ცისკარი №12 (1860)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 „ცისკრის“ გამოცემისათვის 1861 წელსა.

▲back to top


„ცისკრის“ გამოცემისათვის 1861 წელსა.

„ცისკარი“ მომავალს 1861 წელს გამოვა იმ სახით, რა სახითაც გამოდის ამ წელს.

საზოგადოება ისე შეეჩვია ჩვენის სამშობლოს ენის ჟურნალის კითხვასა, ისე კარგათ მოეხსენება ღირსება და მნიშვნელობა, რომ მომატებული იქნება და უალაგო ითქვას ის, რაც რამდენჯერმე თქმულა წინათ გამოცემულს წიგნებში. ახლა მხოლოდ შეგვიძლია დავუმატოთ, რომ მომავალს წელიწადს შეუდგებით პირველს შესავალის ნაწილში იმ ძველის წიგნების ბეჭვდასა, რომელიცა იშვიათი, მოიპოვება საქართველოში და რომელისაცა კითხვის სურვილი ბევრსა აქვს. ამასთანავე ნახეს, საყვარელთა მკითხველთა და გაიცნეს ის მწერლები, რომელნიცა ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია სასიქადულოდ. -მომავალს წელიწადს, უპირველესნი ჩვენი ჟურნლის თანამშრომელნი: კნ. გრ. ორბელიანი, კნ. ალ. ორბელიანი, ბაქარ ქართლელი, კოლხიდელი, კნ. ზაქ. ერის-თავი, დიმ ბაქრაძე და სხვანი. მიიღებენ იმავე მონაწილეობას, რა მონაწილეობაც და შრომაც ჩვენეს ამ წელს ჩვენს ლიტერატურასა. -პირველის იანვრითგან იხილვენ მკითხველნი იმ სასიამოვნოსა ანბავსა, რომლისაცა კითხვის სურვილი ბევრსა აქვს: ეს ანბავი იქნება ნათარგმნი ქალის დრანსეს თხზულებითგან, რომელიცა ჩინებულად აღწერს თავისს შამილისგნით დატყვევებასა, კნ. ილ. ორბელიანის და კნ. დ. ჭავჭავაძის სახლობისას.- რედაქცია ყოვლის ღონის ძიებით ეცდება ამ ჟურნალის განმშვენიერებისათვის და წარმატების მიცემისათვის, მხოლოდ თუ საზოგადოებაც დაგვეხმარა ამსაზოგადოდ კეთილს საქმეზედ, ხელის მომწერთ ე. ი. მკითხველთ მოპოება -ფასი ისევ შვიდი მანეთი დარჩების, რაც უნდა ჟურნალი განვრცელდეს და მოემატოს-

უმორჩილესად ვითხოვთ, ვისაც სურვილი აქვს მომავალის წლის „ცისკრების„ მიღებისა, ადრე გვაცნობონ, რადგანც ხელის მომწერთ მიხედვით უნდა დაიბეჭდოს წიგნები. წელს ზოგი ერთს დააკლდათ პირველი და მეორე ნომერი, რადგანც გვიან მიიწერეს და რედაქციაში აღარ მოიპოვებოდა.-

რედ. ივ. კერესელიძე.

2 სიტყვა: თქმული გელათის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ

▲back to top


სიტყვა: თქმული გელათის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ ჟამსა იმერეთის სამწყსოისა შესვლისას; ჩყი სეკდ. ზ-სა.

ვიცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთა თვის, რომელთა ამიერიდგან თანამდებ ვარ ტვირთად წინაშე წმინდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მომაგონდნენ სიტყვანი პავლე მოციქულისანი, რომლითა იგი ასწავებდა ერთსა მისგან ეპისკოპოსად აღმორჩეულსა: „ჯერ არს ეპისკოპოზისა, რათა ბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყვარე, სწავლულ“ მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი მანვე მოციქულმა მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოზად ხელ-დასხმულსა: „ჯერ ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინებელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ ღირს, მოთმინე“. მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომლითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდნენ თვისთა მოადგილეთა - ეპიკოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ ყოველთათვის, რომელთა მორწმუნენი ეძიებენ და მოითხოვენ თვისთა მწყემს-მთავართაგან; და ოდესმე წარმოვიდგენ ყოველთა მათ არა მცირეთა სათნოებათა, რომელნი ჯერ არს შეამკობდენ მარადის ეპოპოსსა და მრავალთა მათ შრომათა, ჭირთა, მოთმინებათა და წინა აღმდგომთა გარემოებათა, რომელნი ყოველთვის შეემთხვევიან მას, თუ იგი ბეჯითად და ერთგულად შეუდგება თვისსა მსახურებასა, შევკრთები სულითა და ვიტყვი: ვითარ შევსძლო მე უღირსმან და უძლურმან ტვირთვად ესოდენისა მძიმისა უღელისა!

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არა მსუბუქ არს ტვირთვი მღვდელთ-მთავრობისა, არა მცირეთა სათნოებათა ითხოვს მისგან საღმრთო წერილი? პირველი და თვით მიუცილებელი სათნოება, რომელსაც მოითხოვს მისგან პავლე მოციქული, არს უბრალოება ანუ უბიწოება: „ჯერ არს ეპისოპოსისა“ იტყვის იგი, „რათა უბრალო იყოს“. ანუ სხვაგან: „ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა“. ცხად არც მიზეზი. ამისა, ვინაიდგან ეპისკოპოსი რომელი სხვათა ასწავებს სიწმინდესა, და მოითხოვს რათა ყოველნი უბრალოდ და უბიწოდ ატარებდნენ თვისსა ცხოვრებასა, თვით პირველი უნდა აძლევდეს მათ სახესა კეთილისა ცხოვრებისასა, არათუ მხოლოდ სიტყვითა, არამედ საქმითა და ყოვლითა ცხოვრებითა თვისითა; გარნა ადვილ არსა აღსრულება ესე ვითარისა მცნებისა? ვინ არს იგი, რომელი ცხოვრებს სოფლად კაცთა შორის და არა სცოდავს? ვინ იპოვება ქვეყანასაზედა, რომელმან შესძლო უბიწო ყოფად, თუმცაღა ერთი მხოლოდ დღე იყო კაცთა შორის ქცევა მისი? უმეტეს ამისა, ვითარ შესძლოსეპისკოპოსმა დამარხვა უბიწოებისა, დამძიმებულმან მრავალთა პირთა მიერ, რომელნი ეძიებენ მხოლოდ თავისა თვისისასა. მხოლოდ ერთსა ღმერთსა მადლითა თვისითა ძალუძს დაიცვას ეპისკოპოსი უბრალოდ და უბიწოდ.

მეორედ, ეპისკოპოსსა, სიტყვასამებრ პავლე მოციქულისა, მართებს რათა იყოს ფრთხილი ყოველი კაცი, თვინიერ ეპისკოპოსისა მხოლოდ ერთს თავის თავს უფრთხილდება; გარნა ეპისკოპოსი ათასსა და ბევრეულსა. მიანდო რა მას ღმერთმან სიტყვიერი სამწყსოი, მოითხოვს მისგან, რათა ყოველსა წამსა მკაცრ და მღვიძარე იყოს, რათა არცა ერთი ცხოვარი, მისდამი მინდობილი წარწყმდეს მისითა ბრალითა, ვინაიდგან გამოიკითხავს ღმერთი მისგან სულსა თითოეულსა წარწყმენდულისა ცხოვარისასა. ვაი იმ მღვდელთმთავრსა, ანუ მღვდელსაცა, რომელმან დაუდევნელობითა თვისითა დაუკარგა უფალსა თვისსა რავდენიმე სული, გამოსყიდული სისხლითა უფლისათა? ვითარს პასუხს მისცემს იგი წინაშე საშინელსა სამსჯავროისა ქრისტესა. გარნა თუ კაცად კაცადსა ჩვენ შორის უმძიმს ფრთხილ-იყოს და განამტკიცოს თავი თვისი კეთილსა კვალსა ზედა; რაოდენ უძნელეს არს ეპისკოპოზისათვის გაუფრთხილდეს თავსა თვისსაცა და მრთელსა სამწყსოსა თვისსა? და თუმცაღა მრავალი ეცადოს, თუმცა არც ღამე მოისვენოს და არც დღე და ყოველი თვისი სწავლა და ღონე მოახმაროს თვისსა სამწყსოსა, შეუძლია ბოლოს გულ მოსვენებით თქვას, რომელ ყოველი კარგათ განაგო და კეთილად აღასრულა ვალი თვისი? ნეტარ არს მღვდელ მთავარი იგი, რომელსა ძალუძს იპოვოს რამდენიმე ღირსნი თანა მწირველნი და შემწენი, რომელნი მოინდომებენ გულმოდგინედ აღასრულონ ვალი თვისი და მით შეუმსუბუქონ მას უღელი მძიმე? ადვილად აღასრულებს თვისსა მოვალეობასა ეპისკოპოსი, გარემოცული კეთილთა და ღირსთა სამღვდელოთა მიერ, რომელნი ყოველთვის თანაზიარ ექმნებიან შრომათა, ჭირთა და განსაცდელთა მისთა, ხოლო რავდენ უკვე შესაბრალებელ იქმნება იგი მღვდელთ მთავარი, რომელი შემწეობისა წილ ნახავს თვისთა შორის სამღვდელოთა უმეტესსა ჭირსა და განსაცდელსა.

გევედრები, შორს ჰყავ ჩემგან, მაცხოვარო! მწარე ეს განსაცდელი; გთხოვ თქვენცა საყვარელნო ძმანო! თანა მწირველნო ჩემნო, არ დამიმძიმოთ, არამედ აღმიმსუბუქოთ მსახურება ჩემი; ფრთხილ იყოს კაცად კაცად თქვენი სამწყოსა ზედა თვისსა, რათა არც ერთი საყვედური გქონდეთმორწმუნეთა შორის, არამედ იქნებოდეთ მათთვის სახედ დიტყვითა და საქმითა.

მესამედ, წმინდა მოციქული პავლე, მოითხოვს მღვდელ მთავრისაგან, რათა იყოს არა თუ მხოლოდ უბრალო, არამედ შემკულ, ესე იგი მექონე ყოველთა სათნოებათა და სახიერებათა.

მსახურება ეპისკოპოზისა მით უმეტეს ძნელ არს, რომელ ყოველნი მორწმუნენი მარადის მისგან ელიან მოძღვრებასა და აღშენებასა. სულიერსა არა ძალუძს მას დაჰფაროს ვითარიმე თვისი თვისება ანუ მოქმედება. ვითარცა აღშენებული სანთელი მაღალსა ადგილსა ზედა დადგმული ნათობს გარემო მისსა და სჩანს შორიდგანვე, ესრეთ არს ცხოვრება კეთილის ეპისკოპოსისა, ხოლო ცხოვრება და ყოფაქცევა უღირსისა მღვდელთ მთავრისა ემსგავსება საკვამლესა სახლის სართულსა სართულსა ზედა ატანილსა, რომლიდგან გამომავალი კვამლი აბნელებს ჰაერსა და სჩანს აგრეთვე შორიდგან. ამისთვის ეპისკოპოსი თვით მარტო ვერც სცხოვნდება და ვერც წარწყმდება. კეთილი ეპისკოპოსი აცხოვნებს თავისთან მრავალთა, ხოლო უღირსი წარწყმედს უმრავლესთა. გარნა რას იტყვის უფალი იესო ქრისტე ცუდთა და მაცთუნებელთა კაცთათვის! „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა და მოთუიკიდოს წისქვილი ქედსა და დაინთქმას იგი უფრსკულსა ზღვისასა (მათ, იე, ვ); და თუ ასრე არს თქმული ყოველთა კაცთა დამაბრკოლებელთათვის, რაიღა უნდა ვსთქვათ ეპისკოპოსსა ზედა, რომელი აღშენებისაწილ დააბრკოლებს მორწმუნეთა! საშინელი არს წარმოდგენა ამისა! ამისთვის ძმანო ვითარი კრძალულება და მეცადინეობა მართებს მღვდელ მთავარსა, რავდენითა სათნოებითა ჯერ არს შემკულ იყოს იგი, ვინაიდგან თანამდებ არს მისცემდენ მაგალითსა დიდთა, მცირეთაცა, მდიდართა და ღარიბთა, ერთა და მღვდელთა. ცუდი სოფელი ესე იხარებსცა ოდეს ხედავს ეპისკოპოსსა არა ჯეროვან მცხოვრებსა, ვინაიდგან ცუდათ მცხოვრებნი პირნი თავსა თვისსა ამართლებენ მიმხედველნი ცუდის ყოფაქცევისა მისისა; უკეთუ კეთილნიცა და ღირსნი ეპიზკოპოზნი ზოგჯერ ვერ განერებიან გესლიანსა ენასა ბოროტთა კაცთასა, ვითარ განერების სუსტი და უღირსი?...

არა უმიზეზოდ ვიტყვი ძმანო, ამას ყოველსა, არა უმიზეზოდ ვცდილობ გამოვხატო თქვენ წინაშე სიმძიმე მომავალისა ამის მსახურებისა ჩემისა. განზრახვა ჩემი მას შინა მდგომარეობს, რათა აღვადგინო გულსა შინა თქვენსა მონაწილეობა და თანამგრძნობელობა. ჩემისა მსახურებისა, რათა იყოთ, თქვენცა ყოველნი შემწედ და აღმამსუბუქებელად ტვირთისა ჩემისა საგანი და ანუ ჰაზრი ჩემისა მსახურებისა იქნება სულიერი წარმატება თქვენი; და უკეთუ თქვენ ყოველნი აღმოჩნდებით მეცადინედ და მოშურნედ კეთილსა, ქრისტეანობრივსა მოქალაქობასა შინა, მაშინ ფრიად ადვილ და სანუგეშო იქნება ჩემთვის მსახურება ჩემი დარწმუნებულ ვარ, რომელ თქვენ ყოველთა გსურსთ მიიღებდეთ ჩემგან რომელსამე სულიერსა სარგებლობასა, ხოლო მეც უმეტეს ყოვლისა ვნატრობ მქონდეს თქვენ შორის რომელიმე სულიერი ნაყოფი, გარნა ერთი მხოლოდ არს ღონე ამის,- ქრისტიანობრივი სიყვარული; სადაცა არა სუფევს სიყვარული, მუნ არცა ერთი სულიერი ნაყოფი გამოჩნდება. ამისთვის ძმანო ჩემნო, ყოვლად საყვარელნო! შევიძინოთ სიყვარული ურთიერთობრივი და შეუდგეთ ამიერიდგან წრფელსა გზასა უფლისასა ნაკლულევანებათა ჩემთა აღავსებდეს სიყვარული თქვენი, ვინაიდგან კაცი ვარ და ყოველი კაცობრივი არა შორ არს ჩემგან. დარიგებათა და მოძღვრებათა ჩემთა მიიღებდეთ გულს მოდგინებით და სცდილობდეთ არასრულოთ იგინი.მხილებანი ჩემნი, უკეთუ ჭეშმარიტ იქნებიან, თუმცაღა მწარე იყვნენ, ნუ გულ წყრომასა აღადგინებდენ გულთა შინა თქვენთა, არამედ სინანულსა და აღსარებასა.

ხოლო აწ აღვავლინოთ მხურვალე ვედრება ზეცად, რათა მოწყალემან ღმერთმან არა უქმ და უნაყოფო გამოაჩინოს მომავალი მსახურება ჩემი თქვენ შორის, არამედ რომელმან მყო მე მწყემს მთავრად სიტყვიერისა თვისისა სამწყსოისა, მანვე სახიერმან მომცეს ძალი და გონება კეთილად აღვასრულო ნება მისი და არცა ერთი სული ჩემისა სამწყსოისა დაუკარგო უფალსა ჩემსა, არამედ ძალმედვას კადნიერებით წარვსთქვა წინაშე უკანასკნელსა და საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა: „აჰა მე და ყრმანი, რომელნი მომცა მე უფალმან (ეს. ი იი)“.

3 არაკი ტარტაროზისა ანუ კუდიანების ღამე

▲back to top


არაკი ტარტაროზისა ანუ კუდიანების ღამე

(მოხუცის კაცისაგან ნაანბობი 1859-სა წელსა,ერთს ღამეს, ვახშმის შემდეგ.)

იყო და არა იყორა, ღვთის უკეთესი რაღა იქნებოდა, იყო ერთი კაცი, ეს კაცი მივიდოდა, ერთს სოფლის მახლობლად, თავის სოფლისკენ მიმავალი, დიდ ოთხშაფათის საღამოზე, ცივს ქარიანს დროს, მივიდოდა და მიეშურებოდა: დროით მივედი ჩემს სახლშიო, მაგრამ ღამემ უსწრა, ამ დროს მგლებმა ღმუილი დაიწყეს ტყის პირში, იმ კაცმა თქო.- „თოფი მე არ მაქვს თან, დამბაჩა, ხმალი, არც ხანჯალი, ასე უიარაღოთ ჩემს დღეში არ მივლია, არ ვიცი, ეს დაყმენდილი მგლები შემამეხვივნენ, რით მოვიგერო ეს შეჩვენებულები: ისევ სიფრთხლეს თავი არ ასტკივა, სჯობია ამ სოფელში შევიდე აქ დავრჩე ამ ღამეს, ჩემ ნათლის მამასთანაო.“ ესა სთქვაა და სოფელში შევიდა. სოფელში ნახა, გოგობიჭებს ჭიაკოკოლა დაენთო, ზედ ძახილ სიცილით ხტებოდნენ, მითომ კუდიანი აღარ მიუდგებოდა ვინც ჭიაკოკოლაზე გადახტებოდა. ასე გასინჯეთ ზოგიერთმა უფროსმა კაცებმა და დედაკაცებმაც გადახტომა დაიწყეს.

ამ კაცმა ამათ ყური არ ათხოვა, გაიარა, თავის ნათლიმამასთან შევიდა დარბაზში, მარამ ამ დროს ამის ნათლიდედა ბანზე იდგა, დიახ გაჯავრებული, ვინც ჭიაკოკოლაზე ხტებოდა, ეს აქ სწყრებოდა ასპიტსავით.

იმ დროს იმ კაცს, თავის ნათლიმამა შინ არ დახვდა, ყვირილი შექმნა. „ნათლიმამ, ნათლიდედ: ბიჭებო, ჩემო ნათლულებო, სადახართ? - ეს თქვენი სახლი, რომ აიკლონ ვერას გაიგებთ.“

ეს ხმა, ამ კაცის ნათლიდედამ გაიგო, იცნა ის ხმა, მაშინვე გამოტრიალდა, ბანიდგან ქვემოთ ჩამოვიდა და საჩქაროდ სახლში შევიდა, ამ სიტყვით:

- „იქა! გენაცვალოს შენი ნათლიდედა ნათლია დავითას; უკაცრავათ დაგრჩი, ეს რაღაც ჭიაკოკოლა მოუგონიათ სულელებს, ზედ ხტიან ბრიყვები, ასე ჰგონიათ კუდიანი ვეღარას ავნებდეს იმათ.-

- შენ რა გრჯის ნათლიდედ. ნათლიამ უკმაყოფილოდ უთხრა.

- ქა! გენაცვალე.

- არა, არა გენაცვალე; უნდა ამაღამ კუდიანები შეიკრან და ბურთსაბძელზე ვეღარ

- წავიდნენ.

- არა თქვენმა მზემ, ეს ჭიაკოკოლა კუდიანებს ვერას დაუშლის.

ამ სიტყვაზე, ნათლია როგორღაც ეჭვში შევიდა და მასუკან გარდუსხვაფერა.

- მაგას თავი დავანებოთ, ერთი ეს მითხარ, ან ჩემი ნათლიმამა სად არის, და ან ჩემი ნათლულები?

- ქა, გენაცვალე, დიდი ხანია თავის და არ ენახა თქვენს ნათლიმამას, იქ სანახავად გავისტუმრე, თქვენი ნათლულებიც იმას გავატანე; ამთენი ხნის უნახავს, იამებოდა იმათი ნახვა.

- ოთხნივ იქ წავიდნენ?

- იქ წავიდნენ მარტო დარჩი?

- რა მიშავს, ბევრჯელ დავრჩომილვარ მარტო.

ამაზედ უფრო ეჭვში შევიდა ნათლია.

იმ ღამეს კარგი პატივი მიაპყრა ნათლიდედამ ნათლიას. ლობიო, ზეთით ფლავი გაუკეთა ვახშმათ; სუფრაზედაც ქარქვეტა, ჯონჯოლი მიართო, ნახევარ თუნგი წითელი ღვინო გვერდთ მოუდგა და ნათლიაც კარგათ შეექცა იმ ვახშამს. ვახშმის შემდეგ იქვე ცეცხლის მახლობლად ქვეშსაგები გააშლევინა ნათლიდედას, ნათლია დავითამ, რომელშიაც ჩაწვა, მარამ ტანისამოსი არ გაიხადა, ისე წაუხდა საბანი ნათლიდედამ უთხრა.

- გენაცვალოს შენი ნათლიდედა, ტანისამოსის გახდა რატო არ ინებე?

- მეზარება, რაღა გავიხადო, ხვალ ადრიან მინდა წავიდე შინითკენ, რომ ისევ გეძინება შენ. ესა სთქვა და თავზე საბანი წაიხურა.

ამ საბან წახურულმა ნათლია დავითამა თქო, ეს დედაკაცი ჩემი ნათლიდედა კუდიანსა გავს, მე არ დავიძინებ, ვნახოთ რა იქნებაო.

ესა სთქვა, საბნიდგან გამომზირვა დაუწყო ნათლიდედას და მცირე ხანს უკან ხვრინვაც ამოუშო ტყუილად.

ნათლიდედამ ამის ხვრინვა რო გაიგონა, დიახ ფრთხილად სანთელი გააქრო, ცეცხლიც მუგუზლები ნაცარში ჩაფლა; კერის ძირშიაც რაღაც ამოიოხრა და იქიდგან პრტყელის ქვით დახურვილი კაჭონი ამოიღო და დარბაზის კუთხისაკენ წაიღო.

ეს რამე დიაღ ნათელი რამე იყო და ბანიდგან საჩენი სინათლე ანათებდა იმ დარბაზსა.

იქ კუთხესთან იმ დედაკაცმა, გოდრითგან კატა გამოიყვანა, რომელსაცა გადააჯდა ზედა და მარცხენის ხელით მაგრა დაიჭრა. მარჯვენის ხელითაც კოჭბის პირი გადახადა, საიდგანაც რაღაც ამოიღო ხელით და ფეხებზე მოისო კარგად. ამასთანავე კატაზე გადამჯდარი, დარბაზის ბანში ავარდა და ვინ იცის საითკენ დაიკარგა.

ამ ანბავს, ამ დედაკაცისას თვალით უყურებდა იმის ნათლია დავითა და გაოცებული იფიქრა: მოდი წამოვდგები, ვკითხამ რასა შვებაო. მაგრამ ბოლოსა სთქვა არა, კიდევ მოვიცდი ბანში ავარდა კიდეც, ის რომ ბანში ავარდა, ეს ზეზე წამოხდა; პირჯვრის წერას მოჰყვა და თან ამბობდა დაგწყევლოს ღმერთმა ეშმაკო, დაგწყევლოს... რამდენჯერმე ამ თქმით დაიმშვიდა გული, ბოლოს ის კოჭობი მოიტანა კერასთან, იქ მახლობლად დადგა და მერე სანთელი აანთო.

კოჭობში ჩაიხედა: კუპრსავით შედედებული დაინახა შავად და სთქვა: ნეტა რა უნდა იყოს ეს კუპრისავით შედედებული შავი? ეს რო სთქვა კოჭობში ხელი ჩაყო; ოთხი თითით ის შავი შედედებული ამოიღო სანახავათ; დახედვასთანავე დაიძახა. კუდიანების კვინტილას რომ იტყვიან, სწორეთ ეს ის უნდა იყოსო. ოჰ, ღმერთო დამიფარე ეშმაკებისაგან. ესა სთქვა, ქალმიანის ფეხებზედ და შალვარზე გაიწმინდა ხელი, მარამ მაშინვე ტოკვა შექმნა, ლამობდა ჰაერში აფრენას, ამ დროს იმის მახლობლად, ერთი დიდი ცოცხი იდო, იმას წამოავლო შიშით ხელი, უნდოდა იმით მოეწმინდა კვინტილა. ამ დროს ის ცოცხი ლაჯებში შეუჯდა ნათლია დავითას და მაშინვე აიტაცა ბანში.

ნათლია დავითამ ნახა, მაღლა ჰაერში მიფრინავს კავკაზის ბურთსაბძლის მხრისაკენ, ასე სწრაფად; ვერა ფრინველი ისე სწრაფად ვერ გაფრინდება. რავდენიმე მთა რო გაფრინდა, ტფილისის ქალაქზე გამოვიდა, სადაც ეგრეთსავე ჭიაკოკოლაზე ხტებოდნენ ხალხნი და მცხოვრებდი თოფს ისროდნენ მაღლა ჰაერში: კუდიანებს ტყვიას მოვახვედრებთო, მარამ შეჩვენებულებს, რა მოხვდებოდათ?

ნათლია დავითა ქ. ტფილისს რომ გასცილდა, ეს მაღალი ჰაერი ნახა მოცული იყო, საქართველოს კუდიანობით, კაცით და დედაკაცით: ზოგი ძაღლზე იჯდა, ზოგი ღორზე, ზოგი კატაზე, ზოგი მამალს ქათამზე, ზოგი მოკაკულს ჯორზე და სხვა და სხვა რაღასაც სასაცილოებზედ ისხდნენ, თავთავისად ყველანი.

ესენი სულ დარაზმული წყობით მივიდოდნენ, რომელთაცა უფროსები, ერთი მელიაზე იჯდა, მეორე ტურაზე, მესამე მგელზე, მეოთხე დათვზე, მეხუთე გარეულ თხაზე და მეექვსე აფთარზე. ვინც შემჩნევა იცოდა და სახის მეტყველობას გაუჩხრეკდა, ამ უფროსებს სახე, როგორღაც თავის ნადირებს უგვანდათ და სახითაც ეგრეთვე. თმცა ეს უფროსები, პირათ ერთიერთმანერთთან, დიახ მეგობრულათ იყვნენ, მარამ დიდათ ეჯავრებოდათ ერთი ერთმანერთი და ერთმანერთის სიძულვილსა გულში იკლავდნენ დიდის მოთმინებით.

ეს ამდენი კუდიანები მივიდნენ და ბურთსაბძელზე ჩამოსხდნენ; ვისაც სულიერი საჯდომები ჰყვანდათ დააბეს და ვისაც უძრავი, ხელში ეჭირათ.

ეს დავითა ხალხში გაერია. რავდენი დედაკაცი და კაცი ნახა მცნობი და ნათესავი, მარამ არავინ ხმას არ სცემდნენ ერთმანერთს. ამ დავითას სიარულში, თავისი ნათლიდედა შეხვდა, დანახვისთანავე ცალკე გაიყვანა და გაჯავრებულმა უთხრა.

- შე მეხ დასაცემო, რაგინდა შენ აქა?

- ღმერთმა ნუ იცის შენი თავი და ტანი, შე შეჩვენებულო, მე სულ გიყურებდი, ის კვინტილა მეც უნებურად მოვისვი და უკან გამოგიდეგ მსწრაფად.

- მითხარი; გინდა ჩვენს საზოგადოებაში გაერიო და ჩვენი ამხანაგი შეიქმნა?

- ჯერ მიამდე რა არის თქვენი საზოგადოება და ან რა სარგებლობა შეუძლიან?

- ჩვენი ხელობა არის: სიპლუტე, სიცრუე, ცბიერობა, მოტყუება, ბოროტება და ფარულად ვსცდილობთ სხვებსაც ეს ვასწავლოთ, რომ კეთილი აღარსად აღარ იყოს, გარყვნილობის მეტი.

- შე ღვთის პირისაგან წყეულო: ის არა სჯობია კეთილი იყოს ყველგან?

- რას ამბობ შე გამშტერებულო დავითავ, სიპლუტით, სიცრუით, ცბიერებით და გარყვნილობით ყოველთვის სიხარულში და დღესასწაულშია კაცი და ფულიც გამოულეველი აქვს, მარა კეთილი უძრავს მოხუცებულსა გავს, რომლისაგანაცა არაფრისთანა ნაყოფი არა იქნებარა იმისაგან.

– ოჰ! შეჩვენებულო! - შუა გულს ჯოჯოხეთში ჩაგაგდებენ.

- არა, ვინც ჩვენს დასში არიან, იმათ არ ჩააგდებენ, იმათ სხვისა და სხვის შესაქცევით შეაქცევენ საიქიოს. ეგ რომ გაგიგონია, ვინც ჩვენს დასში არ არიან, იმათ ჩაჰყრიან ჯოჯოხეთის ცეცხლში.

ეს რომ სთქვა, ამ დროს ერთი საშინელი გრგვინვა მოისმა; დავითამ ჰკითხა - ეს რა ხმიანობა იყოვო?

დედაკაცმა მიუგო. - აგერ იმ დიდს ჯურღმულს ხედავ? იქიდგან არის ეს ხმიანობა; მცირე მოიცადე, შენის თვალით ნახავ რაც იქნებაო; ეს სთქვა და საჩქაროდ ხალხში გაერია. ამასთან მეორე უძლურესი გრგვინვა ამოვიდა იმ ჯურღმულიდამ, მესამეც თან დაჰყვა და ამასთანავე რაღამაც ლურჯმა სინათლემ ამოანათა ლილის ფერმა.

ამაზედ ვინც იქ იყვნენ, ყველას თვალი იქითკენ დარჩათ გაოცებულებს, საიდგანაც ის ძლიერი გრგვინვა ამოდიოდა და ლურჯის ფერი სინათლე.

მაგთენი ხანი აღარა გამოვიდარა, რამდენიმე ეშმაკების დასნი ამოვიდნენ იმ ჯურღმულიდგან, საარაყე დიდრონი ქვაბები ამოიტანეს გარს შემოხვეულით: - ზოგი ოქროსი და ზოგი ვერცხლისა; მოიტანეს და ერთს გორას წინ გაამწკრიეს ერთი ერთმანერთზე ცოტა მოშორებით. ის ლურჯისფერი სინათლე იმ დიდრონის ქვაბებიდგან ამოდიოდა, რომელიცა იამთი მაღალი ალი უმაღლესად ჰაერსა წვდებოდა და იმის გარეშემო მიდამო არე, სრულიად ლურჯის ფერად ლაპლაპებდა.

მე იმ გაშავტყავებულთ და დიდრონ კუდიანების სახეს და ტანადობას არას აღვსწერ ეშმაკებისას, ამისთვის რომ ყველას ენახება, ის უმსგავსო დახატული ეშმაკები და ნახშირსავით შავნი, მაშა სადამე იმათი თვალტანადობა იქით გადავდოთ და სხვას ვიტყოდეთ.

ამ დასიდგან რამდენჯერმე ეშმაკები გამოვიდნენ, ამ საქართველოს კუდიანებში შემოვიდნენ და თავისი ადრინდელი მცნობები ნახეს ყველანი სიამოვნით. მცირეს ხანს უკან ამ დავითის ნათლიდედამ ერთი ეშმაკი მოიყვანა დავითასან ამ სიტყვით.

- ჩემო მწყალობელო, ჯოჯოხეთის ხელმწიფის ტარტაროზის, მზარეულთ უხუცესო ზანდარ! ეს გახლავთ ჩემი შვილების მომნათლავი დავითა, ამასა სურს ჩვენს დასში გარევა: მაგრამ ეშინიან წავწყმდებიო და ჯოჯოხეთში ჩამაგდებენო.

ამ სიტყვაზე დავითამ თვალი გაუმართა მზარეულთ უხუცესს ზანდარს, მეტად ეზიზღა, მარამ მოთმინებას მისცა.

ზანდარმა სიამოვნით შემოხედა დავითას და მასუკან ბოზის ხმით უთხრა.

- არა დავითავ, ნუ გეშინიან, შენ მართალს კაცსა გევხარ, შენ კარგს წალკოტში შეგიყვანთ და შენი შესაქცევი ის იქნება, ოღონდ ჩვენს დასში გაერიეო. დავითამ თავი დაუკრა, მარამ ხმა არ გასცა. პატარახანს უკან, რამდენიმე ეშმაკები მოვიდნენ ამათთან, ერთი ერთმანერთზედ საზარლები და ზანდარს ჰკითხეს.

- მზარეულთ უხუცესო ზანდარ, ეს დედაკაცი და ან ეს კაცი ვინ არიან?

- ეს დედაკაცი ჩემი კარგი მცნობია, რომელსაცა ეს პატიოსანი კაცი მოუბირებია და ჩვენი კერძი შექმნილა.

იმათ ერთ პირათ დიდი მადლობა უთხრეს ამ დედაკაცს და მასუკან ზანდარს სთხოვეს. -ჩვენც გაგვეცანი ამ პატიოსანს დედაკაცსაო.

ზანდარს დედაკაცისაკენ. - ეს გახლავთ ჯოჯოხეთის მსაჯულების თავი ვაება, ეს გახლავთ ჯოჯოხეთის კარების მცველების თავი ჩაბყგე, ეს გახლავთ ჯოჯოხეთის წესის დამცველი მყრალია, ეს გახლავთ მესუფრეთ თავი პარია, ეს გახლავთ ჯოჯოხეთის საკრავების დამკვრელების თავი სრუტუნა, ეს გახლავთ ჩვენი ხაზინადარი ფსოჭია, ეს გახლავთ სალაროთ უხუცესი კრეფია, ეს გახლავთ მგალობელთ თავი ტუხია.რაღა გავაგრძელო ყველანი თავთავისად გააცნა და დედაკაცი დიდი კმაყოფილი დარჩა იმათის გაცნობით. ბოლოს დედაკაცმა ჰკითხა ზანდარს. - ის დიდროონი ანთებული ქვაბები რო ამოიტანეთ, იმისი ალი არა გწვამს თქვენ ზანდარმა მიუგო.

- როდესაც ჩვენ იმის ალში ვიმყოფებით, მაშინ სრულს განცხრომაში ვართ ხოლმე. ის ალი მხოლოდ იმათ სულსა სტანჯავს სიკვდილის შემდეგ, რომელიც ჩვენი მხარე არ შეიქნება.

ამ სიტყვაზედ დედაკაცმა უთხრა დავითას.

- გესმის დავითავ? - დავითამ კიდევ თავი დაუკრა, მაგრამ თავის გულში იფიქრა: თრმე ეს საცოდავი ჩვენი წრფელი ხალხი, ამ ეშმაკებისაგან, მოტყუებულნი ყოფილან. საიქიოოდგან ხომ არავინ არ მოსულა, სწორეთ ანბავი ვიცოდეთ რამე. მხოლოდ ეს ვიცით, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობრისა დაგვარწმუნებს: ცუდის საქმით საიქიოს წაწყმდებითო. სწორეთ ვიტყვი ამ უკანასკნელზე მტკიცე ვარ და ნამდვილათაცა მჯერა. ეს შეჩვენებულებიკი თურმე ასე გვატყუებენ. თავის გულში დავითამ რომ ეს დაასრულა, იმ ჯურღმულიდგან კვალად გრგვინვის ხმა ამოვიდა პირველზე უფრო საზარელი; ამ საზარელს ხმაზედ, რაც ეშმაკნი იყვნენ, სულ ამ გორს აქეთ იქით გვერდებზედ დაუდგნენ ქვეით დაბლა, თავთავისად დაწყობილნი დასდასად რომ ასე გაიმართნენ, მეორე გრგვინვამაც დაიგრიალა იმ ჯურღმულიდგან და მცირეს ხან უკან მესამემაც. ამასთან ერთი ეშმაკთ დასი ამოვიდა, რომელთა თვითოეულთ ყოველს ეშმაკს თვითო ოქროსი და ვერცხლის ქვაბები, ტაფები და სხვა და სხვა საჭმლის მოსახარშები ეჭირათ, ერთი ერთმანერთის მომდევნო: იმით მიეგება მზარეულთ უხუცესი ზანდარა, წაიყვანა და ერთს ქედის ძირში დააყენა მწკრივათ. ამასთანავე სხვა ერთი დიდი დასი ამოვიდა მათ უკან, რომელთაც ოქროსი და ვერცხლის თვითო ყუთი ეჭირათ დაკეცილი. იმათ წინ მიეგება ხაზინადარი ფხოჭი, მოიყვანა და ეს ყუთები, სულ ერთიან განათლებულს გორას წინ დააწყობინა. მესამე ეშმაკთ დასთა ცხოველის მოქნილი ტყავები სხვა და სხვა გვარად შეკერილი შავი ტანისამოსები ამოიტანეს, საკვირველი ძვირფასის თვლებით შემკობილი; ასეთს თვლებით, რომ არავის არ უნახამ იმისთანა ძვირფასი თვლები და არც წვეყანაზედ იქნება ოდესმე. რომელთაცა ამათ მიეგება სალაროთ უხუცესი კრეფია, მოიყვანა სპილენძის ყუთების უკან გაამწკრია. მესამე ეშმაკთ დასთა დიდრონი რკინის კლიტეები და დიდრონი რკინის გასაღებები ამოიტანეს, ამათ წინ მიეგება ჯოჯოხეთის კარებების მცველის თავი ჩაბუქე; მოიყვანა და გორს უკან გაამწკრია. ამათ მოჰყვა მეოთხე ეშმაკთ დასი, რომელთაცა დიდრონი შავი კეტები და დიდრონი შავი მათრახები ხელში ეჭირათ, ამათ მიეგება ჯოჯოხეთის წესის დამცველი მყრალია; მოიყვანა და ესნიც კართა მცველების უკან დააყენა. კვალად ამათ მოჰყვა, მეხუთე ეშმაკთა დასი, მათ ხელში ეჭირათ დიდრონი დაკეცილი შავი ტყავები, ამათი ფოჩი იყო, საკვირველი ბრწყინვალე დიდი ალმასებისა: ასეთი ალამასებისა, რომ იმათ გამოკრთომილს ბრძწყინვალებას ადამიანი თვალს ვერ გაუმართავდა რიგიანათ, რომელთაცა ამ დასს მიეგება მესუფრეთ თავი პარია, ამოიყვანა და წესის დამცველების უკან დააყენა. მცირეს ხანს უკან, ერთი რაღაც საშინელი ღრიალი, ძახილი, ყვირილი და უცნაური ხმიანობა ამოვიდა ჯურღმულიდგან, ამ ხმასთანავე ერთი ეშმაკის დასი ამოვიდა გუნდგუნდებით დაწყობილნი, თვითო ეშმაკს დიდრონი და ძვირფასის თვალ მარგალიტით მოჭედილი საკრავები მოეყუდნათ პირზე, სხვა და სხვა უცნაური სახისა და უკრავდნენ საზარელსა რაღაც ხმასა, რომლთაცა ამათ მოსდევდა სხვა ერთი დასი და დაღრენილის პირებიდგან ჰყვიროდნენ რაღასაც ხმებს საშიშარსა. ამ ორს დასს მიეგებნენ სრუტუნა და ტუხია, წაიყვანეს და ერთს დიდს მაღალს ბორცვზედ დააყენეს, საიდგანაც გამოხდებოდა, იმ მოსაკრავეთა და იმ მგალობელთაგან, ზარ ახდომილი ხმები უსაზარლესი! მცირეს ხანს უკან, ერთი მცირედი დასი ამოვიდა იმ ჯურღმულიდგანვე, რომელთაცა თვითოეულად ხელში ეჭირათ დიდრონი საწერლები და კალმები იაგუნდისა; იმათ მიეგება მსაჯულების თავი ვაება, მოიყვანა და განათლებულს გორას აქეთ იქით გვერდებზე დააყენა ეს დასი. ამის შემდეგ მაგთენი ხანი აღარ გამოსულარა, თორმეტმა ეშმაკმა ერთი დიდი სავარძელი სკამი ამოიტანეს, სრულად ძვირფასის თვლებითა შემზადებული, მოიტანეს და იმ განათლებულს გორის თავზე დადგეს, რომელმაც სრულიად ბჭყვრიალი დაეწყო სხვა და სხვა ფერად. ამასთან ოც და ოთხნი ეშმაკნი ამოვიდნენ სამსამი ერთად და მოწიწებით მოდიოდნენ. ამათ უკან მოსდევდა მოშორებით ერთი კუპრსავით შავი საზარელი რაღაც ცხოველი: თავი ჰქონდა დიდი, ყურები სახედრისა, შავი დიდრონ თვალები გაეჭყიდა საშიშრად, სახე ჰქონდა მეტად განიერი და დამრგვალებული, ცხვირი გაჭყლეტილსავით გადღვრენილი, ტუჩები მსხვილი პროშიანი და გრძელი კბილები გარეთ გამოეყარა დაღრენილი.

ამ ცხოველს ექნებოდა ექვსი ადლი სიმაღლე, ხელები ჰქონდა თავის შესაფერი და ბრჩხილები თვითო მტკაველი; ფეხები თავის ტოტებს მიეგვანებოდა, რომელიც წყნარის ნაბიჯით მოდიოდა, აქეთ იქით იხედებოდა თვალების ბრიალით.

ტანზედ ესხა ამ ცხოველს, შავი ტყავის ტოლომა, საკვირველი ძვირფასის თვლებით შემკობილი: ანაგრების გონების მომტაცებელი და ჭკუის გადამრეველი.

ეს ცხოველი წინ წამომდგარი რო დაინახეს, ყველანი იქვე დაეცნენ და ძრწოლით თაყვანი სცეს; ისიც შედგა და თვალები გარდამოანათა ამ შეყრილობას.

ღვთის უსიამოვნოს ამ ანბავს სჭვრეტდა დავითა: ხან საკვირველებით, ხან მწუხარე და ხან დიდის ზიზღით. ამ დროს ერთი მშვენიერი თეთრ ბრწყინვალე ტანისამოსიანი ყმაწვილი კაცი მოვიდა დავითასთან და ალერსით უთხრა.

- დავითას გაგიმარჯოს. დავითავ! რას გაშტერებულხარ? - გონებაზედ მოდი მართალო დავითავ. ეგენი სულ მოჩვენება არის მაგ წყეულებისაგან.

დავითამ მოხედა, მეტად მოიწონა ეს მშვენიერი ყმავილი კაცი და გაკვირვბით უთხრა.

- ოჰ! პატიოსანო ყმაწვილო კაცო! ეს რა ანბავია! რასა ვხედავ ამაებსა!

- დავითავ, მამყევ, მე გაჩვნებ ამათ ეშმაკურს საქმეებს.

- ამ წყეულს ეშმაკებს სად დავეხწევით, რომ ამთენს შეყრილობაში დავიაროთ?

- ნუ გეშინიან, შენ მე მამყევ, ესენი ჩვენ ვერ დაგვინახვენ, ასე გავივლით.

- მითხარ, თქვენ ვინა ბძანდებით?

- ლაპარაკის დრო არ არის, მამყევ ჩქარა.

ამ სიტყვასთან, ხელი დაუჭირა დავითას და სწრაფად წაიყვანა. ასე გატარ გამოატარა ამთენს ეშმაკებში, რომ არავის არ დაუნახამს და არცარა ვის შესჯახებიან. მიიყვანა სადაც დიდი სავარძელი იდგა, იმაში შევიდნენ და შიგ დასხდნენ თავისუფლად, საიდგანაც ყველას ხედავდნენ თვალები და ყოველი იმათი ლაპარაკი ყურით ესმოდათ.

- ეს სავარძელი, იმ საზიზღარ ცხოველის საჯდომია, რომლის წინაშე დამხობილ არიან დედამიწაზე ყველანი. დავითას უთხრა იმ ყმაწვილმა კაცმა.

- ნეტა ვინ უნდა იყოს ეს საზიზღრი ვიღაც? დავითამ ჰკითხა.

- ჯოჯოხეთის უფროსი და ყოველთ ეშმაკების ბრძანებელია, რომლსაცა ჰქვიან ტარტაროზი.

ამ ანბავში იმ მოსაკრავეთ და მგალობელთა გაწყვიტეს ხმა, და ეს ყრილობაც ადნენ ზეზე, რომელთაცა განკრძალულბით დაუწყეს ჭვრეტა ამ საზიზღარს ცხოველსა.

- მშვიდობა თქვენთანა. გრგვინვის ხმაზედ გარდმოსძახა ტარტაროზმა საქართველოს კუდიანებს. ამათაც მოწიწებით თაყვანისცეს დაბლა.

- დღეს სწორეთ წელიწადი შესრულდა, აღარ მინახვიხართ, აბა წამოდექით და ვინც უფროსები იყვნეთ, ანგარიში მომეცით, ვის რავდენი შეგიძლიანთ ჩემთვის, რომ საიქიოს დიდი ჯილდო მოგეცეთ ჩემგნით და აუარებელის სიმდიდრით აგამსოთ. ამ სიტყვასთან იმ ოქროს ყუთებითგან წამოყარს ეშმაკებმა აუარებელი ოქრო დ ვერცხლი; გასაშტერებელი თვალმარგალიტები, რომ არცავის უნახამს და არც იქნებაოდემე ქვეყანაზედ.

- ვინც მე კარგათ მემსახურება, ტარტაროზმა თქო, ასი ათასი გამოულეველი დიდრონი მადნები მაქვს, ამისთანა სიმდიდრე საიქიოს აბა ვინც ჩემი ერთგული იქნებით და როდესაც საიქიოს მოხვალთ, დიდრონს ქალაქებს გაჩუქებთ და ყოვლის სიმდიდრით აგამსებთ. ახლა წამოდექით და ყველამ თავთავისი მითხარით, ვინ როგორ ანგარიშს მომცემს? -ამასთან მივიდა და სავარძელზე დაჯდა.

მელაზე რომ იჯდა ის წადგა; დამხობით თაყვანისცა და მასუკან მოახსნა.

- გავილილის წელიწადებისა ხომ მოგეხსნებათ რა ერთი მყავს შეძინებული?

- დიახ, ვიცი, ჩემო გონიერო და ქვებუდანო მელიავ, აბა ახლა წრევანდელისა მიანბე, რა ერთი შეიძინე?-

– წელსაც შევიძინე ათას შვიდასი.

ამ სიტყვაზედ კინაღამ გასქდა სიხარულით ტარტაროზი.

- ქვებუდანო მლიავ დიდად, დიდად გმადლობ, - გმადლობ ქვებუდანო!

მლიამ თავის ანგარიში, რომ გაათავა, ტურაზე მჯდომი წადგა და ეგრეთისავე ძრწოლით მოახსენა.

- მეც, შევიძინე, ექვსას სამი...

- ოჰ, გმადლობ ტურიკო, მარამ ჩემი მელიასთანა არ იქნება არავინ.

მესამედ წადგა მგელზე მჯდომი და მოახსენა.

- ბატონო ჩემო ხელმწიფევ! ჯერკი არ დამითვლია, მეც შევიძინე ლამაზი ქალები თქვენი სასიამოვნო.

- გმადლობ, გმადლობ ჩემო მგელიავ, მართლა რა კარგი რამა ხარ.

ახლა ტახზე რო იჯდა ის წადგა.

- მე შევიძინე, შვიდი ბრიყვი კაცი.

- ეგ სულ არაფერია ტახუნავ.

მასუკან წადგა აფთარი.

- მეც შევიძინე ცხრა თავხედი კაცი.

- ეგეც ფუჭი საქმეა აფთრიავ. ამ ამბავში, მასაჯულის თავი უკან იდგა და სიას სწერდა, ვის რავდენი შეეძინა.

ბოლოს წადგა დათვზე მჯდომი და დაღონებით მოახსნა.

- მე ვერავინ შევიძინე ტარტაროზო.

ტარტაროზმა თვალები გადმოუბრიალა მრისხანებით და ჰკითხა. - რატომ დათუნავ?

- ყველანი ამას მეუბნებიან, შენ ღრიალის და ყვირილის მეტი არა ხარო, ამისათვის არავინ არ მენდობა, არაფერში.

ტარტაროზი ალმულით აენთო; გაჯავრებულმა მეჯოხე ეშმაკებს დაუძახა, მიაყენა და ცემა დაწყეს საცოდავს დატუნიას, რომ იმისი ღრიალით ის მთები აიმხო.

ამ ანგარიშებს, რომ მორჩნენ, ტარტაროზმა ბძანა.

- თქვენ ექვსი იმისთვის ამოგარჩიეთ უფროსებათ რომ ეცადნეთ ბევრის შეძინებას, თორემ თუ ამას იქით ასე არ იქთ, ჩემს რისხვას მიიღებთ თქვენ უფრისები, ამას იქით გაფრთხილდით, აღარ გამაჯავროთ.

კიდევ მელაზე მჯდომი წადა და დაწყნარენით მოახსენა.

- ჩემო ბატონო, ჩემო ხელმწიფევ! რად სწუხართ მაგაზედ, დიახ ბევრნი გახლავან საქართველოს ხალხნი დედაკაცნი და კაცნი ჩვენი კერძნი.

- მერე აქ არიან ისინი სულ?

- დიახ, შენი ჭირიმე აქ გახლავან.

ტარტაროზმა თვალი გარდაავლო შეყრილება, ქალისას და კაცისას, რომელსაცა დიდად იამა და ღიმღიმი შექმნა მყრალის პირით. მერე ჰკითხა.

- ეს დიახ კარგი; მარამ მონატრებში და უდაბნოებში ბერები რო არიან, ისინი ვერ მოიბირე?

- ბერები და მოლოზნებიც სულ ავრიე; ჯერ ერთმანერთში, დიდი უთანხმოება და შფოთები ჩამოუგდე, ახლა იმასა ვსცდილობ რომ ჩვენი კერძნი შეიქნენ და აქ გაახლო თქვენ წინარე ყველანი საქართველოს საქმე ახლა ისეა: როგორიც ბერიო იმისთანა ერიო, ახლა ყველას შევიძლებთ საქართველოში, როგორც გვინდა ისე ტარტაროზო!

- დიდად გმადლობ ქვებუდანო მელიავ, ეცადე თუ საიქიოს შენი თავის ბედნიერება გინდა, ეცადე.

მელიამ დაბლა თაყვანისცა და თავის ამხანაგებში ჩადგა შუაში.

ამ მელიას ამხანაგბს დიდათ შეშურდათ მლიასაგან ეს ანბავი; იქვე შეითქვნენ მლიაზე: უთუოთ თავის ადგილიდგან გამოვაგდოთ და წავასდგინოთ, თორემ ყოველი ჩვენი გზა მაგან დაგვიხშა ტარტაროზთანაო.

ამის შემდეგ ყველა დალოცა ტარტაროზმა და მასუკან ნება მისცა, თავთავის სახლბში წასულ იყვნენ სულ ერთიან.

მცირე ხანს უკან აღარავინ აღარ იყო საქართველოსკუდიანები ბურთ საბძელზე. თავთავის გზაზე გაიფანტნენ ყველანი.

ამ კუდიანების წასვლასთანავე, ტარტაროზმა და სხვა ეშმაკებმა, შექმნეს უცნაური კასკასი და სიცილი და თან ანბობდნენ.

„დაგიდგათ თვალი საქართველოს კუდიანებო, ვინც თქვენგანი მოკვდება, ასეთს ჯოჯოხეთის ჯურღმულში ჩაგაგდებთ, რომ მართლა საშინელებაში! მოტყუვდით, რა გვნაღვლება, თუ საქართველოს კუდიანები არ იყვნენ, ჩვენს ჯოჯოხეთს ბევრი დააკლდება; გამრავლდით საქათველოს კუდიანებო, გამრავლდით!“

ასე ანბობდნენ და ასე იძახდნენ ბურთსაბძელზე ეშმაკები სიცილით.

ამ ანბავს თვალით სჭვრტდა დავითა და ყურით ესმოდა ყოველი, მასუკან იმ მშვენიერმა ყმაწვილმა კაცმა წაიყვანა მოშორებით და ერთს გორის ძირში დასო ამ სიტყვით.

- დავითავ, აქ ამ ადგილს მოიცადე, რას ნახავ შენის თვალით?

ამ სიტყვასთან გასწია და იმ გორს იქით გადავიდა; მცირეს ხანს უკან დავითამ შეხედა რომ ამ ორის თავზე რაღაც ნათელი აჩნდა, რომელშიაც თვით ის ყმაწვილი კაცი იდგა მრისხანედ და ცეცხლის მათრახი მარჯვნეს ხელში ეჭირა მოღერებული ეშმაკებისაგან.

ეს რომ ეშმაკებმა დაინახეს, შიშის ზარმა აიტანა ყველანი, თავის ტარტაროზი ფეხ ქვეშ გაიტანეს და საშინელის ღრიალით ჩაცვივდნენ თავის ჯურღმულში: ასე სწრაფათ, რომ რაც ამოტანილი ჰქონდათ, სულ იქ დარჩათ.

ამისი მნახველი დავითა მივიდა, დედამიწამდინ თაყვანისცა და ახლა მიხვდა ვინც ბრძანდებოდა ის ყმაწვიი კაცი.

ყმაწვილმა კაცმა ზე აწია დავითა ამ სიტყვით.

- მართალო დავითავ, წამოდი აქ, ქვემოთ დავსხდეთ და მცირედ ვისაუბროთ.

ამასობაში ზეცა ანათლდა, ქვეყანას გადმოაფინა მცირე საამო დილის სინათლე, რომელნიცა გორიდგან ძირს ჩამოდგნენ და ქვე დასხდნენ დედამიწაზე.

- დავითავ, ხომ ნახე, როგორ ყოფილხართ მოტყუებული მაგ ეშმაკებისაგან? -

– რასაკვირველია, ყველა ვნახე, მარამ ახლა ამას გევედრები, რაც გკითხოთ არ გეწყინოთ? -

- არა, არ მეწყინება, თქვი დავითავ.

- ადამიანებზე რად აძლევთ ავდენს უფლებას რომ ავდენს ცუდს გვაქნევინებენ ეშმაკები?

– ღმერთს მოუცია თქვენთვის გონბა, ვინც გონიერად მოიქცევა, იმას ეშმაკები ვერ მიუდგება და ვინც უგუნურად, იმასკი შეიპყრობს. ასეა ნათქვამი: პირველი არის გონიერებაო, მორე სვინიდისიო და მესამე ჭეშმაიტებაო. ვისაც ესენი აქვს, იმას არ მიუდგებარა ეშმაკებისა არაფერი. ესეები რომ გითხარი, ახლა თქვენი ივერიის ანბავი მიამბე რა ანბავია? რაც იმ მელაზე მჯდომმა უანბო ტარტაროზსა, მართალია თუ ტყუილი?

- ოჰ! რაღა მოგახსენო ჩვენი ივერიის ანბავი! მოკლედ ვიტყვი ივრიაში ტრიალბს შვიდი მამაკვდინებელი ცოდვა, თავის საშინელის შტოებითა! გააქვსთ და გამოაქვსთ ერთმანერთი გარყვნილებას და ქვეყანა ვეღარ იტევს იმათ დაუნდობლობას. აი ეს გახლავთ ეს ანბავი ივერიის.

- ოჰ! სოდომგომორი? მაშ წავალ, ღვთის ბძანებით ცეცხლს ვაწვიმებ და მთელს ივრიას აღვსპობ ძირიანათ.

- არა შენი ჭირიმე ნუ ინებებ თუმცა ბევრნი არ არიან როგორიცა ვსთქვი იმისთანანი, მარამ შიგა და შიგ მართალნი და კეთილნიც ურევიან.

- მადლობა შესწირეთ უფალსა. რომ იმის რისხვისაგან გამოიხსენით. მიუგო პასუხად დავითას, მაგრამ აბა ახლა წამოვდგეთ; აგრ ეშმაკების სიმდიდრესთან მივიდეთ, ვნახოთ როგორი სიმდიდრეა?

მივიდნენ, ნახეს, ასეთი სიმდიდრე იყო, რომ ანგარსა ცნობას მიუღებდა, არც გაგონილა და არც იქნება ოდესმე ქვეყანაზედ.

კარგა რომ გაჩხრიკეს, მასუკან იმ ყმაწვილმა უთხრა დავითას.

- კარგად გამცნევ, არაფრად არ მიგაჩნია ეს სიმდიდრე: ნეტავი შენ დავითავ! სასუფეველი მიგელის ცათა. აბა ახლა ნახავ რაც არის ეს სიმდიდრე. ეს რო სთქვა ერთი ღრუბელი წამოვიდა- თან წვიმა მოჰყვა და ის სიმდიდრე სრულიად დანაცრდა.

დავითამ გაიკვირვა და კითხვა დაუწყო? იმან მიუგო.

- ეს არის ჯოჯოხეთის ცეცხლის ნაცარი, იმათ კუპრის წყაროებში აზელილი; იმ შმაკების ხელით გაკეთებული სხვა და სხვა გვარათ: ზოგი ვრცხლათ, ზოგი ოქროთ და ზოგი სხვა და სხვა ძვირფას თვლებათ. ეშმაკებს შეუძლიანთ ყოველი საქმე ცხადად მოაჩვენონ, მაგრამ როდესაც დამტკიცებაზე მივარდება, ის იმათი მოჩვენებული საქმე სულ ჩაიშლება და ამაოდ გაივლის; აი ეხლა, როგორც თვით თვალითა შენითა ნახე, წეღან ეს ნაცარი რა იყო და ახლა რა არის? ყოველი ოქრო, ვერცხლი და ყოველი განძი, სულ ადამიანისათვის არის ბოძებული ღვთისაგან, იმათ სასიამოვნოთ და იმათ კმაყოფილებისათვის. მაგრამ ძნელი ეს არის, რომ ბოროტად ხმარობენ იმ ღვთის ბოძებულს ჯილდოს და არ იციან როგორ მოიხმარონ ის საუნჯე, როგორის წესით.“

- მაშ რა ეშველება ანუ როგორ უნდა მოისპოს ის ივდენი სოდომგომორის სცხოვრება საქართვლოში?

დავითამ ჰკითხა იმ საკვირველს ძალას.

- მითხარ, მოქადაგენი არიან, რომ ჭეშმარიტება უქადაგონ და კთილი ასწაონ?

- როგორ არ არიან. დიახ გახლავან, მაგრამ სასაცილოთა ჰყავთ აგდებული ისინი, რომელთაცა ეძახიან იმათ: გიჟებიო, სულელებიო, თავხედებიო - თავჩერჩეტებიო და სხვანი და სხვანი და სხვანი...

ამ სიტყვაზე მცირე დაფიქრდა ის საკვირვლი ძალი და მასუკან უთხრა.

- მე ეხლა ავალ მამისა ღვთის წინაშე, ყველას მოვახსენებ და დიდს მოწყალებას მოელოდეთ იმისაგანაო უთუოთ; ეხლაც შენის გულისათვის მოვედი ჩემო დავითავ აქა. შენ რომ აქ მეგულვებოდი, თორემ არ მოვიდოდი ამ წაწყმენდილებში, ამ სოდომგომორის ხალხში. ეს რომ სთქვა; ის თეთრ ბრწყინვალე ტანისამოსიანი მაღალი შევარდა და ტყორცილ ისარსავით ავიდა ზეცაში. მინამ თვალი სწვდებოდა, უყურა დავითამ, მასუკან თავი ჩაღუნა დაღონებულმა და თავისთვის ანბობდა. - მე ხომ იმ კვინტილიანს ცოცხზედ აღარ გადავჯდები; თუნდ საუკუნოდ ამ მთაზე დავრჩე და აქ მოვკვდებოდე.

ამ ფიქრში რომ იყო, უეცრად უხილავმა ძალამ აიტაცა დავითა და ერთს წამში თავის სოფლის გვერდით გადასო უვნებელი.

თვალებზე ხელი მოისო დავითამ, ღმერთს მადლობა შესწირა და განკვირვებული წავიდა თავის სახლისაკენ!

შინ რომ მივიდა, თავის ცოლმა ჰკითხა.

- კაცო! აქამდისინ სად იყავ?

- ჩემს ნათლი დედასთანაო.

იმის მოკლე სიტყვაზე დედაკაცმა აღარა ჰკითხარა და დავითაც გაჩუმდა. ამასთან მოარაკემაც გაათავა ეს არაკი.

კითხვა. - მერე პატიოსანო მოხუცო კაცო?

- მერე შენი ჭირიმე ეს არაკი ასე დასრულდება, რომ ჭირი იმ ეშმაკების ჯურღმულში ჩავარდეს და ლხინი აქ მოვიდეს.

თუ ეს არაკი გასაგონად კარგი იყოს, მადლობა უთხარით იმ მოხუცსა კაცსა, თუ არა ღამე მშვიდობისა, რადგან კარგა ღამეც გავიდა შეუაღამეს იქით, და ვნახოთ ახლა სიზმარი რაღა იქნება?

ელათა მელათა ჭიქა გვკიდია ყველათა მთქმელთა და გამგონებელთა ძილი გვაამოს ხელათა.

თ. ალესანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.

4 ყვავის ციხის მოთხრობა

▲back to top


ყვავის ციხის მოთხრობა

(რუსულითგან.)

ქედსა ზედა არა მოშორებით ხმოვანის არაგვისა, მახლობლად ძველის მცხეთისა მდგომარეობს ძველი შენობა, რომელსაცა უწოდებენ ამბით, ყვავის ციხედ. ყოველსა მგზავრსა, თუ გარბის საჩქაროდ ფოჩტის ტროიკით, თუ კარეტით, ანუ მოგორავს ჭრიჭინა ურმით, ცხენით მომავალს, ანუ ქვეითს, გონია, რომ აგერ დაეცემა მას გროვა ქედისა და ერთობ მოსპობს მას გზაში, -მარამ გადიან წლიწადნი, კედლებზედ უფრო და უფრო ეტყობა სარღვევებს სიგანე, კდლებს ზევით ბალახს გარდა, სჩნდებიან ვლილნი ფიჩხის ბუჩკნი; გარნა ციხე დგას ისევ, როგორათაც ყოფილა უწინ, იყურება უთვალო ყოველს მხარეს. - აბა იმ ადგილს იყოს არა თუ ციხე, არამედ კაცი - მას დაავიწყდებოდა ყოველი ზრუნვა, ისე კარგია ის ადგილი. გაბრუნდები რა ყიზილბაშის მხრისაკენ (სამხრთით) ყველაზედ უწინ დაინახავს წმინდას ეკლესიას მცხეთისას, საფუძველსა შინა რომლისაცა იცვება კვართი უფლისა, ხოლო უშორეს შინდიანს ხეობაში სჩანს ტფილისი; შეხედავ რა იმ მხარეს, სადაც არის რუსეთის სამეფო, მას ეფარება მრთელი გროვა მაღალთა მათთა თოვლიანის სათავებით და მას შორის, როგორათაც მამა პატარა შვილებთა შორის სდგას ორგვარ მოხრილი ყაზიბეგის მთა, დღისით ვერცხილისასა ჰგავს, ხოლო საღამოზედ, როდესაც მზე გაათავებს დღიურსა სამსახურსა, მიდის მოსასვნებლად და ეთხოვება მას, წითლდება და სჩანს როგორათაც მნათობარე რამ. -იმრგვლივ არიან მთანი აღმოცენებული იქ მდებარე მწვანე ტყით, ქვემომდინარეობს შუილით არაგვი და მცხეთაში ერთვის მტკვარსა, მირბის ზღვამდე, ზემოთ იმ გვარია როგორათაც ლურჯი ცაი დ მაზდსხვა და სხვა ფერნი სხივნი.-

ტყუილად იღმიჯება ციხე ასე გაჯავრებული იცქერის ყოვლის მხიდგან, ამაზედ უკეთესს ადგილს ვერა ჰპოვბ მთელს ქვეყანაზედა: გარნა გარეშე მისსა არ იპოვება არცა ერთი ყვი; მაშა რაისათვის უწოდებენ ხალხნი მას ყვავისად? აი რაისათვის:

დიდის ხნითგანვე ძველს წელიწადებში, როდესაც ჯერეთ აღამამდხანს, არა თუ ეფიქრებინა აოხრება ტფილისისა, არამედ მაშინ, როდესაც ჯერეთ იგი ქვეყანაზედ არიყო; ყვავის ციხეზედ მდგარა ყარაული დასაცველად ავაზაკთაგან მცრცვნლობისა. ხალხს, დასაცველად გზავნიდა მოხუცი და ძლიერი სვიმონ,[1] კაცი კეთილ სულიერი და უხვი, რომლისათვისაც შინა მოსამსახურენი და ყოველნი გლეხნი მისის ვრცელის სამებატონოისანი მზა იყვნენ შესვლად ცეცხლსა და წყალში. - იყო დრო, როდესაც შეჯდებოდა თავადი სვიმონ თეთრს თოვლივით ცხენზედ, შემოსვილისა ვერცხლი და ოქროთი თვით შავის ქუდით, მდიდრულის კაბით, შესახედავათ მოქუხდა პაპეულის ხლმით და ენძრეოდნენ გრძელნი ულვაშნი, გარნა თავში მას ჰქონდა სრულ კეთილი ფიქრები, მდაბლად თავს დაკვრაზედ შემომხვედრთა, ალერსიანი გაცინება და გულკეთიი მოკითხვა, ხოლო თავისი ხალხისა ყოველივე შემწეობა და ჭკუიანური რჩევა; მიახლოვდებოდა რა თავადი სვიმონ საყარაულ ციხესა, გამოსცვივდებოდნენ მცველნი მიგებებად მისსა: ამ დროს იგი ისე იყო, როგორათაც თავის სახლობაში; მსახურთ იცოდნენ ხმევა მცველთა აზარფეშებით ღვინისა. ამ დროს ეტყოდა სვიმონ მათ ეს ამისთვის რომ თქვენ თვალის გაგებით ყარაულობთ ჩვენ დაუდგრომელთა და მოუსვენებელთა მეზობელთაო. ფრიად უყვარდათ სვიმონ ყოველთა თანასწორთა გისთა და ქვეშევრდომთაც; მარამ მომეტებულად მათსა უყვარდა მოხუცი ასულსა თვისსა, მშვენიერსა მაკრინეს, ესეცა ანგელოზის სული იყო.- ჰყვანდა თავადს სვიმონს ვაჟიც მამუკა, გარნა არა აკურთხა იგი შემოქმედმან მამობრივისა ქველობითა, კეთილ სულიერებით და ალერსით; სიყრმიდგანვე ეტყობოდა რაც კაცი იქნედობა ყმაწვილი თავადი, -შეხვდებოდა მას თუ არა სუსტი უსუვარი, გამოსთხრიდა მას თვალს ასე დალურსმავდა ხეზდ, დასახრჩობად კატას, ჩააქვავებდა ლეკვს; ამაზედ ცუდი რაღა იქნება, არ გაუშვებდა შემთხვევას ექნა ყოველი ბოროტი ვინც უნდა ყოფილიყო კაცისათვის. მრავალს ითმენდა მისგან მაკრინე, უმალავდა მამას დალურჯებულს ჩმეტისა და ცემისაგან; გარნა მნათობარე მჭვრეტელი თავადი სვიმონ ხედავდა ცუდთა მიდრეკილებათა შვილისასა, სჭმუნვიდა და ვაებდა საბრალო მოხუცი, მარამ ვერა უშველარა ვაებასა, არ შეიძლებოდა მიექცია სასტიკნი ზომიერებანი.-

დიდს ხანს და მართლად სცოცხლებდა მოხუცი თავადი; მარამ სჩანს რომ ღვთისათვისაც საჭირონი არიან კარგნი ხალხნი. გამოგზავნა მან თავადის სვიმონის სულისათვის, უეჭველია უკეთესი თვისთ ანგელოსთანანი. მიიცვალა კეთილი მოხუცი, ყოველსა გარშემოსა გახდა ხმა ტირილისა და მწუხარებისა, ყველაზედ მომეტებულად იკლავდა თავს მაკრინე, გარნა მამუკას ერთი ცრემლი არ გარდმოუგდია. -შორებელთ და მახლობელთ სოფლებიდგან შეკრბენ მრავალ რიცხველნი მეგობარნი განსვენებულისა -ძველნი თავადნი ეტყოდნენ გრძელთა და ყვავილოვანთა ლექსთა, მისთა ნამსახურებთა ზედა, ჭკუასა და ღირსებათა ზედა, ყრმანი პატივისცემით ისმენდნენ პატიოსანთა გვართ მეუფროსეთაგან და ითხოვდნენ ყოვლად მოწყალისაგან, რათა მან შეამძლებინოს მათცა შემდგომ გარდაცვალებულისა დამსახურებად იგივე პატივი; დასასრულ მდიდრულად და არა პირმოთნეობისა ცრემლითა დააასაფლავეს თავადი სვიმონ პატივისცემით საგვარეულოსა ეკკლესისა შინა.-

შემდგომად სამის დღისა ასპარეზობისა, წავიდ წამოვიდნენ ყოველნი თავ თავისად და დაშთნენ შეწუხებულისა სახლში დაუმშვიდებელი მაკრინე და დაბნელებული მამუკა, ყოველივე შეიცვალა ამ საცხოვრებელში, რომელიცა გლახაკთა და სპარსთა ეგულვებოდა თავის შესაფარებლად, ხოლო მეზობელთა და მეგობართ თვით სტუმართ მისაღებელს მისამართად.-

წვალებულ იქმნა მსახური შესრულებითა სასტიკისა სურვილისათა ყმაწვილის თავადისა, დაუმძიმდა ხალხსაც, სჩაგრავს ყოველთა სამძლავრო მამუკა, მოუმატა ღალა, საბალახე; მცირედის დრტვინვისა ანუ მიუცემლობისათვის დააწესა ჯოხი და მათრახები, ჰბასრავს და ეცინის ყველას, უმეტესად უმფარველო დასა, გარნა იგი წმინდა ტრედია, ესმის რა კვნესა ქვეშევრდომთა დაუნაშავებლად, ვედრებით და ცრემლით სხოვს ძმასა დაამშვიდოს თვისი ამაყი გული; მამუკასათვის თხოვნანი დისანი, უარეს ჭრელის დანისა არიან;ცოფდება იგი რა მაკრინე დაუწყებს ვედრებას დამშვიდებისათვის, ემუქრვის მას რომელ დაამწყვდევს არაგვის ციხეში და მოჰკლავს სიმშილით. შიში გარეშეა გულისათვის ყმაწვილის კნიაჟნასი, კეთილობა და სარწმუნოება ღვთისა დამკვიდრებული მის გულში, კვალად ეხვეწება ძმას, რომელ არ აოხრებდეს გლეხთა და იყოს მოწყალე მახლობელთა და მსახურთა, - უზომოდ გაცოფდა ბოროტი კაცი და ვიზედ? ღვიძლსა უმფარველოსა დაზედა, - და დაამწყვდია იგი საყარაულო ციხეში, ხოლო მცველნი ჩამოიყვანა ქვე, უბძანა მას იყოს წვიმაში, სიცხეში და ცუდს ტაროსში, ყოვლად სასტიკად უყურონ მაკრინეს. -სცნეს რა ავაზაკთა, რომელ ციხიდგან აღარავინ უყურებს მჭვრეთტელითა თვალითა -დაიწყეს წასხმა საქონლისა, ცხვართა და ხანდისხან ხალხისაცა წაყვანა მთებში, შეიქნა არეულობა არეულობაზედ, ხოლო მამუკა ახედვინებს მცველთა და აშინებს ყარაულთ ფიცხელის გარდახდევინებით, ამ სახით გადის დრო. - მოხუცი თავადი სვიმონ დაასაფლავეს სამების დღესასწაულს; იმ დროდგან უკვე ორჯერ შეკრიბა მოსავალი პურისა, ქერისა და ღვინისა, მარამ ბოროტის კაცისათვის ყოველი მოსავალი მიდის უსარგებლოდ, ღვინო უჭანკდება ხელუხლებელი დიდრონსა ქვევრებში. - ასე გადიოდა დრო და განვლო სწორედ წელიწადმა რაც დაამწყვდია ძმამ ყმაწვილი კნიაჟნა ვიწროს ციხეში. გულ მოდგინედ ილოცვიდა ღმერთსა ტანჯული და ევედრებოდა ღვთისა დედასა და წმინდათა მისთა, რომელ მათ დაულბონ გული მამუკას, არა თუ მის განთავისუფლებაზედ, არამედ დამშვიდებისათვის მათისა, რომელნიცა იწვალებიან ტვირთობასა ქვეშე მისსა.

წმინდა ლოცვა, როგორათაც კეთილსუნნელოვანი გუნდრუკი, ადვილად და თავისუფლად შეწირულ იქმნა ტრაპეზსა ყოვლისა მპყრობელისასა, -გარნა იქნება რაიმე უწმინდეს ლოცვათა ზედა უმანკო ქალისა? ტანჯვასა შინა მაცხოვრისასა არა თავისი თვისისათვის? არამედ მახლობელთა თვისთა; ამ სახით სწამდა მაკრინეს და ასეც მოხდა სწორედ საქმე. -თავადმა მამუკამ შეჰყარა თავისი ხალხი მძიმე სამუშაოზედ, შეუბრალებელი არ აძლევდა ნებას წასვლისასა თავეთს სახლებში პურის საჭმელად, ხოლო მახლობლად ცისასა დაასდგეს ხროდ დანთებულის ცეცხლზედ ქვაბები და უხარშავდნენ მუშათა ცუდ საჭმელსა. გადმოიხედა რა ყმაწვილმა კნიაჟნამ ციხიდგან დაინახა, რომ დაღალულნი ჯგუფნი მოდიან ქვაბებთან, რომელთა ზედაც მწკრივად ეხვევიან და დასჩხავიან შავნი ყვავნი, ორ ორი და სამ სამნი ცვივიან ქვაბებში; ცუდად მოუვიდათ მშიერთა მშრომელთა, რომ მათს საჭმლში მოიხარშნენ რა წმინდა მფრინველნი და დაუწყეს მათ გადაღვრა ადგილზედ რაიცა იყო ქვაბებში. -ამისმა დამნახველმა მამუკამ დაიძახა მაღლის ხმით „რას შვრებით, მე თქვენ... გარნა ვეღარ გაათავა ლაპარაკი... ქვაბებითგან, როგორათაც მსხვილი თოკები ამოძვრენ მძაფრნი გველნი, გადიბნენ და შემოეხვივნენ ბოროტსა, აგერ უკვე ბადეში გაახვიეს მისი ბოროტი სხეული და განჰგმირეს „ღმერთო დამიხსენ მე! აღმოსთქვა მამუკამ“ ვინანი ცოდვათა ჩემთათვის, -ღმერთო დაიხსენ იგი! განიმეორა ციხიდგან მშვიდმა ხმამ მაკრინესამან, მე ვილოცავ ცოდვათაგან განთავისუფლბისთვის ჩემის ძმისა, ჩავიცვავ ძაძასა და მრთელსა ცხოვრებასა ჩემსა განვატარებ უდაბნოში. - და აღსრულდა ფრიადი საკვირველება; გველნი, როგორათაც ხმელნი ფესვნი განჰქრნენ მიწაში, ყვავნი ჩხავილით წავიდნენ მთებს იქით და ციხის თავზედ გამოსჩნდა თეთრი ტრედი: ეს არის სული თავადის სვიმონისა, ლაპარაკობდა ხალხი.-

შეინანა რა თავადმა მამუკამ, შეიქნა შესუბუქება და თავისუფლება ყოველთა მისთა ადგილებთა შინა, აძლევდა იგი ხალხს დიდსა ვადასა, დაურიგა კეთილი თვისი აოხრებულთა, და მათცა, რომელნიცა ოდესმე დაჩაგრულ იქმნენ, გარნა არ დამშვიდდა მისი სული, თუმცა პატივს-სცემდნენ მის სახელსა როგორათაც მამამისსა. კნიაჟნამ წმინდად აღასრულა აღთქმა თვისი, ჩაიცვა ნაზსა სხეულსა თვისსა ზედა მძიმე ძაძა და ჯაჭვი და განუშორებლად დაიწყო ლოცვა მცეთის მონასტერში უწინდელთა ცოდვათა თავის ძმისა და ჰმადლობდა განსაკვირვებელსა მისსა დახსნასა. - მშვიდი ნაღველი შემოერტყა სულსა და გულსა მამუკასასა, როგორათაც შემოერტყნენ მძაფრნი გველნი და შეუდგა იგი აღაშენოს ქვეყნის მოწყალებით კკლესია, სადიდებელად ღვთისა დასახსოვრად შესრულებულსა მას ზედან ყოვლის მპყრობელისა მიერ საკვირველებითა. - ფხშიშველი, გრძელის წვერი, გლახის ტანისამოსლით წავიდა იგი შორსა და უცხოსა მხარესა. განვლო სამეოც და ათმა წელმა; აღარ იყო დაშთენილი ცოცხალი არცა ერთი მაყურებელი მამუკას ქცევისა, ხოლო გადმოვიდა იგი ამბად მამათაგან შვილთა ზედა ასე, რომელ გვარიდამ გვარამდე იყო გარდასული.

სამეოც და ათის წლის შესრულების შემდგომ, მცხეთის ეკკლესიასა შინა შეუსრულეს წესი მაკრინეს, ხან გრძლისა და წმინდა ცხოვრებით სიცოცხლით დამარხულებულის უკვდავის გვირგვინისა, - ყველა, რასაც კი შეეძლო მოძრაობა მახლობლად შეკრბა, რათა თაყვანისცენ გვამს მართალ მორწმუნისასა; მოვიდა შორითგან უცნობელი ღვთის მლოცავი ძველი მოხუცი ჭაღარა, როგორათაც თეთრი თოვლი, ღონე მოკებული, გარნა ჭარმაკი - არა წლოვანებით. - დამშვიდებულად და მძიმედ მივიდა იგი განსვენებულთან, მოწიწებით დაიდგინა მუხლნი, უამბორა თვალთა ზედა ამისთა, წარმოსთქვა „ტურფაო დაო! ჩვენ შევასრულეთ ჩვენნი აღთქმანი“, ხოლო გამოსთქვა რა მან ესე სიტყვანი -სული მისი მშვიდობით შეერთდა სულსა თანა დისასა. - გაიგეს ყოველთა, რომ ეს არის თავადი მამუკა, დამდებელი თავსა თვისსა ზედან მძიმე ღვაწლისა აღსაშენებელად ქვეყნის მოწყალებით ღვთის ეკკლესიისა. -კრძალულად შეასრულეს რა ნება განვენებულისა და დაასაფლავეს მაკრინე მახლობდლად თავადის სვიმონისა. -და იქვე მიიღეს მამუკაც.-

კეთილნი ხალხნი ანბობდნენ, რომელ იმ ღამეს ტკბილად და სიამოვნად ისმოდა ჩურჩული გარეშემო საგვარეულოს ეკკლესიისა მწვანის ბალახისა და ხშირთა ფურცელთა ხეთასა და დილისათვის გაიფურჩქნენ მნათობნი ყვავილნი, რომელნიცა არც უწინარეს და არც მის შემდგომ არავის უნახავს მათს ქვეყანაში.

გ. ჯაფარიძე.

ს. ხელთუბანს.

_________________

1 გვარი ამ სვიმონისა არა სწერია, მე დამავიწყდა, და როგორათაც მახსოვს იპოვება ქართლის ცხოვრებაში.)

5 თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებიგან

▲back to top


თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებიგან

სატრფოვ! მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით ჰკრთოდნენ,
და ბაგენი მშვენიერნი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ!
მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგვანდა ხორციელსა?
აწ მივხვდი მე უბედური
თვალთა შენთა მეტყველებას;
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას.
ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულ-ამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა.

1840 წ.

6 პუშკინიდამ

▲back to top


პუშკინიდამ

მე იგი მიყვარს ლხინი, სად თავისუფლბა სუფევდეს,
სადაცა გული წრფელობითა ყოველი მხიარულებდეს;
სადაც საღამოთ ცისკრამდეს მხოლოდ „დალიე“ ისმოდეს;
მეც ვსჭვრეტდე ჩემსა სატრფოსა, ან მას ჩემი ხმა ესმოდეს,
და ცისკარს სატრფო ხვევნითა წარსულსა ლხინსა მყვედრიდეს.

თ. გრ. ორბელიანი.

7 კ... დარია ე.. გარდაცვალებაზედ. (მისის დობილისაგან).

▲back to top


კ... დარია ე.. გარდაცვალებაზედ. (მისის დობილისაგან).

ქართლსა ვიხილე ქალთა მეფაი: ტურფა, დიანა,
კეკლუცი, ნაზი, ბადრი და ნორჩი, კეთილხმიანა,
მას ვედობილე, თაყვანსა-ვსცემდი ძმიან, დიანა,
მარამ შავ-ბედმა; მრისხანე ხვედრმა დამაზიანა:
მომტაცა დაი, ვისთვის აქ ცხარე ცრემლი მადინა!
რომელსა ცასა, რა ვარსკვლავთ გზასა, შეუდგა ჩემი ნაზი დარია!
სადღა ხასი, ტურფა, ძვირფასი, ჩემს გულს ისარი რაზედ დარია?
ჩვენთან ვერ გასძლო, იყო ღმერთის სასძლო, მისთვის ირჩევა ზეცათ მხარეა...
- სადა ხარ ქალო, ეჰა უწყალო, მე დღენი რაზედ გამიმწარეა!

ანგელოზთ დასში, ასიათასში, რომ გარეულხარ, აღარ მცემ ხმასა,
ნუმუმხთლობ ქალო, ზეცისა სძალო, რად არ მიბრალებ შენს ერთგულს დასა??
მოვა დრო, მეცა ვიხილო ზეცა, მომეგებები სამოთხის კარსა,

ოდეს თქვენ ზეცით, აღმდგარნიც მკვდრეთით წარვდგებით ერთათ მას სამსჯავროსა,
მაშინ, დობილო, სულის მტკბობელო, როს სერუვიმნი ჰკვრენ ნაღარასა!...

თ. რაფაელ ერისთავი

8 ამაოება

▲back to top


ამაოება

სიცოცხლე ჩვენი ვით მზისა სხივი
ამოვა დილას და განანათლებს;
ღრუბელი მსწრაფლად დაჰფარავს შავი,
მით წყუდიადი მალ შეაღამებს.
ვითა ველზედა ფრიადს მშვენიერს
იყვნენ ყვავილნი აჰყვავებულნი,
მისი ჭვრეტაი სურდეს ყოველ ერს
მალიად სუნი ჰქრების სუნნელი;
მათებრივ ჩვენცა დაბადებულნი
რა ვართ? ოცნება, ამო ჩვენებით,
ანუ გულიცა გვიმის სადგური,
რად არ მოგვაკლებს ქეჯნას ჩვენებით.
რა არს ცხოვრება ესე ყოველი?
სიკვდილს ვნატრულობ წამს და მინუტსა,
თუნდა არ მსურდეს მასვე მოველი,
სიმწარეს ვჰპოვებ ასს წილზედ მეტსა!

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.

9 სიზმარი

▲back to top


სიზმარი

ზღვა მღელვარებდა, დაჰქროდა ქარი,
დიდის გვრგვინვის ხმა ჰაერს მოჰქონდა,
ღრუბლით ხანდისხან მთვარე მღიმარი,
ჭმუნვარ ბუნებას ზედ დაჰსცქეროდა.-
ამ სასტიკ ღელვის საშუალ ნავი
ღვთის ბედობაზედ მიმავალობდა,
სად იყო მისთვის მყუდრო ნიავი,
ზღვისა უფსკრულში დანთქმას ლამობდა.
თვის სასტიკ ბრწყალ ქვეშ მსხვერპლი დაჰქონდა,
ხან მაღლა უცებ შეაქანებდა,
შფოთავდა, ძრწოდა, ფრთონი გაჰქნდა,
ვითა თევზს გველი ათამაშებდა.-
ვჯექ ამ ნავშია, გულხელ დაკრეფით,
ნამტვრევ-ნამსხვრევი გვერდს მედვა ქნარი,
დანთქმას ველოდი ქნარით ნამსხვრევით,
თვალთგან მდიოდა მე ცრემლი მწარი.-
ეს ქნარი იყო თვით ისი ქნარი,
რომელმან ბევრჯელ ქართველთ ბედს მღერა,
რომელმან მითხრა მგოსანს უარი,
მომიუძლურდა რა გულის ძგერა.
სასო წარკვეთილს ამ დროს ზენითა,
მომესმა ღრუბლით გალობა, მღერა,
შევხედე, ვნახე მუზთა კრებითა,
გამოხდა მუნით ჩანგით ვენერა.-
დაეშო და მსწრაფლ მომკიდა ხელი,
თვისსა საფარველ ქვეშე მიმიკრა,
გამომიტაცა მიჩვენა ხმელი,
საწყალს გმოხსნილს ბედი მომითხრა.
ტრფობისა ღმერთავ! სით მომიხვედი?
ახლოს მიველ რა კრძალვით უთხარი,-
გამომეღვიძა, -რა გონს მოვედი,
თურმე ნუ იტყვით იყო სიზმარი!...

ივ. კერესელიძე.

10 წიგნი მიწერილი ტფილისით კახეთს, ივ. კერესელიძესთან

▲back to top


წიგნი მიწერილი ტფილისით კახეთს, ივ. კერესელიძესთან

ოჰ! რა უეცრად შემომეპარე
და სევდიანი მე გამახარე!
შენა ხარ ძმაო? შენახარ განა?
თუ ოცნებაა და მომეზმანა?
ჰოო! შენახარ უცებ მღიმარი. -
და მშვენიერად ტკბილ მოუბარი.
აბა მომითხარ მოგზაურობა,
ვის დაუმტკიცე მუნ მეგობრობა.-
როს ნახე მხარე, ჩემი ქვეყანა,
ვის ჰქონდა ტრფობა გულით შენთანა?
მშობელმა მიწამ, არ მამიგონა?
და ჩემ მაგიერ არ ჩაგიკონა?
თუ ისე მწყევდა ვით ურჩსა შვილსა -
თვისის ხსოვიდგან შორს განაკიდს...
არ გადაჰხედე დიდსა მინდორსა?
ხომ არ გეჩვენა სიღნაღით შორსა. -
კავკაზის მთანი, დიდრონნი კლდენი
სად დაიხოცნენ ჩვენი მოძმენი...
ჰნახე მდინარე ის ალაზანი?
ვხომ არ მიჰხდია ღონე და ძალი?...
მითხარ ჩვეულებრ გრეხით მავალობს
და აწ კვალადცა იმ ხმითვე გალობს?
ჰნახე ქართველთა მანათობელი,
რომლის ტაძარში იყო ბოდბელი?
დაემხე მის წინ მუხლ მოდრეკილი -
ისე, ვითარცა მამულის შვილი?
როს გალავანში მიმოივლიდი
საფლავის ქვბსა ნეტა არ სთვლიდი?
იქა მარხიან შემამკობელნი:
მონაზონ, მღვდელნი და მგალობელნი.
მომითხარ ძმაო გესაუბრები,
კარგათ გაშინჯე მუნ სენაკები?
ოჰ! ის დიდება და დიდი კრება -
რა არის ღმერთო მალიად ქრება!
იმა ადგილსა, იმ მშვენიერსა,
მე აღუზრდივარ საწყალსა ბერსა,
როს დავფიქრდები და მაგონდება -
ქვითქვითებს გული და მაქვს გოდება;
ნეტამც მეც მათში მათსა წიაღში
მექმნეს ის ბედი რომ შემაფარონ!
საფლავი ჩემი იმათ ფეხთითა,
როდესაც მოვკვდე - იქ გამითხარონ. -

დიმ. ბერიევი.
27 ოკტომბერს. 1860 წელსა.

11 ალქსანდარა

▲back to top


ალქსანდარა

მშვენიერო ალექსანდრა,
ვინ ბუნებამ მთვარედ გბადრა!
ქვეყნიერმა სიტურფითა
შედარება ვით შეგჰკადრა!
ოდეს გიჭვრეტ მომცინარეს;
მსწრაფლ უკუვყრი სევდას მწარეს,
მსურს ორნივე გარდავფრინდეთ
უდაბურსა უცხოს მხარეს.
მუნ შევეტკბოთ ორთავ მყუდროთ,
ვითა მტრედა დავიბუდოთ
და ეშხით დაბრუებულნი
ნეტარებით გავლიდეთ დროთ.
მაშინ ჩემო ნეტარება
მითხარ შენი აღსარება,
ნახე ჩემი გულის სიღრმეც,
ზომე, ნუ დაგეზარება!...
შემდეგ ერთის გულის თქმითა,
შეერთებულის ლოცვითა
ღმერთს შევედროთ საქართველო,
იცვას ისევ ვით კვლავ ჰსცვიდა!...
და შეწირვა ლოცვის თუ სურს,
ჩვენ მწირთა, მყოფთა უდაბურს
ყვავს ან ყორანს შემოგვიფრენს
დაგვძახებს ანბავს მშობლიურს.
მაშინ უცხოს მახარობელს
სანუგეშო ანბის მთხრობელს
მადლს შევსძღვნით რა ჩვენს სამშობლოს
კვალად ვავედრებთ ღვთის-მშობელს!!
მაგრამ ჩემო ლაექსანდრა
ამაოა ჩვენი ნატვრა:
ცხადად ვერ ვჰფრენთ და ოცნება
წამს იშვა და წამსვე განქრა!...

თ. აკ. წერეთელი

12 ლოთის ანდერძი

▲back to top


ლოთის ანდერძი

გთხოვ თქვენ მოძმენო, ჩემსა საფლავზედ
შენდობის თხოვნა არ დამიწეროთ,
მას გევედრებით: ნათალსა ლოდზედ,
ხელადა, ჯამი, ჯიხვი, დახატოთ!
მე სამრვდელონი დასამარხავათ,
არ გამიმძღვაროთ წყობით ჯერ წინა,
გთხოვთ, რომ სირაჯნი ჯერ წინ გაგზავნოთ,
იმათ იციან საფლავის ბინა.
რუბისა გვერდით ჩემი საფლავი,
იმათ გათხარეს დიდი ხანია,
მომზადებულ აქვსთ წასახურავი,
სუფრა ნიშნითა, ღვინიანია.
კარგი იქნება კუბოს მაგივრათ,
ღვინიან ნავში რომ ჩამაწვინონ,
და ვარდის ნაცვლად როდესაც დამძრათ,
კიტრისა მწნილი ზედ დამაყაროთ.
გვერდითა ჯამი და მასთან ქაცო
ღვინითა, ლამპრათ მე დამისვენეთ,
აღდგომის ჟამსა რომე ვილოცო,
ნოე, ბახუსი ზდ დამიხატეთ?...

თ. გიორგი ორბელიანი.

13 სამშობლო ენისათვის

▲back to top


სამშობლო ენისათვის

მე დიდის ხნიდამ მსურდა დაწერა ამ ანბავისა, რომელსაც ვსწერ ეხლა, მაგრამ ვერა ვბედავდი. არა თქონ მკითხველთა, დამწერი ამა ამბავისა ცრუობსო; ეხლა რადგანაც ყველას ნანახი აქვსთ ანბავი ესე, რომელიც იწერება აქა, ვბედავ დაწერასა აზრისასა ჩემისაცა და მაქ იმედი არ იტყვიან მკითხველნი არა სიმართლესა დამწერისასა.

საყვარელნო ძმანო ქართველნო! გთხოვ მომცეთ ნება, რამოტენიმე სიტყვის თქმისა სამშობლო ენისათვის და მამულისათვის, მოგახსენოთ რომა არიან კაცნი, რომელნიც ივიწყებენ ენასა თვისსა და იძულებენ მამულსა თვისსა, უდგებიან სხვათა ენათ და მიენდობიან სხვათა მამულთა; ხოლო კაცი ამისთანა არა არს კეთილი, არამედ იგი არს... ჩვენ ვხედავთ ეხლა მაგალითებს, რომელნიც სჩადიან ასე, არ იციან ღირსად ენა თვისი ქართული და იციან ფრანგული, როგორ უნდავსთქვათ კაცობა ამისთანა კაცისა ჩვენა?

არ იცის ენა თვისი თქო? ეს დიდათ ჩვენ თვითნაც სირცხვილი იქნება, რადგანაც ძველთა დროთა უძახოდნენ ენასა ქართულსა განათლებულს; და ეხლა სიტყვითა ჩვენითა დავამციროთ ენა ჩვენი და ვათქმევინოთ სხვას მართალიაო! სჯობს არა ვსთქვათ სიტყვა გასამართლებელი მისი, და ვსთქვათ იგი არს სამშობლოის საზოგადოებიდან გამორიცხული და ამისთვის ივიწყებს ენასა თვისსა და იძულებს მამულსა თვისსა.

იყვნენ ძველთა დროთა ფილოსოფოსნი ქართულსა ენასა ზედა, რომელთაც ეკავათ ენა ჩვენი განსაკუთრებით გამორჩეული სხვათა ენებთაგან, ხოლო რა ფილოსოფოსნი იგინი მიიცვალნენ ენა ქართველთაც დაეცა და უნდა აღდგენა მას ვითარცა წაქცეულსა რასმე.

თუმცაღა სურთ მცირეთა ქართველთა აღდგინება ამისა სამშობლოისა, მაგრამ რითი? ერთი ანბობს მე ფრანგულს ვისწავლი ის მირჩევნიაო, მეორეც ემოწმება მეც აგრეო, მესამე ანბობს მე რუსულს ენაზე პოეტი უნდა ვიქნეო; ხოლო მეოთხე ანბობს რათა, მე ჩემი ენა მაქვს და სჯობს დავისწავლო ენა ჩემი კარგათ და ნათხოვარ ენას მაინც ემჯობინებაო. მაგრამ ამ ერთმა რა ქნას,როგორც ერთს ზარას არ ძალუძს მიწოდება ქვეყნისა, ეგრეთვე არც ერთს კაცს ძალუძს აღდგინება დაცემულის ენისა; ეხლა რა ყველანი ვგრძნობთ არა არს კარგი დავიწყება სამშობლო ენისა, შეუდგეთ სუყველანი ქართველნი მის გამართვას, და დავიკავოთ ენა ჩვენი, როგორც ეკავათ წარსულთა საუკუნეთა მამპაპებთა ჩვენთა; თუმცა იფიქრებენ მრავალნი ჩვენნი ძმანნი; რა იქნების მითი რომ ვისწავლოთ ქართული, ანუ რათ გამოგვადგება, რადგანც ვართ ჩვენ რუსეთის მფლობელობისა შინა; მაგრამ ეს არ უნდა იფიქროს ქართველთაგანმა, თუმცა უყვარს სამშბლო ენა თვისი, ამისათვის რომა ყოველთვის სჯობს საკუთარი ენის ცოდნა, ვიდრე ნათხოვარისა.

ჩვენ მხოლოდ დავიკავოთ ენა ჩვენი ეგრე, როგორც ეკავათ წარსულთა საუკუნეთა მამაპაპებთა ჩვენთა, მაშინა ჩვენ ვიქნებით: პირველ მოყვარული მამულისა და სამშობლოისა, ხოლო კაცს, რომელსაც უყვარს მამული თვისი და სამშობლო თვისი, იგი არს საყვარელი ღვთისა, მეორედ სახელი ჩვენი იქნება გასული მრავალს ქვეყანაში. ქართველებმან აღადგინეს დაცემული ენა თვისიო და იქნება უეჭველად სასიხარულო ყოველთა ქართველთათვის.

თუმცაღა მსურდა მომატება ამა ანბავებისა რამოდენიმე აზრის ჩემისა, მაგრამ ვერ დავარწმუნე თავი ჩემი, რომ ჩაათაონ მისთანა მკითხველმა, რომელსაც არ სურს გამართვა ენისა სამშბლოისა და ამისთვის ვსწერ ცოტასა და მაქ იმედი რო ყველანი წაიკითხავენ, რისთვისაც ვიქნები მადლობელი მათი.

თ. მაჭავარიანი.

ჩყი-სა წელსა.

ოკტომბრის ვ-სა დღესა.

14 იშვიათი ანბავი

▲back to top


იშვიათი ანბავი

ერთს ღერმანიის ქალაქში ჰსცხოვრობდა ახალგაზდა კაცი სახელად ვილღელმ. ეს ყმაწვილი კაცი მშვენიერი სანახაობისა იყო და ამასთანავე ასეთი ზრდილობიანი ყოფაქცევა ჰქონდა, რომ ძნელად გამოვიდოდა ისეთი ქალი, რომელსაც უარი ეთქვა იმის შერთვაზედ. მარამ ამ ყოველ სიკეთესთან, ჩვენი ყმაწვილკაცი ძალიან უკაცროოთ გახლდათ ჯიბესთან... ეძებდა მზითვიანს საცოლოს და ბედისა ვარსკვლავმაც მიიყვანა ის, მდიდარ კაცის სახლში, რომლის ქალმა დაამტკიცა საზოგადო აზრი, რომ ვილგელმი არის ფრიად საამო და საყვარელი ყმაწვილი კაცი. - გამოცხადებით დანიშვნა ჯერეთ არ მომხდარიყო, მარამ ყოველმა იცოდა მომავალი ქორწილი, ამისთვის რომ ვილგელმი ხშირად დადიოდა საცოლოსთან, რომელსაც ერქვა კლარა. - ამასთანავე განუშირებელად იმყოფებოდა კლარას ტოლი და მეგობარი ქალი და ავგუსტა. უნდა ვსთქვთ, რომ ავგუსტა ბევრით ლამაზი იყო კლარაზე, რაშიაც დარწმუნდა ვილგელმიცა. ის ჰსწუხდა ამაზედ, რომ ავგუსტას სილამაზესთან კლარას ფულები არ იყო, ბევრსა ფიქრობდა ამ გვარ უთანასწორობაზე, და მიაღწია ბოლოს იქამდინ, რომ საკმაოდ ცხადათ გაუტარა ავგუსტას თავისი განძრახვა და სურვილი. მას მიუგეს ჯეროვან, მარამ ნარნართა გულთა პირობა დაზდეს ერთმანერთის სიყვარულსა დაფარულად, ამიტომ რომ ვილგელმს არ შეეძლო ხელის აღება მზითვიანის საცოლოზე. კლარა დიდხანს ვერ შენიშნავდა რა მოხდებოდა მის თვალ წინ, მხიარულად და უზრუნველად ამზადებდა საქორწილო საჩუქრებსა თვისის დანიშნულისათის. ერთს კვირას უკან დანიშვნის შემდეგ დარბაისლის მდიდრის სახლში მოხდა საშინელი შფოთი: პირველად ჩამოვიდა კიბიდგან მშვენიერი ყმაწვილკაცი, შემდეგ ყმაწვილი სტუმარი ქალი, მასზედ დაეცა შავი აბრეშუმის წამოსასხამი, შლიაპა ყვავილებიანი და დასასრულ გამოხდა ხმა გამოსალმებისა: „აი ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავი და ტანი გამოუსადეგნოვო:„ საჭირო არ იქნება გამოვაცხადოთ, ვინ იყვნენ ის საცოდავნი, რომელნიც თავპირის მტვრევით ჩაცვივდნენ კიბიდგან?...

კლარას მალე გამოუჩნდა მეორე საქრმო და ამასთანავე ისეთი კაცი, რომელმაცა უმზითვოთ დაიწერა ჯვარი-

მათ შორის ვილგელმ და ავგუსტა განაგრძელებდენ ერთმანერთის სიყვარულსა, მარამ მაზედ დადგა იმათი საქმე: ვილგელმს არა ებადარა და ამის მზგავსად არა ჰქონდარა ქალსა, აბა ამ გვარ მდგომარეობაში, როგორ გადაეხადნათ ქორწილი? მარამ სხივმა იმედისამა გაუნათა გული მიჯნურთა: ავგუსტასა ჰყვანდა ბებიდა, რომელსაც ხან და ხან ნახავდა ხოლმე. ბებერს ფულები ჰქონდა, ჰსცხოვრებდა ხელმოჭირვებით და თუმცა უშვილო იყო მარა მემკვიდრეები საკმარისად ჰყვანდნენ: ყოველი ნათესავნი ეფერებოდა ბებერს იმ საამო იმედს, რომ მოჰყოლიყვნენ ანდერძის წერილში. ავგუსტამ იცოდა სუსტი მხარე ბებიდისა - პატივის მოყვარება, - და იმედეულობდა ამ გზით თავი შეეყვარებინა, ამიტომაც გაბედა წარდგენა მასთან ვილგელმისა, როგორათაც თავის საქრმოსი. ბებიდა დარჩა კმაყოფილი ნათესავის აღმორჩევაზე. ავგუსტამ ხშირად დაიწყო სიარული ბებერთან, გაართობდა მას სხვა და სხვა ამბებით, ყოველთვინ ვილგელმის თანა დასწრობით და მით უმეტესად და უმეტესად შეიძინებდა ბებრის გულსა. - აგრე გატარა რამდენიმე დროებამა. ბებიდა გახდა ავათ: ავგუსტა და ვილგელმი არ მოშრდებიან ავათმყოფსა, უვლიდნენ ერთგულათ და მოუთმენლივ ელოდნენ მის ბოლოს მოღებასა. „შვილებო, თქვა ერთხელ ბებერმა სუსტის ხმით: ძალიან მოუძლურდი და არც დიდიხნის სიცოცხლე მაქვს მსურს თქვენი პატივისცემის გარდახდა. დიდიხანი გავბედე ანდერძი თქვენ სასარგებლოდ ჩემის მცირე ქონებისა, როდესაც ღმერთი ინებებს ჩემს ამ ქვეყნით განშორებას.„ავგუსტას ამოუჯდა გული; ვილგელმა როგორც იყო და არ იყო ჩამოყარა ცრემლი მშრალის თვალებიდგან და ისეთ ნაირათ მომართა სახე, თითქოს თვითონა კვდებოდა. „ნუ სტირით, შვილებო, განაგრძობდა ბებიდა; ნება მღვთისაა!... აგრე, თუმცა მე მსურდა დანიშვნა მხოლოდ თქვენი ჩემს მემკვიდრებად; მარამ რადგანაც მე ბევრი ნათესავები მყავს, და რომ გამოვიყვანოთ თქვენ დიდის დავებისაგან, რჩევა მქონდდა ერთს გამოცდილ კაცთან, და იმან მირჩია ერთი ღონის ძიება, რომელიცა პირველათ, რასაკვირველია, შესაძლოა გეჩვენოთ საოცრად, და მეც ვყოყმანობ წინ და წინ მაზედ გაბედვას, მაგრამ მოიფიქრეთ... ავათმყოფი დაჩუმდა, ყმაწვილნი ხალხნი უყურებდნენ ავათმყოფს მწუხარის მოლოდინში...“

„ღონისძიება, მართლაც არ არის ჩვეულებრივი, განაგრძელებდა ბებიდა, მარამ ვხედავ რომ არის ჭეშმარიტი, გამოცდილმა კაცმა მირჩივა მე... ჯვარი დავიწერო ვილგელმზე ქვეშაგებად მწოლიარემა...“

ვილგელმი გაშრა; ავგუსტამაც პირი დააღო და განკვირვებით თვალები დაჭყიტა. - „განა, გასაოცარი რჩევაა! ჰკითხა ავათმყოფმა; მარამ, უნდა დავთანხმდეთ, რომ გონიერულია, ძალიან გონიერული: ჩემს ქმარს ვეღარავინ შეეცილება მემკვიდრეობაში; ორ დღეს უკან დავიძინებ განუღვიძებელის ძილით და მაშინ თქვენ გააჩაღეთ ქორწილი... მე დავსუსტდი... მეტი ლაპარაკის თავი აღარ მაქვს.„ და მიხრწნილი ბებერი მიესვენა ბალიშზედ. ავგუსტამ და ვილგელმა განცვიფრებით შეხედეს ერთმანერთსა, და როდესაც ავათმყოფმა დაიძინა დაღალულობისაგამო, დიდხანს ჩურჩულებდნენ. ორ დღეს შემდეგ სახლი ბებრის ბებიდისა იყო სალხინოდ გაჩაღებული: სტოლზედ ენთო ორი წმინდა სანთელი: შეიკრიბნენ რამდენიმე მოწმები; ავანთმყოფი ჩეფჩიკ გადახურული, რომელიც შეადგენდა მრთელს მის საგვირგვინო მორთულობასა, იჯდა ქვესშაგებში მისვენებული ავგუსტას გულზე: ვილგელმ შავ ფრაკ ჩაცმული, თეთრის ფერჩატკებით ედგა ახლოს. პასტორმა (მღვდელმა) უთხრა მეფე დედოფალს მოკლე შესხმა და შეაერთა ყმაწვილი კაცის ხელი ბებრის ხელთან. ორ დღს შემდეგ, აბა საკვირველება! ვილგელმა დაინახა რა ავანთმყოფი წამომდგარი ქვეშაგებიდგან და ამნაირი საკვირველება!- გაიგონა რა ბებრისაგან გამოცხადება მტკიცეს ხმით,რომ ის გრძნობს ძალიან უკეთობასა. დიდათ გაიმაგრა ვილგელმა გული რომ არა დაემართა რა შიშით. ამ დროს ბებერი მოუჯდა გვერდით, მოხვია ხელი და ნაზათ შეჰყურებდა შეშინებულს თვალებში. მარამ ვინ აღწერს ყმაწვილი კაცისას, საშინელს მდგომარეობასა, როდესაც ცოლმა აკოცა ტუჩებში!...

ამ დროს შემოასწრო ავგუსტამ და კინაღამ გულს არ შემოეყარა, იხილა რა თვალით მოულოდნელი საკვირველება. ყმაწვილმა ქალმა დაიწყო ტირილი. მას აქეთ განვიდა ხუთი წელი და ბებერმა არ არის საკვირველი ათი წელიწადი კიდევ იცოცხლოს, ამისთვის, რომ შემდეგ ქორწილისა სრულებით მორჩა და მოყუათიანდა. ავგუსტას მოსწყინდა ლოდნა ბებიდას სიკვდილისა და შეირთო ქმარი. - კლარა! საკმაოდ დაისაჯა შენი მოღალატე!

თ. გ. ბარათაშვილი.

ს. ტბისი

15 მწერალს რა ეჭირება?

▲back to top


მწერალს რა ეჭირება?

(თხ. კარამზინისა)

ანბობენ, მწერლისათვის საჭიროაო: ნიჭი, ჰსწავლა და ცოდნა, მახვილი და გამომხატველი გონება, ცხადი გამოხატვა საქმისა და სხვა და სხვა... ჭეშმარიტია: მაგრამ ეს არა კმარა; თუ უნდა მწერალს, რომ ჩვენის სულის საყვარელი და მეგობარი იყოს; თუ უნდა, იმის ნიჭიერება დაუბნელებლად ბრწყინვალებდეს; თუ უნდა, რომ იმისი ნაწერი სამუდამოდ დარჩეს და ხალხის კურთხევა მიიღოს: უნდა ჰქონდეს კეთილი და ჩვილი გული. ხელოსანი ყოველთვის ხელოსნობაში იცნობება, თვითონაც რო არა სურდეს. პირფერი მწერალი ტყვილათა ცდილობს მკითხველის მოტყუვებასა; ტყვილათა ცდილობს, რომ მარგარიტის სიტყვებით დამალოს თავისი ქვა -გული; ტყვილად გვიქადაგებს ჩვენ მოწყალებასა, შებრალებასა და სათნოებასა! ყველა იმისი ღაღადება გრილი და უგულოა; არას დროს იმისი თხზულება მკითხველის ჩვილ გულში არ ჩაღვრის სულის გამღვიძებელს ზეციურ ცეცხლსა.

ღმერთს რომ გარეგანი ადამიანისათვის დიდი ნიჭიერება ებოძებინა, შმვენიერებას მშვენიერებად კი არ გამოხატავდა; მშვენიერებას -გამოსჯღაბნიდა. ესეა გაჩირქიანებულ ჭურჭელში წმინდა საკურნებელი სასმელი საზიზღარ, მოსაწამლავ სასმელად გადაიქცევა.

თუ შენი სახის გამოხატვა გსურს, ჯერ პირველად კარგს სარკეში ჩაიხედე: იმ გვარ ხელოვნებაში, რომელშიაც საქმე ის არის, რომ ჩინებულება, უაღრესობა, მშვენიერების წესიერების (გარმონიის) გამოხატვა იყოს, რომ გრძნობელობის საზღვარში სიამოვნება მოჰფინოს: ამ გვარ ხელოვნებაში შეიძლება, რომ შენი სახე გამოდგეს თუ არა? თუ შემოქმედ ბუნებას დაბადებიხარ ქარაფშუტობაში ან მშვენიერებასთან ბრძოლის დროსა, საჭიროა რომ გონიერად მოიქცე, ნუ გაამახინჯებ დახელოვნებულს ოსტატობის კალამსა. შენ განძრახვას თავი დაანებე. კალამს რო ხელსა ჰკიდებდე და გინდოდეს რო შეიქმნა მწერალი: მარტო, უმოწმოდ, გულ-წრფელობით შენ თავსა ჰკითხე სულისა და გულის სახე უნდა გამოხატო, შენი სული და გული უნდა გამოსთქვა. იქნება ჰგონებდეთ, რომ ისე ტურფად გამოთქმა მწყემსებისა და იმათ ქალების უბიწოებისა და სულის სიკეთის შეეძლო ჰენსერს[1], თუ ეს სასურველი ხასიათი იმის გულისაგან შორსა ყოფილიყო?

