს: „შენი თავი დაივიწყეო“ და რომელნიც ამ თავის დავიწყებითა საზოგადოობის გადაკეთებასა ფიქრობენ. ისა სჯობია თვით კაცის ბუნების გადაკეთებიდან დაიწყონ.

ანტილიის კუნძულებზედ მონების პატრონები მამა-პაპითვე, იმ დროიდანვე, როცა მონობა იქ დაარსდა, აღიარებენ ქრისტეს რჯულსა, დღეში მრავალ ჯერ ისინი ამ სიტყვებს იმეორებენ: „ყველა კაცნი — ძმები არიან; შეიყვარე მოყვასი შენი და მთელი რჯულის მცნება აღსრულებული გექმნება.“ მაგრამ მაინც და მაინც მონები კი ჰყავთ. ამისთანა ჩვეულებრივი და კანონიერი იმათთვის არა საქმე არ არის. ეხლანდელ მეცნიერთა განა იმედი აქვსთ, რომ იმათი სწავლა შეიქმნას ისე ყველასაგან მიღებული, ისე ხალხში გავარდნილი, იმისთანა სახელი ქონდეს და ეგრე ხშირად იმეორებოდეს, როგორც იმეორებს სახარება? თუ კი სახარებამ ვერ გაარღვივა სარგებლობის კედელი და ენიდამ გულში არ გადიტანა ქრისტეს სამღთო და კაც-მოყვარე მცნება, მაშ მეცნიერთა როგორღა აქვსთ იმედი, რომ იმათი სწავლა მაგ სასწაულს მოახდენს?..

მაგრამ რა? ნუ თუ მონაობა დაუმარცხებელია და დაუკოდავი? არა; იგი მოისპობა იმითივე, რითაც დაარსდა — სარგებლობით, ოღონდ კი კერძო სარგებლობის შემწეობისათვის, რომელმაც ეგ მუწუკი გააჩინა, არ უნდა დაირღვას საზოგადო სარგებლობა, რომელმაც იგი უნდა მოარჩინოს.

საპოლიტიკო ეკონომიამ ისიც დაამტკიცა, რომ ნებაყოფლობითი (вольный) შრომა თავის ბუნებით პროგრესსიული, წარმატებითი არის; ხოლო შრომა მონისა ბუნებით უძრავია. ამისაგამო ნებაყოფლობითის შრომის გამარჯვება მონის შრომაზედ აუცილებელია, რა მოუვიდა მაგ. ლილის შემუშავებას ნეგრებითა?

თავის უფალი, ანუ ნება ყოფლობითი შრომა უფრო ნაკლებ უჯდება მებატონეს, რომ ყველაფერი გაიანგარიშოს. რაკი მუშაობა ცოტა უჯდება, მაშ თითონ ნამუშავარიც ფასს დაიკლებს. რაც უფრო ბევრს დაიკლებს, იმოდენად მონა შეიქმნება უფრო დ უფრო ნაკლებ გამოსადები მებატონისათვის[2], მონაობა ამერიკაში დიდი ხანია მოისპობოდა თუ რომ ევროპიის კანონებს შაქრის ფასი ძალად არ აეწივათ. ამისათვისაც ჩვენა ვხედავთ, რომ მებატონენი, მათი მოვალეები და დეპუტატები გულმოდგინებით ცდილობენ ის კანონები შეიმაგრონ, რომელნიც ეხლა მთელს შენობას ბოძებად უდგანან.

საუბედუროდ ის კანონები აქამდინაც მოსწონს იმ ხალხსაცა, რომელთაც თვის შორის მონობა დიდი ხანია მოუსპიათ. აქედანა სჩანს, რომ ამათშიაც მაინც კიდევ საზოგადო ხმა ჰსძლევს სასწორსა.

თუ საზოგადო ხმა ძალის ხმარებაში ბატონობს, მაშ უფრო ბევრი მიზეზია, რომ იქაც იბატონოს, სადაც ცბიერობა და ხერხია. მართლა რომ ვსთქვათ, იმისი ასლი ასპარეზი სწორედ ეგ არის. ცბიერობა არის გონების ბოროტად მოხმარება; წარმატება (პროგრესსი) ხმისა არის წარმატება ჭკვისა. ამათ ორივეს ერთი და იგივე ბუნება მაინცა აქვთ.

მცარცველს იმოდენად მალე გაუვა ხერხი და ცბიერობა, იმოდენად კარგად მოატყუებს, და გააბრიყვებს, რამოდენათაც გასაცარცველი ხალხი მალე დამჯერი და გასაბრიყვებელი იქნება. რომ მალე არ იჯერებდნენ და მალე არ ბრიყვდებოდნენ, — ამის წამალი ცოდნაა, ჭეშმარიტებაა. აქედამ ის გამოდის, რომ ცოდნა უნდა გავრცელდეს, გონება უნდა განათლდეს და ამით წაერთოს საზდო ამ გვარის მცარცველობაა.

ისე მოკლედ გადავათვალიერებ ზოგიერთს გვარს მცარცველობისას, რომელიც ცბიერობით, მოხერხებით და მოტყუებით მოხდება ხოლმე.

პირველი ამ გვარი მცარცველობა ის მცარცველობაა, რომელიც სამღვდელო უფლების ცბიერობით მოხდება ხოლმე.

როგორ და რაშია აქ მცარცველობა? იმაშია, რომ შენ სხვას მართალი ღვაწლი და სამსახური გააწევინო საჭმლით, საცმლით, პატივისცემით, უფლებით, გავლენით და მის მაგიერ ტყუილი ღვაწლი და სამსახური გაუწივო.

მე რომ რომელსამე კაცს უთხრა: „მე შენ ნამდვილს ღვაწლს და სამსახურს გაგიწევ“ — ეს რომ უთხრა, უნდა ავასრულო კიდეც. რომ არ ავასრულო, ის კაცი მაშინვე მიმიხვდება რომ ვატყუებ დ ჩემი ცბიერობა გამოაშკარავდებოდა.

მაგრამ მე რომ უთხრა: შენ მე მემსახურე და შენის სამსახურის სამაგიეროს მე დიდს სამსახურს გაგიწევ — სააქაოს კი არა, საიქიოს; ამ სოფლის ცხოვრების შემდეგ შეიძლება შენ ან ბედნიერი, ან უბედური იყო საუკუნოდ, ეგ ჩემზედ არის დამოკიდებული; მე შუამავალი ვარ ღვთისა და მის დანაბადთა შორის და შეძლება მაქვს იმისთანა, რომ მინდა სამოთხის კარს გაგიღებ, მინდა ჯოჯოხეთისასა“ რაკი ამას კაცი დამიჯერებდა, ის ჩემ ხელ ქვევითი გახდებოდა, ჩემის უფლების ქვეშ ჩავარდებოდა.[3]

ეს გვარი მცარცველობისა მეტად ხშირი იყო და ვრცლად მოქმედებდა თვით ქვეყნის დაარსების დღიდგანვე; ვინ არ იცის რა ყოვლად შემძლებელ ხარისხამდის ეგვიპტის მოგვებმა (Маги) ანუ ქურუმებმა მიახწივეს.

ადვილი გამოსაცნობია რა ხერხსაც ხმარობენ მოცბიერენი და მატყუარნი. ამის გამოსაცნობად. იმის მეტი კი არა უნდა რა, რომ კაცმა თავის თავსა ჰკითხოს: რას ვიქმოდი მე იმათს ალაგს?

მე რომ მაგისთანა განძრახვით ჩავარდნილვიყავ გაუნათლებელ ხალხში და რომელიმე თვალთ მაქციობის მოქმედობით, რომელიც რასაკვირველია, სასწაული ეგონებოდათ, ხმა გამვარდნოდა, რომ მე რაღაც ბუნების გარეთი არსება ვარ, მაშინ, რასაკვირველია, ღვთის მოციქულობასაც დავიჩემებდი, ვიტყოდი, რომ მე განუსაზღვრელი უფლება მაქვს კაცთა საიქიო და მომავალს ბედზედა.

ამის შემდეგ აუკრძალავდი, რომ ჩემი უფლება არ გაესინჯათ, ამაზედ მეტსაც ვიქმოდი: რადგანაც ჩემთვის ყველაზედ საშიშარი მტერი მაშინ გონება იქნებოდა, მე აუკრძალავდი, რომ თვით გონებაც არ ეხმარათ, თუ ყველაფერში არა, იმ საშინელს უფლების გარჩევაში მაინცა. მე ამ უფლებას და ყველაფერს; რაც კი რამ მას შეეხებოდა დიდ საშიშარ საგნად გავხდიდი ასე, რომ უსიკვდილოდ არავინ მიჰკარებოდა. იმის ახსნა, გარჩევა და თვით იმაზედ ფიქრიც შეიქმნებოდა შეუნდობელ დანაშაულობად.

რასაკვირველია, მეტის მეტი მოხერხება იქნებოდა, რომ ყველგან, საიდამაც კი გონება თავს ამოჰყოფდა, რომ ჩემი ცბიერობა და სიცრუე გამოაშკარავოს, ყველგან მძიმე ხაფანგი დამეხურა. ჩემის სიცრუის დღეგრძელობისთვის უკეთესი არ იქნებოდა რა, რომ თვით ეჭვიც და გამჯელობა ღვთის გმობად გამეხადნა.

მაგრამ ამ მაგარს საძირკველს, კიდევ სიფთხილისათვის სხვასაც ბევრს დასამატებელს რასმეს ჩავურთავდი: მაგალითებრ, იმისათვის, რომ განათლება არ შეპარებოდა ხალხსა, მე და ჩემი თანამოზიარენი დავიჩემებდით ყოველის მეცნიერების მონოპოლიას, ვიტყოდით, რომ ჩვენს მეტმა არავინ არ უნდა იცოდეს რა. ამისთვის მე ცოდნას მკვდარის ენისა და გიეროგლიფის ნაწერის სახურავს დავხურავდი, რომ ვერავის ჩვენს მეტს ვერ შეჰსძლებოდა ცოდნა შეეძინა და რომ რომელიმე განსაცდელი უეცრად არ მომსწრობოდა, მე მოვიგონებდი იმისთანა წესდებულებას, რომლის გამო იმისათვის ყოველ დღე ყოველი კაცის სვინიდისი ძირამდინ მისაწდომი ყოფილიყო.

ცუდი არ იქნებოდა, რომ ხანდისხან ხალხისათვის გულიც მომეგო, ზოგიერთი არსებითი საჭიროებს ხალხისა ხანდისხან დამეკმაყოფილებინა, ნამეტნავად თუ ამით მე უფლება და დიდება უფრო მომემატებოდა. მაგ. კაცთათვის ყოველთვის განათლება და ზნეობა დიდად საჭიროა: განათლებასაც და ზნეობასაც მე თითონ დავურიგებდი. ამის მეოხებით მე შემეძლებოდა, რომ ხალხის ჭკვისათვის და გულისათვის საიდაც მინდა, თავი იქით მექნა. მე ჩემს უფლებას და ზნეობას ერთ გაუწყვეტარ ჯაჭვით ერთმანეთზედ გადავაბამდი. მე იმათ ისე წარმოვადგენდი, რომ ერთს მითამ უმეოროდ ყოფნა არ შეუძლიან. ამ სახით ხალხს იქამდი თვალს აუხვევდი რომ არამც თუ ჩემი უფლების დარღვევა გაებედნა, არამედ ვისმე იმათში უფრო თამამს და თავგამოდებულს რომ მარტო ხმა ამოღო, ხალხს ჰგონებოდა, რომ მისთა ფეხთა ქვეშ დედა მიწა ირყევა, და იმ ხალხისათვის თავგამოდებულს თვითვე ხალხი გაცოფებით მივარდნოდა, რომ ნაჭერ ნაჭერ ექცივა.

ამისთანა საქმის მოწყობილობაში ცხადია, რომ ხალხი უფრო მეტად ჩემი კუთვნილება იქნებოდა, ვიდრე მაშინ, რომ ჩემი ნამდვილი ყოფილიყო. მონა სწყევლის თავის ბორკილსა და ჩემი ხალხი კი თავისას დალოცავდა, და ამ სახით ჩემი მონების დაღს შუბლზედ კი არ დავასვავდი, არამედ ყოველ კაცის სვინიდისის სიღრმეში.

მარტო საზოგადო ხმას შეუძლიან პირქვე დასცეს ამისთანა უსამართლოების შენობა; ხოლო საიდამ უნდა დაიწყოს დარღვევა, როცა ყოველი ქვა მისაკარებლად აკრძალულია? ეგ დროების და წიგნთა საბეჭდელის საქმე არის.

ღმერთმა დამიფაროს, რომ ამით მოვინდომო შევარყიო ის ნუგეშ-მცემელი ქრისტეს სარწმუნოება, რომელიც სააქო განსაცდელიანს ცხოვრებას საიქიო ნეტარების ცხოვრებასთან აერთებს მაგრამ, მე ამას ვამბობ, რომ არავინ, თვით ქრისტიანობის უპირატესი პატივმცემელიც არ იტყვის, რომ ის გაუწყვეტელი სურვილი,რომელიც სარწმუნოებას ელტვის — ბოროტად არ იხმარებოდეს. მე მგონია, ნიშანი არის, რომლითაც შეიძლება შეტყობა: ხალხი სულელია, თუ არა. გაშინჯეთ მარტო ხალხის სარწმუნოება და სარწმუნოების მსახური; გასინჯეთ, მსახური ემსახურება სარწმუნოებას, თუ სარწმუნოება თავის მსახურსა?

თუ სარწმუნოებას მსახური ემსახურება, მაშინ იგი მარტო იმას, ცდილობს, რომ ქვეყანაზედ ვრცლად მოჰფინოს სარწმუნოების მცნება და მისი სათნოება. მაშინ მსახური მშვიდია, მიმტევებელია, თავდაბალია, გულშემატკივარია, გულმოდგინეა, მოწყალეა; მისი ცხოვრება გადმომცემელია ღვთაების ცხოვრების შუქისა; იგი ქადაგობს თანა სწორობას, თავის უფლებას თვითვეულ კაცთა შორის, მშვიდობიანობას და ძმობას ხალხთა შორის; იგი უარ ჰყოფს სააქაო უფლების მაცდურებასა, იგი შორდება მას და არ ნდომობს თანა მოზიარე იყოს მისი, იმიტომ,რომ ყველაზედ მეტი გაკიცხვა ამ ქვყანაში უფრო მაგ უფლებას უნდა; იგი ხალხის კაცია, იგი სათნოებიანის რჩევისა და მშვიდის ნუგეშის კაცია: იგი საზოგადო ხმის კაცია, კაცია წმინდა სახარებისა.

