![]() |
სოინარი : ლექსები |
გ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის გამოცემა № 34 იაფი საყმაწვილი ბიბლიოთეკა
ს ო ი ნ ა რ ი (ლექსები) Типографія Таварткиладзе 1894 მოგება ამ პატარა წიგნისა გადადებულია ერთი სამძღვარ გარეთ ღარიბ მოსწავლის სასარგებლოდ.
შეკრებილი
კ. ოცხანელის მიერ
Дозволено Цензурою Тиф. 23 Марта 1894 г.
ოზურგეთი
ფასი ორი შაური
![]() |
1 სარჩევი |
▲back to top |
სარჩევი
1) დედა ენას, გუგუნავასი
2) ადამიანს — მ, გურიელისა
3) ობლის მოთქმა რუს იმერელი
4) სამშობლო ხევსურისა რ. ერისთ.
5) „ეარდის“ ხმაზედ
— აკაკისა
6) დედა ენა — რ. ერისთავისა
7) იაენანა..აკაკისა.
8) კვალი — სილოვანისა
9) სამშობლოს სიყვარული — დავით.
10) მოგონება —სილოვანისა
11) მისთვის მომცა ღმერთმაენა—დავ.
12) დათვი და მელა — აკაკისა
13) გლეხ კაცის
ტანჯვას – -ლომაურისა
14) ვინ შეედრება — გრემელისა.
15) ხუთი სწავლა —დავითაშვილისა
16) ელეგია — ი. ჭავჭაეაძისა
17) სამშობლო – ლომაურისა
18) გლეხის პასუხი —
დავითაშვილისა.
19) ბებიას ნაამბობი — აკაკისა
20) გუთნის დედა — ი. ქაეჭავაძის
21)
ქართლის დედას — მისივე
22) შოშია -მ, გურიელისა
23) მუშა ბოქულაძე — გრ, ორბელიან .
24) მხდალი — შ. მღვიმელისა 25) ხურჯინი —ჩიხელიძისა,
26) გასწი გაფრინდი ჩემო ფიქრებო — ლ. ცაველისა.
27) ჩემს პერანს—ბარათაშვილისა
28) კაცი ის არის — რ. ერისთავისა
29) სპარსელებს -
აკაკისა.
![]() |
2 სოინარი: ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 დედა ენა |
▲back to top |
გუგუნავა სიმონ დედა ენა
ჩემო ამზრდელო ენაო, ავტორი ენა ცხოვრების წყაროა, უკვდავი, დაუშრობელი, ენა აქვს კაცობრიობას კედლად და საფუძველადა, ენაა ხალხის დიდების სალარო შესანახავი, რა ბავშვი შობოს დედამა, ძუძუ აქვს საწოვებელი, ენაა მანათობელი გვირგვინი ხალხოსნობისა, ბავშვი ენაში გაიცნობს თავისა გარეშემოსა, დედას რომ შვილი მოსტაცო, აღარ აჩვენო თვალითა, თუ ხალხს სამშობლო წაართვით, განსდევნეთ სხვაგან ბნელშია, რაცა აქვს ყველა წაართვით, ნუ შეეხებით ენასა, არიან ზოგი ქალ-ვაჟნი ჩვენივე მიწის შვილები, ენა გვაქვს წინაპართაგან, ვით განძი გადმონაცემი, რომელიც გასცვლის უცხოზედ მშობლიურს ანაბანასა, სვიმონ გუგუნავა
აჰყვავდი, იწყე ფრენაო,
გისურვებ, სხვათა ენები
შემოგნატროდნენ შენაო.
ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
ენა სიბრძნეა აწმყოსი, ლამპარი გაუქრობელი.
ენა სვეტია ერისა, მასზედ სდგას იგი მრთელადა,
ენა აზრს დაასაბუთებს და შეიქმს ხორციელადა,
ენაში გამოიხატვის ბუნების ძალა ვრცელადა.
წარსულთა საუკუნეთა შენს წინა გამომსახავი;
ენა სიწმინდის კვერთხია, უზადო, დაუზრახავი,
ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი.
ერთად ძუძუსთან ენაა იმისი მსაზრდოებელი;
ენა თან დასდევს, მსახურობს ვითა ერთგული მხლებელი,
ენაა მისი საკვები და მისი მაცოცხლებელი.
ენა სულია ცხოველი იმისი არსებობისა,
ენა ჯილდოა ღვთიური კაცობრივისა გრძნობისა,
ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა.
სულიერის და უსულოს საგანთ სახელს და გემოსა,
ვინც რომ ზამთარი გაძარცვა და გაზაფხული შემოსა,
მოქალაქობის, სამართლის კერძოსი, გინდ სათემოსა.
მშობლურის გრძნობით ნაწლევნი დაეწვას ცეცხლის ალითა,
ვერ შეუმცირებ სატანჯველს ვერა ყინულის წყალითა,
მაგრამ მეორეს დაბადებს ბუნებრივისა ძალითა.
ხალხი კვლავ ხალხად დარჩება, არ დაინთქმება ხვრელშია;
ან შეიქმს ახალ სამშობლოს უდაბურს ტყე და ველშია,
ან დაიბრუნებს თავისას, მტერს გამოსტაცებს ხელშია.
და როცა ენას წაართმევთ, დაჰკარგავს ხედვა-სმენასა;
ვერ დაიბრუნებს წართმეულს, დაიწყებს კბილთა ღრჭენასა,
ბოლოს გაქრება, მოკვდება, მოსპობს სულისა ქშენასა.
სასწავლებელში გავლილნი, სიყრმიდგან ნაცოდვილები,
აღარ მოგვანან ქართველებს, გგონიათ გამოცვლილები,
თავის ენაზედ საუბარს ირცხვიან დალოცვილები.
და როგორც სჯული, ენაა უმაღლეს პატივსაცემი,
ვინც ენას დაამახინჯებს, იქნება მისი დამცემი,
ის ჩაითვლება საეროდ, ვითა იუდა გამცემი.
ის თავის ძმასაც უმუხთლებს, გულში ჩაასობს დანასა,
ვინც დედა ენით არ უმღერს თავის სამშობლოს ნანასა,
ქების წილ ზიზღით ვიხსენებ ქართველსა ამისთანასა.
![]() |
2.2 ადამიანს |
▲back to top |
ადამიანს
ვინც გინდა იყო ჩემი მკითხეელი,
ქალი, კაცი გინდ გასათხოეარი,
შენთან მაქვს, ერთი შესახეეწელი,
გთხოვ აღმისრულო. ეს სათხოვარი.
