ივერია (43)1877.22.12



1877.22.12

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღების შემდეგ უსათუოდ შერიგება ჩამოვარდებაო, მაგრამ ეხლა საქმე ისე გამოდის, რომ შერიგება ჯერ შორს არის. არამც თუ შერიგება, არამედ საქმე უფრო იხლართება ევროპიის ცაზედ სქელი ღრუბული იკრიფება, თვალს ეგ ღრუბელი ვერ განუჭვრეტია; რაღაც იდუმალი ხმა ჰქუხს და ისე იწვიმებს როგორც ჰქუხს, თუ არა — ამას დრო გამოაჩენს. ამ ქუხილში ყველაზედ აშკარად ინგლისის ხმა ისმის. ინგლისში ეხლა მთავრობა ასეთს ფაცი-ფუცს შესდგომია, რომ მუქარას მოასწავებს. სამინისტროს რჩევა თითქმის ყოველდღე არის ხოლმე და ხან დღეში ორჯელაც, პარლამენტი საჩქაროდ წინადღით უნდა შეიკრიბოს; სამინისტრო ზრუნავს და ცნობას აგროვებს თოფ-იარაღზედ და ზარბაზნებზედ; გარდა ამისა პარლამენტი გაიმართება თუ არა, სამინისტრომ უნდა სთხოვოს პარლამენტს ფულის დანიშვნა ჯარის წამატებისა და განძლიერებისათვის იქნება ეს ყოველიფერი ტყუილი ფართი-ფურთიც არის, მაგრამ ცუდი ნიშნები კია. ამბობენ, ინგლისის პოლიტიკას ევროპაში არავინ არ თანაუგრძნობსო. თუ ეს მართალია, მაშ რის იმედით იღვწის ინგლისი? რაც უნდა თქვან სხვებმა ინგლისის განმარტოებაზედ, ჩვენ კი ასე გვგონია, რომ თუ ზურგი მაგარი არა ჰქონდეს. იგი სულელი ხომ არ არის ასე თამამად ხმალზედ ხელდადებული გამოვიდეს მოედანზედ და იძახოს: რაც მე არ მინდა, თქვენ იმას ვერა იქმთო. აქ რაღაცა დაფარული ძალი და იმედი უნდა მოქმედები დეს. რა ძალია ეს ძალი, რა იმედია, — ეგ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ ინგლისის მინისტრებმა და იმ გულ დახურულმა ბებერმა, რომელსაც დიპლომატია ჰქვიან.

თვითონ ოსმალოც რომ ყურს არ იბერტყავს? მუხთარ-ფაშის ჯარი დაუმარცხეს, უარსი წაართვეს, არზრუმს მიადგნენ; იქ კიდევ უკეთესი ჯარი ოსმან-ფაშისა ტყვედ დაინარჩუნეს, პლევნა წაართვეს და დღესა თუ ხვალ ადრიანაპოლსაც მიადგებიან, მაგრამ ოსმალო. მაინც თავისას არ იშლის და თავის-თავს დამარცხებულად არა სთვლის. ამასაც რაღაც იდუმალი იმედი უნდა ჰქონდეს, თორემ დღესვე ფეხ-ქვეშ უნდა ჩავარდნოდა რუსეთს და შერიგება ეთხოვნა. შერიგების თხოვნის მაგიერ, ოსმალომ ევროპიის სახელმწიფოებს შეუთვალა, თუ თქვე საერთოდ ჩაგვიდგებით შუაშიო და მოგვარიგებთ ხომ არა კარგიო, თუ არა და რაც ძალი და ღონე მაქვს მოვიკრებო და განვაგრძობ ბრძოლასაო, ამასთანავე შეუთვლია რომ მე მხოლოდ ამ პირობით მოურიგდებიო, თუ რუსეთი კონსტანტინეპოლის კონფერენციის ოქმს იყაბულებსო და ოსმალეთის იმპერიას არაფერს არ ჩამოარ თმევსო. ამისთანა სიტყვა-პასუხი მართებს მარტო იმის თანა კაცს, რომელიც დაჯერებულია, რომ თუ გამარჯვებული არა ვარ, ომი მაინც გავუსწორეო; ან კიდე იმისთანას, რომელიც თუმცა დამარცხებულია, მაგრა მტკიცე იმედი აქვს საქმეს გავისწორებო.

ჯერ თვალად რაცა ჰსჩანს, იქიდამ ვხედავთ, რო ოსმალეთს თითქო იმედი გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს. იმიტომ-რომ გერმანიამ ვერაფრად მიიღო ოსმალეთის თხოვნა შუამდგომლობაზედ; ავსტრიამაც აგრეთვე; იტალიამ და საფრანგეთმა კი შეუთვალა, რომ ჯერ ვნახოთო სხვა სახელმწიფოები რას იქმონენო. ეს პოლიტი კის ქვევრის პირია, შიგ ძირში რა არის, ეგ ღმერთმა იცის.

ინგლისი, როგორც კარგი მეძებარი, ყველგან ჰსუნავს და კვალს იკვლევს. ვინ იცის? იქნება კიდეც გადიბიროს ვინმე. თუ ეს იმედი არა ჰქონდეს, — ჩვენ კიდე ვიტყვით, –– ინგლისი თავს ტყუილად არ იტკენდა. ამ ბოლოს დროს ამბობენ, რომ ინგლისი, რა კი ვერავინ ვერ დაიყოლის ევროპაშიო, ეხლა იმის ცდაშიაო, რო ხელთ იგდოს რომელიმე ნაწილი ოსმალეთისა თავისი სარგებლობის გირაოდ და მისი ძახილი, ყვირილი, იარაღის მზადება, ჯარების წამატება — სულ ამ განზრახვისთვის არისო, ამბობენ ვითომ ინგლისს ეგვიპტეზელ უჭირავს თვალიო. მაგრამ აქ საფრანგეთი და ნამეტნავად იტალია მოცილედ წინ დაუხვდებიან. იტალიას უბძანებია კიდეც თავისის ელჩისათვის, ინგლისში, მანდაურს მინისტრებისაგან შეგვიტყე, მართლა ინგლისი ხელს იწვდის ეგვიპტესაკენაო.

რასაკვირველია, ინგლისი მაგას მოიწადინებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ყოველივე სხვა ხიდი ზღვაში ჩაუცვივდება. ჯერ მანამდე ბევრი კოკა წყალი დაიღვრება. ინგლისმა ძალიან კუდის ქნევა იცის, იქ გასჰწყვეტს, საცა წვრილია.

ინგლისს ჯერ კიდევ იმედი დაკარგული არ უნდა ქონდეს ავსტრიაზედ და საფრანგეთზე და ამათ ორივეს დიდი ხანია გული უღრინავთ გერმანიაზედ, რომლის მეოხებითაც ამ რთულს აღმოსავლეთის საქმეს დღეს რუსეთის სასარგებლო ფერი ადევს. ჯერ საფრანგეთი სულ-განაბულია და გულში რა აქვს, არ აცხადებს. მგონია, ჯერ იცდის, ვნახოთ ბედის ჩარხი როგორ დატრიალდებაო. ავსტრიაში კი დიდი განხეთქილებაა. მისი ნახევარი — ვენგრია შფოთავს, რომ ავსტრი-ვნერია არ შველის ოსმალოსა. ამ მოკლე ხანში 8,000 კცი შეყრილა ვენგრიის დედაქალაქში, უშფოთნია, უყვირნია მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, მისევია მინისტრს ტისსას, სასაცილოდ აუგდია და მისის სახლის ფანჯრები დაულეწია, რატომ არა შველიო. ოსმალებს. რასაკვირველია, პოლიცია მისულა და ეს აშფოთებული ხალხი გაუფანტავს, მაგრამ ამ ამბავს ცოტად თუ ბევრად ჩაუფიქრებია ავსტრი–ვენგრიის საქმეთა გამგებელნი. ვინ იცის? იქნება ამ გვარმა ამბებმა აცდინოს ავსტრია და პირ-და-პირ ჩაითრიოს იმ მორევში, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიან. ძნელად მოსაფიქრებელი კია, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშნ სად დაიწყობს ომი და სად გათავდება — მარტო ღმერთს თუ ეცოდინება.

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

— არც აქ ჩვენს მხედრობას ყარსის აღების შემდეგ და არც ბოლგარიაში პლევნის შემდეგ ბრაივერი გამოსაჩენი ომი არ ჰქონიათ. საზოგადოდ ხმა ისმის, რომ აქ ჩვენში არზრუმს გარს ერტყმის ჩვენი ჯარი და ზოგიც ბათუმისაკენ გამგზავრებულა,იქ კიდევ ოსმალონი უკან ისევენ და რუსნი წინ მიდიან.

— აქ ღენერალ-მაიორი ლორის მელიქოვი თარეშათ მისულა ხნის-ყალას ქალაქამდე და თვით ქალაქი და მასთან მის მაზრის 150 სოფელი თვითონ ხალხს დაუთმია. ამ მაზრაში რუსის მმართებლობა განუწესებიათ. იქ კიდევ დუნიაზედ დასავლეთის რუსის ჯარის თარეშს ბალკანის გადასავალი დაუჭერია და ცხენოსანი ჯარი კიდევ სოფიის გზატკეცილზედ დამდგარა.

— ამ ხანებში რუსის ზღვის მხედრობამა კიდევ ორი სამამაცო საქმე ჩაიდინა. 16 დეკემბერს ცეცხლის გემი კონსტანტინე ღამე მიჰპარვია ოსმალთა ხომალდსა და ქვეშ ნაღმი უფეთქებია, მეორე ნაღმი კი მომცდარა. ხმაურობაზედ ოსმალნი დაფეთებულან, სროლა დაუწყვიათ, მაგრამ ჩვენები გამოქცევიან, ზოგიერთი ნავი ფოთში მშვიდობით მოსულა, ზოგი კი ჰგონიათ ცეცხლის-გემს „კონსტანტინეს“ წაუყვანია თანაო.

— 14 დეკემბერს კიდევ ცეცხლის გემს „როსსია“ 11-ს საათზედ სევასტოპოლში მოსულა და თან მოუყვანია ოსმალოს სამ-ანძიანი ხომალდი „მერსინა“ შვიდასის ჯარისკაცითა და ათის აფიცრითა.

3 საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)

▲back to top


საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)

I

წინა-დროები ისტორიისა. — სად დამყარდა საფუძველი კაცობრიობის წარმატებისა, ― რა ვიცით ჩვენ ტომზე ახალის გამოკვლევით.

უკანასკნელის 20 — 30 წლის განმავლობაში უძველესს ტომებზე, იმათ შთამომავლობაზე და ყოფა-ცხოვრებაზე ევროპის მსწავლულნი სრულებით ახალ აზრს დაადგნენ. ამ ცვლილების საფუძვლად იმათ აქვთ ორი ახალი შტო მეცნიერების — ენათა შესწავლა ანუ შედარებითი ლინგვისტიკა და არხეოლოგია ისტორიის წინაა დროებისა. ენათ შესწავლის საგანი გამოკვლევა ენისა, იმის ფესვებისა და გრამმატიკულის ფორმებისა, და გარდა ამისა შედარება ერთის ენის მეორესთან, მესამესთან და სხ. აქამომდე შესწავლულია 800-მდე ენა და ამ შესწავლამ ცხადად გვიჩვენა იმათში რომელს რომელთანა აქვს ნათესავური კავშირი. ახლა ეს ენები დანაწილებულნი არიან მოდგმა-მოდგმად, ნათესავებად ანუ გვარებად, გრუპპებად და დიალეკტებად. ენის თვისებისა ანუ აგებულობისა მებრ უველა მსოფლიო ენები, ძველნი და ახალნი, ამოწყვეტილნი და ცოცხალნი, დაიყოფებიან სამ მოდგმა ენებად: ერთ მოდგმას შეადგენენ ის ენები, რომელთ შორისაც ენის ფესვი ანუ ძირი შეადგენს. სიტყვასა და უცვლელად შთება ურთი-ერთს დაკავშირებაში — არსებითს სახელში, ზედ-შესულში, ნაცვალ-სახელში, ზმნაში, კანკლედობაში და სხვა მეორე მოდგმის რთულ სიტყვებში, რომელნიც შემდგარნი არიან, ვთქვათ, ორის თუ მეტის ფესვიდამ, ერთი ანუ ორი ამ ფესვთაგანი უცვლელად ეგება. მესამე მოდგმის ენებში ფესვები ისე იცვლებიან, რომ ხშირად სრულებით ჰკარგვენ თავის, ხასიათს და მნიშვნელობას. პირველ მოდგმას (односложные) ეკუთვნიან: ჩინური, ტიბეტური და სხ. მეორე მოდგმას (приклейные): იაპონური, ავსტრალიური, ნეგრული აფრიკაში, ამერიკის ენები, თურანული, თავისის გრუპპებით — ფინურით, თურქულით, მონგოლურით, თუნგუზურით, სამოედურით. მესამე მოდგმისანი (флективные) არიან შემდეგნი ენანი: ა) სემიტური თავისის გრუპპებით — არამეო-ასსირიულით (სალდეური, სირიული და ასსირიული); ხანანეურით (ებრაული და ფინიკიური) და არაბულით ბ) ხამიტური მისის გრუპპებით — ეგვიპტურით, ლიბიურით და ერიოპიურით; გ) ინდო-ევროპული შემდეგის გრუპპებით,— ირანულით (ზენდური, სპარსული, სომხური, ოსური, ქურთული, ავღანური), კულტურით, ელლინურით, იტალიურით, გერმანიულით (გოთური, სკანდინავური, ქვემო-გერმანიული, ზემო-გერმანიული), სლავიანურით და ლეტტურით. ამ ენების მოდგმათ აგებულობაში არსებობს ისეთი განსხვავება, რომ ზოგიერთნი მეცნიერნი, — მთელი ახალი შკოლა, რომელსაც ეკუთვნიან, მაგ., დარვინი და აგასისი, — ამტკიცებენ, ვითომც თვითოეული მოდგმა იყოს აღმოცენილი ცალ-ცალკე, სხვა და სხვა ადგილს, სხვა და სხვა დროს. ამ საგანზე დიდი ბაასია და ვნახოთ, მომავალი რა განაჩენს დასდებს; ეს კი უეჭველია ახლავე, რომ ლინგვისტიკურმა შესწავლამ იქამდე მიაღწია, რომ არა თუ აღადგინა ის დედა-ენა, რომლიდამაც აღმოსცენდნენ ინდო-ევროპულის ნათესავის ენები[1], არამედ ნათლად აღმოგვიჩინა ინდო-ევროპიელთ უძველეს წინაპართ პირველი ადგილ-სადგომი, ჩვეულებანი ყოფა-ცხოვრება, სარწმუნოებრივი მიდრეკილება, ურთი-ერთ-შორისი დამოკიდებულება და სხ.[2] ერთის სიტყვით, განვითარებულის ლინგვისტის მაქს-მიულლერის თქმით „ენა მიგვიძღვის დროების წყვდიადში, ბევრით შორს, ვიდრე ასსირიისა და ბაბილონის ლურსმებრივი ლიტერატურა, ვიდრე ეგვიპტის იეროგლიფური მწერლობა. ენა გვაკავშირებს შეუწყვეტელის სიტყვის ჯაჭვით კაცობრიობის წინაპართან და იქიდამ იწყობს თავის ცხოვრებას[3]“.

იმავე საგანს, რომელსაც ჩვენ ზემოდ შევეხენით, სული დასდო თვით არხეოლოგიამაც ამ სწავლის წყაროებს შეადგენენ დედა-მიწაში ჩამარხული გადაშენებულთ ტომთ კვალი, ძველ ნანგრევებში და სასაფლაოებში დაცული მისი სხვა და სხვა ნაშთი და ნაწარმოები. საუბედუროდ არხეოლოგია ჯერეთ შეჩერებულია უფრო ევროპის ნიადაგზე და ზოგიერთს აზიის ადგილებზე. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აქამომდე შეგროვილის მასალების შემწეობით, იმან უკვე გაარკვია ის ცხოვრება, რომელიც კაცობრიონს გაუვლია ბევრით ადრე ისტორიის დრომდე. ამ ცხოვრებას ის საზღვრავს სამ საუკუნედ: პირველის სუკუნის (каменный век) მომდინარეობაში ადამიანი დაბალ ხარისხზე დგას, ხმარობს მხოლოდ ქვის სამკაულს და იარაღს; მეორე საუკუნე (бронзовый век) წარმატებაში შედის, ქვის მაგიერ ხმარობს თითბერს; მესამე საუკუნე (железный век) წარმოგვიდგენს ისტორიულთა ჟამთ დასაწყისს; ხმარებაში შედის და ვრცელდება რკინის იარაღი და სხვა და სხვა ყოფა-ცხოვრებისთვის საჭირო რკინეულობა. ოქრო და ვერცხლი ძველადვე იხმარებოდა. აქ უნდა მხედველობაში ვიქონიოთ, რომ თვითოეული ხსენებულთ საუკუნეთაგანი შეიცავს დიდს დროთა სივრცეს და არა ასწლოვანს დროს, როგორც საზოგადოდ მიღებულია სიტყვა საუკუნე; რომ თითქმის ყველა ადამიანის მოდგმას და ნათესავს, რომელსაც კი ძველადვე უცხოვრია და წარმატება აღმოუჩენია, გავლილი აქვს სამივე საუკუნე, თუმცა სხვა და სხვა დროს, სხვა და სხვა ქვეყნის მხარეში, რომ უკანასკნელს საუკუნეს ბოლო მოუღო. საბერძნეთში და იტალიაში ადრე, სამხრეთ-დასავლეთს ევროპაში მე V-VII საუკ., და ჩრდილო-აღმოსავლეთს მხარეებში კი მე x-XI საუკ., ესე იგი ქრისტეს სარწმუნოების მიღებით.

ამ გვარად როგორათაც ენებისა და არხეოლოგიის შემოწმებით, აგრეთვე სხვა და სხვა ტომთ მეხსიერებაში დანერგულის გარდამოცემით ახალი სწავლა — მეცნიერება უჩვენებს ძველ მოდგმათ პირველ-დასაწყისს ადგილ- მამულს, რომელსაც შეადგენს ზემო აზია, ანუ ვრცელი ვაკე-მაღლობი, საიდამაც მიმდინარებს დიდი მდინარე, ოთხ-შტოდ დაყოფილი. ეს ვაკე-მაღლობი არის ბოღორი ანუ ბელურტაგი; ეს ოთხნი შტონი არიან: ინდოსი, ჰელმენდი, ოქსუსი და იაქსარტი. ბოლორის ვაკე–მაღლობი ანუ ბაქტრიანი უჭირათ ინდო-ევროპელების წინაპარებს, არიელებს[4] და მათ მეზობლად სცხოვრებდნენ სამიტნი, სემიტნი და თურანულნი. აქ, არიელების დედ-მამულში, ვიდრე ისინი ერთმანეთს დაჰშორდებოდნენ ენით, იმათ სცოდნიათ მიწის შემუშავება, ხვნა-თესვა, გზის კეთება, კერვა-ქსოვა, სახლთ-შენობა; ისინი სთვლიდნენ თურმე ასამდე; ხმარობდნენ სასარგებლო მეტალლებს და რკინის ცულებს შინ და გარეთ, აგრეთვე შინაურ პირუტყვებს — ძროხას, ცხვარს ძაღლს, ცხენს; მისდევდნენ ნათესაობას და ქორწინებას; ჰმორჩილებდნენ თავიანთ უფროსებს და იხსენებდნენ უზენაესს არსებას, რომელსაც სხვა და სხვა სახელს უწოდდნენ.

ზემო-აზიიდამ გაიბნა ადამიანის თესლი სხვა და სხვა მხარეს. რა უნდა ყოფილიყო. მიზეზი? „აქამომდე, ამბობს ამერიკის ისტორიკოსი დრეპერი, ამ მოძრაობის მიზეზად მიაჩნდათ ხალხის გამრავლება და მისი სურვილი ნაყოფიერის ქვეყნების დაჭერისა. რასაკვირველია ერთი მიზეზთაგანი ესეც იყო; მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აზიიდამ ისეთის სისწრაფით იწყობოდა მოძრაობა, ეს მოძრაობა შეიცავდა ისეთს სიმრავლეს ხალხისას, რომ უმთავრესი მიზეზი იმისი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ უძველესის დროდამ აზია შეუბრკოლებლივ იბურთება. ამ აბურთებს დიდი გავლენა აქვს ბუნებაზედაც და კაცზედაც: აჰვა იცვლება, ცივდება; მთელი მდინარეები შრება და სწყდება. ამ მოვლინებით არიხსნება ის შემთხვევა, რომ აზიის მოძრავნი მცხოვრებნი შეშფოთებულნი, სტოვებდნენ თავიანთ ადგილ-სადგომებს და მიიწევდნენ იქითკენ, სადაც იმათ წინ ედვათ უკეთესი ადგილები, ვიდრე მათი მხარე[5] თვიანი მოგზაურობაში იმათ თან გაჰქონდათ ძველი მამა-პაპური თქმულებები, რომელნიც დატოვებულის ქვეყნის თვისებას ანუ მოვლენას რასმე მოასწავებდნენ, მაგ. თქმულება წარღვნაზე, რომელიც შემდეგ მარტო ებრაელებში არ იყო გავრცელებული; ამას გარდა ისინი იმ ჩვეულებასაც მისდევდნენ, რა ჩვეულებასაც მომავალში მისდევდნენ ელლინები და სულ-ბოლოს ამერიკელნი: ისინი ახალ ქალაქებს, მდინარეებს, მთებს და ადგილ-მამულებს, სადაც ბინადრობს სდებდნენ, დროით თუ სამუდამოდ, იმ სახელებს აძლევდნენ, რომელნიც ძველს ადგილებს მოაგონებდნენ. ამ გვარად ხშირად მოხდებოდა, რომ ერთი და იგივე, სახელი მოგზაურობდა ერთის მხრიდამ მეორეში და მესამეში.

