![]() |
ივერია (14)1877.06.02 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
– მაისის 30ს ქალაქის მმართველობის წინაშე წარდგენილი იყო დიდის მთავრის ნამესტნიკისაგან წინადადება სათეატრო ადგილის სყიდვისათვის ახალის თეატრის აშენებისთვის განწესებულ კომმისიას მოლაპარაკება ჰქონია სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილის სყიდვისგამო, მორიგებულა ჩითახოვთან და ზუბალოვთან ფასზედ ცამეტი ათას თუმნთა. ჩითახოვი დამდგარა შვიდი ათას თუმანზე, ზუბალოვი ექვსი ათას თუმანზე. კამმისიას წარუდგენია დიდის მთავრის ნამსტნიკისათვის, რომ ქალაქმა იყიდოს ეს ადგილი სამუდამოდ თეატრისათვის. ეს წინადადება ქალაქმა მიიღო და გადასწყვიტა რომ ქალაქის მოთავეს მიენდოს ყოველივე კანონიერის წესით სიგელები შეადგენინოს და მიეცეს ძველის თეატრის ადგილისათვის თამამშოვისაგან ასაღებ თხუთმეტ ათას თუმნიდგან ცამეტი ათასი თუმანი.
იმავე 30 რიცხვს ლაპარაკი იყო ქალაქის სასაფლაოთა დახურვაზედ და ქალაქ გარეთ ახალ სასაფლოს ადგილის მოპოებაზედ. აქამომდე აქაური სასაფლაოები სულ შუა ქალაქშია: ქართველებისა და რუსებისა ვერას, სომხებისა ავლაბარში (ხოჯივანქისა), ფრანგებისა სოლოლაკს, ნემცებისა კუკიას, თათრების გორხანა ნარიყალის ციხის ძირში. ესე სასაფლოვოები ერთ დროს სულ ქალაქ გარეთ შორს ყოფილან და ამ უკანასკნელ ორმოციოდ წელიწადში რადგანაც ქალაქი გავრცელდა, შენობა მიმატდა ეხლა ეგ სასოფლოოები გარე შემოზღუდულია დასახლებულის ხალხითა. ჰაერის სიწმინდე, მეტადრე დიდ დასახლებულ ქალაქებში პირველი საზრუნველი რამ არის. ამის გამო ქალაქის მმართველობამ ყურადღება მიაქცია ამ საგანსა და გადასწყვიტა, რომ წინათვე ქალაქის გამგებლობამ (უპრავამ) საჭირო ცნობები შეკრიბოს და წარუდგინოს ქალაქის მმართველობას თავისი აზრი. ამ საგანზე დიდ ხანს ლაპარკი იყო და თითქმის ბევრნი ყოყმანებდნენ ხალხი რას იტყვისო. არავინ არ მოიხსენა ხმისმექონთაგან, რომ ადრე აი 40 წლის წინათ სამი სასფლავო დახურულა ქალაქში: ქამოანთი, საცა ახლა ქამოვანთ ეკკლესიაა სასახლის გვერდით, ქაშვეთის ეკლესიასთან, ახლანდელი ალექსანდროვსკის ბაღის ზემო და შუა ნაწილი, და ვანქის გარშემო, რომელიც, როგორც შეგვიტევია, თვით ფრიად ღირს-სახსოვარმა სომხის კათალიკოზმა ნერსესმა გააუქმებინა. – თქმულობაა რომ ნავთლუღს გადაიტანონ ყველა მერჯულეთა სასაფლავოები.
– ჩვენ პეტერბურღიდამ ცნობა მოგვივიდა, რომ ჩვენს პატივცემულს უფ. დ. ი. ჩუბინოვს ახალი უფრო ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი თითქმის შეუსრულებია (ამ ჟამად ასოს „ღ“ ათავებს თურმე) და აპირებს დაბეჭვდასო. ამბობენ, უფ. ჩუბინოვს მოუსურვებია, რომ რაც ამ ლექსიკონისაგან ფული შემოვა, იმით და რაც დააკლდება, თავისით, სტიპენდია დაარსოსო რომელსამე უნივერსიტეტში ქართველებისათვის უფ. მარშლის დანიშვნითა და თვით ფულსაც, ამისთვის საჭიროს, მარშალს ჩააბარებს. ღმერთმა ქმნას და ეს ფრიად კეთილი სურვილი აღუსრულოს ამ ჩვენს პატივცემულს ქართულის ენის მოღვაწესა.
– უფ. სუნდუკიანცი აპირობს თვისის გამოჩენილის თხზულების „პეპოს“ ქართულად გადათარგმნას და დაბეჭვდას. სომხურს ენაზედ კიდეც დაუბეჭდია. ჩვენ გვინახავს სომხურად დაბეჭდილი და მართლის გულით უნდა ვსთქვათ, რომ გვიკვირს ეგრეთის ხელოვნებით ჩვენ ქალაქში წიგნი როგორ დაუბეჭდიათ. ჩვენ ისე მშვენიერად ქალაქში დაბეჭდილი წიგნი ჯერ არ გვინახავს.
– ზოგიერთ ქართულის მოყვარეთა ჩვენი მდაბიო. სიმღერები ნოტებზედ გადაუღიათ და ამბობენ შესწორების შემდეგ დაიბეჭდება კიდეცაო.
– ჩვენა გვწერენ: „არავინ მეგულება, რომ ქიზიყის შიმშილობაზედ არა გაეგონოსრა. ბევრი უბედურებს, ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს ქიზიყელებმა და მეზობლათ მცხოვრებმა კახელებმა. ეს ყველას მოეხსენება: მაგრამ ნათქვამია „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და სწორეთ ახდა კიდეცა თქმულება ქიზიყელ-კახელებზედ: ნაცრის გადავარდნა, რომელმაც ოცდა ათის წლის განმავლობაში ააოხრა მთელი საქართველოს ვენახები, თითქოს ამ შიმშილობას ელოდა. გაზაფხულზედ თავ-თავის დროს წვიმებიც ყოველგვარის მოსავლის განმაცოცხლებლად სწორეთ შიმშილობის შემდეგ მოჰყვნენ; აბრეშუმის ჭიამაც კი ამ დროდგან იწყო თავისებური ხაიათების გაბმა-გამობმა. ამას მარტო კახეთ-ქიზიყზედ როდი მოგახსენებთ. ესევე ითქმის მთელ საქართველოს შესახებ: ქართლში, იმერეთში, სამეგრლოში ნაცრის სინსილა ამოვარდა ქიზიყის დაშშევის დროს.
„ეს სამი ოთხი წელიწადია ცა მოწყალებით ეპყრობა გლეხის ნამუშავარს. მაშ სიწრფოებით დავლიოთ „ქიზიჟის შიმშილობის“ შესანდობარი და ვისურვოთ მისი ფესვი აღარ გაღივდეს საჩვენოში!
„ეხლა ამ გაზაფხულზედ რომ უცხო კაცმა აიარ-ჩაიაროს სიღნაღის აქეთ-იქით მდებარე სოფლებში და ათვალიეროს მოსავლის პირი, უთუოდ გულში გაივლებს „ქრისტე-ღმერთს თავის მოწყალების პერანგი სუ აქეთობაში დაუბერტყნიაო,“ – ისეთი მშვენიერებაა ეხლანდელი მოსავლის პირი.
„ეხლა მაისის შუა რიცხვებია, მარამ წელამდის ყანები კი აფორიაქებულის ზღვასავით ღელვენ მცირე ნიავის დროსაც კი; ვენახები ხომ მეტის-მეტათ კარგს მოსავალს უქადიან ჩვენ კახელებს. მაგრამ მათ აფიქრებს მხოლოდ აღმოსავლეთით მოპირდაპირე კავკასიონის მოხუცი მთები, რომელნიც სეტყვას ძვირ-სტუმრად არ უხდიან მეპურმარილე კახელებს. საქმე ორმოების და ქვევრების ყელის მოღერებაა. ერთი კაცისა არ იყოს – „მინამ ნახნავ-ნათესს არ მივიტან კალოზედ. არ გავლეწავ და არ ჩავალაგებ, სანამ მოსავალს არც ვაქებ და არც ვაძაგებო. მართლაც, ვინ რა იცის მაისის ბოლო როგორ დააყვავილებს მინდორს, ვინ იცის, გლეხს გაუშლის თუ არა იგი შუბლის და კისრის ნაკეცებს.... კიდევ ვინ იცის, კახეთის მოსავალი გაისტუმრებს თუ არა ქაოსის ჩამომავალ მოვალეებს! ქიზიყისაკენ და სიღნაღში ეს რამდენიმე დღეა ქერები გაიჭრა, ახლა ახალი ქერი ისყიდება. ვნახოთ რას მოგვიტანენ წელიწადის დამაგვირგვინებელნი მაისი და ივნისი.“
– „ჩვენში რომ ტყის ფასი ბევრმა არავინ იცის სიმართლედ მეჩვენება.
„წარსულის მარტის და თებერვლის განმავალობაში თითქმის განუწყვეტლივ იწვოდა სოფ. ვეჯინს, გურჯაანს და მელაანს შუა მდებარე მშვენიერი ტყე. იმ სოფლის მცხოვრებნი, უიმისოთაც შეწუხებულნი უშეშობით, რასაკვირველია უფრო შესწუხდებიან, უტყეობით. ამ ახლად გადამწვარის ტყეებიდამ გამოჰქონდათ შეშა-ფიჩხი ჯორებით, სარი ვენახებისთვის, ხე-ტყე და სხ. ხსენებულ თვეებში ყოველ ღამოს თითქმის ერთი ვერსტის ოდენა ადგილი იწვოდა ბაბილონის სახმილივით და ტყის მასხურებელი კი ვინ იყო, საშინელი უზრუნველობა გამოიჩინეს ამ ტყის მეპატრონეებმა: ზედ არ შეჰხედეს და ბევრმა მათგანმა დღესაც არ იცის დაიწვა სადმე ტყე თუ არა.
„გლეხები შეჰყურებდნენ ცეცხლით განათებულს და ვარსკვლავებით მოელვარე ცას! ზოგი მათგანი ხელსაც ითბობდა „საბძელი რო გეწოდეს, ხელი მოითბევიო, იმისი არ იყვეს.
„ღვთის წყალობა გაქვსთ, როცა მელაანს მიატანა ცეცხლმა, რომ მელაანელები გამოცვივდნენ ბარ-ნიჩბებით და დაუწყეს არხებს ჭრა, ჩვენც არ დავიწვათო.
„ტყის წვა არაფერი. ს. ფხოველში დაიწყეს სახლების გადაწვა. მაგ. ნათლიღება ღამესთა. ზაქარია ანდორონიკოვს დაუწვეს შუაღამისას ბზით სავსე საბძელი; სვიმონ ანდრონიკოვს (მიროვოი პოსრედნიკს) დაუწვეს ფიცრული სახლი და სხვა რამდენი. ამაზედ ხმაც არავის ამოუღია, უარესი არ დაგვმართონო.....
„ვინ არის პატრონი?......
![]() |
2 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
კავკასიის საზღვრიდამ არზრუმისკენ სამი უმთავრესი გზა არის გაყვანილი. ერთი მიდის ახალალციხიდამ არტაანზედ, მეორე გუმბრიდამ ყარსზედ და მესამე ერევნიდამ ბაიაზეთზედ. პირველი და მესამე გზა ამ ჟამად, როგორც მოგეხსენებათ, დაჭერილია რუსისჯარის მიერ, რომელიც დიდ მანძილზედ არის წინ წამდგარი. ერევნის რაზმს, ღენერალ ტერგუკასოვის წინამძღომლობით. ბაიაზეთის გზაზედ უჭირავს კარაკლისი, რომელიც რუსებმა სრულებით უომროთ დაიჭირეს 23 მაისს.
კარტაანი ის გამაგრებული ქალაქია, რომელიც ერთის მხრით იცავდა არზრუმის გზას, მეორის მხრით იმ გზას, რომელიც ბათუმიდამ ყარსისკენ ოლთისსზედ არის გაყვანილი. არტაანის აღებამ ჩაუგდო რუსებს არზრუმის გზა და ეხლა არტაანიდამ წასულმა პოლკოვნიკმა კომაროვმა 21 მაისს დაიჭირა უბრძოლველად ქალაქ ოლთისი. აქ მყოფი ოსმალოს ჯარი არზრუმისკენ. გაქცეულა. ჩვენებს დარჩენით ორი ათასი თოფი, დიდი სურსათი და ასი კარავი. ოლთისის დაჭერით რუსის ჯარმა შეკრა გზა ბათუმიდამ და არზრუმიდამ ყარსისკენ. ოლთისიდამ არზრუმამდე რუსის ჯარის წინწადგომას თითქმის აღარა უშლის რა.
კყარსის აღებასაც ჩქარა მოელიან, რადგანაც მისი გარშემო გზები რუსის ჯარს უჭირავს და ოსმალოს ჯარი ვერსიდგან ვერ მიჰსდგომია მისაშველებლად და სურსათის მისატანად. ყარსიდამ არზრუმისკენ რუსის ჯარს თუ გაუჭირდება რამე სოღანლუღის მთები ზედ გადავლა გაუჭირდება და მერე კი არზრუმის გზა სრულებით თავისუფალი იქმნება.
კამ რიგად სამივე მხედრობის გზა არზრუმისკენ არის განთავისუფლებული და რუსის ხელშია, ოსმალოები, როგორც ეტყობა, თავის სამხედრო ძალას არზრუმის თვის ზოგვენ. იქ უპირობენ რუსის ჯარს დახვედრას. მაგალითები კარაკლისში დიდს ომს მოელოდნენ, მაგრამ ოსმალებმა ომი არ ინდომეს და უომრად დასჰთმეს ეგ ადგილი. ეჭვი არ არის, რომ აქედამაც ოსმალოს ჯარი ერზრუმისკენ გაემგზავრა. ერთი სიტყვით ოსმალეთის საქმე მცირე აზიაში ძალიან ცუდად მიდის. სტამბოლში დიდი ღელვაა ამის გამოისობით, მეტადრე მასაქედ რაც შეიტყეს რომ ყარსში ჯარისთვის ულუფა ნახევრამდი შეუმცირებიათ.
კ– დუნაის მხედრობის შსახებ ამ კვირია არათარი შესანიშნავი ამბავი არ მოსულა.
კ25 მაისს ტურტუკაის და ოლტენიცის შორის ზარბაზნის სროლა გამართულა. რუსების არტილერიას დაუნგრევია ოსმალების სიმაგრენი ტურტუკაიში.
კ– ოსმალებისა და ჩერნოგორიელების შორის მარტინიჩაში დიდი ბრძოლა გამართულა, ჩერნოგორიელებს გაუმარჯვნიათ და გაუფანტავთ ოსმალები, რომელთა მხრით ათასამდე დახოცილი და დაჭრილია.
კგარდა ამისა ჩერნოგორიელებს მეორე ომიც ჰქონიათ ოსმალებთან დუჟიიის ხეობაში, მაგრამ ოსმალებს დაუმარცხებიათ.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. ახალს სამინისტროში ბურთი და მოედანი, როგორც ეტყობა, ბონაპარტიელებს დარჩენიათ. იმ მოხელეთა შორის, რომელნიც ახალის სამინისტროს მიერ არიან დანიშნულნი უმეტესი ნაწილი ბონაპარტიელებს ეკუთვნით და უმცირესი ორლეანელებსა. ორლეანელებს და მეტადრე ლეგიტიმისტებს ძალიანა სწყინთ ეს გარემოება და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ როგორმე გამოაცხადონ თავისი უკმაყოფილობა და უსიამოვნობა. იმ ორლეანელებს, რომელნიც სენატის წევრნი არიან, ამას წინად კრება ჰქონიათ და გარდუწყვეტიათ, რომ თუ ვინიცობაა მაკ-მაგონმა სენატს ეხლანდელის პალატის სრულიად დათხოვნის ნება მოსთხოვოსო, ჩვენ უარს ვეტყვითო. პალატის დაშლის ნებას მხოლოდ მაშინ მივცემთო. თუ ვინიცობაა მაკ-მაგონმა სამსახურიდგან გადადგომის სურვილი გამოაცხადაო. იმის თაობაზე თუ რაზედ სდგანან ლეგიტიმისტები, აი რას იწერება მათი გაზეთი:
„მარშალმა ის მოახდინა, რაც ჩვენ დიდი ხანია აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნდა. ჩვენ მხოლოდ ამას ვჩივით რომ მან უჩვენოდა მოახდინა ეს საქმე. მან ამით ის გვაჩვენა, რომ თავის ნებაზედ დადის და მარტო თავის თავსა ჰრაცხს პასუხის მგებლად. მაკ-მაგონმა ისურვა პალატის უმრავლესობის ხელიდამ განთავისუფლება, და გაწყვიტა ის ჯაჭვი, რომლითაც რესპუბლიკელებთან მიბმული იყო. ეხლა ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მაგ თავისუფლებას.
„ყოველს გაბედულებითს მოქმედებას თავისი აზრი უნდა ჰქონდეს რესპუბლიკელების დამარცხება რესპუბლიკის განმტკიცებისთვის – ეს სულელობაა. ყველა, ძველის-მოყვარეთა შეერთება რევოლიუციის ძირიანათ აღმოფხრვისათვის – ეგ მხოლოდ ერთი სფეხურია წინად განსაზღვრულის საგნისათვის. აქვს მარშალს ეგ განსაზღვრული საგანი. თუ არა? ჩვენ ამას არ ვკითხავდით მარშალს თუ რომ ჩვენგან შემწეობა ეთხოვნა და ბრძოლაში ჩვენთვისაც მონაწილეობა მოეცა.
„მთავრობას მოქმედება იმ რიგია, რომ იგი ორ გვარს ბედს უქადის საფრანგეთს: ან სიკვდილამდე პრეზიდენტობას, ან იმპერიას. ჩვენ კი რომ არაფრად ჩაგვაგდო, – ეგ ვერაფერი მადლის გადახდაა ჩვენ წინაშე. სიკვდილამდე პრეზიდენტობა – არც მონარხია, არც რესპუბლიკა. ეგ ერთის გაცრუებას და მეორის ღალატი. მოტყუება და ღალატი საფრანგეთის შეურაცხ-ყოფას შეადგენენ. იმპერიას კი ის შედეგი ექმნება რომ ისტორია სასტიკად დასჯას იმათაც ვინც შეცდომით მიემხრობა და იმათაც ვინც ცნობიერად მისკენ გადავა. ჩვენ არც ერთისა და არც მეორის რაზმში არ ჩავდგებით.“
ეს ზემო მოყვანილი სიტყვები ცხადათ გვიჩვენებს, რომ ლეგიტიმისტები ძალიან მტკიცედ ადგანან თავის საგანს, ე.ი. ბურბონების მონარხიის დადგენას საფრანგეთში და ეშინიანთ ბონაპარტიელებმა ჩვენის შემწეობით არ ისარგებლონო და თავისი საქმე არ გაიყვანონო ჩვენდა წინააღმდეგ. როდესაც საქმე პალატის დაშლაზე მივარდება, მთავრობა, რასაკვირველია, სენატში ლეგიტიმისტებისგან თანხმობას ვერ მოიპოვებს, თუ რასმეს არ დაჰპირდა.
ეს გარემოება ცხადად გვიჩვენებს რესპუბლიკის მტერთა უძლურებას. ამ ჟამად თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ თუ 16 (4) ივნისს მაკ-მაგონმა პალატის დაშლა მოიწადინა, სენატი არ დაეთანხმება და მაკ-მაგონი იძულებული იქმნება სამსახურიდგან გადადგეს. ეხლაც ამბობენ თუ მის მაგიერი ვინც იქნება. ორლეანელებს უნდათ ჰერცოგი ომალი (ლუი-ფილიპეს შვილი) ამოირჩიონ. გამბეტას უთქვამს თურმე, რომ ისევ ტიერი უნდა ამოვირჩიოთო. მაგრამ თუ საქმე ძალმომრეობაზე მივარდა, შესაძლებელიაო, რომ მაკ-მაგონმა ლეგიტიმისტებსაცა ჰკრას პანღური და რესპუბლიკელებსაც. თუმცა ეხლანდელი საფრანგეთი ის საფრანგეთი აღარ არის. როგორიც ოცდა ხუთის წლის წინედ იყო და თუმცა ამ გვარი მოქმედება თვითონ მაკ-მაგონსა და მის მთავრობას ბოლოს მოუღებს, მაგრამ ამისთანა კაცებს არც დიდი ჭკუა, არც შორს მხედველობა მოეთხოვებათ. დახედეთ რა გზას დასდგომია ახალი მთავრობა. სამინისტროს მოთავემ, ბროლჰიმ შემდეგი ცირკულიარი გაუგზავნა ყველა პროკურორებს: „რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღადგინა კონსტიტუციის მიერ მიცემული უფლება და ახალს პოლიტიკას დაადგა ძველი სამინისტროს დათხოვნის შემდეგ. მან საპოლიტიკო ცხოვრებაში მხოლოდ მისთვის მიიღო მონაწილეობა, რომ მოესპო რადიკალების მოძღვრება, რომლიც არ შეშვენის არც საზოგადობრივ მშვიდობიანობას, არც საფრანგეთის ღირსებას. კონსტიტუციის კანონებში არავითარი ცვლილება რ მომხდარა, და ამიტომ საჭირო აღარ არის განვიმეორო ის დარიგება, რომელიც მოითხოვს თქვენგან ამ კანონების პატივისცემას. მაგრამ თქვენ თვითონ იცით, რომ რაც უფრო მეტად აღიძვრიან პოლიტიკური ვნებანი, იმდენად უფრო მომეტებული სიფხიზლე და სიმტკიცე უნდა იხმროთ თქვენის მოვალეობის აღსრულებისათვის.
„იმ თქვენზედ მინდობილთ კანონთა შორის უპირატესობა ეკუთვნით მათ, რომელნიც ეხმარებიან ზნეობას, საკუთრებას და სარწმუნოებას – ამ ყოვლის განათლებულის საზოგადოების საფუძველთა.
„ჟურნალ-გაზეთობა მომეტებულად ამ კანონებს ერჩის ხოლმე. ზოგიერთის გაზეთების თანამშრომლები იმ პირთაგანი არიან, რომელნიც დასჯილნი იყვნენ კომმუნაში მონაწილეობის მიღებისათვის. ეს არასგზით არ უნდა შეიფეროთ. თქვენ უნდა მაცნობოთ ყოველი შეურაცხ-ყოფა და ავად-ხსენება ჩვენის სახელმწიფოს მოთავისა. ამ ჟამად უფრო მომეტებულად ვიდრე როდესმე, სხვა და სხვა დასის კაცები სცდილობენ, რომ როგორმე შეარყიონ საზოგადოების მშვიდობიანობა. ეს კაცები ყოველგვარ ჭორებს ჰყრიან მის შესახებ ვითომ საფრანგეთს ომი მოელისო. ამისთანა ჭორების მოსპობაა თქვენი მოვალეობაა. ამ ჭორების გამგონს ეგონება რომ საფრანგეთში სუფევს იმისთანა დასი, რომელსაც ომი ჰსურს. კანონი გაძლევთ თქვენ იღონეს, რომ ეგ მავნებელი ჭორი მოსპოთ“.
ბროლჰიმ რომ თავისი სამშობლოს დაბეზღება იცის მთელის ევროპის წინაშე ეგ ახალი ამბავი არ არის. ახლა იფიქრეთ, რა საშინლად საწყენია საფრანგეთის მწიგნობრობისთვის ამისთანა ცილის წამება. ნემენცური გაზეთები ამბობენ, რომ ამისთანა ცირკულიარი, როგორც ბროლჰიმ გამოსცაო, ჩინეთს თუ შეჰფერის, თორემ საფრანგეთის ოფიციალურის გაზეთის საკადრისი კი არ არისო.
ამ ცირკულირში კიდევ ერთი ადგილია შესანიშნავი. ბროლი მაკ-მაგონს „სასელმწიფოს მოთავეს“ ეძახის. თვითონ მაკ-მაგონიც კი ხშირად ამბობს: „ჩემი მთავრობა, ჩემი სამინისტრო“. ეს სახელები და სიტყვები სწორედ მონარხიას შეეფერება და არა რესპუბლიკის მთავრობასა.
