![]() |
საქართველოს მოამბე 7 (1863.07.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 უცნაური ნიშნობა ტფილისის საიდუმლოებთაგან. |
▲back to top |
![]() |
1.1 ნაწილი პირველი, თავი პირველი |
▲back to top |
უცნაური ნიშნობა ტფილისის საიდუმლოებთაგან.
ნაწილი პირველი
თავი პირველი.
Изъ страны, страны далекой,
Cъ Bолги – матушки широкой,
..................................
..................................
Языковъ.
უძღვნი სამშობლო
ლიტერატურის მოყვარეთ.
დამდეგ სეკტემბერს 18 ... წელს, სიჩქარით გამოვიდა მელიქიანთ აბანოდამ უცნობი პირი, გახვეული მოკლე კაპიშონიან შინელში, რომელსაც დაბალ საყელოზედ ევლო მწვანე მაუდის ზოლი და გაჰსწია დროშკით გარეთუბნისაკენ.
ბნელი ღამე, რომელიც იყო იმ ჟამად და რომლისა გამოც უხვად ქონდა მოფენილი მთელს ტფილისის ქალაქს შავი ზეწარი, არა მცირედად აბრკოლებდა გძელ წვერიან მედროშკეს მარჯვე სიარულში, რადგანაც ქუჩის ფარნები როგორათაც გზა დაბნეული უდაბურს ადგილში კაცი, უღონოდ ბჟუტამდენ აქა იქ და ვერ გამოსცემენ სისუსტის გამო ჯეროვანს სინათლესა.
ამ მიზეზით, და ამასთანაც რომ გამოეჩინა მედროშკეს შიგ მჯდომ პირთან თავი, რასაკვირველია, უფრი თავის სასარგებლოდ, წამ და უწუმ იძახდა ის ბოხის ხმით: მარჯვნივ, მარცხნივ, წადი ბიჭო, ხაბარდა!
იქნებოდა მეცხრე საათი ღამისა, როდესაც ხსენებულმა დროშკამ რახარუხით ამოიარა თათრის მეიდანზედ და დაუხვია სიონის ქუჩისაკენ, სადაც და თვით შუაბაზრის ქუჩაშიაც, ბუზივით ირეოდა იმ დროს სხვა და სხვა ჯურის და ყალიბის ხალხი
– გალისის თე ჩე? გამოჰსძახა მიკირტუმამ გეურქაღას ქარვასლის მახლობლივ პირდაპირ დუქანში მჯდომს მიკიჩას, როდესაც იმან ის იყო დაკეტა დუქანი და ჩაიდო. გასაღები ჯიბეში.
– ვა? ეი! სარსარ! შეუყვირა მიკიჩამ მაღლის ხმით მულაბ, ახარ ისელ კოხპიმ ეე! და ეს იყო, რო მოისმოდა აქეთ-იქიდამ დარაბების რახარუხი, კეტდენ დუქნებს დიდრონის მოგძო. რკინის კლიტეებით და რომლის ჩხაკუნზედაც ხშირად გაჰკრამდა ხოლმე ცნობილი დროშკის ნაპირის ცხენი, როგორათაც ჩანგალზე მოდებული დიდი თევზი.
პაწაწა ბიჭები, მდგომარენი ერთს იმავე ქუჩის დუქნის წინ, სადაც ამოიარა ცნობილმა დროშკამ, და სადაც იყიდებოდა წმიდა სანთელი და ადგა ხშირი საკმლის სუნი, რადგანაც იყო შაფათი საღამო, მოუწყვეტლად გაჰკიოდნენ გალობით: „სანთელ საკმელი, სულის მაცხონებელი“ და ზოგნი კი სომხურად: ისტაკ მუმ აარეექ...........
ამ დროს ძლივ ძლიობით დეესწია ცნობილი დროშკა სიონის ქუჩას და მიატანა ქურქჩების დუქნებს, რადგანაც ის მკერვლების დუქნებ წინ, არ ივო, რო კარგახანს არ გააჩერეს პირდაპირ მომავალთ: ეკიპაჟებმა, ურმებმა, ცხენოსნებმა და ქვეითმა ხალხმა, და რომლისა გამოც მედროშკე, როგორათაც ბრაზიანი ძაღლი, უღრენა ყველას აქეთ იქით ვისაც კი ჰხედავდა თავის საკბილოდ და იქნევდა ორსავ მხრით მოლტს უშვერის ლანძღვით..........
ამან! ... ამან! დამღერდა მაღლის ხმით ბაიათ ზურნახედ ერთი ახალ-გაზდა ქუდ-ჩაკეცილი ქალაქის ბიჭი და მოდიოდა სიონისკენ ქურქჩების ქუჩაზე, თან მოზდევდნენ ჯგუფად შეკრებული ზარხოშად მეოფი ქალაქის ბიჭებივე. მას მომღრალსა მარაოსავით გეეშალა მარჯვენა ხელი და მიეტანა ყურთან. ამას მოუხტოდენ წინ მაიმუნებივით ანთებულის სანთლებით ზოგიერთნი იმ პირთაგანი, რომელნიც სასაცილო კლაკვნას და გრეხასთან, საგრძნობელადაც ერთმანერთს თავში ხარხარით უფაჩუნებდენ.
– Поди, бичо! …… შეუძახა გაჯავრებით ცნობილმა მედროშკემ და გადაჰკრა შოლტი რამთენსამე მათგანს.
– Зачемъ бьешъ а! панкруть წნოღ .... შამოუტიეს აქეთ-იქიდამ ქალაქის ბიჭებმა და მოუღერეს მუშტები.
– „შენ სოროში როგორ გაჰსძლებ, წიკლო. საბედოო! ჯაან გულო“ ... მომღერდა, იმათ უკან კარგა მანძილზე მოშორებით პაწაწკუნა ბიჭი, რომელსაც ეჭირა მარჯვენა ხელში თეთრი ტილოს სალფეთკით მწვანილა და მოდიოდა შუა ბაზრიდამ სიონის ქუჩის მხარეს და რომელიც სიბნელის გამო ცოტას გაწყდა რო არ გაიტანეს ხსენებულის დროშკის ცხენებმა.
– Вот тебђ, проклятый, джаанъ! . შეუყვირა გაჯავრებითვე მედროშკემ და გადააწნა შოლტი.
– აი ! შენი მა....... დაიწყო პაწაწკუნა ბიჭმა ტირილი და დასწვდა ქვას. Зачђм бьёшъ а! собака, чортъ, панкрутъ მიაყარა ზედიზედ და გამოჰკურცხლა. სიონისაკენ.
– Оставь его пожплуста! (დაანებე თუ ღმერთი გწამს თავი)! უბძანა წყრომით უცნობმა პირმა მუდროშკეს, როდესაც შეატეო რო ის შედგა და იცქირებოდა პატარა ბიჭისაკენ.
ცოტას ხანს უკან მიახლოვდა ცნობილი დროშკა შუაბაზრის ბაყლების დუქნებს, სადაც თითქმის ზომას გარეთ, ლაპლაპებდა იქაურობა სანთლის და ჩირაღდნის შუქით და საიდამაც წამდაუწუმ გამოჰკიოდენ მაღლის ხმათ ბაყლები: Ай! продамъ, продамъ, иифъ! (აი! გავყიდი, გავყიდი, იიფ! და ჩამააწკარუნებდნენ ძალზე დაზგას
ზემოდამ დაკიდებულ პატარა ზარს, და ზოგნი კი: პა! პა! პა! ამ ბუდეშურსა და, იიფ! .... და ამასთანვე დასტალუღისა წილ დაახლიდენ რაც ძალი დ ღონე ჰქონდათ დაზგაზედ ცარიელ სპილენძის სასწორს. – Tпpyy! окаянные, Tпpyy! ….. (ტპრუუ! თქვე წყეულებო, ტპრუუ!) ეწეოდა უკან გადმოზნექით რაც ძალი და ღონე рქონდა აღვირის გძელ ტოტებს მედროშკე, როდესაც იმისმა ნაპირის ქურანმა ცხენმა ფრთხოლისაგან შექნა ზომას გარეთ ზნექა და ტოკვა სანთლების შუქზედ და ბაყლების ყვირილზედ.
– ტპრუუ! ტპრუუ! შე ოხერო, ტპრუუ! უძახდენ ხარხარით დუქნებ წინ მდგომი ბაყლები, რომლეთაც რა შეატყეს, რო მართლა საქმე ცუდათ მიდიოდა, მაშინვე მოურბინეს წინ და დააყენეს.
– Tпpyy! Васька, тпруу! უყვავებდა და უსვამდა თვალებზე ხელს გადარეულს ცხენს მედროშკე და თან კი აქეთ იქით მიმოხედვით ილანძღებოდა ბუტბუტით. ამის შემდეგ მოუსვა იმან თვალებზე ხელი მეორესაც, მერე გაუწია ორსავ ცხენებს ყურები, დასწია ოდნივ ქოჩრებს და ბოლოს ავიდა ისევ და ღრინვით დაჯდა დროშკის კოფაზედ.
– Ничего, баринъ, садитесь. (არაფერია ბატონო, დაბძანდით,) მოახსენა ბოლოს მედროშკემ დროშკიდამ გადმოსულს უცნობ პირს რომელიც ზემო ხსენებულის მიზეზით ვეღარ ბედავდა დროშკაში ჯდომას; ბოლოს ჩაჯდა ისევ დროშკაში, – დროშკა თავისავე გზაზე წავიდა. პატარა ხანს უკან ის ავიდა ბაზრის თავში, დაუხვია იქიდამ ავანაანთ ხევისაკენ და დაჰსდგა ერთს სამ ეტაჟიანის სახლის კარებ წინ.
– ტრაფიმ! დაუძახა კიბიდანვე უცნობმა პირმა მოსამსახურეს, როდესაც ის ადიოდა ზემო ატაჟაში, самоваръ готовъ? (სამოვარი მზათაა) ?
– Готовъ, баринъ, (მზათ გახლავსთ ბატონო). მოახსენა მოსამსახურემ კიბის თავიდამ.
– Такъ подай скорђе, а между тђмъ отпусти извощика теперь же. (მაშ მოიტა მალე, მაგრამ მედროშკე კი ეხლავ დაითხოვე).
– Сей часъ, баринъ. (ეხლავ ბატონო) მიუგო მოსამსახურემ და ჩამოვიდა კიბეზედ. ამისა შემდეგ შევიდა უცნობი პირი წინა ოთახში, გაიარა სასტუმრო ოთახი და საწოლში კრაოტზედ გადაესვენა. საწოლი წარმოადგენდა კვადრატულს ოთახს, ორი ფანჯარა იმისი ქუჩისკენ გადმოიყურებოდა; ამ ფანჯრებზედ ნახევრობამდენ იყო. ჩამოშვებული მწვანე ფარდები; ერთს კუთხეზედ იდგა კაკლის კრაოტი, მასზედ გაშლილის ქვეშაგებით; კრაოტის თავით ფანჯრის მხრივ მოჩანდა პატარა კაკლისავე მრგვალი სტოლი, რომელზედაც ეწყვნენ რამთენიმე რუსული პერიოდიული ჟურნალები; ორს მათგანზედ, რომლებიც ეწყვნენ უველაზე ზევით და ჰქონდათ ყვითელი და ჟანგაროს ფერი ქაღალდის ყდები, ეწერათ ყდებზედ: „Отечественныя записки, Библiотека для чтенiя“; მათ გვერთ იდგა პატარა ვერცხლის შამდანი ანთებულის კართოფილის სანთლით, რომლისა სინათლე ბნელად დაეცემოდა დიდს საწერს სტოლს, მწვანე მაუდით გადაკრულს და დგომილს ფანჯრებ შუა,რომელზედაც ეწევნენ სხვა და სხვა რუკაები ნახაზები, პლანები და სხვანი, და რომლისა წინ იდგა ეგრეთვე ერთი დიდი ვოლტერული კრესლაცა
სასტუმროში კი იდგა ახალის მოდის მებელი. ეს სასტუმრო მსახურებდა იმ ჟამად უცნობს პირს ზალათაც ნამეტნავად წვეულებაში, რადგანაც იმას ორის ოთახის და ერთის სამხვარეულოს მეტი არა ეჭირა რა იმ სახლში.
– Трафимъ! (ტრაფიმ!)1 ჰკითხა, კვალად უცნობმა მოსამსახურეს, როდესაც იმან მიართო ჩაი ბროლის სტაქნით და გაუკეთა ჩიბუხი: არავის უკითხვივარ?
– როგორ არა ბატონო, კნეინა ო-ს კაცი გახლდათ.
– მერე ?
– მერე და მოგახსენათ, რო კნეინა გთხოვსთო. გაისარჯნეთ და ხვალ ჩამობრძანდეთო, მგონი, რაღაც საქმე გასჩენიათ.
– აა! ... მეყურება, სთქვა უცნობმა პირმა და გამოუშვა პირიდამ ბოლი, რომელსაც სიამოვნებით კარგა ხანს ადევნა თვალი.
– ტრაფიმ!
– რას მიბძანებთ ბატონო?
– ერთი თუ ღმერთი გწამს სწორეთ შემატეობინე რამტენისა ხარ ?
– მე ბატონო, აკი – ამას წინათაც მოგახსენეთ, – სამოცდახუთისა გახლავართ.
– ჰხმ! ჩაფიქრდა უცნობი პირი და ცოტას ხანს უკან ისევ დაუწყო კითხვა, მე რამტენისა ღა უნდა ვიყო, როგორ ჰფიქრობ?
– თქვენა ბატონო, მოიქექა მოსამსახურემ თავი: ჩემის აზრით მგონი რომ ამ პირველ ოქტომბერს ორმოცდა ექკსისა უნდა შესრულდეთ.
– უჰ! წამოიძახა უცნობმა პირმა ისეთის სმით, რო თითქო გველმა უკბინაო: რას ამბობ? მაგტენისა რათ ვიქნები, შენ უთუოთ აღარ გახსოვს.
– როგორ არა, ბატონო. სწორეთ ისე გახლავთ, როგორც მოგასსენეთ.
– სტყუი, სტყუი, ჩემო ტრაფიმ, სტყუი, მე მაგტენისა არა ვარ და ან რაზე მეტეობა? განა ვერ მხედავ, რო ჯერ ისევ ყმაწვილი კაცი ვარ?
– მართალია, ბატონო, მაგრამ ისე კი გახლავს და.
– ეე! აიხირებ ახლა შენც, გეუბნები ქრისტიანულად, რო არა ვარ მეთქი. კარგი, რო ჩვენს მეტი არა ვინ არის აქა, თორემ, შენი მტერი, მაშინვე იმას იფიქრებდა, რო სწორეთ ჩემს დაბადებაში თავით მჯდარხარ.
– დიახაც ვიჯექ, დიახაც, და, გამოიჭიმა ამპარტავნულ და ტრაფიმა და დიდო მხრებზედ ხელი; აი! მოწმები ჩემის სიმართლისა, მოწმები, რომლებთაც ბევრჯელ უტარებისართ და რომლებიც ბევრჯელ დასველებულან თქვენის....
– აა! აიხედა კვალად უცნობმა პირმა სიამოვნებით დ პატარას ხანს უკან დაუწეო ისევ საუბარი: მაშ რაკი ეგრე ეოფილა, ჩემო ტრაფიმ, რო გთხოვო, რო კიდევ მატარე მეთქი, რას იტყვი ?
– თქვენა, ბატონო! ჰკითხა თვალებ დაჭუეტით მოსამსახურემ, რომელსაც უცებ გაუელვა თავში ბატონის ჭკუაზედ შეშლის აზრმა: მე ასე მგონია, რო თორმეტი კაციც ვერ დაგძრავსთ ახლა და მე მოხუცებულს სადღა შემიძლიან.
– ვაი! რა ჭკუაზედ მოკლეთა სარ, ჩემო ტროფიმ, მე კი არა, – შე სულელო, ჩემი შვილები მეთქი.
– როგორა, ბატონო? თქვენი შვილები! კითხა ახლა უფრო გაოცებით ბერიკაცმა: იქნება ჩემ მალვით გამოჩიკეთ სადმე?..
.... ეე! ბატონო, ბატონი! გაიქნია დაღონებით თავი ტრაფიმამ, არაა კარგი, თორე თქვენ იცით; განსვენებული დედა თქვენი ნასტასია ივანოვნა, ღმერთმა კეთილად მიხსენიოს, იმის მეტს კი არას მიბძანებდა, როდესაც აქეთ მოვდიოდით, აა! ტრფიმ, არამცა და არამც შვილი არ მომიკლან და ან არ გამიქსუვდეს, თორემ! .... და ახლა კი მიბძანებთ, გამოვჩიკეო. აა! გაიქნია დაღრეჯითვე თავი და მიეყუდა კედელს.
– ნუ სწუხარ ჩემო ტრაფიმ, უპასუხა ბატონმა: რასაც ფიქრობ, ეგენი სულ არც ერთი არ არი, მაგრამ .
– მაგრამ რაღა ? ...
– მაგრამ ისა, ჩემო ტრაფიმ, რო ცოლს ვირთავ.
– მართლა, ბატონო! შეხტა ყმაწვილივით ბერიკაცი მადლობა შენთვის ღმერთო (გადიწერა პირჯვარი ძლივ არ მოვტეხეთ ეშმაკს ფეხი; ახლა კი ღვთით მგონი იმედია, რო მაგრამ, ოხ! ამოიოხრა უცებ და დაიწყო წუწუნი: პრასკოვია, პრასკოვია, რა იქნებოდა რო ცოტა კიდევ მოგეცადა და ასე მალე არ გამომცლოდი ხელიდამ; აი! ახლა ხო ერთათ წავიდოდათ ბოროდავკაში და ბატონის ქორწილით გავიხარებდით; ოხ! პრასკოვია, პრასკოვია.წუწუნებდა ბერიკაცი და იწმენდდა თვალებს.
– აი! ბატონო, მოჰყვა ისევ თავის პრასკოვიაზედ წუწუნს! მე არ გიბძანე, რო ჩემთან ნუ მოუვები ხოლმე მეთქი წირპლას; აბა ერთი მითხარ, როგორ ბედამ, რო ჩემს ბძანებას არ ასრულებ?...
– რავქნა, ბატონო, მიუვარდა და რა წყალში ჩავარდე, განა მე კი მესიამოვნება, რო თქვენს ბძანებას გადავდივარ, მაგრამ, რა უუო, ეს დაწყევლილი გული რო არ ითმენს, ნამეტნავად, როცა მე და ის თქვენს შინ არ უოფნობაში წმინდის გულით მოვიხსენებდით ხოლმე განსვენებულს ნასტასია ივანოვნას და ნეტარ ხსენებულს დიდბატონს, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროთ, და მივახლიდით ხოლმე რუმკებს. აბა ერთი მიბძანეთ ამის მნახავმა, სამრთალი ღა იქნება და ან ღმერთი მიყაბულებს, რო დაივიწყო ჩემი პრასკოვია, მერე იმისი ტკბილი ალერსი, როდესაც კისერზე მოხვევით მეტყოდა ხოლმე: ო! ჩემო ტრაფიმუშკა, ო! ჩემო საუნჯევ, ო! ჩემო სიხარულო, მაიტა, მაიტა, სულოჯან, ტრაფიმუშკა, დაგკოცნო ჩემს მნათობს. ოხ! პრასკოვია, პრასკოვია, ვაჲ შენს დაგკარგავს, ვაჲ! ღრიალებდა მართლა რიგზე ბერი კაცი და ჰყრიდა ცრემლებს, რომელმაც უცებ წამოიყრანტალა შემდგომიც: მომიკლეს, ბატონო, მომიკლეს, თორე რა უჭირდა ჯერ იმას სასიკვდილო აი! წყეული იყოს ის დღე, რა დღესაც ჩვენ აქეთ პირი ვჰქენით. აი! ღმერთმა დაჰსწყევლოს ის რაღაც საწამლავი, რო. შემოუღიათ, ოხ! პრასკოვია, პრასკოვია, აკი გეუბნებოდი, რო ნუ სვამ მეთქი, რო ჩემსავით ვერ აიტან მეთქი, მაგრამ არა, მაინც ვერა გაგაგონე რა; შენ ასე გეგონა, შე კურთხეულო, რო ჰსწორეთ ბოროდავკის ხლებნასა სვამდი, და ის კი არა თუ ჩემს საუბედუროდ, ამ გალ .... ქართველებმა გულმუცელი კი მოგიხრუკეს. აი! ღმერთმა დაჰსწყევლოს ისინიც და იმათი ეშმაკური ჭაჭის მანქანებაცა.
– გამიგონე, ჩემო საყვარელო, უთხრა წყრომით ბატონმა: როგორცა სჩანს მეტი მოგსვლია, და მგონი რო უფრო ის არი მიზეზი მაგ შენი ჩვილ გულობის და ცრემლებისა. არა შე, დურაკო, შენმა ლოთიბაშმა ცოლმა, რო არაყში თავი ჩაირჩოს, იმითი ქართველებს რა შეეხებათ, და ან ვინ ატანდა ძალას, რო გინდა თუ არა ჭაჭისა უნდა სვაო? მითხარი აბა ვის ატანდა? – გაფიცხდა თან და თან უცნობი პირი: და ან როდის გიბძანეთ ან შენ და ან შენ ლოთიბაშს ცოლს, რო ჩემი დედმამა ოტკით მოიხსენეთო! ჰა! აბა როდის გიბძანეთ, შე ბრიევო, შენა! მოჰყვა, ბატონო, კრუსუნს სულელ დედაკაცზედ. ამას იქით კარგა შეიტყე, შე ვირო, რომ მე სწორედ ცოლს ვირთამ, და ვირთამ რუსეთში კი არა, აქ საქართველოში, ტფილისში, და არც რუსის ქალსა, წმინდა ქართველის სისხლის კნიაჟნას, ისიც შეიტყე, რომ შენ ვეღარ ინახულებ სოფელს ბოროდავკას როგორც შენ ყურებს. გაეთრივე, შე ოყრაყო, შენა, დაუბრაგუნა ფეხები.
ამის შემდგომ წამოდგა უცნობი პირი კრაოტიდამ და დაიწყო გულმოსულობით საწოლს ოთახში წინ და უკან სიარული.
უცნობი პირი, რომელიც ასე გულმოსულობით დადიოდა იყო ორმოცდა ექვსის წლისა, ტანათ წამოსადექი, მხარ-ბეჭიანი, თეთრ-ყირმიზი, ღაბაბს დაშვებული, ცხვირ ლურსა, ჭროღა თვალებიანი დ მელოტი. მის ქერა ულვაშებს და ეგეთსავე ბაკემბარდებს და კეფაზედ ყურებ გადასწვრივ ქერა თმას, რიგზე შეჰპარვოდათ ჭაღარა, პტყელ ფოთლიანი თირმლამის ხალათი, წელზედ შემოჭირებულის ფოჩებიანის ფოჩით, სრულად ჰფარამდა შავი ყანაოზის ახალუხს და მაუდის შალვარს წვრილის მწვანე ზოლითა ხოლო დიდი პტყელ თავიანი, ჯერეთ ისევ ამოუჭრელი ოქროს ბეჭედი კი ყვითლად ელვარებდა სანთლის შუქზედ მის მარჯვენა ხელის სალოკე თითზედ.
– ჰხმ! პირუტყვი ესა, ტუტუნებდა ცხვირ წინ უცნობი პირი და დადიოდა აჩქარებით: ამისთანა საქმე იქნება, რო ეს მე მიშვრება; აქა და მხრით გატარეო, ლამის არი თავზე წამომაჯდეს; რა ვქნათ რო მატარა, მაშ ბატონს სამსახური არ უნდა? მიდღეში ყმამ ბატონი მხრით უნდა ატაროს, მაშ? ... ქვეყანა ასე დაარსებულა და ეხლა მაგისათვის ხო დებულებას ვერავინ მოშლის. ვჰსთქვათ, რო სულ მართალია, რო მხრითაც მატარა, რო მოხუცებულიც არის დ რო პატივისცემაც ეკადრება, მაგრამ მეტის მეტია და! .... რამდენი მაგაზე უფრო ბერი-კაცები ემსახურების თავის მებატონეებს, მაგრამ ზდილობის წრეს კი არავინ გადადის. განა ის კი საკმაო არ არი, რო გვერთით მოვიყენებ ხოლმე და ვასმევ, აბა რომელი მებატონე უშვრება ამ გვარად თავის ყმას? მხეცი ესა .......
სწორეთ ამ დროს, როდესაც სსენებული უცნობი პირი იყო ამ გვარად გართული, საწყალობელი ბერი-კაცი ტრაფიმა იჯდა სამზვარეულოში უბრალოს ხის სტოლის წინ, რომელზედაც ენთო თითბრის შამდნით ქონის სანთელი და ტიროდა ცხარის ცრემლით იდაყვებზედ დაყუდებული.
თოვლივით თეთრი თმა, თეთრისავე ულვაშებით გარმონიულად აშვენებდა მის ხმელს, მაგრამ საამურს შავგვრემანს პირის სახეს.
ლოყებზედ და თვით ულვაშებზედაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდენ ცრემლები, რომლითაც დასველებოდა გძელი ცხვირის ნესტოებიც.
– ოხ! პრასკოვია, პრასკოვია, მოსთქმიდა ტირილით ტრაფიმა: ნეტა გესმის ეს ჩემი უბედურება? ..... მერე ისიც ვისგან ?.. ჩემი გაზდილი ღლაპისაგან, რომლისაგანაც ჯერეც ისევ გადაღლეტილი მაქვს მხრები და პერანგი დამპალი. მემართლება მე და ჩემს ღმერთმა, მემართლება. ახია ჩემო თავო შენზედ, ახია! აბა რატო თავი არ დავნებე, რო ძაღლივით ჩამხრჩვალიყო. ბოროდავკის ტბაში; მერე რა? ის ხო აღარა ვინ გამოიძია, რო მეც წინაღამ შიგ დავირჩე მაგის გამოთრევაზედ. აი! შე ასეთოო, აი! შე ასეთოო, წამისვეს, წამომისვეს, ხან ყბებში და ხან კისერში და ისევ მე კი გამამტყუნეს შენა ხარო, შენა, შე ვიროო, დამნაშავე, რო ყმაწვილს კარგად არ უგდებ ყურსო, აი! ყურიც დაუდგეს მაგას და თვალიცა, რა კაი, რამ ბატონი ეგ გაჩნდა ჩემთვის.
– ჰხმ ! ვიროო, პირუტყვოო, თითონ შენ ვირო და პირუტყვო, ახლა ვარ პირუტყვო და ვირო განა, როცა გაგზარდე და როცა მაგ შენ უწყალო სამსახურში წელი და გული მოვიწყვიტეთ ცოლმაცა და ქმარმაც ? ვაი!.. დაიკრა ხელი გულზედ და ამოუშო ისევ ტირილი: ოხ! პრასკოვია, პრასკოვია, გაიგონე ერთი და, ერთი ამოიხედე საფლავიდამ რა ამბავია ამ ჯოჯოხეთში და! ლოთებათაც დაგვხადა. ნეტა ის მაინც მოიგონოს ამ პირშავმა, თუ რანი ვიყავით ამისთვის, თუ რა ნაირათ ამის დღეგძელობას და დაცოლშვილიანებას ვინატროდით.
_____________
1არის ამისთანა ამაოდ მორწმუნოება ჩვენში, რომ არ შეხვდი პირველად მერცხალს, მერცხალი დაგძლევს. კვიცი ნახო მაშინვე ქვაზედ უნდა შედგე, თორემ დაძლეული იქნები, ოფოფს თავ დავარცხნილი უნდა დახვდე და სხვ. ლუარსაბს, როგორც ათასს სხვას, ეს დაძლევა ცოდვა ჰგონია, ამიტომაც ეგრე გულმოდგინეთ დავითს ღმერთთან აბიზღებს
![]() |
1.2 თავი მეორე |
▲back to top |
თავი მეორე
II
ეს უცნობი პირი გახლდათ რუსი, პენზენის გუბერნიდამ იმავე სახელის უეზდის სოფლიდამ, რომელსაც ერქვა ბოროდავკა. იყო ერთი ღარიბის მებატონის გუსინინის შვილი. ამის მამას ემსახურნა კავკასიაში და შტაბს-კაპიტნის ჩინით ოსტავკაში გამოსულიყო. ეს კი მცირე წლოვანი ინჟინერის კორპუსში გაეგზავნა და რაკი კურსი დაასრულა საქართველოში დანიშნეს სამსახურისათვის. დიდის გლოვით და ტირილით გამოისტუმრა დედამ თავისი ახალგაზდა შვილი ნიკიტა მაკარიჩი, თან გამოაყოლა – ნიკიტას ლალა ტრაფიმი დიდის დარიგებითა და გაბთხილებით.
– ჰეი! დაიძახა კარგა ხანს უკან საწოლიდამ ნიკიტა მაკარიჩმა.
– რას მიბძანებთ, ბატონო? მოახსენა თვალების წმედთ და მწუხარების ხმით სამზვარეულოდამ შემოსულმა ტრაფიმამ.
– არა გავქს რა? მშიან.
– დილანდელი კარტოფილით მომწვარი გახლავთ, ბატონო.
– მაშ მალე და ჩანჩალაც თან, გეყურება ?
– მესმის, ბატონო, მიუგო მოსამსახურემ და გამოვიდა ისევ სამზვარეულოში შეწუხებულის სახით.
პატარა ხანს უკან ძალზე ილუკმებოდა ხუთის დღის დამშეულივით გუსინინი, რომელსაც არ იყო რო, საკვირვლად შეეწია მადის გახსნაში მოთხოვილი ჩანჩალაც.
– ერთი მითხარ, უთხრა გუსინინმა ცოტას ხანს უკან ტრაფიმას ალერსით: რას აყუდებულხარ თავი პირ ჩამოშვებული და შეჭირხლული ზამთრის ნაძვივით, თითქო. პრასკოვია გუშინ დაგემარხოს. მოდი აქა, ჩემო ტრფიმ!
– რას მიბნებთ, ბატონო, წადგა წინ ბერიკაცი კრძალვით.
– პირველათ ამას, ჩემო ტრაფიმ,რო ჩემგან არა ფერი არ უნდა რა გეწყინოს ხოლმე, რადგან შენ თითონ ამტკიცებ, რო. შენ მხრებზედ გავიზარდე დ მეორეთ ამას, რო უნდა ადღეგრძელო ჩემი საცოლო, რომელზედაც, თუმცა საქმე ჯერ არ არის გადაწევეტილი, მაგრამ, მგონი რო ხვალ უთუოთ დაბოლოვდეს და ნიშანიც მივცე, მიაწოდა ამდროს არყით სავსე მოზდილი რუმკა.
– ღმერთმა კი ადღეგძელოს, მაგრამ ....
– მაგრამ რა, ჩემო ტრაფიმ, ჰსთქვი, ჰსთქვი, გაბედვით ჰსთქვი.
– მაგრამ ისა, ბატონო, რო არ ჰსჯობია სამშობლო ქვეყნის დატევება და დედ მამის საფლავის შორს ყოფნა. ვინ იცის რა გულისა იქნება, და ღმერთმა იცის ვეღირსებით ღა როდისმე ბოროდავკის ნახვას, თუ არა? .... და ესეცა, ბატონო, სად რუსის ნარ-ნარი და ფაქიზად გაზდილი, გონიერი და განათლებული ქალი, დ სად აქაური უზდელი და გაუნათლებელი!!!. ..
– მესმის, ჩემო ტრაფიმ, მესმის, მაგრამ .......
– მაგრამ რაღა, ბატონო, ერთი ბაშფორთი და ჩვენი ჯანი. სამ კვირაზედ კიდეც ამოვყოფთ თავს ბოროდავკაში. მე მოგახსენებთ, ცოტანი გახლდებიან ბოროდავკაში? ხუთი მებატონე მეტია, თითოს რო ორ ორი ყავდეს, ათი საცოლო აგიჩნდებათ; მერე მივჰყვეთ და რომელიც მოგვეწონოს, ის ავარჩიოთ.
– ეგ ხო მეც ვიცი, ჩემო ტრაფიმ, მაგრამ რუსის ქალებს რო ისეთი ბედი არა აქვთ, როგორც ქართვლისას; აბა ამისას რაღას იტყვი? აი! ხო მხედამ ლამის არი დავბერდე პორუჩიკობაში, თუმცა კი ვერ ვიტყვი, წაიტუტუნა თავისთვის: რო მრავალი გზის არ გამეტარებინოს დაფლული ამ ჟამად ლამში გემი კლდეთა ნაპრალებ შუა დიდს ქარიშხალში. არა, ჩემო ტრფიმ, არა, დაიწყო ხმა მაღლივ: დაფლულ გემს, თუ არ შემწეობა, სხვა ვეღარა უშველის რა, – მეტადრე თუ შავი ღრუბლებიც დაჰსცქერიან ზემოდამ.
– ეე! ბატონო, ბატონო, სიცოცხლე ინატრეთ, თორე ბედი თავისით მოგვნახავს ბოროდავკაშიაც. ჯერ ღვთის მადლით ჩინი დ ორდენები არ გაკლიათ, და შემდეგისათვისაც თითონ ღმერთი იზრუნავს, და ესეცა, ბატონო, რო ვინიცობაა არც ბედი მოჰყვეს და შავი ჟამი კი თავზე მოგვეხვიოს, მაშინ რაღას ბძანებთ? ...
– მაშინ! მაშინ! შეიჭმუხა წარბები და დაფიქრდა, მაშინ? .. და მაშინ ისე, როგორც შენ წეღანა სთქვი.
– როგორ, ბატონო, სასაცილოდ აქედამ იქ უნდა წავიყვანოთ!!! ხო, თითით საჩვენებელი გავჰხდებით!!! ...
– ვინ გეუბნება რო წავიყვანოთო, ერთი ბნელი ღამე და იმისი ჯანი, მე გეტყვი გზა აგვერევა მე და შენ.......
– უა! წამოიძახა უცებ მხიარულებით ტრაფიმამ: აბა ახლა გეტყობათ, რო ჩემი გაზდილი ბძანდებით აი! პა! პა! პა! აბა მაშინ დაგვაფასებენ აი! მეტადრე თუ ჩვენი ანდაზაც გაიგეს: Не зная броду, не суйся въ воду, (თუ კი ფონი არ იცი, ნუ მიეთრევი წყალში). აბა მაშინ იქნება საქმე აი! მერე, თუ ბოროდავკის „კრასავიცასაც“ გადავაჯექით, და ან კი ვინ საიდამ რას მოვა აზრს, მერე სამსახურიდამაც გამოსულები – ეა! გაიქნია ჰაერში ხელი, თითქო ეძახის ვისმეო და მიიტანა ტუჩებთან ღიმილით სავსე რუმკა.
– უ უ უჰ! გაიქნია დაღრეჯით თავი ტრაფიმამ გადაიფურთხა და დადგა სტოლზედ რუმკა: უჰ! ბატონო, ბატონო, მოგონებაც ხო კარგი გახლდათ, მაგრამ თქმა აღარ უნდა, რო ოტკაც კი კარგი გხლებიათ.
– მითომ, მე კი არაფრად მეჩვენა და, აბა ერთი კიდევ გავშინჯო, და გადუსო. ხელ ახლა. ჰო! არის რაღა, თითქმის რო თავის უარესს ესა ჰსჯობია. მიკვირ ან შენ რათ მოგწონს აგრე ნაირათ; ან იქნება მე პირი უგემური მქონდეს და იმიტომ ვერ ვატყობდე, აბა ერთი კარგა გავშინჯო, და ამ სიტყვასთან გადააგდო. კიდევ ერთ ყლუპათ უდაბურისაკენ.
– შენ სწორეთ პირში გემო გქონია, ჩუმო ტრაფიმუშკა, ჭეშმარიტად ცოდო არ იქნება, რო გიწოდონ მეორე ნიუტონად. აა! ძამო, აა! დალიე ერთი კიდევ ეს ზეციური ნეკტარი გამოცნობისათვისა, და მიაწოდა კვალად სავსე რუმკა.
– ერთი მითხარ თუ ღმერთი გწამს, ჰკითხა კვალად გუსინინმა აქეთ იქით გადაჩეჩა გადმოჩეჩით: რა მიზეზია, ე რო აგრე ნაირათ გეჯავრება ქართული ოტკა, განა აგეთი ცუდია?
– რა ბძანებაა, ბატონო, მე ისე ხუმრობით მოგახსენეთ, თორემ ქართულ ოტკას რა შეედრება, ნამდვილი მეფაა მთელი ქვეყნის ოტკებისა. არა, ბატონო, არა, ცოდვაა, ძალიან დიდი ცოდვაა, თითქმის მომაკვდინებელი, იმაზე ცუდის თქმა.
– მართლა, ტრაფიმუშკა, მაშ რატო აქამდინ არ გამაცან, მაგრამ მგონი რო ჩვენი ბოროდავკისაც მაგტენს აღარას ჩამოუვა, არა ტრაფიმუშკა? ო! ბოროდავკავ, ბოროდავკავ! ამოიოხრა უცებ გუსინინმა! გულმტკივნეულათ და დაიწყო: ნეტა როდის მეღირსება შენი ნახვა, ნეტა ვიქნებიღა ისეთი ბედნირი, რო ეს დამწვარი გული მოვიგრილო. მდუღარეს ცრემლით ჩემი საყვარელი მშობლების საფლავზედ.