გსურს მწერლობა: ქვეყნიერობის უბედურების მოთხრობა, - გადიკთხე და თუ საცოდაობით გული არ აგევსოს, კალამი ხელითგან გააგდე, თუ არა და, ეგ კალამი გამოხატავს შენ გამოფიტებულს სულსა.

მაგრამ, თუკი ყველას შეწუხებულს, ყველას დაჩაგრულს და ცრემლიან რამეს, შენ მგრძნობელს გული გზა და ადგილი აქვს; თუ შენი სული მიახწევს იმ მდგომარეობას, „რომ სიკეთისათვის ჟინად გადაიქცესთ და იქონიებს სამღთოსა, ვერას გზით დაუბრკოლებელსა „ყოველთათვის სიკეთის სურვილისა“ მაშინ გაბედვით კალამს ხელი მოჰკიდე; უვარგისი მწერალი არ იქნები შენ, - და კეთილი კაცი მშრალის თვალებით ვერ შემოხედავს შენს საფლავსა.

სიტყვა, სიტყვის დამშვენება და გამოხატვა, ყველას ეს გულს მარტო მაშინ აუტკივებს და ასიამოვნებს კაცსა, როდესაც თვითონ მწერალი შეგულიანებულია გრძნობელობით; თუ ეს არ გაახურებს მწერლის გამოხატველობას, არას დროს ჩემი ცრემლი, არას დროს ჩემი ღიმილი ამისთვის საჩუქარი არ იქნება.

რისგან არის, რომ ჟან-ჟაკ რუსსო[2] თავისის სიმხდალით და შეცთომით მოგვწონს? რისგან არის, რომ იმის თხზულებაების კითხვა მაშინაცკი გვიაყვარს, როდესაც ოცნებობს, ან ირევა უთანხმოებაში და შეცილებაში? იმისგან არის, რომ იმის შეცთომაშიაცკი დაჟინებულის კაცთ-მოყვარეობის ნაპერწკალი ლაპარაკობს; იმისაგან არის, რომ იმის სიმხდალესაც სასურველთ კეთილსულობა მაინც ეტყობა.

მაგრამ ბევრნი სხვა მწერალნი, თუმცა სწავლულნიცა და მცოდნენიც არიან, პირს იქით სულს მიშფოთებენ მაშინაცკი, როდესაც ჭეშმარიტებაზე რამესა სწერენ: ამიტომ, რომ ეს ჭეშმარიტება იმათ პირში მკვდარია; ამისთვის რომ ის ჭეშმარიტება კეთილ მოქმედის გულითგან არ ამოღვრიილა; იმისთვის რომ სიყვარულის სუნთქვა იმას არ აღვიძებს.

ერთის სიტყვით, მე დარწმუნებულივარ, რომ თუ არ კეთილი კაცი, სხვა ვერავინ შეიქნება კარგი მწერალი.

პ.უ.

_____________________

1ჰენსერი, გამოჩენილი მოშაირე ყოფილა ნემენცებში.)

2ჟან-ჟაკ რუსო სცხოვრებდა გავლილ საუკუნებში. ფრანცუზებში და მთელ ქვეყანაზედ განთქმული მწერალი და ფილოსოფოსი. ორმოც და ათის წლისა რო ყოფილა, თავისი აღსარება დაუწერია, რომ თავისი მოქმედება და სიცოცხლე გაუმხილებია, ამას გარდა სხვაც ბევრი რამ უწერია და ისეთი კეთილის გულის პარტონი ყოფილა, რომ ახლაც შამბრალებელთ და მოწყალე და ყველა მშვენიერების მოყვარე კაცი ნახონ, ასე იტყვიან: ჟანჟაკიაო. - ჩვენებში ხომ ფრაციზული იციან, მადლობა ღმერთსა, გვითარგმნონ რა იქნება, მაგრამ ვაი ჩვენი ბრალი. ყველა ხომ პატარა ცისკარში ვერ დაისტამბება, და ისე ხარჯი მოუნდება, ვინ იკისრებს. მაშ ტყვილი ხარჯი იქნება გადმოთარგმნაცა...

- ჩვენ წიგნებს ხომ ძალიან ვკითხულობთ და ახლა სხვებისა წამოჩხირონ, მაგრამ იქნება იმან გვიშველოს. პ.უ.

16 სალაყბოს ფურცელი

▲back to top


სალაყბოს ფურცელი.[1]

(კეთილშობილების შეკრება ქ. ტფილისში. - სტუმრობის გამართვა. - თანამდებობის პირთ აღმორჩევა. - ცრუპატრიოტნი და იმათი მოქმედბა. - კენჭი და იმის მნიშვნელობა. - სასწავლებელთათვის ზრუნვა. - უპატონო ღარიბნი და საწყალნი. - რა ღონის ძიებით შეიძება წესდებულებას რიგიანი მომდინარეობა მიეცეს. -)

მოვიდა შემოდგომა, გვიახლოვდება იანვარი და ჩვენი კეთილშობილნი დაიწყებენ ოთხკუთხით დენას ქ. ტფილისს, სადაცა იმათ მოელიან მშვენიერი სადილები!... სადილები! სადილები!... ჩვენში სადილს თავისი მნიშვნელობა აქვს. არაოდეს არ იფიქროთ დაგპატიჟოს იმ კაცმა და გაგიწიოს მხიარულად მასპინძლობა იმ პირმა, რომელსაცა თქვენთან საქმე არა ჰქონდეს და რომელთაცა არ იცოდეს, რომ თქვენთან იმის სასარგებლოდ გამოდნება რამე... „დღეს ჩემთან არტალაძე ბძანდები ბატონჯან!...“ იძახის ერთი. -ოჰ, რა მშვენიერი ხაში მაქვს დღეს სადილათ, არ ინებებთ კნიაზო მეწვივნეთ!... იძახის მეორე. -„პა! პა! პა! პა! პა!“ იქადის მესამე და მეოთხე, -„რა ღვინო ჩამომიტანია კახეთითგან, შენ ნუ მამიკვდები, ერთი დაბეჭდილი შტემპლერი რომ მიაკრა, შამპანიეს გააფასბს! თუ კარგათ შემეხვეწები, წამომყევ შინ და ერთი კარგათ, ლაზათიანათ, ქართულად დაგათრობ!...“ წაჰყვება აბა რასაკვირველია, რადგან მელასავით გულის თქმა მოუვა, მაგრამ რომ ეუბნება, თუ კარგათ შემეხვეწებიო, ისკი არ იცის, რომ მოპატიჟეს, ანუ მასპინძელს უფრო შესახვეწარი და სათხოვარი აქვს: ან პრიკაზის დირეკტორობა უნდა, ან პალატის მდივანბეგობა, ან ... ვინ იცის რა! და ამასა ისიც იცით როდის გაგიმჟღავნდებათ? შუა სადილზედ, რომ არცკი დაგაცლის პური რიგიანათ გაჭამოს... ცხვირში ამოგადენს ბევრის ღიჯინით და თხოვნით, შენც მეტი გზა არ არის უნდა აღვიარო და ჰსთქვა, რომ ის შენი მასპინძელი, ისეთი სასარგებლო კაცი არის, ისეთი მამულის და მემამულეთ მოყვარე, რომ თუ გაჭირდა თავისს თავს მსხვერპლად შმოგწირავს. ეს, აქ ამას მოგახსენებთ მინამ უჭირს, მაგრამ როცა გამოიჭიმება ზეწარის წინ, როდესაც ხმალს შემოიკრავს და მიდის მოლებნაზედ, აბა მაშინ წინ დახვდი და თავი დაუკარ? ფიცხლავე ორ თითს შუბლისკენ აიშვრს. ზედ ვითომც შემოგხედოს, შენ არ მამიკვდე! აბა მაშინ გაუხსენე სადილი?...

„რა ვქნა, დიდი ხარჯი მაქვსო, ჩემი ყმა მამული მოვლელობით ივარება, საზოგადოების კეთილმდგომარეობისათვის შემიწირავს და ამ საშინელს მკათათვის სიცხეში ქალაქში ვიწვიო.“ მკითხველიკი აღარ მოიპოვება ჰკითხოს ერთი, თუ რაკეთილმდგომარბა მიუნიჭებია საცოდავის საზოგადოებისათვის? იმ ორ წელიწადს ასე მოგახსენებთ და ასე თავ აღებული დადის, რაკი დაიწყო მეამე წელიწადმა თავისი ჩვეულებრივი მოდინარეობა; რაკი ამ მესამე წელიწადის შემოდგომამ ფეხი კუსავით გამოყო, აქ სადილებია რომ კეთდება, იქ ბანკტებია რომ იმართება, ვერისკენ საუზმეები... ბულვარზედ ხომ ვეღარ გაივლით, არ შეიძლება რესტორაციაში არავინ შეგიპატიჟოთ და კირასო არ გასვათ. არა, მომიტევეთ! არ გეგონოთ, რომ ყველა ქართვლს ეპატიჟებოდნენ. უკაცრავათ. იმათ კარგათ იციან ვისთან რა გამოდნება, რატომ მე არა მეპატიჟებიან? ამისათვის, რომ ცხადათ იციან, არც შავი კენჭი მაშავია, არც თეთრი, არც ლურჯი, არც მწვანე, ერთი აღამაჰმადხანის გამურულის და გამჭვარტლულის კალმის მეტი! ათასჯერ რომ თავი ვიმტვრიო, მილიონჯერ რომ თავი ვითქვიო, ისე ჩემი არა იმოქმედებსრა, როგორც ერთი კარგი სადილი! - ამ სადილის გაკეთების დროსაც დიდი ხერხი და ოსტატობაც უნდა, რომ თეთრმა კენჭბმა იმისაკენ გაიწიონ, თორემ სადილს ბარემ მეც გავაკეთებ, თუ ვიცოდე ქართველების მამასახლისობას მომცემდნენ. არა, მომიტევეთ, აგრე არ გახლავსთ. აქ, ამ სადილის გაკეთებაში და თანამდებობის აღმორჩევის თხოვნაში დიდი მოქნილი და დახელოვნებული კაციც უნდა იყოს, თორემ ვერას გააწყობს!... აქ, ცხადია, ბევრნი დამიწყებენ აუგათ ლაპარაკს და კიცხვას: ამას როგორ ჰბედამსო? ასე პირ და პირ როგორ ლაპარაკობს და არ ეშინიან არც ღვთისა და არც ღვთის რისხვისაო. - არა მოწყალენო ხელმწიფენო! რასაც სიცრუით ვილაპარაკებ და ვიტყვი, იქ მეშინიან ღვთისაც, ღვთის რისხვისაც და თვითან უკანასკნელის კაცისაც; რასაც სიმართლით ვილაპარაკებ, იქ ვინც უნდა იყოს არ მოვერიდები არც ესა ვსთქო მაშ? დახელოვნებული და გავარჯშებული ამორჩევით თანამდებობის მძებნელი, აიკიდევ რასა სჩადის, სადილობს და რესტორაციაში დაპატიჟების გარდა: რომ ნახავს ერთ ორ სამს თავისს ჭკუის კაცს და, რომ ნახავს იმ ორიოდ კაცს კენჭის უფლებაცა აქვსთ, დატრიალდება შუაში ცარსავით, ლაპარაკობს საზოგადოდ კეთილს საქმეზედ მუღალავათ, თეთრის ხელმეორედ გამართვაზე, ჟურნალის გაჩაღებაზე, ძველი წიგნების გამოცემაზე, სასწავლებლის დაფუძნებაზე, ღარიბ ყმაწვილების რუსეთში გაგზავნაზე და თუ მართლა საქმეზედ მივარდა, იქ ისე დაიმალება, როგორც მწევრისაგან გაქცეული ყურგრძელი (კურდღელი). ახლა ესა მკითხეთ, თუ რათა პატრიოტობს სიცრუით? როგორ არ იპატრიოტოს კნჭში ამორჩევა უნდა! ასე რომ ლაპარაკობს, მსმენელიც ასე ანბობს, ამაზედ კარგს ვის ამოვარჩევთ, ხედამთ რაები ჩამოთვალა და რამდენი კეთილი განძრახვა აქვსო ერთი ჰკითხეთ ღვთის გულისათვის იმ უფალს, -ამ სამის წლის განმავლობაში, რომელი სასწავლებელი დააფუძნა და რომელი თეთროზი აღადგინა... რასაც მოგახსენებთ მკითხველნო, მართალია თუ არა, თითან თქვენი კეთილშობილება გამხილებთ; რასაც მოგახსენბთ კეთილის გულით და სულით მოგახსენებთ. მე არც ალეგორიები შემომყავს აქა და არც გიპერბოლოები!... თუ ჩვენში მართლა აქვს ვისმეს კეთილი განზრახვა, რომელიცა, საზოგადოებას, ერთის სიტყვის კაცობრიობას კეთილს შესძღვნიდეს, მაშ რატომ არ ვიფიქრებთ იმ უმთავრესს საგანზედ, რომლითაც წარმოსდგება ჩვენის შვილების ბედნიერება. - კეთილშობილი აიღებს თავს გამოსწევს და საიდგან სად ჩამოდის, რა არის ერთი კენჭი მაქვს და თუ იმას არ ჩაუგდე დამემდურებაო. ერთი კაცის დამდურებასკი ჩივის და ჩვენის შვილების, შვილის-შვილების, ერთის სიტყვით ერთის მილლიონის დაღუპასკი არა. - ამაზედ უკეთესი დრო სად შეგვხვდება მოსალაპარაკებლად საზოგადოს საქმისათვის როგოც ზემოთ მოგახსენეთ ეს უმთავრესი საგანი არის სასწავლებელი, -საკუთარის სასწავლებელის დაფუძნება. ყველაფერში მთავრობას ხომ არ უნდა უყუროთ პირში. რა ქნას მთავრობამ, რომელი ერთი საქმე გაარიგოს. მთავრობა რის ყოფით ჯერ ჩვენს საჩივრებს უნდება ათის და ოცის წლის განმავლობაში. - ხედამთ ის სასწავლებელი, რომელიცა დაწესებული მთავრობისაგან არა გვყოფნის ასის ყმაწვილის ალაგი არის და სამი ათასი შინ მშობლებთანა ჰყრიან უალაგოდ, ღარიბები და ღატაკები. სად წაიყვანონ? ვის მისცენ? სადა აქვსთ იმათ ოც და ათი და ორმოცი თუმანი, რომ პანსიონში გაზარდონ? ვისაც საზოგადოებისათვის კეთილი უნდა, ამაზედ უნდა მოილაპარაკონ საზოგადოებაში გულმტკივნეულად. განა ის ღარიბნი ჩვენი ძმანი, საზოგადოებას არ შეადგენენ? რას ვემართლებით იმათ? ნუ თუ არ უნდა ეღირსოთ იმათ და იმათ შვილის შვილებს ხალხში გამოსვლა? საჭიროა ჩვენთვის საკუთარი სასწავლებელი. სხვა არაიყოსრა საკუთარს ჩვენს მამაპაპის ენას მაინც ისწავლიან რიგიანათ, რომ ახლა ისე იზრდება ყმაწვილი, რომელმაცა სწორეთ კითხვაც არ იცის. განა ჩვენკი არა გვაქვს ჩვენს ენაზედ გეომეტრია და ტრიგონომეტრია? მივხედოთ სომხებს, თითით საჩვენებელთ სომხებს! რა საკუთარი სასწავლებელი აქვსთ ტფილისში დაფუძნებული და ამ სასწავლებელში, რა საკუთარი თეათრი აქვსთ თავიანთ ენაზედ ანბობენ, რომ თურმე კონსტანტინეპოლში სომხურ ენაზედ ოპერაცია აქვსთ. აქაც კი აპირებენ, როგორც შევიტყე ერთისაგან. - ამას აქ მივანებოთ თავი და ახლა ისი მოვიხსენიოთ, თუ რისათვის და რათ დაწესდა უმაღლესის მთავრობისაგან კენჭი, რა აზრი აქვს, როგორა ვხმარობთ უმაღლესის მონდობილობასა, რა გამოდის და რა გამოვა ამ ყოვლად ჩინებულის წესდებულებისაგან?...

მთავრობამ, იმ დღითგან, რა დღითგანაც საქართველო იმყოფება რუსეთის მფარველობასა ქვეშე, დაგვიწესა, რომ ჩვენმა კეთილშობილთ საზოგადოებამა აღმოირჩიონ ზოგი ერთს სამსჯავროებში, იმ თანამდებობის აღმასრულებელად, რომელთშიაც დიდი ხმა აქვსთ და დიდს როლს თამაშობენ, ის პირნი, რომელთაცა საზოგადოება თავის შორის დაინახავს ღირსეულად, ესე იგი, დაინახავს, რომ აღმორჩეული პირი, ვინიცობაა გაჭირდა საქმე, რომელიცა მოითხოვს მართლს მსაჯულებასა, დაიცვამს საზოგადოების, ანუ განსაკუთრებულის სიმართლის მხარეს. ამ სიმართლით დაცვაც შეუძლიან მხოლოდ ნასწავლის და გავნითარებულს კაცს, რომელსაცა კარგათ ესმის თვითოეულის საგნის ღირსება და რომელმაც იცის, რაში მდგომარებს ეს უდიდესი მისდამი მინიჭებული ვალი. აქ ორი მხარეა მოგებაში. მთავრობაცა და საზოგადოებაცა. მთავრობა -ამისთვის, რომ ამ ღონისძიებით უფრო მოიპოვებს კეთილის სინიდისის და მართლმსაჯულს პირს, რადგანაც საზოგადოება უფრო ჰსცნობს თავისის საზოგადოების მწევრს, ვიდრე მთავრობა, რომელიცა უფრო შორავს. ახლა ეს ვსთქვათ, თუ რათ დაწესდა კენჭი? ეს ცხადია, ვინც კი ყურადღებით თვალს გარდავლებს: ეს ამისათვის დაწესდა, რომ საზოგადოება, ანუ ქვეშევრდომი არ იყოს ეჭვში, რომ მთავრობას ჩვენთვის ვითომც კეთილი არ უნდა, - ჩვენვე გვანდობს ჩვენის საქმის განხილვას და ჩვენგანის საქმის დაცვას, მაგრამ ეს მიბძანეთ ბევრს ესმის ეს აზრი? გაბედვით შემიძლიან ვსთქვა, რომ არა!...

აი, შეიკრიბნენ ჩვენი კეთილშობილნი; აი, დაიწყეს რეკა ზარისა, რომელიცა მიიწვევს ფიცის მისაღებად მისდამი, რომელიცა ყოველთაგან მოითხოვს მართლმსაჯულებასა. აქ, დიდი საღმრთო ვალიცა თამაშობს როლს. მაგრამ აი უბედურება! ზოგი ისე მიდის, თითქოს ქორწილში მიბძანდებაო; თითქოს ფიცი არაფერიაო; თითქოს, ის შეკრულება, რომლითაცა ეკვრებიან უხილავსა, თამაშობა არისო!... გათავდა ფიცი, დაიწყო აღმორჩევა, შეიყარნენ თუ არა, მოჰყვნენ ყაყანსა, ოთხკუთხის შედგნენ პარტიები, მსწავლულნი და უსწავლელნი, გონიერნი და უგონონი, ერთის გულით და ერთის უფლებითა ყვირიან. და რა გამოდის აქედან? ერთი იძახის, თქვენი ჭირიმე ესა და ეს კაცი ჩემი მოყვარეა და ის ამოვირჩიოთო. ამას უპასუხებს სხვა, მე იმას ამოვირჩევ დ ჩემს მეგობარსაც თეთრს კანჭს ჩავაგდებინებ ყუთში, თუ თქვენც აგერ, იმ ღარიბს და დაცემულს კაცს ამა და ამ ალაგს მოუხერხებთო, ცოლშვილიანი კაცია და საზრდო უნდაო. -აი უბედურება! წმინდად უბედურება! ერთს ღარიბს კაცს ათაყვანებენ მრთელს საზოგადოებას; ერთს ღარიბს კაცსკი ჩივიან და მრთელს საზოგადოებას; გაღარიბებასკი არა!... საწყალია? აჩუქეთ, სხვა ღონისძიება მოუპოვეთ. ის რომ ღარიბი იყოს, მაგისათვის ათასი სული უნდა დაიღუპოს?... ამ პარტიებმა ეს დაასკვნეს, მაშინ როდესაც რომ გუშინ მისცეს აღთქმა ზენაარს, ღირსეულის ცხოვარისათვის!... აი, დასხდნენ და დადგნენ თავთავის ალაგს, მოთაოსნე ჯოხის ცემით ყვირის, რომ დაჩუმდნენ. გაჩუმდა ხალხიც, უყურებენ ერთმანერთს და ითხოვენ ერთმანერთისაგან დანაპირსა. გამოვიდა სცენაზედ ერთი და სტყორცნა კენჭი, შავი თუ თეთრი, ის ჯერ არა ჰსჩანს. ზოგისაკი შესაძლებელია გამოჩნდეს, რადგანც ჯიბრით აგდებს (აი კიდევ კეთილი და საღმრთო აღთქმის დაცვა). გამოვიდა მეორე, მესამე, -მეოთხე, რომელსაცა სრულებით არა აქვს გაგონება რისათვის და რათ არის ეს ანბავი, ფეხის გადადგმა არცკი იცის რიგიანად, ისე მკრთალობს ამ შეკრებაში, -მიუახლოვდა ყუთს, შეჰყო ხელი. და ნაცარ ქექიასავით ჰქექავს ერთი საათიმეტი, არ იცის საითკენ გადააგდოს. ბოლოსმიიხედ-მოიხედება და როდესაც თვალით ანიშნეს მოპარტიეთა, მაშინ გადაუძახა ღვთის ანაბრობაზე საითკენაც მოხვდა. ამ საშინელებას და უბედურებითს ქცევას უყურებს კუთხითგან, კეთილშობილი კაცი, მახვილ გონიერი, განვითარებული, ნასწავლი, ყოვლის კეთილის გრძნობით სავსე, ერთს სიტყვით ისეთი, რომ საზოგადოებისათვის მზათ არის თავისი თავი მსხვერპლად შესწიროს, მოსდის ტირილი გული ევსება ცეცხლით, თვალები ცრემლით,- ბოლოს მოარიდებს თვალს და თავს ჩაჰკიდებს. ამას ვინ აძლევს ყურადღებას? არავინ. ამისთის, ხალხში ხმა აქვს, მაგრამ თხოვნა ეზარება, და იქნება ღარიბიც არის ვინ იცის! ამ სიღარიბემ გამოაცალა გონება, ჰსწავლა, ყოველი კეთილი გრძნობა. უნდა დაიღუპოს საზოგადოების კეთილმდგომარეობა. - გათავდება ბოლოს ისე, რომ ექვსს და შიდს თანამდებობის პირში, ერთი ან ორი უნდა აღმოარჩიონ ღირსეული და ეს ორიც სხვა თავისს მოძმეთა შორის არაფრად გამოჩნდნენ და თუ გამოჩნდნენ და დაიწყეს ლაპარაკი ზურგს ისე შეაქცევს აქ საზოგადოება, რომ თითქოს არცკი სცნობდეს. აირივე ისევ საქმე და როგორც გვიწირავთქართველებო, ისევე ისე უნდა ვჰსწიროთ. მხოლოდ ვიძახოთ უბედური ქვეყანაათქო; უბედურნი ხალხნი ვართქო. ვინც მიზეზია, იმას კი აღარ ვახსენებთ. -ეს ზემოთ მოხსენებული რაც რამა ვთქვი, მოწყალენო ხელმწიფენო! არ შეიძლება მივაწეროთ ყველას. მე ვცნობ ერთს და იქნება ორსაც და სამსაც მოთანამდებო პირთა ამ გვარად ამორჩეულთ და როდესაც მივალ იმათთან ყოვლის ღონის-ძიებით ვსცდილობ ჩქარა დავახწიო თავი და გამოვიდე, იმდენი მოდიან საქმეებისათვის. და აი საკვირველი! ყველას კაცს ისეთს პასუხს აძლევენ რომ კმაყოფილებით შორდებიან. როგორ არა ვსთქვა რაც მართალია, სული მაქვს მისაცემი, მაგრამ თქვენ ეს მიბძანეთ, ბევრნი მოიპოვებიან ჩვენს ციდვილს ქვეყანაში? აქ გავჩუმდები. მხოლოდ ვიტყვი ამას, ინებოს ღმერთმა, რომ დავაფასოთ ყოვლის მხივ ეს ჩვენდამო მონდობილი კეთილისმდომელის მთავრობისაგან უფლება კეთილ სინიდისით ჩვენისავე კეთილმდგომარეობისათის. - მაგრამ, ჰო! უმთავრესი კი დამავიწყდა: რა არის მიზეზი ამ უწეობისა, ამ არეულ დარეულობიდა, ამ უთანხმოებისა და დასასრულს ამ შეუპოვრად ზოგი ერთის ლაპარაკისა? აი რა გახლავსთ მიზეზი ჩემო ბატონებო! ამ ჩვენის საზოგადოებაში მოიპოვებიან ზოგნი უსწავლელნი, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ. ამ უსწავლელს ხალხს და განუვითარებელს ჯერას ისეთი ხმა აქვს, როგორიც გონიერს, ნასწავლს და განვითარებულს. ეს კიდევ არაფერი. ეს უსწავლელი უფრო ბევრსა და დიდსა ყვირის, ვიდრე განვითარებული, მოდით და ახლა აქ გააწყეთ რამე. მოდით და აქ ნუ ჩაიშლება კეთილი აზრი, მოდით აქ თქვენის მეცნიერებით და მჭევრმეტყველობით ამოარჩივეთ ღირსეული. - აკი მოგახსენთ ჩემნო ხელმწიფენო ჰსწავლა არის საჭირო მეთქი. თუ საკუთარი სასწავლებელი გვექნება დაწესებული, ყველა კარგა და რიგიანათ წავა, ამისათის, რომ ეს იქნება ის საფუძველი, რომელიცა გვაცოდნებს ყოვლის კაცის ღირსებასა და ეს შეგვასწორებს ჰონიერთა კაცთა თანა. ჯერ ეს საკმაო გახლავსთ, შემდგომისათის ესე იგი იანვრის ნომერში ვეცდები მოვილაპარაკო სხვა და სხვა ქალაქის ახალ ანბავებზედ. ახლა არცა მცალიან და არც შეიძება არ შევამოკლო ეს სტატია, რადგანც ძალიან მეშურება: სადილათ სხვაგანა ვარ მიწვეული. კარგათ იცით რისთვისაც? იმ უფალს ასე ჰგონია, მე მაქვს კენჭი. ისკი არ იცის ჯერ იმ ბატონმა, რომ მე ერთი კენჭსკი არ ჩაუდებ და თუ სურს სახალხოდკი გამოველაპარაკები.თქვენი მტერი თუ შემიტყო სადილზედ ვინცა ვბძანდები. მაგრამ ჰსჯობია წინათვე ვაცნობო ჩემი თავი და შემდგომ ისე მივიდე!... საყვარელო მასპინძელო! გიახლები სადილათ, თუნდა ხაშზედ, თუნდა არტალაზედ, მაგრამ ჩემგანკი ნურას მოელით ლაყბობის მეტს, ამისთვის რომ მე გახლავარ, -

მოლაყბე -

ოჰ! ერთი კიდევ დამავიწყდა, მაშინ, როდესაც ხელი მოწეილი მაქვს, მაგრამ არა უშავსრა, ეს ცოტაც ბევრთან იყოს. - ღვთის გულისათვის ბატონებო ვისაც ხელი მოწიგერიათ „ცისკარზედ“ ამ წელს, მეორე წლისათისაც ინებეთ მოწერა, თორემ თუ ერთი ხელის მომწერი მოაკლდა ამ ჩვენს უფ. რედაკტორს, დღეში ათჯერ ცხვირში წამომიბოლებს: შენი სალაყბოს ფურცელი რომ არ დაგვებეჭდა ეს არ დაგვემართებოდაო. ნუ ინებებთ ამ საყვედურს მიმცეთ, თუ კიდევ გნებავსთ მოგახსენოთ რამე. ბევრი მოსახსენებელი მაქვს იანვრის თვეში.

-მ.

________________

1 თუმცა ამ სტატიის დაბეჭვდა არ გვინდოდა, მაგრამ იმ გვარმა პირმა გვიბძანა, რომ ვეღარ უარვყავით.)

17 განცხადება

▲back to top


განცხადება

ყოველსა რაოდენმე განათლებულსა, ქართველსა გაგონილი აქვს ღირსება წიგნისა, თხზულისა სახელ-განთქმულის მწერლისაგან ფრანციისა, ეჟენ სვ-სი „მიმომავალი ურია“ (Вечный жидъ). ამის გამო არა საჭიროდ ვჰრაცხ თავსა აღვწერო აქა ქება ამისი. ხმა არს ჩემდა მოხსენებად, რომ თვითქმის ყოველს განათლებულს ევროპიის ენა-ზე არი, გადაღებული ეს ქმნულება და რომელთამე იმათგან-ზე რავდენ-ჯერ-ცა, მაგალითებრ, რუსულს ენა-ზე ოთხ-ჯერ სხვათა და სხვათა პირთაგან.

ამისთვის მე-ცა, დროსა უქმობისასა, სასარგებლოდ თანა-მემაულეთა ჩემთა, გარდმოვიღე ის ფრანციცულით ჩვენს ენა-ზედ, რადგან პროზათ არა გვაქვს ჩვენ არ-ცა თუ ერთი რომანი ღირსი ყურად-ღებისა, გარდა ზღაპარ-მეტყველებითთა, უგვანთა სპარსულთა მოთხრობათა. და უმეტესად განმამხნო ამ მძიმის შრომის ტვირთვაზე უცხო ტომთა ჰაზრმან, რეცა თუ ქართული ენა ისე გლახაკი იყოს, რომ არ შეიძლებოდეს ამ გვარის თხზულების გამოთარგმნა იმაზე. შესახებ თარგმანის-ცა ვიტყვი: ენა იმისი არის არა მაღალი,არამედ საშუალო, ადვილ გასაგონი და საამო.

„მიმომავალი ურია“ არი ათს ტომად, ხოლო თვითოეული ტომი შეიცავს რავდენსამე ნაწილს.

რადგან ამ გვარი საჩინო წიგნი მოითხოვს დიდს წარსაგებელს და მიხედვისამებრ მსყიდველთა რიცხვისა უნდა დაიბეჭდოს ის, ამისთვის მსურველთა იმისთა ვჰსთხოვ წინათვე მაცნობონ მე ესე და ეგრეთვე ერთობ თავიანთის სურვილის გამოცხადებასთან ამ წიგნის მიღებისათვის წარმოჰგზავნონ ჩემს სახელზე, ქ. ტფილისს, ანჩისხატის დეკანოზის სახლ-ში, ფასი-ცა იმისი, რაისა-ცა მიღების შემდეგ დაერიგებისთ იმათ ბილეთები იმისს მისაღებლად. ფასი ათისავე ტომისა არი ერთი თუმანი თეთრი, ხოლო ტფილისს გარეთ მცხოვრებთა მიემატების ფოჩტის ფული.

რა შესრულდების ხელის მომწერთა რიცხვი მაშინ-ვე ხელ-ვჰყოფთ ბეჭდვასა.

ხელის მომწერნი, რასაკვირველია, გარჩევით მოიწერებიან თავიანთს სახელსა და ეგრეთვე ადგილსა თავიანთის მყოფობისასა.

სარდიონ ალექსიევ-მესხიევი.

ჩვენის მხრით, უნდა მოვახსენოთ ჩვენის ცისკრის მკითხველთ, რომ ეს ზემო მოხსენებული რომანი ჩვენ წაგვიკითხავს და იმ სახალხო ენით არის ნათარგმნი, რომელსაც იმედი გვაქვს ხალისით წაიკითხვენ გამომწერნი. „ცისკრის„ მკითხველთ, ბევრთა მოეხსენებათ სიტყვიერება უფ. სარდიონ ალექსიევ-მესხიევისა, რომელიც დაწყებითგან ჩვენის ჟურნალისა გვაძლევს შემწეობას და რომელიცა გვიმზადებს ამ ახლოს დროში „ცისკრისათვის„ მოთხრობას.

18 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

მომავალს წელიწადს ისე ვმართავთ ჩვენს რედაქციას, რომ რასაც წიგნს გამოჰსცემს, ყოველს წიგნში იქნება ფორტრეთი ძველის მწერლებისა, მაგალითათ: რუსთველისა, თ. ნ. ბარათაშვილისა, თ. ალ. ჭავჭავაძისა და სხ. რასაკვირველია რომლის სახესაც ვიშოვნით. ამას გარდა ახალთ გამოჩენილთ მწერლებისა, ძველის ციხე ქალაქებისა და მონასტრებისა, რაც რამ საქართველოში დაგვრჩენია სახოსვრად, თავისის აღწერილობით, - ხოლო მწერლების ფორტრეთებს დაემატებათ ბიოგრაფია. (ცხოვრების აღწერა) ამის იმედს ვერ მივცემთ მკითხველებს, რომ მომავალსავე წელიწადს შეუდგეთ, მხოლოდ მომავალს წელიწადს ვეცდებით მოვმართოთ. ამ საგანს დაუთმობთ ჩვენს ჟურნალში ერთს ნაწილს.-

____________________

- დარწმუნებულნი ვართ, რომ პატივცემულნი ჩვენის „ცისკრის“ მკითხველნი და არა მკითხველნიც მიიღებენ სასიამოვნოდ, რომ ამ მოკლეს დროში გამოვა „საზოგადო კალენდარი“ ჩვენს საკუთარს ენაზედ. ამ კალენდარში იქნებიან: 1, კალენდარის ისტორია, 2, განმარტება ქართულის ქორონიკოსი, 3, სვინაკსარი მრთელის წლისა 4, მოძრავნი მარხვანი და დღეობანი და 5, სვლა მთვარისა სანიადაგო. - ფასს ვაცნობებთ თავისს დროზედ. - ეს კალენდარი გამოდგება ორმოც წლამდინ.

1861 წლის, იანვრის ნომერში იქნებიან შემდგომნი სტატიები:

I. -ნაანბობი მოხუცისა. (პოემა) თ. რაფაელ ერისთავისა. - ჰოფოფი, თ. ევგენ დგებუაძისა - II. - სოლომონ ისააკიჩ მეჯღანუაშილი, - (რომანი) ლავ. არდაზიანისა. - III. - ლექსები: ალბომი. ლ. თ. გრ. ორბელიანისა - თვალები, თ. ნიკ. ბარათოვისა. - გრემის ნაქალაქევი, ივ. კერესელიძისა. - ლოდინი, თ. აკ. წერეთელისა. - ჩემს ძმას რაფიელს, კნ. ბარბარე ჯორჯაძსა. - მთხოვნელი მსაჯულისადმი, იოსებ მიქაბერიძისა. - IV.-რუსის ომის ანბავი, თქმული თვით მუნ მყოფის, ბესარიონ გაბაშვილისაგან. - ახალი გუთანი ევროპაში შემოღებული თ. ესტატე მაღალასვილისა. - VI. - კახეთში მოგზაურობა ივ. კერესელიძისა. - VII. - ნაკმაზი. ა. თბილელისა.

რადგანც ვარჩევთ ჯერ ძველ წიგნებს, ამისთვის პირველ ნომერში ვერ მოხერხდა. - ამას გარდა ვამჯობინეთ პროზის ნაწილში არდაზიანის რომანის დაბეჭვდა. შემდგომს იქნება „შამილის ტყვენი“.

რადგანც ჯერ ცენზურითგან არ მიგვიღია, თებერვლის ნუმერში დავაბეჭდვინებთ ორს მოთხრობას: „ჩამორჩობილი“. - ნიკოლოზ ნიკალაძისა და „გაპარვა შოტლანდიის კოროლევასი მარიამ სტიუარტისა ლოსილევენის ციხე დარბაზიდამ“ დ. ღოლობერიძისა. - ამ კოროლევას გარემოების განმარტება იკისრა რედაქციამ.

კ.