![]() |
ცისკარი №10 (1860) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 მდაბალი გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა, პატიოსანთა მღუდელთა იმერეთის სამწყსოჲთა – საყვარელთა, მათა თანამწირველთა ჩემთა, უფლისა მიერ გიხაროდენ! |
▲back to top |
მდაბალი გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა, პატიოსანთა მღუდელთა იმერეთის სამწყსოჲთა – საყვარელთა, მათა თანამწირველთა ჩემთა, უფლისა მიერ გიხაროდენ![1]
ნებითა და წყალობითა ღუთისათა, ხოლო ბმანებითა უმაღლესისა მთავრობისათა ვიქმენ აღმორჩეულ და გამოგზავნილ მღუდელმთავრად სამწყსოჲსა იმერეთისასა; ამისთჳს ვალდებული შევრაცხ თავსა ჩემსა უწინარეს ყოვლისა მოვიქცე თქუჱნდამი, საყვარელნი ძმანო, თანამწირველნო ჩემნო და წინა დაგიგო რაოდენიმე სიტყვა მოძღვრების და ნუგეშინის გემოსა. სურვილ-ვარ ვიხილო კაცად-კაცადი თქუჱნი, ვითარცა მწყემსი სამწყსოჲსა და ვითარცა მამა შჳლთა საყვარელთა, რათა პირის-პირი სიტჳთა ცხოველითა ვაცნობო თჳთოეულსა გულის ზრახვანი ჩემნი, გარნა არა მცირე ჟამი განვლის, ვიდრემდის აღვასრულებ წადილსა ამას ჩემსა; ხოლო აწ არ მოითმინა სულმა ჩემმა და მაიძულებს, რათა მოგწერო თქუჱნ მცირე ესე წერილი. გთხოვ გულმოდგინეთ და ყურადღებით წაიკითხოთ იგი და სცდილობდეთ აღსრულებად მისა. –
უწინარეს და უმეტეს ყოვლისა გლოცავ ძმანო, რათა ყოველთჳს გახსოვდეთ და არ დაივიწეოთ, ვითრმედ უდიდეს არს ყოველთა წოდებათა – წოდება ჩუჱნი, უმჯობეს და უსაჭიროეს ყოველთა მსახურებათა მსახურება ჩუჱნი, და უწმიდეს ყოველთა საქმეთა საქმე ჩუჱნი, და თუ ეს ესრედ არს ცხოვრებაცა და ყოფაქცევა ჩუჱნი უნდა იყოს უწმიდესი და უპატიოსნეს ცხოვრებისა ყოველთა ერის კაცთასა. ვითარცა რჩეულთა დ წინამძღვართა ერისათა თანა-გვამს წინ უძღოდეთ იმ სიტყჳთა და საქმითაცა, და აღვემატებოდეთ მათ ზედა ყოველთა სათნოებითა. არიან მრავალნი. თქუჱნ შორის, რომელნი ფიქრობენ, რომელ სრული მათი მსახურება მხოლოდ მას შინა მდგომარეობს, რათა სწირონ, ილოცონ და სიდუმლონი აღსრულონ ეკკლესიასა შინა; გარნა არა ჭეშმარიტ-არს ჰაზრი ესე! ბოლო მსახურებისა ჩუჱნისა ის არს, რათა ერი დავაყენოთ კეთილსა კვალსა ზედა; მსახურება ჩუჱნი წინაპირველად მას მოითხოვს, რათა ყოველნი განვამტკიცოთ სჯულსა ზედა ქრისტესსა, რათა სარწმუნოება და კეთილო ყოფაქცევა, ორნი ესე, თჳნიერ რომელთა ცხოვნება სულისა, არა შესაძლო არს იყოს შეურყეველად დამყარებულ გულთა შინა ქრისტიანესათა. ხოლო ღუდელი, რომელსა ჰსურს კეთილად აღასრულოს ვალი თჳსი და მარგებელ-ეყოს თჳისსა სამწყსოსა უმეტეს ყოვლისა უნდა ცდილობდეს, რათა მოიგოს სიყვარული, სმენა და პატივი მხევლისა თჳსისა. ვითარ აღასრულოს მღუდელმა საქმე თჳსი, თუ მრევლისა არა აქუს სიყვარული და სმენა მისდამი? ვითარ განამტკიცოს და ასწავლოს მან მორწმუნეთა, თუ იგინი არ უჯერებენ მას? ხოლო გსურსა ჰქონდეს მრევლსა შენსა სმენა და სიყვარული შენდამი? შეიყვარე ენცა მრევლი შენი ვინაიდგან სიყვარულს განაჩენს და მოიზიდვს მხოლოდ სიყვარული. ხოლო სიყვარული შენი მაშინ გამოუჩნდება ყოველთა, ოდეს ნახვენ, რომ შენ ხარ მარადის მონაწილე ჭირთა და განსაცდელთა მათთა, ოდეს ყოველნი ცხადათ მიხვდებიან, ვითარმედ შენ ხარ მამა და მეგობარი მათი.
ნუ დაივიწყებთ საყვარელნო, ვითარმედ ღმერთი გამოიკითხავს ხელთაგან ღუდელის სულსა თჳთოეულსა მისდამი მინდობილისა ქრისტიანესასა; ამისათჳს ფრთხილ და მღჳძარე იყოს კაცად-კაცადი უქუჱნი სამწყსოჲსა თჳსსა. თჳთოეულმან თქუჱნმან მტკიცედ იცოდეს სულიერი მდგომარეობა კაცად-კაცადის თჳსისა სამრევლოჲსასა, ესე იგი, რომელსა რა თჳისება აქუს, ანუ რა ნაკლულევანება და ცოდვა ჭირს, რათა საჭიროებისამებრ შეიძლოთ სწავლა, მხილება, ანუ განმტკიცება და ნუგეშინისცემა მათი. უძლურთ განამტკიცებდეთ, ბილწთა ამხილებდეთ, ჭირვეულთა ნუგეშინისცემდეთ და ესრეთ აღასრულებდეთ სჯულსა უფლისასა. ეკკლესისასა თქუჱნს კაცად-კაცადი იცავდეს სიწმიდით და სცდილობდეს შეამკოს იგი. ერთა ნუ უტევებთ ურიგოთ და უკრძალველად იდგნენ ეკკლესიასა შინა. ეცადეთ ძმანო, რათა არცა ერთი ქრისტინე დარჩებოდეს უზიარებელი და შეუნანებელი მთელს წელიწადს. ურთიერთობასა შორის ეცადეთ გქონდეთ სიყვარული და ერთგულება, რათა ერნიცას მიიღებდენ აღშენებასა, მიმხედველნი თქუჱნის ურთიერთობრივის სიყვარულისა.
საყვარელნი ნურცა დამძიმდებიან გულნი თქუჱნნი მსოფლიოთა საქმეთა შინა. ზედ ადგით და მარადის ასწავებდით ერთა თქუჱნთა და ჩემსა დაკლებულსა თქუჱნ აღავსებდით, რათა გაქუნდეთ გვირგვინი ცხოვრებისა. ამხილებდით და ასწავებდით ჟამსა და უჟამოსა, ნუ დააკლებთ კეთილთა სიტყუათა და მოძღურებათა, და უკეთუ ესრეთ ჰყოთ ახარებდეთ სულსა ჩემსა და თქუჱნსაცა; თუმცა ხორცით შორს ვარ თქუჱნგან, გარნა სულითა მახლობელ –.
ვიცი ძმანო, რომელ უმრავლესი რიცხჳ, თქუჱნ შორის დამძიმებულ არს და ჭირვეულ სიღარიბითა, და მოკლებულ ყოველთა მსოფლიო ნუგეშინისცემათა. გარნა მსახურება ჩუჱნი არა არს ძებნა მსოფლიოთა ნივთთა და კმაყოფილებათა, ისმინეთ საღმრთოწერილისაგან: „ეძიებდით სასუფეველსა ღუთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუჱნ“ უტყუელ-არს სიტყვა იგი: „ვითარცა ღუთისა მოყვარეთა ყოველი განემარჯვების“ და თქუჱნცა, უკეთუ იქნებით ღუთისა მოყვარენი. მოიხსენეთ კვალად რაჲსა სწერს მოციქული პავლე: „შენ უკუჱ ჭირი მოითმინე ვითარცა კეთილმან მხედარმან ქრისტესმან“. მხედარნი ვართ, ძენო, ქრისტესნი. და მარადისგვაქუნდეს თვალთა წინაშე მხედართ-მთავარი იგი, რომელი არა თავსა თჳსსა კმა ეყო, არამედ ჭირი მოითმინა ჩუჱნ ყოველთათჳს. მეტყჳთ ვითარმედ ცოლნი და შჳლნინი გჳსხენ და არა ძალგვიძს არცა გვცალიან კეთილისა საქმედ: ურგებ არს სიტყვა ესე. პირველად შეავედრნეთ იგინი მოწყალესა მამასა და ნუ განუტევებთ სასოებასა ღუთისადმი, რომელი ფრინველთაცა ზეცისათა არა დაივიწყებს, არამედ ზრდის მათ.
სხვებრ, ძმანო, თუმცა მესმიეს და ვიცი თქუჱნ შორის მრავალი უწესოება, გარნა არა მსურს, რომელ პირველი ჩემი სტყვა თქუჱნდა მომართ იყო ყვედრება და სამდურავი, ამისთჳს
გთხოვ ამიერიდგან ყოველნი კეთილსა კვალსა ზედა სდგეთ, და რაც რამ არს თქუჱნ შორის ურიგო მოვსპოთ, რათა არა ჭირი და განსაცდელი ვნახო თქუჱნგან, არამედ ნუგეშინისცემა და სიხარული, მადლი უფლისა იყავნ თქუჱნზედა. ამინ –
____________________
1 ამ ყოვლის კეთილის დარიგებით და ყოვლის კეთილის გრძნობით სავსე წიგნთან, მივიღეთ რედაქციაში ქუთაისის ყოვლად უსამღუდელოესის გაბრიელ ეპისკოპოზისაგან, კვალად ორი სიტყვა ერთი თქმული ქუთისის, ხოლო მეორე გეალთის სობოროში, რომელთაცაშემდგომს ნუმერში დარწმუნებითა მით, რომ ჩუჱნი ჟურნალის მკითხველნი მიიღებენ დიდად სასიამოვნოდ. რედ. კ.
![]() |
2 „ცისკრის“ გამოცემისათჳს 1861 წელს. |
▲back to top |
„ცისკრის“ გამოცემისათჳს 1861 წელს.
„ცისკარი“ – მომავალს 1861 წელს გამოვა იმ სახით, რა სახითაც გამოდის ამ წელს.
საზოგადოება ისე შეეჩჳა ჩემის სამშობლოს ენის ჟურნალის კითხვასა, ისე კარგათ მოეხსენება ღირსება და მნიშვნელობა, რომ მომატებული იქნება და უალაგო ითქუას ის, რაჲცა რამდენჯერმე თქმულა. წინათ გამოცემულს წიგნებში. ახლა მხოლოდ შეგჳძლია დაუმატოთ, რომ მომავალს წელიწადს შეუდგებით პირველს შესავალის ნაწილში იმ ძველის წიგნების ბეჭუდასა, რომელიცა იშჳათათ, მოიპოვება სქართველოში და რომლისაცა კითხვის სურვილი ბევრსა აქუს. ამსთანავე ნახეს, საყვარელთა მკითიხველა და გააცნეს ის მწერლები, რომელნიცა ჩუჱს ქართველებს მიგვაჩნია სასიქადულოდ. – მომავალს წელიწადს. უპირველესნი ჩუჱნი ჟურნალის თანამშრომელნი: კნ. გრ. ორბელიანი, კნ. ალ. ორბელიანი, ბაქარ ქართლელი, კოლხიდელი, კნ. ზაქ. ერისთავი, დიმ. ბაქრაძე და სხუანი მიიღებენ იმავე მონაწილეობას, რა მონაწილეობაც და შრომაც უჩუჱნეს ამ წელს ჩუჱნს ლიტერატურასა – პირველის იანვრითგან იხილვენ მკითხველნი იმ სასიამოვნოსა ანბავსა, რომელსაცა კითხჳს სურვილი ბევრსა აქუს: ეს ანბავი იქნება ნათარგმნი ქალი დრანსეს თხზულებითგან, რომელიცა ჩინებულად აღწერს თავისს შამილისგნით დატყვევებასა, კნ. ილ. ორბელიანის და კნ. დ. ჭავჭავაძის სახლობისას. – რედაქცია ყოვლის ღონის ძიებით ეცდება ამ ჟურნალის განმშვენიერებისათჳს და წარმატების მიცემისათჳს, მხოლოდ თუ საზოგადოებაც დაგვეხმარა ამ საზოგადოდ კეთილს საქმეზედ, ჴელის მომწერთ ე. ი. მკითხველ მოპოებით. – ფასი ისივე შჳდი მანეთი დარჩების, რაც უნდა ჟუნრალი განვრცელდეს და მოემატოს –
რედ. ივ. კერესელიძე
![]() |
3 შეშლილი (კაზლოვსკით) |
▲back to top |
შეშლილი
I
როდესაც დიდსა ეს და შემოგვეყრები მე მგზავრსა,
რომელიც გარბის აშურებს წკრიალი გააქუს მისს ზარსა;
მაშინ საბრალოს ჩემს გულსა მოიცავს სევდა უნებლი;
სულსა მაძრწუნებს მაოცებს რაღცა ძალი უთქმელი
ხან მიგონებენ ეს ხმები იმედის გამტყუნებასა,
ხანცა უმეტეს მწარესა - სიშორის მწუხარებსა;
იქნება მაშინ მწეხარე დედა მოელის თჳსს შჳლსა,
რომ ერთი კიდევ შთაიკრას უკანასკნელად ის გულსა;
და თუ მიეშურება მწუხრის მშობლის იმედად,
რადგანც ბუნებას უქმნიეს შჳლი დედისა დიდებად!
იქნება ემაწჳლი კაცი საყვარელს მოშორებია
და მიისწრაფის ბრძოლასა, საითაც ნაბრძანებია:
სულსა უღელვებს საბრალოს, ეჭჳსა სევდა, სურვილი,
ვისც უყვარს აღტაცებითა არის უფრო იჭუნეული,
ესრედ ჩაფლული ოცნებებში,
ნაბად წახურულ ვწევარ მარხილში,
სრიალით მირბის დიახ ღრმა თოვლში
და ცხენებიცა გაქანდნენ ოფლში,
ჩემი კუჩერი ნელად იმღერის
ზარის წკრიალი ბანს ეუბნების.
II
დაიწყო ყინვა, კიდეც ღამდება,
კუჩერი ცხენებს მიერეკება,
მარხილი ჩემი მოჭყრიალდება
და მეც ნელ-ნელა მთვლემს, მეძინება.
უეცრათ შედგნენ ჩემი ცხენები,
გავახილე რა მწრაფლად თვალები, —
უყურებ: ვდგევართ; ჩემი კუჩერი
პირჯუარს იწერდა როგორცა ბერი:
მეც დავინახე ცა, როგორც სისხლი,
ზღვებრივ ღელვიდა, ღრუბელდგან ცეცხლი,
თითქოს ცა ცეცსლად გარდაქცეული,
დანთქმას გჳპირებს განრისხებული.
ამ საშიშარი ბრწყინვალებითა
თვალნი შეძრწუნდნენ უნებლიეთა:
ცეცხლის სვეტნი აღიმართოდენ,
ხან შორდებოდენ, ხან ერთდებოდენ,
სხუა და სხუა შუქნი მუნით კრთებოდენ,
საშიშართ აჩრდილთ წარმოადგენდენ:
თოვლიანს მინდორს, ახლორეს ტყესა,
ზედ დაჰნათოდეს ბნელსა ხევებსა,
ყუითიკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა
გარე მორტემოდა ფიჭჳს სხეებსა:
ყველგან საოცარს მკრთოლვარე ნათელს
ეს ჩემნი თვალნი მუნ განიცდიდეს,
რომელიც არც დღე, და არცა ღამეს
არა მიხილავს მე არაოდეს,
საშუალ ამა თოვლიან მინდვრის
ზოგჯერ წკრიალი ჩემისა ზარის,
და ახლოს ტყიდამ მშიერის მგლების
ნელი ყმუილი, სხუა არრა ისმის.
III
დედავ ბუნებავ! მშუჱნიერებით
შენ ყოველგან ხარ თავისუფლებით,
თუგინდ რომ იყო საშიშროებით,
მაინცა ჰსუნთქავ ღუთაებრიობით!
თუ გინდ მშვენივრად მე ბრწყინვალებდეს;
და ჩუჱნ ქუჱეყანას აცხოველებდეს;
გინა ელვაი ღრუბლითა კრთოდეს,
ქუხილი ცაში ჰსჭესდეს გრგვინვიდეს;
გინა თუ ღამე ვით ყვავილებით
ცა მოიჭედოს თჳთ ვარსკვლავებით,
თუნდ მთვარე ნაზად განანათლებდეს
უმანკოს ნათლით ბნელსა ჩუჱნს არეს;
თუნდა ზღჳს ღელვა დიდ ხმიანობდეს
გინათუ წყარო ნელ წკანწკარებდეს;
გინა მთა ეტნა ცეცხლსა ისროდეს
და კომლი მისი ცად იწეოდეს —
ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლოს აღსაარება;
რომელ არს ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს თავისის ძალით:
ამ ქუჱყნისა მშუჱნიერებას
და ეგრეთვეცა სამი საშიშროებას,
ზღუათა და ცისა, ქუჱყნიერებას —
რომელსაც უწოდთ ერთსა მღუთაებას!
IV
ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი,
აფრუტუნებდენ შეშინებულნი,
და კუჩერიცა გაჩუმებული,
მიმოიხედდა ჩაფიქრებული;
ბოლოს მობრუნდა მითსრა ნელდა:
„აი, ბატონო, უბედურება!
„წელს ჩუჱნს თავზედა რა მოგვადგება:
„და სვეტნი ნიშნამენ — ომიანობას,
„და აი ის ალი — ჭირიანობას!
„თითონ თქუჱნც ნახამთ, კვლავ ჯარს მოჰკრეფენ,
„საწყალ გლესკაცებს ყველა გასწეწენ!
ბევრი ვეუბენ ველაპარკე,
მაგრამ ვერა რით ვერ დავაჯერე:
რომ ყინვის ორთქლი საშუალ თოვლთა
წარმოადგენდა ამ ცეცხლის ფერთა.
ძლივს, ზანტად ვოჟნი აიღო ხელთა
წიბურტეუნა: „გასწით ცხენებო,
„თორემ, ხომ ხედამთ უბედურებო!“
V
სრულის დუმილით მივყევარ მასა.
გზის სიახლოვეს მდინარის პირსა,
მუჱლი საყდარი ვგონებ ფიცრისა
დგას, საფლვები გარემოს მისსა.
მუჱლ კარის ბჭეში კანდელი პჟუტავს,
მის სისლოვეს ვიღაცა სუნთქავს:
იქნება მგზავრი შეჰფარებოდეს
სიცივის გამო, იქა თბებოდეს.
VI
მაგრამ ვინ არის, როგორც ჩრდილი
ვით შუაღამის ეს მიჩუჱნება:
საფლავთა მდგმური აქ დამალული,
თუ ესე არის—მკუდრის აღდგინება!
არა, არ არის ღამის აჩრდილი:
მე ცხადად ვხედავ საბრალო ქალი,
მორბის მოწევნას ჩემსასა ცდილობს
ჴელის ქნევითა თავისთან მიწოდს,
მისი ხმა ისმის სული მირწრუნავს
და გული ჩემი ძლიერად ჰსძგერავს.
მსწრაფლ შევაყენე ჩემი ცხენები;
თჳთ მე გარდავხტი წინ ვეგებები.
მაგრამ, საბრალო ისარივითა,
ჰსწრაფად მორბოდა გულის ძგერითა
უეცრათ შედგა რა მოახლოვდა
სიმწარის ოხვრა მისგან გამოხდა
— კიდევ მოვსტუვდი არ არის ისა!
„იქნება იყოს სხჳს საყვარლისა.“
VII
და გაოცებით ფერ მიხდილადა,
თითქოს მთვარეა გაბადრულადა
გარემოს თჳსს, მის მშუჱრნიერთა
თვალთ აშეთებდა ალმისებრ მკრთოლთა,
გამოუთქმელი მას მწუხარება
სულსა უტნჯავს ზედვე ეტყობა,
და თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული,
ძლიერად უძგერს საბოლოს გული,
იმ მშუჱნიერსა, თოვლებრივ თეთრსა
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა;
ნარნარი ტანი, თითქოს უზრავი,
ზედა ესხა მას რაღაცა ტყავი;
ხმა უწყდებოდი, ენა ებმოდა,
და მკერდი მისი ძლიერ ღელვიდა;
მაგრამ უეცრათ, აღარ კრთებოდა
თითქოს ბურანში ესრედ როტვიდა
„რისთჳისა, მგზავრო, შენ ჩემთან მოხველ?
„რატომ პირველად მასთან არ მიხველ,
„გასწი, გაკურცხლე! იმის ანბავი
„შენ მომიტანე რომ სატრფო თავი
„ჩემზედ რას ფიქრობს, არ შემიბრალებს,
„ნუ თუ აღარა არ მოიგონებს:
„ან ღამის საათს, ან ბნელსა ტყესა,
„და ან მ ბეჭედს თჳს მოცემულსა?“
VIII
მე უველას მოვხვდი. საბრალო შეშლილს
უპყარი ჴელი იმავე ადვილს
მე წავიყვანე სამრეკლოსაკენ
ვერას ამბობდა ეს ჩემი ენა,
საფლავის ქუაზედ ახლოს ცეცხლისა,
გვონებ ნაშთენი იყო მგზავრისა;
ერთათ დავსხედით იმ გრილს ადგილსა
არ რა ესმოდა საწყალს შეშლილსა,
და ყოველს რასაც თვალნი ჰხედაჳენ,
სიბნელით სავსე გულს აწუხებდენ:
ძველი საყდარი, ის საფლავები
თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები
დაყრუებული ეს არე მარე
საშიშარია ესრეთი ღამე
ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე,
რომ ვერ რას ვარგებს გულს მიდუღებს მე...
საბრალო ქალი მწუსარის სახით
ჰზის ფერ მიხდილი, ვაის ვაგლახით;
არა, რა მესმის გაუგებრადა,
რაღასაც დაჰმღერს დიახ ნელადა.
ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს
გარემოს ჩუჱნსა საფლვთ შეხედავს,
ამოიოხრებს, იწყებს ლოცვასა,
ხან ათრთოლდება შეხედავს ცასა,
შეშინებული მე მომეკვრება,
და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება.
IX
გაუგებარი მისი ჩივილი
დაამტკიცებსცა, რომ არს შეშლილი:
მისი უაზრო მაყურებლობა
კაცს შეაწუხებს კიდეც შეკრთება.
თითქოს იგონებს წარსულს დღეებსა
თითებით თვლის ვითომ თვეებსა,
ამ დროს უეცრად ძლიერად ჴელზედ
მომიჭირა მან, წამოხტა ზეზედ.
მე მითხრა: „მგზავრო, გევხარ კარგს კაცსა.
„შენცა ხომ გიყვარს, მითხარ შენს მზესა;
„ამ ქვᲱყანაში, პირმტკიცე კაცსა
„რა ურჩევნია თჳს საყვარელსა!
„ბედნიერ იყავ შენის საყვარლით
„ნუ უღალატებ შენ მაინც გულით;
„ღმერთმან აშოროს ის იმას ჭირსა,
„რაც რომ მინახავს მე უბედურსა;
„ჩემის მიზეზით ჩმი მშობელი
„მწუხარებისა შეიქმნა მსხვერპლი!
ამ დროს მანიშნა მთრთოლვარის ჴელით
საფლავი მისი, სავსეა თოვლით.
ატირდა იგი გულისა კვნესით,
და კვლავ დაიწყო წყნარად დაბლის ხმით:
„ოხ! ვაი! ჩემდა, რომ მე მოგკალი!
„დედავ ძჳირფასო! აი შენი ქალი;
„თუმცაღა მგზავრო მას მე შემინდო,
„მაგრამ ამ სოფელს არ რა დამიგდო...
„საშინელი ამ გვარ ობლობა;
„უპტრონობა ტიელ ოხრობა!
„აბა სამთარში უბინაობა
იამ ვით გასძლოს დაუჭკნარობა?
X
„აი მას აქეთ, დედა რაც რომა
„მე მომკდომია; რათა ან რატომ,
„ვხედავ საოცართ მე სანახავთა
„თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;
„იქნება არის მხოლოდ ოცნება,
„მაგრამ ბუნება, თჳთც რომ იცვლება!
„მინდა შემეშკო ყვავილებითა
„დედას საფლავი მწვანეებითა:
„მაგრამ ყვავილთა ნაცვლად მანდორში
„ვხედავ თოვლი ძევს, ჴელს ვიცემ გულში,
„მივრბივარ წეილთან, ნაცვლად ღელვისა
„ვხედამ სულ ერთობ გაკრულ ყინულსა, —
„რასაც უყურებ ყველა მაშინებს
„თითქოს ჩემს უკან ვიღაც ბუტბუტებს.
„შეხედე ცასაც ცეცხლი ენთება!
„მთვარე არ არის ნუ გეგონება.
XI
„ის აღარ არის, რაც უწინ იყო!
„მითხარი რა ვქნა, აბა, რა ვუყო?
მაგრამ შენ, მგზვრო, ჩემსა იმედსა
„არ გადამიწევტ... მითხარ, შენს მზესა.
„საშინლად მტანჯავს მისი სიშორე —
„აწ გამოგზავნე, მგზავრო, აშურე;
„ჰკითხე, რისთჳს, რათ იწონებდა
„ჩემსა უმანკოს სილამაზესა,
„ან უბრალოდ რათ მაცთუნებდი,
„მძჳნვარე იგი, საწყალს ობოლსა?
„როდის მომივა დღეი შვებისა!
„ან როდის წავლენ წამნი კვნესისა?
„რა დღე, იქნება გრგჳნჳით ვიდგე!
„ჩემსა საქმროსა გვერდით უდგე!
„დილით თუ ღამე ვფიქრობ მასზედა,
„ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა,
„პირობა მომცა, რომ ჩქარა მოვა,
„და იმის შემდეგ აღარსა წავა;
„მაგრამ სად არის, რათ იგჳანებს,
„იქნება, რომა კიდეც მატყუებს??
„მე ვერცკი ვბედავ წარმოვიდგინო,
„და ან ეს აზრი მე მოვიგონო!
XII
„მაგრამ, ვანგებით გადაწყვეტილა
„ჩემსა საქმროდა, ის დანიშნულა;
„ახალწლის ღამეს ხორბლით ვიკითხე
„მე ის ჩავნიშნე, ჩემთჳის ვკითხე
„და დაუყარე ჩუჱნ დიდ მამალსა
„ნისკარტი ჩაჰკრა ჩემ ჩანიშნულსა
„პირველი შეჭამა, არც ერთსა სხუასა
„ზედ არ შეხედა იმდენ ხორბალსა!
„იმავე ღამესა სარკეში მთვარეს
„უყურებდი რა მის არე მარეს
„მთვარე დაბნელდა, მე შემეშინდა.
„შავი გველივით შიგ რაღაც კრთოდა,
„იკლაკნებოდა, თითქოს მიძახდა, –
„მე შიშით გული მიკანკალებდა;
„შეშინებული შინ გავიქეცი,
„რა მივახლოვდი მსწრაფლ წავიქეცი
„სარკეც გავსტეხე მე კარგათ ვიცი
„არ არის საჭირო მზეა ფიცი. —
XIII
„არა, არ იყოს ჩემი ქორწილი!
„მხოლოდ საფლავი არს ჩემი წილი!
„გაფრინდა ჩემი თვალთა ნათელი,
„საამოც არის ჩემთჳს სიკუდილი;
„ია მე დედასთან ამ შავს მიწაში
„დაგიძინებცა ტკბილად ამ წამში!...
„მაგრამა მგზავრო, არ მეშინოდეს?!
„როდესაც ღმერთი მკვვდართ აღადგენდეს,
„მეორეთ მოსვლას; მღვდელნი ანბობენ
„რომ ერთობ ყველა მუნ უნდა წარდგენ!
„და მე, საბრალო! უამხანაგო,
„როგორა წარვსდგე, აბა, რა უყო?
„წინაშე მღუთისა მის სამსჯავროში,
„მეც გამრევენ სსვათ ცოდვილებში!
„თუმცაღა ვსწუხვარ ჩემის თავისთჳს
„მაგრამ უმეტეს საყვრლისათჳს
„ერთხელ მეც ვიყავ შეყვარებული
„ახლა შევიქმენ მოძაგებული!
„თუ შეიძლება საყვარლისათჳს,
„დეე დავიწო! მარტო, მე მისთჳს...
XIV
ამ დროს საშიშრად არეულობით. —
კვლავ ცას შეხედა რაღაც სხუას გრძობობით,
და თვალნი მისნი ხან ყვედრებასა,
ხან სიუვარულსა, ხანცა ლოცვისა,
მის საშინელსა ჩუმსა ტანჯვასა
გამოხატვიდენ სულის ღელვასა;
გარნა უეცრათ სხვამ ოცნებამა,
გამოაფხიზლა თითქოს ვნებამა,
ხუჭუჭნი თმანი თჳს შუბლიდამა,
გარდაიყარა უკან საწყალმა,
გაწითლდა იგი, მან გაიღიმა,
დაბლისა ხმითა წაიტუტუნა;
„შენ, არ გჯერა, ჩუჱნმა მკითხავმა
„მე ასე მითხრა იმისმა მზემა,
„ვითომ რომ მკუდრები საფლავითგანა
„შუაღამის დროს წავლენ სხუაგანა
„ვის საითა სურს, იქით გაფრინდეს
„ორსა, წამზედა მასთან მივიდეს;
„ოჰ, მაშინ მეცა ავფრინდებოდი
„თეთრ მოსკოვისკენ გავფრინდებოდი
„ჩემს საყვარელთან მე მივიდოდი
„ვითომ გგონია შევაშინებდი,
„და ან მე იმას, რომ ვაყვედრებდი?
„არა, უჩინო შევიქნებოდი,
„სუნთქვის ვიწყებდი მყუდროს ღამეში
„როგორც ლერწმი ამ ჩუჱნ მინდორში;
„მე ნელის ხმითა წავჩურჩულებდი
„შენ საყვარელო! ნუ შეშინდები,
„შენი ვარ მარად, მევარ შენთანა
„განუშორებლად ჩემ ლიმაზთანა! —
„და მე ნელ-ნელა, გამოვჩდებოდი
„როგორც მაისის ახალი ვარდი:
„მე მშვენიერი, გაწითლებული
„როგორც, რომ ვიყავ ყმაწჳილი ქალი
„როდესაც მისწინ მეუდროს ღამეში
„ვიმღერდი ხოლმე თამაშობაში,
„ან როცა ჩუმათ მისკენ მივრბოდი
„და გზაგზა მისთჳს მე მარწყვსა ვკრეფდი.
„მაგრამ ვაითუ სიკუდილ შემდეგა
„არ მომასვენოს კვლავ ჩემმა ბედმა —
„რადგანც აიღო მან ჩემზე ჴელი
„იქნება ხარობს სხუა საყვარელი;
„მაშინ შურს უგებ. მას საძაგელსა
„ალთ ვიქცევი აღმოვწვავ გულსა!
XV
მას ხმა ჩაუწვდა, უშფოთავს სული
ეჳვთ სავსე აქუს საბრალოს გული,
ერთობ თრთის იგი; მისი თვალები
სიყვარულს ხატვენ ვნებით სავსები;
და მის სულის ესრედ ღელვასა.
ნუგეშსა ვსცემდი, რას ვარგებ სხუასა.
საშინელ იყო ბნელი ტუტუნი,
მაგრამ უეცრად წარსულნი დრონი
მსწრაფლ მოაგონდა, გამოიფხიზლა:
და მან თვალები კვლავ გაიმკჳრცილა –
როგორც ავდარში წყლისა ღელვა,
ბნელია ჩუმათ დუღს და ქაფდება
და რა რომ მთვარე ღრუბლით გამოვა
დიდ საშიშრადა ის გამოჩნდება!
XVI
„შენ ნუ გგონია მე ვიყო ანჩხლი,
„არა, არავარ, არც ბოროტ მძრახი
„იქნება ვინმე ბოროტ მფიქვრელი,
„აბროკოლებდეს მას, ჩემი მმარხველი!
„ახლაც არ იგრძნობ, ჩემსა ტანჯვასა,
„საბრალოს გულის მწუხარებასა!
„ის იყო ჩემი, მას უწოდ ჩემსა —
„რადგანც მაძლევდა თავდებად ღმერთსა!
„მე მონებისთჳის არ ვარ შობილი
„თუმც მდაბალი ვარ ღარიბის შჳილი...
„მაგრამ საწუხარ არ არის ისა,
„რაც მოუცია კაცისთჳის სვესა.
„მე ვიზრდებოდი ყვავილსავითა
„ჩუჱნსა სოფელში თავისუფლთა,
„წყაროს წყალივით გულ უმანკოთა
„ყველა დღე ჩემთჳის ბრწყინვალედ კრთოდა
„ყველა სიზმარი მე დამატკბობდა;
„მე არ ვიცოდი მაშინ ტირილი,
„როს გამოცხადდა იგი გრძნეული:
„მაშინა წარსდა ჩემთვის ყოჳელი!...
„აწ ნათესავი და უცხოები
„უბრალოც სოფლის დედაკაცები
ყველა მმყვედრიან, არ გებრალები?
XVII
„მართალი არის, რაც ვიყავ უწინ
„ის აღარა ვარ, მე მიდგას თვალწინ:
„გული შემიპყრა მწუხარებამა
„თავი მოიცო ათასმა ფიქრმა!
„რასაცა ვნახამ — თვალში არ მრჩება!
„რასაც მეტყჳან დამავიწედება!
„თითქოს მე ჭკუა ცბიერებითა
„მაქუს მოწამლული ჯადოსნობითა!
„ჩემი სიცოცხლე თითქოს სიზმრი
„რაღაც ძალითა არს მოხიბლული!
„მაგრამ, რაც რომა, ჩემ საყვარელსა
„ჩუმათ სიტყვები უთქვამს ჩემთჳსი
„რაღაც ძალით ჩემს ძნელ ხსოვნაში
„ისევ სცხოვრებენ ჩემ საწყალ თავში,
„იმის სიტევებსა, უპირულებსა
„ტყუილით სავსეს მომაცდუნებსა!..
„თუნდ ვიცონოდე და თუნდ ვსტიროდე,
„მე ვიზეპირებ იმათ ყოვვლ დღე,
„მე ვიზეპირებ სიტყჳითი სიტყუას
„ასე მგონია ვამბობ ახალ სხუას
„აი ორგულმა იმ ბნელს ჭალაში
„იცი, რა მითხრა, ღამე მთვარეში:
„ — აგრე ლამაზი შენ სოფელშია;
„არ შეგედრება ნარნარი ია!
„ცისკარზე უფრო უნათლესი ხარ,
„და შენ ყველაზე თითქმის მეტიხარ!
„ჩემო ლამაზო მინდა შეგირთო
„უნდა ამაზედ შენც ნება დამრთო
„გთხოვ რომ გიყვარდე როგორცა ქმარი;
„და მეც მიყვოდა ის ჩემთვის მკვდარი!
„მე დავივიწყე დიდმამა ჩემი..
„სრულად დავკარგე ნამუსი ჩემი
„ერთათ გვინდოდა მოსკოვს გაპარვა: —
„შენ ნუ გგონია მოსკოვის ნახვა
„დიდათ მინდოდა მისი დანახვა,
„არა, მხოლოდა ჩემ ლამაზთანა
„მარად მინდოდა ყოფნა მასთანა,
„იქნება მგზვრო შენა გგონია
„ნივთთა სიხარბე რამა მქონია
„იმის გულისთჳს შევცცთომილიყო,
„არა უპირო ლამაზი იყო.
„ახლა შენ მითხარ რათ მღალატობდა,
„და ჩემ ცოდვაში, რათა დგებოდა?
XVIII
„როდესაც ცაი ღამისა სიბნელეს,
„შეიმოსავდა სატრფოთ დამფარველს,
„რა მაშინ ყველა სიმღერის ხმასა
„გასწყევეტდენ ხოლმე ფეხისა ხმასა,
„მაშინ ვიცოდი, რომ ტკბილსა ძილსა,
„ყველა მიეცა განსვენებასა
„და მე დედისგან დიდის სიგრიხილით
„მივრბოდი ტყისკენ გულისა ძგერით
„იქ მივდიოდი არა იმისთჳის
„რომ ყური მეგდო ბულბულისათჳს
„არცა იმისთჳს რომ ამ ტყიდამა,
„ვარსკვლვთა ცქერით. მესიამოვნა;
„ბულბული ჩემი არყის ხეებში,
„ჩემი ვარსკულავი იმ ბნელს ღამეში;
„მარტო ის იყო ვისთჳსაც გული
„ეხლაც მიკვნესის. მე მისთჳს სული;
„როდესაც კიდევ შუაღამისას
„მარტო ველოდი იმ ყრუს ადგილას:
„გული მითრთოდა, ხან მიკვნესოდა
„თავით ფეხამდის ცივს ოფლს მასხამდა
„ვთრთოდი, ვხვტებოდი, ხანც ვცივდებოდი
ტული მითრთოდა, სან მიკვნესო და
„ხან ამოსუნთქუას ვერცკი კი ვბედავდი –
„ის მოვიდოდა და ჩემი შიში
„განქარდებოდა როგორც სიზმარში!
„ – იმ დროს აქეთა მწუხარებამა,
„შემიპყრო გული მეტმა სირცხჳლმა;
„მას აქეთ ყველა ჩემზედ იცინის
„გინც დამინახავს შეშლილს მეძახის.
„მაგრამ თუ რომა, დროი წარსული
„დაბრუნდებოდეს ვით გაზაფხული —
„სევდას შევსწურავ შიგნიდამ მკერდში;
„სირცხვილს დავფარე შიგ შუა გულში
„მღუდელსა არ გეტყჳ აღსრებაში
„კიდევ ვივლიდი მე იმ ჭალაში!
„თითქოს, რომ შერცხვა, იგი გაწითლდა
პირს ზედა ჴელი მან დაიფარა,
დიდხანს ჰკოცნიდა გაჩუმებული,
თჳს დამღუპელსა ბეჭედს შეშლილი
XIX
ამ დროს უეცრათ მოჰყვა ცქეტას;
ხან გზას შეხედამს, ხან იმ საყდარსა,
და ხან საფლავებს თოვლით სავსესა;
კამკალებს იგი; ცრემლი ლოყებსა
უსველებს საწყალს, მწარედ მტირალსა;
ბოლოს მე უუთხარ „რად იკლავ თავსა
„ტუუილად სტირი ნახავ ცოცხალსა;
„ის მალე მოვა, შენთან იქნება!
„და სიკუდილამდის არ მოგცილდება“
XX
„მგზავრო, კეთილო, არა! მერწმუნე:
„ის ავაზაკი თუცა ვიცოდე
„რომ სწორედ იგი აღარა სცოცხლებს
„მაშინ რა უყოთ! ჯუარს ვინ დაიწერს;
„უსულო, მკუდუარზედ გჳრგჳნის დადგმა
„განა არ ვიცი რომ არ იქნება;
„მაგრამ მე მაშინ რასა ვიქმოდი:
„თეთრ სუდარაში წავეხვეოდი
„კუბოში მასთან მე ჩაგწვებოდი
„და საუკუნოდ ჩემს დავარქმევდი!
„თჳთ ღმერთი ბრძანებს წმიდას რჯულშია —
„უნდა გიყვარდეთ თქუჱნ თქუჱნ დღეშია!
„მართალი არის ის სიყვარული,
„წმინდა არისო, როგორც რომ სული!
„მგზავრო, შენ მითხარ — ის ცოცხალია!
„კარგი ლამაზი სიყვარულია?
„იქნება, რომა დიდი ხანია
„იმ ბოროტზედა სხუას უხარია!
„ეხლა ვინ იცის მე დამცინიან
„ორივ კი ერთათ შეექცევიან!
„მე მეშინიან, იქნება რომა
„კიდეც შემძულდეს იმისმა მზემა!
XXI
„რისთჳს დავდივარ ამ ქუჱყანაში?
„სულს რაზედ ვირთმევ ესრეთ თრევაში?
„ან სინიდისის მე ყვედრებაში
„რისთჳს ჩავარდი ვფიქრობ ჩემს თავში;
„ის დავივიწყო რაც რომ მიყვარდა
„რომელზედაცა გული ხარობდა: —
„როდესაც რომა განთიადდება
„ყველას საამოდ ცა გაწითლდები
„იმ დროდგან მეცა გამეღჳძება
„ეს ჩემი სული მას ელოდება
„მაგრამ სად არის, იმის ლოდინით
„თვალები დამწყდა მე გზისკენ ცქერით,
„რა დაღამდება ცაში ვარსკვლავნი
„სანთელივითა ჰკრთიან საწყალი!
„დასაძინებლად თვალებს დავხუჭავ
„რა მოჩვენებათ! რა სიზმრებს. ვხედავ!
„ხან დავინახამ მას ცხენოსანსა,
„მივრბივარ, მივდევ ვეძხი მასა;
„ვერ მოვწევნივარ, ვიწურავ ოფლსა!
„და ვერც ვიგონებ ამ ჩემსა ხმასა!
„ხან და ხან ვნახამ საშუალ ჩუჱნსა
„ეკლებით სავსეს დიახ ღრმას ხევსა:
„მაგრამ ახ! მგზავრო, უკანასკნელი
„სიზმარი ჩემი არს საშინელი:
„ვითომ, ტირიფ ქუჱშ, ვნახე იმ ღამეს
„ერთად ვისხედით სიმშვენიერეს,
„მე მასსა ვჭვრეტდი სულით ვხარობდი,
„მე მით ვცოცხლობდი მისით ვსუნთქავდი!
„ისიც რა რიგათ მეფიცებოდა,
„მიალერსებდა, როგორ მკოცნიდა!
„მაგრამ რაკი რომ მოვეხჳე მას
„ფიცხლავ ჴელი მკრა ჩამაგდო საფლავს, —
„ბნელა საშინლად გარემოს ჩემსა! —
„მაგრამ თვალები ხედვენ ქუჱცსკნელსა
„მის საშიშარსა სანახვეებსა,
„კაცის ჭკუისა შემაწრწუნებსა!
„იმას შემდეგსა რაც გავიღჳძე
„სიკვდილს მოველი თჳთქმის ყოველდღე-
„შენ მაინც, მგზავრო, ჩემთჳს ილოცე,
„რო შენის ლოცჳთ შენდობა მომცე!»
— დაიწეო თრთოლა, როგორც ფურცელმა;
როგორცა შხამის ხის საწამლავმა;
ამ დროს უეცრათ ჴელიდამ გამსხლეტა
მოჰყვა კივილსა; ქჳიდამ წამოხტა,
„— მიშველეთ, თორემ ვკუდები! ვიწვები!
„აგერ! ისა მწვამს, იმითი ვდნები!
„ის არის ჩემი სულის საფლავი,
„ამდენის ხსნისა ჩემი მტანჯავი!»
მე მიველ მასთან, იგი კანკალებს,
საყდრის კარის ბჭეს ჴელით მაჩუჱნებს,
სადაცა ხატი მღუთის მშობლისა
გაბრწყინდებოდა შუქით კანდლისა.
„მარტო ვერ ვბედავ, მე იქა შესვლას
„ვიღაც მაგონებს — ჩემათ ჩემ ლოცუას!»
თოვლებრივ თეთრი, მიწებრივ ცივი,
დაემსო იგი კართა წინაშეა
განიპყრუ ჴელი, არის მლოცავი,
ჩუმათ ღაღადებს ღუთისა წინაშე;
თუმცა ეშინის, გული უკუნესის,
მწუხარებითა მას სული ქწჳს —
მაგრამ საბრალო, მაინც ილოცჳს
ღაპაღუპითა ცრემლი გადმოსდის;
არასა სთხოვდა იგი თავისთჳს,
მხოლოდ ილოცვდა ისევ ვიმისთჳს,
თავისი სა მოლი ბილოგია ისევ იმისთჳს!
XXII
ამ დროს გამოჩნდა შუქი სანთლისა,
გზა გაანათლა წინაშე ჩუჱნსა;
აი, ვიღაცა არის ფარნითა
დედაკაცია! მოდის კრძალვითა.
იგი ეძებდა ამ საბრალოსა,
რა დაინახა უქნევდა თითსა,
ის გაუჯავრა, დაემუქარა,
„ეხლავ შინ წადი სულელო ჩქარა!
იმ საწყალმაცა ხმა ვერა გასცა
თავი ჩაღუნა, ჴელიც ვერ მომცა,
ადგა წავიდა, მდინარის პირსა
ბილიკი მიზდევს იმა სოფლისა,
სიჩქარით მიდის, ჩუჱნი შეშლილი
თვალთ მიმეფარა საბრძლო შჳლი!
