![]() |
ივერია (2)1878.12.01 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
ოზურგეთის სასულიერო სასწავლეგელი. ამ უკანასკნელ დროებში ძლიერ ხშირათ გვესმის ხოლმე ჩივილი და სამდურავი სხვა და სხვა პირთა ჩვენს სასწავლებლებზედ მის შესახებ, რომ მათში ძლიერ ნაკლებ ღებულობენ ბავშვებს ვაკანსიის უქონლობის გამო; ამის მიზეზი, რასაკვირკელია, არის ის გარემოება, რომ ჩვენს ხალხში დღე-დღეზედ მატობს სურვილი სწავლისა და სასწავლებლების რიცხვებს კი აღარ ემატება. მე აღარ მსურს შევეხო იმ კითხვას, თუ ვისი მოვალეობაა ხალხის განათლებაზედ ზრუნვა და მისთვის შკოლების დაარსება, რადგანაც ჩვენს საწყალ მხარეში მოვალეობას და თვით მოქმედებას ადგილი არა აქვს. თუმცაღა ჩვენი საზოგადოებაც ცხადათ გრძნობს სასწავლებლების ნაკლებობას, რომლის გამო. მისი უმთავრესი წადილი, მიღება სწავლისა, რჩება მარტო სურვილათ; მაგრამ ამაზედ კი იშვიათად გვესმის, თუ რა სარგებლობას აძლევს სათ ზოგადოებას რომელიმე სასწავლებელი, რა სატკივარი აქვს მას, რა ან ვინ არის ამის მიზეზი და რა წყობილებაზედ დადგენილს სასწავლებელს შეუძლია გაამართლოს თავის საღმრთო დანიშნულება. ხშირათ იპოვით, მკითხველო, ჩვენში ისეთს სასწავლებლებს, რომელთაც არამც თუ მოაქვს რამე სარგებლობა საზოგადოებისთვის, არამედ აძლევს მას დიდს ზარალს და ვნებას ეკონომიურ არ არის. ავიღოთ თუნდ ზნეობითის მხრით. მაგალითი შორს არ არის. ავიღოთ თუნდ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, გადავავლოთ თვალი მის წარსულს, აწმყოს და მომავალსა, თუ რა სარგებლობა მოუტანა მან გურიის სამღვდელოებას და რა სარგებლობას უქადის შემდგომში, თუ, ჩვენდა საუბედუროთ, განაგრძო. მან თავის არსებობა ეხლანდელს რიგზედ.
1844-ს წელში გურიის სამღვდელოებამ გახსნა ქ. ოზურგეთში ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი, რომელმან ვინ იცის, რა ჰაზრი და გრძნობა აღძრა მაშინ საზოგადოებაში; ეს იყო პირველი მისი ნაბიჯი განათლების გზაზედ, რომელიც არამც თუ მაშინ, ეხლაც შემოსილია მრავალგვარ ეკლებით; ეს იყო ერთად-ერთი სასწავლებელი მრთელს გურიაში, პირველი და უკანასკნელი იმედი გურიის სამღვდელოებისა, რომელიც დიდს ნუგეშს ხედავდა ამ სასწავლებელში. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროთ, ეს პირველი ნაბიჯი განათლებისა მრუდე გზით წავიდა, რომლის გამო ყოველი იმედი და ნუგეში მომდინარე ამ სასწავლებლისაგან, გაქარწყლდა. მან ვერ აღასრულა თავის დანიშნულება. ამის მიზეზი სხვათა შოარის იყო ის გარემოება, რომ მაშინ ხეირიან მასწავლებელს ფარნითაც ვერ იპოვიდა კაცი, სასწავლო წიგნები და ნივთები თითქმის სრულიადაც არ იყო, სიყვარული და მიმზიდველობა, შეძლებისა დაგვარათ, თავის მოვალეობის აღსრულებისადმი სრულიად არ ქონდათ მასწავლებლებს, რომლებიც თავის თანამდებობას უყურებდნენ ისე, როგორც დღის მუშა თავის სამუშაოსა. ამიტომ სასწავლებელმა ვერ იხეირა, ვერასფერი სარგებლობა ვერ მოუტანა სამღვდელოებას, რომელმან მაინც არ დაკარგა იმედი, რადგანც ეს უბედურება მიაწერა დროთა ვითარებას და ჰფიქრობდა საქმის გასწორებას მომავალში.
1855-ს წელში ამ სასწავლებლის უფროსათ დანიშნეს მასწავლებელი იმავე სასწავლებლისა მამა ქიქოძე, რომელიც დღემდისაც სცხრების ამ ადგილით და ფეხს არ იცვლის იქიდან.......ამ დროიდან დროთა ვითარება ისე შეიცვალა ცხოვრებამ ისეთი ფერი მიიღო, რომ სასწავლებელის განკარგება, მისი საქმის კარგათ წაყვანა შესაძლო იყო. მაგრამ ახალი ზედამხედველის ხელში სასწავლებელი სულ სხვა მოულოდნელ გზას დაადგა: ის შეიქნა კერძო დაწესებულებათ, მ. ქიქოძის კუთვნილებათ. მოსწავლეები უმეტეს ნაწილთ უფროსის ბაღში და ბოსტანში მუშაობდნენ, შინაურ ცხოველებს უვლიდნენ და სხვა ამ გვარ – საქმეში იყვნენ გართულნი; სასწავლებლის მოვალეობა დაივიწყეს. უფროსი ღებულობდა მასწავლებლათ თითქმის ყოველ კაცს, ვისაც რამე მეცნიერების სახელი ეცოდინებოდა; მეტი ცოდნა საჭირო არ იყო, ამიტომ ეს სასწავლებელი შეიქნა გაქცეულ პირების თავის შესაფარებლით. შორს არ არის ის დრო, როდესაც ამ სასწავლებელში მსახურებდნენ ისეთი პირნი, რომლებზედაც ანეკდოტებრივი ამბავი დარჩა საზოგადოებაში ორიოდე სიტყვა ამ პირთ თვისებაზედ ცხადათ გამოგვიხატავს იმ მდგომარეობას, რომელშიდაც იყო მაშინ ეს სასწავლებელი. ამიტომ საჭიროთ ვრაცხ მოკლეთ გიამბო, მკითხველო, ამ მასწავლებლებზედ. დაარსებიდან აქამომდე სწავლებელი მხოლოდ ერთხელ ღირსა რევიზორს, რომელმანც პირველ კლასში ჰკითხა ბავშვებს ლოცვები. გამოჩნდა, რომ მოსწავლეებმა სრულიად არ იცოდნენ ლოცვა. უფლისადმი (отче нашъ). როდესაც რევიზორი მიუბრუნდა მასწავლებელს და ჰკითხა მას: „რატომ არ იციან ბავშვებმა ეს პირველი და ყველაზედ უმთავრესი ლოცვაო, მასწავლებელმა უპასუხა: „ჩემმა ბავშვებმა იმდენი იციან, რამდენიც მეძლევა მე ჯამაგირიო.“ ეს მასწავლებელი იღებდა თურმე წელიწადში ორმოც-და-ათ მანეთს (50 მ) და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გულსმოდგინებით იქნებოდა ის სამსახურში — ერთმა მშობელმა ჰკითხა თავის შვილს, რომელიც ამ სასწავლებელში სწავლობდა: რანაირი კაცია თქვენი მასწავლებელი, როგორ გასწავლისთო. შვილმა მიუგო: „თუმცაღა ჩვენი მასწავლებელი გვარიანი კაცი უნდა იყოს, მაგრამ რაღათ გვინდა, მთარგმნელი არა ვინ გვყავს და ჩვენ იმისი ვერა გაგვიგია რაო; მან არ იცის არც ქართული და არც რუსულიო, ეს მასწავლებელი იყო ბერძენი, ალბათ ოსმალეთიდან გამოქცეული – ერთი საშუალთაგანი შაგირდი მაზრის სასწავლებლისა არითმეტიკას ასწავლიდა სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელს. სწორეთ ხეირიანათ წავიდოდა არითმეტიკა ამ სასწავლებელში! — ამ ახლო ხანში იყო კიდევ ერთი მასწავლებელი ურია, რომელმან აიღო ბერძნული და ლათინური ენები. ეს ენები, როგორც ბოლოს გამოჩნდა, მან ისე იცოდა, როგორც მე და თქვენ, მკითხველო, ჩინური ენა, მაგრამ ვინ იყო ამის გამრჩეველი. ამ მასწავლებელმა გაატარა ამ ხელობაში თითქმის სამი თვე, რომლის განმავლობაში ვერ ასწავლა ბავშვებს ანბანიც ვერც ბერძნულ და ვერც ლათინურ ენაზედ. თუმცაღა ჟურნალში მუდამ სწერდა, რომ ეს და ეს გავათავეო. რომ ეს ადგილი ბევრს ხანს არ შემრჩებაო, აიღო სრულად შესახვედრი ჯამაგირი, წაავლო ხელი მის ჟურნალს და ერთს მშვენიერ დილას გაქუსლა ქუთაისში, სადაც დაიწყო. ვაქსის ტარება ბაზარში გასასყიდლათ. აი რა გვარი მასწავლებლებს აგროვებდა უფ. ზედამხედველი, თითქმის განგებ, რადგანც ისინი ძრიელ ცოტა ჯამაგირზედ ჯერდებოდნენ.
1878-ს წელში მოხდა გურიის სამღვდელოთა კრება. შესახებ სასულიერო სასწავლებლისა და გარდაწყვიტეს მისი გარდაკეთება შტატისამებრ ოთხ კლასიანათ ერთის მოსამზადებელი კლასით; წელიწადში სასწავლებელს დაუწესეს ხუთი ათასი მანეთი, რომელიც რიგისამებრ არ დააკმაყოფილებს მისს მოთხოვნილებას, თუ, ვისიმე წყალობით, გზა არ დაებნევა ამ ფულსა. ზემოხსენებულ წელში გაიხსნა მარტო მესამე კლასი და მაშასადამე ოთხ კლასზედ დანიშნული ფული ხუთი ათას მანეთი ამ წელში აღარ უნდა დახარჯულიყო. მაგრამ სასწავლებლის უფროსმა, ზედამხედველმა მიუხედველად ყოვლის გარემოებისა სრულათ, მიიღო სამღვდელოებისაგან ფული, რომელიც, ვინ იცის, რაზედ დაიხარჯა, რადგანც ამ სასწავლებლის გასავალი დაფარულია ჯერჯერობით. ეს გარემოება დღემდისაც რჩება განურჩევედათ, თუმცაღა სამღვდელოებამ კარგათ იცის ეს.