ცხოვრებაში რა შესვლას იწყებ
იყავი ტურფა, იყავ უსწორო,
შემთხეევამ მოგცა ბევრი ქონება,
შგებ, კეთილო, ბედს არ უყეარდი,
დაე, იცუალოს გარემოება,
ცხოვრების მიზნათ სიმართლე გქონდეს,
და ბედიკეთილ-გონებიანი
თან დაგდეეს, იმ დროს წუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ, მხოლოდ ადამიანი
მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
რომ შენ ხარ, მხოლოდ ადამიანი!
ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულ სვიანი,
მაშინაც გმართებს, უფრო ხსოვნება,
რომ შენ ზარ, მხოლოდ ადამიანი
მოგიკლა გული, გყო სველიანი,
ნუ დაეცემი, დასდეგ გამაგრდი,
გახსოედეს, რომ ხარ ადამიანი!
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები, მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი!
და სიყვარული მოძმეთა ეხლად;
სამშობლო შენი, მარად გახსოვდეს
თუ კი გსურს — გახდე ადამიანი
![]() |
2.3 ობლის მოთქმა |
▲back to top |
ობლის მოთქმა
სად ხარ ჩემო ტკბილო დედავ!
რად დამტოვე მარტო, ობლად?
ნუ თუ ფიქრობ, არ მიყვარხარ
და არ მწამხარ ნამდვილ მშობლად?
გეფიცები ამასთან ლხინს ის მიკლავს გულს, ის მაღონებს,
და უნდა რომ თავის რჯულზედ
ნუ თუ ეს რომ კისრად იღოს
დაივიწყოს მან ამაგი,
არა, არა, არ მოვასწრებ
მირჩევნია შენთან ჭირი.
მაგრამ, ჩემთვის დაკარგულო,
დღეს შენ გიგლოვ, შენთვის ვსტირი.
ის მიკიდებს ცეცხლის ალებს
შენს სატრფოს შვილს რომ შენ ნაცვლად
ეს აშარი დამტრიალებს.
მან პიჯვარი მაწერინოს,
შენს ლეჩაქს რომ ზედ ჩირქსა სცხებს,
მე გულგრილად მაცქერინოს?
შენმა შვილმა, შვენის განა?
სხვა იწამოს თვისად მშობლად,
დედა დაგმოს შენისთანა?
წამებით და ტანჯვით შობა,
ამ სასყიდლით შეიძინოს
დედი-ნაცვლის თანაგრძნობა!
აღვიარო იგი მშობლად,
გულში შური გაეიქარწყლო
იმის პირქვე დასამხობლად!
რუს-იმერელი
![]() |
2.4 სამშობლო ხევსურისა |
▲back to top |
ერისთავი რაფიელ სამშობლო ხევსურისა სადაც
ვშობილვარ, გავზრდილვარ
და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის,
იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, -
ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე,
თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით
გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა,
ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა,
სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით
გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი,
ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება,
ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა,
ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი,
არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო,დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო,
მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
![]() |
2.5 „ვარდის“ ხმაზედ |
▲back to top |
წერეთელი აკაკი „ვარდის“ ხმაზედ
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!
ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!
აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმის,
რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!
მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!
გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...
რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, -
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!
სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!
![]() |
2.6 დედა ენა |
▲back to top |
დედა ენა
ღვთისგან
გაჩენილს ყოველს სულიერს
ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს
მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს
ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს
მის-მისდა გვარად ებოძა სმენა
ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა.
რომელი როგორ ხმარობს ენასა გამგებელია ამისი ზენა. ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასა ვერც ვუღალატებთ ჩვენ ბუნებასა მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა ენით ვცოცხალვარ, მით მიყვარს ლხენა ნუ გრცხვენის, ძმაო, როცა გაქვს წყენა ენით ცოცხალვარ, მით მიყვარს ლხენა
როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა
ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა
ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა, -
ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა…
ვინც კი გადავა, - შეჰხვდეს ვნებასა…
მისსა კანონსა, განჩინებასა…
მაშ რას გვარგია იმისი წყენა
რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?..
ბულბული - ყროყინს, თევზი - კნავილსა
კრავი უმანკო - მელის ხავილსა
გვრიტი - ჭიხვინსა, ბუზი - ბღავილსა!…
აქ სჩანს ბუნება და დედაენა!..
რომლითაც ,,ნანას” მეტყოდა ისა
ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა
ჩემის ტოლების მღერა - ჟღივილსა!…
მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!
მშობელს ენაზედ მოთქმა, ცრემლთ დენა…
აკვანს და საფლავს ნუ ჰკარგავ შენა
თორემ დაგწყევლის შენ დედაენა!..
მიყვარს სამშობლოს მე ტბილი ენა!
![]() |
2.7 იავ-ნანა |
▲back to top |
იავ-ნანა
ბაფუჩქვნილო ახალ ნორჩო, შენ პაწაწინაო
ეგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაიძინე, იავ-ნანა, იავ-ნანინაო!..
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო
გაივსე და გაიზარდე პატარა მთვარეო! იადონო. და ვარდის კონაო!
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს მომასწრებს მე ღეთის-მშობელიო,
თავის უფლების სხივები ცით მოგეფინაო.
იავ-ნანა, ვარდო ნანა, იავ-ნანინაო!
შეიტკბე და შეისწავლე სამშობლო მხარეო!
ანუგეშე, სადაც ნახო, მოძმე მწუხარეო!
შვილო მამულის გულისთვის სისხლიც დაღვარეო!
ჩვენმა ძველებმაც მაგ რიგად მტერი აშინაო
იავ-ნანა, ვარდო ნანა,იავნანინაო.
ყური უგდე და ისწავლე ჩემი ნანინაო;
თვალ-ხილულად დაუკვირდი, იცან ქვე-ყანაო,
რომ გაიგო. ამ ქეეყნისა ცრუ გამოცანაო!
მაგრამ ჯერ კი დაიძინე! ადრე განა?...
იავ ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!.
![]() |
2.8 კვალი |
▲back to top |
კვალი
ბევრი გზა გვაქვს გასავლელი,
ხრამ-კლდიანი ჯერ უვალი,
ის მომავალს გავუკაფოთ, —
ყველას გვმართებს ჩვენ ეს ვალი,
მაშ მარადის მას ეცადე,
კაცი იყო, თუ გინდ ქალი,
რომ აღბეჭდო ცხოვრებაში
სასარგებლო რამე კვალი.
მიკვირს ბევრი რატომ არის
ძმა ორგული და მტარვალი!
მშობელ მხარეს რად ღალატობს,
მტრისკენ რად აქვს მიწყივ თვალი?
რად არ ფიქრობს, რომ საფლავში
შეძრწუნდება მისი ძვალი,
როს ხალხიდგან დაიკრულვის
მისი გზა და მისი კვალი?!.