– ოხ ! ჩემო კარგო მამავ, ოხ! ჩემო კეთილშობილო დედავ; ფუ ცრუო სოფელო, როგორ წამართვი ასე მოულოდნელად იმათი საყვარელი თავი, რომელთაც აქეთ გამოსაგზავნელთაც არ ვემეტებოდი; მე კი, მე. ვაი ჩემო თავო, მე კი ვერც ერთი ვერა ვნახე სიკვდილის დღეს. ვაი ! ჩემს თავს, ვაი ! შემოიკრა უცებ თავში და დაიწეო ქვითქვითით ტირილი.
რასაკვირველია, რო ტრაფიმას აღარ დასჭირდა თხოვნა, რო შენც იტირეო; რა ნახა, რო ბატონი ტიროდა, მომართა იმანაც ფიცხლავ ტირილის გუდა და მიაყოლა სტვირივით ბატონს შემდგომის სიტყვებით: ოხ! ბატონო, ბატონო! რაღა სიცოცხლეა ჩვენი სიცოცხლე? არა ჰსჯობია, რო ზეზეურად საფლავში ჩავიდეთ, რაკი იმისთანა კაი ბატონებს მოვაკლდით და ჩემს საკვარელს პრასკოვიასაც. ოხ! ოხ! თქვენს უკან მერაღათ უნდა ვტკეპნიდე დედა-მიწას, რაღა ხელი მაყრია, ბარემ მეც თან წამიყვანეთ; პრასკოვია, ოხ! პარსკოვია! ტიროდა ამ სახით მობანედ ტრაფიმაც, რომელმაც ცოტას ხას უკან შეხედა რა ნამტირალევის თვალებით ბატონს, მოაჰხსენა გულმტკივნეულად: გაწყენს ბატონო, გაწყენს მაგტენი მწუხარება, ან კი რაღას მოუმატებთ ბევრს ტირილით, ისევ შენდობა ბატონო, შენდობა უბძანეთ, რომ აგებ იმითიც არი რამ ვასიამოვნოთ იმ საბრალოებს.
– მართალს ამბობ, ჩემო ტრაფიმ, მართალს!.. უპასუხა, გუსინინმა: ვალი გვაქვს, დიდი ვალი, რო არ დავივიწყოთ; ოხ! ოხ! და აამსო. კვალად რუმკა, რომელიც აიღო რა ხელში და შეხედა ცრემლიანის თვალებით ტრაფიმას, უთხრა: ტრაფიმ, ჩემო ტრაფიმ, ღმერთმა შეუნდოს ჩემს კარგს დედ მამას და შენს პრასკოვიასაც, ოხ! ოხ! კაი დედა-კაცი იეო, მაგრამ მეტად მალე წამართვა იმისი თავიც იმ დალოცვილმა ღმერთმა.......
– ამინ! წამოიძახა ტრაივიმამ და გაიწოდა ახლა ამან რუმკისაკენ ხელი, რაკი მოდგა იმაზედ რიგი.
– აა! ჩემო ტრაფიმ, აა! შენდობა უთხარ შენც, შენდობა! შენზედაც დიდი ამაგი მიუძღვით, შვილივით გაგზარდეს, ოხ! ოხ! – ფუ! ცრუო სოფელო!
ამისა შემდეგ ბატონმა და ყმამ მოუხშირეს შენდობას, ჯერ განმეორებით იმათვისვე და მერე ახლოს და შორეულის დახოცილი ნათესავების იქამდინ, მანამ სუ ძირამდინ არ დაიყვანეს ვეება შტოფი.
– ო-ო-ოჰ ! ჩვე.....ე .....ნი ბოო .. რო. ............. დავ............კა, ტრა....ფი.......მუ.....შკა....ო...ო... ოჰ!.. ამოილუღლუღა ნიკიტა მაკარიჩმა თვალების მოპრუწით, რომლებიც გამოიჭვრეტდენ ზიზილაკებივით, და დაჰკიდა თავი ძირს. – დი....ი.....ახ!.....ბა....ა.......ტო.....ნო, დი .....ი......ახ! პრა.....ა...სკო.....ვი.....ა. ო.....ო....ოჰ! მიაყოლა დასტალუღათ ტრფიმამაც, რომლისა შემდეგ ბატონმა და ყმამ, რომლებიც იდგნენ იმ დროს ფეხზედ, გადაადეს ერთმანეთს მხრებზედ ჩერქეზული ცხენებივით თავები და იწყეს გულ ამოჯდომით ტირილი თავის გადაცვალებულებზედ, მერე მოჰყვნენ ქერუვიმის გალობას. ესე იცის ზოგმა როცა დაითვრება მაშინ მოაგონდება ღმერთი ხოლმე.
შემდეგ რამოტენისამე წამსა დაუახლოვდენ ისინი ამ მდგომიარეობით კრაოტს, რომელზედაც უ. გუსინინი უცებ გადიქცა შეკრული ძნის კონასავით და ამოუშო. მაღლის ხმით ხვრინვა თითქო. დათვი ბუტბუტებსო; ხოლო ტრაფიმა კი, როგორათაც იმისი მეთვალყურე, წავიდა კარებისაკენ ცოცვით, რადგანაც ფეხზედ დგომის ილაჯი აღარა ქონდა, და მიეშვა შიგ კარებში გარდიგარდმო....
![]() |
1.3 თავი მესამე |
▲back to top |
თავი მესამე
რასა ვის ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი
..................................
რუსთაველი.
ნელ ნელა უფარებოდა ხელახლა დაწყებული შემოდგომის მზე მთაწმიდის გორას.
მისი საგრძნობელი სიცხე, რომელსაც ვერ აგრილებენ მანამდე ვერც მტკვრის სიო და ვერც თუ მარადჟამ თეთრათ მოსილი ყაზაბეგის მთა თავის ცივის ალერსით, უცებ განელდა მთაწმიდის კალთებში და რამდენსამე შუა ტფილისის ქალაქის ქუჩებშიაც, რომელთაც წამოადგა იმ დროს ჩრდილი.
თითქო ეხლა გამოიღვიძაო ქალაქის ხალხმა ლეტარღიის ძილიდამ, ისე უცებ შეიქნა ყოვლის მხრიდამ გულის მასიამოვნებელი მოძრაობა და ჟღრიამული, ნამეტნავად, როდესაც იმათ იგრძნეს ზეფირთა ჰაეროვანის ფეთებით ცელქობა და მიმოქროლაც.
რა არ შეიძლებოდა ენახა იმ დროს ქალაქში კაცს და დამტკბარ იყო.
მაშინ დაინახავდით, თუ კეკლუცად და წითელ ყვითლად დართულ ქალაქის ქალებს, რომელთაგან ზოგნი იცქირებოდნენ ქუჩებისაკენ სიამოვნებით და ზოგნი კი ქარვის კრიალოსნის თამაშობით ამოდ დასეირნობდნენ ქალაქის მიწის ბანებზედ. თუ რამდენსამე წვნიკ და მოზდილ ბიჯებს, რომელნიც იდგნენ რა ბანებზედვე, შესცქეროდენ თვალების დაცეცებით და სულის განაბვით ლურჯს ცას, სადაც მათი საყვარელი ჭრელი და მოშავო მტრედები ხალისით განაპობდენ რამდენსამე წრეთ ჰაერს და ბოლოს წამოვიდოდენ ხოლმე თავქვე ტრიალით.
მაშინ დაჰსტკბებოდით, თუ საყვარელის და გულის შემაფეთქებელის ზურნის ხმით, რომელსაც განაკეთილებდა თავის კილოზე ცემაც. თუ გულის მასიამოვნებულის ბაიათებით, რომულსაც სხვათა შორის დამღეროდენ დაბლის ხმით მდგომი იმ ჟამად კედლებზედ სპარსეთის კალატოზებიც. რაღა ვსთქვათ იმათზედ, რომელნიც იმ დროს ალყასავით ერტენენ გარს ორ მოზდილ ცხოველს და წაქეზებით უძახდენ „ვურ ჰა! ..“, რომლს, შემდეგ ეს ორი ცხოველი გაქანდებოდენ ხოლმე ერთმანერთისაკენ და დეეჯახებოდენ ისეთის ძალით, რო თითქოს ყუმბარა გაჰსქდაო.
ან იმათზედ, რომელნიც დამკლავებულნი და იმ გვარადვე ალყად შემოკრულნი აქეზებდენ სხვათ ორთა ცხოველთა, რომელნიც შემდეგ „ვურ ჰა!“ მიფრინდებოდენ ხოლმე ბოლო ამოწაუჭებულები ფრთები გაშლით ერთმანერთს და აგლეჯდენ რაც ძალი დ ღონე ჰქონდათ ბიბილოებს.
ჰსწორეთ ამ დროს, როდესაც თითქმის რო ყოველ ქალაქის კუთხეში იყო ამ გვარი განცხრომა, რიგი მიდიოდა წეროებივით გაბმული ქალი, თუ კაცი წმინდა დავითისაკენ, და რიგი მოდიოდა, რადგანაც იყო ხუთშაბათი საღამო.
– მოიცა ქა, ლეკებმა ხო არ მოგდევენ უკან, დაუძახა დაწინაურუბულ მანტილ მოსხმულ ქალს უკან დარჩომილმა დაბალი ტანის გათქვირულმა დედაკაცმა, რომელიც ძლივ ძლიობითღა მიბაჯბაჯებდა მუცელ დაშვებული ბატივით მთაწმიდის აღმართზედ, და რომელსაც მოსდევდა უკან პატარა ბიჭიც ქალის ქოლგით და მკლავზე გადაგდებული თეთრი ქირმანის შალით.
– ერთი კაცმა გკითხოთ, გამოელაპარაკა გულმოსულობით ცნობილს პირს, შავ-კლოკიანი დროული ფეხშიშველა მანდილოსანი: რაზე იჭირებთ საქმეს, თუ მე მბაძავთ, მე ქვრივ ოხერი ვარ და ღარიბი, მერე ეს ამოდენა – მიუშვირა დაწინაურებულ ქალზე ხელი, – გასათხოვარი ქალიც კისერზე მაწევს, რომელსაც აგება მოხედოს მოწყალების თვალით წმინდა დავითმა და გახსნას ბედი, და აბა თქვენ რა გიჭირთ საამისო; შეძლება არა გაქვსთ ჩემ სავით, რო ქალი გაისტუმროთ, თუ რა არი, მე მოგახსენებთ დაგერიდებათ ვინმე. მერე თქვენი სიმდიდრის პატრონს.
– ვა! ინჩუ ასუმ ეს კნიკი (რას ამბობს ეს დედაკაცი) მითომ მე რაღა ნაკლები ნაღველი მაქვს შენზედ; ერთი რო ქალმა მეცა მაქვს გასათხოვარი და მეორეც რომ, ამ ღამით ძილმა სულ არა მაქ, რო რა არი იმ წყეული ზარაფები ფულები არ შემიჭამონ და კუნკრუსმა არ გამიხადონ მეთქი.
– ო! აბა მეც მაგას ვჩივი, ჩემო ბატონო, აი ! უპასუხა შავ-კლიკიანმა: რი ტყულათ აწუხებთ ღმერთსაც და წმიდა დავითსაც, რომელთაც კიდეც მოუხდიათ თქვენთან თავიანთი ვალი, და ჩვენთანკი, ოხ! ღმერთო, ღმერთო! ამოიოხრა შავ-კლოკიანმა: დაილოცოს შენი წმიდა სამართალი... შე დალოცვილო, განა ჩვენ კი შენი გაჩენილები არა ვართ? რა დავაშავეთ ისეთი, რო სუ სომხები და სომხები; ფულია სდმე, სომხებსა, სასამართლოა სადმე, სომხებსა, ქონება სადმე, სომხებსა, და ჩვენ კი, ჩვენ, ვაი ჩვენი ბრალი, ვყრივართ ისე უმოწყალოდ, რო ჩვენთვის არც სად ფულია და არც......
– ვა! გჟვილე ეს კნიკ! (გაგიჟებულა ეს დედა-კაცი), ახარ ღმერთი რა ქნას, რო ქართველები რაც მოიგოთ, სულ ერთიანათ მუცელში ქნათ; ახარ ჩვენ რო გვაქვს, განა როგორა გვაქვს, სულ ცარიელი პური და ყველი ვჭამთ და იმიტომა გვაქვს; აბა თქვენაც ისე ქენით, თუ ფულებმა არ მოგივლენ. ჰხმ! ღმერთიო. ასუმე, ა-ხარ ღმერთი რა გიყოთ, თუ კი ესტი ჩი ილი (აქ არ იქნება), მიიშვირა თითი თავზედ.
დასასრულ მიატანეს რა ამ გვარის საუბრით მოხსენებულთ პირთა წმინდა დავითის ეკკლესიას, ფიცხლავ გეერივნენ სხვას უცნობ ქალებში, რომლებიც იმ დროს ხან შედიოდენ ფუტკარივით საყდრის პატარა კარებში და ხან გამოდიოდენ.
ამ ქალებთაგან ზოგნი უვლიდენ საყდარს გარს და ევედრებოდენ გულმხურვალედ შემწეობას, ზოგნი ეკროდენ კედლებს და ჩურჩულებდენ ერთმანეთში და ზოგნი კი ხელი მკლავ გაგდებულნი გადმოიცქირებოდენ აქა იქ საყდრის ეზოდამ ქალაქისაკენ, რომელიც მოჩანდა იქიდამ ხელის გულივით.
– ვი! ქა! ვერ მივაკარ!.. უთხრა ამ დროს ჩუმათ ერთმა გასათხოვარმა ქალმა მეორეს, როდესაც ისინი ძალდატანებით ცდილობდენ, რო მიეკრათ როგორმე მოგძო წვრილი კლდის ნამტვრევები ეკკლესიის გარეთი კედლისათვის.
– აი! აი! ქა! შეხედე, უთხრა მეორემ სიხარულით, ჩემი მიიკრა, ვიშ გულო, დაიკრა ხელი გულზე და შეხედა ამხანაგ ქალს სიამოვნებით
– ოხ! ნეტავი შენ, ნატო, ნეტავი, რო მალე გათხოვდები, უპასუხა გულმტკივნეულად სოფიკომ, რა ნახა, რო მისი ყოველი მეცადინეობა ქვის მიკვრაზედ დარჩა ამაოდ.
– რა ვქნა გენაცვალეთ, განაგძო. მანვე, თითქო აუსრულე შვიდეული ფეხშიშველა ფეხით და ახლა რაღას ითხოვს, რო არ ვიცი, ნეტავი სიზმარში მაინც შემატყობინოს; ვაი! გული, მიშველე ნატოჯან, გული მიწუხდება, ოხ! ნატო, ნატო, ნეტავი შენ, ნეტავი, რო მალე გათხოვდები, ოხ! ოხ!
![]() |
1.4 თავი მეოთხე |
▲back to top |
თავი მეოთხე
– დუნია!
– ბატონო !
– რათა ტირის ყმაწვილი ?
– რამოგახსენოთ, ... მიე ყმაწვილო, ვერა ხედავ ქალბატონი ჯავრობს, წასტაცა ამ დროს ოთხი წლის ვაჟს ხელიდამ თოთხმეტი წლის შავგვრემანმა გოგომ კრენდილი და მიჰსცა მოტირალს ხელების ფარჩხვით ორი წლის ქალს, რომელსაც ასმევდა ის საწოლს ოთახში ჩაის.
– ჩემია! ვა! დეედაა!
– ვააა!... დაიწყო ახლა ხსენებულმა ყმაწვილმა ხელების და ფეხების ქნეკით ტირილი. რომელთა ხმაზედ იფიქრებდა კაცი რო სწორეთ სოდომ გომორი იქცევაო, რადგანაც ორთა ყმაწვილთ ხმა მაღლა, სხვა და სხვა კილოზედ ჩხავილით, თითქმის რო ყურთა ხმა აღარ ისმოდა.
– აი ! გაგიწყდეთ ეგ ხმა, გაგიწყდეთ, რა კარგი რამ თქვენ გასჩნდით ჩემთვის! შემოიძახა მეორეს ოთახის კარებიდამ გულმოსულობით თალხად მოსილმა მაღალი ტანის ქალმა და მივარდა აფთარივით ჯერ ნიკოლინკას, რომელსაც წამოუწკიპა ხელით თეთარი ნიფხავი და მერე გამდელს, რომელსაც წაუსვა ორიოდე კისერში: ბოლოს დასწვდა და აიტაცა, როგორათაც ძერამ წიწილა, პაწაწა ნიცა და გააქანა იმ ოთახისაკენ, საიდამაც შემოვიდა და რომელიც მსახურებდა მას სასტუმროდ და ზალათ.
– ალა! ჩემი ნიცა, ალა! აკი შენა კაი ქალი, ჩემი ნიცა, სუ გენაცვალე, სუ, ა! ხვალა ზიზი კაბა გიკიდი, პატალა ბაოსაც გიკიდი, სუ ჩემი ნიცა, სუ!..
– ო! ო! ო! ზიზი მაამა! ამოიტიტინა სლოკინით პაწაწა ნიცამ, რომელსაც ჯერ ისევ მარგალიტებივით ეყარნენ ლოყებზედ ცრემლები და სთრთოდენ ზოგიერთი მათგანი დილის ნამივით წამწამებზედაც.
– ჰო ! ჩემი ნიცა, ჰო!...........
– სალომეჯან, შინა ბძანდები ?
– ვუი ! ჩემს თვალებს, მობძანდით კნეინავ, ვუი! ვუი! სუ კი ამ გომბიომ მიყო, აქეთ გენაცვალეთ, აი! აქეთ მობძანდით. დუნია ! წაიყვანე ყმაწვილი. დაბძანდით გენაცვალეთ.
– კარგათ გახლავართ სალომეს მზემ, ნუ სწუხდებით.
– დუნია ! ჩაი კნეინას, მალე.
– არა გეთაევანეთ გხლებივართ, სალომეს – მზემ გხლებივართ.
– ერთი სტაქანი მაინც. გენაცვალეთ.
– ახარ გხლებივართ მეთქი სალომეს მზემ, ნუ ჰსწუხდები. ოხ! სალომეჯან, რაღა ჩაისა მცხელა, ნეტა იცოდე, თუ რა უბედური ვარ, ქვამაც კი ვერ მივაკარ, ვაი! ვაი! ...
– როგორ კნეინავ წმინდა დავითში ბძანდებოდით, ჰო! მართლა დღეს ხო ხუთშაბათია, მაგრამ მიკვირს კნეინავ, რათა ჰსწუხართ აგრე ნაირათ, განა შეიძლება გამოვიდეს რამე იქიდამ ?
– ვუი ! იმ აჭკინ, (ვუი ჩემ თვალებს), ახარ მთელი ქალაქი სულ იმითი ათხოვებენ თავისი ქალები და მაშ არა გამოვა.......
– უ უ უმ! აიწია მხრები ტუჩების გრეხით სალომემ და უპასუხა, არ ვიცი კნეინავ სხვა როგორ ფიქრობს მაგ საგანზედ, და თუ მე მკითხამს ვინმე, სწორეთ მოგახსენოთ, მე სრულებით არა მჯერამს.
– ვა ! ინჩე ასუმ ეს კნიკ ! სასწაულია სალომეს მზემ, სასწაულია; აბა ესაა სალომეჯან, რო მეშინიან და, რო ვაი თუ, სალომეჯან, შენც კარგი რამე არ გექნას ჩემთვის ! ...
– უ უ უმ! აიწია კვალად მხრები ტუჩების გრეხით სალომემ და უპასუხა, არ ვიცი, თქვენმა მზემ კნეინავ, როგორ მოგახსენოთ? მგონი, რო უფრო ავია, ვიდრე კარგი, რადგან...................
...........................
– ვაი ! სირტს, ოტკეცექ გენაცვალეთ, სირტს გნუმე (მიშველეთ გული მიმდის) ვაი! ჩემ თავს, ვაი! ეს რა მითხრა გენაცვალეთ, იცემდა უცნობი სტუმარი მუხლებში ხელებს და ოხრამდა, რომელმაც ბოლოს შეხედარს მწუხარების სახით, ჰკითხა: მაშ, სალომეჯან, იმედი სულ არაა ? ...
– მოისმინეთ, რა მოგახსენოთ, კნეინა, უპასუხა სალომემ: ამას წინათ თქვენის დიდის პატივის ცემისათვის, ისე შორიდამ გაუტარე სიტყვა და იცით რა მითხრა? მიკვირს რო მაგას მიბძანებთო, განა ჩემი გვარის კაცი და ჩემი სიმდიდრის პატრონი საქართველოში შეირთავს ცოლსაო, მერე ისიც აქაურსაო, გთხოვ რო კვლავ აღარა მიბძანოთრა ამ საგანზედაო. დიახ, კნეინა, დიახ მდიდარია, ძალიან მდიდარი, ჯერ ათასი სული ყმა ჰყავსო, საკუთარს მამულს და ზავოდებს გარდაო და ნახევარ მილიონი ფულიც ბანკში აქვსო. ოხ! კნეინავ! ძნელია, ძნელი, თუმცა კი სულით დ გულით მინდა თქვენი პატივის ცემა. –
– ვაი! ქუ ოქუნ მერნიმ (შენი სულის ჭირი მე) სალომეჯან, ცოტა კიდევ, ცოტა ყაირათი; აი! სალომეჯან! აი! ჯერ ალა ამ თავით, და მიაწოდა აბრაშუმის ქისით რამტენიმე ბაჯაღლუ ოქრო, და მერე, ხო იცი, სალომეჯან, რაც მითქვამს, სუ ყველა აგისრულებ, ერთ ყალამათ, სალომეჯან, შენი ყურმოჭრილი გავხდები, ხო კარგა მიცნობ, სალომეჯან!.............
– ვუი! დამიდგეს თვალები, რათ ინებებთ, კნეინავ, განა მე მოქრთამეთაც მიცნობთ?
– არა ფერი სალომეს მზემ, არა ფერი ! ..
– არა კნეინავ, არა, მე მაგას ვერ ვიკადრებ.
– არაფერია მეთქი სალომეს მზემ და წვრილი შვილი ხარ მეთქი, აჰა! ..............
– მაშ კარგი, კნეინავ, რახან არ იშლით, მივიღებ, მაგრამ ეს კი იცოდეთ, რო, თუ ვბედავ ამ უწესო საქმეს, ისევ დიდის თქვენის პატივისცემისათვის, რადგან, და გაიწოდა სიამოვნების ღიმილით ქისისაკენ ხელი, რომელიც ფიცხლავ დამალა კაბის ჯიბეში
– ჰო! მეთქი, ჰო! სალომე ჯან, ჰო!
– კარგი კნეინავ, რადგან აღარ, დაიშალეთ, მაშ ერთი ისეთი მახე უნდა დაუგოთ იმ ჩვენ ოქროს ფთებიან ფრინველს, რო უთუოთ გეებას.
– ვაი! ქუ ოქუნ მერნიმ, სალომჯას, ქუ, ეგაა სალომეჯან და, რო შენი დიდი იმედმა მაქვს, აბა სალომეჯან აბა, ერთი შენებურად კაი ფიქრი ქენი, ოხ! ტერ-ასტვაწ! ......
– აი, კნეინა, ჩემი აზრი რა გახლავსთ, თქვენი კნიაზი ხო ზაქათალაშია, განა ?
– დიახ! სალომე ჯან, დიახ!
– ვერც მალე მოვა განა ?
– დიახ ! სალომე ჯას დიახ! ..
– მაშ აი კნკინაკი როგორ უნდა მოიქცეთ: ამ კვირისათვის რამდენიმე ქალი და ვაჟი მოიპატიჟეთ, მაგრამ ჩუმათ კი, რო აზრს რავინ მიგიხვდეთ, მერე, რაკი ის თქვენს სახლში ვიზიტათ დაიარება, ერთი ბიჭიც იმას გაუგზავნეთ და შეუთვალეთ, რო ძალიან საჭირო საქმე მაქვს და ნუ დამზარდებითქო, ხო გესმისთ კნეიანავ?........
– დიახ ! გენაცვალე დიახ!
– როცა მოვიდეს, იცით რას ეტყვით?
– არა გენაცვალე, არ ვიცი!
– აი! რას: ჩემი კნიაზი მწერამსთქო, რო სოფელში საზაფხულო ქვითკირის სახლი აშენე ჩემს მოსვლამდინათქო, და სმეტას და პლანს მწერს თუ თქვენ შემიდგენთქო, და ნუ დამზარდებითქო, ხო კარგათ გაიგონეთ კნეინავ? ....
– დიახ ! გენაცვალე, დიახ! ...
– როცა ის სმეტის და პლანის თადარიგს შეუდგება, სადილობაც მოატანს, და ნუღარ გაუშვებთ, გესმისთ, კნეინავ?
– მესმის გენაცვალე, მესმის.
– მერე როცა სადილზედ დავსხდებით, ყმაწვილები გავახერხოთ, რო დაალევინონ; ამასთან მორთული ქალიც პირდაპირ დაუსვათ და როცა შექეიფიანდება, იქნება რო ბელგაც დავტყუოთ, და როცა ჩამოვართმევთ, საქმეც გათავდა, ხო მიხვდით, კნეინავ?
– იფ! იფ! იფ! რა კარგია და, აი! შენკი გენაცვალე სალომე ჯან მაგ ჯანში, რომ ეგეთი ჭკვიანი ხარ; იცი სალომე ჯან რა არიე მე რო ერთი წელიწადი ფიქრი მექნა და, ვერ ვიქმოდი, და ხედავ, სალომეჯან, შენ რა მალე ქენი. აი შენ კი გენაცვალე მაგ ჯანში, შენ! იფ! იფ! იფ! რა ოინია და! ... აბა ახლაც მითხრას ჩემი მული აი! თავადი ვურთს მივცეთ, ბევრი პური აქვს, ღვინოც ბევრი უნე; უუუმ! მიაყარა ქოქოლა ორი ხელით კარების მხრივ ცარიელ ჰაერს; იმისი კუტრი კნიაზები ძალიან დიდი რამე ჰგონია; უუუმ.......
– მაშ, სალომე ჯან, თადარიკი ვქნა რაღა?
– დიახ! კნეინავ, დიახ! თუ შეიძლებოდეს ეხლავ შაუდექით, რადგან, თუ არა ამ გვარის ღონის-ძიებით, სხვა ფრივ იმას, ჩვენ ვერ საიდამ ვერ მოუვლით.
– მაშ მშვიდობით, სალომე ჯან, ბევრი საქმეები მაქვს. ნუ რას უკაცრავად, იფ! რა კარგია და! აი შენ ჯანს კი გენაცვალე, სალომე ჯან, შენს ჯანს, რო ეგეთი კარგი ხარ, იფ! იფ! და ამ სიტყვით გამოვიდა გარეთ, სადაც დახვდა პატარა ბიჭიც ქალის ქოლგით და მკლავზე გადაგდებულის თეთრის ქირმანის შალით.
![]() |
1.5 თავი მეხუთე |
▲back to top |
თავი მეხუთე V
– უუუმ ! მეხი კი დაგაყარე მაგ შანჭრაქა თავზე, მიაყარა ჩუმათ ქოქოლა სალომემ მისი სახლიდამ გამოსულს კნეინას, როდესაც ის კარგა მანძილზე გასცილდა მის სახლს; თანხებითაც რო მა ტყუებდა: „ჩემ სახლში დაგაყენებ, შვილებს დაგიზდი, პენციას გაგიჩენთ; უუუმ! მოგიგდე ხელში თუ ვერა; ჰე! წადი ახლა, საცა შენი დაიკვეხო, ჩემიც იქა თქვი. მგონი კი, რო კვირამდინ ძილი აღარ მოგივიდეს; ხუმრობაა, ათასი სული ყმა, ნახევარ მილიონი ფული, ხა! ხა! ხა! რა ოინია და. აბა შენისთანა ძუნწს სომეხს ეგრე უზამენ აი! ის შენი პენცია და სახლები, შენვე გახლდეს, მე ჯერ ხანობით ესეც მეყოფა, და შემდეგისათვის ეგ მე ვიცი. ასე დაუხლართო გზები იმ შენ ტყუილ კნიაჟნას და ამოგწუწნო წურბელასავით მიქმალული ზანდუკში ოქროები, რო შენცა თქვა, თუ ეს რა დამემართაო, რო წმიდა დავითმაც კი ვეღარა გიშველოსრა, ზაოდები, მილიონები, ხა! ხა! ხა!
– საღამო კარგა ყოფნისა, სალომე იაგოროვნა, ხო არას დაგაბრკოლებთ?
– აა! – აბა ახლა ეს გავკრიჭოთ, წაიტუტუნა ცხვირ წინ სალომემ: მობძანდით, ბატონო, მობძანდით. სრულიად არას ფერს, მობძანდით კარგია, ვაჟ-ბატონო. მოგგონებივართ და წამობძანებულხართ ჩვენს გასაბედნიერებლად; უთუოთ წმიდა დავითში იქნებოდით გრიბოედოვის საფლავის სანახავათ.
– არა თქვენმა მზემ, სალომე იაგოროვნა, ფიქრთაც არ მომსვლია; მხოლოდ კარგმა საღამომ გამომიტყუა გარეთუბნისაკენ, და რაკი აქეთ მხარეს გახლდით, ცოდვათ შევრაცხე, რო არ გხლებოდით და ჩემი განსვენებული „ზემლიაკის“ მეუღლესთვის თავი არ დამეკრა.
– ოოოჰ! გმადლობთ, ბატონო, მაგისთანა კომპლიმენტისათვის, თუმცა კი, მგონი რო უფრო სხვა მიზეზი გეწეოდათ აქეთ.
– ეგ ხო რასაკვირველია, რო უმაგისობა არ გახლდათ, უპასუხა ჭარხალივით გაწითლებულმა უცნობმა პირმა: მაგრამ კი უნდა მოგახსენოთ გულ-წრფელობით, რო უფრო თქვენმა პატივის ცემამ მაწვია, რადგანაც.....
– ვიცით, ბატონო, ვიცით, საიდამაც უბერამს ქარი.
– მაშ რაკი აღარ იშლით, და უთუოთ გნებავთ რო ძალათ გამომტეხოთ, ბარემ ისიც მიბძანეთ, არის რამე წარმატება ჩემის თხოვისა, თუ არა?
– ეა! თქვენ მართლა აღარ იშლით; რო იტეყიან, რო მოჩქარეს მოუგვიანდესო, სწორეთ თქვენი საქმეც იმას გავს. არა თუ ღმერთი გწამთ, სად გაგიგონიათ ეგეთი აჩქარება, და ან ერთი მიბძანეთ, რა აზრში მოსასვლელია, რო თქვენ იმათ დაგიმოყვრონ; დიდი თავადი შვილი, მზეთუნახავი კნიაჟნა, დიდი ყმისა და მამულის პატრონი, რო საქართველოში ცალი არა ჰყავს, და დიდი მისადევარ მოსდევარის მეყოლე, – და თქვენ კი, ერთი საწყალი აზნაურშვილი, სამსახურში უკან დარჩენილი და მცირედი ჩინის პატრონი. აბა ახლა თქვენ თითონ იფიქრეთ დიდი სივრცეა თქვენსა და იმათში, თუ არა?
– ჭეშმარიტსა ბძანებთ, სალომე იაგოროვნა, ჭეშმარიტს, მაგრამ ხო მოგეხსენებათ, რო ცდა ბედის მონახევრეაო, უკეთუ თქვენ თავს გამოიდებთ და ეცდებით თქვენი განსვენებული ქმრის მეგობრისათვის, მგონი რო ყოველი ძნელი საქმე გაადვილდეს.
– რა ვქნა, ჩემო ბატონო, ჩემს ხელთ რა არი, ღმერთმა ხო იცის, რო, რაც კი ჩემის მხრით შეიძლებოდა, ყველა დავასრულე, რო თითქმის აღარა დამრჩენია რა, მაგრამ თქმულია კედელს შუბლით ვერ გაარღვევო. თუ კი არ გაძლევენ, მე რა ძალა შემიძლიან? და ან თქვენგან რა დანიჟეებაა, ხო კარგათ მოგეხსენებათ, რო. ბევრი ჩაციება, კარგს რას დაბადებს, ნამეტნავად ჩემისთანა საწყალი ქვრივისათვინ; ვინ იცის რა საქმე დამახწიონ თავს? ვერა გენაცვალეთ, ვერა, ჩემის ხელით ვერ გამოვჭრი ჩემ საწყალ ობლებს ყელს, გთხოვთ უმორჩილესად განმათავისუფლოთ მაგ მონდობილებისაგან, რადგანაც საკუთრად ჩემის თავისთვის კარგს კერასა ვხედავ; რა ვიცი, ყმაწვილო, ქართველები არიან, იმათ ცოტაც ეწყინებათ, და ერთიც ვნახოთ....
– ეგ გახლავსთ თქვენი უკანასკნელი სიტყვა, ოხ! ღმერთო ჩემო, ტყუილად კი არ არი ნათქვამი, რო უბედურ კაცს ქვა აღმართზე შეეწევაო, როგორ მოვიფიქრებდი, რო თქვენ ჩემთვის თავს არ დაჰსდებდით. ეჰ! რაღა გეეწყობა, მომხდარიყო კარგი იქნებოდა, და რახან არ მოხდა რა გეეწყობა? დეე იმდენ ჩემს უბედურებას, ეს უბედურებაც ზედ დეერთოს. ოხ! ღმერთო! მერე რა განზრახვით წამოვიღე, და ხედავ რა მოხდა, მეტი ღონე არ არი უკანვე უნდა შეუბრუნო, ამოიღო ამ დროს დაღონებულმა ჯიბიდამ ორი პატარა კოლოფი.
– როგორა ყმაწვილო? რას ბძანებთ? ბა! ბრასლეტი, რისაა, აბა ერთი გავშინჯოთ, დააცეცა კოლოფებს სალომე ინგოროვნამ მშიერი მგელივით თვალები.
– იფ! იფ! რა უცხო რამ არი და, მერე სუ პიტალო ოქრო, შიგა და შიგ მინანქრით, კარგათაც რო მომივიდა! აი! დიდება შენთვის ღმერთო, თითქო განგება ჩემთვის იყოს გაკეთებულიო –
– ეს რაღაა, ალმასის ბეჭედი, დიდება შენთვის ღმერთო, ესეც რო გამომადგა; არ გიკვირსთ ყმაწვილო, აი! დიდება შენთვის ღმერთო, თითქო მართლად ჩემთვის იყვნვნ გაკეთებულები.
– რაკი მოგწონსთ, მითონ თქვენზე უკეთესს ვის მივართმევდი, გთხოვთ ინებოთ ჩემს სახსოვრად, რადგანაც. ...
– როგორ შეიძლება, ყმაწვილო, ვინ რას იფიქრებს.
– მითომ ვის რას შევეპუები, და ან რა შორეული მე გახლავართ, რო მაგასა ბძანებთ.
– მეძნელება კი ჩემი შვილების სიცოცხლემ, მაგრამ უარი როგორ გითხრათ, ვიცი, უარის თქმა და თქვენი შემოწყრომა ერთი იქნება, რა გაეწყობა მივიღებ, მაგრამ აი! შე კუდიანო, ამითი განდა მომატყუო განა? აიი! დაუქნია თითი.
– არა თქვენში მზემ, სალომე იაგოროვნა, ჩემ ფიქრში ეგ სრულებით არა ყოფილა, მაგრამ რადგან თქვენთვის საძნელო არა არი რა, თუ შეიძლებოდეს.....
– აკი ვთქვი, აი შე კუდიანო, შენა, ვერა ხედამ საიდამ მომიარა.! რაღა გეეწყობა, რაკი გავები თქვენ მახეში, მეტი ღონე არ არი, ისევ თავში ქვა უნდა ვიცე და შეუდგე საქმეს.
– ოხ! კეთილო გვამო, ოხ! მხსნელო ჩემო, ოხ! მაცოცხლებელო ჩემო, ნეტა რა ენით უნდა მოგახსენოთ ჩემი უგულითადესი მადლობა, უკოცნიდა ამ დროს უცნობი პირი სალომე იაგოროვნას ხელებს და ეალერსებოდა
– კარგი, კარგი, შე ქარიანო, კარგი, ვეცდები, ვეცდები ყოვლის ღონის-ძიებით, მაგრამ იცით რას მოგახსენებთ?
– ყურს გიგდებთ დიდის მოწიწებით.
– აი რა; ამ ორი კვირის წინათ კნეინა შემომჩიოდა, რო კნიაზი მწერსო, რო ჩემს მოსვლამდე ერთი კაი ქვითკირის სახლი ააშენეო. სოფელში საზაფხილოთ, და არ ვიციო თუ სმეტა და ან პლანი ვის დავახატვინოო; ხო თქვენც იცით, რო ის ცოტა ძვირი ქალია, და ფულების დახარჯვა აგრე რიგათ არ უყვარს?
– დიახ! კნეინავ, მაგ თვისებას არც მისი ქმარი ჰმალავს, თუმცა კი ჩემის მხრით ცუდს არასა ვჰხედავ.
– დღეს რა არი? ... ჰო! ხუთშაბათი; აი რა მოგახსენოთ, ხვალ კი ვერ მოვიცლი, რადგანაც სხვაგან ვარ მიწვეული, და შაფათს საღამოს კი პირდაპირ სიონიდამ კნეინა ო.....ს დაუკრამ თავს, და იცით ვეტყვი?
– ჯერ არა, და ეხლა კი იმედი მაქვს რო შევიტეობ.
– აი, შე კუდიანო, დაუქნია კვალად სალომემ თითი, მაგ შენ იკლიკონტურ სიტყვებს მაინც თავს არ ანებებ ?
– ველი დაბოლოებას მოუთმენელობით, უპასუხა უცნობმა პირმა ღიმილით.
– რას ვამბობდი! ჰო! დიახ, როცა მივალ, მე ვიცი კიდევ მომიგდებს თავის სახლის აშენების ამბავს და აი, რას ვეტყვი, რა საჭიროა კნეინავ, რო ტყუილათ ფულები გადაყაროთ მეთქი, რო არც ფულები დაგეხარჯებათ, და ვერც არავინ იმაზედ კარგათ დახატავს, რა გენაღვლებათ იმასა სთხოვოთ მეთქი, და თქვენზედ კი მოუშვერ ხელს, მიხვდით?
– ძალიან კარგად, მაგრამ, რო არ დაგეთანხმოსთ, და ან კიდეც რო დაგეთანხმოსთ, მითომ რა შეუდგება იმას? ...
– აი! რა ჩემო ბატონო, როცა მოგიწვევთ, მეც ხო უთუოთ იქ ვიქნები, და რადგან თქვენგან დავალებული ვარ, ვეცდები, რო დაუწყო განმეორებით თქვენზედ ლაპარაკი და იმისი ამაყი გული, როგორმე მოვარბილო, მაგრამ არამცა და არამც თავი არ აიბუჩაოთ, და არც ორ სტაქანზედ მეტი ღვინო დალიოთ; გესმისთ? ერთის სიტყვით ისეთის ამპარტავნულის და მდიდრულის სახით უნდა ეჩვენოთ, რო ვინც შემოგხედოსთ, ჰსწორეთ თქვას რო ძალიან დიდი შეძლების პატრონია და მაღალი ტონისაო, და დანარჩენი ჩემზედ მოაგდეთ, ხომ კარგად გაიგონეთ? ...
– უკეთესად აღარ შეიძლება !
– მაშ ახლა კი ბოდიშს ვითხოვ, რო ცოტას ხნობით თავს განებებთ, რადგანაც სოფია ნიკოლაევნამ მთხოვა მოსალაპარაკებლად ერთს საიდუმლო საგანზედ. მინამ მე დავბრუნდებოდე შეგიძლიანთ ნიკოლინკასთან და პატარა ნიცასთან გაატაროთ დრო. ხო არ დაგავიწყდებათ, რაც მოგახსენეთ, იქნება რო ამ კვირისათვისაც მიგიწვიონ, გესმით?
– მეყურება, სალომე იაგოროვნა, და მადლობასაც გიძღვნით დარიგებისათვის. ახლა ნახავთ შევიძლებ დიდი და მდიდარი კაცის როლის წარმოდგენას თუ არა, მგონი რო მოგეწონოთ.
– უცხო და პატიოსანი, მაშ ასრე, მეც ეხლავ დავბრუნდები.
– არა, სალომე იაგოროვნა, რაკი თქვენ მიბძანდებით, ბარემ მეც ნება მიბოძეთ, რო გიახლოთ, რადგანაც ცოტა საქმეცა მაქვს სამ სახურისგამო.
– თქვენი ნებაა, მაშ მშვიდობით, მაგრამ რაც გითხარით, ის კი არ დაივიწეოთ.
– ფიქრი ნუ გაქვსთ, ჩემო გამაბედნიერებელო, მეორეს ნახვამდე, უთხრა ცნობილმა მკითხველთადმი ნიკიტა მაკარიჩ გუსინინმა სალომე იაგოროვნას, ქვრივს კოლლეჟსკის ასსესორის უშატოვისას, რომელიც იყო ბუნებითად რუსი, მაგრამ შობილი საქართველოში და კარგათ მცოდნე ქართულის ენის და ეტიკეტისა, და გამოვიდა გარეთ....
![]() |
1.6 თავი მეექვსე |
▲back to top |
თავი მეექვსე VI
Въ минуту жизни трудную,
Тђспится ль въ сђрдцђ грусть
Одпу молитву чудную
Тверму я наизустъ.
Лермонтовъ
ერთს ვიწრო ქუჩას, მდებარეს კლდის უბნისაკენ, რომელზედაც ჰსდვრტვინავდა თითქმის მთელი ტფილისის ხალხი აუარებელის ტალახებისა გამო, ნამეტნავად ავდრიანობაში, მწკრივად გადმოჰსცქეროდენ ათი ქვემო ატაჟის მინის ფანჯარა გადმოკიდებულის მათ ზემო ფიცრის მოაჯრით.
როგორათაც ხსენებულ ფანჯრებს, ეგრეთვე სარდაფის ფანჯრებისაც, რომელზედაც იდგა სახლი, და რომელიც მეტის სიდაბლობით, თითქმის რო არ იანგარიშებოდა მესამე ატაჟათ, მკვიდრათ ჰქონდათ გაკეთებული გარედამ რკინის ჩარჩოები. რადგანაც ეჭვი არ იყო, რო უიმათოთ ქურდს და ავაზაკს კაცს ყოველთვის შეეძლო, უკეთუ იპოვიდა მარჯვე დროს, შესულიყო. სიდაბლობით სახლში, ანუ სარდაფში და გეექურდა სახლის პატრონი დაუსჯელად.
ამ სახლში შეეძლო კაცს შესულიყო. ქუჩიდამ ორის მხრით: ერთი, ალაყაფის კარებიდამ, რომელსაც ჰქონდა შეკრული ზემოდამ ფერადი აგურის თაღი, და რომელიც შევიდოდა შიგ ეზოში, სადაც იეო. გადმოკიდებული გძელი მუაჯარიც, და მეორე, კარებიდამ, რომელსაც ეფარა პატარა თუნუქის ქოლგა, შეღებილი მწვანის წამლით.
ამ კარების გაღებისავე უმალ დაგხვდებოდათ პატარა სასტუმრო კიბე, შეღებილი წითლის წამლით, რომელიც მიგიძღვებოდათ პირდაპირ შესავალში.
შესავლიდამ შებძანდებოდით ზალაში, ზალიდამ სასტუმროში და სასტუმროდამ კაბინეთში, საწოლში და სამოახლოში.
საწოლი ამ სახლისა, თუმცა მართლად მსახურებდა სახლის პატრონთა საწოლად, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რო იმას ჰქონოდეს სწორეთ ისეთი მორთულობა, როგორათაც ევროპიის სახლების საწოლეებს. არა! იქ ნახავდით მხოლოდ ცალ მხარეზე კედლიდამ კედლამდე გძელ ქართულ კრაოტს, დგომილს ფანჯრების მხრივ და დაფენილს ქეჩებით და ორხოებით, რომელზედაც თავსა და ბოლოს უწყვნენ ფარჩის მუთაქებიც და მეორეს მხრივ ხუთიოდე ძველი ფასონის სკამებს, ერთს ძველს ლომბერნი სტოლს და რამდენსამე წვრილ ჩარჩოიან სხვა და სხვა რუსეთის სამხედროს გმირთ პორტრეტებს, ჩასხმულებს მინებში და დაკიდებულებს აქა იქ კედლებზედ.
ამგვარად მორთულ საწოლში ერთს კუთხეზედ იჯდა ქართულად მოკეცილი ქეჩაზედ თექვსმეტის წლის ყმაწვილი ქალი და კერამდა ქარგას უგულოთ, რადგანაც ფიქრი მისი იყო იმ ჟამად სხვაგან და მეორეს მხრივ ორნი მანდილოსანნი ქალნი, მოკეცილნივე ქართულათ, რომელნიც თითქო შემოჰსწერომიანო ერთმანეთს, ჰსწორეთ ისე იყვნენ გატურნულები და ჰქსოვდენ ჩაფიქრებულები თეთრ ჩულქებს.
ამ უკანასკნელ ქალებთაგან, ერთი იყო თალხებით და მეორე მხიარულის ტანისამოსით, თუმცა კი სახის მეტეველება ამ უკანასკნელისა ცხადათ გამოაჩენდა ხნიერებას, როგორათაც პირველისას.
– არა? ჩემო რძალო არა! უთხრა ბოლოს თალხად მოსილმა მხიარულად მოსილს, როდესაც დაინახა, რო ქალი გავიდა სამოახლოში; მე იმაში გველობის მეტს ვერასა ვხედავ; მერწმუნეთ, რომ სახეირო რო რამ იყოს, ფიცხლავ გული შემიტყობდა, მაგრამ ამ საქმეში კი, ღმერთი შენ დამიფარე, ჰსწორეთ გული მიკვდება.
– ნუ ! ჩემო რძალო. ნუ! განაგრძო. მანვე, ტყუილთ ნუ აჰყოლიხართ ამის ცბიერს ლაპარაკს; ვინ იცის რა განზრახვით გირჩევსთ? ჰსჯობს, ჩემო რძალო, სჯობს, რო თავი დაანებოთ და როგორმე მოიშოროთ თავიდამ.
– ვუი! იმ აჭკინ, (ვუი! ჩემ თვალებს), ახარ იმან ტყუილი როგორ იტყვის; მთელი ქალაქმაა და იმას; არა, მულოჯან, არა! იმან ძალიან კაი რამე შვრება ჩემთვინა, მეტათ კაი ვინმეა; ახარ იმას რო კარგად არ ვიცნობდე, განა გიჟები მჭირს თავში, არა! მულოჯან, არა! სუ სხვა ვინმეა.
– თქვენი ნებაა ჩემო რძალო, მაგრამ მაინც და მაინც კი ამას მოგახსენებთ, რო ის ჩვენს მიწა წყლის შვილთან ვერ მოვა, და ან რით ამჯობინებთ? ვაჟკაცობით, თუ თვალტანადობით? და რაიცა შეეხება სიმდიდრეს, ეგ ღვთით ჯერ ისევ ღრმა საიდუმლოა, და არავინ იცის რით დასრულდება, და ან რით დამარწმუნებთ, რო სუ სიცრუით არ მოქმედებდეს? მე მოგახსენებთ ცოტა მაგალითები გვიძევს წინა და ეგ ხო............................................
– ვა ! რასა ბძანებ, ჩემო მულო? ახარ იმან როგორ იკადრებს მაგასა, მერე იმისთანა ნასწავლმა, მდიდარმა და ისიც ინჯინერმა არა! მულოჯან, არა! ძალიან მდიდარიაო, და მდიდარიც რო არ იყოს და, ამას ისეთი ჩანი აქვს, რო ბოლოს იმანაც ჩემი ფადეასავით მდიდარი გახდება; ოხ! ფადეჯან, ქუ ოქუმ მერნიმ, ვურდიიხ იმი (შენი სულის ჭირიმე, სადა ხარ ახლა), დაიკრა ხელი გულზედა: აქამდინ ხო მილიონები ექნებოდა ჩემთვინა, მაგრამ, ვაი! იმ გლხინ, ვაი! (ჩემს თავს:) მალე, მულოჯან, მალე ინქარინ, ბრნეცინ. (ის უყვეს, დაიჭირეს).
– ჰოო! აბა მეც იმისათვის მოგახსენებთ. აი, რო იმას ჩვენ. მიწა წყლის შვილი ჰსჯობია მეთქი; ემანდა თქვენ თითონ არა ბძანებთ, რო თქვენი პირველი ქმარი, სამსახურის კაცი ყოფილა და ბევრიც შეუძინია, მაგრამ, რა გამოვიდა, ბოლოს კი ისევ ციბირში დაულევია სული. საქართველოს შვილი კი, ჩემო რძალო, საქართველოს შვილი, თავისათვის ბინადრათა ზის თავის ყმასა და მამულში, რომელთაც, თუმც ძალიან დიდი სიმდიდრე არა აქვსთ რა, მაგრამ არც თუ ძალიან ღარიბნი არიან. ჯერ ღვთის მადლით მაგალითი არ მომხდარა, რო საქართველის თავადიშვილი მშიერი მომკვდარიყოს, და ან მაგისთანა მოულოდნელი უბედურების გრიგალი იმათაც ჰსცემოდეთ, მაგრამ რუსებისაკი, ჩემო რძალო, ანგარიში არ არი; ვინ იცის რამდენი თქვენი ქმრისთან დაუბედურებულან რუსის სამსახურში და დახოცილან ციბირში.
– ოხ! მართალი, მულოჯან, მართალი, მაგრამ იმან ახარ სუ სხვა ვინმეა და ძალიან ჭკვიანია, ახარ იმან როდი იქს ისრე, და თუ იქს და, ჯანიმც გავარდეს, ფულები ხო ბევრი გაუშვებს ჩემი ფადიასავით, განა მაშინ კი ვერ გავაკეთებ კნეინომ; მითომ რა მიჭირს, რო ადრე რუსის ცოლი ვიყავი, იმიტომ თუ კნეინა ვერ გავხდი, გამოიჭიმა ამპარტავნულად.
– ქალბატონო, მოახსენა შემოსულმა იმ დროს საწოლში მზვარეულმა: – სოლომანა ბიჭმა მოგახსენათ, რო შინ არ გახლდათო.
– ვუი ! იმ აჭკინ, მაშ სადა ქნილა, ბიჭო ?
– აბანოში გხლებიათო.
– მაშ არ მოაო?
– როგორ არ, აქალბატონო, იმის ბიჭს უთქვამს, რო რამწამს მოვა, მაშინვე მოვახსენებო და ხვალ გიახლებათო.
– ჰოო! ლავ, ხისტ ლავ. (კარგი, ძალიან კარგი). რაღას მიბძანებთ, ქალბატონო, ხვალისათვის ბულინიც გავაკეთო თუ არა?
– მაშა, სულელო, მაშა, მაგრამ, სიმონიჯან, ვინძლო რო შნოიანათ კი, ხომ იცი სტუმრებიც გვექნებიან.
– ვეცდები, ქალბატონო, მაგრამ სოსიკა ბიჭსაც რო უბძანოთ, რო მომეხმაროს, ძალიან კარგი გახლდებათ, რადგანაც მარტო ვერ აუალ იმოტენა საჭმელებს.
– მაშა, სულელო, მაშა, უთხარი ეხლავე, ქალბატონმა თქო უთხარი, გიბძანა თქო უთხარი, გესმის? კნეინამ თქო უთხარი, გეყურება?
– დიახ, ქალბატონო, გავიგონე.
– მაშ აბა მალე, მაგრამ შნოიანათ კი.
– ეხლავ, ქალბატონო..............................
![]() |
1.7 თავი მეშვიდე |
▲back to top |
თავი მეშვიდე VII
აააუ! აააუ! აააუ! უძახდა ამ ხმით ერთი ცხენოსანი ბიჭი მეძებრებს, რომელსაც წვრილის თოკებით ეჭირა აქეთ იქიდამ ორ ორი ტყავის საყელოანი მწევარი და რომელსაც, როგორათაც მწევრები, ეგრეთვე მეძებრებიც, ურბენდენ წინ და უკან სიხარულით დ უყეფდენ წკმუტუნით.
– იჰტ! ტრეზორ, იჰტ! მანდარი ნუ გეშინიან, იჰტ! ოოოჰ! ტრეზორ, ოოოჰ! იჰტ! აქეზებდა ამ ხმით ცხენოსანი ბიჭი მეძებრებს, როდესაც ისინი ჩამოვიდენ სოფლიდამ ღელეში, სადაც ხსენებული მეძებრები მეედვნენ რა მაშინათვე ბუჩქების ძირებს, ჰხტებოდენ აქა იქ და ეძებდენ კურდღლის კვალს თავდაღუნულკბი კუდის ცანცარით.
არ იყო, რო ყოველი ამ გვარი წამაქეზებელი ცხენოსანის ბიაჭის ხმა, ნამეტნავად,როდესაც ის სხვათა შორის დაჰსახებდა ხომე შემდგომსაც: „პაააი! პააი!“ უფრო და უფრო აფიცხებდა მეძებრებს, რომლებიც ხან შედგებოდენ ხომე რამდენსამე წამს და შემოხედვიდენ მეპატრონეს, და ხან ისევ გადაფრინდებოდენ სიფიცხით ერთის მხრიდამ მეორეს და უსვამდენ დედა მიწას ტუჩს, მაგრამ მწევრებიკი, ყოველს ამ გვარს დაძახებაზედ ყელყელაობდენ მოდარაჯე წეროსავით და იცქირებოდენ აქეთ იქით ყურებ დალურსულები დიდის ყურადღებით.
ავ! ავ! მოუყეფა ამ დროს შორიახლო პატარა შავმა მეძებარმა და გამოიგდო მინდვრისაკენ ერთი მოზდილი კურდღელი ყეფით, რომელსაც ფიცხლავ გეეკიდნენ ტყორცილი ისარივით მწევრები და მეძებრებიც.
– აჰაი! აჰაი! დაჰკივლა უცებ ყმაწვილმა კაცმა, მჯდომარემ ხავერდის ქულაჯით ქურან ულაყ ცხენზედ, როდესაც იმან შეასწრო გამოგდებულს მინდვრათ კურდღელს თვალი და გაქუსლა მისკენ ცხენი.
გადმოირბინა რა ყმაწვილმა კაცმა კივილით შარა გზა, უცებ შეეფეთა მომავალს მაზედ ერთს მცნობს პირს, რომელიც მიეჩქარებოდა სოფლისაკენ, მაგრამ არა თუ არ მიჰსცა ნადირობის სურვილმა ყმაწვილს კაცს დრო მასთან სალაპარაკოდ, არამედ როგორათაც გრიგალი, უნებურად გაიტაცა კურდღლისაკენ, რომელიც კამარით მიიძაბებოდა პირაღმა ფერდაზედ და რომელსაც მიჰსდევდა სამ ოთხ საჟენზედ მოთეთრო მწევარიც.
არ გაუვლია შვიდ წამს, რა რომ გამოირბინა კივილითვე მახლობლად იმა გზისა ცხენოსანმა ბიჭმაც, რომელსაც, არ იყო. რო რიგზე ახრჩობდა გვერდზე მოქცეული ნაბდის თასმა, და რომელიც მეტის სიჩქარით, უბრაგუნებდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა საწყალ ცხენს ფერდებში ქალამნიან ფეხებს.
– რა ამბავი, გიგოლი, კითხა ქულაჯიანმა ემაწვილმა კაცმა მცნობს პირს, როდესაც ის იყო რო, მიაჭენა ამასთან იმანაც ცხენი და როდესაც ყმაწვილმა კაცმა გამოართვა გულმუცელი საწყალობელ კურდღელს და მიუყარა ძაღლებს.
– მშვიდობა ბატონო, მოახსენა ნაცნობმა პირმა და მიართვა მასთანავე უბიდამ ამოღებული დაბეჭდილი წიგნი.
– როგორ დედიდა! დაიძახა უცებ ყმაწვილმა, რა რომ დახედა წიგნს და ახსნა სიჩქარით.
თითქო ზაფრანა შეასხესო პირის სახეზედ, ისე უცებ გაყვითლდა ემაწვილი კაცი, რა რომ ჩაავლო თვალი წიგნს და დაბარბაცდა წასაქცევად.
იფიქრებდა კაცი, რო ჰსწორეთ ღამისა სიბნელემ დაჰფარაო ყოველივე მის გარემო, რადგანაც ის სრულიად ვეღარასა ხედავდა და არც თუ ახსომდა სად, ანუ რისთვის იყო ის იმ ჟამად.
უგონოდ იცქირებოდა საბრალობელი ყმაწვილი კაცი აქეთ იქით თავში დაკრულივით და მცირე ღა უკლდა ჭკუაზე შეშლას, უკეთუ დროით არ მიშველებოდენ ბიჭები, რომელთა ხელის შეხებაზედ, არ იყო რო მოვიდა ისევ ცნობაზედ.
ბოლოს გამეერკვიარა ამ საშინელს მდგომიარეობას, გადისვა თვალებზე ხელი მწუხარებით, და წავიდა ცხენისაკენ, რომელსაც მოახტა საჩქაროდ და დაუშვა თავქვე ჭენებით.
გაუფთხილებლივ მოაჭენებდა ის გზა და გზა ქურან ცხენს, რადგანაც ყოველი მისი გრძნობა იყო ჩანთქმული იმ ჟამად ერთის საგნისაგან, რომელიც უბნელებდა იმას გონებას.
ამ დროს უეცრივ გადააფრინდენ ზედ თავზე რამდენიმე ფრინველი ჩხავილით, რომელთა ხმამ არ იყო რო უფრო გაუხეთქა გული საცოდავს ყმაწვილ-კაცს და დააკვნესა.
– ბიჭო! ნინიავ, ვინაა კაცო, ის ოხერი, დაუძახა ერთმა მეურმემ მეორეს, რომლებიც მოდიოდენ ქალაქიდამ შინისკენ: რატო ისე გიჟივით მააჭენებს, ცხენიც არი აღარ ებრალება იმ ოხერს.
– ცხენი კი არა, კაცო, ჩამოართო მეორემ, თავი არ მომიკვდება, ეგ უთუოდ ჭკუაზე შემცდარი იქნება.
– ჭკუა კი არა, კაცო, დაიწყო მესამემ, უთუოდ თული კაცებისაგან იქნება გამომფთხვალი.
– ბიჭო, მართლა ეე! დაიძახა მეოთხემ: მერე, იარაღიც აუხსნიათ. აი მამე...................
– დედა ვაცხონე იმათი, დაიწყო ისევ პირველმა, მაგათთანას ეგრე უნდა, ჩვენზე რო გამარჯვებულები არიან და ფიცხლავ ხმალს გვიჭირებენ ხოლმე, აბა ხმალი ეგეთი უნდა აი, დედა ვაცხონე იმათი!
– მამავ გიყვარდა ურეემი არაალოო, არაალოო, ჰეი! დასძახა სულ ბოლოს მეურმემ და გაატკაცუნა შოლტი.....
![]() |
1.8 თავი მერვე |
▲back to top |
თავი მერვე VIII
ღვთიშობლის ხატს, რომელიც ესვენა ერთს ტფილისის სახლის კაბინეთში, და რომელსაც ენთო კანდელი, პირქვე დამხობით ევედრებოდა ერთი ყმაწვილი ქალი, რომელსაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდენ თეთრი წითურ ლოყებზედ მარგალიტივით ცრემლები.
შავი ყორნის ფრთათაებრ კავები, რომელნიც სინანულით მოშორებოდენ თავის ადგილს, თითქო იგრძნობენო. მეპატრონის მწუხარებას, ისე მოშლილად და უგულოდ იყვნენ დაკიდებულები ძირს დაღვრიმილის სახით.
– ოხ! ღვთიშობელო დედავ, ამოილაპარაკა ყმაწვილმა ქალმა ჩუმის ტირილით და წამოჯდა ზეზედ, რომელმაც ოდნივ დაიკრიფა პატარა თეთრი ხელები გულზე: აკი მხადეო. ჭირთა შინა, აკი გილხენთო ყოველთა შეწუხებულთა... ნუ თუ ცოდვანი ჩემნი დამძიმდენ, ვაი! ჩემს ბედს, ვაი! ვის მივმართო, თუ არ შენ, ვინაა ნუგეში ჩემი, თუ არ შენ, ოხ! დედოფალო, – დაიკრა ხელი გულზე: ნუ მიმცემ საბრალოსა ამას კაცთა მზაკვარებისა მსხვერპლად, შენ იავარ ჰყავ მოსრული ჩემზედ განსაცდელი, შენ განმარინე მისის შემწველის ცეცხლისაგან, როგორათაც ყრმანი ბაბილონისანი, შენ, ოხ! დედოფალო, – დაიკრა განმეორებით ხელი გულზე და დაიწყო გულ ამოჯდომით ხმა მაღლა ტირილი.
– მეხი კი დაგეცა მაგ ოინბაზ თავზე, მეხი, საიდამ რა ჩამოგვივარდა შენი ჭირიმე, რა უნდათ ამ საწყალი ქალისაგან? მაიცადე, მაიცადე, შენ ფეხ დავიკრავ, თუ მე შენ ეგ შეგარჩინო.; ჯერ ჩემი ძმა მოვიდეს; მაშინ გიჩვენებ რაღაც სალომე ბძანდები, შე გადმოვარდნილის შვილო, შენა, აი! დაგწყევლოს ღმერთმა, საიდამ რა გაგვიჩნდა შენი ჭირიმე!.. თავათ რა იყო, და ამ წყეულმა ხო სულ უფრო გადარია ის ჩემი სულელი რძალი. აი დიდება შენთვის ღმერთო, რო იტყვიან რო ჭირი შეუდგათ სახლშიაო, ჰსწორეთ იმასა ჰგავს ჩვენი საქმეც, მოტუტუნებდა ამ სახით ფრიად განრისხებული ცნობილი მკითხველთადმი თალხად მოსილი ქალი სწოლიდამ და შემოვიდა კაბინეთში პირჯვრის დასაწერად ღვთიშობლის ხატზედ, რადგანაც იყო შაფათი საღამო და მერვე საათი ღამისა.
– ქა! აქა ხარ თვალის ჩინო, ვუი შენ კი გენაცვალოს ნ...ა. ეგრე შვილო, ეგრე, შეევედრე, შეევედრე, იქნება რო მაგისმა ძალმა დაუცაროს იმ ღვთის მტერებს გზა, დამაცადოს იმ რუსის შვილმა, დამაცადოს, ჩემს თავს დავსდებ და იმას კი არ გავამარჯვებინებ. ნუ ტირი შვილო. ნუ, შენ გენაცვალოს ნ ... ა, რაღა დროს შენი ტირილია, უალერსებდა ამ სიტყვებით თალხად მოსილი ყმაწვილს ქალს, რომელიც შემოსვლისავე ჟამს ჩეეკრა იმას გულში და ჰსტიროდა მწარედ
– სუ! შუნ გენაცვალე, სუ! ნათქომია, რო როგორცა ქუხს ისე არა წვიმსო, ფიქრი ნუ გაქვს, მე აქა გყევარ. დამაცადოს იმ ოინბაზმა, დამაცადოს, სუ იმისი მოლექნილის ენისაგანა გვჭირს ეს ცეცხლი სუ! შვილო, სუ! მგონი, რო ღვთით ხვალ უთუოდ გაჩნდეს და მერე მე ვიცი საითაც გაგაფრენ, სუ! შენ გენაცვალე სუ, დამაცალოს მე იმ...
ი. ბერიძე.
განგრძელება შემდეგში.
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 ლოცვა აჩრდილისა |
▲back to top |
ლოცვა აჩრდილისა
(აჩრდილიდგან )
„დედავ ღვთისაო ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია, –
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა!
სამღთოდ მიიღე სისხლი, რაიც ამ ხალხს უღვრია,
ღმერთო ძლიერო! ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
„რაც უტანჯნია ამა ხალხსა ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალა დავრდომილსა კვლავ აღდგომისა!
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამა პაპური ძარღვი, ძალა გადმოეცა შვილსა.
„ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდენ ქართველთა ძენი
დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა?!
იმყოფე სამღთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, მათ ისყიდეს ტანჯვით შენდობა.
„მოეც ქართველსა ქართვლის ნდობა და სიყვარული
გული გაუხსენ, რომ უუვარდეს თვისი მამული! ..
ჰოი, სახიერო, ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნის მოლოდინი განუფთხო ხალხსა ! ..“
_______________
მყის გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდ ფერიანი სარტყელი ცისა
და მოეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა ...
აღმენთოს გული გრძნობითა ცეცხლებრ,
ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,
და მაშინ ვიცან, რომ მშვენი მისებრ
მე არ მენახა ჯერ ცისარტყელა
![]() |
2.2 გ. აბხ. |
▲back to top |
გ. აბხ.
ღმერთო! .. აკურთხე ამ ყრმისა ძალნი,
ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე;
აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,
ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.
ღმერთო! .. მოჰმადლე მადლი ზეცისა,
შთაბერე მაგას ძლიერი სული,
რათა შეიქმნეს თავის ერისა
მოძმე ერთგული და მოყვარული.
ღმერთო! თან ზდევდე უსუსურს ბაშვსა,
რომ დღენი მაგას არ დაებინდოს,
ვიდრემდი ტანჯვის ცრემლი თვის ხალხსა
ცოტათი მაინც მანც არ მოჰსწმინდოს! ..
![]() |
3 სამგზავრო წერილები. |
▲back to top |
სამგზავრო წერილები.
წიგნი პარველი
მომილოცე, ძმაო, ცხოვრების გამოცვლა: მე ტურისტი შევიქენი. პოლშიდგან ვაპირებ გერმანია გავიარო და პარიჟში მივიდე; აქედგან შუახმელეთის ზღვით იტალიაში შევივლი, ვნახავ სტამბოლს, მერე შავის ზღვით – ჩემს გურიაც, – მოვალ ტფილისში, და გეტვი: chez nous à Paris!.. მაგრამ სანამ მე შენ ამას გეტყოდე, მინდა ჩემი მიმოგზავრობა შენს „მოამბეს“ ვუამბო, თუ კი მის მოსასმენლად ექნება მას დრო და ადგილი.
27 მარტს საღამოზედ პეტერბურღს მძიმედ თავი დავუკარი და გავსწიე ვარშავის, რკინის გზის ვაგზლისაკენ; გული რაღაცა სიამოვნებას გრძნობდა, პირი რომ ევროპისაკენ დავიჭირე. სანამ ვაგზლამდის მივიდოდი, თვრამეტი მღვდელი შემხვდა გზაში! შენ კარგად იცი, მე ამაოდ მორწმუნე არა ვარ, მაგრამ თვრამეტმა მღვდელმა კი ცოტა დამაფიქრა ....... ძლივს ერთი ჩემთვისაც ღმერთმან სიკეთე მოინდომა, ვამბობდი ერთ კაცსვით, და ვაი, თუ ეგეც ჩამემწაროს, მეთქი! ვაგზალი სულ ერთიანად გაჭედილი იყო. ჯარით, რომელიც მიდიოდა პოლშაში. ავიღე ბილეთი, და შეველ ვაგონში. ცოტა ხანს შემდეგ ლოკომოტივმა იწივლა თავისებურად და კიდეც დაიძრა ჩვენი ვაგონი; ხალხმა პირჯვარი გადიწერა.
ომიანობის მიზეზი იყო, თუ სხვა რასამე ჩემი მეზობლები ისეთი დაღონებულები იყვნენ, თითქოს, მკვდარს აცილებდნენ სასაფლაოზედ. ჩემს მარცხნივ ისხდნენ ხუთიოდე ყმაწვილი კაცები, ერთ-ორ სიტყვას თუ წარმოსთქმიდნენ რუსულად, თორემ სულ ჩუმად ისხდნენ ერთად კუთხეში. არ შეიძლებოდა კი, იმ ერთ-ორ სიტყვაშიაც არ შეემჩნივა კაცს პოლშური კილო (აკცენტი). უეჭველია, ეგენი პოლშელები არიან, მაგრამ რუსულად რად ლაპარაკობენ. მეთქი, ჩემ თავს ვკითხავდი ძლიერ გაკვირვებული, პირველი ნახვა იყო ჩემგან, რომ პოლშელები ერთმანეთში თავიანთ ენას არა ხმარობდნენ. მათ მახლობლად ისხდნენ რამდენიმე ჩინოვნიკები სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურისანი. მთელი მარჯვენა მხარე კი სალდათებს ეჭირათ, და იმათ უშვერ სიტყვებს, ლანძღვას და გინებას არა ქონდათ ბოლო. უარესი კამპანია აღარ შეიძლებოდა .
დავაპირე. ზემოხენებულ ყმაწვილკაცებთან ლაპარაკი დამეწყო, მაგრამ კარგად რომ მოვიფიქრე – სიჩუმე ვირჩიე: ვინ იცის რა გვარ კაცად მიმიღებენ, მეთქი, ეჭვი და დაუნდობლობა მშვიდობიან დროსაც კი ჩვეულებრივი საქმეა ამ ქვეყანას, აღრეულობაში ხომ რაღა კითხვა უნდა. მე კი ისეთი ხასიათი მჭირს და, ვფიქრობ, სხვებიც ეგრეთივე ხნისა უნდა იყვნენ, – უცნობი კაცის ძრიელ მერიდება, სწორედ ვიტყვი – მეშინიან.
ფრიად შესაძლებელია, მაგალითად, რომ ვიღაცა გულმტკივნეული უცნობი, რომელსაც უნდა თავის ტკივილისაგან მოვერჩინე, შემიყვანდა ვაგზლის ცალკე ოთახში და გამომკითხამდა მამაშვილურად სად გმსახურობ და სად მივდივარ, – ძლიერ შესძლებელია რომ მეორე უცნობიც და მესამეც – პატიოსანი და კეთილ მოსურნე ხალხი იყოს, მაგრამ ... ვინ იცის? აბა „ეგ ვინ იცის“ ეგ ევჭი და კაცზედ არ მინდობა, დაუმდებლობა აცზედ კარს მიზეზი, რომ ჩვენ მუდამ მტრების ბანაკში ვგრძნობთ ჩვენს თავს და, რასაკვირველია, ვხმარობთ ყოველ ღონისძიებას, ცბიერობას და ათას გვარ ეშმაკობას, რომ არავის გევეთელინოთ. ჩემი ამორჩეული და საყვარელი იარაღი ამ შემთხვევისათვის გახლავს – სიჩუმე. დავჯდები ჩემთვის და ვარ ჩუმად, როგორც ფიჩხული. ყველა ჭკვიანი კაციც აგრე იქცევა. დიდმა საბერძნეთის ფილოსოფოსმა – ზენონმა განგებ მოიკვნიტა ენა, რომ ლაპარაკი არ შეჰსძლებოდა ერთის სიტევით, – სიჩუმე, ფიჩხულობა დიდი რამ სასარგებლო ნიჭი და ტალანტი არის .... მაგრამ ჩემი მკითხველი ვატყობ, როგორღაც კეთილ-გულობით იღიმება და ფიქრობს: „ბიჭო, შენ სხვა თქვი რამე, თორემ რაც ფიჩხულობას და ენა კვნეტიაობას შეეხება, შენი მოძღვარი ჩემი შაგირდი იყოო“.
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავსაც ვიმართლებ იმიტომ რომ ის ადგილი, რომელიც მე გამოვიარე რითიმე უნდა ამენიშნა; სხვა შესანიშნავი არა იყო რა, და ჩემი ბრალი არ არის თუ ფიჩხულობაზედ ლაპარაკი ჩამოვარდა. რა კი რომ ლიტვაში შევედით, ჩვენს ვაგონს პოლშელები თან და თან ემატებოდნენ, ასე რომ რამდენიმე ხანს შემდეგ პოლშურმა ელემენტმა ცხადათ აიღო უპირატესობა იმ პატარა სამეფოში, რომელშიაც ერთი მოქალაქეთაგანი იყო შენ. უმრჩიელსი მონა. გააბეს პოლშურ ენაზედ ლაპარაკი და დავი დარაბა. ჩვენს ვაგონს სიცოცხლე მოემატა, ასე რომ ჩემი მეზობელი – რეინის ფიჩხულიც კი გახალისდა და მოინდომა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ, რადგან იმან რუსული ენა ძრიელ ცუდად ცოდა და მე ნემეცური – უარესად, მთელი ჩვენი მუსაიფობა იმითი დაიწყო და გათავდა, რომ იმან მკითხა რუსულად: ნემეცურად ხომ არ თამაშობო, და მე ჩემი მწუხარება გამოუცხადე, რომ არა ვთამაშობ. ზემოხსენებული ყმაწვილი კაცებიც აჭიკჭიკდნენ, ახლ ა კი პოლშურ ენაზედ. ერთმა მათგანმა საათი ამოიღო გასაშინჯავად, მეც გავშინჯე ჩემი. – რამდენი საათია თქვენსაშიო, მკითხა. მე უთხარი რამდენიც იყო; ჩემი საათი ხარკოველია, განაგრძელა ყმაწვილმა კაცმა: და ცოტა წინაობსო. ამაზედ მე ვჰკითხე ცოტა რამ ხარკოვზედ, და ლაპარაკი გაიმართა. გამოდგა, რომ ეგ ყმაწვილი კაცები არიან პოლშელი სტუდენტები, ვინ ხარკოვისა და ვინ მოსკოვის უნივერსიტეტებიდგან.
სხვათა შორის ეს გავიგე მისგან, რომ ხარკოვში ერთს სტუდენტს – რუსს საშინლად გეველანძღეთ მასკარადში ჩვენ ქართველები. „ქართველები ბრიყვები არიანო“, წამოიროშა თურმე. კარგი, რომ ერთს ამ დროს იქ მყოფს ახალ-გაზდა ქართველს ყური მოეკრა ამ ამბვისათვის და ძრიელ ენერგიულად წამოგვსარჩლებოდა, თორემ ამ გვარი სირცხვილის ჭამა მუქდად ჩაივლიდა. ამან დაუმტკიცა, თურმე ერთი თქვენი მოწონებული პრისტავული სილით სტუდენტს, რომ ის ძრიელ შემცდარა ქართველებზედ. ამაზედ ერთი დავი დარაბა მომხვდარიყო, ჩკუნს მოსარჩლეს დაუპირეს თურმე მასკარადიდგან გამოგდება, მაგრამ, შენ არ მომიკვდე, ვერცა თუ გამოიყვანეს, ბევრი ბოდიშიც მოახდევინა თურმე იმავე სტუდენტს დიდი ლეკი რამ ბიჭი ყოფილა!
