ივერია (34)1877.20.10



1877.20.10

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ტფილისი. 10-ს ოკტომბერს ჩვენმა გუბერნიის მარშალმა მოახსენა მის იმპერატორებით უმაღლესობას მთავარ-სარდალს მილოცვა შემდეგის დეპეშითა:

„არა ჩვეულებრივი კრება ტფილისის თავად-აზნაურობის მხიარულობს მთელ რუსეთთან ერთად თქვენის იმპერატორების უმაღლესობის სახელოვანს გამარჯვებას, და ამასთანავე მას აქვს ბედნიერება მოგილოცოთ თქვენ ხელმწიფე იმპერატორის წყალობა — წმ.გიორგის ჯვარი პირველის ხარისხისა.“

ამ დეპეშაზედ მარშალს პასუხად ებოძა შემდეგი:

„გთხოვთ გადასცეთ ტფილისის თავად–აზნაურობას ჩემი მადლობა მოლოცვისათვის ხელმწიფის უმაღლესის წეალობისა, რომელიც მე მეღირსა და განუცხადოთ მადლობა იმ ვაჟკაცურის და გულმოდგინე სამსახურისათვისაც, რომელიც აღმოაჩინეს ყოველთა მის წარმომადგენელთა კავკასიის სახელოვანს მხედრობაში. „მიხეილი.“ — ათს ოკტომბერს დანიშნული კრება თავად-აზნაურებისა ბანკის შესახებ არ მოხდა, რადგანაც ჯეროვანი რიცხვი წევრთა არ შეიყარა. ზედამხედველმა კამიტეტმა ახალი ვადა დანიშნა ამ კრებისათვის 45 ნოემბერსა.

— 12 ოკტომბერს ქალაქში მოიყვნეს ტყვედ დარჩენილნი ფაშები, რომელნიც ჩამოახდინეს „ლონდონის“ სასტუმროში. 17 ოკტომბერს ის ფაშები სულ რუსეთში გაისტუმრეს.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ხმები შერიგების შესახებ. მუხთარ-ფაშის დამარცხებამ ფეხზედ წამოავენა დიპლომატია. თუმცა წინაც იყო. კანტი-კუნტად ხმები, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, რასაკვირველია, რუსეთის მოწინააღმდეგე, ჩუმ-ჩუმად ტოკავს და იღვწისო. მისთვის, რომ შერიგებაზედ სიტყვა რამ ჩამოეგდოთ, მაგრამ ეხლა ეს ხმები უფრო გახშირდა თქმა არ უნდა, რომ შერიგებისათვის შუამდგომლობას ინგლისი ცდილობს და ამასთანავე დიდად იღვწის, რომ ავსტრიაც მოიმხროს და ერთად მაინც შეუდგნენ ამ საქმეს. დიდი მახეები უნდა იყოს ეხლა გაბმული ევროპიის სახელმწიფოთა შორის ამ საგან ზედა.

თუმცა ინგლისის მეცადინეობა ამ საგანზედ უეჭველი უნდა იყოს, მაგრამ მაინც ინგლისის გაზეთები უარს ჰყოფენ. იმათი გაზეთი Morning Advertiser-ი ამბობს, რომ შერიგების შუამდგომლობისათვისაო ინგლისი ხმასაც არ იღებსო. უპირატესნი სახელმწიფონიო აწინდელს დროს შეუფერებლად სადიან, რომ ამ საგანზედ რაიმე სიტყვა ჩამოაგდონო. ამისთანა უარ-ყოფა არავის არ არწმუნებს, რომ ეს ასეა. ერთსა და იმავე დროს მოხდა, რომ რუსეთის ელჩმა გრაფმა შუვალოვმა ნახა ინგლისის პირველი მინისტრი ბიკონსფილდი ბრაიტონში, ავსტრიის ელჩმა ბარონ ბეისტმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი დერბი და ავსტრიის ელჩი გრაფი ზიჩი მიღებულ იქმნა ხონთქარისაგან საიდუმლოდ. ამ ამბავმა, რომელიც, რასაკვირველია, შემთხვევას არ მიეწერება, ცხადად დაანახვა ყველას, რომ ფარდას იქით რაღაც საქმეები მზადდება და ეს საქმეები აღმოსავლეთის შესახებია.

ბევრს ჰგონია, რომ ეს ამბვი სულ შერიგების თაობაზედ არისო. ამის საბუთად თურმე ისა აქვთ ამის მთქმელთა, რომ სტამბოლშიო ამ ჟამად შერიგებისათვის მოწადინებულნი არიანო. ერთის ნემეცურის გაზეთის Kólnische Zeitung-ის კორრესპონდენტი 7 ოკტომბერს აი რას იწერება ამ საგანზედა: „სულთანიო თავის დღეში ისე მოწადინებული არ ყოფილაო შერიგებისათვის, როგორც ეხლაო. მას უნდო შერიგება მოახდინოსო, რომ მას შემდეგ ხელახლად აღიდგინოს ის უფლება მაჰმადიანებზედ, რომელიც ამას წინად ჰქონდაო. სულთანს ძლიერ ეშინიანო. კონსტიტუციისა და მიტხად-ფაშის მომხრეთაგანაო და ამასთანავე სულთანის კარსაც ძალიან სურსო სულთანის ძველნი უფლებანი აღდგენილ იქმნან მიდხად-ფაშის მომხრეთა წინიაღმდეგო. ამისგამო. სულთანი მზად არის შერიგებაზედაო, თუ შერიგების პირობანი შესაფერებელნი იქმნებიანო და ხალხის სურვილს დააკმყოფილებენო. ჯარსაც და ხალხსაც ისე სურთ მორიგდნენო, რომ მამადიანები და ქრისტიანნი გათანასწორებულ იყვნენ კანონის წინაშე; რომ ოსმალეთი დაუმოკიდებლად დარჩესო და რუსეთი მის საქმეში აღარ გაერიოსო. სულთანი ამაზედ ნაკლებსაც დასჯერდებაო, ამბობს ბოლოს კორრესპონდენტი.“

თუ ეს ასეა, მაშინ საკვირველი არ არის, რომ ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერვერ-იკაშას ამ ახლო ხანში ბედი უცდია და გერმანიის ელჩთან პრინც რეისთან ლაპარაკი ჰქონია შერიგების შესახებ. მაგრამ პრინც რეისს შორს დაუჭერია და უთქვამს, რომ სულ ამაოა ზოგიერთთა სახელმწიფოს მეცადინეობა ამ საგანთ ზედაო; მე გირჩევთო რომ ოსმალეთმა ამაზედ სმაც არ მოიღოსო, ვიდრე ომი თავისას არ იტყვისო.

რომ პრინცი რეისი ამ შემთსვევაში თავისის მთავრობის სურვილისამებრ მოქცეულა, ამას თუ მართალია, გვიმტკიცებს Московскiя ведомости-ის კორრესპონდენტი, რომელიც ბერლინიდამ მოგვითხრობს შემდეგს: „მე ამ შერიგების ხმებმა გამაკვირვაო და ამის გამო დღეს წავედი და ვნახეო ერთი უპირატესი სახელმწიფო კაცი, რომელმაც (იქნება მხოლოდ ამან) იცის ყოველივე საიდუმლო აწინდელის პოლიტიკის მდგომარეობისა. იმან მითხრაო: „ამდენჯერ დამარხული და ამდენჯერვე ხელახლად გაცოცხლებული კავშირი სამთა იმპერატორთა (რუისეთისა, ავსტრიისა და გერმანიისა) დღესაც არსებობსო. ღვთის წყალობით, იგი აღმოსავლეთის არეულობიდამ უფრო განძლიერებული გამოვაო. ამ მიზეზით ფიქრთაც მოსასვლელი არ არისო შერიგებაზედ სიტყვის ჩამოგდებაო. ვისგანმე. ზალცბურგში გერმანიამ და ავსტრიამ პირობა დასდესო ერთმანეთში, რომ წინააღუდგნენ, თუ ინგლისი ამ საგანზედ წინადადებას შემოიტანსო, ერთის სიტყვით, უარ ჰყონო, ყოველივე მეცადინეობა შერიგების თაობაზედ იმ დრომდე, ვიდრე თვით მეომარნი ამას არ მოიწადინებენო. ამით გვინდაო. დავისხნათ რუსეთი დიპლომატიის მეტიჩარაობისაგან. ავსტრია და გერმანია არ გაერევიან და არც ურევიან სხვათა სახელმწიფოთა მეცადინობაში შერიგების შესახებ, მაშასადამე, თუ მაგ საგანზედ სიტყვა რამ არის ჩამოგდებულიო. სხვისაგან, იმ სიტყვას არავითარი მნიშვნელობა და შედეგი არ ექმნებაო..

საფრანგეთი არჩევანი საფრანგეთში გათავდა, მაგრამ ამით საფრანგეთის გული ჯერ კიდევ დამშვიდებული არ არის. რესპუბლიკამ თუმცა გაიმარჯვა ახირებულის მაკ-მაგონის ახირებულს პოლიტიკაზედ, მაგრამ ხვალისა ყველას ფიქრი და შიში აქვს. არ იციან რა გზას დაადგება დამარცხებული მაკ-მაგონი და მისი თილისმით სავსე სამინისტრო. რესპუბლიკის გაზეთები ერთხმად ყვირიან და სძრახავენ სამინისტროს, რომ მინისტრები, ასე აშკარად ფართოფილნი და არ-სურვებულნი ხალხისაგან, არ სტოვებენ თავიანთს თანამდებობას. ამ ხმებზედა სამინისტროს გაზეთმა Assemblée National 5/17 ოკტომბერს გამოაცხადა, რომ მინისტრებს განზრახვა ჰქონდათო, რომ გადამდგარიყვნენო და ამაზედ საერთო თხოვნა მიეცათო მაკ-მაგონისათვის. ამბობენ, რომ ლაპარაკი იყოვო. სამინისტროს მეთაურობა ან დიუფორს და ან ღენერალს ბერტეს მიეცესო. მაგრამ ბოლოს, რჩევისა შემდეგ, ეს საქმე ადრეულად იცნესო და დრომდე გადაჰსდესო.

ამაოა რესპუბლიკელთა გაზეთების ყვირილიცა და სამინისტროს გაზეთის Assemblée National-ის თვალთმაცობაც. ბროლისა და მის ამქარს ეგრე ადვილად ვერ დაათმობინებთ მინისტრობას მით უფრო, რომ ძალინ მოწადინებული არიან თავინთის პოლიტიკით დაისხნან საფრანგეთი უბედურობისაგან. ხალხი ეუბნება, არ გვინდა თქვენი ძალად ცხონებაო, მაგრამ ისინი თავისას სჩადიან: შენ შენის თავისა არა გესმის რაო, ჩვენ უკედ ვიცითო რაც გიხსნითო. ერთის სიტყვით, საქმე ისე მიდის საფრანგეთში, რომ, ვინ იცის, იქნება მაკ-მაგონის აჩნობამ და მის სამინისტროს გაქირობამ საქმე სისხლის ღვრამდინაც მიიყვანოს. გამოჩენილი მეჟურნალე, მაკ-მაგონის შინა-კაცი, კლემან დიუვერნე გაზეთს Soir-ში ამბობს, რომ მარშალი მაკ-მაგონი იმავე გზაზედ წავაო, რა გზაზეზაც აქამდე ვიდოდა, არავის არაფერს არ დაუთმობსო. თუ ნაწილი რესპუბლიკელ დეპუტატებისა არ მიემხრობა მაკ-მაგონის პოლიტიკასაო, სწორედ ომი ასტყდება შინაურობაშიო. ამასაც უმატებს უფ. დიუვერნე, რომ მაკ-მაგონი იქნება მხოლოდ მაშინ გადადგესო, თუ კონსვერვატორნი სენატორები მაინც ამის მხარეს არ დაიჭერენო. ხოლო საფიქრებელია, რომ არც რესპუბლიკელნი მიემხრობიან მაკ-მაგონსო და მით არ აემორჩილებიან კლერიკალურს პოლიტიკას მარშლისასა, და არც კონსერვატორნი სენატორები მოინდომებენ მარშლის ყოლასაო.

მაშასადამე, დიუვერნეს სიტყვით, გამოდის, რომ საქმე ხმალზედ უნდა მივარდეს და ერთმანეთის ჟლეტაზედ. იმედია რომ საქმე ამ განწირულებამდე მაინცა და მაინც არ მივიდეს. ამ იმედს იძლევიან ზოგიერთი გაზეთები. მაგალითებრ „Kölnishe Zeitung“-ის კორრესპონდენტი იწერება, რომ მარკიზ დარკურმა, მაკ-მაგონის ავან-ჩავანმა მდივანმა (სეკრეტარმა) ნიშნობლივ მითხრაო, იქნება მაკ-მაგონმა ახალი სამინისტრო შეადგინოსო და მინისტრების მეთაურად დიუფორი (ზომიერი რესპუბლიკელია) დაუნოსო. თვითონ მაკ-მაგონსაც უთქვამს ერთის უცსო სახელმწიფოს წარმომადგენელისათვის, რომ თუ ვინიცობაა რესპუბლიკელნი გაიმარჯვებენო, ახალს სამინისტროს შევადგენო და არავითარს არეულობას არ მოვახდენო. გაზეთი „Temps“, რომლის სიტყვანი ყოველთვის უფრო დასაჯერნი არიან, ამბობს, რომ, სამინისტროში ცვლილების მოლოდინიაო. ამბობენო ჰერცოგი დეკაზი და მინისტრი პარი სამსახურიდამ გამოდიანო. ამასაც ამბობენ გაზეთები, რომ მაკ-მაგონს ჰერცოგი ოდიფრი-პაკე მიუწვევია რჩევის საკითხავად. ესეც ცვლილების ნიშანია, თუ ეს უოველივე მართალია, სჩანს მაკ–მაგონს სურს მორიგება რესპუბლიკელებთან ესე იგი, ახალის პალატის უმრავლესობასთან.