გადიკითხონ ისტორია —
თუ გინდ ძველი, გინდ ახალი:
ქვეყნის მტერი არ ყოფილა
შვება ლხენით მარად მთვრალი,
დღეს განცხრომით უცხოვრია—
ხვალ უხილავს ღმერთი მწყრალი,
რადგან იმას მოყვასთ სისხლით
შეუღებავს თვისი კვალი,
ქვეყნისათვის დამაშვრალი,
მართალია, ხალხის ტანჯვით
იწვის, ცრემლები შეუმშრალი,
მაგრამ ეს წვა და ეს ცრემლი
სხვაში არ არს გასაცვალი:
შარავანდიდ მოფენილი
რჩება იმას უკან კვალი!
ერთგული კი, თავ-დამდები,
ქვეყნისათვის დამაშვრალი,
მართალია, ხალხის ტანჯვით
იწვის, ცრემლები შეუმშრალი,
მაგრამ ეს წვა და ეს ცრემლი
სხვაში არ არს გასაცვალი:
შარავანდიდ მოფენილი
რჩება იმას უკან კვალი!
მას სჯობს გულში გიღვიოდეს
ღვთაებრივი ნაპერწკალი,
კეთილისთვის ღია გქონდეს
გული ბოროტ შეუვალი:
მხოლოდ მაშინ შეგიყვარებს
შენ აწმყო და მომავალი,
და მარადის სათაყვანო
შეიქმნება შენი კვალი!“
![]() |
2.9 სამშოგლოს სივარული |
▲back to top |
სამშოგლოს სივარული
სამშობლოს სიყვარულმა
ამიმღელვარა გული,
განამხნევ — განამტკიცა
სული დაობლებული!
კაცი არსად მოვკალი
მათი გადანარჩენი სადაც ცუდ საქმეს შევხვდი,
გაზეთი და წიგნები
აწ კი დავალ ნაღვლითა:
მაგრამ ვითმენ, არ ვშიშობ,
ამ ნატვრამ თუ მიმტყუნა,
არსად რა მოვიპარე;
რაც რომ შრომით მოვიგე,
მით მოძმე გავახარე.
სწავლაზედ მოვიხმარე;
გარყვნილი კაცის ქცევა
ახლოს არ მოვიკარე.
ავდექ და გავიპარე;
დავჯექ, წიგნი ვიკითხე,
მით გული გავახარე.
მუდამ ჯიბით ვატარე,
და იმათ შემაყვარეს
ჩემი სამშობლო მხარე.
აღარ მინათებს მთვარე,
წყვდიადით მოცულია
ეს ჩემი არემარე;
ვიცი გამოვა მთვარე,
და კვალად განათდება
ეს ბნელი ჩჟმი მხარე!
სიცოცხლე დამრჩეს მწარე;
არ დაგნანდე მშობელო.
![]() |
2.10 მოგონება |
▲back to top |
მოგონება
რაც რომ ვიცოცხლო, დედა მე არ დამავიწყდება:
მე მისი სახე ახლაც ცოცხლათ წარმომიდგება.
მახსოვს მე დედა ღამით გულზე მიმიხუტებდა
და წმინდა ლოცვებს ტკბილათ, წყნარათ მიფუჩუნებდა.
ყველაზედ უფრო მე ვისმენდი მის დარიგებას, —
მისი სიტყვები გრძნობიერნი დარჩნენ გონებას:
ისწავლე, შვილო, რომ შეიქნე კარგი წსავლული
და შენის სწავლით ასარგებლო შენი მამული.
იცოდე, რომე მამულისთვის ის ძე ფუჭია,
რომელს ნაყოფი ტკბილი მისთვის არ მოუცია.
ეცადე ენას, მამულისა შენ აღდგინებას,
თუ გინდ ამისთვის მოელოდე ცემას, გინებას.
„ნათქვამი არის: ის მარადის კურთხეულია,
ვისიცა სისხლი სამშობლოსთვის დაქცეულია“
ამ სიტყვებისთვის მე მიყვარდა გამოუთქმელათ
დედასთან ყოფნა, მუსაიფი მარად გულწრფელათ;
ამისთვის დედა მე მიყვარდა
გულით და სელით,
დედას-მე, რომე ყურადღებით
ვუსმენდი სრულით.
მაგრამ უწყალომ მომაშორა
ბედმა მე დედას,
ისე რომ ყური მას ვერ უსმენს, თვალი ვერ ხედავს.
მახსოვს შავი დღე, როცა ედამ შეწუხებულმა
მიმიკრა გულზე, მითხრა სულით აშფოთებულმა:
,,გიკვდები, შვილო, —მით სიცოცხლე გამმწარებია,
რომ შენი სწავლა, შენი აზრდა არ მომსწრებია...
ვკვდები... სამშობლოს, შენს უფროსსა დედას გაბარებ...
იმედია, რომ... ჩემზედ უფრო... მას შეიყვარებ...
რაც, რომ გმართებდა, შვილო, ჩემი... პატივისცემა
უმეტეს გმართებს. მამულისთვის თავის გაცემა!
გახსოვდეს, შვილო, რაც რომ შენმა თ დედამ გასწვალა...
ვკვდები... სიკვდილმა ამის მეტი აღარ მაცალა...“
![]() |
2.11 * * * (მისთვის მომცა ღმერთმა ენა) |
▲back to top |
* * *
მისთვისთვის მომცა ღმერთმა ენა,
სიმართლისთვის გავიწირო;
ჩაგრულ მოძმეს მივეხმარო,
თუნდა ქვითაც დავიკირო.
ბევრჯელ ვნახო დღენი ტკბილი
მოძპის ვიყო შემწე ჭირში,
დეე, მტანჯონ მართლისათვის,
ვინც რომ მშობელს და ტვირთ-მძიმეს
და ბევრჯელაც გავიწბილო;
მცირეს ვჯერდე ოფლით ნაშოვნს,
მრავლისათვის არ ვიტირო.
ვიხარო და გავახარო;
რაც კი ვნახო მასში ცუდი,
გამოვსთქვა და არ დავფარო,
მე იგი არ გავიკვირო;
მხოლოდ მინდა რომ რითიმე
ბოროტები დავიჭირო:
ხელთ მოსაწყობ ნივთად სთვლიან,
იმათ ნაშრომს, ოფლით ნაშოვნს,
გასთვლიან და გამოსთელიან .
ი. დავითაშვილი
![]() |
2.12 დათვი და მელა) |
▲back to top |
დათვი და მელა
(მონადირის ნაამბობი)
დიდსა დათვსა დათუნასა,
პირ-მყრალსა და მტორიანსა,
უკუდოსა, ბანჯგვლიანსა,
უზარ-მაზარ მძორიანსა,
სადათვეში გალაღებულს,
ნადირობა გაეძრახა, —
შემდგარიყო. მაღლა სერზე
და დაეღო ცუდათ ხარხა.
იქაურმა ნადირებმა მიაშურეს სათაყვანოდ, ეს იმათი მორჩილება ერთი კიდეც დიაბღავლა, სასიკვდილოდ დაემზადნენ მიიპარა გაცუნცულდა,
მიიხედა დაინახა
ეს რომ ნახა,
გაიხარა, მონადირემც თვალი მოჰკრა,
მონადირეს გული დაწყდა. მაგრამ მელამ ხერხიანად მეძებრებიც დაიქანცნენ,
დათვი დაფრთხა, წამოვარდა,
გაისროლა ამონიშვნით,
დააგორეს თავდაღმართში
ეს მხეცი რომ დაინახეს: —
გაუმარჯოს ბატონ დათესო!
უნებურად დაიძახეს!
მოწიწებით ფეხს ჰკოცნიდნენ,
ერთმანეთის დაბეზღებით
და განწირვით თავს იხსნიდნენ.
დათუნამ რომ დაინახა,
შეიფერა, გაიბერა,
უფრო დიდათ აღო ხარხა.
ბანს აძლევდა მთა და ბარი, და
პირუტყვებს მითი წელში
გაუყენა შიშის ქარი.
პირუტყვები მაშინ ყველა;
მარტო, მხოლოდ გულს არ იტეხს
გატყაული კუდა-მელა.
გადავიდა სერს გადღმა,
იქ უეცრად ყური მოკრა,
რომ დაჰყეფა სადღაც ძაღლმა,
მონადირე მომავალი,
მეძებრები მოჰყეფავდნენ,
ამოეღოთ კურდღლის კვალი.
თითქოს ჰქონდა რამ განძრახვა,
უცბად მაღლა ქვაზე შეხტა.
ძაღლებს თავი დაანახვა.
სიხარულით მიაშურა,
მაგრამ ჩვენი მელა-კუდა
თვალსა და ხელს შუა გაძვრა.
სახეზედ დაეტყო წყენა,
ძაღლებს თავი მოუყარა,
მელას კვალში ჩაუყენა.
დათვისაკენ მიაშურა,
მონადირეც კვალში სდევდა,
ბევრი ოფლი მოიწურა.
გამოაგდეს მათ გრძლად ენა,
და ბოლოს კი მონადირე
მელამ დათვზე მიაყენა.
გულ-მოსულმა დაიყვირა;
მაგრამ მონადირემ თოფი
მომართა და მიაშურა.
შუბლში ტყვია მიაჭედა, —
ძირს დაეცა დათუნია,
აუტირდა მაშინ
დედა.
კოტრიალა, კოტრიალა...
თურმე ტყუილი ყოფილა.
უხერხულად დიდი ძალა.
აკაკი
![]() |
2.13 * * * (გლეხ-კაცის ტანჯვას ვინ მოსთვლის) |
▲back to top |
ლომაური ნიკო
* *
*
გლეხ-კაცის ტანჯვას ვინ მოსთვლის?
ვინ მისცემს მის სენს. წამალსა?
– იგი რომლისაც არსება
გაუნათლია სწავლასა.
რომელიც ჰხედავს თავის ძმად
კაცსა ტანჯულსა, საწყალსა,
– იგი ვინც საქმით ვინც შრომით
ელვტის კაცთ თანასწორობას;
ნამდვილის სწავლით შეჭურვილ
რისხვას სცემს უსამართლობას,
–-იგი ვინც ამ გვარ სულითა
გლეხ-კაცსა გვერდზედ უდგება,
ლხინში ის მიჰყავს პირველი
ჭირში თვით წინა უძღვება!“
![]() |
2.14 * * * (ვინ შეედრება ბედნიერებით) |
▲back to top |
დ. გრემელი * *
*
ვინ შეედრება ბედნიერებით მისაც ვალად აქვს ძმის სამსახური, ვისიც სიცოცხლე ამ წმინდა ვალის, ვინ შეედრება ბედნიერებით,
მას, ვინც ძმისათვის დღე-და-ღამ შრომობს
ვინცა სულ მთელათ, სრულის არსებით
მხოლოდ მისია და მისთვის სცხოვრობს:
მისი სიკეთე უღელვებს გულსა,
ვალად აქს შრომა პატიოსნური,
რომ მით შესძინოს რამე მამულსა...
გარდახდას მხოლოდ მოსდომებია
ვისც მაგალითი პატიოსანის,
სიტყვის და საქმის უჩვენებია!...
ოფლში გაწურულს ამ გვარ მუშასა,
ვინ იტყვის: ვით ის მეც ნეტარებით,
ვსტკბები ყოველ—დღე და ყოველ ჟამსა!
![]() |
2.15 ხუთი სწავლა |
▲back to top |
ხუთი სწავლა
(სიბრძნე სიცრუიდამ)
ძმაო, ხუთ სწავლას გასწავლი,
გახსოვდეს და ნუ შესცდები:
უმეცარსა და უგბილსა
ნურაოდეს მიენდობი;
შეუმცნებელს გაუფრთხილდი, არ დაივიწყო გახსოვდეს, „თავზედ დამეცეს ცა რისხვით,
უსუსურად არ ეჩვენო;
მსწავლული ხარ ცუდს არ მიჰყვე,
ცრუ გვერდით არ მიიყენო:
მშიერს სტუმრად არ ეწვიო;
გლახაკისგან ჩუქებასაც
არაოდეს დაეჩვიო.
ი. დავითაშვილი
სხივი ვერ ვნახო მზისა მე,
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე!"
![]() |
2.16 ხუთი სწავლა |
▲back to top |
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება
. ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.
![]() |
2.17 ხუთი სწავლა |
▲back to top |
სამშობლო
(„პოემიდამ ლევან ბატონიშვილი“ )
დასაბამითვე ჩვენო სამშობლოვ,
შენა ყოფილხარ ველი ბრძოლისა,
შენზედ მრავალ ხალხს შეუბრალებლად
უყენებიათ გუბე სისხ:ისა.
იმავ თავითვე შენა ყოფილხარ,
საჩხუბრო. ლუკმა მძლავრი მტრებისა,
თავში საცემი და მეოხება,
შენი საწყალი მცხოვრებლებისა,
ხან ეცემოდა და მტერთა ჯარი,
ამ დროს გლეწავდა შეუბრალებლად;
და ხან უეცრივ ფეხზე დგებოდა
მრავალი მტერის შესამუსრავად,
ამ დროს ისმოდა განძვიბრებული
ინეოეთამდის ქართველის ხმაი:
ოსმალთ შემუსრვა –– სპარსთა განდევნა ––
შინაურ მტრებზე გამარჯეებაი.