XXIII
ბნელი ფიქრები სულს მიგუბებდნენ
გული მიძგერდა ძარღვნიც მიცემდენ,
მე მას შევსძახე: „მხოლოდ სირცხჳილი
ამ ქუჱყანაში არს ჯილდო შენი!
და მისცა, ვისაც დღე უბრწყინავდა,
ვითა ჩვილი ყრმა, ერწმუნებოდა —
ამა ქუჱყნისა მას სიყვარულსა, —
რომელმაც მისცა ესრედ ტანჯვასა;
ამ გრძნობისათჳის, წმიდას ცაშია,
მს გაურევენ ცოდჳლთ რიცხვშია,
და უკვე აქაც მის ყმაწჳლ შუბლსა
ბეჭედი აზის შეშლილობისა!“
XXIV
ამასობში, უკვე ქრებოდენ
ჩრდილოსა ცეცხლნი აღარა კრთოდენ,
და კვალად ცაცა თავისებურად
გაბრწყინდებოდა ლაჟვარდის ფერად.
ჰკრთიან ვარსკვლავნი, მთვარე ამოდის
ვერცხლებრ მის შუქი მიეფინების.
თოვლიან მინდორს, იმავე ტყესა;
და უცვალებელს მშუჱნიერს ცასა.
ოჰ, თქუჱნ ვნებანო, სულის ღელვანო;
საბრალოს გულის დამადნობელნო!
ნეტავი თქუჱნცა, ვით მეტეორი
გითა ოცნება, როგორც სიზმარი
მსწრაფლ განჰქრებოდეთ, რომ თქუჱნცა კვალსა,
არ დააჩნევდეთ გულის საკუდავსა,
მაშინ გულიცა ჭირთი დამვიწყელი
ახლისსიცოცხლით იქმნეს მოსილი!..
მაგრამ თქუჱნ ვერ რით ვერ დამშჳვდდებით
თქუჱნ უწელონო! დიდ მძჳვინვარებით.
თქუჱნ მაშინ წარსვალთ, როდესაც გულსა
კაცს საუკუნოდ შეუქმთ მოკლულსა.
--------------
გამოვესალმე მოსკოვს დიდებულს
და წამოვედი მე იმა ზაფხულს,
რა რომ მოვედი ამა ადგილსა,
სადაც ზამთარში შევხვდი შეშლილსა.
მზე ჩადიოდა, სასაფლაოსა;
წითელი შუქი ადგას ხის ჯურებსა;
იმა ადგილს არყის ხეებში
პატარა ბიჭი დახტოდა ჩრდილში;
ყვავილებს ჰგლეჯდა, ველზედა ჰრიდა
იგი ცელქობდა ხან შეხტებოდა,
და მე მის ვკითხე საწყალშეშლილზედ
პასუხი მომცა მან ჩემს კითხვაზედ:
„აი, აქ არის ის დამარხული,
„ეხლა ცაშია ისი სული;
ჩუჱნ ყმაწჳილებსა, ყველას გვიყვარდა
„ის ვიღაცა სულ მოელოდა,
„იმის ლოდინში საწყალი მოკვდა!
თ. რევაზ შალვას ძე ერისთავი
1851 წელსა. დეკემბრის 12.
ქ. გორი.
![]() |
4 რობეზონ კრუზო |
▲back to top |
რობეზონ კრუზო
(რუსულითგან.)
თავი I
დასასრულს 1705 წლისა, ხომალდი, რომელსაცა ერქუა „ესპადონ“ გამზადებული სრულის სანოვაგითა, დატვრთული საქონლითა, მყუდრო ნიავის დროს, რა აეშო ნავთ-სადგურისაგან დუნბარისა (ქალაქი შოტლანდიისა) გაიარა კარგი გზა და როდესაც მივიდნენ ერთს გემის შესაფარებელსა ალაგთან, მაშინ აუღელდათ ზღუა, რომლის მიზეზით ჩააგდეს ხომალდის დასაბმელათ კავებიანი რკინა კალიფორნიაში. ამ დიდის მოგზაურობის განმგებელობა მიიღო თავის საკუთარს ხომალდზედ სტრადლინგმა, მოხუცებულმა, მრისხანებ და გამოცდილმან ზღუაში მისიარულებით, რომელიც სასიამოვნოთ მიიღებდა ამ თანამდებობის აღსრულებასა. ახლა ესა ვსთქუათ, თუ რა იყო მიზეზი ამ გვარ სანგრძლივ მოგზაურობისა:
მეთექუსმეტეს საუკუნეს ნახევრითგან ვიდრე ჩჳდმეტამდენ იყო გავარდნილნი ხმა, რომ მახლობლივ ალისფრის ზღჳსა ახლანდელს კალიფორნიის ზღჳს პირს, რაც მდინარები მომდინარეობდენ, აქუნდათ ძირი ოქროსი, და მთები იდგნენ კიდეებზედ ოქროს საძირკველზედ. ამ საკჳრველ მხარეს ძველთაგან ერქუა და ახლაცა ჰქჳა ელდორადო (ოქროს მხარე,) მრავალნი მიდიოდნენ იმ მხარზედ ოქროების საძებნელათ, მაგრამ სრულებით ვერასა ჰპოებდენ. მრავალთა მსწვლულთა, შემდეგ მრავლის ძებნისა დაიწყეს წერა, რომ ოქროს მხარე სრულებით არსად არის, არამედ იყო სიცრუით მოგონება. დასაწყის მეთვრამეტე საუკუნისა, რამდენთამე ვაჭართა გაგზავნეს კიდევ რამდენიმე ხომალდი ელდორადოში, სადაც ვერა იპოვესრა რომლისა მიზეზით მოაშლევინეს ევროპიელებს სიცრუით ხმის დაგდება და თუ იტყოდა ვინმე მხოლოდ ხუმრობით, სასცილოთ.
სტრადლინგი აგრეთვე ეძებდა იმ ოქროს მდინარებს, ეძებდა ელდორადოს და ბოლოს დროს რა ვეღარ გააწყორა, წავიდა მექსიკის ნაპირებისკენ სამხრეთით, სადაცა იყო მოგება და აქ ვაჭრობდა. სადაც შეიძლებოდა იქ ხმარობდა ძალასა სიმდიდრის მოპოებისთჳს. იმ განშორებულ მხრებისკენ მაშინდელ დროებში შეიძლებოდა ავაზაკობა, რომელსაცა მთვრობა აგრე რიგათ არას დასდევდა. –
ამ ხომალდში იმყოფებოდა ახალგაზდა ყმაწჳლი კაცი, სახელად რობიზონი, რომელიც არ იყო მადრიელი ხომალის პატრონისაგან, რადგანაც მეტად სასტიკად ექცეოდა. ის იყო შოტლანდელი, მხიარულის და უზრუნველის ხასიათისა მექონე, სიყმწჳლეში კარგათა სწავლობდა, უნივერსიტეტში დადიოდა მაგრამ სხუ და სხუა უბედურებისაგამო გაღარიბდა და დაუკრგა მას ყოველი ღონისძიება ჰსწავლის მოპოებისათჳს. მაშასადამე უნდა გსეშუა მეცადინეობა, რომ როგორმე დღიური საზრდო მოეპოებინა, მაგრამ რას იტყჳთ საჭიროება არ აძლევდა იმდენ დროს, რომ მოეფიქრებინა როგორმე დღიურის საზრდოს შოვნა. რა ნახა თავისი თავი სიღარიბისაგამი განწირულებაში, მაშინ დაანება სრულებით თავი სასწავლებელსა და ლუკმის მოსაპოებლად შევიდა კერძობით სამსახურში სტრადლინგის ხომალდზედ, რომელსაცა მისცეს გვარიანი ადგილი. რობინზონი აღსულებდა თავისს საქმეს როგორც შეეძლო მაგრამ არ მოსწონდა კი ხომალდის პატრონის ყოფაქცევა, უფრო ამისთჳს, რომ ბევრჯელ ავაზაკური ქცევა უნდა შეხდომოდა გემის მეპიტრონესიან ხომალდის პატრონს აგრეთვე მოსწონდა პატიოსნური ქცევა რობიზონისა, ამის მიზეზით რობინზონი ფიქრობდი, ეგების როგორმე თავი დაეხწია და დასთხოვნოდა ხომალდიდგან და გამოსულიყო ხმელეთზედ, სადაცა იმედოვნებდა ეპოვა ხომალდი და წასულიყო თავისს ქუჱყანაში.
სტრადლინგი ამ თხოვნზედ შეიქნა თანახმა. ჩაუშუჱს ზღუაში ნავი, ჩააწყეს იქ ყოველივე რაც ეკუთვნოდა მას, აგრეთვე ჩაუწყეს წყლით სავსე ბოჩკები, ჩასვეს რობიზონი და გაიყვანეს ნაპირს. ამას ეგონა რომ იქ დახვდებოდა სოფელი ანუ ქალაქი, სადაც იპოვიდა თავისს მხრის კაცებს.
ნავმმან რა მიიყვანა კიდეზედ რობიზონი, აეშო და უკანვე გასწივა გემისაკენ. რობიზონი უყურებდა ნავის უკუქცევასა, უყურა უყურა და რა თვალს მოეფარა, დაბრუნდა თავ დახრილი, გარნა დიდის სამოვნებით იგრძნო რობიზონმა, რომ გადარჩა იმისთანა ხასიათის კაცსა, მაგრამ ამაზედ კი სწუხდა, რომ მოშორდა თავისს ამხანაგებსა.
ის პატარა კუნძულზედ, სადაც იდგნენ სხუა და სხუა ხეები, მწვანე მინდორზედ მზე ელამდა სასიამოვნოდ. მის წინ ამაყად მდინარეობდნენ ორნი მდინარენი, რომელნიცა შაერთებოდნენ იმ ადგილს, სადაცა იდგა რობიზონი, და იქიდამ ორივე ერთად ერთოდა ზღუაში. ის დაეწაფა წყალსა და რა დალია ახალი ცივი წელი, მოსწყჳტა ყვავილი, გადსდგა რამდენიმე ნაბიჯი და დაუწყო შინჯვა გრეშემო ზღუდჳლთა საგანთა. მარჯვნივ იყო მაღალი, ველიანი, ზოგიერთს ადგილს ამწვანებული ადგვილი, ხოლო ესენი ყოველივე ცარიელი; ერთს ადგილს დაინახა რომ მთზედ იდგა ერთი გარეული თხა გრძელი რქებით; მარცხნივ მოჩანდა რამდენიმე რიგათ მწვანე მინდვრები. მაგრმ როგორც მრჯუნივ, აგრეთვე მარცხნივ ამაოდ ეძებდა კაცის კვალსა. პირველათ, როდესაც გამოვიდოდა ზღვდამ ეჩვენა მასს სახლი აგრეთვე მთელი ქალაქი, მაგრამ როდესაც გამოვიდა და კარგათ დაათვარიელა, ნახა რომ ცარიელის კლდეების მეტი არა იყო რა.
კოკვიმბოს ქალაქი არ უნდა იყოს შორსაო, ჰფიქრობდა რობიზონი და თან წინ მიდიოდა, როდესაც გამოვიდა კიდეზედ, გემიდან მხოლოდ წამოიღო, ცოტაოდენი ფული, თოფის წამლი და თოფი, ამის გარდა გარდა ორი ბოჭკა გამოატანეს, რომელშიც თითონაც არ იცოდა რა იყო; რადგანაც ჰგონებდა, ახლო მახლო სოფლებში თავს ამ ცოტაოდენის ფულით გამოვიკვებამო, ვიდრე ღმერთი საიდგანმე კარს გამიღებდესო.
როდესაც წამოდგა წინ, ამ დროს იგრძნო რომ ვიღამაც მოავლო ორი ბალნიანი ხელი, რა მიიხედა უკან, ნახა რომ ეთამაშება და კბილებს უღრეჭამს მაიმუნი, რომელიც ეკუთვნოდა ესპადონის პატრონს სტრადლინგს, და რომელიცა შებეზრდა რა გემზედ მყოფობით გამოიპარა თურმე ნავის გაშორების დროს გემითგან და გამოჰყვა უკან რობიზონს.
რობიზონმა გაჯვრებულმან ჰკრა ხელი მაიმუნსა და წავიდა თავისს გზაზედ, მარიმონდა მაიმუნი მაინც არ შორდებოდა და ეღრიჯებოდ რათა მიეღო დაცემულს პირუტყუზედ, მოწყალება და ესრედ ეჩუჱნებოდა მას. მაგრამ რობიზონს არ უნდოდა რათა გამოსცხადებულ იეო კოკვიმბოს ქალაქში ამისთანას უცხოს ამხანაგით, რომლისა გამოისობით, უმეტესად ჰკრა თავში თოფის კონდახი. რაკი მოხვდა ეს უკანასკნელი სასჯელი გულში, საწყალობელი მაიმუნი შედგა, თვალები დაახმხამა, დაუბნელდა, ტუჩები შეანძრის თითქო უნდა ეთქუა რამე, დაფიქრებული დადგა. ერთის ხის ქუჱშა და თავი დაანება რომ წასულ იყო თავის გზაზედ. პირველათ რობიზონი ავიდა პატარა, გორაზედა, მიიხედ-მოიხედა მაგრამ ვერ დაინახარა: ვერც ქალაქი, ვერც სოფელი, ვერც სახლი და ვერც ქოხი, ერთის სიტყჳთ ვერაფერი რომლითაც შესძლებოდა ეპოვნა კვალი კაცისა. ცოტათი წინ რომ გაიარა, ნახა ხეების ტოტები იყო მოჭრილი, როგორც ბაღებში და მიწაზედ ეყარა: მახლობლივ ეტყობოდა სველ მიწაზედ რომ იმაზედ გაევლოთ ცხვრებს. ბოლოს შორს მახლობლივ ზღჳსა დაინახა ქალაქი: მორავალი მოწითალო და მოთეთოთ სახლები; ზოგი ერთი ბანები სწორე, ზოგიერთი დახურული, ნისლში მოჩანდა, როგორც ელვარებდნენ ფანჯრები; მოესმოდა თჳთქმის ხმა და ყვირილი ქალქში. მყოფთა, მოესმოდა ხმა გრიალისა და წისქჳლის თვლების ხმები. ეს რასაკჳრველი კოკვიმბოაო!. – ამოარჩია სწორე მახლობელი გზა, გასწია რაც შაეძლო რაკი მიუახლოვდა, ქარმა შემოუბერა და გადაიხარა ნისლი, მაშინ წმინდათ დაინახა კლდებზედ ზოგიერთს ადგილს მოსული მწვანე ბალახები, გუნდი ფრინველთა დ არეთვე გარეულთა თხათა.
კოკვიმბოს ქალაქი არ უნდა ყოფილიყო ძალიან შორს, ამასთანავე ეშინოდა ძალიან შორს არ მოშორებულ იყო ზღჳს კიდესა და გზა არ არეოდა. მიიხედ-მოიხედა რა სრულის ყურადღებით, გამოუბრუნდა იმ კლდეებისკენ, რომელიცა მდგომარეობდა მარცხნივ. როდესაც ავიდა პირველს გორაზედ და დაადგა სწორე ადგილს. მაშინ დაინახა მრავალი მთები, კლდეები და მინდვრები გარნა კაცის კვალი კი ვერსად შენიშნა. მაშინ აცოცდა კლდეებზედ, მიახწია მაღალ წვერამდისინ, საიდგანაც დაინახა მრავალი მთები დ მინდვრები, რომმელსაცა შემოჰხვეული ჰქონდა გარეშემო ზღუა. ამასობაში დაუღამდა და სადაც დაუღამდა, ის ალაგი იყო იმისი იმ ღამის სადგომი. რობიზონს, როგორც დაღალულს და მოქანცულს, ეძინა ძალიან ტკბილათ, რომელშიაცა მოუწყვტლად ხედამდა სიზმარს.
მეორე დღეს, ადგა ძალიან ადრე და დაუწყო შინჯუა თავისს მამულსა. იმასა ჰქონდა ორი თოფი, ორი ცული, დიდი დანა, თუჯის ქვაბი, სახარება, იარაღი, მეტი ტანისამოსი; ამის გარდა რამდენიმე ლურსმანი, ტილოს ნაჭერი, ერთი ბოჭკა თოფის წამალი, ტყჳა, ერთი პარკი სუხარი, მეოთხე ნაჭერი ვიჩინახი, ჩადებული თევზი და კაკალი.
ესენი რომ ნახა მაშინკი მიხუდა, რომ სტრადლინგს გამოესტუმრებინა სხუა აზრით, რომ სრულებით მოსპობილიყო კაცთა უდგომს კუნძულზედ, და თუ სრულებით არა – დიდხანსაც არის ეტანჯა იმ ლაგს. თუ ეს ასე არ იყო, რათ გამოატანა ამდენი საჭიროებისათჳს გამოსაყენებელი მასალა?.. განა მართლა ამ ადგილს არავინა სდგას? განა მარტოკა მე ვარო? იტყოდა ტირილით რობიზონი. როდესაც გაათავა საუმზე კიდევ არა სჯეროდა რომ მარტოკა იყო კუნძულზედ. როდესაც წადგა წინ, დაინახა ფრინველი მშვდობიანის სახით მჯდომრე ერთს ალაგს და არ იძროდა ადგილიდამ.
ეს ფრინველი იყო იადონი, ელვარეს ფრთებით, დიდის ნისკარტით. რობიზონი მიუახლოვდა, მაგრამ ფრინველი მაინც არ იძროდა ადგილიდამა, უყურებდა კაცს მშჳდობიანის სახით, თითქოს შეჩვეულიაო, გარნა განკჳრვებით.
რობიზონი შედგა.
მაშ შენ არ იცი რა არის კაციო? ეუბნებოდა ფრინველსა, შენ არ იცი რომ გამოდგები საჭმელათაო.
დაიკრა ჴელი კონდახზედა და შეაყენა ჩახმახი.
ფრინველმა აიღო თავი მაღლა, და უფრო გაკვრვების სახით ყურს უგდებდა კაცის და თოფის ხმას, შემდგომ შემოჰკრა ფრთა ფრთას და რა შეჰსჭყივლა დაიწყო წმენდა ოქროს ფრთებისა. მახლობლივ რობიზონმა დაინახა კვალად რამდენიმე ფრინველი, ზოგნი ისხდნენ ბუდეში, ზოგნი ხის შტოებზედ და მშვიდობიანათ გალობდენ. ხედამდა მრავალს მშუჱნიერს ფრინველებს, რომელნიცა რა ფრინამდნენ ბრწყჳნამდნენ მზის სინათლეზედ. წადგა კიდევ წინა დაინახა კურდღლის ოდენი პატარა ცხოველი, რომელიც იჯდა უკანა ფეხებზედ, ხოლო წინა ფეხებით ეჭირა ხილი და სჭამდა დიდის გემოვნებით, რამწავ დაინახა კაცი გააგდო ჴელიდამ საჭმელი დ მივიდა დედისთან, რომელიც იჯდა მახლობლივ თავის შილებთან და სჭამდნენ ხილს. ეს იყო ის ცხოველი, რომელსაც ეძახიან აგუტს; პატარახანს შედგნენ შემდგომს, ისევ მიჰყვეს ჴელი ჭამასა.
შემდეგ ნახა ზღჳს ღორი ჯაგრით მოსილნი, რომელნიცა მშვიდობიანათ დგებოდნენ და გზას აძლევდნენ.
ეს მშვიდობა არა უცნაურთა ცხოველთა იმას ამტკიცებდი, რომ ამის მეტი კაცი, ამ პატრას კუნძულზედ სხუა არვინ იყო.
მაგრამ ამასაც ფიქრობდა, თუ რათ ვნახე გუშინ ტყეში მოჭრილი შეშები, თუ კაცისგნით არ არისო. დაშინჯა კრგათ და ნახა რომ გარე ულს თხებს შეძლებით ისე ადჳლად მოშორები ხეებითგან შტოებისა მწუანეს ფოთლების საჭელად. რა ყველა ესე ნახა მაშინ იგრძნო თვისი მდგომრეობა, და სიმძიმე თავის სიცოცხლისა, რა გამოკრებილი იქმნა ხალხისაგან უნდა მომკუდარიყო სხუა და სხუა მიზეზით და შიმშილით. ოჰ! როგორ საზიზღრად მიაჩნდა მაშინ იმას სტრადლინგი! ამ დროს შეხედა ერთს ხეს, რომლის ქუჱშ იდგა და ნახა, მარიმონდა მაიმუნი ზედ იჯდა და ხილსა ჰსჭამდა.
გულ დაკლებულმა და გაჯავრებულმა რობიზონ აიღო თოფი და უნდოდა ესროლა მაიმუნისათჳს, რომლითაც უნდოდა ამოეყარა მაიმუნზედ ჯავრი პატრონისა. დაუმიზნა და გაისროლა... მაიმუნმა რა დაინახა, მისი მოძრაობა და შეიტყო იმისი გულის წადილი, თუმცა მოეფარა ხესა, მაინც ცოტათ გვერდში მოხვდა. ესე თოფის დაცლა პირველი იყო ამ კაცთგან უმყოფს კუნძულზედ. ისე დაიქუხა რომ ხმა მისცა მთელმა კუნძულმა. ამ ხმამ მიაღწივა ცხოველთა ყურამდენ, რომელთა შორის დაიბადა უეცარი დიდი შიში.
ფრინველნი აფრინდნენ უწესოდ; შორის მთებითგან ისმოდა ბღავილი გარეულთა თხათა და ამავე დროს ისმოდა ხმა ტირილის მზგავსი.
მთელი დღე დადიოდა რობიზონი გულჴელ დაკრეფილი და მძიმედ ჩაფიქრებული, ცდილობდა როგორმე ეპოვნას კუალი კაცისა. რა ვერა გაიგორა, სრულებით განწირული და მოქანცული დაბრუნდა ადგილასა მას, სადაც ჰქონდა ბინა და სადაცა რა დაჯდა მოსასუჱნებლად, უცებ მოხვდა ქვა ბეჭში.
განკჳრვებით უყურებდი: თუ ვინ იყო ამ საშინელსალაგს, ამისი მებრძოლე ანუ მეხუმრე? რა ვერავინ დაინახა და თავი მიდო ქუაზედ, ამ დროის კვალად მოხვდა თავში პატარა შტო ბზისა, ამაზედ მაშინვე წამოხტა და რა შეხედი ნახა მხიარულის სახით მარიმონდა მაიმუნი, რომელიცა გადავიდოდა ერთის ხიდამ მეორეზედ, საქმობდა ორის ფეხით და სჭამდა სანოვაგეს, რომელზედაც ესრედ გახარებული იყო.
ყოვლის სასოწარკვეთილების შემდეგ მან სრულებით იგრძნო თავისი მდგომარეობა და აღარ ეძებდა კაცის კუალს, მაგრამ მაინც სრულებით არ მიენდო უიმედობის. კარგათ იცოდა ამ უბედურებასთან, რომ როგორც მოტყუებულს კაცს უნდა მოეთმინა თავისი უბედურება.
ახალი მამული რობიზონისა კუნძული მოგრძო, თვრამეტი ანუ ოცი ვერსი სიგძე, ხოლო შჳდი ვერსი სიგანე. კუნძული ესე იყო, ისე მდიდრულათ დახატული, რომ უკეთესს სადგომს კაცი ვერ ამოარჩევდა. მთები თუმცა შეხვდებოდა ხოლმე, მოუსავალი ადგილი, ღრმა ღელეები და მაღალი ხევები, გარნა ესენი აჩრდილებდნენ მწვანე მინდვრებსა. ეს იყო საკჳრველი რომ ამ ტყიანს ალაგას სრულებით გველი არ მოიპოვებოდა. ყოველგან ნახავდა კაცი მშუჱნიერს ცივს წყაროებს, რომელნიცა იკარგებოდნენ აქა-იქ მწვანე ბალახებში; ყოველგან მცენარენი იხდებოდნენ მდიდრად, გარეშემო ნახავდით მშუჱნიერთა თვალთათჳს უცნობთა ალაგთა, მაგრამ მეტად მშუჱნერთა. წყლის ნაპირზედ მოიპოვებოდა უანგარიშო კიბორჩხალები ყოველ გვარი, იქვე ქჳშაზედ, რომელიცა იყო გამოტანილი წყლიდამ, ხტოდენ დიდრონნი, ზღჳს კიბორჩხალები, ხოლო ჩანდნენ მრავალნი თევზნი შხუა და სხუა ფერისა და გვარისანი.
რაღა უნდა ვიზრუნოთ იმ კაცისთჳს, როდესაც რომ იმყოფება ამისთანა მდიდარ კუნძულზედ? ხალხის შეკრებილება? რა საჭიროა ხალხი?.. ხალხმა, მოიშორა ის თავისგან და გააგდეს მარტო! განა თითონ ვერას მოახერხებს უხალხოთ? ეხლა მხოლოდ იქნება დამოკიდებული თავისს თავზედ, არა ვისგნით არ იქნება დამოკიდებული! მეორეც ესა, ეს კუნძული არ არის ძალიან შორს ხმელეთითგან; ყოველთვის შეუძლიან რომ დაინახოს ხოლმე არამცთუ ხომალდები, ნავებიც, ეს იქნება იმისთჳს, მხოლოთ წამის შესასვენებელი ალაგი, ეხლაკი განშორება აღარ აწუხებს იმას; ის მიიღებდა დიდის სიამოვნებით, თუ რომ დარჩებოდა მარტოდ სიკვდილამდენ.
ახლა ამ კუნძულზედ. ის იყო ზღჳს კაცი. იმას ისე არა უყვარდარა, როგორც ზღუა. უყვარდა და აკი გარეშემო ოთხ კუთხივ ახვევია, რომელიც იცვამს ლაშქრისა მზგავსად, მაშასადამე კმაყოფილი უნდა იყოს თავისის მდგომარეობით, ვნახოთ რა იქნება?...
თავი II.
გაიარა სამმა თთუჱმ.
მიწა, რომელზედაც იყო დატევებული რობიზონი, არც თუ იყო კარგი საცხოვრებლად, არამედ იყო მაცოცხლებელი.
ჯაგები და ზოგიერთი ხეები, რომელნიცა უშლიდნენ ჰსწორეს ადგილს, ამოაძრო და ამით გამოაჩინა თუ როგორ ჩამოდიოდნენ წყლები. იქვე სჩანდა ბილიკები, ამათგან ზოგი მოდიოდა წყლისაკენ, ზოგი მთისაკენ, ზოგი ხეების ქუჱშა, რომელიცა იყო გაშლილი ქოლგის მზგავსად. ამის ქუჱშ ჯოხებზედ იყო მიწაზედ ჩარჭმული რაღაც რამ სკამის მზგავსათ; იმის გვერდზედ სტოლის გვარად იყო დაწნული, ეს იყო იმისი ადგილი, სადაც ფიქრობდა, სჭამდა და საიდგანაც უყურებდა ზღუასა. ყოველივე ბილიკი იყო გატარებული მღჳმეში, სადაც კიდევა სცხოვრობს რობიზონი, მან გაადიდა ეს მღჳმე და აამაღლა, მუშაობდა ცულით, იმ აზრით რომ ეგების ვიყო ხალვათათაო. იქ დადგა თავისის ქონებითა და საზრდოთი. ის აგრეთვე ცდილობდა რომ გარედამ მოერთო კარგათ, ჩარგა სხუა ყვავილები; ორივეს მხარეს თავისის სახლისა ჩარგა ორი ბზა. მაგრამ ვერ შეითჳსეს ამ მცენარეებმა ახალი მიწა და თჳთქმის დახმნენ, ჩამოუშუჱს ფოთლები. მღჳმეს შესავალიდგან წყაროს წყალი, არ იყო შორს, და რობიზონი იმედიანობდა დაებრუნებინა სიცოცხლე მათთჳს. ერთი მომდინარეს წყაროთაგანი იყო სავსე თევზებითა. წყლის გვერდზედ იმდენი თხარარა, რომ ღრმა განიერი ორმო შექნა ეს გაატარა მღჳმემდისინ რომლისა განმავლობაში შეიქნა გუბე და ბაღი იყო მზათ, მხოლოდკი არაფერი არა ჰქონდა ჩაერგა. ამას გარდა დაწნა ბადე თევზების დასაჭერად, დიდის გაჭირვებით ამ ძაფითგან რომელიცა გამოყოლოდა ბოჭკიდგან გააკეთა ბადე; მაგრამ, აი უბედურება, წყაროების ძირზედ იყვნენა წვეტიანი ქუჱბი; ბადე მოედებოდა ხოლმე და იხეოდა, რომლისგამო გაძვრებოდნენ ხოლმე თევზები და დაიმალებოდნენ დიდის სიჩქრით ქვების ქუჱშა. რა უნდა ექნა: რა ამით ვერა გააწყორა, მოგრიხა ლურსმანი კავის მზგავსად, რასაკჳრველია ამით უფრო მარჯუჱთ დაიჭერდა, მაგრამ ამას უნდოდა მოთმინება და დიდი დრო. ამის ბედზედ ზღჳს კიბორჩილების დაჭერა შეიძლებოდა ჴელითაც, და შრომა რომელიც გასწია ბაღზედ, არ დაიკარგა უბრალოთ. ამის გარდა რობიზონს ჰქონდათ შეძლება რომ ენადირნა. ნადირობა ესე ერთის მხრივ იყო კეთილი საქმე: ასე რომ კუნძულზედ იყვნრნ ძალიან ბევრნი გარეულნი კატები, რომელნიცა შესჭამდნენ ფრინველსა ბუდეში, გამოათრევდნენ ბღარტებსა და სტანჯავდნენ საშინლათ. ნადირობით თითქმის ამოსწყჳტა თავის კუნძულზედ, ამ გვარი ავაზაკები.
რამდენიმე ხანის განმავლობაში მოსწყინდა ყოველივე ესე. აიღებდა ხოლმე დურბინდსა დ შინჯავდა გარშემო ზღუასა, უნდა შაეტყო თუ რომელს. კუნძულზედ იმყოფებოდა? დიდის გულს მოდგინებით შინჯამდა ვარსკვლავებსა და იპოვა რომ ის იმყოფებოდა იმ კუნძულებთაგანზედ რომელსაცა ეწოდებოდათ ჩილოე. შეამოწმორა თავისის ანგარიშით იპოვა, რომ იგი იყო ან კუნძულზედ ჟუან-фერნანდეზე, შემდგომ წმინდა ამვროსიაზედ, ანუ წმინდა фელიკსეზედ. იმას არა ჰქონდა დიდრონი იარაღი, რომლითაც შეეტყო ნამდჳლათ ის ადგილი რომელზედაც ჯერ არავინ ყოფილიყო. რადგანაც ვერ მაიგნო სწორეთ ამ კუნძულის სახელს, აიღო და თავისი საჴელი დაარქუა – კუნძული რობიზონისა.
დიდის ცდით უყურებდა და ჰსწვლობდა მათ ჩუჱულებასა: ცხოვრებასა სხუა და სხუა ცხოველთა თავის კუნძულისასა. უსქმობით აძლევდ სახელსა სხუა და სხუა ადგილებს. იმ ნაპირს, საცა იყო გამოყვანილი და დატოვებული მარტოკა დაარქო, ნიპირი ესპადონისა; კლდეებს, რომელნიცა ჩანდნენ თეთრათა და წითლათ, დაარქუა, ტყუილი, კოკვიმბო; ტყეს ტუკანი დაარქო; კლდეებს რომელნიცა იყვნენ ოღრო ჩოღრო გადასავარდნელი დაარქო სტრადლინგი, რადგანც ეს სახელი ჰსძულდა. ამ მთებში მდებარეობდა პატარა მინდორი, რომელზედაც მომდინარეობდა წყრო ხმოვანი, და რომელიცა ჩერთოდა ზღუაში.
წყაროში მოიპოებოდნენ თევზები, კიბორჩხალები, ზღჳს პირას გარეულნი ცხოველნი გარშემო იყვნენ მრავალნი; მხოლოდ ეს იყო ჭირი, რომ ყოველთჳს ან უნდა გაეჩინა ცეცხლი რომ შაეწო, ან მოეხარშა რამ, ეს უღირდა ძალიან ძჳრად. უნდა მოეგონებინა იდჳლი ღონისძიება. რამდენიმე დღეს სჭამდა მხოლოთ თხილსა და ზოგიერთსა ნაყოფს ხისასა. მგრამ ყოველდღეს ესეც მოსწყინდა, და არ იყო მხიარული. წამალი ბევრი ჰქონდა, მაგრამ დრო კიდევ ღმერთმა იცოდა რამდენი ედვა წინ. რომ ჰქონოდა გოგირდი, მაშინ ნაპერწკლით შაეძლებოდა ცეცხლის გაჩენა. ეძებდა კუნძულზედ გოგირდსა, მაგრამ ვერ იპოვა; გაშინჯა ორი ხე, უსვა ერთმანერთს, ნახა რომ გახურდნენ, მაგრამ ცეცხლი ვერ მოსცა. ბოლოს დროს შემთხვევით, იპოვა ერთი არომტოვანი ხე, რომელზედაც იზდება ია, მაისის წიწაკა, ნატეხები გახურდნენ მაშინვე რაწამვ აიღო ჴელში. რამწავ წაუხო ერთმანეთს, მაშინვე დაინახა სუბუქი თეთრი ბოლი განშორებული ხისგან, ბოლოს ამოვიდა ალი. საჩქაროდ მოაგონდა გამხმარი შტოები და დააყარა, მოეკიდა კარგათ და გაძრიელდა ცეცხლი. რობიზონი იყო ძალიან გახარებული ამის გამოჩენისთჳს. თუმცა გარეულმა თხებმა და ყოველმა ცხოველმა შეიტყეს რა არის კაცი პირველსავე თოფის ხმით და ერიდებოდნენ, მაგრამ რობიზონი მოახერხებდა ხოლმე და მიეპარებოდა. ეს გარეულნი ცხოველნი არამც თუ გამოადგებოდა მის მხოლოდ საჭმელათ; მათ რქებისას აკეთებდა წამლის ჩასყრელსა და სხუა წვრილმალსა, სახლობისა ჳს საჭიროებას; ტყავისას აკეთებდა ხალიჩებს, საბანსა, ტომრებსა, ამისთჳს, რომ ჩაეწყო საჭმელი, რომ არ გაფუჭებულიყო. მან შაიკერა სანადირო ტყავის ტანისამოსი, რომელსაც ატარებდა ყოველთჳს. და ესრედ ჰქონდა ყოველივე საჭირო. ჰქონდა დრო ეფიქრა და ეყურებინა თუ როგორ სცხოვრებდენ პირუტყვნი, ან რომელს რა ჩუჱულება ჰქონდა, როგორც ცხოველსა ისე იქაურს ბუნებას, მაგრამ რას იტყჳთ შუბლი ხანდისხან შეეკურებოდა, რაღაც აწუხებდა, თითქო რაღაც აკლდა. ფიქრობდა, ფიქრობდა, და ბოლოს მოიგონა რომ აკლდა თამბაქო, რომელზედაც ისე ძალიან იყო შეჩვეული. ამ ფიქრის შემდგომ დაღონებული და შეწუხებული, დადიოდა რა თავის საბმანებელში, თოფით მხარზედა, ცული წელში, უეცრათ დაინახა რომ სქელი ფოთლები რაღამაც შეანძრია.
ეს იყო მარიმონდა.
რამწავ დაინახა მაიმუნმა თავისი მტერი, მაშინვე გადახტა ერთის ხიდამ მეორეზედ, მესამეზედ და დაემალა, შემდგომ რამდენისამა ხანისა დაინახა კიდევ; იჯდა, უშიშრად ხეზედ, გამგრებული თავისის კუდით. ორივეს წინა ხელებით ეჭირა რაღაც ნაყოფი და სცემდა ერთმანერთს, ხან დაკრამდა ხოლმე ხეზედ, უნდოდა გატეხა როდესც ვერ გატეხა, დაუწყო კბილებით ფხეკა, გაშინჯა გარშემო და ბოლოს კვალად გაჭირვებულმან დაუწყო ცემა ერთი მეორეს.
შეხედულობია მარიმონდასი, სულ ყოველთჳს მოაგონებდა რობინზონსა მოიგონებდა სტრადლინგსა და ახლა რომ დაინახა, უფრო ძალიან შეამსგავსა უწინდელს თავისს პატრონს. მაგრამ კიდევ გული დაეწო, დადგა დიდხანს უყურა, უყურა, ბოლოს მივარდა და თავისის ცულით უშუჱლა თხილის გატეხა.
როდესაც ხოცდა გარეულ კატებსა, რამდენიჯერმე ნახა მარიმონდა, და ჰკითხმდა თავის თავსა, მოეკლა თუ არა, როგორც მავნე ცხოველი? მარიმონდას უკანასკნელში შენიშნა, რომ ეჭირა ცალის ჴელით გვერდი – გლეჯდა ბალახსა, შინჯამდა, ღეჭდა და იდებდა გვერდზედ. მაშინ ის იყო გამხდრი, აღარც იყო ადრინდელსავით მარდი, ბეწჳ აღარა ჰქონდა რიგზედ დაწყობილი ისე, რომ რობიზონს ეგონა, მორმონდა ვეღარ იცოცხლებს სამს დღესაო. რამდენიმე დღის შემდგომს ამისა ნახა რომ ეხლა კარგათ იყო ჴელით აღარ ეჭირა გვერდი. ჰსჩანდა რომ ეპოვნა მაიმუნს ისეთი ბალახი, რომლითაც მოირჩინა თავი. მეკი, ფიქრობდა რობიზონი, ვერ მიპოვნია ბალახი, რომელმაც დაიჭიროს თამბაქოს ალაგიო, თუმცა მისწავლია კარგს სასწვლებელშიო. მეც ვნახამო, გამოვცდი მარიმონდასავით ბალახების ძებნას: დავიწყობ მონახვას, შინჯვას და იქნება მეც ვიპოვნო რამეო. მომწყინდა, მაგრამ რა გაეწყობა.
თავი III.
სამის კჳრის შემდეგ რობინზონმა იპოვა ბალახი, თამბაქოს მზგავსი ასე რომ ფოთლები ჰქონდა გემრიელი, დაუწყო კარგათ შინჯუა, დასუნა, დაღეჭა, თითქოს ჰბაძავდა მაიმუნსა, მერე პირველი ეს შინჯუა ცოტა გაწყდა არ უღირდა სიცოცხლეთ: ერთი ბალახი, რომელიცა პირველად გშინჯა იყო შხამიანი, როდესაც დაადვა ენა მაშინვე დაუწყო წვა, რადგანაც თამბაქომაც იცის ესე წვა ამის მიზეზით არგადააგდო და უფრო სიხარულითა ღეჭდა. როცა ცოტ-ცოტათი მოემატებოდა წვა ასე რომ აღარ შეიძლებოდა მოთმენა, გამოყარა პირიდგან, დაუსივდა პირი და ყელი ისე ეწოდა, თითქოს ცეცხლი დაუდჳთო, მთელ, ტანზედა გამოყარა პატარ-პატარა ძიძიბები და ისეთ ნაირათ დასუსტდა, რომ წყარომდისინ ძლივღა მიაღწია, რომ ეგების წყლით მოეკლა წვა ესე.
შიშითა და კრძალვით ელოდა სიკუდილსა; მიუბრუნდა ზღვასა და გულის საკუდავათ ამოიოხრა. თავისს სიმბოლო ქუჱყანა წარმოუდგა თვალწინ; ფიქრობდა, რომ კაცისთვის საჭიროა სახლში ყოფნა.
რამდენსამე დღის შემდეგ მორჩა, ღონე მოუბრუნდ. მაგრამ ეხლა გაფრთხილებით ეძებდა თამაბაქოს; მოაგროვა ყოველი ბალახი თავისს კუნძულზედ, დაახმო, დაწვა თჳთეულად, იმ აზრით რომ შეეტყო რომელი უფრო ეგვანებოდი სურნელებით თამბაქოსა. ორთა მცენარეთა აჯობეს ბოლოს ყველას, ახლა რობბიზონი სულ სწევდა, გაიღვიძებდა სწევდა, საქმეს აკეთებდა სწევდა, აკეთებდა სკამსა, კიბესა, კალათსა სულ სწევდ ან წავიდოდა, თევზების დასაჭერათა, – წამოწვებოდა თავის სახლის წინა სკამზედ, სწევდა, სადილს უკან, როდესაც ფიქრობდა სულ ჰსწევდა. ეხლა სუყველა ჰქონდა. აკლდა თმბაქო ისიც იშოვა, მაგრამ ხანდახან რაღაცაზედაც დაღონდებოდა ხოლმე და სწუხდა. პირველათ, იფიქრა, უქეიფოთ ხომ არავარო; მაგრამ უწინდელივით საქმობდა და ღონიერი იყო. მას უკან იფიქრა ხომ არ მაწყინეს ძალიან სურნელოვანთ ხეებმაო; მან მოკაფა თავის გარშემო, მაინცკი უწინდელივით რაღაც აწვა მძიმეთ გულზედ. შემდგომ მიხვდა რომ სწყინდა, თევზი, რადგან მუდამ ჰსჭამდა. ეს თევზის ჭამაც აღკრძალა. უფრო დაღონდებოდა მაშინ, როდესაც მოატანდა სიცხე და ფრინველნი აღარ გამოდიოდნენ თვიანთ ბუდითგან რომ ეგალობნათ, არც ერთს ჯაგზედ აღარ ისხდენ დ არ გალობდენ, არც ერთი ცხოველი აღარ გამოდიოდა თავიანთ ორმოდგან, აღარ დარბოდნენ და არღარ ყჳროდნენ ტყეში. ბუზები, სხუა და სხუა ჭიანჭველები აღარ იყვნენ, ფოთლები აღარ ინძრეოდნენ, – ჩკნდებოდენ, არ ისმოდა არაფრის ხმა ერთის. სიტყჳთ თითქოს ბუნება მკუდარიაო, ზღუა არა სცემდა ტალღასა.
ვერ შეგიძლიანთ თვალწინ წარმოიდგინოთ, თუ ვით ძნელია იმისთანა, სიჩუმე. ხანდისხან ეძახოდა თავის თავსა და ელაპრაკებოდა მაღლის ხმით თითონვე ეშინოდა. თავისის ხმისა, ეგონა ძალიან მაღლა ვლაპარაკობო.
ერთხელ იმისთანა სიცხის დროს, როდესაც იყო სიჩუმე, რობიზონი იჯდა ზღჳს პირას და ელოდა საღამოს ნიავს. ნიავი არ ამოვიდა, ნიავის ნაცვლად დადგა ბნელი ღამე. მთვრე არა ჩნდებოდა თითქოს მოფარული იყო მთას; ზღუა იყო დუმილში, რომელზედაც მეფობდა სიბნელე. უეცრათ, რობიზონმა დაინახა მარჯვნივ მხარეს, რომ ზღუა აღელდა. დაინახა მრავალი ნავი, რომელნიც უსვამდნენ და უნდოდათ მიდგომოდნენ მახლობლივ იმ ადგილსა, რომელსაც ერქუა ესპადონი, ესე იგი, რომელზედაც იდგა რობიზონ მეტი ვერ დაინახარა, მხოლოდ ესმოდა ყჳრილი და ურიგო ძახილი. გათავდა! დაინახა რობიზონმა, ესენი არიან ინდოეთის ველურნი კაცნი, ჩამორეკილნი იქნება ევროპიელთაგან. ჭირია!.. არ იქნება კაცის შებრალები ამათგან! დაასხა ცივმა ოფლმა; გაიქცა თავის სადგომისკენ, აიღო თოფი, წამალი, ტყჳა და ცოტა თხის ნაჭერი და გაიქცა. მთელი ღამე დადიოდა ტყეში, აღარ იცოდა სად გადაკარგულიყო. იმას სულ ეგონა, რომ უკან დასდევენ, ეგონა რომ ჯაგებში ჩანდენ ცეცხლის ფერი თვალები და ათვალიერებდნენ.
განთიადისას, მიცოცდა სიფრთხილით თავისს სახლში შიშით და იპოვა რომ წყლის ნაპირი იყო სავსე სელაპებით.
ამათ კი შეაშინეს რობიზონი.
ეს იყო თიბათვე, ის დრო, როდესაც ძალიან. ცხელოდა, იმ დროს სელაპები დაიწყობენ ხოლმე დროებით მგზავრობას აქა-იქ კუნძულებში. როდესაც გამოვლენ იმ კუნძულზედ, მაშინ ისინი გახდებოდნენ მფლობელნი კუნძულისა ამის, რომელიც იყო მათთჳს დასადგომი ადგილი. რობიზონმა იპოვა დროს გასატარებელი საგანი, იმას წაეკითხა ადრე აღწერა ამ მოგზაურობისა, სკურველი ანბავი იმ სელაპების ლომებისა, ზღჳს სპილოებისა, რომელთაც იციან და აღსრულებენ თავიანთ წესს, დააყენებენ ყარაულს და იცნობენ ხმასა მტრისასა.
იგი უთვალთვალებდა სუყველას რასაც აკეთებდნენ, სიამოვნებით შინჯამდა და საკჳრველს შეხედულობს ამა ცხოველთა, ნახევართა ოთხფეხათა; იმათი ფეხები თითქო გაკეთებული იყო ტომრად, კავიანი ბრჩხილები, რომლის გამო აქუს ღონისძიების, ცოცვა მიწაზედ; იმათი ტყავი არა დაფარული მოკლე ელვარე ბეწჳთ; იმათი თავი დ რგვალი თვალები...
იგი უყურებდა როგორც თამაშობენ ერთმანერთში, ეჭიდებოდენ. მაგრამ იმათმა ღრიალმა დიდხანი მოაწყინეს, მან ინატრა უწინდელი სიჩუმე და განშორება. მაგრმ ისინი არამც თუ მარტო მოწყენას აკმარებდენ, და სწორეთ ავნებდენ კიდეც მას. ერთს დილას ნახა რომ ეს ბახჩა დაცარიელებულ იყო, სრულებით აღარა გაეშოთრა არცა ერთი კიბორჩხალი. გაჯავრებულმან გამოუცხადა ახალთ მოსულთ ომიანობა; სამი დღე უთვალთვალებდა, დაზდევდა მათ. ათი სელაპი დაეცემოდენ ხოლმე თოფის ტყჳით, დანრაჩენი გაიქცეოდენ, ბოლოს სელაპების ჯარი ჩაცჳვდნენ ზღუაში, გადვიდნენ მეორე მხარეს კუნძულისა. ომი იყო მარგებელი დამამარცხებელისათჳს. ტყავისაგან დახოცილთა გაიკეთა ქუჱშაგები, გაიკეთა თავისათჳს აგრეთვე ტყავის ტომრები, რომელშიც შეინახა დადნობილი დუმა იმათგანვე მოპოებული. მაშინ შეეძლო გაეკეთებინა ჭრაქი, რომელიო ენთობოდი დღე და ღამე. ბეწვიანი ტყავისაგან შეიკერა თავისთჳს ქუდი დიდის ნაპირებით რომ დაეფარა მზისაგან. გაშინჯა მან აგრეთვე იმათი ხორცი, შეიძლებოდა საჭმელათ თუ არა? მაგრამ ვერ იყო კარგი. მხოლოდ გული და ენა შენელებული იამა ისიც წიწაკით, გემრიელი იყო. დღეები, კჳრები, თთუჱბი გადიოდნენ იმავე საქმეში, მუშაობაში და შესვენების დროს უსაქმოთი. როდესც კითხულობდა წიგნს, მაშინ ცოტათი მოშორდებოდა ხოლმე დარდი, ისიც ცოტას ხანსა. დადიოდა აქეთ-იქით კუნძულზედ მეტის უსქმობით, ამოსჭრიდა ხოლმე ხეზედ თავის საჴელსა და მამისას, თუჱსა და დღეს, როდის იყო გამოყვანილი ხომალდიდგან. ბოლოს იდროს, როდესც გაივლიდა იმ ისევ გზაზედ და ნახამდა სიტყუას: შოტლანდია – მაშინვე საჩქაროთ დაუწყედა გული ცემას თითქოს გაიგონებდი ხმასა თვისის ქუჱყნიდამა. იყვნენ ისეთნი ცხოველნი, რომელნიცა ახმოვანებდენ კუნძულსა.
მაგრამ სიამპარტავნე არ აძლევდა ფიქრსა, რომ აკლია ხალხის შეკრებილება. იგი აბრალებდა თავის შებეზრებას ავათმყოფობას. ფიქრს მირთული წავიდოდი ხოლმე მთაში, წაიღებდა თან წიგნსა, დურბინდსა და ჩიბუხსსა. მას უყვარდა მისვლა ზღჳს კიდეზედ, აქ დაჯდებოდა ხოლმე და მიუბრუნდებოდა ზღუასა, ხედამდა დიდს ადგილს ზღჳსასა, და ატარებდა იქ დროს მთელს საათობით, სადაცა შინჯავდა ზღჳს აღელებასა. –
ერთხელ დაინახა, მან რომ მზის ჩასვლის დროს გაანათა ზღვაში ერთმა შავმა ბუზის ოდენმ წერტილმა, რომელსაცა უღელავდა. წინ ქაფივით წყალი, თითქოს ხომალდსა წინ; თვალები დაუბნელდა და გაათრთოლა, როგორც ციება; დიდხანს უყურებდა დურბინდით, მაგრამ არ იძროდა რასაცა ხედავდა. –
ამაშიაც მოსტყუვდა! ეს იქნება კლდეო, ამ აზრით ფიქრობდა რომელიც გამოჩნდა ტალღის დროს. მან გასწმინდა მინა დურბინდისა და შეხედა რომ უფრო დიდათ გამოჩნდა და ტალღის ქაფი ძალიან შორს მოჩნდებოდა!..
– განა ის კუნძულია?.. ფიქრობდა!..
თუ კუნძულია, უთუოთ არის იქ ვინმე? – ჰო! მე ამას შევიტყობ
გავაკეთებ ნავსა, და თუ ღმერთს ვეცოდები მივაღწევ იქმდისინ...
აქ შამოესმა კაცის ფეხის ხმა. მან სიჩქარით მიიხედა.
ეს იყო მარიმონდა.
საწყალობელი მაიმუნი აღარა ხტის, აღარ არის გახარებული, გამხდარა, ეტყობა მარტოობით. რამწავ დაინახა რობიზონი, შაეშინდა და უნდა გაქცეულ იყო, მაგრამ უშიშრად გადმოდგა წინ ორიოდ სამი ნაბიჯი და დაჯდა, მაგრამ ეშინოდა რომ შაეხედა რობიზონისათჳს.
განა მან დაინახა, რომ კაცს არ ჰქონდა თოფი?
მაიმუნი იყო ჭკვინი ცხოველი ამ კუნძულზედ. იმან მოიგონა რომ ხომალდში როდესც იყო, ესმოდა ხმა, თუმცაკი ეშინოდა ხომალდის პატრონისა, ამხიარულებდა ხალხსა თავისის ქცევითა, ახლაკი გდია მარტო, ეს შებეზრდი, მაგრამ სწუხდა თუ რათ მოეკიდა ფიცხათ და ცუდათ, როდესაც საწყალი ცხოველი იყოფდა შუა რობიზონის მწუხარებასა. დაუბრუნდი რობიხონს მარტოებისგან შებეზრებული, დაავწყდა რომ იყო დაჭრილი რობიზონისაგან, მივიდა მეგობრულად, დაუქნია თავი. – რობიზონმც მოიბრუნა გული და ჴელი დაუქნია.
პასუხათ მაიმუნმა დაახამხამა თვალები, შეთრთოლდა, მაგრამ ვერ მოუდგა ახლო.
რობიზონი თვითონ მივიდა, წაუსო ჴელი რამდენჯერმე თავზედ, შუბლზედ, დაუძახა სახელი და წავიდა შინ. მარიმონდა სიხარულით წამოხტა და გაჰყუა მას სახლში.
კაცი და მაიმუნი შერიგდნენ, ორივეს ძალიან შეიწუხა მარტოობამ.
თავი IV.
ჩუჱნი საწყალობელი კუნძულზედ მცხოვრები აღარ იყო ისე დაღონებული და მოწყენილი, როგორც ადრე. ტყეში სიარულს, სიცხეში დასვენებას და მუშაობას უფრო მოუმატა. მოუმატა აგრეთვე ლაპარაკსა იმიტომ, რომ ესმოდ ხმა თავისის ამხანაგისა.
მარიმონდა მაიმუნი გაუხდა ახლა ამხანაგათ, მეგობრად და მოსამსხურეთაც. თჳთქმის იმისი ნიშნები ესმოდა, როდესც უნდოდა გაემხიარულებინა; ისე მოექცეოდა, რომ დაიწყებინებდა ხტომას და სირბილს. გადახდებოდა ერთის ხიდამ მეორეზედ, განგებ დაღალავდა, რომ შაეტყო ხმა ცხოველისა.
რობიზონს უყვარდა, უალერსებდა ამ სახით.
ზოგჯერ დაესწრებოდა ხოლმე სადილზედ, ზოგჯერ კი სჭამდნენ პურსა ერთათ, იმისათჳს რომ ებრალებოდა რობიზონს. შემდგომ შევიდა ჩუჱულებაში: სადილსა სჭამდა მინდორში ხის ქუჱშ, სადაც მაიმუნი მოკუნტული უჯდა პირ და პირ სტოლზედ. რასაც კი ანიშნებდი, იმწამსვე მიუტანდა, ხოლმე სტოლზედ. მან შეიყვრა ხორცი გარეულის თხებისა და აგუტისა; მაიმუნიც ძალიან დაეჩჳა ხორცის ჭამას. სტოლზედ გამოჩნდებოდა ხოლმე ზოგჯერ მარიმონდა, მაიმუნის ნანდირევი და თუ არ იქნებოდა ხილი მაშინვე წამოხტებდი ხოლმე სტოლიდგან და გაიქცეოდა მახლობელ ტყეში და დაბრუნდებოდა ხილით, რომლისაც ჭამა შეიძლებოდა იმას უფრო გაეგებოდა, ვიდრე სხუასა.
მოახლოვდა ზამთარი, დრო წჳმებისა, სადაც უფრო ავდრობდა ეკენისთვეში და ღჳნობისთვეში. რობიზონმა ამოარჩია სხუა მარჯუჱ ადგილი და ის დაუთმო თავის ერთგულს ამხანაგსა მახლობლივ უდაბნოსა. წყლის პირს იყო ამწვანებული ადგილი, რომელშიაც იყო მშუჱნივრათ ხუთი მაღალი ხე. ამ ხეების ღერძნი იყვნენ ძალიან კარგნი. კედლების დასამაგრებლად; ოთხი. ხე იდგა თჳთქმის ოთხ კუთხით და ერთი იყო მათ შუა ისიც. ძალიან კარგი. იყო, ბანის, დასაჭერთ, რობიზონმა, მოსჭრა. მახლობლივ ჯაგები, გაასუფთავა ჩამოათალა. ქუჱითი შტოები. ხეებსა და მხიარულად მიჰყო. ჴელი საქმეს. ორს კვრას დაწნა კედლები, წაუსვა თიხა და ქჳშა. კარგათ. დახურა ბანი და იყო კმაყოფილი თავისის ახალის სახლითა. ახლა ძალიან უკჳრდა, თუ როგორ გასძლო იმ უდაბნოში ამდენი ხანი. ადრინდელი, ძალიან კარგი იყო მაიმუნებისათჳს შიგნიდამ ეტყობდა, რომ იდგა კაცი: კედელზედ ეკიდა. კარგათ დაწმენდილი: თოფი, ცული, დურბინდი, დიდი დანა. მეორე კედელზედ ეკიდა სუყველა ნაირი იმისი ჩიბუხები; შუა ბოძზედ ეკიდა თოფის წამლის ჩასაყრელი პარკი, რომელშიაც ეყარა თამბაქოს და სხუა ჴელ და ჴელ მოსახმარებელი. თავისი ქუაბი, ქონი, საჭიროებისათჳს ტყავები, თხის ხორცი დააგდო უდაბნოში მარიმონდასთან შესანახავათ. აქამდისინ ჰქონდა სტოლი უძრავი, იფიქრა როგორმე გაეკეთებინა, სხუა უკეთესი თავის ქოხში. იქვე გაიკეთა ორი სკამი, ერთი თავისთვს, და მეორე მარიმონდასათჳს, იმ აზრით რომ დამჯდარ იყო როდესაც მივიდოდა ხოლმე თავის მეზობელთან მაგრამ რობიზონსკი დაავიწყდა სტოლისა და ჭამის საქმე: ეხლა სხუა. ფიქრი ჰქონდა. როგორღაც მარიმონდამ ტყეში სიარულის შემდეგ, მოიტანა სხუა და სხუა ნაყოფი ხისა, რომელნიც არა ჰქონდა ნახული, რობიზონსა. მან გაშინჯა ისინი. დიდის ყურადღებით, ყურადღებით, დაფიქრდა დ იტყოდა: რატომ არ ვახეირე ეს ხე ჩემს სახლთანაო? ფიქრობდა: ბაღსა და ბოსტნრულსა გავაჩენ ჩემს სახლის გვერდზედო და ისევ ისე მშუჱნიერი იქნება, წყაროც ახლო მაქუს მოსარწყავათ. შემდეგ ღუთის შემწეობით შევიჩვევ პატარა თხებს, რომელნიც გაიზდებიან და მომცემენ რძესაო, ერბოს და ყველს! როგორ ვერ ვიფიქრე ეს ადრევეო. უთუოდ მეყოლებიან შინაურნი თხებიო, გავაჩენ ზღჳს ღორებსა... ჩემი სახლი გამრავლდება და იქნება მთელი фერმაო!.. მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ უნდა ვიფიქრო ჩემის ბაღისთჳს... ეს მიწა ნაყოფიერი გახდება ჩემის შრომით. გავივლი დ გამოვივლი ჩრდილში, რომელიცა იქნება შედგენილი ჩემგნით დარგულის ხეებისაგანო მაშინ მეგონება თითქოს რომ შინა ვარ, მანამდისინ ეხლა, მაშინ მე მექნება ჩემი ჴელით გაკეთბული რამ... წვიმის მოსვლით მიწა დალბა, ასე რომ ადვილი იყო სველი მიწის მოთხრა. ხან ცულით, ხან ნიჩბით, სწმენდა, სთხრიდა, გლეჯამდა და რგამდა შტოებს, თესლებს, რომელიც მოაგროვა იქვე, რომლითაგანაც ამოვიდოდა ახალი მცენარე. იმ არეში ყოველიფერი მოდიოდა ჩქარა.
როდესაც ბაღი იყო გათავებული, ჩარგმული იყვნენ საჭირო ხეები და სხუა, რობიზონმა დაიკრიბა გულზედ ჴელები და შესწირა ღმერთს მადლობა, რომ შეაძლებინა გათავება დაწყობილის საქმისა. არც ერთჴელ არ იყო ესე გახარებული როგორც მაშინ, როდესაც გაიარ-გამოიარა შუა ხეივანში, რომლის ნაპირებზედ თუმცა არაფერი არ იყო მოსული, მაგრამ ამოვიდოდა სხუა და სხუა მშუჱნიერი ყვავილები; ასე ეგონა რომ აყვავებული არის ახლადაო. გარშემო დატრიალებდენ ფუტკრები და ფიქრობდა გაეკეთებინა გეჯები, ასე ეგონა რომ ხედამდა სხუა და სხუა კარგს ფრინველებს. აღარაფერი არ მოიგონა ამაზედ უკეთესი თავის დროს გატარებისათჳს.
როდესც დაიწყო დიდი წჳმები, ასე რომ აღარ შეიძლებოდა გარეთ გამოსვლა ნიაღვრებისაგან, ნუგეშსა სცემდა თავის თავსა რომ რაც დარგო ანუ დათესა კარგათ იხეირებსო. ასეთი წჳმები იყო, რომ ძლივს გამოახწევდა გარეთ რომ არ მოშორებულიყო თავის სახლსა მოეკლა რამ ნადირი; მაგრამ რათ უნდოდა, ჰქონდა საკმაოდ მომზადებული საჭმელი, საქმეც გაიჩინა.
მაშინ მიჰყო ჴელი სახლის საქმეებსა: გააკეთა სტოლი, ორი სკამი, გაახლა ტახტი, მას უკან მიჰყო სხუა საქმებსა, აგრეთვე თავის თავის საჭიროსა.
ამ სიარულში და მუშაობაში დაუძუჱლდა ტანისამოსი; უნდა რითიმე დაეფარა თავისი ტანი სიცხისაგან, სიცივისაგან და კოღოებისაგან, ამისათჳს ფიქრობდა გაეკეთებინა ტანისამოსი თავისთჳს სელაპის ტყავისაგან, მაგრამ მასუკან ამოარჩია გარეული თხის ტყავისა, რადგან უფრო რბილი იყო. ამისთჳს ჯერ გაიკეთა ლურსმნის ნემსი, ძაფები გამოაძრო აფრიდგან, გამოსჭრა ტყავი და დაუწყო კერვა. ერთ კჳრას უკან მზად ჰქონდა ტანთ საცმელი. მარიმონდას გაუკჳრდა და ამასთანავე გაეხარდა, რომ დაინახა თავისი პატრონი ახალ საკჳრველს ტანისამოსში. ესიამოვინებოდა რომ კაცი გავდა მას, ეგონა ესეც მაიმუნიაო, რადგანც ბეწუჱბი გარეთ ჰქონდა, რაც საკჳრველება ნახა შინჯმდა. ჴელს უსვამდა, ბრუნამდა, ხტოდა, სრულებით გამხიარულებული, აძურებოდა მარდათ ბანზედ და იქიდამ შიშით და შეწუხებული უყურებდა კაცს. გამოვიდა შინიდან გარეთ მაიმუნი გამოჰყვა, რამდენიმე წამი ისრე იდგა და უყურებდა, ერთბაშათ გაექანა და შეახტა მხარზედ რობიზონსა. –
მობეზრდა მაიმუნის სირბილი და სიხარული, რობიზონმა აიღო თავისი ბიბლია, ჩიბუხი და დაზდვა სტოლზედ, დააბჯინა კლავები მასზედა, ფიქრობდა, რომ წაეკთხა და ეფიქრებინა რომ მომავლისათჳს. ამ დროს მაიმუნმა მოიტაცა მეორე ჩიბუხი, ჩაიდო პირში, დაუჯდა პირ და პირ და დაღუნა თავი; მაგრამ ესკი უკჳრდა, რომ ბოლი არ გამოდიოდა პირიდგან.
რობიზონმა გამორთო ჩიბუხი, გაუტენა თამბაქოთი, მოუკიდა ცეცხლი და მისცა რამწავ მოსწია და ბოლი მოხვდა ყელში, გადააგდო ჩიბუხი, დაისველა საწყალობელმა, ჴელი ჰკრა სტოლსა გადააგდო უკან, სულ ხველებაში, საცოდავათ შეღრიალა. რამწავ დაინახა პირველი სახის დაღმეჭა მარიმონდასი, რობიზონმა დაიწყო სიცილი, რომელსაც მისცა ხმა კუნძულმა. კუნძულზედ მყოფობის დროს ეს სიცილი იყო პირველი.
(დასასრული იხილეთ შემდგომ წიგნში.)
რობიზონ კრუზო
(განგრძელება)
V.
მეორეს დღეს რა მზე ამოვიდა, რობიზონს ეძინა, უეცრათ იგრძნო რომ ფეხზედ რაღამაც უღიტინა. იმას ეგონა პირველათ რომ ეხუმრება მარიმონდა მაიმუნიო; გაახილა თვალები და ვერავინ დაინახა; რა კიდევ დაწვა დასაძინებლათ, შემოესმა სმ, რახარუხისა და ამასთანავე უეცრათ რაღამაც უჩხვლიტა ფეხის გულზედ.
ეხლაკი წამოხტა მარდით... რა თვალი მოავლო, მთელი სახლი, ნახა, რომ სამსე იყო თაგვებით.
იმის გვერდით მთელი დასტა ღრღნიდნენ საბანსა. ზოგნი სკამზედ, სტოლზედ შემსხდარ იყვნენ და ათავებდნენ დანარჩენს წუხანდელს შენახულს ვახშამს. სუყველგან, საცაკი შეიძლეს ასვლა მიმძვრალიყვნენ და ათვალიერებდნენ საჭმელს და სჭამდნენ რაცკი შეიძლებოდა.
იმისი ქუდი სელაპის ტყავისაგან გაკეთებული, ტყავის ქისა თამბაქოსი, ხის ქერქი რომელიც იყო მიკრული სკამზედ დასაშუჱნებლათ, ჩიბუხები, ბიბლია და აგრეთვე წამლის ჩასაყრელი რქა, გაკეთებული გარეული თხის რქისაგან ნახევარი შაეჭამათ. რობიზონი წამოხტა ლოგინიდამ და პირველსავე ფეხის გადადგმაზედ გასჭყლიტა წყჳლი ერთათ. დანარჩენნი გაცჳვდნენ წუწუნით, ერთი მეორეს ასხდებოდნენ და ერთი მეორეს უსწრობდნენ კარებში.
დაავლო ჴელი ნიჩაბს და დაუწყო ხოცვა მარცხნივ და მარჯვნივ. რა უჯავრდებოდა, უეცრათ დაინახა მარიმონდა ხეზედ მოკუნტულიყო, ეტყობოდა რომ მოელი ღამე არა სძინებოდა. რამწავ დაინახა კაცი, მარიმონდა გადმოხტა ხიდამ და მოწყინებით მივიდა იმასთან, შიშით უყურებდა თავისს ოთახსა.
უდაბნოს ოთახში იყო დიდი არეულობა, თაგვები დარბოდნენ იქ; ამისი ტყავი და რაც კი რამ შეინახა, პარკები სელაპის ქონით, სულ იყო გამოსული და დაცარიელებული.
საწყალობელს მეკუნძულეს დარჩა ცოტაოდენი წამალი, რომელიც თანა ჰქონდა და ორი სროლა თოფის წამლი
იმ თაგვებმა დაღუპეს რობიზონი ისე, რომ სრულებით დაეღუპა და რა უნდა ექნა: რომელს თაგვსაც მოასწრო, დახოცა ნიჩბით, ჯოხით, ქუჱბით, ფეხით, ერთის სიტყჳთ რითაც მოხვდა; მარიმონდიც დაუღლავათ ხოცდა. ერთს საათს უკან თაგვები კიდევ მოგროვდნენ გარეშემო უფრო გაბედჳთ. მაშინ რობიზონი მიხვდა რომ, ადრე არ უნდა დაეხოცა კუნძულის კატები, რადგანც მიხვდა რომ უვარგისათ არა არისრა გაჩენილი ქუჱყანაზედ. მაგრამ არც თუ სრულებით აღხოცა კუნძულზედ.
წვიმები შესწყდა; მძიმე სიცხეებმაც გაიარა, ნისლებმაც, რომლის გამოისობითაც იყო ძალიან შეწუხებული და მოწყენილი. თუმცა მზე აშრობდა მიწას, მერე მაინც კიდევ დიდხანს დარჩა სისველე. ბევრი იარა რობიზონმა სხუა და სხუა ალაგებში, ეძებდა კიდევ კატებსა; მაგრამ ამაოთ. ერთხელ რა მოდიოდა, თანა ჰყუანდა მარიმონდა, ტყეში, სადაცა არ შეიძლებოდა შესვლა სიხშრისაგამო, შემოესმა ხმა, ფრიად ნაზი რომელიც ჯერ არ გეგონა; იგი გახარებული, საჩქაროთ შედგა, კარგა დაუგდო ყური კვალად გაიგონა კნავილი.
წყნარა გადასწია რა ჯაგები და დაუწყო სინჯვა, ამ დროს გამოხტა გარეული კატა და თვალის მოხედვაზე ავიდა მახლობელს ხეზედ. სიამოვნებით დაუწყო შინჯვა რობიზონმა.
კატა იყო მოდიდო. რა დასცემდა მზე ჭრელი ბეწჳ უბრწყინამდა, მოიბრუნა რობიზონისაკენ თეთრი პირი, დიდის შავის ულვაშებით დ შემკრთალი შიშით უყურებდა კაცსა.
რობიზონმა რა ეს რა ნახა, გააგდო ჴელიდამ თოფი, მოეხჳა ხესა და ავიდა მარდათ. რა ნახა მარიმონდამ, რომ მიახწია პირველს შტოებს, გაჰყვა უკან და გაასწრო. კატამ რამწავ დაინახა ორი მტერი, რომელნიც მიზდევდენ, უფრო მაღლა ავიდა, მაიმუნი აჰყვა წვერამდისინ. კატა მოუბრუნდა უეცრად დაფხაჭნა მარიმონდა, რომელიცა მოშორდა მაშინვე და თავი დაანება.
მაგრამ რობიზონსკი არ ეშინოდა; უფრო ამისათჳს, რომ უნდოდა ეს კატა დაეჭირა ცოცხალი. იმასს უნდოდა დაეყენებინა სახლის მცველად, ზედამხედავათ რომ არაფერი გეფუჭებინათ თაგვებს.
სამჯერ წაავლო ჴელი კატას, მაგრამ ს სამჯერ დაფხაჭნა ხან ჴელები და სახე. ხეზე ჰქონდა დიდი ბრძოლა; ბოლოს დროს რობიზონს მოუვიდა ჯავრი, უცები სტაცა ჴელი კისერში ისე, რომ კინაღამ არ დაახრჩო. ეხლა ეს იყო ძნელი, თუ როგორ უნდა ჩამოსულიყო ხიდამ და ჩამოეყვანა, კატა. ამის ბედზედ წამეღო თან სანადირო პარკი, ერთის ჴელით დაიჭირა კატა და მოავლო ჴელი ხეს, მეორის ხელით ხსნიდა პარკსა; იმ დროს საწყალობელმა კატამ მოიგროვა უკანასკნელი ღონე და გაუძვრა რა ჴელიდამ, ჩავარდა ძირს და დაეცა ხის ძირს, სადაც იჯდა მარიმინდა რამწავ ეს დაინახა, მარიმონდამ, შიშით გარდახტა და გაიქცა. აგრეთვე კატამ იპოვა კარგი დრო და გაიქცა ჯაგებისაკენ, სადაც იმ წამს დაიმალა.
რობიზონი, საჩქაროდ დაეშო ხიდამ, მაგრამ ვეღარა ნახარა: ვერც კატა და ვეღარც მარიმონდა. რა უნდა ექნა ნახევარი საათი მეტი ფიქრობდა, თუ რა ექნა. შემდგომ მივიდა იმ ალაგს, პირველათ რომ შეხვდა კატას, ამ დროს შეხულა, იქ თავისი. მაიმუნი, რომელიც იჯდა კლდეზედ დ გადმოიყურებოდა ძირს.
რობიზონი რა მიუახლოვდა, დაინახა რომ ღრმა ღელეში წაწოლილ იყო კატა დაღალული სირბილისაგან, გვერდზედა ექუსი კნუტი დაუხტოდნენ.
რამწავ დაინახა კატამ კაცი ახლოს მაშინვე გაჩერდა და კნუტებმა გაშტერებით დაუწყეს ყურება ერთმანერთს.
რა ეს ნახა, რობიზონს აღარ უნდოდა კატა, ცოცხალი კნუტები აიყვანა ჴელში და წაასხა შინ თავის სოროსკენ, დედაკი იქვე მოკლა.
შემდეგ რაოდენსამე ხანსა, თაგვები აღარ სჩნდნენ, მაგრამ ვეღარაფრით ვეღარ შეიძლებოდა დაბრუნება იმ წანახდენისა რაც თაგვებმა წაუხდინეს.
გავიდა დიდი დრო, დარჩა ერთი სროლა წამალი, არ იცოდა რა ექნა? ყოველი ღონე დაკარგული ჰქონდა, რიღით უნდა დაეხოცა, თხები და რით უნდა დარჩენილ იყო. ფიქორბდა ვაჲთუ იმისთანა დრო შემემთხვეს, რომ უწამლობით, სიცოცხლე მომესპოსო. რაღას აქნევდა თოფსა თუკი წამალი აღარა ჰქონდა.
ეხლა უნდა დაენებებინა თავი მონადირეობისათჳს, უნდა ეცხოვრა, სხუა გვარათ, უნდა დაეწყო მიწის შემუშავება და პირუტყუთ, მოშენება. ამ აზრის აღსრულებაში მოყვანისთჳს უნდა შეეკრიბა, რამდენიმე თხა, რომელნიც მოეშენებინა, მაგრამ ძნელი ეს იყო, როგორის ჴელოვნებით და ხერხით, ეშოვნა.
მან გააკეთა დასაჭერი მახის მსგავსი, დადგა, სხუა და სხუა ადგილს, მაგრამ ცხოველნი მიუხვდნენ, ერთ კჳრაში დიჭირა. ერთი რაღაც ცხოველი და ორი ინდოური, რასაკჳრელია, ესეც კარგი. იყო და შეიძლებოდა მოეკლა, შიმშილი, მაგრამ თხებისა ვერა მოახეხარა. მაშინ მოაგონდა ერთი:
დაკრიფა მოგრძელო ბალახი, ჩაურია თოკი და თასმები, რომლითაც მოიხერხა მაგარი თოკი, ექუსი ანუ შჳდი საჟენი სიგრძე; გაიკეთა რა ქამანდი, დაიწყო სწავლა და გავარჯიშება. ხან ქუას და ხან ხეს ესროლა, ბოლოს დროს ესროლა მარიმონდას, ჴელით ძნელით დაიჭერდა ხოლმე რადგანც მარდათ, იქცეოდა.
ამ სწავლის ვარჯიშობის განმავლობაში, შემოიღობა დიდი ადგილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქონლის დასამწყვდევათ. ერთს კუთხესთან, წამოფარა ისეთ ნაირათ, რომ დამდგარ იყო ჩრდილი და დაეფარა მზისაგან. რაცკი რამ გააკეთა იყო კარგათ და მშუჱნივრათ. რა ენღულებოდა, მთელი კუნძული ეკუთვნოდა. მხოლოდ იმას.
ფიქრობდა, როდესაც თიკნები გამეზდებიან, შეეჩვევიან ჩემს ხმასო, შეეჩვევიან შინაურს, ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ გამოუშვებ შემოღობილს ადგილიდამ გარეთაო, ისიც მარიმონდას ზედამხედველობითაო.
რა ექნა. საწყალობელს მეკუნძულეს ანუ ვსთქუათ მეუდაბნოეს. რითი უნდა გაერთო თვისი თავი, თუ არ ამისთანა ფიქრით?
როდესაც რობიზონმა ნახა, რომ ქამანდს კარგათ უგდებს, წავიდა შუა კუნძულამდისინ, მაგრამ ვერაფერი შეხვდა, რაკი საღამომ მოატანა დაბრუნდა დაღონებულის სახით, დაფიქრებული და უიმედოთ.
მეორეს დღეს შეიპყრა ორი პატარა თიკანი, რომელთაც ჯერ რქა არ ამოსვლოდათ.
მარიმონდამ დიდის კმაყოფილებით მიიღო და იმ საღამოზედვე ჩერივა დიდის სიხარულით.
ერთ კჳრაზედ რობიზონსა ჰყვანდა. თჳთქმის ერთი ჯოგი თიკანი, რომელთაცა დიდის სიხარულით უყურებდა ან როგორ გახტოდნენ შემოღობილს ადგილში; ან როგორ ეთამაშებოდნენ ერთმანერთს.
– ოჰ, სთქუა თავის თვათ ამაყათ; კაცს შეუძლიან უშველოს თავის თავს ბევრის ღონის ძიებით. შამემთხვა უბედურება წამალი სრულებით. დამეღუპა? სტრადლინგს ეგონა რომ მე მოვკვდებოდი როდესაც დამეხარჯებოდა უკანასკნელი თოფის წამალი. რათ მინდა მე თოფის წამალი მაშინ, როდესაც რომ ეხლა უფრო მდიდარი ვარ; ეხლა უფრო მეტი ღონისძიება მაქუს ცხოვრებისა. ეხლა რაღა მაკლიაო? აქ თავისუფალი ვარ, რა მყავს უფროსი, არც მყავს ჰბძანებელი. მარიმონდას უფრო მომტებით უყვარვარ, მინამდისინ უყვარდი ამხანაგებსა. რაღა უნდა ვინატრო? მხოლოდ ეს არის რომ ღმერთმა მომცეს სიმთელე·
რამდენსამე თთჳს შემდეგ, (ეს უნდა ვსთქუათ რომ რობიზონი სთვლიდა დღეებსა) მინდვრებზედ მოინდომა გადაეხადა ახალის წელიწადის დღესასწაული: რადგანც დგებოდა იანვარი, 1706 წელიწადი.
იმ დღეს მოინდომ, სადილის ჭამა შემოღობილს ადგილს. ჩვეულებრივ მარიმონდა უჯდა გვერდით, კატებიც ყვანდნენ გარშემო, თიკნები დარბოდნენ გარსა, ხანდისხან დადგებოდნენ უკანა ფეხებზედ, რომ დაენახათ რა ეწყო სტოლზედ, კალათაში, რომელიცა ავსებული იყო სხუა დ სხუა ნაყოფით. ხან დიწყბდნენ ბალახის გლეჯას და თამშობას ეთმანერთში, სადილს უკან ჰქონდა რობიზონს დიდი სიამოვნება. სადილს რაც მორჩა გადაყარა მიწაზედ. წაესივნენ და ვინ რას მიასწრობდა მოიტაცებდენ და გაიქცევოდენ.
რობიზონი წამოწოლილიყო თავის ტახტზედ, სწევდა უკეთესს თამბაქოს და უყურებლი როგორ თამაშობდნენ ცხოველნი. რობიზონი იყო ძალიან გახარებული, რომ უყურებდა იმათ თამაშობას, მგონია თავის დღეში ისე გახარებული არ იყო, როგორც ახლა. ცოტას ხანს შემდეგ უეცრად წარბები შაეკრა, იმისთის რომ მისი ფიქრი გადავიდა ზღუაზედ, რამდენსამე წამს იყურებოდ ზღჳსკენ მოუსვენებლად, მის უკან სიხარულით დაიყვირა, გაიქცა ზღჳს პირისაკენ და იქ დაიწყო ყვირილი რაც ღონე ჰქონდა. ახლა ეს უნდა ვსთქუათ თუ რა იყო მიზეზი?
რობიზონმა დსინახა ცისფერი ხომალდი შორის, მაგრამ ხომალდამდისინ იყო რამდენიმე ათასი ვერსტი: მაშინ აიღო დურბინდი და დაუწყო ყურება, და დაინახა. – რასაკჳრელია. ეს არის ხომალდი უთხრა თავის თავსა; ეს ხომალდი არის მახლობლივ კუნძულისა....
არა, აი მეორეცა, მესმეცა.... სუყველა ხომალდზედ ბაირაღი მშუჱნივრად ფრიალებენ, მოსავლეთის ქარისაგან... ეს ხომალდია! ჰო, ეს ესპადონია! იქნება... იქნები სტრადლინგი მოდის, შეიტყოს დავრჩი თუ მოვკუდი? ის ჩემთჳს ეხლა შემოივლის... ოხ კეთილო, პატიოსანო სტრადლინგ!...
აი მოსტრიალდა ხომალდი თოთქოს პირ დ პირ კუნძულისკენ, კიდევ ორჯელ მიტრიალდა ასრე რომ რობიზონმა გაარჩია კარგათ, რომ ეს ხომალდი იყო. ზღჳს კაცებისა. დაიყჳრა: დვიღუპე! ძნელია! ვინიცობა არის რომ მოდგეს აქ, სად წვიდე? სად დავიმალო? მთებში? მე მოვახერხებ დამალვასა, მაგრამ ძნელი ეს არის ისინი დამიქცევენ სახლსა, დააცარიელბეენ ჩემს შამოღობილსა, ჩემ ბაღსა...
ამ ფიქრებით კანკალებდა, თითქოს ცივება შეუდგაო. ათვალიერებდა ყოველს მოძრობას ხომალდისასა, მაგრამ, შემოტრიალდა სამჯერ კიდევ ხომალდი და გასწია მოშორებით ზღვაში.
რობიზონს ჴელები ჩამოეშალა.
რა ჭირია, ახლა ანბობდა რობიზონი ვსთქუათ რომ გარეულნი არიან, განა მე შემიძლიან ეხლა რომ ვიუო იმათი მტერი?.. დავიჯერო იმდენი გაგება არ ჰქონედეთ, რომ არა ავნონ რა საწყალს დაღუპულს კოლონიერსა... ისინი შემეწივიან, გადამრჩენენ როგორც ქრისტიანსა... ხომალდი რომ აქუსთ, გაუხდები მეხომალდე, მაგრამ აჲ გამშორდნენ, დაიყჳრა განა მართლა მიდიანო?..
უნდა მაშინვე გაეჩინა, დიდი ცეცხლი, მაგრამ რითა? უეცრათ მოუვიდა ფიქრში, დაეგლიჯა ხეები, რომლითაც იყო შემოღობილი და მოეკიდებინა. ცეცხლი, იმითი ეგების გადაერჩინა თავისი თავი უბედურებისაგან.
ამ დროს მოაგონდა რომ უწინდელს სახლის უკან იყო ტყე, რომელშიაც არ შეიძლებოდა გასვლა. ამაში იყო ხმელი ხეები გადაბმული ერთმანერთზედ სხუა და სხუა ბალახებით. იქ გადიტანა ცეცხლი, რომელზედაც ხარშამდა საჭმელსა და დააყარა ჴმელი შტოები, ფოთლები. ცეცხლი. ცოტ-ცოტათი მოედო ბოლოდამ თავამდისინ, ისე რომ რაკი მზე ჩავიდა ანათებდა მთელს კუნძულს, ალი ადიოდა თჳთქმის ცამდინ. – რობიზონი იდგა წყლის პირას, მთელი ღამე არ მოუოშორებია თვალი ზღჳსათჳს ყურს უგდებდა ხომ არ არის ნაცნობი ხმა რამ ზღჳს მხრიდამაო, ხომ არ მოისმოდა ხმა ხომალდითგან. ან მენავების ხმა; მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა ზღუაზედ, ვერცარა გაიგონარა; გარდა ხმელი ხეების ხმისა, რომელნიცა სქდებოდნენ და გაჰქონდათ ჭახაჭუხი.
შემდეგ ამისა მთელს კჳრას იყო. დაღონებული. და დაფიქრებული; ძჳრათღა მიდიოდა ზღჳს პირის, უყურებდა კატების თამაშობას და თიკნებისას, მაგრამ ვეღარც ესენის ახარებდნენ.
მარიმონდამაც მოიწყინა; დაღონებული უყურებ და სუყველაფერსა.
რობიზონს თხის ხორცი თიქთმის გამოელია, შინჯამდა რომ ეჭამა თევზი, მაგრამ ძალიან ცოტასა შველოდნენ ღონის გასამგრებლად და ნოყიერებას. ზღჳის კიბორჩხალების ჭამა მობეზრდა; იმას უნდოდა სხუა საჭმელი. ბოლოს ისევ აიღო თავისი ქამანდა და წავიდა მთაზედ თიკნებისათჳს. მარიმონდა გაჰყუა თან. რადგანაც ქეიფზედ არ იყო რობიზონს უნდოდა მაიმუნი შინ დაებრუნებინა და დაუყჳრა იმას. მაშინ მაიმუნი შედგა და დაუწყოო ყურები მწუხარების სახით, თიქთო უბდურებას რასმე გრძნობდა, ბო ლოს გამობრუნდა მარიმონდა.
საღამოზედ რობიზონი არ მოვიდა შინ, მარიმონდა მთელი ღამე ელოდა, მწუხარეთი ღრიალებდა.
დადგა დილა, დაღამდა. ის დღე, მას უკან გავიდა ღამე, სახლიკი სულ ცარიელი იყო. მარიმონდაც ტყუილათ ეძებდა მახლობლივ ადგილებში, სძებნიდა კვალსა, თავისს პატრონისას, მაგრამ, ამაოდ...
IV.
იმ ადგილებში, რომელსაც. დაარქუა რობიზონმა სტრადლინგი, მიზდევდა, თხასა, დასჭერათ, ამ დროს უცებ, დუსხლტა ფეხი და ჩავარდა ხევში.
ბედი, იმისი, რომ არ იყო ძალიან ღრმა, თუმცა, ძალიან სტკიოდა და რამდენიმე საათი იყო გულშემოყრილი, მაგრამ როდესაც მოვიდა გრძობაზედ, იგრძნო მარცხენა ფეხში სრულებით დადუნება, მარჯუჱნა ჴელის თითებს ძლივსღა სძრავდა, მთელს ტანზედ ბევრს ადგილს ტყავი დასჩეჩქოდა, ის იწვა პატარა ადგილზედა, რომლის ქუჱმოთ იყო უფრო ღრმა ხევი.
სცდილობდა ადგომასა, მაგრამ თავბრუ დაეხვა თითქო დიდიხნის ავათმყოფიაო და ისევ დაწვა. რამდენსაც სცდილობდა ადგომასა, იმდენი ღონე არ მოსდევდა და იქცეოდა. ამ ყოფში, გაიარა, თაჳქმის ერთმა დღემ.
საღამოზედ უფრო მოღონიერდა, წამოიწია, სურდი რომ ჴელი მოეჭიდნა რამდენისამე ბალახისათჳს და ისე ამოცოცებულიყო ზემოთ, მაგრამ ბალახები ჴელში შერჩებოდა და ისევ ძირს დაეცემოდა. ამ მეცადინეობაში დაიღლა და გამოელია ღონე, ამასობში დაღამდა, იმ ღამეს ეძინა, ცოტათი, მაგრამ ვაი იმ ძილს! ცალკე ჴელი აწუხებდა და ცალკე ფეხი.
საწყალობელი რობიზონი მისუსტდა, როგორც ტკივილისაგამო, ისე შიმშილით, მთელი დღე არაფერი უჭამიარა, პირზედ დაედო სიკუდილის ფერი, აქამდინ კიდევ წამოიწევდა ხოლმე, ეხლა ძლივსღა შეეძლო წამოჯდომა.
ამ საშინელს მდგომრეობაში გაიარა სამმა, დღემ; დასუსტებული ამაოდ მეცადინეობისაგან, რობიზონი იწვა უძრავათ, მხოლოდ ხან და ხან დიდის შეჭირვებით გადახდებდა ერთი ადგილიდამ მეორეზედ ხან ჴელსა და ხან ფეხსა, ხან უტკავრის ჴელით გაისწორებდა ბალახსა, რომელზედაც იწვა, ანუ გადასწევდა ქუჱბსა, რომელნიცა აწუხებდნენ. – აქ იმზადებდა უკანასკელს ლოგინს; ემზადებოდა, სასიკვდილოდ.
აქ მოაგონდა თავისი წარსულის ცხოვრება, ფიქრობდა საუკუნო ცხოვრების გარემოებასა, წარმოუდგებოდნენ თავისნი მეგობარნი დედა ქუჱყნისა, ხან უნივერსიტეტი, რომელშიაც თჳთონ სწავლობდა, ხან თავისი სახლი, საცა ატარებდა უკეთესს დღეებს თავისს სიცოცხლისას, ხან დედა, რომელიც ისე ტიროდა, როდესაც ეთხოვებოდა უკანასკნელათ... ცდილობდა უკუეყარა ფიქრი, და ვედრებით ჩაებარებინა თავისი თავი მისთჳს, რომლისაც მინდობა ვერვინ შეიძლო. ამ ტანჯჳს წამს ისმოდა მხიარულათ და სიხარულით გალობა ფრინვლებისა: ამ მშუემნიერს ხმას უპასუხებდა მეორე ჭმუნვარე ხმა. უეცრად რაღაცამ გაიარა ჰაერში გაიარა ზედ ავათმყოფის თავს, ეს იყო ფრინველი, რომელიც გაფრინდა თავის მეგობართან.
ბედნიერნი არიან ფრინველნი: ფიქრობდა რობიზონი. მეკი ვარ საწყალი,ომერი, უპატრონოვო!..
კიდევ. მოაგონდა სიცოცხლე, დაღონდა ძალიან, მოაგონდა უკეთესი და ბედნიერი დროება.
ამ დროს უეცრად შემოესმა წყნარი ბღავილი გარეულის თხისა, რომელიც შემდგარიყო ხევის თავზედ, შიშით და შეწუხებით უყურებდი მას. შემდეგ ძირს ჩამოვიდა თითქო არაფრისა. არ ეშინოდარ და შესჩუჱოდა უიარაღო კაცს, უფიქრელად დაუწყო ბალახს გლეჯა რომელიც ამოსულიყო ხევის თავზედ.
რობიზონმა გაშალა ჴელი ერთის ფრინველისაკენ, რომელიც იჯდა მახლობლივ ბალახებზედ, უნდოდა დაეჭირა, იფიქრა: აქ მე დავლევდი იმის სისხლსა და შევჭამდი იმას, იქნება იმისი ხორცი მაშინვე...
მაგრამ იმ წამსვე გაფრინდა, რა წამს კაცის რხევა ნახა. რობიზონს დაეხუჭნენ თვალები, დაეხშო ჴელები და მხოლოდ ერთს ორ დღეშიღა მისი მდგომარეობა.
დაღმდა ამოვარდა დიდი ქარი, შეიქნა ელვა და ჭექა იმ ელვაში დაინახა რომ იმის ზევით იდგა ერთი დიდი ხე, რიმელიც ისეთ ნაირათ გადადიოდა და გადმოდიოდა ქარისაგან, რომ ეგონა ეხლა თვზე დამაწვებაო. შემთხვევას ვებრალები მე, წარმოსთქუა რობინზონმა; დაეხსენ ჩამოვარდეს, თუ მტრები არ გამჭყლეტენ, მაშინ ძალიან გამომდგება კიბედ, რომელზედაც ეგების ავძვრე და გადარჩენილი ვიქმნეო!.
