![]() |
ჟურნალი ივერია №5-6(I) |
ივერია
საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი . ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879
![]() |
1 ეჭვით ავათ-მყოფი |
▲back to top |
ეჭვით ავათ-მყოფი
(Le malade imaginaire)
მოლიერის კომედია, სამს მოქმედებათ
მოქმედნი პირნი:
მოქმედება პირველი.
არბანი. (ზის სტოლის წინ და თავის აფთიექარის ანგარიშსა შინჯავს.
სამი და ორი, ხუთი; ხუთიც, ათი; ათიც, ოცი სამი და ორი, ხუთი. „კიდევ ოც-და-ოთხს ამ თვეს პატარა ოყნა ნელა გასაკეთებელი მომმზადებელი და გამარბილებელი, რათა გაარბილოს, დაასველოს და გააგრილოს გულ-გვამი ბატონის არგანისა.“ ეს მომწონს ამ ჩემის აფთიექარისა, რომ იმის ანგარიში ყოველთვის ზდილობიანათ არის დაწერილი „გულ-გვამი ბატონის არგანის — მანათ ნახევარი“. ახლა, ბატონო ოლერან, მარტო ზდილობა არა კმარა, უნდა წესიერათ მოიქცე და ავათმყოვებს ტყავი არ გააძრო, ერთი ოყნა — მანათ ნახევარი! ბატონს ჩემს გაუმარჯოს! სხვაგან ყოველთვის მანათათ მიანგარიშებდი და მანათი აფთიექარის ენით ათი შაურია. აი შენი ათი შაური. „კიდევ, იმავე დღესვე, ერთი კარგი გამწმენდი ოყნა, შედგენილი ყოვლად ძლიერი სამკურნალოსა, რევანდისა, უცეცხლო თაფლისა და სხვათაგან, როგორც ექიმისაგან ნაბძანებია, რათა გაჰგავოს, განბანოს და განსწმინდოს უკან ტანი ბატონის არგანისა მანათ ნათ ხევარი. თუ თქვენი საწყენი არ იქნება, ათი შაური ჩავაგდოთ „კიდევ, იმავე დღესვე, საღამოზედ. ღვიძლის გასაგრილებელი სასმელი, მომასვენებული და დამაძინებელი, რათა მოასვენოს და დააძინოს ბატონი არგანი — მანათი და თხუთმეტი შაური. აი, ამ წამლისა ვარ — მადლიერი, ძალიან კარგათ დამაძინა. ესეც ნახევრათ ვიანგარიშოთ ჩვიდმეტ შაურ ნახევარი. „კიდევ, ოც-და-ოთხს ამ თვეს, ერთი კარგი მუცელში გამხსნელი სასაქმებელი, შედგენილი კასიისა, ხიარშამბარი სა და სხვათაგან, როგორც ბატონი პიურგონისაგან არის ნაბძანები, რათა გარეთ გაიყვანოს ბატონი არგანი და მოაშოროს უვარგისნი ნივთეულებანი გვამსა მისსა — ოთხი მანათი.“ ხუმრობ, ბატონო фლერან, თუ რა არის? როდის უნდა შემოიმწერალო ავათმყოიკები. პიურგონმა როდი გითხრა, ოთხი მანათი ჩასწერეო. დაწერე სამი მანათი და ჩვენ მანათ ნახევარს ჩავაგდებთ. „კიდევ იმავე დღესვე, წკლარტის გემოს სასმელი, ტკივილების დამაყუჩებელი, რათა მოასვენოს ბატონი არგანი — მანათ ნახევარი.“ თხუთმეტი შაური, „კიდევ, ოცდა ექვსს, ერთი შემავიწროებელი ოყნა, რათა განაგდოს ქარები ბატონის არგანის უკან ტანიდან — მანათ ნახევარი“ ათი შაური ბატონო фლერან, ათი შაური! „კიდევ ზემოხსენებული ოყნა, განმეორებული საღამოს ჟამს — მანათ ნახევარი.“ ესეც ათი შაური. „კიდევ ოც-და-შვიდს, ერთი კარგი წამალი, რათა ხშირათ გაიუყვანოს გარეთ ბატონი არგანი საჭიროებისათვის — სამი მანათი.“ ესეც მანათ ნახევარი. მადლობა ღმერთს, ძლივს პატარა ქრისტიანულად არ ანგარიშობს. „კიდევ, ოც-და-რვას, ერთი სტაქანი გაწმენდილი და დაშაქრული რძე, რათა დაატკბილოს, განოყიეროს, დაამშვიდოს და გაარბილოს სისხლი ბატონის არგანისა — ერთი მანათი.“ ესეც ათი შაური, „კიდევ, ერთი მინა სასმელ ლი სისაღისა და ჯანმრთელობის მიმცემი, შედგენილი თორმეტის გრანის ფაზარისა, ლიმონისა და ბროწეულის წვენისა და სხვათაგან, როგორც ექიმისაგან ნაბძანებია — ხუთი მანათი.“ ახლა, ბატონო фლერან პატარა სინიდისიც იქონიე ესე რომ იანგარიშო, ვინ იქნება გიჟი, ავათ გახდეს. ოთხი მანათი სამი და ორი, ხუთი; ხუთიც, ათი; ათიც; ოცი ექვსი თუმანი, სამი მანათი, ერთი აბაზი და ნახევარ შაური. ამ თვეში მე დამილევია ერთი ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი და რა მინა წამალი; მე გამიკეთებია ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, თერთმეტი და თორმეტი ოყნა. იმ თვეში იყო თორმეტი მინა წამალი და ოცი ოყნა. რა გასაკვირველია, რომ ამ თვეში უფრო ავათა ვარ, სანამ იმ თვეში ვიყავ. მე ვეტყვი პიურგონს, რომ ამაში წესიერება დაადგინოს. შემომაცალეთ ეს რაღაებიც მახვევინ გარსა. (რომ ვერავის დაინახავს, დაიყვირებს) რამდენიც უნდა ვიყვირო, არავინ არ მომხედავს: სულ მარტო ვგდივარ; აქ რომ ვერავინ დავაყენე! (დაუწყებს რეკას პატარა ზარს) დაყრუვდენ თუ ჩემი ზარი კარგათ გერა რეკავს! (რეკავს) არავინა სჩანს. (რეკავს) სწორეთ დაყრუებულან, ტუანეტა! (რეკავს) გინდა დამირეკნია, გინდა ნუ. ტუანეტა, შე საძაგელო, შე უნამუსო! (რეკავს კიდევ) სწორედ გამაცოფიანებენ! რეკას თავს დაანებებს და ყვირილს დაიწყებს) ძინ ძინ ძინ! შე ნამუსზედ ხელ აღებულო! გაგონილა, ავათმყოფის ესე მარტო დაგდება! ძინ, ძინ, ძინ! ასეთი თავს გასვლა იქნება! ძინ, ძინ, ძინ! ღმერთო შემიწყალე! აქ მე მარტოს სული ამომივა! ძინ, ძინ, ძინ!
გავსლა მეორე
იგივე და ტუანეტა.
ტუან. (შემოდის) მოვდივარ.
არგ. აი შე ღორო, შე უნამუსო!
ტუან. (თავზედ ხელს იდებს, თითქო კედელზედ მიერტყას) ღმერთმა დასწყევლოს თქვენი ხასიათი. ისე აჩქარებთ ადამიანს რომ, კარებს ტვინი ზედ შევასხი.
არგ. (გაჯავრებული) შე მუხანათო…
ტუან. ვაიმე!
არგ. მთელი ერთი…
ტუან. ვაიმე!
არგ. საათია.
ტუან. ვაიმე!
არგ. რაც მარტოკა ვგდივარ.
ტუან. ვაიმე!
არგ. ხმა ჩაიწყვიტე, შე ურცხვო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!
ტუან. მერე, ამ ამბის შემდეგ, მე კი ვალში დაგრჩებით?
არბ. ყვირილით ხმა წამივიდა.
ტუან. მე რომ კინაღამ თავი გავიტეხე, ეგ არაფერი? მოდით, თუ გინდათ ქვითნი ვიყოთ. მგონი სმის წასვლა სჯობდეს თავის გატეხას.
არგ. რაო, რას მიედებ-მოედები?
ტუან. თუ გამაჯავრებთ, ვიტირებ აი.
არგ. შე ორგულო, მარტო გამიშვი...
ტუან. ვაიმე!
არგ. შე ძაღლო შენა, შენ გინდა...
ტუან. ვაიმე!
არგ. განა, შე უნამუსო, გაჯავრებასაც არ დამაცლი?
ტუან. იჯავრეთ, რამდენიც გინდათ, მე რას გიშლით.
არგ. შენ იმას მიშლი, რომ ყოველს სიტყვაზედ მაჩერებ.
ტუან. თუ თქვენ გინდათ იჯავროთ, მე მინდა ვიტირო. ყველა თავის ქეიფზედ მოიქცეს. ვაიმე დედავ.
არგ. (წამოდგება) ჯანი გაგვარდეს, რაც გინდა ქენი! გამაცალე ეს რაღაც არი. ჩემმა ოყნამ დღეს გასჭრა?
ტუან. თქვენმა ოყნამ?
არგ. ჰო, კარში კარგათ გავედი?
ტუან. ეგ რა ჩემი საქმეა; თქვენს აფთქარს უნდა ჰკითხოთ; ის გეტყვით პასუხს. ფულს ის იღებს და სულიც იმან უნდა აიღოს,
არგ. ჩქარა წყალი გამითბე; საცაა მეორე ოყნა უნდა გავიკეთო.
ტუან. ძალიან კარგი საწველი თხა ჩაგიგდეს ხელში თქვენმა აფთიექარმა ძლერანმა და თქვენმა ექიმმა фიურგონმა; უხაროდეთ; ნეტავი ერთი მითხრან, რა გჭირთ, რომ მაგდენი წამლებით დაგალპეს.
არგ. გაჩუმდი, უმეცარო: შენც უნდა ექიმების ბძანება სასაცილოდ აიგდო! წადი ჩემს ქალს ანჯელიკას დამიძახე, მინდა, ვუთხრა რამე.
ტუან. აგერ თითონვე მოდის; ალბათ თქვენს აზრს მიხვედრილა
გამოსვლა მესამე.
იგინივე და ანჯელიკა
არგ. აქ მოდი, ანჯელიკა კაი დროს გაჩნდი, მე შენთანსათ ლაპარაკო მაქვს.
ანჯ. მიბძანეთ, ბატონო.
არგ. პატარა მომიცადე. (ტუანეტას). ერთი ჯოხი მომეცი; ეხლავ დავბრუნდები.
ტუან. მიბძანდით, ბატონო, მიბძანდით. კაი საქმე კი გაგვიჩინა, ის ვიღაც ოხერი ფლერანია.
გამოსვლა მეოთხე.
ანჯელიკა და ტუანეტა.
ანჯ. ტუანეტა.
ტუან. რაო?
ანჯ. აბა შემომხედე.
ტუან. მერე რაო, რომ შემოგხედო,
ანჯ. ტუანეტა.
ტუან. ტუანეტა და ტუანეტა; სთქვი, რისაც თქმა გინდა.
ანჯ. ვერ მიხკდი, რის თქმაც მინდა?
ტუან. უეჭველია, შენს ახალგაზდა საყვარელზედ გინდა ილაპარაკო; მთელი ექვსი დღეა, რაც ის შენ ენაზედ გადგას და გული ვერ მოგითმენს, რომ ყოველს წუთს არ ახსენო.
ანჯ. თუ ეგეც იცი, რატომ შენვე პირველი არ ჩამომიგდებ ლაპარაკსა? რათა მტანჯავ? რათ ელი, რომ მე პირველი გამოგელაპარაკო იმაზედ.
ტუან. მაცლი მერე! შენ თითონ პირველი კისრულობ იმაზედ სიტყვის ჩამოგდებას: დასწრობა ძნელია.
ანჯ. უნდა გაგიტყდე, იმაზედ ლაპარაკით არ დავიღალები და როცა კი დროს ვპოულობ, მე მეჭირვება ჩემი გრძნობა გაგიმხილო მაგრამ, ერთი მითხარ, ტუანეტა, განა გამკიცხავ ამ სიყვარულისთვის?
ტუან. სრულებითაც არა.
ანჯ. განა დამნაშავე ვარ, რომ ამ ტრფობის ტკბილს ძალას ვემორჩილები?
ტუან. ვის გეუბნება?
ანჯ. დავიჯერო, გულ-გაქვავებული უნდა დავუხვდე იმის ნაზს ხვეწნას, იმის მხურვალე სიყვარულს.
ტუან. ღმერთმა ნუ ჰქნას.
ანჯ. ერთი ეს მითხარ, ნუ თუ შენც განგებისაგან მოვლენილი არა გგონია ის შემთხვევა, რომელმაც ჩვენ ერთმანეთთან შევგყარა?
ტუან. უეჭველია.
ანჯ. ახლა ისა სთქვი, როგორ პატიოსნურათ მოიქცა. ჯერ არ მიცნობდა და ჩემთვის ისეთ ნაირათ თავი გამოიდო.
ტუან. ოღონდაც.
ანჯ. სხვა უმაგისო ვინ იზამდა იმას?
ტუან. მართალს ამბობ.
ანჯ. წარბი არც კი შეუჭმუხნია. საქმეს ისე გულიანათ მოეკიდა.
ტუან. ნამდვილია.
ანჯ. მშვენიერი თვალ-ტანადი რამ არის, განა ტუანეტა?
ტუან. მშვენიერი რამ არის.
ანჯ. სახეზედ წუნი არა აქვს.
ტუან. არასფერი.
ანჯ. საქმეშიაც, სიტყვაშია; დიდ-კაცობა ეტყობა.
ტუან. სწორეთ.
ანჯ. მაგისთანა მხურვალე სიტყვები გაგიგონია სადმე, რომელსაც ის მეუბნება.
ტუან. არ გამიგონია.
ანჯა. ამაზედ მეტი უბედურება იქნება, რომ დაკეტილში ვუზივართ და ღონისძიებას არ გვაძლევენ, მე და მან ეს გულის გრძნობა ერთმანეთს გავუზიაროთ.
ტუან. სწორეთ ძნელია.
ანჯ. ახლა, ტუანეტა, როგორა გგონია, გულშიაც ის უდევს, რასაც სიტყვით მეუბნება.
ტუან. მაგისი კი რა მოგახსენო ეგეთი საქმე ხშარათ საეჭკოა. ცრუ სიყვარული ნამდვილს სიყვარულს ძალიან ჩამოჰგავს და მე კაი თვალთმაქცები მინახავს მაგ საქმეში.
ანჯ. რას ამბობ, ტუანეტა? განა ის პირიდან სიცრუეს ამოუშვებს. რაში ეტობა, ერთი მითხარი.
ტუან. მაგას მალე გაიგებ. გუშინ ხომ მოგწერა, შენს თავს ცოლათა ვთხოვო; ვნახოთ. შეასრულებს თუ არა მაშინ შეიტყობ, თუ ცრუა.
ანჯ. ოჰ, ტუანეტა, თუ მე მაგან მომატყუვა, აღარავის არას დავუჯერებ.
ტუან. აგერ მამა-თქვენი მოდის.
გამოსვლა მეხუთე.
იგინივე და არგანი.
არბ. იმას ვამბობდი; მე მინდა, შვილო, შენ ერთი ამბავი შეგატყობინო, რომელიც შენთვის მოულოდნელია. მე შენს თავსა მთხოვენ. რა მოგდის, რას იცინი? გიამა განა გათხოვება? ყმაწვილი ქალებისთვის სწორეთ უკვდავების წყაროა ეს კითხვა. ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი. როგორც ვატყობ, ქალ-ბატონო, იმის კითხვა საჭირო აღარ არის. ინებებთ გათხოვებას თუ არა?
ანჯ. რასაც მიბძანებთ, ბატონო, მე ის უნდა შევასრულო.
არბ. მე მესიამოვნება, რომ ეგეთი მორჩილი ქალი მყევხარ. მაშ საქმე გათავებულია. საქმრო მე კიდეც აჩენილი მყავს.
ანჯ. მე ბრმათ უნდა მივდიო ყოველს თქვენს ბძანებას.
არბ. ჩემი ცოლი, შენი დედინაცვალი, ატეხილი იყო, მოლოზნათ უნდა მივცეთო და შენი პატარა და ლუიზონაც იმას იძახდა.
ტუან. არ ეწყინებოდა, ეგრე რომ მომხდარიყო.
არბ. იმას არ უნდოდა დათანხმებულიყო ამ ქორწინებაზედ, მაგრამ მე მაინც ჩემი ვქენი და სიტყვაც მივეცი ერთს კაცს.
ანჯ. ოჰ, მამა თქვენის გულ-კეთილობით როგორი დავალებული ვარ.
ტუან. მეც მადლიერი ვარ თქვენი მაგ საქმისათვის; მაგისთნა ჭკვიანური თქვენს დღეში არა ჩაგიდენიათ რა.
არბ. თითონ საქმრო მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ მეუბნებიან კარგი რამ არისო; მამასაცა და შვილსაც მოგეწონებათო.
ანჯ. უეჭველათ მოგეწონებათ, მამა.
არბ. შენ გინახავს მერე?
ანჯ. რადგან თქვენც თანხმა ხართ, მე ვალდებული ვარ ჩემი საიდუმლო შეგატყობინოთ. მე გაგიტყდებით და გეტყვით, რომ ჩვენ იმ დღეს შემთხვევით ერთმანეთს შევხვდით და ერთმანეთი შეგვიუვარდა. ამის გამო იმას ჩემი ცოლათ თხოვნა გაუბედნია.
არბ. იმათ მაგაზედ ჩემთვის არაფერი უთქვამთ; მაგრამ ეგ უკეთესი: საქმე საქმეზედ მოდის. როგორც იმათ მითხრეს, ზორბა ყმაწვილიაცი უნდა იყოს.
ანჯ. დიახ, ბატონო.
არბ. ლაზათიანის ტანისა.
ანჯ. სწორეთ.
არგ. სასიამოვნო სანახავი.
ანჯ. ძალიან სასიამოვნო.
არბ. კაი თვალ-ტანადი.
ანჯ. მშვენიერი.
არგ. ჭკვიანი და კარგის გვარისა.
ანჯ. ნამდვილია.
არგ. ძალიან პატიოსანი.
ანჯ. ვიღა იქნება იმაზედ პატიოსანი.
არგ. ლათინურსა და ბერძნულს თურმე კარგათ ლაპარაკობს. ანჯ. მაგისი კი რა მოგახსენო!
არგ. ამ სამს დღეში ექიმობას მისცემენ.
ანჯ. მას მისცემენ ექიმობასა?!
არგ. ჰო, იმას განა მაგაზედ კი არა გითხრა რა?
ანჯ. არა უთქვამს რა; თქვენ ვიღამ მოგახსენათ?
არგ. პიურგონმა.
ანჯ. განა პიურგონი იმას იცნობს?
არგ. მაშ ვიღას უნდა იცნობდეს, თუ თავის დისწულსაც არ იცნობს.
ანჯ. როგორ თუ დისწულს? განა კლეანტი პიურგონის დისწულია?
არგ. რომელ კლეანტზედ ლაპარაკობ? მე იმაზედ გელაპარაკები, რომელმაც შენი თავი მთხოვა.
ანჯ. მეც იმაზედ არ გელაპარაკებით.
არგ. ჰო და ის არის პიურგონის დისწული; იმის სიძის, ექიმის: დიაфუარიუსის შვილი; იმას ქვიან სახელათ თომა დიაфუარიუსი და არა კლეანტი. დღეს დილით მე, პიურგონმა და ოლერანმა გადავთწყვიტეთ ეგ საქმე. ხვალ ჩემს სასიძოს თავის მამა აქ მოიყვანს. რაამბავია, თვალებს რას აჭყეტ?
ანჯ. მე ასე მეგონა, მამა, თქვენ სხვაზედ ლაპარაკობდით.
ტუან. როგორ არა გრცხვენიანთ, ბატონო? თქვენის შეძლების პატრონი ქალს ექიმს უნდა აძლევდეს?!
არგ. შენ ვინა გკითხავს. ბარი ათ შაურათ არისო, შე ურცხვო, შე უნამუსო?
ტუან. რას იგინებით? გაუცხარებლათ საქმეზედ ლაპარაკი არ იქნება განა! დავწყნარდეთ და ისე გავშინჯოთ საქმე. ახლა რათ გინ დათ თქვენი ქალი ექის მიათხოვოთ?
არბ. იმათ რომ მე ავათ-მყოფი და უძლური კაცი ვარ და მინდა ექიმებს დავემოყვრო. მე მინდა, იმათ შემწეობა გამიწიონ და ჩემს სახლშივე იყოს იმისთანა კაცი, რომელსაც ჩემი მორჩენა შეძლოს: მე მინდა რომ ექიმების რჩევა და რეცეპტები არ მაკლდეს.
ტუან. აი ეგ კი საბუთია. სასიამოვნოა ეგრე მშვილობიანი ბაასი ერთმანეთთან, მაგრამ ერთი ეს მიბძანეთ. მართლა, ხუმრობა გაშვებით, თქვენი თავი ავათ-მყოფი გგონიათ?
არგ. როგორ თუ ავათ-მყოფი არა მგონია, შე არაწმინდავ, შე უნამუსო.
ტუან. კარგი, ბატონო, კარგი, ნუ ჯავროთ. ავათ-მყოფი ხართ, ავათ-მყოფი, მაგაზედ რა გვაჩხუბებს. დიახ, ძლიერ ავათა ხართ; ბატონი ბძანდებით, უკანასკნელს დღეში ხართ; მაგრამ თქვენმა ქალმა თავისთვის უნდა შეირთოს ქმარი, თუ თქვენთვის? ის რომ ავათ არ არის. რაში ეჭირვება ექიმი!
არგ. იმას რომ არ ეჭირვება, მე მეჭირვება და მორჩილმა შვილმა ის უნდა შეირთოს, ვინც იმის მამის ჯან-მრთელობისათვის საჭიროა.
ტუან. შეიძლება, ბატონო, ერთი რჩევა გაგიბედოთ?
არგ. რა რჩევა?
ტუან. ეგ გათხოვება გულიდამ ამოირეცხეთ.
არგ. მითომ რათაო?
ტუან. მათო, რომ თქვენი ქალი არ დათანხმდება.
არგ. ჩემი ქალი არ დათანხმდება?!
ტუან. არა.
არგ. ჩემი ქალი?
ტუან. ჰო, თქვენი ქალი. იმას არაფრათ ეპრიანება არც ის თქვენი ექიმი დიანუარიუსი. არც იმისი შვილი თომა დიაфუარიუსი, არც სხვა ვიღაც ეშმაკი დიანфარიუსები არიან.
არგ. მე მეპრიანება, თუ მაგას არ ეპრიანება, საქმროც დასაწუნი არ არის. ექიმს დიაфუარიუსს მაგის მეტი შვილი არა ჰყავს; ბიურგონსაც არც ცოლი ჰყავს, არც შვილი და მთელს თავის ქონებას ამ ქორწილის შემდეგ იმას დაუმტკიცებს. ეს ხუმრობა ნუ გგონიათ: მარტო პიურგონს სამასი თუმანი აქვს წელიწადში შემოსავალი.
ტუან. მაშ ეტყობა ბევრი ხალხი დაუხოცავს, რომ ეგრე გამდიდრებულა.
არგ. სამასი თუმანი შემოსავალი წელიწადში, მამის ქონების გარდა, ხუმრობა არ არის.
ტუან. ეგ ყველა კარგი, მაგრამ მე მაინც ჩემათ გირჩევთ, რომ სხვა ქმარი ამოურჩიოთ; მაგას არაფრათ მოუხდება, ვიღაც დიაფუარიუსი გდია. იმის ცოლობა.
არგ. მე ჩემს სიტყვას არ გადავალ.
ტუან. მაგას ნუ იტყვით, ბატონო.
არგ. როგორ თუ ნუ ვიტყვი!
ტუან. ისე, ნუ იტყვით.
არგ. ვითომ რა დამიშლის?
ტუან. ასე იფიქრებენ, რას ამბობს და რას არა, არ ესმისო,
არგ. ვის რაც უნდა, ისა სთქვას. მე კი ეს მინდა, რომ მაგან ჩემგან მიცემული სიტყვა შეასრულოს.
ტუან. არ შეასრულებს.
არგ. ძალათი შევასრულებინებ.
ტუან. გეუბნებით. ვერ შეასრულებინებთ,
არგ. აბა ნუ შეასრულებს და მაშინვე მონასტერში უკრავ თავსა.
ტუან. თქვენა?
არგ. სწორეთ მე.
ტუან. ვნახოთ.
არგ. რა ნახოთ?
ტუან. თქვენ მაგას მონასტერში თავს ვერ უკრავთ.
არგ. მე ვერ ვუკრავ თავს მონასტერში!
ტუან. ვერა.
არგ. ვერა?
ტუან. ვერა.
არგ. ბატონს ჩემს გაუმარჯოს! მე ვერ მივცემ ჩემს ქალს მონასტერში, თუ მინდა!
ტუან. ვერა მეთქი გეუბნებით!
არგ. მერე ვინ დამი შლის?
ტუან. თქვენ თითონ.
არგ. მე?
ტუან. დიახ. თქვენ. თქვენი გული მაგას ვერ იზამს.
არგ. ვიზამ მეთქი მაგას.
ტუან. ხუმრობთ.
არგ. მე სულაც არ მეხუმრება.
ტუან. მამობრივი სიყვარული დაგძლევთ.
არგ. მე ვერაფერი ვერ დამძლევს.
ტუან. კმარა, ორი ცრემლი ჩამოვარდეს, ხელები კისერზედ მოგხვიოთ, თავისებურათ ნაზათ, ჩემო მამილო, გითხრათ და მაშინვე გული მოგირბილდებათ.
არგ. ტყუილი იმედებია. ტუან. ძრიელ მართალია.
არგ. მე შენ გეუბნები, ჩემს სიტყვას არ გადავალ მეთქი.
ტუან. ეგ სულ მასხარაობაა.
არგ. რას მიედ-მოედები, შენ თითონ მასხარავ!
ტუან. ბატონო, მე თქვენ გიცნობთ, მე ვიცი თქვენი კეთილი გული.
არგ. მე კეთილი კი არა ვარ, ავი ვარ, თუ მოვინდომებ.
ტუან. ახლა ნუ ცხარობთ, ნუ გავიწუდებათ, რომ ავათა სართ არგ. მე მაგას ვუბძანებ, რომ ჩემგან ამორჩეულზედ ჯვარის დასაწერათ მოემზადოს.
ტუან. მე მაგას ვუბძანებ, რომ ეგ ფიქრათ აც არ გაიტაროს.
არგ. ხედავთ ამ თავხედობას! ვის გაუგონია, რომ ვიღაც გომბიო თავის ბატონს ასე უკადნიერდებოდეს!
ტუან. როცა ბატონი ღობე-ყორეს ედება, ერთგულმა მოახლემ უნდა კარგს გზას დააგენოს.
არგ. (წამოხტება და ტუანეტას გამოუდგება) გამიშვით, მოვკლა, სული ამოვართვა.
ტუან. (გაიქცევა და სკამს დასდგამს თავისსა და არგანს შუა) ჩემი ვალია, დაგიშალოთ იმისთანა საქმე, რომელიც თქვენ გაგაუპატიურებთ.
არგ. (ჯოხით დასდევს ტუანეტას. ორივენი ამ ლაპარაკის დროს სკამს გარშემო უვლიან) აქ მოდი, აქ მოდი, რომ ეგ ენა მუცელში ჩაგიძვრინო!
ტუან. მე თქვენ სულელური საქმე არ უნდა ჩაგადენინოთ.
არგ. აი შე ურცხვო, შე ძაღლო!
ტუან. მე მაგ ქორწინებაზედ თავის დღეში ვერ დამათანხმებთ.
არგ. შე ჩამოსახრჩობო!
ტუან. მე არ მინდა რომ თქვენმა ქალმა თქვენი თომა დია- თუარიუსი შეირთოს.
არგ. ურცხო, უნამუსო!
ტუან. ეგ ჩემს სიტუვას უფრო დაიჯერებს, სანამ თქვენსას.
არგ. (გაჩერდება) ანჯელიკა, რატომ არ მიშველი და არ დამა ჭერინებ ამ არა წმინდას.
არგ. მამა ჩემო, გულს ნუ იშფოთებთ, თორემ უფრო ავათ გახდებით.
არგ. (ანჯელიკას) თუ არ დამიჭერ, დაგწყევლი, შეგაჩვენებ.
ტუან. (გაიქცევა) მე კი, თუ ეგ თქვენს სიტყვას გაიგონებს, მემკვიდრეობას წავართმევ.
არგ. (თავის სკამზედ დაეცემა) ამაზედ მეტი აღარ შემიძლიან; ლამის სული ამომივიდეს.
გამოსვლა მეექვსე
არგანი და ბელინა.
არგ. ოჰ, ჩემო საყვარელო, აქ მოდი ერთი.
ბელ. ხომ არა გტკივა რა ჩემო სიცოცხლევ.
არგ. მოდი, მომხედე.
ბელ. რა გტკივა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი?
არგ. ოჰ, ჩემო ერთგულო.
ბელ. რა იყო, ჩემო სიცოცხლევ.
არგ. გამაჯავრეს, გული მომაყვაინეს.
ბელ. როგორ, რაზედა, ჩემო სულის დგმავ?
არგ. იმ ურცხვმა ტუანეტამ ნამუსზედ სულ ხელი აიღო
ბელ. ნუ ჯავრობ, გეთაყვანე, დამშვიდდი.
არგ. ყელში სისხლი მომგვარა.
ბელ. ნუ იბრუნებ გულსა. ჩემო კუჭო, ჩემო ღვიძლო.
არგ. მთელი ერთი საათი რასაც ვამბობდი, ყველაფერზედ უარს მეუბნებოდა.
ბელ. დაწუნარდი, შენი ჭირიმე, დაწენარდი. არგ. ენა ისე წაიჭამა, რომ მიბედავს და მეუბნება, ავათ არა ხარო.
ბელ. სიბრიყვე მოსვლია.
არგ. შენც ხომ იცნობ, რაც არის, ჩემო სულის კოლოფო.
ბელ. ვიცი, შენს თავს შემოვევლე, ვიცი, რომ დამნაშავეა.
არგ. მე ეგ სულს ამომართმევს.
ბელ. სუ, გეთაევა, სუ.
არგ. იმის ბრალია, რომ ასე მუცელში ავათა ვარ, სულ ნაღველაზედ გავდივარ.
ბელ, გული დაიმშვიდე ჩემო სიცოცხლევ.
არგ. რა ხანია, გეუბნები, დაითხოვე მეთქი.
ბელ. ეხლანდელს დროში ის იპოვნი, გენაცვალე, იმისთანა მოსამსახურეს, რომ წუნი არ უდვას. ზოგიერთი ცუდი ხასიათი უნდა იმათს კარგს ხასიათს მიუტევო. მეტი გზა არ არის. ტუანეტა მარდია, გული შემატკივარი, გამრჯე და ერთგული. ხომ იცი, ეხლა დიდი სიფთხილე გვმართებს მოსამსახურის დაჭერაში. ტუანეტა!
გამოსვლა მევიდე
იგინივე და ტუანეტა.
ტუან. რას მიბძანებთ, ქალბატონო?
ბელ. რათ გააჯავრე შენი ბატონი?
ტუან. (თავს მოიკატუნებს) მე, ქალბატონო? მაგას რას მიბძა ნებთ? მე სულ იმას ვიიქრობ, ჩემი ბატონი რითიმე ვასიამოვნო.
არგ. შეხედეთ ამ ურცხვსა!
ტუან. მაგანა ბძანა, ჩემი ქალი დიაფუარიუსს უნდა მივათხოვოო მე მოვახსენე, რომ თუმცა საქმრო კარგი ამოგირჩევიათ, მაგრამ ისა სჯობს, თქვენი ქალი მონასტერში მისცეთ მეთქი.
ბელ. ურიგოთ არ ამბობს,
არგ. ოჰ, ჩემო კუჭო, განა მაგას სიტყვას უჯერებ? მაგ ავმა სულმა რაები არ მაკადრა.
ბელ. მჯერა, მჯერა, ჩემო სიხარულო, ოღონდ დამშვიდდი. ტუანეტა, ყური მომიგდე: თუ კიდევ შენი ბატონი გაგიშიფოთებია, სახლში აღარ დაგაენებ. მოიტა, მომეც ამისი ტყავი და ბალიშები, რომ სკამზედ კარგათ დავსვა. ასე ჯდომა იქნება. ქუდი უყრებამდინ ჩამოიცვი; ხომ იცი კაცი ყურებიდამ უფრო გაცივდება.
არგ. ოჰ, ჩემო ერთგულო, როგორ გადაგიხადო, რა შეწუხებასაც მე შენ გაუყნებ.
ბელ. (გარეშემო ბალიშებს შემოუწყობს) პატარა ზეზე წამოიწიე, რომ ეს ქვეშ ამოგიდო; ამაზედ დაეყუდები; ეს მეორე გვერდზედ დავდოთ; ეს ზურგს უკან ჩავდოთ; ესეც თავ-ქვეშ დასადებლათ იყოს.
ტუან. (ერთს ბალიშს თავზედ ჩამოაფარებს) ესეც იმისთვის, რომ მაღლიდამ ნამმა არ დაგკრას.
არგ. წამოხტება და ტუანეტას ბალიშების სროლას დაუწყებს. ტუანეტა გაიქცევა) გინდა, დამახრჩო შე უნამუსო!
გამოსვლა მერვე
არგანი და ბელინა.
ბელ. ეს რა არის, რა ამბავია?
არგ. (თავის სკამზედ დაეცემა) ოჰ, ოჰ, ოჰ, მეტი აღარ შემიძლიან.
ბელ. რა არის ეგეთი გაცეცხლება, განგებ ხომ არ უქნია.
არგ. შენ ჯერ მაგას არ იცნობ, რა ეშმაკობა გამოუვა ხელიდან. სული ამომართვა, რვა მინა წამალი და თორმეტი ოყნა მაინც დამჭირდება რომ პატარა სული მოვიბრუნო.
ბელ. დამშვიდდი, ჩეშო გვრიტო, ნუღარა ჯავრობ.
არგ. შენა ხარ ჩემი ნუგეში, ჩემო მტრედო.
ბელ. უი შენი გულისა!
არგ. ჩემო სულიკო, მე მინდა შენის სიყვარულის მაგიერი გარდაგიხადო და ანდერძი დაგიმტკიცო..
ბელ. ეგ პირიდან როგორ ამოუშვი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, როგორ გააგონე ეგ ჩემს უყრებს? მარტო ანდერძის ხსენებამ შიშით კანკალს მომაყოლა.
არგ. შენს ნოტარიუსს მაგაზედ მოელაპარაკე?
ბელ. მოველაპარაკე და თანაც მოვიყვანე.
არგ. მაშ შემოაყვაინე.
ბელ. ო, ჩემო სიცოცხლევ, ვისაც კი ქმარი უყვარს, მაგაებზედ როდიღა ფიქრობს.
გამოსვლა მეცხრე.
იგინივე და დებონფუა
არგ. აქთ მობძანდით, ბატონო დებონფუა: სკამი მოიდგით. ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ თქვენ ძალიან პატიოსანი კაცი ბძანდებით და ჩემი ცოლის კაი მეგობარიც. მე მას უკან ამას დავაბარე, რომ თქვენთან ანდერძზედ მოელაპარაკნა.
ბელ. ოჰ, მე მაგაზედ ლაპარაკის ღონე არა მაქვს.
დებონ. თქვენმა მეუღლემ მიამბო თქვენი განზრახვა და სურვილი; მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ რომ ანდერძით თქვენს მეუღლეს ვერას გადასცემთ.
არგ. რატომ ვითომ?
დებონ. ეგ ჩვეულების წინააღმდეგია. ამ ქვყანაში წერილი კანონები რომ იყოს, მაშინ სხვაა, მაგრამ პარიჟში და ზოგს იმისთანა ქვეყნებშიაც, სადაც ჩვეულებაა კანონის მაგიერი, ეგ არ შეიძლება და ანდერძი უქმი იქნება მეუღლეთ თუ ერთმანეთის სიკეთე უნდათ. სიცოცხლითვე უნდა გადასცნ ერთმანეთს ქონება და ესეც მხოლოდ მაშინ შეუძლიანთ, თუ ორივენი უშვილონი არიან.
არგ. შეარცხვინა ღმერთმა მაგისთანა ჩვეულება რომელიც ქმარს უშლის თავისი ქონება თავის საყვარელს და მოამაგე ცოლს გადასცეს, მე ჩემს ვექილს დავეკითხები, როგორ უნდა მოვიქცე მაგ შემთხვევაში.
