![]() |
ივერია (5)1877.04.02 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 ოსმალეთის კონსტიტუციის შესახებ. |
▲back to top |
|
ოსმალეთის კონსტიტუციის შესახებ.
ერთი მწერალი ამობს – ოსმალეთის მაგივრად რომ სხვა რომელიმე მთავრობა და სახელმწიფო ყოფილიყოვო, ბალკანიის ნახევარ კუნძულზე დიდი ხანია სლავიანების ხსენებაც არ იქნებოდაო. ეს აზრი მთლად მართალია თუ არა ღმერთმა უწყის, მაგრამ ის კი უნდა იღვიაროთ, რომ ოსმალეთის მფლობელობას ერთი შესანიშნავი მხარე
ჰქონდა: მოვა რომელიმე მოხელე, გაცარცვავს კაცს, წაართმევს რაც შეუძლიან და დაანებებს თავს – ახლა როგორც გინდა ისე იცხოვრეო; არც შენი ენა მინდაო, არც შენი შინაგანი განწყობილება, არც შენი გვარტომობის თვისებო, არა ჰგვანებია განათლებულის ევროპის ზოგიერთს განათლებულს სახელმწიფოს, მაგალითებრ, გერმანიას, რომელიც ჯერ ისე მოწიწებით ექცეკა კაცსა, ისე ეტრფიალება თითქო მისი თავ-დადებული მოძმე იყოს და მერე კი ვერც შეამჩნევს კაცი ან ხორცი როგორ შეუჭამა, ან სული როგორი ამოართო.
იმ გვარს გამგეობას ოსმალეთის სახელმწიფოისას, როგორიც ზემოდ მოვიხსენეთ, ორ გვარი შემდეგი ჰქონდა ცალკე სლავიანებისა და ცალკე ოსმალეთისათვის. ჩვენ იმას კი აღარ გამობთ, რომ იგი გამგეობა დიდად მავნებელი იყო სლავიანების კეთილ-მდგომარეობისათვის და მის ბედკრულობის უმთავრესს მიზეზს შეადგენდა. ეს ხომ ასეა და ასე. მაგრამ მწუხარებას ნუგეშიც მოსდევდა: იმ გვარმა გამგეობამ გაჰყო მთელი სახელმწიფო ორ იმისთანა ნაწილად, რომელნიც არამცთუ მარტო ურთიერთს მტრობუნ. არამედ ამასთანავე ერთი მეორეს ჰფლობს და ჰყმობს. ამიტომაც სულ ქვეშეთს მეყოფი ნაწილი ნათლად ხედავს თავის მტერს, იცის ვის უნდა ებრძოლოს, რომ უბედურებიდამ და მტარვალობიდამ თავი დაისხნას. გარდა ამისა ამგვარი ყოფა–ცხოვრება ერთმანეთთან აკავშირებს უბედურთა და დევნულთა, ასე რომ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ურთიერთს უფრო მტკიცედ მხარს აძლევინებს. ოღონდ საერთო მტერი, განვდევნოთო. ჩვენის ქვეყნიდამო და მერე ჩვენს თავს ჩვენ თვითონ მოვუვლითო და ერთი ერთმანეთში როგორც იქნება მოვთავსდებითო. დღემდე სლავიანების საქმე ასე იყო ეს ერთი შედეგი მტარვალობით. გამგეობისა.
ოსმალლეთის შესახებ ამას ვიტევით, რომ ამ გვარი მტარვალობითი მოპყრობა და განწყობილება თვით ოსმალეთის სახელმწიფოსათვის დიდად საშიშარი რამ არის და შესაწუხარიცა. საშიშარი იმიტომ რომ ამ მტარვალობისგამო სახელმწიფოს შიგ მარადი მტერი უჩნდება, მერე იმისთანა რომ თუ დღეს დაამარცხე ხვალ ისევ თოფს წაავლებს ხელს. სამწუხარო იმიტომ არის, რომ მაგ გვარი გამგეობა თითო ოროლა კაცს ამდიდრებს, ახეირებს და საზოგადოებას და მთელს სახელმწიფოს კი აღარიბებს ქვეყანას მის ქონებას სრულიად ფუჭად უტარებს და უკრგავს. გარდა ამისა, დრო გამოშვებითი აჯანყება, სლავიანებისა მიზეზს აძლევს სხვა სახელმწიფოებს გაურიონ ოსმალეთის შინაურს საქმეში, .......................................................
ოსმალეთის გონიერმა კაცებმა იგრძნეს ეს უბედური შედეგი უთავბოლო მდგომარეობისა და კონსტიტუცია გამოსცეს.
კონსტიტუცია რასაკვირველია ბევრად უმაღლესია იმ მმართველობაზე, რომელიც აქამდისინ იყო ოსმალეთში, რადგანაც კონსტიტუციის დედა აზრი წარმომადგენელობით მმართველობაა; ხალხს კონსტიტუცის ძალით ეძლევა მონაწილეობა კანონ-მდებლობაში, ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) წარმოებაში და სამხედრო განწყობილებაში. ეს ყველა კარგი. მაგრამ ისიც ვიცით, რომ თუმცა მთელს ევროპაში კონსტიტუცია არის, მაგრამ ხალხის მდგომარეობა მინც კიდევ ისეთი არ არის, როგორიც სანატრელია და როგორიც უნდა იყოს. ხალხი მაინც ისეთს გაჭირვებაშია, რომ თითქმის ყოველი სახელმწიფო იმ ზრუნვაშია არეულება რამ არ მოხდეს ჩემ ხალხშიო და არ გამიდგესო. რად უნდა იყოს ეს?
ყველა კონსტიტუცია იმ გვარად არის შედგენილი, რომ ბევრი გასაძვრენ-გამოსაძვრენი ადგილები აქვს ჩაყოლილი. მაგალითებრ კონსტიტუციის ძალით ხალხს ეძლევა უფლება იყოლიოს თავის წარმომადგენელი კანონთმდებელს პალატაში. აბა ამაზედ მეტი სიკეთე რაღა იქ ნებაო, იტყვიან. მაგრამ ამას მოსდევს ის კანონიც, რომ თუ კაცს ამდენი და ამდენი ქონება არ ექმნებაო, იგი. ან თვითონ ვერ ამოირჩევა წარმომადგენელათაო და ან სხვას ვერ ამოირჩევსო. გამოვიდა რომ ის ხალხისათვის მინიჭებული არჩევანის უფლება ფრთა მოკვეცილია და შორს ვერ წავა.
ეს ზემოხსენებული აზრები წინ წავიმძღვაროთ და ვნახოთ რას უქადის სლავიანებსა და თვით ოსმალებსაცა ეს ახლად დაბადებული კონსტიტუცია.
კონსტიტუციის გამოცხადების შემდეგ ოსმალეთი უნდა გახდეს იმ სახისა და ღირსების სახელმწიფოთ, როგორც ყოველი ევროპიელი სახელმწიფოა. ეხლა იგი ევროპიულთა სახელმწიფოთა შორის იმისთანავე საპატივო. ოჯახის-კაცია, როგორც სხვანი. გარდა ამისა სახელმწიფო სიმტკიცე და ერთობა განუძლიერდება, სხვა და სხვა ნაწილთა შორის კავშირი შემაგრდება, იმიტომ- რომ კონსტიტუცია ყველას ერთს გზაზედ და ერთს უფლებაზედ დააყენებს. არც სლავიანებსღა ექმნებათ მიზეზი გაცალკევდნენ და არც ოსმალებსა. რადგანაც ორნივ ერთ გვარ ქვეშევრდომად არიან აღიარებულნი კონსტიტუციის ძალითა. ერთის სიტყვით, იმედია რომ ოსმალეთის სახელმწიფო ორ მტრად გადაკიდებულ ნაწილად აღარ იქმნება გაყოფილი, როგორც აქამომდე იყო; ესე იგი იმ ორ ნაწილად, საცა ერთი ნაწილი განუსაზღვრელი მიკლობელი იყო და მეორე ხმა წართმეული და ღონე მიხდილი მონა. სლავიანების ბედი ამით ირგებს რასმეს თუ არა, ეგ ღმერთმა უწუის. იქმნება იმათ უარესი დღეც დაადგეთ, რადგანაც რასაც აქამდე ოსმალეთი მათს თავზედ კაკალს ამტვრევდა, მტარვალობის განძვინებას მიეწერებოდა ხოლმე, და მით უშფოთებდა და უმღვრევდა გულს ევროპასა რომ ამ გვარს საქციელს არა ვითარი კანონიერება და საბუთი არ მიუძღოდა. შესაძლოა სლავიანებს იგივე გაჭირვება დაადგეთ კონსტიტუციის შემდეგაც, იგივე მწუხარება, — და განსხვავება მხოლოდ იმაში იქმნება, რომ ეხლა ამ გვარს ყოფას კანონის სახელი დაედება. იტყვიან, ჩვენის ხალხის წარმომადგენელთა ესე განაწესესო და ხალხის ნებას არ უღალატებსო. ამით ევროპის შუამდგომელობასაც კრიჭა ეკვრის, რადგანაც აღარ ექმნება მიზეზი გაერიოს, ოსმალეთის შინაურს საქმეში. ადვილად შესაძლოა, რომ სლავიანები იმავე ბედში ჩაცვივდნენ, რა ბედშიაც ევროპიის ბოგანა-ხალსი (პროლეტარი) იმყოფება. იმედია რომ ოსმალეთი ბეჯითად და ზედ-მიწევნით გადიტანს თავის ქვეყანაში ევროპიის ცივილზაციას და მაშინ ევროპას თამამად ეტყვის, თუ ევროპა მის საქმეში გარევას მოინდომებს: მე ვარ ხორცი ხორცთა თქვენთაგან და ძვალი–ძვალთა თქვენთაგან თქვენში რამდენიმე მილიონი ხალხი ლამის შიმშილით გაწყდეს და ამის გამო რატომ ურთიერთის შინაურ წყობილების საქმეში არ ერევით. მარტო მე რაღას ჩამციებიხართო.
რომ ჩვენი აზრი უფრო ცუდი იყოს
მკითხველთათვის, საჭიროა რამდენიმე სიტყვით განვიმეოროთ სლავიანთ-ოსმალეთის საქმის
არსებითი საგანი. განსაკუთრებითი და გულითადი წადილი სლავიანებისა ის იყო, რომ
სრულიად განთავისუფლებულიყვნენ და თავი დაესწიათ ოსმალეთისაგან. ეს წადილი სრულიად
კანონიერია, .................................................. აქეთ მიმართეს სლავიანებმა თვისი ვედრება, იქით მიმართეს მაგრამ ვერსაიდამ ვერ მოიპოვეს ნამდვილი შემწეობა ევროპიის სახელმწიფონი თითქო ამას ეუბნებოდნენ: „ჩვენ თანავუგრძნობთ თქვენს წადილსა თავისუფლებისას, მაგრამ თქვენის განთავისუფლების შემდეგ არ ვიცით - გიყოთ; ისე ხომ ვერ გაგიშვებთ დაუდგრომელის ბედის ანაბარად, ხომ უნდა ეკუთვნოდეთ ვისმეს, ესეა ამ ქვეენიერებაზედ. ვის დაგაკუთნოთ. არ ვიცით“. ოსმალეთი მიუხვდა ამ ევროპიის გულის-ზრახვასა და აი რა ხრიკი უგდო თავის რიგზეა ევროპას: დამაცათ, მე თქვენს იარაღსვე ვიხმარებო. არც სლავიანებს გაუშვებ ხელიდგანო და თქვენც ხელიდამ გამოგაცლით მიზეზს ჩემს საქმეში წამდაუწუმ წამოჩხირებისასაო.“ ახსენა ღმერთი და გამოაცხადა კონსტიტუცია.
რომ ოსმალეთი ევროპაზედ ნაკლებ არ მოიხმარებს ამ იარაღს, ესე იგი, რომ მისი კონსტიტუცია ფუჭი სიტყვა არ იქმნება, ამას ცოტად თუ ბევრად გვიმტკიცებს სტამბოლის კორესპოდენტი „Indépendance Belge“-ისა. აი რას იწურება ოსმალეთის პარლამენტის შესახებ:
„ოსმალეთის პარლამენტი ეხლა სიზმარი აღარ არის ეხლა იგი ხორც-შესხმული სულიერია, ცხადად თვალწინ წარმომდგარი. ჩვენ იგი ჩვენის საკუთარის თვალით ვიხილეთ. ჩვენ მისი ხმა საკუთარის ყურით მოვისმინეთ. ჩვენ დავესწარით მის პირველს საჯაროს (публичный) ყრილობას, თუ ეს ეთქმის იმ გვარს ყრილობას, საცა პარლამენტის წევრთა გარდა, მხოლოდ თვითო–ოროლა წარჩინებული კაცი მოწვეული იყო ცალკე ბარათებითა ამათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნების ელჩთა დრაგომანები (მთარგმელნი). გამოჩენილი ბანკირები და სოვდაგრები, ადგილობრივისა და უმაღლესის თანამდებობის-კაცნი და სხვანი. პალატის წევრნი თითქმის სრულად მოგროვილიყვნენ, არ მოსულიყვნენ მხოლოდ წევრნი ბაღდადიდამ, ბასსორიდამ და ტრიპოლიდამ.
გაიხსნა პალატი თუ არა პალატის მეთაურმა (პრეზიდენტი) წარმოსთქვა სიტყვა, მიულოცა დეპუტატებს ეს ახალი წყობილება და აუხსნა იგი მძიმე მოვალეობა რომელიც მათ თავს უნდა იდვან თავისის ქვეყნის წინაშე. შემდეგ ამისა წარმოდგენილი იქმნა გასარჩევად და დასამტკიცებლად წესდებულება მასზედ თუ რა წესით უნდა იმოქმედოს პალატმა თავისის საქმეთა წრმოებაში.პირველი ოთხი მუხლი ამ წესდებულებისა სწრაფად გაირჩია და დამტკიცდა. რაკი საქმე მიდგა მეხუთე მუხლზედ, მაშინ დიდი, გძელი და გაცხარებული ბაასი გაიმართა. ამ მუხლში მოხსენებული იყო, რომ ვისაც სურს გამოიწვიოს პასუხის საგებლად რომელიმე მინისტრი მის მოქმედების შესახებ, მან ეგ გამოწვევა და წერილით და არა სიტყვით უნდა მოახდინოს და პალატას წარუდგინოს. ჯერ პალატამ უნდა იგი გამოწვევა ღირსეულად სცნოს და მერე მინისტრმა, რომელსაც გამოწვევა შეეხება ნება უნდა დართოს. ბევრი დეპუტატი წინააღუდგა ამ
მუხლსა,[1] ბევრმა წარმოსთქვა ამ მუხლის წინააღმდეგი აზრი. დეპუტატნი ლაპარაკობდნენ დიდის გამჭრიახობით, მართებულად და დარბაისლურად. ეს მით უფრო საოცარი იყო, რომ მოლაპარაკენი იყვნენ მიყრუებულის ადგილებიდამ მოსულები და ამის მეტად არსად შემთხვევა არა ქონიათ ამისთანა საბჭო კრებაში დასწრებისა. ერთმა მოლამ დიდი მჭევრ-მეტყველობა გამოიჩინა. ამან სხვათა შორის სთქვა: „თუ მართლა რაიმე საჭიროება მოითხოვს, რომ ეგ გამოწვევა ჯერ პალატისაგან ღირსად ცნობილი უნდა იქმნას და მერე მინისტრისაგან ნება დართული — ისა სჯობია სრულაც არ იყოს.
ჯერ პალატი წყობა-წყობად არ არის დაყოფილი ჯერ არც მემარჯვენი არიან, არც მემარცხენი და არც მეშუენი, მაგრამ ერთმანეთს შორიდამ ანიშნებდნენ ხოლმე რა საგანზედ როგორ უნდა მოიქცნენ მეხუთე მუხლის თაობაზედ კენჭი ჩამოატარეს და გადაწყვიტეს, რომ ეგ საგანი ხელმეორედ გაირჩიოს შემდეგს კრებაში. ყოველი დეპუტატი ისე წესიერად, მართებულის ღირსებით, დარბაისლობით იქცეოდა, რომ ცხადი იყო მათ ცნობილი აქვთ თვისის მოვალეობის უაღრესობა ქრისტიანთა დეპუტატნი მაჰმადიანთა დეპუტატებზედ უფრო ნაკლებ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თვალწინ გვედგა მაგალითნი იმპერიის შორეულისა და მიყრუებულის ადგილებისა, მაგალითად, დიერბიკერის დეპუტატნი. მთი მიხრა-მოხრა, მათი ყოფა-ქცევა, რიგიანობა და მახვილ-გონიერება ჩვენც კი ევროპიელთ გვიკვირდა. ევროპას დიდად ცდომილი აზრი აქვს იმ აზიელებზედ. რომელთაც არ მოხვედრიათ სხივი ახალის ცივილიზაციისა“.
__________________
1 უფლება პასუხის საგებლად გამოწვევისა (право запроса) მეტად ძვირფასი რამ არის პარლამენტის წყობისათვის, მეხუთე მუხლი, რომელზედაც კორრესპოდენტი მოგვითხრობს, ცხადად გვაჩვენებს, რომ მით მთავრობას სურვებია ამ უფლებას გზა დაუხლართოს და როგორმე ფრთა მოჰკვეთოს, მაგრამ როგორც ეტეობა, ამ ახლად დაბადებულს პარლამენტს. გამჭრე და შორ-მედველი კეთილგონიერება ჰქონია.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
ამიერ-კავკასიის სამოქალაქო მმართველობის შემოსავალ-გასავალი. — 1876 წელს შემოსავალი ყოფილა ------ 7.006,253მან.
1877 წელს მოელიან -------------------- 7,272,982-
შარშანდელზედ მეტია ------------------ 166,729-
გასავალი: 1876წ. ყოფილა. ------- 7,307,261
აქედამ ადგილობრივის შემოსავლიდამ ------- 7,106,259
სახელმწიფო საზინიდამ: ----------- 201,008
4877 წლისათვის გადადებულია:
ადგილობრივის შემოსავლიდამ ------- 7,230,381-
და სახელმწიფო საზინიდა ---------121,828
გასავალი შარშანდელზედ მეტია ----44,948-
I ამიერ-კავკასიის სასწავლებელთათვის წელს გასავალი
დანიშნულია სულ ერთიანად ------ 510,471 მ.
შარშან იყო დანიშნული --- 502,855-
წელს შარშანდელზედ მეტია ---- 7,616
წლევანდელის გასავლიდამ დანიშნულია:
1) გემნაზიებისა, პროგემნაზიებისა და რეალურთა სასწავლებელთათვის ----- 345,670-
შარშან იყო ------343,131-
წელს მეტია შარშანდელზედ ----- 2,539
2) საქალაქო, სმაზრო (უეზდისა), პირველ დაწყებითისა და სასკოლო სასწავლებელთათვის ------ 94,770-
შარშან იყო ----- 90,972-
შარშანდელზედ მეტია ------ 3,798-
3) სხვა და სხვა სასწავლებელთათვის ---- 70.031 მ.
II სასამართლოებისათვის (судебное вЋдомство)
წელს დანიშნულია ------ 1,016,171.
შარშან იყო ------ 883.573-
წლევანდელი შარშანდელზედ მეტია -----132.394-
III გამიჯნავების თანამდებობის კაცთა და თვით გამიჯვნავებისათვის წელს დანიშნულია ------ 197,653-
IV გზების საკეთებლად ------ 63,741-
V სასულიერო წოდებათა ჯამაგირთათვის ------ 59.449 -
დანარჩენი გასავალი სსვა და სხვა საგანთა შეეხება. რომელნიც აქ არ მოგვყავს. საზოგადოდ გასავლის სქემიდამ ჰსჩანს, რომ ზოგიერთში გასავალს წელს უმატნია 287,857 მანეთამდე და ზოგიერთში უკლია 242,857 მანეთამდე. რადგანაც მთელი გასავალი შეადგენს სულ 7.230.381 მან. შემოსავალი ადგილობრივთა წყაროთაგან 7.272.982 მან. და სახელმწიფო ხაზინიდამ 421.828მ. ამისგამო წელს, გასავალს გარეითად, ძირს უნდა დარჩეს 41,866 მანეთი.
- ჩვენ გვაუწყებენ სანდო პირნი, რომ უფ. ლიხაჩოვს ქართულის ენის სწავლების შესახებ ამისთანა დარიგება მიუცია ზოგიერთის მასწავლებელისათვის: 1) შეიძლება ქართული ენა ასწავლოთ მხოლოდ პირველს ორს სამს თვესა და რაკი მოწაფენი გაიცნობენ ასოებს მაგ ენის სწავლება უნდა მოიკვეთოსო; 2) თუმცა ეს ცოდნა ცოტაა, მაგრამ მე ეგ ცოდნაც საჭიროდ არ მიმაჩნიაო და ამიტომაც სასწავლებელის გაჩხრეკის დროს მე ქართულს ენაში მოწაფეებს არ გამოვცდიო; 3) სასწავლებელში უნდა ჰქონდეს ადგილი მხოლოდ რუსულს ენასო. ამიტომაც ქართულად სახარების კითხვაც სასწავლებელში თქვენთვის ამიკრძალავსო. თუ სურთ მოწაფეებს შინ სასწავლებლის გარედ, იკითხონო ქართული სახარება რადგანაც ეს ასე უნდა იყოსო, თვითო სასწავლებელში თვითო სახარების მეტი საჭირო არ არის და არც გამოგიგზავნითო.
მართლადა ესეც მოუხდენია უფ. ლიხაჩოვს. თვითო სასწავლებლისთვის თვითო სახარება გაუგზავნია, „დედა ენა“ თებერვალში მიუწვდია მარტო თიანეთის სასწავლებლისათვის, ისიც ორიოდე წიგნი: სხვაგან კი არც „დედა ენა“ და არც სხვა ქართული წიგნი თვალითაც არ უნახავთ. შარშან შემოდგომაზედ არც ერთს სასწავლებულს არც ერთი ქართული წიგნი, არც საკითხავი, არც სამოსწავლო არ მისვლიათ.
– ჩვენ გვაუწუყბენ, რომ ერთ სოფელში მეტყევე (лЋсничiй) ბევრს უკუღმართობას კადრულობსო და ხლხი შეწუხდაო. კორრესპონდენტი გვწერს: „აი მობძანდება მეტყევე სოფელში, თან მოსდევენ რამდენიმე ცხენოსანი, ტყის მცველნი. უცხო კაცს ეგონება ხონთქარი დაძრულა თავისის ტახტიდგანაო. მოვიდნენ სოფელში, წინ მოეგებებიან მამასახლისი და მსაჯულნი და რამდენიმე კაცნი, რომელთაც ნაუწყი აქვთ მეტყევეს მობძანება, რათა მამასახლისმა მოუმზადოს სახლი და სოფელში მოაგროვონ ჯეროვანი სურსათი. აი დარბიან გზირები კარიკარს. მეტყევესათვის და მისის ამალისათვის აგროვებენ ღვინოს, პურს, ქათმებს, ინდოურებს, ქერს და ბზესა იმ ზომით, რომ არამც თუ მეტყევეს და მის ამალას ეყოფა არამედ მამასახლისი და გზირები ერთს თვეს იკვებებიან. ამასაც ხომ არ ჰსჯერდება უფალი მეტყევე. მამასახლისს უბძანებს საშინოდაც ბზე მომიგროვე და გამომიგზავნო. თუ გლეხს ერთი ურემი შეშა ბარათზე გადაჭარბებული გამოუტანია, თვითონვე ახდევინებს ჯარიმას იმდენს, რამდენის სურვილიცა აქვს და ამაში არა რაიმე კვიტანციას გლეხს არ აძლევს. ეს ჩვენი მეტყევე გასაოცარი რამ სანახავია. როცა გადაკრულია. ვაი იმ გლეხს, რომელიც მაშინ შეხვდება და ქუდს არ მოუხდის!....მისდგება და მათრახით ააჭრელებს.“
– სხვათა მთავრობის განკარგულებათა შორის გაზეთი „კავკასი“ (№54) იხსენიებს, რომ კავკასიის ნამესტნიკის უმთავრესს სამართველოს ამ წლის მარტის 24 დღეს მოწმობა მიუცია ოქროს მადნის საძიებლად თ. კირილე ბეჟანისძე ლორთქიფანიძისათვის და აკაკი როსტომისძე წერეთლისათვის.
– ჩვენ შევიტეეთ, რომ სიღნახში აპირებენ ერთის საზოგადოების შედგენას, რომელსაც საგნად ექნება მოიპოვოს სხვა და სხვა საიმედო სახსარი საქალო სასწავლებლის გასასსნელად. ამ ჟამად ოც-და-ათ კაცს გაუმოუცხადებია სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილს საქმეში. ამასთან ისიც გვითხრეს, რომ იქაური სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელნი ჰპირდებიან თავის შრომას ჯერჯერობით სრულიად უსასყიდლოდ. სულით და გულით გისურვებთ ამ მშვენიერის აზრის სისრულეში მოევანს და საქმის კეთილად წარმართვას. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენის საზოგადოების გულმტკივნეულობამ შესაწევარი რამ გაიმეტოს ამ ქველის საქმისათვისა.
![]() |
3 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი |
▲back to top |
თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი
I.
ჟამნი რბიან. შენცა მელტვი.
ჰოი სულგრძელო. საყვარელო!
როს მომიხვალ, როს დამატკბობ.
ეჰა წამო სანატრელო?
ბაგე ვარდო, ნამით სველო
სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს,
ჰოი სპეტაკო ზაბახთ ველო!
ცრემლნი ჩემნი ალს გულისს
ვერად აკლებს ძალსა წვისას;
ესე ცეცხლი ვერვინ აქროს
არ თუ შენვე, აღმგზნებელო!
ბაგე ვარდო, ნამით სველო
სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს,
ჰოი სპეტაკო ზამბახთ ველო!
მზეს მიხედე, მარად დილით,
ცრემლს ვით უშრობს მდელოთ სხივით...
დილა ჩემი როს გათენდეს.
პირო ბადრო და ნათელო!
ბაგე ვარდო, ნამით სველო,
სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს
ჰოი სპეტაკო ზამბახთ ველო!
თვალნო, რაზომ ღვრიდეთ ცრემლთა,
გმართებსთ მისთა ვერ მჭვრეტელთა!....
გონებაო. შენ რად შმაგობ,
მისგან განუშორებელო?
ბაგე ვარდო, ნამით სველო,
სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს,
ჰოი სპეტაკო ზამბახთ ველო!
გავს ნამდვილი ტრფიალება
მოშორებით არ განქრება;
რაზომ მელტვი, უფრო გეტრფი,
სახილველად სასურველო!
ბაგე ვარდო, ნამით სველო,
სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს,
ჰოი სპეტაკო ზამბახთ ველო,
საუკუნოდ გინდ პყრობილი
უწამლოდ ჰკვნესდეს კოდილი;
ტანჯვისათვის ვინ თქვას „შაბაშ!“
თვით განსაჯე, ულმობლო?
ბაგე ვარდო, ნამით სველო,
სუნნელთაგან მომსუნთქველო
შუქმან შენმან განმანათლოს,
ჰოი, სპეტაკო. ზამბახთ ველო!
II.
შენთან არს გული, მნათობო, ვიყო სად გინა,
გინა ვის ვჭვრეტდე, მნათობო, შენ მიდგა თვალ წინა.
ან მე ვით არ მიჭირდეს, შენს მტრფობს ესრედ თმობა?
ან შენ რად გიკვირდეს, ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა.
ოდეს ღიმილი, მნთობო, განგიპობს ლალთა,
მრგარიტთ მჭვრეტულთ, მნათობო გეშურვი თვალთა.
ან მე ვით არ მიჭირდეს, შენს მტრფობს ესრედ თმობა?
ან შენ რად გიკვირდეს, ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა?
როს საროს რხევა, მნათობო, წრმომიდგების,
ცნობა მელევის, მნათობო, ოხვრა ხშირდების.
ან მე ვით არ მიჭირდეს, შენს მტრფობს ესრედ თმობა?
ან შენ რად გიკვირდეს, ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა?
ბროლის ფიცრისა, მნათობო, მახელებს ხსოვნა,
მომკლა ძებნამან, მნათობო, და სად არს პოვნა?
ან მე ვით არ მიჭირდეს, შენს მტრფობს ესრედ თმობა?
ან შენ რად გიკვირდეს, ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა?
აწ ჰრქვი პყრობილს, მნათობო. თუ რასა ჰყვედრი?
სურვილსა მისსა, მნათობო, ვერ ერჩის ხვედრი....
ან მე ვით არ მიჭირდეს, შენს მტრფობს ესრედ თმობა?
ან შენ რად გიკვირდეს. ჩემს მცნობს ჩემგან ეს გრძნობა?
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
აღმოსავლეთის საქმე. — უპირატესთ სახელმწიფოებს მოუწერიათ ხელი სიგელზედ (პროტოკოლზედ), მაგრამ გამოვა რამე აქედგან, თუ არა, ეს კი არვინ იცის. მხოლოდ ის კი იციან, რომ რუსეთი მარტო მაშინ დაშლის თავის ჯარს, როდესაც ორი პირობა აღსრულებული იქმნება: ოსმალეთი უნდა შეურიგდეს და დააკმაყოფილოს ჩერნოგორია და დაშალოს თავისი ჯარი. შესაძლებელია თუ არა ოსმალეთისათვის ან ერთისა და ან მეორის აღსრულება? გამარჯვებული ჩერნოგორია თხოულობს, რასაკვირველია, იმისთანა ჯილდოს. — სხვათა შორის ქალაქს ნიკშიჩს, —რომლის მიცემა ოსმალეთს ეთაკილება და ემძიმება, მეორის მსრით, რად დაშლის ოსმალეთი თავის ჯარს თუ კი ზურგთ-უკან ეგულება დიდძალი ჯარი რუსეთისა. ამის გარდა, ოსმალეთმა კარგად იცის, რომ ევროპიის დიპლომატია მხოლოდ დროის გატარებას მიეცემა და თავს გაირთობს სხვა და სხვა სიგლების წერით და კონფერენციებითა; კარგად იცის, რომ ევროპის სახელმწიფოთა შორის თანხმობა სრულებით არ არსებობს, და არც იმედია რომ ურთიერთი დაიყოლიონ და ერთს გადაწყვეტილებაზედ დადგნენ. მისგამო „ევროპიის კონცერტი“ ფუჭი სიტყვაა. ოსმალეთი არამც თუ არ შლის თავის ჯარს, არამედ აი რას იწერება სტამბოლიდგან რუსულის გაზეთის „Голосъ“-ის კორრესპონდენტი: „ოსმალეთის მინისტრები დიდ მზადებაში არიან ომიანობისათვის. დერვიშ-ფაშისთვის მიუწერიათ, რომ ყოველ ჟამს მზათ იყოს ჩერნოგორიასთან ომის გასამართავად. სტამბოლიდგან გაგზავნეს დეპეშა, რომ დაამზადონ ჩერქეზები. თუ ვინიცობაა ომი ასტყდა, ოსმალებს განზრახვა აქვთ სერბიასაც დაეცნენ“. –
– იმედი აქვთ, რომ ოსმალეთის მთავრობა მათ შინ გაგზავნის დესპანს ჯარის დაშლის თაობაზე მოსალაპარაკებლად, როცა მოუვა ხსენებული სიგული. მაგრამ საეჭვო კია. რომ დესპანი გაგზავნოს ოსმალეთმა, რადგანაც ყოველივე ეს სათაკილო საქმეთ მიაჩნია.
– რუსულს გაზეთს „Новое Вркмя“ სტამბოლიდამ ჰსწერენ, რომ ოსმალეთი უარყოფს მისდა შინაურს საქმეში უცხო სახელმწიფოთა გარევას.
– ამავე გაზეთში იწერებიან ვენიდგან, რომ თუმცა სიგელს (პროტოკოლს) ხელი მოაწერესო, მაგრამ აღმოსავლეთის საქმის მშვიდობიანად დაბოლოებისა იმედი არ არისო, ომი აუცილებელიაო. ოსმალეთი უარჰყოფს სიგელს და არ მოურიგდება ჩერნოგორიასაო.
ავსტრი-ვენგრია. — ავსტრიის სლავიანები ძალიან დაფიქრებულან თავის მომავალ სვე-ბედზედ. მეტადრე ის სლავიანები, რომელნიც სცხოვრობენ გერმანიის მეზობლად. ავსტრიის იმპერიას, როგორც მოგეხსენებათ, თვალი უჭირავს სამხრეთ–დასავლეთზედ, იმიტომ რომ თუ გიმატებს რასმეს როდისმე, ამ მხრით არის მარტო შესაძლო თორემ გერმანიას იგი ვერას გამორჩება. გერმანიას ხომ თავის მხრით, საღერღელი დიდი ხანია აშლილი აქვს გადიდებისა და გავრცელებისათვის. მისი მეზობლები სლავიანები, სახელდობრ, ჩეხები ძალიან შიშობენ გერმანიის სვავმა არ გადაგვყლაპოსო. უკანასკნელ დროს ხმა გახშირდა თურმე, რომ ჩეხია სცდილობს დაუმეგობრდეს პრუსიას და მით შეაშინოს. ავსტრიის მთავრობა, რომლის ქვეშევრდომად იმოფება სხვათაშორის ჩეხიაც. ეს ხმა ისმის განსაკუთრებით ძველ–ჩეხიის დასიდგან. გერმანიას, რასაკვირველია, უხარიან ეს ამბავი. მაგრამ ჩეხიის ახალმა თაობამ, გაიგო ეს თუ არა, მაშინვე დაიწყო ქადაგება მასზედ თუ რა უგუნურებაა ეს პრუსიასთან დამეგობრება; რომ პრუსია მათთვის უფრო საშიშია; რომ მისი მეგობრობა სამწუხარო მომავალს მოასწავებს ჩეხიასთვისო. „აბა რა ჭკუაში მოსასვლელიაო, მცირე შიშის თავიდგან აცილებისთვის ადამიანი უფრო უარესს ვაი-ვაგლასს მიეცესო. ძაღლის კბენისგან გადარჩენისათვის რომ კაცმა ლომს ჩაუდოს პირში თავი, სწორეთ ეს არის თქვენი საქმეო“. მის დასამტკიცებლად, რომ ეს გერმანიის მეგობრობა სრული უგუნურებაა, ახალს თაობას მაგალითად მოყავს შლეზვიგი, რომლის დამოუკიდებლობა სრულებით მოსპო გერმანიამ, — მოყავს ელზას-ლოტარინგია, რომელიც ძალად ჩაიგდო ხელში და რომელშიაც ხალხის განემეცებას დიდად ცდილობს.
გერმანია. – ბისმარკს სამსახურიდგან გამოსვლა უთხოვნია, მაგრამ იმპერატორმა უარჰყო მისი თხოვნა და მხოლოდ დროებით დაითხოვა. ამ საქმის ნამდვილი მიზეზი ჯერ არ არის ნაცნობი. ეს კია, რომ ბისმარკსაც შავი დღე დასდგომია.
ბერლინშიაც, როგორც სხვა ევროპიის დიდ ქალაქებში, მუშა ხალხში დიდი არეულობა და უკმაყოფილობა, რადგანაც სამუშაოს ვერ ჰპოვებენ: მოსარეწავობა და აღებ-მიცემობა შეჩერებულია,— არ იციან რას მოასწავებს მომავალი. ალექსანდრეს მოედანზე, ბერლინში, რამდენჯერმე შეიყარა დიდ ძალი მუშა ხალხი, მშიერი, მწყურვალი, და სამუშაოს და შემწეობას თხოულობდა. პოლიცია და ჯარი, რა-საკვირველია, იქვე დასწრობია.
საფრანგეთი. – ორივე პალატი, სენატი და დეპუტატთა პალატი ამ ჟამად, საუფლო დღეების გამოისობით, არა საქმობენ და არც ისაქმებენ პირველ მაისამდინ, ჩვენებურად, 19 აპრილამდე.
საწყალი საფრანგეთი! ამ შვიდ წელიწადში მისნი უკეთესნი შვილნი მხოლოდ იმ ზრუნვაში არიან, რომ ამ ახლად დაბადებულს რესპუბლიკას როგორმე ძირი გაუმაგრონ, ფესვი ღრმად განზედ გაადგმევინონ. იმის ცდაში არიან ეს რესპუბლიკა სულიდამ არ გამოგვაცალონო და არ დაგვიხრჩონო. მათი დრო და ფიქრი ამაზედ იკარგება და რასაკვირველია სხვა საქმეებისათვის აღარც დრო აქვთ და არც მოცალეობა. მათდა საუბედუროდ საფრანგეთს შინვე ბევრი მტერი ჰყავს. საფრანგეთში არის ერთი დასი (პარტია), რომელსაც ჰსურს, რომ არაფერი არ კეთდებოდეს, არაფერი არ ჰსწყდებოდეს და თავდებოდეს, რომელიც სცდილობს ყველგან შფოთი და არეულობა ჩამოაგდოს და ამით გაუტეხოს რესპუბლიკას სახელი. ამ დასს ბევრი ძლიერი შემწე ჰყავს. სენატის წევრთა უმრავლესობა ამ დასისაა, ამ დასის მომხრენი მოიპოვებიან თვით რესპუბლიკის პრეზიდენტის საბჭოშიაც. გარდა ამისა ამ დასს ეკუთვნის ორი მესამედი მთავრობის მოხელეთაგანი. ამის გამოისობით, პარლამენტის მოქმედებას დიდი სიფთხილე და წინ დახედვა სჭირია. ეს გარემოებაა, იმის მიზეზი რომ წრევანდელმა პარლამენტმაც ცუდ გუნებიანად და ყოყმანობაში გაატარა დრო. პარლამენტის პირველი ხანა გათავდა კიდეც, მაგრამ მათ მოღვაწეობას არავითარი მტკიცე და გადაწყვეტილი სახე არ მიჰსცემია.
ყოველ ამის მიზეზი კარგად იციან პოლიტიკის კაცებმა, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა ესე იგი ხალხი ცოტად თუ ბევრად სიბნელეშია და ისე ნათლად ვერ ხედავს ვერ არჩევს ვინ არის მისი ნამდვილი მტერი და მეგობარი, ანუ ვისი ბრალია რომ პარლამენტი ბევრს არას აკეთებს და თითქმის ერთს ალაგს ტრიალებს. ამ გაუგებლობით და ხალხის უსინათლობით სარგებლობენ ზემო ხსენებულის დასის კაცები და მახეს უგებენ რესპუბლიკას, უნდათ დაიჭირონ და სული ამოართონ. წამ და უწუმ ყვირიან: „რესპუბლიკა უძლურია, მისი მოღვაწენი სრულებით უნიჭონი არიან“. ცოტაღა უკლიათ რომ დაიძახონ: „საფრანგეთი დაღონებულია და მოწყენილი, რადგანაც მუდამ დღე გასართობს და გასაოცარს სეირს არ აყურებინებენ. (ნაპოლეონის იმპერია და მისი გარეგანი თვალ დასაბრმავებელი ბრწყინვალება ხომ გეხსომებათ!). ამ ყვირილით სურთ ხალხს თვალები აუხვიონ, ხალხის თვალი მოარიდონ თავიანთ ქვეშქვეშობას და ფაცა-ფუცს, რესპუბლიკის დარღვევისათვის მომართულს.
თუმცა ამ დასის კაცებს ერთგვარი გულის წადილი არა აქვსთ და სხვა და სხვა ბედს უქადიან საფრანგეთს, მაგრამ მათ შორის სუფევს ერთი მიდრეკილება, რომელიც ყველას საერთოდ ეკუთვნის. ეს არის რესპუბლიკის სახელის გატეხა, მისი დარღვევა და მონარხიის დაარსება. რა ნაირი იქმნება ეს მონარხია, ესე იგი ტასტზე ვინ აბრძანდება — ბურბონიელი, ორლეანელი, თუ ბონაპარტიელი — ჯერჯერობით ამის ფიქრში არ არიან. აი, როდესაც ხალხს რესპუბლიკის სასოება გაუწყდება, როდესაც რესპუბლიკის სახსენებელიც აღარ იქნება და საერთო მტერი აღარ ეყოლებათ, მაშინ დაიწყობა მონარხიელთა ურთიერთშორის ბრძოლა საფრანგეთის ტახტისათვის.
აი ამ საერთო მიდრეკილებაში მდგომარეობს ის შიში, რომელიც მოსდევს მონარხიელთა ბოროტს მოღვაწეობას და ეგ საფრანგეთის პირდაპირი ღალატია.
როცა მათ მხარი არ ჰქონიათ მიცემული ერთიერთმანერთი და მათ შორის შფოთი და უთანხმობა იეო, მონარხიელნი სრულებით უშიშარნი იყვნენ რესპუბლიკისათვის. მაგრამ რა კი შეერთდნენ ეხლა, რესპუბლიკის მომხრე კაცებს დიდი საბრთხილე სჭირიათ. მონარხიელთა ქადაგება მეტადრე ამ ჟამად რის საშიში, როდესაც პარლამენტი დროებით დაიშალა და მისი წევრნი პირდაპირ მისვლა-მოსვლას შეუდგებიან თავის ამომრჩევლებთან; საშიშია მეთქი, იმიტომ რომ შემოდგომით დეპარტამენტებისა და მუნიციპალის საბჭოთა წევრნი ახლად უნდა ამოარჩიონ, და როგორც მოგეხსენებათ[1] ეს წევრნი მიიღებენ მონაწილეობას სენატორების ამორჩევაში, რომელთა მესამედი ნაწილი იცვლება ყოველ სამს წელიწადს (ე.ი. 1879 წ. იქმნება სენატორთა მესამედის რიცხვის ახალი არჩევანი). მაშასადამე შემოდგომის არჩევანს დიდი მნიშვნელობა ექმნება საფრანგეთის მომავალ საპოლიტიკო ცხოვრებისათვის და უეჭველია მონარხიელთა დასის კაცები დიდს მეცადინეობას იხმარებენ, რომ ამ არჩევანში თავისი მომხრენი გაიყვანონ. აი ამიტომაც მოგახსენეთ, რომ მათ ქადაგებას მეტადრე ამ ჟამად დიდი შიში და სიფრთხილე მოსდევს.
გადავხედოთ ახლა რა იარაღი უპყრიათ მათ ხელში თავის საქმის გასატანათ.
პარლამენტში იმათ, რასაკვირველია არაფრის გაკეთება არ შეუძლიანთ; მათ მხოლოდ შეუძლიანთ სხვებს დაუშალონ და დააბრკოლონ სხვისგან დაწყებული საქმე. მაგრამ პარლამენტის გარე, ხალხში დეპარტამენტებში კი სხვა არის. მათის ჟურნალ–გაზეთების მეოხებით, მათთა და აგენტებთა ოსტატობით და მეტადრე მთავრობის მოხელეთა შემწეობით, რომელთა შორის ბევრნი მათივე მიდრეკილებისანი არიან, ყველა ამა შემწეობით მონარხიელთა მოღვაწეობისათვის დიდი ფართო გზაა გაშლილი. ამ ჟამად საფრანგეთის საპოლიტიკო ცხოვრების ძარღვი პარლამენტში კი არა, დეპარტამენტში და სოფელშია. ამავე ალაგს უნდა მიმართონ რესპუბლიკის მოყვარეთაც თავიანთი ბეჭითი მოღუაწეობა ამჟამად. დიდი სიფრთხილე სჭირიათ მათ და დიდი ჯაფა, რადგანაც მათი მტერი, მონარხიელთა დასი, დიდ ჭაპანს წყვეტაშია, დიდს ცდაშია, თითქო სიკვდილს უბრძვის და თუ თავისი არ გაიყვანა ეს არის სულსაც დალევსო. იგინი სცდილობენ დაუახლოვდნენ სამღვდელოთა, რადგანაც კარგად იციან რომ მათ დიდი გავლენა აქვთ საფრანგეთში; სცდილობენ სახელი გაუტეხონ რესპუბლიკას ვაჭრებში და დაბალ ხალხში.
ამის გამოისობით საჭიროა, რომ რესპუბლიკელი დეპუტატები დაუახლოვდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, აუხსნან მათ მონარხიელთა მოქმედება, გააგებინონ, რომ მხოლოდ ერთი მმართველობაა, რომლისგანაც უნდა მოელოდეს საფრანგეთი ყოველ სიკეთეს და დღეგრძელობას; რომ იგი მმართველობა რესპუბლიკაა; რომ რესპუბილიკის ქკეშ საფრანგეთი მიეცემა იმ ბედნიერ ცხოვრებას რომელიც მშვიდობიანი დადგრომილია და რომელსც არ უყვარს არც ტრაბახობა და ფართი-ფურთობა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე თავისას გაიტანს და რესპუბლიკა უფრო მკვიდრად, უფრო მტკიცედ გამოვა ამ განსაცდელისაგან.
_____________
1 იხილე „მოკლე მოთრობა სხა და სხვა სახელმწ.“ ამ ნომერში.
![]() |
5 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის |
▲back to top |
მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის
საფრანგეთი. — ახალის დროის ისტორიაში ძნელად მოიძებნება სხვა სახელმწიფო, რომელსაც მიეწერებოდეს იმ რიგივე მნიშვნელობა კაცობრიობისათვის, როგორიც აქვს საფრანგეთს. არა ქვეყანას, არა ხალხს არ მიუზიდავს თავისაკენ იმოდენა თანაგრძნობა, იმოდენა სიყვარული, იმოდენა უნებური ყურადღება, როგორც ამ სახელმწიფოს. მის წარმატებას, მის ყოველსავე წინ წადგომას მნიშვნელობა აქვს არამც თუ მარტო თავის შინაობაში, არამედ თითქმის მთელის ევროპიისათკის როდესაც სხვა სახელმწიფონი მიეცემიან ჩვეულებრივის ცხოვრების მდოვრს დენასა, როდესაც ევროპიის საზოგადოებას არავითარი განსაკუთრებული გარემოება (როგორც ამ ჟამად – აღმოსავლეთის საქმე) არ აწუხებს და არ აღელვებს, მაშინ ყოველის კაცის ყურადღება თითქმის განსაკუთრებით საფრანგეთისკენ არის მიქცეული, სადაც საპოლიტიკო და საზოგადობრივი ცხოვრება დაუდგრომელ დუღილშია და უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.
რაც შეესება. მის მდიდარს წარსულს, მის დიდებულს ისტორიას, ამაზედ შემდეგში გვექნება დაწვრილებითი ლაპარაკი ჯერ-ჯერობით კი მოვიხსენიებთ მხოლოდ ეხლანდელ მდგომიარობას საფრანგეთისას, იმასაც მოკლედ, მარტო იმდენად, რამდენადაც ეგ, ჩვენის ფიქრით, საჭიროა მისის მომდინარე საპოლიტიკო ცხოვრების გაგებისათვის.
საფრანგეთის სივრცე შეადგენს 9,599 ოთხ-კუთხე მილს; მასზედ სცხოვრობს 36,102,921 სული. მცხოვრებნი საფრანგეთისა თითქმის განსაკუთრებით კათოლიკენი არიან, გარდა 715,218 სულთა, რომელნიც სხვა სარწმუნოებას აღიარებენ (პროტესტანტები, ურიები სხვა არა-ქრისტიანენი და კიდევ ზოგიერთი იმისთანანიც, რომელთაც არავითარი სარწმუნოება არა აქვსთ). გვარ-ტომობით თითქმის ყველანი ფრანციულნი არიან; უცხო ქვეყნელთა რიცხვი,რომელნიც საფრანგეთში სცოვრობენ, ადის 750,000-მდე. ამათ შორის 15,303 სამუდამოდ გარდასახლებულან და საფრანგეთისა ქვეშე-ვრდომობა მიუღიათ.
ამ ჟამად საფრანგეთში რესპუბლიკის მთავრობაა. რესპუბლიკა დაადგინა საფრანგეთმა 4 სეკტემბერს 1870 წ. ხალხის წარმომადგენელთა კრებამ 1873 წ. კენჭი უყარა მარშალს მაკ-მაგონს და ამოირჩია შვიდის წლის ვადით რესპუბლიკის მოთავეთ – პრეზიდენტათ (383 თეთრი და 317 შავი კენჭი მოუვიდა). იმავე კრებამ 25 თებერვალს 1875 წ. დაამტკიცა რესპუბლიკის წესდებულება (კონსტიტუცია), რომელიც შემდეგში მდგომარეობს: კანონთმდებელი უფლება ეკუთვნის ორ საბჭოს — დეპუტატთა პალატას და სენატს. დეპუტატთა პალატის წევრნი ამოირჩევიან სყოველთაო ამორჩევითა. რესპუბლიკის მოთავის (პრეზიდენტის) ამოსარჩევად სენატი და დეპუტატთა პალატი ერთად უნდა შეიყარნონ, შეადგინონ ერთი ნაციონალური კრება და ამ კრებამ უნდა ამოარჩიოს რესპუბლიკის მოთავე კენჭის ყრითა. ოღონდ კი ამომრჩეველთა კენჭი მეტი იყოს, თუნდა ერთითაც და ამორჩევას კანონიერი ძალა ეძლევა. პრეზიდენტს ირჩევენ შვიდის წლის ვადით. მაგრამ, ეს ვადა გაუთავდება შეუძლიან ხელმეორედ აღმორჩეულ იქმნას. როგორც ორივე საბჭოს წევრთა აგრეთვე რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს კანონ-მდებლობითის თაოსნობის უფლება ესე იგი შეუძლიანი წარუდგინოს ორთა საბჭოს, რომელიმე კანონთ წინადადება, რომელიც მაშინ მიიღებს კანონის ძალსა, როცა სენატი და დეპუტატთა პალატი თანახმანი გახდებიან და დაამტკიცებენ.
პრეზიდენტი ვალდებულია საქვეყნოდ გამოაცხადოს და აღსრულებაში მოიყვანოს ის კანონი, რომელიც დაწესებულია ორივე პალატის მიერ. მას აქვს უფლება შეიწყალოს დანაშაულობა, მაგრამ საზოგადოდ შენდობა კი დანაშაულობისა უნდა მხოლოდ კანონის ძალით მოხდეს.
ლაშქარი პირდაპირ პრეზიდენტს ემორჩილება და მის განკარგულების ქვეშ იმყოფება. მარტო პრეზიდენტს აქვს უფლება განაწესოს სამხედრო და საერო თანამდებობის კაცნი. უცხო სახელმწიფოთა ელჩები და სხვა წარმომადგენელნი მის წინაშე არიან დადგენილნი. ყოველი განკარგულება რესპუბლიკის პრეზიდენტისა ხელმოწერილი უნდა იყოს ერთის მინისტრის მიერ. თუმცა დეპუტატთა პალატი ვადით არის, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლიან, სენატის დაკითხვით, დაითხოვოს დეპუტატთა პალატი, ვადაზედ უწინარესაც, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამ თვეზე მაინც უნდა დანიშნოს ახალი არჩევანი ახალთა დეპუტატთა ამოსარჩევად და ახალის პალატის შესადგენად. მინისტრები როგორც ყველანი ერთად, ისე თვითვეულად ცალკე პასუხის მგებელნი არიან პალატთა წინაშე. საერთო პასუხის გება მაშინ არის, როცა სამინისტროს მოქმედება შეეხება საზოგადო საპოლიტიკო საგანსა, თვითვეულის პასუხის გება მაშინ არის, როცა საქმე თვითვეულის მინისტრის განკერძოებულს, ცალკედ მოქმედებას შეეხება.
რესპუბლიკის პრეზიდენტი მსოლოდ იმ შემთხვევაში არის პასუხის მგებელი, თუ ვინიცობაა სახელმწიფოსი და ქვეყნის ღლატი შეემჩნევა. თუ სიკვდილისა ან სხვა მიზეზების გამო ძველი პრეზიდენტი აღარ იქმნება ორივე პალატა იმ წამსვე შეუდგება ახალის პრეზიდენტის არჩევანს და არჩევანამდე აღმასრულებელი უფლება დროებით მიენიჭება სამინისტრო საბჭოსა.
ორთა პალატას აქვთ უფლება თავისის ნებით, ანუ პრეზიდენტის წინადადებით, კონსტიტუციის კანონები ხელხლად გაარჩიონ და შესცვალონ. ამ შემთხვევაშიაც ორივე პალატი უნდა გაერთდეს და შეადგინოს ერთი ნაციონალური კრება.
ხოლო, 1880 წლამდე, ესე იგი ვიდრე ეხლანდელს პრეზიდენტს მაკ-მაჰონს არ გაუთავდება პრეზიდენტობის ვადა. კონსტიტუციის ხელახლად გადახილვა და შეცვლა მხოლოდ პრეზიდენტის წინადადებით შეიძლება, ასე რომ პალატთა ამ დრომდე ამისი უფლება არა აქვთ.
სენატს შეადგენს სამასი წევრი, რომელთა შორის სამოც და თხუთმეტს ირჩევს ნაციონალური კრება და ორას ოცდა ხუთს კი ირჩევენ დეპარტამენტები (გუ- ბერნიების მგზავსია) და კოლონიები.[1]
ვინც გვარტომობით ფრანციელი არ არის, ვინც ორმოცის წლისა არ შესრულებულა და ვისაც არა აქვს მინიჭებული ყველა საერო და საპოლიტიკო უფლებანი, იმას არ შეუძლიან სენატის წევრად აღმორჩეულ იქმნას.
იმ სენატის წევრთა, რომლებსაც ჰგზავნიან დეპარტამენტები და კოლონიები, ირჩევს არჩევანის კოლლეგია (избирательная коллегiя), რომელიც იკრიბება დეპარტამენტის უმთავრესს ქალაქში და რომელსაც შეადგენენ შემდეგნი პირნი: 1) დეპუტატთა პალატის წევრნი, 2) დეპარტამენტის საბჭოს წევრნი, 3) მაზრის საბჭოს წევრნი და 4) ის პირნი, რომელთაც ირჩევს თვითვეულად ყოველი მუნიციპალის საბჭო სოფლის საზოგადოების აღმომრჩეველთა შორის.
ამ რიგად დეპარტამენტებში ცხრა წლის ვადით ირჩევენ სენატორებს, რომელთა მესამედი ნაწილი ყოველს სამს წელიწადს ერთხელ უნდა გადადგეს და მათ მაგიერ ახალნი ამორჩეულნი უნდა შევიდნენ. ის სენატორები კი, რომელთაც ირჩევს ნაციონალური კრება, სიკვდილამდინ მაგ თანამდებობაში უნდა იყვნენ, იგინი უცვლელნი არიან.
თუ სიკვდილისა ან სხვა მიზეზის გამო სენატორის ადგილი განთავისუფლდა, მაშინ თვითონ სენატი ორის თვის განმავლობაში ირჩევს მის მოადგილეს. სენატსა და დეპუტატთა პალატს ერთნაირი უფლება აქვსთ კანონების შედგენისა და წინადადებისა. ხოლო, საფინანსო კანონები კი წინაპირველად დეპუტატთა პალატის წინაშე უნდა წარდგენილ იქმნენ, მის მიერ მიღებულნი, და შემდეგ სენატში გადატანილ. თუ საჭიროება მოითხოვს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი ან მინისტრები სამჯავროს მიეცნენ, მაშინ სენატი მიიღებს უმაღლესის სასამართლოს უფლებასა.
აი მდგომარეობს ის კონსტიტუცია, მოქმედებს საფრანგეთში. კარგია თუ ცუდია ეს კონსტიტუცია. კაცის თავისუფლებას და კეთილდღეობას ბევრად უმართავს ხელს თუ ცოტად, ჩვენ ამის გამოძიებაში არ შევალთ. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ამ კონსტიტუციიდამ ცხადადა ჰსჩანს, რომ საფრანგეთში დამყარებულია რესპუბლიკა და არა სხვა სახის მთავრობა. ამ დასკვნას მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რესპუბლიკას ბევრი მტერი ჰყვანდა და ჰყავს კიდეც, ბევრმა უღალატა მას, ბევრმა ბევრჯელ ძირი უთხარა, მაგრამ ვერავინ ვერა გააწყორა. რესპუბლიკამ თავისი გაიტანა და დღეს ჯერ ავად თუ კარგად სუფევს.
აწმყო მმართველობას სამგვარი მტერი ჰყავს საფრანგეთში: ლეგიტიმიელნი, ორლეანელნი და ბონაპარტიელნი. ლეგიტიმიელებს ჰსურთ დაადგინონ საფრანგეთში მონარხიული მთავრობა და ტასტზე გრაფი შამბორი აიყვანონ. შამბორი, ანუ ჰენრიხი V, ბორდოსსის ჰერცოგი არის, შვილის შვილი კარლო X-სა, რომელიც მეფობდა საფრანგეთში 1824-1830 წლამდე. ორლეანელთ ჰსურთ გაამეფონ ლუი-ფილიპის[2] შთამომავლობა.
ბონაპარტიელები სცდილობენ დაადგინონ იგივე იმპერია, რომელიც საფრანგეთმა ჩამოაბძანა ტახტიდგან 4 სეკტემბერს 1870 წ. ლეგიტიმიელნი და ორლეანელნი, ამ ჟამად იმედ გაწყვეტილნი, როგორღაც მიიმალნენ. ბონაპარტიელნი კი ისევ დიდ მეცადინეობაში არიან და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ როგორმე ძირი მოუთხარონ ახალ დაბადებულს რესპუბლიკასა.
როგორც რუსეთი განიყოფება გუბერნიებათ, იმავე მსგავსად საფრანგეთი დაყოფილია დეპარტამენტებათ (86 თვითონ საფრანგეთშია, სამი ალჟირში). დეპარტამენტის უფროსი არის პრეფეკტი. შინაგან საქმეებს განაგებს დეპარტამენტის საბჭო, რომლის წევრთა თვითონ ხალხი ირჩევს. ყოველი დეპარტამენტი შესდგება რამდენიმე მაზრებთაგან, რომელთა უფროსებს უწოდებენ სუ-რეფეკტებს.ყოველ მაზრაში არის აგრეთვე მაზრის საბჭო.
მაზრა განიყოვება რამდენიმე კანტონებათ და თითო კანტონი სოფლის საზოგადოებათ, რომელთა საქმეების წარმოება მინდობილი აქვს მუნიციპალის საბჭოს სოფლის საზოგადოების უფროსს უწოდებენ მერს. მუნიციპალის საბჭოს წევრთა ირჩევს თვითონ სოფლის საზოგადოება.
ყოველი სრული წლოვანი ფრანციელი ვალდებულია ლაშქარში სამსახურისა. იგი უნდა ემსახუროს ხუთი წელიწადი მომქმედ ლაშქარში, ოთხი წელიწადი ამ ლაშქრის რეზერვში, ხუთი წელიწადი სატერრიტორიო ლაშქარში და ექვსი წელიწადი ამ ლაშქრის რეზერვში. სულ ერთიანად სამსახურის ვადა ოცი წელიწადია.
მშვიდობიანობის დროს საფრანგეთის ლაშქარი შეადგენს 440,324 ჯარის კაცს; ომიანობის დროს 1,750,000 კაცის იმედი აქვთ. საფრანგეთის შემოსავალი შეადგენს 700 მილიონამდისინ. გასავალიც თითქმის ამოდენაა. მისი ვალი სულ ერთიანად შარშან ადიოდა 300 მილიონამდისინ.
ახალმა რესპუბლიკამ დიდი სარგებლობა მოუტანა ხალხის განათლებას. 1878 წლის შემოსავლიდამ სახალხო სასწავლებლებისათვის გადადებულია 27 მილიონი ფრანკი, ე.ი. შვიდ მილიონით და ნახევარით მეტი ვიდრე შარშან იყო დანიშნული. ეს ფული დანიშნულია სახელმწიფო ხაზინიდგან. ამას გარდა სახალხო სასწავლებელთათვის თვითონ დეპარტამენტები ოთხ მილიონ მანეთამდე იძლევიან. სოფლის საზოგადოებანი ხუთმეტ მილიონამდე და ხუთ მილიონზე მეტს დ კერძო პირნი და სხვა და სხვა საზოგადოებანი. ყველა ეს ცხადად გვაჩვენებს ჩვენ, რომ რესპუბლიკას საფრანგეთში მიუმართავს ძლიერი ყურადღება ხალხის განათლებისათვის და ამისთვის არამც თუ თვით მთავრობას აუღია კისრად კარგა ზომიერი ხარჯი, არამედ გამოუწვევია თვით საზოგადოება ამ მეტად საჭირო საქმის ხელის შესაწყობათ. ამისთანა მეცადინეობა რესპუბლიკის ერთის მხრით ხალხის განათლებას დიდს წარმატებას აძლევს და მეორეს მხრით საფრანგეთის ხალხს აჩვენებს რა სარგებლობასაც უნდა მოელოდეს იგი სხვაშიაც ამ ახალის რესპუბლიკისაგან.
______________
1 მარტინიკა და გვადელუპა ამერიკაში, რეუნიონი — აფრიკაში, და საფრანგეთის ინდოეთი აზიაში.
2 ლუი-ფილიპი მეფობდა საგრანგეთში 1830-1848 წლამდე, და ამ წელიწადს არეულობისა გამო გაიქცა საფრანგეთიდამ.
![]() |
6 ჩვენის ისტორიისათვის მასალა. |
▲back to top |
ჩვენის ისტორიისათვის მასალა.
ამოღებულია ნიკოლოზ დადიანის ხელნაწერის თხზულებიდამ, რომელსაც ჰქვიან „ქართველთ-ცხოვრება.[1]
თუმცაღა განმეორებით ახლად შევსთხზეთ ესე ქართველ–ცხოვრება დაბიოითა фრასითა და ლექსნი განვაშვენენ და წინა უკმო დავსდეგ და უმჯობეს სასმენელად და საგულხმოდ განვჰვარგენ; გარნა ძალნი საქმეთანი და მოთხრობანი არცაღა დამიმცირებიეს და არცა დამიმატებიეს, მის უწინდელთა ქართველთ მეისტორიეთაგან, და ნანდვილნი იგი დამიდვიეს ვითარ-ვიხილე მას შინა.
ხოლო პირველის სოლომონ მეფიდამ წყებული ვიდრე აქამომდე, და ესე შემდგომნი ამისა წარწერილნი ისტორიანი ანუ მოთხრობანი ქართველთა და შემდგომთა მისთანი, ჯერეთ არღა აღწერილ არიან, არცა ძველსა და არცაღა ახალსა ქართველთ ისტორიასა შინა. ვინათგან არა იყო ჯერეთ საქმენი ესე ნამყო-სრულად ამისთვის მე თანა-მდებად შევრაცხე თავი ჩემი ვითარცა შვილმან მამულისამან, და ესე შემდგომნი მოთხრობანი ანუ ისტორიანი, რომულნიმე სმენილნი და რომელნიმე თვით ჩემგან ხილულნი აღვსწერე, სახსოვრად და სასარგებლოდ ყოველთა მოყვარეთა მეისტორიეთასა. და მე ვალათ დავსდებ ყოველთა შვილთა მოყვარეთა მამულისა ჩვენისათა, ოდეს მე არღა ვიქმნები სოფელსა ამას, მაშინ ნუ დაუტევებთ შემდგომთა ქმნილთა სახსოვართა საქმეთა რომელ არა აღწეროთ, რათა ჩვენსაცა ქვეყანასა ჰქონდეს ხსოვნაი სხვათა ქვეყანათა-თანა და იცოდენ განათლებულთა შვილთა ნამყონი საქმენი მამულთა თვისთანი, რათა მით უმჯობეს მართონ თავი თვისი და ჩვენცა გვქონდეს ხსოვნაი.
აწ მოვიქცევი თქვენდამო და უმორჩილესად გთხოვთ და გემოქენებით და თხოვასა და მოქენეობასა თანა გაფიცებთ მას ურომელოსა ღვთაებასა, უკეთუ სათნო გექმნასთ და ინებოთ ვინმემ გარდაწერა ამა ჩემ-მიერ ქმნილისა ანუ თხზულისა წიგნისა, ნუცა ჩემგან აღწერილსა წინასიტყვაობისა წინა-მდებარისა ამის წიგნისასა, და ნურცა ამას. რომელი აქა აღწერილ არიან. ნუ დაუტევებთ. რომელ არა აღწეროთ სახსოვრად ჩემისა ვინაობისა, და მქონდეს ხსოვნა შენდობითა, რათა თქვენცა მოგმადლოს ღმერთ მამა-კაცმან ყოველნი თხოვანი თქვენნი.
უმორჩილესი მოსამსახურე თქვენი
თ. ნიკოლაი დადიანოვი პირველი.
იქმნა მეფედ იმერთა ზედა დავით გიორგის ძე, ამან დაიდგინა განმზრახად და პირველ კაცად ქსნის ერისთავის ძე ელისბარ რომელი იყო სიძე გარდაცვალებულისა მეფისა სოლომონისა. ესე შეიშურვეს იმერთა და განდგენ მეფისაგან წულუკიძე ბერი და პაპუნა წერეთელი და სწადოდათ მეფობა დავით არჩილის ძისა, გარნა შეეწია დადიანი კაცია და წარგზავნა სპანი ოდიშისანი და წარუძღვნა სპათა ძმა თვისი გიორგი. განვიდენ ოდიშარნი და მოსწვეს მოსტევენეს ქარჩხაბს სასახლე ბერი წულუკიძისა, და ეგრეთვე სრულსა იმერეთსა შინა სადა ჰპოვეს ორგულნი დავით მეფისანი, გამოვლეს იმერეთი და დამძევლნეს და გარდაყარნეს წულუკიძე და წერეთელნი, წარმოვიდენ ოდიშარნი, გარდმოვლეს საწალიკე, ჩამოვიდენ რაჭას და იგიცა დაიმორჩილნეს, აღიღეს ხიდის-კარი რაჭას რიონს მდგომარე და წარვიდა ძმა დადიანისა გიორგი და სანი ოდიშისა გამარჯვებულნი ლეჩხუმით ოდიშად და მეფე დასტოვეს მშვიდობით იმერეთს. წასრულთა წულუკიძეთ და წერეთელთა იმეცადინეს და იშოვნეს ჯარნი ლეკისანი რამოდენიმე და მოვიდენ რაჭას, და მიიბირნეს რამოდენიმე იმერ რაჭველნი. მცნობმან მეფემან სთხოვა შეწევნა დადიანსა კაციას. ხოლო დადიანმა წარმოგზავნა სპანი თვისნი ოდიშ ლეჩხუმი და მოვიდენ რაჭას, სადა იყვნენ დაბანაკებულნი ლეკისა და თათრის ჯარნი და იყო მუნ წულუკიძე ბერი და წერეთთელი პაპუნა, და ჰყვანდათ სამეფოდ დავით არჩილის ძე და მივიდენ მათ-თანა მრავალნი იმერნი; ხოლო მირავიდენ სპანი დადიანისანი, და რა დილა გათენდა ეწყვენ ურთიერთარს და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და იოტნეს ოდიშ ლეჩხუმთა ლეკნი და თათარნი, დასჭრეს პაპუნა წერეთელი და მრავალნი დახოცნეს, და დავით არჩილის ძე და ბერი წულუკიძე, და დაჭრილი პაპუნა წერეთელი შევიდენ კვარას ციხესა შინა. და დაშთომილნი ლეკნი და თათარნი დამაგრდენ სხვევას სახლსა ბეღელსა და საბზელსა შინა და იყო მუნით ბრძოლა ლეკთაგან საკმაო. მოადგენ გარს ოდიშ ლეჩხუმნი და თუმცა მამაცად და სახელოვნად იბრძოდენ ლეკნი, და მოჰკლეს სიმაგრით გამო მრავალნი სახელოვანნი მამაცნი ოდიშარ-ლეჩხუმულნი, გარნა ლეკნი გამოსწვეს სახლსა შინა, მოჰკლეს მოსწევიდეს ერთიცა ცოცხალნი არა წარსულ-არიან და გაემარჯვათ სახელოვნად ოდიშარ-ლეჩხუმელთა, სადა წარმოაჩინეს სრული მხნეობა და მოიქცენ გამარჯვებულნი სახლადვე თვისად დიდითა ალაფითა შოებულნი. იყო მშვიდობა და სიყვარული შორის ამა მეფისა და დადიანისა. ჟამსა ამას იყო გურიელად მამია, და ფლობდენ აფხაზეთს დადიანის საზღვარს იქით შარვაშიძე ზურაბ ზუფუს, და აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშაჰმედ-ბეგი, და ეპყრა მახლობელნი მისნი და ფლობდა შვა სოფელად წოდებულს აყუს საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგამდე ძმის-წული ზურაბისა ბექირ-ბეგ. ხოლო გურიელი მამია დაუძლურდა მოხუცებულობისა გამო, დაუტევა გურიელობა და იქმნა მონაზონ, და იქმნა ძმა მისი, გიორგი გურიელად. მოკვდა გურიელი გიორგი და იქმნა ძე მისი სიმონ გურიელად. შემდეგ ამისა როდენისამე ჟამისა დასნეულდა დადიანი კაცია, და ოდეს სცნა განსვლა თავისა თვისისა ამიერ სოფლით და ხედვიდა ძეთა თვისთა მცირ-წლოვანთა. ამისთვის მოიყვანა მეფე დავითი და ძენი თვისნი ხელთა მისთა მიაბარა და სთხოვა რათა მოიხსენოს მსახურება მისი და ღვაწლნი რომელნი უჩვენების მას წინაშე მისა სპითა თვისითა და შეეწიოს ძეთა მისთა და იქმნეს ნაცვლად მის მამად ძეთა დადიანისათა მცირ-წლოვანთა ყრმათა. მაშინ მეფემან აღუთქვა ფიცითა შემწეობა და ნაცვლად მისა მამობა შვილთა დადიანისათა და წარვიდა იმერეთს და შემდგომად სამისა დღისა გარდაიცვალა დადიანი კაცია მთავართა შორის ღირს სახსოვარი და დაფლეს მარტვილს სამარხოსა მამათასა წელს ქრისტესით, 1788 და ქმნეს მთავრად სამენგრელოისად დადიანად ძე კაციასი გრიგოლ თვრამეტისა წლისა. ხოლო მეფემან დავით დაივიწყა კეთილობა კაცია დადიანისა, და ანდერძიცა მისი და განიზრახა ვინადგან არა ვინ არის შემძლე ძეთაგან კაცია დადიანისათა დაპყრობად მთავრობისა სიყრმისა გამო, მე დავიპყრობ სამთავროსა სამენგრელოისასო. და შემდგომად ორის თვისა კაცია დადიანის გარდაცვალების შეკრიბნა სპანი იმერეთისანი დავით მეფემან და მოუხდა ოდიშს და მოსწვა, მოსტყვენა ოდიში და გარდიბირნა მრავალნი ოდიშარნი, და ძმა გრიგოლ დადიანისა მანუჩარ და სხვანი თავადნი და მრავლითა ტყვითა შოებული წარვიდა კურთხევად იმერეთს. ხოლო დადიანი გრიგოლ სიყრმისა-გამო ვერ წინააღმდეგ ექმნა და წარვიდა ლეჩხუმს. შემდგომად შეკრბენ სამენგრელოს სამთავროს დიდებულნი: ძმა დადიანისა კაციასი გიორგი, ბიძაშვილი დადიანის კაციასი კვალად გიორგი კაცოს ძე და ძმის-წული დადანის კაციასი კვალად გიორგი ნიკოლოზის ძე და ამათთან გულოვანი ქაიხოსრო, სამენგრელოს სამთავროს ხალხთ-უხუცესი გიორგი ჩიქოანი. და ვინათგან სცნეს რომელ მეფე დავით ნაცვლად კეთილობისა მეცადინეობს ბოროტის შემთხვევასა გრიგოლ კაციას ძის დადიანისასა, ამისთვის განიზრახეს და წარგზავნეს კაცი და მოიყვანეს საქართველოდამ დავით არჩილის ძე ბაგრატიონი ძმის-წული პირველის სოლომონ მეფის, რომელი ზემო ვახსენეთ, გარნა ესეცა ყრმა და მოიყვანეს ლეჩხუმს სასახლესა მურს და მისცეს მეუღლედ ასული დადიანისა კაციასი და დაი გრიგოლისი მარიამ და უკურთხეს გვირგვინი და ქმნეს ქორწილი. და შემდგომად ქორწილისა შეიკრიბნეს სპანი ლეჩხუმისანი და წარმოემართნენ ესე ორნი ყრმანი მიმდობელნი ღვთისანი, და მოვიდენ ოდიშად ხუნწს, და მუნ მიერთუნენ ოდიშისა სპანი ყოველნი თვინიერ მიბირებულისა მეფისა და დაიბანაკეს ხუნწს. ოდეს სცნა ესე მუფემან დავით შეიკრიბა სპანი იმერეთისანი, და მასთანა იშოვნა ჯარიცა ლეკისა და დიდითა მოქადულებითა წარმოემართა ამა ორთა ყრმათა, დავითსა და გრიგოლსა ზედა, რომელი არა რად რაცხვიდა და მოქადული იტყოდა მრცხვენის ყრმათა მათ ბრძოლა, გარნა შევიპყრობ ყოველსა მენგრელთ დიდთა კაცთა და ამით დავიპყურობ სამენგრელოსაო, და მოვიდა დაებანაკა გაღმით ცხენის-წყლისა ხონის მახლობლად. შემდგომად როდენისამე დღისა წარმოემართა მეფე დავით სპითა დადიანისა და და დავითს ზედა, აქათ თუმცა იშიშვოდენ მეფის სპის სიმრავლისაგან ოდიშარნი, გარნა ამამაცეს გულნი და ვინათგან ცხენის-წყალი განდიდებულ იყო და ვერა გავიდოდა ქვეითნი, ამისთვის სპანი მენგრელთ ქვეითისანი წარგზავნეს ბუნბუას ხიდზედ გადასავლელად და წარუმძღვანეს ქვეითს სარდლათ სამენგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოანი, რომელმანცა მამაცობა თვისი მას ჟამსა წარმოაჩინა. განვიდა ხიდსა ზედა და დაებარგა გაღმით ხუნწისა მათხოჯის ქვეშე, და რა იხილეს ესე მენგრელთ სპამან ცხენოსნისამან, განვიდენ წელს პირის-პირ ხუნწისა და გასვლასთანა ეკვეთნენ ურთი-ერთას და შეიქმნა ბრძოლა და შემდგომად დიდისა ბროლისა უკუნ–აქციეს მოქადულობა მეფისა და გაიქცენ სპანი იმერ ლეკისანი და გაემარჯვა დადიანსა გრიგოლს და დავითს სამეფოს კაცსა, სადა მენგრელთ დიდი მხნეობა წარმოაჩინეს წელს ქრისტესით, 1789 ხოლო მენგრელთა შეიპყრეს და მოჰკლეს მრავალნი იმერნი და უმეტესნი თავად აზნაურნი ცოცხალნი დაინარჩუნეს და მოართვეს დადიანსა, და აქითც მოკლეს მრავალნი მენგრელნი და მათ შორის ძე ქაიხოსრო გელოანისა მანუჩარ. მიჰყვენ უკანით გაქცეულსა მეფეს დავითს და მივიდენ ქუთათის, აღიღეს ყოველნი ციხე სიმაგრენი იმერეთისანი, მოიყვანეს ყოველნი იმერთა დიდებულნი და მიათვალეს დავითს, დასვეს მეფედ ქუთათის და უწოდეს სახელად სოლომონ, და მოიქცა გრიგოლ დადიანი დიდი გამარჯვებული სპითა თვისითა სახლად თვისად. ხოლო დავით წარვიდა ლტოლვილი ახალ-ციხედ.
_____________
1 ჩვენ ამ თხზულებიდამ ამოგიღეთ მხოლოდ იმ დროთა ამბავი, რომელიც დაიწყობა 1784 .წ. და თავდება 1823 წელით, ღირს საცნობად დავინახეთ ესა მით უფრო, რომ ნიკ. დადიანი რასაც მოგვითხრობს ან თვით გაუგონია, ან თვით უნახავს.
![]() |
7 ამბავათ გაგონილნი |
▲back to top |
ამბავათ გაგონილნი
I.
ერთხელ მეფე ერეკლე II მიბძანდებოდა თურმე ქალაქიდამ კახეთს და თან, რასაკვირველია, ამალა ხლებია. მზე დაწურვაზედ ყოფილა, როცა მეფე მიბძანებულა საგარეჯოს ბოლოებზედ. დაუნახავს რომ ერთს ყანაში დიდ-ძალი მუშა დგას და მკის. იკითხა, ეს ამოდენა მუშა ვისიაო. მოახსენეს, აქ, საგარეჯოში ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო.
– შაბაშ გლეხსაო, ბძანა თურმე და იმისი ვინაობა იკითხა. მოახსენეს ვინც არის და ზედ დაატანეს: ასეთი ხელმოჭერილი რამ კიაო, რომ პურს არ ვის აჭმევს, თუ არას გამორჩაო.
შეაყენა მეფემ ცხენი და უბძანა: თუ აქ არის ის გლეხი, აქ მომიყვანეთო.
მოიყვანეს. მეფემ უბრძანა: ვახშმათ ჩემის ამალით შენი სტუმარი ვარო.
– მობძანდი, შენი ჭირიმე! უპასუხა გლეხმა: მაპატივე კი, აქ სამზადისი არა მაქვს, შინ მეწვიეო.
მეფემ ნება დართო. გლეხი გადაჯდა ცხენზედ და ჭენებით წინ წავიდა. ვიდრე მეფე აბძანდებოდა სოფელში, ჩამოღამდა კიდეც. გლეხი წინ მოეგება, მიწვია მეფე მიწურის სახლის ბანზედ, რომელიც თავიდამ ბოლომდე საფენით მოეფინა კიდეც. ძალიან კარგად დახვდა თურმე მეფესა და იმის ამალასაც. როცა მეფემ ვახშამი მიირთო, წასვლა დააპირა და ცხენები მოითხოვა მოართვეს ცხენები. გლეხს მადლი უბძანა და ზედ დაატანა:
– აკი, შვილო, შენ პურს არავის აჭმევ ისე, რომ არას გამორჩეო.
– მაინც ეგრეა, შენი ჭირიმე! უპასუხა თამამად გლეხმა: მართალი მოუხსენებიათ.
– როგორ? აბა დღეს მე რას გამომრჩი?
– ამ ბანზედ მიწა ახლად დაყრილია. ამის დატკეპნას კარგა მუშა მოუნდებოდა და მე მეტი გამორჩომა რად მინდა რომ ჩემმა ბედნიერმა ბატონმა და ამოდენა დიდებულმა ხალხმა თავისის საკუთარის ფეხით ბანი დამიტკეპნესო.
მეფეს მოეწონა ეს მოსწრებული სიტყვა, გაეცინა და ხალათი უბოძა.
II.
მეფეს ერეკლეს II ხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედა-კაცი და მოწყალება ეთხოვნა.
– სხვისა მამავ და ჩემო მამინაცვალოო, ერთხელ ჩემკენაც მოიხედეო, ეხუმრა დედა-კაცსა.
– რა არის, ამოდენა ხანია სულ მოწყალებაზედ დადიხარო, ებძანებინა ხუმრობითვე მეფეს: განა შვილები არა გყავსო.
– მაშ რის დედა-კაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზარდოს! შვიდი შვილი გაგიზარდეო.
– არა გრცხვენიან, დედი, შვიდის შვილის პატრონი ხარ და საგლახოთ დაიარებიო.
– ვიშ. შენი კვნესამე! ნეტავი ერთი მყვანდეს დ შენისთანაო.
III.
მეფე გიორგის XIII ერთი კარის-კაცი ჰოლია თუმცა ხნით მეფეზედ უფროსი ყოფილა, მაგრამ წვერ-ულვაშში ერთი ჭაღარაც არა რევია თურმე. ერთხელ მეფეს იმისათვის ებძანა:
– ერთი მითხარ, რისაგან არის, რომ მე ამოდენ ჭაღარა გამომერია, ლამის სულ გავთეთრდეო და შენკი ჩემზედ უფროსს, ეგრე შავად შეგაბერდა თმა და წვერ– ულვაშიო.
– წესიც ეგრეა, ბატონოო! უპასუხა კარის-კაცმა თქვენ ხელმწიფე ბძანდებით, პირ ნათლად უნდა სუფევდეთო. და მე კი თქვენი ყმა ვარ, პირშავადაც რომ ვიყო არა მიშავს რაო.
IV.
მეფე გიორგი XIII ერთს დროს ყაზას-ბორჩალოს მიბძანებულა და ჰსწვევია ერთს დარბაისელს, საქართველოს ერთგულს მოხუცებულს აღალარსა. ჩამოვარდნილა ლაპარაკი ცხენებზედ და მეფეს უკითხავს აღალარისათვის:
– ყაზახ-ბორჩალოს ცხენი უწინ გათქმული იყო მთელს საქართველოში. ეხლა კი იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან. რა იქმნენ ის უწინდელი ცხენებიო?
– იმ ცხენებზედ ის უწინდელი ქართველები შესხდა და წავიდნენო, უპასუხა გულ-ამოჯდომით მოხუცებულმა აღალარმა.[1]
_______________
1 გოთხოვთ, ვისაც ამგვარი ამბები გაგონილი ჰქონდეთ, რედაქციას აცნობოს
![]() |
8 ერთი მრავალთაგანი. |
▲back to top |
ერთი მრავალთაგანი.
სავოიის სოფლის მ...ს ახლოს, ბაღში, ხის ძირს მოგროვილიყო საზოგადოება და მუსაიფობდა. შემოდგომის მთვარიანი ღამე იდგა, ლაჟვარდი ცა მოწმენდილი იყო. თეთრი მონ-ბლანი მძინარე დევივით განისვენებდა, სხვა მთანი, მისდამი გარ-შემორტყმულნი, მდუმარედ იყვნენ, თითქო იმის ძილის დაფრთხობას ერიდებიანო. ბუნებას ხმა გაეკმინდა, მხოლოდ შეუპოვარი მთითგან გადმოქანებული არვა მირბოდა და მიბუდბუტებდა; მთანი, მის ნაპირებზედ წამოზიდულნი, თვით წარბ-შეკრული და შეჭმუხვნილი, თითქოს ემდუროდნენ ამ დაყუდებულს მყუდროებას რად არღვევსო.
საზოგადოების მუსაიფი იმ დაძინებულს არე-მარეს არ აშფოთებდა. ფრანციელთა და გერმანიელთა ომზე იყო წყნარი და ნელი ლაპარაკი ყველას უნდოდა წარმოეთქვა რამ. მხოლოდ ერთი ქალი იჯდა, მეტად ჩაფიქრებული, და ხმას არ იღებდა. ეს ფრანციელი ქალი, ბუნებით მხიარული და მოლაპარაკე, ისე იყო თავის ფიქრებში გართული, თითქო შიშობსო. ხმის ამოღებამ ფიქრნი არ გამიფთხოსო. ხშირი წამწამი ჰფარვიდა მის მშვენიერს შავს თვალებსა და ამის გამო მის თვალთა მეტყველობას ვერარას შეამცნევდა კაცი; თეთრი შუბლი მოეღრუბლა; მხოლოდ ხანდისხან ერთი რაღაც ღიმილი გაულვებდა ხოლმე ბაგეზედ, მაგრამ ის ღიმილი სევდის ცრემლზედ უფრო მწუხარე იყო. კალთაში უჯდა ანგელოზივით მშვენიერი ქალი. მას საზოგადოების წყნარს მუსაიფში ჩაჰსძინებოდა, დედის მკერდზედ მიყუდებულსა.
ჩემს მეზობლად იჯდა იმ ქალის ქმარი უფალი ჟ***.
– შეხედეთ მადამ ჟ...ს. მივუბრუნდი ქმარს და ვკითხე: რად არის ეგრე მოწყენილი? უქეიფოდ ხომ არა ბძანდება?
– თუ ღმერთი გწამთ ხმას ნუ გაჰსცემთ, მომიგო მან და მერე ყურშიაც წამჩურჩულა: მაგისი ძმა იმ ომებში მოკლეს...
პატივი დავდე ამის სიტყვას და ხმა გავიკმინდე, მაგრამ მადამ ჟ.***მ მარტო ჩემი ყურადღება არ მიიზიდა. ჩვენს პირდაპირ იჯდა ერთი დაღვრემილი ბებერი კაცი ფრანციელი. ამანაც თურმე თვალი შეასწრო მადამ ჟ***ის მწუხარებას.
– თქვენ, მადამ ჟ***, ან სულ არ ისმენთ ჩვენის საყოველთაო მწუხარების ამბავსა, ან თუ ისმენთ, მეტად გულ-გრილად თქვენ. მგონი, იმ დროს საფრანგეთში არ ყოფილხართ?
მადამ ჟ*** უეცრად შეკრთა, თითქო მართლადა ეხლა ელდამ რამემ გამოაღვიძაო. რისხვით სავსეს თვალით გადახედა ბებერსა. ღმერთმან თქვენი მტერი დაისხნას იმ გვარის მეხისაგან!.. ბებერმა თვალი ვეღარ გაუსწორა და თავი ჩაღუნა.
– გულ-გრილათაო!?.. წამოიძახა მადამ ჟ***მა: საფრანგეთის დამარცხებას განა გულგრილად ავიტან!.. განა ჩემი საწყალი ძმა, ის მშვენიერი ყმაწვილი კაცი, იმათ არ მომიკლეს!..
ყოველმა ამ ქალისაკენ მოიხედა. ქალმა გული ვეღარ შეიმაგრა, სევდა გულზე მოაწვა. ცხადი იყო რომ თქმით უნდოდა გაექარვებინა გულზე მოწოლილი ნაღველი. საზოგადოება ჩაჩუმდა, ძალა-უნებურად ყველანი სასმენლად მოვემზადენით. მომზადება არ გაგვიმტყუნდა, – ქალმა დაიწყო:
„ომი რომ ასტყდა, იმ დროს მე, ჩემი ქმარი დედა ჩემი და ჩემი უბედური ძმა ალფრედ სტამბოლს ვიყავით. მაშინ ჩემი ძმა ოცდა ექვსის წლის ყმაწვილი კაცი იყო; ერთს მოხუცებულს ფაშის შვილებს ასწავლიდა და იმ დარბაისელს ოსმალოს ძალიან უყვარდა ჩემი ძმა, დიდს პატივსა ჰსცემდა. რაკი ხმა გავარდა ნაპოლეონის ტყვეობისა და რესპუბლიკის დადგენისა. ჩემს ძმას გაუხარდა. მაშინ იწამა, მაშინ მოეცა იმედი, რომ საფრანგეთი შემოსეულს მტერს თვისისა ქვეყნიდამ განსდევნისო. მაგრამ განგება ღვთისა სხვა იყო ყოველ დღე მხოლოდ ჩვენების დამარცხების ამბავი მოდიოდა. ამ ხმებზედ ჩემი ძმა უფრო და უფრო ფიქრმა წაიღო. მისი შეცვლილი სახის-მეტყველება გვაშინებდა ჩვენ: წარბი აღარ გაეხსნა, ფერი დაეკარგა, დაღონებული დადიოდა და ყოველდღე ამას იძახდა: „უნდა წავიდე, უნდა წავიდეო.“
„ჩემი ქმარი ჟენეველია და ამის გამო შეეძლო პირუთვნელად სჯა საფრანგეთის ბედზედ, იგი კარგადა ხედავდა რომ საფრანგეთი ვერ გაიმარჯვებს და უშლიდა ჩემს ძმას წასვლასა. მეც ბევრი ვუშალე, მაგრამ ვერ დავაჯერე, ვერ დავიყოლიე. ერთხელ კიდეც ვუთხარი:“ ერთით რა მოემატება საფრანგეთსა? გინა იქა ჰყოფილხარ, გინა აქ, სულ ერთია.“
„ჰმ,“ გამიცინა ჩემმა ძმამ და სხვა კი არა მითხრა რა. დედაჩემი ძალიან ჰსწუხდა, რომ ალფრედი წასვლას აპირებდა. მაგრამ ბოლოს ჩემდა განსაცვიფრებლად, საცოდავმა დედამ უთხრა: „ჰო, შვილო! საფრანგეთის ძუძუთი გაზდილი ხარ, უნდა წახვიდე, შენს ქვეყანას შენი ვალი უნდა გადუხადოო.“
„ჩემი ძმა ერთ დღესაც აღარ შეფერხებულა ამის შემდეგ, რაც ჩემი ძმა წავიდა, აღარ მქონია მე მოსვენება. დედა ჩემი კი არა ფერს იმჩნევდა. ეს მით უფრო მაკვირვებდა მე, რომ ჩემი ძმა დედა-ჩემს თავ-გამომეტებით უყვარდა. მიკვირდა. დედის-ერთა, მშვენიერი, ჭკვიანი, ყმაწვილი-კაცი, ვაჟკაცის შვილი საომრად გაისტუმრა და თითქმის წარბიც არ შეინძრია. ეს კი იყო რომ შვილის ხსენებაზედ დედის სახეზედ კმაყოფილება, ბედნიერება, თავ-მოწონება გამოისახებოდა ხოლმე. მე კი, სწორედ გითხრათ, ვსტიროდი...
„ყოველ კვირა მოგვდიოდა ალფრედის წიგნი. თავის ამბავსა და თავის მეგობრისას, რომელიც სტამბოლიდამ გაჰყვა, დაწვრილებით გვატყობინებდა. უბრალო ჯარის-კაცათ ჩაეწერა თურმე და თვრამეტი ომი გადიხადა. ყველგან მშვიდობით გადურჩა, ასე რომ ფრჩხილიც არსად წამოსტკენია. ჩემის ძმის წიგნებმა და მშვიდობის ამბავმა ცოტად მომიფონეს, მაგრამ გულზედ. მაინც რაღაცა ქვა მეწვა, და ვერც დედის მხნეობამ, ვერც ჩემის ქმრის თანაგრძნობამ, ვერც ჩემის პატარის ჟანნას ღიმილმა და ვერც ამ ჩემის ძმის მშვიდობის ამბებმა ის ქვა გულიდამ ვერ ამსხნეს. რაღაც გაუგებარი, განუსაზღვრელი, უსახო და უცნაური კაეშანი მომეხვია გულს და არ მშორდებოდა.
„ესე ვიყავი კარგა ხანი. ბოლოს შევიტყეთ, რომ ომიანობა შესწყდა და მალე მშვიდობიანობის ზავიც შეიკვრისო. გვიხაროდა ძლიერ. დედა ჩემის სიხარულს სამზღვარი არა ჰქონდა. საცოდავი ჭირს გმირსავით იტანდა, მწუხარებაში გულ სალი იყო, მაგრამ სიხარულში კი, როგორც ბაშვი. მთლად ბედნიერებას მიეცემოდა. სწორედ იმ ღამეს, როცა ეს ამბავი შევიტყეთ, საშინელი სიზმარი ვნახე.
„მესიზმრა ვითომც საშინელი ომია ატეხილი; მე ჩემის ძმის შორი-ახლო ვიდექი. გარეშემო მრავალი დახოცილი და საკვდავად დაჭრილი კაცი ეგდო, საზარო ხმა ისმოდა მომაკვდა კვნესისა და წყევისა. გასისხლიანებულს ცას შიგა და შიგ ალმური აზდიოდა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო. სისხლის ფრად იყო შეღებილი ყოველის ფერი ჩემს გარეშემო. მეც სისხლით მოსვრილი, გიჟივით თქმა გაწეწილი ვიწევდი ჩემის ძმისაკენ: მინდოდა ზედ-გადავფარებოდი, რომ სიკვდილისაგან გადამერჩინა. უეცრად თვალწინ დამიდგა საშინელი, თვალ-მარღი, ქერა თმიანი გერმანიელი საზარელის სახისა... ოჰ, ეხლაც მახსოვს ის სახე.... არ ვიცი რა უხილავმა და უცნაურმა ძალმა შემიპყრა მე, დამაბა ერთს ადგილსა და არ მიშვებდა. სასოწარმეკვეთა, ვიტანჯებოდი... ვხედავდი რომ ის საზარელი კაცი ჩემს ძმას უმიზნებს თოფსა; ვგრძნობდი რომ ტყვია გაუპობდა გულს და მე ღონე არა მქონდა ფეხი წინ წამედგა ან ხმა ამომეღო.., საშინელის ტკივნეულობით ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა ჩემს ძმამდინა და დამეძახნა: ალფრედ, ალფრედ!... ტყვიას - მოერიდე, ტყვიას!.. მაგრამ ხმაც გაწყვეტილი მქონედა და ენაც დაბმული. იჭექა უწყალო თოფმა, ჩემი ძმა გადიქცა და ჩემთა თვალთა წინაშე ღიმილით და უშფოთვრათ სული დალია. მაშინ ხმ მომეცა და სიტყვაც. ერთი საშინელის ხმით დავიკივლე და გამომეღვიძა კიდეც.
„აბა რად ვეტყოდი დედა ჩემს ამ სიზმარსა!“
„ორ-სამს დღეს შემდეგ მოგვივიდა ჩემის ძმის მეგობრის წიგნი. მაშინ შევიტყეთ ჩვენი უბედურება... ჩემი ალფრედი აღარ იყო თურმე!.. შეხედეთ ღვთის განგებას და საწყალის ჩემის ძმის ბედსა: სწორედ იმ დღეს როდესაც ზავი შეეკრა ალფრედი თურმე გაცხარებულს ომშია და ჯერ დაზავების ამბავი არ მისულიყო. გერმანიელნი დასცემოდნენ ერთს ჩვენს სოფელს, უნდოდა აეღოთ. ჩვენები, რასაკვირველია, არ უთმობდნენ. ჩვენები ექვსასნი ყოფილან, გერმანიელნი ათასნი. ექვსასში ჩვენებს ოთხასი ახლად შემოსული გამოუცდელი კაცი რეოდათ და გაქცეულიყვნენ. დარჩენილიყო მხოლოდ ორასი კაცი. თქმა აღარ უნდა, რომ ამ ორასში ჩემი ძმაც იქმნებოდა. მომიკლეს ჩემი ალფრედი!..
„დედა ჩემს ეს წიგნი არ ვუჩვენეთ, მაგრამ როდემდი? ერთხელ მნახა მტირალი, მკითხა, რა ამბავიაო. მეც ვეღარ გავუძელ ჩემს მწუხარებას მივაწოდე ჩვენის უბედურების წიგნი. დედა ჩემმა მშვიდობიანად გადიკითხა. რა რიგად გამიოცდა, რომ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია თვალიდამ, თუმცა სიკვდილის ფერი კი დაედო სახეზედ. მერე ერთხელ კიდევ გადიკითხა ის წიგნი და ჰსთქვა: „მეც მალე გნახავ, ჩემო კარგო შვილოო“. ეს იყო და ეს, არც იმის პირიდამ ჩივილიღა გაგვიგონია და არც იმის თვალში ცრემლი დაგვინახავს.
„მოხუცებული ფაშა, რომლის შვილებსა ჩემი ალფრედი ასწავლიდა, ყოველ კვირას მოდიოდა ჩვენსა ჩემის ძმის ამბის საცნობლად. როცა ზავის ხმა გავარდა, მაშინაც მოვიდა ჩვენთან და სიხარულით მოგვილოცა ალფრედის მალე დაბრუნება. მაგრამ როცა შეიტყო მისი სიკვდილ ამ პატიოსანმა, მოხუცებულმა ოსმალომ გულის ტკივილით მოუსამძირა საცოდავს დედა ჩემს და იტირა კიდეც.
„მხოლოდ მაშინ იტირა დედაჩემმაცა!...“
ა.ს.
![]() |
9 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები. |
▲back to top |
გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები.
უკანასკველს ექვს წელიწადს თან და თან იკლო რუსეთში დროებით-ვალდებულთა გლეხთა შორის მამულების დამსხნელთა რიცხვმა. 1871წ. დაუსხნია მამულები 334,448 სულსა, 1872წ. – 205,974-ს, 1873 წ. – 186,169-სა; 1874წ. –136,807-სა; 1875წ. – 133,200-სა და ბოლოს 1876 წ. – 110,810 წელსა. ამათ რიცხვში უფრო ბევრს დაუხსნია მამულები მთავრობის დაუხმარებლად: ზოგს შემძლებულთ გლეხთ დაუხსნიათ მამულები საკუთარის ფულით და უფრო გარდამეტებით ბევრს შეუძენია მამულები, ისე რომ მებატონეებს რგებულის მიწების მეოთხედი წილი საკუთრებად დაუთმიათ გლეხთათვისა. არის კანონი, რომ თუ მებატონე იმ მამულიდამ რაც გლეხს დებულებით უნდა ერგოს, მეოთხედს წილს გაუსაკუთრებს, მაშინ ნება აქვს დანარჩენს მამულებზედ გლეხს ხელი ააღებინოს. დიდ–მებატონეების ნაყმევნი რუსეთში 10,137,76 სულია. აქედამ მარტო 8,129,874 სული მამულის მესაკუთრედ გამხდარა და დანარჩენი კი 2,007,854 სული ჯერ კიდევ დროებით ვალდებულ გლეხად ირიცხებიან.
––––––––
1875 წლის 1-ს იანვრამდე რუსეთში თვრამეტს სამოსწავლო ოლქაში, აღმოსავლეთ-დასავლეთ ციმბირითურთ, 22,389 პირველ-დაწყებითი სასწავლებელი ყოფილა, მოწაფენი ყოფილან: ყრმანი 754,655 და ქალნი 165,252. ათას სულზედ რომ ერთი ამისთანა სასწავლებელი მაინც ვინატროთო, ამბობს ერთი რუსის გაზეთი: 50,323 სასწავლებული მაინც კიდევ მოგვინდებაო. ზემოხსენებულ სასწავლებელზედ იხარჯება: სახელმწიფო ხაზინიდამ 828,847 მან. 82 კაპ., ერობისაგან (заемство) 1,660,793 მან. და 3 კაპ., ქალაქებისაგან –660,937 და სოფლის საზოგადოებათაგან – 1,467,123 მან. და 20 კაპ.
––––––––
ერთს შვეიცარიელს მასწავლებელს, ბონილიეს შეუდგენია მოგზაურთა საზოგადოება, რომლის აზრი ის არის, რომ მეცნიერების და განათლების მსურველთა ყმაწვილ-კაცთა შეუმსუბუქოს ხარჯი და გაუადვილოს ევროპაში თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა სწავლისათვის. მოგზაურთა მიჩენილი ეყოლებათ ნასწავლნი კაცნი ყოველგვარის მეცნიერებისა. წელს – შუა ზაფხულიდამ თურმე დაიწყობენ მაგ მოგზაურობას, მოივლიან ევროპიის უპირატესს ქალაქებს და მერე ჩრდილო ამერიკაში გადავლენ. ყოველ ქალაქში, საცა კი შეჩერდებიან, დასინჯამენ ყოველს მას, რითაც კი ქალაქი გათქმულია და გამოჩენილთა მეცნიერთა სწავლას მოისმენენ. რა პირობით შეიძლება ამ მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება – ჯერ ეგ გამოცხადებული არ არის.