მაგრამ ეს მძლავრი დიდებული ხმა,
დიდ-ხანს, სამშობლოე, არ გრძელდებოდა,
ორიოდ სამი, ოთხი წლის შემდეგ,
ეს ხმა სრულიად სადღაც ჰქრებოდა,
აქ ისევ შენა წინანდებურად
ურიცხვი მტრების ლუკმა ხდებოდი,
წინად მამაცი, გმირი ქვეყნისა;
მტრის მონების ქვეშ იკაკვებოდი.“
![]() |
2.18 ხუთი სწავლა |
▲back to top |
დავითაშვილი იოსებ
გლეხის პასუხი მჭადითა გამოზრდილია, ობოლი დავრჩი დედ მამას, მამაც ამ რიგად ტანჯულა, მე ვინ მომაცლის იმდენსა, მიწაა ჩემი ქაღალდი, ანკი რად მინდა ან-ბანი, თავზედ დამეცეს ცა რისხვით,
უქუდო ჩოხის ამარა,
სოფლელი გლეხის შეილი ვარ.
ქალამნებ გაცვეთილია.
დრო მადგა გასაჭირია:
სადაცა ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
ვით ვიტანჯები შვილია:
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია,
გლეხმა ვისწავლო ან-ბანი,
დავჯდე და წიგნი ვიკითხო,
გავიგო ქვეყნის აბავი!
გუთანი — ბასრი კალამი
და მელნად ტანჯვა წვალებით
ოფლი უზომოდ ნაღვარი,
რად მინდა თქვენი დავთარი:
უნებურ მუნჯი შევქნილვარ,
ვერ მითქვამს ერთი მართალი,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე,
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე!
ი. დავითაშვილი
![]() |
2.19 ხუთი სწავლა |
▲back to top |
ბებიას ნაამბობი
ოცნებით გატაცებული ხან იცინის და ხან ტირის, ხშირ ყვავილებში მახლობლად – ბებია, ბები! მიშველე; – ბებილო, დიდი ხანია, შენ გენაცვალოს ბებია, არ გაჯავრდები? მაშ კარგი! ყოველთვის ფერი გეცვლება, და ხიდის ყურთან რომა სდგას ხიდის ჩატეხას თუ ფიქრობ, ბებიამ უთხრა: – „გატყობ, ხარ შენ რომ ბოჩოლას ეძახი, ჰხედავ, დამდგარა მტკვრის პირად, იმას უამბობს მღელვარე ერობის, ენის, სჯულისთვის ან რა მიუძღვისთ მათ ღვაწლი ძველი ამბისა მოთრობას და ასე ამბობს: ის შემცდარია სრულიად მე ვიცი კარგად, რა არის აი რას ფიქრობს ის გმირი, მას ეძახოდნენ ვარანცოვს!
ჩრდილში დამჯდარა ბებია;
ჰფიქრობს: რაც ადრე უნახავს,
ან ახლა რა ამბებია.
თითქო ჭკუაზედ იშლება,
და მისი სახე დამჭკნარი
არტის დღესავით იცვლება.
ყმაწვილი დასდევს პეპელას;
ის არის მისი სურვილი,
მას ანაცვალებს სუყველას...
პეპელა გამიფრინდაო! —
მე ჩემი დარდი მეყოფა,
შვილო ეგ რაღად მინდაო!
მინდა რამ გკითხო შენაო,
მე ნუ მოგიკვდე, მითხარი,
დასძარი ჩემთვის ენაო!
რად მინდა თხოვნა ფიციო!
შენზედ უკეთესს ვის ვეტყვი,
თუ კი მე რამე ვიციო!
ყური დამიგდე, დიდ-დედა:
როცა ბაზრიდამ მოვდივართ
მე და შენ ხოლმე ხიდზედა,
გული დაგიწყებს ძგერასა,
და შენ რაღაცა ბუდბუტით
ახშირებ პიჯვრის წერასა,
ვიღაცა აყუდებული,
თვალ-ცრემლიანი შეჰყურებ
მას, სახე გაბრწყინვებული!
გაშინებს დიდი მტკვარიო?
ან ერიდები იმ ბოჩას,
ხიდთან რომ შავად არისო?
რაღაცა უცნაურიო!
გეტყვი ჩემ გულის პასუხებს და
შენ დამიგდე ყურიო:
ის არის ძეგლი გმირისა.
ხომ ხედავ, ქუდ მოხდილია,
თითქოს რაღაცას სტირისა!
ყურს უგდებს მწარე ნანასა
ესმის, რაც ტანჯვა უნახავს,
საბრალო ჩვენ ქვეყანასა!
მტკვარი დუდუნით მთხრობელი,
რაც ქართველთ ცრემლი უღვრიათ
თვალთაგან შეუშრობელი.
ვით შეუნახავთ პირობა
და მარად, საშვილი-შვილოდ
გადაუხდიათ გმირობა.
ქრისტიანობის წინშე,
რომ შეუწირავთ ქვეყნისთვის
იმათა სისხლის ზედაშე.
ყურს უგდებს გაოცებული,
ნიშნათ პატივის ცემისა
ქუდს იხდის მოხუცებული,
„ამაღლდეს ქვეყანა უძლეველიო!
და წყეულ იყოს, ვინც მტრულად
იმას შეახოს ხელიო!
ჭკუით და გონებითაო,
ვინც ჰფიქრობს იმის დაჩაგვრას
შიშით და გონებითაო!
მისი კავშირი სრულიო:
„სიმართლით გულის მოგება
ძმობა და სიყვარულიო
შენ რომ ბოჩოლა გგონია,
ვისიც სახელი სუყველა
ქართველ კაცს გაუგონია!
ის იყო გმირთა გმირიო...
მის დროს ვიგონებ მოხუცი,
და შვილო. იმტომ ვსტირიო!“
აკაკი
![]() |
2.20 ხუთი სწავლა |
▲back to top |
"გადი-გამოდი, გუთანო,
ღირღიტავ, ბანი უთხარო".
ერთს ბედ-ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი,
უსიხარულოდ დავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!..
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას
მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ ჰკვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!...
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..
![]() |
2.21 ხუთი სწავლა |
▲back to top |
ჭავჭავაძე ილია
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა,
მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი,მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლას,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული
![]() |
2.22 ხუთი სწავლა |
▲back to top |
შოშია
ჩვეულის სევდით აღმევსო გული,
მან დამაღონა;
უკურნებელი გამეხსნა წყლული
და მომაგონა:
ქარიშხლიანი ყმაწვილობა
ჩემი წასული,
საწრმუნოებით სავსე გრძნობა
მოტყუებული;
როცა ჟჭკუო ვიგულებდი
ყოველსა სულსა
მამულის შვილად, პატივს ვსცემდი,
როგორც ერთგულსა
როცა მიყვარდა მე ყოველი
დასანახავი,
ბაღი, მწვანილი, ხე და ველი,
მიწაც ნახნავი,
როცა ღვთისადმი მქონდა
ერთი მხოლოდ ვედრება:
ჩემი საყვარლის სამშობლოის
ბედნიერება.
ვეღარ გაუძლ ძველებურსა
სისხლის დუღილსა,
და დავეშურე დაგებულსა
ქვეშაგებს ლბილსა.
მწოლარს ზედ მაწვნენ უთვალავნი
მწარე ფიქრები,
როგორც მაღალს მთას დილით შავნი
ავდრის ღრუბლები.
დავსუსტდი, დავბნდი, დამიბნელდა
თვალთა სინათლე
ვგრძნობდი სიკვდილსა,
თან მიმდეედა მარტო სიმართლე.
უკანასკნელად ამ სოფელსა
ვუთხარ მშვიდობა,
და მიხაროდა სიკვდილის წინ
უტანჯველობა,
ამ დროს შორიდგან მოისმოდა
ხმა მშვენიერი. —
მისი სიამე არ ითქმოდა,
იყო ძლიერი!
თურმე შოშია შინაური
სტვენდა, გალობდა:
მეყურებოდა მისი მოთქმა,
ამას ამბობდა;
ყმაწვილობიდამ გალიაში
უხსნელ ტყვედ ვზივარ,
ჩემსა აღმომზდელს სიმშობლოში
შეპყრობილი ვარ;
თუმცა ხანდახან გამიშვებენ
ვითომ ნებაზე:
მაგრამ მაშინაც თვალს მავლებენ
მცირე ფრენაზედ.
მეუბნებიან სიტყვა სთქვიო
ჩვენებურათა:
ძლიერ ცდილობენ შევეჩვიო
გავხდე სტუმრათა;
მე ღვთისაგან მაქვს დანიშნული
მისი წყალობით;
სახლად ტყეები აღვსებული
ყოვლის ნაყოფით;
საზრდოთ ველები შემკობილნი
ხეხილებითა,
ათას ფეროვნად შეღებილნი
ყვავილებითა.
იქ მყოფი უნდა დავფრინვიდე
თავისუფლებით;
ფრთებს ნელსა ნიავს გაუშლიდე
სიამოვნებით.
კამარა შეეკრა, გარდმოვხედო
მშვენიერს ბალახს;
ტკბილის ცრემლებით გაუბედო ქება
დიდს ალლახს.
![]() |
2.23 ხუთი სწავლა |
▲back to top |
რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული,
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა!..
* * *
ან რა გიკვირს? — ჩემ შუბლზედა ღარები,
წვერ-ულვაში უდროდ გათეთრებული,
ნიშანია გულში ღრმათა ტკივილთა,
დიდთა შრომათ, ღრმათ ფიქრებთა მწარეთა,
უიმედოდ, უნუგეშოდ ყოფნისა!..
ჰსჩანს არ იცი, რომ არიან ღარიბნიც,
არის სადმე სიმწარითა ცხოვრება!..
* * *
ნუ გიკვირს კი, ჰსჯობს ჩემ გულში ჩახედო,
წაიკითხო სიმწარისა ამბები:
ძმის ღალატი, მოყვასთაგან დაჩაგვრა,
მეგობრისგან იუდასი ამბორი,
საყვარლისგან — წყეული სიყვარული,
ნაზის ხელით გულს დასმულნი დაღები!
სოფლის გარე უწყალოდ განდევნილსა
დამავიწყდა რაცა ვიყავ ოდესმე!..
და აწ მხოლოდ დამშთა ესე ჩემს ბედად:
ტანჯვით შრომა, ოფლით ძებნა ლუკმისა...
და მიდის დღე, მიდის ღამე ამ ყოფით!
* * *
ნუ მიყურებ ასე გამწარებულსა,
სიღარიბე მეტად ძნელი ყოფილა...
მე ვმუშაობ... სხვანი კი იმღერიან!..
ბედნიერნი, გულითა უზრუნველნი!..
ბაღით მესმის ჭიანურის, ლხინის ხმა,
სავათნავას გულ-დამწველი სიტყვები...
გულით მინდა მეც აქედან ხმა მივჰსცე,
მარამ მრცხვენის: მე მათი რა ტოლი ვარ?
და ღრმად ვჰმალავ გულში სიმწარის ოხრვას,
მალვით ვიწმენდ თვალში მორეულ ცრემლსა...
ეჰ, ვის ესმის, თუ სადღაც მუშა ჰკვნესის?..
* * *
მაშ ვინა ვარ, რა მჰქვიან ამ სოფელში,
თუ სიამის ერთი დღეც არ მახსოვდეს?
სიჭაბუკე ტანჯვით შრომამ წაიღო
და ვერ ვჰხედავ მომავალშიც ნუგეშსა,
მცირედ სხივსა სიხარულის ნათლისას...
წყეულ იყოს, ვინცა მუშა აკურთხა,
მოკლებული ყოველ-გვარის შვებასა,
კაცთა შორის კაცად არ მიჩნეული!..
* * *
რას მიყურებ დაღონებულს, ფერ-მიხდილს?
მოვჰხუცდი და რა მაქვს მოსაგონებლად,
თუ არ ჩემი ვაებითა ცხოვრება?
რა მიამა? რომ მოვკვდე რა ვინანო?..
![]() |
2.24 მხდალი |
▲back to top |
წამსკდარა ღვარივით.
მამა და ორი ღვიძლი ძმა
იქ, გაგმირულნი ტყვიითა,
თავისუფლების გულისთვის
შემკვდარნი ვეშაპივითა.
მტვერი ბუქში ყრიან მტერისა
ფეხებ-ქვეშ ჭერეხივითა.
მათ სისხლი ისევ გადმოსჩქეფს,
თხოულობს შურის გებასა.
პარუნმა ვალიც, სირცხვილიც
მიჰკერძა დავიწყებასა
და უთოფ-იარაღოდა,
ცდილობს მტრის დაშორებასა,
მთლათ მოქანცული პარუნი
ოფლი და სისხლი ალანძულ ბერმა შესული ვერ იცნო, * * * რას მეტყვი ახალს? მითხარი, და ამ სიტყვებთან მოხუცის ორი დღე მედგრად ვიბრძოდით მიუვალ მთებში ნადირის მომაკვდავს, ბრაზით,მიმქრალი მხდალს სულთ-მაბრძოლის სიტყვები * * * შერცხვენილ— შეჩვენებული და გაახსენდა წარსულ დღეთ
* * * ჰვლავ ისეე გამხნეეებული — დედილო, კარი გამიღე, * * * ვეღარ გაუძლო, სირცხვილსა, დედამ გულ-გრილად დილითა * * *
გზაზედ წამს არა დგებოდა...
მთვარისა შუქზედ ნაცნობი
შორით სოფელი ჩნდებოდა.
ჩუმად შევიდა სოფელში,
ყველასგან შეუმჩნეველი:
ირგვლივ სუფევდა სიწყნარე,
დუმილი დაურღვეველი.