ერთის სიტყვით, მაკ-მაგონს მარტო ორი გზაღა დარჩომია: ან უნდა დაემორჩილოს რესპუბლიკელთა და იმათს პოლიტიკას წინ გაუძღვეს, ან არა და უნდა ხელახლად გადააყენოს ახალი პალატიცა და მით სისხლის ღვრა ჩამოაგდოს ფრანციელთ შორის. თუმცა გაზეთები პირველის იმედს იძლევიან. მაგრამ ჩვენ მაინც ვეჭვობთ. მაკ-მაგონი სალდათი კაცია, უფრო მუშტზედ იყურებს, ვიდრე სხვა რამეზე და ძნელად საფიქრებელია რომ ბედს დამორჩილდეს. აი რა საბუთით ვამბობთ ამასა. ეხლა ახალს. პალატში 316 რესპუბლიკელნი არიან, დანაშთენთა 17 დეპუტატთაგან, რომელიც ჯერ არ ამოურჩევიათ, 10 რომ კიდევ რესპუბლიკელი შეხვდესთ, მაინც რესპუბლიკელი 326 დეპუტატზედ მეტი არ ეყოლებათ პალატაში. ამ სახით რესპუბლიკელთა ხმა ბევრი-ბევრი ას ოცის კენჭით გადააჭარბებს რესპუბლიკის მტრებთა, რომელთაც 199 დეპუტატი ჰყავთ ახალ პალატში. ძველს პალატში რესპუბლიკელთა ხმა ჰსჭარბობდა ორასის კენჭითა. თუ მაშინ როცა ამისთანა უმრავლესობა რესპუბლიკელთ მხრივ იყო, მარშალმა მაკ-მაგონმა გაბედა და არ დაემორჩილა პალატასა და გადააყენა, ეხლა როცა ეგ უმრავლესობა შემცირდა, ორასიდამ ას-ოც კენჭზედ დადგა, უფრო საფიქრებელი არ არის, რომ მაკ-მაგონი არ დაემორჩილება!..

თუნდ ეგეც არ იყოს, თვით არჩევანმა გადაწყველ ტილად არა თქვა რა. თუმცა მაკ-მაგონი მაინცა და მაინც არ გადურჩა რესპუბლიკელთ უმრავლესობას, მაგრამ ეგ უმრავლესობა, როგორც ზევით მოვიხსენიეთ, შემცირდა მაშინ, როდესაც რესპუბლიკის მტრის დასმა კი პალატში იმატა. მაშინ რესპუბლიკელთა პალატში ორასი კაცი მეტი ჰყვანდათ, ეხლა ას ოციღა არიან მეტნი. ამ ამბავმა მაკ-მაგონს და მის სამინისტროს უფრო ფრთები უნდა შეასხას, ჩვენის ფიქრით. მაკ-მაგონს, იქნება უნდოდეს კიდეც მორიგება, მაგრამ საქმე იმაშია, საიდამ და როგორ მორიგდეს! ამბობენ, მორიგება შეიძლება მოხდეს, თუ რესპუბლიკელთა და მის მოწინააღმდეგეთა შუაგულთა დასთა ერთმანეთში მორიგებენო და მათგან პალატის უმრავლესობას შეადგენენო. ხოლო შვიდი წელიწადია რაც ამას სცდილობენ, მაგრამ ამ შუაგულთა დასთა ერთს აზრზედ დაყენება ვერას გზით ვერ მოახერხეს. ეხლა რაღა იმედი უნდა იყოს. როცა ამ ორთა დასთა შორის უფრო გაბოროტებული მტრობაა დათესილი!

ერთის სიტყვით, ხვალინდელის დღისა ნამდვილი არავინ იცის და ყოველივე საეჭვოა.

ესეა თუ ისე, ჯერ-ჯერობით არც მაკ-მაგონი იძვრის თავისის ტახტიდამ და არც მისი სამინისტრო, რომელიც შეჰსდგომია თავისებურს ფაცა-ფუცს დეპარტამენტების არჩევანის გამო. 22-ს ოკტომბერს დანიშნულია ეს არჩევანი და ეხლა ამაზედ არის მიქცეული ყურადღება სამინისტროსი და თვით რესპუბლიკელებისაც რა არის ამის მიზეზი? ის არის, რომ 1879 წელს ერთი მესამედი სენატის წევრთაგან უნდა გადადგეს და მათ მაგიერ ახალნი ამორჩეულ იქმნან. ამორჩევლნი მათნი, კანონით, ისინი იქმნებიან, ვისაც 22 ოკტომბერს ამოირჩევენ დეპარტამენტების და ოლქის საბჭოებში წევრად. რადგანაც 1880 წ. მაკ–მაგონსაც პრეზიდენტობის ყავლი უსრულდება, და ამას შემდეგ ახალი პრეზიდენტი უნდა ამოირჩიონ და რადგანაც სენატმა და პალატმა ერთად უნდა მოახდინონ ეს ამორჩევა, ამიტომაც ადვილი მისახდომია, რომ როგოც რესპუბლიკელნი, ისე რესპუბლიკის მტერნიც ამ ჟამად ძალიან ეცდებიან, რომ თავ-თავისი მომხრენი გაიყვანონ დეპარტამენტების არჩევანში. ამ სახით, სამინისტროსა და რესპუბლიკელთ შორის ბრძოლა კიდევ შეუწყვეტელ იქმნება ჯერხნად 22-ს ოკტომერამდე. ამ დეპარტამენტების არჩევანზედ, ჩვენის ფიქრით, დამოკიდებული იქმნება, ისიც თუ როგორ მოექცევა სამინისტრო ახალს პალატსა.

ეს განუსაზღვრელი და წინად უცნობელი გარემოება საფრანგეთისა გარედაც საქმეს უფუჭებს საფრანგეთს. თუმცა იტალიას და გერმანიას უხარიანთ, რომ, ცოტად თუ ბევრად, რესპუბლიკელთა გაიმარჯვეს, მაგრამ მაინც ეჭვში არიან და მაინც საფრანგეთის სამინისტროს ჰსწამობენ, რომ მას და კლერიკალებს კუდი-კუდზედ აქვსთ გადამბული. ამის გამო, ეს ორი სახელმწიფო, რომელთათ ვისაც კლერიკალების სადმე გაძლიერება უფრო საფრთხილებელია, ყოველს შემთხვევისთვის უფრო ურთიერთს უახლოვდებიან.

— რუსულ გაზეთში „Северный Вестник“– ში ჰსწერია: „პარიჟი 9-ს ოკტომბერს საღამოზედ. ნამდვილად სარწმუნო წეროდამ გვარწმუნებენ, რომ დიუფორი ლეონ-სე, კრისტოფლი, ვადდინგტონი და ლეონ-რენო მოუწვევია მაკ-მაგონს მინისტრებად, მაგრამ ამათ უარი უთქვამთ. ამათ გამოუცხადებიათ, რომ ჩვენ გვინდაო კანონ-მდებელთა პალატის თანახმად ვიმოქმედოთო და იმ უცილებლის პირობითაო, რომ მოხელენი, 16 მაისს შემდეგ გადაყენებულნი, სულ გადაყენებულნი იქმნან სამსახურიდამაო და ამასთანავე წინდრად გქონდეს რამეო, რომ მომავალში კიდევ ფათერაკი რამ არ მოგვიხდესო. ლეონ რენოს თავისით დაუმატებია, რომ მე გამბეტას და სხვა რესპუბლიკელთა მოთავების დაუკითხავად არას საქმეს ხელს არ მოვკიდებო. ამბობენ, რომ მთავრობა ხელახლად გადააყენებსო. პალატს. თუ შემოსავალ-გასავალის ანგარიშს არ დაამტკიცებსო. ხუთშაბათს ინგლისის გაზეთები აკრძალულ იქმნენ. ამაში ხედვენ ცუდს ნიშანს არეულობისას. ინგლისნი პარიჟიდამ გადიან.

ინგლისი. საკვირველი რამ არის ინგლისი! გამოვა ერთი მინისტრი და სადმე იტყვის მთავრობამ ეს უნდა ჰქმნასო; ახლა მეორე მინისტრი წამოდგება სადმე და იტყვის თითქმის მის წინააღმდეგს. მთავრობას ის კი არა, — ეს უნდაო. ინგლისელნი საქმიანი და ჭკვიანი ხალხნი არიან, ისინი უაზროდ ასე ღობე–ყურეს არ მოედებიან უმიზეზოდ ასე წინ და უკან სიარულს არ დაიწყობენ. ჩვენის ფიქრით, ეს ამიტომ მოხდება ხოლმე, რომ ინგლისის მინისტრები დიდად მორჩილნი არიან ხალხის სურვილისა და ძნელად გაბედამენ, რომ ხალხის დაუკითხავად იმოქმედონ რამე. ამიტომაც თუ სადმე ერთი მინისტრი ერთს ამბობს და მეორე-მეორესა, ამით ის უნდათ შეიტყონ, ხალხი ან ერთს აზრს როგორ მიიღებს, ან მეორეს, რომ სახვალიოდ სამინისტროც ისე მოიქცეს. რომ ინგლისში ხალხი არც ერთის მინისტრის სიტყვას უყურადღებოდ არ დააგდებს ხოლმე, რომ ინგლისის ჟურნალ-გაზეთობა მაშინვე ასწონს და დასწონს ხოლმე თვითვეულს ამ გვარს სიტყვას; რომ ინგლისის ჟურნალ-გაზეთობა ნამდვილი და დაუბრკოლებული გამომთქმელია ხალხის სურვილისა, აზრისა — ეს ყველამ იცის სხვაფრივ ძნელად თუ აისხნება ის შემთხვევა, რომ ერთისა და იგივე მთავრობის წევრნი, ერთსა და იმავე საგანზედ საჯაროდ ორნაირს აზრს გამოჰსთქმენ ხოლმე, მერე სადა? ინგლისში, სადაც თითქმის შეურყეველ წესად არის მიღებული, რომ სამინისტროს წევრი, თუ რაიმე სამინისტროს აზრს არ ეთანხმება, უნდა გადადგეს ხოლმე.

აი ეხლაც მოხდა ამისთანა შემთხვევა ინგლისშია. როცა ხმა მივიდა, რომ მცირე აზიაში რუსებმა გაიმარჯვეს, ფოშტის მინისტრს ლორდს მანნერზს წარმოუთქვამს საჯაროდ სხვათა შორის შემდეგი სიტყვა: „ინგლისის მთავრობა მზად არის შუამდგომლობა გასწიოს ომის მოსასპობლად. შესაძლოა მოისპოს ომი ისე, რომ ორივე მხრის სამხედრო სახელიც დაკმაყოფილებული იყოს და ევროპიის ინტერესებიც ჯეროვანად და სამართლიანად დაცულ იქმნან“.

მეორე მინისტრს სალისბერს, თითქო ამის პასუხად, ბრადფორდში უთქვამს, რომ ინგლისი. რასაკვირველია, დიდად ეცდება რომ მეომარნი შეარიგოსო, მხოლოდ ეგ ცდა მაშინ იქნება საიმედო, როცა ან ერთი მხარე საბოლოოდ გაიმარჯვებს მეორეზედაო, ან როცა ერთს რომელსამე მხარეს სრულად შემოაკლდება ბრძოლისათვის ღონეო. ინგლისს, სალისბერის სიტყვით, არა ვინ არ დაუშლის რჩევა რამ მისცეს ან ერთს მხარეს, ან მეორესა, მაგრამ ამაზედ მეტის იმედი კი ნუ ექნებაო, რადგანაც ინგლისი საომრად უღონო და სუსტიაო. კის შემწეობით შეუძლიან ინგლისს თავის რჩევას უკან ზარბაზნები ამოუფაროსო? ევროპაში მარტო ერთი ავსტრიაო, ამბობს სალისბერი, რომელიც ჩვენ მხარეს დაიჭერდაო, მაგრამ ერთი რომ მასაც შინაურობაში თავისი სატკივარი აქვსო, მეორე რომ აღმოსავლეთის საქმეში ჩვენი ინტერესები და მისი ინტერესები ერთად თავს არ მოდიანო. ყოველ ამის გამო. ლორდ სალისბერი იმ აზრზედ დგას, რომ ისა სჯობია ინგლისმა ამ ხანად მეგობრობის მეტი არა გამოიჩინოს რა მეომართადმი და შერიგების ცდას არ შეუდგესო.

ერთის სიტყვით, ერთი მინისტრი ამბობს ეხლა დროა მეომართა შუა ჩავდგეთო და ომი მოვასპობინოთო, მეორე ამბობს ჯერ ადრეაო; დროას დავაცადოთო რომ, რომელიმე მხარემ ან ძალიან გაიმარჯვოსო. ან კიდევ ღონიდამ დაიცალოსო.