დებონ. ეგ ვექილების საქმე არ არის. ისინი ძალიან მკაცრათ იქცევიან და ასე გონიათ დიდი ბოროტმოქმედებაა კანონის გაცურებაო. იმათ ყველაფერი უძნელდებათ და თავიანთ სინიდისს ბრმათ მისდევენ. თქვენ სხვა პირთ უნდა დაეკითხოთ; იმათ, რომელთანაც საქმის დაჭერა უფრო ადვილია, რომელთაც მრავალ-გვარი საშუალება აქვსთ კანონის გადასვლისა და აკრძალულის გამართლებისა; მათ. რომელთაც შეუძლიანთ სიძნელის დამარცხება და ჩვეულების გადაბი ჯება, უიმათოთ ვინ იცის, რა დაგვემართებოდა. უნდა კაცმა ყოველისფერი გააადვილოს, თუ არა და ჩვენი ხელობა რა ხელობაა.
არგ. ჩემმა ცოლმა მართალი მითხრა თქვენზედ. მოხერხებული და პატიოსანი კაციაო. ახლა, არ შეიძლება, მიბძანოთ, როგორ მოვახერხო, რომ ჩემი ქონება მაგას გადავცე და ჩემს შვილებს გამოვწირო.
დეგონ. როგორ მოახერხოთ? თქვენ უნდა ამოირჩიოთ თქვენის ცოლის ერთი კარგი მეგობარი, რომელსაც წესიერათ დაუმტკიცებთ ანდერძით, რისაც მიცემა გინდათ ის მეგობარი მასუკან ყოველისფერს დაუბრუნებს თქვენს ცოლს. შეგიძლიანთ კიდევ თქვენი ფული გაასესხოთ და თამასუქები თქვენს ცოლს მისცეთ. შეგიძლიანთ კგრეთვე, სიცოცხლითვე ჩააბაროთ ნაღდი ფული
ბელ. რაზედ იწუხებთ თავსა, ჩემო ცოცხლევ. თუ ღმერთი გამიწყრება და შენ აღარ მეყოლები. რიღასივის ვიცოცხლო ქვეყანაზედ!
არგ. ჩემო სიცოცხლევ.
ბელ. შენი დამკარგავი -
არბ, ჩემო გვრიტო
ბელ. რაღათ გამოვიყენებ ამ იკუჭს სიცოცხლეს. არგ. ჩემო მტრედო!
ბელ. მე საფლავში თან ჩამოგვები: მე უშენოთ როგორღა გავძლებ!
არგ. გულს ნუ მიხეთქავ, შენ გეთაყვანე.
დეგონ. ტყუილათ იწუხებთ თავს ტირილით: ჯერ სატირალი არა გაქვსთ რა.
ბელ. ოჰ, ბატონო. თქვენ არ იცით, რა არის საყვარელი ქმარი ქალისთვის.
არგ. თუ მოვკვდები. დარდათ მხოლოთ ეს ჩამყვება, რომ შენგან შვილი არა მყავს; მაგრამ პიურგონმა კი მითხრა, რომ ერთს მაინც უეჭველათა გაყოლებთო.
დეგონ. ჯერ კიდევ არ დაგვიანებულა.
არგ. მაშ ჩემო გვრიტო, როგორც ეს ბატონი ბძანებს ისე შევადგინოთ ანდერძი. ეხლავე ხელში შვიდასი თუმნის ოქროს მოგცემ, ჩემს მუთაქაში მაქვს ჩადებული და ორს თამასუქს, ერთს და-მონზედ და მეორეს ჯერანტზედ.
ბელ. არა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მე არაფერი არა მინდა რა რამდენი ოქროა შენს მუთაქაში?
არგ. შვიდასის თუმნისა, ჩემო გვრიტო.
ბელ. რა დროს ფულზედ ლაპარაკია, შენ გენაცვალოს ჩემი თავი... რამდენისაა ის ორი თამასუქი.
არგან. ერთი რასის თუმნისა და მეორე ას-ოც-და-ათისა.
გელი რა არის ჩემთვის მთელი ქვეყნის ქონება, თუ შენ არ მეყოლები.
დებონ. გნებავთ, ანდერძი შევადგინოთ
არგ. დიახ, ბატონო; მაგრამ ისა სჯობს ჩემს პატარა ოთახში შევიდეთ: ჩემო კუჭო, ხელი მომეცი:
ბელ. წავიდეთ, შენი ჭირიმე.
გამოსვლა მეათე.
ანჯელიკა და ტუანეტა.
ტუან. ნოტარიუსიც მოუყვანიათ და ანდერძზედ ლაპარაკსაც ყური მოვკარი შენს დედინაცვალს ჭკუას გერავინ ასწავლის რაღაც შეთქმულება გაუმართავს შენს წინააღმდეგ და მამა-შენიც ჩაუთრევია.
ანჯ. ქონებას რაც უნდა უყონ, ოღონდ ჩემს გულს დაეხსნან. ხომ ხედავ, ტუანეტა, ჩემს სურვილს როგორ ძალას ატანენ. ნუ დამანებებ თავს ამ უკიდურესს მდგომარეობაში.
ტუან. მე შენ უნდა თავი დაგანებო! უი, უწინამც დღე დამელიოს. შენი დედინაცვალი კი ცდილობს თავისკენ მიმიმხროს, მაგრამ მე იმისკენ გული ვერ მიმივა და ვერც შენ გიღალატებ. მე მომანდე ეგ საქმე; მე ვიცი რა სამსახურსაც გაგიწევ. მაგრამ თუ გვინდა, რომ საქმე კარგათ მოგვიხდეს, უნდა სხვაფრივ მოვიქცე; ჩემგან შენი სიყვარული დავფარო და ისე ვაჩვენო თავი, ვითომც შენი დედინაცვლის მხარე მეჭიროს.
ანჯ. ეცადე, გეთნევა, რომ კლეანტს ამ საქმის ამორჩევის ამთ ბავი შეატყობინო.
ტუან. არ ვიცი ვინ გავგზავნო ; ისევ ჩემს ბებრუცანა საყვარელს თუ გავგზავნი. ამაღამ გვიან იქნება; ხვალ კი სისხამ დილაზედ…
გამოსვლა მეთერთმეტე.
იგინივე და ბელინა (სცენის უკან).
ბელ. ტუანეტა!
ტუან. აგურის მიძახის. ღამე მშვიდობისა, შენ ფიქრი ნუ გაქვს.
მოქმედება მეორე
გამოსვლა პირველი.
კლეანტი და ტუანეტა.
ტუან. რა გნებავთ, ყმაწვილო?
კლეან. რა მნებავს?!
ტუან. ოჰ, თქვენა ბძანებულხართ: აქ რამ მოგიყვანათ?
კლეან. მე იმან მომიყვანა, რომ მინდა ჩემი ბედი შევიტყო., ჩემს საყვარელს ანჯელიკას ველაპარაკო, დავეკითხო იმის გულს და ვათქმევინო, რას ფიქრობს ამ გათხოვებაზედ. ეს არის ეხლა შევიტყე მე ეგ საშინელი ამბავი.
ტუან. დიახ. კარგი, მაგრამ ანჯელიკასთან ლაპარაკი აგრე ადგილი არ გახლავთ; უნდა სხვა გზა მონახოს კაცმა; ხომ იცით, მწარეთ გამომწყვდეული ჰყავთ: არც კარში უშვებენ და არც არავისთან ალაპარაკებენ ერთს ამის ბებერს მამიდას რომ არ მოენდომა თეატრში წასვლა და ანჯელიკას თან წაყვანა; თქვენ ერთმანეთს ვერ შეხვდებოდით და არც ეგ ცეცხლი გაგიჩნდებოდათ გულში, რაღა თქმა უნდა, რომ იმ ამბავზედ კრინტიც არ დაგვიძრავს.
კლეან. მე ხომ ჩემს მაგივრათ არ მოვდივარ, რომ სიყვარული გამოვუცხადო. მე ანჯელიკას მუზიკის მასწავლებლის მეგობარი ვარ და იმან ნება დამრთო, იმის მაგივრათ მოვსულვიყავ.
ტუან. აგერ იმისი მამა; პატარა უკან დადექით; მე გეტყვი მუზიკის ოსტატია მეთქი.
გამოსვლა მეორე.
არგანი და ტუანეტა.
არგ. (თავის-თავი მარტო ჰგონია) პიურგონმა მიბძანა ყოველ დილით შენს ოთახში ისეირნეო: თორმეტჯერ გაიარე და თორმეტჯერ გამოიარეო; მაგრამ ის რომ ვერა ვკითხე, სიგძეზედ უნდა გავიარო, თუ სიგანეზედ.
ტუან. ბატონო, აგერ ერთი…
არგ. ხმა-დაბლა ილაპარაკე, შე ბრიყვო! ლამის თავი გამომილაყო. ეგ როგორ არ იცი, რომ ავათ-მყოფს აგრე არ უნდა დაუღრიალო!
ტუან. მე გნდა მომეხსენებინა, ბატონო, რომ…
არგ. ხმა დაბლა მეთქი, მე შენ გეუბნები.
ტუან. ბატონო. (ვითომ ყურში უჩურჩულებს).
არგ. როგორა? ტუან. მე მოგახსენებთ, რომ, (კიდევ ყურთან ტუჩებს მიიტანს აცმაცურებს.)
არგ. რაო რას ამბობ?
ტუან. (მაღლა) მე ვამბობ, რომ ერთს კაცს თქვენთან ლაპარაკი უნდა.
არგ. მოვიდეს. (ტუანეტა კლეანტს შემოსვლას ანიშნებს.)
გამოსვლა მესამე.
იგინივე და კლეანტი.
კლეან. ბატონო ....
ტუან. ეგრე მაღლა ნუ ლაპარაკოთ, — ბატონს თავს ნუ გამოულაყებთ.
კლეან. მადლობა ღმერთს, ბატონო, რომ ზეზედა გხედავთ და ეგრე კარგათა ბძანდებით.
ტუან. (ვითომ ჯავრობს.) როგორ თუ კარგათა ბძანდება! სრულებითაც არა ბძანდება კარგათ სულ ავათ-მყოფობს.
კლეან. მე კი გავიგონე, რომ ძალიან კარგათა ბძანდებაო; ფერიც ძალიან კარგი აქვს.
ტუან. ვინ გითხრათ. კარგი ფერი აქვსო? ძალიან ცუდი ფერი აქვს; ეგ ვიღაცა მეტიჩარაებს მიუქარავთ და უთქვამთ, კარგათ არისო; ეს თავის დღეში ესე ავათ არა ყოფილა.
არგ. მართალს ამბობს.
ტუან. მართალია. სხვასავით დადის, სძინავს, სჭამს და სვამს, მაგრამ მაინც ძალიან აკათ არის.
არგ. სწორეთ მართალია.
კლეან. ძალიანა ვწუხვარ მაგისთვის, ბატონო, მე თქვენის ქალის სიმღერის მასწავლებელმა გამომგზავნა; თითონ იმას რამდენიმე დღით სოფელში წასვლა მოუხდა და, რადგან იმისი გულითადი მეგობარი ვარ, თავის მაგიერათ დამნიშნა, რომ სწავლება არ შეჩერდესო და რაც იცის თქვენმა ქალმა, არ დაივიწყოსო.
არგ. ძალიან კარგი. (ტუანეტას). ანჯელიკას დაუძახე.
ტუან. მე მგონია, ის ეჯობინება, ეს ბატონი იმის ოთახში წავიყვანო.
არგ. არა, აქ მოიყვანე
ტუან. თუ ცალკე არ იქნებიან, კარგათ ვერ ასწავლის.
არგ. ვითომ რატომაო?
ტუან. თქვენ სიმღერა ტუილათ თავს გაგიბრუებთ; თქვენს მდგომარეობაში მყოფს კაცს სიფთხილე მართებს, არამ ააღელვოს, ტვინი ამ შეურყიოს.
არგ. მაგის ფიქრი ნუ გაქვს. მე მუზიკა მიყვარს და უფრო მესიამოვნება აგური თითონვე მოდის. (ტუანეტას). წადი, ნახე, ჩემი ცოლი ჩაცმულია, თუ არა.
გამოსვლა მეოთხე.
არგანი, ანჯელიკა და კლეანტი.
არგ. აქ მოდი, შვილო; შენი მუზიკის ოსტატი სოფელში წასულა და ეს უმაწვილი გამოუგზავნია თავის მაგიერათ.
ანჯ. (კლეანტს იცნობს). ღმერთო!
არგ. რა იყო, რამ გაგაკვირვა?
ანჯ. მე….
არგ. რა მოგივიდა, რომ ეგრე აღელდი
ანჯ. ამ მოულოდნელმა შემთხგევამ მაღელვა.
არგ. როგორაო?
ანჯი მე წუხელის სიზმარში ვნახე, რომ საშინელს გაჭირვებულს მდგომარეობაში ვიყავ; ერთი ყმაწვილი-კაცი მოვიდა, რომელიც სრულებით ამათა ჰგავდა. მე ვთხოვე იმას შეწევნა და იმან და მიხსნა იმ მწუხარებიდამ. აქ რომ შემოველ, მე გამაკვირვა იმისმა მოულოდნელმა დანახვამ, რომელიც მთელი ღამე თვალ-წინ მიდგა.
კლეან. დიდი ბედნიერებაა კაცისათვის, რომ თქვენ იმაზედ ფიქრობდეთ, თუნდა ძილში, თუნდა ცხადათ და ჩემს ბედს ქვეყანას შევანატრულებდი, რომ რომელსამე მწუხარებაში გნახოთ და თქვენის დახსნის ნება მომეცეს; არაფერს არას დავზოგავდი თქვენს...
გამოსვლა მეხუთე.
იგინივე და ტუანეტა.
ტუან. ეხლა, ბატონო, მეც თქვენი მხარე მიჭირავს: რაც გუშინ გითხარით, ყველაფერი გადამითქვამს. თქვენს სანახავათ მობძანდენ ბატონი დიაფუარიუსი — მამა და მეორე ბატონი დიაფუარიუსი-შვილი. ოჰ, რა სიძე გეყოლებათ! თქვენ ნახავთ უმშვენიერესს და უგონიერესს ყმაწვილ-კაცს; მართალია, ორის სიტყვის მეტი კი არ უთქვამს, მაგრამ მაინც აღტაცებაში მომიყვანა; თქვენს ქალსაც ძალიან მოეწონება.
არგ. (კლეანტს, რომელიც წასვლას დააპირებს). აქ დარჩით, ყმაწვილო. მე ჩემს ქალს ვათხოვეთ და ეხლა მაგის საქმრო მოუყვანიათ რომელიც მაგას ჯერ არ უნახავს.
კლეან. დიდათ მავალებთ, ბატონო, რომ ნებას მაძლევთ, დაუ ვესწრა მაგათ ერთმანეთთან შეყრას.
არგ. ის არის შვილი ერთი სანაქებო ექიმისა: ქორწილიც ამ ოთხს დღეზედ მოხდება.
კლეან. დიახ, კარგი.
არგ. მაჯის მუზიკის მასწავლებელსაც შეატყობინეთ ეს ამბავი, რომ ქორწილში აქ დაესწროს.
კლეან. ბატონი ბძანდებით.
არგ. აგრეთვე თქვენცა გთხოვთ, მობძანდეთ.
კლეან. ღირსი არ გახლავართ მაგ პატივისცემისა.
ტუან. ჩამოდექით, მობძანდებიან.
გამოსვლა მეექვსე.
დიაფუარიუსი, თომა დიაფუარიუსი, არგანი, ანჯელიკა, კლეანტი, ტუანეტა და ერთი მოსამსახურე.
არგ. (ქუდზედ ხელს დაიდებს, მაგრამ კი არ მოიხდის.) პიურგონმა ამიკრძალა ქუდის მოხდა და თქვენც მოგეხსენებათ, როგორც ექიმს, რა შედეგი მოსდევს თავის გაშიშვლებას.
დიაფ. ჩვენ იმიტომ დავდივართ, ავათ-მყოფებს შევეწიოთ და არა იმიტომ, რომ უსიამოვნობა მივაყენოთ.
(არგანი და დიაფუარიუსი, ორივენი ერთსა და იმავე დროს ლაპარაკობენ).
არგ. მე, ბატონო, დიდათ,
დიაფ. ჩვენ მოვედით აქ, ბატონო.
არგ. მოხარული ვარ.
დიაფ. მე და ჩემი შვილი თომა.
არგ. თქვენის ნახვისა;
დიაფ. რათა აღგიაროთ
არგ. და უფრო მოხარული ვიქნებოდი.
დიაფ. ჩვენი უზომო სიხარული
არგ. შემძლებოდა თქვენთან ხლება.
დიაფ. იმ წყალობისთვის.
არგ. რომ გადამეხადა თქვენი პატივისცემა:
დიაფ. რომელიც თქვენ ჩვენ მოგვანიჭეთ
არგ. მაგრამ თქვენ თითონ იცით, ბატონო,
დიაფ. და ინებეთ
არგ. რა არის უძლური ადამიანი,
დიაფ. ჩვენთან კავშირი,
არგ. რომელსაც იმის მეტი არა შეუძლიან რა,
დიაფ. და რათა გაცნობოთ,
არგ. რომ სიტყვით მოგახსენოთ,
დიაფ. რომ რაც ჩვენს ხელობას შეეფერება
არგ. როგორ ეცდება ყოველს შემთხვევაში,
დიაფ. და აგრეთვე სხვა ყოველს საქმეს
არგ. გაცნობოთ
დიაფ. ჩვენ მზათ ვიქნებით
არგ. მისი თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა.
დიაფ. თქვენის სამსახურისა, (თავის შვილს). აბა, თომა, რაღას უყურებ, სალამი მიართვი.
თომა. (თავის მამას). ჯერ მამას ვუთხრა?
დიაფ. დიახ.
თომა. (არგანს). მე მოვედი, რათა გიწამოთ, აღგიაროთ, შეგიუვაროთ და თუვანს გცეთ, ვითარცა მეორესა მამასა-ჩემსა, მეოთ რესა მამასა, რომლისადმი მაწევს მე ვალი მომეტებული, ვიდრე პირველისად მე, რადგან პირველმა მე ჩამსახა და თქვენ ამომირჩიეთ. მან მე მიმიღო შვილათ ძალითა საჭიროებისათა და თქვენ მიმიღეთ ძალითა წყალობისა თქვენისათა; რაიცა მომანიჭა მე პირველმან, მომანიჭა, ვითარცა ნამყოფსა სხეულისა მისისასა; რაიცა მომანიჭეთ მე თქვენ, მომანიჭეთ. ვითარცა ნამყოფსა ნებისა თქვენისასა და ვითარცა ნიჭიერებანი სულიერნი აღემატებიან ნიჭიერებათა ხორციელთა, ეგრეცა ვარ მე ვალდებული თქვენდა და ვრაცს უძვირფასესათ მომავალსა კავშირსა ჩვენსა, რომლისათვისაც მოველი წინაშე თქვენსა, რათა განგიცხადოთ მადლობა უმდაბლესი და პატივისცემა უაღრესი.
ტუან. გაუმარჯოს იმ კოლას, საიდანაც ამისთანა სწავლულები გამოდიან.
თომა. (თავის მამას) კარგათა ვსთქვი, მამა?
დიაფუარ. ძალიან კარგათ.
არგ. (ანჟელიკას) მიდი მიესალმე.
თომა. (თავის მამას) მამილო, ვაკოცო?
დიაფუარ. დიახ, დიახ.
თომა. (ანჯელიკას) სრულის სიმართლით მოუნიჭებია თქვენ თვის ზეცას სახელი დედი-ნაცვლისა, რადგან…
არგ. (თომას) ეგ ჩემი ცოლი არ გახლავთ, ჩემი ქალია.
თომა. ის სადღაა?
არგ. ეხლავ მოვა.
თომა. მოვუცადო, მამილო?
დიაფუარ. ჯერ მაგ ქალს მიესალმე.
თომა. ვითარცა ძეგლი მემნონისა გამოსცემდა ხმათა, სმენათა დამატკბობელთა, ოდეს სხივნი მზისანი განანათლებდენ მას ეგრეცა აღვტკინდი მე აღტაცებითა ტკბილითა, რა ვიხილე მზე მშვენიერებათა თქვენცა და ვითართა მეცნიერნი ბუნებისანი ამტკიცებენ, რომ ყვავილი, სახელწოდებული მზეო-ჭვრიტათ, მიქცეულ არს დღისა მნათობისადმე, ეგრეცა გული ჩემი აწინდელის ჟამით მიქცეულ იქმნეს ბრწყინვალე მნათობთადმი თვალთა თქვენთა განსაცვიფრალთა, ვითარცა მიზიდულნი ძალითა ანდამატისათა. მომეცით დართვა ნებისა, რათა შემოგწიროთ მსხვერპლათ საკურთხეველსა ზედა თქვენის მშვენიერებისასა გული ესე, რომელ არა სუნთქავს და არ ეძიებს. არა რაიმე დიდებას სხვასა, თვინიერ მისა, რათა იყოს დღედმდე სიკვდილისა თქვენი უმორჩილესი, უმდაბლესი და უერთგულესი მონა, მოსამსახურე და ქმარი თომა.
ტუან. აი სწავლა ამან დაიკვეხოს; აი დალოცვილი სიტყვები!
არგ. (კლეანტს) რას იტყვით ამაზედ?
კლეან. საოცრათ ლაპარაკობს და თუ ეგ ყმაწვილი ისეთივე კარგი ექიმია, როგორც ორატორი. ნეტავი მაგის ავათმყოფებს.
ტუან. თუ ისე კარგათ არჩენს, როგორც ლაპარაკობს, გასაკვირველი რამ უნდა იყოს.
არგ. მომეცით ჩემი სკამი და სხვებსაც სკამები მოართვით. (მოსამსახურეები სკამებს მოიტანენ. ანჯელიკას) მანდ დაჯექი, შვილო, (დიაფუარიუსს) ხედავთ ბატონო, როგორ მთელი ქვეყანა აღტაცებაში მოჰყავს თქვენს შვილს; ბედნიერი ხართ, რომ ეგეთი შვილი გყავთ.
დიაფუარ. მე მამობით კი არ ვივიტყვი. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ მაგისი. ვინცა ნახავს ყველა ამბობს, ავი არ უნდა იყოსო. მართალია, ცოცხალი გონება არა აქვს, მაგრამ ეგ უფრო ამტკიცებს, რომ გამჭრიახობა არ აკლია, რომელიც ჩვენის ხელობისთვის საჭიროა. პატარაობისას ეგ ცქვიტი და ცოცხალი ბავშვი არ იყო; იყო თავისთვის ჩუმათ და მშვიდობიანათ, ხმას არ იღებდა და არც ბავშვების თამაშობაში ერევოდა; კითხვა ძლივს ასწავლეს; ცხრა წლისას ძლივს შეეძლო ასოების ცნობა. მე ვფიქრობდი ეს ურიგო არ არის; ნაგვიანევი ხე ნამყოფს უფრო ბევრს მოიტანს მეთქი; მარმარილოზედ უფრო ძნელია ამოჭრა, ვიდრე ქვიშაზედ დაწერა, მაგრამ ნაწერი იქ უფრო დიდხანს დარჩება მეთქი; მძიმე ხასიათი და გონების სისუსტე იმის ნიშანია, რომ შემდეგში სჯას კარგათ შეიძლებს. შკოლაში რომ მივეც ჯერ გაუძნელდა სწავლა, მაგრამ სიძნლეს შეებრძო და ზედამხედველები ყოველთვის მიქებდენ მაგის გულის ყურს და შრომის. მოყვარობას. ბოლოს ბევრის ტანჯვითა და წვალებით კურსის გათავების მოწმობა მიიღო და უკვეხრათ მოგასსენებთ, რაც ეს ორი წელიწადია ექიმობასა სწავლობს, მაგას ლაპარაკში ვერავინ აჯობებს. მეცნიერებაზედ ბაასის დროს ჩვენს შკოლაში ყველას მაგასი ეშინიანთ და ისეთი ბაასი არ გაიმართება, რომ ეგ ძალდაძა წინააღმდეგს არ ამტკიცებდეს. ეგ მტკიცეა სჯაში: რასაც ჩააცივდება, აღარ მოეშვება და ყოველს სჯას ლოღიკის უკანასკნელს კუთხემდე მიიყვანს. მაგრამ მე ეს მომწონს მაგაში და იმითი მგავს მე, რომ ყოველის-ფერში ბრმათ მისდევს ჩვენთა წინაპართ სწავლას; ყურში არ შეუშვებს ხოლმე სიტყვას, როდესაც ჩვენის დროის რაღაც ახალს აღმოჩინებაზედ ლაპარაკობენ, მაგალითად, სისხლის ბრუნვაზედ და სხვა ოცო-ბოდო ამბებზედ.
თომა. (ამოიღებს ერთს დიდს სიგელივით გძელს ქაღალდს და ანჯელიკას აძლევს) მე შევებრძვე სისხლის ბრუნვის მომხრეთ ამ ქაღალდის ქალით და თუ სურვილი გექნებათ, (არგანს თავს დაუკრავს) მე წარვუდგენ ამას თქვენს ასულს, როგორც ჩემის გონების პირველს ნაყოფს ნიშნათ ღრმა პატივისცემისა.
ანჯელ. ბატონო, ეგ რათ გამოვიყენო, რა საჭიროა ჩემთვის?
ტუან. (ქაღალდს გამოართმევს) მომეცით, მომეცით. მე მაგას გამოვაყენებ.
თომა (არგანს თავს დაუკრავს და მერე ანჯელიკას ეუბნება) თუ დაგრთავთ ნებას მამა თქვენი, გთხოვთ, მობძანდეთ ამ დღეებში დროს გასატარებლათ, როდესაც გავჭრი გვამსა ერთის ქალისასა და ვიწყებ სჯასა მაზედ.
ტუან. კაი შესაქცევს ალაგს გატიჟობს; ზოგს თავის საყვარელი თეატრში მიჰყავს, მაგრამ ეგ უფრო დიდკაცურია, მკვდარის ადამიანის გაჭრაზედ წაიყვანოს.
დიაფ. რაც შეეხება ცოლქმრობისათვის და გვარის გასამრავლებლათ საჭირო თვისებას, მე გარწმუნვით, რომ უკეთესი არ უნდა. მაგასა აქვს საკმაო ძალა შვილთა გაჩენისა და ისეთი ხასიათისა, რომ სწორეთ კარგათ შეიძლებს საღის შვილების გამრავლებას.
არგ. თქვენ ფიქრობთ. მგონი, თქვენს შვილს სასახლის ექიმის ალაგი უშოვნოთ.
დიაფ. უნდა გაგიტედეთ მე არ მომწონს დიდებული ხალხის ექიმობა; მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავ, რომ ისევ დაბალს ხალხი დარჩენა სჯობს. დაბალი ხალხი ჩუმია; თქვენს მოქმედებას ვერავის გაჰკიცხავს ოღონდ მეცნიერების წესს მისდიოს კაცმა და რაც უნდა მოხდეს, ის არ არის პასუხის მგები. დიდებულებთან კი ეს არის ძნელი, რომ როცა ავათ გახდებიან. გინდა თუ არა, უნდა მოარჩინო.
ტუან. კაი ბატონები ბძანებულან; დიდი თავხედობაა, გინდა თუ არა, მომარჩინეო; განა მაგისთვისა ხართ დანახული თქვენი საქმე ჯამაგირის აღება და რეცეპტების წერა მასუკან თუ უნდათ, მორჩნენ.
დიაფ. სწორეთ ამბობს. ჩვენ მოვალეობა ავათ – მყოფის მოვლაში ის არის, რომ წესი და რიგი არ დავარღვიოთ.
არგ. (კლეანის) ახლა ჩემს ქალს სტუმრების წინ არ ამღერებ?
კლეან. მე თქვენს ბძანებას ველოდი. მე აზრათ მომივიდა, რომ თქვენს შესაქცევათ ერთი პატარა ოპერიდამ ვიმღეროთ მე და თქვენშა ქალმა. ანჯელიკას ქაღალდს მისცემს) აი თქვენი სათქმელი.
ანჯელ. ჩემი?
კლეან. (დაბლა ხმით ანჯელიკას) უარს ნუ იტყვი, თუ ღმერთი გწამს; ეხლავ გეტევა, რაც უნდა იმღერო. ხმა მაღლა მე სიმღერისთვის თუმცა ხმა არა მაქვს, მაგრამ კმარა სიტუვები წარმოვსთქვა და ქალი ისე მიპასუხებს.
არგ. ლუქსი კარგია?
კლეან. ეს გახლაკთ პატარა, საჩქაროთ შედგენილი ოპერა; ლექსები ლექსებს არა ჰგვანან, რადგანაც ისინი არიან უცბათ სიყვარულისაგან ჩაგონებულნი
არგ. ძალიან კარგი; აბა ვნახოთ
კლეან. აი ოპერის შინაარსი: ერთი ღრმათ ჩაფიქრებული მწეემსი უცქერის ერთს წარმოდგენას; უცებ რაღაც ხმაურობა აფხიზლებს; ის მიიხედავს, დაინახავს ერთს ბრიევს კაცს, რომელიც ერთს მწყემსს ქალს უკადრისი სიტყვებით უპატიურებას აყენებს. ის მიეშველება ქალსა, რადგან ყველანი ვალდებულნი ვართ ქალს პატივი გცეთ; ჯეროვანათ საჯავს იმ ბრიყვის უგვანობას და შემდეგ მიუახლოვდება ქალსა; ხედავს ერთს ახალგაზდა ქმნილებას, რომელიც მშვენიერის თვალებით აბრკვევს მარგალიტის მსგავსს ცრემლებს; განა ამისთანა მშვენიერების შეურაცხება იქნებაო: ვინ იქნება ისეთი ბარბაროსი, რომ ამისმა ცრემლმა გული არ აღუძრასო, ფიქრობს ისა; ცდილობს შეუშროს ეს ცრემლები. მშვენიერი ქალი უმადლის იმ გარჯისთვის ისე ნაზათ, ისეთის აღელვებით და ისეთის გულკეთილობით რომ მწუემს გულში იმისი სიყვარული ეგზნება; ქალის ყოველი სიტყვა, ყოველი შეხედვა არის სიყვარულის ალის მომდები ისარი, მწყემსის გულის გამგმირი. რა შეედრებაო ქალის მადლობის სიტყვებს; რას არ მოითმენს კაცი, რა შიშსა და სასჯელს არ აიტანს სიხარულით, თუ ერთს წუთსაც არის ამ მშვენიერის ქალისაგან მადლობის სიტყვეს გაიგონებსო? წარმოდგენა თავდება, მაგრამ მწყემსი იმას ყურს აღარ უგდებდა; ის ნანობს მხოლოთ, რომ ასე მალე გათავდა და უნდა გაშორდეს იმ საგანგებო ქალს. ამ პირველმა ნახვამ ისეთი ცეცხლი აუნთო გულში, რომ რამდენიმე წელიწადის ცხარე სიყვარული ვერ აღუნთებდა. აგერ იგრძნო მწყემმა გას მოტრების მწუხარენი; იტანჯება რომ ვეღარ ნახავს იმას, რომლის ნახვაც ისე ცოტას ხნათ ეღირსა, ცდილობს, რითაც შეუძლიან, მეორეთ ხახვის ღონე მოიპოვოს; დღე და ღამე იმისი სახე თვალწინ უდგას, მაგრამ იმ ქალზედ ისეთი თვალყური ეჭირაო, რომ ნახვა შეუძლებელია. სიყვარული ს ძლიერება აბედვინებს იმის ცოლათ თხოვნას, რადგან უიმისოთ სიცოცხლე აღარ შეუძლიან; ქალი ბარათით ატეობინებს, რომ ის თანხმა, მაგრამ ამავე დროს სხვა მხრით ეუბნებიან, რომ იმ მშვენიერების მამას გადაწყვეტილი აქვს თავისი ქალი სხვას მიათხოვოს და ყოველისფერი მზათ არის საქორწილოთ. რა საზარელი ხვედრი ელის მწყემსსა?! სევდა და მწუხარება მიწასთან ასწორებს: იმას ვერ წარმოუდგენია ეს საშინელი აზრი, რომ იმისი ქვეყნიერი საუნჯე სხვის ხელში უნდა ჩავარდეს. განწირულებით შეპყრობილი ის პოულობს ღონეს თავის საყვარლის სახლში შესვლისას, რომ შეიტყოს იმისი გრძნობა და თავისი ბედი; ის ხედავს, რომ ყოველისფერი მზათ არის იმ საშინელი ქორწინებისთვის; ის ხედავს იქ იმ უღირსს მოცილეს, რომელსაც ქალის ჭირვეული მამა მწყემსის სიყვარულს წინ უყენებს; ის ხედავს თავის სასაცილო მოცილეს ძლევა მოსილს თავის საყვარლის გვერდით, ხედავს, რომ გამარჯვება იმისია და ეს ისე აბრაზებს, რომ თავი ძლივსღა შეუმაგრებია; ის მწუხარებით შესცქერის თავის საყვარელს; იმისი პატივისცემა და იმის მამის რიდი უშლის სიტვით გამოთქმას, მხოლოთ თვალებით ლაპარაკობს. ბოლოს თავის შემაგრებას თავს ანე ბებს და სიყვარულით აღტაცებული ამას ამბობს.
(მღერის)
ნუღარ მტანჯავ, მშვენიერო фილისა,
გადმიშალე ეგ შენი ტკბილი გული;
მითხარ რამე ჩემის ბედის-წერისა,
რა მომელის, სიცოცხლე, თუ სიკვდილი?
ანჯ, (მღერის).
შენ მე მხედავ, ტირსის, მოცულს სევდითა,
ამ ბედკრულის ქორწინების მაცქერალს;
ცას შევყურებ ცრემლიანის თვალითა;
შენ არა გრძნობ ჩუმის მწვულის ცეცხლის ალს?
არგ. ოჰო, არ მეგონა, ჩემი ქალა ესეთი მარჯვე იყო; საცა
არ გადუშლი, მღერის.
კლეან. ოჰ, ვინ მისცემს მაგ ბედს მიჯნურს ტირსისსა,
რომ შენს გულში ჰქონდეს მცირე ადგილი!
ანჯ.არ ვუმალავ ამას აღარავისა;
შენ მიყვარხარ, შენ ხარ ჩემი წადილი.
კლეან. ეს რა სიტყვა გავიგონე მე დღესა?!
ჩემს ყურებსა ნუ თუ დაფერება!
ერთხელ კიდევ გამაგონე, фილისა,
ამაცილე ეჭვისა მწუხარება.
ანჯ. დიახ, ტირსის, დიახ მე შენ მიყვარხარ!
კლეან. ერთხელ კიდევ, თუ ღმერთი გწამს! კიდევ სთქვი.
ანჯ. დიახ, ტირსის. დიახ მე შენ მიყვარხარ.
კლეან. ჩემს ბედს ეხლა არარა შეედრება
ქვეყნის მეფე და ღმერთი რას მიქვია!
მაგრამ ესე აღტაცება მიქრება,
რადგან გვერდზედ მოცილე მომდგომია.
ანჯ. ეგ მოცილე ჟამსავით მეჯავრება:
მაგის ხედვა ჩემთვის დიდი ჭირია.
კლეან. მამა-შენს სურს მაგისი მითხოვება.
ანჯ. მაგის ქმრობას სიკვდილი მირჩევნია,
მაგის ქმრობას სიკვდილი მირჩევნია.
არგ. მერე მამა მაგაზედ რაღას ამბობს?
კლეან. არაფერს.
არგ. ჭკვიანი მამა კი ყოფილა, თუ მაგ სულელური ლაპარაკის ნებას აძლევს.
კლეან. ეჰა, ჩემო საყვარელო.
არგ. კმარა, კმარა! ეგ ამბავი დიდი სიმხეცე და სისულელეა, მწყემსი ტირსის დიდი ბრიყვი ყოფილა და ფილისა ურცხვი და უნამუსო, რომ თავის მამის წინ მაგაებს ბედავს. (ანჯელიკას). მაჩვენე ეგ ქაღალდი. სად არის ეგ სიტყვები დაწერილი, ეხლა რომ ამბობდი; აქ ნოტების მეტი რა არის რა.
კლეან. ეგ არ იცოდით, ბატონო, რომ ამ უკანასკნელს დროს ნოტების წერასაც ახერხებენ.
არგ. კარგი, კარგი, ბატონო, მშვიდობით ბძანდებოდეთ, ნახვამდის. ჩვენ ისეც არა გვიჭირდა რა, თქვენი ახირებული ოპერა რომ არ გაგვეგონა.
კლეან. მე თქვენს შესაქცევათ მოგახსენეთ.