მაგრამ ხე ვერა სწვდებოდა ძირამდინ და უკანასკნელი იმედიც გადაუწყდა. – მეოთხე დილას ციებამ თავის დაანება. ისე აღარა გრძნობდა წყურვილს უწყლობით და უჭმელობით, სრულებით დასუსტდა, მაგრამ რაღაცა იმედი მიეცა, და მოშორდა ძილი, ასე ეგონა ძილს მოჰყვება სიკუდილიო. უცებ შემოესმა შორიდგან საცოდავი ბღავილი, ხან ერთს ადგილს, ხან მეორიდგან, ხან ახლო და ხან შორს, ამზედ თვალები გაახილა დაუგდო ყური, თავზედ რაღამაც დაუწყო ფაჩუნი ჯაგებში; რბენისაგან, ღრილის ხმა მოდიოდა უფრო მალ-მალე; თითქო ყმაწვილი ტირისო რობიზონს რაღაც მოაგონდა შეიტყო რა ხმა ტირილისა... წამოიწია ცოტათი, მოიკრიფა, უკანასკნელი ღონე და დაიყჳრა. – ის მართლად მარიმონდა იყო! მარიმონდა ამ კნავილზედ მოვიდა პატრონთან, სასტიკად დაეცა მიწაზედ. – ის მართლათ მარიმონდა პატრონის ხმაზედ მოჳდა ერთს წუთას იმისი წუწუნი და წუხილი შეიცვალა სიხარულის ხმად. რამდენიმე წამი ხტოდა ხევის თავზედ და მას უკან დაეშო ხევში, ისეთის სისწრაფით, თითქო ნაცნობი ადგილი არისო, ავლებდა ჴელს ხის შტოებს, ბალახებს და ჩამოხტოდა. ჩამოვიდა თუ არა იმ წამსვე პირ და პირ მივარდა რობიზონსა, დაუწყო ლოკვა ლოყებზედ, შუბლზედ და თვალებზედ და მასუკან ხტოდა, დაიწყო ყჳრილი, შტვენა, თვალების ხამხამი, ცდილობდ რომ რობიზონისთვის ხმა ამოეღებინებინა. კეთილი მარიმონდა! ბეწჳ იმ დროს ჰქონდა სველი, ჴელები სისხლში მოსვრილი, წამწამი დაშვებული, ეტყობოდა რომ დიდ ხანს ეძებნა.
რა მარიმონდამ სახის სიყჳლე ნახა, ფიცხლავე მიხვდა რაც აკლდა, მსწრაფლ როგორც ფრინველი აძვრებოდა ხევის თავზედ, მოუტანდა ხან ხის ნაყოფს, ხან მწვანე ლერწამს ავსებულს ტკბილის წუჱნით.
ეს იყო დრო როდესც ჩვეულებრივ სჭამდნენ საუზმეს და კიდევ იმათ ისაუზმეს ერთათ. რობიზონს სრულებით იმედი მიეცა რაკი დაინახა თავისი ამხანაგი, და მეტადრე მაშინ, როდესაც გაძღა, ეხლა მარიმონდა უშუჱლიდა ამოსვლას ხევიდგან. მარიმონდას ანიშნა ქამანდის მოტანა, რომელმაც მსწრაფლად მოუტანა. მეორეს დღეს მარიმონდს მისცა ერთი წვერი ქამანდისა იმ აზრით, რომ მიეკრა წუჱრი რომელსამე ხეზედ, მაგრამ მარიმონდა თოკის წვერით, როდესაც ადიოდა კლდეზედ, დასჭირდა ის ჴელი, რომელშიც ეჭირს ქამანდის წუჱრი, გაუშო და წვიდა ზევით. რამდენი ამ სახით თავდებოდა საქმე, ბოლოს დროს მოიხმარა უკანასკნელი ღინისძიება, მოაბა მარიმონდს წელზედ თოკი და გააგდო ზევით იმ აზრით, რომ გარს ეტრიალნა როგორმე დაახვევდა ან ჯაგებს და მაშინ გადარჩებოდა. მაიმუნი შახტა, მიათრევდა თან თოკსა და ავიდა ზევით და დადგა. არ იცოდა რა ექნა? ამაზედ მარიმონდა ახამხამებდა თვალებსა და განკვრვებით უყურებდა იქიდამ კაცსა. რობიზონს მოსწყინდა ორმოში ჯდომა გაჯავრებით დაუყჳრა მაიმუნს დ ჴელი დაუქნია. მარიმონდა გაიქცა.
შეწუხებული უყურებდა თოკს, შინჯამდა, მოსწია თუარა მარიმონდა, თვალების ხამხამით, გამოჩნდა ხევის პირას. კაცი უყვიროდა, უჯავრდებოდა, ის კიდევ მიდიოდა, რაკი მოსწევდა მაშინვე გამოსჩნდებოდა ხოლმე, მაიმუნს ეგონა მეთამაშებაო. მაშინ მოეფარა კლდეს იყურებოდი იქითდამ სასაცილო სახით. რობიზონი გამოვიდა მოთმინებისაგან, აიღო და ესროლა პატარა ქუა; მარიმონდამ აიღო ხმელი ხის ნატეხი და ესროლა რობიზონს. მაშინ იმან ესროლა უფრო დიდი ქუა დ მოარტყა, მაიმუნი გაიქცა და თოკი გაიჭიმა. კაცმა ესროლა უკანიდამ კიდევ რამდენიმე ქუჱბი. ამ დროს თოკი უფრო გაიჭიმა; იფიქრა უთუოდ მოევიაო?.. დაეკიდა ქამანდსა ფეხებით, მუხლებით, წყნარ, წყნარა კლდეზედ ცოცდებოდა ზევით და ზევით... მიახწია მაღლამდისინ...
მოავლო ხელი ზევით ქუას, და ავიდა, ამ სახით გადარჩა... თვალი გარდაავლო, რა თოკის მდგომარეობა, ნახა, რომ მაიმუნი რა ჯაგებში შემძვრალიყო თოკი უფრო გაჭიმულიყო, ზედ კუნესოდა საწყლად და ღონე ვერ ეპოვნა დახსნისა.
რობიზონმა დაინახა რომ მარიმონდა ისეთ ნაირათ იყო მიკრული რომ ტუჩები დასისხლებული ჰქონდა და გადმოდიოდა ქაფი პირიდგან, თვალები კი დაეჭყიტა. რამწავ რობიზონმა გაუოშ ჴელიდამ ერთი წვერი ქამანდის, მაშინვე მარიმონდა მოეშო მაგრამ წყნარათ დაიკივლა იმის ჴელით შეწუხებული რობიზონი მივარდა მარიმონდას, მოხსნა ხიდამ, აიყვანა ჴელში და წაიყვანა სახლში. გზაზედ კვნესოდა საწყალი მაიმუნი, ძლივს სუნთქავდა. ფეხზედ დგომა ვეღარ შეეძლო და ძლივს მიახწია სადგომს.
სახლი სრულებით დახვდა ცარიელი, სულ არეულ დარეული, თხები გაქცეულიყვნენ ტყეში, აგრეთვე კატები უჭმელობის გამოისობით, ქარს სრულებით დაექცივა სახლი. რობიზონი შედგა, იმის წინ, ეყარა აოხრებული რაცკი, რამ ებადა, გარდა ერთის კედელისა და პატარა ბანისა.
მაგრამ არ ენაღულა ამისთანა უბედურობისათჳს... თავის ქუჱშაგების გვერდზედ გამართა ქუჱსაგები, მარიმონდასათჳს, როგორც თვისისთჳს, უყურებდა ავათამყოფს, განშორებოდა ხოლმე მხოლოდ ტყეში საზრდოს მოსატანად. მოუტანდა ხოლმე რამდენსამე კონას სხუა და სხუა ბალახებს, რომ ამოერჩივა თითონ რომელიც თითონ იამებოდა, გადბრუნდებოდა ხოლმე დაჰკრამდა ჴელს სუყველას, რასაც მოუტანდი; მაშინ რობიზონი, ფიქრობდა, რომ უთუოთ ის ბალახი, ვერ მიპოვნია, რომელიც არის საჭიროვო, თუმცა თითონაც ავათმყოფი იყო და სუსტი, მაგრამ დადიოდა უფრო შორს და შორს რომ ეშოვნა, კარგი საჭმელი, ყოველს ხიდამ მოსწყვეტდა შტოსა; ყოვლის. ჯაგებიდამ, ყოვლის კლდიდამ, ყოვლის წყლის კიდიდგან, ყოვლის ნაპირიდგან, მოჰკრეფდა მცენარესა, ნაყოფს, ფოთლებს და ძირებსა. რამწავ დაინახამდა მარიმონდა უარგს ფოთლებსა, მაშინვე დაჰკრამდა ჴელსა, გადაბრუნდებოდა, დახუჭამდა თვალებს; და თუ იპოვნიდა საამოს რასმეს შეხედამდა თავის მეგობარსა მადლობის სახით და კიდევ გადაბრუნდებოდა. მხოლოდ დალევდა წყალსა მაშინ, როდესაც რომ მიუტანდა კაკლის ნაჭუჭს.
თითქმის მთელი კვირა რობიზონი დადიოდა ამისთჳს და ცდილობდა, რომ მოერჩინა, მაგრამ სულ ამაოდ! მარიმონდა აღარ მორჩა: ქამანდმან; ძალიან წაუხდინა გული, და ხან და ხან ამოსდიოდა გულიდამ სისხლი.
განა ჩემი უბედურება ერთი ორად უნდა შეიქნესო. იტყოდა ტირილით რობიზონი, ჩემი დამხსნელი ჩემგანვე უნდა დაიღუპოსო?
მძულდა პირველათ როგორც გამოუსადეგი, ცხოველი რომელსაც ერთს მთელ ქუჱყანაზედ უყვარდა და რომელიც ეხლა უნდა მოკუდეს რადგანც გადამარჩინა სიმშილით სიკუდილისაგან ორმოშიო... იმ ორმოდგან, მე უმეცარი, ვესროდი ქუჱბსა!...
მარიმონდავ! ჩემო მეგობარო, ჩემო უკეთესო მეგობარო!.. და უყურებდა გულის ტკივლით იმის დახუჭულ თვალებს, იმის სახეს, რომელიც თან ეღმიჭებოდა, თან და თან სუსტდებოდა; ხდებოდა და ბალანი სცჳვდებოდა.
– ერთხელ საღამოზედ რობიზონმა გაახჳა დიდ საბანში ამისთჳს რომ აციებდა და ძალინ კანკალებდა, თითონკი დაღალული და დაქანცული მიწვა ახლოს ავათმყოფისა ცარიელ ალაგზედ, ამ დროს რობიზონმა შეხედა, რომ მარიმონდა სიმშჳდით და ნაზად უეურებს თითქო გამოეთხოვებოდა. რა ეს ნახა, წამოჯდა და პირში ყურება დაუწყო რობიზონმა.
ბოლოს მიიტანა თავი ავათ მყოფისა, ჩაიდო კალთაში და ისე დააძინა, თჳთონვე უდარაჯებდა. რობიზონს აღარ შეძლო ადგილიდამ დაძვრა, რომ არ შაეწუხებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ თითონაც მიწვა და დაიძინა, ამ სახით. მეორეს დღეს, გაიღვიძა, როდესაც აღმოსავალმა მზემ გაანათა ქოხი, მარიმონდა იწვა ისევ ისრე, როგორც დაწვა; მაგრამ ჴელებიკი გასციებოდა, ქაფს, რომელიც გადმოსულიყო პირიდგან, ტუჩებზედ, თვალებთნ და ყურებთან დახვეოდნენ ბუზები.
ეს იყო ლეში.
რობიზონმა გულ მტკივნეულობით დაიყჳრა და წამოდგა.
რამდენსამე ხანს უყურებდა მშრალის თვლებით მკუდარს, რომელიც ედვა წინ, შემდგომ ნახა, რომ სცჳოდა გულზედ ცრემლი.
რაზედ სტიროდა ასე საშინლად საწყალი რობიზონი?
მაიმუნი მოუკუდა.
VII.
საჭმელი რობიზონს სრულებით გამოელია მაგრამ აღარა ფიქრობდა მწუხარებისაგამო საჭმელისათჳს; იმისი სახლი და სრულიად ავეჯულება მიიშალ-მოიშალა, რომლისათჳსაც აღარა ფიქრობდა გაეკეთებინა, ბაღი გაევსო ქჳშით, აღარც იმისთჳს ფიქრობდა, რომ გაეწმინდა. ძალიან დასუსტდა, გამოელია ხალისი, რომ მიეყვო ხელი საქმისათჳს. უფიქრებლად დადიოდა კუნძულზედ; ხან ჩაიხედამდა ხევში, ხან აიღებდა ქუას და დაარტყამდა მეორეს ხეს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხან ფეხსა სცემდა ქუას და გადააგდებდა, არაფერს აღარა ფიქრობდა. ერთჴელ დადიოდა რა მგზავრად მივიდა იმ ადგილას, სადაც წაუკიდა შეშას ცეცხლი, მიიხედ-მოიხედა არაფერი არა იყორა, მხოლოდ გაშავებული ნაცარი ნახა, ფეხი ჰკრა ერთს ამაღლებულს ადგილს, მასუკან მეორეს, და უეცრად ნაცრის ქუჱშ დაინახა დანარჩენი ქუჱბი კედლის ნაშენებისა, რომლისგანაც უნდა ყოფილიყო ადრე აშენებული სახლი.
მაშინვე იფიქრა აქ უმუშავნია კაცის ჱელსაო და არა ველურსაო.
რა ქნილან ის ხალხნი, რომელთაცა უცხოვრიათ აქ? სად წავიდნენ? ეს გარეული კატები და თხები უთუოთ გამრავლებულან იმათ შემდგომ, რომელსაცა უცხოვრიათ აქ ევროპიის ხალხსა და დაუყრიათ შინაური თხები და კატები; გადამწვარი ტყე ამას ნიშნავდა, რომ უწინ იქნებოდა უთუოთ ბაღი ხალხისა, მაშ... ვინ იყვნენ ის ხალხნიო?
სულ ფიქრობდა ცხოვრებისათჳს, მეცადინეობდა სახლის, ბაღისა და ყოვლის საჭიროების გაკეთებს, ახლა რომ მარტო დარჩა ამ ფიქრს თავი დაანება, სასოება წარიკუჱთა, მაგრამ რაც ხანი გადიოდა იმდენი უფრო მოუთმენლად, გაუსაძლისად და მძიმეთ ეჩუჱნებოდა. რასაკჳრველია, რომ ასე არ იქნებოდა თუ ჰყოლოდა ვინმე ისეთი, ვისთანაც შესძლებოდა გაეყო სიხარული და სიამოვნება. არ უნდოდა იმას ხმიან ქალაქში ყოფნა და ცხოვრება, მხოლოდ ერთი ამხანაგი, რომელიც მისცემდა პასუხს იმის ხმას, გაიყოფდა მწუხრებას და სიხარულს...
ჰყვანდა მართალია მარიმონდა, რომელსაც შეეძლო ხან და ხან გაერთო, თუმცა ესეც ცოტა იყო; ის მხოლოდ სცხოვრებდა გარეშე სიცოცხლით; გულიკი სხუას ფიქრობდა.
მაიმუნს არ შეეძლო ეგრძნო რა ჰქონდა კაცს გულში თუმცა ძალიან უყვარდა და თუმცა კარგი გრძნობა ჰქონდა.
ახ! რატომ არ დავრჩი იმ ხევში, ეხლა სულ გათავდებოდა ჩემი ტანჯუაო! დაღუნა თავი; ადგა ისრე შეწუხებული; მოუვიდა რაღაც ფიქრი, გაიქცა თავის სახლთან, სტაცა ჴელი თოფსა... ეს უკანასკნელი სროლა, რომელიც ასე ძალიან ინახამდა, უნდა მოეხმრებინა თავის თავზე, რომელიცა გადაარჩენდა მარტოკაობისგან და სიცოცხლისგან!.. გაიშინჯა თოფი, მერე მაღლა ფეხზე შეაყენა ჩახმახი, მიიდო ლულა საფეთქელზედ და ათრთოლდა: რამდენი ხანი ფიქრობდა; სამჯერ დაადო შუბლი ლულის ტუჩს და სამჯერვე ისევ აიღო. ბოლოს დროს მოიქონია გონება, იგრძნო რომ საშინელება იქნებოდა, მიბრუნდა და ჰაერში გაისროლა.
იმ დროს თითქო მოშორდა ქუა მხრიდამ: მივარდა ბიბლიას და დაუწყო კითხვა.
რაკი მოისვენა ფიქრებიდგან, მაშინვე ტკბილათ დაიძინა. სიზმარშიაც ეჩუჱნებოდა სიკუდილი და საჩქაროთ მოიშორებდა სიზმარს.
ამ რიგათ გამოეღვიძა ერთხელ, შეიხედა ზღჳსკენ და დაინახა რომ რაღაც მოსცურავდა, მაშინვე იცნა რომ იყო დიდი ზღჳს გველი, რომელზედ ბევრჯელ შიშით ლაპარაკობდნენ მეხომალდენი.
განშორებაში სუყოველთჳს ეჩუჱნება რამე მეუდაბნოეს.
შეშინებული გაიქცა და დაიმალა გამოქვაბულ კლდეში; მას შაეშინდა, მეორე დღეს ზღჳს გველის მაგიერათ იპოვნა ნაპირზედ მცენარე ერთი საკჳრველის სიგძისა!
რაცკი ამ კუნძულზედ, ფრინველები და ცხოველნი იყვნენ ყოველნი სჭამდნენ მცენარესა ამას.
მცენარე ესე გაშიჯა რობიზონმა და ნახა, რომ გემრიელი და ტკბილი იყო.
რობიზონმა დასჭრა ნაწილებათ ესე მცენარე, შეინახა და იმით მოიმზადა საზრდო.
ერთხელ, რა მივიდა ამ მცენარის მოსაკრეფად ნახა, რომ ეგდო ერთი ბოთლი ამ მცენარეთ შუა, ეს ბუთილკა ძალიან მაგრა დაცმული იყო პატარა ბარათი, ისპანიურის სიტყუჱბით დაწერილი.
რობიზონმა ცოტათი იცოდა ისპანიური ენა, ნევრი. სიტყუა ძნელადღა გაირჩეოდა; მაგრამ მეცადინეობით გაიგო.
„მე ვარ სანგოზზა... (სიტყჳს ბოლო აღარ ირჩეოდა) ძლივს გადავრჩი სიკუდილისაგან შემდგომ ზღჳს აღელუჱბისა. ჩუჱნს ხომალდს ერქუა ჶერდინანდ კორეც. ორი შჳლი ჩემი... და სულ ქონებას დაიღუპა; მე ტალღამ გამომაგდო ნაპირზედ სანამრაზიოს კუნძულზედ მახლობლივ ჩილის ნაპირთან. მე მარტოკა ვარ, ძლივსღა შემიძლიან ცხოვრება... ღმერთო და ხალხნო... შემბრალეთ...“
დანარჩენის სიტყუჱბის ძირს აღარ შეიძლებოდა გარჩევა. –
VIII.
იმ დროს რობიზონს მოაგონდა კუნძული ის, რომელიცა დაინახა შორის ოაზიდგან იმ დროს, როდესაც შაურიგდა მარიმონდას.
ის, უთუოთ კუნძულია სან-ამბრაზიო; იტყოდა, უთუოთ. იქ სცხოვრებს, იქ იტანჯება კაცი, რომელიც უფრო საცოდავია ჩემზედ; საწყალი მამა! მან დაჰკარგა ორი შჳლი, სულ თავისი ქონება და იმედი თვისის ქუჱყნის ნახჳსა, ეხლა ის კაცი თხოულობს შემწეობას, რობიზონი, თითქო გაცოცხლდა ახალის საცოცხლით, როდესაც შიტყო რომ სხუაცა კაცი იმ მდგომრეობაშია.
ამ დროს მოუვიდა ფიქრი გეკეთებინა ნავი, მსგრამ დიდი ხანი მოუნდებოდა, თუმცა შეიძლებოდა კუნძულზედ იყვნენ ისეთნი ხენი, რომელნიც ძალიან კარგათ გამოდგებოდა. მაგრამ ბოლოს იფიქრა უკეთესი და იმედიანია დიდი ტივის გაკეთებაო.
მოსჭრა მრავალი ხეები და მიათრია ქჳშიან ადგილას წყლის პირას როდესაც აღელდებოდა, მაშინ დაიფარებოდა ადგილი წყლიანი და შეიტანდა, წყალში. შეკრა, თასმებით, წნელებით მაგარი ერთმანერთეზდ გადააბა, მასუკან ამოარჩია ისეთი ხე, რომლის ფესვებიც იზდებოდნენ დედამიწაში, ეს იქნებოდა, ანძა. მოსჭრა შტოები დიდის გაჭირვებით და დაზდგა ძირს.
შუა ტივზედ გადახლანჯა აფრის ნაჭერი, კიდევა, – იალქნის მაგიერად გამოადგა თავის ქუჱშსაგები სელპის ტყავისაგან გაკეთებული.
მასუკან გააკეთა მოსასმელი ნიჩაბი, რომ ყოვლის, ღონისძიებით, შესრულდებოდა ბრძოლა. უბედურების დროს.
ყოველი ღონისძიება მოიხმარა რათა გაემაგრებინა თავისი ტივი, და დაუწყო მოთმინებით ლოდინი იმ დროს, როდესაც აღელდებოდა წყალი. ამისთანა ხანგრძლივ მუშაობაში იყო ძალიან მოთმენილი და ბედნიერი. როდესაც ძალიან დაიღალებოდა, მაშინვე. წავიდოდა ხოლმე იმ ალაგს, სადაც მარიმონდას საფლავი იყო. იქ დურბინდით უყურებდა, დიდხანს რომ, ეგება დაენახა სადმე კუნძული. ხან და ხან ანბოდა თავისთჳს: მოიცადე საწყალობელო, მეგობარო ჩემო, მოითმინე! ჩქარა, ჩქარა, მე გავიყოფ შენთან შენს უბედურების განშორებას!.. ეხლა, რობიზონი ფიქრობდა, სხჳს უბედურების მდგომრეობაზედ; იმასკი არა ფიქორბდა, რომ თავისი თავი მოერჩინა უფრო მომატებულს ფიქრობდი ახალს განშორებულს კაცზედ.
აი, ზღუა აღელდა და მიაწივა იმ ადგილამდის, საცა იყო, ტივი.
რობიზონმა მარდათ გადაიტანა თავისი რაგინდა არა: დურბინდი, ცული, კიბე, სელაპისა და თხების ტყავები, სახარება, ჩიბუხი, სკამი და ყოველივე რაცკი რამ ებადა. როდესაც გამოგდებული იქმნა კუნძულზედ, ამ დღითგან ყოველ ხეზედა ჰსჭრიდა დღესა და თვესა, როდესაც განიზრახა გემის გაკეთება იმ დღითგან თავი დაანება თვლას. როდესაც ტივი. წყალმა ასწია მიწითგან, დიდის მეცადინეობით მოსასმელის ნიჩბით შეიყვანა ღრმა ადგილასა. იქ აუშუა აფრა, დაამაგრა, მოსჭიდა ჴელი პოლის შუა გულს დასმულის ხომლდისას. რა მოშორდა კიდეს ეს ხომალდი, (დავარქუათ ხომალდი) შეხედა უკან თავისს კუნძულს და როგორღაც დანანდა? განა განშორება? დახატული მთები? განა მხიარული წყაროები? არა! ის ადგილები დანანდა, რომელიცა იყვნენ მოწმათ, ამის უბედურებისა და ამის ტანჯჳსა. –
აფრა აეშვა ჩრდილოეთის ქარის საშუალობით და ტივმა ანუ ხომალდმა წყნარა მიიღო მოძრაობა ახალის კუნძულისაკენ. შემდგომ რამდენიმე საათისა ის შავი წერტილი, რომელიც ეგონა ხმელი მიწა რობიზონს უცებ გაიზარდა ასე, რომ შეიძლებოდა გაერჩია მაღალი კლდეები და მთები დაფარული მწვანეს ბალახებით, ჯაგებით და იქნება ხეებითაც.
მაშ არ იყო მოტყუებული! ეს მართლად კუნძულია, იტყოდა, აღარ არის ეჭჳ, რომ აქ სცხოვრებს, აქ იტანჯება ჩემი მეგობარი რომელთანაც უნდა განვიყო იმისი განშორება... ჩქარა! ჩქარა!.. ყჳროდა იმედით.
გარნა იძვროდა ერთ ნაირათ წყნარა. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, ორივე კუნძულები ამბრაზიო და რობიზონისა ერთი წინ და ერთი უკან ეჩუჱნება შავ წერტილათ აი, აქ იმისი კუნძული დურბინდითაც აღარა სჩანდა, და იკარგებოდა. ქოჩქოჩანებში, ამბრაზიო კი უფრო მშუჱნიერათ და დიდათა სჩნდებოდა თან და თან. რობიზონი ეძებდა იმისთანა ქოხს დურბინდით, როგორიცა თითონა ჰქონდა, ქარიკი უფრო მომატებით უბერავდა.
უეცრათ, ერთის შემობერვის ქარითა ტივმა გადაიწია გვერდზედ, მაშინვე მივარდა ტივსა მსგავს ფესვებს დასამგრებლად, ეს იყო ტყუილი შრომა! ფესვები წყდებოდნენ რამდენსაც ამგრებდა, უფრო და უფრო აფრა მომატებითა სწევდა ანძას და ბოლოს დროს ჩავარდა წყალში რამდენიმე ხე, მაგრამ კუნძული ამბრაზიო იყო მახლობლივ. რობიზონმა არ დაკარგა სრული იმედი, აიღო ნავის მოსასმელი ნიჩაბი და დაუწყო მუშაობა, მგრამ ვერაფერი ვერა გაარიგა, ვერ შესძლო რომ ის მძიმე ტივი იმ მხრისაკენ სადაცა მოჩანდა ხმელი.
რობიზონი ვერ სძლებდა განშორებას თავის მდიდარს კუნძულზედ, აქკი მარტოკა იყო გაუზომელ ზღვაში. ძალიან ეშინოდა ეხლა თავისის დაღუპვისა, ამისთჳს იყო საჭირო აფრა, რომლისა მაგიერათ მოიხმარა თავისი ქუჱშსაგები; ფიქრობდა რომ როგორმე შემოეხსნა ერთი ხე და დაედვა შუა ტივზედ.
არჩევდა იმისთანა ხეს, რომელიც სუყველაზედ პატარა იყო სჭრიდა რითაც იყო მიბმული, წყნარა აძრობდა ხის ლურსმებს... მაგრამ როდესაც მუშობდა, იმ დროს ტივი მოხვდა ზჳრთს, რომმელიც ძალიან დიდი იყო და ზჳრთმა მისცა მეორეს და ბოლოს რა ტალღებმა, მოიტაცეს ტივი და წაიღეს ჩრდილოეთის მხარეს შორს ამბროზიოდგან, შორს რობიზონის კუნძულიდგან სადღაა იმედი? უნდა დაღუპულიყო უბედური.
მოატანა ბინდმან, მოატანა ღამემ. ბნელს შუაღმეს რობიზონი ცურავდა საითკენღაც. პირველად ესმოდა როგორ სკდებოდა იმისი ტივი, შემდგომ როდესაც მოხვდებოდა ტალღას ხან საით მიაგდებდა და ხან საით. ბოლოს იგრძნო და დაიწყო ტირილი პირველად წყნარი, მერე მოუმატა უფრო, – ამ დროს გამოჩნდა მთვარე, მაგრამ რას იტყოდით, აქ თავბრუ ეხვეოდა სშინლად.
ქაფი წყლისა და ცის სინათლე რომელიც დასცემდა ზღუასა ეჩვუჱნებოდა ჩვენებად, თმა შიშით ზევით აღეწივა და მოჰჭიდა ჴელი ერთს ხესა, უყურებდა თვალ გაშტერებით ქაფსა, რომელიც შემოერტყმოდნენ ხოლმე გარემო ტივსა.
იმედი აღარა ჰქონდა გადარჩენისა მიცოცდა თავის საქონელთან აიღო თავისი დასველებული სახარება ჴელში, მიიკრა გულზედ, ღაღადებით და მოწიწებით ელოდა სიკუდილსა.
ჩააბარა თავისი თავი ღმერთსა, ამტყუნებდა თავსა, რომ არ იყო კმაყოფილი თავისის ცხოვრების, კუნძულზედ, და უნდოდა სხუა ახალი ცხოვრება, და ცულილება უნდოდა მეტი; და მცირედიც დაჰკარგა. აქ ახედა ცას, დაინახა მშუჱნიერი კაშკაშა მთვარე გვერდზედ დაინახა მახლოლივ ჯგუფად როგორღაც ნაცნობი კლდეები. ეს იყო ალაგი საცა სელაპები იყვნენ რობიზონისა; ეს ის ალაგი იყო, სადაც რობიზონს თხები ეხოცებოდა და საცა რობიზონმა პირველად გადაზდგა თავისი ფეხი, ეს ისევ ის კუნძული იყო.
ოაზის მხრიდგან მოჩანდნენ რამდენიმე გარსა კულაგნი, თითქო ეძახოდნენ... დიდხანს აღარ იფიქრა, გადახტა წყალში და გაცურდა; დიდხანს ებრძოლა ზღჳს მდინარეს, მასუკან რაკი გავიდა, დადგა ზღჳს კიდეზედ.
სიხარულით გაიქცა, დაეცა მიწაზედ, დაუწყო კოცნა თავის ნაცნობს ადგილს.
მაგრამ რა დარჩა საწყალობელსა ამისთანა უსარგებლო ცურვით? ცული, თოფი, დურბინდი, კიბე, ჩიბუხი, სახარება, სრულებით რაცკი რამ ებადა დაეღუპა ზღვაში? ეხლა საწყალობელო რობიზონ, მოგივიდა დრო ნამდჳლი მარტოობისა შენისა! ეხლა მოგივიდა დრო, რომ შენი ჴელები უნდა გემსახურებოდნენ ცულისა, თოფისა და სხჳსა ნაცულად!
უნდა გემსის უბებოდნენ ცულასა, თოფის დ სუსი ნაცულად!
VIII.
პირველს ფებერვალს 1709 წელსა, ხიმალდმან, ბრიტტოლის გერცოგინიისა, შემოუარა ზღუას და დადგა ერთს კუნძულთან, ჟუან-ჶერანდის მოშორებით ხუთას ანუ ექუსას ვერსზედ ჩილის ნაპირისა.
მეორე ხომლდიც იქ უნდა მისულიყო ჩქარა.
მეხომალდეებს გამოაჩნდათ აგათმყოფობა, რომლის მიზეზითაც უნდა დაეყენებინათ ხომალდი, დაესვენათ და მორჩენილიყვნენ.
კარვები დასცეს კუნძულზედ და დადგნენ მეხომალდენი შიგ. როგორ გაუკჳრდათ, როდესაც დაინახეს საშინელს მაღალს კლდეზედ, რომ დაძვრებოდა რაღაც რამ ცხოველი, რომელიც გადახტებოდი ხევებს, კლდიდამ კლდეზედ როგორც ქურციკი. მეხომალდეთა უნდოდათ მიხდომოდნენ, შემოუვლიდნენ გარშემო, რიმტენიც მიალოვდებოდნენ, იმდენი ექცეოდათ და იმალებოდა დიდის საჩქრით ზოგიერთს მეხომალდეს უნდოდა რომ ესროლა თოფი; მაგრამ ერთმა აფიცერმა საჴელათ დოუერ, აღუკრძალა, ბედზედ მოუვიდა ფიქრათ, იქნებ არ იყოს მიმუნი და იყოს კაციო.
როდესც დაბრუნდნენ მეხომალდენი თავიანთ ამხანაგებთან, უამბეს რაც ნახეს. იმ დროს მეხომალდეთა გაეგონათ, ვითომც არიან ზღუაში ზღჳს კაცებიო, შავი კაცებიო, რიმელთაცა აქუსთ კიბორჩხალის ფეხები და სხუანი, ამაზედ მეხომლდეთა დაასკუნეს, უთუოთ ეს ცხოველიც, რომელიც დაძურება კლდეზედ ამ კუნძულისა, არის ზღჳს კაციო.
მეორეს დღეს მოუნდათ ყოველთა შაეტყო თუ რა იყო? წავიდნენ რამდენიმე მეხომალდენი ერთათ და იპოვეს ადგილი ის, საცა დაიმალა პირველს დღეს, შემოერტყნენ გარს, იპოვეს, გამოუდგენენ, სტაცეს ჴელი და დაიჭირეს.
ეს იყო ალექსანდრე რობიზონი! თმები ჰქონდ გრძელი, დახვლანჯული, უწესოდ დაწნული, წვერი დიდი, ტანი დაფარული ბეწჳანის ტყავითა და შიშით უყურებდა ხალხსა.
როდესაც მოიყვანეს ხომალდის კაპიტანთან, როდჯერსთან, საწყალობელმა მეუდაბნოემ დაღუნა თავი, კანკალებდა საშინლად მთელი ტანით და კაპიტანის კითხვაზედ უპასუხების რაღასაც. ძნელათა სძრამდა ენას, გაიმეორებდა კაპიტანი უკანასკნელ სიტყუჱბს.
ცოტ ცოტათ გადაუარა შიშმა, იცნა თავის ქუჱყნის ხალხნი, ანგლიჩნები და უნდა ეთქუა რამდენიმე სიტყუა; მაგრამ ენას არ უჯერებდა და წამოიძახა, საკვირველი გაუგებელი სიტყუჱბი.
როდჯენმა ჰკითხა დრო კუნძულზედ ყოფნისა რობიზონი ჩუმათ იყო, გაიგოკი. რაცა, ჰკითხა, ისიც ამაზედ შეატყეს რომ აიღო მაღლა თვალები და მიიხედ-მოიხედა თითქოს სთვლიდა გონებით რაც ხანი იყო კუნძულზედ. თითონ კარგათ არ იცოდა, მაგრამ ახსოვდა თავისი დიდიხნის მოქმედება. განკჳირვებით უყურებდა თავის ჴელებს, რომელსაც რამდენჯერმე გაშლიდა ხოლმე.
რომ დახედეს ჴელებს, იფიქრეს რომ ოცი ანუ ოც და ათი წელიწადი უნდა ყოფილიყო კუნძულზედ შუბლი სრულებით დაღმეჭილი ჰქონდა, პირისსახე საშინლად, დამწვარი, თმასა და წვერსა, ხშირათ თეთრი შერეოდა. რობინზონი დაიბადა 1680 წელსა. ბევრის კითხვის შემდგომ მიიხედ-მოიხედა და წადგა წინ, რამდენიმე ნაბიჯი, სიხარულით აჩუჱნა ერთი ხე, რომელზედაც ეწერა წელიწადი, თვე და დღე იმის კუნძულზედ მისვლისა: იქ მეხომალდეთა რა გაარჩიეს, წაიკითხეს ესრედ:
– ალექსანდრე რობიზონი – ლაგროდგან შოტლანდიაში – 27 ღჳნობის თვეში. 1714 წ.
ის იყო დაკარგული თოთხმეტი წელიწადი სამი თვე. –
გასაკვირველია რომ კაცი ამ ცოტას ხანში ველური შეიქნა.
მაგრამ ერთი განათლებული კაცი სწერს ამაზედ, მარტოობამ და ზრუნვამ საჭმელისთჳს დაუკარგა ყოველივე, გონება სრულებით დაეხშო, გაველდა როგორც გარეული მხეცი და თჳთქმის გადაეჩჳა ხმის წარმოთქმასაო.
სადილზედ რობიზონს შეხვდა ხესარი და დამარილებული ხორცი. ხესარს კვნეტდა დიდის სიამოვნებით, დამარილებულ ხორცდკი ვერა სჭამდა ამის მიზეზით, რომ გადაჩვეული იყო მარილსა. ერთი მეხომალდე ადრევე იცნობდა რობიზონსა და ამისათჳს ნიშნათ პატივისცემისა მისცა იმას ერთი ბუთილკა წყლით არეული რომი. რობიზონმა რაკი ჩაყლაპა პატარა, მაშინვე გააგდო ხელიდამ ბოთლი, თითქო ყელი დასწოო.
საღამოზედ გადაიყვანეს ხომალდზედ.
იქ რამდენსამე დღეს შაეჩჳა იმათ სჭმელსა, თითქო დიდხნის ძილიდგან იღჳძებდა. ერთს დილით იმ დრის, როდესაც მეხომალდენი საქმობდნენ ხომალდზედ შემოესმათ ხმა ზღჳდამა ზარბაზნებისა. ერთს წუთას ყველანი მოგროვდნენ ხომალდზედ: მეხომალდენი ცოცდნენ ანძაზედ, აფიცრებმა აიღეს დურბინდი და უყურებდნენ. ბოლოს ნახეს რომ ეს ის ხომლდი იყო, რომელსაცა მოელოდნენ, და რომელიცა უნდა მისდგომოდა კუნძულს ჟუანჶერანდს. უფროსი იმ ხომალდისა ლოცმანი გამოვიდა ხომლდიდან ხმელზედ და შეიყარნენ ერთათ. ამათ უთხრეს ახალის ვერულის კაცის ანბავი. ლოცმანმა, მაშინვე მოიგონა, რომ ამ 16. წელიწადის წინათ ვიცნობდი ერთს, ალექსანდრე რობიზონსა და ერთათ ვემსახურებოდით ერთს ხომალდზედ, რომელიცა დაიკარგაო.
პირველად რა ნახეს, ვერ იცნეს ერთმნერთი უწინდელ ამხანაგებთა, მაგრამ რაკი დემპრი უთხრა სახელი იმ ხომალდისა, რომელზედაც ემსახურებოდნენ, სთქუა სახელი კაპიტნისა, შემდგომ სთქუა თავისი სახელი. მაშინვე რობიზონი გახარებული მივარდა და დაუწყო ხვევნა თავის ძველს ამხანაგსა.
რასაცა გრძნობდა იმ დროს რობიზონი, არ შეიძლება იმისი აღწერა: მოაგონდა წარსული დროება თითქოს ეხლა გამოიღჳძაო, მაშინვე გააკრეჭინა რობიზონს თმა ლოცმანმა, მოაპარსვინა წვერი, ჩააცო კარგი ტანისსამოსი და წარუდგინა როდჟერსა, როგორც ჩინებული და გამოცდილი მეხომალდე თავისი ძველი ამხანაგი.
რობიზომა რაკი ნახა ლოცმანი რომ ისე ცდილობდა და ზრუნამდა, მოაგონდა საწყალობელი კაცი, რომელიც იყო მეორე კუნძულზედ და იქნები აქამდინაც იტანჯებოდა. ყოველი ფერი უანბო ლოცმანსა როგორ მოუვიდა ბოთლი დ სთხოვდა, რათა ჩქარა გაგზავნოს იქ ნავი.
ის ჩემი საწყალი მეგობარიაო უპსუხა ლოცმანმა რა გაიქნია თავი. იქ ჩუჱნს მახლობლივ არის კუნძული მას-ა-ჶუარა, და არა სან-ამბროზიოვო, აქედამ იქნება ცხრა ასი ვერსტი. სანამბროზიო არარის ცარიელი კუნძულიი, იქ ორი წელიწადია რაც სცხოვრობენ ავაზაკნი მეთევზენი, უკანასკნელის ჩემის მოგზურობის დროს მე მინდოდა მივდგომოდი იმ კუნძულს, მაგრამ რაკი მივუახლოვდი დამიხუდნენ მეთოფები რომელთაცა მივეცი პასუხი ზარბაზნით, შემდგომ რაც შენ მიგიღია წერილი საწყალობელის ზონზალესაგან – აქამდისინ აღარ იქნება ცოცხალიო.
შემდგომ რობიზონმა ჰკითხა, ხომ არაფერი გაგიგონიარა სტრადლინგისაო?
ცუდათ გათავდა იმისი საქმე, უპასუს ლოცმანმა, საშინელმა ზღჳს ღელვამ დასაჯა თავის ცოდჳსაგამოვო. ხომალდი და მასთანავე მისი საცხოვრებელი დაიღუპა; თითონ სტარლინგი ძლივს გადარჩა, მივიდა შოტლანდიაში პერანგის სამარა, ვითა გლახაკიო. რაკი გაიგონა ეს რობიზონმა ამოიოხრა; შაეცოდა უწინდელი თავისი მუფროსე რობიზონი და თავისნი ახალნი მეგობარნი ყოველდღე დადიოდნენ იმ ალაგებში, სადაც გადახდა იმდენი უბედურება და სადაცა შეიცვალა გონიერი კაცი პირუტყვად. იმასაცკი ოტყოდა თუ ვით დაკარგა სუყველაფერი რაცკი რამ ჰქონდა; სახარება, ცული, ქუაბი ნიჩბები დაკარგა და როგორ ვეღარ შეიძლო ემუშავნა; როგორცა ზრუნავდა საზრდოსათჳს; თუ ვითა სჭამდა ბალახისა ნაყოფსა და ფესვებსა, თუ ვით იღებდა ჯოხსა და დაუწყებდა ხოცვას ფრინველსა და თუ ვერ მოახერხებდა ამ სახით ქჳთ მოჰკლამდა თაგვსა და სჭამდა.
ღამე აძვრებოდა ხოლმე ხეებზედა მოასწრობდა ფრინველებს ბუდეში თავისის ბარტყებით. ფეხის ტყავი სრულებით გაჰქუავებოდა ბევრის ფეხშიშველა კლდეებზედ სირბილით, აღარაფერი ატკენდა რა ფეხებსა; ვერც წვეტიანი ქუჱბი, ვერც ეკლები. როცა ძალიან დაიღალებოდა ხოლმე, დაიძინებდა ხოლმე საცა მოუხდებოდა და ეს იყო იმისი უკეთესი და ბედნიერი საათი.
ერთხელ მიაწყდა თავის ამხანაგებით იმ ადგილს სადაც პირველათ გაიკეთა ქოხი. იცნა თავისი ადგილი, თუმცა სულ მოშლილი იყო. ბილიკი აღარ ეტყობოდა, ხეები, რომელიც ჩარგა ისევ იქ იდგნენ, ქოხი კი წაეღო ქარიშხალსა. ნახა წყლები, რომელნიც ჩამოდიოდნენ მახლობლივ, ორნივე ერთათ ერთებოდნენ და მხიარულათ ერთებოდნენ ზღუაში. აქ გაიგონა ფოთლების შრიალი, აიღო თვალები მაღლა, ფიქრობდა ენახა თავისი ძველი მეგობარი მარიმონდა, გარნა ფოთლებს შეანძრევდა ქარი. წაასხაა თავისნი მეგობარნი იქ, სადაც დამარხა მარიმონდა. რა მივიდა, ნახა რომ სავსე იყო ბალახებითა. ძნელია, ძნელი მარტოობა! როდესც კაცი არ გააღჳძებს თავისსა ფიქრს სხუა ფიქრით, მაშინ თავის ფიქრი ეკარგება და გონებაც ელევა.·
და ესრედ გმოიხსნეს ბრისტოლიის მეხომალდეთა საშინელის უბედურებისაგან.
რამდენიმე წელიწადის შემდეგ რობიზონმა დასწერა თავისი გარდასავალი.
კაპიტანმა როდჯენმა აგრეთვე შეიყვარი რობიზონი და მისცა თავის ხომალდზედ კარგი ადგილი.
გამოსვლის წინათ კუნძულიდგან ჟუან-ჶერნანდისა, რობიზონმა აჩვენა მეხომალდეთა თავისი თხებზედ ნადირობა. ჩაიცვა თავისი უწინდელი ტანისსამოსი, და დაინახა თხა და გამოუდგა. კლდიდამ კლდეზედ საოცრად გადახტებოდა, საცაკი მოხვდებოდა, არაფერს არ ერიდებოდა. მიზდევდა იქამდინ, ვიდრე არ გამოაგდო სწორე მინდორზედ. იქ დაღალული თხა, როგორც ისარი, გაიქცა, მაგრმა რობიზონი მოეწია, შეიპყრა და მოუყუანა ცოცხალი კაპიტანს. ერთი ყური ამ თხსა ჰქონდა მოჭრილი, რადგანაც ადრე ყურებს სჭრიდა, რომელსაცკი ჩაიგდებდა და ისევ გაუშვებდა.
ერთათ ხომალდით რობიზონი და ლოცმანი მოგზაურობდნენ რამდენიმე წელიწადი და დაბრუნდნენ ინგლისში სამყოფის ქონებით. მაშინ იქ გამოჩნდა რობიზონის ანბავი, შემდგომ თავისის ცხოვრების აღწერისა გამოვიდა ევროპაში სხუა და სხუა მრავალი წიგნი, ბოლოს დროს დანიელ-დე-ჶოემ დასწერა თავისი რობიზონ კრუზო.
განგებამ ღუთისამ დააწესა ასე, რომ კაცმა უნდა იცხოვროს ხალხში, რათა იცხოვროს სხჳსთჳს ისე, როგორც ჰსცხოვრებს თავისთჳნ, უყვარდეს თავისი მახლობელი. ის კაცი, რომელსაცა უყვარს მხოლოდ თავის თავი და არ დაზდევს სხუათა, ის სცხოვრეს რობიზონის მგზავსად და დაეცემა რობიზონისვე მზგავსად.
თ.დ. ხიმშიაშვილი.