ავსტრი-ვენგრია. ლორდ სელისბერის სიტყვისა არ იყოს, მართლადა, ინგლისი არა გვგონია თავის გულისთქმას აჰყვეს უავსტრიოდ. ავსტრია კიდევ იმისთანა მდგომარეობაშია, რომ ერთი ნაწილი თავის ქვეშევრდო მებისა (ვენგრიელები) ოსმალოსაგენ ეწევიან და თვითონ ავსტრიის საკუთარი ინტერესები კი იძულებული ხდიან ავსტრია არ გადუდგეს სამთა იმპერატორთა კავშირსა. არვინ იცის როგორ გადურჩება ავსტრია ამ განსაცდელსა და როცა საქმე გაჭირდება საიდ გაიწევს. ავსტრიის საქციელზედ ბევრი რამ არის დამოკიდებული არამც თუ აღმოსავლეთის საქმეში, არამედ დასავლეთის, ესე იგი, მთელის ევროპიის საქმეშიაც. აი რას იწერება ერთის რუსის გაზეთის კორრესპონდენტი ვენიდამ: „დღეს საქმე შემდგარია არა მარტო რუსეთისა და ოსმალოს შორის ბრძოლაზედა. თვალწინ გვიდგა სხვა ახალი გარდასავალი, სხვა ახალი ბრძოლა, რომელიც უნდა მოედოს სხვა და სხვა ისტორიულთ მიზეზისაგამო, არამც თუ ევროპის აღმოსავლეთს, არამედ დასავლეთსაც. ეგ ბრძოლა სტყდება ახალისა და ძველის ევროპის შორის. ამ ბრძოლაში ჩართულ იქმნებიან ერთნაირად ინტერესები გერმანიის, იტალიისა და რუსეთისა სლავიანებითუთრ.“

ზოგიერთი ჩეხის გაზეთები (ჩეხები სლავიანები არიან, ავსტრიის ხელქვევითნი) ამბობენ: „ჩეხები რუსებისაგან არასფერს არ უნდა მოელოდნენ, რადგანაც რუსეთი ამ ომის გამო ისე დაუძლურდება, რომ რამდენსამე წელს ღონეს ვერ შეიკრეფს. გერმანიამ შეატოპინა რუსეთს ამ ომში მაშინ, როდესაც რუსეთი სრულად მოუმზადებელი იყო. ბისმარკს უნდოდა ამით აექოთებინა ევროპიის საქმეები და ამ აქოთებსა და არეულობაში გურმანისთვის რასმეს გამორჩენილიყო. თუმცა თვითონ ავსტრიის იმპერატორს კეთილი სურს რუსეთისათვის, მაგრამ იძულებულია ყური ათხოვოს ვენგრიასაც, რომელიც რუსეთთან ომის ატეხისათვის აგრე მედგრად იღვწის. ხოლო გერმანია, რაც უნდა იყოს, ნებას არ მისცემს ავსტრიას, რომ ომში ჩაერივოს. ამ გარემოებით მოცული ჩეხის ხალხის არსებობა დიდს განსაცდელშია და თვით რუსეთისათვისაც საშიშარია გერმანიის ასე გაძლიერება რუსეთმა ან მალე უნდა გაიმარჯვოს, ან არა და უნდა მალე მოურიგდეს ოსმალსა. თუ ან ერთი მოხდა ან მეორე, დიდად სასარგებლო იქნება რუსეთისთვისაც და თითქმის ერთობ სლავიანებისათვისაც. მაგრამ სლავიანების სარგებლობა კი დიდად საიმედო არ არის, რადგანაც გერმანია არასგზით არ შეიწყნარებს სლავიანობის გავრცელებას, ნამეტნავად ავსტრიაში. რუსეთი უნდა უფთხილდეს და ნემენცობას ფეხი არ გაადგმევინოს თავის დასავლეთის მხარეში,— რუსეთმა უნდა შეირიგოს პოლშა. ეგ შერიგება უფრო ბევრს სიკეთეს მოუტანს სლავიანებს, ვიდრე ბოლგარიის დაპყრობა.“

ეჭვით მაუურებულნი დიპლომატები დიდს ფაცა-ფუცს შეუდგნენ მის გამო, რომ იტალიის პალატის პრეზიდენტი კრისპი ამ ჟამად, ვენაში მივიდა, მოიარა პარიჟი და ბერლინი. ამას რასაკვირველია, საპოლიტიკო მნიშვნელობას აძლევენ. თვითონ კრისპი კი თითქმის ეფიცება, რომ მე ჩემდა მოვსულვარო, არავისაგან არაფრის მონდობილობა არა მაქვსო, ხოლო მე მსურდა ევროპისათვის დამეხედანო და ზოგიერთ დიპლომატების აზრი მეცნოო აწინდელის პოლიტიკის მდინარეობის შესახებ. რასაკვირველია კრისპის სიტყვები არა ვის არა სჯერა და ფიქრობენ რომ ამისთანა კაცის სიარული ავსტრიაში უმიზეზო არ იქნებაო, ყველა ეს წვრილი და სხვილი ამბები ერთად მოგროვილი რაღაცას უქადის ევროპასა და ამ ქადილს მომავალი გამოაჩენს.

ოსმალეთი. ნემენცურს გაზეთში მოყვანილია სტამბოლიდამ ერთი კორრესპონდენცია, რომელშიაც სხვათა შორის სწერია: „როგორც სულთანის სასახლეში, აგრეთვე ოსმალოს სამინისტროში როგორღაც იმედი გადასწყვეტიათ. ამ უიმედობამ, რასაკვირველია, შერიგების სურვილი წამოაყენა და აქ მოწადინებულნიც არიან, რომ ეს შერიგება ჩამოვარდეს ევროპიის სახელმწიფოთა შუამდგომლობით. ნამდვილად ცნობილია, რომ სულთანს აბდულ გამიდს და მისს დიდს ვეზირს ავსტრიის და გერმანიის ელჩთათვის გამოუცხადებიათ სურვილი, რომ ამ ომს ბოლო რითმე მოეღოს.“

სერბია. ბელგრადის კორრესპონდენტი ინგლისის გაზეთის Times-ისა იწერება შემდეგს: თუმცა სერბიის მთავრობამ შეუთვალა ოსმალოს, რომ ომში მონაწილეობას არ მივიღებო, მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ სერბია ჯერ მზად არ არის საომრად და ელის მარჯვეს შემთხვევას, რომ ოსმალეთს ომი გამოუცხადოს. თუ ნამეტნავად რუსები პლევნას აიღებენ, ან ოსმან-ფაშის ჯარს დაამარცხებენ, სერბია მაშინვე ომს დაიწყებს ოსმალეთთანა.

ჩერნოგორია. სტამბოლიდამ იწერებიან 4-ს ოკტომბერს, რომ მემედ ალის მიანდესო. ჩერნოგორიასთან შერიგების თაობაზედ მოლაპარაკებას შეუდგესო იმ პირობით, რომ მთავარს ნიკოლოოზს დაუთმოს ის ნაწილი ჰერცოგოვინისა, რომელიც ომით დაპყრობილი აქვსო. ეს იმისათვის სურსო. ოსმალეთსაო, რომ ჰერცოგოვინიდამ და ალბანიიდამ მოცლილი ჯარი სერბიის სამზღვარს მიმართოსო. ხმა არისო, რომ ჩერნოგორია სპუჟსა და პოდგორიცზე დაცემას აპირობსო.

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

გაზეთის „Kавказ“-ის კორრესპონდენტი კიურუკდარიდამ 13 ოკტომბერს იწერება: „ყარაიალის მოცემაზედ ლაპარაკია გამართული. 13 ოკტომბერს მოვიდნენ იქიდამ გამოგზავნილნი დესპანები. ყარსის მცხოვრებთა სურთ ყარსის მოცემა; მეციხოვნეთა უფროსს (კამენდანტს) ვერც ჰო გაუბედნია და ვერც არა.

ტერღუქასოვი ჰსდევნის იზმაილ-ფაშას და ყარაკილისამდე მივიდა. გეიმანი გადვიდა სოღანლუღს, ისწრაფის აზრუმის გზა ოსმალთ გადუჭრასო.“

– იგივე კორრესპონდენტი იწერება 15 ოკტომბერს გუმბრიდამ (ალექსანდროპოლიდამ); იზმაილ-ფაშა თავისის ჯარით მირბის არზრუმისაკენ და გზა-და-გზა სტოვებს და ახდენს რამდენიმე მილიონის სურსათსა და სხვა სამხედრო სახმარისსა. ტერღუქასოვი ზედ ფეხის კვალზედ მისდევს. ჩვენი ცხენოსანი ჯარი ბაიაზეთში შევიდა, მრავალი თოფი და სურსათი იპოვეს. 12-ს ოკტომბერს ტერღუქასოვმა ღამე გაატარა სურფ–ოჰანესში და მეწინავე ჯარმა კი ყარაკილისში. გეიმანი თავისის ჯარით 11-ს ოკტომბერს წავიდა და ისწრაფის გზა გაადუჭრას სოღანლუღზე იზმაილ-ფაშას. მუხთარ–ფაშა არზრუმშია, მისი გადარჩენილი ჯარი და მასთან კუნდუსოვი და უაზიმაღომა (შამილის შვილი) ზივინშია. ყარსი სულ გარ-შემორტყმულია ყოველმხრივ, ტელეგრაფი, არზრუმისა და ყარსის შუა, აშლილია. დიდი მზადებაა რომ ყარსს ზარბაზნის სროლა დაუწყონ. გუშინ ოთხი ბატალიონი ოსმალო გამოვიდა ყარსიდამ, ჩვენის ჯარის გარღვევა უნდოდა და გასვლა, მაგრამ უკუვ-ქცეულ იქმნენ. თახთინას და ყაგიზმანის სანჯაკმა მორჩილობა გამოაცხადა.

— იგივე კორრესპონდენტი იწერება ვიზინკევიდამ 17 ოკტომბერს კორპუსის წინამძღვარს ეს-ეს არის მოუვიდა მოხსენება, რომ ღენერალი ტერ-ღუქასოვი შეჰყრია ღენერალს გეიმანს ეპრიკეაში და ორნივ ერთად ზედ ფეხის კვალზედ მისდევენ იზმაილ ფაშას. დღეს ღამით იდგომილებენ ჰასან-კალაში, ოც და ათს ვერსტზედ არზრუმიდამ.

— იგივე კორრესპონდენტი იწერება კიურუკ-დარიდამ 18 ოკტომბერს: „ქალაქი ყაგიზმანი უომრად დაიპყრა ჩვენმა ქურთის მილიციამ აშრაფ-ბეგის წინამძღომლობით. ამ ქალაქის სანჯაყში ჩვენი მმართველობა დაარსდა. ყარსთან მოლაპარაკება შევწყვიტეთ,უფრო მჭიდროდ გარს შემოვერტყენით. ზარბაზნის სროლა დავუწყეთ.“

— მთავრობის დეპეშები 16 ოკტომბრიდამ გვატყობინებენ, რომ ტერღუქასოვის ჯარი, რომელიც 6 ოკტომბერს უკან გამოუდგა, ჰსდევს. იზმაილ-ფაშის ჯარს, 13-ს. ოკტომბერს ყარაკილისში მისულა და იზმაილ- ფაშა კი ამ დღეს ზეიდუკენში გასულა. თიქმიდამ 10-ს ოკტომბერს ჩვენის უმთავრესის ჯარიდამ ცალკე ჯარი ღენერალ გეიმანისთვის მიუნდვიათ და გაუგზავნიათ სოღანლუღის იქით ხოროსანისა და კეპრიკეისაკენ.

დაღესტანში გამდგარნი ჯერ კიდევ მაგარზედ დგანან; 5-ს ოკტომბერს პოლკოვნიკის ნაკაშიძის ჯარს დაუმარცხებია დიდ ძალი რცხვი გამდგართა. 16 ოკტომბერს ჭამალალის ხეობაში პოლკოვნიკის ტიხონოვის ჯარს კვლავ დაუმარცხებია გამდგარნი. სამურის ოლქაში ეხლა უფრო გაძლიერდა აჯანყება, რადგანაც ამ ჟამად ავდრებისაგამო გზები გაფუჭებულია და ჯარისთვის გავლა ძნელია. ახლად შედგენილი ჯარი რიცხვით რვა ბატალიონი თვით ღენერალ-ადიულანტის თავად მელიქის. შვილის წინამძღვანობით 8-ს ოკტომბერს შურიდამ მთებისაკენ გაემგზავრა.

დუნაიიდამ და ბალკანიდამ მხოლოდ შემდეგი შესანიშნავი ამბები მოვიდა.

მთავრობის დეპეშა 13-ს ოკტომბრიდამ გამოგზავნილი ტუჩუნიციდამ გვაცნობებს შემდეგს:

— გუშინ ღენერალმა გურკომ თავისის ჯარით, რომელშიაც გვარდიაც ერია, ათის საათის საშინელის ბრძოლის შემდეგ აიღო ძალიან გამაგრებული სანგალი ოსმალოსი გორნი დუბნიაკის და ტელეშინის შუა და სოფიის გზა-ტკეცილზედ (შოსსზედ) გამაგრდა. ტყვედ დარჩა ახმედ-ავნი-ფაშა თავისის შტაბის უფროსი, ბევრი აფიცერი, სამი ათასამდე ჯარის კაცი და მთელი პოლკი ცხენოსანის ჯარისა; წაართვა ოთხი ზარბაზანი, ბევრი თოფი და ტყვია-წამალი. ჩვენი ზარალი ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილი. გუშინ მემკვიდრე ცესარევიჩის ჯარში თარეშობის დროს მოკლეს თავადი სერგეი მაქსიმილიანისძე, რომელსაც ტყვია თავში მოხვდა და იქავ მკვდარი დაეცა.

— მთავრობისავე დეპეშა გვაცნობებს პორდიმიდამ 14 ოკტომბერს: „გუშინ მთავარ-სარდალმა დაიარა ნაომარი ადგილი გორნი — დუბნიაკთან და გასინჯა ჩვენგან დაპყრობილი სიმაგრენი. ჯარი აღტაცებულია თვისის სახელოვანის გამარჯვებისა გამო 42-ს ოკტომბერს. ყოველი, ღენერლიდამ მოკიდებული ჯარის-კაცამდე, მოქცეულა ისე, როგორც გმირი. ჩვენი ზარალი ათას კაცამდეა, ოსმალთა ზარალიც მაგ რიცხვამდეა. ტყვედ დარჩენილი აფიცრები ოთხმოცია, დავლად დაგვჩა ბაირაღი და ოთსი ზარბაზანი.

4 „ივერიის“ კორრესპონდენციები

▲back to top


„ივერიის“ კორრესპონდენციები

საგარეჯო. 4 ოკტომბერს. საგარეჯოში და მის, ახლო-მახლო სოფლებში საშინლად არის გავრცელებული ციებ-ცხელება, და და ყოველ დღე სამი-ოთხი ხდება მსხვერპლად ამ სატკივრისა. ამასთანავე არის გავრცელებული ყვავილი და წითელა. ეს უფრო მუსრს ავლებს ყმაწვილებს; მაგრამ ამ ხალხის საქმე გასაკვირველია: მცრელი თურმე ყოველ წლივ კარი-კარს დაიარება, მაგრამ არ აცრევინებენ. ამითი ხო ამ უბედურებას თავიდან აიცდენდნენ? რად უყურებენ აცვრას ასე ეჭვით და შიშით, ახლაც არ მეყურება.