და თუ სარწმუნეობა ემსახურება თავის მსახურსა, მაშინ მსახურით ისე ექცევა სარწმუნოებას, როგორც უნდა; ხან ესე ხმარობს, ხან ისე, საითაც და როგორც უნდა ისე ატრიალებს, რომ მისგან რაც შეიძლება დიდი გამორჩომა ნახოს. იგი გაამრავლებს ასაკრძალავს საგნებსა; დროების, კაცის და გარემოების მიხედვით იგი სცვლის სარწმუნოების მცნების აზრს; იგი მოძრაობთ, ან გაზეპირებული ხერხით ცდილობს, რომ ხალხის პატივი მოიპოვოს იგი დღეში ასჯერ ჩამოსთვლის ბუტბუტით სიტყვებს, რომლის აზრიც განქარვებულია და რომელნიც მარტო ამაო წესად ხდებიან. იგი რაც უნდა წმინდა და სამღთო საგანი იყოს, იმის ვაჭრობასაც დაიწყობს იმოდენად, რამოდენათაც შესაძლოა, რომ მისდამი სარწმუნოება არ დაირღვას და ეცდება, რომ ეგ ვაჭრობა იმოდენად უფრო საიდუმლოდ მოხდეს ხოლმე, რამოდენად ხალხი უფრო ადვილად მიმხვედრია და აზრის ამღებია; იგი გაერევა ხოლმე სააქაო საქმეებში; იგი ყოველთვის მის მხარეს დაიჭერს, ვინც უფრო ძლიერია, იმ პირობით კი, რომ ძლიერსაც ამის მხარე ეჭიროს. ერთის სიტყვით — ყველაფერში, რაც კი ხელიდამ გამოუვა, ეტყობა, რომ ამას სამღვდელოს შემწეობით სარწმუნოების წარმატება კი არ უნდა, არამედ სარწმუნოების შემწეობითა თვით სამღვდელოს წარმატება უნდა. რადგანაც ამისთანანი ესრეთის გულმოდგინებით იღვწიან, შეუძლებელია, რომ თვალ წინ საგანი არა ჰქონდეთ რა, — და რადგანაც საგანი იგი — როგორც ჩვენა ვფიქრობთ — არ შეიძლება სხვა რამ იყოს თუ არა სიმდიდრე სიძლიერე — მაშასადამე ხალხის სულელობის პირდაპირი ნიშანი სამღვდელოს სიმდიდრე და სიძლიერე უნდა იყოს.

როგორც ცრუ-სარწმუნოება, ისე ჭეშმარიტიც შეიძლება ბოროტად იხმარებოდეს. თითქმის რაც სარწმუნოება უფრო თაყვანის ღირსია, მით უფრო მომატებულად საფიქრებელია, რომ იგი ცუდად ბოროტად არ მოიხმარონ, იმიტომ რომ ჭეშმარიტისა და ცრუ — სარწმუნოების ბოროტად ხმარებას სხვა და სხვა ბოლო აქვს. ბოროტ მოქმედება, ბოროტად ხმარება ყოველთვის აიმტერებს ხოლმე ხალხის გონიერს, განათდებულს და დაუმოკიდებელს ნაწილს. არ შეიძლება რომ ამისაგან არ შეირყას სარწმუნოება და ვნება ჭეშმარიტის სარწმუნოების შერყევისაგან უფრო დიდია, ვიდრე ცრუ-სარწმუნოებისა.

ეს გვარი მცარცველობისა იმოდენად ვრცელია და ხშირი, რამოდენად ხალხი უფრო მიუხვედრელია, იმიტომ რომ ბოროტ მოქმედების თვისება ის არის, რომ იმ დრომდინ მოქმედობს, მინამ გასავალი აქვს ხალხში. ტყუილი იქნება ვჰსთქვათ, რომ გაუნათლებელს ხალხშიაც არ იყოს სამღვდელო წმინდა და სათნოებიანი; მაგრამ რით დაუშლი, რომ პლუტმა ანაფორა არ ჩაიცოს და პატივ მოყვარემ მიტრა არ დაიხუროს? მცარცველნი მალტუსის კანონს მისდევენ: რამოდენათაც ცხოვრებისათვის ღონისძიება ბევრია, იმოდენად მცარცველნიც ბევრდებიან; პლუტების ცხოვრების ღონისძიების შოვნა კიდევ იმაზედ ჰკიდია, რამოდენადაც ადვილნი მოსატყუარნი არიან ისინი, ვისაც ისინი იტყუებენ. ამის წამალი კიდევ ცოდნა და სწავლაა. საიდაც უნდა წახვიდე, ყოველთვის იმას ნახამ, რომ საზოგადო ხმისა და აზრის განათლება აუცილებელია. სხვა გზა არ არის, რომ ხალხი მცარცველობისაგან დაიხსნას.

ბ.ვ.

______________

1 არის ერთი პატარა წიგნი დაწერილი გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან დაწერილი: ეკონომიური სოფიზმები. თუმცა მთელი წიგნი ფრიად საგანგებო რამ არის და სასარგებლოცა როგორც ყველასათვის, ისე ჩვენთვისაც, მაგრამ მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი „მცარცველობის ფიზიოლოგია“, რომელიც უფრო მეტად მოედგმის ჩვენს ცხოვრებას და რომელმაც იქნება გვიშველოს ზოგიერთი რამე გავიგოთ დ ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქმნეს.

2 მაგ. რაკი ამერიკაში შაქარი ქირის მუშით აკეთეს, შაქარმა თან და თან ფასი დაიკლო, იმიტომ რომ ქირით მუშაობა უფრო ცოტა უჯდებოდათ. მთარგ.

3 ავტორი კათოლიკის სარწმნოებისაა

5 სფირიდონის და თადეოსის ბაასი.

▲back to top


სფირიდონის და თადეოსის ბაასი.

(შემდეგი.)

„პოეზია არის გამოხატვა სიცოცხლისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ პოეზია არის თვითონ სიცოცხლე. ეს ცოტაა: პოეზიაში სიცოცხლე უფრო უკეთეს სიცოცხლეთ აღმობრწყინდება, ვიდრე თვით სინამდვილეშია. აქედგან გამოდის ახალი კითსვა, რომელის ახსნაცა იქმნება პოეზიის ახსნა, — კითხვა: თუ თვითონ სიცოცხლე შეიცავს ამდენ პოეზიასა ასრე, რომ თვისის მნიშვნელობით სიცოცხლე და პოეზია ერთი და იგივე არის, — მაშ რაღა საჭიროა კიდევ სხვა პოეზია, და თვით ხელოვნებას ან რაღა მიუცილებელი საჭიროება ექმნება, და ან რაღა თავისუფალი მნიშვნელობა?

„მრავალი მშვენიერებაა ცოცხალ სინამდვილეში (дћйствительность), ანუ უკეთ ვსთქვათ, ყოველი მშვენეიერება არის მხოლოდ მასში, რაც არის და რაცა ჰსცხოვრობს; მაგრამ მისთვის, რომ ვისიამოვნოთ, დავსტკბეთ ამ სინამდვილით, ჩვენ პირველად უნდა დავიმორჩილოთ ის სინამდვილე ჩვენის მეხსიერებით, და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექმნება შემდგომი ორი თვისება: ჩვენ უნდა ზედ მიწევნით შევიგნოთ ისა სულ მრთლად, ერთიანად, და მასთანავე ნაწილ-ნაწილ (ანუ თითო თითო საგანათ). ისრე რომა ჩვენმა საკუთარმა თავმა, ჩვენმა მოფარდულობამვე არ დაგვიშალოს იმისი დანახვა. ჩვენ ვსარგებლობთ ხოლმე იმითი, მაგრამ მხოლოდ იშვიათად, მხოლოდ სიხარულით აღტაცების წამსა, რაღაც ჩვენი მსწრაფლ გულის გამოჩინების მოულოდნელს დროსა; მომატებულად ჩვენ გავერთვით ხოლმე მრავალ რიცხვ საგანებში, და იმ საგნების იქით ვეღარა ვხედამთ მრთელს საგანსა, და მათი აღარა გვესმის რა. ასრე გაშინჯე ჩვენი საკუთარი გრძნობანი მხოლოდ მაშინ არიან ხოლმე ჩვენი სასიამოვნონი პირველი, როდესაც განვმთავისუფლდებით მათის მომღალავი ტვირთისაგან, ანუ მათის ძრწოლის ღელვისაგან, რომელსაც გაჰყვება ხოლმე სუნთქმა, რომლისაგან ქრება შეგნება, და მეორე მაშინ როდესაც მოვიგონებთ წარსულს. აწმყო (насттоящее) არასდროს არ არის ჩვენი ამისათვის, რომ ჩვენ წარგვიტაცებს ხოლმე თავისთანა; და თვით აწმყო სიხარულიც სამძიმოა ჩვენთვის ისრე, როგორათაც მწუხარება ამისათვის, რომა გვიმონებს, გვჯაბნის, გვიპყრობს ისი ჩვენ და არა ჩვენ იმასა. თუ გინდა, რომ დასტკბე იმ სიხარულით, ისიამოვნო, უნდა განშორდე იმასა რამდენსამე მანძილზე, ისრე როგორათაც უნდა განშორდე სურათს, სინათლის გულისათვის და შორიდამ უნდა უყუროთ, — განშორებული, განთავისუფლებული თქვენ ისე უნდა უყურებდეთ, როგორათაც ჩვენს გარეშე მყოფს საგანსა. აი რის მიზეზით მოგვეცემა ხოლმე ჩვენს შვება და განვთავისუფლდებით მწუხარების სიმძიმისაგან, როდესაც ვუამბობთ ვისმე, ანუ დავსწერთ ქაღალდზე: ჩვენ ვხედამთ იმასა ჩვენგან განშორებულს, ჩვენზედ მოშორვებით მყოფს, ჩვენი თავი აღარ გვიფარებს, აღარ გვიშლის მისს გაშინჯვასა, — და მაშინ ჩვენთვის საყვარელია ჩვენი მწუხარება, ჩვენ გვიამება, როდესაც მოვიგონებთ ხოლმე, გვესიამოვნება როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, როგორათაც ჯარისკაცს უყვარს თავისი ომში ყოფნის ამბის თქმა და ყოველისფრის განსაცდელისა რაც მას იქ გადახედია. ყოველიფერი წარსული გვეჩვენება ჩვენ სხვა ნაირად, თითქო ფერ გამოცვლილად; ბედნიერებას ვხედამთ საუკეთესოდ იმაზე, როგორც იყო მაშინ როდესაც იმითი ვსტკბებოდით; თვით უბედურებაშიც ვხედამთ ერთს პოეტიურ მხარესა. ამის მიზეზი ის არის, რომ სიშორე უმალამს ჩვენს თვალსა ყოველს უთანასწორობასა, შემთხვეულებასა, უწმინდურ ლაქებსა, რომელნიც ახლოს ყოფნის დროს პირველად მოხვდება ხოლმე თვალსა. სინამდვილეში ყოველისფერი დამონებულია სივრცისა და დროების კანონისაგან: გმირები სჭამენ, სმენ, გრძნობენ შიმშილსაცა დ სიცივესაცა, როგორათაც სხვა ყოველი კაცი. თქვენ ხედამთ ქვეყანაზედ მშვენიერს დახატულობას რომელისამე ადგილისასა (ლანდშაფტსა), მაგრამ როგორ? — უთუოდ შორიდგან და ამასთანავე ერთის ადგილიდგან, ერთის გასაშინჯავი მწერტილიდგან: სიშორე აძლევს ლანდშაფტს მხატვრობის სამშვენიერეს, გასაშინჯავი მწერტილი, რომელიდგანაც უყურებთ ის აძლევს იმის ერთობას, სიმთელეს. გადადგით ერთი ნაბიჯი, გამოიცვალეთ საუურებელი მწერტილი, — ლანდშაფტიც განქრება დარჩება თქვენს თვალ წინ რაღაც შეუთანხმებელი, განბნეული უთავბოლოდ, აღარ ექმნება ერთობა, სახე. მიდით იმ ლანდშაფტთან ახლოს, რომელის მშვენიერებითაც იყავით განკვირვებული, — და თქვენ დაგხვდებათ რომელიმე გამოუდეგარი ქოხი, საძაგელი წისქვილი, უბრალო ღელე, სხვაზედ არაფრით განსხვაებული ჭალა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ფეხი გიბორძიკდებათ ოკრობოკროებში, ანუ ჩაეფლობით სადმე წუმპეში. შორიდგან კი სუყოველისფერი იყო ისრე სუფთა, ფაქიზი, მშვენიერი, მრთელი, ჩარჩოში ჩასმული, — ნამდვილი სურათი და მხატრობა! ამითია სურათი უკეთესი ნამდვილზე? დიახ, ლანდშაფტი, დახატული ტილოზე ნიჭიანი მხატვრისაგან, უკეთესია ქვეყანაში ყოველ ჩინებულ სანახავ ადგილზე. რათა? ამისთვის რომა იმაში არ არის რა შემთხვევითი და მეტი, ყოველი მისი ნაწილები არის შეერთებული, ყველა არის მიხრილი ერთის საგანისაკენ, ყველანი ერთად შეკრულნი შეარდგენენ ერთს მშვენიერს, მრთელს და განუყოფელს აზრსა. სინამდვილე მშვენიერია თავის თავად, მაგრამ მშვენიერია ის თვისის საგანით, თვისის ნაწილებით, თვისის აზრით და არა ნაკვთით (ფორმით). ამ შემთხვევაში, სინამდვილე არის წმინდა ოქრო. მაგრამ გამოურჩეველი, ერთად არეული ლითონი და მიწა; სწავლა და ხელოვნება განსწმენდენ ოქროს სინამდვილისასა, გადაადნობენ და ჩაასხმენ მშვენიერს ყალიბებში. მაშასადამე სწავლა და ხელოვნება თავისაგან არ მოიგონებენ ახალსა და არ მოიგონებენ დაუარსებელს სინამდვილეს, მაგრამ იმას რომელიც ყოფილა, არის და იქნება კიდევაცა, გამოართმევენ მზა მასალასა, მზა კავშირთა, ერთის სიტყვით — ეს საგანია; მისცემენ მას შესაფერ ნაკვთსა, ყალიბსა, ზომიერის ნაწილებით ისრე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთბაშად თვალის გადავლება ყოველ მხრივ. პეტრე პირველმა რომ რუსეთში გააჩინა ფლოტი და ჯარი, ეს არის ფაქტი ისტორიულის სინამდვილისა; მაგრამ ისტორია როდესაც გვიამბობს ამ საქმესა, ის არ მოგვიყვება ყოველს ამბავს დაწვრილებით, გამოჰკრებს მხოლოდ იქიდგან უპირველეს იმ დროების ჩვეულების ნიშნებს: რა იმისი საქმეა იმის აღწერა, როგორ აგროვებდნენ სალდათებსა, მოგემეებსა, როგორ ასწავლიდნენ მათ სათითაოთ და სხვანი. შექსპირს შემოკლებულ დრამაში გამოუყვანია მთელი ცხოვრება ისტორიულის კაცისა, რომელსამე რიჩარდ მეორით, ანუ უწარჩინებულესი ამბავი გმირის ცხოვრებიდგან, რომელიც ნამდვილად შეიძლებოდა მამხდარიყო მხოლოდ რამდენსამე წელიწადში. იმას გამოუყვანია თავის დრამაში მხოლოდ ის ნიშნები იმისი გმირის სიცოცხლიდგან, მხოლოდ ის (ფაკტი) მამხდარი ამბავი, გამორჩეული დრამატიული სურათისათვის, რომელნიც შესახები ყოფილან პირდაპირ მისი თხზულების ჰაზრისა, და დანარჩენნი, თუმცა საცნობლად საიმოვნონი არიან თავის თავად, მაგრამ არ შეეხებოდნენ მის საგანსა, — გამოურიცხამს, რადგანაც არ არიან საჭირონი. თუმცა რომანის ჩარჩო, მიუდარებლად ვრცელია შევიწროებულ დრამის ჩარჩოზე, და თუმცა რომანის მწერალს უფრო ვრცელი თავისუფლება აქვს დრამის მთხზველზე, მაგრამ რომელიც გინდათ აიღეთ რომანი ვალტერ სკოტტისა ანუ კუპერისა, არ მოუნდებით ერთი დღის მეტი, რომ იკითხოთ გაუწყვეტლად, მაშინ როდესაც დაწვრილებით აღწერა მემუარებივით, ერთის წლის ცხოვრებაც ერთის კაცისა გაავსებდა ათ ჯერ მომატებულ ტომსა, ვიდრე გმირისა. მთელი სიცოცხლის აღწერა პოეტი არ არის ვალდებული აღგიწეროთ, რომ იმისი გმირი როგორა სჭამდა სადილსა ყოველთვის. მაგრამ პოეტს შეუძლიან დაგიხატოთ ერთი მისი სადილთაგანი, თუ რომ ამ სადილზე იყო როგორმე დამოკიდებული მისი სიცოცხლე, ანუ თუ სადილით შეიძლება რომელსამე ხალხის, რომელსამე დროში ჩვეულების ნიშნების წარმოდგენა; თუ რომ რამანის გმირი არის რაინდი (рыцарь), გამოჩენილი მხედარი, მაშასადამე პოეტისათვის რა საჭიროა, რომ აღწეროს ყველა იმისი ბრძოლა, ომი, რომელიც რაინდებს ისრე ხშირად შეემთხვეოდათ ხოლმე, როგორათაც რუსის ვაჭარს ჩაის დალევა. მაგრამ პოეტს შეუძლიან აღწეროს ერთი შემთხვევა ან გმირის ხმალში გასვლისა, ან ომისა და სხვა ამ გვარი აღწერა ვეღარას მოუმატებს, იმიტომ რომ გმირის ხასიათი ერთის შემთხვევითაც გამოიხატება ისრე სრულად, ცხადად, რომ ჩვენ იმისი ერთი ხმალში გასვლით გვეცოდინება კიდეცა როგორ გავიდოდა ხმალში ათას სხვა შემთხვევაში…