![]() |
5 ცოლები დავკარგეთ |
▲back to top |
ცოლები დავკარგეთ
კომედია ვოდევილი
ერთს მოქმედებად.
გადმოკეთებული ივ. კერესელიძისაგან.
1857 წელსა.
მოქმედნი პირნი:
თავადი სჳმონ ქალაჩუნაძე.
ნატო ცოლი ამისი.
თავადი სფრიდონ გვერდელაძე ქჳსლი ქალაჩუნაძისა.
კეკე. ცოლი ამისი.
თავადი მამუკა ზრქელაძე, ბიძა ნატოსი და კეკესი.
თავადი კოსტა ხმალაძე, სამხედრო აფიცარი და მეგობარი ზრქელაძისა.
ივანიკა. ბიჭი ზრქელაძისა.
ნაისახარ. გამზდელი კეკესი.
მოქმედები წარმოსდგება ტფილისში.
(სცენა წარმოადგენს ოთახს, რომელსიც მარჯვნივ და მარცხნივ კარები აქუს სხუა ოთახში შესასვლელად პირ და პირ ქუჩის კა რი აქუს, ტახტი დგას და სკამები უწყჳა.)
გამოსვლა 1.
კნეინა ნატო და კნეინა კეკე (ორივეს ბურნუსები ასხიათ, ზონტიკები უჭირვთ და მარჯვნივ ოთახიდამ გამოდიან.)
ნატო. არა, არა, სეყვარლო კეკე, ნუღარ დავიშლით! რადგან ჩავიცჳთ და მზათა ვართ, წავიდეთ კიდეც! რაც უნდა უყოთ ახლა ჩუჱნს ქმრებს ცოდვა არის.
კეკე. ახ, ნატოჯან! ეგ კარგი, მაგრამ მე კიდევ მრცხვენია, რას იტყჳან ქალაქში რომ შეიტყონ ეს საქმე.
ნატო. არა, არ შეიძლება, უთუოდ უნდ წავიდეთ! უთუოთ უნდა დაუმტკიცოთ ჩუჱნს ქმრებს, რომ ჩუჱნ იმათ ვჯობივართ ათასჯერ, რომ ჩუჱნ იმათგან შეწუხებულნი ვართ. იმათ დაუკარგავსთ სირცხჳლიც, სინიდისიც და ყოვლისფერი! უმეტესად ჩემს სჳმონს! ის რეგვენი, აგერ ორმოც და ათის წლისა შესრულდება, და რაებს ჩადის! ჩამოვიდა თუ არა ტფილისში და მოაყოლა აქა-იქ თრევას, ვინ იცის ახლა სადა გდია. მეკი ასე ყელგადაგდებული შინ მარტოკა დუგდივარ! ის ბებერი ქოფაკი, იქნება ეგონოს, მეკი ვერავის ვიშოვნიდე... უკაცრავათ, თუმცა სოფლელი თავადის ქალი ვარ, მაგრამ ტფილისელებზედ კარგი ქცევა მაქუს! ათის წლის წინათ, თჳთქმის ჩუჱნის უეზდის ნაჩალნიკი მეაშიკებოდა და თჳთქმის ყოველთჳს ჩემი გულისათვის პატიჟულობას მართამდა ხსოლმე! ახლაკი ერთი ვიღაც ბებერი ქოფაკი სჳმონ მადლობელსაც არ უნდა იყოს, რომ მე შემირთო და ამეებს უნდა ჩადიოდეს? ახ, ღმერთო ჩემო! განა ამისათჳს ჩამოველით ტფილისში, რომ უყურებდეთ ჩუჱნის თვალით ჩუჱნს ქმრებს, რომ ასე აქა-იქ ქალებში დაძვრებოდენ! ჩუჱნ თუ იმათ ასე თავისუფლება მივეცით, ჩუჱნს თვლზედ ცრემლი თავისდღეშიაც არ შეშრება. არა, ჩემო საყვარელო! რასაც გვეუბნება ბიძა ჩუჱნი ისე მოვიქცეთ, მერწმუნე რომ არ ვინანებთ.
კეკე. რასკჳრველია, ჩუჱნი ქმრები ღირსნი არიან დასჯისა!.. არა თუ ღმერთი გრწამს, რასა ჰგავს ესა: ეს მესამე დღე არის, შინ არ გაუწაწანიათ, და ასე მარტოკანი ვყრივართ. აბა ეს რა მოსათმენია. მაგრამ, ნატო, ხომ არ აუტყდათრა სადმე?
ნატო. აუტყდათ არა! ის ბარბაროსები უთუოდ დღესკი მოვლენ, სადაც არან... ჩქარა გავეცალნეთ: ბიძა ჩუჱნმა კარგა გჳრჩივა; წიგნები ჩუჱნი მზათ არის, მივცეთ მოსამსახურებს და ჩუჱნ გავწიოთ.
კეკე. მაშინ, რა ვქნათ, რომ არც ამან ომოქმედოს იმათზედ... უფრო რომ უმეტესად დაიწყონ სიარული... მაშინ მრთელი ქალქი ყაყანს დაიწყებენ ჩუჱნზედ.
ნატო. მაგაზედ ნუ შეწუხდებით. ერთი მხოლოდ მართალთა ქმართა ეშინიანთ ცოლებისა. ჩუჱნი ქმრებიც ქმრები არიან. ისე დაირყნენ რომ ერთი კოკა წყალი ვერ გარეცხს (უძახის მოახლეს) ნაისახარ! ნაისახარ! (ნატოს) ამ ღონისძიებით შეგვიძლიან დავაშლევინოთ ცუდი ჩვეულება.
კეკე. (ეძახის აგრეთვე მოსამსახურეს. გაივლის და გმოივლის.)
შენი ნებაა. ბიჭო! ივანიკა.
გამოსვლა 2.
(ისინივე შემოდიან: ნაისახარ მარჯვენა ოთახიდამ და ივანიკა შემოსავალის კარებითგან.)
ნაისახარ. რას მბძანებდით ქსლბატონო?
ივანიკა. რას მბძანებდით ქსლბატონო? დროშკას თუ ბძანებთ მზათ გახლავსთ.
ნატო. აი რა ნაისახარ! როდესაც რომ მოვიდეს ჩემი ქმარი, იმ საათშივე მიეცი ეს წიგნი ჩემს მაგიერათა. გესმის თუ არა?
ნაისახარ. დიახ, თქუჱნი ჭირიმე, (გამოართმევს წიგნს და ჯიბეში იდებს)
კეკე. გამიგონე ივანიკო! თუ რომ გაჩნდა სადმე დღეს მაინცარი ჩემი ქამრი, თუ ღმერთი გწამს, მაშინათვე ეს წიგნი მიეცი. გესმის თუ არა?
ივანიკა. კი მესმის, შენ ნუ მომიკვდე. (გამოართმევს წიგნს და ჯიბეში იდებს.)
ნაისახარ. (ნატოს) ქალბატონო! ეს ყველა კარგი, მაგრამ ბატომა რომ მკითხოს: სად წავიდაო, რა უპასუხო? რას მიბძანებთ ამაზედ?
ნატო. მოახსენე, მე არა ვიცირა, რა მოგახსენოთქო.
ივანიკა (კეკეს) ესკი მარა, ჭირი მოგჭამოს ქვე ივანიკამ, ეს ქვე მაინც მიბძანეთ, რა უპასუხო ბატონს, რომ მკითხოს სად წევიდა ქალბატონიო.
კეკე. შენც ისე მოახსენე, მე არაფერი ვიცითქო.
ივანიკა. სხუა ქუჱ ხომ არაფერი?
კეკე. მარტო ეს, სხუა არფრი
ივანიკა. ძალიან კარგი (მოშორდება) ქვე ძალიან თავს პირსკი გემოიბდღვნის.
ნაისახარ (ნატოს.) როდის მობმინდებით, ქალბატონო?
ნატო. არ ვიცი. (კეკეს.) წავიდეთ კეკე აბა, წავიდეთ! ისე გაჯავრებული ვარ ახლა ჩემს ქოფაკს ქმარზე, რომ თვალის დასანახავათ მეჯავრება.
ივანიკა. (მიუახლოვდება.) ჭირი მოგჭამოთ ქვე ივანიკამ, მიბძანეთ, მალე დაბრუნდებით სახლშიდ?
კეკე. არ ვიცი
ივანკა. კაი თქუჱნი ჭირიმე.
ნაისახარ. ბიძა, თქუჱნთან ხომ არ მიბძანდებით ქალბატონო?
ნატო. არა
ივანიკა. თქუჱნ მაინც ქვე არ მიბძანდებით ბიძა თქუჱნთან ქალბატონო?
კეკე. არა!
ნაისახარ. მაშ სჩანს ქალბატონო, დღეს შინ პურს არ მიირთმევთ?
ნატო. არა!
ივანიკა. თქუჱნ მაინც ქვე, არ ინებებთ შინ პურს.
კეკე. არა! (ორნივე გავლენ და უკან გოგო ნაისახარ გააცილებს და გავა გარეთ)
გამოსვლა 3.
ივანიკა. (უკან უყურებს და თავს იქნევს, შემდგომს.) ჰმ! ეს ქვე რა ანბვია, კი თქუჱნ ნუ მოუკუდებით ჩემს თავს, რომ ორნივე ქლბატონები ქვე დღეს აიშალნენ! ეს ქვე კაი არ უნდა იყვეს! რავა ჩემოვიდნენ ბატონები სოფლითგან ქვე ამათ სახლსა მოსვენება არა აქუს... დღე მუდამ ისდე ომი აქუს, რომ თითქო ოსმალოებს ეომებიანო... მარა ესკი უნდა ვსთქუა, რომე ვს საწყალი ქალბატონები, სამს, ოთხ დღეობით ბევრჯელ მარტოკინი ჰყრიან. აი კაი ყაზახი ახლა, ღუთის წყალობა მოგეცეთ, რავა იმან ილაღოს. ქმრები ქვე ვინ იცის სადა ჰყრიან და სადა არა... ჩემთჳს ქვეკი ისემც კაი მოგეცეთ, რავაც კაი იყოს... სახლი რაკი მე დევიდასტურე, მოუჯდები ნაისახარას, სულ ლხინით გავარონინებთ. ბატონებს ქვე ჯანაბამდის გზა აქუსთ. დედა, დედა, დედა. მერე რა გოგო. ჩემი ნაისახარ! რაკი დევინახამ ხოლმე, გული ამიფანცქალები!.. აგე, ჰა, ისიც ქვე მოდის. დედა, დედა, დედა! (მხარეზედ გამოდგები.)
ნაისახარი. (რა შევი) წავიდნენ! ეშმკმა იცის და ქაჯმა სადაც წავიდნენ!.. ბევრი ენაღვლებათ, ჩუჱნ თუნდ მშიერი ამოვწყდეთ.
ივანიკა. (მიუახლოვდება.) ნაისახარას სნება ქვე შეეყაროს ივანიკას, რავა ამოვწყდებით მშიერი...მე ცოცხალი გყვანდე, თვარემ... მარტო ქვე ბძანების მეტი არ გინდა, მიბძანე და ყოველის ფერი მზათ გექნება... ისდე ქეიფი გევწიოთ და ვილაღოთ, რომ რაცღა ეშმაკები არიან მუდმ ამ სახლში, ერთობ გედიბნივნენ.
ნაისახარი. ისე შემაწუხა ქალბატონის წასვლამ, რომ ვერაფრით ვერ უკუვიყრი მწუხარებას გულითგან.
ივანიკა. (რა უყურებს ტრფობით.) იიმე! ნაისახარ მაგას რას უბნობ! ჩუჱნი ხუცესისაგან რავდენჯერ გამგონია, რომე ყველას აქუს წამალიო... კი შე ნუ მომიკუდები, რომ მართალია. აი მე, რავა მწუხარება მექნება ხოლმე, გედუსომ ერთ რუმკა არაყს და იმ წამსვე მოვლხენ... თქუჱნცკი ნაისახარ მანდილოსნებს გაქუსთ რაღაც რამ წამალი?
ნაისახარ. იქნება მართლა? აბა, მითარი რა წამალი?
ივანიკა. (ღიმილით.) ქვე მე დიდი ხანია შევნიშნე, რომ შენ კაი ყაზახის ქმრის შერთვა ძალიან გარგებს. კი შე ნუ მომიკვდები... რაც სნება გაქუს, სულ ერთობ დაგავიწებს.
ნაისახარ. რა ჩემო ივანიკაო! როგორც ვხედამ ჩემს ბატონებს, ქმრის შერთვა სახარულიკი არ არის, ჭირია.
ივანიკა. რავა არა. კი შე ნუ მოუკუდები ჩემს თავს, რომ ვინცღაც ეგ უბნობია შენთჳს, ტყჳლია! იიმე! იცით რა ნაისახარ! აი ქვე მე, გიუოლ ისდე შენი ქმრი, ჩაის მიბძანებ ქვე და ფიცხლავ მოგიხარშამ... ქვე ყავა თუ რაცღა ეშმაკია, იმას მიბძანებ და ფიცხლავე მოგართმევ, კი შე ნუ მომკუდები.
ნაისიხარი. ხა! ხა! ხა! შენ გონია ადრინდელსავით ჭკუას მოუჴლე... ჴელი აიღე რაჭველო? მამა გიცხონდა. იქნებ მართლა მოგწონვარ.
ივანიკა. (გრნობით.) ახ! ქვე სჯობია, რომე არა მკითხო მე უბედურს.
ნაისახარ. ხა! ხა! ხა! არა, ვინ გისწავლა განა ეგენი.
ივანიკა. იიმე და, რავა ვინ მასწავლიდა, ზოგი ქვე ჩემი ქალბტონისან, ვისწავლე, ზოგი ბატონს მოვპარე სიტყუჱბი და ასდე მეც დევეჩჳე.
ნაისახარი. (მარეზე.) ხედამთ რა? (მაღლა) არა, არაოდეს, ჩემი ქალბატონი სულ იმას მიბძანებს ხოლმე ყველა კაცნი დაუდგრომლები არიანო. –
ივანიკა. ყველნი არა არიან, შე ნუ მოუკუდები ჩემს თავს. არა, ნაისახარ, ღმერთს ვფიცავ.
ნაისახარ. როგორ არა, რომ მეცა მჯერავს.
ივანიკა. (გაჯავრებით.) იიმე, რავი მართალია! მართალია და ქვე მართალი იყვეს... ვიყვეთ დაუდგრომლები და ქვე ვიყვნეთ, მარამ არც თუ თქუჱნ მანდილოსნები ხართ ნაკლებნი! კი შე ნუ მომიკვდები, რომ კაცმა ყურები დეიღოს და დაგიგდოს, ამასთანებს წამოროშავთ რომ კაი ყაზახს ჭკუისაგან შეშლით.
ნაისახარ. მაგის მიზეზიცა თქუჱნა ხართ... როდესაც გაგჳყვანთ მოთმისებითგან, რასაკჳრველია ყველას გვათქმევინებთ.
ივანიკა. იიმეა და, მერე ვინა გთხოვს.
ნაისიხარ. რისთჳს გვაჯავრებთ.
ივანიკა. ღირსნი არა ხართ თუ?
ნაისიხარ. არა ვინ არის ღირსი, შე კარტოხელო.
ივანიკა. კვარტახელობას ქვე დაეხსენ, თვარემ სულ გეტყჳ რაც ვიცი.
ნაისახარ. აბა რა იცი რომ რა თქო მე... მე უფრო კარგებს გეტყჳ.
ივანიკა. აბა ქვე რას მეტყჳ.
ნაისახარ. (თან ფანჯარაში იცქირება.) რასაც გეტყჳ, აგერ შენი ბატონი მოდის და იმას ჰკითხე (შედის ქალაჩუნაძეს სადგომში.)
ივანიკა. ჯანაბას ქვე დაიკარგე. ბატონიც დაბრუნებულა.
გამოსვლა 4.
ივანიკა ფანჯარასთან და შემდგომ სფრიდონ.
ივანიკა. კი შე ნუ მომაკვდები ის არის! ძლივსღა არ მევიდა! სინიდისკი შეუწუხებია. ვინ იცის აწი სადა ყოფილა... ნაისახარა ქვე მართლა კი მიხვდა, რომ ჩუჱნ თჳთან გვაქუს დანაშული; კი თქუჱნ ნუ მოუკოდებით ჩემს თავს, ამისთანა, ბატონი რომ არ მყოლებოდა, ნაისახარ დასტურ შემირთავდა.
სფრიდონ. (ფეხ. წყნარა თავს შემოჰყოფს პირ და პირ კარებიდამ და ჩუმათ იძახის) ეი, ივანიკო, ბიჭო? ჩემი ცოლი მანდ არის? ჰა!
ივანიკა. იმე და რისა გეშინიან, რომ ქალბატონი აქანა არ არის.
სფრიდონ. (შემოდის ფეხის ბრჩხილებზე და აქეთ იქით იყურება.) მაშ მადლობა ღმერთს! მინამ აქ შევისვენებ, და თან დავაწყობ პლანსა თავის გასამართლებლად თუ რა უთხრა... საცოდავი კეკე, მგონი, რმდენი მიცადა.
ივანიკა. კი, ნუ მომიკუდები, მადლობა ღმერთს, რო ქვე მობძანდი.
სფრიდონ. სუს! ჩუმათ სულელო! სწორეთ მითხარი სად არის? იქნება ჯერ კიდევ სძინაბს? (თავისთჳს). უყვარს ჩემს კეკეს დიდ ხანს ძილი... მაგრამ რა, თუნდ ადრე ამდგარიყო, რა უნდა გაეკეთებინა?.. არსად არ გავა, რომ დრო გაატაროს, ყოველთჳს შინა ზის... წავალ ერთი გავაღჳძებ... იმედი მაქვს რომ თავი ვიმართლო. (უნდა გავიდეს.)
ივანიკა. იიმე! რავა სძინავს, რო კიდეც გემოიღჳძა და კიდეც მორჩა.
სფრიდონ. მაშ იქნება ჩაის სვამს? უფრო კარგი. (კიდევ ლამის გასვლას.)
ივანკა. კნიაზი არ მომკუდეს, რომ აწი ის ჩაის არ მიირთმევს.
სფრიდონ. მაშინ უთუოთ ნატოსთან იქნებ. ეგ ძალიან კარგი. აგერ სადაც არის სჳმონიც მოვა, ორთავე საკაბე უყიდა. (უნდა გავიდეს ნატოს. ოთახში.)
ივანიკა. არა, შენ ნუ მოუკუდები ივანიკას, რომ იქანა არ არის.
სფრიდონ. მაშინ იქნებ გარეთ იყოს და სეირნობდეს. (უნდა გასვლა.)
ივანიკა. არც იქანა გახლავსთ.
სფრიდონ. მაშ სად არის? იქნება თავის ბიძასთან არის? ჰა? ივანიკო!
ივანიკა. (ამოიოხრებს რა მაღლა) არც იქანა გახლვსთ.
სფრიდონ. (გაჯავრებით.) მე სად არის შე ბრიყო?
ივანიკა. (კიდევ ოხრავს.) იიმე და, მე რა ვიცი.
სიფრიდონ. შინ არის ხომ რასაკჳრველია?
ივანიკა. (იქნევს თავს.) კი შე ნუ მომიკვდე რომ არ იყოს შინ.
სრიდონ. მაშ წავიდა სადმე? დღეს დილითივე ხომ არ წავიდა!
ივანიკა. კი, წევიდა.
სფრიდონ. მარტოკა?
ივანიკა. მარტოკა რავა წევიდოდა, ის და სჳმონის კნეინა ერთათ წევიდნენ.
სიფრიდონ. მაშ რასაკჳრველია ბიძაც თან გაჰყვებოდა.
ივანიკა. არა.
სიფრიდონ. მაშ ბიძა არ გაჰყოლია თანა? მარტოკა წავიდნენ.
ივანიკა. კი, მარტო.
სფრიდონ. მარტო წასულნა. სჩანს რომ არც გუშინ და არცა დღეს მოსულა მამუკა.
ივანიკა. ქვე თვალითაც არ გვინახავს მამუკა.
სფრიდონ. საკჳრველი! მაშ ერთი ეს მითხარი ხომ არ ოხრავდა ჩემი ცოლი, მარტოკა რომ იყო შინა.
ივანიკა. კი შენ არ მომიკვდე, რომ ფიქრშიაც არ მოსვლია.
სფრიდონ. იქნება მართლა? (თვისთჳს.) ასე მეგონა, რომ რამწავს მივალ ცოლი მომვარდება და ჩხუბს დამიწყებს მეთქი, მადლობა ღმერთს ეტყობა, რომ არა ჯავრობს. (მაღლი) რას ანბობდა ჩემს შემოუსვლელობაზე? სწორეთ მითხარი? მალმალე ხომ არ მაგონებდა და არა მლანძღავდა.
ივანიკა. მისდღეშიდ.
სფრიდონ. როგორ მისდღეში.
ივანიკა. ღმერთს გეფიცები კნიაზო, რომ სულ არცკი მოუგონებიხარ.
სფრიდონ. არც ისა თქუა, როდის დაბრუნდება შინა?
ივანიკა. ჩემთჳს არ უთხრობიარა.
სფრიდონ. დასწყევლოს ჩემი გამჩენმა. ეს სადაურია თქუჱნი ჭირიმე, დედაკაცი გავიდეს სახლითგან და არცთუ ის თქუას, თუ როდის დაბრუნდება.
ივანიკა. (თან იქექებას) აჰ! აწი დამევიწყდა მე უბედურს, რომ ქალბატონმა რაცღა წიგნი მიბოძა. რავა დამვიწყდა მე უბედურს, ის წიგნი აწი მამცა და მიბძანა ბატონი ქვე რო მევიდეს, მიეციო. (აძლევს წიგნს.) აგე ჰა!
სფრიდონ. (განკჳრვებით.) როგორ! ჩემი ცოლისაგან. წიგნი გაქუს? აი ახალი ანბავი! (წიგნსჴელში ათამაშებს და თან ლაპარაკობს.) დახეთ! კეკე მე წიგნსა მწერს?... საკჳრველია! არა ერთი კაცმა იფიქროს, რაზედ მწერს? რისთჳს? იქნება ეგონა, რომ დიდხანს დავრჩებოდი, გარეთ და აღარ შემოვიდოდი? (დაფიქრდება.) ჰმ! საკჳრველია!.. მამაჩემი არ წამიწყდება, რომ ძალიან საკჳრველია!.. ეს მოულოდნებული ანბავი თითქოს ოფლს მასხავს ტანში! ვნახოთ რა იქნება. (კითხულობს.) „კნიაზო სფრიდონ! რომ დამეწყო შენთჳს ლანძღვა, თრევა და ყვედრება, ეს ჩემის მხრივ სისულელე იქნებოდა, და ამასთანავე უსარგებლო. ყოველივე შენი ქცევა, მე ცხადად მიმტკიცებდა, რომ მოგძულდი და სხუა შეიყვარე, თუმცა ბევრი გასიამოვნე რადგან ვერ გაგაწყერა და ამისთანა ძნული ტჳრთი ვარ შენთჳს, აღარ შეგაწუხებ, მხოლოდ შენის მიბაძვით მეც დავიწყე სხუა კაცის მოძებნა, რომელზედაც მგონია შენც გაგეხარდეს.“ (ლაპარაკობს.) როგორ! რა! რა ანბავია? (კითხულობს) „ამით. მგონია უფრო გაგეხარდეს, რომ როგორც შენ დროების გამტარებელი ქალი, აგრეთგე მეცა დროების გამტარებელი ყმაწჳლკაცი ვიშოვნე, მშვენიერი, რომელმაც სწორეთ გუშინ დაიწყო მხებზედ აფიცრის ეპოლეტები“. იქნება მართლა! ვაჲ ოჯახო დაღუპულო (ჰკითხულობს.) „ისე მიმიზიდა იმისმა მშუჱნიერმა სახემ და ლაპარაკმა, რომ ყოველივე მწუხარება დამავიწყდა. აი ახლა მივდივარ, იმის დედიდასთან, რომელთანაც დგასს ის ყმაწჳლი და არ ვიცი როდის დავბრუნდები“. ვაი შენ ჩემო თავო ეს რა წავიკითხე!.. როგორ! რა! კეკეჯან! ხედამთ!.. კეკეს მეგობრი უშოვნია!.. აფიცარი! ეს რა საშინელებაა! ხედათ რა მამივიდა? ახლა რა ვქნა?.. არ ვიცი საით წავიდე!.. დავიჯერო კეკესაგან, რომ ასე მალე დაევიწყებინოს ცოლქმრობის მოვალეობა, სამღთო ვალი!.. არ ვიცი რა ვთქო! ერთი რაღაც რა ანბავია აქა!.. გონებითგან ვიშლები... ვსთქუათ რომ კიდეც. მტყუანი ვარ, წავხდი ამ მოკლეს დროში, რა უყოთ? განა არ შეიძლებოდა მომეტეხნა ეს ცუდი ჩუჱულება. რაზედ შჩადიოდა ამისთანას საქმეს, და... ეშმაკმა იცის და ქაჯმა ვინც არის ის აფიცერი! არა! ამ ბოროტებას ახლავე განვაქარვებ, ამ პირველს დასაწყისშივე! ახლავე წავალ იმასთან, ვიჩივლებ ჩემს ცოლზედ, გავიქცევი, მოვძებნი მრთელს ქალაქში, მინამდისინ არ შეუტყჳთ ვინა სტყუის და ვინ არის მართალი. ეი, ივანიკა!
ივანიკა. (შემორბის ცრემლიან თვალებით.) ას! ქვე რას მიბძანებთ ბატონო?
სფრიდონ. ჩქარა, ამ სააათში მოემზადე (თავისთჳს.) დასაჯერებელი არ არის ეს საქმე... უთუოდ ტყჳლათ ანბავი მოუტანეს ჩემა მტრებმა, ცოტა მტერი მყავს.. ჩქარა მოემზდე!
ივანიკა. კი ბატონო.
სფრიდონ. ეს რაღა ანბავია? არა შე სულელო შენ რაღაზედ გიტირნია მაგოტენი ბრიყვსა?
ივანიკა. ი... ი... იმე და რავა არ ვიტირო, რომ ცალკე შენ აგრე გხედამ და ცალკე მეც სნება ქვე მაღონებს.
სფრიდონ. (თან დადის.) მე ასე მხედამ! რას ბოდამ მხეცო?
ივანიკა. რავა ვბოდავ, მე უბედური, მინდოდ რომე ნაისახარაზე გვირგვინი მეფსკნო, მარა აწი რა ვხედავ თქუჱნ აგრე ყოფას, მეც უნდა დევიშალო
სფრიდონ. შენ რასა ფქვამ ნეტა?.. ცოლი, არა, სწორეთ მეხუმრება. სწორეთ... სწორეთ... თორემ რა დასაჯერებელია.
ივანიკა. კი, მე ნუ მოუკუდები ჩემს თავს, ვიცი რავარც ხუმრობაა! რავა გინდა მისთანა ხუმრობა, რომე არ მოგწონს.
სფრიდონ. მართლა რომ... სულელური მდგომარეობა არის (კითხულობს წიგნსა.) „რომელმაცა გუშინ დაიწყო მხრებზე, ეპოლტები!“ არა! ეს როგორღაც ხუმრობა არის!.. მე სრულებით დავიკარგე… (რა შეიხედა ფანჯარაში.) აი, აგერ სჳმონიც მოდის, შინ არავინ არის და საკაბეკი მოაქუს ეშმაკებისათჳს! დიახ? მობძანდი, მობძანდი და კარგს ანბავს გაიგონებ სიხაულისას. ჯერ კაბა გამოვიცვალო (გადიან კეკეს ოთახში).
ნაისახარ. (გამოდის და უყურებს ფანჯარაში, შემდგომს სჳმონ.) აი, აგერე, ჩემი ბატონიც მობძანდა!.. რაღაც უჭირავს ქაღალდში გახვეული... უთუოთ ცოლისათვს საკაბე მოაქუს... ეშმაკები შეიკერავენ კაბად. მობძანდი და კარგს ანბავს შეიტყობ.
(სჳმონ შემოდის იღლიაში ქაღალდ გახვეულს საკაბითა, ფეხის ფრჩხილებზედ წყნარა მიიპარება ცოლის ოთახისკენ.)
ნაისახარ. ახ! მადლობა ღმერთს რომ მობძანდით თქუჱნი ჭირიმე, ჩვენ ისე გვეგონა რომ სრულებით აღარ შემოხვიდოდი შინ. სადა ბძანდებოდით?
სჳმონ. სუს! სუს! შენი საქმე არ არის! მინდა ცოლს ვეხუმრო, ჩუმათ შევიპრო იმან ჯერ არ იცის თუ იმისთჳს რა საკაბე მიყიდნია.
ნაისახარ. მოითმინეთ ბატონო! სად მიბძანდებით?
სჳმონ. (წყნარა) სუ! სუს! ხმა გაიკმიტე!
ნაისახარ. აკი მოგახენებ რომ ქალბა...
სჳმონ. (თან ხელით უჯავრდება.) შ... შ... შ... ჩუმათ, ნუ ღრიალებ! შ... შ... (თავისთჳს.) იქნება ღმერთმა მამხედოს და მხპატიოს ჩემი დაშაული. (შედის ცოლის ოთახში.
ნაისახარ. (მარტო.) ხა! ხა! ხა! მოძებნეთ ხა! ხა! ხა! ჩემს ბატონს ასე ჰგონია, როგორც ადრე ჩვეულებრივ, რომ ცოლი უცდის ახლა თავის ოთახში... როგორ არა! თუმცა ქმარი არა მყავს, მაგრამ ჩემის დისგანკი ბევრჯელ გამიგონია, თავის ქმარზე საჩივარი! ურჩ ქმრებზედ ახია რაც მოუვიდეთ, სამი დღეა ბატონებო დაკრგულია, ვინ იცის სადა გდია, ეშმაკმა იცის და ქაჯმა, ბოლოს უნამოსოსავით მოულოკნია და მოდის, თჳთქოს არაფერიო!.. აგერ, მოდის.
გამოსვლა 5.
სჳმონ და ნაისახარ
სჳმონ. ნაისხაარ!
ნაისახარ. რას მიბძანებთ?
სჳმონ. (ფეხის ფრჩხილებზედ გამოდის) ჰა, ჰა, ჰა... სად არის ჩემი ცოლი? ჰა?
ნაისახარ. რა მოგხსენოთ.
სჳმონ. კეკესთან იქნება? ჰა? სულ ერთია იქ შევსლი. კეკესგან ვერ გაბედსმს ჩემს ლანძღვას და ყვედრებას. (შედის იქითკენ.)
ნაისახარ. არა თქუჱნი ჭირიმე, იქ არ გახლვსთ ქალბატონი.
სჳმონ. მაშ სადა ბძანდებს?
ნაისახარ. რა მოგახსენოთ.
სჳმონ. ხომ შინ არის?
ნაისახარ. არა მგონია.
სჳმონ. მაშ უთუოთ ბიძასთან იქნება?
ნაისახარ. რს მოგახსენოთ.
სჳმონ. გონია აქ უნდა ყოფილიყოს დღეს იმის ბიძა?
ნაისახარ. სრულებით არა გხლებია დღეს ის აქა.
სჳმონ. ღმერთო შემიწყალე, მაშ სად არის, ხომ არსად წავიდა?
ნაისახარ. დიახს, გიახლათ.
სჳმონ. სადა?
ნაისახარ. რა მოგახსენოთ.
სჳმონ. მარტოკა წავიდა?
ნაისახარ. არა ისა და კეკე ერთათ წავიდნენ.
სჳმონ. ჰო, იქენბა მაღაზიაში სადმე წავიდნენ სავაჭროთ.
ნაისახარ. არა თქუჱნის ჭირიმე, მგონია, რომ იქ არ გხლებიან.
სჳმონ. ნაისახარ! მითხარი თუ ღმერთი გრწამს, მე მგონია მოუთმენლივ. მამელოდა?
ნაისახარ. არა, მე მგონია რომ დღეს აგრე გულ მტკივნელობით არ გელოდა, როგორც ადრე ხოლმე.
სჳმონ. იქნება მართლა?
ნაისახარ. ღმერთს ერწმუნე.
სჳმონ. არა, მაინც რაც იყოს, ორს მარცვალს ცრემლს კი ჩამოაგდებდა?
ნაისახარ. არა თუ ცრემლი, არცკი ამოუოხრავს დღესა.
სჳმონ. ეგ შესაძლებელი არ არის.
ნაისახარ. სწორეთ ღმერთს გეფიცები.
სჳმონ. (ცოტთ ჩაფიქრდება.) არცთუუ ამოუოხრავს? ეგ როგორღაც ცუდი ნიაშანია ნაისახარ.
ნაისახარ. დაიხ! არათუ ცუდი, ძალიან ცუდი ნიშანიც გახლავსთ, თქუჱნმა მზემ, ბატონო, რამდენჯერ ვკითხე, როდის დაბრუნდებით შინა მეთქი. სულ იმას მიპსუხებდა, არ ვიციო.
სჳმონ. ე! ე! მაშ აგვრეა საქმე?
ნაისახარ. ესეცა ვკითსე თქუჱნი ჭირიმე, დღეს სადილათ რას ინებებთ, არ მოგიცადოთ მეთქი. არო თქუჱნი ჭირიმე, არც სადილი არისო. ჩემთჳს საჭირო და ნურც დამიცდითო.
სჳმონ. (შეკრთომით) მაგას რას ანბობ?
ნაისახარ. თქუნმა მზემ! მოლოდ რა გადიოდა, აი ეს წიგნი მიბოძა, და მიბძანა: ბატონი რომ მოვიდეს ჩემს მაგიერ მიართჳო (აძლევს წიგნსა.)
სჳმონ. (განკჳრვებით.) როგორ თუ წიგნი?.. ჩემის ცოლისაგან წიგნი? ამას რას ნიშნავს!..
ნაისახარ. ეგ ჩემი საქმე არ გახლავს მოგახსენოთ თქუჱნი ჭირიმე რასაც ნიშნავს!.. მხოლოდ იმასკი მოგახსენებთ, რომ დიდათ მეცოდებით!.. შინ რომ ბძანებულიყავით თავთავის დროზედ, ეს საქმე ხომ არ მოგივიდოდათ... (გავა.)
გამოსვლა 6.
სჳმონ. (მარტო, უჭირავს წიგნი და უკან მიჰყურებს ნაისახარას.)
სჳმონ. ეს გოგო რაებს მიქარავს. უთუოთ ჭკუა შერყევია! რაებს ბოდავდა როგორ დავიჯერებ ჩვმის გოლისაგან მაგ გვარ საქმეებს! წიგნსა მწერს? რა უყოთ! ამ წიგნშიაც. ამისთანა ალერსიანი სიტყვები ეწერება, რასაც ჩემი ნატო პირათ მეუბნება ხოლმე... იმისთანა, გრძნობის მექონე ცოლი მყავს, რომ გასაოცებელია! საყვარელი ცოლი მყავს! მე, როგორც ძველი ეშმაკი ისე ვტყუიკი ჩემს ცოლთან, მაგრამ... (ხსნის წიგნსა.) ჩემო მტრედო! ვნახოთ მართლა რასა მწერს?.. (კითხულობს თვისათჳს ჩუმათ და თან და თან მოდის შეშფოთებაში.) რაო? რაო? რაო? ნა... ნა... ნა.. ტო... ნატო! მაგას რას მიშვრები? სად მიხვლ?.. მომიცა ჩემო მტრედო! მო, მოიცა! ახ! შემოქმედო, ყელი, გამოუჭრია ჩემთვის! თვალები მიბნელდება, კბილები მიკანკალებს... სიტყვები... მუხლები მეკეცება, ვაი... ვაი... მოუკლავარ! მოუსპივარ... შეურცხვენივარ!.. ყარაულ!.. მიშველეთ!.. ყარაულ! (ეცემა ტახტზედ.)
გამოსვლა 7.
სჳმონ და სფრიდონ. (სფრიდონ გამოდის ტანისამოს გამოცვლილი და მიდის სჳმონთან წიგნი ჴელში.)
სფრიდონ. (თან წიგნსა კითხულობს) „რომელმაც დღეს დაიწყო აფიცრის ეპოლეტები“. მე სრულებით ჭკუისაგან ვიშლები! ოჰ! შენც აქა ხარ სჳმონ? ერთი მითხარი, თუ ღმერთი გრწამს, გამაგებინე, ამიხსენი, ეს ამას რას ნიშნავს? ხომ არ გინახავს სადმე ჩემი ცოლი?
სჳმონ. (თავს იქნევს და ჴელსაც თანა) მაიცა.. მაიცა... ჯერ ერთი დამასვენე, ჩემს სრულს გონებაზე მოვიდე! ჰა? რაო! რას მკითხავ?..
სფრიდონ. (მოუთმენლივ.) იმასა გკითხავ, რომ ხომ არ გინახავს ჩემი ცოლი მეთქი?
სჳმონ. მე.. მე მკითხავ. (დგება ტახტითგან წყნარწყნარა) შენ სადღაც ნახე ჩემი ცოლი?
სფრიდონ. ეშმკმ, წიღოს შენი თავი, რა შენის ცოლისა მცხელა!.. ერთი ეს მითხარი შენ, ამას რას ნიშნვს? (აძლევს თავის წიგნს) ჩამაგონე, ერთი ღუთის გულისათჳს, შენ ჩემზედ უფრო უფროსი ხარ
სჳმონ. რა არის მანდა? აბა მაჩვენე? მაჩვენე? (კითხულობს თავისთჳს,) როგორ თუ? ხედავთ? განა შენც გაბმულხარ მახეში, აბა ახლა დაგიდგა თვალები აი!.. მაშ მომილოცავს... (იცინის მასხარულათ) ხა! ხა! ხა!
სჳმონ. იქით დაიკარგე ერთი თუ ღმერთი გრწამს, რა მეხუმრები? ღჳთის გულისთჳს ამიხსენი!.. შერნ ხომ იცი, კეკე, რა მშჳდობის მოყვარე ქლი იყო, ჩემი პატივისმცემელი, ამისთანა ქალმა ესე მალე დავიწყოს თვისი თავი!.. არა! მე ახლავე წავალ იმის ბიძასთან, იქნება იმან იცოდეს, სადაც არის... დაეხსენი იმან შეიტყოს, რომ არ მეხუმრება; რომ მე ჩემი აბრუ ქვეყანას მირჩევნიან?.. არა, მართალს არ ვანბობ თუ ღმერთი გრწამს?.. ჰა?.. საშინელება არის თუ არა? გასაოცებელია თუ არა?
სჳმონ. (რა მისცემს უკანვე სფრიდონის წიგნს, იღებს თავისასა) დიახ!.. დიახ!.. ჰმ!.. შენ ეგ შენი საქმე გასაოცად მიგაჩნია, რადგან გაოცება გინდა და, აჰა. უფრო გაოცდი. (აძლევს წიგნს.) ამოიკითხე აბა ჩემი ნამუსიანის ნატოს გული...
სფრიდონ. (წიგნს ართმევს.) როგორ?.. განა შენც მოგსვლია საჩუქარი?
სჳმონ. დიახ, კარგი საჩუქარი გახლავსთ იმისთანა საჩუქრია რომ, სწორეთ ეგ საჩუქრი აერთებს გულსა და სულსა.
სფრიდონ. (კითხულობს მაღლა.) აბა ერთი წივიკითხოთ, აქ რაღა ეშმაკი სწერია „ქვეყანაზედ კიდევ იქნება ვინმე იმისთანა მაიმუნი და შენზედ უსაძაგელესი, გარყვნილი კაცი! ტყჳლი კი არა ხარ გვარათ ქალაჩუნაძე. (დგება აქ ცოტათი.) როგორ თუ!.. შესძლებელი არ არის?..
სჳმონ. კარგის ცოლებისაგან ყველა შესაძლებელია!.. წაიკითხე კიდევ რასა სწერს.
სფრიდონ. (კითხულობს.) „მე მიკჳის თუ აქამდინ, რისთჳს ვიყავი იმისთან, სულელი, რომ შენისთანა დათვი კაცი მიმაჩნდა მე ქმრად?“
სჳმონ. მე ვიცი რისთჳსაც.
სფრიდონ. (კითხულობს.) „თუ რისთჳს მიყვარდი მაგისთანა მასხარა, საზიზღარი და გაპატიებდი ხოლმე დანაშაულსა“.
სჳმონ. მაგაშიკი მე არა მაქუს დანაშაული, რომ საზიზღრი ვარ. ჩემი ხვედრის ბრალია.
სფრიდონ. (კითხულობს.) „არა, შენ თავლაფდასხმულო! დღეს გათავდა მე და შენი ცოლ-ქმრობა! რა დღითგანაც ჩუჱნ ტფილისში ჩამოველით, არ შემშრალა ჩემს თვალზედ ცრემლი, შენის გარეთ გდების მიზეზით, ახლა იმედი მქუს, რომ ბევრი ინანო და ცხვირში ამოიკრ... თუკი შენ ორმოც და თერთმეტის წლის კაცი, ქალებს თავს აწონებ, მე უფრო არ შემიძლიან მოვაწონო ჩემი თავი ყმაწჳლკაცებს. მე მგონია კიდევ ლამაზი ვიყო. მიდი თვალი დაგიდგა და მიბაძე შენს ამხანაგს სფრიდონს, იმ შენსავით გარყვნილსა. მე და კეკე კი მივდივართ, იქით, სადაც ვნახავთ თქუჱნზედ უკეთესს კი კმსფყოლებასა!.. მერწმუნე, რომ სიკუდილამდინ მეძულები.
სჳმონ (შემოჰკრავს ტაშსა.) აი, რა დღეს შევესწარ
სფრიდონ. (კითხულობს.) „თუ რომე დაგჳწყებთ ძებნას აქა-იქ უთუოთ უნდა იცოდეთ, რომ ჩუჱნ გვყავს კარგი პატრონი და მეგობრი, რომელმაცა დღეს დაიწყო მხრებზედ აფიცრის ეპოლეტები. ის იმისთანა ვაჟკაცია, რომ იმედი გვაქუს კარგათ გვიპატრონოს“. (ლაპარაკობს.) როგორ!.. კიდევ აფიცერი!..
სჳმონ. აი, შეირთე ცოლი! რისთჳს, კაცმა თქუას? აი, ამ დღისთჳს. (სფრიდონს.) ეს რა უბედურები დაგვაწვა ძმაო თავზედ?
სფრიდონ. აი თავი მოგიკვდეს შენ, ეს სულ შენი ბრალია, არა, რამ აგტეხა აკი გეუბნებოდი, ახლაკი დრო არის შინ მივიდეთ მეთქი. აბა ახლა რა ვქნათ? ხომ შევრცხჳთ ქვეყანაში.
სჳმონ. არა, არ შემიძლიან მოვიმანო. ახლავე გავიქცევი და მოვძებნი სადაც არის და არ არის ვიპოვნი.
სფრიდონ. მეცკი ბარემ მოვსძებნიდი, მაგრამ სად ვიპოვნო?
სჳმონ. აი ცოლი! კაცმა შეირთოს ცოლი, აი ამისთანა დღისთვის. ქმრებს ექცევიან! ჰა.
სფრიდონ. ჩუჱნ ტყჳლთა დროს ნუღარა ვკარგავთ, წავიდეთ ჩქარა მოსძებნად.
სჳმონ. აი, წავიდეთ, წავიდეთ, ლაპარკის დრო არ არის. (განზე გადგება) მაგრამ, ის წყეული აფიცარი, რასაკჳრველია იმას არფრისა შეეშინდება, არცა ღჳთისა და არც ღუთის რისხჳსა.
სფრიდონ. არა, უნდა წავიდეთ, წავიდეთ.
სჳმონ. წეღან რომ მე მაბრალებდი, ეს ცოდვა, სულ შენს კისერზედა წევს. სულ შენ გამიტყუე იმ ალაგებში. ჩუჱნ სხვებსა ვდიეთ და ახლა, ჩუჱნი ცოლები სხუას მისდევენ. აი შჳლო, წადი და ახლა იხტუნე; მოდი და ახლა ბებერ ქოფაკებსავით მოვყვეთ ცურვას ამ საშინელებაში. ძალიან, კარგი საქმე უყავით ჩუჱნს ოჯახსა, რომ ცოლები დაგკარგეთ! აბა ახლა რასა იქ, უნდა გადავეკიდნეთ ახლა, ერთს ვიღსაც გიჟმაჟს აფიცარსა და ისიც ღმერთმა იცის გადურჩებით თუ არა? თავათ მასხრათაც მიგდებს ჩემი ცოლი და იმის მეტიც არ მინდა, რომ ხმალი მდოს თავში იმ აფიცარმა და უფრო საზიზღარი სანახავი შემქნას! ძალიან მადლობელსა ვარ, რომ მეპტიჟები. (დაცინებით.) წავიდეთ, წავიდეთ შენმა სიცოცხლემ ქორწილში მიბძანდები! ამას ვინა ჩივის, ხომ იგი ჩუჱნ ცოლებს, რა. ბიძაცა, ჰყავთ, ახლა ზოგი იმას უყურე რომ გაიგოს, სულ წელებს მოგვწყვეტს, ცოლების გაქცევისთჳს.