ლიტვაში ცხადად გრძნობს კაცი, რომ სამხრეთისაკენ არის. აქ თოვლი სრულებით დამდნარიყო და თფილი შუქი ჩამავალ მზისა მხიარულად მოჰფენდა ცოტათი კიდეც ამწვანებულ მინდვრებს და ფაქიზად დამუშავებულ ყანებს. შორს გორიზონტზედ მოჩანდნენ მთები და გაუვალი ტყეები.
„როგორ მოგწონს ჩვენი მამულიო, მკითხავდა ჩემი კამპანიონი; თქვენს კავკასს, რასაკვირველია, არ შეედარება, მაგრამ ამასაც თავისდა გვარი მშვენიერება აქვსო“.
– ქვეყანა ძრიელ კარგია, ვუპასუხე მე, მაგრამ ხალხი კი საცოდავია, რომ ასეთ უბედურობაში ჩავარდა ამ უკანასკნელ დროს, მეთქი.
– რა უბედურობაშიაო?
– ამდენი სისხლის ღვრა და კაცის ჟლეტა მაშ რაა თუ არ უბედურობა და ღვთის წყრომა!
– ალბათ, ხალხი არა რაცხს, მაგას უბედურობად, თუ ასე არა ზოგავს სიცოცხლეს საკუთარის თავისუფლებისათვის მომიგო იმან:... განა არის ქვეენზედ იმისთანა ხალხი ან კაცი, რომელსაც არა სურდეს კეთილ ცხოვრება? ყველასა სურს. მაგრამ ხალხიცა არის და ხალხიც, ზოგის სურვილი ისეთივე სუსტია და დამჭკნარი, როგორც თვითონ ხალხის გათელილი და წელ-მოწყვეტილი, ზოგს კი იმოდენად შერჩენია კაცობრიული გრძნობა, რომ მისთვის სიცოცხლე და კეთილ-ცხოვრება გაუყოფელია, ერთი უმეორედ იმისთვის მითამ არც კი ყოფილა, იმისთანა ხალხი კი სულ მუდამა დუღს, ან გულის წადილს აისრულებს, ან არა და იმ წადილსა ზედ შეაკვდება. ამისთანა ხალხს ვერაფრით ვერ შეაყენებს! შიშველის ხელით ზარბაზნებს შოულობს; „ვისაც აქვს ხელები, ამბობენ ინსურგენტები, ჯოხს იშოვნასო, ჯოხით – თოფსა და თოფით – ზარბაზანსაო“. ისტორია და კაცობრივობა მარტო ამისთანა ხალხს ყურადღებას აძლევს და მკვდარ ხალხს კი უშვებს „დაფვლად თვისთა მკვდართა“. ვაგონი შედგა და მოისმა კონდუქტორის ხმა „ვილნო!“ ხარკოველი სტუდენტი თავის ამხანაგებით აჩქარებით გავიდა გარეთ. „მშვიდობითო, მითხრა მან, როცა მეც კარში გამოველ; თქვენთვის მსურს კეთილი მგზავრობა და ჩემთვის კი სიცოცხლე კეთილ ცხოვრებიანი, ან სიკვდილი ვაჟაცურია“.
– სად მიდიხარ ? ვკითხე მე გაკვირვებით.
– „დო ლიასუ“,წარმოსთქვა ყმაწვილმა დაბლის ხმით და მსწრაფლ გაქრა ღამის სიბნელეში. მერე გავიგე, რომ „დო ლიასუ“ ჩვეულებრივად ნიშნავს ტყეში შესვლას, მაგრამ ახლანდელ დროში კი აღრეულობაში გარევის მნიშვნელობა აქვს თურმე. ძრიელ მებრალებოდა უგუნური ყმაწვილი კაცი, მაგრამ რაღა დროს იყო! საკვირველია, რომ მთავრობა ამისთანა დროს სტუდენტებს პოლშაში წასვლის ნებას აძლევს !
ვაგზალში რომ შეველ, ერთი საშინელი აყალ მაყალი დამხვდა; შუა ზალაში იდგა ურია, რომელსაც შეუბრალებლად ჰსცემდნენ სალდათები და სთოკავდნენ. გამოდგა, რომ ამ ურიას სამასი თოფი წამოეღო. პეტერბურღიდგან ინსურგენტებისათვის ვილნოში. ის იყო ფიქრობდა უბედური, – ეს არი გადავრჩიო, და კიდეც სტაცეს ხელი. ურიები მაინც რაღამ გააგიჟა მეთქი, ვფიქრობდი ჩემ თავად.
ვილნოდგან ვარშავამდის ინსურგენტებმა რამდენჯერმე აგვიხსნეს წინ რელსები, მაგრამ ჩვენი კისრების საბედნიეროდ დროზედ ვტყობულობდით ხოლმე. ჭირს კი მაინც ვერ გადავურჩი, – ლაპის სტანციაში (ვარშავიდგან ასს ვერსტზედ) ვეღარ მოვასწარ შესვლა ჩემს ვაგონში, ისე გამიფრინდა წყეული თვალ წინ. მეტი გზა არ იყო უნდა მომეცადნა მთელი 24 საათი. ლაპის სტანცია ერთი იმ უდაბურ ადგილებთაგანია, რომლის ნახვა რამდენიმე მინუტით ვაგონის ფანჯრებიდგან, არ ვიტყვი, არ იყოს ცოტაოდენ სასიამოვნო და, თუ გინდა პოეტიკურიც, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ოცე და ოთხი საათით იქ დარჩომა! ერთი ადამიანი არ იყო, გამეცა. კონდუკტორები და მაშინისტები, რომელნიც შეადგენდნენ ეხლანდელს ჩემს საზოგადოებას – ყველანი პოლშელები იყვნენ და არც რუსული ენა იცოდნენ და ამას გარდა როგორღაც ისე გვერდულათაც მიყურებდნენ, რადგან რუსი ვეგონე, რომ მე თვითონ არ მინდოდა მათთან ლაპარაკი. დიდ ხანს ვიყავ ფიჩხულიკით, სანამ ერთი კონდუკტორი რუსი არ გამომიჩნდა. ამან შემომჩივლა თავის უკმაყოფილოება პოლშაში ცხოვრებაზედ და დიდის სიამოვნებით იგონებდა საქართველოს, სადაც ყოფილიყო რამდენიმე წლის წინათ. ამაზედ მე განუცხადე ჩემი ქართველ-შვილობა, და, უნდა გენახა, რა ნაირად ესიამოვნა მას და იმავე დროს რა ნაირად უკვირდა ჩემი ნახვა. რამდენიმე მინუტში მთელმა საზოგადოებამ გაიგო ჩემი ვინაობა და მაშინ კი სულ სხვა თვალებით დამიწყეს ცქერა ყურადღებას და პატივის ცემას, რაც შეეძლოთ, არ მაკლებდნენ: მიშოვნეს ერთი წმინდა ოთახი სუფთა ქვეშაგებითა, რომელიც მაშინ ჩემთვის დაუფასებელი ნივთი იყო.
„ცუდი ხალხია პოლშელებიო, მეუბნებოდა ჩემი რუსი: ამათთანა ბოროტს და დაუმორჩილებელს ხალხს სხვას ვერ ნახავ. – დიდი და პატარა – ყველა ტყეში მიიწევს. რა უჭირდათ, მაგალითად, მაშინისტებს ტყეში წასასვლელი? უფრო ბევრი ნაწილი მათგანი პოლკოვნიკის და ღენერლის ჯამაგირს იღებდა, არა, დაკრეს ბატონო ფეხი და სულ ერთიანად ტყეში შეცვივდნენ. მხოლოდ ეს კი არი იმათში საკვირველი, რომ ერთმანერთში დიდი ერთპირიანობა და სიყვარული აქვთ. აქაური მებატონეები ყველანი მუხანათობენ მთავრობის წინაშე, ცხადად უჭირავთ ინსურგენტების მხარე და აძლევენ შემწეობას, ვისაც როგორ შეუძლია; დაფიცებული მაინც არ იყვნენ! ამბობდა გულ მტკივნეულად ჩემი რუსი: ამას წინეთ ერთს აქაურ მეზობელ შლიახტიჩს თავის საკუთარს სახლში დაემალა რამდენიმე ინსურგენტები; ჩვენმა კაპიტანმა წაიყვანა ჯარი და დაეცა მას თავს. თვითონ სახლის პატრონი ავად ყოფილიყო, დედა-კაცმა კი უარი უთხრა ინსურგენტების გამოჩენაზედ; ამაზედ ამათ ძალა დაატანეს; ქალმა რევოლვერს ხელი გაისვა. რაღა კითხვა უნდა, სალდათებმა შტიკებით ასწიეს გიჟი დედა-კაცი და არც საკვირველია, თუ ისე გასისხიანდნენ, რომ აღარავინ დაინდეს დ სულ ერთიანად ამოსწყვიტეს, ვინც კი სახლში იპოვნეს. ყველაზე უფრო გასაოცარი აქაური ღვდლები არიან; რამდენს მათგანს იჭერენ და ემუქრებიან, მაგრამ ისინი თავიანთს მაინც არ იშლიან, – დადიან სოფლიდგან სოფელში და ქადაგობენ ომს და თავის უფლებას ....“ ჩემი მემუსაიფე მეტად სიტყვის მოყვარული კაცი იყო, და არ ვიცი, რომ არ დამძინებოდა, როდის გაათავებდა თავის „არა მკითხე მოამბეობას“.
მეორეს დღეს დიდის სიამოვნებით გამოვეთხოვე ლაპის სტანციას. ახალი ჩემი კამპანია შესდგებოდა სულ აფიცრებისაგან. ის იყო გადეხადნათ რამდენიმე ომი პოლშელებთან. ერთს მათგანში ბევრი ინსურგენტები დაეხოცათ, სხვათა შორის, მათი უფროსი – რილსკი, რომელიც იყო აღზრდილი პარიჟის საარტილერიო. შკოლაში და რომლის ნიჭს და ვაჟაცობას ძრიელ აქებდნენ. მეორე პარტიის უფროსი – როგოვსკი ტყვუდ შეეპყრათ. ეს ყოფილიყო სულ ყმაწვილი 20 წლის კაცი, მაგრამ ფრიად განვითარებული საომარ ხელოვნებაში (გარიბალდის ადიუტანტობის დროს), ნიჭიანი, ვაჟ-კაცი და ამასთანავე გასაოცარ მშვენიერების პატრონი. „ჩემს დღეში არ მინახავს კაცი ასე სრულად შემკული ყოველივე კეთილის ნიჭითო, ამბობდა ერთი აფიცერი, ცოდვა კია, რომ მაგისთანა კაცმა სახრჩობელაში უნდა გაყოს თავიო“.
სისხლი ბევრი იღვრება, გამარჯვება სულ რუსებს რჩებათ; მაგრამ აღრეულობა კი პოლშაში არ კლებულობს პირველთაგანი მიზეზი ამისა ის არის, რომ ინსურგენტების ძალა პატარ-პატარა პარტიებად გაფანტულია მთელს მხარეში, რომლის ადგილ მდებარეობა იმათ ძრიელ კარგად იციან და რომლის ვრცელ ტყეებში მდევარს ადვილად ემალებიან. ომს ერიდებიან, თუ არ აუცილებელ შემთხვევაში, როცა წასასვლელი გზა აღარ დაურჩებათ ხოლმე; მაშინ კი იბრძვიან თავ გადადებით. ხან და ხან თვითონაც დაეცემიან ხოლა მე რუსებს, თუ კი თავის საკბილოდ შეხვდნენ სადმე და თუ გამარჯვების იმედია. ამ გვარი ომი ვითომც იმისთვის ამოერჩიოთ იმათ, რომ ელიან თურმე მთელი მხარის ადგომას, მეტადრე თოფების შოვნას, რომლის ქონება პოლშაში აკრძალული იყო და რომლის სამაგიეროდ ახლა თითქმის ცულებს და ცელებს ხმარობენ. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ პოლშის საქმე წასულია ხელიდგან რუსების ძალა აუარებელია, და მტრებს დაუსჯელად არ გაუშვებს....
ვარშავის ერთს უკანასკნელსაგან სტანციაში დამხვდა ერთი მშვენიერი პოლშელი ქალი რესტორნის პატრონი. მისს თავისუფალი ლაპარაკს, ყოფა-ქცევას, ყმაწვილური სიმხიარულეს არ შეიძლებოდა არ გეხალისებინა კაცი მგზავრობაში ლამაზი ქალის ნახვას სულ სხვა სიამოვნება აქვს, ასე რომ ერთმა ჩვენთან მომგზაურმა აფიცერმა ისე შეტოპა პოლშელი ქალის ეშხში, რომ ცოტა გაწყდა ხელი არ სთხოვა სამუდამოდ მე თუმც ხელი არ ვსთხოვე, მაგრამ სამაგიეროდ ერთი დიდი სტაქანი პივა დავლიე მის სადღეგრძელოდ. სწუხვარ კი, რომ ქალმა არ იცოდა, თუ რა დიდი სხვერპლი იყო ეგ ჩემგან, რადგან მე პივო ძრიელ მძულს და თუ არ დიდის ეშხის გამოსაცხადებლად, და ტრფობის აღტაცებისაგან ვერც შემიძლიან დავლიო. ამ დროს გარეთგან მოისმა ერთ რაღაც ხმაურობა „დაიჭირეთ, შეუკარით ხელებიო“, ბრძანებდა ვიღაცა გაველ კარში; ერთი ყმაწვილი თუთხმეტიოდე წლის კაცი ეჭირათ სალდათებს და უკრავდნენ მხრებს. მზისაგან დამწვარი, მაგრამ ლამაზი და თამამი სახე, რომელზედაც ეტეობოდა ძლივს შესანიშნავი ღიმილი, და თითქმის კოხტური ტანისამოსი მისი ახირებულად ეწინაამდეგებოდა იმ ყოფას, რომელშიაც იყო ჩავარდნილი ყმაწვილი კაცი. ვინ არის მეთქი, ვიკითხე. ვინ იცის, პაშპორტი არა აქვს და ალბათ ინსურგენტებთაგანი უნდა იყოსო, მითხრა ვიღაცამ. ამაზედ მე ჯიბეებს ხელი გავისვი პაშპორტის მოსაძებნად... სანამ ვიპოვნიდი, მწუხარების ოფლმა დამაყარა შუბლზედ.
პაშპორტი! გესმის, ეს რა სიტყვაა, მკითხველო, გესმის მთელი აზრა ამ ერთის სიტყვისა? შენი არ ვიცი, და მე კი კარგად მესმის. მე ჯერ სულ პატარა ვიყავ – პანციონერი, როდესაც ხატივით დამქონდა ხოლმე ეგა გულზედ ზევიდგან მესამე და მეოთხე ღილებს შუა გარჭობილი, და ახლა, რასაკვირველია, უფრო მესმის მისი ფასი და სარგებლობა. ვინ მოსთვლის, რამდენ ჭირისაგან მე მაგას დაუხსნივარ! მე ვერ წარმომირდგენია, თუ რა საბრალო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ღმერთს რომ პაშპორტი არ გაეჩინა! ამბობენ ვითომც ანგლიაში, ამერიკაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვეციაში და უკანასკნელ დროს ისპანიაშიაც უპაშპორტოდ ცხოვრებდნენ კაცები; მაგრამ მე მაგას არასოდეს არ დავიჯერებ; უთუოდ აქ რამ ფოკუსი უნდა იყოს, – ხომ მოგეხსენება, თუ რა ფოკუსნიკები არიან ზემოხსენებულები? აბა უპაშპორტოდ ცხოვრება გაგონილა სადმე თუ არ იმ ზემოხსენებულ ურჯოლოების ქვეენებში!
ძრიელ მებრალებოდა საწყალი უპაშპორტო ტყვე; ის მეტად ყმაწვილი იყო იმ საქმისათვის, რომელსაც მას ჰსწამობდნენ; მაგრამ ესეც კი უნდა თქვას კაცმა, რომ აქაური ხალხისაგან სულ ყველაფერი მოსალოდნელია. ამას წინათ ერთი ცხრისა თუ ათის წლის ყმაწვილი იდგა ჩემ წინ ვაგონში და დიდის ყურადღებით ჰშინჯავდა გარეშემო ტყეებს.
– ტყეში ხომ არ აპირებ წასვლას? ვკითხე.
– დედა არ მიშვებს, მითხრა მან.
– თუნდაც რომ გაგიშკას, განა წახვალ? მეთქი.
– ა იაკჟე![1] წარმოსთქვა ყმაწვილმა ისეთის სახით, რომ აღარ ვიცოდი რაღა მეფიქრნა.
ღრმა მწუხარების ფერი ადევს ვარშავას, მთელი ქალაქი – დიდიდგან პატარამდის გლოვაშია და შავებში. აქ კაცის სახეზედ ღიმილს ვერ დაინახავ; თეატრი და სხვა და სხვა შესაქცევები, რომლების დიდი მოყვარულნი იყვნენ უწინ პოლშელები, ახლა აღარ არსებობენ. ყმაწვილ კაცობა ვარშავაში აღარ მოიძევა; ერთს ორს ახალ გაზდა კაცს თუ შეხვდები სადმე, ისინიც, ისე დამწვარნი არიან მზისაგან და ისე ეხვევიან და ჰკოცნიან თავიანთ ნაცნობებს, რომ უფრო ტყიურ სტუმრებს ჰგვანან, ვინამ ვარშაველ მცხოვრებსა.
31 მარტისთვის, ამბობდნენ, ვარშავაში პოლშელები რევოლუციას აპირებენო, და დიდი მზადებაც იყო მთავრობის მხრიდამ, მაგრამ ამისთანა ამბვების დაჯერება ძრიელ ძნელია იმ დროს, როდესაც სავსეა ქალაქი ჯარით და ამას გარდა ზედ თავს დაჰყურებს საშიშარი ციტადელი, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია მტვრად წაიღოს მთელი ქალაქი.
პეტრე ნაკაშიძე.
ვარშავა
______________
1მაშ არა?
![]() |
4 სფირიდონის და თადეოზის ბაასი |
▲back to top |
სფირიდონის და თადეოზის ბაასი.
(1861 წ. 12 კათათვისა)
ვიდრე ცისკრის ჟურნალს წაგიკითხამდე, ჩემო თადეოზ, მიბოძეთ ნება მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა მთარგმნელზედა და სტატიის ამორჩევაზე. მთარგმნელს უნდა ქონდეს შემდგომი ღირსება. პირველად, იმან უნდა იცოდეს ზედ მიწევნით ორი ენა; ერთი ისა, რომელიდანაცაა თარგმნის და მეორე ის, რომელზედაცა თარგმნის; მეორედ, უნდა ჰქონდეს გაწმენდილი გემო და განათლებული გონება მთარგმნელი არის თავისუფალი კაცი სტატიის ამორჩევაში: რომელიც უნდა, რომელი სტატიაც მოეწონება – იმას მოჰკიდებს ხელსა და გადმოთარგმნის იმისათვის, რომ რაც თვითონ წაიკითხა კარგი დ მშვენიერი სხვა ენაზედა, სურს, რომა თავისს მოყვასსაც შეატყობინოს იმისი აზრი. გადმოთარგმნის შემდგომ მიიტანს რედაქტორთან და მისცემს დასაბეჭდავად. რედაქტორსაც, რასაკვირველია, უნდა ქონდეს ისევ ის ღირსება, რაც მივაწერეთ კარგს მთარგმნელსა, არ არის საეჭვო, რომა რედაქტორიცა თავისუფალია სტატიების დაბეჭვდაში. ის წაიკითხამს სტატიასა, თუ მოეწონება დამბეჭდავს თუ არა და დაუბრუნებს მთხზველსა ან მთარგმნელსა, რომელთაც არ უნდა მიიღონ საწყენად ესა, რადგანაც სტატიის დაბეჭდავი ვალდებულია ხელის მომწერელებთა წინაშე, რომ დაუბეჭდოს სასარგებლო ამბავი და არა თავის უვერაგო და გამოუსაყენი. სტატიის ამორჩევა გადმოსაღებათ არის პირველი და უწარჩინებულესი საქმე; უაზრო სტატია თუ გინდ ჩინებულათაც იყვეს გადმოთარგმნილი მაინც არ ექმნება ღირსება და ვერაფერს შეჰმატებს ლიტერატურას; ვერაფერს შესძინებს ამისათვის, რომ წამკითხველებს აუცრუებს გულსა, ასე რომ ვინც გულ-ფიცხი არის იქნება, ერთი ცუდის სტატიის მიზეზითა, დანარჩენიც აღარ წინ კითხოს, და უპატიუროდ მოექცეს ჟურნალს ე.ი. აიღოს და გადააგდოს იქითა. როდესაც მთარგმნელი წარმოიდგენს, რომა აქვს ღონე თარგმნისა, ან თუ გინდ ესეც არ წარმოიდგინს ისე მოუა სურვილი თარგმნის, ან მოინდომებს თავისი სახელის გამოჩენას, მაშინ შეუდგება არჩევანსა და რასაკვირველია ამოარჩევს იმასა, რომელიც მოეწონება. აი ვსთქვათ შევიდა მთარგმნელი ბიბლიოტეკაში, სადაც აწყვია მრავლისაგან უმრავლესი წიგნი; რასაკვირელია ყველა წიგნი არ იქმნება ერთის ღირსებისა; უეჭველია ისა სცდილობს კარგის ამორჩევასა. გადაიკითხა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, და არც ერთი მათგანი არ მოეწონა; შემდგომ ჩამოიღო ერთი პატარა წიგნი, გადაშალა, ზედ აწერია: „მილორდ-გიორგი“ თხზულება კამაროვისა. ჩაიკითხა თავით ბოლომდინ. როცა გაათავა დფიქრდა: ვინ იცის რა სურათები არ წამოუდგებოდა, სად არ უვლია მილორდსა, რომელ კარალევას არ შეჰყვარებია მილორდი, რამდენს ქალს თურმე უძგერდა იმისათვის გული ....
– ეგ რომელ მილორდ გიორგიზედ ამბობ, სფირიდონ, „მილორდიანს“, რომ ეძახიან იმაზე ხომ არა ? მე წამიკითხამ ის ჩინებული ამბავი არის.
– დიაღ, სწორეთ, იმ მილორდიანზე მოგახსენებ, რომელსაც ისეთის სიამოვნებით კითხულობენ ხოლმე ზოგიერთნი; და რამდენს ჯაფასა სწევენ ხოლმე იმის გადაწერაზედა, რადგანაც დაბეჭდილით არ არის ქართულ ენაზედა ერთის სიტყვით – მოეწონა მთარგმნელსა ამ უფალი მილორდ-გიორგის თავ-გადასავალი და გადმოთარგმნა. ამას შემდგომ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იქნება ისეთი გემოვნების მქონებელი მთარგმნელიც აღმოჩნდეს, რომ მოეწონოს და გადმოთარგმნოს: „იარუსლან ლაზარევაჩი“, „ბაბა-იაღა“ და „კნიაზ მურომსკი“ და ვინიცის რამდენი ამისთანა ზღაპრები არის რუსულ ენაზედ დაწერილი. და შეიძლება ესეც ვიფიქროთ, რომა იქმნება ისეთი მესტამბეც აღმოჩნდეს, რომა კიდეც დაბეჭდოს ამისთანა სტატიები აი კიდეც აღმოჩენილან და დაუბეჭდიათ კიდეცა რუსეთში „მილორდიანი“. ერთი ეს მიბრძანეთ, ჩემო თადეოზ, ის არა სჯობია, რომ ამისთანა ზღაპრების თარგმნასა და ბეჭვდასა, თუ მოცილება, შეძლება, ხალისი და მოხერხება აქვს კაცსა, მოაგროვოს ჩვენი ქართული ზღაპრები და დაბეჭდოს? მე მგონია, ეს უფრო სასარგებლო იყოს და ამგვარი შრომა უფრო ღირსებული იქმნება, ვიდრე თხუთმეტი კამაროვის თხზულებისთანეების გადმოთარგმნა.
– მე, ჩემო სფირიდონ, ცისკრის ჟურნალის წაკითხვა გთხოვეთ და თქვენ კი ძალიან შორს მოუარეთ, მგონია, როგორღაცა.
– დიაღ დამნაშავე გახლავარ მაგაში, მაგრამ რა ვქმნა. ერთი შეცდომა მომივიდა მე ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, გულმა ვერ გამიძლო და როგორც მამივიდა მაშინვე წავიკითხე ეს ნომერი, და მასუკან კი ვინანე ამისათვის, რომა ისეთ სტატიას ვერ შევხვდი, რო გაერთოთ ჩემი გონება და მეორეთა წამეკითხა თქვენთვისა ხალისითა. ჯერ კარგი სტატიის ორჯელ წაკითხვა რა ძნე ლია, და მერე ამისთანეებისა, რომელიც აქა ვნახე. მაგრამ თქვენი ბრძანება უნდა ავასრულო, ბიძაჩემო, მხოლოდ ჩემის მხრითაც ამასა გთხოვთ, რომა დამჯერდით იმას რასაც მე გამოვკრებ ამ სტატიებიდგანა და მოკლეთ მოგახსენებთ. ერთის სიტევით ამ სტატიებს მოვხდი ნაღებსა მეორე სტატია ამ ჟურნალში გახლავსთ: „მხეცური შურის გება“.
– ეგ უთუოთ ოსებზე იქნება ნათქვამი ან ხევსურებზე? – მათ იციან საშინელი ჩამომტერება კაცისა. მივხვდი თუ არა?
– ვერ მივხდით. ეს მომხდარა იტალიაში. აი როგორ გვაუწყებს ეს თხზულება, რომელიც ისე მოსწონებია მთარგმნელსა და გადმოუთარგმნამს: ყოფილა ერთი აკტრისა სახელად ჯორჯინა, განთქმული მთელს იტალიაში, ლამაზი და კარგი ....
– აკტრისა, მგონია, იმ ქალებსა ჰქვიანთ, სფირიდონ, რომელნიც თრიათში თამაშობენ ხოლმე?
– დიაღ, სწორეთ ისინი გახლავან; მხოლოდ ჯორჯინა ყოფილა მომღერალი. იმ ჯორჯინას, არ ვიცი როგორ, რის მიზეზით, ეს არ არის გამოცხადებული ამ თხზულებაში, მიუცია პირობა ერთი მხატვრისათვის, რომ უნდა შეერთო ქმრად. მხოლოდ ჯორჯინას ლაპარაკში ეტყობს, რომ ის მხატვარი არა ჰყვარებია. ამ პირობის მიცემის შემდგომ ჯორჯინას შეჰყვარებია კაპიტანი ენრიხი და რადგანაც მხატვარი ყოფილა საშინელი ეჭვიანი შეუმჩნევია ჯორჯინასათვის ღალატი, იმას განუზრახავს გულში თავისი მიჯნურისა დასჯა და სწორეთ იმ დღეს, როდესაც ჯორჯინას უნდა ემღერნა თეატრში, და ყოფილა დიდს მომზადებაში თიატრს წინათ, მისულა იმასთან მხატვარი, რომელსაც ჯორჯინა დახვდა სატიატროთ ჩაცმული, გაბრუინვალებული და დაშვენებული. როდესაც მომზადებულა თიატრში წასასვლელად, სადაც ელოდა იმას მრავლისაგან უმრავლესი ხალხი, ჩამსხდარან ერთად კარეტაში ჯორჯინა დ ჯულიო (მხატვარი) და თიატრის მაგიერად, ჯულიოს ძალად წუევანია თავისს სამხატროში, სადაც ჯულიოს უჩვენებია თავისი მიჯნურისათვის ერთი ჯერ არ გათავებული სურათი. ის სურათი ყოფილა სურათი ავაზაკებისა, რომელნიც დახვედროდნენ მგზავრებსა კაცები სულ დაეხოცათ და დარჩენილიყო მხოლოდ ერთი ქალი ცოცხალი; ამ ქალსა ავაზაკები სჩხვლეტდნენ ხანჯლის წვერებითა და აწვალებდნენ მისთვის, რომ ეთქმევინებიათ სადა ჰქონდათ შენახული თვალ-მარგალიტი.
– ეგ რა პასუხია? ავაზაკებმა კაცები დახოცეს გზაზე, და თუ ქონდათ რამე სულ იქ არ იქნებოდა; რაღას თქმა უნდოდა, თუ იყო რამე სულ თან წაიღებდნენ ერთიანათა, თვალიც თან გაჰყვებოდათ და მარგალიტიც; მაგისათვის ქალს რაღათ აწვალებდნენ?
– ეგ თუ გინდ აგრე იყვეს; საქმე ეს არის, რომა მხატვარს ავაზაკებიც დახატული ჰქონდა, მკვდარი კაცებიცა და გეღარ გამოეყვანა მხატვრობაში სურათი წვალებაში მყოფის ქალისა და უნდოდა თვალ წინ ჰქონოდა მაგალითი ანუ დედანი; და, არ ვიცი, ამის მიზეზითა თუ თავისი მიჯნურის დასასჯელად, ერთის სიტყვით ჯორჯინა, საცოდავი და საბრალო, აიყვანა და მიაკრა ბოძზედა, დაუწყო ჩხვლეტა ხანჯლებითა და მიჰყო ხელი სურათის ხატვას; შემდგომ როდესაც მოკვდა. წაიღო და გადააგდო ზღვაში.
– ეგ არის მხეცური ამბავი? მაგითი თავდება?
– არა, ჩემო თადეოზ, მხეცური ამბავი არ გახლავთ, ეს არის „მხეცური შურის გება“ და არც ამითი თავდება. მე ამას აღარ გიამბობთ, როგორ და რა გვარად მოკლა მხეცმა მხატვარმა ჯულიომ თავის რაყიფი კაპიტანი ჰენრიხი, ამისათვის რომა გულის აღმაშფოთებელია ამისთანა ამბავი. მაგრამ ეს არის გასაოცარი რომა მთარგმნელს მოსწონებია; და ისე ძრიელ მოსწონებია, რომა მოსვლია სურვილი ამისი გადმოთარგმნისა. მე კი ამასა ვფიქრობ, რომე ამისთანა ამბავი იტალიაშიაც მოსწყინდათ მგონია, და აღარა კითხულობენ ამისთანა საშუალო საუკუნოების თავ-რეტიანობის ამბავსა. ან კი რა უნდა მოგვეწონოს ამ მოთხრობაში? ჯულიო მხატვარის ყოჩაღობა ხომ არ უნდა მოგვეწონოს, რომელმაცა თავისი მიჯნური ხანჯლებით დაჩხვლიტა; ან იმისი მხატვრობის ხელოვნება ხომ არ უნდა მოვიწონოთ, რომა წამებული ქალის სურათის გადმოსახატავად, მართლა და ცოცხალი ქალი სტანჯა; ან რა გმირი არის უფალი კაპიტანი ჰენრიხი, რომელიცა დადიოდა და ყვიროდა ქვეყანაში, რომა ჯორჯინას ის უყვარდა და იმის დასამტკიცებელ საბუთად ჯორჯინას მოცემული ბეჭედი ყელზე ეკიდა და ნაცნობსა და უცნობს უჩვენებდა; რა კარგი სამაგალითო თავ-დაცული კაცი ყოფილა! რა ზნეობითი სწავლა უნდა გამოიყვანოს წამკითხველმა ამისთანა მხეცური ამბავიდგანა. ღმერთმა ნუ ჰქმნას და ისეთმა თავრეტიანმა კაცმა, რომა წაიკითხოს რომელსაც ყოველი დაბეჭდილი სიტყვა დიდ ჭიშმარიტებად მიამჩნია, ხომ გადუქცევს კარგი გზიდგან. ვინ იცის, რა ცუდ გამოურკვეველს ბურანში შეიყვანოს ის კეთილი კაცი, თუ მომატებული გამსჯელობა არა აქვს. მაგრამ მადლობა ღმერთსა, ჩვენში ისეთი არავინ არ არის, ე.ი. ჟურნალის მკითხველთა შორის, რომ იმისთანა ძველებური ზღაპარი, და ასეთი ცუდის ენითა და კილოთი ნაამბობი მოიწონოს. რომელი ქართული ზღაპარი არის ამაზე მდარე თუ მეტადრე კარგი მოლაპარაკე ამბობს, ისე მოგტაცებს გონებასა, რომა სულაც რო არ გინდოდეს ყურის გდება მაინც გაგაბამს მახეში; დაუგდებ ყურსა და ელი რა მამხდარა ამა და ამ საქმის შემდგომ. ეს „მხეცური შურის გება“ კი სწორეთ მოგახსენო ძნელი წასაკითსავია. – ის სტატია არის კარგი რომელშიაც ძევს რომელიმე აზრი, აქვს რამე საგანი. თუ ესეც არ არის, სულ უკანასკნელი, ერთი ის ღირსება მანც უნდა ჰქონდეს, რომა კარგად იყოს მოწყობილი და სასიამოვნო ენა ჰქონდეს, ლაპარაკი იყოს კარგად მოხერხებული, შნოიანად.
– ყველა თავისებურათა სჯის, ჩემო სფირიდონ, როგორ უნდა დააკმაყოფილოს კაცმა ყველანი; ერთს მოსწონს, მეორეს არ მოსწონს; ზოგი უწინდელ დროებას ემდურება, ზოგი ახლანდელსა, ვინ იცის რას ლარაკობენ და რას არა. შენს აგრე ამბობ მაგ სტატიაზედა და აბა ახლა სხვას კითხე, რა ქება გითხრას; ერთის სიტყვით თქვენსას კაცი ვერაფერს გაიგებს.
– ეს უეჭველად ასე უნდა იყვეს, რომ ყველამ თავისებურად უნდა განსაჯოს საგანი ე.ი. ისე როგორც ესმას უნდა წარმოსთქვას აზრი. ეს კია რომ კაცს ეოველთვის ეუოლება შემმოწმებელი: ისე უთქვამს ის აზრი, როგორც უნდა თქმულიყო, თუ არა; და ის აზრი უთქვამს, რაც შეჰფერის საგანს, თუ შემცდარა. ჩვენ ვიცით, რომ რაც კი რამ არის დაარსებული ქვეყნზედ – ყოველის ფერს აქვს თავისი კანონი და მიზეზი; უკანონოდ და უმიზეზოდ არა ფერი არც გაჩენილა და არც გაჩნდება. ჩვენი აზრიც მაგ კანონების და მიზეზების ცნობიდამ შედგება. მაგ კანონების და მიზეზების ცნობაზედ ტრიალებს მეცნიერებაცა, სწავლა და განათლება. აი ადამიდამ დღევანდლამდე კაცი სულ მაგათ გამოკვლევის ცდაში ატარებს დღესა და რაც დღევანდლამდე გამოუკვლევია ის ერთად შეგროვილი და რიგზედ დაწყობილი კაცობრიობის ცოდნას შეადგენს. ჩვენ და რაში უნდა მდგომარეობდეს? იმაში, რომ რაც ჩვენ წინაპართ, გამოუკვლევიათ, უცვნიათ, შეუტყვიათ ის უნდა ვიცოდეთ, ის უნდა შევიტყოთ, ე.ი. უნდა ვისწავლოთ, ის რაც იმათ კანონები აღმოუჩენიათ, ის, რაც იმათ მიზეზები აუღსნიათ, რომ წმინდა, ნამდვილი საგნის მსჯელობა გვქონდეს. ჩვენი ჟურნალების მოვალეობა ის გახლავთ, რომ ის აღსნილი და გამოკვლეული კანონები და მიზეზნი გვაცნობონ ჩვენ, რომ ჩვენც გაგვეხსნას გონება, ჩვენც დავინახოთ რამე. თორემ ეს მილორდიანიო, ეს მხეცური შურის გება, ჩვენს გონებას არც ერთს ცოცხალს აზრს, არც ერთს ჭეშმარიტებას არ შემატებს. უნდა გვიშველონ შევიტყოთ ის, რაც ჩვენამდინა ყოფილა ის, რაც აღმოუჩენიათ, რაკი გვეცოდინება, მაშინ ჩვენ თითონ უნდა შეუდგეთ იმის აღმოჩენას, იმის ახსნას, რის ახსნაც იმათ ვერ მოუსწვრიათ ეს ჩვენი ვალდებულება გახლავსთ ჩვენი შთამომავლობის წინაშ.
– დამაცა, სფირიდონ, შენ რომ თქვი რაც ჩვენ წინაპართ აღმოუჩენიათო ის უნდა ვაცოდეთო, ამაზედ ერთი რამ მინდა მოგახსენო: ეხლანდელი ხალხი, რომ ემდურის, რომ ჩვენ წინაპართ არაფერი სწავლა არ დაგვიტოვესო? ამაზედ რას იტყვი?