არბ. სისულელე არაფერი შექცევა. აგერა ჩემი ცოლიც.
გამოსვლა მეშვიდე.
იგინივე და ბელინა.
არგ. აი, ჩემო საყვარელო, ბატონი დიაფუარიუსის შვილია თომა. სრულის სიმართლით მოუნიჭებია თქვენთვის ზეცას სახელი დედინაცვლისა, რადგან დახატულ არს სახესა ზედა თქვენსა…
ბელ. მე დიდათ მოხარული ვარ, ბატონო, რომ თქვენი გაცნობა მეღირსა.
თომა. რადგან დახატულ არს სახესა ზედა თქვენსა... რადგან დახატულ არს სახესა ზედა თქვენსა... სიტყვა შუაზედ გამაწყვეტინეთ და დამავიწყეთ, რისაც თქმა მინდოდა.
დიაф. თომა, ეგ სხვა დროსთვის დარჩეს.
არბ. ნეტავი, ჩემო სიცოცხლევ, პატარა ადრე მოსულიუავი.
ტუან. დიდათ დააშავეთ, ქალ-ბატონო, რომ აქ არ იყავით და არ გაიგონეთ ლაპარაკი მეორე მამაზედ, მემნონის ძეგლზედ და ყვავილზედ, სახელწოდებულს მზეუჭვრიტათ.
არგ. აბა, შვილო, მიეცი ხელი ამ ყმაწვილს, როგორც შენს ქმარს და შეჰფიცე ერთ-გულობა.
ანჯ. მამა-ჩემო…
არგ. რა მამა-ჩემო, რა გინდა სთქვა?
ანჯ. გთხოვთ. ეგრე ნუ ჩქარობთ: მოგვეცით დრო. ერთმანეთის გაცნობისა, რომ ჩვენს გულში დანერგდეს ის სიყვარული, რომელიც საჭირო არის თანხმობის დასამყარებლათ.
თომა. ჩემს გულში ეგ სიყვარული უკვე დანერგილარს და მოცდა საჭირო აღარ არის.
ანჯ. თუ თქვენ ეჩქარებათ, მე სრულებით არ მეჩქარება და უნდა გაგიტყდეთო. თქვენს ღირსებას ჯერ ეგრეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზედ.
არგ. ეგ ჯერ საჭირო არ არის; როცა ჯვარს დაიწერთ, მაშინ მორიგდებით ერთმანეთში.
ანჯ. მამა-ჩემო, ამასა გთხოვთ, პატარა ვადა მომეცით. ქორწინება ისეთი ჯაჭვია, რომ ამ ჯაჭვით ძალათ შეკვრა არ ვარგა და თუ ეს ყმაწვილი პატიოსანი ბძანდება, არ მოინდომებს ძალათ ვისმეს შერთვას.
თომა. ეგ ლოღიკის წინააღმდეგია. შეიძლება, პატიოსანი ვიყო და მაინც კიდევ თქვენ შეგირთოთ მამი-თქვენის ნებადართვით.
ანჯ ძალათ თავის შეყვარება კარგი საშუალება არ არის
თომა. ძველნი მწერალნი მოგვითხრობენ, რომ ძველათ ჩვეულებათ ჰქონიათ საცოლოს ძალით წაყვანა მშობელთ სახლიდამ იმას იმიტომ ჩადიოდნენ, რომ არავის ჰგონებოდა, ვითომ ის ქალნი ნებით მისდევდნენ საქმროს.
ანჯ. ძველნი თავისთვინ იყვნენ; ჩვენ ეხლანდელი ხალხი ვართ; ჩვენს დროში ეშმაკობა და თვალთმაქცობა საჭირო არ არის და როცა მოგვწონს ვინმე, ძალით წაგვრა არ გვეჭირვება. მოითმინეთ, თუ თქვენ მართლა გიყვარვართ, თქვენც ის უნდა გინდოდეთ, რაც მე მინდა.
თომა დიახ, მაგრამ სიყვარული ჩემი არ არის ჩასათვლელი მაგ ანგარიშში.
ანჯ. მაგაზედ შეატუობენ სიყვარულს, თუ კაცი საყვარლის ნებას ემორჩილება.
თომა. რაც შეეხება საყვარლის მფლობელობას თანხმა ვარ, რაიცა შეეხება ქალს, უარ მიყვია.
ტუან (ანჯელიკას), ტყუილი ლაპარაკით თავს რათ იტკენ? ეგ ყმაწვილი ტიტინს დაუჩვევიათ და ლაპარაკში არ ჩამოგივარდებათ. რას ეწინააღმდეგებით და რათ არა გსურთ ეგ დიდება, რომ თქვენც სწავლულებში გაერიოთ.
გელი იქნება მაგას უყვარს ვინმე.
ანჯ. თუ მე მეყვარება ვინმე, ეს სიყვარული ჭკუისა და პატიოსნების წინააღმდეგი არ იქნება.
არგ. მაშ აქ მე რის მაჩანჩალა ვყოფილვარ.
ბელ. მე რომ შენი ვიკო, ჩემო სიცოცხლე, მაგას ძალით ქმარს არ შევრთავდი. მე ვიცოდი, რასაც ვიზამდი.
ანჯ. მე ვიცი რის თქმაც გინდათ და თქვენს კეთილს გულსაც ვიცნობ. მაგრამ იქნება თქვენი რჩევის ასრულება საჭირო არ იყოს.
ბელ. დიახ, თქვნასთანა ბრძენი და პატიოსანი ქალი თავის მშობლებს რაღათ დაემორჩილება. (ამოხვრით) ოჰ, უწინ სხვა იყო!
ანჯ. ქალის მოვალეობასაც თავის სამზღვარი უძევს: გონებასა და კანონს განა ყველაფერი მორჩილებაზედ დაუფუძნებია.
ბელ. როგორც ვატყობ. თქვენ გათხოვება გნებავთ, მაგრამ ამორჩევა კი თქვენზედ უნდა იყოს მოგდებული.
ანჯ. თუ მამა-ჩემი იმას არ შემრთავს. ვინც მე მინდა, ამას ვთხოვ მხოლოთ, რომ იმას მაინც ნუ შემრთავს, რომულსაც მე ვერ შევიყვარებ.
არგ. მე ბოდიშს ვიხდი თქვენთან ბატონებო.
ანჯ. ქმრის შერთვის დროს ყველას თავისი სურვილი აქვს. მე ამ საქმეში სიფრთხილე მმართებს, რადგან გაგიტყდებით. თუ მე ქმარს შევირთავ, მხოლოთ იმისთანა, რომ სულითა და გულით შევიყვარო და ჩემი სიცოცხლე იმას შევსწირო. ზოგიერთი ქმარს იმიტომ ირთავს, რომ თავის მშობლებისაგან თვალ-ყურის დაჭერას მოშორდეს და მასუკან როგორც უნდა, ისე მოიქცეს, არიან კიდევ იმისთანანი, რომელნიც ფულისთვის ირთვენ ქმრებსა, მხოლოთ საქვრივოს ეძებენ. ერთი ქმარი მოუკვდებათ, მეორვს ირთვენ, მეორე მოუკვდებათ, მესამეს და ცდილობენ ყველას სარჩოს დაეპატრონონ.
ამისთანა ქალები, უნდა გაგიტყდეთ გარჩევით არავის არჩევენ და ვინც უნდა იყოს, სულ ერთია, ოღონდ ფული კი ჰქონდეს.
ბელ. დღეს თქვენ ენას ძალას ატანთ და კარგი იქნებოდა რომ თქვენი აზრი ბარემ უკლებლათ წარმოგეთქვათ.
ანჯ. მე მარტო იმისი თქმა მინდოდა, რაცა ვთქვი.
ბელ. შენ, ქალ-ბატონო, ისე თავს გახვედი, რომ შენი გაძლება აღარავის შეუძლიან.
ანჯ. გინდათ. მგონი, უკადრისი რამ გაკადროთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ეგ ცდა ტყუილათ ჩაგივლით.
ბელ. შენმა ურცხვობამ ზომას გადააცილა.
ანჯ. უბრალოთა სცდილობთ.
ბელ. შენს სულელურს ამპარტავნებას, შენს გოროზობას, შენს აშრობას ვეღარავინ ვეღარ მოითმენს.
ანჯ. რაც უნდა სთქვათ, მაინც თქვენს ჯიბრზედ არას გაკადრებთ და თქვენის იმედის გასაცრუვებლათ ეხლავ თვალიდამ მოგშორდებით.
გამოსვლა მერვე.
იგინივე, ანჯელიკას გარდა
არგ.. (ანჯელიკას მიჰყვირებს,) გამიგონე, მეტი აღარ შემიძლიან; ან ეს ყმაწვილი უნდა შუირთო ამ ოთხს დღეში, ან მონასტერში გიკრავ თავსა ბელინას). შენ ნუ იშიფოთებ გულსა, ჩემო სულის დგმავ, მე ვიცი და მაგან.
ბელ. დეიდათა ვწუხვარ, რომ შენ თავი უნდა დაგანებო.
ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ ქალაქში ერთი ძალიან საჭირო საქმე მაქვს; მალე დავბრუნდები.
არგ. წადი, გეთნევა და ნოტარიუსთანაც შეიარე, უთხარი ის საქმე დააშუროს.
ბელ. მშვიდობით, ჩემო კარგო.
არგ. მშვიდობით ჩემო სიცოცხლევ.
გამოსვლა მეცხრე
იგინივე. ბელინას გარდა
არგ. აი, ცოლისაგან სიყვარული ესეთი უნდა! ძნელი წარმოსადგენია, როგორ ვუყვარვარ.
დიაф. ახლა კი, ბატონო, ჩვენ შინ უნდა გიახლოთ.
არბ ჯერ ერთი მნახეთ, როგორა ვარ.
დიაф. (მაჯასუშინჯავს). აბა, თომა, მეორე ხელი შენ გამოართვი და ვნახოთ, რას ტვეტყვი ამ მაჯაზედ.
თომა. მე მოგახსენებთ, რომ მაჯა ესე არ არის მაჯა კარგათ-მყოფისა.
დიაф. კარგი.
თომა. რომ ეს არის უმაგრესი, რათა არა ვთქვათ მაგარი.
დიაф. ძალიან კარგი.
თომა. მხტომი.
დიად. კარგი.
თომა. და ცოტა მოანჩხლო;
დიაф. ძალიან კარგი.
თომა. ესე არს ნიშანი ავათ – მყოფობისა პარენქიმასა შინა სპლენქურსა, ანუ ელენთას შინა.
დიაф. ძალიან კარგი.
არგ. პიურგონმა კი მითხრა ღვიძლი გტკივაო.
დიაф. დიახ, ვინც ამბობს პარენქიმა, ასახელებს ღვიძლსაცა და ელენთასაც. რადგან იმათა აქვთ ერთმანეთთან კავშირი მოკლე ლულითა, პილორითა და ლულითა ნაღველისათა ალბათ ის გირჩევთ შემწვარი მიირთვათ.
არგ. არა, წვნიანის მეტს არას მაჭმევს.
დიაфუარ. შემწვარი, წვნიანი, ეგ სულ ერთია. ძალიან კარგათ ურჩევია, უკეთესს ხელში ვერ ჩავარდებოდით.
არგ. ბატონო. რამდენი მარილი უნდა ვუყო ერთს კვერცხსა? დიად, ექვსი გრანი, რვა, ათი, წყვილ-წყვილი რიცხვი, როგორც წამლების მიღება კენტის რიცხვით უნდა.
არგ. მშვიდობით ბძანდებოდეთ, ბატონო.
გამოსვლა მეათე.
არგანი და ბელინა.
ბელინ. მე მინდა, ჩემო სიხარულო. ვიდრე სხვაგან წავიდოდე, ერთი ამბავი შეგატყობინო, რომელზედაც თვალყური უნდა გეჭიროს. ანჯელიკას ოთახის წინ რომ გავიარე, ერთი უმაწვილი კაცი ვნახე იმასთან: დამინახა თუ არა, მაშინვე მოჰკურცხლა.
არგ. ჩემს ქალთან უმაწვილი კაცი!
ბელინ. დიას, შენი პაწია ლუიზონაც იმათთან იყო; ის გიამბობს ყველაფერს.
არგ. ეხლავე აქ გამოგზავნე, ემწუთში აი ის ურცხვი. (მარტო) ეხლა კარგათ მესმის, უარებს რისთვისაც მეუბნებოდა,
გამოსვლა მეექვსე.
იგივე და ლუიზონა.
ლუიზ. რა გინდა მამილო? დედამ მითხრა, მამა გიბძანებსო. არგ. აქ მო: წინ წამოდექი; ასე მობრუნდი; აბა შემომხედე - ეგრე თვალში მიყურე. აბა?
ლუიზ. რაი, მამა?
არგ. ჯია?
ლუიზა. რაი?
არგ. შენ მე რაღაც უნდა მითხრა.
ლუიზ. თუ გინდა, მამილო, მე ვირის ტყავის ზღაპარს გეტყვი, ან არა და ყვავისა და მელიის არაკს, გუშინ რომ მასწავლეს.
არგ. მე მაგას არა გკითხავ.
ლუიზ. მა რასა, მამა?
არგ. აი შე ეშმაკის ბარტყო, ვითომ არ იცი რასაცა გკითხავ.
ლუიზა. რაი?
არგ. განა ეგრე უნდა მემორჩილებოდე?
ლუიზ რაი, მამა?
არგ. მე შენ არ გითხარი, რაცა ნახო, ყველაფერი შემატყობინე მეთქი.
ლუიზ. ჰო, მამა.
არგ. მერე შეასრულე ჩემი ბძანება.
ლუიზ. აკი ყველას გეუბნები.
არგ. დღეს რაღა ნახე?
ლუიზ. არაფერი
არგ. არაფერი?
ლუიზ. არაფერი.
არგ. მართლა არაფერი?
ლუიზ. ღმერთმანი არაფერი.
არგ. მაშ მე გაჩვენებ შენს სეირს.
ლუიზ. (დაინახავს, რომ არგანი წკეპლის კონას აიღებს) მამილო!
არგ. მაშ არ მეტევი, ვინ იყო შენის დის ოთახში?
ლუიზ. (ტირილით) მამილო.
არგ. (ლუიზონას ხელს წაავლებს) სიცრუვემ ეგ იცის.
ლუიზ. (დაიჩოქებს) მაპატივე, მამილო; მე ანჯელიკამ მითხრა ნურას ეტყვიო, მაგრამ მე შენ ყველას გეტყვი.
არგ. ჯერ უნდა გაგწკინო და მასუკან მიამბე.
ლუიზ. მაპატივე, მამა.
არგ. არა, არ იქნება.
ლუიზ. ნუ მცემ, მამილო.
არგ. უნდა გცემო.
ლუიზ. თუ გიყვარდე, მამა, ნუ მცემ.
არგ. (წკეპლების დარტყმას დააპირეს) აქმო, აქმო,
ლუიზ. ვაიმე, სისხლი! მოვკვდი! (ვითომ კვდება).
არგ. ვაიმე! ლუიზონა, შვილო! ღმრთო! ეს რა მომივიდა! ვაიმე უბედურს! ჩემი პაწია გოგო მომიკვდა. ეს რა ვქენი, ვაიმე! ღმერთმა დასწყევლოს ეს წკეპლები! ჭირმა კი წაიღოს! ჩემი გოგუნა, ჩემი პაწია ლუიზონა!
ლუიზ. ნუ ტირი, მამილო, მე ჯერ სულ არ მომკვდარვარ. არგ. ხედავ ამ თვალთ-მაქცსა! კარგი, ეხლა მიპატივებია, მაგრამ ყველაფერი კი უნდა მითხრა.
ლუიზ. ყველაფერს გეტყვი.
არგ. გამიფთხილდა: თუ გიცრუვნია. ჩემი ნეკი ყველაფერს მეტევის.
ლუიზ. ანჯელიკას კი ნუ ეტყვი, მამა, რომ მე გითხარი,
არგ. არ ვეტყვი. ნუ გეშინიან.
ლუიზ. (მიიხედ-მოიხედავს, ყურს ხომ არავინ მიგდებსო) რთი ვიღაცა მოვიდა ანჯელიკას ოთახში, მე რომ იქ ვიყავი.
არგ. მერე?
ლუიზ. მე ვკითხე ვინა ხარ მეთქი და მითხრა მუზიკის ოსტატი ვარო.
არგ. (იქით) ჰმ, ჰმ, ეხლა კი მივხვდი! (ლუიზონას) მერე, მერე?
ლუიზ. მერე ანჯელიკაც მოვიდა,
არგ. მერე?
ლუიზ. იმან უთხრა, წადი, წადიო; ღმერთო, რა სირცხვილიაო!
არგ. მერე?
ლუიზ. მერე ის არ წავიდა.
არგ. მაშ რას ამბობდა?
ლუიზ. რა ვიცი, რაღაებსაც ამბობდა.
არგ. მანც?
ლუიზ. ის ამბობდა, ასეო, ისეო, მიყვარხარო, ძიელი ლამაზი ხარო.
ლუიზ. მაიღო, შენი ნუკი ცრუპენტელაა.
არგ. გამიფთხილდი.
ლუიზ, მამა, ნუ დაუჯერებ ნეკსა; ღმერთმანი ტყუის.
არგ. კარგი, კარგი, ამასაც ვნახავთ. წადი და ყველაფერს ყური უგდე. გასწი. (მარტო) ბავშვებიც რომ ბავშვებს აღარა გვანან; გაგონილა ამისთანა ამბავი! დროც არა მაქვს, რომ ჩემ თავს მოვუარო. ამის მეტი აღარ შემიძლიან (სკამზედ დაჯდება)
გამოსვლა მეთორმეტე.
იგინივე და ბერალდი.
ბერალ. რასა იქ, როგორა ხარ, ჩემო ძმაო?
არგ. შენი მტერი იყოს, ძმაო, რომ მე ვარ საშინლათ უქეიფოთ შევიქენ.
ბერალ. როგორ თუ უქეიფოთ?
არგ. ისე სუსტათა ვარ, რომ ვერ წარმოიდგენ.
ბერალ. ეგ არაფერი ამბავია.
არგ. ლაპარაკის ღონეც კი არა მაქვს.
ბერალ. მე მოვედი ანჯელიკაზედ მოსალაპარაკებლათ: ერთი კაი საქმრო მყავს.
არგ. (გაცხარებული წამოდგება სკამიდან) ამაზედ ნუღარაფერს მეტყვი: ის ურცხვი. ის აშარი, ის ოჯახის შემარცხვენელი! მე იმას ხვალვე მონასტერში შევამწყვდევ.
ბერალ. მადლობა ღმერთს, რომ ეგრე უცებ კარგათ შეიქენი და ჩემმა მოსვლამ გარგო. საქმეზედ მასუკან ვილაპარაკოთ. ეხლა კი ერთი ხროვა მოვიყვანე თანა შენს შესაქცევათ. მასუკან უფრო დამშვიდებით მოვილაპარაკებთ ჩვენს საქმეზედ. ისინი არიან ბოშები მავრების ტანისამოსში. თამაშობენ, მღერიან და მგონია კარგათ შეგაქცევენ. ეგ ემჯოინება პიურგონის რეცეპტს.
მოქმედება მესამე.
გამოსვლა პირველი
ბეარლდი, არგანი და ტუანეტა
ბერალ. აბა, ძმაო, ეგ შექცევა არა სჯობდა წამლებით კუჭის წახდენას.
ტუან. კაი წამლები კარგია.
ბერალ. ახლა მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრა.
არგ. პატარა მომიცადე ეხლავ დავბრუნდები.
ტუან. დაიჭით ეს ჯოხი. ეგ როგორ არ იცით, რომ უჯოხოთ გავლა არ შეგიძლიანთ.
არბ. მართალს ამბობ.
გამოსვლა მეორე
იგინივე არგანის გარდა.
ტუან. თუ ღმერთი გწამთ, ბატონო, თქვენის ძმისწულის საქმეს თავს ნუ დაანებებთ,
ბერალ. ვეცდები, რითაც კი შემიძლიან, იმისი სურვილი ავასრულო.
ტუან. ეს გათხოვება რომ აუჟინია ბატონს, უეჭველათ უნდა დავაშლევინოთ. მე ფიქრათ მომივიდა, რომ კარგი იქნება ერთი ექიმი ვიპოვნოთ ვინმე, გავაცნოთ ბატონს და ისე მოვახერხოთ, რომ იმან ეხლანდელი წამლობა დაუწყნოს და პიურგონი უძგოს. რადგან არავინა გვყავს, მევე ვიკისრებ ექიმობას.
ბერალ. როგორ თუ ექიმობას?
ტუანეტ. ეს სასაცილო ამბავი იქნება ჭკუა კი არა სჭირია ამ საქმეს, მაგრამ იქნება კი ჩვენ ჩვენსას მივხვდეთ. საქმე მე დამანებეთ და თქვენ თქვენი იცოდეთ. აგერა ბატონიც მობძანდება.
გამოსვლა მესამე.
არგანი და ბერალდი
ბერალ. ძმაო, ერთი რამ უნდა გთხოვო. მე შენთან სალაპა რაკო მაქვს და თავიდამვე ამას გეხვეწები, ლაპარაკის დროს ნუ გაცხარდები.
არგ. ეგ ადვილი შესასრულებელია.
ბერალ. რაც გითხრა, ყველაფერზედ წყუნარი პასუხი მომეც.
არგ. ბატონი ხარ.
ბერალ. ჩვენის ბაასის დროს აღელვებასა და გულის მოსვლას თავი დაანებე; საქმე დაწყნარებით გაშინჯე.
არგ. ახა, ღმერთო ჩემო, ვერ გაათავე ეგ წინასიტყვაობა.
ბერალ. ერთი ეს გამაგებინე, რამ გაფიქრებინა შენისთანა მდიდარს კაცს და მხოლოდ ერთის ქალის პატრონს, — პატარა ლუიზონა ჯერ ანგარიშში ჩასაგდები არ არის, — რამ გაფიქრებინა იმ ერთად ერთი ქალის მონასტერში მიცემა.
არგ. იმან მაფიქრებინა, რომ ჩემს ოჯახში ბატონი მე ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამ.
ბერალ. შენს ცოლს მგონი ისიც არ ეწყინება, შენი ორივე ქალი თავიდამ მოიშოროს ის ისეთი ღვთის მოყვარეა, მოლონებათაც რომ ნახოს ისინი, არ ეწყინება.
არგ. ვაი ჩემი ცოლის ბრალიც თქვენს ხელში; აცლიან და იმას მივარდებიან; მთელი ქვევანა იმას გადაჰკიდებია.
ბერალ. იმას ძმაო თავი დავანებოთ. ის იმისთანა ქალია, რომ შენის ოჯახისთვის ცუდს არ მოინდომებს; ფულის მონა არ არის და შენც გასაოცრათ უყვარხარ; შენი შვილებიც თავის ღვიძლს შვილებათ მიაჩნია: ეგ სულ მართალია; მაგაზედ ლაპარაკს ნუღარ გავაბამთ, შენს ქალზედ ვილაპარაკოთ რას აგიჟინებია, თუ ღმერთი გწამს, გინდა თუ არა ექიმს უნდა მივათხოვოო.
არგ. იმისთვის ამიჟინებია, რომ ჩემთვის გამოსადეგი კაცი მინდა სიძეთ მოვიკიდო.
ბერალ. ეგ, ჩემო ძმაო, შენს ქალს უნდა მიანებო. მე ერთი ყმაწვილი-კაცი ვიცი, რომელიც უფრო შეჰფერის შენს ქალს.
არგ. მე კი ის უფრო შემფერის.
ბერალ. ახირებულია შენმა მზემ! შენი ქალი თავისთვის ირთავს ქმარსა, თუ შენთვის?
არგ. თავისთვისაც რთავს და ჩემთვისაც. მე ჩემს ოჯახში ჩემთვის სასარგებლო კაცი მინდა მყავდეს.
ბერალ. მაშ შენის სიტყვით, როცა შენი პაწია ქალი გაიზდება, აფთი ქარს შერთავ.
არგ. რა დამიშლის.
ბერალ. ახლა, ხუმრობა გაშვებით, როდემდინ უნდა იყო ექიმებსა და აფთიექარეს გადაკიდებული? რათ გინდა ავათ იყო, როდესაც კაციცა და ბუნებაც გეუბნება, კარგათა ხარო.
არგ. როგორაო, რას ამბობ?
ბერალ. იმას ვამბობ, რომ თუ შენც ავათა ხარ, ყველანი ავათა ვყოფილვართ; ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი ავათ-მყოფობისთანა ავათ-მყოფობა. აი თუ გინდა დაგიმტკიცებ, რომ შენ ძალიან კარგათა ხარ. შენ იმდენსა ზრუნავ შენს თავზედ და მაინც ავათ–მყოფობა არ გეკარება და სხვას უშენოს შენოდენა წამლები რომ დაელია, აქამდისინ ათჯერ დაადგებოდა საიქიოს გზას.
არგ. კიდეც ეგ მაძლებინებს. პიურგონი მეუბნება, სამი დღე რომ მე შენ ყური არ გიგდო, ცოცხალი არ დარჩებიო
ბერალ. თუ არ გაუფთხილდი, ის იმდენს გიგდებს ყურსა, რომ მალე საფლავში ჩაგდებს.
არგ. შენ როგორც ვხედავ, ექიმობა არაფრათ მიგაჩნია.
ბერალ. უნდა სწორე გითხრა, მე ესე მგონია, თუ კაცს სიმრთელე უნდა, ექიმებს თავი უნდა დაანებოს.
არგ. რაებს ამბობ? როგორ არა გჯერა და არა გწამს რაც ყველასაგან მიღებულია და ყოველთვის მიღებული ყოფილა.
ბერალ. მწამს კი არა, მე ესე მგონია, რომ ექიმობისთანა სულელობა კაცს არ მოუგონია რა. მე მაგ საქმეს ფილოსოფოსსავით ვუცქერი და ყოველთვის მასხარაობათ. მიმაჩნია, როდესაც ვხედავ, რომ ერთი ადამიანი მეორეს მორჩენას აპირებს.
არგ. მერე რათა გგონია, რომ ერთი ადამიანი მეორეს გერ მოარჩენს?
ბერალ. იმათა, რომ ჩვენი აგებულება დღემდის საიდუმლოებაა და კაცს იმისი არაფერი არა გაგება რა ბუნებამ თვალებზედ ისეთი სქელი საბურველი ჩამოგვაფარა, რომ მაგ საქმეში ბნელაში დავიფათურებთ.
არგ. მაშ შენის სიტყვით ექიმებმა არ იციან რა?
ბერალ. რატომ, იციან. ლაპარაკში ბევრს მეცნიერების სიტყვას ჩაურთვენ, ლათინურს კარგათ გელაპარაკებიან, ყოველს ავათ-მეოფობას ბერძნულს სახელს უპოვნიან, ასწერენ და თავის ადგილს დაუნიშნავენ, მაგრამ მორჩენისას კი ნურასა ჰკითხავ.
არგ. მაინც მაგ საქმეში ექიმებმა მეტი იციან.
ბერალ. მე შენ გეუბნები, იმათ ის იციან, რაც ავათ-მყოფს არ გამოადგება და მათი ხელოვნების სიკეთე ის არის, რომ ღრმა ოცობოდო ლაპარაკს მოგიჟვება, მიზეზის თქმის მაგივრათ ყურებს სიტყვებით გამოგიტენს და თუ არ მოგარჩენს, დაპირებას ხომ არ დაიშურებს.
არგ. ახლა, ჩემო ძამია, შენისთანა ჭკვიანი და გონიერიც ბევრი მინახავს, რომ ავათმყოფობის დროს ექიმებს ეკითხებოდეს.
ბერალ. ეგ კაცის სისუსტის ნიშანია და არა მთის ხელოვნების სიკეთისა.
არგ. ალბათ ექიმებს სჯერათ, რომ მათი ხელოვნება ნამდვილია, თუ თავისთავსაც იმ ხელოვნებით ირჩენენ.
ბერალ. ზოგნი მათგანნი ხალხსავით შემცდარნი არიან და სარგებლობასაც ხედვენ; ზოგნი კი, თუმცა შემცდარნი არ რიან, მაგ რამ მაინც სარგებლობის თავის დანებება არ უნდათ. აი თუნდა პიურგონი ავიღოთ; ეგ კაცი თვალთ-მაქცი არ არის; ეგ თავით-ფეხამდე ექიმია. მას სჯერა, რომ წამლობის წესები მათემათიკურს კანონებზედ მტკიცენი არიანო და მათი უარყოფა ცოდვა გონია. იმას ექიმობაში არაფერი არა მიაჩნია რა ბნელათ, საეჭვოთ, საძნელოთ. ის მტკიცეთ გულდაჯერებული, გულდანდობილი, უთავბოლოთ, დაურიდებლათ სისხლსაც გამოგიშვებს, სასაქმებელსაც მოგცემს, ფიქრი არაფრისა აქვს. რაც უნდა აგიტეხოს, მაინც არ უნდა გეწყინოს იმისაგან . თუნდა მოგკლას კიდეც, დარწმუნებული უნდა იყო, რომ განგებ არ ჩადის; რაც შენ დაგმართა, იმასვე თავის ცოლსაც, თაკის შვილებსაც დამართებს და თუ გაუჭირდა თავის-თავსაც.
არგ. შენ იმის სიძულილი დედის რძესთანვე შეგიწოვია, მაგრამ ჩვენ ისევ ჩვენს საქმეზედ ვილაპარაკოთ. რა უნდა ჰქნას კაცმა, როცა ავათ გახდება?
ბერალ. არაფერი.
არგ. არაფერი?
ბერალ. სრულებით არაფერი მხოლოთ მოსვენებული უნდა იყო. თუ შენს აგებულებას არ უშლი, თითონვე გამოგვიყვანს იმ უწესო მდგომარეობიდან, რომელშიაც ჩვენა ვცვივდებით. ჩვენი მოუთმენელობა, ჩვენი მოუსვენრობა, გაცხარება ახდენს საქმეს და მგონია, ვინც კი კვდება, წამლებითა კვდება და არა ავათმყოფობით.
არგ. ამაზედაც ხომ არ ახირდები, რომ ჩვენ შეგვიძლიან სხვა და სხვა გზით შემწეობა გავუწიოთ ჩვენს აგებულებას.
ბერალ. ეგ აზრები იმიტომა გვაქვს თავში ჩანერგილი, რომ ჩვენთვის სასიამოვნონი არიან ადამიანის ტვინს ბევრი იმისთანა ოცობოდო აზრები შეუთვისებია, რომელნიც იმიტომ მოგვწონს, რომ იმედის მომცემნი არიან და კარგი იქნებოდა, მართალნი ყოფილიყვნენ, როდესაც ექიმი გეუბნება, მე შევეწევი, ვუშველი შენს აგებულებას, მოვაშორებ, რაც აწყენს და მივცემ რაც აკლია, გავამთელებ და მოქმედებას გავუადვილებო; როდესაც ის გეუბნება, სისხლს თავის შედგენილებას მივცემ, გულგვამსა და ტვინს გაგიგრილებ, ელენთას დაგიცხრობ, მკერდს გაგიძლიერებ, ღვიძლს მოგირჩენ, გულს გაგიმაგრებ, ბუნებითს სითბოს მოგიმატებ და შეგინახაკ და სიცოცხლეს მრავალის წლით გაგიგრძელებო, მაშინ ის შენ სწორეთ ექიმების ზღაპარს გიამბობს. ცხოვრებაში კი ამას ვერაფერს ხედავ და ეს ზღაპარი სწორეთ იმ მშვენიერს სიზმრებს ემსგავსება, რომელთაც გამოღვიძების შემდეგ მხოლოთ სინანულში შევყავართ, სიზმარს რათ ვუჯერებდიო.
არგ. მაშ მთელი ქვეყნის მეცნიერება შენს თავში ყოფილა! შენ რომ გკითხოს კაცმა, ყველა ჩვენს გამოჩენილს ექიმებზედ მეტი იცი.
ბერალ. თქვენი გამოჩენილი ექიმები სიტყვასა და საქმეში ერთნი არ არიან. იმათ ლაპარაკს რომ ყური დაუგდო, იმათთანა გონიერი არავინ არის და საქმეზედ რომ მივარდება, მაშინ ეტყობათ სრული უმეცრება.
არგ. კაცმა რომ ყური დაგიგდოს, შენა ყოფილხარ დიდი მეცნიერი. ნეტავი არ მინდა ერთ ერთი ექიმი იუოს აქა, რომ შენი სჯა და სიტყვა პირშივე გაგიქარწყლოს!
ბერალ. ექიმებთან ბრძოლა რა ჩემი საქმეა. ყველამ თავისი იცის და რაც მოუვა, თავისივე ბრალი იქნება. მე ამას შენის სიკეთის გულისათვის გეუბნები. მე ის მინდოდა, ცოტა მაგ შეცდომილებიდამ გამომეყვანე და წამეყვანე ერთ ერთის მოლიერის კომედიის საყურებლათ ამ საგანზედ.
არგ. დიდი უზდელობა მოსდის, ის ვიღაც მოლიერია, რომ იმისთანა კომედიებსა ბღაჯნის გაგონილა ექიმებისთანა პატიოსანი ხალხის მასხარათ აგდება!
ბერალ. ის ხომ ექიმებს არ იგდებს მასხარათ; ის დასცინის მხოლოთ იმას, რაც ექიმობაში სასაცილოა.
არგ. რა მისი საქმეა ექიმებში გარევა! ის უგუნური, ის წინ დაუხედავი. დასცინის ექიმების რჩევას და იმათ რეცეპტებს, უბრძვის იმათ წოდებას და იმათთანა დარბაისელ პირთ სათეატროთ ხდის.
ბერალ. თუ სხვა და სხვა წოდების ხალხი არ წარმოადგენინა, მაშ ვიღა წარმოადგენინოს; თეატრში ყოველ დღე თავადებსა და მეფეებს არდგენენ და ექიმებს არ ეკადრებათ; მგონი იმათზედ უკეთესის ჩამომავლობისა არ იყვნენ.
არგ. მე რომ ექიმი ვყოფილვიყავ, გადავუხდიდი იმის ურცხვობას. ავათ რომ გახდებოდა, არაფერს შევეწევოდი; დეე მომკვდარიყო, რაც უნდა ექნა, ერთი ბეწვის ოდენასაც კი არ გამოვუშვებდი სისხლსა, ერთს პატარა ოყნასაც კი არ გავუკეთებდი; ვეტეოდი. ჩაკვდი, ჯანი გაგვარდეს, ეგ გასწავლის ჭკუას, როგორ უნდა დასცინო ექიმების წოდებასა მეთქი.
ბერალ. შენ იმას ძალიან გაუჯავრებიხარ.
არგ. ის რიუკი ისა! ექიმებს რომ ჭკუა ჰქონდეთ, როგორც ვამბობ, ისე მოიქცეოდნენ.
გერ. იმას უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე შენს ექიმებს; ის იმათ როდი ეტყვის, მიშველეთო.
არგ. სული ამოუვა. თუ არ იწამლა.
ბერ. ის თავისებურათა სჯის ის ამბობს, რომ წამლების დალევა მხოლოთ ღონიერსა და ზორბა ადამიანებს შეუძლიანთო; იმათ იმდენი ძალა აქვთ, რომ თავიანთი ავათ-მყოფობაც აიტანონ და წამლების სმაცაო, მე კი ჩემის ავათ-მყოფობის მეტს ვერას ავიტანო.
არგ. სისულელე შენ სჯა გგონია! კაია, იმაზედ ნუღარ ვილაპარაკებთ, თორემ ნაღველა გამიცხელდება და უარესათ შევიქნები.
ბერ. როგორც გინდა. ეხლა სხვაზედ ვილაპარაკოთ. იმას ვამბობდი, მე შენ ამასა გთხოვ, რომ შენს ქალს ნუ აძალებ მონასტერში შესვლას იმ მცირე ზიზღისათვის, რომელიც იმან შენგან არჩეულს საქმროს გამოუჩინა. საქმროს ამორჩევაში შენს ცხარე გულს ბრმათ არ უნდა მისდიო; შენს ქალსაც უნდა დაეკითხო. ნუ დაივიწყებ, რომ ეგ კავშირი სიკვდილამდე გასწევს და კაცის ბედნიერება ბედნიერს ქორწინებასთან არის დამოკიდებული.
გამოსვლა მეოთხე.
იგინივე და фლერანის (ხელში ოყნა უჭირავს.)
არგ. შენთან უკაცრავათ კი ვიქნები, ძმაო......
ბერ. რას აპირებ?
არგ. ერთი პატარა ონა უნდა გავიკეთო: ეხლავ გათავდება.
ბერ. რაებს ჩადიხარ? ერთს წუთს ვერ გაგიძლია, ან წამალი არ დალიო. ან ოყნა არ გაიკეთო. ეგ საკულაოთ დარჩეს, პატარა ხანს მოსვენებით იყავი.
არგ. ბატონო фლერან, ეგ ამაღამ იყოს, ან ხვალ დილით.
фლერ. რა თქვენი საქმეა, რომ მკურნალთ ბრძანებას ეწინააღმდეგებით და უშლით, რომ ეს ოყნა გაიკეთოს. ძალიან თავს გასვლაა ეგეთი კადნიერობა.
ბერ. წადით, ბატონო, მოგვშორდით; თქვენის ხელობის კაცი უცხო პირებთან ლაპარაკს დაჩვეული არ არის.
фლერ. აგრე წამლებთან ხუმრობა ვის გაუგონია? მეც დროს ტყუილათ მაკარგვინებთ. მე ექიმის ბძანებით მოვედი აქა; ეხლავ წავალ და პიურგონს მოვახსენებ, რომ მე დამიშალეს იმის ბძანებისა და ჩემის ვალის ასრულება. ნახამთ, ნახამთ, რაც მოგივათ.
გამოსვლა მეხუთე.
იგინვე, фლერანის გარდა.
არგ. შენ უეჭველათ ხიფათს შემამთხვევ რასმე.
ბერ. დიდი ხიფათია, თუ პიურგონის ოყნა არ გაიკეთე! კიდევ გეტყვი და გაწყენინებ: მაშ ხსნა აღარ არის მაგ წამლობის ახირებისაგან? გინდა მთელი შენი სიცოცხლე ოყნებში გაატარო.
არგ. ღმერთო დამიფარე! შენ ეგრე იმიტომ ლაპარაკობ, რომ კარგათა ხარ; აბა ჩემს ადგილას იყო, მალე სხვა ბანს შესძახებდი. როცა კაცს არა სტკივა რა. ადვილია ექიმების წინააღმდეგ ლაპარაკი.
ბერ. მერე შენ რაღა გტკივა?
არგ. ნაღველა გამისკდა ამდენი ყბედობით! ნეტავი არ მინდა, რაც მე მტკივა, შენცა გტკივოდეს; ვნახავდი, ეგრე ილაპარაკებდი მა შინაც თუ არა. აგერ პიურგონიც მობძანდება.
გამოსვლა მეექვსე
იგინივე, პიურგონი და ტუანეტა.
პიურგ. კაი ამბები დამახვედრეს შენს კარებთან! ჩემს ბძანებას აღარ ასრულებენ, სასაცილოთ იგდებენ.
არგ. ბატონო, ეს მე. . . . .
პიურგ. გაგონილა ასეთი თავხედობა; ავათ-მყოფისაგან ექიმის წინააღმდეგობა.
ტუან. საშინელი ამბავია!
პიურგ. ჩემის ხელით შედგენილი ოყნა უნდა დაეწუნათ!
არგ. ეგ მე არ......
პიურგ. აღმოჩენილი და შედგენილი ხელოვნების კანონებით!
ტუან. დამნაშავეა.
პიურგ. რომელსაც უნდა საკვირვლათ ემოქმედნა გულ-გვამზედ!
არგ. ჩემი ძმა......
პიურგ. ზიზღით უკანვე დააბრუნეს!
არგ. (ბერალდზედ უჩვენებს). ეს არის......
პიურგ. ეგ მეტის-მეტი კადნიერობაა!
ტუან. მართალსა ბძანებთ.
პიურგ. ეგ არის მკურნალთ წინააღმდეგი შეთქმულება!
არგ. (ბერალდზედ უჩვენებს). ეს არის მიზეზი...
პიურგ. წოდების შეურაცხმუოველი ცოდო, რომლისთვის ღირსი სასჯელიც კი ძნელათ მოსაპოებულია!
ტუან. ჭეშმარიტია.
პიურგ. ამას იქით მე შენთან საქმეს აღარ დავიჭერ!
არგ. ჩემი ძმის......
პიურგ. მე აღარ მინდა შენთან კავშირი!
ტუან. ახია მაგაზედ.
პიურგ. იმის დასამტკიცებლათ, რომ მე შენთან ვწყვეტ ყოველს დამოკიდებულებას აი ის ჩუქების ქაღალდი, რომელიც საქორწილოთ მე უნდა ჩემის ძმისწულისთვის მიმეცა! (ხევს ქაღალდს და ნაკუწებს მიაბნ-მოაბნევს).
არგ. ეს უბედურება სულ ჩემი ძმის ბრალია.
პიურბ. ჩემი ოყნა უარჰყო!
არგ. მოატაინეთ, გავიკეთებ.
პიუგ. ამ ცოტას ხანში მორჩენას გიპირებდი.
ტუან. ეხლა ღირსი აღარ არის.
პიურგ. მე მინდოდა გამეწმინდა შენი გვამი და გამეგდო უკარგისნი ნივთეულებანი.
არგ. ოჰ, ჩემო ძმაო!
პიურგ. ერთი დუჟინი მინა წამალი კიდევ რომ დაგელია, სულ გაგწმენდდი.
ტუან. არ არის ღირსი თქვენის ზრუნვისა, არა.
პიურგ. რადგან არ მოინდომე ჩემის ხელით მორჩენა; არგ. ეგ ჩემი ბრალი არ არის.
პიურგ. რადგან შენ უარ ჰყავ მორჩილება, რომელიც ექიმს ეკუთვნის.
ტუან. სწორეთ უნდა გადაუხადოთ.
პიურგ. რადგან შენ ჩემგან დანიშნული წამლები შეურაცხჰყავ;
არგ. ფიქრადაც არ მომსვლია.
პიურგ. მე შენ მიმინებებიხარ შენს ცუდს აგებულებას, შენის გულ•გვამის არეულობას, შენის სისხლის წახდენას, შენის ნაღველის სიმწარეს, შენის განავლის სიხმელეს!
ტუან. ეგრე ურჩევნიან.
არგ. ღმერთო ჩემო!
ტუან. მე მსურს რომ ამ ოთხს დღეზედ მოურჩენელი გახდე.
არგ. შემიბრალეთ.
პიურგ. რომ შენ შეგეუაროს ბრადიპეპსია!
არგ. ბატონო პიურგონ.
პიურგ. ბრადიპეპსიის შემდეგ დისპეპსია!
არგ. ბატონო პიურგონ!
პიურგ. დისპეპსიის შემდეგ აპეპსია!
არგ. ბატონო პიურგონ!
პიურგ. აპეპსიის შემდეგ ლიენთერია!
არგ. ბატონო პიურგონ!
პიურგ. ლიენთერიის შემდეგ დისენთერია!
არგ. ბატონო პურგონ!
პიურგ. დასენთერიის შემდეგ ჰიდროფიზია!
არგ. ბატონო იურგონ!
პიურგ. ჰიდროვიზიის შემდეგ განშორება სიცოცხლისა, რაიცა იქნება შედეგი შენის უჭკუობისა!
გამოსვლა მეშვიდე
იგინივე, პიურგონსა და ტუანეტას გარდა.
არგ. მოვკვდი, ეს არის, სული ამომივიდა. შენ დამღუპე, დამანელე; ღმერთო!
გერალდი. რა არის, რა ამბავია?
არგ. შეუძლოთ გავხდი; მე ვგრძნობ კიდეც, რომ ჩემზედ ჯავრსა ყრილობს.
ბერ. სწორეთ გაგიჟებულხარ, მადლობა ღმერთს კიდევ, არავინა გხედავს. პატარა გული მოიბრუნე, შენს თაკს დააფიქრდი, შიშს ნუ ეძლევი.
არგ. ვერ ნახე რა ავათ-მყოფობას მიქადიდა!
ბერ. ეგრე გამოყეყეჩებაც არ ვარგა.
არგ. არ გესმოდა, ოთხს დღეზედ მოურჩენელს ავათ-მყოფათ გაგხდიო.
ბერ. რაო მერე რომ მესმოდა? წინასწარმეტყველი ხომ არ არის! შენ რომ კაცმა ყური დაგიგდოს, ასე ეგონება, შენი სიცოცხლის ძაფი პიურგონს უჭირავს და თავისი უმაღლესი ნებით, თუნდა გააგრძელებს. თუნდა შეამოკლებს. შენი სიცოცხლე შენს ხელშია; პიურგონის წერომა შენ ისე ვერ მოგკლავს, როგორც იმისი წამლები ვერ გაგამთელებენ. ეს კარგი მიზეზი იქნება, რომ ექიმებს დაეხ სსა თუ მაინცა და მაინც არ დაიშლი, უნდა სხვა იმისთანა ექიმი იპოვნო, რომელიც მაგასავით ცხარე არ იყოს.
არგ. მაგან იცის ჩემი აგებულება; იცის რა მარგებს და რა მაწვენს.
ბერ. უნდა გითხრა, საშინელი ჭირვეული კაცი ხარ; თითქო შენი თვალები შენ არ გესხას.
გამოსვლა მერვე.
იგინივე და ტუანეტა
ტუან. ბატონო, ერთი ექიმი გიახლათ თქვენს სანახავათ.
არგ. ვინ ექიმი?
ტუან. ავათ–მყოფების ექიმი.
არგ. მე მაგას როდი გკითხავ; სახელი მითხარ მეთქი, ტუან. მე იმას არ ვიცნობ, მაგრამ მე ისე მგავს, როგორც შუაზედ გაპობილი ვაშლი. მე რომ დედი-ჩემის პატიოსნებაზედ დარწმუნებული არ ვიყო, ვიფიქრებდი, ალბათ იმას მამიჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემთვის ერთი პაწია ძმა გაუჩენია მეთქი.
არგ. შემოიყვანე.
გამოსვლა მეცხრე.
იგინივე, ტუანეტას გარდა.
ბერ. აჰა, ესეც შენი სურვილი. ერთი ექიმი წაგივიდა, მეორე მოდის.
არგ. მე მეშინიან, რომ შენმა ქცევამ უბედურება არა დამმართოს რა.
ბერ. კიდევ! რა დაგემართა, ვეღარ გაათავე!
არგ. აი რაღაც უცნაური ავათ-მყოფობა მიქადა, სულ გულ-ზედ მაწევს. ესენი......
გამოსვლა მეათე.
იგინივე და ტუანეტა ექიმის ტანისამოსში.
ტუან. ბოდიშს ვიხდი, ბატონო, რომ თქვენს სანახავათ გიახელით, რათა გაგიწიოთ სამსახური, რაიცა შეეხება თქვენთვის საჭირო სისხლის გამოშვებასა და ოყნასა.
არგ. დიდათა გმადლობთ, ბატონო. (ბერალდს). ეს თითონ ტუანეტა არ არის?
ტუან. თუ უკაცრავათ არ გახლდებით, მე ერთი ბძანება უნდა მივცე ჩემს მსახურს. ეხლავე გიახლებით.
გამოსვლა მეთერთმეტე.
იგინივე, ტუანეტას გარდა.
არგ. სწორეთ პირ-წავარდნილი ტუანეტაა.
ბერ. მართლა რომ ძალიან გავს, მაგრამ ეს ხომ პირველი მაგალითი არ არის. ისტორია სულ ამ ბუნების საკვირველებით არის სავსე.
არგ. მე კი გაოცებული ვარ და!
გამოსვლა მეთორმეტე.
იგინივე და ტუანეტა.
ტუან. რა მიბძანებდით, ბატონო?
არგ. როგორა?
ტუან. თქვენ არ დამიძახეთ?
არგ. მე? არა.
ტუან. მაშ ყურებმა თუ მიწივლეს.
არგ. პატარა ხანს აქ დარჩი; ვნახოთ ის ექიმი როგორა გგავს.
ტუან. იქ, თვალიც დაუდგება! მე ძირს საქმე მაქვს.
გამოსვლა მეცამეტე.
იგინივე, ტუანეტას გარდა.
არგ. ორივეს რომ არა ვხედავდე, ასე მეგონებოდა ერთი და იგივე არიან მეთქი.
ბერ. მე ამ გვარს მზგავსებაზედ ბევრი მიკითხავს. ჩვენს დროშიაც ბევრი იმისთანა შემთხვევა ხდება, რომ ორს პირს ვერავინ ვერ არჩევს ერთმანეთში.
არგ. მე ამ გვარს შემთხვევაში მოვტყუვდებოდი და სწორეთ დავიფიცავდი, რომ ეს ექიმი ტუანეტაა.
გამოსვლა მეთოთხმეტე.
იგინივე და ტუანეტა ექიმის ტანისამოსში.
ტუან. უკაცრავათ გახლავართ თქვენთან, ბატონო,
არგ. (ხმა დაბლა ბერარლს). საკვირველებაა.
ტუან. იმედი მაქვს არ გაწერებით, რომ თქვენისთანა გამოჩენილის ავათ-მყოფის ნახვა მოვინდომე. თქვენი სახელი ისეა ქვეყანაზედ გავარდნილი, რომ მომიტევებთ ამ კადნიერებას.
არგ. მზა გახლავართ თქვენის სამსახურისა.
ტუან. თქვენ მე, ბატონო. გაშტერებული მიცქერით, ხომ არა გსურთ, გამოიცნოთ. რამდენის წლისა ვარ.
არგ. ბევრისა იყოთ, ოც-და-ექვსისა, ოც-და-შვიდისა, მეტისა არ იქნებით.
ტუან. ჰა, ჰა, ჰა! მე გახლავართ ოთხმოც-და-ათის წლისა. არგ. ოთხმოც-და-ათისა!
ტუან. დიახ. მე ჩემის ხელოვნების წყალობითა მაქვს ასეთი საღი და ყმაწვილური სახე.
არგ. ოთხმოც-და-ათის წლის ბერიკაცი და ასეთი ლამაზი ყმაწვილი-კაცი რომ არ გაგონილა!
ტუან. მე მოგზაური ექიმი გახლავართ; დავდივარ სოფლით სოფლათ, სხვა-და-სხვა თემებში, სხვა-და-სხვა სახელმწიფოებში. მე ვეძებ ჩემის ნიჭიერების შესაფერს საქმეს; მე ვეძებ იმისთანა ავათ-მყოფებს, რომელნიც ჩემის შრომის ღირსნი არიან, რომელთაც გამოადგებათ დიადნი და მშვენიერნი საიდუმლოებანი, აღმოჩენილნი ჩემგან ექიმთა ხელოვნებაში. მე ვხდი ჩემთვის უღირსათ, დავკარგო დრო რაღაც უბრალო ავათ-მყოფების მოსარჩენათ; მე როგორ შევიწუხებ თავს რაღაც ქარებისა, ანთებისა, ციებისა, თავის ტკივილისა, იპოქონდრიისთვის! მე მეჭირვება ძნელი ავათ-მყოფობა: კარგი გამოუნელებელი ციებ-ცხელება, ტვინის ანთება, დამპალი ციება, კარგი ჭირი; აი ჩემი საქმე რა არის; აქ შემიძლიან მე გავიმარჯვო. მე მსურს ბატონო, რომ რაც ავათ-მყოფობა დავისახელეთ, სულ თქვენა გჭირდეთ, რომ თქვენ იყოთ ყველა ქიმებისაგან ხელ-აღებული, უკანასკნელს დღეში და მაშინ გიჩვენებთ ჩემის წამლების ძალას და ჩემს სურვილს თქვენის სამსახურისა.
არგ. მადლობელი გახლავართ, ბატონო, მაგ უზომო გულ–კეთილობისთვის.
ტუან. აა, მაჯა მაჩვენეთ; იმუშავე, როგორც წესია! მე გაგასწორებ შენ! ოჰო. ეს მაჯა ძალიან ურჩობს; როგორც ვატყობ, ჯერ მე არ მიცნობს. ვინა გწამლობთ?
არგ. ექიმი პიურგონი.
ტუან. ეგ ჩემს წიგნში არ არის ჩაწერილი გამოჩენილთ ექიმთა შორის. რას გეუბნებათ, რითი ხართ ავათაო?
არგ. ის ამბობს, ღვიძლი გტკივაო და სხვები მეუბნებიან ელენთაო.
ტუან. ყველანი უმეცარნი ყოფილან. თქვენ ფილტვები გტკივათ და იმითი ხართ ავათა.
არგ. ფილტვები?
ტუან. დიას. რითი გრძნობთ თქვენს ავათ-მყოფობას?
არგ. ხანდისხან თავი მტკივა.
ტუან. ეგ არის, ფილტვების მიზეზია.
არგ. ხანდისხან თვალებზედ თითო ბინდი მეკვრის.
ტუან. ფილტვებია
არგ. ხანდისხან გულიცა მტკივა.
ტუან. ფილტვებია.
არგ. ხანდისხან მთელი ტანი დამტვრეულსავითა მაქვს.
ტუან. ფილტვებია,
არგ. ხანდისხან გულგვამიცა მტკივა, მუცელსა მგვრემს ხოლმე.
ტუან. ფილტვებია, მადა კარგი გაქვთ?
არგ. დიახ, ბატონო.
ტუან. ფილტვებია. ღვინოსაც ხომ მიირთმევთ ცოტას?
არგ. გიახლებით.
ტუან. ფილტვებია. საჭმლის მიღების შემდეგ ხომ ძილი მოგდით, ხომ თვალები გეხუჭებათ?
არგ. სწორეთ.
ტუან. ფილტვებია, ფილტვები მეთქი: სულ ფილტვების მიზეზია. რას გაჭმევთ თქვენი ექიმი?
არგ. წვნიანს.
ტუან. უმეცარი!
არგ. წვრილ-ფეხს,
ტუან. უმეცარი!
არგ. ხბოს ხორცს.
ტუან. უმეცარი!
არგ. ძროხის ხორცს.
ტუან. უმეცარი!
არგ. ახალს კვერცხებს;
ტუან. უმეცარი!
არგ. ღამ-ღამ ჭანჭურს მაჭმევს მუცელში გასაყვანათ.
ტუან. უმეცარი!
არგ. ღვინოში ბევრს წყალს მირევს.
ტუან. უმეცარი, უცოდინარი, უსწავლელი! ღვინო. უწყლო უნდა დალიოთ და თქვენის თხელის სისხლის გასასქელებლათ უნდა სჭამოთ კარგი კამბეჩის ხორცი, კარგი ღორის ხორცი, კარგი ჰოლანდიის ყველი, ფაფა, ფლავი, წაბლი, შაქრის პური, და მახოხი, რათა შეწებდეს და მოსქელდეს სისხლი თქვენი. თქვენი ექიმი მხეცი ყოფილა. მე სხვას გამოგიგზავნით და მეც, როცა ამ ქალაქში ვიქნები, უნახავს არ გაგიშვებთ.
არგ. დიდათ მავალებთ.
ტუან. ეს მკლავი რათ გინდათ?
არგ. რას მიბძანებთ?
ტუან. მე რომ თქვენი ვიყო, მაგას ეხლავ მოვაჭრევინებდი.
არგ. როგორ თუ მოვაჭრევინებდი?!
ტუან. ვერა ხედავთ, მაგას მთელი საზდო თავისკენ მიაქვს და მეორე მხარეს საზდოობას უშლის!
არგ. ეგ მართალია, მაგრამ მკლავიც ჩემთვის საჭიროა.
ტუან. მე რომ თქვენი ვიყო, მაგ მარჯვენა თვალსაც ამოვითხრიდი.
არგ. თვალის ამოთხრა რაღაა?
ტუან. ვერა ხედავთ, რომ მეორეს საზრდოს სტაცებს და სჩაგრავს. დამიჯერეთ, ჩქარა ამოათხრევინეთ: მასუკან მარცხენას თვალით უფრო კარგათ დაინახავთ.
არგ. მაგაზედ მასუკან ვილაპარაკოთ.
ტუან. მშვიდობით. ვწუხვარ, რომ ასე მალე თავს განებებთ, მაგრამ ერთს ექიმების რჩევაზედ უნდა დავესწრო, სადაც ბაასი იქნება გამართული ერთს კაცზედ, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.
არგ. გუშინ გარდაიცვალაო?!
ტუან. დიახ, ჩვენ გვსურს. შევიტყყოთ რითი შეიძლებოდა იმის მორჩენა. ნახვამდინ.
არგ. მშვიდობით ბძანდებოდეთ. ხომ მოგეხსენებათ, ავათ–მყოფები არ აცილებენ.
გამოსვლა მეთუთხმეტე.
იგინივე, ტუანეტას გარდა.
ბერ. აი ეგ უნდა იყოს კაი ექიმი.
არგ. იქნება, მაგრამ ძალიან კი ჩქარობს.
ბერ. ყოველი გამოჩენილი ექიმი ეგეთია.
არგ. მკლავი მოიჭერ, თვალი ამოითხარეო, რომ მეორე მკლავი და თვალი კარგათ ივნენო. თუ აგრეა, მე ის მირჩევნიან, რომ კარგათ არ იყვნენ. კაი წამალია, მომარჩინოს, მაგრამ ცალ-სულა და ცალ-თვალა კი დამაგდოს!
გამოსვლა მეთექვსმეტე.
იგინივე და ტუანეტა.
ტუან. (ვითომ კარში ვიღასაც ელაპარაკება). თავი დამანებეთ; მე ხუმროს არ მიყვარს.
არგ. ვის ულაპარაკები?
ტუან. თქვენს ექიმს უნდოდა ჩემთვის მაჯა გაუშინჯა. არგ. კარგი ოთხმოც-და-ათის წლის ბებერი ყოფილა.
ბერ. ახლა ხომ პიურტონსაც წაეჩხუბე; არ შეიძლება ჩემის ძმისწულის საქმეზედ მოგელაპარაკო?
არგ. არა, უეჭველათ უნდა მონასტერში მივცე, რადგან ჩემს სურვილს წინაღუდგა. მე მესმის, რომ მანდ რაღაც არშიყობის ამბავია; მე შევიტყე, რომ ჩემი გომბიო ქალი სხვებს ჩუმათ ინახულებს, სხვამ კი ჯერ არავინ იცის, რომ მე ეს შეტყობილი მაქვს.
ბერ. მერე; სწორეთ რომ გული მისდიოდეს ვიზედმე, მომაკ-ვდინებელი ცოდვაა? შენ არ შეგარცხვენს რა, თუ სურვილი წმინდაა და ჯვარისწერა განუზრახავთ.
არგ. რაც განდა ილაპარაკე, მაინც მოლოზნათ უნდა შევიდეს; ეგ გადაწყვეტილია.
ბერ. შენ სხვის ჩაგონებით ჩადიხარ მაგას.
არგ. ვიცი, ვისაც გადაკარი! ახა, ღმერთო ჩემო! ჩემი ცოლი- რა ყელზედ ფხათ დაგდგომია.
ბერ. რახან გინდა, გულ-მართლათ გელაპარაკო, სწორეს გეტყვი; სწორეთ შენს ცოლზედ მინდოდა ლაპარაკი. მე არც შენი წამლების აჟინება მომწონს, არც ისა, რომ შენს ცოლს ფეხ-ქვეშ ეგები და ყოველს იმისაგან დაგებულს მახეში ფეხსა ჰყოფ.
ტუან. ნუ, ბატონო, ქალ ბატონზედ ცუდს ნურას იტყვით; სწორეთ ანგელოზია; ეშმაკობა იმას არა აქვს რა და ისე უყვარს ჩემის ბატონი, ისე უყვარს, რომ თქმაც კი მიჭირს ხოლმე.
არგ. (ბერალდს). ერთი ამას ჰკითხე, როგორ მეალერსება
ტუან. მართალსა ბძანებს.
არგ. როგორა სწუხს ჩემის ავათ-მყოფბასთვის;
ტუან. გულს ეყრება.
არგ. როგორ მივლის და თავს დამტრიალებს.
ტუან. ნამდვილსა ბძანებს. (ბერალდს). გნებავთ, დაგარწმუნოთ და ეხლავ გაჩვენოთ, როგორ უყვარს იმას ჩემი ბატონი? (არგანს). გნებავთ, ამათ თვალები ავუხილო და შეცთომილებას ავაცილო.
არგ. როგორ მერე?
ტუან. ქალბატონი საცაა მობძანდება; თქვენ ამ სკამზედ გაწექით და თავი მოიმკვდარუნეთ. ერთი ნახეთ როგორ თავს მოიკლავს ამ ამბავს რომ გაიგონებს.
არგ. ძალიან კარგი.
ტუან. დიდხანს კი ნუ აწვალებთ, თორემ მწუხარება თან გადაიტანს.
არგ. ეგ მე ვიცი.
ტუანი (ბერალდს) თქვენ იმ კუთხეში დაიმალეთ.
გამოსვლა მეჩვიდმეტე
იგინივე, ბერალდს გარდა.
არგ. საშიში ხომ არ არის თავის მომკვდარუნება?
ტუან. რა საშიში უნდა იყოს. გაწექით. ნუღარ უყურებთ. (ხმა დაბლა) რა კარგი იქნება, თქვენს ძმას რომ შევარცხვენთ, აგერა ქალ-ბატონი; ფთხილათ იყავით.
გამოსვლა მეთვრამეტე
არგანი, სკამზედ გაწოლილი, ტუანეტა და ბელინა.
ტუან. (ვითომ ბელინას ვერა ხედავს) ვაიმე, ბატონო, ვაიმე ამ დღის მომსწრეს!
ბელ. რა ამბავია, ტუანეტა?
ტუან. ვაიმე, ქალბატონო, შენი ჭირიმე!
ბელ. რა არის, რა ამბავია?
ტუან. ბატონი გარდაიცვალა.
ბელ. გარდაიცვალა?
ტუან. დიახ, ქალბატონო, თქვენი ჭირი წაიღო.
ბელ. მართლა?
ტუან. მართალს მოგახსენებთ — ჯერ ეს ამბავი არავის შეუტყვია, მე აქ მარტო გახლდით; ეს არის ეხლა ჩემს ხელში დალია სული. სედავთ, ამ სკამზედ როგორ გაშოტილა.
ბელ. მადლობა ღმერთს; ძლივს ეგ ჭირი თაკიდამ არ მოვიცილე. რამ გაგაგიჟა, ტუანტა, რასა სტირი?
ტუან. მე მეგონა, უნდა მეტირნა.
ბელ. საქმე გამოგლვვია! ერთი შითხარ, რა დაგვაკლდა მაგის სიკვდილით? რას მიკეთებდა? ყველას შემაწუხარი, უსუფთავო, პილწი, მურტალი, მურალი! მუდამ წამალი, მუდამ ოყნა, მუდამ ცხვირის ხოცვა, ხველება, ფურთხება! უჭკუო, სულელი, ანჩხლი, ყველას ილჯის წამრთმევი, დღე და ღამე ბიჭებისა და გოგოების დამტუქსი!
ტუან. კაი შესანდობელია!
ბელ. ტუანეტა, შენ მე უნდა ჩემის აზრის შესრულებაში ხელი მომიმართო; შენს ერთგულებას უთოოთ გადაგიხდი. ჯერ ვიდრე ეს არავინ იცის, მიშველე, ეს თავის ლოგინზედ გადავიტანოთ და ნუარავის რასვეტევით, ვიდრე ჩემს საქმეებს მოვაგვარებდე. ქაღალდებია, ფულია; მე მინდა ზოგიერთი რამ ხელში მოვიგდო. მაშ რისთვის შევალიე მაგას ჩემი ახალგაზდობა! აქ მო, ტუანეტა, ეს გასაღებები შემოვხსნათ.
არგ. (წამოხტება) მოიცა, მოიცა, ნუ ჩქარობ.
გელ. ვაი!
არგ. მაშ ეგრე გიყვარვარ?
ტუან. ჯერ სულ მკვდარი არა ყოფილა.
არგ. (ბელინას, რომელიც გადის) კარგია, შენი გულის ტკივილი შევიტყუე, გავიგე შენგან ჩემი ქება. ეს მე ჭკუას მასწავლის; ბევრს საფთხეს ამაცილებს.
გამოსვლა მეცხრამეტე
არგანი, ტუანეტა და ბერალდი, (რომელიც კუთხიდგან გამოვა, საცა დამალული იყო).
ბერ. ეხლა რაღას იტყვი?
ტუან. ამას თავის დღეში როგორ დავიჯერებდი! მოიცადეთ, აგერ თქვენი ქალიც მოდის. აბა ისევ ისე გაწექით, როგორც იყავით; ვნახოთ, ის რაღას იტყვის თქვენს სიკვდილზედ. ურიგო არ არის, კაცმა ეს შეიტყოს. თქვენ ხომ არა დაგიშავდებათრა და ყველაფერს კი გაიგებთ, რა თვალითაც თქვენი ცოლშვილი გიყურებთ. (ბერალდი დაიმალება).
გამოსვლა მეოცე
იგინივე და ანჯელიკა.
ტუან. (ვითომ ანჯელიკას ვერა ხედავს) ცა და ქვეყანა თავზედ დაგვენგრა! ეს რა დღე გაგვითენდა!
ანჯ. რასა სტირი, ტუანეტა; რა ამბავია?
ტუან. ვაიმე, ბატონის ქალო, რა ცუდი ამბავი უნდა გაგიმჟღავნო.
ანჯ. რა ამბავია?
ტუან. მამა თქვენი გარდაიცვალა.
ანჯ. მამა ჩემი გარდაიცვალა?
ტუან. ეს არის ეხლა სული ამოუვიდა, სისუსტემ თან გადაიტანა.
ანჯ. ამას რას მოვესწარ! ეს რა საზარელი ამბავი გავიგონე. მაგის მეტი ვიღა მყავდა ქვეყანაზედ, რომ ეგეც არ დამეკარგა! ვაი ჩემს თავს, რომ უკანასკნელი წუთი მე იმას გავუმწარე! რაღა ვარ ამ ქვეყანაზედა! რითღა ვინუგეშო, მაგისთანა მამის დამკარგავმა!
გამოსვლა მეოცდაერთე
იგინივე და კლეანტი.
კლეან. რა მოგივიდა, მშვენიერო ანჯელიკა, რას დასტირი?
ანჯ. ვაიმე უბედურსა! მე დავსტირი ჩემს ძვირფასს, ჩემს საყვარელს, ჩემს მოამაგე მამას.
კლეან. ეს რა მესმის? რა მოულოდნელი უბედურება გწვევიათ. ეს იყო მე ბიძა შენი მოვიმხრე და ვთხოვე ჩემთვის ეშუამდგომლა; მასუკან ვაპირებდი მოსვლასა; ხვეწნითა და მუდარით ვლამოდი იმის გულის მოლბობას, რომ თქვენი თავი ჩემთვის მოეცა და აი რა სანახავსა ვხედავ.
ანჯ. ოჰ, კლეანტ, რა დროს ეგ არის! რა დროს გათხოვებაზედ ლაპარაკია. მამი ჩემის სიკვდილის შემდეგ ყოველისფერი უარმიყვია, ჩემო ძვირფასო მამა, თუ მე შენ ურჩობა გაგიწიე, ერთს შენს სურვილს მაინც შევასრულებ და მოვინანებ იმ მწუხარებას, რომელიც მე შენ მოგაყენე. (დაიჩოქებს) გირდები ამას მამა ჩემო და გთხოვ ჩემის შეცოდების მოტევებას; ნება მომეცი, რომ უკანასკნელათ გამოგესალმო.
არგ. (შემოეხვევა ანჯელიკას) შვილო!
ანჯ. ვაიმე!
არგ. აქ მო: ნუ შეგეშინდება: მე ჯერ არ მომკვდარვარ. აქ მოდი შენა ხარ ჩემი ხორცი, ჩემი სისხლი. ეხლა გიცან რაცა ხარ, ჩემო ძვირფასო შვილო.
გამოსლა მეოცდაორე
იგინივე და ბერალდი.
ანჯელ. მამაჩემო: რადგან, ჩემდა საბედნიეროთ. ზეცამ თქვენი თავი დამიბრუნა, ნება მიბოძეთ მუხლმოდრეკით ერთი თხოვნა გაგიბედოთ. თუ ვინც მიყვარს, იმას არ მიმათხოვეთ, თუ კლეანტს არ შემრთავთ, სხვის შერთვას მაინც ნუ დამაძალებთ. მოიღეთ ჩემზედ მხოლოთ ეს მოწყალება.
კლეან. (არგანს დაუჩოქებს) გზა მიეცით თქვენს გულში ჩვენს ვედრებას: ნუ დაგვიშლით ჩვენის სიყვარულის დაგვირგვინებას. გერ. განა უარის თქმას კიდევ მოახერხებ?
ტუან. ამისთანა სიყვარული თქვენ არას გაგრძნობინებს? არბ. თუ ექიმი გახდება, ყაბულსა ვარ. (კლეანტს) ჰო, გახდი უქიმი და ქალს მაშინ მოგცემ.
კლეან. დიდის სიამოვნებით. თუ ამაზედ არას საქმე მომდგარი, ექიმი კი არა, თუ გნებავთ აითიექარი გავხდები, ეგ რა დიდი ამბავია. ჩემი კარგი ანჯელიკას გულისთვის რა გამიჭირდება.
ბერ. თუ აგრეა, ჩემო ძმაო, მოდი შენ თითონ გახდი ექიმათ. ის უფრო კარგი არ იქნება, რომ შენვე იყო ექიმი.
ტუან. აი კაი სიტყვა; აი ეგ მოგარჩენთ მალე. რა ავათ-მყოფობა იქნება იმისთანა, რომ ექიმიც არ დაინდოს.
არგ. რას მემასხარავებით, რაღა დროს ჩემი სწავლაა!
ბერ. რის სწავლა! შენ საკმაოთ სწავლული ხარ და ბევრი ექიმი ვიცი, რომ შენოდენაც არ იცის.
არგ. ექიმი ხომ ლათინურს უნდა ლაპარაკობდეს, ავათ-მყოფობის გარჩევა უნდა იცოდეს; იცოდეს, რა წამალი მოუხდება.
ბერ. თუ ექიმების ტანისამოსი ჩაიცვი და იმათებური ქუდი დაიხურე, ყველაიფერი გეცოდინება და ისეთი სწავლული გახდები, რომ შენი მოწონებული
არგ. ექიმების ტანასამოსი რომ ჩავიცვა, ავათ–მყოფობის შეტყობა შემეძლება?
ბერ. რასაკვირველია, ოღონდ ის ტანისამოსი გეცვას და ის ქუდი გეხუროს და რაც უნდა იყბედო, ყოველი სისულელე სიბრძნე ეგონებათ.
ტუან. თქვენს წვერზედ რაღასა ქანებთ: წვერი თითქმის ნახევარი ექიმია.
კლეან. მაინცა და მაინც მე ყოველისფერზე და მზათ გახლავართ .
ბერ. (არგანს) გინდა ეგ ყველაფერი ეხლავ მოხერხდეს?
არგ. ეხლავე.
ბერ. ეხლავ, აქვე, შენს სახლში.
არგ. ჩემს სახლში?
ბერ. მე იმისთანა მეგობრები მევანან მაგ წოდებაში, რომ ეხლავ აქ მოვიყვან და ექიმათ მიგაღებინებ. არაფერი არა დაგიჯდება რა.
არგ. მერე მე რა უნდა ვუთხრა, რა ვუპასუხო?
ბერ. ყველაფერს თვითონ გასწავლიან, დაგიწერენ, რაც უნდა სთქვა. წადი, რიგიანათ ჩაიცვი, ეხლავ მოვაძებნინებ.
არგ. ბატონი ხარ.
გამოსვლა მეოცდასამე
იგინივე, არგანს გარდა.
კლეან. რომელს მეგობრებზედ ელაპარაკებოდით?
ტუან. რა გნებავთ, მოახდინოთ?
ბერ. პატარა დროს გავატარებთ, შევექცევით და ჩემს ძმასაც ავიყოლიებთ.
ანჯ. ბიძა ჩემო, მამი ჩემის ეგრე მასხარათ აგდება რას ეგვანება.
ბერ. მასხარათ აგდება რათ იქნება, თუ რაც უნდა იმას ვუსრულებთ. ჩვენც ხომ შიგ გავერევით და ყველას თავთავისი როლი გვექნება; ყველანი ერთმანერთს შევაქცევთ. წავიდეთ, ყოველისფერი მოვამზადოთ.
კლეან. (ანჯელიკას) ყაბულსა ხართ?
ანჯელ. რახან ბიძა ჩემს ნებავს, რაღა მეთქმის.
![]() |
2 ვარინკას ვეჩერი |
▲back to top |
ვარინკას ვეჩერი
თხზ. გაბრიელ სუნდუკიანცისა
(სომხურიდამ ნათარგმნი)[1]
არ ვიცი რომელი თვის პირველს იყო, შაბათი დღე თენდებოდა.
ეს ის დღე იყო, რომ სანთურაანთ მაკაკო ერთ დიდს დიდებას ჰღირსებოდა.
ვინ იყო სანთურაანთ მაკაკო? სანთურაანთ მაკაკო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ერთი საწყალი კაცის ცოლი იყო, ახალ–გაზდა და ერთის შვილის დედა საწყალსაც რო ვამბობ, არ გეგონოთ, შენი ჭირიმე, რომ ცოლ-ქმარნი კარ-და-კარ გლახაობდნენ. არა, ღმერთმა ნუ ქნას და მაგ დღეს ნუ შეასწრას! მაგრამ ერთ კაცს მზა-მზარეულათ მოგებული ფული რომ არა ჰქონდეს და ლანქ-თემურისავით მხარ–იფეძოზედ წამოწოლილი ფერად-ფერადს არ მიირთმევდეს, რასაკვირველია რომ საწყალათ იხსენება? რას იზამ, ესეა ქვეყნა.
აბა რა შავი ქვა ჰქონდა მაკაკოს ქმარსა, რომ ლანქ–თემურსავით მოქცეულიყო? გათენდებოდა თუ არა, მიდიოდა თავის ხელობაზე და მთელ დღეს ტანჯვით ერთი - ორი აბაზი ძლივს ინ მოჰქონდა; და ცოლს არც მზარეული ჰყავდა შინა და არც ლაქია. იმის სულის ჩამდგმელი ერთი დედაბერი სინდუხტა იყო, რომ სადილსაც ის უკეთ თებდა და სარეცხსაც ის ურეცხავდა. საწყალს მაკაკოს ხომ მეტის საკერავით თვალის ჩინი წასვლოდა და ხელის თითები დაჰბრბრე
ბოდა. ასე შველოდნენ ქმარი ცოლსა და ცოლი ქმარსა. სხვა თანხა იმათ არა ქონდათ და შემოსავალი; დღიურათ იგებდნენ, დღიურათ სჭამდნენ ეს იყო იმათი სიღარიბე ვაი-ვაგლახით გამოდიოდნენ და არავის ხელს არ უშვერდნენ ჩვენში კი ვთქვათ, ბევრი ხელის მიმშვერი კაცია რომ მაკაკოს ქმარზე შემძლეა.
ერთის სიტყვით მაკავოს ქმარი ერთი საწყალი ხელოსანი იყო, მეთქი. მართალია მამა რომ მოუკვდა, ერთი სამი ოთხი ასიოდ თუმანი ფული დარჩა მაგრამ ის ფული სად იყო, ვერავინ ვერ შეთ იძლო უპოვა. რამდენიმე ავი ენა კი უმატებს, რომ ის ფული ქვეშ ამოიდოვო; მაგრამ ტყუილი და მართალი ღმერთმა იცის. მე რომ მკითხოთ, ქალაქის მითქმა-მოთქმისა არა მჯერა რა, ამიტომ რომ წეილის ოდენა საქმეს აქლემათა ხდიან აბა ეგრე როგორ იქნება, თქვე დალოცვილიშვილებო! ასე ვთქვათ, ბიძამ მართლა მოსტაცა. რათ უნდოდა, ერთი თქვენა გკითხავ? ცოტა ჰქონდა, თუ რა არის? მოსტაცა და ისიც თავის ძმასა, ძმის წულსა? ფიე! ეს რა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა, ბიჭო! უბრალოთ დაუშავებლათ თითო ამ გვარ რამეს დააბრალებენ კაცსა! აბა სანთურაანთ ალექო (მაკაკოს ქმრის ბიძა) ის სახელოვანი მდიდარი კაცი, ამისთანა საქმეს როგორ ჩაიდენდა? შარი მოუგონიათ, თქვენმა მზემა. ღმერთო ჩემო, ნუ შეგვრისხავ ამისთანა შარებისათვის!
* * *
რაც იყო. ალბათ ამ მითქმა - მოთქმის ბრალი იყო, რომ მაკაკოს ქმარი და იმისი ბიძა. ბატონი ალუქო, რამდენიმე წელიწადი ერთმანერთთან მწერალათ იუვნენ. რამდენი კაცი შუა კაცათ შემოუდგა რამდენი მღვდელი შუა შემოუყენეს, ამათს შერიგებას ვერა ეშველა რა. მაგრამ ნათქვამია, ქვეყანაზე გაუთავებელი არა არის რაო. ალექოს ცოლი მოუკვდა და ერთმა წელიწადმაც არ გაიარა, ღმერთმა ინება და ალექოს ერთი სხვა ალალი რძის ნაწოვნი შეხვდა.
ამ ცოლმა სახლში ფეხი შესდგა თუ არა, ალექოს სახლ-კარი სულ ერთიანათ შეიცვალა; ოთხი ოთახი, ცხრა გახდა, ჭუჭყიანი კედლები ვარაყით დაჩითული ქაღალდებით დამშვენდა; ცინგლიანი ბიჭის მაგიერათ თხუთმეტ მანეთიანი ლაქია დადგა და თითონ ალექო ისე შეიცვალა, რომ ვინ იტყოდა თუ ეს ის სამოცი წლის ალექოაო, კვირაში რომ ერთხელ პერანგს ძლივს იცვლიდა და ქონიანის ქუდით დადიოდა ფე-ჰეი! ალექო, ალექო გახდა, რომ თითქოს საფრანგეთიდამ მოსული ოცდა ათის წლის კარტინკა იყოსო. ქონიანი ქუდი მოდნის შლიაპა გახდა და ყალამქრის დალიანდაგებული ახალუხი — ხავერდის ჟილეტკა. მაგრამ ისეთი ხავერდი, ისეთი ხავერდი, რომ ხელს რომ უსვამდა, თითონვე იამებოდა „ერთი უყურე, ვარინკა ჯან, ეტყოდა ხოლმე ცოლსა, თითქოს შენი ლოყები იყოსო.“
ასე გაანათლა ვარინკამ ალექო მაგრამ უმადლო განათლება და კარგულია, იფიქრა ვარინკამს. როგორ მოუხდება ძმის სახელსა, რომ იმისი ლამაზი, ახალგაზდა ალექო ხალხის სალაპარაკო იყოს? რაც კაცებმა და მღვდლებმა ვერ შეიძლეს, თითონ უნდა შეიძლოს. ფიქრში ჩაიდვა და აასრულა კიდეც. იმის მოწადინებულ საქმეს ალექოი როგორ შეძლებდა ახირებოდა ალექოს გული წმინდა სანთელი გაეხადნა და როგორც უნდოდა ხელში ათამაშებდა იმ წმინდა სანთელს, უნდოდა, ანგელოზს გახდიდა, უნდოდა ეშმაკს. უნდოდა პატარა ჯორს და საითაც სურდა, აღვირს იქით მისწევდა.
„აბა მწერალობა რა საკადრისიაო, ალექო ჯან“ ესა სთქვა და პირ-და პირ სადილათ მოიწვია ისე ხელათ, შინაურულათ მაკაკოც და მაკაკოს ქმარიცა. ჩამოვარდა შერიგება. ძველი შუა კაცები ცოტათი შეწუხდნენ, რომ თითონ ვერ შეიძლეს ამ საქმის თავს მოუვანა მაგრამ ვარინკას რა ენაღვლება, იმან თავისი მადლი ქმნა და სულიერის მამისაგან „გაკურთხოს“ თავისის ყურით გაიგონა. გაიხარა და შემოტრიალდა ვარინკას დედა, რომ იმის წლის ნაშობი ამისთანა ღვთის ანგელოზი გამოდგა დედა-მიწის პირზედა.
რა მოუმატა ამ შერიგებისაგან მაკაკოს ქმარსა, ღმერთმანი სწორეთ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილი ის არის, რომ რაც შერიგების წინათ იყო ისევ ის საწყალი ხელოსანი დარჩა: არც ტანისამოსი შესცვლიყო, არც სახლი... ზელენიკო, ზელენიკო; ისევ ის სეიდაბათი იყო და სეიდაბათი, ისევ ის ქუჩაბანდი და ის ქირის სახლი, თუ წინათ, თუ ეხლა.
თუ ალექოს მართლა მოტაცებული ფული ქონდა და მაკაკოს ქმარს დაუბრუნა, რა იქმნა მერე ის ფული? იქნება საიდუმლოთ ბანკში შეიტანა, რომ შვილებს ურთ დღეს გამოადგეს? მაგრამ როგორ შეიძლება რომ ადამიანს სამას ოთხას თუმანი ფული ჰქონდეს და გაჭირებაში არც თავნს ხელი ახლოს, არც სარგებელსა? არა, თქვენმა მზემ, ტყილი მოუგონიათ; რის ფული, რის მოტაცება! მე კარგს ჩავდივარ, რომ ქალაქის მითქმა-მოთქმა არ მჯერა.
* * *
იმ თავათა ვთქვი, რომ შაბათი დღე თენდებოდა და მაკაკო ერთ დიდს დიდებას უნდა ჰღირსებოდა.
რა იყო დიდი დიდება?
ვარინკას ქმარს ალექოს ცოლის ხვეწნითა და ვედრებით იყო, თუ თითონ თავის–თავათ ეფიქრა რომ საუკუნო სახსენებელი დაიგდოს, სახლები ხელახლაგ დაეპირქვავებინა და ასეთი მოეწყო, ასეთი მოეწყო, რომ ენა ვერ გამოსთქვამს.
ამ ახალად მოწყობილ და გამართულ სახლებში. სწორეთ იმ შაბათ დღეს ვარინკას დიდი ვეჩერი ჰქონდა და ამ ვეჩერში მაკაკო მიწვეული იყო.
განა მაკაკოს კვლავ ვეჩერი აღარ ენახა, ლოტო აღარ ეთამაშნა? როგორ არა, მაგრამ ის წასული ვუჩერები და ლოტო სად მოვიდოდა ამ გვარ ვეჩერთანა, ვინ იყვნენ ნახულ გეჩერებში? თულუხაანთ ნატალია, ჩაფრასტიანთ ანანა, დაბღიანთ სოფიო, ღრეჭიანთ ქალია, დუნდულაანთ მარიამ, სულ ამისთანები თითონ მაკაკოს რითა სჯობდნენ? მაგრამ ვარინკას ვეჩერში, ჰმ! ისინი ვის უკადრებიან: სულ დიდიდისაგან დიდები, თქვენმა მზემ მოდნიანთ ნატაშა, ბუდაღაანთ ანიჩკა, ლაყლაყაანთ დარინკა, კომბოსტოანთ ქალინკა, წივწივაანთ მაშინკა, ქირმანაანთ საშინკა და კიდევ მგონი ორმოც ჯერ ამათზე უკეთესები! დიდება არ იყო ამათთან ჯდომა, ისიც დიდი დიდება, მაშ რა ზაჰრუმალი იყო? ასუს, აფსუს ჩემო ალალო გულწრიველო მაკაკო.
* * *
იმ ბედნიერ შაფათ დღეს, მაკაკომ თვალი გაახილა თუ არა, ეს ვეჩერი მოაგონდა და იმ საათს ასე ეგონა შუქი მზისა, რომელსაც მაკაგოსთან ერთად გაღვიძებოდა, პირდაპირ გულს მოადგაო, ასე მხიარულად ძვირად გაეხილა თვალი, მაგრამ სანამ მზე სრულად გამოვიდოდა, მაკაკოს შუბლზე რაღაცა ღრუბელმა გადაუარა. წასვლა უხაროდა და დიდი დიდებაც იყო; მაგრამ ვაი თუ ქმრის მიცემული სამი მანეთი ვარინკას ლოტოს არ ეყოს; რა ქნას, როგორ უშველოს ამას. ეს ფიქრები გონებას უბნელებდა.
ჯერ წინა ღამეს. ვახშამზე რომ ისხდნენ, მაკაკომ ბევრი ოსტატობა და ხერხები იხმარა ქმართან, რომ აგება მეტ რამ გამოგლიჯოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე: სამი მანეთი სამ მანეთათ დარჩა. ბევრი უთხრა ქმარსა, რომ სირცხვილიაო, სამი მანეთით იმ გვარ დიდკაცის ცოლებთან ჯდომა არ იქნებაო, რომ ისა სჯობს წმინდათ გამოერჩიოს ამათა და სულაც არ გაერიოს, ვირემ წავიდეს და შერცხვეს. მაგრამ ქმრის სიტყვა სულ ის იყო, რო „ისიც არამიაო, რაც მოგეციო. გინდა ეგ არისო, და არ გინდა, თუნდა სულაც ნუ წახვალო; თავი ქვას ახაღე შენცა და ბიძაანთაცაო. ამ სიტყვის შემდეგ მაკაკომ თავი მოიდრიკა და მაკაკოს ქმარმა კი ჩარექიანი მოიუდა. ცოტას ხანს ერთმანერთთან აღარ ილაპარაკეს; მიზეზი წყენა იყო თუ ხრამული, რომ ფხა ყელში არ გაეხიროს. ესე ხმა გაკმენდილნი დარჩნენ ორნივე, სანამ მაკაკოს ქმარმა ხრამულის თავი აიღო, ქალა პირში ჩაიდვა და ტუჩი თავის ცოლს უთავაზა, რაც უნდა ყოფილიყო ისევ ცოლი იყო, რას იზამდი; ამაზე მკაკომ გაიცინა და ხელახლად დაიწყო თავისი „გეთაყვა და შენი ჭირიმე“; მაგრამ მაკაკოს ქმარმა რო ერთი თვალები დაუტრიალა და უთხრა, „ხმა, თორემ სუფრა თავზე დაგიბერტეეო!“ მაკაკომ აშკარათა ნახა, რომ აღარა ეშველება რა.
კაი კაცი იყო მაკაგოს ქმარი, ღვთის წინაშე; მაგრამ ერთი ხასიათი ქონდა, რომ თავის ნათქვამს რასმე, ადგილს ჩავარდნილს ადგილობრივის ხელით და მუშტით ამტკიცებდა, ენას მეტს ძალას აღარ ატანდა.
ეს ახსოვდა მაკაოსა და ხმა და კრინტი გაკმინდა.
იმ ღამეს თუ მაკაკომ კიდევღა რამე უთხრა ქმარს ამ საქმისა, ან რა უთხრა, მე არ დავსწრებივარ. მაგრამ საქმე ის არის, რომ შაბათი დღე რომ გათენდა, იმ სამ მანეთს ერთი გროშიც არ მომატებოდა.
ბევრი რამ იფიქრა მაკაკომ შაბათ დილაზე პირის ბანისას, ბევრი წყევლა შეუთვალა ლოტოს მამგონის თავსა და ტანსა; მაგრამ ბოლოს ის გამოვიდა, რომ იმ ღამეს უნდა წასულიყო ძალოს გეჩერში და სამი მანეთის მეტი არა ჰქონდა.
წავიდეს, რით წავიდეს და არ წავიდეს, აბა როგორ არ წავიდეს, იმისთანა თამაშისაგან როგორ დამარცხდეს კაცი? ამასთანავე ძლივს შერიგება ჩამოვარდა და ვაი თუ ძალომ იწყინოს და ხელმეორეთ უბრალოთ დაუშავებლათ ისევ უმზრახობა მოხდეს.
მაკაკო ასე ჰფიქრობდა ძალოზედ, და ძალოს, თუ მე მკითხავთ, მგონი ძალიანაც გაუხარდებოდა, რომ მაკაკო სულაც არ წასულიყო. აბა რა მაკაკოს ადგილი იყო, რომ იმისთანა მოდის ქალებში გამოჭიმულიყო? რა ვუყოთ რომ ლამაზი იყო და ისიც ძალიან ლამაზი. ცარიელი სილამაზე რა არის!... კიდევ ერთი შემძლებელის კაცის ცოლი ყოფილიყო მაკაკო, ვირინკასათვისაც დიდება იქნებოდა. მაგრამ რას იზამ, ძალა უნებურათ უნდა მოეწვივნა, პირველათ იმიტომ რომ მაკაკოს არ სწყენოდა და კიდევ ხელმეორეთ მითქმა–მოთქმას არ გაეღვიძნა; მეორეთ რომ, ჯანაბას მაკაკოს თავი, დაე მოვიდეს და ხალხმა ნახოს ვარინკას თავდაბლობა ღმერთმა უწყის იმისი მოქმედებული მადლი რომ შერიგება ჩამოაგდო და ეს მადლი რათ უნდა დაემალა თავის სტუმრებთან? დაე იმათაც ნახონ და ისწავლონ, რომ მადლი კარგი რამ არის შენ, გენაცვალოს დედა მაგ მადლიან ჯანში, ვარინკა.
ერთის სიტყვით მაკაკოს გულში გადასწყდა, რომ იმ ღამეს უნდა წავიდეს ძალოს ვეჩერში, უეჭველად, უეჭველად უნდა წავიდეს…
მაგრამ ფული?!
ოჰ ფულო! რათა ხარ ეგრე უსამართლო, რომ ვის ჯიბეშიაც ბევრი ხარ. კიდევ იქ მიდიხარ! რა იქნებოდა, ერთი ათი თორმეტი მანეთი მაკაკოს ჯიბეში ყოფილიყავი. ესე იფიქრა მაკაკომ და მაშინვე ხელი ჯიბეში ჩაიყო, ერთი ენახა მართლა კეთილ ანგელოზს ხო არ ჩაეყარა ის ფული იმის ჯიბეში. მაგრამ ხელი ცარიელი ამოიღო. ძალიან გულს ეცა, რომ ფული ასე უსამართლოდ ეკიდება და თვალები მოეცრემლა.
მართალია, საკერავისათვის ერთსა მანეთ-ნახევარი ემართა, ერთსაც სამი და ათი შაური; მაგრამ ისე იყო მორიგებული, რომ დანარჩენი საკერავიც უნდა მიუტანა და ის ფულები და ახალი ხელ-ფასი ერთათ მიეღო, დანარჩენ საკერავი მზათ არ იყო და ანაზდეულათ როგორ გაეთავებინა! …
რა ქნას? წავა იმათთან, მუშტრები არიან, იცნობენ, სთხოვს იმ მანეთ ნახევარსაც და სამსა და ათ შაურსაც. ღმერთს თავდებათ მისცემს, რომ ძალიან საჭიროა; შეეხვეწება, რო ეხლავე მისცენ. იტყვის რომ მშიერია, შინ ფქვილი არა აქვსთ, ფქვილი უნდა იყიდოს... მაგრამ ვაი თუ არ მისცენ, ვაი თუ უთხრან რომ აგრე არ მოგრიგებივართო, რაღას ვის წავიდეს, რა პირობით წავიდეს? არა, სიკვდილი სჯობს ამ წასვლასა ტყუილი უნდა ილაპარაკოს, ტყუილად უნდა იფიცოს, გლახასავით უნდა სთხოვოს და ნათხოვნი არ აასრულოს, ტყუილად უნდა იტიროს და მართლა ატირდა…
ოჰ ვარინკა, ვინ გეუბნებოდა ვეჩერი გაგემართა და მაკაკო მიგეწვია…
ახლა ტანისამოსი? ვინ მისცა ვარინკას ვეჩერის შესაფერი ტანისამოსი... მაგრამ ტანისამოსი ხომ ფული არ არის, ტანისამოსის შოვნა ადვილია: პლატოს კეკელასა სთხოვს, თავსაკრავს ნინუცასა, კაბა ხომ კარგი აქვს სააღდგომოთ შეკერილი, და კაბის ქვეშ თუ რა აცვია, ვინ რას ხედავს?... ფული იყო, ის წყეული ფული ისიც იმდენი ფული, რაც იმ ღამეს უჭირებოდა. რომ არავინ არ ასესხებდა!...
ვინ იცის, იქნება კუნდურაანთ თათელას შეეძლოს. შორს არ იყო, ისიც იმ ქუჩაბანდში იდგა. მაგრამ თათელა უგირაოთ რომ არავის არას აძლევდა, ამას რათ მისცემდა? რა ვქნათ რომ ახლო მეზობელია? იმასაც უნდა ეხვეწოს და იმასთანაც პირი გაიშავოს; ეს ხომ ისევ ის გამოვიდა, ისევ ის პასუხი გაიგონა, რაც მუშტრებისაგან უნდა გაეგონა.
ეს ფიქრები ზღვის ტალღებსავით სხვა და სხვა რიგისად მისდიოდა და მოსდიოდა თავში საწყალ მაკაკოსა და ერთი ერთმანერთის შეტაკებით უსველებდა შავს თვალებსა.
რათ არის ის ღარიბი და სხვა კი მდიდარი? ჩიოდა თავისთვის მაკაკო, რატო. იმასაც იმდენი არა აქვს, რაც სხვასა აქვს; რათ უნდა მოაკლდეს ის ვარინკას ვეჩერსა, რათ უნდა იფიქროს ძალომ, რომ ლოტოს ფული არა ქონია და იმიტომ არ მოვიდაო... სირცხვილით ლოყები აელანძა და ჯავრი საკერავზე ამოიყარა. ისე დააჩქარა, ისე დააჩქარა კერვა, რომ ანაზდეულად ნემსი ხელში ემსხვრევოდა.
უეცრად ჩემს მაკაგოს სახე შეეცვალა! კუნდურაანთ თათელა ხელ–მეორეთ მოაგონდა, მაგრამ ისე, რომ თითქოს გვერდით უდგესო და ყურში ეჩურჩულებოდესო; აუძგერდა გული და პირჯვარი გამოისახა.
დაგლახვრა ღმერთმა, შენ ეშმაკო! თქვა მაკაკომ და საკერავი ხელიდამ დააგდო.
თითონ ადგა ხელსაქმისაგან, თუ იმ ბოროტმა ეშმაკმა წამოაყენა, ვერ გაიგო მაკაკომ; მაგრამ ცოტა ხანს შემდეგ სკივრის წინ იჯდა და სკივრიდამ ამოღებულ სათუთო ვერცხლის ბადიას ხელში შინჯავდა.
ეს ბადია დედას ეჩუქებინა მზითევში და მას აქეთ თუნდა ოთხ წელსაც გაევლო; მაკაკო ახალად შინჯავდა ხელში, ახალად ხედავდა, რომ ქვეშ რაღაც ბეჭედი უზის, ახალად ატუობდა, რომ ნაპირებში რაღაც წვრილი არშია აქვს დახატული .
გადააბრუნ-გადმოაბრუნა ეს ბადია მაკაგომა და გულზე მიიკრა, თითქოს თავის დედას ეხვეოდესო... საწყალი დედა! სამი წელიწადი მეტი იყო მომკვდარიყო და მაკაკოს ასე ეგონა თითქოს ეს საჩუქარი იმისაგან ეხლა მიეღოს…
ამისთანა რამ გირაოთ მიეცემა? ცოდვა არ არის ღვთის წინაშეო? ფიქრობდა მაკაკო სველის თვალებითა; მაგრამ დაგირავება ხომ გაყიდვა არ არის? თუნდა ათი თუმანიც მიეცათ, რათა გაყიდდა, მერე იმისთანა გირაოსა, რომ დახსნის ნამდვილი იმედი აქვს. რა უშავს, რომ დააგირავოს?... სამი მანეთი ქრმის მოცემული აქვს, მანეთ ნახევარი და სამი და ათი შაური ძველი ხელფასია, ეს რვა მანეთი; ერთი ექვსიოდ მანეთსაც, საკერავს რო გაათავებს, ახალ ხელფასს ჩაიგდებს; თოთხმეტ მანეთ ფულს იზამს და იმ ღამეს ათიოდ თორმეტიოდ მანეთზე მეტი ხომ არ დასჭირდება.
მაგრამ ქმარი?... ქმარმა რომ შეიტყოს, რა დღეს დააყენებს მაკაგოს თავსა? მეხსავით გაუარა ამ ფიქრმა თავში და მთელს ტანში თრთოლა ჩაუვარდა.
უნდოდა ბადია იმ საათშივე უკანვე სკივრში ჩაედვა, მაგრამ ეშმაკურათ ვარინკას მთელი ვეჩერი იმ ბადიაში გამოისახა.
მაკაკოს თვალები ზედ დააშტერდა და ვეღარ მოაშორა. აშკარად ხედავდა იმ ვეჩერსს, იმ დიდებას, იმ სიმდიდრეს იმ დიდკაცების ცოლებს, რომ მკლავი მკლავ ჩაყრილი, თითქოს სულ ერთად ბადიაში დადიანო და თითონ კი იქ არ არის; ისინი ლხინობდნენ, ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ და ის კი იმათში არ იყო; ისინი სხდებოდნენ, თამაშობდნენ, იგებდნენ, აგებდნენ, და ის კი ჯერ ფულისთვის დადიოდა. აშკარათ ნახა, რომ ძალო. მოუახლოვდა და უთხრა: „პირი ნუ გაგიშავდეს, რატო არ მოხველიო“... რა თქვას, რა მოიგონოს? არა, თითონ ისიც იქ არის, ერთ კუთხეში ზის, არავინ არ ელაპარაკება, არავინ ადამიანის ანგარიშში არ აგდებს; ვინც ვის ყურში რასმე ეუბნება, იმას ამბობს, რომ მაკაკოს ფული არა აქვსო და იმიტომ არა თამაშობსო. მოახლოვდა კიდევ ძალო: „რატო არა თამაშობ ქა? თუ ფული გინდა, მოგცემო.“... არა, დედა-მიწამ რომ ჩაიტანოს, ისა სჯობს…
ჩაეწვეთა ბადიაში მაკაკოს ცრემლები თითო თითოდ.
ოჰ, მშვენიერი ხარ, მაკაკო ჯან, ეგრე სკივრის წინ ჩამომჯდარი; ერთს ხელში სკივრის ხუფი, მეორეში ვერცხლის ბადია, რომელშიაც შარბათის მაგიერათ შენი ცრემლი ჩადის. დაიჭირე ეგ ბადია აგრე ცოდვაა რომ ეგ ცრემლები დედა მიწას დაეცეს.
გაუგრილდა გული, შესწყდა ცრემლი; მაგრამ ისე გაშტერებული უყურებდა მაკაკო ბადიაში. ვისმე რო ენახა, იტყოდა მკითხაობსო. შიგ მაინც წყალი იდგა.
დიახ მკითხაობდა.
ამ მკითხაობამ ის გამოიტანა, რომ ერთათ–ერთი სათუთო ბადია კუნდურაანთ თათელას სკივრში იდვა და მაკაკოს ჯიბეში, სამი მანეთის მაგივრად, ცამეტი მანეთი ფული ედგა.
ეგეც შენი ფული, მაკაკო ჯან, სხვა რა გინდა? რაღათა ხარ გულ საწყენი? გეშინიან ქმარმა არ გაიგოს, რომ ბადია დააგირავე? ქმარს ვინ ეტყვის, ვინ შეატყობინებს, როგორ გაიგებს? თუ ლოტოში არ მოიგე, იქნება ღმერთი შეგეწიოს და არც წაგაგებინოს, მეორეს დღესვე დაიხსნი შენს ბადიასა, და თუ წააგებინე, ისე ღმერთი როგორ გაგიწყრება, რომ სულ ერთიანათ წააგო? დანარჩენსაც სამ ღამეს ერთმანერთზე გასტეხ და ერთი გვირის საკერავს სამს დღეში გაათავებ; ამ სამს დღეში ქმარი ხომ არ იკითხავს ბადიასა და სამ დღეს შემდეგ შენი ბადია ისევ შენს სკივრში იქნება
ეს ხომ ასეა; შენც ამბობ. რომ ასეაო. მაშ რა გაწუხებს. რატო გული არ გეღება? იქნება იმაზე სწუხარ, რომ ყმაწვილი მთელ ღამეს მარტო უნდა დარჩეს? მაგისთვის რათა სწუხარ, შე დალოცვილო? ღირს, რომ ადამიანი მაგისთვისა სწუხდეს?... ყმაწვილი რა ადამიანის ანგარიშში ჩასაგდები არის. ჯერ შენთვის ასეთი სინდუხტა მოუცია ღმერთსა, რომ ათ დედათა ღირს. მაშ იმათ რა ქნან, ვისაც შენსა. ვით გულ-შემატკივარი სინდუხტა არა ჰყავსთ, ისინი ცოდვანი არ არიან? შენ ჯერ კიდევ ერთი ყმაწვილი გყავს, მაშ იმათ რა ქნან, რომ სამ ოთხს ყმაწვილს ერთათ გოგოსა და ბიჭის ამარას აგდებენ და ვინ იცის იმათს ხელში რასა სწავლობენ? შენ კიდევ ათასში ერთხელ შეგხვდება ამ გვარი საქმე, ისინი კი საწულები მუდამ ამ დღეში არიან, მაშ ისინი კი შესაბრალისნი არ არიან?
მაგრამ არა; სინდუხტა კარგი დედა კაცია, კარგა შეინახავს შენს ყმაწვილსა. მაშ ეგრე რათა ხარ? რათა ხარ აგრე დაფიქრებული? ისე, შენც არ იცი.
ახ შენ კი გენაცვალე სულში, მაკაკო ჯან.
საღამო ხანი მოახლოვდა. გაეკავა, მოემზადა, მოირთო, მოიკმაზა ჩემი მაკაკო და შინიდამ გამოვიდა პატარა ბიჭით, რომელიც ხელათ ახლო მეზობლისაგან ეთხოვნა
* * *
მოდიოდა ჩემი მაკაკო და როგორ მოდიოდა! თუ ანგელოზი იყო, ანგელოზს დედამიწაზე რა საქმე ჰქონდა, მერე ჩვენს ქალაქში, და თუ ადამიანიშვილი იყო, განა ადამიანი იმისთანა იქნებოდა როგორც ის შეჩვენებული ჩანდა იმ მორთულ ტანისამოსში?
რა მხატვარი უნდა იყოს, რომ იმისი თვალ-წარბი გადმოიღოს? რა ფერადი წამლები უნდა, რომ იმისის სახის ფერის მსგავსი გამოვიდეს? რა ენა უნდა იყოს, რომ იმის სიარული და იერი გამოსთქვას?... ამაში მე ფასი. თქვენში ყოველ კაცს თქვენი გულის მოსაწონი გენახავებათ ერთხელა, იმას დაამგზავსეთ ჩემი ნაზი და ჯეირანი მაკაკო.
ანაზდეულათ ჩამოირბინა მაკაკომ თავისი უბანი, ეცა სურფ–სარქისის ქუჩაში: აქ იფეხი ცოტა მძიმეთ ატარა. სუფ-სარქისის ეკკლესიას რომ მოაწია, ახლოს მივიდა, გარეთ ქვას ემთხვია და ფიქრში რაღაცა სთქვა.
რა სთქვი, მაკაკო ჯან, რა ილოცე?
ლოცვის დროს ეშმაკი ადამიანს ყურში ხანდისხან უჩურჩულებს, და იქნება შენც რამ გითხრა, იქნება რამე მოგაგონა? სწორეთა სთქვი.
იმ ჟამათ შენი მნახველი კაცი იტყოდა, ამ ქალს შემოხედე, სწორეთ სამოთხიდამ გამოსულაო და სუფ–სარქისს ეხვეწება, რომ სამოთხის ღირსი გამხადეო. შენ კი, მაკაკო ჯან, მგონია ისა სთქვი, რომ „ჰოი ძლიერო, წმინდაო. სარქის, შენ დაიიფარე და დაიხსენი ამაღამ ჩემი სათუთო ბადიაო.“...
იქნება ვცდებოდე? იქნება ბოროტი აზრები მომდიოდეს, რადგანაც ცოდვილი ვარ და ამასთან ვისიმე ლოცვა კაცმა როგორ გაიგოს? როგორ შეუძლია გაიგოს? და ან რა ხელი აქვს, რომ გაიგოს? ლოცვის დროს ადამიანის გული ღმერთს ეკვრის და მარტო იმათ იციან თუ რა გაივლის იმ ჟამში მათ შუა.
მოდის და მოდის ჩემი მაკაკო. მე იმას ერთ წამსაც თვალს არ მოვაშორებ. აგერ სურფ-სარქისის დაღმართი ჩამოიარა, აბანოების წინ გამოიარა, შევიდა ვიწრო ქუჩაში, აქ პატარას ციხის ეკკლესიის კედელსაც გულიანათ ემთხვია... აგერ ახლა მეიდანშია. ჩემმა მაკაკომ იცოდა, რომ იქ დიდი ციხის ეკკლესიის პირ-და-პირ უფრო ახლო გზა არის, მაგრამ თან სხვა ქალები არ იყვნენ და მარტო ნათხოვნი ბიჭის ამარას ვერ გაბედა ქარვასლაში გაევლო.
როგორც იყო მოაწია ჩემმა მაკაკომ კოლოლ–უბანი, მერე მოღნინის მეიდანი (მოღნინის ბაღი) და ბოლოს სანატრელი სოლოლაკის უბანი.
ფეხი შესდგა თუ არა მაკაკომ პირველ განიერ ქუჩაში, მაშინვე ბიჭს უბრძანა. რომ ახლა ცოტა მოშორებით იაროს, თავის თავათ თაკილობდა რას იზამ? აბა როგორ იქნება რომ ამის თანა განიერ ქუჩაში, ამისთანა გამვლელ-გამომვლელში, იმისთანა ლაჩათრიანი ბიჭი იმისი გამოჩნდეს? რას იტყვიან? თავიანთ უბანში — სეიდაბათში, მეიდანში, ვიწრო ქუჩებში, კიდევ თავი ქვას უხლია, იოლათ მიდიოდა საქმე. მაგრამ აქ — სოლოლაკში ქალაქი სხვა ქალაქი იყო, ქუჩა სხვა ქუჩა იყო, კაცები სხვა კაცები იყვნენ და დედა-კაცები სხვა დედა-კაცები — დიდი წილი სულ სუფთა, ლაზათიანი, ჯიბეები მგონია ოქროთი სავსე. თითონ ის რათ ერჩეოდა, იმათზე ცუდი რათ გამოჩენილიყო, რა აკლდა, ტანი, ტანადობა, თუ ტანისამოსი? სილამაზით ხომ თითონაც კარგა იცოდა, რომ ვისაც ხედავდა, ყველაზე ლამაზი თითონ იყო.
რაც ქმრის ბიძაანთთან შერიგება ჩამოვარდნილიყო, კარგა ხანი იყო მაკკო აქეთ არა ყოფილიყო. ამიტომაც ბევრი ახალი რამა ნახა, ბევრ ახალ რამეზე პირი ღია დარჩა.
იქვე ადგილობრივ რაკი მარჯვნივ მიიხედა, თვალებს აღარ უჯერებდა... იქ იყო, თუ იქ არ იყო?... ქუჩა ის იყო, სახლები იგივე, მაგრამ რისაგან მომხდარა, ან როგორ მომხდარა, რომ ეს სახლები ერთბაშათ სულ ერთიანათ ორი – სამი ადლის სიმაღლეთ ასულა? განა სახლიც ხეა რომ თავის-თავთ ამაღლდეს?... ეს რაღაა ქა, სთქვა ჩემმა მაკაკომ.
ახ, მაკაგო ჯან, რათა ხარ აგრე სადა, შენს სულს ვენაცვალე! ეს ომ თქვენი ქუჩა არ არის, რომ ოხრობით ტალახი ტალახს, ნაგავი ნაგავს წლის წლობით ზედ იმდენათ მომატებია, რომ რამდენიმე სახლის ქვემო სართული ეხლა თითქმის სარდაფათ გადაქცეულა.
რა გაკვირვებს? ერთს დასჭირდა, რომ თავის სარდაფები მაღაზიებათ გადაექცია; მეორეს დღესვე ბრძანება ბრძანებაზე მოვიდა და აი აგრე მოხდა, როგორცა ხედავ ამასხებ ადვილი საქმე? რა არის აქ საკვირველი?..
პირ-და პირის სახლები ხომ ერთი ასეთ გვარათ გაეკეთებინათ, ასეთ გვარათ დაეხატათ, თითქოს სახელმწიფო პალატი იყოსო. რა ფარშევანგები, რა არწივები, რა სხვა და სხვა რიგი ვარდები და ყვავილები, ალებასტრის გაკეთებული აქა იქ კედლებზე იყო მიკრული, ზოგი კარების და ფანჯრების მაღლა, ზოგი დაბლა და გვერდებზე. რა ცუგრუმელა პატარა ბალკონები ორფერ ატლასსაებ დახატული... დარჩა გაოცებული ჩემი მაკაკო და სანამ ამ სახლებს გაივლიდა, კინაღამ საწყალს კისერი მოეგრიხა ბევრის ცქერითა.
რამ არ გაუარა ჩემ ალალ-მართალ მაკაკოს თავში, რა არ მოაგონდა ამ ათის–ოცის ფეხის გადანაცვლებაში?...