რაც შეეხება ციებ-ცხელებას, ნახევარი ხალხი მეტი ავად იმყოფება ამ სენით. გზაზე რო გაიაროთ რამდენს ნახავთ სოფელ საგარეჯოში ჯოხზე დაბჯენილ გლეხებს ლასლასით მატარებლებს. თითქმის ყოველ დღე ვხედავ, მოდიან შაქარა მდივანოვის დუქანში (ღმერთმა უშველოს ამის მეტს არავის აქვს ქინაქინი,) ყიდულობენ ქინაქინს, ჰყრიან არაყში და ისე სმენ, ზოგი თითო დალევით რჩებიან, განსაკუთრებით ისინ ვინც ახლად არიან გამხდარნი ავად, ზოგნი კი საყვედურს ეუბნებიან: „კაცო შენმა წამალმა არ გასჭრა ჩვენებიანთ ბიჭი კი მორჩა და მე კი არაო.“ ასე ჰგონიათ უსათუოდ ერთი დალევა ყველას გაასაღებსო. აი ამისთანა ამბავია ამ საგარეჯოში და მის ახლო-მახლ სოფლებში და ერთი ექიმი კი არ მოიპოვება! ექიმს ვინ ჩივის, უბრალო ხარდალიც (გარციცა) არ იშოვება, კიდევ მადრიელნი უნდა ვიყვეთ შაქარა მდივანოვის რომელსაც ხანდახან აქვს ხოლმე ქინაქინი, ზეთი და ხარდალიცა . ამ მაზრაში ისეთი მოთხოვნილებაა ექიმისა, რო მეტი არ შეიძლება ხუთმეტს ენკენისთვეს გუბერნიის ექიმი მოვიდა საქონლის ჭირის თაობაზე, და ჩემთან ჩამოხდა. გაიგო ხალხმა ეს თუ არა, მოდიოდნენ და მეხვეწებოდნენ რო თუ მაგ ექიმს აქვს რამე წამლობა ციებ-ცხელებისა, მოგვყიდოსო. რასაკვირველია ამასთან რა წამლები ექნებოდა ხოლო ერთ ადგილას კი წაიყვანეს და ავათმყოფი აჩვენეს, რომელსაც წამალის რეცეპტი დაუწერა. ერთის სიტყვით, ქალაქიდამ მოსული რუსულ ქუდა რო დაინახონ, ექიმი გონიათ ამ საცოდავებს. აი ამაზე რა მიანბო ერთმა გაყვითლებულმა და ჩამომდნარმა გლეხმა ერთ ტყუილა ექიმზე, როცა მე ვკითხე: რატო მაშინვე არ დალიე ეგ ქინაქინი, როცა პირველად გაგაცია? — ღმერთმა დაღუპოს შენი ჭირიმე ბაჯაღაანთ ქალიშვილის ოჯახი, იმან მითხრა ისეთ ჯულაბ დაგალევინებო, რო. ახლად დაბადებულ ყმაწვილს დაემგზავსოვო, მხოლოდ კი ერთი მანეთი უნდა მომცე წამლის ფასიო. ჯერ სამი აბაზი ვაძლიე, მერე ოთხი და ბოლოს ვიფიქრე თუ ყმაწვილივით გამხდის, ჯანი გავარდეს ერთი მანეთი საცა უნდა იყვეს. მივეცი ერთ მანეთი. დამალევინა სტაქნით თფილის წყლით შეზავებული რაღაც წამალი: მასაქმა და მითხრა ახლაკი მორჩებიო. მაგრამ უარესი მამივიდა. ნეტავ ამ სოფელში ან ექი მომოიპოვებოდეს და ან წამალი, შენიჭირიმე. ეს ბანკი ხო გაგვიხსენით; ერთი ისიც ეცადე როგორმე რო ექიმიც გაგვიჩინოთ. რასაც მომთხოვენ მივცემ. აი ამას ამბობდა საწყალი გლეხი.

როგორც შევიტყე ივრის დამზოგველ მომხმარებელის საზოგადოების წესდების დამტკიცებულა მთავრობისაგან. ახლა იგი თვითონ ეცდება ამ მოთხოვნილებაში დააკმაყოფილოს ხალხი. ამ ამხანაგობას შეუძლიან იქონიოს პატარა აფთექი და ერთი ექიმი. ამ სოფელ საგარეჯოში იმართება საკუთარი კომიტეტი ექიმის მოწვევის თაობაზე. ეს კომიტეტი ეცდება იშოვოს ხელის მომწერლები, რომლებიც სურვილისამებრ იკისრებენ ყოველწლივ რამდენიმე მანეთის შეწირვას. კომიტეტი ამ შენაწირ ფულებს მიიღებს და ჯამაგირად დაუნიშნავს მოწვეულ ექიმს. ექიმის მოვალეობა იქნება იმ წევრების სახლში, რომლებიც მონაწილენი იქნებიან შენაწირ ფულში უფასოდ იაროს ავათმყოფების სანახავად. რასაკვირველია, კომიტეტი ეცდება რო ღარიბ-გლეხების სახლშიაც ექიმმა უფასოდ იაროს და არავითარი მათგან სასყიდელი არ აიღოს. ამ კომიტეტის დაარსებაზე ძალიან ვცდილობთ მე თითონ, ფრიდონ ივანეს ძე ჯაბადარი და მღ. თეოდორე გულისოვი.

ა. კავთელი.

5 ზოგიერთი რამ

▲back to top


ზოგიერთი რამ

ვინა ჰსთქვა, რომ თელავში „ილიუმინაცია“ არ იციანო?! თქვენ უნდა გენახათ ღვინობისთვის 6-ს რა ამბები იყო თელავის „ბულვარზე!“ (ასე უწოდებენ თელავის საზოგადო ბაღს და მის წინ ქუჩას). 5 ღვინობისთვეს მოვიდა თელავში ალაზნის პირის ჯარის უფროსის თ. ს. ორბელიანისაგან ტელეგრამმა (ჩაფრის ხელით), რომელმაც ფეხზე წამოაყენა მთელი თელავი. ტელეგრამმამ გვაცნობა, რომ მუხთარ-ფაშის მხედრობა ყარსიდგან მოუწყვეტია და დაუმარცხებია ჩვენს ჯარსაო. უნდა გეყურებინათ ჩვენი გაბღინძული სომხებისთვინ, რა ამბავში იყვნენ: აქა-იქ იდგნენ გროვად ჯგუფ-ჯგუფად და ტელეგრამმის შინაარს ხომ არ სჯერდებობდნენ!.. ბატონო, აქაო და მუხთარ-ფაშა დაამარცხესო, ჩვენმა ფაშვ-გადმოგდებულებმა კაცი- ყლაპიებმა ძალ-უნებურად „ნახევარი ყარსიც ააღებინეს ჩვენს ჯარს.... მაგრამ დავანებოთ თავი ამ სომხებს, რადგანაც ყველა ამათზე ლაპარაკობს და ჰსწერს და შევუდგეთ – 6 ღვინობისთვის „ილიუმინაციას.„ 5-ს ჯერ წიოსო, რომ შეგეცოდებოდათ. ვინ ისროდა ზარბაზანს? – ხარაზი ნასყიდა. მკითხველი იქნება გაკვირდეს: დიდოელების აჯანყების დროს წამალი არ იყო თელავშიო და ეხლა ვინ მისცათო? თელაველებს ეხლა ბევრი წამალი მოუვიდათ თბილისიდამ – ორმოც-დაათი ფუთი! ამითა აქვთ დიდი გული?

ახლა უნდა გენახათ საღამოზე რა „ფოკუსები“ გააკეთეს. მთელი ბაღი სულ ქონის ჭრაქის ჩირაღდებით და კუპრის მაშხალებით იყო განათებული. ბაღის წინ კიდენ შუშხუნები, რაღაც ჩარხები სხვა და სხვა ფერად შეღებილი და რა ვიცი რა არ იყო?! რასაკვირველია „დუხოვაია მუზიკაც“ გახლდათ, ერთი ხომ არა, სამი ზურნა. ბაღი სავსე იყო. ხალხით, რომელთა შორის მომეტებული ნაწილი ქალები იყვნენ. მაგრამ რა მშვენიერი სუნი იდგა ბაღში ვინც ამ დღეს აქ არ იყო ვერ წარმოიდგენს. ერთი ისეთი აყროლებული იყო ქონის და კუპრის სუნით, რომ თელაველ ნაზად გაზრდილ ქალს გულს შეუწუხებდა, მაგრამ საზოგადოდ თელაველი ქალები ამ მყრალ სუნს არ ეპუებოდნენ, რადგანაც ამ საღამოსთანა ამბავი — როგორც დამარწმუნეს ზოგიერთმა პირებმა—თავის დღეში არ უნახავთ. ასეთი ბაასი, ლაჟღანდარობა და ხარხარი ჰქონდათ, რომ უცხო კაცი გაგიჟდებოდა. ძალიან მგრძნობელნი და მიმყოლნი ყოფილან აქაური ქალები, მაგრამ ჭკვით კი ღმერთმა შეინახოს! საკვირველია, რომ თელაველი ქალები უცხო ქვეყნელს (ვინც და როგორიც უნდა იყოს) უფრო. მისდევენ, ვიდრე კახელებს; აბა აქა სრულდება ანდაზა „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“ აი! ეს ხომ ასე, მაგრამ ზოგი სხვა რამეზეცა ვსთქვათ.

X

საკვირველია, რომ ამ უკანასკნელ დროს კახეთში ძალიან გახშირდნენ კორრესპონდეტები, მაგრამ საუბედუროდ ბევრ ჭორებს ავრცელებენ კახეთზე ზოგჯერ; აი, მაგალითად, რას იწერება მე-29 № „ივერიაში“ თავის „გაკვრით“-ში უფ. „დ. რ.“: „თელავის სასულიერო სასწავლებლის წევრი (უფ. დ. რ.! ჯერ ისიც არ იცით თქვენ, რომ მ. ხელაევი წევრად აღარ არის?) და მეკუჭნავე (ეკონომოსი) მღვდელი მ. ხელაევი, რომლის აუარებელ პატიოსნებაზედ და საზოგადო საქმისთვის განწირულებაზედ მოგვითხრობს „ივერიის“ კორრესპონდენტი .......“ ორგან სამგან მითხრესო, რომ ამ საზოგადო საქმის მომჭირნეს ადამიანს სასწავლებლისათვის ხელთსახოცის (სალფეტკის) პირები შემოუკერვინებია თავისის მეუღლისათვის და თვითეულის შემოკერებაში თითო აბაზი უძლევია იმავე სასწავლებლის ფულებიდამაო.....ეს სიტყვები ისეთი ცილის წამებაა მ. მ. ხელაევზე, რომ მე მიკვირს როგორ არ შეაწუხა სინიდისმა უფ. დ. რ. ამ სიტყვების დაწერის დროს. ზემოთ მოყვანილი სიცრუვე ცხადად სჩანს გასავლის წიგნიდგან, რომელშიაც აშკარად არის ჩაწერილი, რომ „თითო დუჟინი ხელსახოცი შემოკერებით და სყიდვით ორ ორ მანეთათ არის დამჯდარი“ აბა ერთი მითხარით, თუ თითო ხელთსახოცის შემოკერებაში მ. ხელნევი თითო აბაზს აძლევდა — ამ შემთხვევაში თით აბაზი კი არა, მეტი უნდა ღირდერს თითო ცალი — ერთი შურით მაინც, რაც უნდა იყოს. ეჰ ეტყობა უფ. დ. რ. ჭორების მოყვარული ყოფილა, თორემ ის დალოცვილი მივიდოდა სასულიერო სასწავლებელში, ჰკითხავდა, გაიგებდა სწორედ და ისე დასწერდა; თორემ რასაც ჭორს გაიგებს ყველა ის რო წეროს — ერი ჰა! სად წავა? ქვეყანას ჭორებით ვერ დააჯერებს და ვერ გაანათლებს....

X

დიდება ღმერთს! ძლივს არ დავინახე თელავში ტელეგრაფის მართული! სტანციაც მზად არის თავის უფროსით (ნაჩალნიკით), მაგრამ ჯერ მართული თელავიდამ მხოლოდ 26-ს ვერსტზეა გაბმული. ამბობენ ამ ორ კვირაში იქნება მზათაო, ღმერთმა ინებოს, რადგანაც თელავში და საზოგადოდ კახეთში ორჯერ მოდის მხოლოდ ფოშტა, ჩვენ თითქმის დაძველებული ამბებიღა მოგვდის ბრძოლის ველიდამ და იქნება ტელეგრაფი რომ გაიხსნას, მაშინ მაინც გვეღირსოს ყოველ დღე ტელეგრამმის მიღება ბრძოლის ველიდამ მოსულის ამბებით. „მაგრამ ამაო, ჩემო ფიქრებო, არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა! სად თელაველები, სად ტელეგრამმის დაბარება! განა თელაველებს ტელეგრამმის დარდი აქვთ?! „ალიას დარდი რა არის? — ფლავიო!, თელაველების დარდი რაღა არის? — ღვინო, და ლოთობა! კიდევ? ღარიბის ხალხის მოტყუება (ვაჭრები მყვანან სახეში) და გაღარცვლა; აი თელაველების დარდი! ამათ ფეხებზე კიდიათ: თითონ კი ოღონდ ზარალი ნუ მიეცემათ და თუნდა „ქვა-ქვაზედაც ნუ ყოფილა!„ აი, ჩემო ბატონო, ასე დაუდევარი გახლავან თელაველები! ტელეგრაფი რომ გაიხსნა ესეც დიდოელების ბრალი იყო, თორემ დიდოელები რომ არ აჯანებულიყვნენ, თელაველებს იქნება ამ საქმისათვის ყურიც თავის დღეში არ გაებერტყათ.

X

კახეთი. ღვინო თან-და-თან ძვირდება. პური და საზოგადოდ ხორაგი ლობიოს გარდა იაფია. ავათმყოფობა არა არის რა, გარდა წითელასი, მაგრამ წითელასაც მშვიდობიანად ხდილობენ. ქურდობა და ავაზაკობა არ არის რა. სიცივეები არ არის თუმცა, წვიმები ხშირი და თითქმის გაუწევეტელია. ჯეჯილები ამოსულია. საქონლის ავათმყოფობა მოშორდა კახეთს. კახეთში ამ ჟამად ოთხი მილიციაა შედგენილი რომლებშიაც თითოში 400 კაცია, ერთ ახალ, მაგრამ სამწუხარო ამბავსაც მოგწერთ: 29 ენკენისთვეს ღამის 7 საათზე დაეცნენ ლეკები სოფ. ნაფარეულის ახლოთ მშოვართ თ. ა. ჯორჯაძის საქონელს, რომელიც იყო სოფლის თავიდგან 6 ვერსტზედა; წაასხეს 130 სული კამბეჩები და ძროხები. მეორე დღეს მეძროხეების ქოხების ახლოს სამ-სამი მკვდარი მეძროხეები იპოვნეს, რომლებიც ათას ნაირად იყვნენ დაჩეხილნი და არც ერთს მათგანს ხელის მტევანი არა ქონდათ. სოფ. ნაფარეულში დიდოდგან ორი გზა ჩამოდის: ყადორისა და ანდარაზანისა. საკვირველია, რომ ამ გზებზე ყარაულები არ იდგნენ, როდესაც რომ ამ შემთხვევის წინა დღეებში, ორჯერ მოუვიდა მოწერილობა სოფლის ნაჩალნიკს კარდონის ნაჩალნიკის. თ. გ. ჯორჯაძისაგან, რომ მას სოფელში ჩამო სავლელ საეჭვო ადგილებზე უსათუოდ ყარაულები ჰყოლებოდა. ამ საქმეზედ სოფ. ნაფარეულის მამა - სახლისი მისცეს სამხედრო სასამართლო პასუხისგება- ში (Военный судъ). ჩვენ, რამდენათაც ამ საქმის გარემოება ვიცით თუ სოფლის ნაჩალნიკი არ არის დამნაშავე, მამასახლისის ბრალიც უფრო არ არის...

ქართველი.

ქ. თელავი.

1877 წ. 10 ღვინობისთვეს.

6 ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა

▲back to top


ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა

(შემდეგი)[1]

„ხალხს მხოლოთ განათლებით შეუძლია. გამდიდრდეს და და გონიერად გამოყენოს თავის შრომის ნაყოფი.“

ლავლეი.

„ცოდნა არის ძლიერება ანუ ძალა.“

ბეკონი.

„იგი არს საძირკველი ხალხს კეთილდღეობისა.“

ვივერშამ

II

ცხადია, რომ რასაც ხალხის სასარგებლოდ, მისის ყოფა-ცხოვრების გასამჯობინებლად, წინ-წასაწევად ჰმართვენ, ყოველს მას დიდი კავშირი უნდა ჰქონდეს ხალხის მოთხოვნილებასთან; იგი უნდა იყვეს პირდაპირ დადგენილი ხალხის მოთხოვნილებაზე, რომ სარგებლობა რამ მოიტანოს. თუ ეს ასეა, მაშ რაღა თქმა უნდა რომ სასოფლო სასწავლებელის, მომართვის, მოწყობილობის და დაფუძნების ჟამსაც კაცს უნდა ჰქონდეს თვალ წინ ხალხის მოთხოვნილება და ყოფა-ცხოვრება. აი ეს აზრი იძულებული გვხდის დაგიხატოთ ნათლად ჩვენი ხალხის ცხოვრება, რომ რა არის ნათლად წარმოვიდგინოთ სასოფლო სასწავლებელის ხასიათი.

ჩვენ არ გამოვუდგებით ვრცელს აღწერას ხალხის ცხოვრების ყოველ მხარეებისას და არც საჭიროა. განა მოიპოვება ვინმე ჩვენ შორის, რომელმაც ბევრათ თუ ცოტათ არ იცოდეს ჩვენის ხალხის ცხოვრება? აქ ჩვენ საგნისათვის ისიც საკმაო იქნება, თუ წარმოვიდგენთ ხალხის ცხოვრების სურათს. მაშ ამ სურათის დახატვას შევუდგეთ.

აი პირხმელი, ჭაღარაშერეული გლეხი. რვა დღის სახნავი მიწა აქვს. დღენახევრის ძველი ვენახი; და ერთის დღის ახალი ბაგა, რომელიც, დიდი ხანი არ არის, რაც უყიდნია ერთის თავადისაგან, ორის ურმის ხარ-კამბეჩი მყავს. მუშაობაში არავის ჩამორჩება დილით მოკიდვბული საღამომდინ წელებზე ფეხს იდგამს, თავის ოჯახის შვილებსაც ძრიელი ამუშავებს. რადგანაც ეს თავის სახლობითურთ ძრიელ გამრჯელია,თავისი მამული არ ყოფნის და სხვის მიწებს ხნავს საღალედ. მოსავალი ყოველ წლივ კარგი მოზდის. ასკოდამდინ პური მოზდის, ორმოც კოდამდინ სიმინდი, ფეტვი და ქერი, ორმოც კოკამდინ ღვინო. ამას გარდა ეს პირ-ხმელა კაცი ხშირათ ატარებს ურმებს ქირაზე და აქედამაც ამას კარგი გამორჩომა აქვს. როგორც ხედავს მკითხველი ეს გვარიან საშოვარშია. მაგრამ აბა ჩავაცქერდეთ ამის ყოფა–ცხოვრებას. ჯერეთ სახლი გავუშინჯოთ. კალო, საბძელი და ბოსელი კარები წინ აქვს. სახლის ერთის მხრით უყრია ნეხვი და მეორე მხრით ნაგავი. ნუ იფიქრებს, რომ მოხსენებულ გლეხს ცოტა ადგილი ჰქონდეს კარმიდამოსა თვის. არა, ამას ბევრი ადგილი აქვს; მაგრამ ყველაფერი ერთმანეთზე აქვს მიყრილი. კაცს ჰგონია ეს გლეხი აქ მდგომი არ არისო.

შევიდეთ ახლა სახლში. როგორიც წესი კარმიდამოზე, — ისეთი ამ ქვიტკირის დარბაზშიაც, რომლების კედლებიც ძალზეა შემურული კვარის ბოლისაგან. იქ მაწვნის ქილები დგას, აქ ღვედები და ურმის მოწყობილება აწყვია; ერთ კუნჭულში გოდორზე შეჭვარტლული ლოგინი აწყვია; კერა ქათმებს გამოუძეძიათ და იქაურობა და მოდებულია. აი ბავშვებიც ფეხშიშველები და თავშიშველები, ერთის დაგლეჯილის და ჭუჭუიანის პერანგის ამარას გარბიან და შერბიან სახლში. დედამთილი და ორი რძალი რაღასაც ფუსფუსებენ. დედამთილი ფეხ-შიშველაა, აცვია ათასნაირად დაკონკილი კაბა და თავზე ხურავს ისეთი ჭუჭუიანი თავშალი, რომ კაცს ჰგონია ეს არი ეხლა აუღია სანაგვეზედაო. რძლებს თუმცა დაფფხრეწილი კაბები არ აცვიათ, მაგრამ ამ კაბებს მგონი თავის დღეში არ ღირსებიათ გარეცხა. არც თავშალები ხურავთ მეტად სუფთები. მაგრამ რა უფრო აკვირვებს კაცს? ამათი დახეთქილი ფეხები. არც კაცებს აცვიათ კარგად. ჩვენს პირ–ხმელა და ჭაღარა შერეულ კაცს და მის ცოლიან შვილებს კი უყვართ ჩაცმა, მაგრამ წლითი-წლამდინ თითო წყვილ ნიფხავ-პერანგში ირთმევენ კი სულს. ამათი ჩოხები, მიფხრეწილ-მოვხრეწილები, სრულებით არ ჩაიცმევა; მაგრამ მაშინ როდესაც ესენი დაგლეჯილ პერანგებში და უმგზავს ჩოხებში სულს ირთმევენ წლითი-წლამდინ, იმ დროს ამათ კედელზე უკიდიათ ოცდახუთ მანეთიანი ჩოხები, რომლებიც იქნება წელიწადში ორჯერ არ ჩაიცვან. დედა-კაცებიც არ არიან უსაგარეო ტანისამოსოთ. ჭვარტლიან სკივრებში ამათაც უწევიათ ფარჩის კაბები და წნილისავებ ინახვენ; მხოლოდ დღეობებში იცმენ ხოლმე, რომ რა არი ხალხს დაენახვონ. ნუ იფიქრებ მკითხველო, რომ ამათი კუჭი მაინც უკეთეს მდგომარეობაში იყოს: წლითი-წლამდინ სულ ლობიოზე და სიმინდი ანუ ქერ-ნარევ პურზე არიან. მაგრამ თუ ბავშვი მონათლეს, ან ვინმე დააქორწილეს, მაშინ ესენი არაფერს არ დაზოგვენ. ერთ ქორწილში დახარჯვენ თითქმის ერთის წლის საზდოს. არც უბედურობის დროს არიან ხელ-მოჭერილნი. თავიანთის მკვდრის დასამარხავად ესენი რას ხარჯს არ მოერიდებიან და მთელ სოფელს შეჰყრიან. თუ მკითხავმა ურჩია სადმე წასვლა სალოცავად, მაშინაც არ დასტოვებენ თავიანთ კუჭს უპატიოთ. ასე ჩვენ პირ-ხმელა თავის ჯალაბითურთ ანუ ცრიელ პურზუ და ლობიოზეა, ანუ კიდევ, როცა დროება მოიტანს, ყელამდინ ძღება და სხვებსაც აძღობს.—ამ უსწორმასწორობას, ოღრო-ჩოღრობას ჩვენი გლეხის ყოფა-ცხოვრებაში უნდა დავუმატოთ კიდევ შემდეგი: უვალო გლეხი კაცი რომ ძნელად მოიძებნება და ამ ჩვენ პირ-ხმელა კაცსაც აქვს ვალი. ზოგი მამის დამარხვაზე დასდებია, ზოგი ქალის გათხოვებაზე, ზოგი კიდევ კამბეჩების ყიდვაზე და სხვ. მართალია დიდი ვალი არ აქვს. ხუთმეტი ანუ ათიოდე თუმანი რა ვალია? მაგრამ სარგებელი ამ ფულისა დიდია.

ხუმრობა საქმე არ არის, თუმანზე ორი კოდი სარგებელია, ანუ თუმანზე კოკა ტკბილია. აი კალო გალეწა პირ-ხმელა გლეხმა და თავს წაადგა აბრამა ურია. დიმიტრო! პირობაზე როგორა ხარ? როგორ უნდა ვიყვე. შენი პური მზდ არის, — და უწუავს ათს კოდს პურს. აი კიდევ ყურძენი დაწურა და ეწვია ახლა სხვა მოვალე. დიმიტრო! მაძლევ თუ არა ტკბილს? კარქი იქნება ამ წელიწადს დამითმო, ბიჭს ვაქორწილებ. ეუბნება დიმიტრა. მოვალე უარს ეუბნება და გლეხი უწვავს ხუთ კოკა ტკბილს ამაობაში ჩვენს პირ-ხმელა კაცს უმცირდება წლის მოსავალი. ვინ ჩამოსთვლის, თუ რანაირად ხელიდამ ეცლება ამას თავისი წლის საზრდო.

აი მეორე გლეხი. ამას ბატონის მიწა-წყალი უჭირავს, „ნადელში“ (წილად-ხდომილი მიწა) შეხვედრია ათის დღის მიწა და ერთის დღის ვენახი; ცოტაოდენი ნასყიდობაც აქვს. ორი-ურმის ხარ-კამბეჩი ებმება მუშობაშიაც ეს პირ-ხმელა გლეხს არ დაუარდება. მოსავალი მასაც ნაკლები არ მოზდის; მაგრამ ამას უფროს ცუდი ყოფა-ცხოვრება აქვს და მეტი სატანჯველიც. ჯერ ეს ერთი, რომ რა წამსაც რთველი მოატანს, უწინდელი ბატონი ეწვევა და ერთი ორ კვირას ჩაუდგება სახლში, რომ რა არი თავის მეოთხედები გამოართვას. ეს არაფერი. ამას რაღაც დავა ჰქონია ბატონთან მამულის თაობაზე, დიდი ვალი დაზდებია თავის უცოდინარობისა გამო, ბაზის ადგილას მანეთი უხარჯავს, მანეთის ადგილას თუმანი და საქმე კი ვერ მოუგია. ეს ვალი ამასაც ძნელ საქმეს უშვრება.

