მეფის დაძახილი



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 მეფის დაძახილი

▲back to top


გოდერძი ჩოხელი

 მეფის დაძახილი

სალაღოელ ფანტიას სახელის სიგიჟე სჭირს.

- რა სახელის?

- გმირი უნდა, გახდეს.

- გმირი?!

- მაგათ სოფელში ხომ სულ გიჟები ცხოვრობენ. ერთი ჭკვიანი კაცი ჰყავდათ, დავითაი, ის მოკლეს და ახლა სულ გიჟები დარჩნენ. ჩოხელებს ერთი გმირი ჰყავდათ, ბერაი, ყოველთვის ფერხულში იძახიან იმის საგმირო ლექსს.

- რა გააკეთა ბერამ?

- ქისტები უხოცია ადრე. რომ მოკვდა, ლექსი გამოუთქვეს. ახლაც მღერიან ხოლმე, სალაღოში გადის, ისე ხმამაღლა მღერიან . შარშან გულზე შეჯდა ფანტიაი, აისხა მამაპაპეული ხმალ-ხანჯალი და ქისტეთში წავიდა სახელის საძებნელად. ერთ მთაში ჩაუსაფრდა თურმე ქისტებს და წამოვეპარებიო თუ იფიქრა, ისეთ ფხაწალზე გაკიდებულა, ვეღარც იქით გადის, ვეღარც აქეთ. სანამ მკლავებში ღონე ჰქონდა, ჩუმად ეკიდა თურმე კლდეზე, მერე, რომ დაიღალა, აუტეხავს ყვირილი:
- ქისტებოო, მიშველეთ, ხალხნი არა ხართ, ვიღუპები! ჩამოუყვანიათ კლდიდან ქისტებს, უჭმევიათ, უსმევიათ და გამოუშვიათ ისე. ახლა დადის გუდამაყარში და ხალხს აგროვებს.

ათნოხელ შალიკას მოუტყუებია, მეფის წერილი მოგვივიდაო. ხო აი ჯღუნამ ჩემზე უფრო იცის, როგორ იყო, ჯღუნავ?

- ემა წისქვილებთან შეგვხვდა მე და შალიკას. ქაღალდი რამ ამოიღო უბის ჯიბიდან შალიკამ და შენ სახელზე მეფის წერილიაო, უთხრა ფანტიას.

- რომელი მეფისა? - ჰკითხა იმან.

- მეფე ერეკლეს წერილია.

- კითხვა რომ არ ვიცი.

- მე წაგიკითხავ, - უთხრა შალიკამ და წაუკითხა.

”- ფანტიავ, გავიგე, რომ გულადი კაცი ხარ და სამშობლო გიყვარს. დღეს საქართველო გასაჭირშია, ერთი ორასი გუდამაყრელი მოაგროვე და მომაშველე, კრწანისთან დაგხვდები.”
მეფე ერეკლე

ფანტიამ წერილი გამოართვა, უბეში ჩაიდო და იმის მერე ხალხს აგროვებს.

- არ იცის, რომ მეფე ერეკლე ცოცხალი აღარ არის???

- რა იცის, გიჟია-მეთქი, ხომ გითხარ.

ფანტიამ სალაღოს ქვიშიანი გორი ჩამოირბინა და მაღაზიის წინ გაჩერდა მოსაუბრეებთან.

- ჩემო თემისანო! - თქვა ჩურჩულით.

- საქართველო ხომ გიყვართ?

- გვიყვარს.

- ხოდა, უნდა წამომყვეთ, ასი კაცი უკვე მოვაგროვე სალაღოში, მთელი სოფელი მომყვება.

- სად მიდიხართ?

- საქართველოს უჭირს, მეფეს უნდა მივეხმარნეთ, წამოხვალთ?

- მე რომ მაღაზიას თავს ვერ გავანებებ?

- ეგა?

- მე ლექსსა ვწერ.

- რაზე?

- საქართველოზე.

- ხოო, საქართველოზე თუ სწერ...

ფანტიამ წყალი დალია. სოფლებში წავიდა ხალხის შესარიგებლად. ერთ კვირაში შემოიარა გუდამაყარი და ყველა სოფლიდან თითო კაცი წამოიყვანა, ისინიც თავისსავით გიჟები, ჭკვიანი არავინ გამოჰყვა.

- ასოცდაექვსი, ასოცდაექვსი, ასოცდაშვიდი, ასოცდარვა, ასოცდაცხრა, ასოცდამეათე მე ვარ, ითვლის ფანტია პირიმზის მინდორზე შეკრებილ გიჟებს, რომლებიც ხმალ-ხანჯლებით არიან შეიარაღებულნი.

დაანთეს სანთლები და გაიარეს არაგვის ღორღიანი ჭალა. იმის მერე აღარც მობრუნებულან.

- სად წავიდნენ?

- ქალაქში ჩასულან და მეფე ერეკლე უკითხავსთ.

- მერე?

- მერე ყველანი სურამის საგიჟეთში წაუყვანიათ. ეხლა ცარიელიღაა მათი სოფელი. მარტო არსენაღა ცხოვრობს. რა ცხოვრობს, დღე და ღამე არბის და ჩარბის სოფლიდან არაგვამდე.

- რა არბოლებს?

- რა ვიცი, ეგეთი სიგიჟე სჭირს, დღეში ასჯერ ადის-ჩამოდის. აგე, ჩამოვიდა, გინდა ვკითხოთ?

- ვკითხოთ?

- არსენ!

- რა გინდა? - მაღაზიის წინ, სუფრასთან ჩამომსხდარ მოიქეებთან გაჩერდა არსენა.

- სად წავიდნენ შენი სოფლელები?

- საქართველოს უჭირს და იქ წავიდნენ.

- შენ რატომ არ წახვალ?

- მე არ წამიყვანეს, ბევრს დარბიხარო.

- მალე მოვლენ?

- აღარ მოვლენ.

- რატომ?

- ფიცი დადვეს, ცოცხლები არ დავბრუნდებითო.

- ვინ უთხრა რომ საქართველოს უჭირს?

- მეფის დაძახილი იყო, მეფის დაძახილი!

- შენ, გეტყობა, არ გიყვარს საქართველო, თორემ წახვიდოდი, - შეგულიანება დაუწყეს არსენას.

- მე კი არა, თქვენ არ გიყვართ.

- უყურე ამ გიჟსა, ვინ გითხრა, რომ არ გვიყვარს!

- თუ გიყვარდეს, არ ისხდებოდით, ირბოლებდით მაინცა, ირბოლებდით, - თქვა არსენამ და აღმა გაიქცა. მერე მთელი დღე აღმა-დაღმა დარბოდა

 

2 ჩოხელი გოდერძი

▲back to top


ანა კალანდაძე

f
დაბადების თარიღი: 15 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი: 11 მარტი, 2008  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია: მეცნიერი, პოეტი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი  კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. 

ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ "ლიტერატურა და ხელოვნებასა" და ჟურნალ "მნათობში". ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
  • 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, პუბლიცისტიკის დრაგში
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, სიცოცხლის ბოლო წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის
  • 1985 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია