![]() |
ჟურნალი ივერია №7-8 |
საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი . ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879
![]() |
1 დედა და შვილი |
▲back to top |
დედა და შვილი
(ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს)
გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო.
ხალხური სიმღერა .
(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა )
თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი
და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
ერთის ზღვიდამა მეორემდე ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, -
და ეგ ფიქრია ჩვენის ქვეყნის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღება.
ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია,—
მაგრამ მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...
(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)
ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
ძის სიყვარული, თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი ,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
და ეგრედ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
მისთვის რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედა ც:
ვით დედა შენი იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.
(ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,
მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
ეგრედ ნაშოვნი რად წაგვერთვი მოსავთა შენთა?
რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..
შვილი
(შემოდის გახარებული)
მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
მაგრამ შენ სწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.
დედა
მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი ,
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!...
ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.
შვილი
როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?
დედა
სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედა სა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
ღმერთმა გვაშოროს, შვილო, ჩემო, იმა სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.
შვილი
არასდროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
შენ, დედა ჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...
შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!
(ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდაბა)
დედა
(თავის-თავად)
არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები...
იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
ვიდრე საომრად, შვილო, ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, —
და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.
(ისმის ჯარების სიმღერა)
„ქართველო, ხელი ხმალს იკარ, დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის, ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის ხმალი და გული ჰსდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც მტერთან გულდაგულ ომია.
მამულის დახსნის არმდომი თავისა თავის მგმობია,
ძმანო, შენ უღლით სიცოცხლეს ომში სიკვდილი სჯობია!
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით, ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ, დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა!„
(ქუჩიდამ ისმის დედა კაცების და სოფლის პატარა ბიჭების ძახილი: „ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს“, ისმის კიჟინა და ხმაურობა)
დედა
(აღელვებული)
მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.
შვილი
(ჩამოიყვანს ლოგინიდან დედა ს, შეუჯდება მხრებში და
მიიყვანს ფანჯარასთან)
შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.
(დედა , რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)
შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს? დედა
ღმერმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომ ჩვენ შეგვასწროს — მამულისთვის თავდადებულნი
კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.
(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)
ვიამე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
როს ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..
შვილი
რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!
(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და გარედამ იძახის)
ცხენოსანი
კიაზო, წამო!..რაღას იცდი, გვიგვიანდება,
დრო საშურია...ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.
შვილი
აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
ჩემგან — მეომარს, შენგან — შვილსა ითხოვს მამული.
(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)
მშვიდობით, დედი! შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
ნუ სტირი, დედი!.. გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი .
დედა
ვაი შენს დედა ს!.. მოვიდა დრო განშორებისა
და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...
მაგრამ ნუ სწუხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!
ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..
(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის).
დედა
დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?
შვილი
(გაოცებით)
მერე, რო მიყვარს?
დედა
(ძლივს ბედავს თქმას)
მასთან დარჩი!
შვილი
მერე — მამული?
დედა
(თითქო ეხლა გაახსენდაო)
მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია...
მაგრამ, ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი...ნუ გვიანდები.
შვილი
ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედა ც კი შვილი ს სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში!
რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
მშვიდობით, დედი! ძნელი არის შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.
(შვილი გადის)
დედა
(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)
ვიამე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი
ჩემი სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...
დიდხანს ებრძოდა შვილი ს ტრფობას მამულის ვალი.
ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი !..
![]() |
2 ნიმუშები საზოგადო ისტორიის მოთხრობებიდამ |
▲back to top |
ნიმუშები საზოგადო ისტორიის მოთხრობებიდამ
1) პეტრე განდეგილი
(ჯვაროსანთა ომები)
მას შემდეგ, რაც ქრისტეს სარწმუნოება გავრცელდა ევრონის მცხოვრებთა შორის, ქრისტიანები ხშირად დადიოდნენ ხოლმე იერუსალიმში ქრისტეს საფლავისა და სხვა წმინდა ადგილების თაყვანის საცემლად. თუმცა იერუსალიმი უწინ არაბებს ეჭირათ, მაგრამ ისინი არ ავიწროებდნენ ქრისტიანებს და არც არავის უშლიდნენ იქ სიარულს. მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იერუსალიმი დაიპყრეს სელჯუკის თათრებმა და დაუწყეს ქრისტიანებს შევიწროება. ისინი ერთის მხრით დიდ გადასახადს ახდევინებდნენ ქრისტიანებს, რომლებიც იერუსალიმში მიდიოდნენ, და მეორე მხრით ძრიელ ცუდათ ეპყრობოდნენ ხოლმე. დასავლეთი ევროპის მლოცველები როცა ბრუდებოდნენ იერუსალიმიდამ თავიანთ ქვეყანაში, ბევრს ლაპარაკობდნენ თათრების უსამართლოებაზე და მტარვალობაზე. ამ მიზეზებმა დაადეს ევროპაში სურვილი გამოეხსნათ იმათ ხელიდგან ქრისტეს საფლავი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისეთი არავინ გამოჩნილიყო. რომ აშკარად დაეწყო ქადაგება და ეთავა ეს საქმე.
ათას ოთხმოც-და-ცამეტს წელში იერუსალიმში წავიდა სიფრანგეთიდამ ერთი საწყალი განდეგილი ბერი, რომელსაც პეტრე ერქვა. პეტრე იყო დაბადებული ამიენში და ამიტომ იმას ისტორიაში ამიენელადაც უწოდებენ. პირველად ის სამხედრო სამსახურში იყო, მაგრამ სისუსტისა გამო ვერ აიტანა სამხედრო სამსახური, თავი დაანება და ბერად შესდგა. ის დაიბადა და აღიზარდა იმ დროს, როცა საფრანგეთში, როგორც სხვა ქვეყნებში, გავრცელებული იყო ხმა თათრების მტარვალობაზე. ამიტომ შესაძლოა, რომ იმას პატარობიდამვე ჩაჰყვა ფიქრი ამ საგანზე. როცა ის იერუსალიმში მივიდა, მაშინ თავის თვალით ნახა როგორ ცუდათ ეპყრობოდნენ და აწვალებდნენ თათრები ქრისტიანებს. ღვთის მოყვარე ბერს აღეგზნა გულში დაჩაგრულ ქრისტიანებისადმი სიყვარული და მოიწადინა მათი შველა. ერთხელ მან დიდხანს ილოცა ქრისტეს საფლავის ტაძარში და ძალამიხდილმა მუნვე დაიძინა შემუსრულის გულით. სიზმარში მოევლინა იესო ქრისტე, რომელმაც უბძანა უქადაგნა მისი საფლავის ურწმუნოების ხელიდამ გამოხსნა. შემდეგ ამისა პეტრე უდაბნოელი ანუ განდეგილი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქს სიმონს და სთხოვა მიეწერა წერილები პაპისა და იმპერატორებისათკის და ეთხოვნა შემწეობა. პატრიარქმა აღასრულა მისი სურვილი. მაშინ პეტრემ წაიღო პატრიარქის წერილები და გასწია რომში. აქ ის წარსდგა პაპის წინაშე. მიართვა პატრიარქის წერილი, დაუხატა აღმოსავლეთის ქრისტიანების სამწუხარო მდგომარეობა და მოახსენა თავისი სურვილი. პაპიმ დალოცა ის და მისცა ნება ექადაგებია ქრისტეს საფლავის განთავისუფლება ურწმუნოთაგან. შემდეგ ამისა პეტრემ აიღო ხელში ჯვარი. შეჯდა ვირზე დაძონძილ ტანისამოსით, თავშიშველი და ფეხ ტიტველა, დაიწყო სიარული და ქადაგება. იმან მოიარა ამ გვარად მთელი გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ყოველგან ისეთის მჭევრ-მეტყველებით უქადაგებდა ხალხს, რომ ყველანი მზად იყვნენ წასულიევნენ და დაეხსნათ იერუსალიმი ურწმუნო თათრებისაგან. როცა ამ გვარად მან ხალხები მოამზადა, მაშინ პაპიმ ურბანმა მეორემ დანიშნა საეკკლესიო კრება კლერმონტში, აქ იმდენი ხალხი შაიკრიბა, რომ დატევა არ იყო. აპიმ დანიშნა კრება მინდორში. პირველად წარმოსდგა პეტრე და წარმოსთქვა საკვირველის მჭევრმეტველებით სიტყვა და კვლავ დაუხატა ხალხს აღმოსავლეთის ქრისტიანების გაჭირვებულ მდგომარეობის სურათი შემდეგ თვითონ პაპი მიიქცა ხალხისადმი და ურჩია ყველას, ვისაც კი შეეძლო, წასულიყვნენ ქრისტეს საფლავის განსათავისუფლებლად. ნაცვლად მან აღუთქვა ყველას ცოდვის მიტევება და საუკუნო ნეტარება. გაჩუმდა თუ არა პაპი, ყველამ ერთ ხმად დაიყვირეს: „იყოს ნება ღვთისაო“ და გამოუცხადეს თავიანთი სურვილი. მსურველებმა მიაკრეს მხარზე წითელი მაუდის ჯვარი და ამიტომ იმ ომებს, რომლებიც შემდეგ ამისა დაიწყეს, ჯვაროსანთ ომებს უწოდებენ.
ყველანი დიდის სურვილით მიესწრაფებოდნენ საომრათ: მეფეებს, მთავრებს ანუ ფეოდალებს და რაინდებს სურდათ ესახელებიათ თავი დაჩაგრულ ქრისტიანების ურწმუნო მტრებთან ბრძოლაში; ვაჭარ ხალხს უნდოდა უცხო ქვყნები და ხალხები გაეცნოთ აღმოსავლეთში, რომ შემდეგ მათთან ვაჭრობა გაემართათ; გლეხებიც სიხარულით მიდიოდნენ, რომ ამითი როგორმე დაეხსნათ თავი ბატონების უღელისაგან და დაემსახურებით საიქიო ნეტარება. კლერმონტის კრებაზე გადასწყვიტეს., რომ იმ წელიწადს მომზადებულიყვნენ ყველანი, ვისაც წასვლა უნდოდა, და მომავალ წელში (1096წ.) გამოელაშკრათ. მაგრამ ბევრმა ვერ მოითმინეს ამდენი ხანი და ამიტომ მინამ ნამდვილი ჯარები გამოეწყობოდნენ, თუთხმეტი ათასზე მეტი კაცი და ქალი შაიკრიბნენ, გაიძღოლეს წინ პეტრე ბერი და მისი მეგობარი ვალტერი და გასწიეს იერუსალიმის გასანთავისუფლებლად - თუმცა ბევრმა მათგანმა არც კი იცოდა, სად იყო იერუსალიმი. გზაზე იმათ, რადგანაც საზრდო არა ჰქონდათ, დაუწყეს ცარცვა ხალხს, ამიტომ ბევრი მათგანი გზაზე ამოწყვიტეს, ბევრი შიმშილითა და სნეულებით დაიხოცნენ აზიაში, ასე რომ იმათ არც კი ღირსებიათ იერუსალიმის ნახვა. ხუთმეტი ათასი კაციდამ სამი ათასიღა დარჩა ცოცხალი და ისინიც უკანვე დაბრუნდნენ.
ნამდვილ საჯვაროსნო ომი დაიწყო მხოლოდ 1096 წელში. გამოეწყვენ რამდენიმე ასი ათასი მხედრები თავიანთის მთავრებით და წავიდნენ იერუსალიმის სახსნელად. ყველაზე უფრო შესანიშნავი მოთავე კაცი ამ საქმეში იყო ლოტარინგის ღერცოგი გოთფრიდი ბულონელი. ეს კაცი იყო ფრიად შესანიშნავი როგორც მამაცობით, ისე თავისის პატიოსნებით და კეთილშობილებით. რომ გზაზე საზრდო არ შემოკლებოდათ, ჯვაროსანთა ჯარები გაიყვნენ და სხვა და სხვა გზით წავიდნენ, მაგრამ იმ პირობით, რომ ყველანი უნდა შეერთებულიყვნენ კონსტანტინეპოლთან საბერძნეთში იმ დროს მეფედ იყო ალექსი კომანინი. უწინ ის თვითონ სთხოვდა დასავლეთის ევროპის ხალხებს შემწეობას თათრეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა, როცა დაინახა ამდგენი ჯვაროსანთა ჯარები, ძრიელ შეშინდა ჩემ სახელმწიფოს არ დაეპატრონონო და საჩქაროთ გაისტუმრა ისინი აზიისაკენ. პირველად წაართვეს ქრისტიანებმა თათრებს ნიკიის ქალაქი, რომელშიდაც ოდესმე პირველი მსოფლიო კრება იყო, შემდეგ აიღეს ედესა და მიაღწიეს ანტიოქიასთან.. ამ ქალაქს ძრიელ მაგარი ზღუდე ევლო გარს და ამიტომ მისი აღება ძრიელ გაუჭირდათ ჯვაროსნებს ნახევარი წელიწადი მეტი ადგნენ ისინი ამის გარშემო; ბევრმა რაინდებმა ისე ისახელეს მამაცობით თავი, როგორც ტროის გმირებმა და ბოლოს კიდეც აიღეს ქალაქი. მაგრამ როცა იმათ დაიბინავეს ანტიოქიაში, იმ დროს მოვიდა კერბოლა ხვანთქარი და შემოადგა ქალაქს თავის ჯარებით. ჯვაროსნების საქმე ცუდათ იეო და არავის არ ეგონა თუ იმათ ყველას არ ამოწევეტდნენ ანტიოქიაში, მაგრამ ერთმა მოულოდნელმა გარემოებამ გაამხნევა და დაიხსნა ისინი ამ გაჭივრებისაგან. ერთი ბერი მივიდა გოთფრიდთან და მოახსენა, რომ მე გამომეცხადა ანდრია მოციქულიო და მიჩვენა ის ადგილიო, სადაც ლახვარია ჩაფლული, რომლითაც იესო ქრისტეს გვერდი გაჰგმირესო. მაშინათვე დაუწყეს ნაჩვენებ ადგილას ეკლესიაში ძებნა ლახვარს და მართლაც იპოვეს მიწაში ჩაფლული. ამ ამბავმა ისეთ აღტაცებაში მოიყვანა ქრისტიანები და ისე გაამხნევა ჯვაროსანთა ჯარები, რომ იმათ ეჭვი აღარ ჰქონდათ თავიანთ უძლეველო ბისა, გამოვიდნენ ქალაქიდგან, ლომებივით მიესივნენ თათრებს და სძლიეს. შემდეგ ამისა მათ გასწიეს იერუსალიმისაკენ. ეს ამბავი იქო 1099 წელში. ენა ვერ გამოხატავს მას, რა აღტაცებაში მოვიდნენ ჯვაროსნები, როცა შორიდამ დაინახეს იერუსალიმის ქალაქი. სამი წელიწადი გავიდა მას აქეთ, რაც ისინი სამშობლოდამ წამოვიდნენ და საშინელი ბევრი განსაცდელი და გაჭირება გამოსცადეს: შიმშილი, წყურვილი, ავათმყოფობა, მტრებთან დაუცხრომელი ბრძოლა და ბოლოს ძლივს ეღირსათ იერუსალიმის ნახვა, რომლის სახსნელად ისინი მიდიოდნენ. ყოველი განსაცდელი დაივიწყეს; სიხარულისაგან ისინი იცინოდნენ კიდეც და სტიროდნენ კიდეც; ლოცულობდნენ, გალობდნენ და დაჩოქილი კოცნიდნენ იმ ადგილებს, სადაც მაცხოვარმა დასთხია თავის სისხლი და ეწამა ქვეყნისათვის,. მაგრამ იერუსალიმს ორი მაგარი ზღუდე ჰქონდა გარს შემოვლებული და შიგნით სამოცი ათას დარჩეული ჯარი იდგა, ჯვაროსნებს კი ოცი ათასიც აღარ ყავდათ იმდვენი დაიხოცნენ გზაზე მაინც გადასწყვიტეს ან აეღოთ იერუსალიმი, და ან ყველანი შეკვდომოდნენ თათრებს.. პირველად იმათ მოუმზადებლად სცადეს მისი აღება, მაგრამ ვერა გააწყეს რა და ამიტომ შეუდგნენ მომზადებას. ოთხი კვირა ემზადნენ და გააკეთეს ყველაფერი, რაც რამ საჭირო იყო გამაგრებულის ქალაქის ასაღებად. მომზადების შემდეგ, რვას ივლისს გადიხადეს პარაკლისი და დიდის ამბით შემოუარეს გარშემო იერუსალიმს წინ მღვდელ-მთავარი და მღვდლები მიუძღოდნენ ლოცვითა და გალობით და უკან ჯვაროსნები მიდიოდნენ დაიარაღებულნი თავიდამ ფეხებამდის, ბაირაღებით, დროშებით და საკრავებით, მაგრამ ქუდ მოხდილნი და ფეხშიშველნი. ბევრს ეგონათ, რომ სასწაული მოხდებოდა და იერუსალიმის ზღუდენი იერიქონის ზღუდეებსავით თავისთავად დაინგრეოდნენ, მაგრამ ეს სასწაული არ მომხდარა. თოთხმეტ ივლისს დილით ადრე მისცვივდნენ ჯვაროსნები ქალაქის ზღუდეებს და გაიმართა საშინელი ბრძოლა. დილიდამ დაღამებამდის მამაცურად იბრძოლეს, მაგრამ იმ დღეს მაინც ვერ აიღეს ქალაქი. როცა დაღამდა, შესწყვიტეს ბრძოლა. იმ ღამეს არც ქრისტიანებს და არც თათრებს არ დაუძინიათ: თათრებს ეშინოდათ არ შემოგვეპარონ ქრისტიანებიო, ჯვაროსნებიც ფრთხილობდნენ, რომ თათრები არ გამოსულიყვნენ ქალაქიდამ და თავს არ დასცემოდნენ.
მეორე დღეს გათენდა თუ არა, ხელახლა დაიწყეს ბრძოლა. ქრისტიანებს ძრიელ გაუჭირდათ საქმე და კინაღამ სასოება არ დაკარგეს, მაგრამ ამ დროს იერუსალიმის კედლებზე მოეკიდა რაღაცას ცეცხლი. ამოვარდა ქარი და დაუბერა ზოლსა და ალს თათრებისაკენ. თათრებმა თვალები ვეღარ გაახილეს და მოშორდნენ ერთ ადგილს ზღუდეს. ამით ისარგებლა გოთფრიდმა და აიყვანა კედლებზე კიბით რამდენიმე კაცი. ისინი გადახტნენ ქალაქში. გატეხეს ბჭენი და შეუშვეს ჯვაროსნები. შემდეგ ამისა ჯვაროსნებმა შეუწყალებლად გასწყვიტეს როგორც თათრები, ისე ურიებიც, რადგანაც ისინიც ქრისტეს მტრებად მიაჩნდათ, — და დაეპატრონენ მათს ქონებას. როცა ამ გვარად აიღეს ქრისტიანებმა იერუსალიმი მოიხსნეს იარაღი. გაიბნეს სისხლისაგან. ჩაიცვეს მღვდლების ტანისამოსი და ფეხშიშველა. დიდის მოწიწებით შევიდნენ ტაძარში და თაყვანი სცეს ქრისტეს საფლავს. შემდეგ ამისა ამოირჩიეს იერუსალიმის კოროლად გოთფრიდი. მაგრამ ამ პატიოსანმა გმირმა უარი სთქვა დაედგა თავზე ოქროს გვირგვინი აქ, სადაც მაცხოვარ ეკლის გვირგვინი ედგა, და მხოლოდ უწოდა თავის თავს ქრისტეს საფლავის მფარველი, ასე გათავდა ჯვაროსანთ პირველი ომი.
თუმც მართალია ქრისტიანებმა დაიჭირეს იერუსალიმი, ანტიოქია, უდესა და სხვა ადგილები, და შეადგინეს თავიანთი სახელმწიფო, მაგრამ თათრები მაინც ხშირად აწუხებდნენ. ამიტომ, ქრისტიანების შესაწევნად და დასაცველად, ფრანგების, იტალიელებისა და ნემცების რაინდებმა შეადგინეს სამი საზოგადოება ანუ ორდენები, სახელდობ: წმინდა იოანესი, ტამპლიერებისა და ტევტონებისა. ისინი ბევრს შველიდნენ და იფარავდნენ საზოგადოთ დაჩაგრულ ქრისტიანებს აღმოსავლეთში. ბოლოს გოთფრიდიც გადაიცვალა ათას ას წელში და იერუსალიმის კოროლად გახდა მისი ძმა ბალდუინი. მის შემდეგ თათრები სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ ქრისტიანებს და ოც–და–ათი წლის შემდეგ იერუსალიმის აღებისა, უკანვე წაართვეს ქრისტიანებს ედესის ქალაქი, სადაც ორმოცი ათასი მეტი ქრისტიანი ამოსწყვიტეს. მეთორმეტე საუკუნეში ძლიერ განძლიერდა ეგვიპტის ხვანთქარი სალადინი. მან გაილაშქრა სხვათა შორის ქრისტიანებზე და წაართვა მათ იერუსალიმი. როცა ეს ამბავი შეიტყვეს დასავლეთ ევროპაში ბევრმა მოინდომა თათრებთან საბრძოლველად წასვლა, რომ ხელახლა წაერთმიათ მათთვინ იერუსალიმი. ამ საქმეში მიიღეს მონაწილეობა ბევრმა მაშინდელმა ევროპის ხელმწიფეებმა, მაგრამ ვერა გახდნენ რა. პირველად მაგ. წავიდნენ თავიანთის ჯარებით საფრანგეთის კოროლი ლიუდოვიკი მეშვიდე და გერმანიის იმპერატორი კონრად მესამე, მაგრამ ვერა გააწყეს რა და უკანვე დაბრუნდნენ. შემდეგ 1190 წელში წავიდა თათრებთან საბრძოლად გერმანიის გამოჩენილი იმპერატორი ფრიდრიხი ბარბაროსა, მაგრამ გზაზე დაიხჩო და მისი ჯარები უკანკე მობრუნდნენ. მის შემდეგ გაილაშქრეს იერუსალიმისაკენ საფრანგეთის კოროლმა ფილიპე ავგუსტმა და ინგლისის ხელმწიფემ რიჩარდმა, რომელსაც ლომის გულს ეძახიან, მაგრამ ისინი წაივიდნენ გზაზე და ამიტომ ფილიპე უკანვე მობრუნდა. რიჩარდმა კი სამი წელიწადი დაჰყო აღმოსავლეთში, დიდი მამაცობა გამოიჩინა, მაგრამ იერუსალიმი მინც ვერ წაართვა თათრებს, ორ გზით კიდე საფრანგეთის კოროლი წმინდა ლიუდოვიკი წავიდა თავის ჯარებით იერუსალიმის განსათავისუფლებლად, მაგრამ მისმა მეცადინეობამაც ამაოდ ჩაიარა.
ამ გვარად ჯვაროსნებმა ვერ აღასრულეს თავიანთი უმთავრესი სურვილი — ვერ განათავისუფლეს იერუსალიმი და ქრისტეს საფლავი ურწმუნოთ ხელითგან, მაგრამ მათ ომებს მაინც კიდევ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ საზოგადოთ. ჯვაროსანთ ომები, დრო გამოშვებით ორასი წელიწადი მეტი გაგრძელდნენ. ამ ორასის წლის განმავალობაში დასავლეთი ევროპის ხალხებმა, რომლებიც ძრიელ მდაბლა იდგნენ მაშინ განათლებით, გაიცნეს კარგად როგორც ერთმანერთი ისე აღმოსავლეთის განათლებული ხალხები და შეისწავლეს მათი ზნე და ჩვეულებანი. ამას ის შედეგი მოჰყვა რომ მათ შორის განიღვიძა სწავლის სურვილმა და წინ წაიწია ხელოვნებამ და აღებ მიცემობამაც, — და ყველა ესენი დაეხმარნენ მთის ცხოვრების განკარგებას.
2.) იოანე გუტენბერგი.
(წიგნის ბეჭვდის მოგონება.)
ის გონებითი გაღვიძება, ანუ სწავლა-განათლების სურვილი, რომელიც ჯვაროსანთა ომებს შემდეგ დაიწყო დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით უფრო განძლიერდა იმ დროს, როცა მეხუთმეტე საუკუნე თავდებოდა და მეთექვსმეტე იწყებოდა. ამიტომ ამ დროს ისტორიაში ეძახიან მეცნიერებას განახლების ანუ ხელახლად აღმოშობის დროს. სწავლა-განათლების წარმატებასა და გავრცელებას ბევრი შეეწია წიგნის ბეჭვდის მოგონება. ძველსა და საშუალო საუკუნებში, მინამ წიგნის ბეჭდვას მოიგონებდნენ, მხოლოდ ხელთ-ნაწერი წიგნები იყო. წიგნების გადმოწერა უფრო ბერების ხელობას შეადგენდა, რადგანაც ისინი მონასტერში სცხოვრობდნენ და სხვა საქმე არ აწუხებდათ რა. თუმცა ხელთნაწერის ხელოვნება იმათ სისრულეში მოიყვანეს, მაგრამ გადაწერილი წიგნები მაინც კიდე ძრიელ ძვირი იყო და ამიტომ მხოლოდ ათასში ერთს თუ შეეძლო იმათი ქონა ამბობენ, რომ ერთი ხელთ-ნაწერი დაბადების წიგნი სამას მანეთად ისყიდებოდაო. უწიგნებოთ. ცხადია კარგად ვერ წავიდოდა სწავლის საქმე ვერც ცხოვრებაში, და ვერც შკოლებში. მაგრამ მეხუთმეტე საუკუნეში გამოჩნდა ისეთი კაცი, რომელმაც მიგონა წიგნის ბეჭდვა და მითი მოუტანა კაცობრიობას ისეთი სარგებლობა, რომელსაც თითქმის სხვა ვერაფერი ვერ შეედრება — ეს კაცი იყო ღირს-სახსოვარი იოანნე გუტენბერგი.
გუტენბერგი იყო ნემეცი და დაიბადა ათას სამას ოთხმოცდა შვიდმეტ წელში მაინცის ქალაქში. ამ შესანიშნავის კაცის სიყმაწვილეზე და აღზრდაზე თითქმის არა იციან რა. მართალია, გუტენბერგის დაბადებამდისაც კი ბეჭდავდნენ ხატებსა და ზოგიერთ სიტყვებს, მაგრამ ეს ბეჭდვა. სულ სხვა ნაირი იყო, ფიცარზე გამოაქანდაკებდნენ ხოლმე რომელიმე წმინდის სახესა და ამოსჭრიდნენ ზოგიერთ მისის სიტყვების ასოებს. შემდეგ წაუსვამდნენ ზედ ლაქს, დაიფარებდნენ ქაღალდს და ისე გადაბეჭდიდნენ ხოლმე. ამ გვარად წიგნის დაბეჭდა შეუძლებელი იყო, რადგანაც იმდვენი ფიცარი უნდა ჰქონოდა კაცს, რამდენიც გვერდი იყო წიგნში. გუტენბერგმა კი სულ სხვა ნაირი ბეჭდვა მოიგონა. მან მოიგონა ისეთი მოძრავი ასოები, როგორებსაც ეხლა ხმარობენ ხოლმე წიგნების დასაბეჭდავათ ამ მოძრავის ასოების აწყობა და გადარჩევა ადვილად შესაძლებელია და რა სიტყვებიც კი უნდა, იმ სიტყვებს ამოაწყობს კაცი ხოლმე. პირველად გუტენბერგმა ხის ასოები გამოსჭრა, მაგრამ ისინი კარგად ვერ გამოდგნენ და ამიტომ შემდეგ მადნეულის, ესე იგი, ტყვიის. კალისა და სპილენძის ასოები ჩამოასხა.
სტამბის გამართვას და წიგნების ბეჭდვას რასაკვირველია ფული უნდოდა, მაგრამ გუტენბერგს, თუმცა კეთილშობილთაგანი იყო, შეძლება არა ჰქონდა და ამიტომ უნდა ვინმე ამხანაგი ეშოვნა, და კიდეც იშოვა. მან ამცნო თვისი მოგონება ერთს მდიდარს ოქროსა და ვერცხლის ვაჭარს, რომელსაც სახელად ფაუსტი ერქვა. აი ეს კაცი გაუამხანაგდა გუტენბერგს და გამართეს ამათ სტამბა იმ პირობით, რომ შემოსავალი შუაზე უნდა გაეყოთ. 1455 წელში გამოვიდა პირველი დაბეჭდილი წიგნი ლათინურ ენაზე და ეს წიგნი დაბადების წიგნი იყო. პატიოსანი გუტენბერგი სულ იმას სცდილობდა, რომ გაეკარგებია თვის მიერ მოგონილი საქმე; ფაუსტი კი საშინელი ვეცხლის მოყვარე და უსინდისო კაცი გამოდგა. ის სარგებლობდა გუტენბერგის პატიოსნებით და გამოუცდელობით და მხოლოდ შემოსავალსა და სარგებლობას მისდევდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ გუტენბერგმა და ფაუსტმა შაიამხანაგეს მესამე პირი შეფერი. ფაუსტმა დაიახლოვა შეფერი და მიათხოვა თავისი ქალი. ამის შემდეგ, როცა უსინდისო. ფაუსტმა დაინახა, რომ გუტენბერგი მათთვინ საჭირო აღარ იყო. მოინდომა მისი თავიდამ მოშორება, სტამბის დაპატრონება და ამიტომ მოუდო შარები. ფაუსტმა მოსთხოვა მას თავის სარგებლით ყველა ფული, რაც სტამბაზე ქონდა დახარჯული, თუმცა იმათ ესეთი პირობა არა ქონიათ. გუტენბერგს ფულები არა ჰქონდა. ფაუსტმა უჩივლა, მოიქრთამა მსაჯულები და მოიგო საქმე: გუტენბერგს ან ფულები უნდა მიეცა მისთვის და ან სტამბა უნდა მიეტოვებია. ამ გვარად საბრალო გუტენბერგი დარჩა ხელცარიელი, ასე რომ მას ცხოვრების სახსარიც კი აღარ ჰქონდა
ამ გვარად მოტყუებულმა. დაჩაგრულმა უსამართლოებისაგან და დაღარიბებულმა გუტენბერგმა მწუხარებით მიატოვა თავისი სტამბა და სამშობლო ქალაქი მაინცი, დაიჭირა ხელში ჯოხი და წავიდა სტარსტბურგის ქალაქში. აქ ის ბევრს ეცადა, რომ ვინმე შძლებული ამხანაგი ეშოვა და გაემართა სტამბა, მაგრამ ყურადღებაც კი არავინ მიაქცია მის თხოვნას. ამიტომ ის კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში ჩავარდა. ფაუსტი და შეფერი კი ფარფაშობდნენ და მისი გონებისა და ხელოვნების ნაყოფით ჯიბეს ივსებდნენ და მდიდრდებოდნენ. ამ გაჭირების დროს გუტენბერგს თითქო გაუღიმა ბედმა: ერთმა მაინცის შეძლებულმა დოკტორმა კანდრატმა მისცა მას საშუალება და გუტენბერგმა გამართა მაინცში ახალი სტამბა. მაგრამ რომ იტყვიან „უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო“, სწორეთ საწყალ გუტენბერგსაც ისე მოუვიდა. იმ დროს დაეცნენ მტრები მაინცის ქალაქს, აიღეს ის ღამით და მოუკიდეს ცეცხლი. იმ ღამეს დაიწვა ფაუსტისა და გუტენბერგის სტამბები. შემდეგ ამისა მესტამბეები, რომლებიც მუშაობდნენ მოხსენებულ სტამბებში, წავიდნენ სხვა-და-სხვა ქალაქებში და გამართეს თავიანთი საკუთარი სტამბები. ამის გამო წიგნების ბეჭდვა უფრო მომეტებულად გავრცელდა. საწყალი გუტენბერგი კი ხელახლა უსაშუალოდ დარჩა და ისეთს გაჭირებაში იყო, რომ საზრდოც კი არა ქონდა და გადაიცვალა 1469 წელში. ამ გვარად მისმა თანამედროებმა ვერ დააფასეს ეს შესანიშნავი და ფრიად სასარგებლო. მთელი ქვეყანისათვის კაცი. შთამომავლობაც თითქო დიდხანს ვერ მიხვდა მას, რა სიკეთე მოუტანა გუტენბერგმა კაცობრიობას და მხოლოდ 1837 წელში აუგეს მას ძეგლი მაინცის ქალაქში, სადაც ის დაიბადა თვით თეული ჩვენგანი ჭეშმარიტად მოვალეა მოწიწებით და მადლობით მოიხსენებდეს იოანნე გუტენბერგს, როცა მას ხელში უჭირავს ლამაზად დაბეჭდილი რომელიმე წიგნი და გაერთვის მის კითხვით. გუტენბერგმა გაგვიღო ჩვენ სწორეთ იმ საუნჯის კარი, რომელსაც სწავლა-განათლებას ვუძახით.
წიგნების გავრცელებასა და სიიაფეს ძრიელ მოუწყო ხელი აგრეთვე საწერი – ქაღალდის მოგონებამ. რომელსაც ეხლა ჩვენა ვხმარობთ.
3) ქრისტეფორე კოლუმბი
(ამერიკის პოვნა)
მეხუთმეტე საუკუნე მითია შესანიშნავი კაცობრიობის ცხოვრებაში რომ ამ საუკუნეში ბევრი ისეთი ქვეყნები იპოვეს სწავლულებმა, რომლების არსებობა უწინ არავინ არ იცოდა. ამ ახლად ნაპოვნს ქვეყნებში ყველაზე უფრო შესანიშნავი იყო ამერიკა, რომელსაც ქვეყნის ნაწილებში მეოთხე ადგილი უჭირავს. ეს ქვეყნის ნაწილი იპოვა შესანიშნავმა ზღვით მოგზაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა.
კოლუმი დაიბადა ათას ოთხას ორმოცდა შვიდ წელში გენუაში.. ის ძრიელ კარგი ნიჭიერი ყმაწვილი იყო, კარგი განათლება მიიღო პავიის ქალაქის უნივერსიტეტში. ზედმიწევნით შეისწავლა გეოგრაფია, გეომეტრია და ასტრონომია და ყმაწვილობიდამვე შეუყვარდა ზღვით მოგზაურობა. გენუიდამ კოლუმბი პორტუგალიაში გადასახლდა, რომლის მცხოვრებლები თითქმის ყველა ხალხებზე უფრო დაწინაურებულნი ივვნენ მაშინ ზღვით მოგზაურობაში. აქ მან გაიცნო ერთი გამოჩენილი ზღვის კაპიტანი ბართლომე პერესტრელო, დაუმეგობრდა და შეირთო მისი ქალი. პერესტრელოს ბევრი კარგი წიგნები და კარტები ქონდა, რომლებშიაც იყო აღწერილი და გამოხატული ზოგიერთი ზღვები და მათში მოგზაურობა. კოლუმბმა ისარგებლა ამ წიგნებითა და კარტებით და შეისწავლა ისინი. პორტუგალიაში ყოფნის დროს მან თითონაც ბევრი იმგზავრა ზღვებით. მეხუთმეტე საუკუნეში ბევრი გამოჩენილი ზღვით მოგზაურები სცდილობდნენ გამოეკვლიათ ზღვით გზა მდიდარ ინდოეთში, სადაც იმ დრომდის ევროპიელები მხოლოდ ხმელეთით დადიოდნენ და გამოჰქონდათ სხვა და სხვა საქონელი პორტუგალიის მოგზაურებმა (ვასკო-დე-გამმა) შემოუარეს კიდეც აფრიკის სამხრეთის ბოლოს და, შემდეგ დიდის ხნისა და ძნელის მოგზაურობისა, მიადგნენ კალკუტას. მაგრამ ეს ზღვის გზა ინდოეთში ვერ იყო სახერხო. კოლუმბი, როგორც ზემოთა ვსთქვით, კარგი ნასწავლი კაცი იყო და სჯეროდა, რომ დედა მიწა ბურთივით მრგვალიაო: ამიტომ იმას, შემდეგ დიდი ხნის ფიქრისა, დაებადა თავში ერთი ბედნიერი ჰაზრი. მან იფიქრა, რომ კაცი რომ ევროპიდამ წავიდეს დასავლეთისაკენ და იაროს სულ ზღვით უთუოდ აზიის აღმოსავლეთის ნაპირებს მიადგებაო და ინდოეთში მივაო, ის კი არ იცოდა, ვგონებ, ჯერ, რა ბედნიერი შედეგი ექნებოდა ამ გვარ მოგზაურობას.
კოლუმბმა მოინდომა თავისი ბედნიერი აზრის აღსრულება. მაგრამ ამ საქმეს ბევრი საშუალება უნდოდა. ამიტომ პირველად მიმართა მან თვის სამშობლოს გენუას მცხოვრებლებს და სთხოვა შემწეობა, გენუელებმა უარი უთხრეს. შემდეგ ამისა სთხოვა მან შემწეობა პორტუგალიის კაროლს იოანნე მეორეს, მაგრამ ვერც მისგან გამოიტანა რა. მაშინ კოლუმბი წავიდა ისპანიაში. სადაც მაშინ ფერდინანდი და მისი მეუღლე იზაბელა მეფობდნენ, და მიართვა იმათ თხოვნა. ფერდინანდმა მიანდო ამ საქმის განხილვა და გადაწყვეტა თავის ვეზირებს, რომლებიც თითქმის ყველანი სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ იმათ საშინელი უმეცრება გამოიჩინეს კულომბის თხოვნის განხილვის დროს იმათ კოლუმბის აზრი შესახებ დედა-მიწის სიმრგვალისა ღვთის წინააღმდეგად შერაცხეს და ზედ ის უმეცრებაც დაუმატეს, რომ თუ მართლა დედა-მიწა მრგვალია, ხომალდებმა, როცა უკან დაბრუნდებიან დასავლეთიდამ, წყლის გორებზედ უნდა ამოიარონო და ეს როგორ შეიძლებაო. კოლუმბს უეჭველია ისპანიის მთავრობაც უარს ეტეოდა, თუ იმას იმ დროს ისეთი პირები არ გაეცნო, რომლებიც დაახლოებული იყვნენ ღვთის მოყვარე იზაბელასთან და დიდი გავლენა ქონდათ. იმათის შემწეობით დედოფალმა იზაბელამ მისცა იმედი კოლუმბს. მაგრამ მისდა საუბედუროთ, იმ დროს ისპანია არაბებს ანუ მავრებს ებრძოდა, რომელთაგან ჯერ კიდევ არ იყო სრულიად განთავისუფლებული, და ამის გამო ხაზინა ცარიელი იყო.. კოლუმბს გამოუცხადეს მოითმინეო, მაგრამ ამ მოთმინებაში რვა წელიწადმა გაიარა. ბოლოს როგორც იქმნა ისპანია განთავისუფლდა სრულიად მავრებისაგან და კოლუმბს ეღირსა თავის წადილის აღსრულება. ეს ამბავი იყო ათას ოთხას ოთხმოცდა ორ წელში.
კოლუმბს მისცეს სამი პატარა გემი და ას კაცამდის, რომელთაგან ზოგნი თავის სურვილით წაჰყვნენ და ზოგნი მთავრობის დანიშნულებით; კოლუმბი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. გამგზავრების წინაღამეს კოლუმბი და მისი თანა მოგზაურნი უზიარნენ და გამოეთხოვნენ თავიანთ ნათესავებს. სამს მარიამობისთვეს, მზე ამოვიდა თუ არა, ჩაჯდნენ გემებში და გაემგზავრენ პალორის ნავთსაყუდელიდგან. ხალხმა დიდის ამბით გააცილა. პირველი კვირის განმავალობაში ყველა მოგზაურები მხიარულად იყვნენ, რადგანაც ჯერ კიდევ ნაცნობ ადგილებს არ მოსცილებოდნენ. მაგრამ რავდენიც დრო გადიოდა, იმოდენათ სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ ისინი ხმელეთს და არ იცოდნენ როდის მოეღებოდა ბოლო იმათ მოგზაურობას. ამიტომ ზოგიერთ მათგანს შიში შეეპარათ გულში. კოლუმბი კი მხიარულად იყო, ეხუმრებოდა და ამხნევებდა თავის თანამოგზაურებს. რამოდენიმე კვირის შემდეგ მიახლოვდნენ ისინი ისეთ ადგილებს, სადაც ძრიელი ქარები იცის ხოლმე დაუბერა ქარმა გემებს და გააქანა ისინი ისარივით დასავლეთისაკენ თვალ-უწვდენელ ოკეანეში. ორი თვე იარეს იმათ და ხმელეთი კი აღარსად სჩანდა. კოლუმბის თანა მოგზაურნი ძრიელ შეშინდნენ და ეხვეწებოდნენ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ კოლუმბმა ყრადღებაც კი არ მიაქცია მათ თხოვნას; ის მხოლოდ ამხნევებდა მათ რაც გაუვიდოდა და იმედებს აძლევდა, რომ მალე მივაღწევთ ხმელეთამდინაო. მაგრამ დრო გადიოდა და ხმელეთი კი არსადა სჩანდა. ბევრჯელ განიზრახეს კოლუმბის მხლებელებმა მისი ზღვაში გადაგდება, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგანაც უმისოთ უკან დაბრუნებაც ძნელი იყო, ბოლოს ისინი სრულიად სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და რომ ვერა გააწყეს რა, აჯანყდნენ და მოინდომეს კოლუმბის მოკვლა. მაშინ კოლუმბმა მისცა იმათ პირობა, რომ თუ სამი დღის განმავლობაში ხმელეთი არსად გამოჩნდა, მაშინ უკანვე დავბრუნდებიო. ისინიც დათანხმდნენ ამ პირობაზე. შემდეგ ამისა ამათ, ერთი დღე იარეს და შეამჩნიეს ზღვაში ხმელეთის მცენარეები და ზღვის სიმაღლემაც იკლო. ეს რასაკვირველია იმის ნიშნები იყო, რომ ხმელეთს მიახლოვდნენ და მართლაც ჯერ სამი დღე არ გასულიყო, რომ ერთ ღამეს დაინახეს შორიდამ ცეცხლი. წარმოიდგინეთ ერთის მხრით კოლუმბისა და მეორე მხრით მისი მხლებელების სიხარული! „ხმელეთი! ხმელეთიო!“ დაიყვირკს ყველამ ერთბაშათ, გადაეხვივნენ ერთმანერთს და დაუწეეს კოცნა. სულმოკლენი, რომელიც ორი დღის წინეთ სწყევლიდნენ კოლუმბს და სიკვდილსაც უპირებდნენ, ეხლა მუხლმოდრეკით ეხვეწებოდნენ გვაპატივევო. მეორე დილას ისინი მიადგნენ მშვენიერ კუნძულს. ყველაზე უწინარეს კოლუმბმა შესდგა ფეხი მის მიერ ნაპოვნ კუნძულზე. ეს კუნძული იყო ღვანაგანიმ კუნძული, რომელსაც კოლუმბმა სალვადორი დაარქვა. ევროპიელებმა იპოვეს აქ ველური ხალხი, რომლებმაც არც ტანისამოსის ხმარება იცოდნენ და არც მუშაობა; ისინი სცხოვრებდნენ თითქმის ასე, როგორც პირუტყვები. იმათ საშინლად გაუკვირდათ როცა თოფის ხმა გაიგონეს და რაღაც უცნაურ მოვლენად ეჩვენათ ეს ხმა. საზოგადოთ ევროპიელებს ისინი დიდის გაკვირვებით უცქეროდნენ. იმათ ანიშნეს ხელით კოლუმბს, რომ სამხრეთისაკენ სხვა ქვეყნებიც არიან. კოლუმბი წავიდა აქედამ სამხრეთისაკენ და იპოვა კუბის კუნძული, სადაც ევროპიელებმა პირველად ნახეს, რომ ხალხი იმ მცენარეს სწევდა. რომელსაც ჩვენ ეხლა თამბაქოს ვეძახით. კუბის შემდეგ კოლუმბმა იპოვა გაიტის კუნძული. ყველა კუნძულებზე თითქმის ერთნაირი ველური ხალხები სცხოვრებდნენ: ისინი ყველანი ინდოეთის ტომის ხალხები იყვნენ. ზოგიერთი ახალი ნაპოვნი ადგილები მდიდარი იყვნენ ოქროთი. იმათ მცხოვრებლებს ყურებზე და ცხვირზე ეკიდათ ოქროს ბეჭდები. როცა შენინეს, რომ ევროპიელებს ძრიელ მოსწონდათ ოქროს ნივთები. სიხარულით დაუთმეს. ისინი და ნაცვლად ქინძისთავებსა და სხვა ამ გვარ უბრალონივთებს ართმევდნენ. გაიტის კუნძულზე კოლუმბმა ააშენა ერთი პატარა ციხე, დასტოვა იქ ოცდათვრამეტი კაცი და თვითონ ისპანიაში დაბრუნდა. გზაში მისი ხომალდი კინაღამ არ დაიღუპა ზღვის ღელვისაგან. კოლუმბს აღარ ეგონა თუ გადარჩებოდა და, რომ მის ნაღვაწს ამაოდ არ ჩაევლო კაცობრიობისათვის მან ასწერა თავისი მოგზაურობა, ჩადო წერილი გაფისულ პატარა ბოჭკაში და გადააგდო ზღვაში იმ აზრით, რომ ვინმე იპოვის და წაიკითხავსო. მაგრამ ზღვა დაწყნარდა. კოლუმბი გადარჩა და მშვიდობით დაბრუნდა ისპანიაში 1493 წელში ხუთ მარტს. აქ მას ზარბაზნების სროლით, ზარების რეკით და საზოგადოთ დიდის ამბით მიეგებნენ. მეფემ და დედოფალმაც დიდი პატივისცემით მიიღეს კოლუმბი.
შემდეგ ამისა ბევრნი პირიქით ეხვეწებოდნენ კოლუმბს წაგვიყვანეო. კოლუმბმა სამი მოგზაურობა ჰქმნა კიდევ ახალ ნაპოვნ ქვეყნებისაკენ და პირველად ნაპოვნ კუნძულებს გარდა, სხვაც ბევრი ახალი ქვეყნები იპოვა. მესამე მოგზაურობის დროს მან იპოვა ის ნაწილი ამერიკისა, რომელსაც ფლორიდას ეძახიან. ამ გვარად კოლუმბმა იპოვა ისეთი ქვეყნები, რომლებიც უწინ არავინ არ იცოდა და მითი მოუტანა კაცობრიობას დიდი სარგებლობა ამერიკაში და სხვა მისგან ნაპოვნ ქვეყნებში ევროპიელებმა იპოვეს ისეთი მცენარეები, პირუტყვები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებიც სხვა ქვენებში არ იყო; გადმოიტანეს ისინი და მით განაკარგეს თავიანთი ცხოვრება ბევრი ევროპიელები თვითონ ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც ფრიად მდიდარი და ყოველისფრით შემკული ბუნებაა, და იქ გამართეს თავიანთი კალონიები.
მაგრამ კოლუმბს, როგორც ყოველ გამოჩენილ კაცს, ბევრნი მოშურნე მტრები გამოუჩნდნენ და დაუწყეს ბეზღება ისპანიის კაროლთან, რომ ვითომც მას საკუთარი თავისი სახელმწიფოს გამართვა უნდოდა მის მიერ ნაპოვნ ქვეყნებში, სადაც ის მთავარმართებლად ანუ ვიცე კაროლად იყო დანიშნული პირობისამებრ, რომელიც მან შეკრა ისპანიის მთავრობასთან, როცა პირველად მიდიოდა ევროპიდამ. კაროლმაც დაუჯერა მის მტრებს და გაგზავნა საქმის გამოსაძიებლად ერთი საშინელი უსინიდისო და თავმოყვარე კაცი, რომელსაც ფრანცისკო ბავადიდო ერქვა. მას კაროლმა თან ისიც დააბარა, რომ თუ კოლუმბი დამნაშავეთ აღმოჩნდეს, გამოცვალეო და ადგილი შენ დაიჭირეო. ფრანცისკოსაც ეს უნდოდა და ამიტომ მან საქმის გამოუძიებლად შეუკრა ხელ-ფეხი ჯაჭვით კოლუმბს და გამოგზავნა ისპანიაში. გზაზე გემის კაპიტანს უნდოდა მოეხსნა მისთვის ჯაჭვი, მაგრამ კოლუმბმა არა ქმნა: მას უნდოდა დაენახვინებია ისპანიის ხალხისათვის თუ როგორ პატივსა სცემდა მთავრობა იმ კაცს, რომელმაც ახალი ქვეყნები იპოვა. კაროლი და დედოფალი ძრიელ მესწუხდნენ, როცა დაინახეს კოლუმბი ხელ-ფეხ შეკრული, მაშინათვე განათავისუფლეს ის და ფრანციკოც გამოცვალეს, მაგრამ მთავარმართებლად მაინც სხვა გაგზავნეს კოლუმბისაგან ნაპოვნ ქვეყნებში. ამ გვარად დაჩაგრულ კოლუმბს ბევრი აღარ უცოცხლია. ის გადაიცვალა, როგორც ამბობენ, ძრიელ სიღარიბეში, 1506 წელში, მაშინ ორმოცდა ცხრამეტი წლისა იყო. სიკვდილის წინ მან დაიბარა, რომ ის ჯაჭვი, რომლითაც მას ხელ-ფეხი ქონდა შეკრული, საფლავში ჩაეტანებიათ. უმადურმა კაცობრიობამ მისი სახელიც კი არ დაარქვა მის მიერ ნაპოვნ ქვეყნებს. პირველად ამერიკა აღწერა ერთმა ფლორენციის სწავლულმა, რომელსაც ამერიგო ერქვა და ამიტომ მისი სახელი დაარქვეს ამ ქვეყნის ნაწილს. კოლუმბს დარჩა მხოლოდ ერთიღა სახელი, რომელიც უკვდავი იქმნება საუკუნოდ მინამ ქვეყანა და კაცობრიობა არ გაქრება.
კოლუმბის შემდეგ, რაკი გზა გაწალდული იყო. ბევრნი მისი მიმბაძავნი გამოჩნდნენ და იპოვნეს სხვა და სხვა ქვენები, რომლების ჰოვნა კოლუმბმა ვერ მოასწრო.
4.) მარტინ ლიუტერი
(რეფორმაცია)
ამბობენ, რომ როცა იოანნე გუსს დაწვას უპირობდნენ, მან იწინასწარმეტუველაო: ასი წლის შემდეგ ისეთი არწივი გამოჩნდებაო, რომელსაც პაპი ვეღარ სძლევსო, და ეს წინასწარმეტყველება მართლაც აღსრულდა. მეთექვსმეტე საუკუნეში გამოჩნდა ისეთი კაცი, რომელმაც შეარყია პაპების ტახტის ძლიერება და მოახდინა დასავლეთ ევროპაში დიდი საეკკლესიო ცვლილება, რომელსაც რეფორმაციას ეძახიან. ეს კაცი იყო მარტინ ლიუტერი. ლიუტერი დაიბადა ერთ პატარა საქსონიის ქალაქში ეისლებენში 1483 წელს. მამა-მისი განსი ერთი უბრალო მუშა კაცი იყო, მაგრამ რაც შეეძლო, ეწევოდა შვილს გამოზდის დროს. ამასთან ის ფიცხი კაცი იყო და სასტიკად ეპყრობო და თავის პატარა მარტინს. როცა შვიდი წლის შაიქმნა მარტინი, მამამ შკოლაში მისცა. ლიუტერს არც შკოლაში აკლებდნენ ბერები გაწკეპლას. თოთხმეტის წლის რომ შიქმნა, მამამ მისცა ის მაღლებურგის შკოლაში, რომელიც მაშინ საქებრად მიაჩნდათ, მაღდებურგში ბევრი გაჭირება გამოსცადა ლიუტერმა: აქ მას საზრდო არა ჰქონდა, კარდაკარ დადიოდა, გალობდა და ისე რჩებოდა, მინამ ერთმა ღვთის მოყვარე ქვრივმა არ შაიბრალა და არ მისცა სწავლის საშუალება. შემდეგ 1501 წელში ლიუტერი შავიდა ერფრუტის უნივერსიტეტში და აქ მიიღო მაღალი სწავლა, უნივერსიტეტში ლიუტერმა კარგად შეისწავლა სხვათა შორის, ღვთის-მეტყველება და სამღვთო წერილი და მაგისტრობის ხარისხი მიიღო. მამა-მისს სურდა, რომ ის კურსის შესრულების შემდეგ, სამოქალაქო სამსახურში შესულიყო, მაგრამ მას თვითონ ბერობა არჩია და მონასტერში ავიდა. ლიუტერს ეგონა, რომ მონასტერში ის სულიერ განსვენებას იპოვიდა, მაგრამ ძრიელ მოსტყუვდა: მონასტერში უმეტესი ნაწილი ბერებისა ძრიელ უზნეოდ იქცევოდნენ და არას აკეთებდნენ. ამას გარდა პირველ წელიწადს, მინამ ლიუტერი მწირ ბერად იყო გამოსაცდელად, ბერები ძრიელ ცუდათ ექცეოდნენ და ყველაფერ მძიმე საქმეს აკეთებინებდნენ: ეკლესიების აგვევინებდნენ, ნაგავს აზიდვინებდნენ მონასტრიდამ და ხურჯინითაც გზავნიდნენ მოწყალების მოსაკრეფად ამ ჩვენ სწავლულ მაღისტრს მაგრამ ის ყველაფერს მოთმინებით იტანდა და არ დრტვინავდა. ერთად-ერთი ნუგეში მისი მონასტერში დაბადების წიგნი იყო, რომელსაც იგი ხშირად კითხულობდა. ლიუტერი მონასტერში ძრიელ ბევრს ფიქრობდა ადამიანობის ცოდვიანობაზე და მისის სულის ცხონებაზე. ამ ფიქრებიდამ მან ის დასკვნა გამოიყვანა, რომ კაცი ისეთი ცოდვილია, რომ მისი ცხონება არ შეიძლებაო და კინაღამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა. მაგრამ როცა ესეთ მდგომარეობაში იყო, მაშინ ერთი კეთილი ბერი გამოუჩნდა და შთააგონა, რომ ადამიანს ღვთის მადლის იმედი უნდა ქონდესო და არა მარტო თავისის კეთილის საქმისაო. ამ სიტყვებმა ძრიელ გაამხნევეს ლიუტერი და დაკარგული სასოებაც დაუბრუნეს.
1509 წელში ვიტენბერგის ქალაქში გამართეს ახალი უნივერსიტეტი და მიიწვიეს ლიუტერი ფილოსოფიის პრაფესორათ. ლიუტერმა ჯერ უარი სთქვა, მაგრამ როგორც იყო დაიყოლიეს. ვიტენბერგში მას მქადაგებელის თანამდებობაც მიანდვეს და ის ისეთი შესანიშნავი მქადაგებელი გამოდგა, რომ მსმენელები ძლივს ეტევოდნენ უნივერსიტეტის ეკკლესიაში. ერთხელ ლიუტერი რომში წავიდა, სადაც დასავლეთის ეკკლესიის თავი პაპი სცხოვრებდა. მას საშინელი გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა პაპისა და მისი სამღვდელოების სიწმინდეზე — და დიდის მოწიწებით შავიდა ის რომის ქალაქში. მაგრამ რა ნახა მან იქ? რომის სამღვდელოება ისე ცუდათ იქცეოდა და ისე დაცემული იყო ზნით, რომ როცა იქიდამ ლიუტერი ვიტენბურგში დაბრუნდა ამას ამბობდა: „ნეტავი ათასი ოქრო გადამეხადა და რომი არ მენახაო“. ამიტომაც შემდეგ ამისა სულ სხვა აზრისა იყო ლიუტერი პაპების სიწმინდეზე და უცოდველობაზე, რომლებიც თავიანთ თავს იესო ქრისტეს მოადგილედ რაცხდნენ ქვეყანაზე და როცა იმათი ცუდი და უზნეო მოქმედება დაინახა წინააღუდგა მათ და დაუწუო ბრძოლა.
იმ დროს პაპი იყო ლევი მეათე. ამ პაპს ძრიელ უყვარდა კეთილი ცხოვრება და ამიტომ ბევრი ფულები უნდებოდა. გარდა ამისა იმ დროს რომში წმინდა პეტრეს ტაძარს აშენებდნენ და მის მოსათავებელათაც ძრიელ საჭირო იყო ფულები. ფულის საშოვნელად ერთი რამ ღონე მოიგონა პაპიმ. მან გამოაცხადა, რომ წმინდანებმა იმდვენი კეთილი საქმეები ქმნესო, რომ იმათ თავს გადასდითო და ამიტომ შაუძლიან სხვებს ცოდვილებს გაუზიარონ თავიანთი კეთილი საქმეებიო. მაგრამ ეს კეთილის საქმეების საუნჯე პაპს ეკუთვნისო, რადგანაც ის იესო ქრისტეს მოადგილე არისო და ნება აქვს, ვისაც სურს, იმას მიყიდოსო. ამ მოძღვრების საფუძველით პაპიმ დააბეჭდინა მრავალი ცოდვის მისატევებელი ოქმები (გრამოტები), რომელთაც ინდულგენციებს ეძახიან, დაურიგა ბერებს და გაგზავნა სხვა და-სხვა ქვეყნებში რომ გაეყიდნათ. არც ერთი ინდულგენციების გამყიდველი ბერი ისე ურცხვად და უსინიდისოთ არ იქცეოდა, გაყიდვის დროს, როგორც ბერი ტეცელი. ის დიდის ამბით შადიოდა ქალაქებში და სოფლებში და აშკარად ვაჭრობდა ხოლმე. გვერდით მას ორი ყუთი ედგა, ერთი ინდულგენციებით, მეორეც ფულებისთვის და ეუბნებოდა ხალხს ხოლმე, „აი რა წამსაც ამ ყუთში ფულები დაიწკარუნებენ, მაშინათვე წაწყმენდილი სული ჯოჯოხეთიდამ სამოთხეში გაფრინდებაო.“ უმეცარი ხალხი გარს ესეოდა მას და ვისაც კი ცოტა შეძლება ჰქონდა, ყველანი ყიდულობდნენ ინდულგენციებს. ინდულგენციები ბევრ ნაირი იყვნენ და ყოველის ცოდვის მოტეების ყიდვა ცალკე შაიძლებოდა ხოლმე: ქურდობის, ცარცის, ფიცის გატეხის, კაცის მოკვლის და სხვ. ამას გარდა არა თუ მარტო წასრულის და აწმყო ცოდვის მოსატეებელი ოქმის ყიდვა შეიძლებოდა, არამედ მომავალისაც. ერთხელ კაი ოინი უყო ერთმა რაინდმა ტეცელს. ის მივიდა დიდის მოწიწებით მასთან და უთხრა: „მამაო! მინდა შარა გზაზე ერთი ვინმე გავცარცვო და თუ შეიძლებოდეს, ამ ცოდვის მოტევების ოქმი მომყიდეო.“ ტეცელმა ძრიელ ძვირად დაუფასა რაინდს ესეთი ოქმი, მაგრამ მან მაინც იყიდა და წავიდა თავისთვინ. შემდეგ ის ერთხელ დახვდა თავის კაცებით თვითონ ტეცელს გზაზე და წაართვა სულ, რაც ყუთში მოგროვილი ფულები ქონდა. ბერმა დაუწყო მას საშინლად წყევლა, მაგრამ რაინდმა სიცილით ამოიღო მისგან მიცემული ოქმი, უჩვენა და უთხრა: განა არ იცნობო? ინდულგენციების გაყიდვას ძრიელ ცუდი გავლენა ქონდა ხალხის ზნეობითს მდგომარეობაზე: უმეცარი ხალხი აღარ ერიდებოდა ხოლმე ცოდვებს. ბერების ამ გვარად მოქმედება ყველა პატიოსანსა და კეთილ-სინიდისიან კაცს აშფოთებდა, მაგრამ რა უნდა ექმნათ.
1517 წელში ტეცელი მიახლოვდა თავის ინდულგენციებით ვიტენბერგის ქალაქს, სადაც ლიუტერი სცხოვრებდა, და დაიწყო ვაჭრობა. ლიუტერმა ვერ მოითმინა ეს ტეცელის გულის ასამღვრევი მოქმედება და აღდგა მის წინააღმდეგ. მან იწყო თავის ქადაგებაში ტეცელის მოქმედებისა და საზოგადოთ ინდულგენციებით ვაჭრობის განკიცხვა. ბევრმა დაინახეს მის სიტყვებში ის, რასაც თვითონაც კარგა გრძნობდნენ, და ძრიელ მოეწონათ მისი გაბედული ქადაგება. შემდეგ ლიუტერმა დასწერა ქაღალდზე ოთხმოც-და-ხუთმეტი მუხლი წინადადება (ტეზისები) ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, გააკრა ის კარებზე და გამოითხოვა ტეცელი შებმოდა მას და დაემტკიცებია თუ შეეძლო, რომ ეს საქმე კანონიერი იყო. მაგრამ ტეცელი მალე მოშორდა ვიტენბერგს. ლიუტერის ტეზისები კი გავცელდნენ ხალხში; ბევრნი თანაუგრძნობდნენ მას და მოუთმენელად ელოდნენ რითი გათავდებოდა ეს საქმე. ასე დაიწეო რეფორმაცია. ხალხი გაიყო ორ ნაწილად: ზოგს ლიუტერის მხარე ეჭირა და ზოგს პაპისა და ბერების. სამმა წელიწადმა გაიარა ლიუტერისა და ბერების ბრძოლაში. პაპიმ პირველად არ მიაქცია დიდი ყურადღება ბერების ბრძოლას, მაგრამ როცა დაინახა, რომ მთელი გერმანია აღელდა და საქმე სახუმრო არ იყო, უბრძანა ლიუტერს, რომ ის სამოცი დღის განმავალობაში გამოცხადებულიყო რომში. საქსონიის მთავარს ანუ კურფირსტს ფრიდრიხს ძრიელ უყვარდა ლიუტერი და ამიტომ მან არ გაუშვა რომში. რადგანაც იცოდა, რომ პაპი და ბერები კეთილს არას დააყრიდნენ ლიუტერს — პაპიმ დიდხანს ითმინა; უნდოდა, რომ საქმე როგორმე მშვიდობით გაეთავებია, მაგრამ ვერა გააწყო რა და ამიტომ შეაჩვენა ლიუტური და გასცა ბძანება, რომ მისი თხზულებანი ცეცხლში დაეწვათ. პირველად არც ლიუტერს უნდოდა გადგომოდა პაპსა და ფრანგების ეკკლესიას, მაგრამ როცა დაინახა პაპის უსამართლოდ მოქმედება, უწოდა მას ანტექრისტედ და მისი ბძანებაც (ბულლა) ცეცხლში დასწვა.
1521 წელს გერმანიის იმპერატორად დაჯდა შესანიშნავი იმპერატორი კარლოს მეხუთე. მას სურდა მალე მოესპო თავის სახელმწიფოში საეკკლესიო არეულობა და ამიტომ დანიშნა ვორმსის ქალაქში სეიმი ანუ ჩინებულთ კრება. ამ კრებაში, რასაკვირველია, ლიუტერიც დაიბარეს. ზოგნი, ურჩევდნენ ლიუტერს, რომ არ წასულიყო, მაგრამ ის ამბობდა: ვიტენბერგიდამ დაწყებილი ვორმსამდის რომ ისეთი ცეცხლი იყვეს ანთებული, რომლის ალი ზეცამდის ადიოდეს და მე შუაზე უნდა გავიარო, მაინც კი წავალო და მართლაც წავიდა. მაგრამ იმპერატორმა უბოძა მას მფარველობის ოქმი — და გზაზე თავის კაციც აახლა. გზაზე ყველა ქალაქებში და სოფლებში, სადაც კი გაიარა ხალხი დიდის ამბით ეგებებოდა წინ ლიუტერს, რომ დაენახათ ეს შესანიშნავი ბერი, ვორმსშიდაც დიდის ამბით მიიღეს მცხოვრებლებმა ლიუტერი. ჩვიდმეტ აპრილს შაიყვანეს ლიუტერი სეიმში, სადაც თავმჯდომარეთ თვითონ იმპერატორი იყო. ლიუტერი ცოტათი შეკრთა, როცა წარსდგა პირველად იმპერატორისა და მის დიდებულთა წინაშე. აქ მას წარუდგინეს მისი თხზულებები და კითხეს: შენია თუ არაო? მან, რასაკვირველია, უპასუხა, ჩემიაო. შემდეგ ჰკითხეს: უარ-ყოფ შენ ამათ, თუ არაო? ლიუტერმა სთხოვა სეიმს, რომ ერთის დღის ვადა მომეცით, ვიფიქროვო. იმპერატორი თანახმა გახდა. მეორე დღეს საღამოს ლიუტერი ხელახლა მიიყვანეს სეიმში და გაუმეორეს კითხვა. ეხლა ლიუტერმა გაბედვით უპასუხა კრებას, რომ მე მარტო სამღვრთო წერილი მრწამსო; პაპი ხორციელი კაცია და შეუძლია შესცდესო; თუ სამღვრთო წერილით დამიმტკიცებთ, რომ მე ვსცდები და პაპი მართალიაო, მაშინ მე უარს-ვყოფ ჩემს მოძღვრებასო. ამის მეტი მე სათქმელი არა მაქვსო, სთქვა მან და თან ესეც დაუმატა: „ღმერთია ჩემი შემწეო.“ შემდეგ ბევრი ურჩიეს ლიუტერს, რომ გადადგომოდა თავის მოძღვრებას, მაგრამ ვერ შეარყიეს მისი მტკიცე რწმუნება. ბერები ბევრს ეცადნენ მისთვისაც ისეთი მახე დაეგოთ, როგორიც იოანნე გუსს დაუგეს, მაგრამ იმპერატორმა არ გასტეხა თავისი სიტყვა და გაუშო ლიუტერი. მაგრამ თან სეიმის განჩინებაც გამოსცა, რომელშიდაც ლიუტერი და მისი თანამოაზრენი ერეტიკოსებად იყვნენ გამოცხადებულნი. ლიუტერის მფარველს ფრიდრიხს ეშინოდა, რომ მტრებს არაფერი ცუდი არ დაეშავებინათ ლიუტერისათვის, ამიტომ მან გაგზაკნა თავისი კაცები, მოიტაცა ლიუტერი როცა ვიტემბერგიდამ მოდიოდა, და დამალა ვარტბურგის ციხე-დარბაზში. სხვებს კი ეგონათ, რომ ლიუტერი დაიკარგა. ვარტბურგის ციხე-დარბაზში ლიუტერი კაი ხანს სცხოვრებდა და აქ გადმოთარგმნა მან დაბადება ნემეცურ ენაზე.
როცა ლიუტერი ვარტბურგის ციხე-დარბაზში სცხოვრებდა, იმ დროს გერმანიაში დიდი არეულობა მოახდინეს მისის მოძღვრების მომხრეებმა, ამიტომ მან მიატოვა ვარტბურგი, მივიდა ვიტენბერგში და თავის ქადაგებით როგორც იყო თავისი მომხრენი დაამშვიდა. შემდეგ ამისა რეფორმაციამ, უფრო გაიდგა ხალხში ფესვი. ლიუტერის ახალი მოძღვრება; სხვათა შორის, მაში მდგომარეობდა, რომ მან უარყო პაპებისა და მსოილიო კრებების შეუცდომელობა, სამღვთო ჭეშმარიტების წყაროდ მან მარტო. სამღვთო წერილი აღიარა; სამღვთო წერილის კითხვისა და განმარტების უფლება ყოველ ქრისტიანს მიანიჭა. ამას გარდა მან გააუქმა ხატებისა და ზოგიერთი ეკკლესიის სამკაულების ხმარება, თვინიერ ჯვარცმისა; უარ-ჰუო ზოგიერთი საიდუმლოები; სასულიერო პირებს ცოლის შერთვის უფლება მისცა და თვითონაც ერთ მონაზონზე დაიწერა ჯვარი.
ლიუტერის რჯულის ხალხს ლიუტერანები ანუ საზოგადოთ პროტესტანტები დაერქვათ. თვითონ ლიუტერი გადაიცვალა 1546 წელში. მაგრამ ბრძოლა ფრანგებსა და პროტესტანტებთა შორის დიდ“ ხანს არ გათავებულა. იმპერატორი კარლოს მეხუთე ბევრს ეცადა, რომ მოესპო თავის სახელმწიფოში რეფორმაცია, მაგრამ ვერა გზით ვერ მოახერხა და ამიტომ 1555 წელში მოახდინა შერიგება პროტესტანტებსა და ფრანგებთ შორის აუღსბურგის ქალაქში და მიანიჭა პროტესტანტებს სრული უფლება თავისუფლად აღეარათ თავიანთი რჯული. შემდეგ ამისა რეფორმაცია არა თუ გერმანიაში, არამედ თითქმის ყველა სხვა დასავლეთის ევროპის სახელმწიფოებში გავრცელდა.
გ.ი.
![]() |
3 ნატვრა |
▲back to top |
ნატვრა
ნეტავი ჩიტი ვიყო, ჩიტუნია პატარა,
ტკბილის ხმით მოჭიკჭიკე, სიამით მონავარდე,
რომ გავგოგდე... ავფრინდე... ფრთები გავშალო ჩქარა
და ცისკენ თავის უფლად, ისარივით ავვარდე!!
მივფრინდები იმ არეს, სად ვარსკვლავნი კრთებიან,
სადაც ხშირად კაშკაში გააქვს მოწმენდილ მთვარეს;
იქ სადაც მტრის ისრები მე ვეღარ მომწვდებიან.
იქიდამ გადმოვხედავ ჩემსა სამშობლო მხარეს.
ვნახამ იმ ბრძოლის ველებს, სადაც ბედი სწყდებოდა,
მტერი, მგონი, შემუსვრის ანგარიშში სცდებოდა,
რადგანც ქართველს ამა დროს თავი ავიწყდებოდა... ბრძოდა!...
რჯული და ენა კი მითი მტკიცდებოდა.
დავეცემი გულ-მკერდით... იმ ველზედ დავეშვები
ნისკარტით ვუამბორებ წმინდას სახსოვარს მიწას!
წინა–პრების სახსოვრად კვნესით ჭიკჭიკს მოვყვები:
ქვეყანას შევაბრალებ... შევავედრებ მათ ზეცას.
მაგრამ ვით გავარჩიოთ ჩვენი მკვდარი და მტერი?
ხომ სულ ერთადა ჰყრიან არეულ-დარეული?
წმინდა ბრე წინაპრების და მტრების ბილწი მტვერი
რატომ არ არის ნეტავ გარჩეულ გასამზღვრული?
არ დავსდევთ, მაგრამ ის კი თვით ბუნებამ გასაზღვრა:
იქ ეკალი ამოდის სადაც მტერი მარხია
და სადაც ჩვენმა ძველმა წმინდა სისხლი დაჰღვარა
იქ მოდის ყვავილები და ზოგანც ვარდის ხეა.
ეკალს და ბალახ-ბულახს, მტრის გულზედ ამოსულსა,
მივანებებ ბაყაყებს!... დეე, მათ უყიყინონ.
მე ვარდის ყვავილებზედ ავიღელვებ ამ გულსა.
ვჭიკჭიკებ და მკვდრებმა საუკუნოდ იძინონ.
ნეტავი ჩიტი ვიყო, ჩიტუნია პატარა,
რომ ჭიკჭიკით გამოვსთქვა ვნება ჩემის გულისა!
ვნახო ჩემი სამშობლოს გამობრუნება ჩქარა
და გიმღერო სიმღერა შორის გაზაფხულისა.
აკაკი.
![]() |
4 უ.........ს. |
▲back to top |
უ.........ს.
საბრალო არის დატვირთული უზომოთ ვირი:
ფეხებ არევით, თავ-ქინდრული მოდის თავ-დაღმა;
ვეღარ ახერხებს საყროყინოთ გააღოს პირი
და უწკეპლოთაც აღარ ესმის აღარც „აცოს“ ხმა,
მაგრამ იგივე, რომ ავკიდოთ ტვირთი ბედაურს
არად შეიმჩნევს, ვითომ ვერც გრძნობს: არი თუ არა?
კუნტრუშ-ხვიხვინით მონავარდობს, წაიცქვეტს რა ყურს,
და ვირის სავლელ-გზასს გაივლის თორმეტ ჯერ ჩქარა,
ვირს კი ჰგონია თუ მშრომელი მხოლოდ ის არი
და ვინც მისსავით არ იტანჯვის ტვირთ-მოდებული,
არ ეკადრება მის ვირობას! არ არს სადარი!...
და ვირულ-სიბრძნით იბერება შეფერებული.
საბრალო ვირო! ჭკუა ძვირო! ვინ გააკვირო?
ყურ-პანტურობა და ყროყინი შენი წესია!...
მაგით ნუ ჰფიქრობ ბედაური გააშავპირო!
ყველა მას მომკის, რაც რომ თვითონ დაუთესია!
და თუ ვერ მიხვდი უბრალო ჰაზრს მაგ დიდის თავით
რატომ არ გესმის? აბა რათ გაქვს დიდი ყურები;
„ვირები რა გინდა ტვირთ-ქვეშ მოჰკვდენ, ისრისონ ზვავით,
მაინც არ ეთქმისთ უბედურებს ბედაურები!! “
აკაკი.
![]() |
5 ერთი უბედურთაგანი |
▲back to top |
ერთი უბედურთაგანი
(მოთხრობა ჟულ კლარეტისა)
პირველს იანვარს 1859 წლისას ნოელ რამბერმა გამოიღვიძა განთიადისას, გულზედ მოსული იყო და მშიერი. ერთი მთელი დღე და ღამე პური არ ეჭამა, თავი ისე მძიმედ ქონდა თითქო ტყვია ჩაუსხამთო; მისი ჩამქრალი თვალი მწუხარედ დასცქეროდა ხუთის წლის ბალღს, იქავ ცარიელს ცივს ოთახში მწოლარეს დაფლეთილ და ჭუჭყიანს ლოგინზედა.
ნოელ რამბერი იყო ერთი ღარიბი მუშა-კაცი. მთელის ორმოცის წლის განმავალობაში იგი გულ-მაგრად და უდრტვინველად ატრიალებდა ხელში სიღარიბის და გაჭირების ჩარხსა; დაუღალავად მედგრად და თითქმის ქეიფითაც მუშაობდა ხოლმე ყმაწვილობისას და ხშირად მისი ზარიანი ხმა სიმღერისა გარდემატებოდა ხოლმე მაშინების და ჩარხების გრიალსა და ტრციალსა. მაშინ ჯერ მარტო–ხელი იყო ცოლ-შვილი არა ჰყვანდა და ულოთველი მშვიდობიანი მუშაკი თავის – თავსა რაცხდა ბედნიერათ, თუმცა ღარიბი კი იყო.
- მე ჯანმრთელობა არ მაკლია და ღონე, ამბობდა ხოლმე სიცილით დიდს კვერს ისე ვეწევი როგორც ბუმბულს. სხვა რა მინდა ამაზედ მეტი? მე ჩემი თავი მდიდრათ . მიმაჩნია და ჩემს ბედს როტშილდის ბედშიაც არ გავცვლი.
მაგრამ რამბერს შავი დღეც დაუდგა, დღე იმედთა გაცრუებისა და უწყალო წამებისა. მას ობოლს, მუშებში გაზდილს ჯერ პატარაობითვე შეეთვისეპინა ის აზრები, რომელთაც ეგრე სწრაივად გაიდგეს ფეხი პარიჟში 1848 წელსა, — და როცა თებერვლის რევოლიუციამ იფეთქა, იგი ყმაწვილ-კაცობის სიმხურვალითა ჩადგა მეომართა შორის. იმ დროს მისი საყვარელი გმირები იყვნენ: ბარბუსი, წინამძღვარი თავის ყოჩაღის ესკადრონისა და ფლოკონი, უბრალო ძველ ტანისამოსით თავდაბლად მიმავალი ხოლმე თავის სამინისტროში. ხოლო როგორც რევოლიუცია, ისე მის მოღვაწეებს მალე დააცლევინეს მოედანი. კავენიაკისაგან შემზადებულმა და ორ დეკემბრის ღამის იმპერიით დაგვირგვინებულმა რეაქციამ დანთქა თავისის, მღვრიე წელით როგორც საქმენი, ისეც კაცნი, რომელიც წინ წამოუენებულ იქმნენ 1848 წლის მოძრაობისაგან. რამბური დარჩენილი დამარცხებულთა შორის დაუბრუნდა ისევ თავის მძიმე მუშაობას, თითქოს სულ ორიოდ დღესო. რაც თავი დაანებო. ამ ომებში და ბრძოლაში მას გული არ დასჯაბნებია, პირიქით, გრძნობდა რომ ახალგაზდობის ღონე ჯერ კიდე ჭარბათა აქვს (რამბერი მაშინ 34 წლისა იყო) და სიცილით იტყოდა ხოლმე: „მოვიცდით, არა უშავს რა, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა!“
ხომ ამას ამბობდა, მაგრამ ბოლოს ნახა, რომ მისნი უწინდელნი ამხანაგნი, თან შეზდილნი პატარაობითვე, ჭირსა და ლხინში თანა-მოზიარენი და მოძმენი მის გარეშემო აღარ არიან. ორმა დეკემბერმა,[1] როგორც შავმა ჯანღმა, თვალი გაუვლელი სიბნელით მორთო ყველა და ყოველი. დამარცხებული საფრანგეთი ფეხთა ქვეშ ეშალა თავი კეისარსა, ხმა გაკმენდილი და ზარ-დაცემული. რამბერსაც გულზე სევდა-ნაღველი დააწვა ნახა თუ არა, რომ პარიჟი, ერთ დროს მხიარული, გაცოცხლებული და აღტაცებული, ეხლა წარბ შეკრულია და დამუნჯებული, რამბერს სული შეუგუბდა, თითქო ჰაერი აღარ არისო ამ დიდს ქალაქში, რომ სული მოებრუნებინა საწყალს დაეკარგა ის მუდამი მხიარულება, ყმაწვილ-კაცობის ხალისი და ქეიფის გუნება. ყოველივე,
რასაც ეხლა თვის გარეშემო ხედავდა, მის თვალში მკვდარი იყო, წვრილმანი, უხეირო და უსაგნო.
- ნუ თუ ამ დღეში ჩავცვივდით? იძახდა იგი მწუხარედ: ნუ თუ არღაა იმედი?
ეს უიმედობა ჰსწოვდა და ქენჯნიდა იმის გულს, მაგრამ მაგ უიმედობამ კი არა ჰკრა სასიკვდილო ისრი, არამედ სიყვარულმა, მხურვალემ და უძლეველმა, რომლისთვისაც თითქო გაჩენილი იყო მისი ვაჟკაცური გული.
ერთხელ ნოელ რამბერი შეხვდა ერთს ქალს და შეიყვარა იგი საშინლად, გაგიჟებით და იმ გულითადის აღტაცებითა, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა ამდვენ იმედთა გამტყუნების და გაბოროტების შემდეგ. თავის მხრით მართა გარდიც, რამბერისაებრ ობოლი და უთვისტომო, გულწრფელად შეემსჭვალა, როგორც ეტყობოდა, რამ ბერს და რამდენსამე წლს უწია უღელი ჯაფისა და ღარიბის ცხოვრებისა. დღითი დღე რამბერს სიყვარული უძლიერდებოდა და ეგონა, რომ ნამდვილი სიცოცხლე იმ დღიდგან დავიწყეო, როცა მართა ვნახეო თავის უწინდელი საქმეები, გმირული ნატვრა და ოცნებანი, ომების ბძვინვარე დღენი, დაუსრულებელი ღამეები სატუსაღოში - ყველა ესენი ეხლა სიზმარი ეგონა, ბინდ-ბუნდად მოზმანებული. ეხლა ოცდა მეხუთმეტე წელიწადში ისე მთლად მიეცა ახალს ტრფიალებას, როგორც ამ ათის წლის წინად თავის პირველს სიყვარულს — მამულისას და თავისუფლებისას. რამდენჯერმე უთხრა მართას ჯვარი დავიწეროთო, მაგრამ ქალი პასუხად ყოველთვის ამას ეტყოდა ხოლმე.
— რათაო? თუ ბედათ გვიწერია, რომ ერთმანეთი ყოველთვის გვეყვარება, ღვდლის გარევა ჩვენს საქმეები რა საჭიროა, და თუ გვიწერია, რომ ოდესმე უნდა ერთმანეთს დავეთხოვოთ, რათ გვინდ რომ ჩვენ თავს ჩვენვე ხუნდები შევყაროთ და დღევანდელი კავშირი ბოლოს ორივეს სანანური გაგვიხდეს.
— შენი ნებაა, ეუბნებოდა ხოლმე რამბერი.
ამ სახით სცხოვრებდა საწყალობელი მუშაკი: დღე მთელი ქარხანაში მუშაობდა და საღამოობით კი ისვენებდა თავის ღარიბულ სადგურში საყვარელის ქალის ახლო, როცა მართა დაწვა და უშობა ვაჟი-შვილი ჟაკი, მაშინ რამბერის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ბედნიერებისაგან თითქმის გონება დაკარგა და ერთი ორად უმატა მუშაობას, თითქო შვილის ყოლაზედ თვითონაც გაყმაწვილდაო. არიან იმისთანა ადამიანები, რომელნიც იმისთვის არიან გაჩენილნი რომ მამობა გასწიონ; შვილებისადმი სიყვარული გაგიჟებამდე მიახწევს ხოლმე იმათს გულში და ვერა დედა ვერ შესძლებს იქამდინ თავი გაიწიროს შვილისათვის, როგორც, მაგალითებრ, მეფე ლირმა უგუნურად გაიწირა. ამ გვარს ადამიანებს ეკუთვნოდა ნოელ რამბერიც, რომლის სიცოცხლე, სული და გული ეხლა იყო მარტო აკვანი თავის პატარა ჟაკისა.
ხოლო დიდხანს არ გასწია მისმა ბედნიერებამა; ცხოვრება მისი აღსავსე ჯაფითა, ბედნიერებითა და იმედოვნებითა ერთბამად და უწყალოდ შემუსრა ერთმა უბედურმა წუთმა.
ერთხელ, ჟაკის გაჩენის რამდენიე თვის შემდეგ, რამბერს ხელში ჩაუვარდა პატარა ბარათის ნამწვი და იქიდამ სცნო, რომ მართა, რომელიც მას ასე გაგიჟებით უყვარდა, მართა დედა-მისის შვილისა – ურცხვად ღალატობდა. სხვა კაცს დასჯდომოდა საყვარლათ! რამბერის გული მტკივნეულობით შეიკუმშა და თუ ჭკუიდამ არ შეიშალა. იმიტომ-რომ ამ უბედურებაში ალღო აიღო სხვა უფრო დიდის უბედურებისა და მოიწადინა მწარე მართალი თავიდამ ბოლომდე შეეტყო. თუ მართა სხვა კაცს უჯდა საყვარლათ, შესაძლო იყო, რომ პატარა ჟაკიც უცხო კაცისა ყოფილიყო. ამ საგანზედ დატრიალდა ეხლა ჩარხი მთელის მისის სიცოცხლისა,
რამბერი პირ-და-პირ წავიდა იმ ბარათის დამწერთან ბარათის დამწერი იყო ახალ - გაზდა ლამაზი, მხიარული ყმაწვილი კაცი; ამას მიეზიდნა მართა თავის ოხჯობითა და სიმდიდრის დაპირებითა.
- მე თქვენ არ გიცნობთ, უთხრა რამბერმა; — თქვენ მე წამართვით ის, რაც ჩემთვის ყველაფერზედ უძვირფასესი იყო ამ ქვეყანაზედ. პირველ წუთს თქვენი მოკვლა განვიძრახე, მაგრამ ეხლა გიპატიებთ, თუ მართალს მეტევით, მარტო მართალს და სხვას არას ფერს: როდის აქეთია რაც თქვენ ყვარობთ მართას?
ყმაწვილს-კაცს უნდოდა უარზედ დამდგარიყო, მაგრამ რამბერმა შეჰკივლა:
— მითხარი, თორემ შენი აღსასრული მოვიდა. მითხარი მეთქი და თუ შენ ერთს დღეს ან დააკლებ და ან მოუმატებ, აქავ ჩემის ხელით დაგახჩობ.
— ერთი თვეა.
— მაშ ბალღი...
— პატიოსნებას გეფიცებით.
რამბერმა აღარ უთხრა რა, გამოვიდა და პირ-და-პირ მართასთან მივიდა.
— შენ უნამუსოთ მიღალატე მე. მე კი ასე გაგიჟებით მიყვარდი, უთხრა რამბერმა: მაგრამ მე გაპატიებ. თუ მართალს მეტყვი. როდის აქეთია შენ ის კაცი გყავს?
— ნოელ! დაიძახა ელდა-ცემულმა მართამ და მის წინ მუხლებზედ დაეცა.
— მითხარი მეთქი, მე მინდა ყველაფერი გავიგო.
— ერთი თვეა, წარმოსთქვა მართამ და თავიდამ ფეხამდე მთელის ტანით კანკალებდა.
რამბერი დაცქერდა მართას თითქო გულში უნდა ჩაუჯდესო მართალის ამოსაკითხავად, მერე ჰკრა ხელი. მივარდა აკვანს და ხმა-მაღლა დაიძახა:
— კარგი! ორივემ ერთი და იგივე ჰსთქვით; ჰსჩანს, ბაღლი ჩემია. ჩემია და ჩემთან დარჩება კიდეც. შენ კი წადი იქ საითაც სალახანობა გიწვევს. მე ხელ-ფეხი მაქვს და ჟაკი ულუკმაპუროთ არ დარჩება. მე გამოვზდი ბალღს და იმედი მაქვს თავისის მამის გამო მაინც იგი არსად წამოწითლდეს.
ამ სიტყვით, წამოავლო ხელი ბალღს და გავარდა ოთახიდამ. ეხლა რამბერის სიცოცხლე მარტო ეს პატარა ჟაკიღა იყო. გაგიჟებით უყვარდა და მხოლოდ ერთი ეჭვი უფხაჭნიდა გულს: „ვაი თუ ორივემ მომატყუესო? ვაი თუ ჟაკი ჩემი შვილი არ არისო? მაგრამ ეგ მწარე ფიქრი მალე განუქარდა სრულიად, რადგანაც ვიღაც ნათლიდედები და ნაცნობები ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ პატარა ჟაკი ძალიანა გგავსო. მართა სრულებით ამოიღო გულიდამ, იგი მისთვის აღარ იყო ქვეყანაზედ. გულში იქნება აპატია კიდეც ღალატობა პატარა ჟაკის გამო: ჟაკის ღიმილი აქარწყლებდა დედის ღალატსა. ჰყვანდა კი ჟაკს დედა? რამბერს ხანდისხან ეგონა, რომ ბალღი მარტო მისია, მარტო მისი. სხვა ყველაფერი დავიწყებას მისცა, მართაც, თავისი წინანდელი ბედნიერებაც, თავისი საშინელი სევდაც. მარტო ჟაკი და ისღა იყვნენ და თუ შესაძლოა, უფრო გულ-მოდგინედ მიყო ხელი მუშაობას. უწინდელი მხიარულება კი სრულიად გაუქრა, აღარ ისმოდა მისი ზარიანი სიმღერა, მისი ფიცხელი ლაპარაკი. ეს კაცი, უწან ეგრე თავ-გადადებული და ეგრე უზრუნველად მცხოვრები, ყოველ-გვარ უბედურობის მნახველი, იმედებ გაცრუებული, ეხლა ხშირად ჩაფიქრდებოდა ხოლმე ნაღვლით აღსავსე გული წვას დაუწყებდა, როცა ფიქრათ მოუვიდოდა, რომ მისს პატარა ჟაკს მოელოდდა ამისთანავე მძიმე და ჯაფის ცხოვრება ღატაკისა. აბა რა უნდა ექმნა უბრალო მუშა კაცს, ჟაკისათვის ქონება როგორც შეეკრიბა?
ეს მწარე ფიქრი უწამლავდა სიცოცხლეს საწყალობელს მუშაკსა, რომელიც უამისოდ ბედნიერ კაცათ ჩასთვლიდა თავის-თავს. როცა აიყვანდა ხელში ხოლმე ჟაკსა და კოცნიდა მის მსუქანს ფაიფუქს ვარდის ფერს ლოჟებს ჰგრძნობდა, რომ ნაღველი და ბოროტი, რომელიც გულში უტრიალებდა, თან და თან უქრებოდა და მათ მაგიერ იმედები იღვიძებდნენ. ხანდისხან იქამდინაც წახალისდებოდა ხოლმე, რომ თავის-თავს უწინდელებ ყმაწვილ-კაცათ ხედავდა, ჯანითა და ღონით სავსეს.
მაგრამ კი ეს კაცი ეკუთვნოდა იმ უბედუროა ჯურის ხალხს, რომელთ შუბლზედაც იგივეა წარწერილი, რაც ერთს უთვისტომო კაცს ჰსწერებოდა, როცა სიცივისაგან გაშეშებული მკვდარი ეპოვათ პარიჟის ქუჩებში: „ყველა ბედია!“
ერთხელ დეკემბრის დასაწყისში დილით ნოელი მუშაობდა ქარხანაში; დასწვდა თურმე რომ რაღაც იარაღი აიღოს და უეცრად ხელი შაშინის ჩარხში მოაყოლა ნოელმა დაიკივლა, უკან გადმოხტა და გაფითრებით დახედა გასისხლიანებულს ხელს: ორი თითი მოეკვეთნა ჩარხს. სხვა გზა არ იყო, უნდა წასულიყო ექიმთან, რომელმაც რაც რიგია გაუკეთა და ამ სახით უორთითოთ დაბრუნდა შინ. იმ ღამესვე ხელი დაუსივდა და ციება დააწყობინა რამდენიმე დღე შინ უნდა დარჩენილიყო და მერე როცა ხელახლად წავიდა ქარხანაში, უთხრეს, რომ სამუშაო ცოტააო და მუშები მაგდონი აღარ გვინდაო.
— მაშ რა ვქნაო? იკითხა რამბერმა.
— რაც გნებავდეთ, უპასუხა ქარხანის პატრონმა: ჩვენ თქვენთვის სამუშავო არა გვაქვს. სხვაგან მონახეთ.
— კარგიო, უთხრა რამბერმა და გასწია სხვა ქარხანაში.
ყველგან მუშების სიმრავლე დახვდა, ყველგან ერთსა და იმავე პასუხს იძლეოდნენ: თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და კაი მუშაც, მაგრამ სამუშაო არა გვაქვს რაო. ვა! იძახდა გულში რამბერი; „ეს კაი ამბავია!“ დადიოდა სამუშაოს საშოვნელად და თან აგირავებდა ყველაფერს. რის პატრონიც კი იყო. ამხანაგები ამისებრ ღარიბნი იყვნენ და ვერა შველოდნენ და ამ სახით ახალ-წლის ღამეს ნოელ რამბერმა თავისი უკანასკნელი გროში დახარჯა და უკანასკნელი თავისი ფარაჯა დააგირავა.
ამ დღიდამ დავიწყეთ ჩვენი მოთხრობა.
რამბერი პირველს იანვარს წამოდგა თუ არა ფეხზედ ამრეზილის და უიმედობის თვალით გადახედა მძინარე ბაშვსა, მივიდა ფანჯარასთან, შეხედა ჯანღიანს ცას, სველს ბანებს და გიჟსავით მოატარა თვალი თავის ოთახში ეძებდა იქნება ეგდოს რამეო. ამ უნუგეშო ადგილას, რომ ან გავვიდო, ან დავაგირავო, ან ლუკმა-პურზედ გავცვალოვო. მაგრამ სრულებით ვერა იპოვა რა.
ჟაკი გაიღვიძებს და მე არამც თუ სათამაშო რამა მაქვს საჩუქრად, ერთი ფინჯანი წვენიც მაქვს რომ ბალღმა შიმშილი მოიკლასო.
აი პირველი ფიქრი, რომელმაც გულში გაურბინა რამბერს ახალ-წლის პირველ დღეს თვითონაც არ უნდოდა, მაგრამ მოაგონდა წინანდელი წელიწადები, როცა ამ უქმე დღეს მართასთან ატარებდა და მხიარულებით და კოცნით მიეგებებოდნენ ახალ-წლის პირველს დღეს. ეხლა!... მართას ხსენებაზედ იმ მწარე ფიქრმა გაურბინა, რომ ეხლა ის კმაყოფილებით სცხოვრებსო და რომ იცოდესო. ეს ჩემი საშინელი ყოფა, სწორედ მომეშველებაო. ერთი ხმის ამოღებაღაა საჭიროო. მაგრამ არაო, შიმშილით სიკვდილს ვირჩევო. და მოწყალებას კი არ ვიკადრებო იმისაგან, ვინც ასე ურცხვად მიღალატაო და ვინც, იქნება, სწორედ ამ წუთში სხვასა კოცნის და ეხვევაო.
ნახა რომ ბალღს ჯერ კიდევ სძინავს, რამბერმა იიფიქრა, წავალ და სადმე ლუკმა-პურს უშოვნიო ჩემს საწყალს ჟაკსაო. მაგრამ კარი გააღო თუ არა, ბალღმა გაიღვიძა, გამოუწოდა პატარა თათები და წამოიტიტინა:
— მამავ!
რამბერი შემოტრიალდა უკანვე, ხელში აიყვანა და ალერსით ჩაჰკოცნა.
— მამავ, მომილოცავს ახალი წელიწადი. ტიტინებდა ჟაკი ღიმილით.
ღატაკს რამბერს, თვალში ცრემლი მოეგუბა სწრაფად ჩააცვა ბალღს და მიჰგვარა მეკარეს, რომელსაც უწინაც მიაბარებდა ხოლმე როცა თვითონ გარედ გადიოდა. მერე გავიდა ქუჩაში, არ იცოდა კი სად მიდიოდა და აფთარსავით აქედ-იქით იყურებოდა. გული კი ეუბნეოდა, რომ ლუკმა-პურს, საცა იქნება როგორმე იშოვის.
დიდხანს იარა თითქმის უაზროდ და სიხარბით გადაავლებდა ხოლმე თვალს დუქნების ფანჯრებს, საცა გამოყოფილი იყო მუშტრის საჩვენებლად მრავალ-ნაირი სანოვაგე და საჭმელები. ყოველს ფეხის გადადგმაზედ ხედავდა მხიარულს ხალხს თავის ბედის მადლობელს ადამიანებს, რომელნიც შედიოდნენ და გამოდიოდნენ დუქნებიდგან და ყიდულობდნენ ძვირფას სანოვაგესა. სამზვარეულოებიდამ გამოდიოდა სუნი გემრიელის საჭმულებისა, მდიდარის სახლის ფანჯრებში ხედავდა, რომ მთელი ჯალაბობა მხიარულად სხდებოდა სადილზედ. — ყველგან მაძღრობა და მხიარულება იყო.
— ეჰა! ამბობდა თავის-თავად რამბერი: დღეს პარიჟში ყველა არ ყოფილა ჩემურ ულუკმაპუროთ.
მარტოობა უბედურისა უფრო ძნელი ასატანია ხალხში, რომლის ხმაურობაც მასხარად აგდება გონია საწყალს და ეს მოგვრის ხოლმე თვალში გაბოროტების წეყვა-კრულვის ცრემლსა როცა ადამიანი, მწარე სევდით შეპყრობილი მარტოა ცარიელს ოთახში, მას კიდევ შეუძლიან თავი დავიწყბას მისცეს და დრო გაუგებრად გაატაროს. ხოლო თავის გარეშემო კაცი რომ ხედავდეს ამდვენს გულ-გრილს და მხიარულს ხალხს, ესმოდეს ხმა-მაღალი ხარხარი და ამასთანავე გრძნობდეს თავის მწუხარებას მაშინ, როცა სხვანი სულ ყველანი მხიარულებენ, — ეს ერთი იმისთანა ტანჯვა და წამებაა, რომელსაც მოიაზრებენ მარტო ისინი, ვინც უბედურობით მოწულულნი მარტოდ-მარტოდ ოდესმე ჩავარდნილან მხიარულს ხალხში დღესასწაულ დღეს.
დრო გადიოდა და რამბერი მაინც კიდევ დაეძებდა შემთხვევას, რომ ბედი როგორმე ფათერაკათ მაინც ხელთ იგდოს. მაგრამ ვერას გახდა რა, ჯერ მინამ სინათლე იყო, იმედი ჰქონდა, მაგრამ როცა დაბინდდა, წვიმაც წამოვიდა და ხალხი გათხელდა ქუჩებში, მაშინ უბედურმა რაღაც გაბოროტებით და ღვარძლიანათ უთხრა თავის-თავს:
— რავუყოთ? ნურც დღეს გვექნება სადილი.
ამ დროს რამბერი აუსტერლიცის ხდზედ მიდიოდა. დაქანცული, მშიერი, გვემული ხორცისა და სულის ტანჯვითა, მსუნაგობით დააცქერდა ბნელს სიღრმეს მდინარისას, რომელიც თითქო იწვევდა უბედურსა. რამბური შუდგა და სახეზედ გაურბინა საზარელმა ღიმილმა, რომელიც ცხადად ამბობდა: „კარგი იქნებოდა ამ წელის რბილს ლოგინზედა მისცე თავი საუკუნო ძილსა და დავიწყებასაო.“ რა თქმა უნდა, რომ წყალში გადავარდნილიყო, ერთბამად ბოლოს მოუღებდა ამ უნუგეშო და გულ-საკვდავს ცხოვრებასა, მაგრამ ცეცხლი მოკიდებულ თვალ-წინ წარმოუდგა საყვარელი სახე ჟაკისა.
— საწვალო ბალღო! ვინ გიპატრონებს, მე რომ აღარ ვიყო? წაიდუდუნა ეს, გაიქნივა თავი და გიჟსავით გაწრინდა თავის სახლი-საკენ.
რამბერი გაიტაცა მთლად მხურვალემ, გიჟურმა სურვილმა, რომ გულზედ მიიკრას თავისი საყვარელი შვილი, რომელიც, თითქო. მთელი წელიწადი არ უნახავსო, ისე ეჩვენა. ჟაკი დახვდა რამბერს მეკარის ოთახში, ჯარობანას თამაშობდა სხვა პატარა ბალღებთან. მათ მამ ისე მაგრა მიიკრა გულზე, რომ კინაღამ არ დააღჩო.
— მე გიყვარვარ, ბალღო, თუ არა? მითხარ! უთხრა შვილს მამამ.
— ჰო, მამა, უპასუხა ბალღმა, მაგრა აკოცა მამას და დაუმატა:
— სად იყავ? ძალიანა მშიან.
— არა გიჭამია რა?
— არა.
—მეკარემ არა მოგცა რა?
— არ მითხოვნია. ჩვენი სახლი ხომ არ არის.
— ჩვენი სახლიო, გაიმეორა ნოელმა და მუშტები მოკუმშა, რომ მოაგონდა ცივი. ცარიელი ჩარდახი, რომელსაც მისი სახლი ერქვა: — როგორ იქნება რომ ვერა ვიშოვო რა წამო, წავიდეთ ჟაკ.
ხელში აიყვანა ბალღი და გამალებული გავიდა ქუჩაში ბალღი ტიტინებდა:
— მულინომ არც ერთი სალდათი არ მაჩუქა. ეხლა სათამაშოების სასყიდლად მივდივართ განა, მამი! ჰო, ჰო, გეთაყვანე!
— წამო, წამო! ეუბნებოდა ენის კვნეტით ნოელი.
ბულვარზედ რომ გავიდნენ, ბალღი ჩამოსვო მიწაზედ და ბალღი ბაცბაცით აედევნა მამას თავის დახეულ წუღებითა საწყალს ბაშვს თვალი სულ მუდამ დუქნებისაკენ ეჭირა და გაჩაღებულ ფანჯრებზედ იშვერდა ხელსა. რამბერი გრძნობდა რომ შვილი ხელს მოკით დებდა ხოლმე და ხვეწნით და მუდარებით სთხოვდა:
— მამიჯან, სალდათი მივიდე, შენი ჭირიმე! მამი, შაქრის პური მიყიდე! ხილი მიყიდე!
ეგ სიტყვა მიყიდე უწყლავდა გულს უბედურს მამას, მრისხანეთ მოაცლიდა ხოლმე შვილს მაცთურ ფანჯრებიდამ და ეტყოდა:
— აქედ ნუ იყურები, ჟაკ.
— რა რიგად მიჭერ ხელს, მტკივა, — უთხრა ბოლოს ბალღმა.
უბედური უნებლიედ მუხრუჭსავით უჭერდა ხელს ჟაკის პატარა
— მაპატიე, ჩემო გვრიტიკო, მე განგებ არ მომიჭერია, უპასუხა მამამ და გონზედ მოვიდა.
— გაპატიებ, თუ აი იმას მიყიდი, უთხრა ბაშვმა და გაიშვირა ხელი სათამაშოზედ, რომელიც სათამაშოების დუქნის ფანჯარაში ეკიდა.
რამბერმა დაავლო ხელი ბავშვსა, გამალებული წავიდა და როგორც ქურდი ერიდებოდა უფრო გაჩაღებულს ქუჩებს. როცა მეტი გზა არ იყო, უნდა გაჩაღებული დუქნების წინ გაუარნა, შვილს თვალებზედ ხელს აფარებდა და სხვილი ცრემლი გაბოროტებისა გადმოუცვივოდა ხოლმე ლოყებზედ. ამ ოფით მიმავალმა უცბათ იგრძნო, რომ ჟაკი ხელზედ კოცნის და შესაბრალისად ეუბნება:
— მამი, ჰსტირი? რათა? მე ვიცი რომ შენც ისე მშიერი ხარ როგორც მე. პურს როდისა ვჭამთ?
— კმარა მოთმინება! დაიძახა რამბერმა და შეუხვია ბუნდათ განათებულს ვიწრო ქუჩას.
იქ შედგა, ძლივსღა იბრუნებდა სულს, სასოწარკვეთილებისაგან გონება არეული. ფული უნდოდა, ბალღი პურსა სთხოვდა. ამ დროს დაუპირდაპირდა ერთი ღიპიანი კაცი, ბეწვიან ქურქში გახვეული, ხელში დიდი ყუთი ხილისა ეჭირა და მოიმღეროდა რამბერმა მაშინვე მოიშვლიპა ქუდი და უთხრა მკვახედ. ისე ყრუ ხმით, რომელშიაც ვედრებაც იყო და მუქარაცა:
— ღვთის გულისათვის.
— მოწყალებას ითხოვთ. უთხრა იმ კაცმა და უნებლიეთ უკან დაიწია.
— ბალღი მშიერი მყავს. მე თვითონ არას ვითხოვ, მე…
ერთის წუთის წინად რამბერის ხმას ბძანებლობის რისა ჰქონდა, ეხლა კი ძლივს ენას აბამდა. მარტო ნაღვერდალსავით ცეცხლმოკიდებულ თვალებში გამოარწუინავდა გაბოროტება და მტკიცე განზრახვა. ღიპიანმა კაცმა მხრები აიჭიმა, ფული ჩაუგდო ქუდში, სწრაფად მოშორდა, წავიდა და წინანდელე მიიმღეროდა.
რამბერს მადლობა უნდა ეთქვა და ეკითხნა ვინაობა, რომ მერე, როცა შეიძლებს ფული უკანვე დაუბრუნოს, მაგრამ ის კაცი იქავ ახლოს ერთს სახლში შევიდა და ნოელი კი გაშეშდა იმ ადგილას, როგორც ერთი უსულო რამ.
— მე მოწყალება ვითხოვე, მე! სთქვა მან ბოლოს: რა ვუყოთ რომ ვითხოვე? ვისი ბრალია?
ამოიღო ქუდიდამ ფული და როგორც ბაშვი სიხარულით ათათ მაშებდა ხელში ვერცხლის ფულს, რომელიც ეხლა მისთვის მთელი განძი იყო.
— მშიერი ხარ განა, ჩემო ჟაკ. ამბობდა იგი: წავიდეთ პური ვჭამოთ, სათამაშოსაც გიყიდი. შენ გეგონა, მარტო შენ დარჩები რომ არას გიჟიდიან? არა, საწყალის შვილებსაც ნება აქვთ ისიამოვნონ დღესასწაულ დღეს.
შევიდა პირველს დუქანშივე, რომელიც კი წინ შეხვდა. მოითხოვა ქათამი, ნაზუქი და ღვინო. ჟაკი მივარდა სამელს და მადიანად დაიწყო ჭამა. შვილი რომ გამხიარულებული ნახა, რამბერს ყოველისფერი გადაავიწდა.
— შენ რატომ არ სჭამ, მამი? ჰკითხა ბალღმა.
— მე არა მშიან.
და მართლაც, წუალ-ღვინოს მეტს არაფერს მიეკარა.
— მე შაქრის სალდათი მინდა, სთქვა ჟაკმა დუქნიდამ რომ გამოდიოდნენ.
რამბერს კი დევ რამდენიმე გროში დარჩა და უვიდა სალდათი, გზაზედ ბალღს ხელზედ დაეძინა შინ რომ მოვიდა ფთხილად მიაწვინა ბაშვი გამოფლეთილ ლეიბზედ, რომელიც ლოგინად ჰქონდა . მერე ჩამოვიდა ძირს და რაღაც არეულის ხმით უთხრა მეკარეს:
— მე სამხრის საჭმელად მივდივარ. თერთმეტი საათია ღამისა, მგონი, დროა.
ღონემიხდილი შიმშილით, სიცივით და გულის ტანჯვითა, უბედური მიდიოდა, რომ ერთი ჭიქა არავის დაელია და ღონეზედ მოსულიეო. გული არ უდგებოდა ერთს ადგილას, უნდოდა ხეტ ბულიყო, რომ ძარღვები და წუნარებისა და მოენელებინა ციკბა რომელიც აძაგ. ძაგებდა.
ქუჩები, რომელზედაც მიდიოდა, ხალხით, ხმაურობით და ბრწყინ. ვალებით იყო სავსე. ყოველს ფეხის გადადგმაზედ მხიარული კასკასი და სიცილი ისმოდა. დუქნების ანჯრები გაჩაღებულნი იუვნენ. სალხინო დარბაზებში შექცევა, როკვა და თამაშობა იყო მუზიკის ხმა- ზედ. რამბერი კი სულ წინ მიდიოდა და მიდიოდა ელისეის მინდვრებისაკენ. იქ გძელ ხეივნებ ქვეშ სუფევდა ჩრდილი და დუმილი, რომელიც უნებლიეთს ელდას მოჰგვრიდა კაცს. ამ მარტოობაში, წვიმა, რომელიც ჟინჟლავდა მთელი დღე, უფრო საგრძნობელი იყო და სისველე ძვლებამდე უვლიდა ტანში ადამიანს. ნოელსაც დაურბინა ტანში ჟრჟო- ლამ; ამ ბნელა ჯანღიანს ღამეში მარტოდ მიმავალი ფიქრობდა თავის უნუგეშო ბედზედ, თავის უიმედო მომავალზედ და რაღაც ღვარძლ მორეულ გულის ღელვით იფშვნეტდა თავის დაკოდილს ხელსა. უცბად შედგა ფიცრულის შენობის წინ, საცა კუკების კამედია იყო და რომელიც ერთხელ ეჩვენებინა პატარა ჟაკისათვის. რომ მოაგონდა ის მხიარული დღე. ის სიხარული ჟაკისა, იმისი გულიანი სიცილი უნებლიედ თვალში ცრემლი მოერია საწვალობელს. მწარედ გაიქნივა ხელი და მაშინვე უკან გამობრუნდა. ეხლა კი შინ დაბრუნება ძალიან მოუნდა მაგრამ ორი ბიჯიც არ გადმოედგა, რომ ხეების ჩრდილიდამ ვიღაცა გამოვიდა და პირ-და-პირ ამისკენ წამოვიდა. სანათურის წინ რომ გამოიარა, დაინახა რომ ქალია, შავ აბრეშუმის კაბა აცვია და ზედ ასხია ხელ და ხელ წამოსხმული წამოსასხამი, თეთრის ბეწვით მორთული. თუმცა თავზედ უაბალახი ეხურა, მაგრამ თვალი მოჰკრა ბრწუინვალე თვალებს, გაფითრებულს და შეწუხებულს სახეს, რომელიც სიტურფით იყო სავსე. სწრაფად მოვიდა ქალი ნოელთან და მტკიცე ხმით მოჭრით უთხრა:
— გინდათ კაი საქმით ფული შეიძინოთ?
რამბერმა უნებლიედ უკან დაიწია. ამ განმარტოებულს ნელ ადგილას მარტო ორი სულიერი იყო: კაცი და ქალი, ერთი თვითონ ღატაკი და მეორე ქალი, როგორც ეტუობოდა, მდიდარი და წარჩინებული. და მაინც უკან დაიწია ღონიერია და ჯანიანმა ღატაკმა და არა მდიდარმა და უღონო ქომა. ფულის ხსენებამ ელდა კრა.
— ნუღარ იცდით, დროს ნუ ჰკარგავთ. საქმე ადამიანის სიკვდილ სიცოცხლეზეა მიმდგარი.
— რა უნდა დამსაქმოთ? ჰკითხა რამბერმა, რა მიუახლოვდა უცნობს ქალს და გადისო ხელი შუბლზედ, რომელზედაც ცეცხლი ეკიდებოდა, როგორც საოფლეში მყოფს.
— თქვენ ღონიერი ჰსჩანხართ და რასაკვირველია, ვაჟკაცობაც არ გაკლდებათ, განაგრძო. ქალმა აჩქარებით და იმედიცა მაქკს, რომ პატიოსანი კაციცა ხართ. მაინც და მაინც რასაც მე ვითხოვ ძნელი საქმე არ არის. ხეივნის ბოლოს, ალაყაფის კარების ახლო, ბოჟონის მხრით ერთი პატარა სახლია, გარეთი კედელი წითლად აქკს შეღებილი... ხომ გესმით!
— დიაღ, უპასუხა რამბერმა და გონება აადევნა მის თითქო შიშით აღტაცებულს მოძრაობას და აჩქარებულს ლაპარაკს.
— ძალიან კარგი. რთი ყმაწვილი კაცი უნდა მივიდუს იმ სახლში… იმას იქ ელიან. უსათუოდ მივა ის უბედური! ისე უნდა მოახერხოთ, რომ იმ ყმაწვილ კაცს იქ შესვლა არ მოუხდეს მე თვითონ ვერ მივირბენ იქ, მე არ შემიძლიან გავაიფთხილო გინდათ თუ არა დაიხსნათ სიკვდილიდან ის ყმაწვილი კაცი? თქვენთვის ის ისეთივე უკნობია, როგორც მე... ჰა, რას იტყვით? იხსნით კაცს სიკვდილისაგან თუ არა?
— განა იქ შიში რამ მომელის? იკითხა რამბერმა.
— არაფერი, უპასუხა ქალმა, მაგრამ გულდაჯერებით კი არა.
— უფრო ცუდი.
— რათა?
— იმიტომ რომ მე იქ წავალ, უთხრა გული უბრყვილად რამბერმა. ქალმა მოხედა ამ ძონძებიანს ღატაკსა მხურვალე მადლობის თვალითა და წარმოსთქვა მარტო: მადლობელი ვარო. მაგრამ ამ სიტყვაში გამოითქვა ყოველი. მისმა პატარა ხელმა დაუწუო ძებნა ნოელის ხელს, იპოვა და ღონივრად მოუჭირა.
— აბა გაიქეცით. უთხარით, — რომ კლარა გთხოვსთთქო, რომ მაგ სახლში არ შეხვიდეთ თქო. არ დაივიწყოთ! აბა ჩქარა, თორემ მერე გვიანღა იქნება.
ქალმა ხელმეორუდ უთხრა სახლის ნიშნები. მგონია, ვერავინ გაუძლებდა იმ ქალის გულ მხურვალე ვედრებასა და ნოელიც იმ ჯურის ხალხს ეკუთვნოდა, რომელნიც ყოველთვის თავ–გადადებულნი არიან მოყვასისათვის და მოძმისათვის.
გაიმართა კიდეც წასასვლელად, როცა ქალმა შეაყენა და ჩაუყარა ხელში ოქროები რაც კი ქისიდამ წამოყარა. რამერმა გაიგონა ბზენა ოქროსი, დაინახა სანათურის შუქზედ ის ბედის წერის უვითელი ბრჭურიალი, რომელიც აცდენს ხოლმე კაცის მკვლელს, ათრობს ძუნწს. ხიბლავს, თვალთ უბრმავებს და გონებიდამ შლის ამოდენა ხალხსა. თითქო გაშეშდაო ეს ოქრო რომ დაინახა რას მოასწავებდა? რით იშოვა? თუ რამ შველაა საჭირო, ხომ უოველთვის მზათ არის უსასყიდლოდ მიეშველოს მოევასსა! რამბერს უნდოდა ოქრო უკანვე მიეცა ან გადაეყარა მაგრამ უმალვე თვალ წინ წარმოუდგა საწყალი ჟაკი ძონძებში გახვეული, თავისი ღარიბი, ცივი სადგური. უიმედო ყოფა მუშაკისა, რომელსაც სამუშავო ვერ უშოვია.
ამასობაში ქალი თითქო ჩურჩულით ეუბნებოდა:
— მე მგონია თავის დღეში არ მეცოდინოს თქვენი სახელი და ვერც ჩემსას გაცოდინებთ; ეს კი გახსომდეთ, რომ არის ქვეყანაზედ ქალი, რომელსაც თქვენის შემწეობით არც რაიმე უზნეო საქციელი წამოაწითლებს და არც რაიმე ავკაცობა გააფითრებს, ეხლა კი წადით! მშვიდობით!
და ესა ჰსთქვა და სწრაფად გაქრა ხეების ჩრდილში და სულ ამას იძახდა: წადით, წადით!
რამბერს ეგონა, რომ ყოველი ეს სიზმრათ მეჩვენაო ადგილიდამ არ იძროდა და მღელვარებით კუმშავდა ხელში ოქროებსა. თავის-თავსა ჰკითხავდა, ეს უველაფერი რაც ვნახე და გავიგონეო, ცხადია თუ სიზმარიო. ბოლოს ამაყად თავი მაღლა აიღო და სთქვა:
— აბა, რამბერ, წადი და ეს ფულები დაიმსახურე!
რამბერმა გასწია.
მივიდა ნანიშნევ ალაყაფის კართან თუ არა, დაუწყო. ძებნა წითელ კედლიანს პატარა სახლს. ბოლოს როგორც იყო იპოვა. გარედამ წითელი კედელი ევლო ისეთის სილამაზით მოუვანილი, რომ ცხადი იყო ან მდიდარს ვისმეს ეკუთვნოდა და ან გამოჩენილს დიდკაცსა .
ეს არისო, სთქვა რამბერმა და მივიდა კარებთან.
კარი ღია დახვდა და რომ შავიდა ნახა რომ ბაღში ამოჰყო თავი. ხეივნის თავში, ოც-და-ათს ნაბიჯზედ პატარა დაბალი სახლი დაინახა. ფანჯრებში სინათლე არ იღო და ასეთი დუმილი იყო, თითქო ან ყველას დაუძინიაო, ან დახოცილანო.
მე იქ არ შევალ, სთქვა რამბერმა: აქ მოვიცდი და როცა ყმაწვილი კაცი მოვა, აქედამ ვეცდები დავაბრუნო.
დიდხანს არ მოუნდა ლოდინი. იმ ბნელა სახლიდამ რაღაც არეული ხმაურობა მოესმა. რამბერი სახლის შესავალს კარებს მივარდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. მაშინ გარს შემოურბინა სახლს და ნახა, რომ ერთს ფანჯარაზედ თუმცა მძიმე ფარდაა ჩამოფარებული, მაგრამ სინათლეა. სწორედ ამ ოთახიდამ გამოდიოდა ხმა რაღაც ცხარე ლაპარაკისა ფანჯარა ძირის სართულისა იყო ასე რომ კაცი შესწვდებოდა. ნოელმა ფანჯრის დირეს ხელი ჩაკიდა. აიწია მაღლა და დაუწყო ყურება. თუმცა ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, მაგრამ ფარდის ნაკეცებ შუა ცოტა ღია ადგილი იყო და იქიდამ დაინახა, რომ მაღლა ხვამლი კიდია და იმის სინათლეზედ ორი კაცი მოჩანს. ერთი ტანად მაღალია და მოხდენილი; ზედ აცვია სერთუკი თავიდამ ბოლომდე შეკრული და თავზედ შლიაპა ხურავს. იგი იდგა და არხეინად ხელს ისვამდა ლამაზად მოყვანილს შავს წვერზედ. მეორე ქერა, ფერ მკრთალი კაცი იყო, გული ხელ დაკრეფილი იდგა უშლიაპოთ რაღაცაზედ მიუუდებული და ისეთი სახის მუტყველება ჰქონდა, თითქო იბრძვისო რომ რაღაც ძვირფასი რამ ხელიდამ არ გამოეცალოსო. მათ შუა პატარა სტოლი იდგა რაღაც წვრილმან სამკაულებით მოწყობილი, რომელთ შორის როგორღაც უცნაურად ბრწჟინავდა ქარქაიდამ ამოღებული ანდალუზური სატევარი.
საკვირველია, რომ რამბერის თვალი ყველაზედ უწინარეს ამ სატევარს შეაჩერდა და ჟრჟოლამ დაურბინა ტანში.
ეტობოდათ, რომ ცხარე ლაპარაკი ჰქონიათ და გულზედ მოსულები ორივ გაჩუმებულან. აგრე გაჯავრებულ გულზედ კაცს გონება დაეხშობა ხოლმე და მაშინ მხეცური სურვილები წინ წამოიწევენ მა შინ უველაფერი მოსალოდნელია, ყველაფერი შესაძლოა რომ მოხდეს. ორნივ ერთმანეთს პირ-და-პირ თვალებში უყურებდნენ რისხვითა და მუქარითა.
— თქვენ მე უნდა მომცეთ ის, რაც მე მეკუთვნის, უთხრა მტკიცეთ, მკვახედ და რიხიანად უფროსმა და ხელი გადისო წვერზედ. რამბერს ჟრჟოლამ დაურბინა ტანში. თვალი მოჰკრა, რომ ელვა მოსილი თვალი ამ კაცმა სატევარზედ გააჩერა. იმ წამსვე მოესმა პასუხი ყმაწვილ კაცისა: „არასოდეს.“ ამ სიტყვაზედ შავ წვერიანი კაცი წამოხტა და სწრაფად წაავლო ხელი სატევარს.
— მოკლავს! დაიძახა რამბერმა და რაც ღონე ჰქონდა მიაწვა ფანჯარას, მაგრამ არ გაეღო; მაშინ გატეხა მინა, გადასწვდა. შიგნიდამ გააღო ფანჯარა და გიჟსავით ჩახტა ოთახში.
ყმაწვილი კაცი ძირს ეგდო და შავ-წვერიანი გაფითრებული, როგორც ქაღალდი, მთელის ტანის კანკალით ჯიბეებს უჩხრეკდა.
— არიქა! კაცი მოკლეს! დაიყვირა რამბერმა.
უცნობი ტანში გაიმართა და თვალი გაუსწორა ნოელს. ხელში ეჭირა პატარა წითელი ქისა.
— თქვენ მოკალით კაცი! დაიძახა რამბერმა და გრძნობდა, რომ სისხლი თავში აუვარდა.
უცნობმა ხმა არ გასცა, სწრაფად დაიწია კარებისაკენ, ამოიღო ჯიბიდამ რევოლვერი და დაუმიზნა ნოელს.
— მაგით ვერ შემაშინებ. შეჰყვირა რამბერმა და ეცა უცნობსა. რევოლვერი გავარდა ნოელმა ძირს დაიღუნა თავი და აიცდინა. ტყვია კედელს მოხვდა, მაგრამ მინამ რამბერი ისევ ტანში გაიმართებოდა, უცნობმა კარში გასვლა მოასწრო და არხეინად გარედამ ჩაკეტა კარები.
რამბერს უნდოდა ფანჯრიდამ გადმომხტარიყო და კაცის მკვლელისთვის გზა გადეჭრა, მაგრამ ამ დროს ყმაწვილმა კაცმა შესაბრალისად დაიკვნესა ჯერ უნდა დაჭრილისათვის ეშველნა და მერმე ეფიქრნა ავ-კაცობის გადახდევინება. რამბერი მიუბრუნდა ყმაწვალ კაცს, ჩაჯდა, ფთხილად აუწია თავი, მუხლებზედ დაიდო და საკინძი გაუხსნა.
ემაწვილი კაცის სახეს მკვდრის ფერი ედო და დიდი ცის ფერი თვალები უსიცოცხლოდ შემოსცქეროდნენ ნოელსა.
— არიქა! უი! არავინა ხართ! ყვიროდა ნოელი და თვალებში ჩასცქეროდა რა დაჭრილს ეუნებოდა თითონაც არ ესმოდა რას: გაიქცა, მე ჩემის თვალით ვნასე ყველაფერი, მე ყველაფერს ვიტევი, არ დავმალავ, როცა მკითხვენ. ძალიან გაწუხებთ განა ტკივილები?
დაკოდილი ხმას არ იღებდა და მარტო უაზროთ აფათურებდა მარჯვენა ხელს, თითქო რაღასაც ეძებსო.
— ქისას ხომ არ უძებთ? ჰკითხა რამბერმა.
ყმაწვილ-კაცის სახემ გამოსთქვა რაღაც ნაღველი და მწუხარება. — იმან წაიღო, დაუმატა რამბერმა, უბედურის გულიდამ აღმოხდა ერთი საშინელი, მიყრუებული კვნესა . უნდოდა საწყალს წამოეწივნა. მაგრამ თავი ვერ დასძრა და ისევ რამბერის მუხლებზედ დაეცა. ძლივ ძლიობით წამოიყრანტალა:
– ვაიმე დედავ!... ვაიმე ძმაო!...
ამ ტუჩებზედ სისხლის ქსიკი მოადგა და ხელები უსიცოცხლოთ გაეშხლართა იატაკზედ.
რამბერი მაშინათვე წამოხტა, ხმა მაღლა მოჰყვა ყვკირილს, მიშველეთო და ეცა ხან აქ დ ხან იქით, რომ ოთახიდამ გასავალი იპოვოს. იპოვა კარი, მაგრამ რაღაც ბნელ ოთახში გადიოდა. ჰყვიროდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ ხმას არავინ აძლევდა. მაშინ ამ სელ ღონიერს გოლიათს მუშა-კაცს ტანში ჟრჟოლა მოუვიდა; მარტოთ უონამ ამ მკვდარ ცხედართან ბნელს და ცარიელს ოთახში ცივი ოფლი დაასხა.
— ვა! არავინ არ მოვა... პოლიციას მაინც შევატეობინო... სთქვა მან, შემოიკრიბა რაც ღონე ჰქონდა, გაამტვრია ფანჯარა და ეცა ღის კარებს, საიდამაც ამას წინად შემოვიდა. კარი მოხურული იყო და გარედამ არეული ლაპარაკი ისმოდა, რამბერი შედგა უსათუოდ იმ ავაზაკის, ამხანაგები არიანო, ან თვითონ მოსულა და თან მოუყვანია თავისი ამფსონებიო.
— ვნახოთ, რა იქნება! სთქვა თავის თავად რამბერმა და წიხლი ჰკრა გარსა.
იმავ წამს რამდენიმე კაცი უცა ყელში და მკლავებში რამბერს; სხკანი შეცვივდნ სახლში. მოშორებით ხალხი მოჩანდა და იძახდნენ: აგერ კაცის მკვლელი! აგერ ქურდიო!
— გამიშვით! რა გინდათ ჩემგან! იძახოდა ნოელი: პოლიციის გამმისარს ვეძებ, აქ კაცი მოკლეს. გამიშვით იძახდა გულზედ მოსული: რისთვის მიჭერთ? გეუბნებით მეთქი, რომ ყველაფერი რაც ვნახე პოლიციას უნდა ვუამბო. — რაც გენებოთ უამბეთ, უთხრა ერთმა დამჭერთაგანმა და უფრო მაგრა ჩაავლეს ხელი.
რამბერს თავბრუ დაესხა, არ ესმოდა, მის გარეშემო რა ამბავი იყო. ეგონა, რომ ან ჭკუიდამ შევცდიო, ან საშინელს სიზმარში ვარო. ამას კი ცხადად ჰგრძნობდა, რომ ყოველ მხრიდამ მუჯლუგუნებს ჰსცემდნენ; რომ ქუჩაშია, გარს დიდი ხალხი ახვევია და წინ ეტლი უდგას, რომელშიაც ასწიეს და მკვდარსავით ჩასდეს. გვერდთ და წინ მოუსხდნენ ვიღაც უცნობნი.
– სად მიგყავართ? – ჰკითხა მან.
– თქვენ თვითონ არ ეძებდით პოლიციის კამმისარს? – უთხრა დაცინვით კაცმა, რომელიც პირდაპირ უჯდა ნოელს და მუხლები რამბერის მუხლებზე მიებჯინა.
– მართალია, – უპასუხა რამბერმა და წყნარის, მიქანცულის ხმით დაუმატა: ერთი ეს სიკეთე მიყავით, ნება მომეცით, მუხლები გავიშალო; ძალიან მოვწყდი.
საცოდავს ღონე სრულებით ჩამოერთვა; თითქმის გულშემოყრილი დაეცა ეტლის ბალიშებზედ.
რამდენსამე ხანს შემდეგ ეტლი შევიდა დიდ ალაყაფის კარებში, რომელიც განათებული იყო წითელ სანათურებითა; რამბერი აიყვანეს ბნელს კიბეზედ მეორე სართულში; შეიყვანეს ერთს დიდ ოთახში, მაღლა კანდლები ეკიდა და ისინი ანათებდნენ ოთახს. ამ ოთახში რამდენიმე კაცი იყო, ზოგი ჰსწერდა და ზოგი თბებოდა ბუხრის წინ. რამბერი ხის სკამზედ ჩამოსვეს და ხუთმეტ წუთამდე ეგრე იჯდა უძრავად და გარინდებული.
ბოლოს სხვა ვიღაცანი შემოვიდნენ და გაიყვანეს მეორე ოთახში. იქ იჯდა ერთი ვიღაც ჩასუქებული კაცი, თურაშაულ ვაშლსავით ჩაწითლებული; წინ სტოლი ჰქონდა და ზედ ედგა ორი სანთელი და ქაღალდები ეწყო.
– თქვენა ბძანდებით პოლიციის კამმისარი? – ჰკითხა რამბერმა.
კამმისარმა შეხედა ნოელს გაოცებით, თითქო ითაკილაო. მას ეწყინა, რომ ის კაცი ჰკითხავდა, ვისთვისაც თვითონ უნდა ეკითხნა. მეორე იმპერიის მოხელე, როგორც ის ბატონი ბძანდებოდა, უფრო ადვილად აპატივებდა კაცს დანაშაულობას, ვიდრე ამისთანა კადნიერებას და როლების შეცვლას. მაგრამ მაინც არ უსაყვედურა ნოელს, თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– მე ვარ.
– მაშ, მოისმინეთ ჩემი ჩვენება.
– უკაცრაოდ, უთხრა კამმისარმა იმ თავმოწონებით, რომელიც მის ხარისხს შეეფერებოდა. თვითონ დაუწყო გამოკითხვა.
ნოელი ალალად და გულმართლად უგებდა პასუხს ყოველს მის კითხვაზედ. კამმისარმა ნება მიჰსცა ლაპარაკისა და ნოელი მოჰყვა და აუწერა ყოველივე ის საშინელება, რაც ალალ ბედზედ შეემთხვა და ნახა. კამისარი ყურადღებით უსმენდა თავჩაღუნული და ჩუმ-ჩუმად ათვალიერებდა რამბერს. როცა რამბერმა გაათავა, კამმისარმა თავი მაღლა აიღო და მძიმედ წარმოსთქვა:
– მაშ, არა ტყდებით, რომ თქვენ მოჰკალით კაცი, რომელიც ჩვენ მკვდარი ვიპოვნეთ?
პირველ ხანში რამბერი ვერ მიუხვდა, რის თქმა უნდოდა კამმისარს. ისე ალალად და გულმართლად ნაამბობის პასუხად ამას ასეთი საშინელი სიტყვა უგეს: „მაშ, არა ტყდებითო, რომ თქვენ მოჰკალითო?“ ბუნდად, გაშტერებით შეხედა კამმისარსა, მერე უკან მოიხედა და დაინახა ისინი, რომელთაც დაიჭირეს. არხეინად იდგნენ და ულვაშს იგრეხდნენ. საცოდავი გაფითრდა, თითქო რაღაც უხილავმა ძალამ წარიტაცაო. გულს ცეცხლი მოედო, გამოიჭიმა და აჩქარებით წამოიძახა:
– რაო! თქვენ მე მკითხავთ... პირველში ვერ გავიგე... თქვემ მე მკითხავთ, მე მოვკალ თუ არა? უკაცრაოდ, ბატონო კამმისარო, ეგ მეტისმეტია! მითამ ვინა გგონივართ?! მე მუშა კაცი ვარ და ვამოქმედებ ხელოსნის იარაღს და არა კაცის მკვლელის დანასა. არა, უთუოდ კარად ვერ გავიგე. როგორ იქნება, როგორ, რომ მე დამსახოთ მკვლელად იმ ყმაწვილ კაცისა, რომელსაც, ვაი, შენ ჩემო თავო, წინ ავეფარებოდი და ისე დავიხსნიდი, რომ მივსწრობოდი.
– მაშ, არა ტყდებით? – ცივად ჰკითხა ხელმეორედ კამმისარმა.
როგორ გინდათ, რომ გაგიტყდეთ? იცით, რასა მწამებთ?! ჩემთვის რომ ეთქვა ვისმეს, კაცის მოკვლას შეიძლებო, პირში ჩავაფურთხებდი. თქვენ კი არხეინად მეუბნებით მაგას იმიტომ, რომ კამმისარი ბძანდებით და მე თქვენთან მომიყვანეს. ის კი არ იცით, რომ მე თვითონ დაგეძებდით თქვენ. განა კაცის მკვლელი დაეძებს პოლიციას? მე რომ მომეკლა, იქ რაღა დამაყენებდა, გავიქცევოდი. ვაი, სულელი, თავს ვმართლულობ კიდეც... გამიგონეთ, ბატონო კამმისარო, მე ოპიტალის ბულვარზედ ვდგევარ, სახლის ნომერი 115-ია. მე მქვიან ნოელ რამბერი, ამ ერთის თვის წინად პოტონიეს ქარხანაში ვმუშაობდი, მე მატანტალა კაცი არა ვარ. იკითხეთ, ჩემი ამხანაგები გეტყვიან, რომ პატიოსანი კაცი ვარ და თუმცა ქარხანის პატრონებმა უარი მითხრეს, რადგანაც სამუშაო შემოაკლდათ, მაგრამ ყოველთვის პატივს კი მცემდნენ. ყველაფერი ამ თითების ბრალია, თითები ჩარხში მომყვა, დამემსხვრა და უნდა მომეჭრა; ვეღარ ვმუშაობდი, მინამ მოვრჩებოდი. ეს რომ არ მომსვლოდა, აბა რა თქმა უნდა, რომ ღამით გარეთ არ ვეხეტებოდი; მაგის ჩვეული არა ვარ… არა, რა მენაღვლებოდა, შინ დავრჩენილიყავ ჩემს პატარა ბალღთან. ჯერ ის სულ პაწაწაა, მაგრამ აბა, ერთი გაუბედეთ და უთხარით, რომ მისი მამა კაცის მკვლელია! ...კაცის მკვლელი!... ეგ ხომ ჭკუაში მოუსვლელია, ბატონო კამმისარო! მე და კაცი მოვკალი! რას ამბობთ? ვინ დაიჯერებს! მე ხშირად მშიერი ვყოფილვარ და ერთხელაც ფიქრად არ მომსვლია ლუკმა-პურის მოპარვა. აი, რას გეტყვით: შესაძლოა, მკვდარი ვენახეთ სიცივისაგან და შიმშილისაგან გაფიჩხებული ჩემს ჩარდახში ჩემს პატარა ბალღთან ერთად, მაგრამ რომ ფიქრად მომსვლოდეს როდესმე სხვის ჯიბისაკენ ხელის გაწვდენა, ანუ დანის დაცემა ვისთვისმე… არა, არა!… მაგას ვერავინ ვერ მაკადრებს! ვერავინ ვერ დამწამებს!
საცოდავი ლაპარაკობდა, იქნევდა ხელებს ცეცხლმოკიდებული და აღელვებული; ზოგჯერ ხრინწიანი ხველა მოუკვეთდა ხოლმე სიტყვას და თვალში ცხარე ცრემლი მოეგუბებოდა. კამისარი ხმა-ამოუღებლივ ყურს უგდებდა და პატარა ქაღალდის საჭრელს ხის დანას ხელში ათამაშებდა. მერე მიუბრუნდა ერთს პოლიციის მოხელეს, ნოელის დამჭერსა და ჰკითხა:
– ნივთიერი გეში არის რამე?
პოლიციის მოხელემ ანდალუზური სატევარი მიართვა; სატევარის პირი სისხლში იყო მოსვრილი.
– მაშ, ეს თქვენი სატევარი არ არის? – ჰკითხა კამმისარმა.
– მე ეგ სტოლზედა ვნახე. იმან მაგას წამოავლო ხელი და მაგით მოჰკლა საწყალი ყმაწვილი.
– კარგი! – უპასუხა კამმისარმა: ხვალ ყველაფერს შევიტყობთ.
უბძანა და რამბერი სხვა ოთახში გაიყვანეს. იქ ერთმა მოხელემ გვარი და სახელი ჰკითხა და ჩაწერა წიგნში. მერე ჯიბე და უბეები გაუჩხრიკეს და უპოვეს ოქროვები.
– თქვენ და სამას სამოცი ფრანკი?! სად გიშოვიათ და როგორ? – ჰკითხა კამმისარმა, როცა მოუტანეს ამისთანა მძიმე საბუთის ამბავი.
– სამას სამოცი ფრანკი! – დაიძახა გაოცებით რამბერმა და გაიფიქრა, რამდენი სათამაშოები მოუვა ჩემს ჟაკსაო.
სულ გადავიწყებული ჰქონდა ეს ფული, მარტო ეხლა მოაგონდა და დაწვრილებით უამბო, როგორ შეემთხვა ელისეის მინდვრებზედ ერთს უცნობს ქალსა; რა საქმე დაასაქმა იმ ქალმა, რარიგად მადლობა გადუხადა და ხელში ჩაუყარა ოქროები, რაც კი ქისაში ჰქონდა.
– მე ეს კი ვეღარ გიამბეთ, – დაუმატა რამბერმა. მე ხომ იმის გამოისობით წაველ ბოჟონს... უხ, რარიგად მტეხს თავი! მე სულ გუნებაში აღარ მომსვლია ეგ ამბავი… ყველაზედ უწინარეს კი ეგ უნდა მეამბნა…
– რასაკვირველია! – შენიშნა კამმისარმა, ეჭვით ჩაიცინა და გავიდა ოთახიდამ.
რამდენიმე ჯარისკაცი შემოვიდა და ნოელი ჩაიყვანეს ბნელს კიბეზედ სატუსაღოში; იქ საწყალი დაეცა იატაკზედ ღონემიხდილი.
– სულერთია, ხომ სადმე უნდა მომესვენა, – იფიქრა საცოდავმა: ჩემს ჟაკსა მეკარეს სახლში ჰსძინავს, მე კი… სულ მოშლილი ვარ... ქანცი გამიწყდა.
ერთმა ჯარისკაცმა ნახა რა მისი ფერმიხდილი, დაქანცული სახე და ლაფში ამოწუნწლული ძონძები, შეეცოდა და მიაწოდა ნატეხი პური და ერთი ჯამი წყალი. ნოელი იმ ღონემიხდილობამდე მივიდა, რომელსაც სიკვდილიღა მოსდევს. წყურვილი მოიკლა წყლით და მგელსავით მივარდა პურსა. მერე სახეზედ გაუელვა იმ უგონო და კმაყოფილების ღიმილმა, რომელიც მოუვა ხოლმე ან ახლად გამობრუნებულს დამშეულს სნეულსა, ან კიდევ შიმშილისაგან სიკვდილამდე მიხწეულს ადამიანსა, როცა საჭმელს მიაწვდიან. ისე გაუწყდა ქანცი, ისე მიეხალა ყოველივე ღონე, რომ აღარ ესმოდა, რა მოხდა და რა იყო იმის თავს. ეგრეთ ქანცგაწყვეტილს და ილაჯწართმეულს ჩაეძინა იმ ტყვიასავით მძიმე და მოუსვენარის ძილითა, რომელიც მოუვა ხოლმე დაღალულს ჯარისკაცს ომის გადახდის შემდეგ.
მაგრამ ზოგჯერ ძილი უფრო უარესია, ვიდრე ცხადი. საცოდავი რამბერი, თითქო საოფლეშიაო, ისე ტრიალებდა თავის ხმელს ლოგინზედა და საშინელი სიზმრები ეზმანებოდა. ესიზმრა, რომ ვითომ ჟაკი აკვანში წევს, ქუნთრუშა შეჰყრია და ამაოდ იძახის, მიშველეთო. ნოელს უნდოდა წამომდგარიყო და გაქცეულიყო შვილისაკენ, მაგრამ ნება არ ჰქონდა და როგორც სულთ ამოხდომის დროს, ისე თავიდამ ფეხამდე იწურებოდა ხოლმე ცივს ოფლში მჭლე ტანი ამ მართლა და საცოდავის ადამიანისა.
II
კაცი, რომელმაც ნოელ რამბერის თვალ წინ წამოავლო ხელი ანდალუზურს სატევარს, ჩაჰსცა გულში უბედურს ყმაწვილ კაცს და გაიქცა, დამბაჩა რომ დაჰსცა თვითონ რამბერს, იყო დანიელ მორტალი. ეს სახელი დღესაც ახსოვთ პირენეის მაზრის მცხოვრებელთ, რადგანაც მორტალი ამ ოცის წლის წინად იქა ყოფილიყო მმართველად დანიშნული და ბევრი ასეთი საშინელი და საძაგელი საქმეები ჩაედინა, რომ მეტი აღარ იქნებოდა. ეს იმისთანა მოუსვენარი და პატივმოყვარე კაცი იყო, რომელთაც ამოქმედებს ხოლმე მარტო ფულის სიხარბე და ანგარება და რომელნიც თაყვანსა ჰსცემენ მარტო მას, რაც გამარჯვებულია ამ წუთის სოფელში და რასაც ძალა და უფლება ხელთ უპყრია. ამისთანა კაცები ხშირად უფლებას ხელში ჩაიგდებენ ხოლმე, როცა რომელიმე საზოგადოებრივი უბედურება მაგის შემთხვევას მიჰსცემთ. მაშინ საკვირველი აღარ არის, რომ პატიოსანი კაცები ზურგს შეაქცევენ უფლებას, რომელიც ამისთანა კაცების ხელში ჩავარდება ხოლმე.
დანიელ მორტალის ყოფა-ცხოვრება ბევრს თოკში იყო გამოტარებული; ლხინი ბევრჯელ შეჰსცვლია ჭირად და ჭირი – ლხინად; ერთობ ცხოვრება მისი ჩირქიანი იყო და ამაზედ უარესიც, თუ კი უარესი შეიძლება. მინამ დიდს და გამოჩენილს ადგილს დაიჭერდა, მან დიდხანს აწოწიალა თავისი ცხოვრება თავგამოუჩენელად და მრავალგვარი საფთხე და ფათერაკი ნახა. იგი იყო ძალიან მდიდარის კაცის შვილი. ჯერ სულ ახალგაზრდა იყო, როცა ობლად დარჩა მამეულის უზარმაზარის ქონებითა. მალე მოუღო ბოლო ამ ქონებას ქეიფობაში და სალახანობაში. ბუნებამ იგი რკინად, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, ქვად შეჰქმნა როგორც ხორცით, ისე სულითაც. ტანად იყო მაღალი, წამოსადეგი, სახით ურცხვი და ლამაზი. თვალები ნაზი ჰქონდა, მაგრამ მხნეობასაც გამომეტყველებდნენ; შავი წვერი აბრეშუმს უგვანდა და ერთობ მეტად მოხდენილი რამ იყო და საოცარის ძალ-ღონის პატრონი. ამისთანა კაცნი, თუ სიკეთეს მიაქცევენ თავის ძალ-ღონეს, ქვეყანას გადაახალისებენ, ხოლო თუ თავის გულისთქმას აჰყვებიან, აძლიერებენ ხოლმე მარტო ზღვას ბოროტებისას. ძალიან გამჭრე გონების თვალი ჰქონდა და სწრაფად მიხვდებოდა ხოლმე ყოველსფერს; ბევრი წიგნი წაეკითხა თავის სიცოცხლეში, მაგრამ მკლავების ვარჯიშობას უფრო რჩეობდა, ვიდრე ჭკუისას. ძალიან კარგად იჯდა ცხენზედ, ძალიან კარგად იცოდა ხმლის ხმარება დუელში და იმ დროების დიდკაცთა სამარცხვინო შვილების შორის სამაგალითო რამ იყო. გათქმული იყო, როგორც ურცხვი შემაცდენელი ქალებისა, როგორც საკვირველად ბედნიერად ქაღალდის მოთამაშე, როგორც ათასგან დუელის მქონე, – და ამ ამბებში მყოფს, რაღა თქმა უნდა, ყოველს დღეს ხელიდამ ეპარებოდა მამეული სიმდიდრე.
ერთს მშვენიერს დღეს შეიტყო თავის ვექილისაგან, რომ მთელი მისი ქონება შეჭმულია და ამასთანავე იმავ საღამოს შინ მობრუნდა მძიმედ დაჭრილი ერთის ღარიბ მედუქნისაგან, რომელსაც ქალი შეუცდინა. ამ მძიმე და ხანგრძლივ ავადმყოფობაში მორტალმა დააკვირვა თვალი თავის ყოფა-ცხოვრებას და იმ აზრზედ დადგა, რომ მე ბედს უფრო ფართო და დიდის მოქმედებისათვის ვყევარ დანიშნულიო და გულს უღრღნიდა შური ბონაპარტის მიმართ, რომლის პატივმოყვარეობის უგუნური სიზმრები მაშინ არავისთვის საიდუმლო არ იყო. სიღარიბის შიში სრულებითაც არ აწუხებდა, იცოდა, რომ როგორც იქნება დღესა თუ ხვალე უჯაფოდ შეიძენდა სიმდიდრეს; მისი წყურვილი იყო ერთის დიდის თანამდებობის შოვნა როგორმე. ესეც კი იცოდა, რომ მინამ საფრანგეთში ლუდვიკ – ფილიპპე ხელმწიფობდა, ბრწყინვალე თანამდებობის კარი დახშული იყო მისთვის. ამიტომაც გამოეთხოვა ძველს ევროპას და ახალს ქვეყანაში, ამერიკაში, ჰსცადა თავისი ბედი.
ამ სახით ოცდაოთხის წლის ყმაწვილი-კაცი – დანიელ მორტალი გადავიდა ამერიკაში სიმდიდრის შესაძენად და იქ რვა წელიწადი დაჰყო. ბევრი იმისთანა ჭირი გამოიარა, იმისთანა ნაკლებულება, იმისთანა სიღარიბე და უბედობა, რომ სხვა უიმისო მიწასთან გასწორდებოდა, მაგრამ ის კი უფრო გამხნევდა და ამოდენა ვაი-ვაგლახმა არა დააკლო რა მის უძლეველს ბუნებასა. ეს სვე მისის ცხოვრებისა ბნელია: აქ ზღაპარი და მართალი ერთმანეთშია არეული. ეს კი სარწმუნოა, რომ ხან მომღერლად იყო ფილადელფიაში, ხან ოსტატად ნიუიორკში; ხან ავაზაკების წინამძღოლად რიოგრანდოში; ერთგან მთხოვარა გლახად, მეორეთგან – მდიდარ დიდკაცად; კალიფორნიაში – მადნის მთხრელ მუშად, ბოსტონში – გაზეთის რედაქტორად და იგი ყველგან მხიარული, მიმზიდველი, მუდამის ღიმილით თამამად და ურცხვად მეტიჩრობდა ამერიკელთ შორის, რომელთაც არაფერი არ აკვირვებს ხოლმე და რომელნიც არასფერს არ ერიდებიან და სულ წინ მიდიან და მიდიან იალქნებ აშვებულ ხომალდსავით. რვა წლის განმავლობაში მორტალმა ათჯერ შეიძინა სიმდიდრე და ათჯერვე გაფლანგა. ბოლოს მეთერთმეტეჯერ რომ შეუდგა სიმდიდრის შოვნას, იგრძნო, რომ ამისთანა ყოფა მოჰსწყინდა. აპირობდა მეხიკაში მდიდარის ქალის შერთვას, იქვე ზედსიძედ შესვლას და დასახლებას საცოლოს მდიდარს მამულებში, მაგრამ ამ დროს უბათ მოვიდა ამბავი, რომ საფრანგეთში 1848 წლის რევოლიუცია ასტყდაო. რაც უწინ ნატვრა ჰქონდა, ეხლა ერთბაშად გამოეღვიძა გულში; დაინახა, რომ უწინ შეუძლებელი, ეხლა შესაძლოა და გამოფრინდა ევროპიისკენ. ისე წავიდა, რომ არც კი მოჰგონებია საცოდავი მეხიკანელი ქალი, რომელმაც ჯავრით წაიჭირა ყელში თავისი მშვენიერი თმები და ისე დაიხჩო თავი. ამისთანა წვრილმანებს, როგორც თვითონ მორტალი ამბობდა ხოლმე, რასაკვირველია, ყურსაც არ ათხოვებდა.
საფრანგეთში რომ მობრუნდა, ახირებულის მხნეობით მიჰსცა თავი საპოლიტიკო მორევს. იმისთვის სულ ერთი იყო, რომელს დასსაც უნდა ემსახუროს; კარგად იცოდა, რომ თუ გაჭირდა, ყველას ერთნაირად უღალატებდა. გულში მარტო ისა ჰქონდა, რომ რაზედმე ფეხი მოიკიდოს და თავისი ნატვრა აისრულოს. ჯერ რადიკალებს მიემხრო, მერე ნახა, რომ ქარი სხვაგნიდამ უბერავს, დიდის ოსტატობით გადვიდა რეაქციონერებში და ყველგან გაზეთებში, თუ ხალხში რეაქციის აზრებს ჰქადაგობდა. აღჭურვილი ცხოვრების ვითარების ზედმიწევნილ ცოდნითა და ადამიანის არაფრად ჩამგდები, მით უფრო საფთხილო და საშიში იყო, რომ თავის სიხარბეს სიმდიდრისას და თანამდებობის შოვნისას არ აჩენდა და იბირებდა ხალხს თავის ჭკუისა და თვალადობის მიმზიდველობითა.
მაინც თავის წადილი ვერ აისრულა. აძლიეს, როგორც ბევრს სხვას, რაღაც ნაწილი მოხელეობისა, მაგრამ ამისთანა გაუმაძღარს პატივმოყვარეს მცირე რამ წყურვილს როგორ მოუკლავდა. დანიელ მორტალს მომეტებული და უკეთესი უნდოდა. ამის ლოდინში იგი თვალს ადევნებდა საპოლიტიკო საქმეებს, როგორც გარეშე მაყურებელი, ხოლო ტაშს კი უკრავდა ყოველს ოინს რეაქციონერებისას და ხელს უწყობდა ყოველს ცილსა, რომელსაც კი ჰსწამებდნენ ხოლმე დამარცხებულს რადიკალებს. ბევრი მის მეგობართაგანი მთავრობის სათავეში იდგა და იმათ ხშირად მოუწონებდა ხოლმე საქციელს და ბარაქალით აქეზებდა. ერთი ამისთანა მისი მეგობარი, მისი ძველი ამხანაგი და ამფსონი პრეფექტად იყო იმ დროს პირენეის მაზრაში. მორტალი იმასთან იყო სტუმრად, როცა მოუვიდათ ამბავი ორის დეკემბრისა15. გაოცებას და გაბრაზებას ყოველ პატიოსან კაცისას საზღვარი არა ჰქონდა. ხოლო ბევრს სხვას იმედი მოეცა, რომ პატივის და სიმდიდრის კარი გაგვეღოო. მინამ გაუბედავნი ჭოჭმანში იყვნენ, გამბედავებმა დრო აღარ დაჰკარგეს და მიეცნენ დროთა მიმდინარეობას, რომელიც ყოველფერს უქადდა. მართალი უნდა ჰსთქვას კაცმა, მორტალი ამ უკანასკნელებში ერია. ერთს წუთსაც არ შეფერხებულა, არ უყოყმანია. მაშინვე მიხვდა, რა მოულოდნელი, ბრწყინვალე გზა გაეშალა წინ, მაგრამ ამ ამბავმა იმისთანა დროს მოასწრო, როცა შესაძლო იყო, რომ ჭკუის გამჭრიახობა მას აღარ ჰქონოდა.
სწორედ წინა ღამეს წაეგო უშველებელი ფული – ორასი ათასი ფრანკი და ერთს იქაურს გამოჩენილს არისტოკრატს ლავერდაკს მოეგო. მორტალს გროში არა ჰქონდა თურმე და იმედიც არა ჰქონიყო ეშოვნა სადმე ამოდენა ფული, ამდგარიყო და გუნება არეული წამოსულიყო შინ. ამ დროს წიგნიც მიაჩეჩეს ხელში თავის მეგობარ პრეფექტისაგან, რომელიც ჰსწერდა, რომ დაუყოვნებლივ ჩემთან მოდიო, ძალიან მძიმე საქმე რამ არისო. ადგა გულმოკლული წაგებისაგან და წავიდა საპრეფეკტოში.
– ძალიანი ამბავია, – უთხრა პრეფექტმა და მიაწოდა დეპეშა: მირჩიე, რა უნდა ვქნა? რესპუბლიკა გაუუქმებიათ, ნაციონალური კრება დაუთხოვიათ, პარიჟში ომია თურმე, აქაც უსათუოდ ასტყდება. რა უნდა ვქნა, რა გზას დავადგე? ვეწინააღმდეგო თუ მივემხრო?
ჯერ პრეფექტს თავისი არ გაეთავებინა, რომ მორტალმა აზრი გამოიკვანძა კიდეც. დაუჯერებელის სისწრაფით მოისაზრა ყოველისფერი, ყოველსფერს 15 ამ დღეს ნაპოლეონმა III უღალატა საფრანგეთის რესპუბლიკას, გააუქმა იგი და თვითონ დაჯდა იმპერატორად. მიხვდა და სიხარულით აევსო გული, რადგანაც იგრძნო, რომ აი, კვლავ გადეშალა ჩვეული მოედანი ომისა, ბრძოლისა, მრავალგვარ საფთხისა და ფათერაკისა.
– გაიგე, ადამიანო, – განაგრძო პრეფექტმა. – რომ წესიერების, საკუთრების, ოჯახობის გადარჩენის დღეა.
– ყოველივე ეს გადასარჩენია და შენ კიდევ ყოყმანობ! – წარმოჰსთქვა დაცინების ღიმილით მორტალმა. – ვირი ყოფილხარ შენ, ვირი და სხვა არაფერი! ჩვენმა საათმა დაჰკრა და შენ არც კი ხედავ შენს ბედნიერებას! ნება მომეცი, მე ვიმოქმედო, მე გავუძღვე ყველაფერს; ეს ჩემი სტიქიონია. ხომ იცი, მე შენ ცუდს არ გირჩევ.
მორტალი შინ მობრუნდა მხიარული, გახარებული. ხედავდა, რომ პირველი ნახევარი მისის მოუსვენარის ცხოვრებისა დასრულდა, რომ ახალი სვე დაუდგა, სვე მომკისა; რომ არამც თუ მარტო ამისთვის, მთელს საფრანგეთისათვის ახალი დრო მოვიდა, ყოველივე აირივ-დაირივა და ამ არეულობაში ამასაც თავის წილად კაი ლუკმა შეხვდება. შინ რომ მოვიდა, ლავერდაკის ბარათი დახვდა. ძალიან თავაზით ჰსწერდა მორტალს, თუ გნებავთ, კიდევ ვითამაშოთო, აგება გაქვითოთო ესე წინდაუხედავად წაგებულიო და თუ არა, რამდენს ხანსაც გნებავთ, დაგაცლითო, რადგანაც ამისთანა მოგებას არ ვიკადრებ შევრაცხო ქაღალდის თამაშის ვალად, რომელიც ჩვეულებისამებრ ოცდაოთხს საათში უნდა გადახდილ იქმნასო. ამ კეთილშობილურმა სულგრძელობამ გული კი არ მოჰფხანა მორტალს, პირიქით გააბრაზა. ეგონა, რომ ეგ უკადრისი და სათაკილო სიბრალულია ჩემდამი ჩემის მეტოქისაო, წამოავლო გაჯავრებულმა კალამს ხელი და მიჰსწერა ლავერდაკს, რომ მართალია, ეხლა ფული ორასი ათასი ფრანკი ხელად არა მაქვსო, მაგრამ ქაღალდის თამაშის ვალი – სინიდისის ვალიაო და თქვენ რამდენსამე დღეს შემდეგ სრულიად მიიღებთო. ეს წიგნი გაგზავნა თუ არა, მაშინვე საპრეფეკტოში წავიდა, რადგანაც იქ მოუთმენვლად ელოდებოდნენ. იქ ყველაფერი დავიწყებას მიჰსცა, მხოლო ის კი ახსოვდა, რომ დაუყოვნებლივ ჯარები უნდა გამოაყვაინოს, რომ პირენეის გულფიცხი ხალახი შეშინდეს.
იმ საუბედურო დროს არსად მთელს საფრანგეთში ხალხი ისე არ უჩაგრავთ, უწვალებიათ და უტანჯნიათ, როგორც ამ პირენეის კუნჭულში, საცა რამდენისამე დღით ბედმა დანიელ მორტალი შემოაგდო. ის ოინების მაძებარი სრულად დაეპატრონა იმ საშინელს ამბებს; თითქმის მთელმა მხარემ ხელში იარაღი აიღო, რომ გამოესარჩლოს შეგინებულს და ფეხქვეშ გასრესილს კანონს: ჯარები შეუწყალებლად ხოცავდნენ და ჰსდევნიდნენ აჯანყებულებს, როგორც მწევარი ნადირს, და ბევრი ხანი არ გასულა, რომ მარტო აოხრებული სოფლებიღა ჩანდა და ქვითინი ისმოდა ქვრივისა და ობლებისა. დამარცხებული ხალხი ხორცს იგლეჯდა გაბოროტებისა და ჯავრისაგან და დანიელ მორტალი კი ცხენით წინ მიუძღოდა ხოლმე ჯარსა და რჩევას აძლევდა მოხელეებს, როგორც გამოცდილი კაცი. აჯანყებულების დამარცხებას მოჰყვა სასჯელი. არამც თუ ჰკარგავდნენ და გზავნიდნენ სასჯელად მართლა დანაშაულებს, არამედ იმათაც, ვისზედაც კი ეჭვს მიიტანდნენ. საითაც კი უნდა მიგეხედნათ, ნახავდით, რომ ის უბედურები ბორკილგაყრილნი, როგორც ავაზაკნი, დასტა-დასტად მიჰყვანდათ გადასაკარგავად.
ზარდაცემულმა ხალხმა ხმა გაიკმინდა. თუმცა კაცის დაჭერა და დაკარგვა იმ დროს არავის არ აოცებდა, მაგრამ ყველას გაუკვირდა, როცა გაიგეს, რომ სხვათა შორის ლავერდაკიც დაიჭირესო... მართალია, მან როგორც პატიოსანმა კაცმა, ხმამაღლა გაჰკიცხა ორის დეკემბრის დამნაშავე ნაპოლეონ III, მაგრამ არასდროს იგი არ ითვლებოდა არც რადიკალად, არც მოქმედების კაცად. კეთილშობილი, სიტყვით ლიბერალი ლავერდაკი იყო მდიდარი არისტოკრატი და უფრო ლხინსა და ქეიფს მისდევდა, ვიდრე პოლიტიკასა. თამაშობდა ქაღალდს, დოღებში სანაძლეოს იჭერდა, საცა კი საქეიფო სადილი და ვახშამი იქნებოდა, ყველგან პირველი ის იყო და ერთობ ძალიან ხელგაშლილი ცხოვრებდა და ჰფლანგავდა ცოლის მზითებს. თუმცა ცოლი და თავისი ორი ვაჟიშვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ არ ესმოდა კი, რომ ყველას აუბედურებდა იმიტომ, რომ ისე წინდაუხედავად ჰსჭამდა თავის ქონებას. აბა, ამისთანა ქეიფის კაცს რომ პოლიტიკური ბრალი შეჰსწამეს, რასაკვირველია, ყველას გააოცებდა.
ლავერდაკის ცოლს უნდოდა შეეტყო ქმრის დაჭერის მიზეზი, მაგრამ პრეფექტმა არ მიიღო. ერთხელ საღამოს ჟამს სახლს პოლიცია მიესია და დაუწყო ჩხრეკა ყველაფერს, რაც კი სახლში იყო. რაც ქაღალდები ნახეს, სულ მოაგროვეს, თითქო ლავერდაკი რაიმე საპოლიტიკო შეთქმაში ერივა. ყველაზედ უფრო ბეჯითად იქცეოდა ერთი ვიღაც უცნობი კაცი, რომელიც პოლიციის კამმისარს თან მოჰყვა. ეს კაცი ლავერდაკის ცოლს უწინ არსად არ ენახა და არც იქაური იყო. ეგ იყო დანიელ მორტალი. რა ქაღალდსაც კი მიაწვდიდნენ ხოლმე, ის ამბობდა გულზედ მოსული: – „ეგ ის არ არისო, არაო“.
აშკარა იყო, რომ მორტალმა ვერ იპოვა, რის პოვნაც უნდოდა. როცა პოლიცია და მორტალი წავიდნენ, უმცროსმა შვილმა, ექვსის წლის ჟორჟმა მიუტანა დედას წითელი ჩანთა, რომელიც მის მამას, ლავერდაკს ყოველთვის თან დაჰქონდა.
– აი, დედი, – უთხრა შვილმა ლავერდაკის ცოლს. – იქნება ამას ეძებდნენ. ქაღალდებს რომ აქოთებდნენ, მაშინ ძირს ჩამოვარდა და მე ავიღე, სწორედ იმ ჯავრიან კაცის ფეხებ წინ ეგდო.
ლავერდაკის ცოლმა გახსნა ჩანთა და ნახა რაღაც ბარათები ქმართან მოწერილი; ყველა ბარათი იცნო, ხოლო ერთი, ხელმოწერილი დანიელ მორტალისაგან, არ ეცნობოდა და იმ ბარათში მოხსენებული იყო რაღაც ქაღალდის თამაშის ვალი. რაღა თქმა უნდა, რომ ამ ბარათს ყურიც არ ათხოვა და უნდოდა სტოლზედ მიეგდო, მაგრამ ამ დროს რაღაც ნუსხას, ქმრის ხელით დაწერილს, თვალი მოჰკრა. საცოდავმა ქალმა ტუჩებზედ მიიკრა ძვირფასი ნაწერი ქმრისა და თითქო წმინდანის ნაწილიაო, შეინახა.
ამასობაში ლავერდაკი ციხეში ჩასვეს სხვათა აჯანყებულთა შორის, რომელთაც თოფ-იარაღისათვის ხელი წაევლოთ, როცა ნაპოლეონის III ოინები შეეტყოთ. აქ ყველა გვარის და წოდების კაცი იყო: სოფლელები, სოფლის ნაცვლები, ადვოკატები, ნოტარიუსები და რედაქტორები გაზეთებისა. ამ სხვადასხვა ჯურის კაცთა შორის ლავერდაკმა დაინახა ერთი კაცი,რომელსაც დიდს და გულითადს პატივსა ჰსცემდნენ. ის კაცი ექიმი იყო, ერთი იმ მკურნალთაგანი ღარიბთათვის, რომელთ ცოდნა და ხელოვნება ყოველთვის მზათ არის უბედურთა სამსახურისათვის. მას ერქვა პასკალ არტესი. მთელი სიცოცხლე ამ კაცისა იმისთანა კაი კაცობაში და თავგანწირვაში იყო გავლილი, რომ თვითონ მტერიც კი პატივსა ჰსცემდა.
ჯერ კიდევ ოცის წლისა იყო, როცა მოშორდა თავის დედმამას და წავიდა პარიჟში. იყო მდიდარი, ლამაზი; გძელი თმა უმშვენებდა ჭკვიანურს და გამბედავს სახეს, შემკულს მშვენიერის და ბრწყინავის თვალებითა. მას შეეძლო და შეეფერებოდა კიდეც, რომ პარიჟში მარტო ქეიფი ეწია, როგორც სხვა მდიდარის კაცის შვილებს, მაგრამ ამან უარჰყო ამისთანა უკადრისი ცხოვრება. როცა ახალგაზრდობა წაიტყუებდა და ლხინში სადმე დაესწრობოდა, მაშინაც კი ტანჯულების და ჩაგრულების ნაღველი მოაწვებოდა ხოლმე გულზედ და ამ ტანჯულთა და ჩაგრულთა შეჰსწირა კიდეც ყველაფერი, რაც ჰქონდა: თავისი ყმაწვილკაცობა და სიმდიდრე, კაი კაცობას შეჰსწირა თავისი სიცოცხლე სიხარულით, ღიმილით; ჩუმად იყო, არა ყვიროდა, რომ აი, რა კაცი ვარო და ყოველს ჭირში თავის ამხანაგებთან ერთად ჩაებმოდა ხოლმე უღელში და რაც შეეძლო, მხარს აძლევდა.
ციხეში დამწყვდეული იგი ჰსწუხდა თავის თავისთვის კი არა, თავის საწყალ ავადმყოფებისათვის. თუმცა ამისი სახელი მაშინ გათქმული იყო, მაგრამ არ აჰყვა ქვეყნის მაცთურებას და თავი სრულებით ღარიბებისათვის გადასდო, შეიქმნა ექიმად იმ ტანჯულთათვის, რომელთაც გროში არა ჰქონდათ, რომ ეწამლათ და თავი მოერჩინათ. საკვირველის ლოლოებით და ალერსით ექცეოდა თავის ავადმყოფებს, თავის ხარჯით უყიდდა ხოლმე წამალს და როცა მადლობას უხდიდნენ, ეუბნებოდა ღიმილით:
– რას ბძანებთ! მადლობელი მე უნდა ვიყო თქვენი და არა თქვენ ჩემი. განა ვერა ხედავთ, რომ მე წამლებსა ვცდი ხოლმე, მხოლოდ იმის მაგიერ, რომ კაცი მოვკლა, ვარჩენ ხოლმე. ეს არის და სხვა არაფერი.
ციხეში ჯდომის დროს არტესი უვლიდა თავის ამხანაგებს და ისე იქცეოდა, რომ ციხის ყარაულებმაც კი შეიყვარეს. ერთხელ ტუსაღები აჯანყდნენ, ცუდს პურს გვაჭმევთო. ციხის კამენდატმა უბძანა, რომ ვინც გაბედავს და პურს დაიწუნებსო, თოფით დახვრიტეთო. მაშინ არტესი წამოდგა წინ და გული მიუშვირა, მე ვიწუნებ, დამხვრიტეთო. ვერავინ ვერ გაბედა, ამისთვის დაეშავებინათ რამე და მეორეს დღეს უკეთესის პურის ძლევა დაიწყეს.
– თქვენი მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ პური გამოუცვალეს ტუსაღებს, – ეუბნებოდა ერთი აფიცერი მეორეს დღეს. – მარტო ერთი თქვენა ხართ, რომელსაც ჩვენი სალდათები ვერ გამოიმეტებენ და ხელს არ შეახებენ.
ლავერდაკმა დაინახა თუ არა არტესი თავისთან ახლო, ჰკითხა:
– თქვენც აქა ხართ, არტეს? თქვენც ტუსაღი ხართ?
– როცა კანონს ფეხქვეშ ჰსთელენ, მაშინ ყველანი კანონის მომხრენი დევნულ უნდა იყვნენ, – უპასუხა არტესმა. – ამას ლოღიკა ითხოვს.
– მე მეგონა, თქვენ პარიჟში ხართ.
– იქ ვიყავ, მაგრამ რაკი რესპუბლიკის დამხობის ამბავი შევიტყე, აქეთ წამოველ, რადგანაც აქ ჩემთვის უფრო ბევრი საქმე იყო. მე კანონის მოსარჩლეთა დასში ჩავდექი. ჩვენ ყუმბარებით წინ დაგვხვდნენ, დაგვამარცხეს; მეც სხვებთან ერთად დამიჭირეს. მე დამნაშავე ვარ, რადგანაც კანონს გამოვესარჩლე და აი, ვუცდი სასჯელს, რადგანაც ჩემს მოქმედებას ავკაცობად დასახავენ გამარჯვებული ვაჟბატონები. ყველა ყველა და თქვენ როგორ მოხვდით აქ? განა ჩვენს მხარეზედ გადმოხვედით?
ლავერდაკმა უამბო ისტორია თავის უცნაურის დაჭერისა, რომლის მიზეზიც ვერას გზით ვერ გამოეცნო.
– კიდეც ამაშია ჩვენი ღონე თუ უღონობა, – დაუმატა მან. – ჩვენ, მართალია, არავისთვის საჭირონი არა ვართ, არავის უნდივართ; ჩვენ ერთი ქეიფის კაცები ვართ და დროთა ბრუნვას მხარს ვუქცევთ და არაფერში ვერევით ხოლმე, მაგრამ სინიდისი კი გვაქვს და გვაწუხებს ხოლმე რა არის ნამუსი და რა არის უნამუსობა. მე ყოველთვის თქვენ დაგნატრიდით არტეს, და ყველგან ვამბობდი, რომ თქვენ გარდა სხვა კაცი არ მინახავს, რომელიც თავის გულახდილ, პატიოსან ცხოვრებით თქვენსავით პატივსაცემი იყოს.
– მე მარტო ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, – უპასუხა გულალალად არტესმა.
– კიდევ კარგია, რომ თქვენ იცით მაინც, რისთვისა ხართ დაჭერილი, – უთხრა ოხუჯობით ლავერდაკმა.
ჩააკვირდა რა თავის თავის გარემოებას, ლავერდაკს ენიშნა, რომ ამის დაჭერა მორტალის საქმე უნდა იყოს, რადგანაც ამისი დიდი ფული ემართა და ყველამ იცოდა, რომ ამ ალიანქოთში ის იყო, რაც იყო. ეს აზრი ლავერდაკმა არტესს უთხრა, მაგრამ არტესმა, თვითონ თავიდამ ფეხამდე პატიოსანმა, არ დაიჯერა, კაცს იქამდე დაემდაბლებინა თავი, რომ აქაო და ვალი მმართებსო, მოვალე ციხეში ჩავაგდოო, ეგებ ამით ვალს გადვურჩეო.
– აი, ვნახავთ, – უთხრა ლავერდაკმა. – ხომ სამართალში ჩაგვაგდებენ და მაშინ ყველა. გამოჩნდება; მაშინ შევიტყობთ, ჩემი ეჭვი მართალია თუ არა.
ეს ეჭვი მარტო ლავერდაკს არა ჰქონდა; ყველა ამისი ნაცნობი ამას ამბობდა, რომ მახე მორტალმა დაუგოო. ამაზედ გული უფრო მაშინ დააჯერეს, როცა შეიტყეს, რომ მორტალს ქაღალდის ვალი ემართა და აქამომდე არ მოეშორებინა.
– აი, საცოდავი რისთვის დაიჭირეს, – ეუბნებოდნენ ჩურჩულით ერთმანეთს ლავერდაკის ნაცნობები და ელოდნენ, ვნახოთ, სამართალი რას იტყვისო.
მაგრამ სამართალი სად იყო? ერთს დღეს სულ ტუსაღები ბორკილშეყრილნი ორ-ორად დაამწკრიეს, ჯარი გააყოლეს და ტულონში გაგზავნეს. სხვათა შორის, არტესი და ლავერდაკიც იყო, რომელნიც ალალბედზედ ერთის ხელ-ხუნდით იყვნენ ერთმანეთზედ გადაბმულნი. წინა რიგში ესენი იდგნენ და უკან სხვა ოთხასი ტუსაღი იყო. მინამ გაგზავნიდნენ ამათ, პრეფექტმა გამოუცხადა წინამძღოლს აფიცერს, რომ თუ ვინმე გაბედავს და გაქცევას დააპირებსო, მაშინვე იქავ თოფით დახვრიტეო. მორტალიც მაშინ პრეფეკტს გვერდით ედგა. ლავერდაკმა თვალი მოჰკრა, რომ მორტალმა აფიცერს ესა და არტესი დაანახვა.
დეკემბრის ცივი დილა იყო. თხლად და ცუდად ჩაცმულნი სიცივისაგან კანკალებდნენ საცოდავი ტუსაღები და ისე მიდიოდნენ მობუზულები. ბევრს მოაგონდა თავისი ცოლი, შვილები, თავისი სახლი და მინდვრები და მწარე ცრემლი მიერია თვალებში. ზოგნი კი, თითქმის უსუსური ბალღები, თავ-მოწონებით და გულადად მიდიოდნენ და ხანდახან ხმამაღლაც მიიმღეროდნენ სამხიარულო სიმღერებსა. მაშინ აფიცერი მივარდებოდა ხოლმე და შეუტევდა:
– ჩუმად, თქვე ვირებო!
– აი, უბედური კაცი! – ფიქრობდა გულში არტესი. – ამასა ჰგონია, რომ თავის მოვალეობას იხდის.
შუადღისას ეს საცოდავები დაასვენეს და ნება მიჰსცეს პური მოეტეხნათ და იქავ წყაროზედ წყალი დაელიათ. მერე ისევ გზას გაუყენეს. როგორც წინა ვჰსთქვით, ლავერდაკი და არტესი ყველაზედ წინ მიდიოდნენ და უკანებს ამათის ლაჯისათვის უნდა შეეწონათ თავიანთი ლაჯი.
– ცივილიზაცია წინ მიდის, ძმაო არტეს, – ეუბნებოდა ხუმრობით ლავერდაკი. – ქვეყანას ახალი დრო მოსდის.
– არა უშავს რა, – უპასუხა არტესმა. – სიმართლე და ჭეშმარიტება უკვდავნი არიან.
თავ-თავქვე იყო ერთს ადგილას, ძალიან დაქანებული. არტესს და ლავერდაკს უკანიდამ რომ ხალხი მოაწვა, თავი ვერ შეიმაგრეს და გაქანდნენ.
– ეს რა ამბავია! – დაუყვირა აფიცერმა და გზა გადუჭრა: – გაქცევას აპირებთ?
– გაქცევას კი არა, – უპასუხა ლავერდაკმა. – აბა, როგორ გავიქცევით, ავაზაკებსავით ბორკილი გვიყრია.
– ღირსიცა ხართ. მაგრამ გაფრთხილდით, თუ ერთი კიდევ აჩქარება შეგამცნიეთ, ბძანებას ავასრულებ და აქავ დაგხოცთ ძაღლებსავით.
– მოწყალეო ხელმწიფევ, – უთხრა არტესმა თავმომწონედ და თამამად: – ჩვენ ფეხი ავუჩქარეთ იმიტომ, რომ უკანიდამ ხალხი გვაწვება და ამ თავთავქვეზედ თავი ვერ შევიმაგრეთ. ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს გაქცევა. ჩვენ თქვენ ხელში ვართ. იმედი კი გვაქვს, რომ როცა იქნება, სამართალსა ვნახავთ. თუ გაუსამართლებლად გინდათ საქმეს ბოლო მოუღოთ, რაღას იცდით, აი, აქ არა ვართ, დაგვხვრიტეთ: ჩვენ თქვენები ვართ.
– ჰა! – დაიძახა აფიცერმა. – აბა, ერთი კიდევ დააპირეთ გაქცევა და მერე ნახავთ, რაც იქნება.
გზა უფრო და უფრო დაქანებული გამოდგა. თუმცა ძალიან ცდილობდნენ ლავერდაკი და არტესი არ აჩქარებულიყვნენ, მაგრამ იმოდენა ხალხი აწვებოდა უკანიდამ, რომ ვერას ღონისძიებით ვერ შეიმაგრეს თავი და კიდევ მაინც ფეხი აუჩქარეს და სირბილით გაქანდნენ.
– აი, დაგწყევლოთ ღმერთმა! აკი გაგაფრთხილეთ! – დაუყვირა აფიცერმა, ამოიღო ბუდიდამ დამბაჩა და დაუმიზნა ლავერდაკს.
უბედურმა ლავერდაკმა უკან მოიხედა და კინაღამ შუბლი არ შეახეთქა დამბაჩის ლულას, დამბაჩა გავარდა და ლავერდაკის თავის ქალა გაიფანტა ნაჭუჭსავით. სისხლი და ტვინი ზედ შეასხა არტესს პირის სახეზედ და ტანის სამოსზედ.
საშინელი ხმა ელდისა და გააფთრებისა აღმოხდა იმდვენი კაცის გულიდამ და ტუსაღები შედგნენ. პასკალ არტესი გაიმართა ტანში და გაფითრებული ამაყად უცქეროდა კაცის მკვლელს, რომლის ხელშიაც ჯერ კიდევ ჰბოლავდა დამბაჩა. გვერდთ ეგდო წუთის სოფელ გამოსალმებული გვამი ლავერდაკისა.
არტესიც ელოდდა სიკვდილს და ზიზღით და უშიშრად შეჰყურებდა თავის ჯალათსა. ერთის მოკვლა, როგორც ეტყობოდა, საკმარისი არ იყო. აფიცერმა რისხვით გადაავლო თვალი ტუსაღებს, რომელნიცა წყევა-კრულვით ხმაურობდნენ და მკვახედ უთხრა:
– თქვენც ეგ დღე დაგადგებათ, თუ მაგ ყვირილს არ მოიშლით.
სალდათები გაფითრებული იდგნენ და თრთოდნენ სირცხვილისაგან და საწყალი ტყვეები კი, ღონემიხდილნი ციხეში ხანგრძლივის გდებითა, ჩაჩუმდნენ და გამწარებულნი დაჰყურებდნენ მკვდარს ლავერდაკსა.
– ჰა! – დაიძახა გამწყრალმა აფიცერმა: – წყნარად იყავით! მერე მიუბრუნდა არტესს და უთხრა: თქვენზედაც კი ახი იყო, რომ დამეცა დამბაჩა.
– რატომ არ დამეცით? – უპასუხა არტესმა და მოიწმინდა პირისახიდამ სისხლი და ზედ შენთხეული ტვინი.
– რაო? თქვენ სიტყვის შემობრუნებასაც მიბედავთ!
– დიაღ და ამასთანავე ვითხოვ, თქვენი სახელი მითხრათ, რომ მერე როცა გამანთავისუფლებენ, ის დღე დაგაყენოთ, რაც ლავერდაკს თქვენ დააყენეთ.
ისე გააფთრდა ამ სიტყვებზედ აფიცერი, რომ გაიძრო ხმალი და მიუხტა არტესს, მაგრამ ერთმა სალდათმა შეაყენა და ხმამაღლა უთხრა:
– კმარა, დალახვროს ღმერთმა! კმარა, ჩვენ მართლა და კაცისმჭამლები ხომ არა ვართ!
აფიცერმა შემოხედა სალდათს შიგ თვალებში. სალდათი არ შეკრთა. თავის ჭაღარა ულვაშს იგრეხდა და ძლივს იმაგრებდა თვალში მოგუბებულს ცრემლს.
– შენ ეი, ბერო კაცო, საცა შენი საქმე არ იყოს, ნუ ერევი ხოლმე, – ჰსთქვა აფიცერმა. – მერე მობრუნდა და უბძანა, დაიძარითო.
პასკალ არტესი ამ სახით გადარჩა, მხოლოდ სიკვდილისაგან კი. ბევრი წელიწადები გაატარა ციხეში გდებით, ხან სენ მიშელში, ხან ლამბესში და ხან კორტში. ბოლოს კი როცა გამოუშვეს და ისევ საფრანგეთში მოტრიალდა, ყველაზედ უწინარეს ისა ჰქმნა, რომ ლავერდაკის მკვლელი დუელში გამოითხოვა.
დუელი მოუხდა ბელგიაში და არტესმა მძიმედ დასჭრა თავის მეტოქე, ასე რომ ორ წელიწადს უკან თან გადაჰყვა კიდეც თავის დაჭრილობას.
ეს ამბავი 1861 წ. იყო. ამ უკანასკნელს ათს წელიწადში მორტალმა დიდი სიმდიდრე შეიძინა. აბა, ყოველთვის გამოპრანჭული, საგანგებოდ მორთული, ვის ეგონებოდა, რომ ეს კოხტა კაცი რიოგრანდოს ავაზაკია. ერთის სიტყვით, მორტალმა გულის წადილი აისრულა: სიმდიდრე და ძალა ხელში ჩაიგდო. მას არამც თუ თავს ევლებოდნენ, მისი ეშინოდათ კიდეც. ამასაც მეტი არა უნდოდა რა. სრულებით ბედნიერი იქნებოდა, რომ ჰყვარებოდა იმ ქალს, რომელიც თვითონ სიყვარულით შეირთო. მორტალს ანგენის წყლებზედ შეხვდა ერთი მართლა და საოცარის მშვენიერების ქალი. აქამომდე ბევრი ცუღლუტობა გამოიარა ქალებთან, მაგრამ არც ერთი არ შეუყვარებია. ეხლა კი სწორედ ცეცხლი მოეკიდა მის გულს, რა კი ის ქალი ნახა დაჩვეული ქალის სწრაფად მოხიბლვას, ეხლა რომ შეხვდა ქალს, რომელიც სრულებით არათანაუგრძნობდა, უფრო აპილპილდა, უფრო გაუძლიერდა სიყვარული. რაც უნდა დამემართოსო, იფიქრა გულში, ის ქალი ჩემი უნდა იყვესო. ადგა და ჰსთხოვა ქალის ხელი მის ბებერს მამასა, გაღატაკებულს არისტოკრატს. კლარა, ქალს ეს სახელი ერქვა, პატარაობითვე მამის მორჩილი იყო და მთელი თავისი ყმაწვილქალობა ზედ დაასრულა, რომ ფხუკიანს და თავმოყვარეს მამას ასიამოვნოს. ამიტომაც ხმაამოუღებლივ აასრულა მამის სურვილი და შეირთო დანიელ მორტალი. ეს კი ჰქონდა ნუგეშად, რომ მინამ მამა ცოცხალი ჰყვანდა, ქმრის მეოხებით დიდკაცურად აცხოვრა თავის სახლში.
ნაზს, მოსიყვარულეს და მეტად კარგს კლარას ეგონა, რომ როცა კარგად გავიცნობ მორტალსაო, იქნება შემიყვარდესო, მაგრამ ამაოდ. ამ თოკიდამ გამოშვებულს კაცს არ მიეკარა, არა და არა, კლარას პატიოსანი გული, თუმცა, კაცმა მართალი უნდა ჰსთქვას, მორტალი ძალიან ცდილობდა, რომ კლარა მოინადიროს. კლარა თითქო სუნითა ჰგრძნობდა მორტალის ავკაცობასა და შიშით ფთხოდა და განზედ უდგებოდა. მორტალი ამ დროს პარიჟში ცხოვრებდა. ქალმა, იგრძნო რა თავის თავის სრული უბედურება, ჰსთხოვა ქმარს, როგორც მოწყალება, რომ ნება მომეციო, ჩემთვის ვიყოვო და საზოგადოებაში ნუ მაიძულებ სიარულსაო. მორტალი ჯერ დაჰყვა ნებას, მერე კი ამ ყოფამ მოთმინებიდან გამოიყვანა. მან ძალა დაატანა კლარას, რომ ხალხშo გამოვიდეს და კლარამაც დაიწყო სიარული ბალებში. კლარას სიტურფემ მოიზიდა ყველას ყურადღება და მორტალს ეს ძალიან უხაროდა; კლარას კი აინუნშიაც არ მოსდიოდა თავისი სილამაზე და ქვეყნის ქება. თუ მეტი გზა არ არისო, ამბობდა კლარა გულში, ისევ იმისთანა სახლში ვივლიო, საცა ჭკუიანს და განათლებულს ხალხს შევხვდებიო. ამისთანა სახლი გორდონის სახლი იყო, თავისის ქმრის ვექილისა. საღამოობით იქ თავს მოიყრიდნენ ხოლმე ლიტერატორები და სხვა გამოჩენილი კაცები. ამ არჩეულს საზოგადოებაში კლარა თავს გაირთობდა ხოლმე და სიამოვნებდა. თუმცა თვითონ უფრო სხვას ყურს უგდებდა ვიდრე ლაპარაკობდა, მაგრამ როცა კი იტყოდა რასმეს, ისეთს მოსწრებულს და ზედ გამოჭრილს იტყოდა, რომ ყველამ აღიარა კლარა მეფად იმ პატარა აკადემიისა.
სხვათა შორის, კლარას ყურადღება მიიქცია იმ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, ქერათმიანმა, ფერმკრთალმა და სუსტის აგებულებისამ. ის ყმაწვილი კაციც კი ხშირად შემოჰსცქეროდა ხოლმე კლარას. კლარა არასდროს არ დაჰლაპარაკებია და თვითონ ისიც როგორღაც ერიდებოდა ხოლმე. კლარამ მარტო ეს იცოდა, რომ მემუსიკე იყო და კონსერვატორიაში მედალი მიეღო. ერთხელ სახლის პატრონის ცოლსა ჰკითხა კლარამ ამ ყმაწვილ კაცის ვინაობა.
– რას ბძანებთ! – წამოიძახა გარდონის ცოლმა: – განა თქვენთვის არ წარმოუდგენიათ? პოლ ლავერდაკია.
მაშინვე წავიდა, რომ მოიყვანოს და წარმოუდგინოს კლარას, მაგრამ ყმაწვილ-კაცმა უარი ჰსთქვა და უთხრა:
– მომიტევეთ, ბატონო! ისეთის გვარის კაცი ვარ, რომ ჩემი გვარი მორტალების ყურისათვის ვერაფერი სასიამოვნოა.
ესა ჰსთქვა და ყმაწვილი კაცი მაშინვე ოთახიდამ გავიდა. გორდონის ცოლმა ეს უცნაური სიტყვები გადაჰსცა კლარას. კლარას ეოცა, რადგანაც ლავერდაკის გვარი თავის დღეში არ გაეგონა. ფერმკრთალმა ყმაწვილმა კაცმა ამ სიტყვებით უფრო განუძლიერა კლარას ცნობისმოყვარეობა. აშკარა იყო, რომ აქ რაღაც საიდუმლო რამ არის, მაგრამ რა არის? კლარას მაშინვე დანიელ მორტალი გაახსენდა. უსათუოდ ჩემი ქმარი უნდა იცნობდეს ლავერდაკსა და გული აუკანკალდა, რადგანაც წინად იგრძნო, რომ აქ რაღაც საშინელი საიდუმლო ამბავი უნდა იყოსო, რაკი ჩემი ქმარი ურევიაო.
– ლავერდაკს იცნობთ? – ჰკითხა კლარამ ქმარს, როცა შინ წამოვიდნენ ეტლითა.
– ლავერდაკს! – დაიძახა მორტალმა და სახეზედ ჯავრმა და ელდამ გაურბინა. – მაგითი მითამ რის თქმა გინდათ?
– მაგდონი არაფრისა, უპასუხა ცივად კლარამ და შეაჩერა თავისი პატიოსანი, გულამდე გამჭვრეტავი თვალები ქმრის არეულს სახეს. დღეს ჩემთვის უნდოდათ გაეცნოთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელიც გვარად ლავერდაკია.
მორტალმა აჩქარებით, თითქო საოფლეშიაო, დაუწყო გამოკითხვა, რა სახისააო, რამდენის ხნისააო და სხვა ამგვარი და თან უნებურად ენაზედ მოსდიოდა:
– ლავერდაკი! ლავერდაკი!
– მაშ, თქვენ იცნობთ? – ჰკითხა მკვახედ კლარამ.
– არა, მაგრამ, იქნება, მამას კი ვიცნობდი.
– თქვენი მტერი ხომ არ იყო?
– არა.
– მეგობარი?
– მე ძალიან შორეულად ვიცნობდი.
– მაშ, შვილმა რატომ არ ინდომა ჩემი გაცნობა?
– არ ვიცი.
კლარა ეხლა კი დარწმუნდა, რომ მისი ეჭვი უსაბუთო არ არის. ცხადი იყო, რომ რაღაც მძიმე, საუბედურო ჯაჭვია გაბმული მის ქმრისა და იმ ყმაწვილ კაცის შორის. ხოლო რა ჯაჭვია? მორტალს უნდა ეშინოდეს ლავერდაკისა, თუ ლავერდაკი უნდა თაკილობდეს მორტალის წინაშე? ეს არ იცოდა და რასაკვირველია, ამას ვერც შეიტყობდა მორტალისაგან. არც იმათ ღირდა, რომ ეკითხნა: ან არას უპასუხებდა, ან არა და იცრუებდა. მაგრამ ჰგრძნობდა კი, რომ ამ საიდუმლოში დაფარულია რაღაც უბედურება, რაღაც სამარცხვინო საქმე და იქნება ავაზაკობაცა. კლარას ყოველთვის შინებია დანიელისა, ყოველთვის შინებია მისის ყოფილის ცხოვრებისა და ეხლა უფრო მეტის ელდით უყურებდა მის წარსულს, უყურებდა იმ გრძნობით, როგორც კაცი, ფრიალო კლდეზედ მდგომარე, დაჰყურებს ხოლმე უძირო სიღრმეს, მის ფერხთა წინ პირდაღებულს. თუმცა კლარა, როგორც ყოველი ქალი, სუსტი და ნაზი იყო, მაგრამ ის მხნეობაცა ჰქონდა, რომელსაც დაუბადავს ხოლმე კაცს შეგინებული გრძნობა პატიოსნებისა. ამიტომაც გადაჰსწყვიტა, რომ რაც უნდა დამემართოსო, თვითონ ლავერდაკს უნდა გამოვკითხო ეს საიდუმლო ამბავიო, რომელიც ძალიან აწუხებდა.
სურვილი მალე ვერ აუსრულდა, რადგანაც სამს-ოთხს კვირას ლავერდაკი აღარ მოვიდა გორდონებთან. ბოლოს კლარამ იკითხა, რა მიზეზია, რომ აღარ დადისო. გორდონის ცოლმა უთხრა სიცილით ყურში, თქვენ მოსწონხართ და გერიდებათო. ამ სიტყვებზედ თვითონ ლავერდაკმაც შემოაღო კარი, შემოვიდა და ორივე ქალს პატივისცემით თავი დაუკრა. იმავ წამს გოროდონის ცოლი რაღაცისათვის გაიხმეს და კლარა გაფითრებული, აღელვებული მარტო დარჩა ყმაწვილ კაცთან.
– უკაცრაოდ არ ვიყო და ერთი მითხარით, რატომ არ გინდოდათ მე გაგეცანით? – ჰკითხა აჩქარებით და მოჭრით კლარამა.
– ბატონო....
– რატომ არ გინდოდათ? თქვენ გეთქოთ, რომ თქვენი გვარი ვერაფრად ესიამოვნება ვითომ ჩემს ყურსა. მე ეს არ მესმის. მითამ რა გინდოდათ, ამით გეთქვათ?
– მე... არაფერი. – უპასუხა ლავერდაკმა. – გთხოვთ, მომიტევოთ.
– არა, არა, თქვენ ვერ მიმიხვდით, რისთვისაც გკითხავთ. მე საყვედურისათვის კი არ გკითხავთ და არცა მაქვს ამის უფლება. მე მარტო მინდა საქმე შევიტყო.
– საქმე შეიტყოთ? – გაიმეორა ყმაწვილმა კაცმა და აირია.
– დიაღ, მინდა შევიტყო და თქვენ უნდა შემატყობინოთ. მე ჩემს ქმარსა ვკითხე, მაგრამ უარი მითხრა. მე მარტო ის ვიცი იმისაგან, რომ როდესღაც მამათქვენს იცნობდა თურმე. თუ ამ საქმის გახსენება თქვენთვის სამძიმოა, ნურას მეტყვით და მომიტევეთ ჩემი კადნიერება. ხოლო თუ მარტო ჩემი საწყენია, გევედრებით, ყველაფერი სისწორით მიამბოთ. ლავერდაკის გვარი საწყენი რად უნდა იყოს მორტალების ყურთათვის?
პოლ ლავერდაკი გაფითრებული იდგა ქალის წინ, ტუჩები უთრთოდნენ და ძლივს დამორჩილებული ჯავრი გამოჰკრთა მის ცეცხლსავით ანთებულს თვალში. პასუხი არ გაჰსცა როგორც კაცმა, რომელიც ფთხილობს, სიტყვა პირიდამ არ ამომივიდესო, რადგანაც ის სიტყვა გულს შუაზედ გაუპობსო.
– მორტალი იცნობდა მამათქვენს? – ჰკითხა კლარამ.
– თვითონ ხომ გითხრათ? – ჰკითხა თავის რიგზედ ლავერდაკმა.
– დიაღ.
– ისიც გიამბოთ, როგორის სიკვდილით გადიცვალა მამაჩემი?
– არც კი უთქვამს, რომ მამათქვენი გარდაცვალებულია.
– მაშ, თქვენ არა იცით რა?
– არაფერი, სრულებით არაფერი! – დაიძახა კლარამ. – მაგრამ მინდა კი, რომ ყველაფერი ვიცოდე. აქ რაღაც საზარელი საიდუმლოა... გემუდარებით, ნურას დამიმალავთ, ყველაფერი მიამბეთ!
ამ სიტყვებში იმოდენა მწუხარება და გულისტკივილი იყო, რომ ლავერდაკს ქალი შეებრალა. გორდონის ცოლმა მართალი ჰსთქვა. ლავერდაკი ნახვისვე უმალ მიიზიდა კლარამ, თუმცა მისმა გვარის ხსენებამ კვლავ გაუღვიძა ფარული მტრობა მორტალისა, რომელიც პატარაობიდანვე ისე მიაჩნდა, როგორც მამის მკვლელი. ბევრჯელ გაეგო, რომ ქაღალდის ვალი დარჩა მორტალზედ; რომ მორტალმა ის ვალი იმით მოიშორა, რომ უბრალო კაცი გარია საპოლიტიკო დანაშაულობაში და ძალად მოაკვლევინა. რამდენჯერ უნახავს მამის წითელი ჩანთა და შიგ მორტალის ბარათი, რომელიც კარგად გამოადგებოდა, თუ ჯავრის ამოყრას მოიწადინებდა. ბევრჯერ უხვეწნია საყვარელს დედას, თავი დაანებეო, ჯავრის ამოყრას ნუ ინდომებო, დეე, გამარჯვებულმა ავაზაკმა იფარფაროსო; შენ კი მარტო შენს თავს მიაქციე ყურადღებაო და ეცადე პატიოსან კაცად ყოფნასაო. თუმცა გულსა ჰსწვავდა ბოროტი, რომელსაც დედის მუდარების გამო, ეგრე დაუსჯელად უნდა ეფარფარნა, მაგრამ მაინც დედას ხათრი აღარ გაუტეხა და მორტალი მიანება თავის ბედისწერას. ხოლო როცა მორტალის ცოლს, კლარას, შეხვდა, კვლავ აუფართხალდა გულში დაუძინებელი მტრობა მამის მკვლელის მიმართ. გარნა ეს მტრობა არ გადადიოდა ცოლზედ? როცა ყმაწვილი კაცი დააკვირდებოდა ხოლმე კლარას პატიოსანს და კეთილშობილებით სავსეს სახეს, ჰგრძნობდა, რომ კლარა მონაწილე კი არ იყო ქმრისა, არამედ გაუბედურებული და წამებულია მის ხელში და ყმაწვილ-კაცს უნებლიედ გული შეჰსტკიოდა ამ ქალისათვის. ჯერ მართალ სიყვარულამდე ლავერდაკის გული შორს იყო, მაგრამ ის გულის ღელვა, რომელსაც ლავერდაკი ჰგრძნობდა, სათავეა, საიდამაც სიყვარული იბადება ხოლმე. ტრფიალების პირველ ხანში კაცს მოწონებულ ქალთან მარტო დაახლოვება უნდა და არა მისი დაკუთვნება; ამ ხანში სურვილი წმინდაა და შეუგინებელი. ჯერ წარმოსდგება ხოლმე გამოუცნობელი შემსჭვალულობა ორთა სულთა შორის და მერე გადიქცევა ხოლმე ცეცხლმოკიდებულ ტრფიალებად.
ლავერდაკი, ხედავდა რა გულაღელვებულს ქალს, რომელიც ემუდარებოდა, ეხვეწებოდა მართლის თქმას, ჰფიქრობდა, მოდი და ვუამბობო მამის ჩემის სიკვდილის ამბავსაო, მაგრამ ქალი შეეცოდა, გულს გაუხეთქს ეს ამბავიო და ამის მაგიერ ეს უთხრა:
– მგონია, მორტალს მამაჩემის ვალი ჰმართებია.
– ვალიო!
– დიაღ, ქაღალდებში რაღაც ბარათი ვიპოვე… მაგრამ არაფერი მნიშვნელობა კი არა აქვს.
ეს სიტყვები განგებ სიცილითა ჰსთქვა, თითქო არაფერიაო, მაგრამ კლარა კი მიუხვდა, რომ ლავერდაკი რაღასაც ერიდება.
– ეგ უსათუოდ საიდუმლო რამ უნდა იყოს და საზარელი საიდუმლოცა იმიტომ, რომ თქვენ გეძნელებათ თქმა! წარმოჰსთქვა კლარამ და გულში ელდამ გაურბინა;
ერთი იფიქრეთ, თუ მანდ სამარცხვინოა რამე, ეგ სირცხვილი მეც შემეხება. მეც მორტალის გვარს ვატარებ! მე მინდა გულდაჯერებული ვიყო, გესმით, გულდაჯერებული, რომ ეგ გვარი უჩირქოა და ჩემთვის სათაკილო არ არის.
– ბატონო!…
– გიკვირთ ჩემი ეს კადნიერება განა? მართალი ხართ. მე პირველად გელაპარაკებით და გაგანდეთ კი ჩემი ფარული, შემაწუხებელი ფიქრები. მე როგორღაც აზრად მომდის, რომ თქვენ რაღაც საშინელი საიდუმლო იცით და გთხოვთ, მიამბოთ.
ლავერდაკმა არ იცოდა, რა ექმნა. მას შეეძლო, მას უნდა ეთქვა ყველაფერი, რადგანაც ამით შეატყობინებდა ქმრის ავკაცობასა და იქნება იმის ხელიდამ ამით დაესხნა კიდეც ეს პატიოსანი ქალი. მაგრამ შიშობდა, ვაი თუ ამით თავზარი დავცეო ამ უბედურს და არა-რაის ეჭვის მქონებელს ქალსაო. ამის გამო ხელახლად იტყუვა, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, დამალა ნახევარი და უთხრა:
– მორტალს მამაჩემისა ემართა და არ დაუბრუნა. ამის მეტი მათ შორის არა ყოფილა რა. ამის მეტი მეც არა ვიცი რა.
– მეტი არაფერი, მართლა? აბა ერთი ის ბარათი მიჩვენეთ, რომელიც ქაღალდებში გიპოვნიათ.
– განა ისე კი არ მიჯერებთ?
– თუ ეგ ბარათი მართლა არის, მორტალი ეხლავე უნდა გაგისწორდეთ.
– ეგ იმისთანა ვალია, რომელსაც კანონი არ შეიწყნარებს.
– ქაღალდის თამაშობისა ხომ არ არის.
ყმაწვილი კაცი გაუჩუმდა და არა უთხრა რა. რაცა ჰსთქვა, მისის აზრით, ისიც მეტი იყო. კლარამ პირდაპირ თვალებში შეხედა და გულგრილად უთხრა:
– თუ არა ვცდები, მაგისთანა ვალი სინიდისის ვალია. უმორჩილესად გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ის ბარათი მე მიბოძოთ; მე თვითონ წარვადგენ საზღვეინებლად. მე მინდა, მორტალის მოვალედ შევიქმნე.
– რაო? ჩემს მოვალედ? – იკითხა გაბოროტების ღიმილით მორტალმა, რომელიც უეცრათ ორივეს თავს წამოადგა.
ლავერდაკმა სწრაფად მოიხედა, იცნო მორტალი და გაფითრდა, გული აუტოკდა და ჯავრის ამოყრის წყურვილმა მთლად შეიპყრა. რა გამწარებულის სიხარულით თხლაშანს გაადენდა მამის მკვლელს, მაგრამ მის წინ იდგა ნაზი და მშეენიერი ქალი და ამას მოერიდა. მორტალსაც კი ენიშნა, რომ მის წინ პოლ ლავერდაკია. ისეთის თვალით შეხედა, თითქო მონადირემ ნიშანში ამოიღო ნადირიო. ერთს წამშივე მოისაზრა ამისთანა მტრისაგან რას უნდა გამოელოდდეს და oსეთნაირად აიჭიმა ტუჩები, რომ თითქო აინუნშიაც არ მოუვიდაო ამისთანა სუსტი მტერიო. რაც შეეხება კლარას, იგი გაშტერებული, ხმაგაკმენდილი, გაფითრებული შეჰყურებდა ორივეს და იცდიდა, ვნახოთ, რით გათავდებაო.
– თქვენი აკადემია თქვენ გელოდებათ, – უთხრა ცოლს მორტალმა და მკლავი მიაწოდა, მერე მოუბრუნდა ლავერდაკს და დაცინვითაც და თავაზიანადაც უთხრა: უკაცრაოდ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ჩემი ცოლი მევე მიმყავს.
მორტალი მკლავი-მკლავ გაყრილი გამოვიდა და გამოიყვანა ცოლი გაფითრებული და გაშტერებული, თითქო მკვდარიაო. ჯერ კარის დირეს იქით ფეხიც არ გადაედგათ, რომ მორტალმა ბძანების ხმით უთხრა ცოლს:
– შინ წავიდეთ!
კლარა არ ეურჩა. ეტლში ჩასხდნენ. მთელს გზაზედ მორტალს ხმა არ ამოუღია. შინ რომ მივიდა, ხმაამოუღებლივ მივიდა, ცოლს ხელზედ აკოცა და თავის ოთახში შევიდა. საცოდავს ქალს ცივმა ოფლმა დაასხა, რა ნახა თავის ქმრის ასეთი ყინულსავით ცივი გულდინჯობა და მთელი ღამე ძილი არ მოჰკარებია არეულ ფიქრებისა და ელდის გამო. ყველაზედ მეტს ის აწუხებდა, რომ ლავერდაკმა ყველაფერი მითხრა, თუ რაც უფრო სამძიმოა, ის დამალაო. რაც უნდა მომივიდესო, ყველაფერი მორტალს უნდა გამოვათქმევინოო.
მეორე დილას თვალი გაახილა თუ არა, მორტალი შევიდა ცოლის საწოლში და იმავე ცივის თავაზიანობის კილოთი, როგორც გუშინ, ჰსთხოვა ცოლს, ერთი ძალიან საჭირო ბარათი უნდა დამიწეროო და მიაწოდა სტოლიდამ საწერ-კალამი და ქაღალდი.
– უკაცრაოდ კი, რომ ძილი დაგიფრთხეთ და გთხოვთ, თქვენის ლამაზის ხელით ორიოდე კალამი მოუსვათ.
– რის დაწერა გინდათ?
– ყველაფერს მოგახსენებთ. როგორც თქვენ, ისე მეც მინდა ლავერდაკის ნახვა, მაგრამ ჩემს სიტყვაზედ არ მოვა, თქვენ კი რომ მისწეროთ, მაშინათვე მოფრინდება. ხომ გესმით?
– მესმის და მაინც არაფერს მივწერ. მე თითქმის არც კი ვიცნობ ლავერდაკსა. მე ვგრძნობ, რომ აქ რაღაც მახეა გაბმული, რაღაც მანქანებაა.
– საშიში ნურა გგონიათ რა. ეგრე აჩქარებული ნუ ხართ. მე გეუბნებით, რომ ლავერდაკთან საქმე მაქვს. ცოტა რამ სამდურავი გვქონდა ერთმანეთში მე და ლავერდაკის მამას და იმ სამდურავის გამო ის ყმაწვილი მერიდება. რომ გიამბოთ ეს, შორს წავა. ეხლა შერიგება მინდა და საჭიროა შუაკაცი. შუაკაცად კიდევ თქვენ უნდა გაგვიხდეთ, ჩემო კარგო კლარავ! აიღეთ კალამი და დასწერეთ:
– კარგი, – უთხრა კლარამ. – აბა რა დავწერო?
– აი ეს დასწერეთ: „მე მსურს, მოწყალეო ხელმწიფევ, – უბნებოდა დანიელ. – ის ბარათი ვნახო, რომლითაც მორტალს ლავერდაკის ვალი ჰმართებს. აქ რაღაც საიდუმლოა და მე მინდა, მისი შეტყობა. ოღონდ დამინიშნეთ ადგილი და დრო და თვითონ მე მოვალ“.
– თქვენ საიდამ იცით, რომ ლავერდაკს ეგ ბარათი აქვს?
– მე გუშინ ყურს გიგდებდით, როცა თქვენ ლაპარაკობდით, – უპასუხა ღიმილით მორტალმა და ხელი მოჰკიდა საცოდავის ქალის თითქმის გაყინულს ხელსა. – აბა, ეხლა თქვენი სახელი მოაწერეთ, კლარავ.
ქალი დაიძრა, უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ მორტალი ბრიყვულად მოექცა და ძალად მოაწერინა სახელი.
– მაშ, მართალი ყოფილა! – წარმოჰსთქვა გულგაფეთებით კლარამ და გაოცებით შეხედა ქმარსა, რომელიც ბარათს არხეინად ჰკეცავდა. – მაგ ბარათს ლავერდაკს გაუგზავნით?
ამ დრომდე კლარას ეგონა, რომ ქმარი ხუმრობსო და ჩემი გამოცდა უნდაო, ამიტომაც დაუჯერა და დაწერა იმ აზრით კი, რომ თუ გაჭირდა, ბარათს არ დავანებებო და სხვა არა იყოს რა, კბილით გავგლეჯო.
– აბა, ეხლა ადრესი დააწერეთ! – უთხრა მორტალმა ბძანებლობითა.
– არასდროს!
– თქვენი ნებაა.
თვითონ დააწერა: უფალს ლავერდაკს, ტოტვილის ქუჩა, №20. თავაზით დაუკრა თავი და დაცინებით ჰსთქვა:
– აი, მზათაც არის, ჩემო კარგო კლარავ. თქვენ იქნება დავიწყებული გაქვთ, რომ დღეს 31 დეკემბერია. მე გთხოვთ, ნურც დღეს და ნურც ხვალ ნურავის ნუ მიიღებთ. თქვენ აქ დარჩებით და რაც საჭიროა, აქ მოგართმევენ. ახალი რომანები ხომ არ გინდათ, რომ თავი გაართვათ? იმედი მაქვს, არსად წაბძანდებით. ესეც კია, – უთხრა მკვახედ ბოლოს, – რომ გინდოდეთ კიდეც, სახლიდამ გარედ არავინ არ გაგიშვებს, ბძანება მიმიცია.
მორტალი გავიდა. კლარა მარტო დარჩა ოთახში და მისი ყოფა საშინელი ყოფა იყო. იგრძნო, რომ მახეში გაება. იგრძნო, რომ მორტალმა გულში რაღაც განიზრახა. აშკარად ხედავდა, რომ ყოველივე წინააღმდეგობა და ხელის შეშლა ეხლა ამაოა. ეს ბოროტი კაცი აისრულებს მას, რაც განიზრახა. მაგრამ რა განიზრახა? ჰგრძნობდა, რომ ამისთანა კაცი ერთს საზარელს რასმეს მოახდენს და ელდამ შეუკუმშა გული. ერთი ეს ნუგეშად ჰქონდა, რომ ლავერდაკს გაუკვირდებაო ეს ბარათი, ვერ გაიგებს, რა ამბავიაო, მომთხოვსო, ამიხსენი, ეს რას ნიშნავსო და პასუხი რომ არ მიუვა ჩემგანაო, იფიქრებს, უსათუოდ ჩემი გაბრიყვება უნდოდა ვისმეო და ამ ბარათს დავიწყებას მიჰსცემს. აბა, როგორ დაიჯერებსო, რომ პატიოსანი ქალი მარტო უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ყმაწვილ კაცთან აპირებდეს მისვლასაო, სხვას ამის მეტს გულშიაც ხომ არას გაიტარებსო, იმოდენად როგორ გაკადნიერდებაო. ამრიგად დარწმუნებულა იყო, რომ ლავერდაკი ბარათს ყურსაც არ ათხოვებს.
მართლადაც, მიუვიდა ბარათი თუ არა ლავერდაკს, მეტად გაუკვირდა. რაღა თქმა უნდა, ფიქრადაც არ მოსვლია ის, რაც ამ შემთხვევაში მოუვიდოდა სხვას უიმისოს. ის მიხვდა, რომ საცოდავი კლარა უბედური ქალია; რომ გულს უღრღნის ქმრის ამბების შეტყობის სურვილი. რა თქმა უნდა, რომ იამა, მარტოდ ვნახავ კლარასაო, მარტოდ ველაპარაკებიო. ამას გარდა, შემთხვევა ეძლეოდა, რომ თავის დაუძინებელს მტერს, თავის მამის მკვლელს ყველაფერი შხამად ამოადინოს. რაკი ყველაფერს გაუმჟღავნებდა კლარას, ერთბაშად მოუწამლავდა სიცოცხლეს ბედნიერს ქმარს და სულდაბალს მამისმკვლელსა.
– ჰო, ჰო, – სთქვა თავისთავად ლავერდაკმა. – დავუნიშნავ დროს და ადგილს და იმ ქალს ვინახულებ. მე ვაჩვენებ ბარათსა, რომელშიაც ის ავაზაკი აღიარებს ვალს, ეგრე ურცხვად გადახდილს. მე მორტალის ჯავრს ამოვიყრი ისე, რომ არც კი ზმანებოდეს.
დიდის თავაზით მოჰსწერა კლარას: „მე ლოდინს დაგიწყებთ ერთის ჩემის მეგობრის სახლშია; ჩემი მეგობარი თვითონ რომში წავიდაო და სახლი მე ჩამაბარაო“, და ბოლოს დააწერა, რომ ის სახლი ბოჟონშიაო და იმით არის შესანიშნავიო, რომ წითლად შეღებილი გალავანი არტყიაო.
ეს პასუხი რომ მიიღო, დანიელ მორტალმა თავის ცოლს წაუკითხა და რადგანაც კლარას დიდხანს დამწყვდეულს ვერ შეინახავდა, ჰსთხოვა, რომ მიჰსწერეო და ხვალ საღამოზედ დაუნიშნე დროო. კლარამ ეხლა კი გადაწყვეტილი უარი უთხრა, თუმცა მორტალი არწმუნებდა, რომ ლავერდაკს არა დაუშავდება რაო, მე მარტო ვალი მინდა დავუბრუნოვო, რადგანაც დიდი ხანია სინიდისს მიმძიმებსო. ხოლო, რაკი ნახა, რომ ცოლი ძალიან მაგარზედ დგას, გულზედ მოვიდა და კინაღამ მოთმინებიდან არ გამოვიდა, მაგრამ თავი დაიჭირა და იმავე გულსაკლავის გულგრილობით აკოცა ხელზედ ცოლს, ჰსთქვა: – „შენი ნებააო“, და გავიდა ოთახიდამ.
მაშინვე გაუგზავნა კაცი ლავერდაკს და სიტყვით შეუთვალა, რომ თქვენი ნაცნობი ქალი დანიშნულს ადგილას მოვაო ხვალ, პირველს იანვარს, ღამის თერთმეტს საათზედაო.
ის ღამე კლარამ დიდის მწუხარებით გაატარა. ისე მოეშალა ძარღვები და ავად გახდა, რომ თვითონ მორტალიც კი შეშინდა. მორტალს მაინც კიდევ უწინდელებრ აღტაცებით უყვარდა და სწორედ იმისთანა გულქვა უნდა ყოფილიყო კაცი, რომ ეგრე გამოემეტნა და ეწვალებინა ცოლი, როგორც მორტალმა აწამა იმ დღეს. ბოლოს კლარა ისევ კარგად შეიქმნა და მორტალს გულზედ მოეშვა. კლარას კარგად დაეძინა და მეორეს დღეს სულ ჯანმრთელად გაიღვიძა, თუმცა თავი კი მძიმედა ჰქონდა. სადილობამდე ქმარი არ უნახავს; იჯდა ბუხრის წინ და ფიქრობდა, როგორ გაიპაროს შინიდამ, რომ ლავერდაკი ნახოს და გააფრთხილოს. ბოლოს მორტალიც შემოვიდა, ძვირფასი საჩუქრი საახალწლოდ მოართვა და თავაზით უთხრა:
– მომილოცავს ახალი წელიწადი, ჩემო კლარავ! დღეს როგორა ხარ?
პასუხის მაგივრად, კლარა წამოდგა, გაიმართა ტანში და მწყრალად ჰკითხა:
– მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პასუხი გაგიგზავნიათ ლავერდაკისათვის. დღეს მიდიხართ იმის სანახავად?
– დაგვიანება აღარ შეიძლება, – უპასუხა მორტალმა; – მაგრამ ნუ გეშინიან, არც ლავერდაკს დაუშავდება რამე და არც მე.
სიტყვის გაგძელება აღარ უნდოდა მორტალს, თავი დაანება ცოლს და გამოვიდა ოთახიდამ. კლარას უწინდელზედ უფრო მეტად მოუკვდა გული. იქამდი გაშფოთდა მწუხარებისაგან, რომ ყველაფრისათვის თავი გამოიმეტა. დაარიგა თავისი გოგო, რომ ცოტა ხანს გაეტყუებინა საითმე კარის მცველი, თვითონ ხელდახელ გადიცვა წამოსასხამი, გაიპარა სახლიდამ და გავიდა ქუჩაზედ. კინაღამ საცოდავს დამბლა არ მოუვიდა, რომ მარტო ნახა თავისი თავი ქუჩაში ბნელა ღამეში. მაგრამ ღონე მოიკრიბა და გასწია ალალბედზედ, რადგანაც არ იცოდა, ბოჟონის უბანი საით იყო. ამ სახით თვითონაც არ იცოდა, როგორ და რა გზით მივიდა ელისეის მინდვრებზედ. საოცარი ეს იყო, რომ რამოდენადაც შორს მიდიოდა, იმოდენად უფრო უწყნარდებოდა გული. ბოლოს ყოველივე შიში გადუვარდა გულიდამ და ეხლა თუ ეშინოდა რისამე, მარტო იმისი ეშინოდა, ქმარს არ შევხვდე ლავერდაკის მაგიერო. ლავერდაკის ნახვას კი სულით და გულით ნდომულობდა.
– ახ, ნეტავი შემხვდეს ვინმეო, გავაქციო იმ უბედურის საშველადაო, ამბობდა გულში და მოუსვენარის თვალით აქეთ-იქით ეძებდა, იქნება ერთი კეთილი კაცი გამომიჩნდესო, რომ მიშველოსო და ვისხნა ის საწყალი ყმაწვილი კაცი ფათერაკისაგან და ვინ იცის, იქნება სიკვდილისაგანაცაო.
სწორედ ამ დროს ნოელ რამბერი შეხვდა.
რასაც შიშობდა საცოდავი ქალი, სწორედ ის მოხდა. დანიელ მორტალმა ჩაიდო ჯიბეში დამბაჩა და გასწია ბოჟონს. დანიშნულს საათზედ ლავერდაკმა კარი გაუღო და დაინახა თუ არა დანიელი, ფერი ეცვალა.
– თქვენ, მგონია, მე არ მელოდით! – უთხრა დანიელმა.
– სრულებით არა, – უპასუხა ლავერდაკმა და გონზედ მოვიდა მის შემდეგ, რომ გულში ერთ წამად გაურბინა, ნუთუ კლარამ ეს მახე დამიგოო.
– მოწყალეო ხელმწიფევ, – უთხრა მკვახედ მორტალმა, როცა ყმაწვილმა კაცმა შეიყვანა ერთ პატარა ოთახში. – თქვენ ერთი ბარათი გაქვთ, რომელიც მე არ მინდა, რომ სხვის ჯიბეში იყოს. ჩემს ხელნაწერებს მე თვითონ ვინახავ ხოლმე. მე ძალიან მადლობელი ვიქნები, რომ დამიბრუნოთ.
– ნუთუ თქვენმა მეუღლემ თქვენ გამოგგზავნათ აქ თავის მაგიერ? – უპასუხა ლავერდაკმა, გულთხელი დაიკრიფა და რაღაცას მიეყუდა.
– ჩემი მეუღლე აქ არაფერს შუაშია. თუ თქვენ ბადეს მოხვდით, დამიჯერეთ, ეგ მარტო ჩემი უნარია. ეხლა ჩვენ მარტონი ვართ, ერთმანეთს გულდაგულ უდგევართ და მე ვითხოვ, მომცეთ ის, რაც მე მეკუთვნის.
– უკაცრაოდ, ეგ ბარათი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არა თქვენ და მგონია, ძვირადაცა გაქვთ გასაღებული. მერე ვინ გითხრათ, რომ მე მაქვს?
– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლაც თანა გაქვთ. თქვენ დაპირებული ხართ, რომ თან მოიტანდით და რადგანაც პატიოსანი კაცი ხართ, სიტყვას არ გასტეხდით.
– მადლობელი ვარ კარგის სიტყვისათვის, მაგრამ მაგისთანები ვერაფრად უხდება თქვენისთანა კაცსა.
ეს რომ უთხრა, ლავერდაკმა უნებლიედ გადახედა ანდალუზურს სატევარს, რომელიც სტოლზედ იყო. მორტალმა ამ ამბავს თვალი მოჰკრა და როგორც კარგმა მოჭიდავემ, ჩუმ-ჩუმად ჩაიცინა.
– ხელმეორედ გეუბნებით, ჩემთვის ძალიან საჭიროა ბარათი, რომელიც ეხლა ჯიბეში უნდა გქონდეთ! – უთხრა მორტალმა წყრომით და ხმა აიმაღლა.
– მეც ხელმეორედ გეუბნებით, რომ თავის დღეში ვერ მიიღებთ! – უთხრა ლავერდაკმა მისებრ ხმამაღლა: – თქვენ ხომ უიარაღოდ არ მოხვიდოდით და აი, მომკალით. თქვენი შესაფერი საქმე და თქვენი ხელობა ეგ არის.
– უბედურო! – დაიძახა მორტალმა და ფერი ეცვალა.
– განა მე ყველაფერი არ ვიცი! – განაგრძო ლავერდაკმა.
– განა თქვენს უნამუსო სახეზედ არ შემიძლიან დავაწერო: კაცის მკვლელია-მეთქი!
– მაგისთანაები აქ უადგილოა, – წარმოჰსთქვა მორტალმა. – მე მინდა, ეგ ბარათი ხელში ჩავიგდო და თქვენ მომცემთ კიდეც.
ლავერდაკმა თვალი თვალში გაუყარა, გული მოიცა, კინაღამ სატევარსაც ხელი არ წაავლო და ხმამაღლა შეჰყვირა:
– არასდროს! არასდროს!
სწორედ ამ წუთში რამბერმა თვალი მოჰკრა, რომ შავწვერიანმა კაცმა სწრაფად წამოავლო ხელი სატევარს და როცა პატიოსანმა მუშამ შეამტვრია ფანჯარა და ჩახტა ოთახში, ყმაწვილი კაცი თითქმის მოკლული იყო კიდეც.
(შემდეგი იქნება)
____________
1 ორს დეკემბერს ნაპოლეონმა მესამემ უღალატა რესპუბლიკას, მისი მომხრენი დაქსაქსა და თვითონ დაიჩემა იმპერატორობა საფრანგეთისა.
![]() |
6 სხვა-და სხვა ძველი ლექსები |
▲back to top |
![]() |
6.1 ლექსი მეფე თეიმურაზ მეორისა |
▲back to top |
ლექსი მეფე თეიმურაზ მეორისა [1]
მე უსწავლელსა ვით მეძლოს, ვისზედ ვსთქვი ანბანთქებანი?
ბრძენს უნდა ექო იმისი ციმციმი, ბრწყინვალებანი,
მინდა რუსთველსა შევჰკადრო სიტყვითა ბაასებანი,
ვჰკითხოთ, რაზედ თქვა ლექსები ტკბილი, ღრმად მეტყველებანი?
ვუთხრათ: რად დაშვრი ტყუილზედ, რაც სთქვი, არ იყო წესიო,
ამას მოწმობენ ქართველნი, იმერელი და მესხიო,
არქვით მათ თქვენი ნათქვამი - ნეტავი მე მასესხიო -
დიდათაც გამომადგება რუსეთსა მისი ლექსიო!
ნესტან-დარეჯან ვინ იყო, რომ აქო დაუცხრომელად?
ტყუილის ტარიელისთვის სტირს ცრემლის შეუშრობელად,
როს ღრმა ლექსებით შეამკობს მათ ენა დაუშრომელად,
წყნარათა ვკითხოთ, არ გაწყრეს, არ დავრჩეთ შეუნდობელად.
აწ მოგახსენებ, რუსთველო, რაც ჩემი სიტყვა არი სად:
ნესტანჯარ ესრეთ გიქია, არ თუ სხვის შესადარისად,
„თინათინ მზესა სწუნობს"-ო – თქვენ ბრძანეთ – ქებად კმარისად,
ცუდმადს მიჯნურსა ახელებთ ერთმანეთს გასახალისად.
არ გაგონილა ინდოეთს ნესტან-დარეჯან ქალადა,
არცა ტარიელ კაცს ერქვას - გიწოდებია ძალადა!
არაბისტანში თინათინ არ იყო ბროლ-ფიქალადა,
ვერც ჰპოებთ ავთანდილსაცა მის ეშყით დანამთვრალადა.
არა ყოფილა ფარსადან ექვს სამეფოზედ მჯდომელად,
არცა განთქმული ინდოეთს, რომ ყოფილიყოს მფლობელად.
გამოჩნდით მათთვის, ღირს ქმენით რას ლექსის შესამკობელად,
ტარიელ, ნესტან-დარეჯან სთქვი ერთმანეთის მდომელად.
ეს შვიდნი სახელმწიფონი დიდნი, ვარგნი და არავნი,
არც მჯდარა მეშვიდედ მეფედ სარიდან მტერთა მზარავი,
არც კაცი, არცა ჰქონია სახლი, სამყოფი, კარავი,
გაკეთებული სიბრძნითა - არ არის დასაფარავი.
არ თქმულა მეფედ არაბეთს როსტევან სახელდებულად,
არც მის ასულად თინათინ, რომ სხვას ვის ეთქვას ქებულად,
ვერც ავთანდილზედ მემოწმნენ იმისთვის თავდადებულად -
დაგისახავსა ტყუილად მიჯნურებ ცეცხლმოდებულად!
თქვენი ღრმად მეტყველებანი უცხო რამ, საკვირველია,
თუმცა მართალზე თქმულიყო, რა ტკბილი საკითხველია!
„ვეფხისტყაოსნის“ ლექსები სხვას ლექსთა გამკიცხველია,
საქართველოსა კაცთათვის სატრფო და სასურველია.
შენი ნათქვამი საღმრთოდ თუ საეროდ მოიხმარების,
სჯობდა მას ზედა თქმულიყო, ვის მზე არ შეედარების,
ევროპიაში რომელსა ბნელი არ მიეკარების,
ვინც რომე ნათლობს ნიადაგ, შუქი არ დაემალების!
მიგება ბრძნის რუსთველისაგან, მისვე მეფის მეორის თეიმურაზისადმი, და მისგანვე პასიხად ნათქვამი
ძმანო, არ ძალმიცს პასუხი არ მწარედ, არცა ტკბილადა,
ეს ვერ შევიტყვე: მოდავედ ჩემზედ ვინ ატეხილა-და?
ექვსასის წლის მკვდრის ბაასი აროდეს გაგონილა-და!
მელექსე მელექსისაგან არას დროს დანდობილა-და!
ვინ არის ჩემზე მეტყველი? - შეტყობა, დია, მსურისა:
თუ ვინმე დიდი კაცია, მიგდება უნდა ყურისა,
არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,
ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა!
დიდის გვარისა თუ იყოს, ან კარგად ხსენებულიო,
ან მეფე საქართველოსი, ანუ თუ უფლისწულიო,
რასაცა გეტყვით, უამბეთ ეს ჩემი სიტყვა სრულიო,
მკვდრის ლაპარაკსა რას აქნევს, კაცსა არ ედგას სულიო?
როდესაც საქართველონი იყო ხელმწიფის ერთისა,
მაშინ მას ჟამსა მე ვიყავ შინაყმა თამარ მეფისა,
კურთხეულმც არის ხსენება მპყრობელის დიდის ქვეყნისა,
იმისგან პატივცემული ვახლდი მდივანი სეფისა.
ფილოსოფია მესწავლა, წიგნი მეკითხა ბევრიო,
მოსწონდა ჩემი მდივნობა, ვის მორჩილებდა ერიო,
მიბრძანა: რადგან ცოდნა გაქვს, ლექსები გამოსთქვენიო.
გინახავს ყველას, მოგწონსცა სულ ჩემნი დანაწერნიო.
რადგან მიბრძანა, არ მქონდა მე საქმე დასაღონები,
ვპოვე ამბავი, ლექსად ვსთქვი, ვეჭვ, იყოს მოსაწონები,
საღმრთოდ, საეროდ სრული და რა ტკბილად გასაგონები!
კაცთათვის საკითხავადა სურვილით მოსანდომები.
უთქვამს, თუ: ცუდი შაირი მე ცუდად ვისზედ მეთქოსა?
ტარიელ, ნესტან-დარეჯან ტყუილად სიტყვით მექოსა,
ავთანდილ თინათინითურთ ზრახოს, არ ესახელოსა,
რად უნდა ცილსა მწამებდეს, ჯავრითა გამახელოსა?
როს ქვეყანაზე ვცხოვრობდი, ვიყავცა გალაღებული,
ხელმწიფე მყვანდა მაღალი, დიდადაც გადიდებული,
მას დროს ქართველნი არ იყვნენ მტრისაგან შეწუხებული,
მხიარულნი და შვებულნი ლხინობდენ გახარებული.
პაპას შენს - შენგან უკეთეს ჰქონდა მას სიბრძნე გულისა, -
მასაცა უთქვამს შაირი მიჯნურთა დადაგულისა,
ვინც წაიკითხავს ჩემს ნათქვამს, - მიგდება უნდა ყურისა, -
ჩემმან ლექსებმან ერთს ჟამსა პაპაცა გაგიგულისა.
რაც სიბრძნით ლექსები მეთქვას, დაგიგდებთ ქართველებსაო,
მიჯნურობისა საქმესა სიტყვას დავწერდი მთელსაო,
ევროპიაში ვის აქებს, რომ არ შეუდრის მზესაო?
თუმცა აგრეა, ჩემს მეტი ვერ იტყვის შესაფერსაო!
თუ მე მაგ დროსა მეცოცხლა, გაგიმარჯვებდი მე დია,
ვისაც შენ აქებ, მაგაზედ კარგს ლექსებს გამოვთქვემდია,
რას სიტყვით შევამკობდი-და! - შენ კარში გაგაგდებდია!
რადგან შენს საქებრად დარჩა, მას არ ჰქონია ბედია!
____________
1 ამ ლექსს სათაურად აწერია: ყოველთა მელექსეთა უმჯობესსა დიდსა ფილოსოფოსსა, მცოდნესა ბრძენსა რუსთველსა ზედა, ბაასი მეფის მეორისა თეიმურაზისაგან პეტრე ბურღს.
![]() |
6.2 იოსებ ტფილელმა შეუთვალა ეს ამიცანა იაკობ შემოქმედელს |
▲back to top |
იოსებ ტფილელმა შეუთვალა ეს ამიცანა იაკობ შემოქმედელს
სიბრძნემ თავისა თვისისა, სახლი იშენა გებული,
მას შვიდნი სვეტნი შეუდგნა, შვიდნივე მწინდა გებული,
სიკვდილით მოკლა სიკვდილი, დაიხსნა ცოდვით კრებული,
ამისი ახსნა თქვენგან მწადს, ვიცი კაცი ხარ მცნებული.
იაკობ შემოქმედელის ნათქვამი პასუხი.
სიბრძნე ქრისტეა და სახლი უბიწო მისი მშობელი,
მუნ შვიდნი საიდუმლონი ჰყო მტერთა დასამხობელი:
სიკვდილი ჯვარცმა ქრისტესი ლახვართა დასასობელი,
თვით-მცნობსა, ცნობა გებრძანა, რას გკადრებ მე უცნობელი!
![]() |
6.3 დავით მღვდელს ეთქვა ურია ყოფილსა, ზაქარია გაბაშვილის მოძღვარზედ გიობა უფერული |
▲back to top |
დავით მღვდელს ეთქვა ურია ყოფილსა, ზაქარია გაბაშვილის მოძღვარზედ გიობა უფერული
ძე ღვთისა ქვენად კაც იქმნა, ადამს მიესმა ძახილი,
სვიმონს და ნათლის მცემელსა, ხელ მკლავს ჰქონდათ მუდახილი.
ჩვენს პატრიარხს აუვედრებენ, გააკეთე გაბას-შვილი,
მან გმო თავისი მოწავე სატანას ექმნა ყმა შვილი.
ქართლსა და კახეთს მოძებნა, იპოვნა ერთი უცები,
კათალიკოსად დაგვისვა, განჰკვირდენ ბერნი, ხუცები!
სამს ეპისკოპოს ერთს კვირას შეუკრნა ხელნი, ტუჩები.
ტიფილელსა და სამებელსა, ურბნელს წაართვა კვიცები.
სად მართებდა და სად არა, მარად იძახდა ნუ ჰსწირამ!
სამღვდელო ასე ეგონა, ვით ნოემბრისა ბუზი რამ.
კირილეს მეტად მტერ ექმნა, მან უპასუხა წუწკი რამ,
იმ ზაქარიამ ხუცესმა ლომებრ ამოჰკრა კუდი რამ.
იმ ხუცესმან, მავნებელმან ვნებულ-ჰყო ქართლი, კახეთი,
ყველა ჭანგში დაიჭირა, ხელ-ფეხს უკრემდა მახეთი!
არც პატრიარხებს ჰსჭერია, საბერძნეთი და ვლახეთი;
უფრო ქვეშ-ქვეშ მთხრელი იყო დამშვიდებულის სახეთი.
მან ცხადი უსამართლო ქნა. მდივან-ბეგს იოანეზე
სრულ ხელი ააღებინა სახლსა და არე-მარეზე;
შეაგდო და პატიმარ ჰყო, ოთხსა და ხუთსა მთვარეზე,
შეუტყო მეფემ ერეკლემ, პირს შესდვა მინდორს მწვანეზე!
არ შეუშვებდენ ქარავანს, განჯაშია წასასვლელად.
ორის თუმნის გულისათვის მეფეს მოუხტა სათქმელად;
არ მოეშვა, გაისტუმრა, ხანის ხელით დასატყვევლად,
მან ხელი ჰკრა, სულ დაჰყიდა აღარ უტევა თავ მრთელად.
საქმენი ჰქმნა საკვირველნი, ცხოვრებაში დასაწერი,
ცილი დაჰსდვა ქართლს და კახეთს ჯოჯოხეთში გასაწევი;
აღმოსავლეთს და დასავლეთს საძრახისად მისაწევი;
თვითან ხელ-ფეხ შესაკრავი, დასარჩობლად ასაწევი.
ამპარტავნების ეშმაკმა გარ შემოავლო არშია,
ლომებრ უყვირა, აძახა, ვერ დაეტია ტანშია;
ცოდვის უფსკრულსა ჰშთაზიდა, ხელთ მისცა თვისი მაშია.
რა კაი საქმე იმან ჰქმნა, ნუმც გაერევა ჯარშია.
მიმოშლად იწყო გალობა ქართულს ენაზე თქმულები,
ხმაც შეუშალა და სიტყვაცა, ჩაურთო შიგ სპარსულები.
მე ვუთხარი გლახას ნათაძეს: შენ იმას უგდე ყურები,
იშალა სრულად გაგიჟდეს, გაუწერეს წმინდათ სულები.
სულით, გულით და გონებით ანგარებას გარეულმან,
ვის ავათ-მყოფზედ ილოცა, ვერ მოიხედა სნეულმან!
სიტყვა სთქვის ასეთ-ასეთი, ვით ანგელოზში რეულმან,
ეს რა საქმე ჰქმნა იმ კაცმა ხუცესმა კვინოპ-გრძნეულმან.
ცილებით წყლულება დამდვა განრისხებულმან სონლულმან,
ვეღარც განმკურნა სამღვდელომ და ვეღარც მეფემ ლომ-გულმან.
ჭანგი დამკრა სამსლით სავსე, რა ვჰქნა დამწვარ დადაგულმან?
ზედაც დამართო შიმშილი, ირაკლი სახელი – დებულმან.
გამოჩნდა ჩემი შემსმენი, რომელს მიეგო სამართლად,
არკადი სიძვით ნაშობი, ხელში მომეცა ბარათად.
ეკკლესიაში მიამბო. ანასტასიამ ნამაქად,
მეფის და პატრიარხისგან სამართალს ვითხოვ მარაქად.
სამნი ცუდ ფილასოფოსნი სახლში იშენა მეტეხში,
იოსებ ჯანდიერის ძემ, სახლში იშენა მეტეხში;
კვირას დღეს მწირველი იყო, არკადი უდგა მას მხარში,
მის მაყურებელს მოძღვრის ცოლს კბილებში ჰქონდა ხაშხაში.
კბილები იწყლა საბრძოლად მან ეშვმან მაღნარისამან
ისწავლა მან წყალში ცურვა, ვით შვილმან მენავისამან;
დედათ პირთ ფარდა ახადნა მოქმედმან მიმოსვლისამან,
მან შეიკრიბნა თაბუნნი მამქნევმან ბასრის ხმლისამან.
ზაქარია გაბას-შვილი უწინ იყო რის მოქმედი,
მან ჰგმო ანტონი მეფის-ძე მისი კეთილის მოქმედი,
ეშმაკებსა გაეზრახა, მათ ექმნა წინამორბედი,
განსუქნა და განსხვა, განზრქნა, დაუტევა შემოქმედი.
ხორცი ჰსთქვა ქრისტეს ჩვენისა გარე-შემოუწერლათა
ყივთთა და აბაშთ ემჰსგავსა, სამხრეთს გავარდა ველათა
სული მისცა ჯოჯოხეთსა, ცეცხლი მოიწვა მწველათა,
რომელნი ურჩნუნ მის სიტყვას, უკან შეუდგნენ დევნათა.
ვერ ვნახეთ მისებრივ კაცი ურცხვი, პირ მიუტეხელი,
ძმათ-მოძულე, დამკარგავი, ქართველთა მკვდართა მკრეხელი;
სისხლის სმითა გაბერილი, წაღმართ–უკუღმართ მხედველი,
ვინც მოატყუის იამის იუდებრ ვეცხლის მხვეჭელი.
ზენონს რა რჯიდა საწყალსა, უგუნურსა და სულელსა,
სამსჯავროს წარსდგა იქადდა, სიტყვას ანპარტავნულელსა.
წინა განმზადა უფალმან, სიტყვა მცა უნაკლულესსა,
ხელთ მომცა საჭეთ მპყრობლობა, ნავს ვიხმარ, უდაბურებსა.
ღმერთმან ლევიტელთა ტომებში გედეონს მისცა მხნეობა,
მადიამელნი აოტნა, ხელში წაართვა მძლეობა;
იეროსალიმი იხსნა, მან შექმნა მთვარე მზეობა,
შვილნი ქრისტეს შეუდგინა, მიეცათ კვართზედ მნეობა.
შენ მოგიწერ საყვარელსა პართენს ელიოზას ძესა,
ორს პატრიარხს ემსახურე იუდიანთ მეფის მზესა;
შენს მამათ პაპათ საუნჯე მცხეთას საყდარში გიძესა,
გაასპეტაკე, მიუპყარ ოდეს მოვიდეს სიძესა.
წიგნი მიერთოს მეფის ძეს და არა ურია ქეტელსა,
ვლადიმერის ბრწყინვალებას, ქართლს მცხეთა ცხოველს სვეტელსა;
სასანთლეზე მნთებარესა, კელაპტარს დაუშრეტელსა.
მისს მტერთ თვალით დამშრეტელსა. მდის ფერხით მტკეპნელისაა.
![]() |
6.4 ამისი მაგიერი უპასუხეს დავითს, ზაქარია მოძღვრის ერთგულთა ვიეთმე. |
▲back to top |
ამისი მაგიერი უპასუხეს დავითს, ზაქარია მოძღვრის ერთგულთა ვიეთმე.
ეგ შენი ენა, გულთა სატკენა მესმის, ვეჭვ მწვირე აღმოგედენა,
არა გაქვს თმენა, მით რომ არ გრცხვენა,მოიჭერ ენა, ავთ ნაყოფთ მფენა,
მძაფრ იწყე რვენა, მოყვასთა რქენა, ამით შეუქმენ ყოველთა წყენა,
მოგაკლდა ლხენა, შეგექმნა ქშენა, მოგხვდა პალატით შორს გადაფრენა.
ცასა ქვეშე მოვლენ სრულიად, აწ იმყოფები ქალაქსა,
საქციელ, ქცევა-სიტყვითა შეგადრი პეტრე დალაქსა.
მეწვრილმანობა შეგფერობს რომ ჰყიდდე საკმელ და ლაქსა.
ნაყოფნი შენნი გსწამებენ, აღზრდილხარ ავსა ალაგსა.
ვარსკვლავთა რიცხავ. ალექსის კიცხავ, ამით გჭირს მეტად საქმე ავები,
სახელი უცხო დაიგდე, ურცხო, როდეს წარმოჰსთქვი, სიტყვა მწვავები.
მოლომონ გწამეს არ ცილს შეგწამებს აზრუმში გისვამს ცხელი ყვავები, მორდალი მოგწერს ამით გარ–მოგწერს დედუკას გშვენის დალალ-კავები
რად იქმნები უცხოდ ზრდილი თაქთაქიანთ ვეცხლით ფრთილი,
შენ გაშინებს შენი ჩრდილი, ოსმალთში ხარ გამოცდილი.
ცუნდრუკობით გაქვს ხადილი, აღგისრულდა არ წადილი,
რადგან გხურავს თავს მანდილი, პაღურსა გცემს შენ თანდილი.
ექსორიობა მოგატყვა, არკადის შურით რკენამან,
არ მოასვენა მხატვარი მაგ შენმა შმაგმა ენამან:
მრავალი გავნო შენ, დავით, მაგისმა გამოჩენამან,
რა ეგ იხილე მუნითგან მიგრიდა თვალთა ჩენამან.
მდივნის-შვილი წინა-მძღვარი შენზე მდივნობს, კალამს იღებს,
რაც ბეჭებში დაუმალავს, თავში გესვრის გამოიღებს.
ვინც რომ სიტყვით დაასრულე, მათ წილ დავას შემოიღებს,
შენის ფინთის გულისაგან მყრალს პასუხსა წამოიღებს.
ურიათ-გვარო, შემცდარო, თაქთაქთგან გამო-ნაცემო,
არკადის ნაპაღურევო, ბაჭკაშვილისგან ნაცემო,
ლანძღვის არ დასაჯერებო, ჯოხით და კეტით საცემო,
მოჰკვეთე დავით შენ შორის ეგ . . . . . .
დავით ქვეუნისა მგინაო, სოიკელმა შეგარცხვინაო.
საჭმლისთვას მუდამ მდრტვინაო, ძილქუბო მყრალად მხვრინაო.
დათვებრივ ოთხზე მარდღვინო, კატებრივ ფრინვით მსრსინაო,
ქვეყნისგან დასაცინაო, სიმთვრალით პირქვე მძინაო.
ვიცი, არ დაჰსთმობ, დედუკავ, ესდენ შენზედა თქმულებსა,
წახვალ, მოსძეინი შემწესა ქრთამად გაიღებ ფულებსა,
ბრმასა და კოჭლსა გელიას წააწყმნდილებ სულებსა,
მისსა კნეინა შენგან წყლულს დაადებ მალ-მალ შულებსა.
ეგებ გეგონოს, დაუთხან, რომ გვეშინოდეს ბრმისაგან,
რა შეუძლია რა იცის, დამბრმალსა დიმიტრისაგან,
ეგების გქონდეს იმედი, მაგისის ავის ყბისაგან,
ავ-ყბას რა უნდა იკითხოს აბრამა მუშრიბისაგან -
მუდამ აყივნებ მამათა, მით ემჰსგავსები ქამსაო.
რადგან არ ჰსდგები, არა წყნარობ, შენი გაკრეჭა ჰხამსაო,
შენსა სიგიჟეს, ხუცესო, განჰკვირებულა ხამსაო,
შენ ჟამსა სიკვდილისასა ვეღარ იშოვნი ხამსაო.
ნუ ერწმუნები გელიას, შაირი იცის ნასები,
ნურც ოსეს ძესა დიაკონს რომ არის განაპარსები;
მანუჩარ მოგცემს წინწიბურს, რადგან გყავს ეშმაკთ დასები,
გაშმაგებულხარ, ხუცესო, ორ კულად დაიფასები.
შაირს ახშირეს, დედუკა, არ ლამაზ ნარნარებსა,
ზოგთ აქებს, ზოგთა საქიქთა ლექსთ ხშირად მიაკარებსა;
ბაზარში ჩხუბობს დამთვრალი, ხმარობს კეტსა და სარებსა,
ღამით სახლებში უხდების, ამტვრევს დახშულსა კარებსა.
მიდი, დავით, ბრმას მიმართე არავინ გივის მისგან კიდე,
ართვენ ლექსნი პირველ ოთხნი და თუ სამი გააშვიდე;
საღმრთო სული განიოტე, მადლთა შენგან აღმოფხვრიდე,
ჯოჯოხეთი გაასახლე, სატანასთან მარად ზმიდე.
გიყვარს ჭორი, მითქმა-მოთქმა და ზღაპარი მდედრი, დავით,
მხევლებრ მტერობ. ენას მახვავ, არა მამებრ ლესავ დავით,
გსურის შიკოთი მიცმა-მოცმა დიაცებრი ვითა დავით,
გაგიცუდდა რკენა. მღერა და ყუმარი მღერა დავით.
შემწედ მაჰყავ მიიშველებს მარკოზიანთ ზაქარია.
შენი ყოვლი სიავკაცე თითო თითოდ აქ არია,
გაგიშმაგდა ჭკუა ხელად რა ცოფია რა ქარია?
თქმულნი შენნა ყველა კაი ადაფხნური შაქარია.
დავითს უჩივის გინებას ორბელიანი ჭაბუა,
ამბობს: მტრად გარდამეკიდა იუდიანთა რაბუა,
გვეტყვის: მიხედეთ, რასა ჰგავს ბუკიოტია რაბუა,
გჯობს მასპინძელი მსტოვართა ნამუსით მდედრი რაბუა.
ბაზარში გპოეს დამთვრალი, ტალავრულმა და წიწამა.
დოლენჯის შვილმა მიქელმა სიბოროტეზედ გიწამა,
სამთავ იზახეს, დედუკა, აღავსო ყოვლმა ბიწამა,
მისნი საძაგნი საქმენი ვეღარ დაჰფარეს მიწამა.
რას ამპარტავნობ, ქეშიშო, ქრცხინვალელი ხარ ურია,
ურიათ ქრისტიანეთა მუდმისად სისხლი სწყურია;
არ შენის ბოროტებითა. ესე რა მოსასურია,
ესე ყველაი შენგნივ გჭირს, სხვათ ნურვის ნუ ემდურია.
ავ-ყბავ, ავ-გვარი, ავენავ, რა დაიჟინე გინება,
როს შეექცევი ბოროტად ის არის შენი ლხინება:
ქალაჩუნობა დედლური ხომ შენმან გულმან ინება,
ავი ხსენება ამდენი ნურვისგან ნუ გეწყინება,
ჩაფუტო, ჩინჩავატურო, მრავალ ჯერ აზრუმს რებულო
ნაქვრივალო და ნათრევო, თაქთაქის ძისა ხლებულო;
მაგიას მყრალო სხვის შვილო, ორისავ სოფლის კლებულო,
როსკიპებს და დიაცებში ავ-გვარად ბრალ–დადებულო!
ნაზათ მრხეველო, წერწეტო, ყელ ბროლო., მინავ სათუნა,
ტრფიალთა შენთა მომკვლელო, მზისებრივ მოკამათუნა;
რა გნახა შენმა გელიამ თვალები დააფათუნა,
განა ვერ გიცნობთ, დათუნავ. . . . . . . . .
დავითის შმაგად ქცევასა ნეტარ, ვინ მასწვდებოდისა,
თაქთაქის შვილის ნასყიდი, ტრაპიზონს რად დარბოდისა?
აზრუმში დასდგა, გამართა კრცხინვალს ამბავი მოდისა,
ძაგიას გვარის შვილია ჭკვა როდის შერჩებოდისა.
თუ შემცდარი არ ყოფილა, ახლა ნახეთ მისი ჭკუა,
სახლი დაღმენ გამოაგდეს. მხატვარი ჰყავს კიდევ შუა
თავში ტვინი აღარ უძევს სირეგვნმა მოატყუა,
ტეტია სცემს კბილებშია, მოუნდება საჭმლად ფუა.
ბერსა ხოჯას და ჭაბუას გვწადს, დავით, შენი ყივნება,
ბევრჯელ გვინახავს აზრუმში შენი ფალავნად რკინება,
სტამბოლში გალანძღული ხარ, ჩვენგან რად გინდა გინება,
მარკოზის შვილის ცინგლები ტუჩზედაც დაგედინება.
შენებრ გიჟი არ მინახავს არცა ყმა და არცა ბერი.
ზაქარია როდის მოგცემს, თავრიზს ჰპოვე შესაფერი:
სხვა კარგი რამ არ გეგონოს საჭმლად რომ აქვს შავი ქერი,
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . [1]
საშოვნელად მოიარე ოდიში, დიდი გურია,
ოსმალოში იწანწალე ვერსად იშოვნე პურია;
ეშმაკსა საჯდომად ყევხარ, როგორც რომ ქორსა თურია,
გიჟი, შემცდარი ურია, ჩვენში ვინ გამოურია.
ძაგიას განაყოფი ხარ რად იქნები კარგი ნაშა,
არსად დაგრჩა უნახავი არც ვეზირი, არცა ფაშა:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავით ურია ყოფილო, რად დამდგარხარ ავსა გზასა,
იქავ ოსმალთ მიაშურე, იქ დაგხვდება ყველა მზასა;
ყავას გასმევენ ჩხირითა, გიმრავლებენ შენა სმასა,
ყოვლისა ავის მომქმედი ეჰმსგავსები ავსა თხასა.
ისევე გაქვს ძველი რიგი განიზრახავ ყველას ავსა,
რასაც სხვისას მოიგონებ ესევე გაქვს შენსა თავსა.
ურცხო, გლისპო, ბევრს გათრევენ გამჰსგავსებენ ნათრევს ფარცხსა,
ზეციერნი ქვეყანითურთ ეშმაკებთან შენცა გრაცხსა.
არა ხარ გმირი მამაცი, გეძახიან ჭაკსა ხრდალსა.
ავის ენის პატრონი ხარ ვერ გაივლი კეთილ გზასა;
რაც ავი გჭირს, ვერვინ ვიტყვით, ხელს ავიღებთ კიდევ სხვასა,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არა თუ სახით წოკია და არცა მესხი ტროკია,
შენთვის აცვია კონკია, გასდის მას ცრემლთა კოკია.
__________
1 აქ და სხვაგანაც სადაც წერტილებია სტრიქონის მაგიერ უწმაწური სიტყვებია ხმარებული და მათი დაბეჭღვა სათაკილოთ დავინახეთ.
![]() |
6.5 ეს მეფის ვახტანგის ნაბრძანებია: საუკუნო იყავნ სახსენებელი მისი სუფევით |
▲back to top |
ეს მეფის ვახტანგის ნაბრძანებია: საუკუნო იყავნ სახსენებელი მისი სუფევით [1]
მე უმცირესმან ძმათაგან, ვახტანგმან სახელ-დებულად,
ვჰქმენ ოთხ-წელ მცხეთა ურბნისი, სადგურ-კამარა გებულად,
ტფილისს სიონი ხელ–ახლა მევძერძე ქანდაკებულად,
ჩემ-თვისცა სახლი სარკისა, შიგ ლხინი მოწონებულად.
სტამბა მოვიღე ვლახეთით. ვამრავლე წიგნთა მელანი,
ქციის რუ ხუნანს წავიღე, გაღმითად მოვრწყე ველანი,
მაშავრის რუ ხომ ტბას შევრთე, შიგ თევზი ჩავჰსხი ყველანი,
ესე მთა მოვინადირე, ვხოცე ირემი მგელანი;
სამართლის-წიგნი დავჰსწერე, მსაჯულს არ უნდა ცილობა,
ვეფხვის–ტყაოსნის თარგმნობა, სხვა წერილთ არ ვჰსთქვა ცილობა,
ჩემ-თანა მყოფთა ჭაბუკთა, უქმნია კარგა-ზდილობა;
ბოლოს მიმიღო სოფელმან, სიმდიდრე მეფეთ- შვილობა.
_________
1ამ სახით არის სათაური ამ ლექსისა დედანში.
![]() |
6.6 თქმული შაირი ბარათასშვილს აბაშის შვილის ორს ძმაზედ |
▲back to top |
თქმული შაირი ბარათასშვილს აბაშის შვილის ორს ძმაზედ
წინას შებმაში მოვიდენ დავით, მერე აბაშია,
თითო ხელი სამკლავეში ამოეყოთ კაბაშია;
თითოს ოთხი თავი მოაქვს, შეიქნება რვა ბაშია,
ჩემიმც მტერი დაესწრება მათ ომსა შებმაშია.
![]() |
6.7 გოჩას თქმული |
▲back to top |
გოჩას თქმული
მთიულნი ცხენსა მოგპარვენ, თუ თვალი დაიხუჭია,
მიბძანდი საციციანოს მოგართვან ბატის კუჭია,
საამილახვარო ბიჭები მკერდ სქელი, შიგნით ფუჭია;
დოიანთ ბარათიანთა ხმალზედ აცვდებათ მუჭია.
![]() |
6.8 თამარ მეფას საფლავზედ ნათქვამი. |
▲back to top |
თამარ მეფას საფლავზედ ნათქვამი
როს გავიზარდე, გავივსე, თავი ცათამდის გავიღე,
მისრეთს ხმალი ვჰკარ, დარუბანდს, მუნ საბალახე ავიღე;
დასავლეთს პალო მოვსჰწვადე, რასსის წყალს გაღმა გავიღე.
ამა უყვლისა მოქმედმან სული ვარძიას დავიღე.
![]() |
7 ანტონ კათალიკოზის წერილები: |
▲back to top |
ანტონ კათალიკოზის წერილები:
წერილი I
ზაქარიას ყოვლად პატიოსანსა ღირსსა მამასა.
ანტონი არხი-ეპისკოპოსი ვლადიმირისა და იეროპოლისა უფლისა მიერ მოგიკითხავ.
თქვენის მაღალ-ღირსების ოდესმე ძეთაგანი მითვე წმიდითა მით პირველებრითა სიყვარულითა და ვსდებ დასაბამად სიტყვისა სიყვარულსა რომელ-არს ნამდვილ სატრფიალო იგი და ყოვლად საყვარელი არსება.
კაცო ღვთისაო, თქვენისა მაგის მაღალ–ღირსებისა მომართ განმაახლები ძველისა სიყვარულისა, ვიკითხავ თქვენსა წმიდასა და უზადოსა ცხოვრებასა თუ ვითარ უწუხრად ჰსცხოვრებ ესდენ შფოთთა შინა და ტყვენვათა ქრისტეს სამწყსოთასა სახლეულითურთ თქვენით.
ველოდი მე მგონებელი, ვითარმედ წარმომიცემდი ეპისტოლესა ნუგეშინის ცემად მწირობისა ჩემისა, გარნა დადგა მოლოდებადი იგი ჩემი და მეცა მენება წელინდელსა ზაფხულსა ოდეს წარმოვგზავნე ტფილისელი ვინმე მოქალაქე საქართველოდ მოწერაი შენდა ეპისტოლისა წმიდითა სინიდისითა, მაგრამ რომელმანმე მიზეზმან დამაბრკოლა და ამისთვის ვერ სადამე აღვასრულე ნებებული იგი მოქმედებით განმგულის-მსიტყველმან მიზეზითა მით ნიშნისა რაიმესა ხილვისათა. ნუ უკვე ჩემზედ გიწურებოდა გული, რათა არა უმეტეს აღმძრველადმცა გამოვსჩნდე. კვალად მენება ოდკისაცა წარმოცემა ატლასსა ზედან დაბეჭდილისა მცნობელსა ვითარმედ სწადს ღირსებასა თქვენსა, გარნა იგიცა მითვე მიზეზითა დავაყენე, მით რამეთუ კაცისა მყოფისა უბადოებასა შინა არა რაიმე საამებელად გამოჩნდეს ვისდამე.
თუ სადმე ჩემის ცხოვრებისა სმენა ენებოს პატიოსნებასა თქვენსა, ნასმენ გექმნების მისისა მის იმპერატორებისა დიდებულებისაგან შეწუალება ჩემი და კვალად ჰრწმუნება ერთა და სამწყსოთა, რომელი უკეთუ თვითოეულად და წვლიდამ შემოვიყვანნეთმცა მოთხრობად, — ფრიად განვრცნეს წერილი, გარნა მე არა მრთელოი ვითარცა იგი სულითა, ეგ სახედ არცაღა სხეულითა, რომელი არა თუ სიმძიმისაგან ჰაერისს შემხდომიეს, არამედ ურთი-ერთ-არს მრავალთა სენთა ერთად ზავებითა.
ვითხოვ თქვენისაგან მამობრივისა სიყვარულისა, რათა განაახლო ჩემდამო პირველი იგი სიყვარული და სიმშვიდისა ურითა შემუსრო კერპი სიძულილისა და თანად ვჰქმნა მეცა ეგე და ორთავე ნამუსრევი იგი ბოროტისა მის კერპისა ძაღლთა მივუყარნეთ და ესრეთ ურთი-ერთს განწრულებულით: სვინიდისითა და წმიდითა გონებითა წარდგომა წინაშე საღმრთოსა საკურთხეველისა ღირსებით განვგმზადნეთ და შორით წმიდა იგი რაისა მიმართობაი ჩვენი კვალად განვიშორისოთ. რომელი იგი ოდესმე მრჩობლობდა ჩვენ შორის სულიერისამებრ მამობისა და ძეობისა განუკვეთელისა და მეგობრობის მებრ განუჭრელისა და ურთი-ერთს ვჰყოფდეთ ლოცვასა ერთმანეთისათვის, რათა თანად ორნივე ღრუბლითა აღტაცებად და ჰაერთა ზედა მიგებებად ღირს-ვიქმნეთ.
ყოვლად უნდოი არხი-ეპისკოპოსი ანტონი
ვლადიმირისა და იერო-პოლისა.
დაიწერა ქალაქსა ვლადიმირს, 1759.
წერილი II
ანტონი კათალიკოსი პატიოსანსა მღვდელსა, უპირატესსა ალექსის უფლისა მიერ გახარებ.
ოდეს იგი იოსიას ვისმე მიერ ახლისა წმიდა წმიდათა და სახლისა უფლისა განწმდებოდა, საკურთხეველნი ბაალისნი დაემხობოდეს, ხვრტუნი განისხირპებოდეს და მაღალნი დაემხობოდეს და ჩვენ ქურუმად მათ მიერ შერაცხილნი განვიდევნებოდით და შენცა ჩვენთანა ზიარვნებისა ჩვენისა იქმნებოდი, გარნა არა თუ ესენი ესრეთ, არამედ იტუოდა მათთვის სული - წმიდა: შემომიკრბენით მე წინასწარ მეტყველნი ბალისნი, რომელნი სჭამენ ტაბლისაგან იუზბულია მთ რამეთუ წინასწარ-მეტყველთა მათ სისხლისათა, რომელთა მალე არიან ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა მართლისასა, განა ინეს რა აქაბისებრნი იგი ნაბოთეს ვენახისა მიხდანი ნემანის მიმართ, გეზისებრნი ვეცხლისა საიდუმლოთა ზედა მოფარდულობანი და ვეცხლი იგი წარწყმედელი მეათორმეტისა არ წარწყმედილისა მის მოციქულისა. არა რა ჰქმნეს სხვაი, გარნა სირცხვილისა საუკუნოსა დადება საქართველოსა ზედა, განბნევა ჩვენ შეკრებულთა, არა თუ სახელისათვის ჩვენისა, არცა მათისა, არამედ უფლისა, რამეთუ სახელითა თვისითა მოსრულთა ჩკენ, სახელითა უფლისათა მოსრულნი, აღგვჭრნეს და განგვანიგნეს და შენიცა სისხლი იგი დათხეული მაშინ აღვიდოდა წინაშე უფლისა სისხლსა თანა აბელ-მართლისასა და ზაქარიასსა, რომლისათვის იყავნ ნება უფლისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხოლო შენ, საეკარელო მეგობარო, უწუოდენ სავსებით ვითარმუდ მაშინდელსა მას შეკრებულებასა ქედ-ფიცხელისა მაგის ერისასა და გულმძიმეობასა მას დაუსწავლელებრსა შურსა რაოდენიცა კიცხევანი და რაიცა ჰქმნეს ჩვენზედა, თავსა ზედან ჩემსა მოუყვანიეს მიერითგან უმსჯავროდ; პატიოსნისა თავისა შენისა უპატიოება უმკვეთრეს განსჭრის შინაგანთა ჩემთა, რამეთუ არა კიდეგან მიზეზისა იუო დასჯილება ჩვენი უკეთურებათათვის ჩვენთა. გარნა შენისა პატიოსნუ- ბისა კიცხევა ავაზაკთაგან და შემრთავთა სახლსა სახლისა მიმართ და აგარაკთა აგარაკისა მიმართ რომელ გეწია მიზეზითა ჩვენითა მეკდიმების ღვთისაგან ჩემისა და შენსაცა განკრძალულსა ღვთის მოშიშებასა ვევედრები, რათა მოტევება ეო ჩემზედა ბრალისა მის, რომელი დასდევ თავსა ჩემსა უპატიოება შენი.
ჰყავ უკვე სიუვარული, ძმაო, და მაუწყენ განცდილისა და ვნებულისა ცხოვრებისა შენისა ამბავნი და დაამენ წუხვანი გულისა ჩემისანი. გარნა ნუ სწუხჩემთვის, ვითარმცა წარწყმიდეს მე მგონებელთა ვითარმედ მიჰყიდეთო. მადიამელთა, არამედ უფროსღა წარმომგზავნეს მე ერისა მიმართ წმიდისა, რომელთასა გონებას ზედა გამოწერასა და დადებასა მათდამი ახლისა აღთქმისასა წინასწარ-მეტყველებს საკვირველი იერემია. მე არცა ერთისა ადგილისაგან მაქვნდა გარეშეწერა განთვისებით რამეთუ, წესი ესე ერის კაცთა არს და არცა ჩვენი, არამედ ყოველი ქვეყანა ჩვენი არს, რომელიცა სავსებითურთ უფლისა არს.
მერმეცა ჰგონესვე მრავალთა მაგათ დალილათა, და ასკალონელთა და აზოტელთა, და გეთელთა რამეთუ ძალნი მღვდელობისა ჩვენნისანი, რათა იუვნემსცა კოწოლთა შინა თმათა ჩვენთასა; გარნა არა ეგრეთ, არამედ სხვა დიდება არს მზისა და სხვა დიდება არს ვარსკვლავთა, რამეთუ დათესვადნი იგი ხრწნილებით და განხრწნადნი სამარესა შინა არა ძალნი მღვდელობისანი არიან, მით რამეთუ მღვდელობა ნაწილი არს პირველი თვითოეულსა ზედა კაცად-კაცადსა მოფენილთაგანი სულისა წმიდისა ნიჭთაგან, რომელნიცა აქა განსწმედენ და მერმესა მას ანუ სიმზევეს, ანუ მთოვარებასა და ანუ სივარსკვლავესს მიანიჭებენ,
ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა, უხრწნელსა, უხილავსა, ხოლოსა, ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდება უკუნითუ უკუნისამდე
ამან.
ჩემმა კრებულმა არხიმანდრიტმა სტეფანემ, მიხაილ, ზაქარიამ და სხვათ სიყვარულით მოგიკითხეს, და ურთი-ერთს გეამბორნეს.
ქ. ჩემს სულიერს დას შენს მეუღლეს და შენს შვილს გიორგის ლოცვა-კურთხევით მოვიკითხავ.
წერილი III
პატიოსანსა მღვდელსა დეკანოზსა, პროტო პრეზვიტერეს ოთეც ალექსის.
ანტონი არხი-ეპისკოპოსი, უფლის მერ მოგიკითხავ.
შენისა ღირსებისა ეპისტოლე მომცა მე, რომლისთვის ვმადლიერ ვარ, ვითარმედ არა დავიწყებულად მრაცხე, მკვდრად, დავიწყებულად. მკვდრად მწყდარი ესე ნათესავთაგან, ძმათაგან, მეგობართა და მოყვასთაგან და თანად ყოველთა მართალთა და ცრუთაგან და ცხადგიყოფიეს სარკესა ზედა გულისას ხატი სიყვარულისა, დახატული ღვთის-სახისაგან ხატებისა მჰსგავსებითა ღვთისათა კალმითა ფრიადისა მის კაც-კეთილობისა შენისათა.
და რად სადამე გტკივი? ესე განაკვირვებს საიდუმლოს გონებისა ჩემისასა, რომელმან არა სადა ვჰქმენ შენთანა ნიში სიყვარულისა, გარნა იგი უფროს დიდ-იყოს კეთილი, მით რამეთუ წარმართთაცა და კაცთა მოქალაქეთა და სოფლისა თანა შეკრულთა ეგრეთ ჰყვან.
ხოლო შენ, ვითარცა ასწავებ ეგრეთ ჰყოფ და ვითარცა ჰყოფ, ეგრეთღა ასწავებ.
მოვედინ აწ სული იგი ყოვლად-წმიდა ჩვენ-შორის, რამეთუ მისითა მით ყოვლისა გარე-შემცველითა და ყოვლისა მპყრობელითა მით ძლიერებითა დაღა თუ სიშორე სადაობითა ჩვენი, მაგრა ერთითა მით წესითა ყოვლად-წმიდასა მას სულსა შორის ერთ და იგივე და მიძღოდენ ჩვენ წრფელსა მას ადგილსა, რომელნი არა ნივთიერისა რისამე შეძინებისა ძლით მოყვას-ვართ აწ, არამედ საღმრთოისა მის ბრძანებისა და მორჩილებითა თანად კრულ და თანა-მყოფ, რომელსა ვერ განხსნის ვერა რა აქა ქვეშეურთაგანი განმკვეთი ხრწნილებაი, რამეთუ ზეცისა ეკკლესიისა მედღე–სასწაულეთა წესი არს ესე.
ჩემისა უნდოისა ცხოვრებისა განწიაღება უფსკრულთა და ღელვათაგან ჭირთასა, რომლისა მომიცუდეს ღელვანი იგი განსაცდელთანი იუწყე დედის დისა ჩემისა გამო მოწერილისაგან ჩემისა ეპის- ტოლისა.
მჰგონებელთა უკვე კაცთა ქართველთა ჩემდა იონა ყოფად ჰგონეს დაცხრომა საქართველოსა ზედა აღძრულთა მათ ღელვათა და პერვათა რისხვისა ღვთისათა და გამოიღეს წილი ზღვასა შინა ჰშთაგდებად ჩემდა. გარნა შთაგდებასავე მეის არა დასცხრეს და არცა დაყუდნეს ქარნი და ღელვანი განსაცდელთანი და მე არა თუ მოვიწიე ნინევად, არამედ ძეთა შორის სიონისათა, სადა არიან მთანი საღმრთოსა სათნოებისანი გარემოს წმიდისა ამის შესაკრებელისა და უფალი გარემოს ერის ამის წმიდისა.
მიხარის ვნებათაგან არღარა სხვა-და-სხვათა განცდაი შენის ღირსებისა და მათცა მათ ვნებათა მოკლება, რამეთუ ძემან ამდაфუნისამან ვუღიანელმან ამან, რომელმანცა აღმართა ძელი შენთვის, სრულიად ვერ მოგაშთო მასზედა, დაღათუ გბრძო, არამედ შეიმუსრნეს მრავალ ღონენი მისნი საბრხენი და სხვა მაქვს დადებულ შორის ჩემსა, რამეთუ განგრძელდეს ჟამნი. მაგრა იგივე დამოეკიდოს ძელსა მისვე ზედა თვის ძლითსა და შენ მის-მიერ განცდილი უმსჯავროდ მამხილებელ-ექმნე ბრწყინვალედ შემსმენელსა მას შენსა ცრუსა წინაშე პირუთნებელისა მის მსაჯულისა ღვთისა; სიტყვისაებრ სულისა წმიდისა სიბრძნეთა შინა სოლომონისთა და ღრუბლითა აღტაცებული ჰაერთა ზედა უფლისა თანა ყოფასა მიემთხვივო, რომელსა დიდება უკუნითი, უკუნისამდე, ამინ.
ჩემს ნათლიას, თქვენს მეუღლეს, და ოთეც გიორგის თქვენს შვილს ლოცვა-კურთხევას მოვუწერ. მოლარეთ ხუცის კაცი გოგია წამოსვლას აპირებს და ამის ხელით დაჰბადებას მოგართმევ.
მდაბალი არხი-ეპისკოპოსი ანტონი,
ვლადიმირისა და იარო-პოლისა,
დაიწერა ქალაქს ვლადიმირს.
მაისის 13, წელსა 1758.
წერილი IV
რუსეთით ანნა-ხანუმ დედოფალთან მოწერილი სამძიმარი მეფის თეიმურაზ მეორისა.
ყოვლად სანატრელისა საქართველოს კათოლიკოს პატრისისა, მეფის იესეს-ძის ანტონის მიერ.
ყოვლად ბრწყინვალესა მეფასა, მისს სიმაღლეს საქართველოს დედოფალს ანნა-ხანუმს.
რაი დაწყება დავჰსდვა საიგაოდ ძნელ-ბედმან აწინდელისა სიტყვისა? რაი ნივთნი სიტყვათანი შევკრინე, ვიკადრებ და ვიტევ? თუ ვჰსთქვა უმაგალითოდ დღეს ბნელ ბედობა კვეთებულისა მომართ, რომელი აქამომდე უდიდესსა შინა დღე კეთილობასა ევნოდა?
შენ ამაღლებულსა ვისმე მაღალთა მეფეთა მოსაყდრესა პორფირისაგან, გულის განსალახვრულად. განშიშვლებულსა, მეფა თამარის საყდრით ქვე დაგვეთებულსა, შენისა მის წილ დიდისა ოლიმპიურისა ბრწყინვალებისა საზაროთაგან, ბნელთა ღრუბელთა დაფარულსა, პორფირ გარდაგებულთა ცხედართაგან, ვაი, ვაი! სავალალოთა და სატყებართა მთხრებლთა შთანარცხებულსა გეუბნვი გონება უქონელი, ყური მომიგდე უბედოსა საიგავოდ, პატიჟებულსა ხელმწიფე-მშობელთა. მშობელთა თუ სთქვა, რომელთაც მიხედვა თვინიერ მახლობელთა ბნელ იყო, ვაი, როგორ ვსთქვა, მრავალთაგან გინებისაცა მიზეზსა დაობლებულსა ატირებულსა უცხოს ყოველთა წინაშე ანდაზასა! მეფე თეიმურაზ ჩემი სატრფიალო, ბიძია, ჩემი ბიძა, ჩემი მამა! ასეთი მამა რომ... ღმერთო ნუ მიწეენ და ძმადაც მოვესწარ, მეგობრადაცა, ღმერთო, ნუ განრისხნები ამხანაგადაცა. ჩემი ამაღლებული ხელმწიფე! ჩემი კეთილ-მსახური და ქრისტეს ერთგული მეფე! მართალი, მშვიდი, ძლევა შემოსილი, თვალ–უხვავი, მოწყალე, მოსამართლე, ჩემი ხელმწიფე მეფე თეიმურაზ ოც–და შვიდისა წლისა ჭაბუკი ვნახე, როდესაც მე ძნელ ბედათ შობილი შვიდის წლისა ვიყავ! მაგონდება მისი იერიქოს ვარდის უმეწამულესი ტუჩები! ზედ მიჯრით ამბრის მარცვალნი რო შლოდა ლალის უელვარეს ბაგებს რომ გახსნიდა და სპარსეთის ზღვიდამ ამოღებულის მარგალიტის უბრწყინვალესს კბილებს რომ გამოაკრთოლვებდა შვენიერად მოხდომილს სახეს რომ ქვე ეკტრის ჯავშნის უმავრილესი ჯუბა შემოხვეოდა და ზე ახილესის მოზიდული მშვილდი მოწვდილ იყო, ესეონის ტბათა რომ ეთიოპიის ლაშქარი შემოხვეოდა, ტანი სიმხნისა და სინარნარისა კერძოებად მექონი ლომებრის მოძრაობით მიმოვრდებოდა იძრვოდა და მისებრ დაყუდნებოდა; სივაჟის ყვავილი და სხვა და სხვას ბრკიალით რომ მჭრეტთ განაკრთობდა, იცინოდა დიდის ხმით, ხარხარობდა თავის უსაშვალოდ გულით ზე შეწეულს დას სხვა და სხვას შესაძნედს სიხარულის ელდას უხშირებდა. ვნახე კვლავ ოცდა თოთხმეტის წლისა ამავ შესახედავით, ამავ თვალ-ტანადობით, ამავ ხელმწიფის შვილობით. ხან ცხენზედ მჯდომი, ხან თოი იარაღი მორტყმული, ხან შვენიერად მომღერალი შევსცხრებოდი. ბატონო, კიდეც თუ ჰსთქვა, ვეთამაშებოდი, შევხაროდი, მამის ტოლობით, მამა მეგონის როდის ჩემ ხელმწიფეს თავის დასთან ვნახი. იქ ძმობის კადნიერებასაც მაღირსებდის, ამად რომელ მეფე თეიმურაზ თავის დასთან ყმაწვილურად ნებიერობდა, ძმურად და გაზრდილურად თვალით შეახებდა; გულს უმრთელებდა ჭირთაგან, ხშირის სულთქმის ჩვეულებას უყენებდა, ყმაწვილობდა, ხარობდა, სხვა და სხვას განსაცხრომელის სიტყვით თავის დას ახარებდა. კვლავ ვნახე, რომ შვენიერს სახეს კიდეც ულამაზებდა, აქა იქ მხცენი შუმოსვლოდა. საჭაბუკო და სახელმწიფო ქცევანი ერთად გარდაზავებოდა, ხელმწიიფეს ცოლთან ერთმანეთის შესაფერობით ერთად მსხდომნი და მე მეჭვრეტსა სიხარულის ლაშქარი შემომესეოდა და ყოველს გონების ნაქონებს მომირბევდა; ობლობითის გული, დაჩაგრულობის ჯაჭვნი მერღვეოდა მამა დედათ, ძმა დის ერთად ხედვა ყმაწვილობისყვავილს სხვა და სხვა ფერად განმიშლი. და, და როდესაც სულისა მიერ ყოვლად წმიდისა საქართველოს საყდრის სამეფოს მპყრობელად მიიწოდემოდა მაშინ მე დიდს და მაღალს სასანთლეზედ დადგმად მიმაყვანებდა. ვაი, ვაი! ჩემტან ცხებას სამფოს მიიღებდა. როდისაც დედა სამართლად შემწყრებოდა და ის შეწყრომა რას სიტკბოებას, წარმომიდგენდა. მამა მისარჩლიდა და მათი ამაღლებული ეზო, ჩემის დიდის ბედნიერების ნითთაგან ივსებოდა: ერთისა შეწყრომა დედობრივ მოწლე, სახიერი ნაწლევთ განი და მეორის სარჩლვა მამისაგან ძესა ზედა ანებიერო, სავსე წვალობითა და მშობლობითი მოწლეობითა და რაღა ვსთქვა ამას იქით ჩემი გაუკეთურება და მამისა სახიერება ჩემი, მამისადმი საკლავად თავის მიცემა სხვა და სხვა მიზეზითა და მტერთაგან ჩემთა სიკვდილად აღძვრისა მისისა მეცადინეობა და დაღათუ მათდამი მიდრეკილება, მაგრა ჩემ აბესალომს ზედა იგივე სულ-გრძელ ლება, იგივე სახიერება და რა რუსეთის იმპერიაში შემობრძანდა, მათ მობრივ წყალობითს ჰხშირის ეპისტოლების ბოძება, თუ ჩემს უბედობას წინა აღმდგომი არ ექმნა ჩემის ნახვისა მონარხისა მიმართცა მოჰხსენებითა დიდი სურვილი.
ვაი, რაღა ვსთქვა, მრავალნო ხელმწიფენო! აჰა სატრფიალო თქვენი დიდება მეფობისა თქვენისა, გვირგვინ მპყრობელობისა, შვენიერება სიხარულისა, სიმდიდრე-ბედნიერობისა, წარხჰდა, მოიმანგლა, განიწვალა, მკინვარედ იხრწნა უცხოთა თემთა შინა. მოიღო დაცხრო. მა მისმან მართლმადიდებლობითმან მდიდარმან ცხოვრებამან თქვენი ნებიერა ძე თეიმურაზ ანატომითაც განიცადა, ეს ვნებაც შეეხო, ესეც ისაჭიროვა ამათაც თქვენსი დიდუბულნი სამარენი ვაების ზედა დასაძახელ იქმნეს.
ჩემო ხემწიფევ დედოფალო, განმაცვიფრებს თქვენი გონებად მოღება და ის გამოუთქმელი საზარო. ხმაი და თქვენგან ჰსმენა. ნუ მიწვენ კადნიერებას მეწყალვი, ცოცხალვი და მემუღაბნები მკვდარი; ელისაბედის პატარა ობლობა სულის კვეთას მიყენებს, თავისი ხელმწიფე მამა რასაც თუ რე ნახევდა საკაზმავს ჩასაცმელს და იარაღს ელისაბედის მოსატანად თურე ხარობდა.
მოკვდა ჩემი ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ! იმის ყოვლად დიდებულის კუბოს თაყვანისცემა არ მაღირსა ჩემმა ძნელ-ბედობამა, ვერ ვმსახურე სნეულსა ჩემის ხელმწიფის თავისის დის სანაცვლოდ, ჩემის უბედურების წყაროდ საფლავადცა ვერ მიუევ, რომელსაც ოდესმე ჩემგან დამარხვის მოლოდინი დიდად ბედნიერობად აღუჩნდებოდა, ერეკლეს და ანნას შუაზედ ვერ დაკსჯედ და მათთან დაობლების სატირლად ვერ ავსტუდი, რომელთაც თანაჰსწორი შვილებს ოდესმე ჩემს ხელთ მწიფეთ მამა დედათაგან ბუნებით და არა შეძინებით მომეღო, თქვენ გულ-შემოყრალსა და მწარედ შთობილსა ვერ მოგიარე, შეჭირვებულსა ნუგეშით ვერა გმსახურე და ელისაბედის ობლობის ნუგეშად ჩემის სამსახურის ჩვენების მეცადინეობა ვერ წინა დაგიდევ.
ვჰსტირ, ვჰკვნესი, ვვალალებ მეცა უცხოებაში სიკვდილის მომლოდნე, დედა აღარ მყავს, აღარც ის დედა მყავს, რომელიც მცხეთას თვით მე მივასამარე მამა, თუმცა ექვსი წელიწადია აღარა მყავს, მაგრამ ის ობლობა სიცოცხლით ამ დღეს ბედნიერობად მიმაჩნდა, ვახტანგ აღარ მყავს, დედიდა ხარშან მომიკვდა და ჩემი სიყვარულის პატიჟი მკვდარსაც მიეხადა რომ მეფის ერეკლეს ქალი სამის ხელმწიფეს ძმების დაი ორის ხელმწიფის ძმისწულების მამის დაი ცილდაწამებული ძაღლთა და მხეცთ მისაგდებლადცა დაისაჯა.
ჰრჩევით მოგახსენებ, სიცოცხლეს ამისთვის მაშინც ეცადე რომ ელისაბედ კიდევ არ დააობლო, ღმერთსაც არ იამება რომ არ გაუფრთხილდე უსახო რა ქმნილა, თუმცაღა ვერ მოგახსენი, მაგრამ პავლეს თესალონიკელთა მიმართსა სიტყვასა წონა დაგიდებ და ითმინე ქრისტეს ტრფიალებით და მოწამეთ.
რაც მმართებდა, რა თქმა მინდა, იმას სად შევიძლებდი, მაგრა მიდმოდებულის წიგნის მიზეზი ეს არის, – არ შემეძლო, სიცხეს მაძღევდა ამ დროებაში.
წერილი V
ალმასხანთან მიწერილი
უგანათლებულესო. ძეო მეფისაო!
ჩემო ხელმწის შვილო, ყოვლად სატრიალოვ ძმის-წულო!
ჩემის ყოვლის გრძნობადის უბიწოსა ამოვნებისა თვით მფლობელო ხელმწიფევ, ჩემის გულის უმწერვალესი ერთგულობის საყდარზედ მჯდომარეო, შენი ჭირიმე, შენი სევდა მე და შენი ქარები მე.
შენმა წიგნმან მეტად შენს საალერსოდ აღმძრა, გული შენგენ მორბის და მსურს რომ შენს ვარდზედ ჯინჭველ შეერიოს და შროშანზედ დაყრილს ამბრის მარცვალს გრძნობადის საყნოსით ვყნოსვიდე და იათაგან უქუფრესსა და უსუნნელესსა, ყოვლად შვენიერს ქოჩორზედ ბაგეს შეგახებდე.
ვაი რა კარგი სანახავი იქნები ეგ ჩემი საკუთარი ვარდი მთიურის ნისლისაგან ცვრეული და როდისაც შენს უმაღლეს მშობელთაგან სამღრთოს განგებით დარგულს შვენიერს. წალკოტში შენთან შობილს ყვავილებთან ნამთევი ვარდიდა ინერგვი, მაშინ რა უცხოდ გაიფრჩვი და მამის შენის ერთგულთ მჭვრეტელთ გულებს რა აამებ და გაახრებ. მე რა ვიცი, სადაც სიტყვა საქმეზედ უმდაბლესობს, მუნ დუმილი შესაფერია.
მინდა რომ შენს განსაკვირვებელს, . . . . . . . . [1] ფილოსოფოსობდე და შენს შვენიერი სიტყვაობაზედ ვრ . . . . . . სჰძლევს სიტყვასა და დუმილი შესაფერად ვრაცხე.
ეს ჭეშმარიტი უწყებაა, თქვენის უგანათლებულესობის მეტი თითქმის არა მეჩვენება რა, არა მესმინება რა და არა შემხვდება რა. რომ გონებას შენ მისცილდე ასეთი ვნება სნეულებითი ანუ შინაგან სულისა შვოთნა ანუ გარეგან შეხდომილნი ბრძოლანი მოიწევიან ჩემზედა, რომ შენის ჩემზედ მოწყალების ნუგეშინის ცემა არა სძლევდეს და არ უკუნ აქცევდეს.
შენის მშვიდობისა და სიმრთელით ცხოვრების და შენისა მაღლის დიდ-გვარობის და განსაკვირვებულის ზრდილობის და შუნის ჩემგან არა თუ მოწონებულისა ოდენ უცხოს სატრკიალოს პოლიტიკოსობ, ის შესაფერი ქცევა მესმის, რომლითაც უმათა შენთა გულები მონებრივის ერთგულობის და სიყვარულის საკვრელით გულსა შენსა თანა შეწებით შეგიკრავს , რომლისათვის ცრემლით და სიხარულით მმადლობელ – ვარ ძალისაებრ ჩემისა, განსაბრძნობელისა შენისა სულისა მიმართ ღვთისა.
ჩემს ამბავს ვიცი იკითხავ აბა, შენი ჭირიმე, რადგან შენ მოგშორდი როგორიღა უჭირველობაა.
ვიცი თქვენს სამთავროში მანდაურთა ხელოვანთაგან ქმნილნი ინდურნი შალნი და სპარსეთისა ბადილანი და ფრანციისა და ვენეციისა ოქროსა და ვერცხლისა სხეპლათა ოქრო-ქსოვილნი ლარნი მოგერთმევიან. ხომ ყმაწვილი ხარ და ამაებზე დიდად შეექცევი და ჩვენ სადაღა მოგაგონდებით და ამას რაღა თქმა უნდა, რომ ხევურთა პალატთა და წუალკოტთა და სავარდეთა სისტემანი და განკარგულებანი, და მანდაურთა ბრძენთა მესტიხეთა და პიიტიკოსთა რომელთამე სიტყვითნი ქების სიტუვაობის მოხსენებანი და შაირ-სიტყვაობათა მუსიკათა შინა დატკბობანი გულსა შენსა ჩვენთანა ყოფისაგან წარიტაცებენ და გერღარა ჰპოვოთ საჩვენოდ.
აქაურს ამბავს მოიხსენებთ, თქვენს დას ქეთევანს ხომ ვაჟი ეყოლა და თქვენი ნათლია და გარსევანის გამდელი ფათმა ბებიობაზედ შეიცილნენ და ნათლიამან დაინებია.
ჩემი შენთან საუბარი სრულებაზედ მივიდა და ჩემი დღეინდელი სიხარული და ჩვენგან სიტყვაც დასდგა.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ თანა, ამინ.
წერილი VI
იოანე მდივან-ბეგთან მოწერილი ვლადიმერიდამ.
ბრწყინვალესა მთავარსა იოანე ორბელიანსა, მსაჯულთუხუცესსა უოვლისა ქართლისასა, უსასყიდლოსა მეგობარსა ჩემსა!
ანტონი არხიეპისკოპოსი სიყვარულით მოგიკითხავ.
ჰხსენება შენი პირსა შინა ჩემსა ვითარცა თაფლი დასტკბების და ვითარცა მუსიკისა ლექსსა შინა ღვინოი და ოდეს შენისა მის სიბრძნის-მოყვარის გონებისა თანაკრული მიდმოებდეს, რა გონებასა შენსა წარმომიდგენს თვის შორის წერილსა აღუშლელსა ხატსა და ესრეთ წარჰყვების მას და შენისა სიბრძნის–მოგვარებისა შთამაგდებს წალკოტსა მას. უკვე ვიტყვი სადა ღვაწლნი შენისა სილოსოლოსობისა დარგენ და ჰფშოდი მათ მიერ ჩემ-შორის უსასყიდლოითა მით წმიდითა სიუვარულითა.
რაიმე გრქვა, ანუ რაიმესა გამჰსგავსო. შენნი სიტყვანნი შორით მოსრულნი დისა შენისა ეპისტოლესა შინა წარვიკითხენ, რომელნიცა ვამსგავსენ შორით მოხმულთა კასიათა და ხმელნი იგი ლექსნი ნასსმანთა ჩემთაებრ ხელოვნისაგან მწიგნობრისა ნაწერთა უსწორენ და უფროს ჩემისა კავშირთა შესაბამებისა შევიყვარენ, გარნა შენ ჰოი დიდად მეტყველო და სოფლის-მოყვარეო, რაიმე სთქუ შენისა, ანტონისთვის, შენ-თვის დავითისებრ იონათანის ზედა მტირალისა.
რად სადამე არა ჰგონებ ვითარმედ ჯაჭვი იგი ოქროისა გამოცდილისა სიყვარული, რომელი მაქვს შენდა, არა რაიმითა განიხსნას თვინიერ მანგლისა მფრინვალისა და ძვირფასობა იგი ქვის მის, მრავალ-სასყიდლისა შენისა მეგობრობისა, არა იევ იქმნას ჩემშორის, არცაღა წარხვეჭასა მიეცეს ვისგანშე ვიდრე საფლავი განმაშორებდეს მას.
გარნა შენ შვენების–მოყვარეო, რად მიემსგავსები ჩემდა წელიწადისა მოქცევასა, არა თუ მზისა მუნვე თვისადმივე ადგილ სიმგრგვლედ ქცევასა, არამედ უფროსღა დღეთა წარსრულთა და დაუდგრომელთა და თანა ევები ჩემდა დროთა წელიწდისათა ოდესმე სიგრილისა და ოდესმე სიმხურვალისა მიმღებული, ოდესმე ზამთარ მექმნები მე და ოდესმე შენებრ შვენიერ გაზი სული და ეოვლითურთ არეობასა მიემ- მსგავსები, სადა უვავილნიცა მცირედ ჭნობასა და სადაფნიცა მარგარიტთა ბნევასა მიეცემიან. გარნა შენ არად შემწონი არცა ერთისა კლეოპატრას სადმე სირიელ მშევებელისა დაიდგამ საუდარსა და შენ- და წარმოდგომილთა ხატებისა იქმნები ცხოველ-მხატვარი და უსრეთ წარიოტებ შენგან ერთგულებით შემუვარებელთა შენთა.
კინაიცა უდაბნოება შენისა სიშორისა და განმხმობით ძვალთაცა თორე ძარღვთა და ტყავთა უჩინო-მყოფი, კნინღა და მხოლოდ კოპართა შინა ოდენ დამშთენი ცხოვლობის მაარებს მე მხოლოსა და შენ არა რაით მგაძელი ამისი, მხიარულითა პირითა ღიმილით მხდი ახალთა მეგობართა, დავიწყებისა ქართა მომბერავ და აფრიკისს სიმხურვალესა მოუშვებ შეწვად ძვალთა ჩემთა და თერევნით რტო განშლილობით მდგოი აჩრდილისა შენისა საგრილსა არღა მიტევებდა ესრეთ ყოვლითურთ დამივიწებ და შენისა წერილისა ღრუილითა ცვართა მათ სიტევათა შენთასა არა ცროი ჩემად. გარნა უწეოდენ ესე შენმან ბრწყინვალებამან, კვალად დაღათუ არა ვემსგავსები სიმაღლდ ხედვისა აღმსწრა ეს არწივსა, ეგრეთღა არცა ფრთენი ჩემნი კალამად ორ კნაობენ და ამით არ სადამე განვეშორები შენსა მეგობრობაა. მე მარტივი ვარ და ლიტონი და სხვათა და სხვათა თქვენს სოლის მოყვარეთა შენათვისართაგან შეუზავებულ და თქვენდა იყავნ ყოველნი სუფევანი ქვეშეურთანი გამოხატვასა შინა ჟამთასა და ჩემდა, თუ სადმე მაღირსებ, შენი იგი მეგობრობაი და სიყვარული და ჩემთნა განუჭრელი თვისებაი — და სხვანი იგი ყოველნი თქვენდა.
მესმა ვითარმედ უკმოქცეულხარ საქართველოდვე, რომლისათვისცა მადლობის მიმცემი ღვთისა ჩემისა იშვებს შინაგანი კაცი ჩემი, გარნა ითნოს ღმერთმან, რათა უკმოიქცე კშმარიტებადცა და შეისა მის სიბრძნის მოყვარებისა შესაფერ მართლ-მადიდებელ იქმნე, დამტევებელი ახალთა და ზედ-შემოსრულთა არა ჭეშმარიტთა სარწმუნოებითთა ჰსჯულთაცა.
ვითხოვ შენისაგან სიბრძნის-მოვარებისა რათა ჩემ-ზედა პირველებრ წარმოადენდე ნეკტაროა სიუვარულისათა და დამათრობდე ამ- ვროსიათა მათ მიერ მწირობით გვალულსა და განხმელსა შენისა სიშორისა მიერ.
თუ სადმე ინებებს ცნობად ბრწჟინვალება თქვენი ცხოვრებისა ჩემისა ვითარებისა სმენად, ვარ ცხოვლად — დაღათუ არ სიმთელით, აღრაცხილი როსსიისა იმპერიასა მღვდელ-მთავართა შორის ბრძანებითა მისისა მის იმცერატორების დიდებულებისათა.
მე შენმან ანტონი დავსწერე გონებისაგან ჩემისა წარმოშობილი სიტყვაი და წარმოვეც შენდა და ესრეო მხიარული ვიქავ ოდეს ბადებოდა გონება სიტუვათა წერად შენდამი, ვითარ მეჭვრეტი პირის-პირ გზრახვიდი.
ხოლო ყოველთა ზედა და ყოველსა შინა იდიდებოდენ ყოვლად წმიდა იგი სამება ღმერთი აწ და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
___________
1 აქა და ქვევით საცა წერტილებია, ჩვენდა სამწუხაროდ, სიტყვები გამოშვებული იყო დედანში. რომლიდამაც ჩვენ ამ წერილებს ვბეჭდავთ; საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ დედანი ვერ იყო საკმაოდ კარგად გადაწერილი და ამიტომაც დედანის ბრალია, თუ სადმე ფრაზა კარგად ვერ არის დასრულებული.
![]() |
8 იმერეთის ისტორია |
▲back to top |
იმერეთის ისტორია [1]
დაწყება იმერთა და ოდიშ-აფხაზთა მეფობისა და მთავრობისა, რომელსა უწინარესნი მემატიანენი ანუ ისტორიკოსნი უწოდებენ ეგრისად
ნიკოლოზ დადიანისა.
ოდეს მოჰკლა პირველმან მეფემან საქართველოჲსამან ფარნავაზ იაზონ ერისთავი და დაიპყრა საქართველო, მაშინ ეგრისის მდინარეს დასავლეთისანი არა მორჩილებდენ ფარნავაზს, არამედ მეფესა ბერძენთასა. ხოლო ეგრისის მდინარის აღმოსავლეთისანი დაშთენ ფარნავაზის მორჩილებასა შინა. ხოლო ფარნავაზ განჰყო ეგრისი, თვისა მორჩილებასა შინა მყოფი, ორ საერისთაოდ: დასვა ქუჯი ერისთავი ეგრისს, რომელი აღაშენა ეგროს. ხოლო ამას უწოდეს ბედია, ვინათგან ქუჯიმ ჰპოვა ბედი მუნ, და ამის გამო უწოდეს ბედია. და მისცა ქუჯის საერისთაოდ რიონის დასავლეთი და ჩრდილოეთი ზღვამდე და ეგრისის მდინარემდე, სრულიად სვანეთი. და მეორე დასვა შორაპანს და მისცა საერისთოდ ნაშთი ეგრისისა, რომელ არს რიონის აღმოსავლეთით და სამხრეთი ზღვამდე და ლიხის მთამდე. ხოლო შემდგომად ამისა დაიპყრა ნაშთი ეგრისისა ვახტანგ გურგასლან, და კეისარმანცა მოსცა ზითვად ცოლსა ვახტანგისასა. გარნა შემდგომად მიუღო ერეკლე კეისარმან და დასვა თვისი ერისთავი ანაკოფიას, და უწოდდენ აფხაზთა ერისთავსა. და ეპყრა ეგრისის მდინარის იქითი კეისარს (ხოლო ეგრისის მდინარე ეწოდების ღალიძგას). ხოლო იყო რა აფხაზთა ერისთავად ლეონ და იხილა უძლურება ბერძენთა, მაშინ თვით დაიპყრა სრულიად ეგრისის ქვეყანანი ლიხის მთიდამ ვიდრე ზღვამდე და ხაზარეთამდე და იწოდა მეფედ აფხაზთა წელს ქრისტესით 786. ამათგან მეფენი მეფობდენ ვიდრე ბაგრატიონამდე 11. 1-42 სტრ., 154 ხოლო იქმნა რა მეფედ ესე ლეონ, არღა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი. ხოლო ამან განჰყო რვა საერისთაოდ ეგრისი, რომელსა უწოდა აფხაზეთი: 1.დასვა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი და ჯიქეთი ვიდრე ზღვამდე და ხაზართა მდინარემდე; 2. დასვა ცხომს და მისცა ეგრისის მდინარეს იქითი ანაკოფია-ალანითურთ; 3. დასვა ბედიას ეგრისის აღმოსავლიდამ ცხენის წყლამდე; 4. დასვა გურიას, და გურიაცა ამან უწოდა, და უწინარეს ადგილსა გურიისასა სხვასა უწოდებდენ ; 5. დასვა რაჭა-ლეჩხუმს; 6. დასვა სვანეთს; 7. დასვა შორაპანს რიონისა და ხანის წყლის აღმოსავლეთისა ლიხადმდე, სრულიად არგვეთისა; 8. დასვა ქუთათისს ვაკის, ოკრიბისა. ამან მეფემან აღაშენა პირველ ტახტად ანაკოფია, ხოლო მეორედ ქუთაისი და აღაშენა ქალაქი და ციხე. ხოლო მეფე ესე მიიცვალა წელს ქრისტესით 806.
ხოლო იქმნა მეფედ ძე ამისი გიორგი, და დაიპყრა საქართველოცა და მოკვდა წელს ქრისტესით 877.
ხოლო შემდგომად ამისა გარდაიცვალენ მრავალნი მეფენი აფხაზეთისანი ღირს-სახსოვარნი, რომელთა ეპყრათ აფხაზეთი და საქართველო. გარნა შემდგომად ამა გიორგი მეფისა არღარავინ დაშთა მემკვიდრეთ აფხაზთ მეფისა და უღონო-ქმნილთა აფხაზთა ითხოვეს დავით მეფისა კურატპალატისაგან მეფედ აფხაზთა ბაგრატ, ძე გურგენისა, ასულის წული გიორგი აფხაზთ მეფისა. ინება და მოსცა. და მოიყვანეს აფხაზეთს და აკურთხეს ქუთათისს მეფეთ წელს ქრისტესით 985. და ამ ბაგრატიდამ იქმნა აფხაზთა მეფობა ბაგრატიონთა. ხოლო მეფობდენ აფხაზთა ზედა მეფენი იგი აფხაზთანი წელს 199. ხოლო ამ ბაგრატის პირველის მეფობიდამ ვიდრე ლაშას ძის დავითის მეფისა და რუსუდანის ძის ნარინ დავითისა მეფისამდე იყო ერთმეფობისა ქვეშე სრულიად აფხაზეთი მეფობასა ბაგრატოვანთასა. ხოლო ამა ორთა დავითთა სამეფოსა განყოფადმდე გარდახდენ წელნი 274.
ხოლო იქმნა ამისა შემდგომად მეფედ ნარინ დავით ძე რუსუდანისა იმერეთს წელს ქრისტესით 1259. ამიერიდამ იწოდა დავით და ამას ქვემონი მეფენი მეფედ იმერეთისა და არღარა აფხაზთა. ხოლო ნარინ დავით მეფობდა, ვითარ ზემო აღიწერა და უმეტეს სცნობთ დიდსა ქართველთ ცხოვრებასა შინა. და გარდაიცვალა ნარინ დავით მეფე წელს ქრისტესით 1293.
ამის შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი კოსტანტინე. და ამას აღუდგა ძმა თვისი მიხაილ და იქმნა სამეფოსა შინა იმერეთისასა დიდი უთანხმოება. და ჟამსა ამას გიორგი დადიანმა დაიპყრა საერისთო ცხომისა და სრულიად ოდიში ანაკოფიადმდე, ეგრეთვე შარვაშიძემან აფხაზეთი, გურიელმან გურია, სვანთ ერისთავმან სვანეთი, და არღარა მორჩილებდენ მეფესა საქართველოჲსა და იმერეთისასა. შემდგომად გარდაიცვალა გიორგი დადიანი წელს ქრისტესით 1323 და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად. და ამან უმეტეს განიმტკიცა ოდიში ვიდრე ანაკოფიამდე.
ხოლო ამის შემდგომად იქმნენ მრავალნი მეფენი შთამონასირნი ურთიერთისანი. და იქმნა მეფედ გიორგი და ამან განიზრახა კვალად დაპყრობა მთავართა. და წარვიდა პირველად ვამეყ დადიანსა ზედა გამზრახი ესრეთ: „უკეთუ ესე დავიმორჩილე, სხვანიცა დამორჩილებულ მექმნებიან“. შემოიკრიბნა სპანი იმერეთისანი და შთავიდა ოდიშს, ეწყვენ ურთიერთას მეფე და დადიანი. და იძლივნენ სპანი გიორგი მეფისანი. მოჰკლეს მენგრელთ მეფე გიორგი ბრძოლასა შინა. და გაემარჯვა ვამეყ დადიანსა წელს ქრისტესით 1392. ხოლო განზრახვითა ვამეყ დადიანისათა ჩამოვიდა მეფე ქართველთა გიორგი, ძე ბაგრატ დიდისა და დაიპყრა იმერეთი. მოკვდა ვამეყ დადიანი და იქმნა დადიანად ძე მისი მამია. მოჰკლეს ესე მამია დადიანი აფხაზთა ბრძოლასა შინა და იქმნა დადიანად ძე მისი ლიპარიტ წელს ქრისტესით 1414. ხოლო შემდგომად დაიპყრა ბაგრატ მეფემან იმერეთი და თავისუფლებასა ზედა მთავართა მათ დადიანსა, გურიელსა და შარვაშიძესა ხელი მოუწერა. ხოლო ჟამსა ამას მიიცვალა ლიპარიტ დადიანი და იქმნა დადიანად ძე მისი შამანდავლე. მოკვდა შამანდავლე წელს ქრისტესით 1474 და იქმნა დადიანად ბიძა შამანდავლესი ვამეყ. ჟამსა ამას განძლიერდა ბაგრატ მეფე და დაიპყრა საქართველოჲ. ხოლო ოდეს იხილა ვამეყ დადიანმა განძლიერება ბაგრატ მეფისა, არღა სწადოდა უმეტეს განძლიერება ბაგრატისა. ამისთვის შემოიკრიბა ვამეყ დადიანმა შარვაშიძე და გურიელი და დაუწყო რბევა და ოხრება იმერეთსა და დაპყრობა. და ოდეს მიესმა ესე ბაგრატ მეფესა, ქართლს მყოფს, წარმოვიდა მუნით და შეიკრიბა სპანი ქართლისა და იმერეთისანი და ეწყო დადიანსა ოდიშს და იქმნა ძლიერი ომი, სადა მოსწყდენ ორგნითვე მრავალნი. და იძლია დადიანი წელს ქრისტესით 1477. მაშინ შევიდა მეფე ბაგრატ ოდიშსა შინა და მოაოხრა, გარნა კვალად შეიმტკიცა დადიანი და ქმნეს მშვიდობა. და შემდგომად მოკვდა მეფე ბაგრატ წელს ქრისტესით 1478 და დაფლეს გელათს.
შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი ალექსანდრე. ჟამსა ამას მოვიდა კოსტანტინე მეფე ქართველთა და დაიპყრა იმერეთი შემწეობითა ვამეყ დადიანისათა. ჟამსა ამას მოკვდა დადიანი ვამეყ და იქმნა დადიანად ძმა შამანდავლესი ლიპარიტ. მოკვდა გურიელი კახაბერ და დაჯდა გურიელად ძმა მისი. ხოლო განგდებულმან მეფემან ალექსანდრე კვალად დაიპყრა იმერეთი. გარნა დადიანსა ლიპარიტს არა უნდოდა მეფობა მისი და აწვია კვალად კოსტანტინე მეფე. და მოვიდა სპითა ქართველთათა, და აქედამა დადიანი. და დაიპყრეს იმერეთი. და ოდეს წარვიდა მეფე კოსტანტინე საქართველოდვე, მაშინ მეფემან ალექსანდრემ ზავ ჰყო დადიანისა თანა და დაიპყრა სრულიად იმერეთი შეწევნითა დადიანისა ლიპარიტისათა. ხოლო ამან ალექსანდრემან იმეფა მშვიდობით და მიიცვალა ესეცა და ცოლიცა ამისი თამარ დედოფალი ქორონიკონსა, ერთსა წელს, ქრისტესით 1510, და დაფლეს ორნივე გელათს.
მეფე იქმნა ძე ალექსანდრესი ბაგრატ. ამის ჟამშიდ მოვიდენ ოსმალნი წინამძღვრებითა მზეჭაბუკ ათაბაკისათა და მოსწვეს ქუთათისი და გელათი თურქთა. ამან მეფემან ჰყო გელათი საეპისკოპოსოთ თანა-თნებითა სამღვდელოთათა და დასვა გენათლად საყვარელიძე მელქისედეკ წელს ქრისტესით 1519. ჟამსა ამას წარვიდა მამია გურიელი ქართლს, რათა ჰყოს დავით ქართველთ მეფისა და კახთ ბატონისა ლეონისა შორის ზავი. გარნა ეწყო მეფე დავით გურიელისა და იძლია მეფე და შემდგომად ზავ ჰყო მათ შორის გურიელმან და შემდგომად მოვიდა გურიას. ხოლო ჟამსა ამას შეიკრიბენ დადიანი მამია და გურიელი მამია და წარვიდენ ჯიქეთს სპითა მრავლითა, რათა ჯიქნი აწუხებდენ მიხდომითა გურიასა და ოდიშს. ზღვით ნავებითა მისრულთა ჯიქეთს ეწყვნენ ჯიქნი სიმაგრითგამო, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და აოტნეს სპანი დადიან-გურიელისანი და მოჰკლეს დადიანი მამია და შეიპყრეს გურიელი მამია და აღიღეს ალაფი და იავარი მათი წელს ქრისტესით 1532. ხოლო შემდგომად დასვა დადიანად ლეონ და გურიელი მამია დაიხსნა ძემან მისმან როსტომ. ხოლო მეფემან ბაგრატ დასვა რაჭას ერისთავად ჩხეიძე შოშიტა და მისცა რომელიმე სახასოდ დაბანი და ციხე მინდა, ვინათგან რაჭა იყო უწინარეს სამეფოდ. ხოლო ბაგრატ მეფემან შემოიკრიბა დადიან-გურიელი და წარვიდა შურის საგებელად მზეჭაბუკ ათაბაგისა. ხოლო ათაბაკმან შემოიკრიბა სპანი და ეწყო მეფესა, და იქმნა ომი ფიცხელი. იძლია ათაბაგი და შეიპყრა ათაბაკი ისაკ ართუმელაძემ, მეღვინემან გურიელისამან, და მოართვა როსტომ გურიელსა და გურიელმა მიართვა ბაგრატ მეფესა. ხოლო მეფემან უბოძა გურიელსა ჯილდოდ ამისა აჭარა და ჭანეთი. და მეფემან პატიმარ ჰყო ათაბაკი და თვით დაიპყრა სამცხე-საათაბაკო. ხოლო ძე ათაბაკისა წარვიდა წინაშე ხონთქრისა და ითხოვა შეწევნა ხონთქრისაგან, და შეეწია დიდძალითა სპითა. შეიწია ბაგრატ მეფემან მეფე ქართლისა, ხოლო დადიან-გურიელნი არა მწე ექმნენ. და ეწყვნენ ოსმალთა სპანი საქართველო-იმერეთისანი . გარნა სძლიეს ოსმალთა, მოჰკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო. და დაიპყრა კვალად სამცხე ათაბაკმან. ხოლო მიზეზითა ამით მეფემან ბაგრატ მოუწოდა ქუთათისსა შინა ლეონს დადიანს და შეიპყრა მცბიერებითა და პატიმარ ჰყო. ხოლო მეფემან მიუმცნო გურიელსა, რათა: „წარვიდეთ ერთად და დავიპყრათ ოდიში და განვიყოთ წილად და ჩვენდა იყო ოდიში“. სწადოდა მეფესა, რათა მცბიერებით შეეპყრა გურიელიცა . გარნა სცნა გურიელმან მეფისა მცბიერებისა დადიანისა, გარნა გურიელისა და ოდიშთა მოზიდვისათვის არღა აღასრულა და დადიანი პატიმარ ჰყო გელათს სამრეკლოსა შინა. გარნა განზრახვითა ათაბაგისათა ჩხეიძემ ხოფილანდრემ გამოაპარა დადიანი ლეონ და მიგვარა ათაბაგსა ახალციხეს. ხოლო შემდგომად სთხოვა გზაჲ გურიელსა და ნება სცა გურიელმან გზისა და წარმოიყვანა ათაბაკმან დადიანი ლეონ, მოიყვანა ოდიშს. და დაიპყრა ლეონ სამფლობელი თვისნი. 1-41 სტრ., 157 ჟამსა ამას მიუღეს გურიელსა ოსმალთა აჭარა და ჭანეთი და აღაშენესთ ციხე ოსმალთა გონიას და ბათომს. ხოლო შემდგომად ამისა მიიცვალა ბაგრატ მეფე წელს ქრისტესით 1548 და დაფლეს გელათს.
შემდგომად ბაგრატისა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი. ამან დაიზავა დადიან-გურიელი და მეფობდა მშვიდობით. ამან მოიყვანა მეუღლეთ ჩერქეზ-ბატონის ასული რუსუდან. ჟამსა ამას მოკვდა გურიელი როსტომ და დასვა მეფემან გიორგი ძე როსტომისა გიორგი გურიელად. ამა გიორგი გურიელსა ჰყვანდა მეუღლეთ ლეონ დადიანისა ასული და იგი განუტევა და შეირთო მეფის გიორგის დაჲ მუსადია . ეგრეთვე ლეონ დადიანის ძემან გიორგიმ განუტევა ცოლი თვისი, დაჲ გიორგი გურიელისა და წარგვარა ბიძასა თვისსა ბათულიას მეუღლე სიკეკლუცისათვის და მან შეიუღლა. და ამა ვითარის საქმით იქმნა მტერობა შორის დადიანისა და გურიელისა. ვერღა დაუდგა დადიანი ორთავე მეფესა და გურიელსა, და წარვიდა კოსტანტინეპოლად წინაშე სულტანისა, ხოლო სულტანმან შეიწყნარა რა პატივით და მისცა დიდძალი მხედროვა და წარმოვიდა და დაებარგა დადიანი სატყეპელას. მხილველი ამისი შეშინდა გურიელი და ევედრა დადიანსა, ხოლო დადიანმა სთხოვა თვისისა ასულისა განტევებისათვის განსატევებელი (ესე იგი სისხლის გარდახდა). და უღონო ქმნილმან გურიელმან მოსცა ათი ათასი დრაჰკანი . და ზამ ჰყვეს. და წარმოვიდა დადიანი და დაიპყრა სამფლობელო თვისი სრულიად. ხოლო მეფემან ამან გიორგი მოკლა ჯავახ ჭილაძე მეგობრობისათვის დადიანისა და დაიპყრა მეფემან მამული ჭილაძისა. გარნა არა მისცეს მეფესა ჭილაძისა მამული დადიანმა და გურიელმა და მოადგენ მეფესა და მამული ჭილაძისა ნახევარი დაიპყრა დადიანმა და ნახევარი გურიელმან. ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა დადიანი ლეონ წელს ქრისტესით 1572: რამეთუ ნადირობასა შინა ცხენმან უბრკმა და მოსტყდა კისერი და მოკვდა. და იქმნა დადიანად ძე მისი გიორგი. ხოლო გიორგი მეფემან ძესა თვისსა ბაგრატს მოუყვანა ცოლად დაჲ დადიანისა გიორგისა. ესე შეერთება დადიანისა და მეფისა შეუძნდა გურიელსა და იშურა, და გარდაიბირა ძმაჲ დადიანსა მამია. და შეირთო გურიელმან დაჲ თვისი მამიას და შემოიკრიბნა სპანი თვისნი, მოუხდა დადიანსა ზუგდიდს და იქმნა ბრძოლა, გარნა იძლია დადიანი გიორგი და წარვიდა აფხაზეთს . და იქმნა დადიანათ ძმა მისი მამია. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა დაჲ დადიანისა გიორგისა და სძალი მეფისა გიორგისა. და განაახლეს კვალად მოყვრობა მეფემან და დადიანმა, და მისცა მეფემან ცოლის დაჲ თვისი გიორგი დადიანსა. და ესევითარითა საქმითა კვალად იქმნა გიორგი დადიანად. და მამიასა, ძმასა გიორგი დადიანისასა, მისცეს ჭილაძისა ნაქონები მამულნი და იქმნა მშვიდობა. ხოლო ჟამსა ამას მოიგონა ბათულიამ, ბიძამან გიორგი დადიანისამან, ოდეს წარგვარა ცოლი, შურის გება მის წილ და უნდოდა, რათა მოეკლა დადიანი გიორგი. და ამა ბათულიას ეპყრა საჯავახო, მიცემული წილად დადიანისაგან. ხოლო მახლობელობისათვის შეიზრახენ, გურიელთან მეფე გიორგი და დადიანი გიორგი, რათა მოჰკლას ბათულია, და საჯავახო მისცენ გურიელსა. ამავითარითა ბირებითა დაიჭირა გურიელმა ბათულია და არა მოჰკლა და ტყე ჰყო ლეხოურს და საჯავახო დაიპყრა გურიელმან. და შემდგომად ბათულია მოკვდა ლეხოურს. შემდგომად ჟამისა ამის მოკვდა დადიანი გიორგი და მამიამ, ძმამან მისმან, მოიპარა მცირე ყრმა, ძე გიორგი დადიანისა ლეონ, და შეამწყვდია ციხესა შინა შხეფს. ხოლო ყრმა უთმინოებითა გარდმოვარდა კედლით და მოკვდა. ესე საქმე დადიანმა მამიამ მიზეზ-ყო გურიელსა ზედა. აღილაშკრა და წარვიდა სპითა გურიელსა ზედა. ხოლო მისრულსა გურიას დადიანსა ეწყო გურიელი და იქმნა ბრძოლა ძლიერი. იძლია გურიელი და წარვიდა კოსტანტინეპოლს . და გურიელ ჰყო დადიანმა ტომი გურიელისა ვახტანგ. ხოლო ჟამსა ამას მიიცვალა მეფე გიორგი წელს ქრისტესით 1583.
გამეფდა ძე გიორგისა ლეონ წლისა თორმეტისა. ამან შეირთო დაჲ დადიანისა მამიასი მარეხ. ჟამსა ამას მოვიდა გურიელი და დაიპყრა სამფლობელო თვისი, რომელი გარდააგდო გიორგი დადიანმა სტამბოლს. ხოლო რომლისამე მიზეზითა დიდნი მტერნი იქმნენ ესე მოყვარენი მეფე ლეონ და დადიანი მამია. ამისთვის შეიკრიბა სპანი მამია დადიანმა და მოვიდა ქუთათისს . ამას ეკვეთა მეფე ლეონ სპითა იმერეთისათა და იქმნა ბრძოლა სასტიკი, იძლია მეფე ლეონ და შეიპყრეს თვით მეფე წელს ქრისტესით 1590 და წარიყვანეს ოდიშს და პატიმარ ჰყო ციხესა შინა შხეფს და მოკვდა მუნ პყრობილებასა შინა ლეონ მეფე.