სულ თავდაპირველად გავიდნენ ზემო აზიიდამ ხამიტნი და დაბინავდნენ ზოგნი სპარსეთის ყურეს გარეშემო, ზოგნი ქალდეაში, ზოგნიც ნილოსის მდინარეზე. ხამიტებმა თითქმის ერთ დროს დააფუძნეს (4000 წლის წინ ქრისტეს შობამდე) სამეფოები ბაბილონში და ეგვიპტეში. თითქმის იმავე დროს დაიძრნენ თურანელნი: ერთმა იმათმა ნაწილმა გაიარა კასპიის ზღვის ჩრდილო მხარე და მიმართა მცირე აზიას და ევროპას; დანაშთენმა ნაწილმა მიმართა სამსრეთისკენ, გადაიარა ინდოქუშის მთა და დასხლდა ინდოეთის საზღვრად — ატროპატენში (ადერბეიჯანი), არმენიაში და მცირე აზიაში. ამ დროს სემიტნი და არიელნი ბინადრობდნენ ჯერ ისევ თავის სამშობლოში: იმათ ვპოულობთ იქვე 3000 წლით ქრისტეს წინად. სემიტნი მიჰყვნენ თავიანთის მონათესავე ხამიტების ნავალს და დაუკავშირდნენ იმათ, ბოლოს კი იმძლავრეს და დაიმონავეს ანუ ამოსწყვიტეს იგინი ქალდეაში ასსირიაში, პალესტინაში და არაბისტანში. არაბიელებთ მონათესავეთა შორის პირველნი შეიძრნენ კელტნი: იმათი გზა იდო კასპიის სამხრეთით საქართველოზე და ალბანიაზე (დაღესტანზე), შავი ზღვის ჩრდილო მხარისკენ და დუნაით ევროპისკენ; ირანიელნი გაემგზავრნენ ზოგნი ინდოეთისაკენ. ზოგნი მიდიისაკენ და სპარსეთისაკენ და 2500 წლით ქრისტეს წინად მათ დაამხეს პირველი ბაბილონის იმპერია, ბოლოს გაკვლეულს კვალს გაჰყვნენ ჯერ გერმანიელნი, მასუკან სლავიანნი. იმათ კაი-ხანი იბინადრეს სკვითების მხარეში ვიდრე ევროპისკენ გაიწევდნენ ტანაისით, თირასით და ისტერით ჰემუსამდე. ეს უკანასკნელი მოძრაობა უნდა მომხდარიყო პირველს საუკუნეში ქრისტეს შობის წინ, „რადგანაც ალექსანდრე მაკედონელის დროს (356—324) მათ ეპყრათ დიდი სივრცე შავისზღვიდამ მოკიდებული რეინამდე და ბალტიის ზღვამდე“.

თავდა-პირველად ცხოვრების წარმატების გზას დაადგა ორი ქვეყნა: ეგვიპეტი და ბაბილონი. ამ ქვეენებში დამყარდა სახელმწიფო წესი და სასაზოგადო წყობილება; აღუვავდა სხვა და სხვა გვარი ხელოვნება და სწავლა–მეცნიერება, რომელიც იქიდამვე გავრცელდა ასსირიაში, ფინიკიაში, მცირე-აზიაში და სხ. ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ სულ ძველად იხმარებოდა ორ-გვარი სამწერლო ნიშნები: იეროგლიფური ანუ იდეოგრაფიული და ლურსმებრივი. პირველი შეადგენდა მხატრობას, ესე იგი წარმოადგენდა იმ აზრებს ანუ საგნებს, რომელთ წარმოდგენა ჰსურდათ, მაგალითად ნიშნავდა მზეს, მთვარეს. მეორეც თავისის ფორმით მიემსგავსებოდა ისარს ანუ ლურსმანს. ამისთვისაც ეწოდება იმას ლურსმებრივი წერა ლურსმებრივი ნიშნები წარმოადგენდნენ მხოლოდ სიტყვის მარცვლებს, და არა ასოებს. იეროგლიფურს ნიშნებს ხმარობდნენ ეგვიპტელნი, - ლურსმებრივს ბაბილონ - ასსირიელნი მიდიელნი და სპარსელნი. ზოგი-ერთნი ამტკიცებენ, ვითომც ამ უკანასკნელის მომგონნი იყვნენ თურანელნი, რომელთაც ის შემოუტანიათ ზემო-აზიიდამ ბაბილონში. სამწერლო ნიშნების წარმატებას მიაწურენ ქანანეველთ, ესე იგი ფინიკიელთ, რომელნიც შემდეგ გადმოსახლებისა პირველის სამშობლოდამ, თავიანთის მონათესავე ებრაელებითურთ ჯერ ბინადრობდნენ სპარსეთის ყურეს კიდეებში, და შემდეგ დამკვიდრდნენ თვითონ საშუალო -ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, ებრაელნი კი მესოპოტამიაში. ფინიკიელებმა გაავრცელეს ეს ნიშნები ყველგან, სადაც კი ისინი, როგორც ზღვის-მავალნი, აღებ-მიცემობდნენ. ეს ნიშნები შეადგენენ ალფავიტს ანუ ჩვენებურად ანბანს, რომლის შემწეობითაც გამოიხატება ყოველივე ასო, უხმო თუ ხმოვანი[6].

აქ, ჩვვენის აზრით, უადგილო არ იქნება განვსაზღვროთ ის ხასიათი, რომლითაც განვითარდნენ ეგვიპეტი და ბაბილონი და ამასთანავე ვუჩვენოთ ის ძალა, რომელიც ახალმა მეცნიერებამ აღმოაჩინა იმათ გამოკვლევაში. აი რას ამბობს ამ საგანზე ჩვენის დროის მიმართულების ისტორიკოსთაგანი, ფრანსუა ლენორმანი. „ძველის ცივილიზაციის წარმომადგენელთა ტომებში ამ ნახევარის საუკუნის წინად უაღმატებულესად ღირს-სახსოვარ ხალხებად ჰხადიდენ მხოლოდ ბერძნებს და რომაელებს. არ ფიქრობდნენ, რომ გარეშე საბერძნეთისა და იტალიისა ყოფილიყო სხვა ვინმე ღირსი ისტორიის ყურადღებისა, თუმცა იცოდნენ, რომ იმ სივრცეზედ, რომელიც მდებარებს ნილოსისა და ინდუსის შორის, დაარსებული იყო როგორათაც ფართო ბინა ცივილიზაციისა აგრეთვე სახელმწიფოები ისეთის სატახტო ქალაქებით რომელნიც სივრცით გადაემატებოდნენ ახლანდელს დედა ქალაქებს ევროპისას და ისეთის სამეუფო პალატებით ანუ სასახლეებით, რომელნიც სიმდიდრით და შემკულობით არ დაუვარდებოდნენ ჩვენის კოროლების სასახლეებს. იცოდნენ მოგზაურების შემწეობით, რომ იქ უდაბური ადგილები და მდინარეების ნაპირები სავსეა დიდროვანის ნანგრევებით, ესე იგი ტაძრებით, პირამიდებით, სხვა და სხვა გვარის ძეგლებით და მათის უცნურის წარწერაებით, — ეს ყველა იცოდნენ, მაგრამ იმათ თვალში მაინც ჯერი წყვდიადით იყო გარემოცული.

„ახლა საქმე სხვა მდგომარეობაშია. ბოლოს დროს ევროპის ის მფლობელობა და გავლენა თითქმის მთელს დედა-მიწაზე გავრცელდა. ეს შემთხვევა იყო მიზეზი, როგორათაც სწავლის წარმატებისა საზოგადოდ, აგრეთვე ძველისა და უძველესის საუკუნოების გამოკვლევისა. უპირველესის დროების შესწავლა იწყეს ეგვიპტით. თავდა-პირველად შამპოლიონმა (დიდის ნაპოლეონის დროს) აგლიჯა ის ფარდა, რომელიც ჰფარავდა იეროგლიფურს მწერლობას ეგვიპტისას. მეცნიერებას გაეღო კარი ისტორიულის საუნჯისა. ნილოსის ვაკე-ღელეების მთელს სივრცეზე გამოძიებულ იქმნა ძველი ძეგლები და ამ ძეგლებმა ცხადად დაგვანახვეს მოქმედებანი ფარაონებისა, რომელნიც წევდიადის დროიდამ მართავდნენ თავის ქვეყნას. ამ წყვდიადიდამ გამოიკრიბნენ თითქმის 4000 წლის განმავლობის მფლობელნი ეგვიპტისანი. ახლა ჩვენ ვიცით იმათის დროს ხელოვნება: საარხიტეკტურო, სასკულპტურო და სამხატვრო; ვიცით, რომ გარდა პირუტყვთ თაყვანისცემისა, იქ სუფევდა სამეცნიერო აღსარება, რომ მელიც ქვეყნის შემოქმედად ჰხადიდა ერთ ღვთაებას. ახლა ნათარგმნია და ითარგმნება იმათი უმთავრესი ლიტერატურა, რომელიც თავისის აღნაქსით მიემსგავსება ებრაულს სამღთო მწერლობას. ერთის სიტყვით, ეგვიპეტმა დაიჭირა შესაფერი ადგილი მსოფლიო ისტორიაში და ახლა ჩვენ შეგვიძლიან მოვუთხრათ მისი მატიანე მისსავე ნამდვილსა და თანა-მედროე წყაროებზე დამყარებული, მოვუთხრათ ისე, როგორც აწინდელის დროს ყოფა-ცხოვრება.

„ასსირიის ისტორიის აღდგენა უფრო გასაოცარი იყო, ნინევიამ და ბაბილონმა არ დასტოვეს დედა-მიწის პირად, როგორათაც ფივაიდამ (ეგვიპეტში), დიდ-დიდის ზომის ნაშთები. იქ მოგზაური პოულობს მხოლოდ გორა-გორა გროვას ნანგრევებისას. ჰგონებდნენ, რომ საუკუნოდ დანთქმულია ყოველივე კვალი მესოპოტამიის ცივილიზაციისა; მაგრამ, ჩვენდა სანუგეშოდ, სამმა მეცნიერმა, ბოტტმა, ლეიარდმა და ლოფთუსმა სრული ნათელი მოჰფინეს მშვენიერს სკულპტურას ქალდეასას და ასსირიისას. იმათ პალატთ ჩუქურთმებმა ხორცი შეისხეს: ისინი წარმოგვიდგენენ ასსირო-ქალდეის მეფეებს და იმათგან დატყვევებულთ ტომთ. აქ ვხედავთ იმ პირთ, კრომელთაც საზარელს თვისებაებს ცხოველად გამოხატვენ ებრაელთ წინასწარ-მეტყველნი. აქ ვხედათ იმ ბჭეებს, რომელთ ქვეშაც, ერთის წინასწარმეტყველის თქმით, ტომთა გროვანი მიმდინარეობდნენ, როგორათაც მდინარენი. აი ის კერპებიც, მშვენიერის ხელოვნებისა, რომელნიც იზიდავდნენ და აცდენდნენ იეღოვას აღმსარებელს ისრაილს. აი თვით უყოფა-ცხოვრება ასსირიელებისა, მრავალ სურათებად წარმოდგენილი: იმათი სასულიერო ცერემონიები, იმათი შინაური ჩვეულებები, იმათი სახლის მორთულობა და ძვირფასი ვაზები; აი იმათი ლაშქრობაც, ციხე-სიმაგრეების იერიში და ზღუდე-კლდეების დამარღვეველი მაშინები.

„მრავალი ბაბილონო-ასსირიის შენობაც, რომლებიც კი ამოთხრილია მიწის გულიდამ, შემკულია მრავალ-გვარის წარწერაებით. არ ეგონათ, რომ ეს მწერლობა, უცნაურის თვისებისა, ოდესმე გამოკვლეულიყო მაგრამ იმასაც სძლია ჩლანდელმა მეტოდმა მეცნივრებისამ. ლურსმებრივის მწერლობის გამოძიებას შეუდგნენ ინგლისელი რავლინსონი, ნემეცი ჰინკი და ფრანციელი ოპპერტი და ახლა ჩვენ იმათის შემწეობით ვკითხულობთ ქალდეო-ასსირის ხრონიკებს, რომელნიც წარწერილნი არიან მარმარილოებზე და შედუღებულის კირის ფიცრებზე და რომელნიც შეიცვენ მათმიერვე ნაამბობს ვრცელს მოთხრობაებს იმათ გალაშქრებაზე და ქვეყნების დაპუყრობაზე, აგრეთვე მათს ულმობელს ხასიათზე. ზოგიერთი ეს მწერლობა შეეხება იმ შემთხვევათაც, რომელთაც მოიხსენებს ბიბლია და იმათი შეთანასწორება ნამდვილ გვიმტკიცებს უეჭველს ჭეშმარიტებას სამღთო ისტორიისას. ასსირო-ბაბილონის დროს შესწავლამ მოფინა სხივი თვით ცივილიზაციის დასაწყისს და იმის მიმდინარეობას. შეუძლებელი იყო, რომ ამ გვარი ბრწყინვალე კულტურა სამუდამოდ შემწყვდეულიყო მათს სამზღვრებში მართლა და ცხადია, რომ მათი სწავლა-ხელოვნება მიჰყოლია მათის სამხედრო მსვლელობის კვალს და გავრცელებულა აღმოსავლეთად და ჩრდილოეთად, მიდიაში და სპარსეთში, სადაც შეუთვისებიათ ირანელებს ახემენიდების დროს. ამას წინად საბერძნეთის ხელოვნების წყაროდ მიაჩნდათ ეგვიპეტი; მაგრამ არა: ახლა ამ წყაროდ უნდა ვხადიდეთ ნინევიას. ბაბილოო-ასსირის გავლენა მოჰფენია სირიას, მცირე აზიას და საშუალო ზღვის კუნძულებს; ბერძნების ქალაქებიდამ, რომელნიც შავი-ზღვის პირად ჰყვაოდნენ, ის შესულა თვით ელლინის ტომის სამფლობელოში, და ამ გვარად საბერძნეთის სკულპტორებს მაგალითად და ნიმუშად ჰქონიათ ბაბილონო-ასსირიელთ ნაწარმოები. მცირე აზიიდამ ეს ხელოვნება ლიდიის მცხოვრებთ შეუტანიათ იტალიაში, სადაც მას დაუდვია საფუძველი ეტრურიის ცივილიზაციისა, რომელზედაც შემდეგ აშენებულა რომის დიდება.[7]

(შემდეგი იქნება.)

_________

1 Bibliothèque des sciences contemporaines La Linquistique par Abel Hovelacque, Paris, 1876198-208.

2François Lennormant, Manuel d'Histoire Ancienne de l' Orient, Paris, 1869, II, 278–287.

3 Лекцiи по науле о языке, С. Петербургъ 1865, cтp 19,20.

4როგორ ჰქონდათ არიის მონათესავე ტომებს დაყოფილი ერთმანეთში ადგილები ზემო აზიაში, ამაზრ ერთი აზრი იხილე Lenonorm., Man d'Hist., 11, 275-277.

5Исторія умственнаго развитія Европы, С.-Петepбуprъ 1865, I, 24—28.

6 ამ საგანზე იხილე ვრცელი და მშვენიერი თხზულება Alphabetum ფრანსუა ლენორმანისა — Dictionnaire des antiquités Grecques et Romains par Daremberg et Saglio, p. 188—218.

7Lenorm, Man. d' Hist., I, I-XVI.

4 იაგუნდი მარია სტუარტისა

▲back to top


იაგუნდი მარია სტუარტისა

(შემდეგი)[1]

II.

— მას აქეთ რაც მე და შენ, ფრანცის, გავშორდით ერთმანეთსა, შენ ერთხელაც არ გიკითხივარ, ერთხელაც არ მოგსურვებია შეგეტყო ჩემი ამბავი, — უთხრა ლუდოვიკ დევალმონმა თავის ძმას მამა კიპრიანეს, როცა მარტოკანი დარჩნენ.

უთხრა ეს და თვალი თვალში გაუყარა დიდად მოწადინებული იყო ეპოვნა თავის ძმაში მცირედი რამ ნიშანი გრძნობისა და წარსულისადმი გულის ტკივილისა. ამ წადილმა უქმად არ ჩაუარა. მოხუცებულის სახე არ გამომეტყველებდა უგულობას, გულ-გრილობას, თუმცა ზედ კი ეწერა, რომ მე სააქაოსი არა ვარო სახეზედ ცხადად იყო გამოხატული ეს აზრი: „თქვენი ქვეყანა ჩემი აღარ არის, ეხლა ჩემი სხვაა, მაგრამ მე შემიძლიან კიდევ უკუ მივიხედო წარსულზედ მარტო შენის სიყვარულის გამო.“ ბერ მონაზონის ღიმილმა გამოსთქვა, რომ ძმისადმი გულის-ტკივილი ჯერ კიდევ არ დაკარგვია; მაგრამ მაგ გულის-ტკივილს აკლდა ის სათუთობა რომელიც მარტო მაშინ იქმნება ხოლმე, როცა თვისტომნი განუშორებლად არიან და ლხინს თუ ჭირს განუწვეტლად ურთიერთს უზიარებენ.

— შენ ჰსცდები, მიუგო მამა-კიპრიანემ თავისის ღვიძლის ენით, რომლითაც დიდი ხანია არ ელაპარაკნა: — მე შენს ამბავს აქედ-იქიდამ ვტყობულობდი და ვიცი, რომ შენ აქამომდე ხელმწიფის კარის-კაცთა შორის ხარ და თვით კაროლიც შენი მწყალობელია. მას გარდა ისიც ვიცი, რომ შენ არასფერში არა ხარ გამოცვლილი. სწორედ გითხრა, ამას გარე არცა მქონდა სურვილი შემეტეო რამე. თუ შენთვის საჭირო იქმნებოდა ჩემი ნახვა, ბედი უსათუოდ შეგვერიდა და ერთმანეთს ვინახულებდით სააქაოს. აი ამაზედ მე გულდაჯერებული ვიყავ და როგორც ხედავ არც მოვტყუვდი: შენ აქ ხარ, მეც აქ დაგხვდი.

— ნუ თუ შენ არა გაქვს სურვილი, არა გაქვს სათ ჭიროება მაგას გარე შეგეტყო კიდევ სხვა რამ? ნუ თუ თავის დღეში აღარ გადაავლებ თვალს ამ ქვეყნის ცხოვრებას, რომელსაც შენ გამოესალმე? ფრანცისკ! ნუ თუ მისგან, რაც შენ იყავ, აღარა შეგრჩა რა? ნუ თუ ყოველისფერი დავიწყებას მიეცი?

ლუდოვიკი ლაპარაკობდა დიდის ღირსებით, წყნარისა და სასიამოვნო ხმითა.

— მე, განაგრძო სატყვა ლუდოვიკმა: ძნელი მგზავრობა გამოვიარე, რომ შენ მენახე და შენთვის რჩევა რამ მკითხა. თუმცა მე ვიცი შენ ბერ-მონაზონი ხარ, მაგრამ მე შენ გთხოვ რჩევას როგორც ძმას და არა როგორც ბერ-მონაზონს.

მოხუცებულს კიპრიანეს სახე შეეცვალა და მის ღიმილს დაეტო სათუთი გულ-მტკივნეულება როცა თვალლი გაუშტერა ძმას და მოისმინა საყვედური, რომელიც ძმის ლაპარაკს ემჩნეოდა.

— ლუდოვიკ, მიუგო კიპრიანემ: ისა ჰსჯობია, რომ მე მიგულებდე მათაც და ბერ-მონაზითაც. დამიჯერე ეგ უკეთესი იქმნება ერთი მიამბე, როგორ გამოიარე ეს მგზავრობა და როგორ დასთმე და მოჰშორდი პარიჟა. ვითომ დავიჯერო, რომ პარიჟმა თავი მოგაძულა შენც! ამისთანა გზაზედ ბევრი შიშია, ბევრი დაბრკოლებაა, ადამიანი ვერაფრით გაირთვება ხოლმე და იღლება. მე როგორც შენ გიცნობ, მარტო შიშს არ მოერიდები ხოლმე.

— მე აქ სოვდაგრის ხმალდით მოვედი ბორდოდამ. კეთილ-მორწმუნე გვამნი ამ უდაბურის კუნძულის ერთით მაინც ჰგვანან ადამიანს — ღვინის გემო იციან და ჩვენი ღვინო მოსწონთ. მე წარმადგინეს იმ ხომალდის უფროსის წინაშე, რომელიც აქ მოდიოდა; მეც ჩავჯეგ და წამოვედი. ვერაფერი მგზავრობა გვქონდა, რამდენ ჯერმე ქარი გვიდგა და აგვიღელდა ზღვა. ხოლო. მე მაგაებს ბევრს არას დავდევდი: ყოველივე ჩემი ფიქრი დ წადილი იმ საქმეზედ იყო მიმართული, რომლის გამოც მე აქ მოვსულვარ და რომლის გამოთვე მე უფრო გძელი მგზავრობა კიდევ წინ მომელის.

— რაო! კიდევ სხვა მგზავრობაცა? საით, ჩემო ძმაო?

— ყველაფერს შეიტყობ თავის დროზედ. როცა ზღვის პირას გამოვედით, ხომალდის უფროსმა მიშოვა კაი ცხენი და წინამძღოლიცა. მე შევჯეგ ცხენზედ და წამოველ საძაგელი გზა ყოფილა ზღვის პირიდამ აქამომდე. ამისთანა მიყრუებული ადგილი, ამისთანა უდაბური არე-მრე ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. მაგრამ საცა აქედამ მინდა წასვლა, იქ უფრო ძნელი და საშიში გზები იქმნებიან; მერე იმისთანანი, რომელნიც არც ამის თანა საიმედო ადგილს მიქადიან და არც ამისთანა სიარულით დახვედრასა. თუმცა ეს თქვენი გზა ეგეთი ძნელი სავლელია, მაგრამ თვით ბუნება კი მშვენიერი რამ არის ამ უკაცურობით და დაბურვალებითა ერთის ბეწვის მგზავსება არა აქვს ჩვენს მადლიანს საფრანგეთან. უკაცრაოდ, დამავიწყდა: მე საფრანგეთი ჩვენობით არ უნდა მეხსენებია, იმიტომ რომ ბერ-მონაზონს არა აქქვს სამშობლო, არა აქვს ტრფიალება არაფრისა ამიერ ქვეყანაზედ.

— ეგ ტყულია, ლუდოვიკ! უფრო მართალი იქმნება, ჰსთქვა, რომ მთელი ქვეყნიერობა, საცა კი ადამიანი იტანჯება და ცხოვრობს, სულ სამშობლოა ბერ-მონაზონისა და მთელი გვარ-ტომი კაცობრიობისა მისი ძმები არიან.

— ვსთქვათ ეგრეა; მაგაში ბასს არ გაგიწევ, უაპასუხა უმცროსმა ძმამ, რომელსაც გაუქრა სახეზედ ღიმილი და ღიმილის მაგიერ მოევლინა ღრმა მწუხარება: მე ვერ მეთქმის, რომ ეს ქვეყანა ჩემთვის სანატრელი სადგური იყოს; ეს ქვეყანა ჩემგანაც არ თხოულობდეს უსასტიკეს ბრძოლასა. ფრანცისკ, მე ხშირად მომსვლია ფიქრად, რომ ბედმა, რომელმაც დაგტოვა. ჩვენ ობლებათ, შენ ყრმა და მე ძუძუმწოვარა აკვნიდამვე დევნა დამიწყო მე?

— და არა მე? ჰკითხა უფროსმა ძმმ ღიმილითა.

— მაგისას მე ვერას ვიტყვი და ვერც სხვა იტყვის ქვეყანაზედ. შენ ისეთი თავდაჭერილი იყავ ყოველს წუთს, რომ ვერავინ ვერას შეგტყობდა. ქვეყანაში ამბობენ, რომ შენს გარდა არის კიდევ ერთი არსება, რომელმაც იცის რამ მიზეზმა დაამარხვინა თავი მონასტერში უბრწყინვალესს, ყველასთვის სატრფიალოს და ყოველ ფერში ბედნიერს გრაფს ფრანცისკო დე ვალმონსა.

— არ შეიძლება გვითხრა სახელი იმ არსებისა? ჰკითხა ბერ მონაზონმა და ხმა აუთრთოლდა შიშისა და ცნობის მოყვარეობისა გამო.

— მარგარიტა, დედოფალი ნავარიისა,

მოხუცმა გაიღიმა და დაიწყო კვლავ ლაპარაკი გულ დამშვიდებით:

— მაგაშიც ქვეყანა ისე მტყუნია, როგორც სხვა ყოველ ფრში, ჩემს ფიქრით. მაგრამ დეე წუთის-სოფელმა თავისი ზღაპრები ჰსთხზას, დავანებოთ მას თავი ისა ჰსჯობია, ისევ შენს თავზედ ვილაპარაკოთ და იმ საქმეზედ, რომელმაც შენ აქ მოგიყვანა ჩვენამდინაც მოაღწია ხმამ, რომ პარიჟის მეფის კარს მოუწადინებია ერთ-ერთს ბატონიშვილს დასწეროს ჯვარი ელისაბედ დედოფალზედ. ნუ თუ ანჟუის ბატონიშვილი, ანუ ალან-სონისა გგზავნიან შენ იმისათვის, რომ აქაურის მეფის კარის ვითარება შიტო? ნუ თუ ამისთანა ძნელი და გძელი გზა გამოიარე მარტო მაგისთვის?

მამა კიპრიანე იჯდა ქვის ძელის სკამზედ, რომელიც კედელზედ იყო მიდგმული და მხოლოდ ეხლა შეეტყო, რომ ლაპარაკმა მისი ყურადღება მიიქცივა. აქამომდე კი მის სახეს, მის მიხრა-მოხრას, მის ქცევას და ხმას უნდა დაეჯერებინა მისი უმცროსი ძმა, რომ ყოველი ფერი, რაც ყოფილა და რაც გადასდია მამა კიპრიანეს — სამუდამოდ დაუმარხავს.

უფრო დაფიქრებულის ცნობის მოყვარეობით, ვიდრე გულ - შემატკივარის მონაწილეობით მამა-კიპრიანე თვალს ადევნებ და თავის ძმას, როცა იგი ბოლთასა სცემდა იმ პატარა ოთახში და ლაპარაკობდა მასთან იმ მხურვალებით, რომელიც იშვიათად სმენილა ამ კედლებ შორის.

– ფრანცისკ, შენ ისიცა ჰსთქვი წეღან, ჩემამდინ ხმამ მოაწიაო, რომ შენ ისევ ისა ხარ, რაც იყავიო, არაფერში არ გამოცვლილხარო. ვინ მოგიტანა ჩემზედ – ეგ ამბავი, არ ვიცი, მაგრამ ვისაც კი ეგ უთქვავს, მართალი უთქვავს. ხოლო გთხოვ, ნუ მიყურებ მე ეგეთის გამკიცხავის თვალითა.

– ეგ განკიცხვა კი არ არის, გულის ტკივილია, ჩემო ძმაო!

– ეგ კი მისაღებია,— შენ ნება გაქვს ჩემდამი გულის ტკივილი იქონიო, ძმაო ჩემო, მე იმისთვის კი არ მოვსულვარ აქ, რომ გიამბო ჩემის სიყვარულის ისტორია; ეგ ისტორია შეურაცხ-ჰყოფს შენს უმანკოებას. არა, მე შენ თავს არ მოგაწყენ და არ მოგიყვები ამბავს, რა იმედები მქონია და რა მწუხარება გამომივლია. სულ ერთია; შენ ხომ არც ერთს შეიგნებ და არც მეორესა. მე მარტო იმას გავუწყებ, რა საქმის ქმნაც განმიზრახავს და მარტო იმისათვის გავუწყებ, რომ თუ ვინიცობაა მე ზედ გადავეგე ამ საქმეს, თუ ზედ შევაკვდი ჩემს განზრახულს. შენ იცოდე, რომ მე მოვკვდი და თავი დავდე ჩემის რაინდობის მოვალეობის აღსრულებისათვის.

— ეგ შენი განზრახული საქმე შოტლანდიის დედოფლის სასარგებლოდ გიკისრნია განა! დაიძახა კიპრიანემ გაცხარებით.

— დიაღ, ეგ საქმე კისრად ამიღია იმის სასარგებლოდ, რომელსაც ზედმაც და ბედნიერებამაც უღალატა, იმის სასარგებლოდ რომელსაც გული ელევა ინგლისის საპყრობილეში. ამას სრა-სასახლეს ეაძახიან, მაგრამ მისთვის კი საპყრობილეა, გულსაკვდავი და შეუფერებელი საპყრობილე.

— ეს კი დამავიწყდა, რომ მან თვითონ დასტოვა თვისნი გულშემატკივარნი მაშინ, როცა იგინი გარს ეხვივნენ და მისმა გრძნებით სავსე სიტურფემ მრავლი ადამანი დაღუპა. ლუდოვიკ, მე დიდი ხანია გამოვეთთხოვე ყოველს მას, რაც კი შეადგენს დედა-კაცის თვით-რჯულობას, სიკეკლუცს და თვალთ-მაქცობას. შენ ერთი ეს მითხარ: შენ როგორ გექცევოდა იგი იმ ადრინდელ ხანებში, როცა შენ, ჯერ კიდევ აშკი, მიგიყვანეს სასახლეში და როცა შენ დაგქონდა იმისი ყვავილები და ჯინჯილი? ჯერ კიდევ მაშინ ჩემამდე ზოგიერთმა რამ მოაწია და....

– როგორ მექცევოდა? წამოიძახა ლუდოვიკმა დიდის აღელვებით: — იგი მექცევოდა ისე, როგორც დედოფალი თავის მონას, ისე როგორც დედა-კაცი, რომელიც სიტურფით და მშვენიერებით ნამდვილი დედოფალია. იგი ამით უფრო ძლიერია ვიდრე მით, რომ ორის გვირგვიის პატრონია და მესამეს გვირგვინზედაც ხელმწიფება და სამართალი მიუძღვის. მის თვალთა წინაშე ვითომ მე რით ვიყავ მეტი მრავალ სხვაზედ, რომელნიც მისის ღიმილის სხივით სულდგმულობდნენ? განა მისი ბრალია, რომ ისეთი გრძნებით სავსე სიტურფე მიენიჭა ღმერთს? განა თვითონ უფრო დიდს ტანჯვაში არ უნდა ყოფილიყო, რავი იცოდა, რომ მის მნახველს იმისთვის სიკვდილი ბედნიერებით მიაჩნდა, მასთან ახლოდ ყოფნა — უმაღლესს ნეტარებით ამ ქვეყნიერობაზედ. შენ გახსოვს იგი, ფრანცისკ! გახსოვს, იგი ჯერ კიდევ ახალგაზდა დედოფლათ ანდებოდა და მე თავის პატარა მხლებელს, ისე მიფრთხილდებოდა, რომ თავის გულ-ზვიადს ბიძასაც კი ნებას არ აძლევდა ჩემთვის ეწყენინებინა რამე? მაშინ ჩვენ ყველანი ძალიან ახალგაზდანი ვიყავით, თითქმის ესულ ყმაწვილები. მას კი, ჩვენს დედოფალს მაშინ საქრმოც ჰყვანდა არჩეული. ეხლა ჩვენ რაღანი ვართ? იმ ბედნიერ ბრწყინვალე დროთაგან რა შეგრჩა შენ — ეგ მარტო შენ იცი და სხვამ არავინ. მე კი, მე მომწყინდა ეს სიცოცხლე, ვეღარ ამიტანია ეს უსიხარულო, უფერული დღეები, როცა არ მოდის. ამბავი იმ მშვენიერის დედოფლისა. წავიდა იგი შორს ჩრდილოეთს ველურს ხალხთან, რომელნიც სტანჯავდა მას, გმობდა, ღალატობდა, სახელს უტეხდა და თუ რასმეს ამბავს გამოგზავნიდა, იმასაც მარტო გულსაწყლავს და საშინელს. ჯერ მისის პირველის ქორწინების ამბავი იყო გულსაკვდავი და მერე ზედ მოუცა გძელი მოთხრობა იმ უბედურებისა, რომელიც მას თავზედ წამოექცა.

— მაგ უბედურებას კიდევ ზედ მოჰყვაო, ამბობენ, მისი საშინელი დანაშაულობაცა, ჩაუმატა სიტყვა მამა– კიპრიანემ მკაცრად.

— ეგ სიცრუვეა! იგინი ჰსტყუიან, როგორც მგმობელნი და მხდალნი. დანაშაულობაო! ნუ თუ შენ იგი აღარ გახსოვს! როგორც ჰსჩანს დაგვიწყებია, თორემ როგორ შესძლებდი ერთად გამოგეთქო მისი სახელი და სიტყვა: დანაშაულობა. ნუ მიმიყვან, ძმაო, იქამდე რომ შევინანო შენთან მოსვლა; ნუ, ნუ, შემანანებ, რომ მე შენ მოგენდევი და გაგენდევი. არა, შენ ეგრე უთუოდ იმისათვის მელაპარაკები, რომ განსაცდელს მომარიდო და განზრახულს საქმეზედ ხელი ამაღებინო.

