![]() |
საქართველოს მოამბე 3 (1863.03.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი
გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 ოთხი შეხვედრა |
▲back to top |
ოთხი შეხვედრა
(რუსულით)
შეხვედრა პირველი
იქნება იყოს კიდევ რამ აუტანელი და უკაცრავოდ არ ვიყო გარყვნილი უცოლ-შვილო კაცების კამპანიისთანა იმ აზრით, როგორათაც უფროსთაგანს ესმის? ამ კამპანიების ხასიათი მცირედის სახის ცვლილებით ერთნაირია საზოგადოობის ყოველ წრეში. თქვენ უეჭველად დამეთანხმებით ამაში, როცა თვალ გაკვრით განვარჩევ უქალო მეჯლიშებსა მდაბალ, შუათანა და მაღალ საზოგადოებში.
აი ვანიუხა და პეტრუხა ამხანაკებით სვამენ დაწმენდილ არაყსა, მღერიან ფანტურზედ ანუ ებანზედ და შეაქცევენ ერთი-ერთმანერთს მოთხრობებითა, თუ ვითარი საიდუმლო განზრახვა და ეშმაკობა ჰქონიათ მატრიოშკებთან, დუნვებთან და აქსიუტკებთან. იცნიზმი[1]. ამ სიმღერებისა და მოთხრობებისა ყოველ წრეს გარეთ გადის: იგავით ლაპარაკს ჩვენი ბიჭები ჩვეულს არ არიან, და მეტის სიტყვისგანაც არ აწითლდებიან ხოლმე. . .
ვაჭრის შვილების და დახლდრების ლხინზედ და შექცევაზედ, მგონია, რომ ლაპარაკი არ უნდა. იმათზედ ყოველსა და ყველასა აქვს გაგონილი, ნამეტნავად სხვა და სხვა საქეიფო სახლების პატრონებსა. აქ რაც გინდა იმას მოითხოვ: პორტერსა და კვასს, შამპანიურს და ტრავნიჩოკს, ანანასს და დაკეფილ კომბოსტოს; არეულია არამცთუ მარტო ფრანციზელი, არამედ ისპანიურიც ნიჟეგოროდის გემოვნებასთანა… დროებით გამოუსხლეტებათ ხოლმე ბევრი რამ ნათათრალიცა; აქ ჭუჭყი სიტყვისა ეცილება უპირატესობას ყოფაქცევის ჭუჭყსა „Прока!“ უყვირის ვიღაცა პაშა სივუხინი თავის ამხანაგსა: „გინდა ერთი შკანდალი გამოვატყვრინო? ხომ ხედამ აიმ სარკეს და ამ ბოთლსა? გამხიარულდი გულო, საცა თქვენი თქვათ, ჩვენიც იქა თქვით!“ და სარკე და ბოთლიკა ერთიანად იმსხვრევიან.
შეიყარა კამპანია საშუალო საზოგადოობის ყმაწვილ-კაცებისა. შეყრილობის ადგილი არამცთუ უბრალო ქოხია და ან ქალაქ გარეთ ტრახტირი, არამედ არის სუფთა და ლაზათიანი პატარა სახლი. სტოლზედ დგას რომი, კონიაკი, ჯინი, ლაფიტი, სტუმრებს რიგიანად აცვიათ, სვამენ გრძნობით, გაგებით და დასვენებით, სვამენ და შეექცევიან გიტარის ანუ დანჯღრეულ ფორტოპიანის ხმით... დაწყნარდით: ისევ ის კომედიაა, ხოლოდ მოწყობილობა სხვაა! აი მიშელმა შემოსძახა ბოხის ხმით ურცხვი ლექსი ბარკოვისა, ამხანაგები ერთიანად ბანს ეუბნებიან; მერე პეტრე უამბობს, როგორ მოსწრობით წაიყვანა თავის საქმე ერთ მოდისტასთან, და ჟორჟი კი, რომ არ ჩამორჩეს სხვებსა, კითხულობს მაღლის ხმით „ბილიედუ-ს“[2] ერთის ვაჭრის ქალისაგან, და შემდეგ წვრილ-წვრილად ეუბნება როგორათაც მოუხდათ პირველი ნახვა ერთმანერთისა.
ბოლოს ღრაფ გრიგორი ივანიჩმა და სერიოჟა რაგოჟკინმა შეადგინეს ამხანაგებითურთ partie de plaisir[3] „შუა როგატკაზედ», აქ ამორჩეული საზოგადოობაა. —
сокъ умной молодежи!
სტოლის იარაღი ჩინებულია, ღვინო არის მოტანილი ანგლიურ მაღაზინიდამ, ვახშამი დიუსოსაგან, ლაპარაკი და სიმღერა არის ფრანციცულ ენაზედ და რუსულად კი რომ გადმოთარგმნოთ — არ გაგიკვირდეთ, რომ ისევ ის გაიგოთ თითქმის, რაც გაიგეთ ვანკა დ პეტრუშკასაგან და ან ვიღაცა გიორგისაგან: ყველგან აქაც და იქაც ერთი სიტყვის საგანი ეს არის: ბახუსი და კიპრიდა! მეც ცოდვილი კაცი ვარ, ჩემს სიცოცხლეში ბევრს უცოლ-შვილო კამპანიებში ვყოფილვარ და გარდა თავის ტკივილის მეორეს დღეს და რაღაც ჭუჭყისა გულზედა იქითგან არა გამომიტანიარა. . . აქ წინა-აღმდეგ ანდაზისა, ყოველთვის გამოიტან ნაგავს ქოხიდამა!
აბა ამ გვარ კამპანიებში, როგორც ბოთლების და ჭიქების ნამსხვრები განიბნევა და გამტვერდება ხოლმე და ჭაბუკის უბიწოება, მორცხვობა და ხშირათაც სიმრთელე; აქ ჩვეულებრივ დაილევა ხოლმე პირველი ბედის წერის ფიალა; აქ წამხდარი ბუნება, როგორც სახადი, შეყრის ხოლმე უბიწო სულსა თავის მავნებელ წესს. აი რისათვის მძულს მე უცოლ-შვილო ყმაწვილ-კაცების შეყრილობა და ყოველთვის ვირჩევ ხოლმე მეგობრულ შეყრილობას, სადაცა ორნი ანუ სამნი მშვენიერნი თანა-მესაუბრენი ქალნი მოაგონებენ ხოლმე კაცსა თავის საკუთარს ღირსებასა. მაგრამ კაცია და გუნება! ვისაც როგორ მოსწონს, ისე იქცევა.
ეს სამწუხარო ფიქრები მომბერა ახალ გაცნობილ კაცის დაპატიჟებამ შარშან ღვინობისთვის დასასრულს. დაპატიჟება პირველია და, თქვენვე გაშინჯეთ, მგონი, თავაზიანიც არის: „მოწყ. ხელმწიფევ! ოთხ შაბათს შეიყრებიან ჩემთან ჩემი ამხანაგები. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არ გამიწყრებით, თქვენც რომ იმათში გაგრიოთ. ადრე მობძანდით, ცერემონიას ნუ დაიწყებთ, და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემთან შეიყრება უცოლ-შვილო. კამპანია“.
დადგა ოთხ შაბათი და მეც გავიმაგრე გული და წაველ სტუმრის მოყვარულ მასპინძელთან, მტკიცედ დარწმუნებული, რომ კამპანია უეჭველად გაამართლებს თავის ზედ შესრულსა; მე წინათვე მოვამზადე ჩემი ყურები პტყელ-პტყელ ოხუჯობის და სულელურ ამბავების სასმენლათა. ეგრეთ მომზადებული მივადექი ერთს უშველებელს სახლსა დიდ ბაღის ქუჩაზედ და შეუდექით მესამე ეტაჟის კიბეს, მივიდოდი მასპინძელთან, როგორც სხვერპლი დასაკვლელად. ზარი ჩამოვაწკარუნე, შეველ.
შესავალ ოთახში, წინააღმდეგ ჩვეულებისა, ჩამოსაკიდებელი არ იყო ავსებული სხვა და სხვა ქურქებითა და წამოსასხმელებითა; ლამპარი ქაღალდის სახურავიანი, იწვის მშვიდათ და თანასწორეთ; მსახური მარდი ბიჭია, ცოცხალ მხიარულის პირით, — სიტყვით, ერთი იმ პირთაგანი, რომელიც არას დროს თავის ჭუჭყიან ყუთზედ შესავალ ოთახში, არ დაიგებს თქვენს ქურქსა ქვეშაგებათ. ჯერ სულ გვარიანადა არის; ვნახოთ მერე რა იქნება.
სახლის პატრონი დიდის მხიარულებით მომეგება ზალაში და ხელის-ხელი გაყრით, შემიყვანა სასტუმრო ოთახში. სტუმრად იყო ხუთი კაცი. დაიწყო ერთი ერთმანერთის გაცნობა, ერთი აღმოჩნდა დირეკტორი რომელღაც საზოგადოობისა, მეორე — მხატვარი, მესამე — მცირედი ჩინოვნიკი, მეოთხე — სოვდაგარი და ბოლოს მეხუთე—დოხტური. ამ უკანასკნელზედ სალაპარაკო წინა გვაქვს, მაგრამ პირველის შეხედვითვე სუყველანი ერთობრივ მომეწონნენ: მგონი, კეთილი ზრდილობიანი, ზომიერი ხალხია. მაგრამ, როგორ მიხვდეს კაცი? აქ მე მშიშრად გადავათვალიერე ოთახი და ვერ ვიპოვე აუცილებელი სტოლები საუზმებით და მინების ბატარიებითა. ამან სრულიად დამამშვიდა — „დაბძანდით დივანზედ სტოლთან აქ, ბუხართან“, თქვა სახლის პატრონმა: „აქ სიგარებია, პაპიროსები, ჩიბუხი, ყალიანიც კი თქვენი მარად მორჩილია თუ გნებავთ“.
— „Лиш только бы усћсться“ ვუპასუხებდი პოლკოვნიკ სკალაზუბის სიტყვებითა, როცა დოხტურის ახლო ვსჯდებოდი. ამის პირი სახე და მიხრა-მოხრა, ჩემს თვალებში, ყოველ რეკომენდაციაზედ უკეთესად მაცნობდა ამ კაცთან. ძნელად მიხვდებოდა კაცი რამდენის წლისაც იყო. იმისი მოტვლეპილი თავი და ვერცხლის ფრად ჭაღარა ნარევი ხშირი წვერი, დამჭკნარი პირისახე — ყველა მეტრიკაზედ სწორეთ ამბობდნენ იმის მეორმოცდა ათ წელიწადობას; ამას ცხადად ეცილებოდა და სხვას ამტკიცებდა იმისი ცოცხალი, შავი თვალები და სასიამოვნო ტკბილი ხმა, რომელიც, როგორც ჰსჩანდა, არ იყო ჩვეულ, რომ რაც უნდა გაცხარებული ლაპარაკი ყოფილიყო, დამდაბლებულიყო გალოთებულ ბოხ ხმამდინა. დოხტურმა ნახევრად მოაბრუნა ჩემკენ თავის ხელი და ტკბილად გამიღიმა; აქ იმის შავ ულვაშების ქვემოდ გაიელვეს,მართალია წვრილმა, მაგრამ თოვლისავით თეთრმა კბილებმა — ფენომენი ორმოცდ ათის წლის კაცისათვის, ნამეტნავად პეტერბურღში.
წინაპირველად საერთო ლაპარაკი, თუმცა სახლის პატრონი ბევრსა ცდილობდა მაგრამ, (როგორც ყოველთვის მოხდება ხოლმე) როგორღაც ვერ მოგვდიოდა: მერე ცოტ-ცოტა გავედით სწორე გზაზედ: დაიწყეს ლაპარაკი ივანოვის სურათზედ. მხატვარი, როგორათაც უნდა მოვლოდნიყავით, შავიდა პაფოსში: იმისი თვალები ნაპერწკლებს ისროდნენ, თვით დიდად მოძრაობდა, ხმა გრძნობითა ჰქონდა ასილი, მაგრამ ვაი! — იმის პირველ სიტყვებიდგანვე ვსცან, რომ ორატორი თავის საკუთარ აზრს არ ამბობს, რომ აღტაცება მისი არა ჰგავს ცეცხლის მთოველ მთასა, არამედ არის ბრწყინვალე ფეივერკი. ყოველს ამ fanatica per la pittura-ის [4] ქცევასა დოხტური უპასუხებდა ღიმილით, სწორეთ იმისთანა ღიმილით, როგორათაც ხნიერი კაცი უყურებს ხოლმე ბაშვსა, როცა ის ცხენობანას ჯოხზედ თამაშობს. ვიღაცამ მხატვრის წინააღმდეგი თქვა, და ისიც გაცხარდა, აიმაღლა ხმა უნდოდა სიტვით ეჩხვლიტა ისეთ ნაირად, რომ იმისი წინააღმდეგი გაჩუმებულიყო და იმის მაგივრად ლანძღვა გამოუვიდა, მაგრამ იმ წამსვე ბოდიში მოითხოვა და ჩაქრა. რაც ჩვეულებრივ ფეირვერკისაგან რჩება ხოლმე იმის სიტყვიერ ფეირვერკისაგანაც ის დარჩა: ნაშხირას სუნი, მჭვარტლი და დამწვარი მუგუზალი. მიზეზად მოვიგონე, რომ ვითომც სტაქანი წყალი მინდოდა და გამოველ მეორე ოთახში, თან დოხტური გამომყვა,
— აბა თქვენ რას იტყვით ამაზედა? ვკითხე მე იმას მდაბლის ხმით.
Бѣда, коль пироги начнетъ печи сапожникъ,
А проповѣдъ читать — художникъ !
მიპასუხა მან ღიმილით. — თქვენ თითონ ხედავთ — სიჭაბუკეა: ყვირილი, ჯაბრში ჩადგომა უნდა, დაანებე თავი — დეე იყვიროს, ჯანის სიმრთელეა. მე იმაში არ მომეწონა მარტო ის ძალად აღტაცება, რომელიც, მგონი, თქვენც შენიშნეთ. არ მიყვარს არც ძალად მოყვანილი სიპრაკტიკე, არც ძალად მოყვანილი აღტაცება.
— ამ ორში, რომ ნამდვილნი იყვნენ, რომელი უფრო უკეთესია?
— ორივ კარგებია თავის დროზედ, თავის ადგილას. ჩვიტმეტის წლის ყმაწვილი, რომელსაც თავი გატენილი აქვს აქციებით და ბირჟების აღებ-მიცემობითა, ისეთივე მახინჯია, როგორათაც სამოცის წლის ბერი კაცი, რომელიც დგას თავის საყვარლის სახლთან და ოხრავს იმის ფანჯრების ქვეშა!
— ვითომც ეგ არ მოხდება ხოლმე?
— მოხდება, და ძალიან ხშირათაც, რომელიც მართლა რომ ძალიან სამწუხაროა. ამ ჩვენს დროებაში გამოცდილებამ და სიპრაკტიკემ ყველანი ჭკუიდამ გადარიეს. ვის არ მოსვლია, როდესაც რომ ბაასობს კეთილ ცეცხლივით ანთებულ ჭაბუკთან, გააციოს იმისი აღტაცება კეთილ-გონიერ ყინულსავით ცივ ფრაზებითა... მაგრამ გონიერია ეგ ქცევა ჩვენის მხრითა? რისთვის ვართმევთ გაზაფხულს ყვავილებსა, ყვავილებს სუნნელებას? სიჭაბუკე არის გაზაფხული სიცოცხლისა: მაშ ნუღარ ართმევთ სამკობელსა, იმისთვის დაწესებულს. ნუ გაიფიქრებთ, რომ მაგითი თქვენ ყმაწვილ კაცს შველით. სერვანტესის მოქმედი პირი, ის მოხუცი ყმაწვილი, პირის-პირ წარმდგენია იმისი, რომ აღტაცება ხასიათში ხშირად მჭიდროთ არის შეკავშირებული თითონ სიცოცხლესთან. დონ-კიხოტი ზედ მიეკრა, თუ შეიძლება ესრეთ თქმა, სულითა და ხორცით თავის თავით მოგონილ საგმირო ჯაჭვსა, როგორც კუ თავის ნაჭუჭსა. იმ საწყალს აართვეს გულიდამ აბჯარი, სადალაქო. თასი თავიდამ, დაუმტკიცეს იმას, რომ ის სულელობდა და გმირიც მწუხარეს სახისა მიიცვალა, რა აღვიარა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ბოდიში მოითხოვა მათთან, ვინც თავის სიცოცხლეში გარს ეხვევოდნენ! მაშ ნუღარ გააცრუებთ იმის აღტაცებულ სიყმაწვილეს, იმას ნუ დაუშლით ბრძოლას ქარების წისქვილებთან! დამიჯერეთ, დროება თქვენზედ კარგა გაისჯება: ის აართმევს ყმაწვილი კაცის გულიდამ დონ-კიხოტურ აბჯარს, გადმოაგდებს ჩაჩქანს გახურებულ თივიდამ, აართმევს თვალებიდამ ვარდის ფერ სათვალეებს და დაუმტკიცებს, რომ ყველა ფერი სიცოცხლეში და თითქმის თითონ სიცოცხლეც — ხიმერაა,[5] ზმანებაა, „სიზმრის ჩრდილია“, როგორცა თქვა პინდარმა.
— კითხვისათვის უკაცრაოთ კი არ გახლდეთ: რამდენის წლისა ბძანდებით?
— მეოცდა თორმეტ წელიწადში ვდგევარ. თქვენ გიკვირთ? რა ვქნა, სიყმაწვილობით ვერ დავიკვეხებ.
— როგორც გეტყობათ, თქვენ ბევრი გიცოცხლნიათ. ბევრი გამოგიცდიათ?..
— ჩემთვის სამყოფია, რაც მიცოცხლია, რაც გამომიცდია. ოც და ექვსის წლიდამ ჭაღარა ნარევი და თავ მოშვლეპილი ვარ.
— იქნება თქვენი სული დიდ მწუხარებამ შეარყია და ამის გამო ხართ ეგრე?
— იქნება! მიპასუხა უფიქრელად ჩემმა თანამოუბარმა.
— ერთს კიდევ გკითხავთ, თამამი კი აღარა, თითქმის რომ კადნიერი კითხვა იქნება: გყვარებიათ როდისმე თუ არა?
სუბუქმა სიწითლემ გაითამაშა დოხტურის ჩაცვივნულ ლოყებზედა, ნაღვლიანმა ღიმილმა ტუჩები გაუბრუნდა, უნდა პასუხი მოეგო, მაგრამ სახლის პატრონი შემოვიდა და იმითი გაგვაწყვეტინა ლაპარაკი.
— თქვენ აქა ყოფილხართ და მე კი თქვენ გეძებთ! თქვა სახლის პატრონმა. – რათა გვშორდებით? ხომ არ დაგიშალეთ? იქნება თქვენ კონსულტაცია[6] გქონდათ?
— თქვენ თითქმის რომ მიხვდით, მე ვუპასუხე: — ბაასი გულზედა გვქონდა.
— იქაც მაგაზედ ლაპარაკობენ! წამოიძახა სახლის პატრონმა. — Les beaux esprits se rencontrent! მაშ ჩვენთან შეერთდით. სიტყვა ჩამოვარდა, რა არის სიყვარული? ერთი ამბობს ამაფრენია მეშვიდე ცაში, მეორე — გზაა ქვესკნელისკენ... ვინ იცის რას, როხამენ.
— თქვენის აზრით, განაგრძელა სახლის პატრონმა: — რა არის სიყვარული ?
— უკაცრაოდ, მე აქაური არა ვარ.
— შენ როგორღა ფიქრობ, ჩემო საყვარელო ესკულაპო?
— ჩემის ფიქრით, მიუგო დოხტურმა, ძალიან სურიოზად: ეგ არის საკუთარ თვისებიანი გალვანიის[7] ძალა, რომელსაც თავის დროზედ შესაძლოა კიდენაც, რომ გამოიცნობენ. მინამდისინ დარწმუნებული ვარ იმაზედ, რომ ამის გამოსაჩენად აუცილებელი სხვა ნაირი ბატარია, თითქმის ვოლტის მორგვის მგზავსი. ვოლტის მორგვი შესდგება, როგორც ვიცით, სპილენძის და თუთის სიფრიფანებისაგან, რომელნიც გადაწყობილნი არიან სველის ქაღალდებითა; გალვანიის მორგვი სიყვარულისა კი შესდგება ოქროს და ვერცხლის, ასიგნაციებით გადაწყობილ მანეთებისაგან… ძალა ამ ბატარიისა საკვირველია! გამოსცადე! მაგრამ ხუმრობა იქით იყოს სიყვარული გალვანიზმს ემზგავსება: სიყვარულსაც ორი იმ ნაირი პოლიუსი აქვს: მიმზიდავი და უკუმქცევი და მრავალი თვისება, ყოველის ფერში მზგავსი გალვანიის თვისებაებთანა.
— შენ, ჩემო ძმაო, თქვა ჩვენმა სახლის პატრონმა სიცილით, ხარ ბოროტი პედანტი და სხვა არაფერი. დიახ! მეც კი მომაგონდა რომა გკითხო. სიყვარულზედ ამ საშინელს მიზოგინსა[8] აბა სხვებთან წავიდეთ, — ვნახოთ რას გეტყვიან მაგაზედ!
და ჩვენც ხელ ახლად გამოვსჩნდით სასტუმროშია. „პასუხი ჩემის კითხვისა თქვენზედ დარჩა!“ დოხტურს ყურში ჩავჩურჩულე.
— მახსოვს, იმან მომიგო: და პასუხსაც ცოტა ხანს უკან გეტყვით, როდესაც ჩვენი შეყრილობა ცოტად დამშვიდდება. სხვა დროს მე იქნება გამეთავებინა მოკლე დიახ და არით, მაგრამ დღეს როგორღაც უბედობის და გულის გადაშლის ქეიფზედა ვარ — ეს ხანდისხან მომდის ხოლმე. მოვილაპარაკოთ, მოვილაპარაკოთ!..
საზოგადო ლაპარაკი, თუმცა საჩოთირო საგანი იყო, მაგრამ მაინც კიდევ რიგიანობის სამძღუარ გარეთ არ გადადიოდა; სუყველანი ვალათ რაცხავდნენ ეთქვათ მახვილი სიტყვა ან pro და ან contra[9] … ჭაბუკი მხტვარი აფთრდებოდა როგორც პიფია[10] თავის სამფეხიან სკამზედა.
— სიყვარული, ყვიროდა ის, აბრიალებდა თვალებს და უწყალოდ იგლეჯდა თმებს : — სიყვარული ჩვენ ძმაკაც მხატვრისათვის არის მომავლინებელი სამღთო ცეცხლისა! ეს არის დედა ზეგარდამო შთაგონებისა; ეგ არის ჩვენი სიცოცხლე! მოგაგონებთ თქვენ ფორნარინის გავლენას რაფაელზედა! უფორნარინოდ მადონაც არ იქნებოდა, ის უფასო მარგალიტი მხატვრების სახელმწიფო გვირგვინშია. როდესაც რაფაელი თავის საყვარელს გადაეხვევოდა, იმას მაშინ მოსდიოდა ზეგარდამო შთაგონება — და ის გადახვევნა ბოლოს იმას საფლავათაც გადაექცა!
— უკანასკნელი კი ტყუილია, შენიშნა დოხტურმა. — თუ სიყვარული როგორც თქვენ ამბობთ, ზეგარდამო. შთაგონებას მოგვრიდა ხოლმე იმას ისეთ ნაირად, როგორათაც გოფმანის ფუნჯი, მაშ რიგი აღარ იქნებოდა, რომ ის დიდებული და სახელოვანი მხატვარი სიყვარულით დამთვრალიყო. რაფაელის სიკვდილი ატილლას სიკვდილის მზგავსია, მაგრამ ავაზაკს მგონი რომ ვერ დასახავთ დიდებულ მხატვრად! სიყვარული, რომელიც ეძებს გულზედ მიკვრას სატყლოშავად — ის სიყვარული აღარ არი.
— მაშ რა არის თქვენის ფიქრით?
— ყველაა, რაც თქვენი ნებაა, სიყვარული კი არ არი... ეჰ, კმარა მაგაზედ ლაპარაკი! სჯომს მოვილაპარაკოთ წყლის გასაყვან რუკის საზოგადოობის აქციებზედა.
ამ სწრაფმა ბანზედ სიტყვის გადაგდებამ მთელი კასპანია ძალად გააცინა. მხატვარმა გაჯავრებით წაიბუტბუტა: „ნივთის მყვარებელს ზეცაზედ სჯა არ შეუძლიან!“
— მე თქვენ იქაურზედ გეუბნებით და თქვენ კი აქაურზედ ლაპარაკობთ. მე მგონია რომ გულზედ მიკვრა ცას არ შვენის!
— თქვენ როდისმე გყვარებიათ თუარა? დაცინებით ჰკითხა ჭაბუკმა.
— არა, არა მყვარებია! მიუგო დოხტურმა იმ კილოთი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სურდა გაეწყვიტა ეს უსიამოვნო ლაპარაკი. იმის წინააღმდეგმა, როგორცა სჩანს, ვერ გაიგო და ამიტომაც თითქმის რო გინებით უპასუხებდა:
— მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ! თქვენ არას დროს არ გაგიგიათ ალერსიანი სიტყვები საყვარელ ქალის ბაგეთაგან. — საიდგან სადა!
— არას დროს არ მოგიწყვეტნიათ კოცნა ყმაწვილი ქალის ვარდის ფერ ლოყიდამა…
— არას დროს!
— არ გამოგიცდიათ სიტკბოება მოუთმენელის ლოდინისა?
— არა მეთქი, მე თქვენ გეუბნებით, მაგის მზგავსი არა გამომიცდია რა! კმაყოფილი ხართ, თუ არა?
— ამის შემდეგ თქვენ კაცი კი აღარა ყოფილხართ — ქვა ყოფილხართ.
— მე უფრო მოსწრობილ შედარებას გეტყვით. ქვა კი არა, უფრო მარილის ძეგლი, იმის მზგავსი, რომლათაც იყო გარდაქცეული ლოტის მეუღლე.
— მაშასადამე, თქვენც, იმის მზგავსად, მიიხედეთ დასაქცევ სოდომისაკენ! შევნიშნე მე.
დოხტური მობრუნდა, თვალ გაშტერებით შემომხედა და მიპასუხა უცხოს ღიმილითა:
— სწორეთ! მართალია თქვენ არ იცოდით, მაგრამ თქვით კი ნამდვილი ჭეშმარიტება: სწორეთ მე მივიხედე დანგრეულ სოდომისაკენ.
— მაშ, მეგობარო, შენიშნა სახლის პატრონმა: — სჩანს რო სიცოცხლეს შენთვის ძალიან დაუმარილებია! მე აქამდისინ შენ გიცნობდი, როგორც ქალების მძულავსა და მიზეზი კი არ ვიცოდი; ეხლა მივხვდი. თუ საიდუმლო არ არი — გვიამბე; ეგ უნდა ერთი საუცხოო. ამბავი იყოს.
— უეჭველია მდიდარი ქალი გეყვარებოდათ, თქვეს ორივემ ერთად იგივე სიტყვებით სოვდაგარმა და სპეკულატორმა.
— ან ყმაწვილი ქალი, რომელიც არა ყოფილა შესაფერი თქვენის ღირსებისა, დაატანა ჩინოვნიკმა.
— არა, გააწყვეტინა მხატვარმა: - უთუოთ იმასა ჰქონია ერთი რამ ფიზიკური ნაკლულევანება.
— არა, არა და არა! უპასუხა დოხტურმა სათითაოდ ყველასა.
— მაშ ვინა ყოფილა შენი პირველი სიუვარული?
— ვინა? წამოსთქვა დოხტურმა ძალდატანებით. — რომ გიპასუხოთ მაგ კითხვაზედა, უნდა მოიძებნოს არხივში ძველებური საქმე... სადაო... ვისთანა ვდაობდი არ ვიცი, მაგრამ ჩემი წინააღმდეგი უფრო. ძალიანი იყო და საქმე წავაგე.
— ნუთუ იმ საქმის წაგებამ თქვენ დაგაქციათ?
— კი არ დამაქცია, არამედ მამცა ჭკვა და გონება და იძულებულ მქნა, რომ წინათ დამზოგავი ვიყო ჩემის გრძნობისა. მე გრძნობა სწორეთ იმდენად დამრჩა, რამოდენასაც მოითხოვს ჩემი ხარისხი და თათანამდებობა. მე გავატარებ უძილოთ ხუთს, ექვს ღამეს საწვალ ცოლ-შვილიან სნეულთან; მე წმინდის გულით ვიტირებ მკვდარ ჭლექ ყმაწვილ ქალზედა, რომლისაც დასხნა სივკდილისაგან ვერ შევიძელ, თუმცა ჩემგან ყველა ღონისძიება იყო მოხმარებული... მაგრამ, ვერც ერთი ლამაზი ქალი ქვეყანაზედ ვერ მომგვრის უძილობას, ვერც ერთი ვერ შაიძლებს რომ თვალზედ ცრემლი მომგვაროს. მოკლეთ – თუ გინდათ, უფალნო — მე გიამბობთ თქვენ ჩემის სიყვარულის მოთხრობასა. გაიარეს იმ სანატრელ დროებმა როდესაც იმის მოგონება თმას გალხზედ დამთენებდა ხოლმე და მკათათვის სიცხეებში ცივ ოფლში ჩამაგდებდა. ეხლა მე შემიძლიან მოსვენებით მივიხედო ჩემს წარსულ დროსაკენა. დავსხდეთ ერთად, მე ვიწყობ და ვიწყობ შორიდამა.
ჩემის სიტყვის გამოთქმიდამ თქვენ, რასაკვირველია მიხვდებით, რომ მე დნეპრიდამა ვარ მოსული, — და ამასთანავე ჩამომავალი უშიშარ ზაპოროჟელებისაგან. დედა ჩემი დავკარგე მე ყმაწვილობასვე ორისა ანუ სამის წლისამ და ძლივსღა მახსოვს — მაგრამ მამას, როგორც ეხლა, ისე ვხედავ. ის ცდილობდა, რომ მე წმინდა სპარტანელად გამოვეყვანე. განსვენებული სწორეთ დონ კიხოტი იყო, გადაკეთებული რუსულ, ანუ უფრო სწორეთ, ყაზახების ზნეებზედა. სულ ის ებლანდებოდა რომ როგორმე უეცრად დაეცეს ვისმეს და ძალიანაც სწუხდა, რომ ეხლა არ შეიძლებოდა ბრძოლა უწმინდურ თათართანა. მთელი დღე იჯდა ხოლმე ჩემთან თავის საჯავშნოში (ასე ეძახდა ჩვენს სადგომში ერთს მყუდრო ოთახს, გაწ- ყობილს საჭურვლით და ცხენის იარაღით) და იქ მიამბობდა საკვირველ საქმეებს ჩვენს წინაპარებზედა. იმან იცოდა მოთხრობა ყოველის ბეგობისა და ახლო-მახლო ადგილისა; თავის კალენდარში ქონდა ჩაწერილი მრავალი სახელი გულად ყაზახებისა, რომელთაც დადეს თავის თავი მამულისათვის და ქრისტეს ეკკლესიისათვის.
თორმეტის წლისა, ასოების ჩათვლით, მე ძლივა ვკითხულობდი წიგნსა, მაგრამ კი ვიყავ ჩინებული მხედარი, მარდი მცურავი, და ვხოცდი თოფით გაფრენილ მერცხლებსა. ამისთანა საგნებში ჩემი წინ-წარმატება მამაჩემს ახარებდა, მაგრამ ვაი! მოხუცი ვერც კი მიმიხვდა, რომ ყველა ესრეთი ქცევა ჩემის მხრითა იყო ფარისევლობა, გაუშნოება ჩემის მშვიდობიანობის მოყვარულობისა. აღშფოთდებოდა ხოლმე ჩემი მშვიდი ხასიათი, მაგრამ მე ვფარავდი ჩემს აღშფოთებას, როდესაც, გაგიჟებული ცხენი გამიტაცებდა ხოლმე მინდორში და გაუსწრობდა ჩემ წინ მინდორზედ გაფრენილ ძერას; მე გყლაპავდი ცრემლებს, როდესაც ვხედავდი რომ ჩემგან თოფ ნაკრავ მერცხალს უკანასკნელს კანკალს დააწყებინებდა სიკვდილი. გამბედაობას და ვაჟკაცობას, რომელიც მამაჩემს ძალიან უნდოდა რომ მიმეთვისა, ვერ იშვნევდა ჩემი ქორფა ხასიათი. მე, რომელიცა მშვიდობიანობის მეტი არა ვიყავრა, უნდა ამესრულებინა მამი ჩემის სამმაცო სურვილი, რომელსაც ის, ნებით ანუ უნებლობით, ცდილობდა რომ ჩაეგონებინა ჩემთვის და რომელსაც ჰქონდათ ჩემზედ მავნებელი მოქმედება და მე, რამდენიც მახსოვს ჩემი თავი, ვიყავი ჩუმი და დაფიქრებული.
მცნობები ჩვენ თითქმის რომ არავინა გვყვანდა. იშვიათათა ხედავდა მამაჩემს თავის ძმა, ძველი ქვრივი, რომელიც იდგა ჩვენ მეზობლად. მოხუცნი ერთი ერთმანეთში ვერა რიგდებოდნენ. მამას ბიძა ჩემი არ უყვარდა იმის მშვიდობიან ხასიათისათვის და მამულის სიყვარულისათვის, და ყოველს იმისთანა შემთხვევაში უნდა ყოველთვის ეჩხვლიტა ხოლმე მაგიებელ სიტვითა — дядя знай кряхтить да отмахивается. თუმცა მე არას დროს არ მეჩივლა ბიძა ჩემთან ჩემ მდგომარეობაზედ, მაგრამ იმან მე მიცნო, და მოინდომა, როგორღაც, ჩემს უთხოვნელად, გადაეგდო ჩემზედ სიტყვა მამიჩემისათვის, ისდღე მე, მგონი, ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება.
ბიძა ჩემმა, როგორც გაწურთვნილმა პოლიტიკმა, დაიწყო სხვა მხრიდამ. ჯერ თავის მოსავალი აქო, მერე გადავიდა სოფელში ცხოვრების სიამოვნებაზედ, ბოლოს დროს, ენა დაბმით და კრთომით უთხრა მამაჩემს, რომ უფრო ჭკუას იზამდა, რომ ჩემთვის მამულის მოვლა ესწავლებინა ვიდრე ცხენზედ ჯდომა. მამაჩემი ამ ლაპარაკში სულ იღმიჭებოდა და იკვნეტდა თავის გრძელ ულვაშების ბოლოებსა, — მაგრამ ბიძიჩემის ბოლო სიტყვაზედ კი, სიცოხარით აკანკალებული, წამოხტა სკამიდამ და მივარდა ძმასა... მე მეგონა, რომ ის იმ ადგილასვე სულს გააფთხობინებდა.
— ოჰ, ძმაო, კონდრატი, სულ შეგუბებულმა უთხრა: — აკვნიდამ დღევანდელამდინ უგუნურად გიცნობდი, ეხლა კი ვხედამ, რომ გიჟი ყოფილხარ. შენ ჰსთესე — იცოდე შენი კავუნები და საზამთროები, ხარშე მურაბები, არაყი გამოხადე და ჩემს საქმეში კი ნუ წაეჩრები ხოლმე. მამა ჩვენი იყო ვაჟკაცი ყაზახი. არც მე ვარ ლაჩრებთაგანი, — შენ კი რაღაც არწივის ბუდეში გამოჩეკილს ბატსა გევხართ ან კურგუზის სავათსა, — შენ ეგრე დარჩი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! ჩემი შვილი კი უნდა იყოს ის, რაც ყოფილა მამა, პაპა, ის რაც მე ვარ — ე.ი. ყაზახი, და არა მწიგნობარი, როგორც თქვენი მოწყალება.
სიტყვა სიტყვაზედა ძმები წაიჩხუბნებ — და ბიძამ, წასვლის დროს, სთქვა, რომ იმის ფეხი აღარ გაივლის მამიჩემის სახლშია; მამა- ჩემმაც თავის მხრით მისცა რაღაცა ფიცი რომ ბიძაჩემს აღარ იცნობდეს. მე, იმათ ახირებულის ხასიათის მცოდნე, მივხვდი, რომ ეს უბრალო დამუქარება არ იყო; და არც შევცდი! ერთ წელიწადზედ მეტი იყვნენ გამწყრალნი. ბოლოს კი სიკვდილმა შეარიგა ორივ ძმები. როცა მამაჩემი იყო გაჭიმული კუბოში, მაშინ მოვიდა ბიძაჩემი აკოცა მას გაცივებულ შუბლზედ და ეს კოცნა იყო ნიშნად მათის შერიგებისა. მე გადავსახლდი ბიძა ჩემთან, რომელიც იყო დანიშნული ჩემ მზრუნველად, და აქ ერთის განკიდურობიდამ ჩავარდი მეორეში. მამი-ჩემის ლაპარაკი სულ ის იყო, რომ ეთქვა რამ ომიანობაზედ, ჩხუბზედ, უეცრად დაცემაზედ, მხედრობაზედ და იარაღზედ; ბიძა ჩემი კი იყო თვით მშვიდობიანობა განხორციელებული კაცათა. როცა თოფს დაინახამდა მაშინვე თრთოლას დააწყებინებდა, თოფის ხმას რომ გაიგებდა ყურები უნდა დაეცვა. მთელი დღე საწყალი მოხუცი იდგა ხოლმე ან ბოსტანში, ან ბაღში და ან საფუტკროში და ცოდვილობდა: სთესდა, ყნობდა, ფუტკრებს უვლიდა — და ზაფხული იმისი გაუგებრად გადიოდა მისთვის. ზამთარში კიდევ სხვა საქმეები ჰქონდა. საშინელი მუცლის მოყვარე ბიძაჩემი, რაც ბალახსა და ბალახის ძირს იშოვნიდა, უნდა ზამთარში იმისაგან მიქსტურები გამოეხადნა, დეკოხტები, სიროფები და სხვა რაღაც სასველებლები, იმას უხაროდა ხოლმე, როგორც ყმაწვილს, თუ ვინმე ავათ გახდებოდა და ითხოვდა იმი საგან შემწეობას — მცირედი ავათ მყოფობა იმას სიკვდილის ნიშანი ეგონა, და ამისათვის ჩემი თავის თავად ნასწავლი. აქიმი, როგორც იტყვიან ხოლმე, ზარბაზნით ესროდა ჩიტებსა. ერთ ავათ მყოფობაზედ, ცოტა რომ ვსთქვა, ერთი ოც და ათი წამალი მაინც უნდა წასვლიყო. მამაჩემი სული ომების ამბებით მახრჩობდა; ბიძა სულ წამლებზედ მელაპარაკებოდა. ხშირად ვუმზადებდი წამლებს სამზარეულოში და ცოტ-ცოტად შევეჩვიე იმის ხელობას; ფიქრშიაც შემივიდა მე თვითონ დოხტურობა. გაუმაძღრად ვკითხულობდი საექიმო წიგნებსა რაც ბიძიჩემის პატარა ბიბლოტეკაში იპოვებოდა, და ჩემის ბედნიერის გონების შემწეობით, თითქმის რომ სულ ერთიანად ზეპირად დავისწავლე. დიდი ხვეწნა არ უნდოდა ბიძა ჩემს რომ მე გავეგზავნე პეტერბურღის მედიკო – ხირურღიულ აკადემიაში. ცოტა-ოდენ თითონვე მომამზადა ლათინურ ენიდამ — და ზაფხულს 1849 წელს მე გავსწიე ჩრდილოეთის პალმირისაკენ.
ეგზემენიისთვის მზადებას, სტუდენტებთან ცნობას, სამკვდრო ოთახს, რომელსაც ჰქონდა ჩემზედ საშინელი მოქმედება, ყველას მას აქ არ მოვიხსენიებ. ეს მოსაგონებლათ, ჩემთვის უძვირფასესია, თქვენთვის კი მნიშვნელობა არა ექნება რა. ვსწავლობდი შემიძლიან დავიკვეხო ჩინებულად, ამხანაგებთან კარგად ვიყავ, ვიქცეოდი პატიოსნად: ღვინო მეჯავრებოდა, — და ქალებს კი სრულიად ვერ უახლოვდებოდი; ერთი თაყვან საცემელი კერპი მედგა თვალწინ — მედიცინა, და მეც ვემსახურებოდი მას ძველ ვესტალკის ერთგულობით და უბიწოებით. ხანდისხან, მოცლის დროს, მე თითონვე ჩემი თავი მიკვირდა: „ღმერთო ჩემო! (ვფიქრობდი) სამხრეთისაკენ დავიბადე, სადაც, ამბობენ, სისხლი უფრო მხურვალიაო, ვიდრე ინგერმალანდიაში, სადაც, ასაკში უფრო ადრე შედის ადამიანი მე საიდამ გამოველი ეს მახინჯი?
რა მიზეზია, რომ მე ეს ოცის წლისა შევიქმენ და ამ დრომდისინ არც ერთ ქალის პირისახეს ჩემზედ მოქმედება არ ჰქონია რა? „თუმცა კი ჩემს სამშობლო ქვეყანაშიაც, გზაზედ დიდ ქალაქშიაც და შემდეგ შიგ პეტერბურღშიაც მე მინახამს ბევრი შავიც, ცის ფერიც და ლურჯი კოკორი თვალებიცა, თეთრი მხრები და წვრილ ფეხებიცა — სიტყვით, ყველა, რასაც კი შეუძლიან ჭაბუკის ფიქრების გაფიცხება არას დროს, სიზმარშიაც კი მე არ მილაპარაკნია ქალთან სიყვარულზედ, არასდროს არ შეგვიხედნია ერთი ერთმანეთისათვის საკვირველებაა!
ჩემმა ამხანაგებმა შენიშნეს ჩემში ეს სიცივე და ხუმბრობით სახელად ლოკოკინა დამარქვეს; მე არამცთუ მწყინდა, არამედ ვამაყობდი კიდენაც ამ სახელითა. ნუ იცინით: მე შევრიცხე ჩემი თავი იმ გვარ ხალხში, რომელთაც ეკუთვნიდნენ ლეიბნიცი და ნიუტონი, ტილლი და კარლი XII, ე. ი. იმ ხალხში, რომლისთვისაც სიუვარული საფლავამდინ გაუგებრად დარჩა. მე ვიცინოდი სიყვარულზედ, და თვით იმის იდეალიზმში ვხედავდი მარტო ერთ უგემურ გრძნობასა... მიმზიდველობის ვნებასა... უწყალოდ გადამახდევინა მე ჩემმა ბედმა ამ ჩემ დაცინებისათვის. ეგზემენიების დრო ახლოვდებოდა, უნდა პირველიდამ მეორე კურსში გადავსულიყავ. ეს იყო თებერვალში 1851 წელს დავიკეტე კარები ჩემის სახლისა (მე ვიდექი მაშინ ვიბორსკიზედ), დღე და ღამ წიგნებს და რვეულებს არ მოვშორებულვარ. გაიარა გაცოფებულმა ყველიერმა და დადგა დიდ-მარხვა.
განსვენებულ მამა ჩემს სურდა, რომ ჩემგან ყოჩაღი რაინდი გამოეყვანა და ამიტომაც ყოველთვის მეუბნებოდა რომ, ვითომც, „მარტო ქრისტიანი კაცი შეიძლებს კეთილს ყაზახობასო“, და იმ ნაზ სიყმაწვილიდამვე ცდილობდა, რომ ჩაეგონებინა ჩემთვის სარწმუნოების წესი; ბიძა ჩემიც ღვთის მოყვარე კაცი იყო და იმიტომაც ნუ გაიკვირვებთ, რომ მე, ოცის წლის სტუდენტი და ა მასთავანავე საგაისო მედიკი ვიყავ ღვთის მლოცავი. არა ხუმრობას არას დროს არ შეეძლო შეერყივა ჩემი აზრები. მეორე დიდ- მარხვის კვირას მე ვემზადებოდი საზიარებლად.
გაზაფხული იმ წელიწადს ადრე დადგა და ჩვეულობისა მებრ ავდრებიც დაიწყო. ვიბორსკის მხრისაკენ ტალახი და თოვ -ჭყაპი მუხლამდინ იყო. დილისა და საღამოს ლოცვაზედ მე დავდიოდი მახლობელ სამსონის საყდარში. დამრჩა სახსოვრად მე ის სანატრელი დროები, რამდენჯერ გამიტარებია ბნელი ღამე მარტო. ბევრჯელ შემხვედრია, რომ არის ხოლმე საშინელი ღამე, ყველა ფერს სძინავს მძიმე ძილითა, კედლის საათის ენა სულ ერთნაირად არახუნებს, ფანჯრებზედ ყინვას წკრიალი გაუდის, კარზედ თვაარა ჩანსრა, საცაღა შორს ფანარი ბჟუტავს და ძლივსღა სცემს სინათლეს თავის მახლობელ ღობესა. ზოგიერთ სახლის ფანჯრებში, ქუჩის მეორე მხრისკენ კანდლები ანთია. ყველა ჩუმათ არის. მე ვზივარ, წიგნი მიჭირავს ხელში და მიმკვდარუნებულის გულით ველი ზარის რეკასა...
და აი ისმის პირველი ხმა ზარისა, დიდ ხანს გუგუნებს და იკარგება ღამის ჰაერშია. — მე მივდივარ საყდარში. მლოცავნი ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ ვინც იყვნენ კედლებზედ მიბჯენილნი გულ მოდგენილ ლოცვით ადგილამდენ თავის მოხრით თავანს სცემდნენ ღმერთსა საყდარი თითქმის რო ცარიელად მეჩვენა, და ყრუდ მესმოდა ბოძების იქიდამ მღვდლის ხმა, რომელიც სთხოვდა უფალსა, რომ მისცეს იქა მდგომელთა „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისა !“ მე დავდექი სამგალობლო ადგილას — და მსწრაფლად მოხიბლული რომელიღაც მოულოდნელ სიხარულისა გამო ვლოცულობდი, ვლოცულობდი ცხარეთ — და რასაც სიტვით ვერ გამოვსთქვამდი, იმას ცრემლებით დაუმატებდი. ამისთანა წუთნი ცხოვრებაში ხშირი არ არის, დამიჯერეთ.
მსუბუქმა კაბის შრიალმა, რომელიც მომესმა უკანიდამ, გამომიყვანა ამ ფრიად სასიხარულო მდგომარეობიდამ; თითქმის რო უნებურად მე მივიხედე… რისთვის უნდა მიმეხედნა? ჩემს უკან იდგა ორი ქალი: ერთი — ბებერი სამოცის წლისა, ძველ გახუნებულ სალოფით და შავის კასინკით თავზედა; მეორე გასათხოვარი ქალი ჩვიდმეტის წლისა.
აქ საჭიროა — მაგრამ ძნელი კია — აღწერა იმის პირისახესი. იმის თმა რომ შევადარო აბრეშუმს, პირისახე — ალმასს, თვალები — ფირუზებს, პირი მარჯანს და სხვა ამ გვარად მიმზგავსება ძალიან გაცვეთილი იქნებოდა და რასაკვირველია კიდევაც ვერ მიხვდებოდით იმ ყმაწვილ ქალის მშვენიერებასა. მე უფრო გამაკვირვა იმის დაშვებულმა გრძელმა წარბებმა, რომლის ქვეშიდამაც მორცხობით გამოიხედამდა ხოლმე მისი ლამაზი თვალი, — შემდეგ, იმისმა ლოცვამ, სავსემ ყმაწვილურ უზაკველობით. დიდ ხანს ვსიამოვნობდი მე იმ ტურფა ბავშვის ყურებითა და თუმცა იმისმა მოსვლამ რამდენსამე წუთს გულის ყური დამიბნია, მაგრამ ბეწვის ოდენაც კი ვერ გამიცია მე გულმოდგინება ლოცვისა, ჩემ გაშტერებულ თვალის შეხედვამ ვერა ჩანერგარა იმ ქალის გულშია; იმან გულ–გრილად შემომხედა და მაშინათვე იქით მიბრუნდა. ამ მოძრობამ გამახარა კიდენაცა და შემაწუხა კიდენაცა; მე მეწყინებოდა რომ, იმასაც ისე შემოეხედნა როგორც მე, ან უფრო იმაზედ ცუდათ — ღიმილით. რა საკვირველია ეგრეა! მაგრამ არც კი სიგულ-გრილეა სრულიად საამური. მეც ჩემის მხრით, აღარ შევხედე ამ ყმაწვილ ტურფა ქალსა, თუმცა, მართლა რო მიიზიდავდა ჩემს თვალებს იმისაკენ რაღაც უძლეველი ძალა. გულში კმაყოფილი ვიყავ, რომ ეგრე ვამაგრებდი თავს, მაგრამ ლოცვის ბოლო რომ მოახლოვდა, ვეღარ მო ვითმინე და მივიხედე. იმ ქალის თვალი იყო დაფიქრებულად მომართული ჩემზედ; გაწითლდა, და რომ დამალოს თავის აღრევულობა, თავი ძირს დაიხარა. რაღაც შუვილი შემომესმა მე ყურებშია. იატაქი ასე მეგონა ადიოდა და ჩადიოდა ჩემ ფეხ ქვეშა, მივეყუდე კედელს როგორღაც გაშეშებული ისე, რომ მეც ვერ გავიგე. როდესაც ჩემს გონზედ მოვედი, საყდარი სულ ცარიელი იყო, ყარაული სამთლებს აქრობდა.
შინ რომ მიველი, მე მართლა რომ ზეციდამ ძირს დავეშვი. იქ წმინდა პოეზია იყო, აქ ჭუჭყიანი პროზა; იქ მდუღარებით ლოცვა, აქ გახრეკილი მეცნიერება... დასასრულს იქა ვნახე მწითური, ქორფა ქერა თავი, აქ მე დამხვდა ჩემი ერთგული თანა მოუბარე კაცის გამხმარი თავი თავის უაზრო ღიმილითა. ამ ერთ-მდგომარეობის გამოცვლამ ჩამაფიქრა და მერმე, თითქმის რო უნდომელად, სწავლას ხელი მიმაყოფინა. პირველმა ჩემმა ეგზამენიამ ბედნიერად ჩაიარა. ეხლა დადგა დრო ჩემის გამოცდისა ოსტეო ლოგიიდგან ე. ი. ძვლების მეცნიერებისაგან. მე ავიღე დაბეჭდილი რვეული ლექციისა და — საკვირველებაა! ნაწერი გაურჩევლად მეჩვენა, მელანი — მქრქლად, თითონ კილო სიტყვისა — დუნდლად და ბნელად, როდესაც ზეპირად ვსწავლობდი ფოსოებს და კორძებს ძვლებისას. მე, ჩვეულების გამო, რომელიც ეკუთვნის თითქმის რო ყველას ამ გვარ შემთხვევაში, ვხუჭავდი თვალებს, და აქ კარგა ცხადათ გამივლიდა ხოლმე გონებაში ჩემ უცნობ ქალის წითური პატარა პირისახე. ამ რიგად ჩემი სწავლა წინათ ნელა მიდიოდა: დაჰკრა ათი სათი, და მე ძლივს ძლივს მოვამზადე ორი ფურცელი, და ისიც ვაინაჩრობით. მეთერთმეტე საათზედ შემოვიდა ჩემთან ერთ ჩემ ამხანაგთან — გვარად თუნდ ივანოვს დავარქმევ.
— გამარჯობა, ლოკოკინავ!
— გაგიმარჯოს.
— რა, ძმავ? სულ ემზადები? მოემზადე, მოემზადე, კარგი საქმეა! დაუხშირა იმან, პაპიროსის მოკიდებაში და დაჯდა სტოლთან — შენ ერთი ჩაი დამალევინე, უძილობით როგორღაც ვერა ვარ კარგათ.
—გუშინ დიდ ხანს საქმობდი?
ოთხ საათამდინ. სულ ერთიანად წავაგე...
— როგორ თუ წააგე!
— როგორც ჩვეულოებისამებრ აგებენ: ქაღალდი არ მომდიოდა. მაგრამ, ოხ, ლადოვსკის როგორ მოსდიოდა, ძმაო! მოიფიქრე! ექვსი ქაღალდი ერთი ერთმანეთზედ მოგვიკლა. თითქმის დაგვახრჩო.
— შენ სულ ქაღალზედ ჰბოდამ, მე ეგზამენიებზედ გეუბნები.
— რა დროს ეგზამენებია! სიცილით მიპასუხა ივანოვმა: ნუ თუ შენა გგონია, რომ როგორც შენი მოწყალება, ისე მე ჩავაცივდები წიგნებს? აბა აი შენც გიჟი გიპოვნია! არა, ძმაო, მე წესად ესა მაქვს დადებული: რაც მთელ წელიწადში დამახსოვდება — ის არის, რაც არა — აღარ ვისწავლი.
—იმიტომაც ორი წელიწადი ზიხარ პირველ კურსშია…
— ძალიან კარგი! ეცადე, რომ შენც არ გაირიყო. შენ ჯერ არა ყოფილხარ ზ*** ანუ პ*** კლანჭებში (აქ ივანოვმა ჩვენი პრაფესორების სახელები ახსენა). ეგ ბარბაროზები ისეთ ნაირად მოგქანცამენ, რომ შენს შინაურობასაც ვეღარ იცნობ... ჰო, მართლა ! არ გაგიგია, ხუთ შაბათს ოსტეოლოგიის მაგივრად, ბოტანიკაა დანიშნული.
— ეჰ, არ იქნება !
— სჩანს იქნება, რომ ესეა! მე გუშინ კონფერენციაში მითხრეს და მგონი განცხადებაშიაც არის დაწერილი. თითონ ნახამ... რას ჩაფიქრდი?
— მეწყინა ბოტანიკაში სუსტათა ვარ.
— აა!! ხედამ თუ არა! ჩემ დაცინებაზედ ხომ ყოჩაღათა ხარ? რა, ძალიან ცუდათა ხარ?
— ძალიან ცუდათ კი არა ვარ, მაგრამ ეგზამენიაში პირველთაგანი არ ვიქნები.
— შენ, ბატონო, ყოველთვის და ყველაში პირველი გინდა იყო? ვერა ხედავთ! შენ, როგორც ვხედავ, კეთილი ცხოვრება გყვარებია. ეჰ, ხუმბრობა იქით იყოს, გინდა გიშველო?
— რითი და როგორ?
— ლადოვსკი დღეს და ხვალ წაიკითხავს თავის სახლში ბოტანიკას, თითონ პ*** ხელნაწერიდამ, — ამბობენ, საკვირველი ხელნაწერიაო! ისე თურმე თავის თავად თავში ჩადის.