აი კიდევ მესამე გლეხი. ამას არაფრისაგან არაფერი არ აბადია; მხოლოდ ბატონისაგან ჰრგებია ერთის სახლის ადგილი და ერთი კვალი ვენახი, ამას ნუ უკითხავთ ნურც საბძელს და ნურც ბოსელს. რაც შეეხება სახლს, ეს სომ საკვირველი რამ არის? აი მიწის სახლი, რომელიც ძალზეა ჩამჯდარი დედა-მიწაში. კარები დასავლეთის მხრისაკენ აქვს და დიდი წვიმის დროს ნიაღვარი თავისულად შეუარდება ხოლმე შინ. ერთი ბანი აქვს ფანჯარაც ეს არის და ბუხარიც. ამ სახლის პატრონს ოთხი ბავშვი ჰყავს, ორი ვაჟი და ორი ქალი; სულ ექვსი სულნი ცხოვრობენ აღწერილ მიწის სახლში. აქვე ჰყავთ პატრონებს ქათმებიც და ინდურებიც. ამათი ცხოვრება ერთი რაღაც საცოდაობაა. ცარიელი მჭადიც კი სანატრელია, თორემ პურს ვინ იტყვის ლობიოს ჭამასაც ათასში ერთხელ ეღირსებიან ისიც, როცა მეზობლები მოა წოდებენ. რაც შეეხება ჩაცმა-დახურვას, ეს ხომ სათქმელი არ არის. ერთი დაგლეჯილი ჩოხა თავისის შესაფერის პერანგით და მის ამხანგით, აი ეს არის ტანსაცმელი სახლის უფროსისა. ბავშვები ხომ სრულიად თავ-შიშველები და ფეხ-შიშველები არიან, მხოლოდ დაძონძილი პერანგები აცვიათ. არც ბავშვების დედაა უკეთეს მდგომარეობაში. ამასაც დაკონკილებში და დაძონძილებში ამოსდის სული. ამათთვის არც ძილია ხეირიანი. კერას ახლოს უგიათ, ძველი ფარდაგი და ბაშვები ამ ფარდაგზე გოჭებისავით მოსწოლიან დედას ერთ ტურტლიან და დაგლეჯილის საბნის ქვეშ. მათ მამას კიდევ კუნჭულში წაუგია რაღაც ჩული და ზედ თავისი ჩოხა წაუხურავს. ეს არის ამ საწყლების ყოფა-ცხოვრება.

ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს გლეხი ამ სიღარიბეშია თავისის ზარმაცობის წყალობით. უსინიდისობა იქნება, რომ კაცმა ამას ზარმაცობა დასწამოს. გათენდება თუ არა, საწყალი გლესი ფესზე ტრიალებს. დღეს ამას შველის სიმინდზე, ხვალ იმას ფულზე, ზეგ კიდევ ხდილობს ვალს, ერთის სიტყვით - წელებზე ფეხს იდგამს. მაგრამ ვერას გამხდარა. ან რას გახდება? ზამთრით ამისთვის უძლევით გაკეთებულ მეზობლებს სიმინდი მუშაობაზე და აი ეხლა სცდილობს თავის ვალის გადახდას: აბაზათ შველის მოვალეებს დღეში, თუმც მუშა ათი შაური. ასე რომ არ იყვეს, განა მუშაკაცი იმგვარ სიღარიბეში ჩავარდება, რა სიღარიბეშიაც არის მოხსენებული გლეხი? ახლა დაუმატეთ ამას ისიც, რომ ესეც ქართველია და ამის გამო ეწყობა უადგილო ხარჯს. მაგრამ საიდამ სარჯოს, რომ არაფერი აქვს? ეს წყაროს მალე პოულობს. აი ბიჭი ჰყავს მოსანათლი, მიდის და მუშაობაზე ართმევს თავის მეზობელს პურს, ღვინოს და, თუ საჭიროა, ფულსაც აგრეთვე ვსთქვათ, მოუკვდა ვინმე, მაშინვე თავის ერთ კვალ ვენახს უგირავებს ვისმე და ისე მარხავს თავის მკვდარს. რა ერებსაც მიზდევს გაკეთებული გლეხი. იმავე წესებს მიზდევს ესეც და ამით სამუდამოდ ჰკარგავს ღონისძიებას,რომ როგორმე გამოვიდეს სიღარიბიდამ.

აი კიდევ სრულებით უმამულო კაცი. ეს ხომ სცოდავია და საციდავი. ამას სახლის ადგილიც კი არსად აქვს. ერთ წელიწადს ერთის გლეხის ბოსელში დგას, მეორე წელიწადს მეორე გლეხის ბოსელში. ხან ერთი გამოაგდებს ბოსლიდამ და ხან მეორე და არას ერთ ცეცხლში. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ამისი ჩაცმა-დახურვა, სმა-ჭამა უფრო უკანასკნელია. მინამ ზემოთ მოყვანილის გლეხისა, თუმცა კი ესეც არავის ჩამორჩება მუშაობაში.

აი რა სურათებს წარმოგვიდგენს ჩვენის ხალხის ცხოვრება! აი რა ყოფა-ცხოვრებაშია ქართველი ხალხი, თუმცა კი თავ-წაღუნული მუშაობს დილით საღამომდინ! ქართველ გლეხს მოზდის-თუ არ მოზდის მოსავალი, მის. თვის მაინც არც ხეირიანი ჩაცმა-დახურვაა და არც სეირიანი სმა-ჭამა. ბევრჯელ შევხვდებით გლეხს, რომელსაც ხუთას კოდობით პური და ას კოდობით ღვინო მოზდის, მაგრამ მაინც ამის ხიზანი იმავე დაუდევარ ცხოვრებაშია, რა დაუდევარ ცხოვრებაშიაც არის ღარიბის კაცის სახლობა, მხოლოდ იმ გარჩევით, რომ პირველს პური და ღვინო წლამდინ მიზდევს, მეორეს კი არა.

რა არის ამ სამწუხარო მოვლინების მიზეზი? საიდგან წარმოდგება, რომ გლეხები ასე ბევრს მუშაობენ, ზოგს მათგანს კარგი მოსავალიც მოჰყავს და ცარიელ პურზე (თუ ესეც აქვს), დაგლეჯილ ტანისამოსში და უხეირო სახლებში კი ირთმევენ სულს? მას გარდა რომ გალეხს ბევრი მგლეჯავი ჰყავს და მგლეჯელების რიცხვი უთვალავია, ამას ღუპავს კიდევ უსწავლელობა, უქონლობა ეკონომიურის მოსაზრებისა და ის, რომ აქამომდენ თავის ნამუშავარს არ აპყრობს ყურადღებას, რომ რა არი კარგის ღირსებისა იყვეს და ბაზარში კარგი ფასი ედოს. გლეხს უსწავლელობისა გამო უჭირდება ცოტა მამულში ბევრი მოიყვანოს და თუ კიდევ ბევრი მამული აქვს და მოიყვანა ბლომათ მოსავალი, მაშინ ამ მოსავალს მიფლანგ მოვლანგავს უბრალოდ და დაჯდება ცარიელი. ამას ხომ იმიდენა ცოდნა და გამოცდილება არა აქვს, რომ თავისის შრომის ნაყოფი გონივრულად გამომეცნოს. თუ ეს ასეა, მაშ რაღა თქმა უნდა, რომ ხალხის მხსნელად უნდა გახდეს განათლება, რომელსაც შეუძლიან ნელ–ნელობით დაბადოს გლეხში სურვილი თავის ნამუშევრის განკარგებისა და შრომის ნაყოფი ცნობიერად და სიფრთხილით მოახმარებინოს. ხოლო განათლების გავრცელება ხალხში შესალოა მხოლოდ სასწავლებლებით, რომლებიდგანაც თვითონ ხალხი მოულას გამოცოცხლებას და ფეხზედ დადგომას.

ქვემო ქართლელი

(შემდეგი იქნება)

______________

1 „ივერია“ №33

7 წერილი ბლაღოჩინის ფირანოვისა

▲back to top


წერილი ბლაღოჩინის ფირანოვისა [1]

უფალო რედაკტორო! უმორჩილესად გთხოვ ქვემორე მოხსენებულს ჩემს სიტყვებსაც მისცეთ თქვენს პატივცემულს გაზეთს „ივერიაში“ თუნდ უკანასკნელი ადგილი და დამიბეჭდოთ პასუხად იმა სტატიისა, რომელიც არის ჩემზედ ქ. თელავიდგან ამავე გაზეთს „ივერიაში“ მე-24 №-ში მოხსენებული.

ამა სტატიაში უფალი — (ამ ნაირს ხაზს უსვამს უფ. კორრესპონდენტი თავის გვარის მაგიერ ხსენებულს სტიტიის ბოლოში) პირველად სწერს, რომ მე უჩივლე თელავის მომრიგებელ-მოსაძართლესთან უფ. თ. ა. ვახვახოვს, რომლის საჩივრისა გამო. მყვანდა ვითომც ცამეტი მოწამე, რომელთაც მევე გამამტყუნეს; მეორედ, სწერს უფ. ხა— ზი ვითომც მე შეველ ეკკლესიაში და დაუწყე ტრაპეზს ქცევა ჯოხითა; მესამედ, ამ დროს შემოვიდა ა. ვახვახოვი, გლეხების თხოვნით, და მკითხა რატომ აქამდის ეკკლესიას კანკელი არა აქვს გაკეთებული, როდესაც ამისთვის ფული კარგა ხანია მიღებული გქონიათ? უფ. ხ—ზი ზედ დაურთავს რომ ბლაღოჩინს 170 მან. ეკკლესიის ფული ნამდვილად გამოუტანია ექზარხოსის ნებართვით, პრიკაზიდან კანკელის გასაკეთებლად, მაგრამ როგორც ამბობენ თავისის საჭიროებისათვის დაუხარჯამო. მეოთხედ, უფ. ხ—ზი სწერს „ფირანოვი ამ კითხვაზედ გაჯავრებულა და შეუფერებელი სიტყვებით უთქვამს ა. ვახვახოვისათვის კარში გასვლა; ეს მაშინვე გამოსულა, არც დამუქრებია ბლაღოჩინს და არც ნათლობა უსრულებია მღვდელს ამ დროს. თუმცა კი ბლაღოჩინი ქუჩებზედ და თავის განცხადებაში ამასა ჩიოდაო“; მეხუთედ, უფ. ხ—ზს მოყავს მოწმების ნაჩვენები და ბოლოს მეექვსედ ამბობს, რომ ა. ვახვახოვს ექზარსოსთან საჩივარი შეაქვსო. ბლაღოჩინს ფირანოვზედ და მის მთავარ მაისურაძეზედაო, პირველიდგან ითხოვს თავის შეურაცხის გარდასახადსაო, ხოლო მეორის დასჯას, როგორც ფიცის გარდამხდომელისასო.

ამისთვის უფ. რედაკტორო და უფ. მკითხველნო მეც მაქვს პატივი ზემო მოსსენებულს ჩემზედ უფ. ს.—ზის მიერ თვითვეულს მუხლზედ მოვახსენო შემდეგი პასუხი:

1) ეს მართალია, რომ მე ა. ვახვახოვზედ შევიტანე საჩივარი თელავის მომრიგებელს მოსამართლესთან; მაგრამ ეს კი ძრიელ ცოცხალი ტყუვილია, რომ ვითომც მე მყვანდა ცამეტი მოწამე. არა უფ. ხ—ზო, მე მყვანდა ათი მოწამე და დანაშთენი სამი მოწამე იყო თვით 5. ვახვახოვის მხრით.

2) ეს ეკკლესია, რომელზედაც აწინდელი საუბარი შესდგა, არის წმიდის მთავარ მოწამის გიორგის სახელზედ დაწყობილი სოფ. კურდღელაურში, სადაც ამ ეკკლესიას ქართველნი მომატებულ სახელს უწოდებენ კავთის წმინდა გიორგად. ორმოცის წლის წინათ ე.ი. იმ დროს, როდესაც საქართველოში ექსარხოსად ყოფილა არხიეპისკოპოსი ევგენი, ვიღაც ველის-ციხელს სომეხს დაუწევია ამ ეკკლესიის შენობა და რადგანაც რომლისამე მიზეზისა გამო ვეღარ დაუსრულებია შენობა ამ ეკკლესიისა, ამისთვის რაოდენსამე არშინზედ იმ დროდგან დარჩომილი იყო მარტო ცარიელი კედლები და აი ამ კედლებზედ ექსარხოსის ნებართვით ჩემის მეცადინეობით ავაკისრე სოფლის ხალხს ეკკლესიის დათავება, რომლისათვისაც ნაცვლად მადლობისა, ზოგიერთა პირთა სივერაგობისა- გამო, საზოგადოებაში მივიღე ვედრება და უკაცური და ცილისწამება. ამ ეკკლესიაში ზემორე მოხსენებულს სომეხს, როგორც ჰსჩანს, საძირკვლის ჩაყრის დროსვე დაუდგავს ქვითკირის ტრაპეზი ჯეროვანს ადგილსა. ეს ტრაპეზი არის სიმაღლით 3/4 არშინი, ასე რომ მღვდელ მოქმედების დროს მღვდელმა თუ არ დაიჩოქა ტრაპეზის - წინ სხვაფრივ ამ ტრაპეზზედ ვერა ღვთის მსახურებას ვერ აღასრულებს. რადგანაც ამ გვარის ტრაპეზის კურთხევა აწინდელის ეკკლესიურის კანონის ძალით არ შეიძლებოდა, ამისათვის მე მრავალ გზის დავავალე ფოდრაჩიკებს (კალატოზებს ბიძინაშვილს და ხახუტაშვილს) რომ ეს ტრაპეზი დაექცივნათ და ნაცვლად ამისა უნდა გაეკეთებინათ, როგორსაც მე ვეტყოდი აბანოზის ხისა, მაგრამ განა არ მოგეხსენებათ უფ. ხ—ზო და უუ. მკითხველნო თუ როგორი უმეცარია ჩვენი გლეხი კაცი? მოვიღალე ბევრის ლაპარაკით და არა მეშველა რა, მე ამ კალატოზებს (ეს კალატოზები არიან ისევე ამ სოფლის კურდღელაურის გლეხებთაგანნი) ვერ ავაკისრე ამ ტრაპეზის დანგრევა, რადგანაც ვერას გზით ვერ დავაჯერე, რომ ეს ტრაპეზი ნაკურთხი არ იყო. ამა მიზეზისა გამო. მე თვითონ მიგელ ამ საკურთხებელს ეკკლესიაში, კავთობის დღეს და ჩემის საკუთარის ხელში საჭერის ჯოხით, ამ კალატოზების თვალ წინ ავსწიე ერთს ორიოდე აგურს და ჩამოვაგდე იმ ტრაპეზიდგან და ამით დავარწმუნე ის კალატოზები, რომ ის ტრაპეზი უნდა უეჭველად დაქცეულიყო, რადგანაც არ იყო ნაკურთხი და რადგანაც სიტყვით არა გამეწყო რა. რამდენჯერაც ამ საგანზედ ვიტყოდი რასმე, იმდენჯერ დამიწყებდნენ თავიანთ ცრუ სარწმუნოებით დამტკიცებას და ამ სახით ლაპარაკს: დავიღუპებით მაშინვე ბატონო, რომ ეგ დავაქციოთ, სოფლისთვის არ ვარგა, სეტევა სულ აგვაოხრებს და სხვა და სხვა ამ გვარს, ვინ იცის რას მომიყოლებდნენ ხოლმე.