— მე არ დამივიწყნია დედოფალი შოტლანდიის, სთქვა მამა-კიპრიანემ ნიკაპით სულზედ დაბჯენილმა ხოლო მე შემიტყვია სარწმუნო დამსწრეთაგან ისტორია მისის ბოროტ-მომქმედის მეფობისა. შენ გერასფრით ვერ დაამტკიცებ ამ ხმების უმართლობას, ვერაფრით ვერ დამტკიცებ რომ მას

დანაშაულობა არ მქონდეს. დანაშულობა აქვს და მერე იცი როგორი? იმისთანა უკანონობა კი არა, რომელსაც მეფეენი ხშირად იქმონენ ხოლმე, არამედ ამაზედ უდიდესი. თუნდ რომ დამტკიცებაც შეგეძლოს, ვითომ ეგ ამ ჟამად რის მაქნისია. მაგით შეს იმ ქალს ახლო ხომ ვერ მიუხვალ — რაც უნდა იყოს ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავს — და თუნდაც მიუხვიდე, ისე დაახლოვებული ხომ აღარ იქმნები, როგორც იყავ მაშინ, ყმაწვილ-კაცობის პირველ ხანებში, როცა იგი ერთის ღიმილით, ერთის სიტყვით ტყვეთა გქმნიდა ხოლმე. ამასთანაც ეხლა იგი ტყვევობაშია მტრის ქვეყანაში, საცა მაშინვე სიცოცხლეს მოგიკვეთენ, თუ კი შეიტყეს შენი ერთგულება და თავ-გამომეტება და ეგ ამბავი თვით დედოფალსაც გულში მომაკვდინებელ ისრად ეცემა. ლუდოვიკ, ვითომ რა გინდა ჰქმნა? ნუ თუ, აქაოდა საფრანგეთის მეფის კარი ჩემი მწვალობელია და ამის იმედით აგიღია თავი და იქიდამ ქაღალდები რამ მოგაქვს აქაურს მეფესთან, ის კი არ იცი თუ აქ ადამიანის მაგიერად დათვები და მგლები არიან. განა შენ არ იცი, აქ საფრანგეთი ისე ჰსულთ, რომ მეტი აღარ შეიძლება. ვითომ არის ღონის პატრონი ხარ, რომ მათ შორის მისვლა-მოსვლა გიკისრნია და სახელმწიფოთა საქმეთა შესასებ ქაღალდებს ატარებ. ნუ თუ იმედი გაქვს რომ ამ ჩრდილოეთის დათვებში რასმეს გაარიგებ? სხვა რა უნდა იყოს შენი აქ მოსვლის მიზეზი? რა განგიზრასავს?

— რაც შენა გგონია, მე იმისათვის არ მოვსულვარ უპასუხა ლუდოვიკმა: მე არც ქაღალდი რამ მაქვს, არც რამ მონდობილი საქმე. არა, ეგ სულ ტყუილია. შენ სხვათა შორის მითხარი, რომ მარია — აქ ხმა დაიდაბლა და ამ სახელის ხსენებაზედ წამოწითლდა — რომ მარია ეხლაც ისე შორს არის ჩემგან, როგორც უწინ იყო. ეგ მეტი სიტყვა შენგან, ჩემო საყვარელო ძმაო! იგი ჩემთვის დედოფალია მხოლოდ და სხვა არა რა, იგი თვითმპყრობელი ბრძანებულია ჩემის სიცოცხლისა და ჩემის ბედისა; ორივე მე მის სანაცვლოდ დამიდვია; როგორც სურს ისე მოიხმარებს. ჩვენ მამა-კაცთა ვერ გვიცნია მისი გულახდილი, უშიშარი ხასიათი და ამის გამო გვგონია, რომ იგი უგულოა, მგმობელი და ცოდვილი, მაგრამ რა? თუნდა ის, რასაც ამბობენ, ყოველივე მართალი იყოს, მე რა ხელი მაქვს! მე ჩემი სიცოცხლე მისთვის შემიწირავს. დეე როგორც ნებავდეს, ისე მოიხმაროს.

მამა კიპრიანემ ეხლა კი ცხადად დაინახა რა ტკივილიც ჰქონია მის ძმასა.

— მაშ იმას დაბარებით მოსულხარ აქ? მაშ იგი გისტუმრებს შენ მაგ საშიშარს და სასიკვდილო საქმეზედ თავისის საკუთრის სარგებლობისათვის? გაუფრთხილდი ლუდოვიკ! მე იმას შენზედ ადრე ვიცნობდი და ისიც ვიცი რომელს საწურთვნელში გაწურთვნილა... გაუფთხილდი, ლუდოვიკ, რომ არ შეგიბილწოს ხელი კაცის კვლითა. არ დაგაღვრევინონ უცოდველის, უმანკო კაცის სისხლი ვისიმე!

— მე შენ წეღანვე გითხრ, რომ მაგნებისა მე არა ვიცი რა. რასაც იგი მიბძანებს, რაც უნდა დამემართოს, ჩემგან აღსრულებული იქმნება იმდენად, რამდენათაც ღონე შემწევს. ამის მეტი სხვა მე არა ვიცი რა. მე მწამს რომ იგი ისე უმანკო და უცოდველია, როგორც მშვენიერი: მე მწამს, რომ მის წინაშე ყველანი იმოდენად ჰსტყუიან, რამოდენადაც იგი იმ იმათზედ უფრო მაღლა სტყუიან, იმათზედ ჰსდგას, უფრო უკეთესია. მაგრამ თუნდა მისდამი ეს რწმენა არა მქონდეს, მაინც იმის გულისათვის იმასვე ვიქმოდი, რის ქმნაც ამ ჟამად მინდა. მარტო ამ რიგად მესმის მე მოვალეობა რაინდობის პატიოსნებისა და ერთგულებისა.

მამა-კიპრიანემ ძმას გაუწვდინა ხელი, თითქო ემუდარებაო, რომ თავი შეიკავოს და მერე უთხრა დიდის მწუხარებითა:

— მე მესმის რომ შენც ის გემართება, რაც დამართვით ყოველთა ტყვე-მქნილთა, რომელნიც კი მის მახეში გაბმულან. სიტურფეს და სიკეკლუცეს აქვსთ ისეთი ძალა, რომელიც სიზმრათაც არ ჰსჩვენებიათ გულთა მხალავებს. იმ მშვენიერს დედა-კაცს ყორველთვის ჰქონია ეგ გრძნეული ძალა. შენ მოჯადოებული ხარ მისგან და მაგ ჯადოს წინაშე ყოველივე შელოცვა უქმია... მაგრამ რაც არის, არის... ნუ მოვიმდურებთ ერთმანეთს მკვახე სიტყვების სროლითა. ჩემო ლუდოვიკ, მიამბე მოკლედ და გარკვევით, რა დღეშია ეხლა დედოფალი შოტლანდიისა, რა უბძანებია შენთვის და რის შველა შემიძლია მე, უბრალო ბერ-მონაზონს კილიკერნის მონასტრისას, რომელიც შემოკედლებია ამ მიყრუებულს - კედლებს და რომელიც, ჩემო ძმაო, მოშორებია იმ სამეფოსაც, საიდამაც იგი გამოდევნეს და იმასაც საცა ესეთის ღალატით იგი მიიღეს. რით შემიძლიან მე გამოგადგეთ ან შენ, ან იმას? მე დარწმუნებული ვარ, თუ არ შოტლანდიის დედოფლის ბრძანებით, მის დაკითხვით მაინც ხარ დღეს აქ მოსული.

ამ სიტყვებზედ რაღაც ჩაუწყდა ხმაში ბერ-მონაზონსა და მყისვე ხელი მიიფარა ტუჩებზედ, რომ ძმას არა შეემცნია რა.

(შემდეგი იქნება)

_________

1 „ივერია“ №42.

5 წერილები პეტერბურღიდგან

▲back to top


წერილები პეტერბურღიდგან

წერილი მეოთხე.

ნამდვილი უბედურებაა, ღვთის წინაშე: ვიცი, რომ საქმე კარგად მიდის, დაუბრკოლებლივ, წყალივით; ვიცი, რომ ამ გარემოებას მხიარულება და სიცილი უნდა მოსდევდეს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ მეცინება? გარდა ამისა ვიცი, რომ ამას წინად საქმის მიმდინარეობას კვნესა და ტირილი შეშვნიდა, მაგრამ ტირილიც არ მამდიოდა. ერთის სიტყვით, არცა ვტირი, არც ვიცინი, და ვდგევარ გაშეშებული, ენა ჩავარდნილი. მართალია, მარტო მე რომ ვიყო ამ გვარ მდგომარეობაში, ვიტყოდი — ჯანი გავარდეს მეთქი, ეტყობა ღმერთს ძარღვების მაგივრად თოკები მოუნიჭებია ჩემთვის, სისხლის მაგივრად რძე ჩაუყენებია ჩემს გულში და კამეჩის კანი მოუცია. მაგრამ უბედურება ის არის, რომ მარტო არა ვარ. წინ მიდგა თვალ-გაუწვდენელი გვამთა გროვა ჩემსავით გაშეშებული, ენა ჩავარდნილი, გამოყეყეჩებული: წინ მიდგა შეურყველი გულ-გრილობა, მოდუნებული გრძნობა გულის მიუსვლელობა. არსაიდგან არ მოჩანს არც მტკიცე და მომქმედი სიყვარული, არც მტკიცე და მომქმედი მძულვარება. ამ ხედი უარესი მდგომარეობა იქნებაღა კიდევ?... ამ გვარი გუნება და გულის მიმართულება, რასაკვირვულია, უმიზეზო არ უნდა იყოს. გაკვირდები, ვფიქრობ და თვალ-წინ მეხატება შემდეგი სურათი: არსებობს ხალხი და საზოგადოება, რომელთა წევრნი გაფანტულნი არიან; მათ შორის არავითარი კავშირი არ სუფევს; მათ არავითარი მონაწილეობა არა აქვთ ცხოვრების საზოგადო მიმდინარეობასა და მოწეობილობაში. ცხოვრება თითქო ცალკე მირბის და მათი სიცოცხლე ცალკე. ვის რათ უნდა ან ჩემი ჭკუა, თუ ჭკვიანი ვარ, ან ჩუმი ცოდნა თუ ვიცი რამე? იმ გვამთა გროვაში, რომელსაც უწოდებენ (არ ვიცი კი რად) საზოგადოებას და რომელშიც ჩემდა უკითხავად ჩამაგდო ბედმა, მე მაჩანჩალა გახლავარ, სხვა კი არაფერი, და როგორც მაჩანჩალა ვის რათ უნდივარ, შენი ჭირიმე. მე ვიცი მომკითხვენ — აბა ამა და ამ საგანზედ შენი აზრი და შეხედულობა შეგვატყობინო, იქნება გამოსადეგი იცოდეო. შენ არ მომიკვდე — რაც უნდა ვით ლაქლაქო, მაინც ცხოვრება აინუნშიაც არ იგდებს ვგდივარ სადმე თუ არა. მეც რომ ზურგის მიქცევა შემემეძლოს ცხოვრებისათვის და მით ჯავრის ამოყრა, კიდევ არაფერი. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს შეუძლებელი: მინდა თუ არა, უნდა ვხრა და ვყლაპო რაც არ დამითესნია და რის წარმოებაში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია. რაც უნდა მოავლინოს და ამოქმდოს ცხოვრებამ, კეთილი თუ ბოროტი, ბრალი არაფერში არა მაქვს, სადღაც და რღაც კეთდება უჩემოდ, და მომერთმევა მხოლოდ მზად გაკეთებული, დაეზადებული — აჰა, შეექეციო. იქნება მუქთა მჭამელობა, უდარდელად, უზრუნველად, ვისთვისმე სასიამოვნოა (რუსული ანდაზისა არ იყოს, ნაჩუქარს ცხენს კბილებს არ უშინჯვენო), მაგრამ ჩემის აზრით კი ვაი იმ ცხოვრებას, რომელიც ამ ნიადაგზედ არის დამყარებული. იგი სწარმოებს ქვიშაზედ: თუ უბედურება რამ შეემთხვა, ნუ დამემდურება. ხელსაც არ გავანძრევ მის დასაჭიდებლად და ვეტყვი: „მე რა ბრლი მაქვს ამ უბედურებაში! თუ რამ გაგირიგებია — უჩემოდ გაგირიგებია, ეხლა წადი და იკვნესე.“ თუ ბედნიერება რამ შეემთხვა, შევცქერი მის მხიარულებას და ვამბობ: ვინ იცის რას მოასწავებს ხვალ ეს მხიარულება და გამარჯვება; იქნება მეც მერგოს რამე, ან იქნება უარესი დღე დამადგეს. ერთის სიტვით ვერც ლხინს გაუწევ, ვერც ჭირს. მე მხოლოდ მეშინიან, რადგანაც არ ვიცი რას მიქადის მისი ლხინი, თუ მისი ჭირი, აბა როგორ უბედური არ არის ამგვარი სიცოცხლე?...მაგრამ თავი დავანებოთ ამ წუწუნს, თორემ ვინ იცის სად გაგვიტაცებს…