— რადროს კითხულობს ლადოვსკი?
— ოთხიდამ შვიდ საათამდისინ საღამოზედ.
— სწორეთ იმ დროს, როდესაც მე არ შემიძლიან.
— რატომ?
— საზიარებლად ვემზადები და იმ დროს საღამო ჟამის ლო-ცვაზედ უნდა ვიყო.
— ეჰე, როგორცა ვხედამ, შენ ფარისეველიც ყოფილხარ. მე მგონია, დიდი შეცოდება არ იყოს, ორ საღამო ლოცვას მოსცდე იმისათვის, რომ შენი თანამდებობა აასრულო.
— არ შემიძლიან!
— შენი ნებაა. მაგრამ ძალიან საკვირველებაა!
აქ ივანოვმა თვალ გაშტერებით შემომხედა, მე გავსწითლდი, როგორც შაგირდი.
— აა! შენ გაწითლებაც გცოდნია? უცხოა! აქ რაღაცაა დაფარული. ეხლა კი ფიქრად მომდის, რომ აქ იმოდენათ საქმე იმაზედ არ მიდის, რომ ძველი ცოდვები მოინანიო, რამოდენათაც ცდილობ ახლ ცოდვების შეძინებას... ჰაი შე, ტარტაროზო! ხედამთ, სულ წმინდობანას თამაშობს, ვითომც არა იცის რა…
— კარგი, თუ ღმერთი გწამს, ნუ მასხარობ...
— თუ კაცი ხარ მეტუვი, სტყუითქო? მაშ რაღათ წითლდები? რომელ საყდარში დაიარები?
— შენ რა, რომელშიაც დავიარები?
— აბა ისა, რომ ძალად წამოვალ შენსუკან და პატიოსანს სიტყვას გაძლევ, იქ შენ გნახამ რომლისამე ლამაზ ქალის ახლო... გინდა?
— არ მინდა.
— მაშ შენი გამოჯავრებული სამფსონიაში წავალ ...
— შენ საიდამ იცი, რომ იქ დავიარები?
— სულელიც მიხვდება, რომ ის, ვინც საზიარებლად ემზადება, მახლობელ საყდარში დაიარება. წამოვიდე, თუ არა?
— როგორც გინდა! ვუპასუხე მე ძალად გაცინებულმა.
— კიდეც ეგ არის, როგორც გინდა! ეჰ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, არ დაგიშლი. მხოლოდ არ უნდა ამხანაგებთან ეშმაკობდე და ლოკოკინასავით იჩენდე თავსა. გაუარშიყდი რაუყოთ — რა დიდი საქმეა! ეგ მე კვირაში სამ ჯერ მომიხდება ხოლმე... ეხლა მებულკის ქალს დავსდევ; რა ფუნჩულა, საუცხოვოა! როდესაც სუხრებისათვის მივდივარ, ყოველთვის შაქრის პურს და ან ნაზუქს მითავაზებს ხოლმე…
— და კარგსაცა შვრება.
— ეხლა კი მშვიდობით, — წასვლის დროა და არც შენ მინდა დაგიშალო.
ის წავიდა მე კიდევ ხელი წიგნებს მივყავ. ჩემი ფიქრები ცოტა-ოდენის ლაპარაკით ივანოვთან გართული, ახალის ღონით მიიმართნენ პირველ საგნისკენ. მოუთმენელის გულით უცდიდი ოთხ საათსა, რომ წავსულიყავ საღამო ლოცვაზედ. საათი დაუსრულებელი მეგონა. ოთხის ნახევარზედ სამფსონიასთან ვიყავ; ეკკლესია ჯერ კიდევ დაკეტილი იყო და მე იძულებული ვიყავ, რომ ფილაქანზედ გამევლო და გამომევლო. ბინდდებოდა, წვიმა თოვლ გარეული ჟინჟღლამდა, ქარს შუილი გაუდიოდა ხეებ შუა გალავანში. ბოლოს დროს, გასაღებების ჩხარუნით, მოვიდა ყარაული და გააღო. მძიმე კარი... მე მაინც კიდევ შესვლას გაგვიანებდი, მე ვიღასაც ვუცდიდი.
მაგრამ საკმაოა ჩემ უბედურ სიყვარულის იმდენი თან დევნა. მე გაუკეთებ ამას ერთ მედიკურ შედარებას რამდენჯერმე ჭკვა მიდევნებია, როგორათაც ძრიელდება ხოლმე ანტონის ცეცხლი. გუშინ ჩანდა ძლივ დასანახავი პატარა წინწკალი, დღეს — ხელის გულის ოდენა დაღია, და ხვალ კი — სნეული ასო შავდება და სულ-ერთიანად უნდა მოიჭრას. მაგისთანა ანტონის ცეცხლით იყო შემორტუმული ჩემი გული. მაგრამ იტანჯებოდა შეუწევნელად. ყველა ღონის-ძიება ამ სენის მოსარჩენად ტყუილია. ხანდისხან უიმედობის დროს ათას პლანებს ვაწყობდი, – როგორც მეგონა ასასრულებლებს. მე ვიმედოვნებდი, რომ ბედნიერმა შემთხვევამ უნდა უეჭველად დამაახლოვოს მშვენიერ ყმაწვილ ქალთან. იმის თანა მოგზაური ბებერი დედა-კაცი ერთბაშად როგორმე წაიქცევა, ან ავათ გახდება. მე იმას უშველი, და აი ეს იქნება დასაწჟისი ჩვენის გაცნობისა. ბევრს ამისთანაებს ვფიქრობდი, მაგრამ ყველას ვერ მოიგონებს კაცი!
დადგა ეგზემენიის დღე ბოტანიკიდგან. ივანოვი თამამად უპასუხებდა და პ*** სრულიად კმა-ყოფილი დარჩა იმისაგან; მოვიდა ჩემი რიგი. შეკრთომილი მიველ სტოლთან; პრაფესორის თვალები ჩემზედ იყვნენ მომართულნი გამოსაცდელად. ჩემს ბედზედ ბილეთი ადვილი შემხვდა. ღონე შევიკრიბე და დავიწყე პასუხის გება ჯერ კრთომით და მერე უფრო და უფრო გამბედაობით. პ*** წინა პირველად კმა-ყოფილებით მიქნევდა თავს. უეცრად საათმა ოთხი დაკრა იმის რეკას შორიდამ პასუხი გამოსცა ეკკლესიის ზარის ხმამა. თავში ერთბაშად გამიელვა, რომ საღამოს ლოცვა დაიწყო და ის ეკკლესიაში არი, მე ავირიე, გონებამ და გრძნობამ ვითომც ხელი აიღეს ჩემზედა. მე ვერ გავიგე პრაფესორის კითხვები, ვერ დავინახე ჩემის ამხანაგების განცვიფრებული პირი სახეები. არ მახსოვს სკამზედ როგორ დავსჯექ, ამ განცვიფრებიდამ გამომიყვანა ივანოვის კითხვამ:
— ეგ რა დაგემართა? ვაიმე, ხომ დაგორდი[11]!
მეხუთე საათზედ მე სირბილით გავიქე სამფსონიაში, — ხელის კვრით ჩამოვიცალე მლოცავი ხალხი და მივაღწიე ჩემს ჩვეულს ადგილას... ის იქ იყო! ღიმილით შემომხედა, და სიხარულის სიწითლემ აითამაშა იმის ლოყებზედ. ამ ღიმილმა გადამიხადა ჩემის უბედურობის სამაგიერო ბედნიერება.
პარასკევს აღსარების სათქმელად ვემზადებოდი. ღმერთო ჩემო! მოძღვარს რა უნდა უთხრა! გავბედავ, რომ გამოუჩინო ჩემი უდიდესი შეცოდება. როგორ ვაღვიარო, რომ ეკკლესია ღვთისა გახდა ჩემთვის შესახვედრ ადგილად ჩემ საყვარელ ქალთან? აღსარების წინათ მე მიველ დიაკვანთან ჩემის გვარის ჩასაწერად და რაღაც ვითარების შეერთებისა გამო. სახელი იყო ჩაწერილი იმის სახელის შემდეგ. გული აღტაცებისაგან აღარ მიფეთქამდა, როდესაც იმან წამოიძახა თავის ნაზის ხმით:
— ლენა ფეოდოროვნა ასული ჩახლოვისა, გასათხოვარი ქალი ჩვიდმეტის წლისა, ასული მეორე გილდის ვაჭრისა...
წირვის შემდეგ შაბათს მე გაბედვით მიველ იმასთან და სულ შეგუბებულმა უთხარ:
— შეგეწიოსთ, ელენა ფეოდოროვნავ!
იმან ალერსიან ღიმილით თავი დამიკრა და აღშფოთებით მიპასუხა:
— აგრეთვე თქვენ, პაველ ალექსანდროვიჩ!
აქ დოხტური შესდგა და რომ მოიწმინდა ხელცახოცით თავის ფერმკრთალი პირი-სახე, თქვა იძულებულის მხიარულობით:
— ვახშმის დრო ხომ არარის, უფლებო? სასადილო ოთახში თეფშების ხმა ისმის.
— ღამე დიდია! მიუგო. პასუხი სახლის პატრონმა ყველას მაგივრად: განაგრძელე, განაგრძელე! ნუ მიჰბაძავ რომანტიკებს, რომელნიც უფრო დიდი ეფექტისათვის სწყვეტენ მოთხრობას სწორეთ საინტერესო ადგილას.
მთხრობელმა გაიღიმა და განაგრძელა:
— და ესრეთ, იმან ჩემი სახელი წამოიძახა. მე მინდოდა თუ არა დამეწყო ლაპარაკი, მაშინათვე ხალხი დაიძრა გამოსასვლელად დიდი ძალი ხალხი იყო; თუმცა გამაგრებას ვსცდილობდი, მაგრამ, მაინც კიდევ მომაშორეს ელენასაგან და იმის თანა-მეგზავესაგან.
როდესაც გამოვაღწიე ხალხს და გამოველ ქუჩაში, ისინი აღარა ჩანდნენ.
შეხვედრა მეორე
— თქვენ უეჭველია გეცოდინებათ ეპიზოდი მილტონის ცხოვრებიდამ — გასასტერებელი შემთხვევა, რომლის გამოც კაცობრიობა ეღირსა „დაკარგულ სამოთხის“ წაკითხვასა.
მილტონი, მაშინ ჯერ კიდევ გამოუჩენელი ყმაწვილი კაცი, მშვენიერი, სიცხიან ზაფხულ დღეს დასეირნობდა რომელღაც გამოჩენილ ლორდის ხევნარშია. დაქანცული სიარულით და სიცხით, მილტონი წამოწვა გაშლილ მუხის ქვეშ — და ჩქარა დაეძინა. გამოღვიძების დროს თავის მუჭაში ნახა პატარა ბარათი, რომელზედაც ყარანდაშით იყო დაწერილი იტალიანური ოთს სტრიქონიანი ლექსი:
Occhi, stelle mortale,
Memstri de miei moli,
Se chiusi - muccidete,
Aperti che ferete?
ე.ი. „თვალებო, ქვეყნიურნო ვარსკვლავნო, მიზეზნო. ჩემის ტანჯვისაო! ჯერ რომ დახუჭულნი ხართ და მდაგავთ მე, რაღა იქნება მაშინ, როცა აიხილებით ?“ მილტონმა შეიყვარა ის უხილავი ქალი, რომელიც გაუტყდა იმას მძინარეს. მაგრამ ვინ იყო ისა, — ეს საიდუმლოთ დარჩა დიდ პოეტისათვის დიდ ხანს და ახირებით ეძებდა ის თავის ოცნებას. გაიარა რამდენმა წელიწადმა: მილტონის თვალები ეგ, „ქვეყნიურნი ვარსკვლავნი“ გაქრნენ. მილტონი დაბრმავდა, და აი, მაშინ აქა იმის ფიქრი სწერდა თავის სულიერ თვალების წინ მშვენიერ სურათებს „დაკარგულ სამოთხისას“.
დიდიდამ პატარამდინ ერთი ნაბიჯია და ამიტომ ნუ გაიცინებთ, რომ მე ჩემი თავი მილტონს შევადარო და ვსთქვა, რომ ნახევარი წელიწადი იყო მოხმარებული ჩემგან ელენეს უნაყოფო ძებნაზედ. მე დავეხეტებოდი ყველგან და ტყუილად კი ვძებნიდი: თითქო ის წყალმა დანჰსთქო. ამაობაში მე სრულიად გული ავიცრუვე სწავლაზედ: ჩემმა ეგზემენიებმა უბედურად ჩაიარეს და მეც დავრჩი პირველს კურსში: ივანოვი კი, რომელსაც მე დავსცინოდი, გადავიდა მეორეში. მე ვიყავ გაბრაზებული მთელ ქვეყანაზედ, — ყველაზედ, გარდა ჩემ ახლანდელ უბედურობის მიზეზზედა. ელენა სულ ერთ ნაირად რჩებოდა ჩემ კეთილ გენიათ და ხშირათაც ვხედამდი მე იმას სიზმარშია. ამბობს თუ კაცი რასმეს, სჯობს სულ ერთიანათ თქვას და აღვიაროს, ბატონებო! მე ვსწერდი ლექსებს, მთვარეს შევტრფიალებდი, ხანდისხან მართლის გულით ვაბარებდი იმას რომ გადასცეს თავის სხივით ჩუმი დაუნახავი კოცნა ელენას, ან წარმოუდგინოს ჩემი სახე იმის მეხსიერებას, წასძახოს მძინარეს ჩემი სახელი. ერთი მთვარე იცვლებოდა მეორით – ანუ, უფრო სწორეთ, თვე იცვლებოდა თვითა, მაგრამ ელენას მაინც ვერა ვხედავდი. მაშინ ფიცხათ მივყავ ხელი მედიცინას და ცოტა ხანში დავიბრუნე სულ ერთიანად დაკარგული დრო; პრაფესორები და ამხანაგები კვირდებოდნენ ჩემს დაწინაურებაზედ, მაგრამ მე სულ კიდევ პირველ კურსში ვიჯექ... და ამაში, როგორც მე ვნახე ბოლოს დროს, იყო რაღაც ცუდი ბედის წერის მოსავალი.
როგორღაც ოქტომბერში, ე.ი. რვა თვე რომ გავიდა შემდეგ პირველის ჩვენის შეხვედრისა, საღამოს მეხუთე საათზედ, მე დავეხეტებოდი ლიტეინიზედ. ჯერ კიდევ კარგად ნათლობდა, ჰაერი სუსხავდა, გაყინულ, მოკირცხულ გზას წკრიალი გაუდიოდა. ცხენის ჩლიქების და ეკიპაჟის თვალების ქვეშ. ჯვარედინ გზაზედ, სოასის პრეობრაჟენის საყდართან, ცოტას გაწყდა არ გადამიარა საქორწინო კარეტამ, სულ განჭვირულმა, როგორც ფანარი, რომელშიაც ება ოთხი შავი ცხენი პირის ფერ ლენტებით ფაფარშია; უკან ორი უშვერი კაცი გრძელ მუხუდო ფერის ლივრეიებით. ეს კარეტა იმის შემდეგაც შემხვედრია, დღევანდლამდისინაც ხშირად მომხვდება ხოლმე თვალში და ყოველთვის საშინელი მოქმედება აქვს ჩემზედა.
კარეტაში იჯდა ელენე მდიდარ საქორწინო ტანისამოსით იმის პირისახეზედ სიხარული თამაშობდა; ის რაღაცაზედ მხიარულად ლაპარაკობდა თავის გვერდით მჯდომ ქალთან და „მესამთლესთან“, ექვსის წლის ცის ფერი პერანგიან ბავშვთან. პირველს წუთს მე არ დაუჯერე ჩემს თვალებს, სწრაფლად გავყევ კარეტას, მივირბინე საყდრამდინ, კარბჭეში შემოვიფანტე ხროვა ჩერჩეტი ხალხისა, და ჩავდექ შიგ კარებშია. არა მე არ შევსცდი: სწორედ, ეს ელენეა! იმან ისე ახლო გაიარა, რომ თავის პირ-ბადე მე მამდო პირისახეზედ. ეს შეხება მის გამოსასალმებელ კოცნად მეჩვენა. მე თვალ ცრემლიანმა ვნახე მხიარულად განათლებული საყდარი, საგზაოდ მოკაზმული ხალხი, ვნახე მეფეც – როგორც ორი წვეთი წყალი, ისე მზგავსი სადალაქო დუქნის თავზედ რომ არის ლამაზად დახატული კაცის პორტრეთი. ქორწინების წესი, თავის სასიხარულო გალობით, მკვდარს რომ ანდერძს უგებენ, ისე მეჩვენებოდა. გაიგეთ რასაც ვამბობ, მე იმ კაცის მზგავსი ვიყავ, რომელიც თვის გულისათვის ძვირფასს არსებას ხედავს ხომალდზედა ქვეყნის ბოლოსაკენ მიმავალზედ. ამ რვა თვეს მე ვსცხოვრებდი ელენეს ნახვის იმედით და ეხლა ვნახე მარტო იმისათვის, რომ დავერწმუნო ჩემის იმედების შეურაცხ-ყოფნაზე იქნება ის ეხლა მსხვერპლის უკადრისის ანგარიშისა ან მუქარებით იქნება ძალა დატანებულია, რომ შეირთოს ის, ვინც იმას არ უუვარს? ეს მომდიოდა ფიქრად და რომ გამომეყვანა ჩემი თავი ამ სამძიმო ეჭვიანობიდამ, მე დაუწყე ყურისგდება ჩემ გარე შემორტმულ ხალხსა.
ვიღაცანი ორნი სალოფებით დიდის ყურად-ღების მოპყრობით უყურებდნენ ახალ გაზდების ყოველს მოძრაობას. სიცოცხლისაგან მოკლებულნი იმ რეგვენების თვალები ხან ჯვარის წერის სამთლების ალს მიემართებოდნენ, თითქო. ცდილობდნენ იმის სიგრძის გაზომვას, ხან მოუთმენელად დაეშვებოდნენ მეფე დედოფლის ფეხებზედ და უცდიდნენ საოცარ წუთსა, როდესაც ახალ გაზდანი შედგებიან ანალოღიის წინა გაფენილს ატლასის პირის ფერ ნაჭერზედა. მე სრულობით არ მიმიმართამს განსაკუთრებითი ყურად-ღება და არც შემინიშნავს, როგორც ელენე თავის საქრმოთი მიუახლოვდნენ ანალოღიას, მაგრამ ბებრებმა ხრინწიანის ხმით წაიჩურჩულეს.
— პირველმა ლენოჩკამ დაადგა!
თქვა ერთმა.
— აი არა, ლეშენკამ! თქვა მეორემ.
— ეხლა მოყევ ლაპარაკს, კირილოვნავ! ხომ მე ჩემის თვალით დავინახე…
— მეც ხომ, ჩემო დედავ, თვალები ჩამოფარებული არა მაქვს... აი ადგილიდამ ნუღარ დავიძრა თუ რომ ლეშენკას პირველად არ დაედგას ფეხი.
— ნება მომეცით გკითხოთ, მიუბრუნდი: ამ საქრმო კაცის გვარი რა არის?
— განა არ იცით? თითქმის გიებით მიპასუხა სალოფიანმა ბებერმა: ალექსეი სტეფანიჩი შიშკინი.
— მეორე გილდის ვაჭარი, დაუმატა მეორემ.
— საშობაოთ პირველში ჩაეწერებიან.
— თქვენ იმითი ნათესავი ხომ არა ხართ?
— არა ბატონო, მხოლოდ იმითი მამა, სწორეთ რომ ვსთქვათ, ჩვენი კეთილ-მყოფელია. ყოველ შაბათს ფულით ანუ საჭმლით გვიკითხამს ხოლმე: ღმერთო, შენ მიეც მაგათ სიმრთელე და მაგათ მშობლებს განათლებული სამოთხე (აქ ბებერმა დედა-კაცმა პირ ჯვარი გადაიწერა და დაახამხამა ცრემლიანი თვალები).
— მაშ შიშკინის გვარი მდიდარია?
— თქვე დალოცვილნო, რატო ეგრე მკითხავთ, განა თქვენ აქაური არა ხართ? იმდენი ფული აქვთ რომ არ იციან რა უყონ? სამი ფიცრის სახლი და აბანო იზმაილოვის პოლკში.
— ჩახლოვის გვარი?
— არა ეგენი ისე არა რომ... მაგრამ ეგენიც კი მდიდრები არიან.
— და ახალ გაზდებსაც უყვართ ერთი ერთმანერთი?
— მაშა! ერთის სიტყვით ისეთ ნაირად უყვართ, რომ უერთ ერთმანეთოთ სულს ვეღარ იგებენ. ლეშენკამ რომ გაშინჯა ქალი მაშინათვე მოვიდა და ჩაუვარდა ფეხებში სტეფან ნიკიფოროვიჩს. „მამაო, ეუბნებოდა, ელენა ფუოდოროვნაზედ კარგს ცოლს მე ვერ ვიშოვნიო“. მაშ თუ ეგრეა, ეუბნებოდა ბებერი მამა, რა უყოთ, სჩანს ეგ არის შენი ბედი, შეირთე. ლეშენკა სიხარულისაგან ამხანაგებითურთ ღვთის სალოცავად წავიდა სერგიაში და ჩვენ ბებრებსაც ერთი თუმანი გვიბოძა. .
— მაშ ის კეთილი, პატიოსანი კაცია?
— სწორეთ ანგელოზია, მე მაგათზედ მაგათვე მსახურებმა მითხრეს, ასეთი კეთილია, ასეთი მშვიდია, რომ ვერ მოიფიქრებთ. ხანდისხან მოვა შინა ცოტა გადაკრული — თითით არა ვის არ მიეკარება, გინებით კი იგინება. მერე, ეგ ჩვენი თვალის-სინათლე დიდ ხანსაც არ იგინება და! იქ, როგორც გული დაუმშვიდდება, თითონ პირველი დაიწყებს ხოლმე ლაპარაკსა და მართლაც რომ პატიოსანი კაცია. მაგრამ აგერ პარაკლისიც დაუწყვიათ! წავიდეთ, კირილოვნა, კარი-ბჭებში, გავიხაროთ ჩვენ თვალი-სინათლეებზედ.
მე გავაცილე ელენე თვალით, მოვიცადე მინამ ჩაჯდებოდა კარეტაში და წავიდოდა ეს დიდი ძალი ხალხი. ამოვიოხრე, პირ-ჯვარი გადავიწერე და გამოველ საყდრიდამ. აქ, გალავანთან, შევესწარ ერთ მოულოდნელ სცენას. ვიღაც ყმაწვილი ქალი, ძალიან საწყლად ჩაცმული, მწარეს ცრემლით, სიფიცხით რაღასაც უამბობდა თავის გარშემორტყმულ გლახებს. მე მიუახლოვდი შეყრილობას.
— რაღა ვქნა ეხლა მე? ჰკითხავდა საწყალი.
აღსენე ღვთის სახელი და გასწი შინისაკენ, უთხრა იმას ვიღაცა ბებერმა დედაკაცმა: — რაც ურმიდამ ჩამოვარდება, ის დაიკარგება!..
—როგორ მომიხდა - მე, უტვინო სულელს, რომ დავიგვიანე? თითქო თავის მტვრევით მოვრბოდი… ოჰ-ოჰ, ვაებავ, ჩემო ვაებავ!.. უფალო ღმერთო ჩემო!
მთხოვრებს, როგოც სჩანს, სხვის გოდებანი არ უყვართ რომ გაიგონონ, თითო თითოდ ყველანი წავიდნენ, დარჩა მარტო. ის საბრალო.
— რაზედა სტირით? ვკითხე მე.
— ოხ, თქვენო. კეთილშობილებავ, ის მიპასუხებდა (მე მან მიმიღო, პოლიციის ჩინოვნიკათ), მოიღეთ ღვთიური მოწყალება, მასწავლეთ, რა უნდა ვქნა? აქა სწერდნენ ჯვარს ვაჭრის შვილს შიშკინს…
—ჰო მერე რა ვქნათ?
— თქვენო კეთილ შობილებავ! ტირილით მიპასუხებდა უბედური, ეგ ხომ ჩემი დამღუპავია! ეგ ფლიდი მომატყუვებელი კედლიდამ ხატს იღებდა, რომ მე შემირთამდა. „რა უყოთ, ამბობდა, რომ საწყალი ხარო? მე და მამა ჩემი მდიდრები ვართო…“ აი თქვენვე გაისარჯეთ, ნახეთ იმის წიგნები! (და იმან ათრთოლებული ხელით მომაწოდა დახვეული სხვა და სხვა ტოლი წიგნები). ამაში ის მე მწერდა, როგორ უყვარვარ, როგორათაც მზათ არის ჩემთვის სიკვდილისათვისაც…
მე გადავათვალიერე წიგნები. ხელთ ნაწერი იყო თამამი, გაკრული; თითონ წიგნები იყო შედგენილი საამო ფრაზებიდამ, მარლინსკის, ზაგოვინის და პოლევოის რომანებიდამ. აქ დემონის ფიციც კი იყო ლერმონტოვისა. წიგნები სულ ერთიანად ხელ მოუწერლები იყო. ოჰ! შიშკინის პატიოსანო თესლო! ინაყოფე და განმრავლდი, როგორც ქვიშა ზღვისა! შეჩვენებულნო მგრაგნელნო, ქალის უმანკოების შემაგინებელნო... თქვენ, ყველანო, ვისაც სახელად გიჟმაჟებს გეძახიან თქვენივე ამხანაგები! სად არის თქვენზედ რჯული, სად არის თქვენზედ სამართალი? ნუთუ მართლა თქვენ არასდროს არა ჰგრძნობთ სიმწარეს იმ მდუღარე ცრემლებისას, რომელთაცა ღვრიან ჩარდახში ან სარდაფში საწყალნი სულელნი ქალები, რომელნიც თქვენ გენდობიან? რა უნდა დავარქვათ იმ ბედითებს? რა ქველობაა, რა მხნეობაა — გააგიჟოს გამოუცდელი ქალი, შეაცდინოს და მერე ჩააგდოს გარყვნილების მორევში ერთი მომეტებული ცოდვილი! ოხ, უფალნო, მე არა ვქადაგობ, მე თითონ ჯერ ყმაწვილი ვარ; ჩემში თევზის სისხლი არა დგას, რომ დაჩუმებული ვიყო ამაზედა, მაგრამ, თუ თქვენში სვინიდისი არის, თუ პატიოსნება თქვენთვის ცარიელი სიტევა არ არის.. გატყდით, რომ იმაზედ უსაძაგლესი დანაშაულება აღარ იქნება, როგორც ყმაწვილი ქალის დაღუპვა. როგორ გულის სიმხურვალით დაიწყობთ ხოლმე ლაპარაკს ქრთამზედ და სხვა საზოგადო ჭირზედ, — ამაზედ რაღათა ჩუმდებით? რაღათა?.. ვსთქვა თუ არა?.. იმიტომ, რომ (ზღაპრის ენით რომა ვსთქვათ) „ეს დიდი თაგვი ჩემი ნათლიააო,“ იმიტომ, რომ ბევრს თქვენთაგანს ექნება რამდენიმე წიგნი, იქნება ჰქონდეს კიდენაც ზილფები მოთეთრო, ანუ ქერა თმებისა... ნუ იმართლებთ თავს მიმზიდველობით ანუ სურვილებით... ეგ სიყვარული კი არ არის ეგ პირყტევობაა, სხვა არა ფერი! სიტყვა არ არის, რომ გამო-ვსთქვა ჩემი მძულვარება, როდესაც მე ვხედავ შავ ულვაშებიან დონ-ჟუანსა ბრწყინვალე მუნდირში, ეშმაკურ განმკაფავ თვალებით . . . ნაღველა დუღს მაშინ ჩემშია, მე მზათა ვარ მაშინ დაუდაგო იმას პირი გახურებულის რკინითა, მე მზათა ვარ ჩამოვანგრიო იმის თავზე ყველა სააქავო შეჩვენება. ის ჩემთვის მოქრთამეზედ, შულერზედ, ჯიბის ქურდზედაც კი უფრო უსაძაგლესია, საზიზღარია. მოქრთამე და შულერი გვიან თუ ადრე მოხვდებიან: ერთს გამორიცხამენ სამსახურიდამ, მეორეს უთავაზებენ შანდანს ანუ ბოთლს თავში, ქურდებისათვის არის მიტინის მოედანი... მაგრამ სადღა არის ღირსეული გარდახდა მაცდურებისათვის? ტყვია, დუელი? ისინი ყოველთვის შეიძლებენ იმის თავიდამ აცილებასა; და თუ თქვენ მოგიხდებათ კიდენაცა, რომ გაუხვრიტოთ ამისთანა უფალს ფეხი ანუ ხელი ტყვიითა, თქვენ მაგითი შემატებთ იმას ხოლო ახალ გარეგან ღირსებას, რომელსაც შეეძლება უფრო მეტად იმოქმედოს ქალის გულზედა! მაგრამ ღმერთმა მშვიდობა მისცეთ, ღმერთმა!
მოტყუებულის ქალების მოთხრობაები საშინლათა ჰგვანან ერთი ერთმანერთსა; და ამიტომაც მე არ მოგიყვებით მოხრობას ელენეს ქრმის თავის შეწირვაზედ. დიდის მოწყენილის ფიქრებით წაველი ნელ-ნელა შინისაკენ; რომელღაც უცხო გრძნობამ დამიმორჩილა: მე მინდოდა მეყვირნა, მეყვირნა რაც ძალა და ღონე მქონდა ვიდრე დავიღალებოდი, ან მერბინა მინდორზედ და მეყლაპა მომატებული ჰაერი. ოჰ, ნეტა იმ წუთებში გადავსულიყავ მე სამშობლო მინდვრებშია და დაჟინებულს მეჭენებინა გაგიჟებული ცხენი? არ მახსოვს როგორ გავჩნდი უეცრად ლაბარატორიასთან მდებარე პატარა ველზედ. ბინდდებოდა; მხიარულნი ვარსკვლავნი ინთებოდნენ მოწმენდილ ცაშია; შესაძრწუნებელი ქალაქის ხმაურობა მოდიოდა ისე, თითქო წყალი გადმოდისო საშინელ მაღალ კლდიდამა... როცა შინ დავბრუნდი, ცარიელი აგარებისაკენ უნდა გაგამომეარნა; ის ფანჯრები, მთლად დაჭედილი, ხრინწიანი ყეფა ძაღლებისა, ჩუმი შრიალი ყვითელ ფურცლებისა დაცარიელებულ ხეივნებში — წინა ხედ უფრო ძალიან ამიწყლულებდნენ ნაღველსა. მოველი შინ; და აქ დრო გრძელდებოდა საშინლად... მაგრამ არა, დამიხსენით ლაპარაკისაგან — თავბრუ დამეხვა, დამაცალეთ სული მოვიბრუნო.
მესამე შეხვედრა.
უკანასკნელ შემთხვევის დროდამ გავიდა ორი წელიწადი. მე მძულდა ელენა ფეოდორვნა შიშკინისა, მაგრამ ჩემი ელენე — ის სატრფიალო ბავშვი სულ კიდევ სცხოვრებდა ჩემს გონებაში. იმის სახე არა იშვიათად მომდიოდა ფიქრშია. ხანდისხან ლექციების დროს, როდესაც სიხარბით ვიპყრობდი პრაფესორის სიტყვებსა, ჩემი თვალები როგორღაც უნებურად მიიმართებოდნენ ხოლმე აუდიტორიის ბნელ კუთხეშია, და იქ ფიქრში მომდიოდა, რომ მე ელენესა ვხედავ დაიჯერებთ თუ არა, იმ დროს ჭკვიდამ შეცდენის შიშმა ამიტანა. თითქმის რომ უნდომელად მე დავიწე ჩემის ფიქრების გართვა, მაგრამ ჩემ საუბედუროთ, ძალიან ძნელი იყო. საკმაოა მარტო ის გითხრათ, რომ ეს იყო შემოდგომას 1855 წელსა. აქ, როგორც თქვენც მოგეხსენბათ, შექცევისათვის თავი არავის ჰქონდა. სალაპარაკოთ მარტო ერთი საგანი იყო ყველასათვის და ყოველისათვის — ომი. ბიძაჩემი ყოველთვის მატყობინებდა, რომ ჩვენი მამული მოშლილია და ჩემი დასწრობა ჩვენს სახლში აუცილებელია... მაგრამ ჩემი წასვლა არ შეიძლებოდა, გაძლიერებულის საქმეების მიზეზისა გამო აკადემიაში. მაშინ ბოლო კურსში ვიყავ და მომავალ წლის აგვისტოში გამოსასვლელად ვემზადებოდი. მაინც კიდევ, რაღაც უცხო ხმა მეუბნებოდა, რომ მე კიდევ ვნახამ ელენეს. მიეცი იმედოვნებას აბლაბუდა — ის დასწნავს თავისათვის თოკსა; მეც ამ რიგათ შევექცეოდი ფიქრით, რომ ბედმა უეჭველად უნდა შემყაროს მე ჩემს იდეალთან იქნება ის ეხლა დაქვრივდა და თავის-უფალია. მაშინ ვინღა დამიშლის მე რომ ის ჩემათ დავირქვა? ამისთანა მოსავალი, მართალია, ძალიან იშვიათია, მაგრამ ხომ შეიძლება ხოლმე მოხდეს.
მოვიდა ზამთარი. იშვიათად დავდიოდი ზოგი ერთ ჩემ ნაცნობებში; მაგრამ რაც უნდა დიდი მხიარულება ყოფილიყო შეყრილობაში, მაინც კიდევ ჩემი ახირებული კაეშანი ჩემთან იყო; უგემურად ყურში მეჩოთირებოდა ლაპარაკი, რომელიც ვერ აღწევდა ვერც თავამდინ და ვერც გულამდინ; დასასრულს ვინც კი ჩემთან იყო, ყველანი ერთიან აჩრდილად მეჩვენებოდნენ. როგორღაც, შობას, მე მოვდიოდი ნევის დიდ-ქუჩაზედ ერთ ჩემ მეგობართან ერთად. ხალხი, იმის მზგავსი, დაუფასებელი საუნჯეა მოწყენის დროს. ისინი დაუჩუმებლივ ყბედობენ, ხარხარობენ, ხუმრობენ და ნებით ანუ უნებლობით არ გაცლიან დაფიქრებას. ამ თვისებასთან ჩემს მეგობარსა ჰსჭირდა მეორეცა, ამისთანავე ძვირ-ფასი: ის იყო ცოცხალი ადრეს-კალენდარი. ქუჩაში მას ყოველ წუთს ნაცნობები ჰხვდებოდნენ; ვინც კი დაგენახათ და გეკითხნათ ეს ვინ არიო? მსწრალ იმის ცხოვრებას დაწვრილებით შეიტყობდით ჩემს მეგობრისაგან.
პასსაჟის ახლო, ჩემს გვერდით გაიარა ჩინებულმა ალუბლის ფერმა კალიასკამ, დაწვენილ რესორებით; მშვენიერი ორი ლურჯი ცხენი დიდრონის ხალებითა და სქელი კუჩერი მშვენიერის წვერითა, რომელიც შეშურდებოდა თვით ფეთ-ალიშაჰსა, და ერთი პატარა ბიჭი რაღაც უცნაურ ლივრეიაში — ამბობდნენ რომ ეს ეკიპაჟი საბატონოა და არა ნაქირავი და ამასთანავე გამოჩენილ კაცისა. კალიასკაში გადაწოლილიყო. მშვენიერი ოც და ორის წლის ქალი, რომელიც მაინც კიდევ არა კარგავდა მშვენიერებას თუმცა ფერ უმარილით სრულიად გადაგლესილი ჰქონდა ლამაზი პირი-სახე. ეს იყო ელენე! მე გავშეშდი და იმ დრომდის უყურებდი კალიასკას, ვიდრე ის არ დაიმალა შორსა.
— ნახე? მკითხა ჩემმა მეგობარმა. — იცი, ვინ არის?
— შენ კი იცი
— მაგას ვინ არ იცნობს! ეგ არის სახელ გამოჩენილი ელენა – ფეოდოროვნა.
— რით გამოაჩინა თავისი სახელი ?
— ოხ, ბიძიავ, თითქო. მთვარიდამ იყო ჩამოსული ისე, ლაპარაკობ! ნუთუ მართლა თქვენკენ, ვიბორსკიზედ, მაგაზედ არა ისმისრა?
— სრულიად არა ფერი.
— ოხ, თქვენ გოტტენტოტებო,[12]! ეგ არის უწინდელი ფოდრაჩიკის შიშკინის ცოლი, რომელიც შარშან დაიღუპა თივებშია და წაბძანდა ციხეში. ელენა ფეოდოროვნამ, როგორც დედაკაცმა სრულიად თანა მედროემ, გამოცდილმა, ვერ გაბედა კალიპსის ანუ პენელის მიბაძვა, გაბედა დროებით მეორე ქრმის გაჩენა და ეხლა დგას და ცხოვრებს პ*** თან.
— პ*** ვიღაა?
— ეგეც არ იცი? პ*** კავალერისტია, მდიდარია, გამოჩენილია, ბედოვლათია და გიჟი. შენ არ გაგიგია რა მაგაზედა?...
— ჯანაბამდინ გზა ჰქონდეს, რათ მინდა! შენ ეს მითხარ, ელენას ეგ უყვარს!
— აი წრფელი კითხვა! შეუძლიან კი სიყვარული? დღეს იმას ეგ უყვარს, ხვალ შეიყვარებს სხვას… შენც შეგიყვარებს, თუ ღმერთი მოგცემს სამი ათას სულს ყმათა შენთვის საკუთრად. მაგას კაცი კი არ უყვარს — ოქრო, ბრილიანტი, აბრეშუმი და ხავერდი უყვარს. ვინც მაგას პურს აჭმევს, ეგ იმას დამღერის კიდენაცა!...
— ჩინებული პურია!
— ეი! ბიძიავ ! რით არ არის პური? გეყოფა კარგ ზნეობიან კაცის წარმოდგენა! შენ კარგის ზნეობისა ხარ, იმიტომ რომ საწყალი ხარ, ეგ ცხადი საქმეა! ვნახოთ, რას იმღერებ, როცა გამდიდრდები, რასაც სულითა და გულით გისურვებთ შენთვის! ოქროს იმისთანა თვისება აქვს, ჩემო საყვარელო, რომ გამოუცვლის ხოლმე ზნეობითს კომპასსა, პოლიუსებსა, ასე რომ ძალიან დახელოვნებული მცურავი ცხოვრების ზღვაში აირევა გზიდამ და, ან გაირიეყბა ხოლმე, ან შეაწყდება კლდესა.
— მაგრამ, ვიდრე მე საწყალი ვარ, გეტყვი, რომ მე მწუყნს როცა ვხედავ, რომ იღუპება დედაკაცი, რომელსაც შეეძლო კეთილი ცოლობა და საუცხოვო დედობა.
— შეეძლო, მაგრამ არ მოინდომა! იღუპება! რა ჩინებული და ეფექტიანი სიტყვაა აქ რასა ხედავ დასაღუპავს? გაჭირებამ კი არ მიიყვანა ელენე ფეოდოროვნა მაგ პატიოსან წოდებამდინ, იმას თითონვე სურდა ეგა, და დამიჯერე დიაღ ძალიან კმაყოფილიც არის თავის მდგომარეობისა. კაცი (როგორც შენ თითონვე იცი და შესაძლებელია რომ უფრო კარგად გესმოდეს, ვიდრე სხვასა) ნამდვილი მსუქანი შავი მიწა; დედა-კაცი კი — მეტად ანუ ნაკლებად ადვილად მიმღებელი მიწა. შენა გსურდა, რომ ელენა ფეოდოროვნა ყოფილიყო მშვენიერ ყვავილნარათ ანუ ბაღათ — და იმას კი უმჯობესად მიაჩნია სასეირნო ადგილი, ერთი იმისთანა რამა, რომელიცა ჰგავს იზლერის ბაღსა ანუ ვილლი ბორგეზისას[13]. შენ სწუხარ იმაზედ, რომ ელენა ფეოდოროვნაში დაიღუპა ანუ, უფრო სწორეთა ვსთქვათ, დაიხოცნენ კარგი თვისებები? ეგ მწუხარება შენის გულის სიკეთეს ამბობს, მაგრამ აქ კი სრულიად უადგილოა.
შენ მე მომაგონებ იმ მეგობარს კრილოვის იგავშია: მურწა, რომელიც ჯავრობს პატრონზედა, რომ ის უშვებს ქარიყლაპია თევზსა თავის სათევზე გუბეშია... აი ელენაც გეტყოდა შენა: „მე მურწის მოყვარული არა ვარ!“
— მაშ რაღათღა ღუპავს თავის თავს?
— სულელო შე, სულელო! თუ კი ეგ იმას მოსწონს?... ჩვენ, კაცები, ძალიან საკვირველნი არსებანი ვართ. ქალისაგან ვთხოულობთ უეჭველად, რომ ის ანგელოზი იყოს! ჩვენ კი კარგები ვართ, ჩვენში შეცოდებას ვიპატივებთ ხოლმე, და ქალში კი ცოტა-ოდენ შეცდომას ბიწიერებას გეძახით. ჩვენ თითონვე მსაჯულებიცა ვართ და სჯულის გამომცემიცა. ჩვენს ემანციპაციის[14] საუკუნეში საჭიროა მივსცეთ რომელისამე მხრით შემსუბუქება საწყალ ქალებსაცა, კაცი, რომელსაც უყვარს ქალის უკან დევნა, არას დროს არ იქნება გაგდებული საზოგადოობიდამ, მაშინ როდესაც ქალზედ მისთანა მოწადინეობით უჩვენებენ. კაცი ათასში ერთი არ გამოვა რომ დაიწეროს ჯვარი თავის პირველ სიყვარულზედ; სხვათა ცოლი — მეასეა, და ანუ წინ კიდევ ბევრი გასავლელი გზა აქვს ბოლო სიყვარულამდინ, ეს მაინც კიდევ ვერ გვიშლის ჩვენ, სასტიკ მსაჯულებს მოთხოვნას ჩვენის ცოლებისაგან ანუ, უფრო სწორეთა ვსთქვათ, საცოლოებისაგან — ნივთიერებითაც და ზნეობითაც უმანკოებასა! ნუ თუ ეს სამართალია?
— კაცები ლოთები არიან, დავიწყე ჩემის ამხანაგის ხმითა: – რატომ დედა-კაცები კი არ უნდა იყვნენ იმათ? არა, მეგობარო, მე სხვა რიგად მესმის ქალების ემანციპაცია. ჩემის ფიქრით ის კაცის ნაკლულევანებაში კი არა სდგას, რომ მერე დედა-კაცშიაც გადავიდეს, არამედ იმაში, რომ კაცმა თითონვე დაიცვას ის წესი, რომლის ასრულებასაც თხოულობს დედა-კაცისაგან; იყავ წმინდა სულით თვითონ, და მაშინ ეძებე შენთვის ცალი წმინდავე სულისა…
— ეძებე, ეძებე! ვაიმე, ძმაო, შენ ერთი გიჟი ყოფილხარ მეგობრულად გირჩევ არ უთხრა ყველას შენი გადარეული იდეიები, თორემ, ღმერთმანი, დაგცინებენ! შენ უნდა ნემცადა იყვე, სცხოვრებდე სადმე საქსონიაში, ტყეში, შენს მინხენთან ანუ გრეტტხენთან. ის გაჭმევდა ხოლმე ვასერ-სუფსა ანუ ხბოს თავსა ჭანნჭურით გაკეთებულს; საღამოთი ისიამოვნებდით მთვარეზედ და იკითხავდით ბიურგერს ანუ კერნერს…
— ეგ წრეზედ გადასვლა, უგვარო. ხუმრობაა შენგან, მეტი არა ფერი!...
— და შენი ფანტაზიები მაგაზედ უარესები არიან. გამოფხიზლდი... ჩვენ მიწაზედა ვართ, ღრუბლებში კი არა… მარტო იქ არის სული წმინდად და მშვენივრად, მიწაზედ ტალახის მეტი რა არისრა. დაგიმტკიცებ ამას მაგალითით: რა არის უწმინდესი წვიმის წყალზედა, ვიდრემდისინ ციდამ ჩამოვარდება, და რა არის ცუდი ტალახზედ, რომელიც არის შედგენილი იმავ წვიმის ცვრისაგან დ მიწისაგან?.. მაგრამ დავანებოთ თავი ფილოსოფიას! მშვიდობით ნახვამდისინ. აი მოდის ჩემი მეგობარი ქალი, შარლოტა ივნონოვნა, — გინდა გაგაცნო?
მეოთხე შეხვედრა
მეგობართან ლაპარაკმა სულ სხვა ფიქრები მომგვარა თავში იმის სიტყვები იყო ხმის გამოცემა საზოგადოს აზრებისა, ის მისდევდა ათასის ყმაწვილის კაცის წესებსა, იმ ხასიათებს, რომელენიც დაიმუშავნენ ძველის დროების ცხოვრებითა. ვნანობ, რომ ეს უფლები ერთ სიტყვას მეორიდამ ვერ არჩევენ: ტალახი და მიწა ერთი და იგივე არ არის!
რაღა უნდა მექნა? გული იყო ცარიელი და გაციებული, როგორც თავ-დანებებული მდგმურებისაგან ოთახი. ამისთანა მდგომარეობაში ყველა კაცია, მაგრამ უმეტესად გულსაც ის მოუვა ხოლმე, რაც ოთახსა. ფანჯრებზედ მიაკრამენ ბილეთებს: „ეძლევა ქირით“, და უშვებენ ახალ მდგმურებს. მე სხვა ნაირად მოვიქეც. დავკეტე კლიტით დაცარიელებული ოთახი, დეე შიგ იდგეს ფიქრი მოსაგონებლად და იქ ხანდის ხან მოდიოდა, აჩრდილი ჩვიდმეტის წლის გასათხოვარ ქალისა უბრალო კისეის კაბაში, ცის ფერი ლენტით ქამრის მაგივრად, და მე მიყვარდა ის აჩრდილი.
ამასობაში ჩემი ცხოვრება მიდიოდა თავის რიგზედ; საქმეები, შესახებ სწავლისა, კარგად იყო გაჩარხული. მთელ დღეობით ვიჯექი კლინიკაში[15], — საღამო, და ხანდის ხან ღამეც სამკვდროში. აქ მკვდრების საზოგადოობაში, სისხლში მოსვრილი, მე დროებითი დავივიწყებდი ჩემს წარსულს დროებას. მედღეობის დროს კლინიკაში, ქალების ნაწილში, მე ინსტინკტურად სულ სხვა მეცადინეობას ვუმატებდი წამლობის დროს იმ ავად-მყოფებს, რომელთაც სახელად ელენე ერქვათ. ეს იყო უბადრუკი ხარჯი ჩემის წარსულ სიყვარულისა და გარდაკიდებისა. ხანდის ხან მივდიოდი სამსონიაში, და აბა აქ მოგონება უფრო ძალიან, ვიდრე სხვაგან სადმე, ცოცხლდებოდა ჩემს გულშია. შინაგანი საყდარისა ისევ ის არის, რაც ოთხის წლის წინად იყო, ხალხიც კი თითქმის რო ისინი არიან. აი ბებერი დედა-კაცი გახუნებულ მუხუდოს ფერ სალოფშია და ყალამქრის ჩეფჩიკშია; მახსოვს, ეს რაღაცაზედ ელაპარაკებოდა ელენეს იმდღეს, როდესაც ის აღსარების სათქმელად ემზადებოდა აი ჭაღარა ინვალიდიც, რომელიც ნიადაგ მთხოვდა მაშინ მაგის სამთელი დამენთო. ნიკოლოოზ სასწაულთ მოქმედისათვის, რადგანაც მე ახლო ვიდექ იმ ხატთანა. აქა ლოცულობდა ელენე, მაგრამ რაზედ ლოცულობდა ის და რა იყო იმის ლოცვა? აქ მომივიდა მე ფიქრად შედარება ჩემის მეგობრისა, სულისა წვიმის წვეთთან: წმინდაა მინამდისინ არ დაეცა მიწაზედ. რა არის, მე ვნახე ის წვეთი თავის სიწმინდის დროს; მე მახსოვს, რაც იმაში მზის სხივი გადმოიცემოდა ხოლმე. ელვარებდა ცისარტყელასავით; მე ის უფრო ძვირად მეგონა ვიდრე რაც ბრილიანტია მთელს ქვეყანაზედ. საწყალო წვეთო, რისთვის ეცემოდი მიწაზედა!
აკადემიაში ჩვეულებრივ იყო დაუდგრომლობა, ალიანქოთი — ეგ წინამორბედობა ბოლო ეგზემენიისა. სახემწიფო სტუდენტების ნომრებში დღე და ღამ ისმოდა ამბოხი ხმა ეგზამენიებისათვის მზადებისა, შადით შუა ღამისასა რომელ ოთახშიაც გნებავსთ და უეჭველად მოასწრობთ სტოლთან სამს ანუ ოთხს სტუდენტს, დამწვარ და ჩამომდნარი ქონი სამთლის ახლოს. ერთი კითხულობს ანატომიას,მეორე — ფიზიოლოგიას,მესამე - ხირურღიას[16], მეოთხე - ბებიაობის კლინიკას. აქვე არის თამბაქოს ფერფლი, პაპიროსების გილზები, შაქრის ნაჭრები და სტაქნები გაციებულ ჩაითა. ყველას ერთი ფიქრი აქვს — ეგზემენია; თითქმის რო ყოველს სიხარულით გული უკვდება, როდესაც წათვლემის დროს მეეჩვენება იმას ვერცხლის მენდალი და გაიელვარებს ცხადად ზედ წარწერილი: Alumnio in spem tuendae civium valetudinisl[17] ხირურღიიდამ ჩემის ეგზემენიის წინა დღით, მე შეველ ნუმერში ამხანაკებთან. იყო მეორე საათი ღამისა. ოთახი სავსე იყო პაპიროზის ბოლით, და მე მგონი რომ, არას დროს არ უკმევდნენ ძველ დროში ესკულაპს იმისთანა გულითად გუნდრუკსა. სტუდენტები ისვენებდნენ.
– გთხოვთ უმორჩილესად, დაიძახეს, როდესაც მე დამინახეს:— აბა, სწორეთა თქვი, სული ფეხებში არ გეპარება?
– დიახ, მიუგე მე — ვერ შემიძლიან ვსთქვა, რომ მოსვენებით ვიყვე. თქვენ როგორღა ხართ?
— ვსწავლობთ ცოტ-ცოტა, მომიგო-ერთმა: — და მოსვენების მაგივრად ვფიქრობთ ეხლა იმაზედ, რაც მოგველის კურსის დასრულების შემდეგ; ვინც იცის ბედი ვის საით გადააგდებს, ვინ როგორ გაათავებს თავის დროსა? ორის წლის წინათ, ამ ოთახში ისხდნენ. როგორც ჩვენ ეხლა: ბ*, ლ*, დ* და, კ* და ეხლა სად არიან? ბ* მოკლეს ბომარზუკთან, ლ* სევასტოპოლში მოკვდა სახადით, დ* და კ* კავკასიაში არიან, ეხლა იმათი არც ხმა და არც სული ისმის…
— ღმერთმა საუკუნო განსვენება მისცესთ! მეორემ გააწყვეტინა ლაპარაკი — სადღა არის ეხლა ნიკოლაი ივანიჩი? რა დაემართა? ღმერთმა იმას სიმრთელე და ბედნიერება მისცეს. თქვენ ტუყილად კი არ მეძახით მე ბრაზიანს, — ფანჯარაში ჩვენ ერთი ბოთლი ღვინო გვაქვს, ხვალისათვის მოგვიმზადებია, თუ გავიმარჯვებთ, დავლიოთ თუ არა ნიკოლაი ივანიჩის[18] სადღეგრძელო?
– დავლიოთ! ყველამ ერთის ხმით წამოიძახეს: – ცოდვა არ არის იმის სადღეგრძელო დავლიოთ! მრავალ ჟამიერ სიცოცხლე მისცეს ღმერთმა ნიკოლაი ივანიჩს! ურა!...
– მე, როგორც ეხლა, ისე ვხედავ, თქვა ერთმა ჩვენთაგანმა თანამოუბარმა, სვავდა რა ღვინოს სამკვდროში რა რიგათა ცოდვილობდა მიკროსკოპით. იმის მკვდრის ჭრა გახსოვსთ? მართალი არ ვიყავ, მე რომ მკვდარი კაცი იმის ხელში წიგნს დავამზგავსე და ის მკითხველსა?
– გახსომთ თუ არა, თქვა მეორემ, – იმის სიტყვები სტუდენტებს, რომ უთხრა ამ სამის წლის წინად, გამოშვების დროს?
— სჯა ხალხისაო. მეცნიერების სჯა არ არისო? როგორ არ მახსოვს! მაშ გონება რაღად მინდა, თუ კი ესეც აღარ დამახსოვდება?
მესამემ, პასუხის მაგივრად, ჩამოიღო. განჯინიდამ დიდი ლიტოგრაფიული პორტრეტი, ორმოც და ათის წლის კაცისა. გრძნობდი თუ არა შენ იმ წუთში; როგორ კეთილად გიხსენებდნენ ჩვენი ძმები, სტუდენტები? ჯერ კიდევ დიდ ხანს დაახსოვდებათ შ ენი წარჩინებული სახელი! ამის მიზეზით საჭირო აღარ არის შენთვის, მიანდო. შენს, ამხანაგებს რომ ძეგლი დაგიდგან შენის ფულებითვე; ყოველი შენი მოწაფე — მაგარი ქვაა საგონებელ ძეგლის საფუძველში!
— შენ დიდი ხანია რაც კლინიკაში იყავ? მკითხა მე ერთმა სტუდენტთაგანმა.
— გუშინ-წინ ვიყავ. განსაკუთრებითი იქ არა არისრა?
– არა ფერი. სულ უწინდელსავით არის. ჩუხონელი დედა-კაცი, რომელსაც ხელი მოსჭრეს, რჩება; მრეცხავი კი, რომელსაც გვერდი აქს გადატეხილი — ცუდად არის. გუშინ მოიტანეს კიდევ ვიღაცა დედა-კაცი თავ-პირ-დამსხვრეული. ამბობენ, დროშკიდამ გადმოვარდნილაო. მაგრამ ეს მგონი ცოტა საეჭვოა. ტანი სულ გალურჯებული აქვს თითქოს ჯოხით ნაცემიაო. ვინ იცის? იქნება მსახურის ანუ სალდათის მეტისმეტ ნაზის ალერსის მსხვერპლიც არის.
— ახალ-გაზდაა?