3) როდესაც ჩემის საკუთარის ჯოხით გადმოვაგდე ხსენებულის ტრაპეზიდგან ორიოდე აგური და ვეუბნებოდი კალატოზებს „ახლა ხომ დაიჯერებთ, რომ ეს ტრაპეზი ტრაპეზობას არა იქმს და უნდა დაიქცეს მეთქი“, სწორეთ ამ დროს ვიღაც გლეხის ყმაწვილი მოიყვანეს ეკკლესიაში და მღვდელმა იწყო ნათვლა ამ ყმაწვილისა. მღვდელს კიდეც უთხარი მე, როგორც ადგილობრივმა ბლაღოჩინმა, რომ ამ დროს, როდესაც ხალხი ირევა ეკკლესიაში და არ არის წესიერი სიმშვიდე და სიწყნარე, ყმაწვილის მონათვლა არ შეიძლება მეთქი; გარდა ამისა ემბაზიც წინ რომ მოიტანა დიაჩოქმა და დასდგა, ამაზედაც ვუთხარი მღვდელსა, რომ ამ გვარს ემბაზში ყმაწვილს არ მონათვლამენ მეთქი (თიხისა იყო ჯამფიალას ანუ თიხის ბადიას რომ ვეტევით სწორეთ იმოდენი) მღვდელმა ემბაზზედ ბოდიში მოითხოვა და ამ დროს ყმაწვილების ნათვლაზედ კი მითხრა, რომ ყოველ წლივ ასრე იციან ამ რეგვენმა ჩემმა პრიხოდელებმაო. ამ კავთობის დღეს არ მონათლეს, არ მომისვენებენო და ასტეხენ ერთ შფოთსა და ჩხუბსაო. რას ვიზამდი ან მე? მღვდელმა განაგრძელა ყმაწვილის ნათვლობა და აი სწორეთ ამ დროს საიდღამაც შემოვარდა ეკკლესიაში უფ. თ. ა. ვახვახოვი, მომვარდა პირდაპირ მე და, როგორც თვით უფ. ხა—ზო, თქვენ ბძანებთ სწორეთ ამ ლექსებით მკითხა: „რატომ ეკკლესიას აქამდინ კანკელი არა აქვს გაკეთებული, როდესაც ამისთვის კარგა ხანია ფული მიღებული გქონიათ? ახლა იფიქრეთ უუ. მკითხველნო, ამ გვარის კითხვიდგან გამოდის რაღაც უფლებითი და ბძანებითის სახით კითხვა თუ არა? სიტყვები: რატომ, როდესაც და კარგა ხანია, ფული მოგსვლიათ, რას ნიშნავენ? მაშ ამ გვარის სიტყვების მომახარებელს ამ გვარის კითხვის დროს გულში არ ექმნებოდა რაღცა აღგზნებული ჩემზედ მრისხანებაა? აქვნდა და კიდეც ცხადათ გამოიჩინა: თუ გლეხებმა სთხოვეს ჩემთან შუამავლობა, მაშ რატომ ისრე არ მითხრა, რომ გლეხები გთხოვენ, მამაო ბლაღოჩინო, ანუ სოლომონ, რომ აგები მალე კანკელი გაუკეთებინოთ და მალე აკურთხოთ ეს ეკკლესია. გლესებს მისი შემწეობა რათ უნდოდათ, როდესაც ყოველ კვირაში ორჯერ და სამჯერ მნახავდნენ ხოლმე და სხვათა შორის ამ საგანზედაც ქონიათ და კიდევაც აქვთ ჩემთან ლაპარაკი. წინა დღითაც, ე. ი. 21 მაისს, საღამოს ჟამს, ქვემოთ ხსენებულს მის სეხნია- შვილს ჰქონდა თელავში ამავე საგანზედ ლაპარაკი ჩემთან. ეს სრულიად ტყუვილია, შემდეგ არის მოხერხებული, მაგრამ თვით თქვენის მოყვანილის სიტყვებისაგან სჩანს, რომ აქ შუამავლობა არ ყოფილა, არამედ დაბირება და ერთი ვისგანმე გახერხება. თუმცაღა მე მალე შევატყე უფ. ა. ვახვახოვს მრისხანების გამოხატულება სრულიად იმრთელის ტანის და პირის სახის სანახაობაზედ, მაგრამ მე დამშვიდებულის გულით და სახით მოვახსენე: აი კნიაზო, ეს სეხნიაშვილიც წეღან ამ კანკელზედ მელაპარაკებოდა, (ეს მიხა სეხნიაშვილი, რომელიც ეკკლესიის შენობაზედ სოფლისაგან არის ზედამსედვლად აღმორჩეული, გახლავსთ პირველი მოწამე თ. ა. ვახვახოვის მხრიდგან როგორც ეტყობოდა წინდაწინ ეს სეხნიაშვილი იყო. შემოგზავნილი ჩემთან ეკკლესიაში ლაპარაკის დასაწყობად და მერე თან შემოევა უფ. ვასკასოვიცა, რომელიც კიდევ ჩემის მტრისა და დუშმნისაგან იყო და არის აღელვებული ჩემზედა, თორემ მე ა. ვახვახოვთან ბოროტი არა მიმიძღვის რა, მოძღვრობის წესით მეგობრობის მეტი.) მაგრამ რა ვქნა ყმაწვილო. მოვახსენე მე უფ. ვახვახოვს, განა თქვენ არ გაიგებდით თუ რა ნაირად დამღუპა და დამატყუანა იმ უკეთურმა ივან ივანიჩმა კოვშაროვმა? ათი თუმანი მიიღო ჩემგნით კანკელის გასაკეთებლად გამეპარა თელავიდგან ქ. თბილისში და საქმე კი ესრე შეუსრულებელი დამიგდო. ყოველს დღეს ველი აგები მოვიდეს და თავისი დაწყობილი საქმე შემისრულოს მეთქი და ამასთანავე ხომ ხედავთ რომ ჯერ კიდევ აკლია ამ ეკკლესიას, როგორც შიგნით აგრეთვე გარეთაც, გაკეთდეს და კანკელიც მალე იქმნება რაც აკლია ეკკლესიის გასაკეთებელი სოფლის მხრით, ამაზედ ადგილობრივს პოლიციის პრისტავის, ადგილობრივის მღვდლის და ორის კალატოზის თანა დასწრებითა ჩემ მიერ არის შედგენილი აკტი, რომელიც წარიგზავნა ექსაროხოსთან წარსულს 31 აგვისტოს №197-მია). ამ სიტყვებზედ შემომიტივა თ. ა. ვახვახოვმა თითის ქნევით და მრისხანის ტონით მითხრა კოვშაროვმა? მე შენ გაჩვენებ ვინც შესჭამს ის ფული! მე კოვშაროვს არ ვიცნობ; მე ვიცი ვისაც დავათვლევინებ იმ ფულებს! მე ხირსელოვი მღვდელი არ გეგონო; მე არ დამვიწყებია რომ ნაწილი დაკარგე, და სხვა ამ გვარნი მრავალნი ლექსები დახარჯა ჩემზედ. მაშინ მეც, როგორათაც სისხლიანს და გულიანს კაცს, მომივიდა ჯავრი და მართალია უთხარი: „убирайтесь, князь. отсюда пажалуйста, не ваше дѣло объ этомъ спорить со мною и требовать отъ меня отчета или объясненія; уходите изъ церкви и не кричите здѣсь, вотъ видите, что крещаютъ младенца“. ამ დროს რასაკვირველია, იგრძნო ა. ვახვახოვმა და გამოვიდა გარედ დიდის ყვირილით და მუქარებით. ამ დროს მღვდელი, რომელსაც აქვნდა კისერზედ ოლარი და ხელში კურთხევანი, მიმეახლოვა და მითხრა: შენი ჭირიმე, ბლაღოჩინო. გარეთ არ გახვიდე, ერთი სათაბალა არა მოხდეს რა. ამაზედ კვალად მივეცი შვნიშვნა მღვდელს და უთხარი: მამაო, თქვენ ნათლობი შეასრულეთ, არ შეიძლება თქვენგნით ლაპარაკი საიდუმლოს აღსრულების დროს.

რაც შეეხება პრიკაზიდგან წარმოგზავნილ ფულს, ამაზედ მოგახსენებთ უფ. ხ — ზო შემდეგს: 1874 წელში ხსენებულმა ეკკლესიის მრევლმა მთხოვა მიმეცა შემწეობა და რაც ფული იყო პრიკაზში, ის ფული გამომეტანა და სხვა და სხვა საჭიროებისათვის, შემდეგ ეკლესიის აღშენებისა, დამეხარჯონ. მეც მივიღე რა ამ ხალხის სიღარიბე სახეში, ვსთხოვე ექსარხოსს და წარმომიგზავნ ის ფული, რომელიც იყო რიცხვით 169 მან. და 82 კ და უუ. მკითხველთ ვსთხოვ იქონიონ სახეში ესეც, რომ ამ ფულს ასეთი დანიშნულება არა ჰქონია, რომ ამით მარტო კანკელი გაკეთებულიყო; ამით უნდა, კედლების გარდა, ყველა საჭიროება ეკკლესიისა მომესყიდნა და კიდეც უნდა მოვისყიდო.

ზემო ხსენებულის ფულით ვიფიქრე იაფი ფასის კანკელის გაკეთება და სხვა დანაშთენნი საჭირო ნივთების მოსყიდვაც. მაგრამ ღმერთმან კითოს ჩემს მომტყუებელს და ამ სქმის დამცარავს. თუ ჩემგნით არა გჯერათ უფ. —ზო, რომ მე მიკეთებდა კანკელის ხსენებულის ეკლესიისთვის ივანე კოვშაროვი, მაშ ჰკითხეთ ამაზედა თვით კოვშაროვს, რომელმც, ჩემს თელავში არ მყოფობის დროს, აიღო რა ხელი მუშაობაზედ, მიღალიტა და გამეპარა წარსულს 1876 წელსა თებერვლის თვეში ქ. თბილისში; ჰკითხეთ ჩემდა რწმუნებულის ეკკლესიის კრებას თუ ასრე არ ყოფილა; მასთანავე მიბძანდით ჩემდა რწმუნებულს თელავის სობოროში და იხილეთ კოვშაროვისაგან ხელმეორეთ გაახლებული სხვა და სხვა წმინდანების მშვენიერის ხელოვნობისა ცამეტი ხატი თავისის ჩარჩოებით გამართული. კომაროვს პირობა ქონდა ჩემთან გაეახლებინა ეს ცამეტი ხატი, ხსენებულს ჩარჩოებზედ დაეხატნა ახალი სატები, და სადაც მოიხდენდა ეს ვარაყ წასმული არშიები მოეხმარებინა. გარდა ამისა მას უნდა დაეხატნა ხელახლად ჯვარცმა მაცხოვრისა, ტაძრის ხატი და სხვაც თუ საჭირო სადმე აღმოჩნდებოდა კანკელში და თავისის სადურგლო მასალით რაც მოუნდებოდა უნდა სულ თვითონ შეესრულებინა. ერთის სიტვით მას უნდა დაედგა მრთელი კანკელი და მე იმაში უნდა მიმეცა ათი თუმანი ფული. ეს ფული სულ წვრილ-წვრილად მუშაობის დროს ჩავაბარე მხატვარ კოვშაროვს, რომლისგანაც არ მოველოდებოდი დატყუებას და ღალატს, ამიტომ რომ ყოველ დღე თავს ვედექი და მქონდა მასზედა ძრიელ დარწმუნებული გული. ამ ფულზედაც თუ ეჭვით ხართ უფ, ხ—ზო, მობრძანდით კითხეთ თვით კოვშაროვს თუ არ მიუღია სრულებით ჩემგნით ათი თუმანი და თუ ის გახდება ამაზედ მომატებულად უსვინდისო და უარს ჰყოფს, მაშინ მე ვარ ეზღველი. (მაინც უნდა ვზღა და მაინც, როგორც ჰზღა ყვარლის ბლაღოჩინმა 150 მანეთი, რომელიც მზგავსად ჩემისა მოატყუა ისევ კოვშაროვმა და არ გაუკეთა საქმე ხოლო ფული კი სრულვით მიიღო ბლაღოჩინის ხუციევისაგან); ჰკითხეთ....[2]

ამასთანავე უფ. ხ-ზო. მოგახსენებთ, რომ აი ამ ერთის კვირის წინათ თელავში ვიპოვნე კოვშაროვის სიმამრისაგან თავის საჭიროებისთვის დაგირავებული ზაქარია ტერსააკოვის დაუქანში ის ჩარჩოები რომლებიც ზემოთ მოგახსენეთ რომ ერთად ცამეტ ხატთან მოვიპოვე მეთქი და რომლებსაც იქამდისის მიმალავდა შაქარო ბეგიჯანოვი და იძახდა, რომ არ ვიცი რა უყო ჩემმა სიძემ ის ნივთები როცა თბილისში წავიდაო. დანაშთენი ფული 69 მან. 82 კ. თუ გაქვსთ ვისგანმე მონდობილი და მასზედა მონიჭებული უფლება შეგიძლიანთ უფ. ხ —ზო მობრძანდეთ და იკითხოთ თუნდ ჩემ ჯიბეში და თუნდ კურდღელაურის შტატის თომა მოციქულის ეკკლესიის კრუშკაში.

თელავის ბლაღოჩინი მღვ. სოლომონ ფირანოვი.

_______________

1 ჩვენ ამ წერილსა ვბეჭდავთ მარტო მისთვის, რომ ამ წერილის დამწერს ღონისძიება ჰქონდეს თავისი სთქვას მასზედ რაც „ივერიის“ 24 №-ში მის შესახებ თქმულ იყო, ხოლო ბოდიშს, ვიხდით, რომ ამ წერილიდამ ყოველიგე იგი ამოგშალეთ, რაც საბაასო საგანს არ ეკუთნოდა და რაც ჩვენ უშესაბამოდ მიგვაჩნდა დასაბეჭდათ.

2 აქ დედანში დასახელებულნი არიან ზოგიერთნი კაცნი, როელთაც კოვშაროვის ბარათით. მამა ბლაღოჩინისაგან ფული წაუღიათ.

8 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲back to top


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(შემდეგი)[1]

კონსტანტინოპოლში.

– მე ეგ წინადვე ვიცოდი, რომ ეგრე იქმნებოდა, ჰსთქვა იუსტინიანემ რაღაც უცნაურის ტუჩის პრანჭვითა: მე ყოველთვის მზადა ვარ ხოლმე დავეთანხმო ჩემთა ბრძენთა ვეზირთა იმპერატორის მეუღლე რაღას ბრძანებს?

თეოდორა სწრაფად წამოდგა ტახტიდამ და, უკუაგდო რა სკიპტრა, რომელიც შუა დარბაზში დაეცა. დაიძახა:

– მაშ წარწყმდეს ყოველივე იგი, რაც ამოდენ ხანი ჩემის სიცოცხლის სიქადულს და დიდებას შეადგენდა: წარწყმდეს ჩემი რწმენა იუსტინიანისადმი და მის ქველობისადმი; წარწყმდეს ყოველივე ფიქრი და მზრუნველობა სახელმწიფოს დიდებისა დ სახელისათვის. ვაი იუსტინიანეს, ვაი მე და შენც რომ შენგან აგისთანა სიტყვები მესმის!

ამის თქმაზედ მან თავზედ წამოიბურა მანტია რომ ამით დაეფარა ტკივილი, რომელიც აუშალა მას ძლიერმა მღელვარებამ. ელდა გამოისახა სენატორთა სახეზედ. იმპერატორმა უთხრა თეოდორას:

— ეს რა მესმის? ნუ თუ თანა-მემცხედრე ჩვენი, ჩვენი მეუღლე, რომელიც სულ შერიგების ჩამოგდებას ჰქადაგობდა მას აქედ რაც მეორედ დაბრუნდა ბელიზარი, ეხლა ჩვენ ომის ატეხას გვირჩევს?

— ომს გირჩევს, ომს, წამოიძახა თეოდორამ და გადიგდო მანტია. მის სახეზედ გამოისახა ბეჯითი აზრი და ამით სახე საოცრად დაუშვენდა.

— მაშ ეგრეა განა, რომ მე შენმა ცოლმა უნდა მოგაგონო ის, რაც შენი დიდება და სახელია! ნუ თუ შენ იქამდე მიხვედი, რომ ბარბაროზთა დაულოცე იმპერია და მათს მუქარას შეუშინდი! მაშ შენ ის იუსტინიანე აღარ ყოფილხარ, რომლის წინაშე ქედს იხრიდა მთელი ქვეყანა, ბიზანტია, თეოდორა. ნუ თუ ჩვენი თაყვანისცემა ცდომილება იყო? ჰოი, იუსტინიანევ…

იუსტინიანე იჯდა თვალებ დახუჭული და ისე უგდებდა ყურს.

— ჰოი, იუსტინიანევ! გაიხსენე საშინელი შეთქმულობა ნიკისა, გაიხსენე რომ ცირკის ორივე დასი და გაცოფებული გლეხობა ბიზანტიისა მოადგა ამ სასახლეს, წაუკიდა ცეცხლი და ყვიროდა: წარწყმდეს მტარვალი ჩვენიო! მაშინ შენ ყველანი გირჩევდნენ, ან გაიქეცი და ან დაჰყევიო. ნარზესი აზიაში იყო, ბელიზარი კი მის სახლში მოემწყვდიათ და გარშემორტყმოდნენ. შენ გვერდთ შეგრჩა მარტო თეოდარა და მარტო თეოდორას შერჩა გული ვაჟკაცისა. შენ რომ შენთა მრჩეველთათვის დაგეჯერებინა, და ან გაქცეულიყავ, ანუ დაჰყოლოდი მაშინ ყოველივე რაც გაქვს: შენი ტახტი, შენი სიცოცხლე, შენი დიდება საუკუნოდ დაკარგულ იქმნებოდა. შენ არ იცოდი რა გექმნა და ბოლოს მე გასაქცევადაც მიიდრიკე კიდეც. გითხარ: „დაშთი და მოჰკვდი თუ ეს აუცილებელია! თუ მოსაკდომი ხარ, მოჰკვდი სკიპტრით ხელში და პორფირითა,“ შენც დამიჯერე და დარჩი და მან დაგიხსნა კიდეც. შენ მოელოდდი სიკვდილს ჩემთან ერთად სამეფო ტახტზე მდგომარე და ამ დროს ღმერთმა მოგივლინა ბელიზარი, მასვე გირჩევ დღესაც. ნუ ჭოჭმანობ, ჰოი რომაელთა იმპერატორო, ნურას ნუ დაუთმობ ბარბაროზთა, ჰსჯობს ოქროს ალაყაფის კარის ქვეშ მოჰკვდე, ოღონდ მოჰკვდე კი ისე, როგორც იმპერატორი. ეს მანტია შეგინებულია ღერმანიელთ უზომო კადნიერებითა. მე აღარ მინდა იგი და გადამიგდია. ვფიცავ სიბრძნეს უზენაესის ღვთაებისას, რომ ამ ამანტიას აღარ წამოვისხავ, ვიდრე ერთადერთი გოთი მაინც ჩვენს იმპერიაში კიდევ იქმნება.

ჰსთქვა ეს თუ არა, მხრებიდამ მოიგლიჯა მანტია და ტახტის საფეხურებზედ დააგდო, მაგრ ამ შემდეგ კინაღამ თვითონაც არ დაეცა გულშემოყრილი, რადგანაც მღელვარებამ ღონე მიჰხადა იუსტინიანემ ორივე ხელი მოჰხვია და მიიყრდო გულზედ. თეოდორავ, დაიძახა იუსტინიანემ და ცეცხლით აენთო თვალები: ჩემო საკვირველო მეუღლევ! შენ და მხოლოდ შენ იცნობ იუსტინიანეს. ომი და სიკვდილი ბარბაროზთა!

გაოცებამ და ელდამ შეიპყრნა თავი და ბოლო დაკარგულნი სენატორნი.

დიაღ, ჰსთქვა იმპერატორმა და მიიბრუნა პირი მათკენ: გულის ხმიერნო მამანო, თქვენ ამ შემთხვევაში ჭკვას გადა მეტეთ, მაგრამ კაცურ-კაცობას კი თავი დაანებეთ. მართალია, დიდი სახელია კონსტანტინე იმპერატორის მოადგილეობა. მაგრამ არაფერი სახელია თქვენისთანა კაცებზედ ბატონად ყოფნა მე ვშიშობ რომ ჩვენნი მტერნი მართალს ამბობენ, ვითომც კონსტანტინემ გადმოიტანა აქ მხოლოდ ცარიელი სახელი, მხოლოდ მუმია რომისა; სული რომისა კი ამოფრენილა და წასულა. ვაი ამისთანა სახელმწიფოს! მაგისთანა სახელმწიფო თუნდა თვისუფალი იყოს, თუნდა რესპუბლიკა, მაინც კიდევ ჩაფლობილ იქმნება სამარცხვინო საფლობში. თქვენ იმისთანა ბატონი გინდათ, რომ როგორც ჯაგლაგს ცხენებს გერეკებოდეს საფლობიდამ, რომელშია მზად ხართ ჩაცვივდეთ, გერეკებოდეს სახრით, სადავით და დეზითა.

ამ დროს კარებში გამოჩნდა ერთი პატარა ტანში მოხრილი კაცი; ჯოხზედ დაბჯენილი კოჭლობით წამოვიდა და პირდაპირ იუსტინიანეს ტახტთან მუხლი მოიდრიკა.

- რომაელთა იმპერატორო, ჰსთქვა ნარზესმა როცა წამოდგა ფეხზედ: მე ავად მყოფი ვიწექ ლოინში და იქ მომივიდა გულს საკვნესი ამბავი მასზედ, რაც შემოუბედნიათ ჩვენთვის ბაობაროზთა და რაზედაც დღეს აქ თვენ განაჩენი უნდა დაჰსდოთ. მე წამოვვარდი ლოგინიდამ და ძლივს მოვახწიე აქამდე: მე მინდა თვით შენგანვე შევიტყო: ნუ თუ მთელი ჩემი დღენი სულ სულელი ვიყავ, რომ შენ გვთლიდი დიდ და სახელოვან მმართველად? მე ჩემი ყავარჯენი სარდლობისა უნდა ღრმა ჭაში ჩავაგდი თუ იგი ხელთ უნდა მეპყრას სახელითა და პატიოსნებით? მარტო ერთი სიტყვა მითხარ: შერიგება, თუ ომია?

- ომია, ომი, magister militum, უპასუხა სახე განათებულმა იუსტინიანემ.

- მაშ გამარჯვებაც ჩვენია, იუსტინიანევ! დაიძახა ნარზესმა და უკუაგდო ჯოხი: მომეც ხილი შენი, ჰოი იმპერატორო, მინდა გემთხვიო.

ჰსთქვა ესა და ბაჯბაჯობით ავიდა ტახტის კიბეზედა.

- მე ვხედავ, დიდებულო, უთხრა ნარზესს თეოდორამ დაცინებით: რომ შენ ბოლოს თავი კაცად გამოიჩინე. შენ ყოველთვის წინააღმდეგი იყავ გოთებთან ომისა, და ეხლა რა დაგემართა? იქნება მარტო ეხლა იგრძენ, რას ნიშნავს სახელი?

სახელი რაა? დაიძახა ნარზესმა: დეე მაგ ფერადს საპნის ბუშტსა უკან ჰსდიოს. ბელიზარიმ, მაგ დიდმა ბაშვმა. აქ სახელის შოვნაზედ კი არ არის ლაპარაკი, სახელმწიფოს დიდებაზეა. ვიდრე გოთთა მხრით არაფერს შიშს არ მოველოდი, მე სპარსეთთან ომის მქადაგებელი ვიყავ. ხოლო შენ, დედოფალო, შენის ღვთის-მოყვარეობითა და ბელიზარმა თავისის ხლმითა იმოდენად გულზედ მოიყვანეთ იმ კრაზანების ბუდე, რომ ეხლა მთელი ბუდე აიშალა და ჩვენზედ წამოვიდა. ეხლა შიში იქიდამ მოდის და ამიტომაც ნარზესი გოთთან ომის ატეხის რჩევას იძლევა.

— ძლივს იმ დღეს შევესწარი, ჰსთქვა იუსტინიანემ: რომ ჩემს დედოფალს და ნარზეს ვხედავ, ერთისა და იგივე აზრისანი არიან.

ამის შემდეგ იუსტინიანემ მოისურვა კრების დათხოვნა, მაგრამ თეოდორა მიჰსწვდა ხელში და უთხრა:

— მოითმინე, ჩემო მეუღლევ. მომისმინე და შეუდეგ ერთს ჩემს რჩევას კიდევ. ამ ბრძენთ-დიდებულთა ამა სასახლიდამ ნურსად ნუ გაუშვებ ხვალამდე. ელდა ნუ გეცათ, წარჩინებულნო დიდებულნო! ამ ხანად თქვენს სიცოცხლეს არაფერი შიში არ ემუქრის. ხოლო მე ვიცი თქვენის ენის ამბავი, თქვენ ხომ საიდუმლოს ვერ შეინახავთ, ვიდრე ენას არ მოგჭრიან, რომ ენა არ მოგჭრათ, სხვა ღონისძიებას ვიხმართ–აქ დაგკეტავთ ხელმმწიფეო, შენს წინააღმდეგ შეთქმულობაა, თუმცა შენი სიკვდილი არ უნდათ, მაგრამ უნდოდათ, რომ ამ საქმეში შენთვის ძალა დაეტანებინათ და შენს უნებურად გოთებთან ომი შენთვის ეკისრებინათ. ხოლო დღეს შენ თვითონ ინებე ომი დღესა თუ ხვალე შეთქმულნი თავის საქმეს დაიწყობენ: დეე დაიწყონ, გზა მივცეთ. ნუ დავუშლით, თორემ თუ შეიტყეს, რომ უიმათოდ აღსრულდაკიდცე მათი წადლი. ხელს აღარ გამოიღებენ და ხელიდამ წაგვივლენ. შეთქმულობაში ურევია ბევრი საშიში და ძალიან საეჭვო კაცი და ძალიან, ძალიან მდიდარნიცა, იუსტინიანევ! - ძლიერ სანანური იქნება, თუ ისინი ჩემს მახეში არ გაებმიან.

— მე ვიცოდი, რომ შეთქმულობა არის, ჰსთქვა იუსტინიანემ ნუ თუ იგი ეგრე მალე მოწიფულა? ანუ თუ ხვალ დილაზედ უნდა მოეხდინათ?.. ჰოი, თეოდორავ, სახელმწიფოსათვის უფრო საჭირონი ჩვენა ვართ, ვიდრე ნარზესი და ბელიზარი.....შენ, ჩვენთა დარაჯთა უფროსო, აქედამ არავინ არ გაუშვა, ვიდრე ნარზესი არ მოვა აქ. თქვენ კი, ღვთის-მოყვარენო და ბრძენნო მამანო, ვიდრე აქ იქმნებით, დააკვირვეთ გონება ყოველს მას, რაც დღეს აქ მოხდა და ჭკვა ისწავლეთ. ნარზეს მე გამომყევი.

(შემდეგი იქნება)

_______________

1ივერია №№12, 21, 22, 23, 24, 28 და 32