ამისათვის ყოველი პირი გამოყვანილი ხველოვნებითს ქმნილებაში, ანუ თხზულებაში არის წარმომადგენელი მრავლისაგან უმრავლესის ერთ ნაირის, ერთ გვარის პირისა, და ამისათვისაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე: ეს კაცი ნამდკილი ოტელლო არის, ეს (გასათხოვარი) ქალი სწორეთ ოფელიაა. ესრეთი სახელები, როგორათაც ანეგინი, ლენსკი, ტატიანა, ოლგა, ზარეცკი, ფამუსოვი, სკალაზუბი, მოლჩალინი, რეპეტილოვი, ხლესტოვისა, სკვოზნიკ-დმუხანოვსკი, ბობჩინსკი, დობჩინსკი, დერჟი მორდა, და სხვანი, — არიან თითქო საზოგადო სახელები, და არა საკუთარი, საზოგადო განთვისებულებითი წოდებანი რომელნიც თვით ცხოვრებაში აღმოჩენილან. ამისათვის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სინამდვილე გავს სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილი კი არ არის! ხელოვნებითი ქმნილება, ან თხზულება, რომელიც მოგონებაზედ დაიფუძნება ხოლმე, უმაღლესია, ყოველ ჭეშმარიტად მომხდარ ამბავზე, — და ისტორიული რომანი ვალტერ — სკოტტისა, რომელისამე ქვეყნის ხასიათისა, დებულების ადათის) შესახებ, ჭეშმარიტია ყოველ ისტორიაზე. . . .“

— ახლა კი, ჩემო თადეოზ, გადმოვშალოთ ერთი ფურცელი კიდევ და შევიტყოთ რა არის პოეზია. მაგრამ რადგანაც სიტყვა გძელდება, მე ბელინსკისავე სიტყვით ესე მოკლედ მოგახსენებთ: პოეზია არის სიცოცხლე გამჯობინებული, არის სინამდვილე განცხოველებული აზრითა დ მხატრობითა „მთელი ქვეყანა — ამბობს ბელინსკი — ყოველი ყვავილი, ფერი და ხმა, ყოველი ფერი ბუნებისაგან, სიცოცხლისაგან აღმოჩენილი, შეიძლება პოეზიის საგნად იყოს, მაგრამ პოეზიის აზრი, პოეზიის არსი (сущность) ის არის, რაც დამალულია იმ აღმოჩენილს საგანში, რაც აძლევს საგანს დანაბადის სიცოცხლესა; ის არის, რითაც საგნის სიცოცხლის მოძრაობა ხიბლავს ადამიანსა. პოეზია არის მსოფლიოს სიცოცხლის მაჯის ცემა, იმისი სისხლი დ ხორცი, იმისი ცეცხლი, სინათლე და მზე.

— უკაცრავად ნუ კი ვიქმნები, ჩემო სფირიდონ და, სრულიად ვერაფერი ვერა გავიგე რა პოეზიისა; მე ასე მეგონა მოკლეთ მეტყვით მეთქი და თქვენ კი მეტად გრძელი ბაასი მოგივიდათ, ეტყობა ძნელი მისაგნები და აღსასხნელი უნდა იყვეს პოეზია: მაგრამ რა ვქნა, ჩვენ დროს ე.ი. როცა სასწავლებელში ვიყავით არც პოეზიაზე გველაპარაკებოდნენ და არც პროზაზედა, ეხლა კი მე ვეღარას ვისწავლი. მხოლოდ ეს მიკვირს, ჩემო სფირიდონ, რომა თითქო ქართულად მელაპარაკებოდი, მაგრამ ვერაფერი ვერა გავიგე.

— სრულიად თანახმა გახლავართ, ბიძა ჩემო, მაგისი: მე ვერ ავასრულე კარგად მთარგმნელის ხელობა, და ამისათვის ცხადი ბელინსკის აზრი სრულიად დაბნელდა. და რა გაეწეობა? დარჩეს ჩემი შრომა ამაოდ; შეწუხებისათვის კი ბოდიშს ვიხდი თქვენთანა.

— არა, თქვენმა მზემ, მაგარედ არ მოგახსენეთ.

— მაშ ისევ ცისკარს დავუბრუნდეთ. „მხეცური შურის გების“ შემდგომ არიან ლექსები სხვა და სხვა მთზველებისა; აი ერთი მათგნი:

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი.

„უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის ცისკარი.
„თვალთ ჟუჟუნასა ქება უძღვენ სწორ შესადარი.
„ფეხთთ დაუფინე ასპინოზი და აცედარი,
„ნუ დადუმდები გაგვაგონე ტკბილ საუბარი.

— სფირიდონ, ეგ რა დაუწერია მარტის ცისკარში, როგორღაც დამავიწყდა?

— რა მოგახსენო, ბიძაჩემო, აღარც მე მახსოვს.

„ბულბულთ ჭიკჭიკი ვის არ მოგვრის ტანთა ჟრჟოლასა?
„ვარდთა მიჯნურთა, უნუგეშოთ, კანკალ, თრთოლასა.
„ივერიელნი გევედრებით ლექსთ მიყოლასა,
„ნუ დაუტევებ, შენთ სიტყვების ისართ სროლისა.

— არ ვიცი თადეოზ, რომელმა ივერიელმა სთხოვა გიორგი თუმანოვსა, რომ ამისთანა თხოვნის არზა მიერთმივა იმათ მაგიერათა კნ. ჯორჯაძისათვის. თქვენ ხომ არ გითხოვიათ?

სფირიდონ ჩიტორელიძე.

6 სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე და ამის თავობაზედ ვიკტორ ჰუგოს წიგნი.

▲back to top


სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე და ამის თავობაზედ ვიკტორ ჰუგოს წიგნი.[1]

რაც კი ევროპაში დიდი სახელმწიფოა, ყოველგან სისხლის რჯულის დებაში სხვათა სასჯელთა შორის არის სიკვდილით დასჯაცა, და სამწუხაროდ, ხშირადაც იხმარება საქმეში. მხოლოდ წვრილი სამთავროები, როგორც მაგალითებრ — ოლდენბურგი და ნასსაუ გერმანიაში, სან-მარინო და ტოსკანა იტალიაში, ფრიბურის და ნევშატელის კანტონები (ოლქა, მაზრა) შვეიცარიაში — ესენი არც ერთს დანაშაულობაში სიკვდილით დასჯას სრულიად არა ხმარობენ. სიკვდილით დასჯის გადაგდებაზედ ატეხეს ლაპარაკი ჯერ კიდევ წარსული საუკუნის მეორე ნახევარში — ბეკარიომ, მონტესკიომ და სხვა პუბლიცისტებმა და დღესაც მაგ საგანზედ გაცხარებული ბაასია მწერალთა და სახელმწიფო კაცებ შორის. ეხლა ეგ საქმე იქამდინ არის მიყვანილი, რომ თითქმის დაამტკიცეს, რომ სიკვდილით დასჯა არამც თუ საჭიროა და თეორიით შეუწყნარებელია, არამედ გადაწყვეტილად მავნებელია. ჩვენ ამის გამოკვლევას არ გამოუდგებით, ვისაც უნდა დაწვრილებით ამისი გასინჯვა, წაიკითხოს გამოჩენილი კრიმინალისტის (სისხლის სამართლის მცოდნე) მიტერმაიერის თხზულება. ჩვენ მარტო გაცნობებთ, რომ ჟენევის რესპუბლიკამ (შვეიცარიაში) ფეხზედ წამოაყენა ეგ საქმე, როცა თავის კონსტიტუცის გადაჩხრეკას შეუდგა. ჟენევის კონსტიტუციის კრებამ 43 ხმით 5-ის თუ 6-ის წი- ნააღმდეგ, გადაჰსწყვიტა, რომ ჟენევის სისხლის რჯულის-დებაში სიკვდილით დასჯა უნდა დარჩეს. მაგრამ, რადგანაც ჯერ კიდევ ეგ საქმე სრულად დაბოლოვებული არ არის და ახლო ხანში ხელახლად უნდა გაისინჯოს, ამისგამო ჟენევის სარევიზიო კომისიის ერთმა მწევრმა ვიკტორ ჰუგოს წიგნი გაუგზავნა და ჰსთხოვა, რომ ამ დიდ საქმის გადაწყვეტაში შემწეობა არ დაიშუროს. ამ კომისიის მწევრთა აი რა პასუხი მოსწერა 17 ნოემბერს 1862 წ. ვიკტორ ჰუგომ:

„ბატონებო! თქვენ მშვენიერი საქმე დაგიწყვიათ; თქვენი ღვაწლი და ცდა კეთილშობლურია, თქვენი სიტყვები მშვენიერნი არიან. თქვენ გიჭირთ დახმარება და მე მომიკითხეთ. მადლობელი ვარ. თქვენ მეპატიჟებით და მეც თქვენკენ მოვისწრაფი. თქვენ მოგდომებიათ სასახელო ნაბიჯის გადადგმა, თქვენი საზოგადო აგებულების გასწორება; თქვენ გინდათ შეიტყოთ განათლებაში და წარმატებაში რამოდენად წინ წასულხართ; თქვენ გინდათ ერთმანეთს საზოგადო საქმეებში დაეთანხმოთ. თქვენ გსურთ და იკრიფებით, რომ ერთად მოიფიქროთ მაგ საქმეებზედ; მაგ საქმეთა შორის რიგი მიმდგარა ერთ უდიდეს საქმეზედაც — სიკვდილით დასჯაზედ.