ნეტა როგორ მოხდება ხოლმეო, ამბობდა მაკაკო თავის ფიქრში, რომ მე და ჩემი მსგავსები პურის ნატრულები ვყრივართო და ამ სახლების პატრონს იმდენი შეძლება აქვს, რომ ფული გაჯათ უქცევია, გაჯისაგან ყაკილები და ვარდები გაუკეთებია და კედლებზე მიუკრავსო... თუ ამბოენ, ღმერთმა ბძანაო რომ ყველანი ჩემ წინაშე თანასწორენი ხართო, — ეს სადაური თანასწორობაა, ეს სადაური სამართალიაო? მაგრამ იმ საათშივე ის მოაგონდა მაკაკოს, რომ ღმერთიო მართალსა და ცოდვილს არჩევსო და ჰალბათ ამისთვის ესეთი სამართალი გადაუჭრიაო, ჰო, ჰო ისა და იმის თანასწორნი არიან ცოდვილნი. ამ სახლის პატრონი და იმის მსგავსნი არიან მართალნი, თორემ ესე როგორ მოხდებოდაო.
ნეტარება დააყარა მაკაკომ სახლის პატრონსაც, შიგა მდგომებსაც და თითქოს ცხვირში წააძმარა.
ვინ იცისო, ამბობდა მაკაკო, რა ალალი, ღვთისნიერი კაცი იყოს ამ სახლის პატრონი, რომ ამ დიდებისა და სიმდიდრის ღირსი გამხდარაო თითონაც, იმისი ქმარიც, და იმისი ქმრის მსგავსები არიან ცოდვილნი, რომ არა აქვთ რა და არც შეუძლიათ იქონიონ, აბა ქონების მდომელი როგორ იზამდა, — თავის-თავს უსაყვედურა მაკაკომ. — რომ ერთი ღამის ვეჩერის გულისათვის, არა ვეჩერისა კი არა, თუნდა სირცხვილის გულისათვის, თავისი ერთად ერთი სათუთო ბადია დაეგირავებინა? ალბათ რომ ღმერთი გაუწყრება იმასაც, იმის ქმრის თავსაც და საქმეს ისე მოუგვრის, რომ იმ ბადიის ფულებსაც სოლოლაკში დააყრევინებს. რადგანაც ამ უბნის მდგმურები უცოდველნი არიან.
არა, მოდი უკან დაბრუნდება. თავი ქვასა კრან ქმრის ბიძაანთაც, იმათ ვეჩერმაცა! ამ საათშივე ფულს მიუტანს კუნდურაანთ თათელას, უკანვე მისცემს და ბადიას დაიხსნის... ღმერთი გადაგისდის ამ ყოფა-ქცევასაო, ამბობდა ჩემი მაკაკო და ეგონა მართლა უკან მივდივარო. მაგრამ ნახა, რომ ათიოდ ფეხით უფრო წინ წასულიყო..
მაგრამ ეს ფიქრები ჩემმა მაკაკომ მალე ქარს მისცა. ერთი-ორი ფეხი გადასდგა თუ არა, ნახა ორნი ქალნი მოდიან ძალიან მოდით მორთულები ორთავე ერთგვარათ ეხურათ თავი ორთავე ერთფერი კაბები ეცვათ, ორთავე ერთგვარათ მარცხენა ხელით კალთები მოდურაი დაეჭირათ. ასე კალთების დაჭერის მოდას მაკაკო პირველად ხედავდა და ჯერ არ ესმოდა, თუ რას ნიშნამდა. მაგრამ ორიოდ ფეხიც რომ გაიარა და რამდენიმე ქალი კიდევა ნახა იმ გვარათვე კალთებ დაჭერილები, მაშინვე აშკარათ მიხვდა, რომ ესეც ახალი მოდა ყოფილაო.. მიიტანა თონაც ხელი ისე, მაგრამ იმ წამსვე დაატყო, რომ საქმე ლაზათიანათ არ გამოდიოდა და კალთა ჩამოუშვა... სირცხვილით აღარ იცოდა რა ექნა!
ასე ანაზდეული საქმეც იქნებაო, ამბობდა ჩემი მაკაკო, რომ ამ მოდისა ჯერ ამბავიც არ მოსულა ჩვენს უბანშიო და, აქ კი სუყველას უსწავლიათ კიდეცა და გაუთავებიათო.
აბა, მაკაკო ჯან, შენ ვინ გეუბნებოდა რომ სეიდაბათის უბანში დაიბადო და გათხოვდე?
მოდი, მოდი ჩვენთან სოლოლაკში, ჩვენ ბევრს რასმე გასწავლით, ბევრ რასმე გაგიადვილებთ. ჩვენი უბნის ჰაერი სხვაა... აქაური მაიმუნობა სხვაა, მაიმუნები სხვები არიან... ერთმა რომ ცხვირ და ჭერით იაროს და შეიტყონ რომ ეს მოდააო, მეორეს დღესვე, შენმა გაზდამ, ყველანი ცხვირდაჭერილნი ივლიან და ყველანიც სულ ერთ გვარათ. შენ აბა ჩვენთან დარჩი, ნახე, უველაზე კარგა ცხვირის დაჭერა შენ გეცოდინება, მაკაკო ჯან.
რაც იყო, მიადგა მაკაკო. თავის ქმრის პატიოსან ბიძა ალექოს სახლებსა…
ნახა და რა ნახა ჩემმა მაკაკომ! ფარშევანგიანები სახლები დაავიწყდა, თქვენმა მზემ.
ორასი მარტო ვეშაპის თავები ეკრა ფანჯრების შუბლს. პირები დაუღოთ. თითქოს მაშინვე ჩაყლაპვას აპირებენ თუ ვისმე ხელი მიეკარებინა კედლისთვისა კინაღამ შეშინდა საწუალი ჩემი მაკაკო, ყვავილები და ვარდები ხო რაღა მოგახსენო. ასეთი ევავილები და ვარდები იყო დახვევით მოყვანილი ფანჯრების გარშემო, რომ იტყოდი კრივს უმართვენ ნამდვილ ყვავილებსა, რომელნიც უთვალავათ და უანგარიშოთ ეწყო გარშოკებით ფანჯრებშია.
ეს თეო, ეს სახლები იყო, ამ სახლების პატრონის ცოლის ვეჩერი იყო, რომელშიაც ჩემი მაკაკო მიწვევის ღირსი გამხდარიყო. დიდება თუ არ იყო. მაშ რა იყო, მე თქვენა გკითხავ.
მივიდა ჩემი მაკაკო და ჩამოსწია ზარსა გულის კანკალითა. მაშინვე აქეთ იქით თვალი მოავლო, ნახოს ვინ არის იმის მაყურებელი, იმისთანა პატიოსანი კარების წინ მდგომარისა?
ოჰ, კეკელა და ნინუცი, რა იქნებოდა ერთ წამს სწორეთ ამ ხანათ ერთი აქეთ გამოგევლოთ და თქვენის თვალით დაგენახათ თუ რა კარებში შედის თქვენი მაკაკო? მაშინ გაიგებდით თუ, რა ნათესაობის პატრონია, და ნეტარებას დააყრიდით.
შიგნიდამ ფეხის ხმა მოვიდა თუ არა, მაკაკომ მაშინვე ბიჭი გაისტუმრა, რობ კარის გამღებმა აღარა ნახოს.
იმ ღამეს ხომ მაინც არც ბიჭი მოუნდებოდა, არც ფარანი სხვებსავით. აბა ქმარი გაუშვებდა, რომ თავისი ჯეირანი მაკაკო ბიჭისა და ფანრის ამარას დაბრუნებულიყო შუაღამისას სოლოლაკიდამ სეიდაბათს? მეტი ღონე არ იყო, თითონვე უნდა მოსულიყო და ცოლი წაეყვანა. რაც უნდა ყოფილიყო, ისევ იმისი მაკაკო იყო. რას იზამდი!
გაიღო კარი და ისეთი ჩინებული ლაქია გამოჩნდა ფრაკითა, თეთრის ჟილეტკითა, თეთრის ყელსახვევითა და თეთრის ფერჩატკებითა, რომ მაკაკოს ჯერ ეგონა თითონ ბიძა ალექოო და კინაღამ მძიმეთ თავი დაუკრა, მაგრამ მალე მიხვდა საქმის ძალასა და სიჩქარით აირბინა სამოცდაორ ფეხიანი მარმარილოს ქვის კიბე. მაგრამ რა კიბე? თითო ფეხის გადანაცვლებაზე ეგონა, თითქოს ცაში ადიოდესო, ისე იამებოდა ზედ დაფენილი წითელი მაუდი და აქეთ იქით დაწყობილი ფერად-ფერადი ყვავილები.
აბა ვინ აღირსებდა ამ დღესა, ამ კიბეზე ასვლას, რომ ბადია არ დაეგირავებინა?
ბოლოს მაკაკო უღირსა თავისს ანტიკა კარტინკა ძალო ვარინკას და იმის საოცარ სადგომსა.
ვარინკას ჯერ ცოტად არ ეჭაშნიკა, რომ პირველი მომსვლელი მაკაკო იუო, მაგრამ მოწვეული სტუმარი იყო, მოსულიყო, ძალაუნებურათ უნდა მიეღო, რას იზამ. ბევრი თქვა თავის ფიქრში, ეს რაღა უჯიშობა არის ასე ადრე მოსვლაო, თავის-თავათ ბევრს დაიგრიხა და დაიპრანჭა, მაგრამ როცა მოახლოვდა და თავიდამ ფეხებამდის გაშინჯა მაკაკო, ასეთს სილიბილებს მოჰყვა, რომ საწყალს მაკაგოს კინაღამ ცრემლი მოუვიდა ვარინკას ტკბილის ლაპარაკისაგან.
„რა კეთილი გულის ძალო მყოლიაო“ იფიქრა მაკაკომ.
ალბათ ეს კეთილ გულობა იყო მიზეზი, რომ ვარინკა წინ გაუძღვა მაკაკოსა და მთელი სახლი-კარი მოატარა.
სახლი იყო ესა თუ სამოთხე? როგორ ეთქვა მავაკოსა. სამოთხე ჯერ არ ენახა და ამისთანა სახლიღა განა იქნებოდა ქვყანაზედ? ვინ გააკეთა, ან რა ხელმა გამართა ეს დიდებული ოთახები, ვარაყით დაჩითული კედლები, ვეება სარკეები, ტულის ზანავესკები, ხავერდის ფარდები, ხავერდის მებილი, ბროლის ხომლები, ფერად– ფერადათ დახატული ბრწყინვალე ასეთი პოლები, რომ პირის სახე შიგა ჩანდა. რომელი ერთი, რომელი ერთი თქვას კაცმა... გაშტერდა საწყალი ჩემი მაკაკო და აღარ ესმოდა თითონ იყო აქა, თუ თვალები აუხვევიათ და ისე ატარებენ ცაში?
წაუვიდა, წაუვიდა ჩემს საწყალს მაკაგოს თვალები... სად დამდგარიყო, საით ეყურებინა, რომელი ოთახი უფრო ექო, რომლის მორთულობა და მოწყობილობა უფრო მოსწონებოდა, თითონაც არ იცოდა; მაგრამ ყველაზე მეტათ ბიძა ალექოს საკუთარი ოთახი აკვირვებდა. მთელი ყარამანიანი, თითქოს კედლებზე დაუჩითავთო... რამდენი ტყეები, ხეები, ცხენოსნები, მონადირეები, მწევრები, მშვილდ-ისრები თითქმის თითონ გარდანქეშანიც კი იქ იყო გამოყვანილი.
იქნება ერთხელ ბიძა ალექო მონადირე ყოფილიყოს, იფიქრა მაკაკომ, და ამიტომაც თავისი ოთახი ასე გაუკეთებინებიაო? მაგრამ ეს როგორ მომხდარა, რომ დღევანდლამდე არ შეუტყვია?
ვინ იცის, მაკაკო ჯან; ძალიან შესაძლებელია, რომ ერთხელ ბატონი ალექო მარჯვე ცხენს მჯდომი ყოფილივოს, ძალიან შესაძლებელია კაი მშვილდ-ისრის მხმარებელი ყოფილიყოს, მაგ ამბავებისა არა ვიცი რა, მაგრამ, ამბობენ რომ ძალიან ღვთის ნიერი ახალ-გაზდა ყოფილა თავის დროსა და ძმებს იმიტომ გაურია, რომ ამ წუთ სოფელს მოშორდეს და უდაბნოში შევიდეს. მხოლოდ, როგორც იცით, ბედმა საწყალს თავზე ოინი მიაყენა და ერთი ცოლი რომ მოუკვდა, მეორე შეართვევინა. ნადირობას კი, ამბობენ, ძალიან კარგი სცოდნიაო. მაგრამ ისეთი ნადირობა, რომ არც მწევარი ყოფილა საჭირო, არც მშვილდ-ისარი იმ გვარად მოეხვდა თურმე საქმე, რომ სხვის ჯიბის ფულები ერთ წამში ირთებითა და ფეხებით იმის ჯიბისკენ იწეოდა ნადირსავით. მაგრამ სწორე და მართალი ღმერთმა უწუის, მაკაკო ჯან. ხომ იცი, მე მაგისთანა მითქმა-მოთქმა არ მჯერა.
ბოლოს ვარინკამ მოიყვანა მაკაკო თავის ოთახში და უთხრა, „აი ესეც ჩემი ბუდუარი, ვითომც, ჩემი ბუტიობის ოთახიო“, და უამბობდა ამ სიტყვის მნიშვნელობას როდესაც სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა და ვარინკა გაიქცა მათკენ მისაგებებლად.
დარჩა მაკაკო ვარინკას ბუდუარში მარტო და ძლივს ღონე მიეცა იმის დაღალულ მუხლებსა, ისე დაეცა დივანზე, რომ კინაღამ გული გადმოუბრუნდა პრუჟინის ძალისაგან.
ეს რაღა იყო ქა! სთქვა მაკაკომ და დაიწყო ზედ რყვა.
ვარინკას ბუდუარი და ჩემი მაკაკო იქ მარტო... აბა ახლა ხარ ლამაზი, მაკაკო ჯან; ახლა ჩანს, რაცა ხარ. ოთახი უშენოთ გროშათაც არა ღირს. ნეტავი შენი იყოს! რათ გინდა? მერე ხომ ეგ მაკაკო აღარ იქნები, მაკაკო ჯან... ეჰ, თავი ქვას ახალოს, თითის წვერები ხომ აგრე დაბერებული აღარ გექნება.
რაები იფიქრა ჩემმა მაკაკომ რამდენსამე წამსა, რა მძიმე ოხვრანი ამოჰხდა გულიდამა.
ვარინკა რო იბუტება, ამბობდა ჩემი მაკავო, ამ ოთახში იმალება და ამ დივანზე ირყვაო. მაკაკოს ბუტიობის ოთახი კი სათორნე იყო, სადაც მაგრა ჩაიკეტავდა ხანდისხან და თაროს გვერდით, ერთ ძველ დამტვრეულ სკივრზე მჯდომარე, მთელ საათს ატარებდა, სანამ გაანჩხლებული ქმარი გავიდოდა შინიდამ, ან სანამ იმას ქაჯები დაეკარგებოდა ჯანიდამ.
ჰალბათ რომ, ამბობდა ჩემი მაკაკო, ამ სახლებს, ამ სახლების ქალბატონს ამ გვარი ბუდუარი შეშვენის და ჩემთვის სათორნეც ჰარამიაო. მაგრამ განა თითონ აქაურობას არ მოუხდებოდა?
წამოდგა და ტრუმოს წინ დადგა. თითონვე მოეწონა თავისი სახე ესეთი ლამაზი ჯერ არ ენახა თავისი თავი. შეხეო, აქ სარკეც სხვა რიგათ აჩვენებს კაცსაო.
ხან ერთი მკლავი აიწია, ხან მეორე; ხან ერთის მხრით გაიშინჯა თავი, ხან მეორეს მხრით, გაიღიმა, გაიცინა, ჩივთ-ჩივთუუთით ითამაშა, მერე ენა გამოყო და ქოქოლას დაურით „თვალიმც დაგიდგება“ უთხრა სარკესა და მოშორდა.
მოჰყვა სხვა რამეების შინჯვასა. ერთი რამ, ერთი რამ არ გაუშვა, რომ ხელი არ ეხლო. სულ გაშინჯა, სულ ადგილიდამ დასძრა კრესლოები, სტოლის სუფრა, ლამა, შანდნები, ეტარჟეკაზე დაწყობილი წვრილ-წვრილი რაგინდარაები, ყველა, ყველა, ვისმე რომ ენახა, იტყოდა, ლამაზი მფრინველი ზის ლამაზ გალიაშიო და ნისკარტით ხან ერთს ეთამაშება, ხან მეორესაო.
გაუწვრილდა გული, არავინ არ შემოდიოდა, და თითონ ვერა ბედავდა გასულიყო.
დაჯდა კიდევ დივანზე, კიდევ თავისი სათორნე და სადგომი მოაგონდა...
ღმერთიო, ამბობენ, ალალს აძლევს, და რითი თითონ ალალი არ არის, რითი იმისი ქმარი არ არის ჰალალი? დილით საღამომდის თავიანთ ხელობაზე ბეჯითად სხედან, თავიანთ ლუკმა პურს მოღვაწობენ, არავის არაფერს არ სტაცებენ, არავის არა სჩაგვრენ, არავის არ ატირებენ, არავისგან არ იწყევლებიან, და ამაზე მეტი ალალი რომელიღა იქნებაო, ამბობდა ჩემი მაკაკო....
მართალია ქმარს ერთი პატარა ცოდვა ჰქონდა. ისა, რო ხანდისხან მუშტებს მიარტუამდა თკითონ მაკაკოსა. მაგრამ ამის ჯარიმას თითონვე ეწეოდა. ვის რა რჯოდა, ვის რა აკლდებოდა, ან ნუ თუ ამისთანა პატარა საქმისათვის, რომ ესეც ათასში ერთხელ ძლივს მოხდება, ღმერთი ურისხდება? ან ვთქვათ, ქმარი ძრიელაც ცოდვილია. თითონ იმ საწყალს რა ბრალი ქონდა? ამ გვარათვე იმისი საყვარელი კეკელა და ნინუცა, იმათ რა ბრალი ჰქონდათ ღმერთთანა. ამოდენა ქონება კი ბიძა ალექოსთვის მიუცია! რათა, რა მოუქმედებია, რა ღვთის სათნო რამ გაუკეთებია ისეთი, რომლის მსგავსი, რომლის ათში ერთი, ასში ერთი იმის ქმარს, კეკელას ქმარს, ნინუცას ქმარს, სხვებსაც ბევრს არ მოექმედებინოს, არ აესრულებინოს?... რა იყო, რა მიზეზი?
ბიძა ალექოს ოთახი მოაგონდა და კედლებზე დაჩითული მონადირეები — დიახ, ეს არის, ეს იქნება მიზეზი, სთქვა ჩემმა მაკაკომ, რომ ალექოს ამოდენა ფული მოუგროვებია, ამისთანა დოვლათის პატრონი გამხდარა. ნეტავი ქმარიცა და თითონ მაკაკოც მონადი რეები ყოფილიყვნენ... მაშინ იმათაც ხომ ექნებოდათ ამისთანა სახული და კარი. მაგრამ ნადირობა რომ სისხლ დაუღვრელათ არ შეიძლება, იმას როგორ უნდა მოეკლა მფრინვლები და მხეცები, რომ ერთ ქათმის დაკვლაზე ჯანში თრთოლვა უვარდებოდა. ამასთანავე ვინც მონადირეა, განა ბიძა ალექო გახდება. მაშ იმათი უბნელი დათებო რატო მდიდარი არ იყო? იმაზე კარგი მონადირე სად იქნება, რომ თითოწასვლაზე ათ-ათი კურდღელი და ფრინველი მოჰქონდა.
არა, ამისთანა ნადირობითაც საქმე არ გახდებოდა... მაშ ჭკუით? იქნება ბიძა ალექო ძალიან ჭკვიანი იყო?... მაგრამ იმაზე ჭკვიანი იმათი სახლის მღვდელი იყო, რომელიც ხანდისხან დაუჯდებოდა იმის ქმარია და ფუნჯის სმით ან აზარფეშათ ხელში იოსებ მშვენიერის ყოფა–ქცევას ილაპარაკებდა ან კაენისა და აბელის ამბებს ლაზათიანათ ჩამოიარაგებდა. მაშ ის მღვდელიც რატო ისე მდიდარი არ იყო და იმის ცოლსაც ვარინკას ბუდუარისთანა ბუდუარი არა ჰქონდა?
არა, არც ეს იყო.
მაშ იქნება ქმარი მართლა ჩიოდა, რომ ვითომც იმის ობლობაში ბიძა ალექოს იმისი სამას-ოთხასი თუმანი ფული მოეტაცნოს?... იქნება ამაში სხვა ამხანაგებიც ყავდესთ, სხვებისაგანაც მოეტაცოს? ჰო! ასე ხომ ადვილია... ასე ხომ ყველას შეუძლიათ, ასე ხომ იმის ქმარსაც შეეძლო, რომ ამქრის ფულს ინახავდა... მაგრამ ეს ხომ მართლად კაენობა იქნებოდა, აიღო და ჯავრით მიაფურთხა ბუდუარსა.
უეცრათ მაკკო წამოხტა დივანიდამ, თითქოს გულის ძილიდამ გაეღვიძაო. კარებში ხუთი-ექვსი ქალი ურთათ შემოდიოდნენ სიცილითა და ხარხარითა.
მოვიდნენ და მოვიდნენ, მოგროვდნენ და მოგროვდნენ ვარინკას სტუმრები. აივსო ბუდუარი, ზალა, სასტუმრო, სულ ქალებით, სულ დედა-კაცებითა.
აბა თამაშს ახლა იეო, აბა სანახავი აქ იყო.
რამდენი ნატაშა და ანიჩკა, რამდენი დარინკა და ქალინკა, რამ დენი მაშინკა და საშინკა, რამდენი ნინიჩკა და სონიჩკა, რამდენი კიდევ ინკა და მინკა ყოველ ნაირი, ჯურა-ჯურა, რამდენი ჯურისაც გინ დოდეთ. ჯერ მარტო. ჩვიდმეტ ნაირი სონიჩკა იყო: მაღალი, დაბალი, სრული, მჭლე, ფუნჩულა, განდღრეული, ვეება, ჭნაკო, ნაზი, ბოშა, სათუთო, ნეჟნი - მაროჟნა, ჭკვიანი, ტუტუცი, ცეტი, შეტბუტა, ქარაფშუტა ქალინკებს და მაშინებს ხომ ვინ დასთვლიდა? რომელი ერთი მოსთქვას კაცმა. ქალაქი ერთი დიდ–კაცის ცოლი აღარ დარჩენილიყო, რომ იქ არა ყოფილიყო.
მერე რა ფერად–ფერადი საცმელები, რა მორთულობა, წითელი, მწვანე, ლურჯა ყვითელი, გავანა, ბორდო, ცისფერი, წელის ფერი, პირის ფერი, თაგვის ფერი, მახოხის ფერი, მოდნის ფერი; რა ფარჩეული: გლასე, ფაია, მორე, კაშმირი, ხავერდი; რა მოდები, გიპიურები, ბლონდები, ბრილიანტები, ჭანის სისქე ოქროს ძეწკვები, მინაქრის საათები გვერდებში გამაგრებული, ბრასლეტები და თასაკრავები, რომ, რომ, რომ... ენა უნდა რომ გამოსთქვას.
ანათებდნენ ეს პატიოსანი ქალები იქაურობას და ყველას შუა თითონ ვარინკა — ხაზეიკა ხომ თითქოს სწორეთ ვარსკვლავის მსგავსი იყოსო. იმისი ერთი მტრედისიერი სამ ქალინკათა და მაშინკათა ღირდა.
გაერია ამათში ჩემი მაკაკო და გული ისე შეუვიწროვდა, რომ თითქოს საქაჯავში ჩავარდაო.
ვაჰ, განა შენ ის მაკაკო არა ხარ, მაკაკო ჯან, რომ მაგათის გულისთვის ბადია დააგირავე? რა დაგემართა, ნუ სწუხარ გეთაყვვანე, ლხინი.
იქნება მაგ საუცხოვო ქალების შუქი შენა გწვავს და ამიტომა ხარ აგრე? მაშ რა გეგონა? არ იცი, რომ მზის პირ-და-პირ მაცქერალს თვალები დაეწვის?
მოშორდი მაგათ, შენ ჩემი გაიგონე, თორემ ინანებ... მაგრამ შენ ჩემი არ გესმის, მე ბრალი არა მქონდეს, მაკაკო ჯან.
აენთო სანთლები, ლამპები, კანდელაბრები. გაიშალა ვეებერთელა სტოლი. მოერთვა ლოტოს ყუთი და პარკი და თეფშებით თეთრი და წითელი ლობიო.
მაგრამ სანამ ლოტო გაიმართებოდა, სანამ ეს პატიოსანი დედა – კაცები და ქალები გარს შემოუსხდებოდნენ ასეთი ჟივჟივი ასტეხეს, ასეთი ყალმაყალი, თითქოს ხოჯის აბანოა სწორეთაო.
რამდენი სიცილი და ხარხარი იყო, რამდენი ხუმრობა და მახვილი სიტყვა, რამდენი „გეთაყვაები და შენი ჭირიმეები“. რამდენი „ვინ არის და ვის ეკადრებაები“.
ვისზე არ ილაპარაკეს, ვინ არ გაკილეს, ვინ არ გასჭორეს. რამდენის სახლი აშენდა, რამდენისა დაიქცა აქა ნახევარ საათში.
რა არ ითქვა, რა არ მოისმა, ვინ არ დაიძრასა? კაცს რომ თამაშათ ეყურებინა იმ დროს ამ პატიოსან ქალისათვის, იტყოდა ქალაქის მოსამართლეებათ ესენი ამოურჩევიათო და ამათ ხელშია ყველას სიკვდილიცა და სიცოცხლეცაო.
არავინ არ დაუტევეს, არავინ არ დაივიწყეს თავიანთ ნახულისა და მცნობებისაგან, თავიანთისა და უცხებისაგან, თავიანთ საყვარელ მოყვრებისაგან.
ბოლოს მისწვდნენ ერთმანერთს.
გაიყვნენ დასტა-დასტათ, ჯგუფ-ჯგუფად. ზოგი ერთს კუთხეში, ზოგი მეორეში; ზოგი მჯდომარე, ზოგი მდგომარე. ერთის დასტის ქალები მეორე დასტისაზე ლაპარაკობდნენ, მეორე დასტისანი მესამისაზე. ერთის ჯგუფის ქალები მეორე ჯგუფის ქალებსა ჰკილავდნენ და კიცხავდნენ და თან „მოდის“ ჩაის ფინჯანები ხელში „მოდნურათ“ დათჭერილი, მოდის წვრილ სუხარს „ნეჟნათ“ ჰკვნეტდნენ უცხო კაცს რომ ამათთვის ყური ეგდო, იტყოდა სუყველანი ცუდნი არიანო. სუყველანი ცუდნი არიანო, სუყველანი ცუდის კაცების ცოლები და ქალები არიანო, ყველას ქმრები და მამები ან კოტრები არიან, ან სხკისი ფულებითა სცხოვრებენო. ისე სძრახავდნენ ისინი თავიანთ თავსა ერთმანეთის პირითა, ისე ერთის დასტის, ყველაზე უკეთესი, ქალი მურით და ტალახით ისვრებოდა მეორე დასტაში.
ვინ იყო ამაში მართალი, ვინ მტყუანი, ძალიან ძნელი გასარჩევია. მაგრამ რა ეთქვა კაცსა, რა ეფიქრა, რომ ერთის დასტის ერთმანეთის მოყვრები, სხვა და სხვა დასტებში გარევით, ერთმანერთის მტრები გამოდიოდნენ და სხვა-და-სხვა დასტის მტრები, ერთს დასტაში შეხვედრით პილპილის მეგობრებათა ჩანდნენ; რა უნდა ეთქვა კაცს, რა განაჩენი უნდა წაეკითხა ამათ თავზე, რომ ერთ ადგილს ერთმანერთს ხელს უჭერდნენ, მეგობრებს და დობილებს უძახდნენ, ერთმანერთს „ჯანოს და ღვიძლოს“ ეუბნებოდნენ, და როდესაც ერთმანერთს პირს აქცევდნენ, ერთმანერთს თვალს უყენებდნენ და ქოქოლას აყრიდნენ.
ასე გაშინჯეთ თითონ „ხაზეიკაც“ აღარ დაინდეს. იმასთან სტუმრათ მოსულიყვნენ, იმისთვის მორთულიყვნენ, იმის კუჩერის ლოტოში უნდა გამოჭიმულიყვნენ, იმის ჩაისა სვამდნენ, იმის მოდის სუხარს კვნეტდნენ, კიდევ სხვა რამდენი პატივი უნდა მიეღოთ, რამდენი მურაბები და ხილი უნდა მიერთვათ და არ სცხვენოდათ რაებს ლაპარაკობდნენ საწყალზე, რა შარებს უგონებდნენ. ნეტა ვიცოდე, ამბობდნენ, ამოდენა სული რას მოუგროვებიაო. ეს ხომ ჩვენი მოწვევა არ არისო, ეს ამიტომ მოუხდენია, რომ თავისი მოდნური სახლ-კარი ყველას გვაჩვენოსო. ძალიან საჭიროა, დაე თითონ გაიკვიროსო, ამბობდნენ, დიდების მოყვარეობით სქდებაო. ერთს რომ რთი გროშის რამეს აჩუქებს. ისე მოჰავს საქმე, რომ ყველამ ნახოსო. ძალიან იგრიხებაო; ერთი მოიგონოს, თუ რა იყოო, და ახლა კი ატლასის ბაშმაკებით დადისო და დაიწვეს ძველი ბოხჩების თითო-თითოდ გაშლა და იქამდინ მივიდნენ, რომ ტყუილი აბანოს მართალი ბოხჩა ნიშნობათ გადაიქცა. ვინ იცის კიდევ რაები გადმოეწყოთ, რომ ერთბაშათ თითონ ვარინკა, რომელიც ერთ წამს ერთ ადგილას არ ისვენებდა და ერთის დასტიდამ მეორეში ერეოდა, მოახლოვდა ამათ და „ნეჟნათ-ნეჟნათ“ რაღაცებიც დაიკვესა.
შენისთანა „ხაზეიკაც“ იქნება, ვარინკა-ჯან, პირში უთხრეს. რა ლამაზი ხარო, რა ყმაწვილი ჩანხარო, რა ლაზათიანი სახლ-კარი გაქვსო, შენისთანა თავდაბალი ქალი ვინ იქნებაო....
ოჰ, ღმერთო ჩემო, ამდენი ტყუილი სილიბილო იქნება, ამდენი ყალბობა!
რასაკვირველია სუყველანი იმგვარნი არ აყვნენ, უველანი მოლაპარაგენი არ მიუგნენ, ყველანი ლაშ–მოხეულნი არ იყვნენ. მარამ ამისთანები მარაქაში ჯურის ახლად შედიოდნენ, ჯერ ახალად უნდა გამომდგარიყვნენ.
რასაკვირველია იმათში რამდენიმე ჰალალებიც ივნენ, რამდენიმე კეთილი გულისანიც იყვნენ. მაგრამ მტკვრის გოჩგოჩანაში რაც უნდა ყვავილი ჩავარდეს, რასაკვირველია თან გაყვება, რასაკვირველია მორევში ჩავარდნისას უფსკრულში ჩაიღუპება.
ჩემი მაკნკო იყო მარტო, ჩემი საწყალი მაკაკო, რომ ყველას აშკარათ ერჩეოდა, რომ დაღონებული დარჩენილიყო და აღარ იცოდა რომელ თაგვის სოროში შემძვრალიყო ამ აფთრებისაგან ასე ეგონა ჯინჭველაა იმათში და ვინც მოინდომებდა იმათგან, ფეხ-ქვეშ გასრესავდი საწყალსა.
„ვაი იმისი ბრალიო, ამბობდა მაკაკო, ვინც ამათ ბრჭყალებში ჩავარდებაო!“
სანამ აქ არ იყო, სანამ ამათში არ იმყოფებოდა, ცნება მისდიოდა ამათთვის, დიდებათ და პატივათ სახავდა ამათში გარევასა და ახლა რომ აქ იყო, ახლა რომ ამათ პირს თავისის თვალით ხედავ და, ამათი ხმა თავისის ყურით ესმოდა და, ვის კალთასაც უნდოდა, ხვდებოდა, ახლა კი ნატრობდა, რომ ერთი მალე მორჩეს აქაურობასა, ერთი გულღიათ თავის კეკულას და ნინუცას უამბოს აქაური საქმე და ამბავი, ამ დიდ–კაცობის მითქმა-მოთქმა.
ასეა, ბევრი რამ, რაც შორიდამ სანატრელია, ახლოდამ ბევრჯელ კარგავს თავის სიტურფესა.
ამასთანაც რა იცოდა საწყალმა, თუ ოთხმოცი სულის ვეჩერი იქნებოდა და იმისთანა შესაზარი, გენერალი დედა-კაცები და ქალები იქნებოდნენ არეულნი, რომ თითქოს მთელ ადამიანს ჩაულაპავენ თოხლო კვერცხივითაო.
ამათთან მოდნიანთ ნატაშა და ბუდაღანთ ანიჩკა იას; ლაღლაღაანთ დარინკა და კომბოსტაანთ ქალინკა ანგელოზები იყვნენ; წივწივაანთ მაშინკა და ქირმანაანთ საშინკა ყმაწვილებათ დაისახებოდნენ.
სწორეთ იმ კუთხეში, საცა მაკაკო მოკუნტულიყო, ერთი ასეთი ქალი იდგა ერთ ჯგუფში, რომ ჩემი მაკაკო თრთოდა და კანკალებდა რამდენსაც იმას შეხედავდა.
დიდი, განიერი, სქელი, სახე წითელ კომბოსტოს მსგავსი, რომ თითქოს დრაგუნის უნტრ-აფიცარი იყოსო ახლად პახოდიდამ დაბრუნებულიო; მაგრამ ასეთი მორთული, ასეთი „ნეჟნათ“ ჩაცმული. რომ კაცს ეგონებოდა ცხრამეტის წლის პატარძალი იყოსო. საგვირგვინოთ მომზადებულიო. ვინ იტყოდა რომ ორმოცსაც გადასცილებიაო. ოთხი ვერშოკი მარტო ლეჩაქის არშიის სიგანე ექნებოდა და ცის ფერი ხავერდის თასაკრავში ასეთი გეება ბრილიანტის ქინძის თავი ერჭვა, იტყოდით ხელმწიფის გვირგვინიდამ მოუტაცნიათო. იმ ვარსკლავის ქვეშაც სამი წვრილი ბრილიანტის ცრემლები ლამაზათ თრთოდა, რამდენსაც ის თავს ნაზათ გაანძრევდა და გაიცინებდა.რას არ ამბობდა ეს გენერალი განდღრეული დამა, რას არ ლაპარაკობდა, რომ მაკაკოს თმები სწორეთ ყალხზე უდგებოდა.
ბევრს ეცადა მაკაკო, რომ ერთი იმ კუთხიდამ გამოსხლტარიყო, ერთი თავისუფლათ სული მოებრუნებინა. მაგრამ ვერ ხერხდებოდა. წინ ისე იდგნენ ის დაწყევლილები, რომ გზა ვერ ეპოვნა გასავლელი და იმდენ გაბედულობას ვინ მისცემდა, რომ იმისთანა აფთრებისთვის პირდაპირ ეთქვა, ერთი გზა მომეცითო.
ერთბაშათ იმ გენერალმა დამამ უკუიხედა და ისე დააცქერდა მაკაკოს, რომ საწყალი ადგილობრივად დადნა და უეჭველად დაეცემოდა რომ არა მკდარიყო.
რათ დააცქერდა ისე ის დამა ჩემს მაკაოსა? არ ვიცი თქვენმა მზემ. ალბათ იმიტომ რომ ის გენერალი დამა იყო და მაკაკო. მარტო მაკაკო.
მაგრამ სანამ ჩემი მაკაკო გონზე მოვიდოდა იმ ცქერისაგან, ერთი სხვა გენერალი დამა მოუახლოვდა, მაკაკოს წინ მდგომ დასტას, ესეც ორმოცის წლისა იქნებოდა; მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო: მოკლე, სქელი, გაბერილი, სახე თეთრი გოგრის მსგავსი, აღარც თვალები ერჩოდა, აღარც ცხვირი, არც სიგძე, არც სიგანე, სწორეთ მრგვალი ბურთი იყო წყეული. თანაც ისე ფშვინავდა, რომ თითქოს ცეცხლის მაშინა მუშაობდესო. მაგრამ ასეთი გაკავებული, გაკავებული რომ ოქრო და ბრილიანტი ზედ მუჭით ეყარა. მარტო თასაკრავი ღირდა მგონია ხუთას თუმნათ. ზედ სულ ფირუზითა და ბრილიანტით ყვავილები იყო გამოუვანილი და ჯინსი მარგალიტის ფოთლები ოქრო-მკედით ნაკერი.
„ახალი ამბავი, ახალი ამბავი!“ უთხრა ამ ბურთმა გენერალ-დამამ განდღრეულ გენერალ-დამას და ყურში რაღაც წასჩურჩულეს ჯერ ერთმანერთსა, მერე სხვებსა, ერთბაშათ სუყველამ ერთათ მიხედეს მაკაკოსა და ერთი სიცილი და ხარხარი ასტეხეს, რომ საწყალი ჩემი მაკაკო წმინდათ გაშტერდა.
რა შიში და კანკალი ჩაუვარდა მაკაკოს ჯანში, რა ამბებმა გაუ არა გულში და ფიქრში, აბა როგორ გითხრათ?
ჯერ ასე ეგონა იმიტომ დასცინოდნენ, რომ სუყველამ შეიტვეს, რომ ხელოსნის ცოლია. მაგრამ იმათ რა რჯით, თუ კი ძალოს დაუძახნია და მიუწვევია... რა უყოთ რომ თითონ დიდკაცის ცოლები არიან, ის ხომ არაფერს არ ართმევს. მერე ტანისამოსზე დაიხედა. ტანისამოსიც მართალია იმათსას არ უგავდა, მაგრამ ისე სასაცილოთაც ასაგდები არ იყო. მაშ რას გაუგიჟებია ისინი, რომ ასე დასცინიან? იქნება იმიტომ რომ მარტო კუთხეში ზის. და დოსტი და დობილი არა ესვს რომ ელაპარაკოს? იმან რა ქნას, იმას რა ბრალი აქვს?
ანაზდეულათ ბადიის დაგირავებამ მეხსვებ გაუარა ფიქრში და ხელ - ფეხი ყინულად გადაექცა . იქნება შეეტყოთ და იმიტომ დასცინიან? ვაი! დედა – მიწამ რომ ჩაიტანოს ის არა სჯობს? მაგრამ საიდამ შეიტყობდნენ ამ ამბავს? კუნდურაანთ თათელა შუადღისას სეიდაბათში იყო და ასე ანაზდეულათ ამბავს აქ როგორ მოაწვდენდა მერე ამისთანა პატიოსან გვამებთან ახლოს ვინ მიუშვებდა? ამასთანაც ის არ იუო დაიფიცა, რომ აღსარებათ შევინახამო?
არა, ბადიის საქმე ამათ არ იციან, არ შეიძლება იცოდნენ. მაშ ასე რა ახარხარებდა... ამათ შევიდა საწყალი ჩემი მაკაკო აშფოთებულ ფიქრების ზღვაში, რომელშიაც იმისი ანკარა გული იალქან მოგლეჯილ გემსებ ხან ერთ ტალღის წვერზე ავარდებოდა, ხან ორ ტალღას შუა იხრჩობოდა.
ოჰ, მაკაკო ჯან, ნეტა შენი გული ქვაა, თუ რა? ოც-და-ოთხი საათი არ არის მაგ ერთ ლოტოს გულისთვის რამდენმა ამბავმა გამოიარა შენს გულში და კიდევა სძლებ!
ბოლოს ჩემ მაკაკოს ეგონა თითქოს ციდამ ხმა ჩამოსმა. ხა ზეიკა ყველას ეპატიჟებოდა: „მობძანდით, ინებეთო“.
ძლივს გენერალ-დამები მოშორდნენ თავსის კამპანიებით, ძლივს ჩემი მაკაკო განთავისუფლდა იმათგან და გზა იპოვნა გასაველი.
ყველა კუთხეებიდამ, ყველა ოთახებიდამ გროვდებოდნენ ლოტოს სტოლთან ერთის ჰაჰა-ჰუჰუთი, ერთის აყალ-მაყალითა და კიჟინითა, რომ გეგონებოდათ ერთი კარგი გაწრთვნილი ჯარი თოფ–იარაღით მიდის ციხის ასაღებათაო.
ახლოს მოვიდა ჩემი საწყალი მაკაკოცა და არ ესმოდა, თუ როგორ მივიდა.
მოუსხდნენ ლოტოს მოთამაშენი ლოტოს გარსა დაჯდა ჩემი მაკკოცა, შორსა, შორს იმ გენერალ დამებისაგან და თავის სულთა-მხუთავ ჯგუფისაგან. მაგრამ მაღლა რომ აიხედა. ნახა რომ ის ურჯულოებიც მოვიდნენ და პუპუზ, პირ-და-პირ ჩამოუმწკვრივდნენ.
უნდოდა საწყალს იმ საათშივე ამდგარიყო და მეორე თავში წასულიყო ან სულაც დაკარგულიყო იქიდამ მაგრამ თითქოს ჯაჭვით დააბეს სკამზედაო. იმდენ სულში საჩვენებელი როგორ გახდეს. თავი დაღუნა და კბილებს მაგრა მოუჭირა, რომ სული არ ამოხდეს.
ამოიღეს ყველამ თავ–თავის „ნეჟნი“ ჯიბებიდამ „ნეჟნი“ პორტმანები და ადვილათ და მშვიდობიანათ ნაშოვნი და მონაგარი ფულები. ამოიღო ჩემმა მაკაკომაც მთრთოლვარე ხელით თავისი მწარე სატანჯველით ნაშოვნი ფულიდამ ერთი სამ მანეთიანი.
აბა ჰა. დაიწყო დიდ-კაცების დიდ-კაცური ლოტოს თამაშობა თავისის ამბო-ტერნოებით, რომელიც ლაპარაკათ და დროს დაკარგვათ არ ღირს.
საკვირველი სანახავი იყო იმ ჟამათ იქაურობა. ორმოც-და-ათიოდ სულზე მეტი ლოტოს გარს მჯდომი ქალები თითქოს წმინდა სანთლის გაკეთებული ადამიანები იყვნენო; არც ჭკუა, არც გული, არც მოსაზრება, არც გრძნობა, აღარაფერი არა სჩანდა ამათში. პარკიდამ ერთი იღებდა ლოტოს ნუმერსა და ასახელებდა თუ არა, ორმოც-და-ათნი ერთად, თავდახრილნი, ერთგვარათ ანძრევდნენ თვალსა და ხელსა და ერთს საქმეს აკეთებდნენ. გეგონებოდათ სულ ყველანი ერთ ძაფზე შებმული ტიკინები იყვნენო და იმ ძაფის გაუვით სუყველანი ერთ გვარათა თამაშობდნენო. რამდენი იმათში ლამაზი და გონჯი, რამდენი ჭკვიანი და ბრივი, რამდენი ასაკი შესული და ახალგაზდა, რამდენი კეთილი და ბოროტი. იმ დროს ყველანი. ყველანი, ყველანი ერთნი იყვნენ. უველანი მსგავსნი. ენა თითქოს იმ ქალებისაგან, იმათის თავისა და გულის ბრილიანტებს წაერთვათ და იმოდენა ანთებულ სანთლებში ლაპარაკობდნენ და ჭიკჭიკობდნენ თავიანთ პატრონების მაგივრათ, რამდენჯერაც ესენი თავს გაანძრევდნენ.
ამათზე უფრო მემოდეები, რომელნიც ლოტოს აღარ კადრულობდნენ, და ორიოდე ნეჟნა ქვრივები სამ – ოთხს სტოლზე ბეზიკსა და რამსსა თამაშობდნენ და ისეთს ფულებს აგებდნენ და იგებდნენ, რომ კლუბებში ღამის მათევარი კაცებიც შეარცხვინოს.
ამ მოთამაშეებში რამდენიმე გასათხოვარი, ფრანტი ქალებიც მკლავი–მკლავს გაყრილი და ზურგზე კაცის თავს სამი - ოთხი ათასი თუმანი მზითევი აკიდებული ერთი მხრიდამ მეორემდის ბოლთასა სცემდნენ და ბულვარზე და კრუჟოკში ნახულ მოდის ყმაწვილ-კაცებზე რუსულათ ლაპარაკობდნენ ან ფრანციულათ ამტვრევდნენ. თანაც ძალიან უნდოდათ შეეტყოთ, თუ იმ ვაჟებში, რომელი გამოტყვრება უხარბელი, რომ წამოიკიდოს და წაიღოს ისინი თავისის საპალნითა.
თითქოს ამათ წინააღმდეგ, ორი მოხუცებული, მათუა და ხამგერა, მუხლებში ჯან გამოლეულები და კრიალოსანით თუ ბურნუთის კოლოფით ხელში, ისხდნენ ტახტზედა და იმდენს მორთულობაში და მოწყობილობაში, იმ ვარაყით დაჩითულ კედლებში თავიანთ ნახულ დღეებს იგონებდნენ და კვამლით გაჭვარტლულ დარბაზის კედლებს შენატროდნენ.
მხოლოდ ერთი იყო მარტოდ და ყველასთან. მხოლოდ ერთი იყო, რომელიც პეპელასავით ერთის ადგილიდამ მეორეს ფრინავდა, ერთის ოთახიდამ მეორეში შედიოდა, ლოტოდამ ბეზიკთან მიდიოდა, ბეზიკიდამ ლოტოსთან და ხან ერთს ეუბნებოდა გეთაყვანეს. ხან მეორეს შენი ჭირიმეს, სტუმრების ფერობაში და ეშხში, იმათთან მორჩილი მონა ჩანდა და მონებს კი სასტიკს ბრძანებას აძლევდა. ეს ჩემი კეთილი, ლამაზი, ნეჟნი, მადლიანი, თავდაბალი ვარინკა იყო — თითონ ხაზეიკა, რომელიც არაფერს არ აგებინებდა, ერთ ადგილს ერთ რამეს არ აკლებინებდა, და თანაც დესერტის სტოლს ამზადებინებდა, თავის მოდის სტალალავოიში მოდის ვეება ბუფეტიდგან ქვეყნის სიკეთეს აწყობინებდა.
რა ფერად-ფერადი მურაბები და ხალეულობა, რა კამფეტები და სასმელები. ქალაქში თუ რამე იშოვებოდა, როგორ იქნებოდა რომ იმ ღამეს ვარინკას სტოლზე არა ყოფილიყო..
სულ ლაზათიანათ იყო იქაურობა იმ ჟამათ. სულ მოხდენით. მაგრამ იმოდენა მორთულობაში და მოწყობილობაში იმოდენა დედა-კაცებში და ქალებში თვალს ერთი რამ აკლდა. გულს ერთი რამ სწყლავდა.
იმ პატიოსან დედა-კაცებს და ქალებს ყველას ჰყავდათ პატრონი, ან მამა, ან შვილი, ან ქმარი, ან ძმა და იმათგან არც ერთი, არც ერთი აქ არ იყო და არც შეეძლო ყოფილიყო, ამიტომ რომ ადათი არ იყო. თითქოს არც ერთი ღირსი არ იყოსო. რომ ამისთანა დროს თავის ქალის თავის დედის, თავის ცოლის ან დის ხმა გაიგონოს, იმათი ნათქვამი შეიტყოს, იმათთან გაიცინოს... ღირსნი თითქოს მარტო მსახურები და ლაქიები იუვნენო, რომ ლიმონადებით და არშატებით თავს დასტრიალებდნენ, იმათში მიდიოდ- მოდიოდნენ, იმათი სიცილი და ხუმრობა ესმოდათ.
ვინ იყო ამაში დამნაშავე? რასაკვირველია რომ თითონ მამები და ძმები, თითონ ქმრები და პატრონები, რომ თავიანთ ცოლებსა და ქალებთან დროის გატარება არ უუვარდათ და ვითომც ძალიან საჭირო საქმეს აკეთებდნენ; კლუბებში და სხვა კარგსა და კარგს ადგილებში ათენებდნენ.
მაგრამ, ღმერთო შეგცოდე! ამოდენა უსამართლო კაცებისაგან და პატრონებისაგან ერთი ანგარიშს გარეთ სარწმუნო დარჩენილიყო, ამ ღამისათვის თავის საყვარელ ნაზის ცოლისა, თავის გულით საყვარელის ცოლ-შვილისა. ეს ის ალალი, ღვთისნიერი, ადამიანის მოყვარე სახლის პატრონი იყო თითონ ბიძა ალექო, რომელიც უიმისოთ ერთ ღამესაც ვერ გასძლებდა უკლუბოთ, და იმ შაბათს საღამოს თავისი აღებ-მიცემის ჯალალ ანგარიშებს მორჩენილიყო თუ არა, პირ-დაპირ შინ მოსულიყო და თავი; მშვილდ-ისრებიან და მონადირეებიან დახატულ ოთახში ხან ჟამნსა კითხულობდა, ხან ფარდის უკანიდამ ლამაზ ქალებს მალვით უჭვრეტდა.
„ჟამნი“ ძალიან უყვარდა ბიძია ალექოს. მაგრამ იმ დროს ძალიან ენანებოდა, რომ თათრობა არ არისო და ამოდენა ლამაზი დედა-კაცები და ქალები სულ ჩემი ცოლები არ არიანო.
„ჰაი თუ ვილივლიებდიო“, ამბობდა თავის ფიქრში, და ერთბაშათ ხვანთქრათ წარმოიდგენდა თავს. მაგრამ ხვანთქრის დღე რომ აგონდებოდა და ტახტის დაკარგვის შიში გულში უყვარდებოდა, თითონვე სცხვენოდა თავისი ტუტუცის ფიქრებისა და თავის-თავს დასცინოდა. მერე კიდევ ჟამნს იღებდა ხელში და „უფალო ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან“ კითხულობდა, თანაც ხავერდის ლოიან ვარინკას იმისთვის მალმალ კამფეტები შემოჰქონდა და ისეთის ოსტატობით თავაზობდა, რომ კამფეტი პირში ჩაუდიოდა და საყვარელი ხელის გული კი ტუჩებზე რჩებოდა.
„შენისთანა არავინ არ იქნება, ვარინკა ჯანო“, ეუბნებოდა ალექო.
„შენისთანა ქმარი არავის არ ეყოლება, ალექო ჯანო“, ეუბნებოდა ვარინკა.
და იწყებოდა ფარდის უკან ბებერის ქმრის და ყმაწვილი ცოლის ალერსიანი ხვევნა-კოცნა.
ოჰ თქვენ ვარინკას სტუმრებო, დედა-კაცებო და ქალებო, ოქ თქვენ გენერალი დამებო, თქვენ რომ ქვეყანაზე აღარავინ გაუშვით, სწორეთ მაგ ღამეს დაუძრახავი, თქვენ რომ ახლა ნებიერთ ლოტოს, ბეზიკს და რამსსა თამაშობთ, რას ხედავთ, რომ აქავ, ამავ წამს თქვენს გვერდით რა ამბავი ხდება.
ჰაი თუ გინდათ, რომ ფარდა ერთბაშათ გადიწიოს და თქვენის ყურით შეიტყოთ, თუ იქიდამ რა ხმა მოდის, თქვენის თვალით ნახოთ, თუ თქვენი ნაზი ხაზეიკა ვარინკა და მისი ქმარი ბატონი ალექო ერთმანერთს როგორ ეხვევიან კარებში მდგომარენი და ტკბილ- ტკბილათა ჰკოცნიან.
ჰაი თუ ხელათ გაიცინებდით და ჩაიკასკასებდით, ჰაი თუ სამარაქო ლაპარაკს გამართავდით თქვენთვის! მაგრამ არავინ იცის; იქნება და ამ წამს დიდი მარაქა ვარინკასა და ალექოსა აქვს გამართული თქვენზედა?
აგრეა რამდენსაც გამოუდგებით და სხვას დასძრახავთ, თქვენს დღეშიაც ვერა ნახავთ თქვენ ცხვირ წინ რა ხდება ხოლმე და თქვენც როგორა გძრახვენ?
მაგრამ თავი დავანებოთ ბიძა ალექოს თავის ოთახში თავისის კეთილის და ბოროტის ფქრებიითა, თავისის ჟამნითა და ვარინკათი; დავეხსნათ ფრანტ–დამებსა და ნაზ ქვრივებსა ბუზიკის და რამსის თამაშობაში, დავეხსნათ მოხუცებულ მათუასა და სამივერას ძველ დარბაზის ნეტარების დაყრაში, დავეხსნათ მოდის დასანიშნავ ქალებს მოდის უხარბე. ვაჟების ძებნაში, მე არც ერთისათვის არა მცალიან. ჩემი ჭკუა და გონება მაკაკოა, ლოტოა, სადაც ჩემი საცოდავი მაკაკო ზის, ჩემი ტანჯული მაკაკო, რომელსაც ავი და კარგი აღარ გაეგებოდა, წაგებული და მოგებული აღარ ესმოდა პირ-და-პირ მჯდომარე ქალების და გენერალ-დამების ჩურჩულისა და სიცილისაგან.
ზეცით თავს რისხვა მოვლენოდა და ფიქრში მარტო იმას ეველ დრებოდა, რომ ღმერთმა შეაძლებინოს ამ რისხვას გაუძლოს ბოლომდისინ და მტკიცე აღთქმასა სდებდა, ამას იქით სიკვდილამდინ არც აქეთ გამოვიაროვო და არც ამ გვარ ადგილს ჩავარდეო.
რა დაეშავებინა მაკაკოს პირ და-პირ მჯდომ ქალებისა და იმ ორ გენერალ დამებისათვის. რა ბრალი ჰქონდა იმათთან, რომ ასე დას ცინოდნენ და მასხარათ იგდებდნენ საწყალსა?
მე მგონია, რომ თქვენ ყველანი ვინც კუნდურაანთ თათელას იცნობთ, ჩემ უთქმელათაც ყველა შეიტყეთ და იცით კიდეცა.
ის გულ-მკვდარი თათელა, რომელიც ქვეყანასთან მიმსვლელ- მომსვლელი იყო და სოლოლაკის ქალებისთვის ბაღებში საზანდრებით პიკნიკების გამმართველი, იმ დღეს თურმე სადილათ ბურთ-გენე-ნერალ–დამასთან ყოფილ იყო, რაღაზედაც ერთბაშათ თურმე სიტყვა ისე ჩამოვარდნილიყო და დიდისა ფიცის ქვეშ, დაწვრილებით თითო თითოდ ეთქვა მაკაკოს ბადიის ამბავი.
სწორეთ ეს ამბავი იყო, რომ განდღრეულს და ბურთი გენერალ დამებს ძალიან აწუხებდა, სწორეთ ეს ამბავი იყო. რომელზედაც ისინი და იმათი კამპანია ხარობდნენ და ხარხარებდნენ. „ეს რაღა ბეჰაიობააო, ქა! ეს რაღა შესარცხვენი საქმე მოგვსვლიათ თავსაო, ვინ ეხვეწებოდაო, რომ მოსულა ჩვენში გამოჭიმულაო, ნეტავი თვალი დაუდგეს წააგოსო, ნეტავი ქმარმა შეუტყოსო და ერთი კარგა მიბეგვოსო... კიდევ ათასი ამ გვარები. ამასთანაც ასეთი სიცილი და ხარხარი, რომლისაგამო ჩემ საწყალს მაკაკოს ხანდისხან თითქოს არც ნუმრის სახელი ესმოდა, ვერც თავის ქაღალდზე ნომრები გაერჩივა.
ასე წვალობდა და იტანჯებოდა ჩემი შაკაკო პირ-და-პირ მჯდომ გენერალ დამებისა და ქალებისაგან, რომელთაც თავები ძალიან მართალი და ალალები ეგონათ, იმიტომ რომ იმათგან:
ერთს ორასის ობლისთვის ყელი გამოეჭრა;
მგორეს, ბურთ გენერალ დამას. ქმრის სახლები თავისზე დაემტკიცებინა, რომ სხვის დასაბრუნებელი აღარა დარჩეს რა;
მესამე, ერთი რუმბი დამა, ორჯელ ტყუილად გაკოტრებულის ცოლი იყო.
მეოთხე, სართუთაანთ აჯილღა ქალი იყო, რომ ქმრის ბარათის დასახსნელათ ფულის პატრონისთვის ერთი ასეთი წაეჭირა ყელში, რომ საწყალი თურმე ერთის ხმით ყარაულს იძახდა, სანამ ეს პატიოსანი ქალის პატიოსანი ქმარი საცოდავ ვალის პატრონს ჯიბეებს უშინჯავდა და ძრიელ პატიოსან ძმა მას ყარაბაღულ წაღებსა ხდიდა.
მეხუთე, ზარავანდაანთ ბიჭუას სოფლელი ცოლი იყო, რომლის ჭრელ-თვალა პირშავ ქმარს სხვის დუქნებისა და ქარვასლისთვის ცეცხლი მოეკიდებინა და იმით გამდიდრებულიყო.
მეექვსე ჰოგეჩაანთ ჭლერქოა იყო, რომლის საცოდავ მრგვალ ქმარს ხალხის ოფლი თავისთვის ფულათ გადაექცია და იმით დიდი კაცი გამხდარიყო.
მეშვიდე, გლახა ყაზაროსის ჩამომავლობის ლენფოშა ცოლი იყო, რომლის ქმარი რამდენიმე წელიწადი ქურდების უსტაბაში იყო და მერე სალდათის ფქვილით სამ-ოთხ ატაჟიანი ქარვასლები და სახლები აიშენა.
მერვე, ერთ ნაზ ლოხს დამას ავათმეო ვების ბულიონით თავის-თვის, ხავერდის სალოიკი შეეკერა.
მეცხრე, ერთმანერთის შორს მჯდომნი ავი და ჩასანდა სამი მაზლის ცოლნი იყვნენ, რომ თვალით ერთმანერთის დანახვაც არ უნდოდათ. იმათ საქმეებს, ამბავებს ცალკე წიგნი და დავთარი უნდა და ვისაც უნდოდეს ხელათ შიტყოს, სამისაგან ერთსა ითხოს. ის ჩემზე კარგა გიამბობთ.
მეათე, ერთ ცხენ-თავა ქალს, საყვარულის ქმრის ანდერძი კბილებით დაეღეჭნა და მერე აბსავით ჩეეყლაპა.
მეთერთმეტე, ძრიელ ვაგლახი იყო! ფომინობას ფარჩა მოეპარა, თავის მოდის კალთის ქვეშ ამოედო და ავათ გაბეაბრუებულიყო.
ბარემ ერთიცა ვთქვა და დუჟინ შევასრულო.
მეთორმეტე, ასეთი ნამტანია ეშხიანი დედა-კაცი იყო, რომ ლოტოს კაზნაჩეობაში სხვის ბრილიანტის ბეჭედი აეწაპნა და ამისთვის ლეჩაქი დახეოდა და ცალი კავი დაჰკარგოდა.
რა დუჟინი კმარა? კიდევ ვინ არ ერია იქა?
საედრის სტაროსტას ცოლი, საეკკლესიო ფულით დამშვენებული; ჩინოვნიკის ცოლი, ქრთამით ყელ ამსებული დიდი არისტოკრატკა, სახლიდგან გამოგდებული, თავის წყევილის მზითვით ქმრის ორჯელ მყიდველი; პატარა არისტოკრატკა ქმრისგან გასწავლული, ჯიბეში ქმარი ჩადებული, უცხოზე გადაკიდებული.
რამდენნი იყვნენ კიდევ ამათ მსგავსნი, ამათზე უფრო უარესნი, ამდენი ცრუნი და მატყუარნი ოქრო-ბრილიანტით მოჭედილნი, მოდებში გახვეულნი!
ვინ მოსთვლის იმათ. ან ვინ გაიგებს იმათს საზარელ საქმეებსა და მოქმედებასა?
მაგრამ, რა უშავს? იმათი ჩადენილი, იმათი ქმრების ნამოქმედარი მონელებული იყო, გავლილ იყო; ვინ რას ხედავდა, ვინ რას კითხულობდა? ისინი კარგა ჩაცმულნი იევნენ, კარგა მორთულნი, კარგა მცხოვრებელნი, კარგის სახლ-კარის მქონებელნი, კარგის მოყვარე მეგობრების პატრონები, ყველას მიმღებელნი, ყველასგან მიღებულნი და ყველგან სუყველაზე თავს მჯდომარენი, თანაც სემდესია დვა და შესდესე ტრის ნაზათ მთქმელნი.
იმათ რა ბრალი ჰქონდათ, რა დაეშავებინათ?
ბრალის და დანაშაულობის მქონებელი მაკაკო იყო, ჩემი საწყალი მაკაკო, რომ ბადია დაეგირავებინა და მოსულიყო, იმათ წინ დასჯდომოდა და რომლისთვისაც დასახრჩობაო თოკიც, იმათის ფიქრით, სანანური იყო.
ღამის ათი საათი იქნებოდა, სანთლები ნახევრამდის დამწვარიყო; ზალაში და სასტუმროში ჰაერი დამძიმებულიუო. გარეთ ქუჩა ავსილ იური შინაური კარეტებითა და კალასკებითა, შინათ კუხნა და ბალკონი ლაქიებითა. მაკაკოს ქმარსაც დუქანი დაეგეტნა თუ არა, ხელოსნის ტანისამოსით პირ-და-პირ მოსულიყო და ბალკონში წინ და უკან ბოლთის კვრით უკურთხავდა და უკურთხავდა ლოტოს მომგონსაც და ბიძაანთაც, რომ საქმე ასე გძელდებოდა და იმ ტანისამოსით იმისთანა ოქროს სახლებში შესვლა ვერ გაებედნა უბიძოთ, რომელზედაც ლაქიას ეთქვა, შინ არ არისო. ვინ იცის, ისიც დარიგებული იყო, თუ ხელოსნის ტანისამოსი არ იამა ამ ერთს სულიერსა.
ჩემ მაკაკოს ბლომათ წაეგო.
მე კი არ ვიცოდი, რომ აგრე იქნება; აბა რა უშავს ქვას მოიგებდა ამ აფთრებისაგან ან ვინ მისცემდა იმას იმდენს გულის ღონესა და ძალას, რომ იმათ გამართულ ლოტოდამ თავის თავათ დროზედ ამდგარიყო.
გული ისე გახდომოდა, დანა რომ გეკრათ. ერთი წვეთი სისხლი არ ედინებოდა.
ჰეი გიდი, რა ფიქრებით მოსულიყო ბიძაანთსას. რა წადილითა და ტანჯვით დაეგირავებინა თავისი ერთათ ერთი სათუთო ბადია, რა ფიქრებით დამჯდარიყო ლოტოზე და ახლა რა იყო…
მოგების სიხარბე სრულიად საწყალს არა ჰქონდა და წაგებასაც აღარ ზოგავდა, ოღონდ სირცხვილიდამ პირნათლად გამოსულიყო; ოღონდ იქიდამ მშვიდობით განთავისუფლებულიყო. ჯანი გავარდეს, ბადიის ათ მანეთსაც, ქმრის მოცემულ სამ მანეთსაც. სულ თავის თვალის ჩინისაგან ამოიღებს, თავის ნემსის წვერისაგან მოკრებს. მაგრამ ახლა რა ქნას, რომ ის სამი მანეთიც წავიდა, ის ათი მანეთიც და ათიც სხვა მიდიოდა. ესე ხომ სრულიათ შერცხვა. ამასთანაც იმ წყეულ გენერალ დამების სცილი და ხუმრობა, რომლისაც ბევრ წილს მაკაკო თავისზე იღებდა, ბევრიც ეგონა, ჩემზე არა არისო.
* * *
როგორ გაუთავდებოდა ის დაწყევლილი ლოტო, რა ბოლო ექნებოდა, რა მოხდებოდა, სულ ამ ფიქრებში იტანჯებოდა ჩემი საწყალი და ამისგამო ბევრჯელ მოგებაც არ ესმოდა, ისე რომ გვერდით მჯდომს ერთ ნაზს ქალს. ებრალებოდა კიდეც და ხანდისხან ისა შველოდა.
აღარ იცოდა. საწყალს ვისთვის დაებრალებინა, თავისი უბედობა, იმის უმანკო. გულში არავის დამნაშავობა არ თავსდებოდა; ბრალეული არავინ გამოდიოდა. ისევ თავის თავს აბრალებდა, რომ თავის ქერქში არ დადგა, რომ დიდ-კაცის ცოლებთან ჯდომა მოინდომა, რომ მოსულიყო და ამათში გამოჭიმულიყო, რომ ნახევარ საათის წინათ ცოტა მოგების იმედი მიეცა თუ არა, აი-არით ჯერ ნამდვილათ არ მოგებულ ფულებით შვილისთვის რიღასიც ყიდვის პირობა დასდვა და ბოლომდის არ მოიცადა ერთი ენახა. თუ ღმერთი როგორ გაათავებს საქმესა.
ამ სწორეთ ამისთვის დამსაჯა ღმერთმაო, ფიქრობდა ჩემი მაკაგო.
„ჰი! ახია ჩემზეო, ამბობდა თავის ფიქრში. აი აგრე გაგიშავდება პირიო!“
ნანობდა წინაშე ღვთისაც, სურფ-სარქისისაც, ღვთის-მშობლისაც, ხატებისა და წმინდანებისაც და სხვა არაფერი არ უნდოდა, სხვას არაფერს არა სთხოვდა, ოღონდ ერთხელ მაინც მოეგო, რომ თავის ცამეტს მანეთზე მეტი ვალი არ დასდებიო; რომ პირი არ გაშავებიყო ამ პირშავებთანა.
მაგრამ შენ არ მამიკვდე, ამ თამაშობამაც გაიარა. ვიღამაც მოიგო კიდევ ერთი თუმანი და ისევ მაკაკოს ერთი მანეთი ახალი ვალი მოემატა.
„ოც-და-ორითა ხარ ეხლაო“, უთხრა კაზნაჩემ და საწყალს ასე ეგონა ჭერი თავზე დაენძრაო.
* * *
აი აგერ სულ მოიშლება, აგერ სულ ერთიანათ დაიძვრიან, ამოიღებენ თავიანთ პორტმანებს, ზოგნი მოგებულ ფულებს ჩაიწყობენ, ზოგნი წაგებულს ამოიღებენ. იმან რა ქმნას? ისიც ამოიღებს თავის პორტმანეს, სამი მანეთი ხომ მიცემული აქვს, ათსაც მისცემს, მერე დანარჩენი ცხრა მანეთი ვიღამ მისცეს, როგორ მისცეს, ვისი მოვალე დარჩება? იქნება სწორეთ პირდაპირ მჯდომ გენერალ დამებისა? იმათი მახარა უნდა გახდეს, პირში უნდა უთხრან, თუ კი გქონდა, რაღათა ჯდებოდი ჩვენთანაო; ან იქნება სულაც არ ინდომონ, უთხრან, ეგეც შენთვის გვიჩუქებია, რადგანაც არა გაქვსო. ესე ხომ თითით საჩვენებელი გახდა, ესე ხომ თავი მოეჭრა ქვევანში, ან იქნება ისევ ძალო მოეშველოს, იმის მაგიერათ იმან მისცეს; ესე ხო დედა-მიწაში ჩაძვრა, ესე ხო ისევ ის გამოვიდა, ბადიას რაღათ აგიო რავებდა, ამდენს რაღას ეწვალებოდა?
ოჰ, ოჰ, რატო მარტო არ არის, რატო თმებს არ იგლეჯავს, რატო თვალებს ნემსით არ იჩხვლეტავს, რატო ტვინს მაკრატლით არ ითხრის, რატო დედამიწა არ იძვრის და ჭერი თავზე არ ექცევა, რატო დედა-მიწა არ სქდება და იმის თავლაივიან თავს არ იტანს…
* * *
ამ ყოფაში იყო ჩემი საწყალი მაკაკო, რომ პირ-და-პირ მსხდომმა დამებმა ხელმეორეთ დაიწყეს თავისი სიცილი და ხუმრობა.
ამ ხანათ სრულებით აღარა ზოგვენ მაკაკოს, პირში შესცინიან... სწორეთ, სწორეთ მაკაგოს მასხარათ იგდებენ... აი, კიდევ რაღაც ჩურჩული გამართეს, რაღაცები უთხრეს კიდევ ერთმანეთს და ამას შემოხედეს, აი შორ მსხდომ ქალებსაც რაღაც ანიშნეს…
ერთბაშათ ერთმა ძრომლმა კამბეჩა-დამამ, რომელსაც შავ-შავი დიდი თვალები მართლა სწორეთ კამბეჩისას უგავდა და რომლის წყურვილს ლიმონადი და არშაჯები ვერ აუდიოდნენ, — ბადიით ცივი წყალი მოითხოვა. ამასობაში განდღრეულმა გენერალმა დამამა სთქვა, რომ ვერცხლის ბადიით უფრო ცივი იქნებაო და ნეჟნათ გაიცინა.
მაკაგოს კინაღამ გული გაუსქდა, განდღრეულმა დამამ კი მსუბუქათ ჩაახველა და მერე იმანა და ბურთ გენერალ–დამამ ერთი ასეთი საძაგელი სიცილი ასტეხეს, რომ ამ სიცილმა ერთისაგან მეორეს ჩამოყარა, ვინც კი იცოდა. საწყალი მაკაგოს ამბავი.
ეჭვი აღარ არის, შეუტყვიათ, იციან იმის ბადიის ამბავი. ამას იცინიან, ამას დასცინიან, სულ გამოჩნდა. სულ ყველანი აგერ პირში შეაფურთხებენ, ქმარიც შეიტყობს, ჩავარდა იმის წიხლის ქვეშა, იცემა, მოიკლა... თათელას ფიცი გაუტეხია...... ო, დიას, აი აშკარათ იმისი სახელიც წაიდუდუნეს, სეიდაბათიც ახსენეს…
გეღარ გასძლო ჩემმა საწყალმა მაკაკომ. ასე ეგონა თმებით ასწიესო, ლოტო წავიდ-წამოვიდა, სახლი შეიძრა, ჭერი თავს ჩამოექცა…
მაკაკოს გული წაუვიდა.
ისინი ჯერ ისევ იღრიჭებოდნენ, რომ მაკაკო გულ-წასული ეგდო სკამზედა. საწყალო მაკაკო!...
* * *
„ჰაი წყალი, ჰაი უშველეთ, ჰაი ერთი აქეთ მოიხედეთ!...“ ჩავარდა ორიანობა. შემოეხვივნენ მაკაკოს რამდენნიმე გარსა, ზოგი ხელებს აქეთ-იქით უწევდა, ზოგი ყურებსა, გასწეწეს ის საწყალი, თავი მოხდეს, კაბა დაუფხრიწს, ლეჩაქი ნაკუწ-ნაკუწათ უქციეს, ორი გრაფინკა წყალი ზდ დასცალეს. გამიწუწეს, წამიხდინეს, გამიფუჭეს ნაზი და ჯეირანი მაკაკო, ჩემი ზეციერი მაკაკო.
ასტყდა ერთმანეთს ევედრება; „ეს შენა ქენიო, ეს შენაო,“ ჩხუბი, აყალ-მაყალი, სიცილი, ღრეჭა... შემოვარდა ბიძა ალექო თავის ოთახიდამ, შემოირბინა ვარინკამ სტოლოგოიდამ მურაბის კოვზით ხელში. ძლივს, ძლივს ჩემი მაკაკო მოაბრუნეს.
ჯერ კიდევ სრულად გონზე არ მოსულიყო, ჯერ კიდევ თეთრსა და შავს არ არჩევდა, რომ ქმარიც ბიჭების ჟივილ-ყივილზედ შინ შემოვარდა…
რა წივილი, ნაზი ქალების რა გულის ფრიალი და გულის წასვლა, რა ვარინკას შეწუხება და უჯიშობაზე და უჯიშო ნათესაობაზე გაანჩხლება, რა კიჟინა და აყალ-მაყალი, რომ უფალმა დაიფაროს და ღმერთმა დაიხსნას!
შეიტყო მაკაკოს ქმარმა ყველაფერი, სულ ყველაფერი შეიტყო და მაშინვე მიიტანა ხელი ჯიბისაკენ…
ბევრი უთხრეს ზოგიერთებმა არა უშავს რა, ჩვენ გავსწორდებითო, ბევრი უთხრა თითონ ბიძა ალექომაც, კარგია, მე მივცემო. მაგრამ შენც არ მამიკვდე, მაკაკოს ქმარმა არავისი წყალობა არ მოინდომა; ამოიღო თავის საწყალის ჯიბიდამ მწარე ოფლით ალალი მო ნაგარი ფულისაგან ცხრა გაცვეთილ-დაძენძილი მანეთი და პირში მთა-ხალა ყველასა. ერთი კი ცხვირ-ქვეშ წაიდუდუნა თავის პატიოსან ბიძაზედ: შენც შეგარცხვინოს და შენი საჩუქარიცა! ეგეც წაიღე და მამიჩემის ფულებს მიუმატე, უფრო აშენდებიო...მაგრამ ეს სიტყვები ვერავინ გაიგო და არც მე მესმის, თქვენმა მზემ, თუ რას ნიშნავს... მემრე წაავლო ხელი მკლავში მაკაკოსა, წივილ-კივილით და ორ ნაკადულის ცრემლით ჩაათრია საწუალი იმ სამოც-და-ორი ფეხიანს მარმარილოს ქვის კიბეზე, რომელზედაც ასვლისას მაკაკოს ეგონა ცაში მიფრინავსო.
მეც გამოვდივარ იქიდამ…
თავი ბიძა ალექომაც ქვას ახალოს, იმისმა ცოლმა ვარინკამაც, იმისმა სახლმაც, იმისმა ლოტომაც.
მაკაკო რომ არა ყოფილიყო, მერწმუნეთ, იქ ფეხსაც არ შევდგამდი, თავათ ვარინკას ჩემთვის თვალები არ დასივებია.
* * *
ეგეც შენი ძალოს ლოტო, მაკაკოჯან, ეგეც შენი დიდკაცების ქალინკები და მაშინკები.
მებრალები შენმა გაზდამ, მაკაკოჯან…
მე შენ კარგად გიცნობ, შენის ნაზის და სათუთის გულის ამ. ბავი ვიცი. მაგ შენის ქმრის ცემა-ტყეპას, ამოდენა ბეაბრუობას, ვეღარ გაუძლებ...
არა თუ ძალოს პირს, არა თუ სოლოლაკის პირს აღარა ნახავ, შენ შენს ქუჩაშიაც აღარ გამოხვალ ამას იქით, შენ კეკელას და ნინუცასიც შეგრცხვება…
წადი, დაჯექ შენს საკერავზე, შენს ცრემლით დაასველე მუშტრის საქონელი…
ტფილისი
11 თებერვალს 1877 წ.
ნათარგმნი პ. უ.
______________
1 სომხურად იბეჭდებოდა ტფილისის სომხურ გაზეთში „Մշակ“(მუშაკში) 1877წ. №№1, 2, 5, 8, 11 და 14. მთარგ.
![]() |
3 ჩემს მეგობარს |
▲back to top |
ჩემს მეგობარს
რაღა დროს შენი მღერაა
ჭიანური და ნაღარა
მუხლებში ღონემ გისუსტა
თმაში. გერევა ჭაღარა?!
მაგრამ ჩვენს ძველებს რომ უთქომსთ:
„არ დაბერდება გულიო,
თუ არ ყოფილა ზნეობით
ვაგლახათ შელახულიო,
და გვამიც რაგინდ დასუსტდეს
მაინც ძლიერობს სულიო,
როგორც ძველ ნახმარ ჭურჭელში
კახური შენახულიო“.
თურმე მართალი ყოფილა!.
მაგალითს ვხედავ შენითა:
სული და გული მრთელი გაქვს
ხორცი თუმც გჭვალამს სენითა!
მაგრამ შენ შენთვის არ ფიქრობ:
ჭირი რომ გადგას კარზედა,
შენ მაშინ სტირი და ჩივი
სამშობლოს სატკივარზედა...
ამით ირისხებ უფროსებს,
იმდურებ ამხანაგებსა...
ფრთხილად!... ერიდე ხაფანგსა,
ყოველის კუთხით ნაგებსა!!...
თავს ნუ იმეტებ, სანამდი
შენს სამშობლოსა არგიხარ
და სანამ თითონ არ იგრძნო,
რომ ქვეყნის ურგო ბარგი ხარ!!
ვინც რა უნდა სთქვას, ნუ დასდევ!
შენვე ხარ შენი მსაჯული!!
და მაგალითად ის გყავდეს,
ვინც ჩვენთვის იყო ტანჯული,
აკაკი.
![]() |
4 გ........ს |
▲back to top |
გ........ს
ახალ – თაობის კაცია
და გულით კარგი სწადია,
მაგრამ, ბევრისა ვერ შემძლე,
ტრიალობს, როგორც გადია,
რომელსაც უნდა გულითა
თვით გამოზარდოს ყოველი:
ბატონის შვილი. სხვის შვილი,
და მრავალ - გვარი ცხოველი!
ხან ცხვრებსა დასდევს მინდვრებში,
ხან მივარდება წიწილებს;
ძროხებსაც ჰსწველის, ხბოს უვლის,
ღორს სდენის, გოჭებს აჭყივლებს.
რა საქმეც უნდა გამოჩნდეს
სუყველას ეპოტინება
და თუ სხვა ნახა უსაქმოდ,
იცის პირ-და-პირ გინება.
ხან და ხან კიდეც დასწყევლის,
მაგრამ უგულოთ... ენითა!...
ღმერთმან ხომ იცის, არ შვრება
ამას ის თავის ჩენითა?!
ხედავს, რომ თავს ვერ გაართმევს
მარტო ის ამდენ საქმეებს.
და ვინც ზარმაცობს ოჯახში,
მის გამო უღრენს და უყეფს.
მაგრამ ამ გვარად მშრომელი
და გადამხდელი ომისა,
ბოლოს სიძულილს მოიმკის
ნამყოფად თვისის შრომისა.
და გაკიცხულსა, საბრალოს,
თუმცა ხელს კი ვერ ახებენ,
მაგრამ გახეთქენ გულზედა...
მიწაში ჩაუძახებენ!..
აკაკი.
![]() |
5 ტყე და მისი მნიშვნელობა |
▲back to top |
ტყე და მისი მნიშვნელობა
ხომ გივლია, მკითხველო, ჩვენის ერთათ ერთის რკინის გზით? ხომ გადაგიჭრია საქართველო ჩვენის დედა-ქალაქის თბილისიდგან მოკიდებული, შავის ზღვის პირათ გარიყულს ფოთამდისინ? თუ გივლია ამ გზაზედ და თუ მეტადრე ზაფხულში პაპანაქება სიცხის დროს გადასულხარ - სურამის ქედზედ, შენც, უეჭველია, ის ფიქრები გაგიელვებდენ თავში, რომელთაც მე გამიარეს; უეჭველია, შენც დაფიქრდებოდი და იკითხავდი: რა არის მიზეზი, რომ საქართველოს ამ ორს ნაწილს შუა ასეთი დიდი განსხვავებაა? რა არის მიზეზი რომ საქართველოს ერთს ნაწილში — ამერეთში, მზისაგან ჩახურებულს დედამიწას სიცხის სული ასდის და მეორეს ნაწილში — იმერეთში შუადღის მზის სიცდოველესაც კი სიგრილის ნიავი ძლიერებას უკარგავს? ამერეთში წვიმა ისე ძვირათ რათ მოდის, რომა გვალვა თითქმის ორს წელიწადში ერთხელ მცენარეობას აწყობს და იმერეთში კი გვალვა არ არის, არ იციან? ქართლ-კახეთში რატომ ისე ხშირნი არ არიან მთის წყაროები, როგორც იმერეთში? გაუვლიათ თუ არა ამ ფიქრებს შენს თავში? თუ გაუვლიათ და თუ პატარა დაკვირვების ნიჭიცა გაქვს, პასუხს შენვე გამოსძებნიდი. საკმაოა რომ კაცმა ცალის მხრივ ქართლის მოტიტვლებულს მთა-კლდეებს შეხედოს, რომლებზედაც ხშირათ არამცთუ ტყე, ბუჩქებიც კი არ მოინახება და რომლებზედაც, საცა გეგონოს ნიაღვრებისაგან ჩამორეცხილს გასიპულს კლდეებს თავი ამოუყვიათ და მეორეს მხრით თვალი გადაავლოს ამწვანებულის ტყებით შექოჩრილს იმერეთის მთებს. ვისაც კი არ დაზარდება იმერეთისა და ამერეთის ჰავის განსხვავების მიზეზის მონახვა, მაშინათვე წამოიძახებს: ეს მიზეზი — ტყე არისო. მართლაც რომ ეს მიზეზი — ტყეა.
იმერეთში ტყე მრავალია და ამიტომ ჰავაც გრილია, წვიმაც ხშირია და მდინარეებიც უფრო მრავალნი არიან. ქართლ-კახეთში კი, თუმცა ტყე ბევრგან კიდევ არის, მაგრამ ბევრგან ისე ამოკაფეს და ამოსწვეს, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ამ ასს წელიწადზე ყოველი მცენარეული გაწვდეს და საქართველო. ქვიშის ზღვაში ჩამარხულს ქვეყანას დაემგზავსოს.
ამ თვალსაჩინო მაგალითითა ვხედავთ, რომ ტყიანს იმერეთში სითბო უფრო თანასწორეთ არის განაწილებული, ვიდრე ქართლ-კახეთის უტყეო ადგილებში, ე. ი. იმერეთში ზაფხული უფრო გრილია, ვიდრე ქართლ–კახეთში და ზამთარი კი უფრო თბილი. მაგალითით, მართალია, ვხედავთ, მაგრამ შეიძლება თუ არა ამ მოვლენას მეცნიერებაზედ დამეარებული საბუთი ვუპოვნოთ? შეიძლება და ადვილიც არის. ტყეში დიდროვანი ხეების ფესვები დედამიწაში არიან ჩახლართულნი და მათგან გათხრილს ხვრელებში სითბო და სიცივე ადვილათ ჩადის დედამიწის პირიდგან დედამიწის სიღრმეში. ზაფხულში როდესაც მხურვალე მზის სხივები, მინდვრათ ბალახს აყვითლებენ და სტრუსვენ, ტყეში მათი სითბო დედამიწის სიღრმეში იკრიფება და ამიტომ ზაფხულში ტვინს ალაგას უფრო გრილა, ვიდრე გატიტვლებულ მინდვრებში. ზამთარი კი როდესაც ჰაერი გაცივდებ, ეს დედამიწისაგან მოგროვილი სითბო ამოდის ჰაერში და იქ იფანტებს. ამიტომაცვე ზამთარში ტყეში ისეთი სიცივე არ არის როგორც მინდვრათ.
შეიძლება ეს ჩვენი აზრი ორის სიტყვით გამოვსთქვათ: ტყე ზაფხულში ჰაერიდგან სითბოსა ჰკრეფს და ზამთარში კი, იმ სითბოს ჰაერსავე უბრუნებს.
ადვილათ გასაგებია როგორ მავნებული უნდა იყოს ქვეყნისთვის წინდაუხედავათ ტყეების გაწყობა. მართლაც, ეხლა ბევრს ალაგას საქართველოში უფრო სუსხიანი ზამთარი იცის, ვიდრე უწინ სცოდნია და იმისთანა მცენარეები, როგორც ვაზი, კაკლის ხეები და სხვ. ხშირათ ზამთრის ყინვებისაგან ზიანდებიან ეს ზამთრის სიცივეები უმთავრესათ ტყის გაწყობისაგან მოხდებიან და, თუმცა ზემოხსენებულს ალაგებში ზაფხულში უფრო დიდი სიცხეები შემოიღო., მაგრამ რა ხელს მოგვცემს ზაფხულის სიცხე, თუ ამ სიცხისაგან ზემოთ ამოწეულს ხეხილს ზამთრის ყინვა საცოდავათ წელში მოჰკაკვავს.
ზამთრის სუსხებს გარდა ტყის გაწყობას ერთი მავნებელი მოვლენა სხვაც კიდევ მოსდევს: ყველამ იცის, რომ ხშირათ ჩვენში გაზაფხულის ყინვა აოხრებს ვენახებსა და ხეხილს. მეცნიერთაგან გამოკვლეულა, რომ იმისთანა ქვეყნებში უფრო ხშირია ეს ყინვები და უფრო მეტი ვნება მოაქვთ, სადაც ტყე ნაკლებია. ერთი სწავლული ამბობს, რომ მას აქეთ რაც ალპის მთებზედ ტყეები გააწყვეს, იმ მთების ახლო-მახლო ქვეყნებში გაზაფხულზედ უფრო ხშირათ აოხრებს ყინვა მოსავალსა და ხეხილის გაჩენაც უფრო გაძნელდაო.
სითბოს თანასწორეთ განაწილების გარდა ტყეს ბევრი სხვა სიკეთე მოაქვს. ერთი უმთავრესთაგანი არის გვალვის მოსპობა.
ხშირათ იცის ჩვენში ივლისში და აგვისტოში ცხელი სულის შემხუთავი დღეები; ამისთანა დღეში სიო არ იძვრის და ცაზედ, კაცმა რომ განგებ ეძებოს, ღრუბელს ნიშნათაც ვერ იპოვის. ამისთანა დღეებში ადამიანს სიცხისაგან პირი უშრება და ყველგან ისეთი პირის სიმშრალეა და ისეთი ცხარე მზე დაჰყურებს დედამიწას, რომ ამ პაპანაქება სიცხის გამოსახატათ ჩვენი გლეხები იტყვიან: მზე იკბინებაო. როგორის სარბის თვალით შეჰყურებს ამისთანა დღეში მინდორში მოსიარულე კაცი გაიფოთლილს ტყეს! როგორ დარწმუნებულია, რომ ტყეში თუ სიგრილეს არა, ცოტაოდნათ ნოტიო ჰაერს მაინც იგრძნობს და სულს მაინც მოიბრუნებს! როგორის სიამოვნებით შეადგამს ამდროს მგზავრი ტყეში ფეხსა დიდხანს მინდორში სიარულის შემდეგ.
უეჭველია ბევრს უფიქრნია, რა მიზეზია რომ რაც უნდა გვალვა იყოს, რაც უნდა მტვერათ იქცევოდნენ მზისაგან დამწვარი ნახნავ-ნათესები, მაინც ტუში ნოტიო არ გამოილევა და იქ ხალიჩასავით გადაფენილი ფოთლების გროვა კაცმა რომ ცოტა მოჩიჩქნოს, უთოოთ სველს ალაგამდე მიაღწევსო.
ამ მოვლენის მიზეზი ბევრგვარია და ჩვენ მხოლოთ უმთავრესებზედ მივუთითებთ.
ყველამ იცის, რომ წყალი სიცხისაგან ორთქლათ იქცევა და ეს ორთქლი ჰაერში იბნევა. როდესაც ორთქლათ გადაქცეული წელი ჰაერის ცივს ადგილებამდე მიაღწევს ისევ შეიკვრის და ღრუბლებსა ბადავს ეს ღრუბლები ჰაერში მისვლა-მოსვლის დროს ცივს ალაგებს შეხვდებიან, იქცევიან წყლათა და დედამიწას წვიმათ უბრუნდებიან. მე წინაწინვე ვსთქვი რომ ზაფხულში ტყეში უფრო გრილა, ვიდრე იმის გარეშემო. ეს სიგრილე, გარდა ნაჩვენების მიზეზისა, მოხდება იმისაგან რომ ტყის ფოთოლი დიდძალს წყალს ორთქლათ აქცევს და ამისათვის დიდი სითბო სჭირდება. ასე რომ მომეტებული ნაწილი მზისაგან მიღებულ სითბოსი ამ წყლის ორთქლათ გადაქცევას უნდება და ტყე კი გრილათა რჩება. წარმოვიდგინოთ, ცაში ქარს ღრუბლები აქა-იქა დააქვს. უეჭველია, რომ ეს ღრუბლები იქ იქცევიან წელათა და წვიმათ წამოვლენ დედამიწაზედ, სადაც უფრო გრილს ჰაერს შეხვდებიან და რადგან გრილი ჰაერი უფრო ტყეს დასტრიალებს, წვიმაც ტყიანს მხარეს ეტანება. ამის დამტკიცება ასისა და ათასის მაგალითით შეიძლება..
ესპანიამ საშინელი გვალვა იცის, რადგან ისანიელთ ისე ამოჰკაფეს თავისი ტყები, თითქოს ესენ. მათი მოსისხლე მტერნი ყოფილიყვნენ. ეგვიპტეში ისე ძვირათ მოდიოდა უწინ წვიმა, რომ როდესაც იქ 1798 წელს, ფრანცუზები იყვნენ თექვსმეტი თვე ცვარი არ ჩამოვარდნილა; მაგრამ ამ გოლვის დროს ეგვიპტის ხედივებმა (მთავრებმა) დიდძალი ხეხილი გააშენეს თავიანთ ქვეყანაში და ხეხილის გაშენებას წვიმების გახშირებაც მოჰყვა, ან შორს რათ მივთ დივართ სხვა და სხვა მაგალითების მოსაძებნათ? საკმაოა რომ კაცმა თბილისიდგან გორამდის რკინის გზით იაროს და გზაზედ მარჯვნივ და მარცხნივ მოტიტვლებული მთები ათვალიეროს; მაშინ იმას პასუხი მზათ ექნება იმ კითხვისა, რომ ამ მხარესა გვალვა ასე ხშირი რათ არის. რომლისამე სასწაულის ძალით ეს მთები რომ ტყეებით შეიმოსონ, ეჭვი არ არის, რომ ეხლა გვალვისაგან გადამწვარი მინდვრენი მწვანეთ აბიბინდებოდენ და ქარის დროს მტვრის ბუქის მათ გივრათ მხიარული ვანების ღელვას დავინახავდით.
თუშცა ტყიანს ალაგას წვიმა ხშირათ მოდის, მაგრამ ეს სულ ამაო იქნებოდა, ტვის ნიადაგს ერთი თვისება რომ არა ჰქონდეს. ეს თვისება იმაში მდგომარეობს რომ ეს ნიადაგი სხვა და სხვა ფოთლებისაგან შესდგება, რომელთაგანაც ზოგი დამპალა ზოგი მტვრათა ქცეულა და ზოგსა კი ჯერ მხოლოთ ხრნა შეარვია. ეს ფოთლებისაგან შემდგარი ნიადაგი ზღვის ღრუბელს ჰგავს და მრავალი წყლის დატევა შეუძლიან; ის წვიმის წყალს გარდა დამდნარს თოვლსაც ნელნელა იწოვს; ყველამ იცის, რომ ტყეში თოვლი ისე ადვილათ ვერა დნება როგორც მინდორში, რადგან ტყე თოვლს ქარისა და მზისაგან იფარავს და ბევრჯერ შეხვედრია ტვეში მოსიარულე კაცს თოვლის პოვნა იმისთანა დროს, როდესაც მინდვრათ თოვლის ხსენებაც აღარა ყოფილა, ნელნელა გამდნარი თოვლის წყალი ისევ ტყეშივე რჩება, ზოგი ფოთლების ხროვაში და ზოგი დედამიწის სიღრმეში.
სჩანს, რომ ტყის ნიადაგი შეადგენს თითქოს ერთს უზრმაზარს წყლის აუზს, რომელშიაც ზამთარ-ზახულ წყალი არ გამოილევა და საიდანაც ახლო-მახლო ალაგებს ყოველთვის ნოტიო არ აკლდება. ტყე სადაც არ არის წვიმის წყალიცა და თოვლისაც დდამიწაში არ ინახება, ეტანება დაბლობს ადგილებს. ჩადის მდინარეებში და იქიდან ზღვებში, ტყში კი ეს წეალი დიდხანს რჩება და მხოლოთ ნელ-ნელა ეძლევა გარეშემო მხარეს. ამის მიზეზითვე ტყიანს ალაგებში ხშირნი არიან წყაროები, რომელთაც წყალი ზამთარ-ზაფხულს არ აკლდებათ.
ბევრგან არის ჩვენში ტყის წყაროები, ბევრს სოფელს აბრუნებინებს სულსა შუა სოფელში მოჩუხჩუხე მდინარე; ბევრსაც კი მოჰლებია ეს სიამოვნება უთავდარიგოთ და უგუნურათ ტყის გაჩეხის გამო. სხვათა შორის ერთს ჩვენს ქალაქთაგანსაც–სიღნაღს, ჩამოუდის წყარო, საიდამაც მცხოვრებნი მუდამ წყალსა ზიდვენ. ეს წყარო უწინ ისეთი დიდი ყოფილა, რომ იმის წყალი ყველას თურმე ხვდებოდა. ამ ბოლოს დროს კი სიღნაღის გარეშემო ისე გაუკაფამთ ტყეები, რომ ეს წარო თანდათან შრება და მცხოვრებთ ერთი ვაი უშველებელი და ჩხუბი აქვთ იქ წყლის ავსების დროს ეს ჩხუბი ხანდისხან ისეთი ცხარეა თურმე, რომ ამ წუაროსთვის „თავ-გატეხილა„ დაურქმევიათ, იქნება, სამართლიანათაც.
ბარში ტყის გაწყობას თუმცა დიდი ზიანი მიაქვს, მაგრამ ეს ზიანი ჩალათაც არ ჩაიგდება იმ ზიანთან შედარებით, რაც მთებში ტყის გაწყობას მისდევს. თითქმის ყველა ჩვენი მდინარეები მთის მდინარეები არიან და იქიდან იკვებებიან. რომელს მთებზედაც კი ტყე არის, იქიდან მომდინარე წყლები თავის დონზედა დგანან და უბრალოთ მოდიდება, ან დაშრომა არ იციან. ეს იმიტომ, რომ ტყეები არასდროს ნოტიო არ ილევა და მდინარეს თავისი წყაროები არ აკლდება. თუ დიდი წვიმს მოვა როდისმე, წვიმის წყალი ტყეში დაგროვდება და მხოლოთ ნელ ნელა შეემატება მდინარეს.
ახლა, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტყეეები გაკაფეს; მიშინ გვალვის დროს მთის მდინარეები ან სრულიათ და შრებიან, ან ისე დაპატარავდებიან, რომ კაცს ფეხდაუსველებლივ გადასვლა შეეძლოს; დიდი წვიმების დროს კი, რაკი წვიმის წყალი ვეღარსად მოგროვდება, ერთბაშათ მდინარეს შეერთვის და მაშინ ვაი ნაპირზედ მცხოვრებთა ბრალი; აშფოთებული და აღქაფებული მდინარე სტოვებს თავის ჩაღრმავებულს გზას, გადადის ნაპირებზედ და აღარაფერს აღარა რა ზოგავს, რაც კი ხელში ჩაუვარდება.
წყლების მოდიდებაზე უმეტესი ვნება მოაქვთ ნიაღვრებს, დიდი წვიმების შემდეგ საზარელს სანახავს წარმოადგენენ ის მთები, რომელნიც ტყეს მოკლებულნი არიან.
დავუგდოთ ყური ერთის ფრანციკლის ლაპარაკს, რომელიც შემდეგის სიტყვით ხატავს საფრანგეთის ალპების მდგომარეობას ტვყეების გაჩეხის შემდეგ:
„ მე არ ვაზვიადებ იმ ზარალს რაც ტყის გაწყობამ საფრანგეთის ალპების მხარეს მოუტანა. მე რომ ცალ-ცალკე სოფლები ვასახელო იმ სოფლის მცხოვრებნი ყველანი დამეთანხმებიან და მეტყვიან „ყველა ეგ უბედურება შეგვემთხვა, ერთიც ტყუილი არ არის. მე არა მინახავს რა ამ მხარის მგზავსი თვით აფრიკის უდაბნოში გაბნეულს სოფლებშიაც. იქ კაცი ცხენსა და ბალახს მაინცა ნახავს; საფრანგეთის ალპის სოფლებში კი ვერც ერთსა ნახავ და ვერც მეორეს, აქაურს ხეობებს ზემოდან დაჰყურებს ნათელი, ბრწყინვალე ცა; რამდენსამე თვეს ნამი არ ჩამოვარდება, კაცი ცაში ღრუბელს ვერ დაინახავს; მასუკან უცებ იხსნის ცა პირსა და მოდის თავსხმა წვიმა. უტყეობამ სრულებით გააწყო ამ ქვეყანაში ყოველივე მცენარე; იქ არ არის არც ბალახი, არც ხე; ყოველივე მტვრათ არის გადაქცეული. მიწას არა აკავშირებს რა და წვიმის დროს წვიმის წყალი ჩალეკავს ამ მიწას და წვრილს კენჭებს დალობებში. ზოგიერთს ნიაღვარს დიდროვანი ქვების დაძვრაც კი არ უჭირდება, რომელნიც საზარელის ჯახა-ჯუხით ცვივიან თავქვე დაქანებულნი. ადით რომელსამე მაღლობზედ და იქიდამ გადმოხედეთ ამ ალაგებს. თქვენს წინ გადაიშლება უდაბურებისა, უკაცურობისა, სიკვდილის სურათი. მზეს დაუხეთქნია საშინელი კლდე-ღრეები და წვიმის წყალი უმეტესათ ადიდებს და რეცხავს ამ მზისგან დაპობილს ალაგებს. ჩალეკილი ქვა, კლდე აკსებს მთის წელების გზებს, რომელნიც შორიდამ ისე მოჩანან, თითქო ქვების ზოლი განგებ გაევლოთო.
ესეთი სანახავნი არიან მთის წყლები გვალვის დროს; მაგრამ ენა ვერ გამოხატავს იმ საშინელს სურათს, რომელსაც ისინი ნიაღვრების დროს წარმოადგენენ. მდინარეების მოდიდება რასა ჰქვიან ამ ნიაღვრებთან შედარებით. ისინი მიაგვანან ზღვას, რომელიც დაქანებული მოდის მთის კალთებში და მიაქვს თან, რაც კი გზაზედა ხვდება უზარმაზარი ქვა-კლდეების ერთმანეთთან შეტაკებას ისეთი ხმა აქვს, თითქო ზარბაზანებს ისროდენო. ხანდისხან ნიაღვარი მთელს მთას ჩამოაქცევს და ამისი საშინელი ხმაურობა თვითონ ჭექა ქუხილსაც აჩუმებს. ამ ბუნების მოვლენათა წინეთ ამოვარდება საშინელი ქარიშხალი, მერე იწყობა მსხვილი წვიმა და ძლიერი ნიაღვრები ეშვებიან თავქვე; პატარა ხანს უკან ჩამოვარდება ისევ ის სამარის სიჩუმე, რომელიც ამ უბედური ადგილების თვისებას; შეადგენს.
ამ აღწერას რომ ვკითხულობ, უნებურად მაგონდვბა ალ. ჭავჭავაძის სიტყვები:
„აი ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი“.
თუ ჩვენც ფრანციელებისავით ჭკუა არ ვისწავლეთ და ტყეებს როგორც წესია ისე არ დავყწვეთ გაფთხილება; სიფრანგეთში, რაკი მიხვდნენ, რა შედეგი მოსდევს ტყეების გაწყობას, მაშინათვე მიჰყვეს ხელი თავიანთ მამა-პანათ სიბრიყვის გასწორებას. იქ ეხლა არამც თუ ძველს ტყებს თვალის კაკლებისავით უფთხილდებიან, არამედ დადძალი ახალი ტყეც გააჩინეს. 1876 წლამდე იქ ახლათ გაშენებულის ტყის სივრცე იყო 320,000 დღიური და რაც ამ სამს უკანასკნელს წელიწადს გააშენეს, ის კიდევ სხვაა.
მოკლეთ მოგჭრათ, რისაც თქმა გვინდოდა ამ გძულს ბაასში:
სადაც კი ტყე ბევრია, იქ ჰავა ზხულ-ზამთარი უფრო თანასწორია: ზამთარი უფრო თბილია და ზაფხული უფრო გრილი, ვიდრე უტყეო ქვეყნებში.
ტყე გვალვას თავიდამ გვაცილებს.
სადაც კი ტყე ბლომათ არის, იქ მდინარეებმა არც უბრალოთ მოდიდება იციან და არც დაშრობა, იქ ნიაღვრებს ძალა დაკარგული აქვთ და მთების ჩამორეცხა აღარ შეუძლიანთ.
ეს სამი თვისება ტყისა საკმაოდ ცხადი და თვალსაჩინოა; ცხადი და თვალსაჩინოა ის აუარებელი ზარალი. რომელიც ტყის უბრალოთ გაკაფვასა და ამოწვას მოსდევს და მგონია, ყველა დამეთანხმოს ამ აზრზედ რომ ტყის ჩვენ თვალისჩინისავით უნდა ვუფთხილდებოდეთ და უნდა ვეცადოთ, ის საქმე არ დაგვემართოს, რაც ზოგიერთს მცირე აზიის ქვეყნებს დაემართათ, რომელნიც ამ ათასის და ორი-ათასის წლის წინეთ ქვეყნიერს სამოთხესა ჰგვანდენ და ეხლა კი, ყოველი მცენარეობის გაწყობის შემდეგ, ისე გადამწვარნი და გატრუსულნი არიან მხურვალე მზის შუქთაგან, რომ ქვეენიერს ჯოჯოხეთს წარმოადგენენ.
ყველა დამემოწმება ტეგების გაფთხილების საჭიროებაზედ, ვისაც კი თვალები სახილავთა და ყურები სასმენელთ აქვს მინიჭებული და არა მარტო სახის დამაშვენებლათ.
სამს ნათქვამს სარგებლობას გარდა, ტყეს სხვა მრავალი სარგებლობა კიდევ მოაქვს, რომელთაც მოკლეთ ჩამოვთვლით.
ბევრს ალაგას ტყეები ზღუდესავით არიან შემორტყმულნი და იფარვენ რომელსამე მხარეს ცივის, ამაოხრებელის ქარებისაგან. უეჭველია, რომ ამისთანა ალაგას ტყეების გაწყობა დიდათ მავნებელი იქნება. მართალია, ისიც მოხდება ხოლმე, რომ ზღვის პირას ტყეების გაწყობის შემდეგ ზღვის თბილი ქარი დაიწვებს ბერვას იმის ნაპირებზედ და ზამთარს დაათბობს, მაგრამ ამისთანა შემთხვევა უფრო ძვირათა ხდება, ვიდრე პირველი, როდესაც ტყის გაკიფვით ცივს ქარს გადაღობილი გზა ეხსნება.
ვინ არ იცის რომ მიწის მოსავალს მრავალი უწყალო მტერი ჰყავს. ეს მტერი თუმცა ოთხფეხსა და ფრინველებშიც მოიძებნება, მაგრამ ურო საშიშნი და უმეტესის ზრალის მომცემნი მამულის პატრონისთვის არიან მწერნი. ამათ შორის მე დავასახელებ მხოლოთ ერთსა - კალიას, რომელსაც სხვებზედ მეტი ვნება მოაქვს ჩვენში. კალია ცხელისა და ხმელის ქვეყნების შვილია და იმისი მოსისხლე მტერნი არიან სხვა და სხვა ფრინველები, მომეტებულათ ტარბი. ამ მწერს საშინლათ ეშინიან სიცივისა და ნოტიოსი და ამისგამო ეტანება უფრო იმისთანა მხარეს, სადაც ტყე ნაკლებათ არის. ქართლ-კახეთს რომ კალიის გუნდი და გუნდი დაესევა ხოლმე, რატომ იმერეთშიაც არ გადადის? იმიტომ რომ იქ ტყე მრავალია, იქ მზე ვერ ახურებს დედამიწას, რომ კალიის კვერცხებს საკმაო სითბო მიუვიდეთ, იქ ნოტიო დაუხშობს სიცოცხლეს წვრილს კალიას და თუ, ვინიცობაა, ორიოდე კვერცხი გადაურჩება ამ სიცივეს და ფრთების შესხმას მოასწრობს, ტყის ფრინველები მალე ბოლოს მოუღებენ.
ამას დავურთობთ კიდევ ერთს შენიშვნას; მცირე აზიაში კალია იქაურს მცხოვრებთ სწორეთ სისხლის-მსმელ მტრათ გაუხდათ და ეს მეტადრე მასუკან მოხდა, რაც იქ ტყეები გააწყვეს.
მე ჩამოვთვალე მხოლოთ ის ვნება, რაც ტყის გაწყობას მოსდევს და რაც მეცნიერებისაგან დამტკიცებულია, ბევრთ სწავლულთ წარმოსთქვეს კიდევ, რომ ტყეებს სხვა სარგებლობაც მოაქვთო. მაგ. ჭაობიანს ქვეყნებში ტყე ცუდსა, ჯანის სიმრთელისათვის მავნებელს სუნს აწყობსო, ტყიანს ქვეყნებში სეტყვა უფრო ძვირათ მოდისო და სხვ. ამ სწავლულებს ზოგიერთი მაგალითებიც მოჰყავთ თავიანთის აზრის დასამტკიცებლათ, მაგრამ მოპირდაპირეც მრავალი ჰყავთ. რადგან ეს ბუნებების მოვლენანი ჯერ მეცნიერების კანონზედ არ არიან დაფუძნებულნი, მეც ბევრი აღარაფერი ვსთქვი და მხოლოთ გაკვრით მოვიხსენიე.
რა უნდა ვქნათ, რომ ყოველივე ის უბედურება თავიდამ ავიცილოთ, რაც ტყეების გაკაფვას მოსდევს?
ამ კითხვაზე პასუხის მიცემა ადვილია. ყოველმა ტყის პატრონმა იცის რამდენი ხანი უნდება ხეებს გასახდელათ. ვსთქვათ ოც-და-ხუთს წელიწადზე ხეს ისრე შეუძლიან დასრულება რომ მოსაჭრელათ ივარგებს. მაშინ ტყის პატრონმა თავისი ტყე ოც-და-ხუთ ნაწილათ უნდა გაჰყოს და ყოველა ნაწილი ოც-და-ხუთს წელიწადში ერთხელ გამოჩეხოს. მაშინ იმას ყოველთვის შეშაც ექმნება და ტყეც იმ ადგილს თავისდღეში აღარ გაწყვება. მხოლოთ ესეც უნდა ჰქონდეს მხედველობაში, რომ ტყეში, არც ერთს ნაწილში საქონელი არ შაშვებინოს, რადგან ისე არა ახდენსრა ტყესა, როგორც საქონლის შეშვება რომელს ტყეშიაც კი წვრილს ან დიდს საქონელს ატარებენ, იმ ტყეზედ პატრონმა ხელი უნდა აიღოს; საქონელი ისე მოჰკორტნის ყოველს ახალ-მოზარდს ხეს, რომ ზევით აღარ გაუშვებს და თუ ახალმა ხეებმა ძველების ალაგი არ დაიჭირეს, ტყე რაღა ტყე იქნება.
მინდოდა კიდევ იმაზედ ჩამომეგდო ლაპარაკი, რომ კარგი იქნებოდა უტყევო ალაგებში, მეტადრე გატიტვლებულს მთებზედ ახალი ტეე გაგვეჩინა, მაგრამ მამაგონდა, რომ ამ წერილს ქართველების თვისა ვწერ და ქართველებს მაგდენი თავოსნობა ვინ მისცათ!
ვინ მისცათ ამის თავოსნობა ჩვენს მამულის პატრონებს, რომელთ მომეტებული ნაწილი ისე დაბრმავებულა, რომ მხოლოთ დღეისთვისა ზრუნავს და ოღონდა ორიოდე გროში ნაღდი ფული კი ჩაიდოს ჯიბეში და თუნდა სულ ფესვებიანათ ამოაპუტინებს თავის დიდროვანის ხეებით დაბურულს ტყეს. ზოგი მათგანი თითო ფუთს მუხის ქერქში ერთს აბაზს — სამს შურს იღებს და ამ ბაზისა და სამი შურის გულისთვის ორასისა და სამასის წლის მუხის ხეებს აქცევინებს და ტყეში ალპობს. ზოგი შალბაშის გულისთვის ნებას აძლევს, რომ უზარმაზარი ხეები წამოაქციონ და იმ ხიდამ, რომლის დახერხვითაც ათი ფიცარი გამოვიდოდა, მხოლოთ ორი ფიცარი გასთალონ. ზოგნი კიდევ ერთი ჩანახი ფეტვის ღალათ აღების გულისათვის ერთსა და ორს დღიურს ტყეს ძირიანათ აწვევინებენ.
ამ გვართ პირთ ეს საქციელი უფრო სიხარბით მოზდით, ვიდრე უგუნურებით. თუნდა კიდეც რომ გაიგონ, ტყის გაწეობას რა ზარალი მოსდევს, მაინც ისინი თავისას არ დაიშლიან. მათ თავიანთ თავისა და მუცლის-მოყვარეობის დროშაზედ დაწერილი აქვთ ეს სიტყვები: „თუ მე არ ვიქნები ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.“
სწორე მოგახსენოთ, მე ამგვართათვის არა ვწერ, რადგან მათა ჩაგონება შეუძლებელია, იმათი გონება ისე მრუდეა, რომ მხოლოდ სამარე გაუსწორებს.
თუ ეს წერილი დავწერე, დავწერე მხოლოთ იმათთვის, ვისაც გაგება შეუძლიან რისამე და სურს ისე მოაწეოს თავისი ცხოვრება რომ თითონაც იცხოვროს და თავის შთამომავლობასაც ცხოვრების სახსარი არ მოუსპოს. ეს წერილი იმათთვის დავწერე, რომელთაც თავის შთამამავლობისა და მომავალის საქმე სათრეველს მიჩვრათ არ გაუხდიათ და რომელნიც ამ მშვენიერს ანდაზას: „ისა სჯობს მამულისათვის, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ დაურთობენ
„ისა სჯობს მამულისათვის, მყობადი სჯობდეს წარსრულსა“.
მ.