სფრიდონ. (გაივლის და გამოივლის.) ფუ!! ეშმაკმა წაგიღოს შენ, რა კაი კაცი შენახარ! მე უფრო შენზედ ძალიან ვიტანჯები, მაგრამ მაინც არ გაყვედრი.
სჳმონ. მე რა დანაშული მაქუს, რომ დამაყვედრო.
სფრიდონ. შენ თუ არა გაქუს დანაშაული, შენს ცოლს ხომ აქუს. მე კარგათ ვიცი რომ ჩემი კეკე ვერ გაბედავდა მაგ საქმის გულში ჩადენას, მაგრამ უთუოთ, შენ ცოლს გაუბრიყვებია.
სჳმონ. (ტაშსა სცემს.) როგორ! დახეთ რას ანბობს!...
სფრიდონ. მე კარგათ ვიცნობ შენს ცოლს რაც შჳლია... ის ურჩევდა, აი ასე ვქნათო იმასაც როგორც გულწრფელს ქალს დაუჯერებია.. ასეთი ცოლი გყავს შენა, რომ იმისგან ყველაფერი დასაჯერებულია... აბა რა უნდა ერთი კაცმა იფიქროს, რომ ყოველს მშჳდობიანს ოჯახში. ამისთანას შფოთს ახდენს... იმისთჳს შეგირთო ეგ ბებერი მარა!
სჳმონ. (ჴელი-ჴელს შემოხვეული.) ბებერი შემირთო, ჰა?.. ცუდი ცოლი მყავს, ჰა?.. კარგია თუ ცუდი, შენი ცოლის და არ არის ვეჟო?
სფრიდონ. ჩამომეხსენ ღვთის გულისათჳს! მშჳდობით, გამარჯვებით. მე ახლა მივდივარ იმათ, ბიძასთან, ვეცდები რომ გავიმართლო თავი დ დავიცვა ჩემი ღირსება, მერე გავიქცევი და რაც ქუჩებია გადავაბრუნებ ძებნით, იმედი მაქუს ვიპოვნო ჩემი ცოლი
სჳმონ. (მოწიწებით.) ახ! მაშ ჩემსას მე მოვძებნი... მაგრამ ხათა ეს არის, რომ მრცხვენიან, ვის დავანახო, თქუჱნი ჭირიმე ეს ჩემი ნამუსიანი, გამურული ცხჳრ-პირი?
სფრიდონ. ჴელი აიღე თუ ღმერთი გრწამს, რა შენი მცხელა მაშინ, როდესაც მე თჳთან, გამურული ვარ.
სჳმონ. (გარბის და მიმავალი.) არა, ერთათ წავიდეთ და მოვძებნოთ ის ღვთის უშიშნი!.. მრავალმოწყალეო შენ შეგვეწივე. (ორნივე გადიან, და მიმავლობაში მოხვდებიან უცებ მამუკას, რომელიცა შემოდის კარებითგან და რომელიცა. გადაიქცევა იატაკზედ.)
გამოსვლა 8.
იგინივე და მამუკა.
სფრიდონ და სჳმონ. ახ! უკცრვთ თქუჱნი ჭირიმე, მოგვიტევეთ!
მამუკა. (თანა დგება.) აი თქუჱნა დ თქუჱნს თავს. თქუჱნ შეჩვენებულებო! გულმუცელი მოხუცებულს კაცს სრულებით ჩამინგრიეთ. (მხარეზედ), სწყევლოს ღმერთმა, არა ეს დღეს რას გადარეულნ? (იმათ.) სად მიდიოდით, რა ანბავია?
სფრიდონ. (ჩუმთ სჳმონს.) სჳმონ! აბა ახლა დავიღუპენით კი, ახლა რა უპსუხოთ?
სჳმონ. (ჩუმთ სფრიდონს.) ახლა ასე დაგვხდის, რომ სამი კოკა წყალმა ვერ გაგვრეცხოს. შენი მტერი.
მამუკა. (იმათ.) გასოცებელი საქმე, მე თქუჱნთან მოვდივარ სინახავათ და თქუჱნკი რაც ღონე გაქუსთ და არა, მირბიხათ, ეშმაშკმა იცის და ქაჯმა სად?
სფრიდონ. (მოწიწებით სკამს უდგავს.) უკაცრავთ თქუჱნი ჭირიმე კნიაზო... ჩუჱნ ეს-ეს იყო, თქუჱნთან ვაპირებდით ხლებას.
მამუკა. (თან ჯდება.) ჩემთან? აი რა! ხედავთ!.. სულ ერთია, თუნდა თქუჱნ მოსულხართ ჩემთან დa თუნდა მე თქუჱნთან. აი ჩემთანა ხართ.
ორნი ერთათ. ჩვენ დიდად მოხარულნი გახლავართ... გვერწმუნეთ...
მამუკა. იქნება მართლა, მაშ რადგანც სასიამოვნოდ მიგაჩნიათ ჩემი მოსვლა, მაშ სადილთაც აქ დავრჩები.
სფრიდონ და სჳმონ. (ერთმანერთს.) აი ახლა აგვიშენდა ოჯახი! კარგი დროკი უპოვნია.
მამუკა. (რ. მიუახლოვდება სფრიდონს.) ჰო, ესკი დამვიწყდა, ხომ კარგათ არის კეკე?.. ორი სამი დღეა არ მინახავს... ღმერთმა მოგცეს ძმაო კარგი ცოლი გყავს? ბევრნი შემოგნატრიან მაგისთანა. ცოლის ცოლისთჳს.
სფრიდონ. (არევით.) კე... კე... კეკე? არ ... არ... ა. ა... არ ვიცი. რა... მოგახსენო... არ... ვიცი.
სჳმონ. (მხარეზედ.) აი, ახლხ აირივა ჭკუა აი!
მამუკა. რიო? რა? ეგ რა თქჳ? არ ვიციო!.. უთუოთ ჯერ კიდევ სძინავს? (მიუხლოვდები სჳმონს) შენი ნატო როგორღაა?.. ჰა? კიდევ გინაზდება ხოლმე?.. ჰა?
სჳმონ. (აგრეთვე არევით.) ნა... ნა... ნატო? რა... რა... რა... მოგახსენოთ. ღმერ... ღმერთსა ვფიცავ... არ ვიცი.
სფრიდონს. (მხარეზედ.) სწორე უბედურება გინდათ ეს არის!
მამუკა. ეჰე?.. არც შენ იცი, ჰა? აი რა?.. არა თუ ღმერთი გრწამსთ უნდა გკითხოთ, ეს სადაური პასუხის მოცემა არის? იქნებ დღეს არ გინახავსთ თქუჱნი ცოლები?
სფრიდონ. (მხარეზედ.) მგონი ჯერ... არა.
სჳმონ. (აჩვენებს სფრიდონზე) მაგისი რა ვიცი და მე კი ჯერ არ მინახავს.
მამუკა. ეე!.. აი რა! ეგ ჩემო საყვარელნო, მე როგორღაც არ მესმის... ერთი მითხარით, ხომ შინ არიან?.. მგონი ისინი ყოველთჳს შინ არიან ხოლმე?
სფრიდონ. ეგ არის რომ არ არიან და ჩუჱნც მაგას არ ვჩივით.
სჳმონ. ესე იგი არც ერთნი არიან შინ.
მამუკა. ეე!.. მაშ სად იქნებიან? იქნება სასეიროთ არიან?
სფრიდონ. არ ვიცი.
სჳმონი არ ვიცი.
მამუკა. აი რა! არც ერთმა არ იცით, თქუჱნი ცოლები სად წასულან? არა თუ ღმერთი გრწამსთ ხუმრობთ?
სფრიდონ. არა მერწმუნეთ.
სჳმონ. ღმერთს გეფიცებით, არა
მამუკა. როგორ თუ? არა მაგას რას მეუბნებით?
სფრიდონ. ჭეშმარიტად სწორეთ ვანბობ?
სჳმონ. თქუჱნმა მზემ, ღუთის ქუჱშ ვანბობ.
სფრიდონ. (თავისთჳს) როგორ ვიმართლო ახლა თავი. (მამუკას.) აი ბატონო, რა მოგახსენოთ, მე განგებ მინდოდა ახლა თქუჱთან გხლებოდი, და მეთხოვნა შემწეობა. მე... მე სწორეთ, სწორეთ უნდა მოგახსენოთ, რომ თჳთქმის განწირულებაშია ვარ!
სჳმონ. მეც აგრუ ბატონო! თჳთქმის განწირულებაში ვარ, ისე რომ არ ვიცი რა
მამუკა. სედამთ რა მესმის? ამას რას ანბობენ?.. ეს როგორღაც ახალს ანბავსა ჰგავს.
სფრიდონ. (ერთმანერთს სიტყვებს ართმევენ) სრულებით ახალი ანბავია!
სჳმონ. სწორეთ გაუგონარია, არა მგონია მომხდარიყოს სადმე და როდისმე.
სფრიდონ. რა მოგახსენოთ თქუჱნი ჭირიმე: მე სხუა და სხუა შემთხვევისაგამო ვერ შემო... ვერ შემოვედი შინა, ო... ორი... ორიოდეს დღესა; ხომ მოგეხსენებათ რომ ვცდილობ ეგება კარგი სამოურაო ადგილი სადმე ვიშოვნო...
სჳმონ. (ართმევს სიტყვასა.) მეც აგრე, როგორც მოგეხენებათ, მაგას ვცდილობ...
სფრიდონ. აი ბატონო, დღესა ვბრუნდები შინა იმ იმედით რომ მოვეხჳო ჩემს ორის სამის დღის უნახავს ცოლსა და გავახარო ჩემის ბედნიერებით... რასა ბრძანებთ ბატონო! მოვდივარ, ვხედამ, რომ უჩემოთ ჭკუითგან შემილა.
მამუკა. ხედავთ!
სჳმონ. ბატონო. ეგ კიდევ არაფერი: იმის მიბაძვით ჩემს ნატოსაც სისულელე შეჰპარვია... სფრიდონს. (რა ყურს არ ათხოვებს სჳმონს) ის იმ ეჭვში შესულა, რომ ვითომც მე იმას ვატყუებდე, იმისი ორგული ვიყო. ამისგამი გაქცეულა სახლითგან და დაუგდია აი ეს საშინელი წიგნი უყურეთ, უყურეთ...
სჳიმონ. (აჩვენებს წიგნსა.) არა? მოითმინეთ, ჩემი უფრო საშინელია... ბატონო. ჩემს ცოლს მივაჩნივარ საზიზღრად, მაიმუნად. ასე რომ ვითომც მრთელს ხმელეთზე ჩემზედ უსაძაგლესი არვინ იყოსს. აი ბატონო, ნახეთ, გასინჯეთ...
სფრიდონ. ამის გარდა, ორნივე წასულან კმაყოფილებისათჳს!.. თქუჱნ ეს საქმე როგორა გჩანთ?
სჳმონ. (ართმევს სიტყვას.) ორნივე ბატონო, ორნივე... წასულან დროს გასატარებლად... მაგას ვინა ჩივის, ჩემი ნატო ვიღაცა აფიცრის ეპოლეტებითაც, მემუქრება.
მამუკა. (დგება) ხედამთ! რას მეუბნებიან?.. ეგ არ შეშვენის თქუჱნს პატიოსნებას!.. ეგ ვაჟკაცისათჳს დიდი სირცხვილი არი?.. აბა ეგ საქციელი ერთი მითხარით.თუ ღმერთო გრწამსთ რასა ჰგავს!.. თქუჱნ თავს ლაფს ისხავთ. დაისხით, არა, მე რაღას მემართლებით, რომ ჩემს გვარს არცხვენთ, თქუჱნ უსინიდისოებო? ხედამთ!.. ორი და სამი დღე ცოლშჳლიანი კაცი გარეთ დრო ატარებდეს!.. არა ერთი მითხარით, თქუჱნ თავლაფდასხმულებო! რომელი პატიოსანი ვაჟკაცი იქს მაგასა!.. (სფრიდონ და სჳმონ სირცხჳლით იბუზებიან.) მითხარით სწორეთ სად არიან? თქუჱნ უთუოთ უნდა იცოდეთ ჰა, სად არიან?
სფრიდონ. არ ვიცი, თქუჱნმა მზემ, ერთის სიტყჳთ ორივე დაკარგულან.
სჳმონ. სწორეთ, ორნივე დაკარგულან, ორნივე თქუჱნმა მზემ.
მამუკა. თქუჱნმა მზემ, თქეჱნის თავისა!. იჶ? იჶ! იჶ! ნამუსიანებო! ნეტავი თქუჱნს პატრონს, რაღა უნდა რომ მაგისთანაები ჰყევხართ! არა თქუჱ გვარის მარცხვენელნო, არ იცით მანდედგან რა წარმოსდგება? ჰა?..
სფრიდონ. ახ!.. რომ მაგონდება, ოფლს მასხამს!
სჳმონ. ეგ რომ მაგონდება ეშმაკმა იცის თუ როგორ ვიკარგები გონებითგან.
მამუკა. არა თქუჱნ გვართ მარცხვენლები! ეგ რომ ქლაქმა შეიტყოს, ხომ ჩაგქოლვენ, შეგიძლიანთღა დადგეთ აქა, ჰა!.. არა, რომელს პატიოსანს ოჯახში შეგესვლებათ მერე?.. ხედამთ!..
ორნივე. დიახ, განა არ ვიცით.
მამუკა. ხომ თითით საჩვენებელი შევიქნებით. ხედამთ! არა, ჯანანი წაუვიდეთ, ერთი ცოლი გაქცეულიყო, კიდევ ვიტყოდით, რომ ჰო! ორ-ორი ცოლი გაიქცეს სახლიდამა!.. ორივე ჩემი ძმის წულები ხედამთ... აი რა!.. აქ ერთი რამ საქმეა, ისინი, ტყჳლათ, არ წვიდოდნენ: მითხარით სწორეთ. ნუ გრცხვენიათ. ვინ იყო თქუჱნგანი მიზეზი მაგ საშინელებისა?.. ჰა?.. გამოტყდით.
სფრიდონ. მე... მე... ღმერთმან იცის არ ვიცი... მე... მე მგონია რომ არ მიმეცეს მიზეზი, არცთუ მცირე.
სჳმონ. მე ხომ... მე... ღმერთს ვფიცავ, სიზმარშიაც ვერ გავბედავდი... ღმერთს ვფიცავ.
მამუკა. ხედმთ! (სფრიდონს) არა, შენ შერცხვენილო, რატომ, არ იცი რომ ახლგაზდა ცოლი გყავს... იმისი მარტო გაშვება არ იქნებოდა... განა იმისათჳს ჩმოიყვნე ქალაქში, რომ ოთხკედელს შუა ამოიმწყვდიო... ხომ იცი კარგათ შენ წყეულო, როგორც უყვარდი. თავის დღეში გაგიგონია, რომ ეჩივლოს შენზე! ჩემო საყვარელო, მოთმინებასაც თავისი სამზღვარი აქუს. აბა ახლა რასაიქ? შენი მეგობრებივე ჩაგქოლვენ! ქათმებიცკი დაგიცინებენ.
სფრიდონ. მე დანაშაული მაქუს რასაკჳრველია... მაგრამ... არა, მე დღესვე ვიპოვნი ჩემ ცოლს! ახლავე გავიქცევი და მოვძებნი იმ წყეულს აფიცერსა! ოჰ მე ვაცნობებ იმას ჩემს თვსა, რა უყოთ რომ არ ვიცნობ.
მამუკა. რაო?.. ჰა? რაო?.. რომელს აფიცარს?
სფრიდონ. ეშმაკმა იცის და ქაჯმა, რომელსაცა ცოლი მწერს რომ იმის დედიდასთან წასულან ორნივე... ვითომც იმ აფიცარს დამეგობრებოდნენ, რომელსაცა დღეს დაუწყჳა მხრებზედ ეპოლეტები.
მამუკა. ჰო, ვიცი, ვიცი! ეგ უთუოთ კოსტა ხმალაძე იქნება.
სფრიდონ. ხმალაძე?
სჳმონ. (შემინებით თან ჯდება.) ხმალაძე?! აბა ახლაკი დავიღუპე!
სფრიდონ. მითხარით მაინც თქუჱნი ჭირიმე, სადა დგას... თუ არ ვნახე არ შეიძლება.
მამუკა. ისა დგას ძაღლების ქუჩაში, ჩიბუხაძის სახლში.
სჳმონ. (თავისთვს.) აბა რასაკვირველია, რომ გამოქნილი და ძაღლი კაცი იყოს.
სფრიდონ. ძალიან კარგი! მშვიდობით მაშ, კაცი არ ვიქნები თუ ორნივე ერთათ არ შევიპყარი. (გარბის.)
გამოსვლა 9.
იგინივე, სფრიდონის გარდა.
მამუკა. (უკან მისძახის.) გამიგონე! უფრთხილდი, თორემ ის ვოენია... ასეთი გიჟმაჟი რამ არის, რომ თუ ჩაგიგდო, ორათ არ ეყოფი! (თავისთჳს.) წადი ახლა და ირბინე, (სჳმონს) შენ... რაღა ყური დაგიშვია? შენკი არ მიხვალ ცოლის საძებნელად?
სჳიმონ. ა.... არ... არ შემიძლიან, თუნდ მამკლა არ შემიძლიან... მე... მე ხმლის მეშინიან!
მამუკა. შეხედეთ რას ანბობს!.. არა შენ ბებერო, გამოსულელებულო, რაღათ ირთავდი ცოლსა თუ მოვლა არ შეგეძლო!
სჳმონ. ბატონო! რას მოვიფიქრებდი, ჩემი ნატო ახლა ოც და თერთმეტის წლისაა, ისე მეგონა, რომ იმას აღარაფერში არ უნდოდი პატრონობა.
მამუკა. მაშ აბა ახლა რასა იქ?
სჳმონ. ღმერთს გაძლევ თავდებათ, რომ გული მიკანკალებს, მუხლები მეკეცებიან, იმისთანას მდომარეობაშია ვარ ახლა, რომ საშინელებაა სწორეთ!
მამუკა. ეგ იმასა ნიშნავს, რომ მტყუანი ბძანდები!.. მანდედგან ცხადათა სჩანს რომ სინიდისი გტანჯავს!..
სჳმონ. დიახ... დი... დიახ, ვგრძნობ რომ დანაშაული მაქუს, რომლისაცა გასწორება არ ვიცი როგორ მოვახდინო.. კიდევ ვეცდებოდი როგორმე გამესწორებინა საქმე, მგრამ ი... იმ... გიჟმაჟის აფიცრისა მეშინიან.
მამუკა. ეგ არის რეგვენო შენი ვაჟკაცობა? რატომ არ იცი რომ ჩემის ძმის წულის პატივი უნდა დაიცვა...
სჳმონ. ეგ მართალია, მაგრამ ახლა ზოგი ჩემს შეძლებასა ჰკითხე და!.. ეშმაკმა იცის და ქაჯმა იმ აფიცრის თჳსება, ერთიც ვნახოტ ხმალი შემამისოს, მერე? მერე ვის მივდიო?.. კარგათ ვიცი რომ ჩემს ცოლთან არ მიმიშვებს, აბა ერთი ჩემს ტყავში თქუჱნ ჩაჯექით, მაშინ შეიტყობთ ჩემს ძალასა. თუ როგორიც ძალა მაქუს... რის შეძლების პატრონიც ვარ!..
ნაისახარ. (უცებ შემორბის) თქუჱნი ჭირიმე პატონო ჩემო!.. ეს-ეს იყო ქლბტონმა ჩუჱნი სახლის. წინ დროშკით გაიარეა!..
სჳმონ. (გახარეებით.) სად? საით? საითკენ? ვისთან?...
ნაისახარ. მარტოთ მარტო მიდიოდა!.. აბა გაიხედეთ ფანჯარაში!..
მამუკა. (გაიქცევა ფანჯრასთან) ახ! აგერ ჰო, მართლა, ის არის ის.
სჳმონ. არა თუ ღმერთი გრწამთ მართლა მარტოთ? ჰა! აფიცარი ხომ არავინა სჩანს?
მამუკა. მარტოკა სწორეთ.. ნეტა საითკენ მიდის?.. ნეტა ბიჭს ვერ მოვწევთ?
სჳმონ. (წამოვლებს ქუდს ჴელსა.) მარტო? მაშ რადგან აგრეა, მაშ მე ვიცი. (მამუკას.) აბა მიყურეთ მოვეწვი და მოვიყვან, აქა თუ არა. (გარბის თან ყვირის.) დროშკი! დროშკი!...
(ნაისახარ უკან მოსდევს.)
გამოსვლა 10.
მამუკა. (ტაშს უკრავს და იცნის მრტო.) ხა! ხა! ხა! ბრავო! აი ასე! ხა! ხა! ხა! ახლა ირბინე ჩემო სულელო სიძევ! ხა! ხა! დაე ირბინოს, ეგ არგებს მაგას! ხა! ხა! ხა! მე თქუჱნ გასწვლით, თქუჱნ გარყვნილებო, თქუჱნ შეჩვენებულებო, თუ როგორ უნდა იცხოვროთ ქუჱნს ცოლებთან. ხა! ხა! ხა! მუცელი მეტკინა ბევრის სიცილით ხა! ხა! ხა! (ჯდება ტახტზედ.) ივანიკა ერთი წყალი მამიტა თუ ღმერთი გრწამს!..
ივანიკა. (კულისითგან) ამ საათში.
მამუკა. სიცილს მაშინ უყურე ზოგი, როდესაც შეხვდებიან და დაინასვენ ჩემს კოხტას სახესა!.. სიცილით მოვკუდები სწრეთ!.. უნდა უთხრა, ხმალაძეს რომ პირველად ამ ბებერს ეშმაკს სჳმონს მოუჭიროს მაგრათ.
ივანიკა. (შემოაქუს ლიტრით წყალი.) ინებეთ თქუჱნი ჭირიმე, მარა აწი მევიდნენ ორნივე ქილბატონები, რომელთაც მოჰყვა თან ვიღაც კაი აფიცარი და იმლებიან ეზოშიდ.
მამუკა. ვიცი, ვიცი ვინც არიან!... წადი დაუძახე შემოვიდნენ, მერე ვინიცობა არის ჩემი სიძეთაგანი ერთ-ერთი მოვიდეს, მაშინთვე შემატყბინე.
ივანიკა. (გაბის.) კი ბატონი ბძანდებით. (კარებთნ ) მობძანდი!..
გამოსვლა 11.
ხმალაძე. (შემოდის სცენზე, აქეთ იქით ხელი ხელს გაყრილი შემოჰყავს კეკე და ნატო) კნიაზ მამუკას ვახლვარ. აი მამყავს წართმეული ცოლები.
მამუკა. გამარჯობათ! გამარჯობათ საყვარელნო! (ქალებს) ხო კარგათ გაატრეთ დროება? ხომ მადრიელსა ხართ კოსტასაგან.
კეკე. ახ! ბიძია, უნდა იცოდეთ თუ რა საყვარელია კოსტა!
ნატო. (ხმალაძეს) ახ! ჩემს ქმარსაც თქუჱნა სჯობიხართ ასწილ!
ხმალაძე. (გაბერვით.) მომიტევეთ!
მამუკა. სედამთ! ჰმ!
კეკე. ბიძიავ! უნდა იცოდეთ თუ რა პატივით გვექცეოდა, მე აღმითქო ტანცაობას გასწვლიო!..
ნატო. ასეთი ანდაზებით შეგვაქცევდა ბიძიავ რომ თავის დღეში არ მამწყინდება ამასთან ყოფა.
ხმალაძე. არცთუ მე დავრჩომილვარ უკმაყოფილოდ.
მამუკა. ხედამთ? აი რას ანბობენ!
ნატო. სადღა არიან ჩუჱნი ნამუსიანები.
მამუკა. ორნივე გაიქცნენ თქუჱნს საძებნელად! ხა! ხა! ხა! ისე შეიშალნენ ჭკუისგან, რომ არ იციან რაქნან. ერთი შენის სახლისკენ გამოიქცა კოსტა! მეორე გამოუდგა ერთს ვიღასიც ქალსა დროშკით, ხა! ხა! ხა!
ხმალაძე. (მაღლა) ხა! ხა! ხა!
კეკე და ნატო. ხა! ხა! ხა! აი საცინარი!
მამუკა. მგონი ახლა ის საცოდავები, სულ კისერს მიმუტრევენ, ხა! ხა! ხა!
ხმალაძე. (სიცილით ძლივსღა ლაპრაკობს.) ჩემს სასლში ასლი ისანი დენჩიკის მეტისი გერიკის ჰპოვებენ! ს ! ს.! !
მამუკა. თქუჱნ მაშინ უყურეთ სიცილს, რომ ერთმნერთს შეხვდეთ! ხა! ხა! ხა! კარგი, სიცილს ახლა თავი დავანებოთ, ეს საკმაო არის რაც ვიცინეთ. ეხლა იმდენს უნდა ვეცადნეთ და ასეთი საქმე მოახდინოთ, რომ მაგალითად მსახურებდეთ და შემდგოს აღარ გაბედონ. აქ-იქ თრევა... გესმით კოსტა!.. როდესაც რომ მოვიდეს უფრო ახალგაზდა კაცი ისე აჩვენე თავი, რომ ვითომც გიყვარს ძალიან კეკე. და როდესაც შემოვიდეს უფრო ხანში შესული კაცი, იმას აჩვენე ისე თავი, რომ ვითომც ძლიან გიყვარს ნატო. გესმის თუ არა?
ხმალაძე. მაგაზედ ნუ შეწუხდებით, ჩემი ხელობა რა რის.
მამუკა. გესმით! (ქალებს.) როგორც გითხარით ქუჱნც ისე მოიქეცით. ნუ მოგერიდებთ კოსტასი, ეგ სარწმუნო კაცია და ჩემი ძმად საგულებელი, გესმით.
კეკე. არა ბიძიავ! ეგ იმედი არა გვაქუს კოსტასაგან, რომ ნამდჳლად ჩვენზედ ცუდის აზრით იყოს.
ხმალაძე. (გრძნობით.) ქალებო! გთხოვთ რომ მაგაზედ დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ.
ნატო. რადგანც ჩემი სურვილი არის, რომ ეგება მოიტეხინოს ცუდი ქცევა ჩემი ბებერმა, ამისათჳს, როგორც დამარიგებთ ისე მოვიქცევი, თუნდ განგებ ხმალიც გამოუძახე.
კეკე. ახ! არა კოსტა, თუ ღმერთი გრწამს მართლა არ მამიკლა ქმარი.
ხმალაძე. მაგას რას მიბძანებთ ქალებო!
მამუკა. ეს სუყველა კარგი, მაგრამ არ შეიძლება ქალებო აქ კუთხეში, სადმე ცოტა ვისაუზმოთ?.. შენ რას იტყჳ კოსტა?
ხმალაძე. შენ ნუ მომიკუდები რომ არ იქნება ურიგო თჳთო სტაქანი ღჳნის დალევა.
კეკე. ვაი თუ უცებ ქმრები მოგვესწრნენ.
ნატო. მაგაზედ ნუ გეშინიან! ვინიცობა მოვიდნენ მეორეს ოთახში შევიდეთ იქ დავიმალნეთ და კარები მაგრათ ჩავკეტოთ.
მამუკა. ეგ ძალიან კარგი! მაშ აბა ნატო, მოგჳმზადე რამ!
ივანიკა. (შემორბის.) აგე ჰა! ბატონი ქვე მობძანდება აწი.
მამუკა. არიქა მიშველეთ! აბა მოვემზდნეთ და დაუხვდეთ როგორც რიგია?.. ჯერ მე მარტო დავხვდება. თქუჱნ ჯერ იქით ოთახში გადით.
ხმალაძე. ძალიან კარგი (ჩაავლებს ორთავე ქალებს ჴელს და გაიყვანს მეორეს ოთახში)
გამოსვლა 12
მამუკა და შემდგომს სფრიდონ.
მამუკა. ესეც ასე, ახლა გთხოვთ მობძანდეთ!.. მე თქუჱნ გაცნობებთ ჩემს თავსა! ახლა ვეღარავინ გიშველით!.. თქუჱნ გეგონათ იაფათ დაგიჯდებოდათ?
სფრიდონ. (შემორბის) უჶ! უჶ! ნახეთ რა მომივიდა! უჶ! უჶ! ვერც ჩემი ცოლი, ვერც ის წყეული აფიცარი და ვერცვინ სხუა ვიპოვნე იმ წყეულს ძაღლების ქუჩაში?.. ახლა რა მეშველება!.. ერთს სახლს მივადექი, გამოვიდა ვიღაც ბიჭი ასეთი სიტყვები მკადრა, რომ სასმენელათაც საზაროა! უჶ! უჶ! რომელს აფიცარსა ჰყავს დედიდაო! რასა, როშავო? რა აფიცერიაო? წადი აქედგან დაიკარგე ვიღაცა მუდრეგი ხარო! უჶ! უჶ! ტყჳლათკი არ არის ნათქომი „კაცი რაც თავის თავს იმას მტერი არა იქსო!“.. ბოლოს ბატონო, ძაღლი გამამისია და კინაღამ ცოტა გაწყდ არ დამაგლეჯინა! უჶ! უჶი! (ქუდს იხდის და ტახტზედ აგდებს, თან ოფლს იწმენდს.)
მამუკა. იქნებ მართლა? როგორ ცუდ დროს დიგჳანე! ეს ეს იყო შენმა ცოლმა ახლი გაიარა ამ სახლის წინა?
სფრიდონ. ეს რა მესმის! მართლა თქუჱნი ჭირიმე! ვინა და ვინ იყვნენ? აფიცარი ხომ არა ჰყვანდა თანა?
მამუკა. მარტოთ მარტო იყო... აი ახლა იყო ესეს არის.
სფრიდან. (ქუდს წმოავლებს ჴელსა და გარბის.) არ იქნა მიშველეთ! ამ საათში მოვეწევი!...
მამუკა. იქნება მრთლა! თუ რომ მოეწივე საკჳრველი იქნება.
სფრიდონ. მოვეწევი! აბა თუ ვერ მოვეწევი და ნახამთ? (გარბის.) დროშკი! დროშკი!
გამოსვლა 13.
მამუკა. (მარტო და შემდგომს კარებითგან კეკე და ხმალაძე სტაქნები ჴელში.)
მამუკა. ხა! ხა! ხა! წადი ისეირე ახლა რამდენიც გინდა!.. ხა! ხა! ხა! წაბძანდი იცურავე ოფლში სიმართლისათჳის კარგია! ხა! ხა! ხა! მგონია ახლა ის საცოდავი კისერს მიიმტვრევს ხა! ხა! ხა!
ხმალაძე. კნიაზო, კიდევ ხომ არა მოხდარა? რაზედ იცინით?.. აქ შემობძანდი საუზმეზე.
მამუკა. მოვდივარ? მოვდივარ?
კეკე. (შემოდის.) რაო ბიძიავ? რა იქნა ჩემი ქმარი!
მამუკა. კიდევ იკადრა გაქცევა! ხა! ხა! ხა! შენ მინამ აქ მოიცა, შენიშნე არც რამ მოსდეს, მე გავალ ცოტათი ვისუზმებ.
კეკე. ძალიან კარგი!
ხმალაძე. ჩქარა მობძანდით, გიცდით.
მამუკა. მოვდივარ! მოვდივარ! ვინძლო კეკე, როგორც გითხარი ისე მოიქცე. (გავა.)
გამოსვლა 14.
კეკე. (მივა ფანჯარასთან.) აი, რა კეთილი ბიძა გვყავს! როგორ ცდილობს ჩუჱნთჳს დ ჩუჱნის ბედნიერებისათჳს – გვირჩივა განგებ, რომ ქმრებს გავქცეოდით, გვიშოვნა მეგობარი და ვინ იცის რა! უნდა დავმორჩილდეთ ბიძის ნებასა... სულ ამას გჳრჩევს ხოლმე, თუ რომ გინდათ მოატეხინოთ თქუჱნ ქმრებს ცუდი ჩვეულებაო, უნდა მოიგონოთ ღონისძიება რამაო... აი, რა მოგვიგონა. ამით იმედი მაქუს, რომ დავაშლევინებთ. (როდესც რომ ფანჯარასთან დგას კეკე, ამ დროს შემოდის სჳმონ, ქუდ მოხდილო და იბერამს ქუდით პირზე, რომ დასცხომია.)
გამოსვლა 15.
სჳმონ. უჶ! ძაღლების ქუჩა კი არა და არც ღორებისა დამირჩა, მაგრამ ვერცა თუ კვალო გავიგე ჩემის ცოლისა, თუ სად წასულა!.. ვაიმე! დავკარგე რაღა ჩემი ნატო!.. სრულებით ვერაგავიგერა... ისე დავიღალე როგორც კარგი სახდარი, და შიმშილი ხომ რაღა, ძაღლებსც არ მოშივა ისე. წავიდე ცოტა ვჭამო მაინც რამე. (რა დაინახავს კეკეს, გაოცებული.) სუს! ე... ე.. ეს რა აბავია! განა თქუჱნ აქა ხართ კეკე?.. მადლობა ღმერთსა! ჩანს შეგცოდებია და გიპატივებია თქუჱნის ქმრისათჳს?.. აი ეგ კარგი ქალობა მოგსვლია! დიდი ხანია რაც მოხველი იმ აფიცრის სახლითგან?.. არა თუ ღმერთი გრწამს, სად არის ის რაზბონიკი?.. დედამიწა გასკდეს და ჩაიტანოს იმისი თავი, თავის ძაღლის ქუჩიანათ!..
კეკე. ბატონო სიძე! გთხოვ რო აგრე უპატიურად მოხენებას თავი დაანებოთ, ის იმისთანა ჩინებული ყმაწჳლია რომ...
სჳმონ. მეკი უპატიურად არ ვიხსენებ, მაგრამ ისკი საგრძნობლად მექცევა; მაგრამ ეჰ, რაც მოხდა მოხდა, მადლობა ღმერთს რომ დაბრუნებულხარ, იმედი მაქუს, რომ ჩემი ნატოც დაბრუნდეს.
კეკე. ძალიან სცდებით! მე მოვსულვარ მხოლოდ ერთს მინუტს, ამ საათშივე ვაპირებ იქავე წასვლასა, ნატო, სრულებით არა ყოფილა აქა, მაგრამ აქეთკენ კი გაიარა, აგერ სამი მინუტი იქნება.
სჳმონ. (წამოვლებს ქუდს ჴელს.) აქეთ გაიარა? იქნება მართლა? ახ! რათ დავიგჳანე?.. ამ საათშივე მოვეწევი! მარტო იყო თუ აფიცარიც, თანა ჰყავდა?
კეკე. მგონია რომ მარტო იყო.
სჳმონ. მადლობა ღმერთს! რომლის ქუჩისკენ მიდიოდა?
კეკე. იქით, ვერისკენ.
სჳმონ. თუმცა დაღალული ვარ, მაგრამ მოვეწევი! (გარბის და თან ყვჳრის.) ეი! დროშკი! დროშკი! ათ თუმანს არ დავიშურებ!
გამოსვლა 16.
კეკე, შემდგომს, ნატო
კეკე. ხა! ხა! ხა! რა სასაცილო კაცია საწყალი! როგორი სულელია! საცოდავი! ხა! ხა! ხა! ჩემი გარყვნილი ქმარიც არის ამის ღირსი... ორნივე დაგვდევენ ასლა თან კუდებსავით, ჩუჱნკი შინა ვსხედვართ, თავისუფლათ.
ნატო. (შემოდის.) ეს რა ანბავია? ხმა შემომესმა და მგონია ჩემის ქმრის ხმა იყო? რა იქნე ის რეგვენი?
კეკე. როგორც გიჟი, კიდევ ისე გაიქცა შენს საძებნელად, მერე რა მშიერის მუცლით. ხა! ხა! ხა!
ნატო. ეგ არაფერი, დაესხენ ის ბებერი გასკდეს სირბილით და ცალკე შიმშილით!.. მაგითი დაჭკჳანდებიან, დაეხსენი ჩუჱნი ყადრი შეიტყონ.
კეკე. ნეტავი რა იქნება, ღმერთმან ინებოს (რა მივ ფანჯარასათან.) უყურე! უყურე! სწორეთ ის არის, ჩემი ქმარია მგონია, უკან მორბის.
ნატო. ის არის, სწორეთ ის არის... (მაღლა) ბიძია! ბიძაა!
კეკე. ბიძია! ბიძია!
გამოსვლა 17.
ისინივე და მამუკა. (გამოდის.)
მამუკა. მოვდივარ, მოვდივარ, რა ანბავია, რა მოხდა?
ცოლები დაგკარგეთ.
კეკე. ჩემი ქმარი!
მამუკა. გაიქეცი დაიმალე შენს ოთახში... ის რეგვენი, შენი ქმარი სადღა წავიდა?
კეკე. (შერბის თავის ოთახში) არ ვიცი!
მამუკა. კარგი, კარგი, ეგ კეთილი! იცი რა ახლა ნატო! როგორ უნდა მოატყუო ახლა, შენ აქ დარჩი და როდესაც შემოვიდეს, უთხარი რომ ბიძა ჩვენი ძალიან გაჯავრებული არისთქო... ძალიანათქო! თჳთქმის თავს პირს იმტვრევსთქო!.. ერთის სიტყჳთ შენ იცი რასაც ეტყჳ.
ნატო. კარგი, კარგი.
მამუკა. კოსტანტინეც, აგერ სადაც არის საუზმეს მორჩება. (შედის მარჯვენა ოთახში.)
გამოსვლა 18.
ნატო. (მივა ფანჯარასთან) და შემდგომ სფრიდონ.
ნატო. საყვარელო ბიძიავ!.. როგორ ცდილობს რომ ქმრები ჩუჱნს უკან დარბოდნენ; როგორი სასიამოვნოა ჩუჱნთვის! მაგრამ მეშინინ, რომ ჩემი ქმარი მამიკუდესკი დაღალვით. მე თჳთონაც არ ვიცი, თუ რათ მიყვარს ასე?.
სფრიდონ. (შემოდის და ვერ ხედავს ნატოს. ქუდს მოიხდის და ტახტზედ დაახლის.) უჶ! არა! სწორეთ დაიკარგა! ეს რა საშინელებაა!.. ამ სირბილში, ერთი კარგი ბიაბრუობაც მივიღე და დავრჩი ცარიელი... ორი ქალი დამხვდა გზაში, და იმ სირბილში ლაზათიანათ ვეჯახეე და ორივე წავაქციე. ერთმა დაიყვირა, შენ უზდელოო, და მეორემ არც აცივა არც აცხელა, გრძელი ყურები რომ გქონოდა სწორეთ ვირი იქნებიო.
ნატო. თქუჱნ მაგის ღირსნი ხართ, დაუფგრომლებო!
სფრიდონ. (სიხარულით.) ახ! ნატო! მოსულხარ!.. მადლობა ღმერთს! სად არის ჩემი კეკე, მითხარი შენი ჭირიმე!..
ნატო. რა საჭიროა იცოდე, სადაც არის?... ჩემი ქმარიც სულ შენგნით გავიჟებულია, მარტო გაუშჳ, დააგდე ოხრად, ახლა თავი დაანებე... არა რას ეძებ ერთი კაცმა თქოს?
სფრიდონ. (მიწიწებით.) ტყჳლი ანბავი მოუტანიათ, ღმერთს ერწმუნე ტყჳლია! ჩუჱნ თავის დღეში არ დაგვიწყებია ჩუჱნი მოვალეობა.
კეკე. მაშ აბა მითხარი სად სეირნობდით ესე დიდ ხანს?
სფრიდონ. გეფიცებით ღმერთსა, რომ ეს ერთი როგორღაც მოგვიხდი, ჩუჱნ თჳთონაც არ ვიცით!.. შენი ჭირიმე ნატო! ორნივე მტყუანი ვართ! მითხარი გეთაყვანე, სად არის ჩემი კეკე? იქნება მართლა (წუწუნით.) სრულებით დამიტევა! არა მჯერავს!
ნატო. (წყრომით.) გინდა დაიჯერე, გინდა ნუ! რა სარწყაოთიც შენ მიუწყე, იმითი იმან მოგიწყო. აბა შედი ნახე, შენს ოთახში, როგორა ჯავრობს ბიძა ჩუჱნი და წუხს! აბა აუტყდეს რამე მწუხარებით!.. თუ არ შეგირცხვებათ დაეხსენი, მოვკუდები და მაშინ თქუჱნ გასცემთ, შემომქმედს პასუხს, ყოვლის ჩუჱნის უბედურებისათჳს.
სფრიდონ. ღუთის გულისათჳს ჩუმათ. სუს ჩ... გაიგებს!.. (ხვეწნით.) ყური დამიგდე შენიჭირიმე, გთხოვ ვედრებით მითხარი საცა არის ჩემი კეკე?
ნატო. ბაზარში წავიდა საკაბის საყიდავათ.
სფრიდონ. მართლა! მაშ სჩანს რომ შინ ყოფილა? ჰა?.. მე მეძებდი განა?
ნატო. ეგ ფიქრშიაც არ მოსვლია.
სფრიდონ. მაშ ერთი მაინც მითხარი, მარტო წავიდა?
ნატო. მარტო რათ წავივოდა თან ჩუჱნი საყვარელი მეგობარი აფიცარი გაჰყვა.
სფრიდონ. (წამოავლებს ქუდს ჴელს.) ვაი, ახლა დავიღუპე!.. აფიცარი!.. ახლაკი ვერსად, ვერსად წამივლენ!
ნატო. რაო? შენ გგონია ისინი დაიჭირო! ხვალ არ დაიჭირო.
სფრიდონ. ახლაკი იმედი მაქუს... დროშკი! დროშკი. (გარბის.)
გამოსვლა 19.
ნატო. შემდგომს მამუკა, ხმალაძე და კეკე (თჳთო თჳთოთ კარებითგან გამოიცქირებიან.)
ნატო. ღმერთმა გზა მშჳდობისა მოგცეს. (მამუკა ჯერ კრებითგან თავსა ჰყოფს, იყურება და შემდგომს გმოდის.)
მამუკა. ჰო, რაო? კიდევ გაიქცა?
ხმალაძე. ხა! ხა! ხა! კიდევ გამგზავრდა?...
მამუკა. მშჳდობით!.. მშჳდობით!... წაბძანდი და ირბინე?
კეკე. (თავს გამოყოფს თავის ოთახის კარებითგან.) რა იქნა, ბიძიავ?
ნატო. კიდევ გაიქცა.
ხმალაძე. წავიდეთ საყვარლებო! ასე უნდათ ნამუსიან ქმრებსა:
მამუკა. აბა ახლა საყვარელო კოსტა, შენ იცი, როგორც საქმეს მოახერხებ. (ნატოს) შენ აქ დარჩი ამასთან ჩემო ნატო.
ხმალაძე. დიდის სიხარულით.
მამუკა. (ნატოს.) ვინძლი ნატო, რაც დაგარიგოს, კოსტამ ისე მოიქცე, თუ რომ გინდა დასაჯო შენი ქმარი. (უჩუჱნებს აფიცარს.) ეს არის შენი მფარველი და ნუ იშიშჳ ამასთან მარტო ყოფასა.
ნატო და კეკე. ვიცით ბაძიავ, რომ ჩუჱნთჳს ზრუნავს.
მამუკა. (მოვა ფანჯარასთან.) აგერ სადაც არის ნატო შენი ქმარი მიორბენს. ვინძლი კოსტანტინე მოიქცე ისე როგორც გითხარი.
ხმალაძე. ეჰ! კნიაზო ეგ ჩემზედ მოაგდეთ, მაგისთანაები ბევრი გარდამხედია.
გამოსვლა 20.
ნატო და ხმალაძე.
ხმალაძე. აი რა, როდესაც თქუჱნი ქმარი მოვიდეს ვითომც არ იცით რომ აქ არის და ყურს გიგდებთ, რაც შეეძლოთ თქუჱნც ნაზურად და სიყვარულით დამიწყევით ლაპარაკი... აი ვსთქვათ ასე: რომ გითხრათ, ჩემო სიცოცხლევ, ჴელი მიბოძე ეგ მშურნიერი?... თქუჱნც გამომიღეთ ნზურათ ჴელი და მითხარით: ახ ყმაწჳლოთქო... როგორც თქუჱნი ნება გახლავსთქო. ინებეთ-თქო... აბა, აბა განიმეორეთ...
ნატო. (იმის მიბაძჳთ და დაცინებით.) ახ! ყმაწჳლო, როგორც თქუჱნი ნება გახლავსთ... ინებეთ!..
ხმალაძე. ჰო! სწორეთ აგრე.
ნატო. (ყურს უგდებს კარებისკენ.) ახ, მოიცადეთ, გონია ვიღისიც ფეხის ხმაა!.. იქნება ჩემი ქმარი იყოს, გული მიკანკალებს.
ხმალაძე. (თვისთჳს) ეშმაკმა წაიღონ იმის თავი! (ნატოს) აბა და ჰა, ნუ შეგეშინდება, გაბედჳთ დავიწყოთ! მე არავისი არ მეშინიან, თუ მე მკითხავით!
ნატო. ახ, რა ვქნა?.. გულს მიფრიალებს.
გამოვსლა 21.