ეჰ, ეს უბედური სიზიფის ქვა[2], რომელსაც დანაშაულობისათვის დასჯას ეძახიან, როდის დადგება, რომ უკანვე აღარ ჩამოგორდეს კაცთა საზოგადოობაზედა? როდის იქნება სიტყვა „დასჯა“ „სწავლაზედა“ შეიცვალოს; როდის გაიგებენ, რომ დამნაშავე იმიტომ აშავებს, რომ განათლებას მოკლებულია? თვალისათვის თვალი მოსთხარე, კბილისათვის კბილი ამოამტვრიე, ბოროტისათვის ბოროტი უყავ — აი მიახლოვებით ჩვენი სისხლის რჯულის დება. ზღევა (месть) როდის მოიშორებს იმ სახელს, რომელსაც „ღირსეული გადახდევინება“ ჰქვიან. როდისღა იქნება რომ სახარების წამკითხველთა კაცთა გაიგონ მისი დიდი აზრი? პატივს როდის სცემენ დიდს სიტყვას: „არა კაცვლა?“ ეხლა შემთხვევა მოგეცათ, რომ წინ ფეხი წასდგათ და მაგ საქმისათვის შემწეობას მთხოვთ. მაგრამ მე მარტომ რა უნდა ვქმნა? აი ეს მრავალი წელიწადია (1828 წლიდან) მე ვებრძვი მაგ გველაშაპს, რომელსაც სიკვდილით დასჯას ეძახიან და თითქმის ვერა ფერი ვერა ვუყავი რა. ბევრნი სხვანიც მაგ ფიქრით იბრძოდნენ; მაგრამ რა — გილიოტინა[3] არ მოისპო, მარტო სხვა ბნელი ადგილი ამოირჩივა თავის საქმისათვის. თქვენ მთხოვთ შემწეობას და მე ნება არა მაქვს უარი გითხრათ; მხოლოდ კი მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ თქვენი საქმე კეთილად წარემართა, მაგ სიკეთისა ყველაზედ უფრო ცოტა წილი მე შემხვდება. მე ხშირად ვცდილვარ დამეხსნა სიკვდილისაგან თვით შორეულნი პირნიცა, ზოგჯერ ხელი შემწეობის და უფრო ხშირად კი ვერა მიქმნია რა. ამ პატიოსნურს საქმესვე ბევრმა სხვა კეთილშობილმა ჭკვამაც თავი შეჰსწირა: არ არის ჯერ ათი წელიწადი მას აქედ რაც ბელგიის მწერალნი გულმოდგინედ დამეხმარენ, როცა წამოვესარჩლე შარლრუაში იმ დამნაშავეთ, რომელნიც სამართალს სასიკვდილოდ დაენიშნა; — და ჩვენ ცხრა სულში შვიდი სიკვდილს გადავარჩინეთ. მეთვრამეტე საუკუნის მწერლებმა იმოდენა შესძლეს, რომ წვალება (пытка) მოსპეს, იქნება მეცხრამეტე საუკუნის მწერლებმა სიკვდილით დასჯის მოსპობა შეიძლონ. იმათ ხომ იმდვენი ჰქმნეს, რომ ფრანციაში ხელის მოჭრა და გახურებული რკინის ხმარება სამართალს გადააგდებინეს, და მსაჯულებს იმ გარემოებაზედ, რომელიც ასუბუქებს დანაშაულობას, ყურადღება მიაქცევინეს. „ამისთანა უხეირო წიგნის, როგორც „დამნაშავის უკანასკნელი დღე“, მადლობელნი უნდა ვიყვნეთ — ამბობდა დეპუტატი სილვერი: რომ შემოვიტანეთ ის სულელური წესი, რომლის მეოხებითაც დანაშაულობას სამაგიერო სასჯელი უნდა შეუსუბუქდეს — ეგ სიკვდილით დასჯის მოსპობის დასაწყისიაო“. საქმე დღეს და დღე წინ მიდის — მართალია მძიმედ, მაგრამ მაინც ამით ხალისი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ღვაწლი უნაყოფო არ არის. მე ზემოთ ერთი მაგალითი მოვიტანე, აი მეორეც: 1854 ჯერნსეის კუნძულზედ ვიღაცა ტაპნერი სამართალმა გადასწევიტა, რომ ჩამოეხრჩოთ. მე შევერთვე ამ საქმეში და 600 მა იმ კუნძულის თავი კაცმა თავი გამოიდო და ითხოვა, რომ აპატივონ; მაგრამ საწყალი ტაპნერი მაინც და მაინც ჩამოახრჩეს. ეხლა ყური მიგდეთ რა მოხდა: ზოგიერთი ჟურნალი, რომელშიაც ამის თავობაზედ დაწერილი ჩემი წიგნი დაბეჭდილი იყო, მისლოდათ ამერიკაში მაშინ, როდესაც კვებეგში უნდა ჩამოეხრჩოთ ვიღაც ჟულიენი; კანადის ხალხმა ჩემი წიგნი ჯერნესელებთან ისე მიიღო, როგორც თავისთან მიწერილი, — და ამ სახით წიგნმა, რომელსაც უნდოდა ტაპნერი დაეხსნა, ჟულიენი დაიხსნა სიკვდილისაგან. მე ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ გაჩვენოთ რა ნაირად საჭიროა ამ სახით დაუღალავი მოქმედობა და ცდა. ვაი, რომ კაცის კვლა სამართლის სახელითა ათასნაირ სახითა ისევ არსებობს! თქვენს პატარა კუთხეში, ჟენევაში თვრამეტს თვეში სიკვდილით ორი დაისაჯა; პარიჟში გილიოტინა ლა-როკკეტაში მუშაობს; ანგლიაში ახჩობენ არამც თუ დამნაშავე კაცებს, არამედ დედაკაცებსაცა; რომში უსულადოდ ჰკვლენ (რომ სისხლი არ დაიღვაროს) და სხ. „წვალებაღა“! მე აკი ვსთქვი მოსპობილია, მეთქი. მაგრამ იცით, რომ 1848 იგი ისევ იყო, — სადა, ჩინეთში?... არა, ევროპაში, შვეიცარიაში, ცუგის მაზრაში. იქ ერთი გასათხოვარი გოგო თურმე ქურდობაში დაეჭირათ, ყველის მოპარვას აბრალებდნენ. გამომძიებელმა ეს ღონისძიება იხმარა, რომ გოგოს თავის პირითვე ათქმევინოს თავისი დანაშაული: უბრძანა რომ თითებზედ ჭერში დაკიდონ და მას შემდეგ ჯოხით ჰსცემონ.

„არა, იმედი არ უნდა გადიწყვიტოს კაცმა! დეე ყოველი გონიერი სათითაოდ იბრძოდეს იმ აზრით, რომ სისხლის კანონები შეასუბუქოს. სასჯელის შეცოტავება და განათლების გამრავლება — აი რა უნდა იყოს იმათი დევიზი. მით რაც აქამდინ გაკეთებულა იმათ შეიტყონ ის, რაც გასაკეთებლად კიდევ დარჩომილა. გარემოება რომ ეხლა ცოტად თუ ბევრად ასუბუქებს დანაშაულობას — ესეც დიდი საქმეა. 1818 და 1819 წ. რომ ეგა ყოფილიყო არ მოხდებოდა ამისთანა ამბავი: 1819 წელს ერთს ზაფხულის დღეს ერთს მოედნის (Palais de Justice) სამარცხვინო ბოძთან შეგროვილიყო უშველებელი ხალხი. მეც მივედი. ბოძზედ კისრით მიბმული იყო ადამიანის სული — ახალგაზდა დედაკაცი, ანუ ქალი. მის წინ იდგა ნახშირ გაღუებული მაყალი, მაყალზედ ერთი რკინის ჯოხი ხის ტარითა ხურდებოდა; ხალხს კმაყოფილების სახე ედვა. ეგ ქალი შინაურ ქურდობაში შემცნეული იყო თურმე. უეცრად როდესაც საათმა თორმეტი დაკრა, ვიღაცა კაცი ავიდა ეშაფოტზედ და იმ ქალს უკან მოექცა; ამ კაცმა გაუსხნა ქალს ზონრები პერანგისა და წელამდინ გააშიშვლა, მერე წამოავლო ხელი წითლად გახურებულს რკინის ჯოხს და ღონივრად გაატარა ქალის შიშველა ზურგზედა. რკინის ჯოხიც და ჯალათის ხელიც ორივე დაიმალნენ თეთრს ბოლშია მას აქედ ორმოც წელიწადზედ მეტი დრო გავიდა, მაგრამ კი ის საშინელი წივილი იმ საწყალის დედა-კაცისა ყურში მიდგა დღესაც და მედგმება კიდეც საუკუნოდ. მე მაშინ თექვსმეტის წლისა ვიყავი და მე იმ ადგილიდამ წამოველ მტკიცე განძრახვით, რომ ჩემი დღენი კანონის უსამართლოებას ვებრძოლო!

„ვიღაცა კრიმინალისტმა ჰსთქვა: არ უნდა თქვან „სასჯელი“, უნდა სიტყა „სამაგიერო“ იხმარონო. კანონი არ ჰკლავს კი, არამედ ბოროტს კაცს ჩამოგვაცლის ხოლმეო.“ ჩვენ ჩვეულებრივ მომაკვდავებს არ გვესმის ეგ სიბრძნე.

„მინამ სიკვდილით დასჯა იქნება, სასისხლო სასამართლოში შესვლის უმალ ცივი ოფლი დაესხმის ადამიანსა, და იქ საუკუნე სიბნელე იქნება გაუფლებული. წელს იანვარში შარლუაში რომ დანაშაულობას იძიებდნენ, (რომელშიაც გამოჩნდა, რომ ორი სიკვდილით დასჯილი კაცი გეტნალსი და გეკე იქნება უდანაშაულონიცა იყვნენ. როგორ მოგწონთ ეს „იქნება.“), ამ საქმის გამოძიებაში ერთმა ადვოკატმა წარმოთქვა, რომ საჭიროა მუქდი სასწავლებლები გავაჩინოთო, რადგანაც დანაშაულობა, უფრო უგანათლებულობისაგან წარმოდგებაო. გენერალ-პროკურორმა სასაცილოდ აიგდო და უთხრა: „ადვოკატო, აქ პალატა არ არისო.“ არა, უფ. პროკურორო, აქ ამარე არის, სამარე!

„სიკვდილით დასჯას ორ ნაირი მფარველები ჰყავს: ერთნი ისინი, ვინც იმას აუცილებელ საჭიროებად ხდიან, მეორე ისინი ვინც იმას საქმეში ხმარობენ, ან სხვა ნაირად, ვჰსთქვათ: ისინი, ვინც თეორიითა ეწევიან, მეორე ისინი ვინც პრაქტიკითა. მაგრამ პრაქტიკა და თეორია ორივ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. რაო, მითამ სიკვდილით დასჯა მაგალითი არის ხალხისათვის? ჰკითხავთ თქვენ. ჰოო, გეტყვით თეორის მიმდევი. არაო, გეუბნებათ პრაქიტიკის მიმდევი და მალავს გილიოტინას შორს სადმე, ცდილობს რომ ხალხი არ მოვიდეს სასჯელის სანახავად, თავსა ჰსჭრის დამნაშავეს ცისმარე დილას ღამით მომზადებულ ეშაფოტზედა, ან კიდევ ოთხ კედელშუა (როგორც ამერიკაში, ანუ პრუსიაში). მა რაღაა სიკვდილით დასჯა? სამართლიანობის გადაწყვეტილობაა? ჰოო, გეტევით თეორია; არაო, გეტევით პრაქტიკა; მოკლულს რჩება ცოლი, ობლები, რომელნიც უდანაშაულოდ იტანჯებიან, სად არის აქ სამართალი! იქნება სიკვდილით დასჯა სასარგებლო იყოს? ჰოო, გეტყვით თეორია. არაო, გეტყვით პრაქტიკა; სიკვდილით დასჯა მთელს ოჯახს ისე უტევებს, რომ ლუკმა პურის ილაჯიც უწყდება: ქვრივი დაიწყობს ხოლმე უნამუსობას იმისთვის, რომ მოიკლას შიმშილი, ობლები ქურდობენ იმისათვისვე და საზოგადოობა სიკვდილით თუ ერთს მავნე კაცს იშორებს თავიდამ ხოლმე, მის მაგიერად რამდენსამე აღმოიჩენს. დიუმოლარი, რომელმაც ხუთის წლიდამვე დაიწყო ქურდობა, დასჯილის შვილი იყო. მე შეურაცხად გამხადეს, რომ ამაში მე შემსუბუქებელი გარემოება დავანახვე ხალხს. მაშასადამე, სიკვდილით დასჯას კავშირი აქვს ყველა ფერთან: სოციალური და ზნეობითი, ფალოსუფიური და სარწმუნოების მცნებანი მასთან შეერთებულნი არიან, ნამეტნავად სარწმუნოების მცნება.

„თქვენ დამნაშავის სიკვდილი გინდათ! მაგრამ გიფიქრიათ თქვენ იმ დაუსრულებლობაზედ, რომელშიაც სიკვდილით თქვენ კაცის ცხოვრებას შთააგდებთ ხოლმე, იმ საშინელს მოულოდნელობაზედ, რომელსაც ადამიანს უმზადებთ? სიკვდილით დასჯა — ეგ ხომ კაცთა საზოგადოების ხელია, რომელსაც ადამიანი უძირო ჯურღმულის თავზედ უპყრია და შეტოკდება ხელი თუ არა – კაცი მსხვრევით ეცემა ძირსა. მოაზრე კაცი, რომელსაც ძალა აქვს, რომ განსჭვრიტოს რამოდენადმე ეს დაუსრულებლობის საქმე, თრთის ხოლმე, როცა კი ამ საქმეს წარმოიდგენს. კაცნო! რა გიქმნიათ თქვენ? ვის შეუძლიან თვალით განსჭვრიტოს ის თვალთგაუვალი სიმწყვდიადე, რომელშიაც შთააგდეთ საწვალი სული? სად მიდის ის სული – ვინ იცის?

„ჩვენ მოაზრე, აზრიანს კაცსა იმითი ვცნობულობთ, რომ სიცოცხლის საიდუმლოდ პატივის ცემა აქვს.“

„მე ვიცი, რომ ფილოსოფოსები იდეალისტები არიან. რა უნდათ იმათ? ნუთუ უნდა განაგდონ კანონითგან სიკვდილით დასჯა, რომელსაც ისინი საზოგადოების მგლოვიარობას ეძახიან. მგლოვირობაო! მაშ ერთი წავიდნენ და ყურებით გაძღნენ ხალხი სახჩობელის გარეშემო როგორ იცინის! ერთი მივიდნენ პირისპირ ნახონ ის, რაც არის! იქ სადაც ისინი მგლოვიარობასა ხედვენ, ჩვენ სიცილსა ვხედავთ.

„ეს ხალხი სულ ნერში ჰფრინავს. როდისღა დაგვანებენ ჩვენ ისინი თავს, როდისღა მოგვაშორებენ თავიდამ თავიანთ თეორიებს, სისტემებს, სიზმრებს, ან ისინი რის სახელით ცდილობენ? პროგრესსის და იდეალის სახელითა –– ესენი ფუღურო სიტყვები არიან ღმერთმა ჩვენ მაგათ ხელისაგან დაგვიხსნას . . . . .. . . . . . . . . . რაც უნდა იყოს, თქვენ მოწყალენო ხემლწიფენო, გინდათ ხელახლად განსაჯოთ ეგ დიდი საქმე. გული გაიმაგრეთ! ხალისს ნუ დაჰკარგავთ. დაე ყველა კეთილგონიერი კაცი თავის წადილის ასრულებამდინ იღვწოდეს!

„მცირე ხალხი ქვეყანაზედ არ არის. მე ეს რამდენიმე წლის წინად ბელგიელებისათვის მითქვამს შარლრუაში დასჯილების თავობაზედ; ნება მქონდეს ამ წიგნშიაც ეგ გავიმეორო.

სიდიდე ხალხისა მის რიცხვით კი არ იზომება, როგორც სიდიდე კაცისა არ იზომება ტანადობითა. ამ შემთხვევაში ზომად ხალხის სათნოებისა და გონიერების ნიჭის რიცხვია. მხოლოდ იგი ვინც დიდს სამაგალითო საქმესა იქმს — მარტო იგია დიდი. ხალხი, კაცად უნდა იყოს, კაცს კიდევ სული უნდა ჰქონდეს.

„მაშინ, როდესაც მთელი ევროპა უკან მიდის, კარგი იქნებოდა რომ ჟენევა წინ წავიდეს. ნეტავი შვეიცარიამ და ნამეტნავად თქვენმა პატარა რესპუბლიკამ შემდგომზედ მოიფიქროს: მშვენიერი საქმე იქმნებოდა, რომ ჟენევამ სიკვდილით დასჯის გადაგდება დიდს სახელმწიფოებს დაასწროს. კარგი რამ იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს განათლებულს ქვეყანას ცხადად წამოუდგეს მაგალითად რომი და ჟენევა: ერთი მხრით რომი თავის პაპობითა (папство), რომელიცა სწყევლის და ჰკლავს, მეორე მხრით ჟენევა სახარებითა, რომელიცა მოტევებას აძლევს.

„ჰოი ჟენევის ხალხო! თქვენი ქალაქი კურთხეულს მხარეში რის, დანაბადის ყოველი სიტურფე თქვენ გარს გახვევიათ; ხილვა მშვენიერებისა ჭეშმარიტების იდეას აღვიძებს, ცივილიზაცია ბუნებასთან ერთად, თანხმად უნდა იყოს; ყური მიუგდეთ თქვენის ნათელის და ლაჟვარდის ცის რჩევას, თქვენის ქვეყნის სუბუქის და მოალერსე ჰაერის ტკბილს ლაპარაკსა — და ეშაფოტი დაამსხვრიეთ. უმადურობას ნუ ჩაიდენთ. არ ათქმევინოთ ხალხს, რომ ვითომც მის მაგიერ, რაც ღმერთმა თქვენ მოგანიჭათ მაგ ქვეყნის მშვენიერ კუთხეში, სადაცა არიან ალპები, მონბლანი[4], არვუ და რონა[5]

დასასრულ საცა თქვენი ლურჯი ჟენევის ტბა არის, არ ათქმევინოთ, რომ ამის მაგიერ თქვენ ვერა ფერი სხვა ვერა შეიძელით რა წარმოგედგინათ ღვთისათვის, თუ არ გილიოტინა და სახრჩობელა!

ბ.ვ.

______________

1 Ж. М. Ю. 1862 წ. Декабрь.

2 ზღაპრული ქვა არის, რომელსაც რანდენჯერაც მაღლა ააგორებდი, უკანვე დაგორდებოდა.

3 თავის მოსაჭრელი მაშინა.

4მთებია.

5მდინარენი არიან.

7 საბრალონი

▲back to top


საბრალონი

(დასაწყისი იხ.№7)

— ამ დედაკაცმა ამის წინად, ჩემ თვალ წინ უფ. მერი გააუპატიურა.

— ეგ საკუთრად მე შემეხება, მე მეკუთვნის, — უფ. მადლენმა უთხრა. იქნება მე მაგ შეურაცხ-ყოფის ღირსი ვარ? ჩემი გაუპატი ურება მე მეკუთვნის, მაგისთვის რასაც მინდა იმას ვიქ, ეს ჩემზეა დამოკიდებული.

— უფალ მერს მოტევებასა ვთხოვ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენი გაუპატიურება, მმართებლობის და სასამართლოს გაუპატიურებაა და არა თქვენი.

— ზედამხედაველო ჟავერო, უფ. მადლენმა უპასუხა, პირველი სასამართლო — ჩვენი სვინიდისია. მე ამ დედაკაცის ნალაპარაკევი შევიტყე. მე ვიცი და მესმის რასაც ვჩადი.

— მე კი, უფალო მერო, არ ვიცი და არ მესმის რას ვხედავ და რას ვჩადივარ.

— მაშ თუ აგრეა და არ გესმისთ, თქვენ მარტო მოვალეხართ რომ მე დამიმორჩილდეთ.

— მე ჩემ ვალდებულებას ვემორჩილები. ჩემი ვალდებულება მოითხოვს, რომ ეს დედაკაცი ექვსი თვე ციხეში იჯდეს. მადლენმა დაწყნარებით უთხრა:

— მაშ ყური კარგა დამიგდეთ და ეს სიტყვები შეიტყეთ: უს დედაკაცი ერთ დღესაც არ იჯდება ციხეში.

ამ უკანასკნელ გადაწყვეტილ პასუხზე, ჟავერმა გაბედა და თვალ დაშტერებით შეხედა მერს, მაგრამ მაინც კიდევ პატივ-სცემის ხმით უთხრა:

— მე დიდად ვწუხვარ, რომ ჩემ სიცოცხლეში აი ეს ჯერ პირველად ვარ ძალდატანებული, რომ უფ. მერს უწინამდეგო და თქვენ ბძანებას გადუდგე, მაგრამ თქვენ ეს გარემოებაც უნდა გაშინჯოთ და განიხილოთ, რომ მე ჩემ ვალდებულების და თანამდებობის სამზღვარ გარეთ არ გავდივარ. მაშ რადგანაც უფალ მერს ესე ნებავს, მე მარტო იმ მოქალაქის გაუპატიურობის საქმეს შევეხები. მე იქ დავესწარ, ეს დედაკაცი ჩემ თვალწინ მივარდა უფ. ბამატაბუას, აი ქუჩის ბოლოს რომ მშვენიერი სამ-ეტაჟიანი სახლია, იმის მებატონეს. მაგრამ რაც უნდა იყოს, უფ. მერო, ამ გვარი სქმის განხილვა საზოგადო პოლიციას ეკუთვნის და მეც შემეხება; იმიტომაც ჩემ განაჩენს ვერ შევცვლი და ამ დედაკაცს ფანტინას და ვამწყვდევ.

მაშინ უფ. მადლენმა გულ-ხელი დაიკრიფა და ისეთ სასტიკის დ მაღალის ხმით უთხრა, რომელიც იმ ქალაქში იმისგნით ჯერ არა ვის არ გაეგონა.

— მაშ საქმის განხილვა, რომელზედაც თქვენ ამბობთ, სისხლის სამართლის კანონებით, მეცხრე, მეათერთმეტე, მეათხუთმეტე და მეათშვიდმეტე მუხლების ძალით სამოქალაქო პოლიციას შეეხება დ მაგის განხილვა მე მეკუთვნის. მე გიბძანებ, რომ ეგ დედაკაცი გაანთავისუფლოთ.

ჟავერს უკანასკნელი თავის ძალდატანება უნდოდა მოეხმარა დ უთხრა:

— მაგრამ, უფალო მერო. . . .

— დეკემბრის 13-ის დღის 1799 წლის კანონების ოთხმოცდა მეპირველე მუხლი მოიგონეთ, ნებით დამწყვდევაზე.

— უფ. მერო, მომითმინეთ, ნება მიბოძეთ. . . .

— ხმას ნუღარ გამაგონებ.

— მაინც. . .

— მე გთხოვ თქვენ აქედამ გაბძანდეთ, მადლენმა უთხრა. ჟვერმა ამ სიტყვებს გაუძლო. დაბლად თავი დაუკრა და გავიდა.

როცა ჟავერი გავიდა, უფ. მადლენი ფანტინას მიუბრუნდა და ისეთ ქანც გაწყვეტილ წყნარის ხნით უთსრა, თითქო ტირილს უმაგრდებოდა.

— მე თქვენი ნათქვამი შევიტყე რაც თქვენა სთქვით მე ეგ არ ვიცოდი. მე მჯერა რომ ეგ მართალია და ვგრძნობ რომ თქვენ მართალს ამბობთ. ჩემ სახელოსნოდამ თქვენი გასვლა მე არც კი ვიცოდი, — ეხლა მესმის. თქვენ რატო მე არა მნახეთ? მაგრამ აი რას გეტყვით: მე ყველა თქვენ ვალებს გადვიხდი, ვუბძანებ თქვენი ყმაწვილი აქ ჩამოიყვანონ, ან არა, თქვენ წადით იმასთან. თქვენ შე გიძლიანთ აქ იცხოვროთ, ან პარიჟში, ერთის სიტყვით, საცა მოიწადინებთ, თქვენ და თქვენის ყმაწვილის უზრუნველად ცხოვრებას ვკისრულობ თქვენ თუ გინდათ, ამას იქით აღარ იმუშავებთ. მე თქვენ იმდენ ფულს მოგცემთ, რამდენიც დაგჭირდებათ. როცა გაბედნიერდებით, მაშინ თქვენ ისევ პატიოსანი და ნამუსიანი დედაკაცი იქნებით. თუ ყველა მართალია, რაც თქვენ წეღანა სთქვით, რაშიაც მე არ ვეჭობ, თქვენ ღვთის წინაშე დამნაშავე და ბრალიერი არაფერში არა ხართ. ოჰ! შე საცოდავო. დედა-კაცო!

ფანტინასთვის ეს დიდი ბედნიერება იყო. ამას იქით კოზეტტა თავისთან უყოლებოდა! იმ საზარელ ცხოვრებიდამ უნდა გამოსულიყო, იმ დგომარეობაში აღარ იქნებოდა! თავისუფლად იცხოვრებდა, კარგათ, პატიოსნათ, ბედნიერად და ნამუსიანათ, თავის კოზეტტასთან ერთად! და ხედავდა, რომ იმ სისაწყლის შუა, უეცრად სამოთხის ბედნიერება ევლინებოდა. ის გაშეშებული და გაბრუებული უყურებდა იმ კაცს, რომელიც იმას ელაპარაკებოდა და ზოგჯერ ოხრავდა და ტიროდა. მერე ფანტინას მუხლები მოეკვეთა, მადლენის წინ დაიჩოქა და მანამდის ის დაუშლიდა ამის ქმნას, მადლენმა იგრძნო, რომ ფანტინა იმის ხელს მივარდა, ტუჩებთან მიიტანა და მიიკრა.

ამის შემდეგ ფანტინამ ვეღარ შესძლო და გულ–შემოეყარა.

7.1 მოსვენების დასაწყისი

▲back to top


მოსვენების დასაწყისი

უფ. მადლენმა ფანტინა თავის საკუთარ სახლის ლაზარეთში გადააყვანინა და იქ ავათ მყოფებზე ზედამხედველ დედაკაცებს ჩააბარა ფანტინა საშინელ ციავ-ცხელებით გახდა ავათ. თითქმის მთელი ერთი ღამე ბოდავდა, შფოთავდა და ხან მაღლის ხმით ლაპარაკობდა; მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, ჩაეძინა.

მეორე დღეს, თითქმის შუადღის დროს გამოეღვიძა; თავის კარაოტის ახლო, ვიღაცა ადამიანის სუნთქვა შეესმა; საწოლის ფარდა გადასწია და დაინახა მადლენი, რომელიც ფანტინას თავით, კედელზედ რაღასაც შესცქეროდა. იმის შეხედულობაში კაცი შებრალებას, ნაღველს და ვედრებას ამოიკითხავდა. ფანტინამ თავი მიიღო, შეხედა და დაინახა, რომ მადლენი კედელზედ ჩამოკიდებულ ჯვარცმას შესცქეროდა.

ეხლა ფანტინას მადლენი თვალში სულ სხვა ფრივ უჩნდა. თითქო ის ნათელში იყოო შემოსილი. ეტყობოდა, რომ ლოცვაში იყო ჩაფიქრებული.

ფანტინა იმას კარგა ხანი უყურებდა და ვერ გაებედნა იმის ლოცვის შეწვეტა. ბოლოს შიშით უთხრა:

— თქვენ აქ რას აკეთებთ?

უფ. მადლენი მთელი ერთი საათი იყო, რაც იქ იდგა და ფანტინას გამოღვიძებას ელოდა. იმან ხელი გამოართო, მაჯა გაუშინჯა და უპასუხა:

— თქვენ ეხლა როგორა ხართ?

— კარგათა ვარ, მე მეძინა, ფანტინამ უპასუხა, მგონია რომ ეხლა უკეთა ვარ. ეს არაფერია გაივლის.