— ბებერი არ არი, და უეჭველია ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო. ხელები და ფეხები ძალიან კარგის მოყვანილობისა აქვს. შედი, შენ თითონვე ნახამ…
— ვინ უნდა იყვეს ისა?
— ეგ არ ვიცი... მე არ მინახამს „საუბედურო ფურცელი“. მდაბალი ხალხისაგან უნდა იყვეს, ჩაცმულია ძალიან საწყლად, თეთრეული მსხვილი ტილოსი აცვია.
— საიდგან მოუყვანიათ?
— ის აქ სადღაცა მდგარა, მახლობლად, არსენალთან. ჰო, შორი შორი სიტყვა კია, მაგრამ სამკვდროში ხვალ ერთად წავალთ?
— მე მგონია.
— უნდა თავიდამ მოვიშორო ჩემი ფუზელერი. ხელები და ფეხსები გამოვიყვანე — ცოტაღა მაქვს დარჩენილი…
— თავი და მთელი სხეული?
— დიახ, მარტო ეგა.
— ცოტაღა გქონია დარჩენილი!
— ღმერთი მოწყალეა, გავათავებ. საქმე კი ბლომად არის! ნამეტნავად გულზედ მომივა დიდი წვალება. ამას წინად სულ ერთიანად მოვამზადე გული და ფილტვები, როგორღაც თვალი ვერ გადევნე — და ჩვენმა სტოროჟის დაწყევლილმა კატამ შეჭამა! ათასჭერ მითქვამს იმ ბარბაროზისათვის: კატას ნუ უშვებ! არა, ბატონო, ვერ მოვაშლევინე.
ამ დროს მრქალმა ზამთრის განთიადმა ცაში გაირაჟრაჟა და გააწითლა ყინვით დაჭრელებული ფანჯრები. შორიდამ გრძლად მოისმა ზარის რეკა. ამ მწუხრე ლოცვაზედ მოწოდებამ სწორეთ იმ საყდარში, სადაც პირველად ვნახე ელენე, ჩამაფიქრა. კარები გაიღო, შემოვიდა მედღეობიდამ გამოცვლილი სტუდენტი.
— აბა, ყინვა თუ არის, დღეს არის აი, თქვა იმან, როდესაც გამოგვიშალა ჩვენ ხელები ჩამოსართმევად: — ოცი გრადუსია, თუ მეტი არა... სულს უგუბებს ადამიანს!
— ახალი ამბავი რა არის კლინიკაში?
— მრეცხავი და კიდევ ერთი დედა-კაცი გაგზავნეს სამკვდროში. იმათთაგანი რომელიღაც დანიშნულია პროზეკტორად[19] შენთვის, მითხრა მე სტუდენტმა, შეგიძლიანთ ჩაიბაროთ! დაუმატა მან სიცილით.
ეს ამბავი რომ იყო, ჩემმა ამხანაგმა, რომელმაც მიმიწვია საკვდროში ერთად წასასვლელად, ჩამოიღო. განჯინიდამ კლიონკის ფეშტამალი და ძალიან მშვიდობიანის სახით დაიწყო ერთ ნაჭერ კალბასის და ორშაურიან ბულკის შიგ შეხვევა.
აკადემია არის განსაკუთრებული პატარა ქალაქი თავისის განსაკუთრებულ ჩვეულებითა, თითქმის ენითაც. ამ რიგად, ჩემს დროში კლინიკაში ქალების ნაწილს,დაარქვეს სახელად ჩითის ნაწილი. გასარჩევლად უბრალო ხალხის ნაწილიდამ; ქუჩას, რომელიც მოდიოდა აკადემიიდგან სამკვდროში ერქვა სახელად მკვდრების ქუჩა, თუმცა კი ამ სახელს ვერ იპოვნით ვერც ერთ პეტერბურღის პლანზედ. ამ ქუჩით თქვენ მოზდიხართ ერთ ეტაჟიან ლურჯ პატარა სახლთან, წვრილის ფანჯრებით, ნახევრამდინ წამლით წასმული. კარების თავზედ აწერია: „Зданiе для анатомических занятiй“ აი სწორეთ ეს არის ჩვენი სამკვდრო სასახლე. როდესაც აზდიხართ კიბეებზედ და აღებთ პირველ კლიონკით შემოკერებულ კარებს თქვენ გესმისთ მძიმე მკვდრის სუნი, და თუ სუსტი ძარღვები გაქვთ, არ გირჩევთ იმას იქით წასვლას... ნუ მიენდობით თქვენს ღონეს და დამიჯერეთ მე, რომ რაც უნდა დიდი საოცრისათვის მოამზადოთ თქვენი გული, — სურათი, რომელსაც თქვენა ნახამთ, გადაამატებს თქვენ მოლოდინს. თქვენ აქა ნახამთ სიკვდილს სულ ერთიანად გაშიშვლებულს, ერთიანად დაღმეჭილს, აქ სტიქსი არის გულის ასანთებლად. სიკვდილი, წმინდა ბატისტის მკვდრის სუდარაში, ხავერდის ანუ ატლასის კუბოში, სრულიად არა გავს იმ სიკვდილსა, რომელსაც სამკვდროში ნახავთ. აქ თავზარი ეცემა ოთხივე კაცის გრძნობასა. ხილვა გაკვირვებულია გაჩეხილ და განაჭრებულ ლეშისაგან; სმენა — ჩაქუჩის უგემურის ხმითა, რომლითაც ხეთქენ თავის ქალას ანუ დანის ჭრიალით მუსკულების ჭრისა გამო; ყნოსვას სტანჯავს მყრალი სუნი, და მერე, ხელის ხლებაზე მომაკვდინებელად მოქმედობს შეხება გაყინულის, გაციებულის ლეშისა. მე ამხანაგით შაველ სამკვდროშითდა ვნახე, რომ სულ ექვსივ სტოლი მკვდრებით იყო სავსე.
ვინ და ვინ არის აქა? თქვა ჩემმა ამხანაგმა, რომ მივიდა სტოლთან დ კითხულობდა საუბედურო ფურცლებსა. „არტემა ფინატიევ, 50 წლისა — Cholera morbus“. რაგამხმარა საწყალი და გაშავებულა. კარგად უყურე, რა ურცხო პირი-სახის მეტყველობა აქვს, თითქო ამბობს: „მექმნება ბედნიერება გამოვსცხადდე, თქვენო აღმატებულებავ!“ ეს ვიღაა? ივანე საველიევი, 32 წლისs — „Phthysis“. დიდ-ხანს ავათმყოფობდა — ვიცი ... „მატრონა - გურნიაკოვისა 40 წლისა—„Hydrops“. რა საზიზღარია! თითქო დამღრჩვალი იყვეს აბა მშვენიერ სურნელებით ეს დაგვიხვდება აი, როდესაც ამის ჭრას დავიწყობთ. „ელენე შიშკინისა, 23 წლისა — Inflammatio cerebralis…“
მე, როგორც გაგიჟებული, მივვარდი სტოლს, — სტოლზედ იდო ელენე. ცხადად მქონდა ჩარჩენილი ჩემს გულში სახე ჩვიდმეტის წლის ლამაზის ქალისა, მაგრამ უფრო ცხადად დავიხსომე მე სახე იმ დედა-კაცისა, რომელიც იდვა სამკვდროში სტოლზედა. აი იმის აღწერას კი შევიძლებ. მშვენიერი ქერა თმის ნაწნავები იყვნენ შეკვეცილნი კლინიკაში და დანარჩომი თმაც თავზედა ჰქონდა მოსვრილი ზედ შემხმარ სისხლითა. ფერ წასული თვალები ახილებულნი იყვნენ უსინათლოდ და უაზროდ. ოხ, გაიგეთ ეს ხუმრობა ბუნებისა, ეს მახვილი გონებიანი ხუმრობა! ხუთი წელიწადი მიყვარდა მე ეგ დედა-კაცი, ხუთი წელიწადი შევექცეკოდი ფიქრით ამაზედა — და, ბოლოს დროს მხვედრმა შემიბრალა მე და მომცა მე ისა... რა სულ გრძელობაა!
რას აპირობ შენ? მკითხა მე ამხანაგმა, როცა ნახა, რომ მე ვიღებ იარაღს.
— როგორ თუ რას? მივუგე მე მშვიდობიანად და გულგრილად — უნდა დავსჭრა.
მე იმის სიტყვებს ყური აღარ ვუგდე, ათრთოლებულის ხელით დავიწყე ჭრა ელენესი. მე ჩაქუჩით გადავხეჩე იმის თავის ქალა, ამოვჭერ თვალები, ის წვრილი ვარსკვლავები, გადაქცეული მერალ გაციებულ მახოხად. ტვინს რომ ვსინჯავდი, მე ჩემს თავს ვკითხავდი: „ბუდარაობდა თუ არა აქ როდისმე ფიქრი ჩემზედა?“
– ეჰ, რაღა გაგიგრძელოთ! მე გავათავე. წავიდეთ ეხლა ვახშამი გჭამოთ.
– დაიცა, თქვა სახლის-პატრონმა: იმის გვამი რაღა იქნა? შენ ისე სულ ერთიანად დასჭერი?
— მე დარწმუნებული ვარ, თქვა მხატვარმა, რომ იმის გული თქვენა გაქვთ შენახული სპირტიან მინის ქილაში? ანუ იმის ქალადამა, — თქვენ მიჰბაძეთ ბაირონსა, — და ჯამი გააკეთებინეთ?
— არც ერთი, არც მეორე, არც მესამე .. მე არ ვიცი სად წაიღეს სხვათა შორის მადამ შიშკინის გვამიცა.
მ.ჩ
_______________
1 ცინიზმი — ურცხვობა, უმართებულება.
2 ბილიედუ— საარშიყო ბარათი.
3 Partie de plaisir — ამსონობით საქეიფოდ წასვლა.
4 Eanatica per la pittura, მხატვრობის ფიცხი ტრფიალი.
5 ხიმერა — აღსასრულებლად შეუძლებელი ფიქრი, სისულელე.
6 კონსულტაცია— რჩევა; უფრო ექიმთა რჩევა.
7 გალვანიზმი — ელექტროსავით ფიზიკური ძალა.
8 მიზოგინი — ქალების მოძულე.
9 Pro და contra ჰოსათვისაც და არასთვისაც.
10 პითია — კერპთმსახურების დროს ძველმა ბერძნებმა ცოდნენ თავიანთ მოლოზანს (პითიას) დასვამდნენ სამფეხიან საჯდომზე ბუღთან და ამისგან შეწუხებული პითია, რომ როტვას დაიწყებდა, მისნებს გამოაცნობინებდნენ ვითომც იმის სიტყვებზე თავის ბედის წერასა.
11 ქართულ სტუდენტებმა იციან, როცა ვინმე ეგზემენიაში ვერ გამოვა კარგად, იტყვიან: დაგორდაო.
12 გოტტენტოტები— სამხრეთის აფრიკის ველური, მხეცური ხალხი.
13 იზლერი და ვილლა—ბორგეზა — სახალხო სასეირო ბაღები პეტერბურღის გარედ
14 ემანციპაცია დამოკიდებულებისაგან დახსნა; კუთვნილ უფლების მიღება
15 კლინიკა – უნივერსიტეტის საავანთყოფო სახლი, სადაც საექიმოდ მოსამზადებელნი ავათ-მყოფობას იკვლევენ, ივითარებენ.
16 ხირურღია — ჯარა-ექიმობის სწავლა.
17 Alumno in spem tuondae civium valetudinis. ალუმნის იმ იმედით, რომ დაიცავს მოქალაქეების სიმრთელესა.
18 ნიკოლაი ივანიჩი პირაგოვი იყო პეტერბურღის საექიმო აკადემიის პროფესორი ხირურღიისა (ჯარაჰექიმობისა); იგი ძალიან უყვარდათ სტუდენტებსა; სახელ გათქმული ჯარა-ექიმი არის დღესაც.
19 პროზეკტორს ეძახიან საექიმო სტუდენტები იმ სნეულსა, რომელიც სტუდენტის ზედა-მხედველობისათვის მიუნდია პროფესორსა.
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 უსულდგმულო ცხოვრება |
▲back to top |
უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია!..
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული საქმით მეტყველი;
და ის უბოლო არი,
ვით სულის შთამბერველი,
ნეტა ვინც კარგად საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..
1860 წ
![]() |
2.2 ციურნი ხმები |
▲back to top |
ციურნი ხმები
ციურნი ხმები —
ეგ საკვირვლები,
როს მომესმიან,
მსწრაფლ მომითხრობენ
საიდამ სრბიან
და სად სცხოვრობენ
და ნელს სიხარულს
მიგალობებენ.
ციურნო ხმებო
ოჰ, საკვირვლებო!
მეც ქვეყნის ხმითა.
ხმით ცოდვილითა
მათ ვაძლევ ბანსა, —
და მშვიდობასა,
აღტაცებასა
ჰგრძნობს ჩემი გული
და შეჭვრეტს ცასა
განცვიფრებული.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო
![]() |
3 კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზდისათვის. |
▲back to top |
კონრად კიფერი ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზდისათვის.
თხზ. კ. გ. ზალცმანისა.
„კონრად კიფერი“ ნემეცურს ენაზედ არის დაწერილი წარსულს საუკუნეში ხ.გ. ალცმანისაგან, რომული პედაგოგიაში1 გამოჩენილს ფრანცუზის მწერალის ჟან-ჟარკ რუსსოს იდეებს მიზდევდა. თუმცა ზალცმანის შემდეგ ჰაზრები აღზრდაზედ დიდათ გამოიცვალა და ძლიერ ბევრი დაიწერა პედაგოგიაზედ, მაგრამ მის თხზულებებს მაინც არ დაუკარგავთ თავის მნიშვნელობა და ისინი ძლიერ პატივცემულნი არიან ეხლანდელი პედაგოგებისაგან. ეს პატივისცემა იმისაგან წარმოსდგება, რომ ზალცმანის თხზულებები ძლიერ ადვილი გასაგები ენით არიან დაწერილი და ყველას ადვილად შეუძლიან მისი აზრები აღსრულებაში მოიყვანოს. როგორც მკითხველები თვითონვე შენიშვნენ ამ სტატიის კითხვაში. ამ მიზეზებისაგამო ჩვენის საზოგადოებისათვის სხვა საპედაგოგიო თხზულებებს ჩვენ ჯერ ეს თხზულება ვარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ ის იქმნება სასარგებლო იმ მშობლებისათვის, რომელნიც ზრუნვენ თავის შვილების რიგიანს აღზრდაზედ. ევროპიული განათლებულ ხალხებსა აქვსთ ვრცელი საპედაგოგიო ლიტერატურა და მათში გამოდის ბევრი ჟურნალები, სადაც მხოლოდ ის კითხვები განიხილებიან, რომელნიც აღზრდას შეეხებიან; ჩვენში სულ არაფერი არას ამაზედ დაწერილა და ძლიერ ცოტამ იცის, რომ არსებობს მეცნიერება — პედაგოგია, რომლისა საგანი არის ყმაწვილების აღზრდა. ჩვენ ვგონებთ, რომ ნამეტანი იქმნება იმაზედ ლაპარაკი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის კითხვას ყმაწვილების აღზრდაზედ, რადგანაც ცხადია, რომ ქვეყნის მყობადი მდგომარეობა დამოკიდებულია იმ მიმართულებაზედ, რომელსაც მისცემენ ახალს თაობას. მასთანავე ყველამ კარგათ ვიცით, როგორ ცუდათ იზრდებიან ჩვენი ნიჭიერი, მაგრამ საცოდავი ყმაწვილები. რამდენს კარგვენ ისინი და როგორ ხდებიან იმისგან, რომ მშობლებმა მათი გაძღოლა არ იციან. ამისგამო. „საქართველოს მოამბის“ რედაქცია საპედაგოგიო თხზულებებს ჩვენი საზოგადოებისათვის ძლიერ საჭიროდ და სასარგებლოდ რაცხს და ჰფიქრობს შეძლებისამებრ წარმოუდგინოს თავის მკითხველებს სტატიები, სადაც განიხილვება კითხვა ყმაწკილების აღზრდაზედ. ამ პირველ შემთხვევაში ჩვენ ვბეჭდავთ „კონრად კიფერს“, რომელიც არის გადმოღებული უფ. ჯანდიერიშვილისაგან რუსული ნათარგმნიდამ.
რედ.
_______________
1. პედაგოგია ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს: ყმაწვილის აღზრდას, მეცნივრებას ყმაწვილების აღზრდაზედ. პედაგოგი — ნასწავლი, რიგიანი აღმზდელი მასწავლებელი.
![]() |
3.1 I. შესავალი |
▲back to top |
I. შესავალი
მე არც დიდი კაცი ვარ და არც მდიდარი; და თუ ვინიცობაა, რომ დიდმა კაცმა და მდიდარმა მომცეს თავისი ჩინები, სიმდიდრე, მამულები და მოსამსახურეები, გაძლევთ პატიოსანს სიტყვას, რომ არ გავცვლიდი ამყოველს ფერზედ, — ეხლანდელს ჩემს მდგმოიარებას. რად უნდა გავცვალო? მე შვილები მყვანან და რასაც ისინი გამახარებენ იმდენად სიმდიდრე და ჩინები, როგორ გამახარებენ. ისინი არიან ჯან-მრთელნი, პატიოსანნი, ჭკვიანები, შრომის მოყვარენი და მეც საწყალი მოხუცი ვუყვარვართ. იმათ მეოხებით, ჩემის და ჩემის ცოლის შრომით შავაგროვე მე საკმაო ფული. როდისაც ლაპარაკი ჩამოვარდებოდა ხოლმე ჩემს შვილებზედ, მაშინ ჩემი მეზობლები ამბობდნენ: მითამ რა საკვირველია, რომ კიფერს კარგი შვილები გამოუვიდნენო, იმას კარგი ფული აქვს, და იმათ აღზდაზედ რაღა თქმა უნდა, რომ ბევრს დაჰხარჯამდაო; ჩვენ კი ეგ არ შეგვიძლიან. მე და ჩემი ცოლი ამ ლაპარაკზედ ბევრს ვიცინებდით ხოლმე. მაგრამ რომ კარგად დავფიქრებულვიყავ სასაცილონი კი არა, შესაბრალისნი იყვნენ ისინი, რომელნიცა ამ ნაირად ლაპარაკობდნენ. ჩემი ღონის-ძიება, რომელიც მიხმარია შვილების აღზდაზედ ძვირი არ არის და იმ ღონის-ძიებით უკანასკნელს უღონოსაც ყმაწვილის აღზდა შეუძლიან.
ამისათვის მე გავბედე, რომ როგორმე გიამბოთ, თუ როგორ გავზარდე ჩემი უფროსი შვილი კონრადი, და წიგნიც დავაბეჭდინე იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს, რომ კარგის აღზდისათვის ცოტა ოდენი ფულის გარდა სხვა ცოტა რამეც უნდა; აი ეს ცოტა რამე-აკლია ბევრს: მაშინ როდესაც მდიდარსაც და საწყალსაც იმისი ქონვა შეუძლიან.
![]() |
3.2 II. სხვა და სხვა ამბავი კიფერის დაბადებამდე. |
▲back to top |
II. სხვა და სხვა ამბავი კიფერის დაბადებამდე.
ყმაწვილი კომბოსტოს თავი არ არის, მაგრამ ხანდისხან კი ყმაწვილს და კომბოსტოს თავს დიდი მგზავსება აქვთ: კომბოსტოს კარგად მოყვანისათვის – კარგი თესლი და კარგი მოვლა უნდა. თუ კარგი თესლი და კარგი მოვლა არ იქნება — უეჭველია არცარა გამოვა რა. ცუდი თესლი რომ დავთესო, — რასაკვირველია ამოვა რა მე, — მაგრამ რამთენიც უნდა სასუქი დავყარო, ვრწყა და კარგად უპატრონო: მაინც ნაყოფი უნდილად დარჩება. თუნდა კარგი თესლიც რომ დავთესო და სრულებით ყური არ ვუგდო, ან არა და უგუნურად მოვექცე, მაშინაც არა გამოვა რა; მაშინ ან ჭია დაეხვევა, ან გახმება ან არა და მახინჯად გამოვა. ყმაწვილების აღზდაშიაც სწორეთ ასე არის ხოლმე. მაშ, თუ სურთ, რომ ვუამბო, როგორ გამამივიდნენ კარგი შვილები, ნება მიბოძონ რომ კარგა შორიდამ დავიწყო.
პირველი ჩემი ბედნიერება ეს არის, რომ მე დავიბადე ჯანმრთელის მშობლებისაგან და თითონაც მრთელი ვიყავ. იმათ იმთენი ჭკუა იხმარეს, რომ სრულებით მრთლად შამნახეს, სანამ დავვაჟკაცდებოდი და გავარჩევდი ავსა და ცუდს. მამაჩემმა ისე მიმითვისა, რომ რასაც კი მოვახდენდი, ყველას ფერს ვეუბნებოდი დ საიდუმლო იმისაგან სრულებით არა მქონდა რა. ამითი იმან გადამარჩინა ბევრს დაფარულს დანაშაულობისაგან და ცოდვისაგან; ნამეტნავად ამისთანა ცოდვები ძალიან გახშირებული იყო ჩვენს შკოლაში, რომლისაც გამო ბევრი ჩემი ამხანაგები შეიქმნენ ავად და გაუბედურდნენ. როდესაც პატარა მოვიზარდე, მაშინაც არ მამაკლებდა ხოლმე კეთილს დარიგებასა,—აი ერთი მათგანი: გაბთხილდი ქალებისაგანაო. აი ამ დარიგებამ გადამარჩინა გარყვნას. ოცდაოთხს წლამდინ ისე გავატარე ჩემი სიყმაწვილე, რომ არ გავირყვენ ხასიათით და არ დავლიე ჩემი ჯანი და ძალი გარყვნილებაში.
ამის შემდეგ ცოლის შერთვაც მალე მომიხდა. ვახშმის უკან მამაჩემმა წამიყვანა პატარა იქით და მითხრა: „ხომ ჰხედავ, ჩემო მეგობარო, ჩვენ სუყველამ კარგად ვილხინეთ, დავძეხით და დავლიედ კიდეცა, მაგრამ ზომიერებას კი არ გადავცილებივართ. ამისა გამო ხვალ ჩვენს არც თავი გვტკივა და საჭმელებსაც კარგად შევექცევით. რაც იქნება ხოლმე ჭამა-სმისაგან მისივე იქნება ხოლმე სხვა საქმეებშიაც: ყველაფერში ზომა უნდა იცოდეთ; სანამ არ მოგშივა არ უნდა სჭამო; მაშინ იქნები კარგად, მხიარულად და არც ხალისი დაგეკარგება. ხომ გესმის, ჩემო მეგობარო?
— დიახ, მესმის, — მივუგე მე.
ქორწინების ლხინის შემდეგ, დავრჩით მე და ჩემი ცოლი. ჩვენ ვსცხოვრებდით ბედნიერად. როდესაც მოხდებოდა რამე უსიამოვნო, წავიდოდი მამაჩემთან და ვკითხამდი ხოლმე რა როგორ მამეხერხებინა, ის ყოველთვის მამცემდა კეთილს დარიგებას და იმითი თავიდამ ავიცილებდი უსიამოვნობას და ჩხუბსა. სამის თვის შემდეგ მე შევნიშნე, რომ ჩემი ცოლი ორსულად იყო მე მაშინვე გავიქე დედმამასთან, ვაცნობე იმათ ეს ამბავი და ვკითხე, რომ საჭირო ხომ არ იქნება დოხტური მოვაყვანანო, რომ წამლები დაალევინოს მეთქი.
დედა ჩემმა გაიცინა და მითხრა: „შენ ასე გგონია ბაშვი იყო, ისე ლაპარაკობ. წადი აქ გამამიგზავნე შენი ცოლი, მე ვუამბობ იმას, როგორ უნდა თავის დაჭერა“.
როდისაც ჩემი ცოლი მივიდა დედაჩემთან, იმან აი ეს დარიგება მისცა: „მე ძალიან მიამა ის კეთილი ამბავი, რომელიც ჩემმა შვილმა შმატყობინა. შენ ნუ შესწუხდები. შობიარება ისე საშიშარი არ არის, როგორათაც ბევრსა ჰგონია. შენ ახალგაზდა ხარ, და მრთელი, მაგარი აგებულების დედა-კაცი, — შენი საქმე კარგად ჩაივლის, ნუ გეშინიან. მხოლოდ წამლებს თავი დაანებე. ყური მამიგდე შვილო: როდესაც ახლომახლო შეიტეობენ შენს მდგმოიარებას — მაშინვე მოგროვდებიან მეზობლები, ნათლიდედები დ სხვანი; ყოველი მათგანი თავის რჩევას და დარიგებას მოგცემს. შენ ყური მოიყრუვე. შენთვის საჭირო არა არის რა. ისევ ის გააკეთე, რასაც აქამდინ აკეთებდი. რამთენსაც დედაკაცი ბევრს ივლის, უფრო ადვილათა შობს. ერიდე ხტომასა და ნურც ატარებ და ნურც არაფერს მძიმეს ასწევ.
— საჭმელიღა რომელი ვიხმარო? ჰკითხა შემდეგ ჩემმა ცოლმა. „რაც გემრიელად გეჩვენება, ყველა მიირთვი“, მიუგო დედამ. რასაკვირველია რაც უიმისოთაც სწვენია, მშობიარეს უფრო აწყენს ერიდე მლაშე საჭმელს და ზოგს სხვებსაც. შენ რომ ეხლა შენს თავს თვალი ადვნო, მალე დაინახამ, რომ ეხლა უფრო მოუთმენარი ხარ, უფრო მალე გასჯავრდები, მალე გეწყინება რამე; ხან და ხან მოგინდება ერთიცა, მეორეც, ხან და ხან არც ერთს არ მიიღებ, ხან ავად გახდები, ხან კარგად, — მაგრამ არა უშავსრა — მოითმინე ხოლმე, მე რომ მაგრე ვიყავი, აი რას ვშვრებოდი: მე ყოველთვის დილით დაუწყებდი წიგნებს კითხვას, გავიგებდი ზოგს კარგს, ზოგს ავს და იმ წიგნების კითხვაში მთელს დღეს მშვიდობიანად გავატარებდი. როდესაც ჩვენ ქალები ორსულათა ვართ ხოლმე, მაშინ ჩვენ უფრო ნებიერნი და მგრძნობიერნი შევიქნებით უწინდელზედა და უნდა ეცადნეთ ჯანის მომაგრებას; და ისე არა გვიმაგრებს რა ჯანსა, როგორათაც კეთილი აზრები, რომლებსაც წიგნებში ვიპოვით ხოლმე.
ერთის დღის წინად, სანამ ჩემი ცოლი ჰშობდა, მამივიდა ძმა: ექიმი იყო. მამილოცა მან მომავალი და მკითხა: „მართლადა, ძმაო! რას აპირებ, ყმაწვილს ჯიპს არ შეუკრამ?
მე. — რასაკვირველია უნდა შაუკრა, მაშ? რომ არ შაუკრა სისხლისაგან დაიცლება.
ჩემი ძმა — ხა, ხა, ხა! ბატკნებს და ხბორებსაც შეუკრამ ხოლმე ჭიპსა?
მე. — საიდამ სად — რას ამბობ?
ჩ. ძმა. — რას ვამბობ, ისინი კი არ დაიცლებიან სისხლითა თუ?
მე. — არა.
ჩ. ძმა. — მაშ აი ეხლა გაიგე: ბუნებას ისე გაუკეთებია, რომ რაც საჭირო სისხლი არ არის, — ყმაწვილს თავის თავად გამოუვა ჭიპიდამ და მერე როცა დრო იქნება, თავის თავათვე დადგება. სისხლის გამოსვლა უეჭველია; და როდესაც ჭიპს შაუკრამთ — მაშინ ის სისხლი რომელიც უნდა გამოსულიყო, ტანშივე დაბრუნდება; სისხლი სწმენდამს აგებულებასა; შეკვრაში კი სისხლი თავის უფლად ვერ იტრიალებს ტანში – და აბა რაკეთილს დააყრის ემაწვილს?
მე – რას ამბობ? აბა რომელი ყმაწვილი გინახავს, რომ ჭიპი არა ჰქონდეს დაბადების დროს შეკრული?
ჩ. ძმა — აბა? როგორ გგონია, ამთენი ხალხი ყვავილით რად იხოცებიან?
მე — ეგ რა საკითხავია და რისთვის?
ჩ. ძმა. — აი მე გეტყვი. მე ერთხელ პროფესორისაგან გავიგონე, რომ ის სისხლი რომელიც უნდა დაღვრილიყო, როდესაც ჭიპის შეკვრისა გამო ისევ უკან ყმაწვილს ტანში უბრუნდება, — უეჭველია, რომ იმ სისხლის გამო, ყვავილი რომ შაეყაროს — ძნელად გადარჩება, ან არა და ძალიან გაუძნელდება. მერე, — ერთხელ ერთს დედაკაცთან მიმიწვიეს, რომელიც მშობიარებაზედ ძალიან შაწუხებულიყო.
ყმაწვილი რომ დავბადეთ — მშობიარეს გული შეუწუხდა; მე და ბებია მივცვივდით და უსვამდით წამლებს, რომ გრძნობაზედ მოგვეევანა, ამასობაში ყმაწვილის ჭიპის შეკვრა სრულებით დაგვავიწედა. როდესაც დედა მოსულიერდა, მხოლოდ მაშინ მაიგონა ბებიამ და თუმცა ჩვეულებისა მებრ გადუხვივა კიდეც ჭიპი, — მაგრამ სისხლი გამოჰსვლოდა.
პრაფესორის სიტყვები მამაგონდა და ვთქვი: აბა თვალს ვადევნებ ამ ყმაწვილს და ვნახოთ, რა იქნება თუ ყვავილი შაეყარა მეთქი. იმ დედაკაცმა ოთხი შვილი კიდე შობა. ბოლოს ყვავილიც დატრიალდა სახლში, — მე ამას არ დავმალამ, რომ როგორც ამ ოთხს – აგრეთვე ამ პირველსაც შაეყარა;მაგრამ პირველს ბაშვსა მთელს ტანზედ სამოცი ყვავილის მეტი არა ჰქონდა დაყრილი და ისე კარგად იყო, რომ თითქმის არ დაუწვა კიდეცა, — მაშინ როდესაც სხვა ყმაწვილებს კი მთელი ტანი ჰქონდათ ყვავილით შეყრილი, თვალებიც დაუსივდათ — და რის ტანჯვით ძლივ მოვარჩინე. აი მაშინ დავრწმუნდი რომა ჭიპიდამ სისხლის გამოსვლა სასარგებლო იყო. იმის შემდეგ ყველა მშობიარეს ვურჩევდი ხოლმე, რომ ჭიპი არშაეკრათ ყმაწვილისათვის, მაგრამ ჯერ აქამდინ არც ერთმა არ დამიჯერა. ჩემმა პროფესორმა ეს — სხვა რვა ყმაწვილზედაცა სცადა; ჯერ დააცლიდა თურმე, რომ ჭიპიდამ სისხლი გამოსულიყო, მერე შუხვევდა. ამათგანი არც ერთი არ მამკვდარა – და მე დარწმუნებული ვარ ყვავილიც რომ შეყროდათ, ისე არ გაუძნელდებოდათ, როგორც სხვებსა.
მე — ნუ გასჯავრდები კი, ძმაო! აი ჩვენი დოხტორი გლაზერიც ბევრსა სცდიდა მაგრე, მაგრამ ბოლოს კი ინანა. რომლებსაც მაგრე ექცეოდა, როგორც შენ ამბობ, იმას ისევ ისრე შაეყრებოდათ ხოლმე ყვავილი, როგორც სხვებსაც; ზოგნი იხოცებოდნენკიდეცა.
ჩ. ძმა. — მე ეგ კარგად ვიცი: მაგრამ გლაზერი ისე არ ექცეოდა ყმაწვილებს, როგორც მე მინდა. ის როდი აცლიდა, რომ სისხლი თავის თავად გამოსულიყო ჭიპიდამ: ის თითონ გამოსწურამდა, მარილს წაუსვამდა და მერე შეუკრამდა ხოლმე, რაც უნდა იყოს, ჩემო ძმაო, მე იმას გეუბნები, რაზედაც დარწმუნებული ვარ და რაც კარგად ვიცი. კიდევ გეტყვი, რომ თუ ისე მოექცევიან თავინად შვილებს პატრონები, როგორც მე ვამბობ — უეჭველია რომ მრთელნი და კარგები გამოვლენ. მე ამაზედ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყმაწვილს, რომელსაც ჭიპიდამ სისხლი თავისთავად გამოუვა, ყვავილი უფრო სუბუქად გაუვლის, ვიდრე იმის ძმებს და დებს, რომელთაც ჭიპი შეკრული ჰქონდათ. მე ამაზედაცა ვარ დარწმუნებული, რომ ის სისხლი, რომელიც გამოსასვლელია ყმაწვილის ტანიდამ, უკან დაუბრუნდეს უსარგებლო იქნება და ცუდი გავლენაც ექმნება ყმაწვილის აგებულებაზედ. ამისთვის მეც, ჩემო ძმაო, გირჩევ ნუ ინებებ, რომ ჭიპი შაუკრა.
მე — მაგას მე ვერ ავასრულებ, ვნახოთ რას მეტყვის ჩემი ცოლი. იმ დღესაც ვუთხარი ეგენი სულა, მაგრამ არა ჰშვრებიან არც ჩემი ცოლი და არც ბებია, მაგრამ მხოლოდ ამაზედ დავათანხმე, რომ ჯერ სისხლი გამოუვიდეს და მერე შაუკრა ჭიპი.
![]() |
3.3 III. დაბადება კიფერისა და პირველი იმისი მოვლა. |
▲back to top |
III. დაბადება კიფერისა და პირველი იმისი მოვლა.
ჩემის ცოლის მშობიარებამ კეთილად გაიარა. დედა ჩემმა მისცა მას შემდეგი დარიგება: ყავასა, ღვინოსა და პივას ერიდეო; ამ სასმელებს ძალიან ცუდი მოქმედება აქვთ ყმაწვილზედ. არაყსაც ნუ დალევ, დაუმატა ჩემმა ძმამ.
— ეგ საიდამ ღა მოიგონეთ! უთხრა დედაჩემმა. როცა კარგად რის მაშინაც არა სვამს ხოლმე და ეხლა რა დაალევინებს?
— მე კარგად მესმის, რასაც დოქტორი ამბობს, თქვა ბებიამ. ბევრი ბებია ურჩევს ხოლმე მშობიარეს — ყმაწვილის შემდეგ, არაყის დალევას. ჩემ ზედკი ნუ შესწუხდებით, დოქტორო. მეც ვიცი. რომ არაყი აწყენს.
— უფრო კარგი, მიუგო ჩემმა ძმამ, რომ გცოდნია; მაგრამ მოგონებას არა უჭირდარა. ჩემი ცოლი თითონ აწოვებდა ყმავილს ძუძუს და სრულებითაც არა სტკიოდა, მაშინ როდესაც სხვა მშობიარებსკი ძალიან სატკივარად აქვთ ხოლმე. ამაშიაც დედაჩემისაგან ვიყავით დავალებულნი. სამის თვის წინად, სანამ ჩემი ცოლი შობდა, დედაჩემმა მისცა იმას რამდენიმე გუნდა (Чернильный орћхь) შუაზედ გაჭრილები: გული ამოღებული იყო და ზემოდამ პატარა ნახვრეტი ჰქონდა გაკეთებული, ამ შუაზედ გაჭრილს გუნდას ასველებდა არაყში და იდებდა ძუძუზედ, — სანამ გახმებოდნენ, და როდესაც სრულებით გახმებოდნენ — გამოსცვლიდა ხოლმე. ამის გამო ძუძუები შაუმაგრდნენ დ გადიდნენ კიდეცა. ერთხელ მხოლოდ ერთი ძუძუ ძალიან გაუმაგრდა და ტკივილი დაუწყო, აქაც დედა ჩემმა უშველა მისცა ჩემს ცოლს თეთრი — ვირ-თაგვის (доркъ) ბეწვი და უბძანა, რომ იმითი მალ მალე დაეზილა ძუძუ და ზედ ეტარებინა ხოლმე. მართლა და ამისთანა ადვილმა წამალმა მალე მოურჩინა ძუძუს ტკივილი ჩემს ცოლსა.
მერე, როდესაც ჩემმა ძმამ წასვლა დააპირა — ვთხოვე, რომ რამდენიმე დარიგებები მოეცა შვილის აღზდისათვის. აი ჩემი რჩევა, ჩემო ძმაო, მომიგო მან: რაც შენმა ჭკუამ გითხრას ყოველთვის ისე მოიქეც; ის თითონ გეტყვის რა უნდა ჰქმნა და რა არა. მაგრამ იქნება ისე მოხდეს, რომ არ იცოდე რა ჰქმნა, — მაშინ სხვას შეხედე და როგორც სხვანი იქცევიან — შენ იმის წინააღმდეგად მოექეც შენს შვილსა, — დამიჯერე რომ ესე ყოველთვის კარგად წავა საქმე.
— როგორაო? იმის წინააღმდეგი გავაკეთო, რასაც სხვა აკეთებს? რა ჭკუაა... შემცდარხარ, ძმაო!
— არა, არა ვარ შემცდარი, მომიგო იმან: უფრო ბევრნი მშობელნი ისე ცუდად ექცევიან შვილებს, რომ იმათ არ მივბაძოთ, უეჭველია საქმე კარგად მოვა და სულაც არ შავცდებით, რომ შვილის აღზდაში ისე არ მოვიქცეთ, როგორც ისინი იქცევიან.
ჩემის ძმის სიტყვები უფრო მაშინ დამტკიცდებიან, როდესაც გიამბობთ, როგორ ვექცეოდი მე ჩემს კონრადსა; მართლა და მე ჩემის ძმის რჩევით ყოველ საქმეებში სხვების წინააღმდეგი ვიყავი. აი, მაგალითად: ჩემი შვილი – ოთხის კვირისა, რომ შაიქნა - უბძანე რომ იარახჩინი არ დაეხურათ თავზედ, — და თუმცა ჩვენმა მეზობლებმა და ნათლის დედებმა ბევრი ალაპარაკეს, – თქვეს კიდეცა, რომ მითამ ჩემი შვილი მოსაკვლელად მინდოდეს, მაგრამ მე ისევ ჩემი ავასრულე. რამდენათაც ყმაწვილის თავი ჰაერს უფრო მეტად შეჩვევაო, იმოდენად გაციების, კბილის ტკივილის და მუწუკების დაყრის შიში ცოტა იქნებაო, მითხრა ჩემმა ძმამ. არტახების შემოკვრაც დავუშალე. საწყალი, ვფიქრობდი მე, ის კი არ ეყოფოდა, რომ ცხრა თვე დაგრეხილი იყო თავის დედის მუცელში, ეხლა როდესაც ღმერთმა დაანახვა ქვეყნის სინათლე, დეესხენ თავისუფლობითა ისიამოვნოს, ამიტომ მე ვუბძანე, რომ მხოლოდ თხელს ტილოში გაეხვიათ ხოლმე და ისე ყოლოდათ. ხელები და ფეხები არა ჰქონდა დაფარული და შეეძლო ეფორთხალნა, როგორც კი ენებებოდა. ორსულობის დროს, ჩემმა ცოლმა რამდენიმე წყვილი ჩულქი ანუ წინდა მოქსოვა და საშინლად უხაროდა, როდესაც კონრადს პირველად ჩააცვა. მეორე დღესვე დავრწმუნდი, რომ ესეც უსარგებლო იყო როდესაც კი შავხედამდი წინდა სულ სველი იყო და აბა რა სარგებლობა უნდა მოეტანა ამას? აბა, შეხედე, ჩემო მეგობარო, უთხარი ჩემს ცოლს, რა სველი წინდები აცვია; აბა ეს რა ხეირს დააყრის ყმაწვილს. ასე არა სჯობია, რომ სრულებით არ ჩააცვა; დეეხსენ ეგ ფეხები ისე იყვნენ, როგორც ღმერთმა დაბადა: მაშინ მშრალად მაინც იქნებიან.
ჩემს ცოლს არ მოეწონა ესა და იმიტომ ცოტა გაჯავრებით მითხრა: „როგორთუ არ ჩავაცვა! მაშ ჩემმა ამთენმა შრომამ ტყუილად უნდა ჩაიაროს? რა უშავს, მალმალ გამოვუცვლი. მაშინ ხომ მშრალად ექნებათ. მართლა ასეცა ქნა. პატარა ხანს უკან ყმაწვილი ხელში აიყვანა და მაშინაც ყმაწვილი არა თუ თითონ დასველდა ისიც კარგად დაასველა. მაშინვე საჩქაროზედ გაარბენინა და უნდოდა დაემალა ჩემგან, მაგრამ მე მივედი ქვეშაგებთან და ვუთხარ: ჰო, რა ამბავია, ალბათ შაემთხვა რამე კონრადს; აბა აქ მამე! შავხედე ყმაწვილს — წინდები ისევ სველები მქონდა; მაშინვე წავედი და გამოვუტანე მეორე წვილი. ჩემმა ცოლმა ჩააცვა. რამდენსამე საათის შემდეგ გავშინჯე კონრადი, წინდები ისევ უწინდებურად სველი იყო. მეოთხეთაც გამოვუცვალე და ამის მეტიც აღარ იყო. პატარა ხანს უკან ეს უკანასკნელიც დასველებულიყო.
— წინდები ისევ სველები აცვია, უთხარი მე ჩემს ცოლს, კიდევ ექნება, გამოუტანე.
— აღარა მაქს, მომიგო. იმან.
— მაშ. ეხლა კი უწინდოდა დარჩება, მადლობა ღმერთსა, ვუთხარი მე; სველები ხომ აღარ ჩაეცმევა.
— მაშ ათიოდეს კიდევ მოუქსოვ, განაგრძელა იმან.
— დიახ, ეგ კარგი იქნება, მაგრამ ეხლა რომ არ არის მზად. არა სწორედ მითხარ, რად გინდა, რომ ყმაწვილს წინდები ეცვას?
ცოლი. — იმიტომ მინდა, რომ ყველა ყმაწვილებს აცმევენ.
მე — მერე ვინ მეუბნება ამას, ჩემი ცოლი, რომელიც ამ ქუჩაში ყველაზედ ჭკვიანად ითქმის? მაშ არტახებშიაც უნდა შავახვიოთ, ამიტომ რომ სხვანიც შაახვევენ ხოლმე, განა?
ცოლი — ეგ სრულებით სხვა არის.
მე — რად იქნება სხვა, სწორედ მაგ გვარია. არა, მითხარ, შენი ჭირიმე, სწორე მიზეზი. რატომ არ აშორებ წინდებს ყმაწვილსა.
ცოლი. — ამიტომ რომ უწინდოდა ფეხები გაუცივდება.
მე — ჰო, აი რა ყოფილა? ერთი ეს მითხარი ცხვირი და თითები კი რატომ არ გაუცივდება ხოლმე? მაშ ხელთათმანის ჩაცმაც მოუნდება და ყალფაღის გაკეთებაც ცხვირზედ.
ცოლი. — მე ყოველთვის გამიგონია, რომ კიფერები დანიჟებულები ხართ. მაშ თუ მაგრე ასტყდი და გსურს, რომ ყმაწვილს წინდები არა ჰქონდეს ფეხებზედა, დიახ, შენი ნება იყოს; მაგრამ თუ დაემართა რამე, შენმა სინდისმა უნდა ზღას. ეს კარგად იცოდე!
მე — მე სიამოვნებით მივიღებ მაგას ჩემის სინიდისის ვალად. ამ ნაირად ჩულქები მოვაშორე კონრადს და ამის შემდეგ იმას ფეხები ყოველთვის მშრალები ჰქონდა და ჰაერსაც შაეჩვივნენ. ჩემმა ძმამ ესეც მირჩია, რომ ყმაწვილი ყოველ-დღე ცივს წყალში გამებანა; მაგრამ სწორეთა ვთქვა, პირველად ვერა ვბედავდი. მე აი ესე ვფიქროდი: ყმაწვილი დაბადებამდინ სითბოში იყო, - და ეხლა უეცრად როგორ უნდა ჩამესვა ცივს წყალში, არა მჯეროდა თუ ეს საქმე კარგი იქნებოდა. ამისათვის პირველად ჯერ თბილს წყალში ვაბანინებდი, მერე თან და თან წყალს ვაციებდი — ასე რომ ერთ ორ კვირის უკან პატარა კონრადი ცივ წყალშიაც ისე სიამოვნებით ბანობდა, როგორც თბილში.
საჭმელზედ კი ჩემს ცოლსა და დედას დავეთანხმე. ადრევე სანამ კონრადი დაიბადებოდა, დედა ჩემი ამბობდა, რომ ყმაწვილებს არ უნდა აჭამონ ფქვილიანი ფაფაო (мучнистая каша); ამისთანა საჭმელი ძნელად მოინელებაო.
დედა ჩემი ამტკიცებდა, რომ მითამ ბევრს ჭკვიან კაცს უთქვას, რომ ყმაწვილებს ფაფისაგან მუცელი გაებერება, ფეხები დაეგრიხებათო და ერთი ავანტყოფობაც გაუჩნდებათ ხოლმე, რომელსაც ეძახიან ანგლიურს სენსა. ერბოც, რომელსაც ფაფას ახმარებენ, ისიც ძალიან მავნებელი არის, ზოგნი ფიქრობენ ბევრი ერბო რომ ვუყოთ ფაფასაო, ყმაწვილისათვის კარგი იქნებაო; მაგრამ ამისთანა საჭმელი ძალიან ცუდს ვნებას მიაყენებს ბაშვის სტომაქსა. ძალიან კარგი საჭმელი ყმაწილისათვის არის: თხელი შორვა დაფხვნილის ბულკისა რძით, წყალში გარეული და შაქარ მოყრილი. ამ საჭმლის გაკეთება ჩემმა ცოლმა დედაჩემისაგან ისწავლა და ამის მეტსაც სხვას ჯერ არაფერს აჭმევდა.
ერთხელ როდესაც ჩემი ცოლი ყმაწვილს საჭმელს აჭმევდა, მივუახლოვდი. ჩემს ცოლს ხელში ჩაის კოვზი ეჭირა და ამითი აწვდენდა ყმაწვილს საჭმელსა, პირველი ათი კოვზი კარგათა ჭამს, მერე კი აღარ უნდოდა, მაგრამ ჩემი ცოლი ძალად ასხამდა პირში. როდესაც მე დავუშალე ესა, იმან მომიგო, რომ ყმაწვილმა ძალიან ცოტა ჭამაო; ამაზედ მე მივუგე: ყმაწვილის მადა თითონ შაგატყობინებს, შიან თუ არა, ძალას კი ნუ დაატან მეთქი; — ამაზედ იმან მომიგო, რომ შენ სრულებით არა გესმის რაო. ეს მეტის მეტი იყო! მაგრამ რას ვიქმოდი? გამოვედი ბაღში და იქ ხეების ჭრაში ცოტად დავმშვიდდი; და მართლაც ძალიან ავშფოთდი, როდესაც არც იქით, არც აქეთ, პირდაპირ მითხრეს, რომ არა გესმის რაო, მაგრამ მერე, როგორც იყო იქით-აქეთ — რის წვალებით ისე მოვახერხე, რომ ყმაწვილს ძალად აღარა სჩრიდნენ პირში საჭმელსა.
ეს კი კინაღამ არ დამავიწყდა — მეამბნა პატარა კონრადის საწოლი-ტახტის გამართულება.
მგონია ამისთანა ტახტი (ხოჭიჭი) ამ ჩვენს სოფელში თავის დღეშიაც არა ყოფილა. ტახტი იმისთანა არ იყო, როგორც აკვანი, ამიტომ რომ ჩემის ძმის სიტყვით, რწევა ასულელებს ყმაწვილს; ყმაწვილებს ან ეძინებათ ხოლმე, ან არა. თუ ეძინებათ — უეჭველია თითონვე დაიძინებენ, — თუ არ ეძინებათ და ძალად დააძინებთ – ცუდი არის. ტახტი წარმოადგენდა გრძელს კალათას, რომლისაც იქით- აქეთ გადადება ძნელი არ იყო. შიგ იდო თივის ლეიბი და რბილი ბალიში, მატყლით გატენილი; ზემოდამ კიდე სუბუქი ბანბიანი საბანი ჰქონდა. ამისთანა იაფი ფასის ქვეშაგებში ძალიან გემრიელად ეძინა ხოლმე ჩემს კონრადს. როდესაც გამოიღვიძებდა, გამოიყვანდნენ ხოლმე უშიშრად წმინდა ჰაერზედ, ამიტომ რომ დარწმუნებული ვიყავ, რომ იმ ქვეშაგებიდამ ოფლი არ აყვებოდა.
![]() |
3.4 IV. |
▲back to top |
IV.
როდესაც კონრადი რვა კვირისა შეიქმნა, მალ-მალ იტირებდა ხოლმე თავის საწოლში. ერთხელ, როდესაც დედა შინ არა ჰყვანდა, გამოვედი და დავიწყე ჩემ თავად ფიქრობა: შენ მხოლოდ, ჩემს ცოლზედ ვამბობდი ყმაწვილის სხეულზედ ჰზრუნავ, სულზედ კი (о душћ) სრულებით არა ჰფიქრობ, მაშინ როდესაც ის სუყველაზედ მაღლა დგას კაცში. ასე ნეტავი იცოდე, როგორ უნდა ყმაწვილის მოვლა.
ყმაწვილი ხელში მყავდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა, — მერე ნაღვლიანის სახით შავხედე და ვთქვი: კონრადო! მე თითონაც არ ვიცი რათა ვთქვი ესა. მაგრამ რა გამოვიდა აქედამ? კონრადიმ გაიღიმილა. იმისმა ღიმილმა ძალიან მასიამოვნა და კიდევ ვუთხარი: კონრადო! მგონია, მიცნობ მე, განა? იცნობ მამაშენს, რომელსაც ასე უუვარხარ? დიახ, უყვარხარ, თუ შენ კეთილი ყმაწვილი გამო ხვალ, მეც შენი კეთილი მამა ვიქნები.
მე ლაპარაკს თავს არ ვანებებდი და რამდენსაც უფრო მეტს ველაპარაკებოდი, უფრო მეტს იცინოდა და აფორთხალებდა თავის ფეხებსა და ხელებსა.
ამის შემდეგ ლაპარაკს თავს აღარ ვანებებდი, ისე ველაპარა გებოდი, ასე გონია სუყველაფერი ესმოდა, — და რამდენსაც ბევრს ველაპარაკებოდი, იმდენი უფრო მხიარული იყო.
ამ ლაპარაკში მე ერთი რაღაც რამ შავნიშნე, რომელსაც რასაკვირველია შავატყობინებ მკითხკველს.
ეს სუყველას ეცოდინება, რომ ყოველი ცხოველი თავის შვილს სრულებით სხვა ხმით უძახის: მე მგონია, რომ კაციც ასე შვრებოდეს. მე ვიცნობდი ზოგს მამებს, რომელნიცა არ იცვლიდნენ ხმას, თუნდ რომ შვილისათვის ეთქვათ: წყალი ხომ არა გრწუყრიანო? თუნდ მუშისათვის: ცხენებს საჭმელი მიეციო? მაგრამ ეს ასე არ არის. კაცსაც, როგორათაც ცხოველსაც, მშობლიური ხმა აქვს, რომელიც შვილებს ესმით. ამისათვის მხოლოდ ეს არის საჭირო, რომა მამას ისე უნდა უყვარდეს თავისი შვილი, როგორც ცხვარს უყვარს თავისი ბატკანი, როგორც ჩიტსა — თავისი ბღარტი: მაშინ უეჭველად გამოჩნდება ის ხმა. ყმაწვილი რომ ხელში აიყვანო, ფიქრი კი სხვაგანა გქონდეს, თუნდ ვჰსთქვათ იმაზედ ჰფიქრობდე, რომ თივა ასაღები დამრჩაო, — რასაკვირველია მაშინ ბუნებას არ შუძლიან იმისთანა ხმის მოცემა. რომ იმისთანა მამისა და დედის ხმა არის, რომელიც ყმაწვილებს ესმით, - მე ამ შემთხვევაში სრულიად დავრწმუნდი: როგორც ცხვარი, რომელსაც პირველად მოეგო ბატკანი, დაუბღავლებს ბატკანს იმ ხმით, რომელიც თავის დღეშიაც არა ჰქონია; სწორედ მეც იმისავით გამოვიცვალე ხმა: იმ ხმით დავუწყე ლაპარაკი, რომლითაც, მგონია, თავისდღეშიაც არ მილაპარაკნია და რა ამ ხმაზედ კონრადმა გიმიღიმილა, უნდა იფიქროთ როგორი იქნებოდა მაშინ ჩემი სიამოვნება და მხიარულება. ჩემი ცოლი კვდებოდა სიცილით ამ ჩვენს ლაპარაკზედ.
მაგალითად მოვიხსენებ აქ ჩვენს ლაპარაკსა.
— „მიცნობ მე შვილო? მამა შენი ვარ, გიყვარვარ, ქაჯან? დიახ, უყვარხარ კონრადის, ძალიან უყვარხარ, — მეც მიყვარხარ. როდესაც ჩვენ კარგად დავმეგობრდებით, მე კონრადის ავიყვან ხელში, დიახ, ხელში ავიყვან და წავალთ ქათმების საყურებლად ჯუ! – ჯუ! ჯუ! დავიძახებ მე და ქათმები მოგროვდებიან, კონრადი პურს დაუყერის - პიკ...პიკ...პიკ! ქათმები დაჰკენკამკნ, მერე მოვა მამალი— ყიყლიყო... — ასე დაიძახებს და კონრადიც გაიცინებს.
უფალთ მეცნიერთ ხალხთ, რომ ეგდოთ ყური ამ ჩემს ლაპარაკისათვის იფიქრებდნენ, რომ მითამ მე ჩემს ჭკვაზედ არ ვიყო. რასა სულელობსო! იტყოდნენ ისინი. მითამ რა ესმის ყმაწვილს იმის ლაპარაკიო.
მაგრამ მე მეცნიერი არა ვარ.
ყმაწვილს რომ არ ესმოდა ჩემი სიტყვები, ეს მე კარგად ვიცი; მაგრამ იმას ხმა ესმოდა, ესმოდა რომ მე ის მიყვარს. მართლა და კონრადმა მალე გაიგო ჩემი ხმა და შამიყვარა. როდესაც ძუძუს სწოვდა ხოლმე და სრულიად სიამოვნებდა, – მე რომ ოთახში მივიდოდი და ლაპარაკს დავუწყებდი — მაშინვე ძუძუს თავს დაანე ბებდა და ღიმილით გამამიწვდიდა ხელსა; მერე ისე დაიწყებდა წოვას, — ხელი კი ჩემკენა ჰქონდა გამოშლილი: როდესაც იმის ხელს თავს დავანებებდი, მაშინვე წამოიწევდა, მობრუნდებოდა ჩემკენ და ღიმილით გამომიშლიდა ხელს; როდესაც გამოვიდოდი თვალს უკან გამამაყოლებდა და დაიწყებდა ხოლმე ტირილს. ამისთანა სცენები დიდი რამ არის მამისათვისა.
მე ერთი რამ კიდე უნდა მოვიხსენიო: როდესაც კონრადი შეწუხებული ან გაჯავრებული იყო, იმისი დედა აიღებდა ხოლმე რამდენსამე გასაღებსა და უჟღარუნებდა ყურთან, მითამ იმ განძრახვით რომ უნდა დაეჩუმებინა, მაგრამ ყმაწვილი არა ჩუმდებოდა, არა, ამ ღონის-ძიებით არ შიძლება ყმაწვილის დაჩუმება, ვიფიქრე მე და ნამეტნავად უფრო მაშინ დავრწმუნდი ამაზედ, როცა დავატყე, — რომა რამდენსაც ძალიან აჟღარუნებდნენ გასაღებებსა, — იმდენი უფრო ძალიან ტიროდა ყმაწვილი. ეს ჩემს ცოლს ვუთხარი, მერე ავიღე გასაღებები და იმასვე დავუჟღარუნე ჟურთან. —
მერე ვკითხე: აბა, როგორ მოგწონს ეს საკრავი?
— რასაკვირველია მე არ მომწონს, მამიგო. ჩემმა ცოლმა: და დარწმუნებულიცა ვარ, რომ ყმაწვილსაც არ მოეწონება, მაგრამ აბა ერთი მითხარ, რავუყო, როცა ასე საშინლად ყვირის ხოლმე, როგორც ეხლა?
აქ, მეც ცოტა უკან დავიწიე, არ ვიცოდი რა მეთქვა. ეს ძალიან მოეწონა ჩემს ცოლს; დაიწყო სიცილი და მითხრა: განა, მოწყალეო ხელმწიფევ! თქვენ ყოველთვის ჭკვიანობას გამოიჩენთ ხოლმე, აბა ეხლა მიბძანეთ რა ვუყო ყმაწვილს? როგორ დავამშვიდო?
ეს ძალიან მეწყინა და საჩქაროდ გამოვედი ოთახიდამ. ადრევე ესა მქონდა ხასიათად, რომ მწყენოდა რამე, წავიდოდი და გზა და გზა დავიწყებდი ჩემთავად მღერას. ეხლაც ისე ვქენი: მივეყუდე ალუბლის ხეს და დავიწყე მღერა. ერთბაშად ეს მამივიდა ფიქრში, — იქნება ჩემი სიმღერა უფრო მოეწონოს კონრადს, სანამ გასაღების ჟღარუნება მეთქი. რა უნდა მექნა? ხელმეორედ ავედი ჩემის ცოლის ოთახში — კონრადი ისევ ტიროდა. ვთხოვე ჩემს ცოლს, რომ ჩემთვის მოეცა ყმაწვილი, — ავიყვანე ხელში და დავიწყე მღერა. ყმაწვილი მაშინვე დაჩუმდა. რამდენჯერმე კიდევ იტირა, მაგრამ სიმღერით დავაჩუმებდი ხოლმე; ბოლოს ყმაწვილი სრულებით დაჩუმდა სიცილიც დაიწუო. ხა, ხა ხა! გამეცინა მე, ყმაწვილი ჩავაბარე ისევ თავის დედას და ვუთხარ: რა, მოწყალეო ხელმწიფევ, ვინ გაიმარჯვა?
და იმან დამკრა ხელი მხარზედ და მითხრა: დაიკარგე, დაიკარგე! შენ ყოველთვის მართალი ხარ. ამის შემდეგ ჩემმა ცოლმაც ისწავლა ის სიმღერა და როდესაც ყმაწვილი ტირილს დაიწყებდა — თითქმის ყოველთვის სიმღერით ვამშვიდებდით. მე ვამბობ აქ „თითქმის“, ამიტომ რომ ხან და ხან მარტო სიმღერა არა ყოფნიდა დასამშვიდებლად.
ერთხელ, როდესაც მე ბაღში ვმუშაობდი, — ჩემი ცოლი შამოვიდა იქ ყმაწვილით ხელში და მითხრა: აბა უყურე, რა ნაირად ტირის ყმაწვილი, რა ვუყო? ვუმღერე კიდეცა, რაც შამეძლო, ვათამაშე კიდეცა, მაგრამ ვერაფრით დავაჩუმე. გამოვართვი ყმაწვილი, დავიწყე მღერა, მაგრამ იმითი ვერა უშველე რა რო ვერა. გავაწყე რა, უთხარ ჩემს ცოლს: მოდი დედა ჩემს შავატყობინოთ, — იქნება იმან გვასწავლოს რამე.
— კარგი იქნება, მითხრა იმან და წავიდა დასაძახებლად, მაგრამ, რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, ისევ უკან დაბრუნდა და მითხრა ჯერ ერთი რამ კიდევ ვსცადოთ, და ვერა მოვახერხეთრა, — მერე შავატეობინოთ დედაშენს, წამოიყვანე, გეთაყვა, საწოლში. გავხადოთ და გაუშინჯოთ ტანი, — იქნება ჰქონდეს რამე სამიზეზო, რომლისაგამოც ტირის.
ყმაწვილი ოთახში შვიყვანე და რა წამს ტანთ გავხადეთ, ჩემმა ცოლმა დაიძახა: ოხ, ღვთის მშობელო! შაჰხედე, შაჰხედე! ყმწვილს წელში ქინძისთავი ქონდა შარჭმული. მე მაშინვე გამოვართვი ქინძისთავი, ჩავაცვი ტანისამოსი და მივეცი ჩემს ცოლს; მან ძუძუ მოაწოვა, უმღერა რაღაცეები და ყმაწვილი სრულებით დამშვიდდა.
მე დავჯეგ სკამზედ დ მივეცი თავი ფიქრებს. ბოლოს ვთქვი: ჩვენ, ჩემო საყვარელო, დღეს თუმცა ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ ბევრიც ვისწავლეთ, (ჩემს ცოლს ვეუბნებოდი). როდესაც მაგისთანა ყმაწვილი ისე ყვირის, რომ ვერაფრითა მშვიდდება, უეჭველია სტკივა რამე. ჩვენ ერთის სიტყვით გამოვთქვამთ ჩვენს ტკივილსა, მაგოტენა ყმაწვილი კი ვერ ილაპარაკებს და მხოლოდ ისღა დარჩომია, რომ ყვირილით გამოსთქვას თავისი მტკივნეულობა. ჩვენი ვალი ამ შემთხვევაში ეს არის, რომ უნდა ყმაწვილი გავშინჯოთ და შავიტყოთ მიზეზი, რომელიც აწუხებს. თუ მიზეზი ვერ ვუპოვეთ, მაშინ დოქტორს უნდა მივმართოთ.
![]() |
3.5 V. მამიდის კეთილი რჩევა, მაგრამ ის არა სრულდება. |
▲back to top |
V. მამიდის კეთილი რჩევა, მაგრამ ის არა სრულდება.
ერთხელ კონრადი ისე გაჭირვეულდა, რომ ვერაფრით ვერ დავამშვიდეთ. ტანისამოსი გავხადეთ, მაგრამ ვერა შევატყეთრა. უფრო მოუმატა ყვირილი. ამ დროს შემოვიდა ოთახში ჩემის ცოლის მამიდა. რა შეიტყო. ყმაწვილის ტირილი და ჩვენი შეწუხება, თქვა, რომ ალბათ ყმაწვილისთვის უწყენია რასმეო, წავალ ბებიას დაუძახებო. ბებიამ ყმაწვილი გულაღმა დააწვინა, მარჯვენა ფეხი გამოუწია მარცხენა ხელისკენ, და მარცხენა ფეხი — მარჯვენასაკენ, მერე ჭიპიდამ მოყოლებული ხერხემალამდინ გაუსვა ორივე ცერები, სამჯერ წაუსვა ალტეინის მალამო და ამითი საქმე გათავდა. ბებია წავიდა.
როდესაც ის წავიდა მე დაღონებული დავჯექ სკამზედა მივეცი ფიქრსა. მერე ვუთხარ ჩემ ცოლს: ჩვენ ერთმანეთს სიტყვა მივეცით რომ კონრადი არ უნდა გაგვესვარა წამლებითა, ამ ბებიამ კი სრულებით გასვარა თავის წამლებით. წადი, შენ გეთაყვანე, დაუძახე დედაჩემს! იქნება იმან კარგი რჩევა მოგვცეს. მანამ მე ავიყვან ყმაწვილს ხელში. — დიახ, მაგრე სჯობია, მითხრა იმან და წავიდა.
დედა ჩემი მაშინვე მოვიდა და რამწამს შემოვიდა ოთახში თქვა; ეგ სულ ჭორია! ყმაწვილი თითონ თავისთავად ვერაფერს იწყენდა მე ბევრი შვილები მყვანდა, მაგრამ იმათ თითონ არა სწყენიათრა. სხვის შვილებს კი მალ-მალ დაემართებოდათ ხოლმე რაღაცაები, მოიყვანდნენ ბებიებს, ისინი წაუსვამდნენ რაღაცა წამლებს და მორჩენის მაგიერ დაჰხოცდნენ ხოლმე. მეკი არც ერთი არ მომკვდომია. ბებიები ერთის გროშის გულისათვის თითონვე ტყუილად მოიგონებდნენ ხოლმე, რომ მითამ ყმაწვილს თითონ დაეშავებინოს რამე თავის თავისათვის. კონრადს ალბათ ქარები ჰქონდა მუხლში. ალტეინის მალამოს წასმას პატარა მოთმინება სჯობია .
დედაჩემმა აიყვანა ყმაწვილი ხელში, ასწია ზევით და უმღერდა. უმაწვილი ისევ ყვიროდა. ეს არფერია, თქვა დედაჩემმა, ყვირილი სეირნობაა ყმაწვილისათვის, სეირნობა გააქრობს ქარებსა.
რამდენიმე წამი გავიდა და დედი ჩემის სიტყვები გამართლდნენ; დაჭერილი ქარები გამოვიდნენ, და როდესაც ყმაწვილი განთავისუფლდა მამიდა, ბებია შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მაშინვე მივეცით ბებიას ფულები და გავისტუმრეთ.
![]() |
3.6 VI. კონრადს პირველ კბილი ამოსდის. |
▲back to top |
VI. კონრადს პირველ კბილი ამოსდის.
როდესაც კონრადი ნახევარ წლისა შეიქმნა, მე შევნიშნე, რომ პირიდამ ბევრი ფურთხი სდიოდა: ხელები წამდაუწუმ ედო პირში და ლოღნიდა. მე ამახედ ველაპარაკე ჩემს ცოლს, და ჩვენ ორივემ ისე გადავჭერით, რომ ამის მიზეზი იყო, კბილების ამოსვლა. ჩვენ ამაზედ დედასაც ველაპარაკეთ, იმანაც ის მიზეზი გვითხრა. კბილებისაგან ბევრნი იხოცებიან, გვითხრა დედამ, მაგრამ მე, მადლობა ღმერთს, არავინ მომკვდომია. მე გიამბობთ თქვენ, როგორ ვექცეოდი ყმაწვილებს ამ შემთხვევაში; ყმაწვილს რომ კბილები ამოსდის თითი სულ პირში უჭირავს. ამითი ის აჩვენებს თავის მშობლებს, მისცენ რამე საღეჭი, რომ ცოტა ღრძილები გაეხეხოს, და კბილები უფრო ადვილად ამოუვიდეს. დედები ამ შემთხვევაში აძლევენ ყმაწვილებს გასაღებებს, მგლის კბილებს და სხ. დასაღეჭად. მე კი ასრე არა ვშვრებოდი. როდესაც კბილები ამოსდიოდათ ჩემს შვილებს, მივცემდი ხელში პურის ქერქს, ისინი ღეჭდნენ და ყველაფერი კეთილად დაბოლოვდებოდა ხოლმე.
ამის შემდეგ დედაჩემმა მომკიდა ხელი, წამიყვანა პატარა იქით და მითხრა: შვილო ჩემო! ერთი რამ უნდა გითხრა მე შენა. კბილების ამოსვლის დროს ყმაწვილი ხან დაიკრუნჩხება და ხან და ხან სხვა ჭირები აეშლება, რომლებსაც სხვა და სხვა ნაირ სახელს ეძახიან, შენ ნუ შეშინდები. მართალია, ხან და ხან იმ ქარებისა გამო ყმაწვილი საშინელია სანახავად; მაგრამ შენ შვილს მაგარი აგებულობა აქვს და იმედი მაქვს, რომ ადვილად მოითმენს იმ ძნელს წარმოებას, შენ მხოლოდ ნუ შესწუხდები. ვინიცობაა, თუ ქარები მოუვიდნენ, ნურაფრით გასვრი ყმაწვილსა, დაესხენ თითონ ბუნებამ იმოქმედოს! შენც ბევრჯელა გქონია ყმაწვილობაში იმისთანა ქარები. თუ ყმაწვილი ძალიან შეწუხდეს, გახეხე ხახვის თავი და ასუნებინე; ყმაწვილი დამშვიდდება.
ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა. მაგრამ მე ყველა ისე ავასრულე, როგორც დედაჩემმა მითხრა. ყმაწვილს ვაძლევდით ხელში პატარა პურის ქერქს ის ღეჭდა და წუწნიდა; ამასთანვე იმდენი ფურთხი სდიოდა, რომ მისი პერანგი სულ სველდებოდა და დედას სამჯერ, თუ ოთხჯერ უცვლიდა წინსაფარს. ამასთანავე ძალიან მოუთმენარი იყო და წამდაუწუმ ტიროდა; ამ შემთხვევაში ჩვენი მღერა მაგდენს არასა შველოდა. ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებდით მოთმენაში, ვამბობდით: ჩვენც ბევრს ვაწუხებდით ჩვენს მშობლებს, ისინი ბევრს გვითმენდნენ ჩვენ, ამისთვის ჩვენც ვალდებულნი ვართ ისე მოვექცეთ ჩვენს შვილებს, როგორათაც ჩვენ გვექცეოდნენ.
ერთხელ ჩემი ცოლი ყმაწვილს კოვზით საჭმელს აჭმევდა, როდესაც პირიდამ კოვზი გამოჰქონდა, გაიგონა, რომ კოვზი რაღაცას მოხვდა. შეხედა პირში — კბილი ამოსვლოდა. შეხედე! დაიყვირა იმან; აი ახალი ამბავი, კონრადს ერთი კბილი ამოსვლია. ―
ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა! ამის შემდეგ სრულებითა დაგვავიწყდა ჩვენი მწუხარება და ის ღამეებიცა, რომლებსაც ვათენებდით კონრადის თავზედ.
ყოველთვის ასე იქნება ხოლმე ყმაწვილების აღზრდაში. ყოველთვის მხიარულებაში არ იქნება კაცი, ბევრი სამწუხაროდ საშფოთო დღეებიც დაუდგება; თუ კაცი არ დაკარგავს მოთმინებას და აასრულებს თავის ვალს, ამისთანა დღეები მალე გაივლიან და ისევ დადგებიან ის სამხიარულო დღეები, როცა კაცს ავიწყდება ყოველი თავის მწუხარება. სხვა წინაკბილები ცოტ-ცოტად ყოვლის უმიზეზოდ ამოსდიოდნენ და, როგორც ამბობენ, მობრუნებაც ვერ მოვასწარით, რომ კონრადს პირი სავსე ჰქონდა კბილებითა.
![]() |
3.7 VII. პატარა კონრადი თავის მამის მოძღვრათა ხდება. |
▲back to top |
VII. პატარა კონრადი თავის მამის მოძღვრათა ხდება.
ჩემდა სასიხარულოდ მე შევნიშნე, რომ ყმაწვილი დიდის გულის-ყურით ისმენდა ჩემს ლაპარაკს. იმისაგან ამ ნაირმა ქცევამ მეც გამახალისა და ვცდილობდი, რომ ხშირად მელაპარაკნა კონრადთან, მაგრამ რაზედ უნდა მელაპარაკნა? აი კითხვა, რომელზედაც ვერ ვაძლევდი პასუხს ჩემსთავს. კონრადმა თითონ მასწავლა ამ საქმის აღსრულება. ამასთანვე ერთი რამ უნდა შევნიშნო. კვეხნით კი არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენში ჩემზედ ამბობდნენ, რომ მითამ მე ვიცი კარგად ყმაწვილების აღზრდა. ჩემი შვილები იყვნენ მრთელნი, ჭკვიანი, პატიოსანი და ყოველთვის მემორჩილებოდნენ; ხან ერთი, ხან მეორე მკითხავდა: გვითხარი სად ისწავლე ყმაწვილების აღზრდაო? მე იმათ ვეუბნებოდი; ჩემმა შვილებმა მასწავლეს, და ეს სწორედ მართალიც არის. თუ ყმაწვილებს კარგად დაიჭერენ ხელში, სუყველაფერს გამოსცდიან, რაც იმათთვის სასარგებლოა და, საზოგადოდ ვსთქვათ, კარგად უპატრონებენ; მაშინ კაცი თვითონ ადვილად მოიპოვებს აღზრდის სწავლას. მე წარმოვადგენ აქ ამის მაგალითს.
ერთხელ მე თავლაში უნდა შევსულიყავ ცხენებთან. ყმაწვილი ხელში მყვანდა და ისიც თან შევიყვანე. რანაირად გააჭყიტა თვალები, ცხენი რომ დაინახა! მე ძალიან კარგად შევნიშნე, რომ ყმაწვილს გაეხარდა. ეს კარგი მიზეზი იყო, რომ ლაპარაკი დამეწეო. ეს ცხენია, კონრადო, ვუთხარი მე, ხომ ხედავ. შეხედე, რამოდენა თვალები აქვს, ჰხედავ რანაირად ჰსცემს ფეხსა. ამასთანვე მეც დავკარი მიწას ფეხი იმ განძრახვითი, რომ ყმაწვილს შეეტყო, თუ რა არის ფეხსა სცემს. აი ეხლა სჭამს! ყური უგდე, რანაირათა ღეჭავს კბილებით! (აქ მე კბილებზე ვუჩვენე). ასე ჩვენ თხუთმეტი მინუტი ვლაპარაკობდით, როდესაც თავლიდამ გამოვედით, ყმაწვილი მიუბრუნდა ცხენს დ გაუწოდა ხელები; შინ რომ მოვედით იქაც დიდხანს ვლაპარაკობდით. რა შევნიშნე, რომ ყმაწვილს ცხოველები ძალიან შეუყვარდა, მე ყოველ-დღე გაჩვენებდი იმას რამდენსამე ცხოველს. წავიყვანდი იმას ხან საფურეში, ხან საქათმეში, ხან სამტრედეში, ხან საღორეში, ხან ცხვრებთან და მივაქცევდი იმის ყურადღებას ცხოველების მოძრაობაზედ და სმაზედ. როდესაც დავიჭერდი თაგვსა, თხუნველას, ბაყაყსა, თევზსა, ბუზსა და სხ. მივუტანდი და ავუხსნიდი თუ რა იყო. მე ჩქარა შევნიშნე, რომ ამისთანა ლაპარაკს დიდი სარგებლობა ჰქონდა ყმაწვილისათვის.
პირველად ეს შევნიშნე, რომ ყმაწვილი თან და თან ჭკვიანდებოდა და ადევნებდა გულის-ხმას სუყველაფერს, რაც კი გარშემო. კეთდებოდა. ამას უფრო კარგად დავინახამდი ხოლმე მაშინ, როდესაც კონრადს შევადარებდი ჩემის ცოლის მეგობრების ყმაწვილებს, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან. ისინი ჩამოუშვებდნენ ხოლმე ტუჩებს დ განუსაზღვრებით უყურებდნენ კონრადი კი ატრიალებდა თვალებს ხან იქით, ხან აქეთ და სუყველაფერს, რაც ოთახში მოხდებოდა, ყურადღებას ადევნებდა.
მეორედ, ყმაწვილმა მე ძალიან შემიყვარა. როდესაც შევდიოდი ოთახში, რაც უნდა სჭეროდა, მაშინვე გადაჰყრიდა სუყველაფერს და მე გამომიწვდიდა ხელებს. თუ ხელში ავიყვანდი მაშინვე კარებზედ მიმაჩვენებდა, მითამ გამიყვანეო.
ძროხასთან წავიდეთ? ვკითხავდი მე; ის სიხარულისაგან დაიწყებდა სიცილს და ფეხების ქნევასა. —
მესამედ, მე მქონდა კარგი ღონის ძიება ყმაწვილის დასამშვიდებლად, როდესაც გაჯავრდებოდა.
სხვათა ყმაწვილის დამშვიდებისათვის სხვა და სხვა ღონისძიებები აქვთ; ზოგნი რაღაცა საჩხარუნებელს ხმარობენ ზოგნი როზგებსა, ზოგნი ლანძღვენ თავიანთ შვილებს და უჯავრდებიან. ეს ღონის — ძიებები იქნება კარგი იყვნენ, — მაგრამ ერთი ნაკლულოვანება აქვთ,— ისინი არაფერს შველიან. თუ კონრადი იტირებდა, რადგანაც ის უფრო ჭკვიანი იყო, მე აი როგორ ვექცეოდი. ავიღებდი პატარა პურსა, დავუფშხვნიდი, მივუტანდი კონრადს და ვეუბნებოდი: არ გინდა, კონრადო, წამოდი ქათმებს დაუყაროთ. რამწამს ამ სიტყვებს გამოვთქვამდი, დაიწყებდა სიცილს, გამომიწვდიდა ხელებს და წავიდოდით ქათმებთან. ყოველთვის ერთ–ერთი ცხოველი შენახული მყვანდა, და ვინიცობაა ტირილი რომ დაეწყო, რაკი ვაჩვენებდი, მაშინვე დაჩუმდებოდა. ერთხელ ტირილი დაიწყო, და ვერაფრით ვერ დავაჩუმე. მე ჩუმად გავედი გარეთ, ბაყაყი დავიჭირე. შემოვიყვანე ოთახში, გავუშვი იატაკზედ და დავიწვე მღერა. რა დაინახა კონრადმა, გააჭყიტა თვალები და მითამ თავის დღეში არ ეტიროს, ისე იყო მაშინვე გამომიწოდა ხელები, ავიყვანე და დავუწვე ლაპარაკი ბაყაყზედ.
— ერთხელ მე და კონრადი სამტრედესთან ვიდექით და მივაქციე იმისი ყურადღება მტრედებზედ, როგორ შედიოდნენ, გამოდიოდნენ სამტრედედამ, გუგუნებდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანერთს.
ერთბაშად ვიღაცამ დაიძახა უკანიდამ: გამარჯობა, უ. კიფერს! მე უკან მივიხედე, ეს ჩვენი პასტორი იყო. — მე დიდად მოხარული ვარ, რომ აქ კეთილ— გონიერს მამასა ვხედავ.
როგორ? ვკითხე მე სწორე მოგახსენო არ ვიცი, რისგამო დავიმსახურე ეგ ქება. იმან გამომიცხადა, რომ მე ამომირჩევია სწორე გზა, რომლითაც შეიძლება კარგად ყმაწვილების აღზრდა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და ამიტომ შინ შემოვიპატიჟე.
ის დაჯდა და წაიკითხა გრძელი ქადაგება ყმაწვილების აღზრდაზედ.
გიანბობთ ცოტა რამეს იმის სიტყვიდამ, რამოდენაც დავიხსომე: — თითქმის ყველა მშობლებს, ამბობდა ის, აქვთ სურვილი, რომ კარგი აღზრდა მისცენ თავის შვილებსა. იმათ მხოლოდ ერთი რამ აკლიათ; იმათ არ იციან, თუ როგორ შეუდგნენ საქმეს. პირველად, რასაც ისინი ასწავლიან ყმაწვილს არის „ა“. მითამ ამ „ა“ ცოდნის მეტი სხვა არა იყოსრა საჭირო, — და რადგანაც ყმაწვილები ოთხსა და ხუთს წლამდინ გაუგებლები არიან, არაფერს და სხვას არ ასწავლიან მაშინ როდესაც პირველს ხუთი წლის განმავლობაში უფრო მეტი უნდა ისწავლოს ყმაწვილმა.
პასტორი. — მაშ მე აგიხსნით.
— რა რა იცით, რომ ძროხას ბალანი აქვს და არა ბუნბული? მე — მინახავს და იმიტომ ვიცი.
პასტ. — ეს კი საიდამ იცით, რომ არის ერთი ქვეყანა, რომელს საც ამერიკას ეძახიან? ისიც გინახავთ თქვენა?
მე. — არა, არ მინახავს, მაგრამ გამიგონია იმ ქვეყანაზედ.
პასტ. — სწორედ მაგრეა, ყველა ჩვენი ცოდნა ჩვენის გრძნობებით არის მიღებული, მივიღებთ ან სმენით, ან ხილვით, ან გემოთი ან ყნოსვით, ან შეხებით. მაშ პირველი საიდამაც უნდა დაიწყოს კაცმა ყმაწვილის აღზრდა, არის შემდეგი: უნდა გაუსხნას მას გრძნობაები.
რადგანაც სმენა და ხილვა პირველი გრძნობანი არიან, უფრო ისინი უნდა გაუსხნან ყმაწვილს. შეგიძლიან წარმოიდგინო, რა შეხედულებისაა პიპა?[1]
მე. — არა, არ შემიძლიან.
პასტა — გომბიო რა სახისაა, ხომ შეგიძლიან წარმოდგენა?
მე. — დიახ, შემიძლიან.
პასტ. — არა, თუ გომბიოს წარმოდგენა შეგიძლიან, რატომ პიპის წარმოდგენა არ შეგიძლიან?
მე. — ამიტომ რომ, გომბიო მე რამდენჯერმე მინახამ, პიპი თავის დღეში არა.
პასტ. — რო. გითხრათ, პიპა ქვე-მძრომია მაშინაც ვერ წარმოიდგენ?
მე. — არა, ჯერ კიდევ არ შემიძლიან.
პასტ — აბა ეცადე. წარმოიდგინე როგორმე პიპა! როგორ ფიქრობთ, რა შეხედულობისა იქნება?
მე. — პიპა? არ ვიცი, როგორ წარმოვიდგინო, აბა სწორედ რომ ვსთქვა, პიპას მე წარმოვიდგენ, როგორც ჩიბუხი, ამიტომ რომ ზოგს ალაგს ჩვენი გლეხები ჩიბუხს პიპას ეძახიან.
პასტ. — ხა, ხა, ხა! აი ეგ მინდოდა სწორედ. პიპა — დიდს გომბიოს გავს. აბა მაგისთანა ჭკვიანი კაცი როგორ წარმოიდგენს პიპას სრულებით სხვა ნაირად. აბა ადვილი იქნება იმ ყმაწვილებისათვის, რომელთაც ძალად ასწავლიან სიტყვებს, მაშინ როდესაც ჯერ არ იცნობენ იმ საგნებს, რომელნიცა ამ სიტყვებით ინიშნებიან? შესაძლები რომ იყოს, ყმაწვილებს გამოვათქმევინოთ ისა, რაც იმათ ჭკვაში ეს ძალა ნასწავლი სიტყვები ნიშვნენ, მათ შინ დავისახამდით, რომ ისინიც ისე შემცდრები იქნებოდნენ, როგორც ეხლა თქვენ. არა, ყმაწვილებს ჯერ თვით საგნები უნდა გააცნონ და მერე სიტყვები ასწავლონ. ბოლოს როდესაც გაიგონებენ სიტყვას, მაშინ სწორედ წარმოიდგენენ იმ საგანს, რომელსაც ეს სიტყვა ნიშნავს, მაგრამ, უფ. კიფერ! რისათვის მიაქციეთ თქვენი შვილის ყურადღება ცხოველებზედ, და არა სხვა საგნებზედ მაგალითად, მესერზედ, ცულზედ, წისქვილის ქვაშედ და სხ.
მე. — არვიცი ეს, რასაგან გამოდის, ყმაწვილს ცხოველისთანათ არა ახარებსრა.
პასტ. თქვენი შენიშვნა ძალიან სწორეა, უფ. კიფერ! გარდა სმისა და ჭამისა ყმაწვილს ცხოველსავით არა ახარებსრა, — კაციც უფრო ნაკლუბად გაახარებს. აბა სცადეთ: ერთს ხელში სხვა ბავში აიყვანე, მეორეში პატარა ძაღლი დაიჭირე, ან ბატკანი, და ისე მიდით კონრადთან. მე სანაძლეოს დავდებ, რომ იმისი ყურადღება უფრო ძაღლისაკენ ან ბატკნისკენ იქმნება მიქცეული, სინამ ბავშისაკენ. რისაგანაც წამოსდგება ესა, ჩვენ ამ მიზეზს ეხლა ნუ გავარჩევთ, მაგრამ ეს ასრე არის. ესრეთ ღმერთი თვითონვე გვიჩვენებს, რომ ყმაწვილის ყურადღება ყველაზედ უწინ ცხოველზედ უნდა მივაქციოთ. —
აქამდინ კონრადი ჭკვიანად მეჯდა მუხლზედ, მაგრამ მერე ერთბაშად დაიწყო ხტუნვა და მიუშვირა ხელი ფანჯარას, ამ ყვირილით: უ! უ! უ!
— რა დაემართა ? მკითხა პასტორმა.
— მე ვიცი, მიუგე მე. მინაზედ დიდი ბუზი დაცოცავს, მას უნდა, რომ ვაჩვენო და უამბო რამე იმაზედ.
წავიდეთ, კონრადო, წავიდეთ, ბუზი დავიჭიროთ. შეხედე, შეხედე, რანაირად დაცოცავს! აი გაფრინდა! ჰხედავ? აგე დაფრინავს და დაფრინავს — ჟჟჟ — ჟჟჟ — ასე ბზუის ბუზი.
— ყოჩაღ! სთქვა პასტორმა. ასი ყმაწვილი რომ ყოფილიყო ეხლა აქ, ვერც ერთი მათგანი ვერ დაინახავდა ამ ბუზს. აქედამ ხომ ხედავთ, რომ რა სარგებლობაც არის, რომ ყმაწვილს ცხოველი ადრე გააცნან: ესენი ეჩვევიან ყურადღებობას და სწავლობენ დანახვასა.
როდესაც გაიზრდებიან, მაშინ საჭირო აღარ იქნება, რომ ყოველ წუთს მოვაგონოთ: ყურადღება გქონდესო! ასე ვსთქვათ, საჭირო აღარ იქნება, ცხვირი დავაგდებინოთ ყოველს ნივთს, რომელიც წინ შემოხვდებათ. ამათ თვითონვე ექნებათ სუყველაფერზედ ყურადღება, თვითონვე შენიშვნენ, რაცკი იქნება, და დაიწყებენ ნახულის სჯას.
ამისთანა ყმაწვილებთან ბევრს რამეზედ შეიძლება ლაპარაკი. ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ მოექცეს თავის შვილს, როდესაც ამოდენა შეიქმნება, როგორც ეხლა კონრადია; ამისაგამო მოწყენილები არიან თავის შვილებით და რომ სხვა ვერა მოუფიქრიათ რა, აძლევენ ხელში სხვა და სხვა სათამაშოებს, დროს გასატარებლად. თუ ეს სათამაშოები არაფერს არ შველიან, მაშინ ძალად უნდა დააძინონ ყმაწვილი და გაუსულელონ თავი უდროვო ძილით. მაგრამ ყმაწვილს რომ პატარაობითვე მალ-მალ ცხოველები უჩვენონ, მერე შეიძლება ბევრი უანბონ კიდეც იმათზედ. ამისთანა ყმაწვილი ყურსაც დაუგდებს და მალეც გაიგებს ნაამბობს; და როდესაც ყმაწვილს ესმის, მაშინ იმისი ახლოს ყოლა სისიამოვნო არის.
ამის შემდეგ მე უფრო ხშირად ვასწავლიდი კონრადსა, ამასთანვე მეც ბევრსა ვსწავლობდი იმისაგან.
(შემდეგი მასუკან)
თარგ. ლევან ჯანდიერიშვილი
_______________
1 პიპა ერთნაირი ბაყაყია
![]() |
4 რიგიანი ქართული გრამმატიკის შესამუშავებელ მასალებად. |
▲back to top |
რიგიანი ქართული გრამმატიკის შესამუშავებელ მასალებად.
სტატია პირველი.
1. ქართული ენა და იმისი გრამმატიკები.
ჩვენ საზოგადოებაში ვისაც კი ეს სიტყვა „გრამმატიკა“ გაგონილი მაინცა აქვს და ახსოვს, რა საკვირველია, გაგონილი ისიც ექმნება, რომს ყოველ ენასა თავისი რაღაცა გრამმატიკა უნდა ჰქონდეს. იმათგან მომატებულ ნაწილსა ისიც ეცოდინება, რომ ორიოდე სხვა და სხვა მეცნიერებისაგან შედგენილი გრამმატიკა ჩვენ ქართულ ენასაცა აქვს. ამისი მიხედვით ვფიქრობთ, რომს ამ მომეტებულმა ნაწილმა და მეტადრე გრამატიკების შემადგენლებმა, იქმნება, პირველ დახედვაზე ეს ჩვენი შრომა დიდი გაოცებით მიიღონ და ჰსთქვან — ამ ახალი ჟურნალის თანამშრომლები რას ჰსჩადიან, ჯერ ისევ გრამმატიკის მასალების მზადებაში არიანო, რა ემართებათ, რატომ ესე იგვიანებენო? ჩვენმა გრამმატიკოსებმა, ამას რომ თვალს გადაავლებენ, იქმნება ისიც იფიქრონ, — ეს რა დაჰმართვიათო, იქმნება არც კი იცოდნენ, რომა მე გრამმატიკა კიდეც შევადგინე და გავათავეო.
მაგრამა, მკითხველო, ამათი გაოცება რა არის იმ გაოცებასთანაც რომელსაც იგრძნობს (ამაზედ კი დარწმუნებულები ვართ) ერთი თქვენგან უთუოდ პატივცემული ლიტერატორი, „ცისკრის“ მხნე თანაშემწე უ.დ. ბაქრაძე, რომელმაც დაარწმუნა მეორე იმავე „ცისკრის“ თანამშრომელი თავადი ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი… რაზე დაარწმუნა, იქმნება არც კი გახსოვდეთ?... იმაზე, რომა გრამატიკა სასარგებლო არ არისო. „აწინდელს დროს მოწინავე მეცნიერნი განათლებულს ქვეყნებში ცდილობენ გრამმატიკის აღმოხოცვასაო და ყოველი შრომა გრამმატიკის შერდგენისათვის იქნება უნაყოფო და დროს დაკარგვა, როგორათაც მშრომელისათვის,აგრეთვე საზოგადოებისათვისაო“.[1] ამ გვარ ხეტიან აზრებსა რა პასუხი უნდა მიეცეს! ოლოლო, უ. ბაქრაძე, რომელ განათლებულ ქვეყანაში გეგულებათ ამ გვარი მოწინავე მეცნიერი?
მოგახსენებ, მკითხველო, რომა ქართულ ენას გრამმატიკების რიცხვით სიღარიბე არ შეემცნევა. სხვა და სხვა დროსა, ქართული ენის გრამმატიკა რამდენს უწერია! უდარბაისლეს ჩვენ ანტონ კათალიკოსს — საზოგადოდ ქართული ენისათვის ამ ნაყოფიანად მშრომელსა, გრამმატიკის შესადგენელთაც ბევრი უშრომია და ორი გრამმატიკა დაუწერია; იმათში — მეორე — უფრო სრული და ვრცელი ჩვენ ეხლა წინ გვიძევს. ანტონ კათალიკოსითგან მოკიდებული უ. დავით ჩუბინოვამდინ ხუთიოდე კიდევ სხვებისა გვაქვს — რიგიანი ქართული გრამმატიკა კი ეხლა მაინც გვიჭირს და მაინცა. —
მაგრამ, ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენი „საქართველოს მოამბის“ მკითხველთაგანებში, მგონია, ისეთი ვინმე ძვირად იპოვებოდეს, რომ ამ რაღაცა „გრამმატიკის“ მნიშვნელობა — კარგათა და მტკიცედ ესმოდეს.
ამისათვის ჯერა, ჩვენი ჟურნალის უპირველესი მოთხოვნილება უნდა ავასრულოთ: „საქართველოს მოამბისათვის“ რომა ჰსწერდეთ რასმე, ყოველთვის ის გახსოვდეთო, რომ თუ თქვენი დანაწერი საზოგადოდ გასაგები არ იქნება, არ მივიღებთო“. რადგანაც ეს მოთხოვნილება ჩვენცა დიაღ პატივსაცემათა და ასრულების ღირსად მიგვაჩნია, მაშა ჯერ უნდა ავხსნათ, რა არის გრამმატიკა, რა მნიშვნელობა აქვს? სასარგებლო რამ არის, თუ არა? თუ სასარგებლოა, რა გვარი სარგებლობა აქვს? რისთვის ან ვისთვის არის ეს სარგებლობა? —
რა არის გრამმატიკა? – ამ კითხვის პასუხი, მკითხველო, რასააკვირველია, ყოველ გრამმატიკაში უნდა იყოს. ამისათვის, მათი განმარტებები შევიწიოთ და ვნახოთ ჯერა, — ამ სიტყვის მნიშვნელობასა გრამმატიკოსები რა სამზღვარს უდებენ?
ანტონ კათალიკოსი ჰსწერს: „გრამმატიკა არის შემძლებელობა მართლ-უბნობად და წესიერ-წერად“. სხვა გრამმატიკოსებიც ამას მიამსგზავსებენ; იმათში მომეტებული ნაწილი ესე ხსნის: გრამმატიკა ასწავებს კანონიერსა უბნობასა და წერასა.
ამ ორ გვარ განსაზღვრებაში სიტყვებს ჯერ ნუ გამოვეკიდებით, და გრამმატიკა შემძლებელობაა რისამე, თუ სწავლა,— ამას ჯერ თავი დავანებოთ. მარტო ის კი ვსთქვათ, რომ ერთს სიტყვაშია გრამმატიკის სრული მნიშვნელობა და განსაზღვრება. ეს სიტყვაა — კანონიერი“ (ანტონ კათოლიკოსის „მართლ“ და „წესიერ“), რადგანაც „უბნობა“, ე.ი. ლაპარაკი ქართული თავის ენაზე ყოველმა ქართველმა იცის; ამასთანა, თუ ასოები და იმათი გამოხატვაც იცის, მაშინა წერაც უნდა იცოდეს.
გრამმატიკოსმა უნდა ამოიპოვოს ენის კანონები და იმათი რიგზე დაწყობილობით ენის სრული წესიერება წარმოადგინოს, რომ ენის ხმარებაში თუ უთანხმოება მოხდა რამე, გრამმატიკამ მაშინვე წესიერი და საფუძვლიანი თანხმოება მისცეს. —
იმ კაცს კი არ შეუძლიან ჰსთქვას, მე ამა და ამ ენის მცოდნე ვარო, რომელიც წერაში თუ ლაპარაკში მარტო ადვილათა დ წესიერად, მართლად ახმარებს ენასა; ენის მცოდნეობა იმ კაცს მიეწერება, რომელიც, ენის წესიერათა და მართლად ხმარებას გარდა, ენის ყოველი კანონის საფუძვლიანი საბუთებით დამტკიცებას შეიძლებს; რომელსაც კანონების რიგზე დაწყობილება და იმათი საფუძვლიანი დამტკცებები გონებაში ჩანერგულები კარგათა აქვს.
ყოველი მეცნიერება, ყოველი ცოდნა მაშინ არის ჭეშმარიტი, როდისაც იმ მეცნიერებისა და ცოდნის საგანზე კაცი თავისი აზრების გამოაშკარებას საფუძვლიანათა დ მტკიცედ, დამტკიცებაების მოყვანითაც მოახერხებს. თვითონ გრამმატიკა არც სწავლაა (მეცნიერება, наука), არც ხელოვნებაა, როგორც ბევრი გრამმატიკები ამბობენ, არც შემძლებელობაა რისამე, როგორც ანტონ კათალიკოსი ამბობს. გრამმატიკა არის ჯამი სხვა სწავლისაგან შემდგარი, რომელსაცა ევროპელულს ენებში ჰქვიან ფილოლოღია; გრამმატიკა ენის კანონების რიგზე დაწყობილი კრებაა. ეს აზრი განვმარტოთ.
როგორც კაცის ქცევისათვის სამოქალაქო კანონები რიგზე მოყვანილები და შეკრებილები არიან, რომ ქვეყნის ხალხი ესე დ ესე მოიქცესო, რომა ქვეყანაზე რიგიანობა და ხალხის ქცევაში მშვიდობიანი ერთობა იყოსო, ისე ენის კანონებიც ერთად უნდა რიგზე დაკრებილები იყვნენ, რომ ენის ხმარებაში რიგიანობა და ერთობა იყოს. ამ ენის კანონების რიგზე კრებასა ჰქვიან გრამმატიკა.— როგორათაც ერთი კაცის ჭირვეულობისაგან ქვეყნის ხალხის გნთავისუფლებისათვის საჭიროა, რომ ის სამოქალაქო კანონების მიდენ-მოდენა შემატება და მოკლება, დადგენა და გადაგდება, აღსრულება, ერთი სიტყვით ყოველივე იმათი მოძრაობა სიმართლეზე დაფუძნებული იყოს, სიმართლის სამეცნიერო სწავლაზე იყოს დამოკიდებული; ისე ენის კანონებიცა საფუძვლიანად დამყარებულები თავის სამეცნიერო ჭეშმარიტებებზედ უნდა იყვნენ და არიან კიდეცა. სამართლის სამეცნიერო სწავლასა ჰქვიან იურისპრუდენცია, ისე ამ ენის სწავლის მეცნიერებასა ჰქვიან — ფილოლოღია.
გრამმატიკის შერდგენისათვის ენისაგან ყოველი კანონის გამომკვლევა, ყოველი გრამმატიკაში შესატანი კანონი უნდა დამტკიცდეს ე.ი. ფილოლოღიის ჭეშმარიტებებზედ უნდა იყოს დამყარებული. ამას ჯერა სწორედ ის სარგებლობა აქვს, რა სარგებლობაც ყოველ სწავლას აქვს: ჭკუას განავრცელებს, გონებას განამახვილებს და ყოველ იმათ სახსარს მოქმედებას გაუადვილებს. — მაგრამა ისინი, ვინცა ყოველი შეძინებისაგან, საგრძნობელო, ცხად სარგებლობას მოითხოვენ, იმათ ამის წინააღმდეგად შეიძლება ჰსთქვან: მაგისაგან თვითონ ენას სარგებლობა არა შეეძინებარა, რათგანაც კაცმა უგრამმატიკოდ შეიძლება ლაპარაკიცა და წერაც რიგიანი იცოდესო. მართალიც არის თითქოს უეჭველია, როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ისე სხვა ხალხებისაშიაც ბევრი წარჩინებული ლიტერატორი ყოფილა (და სხვა ხალხებში ბევრნი არიან კიდეცა), რომელთაც თავის დღეში გრამმატიკა არ უსწავლიათ, მაგრამ ენა კი კარგათა და წესიერად უხმარიათ. რისაგან არის ესა? სხვა ხალხებში ამის მიზეზი სხვა არ შეიძლება რა იყოს, თუ არა ლიტერატურა, რომელშიაც დამუშავებული და დამდგარი ენა იხმარება. როგორც ერთი ლაპარაკობს, ისე მეორე; როგორის ენითაც ერთი ჰსწერს, იმითივე სხვა მთელ საზოგადოებაში სუყველა იმ ლიტერატურის ენას მისდევს, იმის გრამმატიკულ კანონებს ითვისებს, მათ ეჩვევა და მასუკან თვითონაც არ შეუძლიან სხვა გრამმატიკული ფორმები, ენის სხვა კანონები ახმაროს.
ჩვენ საზოგადოებაში სულ სხვასა ვხედავთ. ჩვენ სადა გვაქვს ჯერა ლიტერატურა?! რამდენი ხანია საქართველოში ცისკრობას გვიფხაკუნებენ, მაგრამა სადარი ჯერ ცისკარი? ჯერა ჩვენი რაღაცა quasi — ლიტერატურა ისევ შუაღამის სიბნელეშია, რომელშიაც, რა ხანია, ჩავარდნილია! მართალია, წინა — დღე ნათელი ჰქონდა; ეს ნათელი-დღე იყო. ჩვენი მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნე. მასუკან იმწუხრა, დაღამდა, წასული საუკუნე შუაღამის სიბნელეში დაილია და აქამდინაც არ იქნა, ჯერ განათლებას ვერცკი მივახლოვებულვართ. იმედი კი გვაქვს, მალე დავადგეთ განათლების გზასა. თუ კი ამ ჩვენი მეცხრამეტე საუკუნის ევროპიის შუქმა ჩვენც გადმოგვკრა, მაშინ ჩვენშიაც საქვეყნოდ დაირეკება ჭეშმარიტი ცისკარი. იმ ცისკარში მიიხმება მთელი ქართველობის ხალხი. ყველანი ერთობით მოისმენენ ახალი განათლების მოთხოვნილებასა, რომელსაც საძირკვლად უდევს განათლება ჭკუისა და ქვიან შეერთება, თანასწორობა, ძმობითი სიყვარული, და ამის გულში ჩანერგებითა ხალხი……….. დაადგენს და იგემოვნებს. — ლიტერატურის მეიდანიც მაშინ განვრცელდება და ჭკუისა და გონების ცოცხალი ტრიალიც მაშინ გამოჩნდება. ამასობაში როგორღა შეიძლება ის ენის აჭრელება, როგორსაც ესლა ჩვენ ქართველობაში ვხედავთ.
ჩვენა რათგანაც ჯერ ლიტერატურა სწორე გზაზე დაყენებული არა გვაქვს, ენის ერთობა არ მოგვეთხოვება. ენის ფორმები აირივნენ ბაბილონურად. მანამ ამ არეულობას ბოლო არ მოუღო ვინმე და ენას ერთობა არ მისცა, ვერც ისეთი ვინმე იპოვება, რომელმაცა სთქვას მე უგრამმატიკოთაც წესიერად ვახმარებ ქართულ ენასაო, ვერც ისეთი, რომელმაც სწორედ, ჭეშმარიტად იცოდეს თავისი ენა. ჯერ არ შეიძლება, ჩვენგან ყოველსა ენის ხმარებაში თავისი ნაკლულოვანება არა ჰქონდეს. ამპარტავანი კიცხვა კი რამდენ ნაირი მოსდევს ჩვენ ენასა! ყოველი უგუნური, ამპარტავანი, ცალკე წამოძახებული კიცხვა სირცხვილია მთელ ქართველობაში სუყველამ ერთმანერთს ხელი მივაწოდოთ ენის დამუშავებისათვის და ამითი ლიტერატურა სწორე გზაზედ დავაყენოთ ლიტერატურა არის ხალხის სიცოცხლე და იმ ხალხს, რომელსაც სალიტერატურო ენა არა აქვს მტკიცედ დადგენილი, იმ ხალხს მეთქი ხალხობა არ ეთქმის.
მაგრამა, მკითხველო, ხალხს რომ ვამბობ, როგორ გესმით ეს სიტყვა? თუ ამ სიტყვას თქვენც იმ მნიშვნელობით წარმოიდგენთ, როგორი მნიშვნელობითაც ჩვენ ვიხმარეთ, გვგონია ჩვენ აზრს კარგათ მიხვდეთ.
კაცი კერძოობით პირად აყვანილი, გაცალკევებული — უძლური დ სუსტი ცხოველია და ამისათვისაც მარტოდ, ცალკედ არ არის და ქვეყანაზე. კაცი სცხოვრებს თავის მსგზავს ცხოვლებში, რომა იმათი აზრებისა, ნიჭისა, ერთი სიტყვით, ყოველი იმათის ურთიერთ გარდაცემ-გარდმოცემობით იმათგან ყოველი მეუფედ სცხოვრებდეს ბუნებაში და ერთმანერთში თანასწორობითა და ძმობით. კაცნი ურთიერთად ესე დაკავშირებულნი შეადგენენ საზოგადოებას. ერთი უპირველესი დამაკავშირებელთაგანი ღონის-ძიება არის ერთი, საზოგადო ენა, რომლითაც კაცები ერთმანერთში გარდასცემ-გარდმოსცემენ თავიანთ გრძნობას, საჭიროებას, სიყვარულსა, ურთიერთად სასარგებლოსა და სანეტარო აზრებსა. ამ საზოგადოებას, რომელიც არის შეკავშირებული ერთისა და საზოგადოს ენითა დ რომელსაც ამისი ღონისძიებით საზოგადო ცხოვრების მიდენილება ერთ კვალზე აქვს დაყენებული, ერთი სიტყვით, საზოგადოებას, რომელიც თავის ცხოვრებაში საზოგადოობას გამოიჩენს, ჰქვიან ხალხი.
საზოგადოდ ერთობა, მეტადრე ხალხის ერთობა და კიდევ განსაკუთრებით ქართველობის ერთობა XIX საუკუნის უმთავრესი მოთხოვნილება არის ჩვენგან, რომლის აღსრულებასაც ყოველივე ღონისძიებით უნდა ვემსახუროთ. ჩვენს დროში ეს სიტყვა „ერთობა“ ჩაინთქამს თავის მნიშვნელობაში ყოველ კეთილსა, რაც კი კერძოობით კაცსა, თუ ხალხსა საზოგადოდ ღირსებად მიეწერება. ამ საუნჯის განმომაცხადებელი, შემმატკიცებელი და შეურყეველად დამაფუძნებელი არის ერთობა ენისა.
ენის ერთობასა აუცილებლად ლიტერატურის წარმატებაც თან მოსდევს. ლიტერატურა კი ხალხის ჭეშმარიტი ცხოვრების პრუჟინაა. რაკი ხალხსა ლიტერატურა წარმატების გზაზე ექნება დაყენებული — იმ ხალხის წარმატებას იჭვი აღარაფრის აღარ შეიძლება ჰქონდეს. ის ხალხი შეიძლება, სხვა და სხვა გარეგანი ძალადობით, თავის წარმატებაში შეაყენონ, მაგრამ ეს შეყენება დროებითია ყოველთვის. არ შეიძლება ერთხელაც არის იმ ხალხის ძალამ არ გაიწიოს, ყოველი ძალადობა თან არ გაიტანოს და ისევ თავის ბუნების წარმატების გზას არ დაადგეს.
მაგრამა, მკითხველო, ქართველობა ერთი დამუშავებული სალიტერატურო ენისა და იმ ძალის ქონებაზე, რომელიც ზემო ვახსენე, ჯერ შორს არის. მართლაცა და ჩვენი საზოგადოება, როგორ ქართულ ენას მოითხოვს? ვინ იცის! ვის ვისი ენა მოსწონს, ვის რომელი. ჯერა ჩვენ „საქართველოს მოამბის“ ორი ნომრის გამოსვლას დავსწრებივართ. ამ ახალ ჟურნალში ყოველის ფერში სხვა ნაირად, ახლად სურნელობს, ამას ყველანი გრძნობენ; ნაკლულოვანება არ შეიძლება არა მქონდეს რა, მეტადრე ენასა; რათგანაც, როგორც ზემოთა ვსთქვით, ენა ჯერ დამუშავებული არა გვაქვს. რაც გრამმატიკას შეეხება, იმას თავის დროს გავშინჯავთ, და რაშიაც უთანხმოება არის ჩვენშივე, იმაში, როგორც იქმნება, ერთმანერთს დავეთანხმებით.[2] მის ენას კი რამდენ ნაირი კიცხვა მისდევს თანა! რას ამბობენ საფუძვლიანსა? ჩვენა ყური ბევრისთვის მიგვიგდია. რა საშინელი უთანხმოება, უსაფუძვლიანობა არის აზრებში! როგორ არ გაშტერდეს კაცი, ზოგი ამბობს, მეტის მეტად მდაბიურის ენით არის დაწერილიო; მეორე ამბობს, ისე ღრმად არის დაწერილი, რომ არა მესმისრაო. მესამე — როგორღაც ადვილად ვერ იკითხებაო; მეოთხე — ბატონო, სადაური ენა, რიგიანი ქართული სიტყვა არც ერთი არ არისო. მეხუთე — ალაგ ალაგ უაზრობა შემხვდა, თორემა სხვები კარგი ენა არისო; ერთმა მითხრა, აი ანტონ კათალიკოსი როგორა სწერს, აბა ისე უნდა დასწეროთ აიო. ერთმაც წამოიძახა კიდევა, ეგ ენა სწორედ ბარბაროსულიაო, აი ეხლა რომ „კალმასობა“ გამოსცესო, იმისთანა ენით უნდა დასწეროთ, რომა თქვენ ახალ აზრებსა ჭეშმარიტი ღირსება მიეცეს ჩვენგანაო, თორემა და ამას შემდეგ იმასაც ველოდი, აი იტყვის ვინმე მეთქი: როგორც პლატონ იოსელიანი სწერს, თქვენც იმისთანა ენა უნდა ახმაროთ წერაშიო, - მაგრამა. ეს კი არავის უთქვამს, ღვთის წინაშე. ამისთანა მართლად ბარბაროსულად უზრუნველ უთანხმოებასა და ესე უაზროდ, უსაფუძვლოდ ლაპარაკსა რა ეშველება!
ამ გვარი უთანხმოება მეტადრე წერაშია გასაოცარი. ამ უკანასკნელ წელიწადებში რიცხვი არ არის, რამდენ ნაირ ენას შეხვდება კაცი. ჩვენ ლიტერატორებს რატომ არ მოსთხოვეს ამისი მიზეზი ჩვენ საზოგადოებაში ყოველ კაცსა თავისი საკუთარი ჭირვეული მსჯელობა აქვს იქმნება ბევრმა თვალი გააშტეროს ამ თქმაზე: „ჭირვეული მსჯელობა“. ჭირვეულობა მეტად შესანიშნავი სიტყვაა ჩვენი საზოგადოებისათვის, რაშიაც უნდა გამოჩნდეს, – სურვილში თუ, წადილში, სმაში, ჭამაში, გონებაში, ბაასში, გრძნობაში თუ ზრუნვაში. ჭირვეულობა ყოველის ფერში ხშირია. ჭირვეულობა არის უსაძაგლესი სენი კაცის ხასიათში, რომელიც პირუტყვებთან, მხეცებთან ასწორებს კაცსა. ჭირვეულობა არის უმიზეზობა რისამე, უსაფუძვლიანობა. რამდენი იტყვის ხოლმე, მე ესა და ეს მსურსო, მე ამას და ამას ვაკეთებო, მე ამასა და ამას ვამბობ, ამასთან იმას კი არა ფიქრობს, შესაძლებელია თუ არა? საზოგადოდ სასარგებლოა თუ არა? ერთის სიტყვით ღირსება მოითხოვს თუ არა? იმათ ბაასი რომ დაუწყოთ, იმისი უკანასკნელი თქმა იქნება: ეჰ, ისეო, იტევის და ამითი გათავდება იმის ბაასი. ამასა ჰქვიან ჭირვეულობა. თვით უთანხმოებას რომ შეხვდეს რასმე კაცი, ეგ არა ფერი. ამ უთანხმოებას ან ისტორიული მიზეზი აქვს რამე საზოგადოებაში, ან ბუნებითი; ამისათვის ადვილად ასატანია ესა; მაგრამა რომელიმე აზრის უსაფუძვლიანობას, ჭირვეულობას კი კაცი ძნელად აიტანს. რამდენჯერ გაიგონებ, მკითხველო, ესა და ეს წიგნი კარგის ენით არის დაწერილიო რაში მდგომარეობს იმ ენის სიკარგე, ღირსება? ვინ იცის! აბ მიყევით მერე საფუძვლიან ბაასსა; ანა, „ეჰ, რავიცი, ისეო!“ გეტყვიან, ან არა და თავის წითელ-სიტყვაობითა და ჭარბ-მეტყველობით გაგაჩუმებენ და იმითი გათავდება საქმე, ამ ორივე შემთხვევასა ვეძახით ჭირვეულ მსჯელობასა.
ვის უჩვენებია ჩვენთვისა, ლიტერატურაში ხომ, რასაკვირველია არავისა, მაგრამ ისე ლაპარაკში უნდა მაინც გამოსთქვამდეს ხოლმე ვინმე, რომელისამე ენა რა მიზეზით მოჰსწონს, ან ამა და ამი ენას რა მიზეზითა ჰკიცხამს?
არ შეიძლება კი, რასაკვირველია, რომა კაცმა თავისი აზრი რამე ისე უფიქრელად გამოსთქვას. უეჭველია, ყოველ აზრს თავისებური საფუძველი აქვს. გავშინჯოთ მიხვედრითა, ენაზე რამდენ ნაირი აზრი ისმის ჩვენ საზოგადოებაში? ვინ რა გვარ ენას მოითხოვს? ერთი სიტვით, გრამმატიკოსმა თავისი გრამმატიკისათვის მასალა საიდამ უნდა ამოიძებნოს?— ენიდამა, რასაკვირველია; მაგრამა, ხანდახანა, ენასა სხვა და სხვა კერძეოობითი პირის ხმარებაში ხშირად ერთობა და საზოგადობა არა აქვს. მაგ. ერთი კაცი ამბობს: ერთი კაკლის ძირში, უნდა ითქვასო: მეორე იტევის: ერთ კაკლის ძირში, ზოგი: ერთის კაკლის ძირში, ზოგი: ერთისა კაკლისა ძირსა შინა, ან კიდევ ძირსა შინა ერთისა კაკლისა. რომელი დაბოლოვება უნდა ვამჯობინოთ და რა მიზეზით? საბუთი სად უნდა მოიძებნოს, რაში?
ამ მაგალითების საბუთები ჯერ ორად განიყოფებიან ზოგსა მხედველობაში აქვს ჩვენი ძველი ლიტერატურის ენა და ისინი უკანასკნელს ორ მაგალითს ამოირჩევენ და იტყვიან, ესე ჩვენ ძველ წარჩინებულ წიგნებში იხმარებაო; ზოგსა ის ენა არ მოსწონს იმიტომა, რომა მაგ ენაზე ეხლა აღარავინ ლაპარაკობსო, მაგ ენას ცოცხალ-ენობა აღარ ეთქმისო. მაშ ჯერა ეს უთანხმოება უნდა გავარჩიოთ და თანხმობაში მოვივანოთ. ამ ორ გვარ საბუთებში რომელი უფრო მტკიცე და ჭეშმარიტია?
ეს უკანასკნელი საბუთი გავშინჯოთ ჯერა.
ვინც ამბობს, რომა ისე უნდა ვილაპარაკოთ და ვსწეროთო, როგორი ენაც ჩვენ ძველებური წარჩინებულ წიგნებში არისო თუნდაც რომ ეს ენა მართლა რითიმე უკეთესი იყოს იმათა თავში ორი აზრი შეიძლება ქონდეთ იმ ენის გასაზოგადობა, რომელზედაც თვითონა სწერენ, ან უნდა ადვილად მიაჩნდეთ; ან არა და ქართველი ხალხისაგან გაცალკევება უნდა ჰსურდეთ, ისე რომა ენის არისტოკრატია შეარდგინონ. ამ ორივე აზრის სიმრუდე და იმათი ასრულების შეუძლებლობა ცხადია. ძველებური ენა ის ენა არ არის, რომელზედაც ეხლა ხალხი ლაპარაკობს, სულ სხვა ენა არის; თუ სხვა ენაა, სწავლა უნდა. ჯერა ხალხისათვის იმის საკუთარს ენაზე მარტო წერისა და კითხვის სწავლას ვერ ვახერხებთ, სხვა ენა როგორღა ვასწავლოთ! — შესაძლებელიც რომ იყოს, რათ გავიჭიროთ საქმე, რისთვის? ქართველობას ახლანდელი ენა არ უვარგა, თუ ძველებურ ენას ისეთი ღირსება აქვს რამე, რომელიც ახლანდელ ენას არ მიეთვისება? ენის ერთობისათვის ჩვენი ხალხის ბედნიერება ის არის, რომა როგორ ენასაც დაბალი ხალხი ახმარებს, ისეთსავე მაღალი, ბრწყინვალე და კეთილშობილი თავად—აზნაური. ყური მიუგდეთ, სწორეთ ერთ ნაირათა ლაპარაკობენ, ლაპარაკში ერთსა და იმავე გრამმატიკულ ფორმებს ახმარებენ როგორც გლეხები, ისე თავად აზნაური. მაშასადამე განსხვავება ვისშია? მაშ ვის ესიამოვნება ძველებური ენის ხმარება? ეს უკანასკნელი პირებიც ამითი ორად განიყოფებიან. იმათში მომატებული წილი ახმარებს მარტო წერაში და ათასში ერთი კი წერაშიაც ძველუბურ ენას ხმარებს და ლაპარაკშიაცა. რასაკვირველია, დიდი ბღენცითა და ტრაბახობით. ესენი ვითამ ღრმა მეცნიერების ყალიბში გამოსულები არიან და თავის მეცნიერებას ამითი იჩენენ. — ესენი ის დარბაისლები არიან, რომლებზედაც ჩვენ საზოგადოებაში ხმა არის გავარდნილი, რომა — ვითამ ძალიან ნაკითხი, მსწავლული მეცნიერები იყვნენ. ესენი თავის მეცნიერებას იმითი ამტკიცებენ, რომა ღრმად ლაპარაკობენ, უთუოდ იმ ფიქრითა რომა ღრმა აზრიანობასა მეტყველებაც ღრმა ეფერებაო. ეს სიმრუდე და სიცრუე ჭეშმარიტებაც რომ იყვეს, საკვირველია, იმოდენი მიხვედრა როგორ არა აქვსთ, რომა ღრმა მეტყველება უფრო აზრის სიბნელესს ნიშნავს? ეს მეცნიერნი ბრძანებენ, რომ გაუნათლებელმა ბრიყვმა სოფლელებმა — გლეხნი იქნებიან თუ აზნაურნი და თავადნი — რაც ენა ახმარონ, მეც ისივე როგორ უნდა ვახმაროვო?! ჩემი ენა სულ სხვა უნდა იყოსო, რომა ჩემი ზდილობა და მეცნიერება ჩემ მეტყველებაშიაც უნდა გამოვაჩინოვო. რომა ღრმა მსჯელობასა ღრმავე მეტყველება ჰქონდესო და რომ იმეტყველებს გუნებაში გაუვლის ეს ფიქრი: აი მე როგორი ღრმა ლაპარაკი ვიციო. ვითამ და ამითი თავისი მეცნიერება გამოაჩინა და აბა, ახლა პატივის ცემა თქვენი საქმეაო. — ენა კაცსა იმისათვის არა აქვს მინიჭებული, რომა რასაც ფიქრობს, გამოსთქვას და ისე ჩანგონოს სხვასაც ის ფიქრი, როგორც თვითონა აქვს, მაგრამა თუ სულ იმას სცდილობს კაცი, რომ ისე ღრმად (ე.ი. გაუგებად) გამოვსთქვა, რომა გაუკვირდესთო, ეს ისეთი უპატიოსნობაა, რომელსაც, დრო არის, რომა ყოველი კაცი ჰკიცხავდეს. ესენი ამ ღრმა — მეტყველებაში ისე არიან დახელოვნებულები რომა წერაში კი არა მარტო, ლაპარაკშიაც ადვილად ატრიალებენ ძველებურ ენასა. სხვები ძველი ენის ხმარებაში ვერ არიან ისე დახელოვნებულები, რომა ლაპარაკშიაც ადვილად ახმარონ და რადგანაც იმათი მიბაძვა ენატრებათ წერაში, შეძლებისამებრ, იჩენენ თავსა და უღრმავებენ.
ამ გვარ ღრმა-მეტყველებასა, მეტადრე საზოგადოებაში როცა არიან, მაშინ გამოაჩენენ ხოლმე. შინკი, თუ ან უბრალო აზნაურ — შვილსა, ვაჭარ კაცსა, გლეხსა, მოსამსახურეს ელაპარაკებიან — მაშინ სულ სხვა არის, მაშინ გაცოცხლდებიან და ცოცხალს ენაზე ელაპარაკებიან ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომა ჯერ იმათაც ესა ხორცში და სისხლში არა აქვსთ ჩაბეჭდილი (ესეც რომ იყოს, მაშინ ხომ საუკუნოდ გამახინჯებულები იქმნებოდნენ); მაშასადამე, რაღაცა ცუდისა და უპატიოსნო გრძნობისაგანა აქვსთ იმათა ხასიათში. ამ გვარ დახელოვნებულობასა ისინი მარტო მაშინ გამოიჩენენ ხოლმე, როდისაც თავისებურ ზდილებში და მეცნიერებაში არიან შეყრილნი და როდისაც ამ გვარი თავის გამოჩენა იმათ ასახელოვნებს. მოქრთამეებში რომ ჩავარდე, მკითხველო, აბა ერთი ჰსცადე და დაიტრაბახე, რომა ერთ ბატზე მოჩივარსა ერთი ათი თუმანი მაინც ავაღლიტე თქო, და ნახე მთელ შეყრილობას როგორ მოეწონო; იმათ გონებაში ისეთ სახელოვან კაცად დარჩები, რომა იმათა მეტი სახელოვნება ვერც კი წარმოიდგინონ. გაგვიგონია, ვითამ სწორედ ამ გვარი ამბავი მართლა მომხდარიყოს. იქმნება — ზოგმა სიცრუე შეგამჩნიოს ლაპარაკში, ისიც მხოლოდ იმ მიზეზითა, რომა თავისი თავის გავარჯიშება ამ გვარ საქმეებში შესრულებაში ეგონა შესული და უკვირს ამისთანა ჭკვიანი ყოჩაღობა კი ჯერ რატომ არ მომიხერხებიაო. ცუდ კაცად კი — დარწმუნებული ბძანდებოდე, იმათში არავინ შეგრაცხამს; და რაკი იმათგან საზოგადოდ ხალხში გამოვა, მაშინ კი გაიკიცხება, მაგრამა ეს განკიცხვა პირდაპირ ვერ ევნება იმას, რადგანაც ამ გვარ ღირსებას. ის კაცი იმათში გამოაჩენს, ვისაც ამ გვარი ქმნილობა მართლა ღირსებად მიაჩნია — ისე ღრმა-მეტყველებითი წითელ-სიტყვაობაა. აბა იმათში — ვინც მარტო ღრმა-წითელ-სიტყვაობაში გამოიხატვენ სრულ განათლებასა და მეცნიერობას — მოჰყევი, მკითხველო, თუ შეგიძლიან, ანტონ — კათალიკოსურს ენაზე ლაპარაკს; თუ ვერა ხარ ჯერ დახელოვნებული, მარტო ამის გამოსაცდელათა, მგონია, ღირდეს, რომა ერთი იმისი ფილოსოფიიდამ, ან ლოღიკიდამ, ან წყობილ-სიტყვაობიდამ, ფიზიკიდამ, ღრამმატიკიდამ ამოიკითხოთ და დაიხსომოთ ერთი ორი სტრიქონი და გადააყაროთ ამ გვარ მეცნიერების არეოპაგში და ნახამთ მასუკან, როგორი პატივის ცემითა და ღიმილით დაგაცქერდება ყოველი და მერე რამდენს ილაპარაკებენ შენ მეცნიერებაზე, ზდილობაზე, ჭკუაზე, ღრმად ლაპარაკზე. ეს რომ არ მოხდეს ისინიც ისე უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომა კაცი თუ მელაპარაკება, იმიტომ მელაპარაკება, რომა თავისი აზრი მე სწორედ გამაგებინოსო, როგორათაც ის მოქრთამეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომა ქრთამი კაცის უღირსობაა და თუ კაცმა ჰსთქვა, რომა მე ქრთამის აღებაში შესრულებაში შესული გავარჯიშება ესე და ესე გამოვიჩინეო, ესა… ვითამც იმას ეთქვას — მე უმდაბლესად გამოვიჩინე თავიო და სიმდაბლეში შესრულებით გავარჯიშებული ვარო.
უფრო ამ ძველებური ენის ხმარების გასამართლებლად ქართულს ენაზე ჩვენ საზოგადოებაში ერთი აზრი ტრიალებს, რომელსაცა მეტადრე ჩვენ წერაზე, დიდი გავლენა აქვს: ეს არის — განოფილება ჩვენი ახლანდელი ენისს ორ გვარად: მაღალად და მდაბლად[3]. ამ ორ გვარს მესამე გვარიც მიემატება, როდისაც ეს ორი გვარი ერთმაერთში აირევა, მაშინ იმ ენასაც თავისი მნიშვნელობა აქვსო და თავისი სახელი „საშუალო“ — ეს ენის განყოფილება ბევრს ისეთ დაურღვეველ ჭეშმარიტებად მიაჩნია, რომა კაცმა თუ მაშინვე სრული რწმუნება არ მისცა, იმას ეგონება, რომ აზრი უნდა ჰქონდეს რამეო, აზრს კი ამაში ვერას იპოვის კაცი, თუ მივყევით ამის განხილვასა, იმას შევიტყობთ, რომა თითქმის ყველა ენაში ყოფილა თავის დროს ეს განყოფილება მაღალ-ფრაზიანათა და მდაბალ ფრაზიანათა. ყოველგან ეს განყოფილება მაშინ ყოფილა ენაში, როდისაც ენა არა ყოფილა ჯერ დამდგარი საზოგადო — სახალხო ლიტერატურის სიღარიბის დროსა.ყოველ ლიტერატურის ენას გაუვლია ეს არეულობა ძველსა და ახალ ფორმებს შუა, მანამა ენის ერთი სალიტერატუროდ დადგომილება სიმტკიცეში არ შესულა; რაკი ეს დრო მოვა — მაშინა მაღალ-ფრაზოვანობასა და მდაბალ-ფრაზიანოს ალაგი აღარა აქვს, თუ ისეთი უკუმქცეველი ცრუ ფილოსოფოსი გამოვიდა ვინმე, რომელიც ძველებურ მაღალ-ფრაზიანობას დაიწყებს, მაშინვე სასაცილოთ აიგდებენ, როგორათაც ერთ უბრალო მასხარასა — და იმასაც იქით უკუაგდებენ, საცა თვითონ მაღალ-ფრაზიანობა უკუუგდიათ. მაგ. რუსული ენა დიდი ხანია გამოვიდა ამ არეულობიდამ. ენა სალიტერატუროთ შემზადდა და დაჯდა. რასაკვირველია ისინი ეხლა ყოველ მაღალ-ფრაზიან ღრმა მეტყველ ორატორსა მასხარად აიგდებენ. გამოვიდა ერთი ქართველი, რომელსაც ისე უნდოდა გამოეჩინა თავი, მთელი რუსეთის ლიტერატორებისათვის ისეთი საუცხოვო წითელ-სიტყვაობა უნდა ეჩვენებინა, რომა ქვეყანა გაეკვირვა. ამ აზრით, ამ გვარი წითელ-სიტყვაობით აღსწერა თავისი დაღესტანში მოგზაურობა, რომელსაც არც ერთი რუსი არ გადაიკითხავს; თუ ექნება ვისმე იმისი წიგნი, სამასხაროთ თუ, თორემა სხვა ფიქრით კი არავინ არ შეინახავს.
ჩვენ საზოგადოებაში ეს განყოფილება ენისა ახალი ამბავი არ არის. პირველი განყოფილება უნდა მომხდარიკო თამარ მეფის საუკუნეს შემდეგ, როდესაც ქართული სიტყვიერება თავისი დროსთვის ისეთ სისრულეში შევიდა, რომ მასუკან თუ მიმბაძავი ვინმე გამოჩნდებოდა, თორემა, სიტყვიერების წარმმატებელი აღარავინ იყო.
რაკი ხალხში სიტყვიერების წარმმატებელი აღარავინ იქმნება და მარტო რისამე მიბაძვითა სცოცხლობენ, არ შეიძლება, როგორც აზრებში, ისე იმათ გამომთქმელ ენაში, რომ არეულობა არ მოხდეს. ამასობაში ხალხის ენას დროება თავის ბეჭედს დაადებს, სხვა სახეს მისცემს, უწინდელ ფორმებს გამოუცვლის, სხვა სიმდიდრის ნიშანს მიანიჭებს და ძველეურობის მიმბაძავები კი, რომელნიც ამ ხალხის ცხოვრებისაგან გაცალკევებულები არიან, რჩებიან განათლების თავის ძველებურსავე წრეში და ისევ ძველებურ ენას ახმარებენ. ამ გვარი განყოფილება მოხდა ჩვენ საზოგადოებაში ვეფხვის ტყაოსანს შემდეგ. ამის ენაზე ქართული ენის ნასწავლებმა უფრო ძველი ენა ახმარეს საღმრთო წერილის ენის მიბაძვითა.
მასუკან, ლაპარაკისა კი არ ვიცით, და წერაში ორ გვარი ენა ტრიალებდა ქართველობაში. გაგვიგონია, რომა ვითამ ანტონ კათალიკოზის ვიღასთანაც მიწერილი წიგნი ენახოსთ საუცხოვო მდაბიურის ენით დაწერილი. დიაღ დიდ მადლობას შევსწირავდით, ვინც მის ამ გვარ წიგნს გამოგვიგზავნის რედაქციაში, რომ ჩვენ საზოგადოებას გავაცნოთ ენის ამ გვარი განყოფილება ისე, როგორათაც ჩვენი წასული საუკუნის უუმეცნიერესი ქართველი გრძნობდა.
ეს განყოფილება ენისა რჩება საზოგადოებაში, მანამ ის საზოგადოება არ მიხვდება იმ ჭეშმარიტებასა, რომ ყოველის ფერი ქვევანაზე და სხათა შორის ენაც იცვლება, წარმატებაში შედის; და ამ წარმატებასა და ცვლილებასა თავისი ბუნებითი კანონი აქვსთ, რომლის წინააღმდეგობაც ყოველთვის ფუჭია. სხვა და სხვა ისტორიული ცხოვრების დროს გრამმატიკულ ფორმებსაც, ე.ი. ენის სიტყვებსა და იმათი ცვლილებების ხმარებას სხვა და სხვა კანონიერება და წესიერება უნდა ქონდესთ და აქვსთ კიდეცა, მაშასადამე სხვა გრამმატიკაცა. სიტყვის ყოველნაირ ხმარებასს აქვს თავისი მიზეზი ძველ სხვა და სხვა ნაირ ხმარებნებში. ყოველივე სიტყვის ერთი და იგივე დაბოლოება, ერთი და იგივე გრამმატიკული ფორმა არის შემდგარი სხვა და სხვა ძველებური იმავე გვარი ფორმებითგანა. ამის მიხედვით, კარგი იქმნებოდა, რომა გრამმატიკის ყოველ წესსა თავისი ისტორიული გარჩევა ჰქონდეს ამოპოვებული, ურთი სიტყვით ენის სრული, ჭეშმარიტი ცნობისათვის გრამმატიკა ისტორიული უნდა იყოს. ჩვენა, მართალია, გვსურს ყოველი ენის წესი, რამოდენათაც ჩვენთვის შესაძლებელი იქმნება, ისტორიულად გავშინჯოთ. ამ გვარი გრამმატიკა არის მეტადრე ჩვენი ახალი დროების მოთხოვნილება. ჩვენს ჯერა, რასაკვირველია, არც ერთი გრამმატიკა არა გქაქს ამ გვარი.
ქართული ენის გრამმატიკათაგანი: პირველია ანტონ კათალიკოსისა, რასაკვირველია, იმის დროს რომ ენა იხმარებოდა — მაღალი წერა — იმ ენისა არის. გაიოზის — ანტონის გრამმატიკის შემოკლებული მიბაძვაა. აგრეთვე უ. დოდაევისა — უ. პლატონ იოსელიანის ენის არევ-ნარევია, მაგრამ უფრო ძველებური ენისა, რომელიც ეხლა იხმარება თვითონ პლატონ იოსელიანისა და ორიოდე იმ გვარი მეცნიერებისაგან. ეს გრამმატიკები რუსულ გრამმატიკებს გვაგონებენ: იმავე დაწყობილებაებითა, იმავე განსაზღვრებაებითა. მასუკან, ჩვენა გვაქს შეცდომებით სავსე ბროსსეს ორი გრამმატიკა, მაგრამა, თავისი ღირსება იმათაცა აქვსთ, რომელსაც თავის დროზე გამოვარჩევთ იმ ურიცხვი შეცდომისაგანა, რომელიც ჩვენგან არ მოეკითხება პატივსაცემ ფრანცუზსა, მეტადრე როდისაც სულ ორიოდე წელიწადი იყო გასული მასუკან, რაც იმან ქართული ენის სწავლას მიჰყო ხელი და გრამმატიკა კი ისეთი შეადგინა, რომლითაც რამდენიმე ახალი კანონი ამოიპოვა და შეიტანა საუკუნოდ ჩვენი ენის შეკანონიერებაში.
ბოლოსა, ერთი გრამმატიკაც არის კიდევა, რუსულად დაწერილი უ. დავით ჩუბინოვისა. ეს გრამმატიკა სხვებზე მომეტებულად არის შესანიშნავი, რათგანაც ეს პირველია და ჯერ უკანასკნელი, რომელშიაც ჭეშმარიტი კანონების ამოპოვებაზე არის დამკვიდრებული, უფრო ცოცხალი ენის კანონების ამოპოვებაზე, თუმცა მაინც ეს ცოცხალი ენა ძველ ენასთან არის ისე გადარეული, რომა ცოცხალი ენის ბედისა აღარა გაგვეგება რა, არც ჩვენა და არც თვითონ უფ. ჩუბინოვსს. ამ ამოპოვებაში უ. ჩუბინოვი ისე არეულ-გადარეულია, რომა სიტყვების მნიშვნელობაც სულ არევია. ამ გრამმატიკაზე ერთი კრიტიკა იყო დაბეჭდილი „ცისკარში“, რომლის სიბრიყვე და უაზრობაც ყველას უნდა ახსოვდეს.
შემდეგ სტატიებში ყველა ამ გრამმატიკებს მიუბრუნდებით და იმათ ნაწილ-ნაწილად გაშინჯვაში, რაც აქა ვჰსთქვით, იმას დავამტკიცებთ იმათზე სხვა დაწვლილებითი აზრების გამოთქმითა.
ჩვენი ენის ისტორიულ დოკუმენტად დავიდებთ სამღთო წერილის ენას, ვეფხვის ტყაოსანს და საზოგადოდ ძველ მწერლობას და იმათი ენის დამაკანონიერებელ გრამმატიკას ანტონ კათალიკოსისას. იმას მივაყოლებთ გაიოზისას, უ. დოდაევისას და უ. პლატონ იოსელიანისას, თუ იმათში შესანიშნავი საკუთარი ამოპოვებაები ვნახეთ რამე; მასუკან ბროსსესებისასა და ჩუბინოვისას. ყოველთა ამათ დანაწერების მიმოხილვაში, ვაჩვენებთ იმათ ნაკლულოვანებასა და ვეცდებით ყოველ ნაწილზე ჩვენი აზრი გამოვსთქვათ ჩვენი ქართული ენის რიგიანი გრამმატიკის დასამუშავებელ მასალებად; — ამაში, რაკი ხალხის ენას არ მოვშორდებით, ენის ერთობა იქმნება მუდამ ჩვენი გულის წადილი. — როგორც ზემოთა ვსთქვი, ხალხში კერძოობითი პირების დაკავშირება და ერთობა არის იმისი ძლიერება; ამ დაკავშირების დამამყარებელი და შემმტკიცებელი — ენაა, ენის ერთობა, საზოგადობა. რაკი ერთხელ ენასა სრული, რიგიანი გრამმატიკა ექნება, ენის ერთობის დამარღვეველი აღარა იქნება რა, მეტადრე ჩვენ დროში, როდისაც ხალხში წერა და კითხვის განვრცელება გაადვილებული და მთელი ქვეყნისაგან მოწადინებულია. ჩვენ დროში ძალიან ადვილად არის მოსახდენი, რომა ერთ ორ წელიწადში, თუ ძალიან, გულით მოინდომა ხალხის გასათლებულმა ნაწილმა (როგორათაც ორიოდემ ეს კეთილშობილურად იწყეს კიდეცა საქმით ამის ასრულება) მთელი ჩვენი ქვეყანა, რომელიც ქართულსა ლაპარაკობს, წერაცა და კითხვაც იცოდეს და ამითი შევიდეს დროების წინამავალი მოთხოვნილებისათვის მოქმედებაში; სოფლის უბანუბნებად გლეხებსაცა ჰქონდეთ თავისი ჟურნალებიცა და ყოველის ფერი, რასაც დროება და კაცობრივი განათლება მოითხოვს, თუ არა ნივთეულად, ჯერ იმისი გაგება მაინცა.
აი ეხლა განვამეორებთ ჩვენ აზრსა, — რომ გრამმატიკა თუ გვინდა — ძველ ენას უნდა თავი მივანებოთ და ახალი ენიდამ უნდა ამოვიპოვოთ კანონები. ძველ ენას უნდა მივსცეთ იმ გრამმატიკისათვის ისტორიული მნიშვნელობა. არც ერთი ჩვენი გრამმატიკა არ არის საკმაყოფილო სწორეთ იმ მიზეზით, რომ ახლისა და ძველი ენის გარჩევა არც ერთში არ იგრძნობება, მერე სხვა დანაწევრობითი ნაკლულევანება ბევრი აქვსთ და იმათა ჩვენა დანაწევრობითისავე გაშინჯვაში გამოვარკვევთ.
აქა ერთ შენიშვნაზედაც გვინდა პასუხის გება. ჩემთვის ცალკე ლაპარაკში უთქვამთ გაგვირებითა: მაშა სალიტერატუროს ენაში დ სალაპარაკოსაში განსხვავება არა უნდა იყოს რაო? რასაკვირკელია, არა. ვლაპარაკობ, თუ გწერ, ერთსა და იმავე აზრს გამოვაცხა დებ; ერთი და იგივე აზრი მარტო ერთ-ნაირათ შეიძლება გამოცხადდეს, თუ მტკიცეთა და სწორეთ მინდა გამოცხადდეს. ამაზე ცხადი რომ არა იქმნება რა! რათგანაცა ჩვენცა და მდაბალი ხალხიც ერთისა და იმავე ენით ვლაპარაკობთ, მაშასადამე, სალიტერატურო ენაში და სახალხო ენაშიაც განსხვავება არა იქნება რა, რაც კი გრამმატიკას შეეხება. განსხვავება შეიძლება იყოს მარტო ზოგიერთ სიტყვებში, რომელთ აღხსნითაც მთელი ფრაზის აზრი იღხსნება, და მაშინ სახალხოდ, საზოგადოდ გასაგები შეიქნება.
ლიტერატურის ენაც სწორეთ ისეთი ენა უნდა იყოს, რომელსაც უწოდებენ მდაბიურსა ჩვენ სწორეთ იმ ენაზე გვსურს მარტო ლაპარაკი კი არა, წერაცა. შესაძლებელია, რომა ჩვენ ამ მდაბიურ წერაში ისეთი სიტყვები ვიხმაროთ ბევრი, რომელნიც მდაბალ ხალხს არ ესმოდეს. ამ ას საშველი არა აქვს რა იმას მეტი, რომა განიმარტოს ის სიტყვები სახალხო, საზოგადოდ გასაგების ენითა. ამ გვარი სიტყვები, შეუძლებელია, ბევრი არ შემოვიდეს, რათგანაცა აზრის გამოსათქმელად ბევრი სიტვები გვაკლია. ამ სიტყვების საქმე ჩვენი — როგორც გრამმატიკის დამუშავებისათვის მშრომელის — საქმე არ არის. გრამმატიკის საქმე არის თვითონ სიტყვები კი არა, იმათი ფორმები, იმათი სხვა და სხვა ცვლილებაები და იმათი დაწყობილებები.
ლიტერატურის ენას უნდა ჰქონდეს დაარსებული კანონები, რომლებიც არიან განმსაზოგადოებლები ენისა. ლიტერატურის ენად უნდა შესდგეს მდაბიური ხალხის ენა; ჩვენ იმისი დაკანონიერება გვსურს, ამ ენის გრამმატიკის დამუშავებასა ვშველით.
ლიტერატურის ენა ჯერა დამდგარი არარის — მეთქი. ამაზე არ შეიძლება იეჭვოს ვინმე. ეხლა ყოველ მწერალსს სხვა და სხვა „თავისი“ კანონები აქვს — როგორც ლექსების შეერთებისა, ისე იმათი ცვლილებაებისა, იმათი მართალ-წერისა. ამ გვარი მეცნიერები, რომელთაცა ქართული ენის ცოდნაში თავისებურად მაინც დახელოვნებულებად მიაჩნიათ თავისი თავი, ენასა სწორეთ თავისი კერძოობითი საკუთრებისავით ექცევიან, რომელსაცა, როგორც ისურვებენ, კიდეც გაასწორებენ, გამოსცვლიან, მიატრიალ-მოატრიალებენ. ერთი სიტყვით, იმათ ხელში ენის გარდასავალი იმათ ჭირვეულობაზე ჰკიდია. ენა არის მთელი ხალხისათვის მინიჭებული, საზოგადო საკუთრება, რომლის ხმარებაშიაცა — თვით ენის სიმკვიდრისათვის, მაშასადამე საზოგადოდ სარგებლობისათვის — ყოველ კერძოობით პირსა საზოგადოდ მთელი ხალხის დათანხმება უნდა ჰქონდეს. ამისათვის დაკანონიერება, დაწესება ენისა იმოდენად უნდა ვისურვოთ, რამოდენათაც იმ ენისაგან არის შესაძლებელი, რომელზედაც მთელი ხალხი,— ქართლელი, კახელი, თუ იმერელი კი არა, მთელი ქართველი ხალხი ლაპარაკობს.
თუ წერაში ამაზე წინააღმდეგი კანონი შემოიღო ვინმე, ყოველმა ქართველმა უპატივრათა და შეცდომათა უნდა მიიღოს დ გადააგდოს. ვინც ახმარებს მაგ. ესე: „თქვენით წიგნით“, ანა ჰსცდება და ან თავის-ნებითი შემოღებით აძალადებს და ამახინჯებს მთელი ხალხის ენასა.
მაშასადამე გრამმატიკის დამუშავებისათვის უპირველესი წყარო და საბუთიანობა უნდა იყოს — ცოცხალი ხალხის ენა.
მაგრამა, რათგანაც იმავე ღრმა — მეტყველებისაგან ზოგი ერთი ფორმა განვრცელებულია საზოგადოებაში, შეიძლება ხშირად მოხდეს, რომა ერთმა სთქვას ხალხი ასე ამბობსო, მაგ: კარგის კაკლის ძირში, მეორემ — კარგი კაკლის ძირში, მესამემ — კარგი კაკლის ძირში. მაშინ, რა უნდა მიიღოს კაცმა საბუთად? მაშინა გრამმატიკოსმა ჯერა საზოგადო გრამმატიკის კანონები და ენის ხასიათი უნდა მიიღოს მხედველობაში. მაგ. როგორ უნდა ითქვას: კარგის კაკლის ძირში, კარგი კაკლის ძირში, თუ კარგ კაკლის ძირში? აქა ორ სიტყვასა: „კაკლის ძირში“ ყველანი ერთნაირად ამბობენ. ღრმა-მეტყველებმა თუ მაინც არის და წამოიძახეს: „არა, ეგრეკი არ უნდა; კაკლისა ძირსა შინა, ან ძირსა შინა კაკლისა, ან კიდევ ძირსა შინა კაკლისასა“ — უნდა ითქვასო, რათგანაც სამ გვარი წერა არისო: მაღალი, საშუალო და მდაბალიო, იმათ სუსი უნდა უთხრათ და იმ საბუთის ჭეშმარიტობით დაუმტკიცოთ, რომ ხალხი ესე ამბობს: კაკლის ძირში და გავათავოთ. მაშ ეს სწორე და წესიერი თქმა არის. უთანხმოება რაში აქვსთ იმ სამსა? პირველ სიტყვაში: კარგის, კარგი თუ კარგი ჯერა ორი შევათანხმოთ. როგორა სჯობს: კარგი კაკლის ძირში, თუ კარგის კაკლის ძირში. აქა ორი საგანი არის: კაკალი და ძირი და ერთი თვისება ვითარება საგნისა (ვითარი, როგორი?) კარგი, რომელიცა ან ერთს უნდა ეკუთვნოდეს, ან მეორესა. თუ კაკალია კარგი, — მაშინ უნდა ითქვას: ან კარგის კაკლისა, ან კარგი კაკლისა. რომელი სჯობს? წიგნებში უწინ იხმარებოდა კარგისა კაკლისა, მასუკან (სიბრძნე სიცრუეში) იხმარება კარგის კაკლისა. ეხლა ეს დაბოლოვება დარჩა, თუ გამოიცვალა ესე კარგი კაკლისა?— ამბობენ: 1) ერთი კაცისა, ორი კაცისა, რვა კაცისა, ცუდი კაცისა, ავი ადამიანისა, ცუდი მწერლისა, და სხ. 2) ერთ კაცსა, ორ კაცსა, რვა კაცსა, ცუდ კაცსა, ავ ადამიანსა, ცუდ მწერალსა. ამ მეორე მაგალითებში როგორც თვით საგნებსა სხვა დაბოლოვების მიცემით, მნიშნვნელობაც სხვა მიეცათ, ისე ვითარების გამომთქმელ სიტყვებსაც, ცხადია, სხვა დაბოლოვება ეძლევათ. დაბოლოებების საზოგადო კანონი, რომელიც ენას ბუნებითგან დაყვება, ჯერ ის არის, რომ ყოველ დაბოლოებასა, სიტყვის ყოველ ნაირ შეცვლასა, თავისი საკუთარი ცალკე აზრი და მნიშვნელობა აქვს, და მერე ისიცა, რომ მნიშნვნელობაების საზოგადობასა (общность) სიტყვების დაბოლოების საზოგადობა ემართება. მაშასადამე თუ ვიხმარეთ სიტყვა „კაკლისა“, ამასთანა ზემოთ მოწყობილი მაგალითების მიხედვით, იმასთან ამ საგნის ვითარება ესე უნდა ვიხმაროთ: „კარგი“ და არა „კარგ“. და გამოგვივა: კარგი კაკლისა. თუ ესვე სიტყვა სხვა მნიშვნელობაში ვიხმარეთ: კაკალსა, ვითარების სიტყვა სხვებ იხმარება: კარგ კაკალსა.
ერთი სიტყვით ამ ვითარებებს დაბოლოება მოეკვეთება, როდესაც თავის საგანს წინ იხმარება. ეხლა ამ უკანასკნელს შევადაროთ მესამე. როგორ უფრო სწორე ქართული იქნება: კარგ კაკლის ძირში, თუ კარგი კაკლის ძირში? აქა გავიმეოროთ კიდევა, რაც ზემოთა ვსთქვით. აქა ორი საგანი არის: კაკალი და ძირი, და ერთი თვისება, ვითარება (ვითარი, როგორი?) „კარგი“, რომელიც ან ერთს უნდა ეკუთვნოდეს, ან მეორესა. თუ სიტუვა „კარგი“ ეკუთვნის კაკალს; მაშინ ვიცით, რომა უნდა ვიხმაროთ: კარგი კაკლის ძირში; თუ სიტუვა „კარგი“ ეკუთვნის ძირსა, მაშინ უნდა დაიწეროს „კარგ“.
ამ გვარად სიტყვების ხმარებაში უთანხმოების დარღვევითა და ესე ერთი ფორმის დადგენით, დაწესებითა შედგება გრამმატიკული ფორმების კანონი, წესი და ესე ამ გვარი კანონები შეადგენენ იმ საძირკველსა, რომელზედაც უნდა აეგოს ერთობა ენის ხმარებაში. ენის ამავე ერთობისათვის ერთი სიძნელეც უნდა მოვიხსენიოთ.
ეხლა ყოველმა ქართველმა იცის, რომ იმ განსხვავებას გარდა რომელიც ჩვენს ენაში ენა-ღრმა მეტეველებისაგან არის შემოტანილი, სხვა ალაგობრივი განსხვავებაც არის. მაგ. იმერეთისაკენ ზოგიერთ სიტყვებში ასოები სხვა ნაირათ იცვლებიან, ფრაზაში სიტყვები სხვა კილოზე ხმაურობენ (intonalio). ამასა რაღაცა საბუთი, აზრი უნდა ჰქონდეს, ერთი რამ კანონი. მანამ იმერეთში ცალკე – ჟურნალის გამოცემა ძნელდება, ყოველს ენის მცოდნე იმერელს მოეთხოვება, რომა გაშინჯოს, რა განსხვავება აქვს იმერულ ენასა ქართლისა და კახეთის ენისაგანა; სიტყვების ისეთ ცვლილებაებს უნდა მიადევნონ ყურადღება, რომელიც საზოგადოა მთელ მხარეში. მაგ. მგონია, რომა რაჭველების ენა მომეტებულად იმითი განუმსხვავება ქართლულს, კახურს და მეტადრე იმერულსა, რომ უკანაკნელის წინა-მარცვალი უფრო გრძლად გამოითქმის: შენი ჭირიმე, ჩემო ხემწიფე. ამისთანა გამოთქმასა შესაძლებელია ლექსთწყობილობაში მნიშვნელობა მიეცეს რამე, ამ გვარი რამე იმერულ ენაშიაც უნდა იყოს, და იმისი ამოძებნა, არა მგონია, ბევრს იმერელს გაუძნელდეს, თუ ბევრსა მოძებნილი არა აქვს კიდეცა. საზოგადოდ ქართული ენის გრამმატიკისათვის იმიტომ არის საჭირო ესა, რომა ქართულ გრამმატიკაში საქართველოს არც ერთი მხარის გაცალკევება არ უნდა ჩავიდეს ქართული ენის საზოგადო კანონათა. ჩვენ გაშინჯვაში, როგორც შეგვეძლება, ვეცდებით, რომა, რამდენიც. ვიცით, ამ გვარი განსხვავებები მოვიხსენიოთ და გავშინჯოთ.
2. ასოები
სისტემა, დაწყობილობა გრამმატიკაში ერთი და იგივე აქვსთ ყველა ჩვენ გრამმატიკოსებსა, ანტონ კათალიკოსის გრამმატიკას გარდა, რომელსაც მერე გავარჩევთ, როგორც ისტორიულსა. ყველანი ჯერა იწყობენ ასოებითგან (ვისაც კი აქვს რამე თქმული ჩვენ ასოებზე), მერე სიტყვის ნაწილების განყოფილების გარჩევაში არიან; მასუკან, ჯერ არის კანკლედობის დაწყობილება, მერე ზმნის უღვლილებაები დ მერე შეუცვალებელი სიტყვები: ზმნისზედა, თანდებული, კავშირი და შორისდებული. ეს შეადგენს გრამმატიკის პირველ ნაწილს; იმათში გაიშინჯებიან სიტყვების დაბოლოვების ცვლილებები, რომელთაცა, სხვა და სხვა იმათი მნიშვნელობის მიხედვითა, კანონიერება და წესი მიეცემათ. გრამმატიკის მეორე ნაწილის საგანი არის ხოლმე გამოხატულობა აზრისა: სიტყვების... ერთმანერთში თანხმობა. ჩვენა ამას პირველსავე ნაწილში გავშინჯავთ, ერათგანაც ის ნაწილი სიტყვებისა, სიტყვების დაბოლოვებისა და დაბოლოების დაკანონიერების გამოძიებაში უნდა შევიდეს. მეორე ნაწილში გაიშინჯება მარტო სხვა და სხვა დაწყობილებს სიტყვებისა, კონსტრუქცია, რათგანაც ესა თვით სიტყვებსა და იმათ ცვლილებაებს აღარ ეხება იმათი სხვა და სხვა ალაგს გარდაწყობ-გარდმოწყობილობით ცალკე სიტყვებისა კი არა, თვით მთელი ფრაზის აზრი იცვლება. კონსტრუქციას შემდგომ იქნება: მართლ-წერა და ფრაზაში სიტევების სხვა და სხვა კილოზე ხმაურობა.
ჩვენა საქმის გასაადვილებლად ჯერა ასოების შინჯვით დავიწყობთ; მაგრამ, ასოებსა ორი მნიშვნელობა აქვსთ. 1) ჯერა,— ასო არის ხმის გამომხატავი, და— როგორც ხმის გამომხატავთა — ასოებსა ერთმანერთში თანხმობა აქვთ, თუ არა? ყოველი ასო თავის ბუნებით ცალკე ხმას წარმოადგენს, თუ არა? 2) ასოები ერთმანერთის თანადადებაში ერთნი სხვებს მაგივრად იხმარებიან და ამისი დაკანონიერება მართლწერაში გაიშინჯება.
ანტონ კათალიკოზსა აქვს ეს განსაზღვრება ასოისი: „ასო არს წიგნი შემძლებელი ნაწევრობითისა ოხვრისა“, და ამ განსაზღვრების მიხედვით უ. დოდაევი ამბობს: „ასო არს გამოხატვა აღმოხვრის, რომელიცა შეადგენს ლექსსა“. ჩვენი ახლანდელი ცოცხალი ენით ითქმის: ასო არის ნიშანი, განაწევრებითი ოხვრისა სხვებ — გაცალკევებული ხმის გამომხატავი. მაშა, ყოველ განაწევრებულ ოხვრასა, ხმასა — უნდა ქონდეს თავისი ნიშანი. რამდენიმე ამ გვარი ნაწევრებითი ოხვრა ან ხმა შეადგენს სრულ ხმასა, რომელიც არის ძირი ლექსისა, სიტყვისა. ამ ძირსა სხვა და სხვა მნიშვნელობისათვის მიემატება — დაბოლოვება ან წინადადება. მაშასადამე, ყოველ ლექსსა უნდა ჰქონდეს ჯერ ძირი, მერე დაბოლოება ან წინადადება, და ამისგამო ყოველი ლექსი შესდგება რამდენისამე ასოთი.
აქამდინ გრამმატიკებში სულ ოც-და ცხრამეტი ასო ირიცხვება. ანტონ კათალიკოსმა შეორმოცება მოინდომა, მაგრამა ვერ აასრულა. საჭიროება მოითხოვდა, თუ მარტო რიცხვის შერგვალება უნდოდა, — ამისი რა მოგახსენოთ, მკითხველო. ეხლა მარტო ამას კი ვიტყვით, რომა იმის დროსაც ჩვენს ენაში ბევრი უკანონობა და უწესოების მოხდენა ძალიან ადვილი ყოფილა და ამ ბუნებითი ენის კანონები კერძოობით პირზე დამოკიდებულები ყოფილან.
ოცდაცხრამეტი ასო ესე ირიცხვოდა იმის დროსა, და აქამდინაც ესე ირიცხვიან ჩვენ გრამმატიკოსებისაგან:
ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, ჱ, თ, ი, კ, ლ, მ,
ნ, ჲ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ, ჳ, ფ, ქ, ღ,
ყ, შ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ, ჶ,
შესაორმოცებელად ანტონ კათალიკოსს სომხური շ (Ը) უნდოდა. მაგრამ, ეს ამბავი მაინც დავიწყებულია ჩვენში და ჩვენც დავივიწყოთ.
ამ ოცდაცხრამეტ ასოსა სუყველანი ჰყოფენ: ხმოვანად, ორმოვანად (ზოგი — ნახევარ ხმოვანად), და უხმოდ.
ხმოვანი ასოები არიან: ა, ე, ი, ო, უ, ესენი წარმოადგენენ ხუთ ისეთ სრულ ხმასა, რომელნიც გამოითქმიან თავის-თავათა, რომელნიც, როგორც დოდაევი, უ. პლ. იოსელიანი და სხ. ამბობენ, „გამოითქმიან შეუწევნელად სხჳსა ასოჲსა“.
უხმო ასოები არიან ისინი, რომელნიცა ვერ გამოითქმიან, თუ ხმოვანი ასოს ხმა არ იშველია კაცმა. ამათ რიცხვში არიან:
ბ, გ, დ, ვ, ზ, კ, ლ, მ, ნ, პ, ჟ,
ს, ტ, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ,
ჴ, ჯ,ჶ.
ამათ გარდა კიდევ სხვა გვარი ასოები იხმარებიან: ჱ, ჲ, ჳ, ჰ, ჵ, ამათ ეძახიან ზოგნი ორ-ხმოვანებად, და ზოგნი ნახევარხმოვანებად. ამათგან უნდა გამოვიხსნათ ჯერა ერთი ასო. ჰ, რათგანაც ამასაც სწორეთ უხმო. ასოების ხასიათი აქვს. რათ შეურიცხავთ ეს ასო გრამმატიკოსებსა ნახევარსა თუ ორხმოვანებში, ეს არ გვესმის; თუ ასოს დასახელებითა, რომა ორი ხმოვანი ასოს შეწევნით გამოითქმის და ამისთვის ორ ხმოვანი არისო, რატომ რ (რაე) ორხმოვანებში არ არის?
ეს ჰ სრული უხმო ასოა და ყოველთვის უხმოების რიცხვში უნდა იყოს ხოლმე.
დარჩნენ ორ ხმოვანები თუ ნახევარხმოვანები ოთხნი: ჱ, ჲ, ჳ, ჵ; ამათთანა ერთი ასოც უნდა იყოს — უნბრჯგუთი (ˆუ), რომელიც სწორეთ ამათი გვარისაა, ან ნახევარ ხმოვანი უნდა იყოს, ან ორხმოვანი (თუ გარჩევა არის რამე ამ ორ გვარ დასახელებაში). ძნელი გასაგებია, ამ ასოსათვისაც რატომ არ მიუციათ ჩვენ გრამმატიკოსებს ცალკე ალაგი ჩვენი ასოების რიცხვში. ანბანის შეორმოცება თუ ჰსურდათ, ამითი უფრო ადვილათა და საფუძვლიანად არ შეორმოცდებოდა ჩვენი ანბანი?
მკითხველი აქამდინ, რასაკვირველია, შეატყობდა, რომა ჩვენა ნახევარსა თუ ორხმოვან ასოებსა სულ არა ვხმარობთ, და რასაკვირველია, ამის მიზეზს მოგვთხოვს. ეხლა თავის გამართლებას ვაპირებთ, მაგრამ უ. დავ. ჩუბინოვისავით უმიზეზო გადაწყვეტილობისაგან ღმერთმა გვაშოროს. ეს დარბაისელი მეცნიერი ქართველი ამბობს, მე მგონია, რომა ეს ასოები საჭირო არ იყვნენო. თუ იმას ჰგონია, მაგაზე ვის რა დავა აქვს?
ამათთანა ორი საეჭვო ასო. უხმოებშიაც არის: ჴ, და ჶ. ესენიც იმ ხუთ ასოებთან ერთად გავშინჯოთ ამ რიგზე: ჱ,ˆუ, ჲ, ჳ, ჲ, ჵ, ჴ, ჶ.
მე ვიცი, ბევრი ჩვენს მკითხველთაგანი ჯერ მოგვთხოვს, პირველად ამ ასოების გადაგდების ფიქრი როგორ გავბედეთ? რ გაეწყობა, ყოველისფერი, რასაც აზრიანი და გონებიანი კაცი ვერ გაიგებს, ჯერა იჭვნეულობას ჩაიგდებს იმაზე და იჭვის მიხედვითა ყოველისფერსა მოსთხოვს საფუძვლიანობას; თუ ვერ იპოვა, იმ საგანს სულ იჭვში იქონიებს და მერე, იმის დასარღვევად საფუძვლიან აზრს ეძებს; თუ მოიპოვა გადაგდების რამე აზრი, გადააგდებს და მერე, მანამ იმ საგნის საფუძვლიანიობა არ დაუმტკიცეთ, აღარ მიიღებს.
ჩვენც ისე მოგვივიდა ამ ასოების შესახებ. რა აზრი ქონდა ამ ასოების ხმარებასა, არ გვესმოდა. ბევრი ვეძებეთ იმათ ხმარებაზე კანონი, წესი და ვერა ვიპოვეთ რა. მერე მოგვივიდა ფიქრში იმით ხმარებაზე უწესოების მოძებნა და დიაღ მრავალი უწესოება ვიპოვეთ.
მიმოვიხილეთ ჯერ ახალი მწერლობა და ვჰსცანით, რომა ერთი მწერალი იქ იხმარებს, სადაც მეორე არა; ხშირათაც ერთი და იგივე მწერალი ერთსა და იმავე სიტყვაში ხან ახმარებს, ხან არა, როგორც თითებს მოხვდებათ. მოვყევით მერე ჩვენი ენის მშვენიერი წარმომადგენელისაგან —საღმრთო წერილისაგანა და ამოვედით თვით უ. პლ. იოსელიანისა და უ. სარდიონ ალექსიევ-მესხიევის ღრმა-მეტყველობამდინა და არ იქნა. კანონიერება და წესი ამ ასოების ხმარებისა არსადა ვნახეთ და ისევ უკანონობა და უწესოება კი ყველგანა. გადავშალეთ საღმრთო წერილი როგორც შეგვხვდა და ვნახეთ სახარებაში: მათ. თავ. II. 12. წარვიდა. 18. შვილთა. III. 9. შჳლად. IV. 21. პირველთა, 33, კვალად, 34. ყოვლადვე. 33. თუალი. 46, 47. ეგრეთˆუჱ. VI. 34. ნუ ზრუნავთ ხვალისათვისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა VII. 2. წინასწარმეტყველნი, 14, ცხოˆურებასა. 15. ცრუ წინასწარმეტეველთაგან.
ყოველმა უწესოებამ ესე იცის, რიგიანობა ყოველ უწესოებას ესე დაებნევა ხოლმე. ერთი რამ საზოგადოთ გადაწყვეტილი ჩვეულება მაინც რომ იყვეს დამკვიდრებული, კიდევ ჰო; მაშინა იმ ასოებსა საზოგადო, მთელი ხალხისაგან განვითარებული ხასიათი ექნებოდათ, და ამ ასოებსა ესე ცხადათ ჩხუბს ვერ გავუბედავდით. მაგრამ, რაკი ვინც ახმარებს, — ყოველის ხელში ამ ასოების ხმარება შემთხვეულებაზე, ე.ი. უწესობაზე, უკანონობაზე ჰკიდია და ჩვენა ენაში რიგიანობის დამკვიდრებასა ვჰსცდილობთ, რასაკვირველია, იჭვი კი აღარა, მასუკან გადაგდებისათვისაც დაუწყეთ საფუძვლიან აზრებსა: ძებნა და ვჰგონებთ, რომა საკმაოდ მოვიპოვეთ. რასაკვირველია, თუ ამ საბუთებმა არ დაგარწმუნათ ამ ასოების უსაჭიროებაზე და უნისათვის ვნებაზე, მაშინა თქვენი საბუთიანი უკმაყოფილობა გამოგვიცხადეთ და ჩვენ სხვას უმრავლესს კიდევ მოგახსენებთ.
აბა, მოვკიდოთ ხელი ჱ-სა. ამ ასოს ხმარებასა არა კაცობრივი აზრი არა აქვსრა; ამ ასოს თავისი საკუთარი ხმა, რომლის წარმოსადგენათაც უნდა ეარსებნა უნტში, არა აქვს რა ხმას წარმოადგენს ეს ასო ისეთსა, რომელიც სხვა ასოთი (ჰ-თი ან ე-თა) ვერ გამოითქმოდეს? ძალიან ძვირად, ათასში-ერთხელ შეჰხვდება კაცსა ძველ ნაწერებში და, კიდევ უფრო ძვირად, ერთ-ორ ახალს, ჩვენ თანა- მედროე მწერლებში ეს ას ერთი შორისდებულის გამოსახატავად: ჱ, ან ჱე ღმერთო! მაგრამ, რატომ არ არის შესაძლებელი დაიწეროს: ჰე ღმეთრო, როგორცა სწერენ უფრო ხშირად ისინივე, რომელთაც ჱ-ეს მაგივრად ათასში-ერთხელ წამოსცდებათ უფიქრელათა და უაზროთ: ჱე ღმერთო, და უფრო კიდევ უაზროთა: ჱ ღმერთო?
მაგრამ უფრო ხშირათა ეს ასო იხმარება ˆუ-თან ერთად და ყოველთვის ერთი მარცვალის გამოსახატავად — ˆუჱ ჯერა ˆუ-ის აუცილებელი საჭიროება მივიღოთ და ვიკითხოთ, ჱ-ს მაგიერად რატომ არ მოესმის ხოლმე ˆუ-ს ე და რატომ არა ჰსწერენ: თქˆუენ, ქˆუეყანა, როგორცა ჰსწერენ: სიტყˆუა, ქˆუა და სხ. აქა მოვიგდო ხელში ჳ, რომელიც ჱ-სავით მარტო ˆუი-ს მაგიერად იხმარება; ამათთვის ცალკე ასო რაღათ არის მოგონებული? „ფქჳლისა“ და „შჳლის“ მაგიერად, რატომ „ფქˆუილსა“ და „შˆუილს“ არა ჰსწერენ? ცხადია ამ ასოს ჱ ხმარების უაზრობა. მაშა სადამე ˆუ-ს აუცილებელი საჭიროებაც რომ მივიღოთ, ჱ და ჳ მაინც სახმარებელნი არ არიან, მეტადრე როდისაც არც არის ენაში დაწესებული ამათ ხმარებაზე კაკონები და არც არის, მგონია, შესაძლებელი, რომ ისეთი კანონები დაიწესოს, რომ ყველამ მიიღოს. მაშა, ჩვენი აზრები აზრების დაურღვეველად თუ ახმარა ვინმე ეს ასოები, იმას ანა ჩვენი ქართული ენის უწესოება უნდა ჰსურდეს, ან იმითი თავის გაუგებარობას დაამტკიცებს და, რასაკვირველია, იმასა სხვა არავინ მიჰჰყვება საფუძვლიანათა.
გავშინჯოთ ˆუ, რომელსაც ყოველთვის კუდივით დასდევენ ჱ და ჳ. როდის და რა აზრით იხმარება ეს ასო? ამაოა ეს კითხვა და უპასუხისგებო? მწერლები ახმრებენ, როგორც შეხვდებათ; რომ ჰკითხოთ, როდის ხმარებთო, ზოგი რას და ზოგი რას გიპასუხებსთ; ერთნი და იგინივე დღეს ისე იტყვიან, ხვალ სხვა ნაირათა. ზოგი იტყვის, რომ ზოგი სიტყვა არისო, რომელიც ჳ-თ იწერებაო და ზოგი ˆუ თაო. თუ ესეა, რატომ არ არის განკვლეული ამ გვარი სიტყვების რიცხვი, ეს რიცხვი რატომ განსაზღვრებული არ არის? უკანონობა, უწესობა, დესპოტობა, როგორც სხვაში, ისე ენაშიაც საძაგლობაა.
რიგი და წესი ამ ასოს ხმარებაში არც ეხლა იპოვება და არც უწინ, ყოფილა, ერთი ანტონ კათალიკოსს გარდა; სამღთო წერილში, ვეფხვის ტყაოსანში კანონი არა არის რა ზედ მიდევნილი — თუმცა „ცისკრის“ პოლემისტებმა დაუდვეს რაღაცა კანონები, მაგრამ ეს კანონები იმათი საკუთარი ფანტანზიის მოგონილებები არიან. ამ ასოს ხმარების წესი, რომელიც კნ. ბაბარე ჯორჯაძისამ გამოაცხადა და რომელიც დოდაევის გრამმატიკაშიაც იპოვება, ძალიან მიუახლოვდა ანტონ კათალიკოსისაგან მიდევნილ წესსა თავის ხელნაწერ გრამმატიკაში. უხმო ასოს შემდეგა, როდისაც ვ-ის ხმა მოხვდება, ეს ხმა შეიცვლება და ხმოვან ასო უ-სა ძალიან მიემსგავსება და მაშინ ნახევარ ხმოვანობა ეტყობა იმის გამოთქმაში. მაშასადამე, მაშინა ამ ასოსა სულ სხვა ხმა აქვს, და სხვა ასოთიც უნდა გამოიხატოს ხოლმე. ამ კანონსა სრულად არც კნ. ბარბარე ჯორჯაძის ასრულებს. არც უ. დოდაევი, არც არავინ სხვა. ყველაზე მომეტებულად მისდევს ამ კანონსა ანტონ კათალიკოსი. სხვა ძველ მწერლობაში, მეტი თუ ნაკლები განშორება აქვსთ ამ კანონზე.
ამასა, პირველ შეხედვაზე აზრიანობა ეტეობა. მაგრამა, რა მიზეზია, რომა ამ ასოს ხმა მიემსგავსება ნახევარ ხმოვანსა, როდისაც ერთსა თუ ორ სამ უხმო ასოს მოსდევს? ესა ისე უბრალო პირობის წესის მარტო წერაში, თუ თავისი ბუნებითი თვისებით გამოყვება ენის წესიერებასა, ე.ი. ეს ვ-ის ხმის შეცვლა, ცოცხალ ადამინურ ლაპარაკში არსებობს თუ არა? ეს საყურადღებო. კითხვაა. ეს კითხვა და ამაზე პასუხის გება ˆუ-ის საქმეს გადასწყვეტს. მართლათაც და თუ ცოცხალ ენაში ვ-ის ხმა, მოლაპარაკეს უნებლივ, უხმო ასოს ხმის სისრულესა ჰკარგავს და ნახევარ ხმოვანად იქცევა, მაშა მეთქი ამ ასოს (ვ) წერაში სხვა ასოდ შეცვლა რა აუცილებელი საჭიროებაა, თუ კი ლაპარაკში სულ ერთია, ამ ხმის გამოსახატავათა ვ იხმება, თუ სხვა რამ? ხომ მაინც ერთნაირად გამოითქმის. მაშასადამე, ˆუ-ის მაგიერად ისევ რომ ვ დარჩეს, ენას არა ევნება რა. თუ იმას იტყვიან, რომ სხვა ენის კაცი სულ სხვა ნაირად გამოსთქვამსო და თუ ესე იბრალებენ ვისმე ფრანცუზსა, ქართულს ენაზე მოლაპარაკესა და ქართულს ენასაც ფრანცუზისაგან ნალაპარაკევსა, მაშინ შეიძლება ყოველ უცხო კაცსა დაუდვათ სწავლუბის დროსა კანონი, რომა: როდისაც ვ უხმო ასოებს შემდეგ შეხვდეს, ესე და ესე გამოსთქვას.
მაგრამა, თუ ˆუ-ის ხმარების ამ გვარად გამართლებულ ტეორიას არ მიიღებენ და იმის დასარღვეველად იტყვიან: ˆუ-ის მაგ გვარ მნიშვნელობა საზოგადოობა არა აქვსო, რათგანაც ბევრი ისეთი სიტყვა იპოვებაო, რომელშიაც უხმო ასოებს შემდეგ უთუოდ ვ უნდა დაიწეროს და არა ˆუ; მეტადრე თუ კი მართლა ლაპარაკშიაც იმ სიტევებში ვ, რამდენი უხმო. ასოც უნდა დაუხვდეს წინა, მაინც არ დაკარგავს თავის ბუნებით ხმასა, როგორც ისინი გვარწმუნებენ. — თუ მართლა ესეა, რასაკვირველია, ˆუ ჩვენი ენისათვის აუცილებელად საჭირო უნდა იყოს; მაშინ ამ ასოს გადაგდებით წერაში ჩვენი ენა გამრუდდება. მაინც ამაზე ჯერ ნუ დავრწმუნდებით დ საბუთი გაუშინჯოთ ამ აზრს და ვნახოთ რა საფუძვლიანობა აქვს ამ საბუთსა. ესენი რით ამკვლევენ იმ სიტევების რიცხვსა, რომელიც უთუოთ ˆუ-ით უნდა დაიწერონ ხოლმე და რომელნიც უთუოდ ვ-თა? ჯერ ისა ვსჰთქვათ, რომ ˆუ ყოველთვის უხმო ასოებს შემდეგ იხმარება; მაგრამა უხმო ასოებს შემდეგ ხან და ხან ვისაც ახმარებენ, და ამაზე წესიცა აქვსთ დადგენილი.
ამბობენ, რომა თუ სიტყვის ძირში ვ არისო, იმ ვ-სა რამდენი უხმო ასოც უნდა მიემატოს წინა, მაინც ვ-ად დარჩება და ˆუ-ად არასოდეს არ შეიცვლებაო. მაგ. ვალ, წავალ, აქ რასაკვირველია ვ უნდა, მაგრამ ამისგან რომ წარმოსდგეს სხვა სიტყვა, რომელშიც ამ ძირის ასოს ვ-ს წინა რამდენიმე უხმო. ასოც შეხვდეს, მაგ. წარმსვლელი, აქაც უთუოდ ვ-ი უნდა იხმარებოდესო და არა ˆუ-იო მაგრამა ˆუ სადმე თუ ახმარა კაცმა და ამ სიტყვაში არ ახმარა, მარტო იმ მიზეზითა, რომ სიტუვის ძირი ცხადათა და ჰჩანდესო, „მაშა ჩვენი ენის მარტივ მართლ-წერას წინააღუდგება და იმ კანონს დაშლის, რომა „ასოებსა თავისი ცალკე, საკუთარი ხმა უნდა ჰქონდეს“. ჯერა, სად უნდა ეძებოს მკითხველმა თუ მწერალმა ყოველი სიტყვის ძირი იმის შესატყობლათა, რომა ˆუ ვახმარო თუ ვ-იო? ვჰსთქვათ, რომ ყოველი მკითხველისა, და მწერალისათვის საჭიროა, თუ რიგიანი წერა უნდა, ფილოლოგიის მეცნი ერებაში დახელოვნებული იყოს, და ˆუ-დ კი რომ გადაიცვალოს ვ. რა დაუშავდებოდა სიტყვასა, რა ძირის დაკარგვა იქნებოდა, ხომ მაინც ˆუ ვ-ის ცვლილება არის, ამაზე ხომ ყველა თანახმა არას? მას გარდა, სიტყვის ძირებში დათანხმება ძნელია. სიტყვის ძირი რა არის და რა არა? სიტყყვის ძირი არის ის მარცვალი, ის ნაწილი რომლისამე სიტყვისა, რომელიც მთელი სიტყვის ყოველ ნაირ გამოცვლაში შეუცვლელი რჩევა. მაგ. კაცი, კაცისა, კაცსა, კაცმა, კაცითა, კაცად, კაცისათვის, კაცისაგან, კაცზე, კაცში, კაცური, კაცობა, ვკაცობ. ამდენ ცვლილებაში სამი ასო „კაც“ არსად იცვლება და ამითი იცნობება, რომ ეგა სიტყვის ძირია. მაგრამა, სხვა სიტყვაში ძირისა და დაბოლოების გაყოფა ესე ცხადი არ არის. ზოგში შეცდომა ძალიან ადვილია და კიდეცა ძალიან ხშირათ ჰსცდებიან; ესე თუ ათ სიტყვაში ახმარა ვინმე. უეჭველია, სიტყვის ძირის პოვნაში და მაშასადამე ˆუ-ის ხმარებაშიაც ცხრაში არ შეჰსცდეს. მაგ. ჰსწერენ: მშˆუჱნიერი, მჭევრ-მეტˆუჱლობა, მეჩˆუჱნება, განუწყˆუჱტელი, შჳლი, მოძღˆურება; მაგრამ ამავე კანონით კი უნდა დაიწეროს: მშვენიერი (სიტყვის ძირია შნ, შნო.), მეტყველი (ძირი ტყ, ეტყოდა), მეჩვენება (ამისი ძირია ჩნ გაჩნდა), განუწყვეტელი (გაწყდა), შვილი (შობა), მოძღვრება (გაუძღოლა). ზოგი ერთი ასო ისეთ ნაირად არის შეცვლილი, რომა ძირის ხმები, ასოები აღარ უჩანან. ყოველ ენაში ფილოლოგებს მრავალი მაგალითი მოუყვანიათ ამ ჭეშმარიტებაზე. რა ვიცით, იქნება ერთი და იგივე ძირი ჰქონდესთ ამ სიტყვებსა: წავალ, გავლენა, მივდივარ, მივდიოდი, დევნა, მოვედი მოსული, მოდენილი, და სხ. ის კანონი რის მაქნისია, რომლის აღსრულებაც ესე გაჭირდება, ძალიანაც საჭირო რომ იყოს! მაგრამა ამაში ჩვენა საჭიროებასაც არაფრისათვის არა ვხედავთ. აბა რისთვის არის ეს კანონი? რა სარგებლობა აქვს?! თუ ˆუ ვ-ის ცვლილება არის, როგორც ყველანი არწმუნებენ, ჩვენ იმას ვამტკიცებთ, რომა ვ-ი ვ-ად უნდა დარჩეს. მაშასადამე ˆუ არ არის საფუძვლიანად სახმარი. რაკი ˆუ თავის გამოუსადეგობით გადაიგდება, იმას ჱ და ჳ-ც თან გადაჰყვებიან.
ამას იქით ეს ასოები, ჩვენი საბუთების დაურღვეველად თუ ახმარა ვინმე, იმ კაცის ლოღიკას, მსჯელობას რა ეთქმის? ჭირვეულობა, რომლის მქონესაც აღარ ეშველებარა.
ჩვენგან გასაშინჯავი შემდეგი ასოები არინა: ჲ და ჵ.
ამ ასოებზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, რათგანაც ეხლა ჩვენ დროში მაგათ არცარავინ ახმარებს და არც არავინ იფარავს. ჲ იხმარება უწინდელ შემასმენელობით ბრუნვაში. შემდეგ სტატიებში ჩვენ დავამტკიცებთ, რომა ამ ბრუნვას ჩვენს ენაში კაცობრივი აზრი არა აქვს რა; მაშინ ჲ-ს უაზრობაც დამტკიცდება. ამას გარდა ეს ასო იხმარება კიდევ მაშინა, როდისაც მთელი ფრაზი ისეთ სიტყვაზედ არის დაბოლოვებული, რომელიც ო, ე და უ-ზე თავდება. მაშინ ი - სავით გამოითქმის და მაშასადამე ისევ ი უნდა დაიწეროს, თუ კი სიტყვის ესე გამოთქმა წესიერი დარჩება? მაგ. ეს რა არის? ოქროი; ამ სიტყვასა ჰსწერენ: ოქრო-ი. ჩვენა გვგონია, უფრო წესიერი იყოს: ოქრო. ამის დამტკიცებას აქ არა აქვს ალაგი.
ჵ გამოითქმის ჰოი და მარტო ერთი შორის-დებულის გამოსათქმელად იხმარება. ჰოი, უფალო ღმერთო ჩემო! იწერება: ჵი უფალო, ღმერთო ჩემო! მაგრამა ხან და ხანაც კი: ჵოი, უფალო! აი, მკითხველო, მისი მიზეზი. მოლექსეებს რომ გაუჭირდებათ ხოლმე ლექსებისათვის მარცვლების წყობა, ერთ დიდ გაჭირებას შეხვდებიან ხოლმე: ლექსს ხან დააკლდება ხოლმე ერთი მარცვალი, ხან მეტი მოუვა. რა ეშველებათ მაშინ? აი რა: თუ ერთი მარცვალი მეტი მოუვიდათ ჵი - ს დასწერენ, თუ ნაკლები, მაშინ ო–საც ჩაუსმენ შუაში და გამოვა ჵოი, რომელიც გამოითქმის ჰოი. ასო გაცალკევებული ხმის გამომხატავი არის; ჵ კი გაცალკევებულ ასოს კი არა, მთელ მარცვალს გამოხატავს: „ჰო“ რომლისათვისაც, როგორცა ჰსჩანს, ორი ასო არის ანბანში. ყოველი მარცვლისათვის რომა მოლექსეებმა თითო ასო შემოიღონ და ჵ-სავით უხმო ასოს მნიშვნელობა მისცენ, ჩვენი ენის კოკობად მარტივ მართლ-წერას, თავისი მანდარინური ჭკუით, ჩინეთის ენისას მიამსგავსებენ.
ეხლა ერთი უხმო ასო კიდევ არის საეჭვო. მნიშვნელობისა: ჴ, რომელიც სწორედ ისე გამოითქმის, როგორც ხ, და ამისთვის მარტო ერთ-ერთი უნდა ვახმაროთ. იმათში უნდა ვარჩიოთ: ჯერ იმ მიზეზითა, რომა იმისი გამოხატულობა უფრო მარტივი და მოსახდენია; მერე იმ მიზეზითა, რომ ეს ასო უფრო მიღებულია. სულ ორი, სამი სიტყვაა ენაში, რომელსაც ჴ-ითა, ჰსწერენ — ისიც ზოგი-ერთნი და ზოგჯერა; შეხვედრაზე ჰკიდია. ორიოდე ხეტიანი აზრი უთქვამთ ამ ასოს საჭიროებაზედა, რომლის მოევან არა ღირს აქა.
ბოლოს ჶ. ეს ასო არის შემოღებული იმ ევროპიული სიტყვების მტკიცედ-გამოსათქმელად, რომლებშიაც ისმის ერთი ხმა, რომელიც ჩვენს ენაში არ არის. მაგრამა, რათგანაც ამავე მიზეზით ხალხი იმ ხმასა თავისებურად გამოსთქვამს ხოლმე ფ-ად, ჩვენც ჶ-ს მაგიერად ფ-ს ვახმარებთ. ჶილოსოჶიის მაგიერად ვიტყვით და დავჰსწერთ: ფილოსოფიას და ესე სხვასაცა. მეცნიერების ნებივრობა, როცა იქამდინ მივა, რომა ახალი ასოების უაზრო შემოღებასაც ჰბედავს, გვეძაგება, სხვა რომ არა ვჰსთქვათრა.
ამ ასოებზე ამ ჟამად ესე გავათავებთ. თუ ვინმე იმითი უკმაყოფილოდ დარჩა, რომ ისტორიულად არ გაშინჯაო, რა მიზეზით იყო შემოღებული, იმისი არა სთქვა რო; ამაზედ იმას ვიტყვით, რომა ისტორიულ გაშინჯვას იმათი გამოუსადეგობის დამტკიცებისათვის აზრი არა ექნებოდარა და ისტორია არც არის საჭირო ამ ასოების გადაგდებისათვის. თუ ისეთი არხეოლოგი გამოგვივიდა ვინმე, რომელიც ამ ასოების ენაში შეტანის მიზეზის პოვნას შეუდგება, იქნება, კარგი საქმეცა ჰქნას: თუ დაამტკიცა იმათი დიდი საჭიროება ძველებურს ენაში, იქნება იმათის გადაგდებაზე კეთილშობილური გრძნობით აივსოს ვინმე და გლოვითა სთქვას; ჰოი, მშობელო ასოებო, კეთილად-კი გიმსახურნიათ უწინა, ეხლაკი მნიშვნელობა აღარა გაქვსთ რა ენაშიაო! იქნებ იმათი საქმე ცრუ წუთი-სოფელსაც შეადარონ და ამითი გათავდება საქმე. და თუკი იმავე არხეოლოგმა იმ გვარი აზრი რამე შეამცნია ამ ასოების პირველ შემოღებასა, რა აზრითა ანტონ კათალიკოსს ენის შეორმოცება უნდოდა, მაშინ იმისმა მკითხველმა, ჩვენ ვურჩევთ, რომ ესე ჰსთქვას: წუთი-სოფელში ბევრი რამ არის ესე მაცთუნი: რამდენი უგუნურობა, ურიგ-მარიგობაა ქვეეანაზე, რომლის ჭეშმარიტობაზედაც რამდენი საუკუნის განმავლობაში რამდენნი არიან დარწმუნებულნი და ბოლოს კი შეატყობენ, რომა ჭეშმარიტება არ ყოფილაო! ამისი ცოდნა ჩვენ დროში ურიგო არ არის.
რასაკვირველია, ჩვენი აზრები ბევრისაგან მიუღებელი დარჩებიან, ამისათვის აუცილებელ საჭიროებათა და სასარგებლოთა ვრაცხთ, რომა, ვინც არ დაგვეთანხმება, თავისი უთანხმოების საბუთები გამოაცხადონ ან ჩვენსავე ჟურნალში, ან „ცისკარში“, ან, თუ ვინცობაა ვინმე თავისი აზრის დაბეჭდა არ ისურვა, წიგნით მოგვწეროს. დიდად მადლობელი დავრჩებით და რასაკვირველია უპასუხისგებოდ არავის დავაგდებთ. მაგრამა „ცისკარში“ დამბეჭდავებისათვის, კეთილ გონიერება მოითხოვს ჩვენგანა, პირველადვე ვჰსთქვათ, რომა თუ უსაბუთო ენის ქექა მოინდომა ვინმე და ხეტიანი და ტლანქი წინააღმდეგობა, როგორც ძალიან ხშირად მოსვლია იმ რედაქციასა და მოსდის კიდეცა იმასა, უპასუხისგებოდ დავაგდებთ და ჩვენ პასუხის მიუგებლობას მარტო კრიტიკოსის ხეტიანობა და ტლანქობა ექნება მიზეზათა.
დავით ყიფიანი
_______________
1 ცისკარი. 1860 აგვისტოს წიგნი.
2 სხვა ჩვენგან ამ სტატიებში გაუშინჯავი ნაკლულოვანება ენისა შეიძლება დარჩეს მარტო ერთირაც ლექსიკონს შეეხება, მაგ. ძვირფასი თვალის მაგიერად, ძვირფასი ქვა იყოს. მაგრამა ამ გვარის შეცთომა ძალიან ძვირია. ვინცა ნახოს ამ გვარი რამე, უნდა აცნობოს რედაქციას; ამასა ვინც სიტყვების მნიშვნელობაში დახელოვნებულია, იმათში კაცობრივი ღირსება ყოველს უნდა მოსთხოვდეს. ეხლა კი ბევრმა თუ ამ გვარის შეცთომა ნახა რამე ჩვენ ჟურნალში, სულ ამაზე ლაპარაკობს. თვითონ მე ერთსა და იმავე შეყრილობაში ოთხჯერ მაინც გამიგონია ამ მაგალითზე სასირცხვილოდ თავის აგდება.
3 უ. თავადი ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურიან — ორბელიანი კიდევ სხვანაირათა ჰყოფს უპირატესს (?) ქართულს ენასა სამ ნაწილად: საღმრთო წერილად (!) ანუ საეკკლესიურად; მდაბიურად ანუ დარბაისელთ უბნობად და გლეხკაცების ენად. ეს განყოფილება უ. დ. ბაქრაძემ ჭეშმარიტებად მიიღო. (ცისკარი. 1860 წ. აგვისტო). ესა ლაპარაკად არა ღირს.
![]() |
5 სხვა და სხვა ამბავი |
▲back to top |
სხვა და სხვა ამბავი
ნაპოლეონ III-ის წიგნი მარშალ პელისიესთან. — გარიბალდის მედალი — საჩუქრების მირთმევა გარიბალდისათვის—სტუდენტების რიცხვი რუსეთის უნივერსიტეტებში— ეპიზოდი უნივერსიტეტის ცხოვრებიდამ — ახალი წესდებულება რუსეთის უნივერსიტეტებისათვის. — საოჯახო დრამები — ოთხ-წლოვანი კაცის მკვლელი — ქურდობა შიმშილისაგამო — მგელი ცხვრის ტყავში. — ჯარების რიცხვი შვეიცარიაში — ნაპოლეონ III-ის სიტყვის სწრაფად გარდაცემა — მიწის ქვეშ რკინის გზა ლონდონში — ახალი მოხმარება ფოტოგრაფიისა — ტელეგრაფი ტფილისის და სტავრაპოლის შუა — სასტატისტიკო სქემა კავკასიის მხრისა. ახალი წიგნის მაგაზინი ტფილისში. — კალმასობის გამოცემა. —
წიგნი ნაპოლეონ III-ის მარშალ პელისიესთან — ევროპიული გაზეთები ბევრს ლაპარაკობდენ წიგნზედ, რომელიც ფრანცუზების იმპერატორს ნაპოლეონს მიუწერია მალახოვის ღერცოგისათვის (მარშალ პელისიესათვის), რომელიც ეხლა არის ალჟირის[1] ღენერალ-გუბერნატორად. ამ წიგნს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს ფრანცუზების უმთავრესი კოლონიისათვის, რადგანაც ის შეეხება დიდხან დახლართულ საქმეს ალჟირში მიწის მფლობელობაზედ, და ნაპოლეონი ისრე ჭკვიანად ხსნის ამ საქმეს, რომ ჩვენ გვგონია არ იქნება ნამეტანი, რომ ეს მთელი წიგნი აქ მოვიყვანოთ აი თარგმანი იმ წიგნისა:
უფალო მარშალო!
„სენატმა ამ მოკლე ხანში უნდა განიხილოს ალჟირის კონსტიტუციის უმთავრესი საფუძვლები; მაგრამ სანამ ის დაიწყებს ამაზედ სჯას, მე ვფიქრობ ძლიერ საჭირო არის, რომ მოვუღოთ ბოლო უკმაყოფილებას, რომელიც წარმოსდგება ამდენი დავებისაგან არაბების საკუთრებაზედ. როგორც სამართალი, ეგრეთვე კარგად გაგებული ჩვენი სარგებლობაც ჩვენ ამაში ვალდებუბულად გვხდის.
„როდესაც რესტორაციამ[2] დიპერო ალჟირი მან აღუთქვა არაბებს შეუხებლობა მათი სარწმუნოების და საკუთრებისა. ეს საქვეყნო აღთქმა არსებობს ყოველთვის ჩვენთვის, და მე სასიქადულოდ მიმაჩნია აღსრულება, — როგორც კიდევაც აღვასრულე ეს აბდ-ელ-კადერისადმი[3] მისი, რაც კი არის დიდი და კეთილ-შობილური აღთქმაებში მმართებლობებისა, რომელნიც ჩემს წინ იყვნენ.
„მეორეს მხრით თუგინდ სიმართლეც არ მოითხოვდეს, მე ვფიქრობ ალჟირის მშვიდობიანობისათვის და კეთილ-მდგომარეობისათვის მიუცილებელია, რომ დავამკვიდროთ საკუთრება იმათ ხელში, ვისაც ეხლა ის უჭირავს. მართლა და როგორ უნდა მოველოდეთ ქვეყნის დამშვიდებას, როდესაც მცხოვრებლებთაგანი თითქმის არავინ არის დარწმუნებული იმის კუთვნილებაზედ, რაც ხელში უჭირავთ? როგორ უნდა წაიყვანო წარმატებაში მისი მდგომარეობა, როდესაც მისი მიწის უმეტეს ნაწილს არა აქვს ნდობა, რადგანაც არ შეიძლება მისი არც გაყიდვა და არც დაგირავება? დასასრულ, როგორ შეიძლება განმრავლება სახელმწიფო შემოსავალისა, როდესაც თანდათან აკლდება ფასი არაბების ქონებას, რომელნიც მარტო იხდიან ხარჯსა?
„წარმოვადგინოთ ფაკტები: ალჟირში ითვლება ეხლა 3 მილლიონი არაბები და 200,000 ევროპიელები, მათ შორის 420,000 ფრანცუზები. 14 მილლიონი ღეკტარისაგან,[4] რომელთაგან შესდგება ტელლი[5], მილლიონი შემუშავებელია იქაური მცხოვრებლებისა გან. სახელმწიფო მამული არის 2,690,000 ღეკტარი; მათგან 890,000 სამუშავო მიწა და 1,800,000 ტყე, დასასრულ, 420,000 ღეკტარი გადადებული იყო ევროპიელების კოლონიზაციისათვის[6]; დანარჩენი შეადგენს ჭაობებს, ტბებს, მდინარეებს, საძოვარ ადგილს და ვერანებს. 420,000 ღეკტარისაგან, რომელი ჰქონდათ მიცემული კოლონისტებს, უმეტესი ნაწილი მათ მისყიდეს თუ ღალაზედ მისცეს არაბებს, დანარჩენიც ჯერ სულ არ არის შემუშავებული. მართალია, ეს ციფრები მხოლოდ მიახლოვებითნი არიან, მაგრამ უნდა აღვიაროთ, რომ თუმცა ევროპიელები აჩვენებენ დიდს ენერგიას და წარმატებაც ცხადია, მაინც ისინი ამუშავებენ ჯერ კიდევ მცირე მიწის სივრცეს და მათ გამჭრიახობას მიწა დიდხანს არ დააკლდება.
„როდესაც ვხედავთ ამ გვარ, საქმის მდგომარეობას, არ შეიძლება მივიღოთ, რომ სასარგებლო იყოს იქაური მცხოვრებლების გადასახლებ-გადმოსახლება ე.ი. გამორთმევა მათი მიწის რაოდენიმე ნაწილისა გასავრცელებლად კოლონისტების ადგილებისა.
„ყველასი სურვილი იყო, რომ აღსრულებაში არ ყოფილიყო მოყვანილი პროეკტი არაბების გარდასახლებისა, რომელიც იყო წარმოდგენილი სახელმწიფო რჩევისათვის. ეხლა მეტი უნდა ვქნათ: უნდა დავარწმუნოთ არაბები, რომ ჩვენ მივსრულვართ ალჟირში, არა მათ შესავიწროებლად და გასაცარცვავად, არამედ გვსურს მიუტანოთ მათ ცივილიზაციის კეთილი ნაყოფი; ხოლო პირველი პირობა განათლებული საზოგადოებისა არის პატივის ცემა ყოვლის პირის სიმართლისა.
„მე მეტევიან სიმართლე არაბებისაკეს არ არისო; უწინდელ დროს სულთანი იყო მეპატრონე მთელი მიწისა და დაპყრობამ გარდმოგვცა ის იმავე უფლებით. როგორ! ნუ თუ მართებლობა აღიჭურვის მაჰმადიანობის დაძველებული პრინციპებითა[7], რომ გაცარცოს ძველნი მიწის მეპატრონენი, და იმ მიწაზედ, რომელიც შეიქმნა ეხლა ფრანცუზებისა, ის დაეფუძნება დიდის თურქის[8] დესპოტურს უფლებაზედ! ამ გვარი მოთხოვნილება მეტის-მეტი იქმნება და თუ მოვინდომეთ ამით სარგებლობა, მაშინ უნდა გავუაროთ სულ არაბის ხალხი უდაბურ ადგილებში და მივიყვანოთ ისინი იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფებიან ჩრდილოეთის ამერიკის ინდოელები[9], ეს საქმე კი შეუძლებელია და მის აღსრულებაც უწყალო იქმნება.
„მოვიპოვოთ ყოველი საშუალობანი, რომ შევითვისოთ ეს ნიჭიერი, ამპარტავანი, მეომარი და მიწის მუშა ტომი. 1851 წლის კანონშა დაამტკიცა სიმართლე საკუთრებისა და მფლობელობისა, რომელიც არსებობდა ალჟირის დამორჩილების დროს, მაგრამ ეს მფლობელობა ცუდად განსაზღვრული იყო და გარდუწყვეტელი დარჩა. მოვიდა დრო, რომ გამოვიდეთ ამ ნაირი დროებითი მდგომარეობიდგან. როდესაც არაბების მიწა ერთხელ ცნობაში იქნება მოყვანილი, ის უნდა დაიყოს ნაწილ-ნაწილად და ეს მერე მისცემს ნებას, რომ კეთილ-გონიერმა მთავრობამ განსაზღვროს თვითეულის საკუთრება არაბებს თავიანთ მიწის შეურყეველ პატრონებს შეუძლიანთ მოიხმარონ ის თავის ნებაზედ და მაშინ გახშირდება მათ და კოლონისტების შუა მისვლა-მოსვლა და დაკავშირება, რომელნიც უფრო ადვილად მოიყვნენ მათ ჩვენ ცივილიზაციასთან, მინემ ყოველნი სხვანი დაძალებული საშუალობანი.
„აფრიკის მიწა საკმაოდ ვრცელია; ყველას შეუძლიან იქ იპოვოს ადგილი და მისცეს თავისუფალი მიმართულება თავის მოქმედებას, როგორც მოითხოვს მისი ბუნება, ჩვეულება და საჭიროება, რადგანაც მრავალი რამე არის საწარმოები. —
„იქაურმა მცხოვრებლებმა გააშენონ ცხენის და სხვა პირუტყვის ჯოგი, ეგრეთვე და იმუშაონ მიწა.
„ევროპიელების გამჭრიახობამ და ნიჭიერებამ მოიხმარონ რიგიანად ტყე და მადნები, გააშრონ და მორწყონ მიწა, შეიტანონ მიწის შემუშავების უმჯობესი საშუალობა, გადაიტანონ ის ხელოვნება, რომელიც ყოველთვის წინ მიუძღვის ან თან მიზდევს მიწის მუშაობის წარმატებასა.
„ადგილობრივმა მართებლობამ უნდა იზრუნოს საზოგადო სარგებლობაზედ, გავრცელებაზედ ზნეობითის კეთილ-მდგომარეობისა აღზრდით, -და მატერიალური კეთილ–მდგომარეობისა საზოგადო სამუშაოთი, უსაჭიროდ არ უნდა გაერიოს იმათ საქმეებში და მათ მოქმედებას უნდა მისცეს სრული თავისუფლება. გარდა ამისა ის უნდა შეეწიოს დიდს ასსოციაციებს[10] ევროპიის კაპიტალისტებისას და შემდეგ ამისა უნდა მოერიდოს კოლონისტების გარდასახლებას, რადგანაც ძლიერ მძიმეა შემწეობა იმ პირებისა, რომელნიც მიზიდულნი არიან პრივილეგიებითა[11] და არ აქვთკი საშუალობა ცხოვრებისა.
„აი, უფალო მარშლო, ეს არის გზა, რომელზედაც თქვენ თამამად უნდა გაიაროთ, რადგანაც მე კიდევ ვიმეორებ, სწორედ რომ ვსთქვათ, ალჟირი არ არის კოლონია, არამედ არაბების სახელმწიფოა. იქაურს მცხოვრებლებს, როგორც კოლონისტებს, აქვსთ ერთ ნაირი სიმართლე ჩვენის მფარველობისა და მე ვარ ეგრეთივე იმპერატორი არაბებისა, როგორც იმპერატორი ფრანცუზებისა.
„ეს აზრები თქვენნი არიან, ისინი არიან ეგრეთვე სამხედრო მინისტრისა და ყოველთა, რომელთაც უომნიათ ამ ქვეყანაში და ეხლა აცხადებენ იმის მეობადზედ სრულ იმედს და დიდს თანა გრძნობას არაბებისადმი. მე მივანდე მარშალ რანდონს სენატის გარდაწყვეტელობის პროეკტის მომზადება, რომლის უმთავრესი სტატია იქმნება: გახადონ არაბების თემები, თუ ნაწილები თემისა შეურყვეველ მეპატრონეთ მიწისა, რომელი ბინადრად მათ უჭირავთ და რომელს ისინი შთამომავლობით ჰფლობენ; რა სახელიც უნდა ჰქონდეს ამ კუთვნილებას, სულ ერთია.
„ეს ზომა, რომელსაც არ ექმნება უკუნქცევითი მოქმედება არ დაუშლის სასარგებლო საზოგადო სამუშაოს, რადგანაც არ მოსპობს კანონს მიწის ჩამორთმევაზედ საზოგადო სარგებლობისათვის. მე თქვენ გთხოვთ ამასთანავე გამომიგზავნოთ სასტატისტიკო საბუთები, რომელთაც სენატის სჯისა ახნა შეუძლიათ.
„ამასთანავე, უფალო მარშალო, მე ღმერთსა ვსთხოვ, რომ ის თქვენი შემწე და მფარველი იყოს.
„ნაპოლეონი“
მგელი ცხვრის ტყავში. ფრანციაში ნიორტის ქალაქიდამ სწერენ გაზეთს „Europe“: ჩვენის ქალაქის სამსაჯულო აწარმოებს გამოძიებას ერთს მღვდელზედ, რომელს აბრალებენ ერთს საზიზღარ საქმეს. მღვდელი გოტიე, შანდენიეროს ვიკარი, სამი წელიწადი იყო მოძღვრად ერთის ჩვიდმეტის წლის ქალწული ქალისა, რომელიც ეკუთვნოდა პატიოსანს ოჯახს და რომელსაც ქონდა მიღებული განათლება პუატიეს სარჯულო სახლში. მოძღვარი მალე მიხვდა, რომ მას ჰქონდა საქმე მხურვალე ბუნებასთან. ერთხელ აღსარების დროს მღვდელმა, წარმოთქვა რა შენდობის სიტყვა, ჰკითხა მას: „როზა! გიყვარვარ“? არა მიუგო. აღელებულმა ქალწულმა. „მიფრთხილდით, როზა, ნუ ტყუვით, ნუ ამბობთ სიცრუეს ეკკლესიისა წინაშე. მე გაძლევთ შენდობას! და ვამეორებ, გიყვარვარ?“ ახალგაზდა ქალი ცოტა შეირყა, და ბოლოს წარმოსთქვა უბედური „დიახ“, რომელსაც სამუდამოდ უნდა დაეღუპნა მისი არსება და მოეტანა თან უბედურება მთელი მისი ოჯახისათვის. „მე ეს ვიცოდი, სთქვა მაშინ გოტიემ, მეც მიყვარხართ და ნიშნად ამისა წაიღეთ ეს“ და სააღსარებო მოაჯარის შუა მან მიაწვდინა პატარა სურათი, რომელზედაც თავის ხელით დააწერა: „გაძლევ ჩემს გულს; იმას ყოველთვის შენ ეყვარები, — ეხლა, განაგრძელა მან, დამიმტკიცე შენი მეგობრობა, გადმოდი ჩემსკენ“ ახალგაზდა ქალი დაემორჩილა... ჩვენ აქ გავუშვებთ შემდგომ კორრესპონდენტის ნაამბობს და მოვუმატებთ მხოლოდ იმას, რომ კანონმა გარდუწუვიტა მღვდელს სასჯელი, რომელიც დაწესებული არის უმანკოების პუბლიკური შეურაცხებისათვის: ერთი წელიწადი საპყრობილეში ჩასმა და 200 ფრანკი (50 მანეთი) ჯარიმა.
რიცხვი ჯარებისა შვეიცარიაში. შვეიცარიის რესპუბლიკაში სულ არ არის სამუდამო არმია (მისი დაწესება კიდევაც აკრძალულია კონსტიტუციით) და სამხედრო გასავალი შეადგენს შვეიცარიაში 1 მილლიონს ტალერს[12], თუ ცოტა მეტს წელიწადში. ამასთან მას შეუძლიან მოთხოვნილებისამებრ წარმოადგინოს ჯარი, რომელიც ხშირად უძლიერესია მეორეხარისხის სახელმწიფოების ჯარებზედ. ბერნის სამხედრო გაზეთი წარმოგვიდგენს საინტერესო ციფრებს შვეიცარიის ჯარის რიცხვზედ. 1 იანვარს 1863 წ. შვეიცარიაში ირიცხებოდა 196.000 მეომარი კაცი (ამათში 158,000 მშვენიერად ნასწავლი ქვევითი ჯარი და ამასთანავე საკმაო რიცხვი მსროლელების და არტილერისტებისა). ცხენოსანი ჯარი შვეიცარიის არმიაში ძლიერ ცოტაა. გარდა ამისა შვეიცარიის არმიის შტაბში ირიცხება 637 აფიცერი და უნტერ-აფიცერი, ამ ნაირად შვეიცარიას შეუძლიან საჭიროებისდროს გამოიყვანოს ჯარი,რომელიც შეედრება ყველა მცხოვრებლების 8 პროცენტს და ამასთან ეს დიდი ჯარი ისრე იაფად უჯდება მათ, რომ თითო მცხოვრებელს მოუდის წელიწადში სამხედრო ხარჯისათვის მარტო ნახევარი ტალერი.
რომ შევადაროთ შვეიცარიის სამხედრო წესი სხვა სახელმწიფოების წესსა, ცხადად დავინახავთ მის უპირატესობას. გაუშვათ სხვა სახელმწიფოები და ავიღოდ თუ გინდ ბელგია, სადაც მართებლობის დაწყობილება და სამხედრო წესიც უკეთესია ბევრს ევროპიის სახელმწიფოებზედ. ბელგიაში ირიცხება 4,600.000 მცხოვრები და მზათა ჰყავს ჯარი მარტო 80,000, მაშინ როდესაც შვეიცარიაში არის 2,500,000 მცხოვრები და 196,000 მეომარი კაცი. ბელგიას უჯდება ამ ჯარის შენახვა 10,000,000 მანეთად, მაშინ როდესაც შვეიცარიის მართებლობა ხარჯავს მარტო 1,000,000 მანეთს. ეს მარტივი შედარება ცხადად გვიჩვენებს, რამოდენად სჯობია შვეიცარიის სამხედრო წესი სხვა წესს. როგორც ზევითა ვსთქვით შვეიცარიას არა ყავს სამუდამო ჯარი, ყოველი სრული-წლოვანი მცხოვრები ვალდებულია, რომ ემსახუროს ჯარში და ისწავლოს იარაღის ხმარება. ამნაირი დაწყობილების სარგებლობა ცხადათა სჩანს, მცხოვრებლები არარიან სამხედრო სამსახურით მოშორებულნი თავის ოჯახსა და მუშაობასა, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნის სიმდიდრე და კეთილ-მდგომარეობა; სახელმწიფოს არაფრად უჯდება მათი შენახვა და საჭიროების დროს შეუძლიან გამოიყვანოს ესრეთი დიდი ჯარი, რომელიც ყოველთვის ადვილად დაიცვამს თავის სამშობლო - ქვეყანასა.
ტელეგრაფი ტფილისის და სტავროპოლის შუა. ამ წლის იანვრის თვეში გაათავეს გაბმა ტელეგრაფის ხაზისა ტფილისის და სტავროპოლის შუა. ამბობენ რომ წელსვე მიიტანენ ამ მართულს როსტოვის ქალაქამდი, რომელიც შეერთებულია პეტერბურღთან ტელეგრაფით. ამ ნაირად ჩვენი ქალაქი შეერთებული იქნება ტელეგრაფით ყველა ევროპის დიდქალაქებთან; ამას რასაკვირველია ჩვენს ქვეყნის სარგებლობაზედ მოქმედება ექმნება, რადგანაც ტელეგრაფი გააადვილებს ამბების გარდაცემას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ნამეტნავად სავაჭრო საქმეებისთვის — საკვირვლად ვრცელდება ეხლა საჭიროება ტელეგრაფისა და ამისგან მათ სიგრძეც. უკანასკნელი გამორიცხვით, სიგრძე ტელეგრაფის ხაზისა ცასა ქვეშეთში ედარება 320,000 ვერსტს.
ახალი წეს-დებულება რუსეთის უნივერსიტეტებისათვის. რუსეთში უკანასკნელ დროში ბევრი ლაპარაკი იყო და კიდეც ბევრსა სწერდენ ჟურნალებში უნივერსიტეტის წესდებულების ნაკლულოვანებაზედ; მართლად ამბობდენ, რომ ძველი კანონები არ ეთანხმება ეხლანდელ უნივერსიტეტების მდგომარეობას დავიწროვებენ სტუდენტებსაო. ბოლოს მმართებლობამაც მიაქცია ამას ყურადღება მიანდო ერთს კომმისიას ამაზედ პროეკტის შედგესა. თვითონ შრომა ამ კომმისიის არ არის ჯერ გამოცხადებული, მაგრამ გაზეთებში კი სწერენ ხოლმე ამბებს ამ პროეკტზედ, რომელიც ძლიერ საინტერესოა ყოველ განათლებული კაცისათვის. ჩვენ აქ გამოვკრებთ რამოდენიმე ამბავს ამ პროეკტზედ. – საზოგადოდ ამბობენ, რომ დიდი ცვილება არ მოუხდენიათო უწინდელ წესდებულებაში. სხვაზედ უფრო მეტი ცვლილება არის სასწავლო ნაწილში: მოუმატნიათ რაოდენიმე კათედრები, ზოგნი ორად გაუყვიათ. ისტორიკო-ფილოლოგიურ ფაკულტეტში მასწავლებლების რიცხვი გაუმრავლებიათ 19-მდი (12 პროფესორები და 7 დოცენტები იქმნებიან), გაიხსნება სამი ახალი კათედრა: ინდო-ევროპიული ენების შედარებითის გრამმატიკისა, საზოგადო ლიტერატურის ისტორიისა და ხელოვნების თეორიისა.
ფიზიკო-მათემატიკურ ფაკულტეტში იქმნებიან 18 მასწავლებლები (16 პროფესორი და 2 დოცენტი); ფიზიკური გეოგრაფია მოცილებული იქმნება ფიზიკისაგან. ხიმიისათვის დაუწესებიათ 2 კათედრა; სოფლიური ეკონომიის მაგიერად იქმნება ტეხნიკური და აგრონომიული ხიმია და სხ. იურიდიკულ ფაკულტეტში 18 მასწავლებლები (12 პროფესსორი და 6 დოცენტი); ენციკლოპედია სამართლისა და სახელმწიფოს სამართალი გაყევით ორ კათედრად, რუსის სამართლის ისტორია შეადგენს ერთს კათედრას, დაუწესებიათ ახალი კათედრა სლავენების სჯულის-მდებლობის ისტორიისა, პოლიტიკური ეკონომია გადუტანიათ ისტორიკო-ფილოლოგიურ ფაკულტეტში. მედიცინის ფაკულტეტში უწინდელი 10 კათედრის მაგიერად დაუწესებიათ 16 და ამისთვის 16 პროფესსორი და 17 დოცენტი. მართლ-მადიდებელი სარწმუნოების ყველა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის დანიშნულია ღვთის-მეტყველების კათედრა.
უნივერსიტეტში მიიღებიან ყმაწვილი კაცები, რომელნიც არ იქმნებიან ჩვიდმეტის წლისაზედ ნაკლები, გიმნაზიის ატესტატით ან მოწმობით, რომ მათ გაუთავებიათ კურსი გიმნაზიაში; გარეშე პირებისათვის, რომელნიც ლექციების სმენას მოინდომებენ, შედგენილია განსაკუთრებითი კანონები. ხარისხი ნამდვილი სტუდენტობისა (дћйствительный сдудентъ) სულ მოისპობა. კურსის ვადა უწინდელი დაუტოვებიათ, მაგრამ ყოველ სტუდენტს და თავისუფალ მსმენელს შეუძლიან დაიჭიროს ეგზამენი ამ ოთხის წლის გასვლამდინაც. ეგზამენი იქმნება მარტო გათავების დროს. ლექციების სმენისათვის ყოველ უნივერსიტეტში დაუდვიათ ერთი ფასი — 40 მანეთი: აქამდინ დიპლომის მიღებაზედ იყო დადებილი ფასი ეხლა ამის მაგიერად ეგზამენის დაჭერისათვის სწავლულ ხარისხზედ სტუდენტმა უნდა გარდიხადოს 5 თუმანი.
ზედამხედველობა სტუდენტებზედ და თავისუფალ მსმენელებზედ შიგ უნივერსიტეტში ებარება პრორეკტორს, რომელი ამორჩეული იქმნება პროფესსორებისაგან, ან ინსპეკტორს, რომელი დაინიშნების გარეშე პირებისაგან, მაგრამ პროფესსორების ამორჩევით. უნდა დაწესდეს უნივერსიტეტის სამსაჯულო სამის მსაჯულისაგან, რომელნი პროფესსორებისაგან იქმნებიან ამორჩეულნი. ყოველი უწესოება, მოხდენილი სტუდენტების და თავისუფალ მსმნელებისაგან უნივერსტეტის კედლებში განსახილავად ამ სამსაჯულოში გარდიცემა.
გარიბალდის მედალი — ეხლახანს გერმანიაში, აუგსბურგის ქალაქში, გარიბალდის სახელზედ გამოვიდა მედლები. ერთს მხარეს გამოხატულია გარიბალდის სახე და ზედ დაწერილია: „ჯუზეპპე გარიბალდი, დაბადებული 1807 წელს“, მეორე მხარეს გამოხატულია სამი ალლეგორიული ფიგურა: შუაში არის ფიგურა იტალიისა, რომელსაც უჭირავს ერთი სამფერად დახატული ბაირაღი, მარჯვენას მხარეს დაჩოქილი ფიგურაა ვენეციისა, რომელიც ეხვეწება და რომელშიდაცა სჩანს ლომი წმინდა მარკოისა. მარცხენა მხარეს იმავე მდგომარეობაში არის ფიგურა რომისა; იმის ახლო არის გამოყვანილი ძუ-მგელი ორი ტყუბის ძმითა რომულით და რემით.
საჩუქრების მირთმევა გარიბალდისათვის — მილანის ქალებმა გარიბალდის გაუგზავნეს ადრესი, რომელიც იყო, ნაკერი დიდს თეთრს ატლასის ბალიშზედ; ადრესის სიტყვები მწვანე აბრეშუმით იყო გამოყვანილი და იმ ქალების სახელი, რომელთაც ის ბალიში შეკერეს, ნათელის აბრეშუმითა. სამასი ქალის სახელით იყო შემკობილი ეს ბალიში და ყველამ თავის სახელი თვითონ ამოკერა. — ბრერის მხატვრებმა გაუგზავნეს გარიბალდის თავის პატივის-ცემის ნიშნად 12 სურათი, რომელშიაც მშვენიერად იყო გამოხატული მარტის 1848 წლის ხუთი მილანის დღეები. გარდა მისა კიდევ ორი ფანტაზია, ერთში გამოხატულია გარიბალდი კაპიტოლიაზედ, რომელიც აფრიალებს სამ ფერიან ბაირაღს,მეორეში იგივე არის გამოხატული ვენეციაში დოჯების სასახლის მუაჯარზედ მდგომი და ხალხს სალამს აძლევს. ორივე საჩუქარი მიართვეს კაპრერაში ორმა დეპუტაციამ: ერთი შედგენილი იყო ქალებისაგან და მეორე მხატვრებისაგან.
სტუდენტების რიცხვი რუსეთის უნივერსიტეტებში. — რუსულ გაზეთებში სწერენ, რომ ყველა სტუდენტების და თავისუფალ მსმნელების რიცხვი ექვსივე რუსეთის უნივერსიტეტებში (პეტერბურღის, მოსკოვის, ყაზანის, ხარკოვის, კიევის და დერპტის), ეხლა ადის 5831 — ამდი.
ეპიზოდი[13] უნივერსიტეტის ცხოვრებიდამ. — ერთს წიგნში, რომელიც იყო დაბეჯდილი გაზეთში „Сћверная Почта“, სხვათა შორის სწერენ ამ ამბავს: ოთხი ყმაწვილი კაცი შევიდა ყაზანის უნივერსიტეტში. იმ გვარ შევიწროვებაში იყვნენ, რომ ოთხივემ ერთი პატარა ოთახი დაიჭირეს და ოთხსავე ერთი ხელი მიუცილებელი ტანისამოსი ჰქონდათ: ესე იგი, ერთი შინელი, ერთი წყვილი ტანისამოსი და მარტო ერთი წევილი წაღები. ამის გამო მათ უნდა რიგით ეარნათ უნივერსიტეტში; ხან ერთი წავიდოდა, ხან მეორე, ასე რომ ვინც წავიდოდა და ლექციას მოისმენდა, მაშინვე თავის ამხანაგებს უამბობდა, რომელნიც შინა რჩებოდნენ.თუმცა ამგვარი შევიწროება ძალიან უშლის ყმაწვილ კაცს განათლებასა, მაგრამ მაინც ამ ოთხმა კურსი დაასრულეს და ისრე კარგად დაიჭირეს ეგზამენი,რომ პირველი ხარისხის ატესტატები მიიღეს.
საოჯახო დრამები. — ამ სახელ-წოდებით არის დაბეჭდილი რუსულს გაზეთში „Современное слово“ სტატია, რომელიც გვიჩვენებს ხასიათს რუსეთის უბრალო ხალხის შინაურ ცხოვრებისას და ამისათვის ჩვენ აქ მოგვყავს. იმ სტატიის ავტორი ამბობს: სოფლური საოჯახო ცხოვრება შესაწუხარი არის. ქმარი მომეტებულ ნაწილად მწვალებელია თავის ცოლისა, ცოლი მონაა არამც თუ მარტო ქმრისა, არამედ მამამთილისა და დედამთილისაც; არც დედ-მამა ექცევა უკეთ თავიანთ შვილებსა და მაზლი თავის რძლებსა; ეს მიზეზები სულ სამწუხარო შედეგს გვიჩვენებენ. ძალიან ხშირად ვკითხულობთ გაზეთებში იმათ აღწერას, რომელშიაც თამაშობს დიდს როლს მუშტი, დანა, ცული, საწამლავი და სხვ. აი მაგალითად რამდენიმე შემთხვეები: — ერთს სოფელში მცენსკის უეზდში, ორლოვის გუბერნიაში, ბარბარე ვასილოვისამ, ხუთის თვის გათხოვილმა, მოსჭრა თავი ქმარს, იმისთვის რომ იმას ეცემა.
სოფელს გოროდეცკს, მალო არხანგელსკის უეზდში, ორლოვის გუბერნიაში, გლეხკაცმა ანდრია ბოლოხოვმა დასჭრა დანით თავის რძალი თებრონია დანილოვისა, ამისთვის რომ მას არ დანებდა.
სოფელს შილინსკს ენისეისკის გუბერნიაში გლეხკაცი პროკოფიევი მოკლა თავის ცოლმა ეკატირინემ თუჯის ქოთნით, რომელიც თავში დაურტყამს.
სოფელს ნოვოგუპალოვსკს, ეკატრინოსლავის გუბერნიაში მოკლა ვიღამაც ოცი-წლის გლეხ კაცის ცოლი თებრონია ვორობიევისა და ეჭვი იმის ქმარზედა აქვთ.
ოთხი წლოვანი კაცის მკვლელი. — ფრანციზულ „Gazzette des Tribunaux-ში“, სწერენ ერთს საშინელ შემთხვევასა. ფრანციისა ჩრდილოეთ — აღმოსავლეთის ნაწილში, ერთს სოფელში, რომელიც არის ნოიონის ქალაქის ახლო, ცოლ-ქმარნი გამოვიდნენ თავის სახლითგან, რომელშიაც გაუშვეს ორი თავიანთი შვილი: ქალი, რომელიც იყო ოთხის წლისა, და ვაჟი ორის წლისა: ორთავ ყმაწვილთ ეძინათ; პატარა ხანს უკან მეზობლებმა დაინახეს კომლი, რომელიც გამოდიოდა კარის ფანჯრიდამ ლ-ის სახლებში, როდესაც იმათ გატეხეს კარები, ნახეს ერთი ყმაწვილის სხეული სულ დამწვარი, და პატარა ქალი, რომელსაც შესწუხებოდა გული. როდესაც ცეცხლი გააქრეს და პატარა ქალი გონებაზე მოიყვანეს, მაშინ მან უანბო, რომ ცეცხლი თვით მოუკიდა, ამისთვის რომ იმას რაღაზედაც შესძულებოდა თავისი ძმა. როდესაც იმას გამოღვიძებოდა და ენახა, რომ ისინი მარტო დარჩენილან, გრძელი ჯოხით სპიჩკის კოლოფი ჩამოეგდო თაროდამ და სპიჩკით ცეცხლი მოეკიდა ჩალისათვის, რომელიც ეფარა რაღაც საჭმელსა და იდგა პატარა ყმაწვილის ლოგინის ახლო. მერე ასულიყო თავის საწოლზედ და იქიდამ უყურებდა თავის ძმას ცეცხლ-მოკიდებულსა, რომელი მას უძახდა: ნანი, ნინიო, იმისგან მოკიდებული ცეცხლი იმასაც მოკლავდა, თუ იმის მეზობლებსა ცოტა გვიან გაეგოთ.
ქურდობა შიმშილისაგან. — რომ კარგად გაშინჯოს კაცმა სხვა და სხვა დანაშაულობა, ვიპოვით, რომ უფროსი ნაწილი მათგან მოხდება დამნაშავების შევიწროვებული მდგომარეობისაგან. თვითონ საზოგადოება თავის წესით მიიყვანს კაცს იმ ნაირ გამოუსვლელ მდგომარეობაში, რომ თითქმის დაძალებული იქენება, მოახდინოს რამე დანაშაულობა და დანაშაულობის მოხდენის მერმე სჯის მას ისრე სასტიკად ვითომც თვითონ იმაში არა ფერი ბრალეულობა არა ჰქონდეს. თუ გინდ ავიღოთ შემთხვევა, რომელიც აქ მოგვყავს: არ შეიძლება ვსთქვათ, რომ აქ დამნაშავე ყოველის ფერში ბრალეული იყოს. შიშმა, რომ შიმშილით არ მომკვდარი იყო, აიძულა ეს კაცი, რომ მოეპარა რამოდენიმე კაპეიკი. მეცნიერება სტატისტიკა გვიმტკიცებს ცხადი ფაკტებით იმ დამოკიდულობას, რომელიც არსებობს დანაშაულობის და კაცის გარემოების შორის. ჩვენ აქ გამოვიწერთ რამდენსამე ფაკტებს გამოჩენილი სწავლულის კოლბის სტატისტიკიდამ. ფრანციაში ქურდობისათვის 1846 წელში სამართალში იყვნენ მიცემულნი 31,768 კაცი; 1847 წ. როცა პური ძვირი იყო ამ რიცხვმა აიწია 41,626-მდი, ხოლო 1848-ში კარგი მოსავალი იყო და რიცხვი ქურდობაში დაჭერილ კაცებისა ჩამოვიდა 30,000-მდი. ამასავე ვხედავთ ანგლიაში. 1842 წ. როცა პური იაფად იყიდებოდა და ვაჭრობა კარგად მიდიოდა, რიცხვი დამნაშავებისა იყო 24,000, მაშინ როდესაც 1848 წ. როცა დაეცა ვაჭრობა და გაძვირდა პური, მათმა რიცხვმა აიწია 30,349. მერმეთ რომ მოსპეს ბაჟი პურზედ და ამისგან გაიაფდა ყოველი საცხოვრებელი, დამნაშავების რიცხვმა დაიკლო. მაგალ. 1853 წ. ეს რიცხვი უდარებოდა 27,057-ს.
სოფელს დილბეკს, ბრუსელის ქალაქის ახლო, ერთს საყდარში ყოფილიყო საწვლებისთვის ყუთი და იქიდგან მოეპარათ 28 სანტიმი (7 კაპეიკი). მერმე კი გაიგეს, რომ იმ ქურდობის დროს იმ ყუთში 28 ფრანკი (7 მანეთი ყოფილიყო, მაგრამ იმ კაცს, რომელსაც ის ყუთი გაეტეხნა, მარტო სანტიმები ამოეღო, ამ ფულითა პური ეყიდნა, რომ თავის შიმშილი მოეკლა; გარდა, ამისა თვითონვე გამოეცხადებინა პოლიციაში თავის ქურდობა: მას ეთქვა, რომ პირველად მას უნდოდა პურის სყიდლად ამოეღო ფული საყდრის ყუთიდამ, მაგრამ იმაში ორი სანტიმის მეტი ვერ ეპოვნა და მერმე საწყლების ყუთიდამ ამოეღო. ეს კაცი ძლიერ ადვილად დასაჯეს ის ჩასვეს ამ საქმისათვის ექვს თვეს ციხეში; გარნა ის შეეძლოთ ჩაესვათ საპყრობლეში ხუთის წლის ვადით, კანონის ძალითა. უხლახან ვიკტორ ჰუგოს აყვედრებენ, რომ ვითომაც თავის უკანასკნელს რომანში „საბრალონი“ ის უმატებს დასჯას და ამბობს ჟან-ვალჟანი გაგზავნეს კატორგაში იმისათვის, რომ პური მოიპარა შიმშილის მოსაკვლელათო. ვიკტორ ჰუგოს აყვედრიდნენ, ის არ იცოდნენ, რომ ვალჟანის ისტორიას მალე წაიკითხავდნენ გაზეთის ფურცლებში, როგორც ნამდვილ შემთხვევას, არამც თუ მარტო რომანში.
ნაპოლეონის III სიტყვის სწრაფად გარდაცემა — როგორ გაადვილდა ამ უკანასკნელ დროში საჩქაროდ ერთის ქვეყნის ამბისა მეორეში შეტყობა, შეგვიძლიან ადვილად წარმოვიდგინოთ ნაპოლეონის სიტყვისა შემდგომის სწრაფის გარდაცემითა: სიტყვა, რომელიც ნაპოლეონმა წარმოსთქვა თორმეტს იანვარს სჯულის-მდებელობისა კრების გახსნაზედ, თექვსმეტს მინუტს მთლად ლონდონში გარდასცეს. პარიჟის ტელეგრაფის სტანციიდგან გაგზავნეს მეორის ოცი მინუტი რომ იყო და ლონდონში მიუვიდათ ოცდა თექვსმეტს მინუტს. ეს სიტყვა გარდაიცა ხუთს ტელეგრაფის მართულზედ და ეს საქმე მიანდო ტელეგრაფის გამგებმა ხუთ კარგად მცოდნეს ტელეგრაფისტებს. პარიჟიდამ ბრუსელში ეს სიტყვა გაგზავნეს ორის ნახევარზედ და ორის საათის შემდეგ ე.ი. ოთხის ნახევარზედ კიდევაც დაიბეჭდა ბრუსელში.
მიწისქვეშ რკინის გზა ლონდონში. 10 იანვარს ლონდონში გამართეს მიწის ქვეშ რკინის გზით სიარული, რომელიც მიდის სიტიდგან[14] სხვა ქალაქის ნაწილებში. აქამდინ 3 ½ , ანგლიის გზა არის გახსნილი (5 ½ ვერსტი); მაგრამ ძალიან ჩქარა კი ვერ დადის რკინის გზის მაშინა ე.ი. 5 ½ ვერსტს 15 მინუტის განმავალობაში. ამბობენ რომ გზა ძლიერ კარგად არის განათებული, ასე რომ ყველას უფრო ესიამოვნება სიტში მიწის ქვეშ რკინის გზით გასვლა, მინამ სიარული მიწის ზემოდ იმოდენა შეგროვილ ხალხში და ეკიპაჟებით სავსე ქუჩებში. ჯერ პირველ კვირას, როდესაც რკინის გზა გამართეს, საქმე კარგად მიდიოდა. პასაჟირების (მგზავრების) რიცხვი, რომლებიც მსხდარან ამ რკინის გზის მაშინაში, მიახლოვდება 225,000 კაცამდინ, პირველ დღეს (შაბათს 10 იანვარს), როდესაც შეასრულეს ეს გზა, 38,000 კაცი იჯდა, მეორე დღეს 33,000. მერე ცოტ-ცოტა მოაკლდა, და მეორე შაბათს 80,000-მდი ავიდა. რკინის გზის მაშინა გადის ყოველ ათს მინუტს შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა მოსპონ ის მავნებელი მოქმედება, რომელიც კომლისაგან შესდგება ხოლმე იმ ვიწრო გზაში და ძალიან აწუხებს კონდუქტორებსა და ფეჩის ამთებლებსა; და თუ ეს მავნებლობა მოსპეს, მაშინ შეიძლება მოემატოს, რკინის გზის მაშინას სიჩქარე.
ახალი მოხმარება ფოტოგრაფიისა — ეხლა ხანს ერთმა ფრანცუზმა ვილლელმა ფოტოგრაფიაში მოახდინა ახალი გამოჩენა, რომელსა დაარქვა ფოტო-სკულპტურა. ის ამბობს: ჩემი გამოჩენა იმაში მდგომარეობს, რომ ერთსა და იმავე დროს ავიღებო. რამდენსამე ფოტოგრაფიის სურათებს სხვა და სხვა მხრიდამ. ეს სურათები რომ მოაწყონ ერთი მეორესთან გამოვა ფიგურა, რომელი ისე კარგად წარმოადგენს საგანს, როგორც ბუნებაშია. ამ რიგად ადვილად შეიძლება გაკეთება ბუსტებისა, პატარა სტატუებისა. და სხ. და სხ. თუ ვილლემმა აღასრულა თავის აზრი, ეს გამოგონება დიდ სარგებლობას მოიტანს.
სასტატისტიკო სქემა კავკასიის მხრისა. ეხლახან გამოცემულ მე V წიგნში კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოებისა არის ჩართული სასტასტიკო სქემა კავკასიის მხრისა, შედგენილი უფ. სტებნიცკისაგან. რასაკვირველია იმაში მოყვანილი ციფრები მარტო მიახლოებითნი არიან, რადგანაც ჩვენში სტატისტიკისათვის საჭირო მასალები ჯერ კიდევ სწორედ არ არიან შეგროვილნი; მაგრამ ჯერ მეტი გზა არ არის, უნდა დავკმაყოფილდეთ მითი, რაც გამოკვლეული და შეტყობილია. ჩვენ აქ გამოვიწერთ იმ სქემიდამ უმთავრეს ფაქტებს. სივრცე კავკასიის მხრისა, უფ. სტებნიცკის გამორიცხვით, შეადგენს 7999,11 [15] კვატრატულ საგეოგრაფიო მილს ან 387036,8 კვადრატულს ვერსტსა, ამ სივრცეზედ ჰსცხოვრებს 4,554,867 სული კაცი. სიმჭიდროვე მოსახლეობისა (плотность населенiа) გამოდის კვადრატულს მილზედ 569,43 კაცის სული ან კვადრატულს ვერსტზედ 11, 77 ე.ი. შუა გამორიცხვით გამოდის, რომ ერთს კვადრ. მილზედ სცხოვრებს 569,43 სული კაცი, ან ერთს გერსტზედ 11,77. ეს რიცხვები შემდგომ ნაირად არის გაყოფილი ამ მხრის სხვა და სხვა ნაწილებს შორის:
| კვადრატული მილი | მცხოვრები | სიმჭიდროვე მოსახლეობისა კვადრ.მილზედ |
სტავროპოლის გუბერნია | 1355,79 | 359172 | 264,92 |
თერგის მაზრა | 948,52 | 401211 | 422,99 |
ყუბანის მაზრა |
1844,75 |
1089089 |
590,37 |
სულ ჩრდილოეთს კავკასიაში | 4149,06 | 1849472 | 445,76 |
დაღესტნის მაზრა | 547,51 | 566594 | 1034,86 |
ბაქოს გუბერნია | 1193,54 | 761060 | 637,65 |
ერევნის გუბერნია | 573,09 | 236689 | 413 |
ტფილისის გუბერნია | 861,28 | 499261 | 579,67 |
ქუთაისის საღენერალ-გუბერნატორო | 674,63 | 641791 | 951,32 |
სულ კავკასიის მთის გამოღმა | 3848,05 | 2705395 | 702,69 |
ამ სასტატისტიკო სქემიდამ შეგვიძლიან ეგრეთვე შევიტყოთ სივრცე საქართველოს მიწისა და მიახლოვებითი რიცხვი ამ მიწაზედ მცხოვრებლებისა. ტფილისის გუბერნია, როგორც ზევითა ვსთქვით, შეიცავს 861,28 კვად. მილსა და 499261 მცხოვრებსა; აქედამ რომ გამოვიდეთ განჯის უეზდი, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს და რომელში ითვლება 263,30 კვად. მილი და 118362 მცხოვრები, დარჩება 597,98 კვად. მილი და 380362 მცხოვრები საქართველოს მიწისათვის. ეს ციფრები შემდგომ ნაირად არიან განაწილებულნი:
| კვადრატული მილი | მცხოვრები | სიმჭიდროვე მოსახლეობისა კვადრ.მილზედ |
ტფილისის უეზდი | 177,85 | 161763 | 909,55 |
თელავის | 55,14 | 38321 | 694,98 |
სიღნაღის |
84,23 |
71818 |
888,26 |
გორის | 122,79 | 61652 | 502,22 |
მთიულეთის ოკრუგი | 76,73 | 23290 | 303,53 |
თიანეთის ოკრუგი (თუშეთი და ფშავ-ხევსურეთი) | 81,27 | 20518 | 6252,47 |
ქუთაისის საღენერალ-გუბერნატოროში
| კვადრატული მილი | მცხოვრები | სიმჭიდროვე მოსახლეობისა კვადრ.მილზედ |
ქუთაისის უეზდი | 78,01 | 97630 | 1251,51 |
შორაპნის | 59,81 | 79404 | 1327,60 |
რაჭა |
54,81 |
43992 |
802,63 |
გურია | 39,99 | 54257 | 1356,76 |
ახალციხის უეზდი | 100,83 | 79563 | 789,08 |
სამეგრელო | 121,92 | 183960 | 1508,86 |
სვანეთი | 45,66 | 6044 | 132,37 |
სამურძაყანო | 28,38 | 20666 | 726,51 |
აფხაზეთი | 66,55 | 66275 | 995,87 |
წებელდა | 48,54 | 6170 | 127,15 |
ესრეთ გამოდის, რო საქართველო შეიცავს 1242 კვადრატულ მილს ან 60317 კვადრატულ ვერსტს და 1858 წლის აღწერით მაზედ სცხოვრებდა 1,918,323 სული; სიმჭიდროვე მოსახლეობის საქართველოში ერთს კვადრატულ მილზედ გამოდის თითქმის 820. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რიცხვები ეკუთვნიან იმ საქართველოს მიწებს, რომელიც არიან რუსის მართებლობის ხელქვევით; გარდა ამისა ოსმალოებს უჭირავთ დიდ-ზომი ნაწილი საქართველოსი აჭარა, ლივანა, ჭანეთი, ქობულეთი, სადაც სცხოვრობენ ეხლაც ქარველის ტომის ხალხი და რომელნიც საქართველოს ძლიერების დროს ჩვენს მეფეებს ეჭირათ.
ნამეტანი არ იქმნება აქვე მოვიხსენოთ რიცხვი საბატონო ყმებისა, განსაკუთრებით ეხლა, როცა წედება მათი საქმე. მთელს საქართველოში ითვლება მიახლოვებით საბატონო ყმები 55,000 — დამ 70,000 კომლამდი; ამ რიცხვიდამ მოუდის 40,000 კომლიდამ 50,000 — მდე იმერთს, გურიას და სამეგრელოს,— და 15,000 — დამ 20,000 კომლამდე ქართლსა და კახეთს.
ახალი წიგნის ახალი წიგნის მაგაზინი ტფილისში. ჩვენ დიდის სიამოვნებით შევნიშნეთ, რომ ჩვენს ქალაქში თან და თან ვრცელდება წიგნების მოთხოვნილება. ამ მოთხოვნილებას ყველაზედ უფრო ცხადათ ის გვიმტკიცებს, რომ ძლიერ დიდიხანი არ არის, რაც ტფილისში არც ერთი წიგნის მაგაზინი არ იყო; ეხლა ერთის მაგიერად სამი გვაქვს. ამ მაგაზინებისაგან ყველაზე წინეთ იყო გახსნილი უფ. ენფიაჯიანცის მაგაზინი, მაგრამ იმაში სომხური წიგნების გარდა სხვა ენებზედ ძლიერ ცოტა წიგნები იპოვებოდა. ამით სარგებლობდა მეორე მაგაზინის პატრონი უფ. ბერენშტამი და საშინელ ძვირად ჰყიდდა წიგნებს. სხვა ვისთან წახვიდოდით წიგნის სასყიდლად, ან მისი მაგაზინში უნდა აგეღოთ, ან პირდაპირ რუსეთიდამ უნდა დაგებარებინათ. თითქმის ყველანი არჩევდნენ აქ მაგაზინში წიგნის გამორთმევას, მინამ რუსეთიდამ დაბარებას, რადგანაც დიდხანს უნდოდა მოცდა, სანამ იქიდამ მოუვიდოდათ. ეს კარგათ ესმოდა უფ. შერენშტამს და რადგანაც მოპირდაპირე არა ყვანდა უფრო და უფრო უმატებდა ფასს თავის წიგნებს, ამასთანავე, რა საკვირველია, მისი ჯიბეც თან და თან სქელდებოდა, მაგრამ ეხლა კი ვგონებთ, გათავდა მისი მეფობის დრო, გამოჩნდა მესამე მაგაზინი, სადაც, იმედია, საქმეს კეთილ სვინიდისიანათ წაიყვანენ. ახალი წიგნის მაგაზინის პატრონი არის უფ. ისააკ ტერ-მიქელიანი, რომელიც კურსის შესრულების შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში ჩამოვიდა თავის სამშობლო ქალაქში და, ჩვეულების წინააღმდეგ, არ შეტუცა მაშინვე თავი სამსახურში, როგორც შვებიან თითქეის ყველანი, ვისაც კი მიუღია ცოტაოდენი განათლება. მას ჰქონდა შეძლება და უნდოდა იმისთანა საქმისათვის მოეკიდნა ხელი, სადაც მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო საზოგადოებისათვის დ ამოირჩია წიგნის მაგაზინი. უკეთესი საქმის ამორჩევა არ შეიძლებოდა. ამაზედ უკეთესს რომელ საქმეში მოიხმარდა უფ. ტერ-მიქელიანი თავის ფულს? ყველამ ვიცით, რა სასარგებლო არის ქვეყნისათვის წიგნების გავრცელება, ვიცით ეგრეთვე, როგორ ძნელი იყო ამდენ ხანს ჩვენში კარგი წიგნების შოვნა. ჩვენ ისრე მოშორებული ვართ ევროპის დიდ ქალაქებზედ, რომ ძლიერ გვიან ვიტყობთ შესანიშნავი ახალი წიგნების გამოსვლას; მერმეთ თუ მოვინდომებდით ამ წიგნის შეძენას, ან თვითონ უნდა დაგვებარებინა და სანამ მოგვივიდოდა, ეს თხზულება კიდევაც დაჰკარგავდა თავის სიახლეს და ინტერესსა, ან ერთი ორად მეტი ფასი უნდა მიგვეცა ერენშტამისათვის, თუ ისიც ექნებოდა. ეხლა ამ გვარი წიგნები გამოცემის შემდეგ მალე მოუვა უფ. ტერ-მიქელიანს და მსურველებს შეეძლებათ მალე შეიძინონ იაფ-ფასად. უფ. ტერ-მიქელიანს ექმნება თავის მაგაზინში ფრანციზული, ნემეცური, რუსული, სომხური და ქართული წიგნები, ეგრეთვე სურათები და სხვა და სხვა გამოჩენილი კაცების პორტრეტები. გარდა ამისა მან თავის მაგაზინთან გახსნა ოთახები სხვა და სხვა ჟურნალების და გაზეთების საკითხავად. თვეში რომ ერთი მანეთი შეიტანოთ, ან წელიწადში ერთი თუმანი, შეგეძლებათ ყოვულთვის იკითხოთ იქა ეს ჟურნალები და გაზეთები, და გარდა ამისა შინაც წაიღოთ საკითხავად. უფ. ტერ-მიქელიანი შემდგომისათვის ფიქრობს ბიბლიოთეკის გახსნას, სადიდამაც დრობით შეიძლებოდეს წიგნის წაღება საკითხავად. ღმერთმა ქმნას, რომ მისი განზრახვა მალე აღსრულდეს. ჩვენის მხრით ჩვენ ვინატრებთ ამ მაგაზინისათვის ყოველს წარმატებას იმ იმედით, რომ ის იქმნება სასარგებლო საზოგადოებისათვის.[16]
კალმასობის გამოცემა. დიდხანს ველოდით ამ წიგნის გამოსვლას და ბოლოს როგორც იქმნა გამოვიდა. ვგონებთ, ბევრს ჩვენს მკითხვილებს ექმნებათ გაცნობილი ეს ივანე ბატონიშვილის თხზულება უფ. დ. ბაქრაძის სტატიით, რომელიც დაბეჭდილი იყო. 1861 წ. „ცისკარში“. ეხლა გამოვიდა პირველი ნაწილი პირვლი წიგნისა, სადაც წინეთ ჩართული არის უფ. ბაქრაძის ზემო-ხსენებული სტატია. წიგნი მსხვილი და ადვილად წასაკითხი ასოებით არის დაბეჯდილი, მხოლოდ მასში ბევრი კორეკტურის შეცდომები იპოვება. კალმასობა დაბეჭდილია უფ. ი. კერესელიძის სტამბაში, სადაც კიდეც იყიდება. მისი შეძენა შეიძლება ეგრეთვე უფ. ი. ტერ-მიქელიანის მაგაზინში. ფასი პირველი ნაწილისა 2 მანეთია.
_______________
1 ალჟირი არის ქვეჟანა ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელიც 1830 წლიდამ ეკუთვნის ფრანციას.
2რესტორაციას ეძახიან მართებლობას, რომელიც იყო ფრანციაში ნაპოლეონ I-ის შემდეგ, როდესაც მეფობენ კოროლები ლუდოვიკო XVIII და კარლო X ბურბონის დინასტიიდამ ეს მართებლობა არსებობდა 1814-1830 წლ.
3აბდ-ელ-კადერი იყო. არაბების სარდალი და შეურიგებელი მტერი ფრანცუზებისა, რომლებთან ჰქონდა განუწყვეტელი ომი ალჟირში, სადაც მას ჰქონდა იმნაირი მნიშვნელობა, როგორიც შამილს კავკასიის მთებში. ბოლოს 1847-ს დაიჭირეს ფრანცუზებმა და ჰყვანდათ რამოდენიმე წელიწადი ციხეში დამწყვდეული. 1852 წ. როდესაც ნაპოლეონი შეიქმნა იმპერატორად, მან გამოართვა მას პატიოსანი სიტყვა, რომ არ ეომება არაოდეს ფრანცესებს და განათავისუფლა. მას აქედ ის ცხოვრებს ოსმალოს სახელმწიფოში.
4მიწის ზომაა, შეიცავს თითქმის 2,200 კვარატულს საჟენს.
5ტელლი ჰქვიან ალჟირში ნაყოფიერს ადგილს, რომელიც მდებარებს ზღვის პირად.
6 კოლონიზაცია — გარდასახლება მცხოვრებლებისა ერთი ქვეყნიდამ მეორეში.
7 პრინციპი — კანონი, უმთავრესი საფუძველი რომელიმე მეცნიერებისა.
8 ე.ი. ოსმალოს სულთანი.
9 მკვიდრი მცხოვრებლები ამერიკაში ძლიერ შევიწროებულნი არიან გადასახლებული ევროპიელებისაგან, რომელთა წაართვეს მათ რაც საუკეთესო მიწა იყო.
10ასსოციაცია— ვაჭრების საზოგადოება, შედგენილი იმ ჰაზრით, რომ ერთად იმოქმედონ დიდს საქმეში, სადაც ბევრი ფულია საჭირო.
11 პრივილეგია განსაკუთრებითი უფლება რამეზე. მაგ. რუსეთის იმპერიაში აზნაურობას აქვს განსაკუთრებითი უფლება შედარებით სხვა წოდებებთან ამ უფლებას ეძახიან აზნაურობის პრივილეგიას.
12 ტალერი ედარება 93 კაპ.
13 შემთხვევა, ნაწყვეტი რომელიმე ამბავიდამ.
14 ერთი ლონდონის უმთავრესი ნაწილის სახელია.
15 აქ მძიმეს მარჯვნით რომ ციფრები რომ არიან დასმული ნიშვნენ: პირველი ციფრი ერთის მთელის რიცხვის მეათედს ნაწილს, მეორე მეასედს. კვადრატული მილი ნიშნავს სივრცეს, რომელსა აქვს ერთი მილი სიგძე და ერთი სიგანე. საგეოგრაფიო ანუ ნემეცური მილი 7 ვერსტია.
16 ზოგიერთებისათვის იქმნება საჭირო იყოს. ამ მაგაზინის ადრესის ცოდნა. უფ. ტერ-მიქელიანის მაგაზინი არის გოლოვინის პროსპეკტზე, შტაბის გვერდით, არწრუნის შენობაში.
![]() |
6 საბრალონი |
▲back to top |
საბრალონი
(დასაწყისი იხ. №2)
ხეების გასხვლის დროს ჟანი დღეში იღებდა სამუშაოს 18 სუს; ამ მუშაობის გათავების შემდეგ მიდიოდა მუშად მკაში, დღიურ მუშად, სადმე ფერმაზე მწყემსად, ერთი სიტყვით, რაც კი შეეძლო და ხელიდამ გამოზდიოდა. ამის დაც თავის მხრით მუშაობდა, მაგრამ რა შემწეობას მისცემს და ან მუშაობის ფასით რა გაუხდება დიდ ოჯახს, რომელშიაც შვიდი წვრილ-ფეხობა იყოს!
ეს უბედური ოჯახი სისაწყლის გამო თან და თან დაეცა და გაღარიბდა. ერთხელ დიდი ზამთარი იყო. ჟანმა სამუშაო ვერ იშოვა მთელი სახლობა უკანასკნელი ლუკმის ნატრული შეიქმნა შვიდის წვრილ-ფეხობით!
ერთ კვირა-დღეს საღამოთი მობერშჩამო მეპურე საყდრის მეიდნის ახლო მცხოვრები, ისის-იყო ძილს აპირებდა თუ არა შემოესმა თავის დუქნის ფანჯრის ძალზე რახუნი. ხმაურობაზედ ადგა, მივიდა და ნახა, რომ ვიღასაც ფანჯარა გაეტეხნა, ხელი შეეყო და იმ ხელმა პურს დასტაცა და წაიღო. შჩამო. საჩქაროდ ქუჩაში გავარდა და ნახა, რომ ქურდი მირბოდა რაც კი შეეძლო უკან გაუდგა მოეწია და დაიჭირა, თუმცა ქურდმა პური ხელიდამ გააგდო მაგრამ, რადგანც ხელი შუშაზედ გასჭროდა და სისხლიანი ჰქონდა ამის მიზეზით, სასამართლომ გამტყუვნა. იმ პურის ქურდი იყო ჟან-ვალჟანი.
ეს ამბავი მოხდა წ. 1795-ში. ჟან-ვალჟანი სასამართლოში დაიბარეს და „ღამე სხვის სახლში ძალით პურის მოპარვისათვის“ გაამტყუვნეს. საუბედუროდ ამას ერთი თოფი ჰქონდა, თითონ კარგი მსროლელიც იყო და ხანდის ან ნადირობდა სხვის ტყეებში. ამ შემთხვევამ ამას ბევრი ავნო. ხალხს ძალიან ეჯავრებოდა ბრაკონიერები, და ვის თვალით უყურებდნენ. ბრაკონიერები და კონტრობანდისტები ხალხს ისე მიაჩნდა, როგორც ავაზაკები, თუმცა დიდი მთები ძევს ამისთანა ადამიანებში და ზოგიერთ ქალაქის კაცის მკვლელებში. მონადირე ტვეში სცხოვრებს, კონტრაბანდისტი
მთებში ან ზღვაზე, ქალაქი კი ადამიანს აფუჭებს, უწყალოთა ხდის, მაგრამ მთა, ტყე და ზღვა, თუმცა კაცს გაუთლელად და უწყალოთა ხდის, მაგრამ ამისთანა ხალხს გულ-კეთილობა მაინც არ აკლია.
ჟან-ვალჟანი კანონების ძალით ბრალიერი აღმოსჩნდა, გაამტყუვნეს და გაასამართლეს. განაჩენი წაუკითხეს და ხუთის წლით გალერაზე გაგზავნეს კატორღაში.
აპრილის 22-ს 1796 წ.-სა, როცა პარიჟში ხდილობდნენ ბონაპარტის გამარჯვებას მონტენეტეზე, სწორეთ იმ დღემ ბისეტრაში, ბევრ ტუსაღებს ერთ რიგზე ბორკილით ამწყვდევდნენ. ჟან-ვალჟანიც იმათში იყო. მაშინდელ ციხის ყარაულს ოთხმოც და ათის წლის მოხუცს ეხლაც კი ახსოვს ის უბედური, რომელსაც ჩრდილოეთის მხრით ეზოში მეოთხე რიგის ბოლოს ამწყვდევდნენ. ეს საბრალო სხვათა შორის დედა-მიწაზე იჯდა. თავის მდგომარეობა არ ესმოდა, მაგრამ ეს კი იცოდა, რომ ცუდ ალაგს ჩავარდა. მანამ ბორკილს ლურსმებით დაუჭედდნენ, ის უბედური ისე გულ მოჯდომით ტიროდა, რომ ძლივსღა ხმა ამოეღო; ხანდისხან კი კრუსუნით იტყოდა ხოლმე „მე ფავერელოში ხეხილის მსხვლელი ვიყავიო და მერე თან ტიროდა და თან მარჯვენა ხელ ასწევდა მაღლა და დაუშვებდა. ასე შვიდჯერ თითქო შვიდ პატარა ყმაწვილებს თავზე ხელს ახლებსო. ამითი იქ მყოფთ ენიშნებოდათ, რომ ქურდობა, თუ ჩაიდინა ამ კაცმაო, უთუოდ შვიდის ყმაწვილის მიზეზითაო , რომლებთათვისაც ჩაუდენია ქურდობაო. ჟან-ვალჟანს კისერზედ ხუნდი დაადეს ჩააგდეს ურემში და გაგზავნეს ქ. ტულონში. ოც და შვიდის დღის მოგზაურობის შემდეგ მიგიდა დანიშნულს ადგილს. ტულონში ამას სატუსაღო წითელი ტანისამოსი ჩააცვეს; მთელი ამ კაცის სიცოცხლე ისე გაქრა, თითქო არც კი ყოფილიყოო, სახელიც კი დაეკარგა, ჟან-ვალჟანი აღარ ერქვა, ამას ეძახოდნენ 24601 №-სა.
ჟან-ვალჟანის და რა იქნა? იმის შვიდ წვრილ-ფეხობას რა მოუვიდა? ვინ იკითხავდა ვის რა აწუხებდა? ან ვის რა დარდი აქვს და რა ენაღვლება, რომ ძირში მოჭრილის ახალი ხეხილის ქორფა ფოთლები ფეხ ქვეშ ითელებოდეს. ამისთანა შემთხვევა ეხლანდელ დროში იშვიათი არ არი; ვინ იცის რა მოუვიდათ იმ ბედურებს, ან სად დაიღუპნენ, უპატრონოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ? იქნება ცალ-ცალკე დაისაქსნენ ალალბედზედ? ვინ იცის სად, საით მხარეს, სად ვის მოესწრო სიკვდილი სიღარიბით, მარტო ოხრად უთვის-ტომოდ, უნათესოდ? იმათ თავი დაანებეს თავის მხარეს, მი წა-წყალს, საცა დაბადებულ იყვნენ და აღზდილ იყვნენ. მთელ იმათ სოფელში, ვინც კი იცნობდა ყველამ დაივიწყეს ისინი. თითონ ჟან-ვალჟანმაც კი რამდენიმე წლის უკან, რაც კატორღაში დაყო, თითონ იმანაცა კი დაივიწყა ისინი. ჟანის გულში, უწინდელ დიდ იარის მაგიერად, ეხლა პატარა გაკაწრული ადგილი ღა იყო, ესღა იყო. მეტი არა ფერი.
რაც ხანი ჟანი ტულონში იყო, მარტო ერთხელ, ისიც როგორღაც, შეეტყო თავის დის ამბავი. მგონია, იმის ტუსაღობისა, მეოთხე წლის ბოლოს არ ვიცი ვის მიეტანა ამბავი. ვიღაცას ნაცნობს ენახა იმისი და, რომელიც თურმე პარიშჟი სცხოვრებდა ერთ ვიწრო ქუჩაში წმინდა სულიციის ახლო. თავისთანა ყავდა თურმე მარტო ერთი ყმაწვილი უნცროსი ვაჟი-შვილი. დანარჩენი ექვსი ყმაწვილები სადღა იყვნენ? იქნება თითონ დედამაც კი ცოდა. თურმე მუდამ დილით ჟანის და მიდიოდა სობოროს ქუჩაში, 3 № ში ტიპოგრაფიაში და იქ მუშაობდა: წიგნების ფურცლებს ერთი ერთმანეთზე აწყობდა და მერე კინძავდა. დადებული იყო, რომ სამუშავოდ უნდა მისულიუო დილის ექვს საათზე და ზამთარში განთიადის უწინ. იმ სახლში საცა ტიპოგრაფია იყო იქ შკოლაც იყო გამართული. ჟანნა იმ შვოლაში თავის შვიდის წლის ვაჟს ატარებდა სასწავლებლად; რადგანც ტიპოგრაფიაში დედა უნდა მისულიუო ხოლმე დილის ექვს საათზე და შკოლას კი შვიდზე აღებდნენ, ამ მიზეზით პატარა ბიჭი, მთელი ერთი საათი მარტოკა კარებთან იცდიდა ხოლმე, მანამდის შკოლას გააღებდნენ, იმას ტიპოგრაფიაში დედასთან არ უშვებდნენ, რადგანაც ამბობდნენ დედას მუშაობაში დაუშლისო.. საცოდავი ყმაწვილი მოკუნტული იჯდა ხოლმე ქუჩაში, სთვლემამდა და ზოგჯერ გულზე აბგა მიკრული დაეძინებოდა. წვიმის დროს, მოხუცებული დედაკაცი ტიპოგრაფიის მეკარე თავისთან შეიყვანდა ხოლმე ოთახში. შვიდ საათზე შკოლა გაიღებოდა თუ არა, პატარა ბიჭი შევიდოდა. ჟან-ვალ- ჟანმა, მარტო ეს ანბავი შეიტყო, თავის უწინდელ სახლობაზე. ამ ამბავმა, როგორც რო ელვამ ერთ წამს უეცრად გაუნათა სიცოცხლე: თვალ წინ თითქო უეცრად ფანჯარა გაეღოვო და თავის საყვარელი ნათესაობის ბედის წერა უჩვენესო. ამ ამბავის მეტი, თავის დაზე ამას აღარ შეუტყვია რა, არც მოსვლია, არც თვალითღა უნახავი და ამის შემდეგ არ სად შეხვედრია. ეს იყო; ამის შემდეგ გულიდამ კიდევ ამოირეცხა, აღარ აგონდებოდა და სრულიად დაავიწყდა ნათესავები. თავის ნაღველიც ყოფოდა.
მეოთხე წლის ბოლო თვეებში, ჟან-ვალჟანმა სატუსაღოდამ გაპარვა დააპირა, ამხანაკებმა შემწეობა მისცეს, როგორც რიგია ხოლმე ტუსაღებში ამ გვარ შემთღვეულობაში. გაიპარა და გაიქცა. ორი დღე თავისუფლად მინდვრებში დაწანწალებდა, მაგრამ ვაი იმ თავის-უფლებას! განა ეს თავისუფლებაა, რომ კაცი მუდამ წამს შიშით უკან იხედებოდეს, ხომ არ მამდევენო, უბრალო ხმურობაზე თრთოდეს, ყველა ფრისაგან ეშინოდეს: ბანზე ბუხრის კომლისაც, გამლელ-გამომვლელისაც, ძაღლის ყეფისა, გაჭენებული ცხენისა, საათის ზარის რეკისაცა, — დღისაც კი, რადგანაც ყველა სჩანს დ ხედვენ, და ღამისაც, — რადგანაც არა სჩანს რა, — გზისაც, ბუჩქისაც და ძილისაც კი!
გაპარვის მეორე დღეს საღამოზე ჟან-ვალჟანი დაიჭირეს. სასამართლომ დასასაჯელად სამი წელიწადი კიდევ მოუმატა კატორღაში ყოფნა, ასე რომ უწინდელ ხუთის წლითი შესდგებოდა რვა წელიწადი. მეექვსე წელიწადზე იქ ყოფნისა ჟანს კიდევ მოუვიდა რიგი გაპარვისა; კიდევ გაიქცა, მაგრამ მაინც კიდევ ფუჭად ჩაუარა. როცა ტუსაღები დასთვალეს და ნახეს, რომ ჟან-ვალჟანი აკლდა, მაშინ ზარბაზნის სროლით უველას შეატყობინეს ტუსაღის გაქცევა. ყარაულებმა ღამე იპოვნეს ერთი შეუსრულებელ გემის ფსკერს უკან. ჟანი არა ნებდებოდა, და ამის გამო რომ გაიქცაო და დაჭერის შემდეგ არა ნებდებოდაო, კიდევ დასაჯეს, ხუთი წელიწადიც მოუმატეს და პირველ ორ წელიწადს ორ კეცი ბორკილით უნდა ყოფილიყო დაბმული, იმ ხუთის წელიწადით გახდა ცამეტი წელიწადი. მეათე წელს კიდევ გაიქცა და კიდევ დაიჭირეს: სამი წელი- წადიც ამისთვის მოუმატეს. ბოლოს მგონია, მეცამეტე’წელიწადზე თავის კატორღაში დაპყრობისა, ჟანმა მაინც კიდევ გაბედა უკანასკნელი გაქცევა, მაგრამ სულ ოთხმა საათმა არ გაიარა, რომ კიდევ დაიჭირეს. იმ ოთს საათის თავისუფლებისათვის, სამი წელიწადიც მოუმატეს . . . . სულ ერთიანათ ცხრამეტი წელიწადი იყო. დამწყვდეული. ღვინობის თვეში წ. 1815-ში ჟან-ვალჟანი გაანთავისუფლეს კატორღიდამ, საცა დამწყვდეული იყო 1796 წლიდამ, იმისთვის, რომ ფანჯრის შუშა გაეტეხნა და ერთი პური მოეპარნა თავის მშიერ სახლობისათვის.
ჟან-ვალჟანი გალერაში ტირილით და კანკალით მივიდა, ეხლა კი როცა გაანთავისუფლეს, გულ-გაქვაებული გამოვიდა. მივიდა ― სრულ-იმედ მიხდილი და განწირული, გამოვიდა დაღონებული და მოწყენილი.
რა ცვლილება მოხდა ამ კაცში?
![]() |
6.1 IX. სასოწარკვეთილების მორევი |
▲back to top |
IX. სასოწარკვეთილების მორევი
ვეცდებით დაგანახოთ!
დეე საზოგადოებამ ეს ყველა დაინახოს და შეიტყოს, რომლის მიზეზიც თითონვეა.
როგორცა ვსთქვი ჟან-ვალჟანი გაუზდელი იყო, მაგრამ არ იყო ბრიყვი, ბუნებითი ჭკუა ჰქონდა: უბედურებამ, როგორც რომ სწავლამ გაუნათლა გონება.
ჯოხ ქვეშ, ბორკილით, საპყრობილეში დაღალულ-დაწყვეტილი, სიცხე პაპანაქებაში გალერაზე, ხმელ ფიცარზე დაწვებოდა ხოლმე, ჩაფიქრდებოდა და დაიწყობდა სჯას.
მოსამართლედ თითონ გახდა.
ჯერ თავის თავის გასამართლება დაიწყო!
დარწმუნდა, რომ თითონ ბრალიერი იყო: დანაშაულობის თვის დასაჯეს. გატყდა, რომ უჭკუოდ მოიქცა და ავი საქმე ჩაიდინა. პური ისე რომ ეთხოვა, იქნება, უარი არეთქვად და მოწყალებათ მიეცათ, და მართლათაც უფრო უმჯობესი იქნებოდა, რომ ის პური რომელიც მოიპარა, მოწვალებით, ან მუშაობით მოეპოვა. თავის გასამართლებლად რომ ეთქვა შიმშილმა მოცდა და მოთმენა არ იცისო, ამითი მაინც თავს ვერ გაიმართლებდა; ერთიც, იშვიათი მაგალითია და ძნელად, თუ კაცი შიმშილით მამკვდარიყოს, რადგანც საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ კაცი ისეა გაჩენილი, რომ ზნეობითად, სულით და ხორცით რაც უნდა დიდ ხანს იტანჯებოდეს, მაინც კიდევ შეიძლება შესძლოს და არ მოკვდეს; მაშა სადამე უნდა მამეთმინო, იმ საწყალ ყმაწვილებისთვისაც კარგი იქნებოდა ჩემი მოთმინებაო; რომ იმის მხრივ უჭკუობა იყო, რომ ისეთმა საწვალმა და უღონო კაცმა, მთელ საზოგადოობას ისე გაბედვით საყელოში ჩაავლო და ეგონა სასაწყლისაგან ქურდობით გადარჩენა; დარწმუნდა, რომ რაც უნდა იყოს, მაინც ცუდი ღონე და ხერხი ამოირჩია, რომლის გამოც მუდამ დაიძრახებოდა. ერთის სიტყვით შეიტყო და დარწმუნდა, რომ თითონ იყო ბრალიერი და გასამტყუნარი.
მერე თავის თავს ჰკითხა:
მარტო მე ვარ გასამტყუნარიო? განა ეს კი არ უნდა ვიფიქროთო, პირველად: რომ მე, მუშა კაცი გულ-ხელ დაკრეფილი უსაქმოდ ვიყავ, რომელიც ვერ ვიშოვე, — და მე, შრომის მოყვარე მუშაკს ლუკმა პური არა მქონდა და მენატრებოდა? მეორედ: მე რომ გავტყდი და სრულიად ვაღვიარე ჩემი დანაშაულობაო, განა ეს ძალიან მომატებული და სასტიკი სასჯელი არ დამინიშნეს და არ მომაყენესო? ამითი კანონი და მმართებლობა, ამ გვარ ჩემ სასტიკ დასჯით უფრო დამნაშავე არ არი, ვირემც მე ქურდიო? განა იმ სასწორის მხარეს უფრო არ უნდა დაეძლია, რომელზედაც მოტევებაო? და იმ მომატებულის სასჯელის დანიშვნით თვით მოსამართლე და მსაჯული მოვალეობის ქვეშ არ ვარდებაო და თვით საზოგადოებაცაო? ერთიც, ეს სასჯელი,რომელსაც მე თითო ჩემს გაქცევაზე მიმატებდნენ იმას არ მოასწავებს, რომ ძლიერი საზოგადოება ჩემისთანა უღონოს და საწყლის სიცოცხლეს გადამკიდებია? ერთის სიტყვით ეს საზოგადოების დანაშაულობა არ არი დამნაშავე პირთან, რომ ლითაც მე ასე ცხრამეტი წელიწადი დამჩაგრეს? თავის თავს ჰკითხა:
რა უფლება აქვს საზოგადოებას, რომ ასე ძალზე სტანჯავს თავის მოძმესა, ერთის მხრივ თავის უჭკუო დაუნახველობით და გაუგებლობით, მეორეთ — თავის უწვალო განსჯით, გაგებით და სამუდამოდ საწყალს კაცს აგდებს ნაკლებულების და ნამეტანობის შუა: ნაკლებულებაში, — რომ სამუშაო საქმეს არ უჩენს, და ნამეტანობაში მომატებულის დასჯით.
საზარელი არ არისო, რომ საზოგადოება ასე ექცეოდესო. იმ საწყალი თავის მოძმეთაო, რომელთაც შემთხვევით და ბედით ყველაზე ცოტა რგებიათ სარჩო და ქონებაო, და რომელნიც საცა სამართალია, ყველაზედ უმეტესად შესაბრალისნი არიანო?
როცა ეს აზრები ახსნა, მაშინ საზოგადოებას დაუწყო სჯა, თავის გულში ის გაამტყუვნა, გაასამართლა და შეიძულა.
პირობა დასდო, რომ პირველ შემთხვევაშივე ხალხს მაგიერი გადაუხადოს და თავის ფიქრით დარწმუნდა, რომ სასჯელი, რომელიც დაუნიშნეს და გადაახდევინეს მარტო უსამართლო და უსვინიდისო. კი არ იკო, უკანონოც კი იყო. შემდეგ იფიქრა: საზოგადოებას ჩემთვის თავის გაჩენაში, სიავის მეტი არა უქნია რა, სიყმაწვილეშიაც კი ტკბილი დ გულ-შემატკივარი სიტყვა არავისგან არ შემიტყვია, თითქმის არც თავის ღვიძლი მშობლისაგანა.
ჟან-ვალჟანი, როგორც უწინაცა ვსთქვი, ბუნებით ბოროტი კაცი არ იყო; როცა გალერაზე გაგზავნეს, ჯერ მაშინაც კიდევ გულკეთილი იყო. იქ ყოფნაში გაამართლა საზოგადოება და იგრძნო, რომ თან და თან, მრისხანე გულისა ხდებოდა, ღვთის განგება გაამტყუვნა და გრძნობდა, რომ უსჯულო და უკეთური შეიქნა.
თან და თან უფრო და უფრო შეუბრალებელი შეიქმნა. გული უცვდებოდა, ისე რომ იმ ცხრამეტ წელიწადში, რაც იმან სატუსაღოში დაუო, იმის თვალს არც ერთხელ ცრემლი აღარ უნახავს.
![]() |
6.2 X. წყვდიადი და ტალღა |
▲back to top |
X. წყვდიადი და ტალღა.
გემში მყოფ კაცს ფეხი გაუსხლტა და ზღვაში ჩავარდა. ვინ რას დასდევს? ქარი იმ ბნელ უღუზო. გემს ერევა და ჰმართავს, გემი არა დგება და მიცურავს. ზღვაში ჩავარდნილი კაცი ხან იღუპება, ხან ისევ გამოჩნდება, წყალი ხან დააყურყუბელავებს, ხან ისევ პირზე ამოაგდებს, ის ხელებს იშვერს, იქნევს, მშველელს ეძახის, მაგრამ არავის არ ესმის. ქარით შერყეული გემი თავის თავს ძლივს იმაგრებს; შიგ მსხდომნი და მეგემენი თითქმის არც კი ხედამენ, რომ „მით ახლოს კაცი იღუპება: იმ უბედურის თავი, როგორც წერტილი ძლივსღა ჰსჩანს იმ თვალი მიუწთომელი ზღვის ტალღებში; - მის განწირული ძახილი უდაბურებაში იკარგება. გემის იალქანი, რო- მე ლიც თან და თან შორდება: იმ კაცის თვალში მოჩვენებათ ჩანს. ის იმას უყურებს გაშტერებულის თვალით, მაგრამ იალქანი თან დ თან თვალიდამ ეკარგება, შორდება და ბოლოს ქრება.
კი პატარა ხანს უწინ იმ გემზე მეგემედ იყო, სხვათა შორის ისიც გემის საჩეხზედ დადიოდა, იქაური იყო; მზე ისე ათბობდა ამას, როგორათაც სხვებს, სუნთქავდა – ერთი სიტყვით სცხოვრებდა. ეხლა რა დაემართა? ფეხი წაუსხლტა, ჩავარდა და მშვიდობით! ის კაცი საოცარ ზღვის ტალღებ შუაა. იმის ქვეშ სუყველა მოძრაობს. ქარი წამოღებულ საშინელ ტალღებს ზედ ასარცხებს და მთელი ზღვა ფორთქვნაში და დუღილშია. უფსკრულისაკენ იძირება. რაკი ჩაიღუპება, ძირს ათას ნაირი ზღვის ბალახი ფეხებს უხლართავს და, ის საბრალო ჰგრძნობს რომ უფსკრულის კერძი ხდება და როგორც ერთი ჩალა, ზღვის ქაფში ისე ერევა. ამას ერთი ტალღა მეორე ტალღას ახეთქებს; სიმწარეშია. გააფთრებული უკიანე იმ უბედურის დაღუპვას სცდილობს და იმის წვალებაზე და ტანჯვაზე უფსკრული თითქო შეექცევაო და ყველა თითქო იმ კაცზე მრისხანებსო. მაგრამ ის მაინც კიდევ ებრძვის წყალსა, ცდილობს გადარჩენასა, ცდილობს წყალს შეუმაგრდეს. მოთმინებით თავის თავს ძალას ატანს — ცურავს. მაგრამ უკანასკნელი ღონეც კი ურთმევა; მტერი კი ძალოვანია! გემი რა იქნა? აგე! შორს არის და თვალით ძლივღა სჩანს გორიზონტის ბინდ-ბუნდში.
ქარი დაჰქროლავს, უთვალავი ზვირთები კიდევ ზედ ეხეთქებიან. ის კაცი თვალს ახილებს და ხედავს მარტო სევდიან შავღრუბლებს. თითქო სულთმობრძავი, ის ხედავს განუსაზღვრებელ ზღვის საზარელებას, რომელიც სიცოცხლეს ართმევს. ყოველგან ხმაურობ ესმის და ზღვის გრგვინვა.
ცაში ფრინვლები დაფრინავენ, მაგრამ ისინი როგორც ცის ანგელოზები ადამიანის მწუხარებს რას შველიან რა. ყველა მოფრინავს, მღერის, ამ კაცს კი სულთ ებრძვის, ყელში ხრიალი გაუდის და იძირება. ის გრძნობს, რომ უკიანე და ცა იმას მარხვენ, უფსკრული იქნება იმის სამარედ და ცა იმის სუდარად.
ღამდება; დიდიხანია რაც ზღვაშია და იქიდამ დახსნას ცდილობს, მაგრამ ღონე სულ წაერთვა და წყალს ვეღარ გამაგრები; გემი, რომელზედაც ხალხი იყო და ის იალქანი, რომელიც დიდხან თეთრად მოჩანდა — უჩინარი შეიქმნა.
ის კაცი მარტოდ მარტო დარჩა იმ თვალმიუწოდემელ და წყვდიად უკიანის უდაბურებაში. ის ზღვაში იღუპება, თავის თავს ძალას ატანს, ცურვასა ცდილობს, მაგრამ მორევი ატრიალებს; ის ეძახის, ეძახის მშველელს.
ძე ადამიანი არსად არარი. ღმერთი სადღაა?
ის კიდევ ეძახის, ევედრება ვინც კი აგონდება და რასაც კი ხედავს. არც ცაში და არც გორიზონტზედ არაფერი არა ჰსჩანს.
ის ევედრება ქვეყნის სივრცეს, ზვირთებს, მთებს; მაგრამ ამაოდ! მაინც კიდევ ევედრება ქარიშხალს, ფორთქვნას, მაგრამ ფორთქვნა მარტო ერთ დაუსაბამოს ემორჩილება.
იმის გარემო ბნელა, ბურუსია, ზღვის გრგვინვაა და დაუსრულებელი ტალღების ცემაა. თითონ დაიქანცა და თავზარი დაეცა. ქვეშ უფსკრულია, ფეხის დასაბჯენი და დასამაგრებელი ადგილი, როგორათაც შველის იმედი არ საით არა აქვს. ის ფიქრობს, რაც მოუვა თავის მკვდარ გვამს იმ ბნელ უფსკრულებში. საშინელი სიცივე იმას ტანს უყინებს და ულურჯებს. ხელ-ფეხი ეხრუჭება, უდუნდება და ვეღარ უხმარია. ქარი, ღრუბლები, ზვირთები და ვარსკვლავები ვეღარა შველიან მას. რა ქმნას? სრულ იმედმიხდილი ის წყლს აღარ ებძვის და დაღალულ დაქანცული სიკვდილს ეძახის და ეძებს. ის სრულიად უფსკრულს ემორჩილება და შიგ ზღვის ძირში ეშვება.
განა ასე შეუკავებლად არ მიაქროლებს კაცობრიობა? თავის გზაზე ადამიანები სულით და ხორცით ასე არ იღუპებიან, რომლებსაც კანონი და მართებლობა უფსკრულში აგდებს ხოლმე? და იმათ ხვეწნაზე და დახსნაზე განა ასე უარს არა ჰყოფს ხოლმე? ზნეობითი სიკვდილი.
ზღვა არის საზოგადოების სიბნელე, რომელშიაცა დამჩაგვრელი და დამტანჯველი კანონი თავის დასჯილებს აგდებს, ზღვაა — უსამზღვრო ჭირი და მწუხარება. ადამიანი შიგ ჩავარდნილი და იმ უფსკრულის ამარად მინებებული მალე დაიღუპება და მოვკდება, მაგრამ ვინ აღადგენს მას?
![]() |
6.3 XI. ჟან-ვალჟანის გამოღვიძება |
▲back to top |
XI. ჟან-ვალჟანის გამოღვიძება
შუაღამისას ჟან-ვალჟანს გამოეღვიძა, რადგან ძალიან კარგ ლოგინში იწვა. თითქმის ოცი წელიწადი იქმნებოდა, რაც იმას ლოგინში არ სძინებია. მართალია, ტანთგაუხდელი იწვა, მაგრამ მაინც ნებივრობაში იყო და იმ ნებვირობამ, რომელიც ამას ხამად ეჩვენა, ძილი გაუკრთო.
ოთხი საათი მეტი ეძინა. მერე გაეღვიძა, თვალები აახილა, ბნელაში გარშემო. მიიხედ-მოიხედა და თვალები ისევ დახუჭა, კიდევ ძილი უნდოდა, მაგრამ არ ეძინებოდა. ჟანვალჟანი ჩაფიქრდა, ათასი სხვა და სხვა ფიქრები მოსდიოდა; მეტადრე ხშირად უფრო ერთი, — რომელიც მეორეებს ავიწყებინებდა და სულ გონებას უბნელებდა: ის ფიქრობდა იმ ექვს ვერცხლის იარაღზედ და წვნის ჩამჩაზე, რომელიც იმ ღამეს ვახშამზე ეწეო. საცა შეინახეს ისიც ცოდა და ის ვერცხლეული იმას არ ასვენებდა. ახსოვდა რომ ის განჯინა, საცა ვერცხლეული შეინახეს, სასადილო ოთახში იყო მარჯვენივ კარებისაკენ. შუაღამის სამი საათი იყო ჟანმა კიდევ თვალები აახილა, ლოგინში წამოჯდა, ბნელაში ხელებით რაღაცას ძებნა დაუწყო; თავისი პარკი, რომელიც კუთხეში შეენახა, იპოვნა მერე ლოგინიდამ წამოდგა და ფეხებ ჩამოშვებული კრაოტზედ დაჯდა. პატარახან დაფიქრებული იყო; მერე ჩექმები გაიხადა, ლოგინზე დააწყო და ისევ ფიქრს მიეცა. დიდ ხანს იქნებოდა იმ ფიქრში, თუ საათს ნახევარი არ დაერეკნა, რომლის ხმამაც ჟანს თითქო უთხრაო: „აბა დროა დაიწყო“.
ის ადგა, ერთს წამს კიდევ დაფიქრდა და მერე ყური დაუგდო: მთელს სახლში სიჩუმე იყო. ფეხ აკრეფით ფანჯარასთან მივიდა, რომელიც ბნელაში გაარჩია, ძალიან ბნელი ღამე არ იქო; გაბადრული მთვარე ხანდახან ღრუბლებში შედიოდა, ქარი იმ ღრუბლებს ფანტამდა და ამის გამო ქუჩებში ხან სინათლე იყო და ხან ბნელოდა. ჟანმა ფანჯარა გაშინჯა; ნახა, რომ ჩარჩოს რკინები არა ქონდა და პატარა ჩანგლით იყო დაკეტილი. ფანჯარა გააღო თუ არა, ოთახში ცივმა ჰაერმა დაჰქროლა; ისევ მიხურა. მერე თვალით გადახედა, რომლითაც უფრო გზებს ათვარიელებდა, ვირემ შინჯავდა. ბაღს გარშემოერტყა თეთრად შეღებელი დაბალი კედელი. იმ კედელზე გადახტომა ადვილი იყო. ბაღს იქით დაინახა ხეხილის წვერები ერთ რიგზედ ჩარიგებული; იმითი მიხვდა, რომ ბაღის ახლო ქუჩა უნდა ყოფილიყო ბულვარსავით. ამ დაზვერის შემდეგ ჟანი მივიდა თავისი გუდა აიღო და იქიდამ რაღაც ნაირი ნივთი ამოიღო და ლოგინზე დასდვა; მერე ჩექმები ჯიბეში ჩაიწეო. გუდას პირი მოკრა, აიკიდა, ქუდი თვალებში ჩამოიფხატა, ბნელაში თავისი ჯოხი იპოვა და ფანჯარის ახლო. მიაყუდა. მერე გაბედვით ლოგინთან მივიდა და ის ნივთი აიღო, რომელიც წეღან იქ დასდვა. ის ნივთი რკინისა იყო, ერთი ბოლო წკვეტიანი ქონდა, მართალია ღამით ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ დღისით რომ გენახათ, მიხვდებოდით რის სახმარიც უნდა ყოფილიო. ის იყო მადნებში და კოტორღებში სამუშაო რკინის შანდანი, ტულონში კატორღელებს მაღალ გორაკებს ათხრევინებდენ, რომლებიც ტულონის გარშემო იყო და იმისთვის სათხრელ იარაღებსაც აძლევდნენ. მადნის მთხრელის შანდანი რკინისაა, ძალიან მძიმეა და ერთი ბოლო წკვეტიანია, რომლითაც ქვებში დაარჭობენ ხოლმე და ისე მუშაობენ.
ჟან-ვალჟანმა შანდანი მარჯვენა ხელში აიღო, სული განაბა და ფეხაკრეფით ეპისკოპოსის ოთახის კარებთან მივიდა. ოთახის კარები ნახევარზე ღია იყო, ეპისკოპოსს არ დაეკეტა.
ჟანმა ყური კარგად დაუგდო. არსად არ იყო ხმაურობა, კარებს ნელა ხელი კრა, კიდევ ყური მიუგდო და მერე, როგორც იყო ოთახში უჩუმრად შევიდა. იმ სიჩუმეში ეპისკოპოსის წყნარი ფშვინვა შეესმა. ჟანი შედგა, ნახა, რომ მძინარე ეპისკოპოსის გვერდით იდგა და ისე მალე იმ ადგილს როგორ გაჩნდა თითონვე უკვირდა.
იმ დროს ქარმა ღრუბლები გადაჰყარა და ფანჯარაში მიმდგარი მთვარის შუქი, ეპისკოპოსს სახეზე დაადგა: მას მშვიდობიანად ეძინა. კარგი სანახავი იყო. ჟან-ვალჟანი მთვარის შუქს იქით ბნელაში იდგა და ეპისკოპოსის განათებულ სახეს უყურებდა. იმისთანა სანახავი იმას თავის დღეში არ ენახა. იმ აღშფოთებულის და აღელებულის სინიდისით, ჟანი იმ მშვიდ სანახავს რომ ხედავდა, მაშინ იმის გულში და ფიქრში რა ტრიალებდა? ძნელი გამოსაცნობია. არც თითონ ესმოდა და ადამიანიც ვერ შეაცნევდა. მარტო. ის იყო, რომ თვალ მოუშორებული დასცქეროდა მძინარე. ეპისკოპოსს, სახეზე ცოტათი გაუბედაობა ეცნეოდა და თითქო ორი წელი შუა იყოო: თავის თავის დაღუპვისა — და გადარჩენის შუა. ერთით თითქო უნდოდა მივარდნილიყო და ეპისკოპოსის ქალა დაესმხვრია, და მეორით კი — მისულიყო და იმის ხელები დაეკოცნაო. პატარა ხანს უკან თავის ხელი ნელა შუბლთან მიიტანა. ქუდი მარცხენა ხელში ეჭირა, თმები აწეწილი ქონდა, რკინის შანდანი მარჯვენა ხელში ეჭირა და კიდევ ღრმა ფიქრებში შევიდა. - ეპისკოპოსი კი იმ კაცის საზარელ და საშინელ ყურებაში კარგ გულიან ძილში იყო.
მთვარის შუქი, ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ ჯვარცმას ბინდ-ბუნდსავით ანათებდა და ისე ჩნდა, თითქო ჯვარცმულს ხელები გადმოეშოსო. და იმ ოთახში ერთს მძინარეს კურთხევას აძლევდესოდა მეორეს მოტევებასაო.
უცებ ჟან–ვალჟანმა ხელახლად ქუდი დაიხურა და საჩქაროდ კრაოტის სისწვრივ გაიარა, ეპისკოპოსს არც კი შეხედა და პირდა პირ განჯინასთან მივიდა, რომელიც ეპისკოპოსის თავით იყო. თავის წკვეტიანი შანდანი აიღო, იმ ფიქრით რომ განჯინის კლიტე გაეტეხა, მაგრამ რაკი დაინახა, რომ გასაღები შიგ იყო, განჯინა გააღო. პირველი ნივთი, რომელიც დაინახა, იყო კალათა, რაშიაც ვერცხლეული ეწყო, ჟანმა კალათა აიღო, საჩქაროდ გამობრუნდა, კარებთან მივიდა, მერე სალოცავ ოთახში შევიდა, თავის ჯოხი აიღო. და ფანჯარიდამ გადახტა, ვერცხლეული პარკში ჩაიწყო, კალათა იქით გადისროლა; მერე ბაღზე გაიარა. ვეფხვსავით ბალის კედელზედ გადახტა და გაიქცა.
![]() |
6.4 XII. ეპისკოპოსი მუშაობს. |
▲back to top |
XII. ეპისკოპოსი მუშაობს.
ამის მეორე დღეს, დილით ადრე, მონსინიორი ბენვენიო თავის ბაღში დასეირნობდა.
იმ დროს მოახლე მადამ მაგლური საშინლად გაშფოთებული მივიდა ეპისკოპოსთან და ყვირილით უთხრა:
— მონსინიორო, მონსინიორო! კალათით ვერცხლეული რა იქნა? ხომ არ იცით სადარი?
— დიაღ, ვიცი, ეპისკოპოსმა უთხრა.
— მაშ მადლობა ღმერთს! ასე მეგონა დაკარგულა. ეპისკოპოსმა ისისიყო ერთ ყვავილების კვალიდამ აიღო. კალათა და მადამ მაგლუარს მისცა.
— ეს რასვხედავ! განა ცარიელია? ვერცხლეული რაღა იქნა?
— ჰო! მაშ თქვენ ვერცხლეულზე დარდობთ? მე არ ვიცი სად უნდა იყოს.
– ღმერთო ჩემო! ვაიმე, მოუპარავთ! წუხელის რომ ჩვენსა აცი იყო, უთუოდ ის მოიპარავდა!
ერთ თვალის დახამხამებაში, ისე საჩქაროდ, როგორცკი მოხუცებულს შეუძლიან, მაგლუარმა სალოცავ ოთახში შეირბინა, მერე საწოლის ოთახში შევარდა, განჯინაში კიდევ შეიხედა და ისევ მონსინიორთან დაბრუნდა. ეპისკოპოსი თავდახრილი იდგა და ერთ ყვავილზე ოხრავდა, რომელსაც კალათის დაცემაზე ღერი გადასტეხოდა . მაგლუარის ყვირილზე, ეპისკოპოსმა თავი აიღო და ტანში გაიმართა.
— მონსინიორო! ის ჩვენი სტუმარი გაპარულა! ვერცხლეულიც მოუპარავს.
ეპისკოპოსი ერთ წამს ჩუმად იყო, მერე მაგლუარს შეხედა დ მშვიდად უთხრა:
— ჯერ ერთი ეს მითხარით, განა ის ვერცხლეული ჩვენი იყო? მაგლუარი გაახტებული დარჩა და ვერა უპასუხარა. ეპისკოპოსმა უთხრა:
— მადამ მაგლუარო, მე უამართლოდ ვიქცეოდი, რომ იმ ვერცხლეულს ამდენი ხანი ვინახავდი. ის — საწყლებს ეკუთვნოდათ. ის წუხანდელი ჩვენი სტუმარი კაცი ვინ იყო? რაღა თქმა უნდა. რასაკვირველია, გლახაკი და ღარიბი.
—ახა ღმერთო ჩემო! მაგლუარმა უპასუხა: — მე ხომ ჩემთვის და ჩემ ქალბატონისათვის არა ვფიქრობ. ჩვენთვის სულ ერთია, მაგრამ თქვენ მონსინიორო, კერძი რით უნდა მიირთვათ? ხელით ხომ ვერა სჯამთ?
ეპისკოპოსმა გაოცებით შეხედა:
— როგორ თუ რითა? განა ჭამა, კალის კოვზებით არ შეიძლება?
მაგლუარმა მხრები აიწია და სთქვა:
— კალას ცუდი სუნი უდის.
— მაშ რკინის კოვზები იყოს.
მადამ მაგლუარი მწარედ დაიღრიჯა;
— რკინის კოვზი საჭმელს ცუდ გემოს აძლევს.
— რაკი ეგრეა. მაშ ხისა იყოს.
პატარა ხანს უკან, სწორეთ იმ სტოლზედ, რომელზედაც ამას წინად ჟან-ვალჟანი იჯდა, მონსინიორი ბენვენიო. სამხარს მიირთმევდა და თან მხიარულად მუსაიფობდა და უმტკიცებდა თავის დას, რომელიც სულ გაჩუმებული იჯდა, და მადამ მაგლუარს, რომელიც რაღასაც დუდუნებდა, რომ რძეში პურის დასალბობად და იმის საჭმელად, არც ხის კოვზია საჭირო და არც ჩანგალიო.
მადამ მაგლუარი კი თავის ფიქრში ამბობდა — აბა იმისთანა კაცის მიღება და სახლში შეკედლება რა ჭკუააო! კიდევ კარგი, რომ გაქურდვას დასჯერდა! . . . ოჰ! ღმერთო ჩემო! მოსაფიქრებელათაც კი საზარელიაო. როცა და და ძმა სუფრიდამ ადგომას აპირებდნენ, მაშინ ვიღაცამ კარები დაარხუნა.
— შემობძანდით ! ეპისკოპოსმა სთქვა.
კარები გაიღო და უცნაური სანახავი გამოჩნდა: სამ კაცს ერთისთვის საყელოში ჩაევლოთ და მოათრევდნენ. ის სამნი ჯანდარმები იყვნენ და მეოთხე — ჟალ-ვალჟანი. ჯანდარმის ფიცარი, რომელიც წინ მოუძღოდა, შევიდა ოთახში, ეპისკოპოსთან მივიდა, როგორც სამხედრო სამსახურში რიგია, პატივი მისცა და უთხრა:
— მონსინიორო!...
ამ სიტყვის თქმაზე ჟან-ვალჟანმა, იქნობამდის სახე შეჭმუხვნილმა და შეწუხებულმა აიღო თავი და გაოცებით შეხედა.
— მონსინიორო! ჩუმად წაიბუტბუტა, მაშ ეგ ღვდელი არ არი. . .
— ხმა ჩაიწყვიტე, ჯანდარმმა დაუყვირა, მონინსიორი ეპისკოპოსი მობძანდება.
იმ სიჩქარით, რაც ხნოვანობას შეეფერებოდა, ეპისკოპოსი იმათთან მიახლოვდა და, ჟალ-ვალჟანი რომ დაინახა, სთქვა:
— ოჰო! მაშ თქვენც აქა ყოფილხართ! თქვენი ნახვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ყური მიგდეთ: განა თქვენ დაგავიწყდათ? მე თქვენ ვერცხლის შანდნებიც მოგეცით, სულ ცოტა, ორას ფრანკად მაინც გაივყიდება. რატო მაგ ვერცხლის იარაღთან ის შანდნებიც არ წაიღეთ?
რა სახითაც ჟან-ვალჟანმა ეპისკოპოსს შეხედა, ვერა ენა ვერ გამოსთქვამს.
— მონსინიორო, ჯანდარმის ფიცარმა უთხრა, — მაშ ეს კაცი მართალს ამბობს? ეს ჩვენ გზაზედ შემოგვეყარა, ზედვე ეცნეოდა, რომ იმ ნაირად მიდიოდა, თითქო გულში რაღაცა ჩააჩნიაო და გაქცევა უნდაო. ჩვენ დავაყენეთ, ჯიბეები გაუშინჯეთ, გავჩხრიკეთ და პარკიდამ ეს ვერცხლეული ამოვაცალეთ . . .
— და ამან თქვენ გითხრათ, ეპისკოპოსმა ღიმილით სიტუვა გააწყვეტინა, რომ ეს ვერცხლეული, ერთმა კეთილმა მღვდელმა მაჩუქაო, რომლის სახლშიაც მე წუხელის მეძინაო.. განა? მე მივხვდი. თქვენ კი ისევ აქ მოგივანიათ. არა, შემცდარხართ.
— მაშ თუ აგრეა, ჩვენ ეხლა შევიძლიან ამის განთავისუფლება.
— დიაღ, რასაკვირველია. ეპისკოპოსმა უთხრა.
ჯანდარმებმა ჟან–ვალჟანი ხელიდამ გაუშვეს. ჟანმა ერთი ნაბიჯი უკან დაიწია.
— განა მართლა მე თავს მანებებთ? თავის თვის ჩუმად ისე წაიბუტბუტა თითქო სიზმარშიაო.
— ჰო., განთავისუფლებენ. განა შენ არ შეიტყე? ჯნდრმა უთხრა.
— ჩემო ძმაო, ეპისკოპოსი მიუბრუნდა – ვალჟანს და უთხრა: მანამ აქედამ გახვიდოდე, აი ეს თქვენი ვერცხლის შანდნებიც, წაიღეთ.
მირელი ოთახში შევიდა, წყვილი ვერცხლის შანდნები აიღო დ ჟან-ვალჟანს მისცა. ეპისკოპოსის და მოახლემაგლუარი ხმა ამოუღებლივ უყურებდნენ და სახეზედ სრულებით არაფერი არ შეიმცნიეს.
ვალჟანს მთელი ტანი უთრთოდა, სულ შეიშალა, გაშტერებულმა შანდნები გამოართვა.
— ეხლაკი, ეპისკოპოსმა უთხრა, წადი, ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესთ. ერთიც: თუ ვინიცობაა ჩემო ძმაო, აქ როდისმე კიდევ მოსვლა მოგიხდეს, ტყუილად ბაღზე ნუ გაივლი. აქ თქვენ მუდამ შეგიძლიანთ, თუ დღისით და თუ ღამით შემოხვიდეთ და გახვდეთ ქუჩის კარებიდამ, რომელიც ნიადაგ მარტო რაზით არის დაკეტილი.
მერე ჯანდარმებს მიუბრუნდა და უთხრა:
— ეხლა თქვენ მიბძანდით.
ჯანდარმები გავიდნენ.
ჟან-ვალჟანი იმ მდგომარუობაში იყო, თითქო გულთყურებაო. ეპისკოპოსი ახლო მივიდა და წყნარის ხმით უთხრა:
ამისთანა პირობის მიცემა ვალჟანს არ ახსოვდა და სულ აირია, ეპისკოპოსმა ეს სიტყვები მკაფიათის გამოთქმით უთხრა:
— ჟანვალჟანო, ჩემო ძმაო, თქვენ ეხლა ბოროტს აღარ ეკუთვნით, არამედ — კეთილს, თქვენს სულს მე თქვენგნით ვყიდულობ; ეგ სული ავია და მავნებელ ფიქრებს გამოვგლიჯე, უფალს უძღვნი და უფალსვე ვაბარებ.
![]() |
6.5 XIII. პატარა ჟერვე |
▲back to top |
XIII. პატარა ჟერვე
ჟან-ვალჟანი ქალაქ დ-ამ იმ ნაირად გამოვიდა, თითქო იმ ქალაქს ექცევაო: რა გზასაც და ბილიკს შეხვდებოდა იმაზე მიდიოდა საჩქაროდ. ვერ აცნევდა, რომ თან და თან ისევ უკან ბრუნდებოდა და წინ არ მიდიოდა. მშიერი იყო, მაგრამ შიმშილს არა გრძნობდა; ასე მთელი დილა დაწანწალებდა უგზო უკლოდ. ბევრი ახალი გრძნობა და აზრები ამას აღელვებდნენ და აშფოთებდნენ. ის თავის გულში რაღაცა ბოროტს და ჯავრს გრძნობდა, მაგრამ თითონაც არ იცოდა ვიზე იყო გაჯავრებული. თავის თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა: მონანებული იყო გულში, თუ ვინმემ შეურაცხყო და დასჩაგრა? ხანდისხან გულმტკივნეულობას გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა თავის ოცის წლის გულის გაქვავებით ის გრძნობა დაუმარცხა. ამ გვარი სულის აღშივოთება იმას ქანც უწევეტდა. ზოგჯერ, თითქმის ნანობდა, რომ ასე გადარჩა და ჯანდარმებმა ციხეში არ დაამწყვდიეს: ეს ისე მაინც არ აუშფოთებდა გულსა. თუმცა გაზაფხული იყო, მაგრამ მინდორში აქა-იქ ჯერ კიდევ იყო ყვავილები, რომლის სუნიც ჟან-ვალჟანს თავის ყმაწვილობას აგონებდა. ძნელი გამოსათქმელი ჰაზრები ამას მთელი დღე ასე აღელებდნენ.
როცა მზე დაწურვაზე იყო და თავის შუქით წვრილი ქვის ჩრდილებსაც ადიდებდა, მაშინ ვალჟანი ერთ ბუჩქს უკან იჯდა დიდ ტრიალ ველზედ. გორიზონტზე არაფერი არა ჩნდა, არც შორის სოფლების საყდრების სამრეკლოები, ალპების მეტი. ჟანი იყო სამ ლიოზე ქ. დ-ამ. საცა ვალჟანი იჯდა, ბუჩქის იქით რამდენიმე ნაბიჯზედ დაქნილი იყო ბილიკი გზა; ის ბილიკი მინდორს შუა მიზდევდა.
ჟან-ვალჟანი ძალიან ღრმა ფიქრებში იყო. უეცრად მხიარული სიმღერა შეესმა. მიიხედა თუ არა, ნახა რომ ბილიკზე მოდიოდა პატარა ბიჭი სავოარი, ასე ათის წლისა, რომელსაც ზურგზე ყუთი ეკიდა, შიგ ვირ-თაგვა უჯდა, მხარზე საკრავი ფანტური ეკიდა და თავისთვის დაღიღინებდა.
ეს ბიჭი ერთი იმ გვარ მშვიდ და მხიარულ ყმაწვილებთაგანი იყო, რომლებიც დაგლეჯილ დაფლეთილ ტანისამოსით ქვევნის ქვეყნად დადიან, პირუტყვები თან დაყავთ, უჩვენებენ ხოლმე, თან მღერიან, ერთ-ორ შაურს პოულობენ და ისე ირჩენენ თავიანთ თავს.
ის ბავშვი სიმღერის დროს ზოგჯერ დადგებოდა ხოლმე და ფულებს ხელში ათამაშებდა, მაღლა აისროდა ხოლმე და ისევ დაიჭერდა.
მარტო ის ფული, რომელიც იმას ხელში ეჭირა, იყო იმ სახელის ავლა დიდება და სიმდიდრე. იმ ფულებში ერთი ორმოც-სუანი თეთრი მანეთი ერია.
პატარა ბიჭი ბუჩქს ახლო დადგა, ჟან-ვალჟანს ვერ ხედავდა და თავისი ფულები მაღლა აისროლა. აქამდის ძალიან მარდად იჭერდა და არც ერთი ხელიდამ არ წაუვიდოდა ხოლმე; ამ ბოლონდელ ასროლაში, ორმოც სუანი თეთრი მანეთი ხელიდამ გაუსხლტდა, ვერ დაიჭირა და მიწაზე იმ ბუჩქამდის გაგორდა, საცა ჟან-ვალჟანი იჯდა. ჟან-ვალჟანმა იმ მანეთს ფეხი დაადგა.
ყმაწვილმა თვალი ადევნა თავის ფულს და ნახა საცა დაეცა. ის ამაზე არ გაოცდა, და პირდაპირ იმ კაცთან მივიდა. ადგილი, საცა ყმაწვილი და ჟან-ვალჟანი იყვნენ, მიყრუებული იყო; რაც კაცის თვალს მიუწვდებოდა, გარშემო სულიერი ადამიანი არც იმ მინდორზე და არც გზაზე არავინ არა ჩნდა. მარტო ფრინვლების სუსტი ხმები ისმოდა, რომლებიც ძალიან მაღლა, თითქმის ღრუბელში მიფრინავდნენ. ყმაწვილი ზურგ შექცეული იდგა მზისაკენ, რომელიც თავის სხივებით ოქროსფრად უბჭყვინებდა ყმაწვილის თმებს, — და ჟან-ვალჟანის საზარელს სახესკი სისხლის ფრად ანათებდა.
— ბატონო ყმაწვილურ უმანკოებით და უმეცრებით უთხრა პატარა სავოიარმა: ჩემი მანეთი მიბოძეთ.
— შენ სახელად რა გქვიან? ჟან-ვალჟანმა კითხა.
— პატარა ჟერვე, ჩემო ბატონო.
— გასწი დამეკარგე, ვალჟანმა უთხრა.
— ბატონო, ჩემი მანეთი მიბოძეთ, ყმაწვილმა ხელ ახლად უთხრა.
ჟან-ვალჟანმა ჩაღუნა თავი და ხმა არ გასცა.
ყმაწვილმა კიდევ დაუწყო თხოვნა:
— ბატონო! ჩემი მანეთი!
ჟან-ვალჟანი დედა-მიწას თვალს არ აშორებდა.
— ჩემი მანეთი! გაჰკიოდა ყმაწვილი, ჩემი საწყლი თეთრი მანეთი მეთქი! ჩემი ფულები!
თითქო ჟან-ვალჟანს არა ესმოდა რაო. ყმაწვილმა ბლუზის საყელოში ხელი ჩაავლო, დაუწყო წევა და ცდილობდა გადაედგმევინებინა ის ლურსმებით დაჭედილი ჟან-ვალჟანის ჩექმა, რომლის ქვეშაც იმ პატარა ბიჭის სიმდიდრე იყო.
მამეცი მეთქი, ჩემი მანეთი, ჩემი ორმოც სუანი მანეთი! ყმწვილი ტიროდა. ჟან-ვალჟანმა თავი აიღო, მაგრამ მაინც კიდევ არ წამომდგარა. თვალები ამღვრეული ჰქონდა: რაღაც ნაირ გაოცებით შეხედა პატარა ბიჭს. მერე ჯოხს ხელი დაავლო და საზარელის ხმით დაიყვირა:
— ვინა ხარ, მეთქი?
— მე ვარ, ბატონო, მე! პატარა ჟერვე!
ყმაწვილმა უთხრა: მიბოძეთ ჩემი ორმოც სუანი მანეთი! ფეხი გადასდგით! თუ ღმერთი გწამსთ. შენი ჭირიმე ფეხი აიღე. მერე, თუმცა პატარა
კანკალებდა, როგორც შეშინებული გარეული ნადირი, როცა თავის შესაფარებელს ალაგს ეძებს.
ვერაფერი ვერა დაისახარა. დაღამდა კიდეც; მინდორზედ აცივდა, ბინდი მოეფინა და მტრედის ფერი ღრუბლები ბინდ-ბუნდში ზედ აიწივნენ.
ჟანმა დაიძახა: „ვაიმე!“ და მერე საჩქაროდ გაირბინა იმ მხარეს, საითკენაც წეღან პატარა ბიჭი გაიქცა. ერთი ოცდა ათი ნაბიჯი გაიარა და მერე შედგა, შორს გახედა, მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა. მაშინ, რაც კი შეეძლო, მაღლის ხმით დაჰკივლა:
— პატარა ჟერვე! პატარა ჟერვე!
დაჩუმდა და ყური მიუგდო, ხმის გაცემას ელოდა. ხმა არავინ არ გასცა.
იმ ველზე საშინელი სიჩუმე და ცარიელობა იყო. ჟანის გარშემო იყო წყვდიადი, რომელშიაც იმის თვალხედვა და ხმა იკარგებოდა.
ცივმა ქარმა და ქროლა და მთელ არე მარეს რაღაც ნაირი მწუხარება და გლოვა მოჰფინა. ბუჩქებმა გამოუთქმელი სიფიცხით დაიწყეს რყევა, თითქო ვიღასაც ემუქარებიანო და სდევნიანო,
ჟანმა კიდევ დაიწყო. სიარული, მერე სირბილით მიდიოდა, ზოგჯერა შედგებოდა ხოლმე და თან იმ უდაბურში საშინელის და საზარელის ხმით გაჰკიოდა: „პატარა-ჟერვევ! პატარა-ჟერვევ!“
რასაკვირველია, პატარა ყმაწვილს თუნდ რომ შეეტყო ამისი ხმა, გული გაუსკდებოდა. მაგრამ ის პატარა ბიჭი, მგონია, ძალიან შორს იყო წასული ჟან-ვალჟანისაგან.
გზაზე ჟანს შემოეუარა მიმავალებული ცხენზე მჯდომი მღვდელი, მივიდა იმასთან და კითხა:
— მამაო, თქვენ გზაზედ პატარა ბიჭი ხომ არ შემოგხვედრიათ?
— არა, — მღვდელმა უპასუხა.
— სახელად პატარა ჟერვე!
— მე არავინ არ შემომერია და არც მინახავს.
ჟან ვალჟანმა თავის სამგზავრო პარკიდამ ამოიღო ორი ხუთფრანკიანი თეთრი მანეთი, მღვდელს მისცა და უთხრა:
— მამაო, ეს ფულები თქვენ საწყლებისათვის მიიღეთ. მამაო, ის პატარა ყმაწვილი მგონია ასე ათის წლისა იქნებოდა, თან ვირთაგვა უჯდა ყუთში, მახსოვს, საკრავი ფანტურიცა ჰქონდა, სავოიარი იყო, ხომ არ გინახავთ?
— მე ის სრულებით თვალით არ მინახავს.
— პატარა ჟერვე? თქვენ მხრიდამ ხომ არ არის? სადაურია? არ იქნება მითხრათ?
— თუ მართალია, რასაც თქვენ ამბობთ, ჩემო ძმაო, ის ყმაწვილი აქაური არ უნდა იყოს, ისინი ყველგან დადიან ქვეენის ქვეყნად. ყველა კაცმა იმათი სახელი აბა სად იცოდეს და იმათ სად იცნობდეს.
ჟან-ვალჟანმა საჩქაროდ კიდევ ამოიღო ორი ხუთ ფრანკიანი თეთრი მანეთი, მღვდელს მისცა და უთხრა:
— ეს თქვენ საწყლებისათვის გქონდესთ.
და მერე ჭკუაზე შემცდარსავით თან დააყოლა:
– უფალო, აბბატო, უბძანეთ რომ მე დამიჭირონ, მე ქურდი ვარ.
შეშინებულმა მღვდელმა ცხენს უზანგი ამოკრა, გააჭენა და წავიდა.
ჟან-ვალჟანი გაიქცა იმ მხარეს, სადეთაც პირველად მიდიოდა. ამ ნაირად კაი მანძილი გაიარა, მიდიოდა, თან იხედებოდა, ეძახდა, ყვიროდა: მაგრამ აღარავინ აღარ შეხვედრია. თვალებში ებლანდებოდა, თითქო შორი ახლო. მოკუნტული კაცი წევსო., მიირბენდა და ნახავდა ხოლმე ან ბუჩქს და ან ქვასა. ბოლოს ერთ ადგილს ჯვარედინ გზაზედ დადგა. იმ დროს მთვარე ამოვიდა. ვალ-ჟანმა შორს გახედა და უკანასკნელად სამჯერ დაიძახა: „პატარა-ჟერვევ! პატარა ჟერვევ! პატარა ჟერვევ! ამის ძახილი სქელ ბურუსში ისე დაიკარგა, რომ ბანს არცკი აძლევდა. კიდევ ერთხელ ჩუმად წაიდუდუნა: „პატარა-ჟერვევ! მაგრამ ისეთი სუსტის ხმით, — რომ ძლივს ღა ისმოდა. ეს იყო. ამის უკანასკნელი თავისთავის ძალდატანება. უცებ მუხლები მოეკვეთა, თითქო რაღაცა უჩინო ძალამ ამის ავმოქმედების და უსვინიდისობის სიმძიმე ზედ თავზე დაუქციაო და თავზარი დაჰსციო; მიქანცებული ერთ გზაზედ დაეცა, ორის ხელით თავში შემოიკრა, თავის თმები დაიჭირა, სახე მუხლუბში დაიმალა და დაიყვირა: „მე უგვანი და უკეთური ვარ!“
მაშინ გული აუჩუღდა და ტირილი დაიწუო. იმ ცხრამეტ წლის შემდეგ ეს ტირილი პირველი იყო ჟანისათვის.
როცა ჟან-ვალჟანი ეპისკოპოსის სახლიდამ გამოდიოდა, რო გორც ეს კაცი ჩვენ მაშინა ვნახეთ, ეს ამ აზრებიდამ, რომელშიაც ეხლაა, ძალიან შორს იყო, იფიქრათაც არ მოსდიოდა. თითონაც არ იცოდა და არ გაეგებოდა, რა ცვლილებაში იყო მისი გული. ჟანი ცდილობდა იმ მოხუცის ანგელოზის მზგავს. საქმეებზე და იმის კეთილ და მშვიდ სიტყვებზედ თავის თავი აეღელვებინა და არ დამონბოდა. „თქვენ მე დამპირდით, რომ კეთილი და პატიოსანი კაცი გამოხვალთო. თქვენ სულს მე თქვენგნით ვყიდულობო. მე ეგ სული ეშმაკის ხელისაგან გამოვგლიჯეო, უძღვნი და ვაბარებ ღმერთსაო“ ეს სიტყვები ფიქრში მალ-მალ მოსდიოდა და ესმოდა. ამ ღვთიურ მონელების შებრალებას წინ სიამპარტავნეს უყენებდა, რომელიც ადამიანის გულში ისეა, როგორც ციხე, საცა ყველა სიავე შიგ იბუდება. ვალჟანს ცოტათი ესმოდა, რომ იმ მღვდლის მოტევებამ ამისი სიავე პირველად შეარყია და საშინლად დასცა; ასე ფიქრობდა: ჩემი თავის გამაგრება, გულის გაქვაება და სიფიცხე მაშინ იქნება დაუმარცხებელიო, თუ გულ-მტკივლულობას გაუმაგრდებიო; და თუ მართლა დაუთმობო, მაშინ უნდა უარი ვუო ის სიმძულვარეობა, რომელიც სხვა ადამიანების დანაშაულობების გამო ამდენი წელიწადი გულში ვიგროვეო და რომელიც მამწონდაო. ამ შემთხვევაში ან უნდა დავამარცხო და ან უნდა მე თითონ დავმარცხდეო.
ჟან-ვალჟანი გრძნობდა, რომ თავის სიავკაცობის და შუა ეპისკოპოსის გულ-კეთილობში საშინელი დიდი ბრძოლა გაემართა გულში.
ამ მდგომარეობაში და ამ ჰაზრებით ის გაშტერებულის თვალით მიდიოდა, როგორც მთვრალი. განა იმ დროს შეეძლო ნათლად წარმოედგინა და ეფიქრნა, რომ ქალაქ დ-ის შემთხვევაებიდამ ესეთი ბოლო და დასასრული გამოვიდოდა? განა ესმოდა ის ხმა იდუმალი, რომელსაც კაცის გული ხანდისხან იტყობს და იმ გულს ან უწინასწარ-მეტყვლებს და ან აბეზრებს ხოლმე? განა ის რაღაც ნაირი ხმა არ ესმოდა, რომელიც თითქო ყურში ჩუმად ეუბნებაო. ახლა შენ ორ წელ შუა აღარ უნდა იყოო, ამას იქით, თუ შენ ყველაზედ კარგი და კეთილი კაცი არ გახდებიო, მაშინ სუყველაზე ავი იქნებიო, რომ ეხლა ან ეპისკოპოსზე კეთილი უნდა გახდეო, კატორღელზე ცუდი და უარესიო. თუ გულით გსურს კეთილი კაცი დადგეო, უნდა ანგელოზს მიემზგავსოვო და თუ გინდა ავი გამოხვიდეო, მაშინ სასტიკი და უწყალო უნდა შეიქმნაო.
იმ ერთ ეპისკოპოსის, ისე მოქცევაზე ამ კაცის გულმა და ჰაზრებმა ნათელი დაინახეს; ეს გასწორდა, შეიცვალა.
თითონ არ ესმოდა სად და ან რა ყოფაში იყო, როგორც რომ ბაიყუშს უეცრად მზის შუქი ეცეს თვალებში, ისე ამ კატორღელს კეთილ მოქმედებამ. თავ-ზარი დაჰსცა და დაბნიდა.
ეს ნათლად სჩანდა და თითონ ჟან-ვალჟანიც ამაში არ ეჭობდა, რომ სულ გამოიცვალა, სხვა კაცი შეიქნა და დარწმუნდა, რომ თავის ხელში არ იყო, არ შეეძლო ეპისკოპოსის ნათქვამი სიტყვები დაევიწყებინა და გულიდამ ამოერეცხნა.
ამისთანა ფიქრებში იყო, როცა პატარა-ჟერვე დაინახა და მერე ორმოც სუნი მანეთი მოპარა. ეს საქმე რიღასთვის ჩაიდინა? რასაკვირველია ამაზედ თითონაც ვერ მისცემდა ანგარიშს. იქნებ ეს იყო ამის უკანასკნელი ძალდატანებული მოქმედება იმ ავის ფიქრებისა, რომელიც კატორღიდამ მოუვა და გამოიტანა; ან იმიტომ ჩაიდინა ის უკანასკნელი გაქურდვა, რომ დაჩვეული იყო და ამის ბუნება ითხოვდა? ერთის სიტყვით, ის ფული ამ კაცმა კი არ მოიპარა, ის მოიპარა პირუტყვმა, ბრიყვმა, რომელმაც ფეხი ზედ დაადგა, მეტადრე იმ დროს, როცა გონება ათას ნაირ ფიქრებში ჰქონდა გართული და დაბნეული. მერე როცა გამოფხიზლდა და დაინახე ის თავისი პირუტყული მოქმედება, მაშინ ჟან-ვალჟანს გული აემღვრია, შეწუხდა და შიშით დაიკივლა. ყმაწვილს ფული იმ დროს მოპარა, როდესაც იმ საქმის ჩადენა აღარ შეეძლო, რადგანაც იქნობამდის თავის ფიქრში გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სიავკაცობიდამ ხელი აეღო და აღარ უნდა ექმნა. ამ ბოლონდელმა ქურდობამ ძალიან იმოქმედა ამაზედ.
თავ და პირველად, მანამდის დაფიქრდებოდა დ გაშინჯავდა იმ თა ვის ნაქნარს საქმეს, ის ისე აიარა, როგორც კაცი, რომელიც გაჭირების დროს გადარჩენაა სცდილობს; ჟანს ჯერ უნდოდა ის პატარა ბიჭი ეპოვნა და იმისთვის დაებრუნებინა ფულები; მერე, როცა უბრალო ძებნაში დარწმუნდა და ვერ იპოვნა, ის უიმედობაში ჩავარდა და შედგა. იმ დროს, როცა დაიყვირა: „მე უგვანი და უკეთური ვარო!“ მაშინ მართლად შეიტყო თუ იქნობამდის რა ავი კაცი იყო თითონ, ისე გამოიცვალა, რომ თავისი თავი აჩრდილი ეგონა, ხორცით შესხმული, ჯოხი ხელში, ბლუზი მხარზედ გადაგდებული, ზურგზედ პარკით, რაშიაც სხვა და სხვა ნაქურდავი ნივთები ეწყო, სახე დაღმეჭილი და შეჭმუხვნილი, თავი სხვა და სხვა ავი აზრებით სავსე, ერთი სიტყვით თვალწინ წარმოუდგა და დაინახა საზარელი და საზიზღარი კატორღელი. ჟან ვალჟანი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ უნდოდა, ეკითხნა თაკისთვის: ეს რა კაციაო, მაგრამ შეზარდა.
ჭკუა და სვინიდისი თან და თან გაუნათლდა, თან დ თან სინათლეში შედიოდა, პირველად მართლა რაღაც მნათობის შუქი ეგონა, მაგრამ როცა კარგა გაშინჯა, – იმ შუქში ეპისკოპოსი იცნა. თავის სვინიდისით ეპისკოპოსის და ჟან-ვალჟანის შეფარდება დაიწყო. შეამცნია: პირველი იმიტომ უნდა გამოჩენილიყო. ქვეყანაზედაო, რომ მეორე მოექციაო. შეცთომიდამ გამოუყვანაო, რაც თანდათან ფიქრში შედიოდა, ეპისკოპოსი იმოდენად უფრო ბრწყინვალებდა, პატიოსნდებოღა და ჟან-ვალჟანი თან დათან მდაბლდებოდა, ქრებოდა და სულ იკარგებოდა. ამის ფიქრში მარტო ეპისკოპოსი დარჩა და უბედურს გონებას ის უნათებდა.
ჟან-ვალჟანი დიდხანს ტიროდა, მდუღარებას აბნევდა; ტიროდა და ცრემლობდა როგორც დედა-კაცი, იმ ნაირ შიშით და გრთომით, როგორც უსუსური ყმაწვილი.
იმ ტირილის დროს გონებას მოეგნო. უწინდელი თავისი ცხოვნება წინ წარმოიდგინა, მოაგონდა თავისი პირველი დანაშაული. მერე იმისთვის იმოდენი ხნის დასჯა, გულის გაქვავება, სატუსაღოდგან განთავისუფლება, საზოგადოების ჯავრის ამოყრა, რომელსაც ადრე ფიქრობდა, რაც ეპისკოპოსის სახლში შეემთხვა, უკანასკნელი გაქურდვა, პატარა ყმაწვილს რომ ორმოც სუიანი მანეთი მოპარა, — ეს დანაშაულობა საზარლად უფრო იმიტომ უჩნდა, რომ ის საქმე ჩაიდინა ეპისკოპოსის მოტევების შემდეგ. ეს სუყველა ძალიან ნათლად და აშკარად წარმოუდგა, გაშინჯა თავის ადრინდელი ცხოვრება და თავისი სული; პირველი ეჩვენა საშინლად, მეორე — საზარლად. ისე ეგონა, თითქო სამოთხის მზის შუქზედ ეშმაკსა ხედავსო..
დიდხანს ტიროდა ჟან-ვალჟანი? ან მერე რა ქნა? სადეთ წავიდა? ეს სრულობით არავინ არ იცის, მარტო ეს კი შეიტყეს დ არწმუნებდნენ, ვითომც იმ ღამეს ქალაქ დ—ში მისულ ერთ მედროშკეს, დილის სამ საათზე ეპისკოპოსის ქუჩაში ენახა ვიღაცა გაცი, რომელიც მონსინიორ ბენვენიოს კარებწინ თურმე დაჩოქილი იყო და სასოებით ლოცულობდა.
![]() |
6.6 XIV. ოთხნი წყვილნი. |
▲back to top |
XIV. ოთხნი წყვილნი.
წელსა 1817-ში რომელსაც ლუდვიგო XVIII-ე ამაყად უწოდებდა თვის მეფობის ოცდამეორე წელიწადსა, ოთხმა ახალგაზდა პარიჟელებმა „კაი ხუმრობა ჩაიდინეს.“
პარიჟელები იყვნენ: ერთი ტულუზიდამა, მეორე ლიმოჟიდამ, მესამე კაგორიდამ და მეოთხე მონტაბამიდამ. ესენი სტუდენტები იყვნენ, და პარიჟელი თუნდ სტუდენტი ერთი და იგივეა. კაცი გინდ პარიჟში გაზდილა და სწავლა მიუღია, გინდა იქ დაბადებულა, სულ ერთია .
ეს ყმაწვილი კაცები იმისთანა სახისანი იყვნენ, როგორისაც ყველას ხშირად შეგხვდება ხოლმე. სახათ არც მშვენიერები იყვნენ არც გონჯები: არც ნასწავლნი, არც ბრძენნი და არც სულელნი; ერთის სიტყვით იმ მშვენიერ გაზაფხულის ხნოვანობაში იყვნენ, რომელსაც სიცოცხლეში მეოცე წელიწადს ეძახიან.
იმათში ერთს ტულუზელს ერქვა ფელიქს ტოლომიესი; მეორე, კაგორელს — ლისტოლიე; მესამეს, ლიმოჟელსს—ფამელი და ბოლონდელს, მონტობანელს — ბლაშეველი.
რაღა თქმა უნდა, ამ ოთხსავე საყვარლები ეყოლებოდათ. ბლაშეველს უყვარდა ფავურიტა. ეს სახელი ამ ქალს იმიტომ ერქვა, რომ ერთხელ ანგლიაში ყოფილიყო; ლისტოლიე ეტრფოდა დალიას; ფამელი თაყვანსა ჰსცემდა ზეფენას, რომელიც შემოკლებული სიტყვაა, სახელიდამ ჟოზეფინა, და ტოლომიესსს ყავდა ფანტინა, ამ ქალს ქერას ეძახდნენ, რადგანაც ოქროსფერი თმები ქონდა.
ფავურიტა, დალია, ზეფინა და ფანტინა არშიყობის და მიჯნურობისა გამო ჯერ კიდე მშვენიერნი იყვნენ, მხიარულნი და მიმზიდველნი, რადგანაც ხელსაქმობისათვის სრულიად ჯერ თავი არ დაენებებინათ, სახეზედ მშვიდი ჯაფის ატანა ეცნეოდათ და გულში ის უმანკოების ყვავილი ჰქონდათ, რომელიც დედაკაცის პირველ დაცემის შემდეგ ჭკნება.
ერთს ამ ოთხ ქალში ყმაწვილს ეძახდნენ, რადგან უველაზე ძალიან პატარა და ახალგაზდა იყო; მეორეს ოცდა ორის წლისას მოხუცს უწოდებდნენ. ესეც უნდა ვსთქვათ, რომ ის სამნი ქალნი, ფანტინაზე უფრო გამოცდილნი იყვნენ, უდარდელნი და მხიარულად ცხოვრების მიმყოლნი; ფანტინა კი ჯერ პირველად სცნობდა სიყვარულს, დალიას, ზეფინას დ მეტადრე ფაურიტას ამის წინად რამდენი მე საყვარელნი ყოლიათ და მალ-ლმალ გამოუცვლიათ.
ფაურიტა ანგლიაში ნამყოფი იუო, ამიტომ დალია და ზეფინა პატივსა ჰსცემდნენ. ფაურიტას მამა ძველი მასწავლებელი ყოფილიყო მათემატიკისა, უზდელი და მოტრაბახე. უცოლშვილო. ამ ოსტატს ერთხელ თავის სიახალგაზდობის დროს თვალი შეესწრო, რომ ერთს ვიღასიც მოახლე გოგოს სიარულში თავისი კაბა რაღაზედაც მოსდებოდა, ამ შემთხვევაზე ის გოგო ძალინ შეყვარებოდა და იმ სიყვარულის ნაყოფი ფურიტა იყო.
ფანტინა დაბადებულიყო. ქალაქ მ—ში. ვისგნით? იმისი დედ-მამა ვინ იყო? ეს არავინ არ იცოდა. იმის დედ-მამა არავის არ ენახა, არც თითონ ფანტანას ახსოვდა. ფანტინა რაღად ერქვა? სხვა სახელი არა ჰქონდა და არავის არ გაუგონია. ეს მაშინ დაბადებულ-იყო, როცა ფრანციაში დერექტორია იყო, ნათესაობა არა ჰყავდა, ამიტომ არც გვარი ქონდა. ნამდვილი სახელი იმიტომ არ ერქვა, რომ არ იცოდნენ რომელ ეკკლესიაში იყო. მონათლული. ფანტინა უთუოდ პირველ გამვლელმა კაცმა დაარქვა, რომელმაც ეს პატარა გოგო ფეხში-შველა ნახა ქუჩაში, ერთის სიტყვით პატარა ფანტინას ეძახოდნენ.
ათის წლისა რომ გახდა ფანტინამ თავის დედაქალაქს თავი დაანება და ლუკმა პურის საშოვნელად და სამუშაოდ მოსამსახურედ მივიდა ახლო ფერმერებთან, და როცა თხუთმეტის წლისა შეიქმნა, პარიჟში წავიდა „ბედის საძებნელად“. ფანტინა ძალიან მშვენიერი იყო და დიდხან უმანკოდ დარჩენას ცდილობდა. როგორც ვსთქვით ქერა თმიანი იყო და თეთრ კბილებიანი; მზითვად ამას ოქრო და მალგალიტი ქონდა: თავზე ოქროსფერი თმები დ მარგალიტის კბილები. ცხოვრებისათვის ჯაფასა სწევდა, მუშაობდა და რადგანც კიდე უნდოდა სიცოცხლე, ტოლომიესი შეიყვარა.
ქალები და ვაჟები ერთმანეთს მეგობრობას და ამხანაკობას უწევდნენ.
ტოლომიესი ძველი დ შემძლებელი სტუდენტი იყო, წელიწადში ოთხიათასი ფრანკი ჰქონდა შემოსავალი; ოცდა ათის წლისა იყო, ბედო-ვლათი დ შექცევის მოყვარე, თუმცა პირში არც ერთი კბილი არ ქონდა; თავი ეტვლიპებოდა, პირი სახე მოხუცებულისას უგავდა, ცალ თვალიდამ მუდამ ცრემლი სდიოდა და ჯანზედ კარგად ვერ იყო, მაგრამ გულში თანდათან სიახალგაზდე და მხიარულობა ეძლეოდა. ამას ერთი კომედია დაეწერა, რომელიც თეატრში წარმოსადგენად არ მიეღოთ. ხანდახან ლექსებსაც სჯღაბნიდა.
ერთხელ ტოლონიესმა თავის ამხანაგები ჩუმად შეჰყარა და საიდუმლოდ უთხრა:
— აი ეს ერთი წელიწადი იქნება, რაც ფანტინა, დალია, ზეფინა და ფაურიტა ჩვენ საჩუქარსა გვთხოვენ. მართალია, თუ არა? ჩვენ დიდის კმაყოფილებით დავპირდით. ისინი მალმალ ყურით გვაგონებენ, მეტადრე მე – ტოლომიესო, ჩვენი საჩუქარი ჯერ არ დაბადებულაო? ამასთანვე ჩვენი დედ-მამანი გვიბარებენ, დროზე მოდითო. მე ასე მგონია აღსასრულის დრო მოახლოებულიყოს, მოდი მოვილაპარაკოთ.
ამ სიტყვების შემდეგ, ტოლომიესმა ხმა დაიდაბლა და ამხანაკებს ჩუმად ყურში ისეთი რაღაცა უთხრა, წუჩურჩულა, რომ ყველამ ხარხარი დაიწყეს. იმ დროს ბლაშეველმა დაიძახა: აი რაკარგი რამ მოვიფიქრე!
მერე ერთ მეთამბაქოს დუქანში შევიდნენ, საცა დიდი კომლი იდგა. არჩევანი ქონდათ, აიღეს დაიღეს, და იმ რჩევის ნყოფი ეს იყო, რომ მომავალ კვირადღეს ქალაქ გარედ საქეიფოდ უნდა წასულიყვნენ და იმ ოთხ ყმაწვილ-კაცებს თავთავისი საყვარლები უნდა მიეპატიჟნათ.
ძნელი წარმოსადგენია თუ რაუნდა ყოფილიყო. ოთხ სტუდენტის და ოთხს ქალების ქალაქ გარედ საქეიფოდ გასვლა ამ ორმოცდა ექვსის წლის წინად, პარიჟს ისეთი მდებარეობა და გარშემო ადგილები აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა. ამ ნახევარ საუკუნის განმავალობაში ძალიან შეიცვალა.
იმ ოთხ ახალგაზდა ქალ-ვაჟებმა რაც სიცელქე, ხუმრობა და თამაშობა შეეძლოთ ქალაქს გარედ, ყველა აასრულეს. ზაფხულის დღე იყომშვენიერი, თბილოდა. სტუდენტები მაშინ საზაფხულოდ იყვნენ დათხოვნილნი. დილის ხუთ საათზედ ყველანი ადგნენ, დილიჟანსი დაიჭირეს, ჩასხდნენ და სენ-კლუში წავიდნენ. სასტუმრო სახლში სახელად „შავ-თავის“. საუზმე მიირთვეს, მერე ადგილები დაიარეს, აქა-იქ მაღაზიებში რაღაც სათამაშოები იყიდეს, ერთ ბაღშიაც თაიგულები შეკრეს, სხვა და სხვა ხილეულს ყიდულობდნენ და შეექცეოდნენ, — ბევრი იქეიფეს; ასე ბედნიერნი იყვნენ.
ქალები მხიარულობდნენ როგორც ყაფაზიდამ გამოფრენილნი ჩიტები, ჭიკჭიკობდნენ და თავთავიანთ ყმაწვილ — კაცებს ეალერსებოდნენ.
ამათ ერთი სასიამოვნო. უსიამოვნება აკლდათ, — რომ წვიმა არ მოუვიდათ, თუმცა როცა ისინი მიდიოდნენ, გზაზე ფავურიტამ მაღლის ხმით უთხრა: ლოკოკინები გზაზე დაცოცამენო, ქალებო, დღეს უთუოდ წვიმა მოვაო.
სიარულში ყველაზედ წინ მიდიოდა ბლაშეველის სატრფო, ოცდასამის წლის ფაურიტა და თან ჯაგებზედ და პატარა წყლის რუებზედა ხტებოდა. ზეფინა და დალია ხელიხელს გაყრილნი ერთად მიდიოდნენ. ლისტოლიე და ფამული ფანტისას ელაპარაკებოდნენ და თავიანთ პროფესორებზე ბაასობდნენ.
ბლაშეველი თითქო მარტო იმისთვის იყოო გაჩენილი, რომ კვირა დღეობით ფანტინას შალი მკლავზედ გადაეგდო და უკან მიჰყოლოდაო.
ტოლომიესი, როგორც ამ საზოგადოების ზედამხედავი, ყველაზედ უკან მიდიოდა; იმ დღეს ის ძალიან მხიარული იყო, ახალ მოდაზედ შეკერილი, ჭუჭყის ფერი ნაშურის შარვალი ეცვა, ხელში ორას ფრანკიანი დიდი ჯოხი ეჭირა, პირში ის ნივთი ედვა, რომელსაც ციგარას უწოდებენ და ეწეოდა.
— ეს ტოლომიესი საკვირველი კაცია, — ზოგნი ერთნი პატივის ცემით ამბობდნენ. რა შარვალი აცვია! რა გული აქვს!
იმათში ფანტინა ცხოველს სიხარულსა ჰგავდა და ამასთანვე სახეზედ ნამდვილი სიწყნარე და მორცხვობა ეწერა. ღმერთს იმისთვის თეთრი და ბრწყინვალე კბილები იმიტომ მიეცა, რომ სიცილის დროს გამოეჩინა ხოლმე. პატარა ჩალის შლიაპა, განიერ თეთრ ლენტებით მორთული ხელში ეჭირა. ოქროს ფერი თმები ძალიან ხშირი ქონდა, მალმალე ეშლებოდა, და მუდამ წამს უნდა გაესწორებინა ხოლმე. თავის ალის ფერ ტუჩებით სანდომიანად ტიტინებოდა სოსანი ბარეჟის კაბა ეცვა, ქუსლიანი პატარა ბაშმაკები,— ერთთის სიტყვით ძალიან მოხდენილად ეცვა და შვენოდა.
დანარჩენს სამ ქალს გულამოჭრილი კაბები ეცვათ და ფერად- ფერად ყვავილებით მორთული შლიაპები ეხურათ. ესრეთი ჩაცმა ზაფხულში ქალს მომატებით სიტურფეს აძლევს.
თითონ ფანტინამ არ იცოდა რომ საუცხოვო იყო, ტურფა, მშვენიერი და ჰაეროვანი. სახეზედ ხანდისხან ცოტად ყმაწვილური გაოცება ეცნეოდა. თუმცა ფანტინა ტოლომიესს მუდამ ნებას უსრულებდა და უარს არაფერში არ ეუბნებოდა ხოლმე, ამაში შემდეგ უფრო დავრწმუნდებით, მაგრამ, როცა დაწყნარებული და მშვიდობიანი იყო, სახე უმანკოსი და ქალწულისა ჰქონდა; ზოგჯერ კი უეცრად ჩაფიქრდებოდა და სახეს სასტიკად შეიჭმუხვნიდა ხოლმე.
მთელი ის დღე მშვენიერი იყო. ქვეყანა თითქო შესვენებული იყოო და იცინოდაო. იმ ბედნიერ საზოგადოობაში ქალები მღეროდნენ, ლაპარაკობდნენ, თამაშობდნენ, პეპელებს დასაჭერად უკან დასდევდნენ და აქა-იქა ყვავილებსა ჰკრეფდნენ; იმ ქალებს ფანტინას გარდა ყველა გამვლელ-ამომვლელი კოცნას უგზავნიდა; ფანტინა ჩაფიქრებული იყო და თავს იკავებდა, თუმცა გულში თავის მეგობარ ქალებზედ ნაკლები სიყვარული არა ჰქონდა.
— შენ ხომ მუდამ აგრე დაღვრემილი ხარო, ფავურიტამ უთხრა საუზმის უკან ოთხნი წყვილნი ახალ-გაზდანი წავიდნენ სენ-კლუში ერთის ხის სასახავად, რომელიც ჯერ პირველად მოეტანათ ინდოეთიდამ. იმ საოცარ და მშვენიერ ხეს გძელი ღერო ქონდა, ძაფსავით წმინდა რტოები, ერთი ერთმანერთში გადაბმული და დახლართული, — ფოთლები არა ჰქონდა და უთვალავი წვიკნა თეთრი ყვავილები ესხა. მთელი პარიჟი იმის სანახავად მიდიოდა სენ-კლუში.