– მაკ-მაგონი, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ ლიტონი ჯარის-კაცია და ბევრი ლაპარაკი და ქადაგობა არ უყვარს. მაგრამ ეხლა კი რაღაც დამართვია და ლაპრაკის მადაზედ მოსულა. მას წინედ ორგან სიტყვა წარმოსთქვა. თუმცა ორგანვე მეტად მოკლედ ილაპარაკა და არც ძალიან ჭკვიანური რამ ჰსთქვა, მაგრამ რადგანაც მაკ-მაგონის სიტყვის ჩვეულნი არ არიან, მთავრობამ ყველა კუთხეში და ყველა ბოძზე გააკვრევინა მისგან თქმული სიტყვა ამ მოკლე ხანში ხმა გავარდა რომ მერმის საქვეყნო გამოფენა აღარ იქმნებაო. მაკ-მაგონი ამ ხმის დარღვევისთვის თვითონ წაბძანდა, დახედა მუშაობას და სთქვა: „უნდა გაცნობოთ რომ გამოფენა დაიწეობა 1 მაისს 1878 წ., როგორც გამოცხდებული იყო. გარდა ამისა ამას მოგახსენებთ, რომ მე ვეცდები შრომის სიკეთე და თავისუფლება დავიცვა“. კომპიენში, სამეურნეო კრებაში მაკ-მაგონმა სხვათა შორის სთქვა შემდეგი: „გაუწყებთ რომ ჩემი აწინდელი მოქმედება, რომელიც მე კისრად ამიღია მშვიდობას და კმაყოფილებს გიქადისთ ყველას და მეტადრე იმათ, ვინცა შრომობს. ამ მოქმედებით მე მინდა მხოლოდ ჩემს მთავრობას მივსცე ის ძალა, რომელიც საჭიროა გარეგანის მშვიდობიანობისათვის და შინაგანის სიმტკიცისათვის“. აქ შესანიშნავი ის არის რომ მაკ-მაგონი წამ და უწუმ იხსენიებს, მშვიდობიანობის დაცვა მსურსო. ეტყობა მის მოქმედებას ძალიან დაუფეთებია ყველანი, რომ ყველას მშვიდობიანობას ჰპირდება. პარიჟულ კორესპონდენტს შემდეგი ლაპარაკი მოჰყავს ორის მუშისა: ერთი მუშა ეუბნება მეორეს, მას შემდეგ როცა მაკ-მაგონმა მშვიდობიანობა და კმაყოფილება დაუქნდა მუშებსა,: „ეხლა რაღა გიჭირს? ბედნიერი ხარ“. – ჰო, აქამდისინ მიჭირდა, ახლა რაღა უნდა მიშავდეს... ეხლა ჩემთვის ყოველ დღე კვირა არის[1]. ვისთანაც ვმუშაობდი ის მეუბნება, რომ ამგვარი მდგომარეობა ჯერ კიდევ დიდხანს გასწევსო. თუ მართლა დიდხანს გასწია, მარშალთან წავალ სამუშაოს ვთხოვ და შევეხვეწები, ძალიან ფიცხად ნუ ეკიდება თავის პოლიტიკას, თუ უნდა რომ შიმშილით რ ამოვწყდეთ. თუ ეს მართალია, მაშ თანაგრძნობას არ უნდა მოელოდეს ახალი მთავრობა დაბლ ხალხშიაც. თუ ესეა, ბროლჰის სამისისტროს ისღა დარჩენია, რომ მაკ-მაგონს ხმალი ამოაღებინოს, რომ ნაპოლეონსავით შეუტიოს რესპუბლიკასაც, ხალხის სურვილსაც და სინიდისსაც. ვნახავთ მაინც ვინ წინ იქნება და ის უკან.
იტალია. დეპუტატთა პალატში რამდენსამე პირს უკითხავს მთავრობისათვის თუ რა აზრისა არის იგი საფრანგეთის საქმის შესახებ. იტალიის გარეშე საქმეთა მინისტრს და სამინისტროს მოთავეს უთქვამთ რომ სხვის საქმეში გარევა რიგი არ არისო. მთავრობა დარწმუნებულიო, რომ საფრანგეთს უყვარს იტალია; რომ კლერიკალების მანქანება ფუჭად ჩაივლისო. სამინისტროს მოთავემ სხვათა შორინ ჰსთქვა: „მთავრობა ცვალებადია, დღეს ერთია ხვალ მეორე, მაგრამ ერი კი უკვდავია. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს იმ ხალხისა, რომელმაც მიანიჭა ევროპას თავისუფლების სახარება და 1787 წლის (დიდი რევოლიუციის) დედა-აზრები. რაც უნდა დიდი შიში იყოს, დარწმუნებული იყავით, რომ თავის უფალის დასის კაცების ერთობა ყველა შიშს წინ დაუდგება და გაიმარჯვებს. ჩვენი შეერთებული ძალა უფრო მომეტებულია, ვიდრე კლერიკალებისა.“
ამისთანა ლაპარაკი ვერაფრად მოეწონებოდა პაპს, რომელიც ამ ჟამად დიდ ყოფაში.
– 31 მაისს (ჩვენებურად 19) რომში დიდი ყრილობა ყოფილა იმ პირთა, რომელთაც ჰსურთ კლერიკალების მოძრობას ბოლო მოუღონ. ამ ყრილობაში ბევრი ცხარი სიტყვა თქმულა პაპის წინააღმდეგ.
– იტალიის მთავრობას გამოუცხადებია პაპისათვის, რომ სასტიკად მოვეკიდები სამღვდელოის ავ-მოქდებასაო. პაპს თავის მხრით უთხოვნია ვიკტორ-ემმანულისათვის – სარწმუნოების წინააღმდეგ პოლიტიკას დაანებე თავიო, თორემ შენ მონარხიას ცუდი ბოლო მოელისო. გარდა ამისა პაპს უთქვამს, რომ საერო მთავრობას მეც წინააღმდეგობას გაუწეო, თუ იგი სამღვდელოს ეწინააღმდეგებაო.
– პრაგის ახრიეპისკოპოსს გრძლი საუბარი ჰქონია პაპთან. ლაპარაკი ჩამოვარდნილა მასზედ თუ რა მიზეზია, რომ ავსტრიაში ეპისკოპოსები იმ ცვლილების წინააღმდეგნი არიან, რომელთაც მთავრობა სცდილობს მოახდინოს სასწავლებლებისა და საერო ცოლქმრობის შესახებ. არხიეპისკოპოსს უთქვამს თურმე რომ ავსტრი-ვენგრიას იმიტომ კი არ შემოაქვს ახალი წესიო, რომ მართლა მათის აუცილებელ საჭიროებს ჰხედავდესო, არამედ იმიტომ რომ ბერლინიდგან აგონებენო. (გერმანიაში, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა ძლიან სასტიკად ეკიდება კლერიკალებს).
ავსტრი-ვენგრია. რა გვარია ავსტრი-ვენგრიის მთავრობის ნამდვილი მიდრეკილება, ამას ცოტად თუ ბევრად გვიჩვენებს შემდეგი: ამას წინად ავსტრიის ხალხის განათლების მინისტრს ოლქების უფროსებთან საიდუმლო. ცირკულიარი გაუგზავნია, რომლითაც მოუსურვებია შაიტყოს დაწვრილებით თუ რა ხასიათისა, რა ზნეობისა და მეტადრე რა პოლიტიკურის აზრისანი არიან ცისლეიტანის მასწავლებლნი. გარდა ამისა მინისტრს უკითხავს თურმე – მასწავლებელნი მღვდლებს რა თვალით უყურებენო.
– ამას წინად ხმა დავარდა რომ გრაფი ბეისტი, ავსტრი-ვენგრიის ელჩი ინგლისის წინაშე, სცდილობსო ავსტრიას, ინგლის და საფრანგეთს ერთად მოქმედების შეკრულობა რამ დაადებინოსო ოსმალეთის დასახმარებლათაო. მაგრამ ამ აზრს, როგორც ერთის ნემენცურის გაზეთის კორესპონდენტი იწერება, მომხრეები არა ჰყავსო ავსტრიის მთავრობის კაცთა შორის. იქნება ავსტრიის ჯარი კიდეც დაიძრასო და სერბიისაკენ წავიდესო, მაგრამ მას არავითარი მნიშვნელობა არა ექმნება რაო, გარდა იმისა რომ მთავრობას სურს ამით მაინც გული მოუგოს ვენგრიასა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, დიდად გადამტერებულია რუსეთზედ.
შარშანაც გრაფი ბეისტი ჰსცდილობდა ინგლისისა და ავსტრიის გამეგობრობას, მაგრამ მოუცდა. ეხლა, რასაკვირველია მაკ-მაგონს წაუხალისებია ბეისტი: ახალი საფრანგეთის სამინისტრო, როგორც ისმის იმასვე ცდილობს, რასაც გრაფი ბეისტი.
ინგლისი. საკვირველ სანახაობას წარმოადგენდა ამას წინად ინგლისის ქალაქი ბირმინგამი იმ დღეს, რა დღესაც გლადსტონს მოელოდნენ. ამ ინგლისის შუაგულ მდგომ ქალაქში გაიმართა ყრილობა, სადაც გლაგსტონს სიტყვა უნდა წარმოეთქვა. დიდძალი ხალხი მოგროვდა სხვა ქალაქებიდამაც; ბირმინგამის ქარხანებში მუშაობა შესწყდა; ერთის სიტვით ნამდვილი დღესასწაული გაიმართა. ხალხი დიდის აღტაცებით მიეგება გლადსტონს, და დიდის ყოფით და სიხარულის ხმაურობით გააცილა იგი იმ სახლამდისინ, სადაც ყრილობა იყო დანიშნული. იმ ოთახში, სადაც გლადსტონმა სთქვა ქვემო მოყვანილი სიტყვა, ოცდა ათი ათასი სული დაეტეოდა და სულ გაჭედილი იყო.
ერთმა ამ მიტინგის წევრმა შემდეგი წინადადება შეიტანა და ბოლოს მიტინგმაც მიიღო: „მიტინგი იმ აზრისაა, რომ ოსმალეთმა თავისის უმზგავსო. მმართველობით დაკარგა ყოველივე თანაგრძნობა ინგლისისა და არავი თარს შემწეობას ინგლისისაგან აღარ უნდა მოელოდეს. ინგლისის პოლიტიკის სახელოვნება და გონიერება იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მან თავისის სახელით იმოქმედოს და ეცადოს დაადგინოს თავისუფლება და თვითმმართველობა ოსმალეთის აოხრებულ ქვეყნებში.“
წამოდგა გლადსტონი, ასტყდა ერთი საშინელი ტაშის ცემა და როცა შესწყდა, დაიწყო თვისი საუბარი ჩვენ ამ საუბრიდამ უფრო ღირს შესანიშნავს ადგილს ამოვწერთ.
გლადსტონმა ჰსთქვა, რომ სწორედ კაცს უნდა უკვირდეს კონსერვატორების დასის (ეხლანდელი უმაღლესი მთავრობა ინგლისისა ამ დასის კაცთაგან არის შემდგარი) განწყობილება და რიგზედ ყოფნაო უფრო ადვილიაო დეპუტატთა პალატაში კაცმა იყოლიოს კონსერვატორების უმრავლესობაო ვიდრე ლიბერალებისაო. ამის ასახსნელად მოჰყავს შემდეგი მაგალითი. ძველ დროს იყოო ორ გვარი ხელოვნება. ერთი ეგვიპტიური და მეორე ბერძნული. პირველი ხელოვნება უძრავობის გამომთქმელია, ხოლო მეორე, რომელიც ყველა სხვა ხელოვნებაზედ აღმატებულია, გამომეტყველიაო. სიცოცხლისა და მოძრაობისაო. „მე მგონია, ჰსთქვა გლადსტონმა: რომ კონსერფატორების დასი ძალიან ემგზავსებ ეგვიპტიურს ხელოვნებასა, გარდა იმისთანა განსაკუთრებითის შემთხვევისა, როცა, მაგალითებრ, სერ რობერტ პილისთანა სულგრძელებით აღსავსე და მამულის მოსიყვარულე კაცი წინ უძღვის ხოლმე ქვეყნის ბედსა, ეს მსგავსება იმაში სჩანს, რომ უმთავრესი იდეა კონსერვატორების დასისა ეგვიპტიური დედააზრია, ესე იგი, უძრაობა (აქ სიცილი ასტყდება და ტაშის ცემა). ხოლო ჩვენი ლიბერალების დასი ბერძნულის დედა-აზრის მიმდევარია ე.ი. სიცოცხლისა და მოძრაობისა. როცა მთელი გროვა მზად გაკეთებულის ლუსკუმებისა (статуя) თვალ წინ უძრავად გვიდგა, მაშინ რასაკვირველია, ძალიან ადვილია მათი რიგზედ დადგინება და ერთს დონეზედ დაყენება. (სიცილი და ტაშის ცემა). მაგრამ აბა იფიქრეთ რომ ეს კონსერვატიული ლუსკუმები გაცოცხლდნენ, წარმოიდგინეთ, რომ მათ მოუნდათ ბოლთის ცემა იმ სახლში, საცა დაუგროვებიათ; თუ ეს მოხდა, თქმა აღარ უნდა, რომ მათი ერთს რიგზედ განწყობა, მათი მოვლა ფრიად ძნელი იქნება. ამიტომაც ჩვენთვის სირცხვილი როდი უნდა იყოს აღვიაროთ, რომ ჩვენი (ლიბერალების) რაზმები ჯეროვანს რიგზედ დადგენილი არ არის (ტაშის ცემა). „ამის შემდეგ გლადსტონი გადადის ინგლისის მთავრობის პოლიტიკაზედ და ამბობს:
„ჩვენ ცხადი, დაურღვეველი საბუთები გვაქვს, რომელთა ძალითაც შეუძლებელია დავენდოთ ჩვენის მთავრობის პოლიტიკასა (ტაშის ცემა). რა პოლიტიკა არის მთავრობისა დღეს? (ტაშის-ცემა) რა პოლიტიკა იქნება ხვალ? (ტაშის ცემა) რა პოლიტიკა იყო მაშინ, როცა ლორდმა ბიკონსფილდმა თავისი სიტყვა წარმოსთქვა გილდგოლმში, როგორი იყო იგი, როცა ლორდმა სალის ბიურმა მოჭ რით გამოჰსთქვა სტამბოლში გრძნობა ინგლისელთა? (ტაშის-ცემა). მთავრობის პოლიტიკაო! რა პოლიტიკა ეგ პოლიტიკა? განა ეგ წაჯეგ-უკუჯექის და აქეთ-იქით ტოკვის პოლიტიკა არ არის? (სიცილი და ტაშის-ცემა). საუბედუროდ. მე ვხედავ რომ იგი პოლიტიკა მხოლოდ მაშინ მიდის ჯეროვანს გზაზედ, როცა ხალხის სურვილისზედ-მოქედების ქვეშ არის და როცა კი მაგ ზედმოქმედების ქვეშ არ არის, იგი სხვას, ცდომილს გზას და ადგება ხოლმე.“ (ტაშის-ცემა).
ამის შემდეგ გლადსტონს მოჰყავს იმის მაგალითები რომ მთავრობა ერთს დროს ერთს ამბობდაო, მეორეს დროს სრულებით სხვასაო; რომ ჩვენ ამ ჟამად ორი მთავრობა გვყავსო, ერთი, რომელსაც მიჰყავსო პოლიტიკა იქით, საითაც იწევს ჩვენის ხალხის სურვილიო, და მეორე იგიო, რომელსაც უფლება ხელთ უპყრია და რომელიც, ხალხის ხმა მიჰსწყდება თუ არაო. ისევ ძველს გზას უბრუნდებაო, როგორც ძაღლიო. თავის სადგურს ანუ როგორც ღორი წუმპეს, რომელშიაც გორავსო“ (აქ ტაში დაუკრეს).
ამის მერმედ გლადსტონი უმტკიცებს, რომ ხალხის სურვილს მთავრობის გარდა სხვა მოწინააღმდეგეც ჰყავს და ამ მოწინააღმდეგეთ უჩვენებს დეპუტატთა პალატს. ამის დასამტკიცებლად მოუვს პალატის საქციელი მაშინ როცა ირჩეოდა თვითონ გლადსტონის წინადადება,[2] რომელიც პლატმა ხმითა უმრავლესობით უარ-ჰყო. ამის შემდეგ გლადსტონი განაგრძობს:
„რის მიზეზითა ჰყო უარი პალატმა? ვითომ რის შეეშინდა? ნუ თუ მისი, რომ ჩვენ გვინდოდა აღსრულებულიყო დიდებული საქმე კაცთ-მოყვარებისა და პატიოსნებისა, რომელიც დიდის-ბრიტანიის სახელს მოუპოვებდა სიყვარულს და პატივის ცემას კაცთ-მოყვარებისა და თავისუფლების გამო შრომისა და ღვაწლის დადებისათვის. არა, ამისი სრულიადაც არ შეშინებიათ. იმათ ეშინოდათ, ჩვენ არ დაგვეპრკოლებინა მთავრობა იმას ცდაში რომ დაეცვა ბრიტანიის სარგებლობ და მშვიდობიანობა, რომლის დაცვაც მაშინ, როცა ამაზედ ბაასი გვქონდა, შეუძლებელი იყო, რადგანაც ჩვენის უთავ-ბოლოსა და გარყვნილის პოლიტიკის გამოისობით მშვიდობიანობა დარღვეული იყო კიდეც. „(ტაშის-ცემა)
ამის მერმედ გლადსტონი ამბობს რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე რომ პოლიტიკა ჯეროვანს გზაზედ დავაყენოთო და იმის თაობაზედ მთავრობას და დეპუტატთა პალატს, რაც შეგვიძლიან უნდა ვეწინააღმდეგოთო. „ჩვენ დარწმუნებული ვართო, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენკენ არისო (ხმამაღალი ტაშის-ცემა). მე ამაზედ კიდევ მეტს ვიტყვიო: ღირს საცნობი ეს არისო, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენი მხარე უჭირავსო.“
(შემდეგი იქნება).
წვრილი ამბები. 25 მაისს საღამოს რვა საათზე ხელმწიფე იმპერატორი და მისი მემკვიდრე ცესარევიჩი პლოეშტში მიბძანებულან. ბრაილოვის სადგომს მის იმპერატორების დიდებულებას მიჰგებებიან დუნაის მთავარ-სარდალი და დიდი მთავარი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე და ნიკოლოოზ ნიკოლოოზის ძე უმცროსი.
ქალაქმა პლოეშტიმ[3], რუმინიაში მცხოვრებმა ბოლგარიელებმა და რუმინიის სამღვდელომ დეპუტაცია დაახვედრა ხელმწიფე იმპერატორს და პურ-მარილი მიაგება. მიტრაპოლიტმა რეშოკმა სიტყვა მოახსენა ხელმწიფე იმპერატორს. ხატი მიართვა და დალოცა. საქალაქო სასწავლებლის ყმაწვილმა ქალებმა უვავილების კონა მიართვეს. ქუჩაში, რომელზედაც ხელმწიფე იმპერატორს უნდა გაევლო, ჯარი იყო ორ პირად დამწკრივებული. დიდის სიხარულით მიჰგებებია ხალხი; ქალებს მუაჯრებიდამ სუდ ყვავილები უფენიათ. 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორი წაბძანებულა ბუხარუსტში რუმინიის მთავრის სანახავად, რომელიც თავისის მეუღლით ბუხარესტის რკინის გზის სადგომზედ მოჰგებებია. იმავე დღეს ოთხ საათზე ხელმწიფე იმპერატორი ისევ პლოეშტში მობძანებულა.
– რუსეთში ბრძანება გამოსულა, რომ 218 ათასი კაცი უნდა ხელახლად მოიკრიფოს ჯარისთვისაო.
– ოსმალეთის მთავრობა ყოველს ღონისძიებას თურმე ხმარობს, რომ სუეცის არხზედ მავალთა არა რაიმე ჩხუბი არ შეემთხვათ. ამ არხზედ სიარულის ნება ყველა ხალხის გემებსა და ხომალდებსა აქვსთ გარდა იმ ხომალდებისა, რომელნიც რუსის დროშის ქვეშ იმყოფებიან.
– გობართ-ფაშა შავი ზღვიდამ სტამბოლში მისულა სამის ბერძნის ხომალდით, რომელნიც პურით ყოფილან დატვირთულნი და რომელნიც შეუპყრია ბლოკადის დარღვევის გამო.
– ალექსანდრიაში (ეგვიპტეში) ოსმალეთის სამხედრო ხომალდები მისულან ეგვიპტის ჯარის წამოსაყვანად.
– ის პრეზიდენტი პარიჟის მუნიციპალის საბჭოსი, რომელიც წარსულ ნომერში მოვიხსენიეთ, ასე დაუსჯიათ: ერთის წლის და სამის თვით დაუტუსაღებიათ და ორი ათასი ფრანკი ჯარიმა დაუდვიათ. ეს პრეზიდენტი ასე დასაჯეს იმიტომ რომ ერთს კერძო ყრილობაში მაკ-მაგონი ავად უხსენებია.
– ბერლინის გაზეთებს ხელმეორედ დაუწუვით საფრანგეთზე აურ-ზაურად ლაპარაკი. იგინი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ რომ საფრანგეთს სახელი გაუტეხონ მთელის ევროპის წინაშე და მეტადრე იტალიაში. ამისთანა ქცევა გერმანიისა დიდად აღელვებს თურმე საფრანგეთსა.
ინგლისის გაზეთს პარიჟიდამ სწერენ რომ გრაფმა შუვალოვმა რუსეთის ელჩმა ინგლისის წინაშე, წერილი უნდა წარუდგინოს ინგლისის მთავრობასაო და ამ წერილში მოხსენებულია თურმე რომ რუსეთი ეცდებაო ინგლისის საჭიროებას არავითარი ვნება არ მიაყენოსო. გარდა ამისა მოხსენებულია თურმე, რომ რუსის ჯარი, თუ საჭიროება მოითხოვს, დროებით დაიჭერს სტამბოლსო იმ განზრახვით, რომ ოსმალეთი უფრო მტკიცე მორიგებაზედ დაიყოლიოსო. იმავ გაზეთში სწერია, რომ მოლაპარაკება ზავის ჩამოგდების შესახებ, რომელიც ვითომ გერმანიის შუამდგომლობით უნდა მოხდესო, სულ ტყუილიაო და ლონდონში არავის არა სჯერაო.
– მეორე ინგლისის გაზეთი ამბოს, რომ ბისმარკის პოლიტიკა ეხლა ცხადიაო. ბისმარკმა კარგა იცისო გერმანიის ღონე და ძალიო; კარგად იცისო, რომ ამ ოცის წლის განმავლობაში გერმანია ხელში ჩაიგდებს ყოველს იმასო, რასაც ეხლა რუსეთს ჩაუგდებს ხელშიო. რუსეთი თავის ბედის წერას აჰყოლიაო ბისმარკი დიდი ხანია შეუერთდებოდა ინგლისსო, მაგრამ ვერ დანდობიაო. ბისმარკს ვითომ უთქვამს: „როგორ ვენდო ინგლისსა მაშინ, როცა თვითონ მისმა მთავრობამაც არ იცისო, იქ საზოგადოების მიდრეკილება ხვალე რა გზას დაადგება. იქ მთავრობა ერთს გზას ადგა, საზოგადოება მეორეს. ნემენცების საქმე კი სრულებით სხვა არის: ნემენცები ჩემკენ იმიტომ კი არ არიან. რომ იმათ ვითომ ძალიან უყვარდე – პირიქით ვძულვარ კიდეც, მაგრამ იმიტომ არიან ჩემკენ, რომ მე მათს ნამდვილს სარგებლობას მივსდევო.“
________________
1 მაკ-მაგონის საქციელმა ისე დააბნია ყველანი, რომ მუშაობამ ერთობ იკლო და ბევრი მუშა უსაქმოდ დარჩა.
2 უმთავრესი საგანი ამწინადადებისა იმაში მდგომარეობდა, რომ ოსმალოს გამოუცხადოთო, რომ იმ ბოროტების შემდეგ რაც ჩაიდინაო თავის ქვეყანაში, მას ჩვენი იმედი ნუღა ექნებაო და სხვანი.
3უპირატესი სადგურია დუნაის მხედრობისა.
![]() |
4 ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა |
▲back to top |
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა
საქართველოს ერი, ენისა და ლაპარაკის მიხედვით, განიყოფება ორად: პირველსა შეადგენენ: ქართველნი, ე.ი. მცხოვრებნი: ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა, სამცხე-საათაბაგოსი, და მეორესა: მეგრელნი და ჭანელნი მოსახლენი სამეგრელოსი და ჭანეთისა ან ძველის კაპადოკიისა.
ძველი კაპადოკია მდებარეობდა მცირის აზიის შუაგულში და იყო მოსაზღვრე ჩრდილოეთით შავი ზღვისა ლიხის მდინარის შესართავიდამ, ვიდრე ქალაქადმდე რიზა; სამხრეთით კილიკიის მთებისა (აწ ბულღარ და ალადაღი); აღმოსავლეთით კოლხიდისა (აწ ოსმალეთის საქართველო), ამის შემდგომ ადგილებისა და ხალხთა, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ არცა საქართველოს ნათესავთა, არცა სომეხთა[1], და ამათ უკან ეფრატის მდინარისა და მცირე სომხითისა; დასავლეთით ჰალიზის ანალაზონის მდინარისა, რომელიც განჰყოფდა კაპადოკიას მხარეთაგან პაფლაგონიისა, გალატისა, ფრიგისა და ლიკაონისა[2].
დროსა სპარსთა ფლობისა, ე.ი. ხუთის საუკუნის წინათ ქრისტეს შობისა კაპადოკია შეადგენდა ორს საერისთოსა ან სატრაპიასა[3]. პირველი საერისთო იყო კაპადოკია ხმელეთისა, მეორე კაპადოკია შავის ზღვის ნაპირისა; ორივე საერისთონი განისაზღვრებოდნენ სციდიის მთებითა (აწ ჭანეთის მთები). საზოგადოდ სივრცე კაპადოკიისა ფრიგიიდამ, ვიდრე ეფრატის მდინარედმდე იყო 1800 სტადიონი[4] და სიგანე შავის ზღვიდამ ვიდრე კილიკის მთებადმდე 3,000[5].
I. კაპადოკია ხმელეთისა იყო უწყლო ადგილი, ცხელი, მოუსავლიანი და უნაყოფო. სამზღვრის ნაპირებსა მოუდიოდნენ მდინარენი ხალისისა და ეფრატისა და ორნი სხვა მდინარენი ჰრწყამდნენ მცირეს სამხრეთის ნაწილსა, რომელ არიან მდინარე პირამისა (აწ ჯეიხუნი), ჰქონდა წიაღი ღრმა და ნავით სავლელი, მდინარე საროსისას (აწ სარანსუ). ამათ გარდა, ჰქონდა რამთონიმე წყაროები, რომელნიც ერთვიდნენ მარილით სავსეთა ტბათა. ამ მდინარებსა და წყაროებს სათავე ჰქონდათ მთებში, მთების სციდიისა მოსცვიდენ ჩრდილოეთის მხარესა და ტავრისა სამხრეთის ადგილებსა.
ხმელეთი-კაპადოკია სტრაბონის დროს განიყოფებოდა ათ სამოურავოდ: ხუთნი მდებარებდნენ ჩრდილოეთის კერძოდ, ე.ი., ლავინიასენი (აწ არაბკირი), სარგარასენი (აწ სივა), სარავენი (აწ ვიშერი), შამანენი და მორიმენი (აწ უსგეთი); და დანარჩენნი ხუთნი სამხრეთის კერძოდ: მელიტონა (აწ მალატა ეფრატის პირზედ), კატაონია (აწ ალადელი), კილიკია (აწინდელნი თემნი: იჭილი, ტარსუ, ადანი და მარაში), თიანეთი (აწცა თიანეთი) და გორზაურეთი (აწ აკსერაია). მელიტონე იყო ნაყოფიერი ადგილი, რადგანაც ეფრატის მდინარე ჰრწყავდა, სავსე ხეხილითა და ყურძნითა. აქაური ღვინო ჩინებული იყო მთელსა საბერძნეთში. ამ თემის ქალაქი მელიტონე იყო აშენებული, როგორც მოუთხრობს ძველი თქმულობა, ასურეთის მეფის სემირამიდისაგან. კატაონია იყო მთებთა შორის დაბლობი და ვრცელი ადგილი, მთებში იპოვებოდნენ ვიწრო ხეობანი. ერთს ამისთანა ვიწრო ხეობაში მდებარეობდა ქალაქი კომანა, სადაც აშენებული იყო ბელლონის ტაძარი, რომელსაც აქაურნი მოსახლენი უწოდებდნენ მად. ქალაქი იყო ძალიან ვრცელი და მოშენებული. მუნებურნი მოსახლენი განიყოფებოდნენ ქურუმებად და მონებად; მონები ემსახურებოდნენ ტაძარსა, რომლისა ქურუმ-მთავრად ნიადაგ იყო თვით მეფე კაპადოკიისა. თიანეთი იყო მთიანი ადგილი, სადაც ვიწრო მთებში გზა გავიდოდა კილიკიად. თიანი (აწ ნიგდე) იყო დედაქალაქი ამ თემობისა, ძალიან მაგარი, მოზღუდვილი ქვითკირის ზღუდითა და დაფუძნებული ქვაყრილზედ. ამ ქალაქის ახლოს, მთის თხემზედ იყო აშენებული ტაძარი სახელსა ზედა: დიანა (ღმერთა პერამისა). დედაქალაქი ხმელეთის კაპადოკიისა იყო მაზაკა (აწ კესარია) აღშენებული არგოსის (აწ ერჯიშის) მთის კალთაზედ და მდებარე მზის გულზედ, უწყლო მოუზღუდავი და უნაყოფო[6].
მკვიდრი მოსახლე ხალხი კაპადოკიაში იყო უვიცი და ველური, განუხსნელი გონებითა და უმეცარი ხელოვნებისა, არ ჰქონდათ არცა წიგნი, არცა წერილი, თუმცა ჰსცხოვრებდნენ საშუალ განათლებულთა ერთა შორის, ერთის მხრით, ბერძენთა და მეორეს მხრით, ასურელთა. წინაპირველად ჰმონებდნენ ასურელთა, მერმე მიდიელთა, და მიდიელთა შემდგომ სპარსთა. სპარსთა მეფემან დარიოზ. ხუთასის წლის წინათ ქრისტეს შობისა, დაიპყრა კაპადოკია და განჰყო ორ საერისთოდ ან სასპასპეტოდ (სატრაპია ბერძენთა). პირველი სასპასპეტო იყო ხმელეთისა, ან დიდი კაპადოკია და მეორე კაპადოკია ზღვის ნაპირისა, ან მცირე. როდესაც სპარსთა სამეფო შემცირდა, მაშინ კაპადოკიის ერისთავთა მიიღეს ხარისხი მეფობისა. მეფე არარატ II იყო თანამედროვე ალექსანდრე მაკედონელისა, რომელიც განიძო სამეფოითგან 322 წელსა ქრისტეს უწინ. ამისმა შვილმან არარატ III, სომეხთა მეფის შეწევნითა, დაიპყრა სამკვიდრო თვისი და შერთო თავის შვილსა არარატ IV ქალი თეოს ანტიოხიის მეფისა; არარატ VIII ჰსცხოვრებდა დროსა მეფობისა დიდისა მიტრიდატსა VII, რომელმანც მოჰკლა იგი და დაიპყრა მისი საბრძანებელი. რომის იმპერატორმან ტიბერიმ მოსპო კაპადოკიაში მეფობა 17 წელსა შემდგომ ქრისტეს შობისა[7].
შემდგომ განყოფისა რომის საბრძანებელისა ორად, კაპადოკია დარჩა მონებს ქვეშე ვიზანტიის იმპერატორთა. პირველს საუკუნეში ქრისტეს შობიდგან ხმელეთის კაპადოკიაში იყვნენ მრავალნი ქრისტიანენი, და მესამე და მეოთხე საუკუნეში აქ არ იპოვებოდა არცა ერთი კერპთმსახური. ამ დროს კაპადოკიაში იყო ორმოცდაათი საეპისკოპოსო საყდარი ან ეპარხია: კესარიისა, ნისისა, თერმისა, ტიანისა, ციბისტრისა, ნაზიანზისა, მელიტინესი, კომანისა და სხვანი[8]. ჩინებულნი მღვდელ-მთავარნი ამ ადგილისანი იყვნენ: წმინდა გრიგოლ თაუმატერგი, წმინდა ვასილი კესარიელი, წმინდა მაკრინე და მისი, წმინდა გრიგოლ ნისელი და სხვანი მარვალნი სახელგანთქმულნი და ჩინებულნი მწერალნი.
თუმცა ეპარხიები მრავალი იყო ხმელეთის კაპადოკიაში, გარნა ხალხს არა ჰქონდა წერილი, არც ნათარგმნი სამღვთო წიგნები, თვით სამღთო მსახურებას აღასრულებდნენ ეკლესიებში ბერძნულ ენაზედ, მღვდელნიცა თითქმის უმეცარნი იყვნენ ხალხის ენისა. ამგვარი ხალხის დაბრმობა და უვიცობა ქრისტიანობის სწავლისა იყო მიზეზი, რომელ 1192 წელსა, ოდესაც ოსმალთა დაიპყრეს მცირე აზია და დაარსეს იკონიის ქალაქს მეფობა, ხალხმა ადვილად და ძალის დაუტანებლად მიიღო მაჰმადის სარწმუნოება და დაივიწყა თავისი ენა.
ორსავე კაპადოკიაში მცხოვრებნი ხალხნი იყვნენ ერთისა ნათესავისა და ლაპარაკობდნენ ერთსა და იგივე ენაზედ. დასამტკიცებლად ამისა გვაქვს ჩვენ პირველი უწყება სტრაბონისა[9]. რომელიც მეთორმეტეს წიგნის დასაბამში დარწმუნებით ამბობს: „სახელი კაპადოკიელი ეკუთვნის სრულებით ერთს ხალხსა, რომელნიც არიან ერთ ნათესავნი და ლაპარაკობენ ერთს ენაზედ და სახლობენ შემდგომთა საზღვართა შორის: სამხრეთით მთა კილიკიის ტავრი, აღმოსავლეთით სომხითი, კოლხიდა და მათ შორის ადგილები და მცხოვრებნი, მოლაპარაკენი უცხოს ენაზედ; ჩრდილოეთით პონტოს ზღვა, შესართავადმდე ჰალიზის მდინარისა, დასავლეთით პჰაფლაგონია, გალატია, ფრიგია და ლიკაონია.
მეორე § სტრაბონი კიდევ განიმეორებს წინა თქმულსა. ამგვარს ღირსშესანიშნველს ჩვენებას ჩვენ არ დავიჯერებდით, თუ გვცოდნოდა, რომ ამას სტრაბონი ამბობს გაგონებით, ვითარცა მრავალნი უწყებანი ღეროდოტისა. სტრაბონს თვითონ გამოვჰყევართ ამგვარს ეჭვისაგან, როდესაც მოგვითხრობს, რომ მისი სამშობლო ქვეყანა იყო კაპადოკია, დაიბადა ქალაქსა ამასიას მდებარესა ირისეს მდინარეზედ პონტოში, დედა ჰყვანდა ნათესავით ჭანი და ქალი ჩინებულის ერისთავისა, რომელიც პატივცემული და მიჩნეული იყო დიდის მიტრიდატისაგან პონტოს მეფისა. თავის სამშობლო ქვეყანას სტრაბონი გაგონებით არ იცნობდა, და როგორც გვაუწყებს, თითონ მოევლო მთელი კაპადოკია და არ გაგონებით აღეწერა, არამედ რაც თავისის თვალით ენახა და გამოეძია, რასაკვირველია, უწყება ამისთანა მწერლისა არ იქნება ტყუვილი და დაუჯერებელი; ამის გარდა, პლინიცა გვარწმუნებს, რომელ კაპადოკია იყო ერთი და განუყოფელი ქვეყანა.[10]
მეორე – მრავალი სახელები ადგილთა, მთათა, ქალაქთა, მდინარეთა, მდებარეთა ხმელეთის კაპადოკიაში, როგორც ჰსჩანს კიპარტის ქარტისაგან, მცირის აზიისა, აწცა არიან ქართულნი. მაგალითად: თემი თიანეთისა და ქალაქი თიანი (აწ ნიღდე) ქართულად ჰნიშნავს მთებიანს ადგილს და თვით საქართველოშიაც არის თემი თიანეთისა10; ჩხორუმი, დაბა მდებარე მახლობელი ამასიის ქალაქისა; თავია, დაბა მდებარე ჩრდილოეთით კიშერის ქალაქისა; მუჟური, დაბა, მდებარე სამხრეთით კიშერის ქალაქისა; თამარმე, დაბა მახლობელ ქალაქისა კესარიისა; მუჟური, დაბა მახლობელ კესარიას ქალაქისა, ურგუბა (ორგუბე უნდა), მახლობელ აგრეთვე კესარიის ქალაქისა; სარმურ-სახლი, აგრეთვე დაბა მუნვე; ჭიჭაკის მთა მახლობელ კიშერის ქალაქისა; ერჯიში მთა, მახლობელ კესარიის, ბოცოს მთა კილიკიაში, თეჯირის მთა, მახლობელ სივას ქალაქისა; აცმურის მთა, მახლობელი მილეტინის ქალაქისა; გაცურის მთა, მურაშინის ქალაქის დაბლა; ჭილობის მთა; ჩხატალი; ორთაყვის ორთაყვის მთა; მახლობელ ნიღდის ქალაქისა; ფარხალი, მახლობელ საროს მდინარისა; დედა მთა, მახლობელ საროს მდინარისა. საჯი ხალფა, ღეოღრაფიის მწერალი, მუსულმანი მოიხსენებს რამთონთამე ადგილთა, რომელიც ქართულია, მაგალ. ქუთაია, გომიში (კამბეჩი მეგრულად), ჭალა. ტაზისკარი (ტაშისკარი); თავ-შანი, მენდერი (მდინარე), ბანა, ენგური, კარიბაზარი, და სხვანი[11].
ამათ გარდა, მრავალნი ადგილები, მდინარები და ქალაქნი პაფლაგონიაში ან სხვათა ადგილთა იწოდებიან აქამომდე ქართულის სახელებითა მაგალ. ენგური, ერთი ტოტი ზაგარის მდინარისა, ქალაქი ენგური (ძველი უნგური); მენდერჩაი, ბერძნულად მეანდერი ე.ი. მდინარე, ქალაქი ქიზიკი, მდებარე მარმარილოს ზღვის პირზედ; თემნუს ე.ი. თემი მიზიაში და სხვანი მრავალნი.
მესამე – ზნე-ჩვეულობა, ყოფაქცევა, შინაგანი ცხოვრება და თვით მმართებლობაცა, აგრეთვე ცეცხლის მსახურება ჰქონდათ კაპადოკიის ხალხთა სრულიად მსგავსი ძველისა წესისა, ჩვეულობისა, ყოფაქცევისა და სხ. ძველთა ქართველთა[12]. მეოთხე - რადგანაც კაპადოკიის ხალხსა ჰქონდა მონათესაობა საქართველოს ხალხთან, ამითი განიმარტების სურვილი კაპადოკიის სულიერთა მამათა დამყარება საქართველოში ქრისტიანობის სარწმუნოებისა. მოსულნი ამ აზრით, იოანე ზედაძნელი თორმეტის მოწაფეებითურთ, რომელთაც სახელები არიან: დავით გარესჯელი, სტეფანე სირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტყოფელი, იასე წილკნელი, თათე სტეფანწმინდელი, შიო მღვიმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ილია დიაკონი არ იყვნენ მესოპოტამიელნი, არამედ კაპადოკიელნი, ამიტომ, რომ ძველნი მწერალნი კაპადოკიელთა რაცხამდნენ სირიელად, ან მესოპოტამიელად[13]. თუ ქართული ენა არ ჰსცოდნოდათ ამ წმინდანებს საქართველოში ვერ გაბედამდნენ მოსვლასა და ვერც მოიმოწაფებდნენ ხალხსა. ესეც უნდა ვსთქვათ, რომ წმინდა გიორგი იყო კაპადოკიელი და ამის გამო მთელს საქართველოში ძალიან პატივცემულია, ამ წმინდა გიორგის მონათესავე იყო წმინდა მოციქულთ-სწორი ნინო, აგრეთვე კაპადოკიელი და მცოდნე ქართულის ენისა. უამისოდ არ შეეძლო ქადაგება ქრისტეს სარწმუნოებისა და მოქცევა ქართველთა. უდაბნოში ცხოვრება წმინდათა სულიერთა მამათა კაპადოკიაში იყო ძალიან გავრცელებული, რადგანაც კლდეებში მრავალი იყო გამოკაფული ქვაბები და სადგომი სახლები, როგორც საქართველოში უფლისციხე და სხვანი. ამ ქვაბებში ჰსცხოვრობდნენ მეუდაბნოვენი, რომელთაგანცა ჩინებულნი იყვნენ სვიმეონ დიდნი მესვეტე (390-460); სვიმეონ მცირე აგრეთვე მესვეტე (521-592). ეს სვიმეონ მცირე იყო მიზეზი საქართველოში გამოგზავნისა წმინდისა იოანე ზედაძნელისა მოწაფეებითურთ. ხსენებულთა წმინდათა განავრცელეს და დაამყარეს შერყეული ცეცხლ-მსახურთაგან ქრისტეს სარწმუნოება საქართველოში, რადგანაც თვით იყვნენ ქართველნი, ამათ შემოიღეს წელთაღრიცხვა იულიანისა, რომის კეისრისა და ახალის წლის დაწყება იანვრიდგან, რომელიც დარჩომილია აქამომდე
(შემდეგი იქნება)
დავით ჩუბინოვი.
___________
1 სტრაბონი, წიგნი 12. §. 1. ეს ადგილი არის ბაზიანი და არზრუმის მხარენი.
2 სტრაბონი, წიგნი XII, § 1; პლინი წიგნი VI, თავი 19.
3 გ. ღეროდოტ. წიგნი III, §. 90, 94.
4 სტადიონი 569 ფუტია, ფუტი არის ერთის საჟენის მეშვიდედი ნაწილი.
5 სტრაბ. წ. 12, §. 3.
6 გალიანის ისტორია კაპადოკიისა, სენმარტენის სტატიები საზოგადო ისტორიულს ლექსიკონში ფრანციულს ენაზედ, გამოც. 1811-1852; სტრაბონი, წიგნი 12., §. 3.
7 ტექსიეს აღწერა ოსმალოსი ან მცირე აზიისა ფრანც.
8 სტრაბონი, წიგნი 12. §. 9. გამოცემული ფრანციულად 1814 აგრეთვე ტარდიეს ნათარგმნი გამოცემული პარიჟში 1873 წელსა.
9 წიგნი 6, თავი 3
10 სტრაბონი, წიგნი 12. §. 9. ტექსიეს აღწერა მცირეს აზიისა, გვ. 567.
11 ნახე ვივიენ ს. მარტენის ღეოღრაფიული აღწერა მცირის აზიისა, გვერდი 188 და შემდგომნი.
12 სტრაბონი წიგნი XV, გვერდი 733.
13 ტექსი, მცირე აზია გვერდი 500
![]() |
5 ჟურნალებიდამ და გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები |
▲back to top |
ჟურნალებიდამ და გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები
– Тифлисскiй Вђстник-ში ჰსწერია: „ამერიკელმა უფ. იერემია კურტინმა, რომელიც ამას წინად აქ ჩვენში იყო, ლონდონიდამ გამოგვიგზავნა ორი წერილი. წინადვე დაბეჭდილი ინგლისის ჟურნალში „Daily Nevs“. მეტი არ იქნება რომ იგი წერილი მთლად მოვიყვანოთ:
„გუშინდელი და დღევანდელი გაზეთები სულ იმის აღწერაში არიან, რომ ოსმალებმა კავკასიაში გაიმარჯვესო და ვითომ უფრო ღირს შესანიშნავი გამარჯვე შავის ზღვის პირებზედა აქვთო. რადგანაც ჩემთვის ცხადია, რომ ამ აღმწერელთა უმართლო ცნობები მოჰყავთ, ამისათვის იქნება უალაგო არ იყოს ზოგიერთი შენიშვნ წარმოვადგინო. შესახებ შავის ზღვის ნაპირების მდებიარობისა და მნიშვნელობისა.
„პირველი ამბავი, ლონდონში მოსული, ის იყო რომ ოსმალებმა ბიჭვინტას სროლა დაუწყეს და ზღვის ნაპირს ათასი კაცი გადმოსხესო.
„მეორე ამბავი მოვიდა, რომ ქალაქი და ციხე სოხუმისა იერიშით აღებულ იქმნა შემდეგ საშინელის ბრძოლისაო; ამის აღებაში ოსმალებს დაეხმარნენო ადგილობრივი მცხოვრებნი, რომელთაც თოფ-იარაღი ოსმალებმავე დაურიგესო; ვითომ მთელი ის მხარე აჯანყდაო; რუსთა მცირე აზიაში სვლა ძალიან დაუბრკოლდათო ამ შესანიშნავის გამარჯვების გამო და ეს არის მიზეზიო, რომ რუსის ჯარს ეგრე უგვიანდება არზრუმში მისვლაო. ეს პოლიტიკური მსჯელობა აქაურის გაზეთებისა რომ წაიკითხოს კაცმა, ძალა უნებურად დაეთანხმება იმ შენიშვნას, რომელიც გლადსტონის წინდებისაგამო ითქვა პარლამენტში: ძალიან კარგი იქნებოდაო, ითქვა იქ, რომ ჩვენს მემამულეებსა უფრო რიგიანად შეესწავლათ ფიზიკური გეოგრაფია და უფრო მომეტებულად სცოდნებოდათ ვიდრე აქამომდე.
„მე არა ერთხელ გამიტარებია რამდენიმე თვე შავის ზღვის ნაპირებზედ და მგონია, რომ მისი ვითარება ზედ მიწევნით ვიცი. მე დაახლოვებით მქონია მისვლა-მოსვლა აფხაზებთან, რომელთაც უპყრიათ ადგილნი გაგრიდამ დაწყობილი აფხაზეთის სამეგრელოსთან შემაერთებელს ინგურამდე. მე მქონია ცნობა აფხაზთა შორის იმისთანა კაცებისა, რომელნიც უფრო გამოჩენილნი და გავლენიანი არიან. ბევრჯელ დამივლია ის მხარე სოხუმის მაზრისა უფროსთან ღენერალ კრავჩენკოსთან ერთად და მქონია შემთხვევა ადგილობრივთა მცხოვრებთა მომეტებულის ნაწილის გაცნობისა. მცხოვრებნი, ადგილობრივის ჩვეულებისამებრ გუნდ-გუნდად მოეგებებოდნენ ხოლმე თავიანთ უფროსსა.
„რა არის თვითონ აფხაზეთი თავისის უპირატესი ქალაქით სოხუმით ან თავისის უპირველესის ადგილებით გაგრით, ბიჭვინტით, ოჩემჩირით და გუდაუთით (რომელიც აქ გადანცად გაუსხვაფერებით)? ეგ ერთი ვიწრო ზოლად წაღებული ადგილია ზღვის ნაპირისა, რომელიც იწყობა დასავლით გაგრიდამ და მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთად ინგურამდე. ზღვის პირის გაყოლებაზედ სერი მოსდევს, რომლის წვერი ექვსას თუ რვაას ფუთის სიმაღლეზეა და რომლის მთებიც ზოგიერთს ადგილს თვითონ ზღვაში ჩადის. ეგ მთის სერები ზოგან ისეთი დაქანებულებია, ისე ნაირად დაწყვეტილია ზღვაში, რომ, მაგალითებრ, გაგრაში ავდარის დროს ზღვის ღელვისაგან სრულიად შეიკვრის ხოლმე ზღვის ნაპირის გზა. ამ სერს იქით მოსდევს დიდი კავკასიის მთები. ამ ორთა მშვენიერ მთათა შორის ბევრი ლამაზი ადგილია საცხოვრებლად, მაგრამ ეხლა იქ მცხოვრებნი არ არიან. კავკასიაში რომ ომი გათავდა იქაური მცხოვრებნი იქიდამ გადიყვანეს.
„ამ სახით საკუთრივ აფხაზების მოსახლეობა სიმსავით გაჭიმულია ზღვის ნაპირის გაყოლებაზედ. აფხაზნი ნახევარნი ქრისტიანები არიან და ნახევარი მაჰმადიანები და წარმართნი: საერთოდ ითქმის, რომ იმათი რჯული და სარწმუნოება მეტად არეულია და ცნობაში მოუყვანელი. წებელდელების გარდა (პატარა დაბაა ზემო კოდორზედ, ოცდა ათს მილზედ სოხუმიდამ), ყველა ეს ბატონები ვერაფერი მეომარნი არიან; ამათ თავის დღეში არ მიუღიათ მონაწილეობა კავკასიის ომებში. ინგურზედ მცხოვრებნი სხვა და სხვა ტომის ხალხია: აქ ბევრი მეგრელია მართლ-მადიდებელნი ქრისტეს სარწმუნოებისა, მთელს ზღვის ნაპირის განზიდულობაზედ კერჩიდამ გაგრამდე ერთი ჩერქეზიც არ არის. ჩერქეზები სულ ყველანი, თითქმის ნახევარ მილიონამდე, აქედამ წინადვე გადასახლებულ არიან. გაგრიდამ ინგურამდე სამოცი ათასი აფხაზი სცხოვრებს. ინგურიდამ კი რიონამდე სულ მეგრელები არიან და სრულიად ერთგულობენ რუსეთსა ისე, როგორც თვითონ რუსნი. ენა ამათი ქართულია რიონიდამ ნიკოლაეკსკამდე, ანუ ნიკოლაევსკის სიმაგრემდე, როგორც აქაური გაზეთები უწოდებენ, არ ვიცი კი რა საბუთითა, იმიტომ რომ ნიკოლაევსკში არავითარი სიმაგრე არ არის; იგი ერთი რაღაც უბედური პატარა სოფლია და სხვა არაფერი. იქაური მცხოვრებნი გურულები არიან, წმინდა ქართულის მოლაპარაკენი და ამ ჟამად რუსის ჯარში მებრძოლენი. ყირიმის ომის დროს გურულებმა ძალიან გამოიჩინეს თავი ომარფაშის ლაშქრის წინააღმდეგ.
„მაშასადამე თუ ოსმალნი მიიმხრობენ ვისმეს შავის ზღვისპირის მცხოვრებთაგანს ნიკოლაეკსკიდამ კერჩამდე, ეგ მარტო ერთმუჭა აფხაზებს, რომელთა ქვეყნიდამ ოსმალები ვერც იქით წასდგმენ ფეხს, ვერც აქედ. მე ამით ის მინდა ვსთქვა, რომ რუსეთის მტრისათვის აფხაზეთი სრულიად გამოუსადეგია იმიტომ რომ აფხაზეთზე გზა არ არის არც ერთს შესანიშნავ ადგილამდე და მისი დაპყრობა ვერაფრით ვერ შესცვლის რუსთა სამხედრო საქმეთა მდინარეობს. იმისთასა ადგილი, როგორც სოხუმი, ადვილი ასაღებია. იგი დგას სულ ტრიალსა და არაფრით არ გამაგრებულს ზღვის ნაპირის ადგილზედ. მთელის კავკასიის ზღვის ნაპირზედ ერთს ციხესაც ვერ იპოვით და სწორედაც რომ ვსთქვათ, იქ იმისთანა ადგილიც არ არის, რომ გასამაგრებად ღირდეს. რომ ყვირიან ოსმალებმა კავკასიაში ამ გვარად და ამგვარად გაიმარჯვესო, ეგ იმისთვის ყვირიან რომ ტყუილ-უბრალოდ მტვერი ააყენონ. სოხუმი, ნიკოლაევსკი, ბიჭვინტა – ეს ასეთი შეუნიშნავი, უბრალო და ზღვის მხრით ღია ადგილებია, რომ იმათი დაპყრობა ყოველ წუთს ადვილად შესაძლოა. მათ დაპყრობას ბევრი არა უნდა რა: სამყოფია რომ მტერმა სულ ცოტა ჯარი გადმოიყვანოს ნაპირზედ და ადვილად დაიჭერს. სოხუმში, გაგრაში მართალია დღესაც არის ძველი ციხეები, მაგრამ დაქცეულნი არიან. იგინი აშენებულნი იყვნენ მარტო იმისათვის რომ ის ადგილები დაეცვათ მთიულთა ზედმოსევისაგან და არა იმისათვის რომ გაემაგრებინთ ზღვის მხრით. ამ უკანასკნელის შემთხვევისთვის ისინი სრულიად უქმნი იქნებოდნენ.
„რაც შეეხება მას ვითომ ბათუმთან მისულს რუსის მხედრობას ზურგთ უკან ხალხი აუჯანყდაო, ეს სრულიად ლაპარაკადაც არა ღირს. იგი ხალხი, რომელზედაც ამას ამბობენ, ვაჟკაცურად ებრძოდა ომარ-ფაშას უწინ და ეხლაც იმავე ვაჟკაცობით დახვდება ყოველს მტერს რუსეთისას, რომელიც რუსეთის საზღვარს ფეხს გადმოადგამს. ეხლა რომ ოსმალო გადასულა რუსეთის საზღვარს, – ეგ ისეთივე უგუნურებაა, როგორიც ყირიმის ომის დროს იყო. დიდ-ძალი მხედრობა მიადგა იმ დროს სამეგრელოს და ვერა გააწყო რა, მაშინ, როდესაც ის მხედრობა რომ ყარსისთვის მიეშველებინათ იქნება რუსებისთვის ალყა აეხსნებინებინათ და გადაერჩინათ ყარსი. ნეტა ოსმლები რისთვის აფუჭებენ ტყუილ უბრალოდ ტყვია წამალს იმისთანა ადგილების დასაპყრობლდ, რომელთაც არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არა აქვთ და ამის მაგიერ რატომ ყოველს ძალას და ღონეს იქ არ შეკრებენ, საცა არსებითი საჭიროება მოითხოვს? – ეგ თუ მოსდით იმათ, იმ გამოუთქმელის გონიერებით მოსდით, რომელიც მათ ამ გაჭირების დროს ყოვლს საქმეში წინ მიუძღვისთ“.
– 1865 წ., საფრანგეთში Voucluse-ის დეპარტამენტში პირველად შემჩნეულ იქმნა ვაზის სნეულება, რომელიც, როგორც მერმედ გამოჩნდა, მცირეს ჭიის ფილოქსერისაგან წარმომდგარიეო. ვაზი, რომელსაც მიესევა ეგ ჭია და რომელსაც სნეულების ნიშანი შეუმჩნევა ორ-სამს წელიწადში სრულიად ხმება და იღუპება. სნეულების მიზეზი ის არის, რომ ეგ ჭია, რომელიც ერთის ზაფხულის განმავლობაში ექვს შვიდ თაობას აჩენს ხოლმე და რომელიც ამის გამო საშინლად მრავლდება, ვაზის ფესვის ძაფებს ჰსჭამს და ამით მიწიდამ საზრდელის წოვნის სახსარს სრულიად უსპობს ვაზსა.
ეგ ჭია ორ გვარად გადადის ადგილიდამ ადგილს: ერთი გადაცოცდება ხოლმე ერთის ვაზიდამ მეორეზედე და მეორე როცა ზაფხულის ბოლოს ფრთას შეისხამს და მიწიდამ მაღლა ამოდის, ქარს გადააქვს კარგა მანძილზედ. რამოდენა ვნება მიაყნა მაგ ჭიამ სიფრანგეთს ეგ იქიდამა სჩანს, რომ იქაურმა მთავრობამ ორასი ათასი ფრანკი დანიშნა ჯილდოდ მისთვის, ვინც რაიმე უებარს წამალს აღმოაჩენს ამ ჭიის ამოსაგდებლად. ვენახების გადახმობა ამ ჭიისაგამო ძლიან გახშირდა საფრანგეთში და დღე და დღე მატულობს. 1872 წ. ეგ ჭია გამოჩენილა ვენის ახლო, 1874 წ. ბონნის სიახლოვეს, მას შემდეგ იგი უნახავთ გერმანიის სხვა და სხვა ადგილებში და წარსულს წელს კი ვენგრიაშიც მივიდა და ძალიან გახშირდა. ყვულაზედ უფრო გამოსადეგი წამალი ის არის, რომ ზამთრობით ვენახი წყლით უნდა მოალხოს თურმე ერთი ორმოცი დღე, მაგრამ ეგ წამალი ყველა ვენახს ვერ მოუხერხდება. მთავრობა კი ხმარობს იმ საშუალებას, რომ ჭიანს ვაზს აწვევინებს და თვით ჭიას მიწაშივე ხოცს რაიმე საწამლავითა, რომელთაც შორის გოგირდის-ნახშირ-დედა (сернистый углерод) უფრო გათქმული. იმ ქვეყნებში, საცა კი ეგ ჭია გამოჩენილა მთავრობას დიდ ძალი ფული გადუდვია ჭიის გასაწყვეტად და გაფუჭებულის ვენახების ძირიანად ამოსგდებად. მაგალ. საკმაოა ვსთქვათ, რომ ამისათვის ვენგრიაში შარშან მთავრობამ ოთხმოცი ათასი გულდენი გადაჰსდო, თუმცა ჭია ჯერ კიდევ კანტი-კუნტად იყო გამოჩენილი. რაცა ვსთქვით ყოველივე ეს დიდად საფიქრებულია და რუსეთის მევენახეებმა გულ-ხელ-დაკრეფით კი არ უნდა დაუწყონ ლოდინი, არამედ წინადვე უნდა იღონონ რამე რომ ამ უბედურებას ძალა მოაკლონ. თუ საქმე ვენახების ამოგდებაზედ მივარდება, ვინ არ იცის, რომ ეგ ვერაფერი წამალია; თუნდ ეგ არ იყოს ის ღონისძიება, რომელსაც ხმარობენ ხოლმე ჭირიანის საქონლისა გამო სრულიად ამაოა ამ თვალთ უჩინო ჭიის წინაშე. ძირიანად ამოგდება სნეულის ვაზისა და დაწვა მართლა შველის, თუ დიდის ყურადღებით თვალს ადევნებენ სნეულების გაჩენას და თუ მაგ ღონეს სნეულების დასაწყისშივე იხმარებენ, ესე იგი, ჯერ როცა მარტო თითო ოროლა ვაზია ავად. ამ ღონით მართლა შეიძლება შეაყენოს კაცმა სნეულება განვრცელება. მაგრამ მაგ ღონის მოხმარება მაშინ, როცა რამდენსამე დღიურზეა სნეულება მოდებული, თავს არ მოვა: ან რა ხეირია რომ ჭიის ამოსაგდებად კაცმა ვენახი ამოაგდოს, იმ ღონეთა შორის, რომელნიც ამ ჟამად მოპოებულ არიან, მე ყველაზედ მეტად შემდეგნი მიმაჩნია.
1) ვენახების პატრონმა უსათუოდ უნდა იცოდეს რა სახის ჭიაა ფილოქსერა, რომ გაჩენისვე უმალ იცნოს. რა წამსაც უღონო ვაზსა ნახავს, მაშინვე გაუსინჯოს ფესვები და ათვალიეროს ჭია ხომ არ გაჰსჩენია და ფესვის წვრილ ძაფებზედ ამუწუკებული ხომ არა აქვს რა. რადგანაც ყოველს ვენახის პატრონს არ ძალუძს ამის რიგიანად გამოძიება, ამიტომაც ან თვით ერობამ. ანუ მთავრობამ ეგ გამოძიება უნდა მიანდოს იმისთანა კაცს, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულია. რა წამსაც შეამჩნევენ რომ ვაზს ჭია ასჩენია, მაშინათვ როგორც ის ვაზი აგრეთვე მის ახლო-მახლო მყოფნი უნდა ძირიანად დაიგლიჯოს და იქავ დაიწვას, ამასთანავე უნდა დახოცონ თვით ჭიებიცა. ამისთვის უნდა ორ ადლამდე ჩაითხაროს მიწა და შიგ ჩაისხას გოგირდიანი ნახშირ-დედა. ჩათხრილს მაშინვე უნდა გადულესონ თავი თიხით, თორემ გოგირდიანი ნახშირ-დედა სწრაფად ორთქლად იქცევა და წავა. რასაკვირველია აქ კაცი ხარჯს არ უნდა მოერიდოს, ბევრგან უნდა დააკეთოს ორმოები იმ ადგილების ახლო-მახლო, საცა სნეული ვაზი იყო და გოგირდიანი ნახშირ-დედა არ უნდა დაიშუროს. ესეა მიღებული რომ თითო ვაზზედ სამი ამისთანა ორმო უნდა გაკეთდეს და თითო ორმოში 50 გრამმი წამალი უნდა ჩაისხას.
2) მარტო ამ გვარი ღონე სამყოფი არ არის. ცნობილია, რომ ზოგიერთი ჯიშის ვაზს ამერიკისას ან სულ არ ერჩის ეგ ჭია და თუ ერჩის ბევრს არას აკლებს. ამ ვაზთა შორის უფრო გათქმულია ერთგვარი ვაზი, რომელსაც Taylor-ს უძახიან და რომელსაც სრულად არ ეკარება იგი ჭია. ამისათვის საჭიროა ის ვაზი გააჩინოს თესლის დათესვითა ამოგდებულის ვაზის ალაგსა, და მერმედ მასზედ ამყნოს რა გვარი ყურძენიც კაცს უნდა. უმყნობელად იმ ვაზის დაგდება არ ვარგა, რადგანაც ამერიკის ვაზის ყურძენს გემო არ უვარგა. მყნობა ძალიან უხდებო, მწერს მე დ-რი ბლანკერნგორნი კარლსრუდამ და რქის გადარგვითაც კარგად ხეირობსო.
კიდევ ვიტყვი, რომ რაც დღევანდლამდე ღონეა მოპოებული ესენი ყველაზედ ნამდვილად და უკეთესად მიმაჩნია.
ზემო ხსენებულის კაზის Taylor-ის თესლი ერთი ლოტი ღირს სამ-აბაზად ადგილობრივ. ვისაც სურს შეიძლება დაიბარონ ამ ზედ წარწერილობით: Bъ Дирекцію императорскаго Никитскаго сада въ Ялтѣ, въ Крыму.
(№70, Од. B. Цобель. №4. 1877 1. отч. засд. Кав. Об. Сельс. хоз.).
– ეხლახან შემოუღიათ პარიჟში რაღაც გვარი ქაღალდი, რომლის შემწეობითაც ადვილად შეიძლება კაცმა შეიტყოს თურმე ღვინო ბუნებითის ფერიისაა თუ შეღებილი. ეს ქაღალდი შეუღებავს წითელს ღვინოში რომ ამოავლოთ ციაგს ცისფერს დაიჭერს თურმე და როცა გაშრება ტყვიის ფერად გადიცვლება. და თუ ღვინო შეღებილია ეს ქაღალდი სხვა და სხვა ფერს მიიღებს ხოლმე იმის მიხედვით, თუ რით არის შეღებილი ღვინო. მაგ. თუ ანწლით არის შეღებილი, მაშინ ქაღალდი ღიამწვანის ფერს მიიღებს, თუ სხვით რითამე, სხვას ფერსა.
– ამერიკიდამ ერთი უცნაური ამბავი მოსულა, რომელიც რუსულ გაზეთს Hива-შია მოყვანილი. მეტად დაუჯერებელი რამ არის და თუ მართალია მეტად ღირს საცნობია. ვითომ პროფესსორს გრეგამს-ბელლს სალემში (მასაჩუსეტის შტატშია) მოუგონია ტელეგრაფისავით მგზავსი რაღაც, რომლისთვისაც ტელეფონი უწოდებია და რომელსაც ძალიან დიდს მანძილზედ გადააქვს თვითვეული ხმა, სიტყვა, მთელი მოთხრობა ვისიმე და გალობაცა. ამ ახლო ხანში თურმე უცდიათ მრავალთა დამსწრეთა წინშე ის ტელეფონი და ყველა განცვიფრებულა. სალემსა და ბოსტონს შუა ოცდა შვიდი ვერსტი მეტია. ბოსტონში დაკრული საკრავზედ ხალხური სიმღერა იმ ტელეფონის შემწეობით სალემში ლიცეის ზალაში ისმოდა თურმე კარგად და გარჩევით და აქ მოგროვილი ხალხი ცხარეთ ტაშსა ჰსცემდა. უფ. უატსონმა, ვექილმა პროფესსორის ბელლისა სალემში მადლობა უთხრა აქ მდგომარე საზოგადოებას თანაგრძნობისათვის. და ზედ დაატანა: მე მოხარული ვარო, რომ დღეს მე შეძლება მომეცა აქედამ ოცდა შვიდს ვერსტზედ საზოგადოებას გამოველაპარაკოო ისე თიოქო მის შუა ვიდგეო. ეს სიტყვები გარჩევით გაიგონეს თურმე ბოსტონში. სიმღერა სალემში ნათქვამი გარდაცემულ იქმნა ტელეფონით ბოსტონში და სალემში კიდევვ მოისმა რომ ბოსტონის საზოგადოება იქიდამ ქების ტაშს უკრაკდა. ამ სახითვე ამ ორ ქალაქთა შორის ლაპარაკი გაიმართა და რასაც ბოსტონიდამ – კითხავდნენ სალემიდამ მასზედ პასუხს აძლევდნენ.
ვინ იცის მართალია თუ არა ეს ამბავი და თუ მართალია შაბაშ ადამიანის ყოვლად ძლიერებასა....
![]() |
6 ჩვენი ისტორიისთვის მასალა |
▲back to top |
ჩვენი ისტორიისთვის მასალა
(შემდეგი)[1].
დროთა ამათ შორის ბრძანა ხელმწიფე იმპერატორმა, რათა იმერეთის, სამენგრელოსა და გურიისა მღდელ-მთავართა საქმენი, და სასულიეროთა განკარგულებათანი და წესდებანი საეკკლესიოთა მამულთანი იქმნენ მსგავსად ვითარცა არს რუსეთსა შინა. ამისთვის მოვიდა იმერეთსა შინა საქრთველოს მიტროპოლიტი და ექსარხოსი თეოфილაკტე, და რა იწყო იმერეთსა შინა დაწყობა მსგავსად რუსეთისა სასულიეროთა საქმეთა, დიდად ეუცხოათ იმერთა, ვინადგან ჯერეთ არა იყვნენ ჩვეულნი ესე ვითართა დაწყობილებათა და განკარგვათა, და არა ინებეს და ქმნეს ამისთვის ბუნტი და აღრეულება და განდგენ იმერნი რუსთაგან. მაშინ რა იხილა თავისი თავი ექსარხოსმა თეოფილაკტემ შეურაცხ ქმნილი იმერთაგან და არც უსმენენ მის მიერ მოძღვრებასა, კვალად წარვიდა საქართველოდ.
ამისთვის ინება ხელმწიფე იმპერატორმა და გარდაადგინეს იმერეთის მმართებელი კურნატოვსკი და არწმუნეს იმერეთის მმართებულობა პოლკოკნიკს ივან ონიფრივიჩს პუზირევსკის და უბრძანეს პუზირევსკის და წარიყვანეს რუსეთად ქუთათელ მიტროპოლიტი დოსითეოსს წერეთელი, გენათელ მიტროპოლიტი ეფთვიმი გურიის ერისთვის ძე, და ამათთან პოლკოვნიკი თავადი სენია წულუკიძე და თავადი დავით მაქელაძე, რომელნი იყვნენ მსაჯულნი იმერეთისანი. ხოლო გზასა ზედა გარდაიცვალა ქუთათელ მიტროპოლიტი და დაფლეს ანანურს და სხვანი წარიყვანეს რუსეთად და ამისთვის აბაშიძე იოანე ქაიხოსროს ძე, შვილის შვილი დედით პირველი მეფის სოლომონისა, გაიქცა და წარვიდა გურიას და მივიდა ქაიხოსრო გიორგი გურიელის ძესთან, ვინადგან სწამობდეს ბუნტის თაობას რუსნი. მაშინ წარვიდა იმერეთის მმართებელი პოლკოვნიკი პუზირევსკი რამოდენითამე მხედრობითა გურიას რათა სთხოვოს ქაიხოსრო გურიელის ძეს იოანე აბაშიძე და უკეთუ არა მოსცენ მას მაშინ მოიხმაროს ძალი მათზედა. და რა მივიდა მახლობელად შემოქმედის ციხესა დასტოვა მხედრობა და თვით ხუთითა თუ ექვსითა ცხენოსანითა წარვიდა შემოქმედის ციხესა ზედა სასაუბროდ ქაიხოსროსა. და რა მივიდა ციხესა ზედა ვერ ნახა მუნ ქაიხოსრო გურიელის ძე, ვინთგან იგი წასულიყო. სხვასა ადგილსა, და რა დაბრუნდა პუზირევსკი კვალად თვისთა მხედრობათა თანა; გარდმოეგებნენ მეციხოანენი მომავალსა გზასა ზედა და მოჰკლეს პოლკოვნიკი პუზირევსკი. და რა ესმათ სიკვდილი პუზირეკსკისა გურულთა არა იცოდენ თუ ვითარ იყო შეხდომა ესე, და ამისთვის ჰქმნეს ბუნტი და დაუწყეს ცემა თოფთა ფიცხელი მხედრობათა და ეგრეთვე მოადგენ ჩოხატეულს დაბანაკებულთა რუსთა, ვინადგან იქ დიდი ხნით იყო კვარტირა და შემოზღუდეს და დაუწვეს იქაცა ფიცხელი სროლა.
ხოლო რა ესმა ესე მთავარსა მამიას სიმონის ძესა გურიელს შესწუხნა ფრიად და წარგზავნა ყოვლგნით კაცნი და დაითხოვა ესე ვითარს საქციელს გურულნი, წარმოიყვანა მხედრობა რომელი ახლდა პუზირევსკის და დაადგინა სასახლესა თვისსა ოზურგეთს და მისცა გამოსაზრდელი და დაიფარა ყოვლითურთ. გარნა იმერეთს იქმნა დიდი ბუნტი და აღრეულება, და მიდრკენ კნინღა ყოველნი იმერნი რუსთაგან, გარნა რუსთა ერთგულებდა წერეთელნი ზურაბ და ძმის წული მისი, ქაიხოსრო პაპუნას ძე და სხვანიცა წერეთელნი, და რომელიმე წულუკიძენი, და სამი ძმა აგიაშვილნი, და ჩხეიძენი. ამისთვის საქრთველოს უპირატეს მმართებელმა ერმალოვმა წარმოავლინა მხედრობითა ღენერალ მაიორი ალექსი ალექსანდრევიჩი ველიამინოვი დასამშვიდებელად იმერეთისა; და რა მოვიდა ქუთაის ნახა რომელ პრავიანტი არა არს საკმაო ქუთაის მხედრობისათვის, ამისთვის სთხოვა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგოლის ძეს დადიანს, ვინათგან გურულნი ორგულებენ რუსთა და აქვს დავით გურიულის ძეს რიონის პირი შეკრული რათა არა მისცეს ნაბადადამ პრავიანტი რუსთა. ამისთვის ჰქმენით შეწევნა და ნაბადადამ მოიტანეთ პრავიანტი მარანს საჭილაომდისაო. უსმინა მთავარმან ჩვენმან, ვინათგან თან შობილად ქონდა ერთგულება რუსეთის იმპრატორის, და ჟამსაცა ამას დაიცვა სამფლობელო თვისი შერევისაგან და ეგო მიუდრეკელ ერდგულად ხელმწიფე იმპერატორის, ამისთვის მიბრძანა მე წარსვლა და შესრულება ღენერალის ველიამინოვის თხოვილისა; და წარმატანა მე მდივან ბეგი თავადი როსტომ სახლთ-უხუცის ძე ჩიქოანი, და რამოდენიმე სამენგრელოს მხედრობა წარვედით და მივედით საჭილაოს რუსთან.
მარწმუნეს მე, ბატალიონი ერთიდა წარველ და მიველთ რა ნაბადას შევკრიბე მრავალნი ნავები საჭილოდამ და შთავიდევით პრავიანტი თვისის საომრებითა, და წარმოვედით, და განვედით ჩვენ გაღმით რიონისა, და წარმოვედით რათა დავიფაროთ მტერთაგან წელით მიმავალი პრავიანტი და რა წარმოვიღეთ მცირედი ნაბადადამ დაგვხდა დავით გურიელის ძე გურულთ შეკრებულებითა და შეგვექმნა ბრძოლა, დაუწყეთ ერთმანერთს საკმაოდ სროლა, და შემდგომად სამის საათის ბრძოლისა განვდევნეთ ისინი და გავაქციეთ, და ჩვენ წარმოვიღეთ პრავიანტი და მოვიტანეთ მარანზედ უვნებელად. ამისთვის და ესე ვითარისა მსახურებისათვის ხელმწიფე იმპერატორმან მე მომიბოძა ჯილდოთ ამისა სიკვდილამდინ პენცია; ხოლო როსტომ მდივან ბეგს ჩიქოანს პოთპორუჩიკობა, რომელმანცა ბრძოლასა მას შინა მამაცური სიმხნე წარმოაჩინა წინაშე ჩემსა. კვალად სთხოვა ღენერალმა ველიამინოვმა მთავარსა ჩვენსა ამოტანა პრავიანტისა, მაშინ თვით წარვიდა ნაბადას, რადგანაც ისმოდა დიდი მზადება გურულთაგან დახდომისა და წამოიღო. მრავალი პრავიანტი და ვერღა შებედეს დახდომა გურულებმან და მოიტანა პრავიანტი მარანზედ. ოდეს ნახა ღენერალმა ველიამინოვმა საკმაო პრავიანტი, ამით განძლიერებულმან იწყო საქმე და წარგზავნა პოლკოვნიკი თავადი გარჩაკოვი მხედრობითა დასამშვიდებელად რაჭას და მოვიდა და ყოველნი ურჩნი მოსწვა და მოაოხრა; შეიპყრა წულუკიძე გიორგი და მერაბ და სხვანიცა მრავალნი თავად აზნაურშვილნი და ერთგულთა მისცეს წყალობანი და ესრეთ დაამშვიდა რაჭა და შთამოვიდა კვალად ქუთაის.
მერმეთ შეუდგენ დამშვიდებასა იმერეთისასა, მრავალნი მოჰკლეს, მრავალნი შეიპყრეს და ძელსა ზედა დამოჰკიდეს, დაესხენ თავს და მოჰკლეს დავით ბაგრატიონი დიდის მეფე სოლომონის ძმის წული ბაგრატის შვილი, გარდაყარეს ვახტანგ ბაგრატოვანი დავით მეფის არ კანონიერის შვილის შვილი და მასთანა იოანე აბაშიძე და სხვანიცა მრავალნი თავად აზნაურნი და წარვიდენ ოსმალთა თანა ახალ-ციხეს. ხოლო ერთგულნი აღავსეს წვალობითა და ესრეთის მოქმედებით დაამშვიდეს იმერეთი: შემდგომად იწყო მომზადება და შემდგომად მომზადებისა წარვიდა ღენერალი ველიამინოვი გურიად დიდ ძალითა მხედრობითა მოადგა ციხეს შემოქმედისასა, რომელი უპყრა ქისოსრო გურიელის ძეს და აღიღო იგი საჭურველის ძალითა და დაარღვია და ქაიხოსრო ლტოლვილი წავიდა ოსმალთა შინა და მამულნი მისნი მისცნა თვით მთავარსა გურიელს. გარდააგდო გურიელის ძე დავით ძმა ქაიხოსროსი და მამული მისი დაიპყრა ყოველი ხელმწიფე იმპერატორისათვის, გარდააგდო გურიის ერისთავი დავით ოსმალთა შორის, რომელი შემგომ და მცირედისა ხანისა მოკვდა და მამულნი მისნი დაიპყრა ხელმწიფე იმპერატორისათვის და ესრეთ ურჩნი მოსრნა გურიასა შინა და ერთგულნი აღავსნა წვალობითა და ესრეთ დაამშვიდა გურია და მოვიდა იმერეთს, და იმერეთს დაადგინა გამგებელად პოლკოვნიკი თავადი პეტრე დიმიტრივიჩი გარჩაკოვი, რომელსაც შემდეგ მცირედის ხანისა მოუბოძეს ღენერალ მაიორობა, და ღენერალი ველიამინოვი ესრეთ გამარჯვებული წარვიდა საქართველოდვე, ხოლო მთავართა დადიანსა და გურიელსა ამა ჟამისა ერთგულებისათვის დადიანისა მოუბოძა ხელმწიფე იმპერატორმა ჩინი ღენერალ ლეინტენანტობისა, რომელმანცა დაიცვა სამფლობელო თვისი შეურეველად, და გურიელსა ორდენი მეორისა ხარისხისა თავადისა ვლადიმირისა, და სხვათა მრავალთა იმერეთსა და სამენგრელოსა და გურიასა შინა ერთგულთა ებოძა მოწყალება ამ ჟამთა ერთგულების ჯილდოდ
(შემდეგი იქმნება)
____________
1 „ივერია“ №5
![]() |
7 ანგარიში |
▲back to top |
(თვის) ანგარიში
ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობისა
1 იანვარს 1877 წელს იყო:
მ | კ | მ | კ | ||
წილის ფული . . . . . . . . . | 176 | 50 | გასესხებული | 142 | - |
ჯამი: | 176 | 50 | ზარალი | 10 | 84 |
დარჩა: | |||||
ნაღდ ფულად | 3 | 66 | |||
ინვენტარში | 20 | - | |||
ჯამი | 170 | 50 |
1-ს იანვრიდგან 1-ს მაისამდის არის:
შემოსავალი | მ | კ | გასავალი | მ | კ |
წლის ფული | 627 | 50 | გასესხებული | 561 | 60 |
სარგებელი გასესხების და ახალი ვადის მიცემის დროს | 48 | 99 | სამართველოს ხარჯი | 37 | 28 |
სესხის დაბრუნება | 217 | - | ჯამი | 598 | 85 |
ჯარიმა | - | 46 | |||
ჯამი | 893 | 95 | |||
1 მაისს 1877 წელს არის:
მ | კ | მ | კ | ||
წლის ფული | 627 | 50 | გასესხებული | 561 | 60 |
წმინდა მოგება | 11 | 75 | დარჩა | ||
ჯამი | 639 | 25 | ნაღდ ფულად | 57 | 65 |
ინვენტარში | 20 | - | |||
ჯამი | ჯამი | 639 | 25 |
წევრნი გამგეობისა: 1, სოლ. წერეთელი. მ. სესიოვი. ი. გოდაბრელიძე.