მადლენმა მთელი ღამე და დილა გამოძიებაში და შეტეობაში გაატარა. ეხლა იმან სუყველა ფერი იცოდა ფანტინას საშინელი თავ-გარდასავალი სრულიად დაწვრილებით შეიტყო. მერე მადლენმა უთხრა:

— თქვენ დიდი ვაება და ტანჯვა გამოგივლიათ, საბრალო დედავ. არა! ნუ იქნებით უმადური, ნუ ჩივით, თქვენ რჩეულთა ბედი დაგდგომიათ. მარტო მაგ გვარად და მაგ გზით ადამიანები ბედნიერდებიან. ეს იმათი ბრალი არ არი, იმიტომ, რომ იმათ სხვა გზით საქმის დაჭერა არ იციან. აი რას გეტვი:—ეს ჯოჯოხეთი, რომლიდამაც თქვენ გამოდიხართ, სასუფევლის წინა შესავალი ადგილია. ასე უნდა დაგეწყოთ, მეტი ღონე რომ არა გქონდათ!

მადლენმა მწარეთ ამოიოხრა. ფანტინამ კი იმას ნაზად გაუღიმა, იმ ღიმილს ორი კბილი აკლდა.

ჟავერმა იმავე ღამესვე დაწერა წიგნი. მეორე დღეს დილით ის წიგნი თითონვე ფოშტაში წაიღო და მისცა. ეს წიგნი პარიჟში გაგზაკნა. ზეიდამ ეწერა: „უფალ შაბულიეს, პოლიციის პრეფეკტის მდივანს“. ფოშტის დირეკტორის ცოლმა და კიდევ ზოგიერთმა ის წიგნი ფოშტაში რომ ნახეს და ჟავერის ხელი იცნეს, იმ წამსვე გაიფიქრეს: უთუოდ ჟავერი სამსახურს თავს ანებებს, გამოდისო და ეს იმის არზააო.

მადლენმა ტენარდიებს საჩქაროდ წიგნი მისწერა. ფანტინას იმათი ას ოცი ფრანკი ემართა. მადლენმა სამასი ფრანკი გაუგზავნა იმ პირობით, რომ ფანტინას ვალი აეღოთ და ყმაწვილი ავათმყოფ დედასთან მალე ჩამოეყვანათ ქალაქ მ-ში.

როცა ტენარდიემ ფულები მიიღო სულ ჭკვიდამ შეიშალა, თვალები აეხვა და ცოლს უთხრა:

—ამ გოგოს ჯერ ნუ გავგზავნით, აქ შევინახოთ. აი ნახავ, თუ ეს ტოროლა ჩვენთვის კაი საწველელი ფური არ გახდეს. მე გუდი მიტეობს, უთუოდ ბრიყვმა ვინმემ შეიყვარა ამის დედა.

ტენარდიემ ძალიან ოსტატობით შეადგინა სია, საცა ხუთს ფრანკზე მეტი კიდევ სსვა ახალი დანახარჯი უანგარიშა კაზეტტაზე და მადლენს გაუგზავნა. იმ სიაში გამოუვანილი იყო დანახარჯი ექიმებზე და წამლებზე, ეპონინას და აზელმის ავათ მყოფობის დროს. როგორც უწინა ვსთქვით, კოზეტტა სულობითაც ავათ არ გამხდარა. თავიანთ ქალების ავათ-მყოფობის ხარჯს იმაზე სთვლიდნენ. ტენარდიემ ანგარიშის ქვეშ მოაწერა: ამ ჩემ მისაღებ ფულში სამასი ფრანკი მიმიღია.

უფ. მადლენმა რაკი ეს ანგარიში მიიღო. ტენარდიებისაგან, იმ წამსვე კიდევ სამასი ფრანკი გაუგზავნა და მისწერა: მალე, დროით ჩამოიყვანეთ კოზეტტაო.

— აბა ეხლა ყმაწვილი არ უნდა გაუშოთ აქედამ, ტენარდიემა სთქვა, როცა სამასი ფრანკიც მიიღო.

ფანტინა ჯანზე ვერ მოვიდა, უკეთ არა ხდებოდა და ჯერ კიდევ ლაზარეთში იწვა.

უფ მადლენი მუდამ ცისმარა დღეს იმის სანახავათ ორჯერ მიდიოდა ხოლმე და უოველ მისვლაზე ფანტინა კითხავდა იმას:

— ჩემ კოზეტტას მალევნახავ, თუ არა?

ის უპასუხებდა ხოლმე:

— იქნება ხვალ დილაზე ნახოთ, იმის მოსვლას მუდამ საათ მოკელი. ამის თქმაზე დედას ფერმ-კრთალი სახე უბწყინვალდებოდა ხოლმე.

— ოჰ! ის იტყოდა, — რა ბედნიერი ვიქნები!

მაგრამ ფანტინა არა თუ ჯანზე ვერ მოდიოდა, დღე დღეზე უფრო და უფრო ცუდათა ხდებოდა. ერთ მუჭა თოვლმა, რომელიც ახალგაზდა კაცმა ტიტველა ბეჭებში ჩააყარა, ოფლის დენა შეაყენა, უეცრად სუნთქვა გაუძნელა და ამის გამოც რავდენიმე წლის დაფარული ავანტყოფობია საჩქაროდ აეშალა რა გაუცხოვლდა. ექიმმა ფანტინას გული გაუშინჯა, იმის სუნთქვას და გულისცემას ყური უგდო და თავი გაიქნია.

უფ. მადლენმა ექიმსა კითხა:

— რას იტყვით? რა არი?

— ამ ქალს, ყმაწვილი ხომ არა ჰყავს, რომლის ნახვაცა სურს? ექიმმა კითხა.

— დიახ. მართალია, ჰყავს.

— მაშ ეცადეთ მალე მოჰგვაროთ.

უფ. მადლენი შეთრთოლდა.

ფანტინამ ჰკითხა:

— ექიმმა რა სთქვა?

მადლენმა თავის თავს ძალა დაატანა, განგებ გაიღიმა და უთხრა:

— ეს მითხრა, რომ თქვენი ქალი მალე ჩამოიყვანონ. იმის ნახვაზე თქვენ კარგათ გახდებით.

—ოჰ! ფანტინამ სთქვა, მართალი უთქვამს! რა დაემართათ იმ ტენარდიებს, რომ ჩემ კოზეტტას ასე აქნობამდის იქ იჭერენ და არ ჩამოყავთ? არა! ჩემი კოზეტტა მოვა! . . ძლივს, ბედნიერება ჩემთან მოახლოებულია!

ტენარდიე კი ყმაწვილს არა გზავნიდა, ინახავდა და ათას ნაირ სხვა და სხვა მიზეზებს იგონებდა: ხან, რომ კოზეტტა ჯერ კიდევ ავათ არისო, ამისთანა ზამთარში და სიცივეში ვაი თუ მგზავრობა ვერ შესძლოსო. და ამიტომ ჯერ ვერ გამოვისტუმრებო, ამასთანვე ცოტაოდე ვალი კიდევ არის ამის შესანახიო და სხვა და სხ.

— კოზეტტას ჩამოსაყვანად მე ვისმეს გავგზავნო, მადლენმა სთქვა და თუ საჭირო იქნება, მე თითონ წავალო.

ფანტინას სიტყვით ესეთი წიგნი დასწერა, რომელზედაც ფანტინამ თავის სახელი საკუთარის ხელით მოაწერა: „უფალო ტენარდიევ!

„ამ წიგნის მომტანს, თქვენ კოზეტტა ჩააბარეთ.“

„რაც წვრილმანი ჩემი ვალებია, თქვენ გაგისწორდებიან და მოქცემენ.“

„დავშთები თქვენთან პატივის ცემით.

„ფანტინა“

ამ დროს ეს უკუღმართი შემთხვევა მოხდა.

ჟანი როგორ გადიქცა შინად.

ერთ დღეს დილით, უფ. მადლენი თავის ოთახში იჯდა და რადგანაც მონფერმელში წასვლას აპირებდა, თავის თანამდებობის საქმეების აღსრულებას ადრევე შეუდგა; ამ დროს მოახსენეს, რომ ზედამხვედველი ჟავერიაო და თქვენ ნახვას ნდომულობსო. იმ კაცის სახელის გაგონება მადლენს, არა რომ ვერ იამა; ფანტინას საქმის შემდეგ, ჟავერი მადლენის ნახვას და შეხვედრას ძალიან ერიდებოდა და უფ. მადლენსაც იმის უკან ის თვალით აღარ უნახავს.

— შემოიპატიჟეთ, იმანა სთქვა.

ჟავერი ოთასში შევიდა.

მადლენი ბუხართან ახლო იჯდა, ხელში კალამი ეჭირა, დაწერილ საქმეებს ფურცლავდა და ზედ თავ თავის შენიშვნებს აწერდა. როცა ჟავერი ოთახში შევიდა, ის ფეხზედ არ წამოუდგა. ფანტინას საქმე არ ავიწყდებოდა და იმიტომ ცივათ მიიღო.

ჟავერმა მერს მძიმედ თავი დაუკრა, რომელიც იმისკენ ზურგ შექცეული იჯდა. მერმა ზედაც არ შეხედა და ისევ — საქმეებზე შენიშვნებს სწერდა.

ჟავერმა რავდენიმე ნაბიჯი წინ წადგა, გაჩერდა და სიჩუმე არ შესწყვიტა.

ბოლოს მერმა კალამი ძირს დასდვა და გვერდზე მიიხედა:

— ჟავერო, რა ამბავია? რა მომხდარა? ან რა გნებავსთ?

ჟავერი ცოტას ხანს ჩუმათ იყო, თითქო ემზადებოდაო და მერე მაღლის ხმითა სთქვა:

— მოგახსენებ, უფ. მერო, რომ დანაშაულობა მოხდა.

— რა დანაშაულობა?

— ერთმა ხელქვეითმა, სამსახურის კაცმა, ერთ დიდ საქმეში შეურაცხყო თავისი უფროსი და მე ჩემ ვალდებულობის გამო, მოვედი რომ თქვენ გაცნობოთ ამ საქმეზე.

— ეგ ხელქვეითი, სამსახურის კაცი ვინ არი? უფ. მადლენმა ჰკითხა.

— მე ვარ, ჟავერმა უპასუხა.

—თქვენა?

— დიაღ. მე.

—ის უფროსი ვიღაა, რომელიც შეურაცს ჰყავით?

—თქვენა ბძანდებით, უფ. მერო.

უფ. მადლენი წამოიწია და მხრებში გაიმართა ჟავერი ძირს იხედებოდა, მადლენისთვის თვალი ვერ გაემართა და სასტიკის ხმით სთქვა.

— უფალო მერო, მე მოვედი თქვენთან სათხოვნელად, რომ მთავრობასთან წარმადგინოთ და სამსახურიდამ გამომრიცხოთ. გაოცებულმა უფ. მადლენმა პირი დააღო, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჟავერმა არ დააცადა და უთხრა:

— იქნება თქვენა სთქვათ, რომ მე თითონ შემიძლიან მთავრობას არზით ვთხოვო სამსახურიდამ ჩემი დათხოვნა, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტა იქნება და საკმაო არ არი. სამსახურიდამ არზით დათხოვა კიდევ პატიოსნური საქმეა. მე დამნაშავე ვარ და უნდა დავისაჯო. მე უღირსი ვარ, და საცა სამართალია მე უნდა სამსახურიდამ გამომაგდოთ.

პატარა ხანს დაჩუმდა და მერე დაუმატა:

— უფ. მერო, ერთი დღე იყო, როცა თქვენ, მე ძალიან უსამართლოდ და სასტიკად მომექეცით, მე გთხოვთ ეხლა, რომ დღეს სამართლიანად იყოთ ჩემზე სასტიკად.

— რა ამბავია? რა არის? რა დაგმართვიათ? უფ. მადლენმ დაიძახა: რა უთავბოლოთ ლაპარაკობთ, რას ბოდავთ? რა დანაშაულობა მიგიძღვისთ ჩემ ზედა? რა გიქმნიათ ჩემთვის? თქვენ თავს თქვენვე ბრალსა სწამებთ, თქვენ გინდათ რომ მაგ თანამდებობიდამ სხვა ადგილზე გადგიყვანონ . . .

— არა, მინდა, რომ გამომაგდოთ, — ჟავერმა უთხრა.

— ვსთქვათ გამოგაგდეს. ძალიან კარგი. მაგრამ მე მაინც ვერაფერი ვერ გამიგია.

ეხლავე შეიტყობთ, უფ. მერო.

ჟავერმა მწარედ ამოიოხრა და ნაღვლიანად და მშვიდად სთქვა:

— უფალო მერო, ამ ექვსი კვირის წინად, იმ დედაკაცის ამბის შემდეგ, მე გავშფოთდი თქვენზე და გამწარებულმა მე თქვენ მთავრობასთან დაგაბეზღეთ.

— დამაბეზღეთ!

— დიაღ, პარიჟის პოლიციის პრეფეკტთან.

უფ. მადლენმა ჩაიკასკასა, თუმცა ისე იშვიათად გაიცინებდა ხოლმე, როგორათაც თითონ ჟავერი.

— თქვენ მე დამაბეზღეთ,— როგორც პოლიციასთან დამნაშავე მერი?

— არა, როგორც უწინდელ კატორღელი.

მერს სახე სულ შეეცვალა და ალმული აუვიდა.

ჟავერი მაინც კიდევ ძირს იყურებოდა, მადლენს არ შეხედა და დაატანა:

— მე ესე მგონია, დარწმუნებული ვიყავ. დიდი ხანია რაც ჰაზრები მე ფიქრში მიტრიალებდა, თქვენი მსგავსია იმ კოტორღელთან, ფავეროლეში შეკრებილი და შეტყობილი ამბები, რომლებიც მე გამოვიძიე, თქვენი საოცარი ღონე, როცა ფოშლევანი სიკვდილს გადაარჩინეთ, თქვენი მარჯვეთ ნიშანში თოფის სროლა, თქვენი ფეხი, რომელსაც სიარულის დროს ცოტათი მიწაზე ათრევთ დ სხვა ამ გვარი ცუდუბრალო ნიშნები, ერთის სიტყვით, მე თქვენ ერთი ვიღაცა ჟან-ვალჟანი მეგონეთ.

— რა სახელი სთქვით ეხლა? ვინ გეგონეთ?