სახეზედ ერთად ჩამოდის;
ბრძოლის ველიდამ უვნები
სახლში დაბრუნდა მხოლოდ ის,
მეზობლის სახლის სარკმელში
შუქს თვალი მოჰკრა თუ არა,
ფეხი წინ წადგა, შინ შესვლა
მხდალმა არ დაიუარა.
ვინ იყო, ვერა ხედებოდა...
მარტოთ-მარტოკა უძლური
საწოლზედ ჩუმად კვდებოდა,
— დიდ არს ალლახი: ალბად შენ
ანგელოზთ მიგაბარაო,
და სასახელოდ მტრებისგან
დაგიცვა,დაგიფარაო!
მიამბე, ნუღარ გვიანობ;
ხომ ხედავ, სული ამოდის,
ძლივს-ძლიობითა ვხმიანობ!...
მიბნელებული თვალები,
რაღაც იმედით გაბრწყინდნენ,
ვით ცეცხლის ნაკვერჩხალები.
წამოიწია, წამოდგა
ტანი ნახევრად მკვდარისა;
სისხლი აღეძრა,აღელდა
კვლავ გული მეომარისა.
მტერთან დღისით და ღამითა,
მომიკლეს ძმები ბრძოლაში
მოხუცებული მამითა.
მე კი გადავრჩი,
შევვარდი დაბურულ ტყე და ჭალებში;
როგორც დევნილი ნადირი,
ვიმალებოდი ჩალებში.
უგზოდ გამოვყე ნავალსა,
არ დავერიდე დასისხლულ
ფეხებით კლდიან სავალსა.
მტერი წინ იწევს, არ კმარობს
და აღარ გვილევს ის მტრობას,
მიმიღე სადმე დამმალე,
მოხუცო! მამა-შვილობას.
გადმოუბრუნდა თვალები
და შეუტია: – გამშორდი,
მე აქ არ მინდა მხდალები!
რაც დაგემართოს, ღირსი ხარ,
დიაცო, ყველაფერისა!
ძაღლიც ნუ შემანახვინოს
უფალმა შენი ფერისა!..
გულს სტკენს ვით ჭრელი იარა;
ფეხი გამოდგა კარებში
და ჩუმად გამოიარა.
ქვემოთკენ მოეშურება,
წინ შეხვდა ახლა სხვა სახლი,
დადგა დაუწყო ყურება.
ლა ტკბილ-სანეტარო დროება.
ერთხანათ გადაავიწყდა
ყოველი ტანჯვა ვაება,
გრძნობა დაუტკბა, დაუცხრა,
გულს ჩაეფინა ნათელი
ამ დროს იმ სახლით უეცრად,
როგორც წყვდიადში სანთელი, —
ვიღასიც შავმა თვალებმა
იმის წინ გაიკრიალეს,
ღიმილით მიუალერსეს
და გრძნობა აუპრიალეს.
რა გონს მოეგო, იქ შესვლა
მოიწადინა ჰარუნმა,
მაგრამ შეაკრთო სიმღერამ,
ფანდურის სიმთა-ჟღარუნმა.
* * *
სიმღერა ესმის დიდის ხნის,
თქმული ვაჟკაცობაზედა,
გაყვითლდა როგორც ფოთოლი,
ფერი ეცვალა ძალზედა...
„ლაჟვარდ ცაზედ მედიდურად
მიმოცურავს მთვარე წყნარი,
„ბრძოლის ველზედ მიისწრაფვის
ახალგაზდა მეომარი.
,,თოფსა სწმენდავს, ხმალსა ჰფერავს,
ლურჯად ელავს მის ხანჯალი
,,გზას ულოცავს, ეუბნება
წასვლის წინედ ტურფა ქალი
,,ჩემო კარგო, არ დასწყევლო
და არ დაგმო შენი ბედი,
„მტრის წინ ლაჩრად არ მოდრიკო
არც მუხლი და არცა ქედი;
,,გმირი ხარ და გმირად დარჩი,
არ უქციო მოძმეს გვერდი,
„მამულისთვის უშიშრადა,
მიუშვირე ტყვიას მკერდი!
„მტერთ სიჯაბნე არ შეგწამონ,
ეცადე, რომ წინ უყელო
მოძძის მამობი,
მტრის გამქცევი რჩება მუდამ უსახელო!
„მას სისხლიანს წყლულს არ მოჰბანს
არც წვიმა და არცა ცვარი,
,,მიწას აღარ გადააყრის
გლოვითა და ზარით ქარი,
„მთის ნადირი უსულო გვამს
სამარეს არ მიაბარებს,
„მხდალს და ლაჩარს მეგობარიც
ახლოს აღარ მიიკარებს!“.
ჰარუნს საგმირო სიტყვებით
წყლული დაერთო, წყლულზედა,
თავ-დახრის ქვემო მორბინალს,
ცრემლი ჩამოსდის გულზედა.
ნაღველით სავსე, მავალი
ნადირისავით ტყე-ველად,
თავს წაადგება მშობელ სახლს
უეცრად შეუმჩნეველად.
იწმენდს ცრემლიან თვალებსა,
და იმედიან ღიმილით
რაკუნს დაუწყებს კარებსა.
ალბად იქ დედაც ქმარ-შვილზედ
ლოცულობს, ღმერთს სთხოვს შეელასა,
ომიდგან დაბრუნებულებს
ერთად მოელის ყველასა,
შენს ჰარუნს, დაბრუნებულს მთლად,
ძლივს გადაურჩი მარტო მე
რუსების ტყვიას უვნებლად.
— მარტო ხარ? — მარტო მოგიველ,
რომ გადაგერჭო ყელი-ყელ.
— ძმები და მამა სადღაა,
თუმც შენი მოსვლა მიამა,
— იქ დააწვინა ყველანი
მტრის დაუნდობმა ტყვიამა,
— გადაუხადე? — არა! — მაშ
ისე მოხვედი შენ შინა?
—მე გამოვიქეც, რომ, დედი,
ნუგეში მეცა შენთვინა...
— ჩუ! შე ლაჩარო, შე მხდალო,
აქ მოხველ ცოცხალ თავითა?!
არ შეგძლებია სიკვდილი
სახელოვანად, ხმალითა?..
გამეცა, აღარ მეჩვენო,
არ დამენახო თვალითა!
შენ ჩემი შვილი არა ხარ,
აღარც გიწოდებ შეილადა;
ნუ მარცხვენ! ნუღარას მეტყვი,
ნუღარ მაწუხებ ტყვილადა!..
მხდალი ხარ, მხდალად იარე,
მიენდეე მთებს და კლტეებსა,
ჩირქს არ მოვაცხობ მე შენგნით
ჩემს მოხუცების დღეებსა,
დედის ხმა მისწყდა, ჰარუნი
დიდხანს გმინავდა გარეთა,
ბედს სწყევდა,
ღამის დუმილში რეს
იტანჯებოდა მწარეთა...