შეიზრახენ იმერელნი და ჰქმნეს მეფედ ბიძის ძე ლეონისა, ძე კოსტანტინესი როსტომ. ჟამსა ამას გარდაიცვალა დადიანი მამია და იქმნა დადიანად ძე მისი მანუჩარ. ესე მანუჩარ დაესიძა ალექსანდრე კახ-ბატონს და მოიყვანა ასული მისი მეუღლედ ნესტან-დარეჯან და იქორწინა. ხოლო მეფესა როსტომს წაართვა მეფობა ბაგრატ თეიმურაზის ძემან შეწევნითა გიორგი გურიელისათა. ამავე ქორონიკონსა მოვიდა მეფე ქართველთა სიმონ და მიუღო იმერთმეფობა ბაგრატს, და პყრობილი წამოიყვანა ქართლად. ხოლო როსტომ წარვიდა მანუჩარ დადიანისა თანა. შეეწია დადიანი მანუჩარ, შეიკრიბა სპანი თვისნი, მოვიდა, აღიღო ციხე ქუთათისასა და ჰყო მეფედ კვალად როსტომ. მსმენელი ამისი მეფე საქართველოჲსა სიმონ წარმოვიდა მრავალითა სპითა და დიდროანების ზარბაზნებითა და არტილერიის განწყობილებითა, მოვიდა იმერეთს და განაძო როსტომ მეფე და გაიქცა კვალად მანუჩარ დადიანისა თანა. და სიმონ მეფემან დაიპყრა სრულიად იმერეთი და აღიღო ციხეები რაჭა-იმერეთისანი. ხოლო გამარჯვებული წარმოვიდა ოდიშის დასამხობელად. მცნობმან მანუჩარ დადიანმან შეიკრიბა სპანი მენგრელთანი, მიმდობმან ღმერთისამან არა რიდა სიმრავლესა სიმონისასა, დაესხა კვითს და აოტა და მოსრნა და აღიღო ყოველნი სიმდიდრენი სიმონ მეფისანი და ზარბაზანნი დიდროანნი და ყოველი განწყოფილება არტილერიისა და წარმოგზავნა ოდიშს და როსტომ კვალად მეფედ ჰყო იმერეთს და აღიღო ყოველნი ციხენი რაჭა-იმერეთისანი და მისცა როსტომს. ამას ქორონიკონსა უშვა ძეჲ ლეონ მანუჩარ დადიანსა ნესტან -დარეჯან, და შობასა მოკვდა ნესტან-დარეჯან. ხოლო ლეონ ყრმა წარიყვანა ბიძამან მისმან კახ-ბატონმან და აღზარდა ვიდრე სრულ ჰასაკამდე. ხოლო შემდგომად გლოვისა მოიყვანა მეუღლედ მანუჩარ დადიანმა ქვრივი ვახტანგ გურიელისა და ასული ათაბაგისა. ჟამსა ამას მოკვდა გურიელი გიორგი და იქმნა გურიელად ძე მისი მამია. და იყვნენ დიდსა მშვიდობასა შინა მეფე იმერეთისა როსტომ, დადიანი მანუჩარ და გურიელი მამია. ხოლო ჟამსა ამას მოაყვანინა მანუჩარ დადიანმა კახეთით ძე თვისი ლეონ, რომელი იყო მაშინ წლისა ათსამმეტისა. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა მეფე როსტომ წელსა ქრისტესით 1605.
ვინათგან არღავინ იყო მემკვიდრე და ტომი მეფეთა, ამისთვის მოიყვანეს ძმა როსტომისა, ნაშობი მხევლისაგან (ესე იგი ბუში) გიორგი და დასვეს მეფედ. ხოლო ჟამსა ამას გურიელი მამია შევიდა აჭარას, მოსწყვიდნა, აღიღო სიმაგრენი და დაიპყრა მისთვის აჭარა. ხოლო ჟამსა ამას ხრომან და გუნდმან განმრავლებულმან ირმისამან სანადიროს მყოფი მანუჩარ დადიანი წარიტაცეს და მოკლეს იგი წელს ქრისტესით 1611. და დასვეს დადიანად ძე მისი ლეონ, ნაშობი კახთ ბატონის ასულისა. ამა ჟამსა მეფემან გიორგი მოუღო მამულნი თვისნი პაატა წულუკიძესა, რომელსა უწოდდენ წუწკსა. წარვიდა ესე პაატა წუწკი და მივიდა ლეონ დადიანისა თანა. და მან პატივით შეიწყნასა (ესე პაატა იყო კუტი ფეხებითა). ესე პაატა მარადის აწვევდა და განუზრახევდა ლეონ დადიანსა მტერობასა იმერთ მეფისასა. ჟამთა ამათ მეფემან გიორგი მოუყვანა შვილსა თვისსა ალექსანდრეს მეუღლედ ასული გურიელისა. ხოლო ამა ალექსანდრეს უშვა გურიელის ასულმან ძე ბაგრატ, გარნა ორისა წლისა შემდგომად შესწამა ცოლსა თვისსა, გურიელის ასულსა სიძვაჲ ერთსა ქუთაისელ ვაჭართა თანა და ამისთვის განუტევა ცოლი თვისი და წარგზავნა თვისის ძითურთ მამისა თვისისა გურიელისა თანა. ხოლო ჟამსა ამას წარვიდა გიორგი მეფე სპითა თვისითა დამორჩილებად დადიანისა . გარნა ოდეს ცნა დადიანმა, ამხედრდა სპითა თვისითა და მიეგება თვით, და შეიბნენ გოჭიაურზედ. და იქმნა ომი სასტიკი და სძლო დადიანმა და შეიპყრეს მრავალნი დიდებულნი იმერეთისანი და გამდიდრებულნი ალაფითა წარმოვიდა ოდიშადვე წელს ქრისტესით 1623. ხოლო ჟამსა ამას მოკლა მამაჲ თვისი გურიელი მამია ძემან მისმან სვიმონ. ხოლო ამა სიმონს ჰყვანდა დაჲ ლეონ დადიანისა, ნაშობი ათაბაგის ასულისა; და რა სცნა ლეონ დადიანმა სვიმონ გურიელისა ესევითარი უსჯულოება, მოკვლაჲ მამისა, წარვიდა სპითა თვისითა გურიელსა ზედა და დაებარგა ლანჩხუთს და წარგზავნა დესპანი სიმონისად: „ვინათგან ჰქმენ ესევითარი ბოროტება, მე, არღარა მწადნელი სიძობისა შენისა, მომეც დაჲ ჩემი მარიამ. მსმენელი სვიმონ, გურიელი არღა დაემორჩილა. და ვინათგან იყო მამაცობასა შინა მხნე სვიმონ, ამისთვის შეიკრიბა სპანი და ებრძოდა დადიანსა ძლიერად. გარნა იძლია სიმონ გურიელი და შეიპყრეს სიმონ ბრძოლასა შინა, და მამის მკვლელობისათვის აღმოხადნა ორნივე თვალნი, დასვა გურიელათ ქაიხოსრო და წარმოიყვანა დაჲ თვისი მარიამ და მოვიდა გამარჯვებული სამფლობელოსა შინა თვისსა ოდიშს. ხოლო ამან დადიანმა ლეონ იწყო მტერობა იმერეთისა და ხთომა,რომელ ვერღა წინააღუდგენ იმერელნი ვერცა იდუმალ და ვერცა ცხადად და ესრეთ მრე ექმნა: კნინღა დაიპყრა იმერეთი სრულიად. ხოლო ჟამსა ამას მეფემან საქართველოჲსამან როსტომ სთხოვა დაჲ თვისი მარიამ, ქვრივი სიმონ გურიელისა მეუღლეთ. და მისცა, გარნა აქუნდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთვის შეითქუნენ: და მოვიდა მეფე როსტომ ფერსათს და დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი, წარმოიყვანა დაჲ თვისი მარიამ, გამოვლო სამიქელაო და განვიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ხიდსა ზედა. მუნ დახვდა როსტომ მეფე ქართლისა, მისცა დაჲ თვისი დიდებითა. და წარვიდა როსტომ. გარნა გიორგი მეფემან იმერეთისამან ჰგონა ჟამი მარჯვე, შემოიკრიბა სპანი, რათა ეწყოს დადიანსა; წარვიდა მცირითა კაცითა განმსტრობად სპათა დადიანისათა და მერმეთ მოქცეულმან აღასრულოს წადილი თვისი. აგრძნა ესე დადიანმა, წარმოავლინა სპანი ფარულად, მოერტყნენ გარს გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მიგვარეს დადიანსა. იგი მსწრაფლ აღმხედრდა და წარვიდა ოდიშს და პატიმარ ჰყო მეფე. და შემდგომად ძემან მისმან ალექსანდრე დაიხსნა მამა თვისი გიორგი მეფე: წარუგზავნა დადიანსა ვაჭარნი ჩიხორსა და ჩხარისანი სრულიად და დაიხსნა მამა თვისი. მოიყვანეს ქუთაისს . და მცირე ხანისა შემდგომად გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1639. და დაუტევა ძენი სამანი: ალექსანდრე, მამუკა და ბერი.
შემდგომად მამისა თვისას იქმნა მეფედ ალექსანდრე. ხოლო ამა ალექსანდრესა უმეტეს მრე ექმნა ლეონ დადიანი. და უღონო ქმნილმან მეფემან ალექსანდრე შემოავსლო ზღუდე დიდი ქუთათისის სასახლესა და მოიყვანა ყოველთსა წარჩინებულთა ცოლ-შვილნი და დაადგინა მას შინა და თვითცა იმყოფებოდა მუნ; რათა არა მიერთდენ დადიანსა, ჰყო ესე მისთვის. ხოლო დადიანმა ლეონმა, სიმდიდრითა აღმატებულმან, აღაშენა თვისდად განბრწყინვებულნი სასახლენი 12 ოდიშსა შინა და აფხაზეთსა ყოვლითა თვისითა განწყობილებითა, რამეთუ არა წარიღის ერთიდამ მეორესა შინა არარაჲმე სახმარებელნი და არცა ცხენნი და არცა სხვანი საჭირონი სახმარნი ნივთნი, არც ცხოველთა და არცა უცხოველოთანი და გარემოს წყაროთა უახლოესთა დადგა ფიალნი ოქროსანი და უშორესთა ვერცხლისანი, დაბმული ძეწკვებითა. და მოგზაურნი მიიღებდენ წყალსა მით, ვინათგან ვერვინ იკადრებდა ქურდობასა ანუ პრავა-ავაზაკობასა ქვეყანასა შინა მისსა. ხოლო ამათ ჟამთა მოიწიფა ძმა მეფისა ალექსანდრესი მამუკა. და ამან დაუწყო რამოდენიმე ბრძოლა და წინააღმდეგობა დადიანსა ლეონს, ვინათგან შეიქმნა მამუკა ფრიად საქებელი, კისკასი და მარჯვედ მქცევი მხედრობასა შინა, და მრავალჯელცა დაამარცხა მრავალნი გუნდნი მენგრელთანი. ჟამსა ერთსა მოვიდა დადიანი მოსარბევად იმერეთისა. ხოლო მეფე უღონო ქმნილი ვერღა განვიდა ქუთათისსა გარე. მაშინ განვიდა მამუკა ბრძოლად დადიანისა. შეხვდა რამოდენსამე მენგრელთა და სცა ერთსა მენგრელთაგანსა შუბი და დასცა ცხენითურთ. მაშინ უბრკმა ცხენსა მამუკასასა და დაეცა. მხილველნი მამუკას დაცემისანი ლტოლვილნი მენგრელნი მოიქცენ და შეიპყრეს მამუკა და მიგვარეს დადიანსა. მხიარულ იქმნა დადიანი წინააღმდეგისა შეპყრობისათვის და წარიყვანა მამუკა ოდიშს. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა კახთ ბატონი თეიმურაზ მეფისა ალექსანდრესა თანა და ალექსანდრემ წარმოაგზავნა ლეონ დადიანისა თანა, რათა პატივსცეს და განუტეოს მამუკა, ვინათგან იყო თეიმურაზ კახ-ბატონი ბიძაშვილი ლეონ დადიანისა. თუმცაღა სწადოდა განტევება მამუკასი პატივისათვის ბიძის ძისა თვისისა თეიმურაზისა, გარნა ზემოხსენებულმან წუწკმან პაატა წულუკიძემან რომლითამე ცბიერებითა არა აუფლა დადიანი ქმნად ამისა. და წარმოვიდა თეიმურაზ ბატონი კახთა ცალიერი. და შემდგომად დასწვეს ორნივ თვალნი მამუკას, ყმასა უებროსა, რომელ ესე ჰქმნა ლეონ დადიანმა საწყინელი ყოველთაგან და უჯერო და არა შესაშვენ გონიერთა, გარნა იქმნა მის წუწკისაგან ესეთუ ყოველთა საწყინელი საქმე. და შემდგომად ჟამ-რაოდენისამე გარდაიცვალა მამუკა ოდიშს წელს ქრისტესით 1654. უღონო ქმნილმან ყოველითურთ და შეიწრებულმან ალექსანდრე მეფემან წარავლინა დესპანი რუსეთის ჴელმწიფის ალექსისა თანა, რათა მწე ეყოს და იხსნას დადიანისა კირთებისაგან, ხოლო რუსეთით მოუვიდა დესპანი და ნიჭნი დიდნი, გარნა შეწევნა არარაჲ. ხოლო ჟამსა ამას ლეონ დადიანსა, კაცისა ყოვლად სახსოვარსა, მისცა სოფელმან ნიჭი თვისი და მიიცვალა წელს ქრისტესით 1657. და ვინათგან არა დაშთა ლეონს შვილი, ამისთვის ოდიშართ დასვეს დადიანად ლიპარიტ, ძმა მისივე ლეონისა, ნაშობი ათაბაგის ასულისა. ამის მსმენელი მეფე ალექსანდრე შემოიკრიბა სპანი, წარვიდა ოდიშს, მოსწყვიდნა, მოსწყვიდნა, მოსტყვენა და მოაოხრა, აღიღო ციხენი, გამოიღო საგანძურნი და ქონებანი ლეონ დადიანისანი, შეიპყრა წარჩინებულნი სრულიად ოდიშისანი და დაახსნევინა ყოველთა თავი ვერცხლითა, გამოართვნა მათვე ძენი მძევლად და დასვა დადიანად ვამეყ, ზე მამია დადიანისა და მოვიდა გამარჯვებული იმერეთს. აქა იხილეთ, თუ ერთი კეთილი გვამი ვითარ მოაკლდების ქვეყანასა. ხოლო ლიპარიტ წარვიდა ახალციხეს და ევედრა როსტომ ფაშას და როსტომ-საქართველოს მეფესა. მათ მოსცეს სპანი, მოეწყო გურიელი ქაიხოსროს როცა და ჭილაძე, მიქელაძე, და გამოვიდენ რიონს. ამის მცნობი მეფე ალექსანდრე სპითა თვისითა განვიდა ცხენის წყალს. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი ბანძას. და მოისრნენ ორგნითვე მრავალნი, და გაემარჯვა მეფეს. და ლიპარიტ დადიანი და გურიელი ქაიხოსრო ლტოლვილნი წარვიდენ სტამბოლს. ხოლო ლიპარიტ მოკვდა სტამბოლს. და ქაიხოსრო გურიელი მოვიდა და ბრძანებითა ხვანთქრისათა კვალად დაიპყრა გურია. გარნა შეუჩინა მეფემან მაჭუტაძე. და მოკლა მაჭუტაძემ გურიელი ქაიხოსრო ღალატით, და გურიელმან იქმნა კვალად დიმიტრი. ჟამსა ამას გარდაიცვალა მეფე ალექსანდრე წელს ქრისტესით 1660.
ხოლო იქმნა მეფედ ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ქალისა, რომელი პირველ განაძო მამამან მისმან ალექსანდრე. ხოლო ამა ბაგრატს მისცა ცოლად დედის-ნაცვალმან თვისმან დარეჟან ძმისწული თვილი და ისიძა გერი თვისი. ხოლო ექვსისა თვისა შემდგომად დარეჯან დედოფალმან შეიპყრა ბაგრატ, გერი თვისი და აღმოხადნა თვალები, მოიყვანა ვინმე მეფეთა მონათესავე, რომელსა ჭუჭუნიას-შვილობით უხმობდენ, შეირთო ქრმად იგი და დაიპყრა თვით იმერეთი და ვახტანგს უწოდა მეფედ. ამისთვის კერძონი ბაგრატისანი იმერნი ევედრენ ასლან ფაშასა. ჩამოვიდა ასლან ფაშა სპითა, მიეგებნენ დადიან-გურიელი, შეიპყრეს ვახტანგ და დარეჯან დედოფალი, ხოლო იმერეთს დასვა მეფედ ბაგრატ უთვალო. და ისინი წარიყვანა ფაშამ ტყვედ და პატიმარ ჰყო ოლთისს. ჟამსა ამას დადიანმა ვამეყ დაიპყრა იმერეთი, ბუჯის წყლის დასავლეთის კერძონი და აღმოსავლეთის კერძონი დაუტევა მეფესა საქართველოჲსასა. ხოლო ჟამსა ამას იმზახდენ მეფე ქართლისა ვახტანგ და ვამეყ დადიანი. გარნა ქალი, თხოვილი ვახტანგისა ძისა არჩილისი, დადიანმა ვამეყ მისცა ღოღაბერიძეს ბეჟანს. ამისთვის მეფე ვახტანგ ეზრახა აბაშიძე პაატას და მოჰკლეს ბეჟან ღოღაბერიძე. ხოლო ჟამსა ამას წარმოემართა სპითა ვახტანგ მეფე და გარდმოვლო ლიხის მთა. აქათ ვამეყ დადიანი წარმოემართა სპითა და მოვიდა საჩხერეს. გარნა მეფესა ვახტანგს შეერთდა გურიელი და იმერნი სრულებით და ლაშხისშვილი ხოსია, თავი ლეჩხუმისა. მხილველი ვამეყ დადიანი ამავითართ ძლიერთ შეკრებულთა ვერ წინააღუდგა ბრძოლად და წარვიდა ოდიშს. ხოლო ვახტანგ მეფემან აღიღო ციხეები იმერეთისა. მოადგა ქუთათისს და გამოიყვანა ბაგრატ მეფე იმერეთისა. მაშინ შეიკრიბა იმერნი და იმერელ-საქართველოჲს სპითა მოვიდა ოდიშს. ვერ წინააღუდგა დადიანი ვამეყ და წარვიდა სვანეთს. ხოლო ვახტანგმა მოსპნა ურჩნი ოდიშისანი, მოადგა ჭაქვიჯის ციხესა, აღიღო გამოიყვანნა ცოლ-შვილნი ვამეყ დადიანისანი და საგანძურნი ყოველნი და მივიდა ზუგდიდს. ხოლო შემდგომად დასვა დადიანად ლეონ და მისცა ძმისწული თვისი მეუღლედ თამარ. ხოლო შეჩენითა ხოსია ლაშხისშვილისათა მოკლეს ვამეყ დადიანი სვანეთს ვახტანგ მეფის საქმითა. ვახტანგ მეფემან მოიყვანა ძე თვისი არჩილ და დასვა იმერეთს მეფედ წლისა 14 და აკურთხა ქუთათისს წელს ქრისტესით 1661. შემდგომად წარვიდა ქართლს და წარიყვანა მეფე ბაგრატ ტყვედ. გარნა სთხოვეს იმერთა საზოგადოებამან კვალადვე ბაგრატ. და წარიყვანა ძე თვისი არჩილ და ისმინა თხოვა საზოგადო იმერთა და მოსცა ბაგრატ. და ქმნეს იმერთა კვალად მეფედ იმერეთს ბაგრატ. გარნა დადიანმა ლეონ არა ინება მეფობა ბაგრატისა და ამისთვის აღმხედრდა სპითა ბაგრატსა ზედა ლეონ დადიანი, მოეგება მეფე ბაგრატ,იქმნა ბრძოლა ძლიერი და შეიპყრეს ლეონ დადიანი და მოართვეს ბაგრატს.ხოლო შეაჭირვა დადიანი ტყვეობითა და მოაყვანინა ცოლი თვისი თამარ და შეირთო მეფემან ბაგრატ და დადიანსა ლეონს მისცა და თვისი, გოშაძის ნაცოლარი, უქმნა ქორწილი და განუტევა კვალად ოდიშს დადიანად. ხოლო ამავითართა ჟამთა განდიდნა სეხნია ჩხეიძე და მისცა ოსმალთ ციხე ქუთათისისა გარნა რაოდენისამე ჟამისა შემდგომად შეტყუებითა აღიღო ციხე ქუთათისისა ბეჟან ლორთქიფანიძემ, მოურავმან,და მოსრნა ოსმალნი და მისცა ციხე მეფესა ბაგრატს. ხოლო ამათ ჟამთა საათაბაგოს ტყვედ მყოფმან დარეჯან მისცა ათასი მორჩილი ქრთამად ფაშასა,და ამა ჟამსა ესმა ფაშასა მოსრვა ოსმალთა ქუთათისს. ამა ორთა მიზეზთა გამო წარმოვიდა საითა ფაშა, გარდააგდო ბაგრატ საქართველოდ და მეფედ ჰყო დარეჯან და ქმარი მისი,ზემოხსენებული ვახტანგ ხოლო ამა ორთა მეუღლეთა ქმნეს სამეფოსა მათსა პირველგამგებელად ლაშხისშვილი ხოსია, თავი ლეჩხუმისა,და მეფობდნენ ესრეთ. შემდგომად შეიზრახენ იმერნი და გარდმოიბირეს სეხნია ჩხეიძე და შეუჩინეს დარეჯან დედოფალსა. და დილასა, ჩვეულებრ ოდეს იმკობდა თავსა თვისსა,მაშინ შევიდა სეხნია იდუმალ,დასცა შუბი დედოფალს დარეჯანს და მოჰკლა ციხესა შინა ქუთათისისა .ხოლო იმერთა ასპარეზსა შინა მიმომთხველი ვახტანგცა, მეუღლე დარეჯანისა მოჰკლეს, მოიყვანეს გურიელი დიმიტრი და ქმნეს მეფედ წელს ქრისტესით 1668. გარნა შემდგომად მცირედისა ჟამისა შეიყარეს იმერთა და აღმოხადეს თვალი დიმიტრი გურიელსა.ხოლო იმერთა სთხოვეს საქართველოჲსა მეფესა შანაოზს ბაგრატვე და მან მოსცა და დასდვეს მეფედ იმერეთს. ხოლო სეხნია ჩხეიძემ არა ინება მეფობა ბაგრატსა და აღიღო ციხე ქუთათისისა და მისცა ოსმალთა,რომელიცა ეპყრათ ოსმალთა ვიდრე მეფობამდე პირველის სოლომონისა, რომელიცა ნებითა და წინამძღვრებითა მისვე მეფის სოლომონისათა აღიღეს რუსთა. ხოლო ლეონ დადიანმა იძია შური ცოლისა წაგვრისათვის და მოუხთა მეფეს ქუთათისს და განდევნა მუნით, და წარვიდა რაჭას.და დადიანი დაებანაკა გეგუთს. ხოლო მეფემან შემოიკრიბნა რამოდენიმე სპანი და შეება დადიანსა, და იძლია დადიანი და შეიპყრესცა, გარნა განუტევა კვალად დადიანი, ვინათგან იყო სიძე მეფისა ბაგრატისა. ხოლო ჟამსა ამას იყო გურიელად გიორგი, რომელი ეტრფიალა ცოლსა ბაგრატს მეფისასა, ზემოხსენებულს თამარს, რომელი წარგვარა დადიანსა ლეონს. ამისთვის გურიელმა მისცა ქრთამი ბევრი ფაშას, რათა წაართვას მეფესა ბაგრატს და მისცეს მას. ხოლო ფაშა წარმოემართა სპითა მრავლითა მეფესა ზედა. მცნობმან ამისმან ბაგრატ ცოლი თვისი თამარ წარგზავნა ციხესა შინა კვარას და თვით ეწყო ბრძოლად ფაშასა, გარნა იძლია იმერნი და მეფე ბაგრატ უთვალობისა გამო ვერღა ივლტოდა და შეიპყრეს. და ვინათგან სცნა ფაშამან, ვერ აღიღებს კვარის ციხესა, ამისთვის ბაგრატს გამოართვა მრავალი ქრთამი და მისცა კვალად მეფობა და წარიყვანა მძევლად ძე მეფისა ალექსანდრე (რამეთუ ესე ალექსანდრე იყო შობილი ლეჩხუმელის კოჩილას ცოლისაგან, რომელსა ბაგრატ მეფე თან-ეყოფოდა სიძვად. და ვინათაგან არა ესვა სხვა ძე ბაგრატს, ესე მოიყვანა, უწოდა ალექსანდრე და ზრდიდა ძედ თვისად პირმშოდ) და წარვიდა ფაშა. ჟამსა ამას აღიღო ქუთათისი მეფემან ბაგრატ და განსდევნა ოსმალნი. და რა სცნა ესე, წარმოავლინა ასლან ფაშამ დესპანი და სთხოვა მეფესა ციხე ქუთათისისა და მისცეს ძეჲ თვისი ალექსანდრე. მაშინ მეფემან განზრახვითა იმერთათა მისცა ციხე ქუთათისისა ოსმალთა, და მოსცეს ძეჲ მისი ალექსანდრე. ხოლო ბაგრატ მეფესა უშვა თამარ ცოლმან მისმან, რომელი წაგვარა ლეონ დადიანსა, ძეჲ გიორგი, რომელმაც განიხარა ფრიად. ჟამსა ამას ჭყონდიდელი ჩიქოანი განდიდდა ფრიად და იქმნა დიდი მისანდო ლეონ დადიანისა. და ჰყვანდა ამა ჭყონდიდელსა ძმაჲ კაცია ჩიქოანი. და თავის ძმისა ჭყონდიდელისა გამო ესეცა განდიდდა და პატივსცემდა მეფე ფრიად, და ამის გამო უსმენდაცა ლეჩხუმელნი კაციას. ხოლო მოიყვანა ძმაჲ თვისი კაცია ჭყონდიდელმან დადიანისა ლეონისა თანა, და მისცა დადიანმა სრულიად სალიპარტიანო კაცია ჩიქოანს, და იქმნა დიდი მისანდო დადიანისა. იყო ესე კაცია მხნე და შემმართებელი საქმისა. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა არჩილ ბაგრატოვანი, და მიუდგა დადიანი და გარდააგდეს ბაგრატ უთვალო, და იქმნა მეფედ იმერთა არჩილ. წარგვარა არჩილ თამარ დედოფალი ბაგრატსა და მისცა კვალად ლეონ დადიანსა. ხოლო ბაგრატ უთვალო ევედრა ხვანთქარსა. და მისცა შეწევნა სპითა უამრავითა, გარდააგდეს არჩილ და მისცეს მეფობა ბაგრატსავე. მაშინ შეიკრიბნა იმერნი და წარვიდა დადიანსა ზედა, და დადიანი ეწყო ბრძოლად, გარნა იძლია დადიანი და კვალად წაართვა ცოლი თვისი თამარ, წარმოიყვანა და მოვიდა ქუთათისს. შემდგომად მცირედისა ხანისა მოკვდა დადიანი ლეონ წელს ქრისტესით 1681. ამა ლეონ დადიანის ძე მანუჩარ ჰყვანდა გიორგი გურიელსა მძევლად რომლისამე საქმისათვის. და ოდეს მიიცვალა ლეონ, სთხოვეს ოდიშართა მემკვიდრე მათი მანუჩარ დადიანად. გარნა ვინათგან არა იყო მემკვიდრე დადიანისა თვინიერ მანუჩარისა, მაშინ განიზრახა თვითვე დაპყრობა გურიელმა ოდიშისა. ამისთვის მოჰკლა ყრმა მანუჩარ, ძეჲ ლეონ დადიანისა, და თვით წარმოემართა ოდიშსა ზედა. გარნა მცნობმან ოდიშართა განამაგრეს ციხეები და არა შეუშვეს ოდიშს გურიელი, და უკუნიქცა სირცხვილეული. ხოლო ამა ჟამებთა შინა არჩილ მეფე წარვიდა რუსეთად და ბაგრატ მეფე უთვალო მოკვდა იმერეთს წელს ქრისტესით 1681, და დაფლეს გელათს. და ვითარ არღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს გურიელი გიორგი იმერთა და ჰყვეს მეფედ. არამედ ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოანი იყო თავი და გამგე მათი. ხოლო ჟამსა ამას დიდათ ეკირთებოდენ აფხაზნი ოდიშართ და სტყვენვიდენ ხმელით თუ ზღვით, და დაიპყრეს აფხაზთა ვიდრე ეგრისამდე მდინარისა, და თვით დაეშენებოდენ აფხაზნი, და არღარა იყო ეპისკოპოსნი დრანდასა და მოქვს. შემდგომად ამისა მოკვდა კაცია ჩიქოანი და დაიპყრა ლიპარტიანობა ძემან მისმან გიორგი უმეტეს მამისა თვისისა.
ხოლო გიორგი გურიელი, რომელი ყვეს მეფედ იმერთა, იყო იგი სიძე ზემოხსენებულისა ბაგრატ მეფისა უთვალოსა, რომელსა ჰყვა ასული ბაგრატისი დარეჯან, ნაშობი თამარისაგან, რომელი წარგვარა ლეონ დადიანსა ბაგრატ, რომელი ზემოთ ვახსენეთ. და ოდეს იქმნა იმერთა ზედა მეფედ გიორგი გურიელი, განირისხა ღმერთი და განუტევა ცოლი თვისი, ზემოხსენებული დარეჯან, ასული ბაგრატისა, და შეირთო სიდედრი თვისი, თამარ დედოფალი, ვინათგან იყო იგი შვენიერებითა მდიდარ ფრიად (თქმულ არს ამა თამარისათვის; ოდეს იქმნა მიდგომილ ამა გიორგი გურიელისა თავის სიძისაგან, შვა ცეცხლი და მოკვდა.) ჟამსა ამას ვინათგან იყო ოდიში უპატრონოდ, მაშინ გიორგი ლიპარტიანმა ძეჲ ლეონ დადიანისა, ნაშობი მხეველისაგან, სახელად ლევანვე, დასვა დადიანად სათნოებისათვის მენგრელთა და წინააღმდეგად გურიელისა. ვინათაგან დაშთა იმერეთი უმემკვიდროდ და იქმნა მეფედ გიორგი გურიელი, ესე შეუძნდა გიორგი მეფესა საქართველოჲსასა, და ჰყვანდა მას თანა ძეჲ ბაგრატ უთვალოსა ალექსანდრე, ნაშობი ხარჭისაგან, რომელიცა ზემო ვახსენეთ; ამისთვის სთხოვა უსუფ ფაშისა, რათა ჰყოს იმერთა ზედა მეფედ ალექსანდრე. ხოლო ფაშამან ესე ყოველივე აცნობა ხონთქარსა და ნებითა ხვანთქრისათა შთამოვიდა იმერეთად ფაშა და ჰყო მეფედ ალექსანდრე წელს ქრისტესით 1682. და გიორგი გურიელი წარვიდა გურიადვე. ხოლო შემდგომად სიკვდილისა თამარ დედოფლისა შეირთო გურიადვე. ხოლო შემდგომად სიკვდილისა თამარ დედოფლისა შეირთო გურიელმან ნაცოლარი კაცია ჩიქოანისა, დედის-ნაცვალი გიორგი ლიპარტიანისა.
ხოლო ოდეს იქმნა მეფეს ალექსანდრე, ძე ბაგრატ უთვალოსა, არა ინება მეფობა მისი გიორგი ლიპარტიანმა და შოშიტა რაჭის ერისთავმა და ბეჟან ლორთქიფანიძემ. შეკრბენ ესენი და მიერთდენ გურიელსა. არამედ გურიელმან, საბრძოლველად წარმოსულმან განძარცვა ხატი ვლაქერან ღვთის მშობლისა და ჰყო სამკაულად თვისად. მოვიდა გურიელი საჩინოს და შემოიერთა გიორგი ლიპარტიანი, რაჭის ერისთავი შოშიტა და ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. ხოლო ალექსანდრეს დაშთა აბაშიძენი და ზემო მხარენი, რომელიცა მაშინ განდიდებულ იყო პაატა აბაშიზე და გიორგი მიქელაძე. იქმნა ბრძოლა ძლიერი როკითს წელს ქრისტესით 1684. გაემარჯვა ალექსანდრე მეფესა, და მოჰკლეს გურიელი გიორგი (ამისთვის იტყვიან: უცნაურითა კვეთებითა მოკვდაო), მოკლეს კვალად რაჭის ერისთავი შოშიტა, ხოლო ალექსანდრესი მოკლეს აბაშიძე ლევან და პაატა დაჰკოდეს. და. მოიქცა ალექსანდრე გამარჯვებული და დაიპყრა იმერეთი. ხოლო გურიას დასვეს გურიელად მალაქია, ძმა გიორგისა. ჟამსა ამას მოკვდა აბაშიძე პაატა და იქმნა სააბაშიოს პატრონად ძმა მისი ნაბერალი მალაქია, რომელმან იწოდა გიორგია და განდიდდაცა ფრიად. ამან შეირთო ნაცოლარი გიორგი გურიელისა და დედისნაცვალი გიორგი ლიპარიტიანისა, რომელი ზემოთაც ვახსენეთ. შემდგომად რამოდენისამე ჟამისა გურიელად ჰყვეს მამია გიორგის ძე თნებითა გურიელთათა, და მალაქია მონაზონ იქმნდა და მისცეს შემოქმედი. ხოლო ჟამთა ამათ ლეონ დადიანმა მიიყვანა მეუღლედ დაჲ ალექსანდრე მეფისა თინათინ ნებითა გიორგი ლიპარტიანისათა, ვინათგან იგი თაობდა ოდიშ-ლეჩხუმსა ზედა და მისითა ნებითა იყო ლეონ დადიანად, სახელით ოდენ, ხოლო საქმით ყოველივე იყო გიორგი ლიპარტიანისა. გარნა ჟამსა ამას იყო დიდი ჭირი აფხაზთაგან ავაზაკობითა და ტაცებითა ოდიშართა ზედა. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა არჩილ მეფე ბაგრატოვანი რუსეთიდამ და მოიყვანა ორნი ძენი თვისნი ალექსანდრე და მამუკა და ძენი თვისნი წარავლინა დვალეთს და თვით მოვიდა რაჭას. ხოლო ეზრახნენ იმერთა, რათა ჰყონ არჩილ მეფედ და იმერთა მისცეს პირი არჩილს. მოვიდა არჩილ და რაჭის ერისთავი გველისთავს და მიერთო მას გიორგი ლიპარტიანი, ჭილაძე და მიქელაძე და ლორთქიფანიძენი. ამის გამხილველმან ალექსანდრე მეფემან დაუწყო ზრახვა ლიპარტიანს, დაუმტკიცა ლეჩხუმი, და კვალად მიერთო ალექსანდრეს.
ამისთვის ვერ წინა აღუდგან ალექსანდრეს არჩილ (ვისიცა იქმნებოდა ლიპარტიანი, მპყრობელი ოდიშ-ლეჩხუმისა, -ძლევაცა მისი იქნებოდა.) და წარვიდა არჩილ ოდიშს, ხოლო ოდიშიდამ აფხაზეთს, და სწადოდა წარსვლა ყირიმის ხანთან, სადა ყვანდა ელჩნი წარვლინებულნი. ხოლო არჩილ რა მივიდა აფხაზეთს, მოეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივითა ვითარცა მეფე, და იყოფებოდა ზუფუს ჟამ-რაოდენმე, არამედ ვერღარა მშოვნელი გზისა უკმოიქცა და მოვიდა ოდიშს, გარნა ვინათგან ლიპარტიანი იყო მეფისა ალექსანდრესი, ვერღარა დადგა ოდიშს, წარვიდა და მივიდა საჭილაო-სამიქელაოს, და მუნით წარვიდა რუსეთად და წარიყვანა ძმისწულნი თვისნი, ძენი ლევანისანი: ქაიხოსრო, ვახტანგ და დომენტი, და იყოფებოდა დიგორს. ხოლო ჟამთა ამათ ისაქმა არჩილ ხვანთქარსა თანა, ბრძანა ხვანთქარმან და წარმოავლინა აზრუმის ფაშა, განაძეს ალექსანდრე, რომელი წარვიდა ერეკლე მეფისა თანა ქართლს, და იმერეთი მისცეს არჩილს და, ქმნდეს მეფედ. და დაემორჩილენ ყოველნი იმერნი არჩილს, თვინიერ გიორგი აბაშიძისა, და ოსმანლნი წარვიდა ახალციხედვე. ხოლო ჟამისა რაოდენისამე შემდგომად შემოიკრიბნა არჩილ სპანი იმერეთისანი და სთხოვა ლიპარიტიანსა შეწევნა, მოადგა ქუთათისის ციხესა, რომელიცა დიდათ შეაწირა, რომელ მეციხოანენი სჭამდენ ჯღანთა, რომელთა არარაჲ აქვნდათ . ხოლო ამა ჟამსა რომლისამე საქმისათვის გულკლებულ იქმნა ლიპარტიანი არჩილ მეფესა ზედა, და ლიპარტიანი შემოდგომილ იყო ერთი მხრით ციხესა ქუთათისისასა ძლიერად და გულკლებისათვის არჩილისა გამოიყვანა იდუმალ ოსმალნი და მისცა მრავალი საზრდო და განამაგრა ციხე და თვით წარვიდა ოდიშს. მხილველი ამისი არჩილ მეფე დიდათ შესწუხნა და შემოეცალა ციხესა, ვინათგან ეშინოდა ლიპარტიანისაგან და შემოიფიცნა განხლებით კვალად იმერნი. გარნა იქმნა ქრისტეანეთათვის საგლოველ -საბავთებელი, რამეთუ გამოვიდენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმინდისა დიდ-შვენიერად გებულნი, რომლისა საფუძველნი დღესაც გვაჩვენებს დიდშვენიერებასა მისსა (ამისთვის ქმნეს ოსმალთა ესე, ვინათგან ციხესა მას ავნებდენ მუნით ძლიერად, წელს ქრისტესით 1691. ხოლო ალექსანდრე მეფე წარვიდა ახალციხეს, და მწე ეყო ფაშა ახალციხისა და წარმოყვა იმერეთს სპითა და მისცა იმერეთი. და არჩილ მეფე წარვიდა რაჭას და რაჭიდამ რუსეთს, გარნა გზასა ზედა უღალატეს ჩერქეზთა და არჩილს ყოვლად საქებელითა სიმხნითა თვისითა და მამაცობითა ვერა ავნეს, და რუსეთად ვერღა წარვიდა, და უკუნქცეულმან ბრძოლითა გამოვლო ჩერქეზი და მოვიდა საქართველოდვე. ხოლო ალექსანდრე მეფობდა იმერეთს და განუტევა ცოლი თვისი, დიდებულის ქალი, რომელსა თანა ჰყვანდა ორნი ძენი, სვიმონ და გიორგი უქორწინებელად, და შეირთო სჯულიერითა ქორწინებითა გიორგი აბაშიძის ასული თამარ, რომელი იყო მას ჟამსა 10 წლისა. ჟამთა ამათ განძლიერდა ლიპარტიანი გიორგი და არღარა ინება დადიანისა ლეონისა დადიანობა, განაძო იგი და წარვიდა სტამბოლს და მუნ გარდაიცვალა. ხოლო გიორგი ლიპარტიანმა დაიპყრა ოდიში და ლეჩხუმი, გარნა არა იწოდებოდა დადიანად, არამედ ლიპარტიანადვე. ხოლო ესე მეფე ალექსანდრე თუმცა იყო მხნე, ახოვანი და აღნაგითა შვენიერ, გარნა იყო ცუნდრუკ და წინააღმდეგად მქცევი სჯულისა. ამისთვის სძულობდენ იმერნი და ცოლიცა თვისი, თამარ დედოფალი, აბაშიძის ასული, და სწადოდა განტევენა. ამისთვის ეზრახა მამასა თვისსა, რათა წარგვაროს და მისცეს მეფესა გიორგის. ხოლო აბაშიძემან გიორგიმ სიყვარულისათვის ასულისა არღარა მიხედა უჯერობასა და ეზრახა იმერთა და, ვინათგან სძულობდენ იმერნი ალექსანდრესა, შეკრბენ კათოლიკოს -ეპისკოპოსნი, ერისთავი პაპუნა და სხვანი წარჩინებულნი იმერეთისანი და მოადგენ სკანდეს მყოფსა ალექსანდრეს და შეიპყრეს და წარუგზავნეს გიორგი მეფესა (ვინათგან მტერ იყვნენ გიორგი მეფე და ალექსანდრე), მოიყვანეს რუისს, მოაშთვეს და დაფლეს მუნ წელს ქრისტესით 1695. შთამოიყვანეს არჩილ და დასვეს მეფედ. ხოლო თამარ დედოფალი ეზრახა გიორგი მეფესა, რათა შეირთოს, გარნა არა ინება მეფემან გიორგი. მერმე აბაშიძე ეზრახა არჩილს, რათა შეირთოს თამარ, ასული თვისი, ნაცოლარი ალექსანდრესი, რათა უმეტეს დაიმკვიდროს იმერეთი, გარნა არცა მან ინება, ვინათგან იყო საწინააღმდეგო სარწმუნოებისა. ხოლო გიორგი აბაშიძე ეზრახა გიორგი ლიპარტიანსა ნებითა ასულისა თვისისა თამარისათა და მოიპოვეს მონათესავე მეფეთა ვინმე ოდიშს, სახელით გიორგი, მოიყვანეს, შერთეს იგი თამარს და უწოდეს მეფედ წელს ქრისტესით 1696. ხოლო არჩილ წარვიდა დვალეთს და იმყოფებოდა მუნ. ხოლო ესე გიორგი იყო ყოვლითურთ უმსგავსო და შეუგვანებელი მეფობისა (რომელსა კითხვით უწოდებდენ გოჩიასა), გარნა ყოველსა საქმესა მისსა მართვიდა აბაშიძე და თაობდა ყოველსა იმერეთსა იგი აბაშიძე გიორგი. ხო ლო უწესოდ ქცევისათვის შეიძულა მეფე ესე დედოფალმან თამარ და სწადოდა განტევება. ამისთვის აბაშიძე ეზრახა არჩილს, ერწოს მყოფს,რათა შეირთოს თამარ, ასული თვისი, ცოლი გიორგი მეფისა და იქმნას იმერთა ზედა მეფედ. გარნა არჩილ არა ინება და წარვიდა დვალეთს. მაშინ შეკრბენ ყოველნი იმერნი და რაჭის ერისთავი აბაშიძესა თანა და განაძეს გიორგი მეფე და მოუწოდეს არჩილს. გარნა არჩილ არა ინება მეფობა იმერეთისა, ვინათგან ჟამსა მას იყვნენ იმერნი განრყვნილნი, ფიცის მტეხელნი, ტყვის მყიდველნი, მხდომნი და უკეთურნი არათუ წარჩინებულნი მხოლოდ, არამედ მდაბიონიცა .გარნა იძულებულთა თვისთაგანვე წარმოვიდა არჩილ და მოვიდა იმერეთს და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მცნობმან ამისმან ახალციხის ფაშამ არ ითნო მეფობა არჩილისა,წარგზავნა კაცი,მოიყვანა სვიმონ ალექსანდრეს ძე, რომელსა ზრდიდა ერეკლე, მეფე საქართველოჲსა, და შთამოყვა სპითა დიდითა იმერეთს, მისცა იმერეთი სიმონს და იქმნა სიმონ მეფედ იმერთა ზედა. ხოლო არჩილ წარვიდა რუსეთს.
იქმნა იმერთა ზედა მეფედ სიმონ. ამას ეზრახა აბაშიძე გიორგი და მისცა ასული თვისი ანიკა ცოლად,და იქორწინა მეფემან ანიკასა ზედა. გარნა იყო პირველ-გამგებელად იმერთა ზედა აბაშიძე გიორგი,და თამარ, ასული აბაშიძისა, ნაცოლარი მეფისა გიორგისა, დედოფლობდა,და მსახურებდენ ყოველნი იმერნი. ესე შეუძნდა მეფესა სიმონს, შეშინდა და დაუტევა იმერეთი და წარვიდა ქართლს ერეკლე მეფისა თანა. ხოლო დედოფალმან თამარ, ასულმან აბაშიძისამან ინება შერთვა გიორგი ლიპარტიანისა და ინება ლიპარტიანმაცა, და ამისთვის წარვიდა თამარ ოდიშს,შეიუღლა თამარ ლიპარტიანმან და განუტევა ცოლი თვისი, მიქელაძის ასული, რომელსა თანა ჰყვა შვილნი, ძენი მოწიფულნი და მიერიდამ უხმობდენ თამარს იმერთ-ოდიშართ დედოფლად. შემდგომად ამისა განსდგენ რაჭველნი აბაშიძისაგან, გარნა აბაშიძე შეუხდა რაჭას, მოსწვა, მოსტყვენა და დაიმორჩილა და მოვიდა იმერეთსავე. ამათ ჟამთა განიზრახა მამია გურიელმა მეფობა სიმონისა და მოიყვანა სიმონ, განატევებინა ასული აბაშიძისა ანიკა და მისცა გურიელმან დაჲ თვისი და შეაუღლა. ესე შეუძნდა აბაშიძესა, მოუწოდა გიორგი ლიპარტიანსა და შეკრბენ საჭილაოსა და ეზრახენ გურიელსა, რათა მოჰკლას სიმონ მეფე და თვით გურიელი ჰყონ მეფედ. ესე არა ინება გურიელმან და ნება სცა მათ. მაშინ წარავლინეს მათ კაცნი და ცოლისა თვისისა თანამწოლი სიმონ, ოდეს განვიდა ბუნებითსა საჭიროსა ადგილსა,ჰკრეს თოფი და მოჰკლეს სიმონ წელსა ქრისტესით 1701. მაშინ მოიყვანეს მამია გურიელი და დასვეს მეფედ იმერთა. გარნა თუმცა იყო მეფედ გურიელი, გარნა სამეფო ყოველნი დაბანი, აგარაკნი და შემოსავალნი ეპყრა აბაშიძესა და ასულსა მისსა თამარს, ცოლსა ლიპარტიანისასა და ახლად ყოველნი იმერეთისა წარჩინებულთა და აზნაურთა ძენი. და ამა ვითარებისა მხილველი გურიელი წარვიდა გურიასავე. ხოლო მთავრობდა აბაშიძე და განიგებოდა ყოველი იმერეთი მის მიერ. ჟამსა ამას აწუხებდენ დიდათ აფხაზნი ოდიშსა ტყვის ყიდვითა და კაცის კლვითა. ამისთვის სთხოვა აბაშიძეს შეწევნა ლიპარტიანმა, წარვიდენ ორნივე აფხაზეთს, ვერ წინააღუდგა შარვაშიძე და მოსწვეს, მოსტყვენეს აფხაზეთი და დაიპყრა ლიპარტიანმა ოდიშის საზღვრის აფხაზეთი, გაირიგა შარვაშიძე და მოიქცა ორნივე აბაშიძე და ლიპარტიანი გამარჯვებულნი. ხოლო შემდგომად სიკვდილისა სიმონ მეფისა ძმაჲ მისი გიორგი წარვიდა ახალციხის ფაშასთანა და იზრდებოდა მუნ. ხოლო განდიდდა რაჲ აბაშიძე, არღარა მორჩილებდა ფაშასა. ამისთვის შეასმინა ფაშამან ხვანთქარსა. ხოლო ხვანთქარმან წარმოავლინა აზრუმის ფაშას. რათა დაჰყოს იმერეთსა შინა 7 წელი. წარმოემართა ფაშა შავი ზღვით, გურიით და ქაია თვისი წარმოავლინა ახალციხით. ფაშასა შეეერთა გურიელი, აღმოვიდა ოდიშს და აღიღო რუხის ციხე და აღაშენა ანაკლიას ციხე. ხოლო ქაია და ფაშა ახალციხისა შთამოვიდა იმერეთს და მოსტყვენეს იმერეთი და აღიღეს ჭალატყის კოშკები. ჟამსა ამას მოკვდა ხვანთქარი სულთან მუსტაფა და დაჯდა სულტან ახმეტ და ამისთვის იქმნა ამბოხება ოსმალთა შინა და გაბრუნდენ და წარვიდენ ოდიშ-იმერეთით ოსმალნი. გარნა უკუბრუნებისა ჟამსა ქეჰამ იჩემა ნათესაობა აბაშიძისა და ეგრეთვე ქეჰასი აბაშიძემ და ამის გამო შეიყარნენ და ნახეს ერთმანერთი, და ქეჰამ იშვილა გიორგი ალექსანდრეს ძე და აბაშიძე ჰყო მეურნედ მისა. და ესევითარად წარვიდა ქეჰა. გარნა აბაშიძემან არა დაიცვა ქეჰასადმი პირი მიცემული, უბრძანა იმერთა და შეჰკრეს ფერსათი და დაუწყეს სროლა, კოლის ფაშა მოჰკლეს, ისაყ ახალციხის ფაშა დაჰკოდეს და მრავანლი დახოცეს და გარდაჩენილნი მივიდენ ახალციხეს. და ეგრეთვე ოდიშს მყოფმა ფაშამ განვლო გურია და წარვიდა. ხოლო აბაშიძემან დაიპყრა კვალად მთავრობა იმერეთისა წელ ქრისტესით 1703. ხოლო გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, რომელი დაუტევა ქაიამ მეფედ, შეშინდა აბაშიძისაგან და შევიდა ქუთათისის ციხესა, და გიორგი მიქელაძე ერთგულებდა მას. ხოლო ქუთათისს მყოფობისა და მწირობისა გიორგი მეფისასა შეეწეოდა ვახტანგ გამგებელი ქართლისა და წარმოუგზავნიდა მრავალსა საფასესა. ამათ ჟამთა დიდათ განდიდდა აბაშიძე, და დადიანი და გურიელი მოწოდებითა მისითა იყვნენ მარადის მასთანა. ხოლო მტერ იყვნენ ლიპარტიანი და გიორგი მიქელაძე, ვინათგან და იყო გიორგი მიქელაძისა, რომელი განუტევა ლიპარტიანმა ცოლი თვისი და ნება-ყოფითა აბაშიძისათა გამოაძო ლიპარტიანმა გიორგი მიქელაძე მამულით თვისით და წარვიდა მიქელაძე და ლიპარტიანმა დაიპყრა საჭილაო-სამიქელაო. შემდგომად ამისა განუდგა ძმაჲ თვისი ლიპარტიანსა იესე და მივიდა ქუთათისს გიორგი მეფისა თანა. ამა იესეს ეპყრა ლეჩხუმი ნებითა ლიპარტიანისათა. მსმენელი ამისა წარვიდა ლიპარტიანი და უმეტეს თავისდად მოიმტკიცა ლეჩხუმი და მისცა გასამგებლოდ ძესა თვისსა ბეჟანს და დადიანობა მისცა პირმშოსა ძესა თვისსა კაციას და თვით იწოდებდა ლიპარტიანად, გარნა ძენი მისნი იყვნენ ბრძანებასა ქვეშე მისსა. ხოლო უმრწემესსა ძესა თვისსა მონაზონსა გაბრიელს უბოძა ჭყონდიდლობაჲ. ამათ ჟამთა მთავრებით დასაამებელად შანაოზ მეფემან მისცა და ხელმოწერით დაუმტკიცა პაატა აბაშიძეს სვერი, ლიპარტიანს სამიქელაო და საჭილაო, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი. ხოლო აბაშიძემ გიორგიმ მთავრობასა შინა მისსა დიდათ დაამშვიდა იმერეთი, სადა არასადა იყო პარვა, ავაზაკობა, ტყვის ყიდვა და არცა კაცის კვლა. ხოლო ჟამსა ამას მწე ექმნა მეფე ვახტანგ ქართლისა გიორგის ქუთათისს შემწყვდეულსა და ეზრახა იმერთა მეფობისა მისისათვის. ეთანხმენ იმერნი, კათალიკოს-მიტროპოლიტნი და რაჭის ერისთავი შოშიტა და გამოიყვანეს ქუთათისიდამ გიორგი და უწოდეს მეფედ წელს ქრისტესით 1707.
იქმნა მეფედ გიორგი, ძე ალექსანდრესი. მაშინ იმერნი ყოველნი განივლტოდენ აბაშიძისაგან და მიმართეს გიორგი მეფესა. მხილველმან ამისმან აბაშიძემან სთხოვა ლაპარტიანს შეწევნა. და ლიპარტიანი წარმოემართა სპითა და დადგა ვაკესა შინა. ხოლო მეფე იყო ქუთათისს რაჭის ერისთავით და იმერეთით. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა ცოლი ლიპარტიანისა თამარ დედოფალი ზემოხსენებული, ასული გიორგი აბაშიძისა. მოიხსენეს შური ძეთა ლიპარტიანისათა მამისა თვისისა, ვინათგან განუტევა დედა მათი მიქელაძის ასული; ამისთვის დაუტევეს მამაჲ და მიერთდენ გიორგი მეფესა. ეგრეთვე ვახტანგ მეფემან ქართლისამან მისცა ასული თვისი ანუკა ცოლად ვახუშტი აბაშიძესა და ამითი უკუბირა ბიძასა მათსა, და შემოერთო მეფესა ზურაბ, სიმონ და ვახუშტი, და ესევითარითა საქმითა განძლიერდა მეფე გიორგი. ხოლო უკუუდგა ერისთავი მეფესა და მივიდა ლიპარტიანთა თანა ამისმა მცნობმან მეფემან, დაესხა თავსა ლიპარტიანს და ერისთავს და აოტნა იგინი, და განემარჯვა მეფესა წელს ქრისტესით 1709. ამათ ჟამთა სთხოვეს მეფესა ლიპარტიანთ ძეთა, რათა შეეწიოს მამასა მათსა ზედა. უსმინა მეფემან, წარვიდა სპითა, ლიპარტიანი ვერ წინააღუდგა და წარვიდა აფხაზეთს შარვაშიძისა თანა, და ოდიშს კაცია, ძე ლიპარტიანისა ყვესა დადიანად და ლეჩხუმი მისცეს უმცირესსა ძმასა მისსა ბეჟანს და მეფე უკმოიქცა იმერთადვე. ხოლო ჟამსა ამას არა მწე ეყოფოდა მეფესა გურიელი, ვინათგან ერჩივა აბაშიძესა. ამისთვის წარვიდა მეფე სპითა გურიას და გურიელი ვერ წინააღუდგა, მოსწვა, მოსტყვენა გურია და მოვიდა იმერთს. გარდიცვალა დადიანი კაცია, ძე ლიპარტიანისა ხუნიგასა ჭირითა. ჟამსა ამას გამგონე ამისი ლიპარტიანი მოვიდა აფხაზეთით და დაიპყრო ოდიში ეზრახა გურიელსა და შეირთო ცოლად ასული გურიელსა თამარ. ხოლო აბაშიძე წარვიდა ვახტანგ მეფისა თანა ქართლს და შეიწყნარა მან პატივითა, ვინათგან იყო ძმისწული მისი ვახუშტი სიძე მეფისა ვახტანგისა, რომელი უწინარეს მოვიხსენეთ. ხოლო ვინათგან იყო მეფე გიორგი ცუნდრუკი და ანგარი, ამისთვის შეზრახნენ ლიპარტიანი, რაჭის ერისთავი, ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ამასთან იყო ზურაბ აბაშიძე; შეითქუნენ ესენი, მოიყვანეს გურიელი და ჰყვეს მეფედ. და გიორგი წარვიდა ქართლს ვახტანგ მეფისა თანა, და ისტუმრა დიდი პატივით გორს. და აბაშიძეცა იყო მისთანა, და ვახტანგ მეფემან ქართლისამან ზავ-ყო მათ შორის აბაშიზე განუტევა იმერეთს და მოვიდა გურიელისა თანა, რომელი დროსა მას მეფობდა იმერთა ზედა. ხოლო გურიელმან დაიპყრა იმერეთი და გურიას გურიელთა ჰყო ძე თვისი გიორგი. შემდგომად ამისა გიორგი მეფე წარვიდა სამცხეს, სადა შეიწყნარა ისაყ ფაშამან დიდის პატივით და აღუთქვა შემწეობა. ახლდა მუნ მეფეს აბაშიძე ზურაბ, განგდებული გურიელისაგან და ბიძისა მისისაგან. ხოლო ახალციხით ეზარახა მეფე ბეჟან ლეჩხუმის ბატონსა, ლიპარტიანის ძესა, წარმოვიდა ახალციხით ღამით, ახლდა თან ზურაბ აბაშიძე, გამოვლეს იმერეთი და მოვიდენ ლეჩხუმს. შეიკრიბა ლეჩხუმის ჯარი ბეჟან და მოვიდა მეფით არგვეთს. აქედამ წარვიდა იმერეთის სპით გურიელი, რომელი მეფობდა მას ჟამსა, ახლდა აბაშიძე, ერისთავი და იქმნა ბრძოლა ძლიერი და კნინღა და განდრკენ მეფისანი. მაშინ მხილვევლი ამის ბეჟან ლეჩხუმელი მოუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და სცემდა ძლიერად, სადა მოჰკლეს წულუკიძე, და განსდრიკა მხარე იგი და შეუხთა შუაგულ რაზმთა ა და აოტნა იმერთა სპანი, და ივლტოდა გურიელი და წარმვიდა რაჭას. ხოლო გიორგი მეფემან დაიპყრა იმერეთი, და აბაშიძე წარვიდა საქართველოდვე. ხოლო აქა ნაშთსა არჩილისასა ვიტყოდეთ. ოდეს წარვიდა რუსეთად, მისრულსა აშტარხანს, მოეგება ძე ვისი ალექსანდრე, რომელი წარეყვანა ხელმწიფესა დიდსა პეტრეს საფრანგეთს და ესწავლნა ხელოვნება ზაბაზანყურბარისა და ცეცხლ-სასროლისა. მივიდა არჩილ მეფე მოსკოვს და პატივით შეიწყნარა ჴელმწიფემან რუსეთისმან, მერმეთ მისცა მამული დიდი და ძესა მისსა ალექსანდრეს ფელცეხ -მეისტრობა (რომელ არს არტილერიათა პირველი გამგებლობა). შემდგომად ალექსანდე ბრძოლასა შინა შეიპყრეს შვეთელთა და წარიყვანეს პატიმრად სთოკოლმას. და იყო მუნ ალექსანდე, ხოლო არჩილ მოსკოვს. შემდგომად განუტევეს ალექსანდრე დროთი, რათა იხილოს მამაჲ და ცოლი თვისი, არამედ მოსული რიგას გარდიცვალა ალექსანდრე შირიმის სენითა წელს ქრისტესით 1710 და მოსწყდა უძეოდ. ხოლო გვამი მისი მოიტანეს მოსკოვს, მისცა ხელმწიფემ დონის მონასტერი სასაფლაოდ და დაფლეს მუნ. ხოლო შემდგომად დიდითა მწუხარებითა მოკვდა არჩილ მეფე წელს ქრისტესით 1710 და დაფლეს იგიცა დონს დიდითა პატივითა. ხოლო მამული მისი დარჩა ცოლსა მისსა, დედოფლისა ქეთევანს, და ასულსა მისსა დარეჯანს, რომელთა ეპყრათ აღსასრულამდე. ხოლო იმერეთ შეიზრახენ გურიელი, დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ბეჟან ლეჩხუმის ბატონი. და შეკრბენ ესენი და მოვიდენ ოკრიბას. აქეთ მეფე იდგა ქუთაისს სპითა იმერთათა, და ახლდა აბაშიძე ზურაბ და სიმონ. იქმნა ბრძოლა ძლიერი და აოტნეს მეფე გიორგი.და წარვიდა ქართლს და იქიდამ წარვიდა ახალციხეს ისაყ ფაშისა თანა. არამედ ჟამსა ამას მოკვდა გურიელი მამია წელსა ქრისტესით 1714, იანვარს 5. წარიღეს გურიას და დაფლეს შემოქმედს, სასადლაოსა მამათა მათთასა, და იქმნა გურიელად ძე მისი გიორგი. მცნობი ამისი მეფე გიორგი ჩამოვიდა ახალციხით და დაიპყრა იმერეთი. მაშინ განუტევა მეფემან გიორგი ცოლი თვისი როდამ, გიორგი მეფისა ასული, და შეირთო დაჲ ერისთვისა, მამი გურიელის ნაცოლარი. ჩამოვიდა მეფე ერსთვით და მოიმტკიცა დადიან-გურიელი. ხოლო ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ზურაბ აბაშიძე უკუდგენ და ეკირთებოდენ ქვეყანათა, და ბეჟანისა გამო გამდგარ იყო პაატა მხეიძეცა. მერმე სთხოვა ბეჟან ლეჩხუმელმან მეფესა და მისცა 4000 მარჩილი, რათა განაძოს მამამისი, ლიპარტიანი, და ჰყოს იგი დადიანად. თანახმა ექმნა მეფე და წარგზავნა ერისთავი და აბაშიძე შემწედ მისა. და შეეერთა ბეჟან და მასთანა ზურაბ აბაშიძე და წარვიდენ ოდიშს. ვერ წინააღუდგა ლიპარტიანი. და იქმნა დადიანად ბეჟან წელს ქრისტესით 1715. არამედ ციხენი ეპყრნეს კვალად ლიპარტიანსავე. მცირისა ხანისა შემოდგომად ეცრუა მეფე ბეჟან დადაინსა და შემწე ექმნა ლიპარტიანსა, და იქმნა კვალად ლიპარტიანი დადიანად. და ბეჯან და ზურაბ აბაშიძე წარვიდა ლეჩხუმს, ვინათგან ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ზურაბ აბაშიძე ერთი იყვნენ ყოველსა საქმესა შინა. შემდგომად ამისა მოიყვანა თვისთა თანა მეფემან ლიპარტიანი და განაზრახა, რათა დალაშქროს ბეჟან ლეჩხუმს. მცნობმან ამისმან ბეჟან, ვინათგან არა დასცხრების შფოთება თვისისა მამისა და მის შორის, ამისთვის მოაცთუნა და შეიპყრა მამამისი, მოიყვანა მისთანა, მოჰპარა ძილად მწოლარეს საჭურველნი თვისი და შეიპყრა მამა თვისი ლიპარტიანი, თვისის ყმით, და პატიმარ ჰყო ციხესა შინა. მოიყვანა დედა თვისი, მიქელაძის ასული, რომელი განუტევა ლიპარტიანმან და მოუდგინა ქმარსა თვისსა. და იყვნენ ზოგად ვიდრე აღსასრულადმდე მათდა; ხოლო შთამოვიდა ოდიშს, მოსრნა მიმდგომნი მამისა თვისისანი და დაიპყრა ოდიში და იწოდა დადიანად. ხოლო გიორგი მეფე ზამთარსა ამას მიუხთა ზურაბ აბაშიძესა და მოსტყვენა მამულნი მისნი ბეჟანის სიყვარულისა გამო. ამისთვის ევედრა ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე ასლან. ახალციხის ფაშასა და აღუთქვეს ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს მეფესა ზედა და ჰყოს მეფედ გურიელი. უსმინა ასლან ფაშამ და წამოვიდა სპითა. აქათ მეფემან შეიკრიბა სპანი. ხოლო ფაშას მიეგებნენ ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე. იქმნა ბრძოლა სვიმონეთს და ივლტოდა მეფე და წარვიდა ქართლს წელს ქრისტესით 1715. მოიყვანეს გურიელი და ქმნეს მეფედ. მაშინ ერსათვი იყო ერთგულ მეფისათვის, ეზრახენ ერისთავსა, მისცა ერისთავმან ასული თვისი გულქან ცოლად ბეჟან დადიანის ძესა, ოტიას, და ამით იქმნა მშვიდობა მათ შორის. და ფაშა წარვიდა ახალციხეს. ხოლო გურილი, ვინათგან არღა მეფობდა ნებასა ზედა თვისსა, ამისთვის წარვიდა გურიადვე. მაშინ სამთა ამათ მთავართა განიყვეს იმერეთი სამ ნაწილად და დაიპყრეს თვის-თვისი მხარე. ხოლო გურიელსა გიორგის აღუშურდა დედა თვისი ელენა, მოიყვანა მონაზონ-ყოფილი ძე თვისი, განატევებინა ბერობა, უწოდა ქაიხოსრო და ქმნა გურიელად, მოიყვანა ქრთამითა დადიანი ბეჟან და მისთანა ერისთავი და ზურაბ აბაშიძე სპითა მათითა და განაძო გიორგი. ამათ მოარბიეს გურია, მიიღეს ქრთამი და წარვიდენ. მისრული ახალციხეს გიორგი გურიელი და მუნ მყოფი მეფე გიორგი ემზახლენ ურთიერთსა, რამეთუ შემდგომად შეპყრობისა ლიპარტიანისა ცოლი ლიპარტიანისა თამარ, გურიელის ასული, წარვიდა გურიას და ესე შეირთო მეფემან გიორგიმ. ხოლო ახალციხეს ვერ მშოველთა შემწეობისათა წარვიდენ მეფე და გურიელი სტამბოლს. და რა მივიდენ აზრუმს, აზრუმის ფაშამან მოსცა სპანი გურიელს, წარმოვიდა და მოვიდა გურიას, განაძო დედა და ძმაჲ და დაიპყრა გურია. ხოლო მეფე წარვიდა სტამბოლს. კვალად გურიელობა გიორგისა შეუძნდა გურიის ერისთავსა და ნაკაშიძეს, ვინათგან იყვნენ მიმდგომნი დედისა და ძმისა მისისანი; ამათ მოუწოდეს ბეჟან დადიანსა, რამეთუ ასული დადიანისა მეუღლეთ ჰყვა ბეჟან ნაკაშიძის შვილსა გიორგის; მოსრულსა სპითა გურიას, დადიანს ვერ წანაღუდგა გურიელი და წარვიდა ბათომს. ხოლო კვალად დაიპყრა გურია გურიელმან გიორგი. ხოლო ამათ ჟამთა დიდი მეგობარი მოყვარული ერთმანერთისანი ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე რომელითამე მიზეზითა დაუტევეს მეგობრობა და შემოუვიდათ განხეთქილება. წარვიდა ბეჟან დადიანი, მიუხთა ზურაბ აბაშიძესა, ვერ წინააღუდგა ზურაბ და შევიდა სერის ციხესა, და ბეჟანმან მოსტყვენა მამულნი ზურაბისანი და მოვიდა ოდიშადვე. ამათ ჟამთა განმარტება შეუჩინა ბეჟან დადიანმა ყმანი მოყვრისა თვისისა ერისთვისანი და დაიჭირა ძმა თვისი მანუჩარ და პატიმარ ჰყო ციხესა შინა დეხვიისასა. ამათ ჟამთა ეზრახა გურიელი დადიანსა, რათა მისცეს ასული თვისი მას მეუღლედ, რომელი ჰყვა ცოლად ნაკაშიძეს გიორგი, მისცა ნება ბეჟან დადიანმან ქმნად ამისა. მაშინ გურიელმან განაგდო თვისით მამულით ერისთთვის მისი და მერმეთ მოადგა ციხესა შინა მყოფს ნაკაშიძეს, აღიღო ციხე, გამოიყვანა ცოლი ნაკაშიძისა, ქალი ბეჟან დადიანისა, განუტევა გურიელმან ცოლი თვისი, შარვაშიძის ასული, და შეირთო ნაკაშაძის ნაცოლარი და მოიმტკიცა გურია დადიანის გამო. ხოლო სტამბოლს შთასრული გიორგი მეფე მოვიდა ახალციხეს და ბრძანებითა ხვანთქრისათა შემწე ექმნა ახალციხისა ფაშა სპითა, და მოვიდა იმერეთს. თუმცა არა სწადოდათ მთავართა მათ ზემოხსენებულთა, რომელთა ეპყრათ იმერეთი, მეფობა გიორგისა, გარნა ძლიერებასა მისსა ვერ წინააღუდგენ, და დაიპყრა იმერეთი. ხოლო გაზაფხულსა მას შეიზრახნენ სამნი ესე დიდ-შემძლენი კაცნი: დადიანი, აბაშიძე და ერისთავი. და შეუჩინეს სიმონ აბაშიძე მეფესა გიორგის, რათა მოჰკლას იგი. ხოლო სიმონ თხმელის ციხესა შინა მყოფი მეფე ისტუმრა, და ნადიმსა ზედა მოჰკლეს თევდორობის შაბათს წელს ქრისტესით 1720. და კვალად განიყვეს მათ იმერეთი სამთა მათ სამად და დაიპყრეს. იყო საქართველოს მეფისა თანა შვილი გიორგი მეფისა ალექსანდრე აღსაზრდელად, და რა მოჰკლეს მამამისი, მოითხოვა ისაყ ფაშამან ალექსანდრე მეფედ ყოფად იმერეთსა ზედა. და მეფემან საქართველოჲსამან ვახტანგ წარავლინა ნიჭითა დიდითა, და ხვანთქარსაცა ებრძანა მეფობა ალექსანდრესი. მაშინ შემოიკრიბნა ფაშამ სპანი და ჩამოვიდა იმერეთს. ხოლო ბაჟან დადიანმა და მასთანა ზურაბ აბაშიძემან არა ინებეს მეფობა ალექსანდრესი. მაშინ მოადგენ ცუცხვათის ციხესა ზურაბისასა და აღიღეს ოსმალთა შეთხრით და დააყენეს მას შინა იენგიჩარნი, ხოლო ცუცხვათიდამ წარვიდენ ლეჩხუმს ბეჟან დადიანსა ზედა და შევიდენ ლეჩხუმს და მოსწვეს, მოსტყვენეს და, რაჲც ძალ-ედვა, ებრძოდა ბეჟან მხნე-ახოვანად. შემოდგომად უკმოიქცენ ოსმალნი. გამოვლეს რაჭა და მოვიდენ ქუთათისს. მაშინ ეზრახა ბეჟან დადიანი ფაშასა და მისცა ქრთამად 12 ქესა, რათა მოჰკვეთოს თავი ოტია ჩხეიძესა, ვინათგან იყვნენ მტერნი დადიანი და ოტია ჩხეიძე. მიიღო ფაშამ ქრთამი და მოჰკვეთა თავი ოტია ჩხეიძეს. განუტევა ფაშამ ერისთავი, ვინათგან მტერ იყვნენ დადიანი ბეჟან და ერისთავი. მოიყვანა ბეჟან დადიანი, ჰყო ალექსანდრე მეფედ იმერთა წელს ქრისტესით 1721, მოუდგინა ბეჟან დადიანი მოურნედ და თვით წარვიდა ახალციხეს.
ხოლო ალექსანდრემან დაიპყრა იმერეთი, თვინიერ რაჭის ერისთავისა, მერმეთ ემზახლა ბეჟან დადიანსა და მისცა დადიანმა ასული თვისი მარიამ ცოლად. არამედ თუმცა იყო ალექსანდრე მეფედ, გარნა ბეჟან დადიანი იყო მოქმედი და მმართებელი ყოვლისა საქმისა. ამას ჟამსა წარვიდა აბაშიძე გიორგი ქართლს ვახტანგ მეფისა თანა და მოკვდა ტფილისს წელს ქრისტესით 1722 და გვამი წარმოიღეს და დაფლეს კაცხს. ამათ ჟამთა მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი შემოადგენ ჯვარის ციხეს ოკრიბას, რომელი ეპყრა ერისთვის ძმას გედევანს გენათელსა, შეუთხარეს და აღიღეს. ჟამსა ამას ერისთავი შოშიტა მოუხთა მეფესა, სკანდას მყოფსა, ხოლო მეფე შევიდა ციხესა შინა სკანდას და განერა, და ერისთავმან მოსწვა, მოსტყვენა, რაოდენიცა ჰპოვა, და წარვიდა რაჭას.
წელს ქრისტესით 1725 გამოვიდენ ოსმალონი ფოთს, აღაშენეს ციხე და დასვეს ფაშა. ხოლო შემწეობითა ბეჟან დადიანისათა შეუხთა რაჭას და მოაოხრა რაჭა მეფემან ალექსანდრე ნაცვლად სკანდას მოხდომისა. ეგრეთვე მეფე ალექსანდრე და დადიანი ბეჟან მოადგენ შორაპანის ციხესა, რომელი ეპყრა ლეონ აბაშიძესა, გიორგის ძესა, და აღიღეს. და მას შინა დებული ქონება სრულიად წარიღო დადიანმა, ხოლო ციხე მისცეს ზურაბ აბაშიძესა. ჟამსა ამას მიიცვალა გურიელი და დაჯდა გურიელად ძე მისი მამაი, ნაშობი შარვაშიძის ასულისა. ჟამსა ამას გარდაიცვალა ერისთვის ცოლი მარიამ, მეფის ქალი, და ჰყვეს ზავი დადიანმა, ერისთავმან. და მისცა ერისთავს დადიანმა ასული თვისი, ნაცოლარი გიორგი გურიელისა, ერისთავს ცოლად. ესე არა სასიამოვნოდ აღუჩნდა ზურაბ აბაშიძესა და შეასმინა დადიანი ისაყ ფაშასა. ხოლო ფაშამ წარმოავლინა ძე თვისი, უსუფ ფაშა და ჩამოვიდა იმერეთს, მიეგება მეფე და დასდგენ გეგუთს, ხოლო მიიწვია დადი ანი ბეჟან უსუფ ფაშამან და მივიდა ურიდლად. და ოდეს შევიდა კარავსა ფაშისასა, მაშინ დამალულმან დასცა ხანჯალი ბეჭსა მაჰმად-ბეგ მესაჭურჭლემან ფაშისამან და მოჰკლა დადიანი ბეჟან, და თავი მისი წარგზავნეს წინაშე ხვანთქრისა წელს ქრისტესით 1728. და წარვიდა ფაშა ქართლს. და ბეჯანის წილ იქმნა დადიანად ძე მისი ოტია. ხოლო ჟამსა ამას შეიშურვენ ოტია დადიანი და ძმა მისი კაცო, შეიპყრა ოტიამ კაცო და მიაბარა ერისთვის და მან პატიმარ ჰყო კვირას ციხესა შინა. ამათ ჟამთა მოადგა ერისთავი სადმელს, ციხესა იაშვილისასა. მაშინ მეფემან წარუგზავნა ლეონ აბაშიძე ერისთავსა თანა, ვინათგან ლეონ იყო დედით ძმა ერისთავისა, რათა მოეცვალოს ერისთავი ციხესა იაშვილისასა. გარნა ერისთავმან შეიპყრა ღალატით ლეონ აბაშიძე და წარუგზავნა დადიანსა, გარნა დადიანმა პატივით განუტევა ლეონ. და შემდგომად მოვიდა ლეონ აბაშიძე მეფისა თანა. ამათ ჯამთა მოკვდა ერისთავი შოშიტა და იქმნა ერისთავად ძე მისი გრიგოლ. ხოლო ჟამსა ამას გაიპარა ძმაჲ დადიანისა კაცო კვარიდამ და მივიდა მეფისა თანა. ამათამ ჟამთა მოკვდა ცოლი მეფისა, ასული დადიანისა ბეჟანისა, და შემოდგომად მეფემან შეირთო ასული ლეონ აბაშიძისა ცოლად და იქორწინა წელს ქრისტესით 1732. ხოლო მეფემან ასული თვისი, ნაშობი დადიანის ქალისა, მისცა ცოლად გურიელსა მამიას. იხილეს, ესე და ამისთვის დადიანმა გარდაბირა მეფესა ძმა თვისი მამუკა და მიიყვანა დადიანმა და შერთო დაჲ თვისი ცოლად. შეიკრიბა დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი და აფხაზნი, და შეეწია ერისთავი და ზურაბ აბაშიძე, და მივიდა დადიანი იმერეთს და დასდგა გეგუთს და აოხრებდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღუდგა და შევიდა ქუთათისს ლეონ აბაშიძით, და მოადგა დადიანი ქუთათისს, გარნა ვერ აღიღო და მოეცალა. ამათ ჟამსა მოვიდა ფაშა ფოთს, რათა უმეტესად დაიპყრას კიდურნი შავის ზღვისანი ხოლო სცნა მეფემან ალექსანდრემ, მოვიდა ფაშისა თანა და ერთად წარვიდენ ოდიშს. გარნა არა მივიდა დადიანი და დახიზნულიყო ყოველი ოდიში. მუნით წარვიდენ მდა მოსწვეს ეკლესია წმინდისა გიორგისა ილორს და აღძარცვეს კრამინტი ბრპენისა. და მუნით შევიდენ აფხაზეთს, და შეურიგდა შარვაშიძე, მპყრობელი ზუფუსი, და მაჰმადიანი ჰყვეს იგი და ყოველნი მისთანა მყოფნი და განვიდენ კოდორად.
ხოლო ახლდა ყოველთა ამათ საქმეთა შინა მეფე ალექსანდრე ფაშასა, რათა შემდგომად უკმობრუნებისა დაუმორჩილოს დადიანი ოტია. მაშინ განემზადა ფაშა წასასვლელად ჯიქეთს და აწვია მეფეცა, გარნა მძიმედ აღუჩნდა ესე მეფესა და ღამესა მას გამოიპარა მეფე სპითა თვისითა და დილასა დევნა უყვეს ოსმალთა და მოეწივნენ პირსა ზედა ეგუროსასა . ხოლო იმერთა განამაგრეს კიდური მდინარისა და რამოდენითა მით კაცითა განერა მეფე და მოვიდა ციხესა შინა კაცო დიდიანის ძისასა. და დანაშთენი იმერნი აიალაფეს ოსმალთა და აფხაზთა. ოდეს სცნა დადიანმა მოსლვა მეფისა ციხესა შინა კაცოსასა, მოადგა გარს რაოდენ დღემდე, გარნა შემდგომად ზავ-ყვეს: მოსცა მეფემან მძევალი და წარვიდა იმერეთს წელს ქრისტესით 1733. შემდგომად ამისა უკუდგენ ფაშას აფხაზნი და დაუწყეს პარვა, სროლა და კვლა, და წარმოვიდა ფაშა ოდიშადვე. გარნა შეკრიბენ აფხაზნი, დაესხენ ოსმალთა, და ფაშა ივლტოდა ზღვით.და ყოველნი სპანი მისნი აიალაფეს აფხაზთა და სძლეს ყოველთურთ, და მრავალნი მოიშთვნენ ზღვასაცა. და შემდგომად აფხაზთა დაუტევეს მაჰმადიანობა დაიპყრეს თვისივე სჯული (არამედ ძლევასა ამას იტყვიან სასწაულად წმინდისა გიორგისა ილორისასა, რამეთუ ღამესა ამას ეტყოდა აფხაზთაგან სულასა და განაძლიერებდა მათ ბრძოლად). ხოლო შემდგომად ამათსა უკუბირეს კვალად მამუკა მეფესა დადიანმა, ერისთავმან და ზურაბ აბაშიძემან, შეკრბენ სპითა მრავლითა და მოვიდენ ალექსანდრესა ზედა -ანუ მოჰკლან, ანუ განაძონ. მაშინ ალექსანდრემან, ჩიხორს მდგომმან, შემოიკრიბა გურიელი მამაი, ლევან აბაშიძე, დადიანის ძმა კაცო და სხვანი იმერნი და შეიბნენ ჩიხორს. და მოისროდენ ორგნითვე უმრავნი, და სძლო ალექსანდრემ. ხოლო დადიანმა ოტია ბრძოლასა ამას შინა განადიდა სიმხნე თვისი და სამაგალითოთა მამაცობითა ადიდა სახელი თვისი, რათა შუა რაზმთა შინა შესლვითა მოსრნა მრავალნი, გარნა შემდგომად ჰკრეს მას შვიდი თოფი და სამსა ადგილსა დაჰკოდეს ლეკურითა, და შემდგომად ესევითარი დაკოდილი დაირჩინეს; დაჰკოდეს ზურაბ აბაშიძის ძე დავით.ალექსანდრეს კერძოთ მოჰკლეს კაცო, ძმა დადიანისა,და გამარჯვება დაშთა ალექსანდრეს კერძოთ წელს ქრისტესით 1734. ხოლო დადიანი ოტია წარმოიყვანა მეფემან და დაადგინნა მკურნალნი და განკურნა და სთხოვა ლეჩხუმსა მეფე, გარნა არა ნება სცა დადიანმა. ეზრახა ზურაბ აბაშიძის გამო დადიანი ისაყ ფაშასა და მისცა ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს. მან წარმოავლინა მახმად-ბეგ და გივი ამილახორი სპითა ოსმალ-ქართველისათა და მოვიდენ საჩხერეს.ამის მხილველმან ალექსანდრემ გამოართვა დადიანსა ოტიას საჭილაო-სამიქელაო და განუტევა დადიანი. მოვიდა მეფე საჩხერეს, მისცა დაჲ თვისი მახმად -ბეგს და წარვიდა ოსმალნი. დაზავდენ დადიანი, ერისთავი და ზურაბ აბაშიძე მეფისა თანა და დაიპყრო იმერეთი ალექსანდრემან. ამას ჟამსა მოიყვანა მეფემან დავით აბაშიძე, ძე ზურაბისა, რომელი იყო სიძე მეფისა ალესანდრესი, და პაპუნა წერეთელი, და ორთავეს თავი მოჰკვეთა ღალატითა და წარვიდა მსწრაფლად, რათა დაიპყრას მოდამნახის ციხე. გარნა ცოლმან და ძემან პაპუანასამან განამაგრეს ციხე, და ვერ იშოვა მეფემ ციხე იგი. იხილეს რაჲ ესევითარი მოქმედება წარჩინებულთა, რამეთუ ნებავს ყოველთა მოწყვეტა, ამისთვის შეკრბენ დადიანი, ერისთავი გრიგოლ და ზურაბ აბაშიძე. და სცნა ესე ალექსანდრემან, მოთხოვა ლეკნი შანშე ქსნის ერისთავისაგან. და წარმოუგზავნა 500 ლეკნი. წარმოუძღვა ალექსანდრე და მოვიდა ოდიშს და ვერ წინააღუდგა დადიანი, და ალექსანდრემან მოსწვა, მოსტყვენა ოდიში და უკმოიქცა იმერეთადვე. ხოლო ჟამსა რაოდენისამე შემდგომად შეიკრიბა დადიანმა ოტიამ აფხაზნი და ოდიშარნი, და მოერთვენ დადიანსა ერისთავი და ზურაბ აბაშიძე და ვერ წინააღუდა ალექსანდრე. გამოუშვა დადიანმა მარბიელნი და მოსწვეს სასახლე მეფისა ვარციხე წელს ქრისტესით 1740, მოსწვეს,მოსტყვენეს იმერეთი და უკუნვე იქცა ოდიშადვე დადიანი ოტია. ამათ ჟამთა წარავლინა ალექსანდრე მეფემან ძმაჲ თვისი გიორგი და ლევან აბაშიძე ქართლს ვახუშტი აბაშიძესა ზედა, რათა შეიპყრან იგი.და უცნობელად დაესხენ ტეძერს მყოფს,და ვახუშტი გამაგრდა სახლსა შინა და დაიწყო თოფთა ცემა.მაშინ ამათ შეუდვეს ცეცხლი სახლსა მას. იხილა ვახუშტიმ ცეცხლი, გამოვარდა და მიენდო ბიძის ძესა თვისსა ლეონს. მათ მოგვარეს მეფესა და პატიმარ-ყვეს ციხესა შინა ნავარძეთს. სთხოვდა მეფე 500 ქესა თეთრსა და ციხესა ვახანს, და ესე არა ინება ვახუშტიმ მიცემად. მერმეთ მოვიდა კათალიკოსი დომენტი განტევებისათვის ვახუშტისა, გარნა არა პატივსცა ალექსანდრე. კვალად წარმოევლინა ისაყ ფაშასა ცხენი აღკაზმული და ქურქი და ოცი ქესა თეთრი, რათა განუტეოს ვახუშტი, და არა ინება მეფემან. გარნა ისაყ ფაშამან აღუსრულა თხოვნა ანუკა ვახტანგ მეფის ქალსა, ცოლსა ვახუშტი აბაშიძისასა და გაზაფხულს წარმოავლინა ფირიაღის-შვილი, სიძე თვისი, სპითა. ამას, ჩამოსრულს იმერეთს, შეერთდა დადიანი და სხვანი იმერეთა თავადნი.იხილა რა მეფემან,დახიზნა ხიზანი თვისი ხარაგეულს და თვით წარვიდა ქართლს წელს ქრისტესით 1741. წარყვენ მეფესა მამუკა,ძმა თვისი, და ლეონ აბაშიძე, და ვახუშტი წარიყვანეს პყრობილი. მაშინ მოიყვანეს გიორგი, ძმა ალექსანდრესი, ნაშობი გურიელის ასულისა, და ქმნეს მეფედ. და წარვიდენ ოსმალნი. ხოლო ალექსანდრე, მისრულმან ქართლს, განუტევა ვახუშტი და თვით მივიდა ხანისა თანა, რომელი იყო შაჰ ნადირისაგან დადგენილი საქართველოსა შინა. ხანმან ამან პირველად პატივსცა ალექსანდრეს და მერმეთ შეიპყრა. ამის მხილველი მამუკა და ლეონ, და სხვანი იმერნი ივლტოდენ და მივიდენ იმერეთსა. ხოლო მეფემან ალექსანდრე წარავლინა ელჩნი ვედრებად შაჰ ნადირისა დარუბანდს. შაჰ ნადირმან ელჩთა მიანიჭა პატივი და წარმოუვლინა კაცი რაყმით ისაყ ფაშასა, რათა ალექსანდრე ყოს იმერეთს მეფედ; უსმინა ისაყ ფაშამან და ალექსანდრე შთამოიყვანეს იმერეთს და ყო მეფედ: და შეამტკიცა დადიანი, მისცა იმერეთი. და მერმეთ წარვიდენ ოსმალნი. ხოლო გიორგი, ძმა მეფისა წარვიდა ოდიშს. კვალად მცირედისა ჟამსა იქმნა მეფესა და დადიანს შუა შური. ესე ალექსანდრე მეფემან აბრალა დედის ნაცვალსა თვისსა თამარ გურიელის ასულსა (რომელსა უწოდდენ კოჭიბროლად) შეიპყრა და მოჰკვეთა თავი. ხოლო დადიანი წარმოემართა სპითა და მოვიდა გეგუთს და შეეერთა ერისთავი გრიგოლ. ხოლო მეფე შევიდა ქუთაისს და არა ეძლო ბრძოლა პირისპირ .გარნა რომელისამე მიზეზისათვის უკ მოიქცა დადიანი და მომავალსა ეწივნენ იმერნი და დაუწყესთ თოფთა ცემა, მოჰკლეს ერისთავი გრიგოლ და ივლტოდენ ოდიშარნი წელს ქრისტესით 1743. და ნაცვლად გრიგოლისა ერისთავად ჰყვეს ძმა მისი ვახტანგ. შემდგომად შერიგდენ მეფე და დადიანი, იქმნა მშვიდობა და მეფობდა ალექსანდრე იმერეთს. ხოლო რაოდენისა ჟამსა შემდგომად ამა მეფემან განძარცვა ხატი ყოველად წმინდისა ღმრთის მშობელისა ( რომელსა უწოდებენ ხახულისა ღმრთის მშობელსა) და ამის ძალით წარმოსცვინდენ ორივე თვალნი, და მოკვდა თვისა მარტსა, წელს ქრისტესით 1749. და იქმნა მის წილ მეფედ ძე მისი სოლომონ.
ესე პირველი სოლომონ იქმნა მეფედ იმერთა კაცი მხნე, ახოვანი და მამაცობასა შინა ქებული. ამან შეირთო მეუღლედ აფხაზეთის თავადის ზუფუს მცხოვრების ინალისშვილის ასული. გარნა ვინათგან იხილა თვინიერ დადიანისა მეფობა მისი შეუძლებელ არს, ამისთვის განუტევა ინალისშვილის ასული და შერთო ოტია დადიანის ასული მარიამ, რომელი იყო დედათა შორის ყოველად კეთილ -სახსოვარ. გარნა ჟამსა ამას მძლავრებდენ იმერეთს ოსმალნი და ეპყრათ იმერეთსა შინა ოსმალთა სიმაგრენი, ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდადისა და მძლავრობდენ დიდათ. გარნა მხნე-ახოვანებითა თვისითა დიდათ წინააღმდეგობდა სოლომონ ოსმალთა, მრავალთა სრვიდა, მრავალთა ხოცდა და მრავალთა ატყვევებდა, და ოსმალნიცა მრავალჯერ გარდააგდებდენ მეფობიდამ, გარნა კვალად მეფედ მოიქცეოდა შეწევნითა დადიანისათა და თვისითა მხნე-ახოვანებითა, და მრავალნი ძლიერნი სერესკალნი ოსმალთანი შეწევნითა დადიანისათა დაამარცხნა, დაარცხვინა და უკუნაქცია. და ესრეთ მეფობდა მეფე სოლომონ. ამან წინააღმდეგობისათვის თვისისა დაამდაბლა სახლი თავადთა აბაშიძეთა; თუმცა იყო სახლისშვილი აბაშიძისა მეფე ესე, გარნა არა რიდა და წარვიდა პაპა მეფისა ამის ლეონ აბაშიძე ახალციხეს და მოიცა ძალი ოსმალთაგან, და მოვიდა აბაშიძე იმერეთს დიდითა სერესკლებითა. მცნობმან ამისმან მეფემან სთხოვა შეწევნა სიმავრსა დადიანსა ოტიას. და ვინათგან კაცი მამაცი დადიანი ოტია მოუძლურებულ იყო მოხუცებულობისა გამო, ამისთვის წარმოუვლინა ძე თვისი კაცია შესაწევნელად სიძესა თვისსა მეფესა. და წარმოვიდა კაცია სპითა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა, და აქათ მეფემან შეიკრიბნა რამოდენიმე იმერნი, გარნა უმეტესი მიბირებულ იყო აბაშიძის ლეონისა მიმართა, და შეერთებულნი მეფე და კაცია დადიანის ძე მიუხთენ ხრესილს მყოფს ოსმალთა განდიდებულთა მხედრობათა და შეიქმნა ბრძოლა სასტიკი, სადა მამაცად ბრძოდენ მენგრელნი და ლეჩხუმელნი და განსდრიკნეს თათარნი. მიეწინენ მენგრელნი და მოკლეს აბაშიძე ლეონ, პაპა მეფისა, შეიპყრეს აბაშიძე გედევან და მოჰგვარეს მეფესა და შემდგომად დასწვა თვალნი მეფემან. კვალად მენგრელთ შეიპყრეს გოლა ფაშა და სპასპეტი მხედრობისა ამის ბაშ-აღა და მოჰკვეთეს ორთავეს თავი. და გაემარჯვათ დიდათ და სახელოვნად მეფესა და დადიანსა წელს ქრისტესით 1756: რომელ კაცსა ერთსა მოჰყავდა ათი ოსმალი შოებული და აღიღეს ალაფბარგნი უმრავლესნი და თუმცა სადმე გარნა რაოდენიმე ოსმალნი, ივლტოდენ ახალციხეს. ხოლო მეფე და დადიანი მოიქცენ გამარჯვებულნი სახლადვე თვისად. გარნა ძე დადიანისა მწუხარე იყო, ვინათდან მხლე მისი შარვაშიძე ხუტუნია მოჰკლეს ბრძოლასა ამას შინა, რომელმანცა სამაგალითოდ წარმოაჩინა მამაცობა და სიმხნე მისი, სადა სხვათა სახელოვანთა ბრძოლათა შორის ხრმლითა განჰკვეთა თექვსმეტი ოსმალნი და შემდგომად ოსმალთ რაზმთა შუაგულობასა მყოფი მოჰკლეს შარვაშიძე ხუტუნია. ამა ჟამთა გარდაიცვალა დადიანი ოტია და იქმნა დადიანად კაცია. ამა წელს დაბნელდა მზე წელს ქრისტესით 1758. შემდგომად რამოდენისამე ჟამისა კაცია დადიანმა განუტევა ცოლი ინალიშვილის ასული და მიიყვანა მეუღლეთ დიდითა და სახელოვნითა მზითვითა საქართველოჲსა და კახთა ცხებულის მეფის თეიმურაზის ასული, დაჲ სახელოვნის მეფის ირაკლისი ელისაბედ, რომლისა ქებანი წარიწერებოდენ ამა სამეფოთა და სამთავროთა კიდით-კიდემდე. ხოლო შემდგომად ორისა წლისა შობასა ზედა ყრმისასა მოკვდა სანეტარო ესე დედოფალი ელისაბედ სამწუხაროდ და საგლოველად ყოველთა სამეფოთა საქართველოჲსა და სამთავროთა სამენგრელოჲსათა, და დაფლეს ცაგერს, ვინათგან გარდაიცვალა სამთავროსა სასახლესა მურს წელს ქრისტესით 1770. და შემდგომად მძიმისა გლოვისა შეირთო ცოლად დადიანმა კაციამ ასული პაატა წულუკიძისა ანნა. მეფემან ამან სოლომონ ოდეს იხილა, რომელ ვერ განთავისუფლდების ოსმალო მონებისაგან, ამისთვის ევედრა როსიისა იმპერატრიცას ეკატირინა მეორესა. ამან წარმოუვლინა მხედრობა და აღიღეს ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდადისა და მრავალნი მოსრნეს, მოსწყვიდნეს ოსმალნი და სხვა დაშთომილნი განდევნეს. და იქმნა თავისუფალ მეფედ სოლომონ. ხოლო შემდგომად წარმოვიდენ, იწინამძღვრეს დადიანი და შემოადგენ ფოთის ციხესა, გარნა ვერ აღიღეს, და შემდგომად განვლეს იმერეთი და წარვიდენ საქართველოთი რუსეთადვე წელს ქრისტესით 1770. შემდგომად მეორესა წელსა მოვიდნენ კვალად რუსნი და შემოადგნენ კვალად წინამძღვრებითა დადიანისათა ფოთს, გარნა ვერცა მაშინ აღიღეს და დასწამეს გამაგრება ფოთისა თავადსა სამენგრელოსასა ხახუს ჩიჩუას, შიპყრეს რუსთა, წარვიდენ და თანა წარიყვანეს ჩიჩუაცა, და მიიწივნენ რა მოსდოქს, მოკვდა მუნ ჩიჩუა და დაფლეს. ამან მეფემან აღხოცა ერისთაობა რაჭისა, შეიპყრა ერისთავი რაჭისა როსტომ და ძე მისი გიორგი და სხვანი მცირეწლოვანი შვილნი მისნი და დასწვნა ამათ ყოველთა თვალნი, ვინათგან სწამობდა ორგულობასა და მამულნი მისნი რომელნიმე მისცნა თავადთ წერეთელთ პაპუნასა და ძმასა მისსა ზურაბს და რომელნიმე თვით დაიპყრა სამეფოდ თვისდად. ხოლო იყვნენ მოყვარენი ესე ორნი მეფე სოლომონ და დადიანი კაცია დიდსა და სრულსა სიყვარულსა შინა ყოვლითურთ, გარნა რომელისამე მიზეზითა და ავთა კაცთა მოქმედებისაგან სიყვარულისა წილ შეექმნათ შური დიდი ურთიერთთა შორის. და არბევდა მეფე ოდიშს მრავალჯერ და ეკირთებოდა, გარნა არცა დადიანი აყენებდა და მრავალჯელ ესეცა არბევდა იმერეთ-რაჭასა და ესრეთ განვლო ჟამმან საკმაომან. ჟამსა ამას გარდაიცვალა ღირსსახსოვარი დედოფალი იმერეთისა, მეუღლე სოლომონ მეფისა მარიამ, დაჲ კაცია დადიანისა. შემდგომად გლოვისა მეფემან ამან შეირთო წულუკიძის ასული გულქან, ნაცოლარი მიქელაძის აზნაურის ქაჯაიასი. შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოკვდა ძე სოლომონ მეფისა ალექსანდრე და დაშთა მეფე უძეოდ და დაფლეს გელათს. ვინათგან ალექსანდრე იყო დისწული კაცია დადიანისა, ამისთვის წარვიდა დადიანი შესაფერითა დიდებითა და მივიდა გელათს და იტირა დისწული თვისი ალექსანდრე; თუმცა დიდი შური იყო მეფესა დადადიანს შუა, მაგრამ სიყვარულისათვის დისწულისა არა რიდა მისვლა იმერეთსა შინა და მშვიდობითცა მოიქცა. ჟამსა ამას ჰფლობდენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირ-ბეგ . ამათ შეკრიბნეს ჯიქნი, ალანნი,ზუხუა და მაზუმაჲ და ამასთან აფხაზეთი და წარმოემართენ დადიანსა ზედა. განუდგენ დადიანსა სამხსენებულთა შარვაშიძეთა. მცნობამან ამისმან დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ეგურისასა. გარნა რა სცნო სიმრავლე და ძალი შარვაშიძეთა, მაშინ თუმცა იყვნენ მტერად მეფე სოლომონ და დადიანი, გარნა მაშინცა მიუწერა ავთრათი მეფესა და შეუთვალა: „მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოჲსა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა და ნუ მოიხსენებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვანთა გულთა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“. მოვიდა რა წერილი დადიანისა მეფისა თანა და წარმკითხველმან წერილისამან მსწრაფლ ბრძანა შეკრება იმერეთ სპისა და წარმოემართა სახელოვნად და მოვიდა დადიანისა თანა. მხილველი და მოხარული დადიანი მეფისა მიეგება და უამბორეს ურთიერთსა დამვიწყებელი ყოველთურთ შურისა ურთიერთისა,და დაებანაკნენ მახლობელ ერთმანერთისა.შემდომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მიურიდებელად გამოვიდენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა.მეორე დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართენ ზარბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქათ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი,და შექმნა საშინელი ბრძოლანი.მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენიმე გუნდსა მხედრობასა იმერეთოდიშართასა და მიუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისანი რაზმსა შუა.და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ,და ივლტოდენ აფხაზნი,და განემარჯვათ სახელოვანად მეფესა და დადიანსა; სადა მოიკლნენ აფხაზნი მრავალნი და შეპყრობილიცა წარმოიყვანეს მრავალნი ტყვედ, და გამარჯვებული და მხიარულ-ქმნილნი უმოიქცენ სახლადვე. და გარდაიხადა მეფემან თანამდები ხრესილისა. და მის ჟამიდამ იქმნა მშვიდობა ამა ორთა მეფეთა და დადიანთა შორის და სიყვარული შესაფერი წელს ქრისტესით 1780. შემდგომად რამოდენისამე ხანისა სიყვარულისა დასამტკიცებელად მოვიდა მეფე სალხინოს დადიანისა თანა, მონათლა ასული დადიანისა მარიამ, და შემდგომად მრავლისა ლხინისა და მრავლის საჩუქრისა მოვიდა მეფე კვალად ქუთათისს. დროსა ამას შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელი ფლობდა ზუფუს, და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელი ფლობდა აყუს და მიმდგომსა მისსა. ამისთვის წარმოვიდა ზურაბ შერვაშიძე და მოვიდა კაცია დადიანისა თანა და სთხოვა შეწევნა.უსმინა დადიანმა, შეიკრიბა სპანი თვისნი, აჩინა მეხდართმძღვანვად ძმა თვისი გიორგი და წარგზა1-29 სტრ., 181 ვნა აფხაზეთად. მივიდენ რა აფხაზეთს, ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, მოსწყვიდეს და შემდგომად მოადგენ ცხომის ციხეს, სადა მამაცად ბრძოდენ ციხით გამო მეციხოანენი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისანი. გარნა სიმხნე-მამაცობითა საქებელითა აღიღო ციხე იგი გიორგი დადიანის ძემან და მოიქცა გამარჯვებული კვალად ოდიშადვე. შემდგომად ემზახლენ, ერთმანეთს კაცია დადიანი და ზურაბ შარვაშიძე, და ასული ზურაბ შარვაშიძისა რუსუდან მოუყვანა დადიანმა მეუღლედ ძესა თვისსა მანუჩარს. შემდგომად ჟამისა რაოდენისამე იწადა მეფემან, რათა მიუხთეს ჩაქვს ოსმალთა და შემუსროს იგი; შეიკრიბნა სპანი იმერელთანი და მიუხთა ჩაქვს, გარნა უკმობრუნვებულს ეწივნენ რამოდენნიმე ჩაქველნი, დაუწყეს თოფთა ცემა,დაკოდეს სარდალნი, წულუკიძე ბერი და აგიაშვილი ქაიხოსრო, მოჰკლეს მრავალნი წარჩინებულნი თავად -აზნაურნი და ცოცხალნიცა დაიმორჩილნეს .და მოიქცა მეფე იმერეთს დიდათ დამარცხებული. შემდგომად ამისა ამავე წელს, თვესა აპრილს კგ,დღესასწაულსა წმინდისა გიორგისასა ჩვეულებათ აქვსთ შეკრება ხონს დღესასწაულობად. მაშინ მეფემან მოიწადა ქუთაისით მუნ წამოსლვა შექცევად, და დილას რა აღემზადა, მოგვარეს ცხენი შესაჯდომად.მაშინ ანაზდად მოულოდებელითა სიკვდილითა გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1784 და დაფლეს გელათს, და გარდავიდა უძეოდ და იქმნა უმემკვიდროდ იმერეთი. ხოლო იყო ჟამსა ორნი ბაგრატოანთა ძენი: ერთი ბიძის ძე, მეფისა დავით გიორგის ძე, ხოლო მეორე ძმისწული მეფისა დავითვე არჩილის ძე. ხოლო იწადეს იმერთა რომელმანმე იგი და რომელმანმე ესე მეფედ .გარნა დავით გიორგის ძე იყო მამიდასშვილი დადიანისა, და იყო სიძე მისი პაპუნა წერეთელი, რომელი მას ჟამსა იმერეთსა შინა წარჩინებულ იყვენ წულუკიძე ბერი და იგი ხსენებული წერეთელი პაპუნა, და ამა ორთა მოიწადინეს და შემწეობითა დადიანისატა იქმნა იმერთა ზედა მეფედ დავით გიორგის ძე. ხოლო არჩილის ძე წარვიდა საქართვველოდ მეფისა ირაკლისა თანა, ვინათგან იყო შვილისშვილი მისი დედით და იყო მუნ[2].
________________
1 ეს მოთხრობა ნ. დადიანისა არის ამ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებშია დაწერილი და ავტორი ერთს ადგილს ამბობს, რომ სოლომან პირველიდამ რაც ცნობანია ამ წიგნში მოყვანილიო „ჯერედ არსად აღწერილ არიანო, არცა ძველსა და არცა ახალსა ქართველთა ისტორიასა შინაო“. მართალიც არის და ამიტომაც ღირს საცნობად ვნახეთ და ვბეჭდავთ თავიდამვე შეუცვლელად.
2ამის შემდეგი დასრულებით დაბეჭდილი იყო გაზეთს „ივერიაში“ 1877 №5 და შემდეგს ნომრებში.