იგინივე და სფრიდონ.
სფრიდონ. ვერ იქნა, ვერ თავიჭირე ის წყეულები! (რა დაინახავს ნატოს და ხმალაძეს) ოჰ! სუს!.. აი კარგი ანბავი!.. ნატო!.. იმ ფიცართან! (უკანვე წყნარ-წყნარა დაიწევს.)
ნატო. (წყნარა, ხმალაძეს.) ეს ჩემი ქმარი არ არის... არა... რა ვქნა?..
ხმალაძე არაფერი, არფერი, უფრო კარგი მე დავიწყობ: ახ ჩემო სიცოცხლე!
ნატო. (დაცინებით.) ახ, ყმწჳლო!
ხმალაძე. ახ! შემიბრალე ჩემო გულის ნუგეშო! მე მხოლოდ შენით ვცოცხლებ! შენითა ვსუნთქავ!...
ნატო. ახ! ყმწჳლო რა გნებავთ მიბძანეთ!
ხმალაძე. ის მნებავს ჩემო სიცოცხლე, რომ თქუჱნცა გიყვარდეთ!.. მიბოძეთ ეგ მშუჱნიერი, ჴელი? (ჩუმათ.) გაბედე ჩემო სიცოცხლე!
ნატო. (რა აძლევს ჴელსა) ახ! ჰა ინებეთ (ხმალაძე. კოცნის.)
სფრიდონ. (თვისთჳს იცინის და ფეხის თითებზედა დგას.) ოჰ, მეც ვიტყჳ ბრავო, ბრავო! აჶერუმ! ხა! ხა! ხა! ხა, სად არის ახლა სჳმონ, რომ არ ხედამს... ახ, ერთი სადაც არის ახლა გაჩნდეს აქა... რამდენს ვიცინებდი!.. წვიდე ერთი მოვძებნო... ჩემი, კეკე ხომ არ მოიქმედებს ამასა (გვა.)
გამოსვლა 22.
ისინივე, გარდა სრფიდონისა.
ხმალაძე. (უკან მიიხედავს) წავიდა, მსლობი ღმერთს!.. არა ეს რატომ აღარ მითხრი, დამმალეთქი. მაშინვე სერთუკს ქვეშ ამოგისომდი!
ნატო. რასაჭირო იყო ეგ, როდესც ჩემი ქმარი არ იყო.
ხმალაძე. ეგ სულერთია ანბავს მიუტანდა.
ნატო. მაგოდენი ეშმკობი რო არ მაქუს.
ხმალაძე. შემთხვევის მიხედვით უნდა მოიქცე.
ნატო მოიცათ, ვიღაც მოდის მგონია
ხმალაძე. (დაახველებს.) ჩემთჳს სულ ერთია.
გამოსვლა 23.
ისინივე და სფრიდონ, რომელსაც ფეხწენარა შემოყავს სჳმონ, თან თითით უჩუჱნებს აფიცარს და ცოლს.
ნატო. (რა დაინახვს თავის ქმარსა.) ახ, ჩემი ქმარი!..
ხმალაძე. ახლა მოდი და, რასაც გეტყჳ პსუხს ნუ მამიგებ... (წყნარა ნატოს.) ნუ გეშინიანთ, ნუ გეშინიანთ, ეგ დაახსოვდება. (მაღლა) ჩემო სიცოცხლის ფიალავ ნატოჯან! ღმერთს გეფიცები შენი ქმარი სულელია!!!
სფრიდონ. (დაცინებით სჳმონს.) გესმის რას ანბობს?
სჳმონ. (წენარა) ყრუ ხომ არა ვარ.
ხმალაძე. (წყნარა ნატოს) წინააღმდეგის სიტყჳთ არა მიპასუხო რა! (მაღლა) განა ეგრეა, რომ არ გიყვარს ის სულელი შენი ქმარი?.. არ გიყვარს განა? მართალია თუ არა?
ნატო. ახ! მართალია? ის ჩემი სიყვარულის ღირსი არ არის?
სფრიდონ. (სჳმონს.) გესმის? ხა! ხა! ხა!
სჳმონ. დიახ მესმის, მაგრა...
სფრიდონ. ხა! ხა! ხა! მაგრამ ყურს რას უგდებ და ამთქნარებ. შედი მაგის ბიძასთან უთხარი ეგ ანბავი, ისიც მოგეხმარება და ერთათ დაუწყეთ დასჯა. მეკი გავიქცევი კიდევ ჩემი კეკეს მოსაძებნავათ. მშვიდობით. (გადის შუა კარებში.)
ხმალაძე. (ნატოს.) სჩანს რომ მარტო მე გიყვარვარ?
ნატო. დიახ, სწორეთ, შენის მეტი ვინ უნდა მიყვარდეს.
ხმალაძე. უნდა იცოდე სიცოცხლევ ახლა, თუ მე როგორღა მიყვარხარ.
ნატო. სარწმუნო ვარ.
ხმალაძე. მაშ ნება მამეც სიცოცხლევ, დაგიკოცნო ეგ ბროლის ჴელები,რადგანც ჩემი ხარ...
ნატო. მაშ სხუა ვისი უნდა ვიყო.
სჳმონ. (ამაზე თავს იქნევს, შემდგომს ფეხის ფრჩხილებზედ მიიპარება მარჯვნივ ოთახში მამუკასთან.) ას! ნა... ნა.. ნატო
ხმალაძე. (წუნარა ნატოს.) კარგი, მგონია, ბიძა თქუჱნთან შედის ახლა.
ნატო. ეს რა ანბავია ჩემს თავსა?
ხმალაძე. ის ანბავია რომ შენ ხარ ახლა ჩემი.
სჳმონ. (ჩუმათ.) აქ კოცნამდისინაც მიდის, საქმე, წავიდე ჩქარა მამუკას შევტყობინო, თორემ თქუჱნი მტერი.
ნატო. ამას იქით ტყვილია, რაც უნდა ქმნას ქმარმა ცოლმა ყური უნდა მოიყრუოს, ვითომც არაფერი ესმის.
სჳმონ. რასკჳრველია, მაგ საქმეზე, რა!.. ეს ბებერი დედაკაცი, რომ ამას სჩადის. ყმაწჳლმა ქალებმა რა უნდა ქნან. (შედის.)
ნატო. (რა მობრუნდება და ნახავს ქმარს გასულს.) წავიდა! საკმაოა, საკმო ყმწჳლო!.. ჯერ ეგა კმარა იმისათჳს.
ხმალაძე. სულაც არა! ესკი დაგავიწყდა და არ მითხარი! დამმალეთ მე სერთუკს ქვეშათქო.
ნატო მე მგონია, რომ მაგისი თქმა მომატებული იყოს და ამასთანავე საეჭვო.
ხმალაძე. მაასს რასა ბძანებთ! ეგ შენს ქმრის გასწორებისათჳს კარგია!
ნატო. დაეხსენი ეგეც კეკემ გითხრას, ჩემში ეგ აზრი არ იპოვება.
ხმალაძე. თქუჱნთჳს ვანბობ, თორემ ჩემთჳს სულ ერთია.
ნატო. (ყურის გდებით) გესმით? გესმის თუ არა? მეორეს ოთახიდგან ჩხუბის ხმა მოდის.
ხმალაძე. აა! მგონია ბიძა თქუჱნი გარეთ აგდებს. უთუოთ ჩემი პირის პირ შეყრა უნდა? დაჯექით, დაეხსენ ერთი მობძანდეს. (ლაპრაკობენ ჩუმათ.)
გამოსვლა 24.
ისინივე, სჳმონ, მამუკა. (მეორეს ოთახის კარებითგან ჩხუბობენ.)
მამუკა. (ჴელსა ჰკრავს და გამოაგდებს კარებითგან.) წადი, წადი, მიბძანდი! დაიეცვი თუ შეგიძლიან შენი პატიოსნება! რათ გეშინიან!
სჳმონ. (ჩუმათ მამუკას.) ერთათ სჯობია, მივიდეთ... თქუჱნი ჭირიმე ერთათ...
მამუკა. ეგ ლაყბობაა! მარტო მიბძანდი! თუ შეგიძლიან დასაჯე შენი ცოლის მოარშიყე... აგერ... ჰა... მიდი...
სჳმონ. ბატონო და რომ სმლი შემამისოს, მერე ვის მივდიო!..
მამუკა. შენისთანას კაცს აგრე უნდა, (გამოაგდებსჴელის კვრით ისე, რომ კინაღამ წაიქცევა და თან კარს მოაკეტს.)
ნატო. (რა დაინახავს თავის ქმრის უცებ წამოხტება და დაიყჳრებს.) ახ! ჩემი ქმარი! (შევარდება მარცხნივ კარებისკენ.)
ხმალაძე. (შეხედავს სჳმონს შეჭმუხვნილი.) თქუჱნი ქმარი!
გამოსვლა 25.
ისინივე გარდა ნატოსი.
სჳმონ. (თან თრთის.) აი ახლა ჩავარდი აი.. მა... მა... მახეში...
ხმალაძე. (დაცინებით) შენ ბძნდები ქმარი, იმ მშუჱნიერს არსების? ჰა?
სჳმონ. (მხარეზედ.) უარი უთხრა? ჰა! მოდი უარს გეტყჳ?
ხმალაძე. (ჯავრობით) პასუხს რატომ არ მიგებ?
სჳმონ. (მოწიწებით.) თქ... თქუჱ... თქუჱნო მა მაღალ კეთილშობილებავ!.. თუ რომ არ მოგწონთ, რომე მე... იმისი ქმარი ვარ... მაგრამ რა... მე კეთილი კაცი გახლავარ... ამასთანავე სუსტ ქ... ქმარი
ხმალაძე. ეშმაკმა წაიღონ შენი თავი! რიღისათჳს შეირთე მაშ ცოლი?.. ჰა?
სჳმონ. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ თქვე... თქუჱნო კეთილშობილებავ... ეგ როგორღაც მომიხდა, მე... თქუჱნ მე მომიტევეთ, შემიყვარდა და...
ხმალაძე. როგორ თუ შეგიყვარდა!.. სიბერის დროს? ხა! ხა! ხა!
სჳმონ. რა ვქნა თქუჱნო კეთილშობილებავ! თქუჱნ მგონია მოგეხსენებათ, რომ სიბერის დროს უფრო ვჩადივართ სულელურს საქმეებს.
ხმალაძე. ის შენი შესფერიც არ არის. ის მშუჱნიერი დედაკაცია, ასეთია რომ (ჴელზედ იკოცნის.) შენ, შენკი ეგრეთი, ფუ!..
სჳმონ. მე თქუჱნი ჭირიმე როგორცა მხედავს თქუჱნი კეთილშობილება, არც კარგი ვარ და არც ავი...
ხმალაძე. მე მიკჳრს თუ როგორ შეიქნა თანახმა შენის შერთჳსა? ეს სწორეთ მე მიკჳრს!
სჳმონ. მე... მეც თჳთან... მიკჳრს (ოჰ, როგორ პირუტყჳს სახის მეტყველება აქუს!)
ხმალაძე. ჰმ! საკჳრველია! არა, ერთი მითხარი, თუ ღმერთი გრწამს, შენი ერთგულია, თუ არა?
სჳმონ. ესე იგი... არ ვიცი რა მოგახსნოთ... ერთხელ კი ი... იყო...
ხმალაძე. როგორ! განა ახლაკი გიღალატა?
სჳმონ. დი.. დიახ, თქუჱნ მღალკეთილშო ბილებისგამო მი.. მიღალატა.
ხმალაძე. აა! მე მგონია ეს შენ არ უნდა მოგწონდეს?
სჳმონ. ესე იგი... ჰო... თჳთქმის ძალიანაც. მე ახლა ერთის სიტყჳთ ვიტანჯები, თჳთქმის აი ასე თითქოს გული მამგლიჯეს მეთქი.
ხმალაძე. ჰმ! ამაზე რას იტყჳ შენა რომ, если она будетъ моя...
სჳმონ. (მხარეზე.). რაო? მაიაო? (მაღლა) რა ბძანეთ ბატონო? რაო? ჩემს ცოლს მაია არა ქჳა?
ხმალაძე. (მხარეზე.) ახ! Что онъ городитъ?
სჳმონ. (მხარეზე) რაო? თქუჱნი მტერი, სადღაც მეპატიჟება. ოღონდა მოდითო? (მაღლა) სად... სად მოვიდეთ?
ხმალაძე. (იცინის.) ხა! ხა! ხა! დიახ, დიახ, შენი ცოლი რომ მამაწონს, შენ რას იტყჳ? ჰა?
სჳმონ. დიახ, მეს... მესმის.
ხმალაძე. რა გესმის?
სჳმონ. რა და... ეს... რომ... ეგ არ არის კარგი, ცუდია, თჳთქმის ორაზოვანია. მე მგონია თქუჱნ ადრე არ იცოდით, რომ ის ქმრიანი ქალია?
ხმალაძე. როგორაო? თუ მკითხამ შენსითანა ქმრის პატრონებს უფრო მივდევ! ეგ ჩემი ხელობა არის.
სჳმონ. (მოწიწებით და ცოტათი წყრომით, თან შიშით.) სუს! ხედამო?.. თქუჱნ, იქნება ისეთი ვიღაც რამ გგონიართ?
ხმალაძე. (დაყჳრებით) რაო? სთქჳ? რას ანბობ?
სჳმონ. (უკან დაწევით) არა, თქუჱნ არ მოგა... მოგახსენეთ... ისე როგორღაც მომივიდა... ის, მოგეხსენებათ მოითხოვს იმას, რომ ბოლოს ცუდი არა გამოვიდესრა; ამასთანავე დავრჩე ისე, როგორითაც ახლა ვარ... ჩემი ცოლიკი იყოს ისევ ჩემი ცოლი. გესმით თუ არა?
ხმალაძე. ეე! ჩემო საყვარელო! მე ვხედავ რომ შენ როგორღაც თავს გადიხარ? ამ ხმალს უყურებ?
სჳმონ. (თჳთქმის ტირის.) თქუჱნ ტყჳლათა ფიქორობთ მაგასა, მე მაგისთანა სულის მქონებელი კაცი არავარ... მე მხოლოდ მინდა აგიხსნათ, რომ თქუჱნ სვრით ლაფში ჩემის გვარის პატიოსნებასა, რომელიც ეკუთვნის თავადისშვლობასა. მე ჩემის ნატოთი ჩამოველ ტფილისში, რომ ეგები სადმე,მოურაობა. გავირიგო მეთქი; თქუჱნკი, ეხე... მაგრამ გინდათ დაამციროთ ჩუჱმნი ღირსება... ესე იგი გინდათ, რომ მისცეთ ის თჳსება, რა თჳსებაცა აქუთ ტფილისელთ ქალებს.. და იმისთანას აზრებს, ჩააგონებთ, რომელიცა ადრე ჩემის ვადისა, დასამარხავს საფლავში შემქნის... რასაკჳრველია ეს თქუჱნთჳს ადჳლი გახლავსთ და ამასთანავე ვსთქუათ, რომ არ იქნეთ დასჯილ ამ სოფლად, მაგრამ დაიხსოვეთ, რომ არის განგება ზეციური, რომლისგანაც ვერ დაგიხსნიან ვერცა თუ ეგ თქუჱნი ეპოლეტები! იქ! იქ გაიგებთ თუ ვითარის გულმხურვალედ მოითხოვს პასუხის გებას სჳმონ ქალაჩუნაძე. იქ დაგიყენებთ პირს ჩემს ნატოს... და გათქმევინებთ თუ რომ გქონითრამე... (გულ ამოსკუნით ტირის და ჴელცახოცით იწმენდს თვალებს.)
ხმალაძე. ხა! ხა! ხა! აი და ბრავო! ბრავო! ქალაჩუნაძე! შენ გაიმარჯუჱ ახლაკი ჩემზედ შენის ენამეტყველობითა!.. დაჰკარ ჴელი! მომიტევე ჩემო საყვარელო! შენი ცოლი არაფერი ჯერ კიდევ... არაფერი... დამშვიდდით!..
სჳმონ. (გახარებით) როგორ! განა მართალს.. ანბობ, რომ ჯერ არაფერი...
ხმალაძე. ესე იგი, თუმცა მინდოდა, მაგრამ არ დამმორჩილდა!.. საკჳრველის თჳსებისა ყოფილა.
სჳმონ. მადლობა ღმერთსა!
ხმალაძე. დიახ, დიახ. ამას გრდა, ცოტა არ არის რომ ხანში შესულია...
სჳმონ. აი, ახლა კი მადლობელსა ვარ მაგისთჳს!.. თუ ნებასაც მიბოძებთ, მე თქვენ გირჩევთ მიმართოთ კეკეს, სფრიდონის ცოლს, ასლი, ის არის თქუჱნის თჳსების შესაფერი.
ხმალაძე. გმდლობ! მე უშენოთაც ვიცნობ და ახლა აგერ მოველი აქა.
სჳმონ. (მხარეზედ) ოჰ, მეც ვიტყჳ! ბარაქალა კეკე, განა შენც აგრე. (მაღლა) სჩანს რომ ჯერ იმათ ბიძას არ უნახჳხართ აქა?
ხმალაძე. არა, მნახა მაგრამ ისე ეშინიან ჩემი, როგორც ცეცხლისა!.. როგორ შეუძლიან დამენახოს (ხმალზეჴელს იდებს) ამას უყურებ?..
სჳმონ. ეგ კარგი!.. ხედამთ, წეღან მეკი დამცინოდა... ხა! ხა! ხა!...
ხმალაძე. ახლა ბევრს იცინებთ იმაზედაც და შენს მეგობარს სფრიდონზედაც... გინდათ თუ არა?ჰა?
სჳმონ. (ეხვევა.) თქუჱნი ჭირიმე! მომეცით შემთხვევა! სფრიდონს, მეცა და ჩემს ცოლსაცა დაგვცინოდა, ღმერთს ენდეთ ამ უბედურების მიზეზი სულ ის არის... ერთი დაუმტკიცეთ თქვენი ჭირიმე იმისა, რომ მისი ცოლი ჩემს ცოლზედ უარესი არის! თქუჱნი ჭირიმე!..
ხმალაძე. ბატონი ბძანდებით, ბატონი! ახლავე დაუკეტავ იმათ ბიძას კრებს და მე დავიწყობ ჩემებურად... შენკი ჩემო საყვარელო, მოსძებნე შენი მეგობარი სფრიდონ და მოიყვანე აი იმ ფანჯრიდამ აცქერინე. კარი დაკეტილი იქნება, დაეხსენი ისიამოვნოს ჩუჱნის ცქერითა.
სჳმონ. ახ, ჩემო კეთილისმდომეო!.. რა ვსთქუა ახლა, იმისთანა აფიცარი ბძანდები რომ ღმერთმა ინებოს თქუჱნისთანა ერთი ორასი იყოს ქალაქში (ღმერთმა ნუ ქნას თორემ ქვეყანას დააქცევდნენ.) მაგრამ როგორ წავიდე ჩემის ნატოს უნახავათ? ჯერ შევალ შეურიგდები... ჰა!.. რასა ბძანებთ?
ხმალაძე. არა, ჯერ მოითმინე, შენზედ გაჯავრებულია და არ მიგიშვებს თავისთან; წადით მე თქუჱნ მერე შეგარიგებ.
სჳმონ. უმორჩილესად გმდლობ! ღმერთმა ინებოს თქუჱნი ღენარლათ გახდომა! ღმერთმა იმისთანის ცოლს შეგყაროს, რომლისთანაცა ჯერ ქვეყანზედ არ დაბადებულიყოს! (მიდის და ჴელმეორედ ბრუნდება.) მაგრამ მიბძანეთ თქუჱნი ჭირიმე... სინიდის ქვეშ მიბძანეთ; თქუჱნ სწორეთ არაფერი ნატოსთან?
ხმალაძე. ეჰ, ჩემო საყვარელო! აკი გითხარი, რომ არფერი მეთქი.
სჳმონ. მადლობელს გახლავართ თქუჱნი ჭირიმე!.. (მიდის და ჴელახლად ბრუნდება.) არცარა ცუდი განზრახვა გქონდათ რამე?
ხმალაძე. (მოთმინებითგან გასული! ფეხებს უბრახუნებს.) გასწი ერთი მამა გიცხონდა ჴელი აიღე, აკი გითხარი არა მეთქი, დასწყევლოს ღმერთმა?..
სჳმონ. (შეშინებით უკან იწევს.) ჰა ბატონო, გიახლები (თავისთჳს.) თვალები სწორეთ ეშმაკს მიუგავს კინაღამ წავიქეცი. (გავა.)
გამოსვლა 25.
ხმალაძე მოტო (შემდგომს მამუკა და კეკე.)
ხმალაძე. დიახ! მართლა რომ დღეს თოკითგან გაწყვეტილს კაცსა ვგევარ... მამუკამ იმისთანა მდგომარეობაში ჩამაგდო, რომ მეტი ღონე არ არის ისენი უნდა ჩავიდინო, რაც თავის დღეში არ გარდამხდია! მაგრამ, არა, სამართლიც არის იმისთანა სულელ კაცების ცოლებს, ესრედ მოექცნენ. –
მამუკა. (რა გამოდის მეორეს ოთახიდან.) აბა, რა ქენი კოსტანტინე? კარგათ შეაქციე თუ არა ის ბებერი სულელი?
ხმალაძე. სულ დაინანა რაც რამ საქმე ჩაედინა... ბოლოს თჳთქმის იტირა... ხა! ხა! ხა!..
მამუკა. აჶერუმ? აჶფერუმ! (ეხვევა და კოცნის.) მადლობელსა ვარ, საყვარელო კოსტანტინე!
ხმალაძე. ნუ სწუხართ, კნიაზო!.. რაც რამე გსურდეთ ჩემგნით მოითხოვეთ.
მამუკა. დიახ! ახლა უნდა ისე მეორე შევაქციო კარგათა. – დაეხსენი იგრძნოს, თუ რა წარმოსდგება ცოლის ორგულებითგან. (შედის იმვე ოთახში, საიდგანაც გამოვიდა.)
ხმალაძე. სჳმონ სფრიდონის მოსძებნელად გაიქცაა (თავისთჳს) სწორეთ გითხრათ მეშინიან არ შემიტყოს ამ კაცმა ეს ჩემი ნამდჳლი ეშმკობა.
მამუკა. (კარებისკენ.) კეკე! კეკე! მოგივიდა დრო შენის ქმრის დასჯისა!
კეკე. (გამორბის სიხარულით) მეც. აქ გახლვარ! მაგრამ ბიძაივ რატომ მოგახსენათ, რომ ეს ყმაწვილი ხუმრობის წრეს გადსულია... სწორე მოგახსენოთ ამის გამო მეშინიან.
ხმალაძე. ახ, ქალო!
მამუკა. აი ახალი ანბავი! მოდი და ამათ კეთილი უყავ! ქრმებს უჩივიან გვღალატობენო, და თავიანთ კეთილის მოქმედს კი ემდურებიან! სად არის მადლი?.. კაცი ცდილობს თქუჱნის ბედნიერებისათჳს, უნდა ჩააგონის თქუჱნს ქმრებს თავიანთი ცუდი ქცევა, და თქუჱნ მადლობის მაგიერად ემდურებით კიდეც!
ხმალაძე. არფერი კნიაზო. დამშვიდდით? (კეკეს) თუ რომ ჩემის ბუნებითის სიყვარულისაგან იშიშჳთ... მშჳდობით ქალო... (უნდა გავიდეს.)
კეკე. ახ, არა, არა, ნუ მიბძანდებით, მე ისე ვიხუმრე... მომიტევეთ ყმაწვილო... ჩემის ქმრის გულისათჳს ყოველზედ მზათ გახლავარ.
მამუკა. მიუტევეთ ყმაწჳლო...
კეკე. მაგას თავი დავანებოთ და აკი აღმითი ქჳთ კადრული უნდა ვესწავლებინათ ჩემთჳს.
ხმალაძე. (მხარეზე.) თქუჱნი რისხვა მქონდეს თუ გამეგებოდეს რამე კადრულისა, (კეკეს,) დიდის კმაყოფილებით.
ივანიკა. (შემორბის.) აწი სფრიდონ, აჰა, აჰა, აქანა სახლს მოატანა!
მამუკა. დიახ მობძანდნენ.
კეკე. ახ, ღმერთო ჩემო!
ხმალაძე. მე კარებს მაგრათ დავკეტავ!.. ეს საჭიროა (რა გავა ბიჭი კარბს დაჰკეტავს)
მამუკა. თუ ჩემი გითხრათ, უთხარით რომ შინ წავიდათქო (გადის იქითკენვე.)
კეკე. ახ! კარები რისთჳს დაკეტეთ?
ხმალაძე. ამისთჳს, რომ მივსცე სრული თავისუფლება ჩემს გულს.
კეკე. ახ, ღმერთო ჩემო!
ხმალაძე. (გრძნობით გამოართმევს კეკეს ჴელს გულზედ.) ახ, ძლივს არ მეღირსა!
კეკე. ეგ როგორ ძალიან მამიჭირე ჴელზედ! ეგენი საჭირო არის ჩემის ქრმისათჳს?
ხმალაძე. ესენი სულ საჭიროა თუ რომ არ მიუგებთ ჩემს ცეცხლებრივ აღმომკრთალთა სიტყვებსა, მაშიმ დაიღუპებით... ბიძიაც გაგიწყრებათ, ქმარიც ისევ იმ ჩვეულებაზედ დარჩება და მეც ჯავრით მოვკუდები!
კეკე. ახ, ღმერთო ჩემო! თქუჱნ მე მაშინებთ, აბა რა უნდა მოვიგოთ?
ხმალაძე. ყოვლის ფერი! იყავ მხიარულათ, დაივიწყე ქმარი, ყურადღებას ნუ მიაქცევ იმის ეჭვს და მე მაშინ ვიქნები ბედნიერი !.. ნება მამეცით ახლოს მოგიჯდეთ... (სხდებიან.)
კეკე. კარგი ვეცდები.
ხმალაძე. (თავისთჳს.) არა, სხუა ფრივ უნდა დავიწყო, ეს ნატოზედ ცხარესა ჰგავს.
კეკე. აბა საიდან დავიწყოთ?
ხმალაძე. კეკეჯან! ჴელი.
კეკე. ინებეთ. (ხმალაძე ჰკოცნის რაც შეუძლიან.) ხა! ხა! ხა! ძალიან თვისუფლად ისჯებით.
ხმალაძე. მეტი აღარ შეიძლება ხა! ხა! ხა! (ისმის ხმა პირდაპირ კარებითგან.) გესმის? შენი ქმარი კარებს არახუნებს, როცა შეუძლიან. ხა! ხა! ხა!
კეკე. ჰო! საწყალი! ხა! ხა! ხაა!.. როგორ ძალიანა სცემს კარებსა!
ხმალაძე. ვითომ როგორ გგონია, კრები უფრო დიდ შეჭირვებაშია, ვიდრე ისა (თან ჰკოცნის ჴელებს.)
კეკე. რასაკვირველია!.. მაგრამ ხომ დიდი ცოდვა არის მოყვასზედ სიცილი, ხა! ხა! ხა! (ამ დროს პირ და პირ ფანჯრიდან იყურებიან სფრიდონ და სჳმონ, რომელიცა აჩუჱნებს თითით ამ საქმეს.)
სჳმონ. (ყჳრის ფანჯრიდან!) აჶერუმ აფიცარო! აჶერუმ! ხა! ხა! ხა! მომილოცავს სფრიდონ.
სფრიდან. (ფანჯრითგან მაღლა) ამას რას ვხედავ! ხმალაძე... მე...
ხმალაძე (მაღლა) ძალიან კარგი ქმარიკი გყავს მედა ჩემმა ღმერთმა.. ის ქუჩა-ქუჩა დარბის შენ საძებნელად ჩუჱნკი აქ ასე ქეიფს ვეწევით. ხა! ხა! ხა!..
კეკე. დაესხენი ირბინოს... ხა! ხა! ხა! უმისოთაც მე ყიველთჳს სიამოვნებაში ვარ.
სფრიდონი. (ყჳრის რაც ძალა აქუს) კეკეჯან!.. კეკეჯან!.. კეკეჯან!..
ხმალაძე. (ეხვევა) ჩემო სულო! რა ტუჩები გაქუს!..
კეკე. (წამოხტება) არა, ჯერ კადრული მასწავლე.
ხმალაძე. მერე? ჰა?..
სფრიდონ. (ყჳრის ფანჯრიდამ) კეკეჯან! მე ვარ გამიღე კარები.
ხმალაძე. (ჩაავლებს ჴელს.) აბა მოდი სულოჯან!
სჳმონ. აი და აჶრუმ უფალო ვოენის აფიცარო! (სფრიდონს.) ხა! ხა! ხა!.. მომილოცავს ხა! ხა! ხა!
ხმალაძე. კარგათ მიყურეთ, როგორც მე ვითამაშო სულოჯან, შენც ისე მამყევი.
კეკე. განა ეს საჭიროა?
ხმალაძე. ოჰ! პირველი ეგ არის. (უნდა ათამაშოს) აბა მამყევით. მე შენ გარწმუნებ თავის დღეშიაც მოგაგონდება ქმარი.
სფრიდონ. (იქიდანვე.) ეშმაკმა იცის და ქაჯმა რაც ანბავია ჩემს თავსა, კეკე! გამიღემეთქი! აგერ მოველი. გესმის თუ არა... კეკე! აფიცარიხარ ვიღაც მუდრეგი!.. როგორა ბედავ?.. კეკე ღუთისა მაინც შეგეშინდეს. (ხმალაძე და კეკე დახტიან რაც შეუძლიანთ სცენაზედ.)
სჳმონ. აჶერუმ, უფლო აფიცარო. ხა! ხა! ხა! ეცადე, ეცადე! აჶერუმ.. ბის..
სფრიდონ. ეს საშინელებაა? კეკე! ცოდო!.. გეყოფა, ღუთის გულისათჳს!.. აფიცარი ხარ ვიღაც მუდრეგი, მაგას დამიღალავი?.. კარებს დავამტვრევ! კეკე? ხომ არ გაგიჟდი! ეი, ბიჭებო! მჭედელს დამიძახეთ! კეკე! გაგიჟდი! აფიცარო! ყარაულ! (ხმალაძე დახტის და თან კეკეც ამ დროს მივარდება ნატოს რომელმანცა გამოხედა კარებითგან და ერთათ ათამაშებს მოთმინებითგან გამოსულნი, ამტვრევენ ფანჯარასა და ხტებიან.)
სჳმონ. (რა გამოდის.) ეე, ჰო!.. ჩემსასაც წაავლო ჴელი, ხედავთ?.. უფალო? მოიპოვება თუ არა თქუჱნში სინდისი!
სფრიდონ. (აგრეთვე არ გამოდის.) ოჰ, მე გამოვდივარ მოთმინებისაგან!.. მე დავარჩომ აფიცარია ვიღაც!
სჳმონ. ამ რაზბონიკს. (ხმალაძე ორის ქალით შერბის ოთახში, საიდგანაც საიდგანაც გამოსული მამუკა დახვდება.)
გამოსვლა 26.
მამუკა შემდგომს ხმალაძე.
ორივე ქმრები. კნიაზო მამუკი!
მამუკა. კოსტანტინეს არაფერში არა აქუს დანაშაული! ეგ ჩემი მეგობარი არის და თუ რამე მოახდინა სულ ჩემის თანხმობითა. – თქუჱნ თჳთონ დამნაშავენი ხართ? თუ რომ ორივე მაგას მადლობას არ მოახსენებთ, ცოლები თავისდღეში არ გაპატივებენ თქუჱნს დანაშულს!
ორნივე. როგორ!.. განა მადლობაც უნდა მოვახსენოთ?
მამუკა. უეჭველად! ეს ჩინებული ყმაწყჳლი კაცი! აი ისიც! არც თუ ნახავთ თქუჱნს, ცოლებს, ვიდრე არ მოახსენებთ მადლობასა. ეს ყმაწჳლიკაცი ჩემთნ არის დღეს სადილათ.
ხმალაძე. (რა გამოდის მარტო.) ყმწჳლებო! მე ვეცადე თქუჱნის პატიოსნებისათჳს. მე მთხოვეს. განგებ ამ საგანზედა
მამუკა. გესმით? (მივა კარებთან, სადაც შევიდნუნ კეკე და ნატო) ხედამთ! ჩემ დისწულებს როგორ მაგრათ დაუკეტნიათ კარები! (ქმრებს) ბოდიში მოითხოვეთ, შეეხვეწენით რომ ეგება მოგიტევონ, თორემ მე ბრალი არა მაქუს. ჩუჱნკი წავალთ და ქეიფს გავწევთ სადილათ, თქუჱნის შერიგებისაგამო.
ხმალაძე. ყმაწვილებო! თუ რომე თქუჱნგანი რომელიმე დამდურებით არის, ხომ იცის სადაცა ვდგევარ... ძაღლების ქუჩაში... მშჳდობით!.. (ხმალაძე და მამუკა გადიან სიცილით.)
სფრიდონ. არა მე სულელმაც, როგორ გაუშჳ ის ვიღაც აფიცერია მუდრეგი!.. ვაჲ რომ ბიძიას ხათრისათჳს, თორემ მე ვიცოდი.
სჳმონ. (უყურებს გამსვლელთ უკანითგან.) აი და აჶრუმ, უფალო ვოენის აფიცერი!
სფრიდონ. (რა მივა ქალების კარებთან.) ახლა რა ვქნათ! მართლა დაუკეტნიათ კარები!
სჳმონ. მეტი ჩარა არ არის, დვიწყოთ ბოდიშის თხოვნა იქნება, შეგჳბრალონ დ კარები გაგჳღონ. (ორივე კარებს არახუნებენ.)
ნატო! კეკე! გაგგჳღეთ! კეკეჯან! ნატოჯან! დაივიწყეთ, რაც, მოხდა, მოხდა დანაშაული მაქუს! მე აგრეთვე? მე დამნაშავე ვარ? აგრეთვე მეცა?.. (ორივე კარებთან იჩოქებენ, ამ დროს გამოდიან სიცილით ქალები, ფარდა ჩამოეშვება.)
(დასასრული.)
![]() |
6 სიტყუა |
▲back to top |
სიტყუა
რასა იქმს იგი, ანუ სად მოქმედობს აქამომდე? იგი იქმს ცხოვნებასა, იგი მოქმედობს გულსა შინა შენსა მადლითა თჳსითა. იგი სდევნის სულსა უფლისადმი, იგი სწმენდს და აცხოველებს სულსა შენსა.
ამისთჳს, ძმანო, უკეთუ იტყჳთ, რომელ ხართ სარწმყნოებასა შინა, ხოლო არა სთქუათ ვერ ძალგიძსთ, უკეთუ იესო ქრისტე არს თქჱჱთანა, თანაგვაძს სიტყჳსამებრ იოანე მოციქულისა, „ვითარცა იგი თავადი თქუჱნცა სვლად.
![]() |
7 ძველი ამხანგები |
▲back to top |
ძველი ამხანგები
კომედია ერთს მოქმედებად.
მოქმედნი პირნი
1) თ. კვახაძე, ბერიკაცი.
2) ნიკო მისი შვილი, კანდიდატი რუსეთიდგან მოსული.
3) სოსო შერეკილიძე, გადმწერალი.
4) ბარამ ტრაბახაძე აფიცრეი.
5) კოსტა ფანტაძე აფიცრეი.
6) ივანე აკარიძე, კვარტალი.
7) გიგო ტუტიაშვილი
8) ელენე გიგოს და.
და 9) მაქსიმე, კვახაძის მსახური –
გამოსვლა პირუჱლი.
(ზალა კვახაძის სახლში, მ.ამა ფეხმოფრთხილი მუთაქაზედ გამოწოლილი არის ნიკო სკამზედ ზის დაფიქრებული. მაქსიმე მათ წინ დგას, ხანჯალზედ დაბჯენილი)
მამა.
შჳლო, რათ მოგიწყენია აგრე? გამაგებინე!
დაღალულხარ? ბძანე ქუჱЫ-დააგებინეთ...
მოგიხდება მოსვენება, ცოტა ხანსა დაიძინე! –
ჰეი, ბიჭო! არ გესმის შენ? გაიგონე. მაქსმე!
მაქსიმე.
რას მიბძანებთ, ბატონო ჩემო, შენი ჭირიმე?
მამა.
ტყჳლათ იდექი აქ? ეს როგორ ვერ გაიგე?
ნიკოს ეძინება. წადი ეხლავ ქვეშ დაუგე? (მაქსიმე გადის.)
ნიკო.
ნუ სწუხართ, რა სჭიროა ქუჱშსაგების დაგება?
მე არ მაქუს ჩუჱულება, დღე არ დამეძინება.
მამა.
მაშ რათ ხარ მოსხლეტილი! მოგეწყინა? მითხარი.
მალე გახალისდები, ნახე კარგათ ქალაქი.
შენობისათ რომ იყო ისე ხომ აღარ არი?...
მეტად გამშუჱრნიერდა, მეტად უცხო რამ არი!..
ნიკო.
იმედია ბატონო, უკეთაც შეიქმნება.
როდესაც ხალხში შევა თან და თან განათლდება.
განათლება სივრცისა და სიმდიდრის მიზეზი,
მას შემოაქუს ჴელოვნება, უცხო დ უცხო წესი.
მამა. (სიცილით)
განა მისი მიზეზია აგრე შენი მოწყენაც.
ნიკო.
არა, დაღალული ვარ, არკი გითხართ წეღანაც.
მამა (ამოხვრით).
ჰეი, ჰეი რაები ხართ ახლანდელი შჳლები! –
ჰაი, ბეჩავ! მანგრე ვიყავთ ჩემს დროში ყმაწჳლები?
ჯაფას ვერას აიტანთ, დასთაჳთებულები!
(სიცილით) წიგნის მოწერითკი გვჯობხართ, მარამ მაშინაც ფულები
ორი ფოჩტა გაგივლია, ხარ მაგრე მოკაკული –
ჩემს დროს რომ მისწრებოდი, ამოგხდებოდა სული!
ნიკო.
სტავროპოლიდგან თჳთქმის უშინლოდ მოვდიოდი,
ცოტა ცივი ქარიც იყო და უთუოთ გავცივდი.
მამა.
იცი თავის ანბავი შინელს მოვიხურვდი, –
(ამოხვრით) მეკი შენის ხნის პერაპგა მწვანეზედა ვგორავდი,
ფეხშიშველი თოვლში ვხტოდი, მაგრამ რას ჰქჳან მციოდა?
კაცს ენახა იტყოდა თუ ფეხზედ კომლი ამდიოდა.
ნიკო
ეხლა სულ სხუა, დრო არის, წვიდა ის დროება,
სხუა ხასიათი მოვიდა და სხუა საჭიროება.
მამა.
განა არ ვიცი შჳლო?! ვინ არ ატყობს თვალ და თვალა,
რომ სულ სხუა დრო შემოვიდა, ბუნებაც გამოიცვალა.
ისინივე და მაქსიმე.
მაქსიმე.
ბატონო, გახლავს თქუჱნთან სუდის მწერალი სოსო;
ნიკოს მოსვლა შეუტყჳა და ეგებს მნახოსო.
ნიკო.
გადი მალე და სთხოვე დიდის კმაყოფილებით.
მაქსიმე (სკამებს ბერტყავს.)
ბატონიხართ, ეხლავ, ეხლავ გიახლებით. (გადის).
ინივე და სოსო.
(სოსო დ ნიკო ერთმანერთს კოცნიან)
ნიკო.
მოციქულებს მიგზავნით, ისე ვერ შემოდით?
აგრე გაგვიდიდკაცდით? – დაბძანდით! – რასა იქთ?
სოსო.
გმადლობთ. გახლავარ ცოცხალი ღუთის და თქუჱნის იმედით, –
ვმსახურობ, ათ თუმანს ვიღებ, ჯერ მწერლი გახლავარ,
მაგრამ ჩემ სტოლ-ნაჩალნიკს, როგორც ვატყობ უყვარვარ.
ნიკო. (შეჭმუხვნით.)
ისემც კარგი დაგემართოს, თუ არა გყავს გამწყრალი!
(თავისთჳს) ვინ, ჰკითხავს შენი ჭირიმე არის თუ არა მწერალი?
სოსო.
არა, კარგი კაცია დღეს ბაზარში გამგზავნა
და მისის პირით მადლობა ორჯერ სამჯერ მიბძანა.
ნიკო.
კარგი კაცი ყოფილა თუ ჯაფით გაწუხა.
(თავისთჳს) ფაფახი, ქამარ, სერთუკი, ბრუკი, ფეხებზედ წუღა...
არც რუსია, არც ქართველი; ეს რა ნაირათ მორთულა?.
სოსო.
ეგკი იცის სამართალში აწ მალე მობძანდება
და თუ იქ არ დავუხვდი მეტად გამიჯავრდება. –
შენი მოსვლა რომ მითხრეს, დეჟურნს გამოვეპრე.
ხვალაც გნახავ გეთაყვანე და ეხლა ეს მაკმარე!..
ნიკო..
დაიცა, რა მიგაჩქარებს. ცოტა ვიმუსაიფოთ.
სოსო.
არა, შენი ჭირიმე, გამიშჳთ. არ დამღუპოთ. (მიდის)
ნიკო. (თავისთჳს)
ამ უბედურის შჳლსა ეს რა ცოდვა სწვევია?
ცოტა ჭკუა რაც ჰქონდა ისიც გამოლევია!..
მამა.
კარგი შჳლი დადგება; შენ როგორ ატყობ სოსოს?
ანბობენ კიდეც. უყვარსო ძალიან თავის უფროსს.
ისინივე და მაქსიმე.
მაქსიმე.
ეს ეს არის გიახლათ, ჩემო ბატონო, კვარტალი.
ნიკოსთან თუ სხუა საქმისთვს, ესკი არ ვიცი მართალი.
მამა.
მიალაგ-მოალაგე, კარგათ გეჭიროს თვალი!
მოდი, ახლოს დმიწყვე, ტახტის პირზედ, ფოსტლი!
ნიკო·
წადი სთხოვე მობძნდეს; აბა რაღა თქმა გინდა. (მაქ. გადის)
მამა
შჳლო, შენ ემუსაიფე! მე ავათა ვარ ცოტა (გადის)
ნიკო და კვარტალი (ეხვევიან ერთმნერთს)
კვარტალი
ნიკოჯან! რასაიქ, პოჟოლუსტა, გეთაყვა?
ნიკო.
გმადლობთ! – თქუჱნ როგორა ხართ?
კვარტალი
ჩუჱნც მშჳდობით გახლავართ –
რუსეთით მარტო მოხვედით თუ სხუაც ვინმე მოგყუა?
ნიკო.
სტავრპოლამდის თჳთქმის ორნი მოვედით ერთად,
(სიცილით) ულვაში გამოგიშვიათ, ძალიან გამოცვლილხართ.
კვარტალი
რაზუმეიცა ნიკო! რისთჳს გაგიკჳრდა?
ჩუჱნი მოშორების შემდეგ ოთხი წელი გავიდა.
ნიკო.
როგორ გავიფანტენით.
კვარტალი
ძალიან კარგათ ვქენით.
რა წავაგეთ იმითი ერთმანერთს რომ მოვშორდით?
შენ კანდიდატი გახდი დ ჩუჱნ აქ ვივარგეთ ღუთით.
ნიკო (გახარებით.)
მაგისთანა ანბებით დიდათ მასიამოვნებთ.
და სამსახურშიდ ბძანდებით, ან ჯამაგირს რას იღებთ?
კვარტალი.
მე ჩემო ბატონო, სადღაა სამართალი!
აგერ სამი წელია რაც ვარ და ვარ კვარტალი.
ჯამაგირი ცოტაა, მაგრამ გამოსარჩენი,
თუკი მარდათ გაისრჯე გამოჩნდება ამდენი! (თმის იწევს.)
ვისაც ჴელში ჩავიგდებთ ის ხომ ჩუჱნი პურია,
ხან ქართველი, ხან სომეხი, თათარი, ხან ურია.
ნიკო (შეწუხდება) (თავისთჳს)
ვაი უბედურობას! ეს სულ უფრო წამხდარა,
ნამუსისგან გამოსულა, უპირისწყალო გამხდარა!
(ხმა მაღლა) ჰო, მეტი რაღა გინდათ? პრისტაობა ადრეა!
ჯერ ძლიან ყმაწჳლიხარ არ მოგცემენ მისათჳს.
როგორც ვატყობ სამსახურში ყველსთჳს გაგისწრია,
ერთად ვინც ვიზდებოდით ამხანგებისათჳს.
კვარტალი.
არა, ბარამი მჯობია, მაგრამ ყველას გვჯობს კოსტა:
მეცა და ბარამსაცა ორივეს გადაგვახტა! (ფანჯარეაში იყურება)
აი ისინიც აგერ, დახე! შენთან მოდიან.
(სიცილით) ჯოხი გვერდს მოიდვა. თუ როგორც იტყჳან. –
ისინივე, ბარამ და კოსტა (მიესალმებიან ნიკოს კოცნით.)
ნიკო..
რასა იქთ როგორ ბძანდებით?
(ორივე ერთხმად) ორნივ გახლავართ მშჳდობით.