— ჟან ვალჟანი. ის კატორღული იყო, რომელსაც მე ამ ოცის წლის წინად ვიცნობდი, როცა მე ტულონში მსახურობდი და ზედამხედველის ადგილი მეჭირა. როცა ის კატორღიდამ გამოსულა, როგორც შევიტყე, და ჰსჩანს, მგონია ერთი ეპისკოპოსი გაუქურდავს და მერე კიდევ ერთ დიდ გზაზე, ერთი პატარა ბიჭი სავოიარი გაუქურდავს და ძალით ფულები წაურთმევია. აი ეს რვა წელიწადია რაც აღარა ჩანს და არ ვიცით როგორ და სად იმალება, თუმცა ეძებენ, მაგრამ ვერ უპოვნიათ. მე მეგონა . . . . ერთის სიტყვით, მე დამნაშავე ვარ. ჯავრის ამოჭრამ გამაბედვისა და მე თქვენ პრეფექტს დაგაბეზღეთ.

მადლენმა ისევ თავის მაქმეებს მიჰყო ხელი, დაუწყო წერა და გულგრილად და მშვიდათ ჰკითხა:

— მერე თქვენ იქიდამ რა პასუხი მოგცეს.

— რომ, ვითომც მე ჭკვაზე შეშლილი ვიყო,

— მერე?

— მერე ისა, რომ მათ ამგვარ პასუხის მოცემის უფლება ჰქონდათ და მართალნიც არიან.

— კარგია და საქებურია, რომ თქვენ მაგაზე თანახმა ხართ და თქვენვე აღვიარებთ.

— მეტი რა ილაჯია, როცა მართალი ჟანვალჟანი უპოვნიათ და დაუჭერიათ. ქაღალდი, რომელიც მადლენს ეჭირა, ხელიდამ გაუვარდა, იმან თავი აიღო, ჟავერს თვალ-დაკვირვებით შეხედა და რო ღაც ნაირ, გამოუთქმელის ხმით წამოიძახა:

— ვა !

ჟავერმა კიდევ დაიწეო ლაპარაკი:

— აი როგორ მოხდა უფ. მერო, და რა არი მგონია, აინლეგო-კლოშეს ახლო, ჩვენ მხარეს, სცხოვრებდა ერთი ვიღაცა საწყალი კაცი, სახელად შანმატიე. ის ძალიან ღარიბი იყო, ზედ ამ რავინ არცკი უყურებდა. ამისთანა ადამიანები უფალმა უწყის, რითა სცხოვრობენ და როგორ. ამ შემოდგომაზე, ერთ დღეს ეს შანმატიე ქურდობის გამო საპყრობილეში დაამწყვდიეს. თურმე ბაღიდამ ვაშლები მოეპარა ერთ მაგრამ ეს სულერთია, ვისგნითაც უნდა მოეპაროს: საქმე ეს არი, რომ ქურდობა მოხდა. შანმატიე ბაღის ღობეზე გადამძვრალიო და ტოტი მოეტეხა. იმას მოასწრეს და დაიჭირეს, —მოტეხილი ვაშლის ტოტი ისევ ხელში ჰქონდა. ის აიყვანეს და არრასის ციხეში დაამწყვდიეს. იმ ციხის ტუსაღებში, იყო ერთი ძველი კატორღელი, სახელად ბრევე, რომელიც, კარგ ყოფაქცევისათვის, ციხის მეკარედ იყო იქავ დანიშნული. უფალო მერო, შანმატიე მიიყვანეს თუ არა და რაკი ციხის კარებში თურმე ფეხი შესდგა, ბრევემ, მეკარემ დაიძახა: „ოო! შე ამ კაცს ხომ ვიცნობ, ეს უწინდელი კატორღელია, განთავისუფლებული. აბა ჩემო, საყვარელო, მე შემომხედე შენ ჟანვალჟანი ხარ! — ჟანვალჟანი ვარ ? ეგ ჟანვალჟანი ვინ არი ? განგებ, გაოცებით თურმე კითხავდა შანმატიე, — „კარგი, იკმარე, ნუ ეშმაკობ. თავს ნუ იკანტურებ, ბრევემ უთხრა. შენა ხარ ჟანვალჟანი. შენ არ იყავ ამ ოცის წლის წინად ტულონში, კატორღაზე? მე და შენ იქ მეგობრები ვიყავით,

შანმატიე რასაკვირველია, არა ტყდებოდა თქვენ ხომ მიხვდით რა მიზეზითაც. ეს საქმე გამოიძიეს და აი რა შეიტყეს ამ ოც და ათის წლის წინად ეს შანმატიე ენვეროლები და მახლობელ სხვა ადგილებში ხეხილების მსხვლელი იყო ამ კაცის კვალი. აქ იკარგება. კარგა ხნის შემდეგ ის ენახათ პარიჟში საცა შანმატიე, როგორც თითონ ამბობს, პოვოსკის თვლების გამკეთებელი იყო და იმის ქალი, — მოსარეცხეთ, მაგრამ ეს სიტყვები ჯერ არ არი დამტკიცებული. საქმიდამ კი ნათლათა სჩანს, თუ ვინ იყო. ჟანვალჟანი კატორღაში გაგზავნამდის, ან რა ხელობისა. ის იყეო ხეხილების მსხვლელი, სად — რა მხარეს? ფავეროლეში. მეორე საბუთი ეს არის ვალჟანისთვის, ნათლობის დროს დაერქვათ სახელად ჟანი, იმის დედას გვარად ერქვა მატეი ძალიან შესაძლებელია და გასაკვირველიც არ არი, რომ როდესაც ჟანი კატორღიდამ გაანთავისუფლეს, დასამალავად დედის გვარი დაირქვა და ჟან მატიედ იწერებოდა. ბოლოს ის ოვერნში გადასულა; იქაურულად ხალხი ჟანს შანსად გამოსთქმენ ხოლმე და იმას შანსი მატიეს უძახოდნენ. აი ასე ჟანვალჟანს, შანმატიე დაარქვეს. მგონია თქვენ მე ყურს მიგდებთით და ყველა გაიგონეთ, განა? ფავეროლეში გამოიძიეს დ შეიტყეს, რომ ჟანვალჟანის სახლობიდამ არავინ აღარ არისო, ეძებდნენ მაგრამ არ იციან სად არიანო და მგონია სულ ამოწყვეტილანო. ამის შემდეგ ტულონში გამოიძიეს. იქ ბრუვეს გარდა, მარტო ორნი კატორღელი ღა იყვნენ, რომელნიც ჟანვალჟანს იცნობდნენ, სახელად: კოშპალი და შენილდიე. ისინი ტულონის კა ტორღიდამ წაიყვანეს არრასში; შანმატიე პირის პირ დაუყენეს და იმათ იცნეს ძველი კატორღელი ჟანვალჟანი. ის არი ორმოცდა თოთხმეტი წლისა, ისევ ის ტანი აქვს, ისევ ის შეხედულობა, ერთის სიტყვით ისევ ის კაცია, რაც ყოფილა. სწორეთ ამ დროს, პარიჟის პრეფეკტს მე თქვენ დაგაბეზღეთ და ეხლა პასუხად მომწერეს, რომ მე ჭკვაზე შეშლილი ვარ და რომ ჟანვალჟანი მთავრობას დამწყვდეული ყავს არრასის ციხეში.

თქვენ ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ამ ამბავმა მე როგორ გამაოცა, მე, რომელსაც მეგონა, რომ ის ჟან-ვალჟანი ჩემ ხელშია! მივწერე გამომძიებელ მსაჯულს, მე იმან იქ დამიბარა და შანმატიე თვალით მიჩვენა.

— მერე? მადლენმა სიტყვა გააშვებინა.

ჟავერი სახეზედ არ შეიცვალა და ისევ ნაღვლიანად უპასუხა:

— უფალო მერო, ჭეშმარიტება და სიმართლე, მუდამ ჭეშმარიტებად და სიმართლედ დარჩება ხოლმე. მართალია მე ეს მეჯავრება, მაგრამ ის კაცი სწორედ ჟანვალჟანი ვნახე თუ არა, მე იმავ წამსვე ვიცანი.

უფ. მადლენმა ძალიან წყნარის ხმით, კიდე ჰკითხა:

— მაგაში თქვენ დარწმუნებული ხართ?

ჟავერმა უცნაურად გაიცინა და უპასუხა:

— დიაღ, სრულიად დარწმუნებული ვარ.

ის პატარა ხან დაფიქრდა, გაშტერებულსავით იყო და მერე დააყოლა:

— და ეხლა, როცა ჩემი თვალით ვნახე მართალი ჟანვალჟანი, მე არ გამეგება და ჭკუაზე ვერ მოვსულვარ, თუ როგორ შევცდი. მე მოტევებასა გთხოვ, უფალო მერო.

ამ თხოვნაზე, მადლენმა საჩქაროდ კიდევ ჰკითხა:

— ის კაცი მაინც რას ამბობს?

—იმის საქმე, უფ. მერო, ცუდათ არი. თუ ის მართლა ჟანვალჟანია, მაშინ იმას ამ მეორე დანაშაულობის გამეორებისათვის კიდევ დასჯიან. ღობეზე გადაძვრეს, ტოტი მოსტეხოს და ვაშლები მოკრიფოს, ყმაწვილს, რომ ექნა, სიცელქეში ჩამოართმევდნენ, მოზდილ კაცს რომ ჩაედინა, მცირე დანაშაულობაში ჩამოართმევდნენ, მაგრამ კატორღელისაგან ამგვარ საქმის ჩადენას ძალიან დიდ დანაშაულობათ მიიღებენ. ძალით მოპარვისათვის, იმას სისხლის სამართლით დიდ სამაროში გაასამართლებენ და არა პოლიციაში ამ შემთხვევაში იმითი კი არ გადარჩება, რომ რამდენიმე დღე ციხეში დაამწყვდიონ, არა, საუკუნოდ კატორღაში გადაკარგვენ. ამასთანვე, როგორც იმედი მაქვს, პატარა სავოიარის გაქურდვასაც განიხილამენ. სხვა რო იყოს ძალიან გაებმის ამ საქმეში და დიდი თავის ხეთქვა უნდა, მაგრამ ჟანვალჟანი ეშმაკი კაცია, მე იმას ამითი უფრო ვცნობ. იმას ალაგს სხვა რომ ყოფილიყო, ყვირილს დაიწყობდა, დიდ უარზედ იდგებოდა და გაშფოთებული იტყოდა მე არავარ ჟანვალჟანიო, მაგრამ ის განგებ თავს ისე იჭერს, თითქო არა ესმოდეს რაო და მარტო ამას ამბობს: „მე შანმატიე ვარ და მუდამ შანმატიე ვიქნებიო!“ თავს სიგიჟეზე ზდებს და ვითომც გაოცებულია. ძალიან ოსტატობით იქცევა, კარგი ეს არის! მაგრამ სულ ერთია: საბუთები თვალწინ არი: ოთხი მოწმები არიან, რომელთაც იცნეს; ძველ ავაზაკს უთუოთ გაა-სამართლებენ და დასჯიან. საქმე არრასის სამჯავროში სწარმოებს. მეც მალე იქ ვიქნები, როგორც მოწამე; მე უნდა წავიდე.

— კარგი, ჟავერო, საკმაოა. აგრე დაწვრილებით . მაგ ამბის მოთხრობა, ჩემთვის საჭირო არ არი, უნაყოფოა. ამ ლაპარაკში ჩვენ მარტო ძვირ ფას დროსა ვკარგავთ. საშური საქმეები ბევრი გვაქვს. აქ მადლენმა რავდენიმე საქმის აღსრულების ბანება მისცა ჟავერს.

— ამ საქმეების ჩაბარება ხომ არ გებევრებათ? თქვენ როგორა სთქვით? რვა ან ათი დღის შემდეგ უთუოდ უნდა წახვიდეთ არრასში?

— უფრო ადრე, უფალო მერო

— მაშ როდის?

— მგონია უფ. მერს მოვახსენე, რომ იმ კაცის საქმეში ხვალ განიხილამენ და ხვალვე გაასამართლებენ, მე კი უთუოთ ამაღამ დილიჟანსით იქ უნდა გიახლოთ.

— საქმის გაშინჯვა და გასამართლება დიდ ხანს გასწევს თუ არა?

— ერთ დღეზე, მეტი არა მგონია, რაც უნდა დაგვიანდეს, მაინც ხვალ საღამოზე განაჩენს წაუკითხვენ. მაგრამ მე განაჩენი; წაკითხვამდის იქ არ მოვიცდი, რაკი ჩვენებას ჩამომართმევენ და რაც საჭიროა მკითხამენ, მაშინვე უკან წამოვალ.

— კარგი, — მადლენმა სთქვა.

და ჟავერს ანიშნა, რომ წასულიყო.

ჟავერი არ მიდიოდა.

— დამნაშავე ვარ, მომიტევეთ, უფ. მერო, იმან თქვა,

— კიდევ რამ გაქვსთ სათქმელი?

– უფ. მერო, მე თქვენ ერთი საგანი კიდევ უნდა მოგაგონოთ?

— რომ მე სამსახურიდამ გაგდების ღირსი ვარ.

— ჟავერო, მე თქვენ პატიოსან კაცად გიცნობთ და თქვენი ხათრი და პატივს ცემა მაქვს. თქვენ დანაშაულობას და ბრალს ძალიან ადიდებთ, ერთიორათა ხდით. რაც ეხლა ადგილი გიჭირავსთ იმაზე უმეტეს თანამდებობის ღირსი ხართ და არა ნაკლებისა და დამცირებისა. მე მსურს და იმედიცა მაქვს, რომ თქვენ სამსახურს, თანამდებობას თავი არ დაანებოთ და სხვა ადგილს არ გადახვიდეთ. ჟავერმა მადლენს თავის სუფთა თვალებით შეხედა, რომელშიაც სვინიდისიანობა ეცნეოდა.

— უფ. მერო, თქვენ ნათქვამზედ, მე ვერ შემიძლიან თანახმა გავხდე.