– მე მოგახსენებთ განა ჩვენ ქართველების წინაპარებზედა? ჩვენი წინაპარნი ისინი არიან ვინც ჩვენზედ წინა ყოფილან; მე ეს სიტყვა ამ აზრით მოგახსენეთ. რაც შეეხება იმაზედ, რომ ეხლანდელი ხალხი ემდურება ჩვენ მამა-პაპათ, ამასა მოგახსენებთ, რომ ძალიანა სცდებიან. კაცს რაც შეუძლიან და როგორც გარემოება ხელს მოუწყობს ის და ისე უნდა მოსთხოვო. შემცდარია, ის, ვინც ჩვენ მამა-პაპათ მძინარეებს და ზარმაცებს ეძახის, ეგ სახელი იქნება ჩვენვე დაგვერქვას უფრო სამართლიანათაცა. ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვრის დამხვედრნი. გარშამო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა წყლითა იყო. ქრისტიანობის მახარობელად მამადიანობით მოდებულ მტრებთა – შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის, ან ქართველობა, ან არა ხმლის პირზედ გულის შეთლა რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ შეურყევლად გადმოგვცეს, ამას დღევანდელი დღე გვიმტკიცებს. უბედურებს მარჯვენა ხელი მოცლილიც არ ჰქონდათ, რომ პირჯვარი რიგიანთ გადაეწერათ, იმ მარჯვენითა დღე და ღამ ხმალი და თოფი ეჭირათ და სად ეცლებოდათ მწიგნობრობისათვის და სწავლისათვის? წეღანაც მოგახსენეთ გარშმო მტრები ეხვიათ, მტერს გაძღოლა, მიღება და დახვედრა უნდოდა. ეძინათო! .. მამული, ჩვენი სამშობლო. ქვეყანა შეიმაგრეს და ჩვენ სამკვიდროდ გადმოგვცეს, ქრისტიანობა, ჩვენი რჯული, ჩვენი სარწმუნოება დაგვიცეს, მაშინ როდესაც ათასი ემტერებოდა რჯულსაც და მამულსაც. მეტი რა უნდათ? შვილი რომ საომრად გავიდოდა ბრძოლის მინდორზედ მამის ძვლებს ზედ წააწყდება და ხან დააკვდებოდა კიდეც. ამ ყოფაში დალიეს ჩვენ მამა-პაპათა თავისი მოსისხლე დღენი. გონებისათვის ეცალათღა რომ შეეძინათ რამე, მაშინ, როცა დღე და ღამ იმის ფიქრში იყვნენ სიცოცხლე როგორ დავიცვათო? მშვიდობიანობა, მოცალეობა არის მიწა, რომელზედაც ამოვა ხოლმე მეცნიერების, სწავლის ლიტერატურის ხე და ნაყოფი.
აკი როცა მშვიდობიანობა და მოცალეობა ჰქონიათ უსწავლიათ კიდეც, უწერიათ და გონების გასახნელად ცდილან. საჯეროა, რომ ბევრი ნაწერი გვქონია, მაგრამ ჩვენამდინ ფრიად მცირე რიცხვმა მოახწია; იმ ომის ცეცხლში, დაწვაში და დაბუგვაში აშკარაა ვერ მოუარა ხალხმა და ყველაფერი დაიკარგა, ისე რომ კვალიც აღარ დარჩა. თუ კი მომატებულმა ნაწილმა თავად აზნაურებმა ის ვერ მოახერხა, რომ შეენახა მეფის სიგელი თავად აზნაურობის ღირსებას და მამულებს ე.ი. ცხოვრების სახსარს აძლევდა, სად შეეძლოთ შეენახათ ზოგიერთი თხზულება, რომელიც იმათ არ მიჰსცემდა ლუკმა პურსაცა და რომელიც დროს გასატარებლად მიაჩნდათ.
– ეგა თქვი და ეგა ბრძანე, ჩემო სფირიდონ, რის ლიტერატურა? რაც მე უწინდელი დროება მახსომს, ოჰ, საშინელება იყო. ვერც კი მოვიკეცამდით ხოლმე პურის ჭამის დროს; ისე ვიყვით ხოლმე ჩაკუნტულები, ერთს ხელში თოფი გვეჭირა და მეორე ხელში კოვზი.
– დიაღ, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს შეიძლება მწერლობაცა. საქართველოსა ჰქონდა ერთი დროება, თამარ დედოფლის დროსა. მხოლოდ იმან გახსნა საბერძნეთის გზა, და ამ გზაზე გამოიარეს მშვიდობიანად იმ მსწავლულმა ხალხმა, რომლების სახელებიც ეხლა ჩვენ ვიცით. მათგანი ერთი უპირველესი მანათობელი არის შოთთა რუსთაველი. ჩვენა გვაქვს ცოტაოდენი ცნობა ზოგიერთ თხზულებებიდგანა, რომ იმ თამარ მეფის საუკუნეში, ქართველებს სულაც არა სძინებიათ; ისინი მაშინვე დიდის სიყვარულით შეუდგნენ სწავლასა: და ჩვენ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იმ დროებიდგან აქამომდე, რომ არ შეწყვეტილიყო ახალი დაწყობილი სწავლა ამ ექვს საუკუნეში იქნება საქართველოში ყოფილიყო ისეთი განვრცელებული სწავლა და ხელოვნება, რომა ემჯობინებია იმ ხალხის სწავლისათვის, რომელნიც ეხლა არიან განთქმულნი. მაგრამ თამარ-დედოფლის მიცვალების შემდგომ ლანგ-თემურმა და სხვა მრავალმა მაჰმადიანებმა აოხრეს საქართველო. და ამ გვარად გაჰქრა საქართველოს ლიტერატურა თვისსავე დასაწყისში. ამ ჩვენს საუკუნეში არის მშვიდობიანობა; მაშასადამე არის დროება ლიტერატურისა, სწავლისა და ხელოვნებისა, რომელიცა ადამიანმა სარგოიანად უნდა მოიხმაროს. და ამის მიზეზით შეუძლიანთ ჩვენ დაგვემდურონ, მეტადრე მომავალი შთამამავლობა, თუ ჩვენ არა ფერს არ მოუმზადებთ, რადგანაც ამისი შეძლება გვაქვს და გარემოებაც ხელს გვიწყობს.
ამ ჟამად მრავალნი სწერენ, რაც მოხვდებათ, კითხულობენ, ყველანი ლაპარაკობენ ლიტერატურაზედა, მომატებულად პოეზიაზე; ყველანი სჯიან, ბაასობენ, მაგრამ მხოლოდ შინაურულად, თავ-თავის სახლებში, და არა საქვეყნოდ. აი ნახვენ ჩვენი შთამამვალნი. რა სალიტერატურო განძებს დაუტოვებთ ჩვენ იმათა! უნდა ვაღვიაროთ რომა შინაურული ლაქლაქისა და ლაპარაკის მეტი არაფერი არა გამოგვივა რა ხელიდგან ყველას მათგანსა ე.ი. მკითხველებს, მწერლებსა და მობაასეებს აქვსთ თავისი საკუთარი მიზეზი; ზოგი – კითხულობს ჟურნალს იმისთვის, რომა შეყრილობაში დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკსა და სირცხვილი იქნება, რომ არ იცოდეს რა და რა ეწერა ამა და ამ ნომრის ცისკარში; ზოგი კითხულობს იმისათვის, რომ განკიცხოს ჟურნალი, აი როგორც მე და შენა, თადეოზ; ზოგი კი იმისათვის კითხულობს, რომ გაიგოს რამე ახალი ამბავი. ანუ ძველი, კარგი და მშვენიერი; კითხულობს გულმოდგინებითა, სიამოვნებითა, თუ შეხვდა რამე სასიამოვნო; ამ მესამე ხარისხის მკითხველებს ეკუთვნიან ქართველი ქალები, მომატებულად ის ქართველი ახალ-გაზდა ქალები, რომელთაც არ იციან რუსული კითხვა; დიდება და პატივის-ცემა ეკუთვნის იმ ქალებსა, ამისათვის, რომა რუსული კითხვის მცოდნეები არც რუსულს კითხულობენ და არც ქართულსა, რადგანაც ქართულის კითხვას თაკილობენ, და რუსული ............... თუმცა ამას ყველაზედ ვერ ვიტყვით, განა არ არიან იმათშიაცა რუსული ლიტერატურის მიმდევნნი, მაგრამ რომ დავთვალოთ სამას ქალში ერთი აღმოჩნდება. ქართულის მკითხველნი კი ბევრნი არიან, რო სწორედ ვიანგარიშოთ, იქნება, საქართველოში ქალი წერა-კითხვის მცოდნე მეტი აღმოჩნდეს ვიდრე კაცი; მეტადრე სოფლებში. რომელსთავადისა და აზნაურშვილის ოჯახში ნახამთ ქალსა, რომელმაც არ იცოდეს წერა და კითხვა, თუ კი ქონია, თუ გინდ უმცირესი, ღონის-ძიება სწავლისა. მრავალს იპოვნით წერა კითხვის მცოდნე გლეხი-კაცის გასათხოვარ გოგოსა, იმ სოფელში, სადაც სცხოვრებენ თავად-აზნაურის ქალები; იმათ აქვსთ ხოლმე ყოველთვის სურვილი გოგოების სწავლისა, არ ეტყვიან უარსა თუ გლეხი-კაცმა მოაცალა თავისი შკილი. სადიდებელნი დ პატივ-საცემნი არიან ის მასწავებელი ქალები, რომ თავისი ცოდნა არა შურთ მოყვასისათვის და რაც იციან უანგაროდ ასწავლიან; მაგრამ ქართველ ყმაწვილ ხალხზე, და ვერც ბერი კაცებზე, ვერ ვიტყვით ამას ისინი თავის შვილებსა და ძმებსაც არ უგდებენ ყურსა, არამც თუ სხვისას მოკიდონ ხელი. ქალების სწავლა, მე ვგონებ, რომ ქართლში უფრო გავრცელებული იყვეს ვიდრე სხვაგან სადმე; ბევრისაგან გამიგონია, აჭარაშიაც თითქმის ყოველი ქალი თურმე ქართული ასოებით თათრულ სიტყვებსა სწერს; მე ამაზე. ჩემო თადეოზ ვერ დაგარწმუნებთ, რადგანაც მე თვითონ არ მინახამს; მაშინ როდესაც რომა ქართლში მე თვითონ მქონია შემთხვევა და მინახამს ზოგიერთ სოფლებში მდივანბეგის მოწერილი ბრძანება მიეტანოთ ახალი მოყვანილი პატარძლისათვისა წასაკითხავად.
– ეგ დიაღ, დასაჯერია, ჩემო სფირიდონ, ქალებს უფრო აქვთ მოცალება სწავლისათვისა, ვიდრე კაცებსა; ძველათაც აგრე იყო; კაცები თოფ-იარაღს მივდევდით ხოლმე და ქალები შინ ისხდნენ, წიგნებსა კითხულობდნენ და სწავლაში იყვნენ. –
– დიაღ, იმას მოგახსენებდი, რომა ძრიელ არის გახშირებულ კითხვა წერის სურვილი. ბევრს უყვარს წერა, ზოგნი თავის ნაწერს აბეჭდინებენ, ზოგნი კი ვერა ბედვენ ხოლმე. მომატებულს ნაწილს ჩვენში კაცსა თუ ქალსა ლექსის წერა უფრო უყვარს. პროზა აგრე რიგად არ უყვართ, მეტადრე ხნიერ ხალხსა. ლექსით მთხზველს დიდი პატივი აქვსთ, ორიოდე ლექსი რომ დასწეროს ვინმე მაშინვე, ლექსების მოყვარულები უწოდებენ: დიდ პოეტად. დიდი ღირსება არის პოეტობა ჩემო თადეოზ, გაშინჯეთ სხვა ხალხის ლიტერატურა და სცნობთ, რომ ძრიელ იშვიათია პოეტი. ჩვენში კი პოეტები მრავალნი არიან და პოეტის ნიჭი კი ცოტასა აქვს რისაგან არის ესა? მე ვგონებ ამისი მიზეზი ის არის, რომა ყოველი ლექსი წამკითხველს პოეზია გონია და დამწერს პოეტს ეძახის.
– მართლა, სფირიდონ, ძალიან ხშირად მესმის ეგ სიტყვა და არ ვიცი კია რას ნიშნამს. არც არავისთვის მიკითხამს, ამიხსენე გეთაყვა, რა არის პოეზია; ჩვენ უწინდელს დროში კარგად მოგეხსენებათ არა ვხმარობდით მაგ სიტყვასა; და ახალი შემოღებული სიტყვა არის და ვერ გავიგე კია რასა ნიშნამს ?
– ოჰ, ჩემო თადეოზ, ძალიან ძნელია მაგისი ახსნა, ძალიან ძნელი საქმე შამომიკვეთეთ და არ ვიცი როგორ აღგისრულოთ ეგ თქვენი თხოვნა. ეგ ორისა და სამის სიტყვით არ აიღსნება, მაგას მოუნდება დიდი ბაასი. ეგ რომ გეკითხნათ გიორგი თუმანოვისთვის, ის მსწრაფლად მოგახსენებდა მაგის პასუხსა, თუ გინდ, ლექსთაც დაგიწერდა მაგის ახსნასა; და მე კი მიჭირს ძალიანა. მე დარწმუნებული ვარ, ჩემო თადეოს, რომ თქვენა დიდი მომთმენი ბრძანდებით და მოთმინებით დაუგდებთ ჩემს ლაპარაკს ყურსა; და ამისათვის მე თქვენ გადმოგითარგმნით ბელინსკის თხზულებიდგან ერთ სტატიასა პოეზიაზე, საიდგანაც შეგიძლიანთ გაიგოთ რა არის, პოეზია, თუ ხეირიანათ ავასრულე მთარგმნელის ხელობა. ბელინსკი ამბობს:
„ყველანი ლაპარაკობენ პოეზიაზე, ყველანი თხოვულობენ პოეზიასა. რომ გავშინჯოთ, ამ სიტყვას ისეთი ცხადი და აღხსნილი მნიშვნელობა აქვს, როგორათაც, მაგალითებრ, სიტყვას პურსა, ან კიდევ მომატებულად სიტყვას ფულსა. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორნი ერთი ერთმანეთში დაიწყობენ ბაასსა და სჯასა იმაზედა, რომ რას ნიშნავს სიტყვა „პოეზია“, მაშინ განსჯაში გამოდის, რომ ერთი წყალს ეძახის პოეზიასა და მეორე – ცეცხლსა. რა იქმნებოდა მაშინ, როდესაც რომ იმათ, ვისაც პოეზია უყვართ, დაეწყოთ ლაპარაკი თავისს საყვარელს საგანზე! ის იქმნებოდა სწორეთ ნამდვილი სურათი ბაბილონიის ენების არევისა! მართალიც არის: თუ კი ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ძნელი არის მეცნიერების ენითა, მაშა სადამე უფრო ძნელი იქმნება იმის მნიშვნელობის კილოკავად აღხსნა სამარადისო. საყოველთავო ენითა, ისე, რომ ყოველთათვის ერთ-ნაირად მისახვედრი იყოს. თუ გინდ მოვახერხოთ ესა, თქვენ დააკმაყოფილებთ განა იმ ხალხსა, რომელნიც თქვენის თვალით უყურებენ საგანსა, ან თქვენსავით არიან შეგნებულნი? მართლაც, თუ კი მე ზომიერი და გარიფმული სტრიქონები, რომელშიაც კეთილ-ზნეობითი და კეთილ-მოქმედებითი აზრის მგონია პოეზია, მაშ როგორღა დამარწმუნებთ მე იმაზე, რომ პოეზია არის ქმნილება, მხატვრობა სიცოცხლის გამოჩინებისა? – თუ კი მე ზეგარდამო შთაგონება მგონია ზნეობითი სიმთვრალე, თითქო ბანგი დაულევიაო, ან ღვინისაგან შებრუშულაო, გრძნობის აღტაცება, გულის-ვნების ცხელება, რომელიცა მოუწოდებელ, უნიჭო პოეტსა გამოახატვინებინებენ საგანსა რაღაც უგუნური ბროწიალით, ალაპარაკებენ ველურის დ ძალ-დატანებული აღნაქვსებით (ფრაზებით), მიგრეხილ-მოგრეხილი ამბის თქმითა, ჩვეულებრივს სიტყვებს მიაცემინებენ ძალდატანებულ მნიშვნელობასა: მაშ როგორ ჩამაგონებთ მე თქვენა, რომა „ზეგარდამო-შთაგონება“ (вдохновенiе.) არის ის წუთის ყოფა, როდესაც სული ცხადად და ნათლითა ხედავს; არის მშვიდი, მაგრამ ღრმა განხილვა სიცოცხლის საიდუმლოებისა, რომ იგი, თითქო მისნური კვერთხით გამოიყვანს გრძნობის მიუწდომელი წარტოლვისაგან (отвлечённости), აზრსა, ნათელს სახესა, სავსეს სიცოცხლითა და ღრმა მნიშვნელობითა, და ჩვენს გარეშე შყოფს მოქმედებას, ცხოვრებას, ხშირად ბნელსა და გაუწყობელს, გამოაჩენს ნათლად და თანხმობით წყობილად? ... პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ რომ სწავლაში არ ჩავაგდებთ მხოლოდ ერთს ცოდნის სქემასა, არამედ შეგნებას მათში მიმალულის აზრებისას. პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ სწავლაში ჩავაგდებთ მთელს სისრულეს ჩვენი სულის არსებისას, რომელიც გამოითქმის „მეხსიერებითა“ და არა მხოლოდ ერთისა რომელსამე ჩვენი სულის ნიჭიერებასა, ამ შემთხვევაში პოეზია და სწავლა მძაფრის სამძღვრით განეყოფებიან იმას, რასაც ვეძახით ნამდვილ« (точныя науки) მეცნიერებასა, რომელიცა განმსჯელობისა და იქ. ნება თვალ-წინ წარმოდგენის მეტს არაფერს მოითხოვს ადამიანისაგანა. შეიძლება იყოს ძრიელ ჭკვიანი კაცი და არ ესმოდეს პოეზია, უჩვენოს ფუჭად, რიფმების რახარუხად, რომელიც შესაქცევარია უსაქმო და ჭკუამოკლე ხალხისათვისა; მაგრამ არ შეიძლება იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, რომელიცა ვერ მიხვდეს, მაგალითებრ მათემათიკის მნიშვნელობასა, და დიდის მოწადინეობითა და ჯაფითა იმის სწავლაში დიდად თუ მცირედ არ მიეცეს წარმატებასა შეიძლება, რომ იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, ასე გაშინჯე ძალიან ჭკვიანი კაციცა, და ისკი არ ესმოდეს რა არის კარგი, „ილიადაში“, „მაკბეტში“ ან პუშკინის ლირიკულს ლექსთ-თხზულებაში; მაგრამ არ შეიძლება იყოს ჭკვიანი კაცი, რომელიც ვერ მიხვდეს, რომა ორჯელ ორი არის ოთხი ან ორი ქეშეო ხაზი (параллельныя линiи) არ ოდეს არ შეხვდებიან ერთმანერთსა, თუ გინდ დაუსრულებლად დააგძელო. ცხადია, რომა სიტнვა „ნამდვილი“ ჭეშმარიტება ამბობს იმ ჭეშმარიტებაზედა, რომელიც თვალითა სჩანს და მიუცილებლად არის, და არც შეიძლება იმაზედ არ დათანხმდეს არც ერთი კაცი ქვევანაზე, თუ რომ იმას აქვს კეთილ-განმსჯელობა, რომელიც არის კაცსა და პირუტყვთა შორის უპირველესი განმასხვავებელი მიზეზი. ამ შემთხვევაში უმაღლესი მეცნიერება ე.ი. ფილოსოფია და პოეზია – განვიმეორებ – ორივე ერთნი არიან: ერთიცა და მეორეცა ერთნაირად მოშორვებით არიან იმაზე, რასაც კი აქვს თუმცა მცირედი შეხედულობა „სინამდვილისა“. მაგრამა, როდესაც ხელოვნებითი თხზულების საგანის მიხვედრაზე, ან სხვა და სხვა ნაირს დარწმუნებაზე და კილოზე მოხდება ცილობა, მაშინ მხოლოდ გულის ხმიერი ადამიანი, როგორათაც სხვა ყოველ უაღრესს საქმეშიაცა, მიხვდება ერთობის მძლეობასs (торжество едтнства), რომელიცა მით უმაღლესია და განმმეხავი „სინამდვილის“ მძლეობაზედა, რამდენითაც გარეგანი შეხედულობით ძნელად ასახსნელია და ძნელად მისაწდომელია გონებისათვის საგანი ხელოვნებისა. აღურიცხველმა დროებამ, რომელმაც განაქრო დედა-მიწის ზურგზე საბერძნეთის რესპუბლიკები, გამოიტანა სახელები: გომერისა, გეზიოდისა, ესხილისა, სოფოკლისა, პინდარისა, ანაკრეონისა, – და ეხლაც ყველანი, რომელნიც თავის თავსა რაცხვენ ნიჭიერების მქონებლებ– ში, ხალისით თუ უხალისოდ, მაინც კიდევ განკვირვებულნი არიან ამ სახელებისაგანა. უზრდელნი, რომელნიც პირდაღებულები უყურებენ ხოლმე შექსპირის დრამებსა და თავის გუნებაში ამჯობინებენ იმათა ფუჭ ვადევილებსა. ხმა-მაღლა აქებენ შექსპირსა და სწყინთ თუ იმას დაადარეს ვინმე. მაგრამ ეს არის დროების საქმე ........... ჩვენში პუშკინი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც კლასსიკური შეტბორება იყო და როგორათაც კეთილად და ალერსიანად დაუხვდნენ იმასა ყმარწვილი ხალხნი, ისე შურით და პირქუშად მიიღო. ძველმა ხალხმა, მეტადრე საქვეყნოდ გამოსულმა პოეტებმა, ლიტერატორებმა და იმ დროების მეტეველებმა. მაგრამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, – და თუმცა გაჩნდა არეული ზრიალი და გაცხარებული ბაასი, მაგრამ საზოგადო აზრმა (мнђнiе) მაშინვე აღამაღლა სახელი ახალ-გაზდა პოეტისა უმაღლეს ყველა პოეტებზედ, იმის წინად და იმისს დროს მყოფებზე.
არ შეუძლიან ყველას, და არც ყველას უნდა ესმოდეს მშვენიერება; ის ესმისთ მხოლოდ მცირედ რიცხვს, ზოგიერთს ამორჩეულებს, – და ამათგანა ცნობულობენ სხვანიცა. ვინც, თვისის ბუნებით, არის სული სულისკან მოვლენილი, – ამას დაბადებიდგან აქვს ნება თანა-ზიარ იყოს ყოველი სულის ნიჭისა, რომელსაც ვერ მისწვდება მისი ხორცი და ხორციელი სული ე.ი. გონება. კაცი ყოველი ცხოველზედ გონებით არის ამაღლებული; მაგრამ მხოლოდ მეცნიერება შექმნის იმას აღმატებულ კაცად. გონება ფეხს ვერ გადასდგამს „ნამდვილ“ სწავლას იქით, და არც ესმის არაფერი რაც გამოვა „სარგებლობისა“ და „საზრდო საცხოვრებელის“ ვიწრო წრეს გარეთა; მეცნიერება კი მისწვდება, ხელს მოხვევს სივრცით უსამზღვრო სფერას, რომელიც ვერ გამოიცდება და ვერც იხილება, შექმნის ცხადად და გონებისათვის მიუწდომელსა – თვალით სახილავად – ცნობაში მოუყვანებელსა. – „ხელოვნება ეკუთვნის ამ შექმნის სფერას, რომელიც მისახვედრია მხოლოდ მეცნიერებისათვის, მეხსიერებისათვის – და ამისათვის პოეზიის მნიშვნელობა არ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ისრე, როგორათაც არ შეიძლება ისწავლოს ლექსების დაწერა მშვენიერებისა რისამე გულში ჩარჩენა არის თავის და გვარად ნიჭი: იგი არ მიიღება არც სწავლით, არც განათლებით, არც გავარჯიშებით, ეძლევა მხოლოდ ბუნებით. პოეზიის მიხვედრა არის სულის საქმე, და მაგ საქმის აღმოჩენა დამალულია ადამიანის ბუნებაში. ვიცით, რომ ადამიანის ბუნება არის აღურიცხველად მრავალ ნაირი, განსხვაებული, და წარმოადგენს უზომოდ გრძელ კიბეს მრავლისაგან უმრავლესის საფეხურებით – ქვეიდგან ზეით, ზეიდგან ქვეით, იმის და კვალად, რომელის დასაწყისიდგანაც დაუწყებ ყურებასა. პოეზია თავდაპირველად მიიღება გულით და შემდგომ იმისაგან გარდამივცემ თავს. ამისათვის ვისი გულიც ბუნებით მოუხეშავია და უგრძნობელი მშვენიერების გულში ჩანერგვისათვის, (внеч) – შემოახიეთ იმას გარეშემო სიურმიდგანვე ქმნილება, თხზულება ხელოვნებისა, ელაპარაკეთ იმას მთელ სიცოცხლეში პოეზიაზე, – ის შეიძინებს მხოლოდ იმისი ფორმის, გარეგანის ვარჯიშსა, და დაეჩვევა მისს გარეგანი შეხედულობის განსჯასა; მაგრამ ქმნილებისა, თხზულების საგანი დარჩება იმისთვის მარადის საიდუმლოდ, ასე, რომ ეჭვიც არ ექნება იმაზედ, რომ საგანი იქ არის. იმისთანანი, რომელნიც თვისის ბუნებით პოეზიას ვერ იგულისხმებენ, უფრო მრავალნი არიან ქვეყანაზე, ვიდრე ისინი ვისაც ბუნებისაგან მინიჭებული აქვთ მშვენიერებისადმი მიდრეკილება. რის მიზეზით არის ეს ასრე? – იმ მიზეზითვე, რომელის მიზეზითაც ხელოვანთა რიცხვი შეეფარდება მდაბიო ხალხს როგორათაც ერთი ერთ-მილლიონსა“.
აქ ჩემო თადეოზ! უნდა გადავსტე 253-ს გვერდზედა, ამისათვის რომ წინ დამხდვა ორი ჩინებული ლექსი, რომლების გადმოთარგმნა მე არ შემიძლიან, რადგანაც მე და ლექსთ-თხზულების ნიჭი გამწერლები ვართ. ამ გადახტომით იქმნება ცოტაოდენად ჰაზრიც შეიცვალოს, მაგრამ რა გაეწყობა, ძრიელ ცუდად გადმოთარგმნას თავის დანებება სჯობია.
„და ესრედ, დავსტოვოთ იქით ყველანი, ვისც მშვენიერებას ემტერებიან. დავივიწყოთ ხელოვნების საქმეში ხალხის გულ-გრილობა, და ნურც შეგვეშინდება, რომ ზოგნი ჩვენ ჰაზრს ვერ მიხვდებიან, ზოგნი არ შეგვექმნებიან თანახმანი, და სხვანი სასაცილოთაც აგვიგდებენ – და დაუბრუნდეთ საგანსა, რომლითაც დავიწყეთ სტატია: რა არის პოეზია? მხოლოდ ჭაბუკს, რომელსაც სისხლი უდუღს და რომელიც არ არის გამოცდილი სიცოცხლის განსაცდელში, მხოლოდ იმ ჭაბუკს შეშვენის რომ ჰქონდეს კეთილშობილური, მაგრამ ძნელად აღსასრულებელი სურვილი, – რათა დააჯეროს მთელი ქვეყანა მაზე, რაზედაც თვითონ ის დარწმუნებულია, და ამ განძრახვით, ერთ ნაირის ენით და ერთნაირის სიფიცხით ელაპარაკოს ყველას იმაზე, რაც მისახვედრია მხოლოდ ზოგიერთისათვის; მხოლოდ ჭაბუკს შეშვენის, სწყინდეს რომა ზოგს არ ესმისთ ისა, რაც არა აქვსთ მინიჭებული, და არც საჭიროა მათთვის, რომ ესმოდესთ ..... ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთათვის, უთხრათ ყველას, მაგრამ იმედი გვქონდეს მხოლოდ ზოგიერთისაგან პასუხის გებისა ....... და რა? განა დიდი ბედნიერება არ არის, რომ გავაღვიძოთ ზოგიერთს მიძინებულს სულში უმაღლესი ჰაზრი? განა დიდი ბედნიერება არ არის რომ დავბადოთ თანმგრძნობელობა იმ გულში, რომელსაც ჩვენ არას დროს არ ვიცნობდით და ვერც გავიცნობთ, რომელიცა იქნება, სცხოვრებს შორს ჩვენზე ამ ქვყენის სადმე კუნჭულში, მაგრამ რომლის გულსაც ჩვენი სიტყვა დააწყებინებს ძგერას ჩვენის გულის თანახმად; და საზოგადო კაცობრიობის სასარგებლოდ, აღვიარებინებს თვისსა და ჩვენ შორის სულით ნათესაობას, იმის სახსოვრად, რომ სულმა გაიმარჯვა სივრცის და დროების შეკრულობაზედა!
მაშ რა არის პოეზია? – კითხულობთ თქვენა სურვილით, რომ გაიგონოთ ახსნა თქვენთვის სანუკვარი საგანისა, თუ იქმნება, მცბიერულად გინდოდეთ შეყვანება ჩვენი შეკრთომაში მით, რომ ნახოთ ჩვენი უღონობა ამ უაღრესის და ძნელი საგანის ახსნაში. ან ერთი იქნება ან მეორე, მაგრამ ორივ ჩვენთვის სულ ერთია; ჯერ, ვიდრე ჩვენ გიპასუხებდეთ, გკითხამთ თქვენცა, თავის და კვალად. ბრძანეთ: რა დავარქვათ იმას, რა განსხვაებაც არის კაცის პირის სახესა და წმინდა სანთლის ფიგურას შორის, რომელიცა რამდენადაც დიდის ოსტატობით არის გაკეთებული, რამდენადაც უფრო და უფრო ჰგავს ცოცხალი კაცის პირის სახესა – მით უმეტესად და უმეტესად გვეზიზღება? მიბრძანეთ: რა განსხვაებაა ცოცხალი კაცის პირის სახესა და მიცვალებულის პირის სახეს შორის? – ნაკვთი ხომ ერთ ნაირად სწორეა ერთშიაც და მეორეშიაცა, ერთი და იგივე ასოა, ერთ ნაირი მათი თანხმობაა, ერთ ნაირი გაწყობილება ასოებისა? რისაგან არის, რომ ეს თვალები ისრე ანათებენ, ისრე სამსენი არიან ჰაზრით და ჭკვით, რომა თქვენ ატყობთ რაღაც ჰაზრსა, რომა მათ უნდათ გითხრან რაღაც გულითადი და სატრფიალო; და ისინი კი – ისრე ჩამქრალნი, მინის მსგავსნი! ... ცხადი საქმეა: პირველში არის სიცოცხლე და მეორიში კი არა. მაგრამ ეს „სიცოცხლე“ რაღა არის ? ჩვენ ვიცით კანონი ადამიანის სხეულისა, ვიცით, რომ სიცოცხლე კაცისა არის მისს აგებულებაში, ვიცით, რომა სიცოცხლე განუშორებელად თან დასდევს სისხლის ბრუნვასა ძარღვებში, და განჰქრება იმ წამსვე როდესაც გათავდება სიხლის ბრუნვა; მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი აგებულება არ არის ოწინარი (მაშინ), რომელიც მოიმართება და დადგება საათივით რომელისამე ჭახრაკით. რამდენსაც ღრმად დაუწყებთ ძებნასა აგებულების საიდუმლოსა, – იმდენად უფრო და უფრო დავშორდებით იმას, მით უმეტესად მიუწთომელი იქმნება ის ჩვენთვისა. მაგრამ ცოცხლებშიაც არიან მკვდრები, ისრე როგორათაც ცოცხლებიც არიან მკვდრებში, ამისთვის რომა რაც სიცოცხლეა ცხოველისათვის ის სიკვდილია ადამიანისთვის; რაც სიცოცხლეა როკეზისათვის[1] ის სიკვდილია ევროპიელისათვის; რაც სიცოცხლეა მსოფლიოის საჭიროებისა და სარგებლობის მონისათვის, რომელიც მომატებულს ვეღარასა ხედამს საზრდოსა და ჯიბის საჭიროების დაკმაყოფილებისა ან მცირე ამაოდ დიდების გარდა, – ის სიკვდილია გონიერისა და მგრძნობელი კაცისათვის. რაც გონებაში არის ის გამოიხატება ნაკვთით (ფორმით): შეხედეთ როგორი პირუტყვის ცხვირპირი აქვს იმ კაცსა, ნამძინარევი და მღვრიე თვალები საზიზღარის შეხედულობით, – სქელი, ძლივს ქშინამს, ეს არის ეხლა მაძღრისად ნასადილევი, – და შეხედეთ რა ნაირის სისხამით უბრიალებენ შავი თვალები იმ გამხდარსა, ფერ ნაკლულს კაცსა, რა ნაირი მოძრაობა აქვს იმის სახეს, რამდენი მხურვალებაა იმის ხმაში! მართალია თუ არა რომა, პირველი მკვდარია; მეორე – სავასეა სიცოცხლითა? მაგრამ სიცოცხლე თვისის გამოჩინებით დაუსრულებლად სხვა და სხვა ნაირია. ფოცხვერი სავსეა სიცოცხლით კუზე, მაგრამ იმის სიცოცხლე ნამდვილი ცხოველურია; იმისი მაღორძინებელი არის მხურვალე სისხლი, უხვად სავსე ძარღვები ელეკტროთი. ესრედ ზოგიერთს ადამიანშიაცა ბევრია სიცოცხლე, მაგრამ ის სიცოცხლე მიუცილებლად ვერ დაგიმონებთ თვისის მოხიბლვით...“
„დიახ, სიცოცხლე ის არ არის, რომ ამდენ და ამდენი წელიწადი სვა და ჭამო, იცოდვილო ჩინებისა და ფულისათვის, და თავისუფალ დროს ხოცო ბუზები, სთვლიმო და ითამაშო ქაღალდი: ამისთანა სიცოცხლე უსაძაგელესია ყოველს სიკვდილზე, და ამისთანა კაცი უმცირესია ყოველს პირუტყვზე, ამისათვის რომა პირუტყვი, თავის მიდრეკილების მორჩილი, სრულიად ხმარობს იმ ღონის ძიებასა, რაც მიუნიჭებია მისთვის ბუნებას: საცხოვრებელად, და მოურიდებლად აღსრულებს თვისს მნიშვნელობასა. სიცოცხლე არის – მგრძნობელობა და განსჯა, ტანჯვა და ნეტარება; ყოველი სხვა ნაირი სიცოცხლე არის სიკვდილი, და რამდენსაც მომატებულს საგანს მისწვდება ჩვენი გრძნობა და ჰაზრი, რამდენადაც მომატებულად და ღრმად შეუძლიან ჩვენს ნიჭსა ტანჯვისა და ნეტარების გრძნობა, იმდენად მომატებულად ვცოცხალვართ: ერთი წამი ამისთანა სიცოცხლისა უმჯობესია, ვიდრე ასი წლის სიცოცხლე, გატარებული საზიზღარ თვლემაში, უბრალო მოქმედებაში, უსაგნოდ დროების გატარებაში. ტანჯვის ნიჭი გვითხრობს ნიჭს ნეტარებისასა, და ვისაც არ უნახავს ტანჯვა, იმან არც ნეტარება იცის, ვისაც არ უტირნია, ვერ გაიხარებს....“
გადვიდეთ კიდევ, ჩემო თადეოზ, მეორე გვერდზე და აქ კიდევ დავტოვოთ ორიოდ ლექსი.
