ივერია (9)1877.04.28



1877.04.28

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 ოსმალოს საქართველო

▲back to top


ოსმალოს საქართველო

ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის გულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვითებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალულება. იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევნა რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენ და ოსმალეთის საქართველო.

„ივერიის“ წარსულ ნომერში მოხსენებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოისას დიდი პატივ-საცემი და სახელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენის ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს, ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ მთავრობის დადგინებისათვის და მათდა და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა.

საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოგვიდგენს იგი საქართველოს ისტორიაში. როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამთავროებათ და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზედ მოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს მიემხროდა, ხან მეორეს და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა.

პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებით, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპთ-მსახურება სუფევდა. ქრისტეს აქედ პირველს საუკუნეში ადერკი მეფეს (60 წ.) უნდოდა კერპთ-თაყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამც თუ მოისპო. პირიქით უფრო გავრცელდა და დამკვიდრდა ჯერ ისევ წმინდა ნინოს მოსვლამდე.

როდესაც ბიზანტიის და სპარსეთის შუა ასტყდა შესანიშნავი ბრძოლა „ლაზიკის“ თაობაზედ. მაშინ ეხლანდელი ოსმალოს საქართველო დიდ საისტორიო ასპარეზათ შეიქმნა მათთა შორის. სპარსეთი ძლეულ იქმნა და იგი ნაწილი საქართველოისა დარჩა ბიზანტიის უფლების ქვეშ. შემდეგ ქართლ-კახეთთან შეერთების სურვილმა აღმოიჩინა თავი, მაგრამ ბიზანტიამ დაუშალა და მისცა მხოლოდ უფლება ქართველი კათალიკოზი იყოლიონ, „რათა დასხდებოდნენ კათალიკოზად ნათესავნი ქართველნი და არა ბერძენნი და აქვნდეს უაღრესობა ყოველთა ეკკლესიათა და მღვდელთ-მთავართა ზედა“, ეს მოხდა 586 წ. ქრისტ. შობ. ამ გვარად მთელის საქართველოს ერთობის წადილს ცოტად თუ ბევრად კმაყოფილება მიეცა სულიერად მაინც, თუ არ ხორციელად. მეექვსე საუკუნის დასასრულს კლარჯეთის და ჯავახეთის მთავარი გურამ-კურატ-პალატი, ბაგრატიონის გვარის კაცი, ბიზანტიის შემწეობით შეიქმნა მეფეთ ქართლ-კახეთისაცა და ამ გვარად დიდი ნაწილი საქართველოსი შეერთდა საქართველოს ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შემწეობითა. თუმცა ამის შემდეგ ისევ დაირღვა საქართველო ნაწილებად, მაგრამ არდანუჯის ბაგრატიონთა გვარი განძლიერდა და მას მოჰყვა მთელის საქართველოსათვის ნაყოფიერი და საკეთილო შედეგი.

როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ცდილობდნენ, ეხლანდელი ოსმალეთის საქართველო ქრისტიანობისათვის იღვწოდა ბაგრატიონების მეთაურობითა და წინამძღომელობითა. ეხლაც დარჩენილა მრავალი დიდ-მშვენიერნი, თლილის ქვით ამოყვანილი და მხატრობით შემკული ეკკლესიები, იმ დროს აღშენებული. იმავე დროს სამცხე-კლარჯეთის ქართველნი მიდიოდნენ საბერძნეთს სწავლის მისაღებად, ნასწავლნი მოდიოდნენ უკანვე და ჰფენდნენ სწავლასა საქართველოს ხალხთა შორის, იმ დროს, როდესაც ტფილისსა და გარემო ადგილებში არაბები მაჰმადიანობის გავრცელებას მეცადინეობდნენ თავის არაბულის წიგნების შუამავლობითაა სამცხე-კლარჯეთის ქართველნი სამღთო და საერო წიგნებს ქრისტიანობისას ჰსთარგმნიდნენ და ქრისტიანობის განმტკიცებისათვის აწესებდნენ მონასტრებს, რომლებშიც ყმაწვილებისათვის სასწავლებელთ მართავდნენ. უწარჩინებულესნი მამანი, სამღთო. საერო თხზულებთა მთარგმნელნი, სახელოვნი მწერალნი ჩვენნი ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შვილნი და მცხოვრებნი იყვნენ. ჩვენი სასიქადულო „ვეფხვის ტყაოსანის“, მთქმელი შოთა რუსთველი იმ მხრის კაცი იყო. რუსთავის დაბა რომელსაც თვის სამშობლოდ იხსენიებს რუსთაველი, სამცხე საათაბაგოშია. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენის სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თვისი სახელგათმული დროშა. თითქმის იგია ჩვენის სულის აღმატებულების აკვანი და იგივეა სამარეც ჩვენის ყოფილის ადამიანობისა. სწავლა განათლება, მამულისათვის თავ-გამეტებული სიყვარული თითქმის იქიდამ ეფინებოდა ჩვენს ქვეყანასა ერთს დროს.

ბოლოს ბაგრატიონთა გვარის კაცი მეფე ბაგრატ III განძლიერდა იმოდენად, რომ 1014 წ. შეაერთა სრულიად საქართველო და ჩვენი ქვეყანა შეიქმნა ძლიერ და სახელოვან. ეხლანდელმა ოსმალოს საქართველომ ამ შეერთებისათვის დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს ქვეყანას, დიდი სისხლი დაანთხია, დიდი ქველობა გასწია.

თამარ მეფის შემდეგ, ესე იგი, მას ჟამს, როდე საც ჩვენის ქვეყნის ერთობა დაირღვა, ეხლანდელს ოსმალეთის საქართველოში მფლობელობდა სამცხის ათაბაგი, რომელიც ახალციხეში მკვიდრობდა და იგი ადგილი წოდებულ იყო სამცხე-საათაბაგოთ. ბიზანტიის იმპერიის დაურობის შემდეგ ოსმალებმა მრავალი ჭირი მიაყენეს სამცხე-საათაბაგოსა, რომლის დაპყრობასაც ძლიერ ეტანებოდნენ, და ამისათვის ქრისტიანობის აღმოფხვრა უნდოდათ. მაგრამ 1625 წლამდე სამცხე საათაბაგოს მთავრებს მტკიცედ ეპყრათ ქრისტიანობა და ყოველთვის თავ-გაწირულობით, თავ-დადებით ებრძოდნენ ოსმალოთა ასე, რომ ოსმალებმა ვერა დააკლეს რა ვერც სარწმუნოებასა, ვერც ქართველობის გვარტომობასა, თუმცა მრავალი მსხვერპლი კი შეაწირვინეს. 1625 წ. ბექამ მოწამლა თვისი ძმის წული, უკანასკნელი ათაბაგი მანუჩარ, გადუდგა ქრისტიანობას, ქართველობას, მიიღო ორ თუღიანი ფაშობა ოსმალეთისაგან სამცხე-საათაბაგოში და სახელად დაირქვა საფარ-ფაშა. ამის გამო ბევრნი თავად აზნაურნი და გლეხნი გადმოიხვეწნენ ქართლს, ზოგიერთებს იქ დარჩენილთა მიაღებინეს მაჰმადიანობა ზოგს ძალდატანებით, ზოგს მოტყუებით და მაცდურებითა; სამღვდელონი და ეპისკოპოზნი მოსწყვიტნეს, საყდრები დასძარცვეს და ყოველი სამღთო-საერო წიგნები ცეცხლს მისცეს. ჩვენი მოძმე ქრისტიანი ხალხი დარჩა უწინამძღვროდ, უმოძღვროდ უეკკლესიოდ და სასო წარკვეთილი, მწარედ დაჩაგრული, უწყალოდ დევნული და განადგურებული ნელ-ნელად მიეცა მაჰმადიანობასა.

დღესაც იციან იქაურმა ქართველებმა რომ ზოგის დედა, მამა, პაპა ჯერ კიდევ მათს ხსოვნაში ქრისტიანები ყოფილან. ამბობენ, რომ იქ ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებს ქრისტიანობასაო, რომ დღესაც ათისა თუ თორმეტის წლის ყმაწვილები საჩვენოში გადმოჰყავთო მოსანათლავათ, ზოგი ჩვენებურათ ჯვარსაც იწერს ოსმალების იდუმალად თურმე.

ეგრედ, – მძლავრობამ, მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა განგვაშორა ჩვენ ძმები, ერთად სისხლის მღვრელნი, ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად ტანჯულნი და ერთად მოლხინენი. დიდმა ღვაწლმა ბაგრატ მესამისამ, დავით აღმაშენებელისამ, თამარ-დედოფლისამ უქმად ჩაუარა ამოდენად ტანჯულს, ბედისგან დევნულს, ერთობისათვის და ქრისტიანობისათვის სისხლ დანთხეულსა საქართველოსა სარწმუნოების სხვა და სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისთვის ჯვარ-ცმულმა იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა ჩვენ შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყნებში სარწმუნოებისათვის დევნულნი და ჩაგრულნი აქ. ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის მყოფელს სავანესა და სინიდისის თავისუფლებასა.

არ გვაშინებს, მეთქი, ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს და დიდის ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს, თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს, ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუ თუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორიათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პათა...

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

– დუშეთის მაზრა,როგორც მოგეხსენებთ, განზიდული: მცხეთიდამ, მთებს იქით, ლარსამდე თითქმის ასს სამოც ვერსტის სივრცეზედ, და მთელს ამ სივრცეზედ მოდის დიდი სახელმწიფო გზა, რომელიც ერთად ერთი ხმელეთის გზაა რუსეთისა და ამიერ კავკასიის შორის. ამისგამო დუშეთის მაზრის ხალხი დიდ-ძალს ურმის ბეგარას ეწევა ხოლმე ყოველ წლივ ჯარებისა, ტუსაღებისა და სხვა და სხვა კამანდების გადაყვან-გადმოყვანაში. ეგ ბეგარა ჩვეულებრივ დროსაც მეტად უძნელდება ამ მაზრის ხალხსა და აბა წარმოიდგინეთ რამოდენად სამძიმო იქნებოდა ეგ როცა ომის ხმაზედ შარშან, 8-ს ნოემბრიდამ, ამოდენა ჯარი დაიძრა რუსეთიდამ ამიერ კავკასიაში მოსასვლელად. შარშან რვას ნოემბრიდამ წელს თებერვლის დამლევამდე, თითქმის სამოცდა ათი ათასი ჯარი გადმოვიდა. ამბობენ, დღეში ორასი ურემი გამოდიოდაო, დღესაც ჯარის მოდენა არ შეწყვეტილა და ამის გამო დღესაც ამ მაზრის ხალხი ბეგრობს. თუმცა ეს ასეა, მაგრამ ადგილობრივ ინჟინერებს მოუწადნიათ, რომ ამ ხალხსა კიდევ სხვა ბეგარაც გააწევინონ.

საქმე იმაშია, რომ მთებზედ ზამთარი თოვლისა გამო გზა შეიკვრის ხოლმე. უწინ გზის საკეთებლად დუშეთის მაზრაში ბატალიონი იდგა. ბოლოს მთავრობამ უკეთესად ჰსცნო გზის კეთება ნარდად მიეცა კერძო პირთათვის და ბატალიონი მოშალა. ამის გამო მთების ჩრდილოდ მხარე ნარდად მიეცაო, ამბობენ ლეიზერს, რომელსაც ყაზბეგის სადგომის (станцiя) სასტუმრო აქვს აღებულიო და სამხრეთი მხარე დუშეთის მცხოვრებს არტემა ქავთაროვსაო, რომელიც გუდაურში ვაჭრობს. წერილით შეკრულობის ძალითა ლეიზერს უნდა ჰყვანდეს ყოველ დღე 150 თვეობით დაჭერილი მუშა და ქავთაროვს 100, იმ პირობით რომ თუ გზა შეიკვრის თოვლისაგან ამათ იმოდენა მუშა უნდა წარმოადგინონ. რამოდენასაც ადგილობრივი ინჟენერი მოითხოვს. წელს მთებზედ ისეთი დიდ-ძალი თოვლი მოვიდა და გზა ისე შეიკრა, რომ მის გახსნა მეტად გაძნელდა. ამასთანაც მარტის პირველს რიცხვებში ჩრდილოთ მხარის მუშას დაუკრამ ფეხი და გაქცეულა. ამბობენ გაქცევის მიზეზი ის ყოფილაო, რომ ზოგისათვის დაპირებული სასყიდელი არ უძლევიათ, ზოგისთვის მუშაობის შემდეგ თურმე შარი მოუდვიათ კარგად ვერ გიმუშავნიათო და ამის გამო სამუშაო ფული სრულად არ უძლევიათ.

გზის გამგეთა იმის მაგიერ რომ შეკრულობის ძალით ნარდად ამღებთათვის მოეთხოვნათ მუშა, აუღიათ და მოუთხოვნიათ მაზრის უფროსისაგან, რომელსაც ძლივ-ძლიობით ქსნის ხეობიდამ მოუკრებნია ორასი კაცი და გაუგზავნია. ეს ყოფილა მარტში. 8-ს აპრილს ხელახლად მოსვლია ქაღალდი მაზრის უფროსსა, ის ორასი კაცი დავითხოვეთო, რადგანაც პური შემოგვაკლდაო და ახლა სხვა ორსი კაცი მოგვაშველეთო, თვეში ხუთმეტ მანეთს მივცემთო, სამს გირვანქა პურსა და თბილს სადგომსაო.

ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: საცა ნარდად ამღებნი არიან, რომელთაც, რასაკვირველია, თავისი ეძლევათ, იქ რატომ ამ მონარდეთა არ ატანენ ძალას, რომ მუშა მოიყვანონ? აქ ხალხი, უმისოდაც დიდის ბეგრის მწეველი, რა შუაშია? რად სწერენ მაზრის უფროსს ხალხი მოგვაშველეო, მაშინ როდესაც მონარდეებმა თვით უნდა იყოლიონ მუშა? ეგ რა არის, თუ არ ბეგარა? თუმცა თვეში ხუთმეტს მანეთს ფულს უნიშვნენ, მაგრამ ამ დროში არც ერთი გლეხი არ წავა მთებში სამუშაოდ მაგ ფასად, თუ იმის ნებაზედ იქნება მიგდებული. რად სურთ გზის გამგეთა საწყალი ხალხის ძალად გამორეკა, როცა მონარდენი ხელთა ჰყვანან? ეს წინად ფასის გადაკვეთა რაღა არის იმისთანა დროს, როცა დუშეთის მაზრის ხალხს არც მოცალება აქვს სახელმწიფო ბეგრისაგამო და ამისთანა სიძვირეც არის, – თუ არ იგივე ბეგარა? თუ ბეგარა არ არის, რატომ თავისუფლად არ ურიგდებიან გლეხსა ფასზედ? ამ გაჭირებულს დროს მერე დუშეთის მაზრის კაცი, რომელიც დღე მუდამ ჯარების გადმოყვანის ბეგრის ჭაპან-წყვეტაშია, განა წავა მთებში სამუშაოდ დღეში ათ შაურად, თუ ძალდატანება არ იქნება? რად ჰსურთ გზის გამგეთა რომ უიმისოთაც გაჭირებულთ გლეხთ ლუკმას უტეხენ? მადლია რომ ამ უსამართლობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ და მონარდეთა მოვალეობა კისრად არ დაჰსდონ ხალხსა.

– ათონის მთაზედ[1] ძველადგანვე ქართველების ღვაწლით დიდი მონასტერია აშენებული და მრავალი სავანენი. 1861 წლამდე ამ მონასტერში ქართველები ყოფილან, და იგი ხელთა ჰსჭერიათ. ამ წლის შემდეგ მონასტერი, მდიდარის ბიბლიოტეკისა და სხვა ძვირფასის ნივთისა მქონე, დაუპყრიათ ბერძნების ბერებს და ეხლა ქართველებს იქ აღარ უშვებენ, თუმცა ქართველი ბერები დღესაც ათონის მთაზედ ოცდა ოთხამდე არიან. ქართველს ბერებს უღვაწნით, მოუგროვებიათ ფული და ხელ ახლად უყიდნიათ ბერძნებისაგან უწინდელის ქართველთა მონასტრის ადგილი და მასზედ ახალი მონასტერი და სავანენი დაუდგამთ, მაგრამ აქაც ბერძნის ბერები თავისუფალის გამგეობის ნებას არ აძლევენ თურმე, ასე რომ ეკკლესიის გუმბათის ამოყვანის ნებაც არ მიუციათ. ჩვენს ბერებს უთხოვნიათ რუსეთის დესპანისათვის ოსმალეთში, რომ კუთვნილი მათდამი ძველი მონასტერი მათ დაუბრუნოს. დესპანს ღენერალ იგნატიევს ურჩევნია, რომ კავკასიის მთავრობასა ჰსთხოვონ ამაში შემწეობა. ამ ჟამად აქ საქართველოში იმყოფება მამა ბენედიკტე ბერი ამ შემწეობის სათხოვნელად. ჩვენ შევიტყეთ, რომ ათონის მთის ქართველთ ბერებს წერილები გამოუგზავნიათ ზოგიერთ ქართველთათვის და უთხოვნიათ შუამდგომლობა მთავრობის წინაშე.

ვალად ჰსდევს ყოველს ქართველს, ვისაც კი რაიმე გავლენა აქვს, თავი გამოიდოს რომ ქართველებსვე დაგვიბრუნდეს იგი მონასტერი, ჩვენის მამა პაპის ღვაწლით ნაშენი და გაბრწყინვებული, ჩვენის წარსულის ცხოვრების მრავალ-გვარად მომგონებელი, ჩვენთა უწინდელთა სახელგათქმულთა მეცნიერთა სავანე. იმ მონასტერში ბევრი დიდებული სახსოვარია ჩვენის კაცურის ცხოვრებისა, ბევრი იმისთანა ნაშთია, რომლის მეორებითაც ქართველობა სასიქადულოა ქართველთათვის. ნუ დავკარგავთ მაგ სულიერს და ხორციელს განძსა ძველის ქართველობისას.

– ფინანსთა სამინისტროს დირექტორმა ტელეგრემით აცნობა ტფილისის საადგილ-მამულო ბანკის მმართველობას, რომ ამას წინად წარდგენილი ცვლილებანი წესდებისა, მინისტრს დაუმტკიცებია და მხოლოდ 67 მუხლი დაუგდია შეუცვლელად.

– კალიის გასაწყვეტად შესაწევრის თაობაზედ, რომელიც „ივერიის“ 8 ნომერში იყო. მოხსენებული, ჩვენის ბანკის ზედამხედველმა კამიტეტმა გადასწევიტა, რომ საზოგადო კრების დაუკითხავათ ბანკის წესდება ნებას არ აძლევსო ზედამხედველს კამიტეტს ეგ შესაწირავი დანიშნოსო.

– ტფილისის შემოსავალ-გასავალის სქემა, რომელიც ჩვენ „ივერიის“ მეექვსე ნომერში მოვიყვანეთ, წარდგენილი იყო ქალაქის გამგეობის წინაშე და ბაასის და გარჩევის შემდეგ ამ სქემაში რამდენიმე ცვლილება მოახდინეს. ეხლა ქალაქის შემოსავალი შეადგენს სულ. 414,085 მანეთს; გასავალი კი 444,548, ასე რომ წრეულ ქალაქს მოელის 30.463 მანეთი შემოსავალს გადამეტებული ხარჯი.

– ქუთაისიდამ გვწერენ: „არ გაგიგონიათ, რომ კაცი მომზადებულა სამგზავროდ, შეუკრავს თავისი ბარგი, ასე აღტაცებით მიჩქარებულა იქითკენ, საითკენაც მისი საქმე ან გარემოება იწვევს, მაგრამ რომ მიახლოვებულა რკინის გზას ანუ გემს, მაშინ, დაურეკიათ მესამეჯერ ზარი და გემს თუ ორთქლ-მავალს გაუწევია თავისათის და მგზავრი საღტად დარჩენილა. სწორედ ამ მგზავრის მდგომარეობაში ჩავდეგი იმ დროს, როდესაც წავიკითხე „ივერიის“ 6-სე №-ში რედაქციის მწარე პასუხები. მეც ერთი მათგანი გახლავარ, რომელთაც თქვენ უპასუხეთ, სახელდობრ „მოგლეჯილაძე“. – ჩემდამი მომართულის პასუხის გამო ერთი დიდი ჭიქა ცივი წყალი გადავყლუჭე. მეტი რა გამეწყობოდა?!

მე სრულად თანახმა გახლავარ რედაქციისა, რომელიც ამბობს: „თუ ადამიანს ჰკიცხავთ მისი საბუთი საქმე და ნამოქმედარი გვაუწყეთო, სხვა გვარი განკიცხვა, ჩვენის ფიქრით, ლანძღვააო“. კარგი და პატიოსანი. სწორედ სასარგებლო გაზეთი ის არის, რომელიც უსაბუთოდ არავის ეხება და არს სწერს. – ჩემი პირველი წერილიდამ მოისმენდით ჩემს მცირე შეხედულებას გაზეთზე. მეც მოგახსენებთ: უსაბუთოდ ლაპარაკი და წერა არ არის საკადრისი და არც სასარგებლო, როგორც გაზეთისათვის ისრე საზოგადოებისათვის. – მე მხოლოდ ხასიათები ავსწერე ზოგიერთის გვამისა, (და არავინ-კი დამისახელებია), რომელნიც ვითომ ქვეყნის მზრუნველნი არიან, და თუ ვინმე იცნობდა თავის თავს და ხმას ამოიღებდა, მაშინ საბუთებიც გამოჩნდებოდნენ. – ჩემის ფიქრით საზოგადოება ამგვარის აღწერით თითონ გამოძებნის, იცნობს და დააფასებს მას, ვინც საცნობია. მაგრამ რედაქციამ უკედ იცის თავის გაზეთის მიმართულება და ამისთვის იქნება ძალიან კარგად მოხდა რომ დავიწყებას მიეცით ჩემი პირველი ნაღვლიანი წერილი.

იქნება ეს წერილიც არ არის საჭირო „ივერიისათვის“, მაგრამ თქვენმა პასუხებმა აალაპარაკეს ბევრნი ისედ ნაირად რომ, ჩემის ფიქრით, არ იქნება უადგილო პატარა ადგილს მისცემდეთ ამ ჩემს პატარა წერილს. – საზოგადოდ ჩვენში გაჩდნენ ზოგი ისეთი მკითხველები, რომ მათს ტვინს არ ძალუძს გაიგოს ნამდვილი შინაარსი რომელიმე წერილისა და ზოგნი იმისთანანი, რომ კარგად ესმით რაცა სწერია, მაგრამ კანონად მიუღია წუნის დადება. თქვენც მიხვდებით რა ჯურის კაცნიც არიან. ეს უკანასკნელნი, ამ ტვინისა და ზნეობის მექონნი გამოდიან მოედანზედ, ან იწყობენ სიარულს იმისთანა ოჯახებში, სადაც იშვიათად კითხულობენ ჩვენებურ გაზეთებსა, იწუნებენ, ჰკიცხვენ წერილებსა, აგინებენ დამწერსა, და არიან ვითომ ერთ დიდ ამბავში.