1876-ს წელში გაიხსნა მეოთხე კლასი; ამათ სინიდისიერათ და ენერგიულად მოჰკიდეს ხელი თავის მოვალეობას, თითქმის სული ჩაბერეს და გაახორციელეს მამაკვდავი სასწავლებელი. მაგრამ ამით სასწავლებელმა უფრო გარეგანობა შეცვალა, მინამ შინაგანი არსებობა, რადგანაც თავათ და უფროსი დაურჩა მას იგივე ძველი ზედამხედველი, რომელმანც შთანთქა ყოველივე კეთილ-მოქმედება მასწავლებღებისა. ესენი გახდნენ უხმო არსებებათ; ყველაფერი უფლება სასწავლებლის შესახებ მიისაკუთრა ზედამხედველმა, რომელიც, ლუდოვიკ მეთოთხმეტესავით, ხშირათ ეუბნებოდა მასწავლებლებს: „სასწავლებელი — ეს მე ვარო; სასწოლებლის სამმართველო — ეს მე ვარო.“
ახლა ვნახოთ, რა ქნა სასწავლებელმა 33-ის წლის განმავლობაში. ამ სასწავლებელში ნასწავლნი სრულიად არ ჩანან ცხოვრებაში; ისინი ერთ ბეწვათაც არ განირჩევიან არც სწავლით რუსულ ან ქართულ ენაზედ, და არც ზნეობით იმ პირებისაგან, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ მასწავლებელი; მათ ვერ იპოვით მოხელეთ ვერც სამჯავრო წესდებაში, ვერც მაზრის სასამართლოში და არც სხვა რამე ხელობაში. ბოლოს დროს იმათ შკოლების გახსნა დაიწყეს სოფლებში, სცადეს ეს კეთილშობილური ხელობა; მაგრამ ვერაფერი გააკეთეს რა. როგორც სწავლის მმართებლობამ, აგრეთვე საზოგადოებამაც ადრე შენიშნა მათი უვარგისობა ამ ხელობაში, რომლის გამო აღუკრძალეს მათ მასწავლებლობა სოფელში. აბა რა ნა ჟოფი გამეისსა სასწავლებელმა ამდენი ხნის თავის არ- სებობაში? არასფერი, ჩემო მკითხველო, გარდა იმისა, რომ მან აღაშენა მშვენიერი ორ სართულიანი სახლი, რომელიც უოველ თვეს აძლევს უფ. ზედამხედველს სამას მანეთამდი შემოსავალს.
(შემდეგი იქნება)
ივრის-ხეობა. სოფელმა ნინოწმინდამ წელს თავისი სათიბი მინდორი გავიდა და იქიდგან ორმოცი თუმანი ნაღდი შეიძინა. ნუ ვიტყვით იმაზედ, თუ რა ნაირ სარგებლობას მოუტანდა ეს ფული ამ პატარა სოფელს, ხოლო მე გეტყვით რომ ეს ფული აქაურმა მამასახლისმა მოახმარა თვის პატიოსან და ყოველ მომნელებელ კუჭს. ამ „პატიოსან კაცს“ (ასე ეძახის მას მთელი ივრის ხეობა) ოცი თუმანი, ერთი თვეა, რაც თავისავე მგლებითურთ გადუყლაპნია და ოცი თუმანი არ ვიცით სად და როგორ მოუხმარებია: აი ამ სოფელს მოჰსვლია ბძანება მაზრის მმართველისა, ხუთმეტი ურმით ბეგარაზე გასვლისა; ცოტა არა ალაფები ყოფილა……… ერთის სიტყვით ხო მოგეხსენებათ, იმ ხელათ, არვიცი კი საიდან და როგორ, ის სოფელი ბეგარას სრულებით ასცდა და იმის მეზობელი სოფ. ბერთუბანი ორ-კვირაშივე ზედი-ზედ ორჯელ წავიდა... თერთმეტს დეკემბერს მეორეთ მოუვიდა იმ სოფელსვე თხუთმეტი ურმის ბეგარა...... ხალხი გაბრაზდა, იქვე ერთი ლაზათიანი არძა დაჰსწერეს მამასახლისზედ და ოც-და ათმა კაცმა ხელი მოაწერა. აქეთ ეძგერა მამასახლისი, იქით და აი როგორ მოახერხა: ურმები რომ შემზადდა, მაშინ ოთხი თუმანი და ამითი ქეიფი გასწიეთო.“ — ხალხმა აქ ერთ ხმით შეჰსძახა — „გაუმარჯოს ჩვენს ზუკა მამასახლისსაა!!!.. და იქვე დახიეს არზა....
სოფ. პატარძეულში იმ დღეს ორმა დიაკვნებმა უჩივლეს თავისვე მღვდელს, რომ ის მათ სულ არას ანებებს, ბლაღოჩინმა შუაკაცების ამორჩევა უბძანათ, ორივე მხარეს მოსარიგებლათ. ღვდელმა ბლაღოჩინივე ამოირჩია შუაკაცათ და დიაკვნებმა სხვა მღვდელი. დანიშნულ ვადაზედ შუაკაცები შეიკრიბნენ საქმის გასარჩევად და ღვდელი არ გამოცხადდა — ხომ მოგეხსენებათ „თუ ნიორი არ გიჭამიაო“.... ბლაღოჩინმა მის მაგიერ, რომ ღვდელი დაესაჯა, რომ არ გამოცხადდა, მისი მოწინააღმდეგე დიაკვნები დასაჯა, რადგან ღვდელი მისი სულის და მისი სულის და კუჭის მეგობარი ყოფილა და სწყენია ამ წინ დაუხედავი დიაკვნების ჩივილი, ერთს დიაკვანს უბძანა ამ ყოვლად მართებულ მამა ბლაღოჩინმა თბილისიდამ ურმით უფასოთ 15 ფუთი სანთელი მოუტანა და მეორეს — მთელი საბლაღოჩინოს მღვდლები 80 ვერსტზედ მეტი უნდა შამოიაროს, ეს დიდი საცოდაობაა ამ სიცივეებში, რო მხედველობაში იქონიოთ, რომ ეს უკანასკნელი დიკვანი არის 70 წლის ბერი კაცი, 12 - წვრილ-შვილის პატრონი და საშინლათ ღარიბი, ეს ეხლა და მემრე რაღა მეელით ამ უბედურ დიაკვნებს ამ ბლაღოჩინისაგანაც და უფრო ამ ღვდლისაგანაც?!.. ესეთივე ჩაგრული დიაკვნები ბევრია, ამ საბლაღოჩინოში, მაგრამ იმავე მიზეზისა ეშინიანთ და ვერ ჩივიან.....ეს ბლაღოჩინი ვადა გასულია; მაისში, როცა მას ვადა გაუვიდა. სამღვდელომა კანონისამებრ სთხოვა ეგზარხოსს ამისი გამოცვლა და კენჭის ყრის ნება — ყარეს კენჭი და 17 ხმამ 8 წინააღმდეგ სხვა ამოირჩია; მაგრამ ამ რვამ იქამდის აჩანჩალა, რომ დახურული კენჭის ყრა მოახდენინეს მეორეთ ეგზარხოსს და მაშინაც 18 ხმამ 7 წინააღმდეგ სხვა აირჩია. მაგრამ არ იცვლება ეს ბლაღოჩინი, თუმცა სულიერი მამები ბევრს ჩანჩხარებენ — ი ქიზიყელი ღვდლებისა არ იყოს — ე ტიალა ცოლი მზითევი ხო არ არის ე ბლაღოჩინობა………..„ძალათ მაცხონეები“ ეს მამაბლაღოჩინები არიან და!...უთუოდ ტკბილი ლუკმაა, რომ ასე ებაძგურებიან ამ ალაგებს; საწყალი დიაკვნები თვისი ცოდვილი ღვაწლით ატკბობენ ამ ალაგებს, თორემ სხვას ჯანი გავარდეს.
შაქ.
სოფ. პატარძეული,
20 ქრისტეშობისთვეს 1877 წ.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
რუსის ჯარი თან და თან წინ მიდის სტამბოლისაკენ და ამ ჟამად ორასი ვერსის სიშორეთ არის, თუმცა ამ სიშორეს რკინის გზის გატკებნილი ადგილი აახლოვებს, თუ ორთქლი არას შესწევს. ამ ჟამად მთელი ევროპის გაფაციცებული ყურადღება იმაზე არის მიქცული, რუსეთი თავის ჯარს ადრიანოპოლში შეაყენებს, თუ სტამბოლში შეიყვანს. ყველაზე მომატებული ყურადღება რასაკვირველია, ინგლისს აქვს მიპყრობილი მინისტრის მომხრე გაზეთები ახლავე საყვირს აყვირებნ, ჩვენ უნდა დარდანელის სრუტე დავიჭიროთო, ახლავე ხომალდები უნდა გავგზავნოთ ჯვარითაო; თუ რუსეთმა მოინება ერთი პოლკის ჯარისაც კი შეყვანა სტამბოლში, ჩვენ ომი უნდა გამოუცხადოთო. ამ დღეებში პარლამენტის ახნის დროს ინგლისის დედოფალმა თავის სიტყვაში გამოაცხადა, რომ პარლამენტის შეკრება ამისთვის მოვახდინეო, რომ მაცოდინო. ხალხს რა მეცადინეობა მოიხმარა ჩემმა მმართებლობამ ომის გათავებისათვას და მოვისმინო პარლამენტის რჩევაო. დედოფალმა გამოაცხადა, რომ ოსმალოს და ინგლისის მმართებლობისაგან მიღებული ღონისძიება რუსეთის შესახებ აიმედებს მას მორიგების თაობაზე. ჯერ ინგლისის ნეიტრალიტეტი არ შერყეულა მეომართაგან და ინგლისის მოქმედება იგივე დარჩება, რაც აქამომდე იყო, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ გასაფრთხილებლად რამე ღონისძიების მიღება საჭირო იყოსო. ამ საჭიროებისათვის დედოფალი იმედოვნებს პარლამენტის ხელღიათ ქისის პირის მოხსნასა. — ეს სიტყვა ორ ფერი სიტყვაა: მორიგებისთვისა ვცდილობო, მაგრამ მაინც თუ საჭიროებამ მოითხოვა, ფული დაგვჭირდება და ახლავ სამზადისს შეუდეგითო. როგორც წინათ მოახლავ ვიხსენეთ ინგლისის მმართველობის მდგომარეობა ორ წყალ შუა ყოფნასა ჰგავს, ერთის მხრით ომი უნდა, მეორეს მხრით ინგლისის ხალხისა ეფიქრება რომ საჩენად მომხრეობას ვერ უწევს და ამას გარდა სხვა სახელმწიფონიც შორს არიან. ავსტრია ამ უკანასკვნელ ხანებში, როგორც ტელეგრამმა გვაცოდინებს, თითქოს შეფუცხუნებულა, რადგანაც რუსეთის მორიგების პირობისა ვერა გაუგია რაო. ამის გამოთ ვითომც ბოსნიისა და გერცოგოვინის დაჭერა უნდოდესო. ეს ყოვლად შესაძლებელია, რომ წინათვე დიპლომატიაში ასე გადაწყვეტა მომხდარიყოს. შევა ავსტრია ჯერ ვითომ დროებით, მერე ხალხში ასტეხს ლაპარაკს სრულიად შეერთებისთვის ავსტრი-ვენგრიასთან და ბოლოს ევროპის დასამშვიდებლად იქნება კენჭიცა ჰყაროს, გინდივარ თუ არაო, რასაკვირველია ხერხების ხმარებით ავსტრია იშოვის კენჭსა და დაიჩემებს ამ პროვინციებსა. რა ერგება ინგლისსა, რას იშოვის? გაზეთები ლაპარაკობენ რომ ვითომც ეგვიპტის დასაკუთრება და ყანდიისა უნდოდესო. შეიძლება რომ ასე იყოს, თუ სხვა სახელმწიფოებმა, მაგალითად საფრანგეთმა, ხმა არ ამოიღო ეგვიპტის ანუ სუეზის არხის დაჭერაზე იქნება ამ საშოვარის გულისთვის უნდოდეს დარდანელის სრუტეს დაჭერა, რომ რუსეთს გზა შეუკრას — ოსმალეთს და რუსეთს უინგლისოთ საქმის გათავება. ამ საქმის დახლართვაში და გახსნა გამოხსნაში ეგვიპტის და ყანდიის ხელში ჩაგდებაც მოახერხოს. არა ჩანს რა, ვერა გამოირკვევა რა როგორც ბნელ ღამეში, ისე ეხლანდელის მდგომარეობისაგან. მაგრამ ეს ნისლი მალე გაიფანტება იქნება ერთმა-ორმა კვირემაც არ გაიაროს რომ თუ მკვიდრად მორიგების დაწყობას არ გავიგონებთ, სხვაფრივ საქმის ტრიალსა ვნახავთ.
— დიდი ხანი ლაპარაკია ვითომც საბერძნეთიც აპირებდეს ომიანობას ოსმალებთან, რომ გაანთავისუფლოს თავის მეგვარ-ტომე ბერძნები ოსმალოს ბრძანებლობას ქვეშე დარჩენილები მაკედონიაში და თრაკიაში. ეს საბერძნეთის სამეფოს მზადება სწორეთ სერბიელების მზადებასა გავს, სანამ რუსები პლევნოს აიღებდნენ. სასერძნეთს უფრო გაჭირებული მდგომარეობა აქვს სერბიულებზე იმით, რომ ერთის მხრით ინგლისისა ეფიქრება და მეორეს მხრით ოსმალოს ხომალდებისა, თვიითონ კი გაშლილ ზღვაშია და ხომალდებზე ხელნაკლებათ არის. მაგრამ ვინ იცის, სტამბოლში შესვლის ევროს იქნება ბერძნეთმაც თავი აიწიონ — სერბიის მოძრაობას ერთი შესანიშნავი მხარე აქვს. სერბიელები იწევენ ბოსნიასა და გერცოგოვინისკენ კი არა, სადაც, როგორც ამბობდნენ, დიდი მღელვარება არისო და სადაც სერბიულებს ლაშქარი უხილავად გაეზდებოდა; სერბიელები სამხრეთ მხარეს იწევიან, ასე რომ ბოსნია და გარცოგოვინა ძალიან გაღმა დარჩენიათ. ამ სამხრეთ დაწევის დროს სერბიელები რამდენჯერმე დამარცხებულნი შეიქმნენ ოსმალთაგან, მაგრამ მაინც მაგარი ციხე ნიში აიღეს და სამხრეთ ადგილები პრიშტანამდე დაიჭირეს.
– ქრისტიშობის 30-ს რომში გარდაცვლილა ერთი ფრიად საჩენი და მრავალის თავგადასავალის მნახველი თავისის ქვეყნისა მეფე იტალიისა ვიქტორიო-ემმანუელ, რომელსაც იტალიელნი უწოდებდნენ პატიოსან კაცად — il re galant’ uomo. იტალიის ერთობისათვის მაძძინის გარიბალდის და კავურის შრომასთან შეერთებული იყო. მისი შრომა იყო ფრიად მტკიცე აღმსრულებელი კონსტიტუციისა და ყოველთვის მორჩილი პარლამენტისა. იყო კეთილის და საყვარელის ხასიათისა. ეს გარემოება ეწეოდა, რომ მთელ იტალიას და იმის წინამძღვარ გმირებს უყვარდა, როგორც მაგალითად გარიბალდისა, რომელიც რესპუბლიკელის აზრებისაა.
ვიქტორ ემმანუილის გადაცვალების შემდეგ მაშინვე იმისმა შვილმა გუმბერტმა გამოაცხადა თვისი მეფობა. დაამტკიცა რაც მინისტრები იყვნენ და ეს განცხადების წერილი გამოსცა სახალხოდა: „ჩვენ უეცრად გვეწია მკაცრი მწუხარება: იტალიის შემაერთებელი და სამეფოს დამამკვიდრებელი ვიქტორ ემმანუილი სიკვდილმა წარგვტაცა. უკანასკნელ წამს იმისის სიცოცხლისას დავესწარი და ის წამი იტალიას ეკუთვნოდა: უკანასკნელი იმისი სიტყვა იყო სურვილი თავისის ხალხის გაბედნიერებისა და ეს სიტყვა ახლაც ყურში მაქვს. მწუხარებას ვერ მოვრევივარ, მაგრამ ვალდებულება მაიძულებს. ამისთანა წამში ერთი ეს ნუგეში უნდა გვეძლეოდეს — მე ვეცადო ღირსეული შევიქნა მის ნაანდერძევს და ჩვენებულს გზაზედა, — თქვენ მოქალაქეობის სათნოებაში განმტკიცებით შექმნათ დი დებული და შეერთებული იტალია. მე მისგან დატოვესულ მაგალითს მივყვები, ერთგულად ვემსახურო მამულს, მიყვარდეს წარმატება და თავისუფალი დაწესებულებანი, რომელნიც ჩემის გვარის სასახელო არის. ერთადერთი პატივისმოყვარეობა ჩემი ის იქნება, რომ ხალხს ჩემი თავი შევაფარო. იტალიელნო, პირველი თქვენი მეფე მოკვდა! იმისი მემკვიდრე დაგიმტკიცებთ, რომ დაწესებანი უკვდავნი არიან. შევერთდეთ ამ ჩვენ საერთო საგლოველს წამში მტკიცე ერთსულობითა და მტკიცეთ მიღვაწოთ თანხმობისათვის, რომელმაც დაიხსნა იტალია.
ვიქტორ ემმანუილის მემკვიდრე გუმბერტი დაიბადა 1844 წ. და 1869 წელს ეყოლა შვილი რომელსაც აწ განსვენებულის მეფის სახელი აქვს და მემკვიდრეა.
— ოსმალეთის პარლამენტში დიდი ლაპარაკია ჯარების სარდლებზე და ძალიან სასტიკი სჯა აქვთ იმათს მოქმედებაზე. ასე მაგალითად მაჰმედ-ალი ფაშის სიტყვით თუმცა ოსმან-ფაშისაგან პლევნოს გამაგრებას ძალიან სახელი გაუვარდაო, მაინც კი ოსმან-ფაშა ძალიან დამნაშავეაო. მას მაჰმედ-ალის ბძანება უნდა მოესმინა, თავი დაენებებინა პლევნოსათვის მაშინვე, რაკი რუსებმა ლოვჩა დაიჭირესო. და ორხანიეს მოსულიყოვო ეს მთავარ-სარდალი (მაჰმედ-ალი-ფაშა) იმ აზრისაა, რომ ოსმან ფაშის ესეთი შეცდომა დიაღ დიდი შეცოდება ამ ომიანობაშიო..
![]() |
3 ომისა ამბები |
▲back to top |
ომისა ამბები
— იანვრის 1-ს რეუფ და სერვერ-ფშები გასულან სტამბოლიდამ დიდ მთავარის ნიკოლოოზის ბინას
— ქრისტეშობის 30-ს სოფიიდამ ფილიპოპოლის გზაზე ჩვენი ჯარი წინ წასულა და იანვრის პირველ დღეებში ფილიპოპოლთან მიახლოვებულან. სულეიმან ფაშას ფილიპოპოლის მცხოვრებლებისათვის გამოუცხადებია, რომ ქალაქი დასცალონ.
— 27 და 28 ქრესტიშობისას შიპკოს ომში მოკლულია 19 აფიცერი, 1083 სალდათი; დაჭრილია 98 ფიცარი და 4,246 სალდათი, ამას გარდა 2 აფიცერი მომკვდარა დაჭრილობით და 16 აფიცერი გაკაწრულია. სულ დანაკარგი ჯარისა 5,464 სულია. ჩვენებს ზარბაზანი უშოვნიათ 93, ბაირაღი 10 ტყვეთ წამოყვანილი ოსმალოს ჯარი 25 ათასი კი არა 32 ათასი აღმოსჩნდა.
იანვრის 4-5 შიპკოდამ მოსული ამბავი გვაცნობებს, რომ რკინის გზაზე ჩვენ ჯარს რელსები აუკრეფია და მისვლა-მოსვლა შემდგარა. ოსმალოს ჯარი ადრიანოპოლისაკენ წასულა, ფილიპოპოლში სულეიმან-ფაშის ბრძანებით ცეცხლი წაუკიდებიათ.
— იანვრის 5. სერბიელების ჯარს ნიშის ციხე აუღიათ, მრავალი ზარბაზანი, თოფ-იარაღი და საომარი მასალა უშოვიათ.— დუნაიზე დიდი ყინული მოდის გასვლა-გამოსვლა გასაჭირია.
იანვრის 4 ჩვენი ჯარი სკობელევის წინამძღვრობით ფილიპოპოლში შესულა. დუქნებს ცეცხლი კიდებია, ჯარს გაუქრია, ოსმალოებმა სიბნელის გამო ვერ ნახეს მცირე რიცხვი ჩვენის ჯარისა და ქალაქიდამ გაიქცნენ. ჯარების შეტაკება 3-ს იანვარს იყო, რომლის გამოც ოსმალოს ჯარი ორად განაწილებული დარჩა, ერთი ნაწილი აღმოსავლეთისკენ ადრიანოპოლისკენ წავიდა, მეორე გაფანტული დასავლეთისაკენ დერმენდერესაკენ. ჩვენი ჯარი იმ ნაწილს გამოსდევნია, რომელიც ადრიანოპოლისკენ წავიდა. ამავე დროს 3 იანვარს ჯარებმა ტირნოვო აიღეს.
იანვრის 9 შიპკოდამ მოვიდა ამბავი, რომ ჩვენებს კიდევ გაუმარჯვნიათ ფილიპოპოლის დასავლეთის მხარეს. გურკო დასდევნებია და ომით წაურთმევია 44 ზარბაზანი. ოსმალოს ჯარში 4 ათას კაცამდინ დახოცილა, ტყვე ბევრი ჩავარდნიათ ჩვენებს, ჯერ რიცხვი არა ჩანს, მაგრამ 3 ათასსზე მეტი უნდა იყოსო, გურკოს ჯარს ექვს დღეში 150 ვერსტი გაუვლია და ამათში ორი მთის ძნელი ქედი. სამის დღის განმავლობაში დაუსვენებლად ომი ჰქონიათ განთიადიდამ მოყოლებული ბინდამდე. ჩვენის მხრით დანაკარგი 500 კაცამდე იქნებაო.
6 იანვარს რუსის ჯარი დასათვალიერებლად გამოჩენილა მუსტაფა-ფაშაში, რომელიც ადრიანოპოლიდამ 35 ვერსტზეა.
— 9 იანვარს. ოსმალოს მოციქულები ყაზანსლიკს დიდის მთავრის ნიკოლოზის ბინას მისულან.
— 8-ს იანვარს ყაზანლიკ ადრიანოპოლში ხალხი ზარ-დაცემულია, ოსმალოს გუბერნატორი და ჯარი გაქცეულან. თოფის წამლისა და მასალებისთვის ცეცხლი მიუციათ. ქალაქს ცეცხლი უკიდია და ხალხში მღელვარებაა. გენერალ სტრუკოვთან კაცები მოსულან. სთხოვენ მალე ჩვენი ჯარი მივიდეს წესის ჩამოსაგდებათ და დასამშვიდებლად.
ინგლისის გაზეთი „Standard“ ამბობს, რომ ერთი პოლკი რუსის ჯარისა რომ სტამბოლში შესვლას პირებდეს, ინგლისმა ომი უნდა დაიწყოსო.
მეორე ინგლისის გაზეთში იანვრის 8 დაბეჭდილია, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შუა მორიგებაზე ლაპარაკი დაიწყოვო. ოსმალოს წინადადება არის: ბათუმი თავისუფალ ნავთსადგურათ გახადოს, ყარსამდის ადგილის დათმობა, ყარსისა და არზრუმის ციხეების დანგრევა; ამასთან ევროპის კონგრესსის განხილვას წარუდგენს: ბალკანის მთები ბოლგარიის სამხრეთი საზღვრად დაიდება, რუმინის სრულიად თავისუფლება მიეცემა. დარდანელლის სრუტე ყველა სახელმწიფოების გემებისთვის გაიხსნება. რუსეთს ბათუმი უნდა და დარდანელლის სრუტე მხოლოდ რუსეთის და ოსმალოს ხომალდების სავლელად.
![]() |
4 ნეკრასოვი |
▲back to top |
ნეკრასოვი
ქრისტიშობის უკანასკნელ დღეებში გარდაიცვალ პეტერბურღში რუსეთის გამოჩენილი პოეტი ნიკოლოოზ ნეკრასოვი.
ნეკრასოვი იყო ამ უკანასკნელ ოცდა ათის წლის განმავლობაში ერთი გამოჩენილი მშრომელი რუსულ მწერლობაში და ჟურნალისტიკაში და თავისის ლექსებით ისეთი ადგილი ეჭირა, რომ ვერც ერთი პოეტი რუსეთისა ვერ შეედრებოდა.
პირველი შრომა ნეკრასოვისა უფრო საჩენი და შესანიშნავი არაფრით არა ყოფილა, რადგანაც ჯერ მოუმზადებელი 17 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც (1838 წ.) დაიწყო ლექსების წერა. პირველ ხანებში პეტერბურღს მისული იაროსლავის გუბერნიიდამ, დიდს სიღარიბეში ატარებს, მამისაგან გაგზავნილი სამხედრო სასწავლებელში შესასვლელად, რჩება თავისუფლად და უნივერსიტეტში დადის. აქ გაუმეგობრდება ნასწავლ კაცებს, ლიტერტურულ მუშაობას ხელსა ჰკიდებს თავის განვითარების და რჩენისათვის. პირველს ლიტერატურულს შრომა უფრო სარჩოს მოპოებისათვის კისრულობდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, ამისთანა მდგომარეობა 4841 წლამდის იყო. ამას შემდეგ კარგა დაახლოვებს იმ დროს მწერლებთან დიდი შემწეობა მისცეს წარმატებისათვის და სულითა და გულით მწერლობას მიეცა.
მალე იმას ყურადღება მიაქციეს უკეთესმა იმ დროს, მწერლებმა და იმათ შორის ბელინსკიმ, ასე რომ 1847 წელს ნეკრასოვი პანაევთან ერთათ შეიქმნენ ჟურნალის „современникъ“-ის გამომცემლად. ბელინსკიმ და იმისმა მეგობრებმა ამ ჟურნალში მუდმივი თანამშრომელობა დაიწყეს და ბელინსკის სახელმა პირველი ადგილი მისცა ამ ჟურნალსა შემდეგ 1856 წლამდე თუმცა კი ჟურნალს ბევრი მოაკლდა ბელინსკის სიკვდილითა, მაგრამ მაინც ნეკრასოვი ცდილობდა საპატიო ადგილი სჭეროდა. ნეკარასოვს მართლაც ის ადგილი ეჭირა მწერლობაში, რომ 1856 წლიდამ ჟურნალის მოსპობამდე 1866 წ. უკეთესნი მწერალნი იქ შეიკრიბნენ. ის ათ წელობა სახელოვანი დრო იყო ნეკრასოვის ჟურნალისა და თვით ნეკრასოვისა. იმ დროს რუსეთში დაიწყო დიდი მოძრაობა აზრებისა და სახელმწივო ცვლილებაებისა. ამ დროს ეკუთვნის უკეთესი ლექსები ნეკრასოვისა, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროს ახალგაზდობაზე რუსეთში და იქაურს გარდა ჩვენ ქართველ მოსწავლე ახალგაზდობაზედაც. ნეკრასოვი პოეტია „ხალხის მწუხარებისა“ და იმ დროს, ბატონყმობის დროს, რასაკვირველია რომ ძლიერი გავლენა ექნებოდა მკითხველ საზოგადოებაზე. ამბობენ ცხედარზე ვიღაცამ წამოსთქვა, რომ ნეკრასოვმა კეთილ-გულობა მასწავლაო. ეს საკმაოდ კარგი გამომთქმელია ნეკრასოვის ლექსების ღირსებისა, იმის ლექსებში უპირველესი მხარე აზრს ეჭირა და მერე გარეგანს სილამაზესა. ამ თვისებით ვერც ერთი რუსეთის აწინდელი მოლექსე ნეკრასოვს ვერ შეედრება, თუმცა მბაძველი მრავალია არა თუ რუსულ მწერლობაში, თვით ქართულ მწერლობაშიაც კი მრავალი . გამოჩნდა. ეს ხელდახელ. გამომცხვარი მოლექსენი და მჯღაბნელები იღებენ რასმე აზრს და ლექსებათა სწერენ, თითქოს აზრს გარეგანი ხორცი არ უნდა ესხას სიმშვენიერისა, გულის აღმტაცი და გონების მომხიბლველი. ნეკრასოვის ლექსის ღირსება ეს არის, რომ შინა არს გარეგანი სილამაზეცა აქვს. უამისოდ იმისი ლექსები ესრეთს დიდს გავლენას ვერ მოიპოვებდნენ.
1868 წლიდამ ნეკრასოვმა აიღო „отечественные записки“ მაგრამ ამ ჟურნალმა ნეკრასოვის სახელს იმის მეტი ვერაფერი შესძინა, რომ ძველი თანამშრომელები ზოგი მობუზღუნე, ზოგი დაუდევარი და ზოგი ვინ იცის რა მიზეზით დაშორდნენ. საზოგადოთ რუსული ჟურნალებისათვის მოხსენებული დრო ავდრიანი იყო და ნეკრასოვის შრომა ბევრს ვერას იზამდა.
საზოგადოდ ნეკრასოვის სახელი შეერთებული იყო ამ უკანასკნკლ ოც-და-ათის წლის განმავლობაში რუსის მწერლობის უკეთესს მშრომელთა სახელებთან. პოეტებთან პუშკინსა, ლერმონტოვს და გოგოლთან საჩენი ადგილი უჭირავს და იქმნება დიდხანს რუსეთის მრავალის თაობის აღმზრდელი.
რამდენიმე ლექსი ქართულადაც არის გადმოთარგმნილი და დაბეჭდილი.
ქრისტიშობის 30 დაუსაფლავებიათ ნეკრასოვი. დიდძალი ხალხი შეკრებილა გამოტანაზე, მეტადრე მოსწავლე ახალგაზდობა, გიმნაზიიდამ დაწყებული უნივერსიტეტამდე, ასე რომ ხუთი ათასამდე ყოფილა. წინ სტუდენტები და სხვა მოსწავლენი მისდევდნენ დიდრონის ყვავილის გვირგვინებითა: ერთს გვირგვინს წარწერა ქონდა: „რუსის ქალებისაგან“ მეორეს „დიდება ხალხის მწუხარების მგლოვიარესა“, მესამეს „ნეკრასოვს სტუდენტები უძღვნიან“. სხვას „უკვდავს მგოსანს ნეკრასოვსა“ და კიდევ „ნეკრასოვს თანამშრომელნი“ ამ მოსწავლეთა შემდეგ მგალობლები, მერე მღვდელ-დიაკვანი და ამათ უკან ისევე ახალგაზდობას მიჰქონდა კუბო. კუბოს მისდევდნენ რაც კი პეტერბურღში მწერალნი და ხელოვანნი მხატვარნი, არტისტები, პროფესსორები არიან და სხვანი. ამოდენა სანახაობა პეტერბურღში ძალიან იშვიათი რამ არის, სასაფლაოზე რომ მიიტანეს და წესი აუგეს, უნივერსიტეტის პროფესსორმა მღვდელმა გორჩაკოვმა მხურვალე და გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა. ამას გარდა საფლავზე პანაევის და დოსტოევსკის შესხმამ ყურადღება მიაქცია. ორნივ პოეტის მნიშვნელობას და იმის კარგ მოსიყვარულე კაცობას შეეხენ. ამათ გარდა ყმაწვილ-კაცებმა წარმოსთქვეს სიტყვები აღტაცებითა და მხურვალეთა საყვარელ პოეტზე, რომელმაც ასწავლა და ჩაუნერგა ხალხის სიყვარული და მისთვის მოღვაწება.
![]() |
5 საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა) |
▲back to top |
საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)
II
კავკაზი — რა გვარი იყო დამოკიდებულობა კავკაზთან უძველეს დროს ისტორიულის სამეფოებისა, — ელლინელთ კოლონიები შავის ზღვის პირად. — იმათი ცნობები კავკაზზე.
როგორათაც გეოლოგია გვარწმუნებს, აწინდელი კავკაზის არე-მარე არის სამისა თუ ოთხის ეპოხის ნაწარმოები. ძველის-ძველად ამ მხარეს ვრცელი ოკეანი თურმე ჰფარავდა. მომხდარა ცვლილება: ამოხეთქილა ვიწრო და გძელი მთის ზურგი, რომელიც ათას ფუტამდე აბურთებულა. შემდეგ ამის დამყარებულა ხანგრძლივი მშვიდობიანობა: ჩრდილოეთით სამხრეთად კავკაზს წყლის ზვირთნი თურმე სცემდნენ. როდესაც ბუნება მეორედ შერყეულა კავკაზის ზურგის სამხრეთად წყლის გულიდამ თავი ამოუყვია ახალციხისა და გურიის ქედს. ბუნება ისევ დაწყნარებულა; მაგრამ ოკეანი ისევ თურმე ავრცელებდა თავის მფლობელობას როგორათაც კავკაზის ჩრდილო მხარეს, აგრეთვე მის სამხრეთად. აქ ყოფილა ვრცელი სრუტე, რომელსაც სჭერია ამიერისა და იმიერ-საქართველოს ღელე-მინდვრები. ბუნება ისევ შერყეულა და იმ სივრცეზე, რომელიც ჩვენ დროს ჰყოფს შავსა და კასპიის ზღვებს, ცეცხლის მოძრაობას ქვესკნელით დაუწყვია მოქმედება. აჭარის ქედის სამხრეთად გაჩენილა აწინდელი ახალციხის ბასსეინი, გარე-მოცული ციხის-ჯვარისა და ჩილდირის კრატერებით (crater დიდი მთის ჯამი, საიდამაც გალხობილი და გამდნარი მიწა ამომდინარებს). ამართულან დიდ მშვენიერნი ვაკე-მინდვრები შურიგელისა, ჯავახეთისა, ლორისა და მაღალი მთები უჯრაბაღისა, აღმაგანისა, ალაგეზისა და არარატისა; მაგრამ ღელე-მინდვრები რიონისა, მტკვრისა და არაქსისა, ჯერ ისევ წყალში წოლილან. კავკაზი და კავკაზს აქეთი მხარე ორ გაცალცალკევებულ კუნძულებად ამოიყურებოდნენ. უკანასკნელი ეპოხა ყოფილა უზომოდ აშფოთებული. მაშინ მისცემია კავკაზს ის სიმაღლე და ის ხასიათი, რომელსაც ახლა ის ჩვენ წარმოგვიდგენს. ამ დროს ოკეანს უკან დაუწევია. იმერეთი, ქართლ-კახეთი და ყველა ვაკე-მინდვრები გარეშე ზღვებისა, შავისა და კასპიისა, როგორათაც თვით ყირიმის ნასევარ-კუნძული ხმელეთად გადაქცეულან. გახსნილა ვულკანები როგორათაც კავკაზის შუაგულში, აგრეთვე იმის სამხრეთად. იქ, სადაც მათი კრატერები ყოფილა აღმართულან ელბრუსი, ფასის-მთა. ყაზბეგი და სხვანი. ახლა ყველა ვულკანიები დახშულია, მაგრამ ცეცხლის მორაობა მაინც არ შეწყვეტილა. ამას გვიმტკიცებენ ერთის მხრით დენა მიწის გულიდამ ცხელის წყლისა, და ცეცხლისა ბაქოს გუბერნიაში, მეორეს მხრით თვით მიწის ძრვა, რომელიც დროითი დრო არყევს ჩვენს დედამიწას და რომელმაც სხვათა შორის 1840 წელს არარატის კრატერი გახსნა და მდიდარი სოფელი ასური სრულებით ჩანთქა და 1859 წ. შამახია დაანგრია. აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ უკანასკნელს ცვლილებას დაუდვია დასაწყისი გაცალცალკევებისა ურთიერთშორის ზღვათა, შავისა, კასპიისა და აზოვისა. რომ იგინი შეერთებულნი ყოფიდან, ამისი ნიშნები ახლაც სჩანან. ასტრანისა და კავკაზის ვრცელი ვაკეები წარმოადგენენ შემშრალს ზღვის ძირს. აქ პოულობენ იმ მოდგმას ლოკოკინებს, რომელნიც აწინდელის კასპიის ლოკოკინებში არ განსხვავდებიან. გარეშემო ადგილები კასპიის მხარისა აქამომდე იცვლება: როგორათაც ბალკანის ყურეს, აგრეთვე მთელს აღმოსავლეთს ნაპირს ასტრაბადამდე ისე აუწევია, რომ ამუდარია ანუ ოქსუსი, რომელიც ბალხანის ყურეს უერთდებოდა, თურხმენის ველის აბურთებით, აღმოსავლეთისკენ მიმართულა და არალის ზღვაში შედის. ბაქოს მახლობლად ქვიტკირის შენობები, რომელნიც ოდესმე ზღვის ნაპირად მდგარან, ახლა ისე ღრმად არიან ჩაწოლილნი შიგ ზღვაში, რომ მხოლოდ მოწმენდილს დარში იხილვებიან. წარჩინებულის გეოლოგის მურჩისონის ფიქრით, სრული გაცალცალკევება ახლანდელის სამის ზღვისა, კასპიის, შავისა და არლისა, მომხდარა ისტორიულის დროების დასაწყისში.[1]
კავკაზი, რომელიც ძველადვე შეადგენდა საზღვარს ევროპისას და აზიისას, მიემართება შავის ზღვის პირით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ კასპიის ზღვის პირად. იმისი სიგძე არის 1420 კურსი. კავკაზი წარმოადგენს ორგვარს სისტემას: ერთია ზემო კავკაზი ანუ უთავრესი მთის ზურგი; მეორეა ქვემო ანუ მცირე კავკაზი, რომელიც, როგორათაც ვთქვით კიდეც, პირველთან შეკავშირებულია მესხეთის მთით და სურამის მთით, ზემო კავკაზის ზურგში უმაღლეს ქედებად ირიცხებიან: ელბრუსი (18,526 ფუტი ზღვის პირის მაღლად), კაშთან — თაუ (17,091ფ.), დიხთაუ (16,925ფ.), ყაზბეგი (16,546 ფ.) და ადაი-ხოხი (15,244ფ.). მცირე კავკაზს უერთდება ზემოდ მოხსენებული თავრის მთა, რომელიც თვით უკვშირდება გიმალაის მთას ინდოეთში. ზემო კავკაზის გაყოლებაზე თითქმის მეხუთედი ნაწილი(296 ვერსი) ყოველთვის დაგვირგვინებულია თოვლის გვირგვინით: აქ სამუდამო თოვლის წრე სამხრეთის (საქართველოს) მხრივ არის 9,600 ფ. შუაგულს ადგილს 10,500 ფ. აღმოსავლეთად კი 12,200ფ. ჩრდილო-მხარე, სამხრეთის წრეს შედარებით, 1,000 —1,500 ფუტით მაღლა ადის.[2] საზოგადოდ კავკაზი უხვად არის მინიჭებული მდინარე წყლებით. მათ შორის ზოგნი მიმდინარებენ შავ-ზღვაში, ზოგნიც კასპიის ზღვაში. შავ-ზღვას ერთვიან: კავკაზის ჩრდილოეთად — ბასსეინი ყუბანისა თავისის ნაკადულით, ლაბით; სამხრეთად — ხოპი, ენგური, კოდორი და რიონი მთის შტოებით. კასპიის ზღვას ერთვიან: ჩრდილოეთად თერგი, სუნჯა, კოი-სუ, სამური და კუმა, სამხრეთად — მტკვარი და არაქსი მათის შტოებით. კავკაზი შეიცავს მრავალ ტბებს, თუმცა ისე მრავალს არა, როგორც უცხო ქვეყნების დიდი მთები. უმთავრეს ტბად აქ ირიცხება გოგჩა ანუ სევანგი ერევნის გუბერნიაში (80 ვერსამდე სიგძით), შემდეგ ხოზაპინი, თოფარავანი და ტბის-ყური ახალციხის მაზრაში. ევროპის მეცნიერნი, რომელთც კავკაზი მიმოუვლიათ, განცვიფრებულნი არიან მისის აღბეჭდილებით. მორიც ვაგნერის თქმით, „არც ალპი შვეიცარიის, არც თავრი, არც ატლასი, არც არც ბალკანი და არც აპპენინი ანუ რომელიმე ევროპის მთა არ წარმოგვიდგენენ არც ამ გვარ კლდე-ზღუდეებს და მრავალ-გვარად დაგლეჯილს თოვლის სივრცეს და არც ისე კადნიერად აღმართულს დიდებულს მთის წვერებს, როგორსაც წარმოგვიდგენს საშულო კავკაზის ზურგი.“ „ერთისავე შეხედვით თქვენ გრძნობთ, ამბობს ბესსი, ამ მთის უაღრესობას ევროპის მთებზე. ეს გაყოლება კავკაზისა, მაღალი და ვრცელი, რომელიც დასცქერის ვრცელსავე კუმისის ვაკე-მინდორს, მართლა და გასაოცარი რამ არის“ ბოტანიკი კოხი სწერს: „რაც რომ ჩემს სიყმაწვილობითვე შეადგენდა ჩემს გულის წადილს და საგანს ჩემის შესწავლისას, ყოველივე ეს ახლა ჩემ თვალ-წინ მდებარებს, უსაზღვროდ გამშვენიერებული“[3] . მართლა და ამ მხარეზე ბუნებას უხვად მოუფენია მრავალ ნაირი სიმდიდრე: ცხელისა და ცივის ქვეყნების ჰავა ანუ, უკედ ვჰსთქვათ, კლიმატი; ყოველგვარი მცენარე, აქა-იქ ხუთი-ექვსის საათის სავალზე ბარიდამ მოყოლებით მთის ქედამდე, ვპოულობთ ყველა ბუნების ნაწარმოებს, შენობაში საჭირო ხე-ტყეს, ხე-ხილს, რომვლნიც კი ქვეყნის პირად არიან გაბნეულნი; გარდა ამისა კავკაზი განსხვავდება ცხოვრებისთვის სხვა და სხვა სახმარის ქვებით: ალებასტრით, მარმარილოებით, გიშრით, ქვისა და ტბის მარილით; მინერალებით ანუ სააბანო. წყაროებით, შაბით, გვარჯილით, ფისით, ნავთით; მეტალლებით: ოქროთი, ვერცხლით, სპილენძით, კალით და სხვ. აკადემიკის აბისის თქმით, „საქართველო — სომხეთის მეტალლებში რკინას და სპილენძს აქვთ დიდი მნიშვნელობა, და უნდა ვთქვათ, ძველი თქმულება ივერიის მიდნების წრმოებაზე დაფუძნებულია თვით იმაზე, რომ დიაღ გავრცელებული ყოფილა აქაური რკინა და სპილენძი. სამხრეთად კავკაზისა რკინა იპოება უფრო ქართლში, იმერეთში და სამეგრელოში. მრავალი გროვა რკინის წიდისა, აქა-იქ გაბნეული იმერეთისა და სამეგრელოს ტყებში, მოწმობენ, რომ უძველესის დროდამვე ადგილობრივნი მცხოვრებნი შეჩვეულნი ყოფილან მათ შემუშაკებაში. კარგი რკინის ლითონი არის აგრეთვე ახალციხო-იმერეთის და თრიალეთის მთებში და თვით სუფსის ღელეში, სადაც ძველის ქარხნების კვალი აქამომდე ჯერ არ აღმოუჩენიათ. განსაკუთრებით ისეთს მდიდარს რკინის მადნებს წარმოგვიდგენენ ლალვარის მთები სომხეთში, რომ სიმართლე მოითხოვს მათ ვუწოდოთ საქართველოს მადნების მთებათ. bag (Erzgebirge)[4].
უეჭველია, ამ გვარ მხარეს ამ გვარის მდებიარებისას უნდა აღეძრა ყურადღება ტომთა, რომელნიც კი ისტორიულს ასპარეზზე იღვწიდდნენ. ასეც იყო. სულ ძველად ქალდეო ასსირიელნი, ეგვიპტლნი და ფინიკიელნი, შემდეგ მიდო-სპარსნი და ბერძენნი ანუ ელლინნი ყოველთვის ევლტოდნენ კავკაზს, იმათ მიაჩნდათ ის სიმდიდრის წყაროდ. ფინიკიელნი, რომელნიც იმ ხანებში ყველაზე მეტად განვითარდნენ აღებ-მიცემობაში და თავისი გავლენა ვრცლად მოჰფინეს დედა-მიწზე, მე-XVII- XIV საუკ. ქრისტეს წინ, „გაბედვით ცურავდნენ — მოგვყავს ლენორმანის სიტყვები — უბრალო ნავებით შფოთიანს და შეუწყნარებელს შავ ზღვაში, რომელიც ჩვენის დროს მენავეთათვისაც კი დიდად საშიშარია. ისინი მოგზაურობდნენ ნაპირ-ნაპირ, მცირე აზიის ჩრდილო მხარეებში, აღებ-მიცემობდნენ ადგილობრივთ მცხოვრებთ შორის და შედიოდნენ კოლხიდაში, საიდამაც ბრუნდებოდნენ უკანვე, დატვირთულნი მადნეულობათ: ოქროთი, რომელსაც კოლხიდელნი პოულობდნენ თავიანთ მდინარე წყლებში და რომელიც ქარვანებს შემოჰქონდაო. იქ ურალის მთიდამ და არიმასპის ქვეყნიდამ; კალით, რომელიც საჭირო იყო თითბრის შესამუშავებლად და რომელსაც იბერნი და ალბნელნი სთხრიდნენ კავკაზის მთებში; ტყვით და ვერცხლით, რომელიც აღმოიპოვებდა იმავე მხრის სხვა ადგილებში; ხელ-ნაქნარის ლითონებით, რომელიც სჭდავდნენ ხალბნი თვიან მთებში და რომელნიც სხელ-განთმულნი იყვნენ მთელს ქვეყნას პირზე. ეს ლითონებია: უკეთესის ღირსების სპილენძი, წმინდად დათლილი რკინა და ნამეტნავად ისეთი ფოლადი, როგორსაც ვერც ერთი უცხო-ტომთაგანნი ვერ იმუშავებდა.“[5] ფინიკიულებს ჰქონდათ გაბმული საკუთარი ხიხე-სიმაგრეები, ბოსფორით კოლხიდამდე, იქ, სადაც შემდეგ ბერძნების დროს აღყვავდა კოლონიები. ფინიკიელებმავე შეკრიბეს კავკაზის მხარეზე პირველი ცნობები, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ, თუმცა მათ მოიხსენებენ ელინთ მწერალნი.
ფინიკიელებს თავიანთი სავაჭროები შეჰქონდათ ეგვიპტეში და ქალდეო-ასსირიაში, თუმცა ამ უკანასკნელთ თავის-თავადაც ქონდათ დამოკიდებულობა კავკაზთან. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ იმათში ეგვიპეტი მოშორებით იმყოფებოდა და ამისთვის იმისი დამოკიდებულობა ჩვენ მხარესთან უფრო სუსტი იყო, ვიდრე ქალდეო-ასსირისა. ერთი ღირს-სახსოვარი ფაკტი, ეგვიპტელთაგან დატოვებული ჰეროდოტის ისტორიაში, არის შემდეგი. ჰეროდოტე სცხოვრებდა მე-V საუკ. ქრისტეს წინ. მისის თქმით, ეგვიპეტის განთქმული მეფე სეზოხტრისი რომელიც ახლა ცნობილია რამზეს მეორედ და რომელიც ჰყვავოდა მე-XIV საუკუნეში, აზიისა და ევროპის დაპყრობის შემდეგ, მისდგომია ფაზის მდინარეს და აქ დაუსახლებია თავისი კოლონი. „მე გამოვკითხეო ამ საგანზე, ამობს ჰეროდოტი კოლხიდელებსაც და ეგვიპტელებსა და ორნივე ერთის აზრისანი არიანო. ეგვიპტელნი იტყვიანო, რომ კოლხიდელნი შეადგნენო სესოსტრისის მხედრობას ნაწილს. ამ აზრს ჰმოწმობსო იმათივე მოშავო ფერი, ხუჭუჭი თმა და წინადაცვეთა, რომელიც ჩვეულებად აქვთ ორსავე ტომს და რომელიც კოლხიდელებთაგან მიუთვისებიათო. თვით მათ მეზობლებს მაკრონებს. გარდა ამისა ეგვიპტელნი და კოლხიდნი ერთ-ნაირად მისდევენო სულის შემუშავებას და თვით ყოფა-ცხოვრება და ენა ორივე ტომისა ერთი და იგივეაო.“ ეს გარდამოცემა ჰეროდოტისა ანუ ჩვენის ფიქრით, მიფი, მიუღიათ ნამდვილ შემთხვევად შემდეგის საუკუნოების მწერლებს და ამ გვარად გავრცელებულა ჩვენ დრომდე. 200 წლით ქრისტეს წინად აპოლონ როდოსელი სწერს: „პირველი ადამიანის სამშობლოდამ, ეგვიპტიდამ, გავიდა მრავალ-რიცხვის მხედრობით წარჩინებული მეომარი (სეზოსტრისი), რომელმაც ყველა ადგილებში მრვალი ქალაქი დააფუძნა. იმათ შორის ზოგი გაუქმებულია და ზოგი კი ახლაც ჰყვავის. ამ უკანასკნელთაგანია ეა კოლხიდაში. კოლხიდელნი შთამომავლობენ იმ მხედართაგან, რომელნიც აქ დაუმყარებია ეგვიპტის გმირს. ისინი ხმარობენ თავიანთ წინა-პირთაგან მიღებულს ფიცრებს, რომლებზედაც ნაჩვენებია ხმელეთისა და ზღვის საზღვრები, შარა-გზები და ბილიკები.“ დიოდორეც (I საუკ. ქრისტეს წინ) ამბობს: „სეზოსტრისმა განვლო მდინარე განგი და მიაღწია აღმოსავლეთ ოკეანემდე. მასუკან, როდესაც ჩრდილოეთით უკუიქცა, იმან დაიმონავა სკვითია ტანაისის მდინარემდე, რომელიც საზღრავს აზიასა და ევროპას. იტყვიან, ვითომც იმ ეგვიპტელთაგან, რომელნიც სეზოსტრისს დაუსახლებია მეოტიდის ტბის გარეშემო. წარმომდგარან კოლხიდის ტომნი. ამის შესამოწმებლად მოჰყავთ წინადაცვეთა მამობრითის სქესის ყმაწვილთა, რომლიც ჩვეულებად არის. როგორათაც ეგვიპტეში, აგა რეთვე მის კოლონიებში და ურიებში“.[6]
(შემდეგი იქნება)
______________
1 Bullet. de la Société Géologique de Fran- ce, 1837, t. VIII. - Щуровскаго, Геологическіе очерки Кавказа, „Русскій Вѣстникъ“ 1862 г. Фев- раль 439—468и Апрѣль, 707—709.
2 Стебницкаго, Замѣтки о распространеніи лед- никовъ на Кавказѣ въ Извѣстіяхъ Кавк. Отд. Геог. 1 Общ., 1877 г. т. V, №1.
3Schnitzler, L' Empire des Tsars au point actuel de la Science, Paris, 1862, I, 210, 214.
4 Prodromus einer Geologie der Kaukasi- chen Länd-r, S-Petersb., 1858, 63-65.
5Man d' Hist., lll, 34-35.
6 Histoire d' Hérodote, II, 122–123. Moreau de Jonnés, Éthnogénie Caucasienne, Pa- ris, 1827, p. 126, 130, 157.
![]() |
6 ფიქრები ახალ წლის გამო |
▲back to top |
ფიქრები ახალ წლის გამო
„გათავდა ყეენობა...
დიდი ამბავი იყო:
კრივი დ ცუდ-ენობა!
ბევრს გადახდა საბრიყვო!“
აკ. წერეთელი.
I
გათავდა ძველი წელიწადი, გაათავა ძველმა წყლიწადმა ყეენობა, სწორედ რომ ყეენობა. გვაცინა მწარედ დემოკრიტივით, გვაკვნესა მწარედვე ჰერაკლიტივით. უხეირო ღრუჭა-სიცილისათვის ბევრს „გარდახდა საბრიყვო“, კრივმა და ცუდ-ენობამ ბევრი აკვნესა. დემოკრიტ და ჰერაკლიტის ისტორია, ამბავი, სწორედ რომ ღირს შესანიშნავია და ნება მომეცით ამაზედ ორიოდე სიტყვა მოვიყვანო: საბერძნეთში ძველად, ჩემო მკითხველო, ქრისტეს წინად, სცხოვრობდნენ ორი საოცარი ფილოსოფოსი - დემოკრიტი და ჰერაკლიტი პირველი მათგანი სულ იცინოდა, საცინელზედაც და სატირელზედაც ხარხარებდა: მთელი ცსოვრება კომედიათ, სასაცილოთ მიაჩნდა. მეორე - ჰერაკლიტი სულ დაღონებული, პირ-მოქუშული იყო; შენი საცდი რომ ცდილიყავი ვერ მოგვრიდი პირზედ და ღიმსა. ეხლა, ბატონო მკითსველო, ამ ამბიდგან გადავიდეთ ჩვენ საგანზედ: ზოგი კაცი — ჩვენის ქართულის თქმას არ იყოს — რა ნაირ ვარსკვლავზედ დაიბადება ხოლმე?! კაცო, დანა, რომ გაუხახუნო თეფშზედ, ან სპილენძის სინზედ, ღრაჭუნს მოიღებს და ეს ღრაჭუნი სულ ტანში დაგშლის, ელექტრონი გივლის მთელ სახსრებში, უხეირო ღრაჭუნი ტანში გშლის; რამდენი საზიზღარი საქმე ხდება, ჩვენ ამას ვხედავთ; ვხედავთ რომ ძმა ძმის სისხლით ვერა ძღება; ვხედავთ რომ ზედ გვასხდებიან, და ჩვენ ვიღრიჭებით, ან თავჩაქინდრული გზას შეუხვევთ, რომ სიბოროტეს არ დაუშალოთ, — რომ გაიცინო რაზედმე, ისეთი ოხერი დაგხვდება, რომ სულ ფურთხვით გასქდება; რათ გაიცინო: სიცილა არ ვარგა, უნდა ვიტიროთო. კარგი და პატიოსანი. — იტირებ, დაღვრემილი ხარ და რატომ არ იცინიო. ჩემო მკითხველო, ბევრნი არიან ჩვენში მოტირალებიც და მოცინარებიც ამ ჩვენას დავრდომილის ცხოვრებისა. სწორე გითხრა და საცინელიც არის და სატირელიც ეს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი-ქართველობისა. აბა, მითხრით, შარშან რა გავაკეთეთ და წელს რა უნდა გავაკეთოთ? დაუფიქრდი! ჯერ გიჟსავით გაგეცინება და მერე იწყობ ტირილსა. იცით ვისი ცხოვრებაა სატირელი? აი ჩვენი ქართველებისა სხვისა კი არავისი, ე.ი. ქართველებს ეძახიან და სულით და გულით ყოველი ქართველობის ნიშან-წყალი კი დაუკარგნიათ — ქართველობა ეხლა ფას! — გვისხვაპურდება....
ეეჰ! საცინელი და მასთანვე სატირელიც როგორ არ არის ჩვენი ცხოვრება, რომ ზურგი მიგვიშვერა ყოველის ოხერისთვინ და ვეუბნებით: „ნუ დაიზარებ, გვქელე, შენი ჭირიმეო!“ —როდესაც უცქერი, მკითხველო, სხვის ქელვას — იცი რომლის ქელვას? კი არ დაივიწყო? აი ჩვენ საწყალ პირღია ქართველებისას. ჰხედავ ამ მშვენიერის ქმნილებისათვის — (უნდა იცოდეთ ამ მშვენიერებასთან მომთმენნიც არიან „ვით ჯორ-ცხენი“ — ) უნაგირიც ხომ არა, უბრალო კეხი დაუდგამთ უთექალთოთ. თავში ჩაქუჩსა სცემენ და ყურსაც არ იბერტყს; კეხი გვერდებს უხეხს და წარბსაც არ ინძრევს. იცინი, იცინი, ჩემო მკითხველო, რომ კვდები სიცილითა, დემოკრიტობ რაღა. ახლა, ბიჭო, შე ასეთ-ისეთო, რომ იცინი, შენც რომ იგივე „კეხი“ გადგია!? აბა დაიხედე, ხელი მოისვი რამოდენა ზუკი გაზის. ეს რომ იცოდე (იცი კიდეც, მაგრამ თავს არ უტდები) აბა, მაშინ უყურე შენს ტირილსა. იტყვი სიმწარით! ოჰო, ოჰო! და სიტყვა გულში გიკვდება. გეშინიან, თუ გცხვენიან შენი მდგომარეობის გამოთქმისა? ორივე შესაძლოა მაგრამ რათა კლავ შხამს გულში და სტომაქს სწამლავ? ამოანთხიე ის გასაოხრებელი და! მოარტყი, მოსცსე ეგ შხამი იმას, ვინც მიზეზია შენის ნაღვლისა და?! ხომ ხედავ, შე დალოცვილის შვილო, რომ „ქადა-პური“ აღარ ცვივა. სული წმინდა აღარავის ჰყავს უბეში. მაშ, მაშ, შე დალოცვილის შვილო, კიდევ ერთი თვალი გაახილე, ერთი შენც, ჩემო ქართველო, „იხილე დღისა მშვენება, ისმინე ფრინველთ ჟღივილი და! შენს თავს თუ შენ არ მოუარე მშველელი არსით გყავს, ხომ ხედავ; მაშ გამოიძრე ბამბა ყურებიდგან, მოირეცხე წირპლიანი თვალები, რომ გაიგო და დაინახო შენი ჭუჭყიანი, თითქმის უფსკრულზედ მიმდგარი ცხოვრება. დემოკრიტის მწარე სიცილი და ჰერაკლიტის ტირილ-მწუხარება შეაზავე ერთად; სიცილში გულ-გასაგმირი გულის წვაც გაურიე და ისე ამოიღე სიტყვა, რომ — რომ. ოჰ, ღმერთო! — ჯაჭვი ჩვენის ცხოვრების უხეირობისა გაიხსნას...
ეჰ, არც ასრე გაბმა ვარგა. ვერ გაიგე, რას გეუბნებიან? შენს კალამს წყალ-წყალა მელანში ავლებო, გულგრილათ ლაპარაკობო. მე თუ კალამს ხელი მოვკიდეო — მითხრა ერთმა ვიღაცამ — შაბაშ თქვენი საქმე, ცეცხლს მოუკიდებ ქართველობის უხეირობასო. როდის და სადღა, ჩემო ძამია! ეხლა გვეჭირვება ხმის ამოღება, ეხლა! მაგრამ შენ როგორ იკადრებ, დიდი ვინმე ბძანდები. არ გეწყინოს კი. და თუ გეწყინება შენი წყრომა პოეტისა არ იყოს „ფეხებზედ მკიდია“ არა, რა იცი, რომ ამ ოხერ კალამს „სისხლ-ნაღველაში არ ვავლებთ? შენ ესეც ვერ გაგიგია, მაგრამ „ბუზების თვლაში“ ხარ გართული, ვერ დაგძრახავ. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ეს ანდაზა მიჩუქებია ამ წელიწადში — მეტის ღირსი არა ხარ. ყოველ ახალ წელიწადს გვერდი უცვალე ხოლმე რომ არ დაობდეს. მათთვინ, ვინც უშიშრად გასძრავენ სიტყვას მდაბალთ ოფლის მოსაწმენდად, ვისურვებ სიყვარულს და ერთობას — ჰა, მკითხველო, ხომ არ შეგზარავს, რომ ჭუჭყიან სახეს სუფთა ხელსახოცი ახლო. გეთაყვა ნუ დაიზარებ, ნუ იცი გვერდზედ ღონღიალი. ნუ დაიზარებ, ახალი გააკეთე რამე, ქართველო და ასახელე ეს წელიწადი. „ნეტა ერთი გაჩუმდებოდე და ის ყველას ემჯობინებაო.“ რაც უნდა მითხრა, როგორც უნდა დამემუქრო, მაინც პატარა ხანს კიდევ უნდა გებაასო: ეხლა. ვსთქვათ, შენ ყოველი სიბილწე, ბოროტება, გონებითი და ზნეობითი სიბრმავე ჩვენის ქართველისა გულს გიკლავს; რამდენსაც ფიქრობ ამ ჩვენ უხეირობაზედ, იმდენს უფრო და უფრო გულს გისივებს სევდათ გაწვება, გიშხამავს გონებასა; იმოდენი სამწუხარო ფიქრები გიგროვდება თავში, რომ არ იცი როგორ დაალაგო. ეს ხომ ყოველთვის არ მოხდება, მხოლოდ ხანდისხან ხოლმე. მოიხსენეთ: ახლა როდის აგორდებიან ხოლმე ზვირთებსავით ეს სამწუხარო გულმთუთქი ფიქრები? ან რამ უნდა გააღვიძოს შენში? უმიზეზოთ მოქმედება არ შეიძლებაო, ჯერ მიზეზი და მერე შედეგიო. ამ გახეხილის ბებრუხანასავით ჭეშმარიტებისა არ იყოს, იმ შენ დარდების აშლსაც მიზეზი აქვს. ზოგს კაცს გულის ამღვრევა მოუვა, როდესაც შეხვდება იმის თანა პირს, რომელშიაც ჰხედავს ყოველნაირ ცუდ მიმართულებას, რომელშიაც მოუყრია ჩვენის ქართველების სიჭუჭყეს თავი და ლაფად გარდაქცეულა. განა ერთს შეხვდები ამისთანა ლფის ჭურს? ბევრს, ბევრს. იმათ ბადავს ჩვენი ჭუჭყიანი ცხოვრება. ვინ არის პატრონი, რომ ღრმად ჩაავლოს ხელი და ამოიტანოს, ამოგლიჯოს, მოაშოროს ცოტა რამ ჭუჭყი? ამას დრულობს, ვინ გაისვრის ხელს ამ ჩირქში; ორის ხელი არ კმარა ამისთვინ. პოეტი იტყვის:
.....„ჩაჰყავ ძირამდინ ტიტველი მკლავი,
მოურიე და მიაპყარ თვალი,
რომ დაინახო კარგა გარკვევით
რა ნივთებითაც არის შემდგარი
ჭუჭყი, ნაგავი, ჩირქი, სიმყრალე
და რაც სიმყრალე სით მოხვეტილა,
ყველა ბილწი და შესაზიზღარი
კაცთ ცხოვრებაში შეგუბებულა!
ძრიელ არ ჩავყობთ ხელს, დიახ! არა, ვისხდეთ, ვისხდეთ. „ბეჯითი ბატონივით“; პირი გავაღოთ, ეგებ ჩაგვივარდეს რამე. ჰო, ჰო, ვიიმედოვნოთ, ვიიმედოვნოთ, პირი დავაღოთ!! ამ ახალ წელიწადსაც ასრე ვიყვეთ გულ-ხელ-დაკრებილნი, ხელს ნუ შევახებთ ჩვენ ცხოვრებას, იქნება ამ წელიწადმა „ქადა-პური“ ჩამოგვიყაროს ხვალზევით რომ პარასკევია მაშინ…
საკვირველია, ღმერთმანი, გაიძახიან ახალი-წელიწადი და ახალი წელიწადი! რის ახალი წელიწადი ერთი მითხარით და! დიდი ამბავი მომხდარა: ერთი რიცხვი მომატებია, ათას რვაას სამოც-და-ჩვიდმეტსა და გამხდარა სამოც-და-თვრამეტად. საქმე ის არის, რომ დრო იცვლება, სწყინდება ერთფერობა, მიგვაქანებს ეტლით საფლავის კარებისკენ, რაღასაც ჯანბაზობს, ყეენობს, და ჩვენ კი კიბოსავით რაც ძალი და ღონე გვაქვს უკან მოვიჯაჯვებით. წინ წასვლა საწყინარია, არა, გეთაყვათ ასე ჯდომა არა სჯობიან, მოსვენებით, წყნარად. მოგვკიდოს ობი, ავშმორდეთ, რა უშავს, განა, დაუდევარო ქართველო! ერთი გეთაყვა, მითხარით, რას მოგვიტანს ახალს ეს წელიწადი. მხოლოდ იმას: ათასნაირ დარდებს აგიძრავს, გულს ეკალსავით დაგიხაზავს. იკვნესებ, იკკნესებ და გაჩუმდები. ათასი ახალი წელიწადი დაგვიდგეს ჩვენ, ჩვენ — ოჰ, ღმერთო! — ამ ნაცარ-ქექიობას ვერ მოვიშლით ვერა და ვერ; კაი გაბედვა კი უნდა და....
მაინც, რა იქნება ჩვენში ახალი? (ჩაცივებივარ მეც ახალი. რომ ვერაფრისათვის მომიკიდნია ხელი). ისევ ის „ცუდ-ენობა,“ „აყალ-მაყალი,“ ჭაპანწყვეტა, რაღაც ჭიმვა, ვითომ და რა ვაკეთებთ რასმეს. ის კი არა თუ შექსპირის ბრმა გლოსტერივით ვისკუპებთ და იქვე დავეცემით, ვიწევით და იქვე ვართ. თან ის გვიკვირს: უი, რა გული შეგვრჩა, შენი კვნესა მე, დედაო!! ჰლიან, ძალიან, სწორე მოგახსენო!... ეს მაკვირვებს - და ან რა გასაკვირველია, — რომ ზოგიერთნი ჩაბღვერიან თვის წვერ-ულვაშს და გაიძახიან: რა უნდა გავაკეთოთო, ვჭამოთ, ვსვათ და დავიხოცნოთო. — აი, თქვე თათქარიძეებო! მაგრამ, უკაცრავად, ეს რა წამომცდა თათქარიძეებო მეთქი?! მათი ბრწყინვალება ლუარსაბ თათქარიძე „ბუზებს“ მაინც სთვლიდა, კუჭზედ მაინც ჰფიქრობდა და შუღლობდა, დარეჯანთან მისი შუღლი „ჩიხითმაზედ“ და „ბოზბაშზედ“ რათაც უნდა ღირს, – ესეთი, ეს ჩვენი ზოგიერთი ვაჟ-ბატონები, რომ რას აკეთებენ? ოც-და-ოთხი საათი სულ ჩაბღვერილნი სხედან. „მაინც ხომ მოკვდებიო. და ვისთვის რა უნდა გავაკეთოვო; რაც უნდა სახელი და დიდება დამშთეს სიკვდილის შემდეგომ მე რას გავიგებო. შექსპირიც მოკვდაო, დიდი სახელი დაიგდოვო, მაგრამ იმას რაო, ვიყვეთ და ვატაროთ ესე უხეიროდ დროება ქალების ცქერა-არშიყობაშიო.“. რადგანაც ჩვენ ვეღარას დავინახავთ, ვეღარას ვიგრძნობთ სიკკდილის შემდეგ, იმიტომ უნდა ნაცარ-ქექიობას მივყოთ. ხელი? აი, თქვე ყოვლად ბრმანო! თქვენ თქვენის თავის მეტი არა გინდათ რა? როგორ გეკადრებათ, რომ რითიმე წარუმართოთ. დავარდნილ მოძმეთ. ერთი კენჭი, რომ მიარტყა ჩვენის ხალხის გაუნათლებლობის, დავრდომილობის ზღუდეს, გალავანს, დაგიშავდება რამე? ერთი მითხარით: რა ზიანს მიიღებთ ამ კენჭის სროლით? შე, უგუნურო, ვინც ასრე ფიქრობ, იქნება იმ კენჭის სროლამ რა მუწუკი გამოურწყოს.... შექსპირიც მოკვდაო?! არა, ღირსნი ხართ იმის სახელის ხსენებისა? მაგ წმინდა სახელებს დავანებოთ თავი. თქვენი ხელის წამოსაკარავნი არ არიან. მე რას გეტყვით, იცით: ძაღლებიც იხოცებიან და თავის სიცოცხლით კი იმათაც სალგებლობა მოაქვთ. კარგა დაიხსომეთ ეს, თქვე გულით და სულით მახინჯებო!!
II.
იქნება, მკითხველო, გაკვირდე, რომ ჩვენ დროში ყოველი ახალგაზდა ცდილობს ცოტად თუ ბევრად შეეწიოს თვის დავარდნილ სამშობლოსო, და ეს რას ამბობსო ამათი რიცხვი ჩემო ძამია, ძალიან ცოტაა. ამათ შეუდგებათ ხოლმე ჩამი-ჩუმი, აქეთ ეცემიან, იქით ეცემიან, მაგრამ ისეთ გალიაში სხედან, რომ მათ გამტვრევა არ შეუძლიანთ და გვერდებს ტყუილად იბეჟენ. იცი სად არის, ანუ სადა სდგას ეს რკინის გალია? ყოველ იმ ახალგაზდას სულში და გულში, რომელთაც ცოტად თუ ბევრად გული შესტკივათ თვის სამშობლოსთვის, ეს გალია გახლავსთ ერთმანერთის გაუტანლობა, შური, მტრობა ერთი რომ კეთილ საქმეს დაიწყობს, მეორე უთუოდ ხელს მოუცრის, მეორეს გული ვარმით აევსება. ესრედ ატარებენ ეს საუკეთესონიც ჩვენში ცხოვრებას. ვერც ახალმა და ვერც ძველმა წელმა უშველა ამათ. მტერს კი უხარიან, ტუჩებს აცმაცუნებს კმაყოფილების ნიშნად; რამდენიც ჩვენ ცუდი დაგვემართება იმდენი მტერი სიამოვნებით ულვაშზედ ხელს ისვამს ჩვენც გვიხარიან: ჰეო, მოხვდა თუ არაო. ჩემს ურჩს ძმასაო! — დიახ, მოხვდა — მტერი გააქეზა. აბა, ეს ურიგო საქმეა?!..
მაინც და მაინც თუ გული შესტკივა, ისევ ამ მცირეოდენ ახალ-გაზდობას, და მეც ამათზე როდი მაქვს ლაპარაკი. დასტა-დასტა გახლავან ისეთი ახალ-გაზდები. რომლებიც თათქარიძეზედ ბევრით დაბლა სდგანან, რომლებიც კვეხულობენ, რომ არას აკეთებენ. კვეხულობენ, რომ ქართული კითხვა არ იციან და მისი კითხვა სძაგთ, რომლებიც მონატურნი არიან, რომ ქართული ენა არ იცოდნენ. შემხვედრია ისეთი ახალ-გაზდები, რომლებსა შემოუკვეხნიათ, რომ ქართული კითხვა რათ მინდა, რომ ვიცოდეო, ძალათ გამომაწერინეს ქართული გაზეთიო, ვჯიყინებ, ვჯიყინებ და ვერას ვიგებო. ისე ურცხვად ლაპარაკობენ ამ სიავაზაკეს, რომ ჟრუანტელი გამივლის ტანში, ეს სულით-გულით სრული მახინჯები, კაცნი!! რა კეთილს უნდა მოელოდეს ამათგან ადამიანი ეს ავაზაკები პარპაშობენ კი, დამძრახი არა ვინ ჰყავთ, ან ვინ დასძრასავთ: ეს საქციელი ჩვენში „სწავლის ნიშანი“ გახლავსთ, დიდი ერთგულების ნიშანი გახლავსთ.
დადგა ახალი წელიწადი. ულოცავთ ურთიერთს რასა? ტკბილად დაბერებას, კეთილ-წარმატებას, სიყვარულს. როგორს კეთილ–წარმატებას? (ყოველივე კეთილი აზრი ჩვენებურად მიგვაჩნია) გამდიდრებას, ქეიფს, მრუშობას. ოჯახობის შერცხვენას და სხვ როგორს სიარულს და რისადმი? სიყვარული მამულისადმი ხომ საძრახსა, რა ხელ-მოსაკიდია, რის მაქნისია. ჩვენ ვსურვობთ სიყვარულს არშიყობისას: გაპრანჭული ვიაროთ, მედიდური სახე მივიღოთ, ბობოლოები გავიცნოთ, მათს ხელის ჩამორთმევას ვეღირსოთ და ყველა ამეებით მოვაწონოთ თავი ქალმა ლამაზ „ბიჭებსა“ და კაცმა ლამაზ არშიყ „ქალსა.“ სირცხვილი და თავს-ლაფი საზოგადოების ბილწნო, საზოგადოების წარმყვნელნო შვილნო!!..
ათასი რომ ახალ-წელიწადი დადგეს, ათას რომ გიყვიროთ ახალ საქმეზედ, ვერას გავაკეთებთ. ვიმეორებთ წინა წლის ცუდ-ცხოვრებას. ახალ წელს ახალი მხოლოდ ეს ექნება ხოლმე, რომ ახალ ბოროტ საქმეებს უმატებთ. აი, ჩემო მკითხველო, მივხედოთ თუნდ ლიტერატურასაც — ამ ჩვენი ცხოვრების ფარანს, ავის და კარგის დამნახველს, თუ რა სთქვა ახალი. „დროებამ“ იოხუნჯა „ივერიაზედ“: სათაური უწინდელი რა იყო და ეხლანდელი სულ წყალ-წაღებულია, მთვარესა ჰგავსო, „ტურკოფილობა“ არავინ დაგწამოთო, საშინელი ენა მახვილი ბძანდება „დროება! არა, შე დალოცვილო სათაურს რას მიაფრინდით, სათაური როგორის ასოებითაც უნდა იყოს, თქვენ უყურეთ შინაარსსა, იწერება რამე ღირს-შესანიშნავი თუ არა; გარეგანი სილამაზე სჯობს, თუ შინაგანი. „ივერიაც“ კი, მე და ჩემმა ღმერთმა გასაკიცხია! ეს ღვთისაგან ნაკურთხი, ერთხელ ხეირიანს არას დაბეჭდავს, რომ ან სულს მაეცხოს, ან ხორცსა. „დროებას“ მაინც შეხედოს: აგერ რამდენი ხანია ბეჭდავს სხვა და სხვა საჭირო ცნობათა განცხადებასა. არის და არის ეს განცხადება რაც გავჩენილვარ და საუკუნომდინაც იქნება, იჭერს ტყუილად ალაგს, თუმცა არავინა კითხულობს, თუმცა ეგ ცნობები ყველამ იცის უმაგისოთაც. მაგრამ ერთხელ და ერთხელ დაუწყვიათ და აშლა ძნელია და, აი, კიდევ, საცოდავო „ივერია“ რითია კარგი „დროება:“ ჰბეჭდავს მშვენიერ ლეგენდებს („დროება“ 1878 წ. №2.), მდაბალმა ხალხმა იცოდეს, თუ როგორ გამოსხმიათ ადამ და ევას ბალანი, თუ მაჩალახელების ცხვრები როგორ კოჭლობენ. აბა, რა გაქვს ამის ფასი, ან რა უნდა გქონდეს, როდესაც სათაური არ გივარგა!? ვაი, ჩვენი ბრალი!!
გავთავოთ, გავათავოთ, მკითხველო! თორემ რომ გავყვეთ ჩვენის მწარე დარდების, შემამშფოთებელი ფიქრების ჩამოთვლას, შორს წავა და მოვაწყენთ ქართველს გემორჩილები და ამ ხნობით აღარ აგიმღვრევ გულს ლაპარაკით ჩვენს უიმედო, უფსკრულზედ მიმდგარ ცხოვრებაზე…
წაკოლა — ც.
![]() |
7 განცხადებანი |
▲back to top |
ისყიდება
ტფილისში, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში:
ქუთაისს, ა. ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში. გორს, ფარნაოზ ნათიევისს.
ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მიროვოი პოსრედნიკი).
ალმანახი, შედგენილი გ. თუმანიშკილისაგან, ფასი . . . . 40კ.
ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან. ფასი . . . . 20კ.
ქართული ანდაზები, ფასი . . . . . 10კ.
მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა თარგმნილი ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლისაგან. ფასი. . . . . . 60კ.
გოგია მეჩანგურე, მოთხრობა აკ. წერეთლისა, ფასი . . . . 5კ.
ზ. ნ. ანტონოვის თხზულებანი (ანტონოვის ბიოგრფია. — მე მინდა კნეინა გავხდე — ქმარი ხუთის ცოლისა — განა ბიძიამ ცოლი შეირთო? მზის დაბნელება თბილისში, — ქოროღლი. — ხევსურთ ქორწინება — ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა), ფასი 1მ.
მერმის, 1878 წელსა
(დაარსებიდამ მეთერთმეტესა)
სასოფლო გაზეთი
გამოვა იმგვარისვე პროგრამმით, როგორც აქამომდე გამოდიოდა, თვეში ორჯელ „სასოფლო გაზეთს“ ექმნება შემდეგი ნაწილები: I მმართებლობის განკარგულებანი, რომელნიც სოფლის მმართველობას შეესებიან. II ამბები წვრილი: მოსავლის, ამინდისა, მეურნეობისა, ვაჭრობისა, სნეულობის გაჩენისა, პურის მაღაზიებისა, სასოფლო ბანკებისა, შკოლისა და სხვა ამგვარის. III წერილები (კორრესპონდენციები) სოფლებიდამ გამოგზავნილი იმა საგანზე, რაც მეორე ნაწილშია მოხსენებული. IV სამეურნეო ნაწილი: შემუშავება მინდორ-ვენახისა, ბაღ-ბოსტნისა; პირუტყვის მოშენება და მოვლა; აღებ-მიცემა და კაჭრობა სასოფლო მოსავლისა, საექიმო ნაწილი: წამლობა ავათმყოფობისა, სწავლა ადამიანის ჯანმრთელოისა. VI პირუტყვის წამლობა. VII სასოფლო შკოლა: მმართებლობის განკარგულებანი შკოლის შესახებ: სოფლის შკოლების მართვა, იმათი მდგომარეობა და გაუკეთესება. VIII სამეცნიერო ნაწილი: საზოგადოთ სასარგებლო ადვილათ გასაგონი ნაწერი სამეცნიერო სწავლიდამ. IX სალიტერატურო ნაწილი: მოკლე მოთხრობა, ამბავი, აღწერა სხვა გასართობი და სასარგებლო საკითხავი. X განცხადებანი სვაჭრო და სხ. და სხ.
ფასი გაზეთისა
მთელის წლისა — გაგზავნით ოთხი მანეთი, გაუგზავნელად სამი მანეთი; ნახევარის წლისა და სამის თავის ამისავე მიხედვით,
ხელის მოწერა
მიიღება ტფილისში „სასოფლო გაზეთის რედაქციაში, ანჩისხატის ეკკლესიის პირდაპირ ხერხეულიძის სახლში. ქალაქს გარეთ მცხოვრებთა გაზეთი ამ ადრესით უნდა დაიბარონ: Въ Тифлисъ. Въ редакцію грузинской «Сельской Газеты.»
რედაქტორი და გამომცემელი პეტ. უმიკაშვილი.
ანგარიში
რუისის გამსესხებელ-შემნახველის ამხანაგობისა 1-ს იანვრიდან 1877 წლიდან 1-ს იანვრამდინ
1878 წლამდინ.