ამ ჟამად, თითქმის ერთსა და იმავე დროს ორი მძიმე საქმე მოხდა ევროპაში ოსმან-ფაშამ იარაღი დაჰყარა და მაკ-მაჰონმაც დაუთმო დეპუტატთა პალატს. არ გეგონოთ კი, რომ მე, ზოგიერთი რუსული გაზეთებისავით ეს ორი მოღვაწე დავადარო ერთიერთმანეთს. რამდენად ერთი არის მამაცი, თავგანწირული დ ერთგული მსახურითვის ქვეყნისა და სამშობლოისა, იმდენად მეორე არის თავის თვის მოყვარე, მოღალატე თვის ხალხისა. ვისიც უნდა იყოს ოსმან-ფაშა ოსმალეთისა და თუ სხვა ვისმესი, მაინც მისი გმირული თვისებანი უეჭველნი არიან, და მასთან მაკ-მაჰონის შედარებ. მისთვის შეურაცხყოფაა. მე მხოლოდ ორთავეს ერთად ვიხსენიებ იმიტომ, რომ ორი ზემოხსენებული საქმე თითქმის ერთსა და იმავე დროს მოხდა მეთქი.

მაკ-მაჰონი რომ პატიოსანი კაცი ყოფილიყო, არჩევანის შემდეგვე უნდა გადამდგარიყო სამსახურიდგან და დაეთმო თვისი ადგილი რესპუბლიკის მოღვაწეთათვის. მაგრამ მაკ-მაჰონმა იფიქრა — სულელი ხომ არა ვარ, რომ გადავდგეო. კოსსტიტუციის ძალით კიდევ ორი წელიწადი შემიძლიან ვიმყოფოვო და ორის წლის შემდეგ ვნახოთ რა იქნებაო. ამის გამო არჩია პირის შერცხვენა თავზედ ლავის ჩამოსხმა და რესპუბლიკის შესაფერის სამინისტროის დაყენება, მართალია რესპუბლიკელთათვი ამ გვარი გამარჯვება დიდი არაფერია, რადგანაც ამით ხალხს არავითარი თამასუქი არ ეძლევა, რომ მაკ-მაჰონი ახალს სამინისტროსაც ამავე პანღურს არ ამოჰკრავს, როგორიც ამოჰკრა ჟიულ-სიმონს. იქნება მაკ-მაჰონის და მის მეგობართა მხრით აქაც, რაიმე ეშმაკობაა, ვინ იცის.

ვინ იცის აგრეთვე თუ რა შედეგი მოჰყვება ოსმანთ ფაშის დამარცხების ერთი გარემოება კია გასაკვირველი. ამ ორი თვის განმავლობაში რამდენი დიდი და შესანიშნავი გამარჯვება ეღირსა რუსეთს, მაგრამ ევროპიის სახელმწიფოთა გარევა სად არის. გარეშე მაყურებელს კი ეგონა ― აი ყარსის აღების შემდეგ უსათუოდ მძიმე განხეთქილება რამ ასტყდება ევროპიის სახლმწიიფოთა შორის. მაგრამ რაკი არა მოხდა რა, მაშინ ეგონა — აი პლევნის დაცემის შემდეგ კი უსათუოდ სისხლით აივსება დედა-მიწაო. მაგრამ შენც არ მომიკვდე, ყარსიც აღეს, პლევნაც დაეცა, მაგრამ ევროპიის მშვიდობიანობა კია არ დაირღვა. დაირღვა კი არა ლამის თვითონ ანდრაშიც სლავიანოფილად გადიქცეს. ნუ თუ მართლა ოსმალეთს დღე დაუმოკლდა? აი სერბიაც გაურია ომში, მაგრამ ამასაც არავითარი განხეთქილება არ მოჰყვა, თითქო დიდი ხანია ასე უნდა მომხდარიყო და მხოლოდ პლევნის დაცემას უცდიდნენო. მაშ ტყუილი ყოფილა, ვითომ ავსტრია ეჭიდებოდა სერბიას და ომში არ უშვებდა. ამას იქით არც ის იქნება გასაკვირველი საბერძნეთიც რომ გაერიოს ომში, რომელსაც (საბერძნეთს) ვითომ ინგლისი ეჭიდებოდა.

6 გორის მაზრის ს. ჭალის ღვთის მშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი

▲back to top


გორის მაზრის ს. ჭალის ღვთის მშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

ამას წინათ მე გადავათვალიერე ხსენებული „გულანი“ (ყოველთა საეკკლესიო წიგნთა კრება), ძველი ფურცლები დაწერილია პერგამენტზედ; მან მიიზიდა ჩემი გონება თავის სიდიდით, თავის გადამწერლების გულ-დადებით და სიძველით. იგი უნდა იყვეს დაწერილი არა XI (მეთერთმეტე) საუკუნის შემდეგ, რადგანაც ერთ ალაგს კურატპალატის ნახსენები. ერთის სიტყვით ეს ძველი საეკკლესიო მწიგნობრობის ნაშთი ჩემის აზრით ეკუთვნის უძველეს მწერლობას. ადგილ-ადგილ იგი გაახლებულია, ეს „გულანი“ ორი ათას ფურცლამდინ იქმნება, მე მინახავს ანჩისხატს „გულანი“ გადაწერილი ნიკოლოოზ ტფილელის ბრძანებით; (ეს ნიკოლოოზი იყო შვილი იოთამ ამილახორისა, და ძმა დიდის გივისა, ვახტანგ V-ის სიძისა.) ამ უკანასკნელის „გულანის“ პირველ ფურცელზედ არის შესანიშნავი ზედ წარწერა თვით ნიკოლოოზის; მარამ პირველი „გულანი“ უფრო ღირს სახსოვარია ქართული ეკლესიისათვის. აი ზედ წარწერანი ღვთის მშობლის მიძინების გულანზედ იმ რიგით, ვისაც როდის გაუახლებია, ან ჰქონია:

1) „პატრონსა ბაგრატს ცოდვანი შეუნდვნენ უფალო ღმერთო.“

2) „ადიდე ღმერთო ორსავე ცხოვრებასა შინა პატრონი ბაგრატ და ძე...“

3) „პატრონს ბაგრატს დღეგრძელობით ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან ა..ე.. ნი მათნი მ...რავალ...ამ მშვიდობ...დაიცვენ უფალო…“

4. „ჯვარცმაო ქრისტესი შემიწყალე მე ცოდვილი და საწყალობელი მწერალი იორდანე, ვითარცა შეიწყალე მარჯვენე ავაზაკი, ნუცა მე დამსჯი, გევედრები.“

5. „შენ ყოვლად წმინდაო შილდისა ღვთის მშობელო[1] შეეწიე ორსავე შინა ცხოვრებასა მეფესა პატრონს... (სახელი ამოიფხეკილია) რომელმან ესე წიგნი იყიდა და შემოგწირა და მშვიდობით დაიცევ აქაცა და საუკუნესაცა ამინ.“

ერთ ალაგს ქაღალდს მელანი გასვლია, წაშლილა მწერალს დაუწერია:

6. „აჰა რაი თავი ქაღალდი იყავ, ვაი შენთვის“

7. „ამა წიგნისა მომგებსა დღეგრძელობით პატრონს (სახელი ამოფხეკილია) ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან, ამინ. ამინ “

8. „ღმერთო იესო ქრისტე ორსავე ცხოვრებას შინა… ამა წიგნისა გამაპტიოსნებული და განმაახლებელი დედოფალთ დედოფალი პატრონი მარიამ ასული დადიანისა[2] გამოიხსენ დღესა მას განკათხვისასა. ამინ“.

9. 24 თუბერვლის თვენის ბოლოზედ: „იოვანე ნათლის მცემელო, სინანულისა ქადაგო შეივდრე სულ ცოდვილის ტფილელის იოსებისა,[3] და შემწე ეყავ შენგან ნათელღებულისა წინაშე. ამინ.“

10. „სრულ იქმნა ფებერვალი ხელითა ცოდვილის საბა მღვდლისათა, უფალო შემიწყალე მე ცოდვილ მღვდელი ესე.“

11. „მოიხსენე უფალო იესე.“

მე 10 ზედწარწერაში ხსენებული „საბა მღვდელი“ შესანიშნავი გარდამწერელია საეკკლესიო წიგნებისა, რაიცა ჰსჩანს ბევრს საგალობლებში. სასურველია ყოველ ძველი ხელთნაწერი გაშინჯოს და ისტორიისათვი საჭირო ადგილები ამოიწეროს.

აი ანჩისსტის „გულანის“ ზედწარწერაც: „ქ. ეჰ: „ყოვლისა: არსისა: მარსებულო: და: მრავლისა: სკვირველებისა: მოქმედი: პირველ: არა: ყოვლისა: სოფლისა: „დამბადო: და: ხელმწიფებით: დამსხმელო: და: კამართა: „ცისათა: შემკობა: გამაშვენებელო: და: ზღვისა: წესისა: „და: საზღვრისა; დამდებელო რომელსა: არა: გარდახდეს „ბრძანებით: სამთავრეობაო და: ერთუფლებაო: ძალ: „განუზომელო: და: მიზეზ: შემოუღებელო: ერთმთავრობაო: და: სამთვითებაო მამაო: უშობელო: და: ძეო: „მხოლოდ შობილო: და: სულო: მამისაგნ: გამომავალო „მხსნელო: და: მაცხოვარო: ჩვენო იესო: ჭეშმრიტო: „და: ღმერთო რომელი; უძღოდე: ბრწყინვალედ: სვეტითა: ნათლისათა: მოსეს: შენს: ქვეყანად: განხორციელების : მომასწავებელსა: და: მსგავსად: მის: ნათლის: სვეტისა; გამოაჩინენ: სვეტი ნათლისა; დედა: „ქალაქს: მცხეთას: რომელი: მყოფ-იყო; ჰანდუქი-„ონად (?); სქარიველოსა: სათახებსა (?): და: „მაშინ: ოდესმე: დედაკაცსა: ვისმე: მის: სვეტისა: მწრმუ„ნებელსა: ჰყვა: ძე: წიაღთა თვისთა: და: უბრკმა უხილავმან: ბელიარ: და: შთაიჭრო: უხილავმან ხიდითგან: „და: წარიღო: განმდიდრებულმან: მან: მტკვარმან: დედაკაცი: იგი: ტვირთვითა: მხოლოდ შობილისა: ძისა: „თვისისათა: დ: გამოკრთა: სვეტი: იგი: ნათლისა: უოველთა: სამხილებელად: და: დაადგრა: მასზედა: და: ხი„დითგან: ჩავლო: ვითარ: არა გვადმდე: და: მუნ: აღმოჰხდა: „მთელი: და: უკლებელი: ძითურთ: თვისით: მიდევნები„თა: და ფარვით: სასწაყლად: გამოჩენილისა: მის: სვე„ტისათა: და: რაოდენნი: აღრიცხვად: ძნიად: მისაწთო„მელნი: სასწაულნი იქმნეს: სვეტისა: მისგან: რამეთუ: „მუნ: აღმოუცენა: მირონი: საკურნებელი: ყოველთა: სენ„თა: და: უძლურებათ შემდგომად: ამისა: მოიღო: გან„გებითა: და წილხდომითა: ელიოზ: კვართი: შენი: მეუ„ფეო: და: მხსნელო: ჩენო: ევმანოველ: რომელ: გიქ„სოვა: დედამან შენმან: ქალწულმან: მარიამ: ხელითა: „თვისით: და: მკვიდრად: მადლი: და: კურთხევა: მასზედა: იქნება: ძლიერმან: და: უძლეველმან: გოლიათმან: „და: არწივთა: უმაღლესმან: და: ლომისა: უძლიერესმან: „მორწმუნემან: მეფემან: ვახტანგ: კვართს: მას: ზედა: „სამეუფოსა: და: სამოციქულოსა: საედრისა: აღშენებად: „და: შემკობად: მრავალთა: შესაწირავთა: და: ქმნულ-კეთილობათა: საუკუნომცა: არს: ხსენება: და: კურთხევა: „მასი: და: კვალად: გარდახდეს: ჟამნ მრავალნი: რო„მელნიმე: წიგნნი: და: სამკაულნი: მისნი: წარტყვენილ გიყვნეს: ოდეს: განგებამან: შენმანვე: და: მეფობამ: ბაგრატოვანთა: გვარ-ტომობამან მე მან გიორგი: „ხელთმდვა:მასზედა: საჭედმპყრობლობა: და: წესთ: მთავრობა: ინდიკტიონსა: მეფისა: ძლიერისა: გიორგისასა: „და: კათალიკოზობსა: ჩემსა: გ: მე: ამილახორის: იოთამის: შვილი: კათალიკოზი: ნიკოლაოზ: ღირს: ვიქმენ: „წიგნისა: ამის: გულანისა: აღწერად: და: აღვაწერინე: „სრული: თვენი: საწინასწარმეტყველოთა: სვინაქსრითა „იამბიკო: იკოსებითა: გამოავლინე: აქებდითითა: და სა„ხარება: სამოციქულოთა: მარხვანი: სრული: და: უნაკლულო: და: ზატიკნი: სრულნი: და: უნაკლულონი: და: „დავახატვინე: თორმეტი: საუფლო: სადღესასწაულო: და: „ჩინებულნი: დღეები: და: სხვანი: რომელნი: რომელსაც; დღეს: მოვიდოდა: მრავალნი: განვაშვენე: და: შევამკევ: „ვითარცა: იხილავთ: მნახავნი: სალოცველად: და: სადიგდებელად: და: მეფობისა წარსამართებელად: მეფის „გიორგისთვის: და: შევსწირე: კათოლიკე: სამოციქულო. „სა: სვეტსა: ცხოველსა: კვართსა: საუფლოს: და: მირონ„სა: წმინდასა: სულისა ჩემისა; სახსრად და ბრალთა და: ცოდვათა: ჩემთა: შესანდობელად: ჟამსა: ჩემს : ვერ „ვის: მკადრე: იქნების: გამოსვებად: წიგნისა; ამის: და „შემდეგ: ჩემსა: კათალიკოზთა: და წიგნისა: ამის: სულად-მიმღებელთა: და: მკითხველ-მხმარებთა: გევედრები: რათა: „შენდობა: და: მოხსენება: ჰყოთ: ჩემთვის: რათა: თქვენცა: მოგმადლოს: უფალმან: კურთხევა: აბრამიანი: ლხი„ნება: ფინეზიანი; მხილველობანი: მოსიანი: აწე: ვისცა „და:რამანცა: კაცმან: დიდმან: და: ანუ მცირემან: დიდე„ბულმა: ანუ: მცირებულმან: რჯულ-მტკიცეობისა მოდგამმან: ანუ: სჯულისა: გარდამავალმან: ხელ-ჰყოს: გაამხობად: და: გამოწირვად: ანუ: ჟამთა: ვითარებისაგან: წარტყვენილი: და: დაკარგული: ვინმე: იშოვნოს და „ისევ: სვეტს: ცხოველსა: არა: მიართვას: რისხავსმცა: „დაუსაბამო: და: დაუსრულებელი: ღმერთი: მამა: ძე: და სული: წმიდა: და: ყოველნი: წმიდანი: ღვთისანი: ზე„ცისანი: და: ქვეყანისანი: ნესტრთან: და: არიოზთანამცა: არს: ნაწილი და სამკვიდრებელი: მათი: თანაზიარმცა: ექმნების: ანნას: და: კაიაფას: განხეთქილებამცა: ეწევის: „ვითარცა: მიიღო: ზამბრე: სილიბისტროსაგან დანთ„ქმულმცა: არს ბოროტითა: მშთობითა; ვითარცა: კვინოჰ: იოვანე: მოციქულისაგან: სულიმცა: სულიმცა: მისი: გამოუჩენია: იანნედ: და: იანბრედ: მასცა: მო„უღია: წყევა: შეჩვენება: იგი: საპფირასი: და: ცოლისა: „მისის: რომელი: წყეულ ჰყო: პეტრე: მოციქულმან: „მასცა: ეწევის: ტყორცა: იგი: ისართა: ივლიანე: განდ„გომილისა: სულმოკლეცა: იქმნების: ვითარცა ერთი: „იგი: ორმეოცთაგანი: რომელი: მიივლტოდა: აბანოსა: ამის: გამომხობელსამცა: ნუ: ექმნების: ხსნა სულისა: ჯოჯოხეთის: წვისა: ტკივილის: და: განუსვენებლად: სასჯელისაგან: ამინ.“ აღიწერა ქორონიკონსა ტნით (უნდა იყოს ტნთ - 350.) ქრისტესით – ჩქოა-ს წ. 1671 წელს.

პ. კარბელოვი.

__________

1ს. შილდა არის შიგნით კახეთში, ალაზნის მარცხნივ ჰსჩანს ხსენებულ მეფეს შეუწირავს ეს „გულანი“, ს. შილდის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის უწინავე გადაწერილი

2ესე მარიამ იყო მეუღლე როსტომ მეფისა

3 ეს იოსებ ტფილელი არის მთხზველი „დიდის მოურავიანისა“ გვარით, სააკაძე, შვილის-შვილი მოურავისა

7 განცხადება

▲back to top


განცხადება

მერმის, 1878 წელსა

(დაარსებიდამ მეთერთმეტესა)

სასოფლო გაზეთი

გამოვა იმგვარისვე პროგრამმით, როგორც აქამომდე გამოდიოდა, თვეში ორჯელ.

„სასოფლო გაზეთს“ ექმნება შემდები ნაწილები:

I მმართებლობის განკარგულებანი, რომელნიც სოფლის მმართველობას შეეხებიან. II ამბები წვრილი: მოსავლის, ამინდისა, მეურნეობისა, ვაჭრობისა, სნეულობის გაჩენისა, პურის მაღაზიებისა, სასოფლო ბანკებისა, შკოლისა და სხვა ამგვარის. III წერილები (კორრესპონდენციები) სოფლებიდამ გამოგზავნილი იმა საგანზე, რაც მეორე ნაწილშია მოხსენებული. IV სამეურნეო ნაწილი: შემუშავება მინდორ-ვენახისა, ბაღ-ბოსტნისა; პირუტყვის მოშენება და მოვლა; აღებ-მიცემა და ვაჭრობა სასოფლო მოსავლისა. V საექიმო ნაწილი: წამლობა, ავათმყოფობისა, სწავლა ადამიანის ჯანმრთელობისა, VI პირუტყვის წამლობა. VII სასოფლო შკოლა: მმართებლობის განკარგულებანი შკოლის შესახებ: სოფლის შკოლების მართვა, იმათი მდგომარეობა და გაუკეთესება. VIII სამეცნიერო ნაწილი: საზოგადოთ სასარგებლო ადვილათ გასაგონი ნაწერი სამეცნიერო სწავლიდამ. IX სალიტერატურო ნაწილი: მოკლე მოთხრობა, ამბავი, აღწერა სხვა გასართობი და სასარგებლო საკითხავი. X განცხადებანი სვაჭრო და სხ. და სხ.

ფასი გაზეთისა

მთელის წლისა — გაგზავნით ოთხი მანეთი, გაუგზავნელად სამი მანეთი; ნახევარის წლისა და სამის თვისა ამისავე მიხედვით.

ხელის მოწერა

მიიღება ტფილისში „სასოფლო გაზეთის“ რედაქციაში, ანჩისხატის ეკლესიის პირდაპირ ხერხეულიძის სახლში. ქალაქს გარეთ მცხოვრებთა გაზეთი ამ ადრესით უნდა დაიბარონ: Въ Тифлисъ Въ редакцiю грузинской „Сельской Газеты“.

რედაქტორი და გამომცემელი პეტ. უმიკაშვილი