— გიმეორებთ, რომ თქვენი დანაშაულობა ჩემთან, საკუთრად მარტო მე მეკუთნის. მაგრამ რადგანაც ჟავერი მარტო ერთ თავის ჰაზრს ემორჩილებოდა, მიუგო:

— მე ჩემ ბრალს და დანაშაულობას ერთიორათ არა ვხდი და არ ვაზვიადებ. შენ როგორა ვფიქრობ და ვსჯი: მე თქვენზე უსამართლოთ ვეჭობდი. ჩვენი თანამდებობა, სამსახური ეჭვიანობას მოითხოვს. თუმცა ჩვენზე უფროსებზე ეჭვის ქონვა სიბოროტეა და კარგი არარი, მაგრამ მე უსაფუძლოდ და უსაბუთოდ, როცა თქვენზე გაბოროტებული ვიყავი და თქვენი ჯავრის ამოყრა მინდოდა, მე თქვენისთანა პატივსაცემი კაცი, მერი და უფროსი მთავრობასთან დაგაბეზღეთ და კატორღის ტუსაღად დაგწამეთ! ეს დიდი დანაშაულობას, დიდი! მე ამითი მთავრობაც გავაუპატიურე! ეს საქმე რომ ჩემ ხელქვეითს ჩაედინა, მე იმას იმავ წამსვე სამსახურიდამ გავაგდებდი. ნება მიბოძე, უფ. მერო, ერთი ორი სიტყვაც მოგახსენოთ. ჩემ სიცოცხლეში სხვებს მე ბევრჯელ სასტიკად მოვქცევივარ. ამას სამართალი მოითხოვდა და ესეთიც უნდა ვყოფილვიყავ. მე კანონიერად ვიქცეოდი. თუ ეხლა მე ჩემ თავს სასტიკად არ მოვექეცი, მაშინ, რაც კი სიმართლით მიქნია, სულ უსამართლოობად ჩამეთვლება. ჩემი თავი რათ უნდა დავზოგო და შევიბრალო. როცა სხვებს არა ვზოგავდი და არ ვიბრალებდი? არა, უფ. მერო, მე არ მინდა, რომ თქვენ ჩემზე მოწყალის თვალით იყოთ და დამზოგოთ. თქვენი შებრალება და ხალხზე გულკეთილობა მე ადრევეც მეჯავრებოდა და ეხლა ჩემზედ ნუ მოიხმარებთ. ღმერთო. ჩემო! სიკეთის ქნა ადვილია, მაგრამ სამართლიანად მოქცევისა კი ძნელია. რა კაციც თქვენ მე მეგონეთ, თუ გამართლდებოდა და ის იქნებოდით, მერწმუნეთ, მაშინ მე თქვენ კარგათ არ მოგექცეოდით, არ დაგზოგავდით! და მაშინ მე თქვენ გიჩვენებდით!

უფ. მერო, ჩემ თავს ეხლა ისე უნდა მოვექცე, როგორც მოვექცევოდი მე იმას, ვინც ჩემ ადგილს. სხვა იქნებოდა ასე ბრალიერი. როცა მე ქურდებს დავიჭერდი ხოლმე და ან ავაზაკებს კანონიურად უწყალოდ დავსჯიდი, მე ჩემ თავს ვეუბნებოდი: ჰა! არამც და არამც მახეში არ გაება! გაიფთხილდი ჩემო, თავო, და ამ გვარი საქმე არ ჰქმნა! თუ კი ფეხი გაგისხლტა, გაები მახეში და დაგიჭირე, მაშინ დარწმუნებული იყავ, რომ არც დაგზოგავ და არც შეგიბრალებ! მე ეხლა ფეხი გამისხლტა, მახეში ჩავარდი, ჩემი თავი დავიჭირე და გავამტყუნე, დანაშაულობა მომიძღვის. სამსახურიდამ, გაგდების ღირსი ვარ. გამაგდეთ, ღმერთს ხელები მოუცია, წავალ, ვიმუშაებ, მიწას მოვხნი, ჩემთვის სულ ერთია. უფ. მერო, სამსახურის სასარგებლოდ და სამაგილითოდ უნდა დამსაჯოთ. მე ვდომელობ, გთხოვთ პოლიციის ზედამხედველობის თანამდებობიდამ ჟავერი გადააყენოთ.

ეს სიტყვები წამოსთქვა მართებულათ, ამაყად, უკანასკნელ თავ განწირულობით და დარწმუნებით.

— ვნახოთ, — უფ. მადლენმა უთხრა.

და მას ხელი მისცა.

ჟავერმა უკან დაიწია და სახეშეჭმუხვნით უთხრა:

— მომიტევეთ მე უფ. მერო, ეგ რიგი არარი. მერმა მაბეზღარს ხელი არ უნდა ჩამოართვას.

ჟავერმა თან წაიდუდენა:

— დიაღ, მაბეზღარს! მას აქეთ, რაც მე ჩემი თანამდებობის უფლება ურიგოთ მოვიხმარე, მაბეზღარი თუ არა ვარ? მაშ რა ვარ?

მერე იმან მადლენს მდაბლათ თავი დაუკრა და ოთახის კარებისაკენ გასწია. რაკი კარებთან მივიდა, მობრუნდა, მადლენს პირზე არ შეხედა და სთქვა:

— უფალო მერო, მანამდის თქვენ გადამაყენებდეთ და სამსახურიდამ დამითხოვდეთ, მე ჩემ თანამდებობას მაინც კიდევ ავასრულებ.

თქმის უმალ ის გავიდა. მადლენი ჩაფიქრდა და ჟავერის ფეხის ხმას იქნობამდის ყურს უგდებდა, მანამდის აღარ გაწვდებოდა.

სკოფლერის შორს მხედველობა.

ჟავერთან ლაპარაკის შემდეგ, იმ დღეს სადილს უკან, მადლენი ჩვეულებრივ ფანტინას სანახავათ წავიდა.

მაგრამ, ფანტისას ოთახში შესვლამდის, ჯერ ავათმყოფებზე ზედამხედველი დედაკაცი სიმპლიცია დაიბარა, რომელსაც ფატინა ჩააბარა და სთხოვა რომ იმაზე ზრუნვა ჰქონოდა და თვალ-ყური კარგა სჭეროდა.

მერე ფანტინასთან შევიდა.

ის მუდამ დღე ისე ელოდა უფ. მადლენის ნახვას, როგორც ელიან ხოლმე მზის ამოსვლასა ან რამ სიხარულსა.

თავის მომვლელ დედაკაცებს ეტყოდა: „მე მარტო. მაშინ ცოცხლობ, როცა უფ. მერი აქ არისო“.

იმ დღეს ის ძალიან გაეციებინა. მადლენი დაინახა თუ არა, იმავ წამსვე ჰკითხა:

— კოზეტტა სადღაა?

იმან ღიმილით უპასუხა :

— მალე ნახავთ.

უფ. მადლენმა დაყწეო ლაპარაკი კანტინას ისე, როგორც კვლავ იცოდა. მაგრამ ფანტინა მარტო. ამითი იყო გაოცებული, რომ მადლენი ნახევარ საათის მაგივრად, იმ დღეს მთელი ერთი საათი დარჩა მასთან ლაზარეთში მყოფთ რავდენჯერმე სთხოვა, რომ ავათმყოფზედ ზრუნვა ჰქონიყოთ და არა დაეზოგათ რა იმისთვის. იქ მყოფებმა შეატყეს რომ მადლენი ცოტას ხანს სახეზედ ძალიან დაღვრემილი იყო. ამის მიზეზი მერე გაიგეს; თურმე მაშინ დანაღვლიანდა, როცა ექიმმა იმას ყურში ჩუმათ უთხრა: „ფანტინა ეხლა უფრო ცუდათ არისო“. შემდეგ სამეროში წავიდა და იქ რა ღაცა ციფირები გამოსწერა ერთ ქაღალდიდამ. სამეროდამ წავიდა ქალაქის ბოლოში მცხოვრებ ერთ ფლამანდელთან სახელად: სკოფლერთან, რომელიც ცხენებს აქირავებდა ხოლმე და, ვისაც სურდა, კაბრიოლეტებსაც.

გზაზედ ერთ ქუჩაში, მადლენმა იქაურ მღვდლის სახლის კარებზედ გაიარა. როგორც ამბობდნენ ის მღვდელი ძალიან პატიოსანი და ჭკვიანი კაცი იყო. უფ. მადლენი იმის სახლთან მივიდა. ქუჩაში ერთი გამვლელ ადამიანის მეტი არავინ არა სჩანდა, რომ მელსაც ენახა, — რომ თურმე მადლენი ცოტას ხანს მღვდლის სახლთან დადგა, მერე ისევ კარებთან დაბრუნდა, რაზას ხელი მოჰკიდა, უნდოდა დაერახუნებინა, მაგრამ გაჩერდა, რაზა ისევ ჩუმათ დაუშო და თავის გზას ისევ შეუდგა და ფეხი იჩქარა.

როცა უფ. მადლენი სკოფლერთან მივიდა, ის ცხენის იარაღ სა სწმენდა და ასწორებდა.

— სკოფლერო, იმან კითხა, კარგი ცხენი გვავსთ?

— უფალო. მერო, ფლამანდელმა უპასუხა, ჩემი ცხენები სულ კარგნი არიან. კარგ ცხენს თქვენ რას ეძახით?

— იმ ცხენს გეძახი, რომელსაც ერთს დღეში ოც ლიოზე ტარება შეუძლიან.

— აი დასწეევლოს ღმერთმა! უჰ! ოც ლიოზედ? ფლამანდელმა სთქვა:

— ჰო.

— კაბრიოლეტში შებმული?

— დიაღ.

— მაგ მგზავრების შემდეგ, რავდენ დღეს შეასვენებთ?

— ისეთი მინდა, რომ თუ ვინიცობაა მეორე დღესვე უკან წამოსვლა მომიხდეს, მათ იყოს და შესძლოს.

— იქიდამ წამოსვლაზედაც მაგოდენა გზა უნდა გამოიაროს?

— ჰო. — უჰ! კიდევ ოცი ლიო?

მადლენმა ჯიბიდამ ქაღალდი ამოიღო, რომელზედაც ეს ცივხრები ეწერა: 5, 8, 81/2 და ფლამანდელს უჩვენა და უთხრა:

— აი ხომ ხედავთ, სულ ერთიანად 191/2, იქნება, თითქმის ოცი რაღა.

— უფალო მერო, ფლამანდელმა უთხრა, როგორ ცხენსაც ნდომულობთ, მე მყავს. თქვენ მე მგონია გენახოსთ ჩემი პატარა თეთრი ცხენი — ძალიან ფიცხი და მარდია. ჯერ პირველად შესაჯდომად უნდოდათ გაეხედნათ, მაგრამ აპა! ვინც კი შეჯდა ყველა ძირს გადმოსტყორცნა, ვერავინ ვერ დაიმაგრა. ოჩანი ცხენი გვეგონა დ არ ვიცოდით რა გვექმნა. მე მაინც ვიყიდე; რაკი კაბრიოლეტში შევაბი, არ დაიჯერებთ, თითქო იმას ელოდაო; ეხლა ისეთი მშვიდია, როგორც პატარძალი და ისე გარბის, როგორც მფრინველი. მაგრამ შენი მტერი! თუ ვინმე ზედ შეჯდა! მართალიც არი. თუ კი თითონვე ჭკუაში არ უჯდება და არა სურს, რომ შესაჯდომი იყოს? ეველას თავას თავმომწონობა აქვს. უთუოთ თავის თავს უთხრა: „რაშიაც გინდა შეები და გასწიო, ზედ კი ნურავის ნუ შეისვამო“!

— მაშ ამ მგზავრობას გაუძლებს და აიტანს?

— თქვენ ოც ლიოს კარგის ტარებით, რვა საათში, უფრო ადრე, გაივლის. მაგრამ აი რა პირობით და რა როგორ. . .

— აბა სთქვით.

— პირველი, ჯერ ეს არი, რომ ის შუა გზაზედ თქვენ ერთი საათი მაინც უნდა შეასვენოთ; ქერი და ბზე უნდა მისცეთ; ჭამის დროსაც უნდა თქვენ თითონ თავს ადგეთ, რომ ტრახტინის მოსამსახურებმა ბზე და ქერი ცხენს არ მოჰპარონ, რადგანაც მე ბევრჯელ შემიცნევია, რომ ტრახტირებში მგზავრობის დროს იმდენს ქერსა და ბზეს ცხენი არა სჭამს, რამდენსაც იქაური მერიები და მოსამსახურები იპარამენ.

— კარგი; ცხენს საჭმელს მე თითონ მივცემ და თავს დავადგები, მანამ გაათავებდეს.

— მეორე პირობა . . . . უფალო მერო, კაბრიოლეტი, საკუთრივ თქვენთვის არის საჭირო?

— მერე თქვენ იმის ტარება შეგილიანთ?

— როგორ არა.

— მაშ თქვენ გაისარჯეთ და მარტო წაბძანდით; ბარგსაც ნურას წაიღებთ რა, რომ ცხენი არ შესწუხდეს და მსუბუქათაც იაროთ.

— თანახმა ვარ.

— მესამე, რადგანაც თქვენ მარტო მიბრძანდებით და უბარგო, მაშ გაისარჯეთ და ცენს საჭმო თქვენ თითონ უბოძეთ და თავს დადექით.

— ძალიან კარგი.

— ქირის ფასს თქვენ მე ოც და ათ ფრანკს მიბოძებთ; იმ დღეებისასაც, როცა მგზავრათ არ იქნებით და ცხენი შესვენებული გეყოლებათ. უკანასკნელ ფასს მოგახსენებ, ცალ ფულსაც ვეღარ დავიკლებ და ცხენის საჭმოც თქვენი იქნება, უფ. მერო.

მადლენმა ქისიდამ სამი ნაპოლეონდერი ამოიღო და სტოლზედ დააწყო

— ამ თავითვე აი თქვენ ეს ორის დღის ფასი.

— მეოთხე პირობა, მაგ გვარ მგზავრობისათვის კაბრიოლეტი მძიმე სატარებელია და ცხენსაც დაღალავს; უმჯობესი იქნება, რომ დამიჯეროთ და პატარა ტილბიურით წაბძანდეთ, რომელიც მე მაქვს.

— მაგაზედაც თანახმა ვარ.

— მაგრამ ღია კია, თუ ავი დარი დაგიდგათ, დასახურავი არა აქვს,

— ჩემთვის სულერთია.

– უფ. მერო, ნუ ივიწყებთ, რომ ეხლა ზამთარია.