ბოღმა ვერ გადიტრიალა.
გულში დაიცა ხანჯალი
და იქვე გადიხრიალა.
შეხედა შვილის სხეულსა,
არც ვინ აღირსა სამარე
გულზე სისხლ—გადანთხეულსა,
მკვდრის ჭრილობიდგან ქოფაკი
ძაღლი სისხლს - ლოკდა ღრენითა,
მხდალს ცუდათ იხსენიებდნენ
თვით ბალღებიც კი ენითა.
ჰარუნის სახელს დღესაცა
ხალხი იხსენებს გმობითა,
მისი აჩრდილი იქ, მთებში,
დადის ღამ-ღამეობითა,
ვითომ დილ-დილით ფანჯრის წინ
ფარულად მიიპარება,
შველას სთხოვს დედას და ხვეწნით
შინ შესვლას ემუდარება;
მაგრამ ყურთ ესმის მას მხოლოდ
ლოცვა ღვთის სიტყვა... წყეული
კელავ გარბის, როგორც ომის დროს
ლაჩრულად, უკუ ქცეული.
![]() |
2.25 ხურჯინი |
▲back to top |
ჩოხელიძისა (სავარაუდოა!)
ხურჯინი
(იგავ არაკი ფედრისა)
ეზოპემა სთქვა: „ყოეელ კაცს
თითო ხურჯინი ჰკიდია“
ახლა ის კი არ გეგონოსთ,
შიგ აქეს რამ გასასყიდია:
წინა თვალში ყრის ყველაფერს,
რასაც სხვა დააშავებსო;
უკანაში კი მას აწყობს,
რასაც თვითონ იქმს ავებსო.
ამიტომ თვისი-სიგლახე
კაცს უჭირს სანახავათა;
სხვისი თვალწინ აქვს ყოველთვის
საკილავ — საძრახავათა,
ჩოხელიძისა
![]() |
2.26 * * * (გასწი გაფრინდი) |
▲back to top |
ლევ ცაველი
* * *
გასწი გაფრინდი ჩემო ფიქრებო.
არ შეუშინდეთ არც დროს არც გზასა,
ქალაქ ალაგებს გზა აუქციეთ,
ზედ ნუ შეხედავთ ვერცხლით მკულ გულებს
ყურს ნუ მიუგდებ იმ ბატონებსა,
თქვენ გაუდექით პირდაპირ სოფლებს,
ვინც აქ შრომობდეს
ვინც ჩვენში მხოლოდ ბრძნულად ბაასობს
გადაიარე მთანი და ღრენი,
მიდით და ნახეთ ჩემი სამშობლო
მათ ვით ღმერთსა ეცით თაყვანი,
ყველგან იფრინეთ ყველა ნახევით,
შემდეგ დაბრუნდით კვალად ჩემთანა,
ტკბილი ამბები მომიტანევით,
იქ თქვენი თვალი კარგს ვერ ნახავენ,
მუნ შეგროვილნი სისაძაგლენი,
უსიამოვნოდ აგაღელვებენ.
თუნდ ათასჯერაც წინ შეგეფეთონ,
წარბს ნუ გაანძრევთ მდიდრების წინა,
ეს დრო მათია და იქეიფონ,
ვინც წაღმა ხნავენ უკუღმა სთესვენ,
იგინი თავის სიტყვას და სწავლას,
თვისი ცხოვრებით თვითვე აქცევენ.
გლეხ კაცის ბედი მუნ გაიცანით,
მისი ცხოვრება, მისი ამბავი
ყველანი კარგათ დაიხსომევით.
გლეხს კაცს შველოდეს.
ის უსათუოდ თქვენ იპოვნევით,
მიდით, მიეცით მას ძმურად ხელი,
და სიყვარულით გადაკოცნევით.
იგი ჯერ კიდევ არ არის კაცი,
რომელიც სიტყვას საქმედ გადაქცევს
აი, ის არის ჩვენი მამაცი.
![]() |
2.27 ჩემს მერანს |
▲back to top |
ბარათაშვილი ნიკოლოზ
ჩემს მერანს მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწასა მე საიდუმლო!
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
![]() |
2.28 კაცი ის არი |
▲back to top |
ერისთავი რაფიელ კაცი ის არი კაცი ის არი, ვინც მისდევს
* * *
* * *
დიდის მოძღვრისა მცნებასა,
ვინც მოძმეს გულსა გაუხსნის,
თავს აუცილებს ვნებასა,
ქვრივ-ობლებს ცრემლებს მოსწმენდავს,
მოუსპობს გაჭივრებასა,
იბრძვის და იბრძვის ერისთვის,
ქვეყანას მისცემს შვებასა!
კაცი ის არის, ვინც მამულს
გამოადგება შვილადა
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,
თავი — სამსხვერპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,
მისი ღიმილი — ლხინადა,
ვინც მისთვის თავსა შესწირავს,
მას შამოავლებს ფთილადა!
კაცი ის არის, ვინც მამულს
ეტრფის და ეთაყვანება,
ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,
ვერც მისი მკაცრი ბრძანება,
ვისაც სამშობლო. ოხვრისთვის
ლომ-გული მოეფხანება,
ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,
მოწამეს დაეგვანება!
თ. რ. ერისთავი
![]() |
2.29 სპარსელებს |
▲back to top |
წერეთელი აკაკი
დამეხსენი ოსმალელო!
ბუნებისგან დაჩაგრული
წლიდამ წლამდე უცნაურად,
არაფრად ჰგავს შენს ხმელ სოროს,
ვერ მომხიბლავ ცრუ მოყვარევ
შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემს გულს
დამხსნის შენსა მონებასა
დამეხსენი ოსმალელო.,
სპარსელებს
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო.
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული ცივი გული
სხვას რას შესძლებს თუ არ მტრობას?
გეყინება ტვინი თავში!..
უნდა ძალა უნებურად
ეხვევოდე დათვის ტყავში.
მხარე ჩემი ეს მდიდარი,..
არა!.. ღმერთმა ამაშოროს,
შენისთანა ბრანძი ქმარი.
ვერც ენით, ვერც თვალადობით,
შეგიპყრივარ, როგორც მთვარე
გველეშაპსა ძალადობით.
ანუგეშებს ის იმედი,
რომ ოდესმე შენ ცხრა კილტულს
მთლად დალეწავს ჩემი ბედი.
ცბიერებას გაგიწბილებს!..
გამიმტკიცებს გონებსა...
თავისუფლად მაქორწილებს!
რა მაქვს შენთან საზიარო!
ნუ ნუ ფიქრობ ჩემო მწველო,
რომ მპყრობელად აღგვიარო.