„ბუნებასა და თვითეულ კაცს გარდა, არის კიდევ საზოგადოება და კაცობრიობა. რაც უნდა უხვი და მდიდარი იყვეს შიგნეული სიცოცხლე კაცისა, რაც უნდა მჩქეფარე წყაროსავებრ სცემდეს გარეთ, და რაც უნდა ზვირთით გადმოდიოდეს ნაპირზე, – ის არ არის სრული, თუ რომ არ მიითვისა იმან ის რაც სასარგებლოა იმის გარეშე მყოფ ქვეყანისა, საზოგადოებისა და კაცობრიობისათვის. სრულსა და კარგად მყოფ ბუნების კაცსა მძიმედ აწევს გულსა სვე სამშობლო მამულისა; ყოველ კეთილ-შობილ ადამიანს ღრმად ესმის თავისიანობა, რომ ის არის სისხლით და ხორცით ნათესავი მამულისა, სისხლითა და ხორცით მიკავშირებული სამშობლო მამულთან. საზოგადოება არის რაღაც ცოცხალი და შენაწევრებული, ერთი მრთელი, რომელსაც აქვს დროება თვისი გაზრდისა, დროება კარგად მყოფობისა და ავად-მყოფობისა, დროება თვისის ტანჯვისა და მხიარულებასა, და აქვს თავისი მიქცევა და მოქცევა ან სასიკვდილოდ ან სასიცოცხლოდ. ცოცხალ კაცს თავის სულში, თავის გულში და სისხლში აქვს სიცოცხლე საზოგადოებისა: ის ავად გახდება საზოგადოების ავად-მყოფობით, იტანჯება იმისი ტანჯვით, ნეტარებს მისი ბედნიერებით, თავისი თავისა და თავის საკუთარ გარემოებას გარეშე მყოფისათვის. რასაკვირველია ამ შემთხვევაში, საზოგადოება გამოართმევს იმას თავისს ხარჯსა, მოაშორებს თავსა თავის საქმესა ზოგიერთს მის სიცოცხლის ჟამში, მაგრამ არ დაიმონებს სრულიად და განსაკუთრებით. სამშობლო ქვეყნის სიყვარული (патрiотизмъ) უნდა გამოდიოდეს, კაცობრიობის სიყვარულიდგან ისრე, როგორათაც ნაწილი მრთელისაგან. სამშობლო მამულის სიყვარული არის ისა, რომა გულით გინდოდეს ნახო რაც კაცობრიობას გონებაში გამოუხატამს აღსრულებაში იყოო მოყვანილი და შენის ძალისა, შეძლებისა კვალად შველოდე მის აღსრულებასა. თუ ასრე არა, პატრიოტობა (მამეულის მოყვარება) იქმნება ის, რომ უყვარდეს თავისი მხოლოდ იმისათვის, რომ თავისია და ეჯავრებოდეს ყოველისფერი სხვისა, მხოლოდ ამისათვის რომა სხვისა არის, და ვინ იცის რა ნაირად უხარიან და მოსწონს თავისი უმგზავსობა და სახიჩრობა ანგლიელი მორიერის რამანი „ჰაჯი ბაბა“ არის წარჩინებული და ნამდვილი სურათი ამ გვარი პატრიოტობისა (მამეულის მოყვარებისა). ადამიანის ბუნებას აქვს თვისება, რომ უყვარდეს ყოველი ფერი მისი მახლობელი, მისი სისხლით და ხორცით ნათესავი; მაგრამ ეს სიუვარული პირუტყვთაც აქვსთ. მაშასადამე, კაცის სიყვარული უნდა იყოს უმაღლესი. ეს კაცობრიული სიყვარულის აღმატებულება ცხოველის სიყვარულზე არის მეხსიერებისაგან, რომელიცა ხორციელებასა და მგრძნობელობასა განანათლებს სულით, და ეს სული არის საზოგადო. მეფე პეტრე პირველის მაგალითი, რომელიც ამბობდა თავის ღვიძლ შვილზე, უკეთესიაო სხვისა იყოს და კარგიო, ვიდრე ჩემი და ავიო, – ყველაზედ უკეთესად აცხადებს და ამართლებს ჩვენს ჰაზრსა. რასაკვირველია, კერძოობიდგან შეუძლებელია დაიდვას კანონი საზოგადოებისათვის, მაგრამ შეიძლება ამ შეფარდებით კერძოობითიდგან ავხსნათ საზოგადო. შეიძლება გძულდეს ღვიძლი ძმა, თუ ცუდი კაცია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს სამშობლო ქვეყანა, როგორიც უნდა იყვეს მხოლოდ ეს სიყვარული არ უნდა იყვეს მკვდარი კმაყოფილება[2], ცოცხალი სურვილი უნდა იყოს, რომ ყოველისფერი მოვიდეს სისრულეში, უკეთესობაში; ერთის სიტყვით – სამშობლო. ქვეყნის სიყვარული უნდა გამომდინარეობდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან.
„და აი ჩვენ ვსთქვით სიცოცხლეზე ყოველისფერი, რაც გვქონდა სათქმელი მაზე. და თუმცა ამის გამო, თითქო, დავშორდით ჩვენს საგანსა, მაგრამ მართლა კი მხოლოდ მიუახლოვდით მის ახსნასა“.
სფირიდონ ჩიტორელიძე.
______________
1 ველური, ხალხია, სრულად მიუმხვდარი და კაცზედ დაშორებული გონებითა
2 ესე იგი არ უნდა ჰსთქვა, ოღონდ ქართული ჟურნალი კი იბეჭდებოდესო და როგორიც უნდა იყოსო.
![]() |
5 სხარტულა |
▲back to top |
![]() |
5.1 უფალო რედაქტორო! |
▲back to top |
უფალო რედაქტორო!
ბევრს – მე და თქვენ რომ ვიცით – იმისთანა ხალხს ძალიან უკვირს, რომ, როცა თქვენზედ გამოილაშქრებს ხოლმე ყურმახვილა და ენა ჩლუნგი ვიღაცა ქერელი ბექა, თქვენი „მოამბე“ ხმას არა ჰსცემს და შორიდამ უცინის დუდგულის თოფით შეიარაღებულს „ცისკრის“ მხედარს – ბექასა. მე ვიცი თქვენი ხმის ამოუღებლობის მიზეზი: არ გინდათ თავი გაყადროთ იმისთანა სულიერსა, რომლისაგანაც, ჩვენი მდაბიო ანდაზის ძალით, არა უნდა იწყინოს რა კაცმა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის თავზედ ხელაღებული ქერელი ბექა მახეა, რომელსაც, ამისთანაებში გაწურთვნილა, „ცისკარი“ მოამბეს უგებს. თუ ვინიცობაა თქვენმა ჟურნალმა ხმა გაჰსცა და ბექასთან ლაპარაკი არ ითაკილა, თითონ ცისკრის პატივცემული რედაქტორი მასხარად აიგდებს თქვენს „მოამბეს“. – „აკი ვამბობდი – დაიძახებს გახარებული რედაქტორი: აკი ვამბობდი „მოამბეს“ მცირედი დარბაისლობა და თავისი პატივი არა აქვს, მეთქი! აბა რომელი დარბაისელი და თავის თავის პატივისმცემელი ბაცი თავს გაუყადრებს და გაელაპარაკება ჩემგან მოწვეულ ქერელს ბექასა! ... ძლივს მახეში არ გავაბი ჩვენი მოამბე! სახელი და დიდება ჩემს ოსტატობასა!“
ცისკრის ყოვლად პატივცემული რედაქტორი მართალია, თუ მართლა ქერელს ბექას მახეთა ხმარობს; არც თქვენა ხართ მტყუანი, რომ ამ მიზეზით თქვენი „მოამბე“ თაკილობს ბექასთან ლაპარაკსა. მაგრამ ზოგი თვითონ ქერელი ბექას უყურეთ რა ყოფაშია! .. მას აქედ, რაც მარტის სტატია დაწერა, დოინჯს აღარ იშორებს, სიხარულით ლამის ფეხზედ აღარ დადგეს – „ჰი! – გაჰკივის ბაქია ბექა: ჰი! ჩავაჩუმე „მოამბე“, თუ არაო! .. ენა კი ჩაუვარდათ იმ წყეულ თერგდალეულებსა და! შიშით ხმა კი ვეღარ ამოუღიათ! რა მოგახსენოს ამ უხეირო ბექამა!“ და სხ.
ზომას რომ არ გადააცილონ სიხარული „ცისკრის“ დარბისელმა რედაქტორმა და მისმა აიარმა, ქარიანმა ბექამ, მე მინდა ისე ოხუჯობით გადავამტვრიო ის ღობე, რომლის იქიდამაც დამალულია ბექა და კენჭებს ისვრის და უკვირს კიდეც რატომ ამ კენჭებით ქვეყანა არ ირყევაო. იმასთან სურიოზნად ლაპარაკს თაკილობს თქვენი „მოამბე“, მართალიც არის, – ამიტომაც მე ვისურვე ისე სხარტელა ოხუჯობით იმის მეცნიერების წარმოდგენა, იმის მასხარად აგდება. ხუმრობა გაშვებით და, ბატონო, ისეთის თავმოწონებით მოაქვს თავი, ისეთის გაბედვით ლაპარაკობს ფილოსოფიაზედ, პოეზიაზედ, ამერიკაზედ, საბერძნეთზედ, რატაცცის გამოცვლაზედ, რომ ლმობიერ ცისკრის მკითხველებს მართალი ეგონებათ, რომ ორში თუ სამში ისიც ბრძენთ ყოფილა. მეტის მეტია, ბატონო! მეტად კადნიერად კუნტრუშობს საზოგადოობის წინაშე – აქაო და ქართველები გაუნათლებელნი არიანო და ტყუილს ვერ შემატყობენო, მოჰყოლია, ბატონო, დღე ღამედ გამოჰყავს და ღამე დღეთა[1] – ჩვენი საზოგადოობა იმისი კამათელი ხომ არ არის, რომ როგორც უნდა ისე აყაროს და ხელში ათამაშოს.
მე, უფ.რედაქტორო, ერთხელაც წარმოგიდგინეთ ქერელი ბექასზედ კრიტიკა და უკან დამიბრუნეთ, ჩვენა – გეთქოთ – ქერელი ბექასთან სასაუბრო არც გვაქვსო და არც თავის დღეში გვექნებაო. ეგ მართალია, მაგრამ ეს პატარა სტატია კი უნდა დამიბეჭდოთ, თუნდა ბოლოს მოაქციეთ, მითამ და მოამბეს სულ არც კი ეკუთვნის და მაშინ ჟურნალისათვის სათაკილო სრულობით აღარ იქნება. აი რისთვის მინდა, რომ ეს სტატია დაბეჭდილი იყოს: ეს სტატია უფრო ააყვირებს ბაქია ბექასა და მაშინ სრულიად ის ბექა ჩვენ წინ გადიშლება. გაკაპასებული მოჰყვება ბოდვას, მითამ და კრიტიკასა ჰსწერს – მოჰყვება ბოდვას და იმ ბოდვაში ასეთს მტვერს ააყენებს, რომ თვალები აებმის და ის სახელოვანი ცისკრის ფალავანი წამოჰკრავს თავის სტატიასვე ფეხს და ყირაზედ გადაივლის. არც დავა და არც დარაბა. სახარებაში არა სწერია: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“. იქამდინ მივიყვანოთ, რომ ის ავატიტინოთ და მაშინ სიტყვამან მისმან გამოგვიჩინოს იგი“ და გამოგვიჩენს კიდეცა, ღმერთი რჯული. ბაქია რომ გონიერებას პატარაობითვე არ გადაჩვეულიყოს მაგ განძრახვას მიმიხვდებოდა, მაგრამ რადგანაც გადაჩვევულა მაგას ვერ მიხვდება და გულზედ მოსული მამაცი გაჰსტენავს დუდგულას თოფსა, თავის კრიტიკის ფურცლებს აბჯრადაისხამს და გამოვა მოედანზედ; მოჰყვება თავისებურად თოფის სროლას და ჯირითს, ამ ვარჯიშობაში სრულის სამკაულით და ხერხით დაენახვება თავის საყვარელს ცისკრის მკითხველებს თავისი პოეტი,[2] თავისი პუბლიცისტი[3] , თავისი კრიტიკოსი[4] , თავისი მოზღაპრე[5] და ბოლოს თავისი „თავხედი“[6], რომელსაც ამოუკითხავს ოხუჯობა რუსულ ჟურნალში, (Искра) და იმოდენა მოხერხება კი არა ჰქონია, რომ ნაქურდალი ცხენისათვის კუდი რიგიანად მაინც გაეკრიჭა, რომ არ ეცნოთ, და ისე გადმოეღო თქვენს საქართველოს მოამბეზედ.
______________
1სულ ციფირებით დავუმტკიცებ, რომ ჩვენი მარღი ბექა ოღონდ კი „მოამბეს“ უმტროს და საქვეყნოდ ტყუილს არ ითაკილებს. აი მაგალითი: ის ღვარძლიანი ბექა ივნისის სტატიაში მგონია „თავხედის“ სახელითა (რომ არ ეთქო. თავხედი ვარო, ისე კი არ ვიცოდით, რომ თავხედია) „თავხედის“ სახელით რაღაც შურიანის სიხარულით ატყუებს თავის მკითხველებს, რომ „მოამბე“ დაულუქდაო. მართალია, „მოამბე“ დაწვრილდა, მაგრამ მაინც კიდევ ცისკარზედ ბევრით მეტია, თუმცა მაისის „მოამბე“ ცისკარზედ პატარა კი ჩანს. მე ძალად შევადარე ცისკრის იანვრის წიგნი – იმოდენა ხომ ჯერ თავის სიცოცხლეში არ გამოსულა ცისკარი – იანვრის ცისკარი შევადარე მაისის მოამბესთან, რომელიც ყველაზედ პატარა ნომერია მთელ მოამბის ნომრებში, – და აირა გამოვიდა: იანვრის ცისკარი, ის დიდი და უშველებელი იანვრის ცისკარი, იმ პაწაწა დაჭლექებულ მაისის მოამბეზედ მარტო ხუთმეტ და ნახევარ ფურცლით არის მეტი. მაისის მოამბეში არის 161,600 ასო, იანვრის ცისკარში კი 193,294 ე.ი. 31,694 ასოთი ანუ ხუთმეტ ნახევარ ფურცლით მეტია სხვა ცისკრის ნომრები კი – ნამეტნავად მარტიდამ დღეისამდე იმ პაწაწა მაისის მოამბეზედ 35,872 ასოთი, ანუ თვრამეტი ფურცლით – ნაკლებია. ქერელო მარღო ბექავ! რომელი დაულუქდა ცისკარი, თუ მოამბე? ცისკარი რომ გაბერილია და თვალს ატყუებს, ამითი რაო? წყალმანკის მქონე ჯან მრთელი გგონია, რადგანაც გაბერილია და გარედამ პირხმელი კი და შიგნით ჯანით სავსე – ჭლექი? ერთი მინდა გკითხო რად ატყუებ ხალხს? ცისკრის რედაქტორმა, რომ ერთი ოზმა ცარიელი ქაღალდი შეახვივოს მწვანე ყდაში და დიდის ასოებით „ცისკარი“ დააწეროს, მაგითი თავი რად მოგაქვს? მკითხველები ცარიელ ქაღალდს კი არ ეიდულობენ თქვენგანა, დაბეჭდილს ჟურნალსა გთხოვენ. თქვენ რომ ჟურნალი ისე ფარღალალად ბეჭდოთ, რომ სტრიქონებს შუა ქერელი ბექა თავისუფლად გაძვრეს და გამოძვრეს და გვერდების გარეშემო არშიებზედ ურმის გატარება შეიძლებოდეს – ეგ ხომ თვალთ მაქციობაა და მკითხველის მოტყუება, ჩემო ქერელო ბექავ! მოამბემ კი, რომ არც ითვალთმაქციოს და არც მკითხველი ატყუოს და ისე თვალად ცოტა და საქმით კი თქვენზედ მეტი ბეჭდოს – იმაში შენ მეტი ვინ უნდა შერცხვეს, ავყია ბექავ! თუნდ ეგ არ იყოს: ეს ცისკარიც და მოამბეც ხომ ყველას ხელთა აქვს, სტრიქონში ასოების და გვერდში სტრიქონების დათვლის მეტი ხომ არ უნდა კაცს, რომ შენ ტყუილში დაგიჭირონ. ამ დაჭერისა არ გეშინოდა? ბარაქალა შენს კაცობასა, თუ არა გშინებია! არა თუ ღმერთი გწამს, რად ახარე ეგ შენგან შობილი ჭორი შენს მკითხველებსა? რომ მითამდა ბედაური კვდებაო და მე მრჩება ბურთი და მოედანიო – ეს უნდა გეთქვა მაგ ტყუილითა თუ? არა, შენისთანაები „მოამბეს“ ვერ დამარხვენ. შენ, ძმაო, ერიდე „ცისკარი“ არ ჩააგდო მოამბისათვის გათხრილს ორმოში. შენი მეგობრობა იმას ხეირს არ დააყრის. გახსოვს ის ზღაპარი კაცი და დათვი რომ დაძმობილდნენ ? დათვმა, რომ თავის მძინარე მეგობარ კაცს თავში ლოდი დაარტყა, ბუზი აუფრინოვო. მე ვიცი თუ შენ ცისკარს თავი არ დაგანებებინეს, შენც ამ დღეს მიაყენებ, თუ დღეგრეძლი ხარ. რატაცციზედ ლაპარაკობ, ამერიკისაკენ გაიკუნტრუშებ ხოლმე და იმოდენა კი არ იცი, რომ რაც კაცი დაგპირდა, იმაზედ მეტს ვერ მოჰსთხოვ მოამბის რედაქცია შვიდიდამ ათ თაბახამდე დაგვპირდა, მაისამდი ათამდინა ჰბეჭდდა და მეტსაცა, ეხლა შვიდი გამოჰსცა – ეგ გაგიხარდა? მტრობა რა ცოტასა ჰსჯერდება ხოლმე. დღე ღამედ ნუ გამოგყავს, ნუ და ნუ!..
2. მგონი მრავალგვაროვანი ანტონ ფურცელაძე პოეტიც არის: იხილეთ იმისი ლექსი რომელსაც აკ. წერეთელს უძღვნის და რომელშიაც ცხოვრების ტალღა ამ უბედურს აქანებს. ვერ გაუგია: ცხოვრების ტალღა კი არ აქანებს, არამედ ის ქარია, რომელიც ბექას ერთი მხრით უბერამს.
3მგონი ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალ გვაროვანი პუბლიცისტიც არის: იხილეთ იმის რესპუბლიკაზედ და კონსტიტუციაზედ სჯა; იმის „ხმოვანი სამჯავროზედ ბაასი; იხილეთ მისი სხვა და სხვა ამბები, რომლებსაც სიზმარში ხედავს და თუ სიზმარმა უღალატა თითონ მოაჭორებს და ენას მიუტანს ცისკრის რედაქციას, რომელიც ერთგულობისათვის შუბლზედ ხელს გადუსვავს ხოლმე; იხილეთ ის სტატია, რომელშიაც თავის მკითხველებს ჩვენი ბექა ახარებს, რომ მიხარებია რატაცცის სამინისტრო დაეცაო. აი, უფალო ფურცელაძევ, რა ოსტატი ბძანებულხართ! .... აბა ჩვენ მკითხველებს, როდის ეწყინათ რატაცცის მინისტრობა, რომ იმისი მინისტრობიდამ გადადგომა გახარებოდათ! ... მაგრამ რა? ეგ სიტყვა „მიხარებია“ პუბლიცისტის მანერაა, კარგია რომ მიუბაძავს.
4მგონი : ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალ გვაროვანი კრიტიკოსიც არის, იმიტომ-რომ უფ. ან. ფურცელაძე და ქერელი ბექა ერთი და იგივე ნივთები არიან. იქნება დროს უხუმრია და სამასხაროდ ერთი და იმავე ნივთისათვის სხვა და სხვა სახელები უწოდებია. დრომ ბევრი ამისთანა ხუმრობა იცის, აი მაგალითად: თვითან ანტონ ფურცელაძის მოვლენა ხუმრობა არ არის, მა რა ეშმაკია!
5ანტონ ფურცლაქე იგივე მრავალი გვაროვანი მოზღაპრეც არის: იხილეთ, მის კრიტიკულ სტატიებ გარდა, მისი „იმერული ლეგენდა“, მისი ზღაპარი რუსთაველზედ და იმის ცოლზედ.
6ანტონ ფურცელაძე იგივე მრავალ გვაროვანი მგონი „თავს დიც“ არის: იხილეთ სულ ყველა სტატიები რაც თავის სიცოცხლეში დაუწერია, თუ თავხედზედ უარესიც არ იყოს; იხილეთ ივნისის სტატია. მე ესე მგონია იმიტომ, რომ უფ. ანტონ ფურცელაძე მართლა „თავხედია“, მეორედ, იმიტომ რომ ივნისის „თავხედი“ და ანტონ ფურცელაძე თავხედობაში ერთი ერთმანეთს არ დაუვარდებიან.
![]() |
5.2 რედაქტორი და მისი რაინდი – ბაქია |
▲back to top |
რედაქტორი და მისი რაინდი – ბაქია
(სცენა წარმოადგენს ქართული ტახტით მორთულს ოთახსა, კედელზედ ჰკიდია ირმის რქა, ზედ აწყვია: ჭიანური, თარი და ჩონგური. ამ რქის ზემოდამ ვარაყიან ქაღალდზედ დიდ ჩარჩოში გაკეთებული სხვილის ოქროს ასოებით დაბეჭდილია ის სახელოვანი ივ. კერესელიძის მანიფესტი კახელებთან, დაწერილი „ჟამსა სიზმარში მეფობისა მისისა“[1]. ერთ მხრივ ამ მანიფესტს უკიდია სურათი, ზედ დახატულია, რომ თაგვს უთხრია და კატა გამოუთხრია. ამ სურათს ზედ აწერია: „ეს სურათი ალლეგორიულად წარმოადგენს ერთის სახელოვანის რაინდის – ქერელი ბექის მდგომარეობას“. მეორე სურათი წარმოადგენს თერგსა ბღვინვარეს, ერთს ქართველ სტუდენტს კისერი წაუწვდია და თერგსა სვავს. ქერელი ბექა მიჰპარვია, ბუჩქებში ამომჯდარა და იმ თერგდალეულსა პურის მარცვლებს ესვრის და თან იძახის: ჰი! მტვერი კი ავადინე აქაურობასდა.
ტახტზედ წამოწოლილია რედაქტორი, თავის მანიფესტს უყურებს და ნებივრობს. თავს ადგა თავისი რაინდი საომარის ტანისამოსით. ერთ ხელში უჭირავს „მოამბე“, მეორე ხელით დუდგულის თოფზედ დაუუდებულა, კალთები აუკეცნია – ერთის სიტყვით ომ გადახდილობა ეტყობა. როცა „მოამბეს“ შეხედავს კბილებს აკრაჭუნებს და ემუქრება, როცა რედაქტორის მანიფესტს მაშინ სიამოვნებით ღიმილობს.)
რედაქტორი (მოიხედავს ბაქასაკენ და მთქმნარებით ეტყვის).
რას იტყვი ახალსა, ჩემო უკანასკნელო ნუგეშო!
ბაქია
თქვენს სიცოცხლეს და იმ წყეული „მოამბის“ დამიწებასა.
რედაქტორი.
ეგ სალამი ხომ ჩვენში ჩვეულებაა, შენ ახალი თქვი რამ.
ბაქია (გასწორდება და დოინჯს შემოიყრის).
„საქართველოს მოამბეზედ“ იერიში მივიტანე მარტში და ივნისში რუსულ ჟურნალს „ისკრას“ რომ ყუმბარები მოვპარე პატარა ზოგიერთგან გადავაკეთე და მივაყარე მოამბეს.
რედაქტორი (ღიმილით).
მერე?
ბაქია
მოამბის მცველები ჯერ მაინც და მაინც ხმას არ იღებენ.
რედაქ.
მე ძალიან მეფიქრება, ჩემო ბაქია! რა ვიცი? ის წყეული თერგდალეულები შენ არ იცი რა ხალხია! თუ ერთი ხელი შემოგვიბრუნეს, კუდით ქვას გვასრონინებენ.
ბაქია (თავ მოწონებით).
ისე ბძანებთ, თითქო არ მიცნობდედ რა კაცი ვარ: ჩემისთაანა კაცს – მოდი ისე გააბრიყვე მოამბის მცველები, რომ თავი გაუყადრონ და ხმა გაჰსცენ! თქვენგან არ მიკვირს !
რედაქ.
მაშ, ჩემო ერთგულო ბოძო, დაჩუმდი. თუ ეგეც იცი, რას წაჰსწვდები ხოლმე იმათ. ხომ ხედამ ზედაც არ გიყურებენ.
ბაქია.
კიდეც ეგ გახლავს კარგი და! რად დავჩუმდე? ისინი ჩემთან ბრძოლას თაკილობენ და ხმას არ იღებენ და ჩვენ საყვარელ ჟურნალის მკითხველებს კი ჰგონიათ, რომ მე ისინი შევაშინე, ხმა გავაკმენდინე და ჩვენ მკითხველების თვალში გამარჯვებული ვრჩებით ამ რიგად. ცუდია, თუ ?
რედაქტორი (დაღონებით).
კარგია, მაგრამ მე ერთისა მეშინიან: ვაი თუ თერგ დალეულებს გაუწყრეთ ღმერთი, ერთი თავზედ ხელი აიღონ და შენთან ლაპარაკი არ ითაკილონ, მერე ხომ შენთან მეც თან გამიტანენ.
ბაქია.
როგორ, ბატონო!
რედაქ.
აი ისა, რომ რაც მე და შენ ძმაო, ცოდვები ჩაგვიდენია, მოგვიკრეფენ და სულ შხამად ამოგვადენენ! შენ არ იცი რა დაუნდობელი ხალხია ის თერგელები! ...
ბაქია.
რა ცოდვები? მე არ მახსოვს.
რედაქ.
აბა ჩვენი ცოდვები შენ რად გეხსომება! თუნდ გახსოვდეს, შენ ისეთი ერთგული ხარ, რომ ძალად დაივიწყებ. აი როგორც ის დაივიწყე, რომ მინამ მოამბე გამოვიდოდა, სულ ვლანძღამდათ მოამბესა და შენ კი წააყვედრე მოამბეს: აბა როდის გლნძღამდითო აკი თავის მკითხველებს ვახარეთო ერთხელ, რომ მოამბე გამოდისო. ის კი არა თუ ეგ ერთხელ ცბიერობით ვახარეთ და წინა თვეებში კი მრავალ ჯერა გულწრფელობითა ვლანძღეთ. აი თუნდა გაშინჯე ჩვენი ნომრები აპრილიდამ ოკტომბრამდინ, თუ ნოემბრამდინ. 1852 წლისა. ეს, რასაკვირველია, როგორც შეჰფერის შენს ერთგულობას დაივიწყე. ეგრეთი უნდა კაცი, ჩემო ბაქიავ! მე არ უნდა გამსცე. მაგრამ ის წყეული თერგ დალეულები შენსავით ერთგულნი ხომ არ არიან, რომ ჩვენი ცუდი დაივიწყონ. სულ ერთი ერთმანეთზედ ზედ შეგვიკეცეს!
ბაქია. (ქებით გაამაყებული.
აბა რა ცოდვები, მიბძანეთ.
რედაქ.
განა ერთი და ორია, ათასია, ჩვენ უბედუროდ. აი თუნდა 1859 ოკტომბრის თუ ნოემბრის ჟურნალში – ეს ოხერი მინდოდა კრიტიკის მნიშვნელობა ისე ამეხსნა, რომ ქვა გამეხეთქა – მაშინ ხომ პოეტი ვიყავ? –, მაგრამ აი რა წამოვროშე: „კრიტიკა არის პატივი ლიტერატურულ ხნულისათვის, მეთქი“.
ბაქია.
ეგ პლატონის მჭევრ-მეტყველობაა სწორედ, მანდ ცუდი რა არის.
რედაქ.
შენ ეგრე გგონია, ჩემო ერთგულო ბაქიავ, იმიტომ რომ გიყვარვარ, თორემ აქ კარგი არა არის რა. პატივი, ჩემო ძმაო, ამ შემთხვევაში ნეხვსა ჰქვიან მდაბიურად. აბა კრიტიკა ნეხვია? „ხნული“ რომ არ წამომცდენოდა, მაშინ იქნება ვერ მიხვედრილივნენ, რომ მე კრიტიკა და ნეხვი ერთი და იგივე მგონია. მართალია, შენ ჩემმის მეგობრობის გამო, შენის კრიტიკებით გულმოდგინეთ მეხმარები, რომ საქმითაც კრიტიკა ნეხვად ვაჩვენოთ, მაგრამ იქნება ჩვენი მოყვარული ხალხი კი მოტყუვდეს ამით, თორემ ის შეჩვენებული თერგდალეულები არ მოტყუვდებიან.
ბაქია.
მაგისთანაები იმათ კი ცოტა აქვთ! ..
რედაქ.
აბა?
ბაქია.
მიმონო?!
რედაქ.
ეგ აღარ მოაგონო იმ წყეულებს თორემ ჩვენვე ჩაგვეთვლება ცოდვად.
ბაქია.
როგორ?
რედაქ.
აი ისე, რომ თუ ეგ მიმინოს შემთხვევა ფრანციცულმა ჟურხალმა „Memorial d’Amien“ ღირს საცნობლად დაინახა და რუსულმა გაზეთმა[2] გადიბეჭდა, ჰსჩანს მაგაში არის რამე. თუ შენი გონება ვერ მისწვდა, იტყვიან ჩვენი მტრები – ჩვენი რა ბრალიაო.
ბაქია.
მე იცით, რას ვეტყვი მაგაზედ? თქვენ უნდა იცოდეთ მეთქი, რომ მე ავტორიტეტები არ მიყვარს. რა ვუყოთ, რომ რაღაც მორიელმა და რუსულმა გაზეთმა ღირს საცნობლად დაინახა! მე ჩემი...
რედაქ.
დაიცა თუ ღმერთი გწამს „ავტორიტეტები“ რომელი კუნძულის ხალხია.
ბაქია.
არ ვიცი თქვენმა მზემ! რა ვიცი ეხლანდელ რუსულ წიგნებში კი სულ მაგრე ამბობენ: „ავტორიტეტები აღარ უნდა იყვნენო“. მეც იქიდამ ვიცი რომ ამისთანა შემთხვევაში ხმარობენ ხოლმე და მეცა ვხმარობ იმათის ბაძით. ეგ ხალხი უთუოდ ამერიკაში უნდა ჰსცხოვრებდეს, დიდი ღვარძლიანი ხალხი უნდა იყოს რომ ყველანი ამბობენ, აღარ უნდა იყვნენო; ყველას იმათი ამოწყვეტა უნდა.
რედაქ.
ეგრე უნდა იყოს. მაგრამ მე კიდევ იმ მიმინოსთანა ვარ. იმ მიმინოს, – შენ რომ დაჰსცინი – როგორცა ჩანს იმ გამოცხადებიდამ, ორმოცდა ცამეტი წელიწადი უცხოვრია. არა, თუ ღმერთი გწამს საკვირველი არ არი! ეხლა მაგდონს კაციც ძლივა ცხოვრობს და! არა თქვი საკვირველი არ არი! თქვი, აქ ხომ არავინ არ არის უცხო.
ბაქია.
(აქედ იქით იყურება, ხომ არავინ არისო და
რომ დაინახა ის იმერელი ბიჭი, რომელიც
დაცინვით იმის ჯოხის ცხენს ატარებდა
მივიდა და რედაქტორს ჩაჰსჩურჩულა ყურში
რედაქ. (მითამ არ ესმის).
თუ საკვირველია, მაშ რაღად დაჰსცინი მოამბესა, რომ ეგ იშვიათი ამბავი თავის მკითხველებს შეატყობინა? მართალია, რომ არ შეეტყობინებინა მკითხველები ბევრს არ დაკარგავდნენ, მაგრამ რაკი შეატყობინა – აქ სასაცილო არა არის რა: იშვიათი ამბავი ყველასთვის საცნობელია.
ბაქია.
ეგ მართალია, მაგრამ აბა „მოამბეს“ როგორ მოუწონო რამე, – ეგ ხომ თქვენი ორგულობა იქნება. თქვენ არ მიბძანეთ, რომ ცხვირის დაცემინებაზედ, რომ „მოამბემ“ ღვთის წყალობაც გითხრას ტუტა აადინეო! მე თქვენიც მიკვირს რომ იმათ ამართლებ. აბა ვინ თქვენ და ვინ იმათი გამართლება!
რედაქ. (თავმოწონებით).
რა ღმერთი გაგიწყრა, რით ვერ მიცანი: რასაც შინ შენთან ვიტყვი, იმას განა გარეთ სხვასთანაც ვიტყვი? ისინი, მართალია, ბევრში მართალნი არიან, მაგრამ აბა ან ერთხელ მითქვამს საქვეყნოდ იმათი სიმართლე? აბა განა ღმერთი ისე გამიწყრება, რომ ჩვენის ჟურნალის მკითხევლებს იმათი სიმართლე გავაგებინო, – ეგ ხომ ჩვენი თავის ღალატი იქნება. აი ღმერთმა ნუ აჩვენოთ თერგდალეულებს ის დღე !
ბაქია. (აღტაცებით).
ო, თქვენი ჭირიმე, თქვენი! კიდეც იმიტომ თითქმის ყოველს წელიწადს ჟურნალის ახალს გამოცემაზედ ქვეყანას ეუბნებოდით, რომ „ხოლო ჩვენ თავ მოწონებით ვაღვიარებთ, რომ ღირსებად უნდა ჩაგვეთვალოს: ამდენს დაბრკოლებაებთან სასო წარუკვეთელობა, დადგრომილობა, სიმტკიცე, მხნეობა, რომელთაც გამოგვიყვანეს თითქმის მძლეველად და მიგვახწევინეს ჩვენდა წინადადებულს საგნამდი“[3].მართალიც არის: ასეთი მტკიცე და დადგრომილი ყოფილხართ, რომ ერთი იოტის ოდენა თქვენგან თერგი დალეულების ქება არ წაგცდენიათ. დიდება თქვენს სიმტკიცეს, დადგრომილობას და თქვენს წინადადებულს საგანსა“
რედაქ. (თავ მოწონებით).
მაშ რა გგონია! ვაი, რომ როცა ჩვენი ჟურნალი მარტო იყო – ახ, რა ნეტარი დრო იყო! – მაშინ, რომ მე პირში ლაგამი ამომედო ეხლა მე რა მიჭირდა. მაგრამ რა ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემზედ ისე ხელს აიღებდა, რომ „მოამბესაც“ გააჩენდა ჩემდა საუბედუროდ. რომ მცოდნოდა, რაც არ ვიცოდი იმაზედ მე წერას არ დავიწყობდი. 1857 მაისის ჟურნალში ის რაღაც ეშმაკად კუდიანი ვარსკვლავზედ დავიწყე წერა, აბა ვინ მე და ვინ ვარსკვლავთ-მრიცხველობა! მაგრამ არა, ბატონო, თავის გამოჩენა მინდოდა. მე მეგონა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყნის დასასრულს მოასწავებს მეთქი. თუმცა ასტრონომი არაგო, ბაბინე წინააღმდეგს ამტკიცებდნენ, მაგრამ მე კი მაინც წამოვროშე „ეს (მითამ იმათი) ხუმრობანი არა ფერს არას გვიმტკიცებენ“[4] მეთქი. ახლა მე რომ მჯეროდა, რომ კუდიანი ვარსკვლავი ქვეყანას ჩაყლაპავს მიკვირდა რომ ეგრე გულგრილათა ვართ და ვამბობდი იმ ოხერ სტატიაში: „ათასი წლისწინად ამ გვარს საგანს გონია ჩვენი წინაპარნი ესრედ გულ გრილად არ უყურებდნენ სოფლის დასასრულის მოახლოვებასა, როგორც ჩვენ, რომელნიცა ყურადღებას არცკი მივაქცევთ და ყოველნი ჩვენ საქმეს ვასრულებთ უზრუნველად. მართლად, რომ არარაი მიზეზი არა აქვს ჯერედ სოფლის დასრულებას (ხედამ, ჩემო ბაქია, რა ლოღიკაა!). ვნახოთ რა იქნება 13 ივნისს!“ [5] 13 ივნისი გავიდა, მაგრამ ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩა. კარგია, რომ მაშინვე ჩემი ვარსკვლავთ მრიცხველობა მასხარად არ აიგდეს და ქვეყნის სასაცილოდ არ გამხადეს! აბა ვინ მე და ვინ არაგოს, ბაბინეს აზრზედ თქმა, რომ „ეს ხუმრობა არას ფერს არას გვიმტკიცებს მეთქი!“ იმ ოხერ წელიწადს და იმ უბედურ თვეს განა მარტო ვარსკვლავთ მრიცხველობაში შევცდი, კიდევ ცოტა რამეშიაც. მაშინ გამოვაცხადე რომ ვეფხვის ტყაოსანს ვბეჭდავ მეთქი, „დაწყებაში ჩაურთევით სურათი მთხუზველისა შოთა რუსთაველისა“ მეთქი. რადგანაც „წიგნი – ეწერა ამ გამოცხადებაში – უნდა დაიბეჭდოს რიცხვისა მებრ ამა წიგნის მსყიდველის მსურველთა ამისთვის ვითხოვთ, რათა გამოუცხადებდნენ უფალნი მსურველნი რედაქციასა და პირველადვე (ე.ი. წინადვე) წარმოადგენდნენ შესახვედრს ფასსა[6].
ბაქია.
მანდ რა გახლავს ცუდი?
რედაქ.
ისა, ჩემო საყვარელო ბაქიავ, რომ მას აქედ ექვსი წელიწადი გავიდა და არც ვეფხვის ტყაოსანი დავბეჭდე და არც რუსთაველის სახე. ეგონებათ, რომ ფულები რადგანაც წინადვე მოითხოვაო, იქნება(?) მიიღო კიდეცა და დაპირებული კი არ აასრულაო.
ბაქია.
თუნდ რომ ფულიც მიგეღოთ, – მე ცუდს არას ვხედავ. აი თქვენივე სიტყვებით გაგამართლებთ თქვენ: „იცით, რომ ყოველს საგანს (თუ სულიერს) ღონის ძიება უნდა[7]“, თქვენ ამ სიტყვების წინააღმდეგ არ მოქცეულხართ: კაცსაც ცხოვრების ღონის ძიება უნდა.
რედაქ.
კარგი ახლა რაც იყო, იყო: ყოფილს არა ეშველებარა (ჩაფიქრდება, და ღრმა ფიქრებიდამ, რომ გამოვა იტყვის) ჩემ სიცოცხლეში ბევრი შეცდომები ჩამიდენია. 1861 წ. მგონი ივნისის ნომერში მკითხველებს უმტკიცებდი, რომ ამერიკა მეთქვსმეტე საუკუნეში გამოაჩინეს მეთქი, თურმე ნუ იტევით – ეგ წყეული ამბავი მეხუთმეტე საუკუნეში ყოფილა. მე რავიცოდი! მთელი ერთის საუკუნით ვიტყუვე სულ მჭევრ მეტყველობას, რომ ვჩემობდი აბა იმის ბრალია ესა აი! იმისი არ იყოს, რომ იმავე ნომერში ვამტკიცებდი, რომ ქართველები პირუტყვები ვართ მეთქი. აი ის ოხერი სიტყვები: „ჯერ ჩვენი სიტყვიერება არ დაფუძნებულა“ მეთქი. მერე როგორღაც იარმუკზედ ძველ წიგნებს ვეძებდი, რომ – როგორც „შვილი უმანკოებისა“ ისე ვთარგმნო და ჩემ სახელად გამოვსცე; ძველი წიგნებიდამ ამოღებულს უფრო ძნელად შეიტყობენ მეთქი. ახლა რომ ვეძებდი, ერთი რიტორიკა ძველი რაღაცა შემხვდა; გადავშალე და წავიკითხე, რომ „სიტყვიერება“ ჯერ სიტყვის ნიჭსა ჰქვიან, მერე მთელ იმ სიტყვებს,რომელიც ენაში იხმარებიან. გამოდის, რომ ჩვენი სიტყვიერება არ დაფუძნებულაო რომ სთქვა, მითამ გითქვამს სიტყვები არ დაგფუძნებია, სიტყვის ნიჭი რა გვაქვსო. ესე იგი პირუტყვები ვართო. ჩემო დედა ბოძო ბაქიავ! გესმის რა წამომიროშამს!
ბაქია. (ნუგეშსა ჰსცემს).
არ ცოდნა, არ ცოდვააო, ნათქვამია. მაგაზედ რათა სწუხართ. თუნდ ეგ არ იყოს, ნეტავი თქვენ, ბატონო რედაქტორო, რომ მაგისთანაებს აყოლიხართ. ჩვენი მკითხველები ხომ იცით ისეთი გულკეთილები არიან, რომ მაგისთანებს არ გამოუდგებიან მაგისთანებს რომ გამოუდგნენ ხომ მე და თქვენ გასავალი აღარ გვექნება, ჩვენი ფარ ხმალი უნდა დავაწყოთ და შინ მშვიდობით წავიდეთ. ჯერ ღვთის მადლით ისინი იქამდინ არ მიხწეულან, რომ ეგენები ჩაიდინონ, – და თუ მე თქვენ მეყოლებით ცოცხალი და მე კიდევ თქვენა – იმედია, რომ ვერც მიახწევენ ეგრე მალე იქამდინ.
რედაქ.
რასაკვირველია, – ეგ ჭეშმარიტი სთქვი, მაგრამ მე მაინც გირჩევ ფთხილად იყო.შენ უფრო ბუნდათა ჰსწერე, საცა გონება არ მიგიწვდეს ბევრი წერტილები დასვი – იტყვიან ლიბერალიაო, თორემ გაგპენტამენ, ღმერთიპრჯული გაგპენტამენ.
ბაქია (თავმოწონებით).
მე ჯერ ყოჩაღათა ვარ.
რედაქ.
რაღა ყოჩაღათა ხარ, რომ მარტის კრიტიკაში ნ. ბარათაშვილის ლექსსა მშიერი მივარდი, გეგონა ლობიო შეჭამანდი დაგხვდებოდა და იმის მაგიერ რომ მშვენიერი ლექსი დაგხვდა – აბა მშიერს რა გელექსებოდა – გაკაპასდი და დააწყე ყვირილი, რომ მადა გამიღვიძაო და კუჭი კი ვერ გამიძღოო. პოეზია ლობიო შეჭამანდის ქოთანი ხომ არ არის, რომ ლობიო გასვლიპოს! მითამ შენი ლექსი, ჩემო ბაქაივ, ბაირონიდამ რომ გადმოგიღია იმაზედ უკეთესია! შენ ცოტა ენა შეიკავე, თორემ მე ხეირს არ დამაყრი.
ბაქია.
ბატონო რედაქტორო! იქნება მიწყრებით! ... ახლა დავიყბედე ისე უთავბოლოდ ამისთვის რად უნდა გამიწერეთ? თუნდ ეგ არ იყოს ხომ მე და თქვენ შეგვიფიცნია, რომ მინამ პირში სული გვიდგა მოამბე უნდა ვლანძღოთ! კლანჭი რომ ვერაფერს გამოვკარ ეგ მოუგონე, რომ ლობიო შეჭამანდი არ არის მეთქი ნ. ბარათაშვილის ლექსშია. ჩვენი ჟურნალის მკითხველებს კი ჰსჯერათ რომ ლექსი კაცს კუჭს უნდა უძღობდესო – და თქვეს მეტი რა გინდათ. ოღონდ მოამბე კი ვლანძღოთ და იმათთვის სულ ერთია გინდა ტყუილი თქვი, გინდა მართალი. თუნდ ეს შეჰსწამე რომ მოამბე საძაგელი რამ არის, რადგანაც თივას, ბზეს, პურსა და ღვინოს არ გვიგზავნის, თქო. მოდავე ვინ არის? ვენაცვალე ჩვენს მკითხველებს! ღმერთმანი იმას მოიკითხამენ თივისა და ბზის გაგზავნა ჟურნალისა რა საქმეაო. იმათ რასაც ჩვენ ვეუბნებით, იმას იჯერებენ. პირმოთნეობაში კი ნუ ჩამომართმევთ და თქვენ დიდი ღვაწლი დასდეთ საქართველოსა, დიდი პატრიოტობა გამოიჩინეთ. შვიდი წელიწადი სულ იმ მეცადინეობაში დააღამეთ, რომ მკითხველი აზრს, აზრიანობას, ჰსჯას გადააჩვივოთ, თორემ თქვენი მტერი ჩვენი საქმე იქნებოდა! .. დავიღუპებოდით. ვინ არ იცის აზრიანობა, აზრის ჩხრეკა, სჯა რა მავნებელია ქვეყნისთვის და ნამეტნავად ჩვენის ჟურნალისთვის. აბა თქვენვე იფიქრეთ ჩვენმა მკითხველმა მე და თქვენ რომ აზრები გაგვიჩხრიკოს და აზრების სჯაში შევიდეს რა ხეირს დაგვაყრის! ტყვილად კი არ ჰსწერდით ხოლმე, რომ ჩვენი ჟურნალი ჯერ უსუსური ბაშვიაო, აზრს ნუ მოსთხოვთო. ოო! დიდი შორმხედველობა გქონიათ! აბა რა იცოდით, რომ მე მოედანზედ გამოვალ უაზროდ? ეგ თქვენმა გენიამ გიწინასწარმეტევლად და მკითხველებსაც ისე ჰგონია, რომ ჩვენი ჟურნალი მართლა და ბაშვია, ის კი არა თუ მე და თქვენ თმაში ჭაღარა გამოგვრევია. მაგრამ ჩვენ რა? იმათ კი ისე ჰგონიათ და! აზრს ისინი ჩვენ არ მოგვთხოვენ, და დაგვრჩა მე და თქვენ ბურთი და მოედანი. ეხლა, ბატონო რედაქტორო, ჩვენ მეცადინეობა უნდა ვიხმაროთ, რომ მაგ თვალთ მაქციობიდამ მკითხველი არ გამოვიყვანოთ, თორემ ჩვენი საქმე წახდა. უნდა ვეცადნოთ, რომ არაფერი ჩავაგონოთ, სიტყვისამებრ თქვენისა „ეს ისეთი საუკუნეა, რომელიცა არა მოითხივს რაიმე ჩაგონებასა[8],“ რომ დღე ღამედ ვაჩვენოთ და ღამე დღედ. ღმერთი რჯული და თქვენ მზეს ვფიცავ, რომ ყველა ფერს დაგვიჯერებენ. თქვენის შვიდის წლის ღვაწლი უნაყოფოდ არ დაიკარგა მკითხველთათვის, იმათ ეხლა ისე ჰგონიათ, რომ რაც სხვისთვის დღეა, ის ჩვენთვის ღამეა, თეთრი – შავია, შავი – თეთრი. აი ეგრე „მიახწიეთ, ძლევა მოსილო, თქვენდა წინადადებულს საგნამდი, როგორცა თქვით 1858 იანვრის თვის ნომერში. მეც – თქვენი უმორჩილესი მონა – მაგ, გზაზედ ვადგივარ. აი მარტის კრიტიკაში ის მართლადა მშვენივრი ნ. ბარათაშვილის ლექსი მე ცუდად დავანახვე მკითხველს ა, გამოგილანძღეთ – ლობიო არ მოგვიხარშა მეთქი. გამოგილანძღეთ ილ. ჭავჭავაძე – კაცის შებრალებაზედ რათა სწერს მეთქი. თუ უნდა ჩვენ შეგვიბრალოს, კაცს რა შებრალება უნდა? მეორედაც გამოგილანძღე ილ. ჭავჭავაძე ის რაღაცა რომ თქვა კაცი არავინ არისო, რომ ფიქრი ვანდოვო, გრძნობა განუზიაროვო – ამაზედ კარგად მივარტყი. მაშ? რად ამაყობს! მე კაცი არა ვარ, თქვენ ძლევამოსილო რედაქტორო, კაცი არ ბძანდებით, მას რა ეშმაკი ხართ. მითამ და იმის მეტი პატრიოტი არავინ არის! თქვენ განა პატრიოტი არა ხართ? მაშ რა იყო, რომ თქვენ ჟურნალში იმდენჯერ ვიფიცებოდით მკითხველებს, რომ პატრიოტი ვარო! აი მტრობა ეს არის და! რომ ჩვენს სიკეთეს ვერა ხედვენ! გამოგილანძღე თქვენი მტერი თ.გ. ერისთავი, რა ვიცი რაები არ დაუროშე მითამ მესმის რამე და ვლაპარაკობ. იმასაც მივწვდი. ეხლა მკითხამთ რათაო? იმიტომ რომ ჩვენი ცისკრის მკითხველები იტევიან: „Ай Моська знать она сильна, что лаетъ на слона“[9]. ისეთი დავტრიალდი, ისეთი დავტრიალდი, რომ ციბრუტი, ან ბზრიალა გეგონებოდით. აი ოფლი წურწურით ჩამომდის. მომიტევეთ ორი კაცი კი ვაქე: ვ. თულაშვილი და გ. ჩიქოვანი.
რედაქ. (რისხვით).
რად აქე? ვინ გეხვეწებოდა. ჯადო გიყო მოამბემ, თუ რა ღმერთი გაგიწყრა? შენ არ იცი, რომ რუსთაველიც, რომ საფლავიდგან ადგეს და მოამბეს დაეხმაროს ისიც უნდა ლანძღო.
ბაქია. (შემკრთალი).
მაპატივეთ. დღეის იქით თუ თქვენი ბრშანებისამებრ არ მოვიქცე, უზიარებლად მომკალით. ეხლა კი ნება მიბოძეთ თავი გავიმართლო. ისინი რომ ვაქე, ყური მოვჰკარი, რომ თერგდალეულები არ ყოფილან, თორემ რადა ვაქებდი. ისინი ჩვენი საყვარელი მტკვარ დალეულები არიან, ის მტკვარი დაულევია, რომელიც თქვენ ისე მშვენივრად აღწერეთ როცა ჯერ კიდევ პოეტობაზედ ხელი არ აგეღოთ. ასე ლობიო შეჭამანდი ის გახლდათ აი, ნივრით შენელებული! .. ღოლო შეჭამანდის სუნი ასდიოდა! ლექსებშიაც კი გეტყობათ, რომ პატრიოტი ხართ: ღოლო შეჭმანდი ხომ წმინდა ქართულია – იმის სუნიც კი თან აიყოლეთ. უჰ! სად ვიყავ, მაშინ, რომ არ დავიძახე: კუჭი გამიძლო. მეთქი! ..
რედაქ. (თავმოწონებით და ამაყად).
კარგი, ჩემ ქებას თავი დაანებე, თორემ ეგონებათ მეფერებიო. შენ ის მითხარ, სხვა ფრივ ჩვენ მკითხველებს როგორ აუბი თვალი.
ბაქია.
აი ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ! მოვყევი, ბატონო, ეს „ხუდოჟნიკი“ მეთქი, ეს „ფილოსოფია“, ეს „პოეზია“ სულ ასეთი სიტყვები ვიხმარე, რომ არც მე გამეგება, ჩვენ მკითხველს კი, რასაკვირველია, ეგონება, რომ მე ბრძენი ვარ. გადავრიე გადმოვრიე, ვყვიროდი რომ ამ „პოეზიაში“ ფილოსოფია არ არის მეთქი, ფილოსოფია პოეზიას მივახალე, პოეზია ფილოსოფიას შეუკეთე, ასეთი მტვერი ავადინე – თქვენ არ მამიკვდებით – რომ მეც თითონ თვალები ამება, მკითხველს ხომ უარესი მოუვიდოდა.
რედაქ.
ეგ ვერ მოგსვლია კარგად შენ არ იცი რომ ფილოსოფია ფილოსოფიs და პოეზია პოეზიაა!
ბაქია (შეშინებული).
როგორ, თქვენი ჭირიმე.
რედაქ.
მაშ გრ. ბარათაშვილის სტატია არ წაგიკითხავს ? იმ გრ. ბართაშვილისა, რომელმაც დაარღვია ფილოსოფიაც და პოეზიაც და ორივეს თავის სამძღვარი დაუდო.
ბაქია. (დამნაშავესავით).
არა, ბატონო! მაპატივეთ.
რედაქ!
იქა ჰსწერია, რომ „კაცი ბოროტია“ – რომ ჰსთქვაო – „ფილოსოფია იქნებაო“ და „კაცი ბოროტია როგორც გველი“ – ესე რომ სთქვაო – „პოეზია იქნებაო“[10] ამის შემდეგ როგორ გაბედე, რომ ეს ორი სხვა და სხვა ნაირი საგანი ჭრიანტელსავით ერთი ერთმანეთში აურივე? ჰა! როგორ გაბედე!
ბაქია.
იმისთვის გავბედე, თქვენი ჭირიმე, რომ მკითხველისათვის თვალები უნდა ამება.
რედაქ. (თითქო ეხლა გამოფხიზლდაო).
ჩემო ბაქიავ! ჩემო ნუგეშო დედა-ბოძო! ბეჩავ! შენა ხარ?.. აი დასწყევლოს ღმერთმა, მე მეგონა, რომ მოამბეს ვებაასები მეთქი. ხომ არ გამოგლანძღე? რა ვიცი მოამბე მეგონე და იქნება წამცდა რამე.
ბაქია. (გახარებული).
არა ფერი წაგცდენიათ. რომ წაგცდენოდათ აქ არ გახლავარ გავიგებდი.
რედაქ.
მაინც და მაინც ბოდიშის მოსახდელად მე შენ ერთი ლექსი უნდა გიძღვნა, ჩემო ერთგულო! აი მიყურე ზეგარდამო შთაგონება მამდის (მართლა, თვალებს აბრიალებს, თმას იწეწს, სალოკავს თითს ბაქიასაკენ იშვერს, მეორე ხელით კი მუშტს საქართველოს მოამბის რედაქციას უღერებს).
ბაქია.
ბძანეთ შენი ჭირიმე! ერთი სიბერის დროს თქვენის ლექსით კიდევ დაუტკბეთ ყური თქვენი ჟურნალის მკითხველებსა. „მოამბემ, რაც უნდა იყროყინოს, მაინც კიდევ ახალსა ნამუდრაგალსა ბერის სჯობია ჩანჩალი“.
რედაქ.
(დაიწყობს.ბაქიას ჯერ კი შეეშინდება,
მერე კი სასოებით დაუწყებს ყურებას თავის რედაქტორის
ღაღადებას და თანაც ტუჩს ილოკს და ნერწყვი
მოსდის, რადგანაც რედაქტორის ყოველი სიტყვა
ლობიოში ამოვლებული ლუკმა ჰგონია.)
აბა ყური დამიგდე.
„ვაი ცისკრის დრონი ნაქებნი მტკბარად
წარივლტნენ, განჰქრნენ სიზმებრივ ჩქარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
„ცისკრისა. გარდა „მოამბეც“ გაჩნდა
არ გიკვირთ მხედავთ კვლავცა სულ მდგარად!
მე იგივე ვარ მარად და მარად.
გლახ ბედისაგან ეგრედ დასჯილი
მე ჩემს ბაქიას ვუწოდე ფარად
მე კი იგივ ვარ მარად და მარად.
იგიცა იბრძვის, თუმცა ბევრს ცრუობს
მაგრამ მეც ერთ დროს ვიყავ ამ გვარად
ეხლაც იგივ ვარ მარად და მარად.
მას ვრქვა: ჩვენს მკითხველს აუბი თვალი
თორემ „მოამბე“ ჩვენ გვჯობს აშკარად
მე იგივე ვარ მარად და მარად.
თუმცა მას ჩემებრ თავში უბზუის
მაგრამ კი იბრძვის ბძანების გვარად
მე იგივე ვარ მარად და მარად.
ჯერ მარტო ვიყავ რაებს ვჩადოდი
აწი ბაქიაც მყავს აკი მახარად
მეც იგივე ვარ მარად და მარად.
ზოგი აწ ნახე, ჩემო მკითხველო!
თვალთ მაქციობას მოვჰყეთ რა გვარად.
მე იგივე ვარ მარად და მარად.
მე ხალხს ვარწმუნებ ყოველ წელს რომა
ახალ გზაზედ ვადგები მერად
მეკი იგივე ვარ მარად და მარად.
მეცა მიჯერებს ჩემი მკითხველი
ვიბრალებ მკითხველს შვრების შემცდარად
მე იგივე ვარ მარად და მარად.
აბა ვინ მე და ვინ ახალი გზა
შენგან არ მიკვირს: გჯერა ნეტა რად?
მე ხომ იგივ ვარ მარად და მარად.
რით ვერ გაიგეთ: არ ვსდევ ჟამთა ცვლას! ..
მე ისევ ისე ვარ მარად და მარად!“
როგორია ?
ბაქია.
დიახ ჩინებულია, მაგრამ მე კი მასხარად რომ არ გეხსენიებინეთ უფრო თქვენი სახელის ღირსი იქნებოდა.
რედაქ.
ახლა, შე დალოცვილო, არ გინდა, რომ ჩემ სიცოცხლეში ერთი მართალი სიტყვა მაინცა მათქმევინო!..
ბაქია.
ნება თქვენია. თუ თქვენს ჩვეულებას უღალატებთ, მე არა მეთქმის რა.
რედაქ.
ეხლა კი მშვიდობით. ეს კი უნდა იცოდე, რომ შენი მახვილი ყური მოამბის რედაქციის კედელს არ უნდა მოაშორო, რაც შეიტყო, ამბავი მომიტანე. მერე – მე და შენ რომ ვიცით – ისე გადავაკეთოთ და ჩვენი მკითხველები გავახაროთ. გესმის თუ არა? ჰო, მართლა! ივნისის იერიშის ამბავი, რომ ვერ მიამბე.
ბაქია. (გასწორდება და კისერს მოიღერებს).
მიმინოსი ხომ იცით. ეგ ერთი ყუმბარა, მეორედ კი ორი ყუმბარა ერთად ვესროლე. ერთი, რომელიც ტრედიაკოვსკით იყო გატენილი დ. ყიფიანს შიგ – გულის ფიცარში დაუნიშნე, მაგრამ ის წყეული უკან დატრიალდა და მევე მამხვდა; მეორე სუმაროკოვით გატენილი ილ. ჭავჭავაძეს შუბლში დაუნიშნე და ისიც უკანვე დატრიალდა, მეცა თავში და მას აქედ ისე დავრეტიანდი, რომ „თავხედი“ გავხდი.
რედაქ.
დაჭრილობისათვის ჯილდოს მოგცემ, ნუ გეშინიან. შენ სხვა თქვი, რა მოხდა ?
ბაქია.
მერე ხომ მოგეხსენებათ რაღაცეები მოვუგონე მოამბეს, რომ ეგება ქართველებმა იმაზედ ხელი აიღონ მეთქი. ხანა ვთქვი: მოამბე ყროყინებს მეთქი, ხან ვთქვი სიზმარი ნახა მეთქი, რა ვიცი ხომ მოგეხსენებათ – ჭორის ამბავი. მართლა კინაღამ არ დამავიწყდა: გუშინ სიზმარი ვნახე, რომ იმ შეჩვენებულ მოამბეს სიზმარი უნახავს, ვითომც თქვენ შემოგეწყოთ თქვენი შვიდის წლის ჟურნალები და ისე იჯექით ნავტიკებზედ და მიცურავდით მტკვარში. მეც თურმე ჩანგალზედ გამობმული ნავტიკის უკან ავთრევოდი და წყალში ვფორთხალაობდი. ამისას რას გვიბძანებთ? გამოუცხადოთ ჩვენ მკითხველებს თუ არა?
რედაქ.
რაო? შენ ნახე სიზმარი, რომ მოამბეს მაგისთანა სიზმრი უნახავს?
ბაქია. (თავმოწონებით)
აბა მე ვნახე აი! რას გვიბძანებთ გამოუცხადოთ?
რედაქ. (შუბლზედ სალოკავ თითს მიიღებს და ღრმა ფიქრში შედის.)
არა, ჯერ მოვიცადოთ შენი მეორე სიზმარი რას იტყვის.
ბაქია.
რა მოცდა უნდა: წინადვე მოგახსენებ რასაც იტყვის.
რედაქ.
ნუ მასხარაობ! აბა რა იცი სიზმარში რასა ნახავ?
ბაქია.
რომ არ ვიცი, განა ვერ მოვიგონებ. აი ივნისში, რომ დავწერე მოამბეს სიზმარი უნახავს მეთქი, რომ ჩვენს ჟურნალს ხელის მომწერი არ ეყოლება, მაგრამ მგონი თითონვე აუცხადდეს მეთქი – ისე ჩემთავად არ მოვიგონე! ეგრე რომ არა ყოფილიყო, მოამბე თავის სიზმარს მე რად მეტყოდა? მაგასაც ისე მოვიგონებ რა? მე ცოცხალი გყვანდეთ, თორემ ბევრს მაგისთანაებსა ნახამთ ჩემგან.
რედაქ.
მაშ კარგი, ჩემო გულითადო მეგობარო, ბაქიავ! წადი, შინ მოიფიქრე, რომ თუ რამ მაიგონო, კარგი რამ იყოს, გესმის თუ არა? ისე ჩვენი მოსაწონი.
ბაქია. (თავს უკრავს).
ადვილი სამსახურია! ხელში რომ მოამბე მიჭირავს ამისას რას მიბძანებ?
რედაქ.
ცეცხლში დაწვი ეგ შეჩვენებული ეგა. (ბაქია ჯერ წიხლით შეადგება, რომ პირველიჯავრი ამოიყაროს და მეორე გულ მოდგინება აჩვენოს რედაქტორს, მერე ანთებულ ბუხარში შეაგდებს უმწეო მოამბესა).
(გათავდა.) გ. ჩ.
______________
1 1860 წ. ნოემბრის ცისკარში ცისკრის რედაქტორს სიზმარში თავის თავი მეფედ დასმული ენახა. აი თუ ტყუილია, იმისი მანიფესტი კახელებთან, დაბეჭდილი ნოემბრის ცისკარში 1860 წ.
„ჩვენო. სასიქადულნო და საყვარელნო კახელნო1!
მე ვიყავ თქვენს კურთხეულს კახეთში2 წარსულს თვეს, რომლის განმავალობაში მიჩვენეთ ყოვლის მხრივ შემწეობა როგორც მე, აგრეთვე ჩვენს სამშობლოს ლიტერატურას; მე ვიყავ კახოსისგნით დაფუძნებულს თქვენ მდიდარს მხარეზედ,3 სადაცა ერთ გულთ იმის შვილი-შვილთ, არ დაუკარგავთ ძველი ჩვეულება, ძველადგანვე შემოსული და სამკვიდროდ გადმოცემული პურადობა და სიხარულით სტუმართ მიღება ამ გვარ თქვენის სასიქადულოს ჩვეულებისათვის4, ამ გვარ თქვენის ჩემდამო პატივის ცემის, კეთილად მიღების და ყოვლის შესანიშნავ საგანთ ჩვენებისათვის5 მოგახსენებთ უღრმესის გულით ჩემს6 უუგულითადეს მადლობას.
თქვენის, ყოვლად სანატრელის ძველის ჩვეულების მტკიცედ და შეურყევლად დაცვის გულმხურვალედ მსურველი ივ. კერესელიძე7.
1. მეფური კილოც რომ აუღია! „ჩვენო კახელნო“.... როგორია! ....
2. ნეტავი კახეთს !
3. კიდევ იმეორებს, რომ მე მანდ ვიყავიო, ჰსჩანს დიდ მუნათს ადებს კახეთსა, რომ იკადრა და ნახა. კახეთი. ნეტავი კახეთს! ...
4. მადლობას უცხადებს ჩვენი სუტ-მეფე. აბა თუ არ მეფე ვინ გაკადნიერდება ისე, რომ მადლობა დაბეჭდილი ქაღალდით გამოუცხადოს მთელს კახეთის ხალხს ისიც ძველის ჩვეულების დაცვისათვის აბა ივ. კერესელიძე რა მადლობის მთქმელია, თხვენი ჭირიმეთ!
5. დახე, მთელი კახელები თანა ხლებია და უჩვენებიათ შესანიშნავი საგნები, მეფეა, მა რა არი.
6. დახე „ჩემს“! ნეტავი კახეთს!
7. ვერა ხედავთ, სწორედ მეფური ხელის მოწერა არ არის? ეუბნება რომ თქვენი ჩვეულების შეურყევლად დაცვის სურილი მაქვსო. მეტი ბედნიერება და უნდა კახელებს, რომ იმათ ჩვეულების დაცვის სურვილი აქვსა ივ. კერესელიძესა, ეგ რომ არ იყოს შენი მტერი! ...ეხლა ვიღას შეუძლიან კახელების ჩვეულება დაარღვიოს, რადგანაც ივ. კერესელიძეს იმათ ჩვეულების დაცვის სურვილი აქვს.
2Очерки.
3 1858, იანვრის თვისა წიგნი
4 1857, მაისის თვისა, წიგნი გვერდი 51
5იხილეთ 1857 მაისის თვის წიგნი, 54 გვერდი.
6 იხილეთ 1857 მაისის თვის წიგნი 52 გვერდი.
7 იხილეთ ოკტომბრის წიგნი 1859, გვერდი 184.
8 1858 ნოემბრის ნომერი გვერდი 2, ქვევიდამ მეოთხე სტრიქონი. ესე ვრცლად და გარკვევით იმიტომ ვაჩვენებთ, რომ მართლა ნახოთ, რომ რედაქტორის „წინადადებული საგანი“ ის არის რომ არავის არა ჩააგონოს რა, როგორ მოგწონთ? მაშ, მკითხველებო, რა უნდა ქმნათ? მაშ თქვენ ჩააგონეთ მაინცა. მაგრამ რად უნდა, 1859 ოკტომბრის ნომერში ამბობს რედაქტორი, რომ „მკითხველნო! ყოველი იმედი წარმატებისა და ამ სახით გამოცემისა თქვენზედ არის დამოკიდებულიო“. მაშ რაღა გინდათ, მკითხველნო, ჟურნალის წარმატების იმედს თქვენ გახვევთ კისერზედ. თითონვე გეუბნებათ ჩემი იმედი ნუ გექნებათო. როგორია?
9 ასე, ჰსჩანს გოშია ღონიერი არის, რომ სპილოსაცა ჰყეფავსო.
101861 წ. ცისკარი, ნომერი არ მახსოვს, მგონი მაისისა იყო.
![]() |
6 საქართველოს ისტორია |
▲back to top |
![]() |
6.1 IX. რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა და იმისი გავლენა საქართველოზედ. |
▲back to top |
IX. რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა და იმისი გავლენა საქართველოზედ.
ტირიდატის სომხეთის მეფედ დანიშვნა. – განთავისუფლება სომხეთისა – ტირიდატის შემოსევა საქართველოში. – ქართველებისა და სპარსების შეერთება და ტირიდატის სომხეთიდგანა განდევნა – რომაელთა და სპარსებთა შორის ლაშქრობა სომხეთის გულისათვის. – ნაზიბისის შერიგება.
ამასობაში როდესაც საქართველო, თვით ქართველებისავე მოწმობით, იყო ბედნიერი თავისი მდგმოიარებითა, მაშინ იმისი მეზობლად მდებარე ქვეყანას, სომხეთსა ნახევარ საუკუნე ედვა კისერზე უცხო ქვეყნის უღელი და როგორც სხვა რომის აღმოსავლეთის მაზრები, ისე ესეც იყო ცილობის საგანად რომაელთა და სპარსებს შორის. თუმცა ავრელიანისა, პრობისა და კარას ლაშქრობამ ძლიერ შეარყია სპარსების შემძლებელობა და სასსანების დაუმარცხებლობის აზრი, მაგრამ ვეღარ შეიძლეს აღდგინება სომხეთის თვით-მთავრობისა (ავტონომიისა). ბოლოს დიოკლეტიან იმპერატორმა, დააფასა სამსახური და მრავალ ჯერ გამოცდილი ერთგულება მეფის შვილის ტირიდატისა, და მე 287 წელიწადში, მისცა იმას ინვესტიტურა (ფირმანი) სომხეთის სახელმწიფო ზედა და გამოგზავნა აღმოსავლეთისაკენ.
იმისი მოსვლა სომხეთშია, რომელიც გულითადის სიხარულით მიიღეს, იმისი ნიშანი იყო, რომ ერთობ შეჭურვილიყვნენ თავის თავისუფლების და თავის მეფეების სამკვიდრო უფლების დასაცველად. როგორც მოვარდნილმა ნიაღვარმა მან ისე დაარღვია ყოველი დაბრკოლება და რადგანაც სპარსებმა ვერ შეძლეს იმისი წინააღმდეგობა სწრაფად გაიქცნენ. სომხეთის თავად-აზნაურნი მიროდნენ ტირიდატის დროშის ქვეშ შესაგროვებლად და იმისი დიდების მაქებელნი, უკვეთდნენ თავის სამსახურსა. რამდენსამე ხანსა ბედის – წერა ტირიდატს ისე ხელს უწყობდა, რომს არამც თუ გამორეკა სომხეთიდგან თავისი სახლისა და ხალხის მტრები, არამედ შურის ძიების გულის-ვნებით ანთებული, შეესია ასირიისაცა. მაგრამ მცირეს ხანში ბარამ პირველმა რომელიც ხელმწიფობდა სპარსეთში მე 276 წლიდგან მე 29 წლამდინ [1], მიაქცია მისაკენ სუყოველი ძალი და ღონე და ტირიდატი იძულებულ იქმნა დაეტოებია სომხეთი და ხელმეორედ შეფარებოდა იმპერატორების სასახლეს[2]. ქართული მატიანე ამ საქმის წარმოებას უმატებს ამასაცა, რომ როდესაც ტირიდატი დამკვიდრდა სომხეთში, მაშინ რომის ჯარის შემწეობით, შემოესია საქართველოსა, და ყოველისფერი ციხეებსა და ქალაქებს გარდა, სადაც გამაგრდა ქართველი ხალხი, ააოხრა. ამის სამაგიეროდ მირიანმა, სპარსების შემწეობითა, ისევ იმისავე მსგავსად მაგიერი გადუხადა სომხეთსა. ამ გვარად მტრობა ამ მეფეთა იყო გაუწყვეტელი იქამდისინ, ვიდრე მირიანი სპარსების მოწვევით არ მიემხრო სპარსებსა და საზოგადო ღონით არ განდევნეს ტირიდატი სომხეთიდგან.
ტირიდატის თანაგრძნობამ, სომხეთის განთავისუფლების სარგებლობამა და შიშმა, რომელიცა ჰქონდა ნარცეზის დაუბრკოლებელი გამარჯვებისაგანა, აიძულა დიოკლეტიანი, რომ დაეწყო ბრძოლა სპარსეთისათვის. დაიდო რა დროებით ბინა ანტიოქში, იმან მე-296 წელიწადში გაგზავნა თავისი ჯარი, თავისი გულადი ამხანაგის, ცეზარ გალერის წინამძღოლობით ბარამ III მემკვიდრის ნარცეხის საბრძოლად [3]. მაგრამ ეს ლაშქრობა დაწყობილი მესოპოტამიიდგან იყო ფრიად უხერხული, ასე, რომ რომის სპასალარი, რომელთანაც იყო ტირიდატიცა, გადარჩა გამოქცევით, და დასტოვა მომატებული ნაწილი ჯარი უბედურების მსხვერპლად დიოკლეტიანი არამც თუ შეკრთა ამითი, არამედ შეჰკრიბა თავისა ნამსახური ჯარის კაცნი. მიანდო. იმათი წინამძღოლობა იმავე გალერსა და უბრძანა გავლა სომხეთზედა, რომის ჯარის პატივისა და უწინდელი თავისი დიდების აღსადგინებლად. გალერმა კარგად მოიხმარა სომხეთის საზოგადო და თავ-გამოდებული შემწეობა, და დაეცა სპარსეთის ბანაკსა, სადაც იყო ნარცეზი, არივა იგი, დაჭრილი ხელმწიფე კი გაიცქა მიდიის მინდვრებში, გალერს კი ხელში დაუგდო თავისი ცოლ შვილი და ურიცხვი საუნჯე.
ამ ჩინებული გამარჯვებისა ბოლო შერიგება, იყო სადაც სპარსებმა და რომაელებმა დასდვეს პირობა ნაზიბისის ქალაქში. უმთავრესი პირობა ამ შერიგებისა იყო: პირველი, აღდგენა სომხეთის სახელმწიფოსი ტირიდატის მართებლობასა ქვეშე და იმის შთამამავალთა და მეორე: გადაცემა იმპერატორისაგან უფლებისა, რომელითაცა ნიშნავდა საქართველოს მეფესა, რომელზედაცა დიდად იყო დამოკიდებული შემძლებელობა და სამკვიდრე რომის მფლობელობისა აზიაში[4].
______________
1 Iuis Dub. l'univers, la Perse p. 312 ct 313
2 Gibbon; ch. XIII.
3 ნარცესი მეფობდა 29-302 წ. uis Dub p. 313
4 Gibbon. hist. de l'emp. rom. ch. XIII
![]() |
6.2 X. საქმენი საქართველოს შესახებნი ნაზიბისის შერიგებიდგან ქრისტიანობის მიღებამდინ. |
▲back to top |
X. საქმენი საქართველოს შესახებნი ნაზიბისის შერიგებიდგან ქრისტიანობის მიღებამდინ
დამტკიცება შერიგებისა საქართველოსა და სომხეთს შორის ამ ქვეჟნების მეფეთა დამოყვრებით. – გაყოფა სამთავროებისას იმათსა და იმათ ნათესავებთა შორის – ერთი ერთმანეთის შემწეობა მირიანისა და ტირიდატისა მთის ხალხისა და სპარსების ბრძოლაში
საქართველოს მატიანეში აღწერილი საქმენი, რომელიც წინა თავში მოვიხსენიეთ, ამოდენად ეთანხმება რომაელების მწერლების აღწერილებს, რამდენადაც ჩვეულებრივად, არის ხოლმე ეხლაც უთანხმოება ორთა მეომართა ხალხთა ომის გადაწყვეტილობის ჩვენებაშია; მაგრამ ერთი ეს არის მხოლოდ საკვირველი, რომა, სადაც უნდა ხმარებულიყო სახელი დიოკლეტიანისა, ყველგან ამ იმპერატორს უწოდებენ კონსტანტინედ, აგრეთვე როგორათაც მე-VIII თავში საფორის მაგივრად არის ნახმარები სახელი იმის მამის არდშირისა. მაგრამ რომ შეუფარდოთ ერთი ერთმანერთზედ ზედ-მიყოლა და მიმსგავსება საქმეთა, რომ მივიღოთ მოსაზვრაში საზოგადოდ მიღებული ხრონოლოგია, ეს სუყოველისფერი ადვილად გასწორდება. ამ გვარად ქართულს მატიანეში, რომ დაწვრილებითი ამბავია იმ საქმეებისა, რომელიც უფრო საქართველოს შეეხებიან, ვიდრე სხვა ქვეყანასა და რომელზედაც სხვა ქვეენის ისტორია არას ამბობს, ის დაწვრილებითი ამბავი მეტად თუ ნაკლებ ღირსია, რომ დავიჯეროთ რამოდენმე ხარისხამდე.