თუ მოგიხდათ როდისმე მისვლა. ამისთანა ოჯახშია, დაგიწყებენ კამათობას გაზეთის რომელიმე წერილზედ ტყუილ-კრიტიკოსების სიტყვითა. რომ ჰკითხოთ: თქვენ წაგიკითხავთ წერილი, რომელსაც ჰსწუნობთ.

– არაო, გიპასუხებთ.

– მაშ ეგრე როგორ ლაპარაკობთ მასზედ, რაც თვით არ წაგიკითხავთ.

– იმათ ისე მითხრეს და ასე ვლაპარაკობ.

___________

1 ათონის მთა ოსმალოთა სახელმწიფოს უჭირავს.

3 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

▲back to top


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

I.

ჰოი ვით გვემტყუნვა

სოფლისა ბრუნვა!..

წაგვიხდა ზრუნვა

მბუდარე გულსა!

ამად ვჰსტირთ წყლულსა

არ დაფარულსა....

ვჰჭმუნავთ ბედ-მწირნი,

გხვევიან ჭირნი

ფოთოლთ უხშირნი!..

დავიდნენ მთენნი,

შარავანდთ მფენნი!..

აწ იგნი მზენნი

ჰფარვიან ღრუბელს,

ავდრის საგუბელს,

მწყვდიადსა და ბნელს.

ვჰსჭმუნავთ ბედ-მწირნი,

გვხვევიან ჭირნი

ფოთოლთ უხშირნი!...

შებრყვილულს გულსა

ცრემლით ვჰბანთ წყლულსა;

ესრედ მორწყულსა

მოჰსდის სამყოფი

სევდის ნაყოფი გონების მყოფი...

ვჰჭმუნავთ ბედ-მწირნი,

გვხვევიან ჭირნი

ფოთოლთ უხშირნი!.,

II

უწყლვივარ ჭირთა მალვას,

დუმილს, ოხვრას და კრძალვას,

სურვით შემშლიან თვალნი

ვჰსჭვრეტ ოდეს მას ტან-ალვას.

ვიშ მანდ მშვენთა, ხალთა!

ვაი მათგან ნაკრძალთა!

ვეტრფი სატრფოთა თვალთა,

ღაწვთ ვარდთა, ბაგე ლალთა;

ვეღარ დაჰფარეს თავი

განდიდებულთა ალთა.

ვიშ მანდ მშვენთა ხალთა!

ვაი მათგან ნაკრძალთა!

საშუალ ორთა ღამეთ

ჰბრწყინავს მზე გულთ საამეთ,

მისთა სხივთ ისრებთაგან

სულისა ხდასა ვლამეთ.

ვიშ მანდ მშვენთა ხალთა!

ვაი მათგან ნაკრძალთა!

ბადახშსა ჰშვენის მკობა,

მარგარიტთ მიჯრით წყობა;

ვიცი, უცილოდ მომკლავს

მათი იდუმალ ტრფობა.

ვიშ მანდ მშვენთა, ხალთა!

ვაი მათგან ნაკრძალთა!

ჰსწყურს გულს მის მზისა ხლება,

ვისგანც გონება ბნდება;

ვფიცავ, თუ არ მცა წამალ,

სამიწოდ სული მხვდება.

ვიშ მანდ მშვენთა, ხალთა!

ვაი მათგან ნაკრძალთა!

4 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები.

ამიერ კავკასიაში:

– 46, 47 და 18 აპრილს ცხენოსანი ჯარი გურიის მხედრობისა ღენერალის ჭავჭავაძის წინამძღოლობით გასულა მტერთა საძებნელად ყანი-კოისაკენ ყარსის სამხრეთ ადგილებში. ერთი ნაწილი ამ ჯარისა ლიჩა-გირტამდე მისულა და ტელეგრაფები არზერუმ და ყარსის შუა ათს ვერსტზედ მოუშლია და მეორე ნაწილი მისულა სოღანლუხის ახლო მყოფ სოფ. ვერიშნამდე.

– 17 აპრილს კორპუსის სარდალი ღენერალ-ადიუტანტი ლორის-მელიქოვი ზოგიერთის ქვევითის ჯარით, ცხენოსნით და არტილერიით ზაიმის ბანაკიდამ დაძრულა, გადუვლია ხალივოოღლი და სოფელს ვარიკელს მისულა.

– 18 აპრილს ყანი-კოიდამ დაბრუნებულს ცხენოსანს ჯარს რვა ბატალიონი ოსმალოს ჯარი, ციხიდამ გამოსული, დახვედრია. ორი საათი არტილერიის სროლა ჰქონიათ.

– 19 აპრილს ჩვენი ცხენოსანი ჯარი დამდგარა ვიზინკევში და ქვევითი მობრუნებულა ზაიმის ბანაკს. ჩვენი ერთი მომკვდარა, ხუთი დაჭრილა. ჩვენს ცხენოსანს ჯარს ასი ოსმალოს ჯარის კაცი თოფ-იარაღით ხელში ტყვეთ დარჩენიათ.

– 19 აპრილს ჩვენის ბანაკიდამ, რომელიც არდაგანთან არის, ყუბანის ყაზახების სამასი კაცი პოლკოვნიკის მაკეევის წინამძღოლობით, დაძრულა, იმავე დღეს გადუვლია დაუბრკოლებლივ ომერ-აღა და საღამო. ჟამს მისულა ზაიმს. 20-ს აპრილს ისევ უკანვე მობრუნებულა

– ფოთიდამ 22-ს აპრილს იწერებიან: ბათუმიდამ, ფოთის სისწვრივ, ზღვის პირად გამოუვლია სამს საომარს ხომალდს ოსმალოსას და რამდენჯერმე ზარბაზნი უსროლიათ.

– ნოვოროსისკიდამ 21 აპრილს იწერებიან: ადლერთან მოსული შვიდი სომარი ხომალდი ოსმალოსი ისე წავიდნენ ისევ ზღვისკენ, რომ არაფერი მოუხდენიათო.

– ფოთიდამ 22 აპრილს: ოსმალოს საომარი ხომალდი მოადგა ფოთსა, სამი ზარბაზნი ესროლა, ყუმბარებს ფოთამდე ვერ მიეღწია. ამ ხომალდს შემოუერთდნენ სხვა ოთხი ხომალდიცა და ერთი ცეცხლის გემი. უკანასკნელი ნიკოლაევსკიდამ მოდენილა და გზა და გზა ზღვის პირებზედ მდგარს საყარულოებისათვის სროლა აუტეხნია.

– ოზურგეთიდამ 23 აპრილს. რიონის მხედრობის ერთი ნაწილი ჯარი ისევ მუხა ესტატეს მთაზედ დგასო. გუშინ (22 აპრილს) თარეში გაუშვიათ ზღვისა და ლეტვისაკენ რომ ტყეებიდამ მტერი განდევნონ. ჩურუქ-სუს დაბას ოსმალოებმა თავი დაანებეს, მაგრამ ზღვიდამ მას იფარავს შვიდი სომარი ხომალდი. ჩვენი ჯარი მოსულა თუ არა ჩურუქ-სუს, ზღვიდამ მაშინვე სროლა აუტეხნიათ. ლეგვის მაღლობზედ ოსმალოებს სანგალი ჰქონიათ, მაგრამ ჩვენებს სანგლიდამ ოსმალნი გაუდევნიათ. თუმცა სამი კვირაა რაც შეუწყვეტლად ჰსწვიმსო, მაგრამ მაინც ჯარები ჯანმრთლიანად არიანო. გზები ძალიან ძნელი სავლელიაო.

– ფოთი 23 აპრილს. ოსმლოს საომარი ხომალდნი, ფოთის პირ და პირ მდგარნი, დაიშალნენ. ორი ხომალდი და ერთი ცეცხლის გემი იქავ დარჩა, სხვანი ნიკოლაევსკისაკენ გაემართნენ. ნიკოლაევსკიდამ ისმის ზარბაზნის სროლა. ინგლისის ხომალდი წასულა ფოთიდამ და ფოთთან მდგარნი ოსმალოს ხომალდნი უკან გამოჰსდგომიან.

– გუმბრი 24 აპრილს. ავიდარი თავისას არ იშლის. ხმა გავარდაო, რომ ოსმალო. სოღანლუსთან ჯარსა ჰკრებს ოარზერუმიდამ და აქვე მოელისო. მთიულთა და კურდთა ცხენოსანს ჯარსაცაო.

– რიონის მხედრობიდამ ამბავი მოვიდა, რომ 14 აპრილს ოსმალოს საომარი ხომალდნი, რიცხვით შვიდი. დაუდგრომელად მიმოვლიანო. ზღვის პირებზედ და გუშინ საღამოს ნიკოლაევსკისათვის სროლაც აუტეხნიათო.

– გუმბრი 25 აპრილს. ერთი ნაწილი ცხენოსნის ჯარისა გავიდა მელიქ-ყეის. თოფაჯიქს და ჩახმაურს მტრის საძებნელად. გერენალი დეველ 24 აპრილს თარეშათ გასულა და მიღწეულა თვით არდაგანამდე. გენერალი ტერ-ღუქასოვი დიადინზესაკენ მიიწევს.

– ოზურგეთი 25 აპრილს. რიონის მხედრობის ჯარი ჩურუქ-სუს ახლო-მახლო ფურაჟისათვის გასულა; ოსმალონი ყოფილან კინტრიშის წყალ გაღმა და ჩვენის ჯარისათვის არა ფერი დაბრკოლება არ მიუციათ. წვიმები აღარ მოდის.

5 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ავსტრი-ვენგრია. – პოლიტიკის უმთავრესი ვითარება ამ ჟამადაც ისევ ამ საგანზედ ტრიალებს: ომი მარტო რუსეთისა და ოსმალეთის შორის იწარმოებს, თუ სხვა სახელმწიფოებსაც გადაედება. ერთი ავსტრიული გაზეთი აი რას იწერება ავსტრიის შესახებ: „ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ერთ ერთის მხარის დამარცხების შემდეგ მორიგება ჩამოვარდეს, და იმ დრომდე კი არავითარი მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. აი რა პოლიტიკას უნდა დაადგეს ავსტრი-ვენგრიის მთავრობა. ჩვენთვის საჭიროა ხელ გახსნილნი ვიყვნეთ, რო თავისუფლად მივეგებნეთ იმ გარემობას, რასაც მომავალი მოიტანს. ჩვენთვის საჭიროა პირველის შემთხვევითვე ვისარგებლოთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მორიგება, თორემ ომი გაგძელდა, მერე ძნელიღა იქნება ჩვენთვის უომრად გადარჩომა.

საკვირველი რამ არის ეს ავსტრიის საქმე მისი სახელმწიფო ისეთ ნაირად არის შემდგარი, მის შინაურ განწყობილებაში სხვა და სხვა მიდრეკილებანი ისე განშორებულნი არიან ერთი-ერთმანეთზე, რომ კაცი ადვილად ვერ მიხვდება თუ რა საქციელს უნდა დაადგეს ავსტრი-ვენგრიის იმპერია, რომ ერთგვარად დააკმაყოფილოს სურვილი და გულის წადილი თვისთა მრავალგვართა ქვეშევრდომთა. ავსტრიას ერთის მხრით ვენგრიის წინააღმდეგობისა ეშინიან, მეორეს მხრით სლავიანებისა. გარდა ამისა, ვენგრია სლავიენებზედ არის გადამტერებული. ერთის სიტყვით ავსტრი-ვენგრია სამ კავშირთაგან არის შემდგარი, რომელთა შორის მარადი განხეთქილება და უთანხმოება სუფევს. ახლა მობძანდით და ერთს რომელსამე პოლიტიკას დაადექით და ყველანი ერთგვარად დააკმყოფილეთ! ამის გამოისობით, თუ მართლა ომი გაგრძელდა და მთელ ევროპას გადაედვა, ძალიან ძნელი საქმე მოუვა ავსტრიას. შესაძლებელია, რომ იმას იგივე დღე დაადგეს როგორიც ამ ჟამად ოსმალეთს ადგია.

მას აქედ, რაც ავსტრიის იმპერია სუფევს მის მთავრობის მოღვაწეობას ერთი შეცდომა მოსდევს: იმას ჰგონია რომ, რადგანაც სლავიანები და ნემენცები სხვა და სხვა გვარ-ტომობის ხალხიაო, მათ შორის უსათუოდ განხეთქილება უნდა სუფევდესო და ბუნებითვე ერთმანეთის მტრები უნდა იყვნენო. ამ აზრის მქონე მთავრობა, რასაკვირველია, უსათუოდ იმისთანა მოქმედებას დაადგებოდა, როგორიც ამ აზრს შეეფერება, ე.ი., ვალდებულ ხდიდა თავის თავს სლავიანების გვარ-ტომობა ძირიანად ამოეგლიჯა და სლავიანები ნემენცებათ გადაეცვალა. ავსტრიამ დაიწყო სლავიანების დევნა და, რასაკვირველია, ის შეიძინა, რომ მათი გულითადი სიძულვილი მოიპოვა. ავსტრია სლავიანებს სულს უხუთავდა, ყოველგვარ თავისუფლებას ხელიდგან ჰგლეჯდა და მერე, როდესაც სლავიანები მაგარზედ დაუდგებოდნენ, ან გაჭირებაში გულმოდგინებით არა შველოდნენ, იძახდა – სლავიანები იმიტომ მემტერებიანო რომ მათში სლავიანური სისხლი ტრიალებსო. ის კი არ იცოდა, რომ იმას ცოტად სული მოებრუნებინა სლავიანებისათვის, პატარა თავისუფლება მიენიჭებინა, ისინი მტერები კი არა, არამედ გულ-წრფელი მეგობარნი იქმნებოდნენ. ამის გამოისობით, ძნელი საქმე მოუვა მომავალში ავსტრი-ვენგრიას, თუ არ გამოიცვლის თავის შინაგან პოლიტიკას და სლავიანებს იმ გვარად არ მოუწყობს თავისუფლებას. როგორც, მაგალითად ვსთქვათ, შვეიცარიის კანტონებს ანუ ამერიკის შტატებსა აქვთ მოწყობილი. ავსტრიის ნემენცები შედარებით ძალიან ცოტანი არიან და ისინიც გერმანიას შესცქერიან; ვენგრია ხომ დიდი ხანია თავისუფლებას ეძებს და ვიდრე არ მოიპოვებს, თავისას არ დაიშლის. დარჩა სლავიანები, და თუ იმათაც ხელი არ შეუწყო ავსტრიამ, ხომ გაქარწელდება, როგორც შარშანდელი თოვლი.

– 11 აპრილს, ავსტრიის დეპუტატთა პალატში, ერთმა დეპუტატმა, გისკრამ და მისმა მომხრეებმა აი რა წარუდგინეს მთავრობას: „შეუძლიან თუ არა მთავრობას აგვიხსნას რა გზას დაადგება თავის პოლიტიკაში, როდესაც რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომი ასტყდება, და თუ შეუძლიან, მაშ გვითხრას რა საგანი აქვს მთავრობასა სახეში და რა ღონისძიების მოხმარება ჰსურს. ამ საგანზედ, რასაკვირველია, ღირს-საცნობი ბაასი გაიმართებოდა, მაგრამ ჯერ გაზეთები არ მოსულან და ამიტომ ჯერ ამაზედ ვერას მოგახსენებთ.

ოსმალეთი. – ერთს რუსულს გაზეთს შემდეგი ცნობები მოჰყავს ოსმალეთის ჯარის შესახებ: დუნაისაკენ ოსმალეთს 18,000 ჯარისკაცი ჰყავს დამზადებულიო. გარდა ამისა 5,000 კაცი ციხის არტილერიისა, რომელიც სხვა და სხვა ციხეებსა და სიმაგრეშია მორიგებულიო.

ზემოხსენებულ რიცხვთა შორის დობრუჯაში[1] არის 20,000-მდე კაცი; სილისტრშიაში – 20,000-მდე, რუშჩუკში 18,000-მდე, შუმლაში – 14,000-მდე; ვარნაში და მის ახლო-მახლო 14,000-მდე; ვიდდინში და მის გარშემო 55,000-მდე; სულ ერთიანად 140,000 მდე. დანარჩენი სხვა და სხვა ადგილებში არიან დაბანაკებულნიო.

სულ ევროპაში ოსმალეთს შეუძლიან ომში გამოიყვანოს 263,000 კაცი.

აზიაში ოსმალეთს შეუძლიან გამოიყვანოსო. 430,000-მდე კაცი (ყარსში – 18,000, ბათუმში 16,000, ერზრუმში – 10,000, ბაიაზეში – 7,000 (?) საღანლუღში – 6,000).

– სტამბოლიდამ იწერებიან 14 აპრილს ერთს ნემენცურს გაზეთში, რომ ხონთქარი ვერ ბედავს ლაშქარში წასვლასაო, რადგანაც ეშინიან სტამბოლში არეულობა არა მოხდეს რაო. ცალკე მიტხადის მომხრე კაცების ფიქრიცა აქვს, რადგანაც ესენი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ თავისი გაიტანონ. ხონთქარს წასვლაც უნდაო და წასვლისაც ეშინიაო და ამ ორწყალშუა დგომის მიზეზნი თვით სამხედრო მინისტრიც და ხონთქრის სიძე არიან, რადგანაც ამათთვის უხონთქროთ სტამბოლში დარჩენა საშიშარიაო. ერთის სიტყვით, აქედამა ჰსჩანს, რომ სტამბოლში არეულობა მოსალოდნელია.

– აი რა შეუთვლია ხონთქარს თავის ხალხისა და ლაშქრობისათვის: „რუსეთი, ეს მარადი მტერი ჩვენის თავისუფლებისა და ჩვენის ღირსებისა, შემოესია ჩვენს სამშობლოს წინააღმდეგ უფლებისა, სამართალისა და ტრაკტატების პატივის ცემისა. თქვენ წინაპართა ანდერძი და წინასწარმეტყველის კანონი ვალდებულ გხდით განდევნოთ მტერი და დაიცვათ თქვენი სამშობლოს დროშის პატივი. სამშობლო ჩვენი განსაცდელშია! – მაშასადამე, ვალად ვრაცხ ჩემს თავს ავიღო ხელში ხალიფის დროშა და გავიდე საომრად, და თუ საჭიროება მოითხოვს შევწირო ჩემი სიცოცხლე იმპერიის თავისუფლებასა ჩვენის ცოლ-შვილის პატივისა და სიცოცხლის დასაცველად. დავანახოთ მთელ ქვეყანას ზომიერებისა და მოვალეობის აღსრულების მაგალითი. ყოველგან და ყოველ შემთხვევაში ყოველს მცხოვრებს ჩვენის ქვეყნისას, რა ტომისა და სარწმუნოებისაც უნდა იყოს, სიცოცხლე და საკუთრება ხელშეუხებულად უნდა დარჩეს. ვაი იმ ჩვენს ქვეშევრდომს, რომელიც კი გადუდგება ამ ჩვენს ნებასა!“

– ომის გამოცხადების შემდეგ ოსმალეთის გარეგან საქმეთა მინისტრმა, სავფეტ-ფაშამ ყველა ევროპიის სახელმწიფოებს გაუგზავნა ცირკიულიარი, სადაც სხვათა შორის, მოხსენებულია, რომ რუსეთს სრულებით არა აქვს უფლება ლონდონის სიგელი მოიყვანოს საბუთათ და მით თავი გაიმართლოს. პირველი ესაო რომ, ამ სიგელზედ ყველა სახელმწიფოებს აქვსთ ხელი მოწერილი და ამის გამოისობით ერთს რომელსამე სახელმწიფოს ცალკე არა აქვს უფლება ოსმალეთის წინააღმდეგ იმოქმედოსო. გარდა ამისა, სიგელის დამატებაში მოხსენებულია, რომ თუ ვინიცობაა ომზედ მივარდა საქმეო, ეს სიგელი უნდა გაუქმდესო. ხსენებულის ცირკულიარის სიტყვით რუსეთს არავითარი უფლება არა აქვს ოსმალეთის ქრისტიანებს მფარველობა გაუწიოსო. ოსმალეთის მთავრობა ჰსთხოვს უმთავრესს სახელმწიფოებს საერთოდ მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეში პარიჟის ტრაკტატის ძალითაო. ამ გზით ევროპა დაიცვავსო უბედურებისგან იმავე ქრისტიანებს, რომელთა განთავისულებისათვის რუსეთმა, ხმალი ამოიღოვო. ოსმალეთის მთავრობა ეხლაც მზად არისო. დაშალოს თავისი ჯარი, თუ რასაკვირველია იმავე დროს რუსეთიც დაშლის თავისასაო. ეხლა, როგორც მოგეხსენებათ, ეს ცირკულიარი დაგვიანდა და ისტორიული მნიშვნელობა თუ ექმნება, თორემ სხვა კი არაფერი. წვრილი ამბები. ერთს ნემენცურს გაზეთში ჰსწერია – ავსტრია არასდროს თანახმა არ იქმნებაო, რომ რუსის ჯარი სერბიაში შევიდესო, და თუ სერბია კიდევ ომს აუტეხს ოსმალეთსა, მაშინ ავსტრიის ჯარი დაიჭერს სერბიასა და აგრეთვე ბოსნიასაცაო. მაშ ავსტრიას კიდევ გადუხვევია!

– 19 აპრილს (1 მისს) შეიყარა საფრანგეთის პარლამენტი. დეპუტატთა პალატში გარეგან საქმეთა მინისტრს ჰერცოგ დეკაზს სხვათა შორის უთქვამს შემდეგი: „ჩვენი გარეგანი მდგომარეობა არასდროს არა ყოფილა ისე კარგი და მშვიდობიანი, როგორც ამ ჟამად არისო. სხვა სახელმწიფონიც პირ და პირ არ ერევიან აღმოსავლეთის საქმეში.

ჩვენი პოლიტიკა – სრულიადი ნეიტრალიტეტი[2] იქმნებაო.

– ჩერნოგორიის დესპანნი, რომელნიც შერიგების თაობაზედ იყვნენ გაგზანვილნი სტამბოლს, გამოეთხოვნენ უცხოეთთა საქმეთა მინისტრს სავფეტ ფაშასა და გამოთხოვების დროს ეს უთხრეს: „ჩვენ იქნება ვერაფრად გეჩვენეთ როგორც დიპლომატნი, მაგრამ შეგვიძლიან დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ როგორც მეომარნი უკეთესად აღვასრულებთ ჩვენს მოვალეობასა.“

– ათინადამ (საბეძნეთის სატახტო ქალაქია) 24 აპრილს იწერებინ: მთავრობის ნებადაურთველად ბერძნის ერთი ქვევითი პოლკი საზღვარს გადასულა და ოსმალოსათვის ომი აუტეხნიათ. დიდი ღელვაა თურმე ხალხისა.

_______________

1 დობრუჯა არის ერთი ნაწილი ოსმალეთისა, იქ საცა დუნაია ზღვას ერთვის.

2 ნეიტრალიტეტი ნიშნავს. იმ მდგომარეობის, როცა სახელმწიფო. არც ერთს მებრძოლს არ მიემხრობა.

6 რა მიზეზია სერბიის დამარცხებისა?

▲back to top


რა მიზეზია სერბიის დამარცხებისა?

ამ სათაურით რუსულს გაზეთში «HeдЋля»-ში დაბეჭდილი, ჩვენის აზრით, დიდად ღირს-საცნობი წერილი შესახებ იმ მიზეზისა, რომლის ძალითაც სერბია დამარცხებულ იქმნა შარშანდელ ომში. იქნება თქვა, მკითხველო, რაღა დროს შარშანდელი ომიაო, როდესაცა სერბია დღე-დღეზე ახალის ომის ლოდინშია და შარშანდელი ვიღას აგონდებაო. მართალია, ამას ეხლა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისტორიაც როგორც მოგეხსენება, ტყუილ უბრალო დროს გასატარებელი საგანი არ არის; „ისტორია აგვიხსნის წარსულს და მისის მაგალითებით გვიკვეთს გზას მომავალისას“. გარდა ამისა, შარშანდელის დამარცხების მიზეზის გამოკვლევა მით უფრო საჭიროა, რომ სერბია დღეს თუ ხვალ ხელახლად ომს მოელის და, როგორც ავტორი ამბობს, ეს გამოკვლევა ცოტად თუ ბევრ დ გვაცნობებს იმ სქემას, რომელსაც უნდა აჰყვეს სერბია თვის მომავალს მოღვაწეობაში, როგორც თავის სახელმწიფოს შინაობაში, აგრეთვე მის გარეგან მოქმედობაშიაც. ამ წერილის თავში მოყვანილის კითხვის პასუხი ცოტად თუ ბევრად უჩვენებს სერბიას იმ დედა-ბოროტებას, რომელიც მის ცხოვრებაშია ჩართული და რომლის მოსპობაც აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ყოველის მის შვილისათვის, რომელსაც კი ჰსურს თავის სამშობლოს გაძლიერება და წარმატება.

ამ წერილის ავტორი თვითონ სერბიელია და მონაწილეობაცა ჰქონდა შარშანდელ ომში. ამის გამოისობით მის ნაუწყს, რასაკვირველია, უფრო მომეტებული მნიშვნელობა ეძლევა.

სერბიის[1] დამარცხების მიზეზად ზოგს რა მოჰყავს, ზოგს რა. ბევრნი ამ რიგად ლაპარაკობენ: „ესა და ეს გვამი ომში რომ არ გარეულიყო, ჩვენი საქმე ძალიან კარგად წავიდოდაო.“ ან: „ომის მოთავედ რომ ესა და ეს კაცი ყოფილიყოვო, ჩვენ დიდი ხანია სოფიაში[2] ვიქნებოდითო.“

ზოგი თავის უბედურებას იმას აბრალებს, რომ ოსმალეთს ძალიან დიდი ჯარი ჰყვანდაო და ამის უშველებელ რიცხვს ვინ აუვიდოდაო. ზოგი კი ამბობს, რომ თვითონ ხალხი უგულოდ, დაუდევნელად იბრძოდაო და საცა მტერს შეხვდებოდაო, მაშინვე უკან იწევდაო. ჩემის ფიქრით, ყველა ამ მიზეზთა შორის ეს უკანასკნელი ყველაზედ უფრო მძიმე და საფუძვლიანია. ამის გამოისობით, ორს პირველ მიზეზს თავს დავანებებ, მით უფრო რომ მათი დარღვევა ადვილია, და შეუდგება მხოლოდ ხალხის გულგრილობის მიზეზის გამოკვლევასა.

შარშანდელს ომს რომ ის ომი შევადაროთ, რომელიც სერბიამ ამ საუკუნის დასაწყისში ოსმალეთს აუტეხა თავის განთავისუფლებისათვის, აი რას დავინახავთ: 1804 წ. სერბია უფრო შეწუხებული იყო ვიდრე ეხლა. მაშინ მტერი შიგ სახლში ედგა და ჰყოფდა მას პატარ-პატარა ნაწილებად, რომელთა შორის ამის გამო მტრობა და ურთიერთმანეთზე გადაკიდება სუფევდა. მაშინ ყოველი ქალაქი, ციხე, სიმაგრე მტრის ხელში იყო, რისგამოც მტერთან ბრძოლა უფრო ძნელი იყო, ვიდრე ეხლა, როდესაც სერბიას უპყრია ერთობით მტკიცე სახელმწიფო, და როდესაც ქალაქები და სიმაგრენი თვითონ სერბიელების ხელშივეა. 1804 აჯანებელი ხალხი კეტებით, ცულით და ნამგლებით იყო შეჭურვილი, – ეხლა კი მას ხელთ ქონდათ ახლად მოგონილი საუკეთესო თოფ-იარაღი. მაშინ ომის მოთავენი უბრალო გლეხები იყვნენ, რომელთაც, რასაკვირველია, სამხედრო მეცნიერებისა არა გეეგებოდათ რა. – ეხლა კი წინ მიუძღოდენ განათლებულნი გენერლები, ევროპიის სამხედრო აკადემიებში ნასწავლნი აფიცრები. ეს ყველა კარგი, მაგრამ მაშინ მაინც სერბიელები იმარჯვებდნენ, სწვავდნენ ოსმალეთის სოფლებს და ქალაქებს, მტერს აყრევინებდნენ თოფ-იარაღს, საცმელს და სხვა გვარ ნივთებს. ეხლა კი თვის ქალაქებს ზედი-ზედ თვით სერბიელნი სტოვებდნენ, თვით ყრიდნენ თოფ-იარაღსა ან ერთის მიზეზი რა იყო, ან მეორისა? რომ ამ კითხვას ნამდვილი პასუხი მივცეთ, უნდა დავაკვირდეთ ხალხის ცხოვრებას და იმ აღელვებულს მოძრაობას, გონებით თუ გულით, რომელმაც სული ჩაუდგა სერბიას 1804 წელს და თავი გამოდებით ფეხზედ წამოაყენა.

ვინ იყო იმ თავ-გამოდების მიზეზი და ვინ იდვა კისრად? თვითონ ხალხი იყო და თვითონ ხალხმავე იტვირთა.

ძალიან დაჩაგრული და შევიწროებული იყო სერბიის ხალხი ოსმალებისაგან. იგი დიდხანს ატარებდა გულში თავისუფლობის სურვილსა, დიდს ხანს ჰქონდა მარტო ის ფიქრი და ზრუნვა ეგებ როგორმე ეს მტერი გავიცალოვო და თავი მის მფლობელობიდგან დავიხსნაო. ბოლოს დარწმუნდა რომ ამ წადილის აღსრულება უბრძოლველად. სისხლის დაუღვრელად შეუძლებელია, და ომი აუტეხა ოსმალეთს. ეს ომი ქარისაგან მობერილის გარდაწყვეტილების შედეგი კი არ იყო. არამედ ღრმა-გრძნობისა და მტკიცე რწმენისაგან იყო. აღმოშობილი. ხალხი თვით ნათლად ჰხედავდა, რაც ტვირთი აიკიდა მან და რამძიმე ღვაწლი უნდა დაედვა და მოეტანა. თვითონ ხალხი ჰგრძნობდა აჯანყების საჭიროებას, თვითონ ქადაგებდა და თვითონ იბრძოდა. მაშინ არც ერთი ნაწილი ხალხის ცალკედ არ იყო მოძრაობის მოთავედ, ყოველი და ყოველთვის თვითონ ერთიანი ხალხი იყო. ხალხს კარგად ესმოდა, რისთვისაც წაავლო თოფს ხელი, იცოდა რომ გამარჯვება მხოლოდ მასზედ იყო დამოკიდებული და მხოლოდ თავის თავის იმედი უნდა ჰქონოდა. რასაკვირველია, მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ ხალხმა შეჰსძლო და აიტანა განუწყვეტელი ბრძოლა და სისხლის ღვრა ცხრა წლის განმავლობაში. განა შარშანდელ ომში ეს გრძნობა და ეს ნათელი მხედველობა ჰქონდა ხალხსა? ჰქონდა განა მას აუცილებელი საჭიროება? განა დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი მხოლოდ მისს მხნეობაზედ და მის თავ-გამომეტებაზედ არის დამოკიდებული? განა ხალხმა იცოდა რის გულისათვის უნდა დაენებებინა მას თავი თავის ცოლ-შვილისა და სახლკარისათვის და საომრად გასულიყო? არა, ხალხს ყოველივე ეს არ ჰსცოდნია. იგი ზნეობით და ჭკუით სრულებით არ იყო მომზადებული და ამიტომაც იბრძოდა ისე უგულოდ და ძალაუნებურად. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღვიაროთ, რომ ხალხს შარშანდელ ომში არც უწინდელი მხურვალე გრძნობა და არც მის წინაპართა მედგარი მხნეობა არ გამოუჩენია. ომში გამარჯვებისათვის მარტო ნივთეული და სამხედრო მომზადებ არა კმარა; საჭიროა კიდევ ჭკუითი და ზნეობითი მომზადებაც. აი ამ მოუმზადებლობამ დაუდუნა ხალხს მხნეობა და ხალისი და ამის გამოისობით ვერ აიტანა ოსმალეთის ომი. ახლა, რასაკვირველია, უნდა გამოვიძიოთ თუ რამ დაღუპა ეს მხნეობა და რამ გაუქრო ხალხს მტკიცე გრძნობა ოსმალეთის დარღვევის საჭიროებისა. ამ საგნის შესხებ ბევრგვარი აზრია გამოთქმული, მაგრამ მე კი მგონია რომ თავი და თავი მიზეზი ხალხის ცოცხალის სულის მიძინებისა და მისის ხასიათის წახდენისა ჩვენი ბიუროკრატიული განწყობილება იყო.

რომ ვუჩვნოთ მკითხველს თუ რა გავლენა ჰქონდა ხალხზედ ამ განწყობილებას, საჭიროა გავაგებინოთ მას ის ზნეობითი დედა-აზრები, რომელთაც ბიუროკრატია ავრცელებდა სერბიაში; უნდა ვაცნობოთ ის ხალხის მიდრეკილება, რომლის მოსპობას სცდილობდა ბიუროკრატია და რომლის მაგივრად თავისას ჰქადაგობდა; უნდა დავაკვირდეთ თუ რა ეკონომიურს და საზოგადოებრივს განწყობილებას არღვევდა და მის ნაცვლად რასა რგავდა. მაგრამ ვიდრე ყველა ამას მოგითხრობთ, საჭიროდ ვრაცხ მოკლედ განვიხილო, თუ როგორ გაიშალა ფრთა და როგორ წადგა ფეხი ბიუროკრატიამ:

ზემოდ მოგახსენეთ, რომ სერბიის აჯანება ამ საუკუნის დასაწყისში თვითონ ხალხის თაოსნობით მოხდა მეთქი. აი ამ ხანგრძლივმა ბრძოლამ დაამზადა ის ნიადაგი, რომელზედაც გაიშალა ბიუროკრატიული განწყობილება ახლის სერბიის სახელმწიფოისა. ომიანობა და მის მომდევარი მუდამი შიში როგორღაც გზას უკაფავდა განვლენის-მექონს გვამთა. ხალხში წინ წამოდგებოდნენ ხოლმე სხვებზე უფრო მამაცნი, უფრო ჭკვიანნი და ამისთანა შიშით სავსე დროს მათ მფარველობის ქვეშ შედიოდა ყველა უფრო სუსტი, უფრო მშიშრა და გამოუცდელი. ჯერ-ჯერობით ამ უმაღლესს მოთავეებს თვითონ ხალხი ირჩევდა, თვითონ ეჭირა მათზედ თვალ-ყური და თვითონ მოსთხოვდა ხოლმე პასუხს ყოველ-გვარ მოქმედების გამო. მაგრამ დრო გადიოდა. და რამდენად იგინი მომეტებულ ღვაწლსა სდებდნენ საერთო საქმესა, იმდენად ხალხი უფრო ენდობოდა მათ, და ბოლოს იქამდინ მივიდა საქმე, რომ ეს ნდობა წინ დაუხედავ ნდობათ შეიქმნა. ამ რიგად ერისთავნი და წინამძღომელნი (вожди и воеводы), რომელნიც უწინ მხოლოდ ხალხის მიერ აღმორჩეულნი და მისის ნების აღმასრულებელნი იყვნენ, თან და თან ხალხის მბრძანებელათ და სრულს ბატონებათ შეიქმნენ.

ომი რო გათავდა, შეიქმნა ერთი გრძელი მიწერ-მოწერა და მისვლა-მოსვლა სერბიისა და სტამბოლის შორის. ხალხს ამ მიწერ-მოწერაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. მან თავის უფროსებს მიანდო თვისი საქმე. „მე ჩემი ტვირთი ვზიდეო, და ეხლა თქვენ იცითო“, ეუბნებოდა მათ ხალხი. ხალხი ამოდენა სისხლის ღვრით, ამოდენა ბრძოლით მოუძლურდა და შესვენა ჰსწყუროდა. იმას ფიქრშიაც არ მოსდიოდა, რომ კიდევ ფრთხილად უნდა ყოფილიყო, კიდევ უნდა ეზრუნვა თავისუფლებისთვის: იგი როგორ მოიფიქრებდა, რომ შესაძლოა ასე ძვირფასად მოპოებულის თავისუფლების წართმევა. თუმცა ეს ასე იყო, მაგრამ სერბიის ხალხის საქმე მაინც კარგად მიდიოდა, ვიდრე მაღალი თანამდებობანი სახელმწიფოში ეჭირთ იმ კაცებს, რომელნიც წრფელის გულით ზრუნავდენ ხალხისათვის, რომელნიც იმ ხალხისავე შვილები იყვნენ და იცოდნენ მისი ნამდვილი ჭირი და მოთხოვნილება.

ხოლო, როცა გათავდა ბრძოლა და ჩამოვარდა ხანგრძლივი მშვიდობიანობა, მაშინ ხალხის ბედმა ფერი იცვალა. ხალხი ფიქრობდა: „სულ ერთია ვინც უნდა იყოს ამა და ამ ადგილზე, ხომ მაინც უველა ჩვენი ღვიძლი ძმა არის და ყველა ერთ რიგად იზრუნავს ჩვენის სიკეთისათვისო“. ამ რიგად, უმაღლესს ადგილებისკენ იმისთანა კაცებს გაეხსნათ გზა, რომელთაც ვერაფრად სტკიოდათ გული ხალხისათვის. აი აქ იწყობა ხალხის თავისუფლების დანთქმაცა. ვიდრე ხალხი შესვენებას ცდილობდა, ვიდრე იკეთებდა დანგრეულს ქოხებს და იძღობდა დამშეულ მუცელსა, მოთავე კაცებმა ხელთ იპყრეს უფლება, სხვა და სხვა ადგილები გააჩინეს და ამ ადგილებზე იმისთანა კაცები დასხეს, რომელთაც არავითარი ღვაწლი არ გაუწევიათ ხალხის კეთილდღეობისათვის. ამასთანავე ავსტრიიდგან მოვიდნენ სხვა და სხვა განათლებული პირნიც და დაიწყეს სერბიაში ახალი სახელმწიფოს შენება. ამ კაცებმა გადმოიტანეს თან წინადვე დამზადებული და გაზეპირებული წესები და მუხლები, ამოკრეფილნი ავსტრის, ბადენის და ბავარიის კანონებიდგან. ამათ წინადვე მოემზადებინათ ყოველის სატკივარის წამალი, თუმცა კი თვითონ სატკივარის ცნობა არა ჰქონდათ, რადგანაც სრულებით არ იცოდნენ არც ხალხის ცხოვრება, არც მისი ჩვეულება და წესიერება, არც მისი ეკონომიური და საზოგადობრივი განწყობილება. მაგრამ ამ უცოდინრობას არას დასდევდნენ: ისხდნენ თავისთვის სასამართლოებში და ოთხის თვის განმავლობაში იმოდენა კანონები შესთხზეს, რომ ხალხს სრულებით თვალები აეხვია და თავბრუ დაესხა. როდესაც ყველა ეს აუარებელი კანონები შეამზადეს – ხალხს გამოუცხადეს – აი ეს შენი ახალი წესიერება და განწყობილება; განათლება და მეცნიერება ამ კანონებშიაო. ხალხმა თუმცა ვერა გაიგო რა, მაგრამ მაინც დიდის მოწიწებით მოისმინა ეს, ეგონა რომ აქ მართლადა რაღაც კარგი რამ უნდა იყოსო და ის კარგი გლეხის ჭკუისათვის მიუწდომელისო. ამ დღეიდგან გამაგრდა ბიუროკრატია და ადრინდელი ხალხის თვით მმართველობის მაგივრად დაფუძნდა ახალი ბიუროკრატიული განწყობილება. ამ ახალის სახელმწიფოს დამწყობთა გადმოჰქონდათ სხვა სახელმწიფოთაგან ყოველივე, გარდა იმისა რაც გადმოსატანად შეუძლებელია და რაც კაცმა უსათუოდ თვითვე უნდა იქონიოს და თვითვე განავით

თაროს. გადმოიტანეს ყოველისფერი გარდა გამჭრიახის აზრისა, გარდა ხალხის მდგომარეობის, საჭიროების ცოდნისა და დაფასებისა.

(შემდეგი იქნება)

____________

1 ალაგის უქონლობის გამო ეს წერილი შემოკლებით არის გადმოღებული.

2 სოფია – ოსმალეთის ქალაქია ბოლგარიაში.

7 ჩვენის ისტორიისათვის მასალა.

▲back to top


ჩვენის ისტორიისათვის მასალა.

(შემდეგი)[1]

აწ ჩვენის წარსვლისას ვიტყოდეთ. ჩვენ რა წაველთ და მივედით ქუთაის, მუნ იყო პეტრე მაქსიმოვიჩი ლიტვინოვი და მან გაგვისტუმრა თავადთან ციციანოვთან, გარნა დიდათ იშიშოდა მეფისაგან და ელოდა სიკვდილსა ჩვენსა გზასა ზედა და ჩვენცა ესრეთ მოველოდით. გარნა მინდობილნი ღვთისა წარვედით და მივედით ტფილისს თავადს ციციანოვთან, მხილველი ჩვენი დიდათ მხიარულ-იქმნა და მიგვიღო სამაგალითოს პატივის-ცემითა და შემდგომად თორმეტისა დღისა გაგვისტუმრა რუსეთად დიდის მომზადებულებითა და დიდის პატივითა, მოვლის საჭიროებითა კმა-ყოფილნი. ნუ განვაგრძელებთ, მივედით რა სამეუფოსა ქალაქსა სანკტ-პეტერბურღს, შეგვიწყნარეს და მიგვიღეს სამაგალითოთა პატივითა, რომლისა წარწერა დიდ-სადამე განგრძელდების. და შემდგომად რამოდენისამე ხანისა ინება და ღირს-ვიქმენით ხილვად და თაყვანის ცემად მისის იმპერატორებითის დიდებულებისა მოწყალისა და დიდისა ხელმწიფისა ალექსანდრეს პავლეს ძისა და ყოველთა მისთა фამილიათა. და შემდგომად ხილვისა წარუგზავნეთ იოან დეკანოზის ხელით, რომელიცა გვქონდა ძღვნად წარღებული ჩვენის მთავრინას ნინა დედოფლისაგან ხატი ვლანქერან ღვთისმშობლისა, და მიართვა რა მიიღო შესაბამითა პატივითა და დაასვენა თვისის სასახლის ეკკლესიასა შინა დიდის ცერემონიითა.

ჩვენ ვიყავით სანკტ-პეტერბუღსა შინა გამოუთქმელითა ცხოვრებითა ერთსა წელსა, და შემდგომად გამოგვისტუმრეს დიდის პატივითა ყოვლითურთ კმა-ყოფილნი, ყოველივე თხოვა მთავრისა ჩვენისა ინება მიცემა იმპერატორებითის დიდებულებამ და ბრძანა აღსრულება. წარმოგზავნა წყალობით ესენი, შეამკო. უძვირფასესად ხატი ვლანქორანისა ღვთის-მშობლისა და წარმოგზავნა კვალად სახლსა შინა დადიანისასა, რათა მუნ განისვენოს წინდად ჩემის საფარველის დადებისა, და თქვენის ჩემდამო ერთგულებისა. მას თან წარმოატანა ყოვლითურთ დაუკლებელი ერთი ხელი შესამოსელი სამღვდელო და სამთავრო შესაბამი მისის ბოძებისა. ბრძანა აღშენება ეკკლესიისა სახელსა ზედა ვლანქერან ღვთისმშობლისასა სამენგრელოსა შინა ხარჯითა მისის იმპერატორებითის დიდებულებისათა, და იქმნეს მუნ ქალაქი და ეწოდებოდეს სახელად ქალაქსა მას გრიგოლიპოლი სახსოვრად განსვენებულისა გრიგორი დადიანისა. მიებოძა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგორის ძეს დადიანსა გრამოტა დასამტკიცებელად მთავრობისა, დროშა უძვირფასესად შემკობილი, და ხმალი ძვირფასითა თვლებითა მოოჭვილი, ჩინი ღენრალ მაიორობისა და ორდენი ბრილიანტითა წმინდის ანნის პირველისა კლასისა, და ერთი ბეჭედი დიაღ მდიდარი და ძვირფასი დედსა მთავრისასა, მთავრინას ჩვენს საქართველოს მეფის ასულს ნინას ორდენი პირველისა კლასისა წმინდის ეკატირინასი. და ბრძანა, ვინათგან სამენგრელოს მთავარი ლეონ გრიგორის ძე არს ჯერეთ თორმეტისა წლისა და არ ძალ-უძს მას მართვა მთვრობისა, ამისთვის ლეონის ოცისა წლისა მიწევნადმდე ნინა მთავრინა მართებდეს სამთავროსა სამენგრელოსაო. ჩვენ მოგვებოძა უმოწყალესად, მე მიბოძეს პირდაპირ პოლკოვნიკობა და ორდენი წმინდისა ანნის პირველისა კლასისა, და ამასთან უძვირფასესი ბეჭედი, და უძვირფასესი თვლებით მოოჭვილი ბურნოთის კოლოფი და სხვა თეთრი მრავალი, ბეჟანს პოთპოლკოვნიკობა და ორდენი წმინდისა ანნის მეორის კლასის, ძვირფასი ბეჭედი და თეთრი მრავალი, დეკანოზს იოანეს ოქროს ჯვარი, კამილავკა და სიკვდილამდი პენცია და თეთრი მრავალი, და მხლენი ჩვენი აღავსეს წყალობითა. და ესრეთ ღირს-ყოფილნი წარმოვედით სამენგრელოდ, და გამოვლეთ მალაროსა და ყირიმი და შთავსხედით ქეფას ხოლმანდსა შინა და წარმოვლეთ და მოვედით ყულევს, და იქიდამ ბანძას, სადა იყვნენ შეკრებულნი მთავარი ჩვენი და მთავრინა და შეიქმნა სიხარული გამოუთქმელი და სხვა და სხვა შექცევანი. და ესრეთ იქმნა სვლა ჩვენი ძალითა ღვთისათა.

ხოლო ყოფნასა ჩემსა როსიად ანუ სხვათა ადგილებთა მიმოვლასა ჩემსა თუ რაი იგი მიხილავნ საკვირვონი, ანუ დიდება ანუ საქებელი, ანუ სხვა და სხვანი სახილავნი, იგი აქა დამეწერა უხამსად შეიქმნებოდა სიგრძე წერილისა ამის და ამისთვის აქა ესრეთ მოკლედ აღვსწერე, და ვისაც აქვს სურვილი ამის შეტყობისა და სმენისა, იხილოს ჩემ მიერ აღწერილსა მიმოვლასა შინა რომელსა ეწოდების მიმოვლა ნიკოლაი დადიანოვისა.

მეფესა იმერეთისასა სოლომონს, საქართველოისა უპირატეს მართებელი თავადი ციციანოვი აწვევდა და ეტყოდა, რათა იგიცა გრიგოლისამებრ შევიდეს მფარველობასა და ერთგულებასა შინა რუსეთის იმპერატორისასა, გარანა მეფე არა თანხმა იყო ამა განზრახვისა, არამედ უმეტეს ერთგულებდა პორტი ათამანსა, და იქეთ ჰქონდა ჰაზრი თვისი. ჟამთა ამათ აღმხედრდა და გაილაშქრა თავადმან ციციანოვმან სპარსეთსა ზედა, მოადგა განჯის ციხესა და დიდის ბრძოლის შემდგომად აღიღო იგი, და მოჰკლა მას შინა მყოფი ხანი და იავარ ჰყო საქონელი და ცხოვრებანი ჯავათხანისანი, და გამარჯვებული მოიქცა ტფილისადვე, ხოლო განჯას უწოდეს სახელად ელისაბედპოლი სახელსა ზედა იმპერატრიცა ელისაბედისასა. კვალად რამოდენისამე ჟამისა შემდგომად გაილაშქრა თავადმა ციციანოვმან სპარსეთსა ზედა და მოადგა ერევნის ციხესა, და მოდგომისა შესვლად წამოეხმარა. ბაბასან ყეინი ორასი ათასითა მხედრითა ციხესა და ერევნისასა და მოადგა გარს ციციანოვს. უღონო-იქმნა თავადი ციციანოვი, რა იხილა ესეოდენი სიმრავლე მტერთა და უფრორე ამისთვის, რომელ სამი ათასისა მეტი რა ჰყვანდა, რათა ციხესაცა მოადგეს და ყეინსაცა ებრძოლოს. მაშინ დაუტევა ციხე, დუპირდაპირდა ყეინსა და ებრძოლა სასტიკად და წარმოვიდა მშვიდობით და მოვიდა კვალად ტფილისადვე.

კვალად რამოდენისამე ხანისა წარვიდა კვალად სპარსეთად და რა მივიდა ბაქოს, იწყო ბაქოს ხანთანა ზრახვად, უკეთუ არა მორჩილ მექმნები, შეგმუსრავ შენ და ციხესა შენსა ვითარცა განჯასა. მაშინ ცბიერებითა ემორჩილა ბაქოს ხანი და მიუწოდა მხოლოდ ციციანოვს რამოდენითამე კაცითა, დაუტევა მხედრობა და თვით წარვიდა ორითა ცხენოსნის ყაზახითა, და წარიტანა პოლკოვნიკი ელისბარ ერისთვის შვილი, რომელსა უწოდდენ აღაბაბას შვილსა. და რა მივიდა მახლობლად ციხის კარისა, გამოეგება ციხის გარეთ ხანი და დასხდენ სასაუბროთ. მაშინ განზრახულთა კაცთა დაუშინეს დამბაჩები და მოკლეს კნიაზი ციციანოვი, კაცი ღირს-სახსოვარი ყოველსა შინა საქმესა, და მასთან ელისბარ ერისთვის შვილი. უღონო იქმნენ მხედრობა კნიაზ ციცინოვისა და ვერღა მპოვნელთა საქართველოისა გზისათა, შთასხდენ კასპიის ზღვასა შინა ხოლმანდთა, და გამოვიდენ აშტარხანს. ამისთვის განრისხდა როსიის იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი და წარმოგზავნა დიდ ძალი მხედრობა დასამხობელად ბაქოსა, და მოვიდენ და მოადგენ გარს ბაქოს. გარნა ხანი ვერღა დადგა შიშითა ციხესა მას შინა და უკანით გარდიპარა და წავიდა და ციხე აღიღეს რუსთა, და ეგრეთვე დარბანდი, შამახია . და ამათი მიმდგომნი ყოველნი და დაიპყრეს რუსთა, რომელნი დღესაც უმეტესად უპყრიეს. ხოლო მთავარ მმართებლად საქართველოსად ნაცვლად ციციანოვისა წარმოგზავნეს ღენერალ ონტიфანტერი გრაფი ივან ვასილივიჩი ღუდოვიჩი. მანცა მრავალ ჯერ აწვია იმერეთისა მეფე სოლომონ, რათა შევიდეს ერთგულებასა შინა როსიის იმპერატორისასა და განაგდოს ერთგულება პორტის ათამანისა და მისდამი საიდუმლოდ ზრახვა. გარნა არა ინება და არცა სურდა მფარველობა როსიის იმპერატორისა, და მეცადინეობდა თუ რომლის ღონისძიებით განეროს რუსეთის ყმობისაგან.

ამათ დროებთა შინა განირისხა ღმერთი დაივიწყა მამა ძეებრი მოწლეობა და ასლან ბეგ შარვაშიძემ უღალატა მამასა თვისსა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა და მოჰკლა აყუს ციხესა შინა და თვით დაიპყრა აყუ და ქალაქი მისი და ყოველი ქონება მამისა თვისისა, ვინაიდგან იყო ქელაიშ-ამედ-ბეგ მდიდარ ფრიად. ამისთვის უპირმშოესი შვილი ქლიშ-ამედ-ბეგისა საფარ-ბეგ სიძე დადიანისა, რომელსა ჰყვანდა დაი გრიგოლისი და სცხოვრებდა ზუფუს ბრძანებითა მამისათა, წარძოვიდა და მოვიდა ლეონ გრიგოლის ძის დადიანისა თანა და სთხოვა შეწევნა, რათა ესე ვითარისა ბოროტმოქმედებისათვის შურ-აგოს ძმასა თვისსა ასლან ბეგს. მაშინ წარვიდა ლეონ დადიანი სპითა სამეგრელოსთა, და მივედით აყუს და დავებანავეთ ბესილას პირზედ. და ვერა მოვადეგით ციხესა გარს, ვინაიდგან არა გვქონდა მომზაზებულება არტილერიათა და არცა სხვათა ციხის მოსადგომთა იარაღთა. ამისთვის გამოვართვით მეუღლე ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა მარშანიას ასული რემია ჰანუმ, და შვილი მისი ბათალ ბეგი შარვაშიძე, რომელ ესენი ტყვედ ყავდა ბოროტსა მას ასლან ბეგს და გავათავისუფლეთ და შემდგომად დავმძევლეთ ყოველი აფხაზეთი ჯიქეთის საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგა დადიანის საზღვრამდე და მივათვალეთ სავარ ბეგს, და ესრეთ მშვიდობით წარმოვედით ოდიშადვე.

გარნა ბოროტი იგი მამის მკვლელი ასლან-ბეგ კვალად იმყოფებოდა აყუს ციხესა შინა, გარნა არა აყენებდა ძმასა თვისსა საფარ-ბეგს და ბირებდა ყმასა მისსა და აწუხებდა. ამისთვის კვალად მოვიდა ლეონ დადიანთანა და სთხოვა, რათა შეეწიოს და მიიღოს საფარველსა შინა რუსეთის იმპერატორმა და ჰყოს ყმად მისა, ვითარცა მთავარი დადიანი. მაშინ სთხოვა უქვეშე შევრდომილებით ლეონ დადიანმა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს პირველს, რათა მიიღოს საფარველსა და ყმობასა შინა საფარ-ბეგ შარვაშიძე ვით თვით იგი არს. ისმინა თხოვა დადიანისა მისმა იმპერატორებითის დიდებულებამ და მიიღო ყმობასა და საფარველსა შინა თვისსა საფარ-ალი-ბეგ, და ვინათგან დადიანმან სთხოვა იმპერატორსა, ამისთვის პატივი სცა თხოვასა დადიანისასა და მიიღო მფარველობასა შინა რიცხვთა შორის მთავრებთასა და მოანიჭა წყალობაცა კავალერი წმინდისა ანნას პირველისა ხარისხისა და დროშა სამთავრო, და სიკვდილამდის დიდ ძალი პენცია, და აღუთქვა მცირედისა ხანისა შემდგომად აღება აყუს ციხისა და განძება მამის მკვლელის ასლან-ბეგისა.

შემდგომად ამისა, დაიხსნა რა მშვიდობა ჩვენის ხელმწიფისა და პორტის ათამანისა შორის, ამისთვის ბრძანებითა საქართველოს უპირატეს მთავრის გრაფი ღუდოვიჩისათა აღილაშკრა ღენერალ მარიკხოფ მოსადგომად ფოთის ციხისა. და გამოვიდა მხედრობითა ქუთაისიდამ და აქიდამ სპანი დადიანისანი და მივედით და დავუბარგეთ მახლობლად ფოთის ციხისა. და იყო მუნ მიტროპოლიტი ჭყონდიდისა ბესარიონ, მიტროპოლიტი კაიშისა გრიგორი და სხვანი ყოველნი სამენგრელოს თავად-აზნაურნი, და რა დაღამდა მიბრძანა ღენერალმა რიკხოფმა მე და ტარასოვს პოლკოვნიკს, რათა ხვალ დილით მივიდეთ და აღვიღოთ საფარი შემოვლებული ქალაქისა და ქალაქიცა. დავემზადეთ და რა გათენდა წავედით რამოდენითამე მხედრებითა და ეგრეთვე რამოდენითამე ჩვენებურის კაცითა, და რა მივედით თავსა ქალაქისასა, იყო. დიდის სიმაგრით ნაშენი სანგალი და მუნ იდგენ რამოდენიმე მხედრობა ოსმალთა და შევქმენით ბრძოლა და რამოდენისამე ბრძოლის შემდგომად ვსცანით, რომელ ესე ვითარის ბრძოლით ვერ გავდენით ჩვენ. მაშინ პოლკოვნიკმა და მეცა მიუტანეთ ერთ ხმათ შტურმა (ესე იგი ერიში) და გარდვიდენ მხედრობა სანგალსა ზედა აღვიღეთ სიმაგრე და შეველთ ქალაქსა შინა და აღვიღეთ ქალაქი და მოვადექით ციხის მახლობლად.

მაშინ ვაცნობეთ ღენერალსა რიქობს და მოვიდა სრულის მხედრობითა და არტილერიითა, და მასთანა ზემო ხსენებულნი სამღვდელონი და სხვანიცა და შემოვკარით ირგვლივ ციხე და მოველოდი აღებასა მისა მცირეს ხანსა. გარნა შემდგომად ერთისა კვირისა მოვიდა ბრძანება გრაფის ღუდოვიჩისაგან და შემოვეცალეთ და წარმოვედით ისევ სამენგრელოთ ჩვენ ჩვენსა ადგილსა კაცად კაცადნი.

მას ჟამს მოვიდა სერესკალი ოსმალთა უსუფ-ფაშა დიდითა მხედრებითა საბრძოლველად საქართველოსა ზედა. აქათ მოეგება გრაფი ღუდოვიჩი და შეექმნათ ბრძოლა მახლობლად ყარსისა და აოტნეს სერესკალნი და გაიმარჯვა სახელოვნად გრაფ ღუდოვიჩმა და ამისთვის მიუბოძა ჯილდოდ ხელმწიფე იმპერატორმა გრაფ ღუდოვიჩს ღენერალ ფელდ-მარშლობა და სხვანიცა ხელქვეშეთნი მისნი აღავსნა წყალობითა. შემდგომად ამისა წარვიდა გრაფი ღუდოვიჩი და მოადგა გარს ერევნის ციხესა და მრავალის ბროლისა შემდგომად ვერ აღიღო იგი და კვალად მოიქცა საქართველოდ და ამათ ჟამთა ღენარალ фელდ-მარშალს ღრაფ ღუდოვიჩს მიუბოძეს მოსკოვისა მთავარ მართებლობა, ხოლო საქართველოდ წარმოგზავნეს ღენერალ კავალერი ალექსანდრე პეტროვიჩი ტორმასოვი მთავარ მმართებლად. ამათ ჟამთა გარდაიცვალა ღენერალ-მაიორი რიკხოფი ყულევს და მოადგილეთ მისა წარმოგზავნეს სამენგრელოსა შინა ღენერალ-მაიორი თავადი დიმიტრი ზახარივიჩი ორბელიანი.

_________

1 დასაწყისი №5-შია.

(შემდეგი იქნება)

8 გლეხის ნაამბობი

▲back to top


გლეხის ნაამბობი

(სცენისათვის)

III.

... ალბათ გლეხი კაცის გაჩენაში ღმერთი არა რეულა, თორემ, ეს როგორი კალონი და სამართალია, თქვენი ჭირიმეთ!.. ლამის, ამ დასაქცევმა გზირებმა სულ ერთიან დამღუპონ და დამაქციონ.. ი ოხერ ნადელის ფულს აგროებდნენ... შვიდი შაური მიკლდა... ჩამომიდგნენ სახლში, თითქოს ჩემი მაყრები ყოფილიყვნენ, ერთი ქოსმანი მყვანდა, დამიკლეს, შეთქვლიფეს, გასახეთქებმა, ერთი ქვაბიც გირაოთ წაიღეს – და წავიდნენ. მეორედ მოვიდნენ. კიდენ ფოშტის ფულს აგროებდნენ... მაშინაც სრულათ არა მქონდა.... ჩემ ბედობაზედ ერთი ქოცო ზედაშეღა მეგულებოდა, სულ ერთიან ამოწრუტეს, დასკდნენ, დატყვრენ, ერთი ფარდაგიც გირაოთ წაიღეს...და წავიდნენ!.. ვიჩივლე მამასახლისთან, მაგრამ, ი დალოცვილს დურა ტყავი წამოუსხამს, ყავარჯენი ხელში დაუჭერია ჩვენი ბლაღოჩინივით და დადის გაბერილი, ბატივით!.. ხმაც არ გამცა... ან კი რას ინაღვლის!.. ჟინჟღილივით წამოწითლებულა ღვინისაგან. ი ოჯახ დასაქცევი და აბრიალებს თვალებს... მესამეთ მოვიდნენ და ღვდლისთვის ფულებს ვაგ როებთო,გამომართვეს, მაგრამ ჩვენთვის წირვა არსად არის და ლოცვა, არც თავის დროზედ სახლის განათვლა და ზიარება; მონათვლასა და ქორწილში ხომ, სულ ცეცხლს წაგვიკიდებენ ხოლმე!.. მაშ, რაღაში მიაქვთ ეს ფულები?!..

ეხლა კიდენ მომდგომიან კარებზედ და შკოლის ოსტატის ფულს თხოულობენ... ნეტავი ქართულს მაინც ასწავლიდნენ ი დალოცვილები... ან ფულს ვიღანა ჩივის, – სადილიც გვაჭამეო... მე თითონ რომ არა მაქვს რა, იმათ რა ვაჭამო?!.. გაგონილა, თქვენი ჭირიმეთ!.. ერთი ამის სამართალი გამიჩინეთ, ღმერთი გაგიმარჯვებთ!..

IV.

(სცენისათვის.)

(გლეხს ხელში ჯამი უჭირავს, ღვინით სავსე, და ილოცება.)

... ღმერთო გაუმარჯვე ხელმწიფესა. უშველე საქართველოსა, მოაცილე ცილსა და ხიფათსა, ორგული და მტერი დაუმარცხე, მოყვარე და მოყვარეს – შეუმატე, გააძლიერე ჩვენი ქვეყანა, გააკეთე, გაამდიდრე, გააბედნიერე!.. ღმერთო, მოუმართე ხელი გლეხ-კაცსა, ხელ-მკლავი შეარჩინე ოფლი პურათ გადაუქციე!.. ღმერთო, წმინდა გიორგივ, მოუმატე ჩვენს საქონელს, ქედი დაულოცე და გაუმაგრე; ღმერთო უმრავლე კრუხ-წიწილი ჩვენს პატარძლებს; ღმერთო, დიდებულო, აგვაცილე დედაკაცის შარს და მეზობლის შარსა და ხათაბალას, ნუ ჩამაგდებ ჯოჯოხეთში, ადოკატის ხელში და სასოფლო ნაობახტში... რწყილებით სავსეა!... ღმერთო დაუმარცხე და (ქუდს იხდის და მიწაზედ ახეთქებს) ასე დაუქციეს ოჯახი ი გაუმაძღარ გზირსა, ნაჩალნიკის იასაულს და ჩვენს ბორჩიკს!.. ღმერთო ჭკუა მიე ჩვენს მამასახლისს და შებრალება – ჩვენს მღვდელს.... ღმერთო სამართალი გაუსწორე ჩვენს სუდიას... ღმერთო ნათელი დააყენე ჩემს დედ-მამას, ქვეყნის მოკეთე კაცს და არქიელს...

ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს ლაშქარს!!! თქვენც გაგიმარჯოთ: ხალხო და ჯამაათო!..

თ. რაფიელ ერისთავი.

1 აპრილს 1877 წელს.

9 განცხადება

▲back to top


განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა 1877 წლის 1-ს იანვრისათვის.

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის მმართველობა ამით აცხადებს, რომ უმაღლესად დამტკიცებულის ბანკის წესდებულების ძალითა 25 მაისს 1877 წელსა დღისით, 12 საათზედ ტფილისში, თვით ბანკის სადგურში გაიყიდება უპერეტორჟკოდ ქვემოხსენებულთა პირთა უძრავი ქონება იმის გამო, რომ ამ პირთ არ შეუტანიათ ბანკში აღებულის სესხის მხედვრი შესატანი, დადგინებული წესდების 29,30,34 და 35 პარაგრაფებითა.

 

სახელი და გვარი მათი ვისიც უძრავი ქონება იყიდება.

ადგილი საცა ქონება იმყოფება. რა გვარი უძრავი ქონებაა აღებულის სესხის თავნი ყოველგვარის შემოსატანითურთ
        მანეთი. კაპ. მანეთი. კაპ.
1

შემიაკინი, ალექსი ივანისძე.

ტფილისში, I განყოფილებაში 3 ნაწილში ორბელიანთ ქუჩაზე № 274

ერთ სართულიანი (ეტაჟიანი) ქვითკირის სახლი.მის ქვეშ ადგილი 235 ოთხ კუთხე საჟენი...

1,743 53 1915 52
2

ტერ-მიკირტიჩიანც, ქრისტეფორე ნიკიტის ძე

ტფილისში II განყოფილებაში, 12 ნაწილში ნიკოლაევსკის ქუჩაზედ.

სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ-გვარის შენობითა, მის ქვეშ ადგილი 634½, ოთხ-კუთხე საჟენი.

79,427 7 83,833 52
3 სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ტფილისში I და II განყოფილებაში, 7 და 14 ნაწილში. თორმეტი ერთ სართულიანი, ორი ორ სართულიანი და სამი სამ-სართულიანი ქვითკირის დუქნები 17,582 73 17,944 86
4 ადამაშვილი გიორგი ქიტესას ძე ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ეზოს ადგილი 90 ოთხ-კუთხე საჟენი და მასზედ მდგარი შენობანი 270 - 330 40
5 სტეფანოვი, გეურქა ტფილისში, II განოფილებაში, 2 ნაწილში ცარიელი სასახლე ადგილი 300 ოთხ-კუთხე საჟენი 1200 - 1,349 44
6 ალექსეევი ანტონ იაკობისძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 37½, ოთხ-კუთხე საჟენი 600 - 670 44
7 ყარაჯევი, ივანე სტეფანესძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 9 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 52 ოთხ-კუთხე საჟენი 500 - 575 4
8 მამუკიანცნი, ბაგრატა და ალექსი გეურქას ძენი. ტფილისში, II გნყოფილებაში, 13 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 143 ოთხ-კუთხე საჟენი 1000 - 1087 40
9 განგებლოვისა, აგრაფინა ვასილის ასული. ტფილისში, II განყოფილებაში, 14 ნაწილში. ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებითა მის ქვეშ ადგილი 69 ოთხ-კუთხე საჟენი 800 - 914 76
10 კვესაძე, ივანე გიორგისძე და ზარიძე გიორგი თამაზისძე ტფილისში, I განო ფილებაში, 1 ნაწილში. სასახლე ადგილი 224 ოთხ-კუთხე საჟენი 300 - 357 72
11 კორღანოვი, მერაბ ზაქარიასძე. ტფილისის გუბერნიაში ტფილისისავე მაზრაში სოფ. შავთა და ვანეთი. 252 დესიატინა და 600 ოთხ-კუთხე საჟენი სახნავი, სათიბი და ტყე 3979 9 4188 39
12 აბხაზი, მცირე წლოვანი ირაკლი ალექსანდრეს ძე. ტფილისის გუბერნიაში და იმავე მაზრაში სოფ. თხინვალი. 175 დესეტინა, სახნავი და სათიბი, სახლითა და ბაღითა 5976 82 6086 35
13 გაბაევი, ანდრია მიხაილისძე. ტფილისის გუბერნიაში, იმავე მაზრაში, სოფ. ერთვისი. 106 დესეტინა 320 ოთხ-კუთხე საჟენი სათიბი და სახნავი მიწები, სახლითა და ვენახითა 4980 68 5260 44
14 ორბელიანი, თ. იოსებ კონსტანტინესძე. ტფილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრაში, სოფ. კარდანახში. ვენახი ორი დესიატინა და 90 ოთხ-კუთხე საჟენი 2000 - 2098 -
15

რუსიევ-ყორჩიბაშევი, გიორგი გიორგისძე.

ტფილისის გუბერნიაში, ქ. თელავში

ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 1425 ოთხ-კუთხე საჟენი

700 - 774 -


ხსენებული უძრავნი მამულნი გაიყიდებიან მთლიანად, მხოლოდ თვითვეულად ცალკე. სათავნო ვალს ზედ მიეკეცება ბანკში ვადითი შესატანი ფული, ყოველივე ხარჯი რაც ბანკს მოსვლია მამულის გასასყიდლად დანიშვნისათვის და გარდა ამისა ყოველივე სახელმწიფო და სასოფლო გარდასახადის ნაშთი (недоимка) ეგრედ შემდგარის ჯამიდამ დაიწყება ტორგი, თანხმად წესდებულების 19 მუხლისა. ამასთანავე მმართველობა ბანკისა აცხადებს, რომ ვალის თავნი, თვითვეულს მამულზედ ნაჩვენები, შეიძლება მოშორებულ იქმნას მსყიდველისაგან გირავნობის ფურცლითა (закладной листъ), რომლის მანეთი მანეთად მიიღება და გარდა ამისა შეიძლება მსყიდველმა, ბანკის თანხმობით, ეგ სათავნო ვალი თავის თავზედ გადიღოს, მხოლოდ უსათუოდ კი უნდა მოიშოროს ნაღდის ფულით ის, რაც სათავნო ვალზედ მეტი შემოსატანი ფულია.

თუ პირველი ტორგი, რომელიც 25 მაისს 1877 წ. დანიშნულია, ვერ მოხდა და მამული არ გაიყიდა, ამ შემთხვევისათვის მმართველობა ბანკისა თანხმად წესდებულის 22 მუხლისა, ნიშნავს მეორესა და უკანასკნელს ტორგსა 9-ს ივნისს ამ 4877 წლისას.