ნიკო.
დაიღლებოდით კიდეც. მდივანზედ ჩამოსხედით.
კოსტა.
არარა დაგვღალავდა?დროშკებით გიახელით! (სხდებიან
ბარამ.
არა, მაგრე მოსხლეტილხართ, ავათ ხომ არ გამხდარხართ?
ნიკო.
არა, კარგათ ვარ, მაგრამ დაღალვაკი მატყჳა. –
სხვა შენ რასა იქ? როგორ ხარ ჩინი სად მიგიღია?
ძალიან გშვენის...
ბარამ. (თავმომწონედ)
არ ვიცი ვის არ უხდება მხრებზედ ეპოლეტები?
(მხრებს ანძრევს) მეც ყოველწელ ჩხუბში ვარ ტყჳლათ რა ვეხეტები! –
ნიკო.
შენზედ ვლაპარკობდი შენის ქებით ამავსო (კოსტა კვართალს უჩუჱნებს.)
მითხარი ჯვრები, მენდლები, კოსტის ოხრადა აქუსო...
კოსტა (შეფერებით.)
ჰო, კარგათ მაქუს ხარისხი, ჯერ რაც შემეფერება; უფროსებიც მწყალობენ არავინ მემტერება.
ნიკო.
მეტად მოხარული ვარ, კოსტა, მითხარი ერთი:
სად მსახურებ? ასე მალე როგორ გაბედნიერდი?
კოსტა. (ჩაახველებს.)
შენ რომ რუსეთში წადი მე შევედი დრაგუნში,
მალე ჩხუბში დავესწარ, ტყჳა მომრტყეს გულში,
მაგრამ მე ექიმები მაძლევდენ კარგს წმალსა
და რომ მოვრჩი ეს ჯვარი მმიაკრეს ჩემსა ხმალსა (უჩუჱნებს ხმალს).
ყარსის იერიშის დროს ციხეს მარჯვეთ მიველი,
მაშინ ჩინს და გიორგის ერთად, გამოვჰკარ ჴელი.
შარშანაც ლეკის ჩხუბში, ჩუჱნი ვრევსკი რომ მოჰკლეს,
ანნა ბანტით გამობმული ზედ გულზედ მომახალეს!
ნიკო. (ამოხვრით)
გიბედნიერებულხარ! მუნდირიც გაქუს ლაზი!
ბარამ (თავმოწონებით.)
ჯერ რა არი! ანბობენ ვითომც იყოს უქაზი:
დიდი ხანია უნდათ ფორმა, გამოიცვალონ
და შალვარზედ ორ პირად ოქროს კანტი ჩაგვივლონ.
კოსტა.
ჰო! ჰო! ჰო! რა იქნება მაშინ ფეხზედაც დეზი! (ფეხზედ იხედება)
პოლკიც აღარსად იქნები ჩუჱნს პლკზედ უკეთესი...
ნიკო.
დიდად ვისიამოვნე და ვარ გახარებული,
რომ ყველა მაგრე გნახეთ დაბედნიერებული.
კვარტალი.
ჩუჱნკი არა გვიჭირს რა, მაგრამ საწყალი გიგო!
სამსახურშიდ არ შევიდა, ოჯახსა ჴელი მიჰყო,
რაც იცოდა დაივიწყა რუსული ანაბანა
ზის სახლში და მუშობს, შეიქმნა სალახანა, ბარამ.
ბარამ (გაზმორებით)
აწკი დროა წავიდეთ ნუღარ დავიგვინეთ?
სამსახურში საქმე გვაქუს; ნიკოს კიდევ მოვაგნებთ. (სუყველანი გავლენ) –
გამოსვლა მეორე.
(კვახაძის სახლში, ნიკოს ოთახში, დადის დაფიქრებული: ბოლოს ამოიოხრებს და იტყჳს)
ვაჲ. საწყალო მამულო! რა შჳლები გეზდებათ,
სხჳსას ვერას სწავლობენ, თავისიც ავიწყდებათ!
გემნაზიას ათავებენ მეტის მეტის დაკვეხნით,
თუ არ დროშკით ორბიჯსაც არ გაივლიან ფეხით.
ზოგსა ყურში ურჭჳა კალამი გამოჭრილი,
ზოგნი მამის დანარჩენს სამკჳდროს აჰყოლიან
და დეზების გულისათჳს დრაგუნებში მიდიან,
ზოგთა პოლიციაში თავი მოსწონთ კვარტლობით,
იბერებიან, ჰკრეფენ ფულებს უსამართღობით;
ამ გვარად თავის ძმებსა აღუჩნდებიან მტერად
და ამისთანა ყოფით თავს რაცხვენ ბედნიერად!
ისინივე და მაქსიმე.
მაქსიმე.
ვიღაც კაცი გეახლათ
შეიძლება რომ ნახოთ?
ნიკო.
წადი მობძანდეს, უთხარი,
მალე გაუღე მის კარი!
ისინვე და გიგა (ჰკოცნის ნიკოს,)
ნიკო.
საიდგან გაგჳჩნდი გიგო? სულ ვერ მოვიფიქრებდი,
თუ სოფლიდგან ასე მალე მოხჳდოდი მნახჳდი!..
გიგო. (სიცილით)
დღეს შევიტყე შენი მოსვლა. გიჟივით გადმოვარდი.
ეხლაც ისე მიყვარხარ, როგორც უწინ მიყვარდი! (ჰკოცნის)
ნიკო: (თავის კვრით-)
დიდი მადლობელი ვარ რომე არ დამივიწყე.
ასე მალე სოფლიდგან ან რა რიგათ მომნახე?..
სხუა რასა იქ? – დაბძანდით!
გიგო. (ჯდება)
გმადლობ! მშჳობით ვარ ღუთით! (ცოტა სიჩუმე)
ნეტავ, რისთჳს იყავი ისე დაფიქრებული?
ასე მალე მოგეწყინა! რათ სარ შეწუსებული?
ნიკო.
ძველ ამხანაგს გიყურებ შენთან მომეწყინება,
მაგრამ ერთი უნდა გითხრა, ვიცი, არ გეწყინება:
ძველი ამხანაგები გუშინ ყველანი ვნახე
ზოგი ჩინით, ზოგით ფული დაბედნიერებული,
მაგრამ ესკი მაკჳრვებს. შენ ეგრე დაგინახე,
ერთი ჯუარიც არა გაქუს გულზედ მიკერებული.
იღბალი არ გქონია...
გიგო
ეგ შენ რისგან გგონია?
ჩინები და მენდლები რომ არფრად ვეძიე?
(გაკიცხჳთ) კაცია და გუნება! ასე ყოფს მირჩიე.
ნიკო.
დაუფარავად გეტყჳ, არ მიყვარს პირფერობა?
მაშ რაღაში მდგომარეობს ჩუჱნი ბედნიერობა!
გიგო.
რა ვქნა, გინდა დამძრახე! არა მსურს სამსახური!
კეთილ ცხოვრების მოყვარემ ოჯახს მიუგდე ყური;
თავისუფლად სახლში ვზივარ, არავის არ ვაწუხებ
და სტოლ-ნაჩალნიკ კვარტლის ფას პურ ღჳნის ფასში ავიღებ.
ეს ხასიათიც მაქუს, უნდა გითხრა მართალი,
არც ეპოლეტი მიკჳრს, არც ჯვარი, არც მედალი.
კეთილად ვარ შემტკბარი დედასთან და დასთანა
და ბედნიერებად მიჩნს ცხოვრება ამისთანა.
ნიკო. (სიცილით)
დედასთან და დასთან, შეტკბობა, თუმც კარგია,
მგრამ ხშირათ შინ ყოფაც, ვხედავ, რომ არ ვარგია.
(სიჩუმე) რასა იქს თქუჱნი და? დიდი გაიზდებოდა.
გახსოვს პატარობისას სკამზედ რომა ხლტებოდა?
ეხლა ეგებ ვერც ვიცნო, მასაც დავავიწყდებოდი.
გიგო.
დიახ, სულ არ ახსოვხართ გუშინ ვეუბნებოდი,
ნიკო.
ნეტავ თქუჱნა სახლში ყოფაზედ თქუჱნი და რასა ჰფიქრობს?
მე მგონია ისიც გირჩევსთ, რომ სამსახური გიჯობსთ?
გიგო.
ის უფრო მტკიცედ არის ამა ჩემის აზრისა!
მისთჳს ბევრი სასიძო კარგი, კარგი მაზრისა.
ეპოლეტების, ჯვრების და მენდლების მექონი,
არ შეირთო და იწუნო პირში გამოცხო ქონი
ნიკო (სიხარულით თავისთჳს)
მინდოდა გამომელად, შემეტყო ამის ჰაზრები,
მაგრამ ეს აღარა ხუმრობს, ძალაზედ ვემასხარები?
(ხმა, მაღლი) ღმერთო შენს მადლს! სად ყოფილა, ჰა, ნამდჳლი ქართველი!
მოდი შენი ჭირიმე გაკოცო მომეც, ჴელი! (კოცნიან ერთმანერთს)
გამოსვლა მესამე.
(კეთილშობილთ შეყრილობა, განათლებული ოთახი. ზალში უკვრენ მუზიკას. ელენე გაათავებს ლეკურს და დაჯდება. სხვები იწყებენ ტანცაობას. ნიკო მიჩერებია ელენეს გამოშტერებით. გიგო გვერდზედ უზის.)
ნიკო.
გიგო მოდი, რა გითხრა; გეთაყვანე მითხარი,
ის ქალი ვინ არის მდივანზედ ჩრმომჯდარი?
გიგო.
აბა რომელი? ნიკო? აქ სულ ბევრი ქალია,
ნიკო.
სხუა ქალებიც სხედან, ეგ თუმცა მართალია,
მაგრამ ის, ცალკე რომ ზის, ეჰა, ჭრელ-კაბინია,
ძალიან ლამაზიც არი, შავ-თვალ წარბებიანი.
გიგო. (სიცილით)
თუ გინდა გაგიცნოს! მას კიდეც იამება,
ნიკო.
ძალიან დაგიმადლებ, მეტად კარგი იქნება.
გიგო. (მიიყვანს სიცილით) (ნიკოს).
საყვარელო მეგობარო! გთხივთ იცნობდეთ ჩემს დასა!
(დას) და შენც ჩემო დო, სცნობდე ჩემს მეგობარსა!
(ელენე და ნიკო თავს უკვრენ ერთმანერთს და სხდები.ნ.)
ელენე
ერთს დროს ერთმანერთს ვსცნობდით, მაგრამ გარბის დროება. –
ეხლა ხელახლად დაგვჭირდა ერთმნერთის გაცნობა.
(ძმას) სასიამოვნო არის და დიდათაც მიხარის
ნახვა, ყოველს შემთხვევაში ჩემის ძმის მეგობარის.
(ნიკოს) ბევრჯერ ხოლმე მიანბო თქუჱნი ქება ჩემმა ძმამ
და დიდათ გამახარა ამ ჟამად თქუჱნმა ნახვამ.
ნიკო (თავის კვრით-)
დიახ, გემნაზიაშიდ ჩუჱნ ერთად ვიზდებოდით,
მუდამ ერთად ვიყავით, აროდეს ვშორდებოდით.
ელენე.
საწყალს დიდათაც ჰსურდა თქუჱნთან წამოსულიყო,
მაგრამ ვეღარ მოახერხა, ოჯახს ჴელი მიჰყო;
ეხლა შინა კაცია სახლ-კარობას განაგებს.
(ამოხვრით) ესეც კარგი საქმეა ამითი რას წააგებს?
ნიკო.
დიახ, კარგი საქმეა! მაგასა იქმს ყოველი,
მუშაობის მოყვარე, კარგი მამულის შჳლი
(მიიწევს სკამს ელენესკენ და ბოლოს უცებ შეკრთება.)
უკაცრავად კნიაჟნა! გთხოვთ მომიტევოთ! შემცდა.
რუსეთშიდ ვარ დაჩვეული და აქ სულ დამავიწყდა,
ჩუჱნებური ჩუჱულები.
რომე აქ არ შეიძლება თამა... თამა... თამაშობა...
ელენე. (სიცილით)
ნეტა რა დაგემართათ! რათ მიცემიხართ შიშსა?
ანუ რა მოგივიდათ, რისთვს იხდით ბოდიშსა?
კეთილშობილთან ჯდომა, არა, რა საწყენია?
მაგრამ ბიჭბუჭებისა შეხედვაცკი მრცხვენია!
ნიკო. (თავს უკრავს. ცოტახნის სიჩუმე.)
რომელ სასწავლებელში, სად გაიზარდეთ თქუჱნა?
რუსული უკეთ იცით, თუ ფრანციცული ენა?
ელენე. (ამოხვრით)
არსად არ მისწავლია, ოჯახში ვარ გართული!
რუსულიც არ მიკითხავს, ვიცი მხოლოდ ქართული!
ნიკო. (სიცილით)
მაშ თქუჱნ მათ არ ეკუთვნით, სხუა ენებს რომ იწყებენ,
ვეღარც იმათ სწვლობენ, ქართულსაც ივიწყებენ?. (ცოტახანს სიჩუმე)
ერთი გიგოსიც მიბძანეთ! ოჯახობა კარგია,
მაგრამ კაცი ოჯახში უცოლოდ არ ვარგია;
აქმდისც უნდ შეერთო, რისთჳს დაიგვიანა?
ეგებ ქალი ვერ იშოვა ლამაზი, მზითჳანა?
ელენე.
კი მისცემდენ, მაგრამ ის სილამზეს არ დასდევს,
არც ცოლით უნდა გამდიდრდეს, სულაც არ ითხოვს მზითევს:
ეს სურს სულს მოუპოვოს ერთგული მეგობარი.
და მგონია ამაშიდ ის არ იყოს შემცდარი! –
ბედნიერი ის არ არის ვისაც აქუს ბევრი ფული,
მაგრამ ვინც სულით გულით არის განსვენებული.
ნიკო.
მეც თანახმა გახლავარ, მართალი ბძანებაა!
ელენე. (დგება)
აწ შინ წასვლის დროც არი, სუყველა ემზდება!
ხედავთ! მუსაიფში დრო როგორ მალე თავდება?
მშჳდობით...
ნიკო. (თავისთჳს)
ვფიცავ, ჯერ არ მინახავს უფრო ჭკვინი ქალი!
რა მშუჱნიერათა სჯის? რაც რომ სთქუა – სულ მართალი!.. –
გამოსვლა მეოთხე სამის თჳს შემდეგ
(კვახაძის სახლში ნიკოს ოთახში. მამა და შჳლი მუსაიფობენ.)
მამა.
შჳლო რისთჳს არ გინდა მითხარ მდივანბეგობა?
ნიკო.
ბატონო შინ ყოფა სჯობს მე ეს პურიც მეყოფა.
განა კარგი იქნება, მექრთამობა დავიწყო,
საწყალთ-გლეხ-კაცთ ტყავი ვაძრო, ვატირო და ვაწუხო?...
მამა.
გამორჩენას ნუ იწყენ, გაისარჯე კეთილად.
საზოგადო საქმესა თავი შესწირე სრულად!
ნიკო.
მაგას მართალსა ბძანებ, დიახ კარგი მსმენია!
მაგრამ ოჯახობაცა საზოგადო საქმეა.
პურს ჩუჱნი ყმწჳლები სამსახურში ეძებენ
და ძჳრფასს განძსა, მამულსა, უბრალოდ აოხრებენ.
სამსახურში ვინ მოგვცემს ჩუჱნ აბა მაგოდენს ფულს,
რასაც, დამუშვებულს, ავაღებინებ მამულს!
მამა.
მაგაზედ გეთანხმები, ეგ ნუ გინდა – მართალი,
მაგრამ ერთი საქმისთჳს ვარ მე შენზედ გამწყრალი:
დიდის კმაყოფილებით ქალს გაძლევდა სუდია
და შენკი დაიწუნე, ნინო განა ცუდია?
ნიკო.
ვინ ანბობს თუ ცუდია? მაგრე შე დალოცვილო
მეორეს ხომ ვერ შევირთავ! ერთი მინდა საცოლო?
მე სხუა ქალი არ მინდა უნდ ელენე შევირთოე,
რაც გენებოს მიყავით! ნებაკი უნდა დამრთო!
მამა. (სიცილით)
ეჰ მართალი მეგონა ვერხარ კარგი ხუმარი!
ვინ უსწავლელი ელენე, ვინ შენისთანა ქმარი?
ნიკო. (ბეჯითად)
არა თქუჱნს მზესა, ვფიცავ! ეს არ იყოს ხუმრობა!
სულით და გულით მინდა, ბატონო, მისი ქრმობა!
მამა. (გაოცებით).
შჳლო შენი ნებაა არ დაგატან ძალასა!
მაგრამ როგორ შეირთავ, მითხარ, გაუზდელს ქალსა?
ნიკო.
რას ეძახით, მითხრი კარგათ განათლებულსა?
პოჟოლუსტა რომ იციან, ვერ ანბობენ ქართულსა,
თავ მოხდილნი, მკერდ შიშველნი ბალებში რომ დახტიან,
ქართველს აღარა გვანან მოდაო იძახიან?
ვინც სწავლულად მათ რაცხვენ, ისინი მათ შეიირთონ!
და მე მაგნაირ სასძლოს, სჯობია მომაშორონ.
მე ელენე შევირთო. მსურს შინ გაზდილი ქალი.
სამი თვეა რაც მისკენ მიჭირავს მარჯვეთ თვალი.
მამა.
აწ შჳლო ვერას გეტყჳ! ასრულდეს შენი ნება!
შენკი ბედნიერათ იყავ და მე რა მენაღვლება?
გამოსვლა მეხუთე
(კაზარმის წინ. დადიან სხუა აფიცრები, მათ რიცხვში კოსტა ბარამია, ერთი კაცი წიგნს მიუტანს, კოსტა წაიკითხავს და დაიყვირებს.)
ვაი უბედურობას! მოდი ბარამ რა გითხრა:
ნიკო გაგიჟებულა, აკი ღმერთი გაუწყრა!
ბარამ (მიკირდება)
ვაი საწყალი ნიკო! იმ გვარად ირჯებოდა,
რომ მე ადრე ვფიქრობდი, სწორეთ გაგიჟდებოდა.
მსხჳლ-მსხჳლ ჩინოვნიკებსა რომ არ ეპუებოდა
რასაკჳრველია, მას სულ სიგიჟით შვრებოდა!...
კოსტა.
ერთბაშად რომ უპირებდენ სუდში სეკრეტრობასა!
მიტომ არ აჯობინა თურმე ოჯახობასა?
ბარამ (ამოხვრით.)
ჰე, რუსეთშიდ წასული კარგ ბევრნი ნახულა,
მაგრამ ჩუჱნებურის ჭკუით აღარავინ მოსულა!
ერთი წავიდეთ ვნახოთ კოსტა თუ შენც გცალია,
როგორ არის ავათა, მსუბუქათ, თუ ძალიან?
კოსტა.
ავადკი არ გამხდარა, ისეა შერეკილი:
ლხინში მიუწვევივართ, ამეღამ აქუს ქორწილი,
ბარამ. (გინკჳრვებით)
როგორა თუ ქორწილი?! ვისი ქალი შეურთავს?
კოსტა.
გიგოს და მოსწონებია, აღარცკი დაუნიშნავს,
პირ და პირ წაუყვანია.
ბარამ. (განკჳრვებით.)
ესეც სიგიჟით უქნია! –
ჩუჱნმა პოლკის კამანდირმა აძლია კარგი ქალი,
დახე, ის არ შეირთო! აი... აი... დაუდგეს თვალი! .
კოსტა
მერე მის მეტიც არ ჰყავს არც ქალი და არც ვაჟი.
თურმე აკი სიგიჟით არ დაუჯდა ჭკუაში! (იცინის)
(განკიცხჳი.) განათლებულნი ვართო, მოივლიან პარჟისა.
და ამ გვარ შემთხვევაში კი, ჰკარგვენ ანგარიშსა.
ბარამ.
ნეტავ რისგან მოუვიდა. ან ასე როგორ შესცდა,
მოეწონა კიდევაც შინ გაზდილი გიგოს და?...
ცოტა მაინც ესმოდეს ნეტავ საწყალს რუსული,
(ბეჯითად) არა, რაღა თქმა უნდა? ჭკუა აქუს დაკარგული!..
ნიკო.
(დაცინებით) გახარებული წიგნია, მოდითო იწერება. –
მე არ მცალიან, შენ წდი თუ არ დაგეზარება!
ბარამ. (დაჭმუნვით)
არც მე მინდა დავესწრო ამ ნაირსა ქორწილსა,
მუსიკიც არ ეყოლები, დუდუკი მოგვრის ძილსა.
თ. აკ. წერეთელი.
დასასრული.
1889-სა წელსა.
დეკემბრის 14-სა დღესა. –5
![]() |
8 საყურე |
▲back to top |
საყურე
(თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებითგან.)
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს:
ისე საყურე,
უცხო. საყერე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტვი იმას,
ვინც თავის სუნთქუას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს;
შენის შერხევით,
სიო მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჵი საყვარელო
გრძნებით ამრეო
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტბანუროს?
მუნ უკუდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თჳსი ზედ დაგაკონოს?
1839 წელსა.
![]() |
9 ო.... დარდები.... |
▲back to top |
ო.... დარდები....
მიბაძვა.
„როდის მობძანდები ჩემო ბატონო,
ფეხქვეშ გაგეშალო ფიანდაზადა?..“
სავათნავა.
ეს ჩემს თავზე არ მოსულა, სადა ვარ?
გული მეწჳს, სასიკუდილოდ მზადა ვარ!
ძაღლსვითა ვგდივარ აიმ ქუჩაში,
ვჰყარაულობ ერთის ვისმეს კარებს,
ერთს მოაჯირს, ორს პატარა ფანჯარას,
ეგებ ჩემი მზე იქიდამ აღმოჩნდეს!
ეშხისგან გონება გამოცლილსა,
მზე ბრწყინავს თუ თოვლი მოდის, არ მესმის!
განა ღამე ძილი არისღა სადმე?
ანუ დღისით განსვენება სულისა?
ან ვიღასა აგონდება სადილი,
ანუ ღამით აბანოში ლხინები?
ნაბად-გახვეული ვგდივარ ქუჩაში,
ვოხრავ, მაგრამ ჩემი დარდი ვის ესმის?
ვინც გაივლის, მკითხავს, აქ რას აკეთებ?
შენ რას ნაღვლობ, მე რას გიშლი, რა გინდა?
ჩემი დარდი, თვალის ჩინი, აქ არის,
ერთი მითხარ, მე სად უნდა წავიდე?
მითილიხარ თორემ არა მკითხავდი;
მოდი ამ ვირს ეშხზე ელაპარაკე!
ქუჱყნის თვალო, დროა რომ შემიბრალო,
მომარჩინო ამდენს დავიდარაბას!
გამობრწინდე მოაჯირზე მზესავით;
პირ-დავემსო, მიწას მადლად ვემთხჳო!
გამაგონე სირინოზის ხმა, შენი,
სიუვარულის სიტყჳთ გული მილხინო!
აბა შემომხედე ლამაზ თვალებით,
ნახე როგორ გავდიდკაცდე, გავმეფდე?
მაშინ, მნახავ, თავი ცამდის ამეღოს,
ჩემზედ მეტი არსად არავინა ჰსჩნდეს!
შემიძლიან მაშინ ვებრძო ქუჱყანას;
შენი ეშხი მომცემს იმდენს ძალასა!
ქუდ ჩაკეცით, ყელზე ჩითმერდინითა,
რა ქევქევით გავჰსწევ, ორთაჭალისკენ!
მტკურის პირს, ჩარხთან, თავის ლაზათებითა,
სუფრა გაშლით დამხვდნენ იქ დარდიმანდნი;
იქ მნახონ, რაც შევქნილვარ, ვინა ვარ,
რა მადანი მიპოვნია ბედისა?
საკინძ-ჩამოხსნილი, სავსე ჯამითა,
სიამით ვჰსუამდე შენს სადღეგრელოს!
თ. გრ. ორბელიანი.
![]() |
10 სთუჱლი |
▲back to top |
სთუჱლი
რა მშუჱნივრად არის ხე შეფოთლილი,
ვენახის თავსა მაჩრდილობელი!
ოჰ! რა კარგია ამ ხეს ქვეშ ლხინი,
თუ ბედისაგან ხარ კმაყოფილი!
აი! ჩუჱნს თვალწინ მწიფე ყურძენი,
რა რომ მოვედით მის მოსაკრეფად,
აქ ვინცა ვინ ვართ კრება ამდენი,
და მისი წვენი ვისაც გჰსურთ შეჰსუათ,
ინებეთ რიგზედ ზოგთა გოდორი –
ზოგთა კალათა მიღე ჴელში,
თანხმობა იყოს აქ თანასწორი,
ვიმხიარულოთ ყველამ ამ სთუჱლში!
მოვკრიფოთ ძმანო! ყურძენი მწიფე,
ავავსოთ რიგზედ საწნახელია,
შემდეგ დაბძანდი და იქეიფე
ვიმხიარულოთ დღეს გვაქუს სთუჱლია!
აკიდო ასჭერ ჩემო სესია,
კაჩოზედ ლამაზ შენვე დაჰკიდე,
ჯაგნებიც სხვენზედ როგორც წესია –
იმ გუარად ყველა იქ ჩამოჰკიდე!
მეტად კარგია როს საწნეხელში,
შიშველის ფეხით, ყურძენს ვჰსწურავდეთ,
თან მარცვლებს ვყლაპდეთ, თან ტკბილსა ვჰსუამდეთ. –
თან არანანოსა ზედან დავმღერდეთ!
საწნახლის ძირსა ლასტი რიგიან,
და მის ზემოდამ ჩადი ჰფენია,
გოდრებსა ჰსცლიან რიგზედ მიდიან,
ჩუჱნგანს არავის დაუსვენია.
აბა უყურე ჩემო. სიმონა,
ოჰ! ამა ღარსა რა რიგ ჩხრიალით
ქუჱვრში იპარვის ვით მისი მონა,
თითქოს თამაშობს ტკბილი ტრიალით!
როს აივსება ქვევრები ჩუჱნი,
თავსა გადულესთ, ჟინჟღილს დაუდებთ
იქით-აქედან მოგჳვა ძღვენი
მისსა სიტკბოსა მაშინ გავიგებთ –
როდესაც მოვხდით ქუდსა მაგარსა,
ერთის კუთხიდგან განუტეხთ თავსა,
ჴელადას დავსცემთ, უცებ მაჭარსა
და ამოვიღებთ საფერავს შავსა!
ბაქანზედ სუფრას აკურთხებს მღუდელი,
პირველ ჭაშნიკი მას მოერთმევა,
აქ დღეგრძელდება ჯერ მასპინძელი,
და მას მოჰყვება ლხინი შექცევა.
ჰნახავით ამ დროსა როგორც რომ ვალი,
ნათლისდედასაც გამოაქუს ხონჩა,
მასზედ შოთები, ცივი დედალი
და ჩუჱნი სთუჱლი ამ გუარად მორჩა!..
დიმ. ბერიევი.
16 სეკტემბერს 1860 წელსა.
![]() |
11 ორი სიტყუა ცისკრისადმი |
▲back to top |
ორი სიტყუა ცისკრისადმი
ცისკარო განთიადისავ, წინამძღოლო უცხოს დღისა;
ჩემო ტკბილო მოყვარეო, მოამბეო, კარგის ხმის.
დღეს ვიხარი რადგანც გპოვე, დაკარგულო რავდენ წლისა,
ორი სიტყუა მოისმინე, შენის ძუჱლის მეგობრისა.
ოდეს აღმოჩნდი პირუჱლად, ბრწყინვალებითა შენითა
ყველანი დიდის დიდებით დაეტრფოდით ნეტარებითა,
მამრნი და მდედრნი ერთობრივ აღგვავსე მრავლის ქებითა,
ვნახეთ ბოლოს რომ გეგვექეც ერთობრივ შენის კრებითა.
გაგვექეც და თან წაიღე რაც რომ გქონდა წასატანი,
არაფერი დაგჳრჩინე საგანძოთა დიდნი თქმანი,
უმეტესად ამისათჳს ყოვლგნივ მიწყდა შენი ხმანი,
რაკი ისევ დაგჳბრუნდი მოგჳცია მოედანი.
მოედანი საბურთალო კაცთა დია გამომცდელი,
აწ ჴელთ იგდე, ასპარეზობ, შენ გიყურებს ქართლი მთელი.
მე ჩემად გთხოვ: იმამაცე სქმე რამ ჰქმენ საკჳრველი,
არ გაგვექცე თორემ გეტყჳრა კაცი ხარ რისა მთქმელი?
თ. გ. თუმანოვი
![]() |
12 მახარობელი |
▲back to top |
მახარობელი
რას დამტრიალებ მახარობელო?
ნეტა რისა ხარ მახარობელი?
ყუავილთ მაშიყო, ისართ მსობელო,
რას დამტრიალებ, სმენის მტკბობელო?..
– მითხარ რასა იქმს კეკლუცი ნინა,
ვახსოვარ კიდევ? – ვიახლო. მინა...
მახარობელმა არ მომითმინა,
გაფრინდა, დარდი არ მომისმინა!...
თ. რაფიელ ერისთოვი.
![]() |
13 სიღარიბე და მისი მოქმედება |
▲back to top |
სიღარიბე და მისი მოქმედება
მართლად არის ჩუჱნში ნათქვამი სიღარიბეს ბევრი რამ შეუძლიაო. სიღარიბე მარტივათ აღებული, როგორც წარმოდგენა რაჲმე არ არის ბოროტობა, რუსებისა არ იყოს: Бѣдность не порокъ, მაგრამ უნდა ვსთქუათ, რომ ახლოკი ახლავს ბოროტობა, ახლოკი უდგია ფეხი ბოროტობასთან და თუ კარგათ გავსინჯავთ სიღარიბეს, შევალთ ანუ წარმოვიდგენთ ჩუჱნს თავს სიღარიბეში უთუოთ ვჰპოვებთ მიზეზებსაც მათის ბოროტ მოქმედებისასა და თითქმის, იმ მიზეზების მიხედვით, შეგვიძლია გავამართლოთი ღარიბი კაცი, რომლის მიზეზით იქმს საქმეს წინაღმდეგ კანონისა, თუმცა უნდა მოგახსენოთ, ყოველთჳს ის მიზეზები მოსატანი არ არიან და არც იქმნებიან. სიღარიბე ბევრჯერ შეიქმნება წყაროთ მრავალ გვარ ავაზაკობისა და ბოროტებისა. გაჭირება მიჩუჱნეო, გაქცევას გიჩუჱნებო. იქნება მიბძანოთ რომ ვითომც მე ამითი სიმდიდრეს ვაქებდე და იმაში ბოროტობასა რასმე არს ვხედამდე. და ბატონებო. მე მაგ აზრისა არ გახლავარ. მდიდარი თუ იქმს ბოროტსა ანუ ჰსჯულის წინააღმდეგსა საქმესა რასმე მდიდრულათვე უნდა დაისაჯოს, ე.ი. უმეტესი სასჯელი ეკადრება და სასტიკობა ჩუჱნი მათზედ უალაგო არ იქნება, რადგანაც რაოდენობა ჩუჱნის სტატიისა ნებას არ გვაძლევს ვრცლათ ვსთქუათ ამაზედ, ამიტომ საკმაო იქნება ამ შემთხვევისათჳს ვსთქუათ, რომ ღარიბ-კაცის ბოროტმოქმედობაში ანუ ჰსცოდვაში ხშირათ მონაწილენი არიან მდიდრები. დამტკიცება საჭირო არ არის. მგონია იმაზედ თნხმა გახდეთ და უარი არ მიბძანოთ, როდესაც წაიკითხამთ ამ სტატიას და ჰსთქუათ, რომ ეს საქმე უეჭველად ესე არ მოხდებოდა, თუ ერთს რომელიმე მდიდარს გაეხსნა თავისი ქისა, პირთამდის სავსე ფულებითა და რაოდენიმე ენაწილებინა საწყლისათჳსო. აი ეხლახანს სიღარიბესგან რა მომხდარა რუსეთში.
ერთი ვიღაც სამსახურიდამ დახოვნილი ჩინოვნიკი ისე გაღრიბებულა რომ დღიური საზრდოც თურმე აღარ ჰქონია. ამასთან გახდომია ცოლი და ახალი დაბადებული შჳლი ავათა. წასულა და რის წვალებით უშოვნია ერთი თუმანი ასიგნაცია და ჰსდომნები რომ ამით ნათლობა გადაეხადა. მოსულა საცოდავი სიხარულით შინა და ის ასიგნაცია სტოლზედ დაუდჳა და თითონ შესულა მეორე ოთახში ცოლთან ნუგეშინის საცემლათ აა დასამშჳდებლათ. პატარახანს უკან მობრუნებულა და უნახამ, რომ ასიგნაცია სტოლზედ აღარ არის დუწყჳა ძებნა. რას ეძებ მამაო, ჰკითხა თურმე ოთხის წლის შჳლმა. სტოლზედ წითელი ქაღალდი იდვა დ იმასაო, უპასუხა გაშფოთებულმა თურმე. ჰა... ზიზიაო! მე დავხიე და ბუხარში ჩავყარეო, ეს რომ გაიგონა სისხლი თავში აუვარდა, გონება დაუბნელდა, მივარდა შჳლს აიყვანა ჴელში და ისე ძრიელ დაანარცხა დედა მიწაზედ რომ იქვე თურმე სული დალია. როდესაც ეს კაცი თავის გონებაზედ მოსულა და დაუხედნია თავის შჳლისათჳს დაუწყებინებია საშინელი თრთოლა და როგორც გიჟი გავარდნილა ერდოში. ცოლს შეუტყჳა ეს ხმაურობა და შეშინებულს დაუწყჳა ყვირილი. მაგრამ ამ ყვირილზედ არც ქმარს და არც შჳლს პასუხი არ მიუციათ. შეშინებული ხმაურობისგან წამომდგარა ეს ქალი ქვეშაგებიდამ და შესულა მეორე ოთახში და უნახამს საყვარელი შჳლი სისხლში მოსვრილი, ეძებს და უყჳრის თურმე ქმარსა, მაგრამ სად არის ქმარი, იმ დროს გავარდნილა ესეც ერდოში და დაუნახამს რომ ქმარს თავი ჩამოუხვრჩვია. საწყალი დარბის თურმე ამ ოთახებიში, კოცნის, ეხვევა მიცუალებულებს. რომ იტყჳან. მოტეხილს მოსტეხენო, ანუ უბედურებსა უბედურება მოსდევსო ეს ანდაზები სწორეთ ამაზედ აღსრულდნენ. ოთახში სადაც იწვა ელოდა კიდევ ახალი უბედურება. ძუძუთი ყმაწჳლი დახრჩობიყო დოლბანდით. ამის მნახავი მიეცა უკანასკნელ განწირულებასა და მოთმინება მისი შეირყა. იწყო თურმე თავში პირში ცემა, თმების გლეჯა. იმ დროს დაინახა სამზარეულო დანა გაფოთებული აიღებს და გიჟურის კასკასით იგმერს გულში.
რისგან წარმოდგება ეს საშინული და საზარელი შემთხვევა? მართალია, როგორც სწერენ, სიღარიბე და ამ გვარი შემთხვევა წარმოსდგება მით, რომ ჩინოვნიკებმა წერისა და სამსახურის მეტი არა იციანრა და როდესაც სამსახურიდამ გამოვლენ ანუ დაითხოვენ სიმშილით უნდა დაიხოცნენ და ამისთანა შემთხვევაც შეემთხვეთ. მართალია ესეც რომ საჭირო და სასრგებლოა რომ ჩინოვნიკებს, გარდა წერისა და სამსახურისა იცოდნენ ხელოსნობა რამ, მაგრამ რადგანაც ჩუჱნში ჯერ ეს არ არის შემოტანილი და თითქმის, საკიცხავია, რომ სამსახურის კაცმა წაღების კერვა დაიწყოს ანუ სხუა რამ ხელოსნობას შეუდგეს, ამისათჳს სხუათა მიზეზებთა შორის ზემოხსენებულ შემთხვევისა ვრაცხ მე მდიდრებსაც, რომელთათჳს შესძლებულია დროებით, ვიდრე. ჩინოვნიკებს მიეცემათ გზა ცხოვრებისა, არ მიიყვანონ ისინი ამისთანა განწირულებაში და ერთი თუმანი არ შეიქმნეს მიზეზათ ოთხის კაცის სიკუდილისა. ღონისძიებები გარწმუნებთ იმათ ჴელშია. წარმოიდგინეთ მდიდარი რვა ანუ ცხრა მილლიონის პატრონი, ნუ თუ გასაჭირი იქნება იმისთჳს ამისთანა ჩინოვნიკების შენახვა სამისა ანუ ოთხის კაცისა? ამის პასუხი დარჩეს შემდეგისათჳს და ეხლა ესეც საკმაო თუ არ არის დახშული სინდისი და კაცთ მოყვარება მდიდრების გულში მგონია ეს მაგალითი საკმაო იყოს თუ კარგათ განსჯიან, და თუ არა აბა რა გეეწყობა. კედელს ცერცჳ შეაყარე აბა რას დადგება თქუჱნი ჭირიმე, მაგრამ ეს ხომ უნდა იცოდნენ რომ საფლავში არავის არ ჩაუყოლებია სიმდიდრე, ჩუჱნი პოეტისა არ იყოს.
მდიდარნიც ბევრი ყოფილან,
ოხრათ, ჰრჩენიათ ჰქონება.
ა.ს.
![]() |
14 ქუთაისის ჭორიკანაობა |
▲back to top |
ქუთაისის ჭორიკანაობა
(აზრი ქუთაისის საზოგადოებისა ქართულს ენაზედ და „ცისკარზედ“)
მიფოლოღია, მოგვითხრობს ჩუჱნ, რომ აპოლონმა ჩამოგზავნა ერთი მუზა ქვეყანაზედ ოლიმპის მთიდგან, კაცების განათლებისათჳს. ის მუზა ჩამოვიდარა ღმერთების მთიდგან, ყვიროდა „ბატონებო! იყიდეთ ჭკუა, იყიდეთ ჭკუა, საჭირო არის თქუჱნთჳს ჭკუაო, იყიდეთ ბატონებო ღუთის გულისათჳს იყიდეთ“. მაგრმ ისე უსარგებლოთ ეჩუჱნა კაცების ჭკუა, რომ მუზადგან არავინ არ იყიდა. შენრცხვენილი მუზა, თავდახრით ავიდა ისევე ოლიმპზედ.
ჩუჱნი „ცისკარის“ რედაკტორის ხმაც ასა ანუ მსგავსად ამისა ისმის. მე არ გახლავარ ტფილისს და არ ვიცი, მანდ რა აზრი აქუთ მადაურ საზოგადოებას ქრთულ ენაზედ, მაგრამ თუმც ნებას მომცემთ და ქუთაისელები არ გამიწყრებით ერთს შემთხვევას მოგახსენებ, რომლისაგან შეიძლება სხუათა თემის ხალხთა შეიტყონ თუ რა აზრი აქუთ ქუთაისში ქართულ ენაზედ?
ერთი კჳრეა მას აქეთ, (მგონია მეტიც არის.) მე გახლდი აქაურ შეკრებულებში, ქალებმა ლოტტოს თამაშობა დაიწყეს, კაცებმა – პრეფერანცისა. ვინც არც ლოტტოს თამაშობდა და არც პრეფერანცსა გოსტინაში გავიდენ და მუსაიფი დაიწყეს. მასპინძელმა „ცისკრის“ წიგნები მოიტანა და იმ წიგნებს შინჯვა დაუწყეს იქ ზოგიერთნი იყვნენ, რომელთაც ცისკარის არ ენახა და არც იცოდენ თუ ცისკარი ჟურნალს ქჳა.
ერთმა სტუმარმა წაიკითხა თ. ალ. ვ. ჯ. ორბელიანის ქართული უბნობა ანუ წერა. და უფ. დიმიტრი ბაქრაძისგან მოწერილი მისდამი წიგნი. ამ წაკითხჳს შემდგომ ორი კაცი შევოდენ მეორე ოთახში და რამდენიმე წამის შემდგომ იქიდან მოისმა ხმა მაღალი ლაპარკისა. მე შევედი რა, სანახავად ვნახე რომ ის კაცები ქართულ ენაზედ ლაპარაკობდენ.
აი იმათი ლაპარკი სიტყჳდან სიტყვამდი:
კ.ნ. თავადი ალექსნდრე ვახტანგისძე ჯამბაკურიან ორბელიანი ყურს მაინც უგდებს ჩუჱნ ენას, ყოველის ძალითა ცდილობს, რომ არ დაიკარგოს.
ი.ნ. მე თქუჱნ გარწმუნებთ, რომ დროს კარგამს უბრალოთ. აბა რა სასარგებლოა ქართული ენა?
კ.ნ. თქუჱნი სიტყუჱბიდგან გამოდის, რომ დიდი არაფერი არ იქნება, ჩუჱნი სამშობლო ენა რომ დავკარგოთ.
ი.ნ. რა საჭიროა ქართული ენა?
კ. ნ. მე თქუჱნ გთხოვ, რომ აიღოთ იანვრის წიგნი ცისკარისა ამა წლისა, და წიკითხოთ ბაქარ ქართლელისგან მიწერილი წიგნი თეიმურზ ვაკელთან. თქუჱნ არ წაგიკითხამთ ის წიგნი?
ი.ნ. არ წამიკითხამს.
კ.ნ. ცისკარს არ იწერთ.
ი.კ. დიახ ვიწერ.
ი.ნ. რათ იწერთ ცისკარს თუ არ კითხულობთ?
ი.ნ. ცისკარი რომ არ გამოვიწერო იტყჳან: სიძუნწით მოსდისო ან რა დიდი ფულია. შჳდი მანეთი, თუ გინდა გლახაკისათჳს მიჩუქებია.
კ. ნ. მაშ მოვიტანოთ და წავიკითხოთ ბაქარის წიგნი.
ამის შემდგომ მოიტანეს იანვრის წიგნი და წაიკითხეს შესავალი.
კ.ნ. აი რისათჳს არ უნდა დავკარგოთ ჩუჱნ ენა.
ი.ნ. თქუჱნ რომ ქართული ენა არ გესწავლათ და რუსული კი კარგათ იცოდეთ რა დაგაკლდებოდათ?
კ. ნ. ვსთქუათ, რომ რუსული კარგათ ვისწავლე და ქართული დავივიწყე, მომცეს ჩინი, დამაყენეს სეკრეტრად ან სოვეტნიკათ, მე მაშინ არ მექმნება მოსვენება, სინიდისი შემიწუხებს, ყველას თითით საჩუჱნებლათ ვეყოლები. როგორც მაგალითათ ვთქუათ ჩუჱნი ჭ...
ი.ნ. დავტოვოთ ჭ. და მისი ენის დაკარგვა. ეხლა მიბძანეთ შენი ჭირიმე რას გჳკეთებს ჩუჱნ „ცისკარი“, აი ეს წიგნები? ამისთანა უსარგებლო და მცირე ჟურნალი არც ყოფილა არც არის და არც იქნება მთელს ქუჱყანაზედ.
კ.ნ. წარმოიდგინე შენი თავი უფ. რედაკტორის ადგილზედ. რას გაარიგებ თქუჱნ, და როგორ ჟურნალს გამოცემ ქრთულ ენაზედ, იმისთანა ენაზედ, რომელზედ არც ერთი ჟურნალი და გაზეთი არ გამოდის, რას გაარიგებ თქუჱნ რამდენიმე ჴელის მომწერითა თქუჱნც იცით რომ ცისკარს ყავს როგორც ვნახეთ წრევანდელი დაბეჭდილი სია ას ოთხმოცი ჴელის მომწერნი, ქაღალდი უნდა, ტიპოგრაფიაც უნდა, მბეჭდავები, და რაც ყველაზედ ძნელია, მწერლებიც უნდა. ეხლა მადლობა ღმერთსა რომ ცისკრის საქმე უკეთ მიდის, ა ა აიღეთ ჴელში შარშანწინდელნი ცისკრის წიგნები: თქუჱნ ნახამთ, რომ უმეტესი ნაწილი სტატიებისა დაწერილია კერესელიძისაგან იქნება ერთი ან ორი სტატია შეგვხვდეს სხჳსი.
რედაკტორი ადჳლათ აღასრულებს თავის დანიშუნას, მაშინ, როდესც აქუს შეძლება, ჰყავს ხელის მომწერნი და თანა შემწენი. ჩუჱნ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფ. კერესელიძე თავის საკუთარს ფულს ხარჯამს, ოღონდ კი ცისკარს მოემხაროს.
ბოლოს კ.ნ. გულის საკუდავად ამოიოხრაა და სთქუა: მგლის თავზედ დარიგებას კითხულობდენ, აცა ცხვარი წავიდაო. ჰსჩანს, რომ უნდა გამოვიტიროთ წინათვე ჩუჱნი ენას დაკარგვაო.
ქუთაისის მეჭორე.
ქუთაისს. 23 სეკტემბერს. 1860 წ.