ეს მატიანე გვიმოწმებს, რომა სპარსების დამარცხების შემდგომ, იმპერატორმა მირიანი თვით დაიმორჩილა და მორჩილებისა და აღმოსავლეთით მშვიდობიანობის დასამკვიდრებელად, წაიყვანა იმისი შვილი ბაქარი რომში ამანათად და მირიანი კი თვით ტირიდატთან მოყვრობით, დააკავშირა: შერთო იმის მეორე შვილს რევსა სომხეთის ხელმწიფის ქალი, სალომე. სამძღვრებზე რომ არა ყოფილიყო დავა ამ ორ ხელმწიფეთა შორის, ამისათვის გარდუწყვიტა, რომა მამული არეზის აუზისა უნდა ყოფილიყო კუთვნილება სომხეთის ხელმწიფის და მამულები, რომელიცა მტკვარს და იმის ჩართულ წელებს ეჭირათ, ის მირიანსა, და ამისავე მფლობელობაში დააგდო საქართველოს დასავლეთი ენგურის წელამდინ. მირვანმაც თავის მხრით კახეთი მისცა თავის შვილსა, ტირიდატის სიძეს რევსა სამფლობელოდ, და სივრცე ხუნანის ციხიდგან ბარდოს ქალაქამდინ კი, ეხლანდელი განჯის მინდორი, – მიჰცა თავის სიძეს სპარსეთის მეფის ნათესავს – ფეროზსა.
ეს დაწვრილებით ნათქვამი ამბავი ჩვენ სარწმუნო გვგონია, ამისთვისა რომა ეს სრულიად დიოკლეტიანის ფიქრს ეთანხმება, რომელსაც ძალიან უყვარდა სომხეთის მეფე ტირიდატი, დარწმუნებული იყო იმის რომის ერთგულებაზე და შეეძლო სცოდნოდა, რომა მირიანისა და ტირიდატის თანხმობისათვის მოყვრული კავშირი უფრო მკვიდრი იქმნებოდა, ვიდრე ძალ-დატანებულ – პოლიტიკური.
ეს ფიქრი სწორე და მართალი გამოდგა: დასამტკიცებელი საბუთი გულითადი მეგობრობისა, რომელიცა ჰქონდათ ერთმანერთ შორის მირიანსა და ტირიდატს იმას შემდგომ, არის სომხების მემატიანეებთაგან ნათქვამი ამბავი, რომა როდესაც ტირიდატი წავიდა რომში კონსტანტინე იმპერატორის სანახავად, მაშინ მოეწია ჩიკრიკი მირიანისა გზაზე და შეატყობინა, რომა ჩრდილოეთის ხალხი, სპარსეთის ხელმწიფის საფორ I-საგან დარიგებულნი, მოეწიენ მირიანსა, მივიდნენ კორანამდინ, ერთი წილი ხალხი იქ მცხოვრებელი გასწყვიტეს, და ერთი წილი წაიყვანეს ტყვედ. ტირიდატი მაშინვე დაბრუნდა და გაგზავნა მირიანთან მისაშველებელი ჯარი, და შემდგომ თვითონ წავიდა ჩრდილოეთის ხალხის სასჯელის დასასრულებელად. თავის რიგზე, როდესაც ტირიდატმა დაუწყო ბრძოლა სპარსეთსა, მაშინ მირიანმა იმის ჯარს მიუმატა თავისიცა და თითონ მიიღო წინამძღოლობა სომხეთის ჯარის ერთს ნაწილზედა.
![]() |
6.3 დასკვნა საქართველოს ძველი ისტორიისა. |
▲back to top |
დასკვნა საქართველოს ძველი ისტორიისა.
ამ საქმეების ამბით ვათავებთ საქართველოს ძველს ისტორიას, რომელიც შეიცავს კერპთ-თაყვანისცემის სარწმუნოების დროსა საქართველოში. შემდგომის ჩვენის წერილების რვეულით დავიწყობთ საშუალო საუკუნების ისტორიასა. ძველი ისტორიის სამძღვრად ჩვენ ქრისტიანობის მიღება ავარჩიეთ. სარწმუნოება (რელიგია) მართავს ყოველ იმ ხალხის შინაგან ცხოვრებასა, რომლის განათლება და ზნეობითი განვითარება იქამდინ არ მიხწეულა, რომ შესძლებოდათ მათ კაცთა სურვილის და მოქმედების მართვა. სხვა და სხვა სარწმუნოების მცნებამ: ეგვიპტისამ, ზოროასტრისამ, საბერძნეთისამ იქამდინ შეარყიეს სათითაოდ ერთმანერთის ღირსება, რომ ქართველებსა გაქრისტიანებამდინ თავის დღეში არა ჰქონდათ გადაკვეთილი სისტემა რჯულთა მცნებისა (вероученie). სარწმუნოება, რომ მკვიდრი არ იყო, ამის გამო საქართველოს ბუნებას ყოველთვის ჰქონდა ძლიერი ზედ-მოქმედება ადამიანის გამოხატულობაზედ და გულის ზრახვაზედ, საიდგანაც ამაოდ-მორწმუნოება შეიქმნა ბოლოს უპირატეს მცნებად, რომელსაც აღვიარებდნენ დარბაისელნი მოხუცნიცა. რომაელთა ჰქონიათ მისვლა-მოსვლა საქართველოსთანა და რამოდენად ხშირი ყოფილა ეს მისვლა-მოსვლა შეიძლება ვცნათ მრავალ რიცხვი სიტყვებითა ლათნურის ძირით, რომელნიც იხმარებიან ქართულს ენაში. მაგრამ ეს დაახლოვება დაარსდა ციცერონის თანამედროების დროს, როცა ყველგან რომაელებსა განათლების მეოხებით გული აცრუებული ჰქონდათ წარმართ რჯულთა მცნებისადმი, რომელსაც როგორც შლოსსერი ამბობს, უფრო პოეტიური აზრი ჰქონდა მაშასადამე რომაელთა არ შეეძლოთ მაშინ მიეცათ ქართველებისათვის გადაკვეთილი, განსაზღვრული სარწმუნოება. და ესრედ იმ დროს, როცა კანონი, მეცნიერება და ხელოვნება რომის იმპერიის მორჩილს ხალხსა აძლევდა გადაკვეთილს გვარს ცხოვრებისას, – საქართველოსა, რომელსაც გაქრისტიანებამდინ სარწმუნოებაც არა ქონდა გასაზღვრული, არ შეიძლება, რომ ქონდეს ძველი პრაგმატიული ისტორია სრულიად ისეთი რომ კმა-საყოფელი იყოს.
მაგრამ მაინც და მაინც საქართველოს ძველს ისტორიას აქვს ორ ნაირი ინტერესი: ერთი ისა, რომ ძველი ისტორია აღმოგვიჩენს იმ მნიშვნელობას, რომელიცა ჰქონია საქართველოს ძველის ქვეყნებისათვის და მეორე იგი აღგვიწერს ძველთა საქმეთა, რომელნიც საინტერესო არიან კერძო აზრის მიხედვით.
ძველს საქვეყნო ისტორიაში საქართველოსა ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ეტნოლოგიურისა, ვაჭრობისა და სამხედრო – პოლიტიკურის მიხედვითა.
იმისი ადგილ-მდებარეობა არის სარეცელი კაცთა-ნათესაობისა ანუ მდებარებს იმის მახლობელ მეზობლად.
გამოკვლევა საქართველოში პირველ-მცხოვრებლებისა გამოაჩენს დასაწყისს მრავალი ხალხისასა, რომელნიც ყოფილან უწინ და არიან ეხლაცა.
საქართველო, რომელიც რიონისა და მტკვრის მდინარეებითა და ორის ისეთის ზღვითა, რომელთა ნაწილები სწვდებოდა ფრიად შორს მდებარე ქვეყნებსა და ორის მთას კარების ხმელეთის გზათა, იყო შემმაერთებელი ორის ქვეყნის ნაწილისა, აზიისა და ევროპისა. ამ გვარმა იმისმა სახერხო. მდებიარებამ მალე მიაქცია აღმოსავლეთის და დასავლეთის მოქმედ ხალხის ყურადღება საქართველო შეიქმნა საშუალ მწერტილო ადგილად ძველის საქვეყნო ვაჭრობისათვის.
საქართველოს ხელმწიფეებთ, რომელთაც ჰქონდათ თავის სამფლობელოში მთის გასავალი კარებები, თავის ნებაზედ გააღებდნენ დ მიხურამდნენ. იმათზედ იყო დამოკიდებული დაბარება კავკასის მთის ხალხისა, და შესევა იმათი ეფრატისა და ტიგრის მინდვრებში, და ამისათვის სივრცე ამ ორთა წელთა შუა ირაცხებოდა მარად ჟამს ხან დავისგარედ და ხან სადავოდ მცირე აზიისა და სპარსეთის მფლობელებთა შორის კიროსიდგან დაწყობილი დიოკლეტიანამდინ, ვერც ერთმა ძველებურმა ბრძოლით დამპყრობელთაგანმა ვერ გადმოდგა ფეხი ამ სამძღვარს აქეთა, ვიდრე არ ეცდებოდნენ საქართველოს დამორჩილებასა. სპარსების და რომაელთათვის არ იყო ადვილი იმათი დამონება.
კერძოთი აზრით საქართველოს ძველი ისტორია უნდა იყოს საინტერესო როგორათაც ისეთი ხალხის ისტორიის დასაწყისი, რომელისაცა თუმცა რიცხვი სულისა ვერ უწევს მილიონამდინ, მაგრამი ჰქონდა ისეთი შეძლება მძვინვარედ ბრძოლისა მრავალ საუკუნოებათა, განმავლობაში და მრავალ ხალხთან მაგრამ დაიცვა თავისი კი ხალხობა.
![]() |
7 შენიშვნა |
▲back to top |
შენიშვნა
ცისკრის რედაქტორმა ივლისის ნომერში დაბეჭდა ჭავჭავაძის წიგნი ჩემთან მოწერილი, მითომ იმისთვის, რომ ვაჩვენოვო- ჭავჭავაძე ერთს აზრზედ არა დგასო. მე როგორც ამ საქმეში გარეული პირი მოვალე ვარ საქმე როგორც იყო ისე შევატყობინო საზოგადოობას, რომლის მოტყუებასაც ამ შემთხვევაში არ მოერიდა პატივცემული ცისკრის რედაქტორი.
უფ. ცის. რედაქტორო! ეგ წიგნი ჩემთან იყო მოწერილი და თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ სხვისგან და სხვასთან მოწერილს წიგნსა დაუკითხავათა ჰბეჭდამთ? ჯერ თქვენთანაც რომ ყოფილიყო მოწერილი მაშინაც ზდილობა და მართებულობა ნებას არ მოგცემდათ დამწერის დაუკითხავათ დაგებეჭდათ. ძალიან ცუდი ჩვეულება გქონიათ, თუ როცა გაგიჭირდებათ ხოლმე მაგ გვარ უმართებულო საქმეს იდენთ. მაგ წიგნით უნდა გეჩვენებინათ, რომ ჭავჭავაძე ერთს აზრზედ არა დგასო, რადგანაც მაშინ მოლაყბეს აქებდაო და ეხლა კი აძაგებსო მაგრამ ჩვენ მაგ წიგნით უფრო მართლად და საბუთიანათ მას გაჩვენებთ, რომ მოპირდაპირეს სავნებელად თქვენ არა ღონის-ძიებას არ მოერიდებით ხოლმე, თუნდა მოტყუებასაც იკადრებთ. მაგ წიგნის თარიღი, რომ გამოგეცხადებინათ, მაშინ თქვენი ცილის შეწამება თავის თავად დაირღვევოდა, ამას მიმხვდარხართ, რომ თარიღი წინგთან არ დაგიბეჭდიათ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მოლაყბის სახელითა ბევრი სხვა და სხკა კაცი სწერდა თქვენს ცისკარში. ისიც კარგად იცით, რომ პირველი ორი სტატია ერთი მგონია 1857 დეკემბრ და მეორე 1858 იანვრის ცისკარში მოლაყბის სახელით რომ დაიბეჭდა, ასეთი კარგნი იყვნენ, რომ მრავალნი მბაძავნი გააჩინეს და იმ მიმბაძავებმა მოლაყბის სახელით დაიწყეს წერა. იმათში მგონი თითონ თქვენც ერიენით. მაგრამ ეს მიმბაძავნი იმ პირველ მოლაყბესთან გროშად არა ღირდნენ, რომელმაც იმ ორ სტატიის შემდეგ ერთი სტრიქონიც აღარ აღირსა თქვენს ცისკარსა უფ. ჭავჭავაძე იმ პირველს, იმ ორ სტატიის დამწერს აქებს მაგ წიგნით, რომელსაც თქვენ და თქვენი რაზმი ისე უხეიროდ ჰბაძავდა და ვერ მიჰბაძა კი.
ამას თათინ წიგნის თარიღი დაგიმტკიცებთ, ეგ წიგნი პეტერბურგიდამ მგონი თებერვალში, თუ მარტში არის მოწერილი 1858 წლისას. მაგ დრომდინიმ ორ სტატიის დამწერის გარდა სხვა არავინ იყოო მოლაყბე, მაშასადე ეგ ქება მარტო იმას მიეწერება. ის მართლადა საქებიც იყო; სხვანა კი რომელთ შორისაც მგონი თქვენც აქანდებოდით, ტრომელნიც მის შემდეგ ჰწერდნენ მოლეაყბის სახელითა ღმერთმა შიენახოს. და თუ უფ. ჭავჭავაძეც აძაგებს ეხლა — იმ პირველი მოლაყბის უხეირო მბაძავთა ღირსად აძაგებს. აქედამ ის კი არ გამოდის, რომ ჭავჭავაძე ერთს აზრზედ არა დგას, არამედ ის გამოდის, რომ ჭავჭავაძე პირველ მოლაყბის სახელით არ მოტყუებულა და ყალბი წმინდა ვერცხლად არ მიუღია. თუ იმ პირველი მოლაყბის ორს სტატიას, რომელსაც წიგნის თარიღით მიეწერება ქება და რომელიცა მართლა ღირსია ქებისა—თქვენგანი დაიჩემებს ვინმე, ამაშიც საქვეყნოთ გაგამხილებთ, რადგანაც იმ მოლაყბის სახელი და გვარი ვიცით და ამ ჟამად კი ნება არა გვაქვს, რომ გამოვაცხადოთ, — და თუ ძალას დაგვატანთ, იმასაც გამოვაცხადებთ.
ახლა მკითხკელო, თქვენვე იგულისხმეთ რა საგანგებო ღონის ძიება უხმარია ცისკრის პატივცემულს რედაქტორს, რომ ჭავჭავაძეს ავნოს.
გაბრიელ სულხანოვი.
![]() |
8 საბრალონი |
▲back to top |
საბრალონი
(დასაწყისი იხ.№6)
ერთ კუთხეში დედა-მიწაზე დეეცა, და ისე განაბული და მოკუნტული იყო, როგორც შეშინებული პატარა გოშია.
პოლიციის მოსამსახურემ მოიტანა ანთებული სანთელი და სტოლზედ დაზდგა. ჟავერი დაჯდა, ჯიბიდამ ერთი თაბახი ღერბის ქაღალდი ამოიღო და წერა დაუწყო.
ფანტინასთანა საზოგადო დედა-კაცები სრულიად პოლიციის ბძანების ხელ ქვეშ არიან. პოლიცია იმათ, როგორც უნდა ისე მოექცევა, დასჯის, როგორც ფიქრში მოუვა და მოინდომებს; თავის განხილვით აუკრძალავს და თავის ნებით წაართმევს იმ ორ სამწუხარო. საგანს, რომლებსაც ისინი ეძახიან „ხელობას და თავისუფლება“.
ეხლა ჟავერი მსაჯულის სიმართლით იყო; სახეზე აღელვება არ ეცნეოდა, მაგრამ ძალიან ღრმად იყო ჩაფიქრებული. ეს სჯიდა და ასამართლებდა. ფანტინას ქცევაში ის დიდ დანაშაულს ხედავდა და რავდენსაც ღრმად სჯიდა იმის საქმეს, იმდენი უფრო გულში იმაზე ჯავრი ემატებოდა. ასე ფიქრობდა, ამ დედა-კაცმა ჩემ წინ მთელი საზოგადოება გააუპატიურო, რადგანაც ბამატაბუა მებატონე და საზოგადოების მწევრიაო! მერე ვინ გააუპატიურა? სზოგადო ლირფმა დედა-კაცსო!
ჟავერი ჩუმათა სწერდა.
როცა დაასრულა და, იმ განაჩენს ხელი მოაწერა, დაჰკეცა, ერთ პოლიციის სერჟანტს მისცა და უთხრა:
— სამი კაცი გაიყოლე და ეს დედა-კაცი ციხეში წაიყვანეთ. მერე ფანტინას მიუბრუნდა და უთხრა:
— შენ ექვსი თვე ციხეში იჯდები, ეს არის შენი სასჯელი. საცოდავი კანკალმა აიტანა.
— ექვსი თვე! ექვსი თვე! ციხეში! ფანტინამ დაიკივლა: მთელი ექვსი თვე სამუშო იქ დღეში შვიდი სუ უნდა ავიღო! ჩემ კოზეტტას რა ეშველება? მოგიკვდი შვილო! უფ. ზედამხედველო, უფ ჟავერო! ტენარდიებისა მე ჯერ ასი ფრანკი ვალი მმართებს, უფ. ჟავერო, თქვენ ესეც იცით თუ არა? ისინი ჩემ ქალს ინახამენ.
დაჩოქილი ასე ეუბნებოდა; მერე ისევ ჩოქით იმ ტალახიან ფილაქანზე მიცოცდა ზედამხედველთან და ევედრებოდა:
— უფალო ჟავერო! კანტინამ უთხრა: მე გთხოვთ მაპატიოთ და შემიბრალოთ! გარწმუნებთ, რომ მე დამნაშავე არა ვარ. თქვენ რომ თავ და პირველად იქ ბძანებულიყავით და გენახათ როგორ იყო საქმე, ეხლა ამას არ იქმოდით! ღმერთსა ვფიცამ, რომ მე დანაშაული ამაში არა მაქვს. იმ კაცმა, ბატონმა რომულსაც მე სრულებით არ ვიცნობ და პირველი ნახვა იყო, იმან მე წელში ერთი მუჭა თოვლი ჩამაუარა. განა იმათი უფლება აქვსთ, რომ ჩვენ ზურგში თოვლი გვავაროს, როცა ჩვენთვის ჩუმათ მივდივართ ქუჩაში და არავის არას ვერჩით? ამაზე მე ავინთე. განა თქვენ თითონ არ მაცნევთ, რომ მე ცოტა შეუძლოთა ვარ? ამისა გარდა, ის მე გადამეკიდა და დამცინოდა: „შენ საზიზღარი ხარო! შე უკბილოო!“ მე უმისოთაც ვიცი, რომ მე კბილები არა მაქვს. მე იმას ხმას - რა ვცემდი, არას ვეუბნებოდი და დილობით ვიყავ: მე გულში ვიფიქრე: „ეს კაცი მე დამცინის და ამითი შეექცევა“. სწორეთ ამ დროს, ერთიც ვნახო ზურგში თოვლი ჩამაურა. უფალო ჟავერო, ჩემო პოლიციის კეთილო ზედამხედავო, განა აქ არავინ არის, რომელსაც ეს ყველა ენახოს, დამემოწმოს და დაგიმტკიცოსთ, რომ მე მართალს ვამბობ? იქნება მე დამნაშავე იმითი ვარ, რომ მოთმინებიდამ გავედი და გავჯავრდი. მაგრამ თქვენ ხომ იცით, თუ როგორ ძნელია გაჯავრების დროს თავის შვეკნებს? მე დანაშაული მაქვს, რომ ამ ახალ გაზდა კაცს შლიაპა დაუმტვრიე. ის რაღათ წავიდა? მე იმას ბოდიშს მოვთხოვდი. ოჰ! ღმერთო ჩემო, მისგნით მოტევების თხოვნა, ჩემთვის არა ფერია, ძნელი არ არის. უფ. ჟავერო, ამ ხელად, ეს ერთხელ შემიბრალეთ. გამიგონეთ, ჯერ ქვენ არ იცით, რომ საპყრობილეში ტუსაღებს სამუშაო ფასს დღეში შვიდ სუს მეტს არ აძლევენ, მართალია, ამაში მთავრობა არ არის გასამტყუნარია, მაგრამ, მაინც სამუშაო ფასს დღეში შვიდ სუს მეტი ვერ ვიშოვნი აბა თქვენ წრმოიდგინეთ, რომ თუ მე ას ფრანკს არ გაუგზავნი, ჩემ ყმაწვილს მომაგდებენ. ღმერთო ჩემო!
მე ხომ იმას ჩემთან ვერ შევინახავ. განა მე არ მესმის, რომ საძაგელ და ცუდ საქმესა ვჩადი! ჩემო სანატრელო კოზეტტავ! ჩემო ანგელოზო! შე საცოდავო, შენ რა გეშველება? მე თქვენ მართალს გეტევით, ცოლ-ქმარი ტენარდიები მეტრახტინეები არიან, გლეხები, იმათ ლაპარაკი და შებრალება არ იციან, იმათთვის მარტო ფულებია საჭირო. ღვთის გულისათვის! ციხეში ნუ დამამ წევდევთ! ხო შეიტეეთ, ჩემ ყმაწვილს ისინი ხელს რამენ და ყინვა სიცივეში ქუჩაში გააგდებენ და ეტყვიან, გასწი საცა გინდაო. ჩემი ყმაწვილი მაინც შეიბრალეთ უფ. ჟავერო, ცოტა მოზდილი რომ იყოს, იმუშავებდა და ჯაფით თავს დაირჩენდა, მაგრამ იმის ხნოვანობაში ძნელია მუშაობა; ვერ შეუძლიან. გულით მე ავი დედა-კაცი არა ვარ. ამ დღეში და მდგომარეობაში, მე უგვანობამ, სიმდაბლემ და სახარბემ არ ჩამაგდო. არყის სმას მე ჯავრით და უბედურობით მივყავ ხელი და შევეჩვიე. თუმცა არავი მე არ მიუვარს, მაგრამ მე თავს მიბრუებს და დარდებს მიკარგავს. როცა მე ბედნიერი ვიყავ, მარტო ჩემი ტანისამოსის შკაფებში, რომ შეგეხედათ, ნახავდით, რომ მე კოხტა და კეკლუცი ვიყავ და არც ურიგო. დედა კაცი. მე ბევრი თეთრეული და ტანისამოსები მქონდა. უფ. ჟავერო! გევედრები, შემიბრალეთ!
ასე გულ-ამოჯდომით ტიროდა, მდუღარებას აბნევდა, თან ახველებდა, სულ-ამომავალის ხმით ემუდარებოდა და ჟავერის კაბის კალთას კოცნიდა ამის ხვეწნა და მუდარება ქვასაც კი აატირებდა, რკინის გულსაც კი მოალბობდა და ასძრავდა, მაგრამ ჟავერის ხის გულს კი ვერა.
— კარგი! ჟავერმა უთხრა: მე შენ დიდი ხანია ჟურს გიგდებ, გაათავე რაც სათქმელი გქონდა? ეხლა წაბძანდი! ექვსი თვე იჯდები საპყრობილეში! ვერა ღონისძიება შენ ვეღარ გიშველის; არც არავის შეუძლიან ძალა დამატანოს და ჩემი გასამართლება და საჯელი შესცვალოს.
ამ სიტყვებით ფანტინა მიხვდა, რომ იმან განაჩენი წაუკითხა. ის დაეცა და წაიჩურჩულა:
— შემიბრალეთ!
ჟავერმა ზურგი მიუბრუნა.
სალდათები ფანტანას მივარდნენ და ხელები დაუჭირეს.
ამის წინათ რავდენიმე მინუტით ადრე, ვიღაცა კაცი იმ ოთახში შევიდა და დადგა. ემას თვალი არავინ შეასწრო. კარები მიხურა, ზედ მიეყუდა და ფანტინას ჟავერთან განწირული ხვეწნა დ მუდარება სულ შეიტყო.
იმ დროს, როცა სალდათები იმ უბედურს მივარდნენ და ხელები დაუჭირეს, რომელსაც ძირიდამ ადგომა არ უნდოდა, ის კაცი ერთი ნაბიჯით წინ წადგა და სთქვა:
— გთხოვთ გაისარჯოთ და ერთ წამ მომათმინოთ.
ჟავერმა შეხედა და უფ. მადლენი იცნა. შლიაპა მოიხადა, რა ღაც ნაირად გაჯავრებულის სახით თავი დაუკრა და უთხრა:
— მომიტეკეთ, უფ. მერო....
ამ სიტყვებზე: „უფალო მერო, ფანტინა საოცრად შეიცვალა; უეცრად წელში გაიმართა, როგორც დედა-მიწიდამ ამოსულმა მოჩვენებამ, სალდათებს ხელი კრა, პირ და პირ უფ. მადლენთან მივიდა, ღრმად თვალებში დააცქერდა და ჭკუიდამ შეშლილსავით დაიკივლა:
— ჰო! მაშ შენა ხარ უფალი მერი?
მერე ჩაიკასკასა და შიგ პირისახეში შეაფურთხა. უფ. მადლენმა პირისახე მოიწმინდა და უთხრა:
— პოლიციის ზედამხედველო ჟავერო, ეს დედა-კაცი გაანთავისუფლეთ.
ჟავერი თითქმის ჭკუიდამ შეიშალა და გაშტერდა, თავის დღეში ეს ამისთანა მდგომარეობაში არ ყოფილიყო, როგორც ეხლა. საზოგადო ლირფმა დედა-კაცმა მერს პირში შეაფურთხოს, და ის იმ ფურთხს გულ გრილად იწმენდდეს და მშვიდობიანად მეუბნებოდეს: „ეს დედა-კაცი გაანთავისუფლეთო“; ჟავერი გაოცებულიყო არაფერი ესმოდა და გამშრალი იდგა.
მადლენის სიტყვებმა არც ფანტინა გააოცა ნაკლებ. თავი აიღო, ბუხერს მოსჭიდა ხელები, ეშინოდა არ წავიქცეო და თავისთვის ჩუმათ დუდუნებდა:
— უნდა განმათავისუფლონ! აქედამ გასვლის ნებას მაძლევენ ეს ვინა სთქვა? ექვსი თვე ციხეში არ ვიჯდები? არა მჯერა მე მგონია კარგა ვერ გავიგონე. არა მჯერა, რომ ეს სიტყვები ამ საზარელ მერს გამოსლოდეს პირიდამ და ეთქვას! თქვენა სთქვით განა? ჩემო კეთილო უფ. ჟავერო? ჩემი განთავისუფლება, მგონია. თქვენ უბძანეთ, არა? აი რა არი მომითმინეთ, მე თქვენ დაწვრილებით ერთ ამბავს მოგითხრობთ და თქვენ მაშინ თავს დამანებებთ. ამ ყველაფრის მიზეზი, მეტადრე ჩემ უბედურობის, ეს საზარელი მერია, ეს ბებერი საძაგელი მერია. თქვენ წარმოიდგინეთ უფ. ჟავერო, ამ კაცმა თავის ქარხანიდამ გამომაგდო, იმ მიზე. ზით, რომ იქაურმა დედა-კაცებმა სახელოსნოში ჩემზე რაღაებიც! მოსჭრეს და ამანაც დაიჯერა. აბა, ეს საზარელი საქმე არ არი? საწყალი ქალი გამომაგდო, რომელიც ნამუსიანათ და პატიოსნათ ვმუშაობდი! ამის შემდეგ ხელ-საქმობით ძალიან ცოტა ფასს ვიღებდი და იმ დღიდამ დაიწყო ჩემი უბედურობა. ურიგო არ იქნება, რომ პოლიციას ზედამხედველობა ჰქონდეს და საპყრობილის ინრადარებს დაუშალოს, რომ ისინი საწყალ ხალხს ზნევას და რალს არ აძლევდნენ. მე ამას აგიხსნით: აი ამ ნაირად ვსთქვათ მე პერანგებს ვკერავ და ამ ხელ-საქმით დღეში თორმეტ სუს ვიღებ, საპურობილეში კი უფრო ნაკლებ ფასათ მუშაობენ და უეცრად ჯავის ფასი ცხრა სუზე იწევა. ამ ფულით კაცი თავს რო გორ დაირჩენს? ძნელია ! მაშინ, ვისაც რა შეუძლიან იმასა ჩადის. ამის გარდა მე პატარა ქალიცა მყავს, კოზეტტა. მე, ავი დედა-კაცი, ჩემ ქალის გულისათვის, იმის მიზეზით გავხდი. თქვენ ეხლა შეიტეთ? მიხვდით, თუ რა სიავე მიყო ამ საძაგელმა მერმა, და რომ ეს არის ჩემ უბედურობის თვი მიზეზი? მართალია მე იმ ახალ-გაზდა კაცს. ყავახანის წინ შლიაპა დაუმტვრიე, ფეხით შევადეგ და დაუჭყლიტე. მაგრამ იმანაც მე თოვლით მთელი ტანი-სამოსი წამახდინა. მერე რა, ჩვენისთანებს ერთად ერთის მეტი ფარჩის კაბა ხომ არ აქვსთ კარში ჩასაცმელათ. უფ. ჟავერო, მე ჩემ სიცოცხლეში, სიავე უმიზეზოდ არასდროს არ მიქნია, მერწმუნეთ; მე ბევრ დედა-კაცებს ვხედავ, რომლებიც ჩემზე უარესად ავნი არიან, მაგრამ, ჩემზედ კი ბევრით ბედნიერნი უფ. ჟავერო, თქვენა სთქვით, რომ განმათავისუფლონ, განა? ჩემ სახლის პატრონსა დაელაპარაკეთ, აი კითხეთ, მე ეხლა სახლის ქირას დროზე ვაძლევ, ყველანი დამემოწმებიან, რომ მე ნამუსიანათა ვცხოვრობ.
მადლენი ფანტინას ძალიან გულ მოდგინებით ყურს უგდებდა. იმის ლაპარაკის დროს, იმან ჯიბეში ხელი ჩაიყო ქისა ამოიღო დ პირი მოხსნა. ქისა ცარიელი იყო. მადლენმა ისევ ჯიბეში შეინახა და მერე ფანტინას უთხრა:
— თქვენ რამდენი გმართებსთ ვალათ?
ფანტინამ შეხედა და სთქვა:
— განა შე შენ გელაპარაკები?
მერე სალდათებს მიუბრუნდა და უთხრა:
— ეს მითხარით; თქვენ ხო ყველამ დაინახეთ, მე რო ამას პირში ჩავაფურთხე! აქ უყურეთ! აი შე ბებერო ავაზაკო! შენ აქ იმ ფიქრით მოსულხარ, და გგონია, რომ მე შემაშინო? შენი არ მეშინიან. მე მარტო უფ. ჟავერისა მეშინიან! ჩემ კითილ უფალი ჟავერისა.
ამ სიტყვების შემდეგ კიდევ პოლიციის ზედამხედველს მიუბრუნდა.
— რაც გინდა თქვით, მაგრამ კაცმა საქმე, მაინც სამართლიანად უნდა დაიჭიროს. მე მესმის, რომ თქვენ მართალი ხართ, უფ. ზედამხედველო. მართლათაც, აქ საიმისო არა არის რა. ახალგაზრდა კაცმა დედაკაცს ეხუმრა და ზურგში ცოტა თოვლი ჩაუარა, აფიცრებმა იქ ხარხარი დაიწყეს, იმათთვის შექცევაა საჭირო დ რითიმე დროს გატარება, ჩვენც იმათ დროს გატარებისთვისა ვართ.. იმ დროს თქვენ იქ მოხვედით, ჩხუბი როგორმე უნდა დაგეწყნარებინათ და დამნაშავე დედა-კაცი წამოიყვანეთ; შაგრამ, ცოტა ხანს დაიფიქრდით და რადგანაც თქვენ კეთილი სულის ადამიანი ბძანდებით, ჩემი განთავისუფლება უბძანეთ; ეს ჩემ ყმაწვილისათვის უფრო ჰქმენით, იმიტომ, რომ თუ მე ექვსი თვე ციხეში დაგემწევდიეთ, ჩემ შვილისთვის საზრდოს ვეღარ ვიშოვნიდი. „მარტო ამ პირობით, რომ მეორედ მაგისთანა საქმე აღარ გაბედო, შე საძაგელო“! ამის შემდეგ აღარა ვიქ, უფ. ჟავერო! ეხლა რაც გნებავდესთ ის მიყავით, მე ადგილიდამ არ გავინძრევი. მარტო აი რა არი, დღეს მე ისე იმიტომ გავკიოდი და ვყვიროდი, რომ მე ძალიან მეწყინა; იმ ახალგაზდისაგან თოვლის ჩაყრას სულობითაც არ მოველოდი და ამასთანვე, როგორც მოგახსენეთ, ცოტა შეუძლოთა ვარ, მახველებს, გულ მუცელში თითქო. ცეცხლი მეკიდებაო; ჰექიმი სულ მეუბნება:
„იწამლეთო“. აი მაჯა გამიშინჯეთ, ხელი მომეცით. ნუ გეშინიანთ, აი აქ.
ფანტინა აღარა ტიროდა, ხმა დაუწყნარდა, დაუტკბა, ჟავერის ტლანქ და სქელ ხელს თავის ნაზ და თეთრ კისერზედ იკრავდა დ მას პირში ღიმილით შესცქეროდა.
უეცრად თავის ტანისამოსი გაისწორა, კალთები ჩამოიშო, რომელიც იმ დროს მუხლებამდის აეწია, და კარებთან მივიდა. სალდათებს მეგობრულად თავი დაუქნია და დაბლის ხმით უთხრა:
— ყმაწვილებო, უფალმა პოლიციის ზუდამხედველმა ჩემი განთავისუფლება და აქედამ გაშვება ბძანა და მე მივდივარ.
ფანტინამ კარების ფრანგულს მოჰკიდა ხელი, ერთი ნაბიჯიც რომ გადედგა ქუჩაში იქნებოდა.
იმ დრომდის ჟავერი გაშეშებული იდგა, კარების გაღებაზე, ხმაურობამ გამოაფხიზლა. თავი აიღო, სალდათებს ბძანებლობის სახით შეხედა და მაღლის ხმით დაუყვირა:
— სერჟანტო! განა ვერა ხედავ, რომ ეგ საძაგელი მადის ? შენ ვინ გიბძანა ეგ გაუშოო?
— მე, მადლენმა უთხრა.
— ჟავერის ხმაზე, ფანტინა აკანკალდა და კარები ხელიდამ ისე გაუშო, როგორც დაჭერილი ქურდი მოპარულს ნივთებს ხელიდამ გაჰყრის ხოლმე. მადლენის ნათქვამ სიტყვაზე მან მიიხედა და ამ წამიდამ მოკიდებული, ხმა გაკმედილი იდგა, თავისუფლად ვეღარ სუნთქავდა, და დაუწყო ყურება; იმათ ლაპარაკის დროს, ხან გერს შეჰსცქეროდა და ხან მადლენს
— ჟავერის არევა და გაშფოთება ნათლად უფრო იმიტომ სჩნდა, რომ მერის ნათქვამ სიტყვების შემდეგ, ფანტინას განთავისუფლებაზე, თავი ვერ შეიკავა და სერჟანტს დაუყვირა განა ისე აირია და დაავიწყდა, რომ უფ. მერი იქ იყო. თითონ დარწმუნდა, რომ „მთავრობას იმისთანა ბძანების მიცემა ვერ შეეძლო, რომ უფ, მერი, უთუოდ, შესცდა და იმ სიტყვების მაგიერად სხვა რამ უნდა ეთქვა? ან იმ დროს თავისი უფლება იგრძნო, რომ იმ დედა-კაცის გასამართლება იმის, ჟავერის ხელში იყო?
— რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როცა მადლენშა წამოსთქვა სიტყვა: „მე“, პოლიციის ზედამხედველი ჟავერი, ვერ მკრთალი, გაციევბული, გალურჯებული ტუჩებით, განწირულ შეხედულობით, სრულიად აშფოთებული, ტანის კანკალით მიუბრუნდა უფ. მერს ახეზე არ შეხედა და, გასაოცარი საქმეა კაფიათის ხმით იმას უთხრა:
უფალო მერო, ეგ შეუძლებელია.
— როგორ? მადლენმა ჰკითხა.
— ამ დედაკაცმა ერთი მოქალაქე გააუპატიურა.
— ზედამხედველო, ჟავერო,-მშვიდობიანის და წუნარის ხმით უთხრა მადლენმა, — გამიგონეთ: თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და მე არ გამიძნელდება და დიდის კმაყოფილებით აგიხსნით ამ საქმეს. აი როგორ იყო. მეიდანზე მე იმ დროს გამოვიარე, როცა ეს დედა-კაცი თქვენ მიგყავდათ, მეიდნიდამ ხალხი ჯერ კიდევ არ დაშლილიყო, მე დაწვრილებით გამოვიკითხე და ყველა შევიტყე, როგორ მომხდარიყო. იმ საქმეში დამნაშავე ის ახალგაზდა ყმაწვილი კაცი ყოფილა და პოლიცია, რომ ხეირიანი იუოს, საცა სამართალია ის მოქალაქე უნდა დაეჭირათ და დაემწყვდით.
— ჟავერი თავიდამ მოჰყვა: