![]() |
ანოტაცია |
აპოლონ თაბუაშვილი
ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის
გამომცემლობა
“უნივერსალი”
თბილისი
2010
ნაშრომი მოიცავს XVIII საუკნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს შიდა პოლიტიკური ისტორიის თითქმის ყველა ასპექტს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ერეკლე II-ის ეკონომიკურ პოლი- ტიკას. ნაშრომში დეტალურად არის განხილული მმართველობის მოდერნიზაციისათვის ერეკლე II-ის მიერ გატარებული რეფორმე- ბი. შესწავლილია რიგი საკითხები (მოსახლეობის აღწერა, სახელ- მწიფო საგადასახადო სისტემა), რომლებსაც ქართულ ისტორიოგ- რაფიაში ნაკლები ადგილი ეთმობოდა. გაშუქებულია XVIII საუკუ- ნის 70-90-იან წლებში სათავადოთა სახლებში მიმდინარე მასიური გაყრის პროცესი.
რედაქტორი
თედო დუნდუა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
რეცენზენტები:
დიმიტრი შველიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
გიორგი ჟუჟუნაშვილი
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვ ნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი
N GNSF/ PRES08/1-299).
წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს”.
lign="justify"> ©აპოლონ თაბუაშვილი, 2010
©ა©Apolon Tabuashvili, 2010
გამომცემლობა “უნივერსალი”, 2010
თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, : 22 36 09, 8(99) 17 22 30
E-mail: universal@internet.ge
ISBN 978-9941-12-988-9
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ 1801 წელს გააუქმა და ქვეყანაში რუსული მმართველობა დაამყარა. პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის მანიფესტებში მკაფიოდ იყო გამოკვეთილი, რომ რუსეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო `არა ძალთა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის~, არამედ ქართველი ხალხის დასაცავად, რადგან ქვეყანამ საკუთარი ძალით არსებობის შესაძლებლობა ამოწურა. სწორედ ამ ფორმულის გამართლებას ცდილობდნენ როგორც იმპერიული ხანის, ასევე საბჭოთაA ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები. იმპერიის პოლიტიკის გამარ- თლებისათვის საჭირო გახდა ქართლ-კახეთის სამეფო წარმოჩენილიყო, როგორც დაღუპვის პირას მყოფი სახელმწიფო, რომლის გადარჩენისათვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა რუსე- თის `დახმარება~. ეს კი თავისთავად ნიშნავდა ერეკლე II-ის მიერ ქვეყნის მოდერნიზაციისათვის გატარებულ რეფორმების მნიშვნელობის დაკნინებას. ამავე დროს, ბოლომდე ვერც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ აუარა გვერდი იმ პოზიტიურ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში შეინიშნებოდა, თუმცა ყოველივე ეს მარქსისტულ საბურველში მოაქცია. მონოპოლიური — მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ბატონობის პირობებში სწორედ ასეთი წინააღმდეგობრივი მოსაზრებები არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობის შესახებ.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფია კი ყურადღებას ძირითადად ერეკლე II-ის სამხედრო მოქმედებებსა და საგარეო პოლიტიკას უთმობს. აღნიშნული პერიოდის მკვლევარები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ადმინისტრაციულ მოწყობას ფუნდამენტურად არ ეხებიან.
სხვადასხვა ისტორიული წყარო მიგვანიშნებს ქართლ-კახე- თის სამეფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმავლობას. მეორე მხრივ, იმპერიის მეისტორიენი და საბჭოთა ისტორიკოსები, ხაზს უსვამდნენ ქვეყნის უკიდურეს დეცენტრალიზაციასა და ჩამორჩენილობას. ამდენად, კითხვა თუ რა ტიპის სახელმწიფოს წარმოადგენდა ერეკლე II-ს ქართლ-კახეთი — ფეოდალურ-დეცენტრალიზებულ, თუ ცენტრალიზებულ-აბსოლუტურ მონარქიას — კვლავაც ღიად რჩება.
კვლევის მიზანია XVIII საუკუნის 70-90-იანი წლების ქართლკახეთის სამეფოს განვითარების რეალური სურათის წარმოჩენა: ერეკლე II-ს რეფორმების დეტალური განხილვა და ამ რეფორმათა შედეგად მიღწეული წარმატებებისა და ნაკლოვანებების შეფასება.
ძიება ეფუძნება კომპლექსურ მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს ქართლ-კახეთის სამეფოს შიდა პოლიტიკის ყველა ნიუანსის განხილვას. ეკონომიკური მდგომარეობის სრული სურათის წარმოსაჩენად გამოყენებულია პალეოეკონომიკური მიდგომები. კვლევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისტორიულ-კომპარატივისტული მეთოდი, რის შედეგადაც ნაჩვენებია შედარებითი ანალიზი ერეკლესეულ ქართლ-კახეთის სამეფოსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის.
ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლით ბევრი მეცნიერი დაინტერესდა. მკვლევართა ნაწილი (ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ავალიანი, დ. უჩანეიშვილი და სხვ.) XVIII საუკუნის II ნახევრის ქართულ ეკონომიკაში ყოველგვარ პოზიტიურ მოვლენას უარყოფს, მეორე ნაწილი (გრ. ნათაძე, აპ. როგავა) კი საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს. ამდენად, აღნიშნული საკითხის გარშემო მეცნიერული დისკუსია აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს. წინამდებარე ნაშრომში ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას საფუძვლად უდევს დოკუმენტური და სხვა სახის ისტორიული წყაროები. ახლებურ კონტექსტშია განსაზღვრული განსახილველი პერიოდის ეკონომიკის ხასიათი, მოცემულია ქართულ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკის განვითარების მოდელების შედარებითი ანალიზი. ნაშრომში დეტალურადაა განხილული მმართველობის მოდერნიზაციისათვის ერეკლე II-ის მიერ გატარებული რეფორმები. შესწავლილია რიგი საკითხები (მოსახლეობის აღწერა, სახელმწიფო საგადასახადო სისტემა), რომლებსაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლები ადგილი ეთმობოდათ. ნაშრომში გამოყენებულია დღემდე გამოუქვეყნებელი ისტორიული საბუთების ერთი ნაწილი.
წყაროების მიმოხილვა
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ მრავალი ისტორიული დოკუმენტია შემონახული. მათი უმეტესობა საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი) ფონდებში არის დაცული. მათი დიდი ნაწილი ამჟამად უკვე გამოცემულია.
XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან `კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ~ გამოსცა დოკუმენტების სერია 12 ტომად. იმის მიუხედავად, რომ გამოსაცემად შერჩეულია ისეთი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის კავკასიურ პოლიტიკას გაამარ- თლებდა, ამ საბუთებს საკითხის კვლევაში დიდი მნიშვნელობა ენი- ჭება. ჩვენთვის საინტერესო საისტორიო საბუთები მოთავსებულია გამოცემის პირველ და მეორე ტომში (АКАК 1866, 1868).
XIX საუკუნის 80-იან წლებში დ. ფურცელაძემ გამოსცა სათავადაზნაური, საეკლესიო და საგლეხო დოკუმენტების კრებულები (Грузинские..., 1881, Грузинские..., 1881А, Грузинские..., 1882). დ. ფურცელაძის გამოცემის მთავარი ნაკლი მდგომარეობს საბუთთა ფრაგმენტულობაში — დოკუმენტები დაბეჭდილია არასრული სახით.
ცოტა მოგვიანებით ა. ცაგარელმა გამოსცა რუსულ-ქართული სიგელები და სხვა ხასიათის წყაროები (Грамоты..., 1891, 1898).
ძალზედ მნიშვნელოვანია ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული მრავალი ისტორიული დოკუმენტი (საქართველოს..., 1907, 1910, 1920).
ჩვენთვის საინტერესო საისტორიო საბუთებს შეიცავს ს. კაკაბაძის მიერ გამოცემული საბუთების V ტომი (კაკაბაძე, 1913).
სტატისტიკური და სხვა სახის ძვირფასი ცნონებია დაცული ივ. ჯავახიშვილის მიერ შეკრებილ დოკუმენტებში (ჯავახიშვილი, 1967, 1974). XVIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს ეკონომიკური ისტორიის დოკუმენტური წყაროების პუბლიკაციის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის აკად. ნ. ბერძენიშვილს. მის მიერ გამოცემული დოკუმენტები პირველწყაროა მოხელეთა ხელფასების, იჯარების, ვაჭრობის, აღმშენებლობის, სახელმწიფო ეკონომიკისა და სხვა საკითხების შესწავლისათვის (მასალები..., 1938, 1953, 1955). ნ. ბერძენიშვილს ეკუთვნის ასევე სოციალური ხასიათის დოკუმენტების პუბლიკაციაც (დოკუმენტები..., 1940; 1953). მანვე, მამისა ბერძნიშვილთან ერთად, გამოაქვეყნა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ამსახველი საბუთები (დოკუმენტები..., 1962). XVIII საუკუნის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე სხვადასხვა დოკუმენტები გამოსცეს შ. მესხიამ (მასალები...,1948), ი. ლორთქიფანიძემ (ლორთქიფანიძე, 1940), გ. ჯამბურიამ (ჯამბურია, 1960) და სხვებმა.
2005 წელს ლ. ასლამაზიშვილმა, გამოაქვეყნა ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული საქართველოს XV-XVIII საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შემცველი დოკუმენტები (ასლამაზიშვილი, 2005).
ჩვენი საკვლევი თემის ერთ-ერთი პირველწყაროა საკანონმდებლო ძეგლები. მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ვახტანგ VI-ის `დასტურლამალი~ (ქართული..., 1970A; 1970), ვახტანგ ბატონიშვილის 1782 წ. `განჩინება ბარისა და მთიულთა ადგილთა~ (ქარ- თული..., 1965: 450-454), 1783 წ. `გეორგიევსკის ტრაქტატი~ (ქარ- თული..., 1965: 457-482), `საქართველოს ძველთაგან და ჩვეულები- თად ქართველთა მეფეთა დროთა შემოღებულნი სჯულნი~ (ქარ- თული..., 1965: 566-584), დავით ბატონიშვილის `საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა~ (ბაგრატიონი, 1959) და სხვა.
XVIII საუკუნის II ნახევრის სასამართლო არზა-განჩინებების პუბლიკაციის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა ი. დოლიძემ. მის მიერ გამოცემული დოკუმენტები თავმოყრილია რვა ტომში და ეპოქის შესახებ თითქმის ყველა სახის ინფორმაციას შეიცავს (ქარ- თული..., 1963, 1965, 1970, 1972, 1974, 1977, 1981, 1985).
ეპოქის რეალურ სურათს გვიხატავს იესე ბარათაშვილის თავგადასავალი (იესე ბარათაშვილის..., 1950), იოანე ქართველიშვილის მემუარები (იოანე ქართველიშვილი..., 1952), ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მოგონებები (ჯამბაკურ-ორბელიანი, 1914).
დიდი ქართული ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები ისტორიული გეოგრაფიის აღსადგენად, თუ სხვა საკითხების კვლევისათვის ერთ-ერთი პირველწყაროა (ბატონიშვილი, 1973).
XVIII საუკუნის შუა ხანების ისტორიკოსი, პაპუნა ორბელიანი თავის ნაშრომში, `ამბავნი ქართლისანი~, გადმოგვცემს 1739-1758 წლების ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას (ორბელიანი, 1981).
პაპუნა ორბელიანის ნაშრომის ერთგვარი გაგრძელებაა ომან მდივანბეგ ხერხეულიძის `მეფობა ირაკლი მეორისა~, რომელიც 1722-1780-იანი წლების ამბებს მოგვითხრობს. ის უხვადაა დატვირთული ფაქტობრივი მასალით (ხერხეულიძე, 1989).
ასევე პირველწყაროდ უნდა ჩაითვალოს XIX საუკუნის დასაწყისში დაწერილი ნაშრომები — დავით ბატონიშვილის `ახალი ისტორია~, ბაგრატ ბატონიშვილის `ახალი მოთხრობა~ (ბაგრატიონი, 1941), თეიმურაზ ბატონიშვილის `ახალი ისტორია~ (ბაგრატიონი, 1983).
მრავალმხრივ საინტერესოა იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი `კალმასობა~, რომელიც ეპოქის ცხოვრების თითქმის ყველა საკითხს ეხება (ბაგრატიონი, 1936, 1948).
პირველწყაროდ შეიძლება ჩაითვალოს პლატონ იოსელიანის `ცხოვრება გიორგი მეცამეტისა~ (იოსელიანი, 1978). XVIII საუკუნის II ნახევრის
ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ მდიდარი ცნობები მოეპოვებათ ევროპელ მოგზაურებსა და რუსე- თის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს. XVIII საუკუნის 50-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ისტორიის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ყირიმში მყოფი საფრანგეთის კონსული პეისონელი (კაკაბაძე, 1940).
მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს რუსეთის მოხელის, კაპიტან იაზიკოვის ცნობები (Грамоты..., 1891) და 1783-1787 წლებ- ში საქართველოში რუსეთის სამხედრო მისიის ხელმძღვანელის, ბურნაშოვის ნაშრომი (ბურნაშოვი, 1896). XVIII საუკუნის II ნახევრის ისტორიის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ნაშრომი. ის საქართველოში 1771-1772 წლებში იმყოფებოდა. თავის ნაშრომში იგი იმდროინდელი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს ეხება (გიულდენშტედტის..., 1962, 1969).
არანაკლები მნიშვნელობის ცნობებს გვაწვდის გიულდენ- შტედტის თანამემამულე იაკობ რაინეგსი. ის საქართველოში XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში იმყოფებოდა. იყო სამეფო კართან დაახლოებული პირი და საკმაოდ კარგად იცნობდა ქართულ რეალობას (რაინეგსი, 2002). ქართლ-კახეთის სამეფოს მკვლევართათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს რუსეთის იმპერიის ოფიციალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლის — ბუტკოვის ნაშრომი. მის სამტომიან ნაშრომს დოკუმენტური მასალის ხასიათი აქვს და ბევრ ისეთ ცნობას შეიცავს, რომელიც სხვაგან არ გვხვდება. ამიტომ ბუტკოვის ნაშრომს, როგორც საისტორიო წყაროს, დიდი ღირსება გააჩნია (ბუტკოვი, 1869A, 1869).
ერეკლე II-ის შესახებ გარკვეული ინფორმაციაა დაცული იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში. მათი მეშვეობით ირკვევა იმდროინდელი ევროპული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს შესახებ (ჟურნ. Mერცარე ჰისტორიქუეეტ პოლიტიქუე და სხვა).
ლიტერატურის მიმოხილვაიმოხ
ლიტერატურის მიმოხილვა
ერეკლე II-ის დროინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ისტორიის შესწავლისადმი XIX საუკუნიდანვე დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები.
1898 წელს გამოვიდა მ. ჯანაშვილის ნაშრომი “მეფე ერეკლე” (ჯანაშვილი, 1898). მალევე მისივე ავტორობით გამოიცა წიგნი “საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი”, სადაც ბევრი საგულისხმო ცნობაა, როგორც XVIII საუკუნის II ნახევრის თბილისის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (ჯანაშვილი, 1899).
ცნობილმა ეკონომისტმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა 1902 წელს ჟურნალ “კვალში” დაბეჭდა სტატია სათაურით: “საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა XIX საუკუნეში”, ხოლო 1904 წელს ჟურნალ “მოამბეში” — “შინაური მიმოხილვა”. ავტორი აღნიშნულ კვლევებში შეეხო XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკასაც და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქვეყანა იყო კარჩაკეტილი, სადაც გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა, არ არსებობდა საქალაქო ცხოვრება და არ იყო განვითარებული ვაჭრობა (გოგიჩაიშვილი, 1974: 154).
იმავე აზრს ავითარებს ს. ავალიანი თავის ნაშრომში
Крестьянский вопрос в Закавказье” (ავალიანი, 1912).
XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს, სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესწავლას საფუძველი დაუდო ივ. ჯავახიშვილმა (ჯავახიშვილი, 1925).
ივ. ჯავახიშვილის საქმე განაგრძეს ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფიის წარმომადგენლებმა, რომელთაც გამოავლინეს და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანეს მრავალი ფაქტობრივი მასალა.1 ამ პერიოდში დიდი იყო XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ისტორიის შესწავლისადმი დაინტერესება. ამდენად, მათ უდიდესი როლი შეასრულეს აღნიშნული საკითხის კვლევაში. მათ მრავალ სადავო საკითხის შესახებ არსებითად სწორი დასკვნები შემოგვთავაზეს. თუმცა, საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიის უდიდესი ნაკლი იყო ის ფაქტი, რომ ყოველივე მარქსისტულ საბურველში მოაქცია. მათ მოღვაწეობა ხომ მონოპოლისტურ, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის პირობებში უხდებოდათ. მიუხედავად საბჭოურ ისტორიოგრაფიაში მიღებული აზრისა, ქვეყნის ეკონომიკური დაუძლურების შესახებ, ბოლომდე ვერც მათ აუარეს გვერდი არსებითად ზოგიერთ სწორ შეფასებებს. | 1. დაწვრილებით იხ. ვ. გუჩუას ნაშრომი “საქართველოს XVI — XVIII სს. ეკონომიკური ისტორიის შესწავლა ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში (გუჩუა, 1968). |
დაწვრილებით განიხილა აღნიშნული საკითხი ს. კაკაბაძემ თავის ნაშრომებში: “საქართველოს ეკონომიკური ვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში” (კაკაბაძე, 1924), “Крестьянский вопрос и крестьянские движения в Восточной Грузии в XVIII веке” (კაკაბაძე, 1930). იგი ამავე საკითხს დ. გვრიტიშვილის წიგნზე “სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში” დაწერილ რეცენზიაშიც ეხება (კაკაბაძე, 1956).
პირველი სტატიის დასკვნები წინააღმდეგობრივია. თუ ავტორი შრომის პირველ ნაწილში წერს, რომ ქართლ-კახეთის ეკონომიკურ ცხოვრებას ეტყობოდა თვალსაჩინო გამოცოცხლება, ქვემოთ აღნიშნავს, რომ ქვეყანა იყო ეკონომიკურად დაუძლურებული (კაკაბაძე, 1924: 272). მეორე სტატიაში კაკაბაძე მიუთითებს, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში ეკონომიკური ცხოვრება საგრძნობლად იყო განვითარებული. მისი გაანგარიშებით 1760-1770 წლებში თბილისში საგარეო ვაჭრობის მოცულობა 160 ათასიდან 400 ათას მანეთამდე გაიზარდა (კაკაბაძე, 1930: 179). მესამე სტატიაში ავტორი ეხება კაპიტალიზმის განვითარებას და აკრიტიკებს დ. გვრიტიშვილს, რომელსაც ამ საკითხზე საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია (კაკაბაძე, 1956).
ერთ-ერთი პირველი, ვინც XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკის დაღმავალი განვითარების წინააღმდეგ გაილაშქრა, გრ. ნათაძე იყო. ავტორი თავის ნაშრომში — К вопросу об экономическом положении Грузии в конце XVIII столетия” — აღნიშნავდა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში განვითარდა სასაქონლო წარმოება, დაიწყო მამულების “დამრგვალება” და მისი რაციონალურ საფუძვლებზე მოწყობა, ეკონომიკაში არსებობდა ზუსტი შესავალ-გასავლის აღრიცხვა და ა.შ. მისი დასკვნით XIX საუკუნის I ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არავითარი თვისებრივი ცვლილება არ მომხდარა და გაგრძელდა XVIII საუკუნის II ნახევრში დაწყებული პროცესები (ნათაძე, 1930: 148).
აკად. ნ. ბერძენიშვილი, წერილში “სამღებროთა შესახებ XVIII საუკუნის საქართველოში” — ადასტურებს, რომ შუა საუკუნეების სახელოსნოების გვერდით არსებობდა მანუფაქტურული წარმოებაც. ავტორი აკრიტიკებდა გრ. ნათაძეს, რომელმაც სამღებრო და საბაჟო ერთმანეთთან გააიგივა. ის განიხილავდა სამღებროებს და აცხადებდა, რომ მანუფაქტურების არსებობის მიუხედავად, მისი როლი ქვეყნის ცხოვრებაში მცირე იყო (ბერძენიშვილი, 1937). ნ. ბერძენიშვილი სხვაგან მიუთითებდა, რომ ერეკლე II-ის ეკონომიკურ მოღვაწეობაში “სრულიად ახალი რამ ჩანდა” (ბერძენიშვილი, 1965: 224).
დ. უჩანეიშვილი თავის ნაშრომში — “К вопросу об экономическом развитии восточной Грузии во второй половине XVIII века” — ჩვენთვის საინტერესო პერიოდში უარყოფს აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. მართალია, ავტორი მიუთითებს ვაჭრობის განვითარებაზე, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ვაჭრობას ქვეყნის წინსვლაზე რადიკალური გავლენა არ მოუხდენია და კვლავ ბატონობდა ნატურალური მეურნეობა (უჩანეიშვილი, 1937: 386, 427).
აკად. პ. გუგუშვილის ნაშრომებში: “კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და ამიერკავკასიაში” და Развитие промишленности в Грузии и в Закавказье в XIX-XX вв.” აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში არსებობდა მანუფაქტურული ტიპის საწარმოები. ისინი ძირითადად სახელმწიფო სარეწავებს წარმოადგენდნენ, ხოლო კერძო კაპიტალისტური სარეწავების წარმოქმნა კი იმ დროს შეუძლებელი იყო (გუგუშვილი, 1941; 1957).
1954 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში ჩატარდა დისკუსია თემაზე: “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხასიათის საკითხისათვის XIX საუკუნის რეფორმამდელ პერიოდში”. მომხსენებლებმა: მ. დუმბაძემ და ზ. ანჩაბაძემ თავიანთ მოხსენებებში, ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ, აღნიშნეს:
მე-18 საუკუნეში საქართველო წარმოადგენდა სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ ფეოდალურ-ბატონყმურ ქვეყანას, სადაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი სათანადო პირობები, ამიტომ სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური “ჩიხიდან” ქვეყნის საკუთარი ძალებით გამოყვანა შეუძლებელი იყო და მისი რუსეთთან შეერთება 1801 წელს ისტორიულად აუცილებელი მოვლენა გახდა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებით დაიწყო მტრული გარემოცვის გარღვევის პერიოდი და არსებული “ჩიხიდან” ქვეყნის დაძვრის ხანა” (ანთელავა, 1977: 14). როგორც ვხედავთ, ეს იყო რუსეთის იმპერიის პოლიტიკის გამართლების მცდელობა და არა საკითხის რეალურად კვლევა.
მოგვიანებით, ეს პოზიცია უარყო მ. დუმბაძემ ნაშრომში:
თავისუფალ გლეხთა ფენის საკითხისათვის XVIII საუკუნის საქართველოში”. ავტორი აღარ საუბრობს ქვეყნის ეკონომიკურ დაუძლურებაზე და აღნიშნავს, რომ თავისუფალ გლეხთა ფენის არსებობა და მისი განვითარების პერსპექტივა ბატონყმობის რღვევის პროცესზე მიუთითებდა (დუმბაძე, 1966: 398).
ეს მოსაზრება შეტანილია, აგრეთვე, საქართველოს ნარკვევების IV ტომის მეთერთმეტე თავის იმ ნაწილში, რომლის ავტორიც თავად არის (დუმბაძე, 1973: 555-559).
საინტერესოა აპ. როგავას გამოკვლევები. ის თავის შრომებში — “Обозрение Грузии по части прав и законоведения Давида Георгевича Багратиони” (როგავა, 1959), კაპიტალიზმის ჩანასახი საქართველოში და ერეკლე II-ის პოლიტიკა” (როგავა, 1964) და Зачатки капитализма в Грузии и политика Ираклия II” (როგავა, 1974)
— მკვეთრად დაუპირისპირდა იმ ისტორიკოსებს, რომლებიც XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში პროგრესულობას ვერ ხედავდნენ. ავტორმა განავითარა აზრი, რომ იმ დროისათვის კაპიტალისტური ელემენტები იმდენად ძლიერი იყო, რომ მან შეუტია ფეოდალურ სისტემას და დაიწყო ამ ფორმაციის რღვევა (როგავა, 1974: 163). მანვე აღნიშნა, რომ ერეკლე II კაპიტალისტური ურთიერთობების გამარჯვების თავდადებული მომხრე იყო (როგავა, 1974: 30). მისი შეხედულებები ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაწილობრივ გაზიარებულია. თუმცა მიიჩნევენ (მათ შორის ჩვენც), რომ ავტორის შეფასებები გადაჭარბებულია.
აღსანიშნავია, რომ აპ. როგავას კვლევებმა XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ ადრე დამკვიდრებული შეხედულება რამდენადმე შეცვალა.
საინტერესოა დ. გოგოლაძის ნაშრომი “სამთამადნო სამთოსაქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი” (გოგოლაძე, 1966). ავტორი დეტალურად აღწერს ახტალისა და ალავერდის ვერცხლისა და სპილენძის საწარმოებს, მათი წარმოების მოცულობას და ა.შ. ავტორი იზიარებს იმ აზრს, რომ ქვეყენაში არსებობდა კაპიტალისტური წესის საწარმოები (გოგოლაძე, 1966: 168). ასევე თვლის, რომ იმდროინდელი ქართლ-კახეთის სამეფო “გარდატეხის ხანაში” იყო და მზადდებოდა პირობები ფეოდალური ურთიერთობების რღვევისათვის (გოგოლაძე, 1966: 166).
აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი კვლევა მიუძღვნა შ. მესხიამ. “საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოში” მან მიუთითა, რომ თოფ-ზარბაზნების ქარხანაში, ზარაფხანაში, სტამბაში, მინის საწარმოში, სამღებროებში... იყენებდნენ დაქირავებულ შრომას. ავტორის აზრით დაწინაურებულა სოფლის მეურნეობაც. სოფლად მეტ საბაზრო პროდუქციას ამზადებდნენ და აქაც ხშირი იყო დაქირავებული შრომის გამოყენება (ბერძენიშვილი..., 1958: 362-364).
შ. მესხიასვე ეკუთვნის ნაშრომი “Города и городской строй феодальной Грузии”, სადაც დეტალურადაა განხილული საქართველოს ქალაქები, ვაჭრობა-ხელოსნობა და ა.შ. ავტორი აღნიშნავს, რომ XV-XVII საუკუნეებისაგან განსხვავებით, XVIII საუკუნის II ნახევარში შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისათვის. მისი აზრით, ამ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული დაქირავებული შრომა და სავაჭრო-სავახშო კაპიტალი ხელს უწყობდა ნატურალური მეურნეობის რღვევას (მესხია, 1959).
საინტერესოა ვ. ჩანტლაძის ნაშრომი: “სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები”. ავტორის აზრით, საქართველოში ფეოდალიზმის დაშლის წინაპირობები ჩამოყალიბდა XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში და კიდევ უფრო განვითარდა XVIII საუკუნის II სახევარში. ის მიუთითებდა ვაჭრობის განვითარებასა და მანუფაქტურების არსებობაზე (ჩანტლაძე, 1959: 11).
XVIII საუკუნის II ნახევარში ფულის მიმოქცევის, სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის და სხვა ეკონომიკური საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი გამოკვლევა შემოგვთავაზა ფინანსისტ-ეკონომისტმა ნ. ქოიავამ. მისი ნაშრომის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ ავტორმა მოგვცა მრავალი ტერმინისა და იმდროინდელი ეკონომიკური ნიუანსის განმარტება (ქოიავა, 1963).
აღსანიშნავია ასევე გ. აკოფაშვილის კვლევები. მან მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს. ერთ-ერთ ნაშრომში — “ფულად-საბატონო გადასახადები XVIII ს. დამლევისა და XIX ს. დამდეგის საქართველოში” — ავტორი ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში არსებობდნენ მემამულე რაციონალისტები, რომ ისინი მკაცრი აღრიცხვის სისტემას იყენებდნენ, იყო სოფლად დაქირავებული შრომის ფაქტები და ა.შ. (აკოფაშვილი, 1964). ეს დებულებები მან ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიის ნარკვევების IV ტომის მეთერთმეტე თავში, სადაც აღნიშნა, რომ XVIII საუკუნის 40-80-იან წლებში მიმდინარეობდა შრომის დანაწილება, ვითარდებოდა ხელოსნობა, ფართოვდე-
ბოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, მკვიდრდებოდა მანუფაქტურული წარმოება და ა.შ.
ი. ანთელავამ 1965 წელს მოსკოვში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გადასვლის პრობლემებს მიეძღვნა, არსებითად უარყო XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესულობა (იხ. ანთელავა, 1977: 25). მოგვიანებით, ნაშრომში — “XVIII საუკუნის საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების ხასიათის საკითხისათვის” — ავტორმა აზრი შეიცვალა. მან ერთგვარი შუალედური პოზიცია დაიკავა იმ მკვლევართა შორის, რომელთაგან ნაწილი XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში ვერავითარ პროგრესულს ვერ ამჩნევდა და იმ მკვლევართა შორის, რომლებიც, მისი აზრით, გადაჭარბებით აფასებდნენ მოვლენებს. ავტორმა არსებითად აღიარა ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურება (ანთელავა, 1977).
საყურადღებო გამოკვლევები შემოგვთავაზა მიხეილ სამსონაძემ, ნაშრომებში: “თბილისის სამრეწველო განვითარება მეცხრამეტე საუკუნის რეფორმამდელ ხანაში” (სამსონაძე, 1968) და “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში” (სამსონაძე, 1980). გამოთქმულია მოსაზრებები, რომ ქართლ-კახეთში დაწინაურებული იყო ვაჭრობა, რომ შესაძლებელია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე განვითარებული ბამბეულის საქსოვებში მანუფაქტურული წარმოების დაშვება (სამსონაძე, 1968: 219). ავტორი ზოგადად მიუთითებს XVIII საუკუნის II ნახევრის ეკონომიკის განვითარებაზე და XIX საუკუნის მოვლენებს არა “რუსულ სიახლედ”, არამედ წინამორბედის გაგრძელებად მიიჩნევს (სამსონაძე, 1980: 7).
1990 წელს მამია დუმბაძის რედაქტორობით გამოცემულ“ თბილისის ისტორიის” I ტომში — “თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე” — აღნიშნულია, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში ქვეყანა ეკონომიკურად დაწინაურდა (დუმბაძე, 1990).
რაც შეეხება პოსტსაბჭოურ და თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ კუთხით თითქმის არაფერი გაკეთებულა.
საერთოდ ამ საკითხზე, როგორც ვხედავთ, გამოთქმულია არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება.
![]() |
2 თავი I. ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის II ნახევრამდე |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის II ნახევრამდე (პოლიტიკურ-ეკონომიკური მომიხილვა) ქართლის და კახეთის სამეფოების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გავამახვილებთ სათავადოთა სისტემაზე. სათავადოთა სისტემის შესწავლას (ისევე, როგორც გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფო-სამთავროთა ზოგად პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვას) ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდნენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: ნ. ბერძენიშვილი, დ. გვრიტიშვილი, გ. აკოფაშვილი, ო. სოსელია, მ. ქიქოძე, გ. ჯამბურია, ნ. ასათიანი და სხვები. აღნიშნულ თავში ჩვენ სწორედ ამ ისტორიკოსთა კვლევის გამოცდილებას ვეყრდნობით. პროფესორი მ. ქიქოძე
სათავადოს პოლიტიკურ უფლებებს ასე ახასიათებს: “1. თავადი კანონიერი მფლობელი იყო
სათავადოში და მეფე უმეტეს შემთხვევაში, ვერ ახერხებდა ჩამოერთმია საგვარეულოსათვის
მოპოვებული ძალაუფლება მის სათავადოზე. 2. თავადი სარგებლობდა უფლებით ეწარმოებინა
ომი მეზობელ სათავადო-სენიორებთან. თავადს შესაძლებლად მიაჩნდა მისი სიუზერენის —
მეფის წინააღმდეგაც გალაშქრებულიყო, თუ ამას მოითხოვდა მისი სათავადოს ინტერესები. 3. თავადს ჰქონდა თავისი იძულებითი აპარატი (აზნაურობა, მსახურთა რაზმები და სხვ.), რომლის საშუალებით იგი ახერხებდა განეხორციელებინა ბატონობა უშუალო მწარმოებლებზე. 4. თავადი აწარმოებდა სათავადოში სამართალს, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც საქმეებს მეფე ან მდივანბეგი განიხილავდნენ. 5. სათავადოს ჰქონდა დადგენილი გარკვეული ტერიტორიული საზღვრები, რომლის საზღვრებში ხორციელდებოდა თავადის ძალაუფლება. ამასთან ერთად, გვიანფეოდალურ საქართველოში სათავადო გვევლინება, როგორც ადმინისტრაციული ერთეული” (ქიქოძე, 1963: 9798). ამდენად, სათავადოებს გააჩნდათ სასამართლო-ადმინისტრაციული იმუნიტეტი. “ადმინისტრაციული შეუვალობა გამოიხატა იმ ვითარებაში, რომ სათავადოში ცენტრალური ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიან. “სახელმწიფო ხარჯსა” და მოლაშქრის გამოყვანის ორგანიზაციას თავადი თავისი მოხელეების საშუალებით ახდენდა” (ჯამბურია, 1973: 206) — “ჩვენი მოასილი ამა თქვენთა მამულთა შიგა ვერსად შევიდეს და ვერცავინ რა საქმე დაიდოს” აცხადებს კონსტანტინე მეფე ფანასკერტელი ზაზასადმი მიცემულ მამულების ბოძების სიგელში (გვრიტიშვილი, 1955: 121-122). ერთი სიტყვით “სახლის უფროსი” იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. იგი განაგებდა სათავადო სახლის ყველა საქმეს (ჯამბურია, 1973: 210).3 სათავადოში საკუთრების ძირითადი ფორმა საერთო, ანუ “სახასო” მამული იყო. მამულში იყო ეკლესია, სასახლე, მოხელეები და ყმა-გლეხები. ყოველივეს სახლის უფროსი განაგებდა. ის შემოსავლიდან საუფროსოს იღებდა. შემოსავლის შედარებით მცირე ნაწილი თავადიშვილებს გადაეცემოდათ. “საერთო” მფლობელობა სათავადოს არსებობის გარანტი იყო. “საერთო” ქონების გარეშე მას არ შეეძლო არსებობა, რადგან მისი ეკონომიკური, სასამართლო და ადმინისტრაციული შეუვალობა ამ ერთიან მამულზე იყო დამოკიდებული. სათავადოში მფლობელობის მეორე ფორმა “საუფლისწულო” ქონება იყო. თავადიშვილებს დროებით გადაეცემოდათ მიწისა და ყმა-გლეხთა გარკვეული ნაწილი “სარჩოთ და საცხოვრებლად”. სახლის უფროსის დაუკითხავად თავადიშვილი მას ვერც გააჩუქებდა და ვერც გაყიდიდა. ის იყო “სახლის ქონება, ნაწილი საერთო
ქონებისა, რომელიც დროებით მფლობელობაში აქვს გადაცემული თავადიშვილს” (ჯამბურია, 1973: 204-205). “საუფლისწულო” ქონებას ორმაგი ბუნება გააჩნდა — სათავადოს ძლიერების დროს ის საერთო მამულად იქცეოდა, მისი დეგრადაციის პერიოდში დამახასიათებელი იყო “სათავისთაოდ” გადაქცევის ტენდენცია.
XV-XVIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში არსებობდა შემდეგი დიდი სათავადოები: 1) არაგვის საერისთავო, 2) ქსნის საერისთავო, 3) სამუხრანბატონო, 4) საამილახვრო, 5) საციციანო, 6)
საბარათიანო, რომელიც დაიშალა და XVII საუკუნეში მის ბაზაზე, სხვა მცირე სათავადოებთან ერთად, წარმოიქმნა მძლავრი სათავადო — საყაფლანიშვილო. მათ გვერდით არსებობდა მრავალი შედარებით მცირე სათავადო: სამაჩაბლო, საჯავახიშვილო, სააბაშიძეო, სათარხნო და სხვა. ქართლის სამეფოს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფა დიდ სათავადოთა პრინციპების გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანა დაიყო ოთხ სადროშოდ. მეწინავე სადროშოს სარდლად ყაფლანიშვილების სახლის უფროსი გვევლინებოდა. მემარჯვენე სადროშოს ამილახვარი, მემარცხენეს — მუხრანბატონი, სამეფო სადროშოს ციციშვილი ხელმძღვანელობდა. ფორმალურად მუხრანბატონის სადროშოში გაერთიანების მიუხედავად, არაგვის და ქსნის საერისთავოებიც ცალ-ცალკე სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებს ქმნიდნენ. ფეოდალური დაქუცმაცებულობის პირობებში სუსტ სამეფო ხელისუფლებას არ გააჩნდა ძალა პროვინციებში უშუალოდ, თავადის ძალაუფლების გვერდის ავლით, განეხორციელებინა თავისი პოლიტიკა. “ქვეყნის მოსახლეობის ძირითად მასას და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დგებოდა სენიორი-თავადი, ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება იძულებული იყო ყველა სახელმწიფოებრივი ღონისძიება ქვეყნის მართვის დარგში ადგილზე თავადის საშუალებით გაეტარებინა. ამ შემთხვევაში თავადი გამოდიოდა როგორც ადმინისტრაციული პირი” (ქიქოძე, 1963: 98). სათავადო სახელმწიფოში ფართო ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ერთეული იყო. გვიან ფეოდალურ ხანაში ქართლის სამეფო ფაქტობრივად სათავადოთა კრებულს წარმოადგენდა. ერთი სიტყვით, სამეფო მკვეთრად დეცენტრალიზებული იყო. ცენტრალური ხელისუფლება,
რომელიც ნათლად ხედავდა ქვეყნის სისუსტის წყაროს, არ იბრძოდა ამ რეალობის
წინააღმდეგ. მეფისა და თავადის დაპირისპირების ერთეული შემთხვევები არ ნიშნავდა
სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ ორგანიზებულ ბრძოლას. მეფე მოღალატე თავადის დასჯის
დროს კი არ აუქმებდა სათავადოს, არამედ მის ადგილზე მათივე სახლიდან თავისთვის
სასურველ კანდიდატს ნიშნავდა (ისიც იმ შემთხვევაში თუ მეფეს საამისო ძალა გააჩნდა).
მთელი ამ პერიოდის მანძილზე სამეფო ხელისუფლებას არცერთი სათავადო არ გაუუქმებია.
პირიქით, დროთა განმავლობაში მეფეები სხვადასხვა თავადებს კიდევ უფრო მეტ უფლებებს
უკანონებდნენ. მეფის ხელისუფლების ასეთი “პასიურობის” მიზეზები, იმავე, უკიდურესად
“ფეოდალური” სახელმწიფოს წიაღში უნდა ვეძიოთ. ეკონომიკური დეგრადაციის პირობებში, სამეფო ხელისუფლების ერთადერთ დასაყრდენ ძალას, რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სათავადოები წარმოადგენდნენ. სამეფო ბიუჯეტის სიმცირის გამო, მეფეს არ შეეძლო მრავალრიცხოვანი ბიუროკრატიისა და არმიის შენახვა. ხელისუფლების ერთადერთ დასაყრდენად სწორედ სათავადოთა სისტემა იქცა. ამიტომ სამეფო კარი ხელს უშლიდა სათავადოთა დანაწევრებას. სახელმწიფო პოლიტიკად იქცა ძლიერი სათავადოების შენარჩუნება: “ნეფის ნაზარალიხანის ბრძანებითა... რაც საამილახოროს კაცისაგან და საამილახოროს მამული, გლეხი, მიწა თუ ვენახი, რაც ან მამის ჩვენისაგან და ან ჩვენგან ნაყიდი იყოს, ხუთთავ სახლის კაცებს ეს პირობა დაგვიდებია, რო უნდა სასახლოთ დავდვათ, აღარცა ხელახლა ვიყიდოთ” — აღნიშნულია 1703 წლის საამილახვროს სახლიკაცობის რიგში (ქართული..., 1974: 687). ამ საბუთიდან ნათლად ჩანს, რომ მეფე (ნაზარალიხანი) დაინტერესებული იყო ძლიერი, ერთიანი საამილახვროს არსებობით. მისი ბრძანებით “სათავისთაოდ” დანაწილებული მამულები კვლავ “საერთოდ” დაიდო. * * * სათავადოთა სისტემის ზოგადი დახასიათების პარალელურად საინტერესოა ქართლის და კახეთის სამეფოების პოლიტიკურ-ეკონომიკური მომიხილვა. XVIII საუკუნის I მეოთხედში ქართლის სამეფოში მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გამოსწორდა. ვახტანგ VI-ის (1703-1712; 1716-1724 წწ.) აღმშენებლობითმა პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო — დაწინაურდა როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე საქალაქო ცხოვრება. მეფემ ჩაატარა ფართო საკანონმდებლო სამუშაო. ნორმატიული აქტით განსაზღვრა სახელმწიფო მოხელეთა უფლება-მოვალეობანი. მაგრამ ბევრი რამ, რისი რეგლამენტირებაც მოახდინა კანონმდებელმა მეფემ, ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო, პრაქტიკაში ვერ დაინერგა. პეტრე I-თან უშედეგო სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შემდეგ, ვახტანგ VI იძულებული გახდა ქართლს გასცლოდა და მრავალრიცხოვან თავადთა თანხლებით, რუსეთში წასულიყო. ქალაქი თბილისი და მთლიანად ქართლი ჯერ გამუსლიმებული კახეთის მეფის კონსტანტინეს და მის მიერ დაქირავებული ლეკთა ჯარის აგრესიის მსხვერპლი შეიქმნა, შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყო “ოსმალობა”, რომელიც 1735 წლამდე გაგრძელდა. მას ჩაენაცვლა “ყიზილბაშობა”. ეს იყო მთელი აღმოსავლეთ საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდი. 1723 წლიდან ოსმალებმა ქართული მიწა-წყლის საბოლოოდ მიტაცება და ქვეყნის საფაშოებად ქცევა გადაწყვიტეს. ამ მიზნით მათ ქართლი ექვს ნაწილად დაჰყვეს და მოსახლეობას მძიმე საოსმალო გადასახადები დაუწესეს (ბერძენიშვილი..., 1958: 338). ოსმალთა ბატონობა ხელს უწყობდა დაღესტნელთა ლაშქრობებს. მათი, ოსმალთაგან თითქმის სანქცირებული შემოსევები, მთელს ქართლ-კახეთს აჩანაგებდა. 1735 წლიდან ქართლში “ოსმალობას” “ყიზილბაშობა” ჩაენაცვლა. ნადირ-შაჰი აღმოსავლეთ საქართველოს მძიმე ექსპლუატაციას უწევდა. 1741 წელს აღწერეს და დახარკეს ქართლი. სათითაოდ დათვალეს ყოველი ვაზი, ხეხილის ხე და ყველაფერზე გადასახადი დააწესეს. ათი წლის ასაკიდან ყოველ მამაკაცზე ითხოვდნენ ფულად გადასახადს. დაბეგრეს პირუტყვი, ბოსტანი, წისქვილები და სხვა. ასეთი პოლიტიკა აიძულებდა მოსახლეობას თვითონვე გაენაგურებინა თავისი მეურნეობა და აყრილიყო მკვიდრი მამულიდან (ბერძენიშვილი...., 1958: 338). პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს, რომ “მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა. მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებს თავისი Ãელით კაფდის და აოÃრებდის” (ორბელიანი, 1981: 46). ნადირ-შაჰი ამით არ კმაყოფილდებოდა და დამატებით ასეული ათასობით მანეთის გადახდას ითხოვდა. უცხოელთა ბატონობას მუდმივად თან ახლდა ქართველთა აჯანყებები, აჯანყებებს კი დამსჯელი ექსპედიციები. ამ დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა ფეოდალური ქვეყნის სისუსტე: ნაწილი თავადებისა თუ უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა, მეორე ნაწილი — თავის სათავადოს ინტერესებისაგან გამომდინარე, საწინააღმდეგო პოზიციას იკავებდა. ამას ემატებოდა შიმშილობა და ეპიდემიების გავრცელება (ბერძენიშვილი, 1965: 199). ყოველივე ამის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. დაიცალა საციციანო, სომხით-საბარათიანო და სხვ. (ბატონიშვილი, 1973: 512). გახშირდა სათავადოთა შორის ბრძოლა, ურთიერთ მიხდომა და ძარცვა-რბევა. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. მეურნეობის წარმართვა შეუძლებელი ხდებოდა. სოფლის მეურნეობის დაცემამ დამღუპველად იმოქმედა საქალაქო ცხოვრებაზე. თბილისი, ისევე როგორც სხვა ქალაქები, მტერმა გაძარცვა და ააოხრა. ვაჭრული ფენა ტოვებდა საქართველოს და სახლდებოდა ასტრახანში, ყიზლარსა და მოზდოკში. აღნიშნული პროცესის ძირითადი მიზეზი, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობასთან ერთად, ის იყო, “რომ ვახტანგ VI-ის პრორუსული ორიენტაციით განაწყენებულმა ირანმა თბილისელ ვაჭრებს შეუწყვიტა შეღავათია- ნი საბაჟო ტარიფი. რუსეთის მოქალაქეობის მიღებით თბილისელი ვაჭრები ავტომატურად იღებდნენ რუსი ვაჭრების პრივილეგიებს ირანის ბაზარზე” (დუმბაძე, 1990: 362). თბილისი უმნიშვნელო ქალაქად იქცა. ამ ნეგატიური მოვლენების გვერდით 1744 წელს ქვეყნის ისტორიაში მოხდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II ქართლის, ხოლო მისი შვილი ერეკლე II კახეთის მეფეებად დანიშნა. გივი ამილახვრის მედგარმა წინააღმდეგობამ შაჰი აიძულა თავისი “მოკავშირის” — თეიმურაზ-ერეკლეს სასარგებლოდ მნიშვნელოვან დათმობაზე წასულიყო — ასწლიანი პაუზის შემდეგ ქართლის და კახეთის სამეფო ტახტზე ქრისტიანი მმართველები ავიდნენ. თეიმურაზ II-მ, რომელიც შაჰის ოფიციალურ დასტურამდეც ქართლის ფაქტობრივი მმართველი იყო, სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ პირველი რადიკალური ნაბიჯი გადადგა, რაც არაგვის საერისთავოს გაუქმებაში გამოხატა. ეს იყო უპრეცენდენტო აქტი. კახეთის სამეფოს რეალობაზე აღზრდილმა თეიმურაზ II-მ ბრძოლა გამოუცხადა ნახევრად სახელმწიფოებრივი უფლებებით აღჭურვილ სათავადოებს. მან ისარგებლა მოსახლეობის აჯანყებით ერისთავების წინააღმდეგ და 1743 წელს საერისთავო გააუქმა. მანვე დაამარცხა გივი ამილახვარი, დაიმორჩილა მისი სამფლობელოები და ჩამოართვა ქსნის საერისთავო. თეიმურაზის დასაყრდენს ამ შემთხვევაში ირანის შაჰი (ნადირ-შაჰი) წარმოადგენდა. ქართლში მისი გამეფების და შაჰისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვის შემდეგ, თეიმურაზ II სწრაფად შეეგუა ქართლის რეალობას. ნათელი გახდა, რომ მისი მეფობის გარანტი სწორედ დიდი თავადების თანადგომა იყო. ამიტომ მან ქსნის საერისთავო დაუბრუნა ქსნის ერისავებს. დამარცხებული გივი ამილახვარის სათავადო კი არ გააუქმა, არამედ ის სხვა მფლობელს, ამირინდო ამილახვარს, გადასცა და ცდილობდა “ოსმალობა-ყიზილბაშობის” დროს ზოგიერთი დანაწევრებული სათავადოს — საყაფლანიშვილოს, სამუხრანბატონოს — ერთიანობის ხელოვნურად შენარჩუნებას. 1740-იან წლებში რამდენიმე “სახლისკაცობის რიგი” განუწესა ორბელიანებს, რათა მისი ერთიანი ორგანიზმი შეენარჩუნებინა (ჯამბურია, 1960: 123-124). მუხრანბატონთა შესახებ შედგენილ “სახლიკაცობის რიგში” აღნიშნავდა, რომ “...ამათი ოჯახის გაყრა არ იქნება და ნურცავინ იკადრებს” (ქართული..., 1974: 711-712). ერთი სიტყვით, თავდაპირველი პოლიტიკის მიუხედავად, თეიმურაზ II იძულებული აღმოჩნდა
სათავადოთა მიმართ ლოიალური პოლიტიკა გაეტარებინა. სამეფოს “სიძლიერის” სოციალური საფუძველი არც ამჯერად შეცვლილა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მაინც განიცადეს სათავადოებმა. მუდმივმა შემოსევებმა მათი კუთვნილი ყმა-გლეხების ოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მოიშალა სათავადოთა ეკონომიკური საფუძვლები. ყველა სახლში, მნიშვნელოვნად გაზრდილ თავადიშვილთა პირობებში, გამოიკვეთა სათავადოთა მამულების გაყოფის ტენდენცია, რაც მის დეგრადაციას იწვევდა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სათავადოების დაქვეითება, არა ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურმა აღმავლობამ, არამედ პირიქით, მისმა ნგრევამ — საგარეო მტერმა — გამოიწვია. სწორედ ამ დაქვეითებამ უბიძგა თეიმურაზ II-ს მათზე თავდაპირველი შეტევისაკენ. თუმცა მან მალევე იგრძნო, რომ იმ პირობებში ქვეყნის არსებობის ერთადერთი გარანტი სათავადოები იყო. დათმობითი პოლიტიკით თეიმურაზ II-მ ქართლის თავადების მეტნაკლები თანადგომა მოიპოვა და აქცენტი საგარეო მტრის წინააღმდეგ გადაიტანა. ნადირ-შაჰის გარდაცვალებამ და ირანში არეულობის დაწყებამ ქართლის და კახეთის სამეფოებს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოუტანა. თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის მოქნილი დიპლომატიისა და წარმატებული სამხედრო მოქმედებების შედეგად ქართლის და კახეთის სამეფოებმა 1748-1750 წლებში არა თუ შეძლეს რთულ მდგომარეობაში თავის დაცვა, არამედ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში პირველობასაც მიაღწიეს: დაიმორჩილეს და დახარკეს განჯის, ერევნის და ნახჭევანის სახანოები. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მტკიცედ შევიდა ყაზახ-ბორჩალოს და ბაიდარის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთი ერეკლე II-ის ხელში ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ერთი შეხედვით, ქვეყანას მიეცა ნორმალური განვითარების შესაძლებლობა. მაგრამ ქვეყნის წინსვლა დამოკიდებული იყო შემდეგ პირობებზე: I. ლეკთა გახშირებული თარეშის აღკვეთა, რაც თავისთავად ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა, რადგან ბარის მოსახლეობაზე თავდასხმა დაღესტნელ მთიელთა ცხოვრებისეულ ნორმად იყო ქცეული; II. საგარეო საფრთხის (ირან-ოსმალეთი) მოგერიება და მონაპოვარის (განჯა, ერევანი) შენარჩუნება; III. მკაცრი საშინაო პოლიტიკის გატარება. მკაცრი საშინაო პოლიტიკა ერეკლე II-ს არა მხოლოდ ქვეყნის უკეთესი მოწყობისათვის და “აბსოლუტური ტენდენციებისათვის” ესაჭიროებოდა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობდა პირველი ორი ამოცანის გადაჭრას, არამედ მისთვის წმინდა პრაგმატული მნიშვნელობაც გააჩნდა — ერეკლე II არ იყო ქართლის მეფის მემკვიდრე და თავადთა გარკვეულ წრეში უზურპატორად მოიაზრებოდა. ამიტომაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნდა თავადთა უფლებების ხარჯზე ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. მით უფრო, რომ ვახტანგ VI-ის მემკვიდრეები ტახტზე პრეტენზიას ყოველთვის აცხადებდნენ. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა გადასაჭრელად ერეკლე II-ს უპირველესად ძლიერი სამხედრო ძალა ესაჭიროებოდა. ფეოდალური ლაშქარი ამ ამოცანებისათვის გამოუსადეგარი იყო. ასეთი სამხედრო ძალით მეფე ვერც საგარეო პრობლემებს გადაწყვეტდა და ვერც მკაცრ საშინაო პოლიტიკას გაატარებდა, რადგან ის სათავადოთა სისტემის პირმშოს წარმოადგენდა. საყრდენი ძალის შექმნისთვის მტკიცე ფინანსური ბაზა იყო საჭირო. იმდროინდელი (XVIII საუკუნის შუა ხანების) ქართლ-კახეთის ეკონომიკური მდგომარეობა არანაირად არ იძლეოდა მყარი ფინანსური რესურსის შექმნის გარანტიას. პირიქით, როგორც ზემოთ აღინიშნა, “ოსმალობის” და ყიზილბაშობის” გამო, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები უკიდურესად დაბალი იყო. პაპუნა ორბელიანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ სამეფოს შემოსავალი ფაქტობრივად ნულს უტოლდებოდა. შირვანის მფლობელის, აჯი-ჩალაბის თავდახმის მოსაგერიებლად “გამოიტანეს მეფეთა ჩვენთა თვისსა სალაროთი ოქროსა და ვერცხლის იარაღი, მისცეს ზარაფხანაში, მოაჭრევინეს ფლური და თეთრი და აძლევდნენ ჯარს” (ორბელიანი 1981: 196). ერთი სიტყვით ეკონომიკის დეგრადაცია სახეზე იყო. ეკონომიკური მდგომარეობის ამ ნიშნულიდან, ზედნაშენური განვითარებით, ქვეყანას რამდენიმე ათეული წელი ესაჭიროებოდა, რათა XVIII საუკუნის I მეოთხედის დონემდე მიეღწია, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა გადაჭრა საერთოდ უტოპიური ჩანდა.
XV საუკუნის სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოში ჩამოყალიბდა სათავადოთა სისტემა. მისი ფორმირების უმთავრესი წყარო ქვეყნის დეცენტრალიზაცია და ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი იყო. ნატურალური მეურნეობა სათავადოების კარჩაკეტილობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. სათავადოს განაგებდა თავადი, რომელიც გარკვეული კომპაქტური ტერიტორიის ერთპიროვნული მმართველი იყო. სათავადოში იყვნენ გვერდითი შტოს წარმომადგენლები — თავადიშვილები, რომელნიც პირველ თავადს, ანუ “სახლის უფროსს“
ემორჩილებიდნენ 2.
2 განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს კახეთის
სამეფოში, სადაც გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-მ საერისთავოები გააუქმა და ცენტრალური მმართველობა შექმნა (იხ. ასათიანი, 1959: 27-56).
3. დიდი უფლებების მიუხედავად, თავადს არ
გააჩნდა საკანონმდებლო ფუნქცია და არ შეეძლო ფულის მოჭრა. ამიტომ ის არ იყო
ბოლომდე დამოუკიდებელი და ემორჩილებოდა მეფეს.
სათავადოში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საკუთრების მესამე ფორმა. ეს იყო “სათავისთაო” ქონება. “სათავისთაო” ქონება ფეოდალური სახლის წევრების, თავადიშვილების მიერ პირადად შეძენილი (ნაყიდი, ნამზითევი, მეფის ნაწყალობევი და სხვ.) ქონება იყო. მფლობელს ამ მიწაზე საკუთრების ხელშეუხებლობა გააჩნდა. ის არ შედიოდა საერთო მამულის დაქვემდებარებაში. “სათავისთაო ქონების გაჩენა სახლის შიგნით ამ სახლის რღვევაზე მიუთითებს. ადრე სახლი უფრო მტკიცე ერთეული იყო. ყველაფერი საერთო იყო. შემდეგ პირადი საკუთრების როლი იზრდება. თუ სახლის წევრი თავისი მონაგებით იძენს, იგი პირად საკუთრებაში რჩება. ეს სტიმულს აძლევს შენაძენისთვის. სათავისთაო ქონების გაჩენა, სახლის საერთო ქონების საპირისპიროდ, ნიშნავს ინდივიდუალური მეურნეობის გამარჯვებას სახლის მეურნეობაზე. ეს გარემოება მოწმობს მეურნეობის მაღალ საფეხურს და ხელს უწყობს ინტენსიური მეურნეობის განვითარებას. ეს გარემოებავე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ირღვევა “სახლის ერთიანობა” — აღნიშნავდა აკად. ნ. ბერძენიშვილი (ჯამბურია, 1955: 144). სათავისთაო ქონების განმტკიცებისათვის საჭირო იყო: I. ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება, რაც სათავადოთა სისტემას ძირს გამოუთხრიდა და მოამზადებდა პირობებს კერძო საკუთრებისთვის. ასეთ პირობებში თავადები პოლიტიკურ უფლებებს მოკლებულ მემამულეებად იქცეოდნენ; II. ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტი გახდებოდა. 4 სათავადოთა სისტემის არსებობის დროს “სათავისთაო” ქონების განვითარებისათვის სათანადო პირობები არ იყო. ზოგჯერ “სათავისთაო” ქონება შვილებისა და შვილიშვილების ხელში საერთო ან საუფლოსწულო ქონებად იქცეოდა (ჯამბურია, 1973: 204-205). ასეთი იყო სათავადოთა შიგნით არსებული მდგომარეობა.
4.კერძო საკუთრებაში ვგულისხმობთ სათავადოთა
ერთიანი მფლობელობის საპირისპიროდ თავადიშვილთა და აზნაურთა ინდივიდუალურ მეურნეობების არსებობას.
![]() |
3 თავი II.ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის II ნახევარში |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის II ნახევარში
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად სამეფო კარმა აქცენტი საგარეო დახმარებაზე გადაიტანა. 1752 წელს რუსეთში გაიგზავნა ელჩობა ათანასე ამილახვრიშვილისა და სიმონ მაყაშვილის შემადგენლობით. ელჩებს სამხედრო დახმარებასა და ფულადი სესხის მიცემაზე მოკრძალებული უარი უთხრეს. ამას მოჰყვა თვით თეიმურაზ II-ის ელჩობა. მეფე 1761 წელს თავად ეახლა იმპერატორ ელისაბედს (1741-1761 წწ.), მაგრამ ამჯერადაც ელჩობამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო. სამეფო კარს საგარეო დახმარების იმედი გადაეწურა.
პეტრე I-ის დროიდან რუსეთში დამყარდა აბსოლუტური მონარქია. მისი უმთავრესი თავისებურება ის იყო, რომ ის წარმოიქმნა და თავისი მომდევნო განვითარება ჰპოვა ბატონ-ყმობის პირობებში. რუსეთი XVIII საუკუნის დასაწყისში ტიპიურ ფეოდალური სახელმწიფოს წარმოადგენდა. ამიტომაც სუსტი ბურჟუაზიული წარმონაქმნები ჩასახვისთანავე სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული. XIX საუკუნის II ნახევრამდე პოლიტიკური ბატონობა მხოლოდ თავად-აზნაურთა პრეროგატივა იყო. კაპიტალიზმის ნელი განვითარების პირობებში XVIII საუკუნეში “აბსოლუტიზმმა“ მიიღო “განათლებული აბსოლუტიზმის“ ფორმა (ეკატერინე II-ის რუსეთში, ფრიდრიხ II-ის პრუსიაში, იოზეფ II-ის ავსტრიაში) (იხ. ტარლე, 1923; კარეევი, 1909). დასახელებულმა სახელმწიფოებმა ეკონომიკური პროგრესისათვის ფორსირებულ მეთოდს მიმართეს, რაც გამოიხატა სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფო სექტორის დომინანტობით. ასეთმა, განსაკუთრებულმა ქმედებებმა აამაღლა ეკონომიკური მაჩვენებლები და აღნიშნულ ქვეყნებს მიეცათ ცენტრალური ხელისუფლების მოხელეთა გაზრდის და აბსოლუტური მონარქიების შექმნის შესაძლებლობა. ქართლ-კახეთის სამეფოში მანუფაქტურების გაჩენა და თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან ეკონომიკის სწრაფი გამოცოცხლება, ჩვენი აზრით, სწორედ აღნიშნულ სახელმწიფოთა გამოცდილების გაზიარებით მოხდა. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ერეკლე II-ის ეკონომიკურ კონცეფციებში შედიოდა ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება. ვინაიდან კერძო ინიციატივები არ არსებობდა და იმდროინდელ რეალობაში ვერც აღმოცენდებოდა, სამეფო კარმა გადაწყვიტა ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებაში თავად გამხდარიყო წარმმართველი ძალა. აკად. გუგუშვილი თავის ნაშრომში “კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და ამიერკავკასიაში”, მართალია, საკითხს ამგვარად არ აყენებდა, მაგრამ ფაქტობრივი მასალის მოტანის შემდეგ აღნიშნავდა: “...კერძო კაპიტალისტური სარეწავების წარმოქმნა იმ დროს ჩვენში არსებულ პირობათა საფუძველზე შეუძლებელი იყო. რაც შეეხება თოფხანას, ზარაფხანას, სტამბას და სხვა სარეწავებს, რომლებიც სახელმწიფო წამოწყებათა სახით წარმოიქმნენ — და ე.წ. “სახელმწიფო მანუფაქტურებად” შეიძლება ჩაითვალონ — წარმოადგენდნენ მარჯვე მეფის მიერ თავის სამხედრო ძლიერების გაუმჯობესების, სამეფო პრეროგატივების განხორციელების და კულტურულ-საგანმანათლებლო
მოღვაწეობის სფეროში მეტი თუ ნაკლები წარმატებით გადადგმულ ნაბიჯებს” (გუგუშვილი, 1941: 209).6 ჩვენთვის მიუღებელია აპ. როგავას მოსაზრება, თითქოს ერეკლე II იყო კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარების მომხრე და მისი მტკიცე დამცველი (იხ. როგავა, 1974). პირიქით, ერეკლე II თავადაც მებატონეა. იგი ფლობს ყმა-გლეხებს, იცავს მებატონეთა საკუთრების უფლებებს და ა.შ. ერთი სიტყვით მეფე ფეოდალური საზოგადოების წევრია.
მიუხედავად სამეფო კარის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რომ განვითარებულიყო მრეწველობა, გამრავლებულიყო ვაჭართა რიცხვი, დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და ქონების ხელშეუხებლობა, დღის წესრიგში არ დამდგარა და არც გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მომავალში მაინც იგეგმებოდა არსებული “სოციალური კონტრაქტის” (ფეოდალური ურთიერთობების) გადახედვა. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა, თავისივე მეცადინეობით, დროთა განმავლობაში, შექმნილი ე.წ. “ბურჟუაზიული ელემენტების” არსებულ სოციალურ თანაფარდობაში მოქცევას. ერეკლე II-ის გეგმა, მართალია, არ ითვალისწინებდა ფეოდალური ურთიერთობების მოშლას, მაგრამ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ნახევრადდამოუკიდებელი, “ავტონომიური” უფლებებით აღჭურვილი, სათავადოების სისტემის მოსპობას და პოლიტიკური უფლებების არმქონე წოდებრიობაზე დამყარებულ სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნისათვის მეფეს ესაჭიროებოდა ახალი საყრდენი ძალა. ეს ძალა უნდა ყოფილიყო ისევ თავადაზნაურთა ფენიდან და არა სხვა სოციალური ელემენტებიდან (დაწინაურებული ვაჭარ-მრეწველებიც კი მას თავადაზნაურთა რანგში აჰყავდა). ერთი სიტყვით, ერეკლე II ცდილობდა არა ფეოდალური სახელმწიფოს მოშლას, არამედ მისი “მანკიერებისაგან” გათავისუფლებას. ერეკლე II-ის მოღვაწეობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეთი იყო მისი ეკონომიკური კონცეფციები.
ერეკლე II-სათვის ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის საჭირო იყო მყარი ფინანსური ბაზის შექმნა მხოლოდ შინაგანი რესურსების მობილიზების ხარჯზე. სახელმწიფო შემოსავლების მოძიების ერთადაერთ ალტერნატივად, სამეფოს მესვეურთაგან უკვე კარგად შესწავლილი, რუსეთის იმპერიის გზის გავლა მოჩანდა. ამიტომაც სამეფო ხელისუფლება რუსეთის სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარებით, დაადგა ეკონომიკური განვითარების ფორსირებულ მეთოდს, რაც ეკონომიკური ბერკეტების სრულად სახელმწიფო კონტროლზე აყვანაში გამოიხატა. ანალოგიური გზა განვლეს პეტრე I-ის რუსეთმა და ცენტრალური ევროპის რიგმა ქვეყნებმა. ამ ქვეყნებში დამყარდა “აბსოლუტიზმის“ განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “აბსოლუტიზმის5 აღმოსავლეთ ევროპული მოდელი“.5
5.“აბსოლუტიზმი” — ეს არის აბსოლუტური
მონარქია, მონარქიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უკანასკნელი ფორმა. აბსოლუტური მონარქიის დროს მეფე დგას ყველა კანონზე მაღლა. მონარქის ხელში თავმოყრილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ამ დროს ქვეყანა მკაცრად ცენტრალიზებულია. “აბსოლუტიზმი” დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ჩაისახა XV საუკუნის დამლევსა და XVI საუკუნის დასაწყისში. თავის განვითარების მწვერვალს მიაღწია XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნეში. ამ დროისათვის დასავლეთ ევროპის ეკონომიკურმა განვითარებამ შეარყია ფეოდალიზმის საფუძვლები. გაუქმდა ბატონ-ყმობა. წარმოიშვა ბურჟუაზია. მეფის ხელისუფლება წოდებრიობასა და ბურჟუაზიას შორის ლავირებდა და მათ შორის ურთიერთობების ერთგვარ მომწესრიგებელ ძალას წარმოადგენდა. განსხვავებული მდგომარეობა იყო ევროპის ზოგიერთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში. დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური პოტენციალი არ იძლეოდა გარანტიას, რომ იმ დროისათვის განვითარების ყველაზე პროგრესული სახელმწიფო მმართველობის ფორმა — “აბსოლუტიზმი” — დაემყარებინათ. აქ ბატონ-ყმობა და ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი სხვა ელემენტები ყოფიერებაში ჯერ კიდევ მყარად იყო გაბატონებული.
6. ყოველივეს ავტორი მოკლედ შეეხო, რადგან მისი კვლევის ობიექტი XIX
საუკუნე იყო.
![]() |
3.1 § 1. ვაჭრობა |
▲ზევით დაბრუნება |
ა) ცენტრალური ხელისუფლების ღონისძიებები ვაჭრობის განვითარებისათვის
უპირველეს ყოვლისა, ერეკლე II-მ ყურადღება მიაქცია ვაჭრობის განვითარებას. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ოდითგანვე ქართველები ზოგადად ვაჭრობას გაურბოდნენ და ამ საქმეს ჩვენში სომეხი, მუსლიმი და ებრაელი ვაჭრები ეწეოდნენ (ბაგრატიონი, 1952: 40). მათი უმეტესობა, XVIII საუკუნის 50-იან წლებისათვის, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნიდან წასული იყო. ვაჭართა მოსაზიდად საჭირო იყო ქვეყნის სტაბილურობის და ავტორიტეტის განმტკიცება. ერეკლე II საკუთარი სამხედრო ნიჭისა და დიპლომატიის წყალობით XVIII საუკუნის 60-იან წლებში სწორედ ასეთ ავტორიტეტად წარმოჩნდა: 1760 წლის დეკემბერში ერეკლე II-მ კიდევ ერთხელ დაამარცხა ყარაბაღის ხანი — ფანა. ამ გამარჯვებით მან აღადგინა უფლებები განჯაზე და ყარაბაღიც დაიმორჩილა. ძველებურად კონტროლი აღადგინა ერევნის სახანოზე. შემახამ, შაქმა, ყარაბაღმა და ნახჭევანმა საჯაროდ აღიარეს ქართლ-კახეთის უპირატესობა. ეს იყო სრული კომპენსაცია აჯი-ჩალაბთან ორგზის განცდილი მარცხისა. სპარსეთთან მიმართებაში ერეკლე II-ს განსაკუთრებით ფასი დაედო მას შემდეგ, რაც ხელში ჩაუვარდა ირანის ტახტის ერთ-ერთი მაძიებელი აზატ-ხანი. 1763 წელს ერეკლე II-მ მოახერხა ქერიმ-ხანთან, რომელიც დიდი ჯარით მდინარე არეზის ნაპირებზე იდგა, ურთიერთობის მოგვარება. “ქერიმ ხანმა სცნო ერეკლე II არა მარტო გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ, არამედ ოფიციალურად აღიარა ქართველი მეფის უზენაესობა მდ. არეზის ჩრდილოეთით მდებარე აზერბაიჯანულ სახანოებზე” (ტუხაშვილი, 1983: 75-79). მანამდე, 1762 წელს, ერეკლე II-მ ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ გააერთიანა.
“ლეკიანობის” პრობლემის მიუხედავად, ამ ფაქტებს ვაჭართა მისწრაფებებზე არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა. რეგიონში ქართლ-კახეთის სამეფო ყველაზე მიმზიდველი ჩანდა და ამიტომ, სამხრეთკავკასიელმა ვაჭრებმა დაიწყეს ერეკლეს ქვეშევრდომობაში შესვლა. ერეკლე II-მ ამ მიზნით გამოსცა სპეციალური “მანიფესტი სომხებისადმი”, “რომლითაც იგი სპარსეთის სხვადასხვა პროვინციებში გაფანტულ სომხებს, “ურჯულოთა მიერ წამებულ ხალხს”, თავის ქვეყანაში თავმოყრისაკენ მოუწოდებდა და “თავისუფლებრივ ცხოვრებასა” და “მონაგებთა” ხელისუფლებას და ქართველი ერის თანაბარ პატივს და სიყვარულს ჰპირდებოდა” (მესხია, 1983: 212).
ერეკლე II-ის ვაჭრობის გაფართოებისაკენ სწრაფვას კარგად ეხმაურება ყირიმში მყოფი საფრანგეთის კონსული პეისონელი. იგი წერდა: “ქართველები ეხლა (იგულისხმება XVIII საუკუნის 50იანი წლები) ძალიან მოკლებული არიან ფულს, ამიტომ ისინი სიამოვნებით შეხვდებიან ვაჭრობის დამკვიდრებას, რომელიც დაატრიალებს მათში ძალიან დიდ ფულს” (კაკაბაძე, 1940: 120).
პეისონელმა XVIII საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთის მთავრობის წინაშე, რომელსაც უკვე გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა ოსმალეთთან, აღძრა საკითხი სპარსეთის ბაზრისაკენ გზის გაკვლევის შესახებ. მისი პროექტით თბილისი იყო ყველაზე უფრო მოკლე და მოხერხებული ქალაქი სპარსეთთან დასაკავშირებლად. პეისონელის აზრით, თბილისში უნდა შექმნილიყო მთავარი სავაჭრო კანტორა და ფრანგი ვაჭრები იქიდან დაკავშირებოდნენ სპარსეთის ქალაქებს — “თბილისი წარმოადგენდა ყველაზე უფრო ხელსაყრელ პუნქტს სპარსეთთან ვაჭრობის დასამყარებლად, რადგან თბილისის მდებარეობა ხდის მას სპარსეთის ყველა ქალაქის კლიტე-გასაღებად” (კაკაბაძე, 1940: 117). მისი გეგმით უნდა ამოქმედებულიყო შემდეგი სავაჭრო მარშრუტი: ბათუმიახალციხე-თბილისი — აქედან ერთი განშტოება გაემართებოდა განჯა-შემახის და მეორე კი ერევან-თავრიზ-არზრუმის მიმართულებით.
რაღა თქმა უნდა, ასეთი გეგმა ერეკლე II-ისათვის მისაღები იქნებოდა. ს. კაკაბაძე, ამ მოვლენის შეფასებისას, კიდევ უფრო შორს მიდის და აღნიშნავს, რომ ერეკლე II და კათალიკოსი ანტონი I სწორედ პროფრანგული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ანტონის საქართველოდან გაძევება და მისი კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოქცევაც ამ ფაქტზე მეტყველებს (კაკაბაძე, 1940: 109122). ჩვენ ვერ დავეთანხმებით ს. კაკაბაძის ამ მოსაზრებას, რადგანაც იმდროინდელი ფრანგული დიპლომატია საქართველოსთან არც ისე ახლოს იყო, რომ აქ “პროფრანგული პარტიის” წარმოქმნა განეპირობებინა. თუმცა, როგორც ჩანს, ერეკლე II ამ იდეის მიმართ გარკვეულ იმედებს ამყარებდა — მან 1763 წელს მოახდინა კათოლიკე ბერების სრული რეაბილიტაცია, რომელთა უფლებებიც შელახული იყო ანტონი I-ის გაძევების შემდეგ. კათოლიკე ბერების რეაბილიტაციის შემდეგ ერეკლე II-მ დაუშვა სომხური და ევროპული სავაჭრო კაპიტალის თავისუფალი ურთიერთკონკურენცია და ამ კონკურენციაში სამეფო ხელისუფლებამ სრული ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (ტუხაშვილი, 1983: 380). მაგრამ პეისონელის პროექტს რეალური შედეგი არ მოჰყოლია და თავისთავად ვერც თბილისი იქცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სატრანზიტო ხიდად. აღნიშნულმა მაგისტრალმა სამხრეთით — ირანი-ბაღდადი-ალეპო-ხმელთაშუა ზღვა — გადაინაცვლა (დუმბაძე, 1990: 355). დროთა განმავლობაში სომხური სავაჭრო კაპიტალის უპირატესობა თვალში საცემი გახდა.
სამეფო ხელისუფლებამ აქცენტი რეგიონალურ ვაჭრობაზე გადაიტანა. მთავარ საზრუნავად იქცა ის ფაქტი, რომ თბილისი გამხდარიყო ამიერკავკასიის მასშტაბით და რუსეთ-ირანს შორის საქონელგაცვლაში ძირითადი სავაჭრო ობიექტი. წარმატების მიღწევა აქაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. რუსეთსა და ირანს შორის ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები წარმოებდა კასპიის ზღვით. ასევე პოპულარული იყო ბაქო-დარუბანდ-ყიზლარის გზა. იმისათვის, რომ თბილისი რეგიონალური მასშტაბით მაინც გადაქცეულიყო მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად, სამეფო კარმა პირველი ნაბიჯი 1750 წელს გადადგა — გახსნა დარიალის, იგივე “ოსეთის” გზა. რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნა თავდაპირველად ეფექტური არ აღმოჩნდა. ის უსაფრთხოდ არ ითვლებოდა. ერეკლე II-მ ამ გზის პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მან “ოსეთის გზით” შემოტანილ საქონელზე შეღავათიანი ბაჟი დააწესა (АКАК, 1868: 1136). ასევე დაიწყო ზრუნვა საქარავნო გზის კეთილმოწყობისათვის. იაკობ რაინეგსის გადმოცემით გზის გასწვრივ ჩარჭობილი იყო მაჩვენებლები — მაღალი ბოძები, “ერთმანეთთან ახლოს, რათა, როცა ყველა გზა თოვლით იკეტება, ქარავნებს შეეძლოთ მათი საშუალებით გზის გაკვლევა” (რაინეგსი, 2002: 153). ერეკლე II-მ გზის უსაფრთხოებაც უზრუნველყო. ამ გზის გახსნით რუსეთის იმპერიაც ყოფილა დაინტერესებული (ცხადია, არა მარტო სავაჭრო მიზნებით) და უსაფრთხოებას ჩრდილოეთ კავკასიაში თავად უზრუნველყოფდა. იგივე ავტორი გვაუწყებს, რომ “მრავალი წლის მანძილზე ამ მთების ველური მოსახლეობა იყო შიშის ზარის დამცემი ყოვლისშემძლე გამბედავი ვაჭრებისათვის. მოკვლა, ძარცვა, ტყვეობა და ვაჭრობის საწინააღმდეგო სიძნელეების შექმნა გზაზე იყო ამ ხალხის ყველაზე ბეჯითი საქმიანობა. მაგრამ რუსული მმართველობისა და სახელდობრ, გენერალ ფაბრიციანის საზრიანმა გულმოდგინებამ ბოლო მოუღო მათ ყაჩაღობას. ახლა კავკასიონის გზები იმდენად უსაფრთხოა, რომ იქ, სადაც ასი კაციც კი ვერ გაივლიდა, ახლა ორი კაზაკიც ძალზე თამამად მოგზაურობს” (რაინეგსი, 2002: 154). როგორც წყაროებიდან ირკვევა, ამ გზამ მალევე შეიძინა პოპულარობა, 1771 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით შეღავათიანი ბაჟი გაუქმდა (АКАК, 1868: 1136). ჩანს, ამის საჭიროება აღარ არსებობდა.
გარდა ამ მაგისტრალისა, მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიად რჩებოდა ძველი ტრადიციული საქარავანო მარშრუტები. თბილისი ხომ აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და ირანის ქალაქებს სტამბულთან აკავშირებდა.
იყო ხელისშემშლელი ფაქტორებიც. ვაჭრობის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებდა “ლეკიანობა”. პაპუნა ორბელიანი
გზების შეკვრისა და ვაჭართა გაძარცვის უამრავ ფაქტს ადასტურებს (იხ. ორბელიანი, 1981). არ ერიდებოდნენ თბილისის გარეუბნებზე თავდასხმებსაც: “ავლაბრის მხარეს... მტკუარის პირზედ მჩითავებსა ჩითები ჰქონდათ გაფენილი და წყლით თურმე ნამავდნენ. ამ დროს ჩუღურეთსა და ავლაბრის შუა ხევიდან დაქვეითებული ლეკები წამოეპარნენ, მჩითავები მტკვარში შეცურდნენ, ლეკებმა ჩითები დაიტაცეს და გაიქცნენ” (დუმბაძე, 1990: 348).
ამ ფაქტებით დასტურდება, თუ რამდენად რთულ პირობებში უხდებოდა სამეფო ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარება. ცხადია, ერეკლე II-მ ენერგიული ნაბიჯები გადადგა მდგომარეობის გამოსასწორებლად. “ნოქარი”, “მორიგე ჯარი”, “მორიგე ყარაული”, ლეკთა ჯარების მდევრობის კუთხობრივი სისტემა, ასეულობით შეკეთებული და ახლად აშენებული ციხე-სიმაგრე ქვეყენაში უსაფრთხოების განმტკიცებას და ლეკთა თარეშის ალაგმვას ემსახურებოდა.
ამ ღონისძიებებმა ქვეყანას მეტ-ნაკლები წარმატება მოუტანა და XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან შედარებით მშვიდობა დამყარდა. რაინეგსი მიუთითებდა რა საუკუნეთა მანძილზე ქართველთა მედგარ ბრძოლაზე, აღნიშნავდა: “მაინც საბოლოოდ ეს წინააღმდეგობა შესუსტდებოდა, რომ მეფე ერეკლეს ხან ბრძოლით, ხან დაპირებებითა და ძღვენით ბოლო არ მოეღო ამ გამჩანაგებელთა (ლეკთა — ა. თ.) თავდასხმებისათვის” (რაინეგსი, 2002: 147). იგივე ავტორი, აღწერდა რა ქართლ-კახეთის სამეფოს დასავლეთ საზღვარს, მიუთითებდა: “თუმცა აკისკას (ახალციხის — ა. თ.) მთები ქართლისათვის კარგი კედელია, მაინც მეფე ერეკლე არასოდეს არ ტოვებს ამ საზღვარს დაუცველად, რათა თურქთა თავდასხმა არ დაუშვას, ასევე უზრუნველყოს მოგზაურთა და ვაჭართა უსაფრთხოება, რომლებსაც ქართლიდან იმერეთში და უკან მიმოაქვთ სურსათი” (რაინეგსი, 2002: 148). ახალციხე-ქუთაისის გზასთან ერთად დაცული იყო სხვა საქარავნო გზებიც.
ჩვენ საბაჟოების საკითხს კვლავ დავუბრუნდებით. ამჯერად კი, ყურადღებას გავამახვილებთ ვაჭრობის სტიმულირებისათვის სამეფო კარის მიერ გადადგმულ უპრეცედენტო აქციაზე. პროფესიული თვალსაზრისით, ფეოდალური სამართალი ვაჭრებს განიხილავდა ერთიან ფენად. სოციალური ნიშნის მიხედვით ისინი გლეხთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. ვაჭრები ოთხ ეკონომიკურ კატეგორიად იყოფოდნენ: დიდვაჭრები, შუა ვაჭრები, ქვემო ვაჭრები და დაბალი ვაჭრები. ვახტანგ VI-მ გაითვალისწინა რა ვაჭრობის მნიშვნელობა, წინ წამოსწია ეკონომიკური მომენტი და დიდვაჭრების “სისხლი” შუა აზნაურის “სისხლს” გაუთანასწორა —”შუა აზნაურის მთელი სისხლის ტოლადვე — დიდებულის დიდვაჭრის მოქალაქის სისხლი, ....ცალმოგვი აზნაურის სისხლი — ...მეორე ვაჭრის სისხლი, მსახურის სისხლი — ...მესამე ვაჭარის სისხლი,
გლეხის კაცის სისხლს — ...მეოთხე ვაჭრის სისხლი” (ქართული..., 1963: 489). თუმცა, ვაჭარი არ იყო აზნაური და რჩებოდა გლეხთა კატეგორიაში. რა თქმა უნდა, ერეკლე მეორეც ფეოდალური კლასის ინტერესების დამცველი იყო. მან ვაჭართა ფენას ზოგადად სოციალური სტატუსი არ აუმაღლა, მაგრამ ითვალისწინებდა რა ქვეყანაში ვაჭრობის მნიშვნელობას, ეკონომიკური ნიშნით აწინაურებდა მათ. მეფემ დაარღვია ფეოდალური კონსერვატულობა და ვაჭრები, რომელთაც დიდი კაპიტალი გააჩნდათ, აიყვანა თავადთა და აზნაურთა რანგში. ეს არ იყო ერთეული გამონაკლსი. ეკონომიკური ნიშნით ქვეყანაში ყველა ფენის წარმომადგენელს შეეძლო გამხდარიყო უმაღლესი წოდების მატარებელი. მეფემ თავადის წოდებები მიანიჭა აბიმელიქოვს, ბებუთაშვილს, არღუთაშვილებს, ინდოეთში მყოფ სომეხ დიდვაჭარს შაჰამირიანს და სხვა. აზნაურები გახდნენ ივანგულოვი, არშიევი, მელიქოვი (დუმბაძე, 1990: 165), შახოვი (ბაგრატიონი, 1997: 65) და სხვ. ხშირად მათ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ნიშნავდა. ეს ქვეყანაში ვაჭრობის განვითარებისათვის უაღრესად დიდი სტიმული იყო. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დიდვაჭართა ფენამ აიძულა სამეფო კარი აღნიშნული წოდებების დარიგებისაკენ; რომ მათ ხარისხები მიიღეს ფულადი სესხების, ქრთამის და საჩუქრების წყალობით (დუმბაძე, 1990: 365). ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ამ მოსაზრებას და აღვნიშნავთ, რომ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა ვაჭრობის განვითარებისათვის. ამ ფაქტზე მეტყველებს თუნდაც ერეკლე II-ის და შაჰამირიანის ურთიერთობა. ერეკლემ II-მ, იმისათვის რომ ინდოეთიდან საქართველოში გადმოსახლებულიყო ეს სომეხი დიდვაჭარი და აქ სავაჭრო და სამრეწველო საქმიანობა განეხორციელებინა, მას ავანსად თავადობა და ლორე უბოძა. ამ მოსაზრებას პირდაპირ ეხმაურება პლატონ იოსელიანის ცნობები, რომელიც გადმოგვცემს: “მეფე ირაკლი II იბარებდა მდიდარ სომხებს ინდოეთიდან და სპარსეთიდან და სთავაზობდა მათ... საქართველოში პრივილეგიებს, მიწებს და აზნაურობასაც კი” (იოსელიანი, 2009: 188). ვაჭარ-მრეწველთა სტიმულირებისათვის რომ ახორციელებდა მეფე ამ ნოვაციას, ეს კარგად ჩანს მის მიერ გაცემული შემდეგი საბუთიდან: “ქ. წყალობითა ღ[ვთ]ისაითა ჩვენ ირაკლი მეორე მეფე ქართლისა და მეფე კახეთისა, მემკვიდრე მთავარი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და ბრძანებელი განჯისა და ერევნისა და სხვათა რათგან ყოველი კეთილ შობილება მოგებული პატიოსანთა
და ერთგულებითითა ქცევათა ვიდრე სისხლის დათხევამდე და უფროსად უსაკუთრესისთა მსახურებათა მამულისათა ძვირფასობს ყოველსა შინა გვარსა და შთამომავლობასა მისსა ვისგანცა არს იგი ამისათვის არა უმიზეზო არს რათა მიეცეს ჩვენ მიერ მოწმობა ესე ერთგულსა ყმასა ჩვენსა აზნავურსა გურგენა ესტატიჩს, სამეფოსა ქალაქსა შინა ჩვენსა ტფილის[ს]ა შობილსა, რომლისაცა გვარი არს არეშოვი. დროს სპარსთა და თურქთა მარბეველობისა
ცხოვრებს აწ ყიზლარსა შინა სადაცა უპოვნის თვისად უმაღ[ლ]ესი მოწყალება ყოვლად უმოწყალესისა და უავღუსტოესისა მონარხინაÁსა ჩემისა ეკატერინა ალექსივნაÁსა იმპერატრიცაÁსა ყოვლისა რუსეთისა და აღრიცხულ არს რიცხვთა შინა აბრეშუმისა მკეთებელთასა..” (ხეც., H — 609). საბუთი თარიღდება 1784 წლით. როგორც ვხედავთ ერეკლე II ყიზლარში მცხოვრებ აბრეშუმის მწარმოებელ (და მოვაჭრე) არეშოვს უმტკიცებს აზნაურობას, რაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მეფეს სურს მისი საქართველოში მოწვევა და ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობაში ჩართვა. ამავე პოლიტიკით კარგად დასტურდება ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ერეკლე II-ს ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებით ბურჟუაზიული ელემენტების სოციალური სტატუსის ამაღლება კი არ სურდა, არამედ ცდილობდა მათ არსებულ “სოციალურ კონტრაქტში” მოქცევას. ასეთი ელემენტების თავისთავად ჩამოყალიბებაც თითქმის შეუძლებელი იყო. მათ “შემქმნელადაც” სახელმწიფო გვევლინება თავისი ფისკალური პოლიტიკიდან გამომდინარე. საბოლოოდ, მეფე მათგან ქმნიდა არა ბურჟუაზიულ ფენას, არამედ ახალი ტიპის თავად-აზნაურობას, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი იქნებოდა და მეორე მხრივ, ისინი გახდებოდნენ სათავადოთა სისტემის მოშლის პლაცდარმი. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, აგრეთვე, საქალაქო ცხოვრების
მოწესრიგებისათვის. აღმშენებლობა, კეთილმოწყობისათვის ზრუნვა, თავდაცვის
განმტკიცება — ეს იყო საქალაქო ცხოვრების ამაღლების ერთი მხარე. ერეკლე II-მ,
აგრეთვე, მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეების სარგო (მათი კომპეტენცია და
უფლება-მოვალეობანი) და აღკვეთა ძალადობა. მაგალითად, ქალაქ გორის მოსახლეობის
საჩივრის საფუძველზე მოძალადე მოურავი იასე ამილახვარი მეფემ მკაცრად დასაჯა. 1770
წელს მეფემ შემოიღო ე.წ. “საკუთრების ქალაქური წესი”, რომლის ძალითაც გარდაცვლილი
მოქალაქის ქონება, მემკვიდრის არ ყოლის შემთხვევაში, გადაეცემოდა მის შორეულ ნათესავს და არა მეფეს (ბერძენიშვილი, 1965: 224). ერეკლე II-ის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ის იყო, რომ რუსეთის იმპერიის მიბაძვით, მმართველობაში ცალკე დარგად ჩამოყალიბდა სახელმწიფო შემოსავლები. “ერეკლეს დროს ჩამოყალიბდა აგრეთვე საფინანსო უწყება — “განსაკუთრებული საბჭო”, რომელშიაც შედიოდნენ სამეფო სახლთუხუცესები, მდივნები და ქალაქ თბილისის მელიქ-მამასახლისი. ამიერიდან სამეფო შემოსავალ-გასავლის საქმე მარტო სახლთუხუცესს კი არ მიენდო, არამედ ამას იგი ახლა განაგებდა
მდივნებთან და მელიქ-მამასახლისთან ერთად. საფინანსო საქმეთა მმართველობამ კოლეგიალური ფორმა მიიღო” (სოსელია, 1973: 532). ერეკლე II ყველანაირად ცდილობდა საკუთარი ქვეყნის ვაჭართა უფლებების დაცვას. 1783 წლის ტრაქტატის დადების დროსაც, გაითვალისწინა რა მათი ინტერესები, ქართველი ვაჭრები უფლებრივად გაუთანაბრა რუს ვაჭრებს. მათვე იგივე პრივილეგიები მიიღეს, რითაც ირანში რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ (სამსონაძე, 1980: 106-107). ვაჭართა ინტერესების დაცვის მრავალი ფაქტი გაგვაჩნია: 1792 წელს ხუთ ქართველ ვაჭარს ასტრახანში ჩამოართვეს 20 000 მანეთი ოქროს მონეტები. ერეკლე II-ის შუამდგომლობით მათ აღნიშნული თანხა დაუბრუნეს. 1797 წელს 2 ვაჭარს ჩამოართვეს 700 ნახევარიმპერიალი, 700 მანეთი, 4200 მანეთის ოქროს მონეტა და სხვ., ეს თანხა პატრონს ერეკლეს შუამდგომლობით დაუბრუნდა (დუმბაძე, 1990: 359). ასევე გვაქვს ცნობა, რომ მეფემ პოტიომკინის წინაშე აღძრა საკითხი ფათჰ-ალი ხანის წინააღმდეგ, რადგან მისი მიზეზით ერეკლეს ვაჭარებმა 60 000 მანეთის ზარალი ნახეს (მესხია, 1959: 218). ფრიად საინტერესოა ერეკლე II-ის წერილი ანტონ მოურავოვისადმი: “შენს ბრწყინვალებას ჩვენთვის ეკითხა — მისი დიდებულების ოქრო და ვერცხლი როგორ იხარჯება გამომიცხადეო. ჩვენ ასე განვაცხადებთ შენს ბრწყინვალებისადმი: რომელიც ძველი რუბლი არის ის ექვს აბაზად აქაურს თეთრზედ, და ახალი რუბლი ხუთ აბაზ და ერთ შაურად. ჩვენ ქვეყანაში ბრძანებით ძალასაც მოვინდომებდით ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურისათვის, რომ უნამეტნავესადაც გასულიყო ოქროც და ვერცხლიცა, მაგრამ რადგანაც გარშემო მეზობლებში მეტად არ დაიხარჯება, ამისათვის ვაჭართ ზიანს გაუფრთხილდით, რომ ქვეყანას სავაჭრო არ მოაკლდეს” (Грамоты..., 1898: 37). ამ წერილში კარგად ჩანს ერეკლე II-ს შეხედულება, როგორც სავალუტო პოლიტიკის მიმართ, ისე ვაჭართა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. მეფე, რომელიც ასე ისწრაფოდა რუსეთის იმპერიის კეთილგანწყობისათვის, იძულებული იყო, ვაჭართა ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მთავრობისათვის, რომელსაც აღნიშნული კურსი არ აკმაყოფილებდა, კურსის გაზრდაზე მოკლრძალებული უარი ეთქვა. ვაჭრობის განვითარებას ასევე ხელს უწყობდა ერეკლესეული სამონეტო რეფორმა. საქართველოში იჭრებოდა საერთო სპარსული ვერცხლის მონეტები. ეს ნიშნავდა სამონეტო პოლიტიკაში
ირანისადმი ლმობიერ ვასალობას. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ასეთი მონეტების გამოშვება შეწყდა და ქართული მონეტები გათავისუფლდა ირანის ვასალობისგან (კაპანაძე, 1950: 100). “...ქართლის და კახეთის სამეფოთა გაერთიანების შემდეგ (1762 წ.),... ერეკლე II მონეტის მოჭრის დარგში ახორციელებს მთელ რიგ ახალ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებათა შესწავლა გვაძლევს სრულ უფლებას ვილაპარაკოთ მეფე ერეკლეს სამონეტო რეფორმის შესახებ” (ქოიავა, 1963: 21). ბურნაშოვის ცნობით, ქართველებმა არ იცოდნენ ვერცხლის ლეგირება (სხვა ლითონთან შერევა). თუმცა ქოიავას და კაპანაძის ინიციატივით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა სინჯებმა დაადასტურა, რომ ეს ცნობა ყალბია (ქოიავა, 1963: 37). ბურნაშოვის შეცდომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ერეკლე II-ის მოჭრილი სირმა აბაზები წმინდა ვერცხლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თეიმურაზ ბატონიშვილი ამის შესახებ წერდა: “ასეთს ვერცხლსა სჭრიდნენ ჩვენშია, რომ ყოველს ევროპიისა და აზიის ვერცხლზედა ჩვენი ვერცხლი უფრო წმინდა იყო” (კაკაბაძე, 1925: 34). ერეკლეს დროს იჭრებოდა ვერცხლის შემდეგი ნომინალები: შაური, უზალთუნი (2 შაური), აბაზი, მარჩილი (3 აბაზი). იჭრებოდა სპილენძის ხურდა ფულიც: ნახევარი ფული, ბისტი, შაური (2,5 ბისტი იყო ერთი შაური ანუ 5 რუსული კაპიკი). 1796 წელს მოიჭრა ასევე ოქროს ფულიც (ქოიავა, 1963: 27-28). თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ფულის გარდა მიმოქცევაში იყო რუსული ვერცხლისა თუ ოქროს მონეტები, ასლანი — ჰოლანდიური ოქროს მონეტა, ფლური/ფლორინი, ვენეტიკური სეკინი, სპარსული უზალთუნი, თურქული პიასტრი. თეიმურაზ ბატონიშვილის მტკიცებით “ოქრო ჩვენში სრულად გოლანდიისა მუშაობდა, ვენეციისა და ოსმალისაცა უფრო ცოტა, მაგრამ ოსმალოს ოქრო წმინდა არ არის და ამისათვის არ უყვართ ქართველებსა” (კაკაბაძე, 1925: 34). ნ. ქოიავა აღნიშნავდა, რომ “ქართლ-კახეთში ფული მოქმედებდა როგორც მსოფლიო ფული, მსოფლიო ფული კი მოქმედებდა ყველა თავის ფუნქციაში” (ქოიავა, 1963: 36). ქართლ-კახეთის სამეფოში ვერცხლისა და ოქროს შედარდებითი ღირებულება იყო 1:14 — 1:15, ანუ სწორედ ისეთი, როგორიც იყო იმ დროს მსოფლიო ბაზარზე (დუმბაძე, 1990: 349). უცხოური მონეტები გამოიყენებოდა საერთაშორისო ვაჭრობისათვის. მათ შინაური ბაზრიდან
ადგილობრივი მონეტები არ გამოუდევნიათ. პირიქით, ერეკლე II-ის სირმა აბაზები მთელს
კავკასიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ეს კი მეფეს საშუალებას აძლევდა ფისკალური მიზნებისათვის მონეტა გაეფუჭებინა. XVIII საუკუნის I ათწლეულში აბაზის წონა 7,3 გრამი იყო. ერეკლე II-ს დროს კი 2,65-3,5 გრამამდე შემცირდა (ქოიავა, 1963: 26). ეს იყო სახელმწიფო შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი საშუალება. ამის მიუხედავად, ქართულ ვერცხლის ფულს მიმოქცევის მხრივ არავითარი საფრთხე არ შექმნია. ასეთი იყო სამეფო კარის მიერ ვაჭრობის დონის ასამაღლებლად განხორციელებული ღონისძიებები. ამჯერად განვიხილავთ იმ შედეგებს, რასაც XVIII საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ ქვეყანამ ამ კუთხით მიაღწია.
ბ). საშინაო ვაჭრობა თავდაპირველად ყურადღებას გავამახვილებთ შიდა ბაზრის განვითარებაზე. ქალაქების მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა პროდუქტზე მოთხოვნა. მთავრობა სოფლად გლეხთა სახელმწიფო გადასახადებს უკვე, არა ნატურით, არამედ ფულის სახით ითხოვდა. პარალელურად, თავადებიც აღარ კმაყოფილდებოდნენ ტრადიციული რენტით და გადახდის ფორმას ცვლიდნენ. გადასახადების კომუტაციამ 70-90-იან წლებში თავისი განვითარების ეტაპები გაიარა და შემდეგ ნიშნულს მიაღწია: სახელმწიფო გადასახადების 60% და საბატონო გადასახადების 20-30% ფულად რენტად იქცა. ფულადი გადასახადები გლეხურ მეურნეობას მჭიდროდ აკავშირებდა ბაზართან. გლეხები
იძულებულები ხდებოდნენ ბაზრისათვის დაემზადებინათ პროდუქცია. ასეთი ფაქტები
დოკუმენტურად დასტურდება. მაგალითად, გიულდენშტედტი ახასიათებდა რა კახეთის
სოფლების მცხოვრებთა მდგომარეობას, სხვა დამზადებული პროდუქტების გვერდით
აღნიშნავდა მეაბრეშუმეობის განვითარებას და დასძენდა: “ყოველი ოჯახი წლიურად იღებს
2-4 ფუთ აბრეშუმის პარკს, ხოლო გირვანქას ყიდიან 60-90 კაპიკად”
(გიულდენშტედტის..., 1962: 35). ეს კი 100 მანეთზე მეტი ღირებულების იყო.
საინტერესოა, აგრეთვე, იმ პერიოდში ფართო მოხმარების საგნის — ენდროს ექსპორტის
მაჩვენებელიც. პ. გუგუშვილის გამოთვლით, ირანსა და ოსმალეთში საქართველოდან 10 000
ბათმანი ანუ 66-70 ათასი მანეთის ენდრო გადიოდა (გუგუშვილი, 1949: 118). ამას
ემატებოდა ადგილობრივ სამღებროებში მოხმარებული ენდროს საკმაოდ დიდი ოდენობაც.
ცხადია, ამ რაოდენობის პროდუქტის დამზადებას რამდენიმე პიროვნება ვერ შეძლებდა. მასში ჩაბმული იყო ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ის გლეხთა დამატებითი ფულადი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს შეადგენდა. ბაგრატ ბატონიშვილის “შემოკლებული სოფლის ეკონომია”ში აღნიშნულია, რომ “შემოსავალი ყოველივე მამულსა... განიყოფების სამად. ერთ ნაწილში აიღების სახლის სახარჯავად, მეორე — შესანახად, ხოლო მესამე გაიყიდების”. ეს ნაშრომში კარგად ასახავს იმდროინდელ ეკონომიურ აზრს (ანთელავა, 1977: 82). ფულად-სასაქონლო ურთიერთობის განვითარებამ გამოიწვია შიდა ბაზრის განმტკიცება. საინტერესოა ბაზრის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. “XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისის საბუთები ნათლად მოწმობენ, რომ საქართველოში (უმეტესად ქალაქებში) ყიდვა-გაყიდვის საგანია ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიხმაროს (ისეთი საგნებიც კი, როგორიცაა ძეძვი შესაღობად, ბარის ტარები, მწვანილის თესლი, ლობიო, ფიჩხი, ჭანჭური, თუთა და ა.შ.). ნიშანდობლივია, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევით ზედმეტი პროდუქტები კი არ არის, არამედ საგანგებო გასაცვლელად, ბაზრისთვის არის დამზადებული, ამას არაერთი საბუთი გვიდასტურებს” (სამსონაძე, 1980: 17). წყაროებით დასტურდება, რომ ქართლსა და იმერეთს შორის სავაჭრო ქარავნები თითქმის ყოველდღე მიდი-მოდიოდნენ. სურამის აღწერისას იაკობ რაინეგსი აღნიშნავს, რომ ის “ერთადერთი ქალაქია იბერიასა (იმერეთს — ა.თ.) და ქართლს შორის, ამიტომ იქ საკმაოდ გაცხოველებული ვაჭრობაა” (რაინეგსი, 2002: 148). საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გიულდენშტედტი ხონის ბაზრის შესახებ: “17 აგვისტო (1772 წ.). ჩვენ ღამე ხონში გავათიეთ. ხონში ეკლესიის გვერდით არის დიდი მოედანი ცაცხვით და აღმოსავლური ჭადრით... ეს მოედანი 2 ვერსის ფართობს მოიცავს; როგორც ყოველ პარასკევს ამ ხეების ჩრდილში შეკრებილიყვნენ ორივე სქესის მყიდველ-გამყიდველნი და [გაეჩაღებინათ] ბაზრობა. იყიდებოდა
შემდეგი საქონელი: რუხი და შავი მაუდის ჩოხები და ნაბდები, რომელიც შემოაქვთ
ბარანიდან და დუგორიდან, ონის გზით. ბამბის წითელი და ცისფერი უხეში ქსოვილები
შარვლებისათვის, პერანგებისათვის და ქალთა ზედატანისათვის და სახიანი ბამბის
ქსოვილები ქვედატანისათვის თბილისის ფაბრიკებიდან. აჭარული არშიები ევროპული
ტილოსი, ადგილობრივი რუხი მაუდის ქუდები... ერთვედროიანი სპილენძის ქვაბები. ზღვის
მარილი ყირიმიდან, დამარილებული ზურგიელი. სალიანიდან და თბილისიდან” (გიულდენშტედტის. , 1962: 153-155). სხვადასხვა ავტორების და საბაჟო ტარიფების მოწმობით აღმოსავლეთ საქართველოდან იმერეთში მეტად ფართო ასორტიმენტის საქონელი შეჰქონდათ: ბამბის, აბრეშუმის, შალის ქსოვილები; ბამბა, მატყლი, შაბი, ენდრო, მარილი, ჩექმები, წუღები, ცხენის აღკაზმულობა, ხახვი, საპონი, ჩაი, ყავა, თევზის სხვადასხვა სახეობა, გოგირდი, საწერი ქაღალდი და სხვა. იმერეთში გატანილ საქონელზე დაბალი საბაჯო ტარიფი (4%) იყო საწესებული (ქოიავა, 1963: 190).
დროთა განმავლობაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდა. ქალაქის მოსახლეობა სრულად დაუკავშირდა ბაზარს. უცნობი პირის ქორწილის ხარჯების 1779 წლის ნუსხა გვაუწყებს, რომ ბაზარზე შეუძენიათ: არაყი, ღვინო, ძროხა, ცხვრის ხორცი, ბატი, ორაგული, ზურგიელი, ხრამული, ქიშმიში, ერბო, ქონის სანთელი, წმინდა სანთელი, ხახვი, ნიგოზი, ხოხობი, ჩაი, ჭანჭური, ჯონჯოლი, ისპანახი, სხვადასხვა მწვანილები, კვერცხი, ყველი, ზეთისხილი, კოვზები, ნახშირი, სასარჩულე მატერია, გაჯი, ძაფი და სხვა (მასალები. , 1938: 69-75). გ) საგარეო ვაჭრობა
ქართული პროდუქციისათვის მთავარ გასაღების არეალს წარმოადგენდა კავკასიის მთიანეთი, სადაც ქართული სავაჭრო საქონელი დიდი რაოდენობით საღდებოდა. მთიელებთან ვაჭრობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვავწვდიან საქართველოში მყოფი რუსი მოხელეები. საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორ კოვალენსკის მოხსენებაში მთავარმართებელ კნორინგისადმი აღნიშნულია: “შიკრიკმა მოიტანა ანწუხისა და კაპუჩინის ხალხისგან ჩემს სახელზე გამოგზავნილი წერილები, რომლებშიც ისინი ითხოვენ ნება მიეცეთ, რათა უწინდებურად აწარმოონ ვაჭრობა საქართველოსთან, რისთვისაც მათ უკვე გამოუშვეს საზღვარზე ერთი ქარავანი; მეორე მხრივ აქაური ვაჭრები და ხელოსნები, რომელთა ნაწარმითაც უწინ ლეკებთან ვაჭრობა წარმოებდა... დაჟინებით ითხოვენ, რათა ლეკებს ნება მიეცათ ძველებურად აწარმოონ ვაჭრობა საქართველოში” (გამრეკელი, 1968: 27). რუსი მოხელე ბურნაშოვი, ახასიათებდა რა საქართველოს საგარეო ვაჭრობას, განსაკუთრებით გამოყოფდა მის საქონელბრუნვას მთიელ და სპარსელ (იგულისხმება აზერბაიჯანული სახანოები) მეზობლებთან “...დიდი ვაჭრობა აქვთ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან. მათი ხელნაქნარით ანუ სპილენძის ჭურჭლით, მოჩითული, შეღებილი და თეთრი ბამბის ტილოებით, ცხენის მოსართავებით, ხმლებითა და ხანჯლებით, რკინის წვრილმანი საქონლით, ლაბადებით, ქუდებითა და ფეხსაცმელებით, რამეთუ ამ საჭიროებით კავკასიის თითქმის ყველა ხალხები და ყველა მეზობლები თბილისელი სომხების შრომისმოყვარეობით სარგებლობენ”. იმავე ავტორის მტკიცებით მთიელები აღმოსავლეთ საქართველოში მოდიოდნენ დიდ ჯგუფებად, ზოგჯერ 500 და მეტი კაციც კი (ბურნაშოვი, 1896: 2-3). მათ ჩამოქონდათ ადგილობრივი ნაწარმი: მაუდი, ნაბდები, იარაღი, მეცხოველეობის პროდუქტები და სხვა. უმეტესწილად მათთან ვაჭრობა გაცვლითი ფორმით ხდებოდა. მაშინაც კი, როცა მთიელები თავის ნაწარმს უშუალოდ ფულზე ყიდიდნენ, ამ ფულით ისევ მათთვის საჭირო და უცხო ნაწარმს იძენდნენ, სამშობლოში ფულის გატანას მათთვის არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან საქონელგაცვლაში იქ ფული საერთოდ არ მონაწილეობდა (დუმბაძე, 1990: 357). ვაჭრობის ასეთი ფორმა ძალზედ მომგებიანი იყო ქართული მხარისათვის. რუსი მოხელის ზუბოვის ინფორმაცია მნიშვნელოვანი წყაროა იმის განსასაზღვრად, თუ რა მოგებას იძლეოდა ჩრდილო კავკასიელ მთიელებთან ვაჭრობა: “ამიერკავკასიის მხარის ბევრი ვაჭარი სწავლობს რა მთიელთა სხვადასხვა ენებს, მიდის ყველაზე დაშორებულ ხეობებში და სარგებლობს რა სტუმართმოყვარეობის სიწმინდით, ეწევა ვაჭრობას თითქმის დაუჯერებელი მოგებით, აწვდის რა მთიელებს საგნებს, რომლებიც მათთვის უკვე აუცილებელი გამხდარან”, შემდეგ ავტორი ჩამოთვლის იმ საქონელს, რომლებიც ვაჭრებს ჩააქვთ კავკასიის მთიელებთან. ესენია: ფერადი აბრეშუმის და ბამბის ქსოვილები, საბნები, ყავა, პილპილი, ნუგბარი, სურნელოვანი საპონი, ქიშმიში, ნიგოზი, ფინიკი, ზეთისხილი, ფერუმარილი, ბლის ხის ჩიბუხები, ქარვა, სავარცხლები, დიდი რაოდენობით უნაგირები, ყოველგვარი იარაღი, ტყვია, ფოლადი, ტყავები, ნალები, ნამგლები, მაუდი, ჩარდახები, თამბაქო, მარილი ღვინო და სხვ. (სამსონაძე, 1980: 117). საინტერესოა ჩ. ახრიევის ცნობა იმის შესახებ, რომ ძველ დროს საქართველო ინგუშეთში ჩითების ქვეყანად ითვლებოდა (სამსონაძე, 1980: 112). გაცხოველებული ვაჭრობა იყო გაჩაღებული როგორც ამიერკავკასიის სახანოებთან ასევე ირანთან, ოსმალეთთან, ბუხარასთან და ინდოეთთანაც კი. საქართველოდან გადიოდა აბრეშუმის ნაწარმი, მატყლი, ტყავეულობა, ღვინო, ენდრო, ერბო, თაფლი და სხვა. კიდევ უფრო მეტი ამ ქვეყნებიდან შემოდიოდა. კომერცია ძალზე დიდ მასშტაბებს აღწევდა. მაგალითისათვის მოვიყვანთ ვაჭრობას ერევნის სახანოსთან: ერთ-ერთი ცნობით თბილისელ ვაჭრებს ერევნიდან ყოველწლიურად 70 000 ფუთი ნედლი ბამბა შემოჰქონდათ, რისგანაც 21 მილიონი არშინი ქსოვილი მზადდებოდა (როჟკოვა, 1949: 111). ბურნაშოვი აღნიშნავდა, რომ ერეკლე II-ის ქვეშევრდომი ვაჭრები “ვაჭრობენ სპარსეთთან, ინდოეთთან, რუსეთიდან მცირე
რაოდენობით ჩამოტანილი საქონლით; ხოლო აქედან ქარავნებით იღებენ აბრეშუმის, ბამბის სპარსულ და ინდურ ქსოვილებს, ასევე ფაიფურის ჭურჭელს” (ბურნაშოვი, 1896: 2-3). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისზე გადიოდა ირანსა და ოსმალეთს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა. პეისონელის ცნობით, თბილისზე გაჰქონდათ ტრანზიტული საქონელი ირანიდან კონსტანტინოპოლში, ალეპოსა და სმირნაში და პირიქით, ამ ქალაქებიდან ირანში. კონსტანტინოპოლიდან მოჰქონდათ ევროპული საქონელი: ინგლისური დრაპი, ვენეციური ოქროქსოვილი, ფრანგული ყავა, შაქარი და სხვ. თბილისიდან კონსტანტინოპოლში გაჰქონდათ აბრეშუმი, ენდრო, მატყლი, ტყავები და სხვ. ეს ცნობები დოკუმენტურადაც დასტურდება. მაგალითად, თბილისელი ვაჭრის ტერ-შმოვანოვის წერილიდან თავის სიმამრის მანუჩარ თუმანიშვილისადმი ჩანს, რომ თბილისელ ვაჭარ სარუბეჟანას ბუხარადან ჩამოუტანია დიდი რაოდენობით ტყავები და გასაყიდად კონსტანტინოპოლში წაუღია (ბერძნიშვილი, 1965: 167, საბ. ¹37). იგივე ვაჭარი სხვა წერილში აღნიშნავდა: “კვირა არ გავა, რომ ერევნიდამ, ყარსიდამ თუ ახალციხიდამ (თბილისში) ქარავანი არ მოვიდეს. ვინც საქონლის მომტანია ესენი სულ ბაჟის მიმცემნი არიან. ბამბაც დავარდა ლიტრა ჩღ (1 მანეთი და 70 კაპიკი) ასე გაყიდეს” (ბერძნიშვილი, 1965: 136, საბ. ¹12). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ წერილებში გადმოცემულია აღა-მაჰმად ხანის შემოსევის მომდევნო, 1796 წლის მოვლენები. თუ სასტიკად აოხრებულ ქალაქში აღმოსავლეთის ქვეყნებთან ასეთი ფართო ვაჭრობა წარმოებდა, ადვილი წარმოსადგენია მისი მასშტაბები ქალაქის დარბევამდელ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ
აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქონელბრუნვის ზუსტი მოცულობის შესახებ პირდაპირი
მონაცემები არ გაგვაჩნია, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია
მისი მიახლოებითი განსაზღვრა. თბილისიდან და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა
ქალაქებიდან ერევნის, განჯის, შემახის, შუშის და სხვა ქალაქების
მიმართულებით, ასევე პირიქით, სავაჭრო ქარავანები მუდმივად მოძრაობდა.
პეისონელის ცნობით, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და
60-იან წლების დასაწყისში სხვადასხვა საქონლით დატვირთული 150-200 ურემი
ყოველთვიურად ერევნის, თავრიზისა და არზრუმის მიმართულებით მიდიოდა (კაკაბაძე,
140: 109-122). ცნობილია, რომ 70-იანი წლებიდან ტვირთბრუნვა კიდევ უფრო
გაიზარდა. ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ირანისა და ოსმალეთის მიმართულებით
თბილისიდან მინიმუმ 300 ურემზე მეტი ტვირთის გატანაა სავარაუდებელი.
კიდევ უფრო მეტი ამ ქალაქებიდან შემოვიდოდა. გამოდის, რომ ირან-ოსმალეთთან ვაჭრობა წელიწადში სულ ცოტა 8000 ურემით განისაზღვრებოდა. უხეში გათვლებით 1 ურემის ღირებულებას თუ 100-დან 150 მანეთამდე ვიანგარიშებთ გამოდის, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში 800 000-დან 1 200 000 მანეთამდე მერყეობდა. ამ მონაცემებს კარგად შეესაბამება 1809 წლის ოფიციალური სტატისტიკა: ასტრახანის საბაჟოს უფროსისა და თბილისელი ვაჭრების ჩვენებით ყოველწლიურად ერევნიდან შემოჰქონდათ 250 000 მანეთის ღირებულების 30 000 ფუთი ბამბა; ირანის ქალაქებიდან — ხოიდან, თავრიზიდან, ქაშანიდან, ისპაჰანიდან და სხვ. — 200 000 მანეთის აბრეშუმის და 100 000 მანეთის ბამბის ქსოვილი, 50 000 მანეთის ყავა, ნუში, პილპილი, ქიშმიში, ხმელი ხილი და სხვა წვრილმანი, 20 000 მანეთის ლურჯი საღებავი; ნუხიდან, შექიდან და შემახიდან 10 000 მანეთის აბრეშუმი; დაღესტნიდან და შირვანიდან 15 000 მანეთის ნაბდები; თურქეთიდან 60 000 მანეთის ბამბის ქსოვილები, ფოლადი, ტყვია, ნალი და სხვ. სულ, ამ ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ საქართველოში 700 000 მანეთზე მეტი ღირებულების სავაჭრო საქონელი შემოდიოდა (АКАК, 1870: 99-80). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნის პირველ ათწლეულში არც საბაჟო სისტემა, არც ვაჭართა პირობები და მოტივაცია არ შეცვლილა11 (პირიქით, სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთ-ირანის და რუსეთთურქეთის ომები უარყოფით გავლენას ახდენდა), სავსებით ლოგიკურად მიგვაჩნია, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გავავრცელოთ XVIII საუკუნის 70-90-იან წლებზეც. ერთი სიტყვით, განსახილველ პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფოს აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიური იყო.- დარიალის გზის გახსნიდან მოკლე ხანში გაცხოველდა ვაჭრობა რუსეთთან. XVIII საუკუნის 50-იან წლებიდან დაიწყო საქართველოდან რუსეთში ქართული საქონლის გატანა. 1770-იან წლებში კი ამ პროცესმა ინტენსიური სახე მიიღო. ქართველი ვაჭრები მუდმივად მოგზაურობენ რუსეთის ქალაქებში. ისინი სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ არა მარტო ასტრახანში, მოზდოკსა და ყიზლარში, არამედ ნიჟნი-ნოვგოროდში და მოსკოვში. ამის დამადასტურებელი მრავალი ცნობა მოგვეპოვება. მაგალითად, 1780 წლის აპრილში მოზდოკში ერთდროულად ჩადის დაახლოებით 30
ვაჭრის 3 ქარავანი, რომელთაც დიდი რაოდენობით ტყავები, ქსოვილები და სხვ. ჩაუტანიათ (სამსონაძე, 1972: 24). ზემოთ მოყვანილი მაგალითები ეხება მხოლოდ ბამბის ქსოვილებით ვაჭრობას. რუსეთში ქართველ ვაჭრებს სხვა საქონელიც უხვად ჩაჰქონდათ. ზოგადად XVIII საუკუნის 70-90-იანი წლებში ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის მაღალი დონის დამადასტურებელი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ცნობა მოგვეპოვება. ადგილობრივი წარმოების საქონლიდან აღსანიშნავია შემდეგი ნაწარმი: ლითონის სხვადასხვა სამეურნეო და საოჯახო ნაკეთობები, საფეიქრო ნაწარმი — ბამბეულის, აბრეშუმის და შალის ქსოვილები, მატყლი, სელი, ნედლი ბამბა, სურსათ-სანოვაგე, მარცვლეული, პირუტყვი, ღვინო, ხორცი, ფრინველი, ზეთი, ერბო, ქონი, თაფლი, ხილი, ბოსტნეული, ენდრო, თამბაქო და სხვა. კიდევ უფრო მრავალფეროვანია იმპორტული საქონელი: აბრეშუმის ქსოვილები — დარაია, ტაფტა, ატლასი; შალის ქსოვილები, ნაბდები, ბამბის მაღალი ხარისხის ქსოვილები, ევროპული ქსოვილები, რუსული ჩითი, სხვადასხვა სახის ბეწვეული — წავისა და თახვის ქურქები, მელიის და კვერნის ბეწვი; ფოლადი, რკინა, გვარჯილა, ქაღალდი, თოფ-იარაღი, ძვირფასი თვლები — ალმასი, მარგალიტი, იაგუნდი, ზურმუხტი და სხვა; მარილი, შაქარი, ყავა, ლიმონი, თამბაქო, თევზეული, მიხაკი, დარიჩინი, პილპილი, ზეთისხილი, ვარდის და ზეითუნის ზეთი... წყაროებში ბევრია ცნობა უცხოური ძვირადღირებული საგნების ფართო მოხმარებაში გავრცელების შესახებ — მაგ., მანუჩარ თუმანიშვილის 1788 წლის ტანისამოსის ნუსხაში არის “ერთი მწვანე ფრანგის ატლასის კაბა, ერთი ფრანგის შალის იომა, ერთი თეთრი ფრანგის შალის ჩოხა, ერთი წყვილი ესპანეთის წინდა, ერთი რუსული ჩითის ახალუხი შესაკერავი და ერთი რუსული ჩითის ახალუხი შეკერილი...” 1795 წლის საბუთში მოხსენიებულია “რუსული სტამბა“ (სტამბურად ნაბეჭდი წიგნი), “რუსული ყუთი“, “რუსული კლიტე“, “რუსული ხელსახოცი“, “რუსული ჩითი“, “რუსული ფარჩა“, “რუსული ვარაყის ქაღალდი“, “ესპანური სარკე“, “ესპანური ქამარი“... (ანთელავა, 1977: 54). “კონკურენცია ადგილობრივსა და უცხოურ საქონელს შორის თითქმის არ შეიმჩნეოდა, რადგან ადგილობრივი მრეწველობა აწარმოებდა ფართო მოხმარების პროდუქციას, რომელიც ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების მოთხოვნილებას პასუხობდა, მაშინ როცა იმპორტული საქონელის მომხმარებელი არსებითად ფეოდალური ზედაფენა იყო. ...გაბატონებული ზედაფენის საცხოვრებელი, ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაულები, კვების რაციონი და სხვა განსხვავებული უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. მეორე მხრივ, სწორედ იმის გამო, რომ ადგილობრივი საწარმოები ამზადებდნენ ნახევარფაბრიკატებსა და შედარებით დაბალი ხარისხის მზა პროდუქციას, მისი მასობრივი გასაღება უფრო მეტად იყო გარანტირებული. ფართო მოხმარების თბილისური სამრეწველო პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიაც საღდებოდა” (დუმბაძე, 1990: 356). სავაჭრო ურთიერთობათა მნიშვნელოვან წარმატებებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქართველი ვაჭრები, ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყენებდნენ ადგილობრივი მრეწველობის შესაძლებლობებს და შესაბამისად ექსპორტს საკმაოდ დიდი ადგილი ეჭირა მათ სავაჭრო ოპერაციებში, ხოლო მეორე მხრივ, არ კმაყოფილდებოდნენ ამით და ფართო საშუამავლო ვაჭრობას ეწეოდნენ მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკურ რეგიონებს შორის (დუმბაძე, 1990: 360). ასეთი მასშტაბის კომერცია წარმოუდგენელი იყო ფართო ორგანიზაციის გარეშე. “XVIII-XIX სს. საქართველოს რიგი მსხვილი ვაჭრებისა დიდ ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ. ისინი პრიკაშჩიკების, მუშაკების, ნოქრების და ა.შ. მთელ შტატს აერთიანებდნენ” (პრიკაშჩიკი — მაგიერი, ვაქილი ვაჭართა, ნოქარი) (სამსონაძე, 1983: 89-90). მ. სამსონაძე განიხილავს რა თუმანიშვილთა საქმიანობას, აღნიშნავს, რომ მაგალითად, მანუჩარ თუმანიშვილის სავაჭრო წარმომადგენლები გაფანტულნი იყვნენ საშინაო თუ საგარეო სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებში: გორში, ცხინვალში, ასტრახანში, პეტერბურგში და ა.შ. “დამახასიათებელია რომ ერთ-ერთ წერილში მანუჩარ თუმანიშვილი ამაყად აცხადებდა “მე ვაჭარი როდი ვარო”. იგი მართლაც არ არის ვაჭარი, იგი გაცილებით ფართო გაქანების მოღვაწე საქმოსანია, ფინანსისტი, კაპიტალისტი, რომელიც მეთაურობს მთელ სისტემას, რომელშიაც არაერთი დაქვემდებარებული პირია გაერთიანებული: ვაჭრები, პრიკაშჩიკები, მრეწველები, ნოქრები, მსახურები და ა.შ. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ამგვარ მსხვილ საქმოსნებად მოჩანან ანტონ ოქუაშვილი,
მერაბ აღა ოქუაშვილი, ოსეფა ყორღანაშვილი და ა.შ.” (სამსონაძე, 1980: 92).ვაჭრობის
გაფართოებას მოჰყვა სავაჭრო ამხანაგობების შექმნა. საინტერესოა ერთი ასეთი
ამხანაგობის საქმიანობა — ამხანაგობაში გაერთიანებულია რამდენიმე პიროვნება.
ძირითადი ფიგურაა ვაჭარი აღა. ის თბილისში საქმიანობს. სხვა პირები — სტეფან
ასლანოვი, აღას ძმა კარაპეტა, შაროა და ქევოა — ასტრახანში ეწევიან სავაჭრო
ოპერაციებს. აღამ თბილისიდან ასტრახანში გაგზავნა ფარჩა და ბეწვეული, ხოლო
ასლანოვმა მას ჯერ 5000 მანეთის, შემდეგ 3000 მანეთის საქონელი გაუგზავნა.
ასლანოვმა კარაპეტა 16 000 მანეთის საქონლით გაგზავნა ბაქოში, ის კი აბრეშუმის
ქსოვილებით დაბრუნდა ასტრახანში (მასალები..., 1953: 182)
სავაჭრო ამხანაგობების შექმნა იმდენად შორს წავიდა, რომ მას კანონმდებლობაში სპეციალური მუხლები დაეთმო. მაგალითად: “საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნი სჯულნის” 5 მუხლი ეთმობა სავაჭრო ამხანაგობას — განსაზღვრულია “მოვაჭრე ამხანაგთა, ვექილთა და თირქთაშიკთა” უფლებები, ურთიერთშეთანხმებები და ა.შ. (დოლიძე, 1960: 54-56). ამხანაგობების საშუალებით ხორციელდებოდა სატრანზიტო ვაჭრობა. ბევრ ქართველ ვაჭარსა თუ სავაჭრო კომპანიას თავისი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდა ირანის სახვადასხვა სავაჭრო ცენტრში. იქიდან იღებდნენ სავაჭრო საქონელს და შემდეგ რუსეთის ბაზრებზე გაჰქონდათ. საქართველოსა და ირანს შორის საქონელგაცვლას და მის შემდგომ ექსპორტს, ძირითადად ქართველი ვაჭრები ახდენდნენ, თუმცა ამ საქმეში ირანელი ვაჭრებიც მონაწილეობდნენ. 1801 წელს შედგენილი ერთი საბუთი ადასტურებს, რომ საქართველოში კომერციას ეწეოდა 25 ირანელი ვაჭარი (სამსონაძე, 1980: 102). ქართველი ვაჭრების საშუალებით ირანსა და რუსეთს შორის ფართო სატრანზიტო ვაჭრობას ადასტურებს გორელი ვაჭრების — ჯულაბაშვილების — დავთარი. ეს ვაჭრები დადიოდნენ: ისფაჰანში, თავრიზში, გილანში, მეშჰედში, რეშთში; მთელ კავკასიაში: შემახაში, დარუბანდში, ყიზლარში; თურქეთში: სტამბოლში; რუსეთში: სტეფანწმინდა — გველეთის გზით და ზღვით ასტრახანში (მეგრელაძე, 1963: 209). ერთი სიტყვით, XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ვაჭრობის დონე ქვეყანაში მკვეთრად ამაღლდა. თბილისში გაჩნდნენ ისეთი ვაჭრებიც, რომლთა კაპიტალიც 50 000 მანეთს აღემატებოდა (ბერძენიშვილი..., 1958: 365). სავაჭრო კაპიტალის გაძლიერება დროთა განმავლობაში ტონს აძლევდა მის სამრეწველო კაპიტალად გადაქცევას. კამერალური აღწერის მიხედვით, XIX საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში 1043 ვაჭრის ოჯახი ცხოვრობდა (სამსონაძე, 1980: 58). ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ციფრი გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს და XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში რეალურად ვაჭართა მეტი რაოდენობა უნდა ვივარაუდოთ, რადგან აღა-მაჰამდ ხანის შემოსევის შედეგად მათი რიცხვი აშკარად შემცირდებოდა.14 როგორც ვხედავთ, ვაჭრობამ, სამეფო ხელისუფლების ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. თბილისში, გორში და სხვა ქალაქებში ჩამოყალიბდა მდიდარი ვაჭართა ფენა. ერეკლე II-ის ქვეშევრდომი ვაჭრები XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იქცნენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაჭრობის მთავარ წარმმართველ ძალად. ისინი ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და შესაბამისად საკმაოდ მყარი პოლიტიკური მდგომარეობაც გააჩნდათ. მეფეს მათი ნაწილი აყავდა თავადთა და აზნაურთა რანგში. ასეთი ტიპის ვაჭრები იქცნენ “ახალი ტიპის თავად-აზნაურობად”, რომლებიც რეფორმების გატარებისა და სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში მეფის ახალ დასაყრდენს წარმოადგენდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, ვაჭრობას გააჩნდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი თავისებურება — ვაჭრობას ეწეოდნენ არაქართული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. მართალია, ეტაპობრივად მიმდინარეობდა მათი “გაქართველება”, მაგრამ ქართლ-კახეთში სავაჭრო კაპიტალის მფლობელნი ძირითადად ეთნიკური სომხები იყვნენ. სამეფო კარი ნათლად ხედავდა ამ ნაკლს და ცდილობდა მის გამოსწორებას. იოანე ბატონიშვილის სჯულდებაში აღნიშნულია: “...ჩვენ თითქმის სომხების და თათრების ვაჭრების ხელის შემხედველნი ვართ და ეს ძლიერება იქმნება ჩვენი, ოდესცა ვაჭარნიცა ჩვენნი იქმნებიან. და ამისათვის გამოვარჩიოთ ქართლიდამ, კახეთიდამ, რაოდენიმე კაცნი, ისევ ვაჭრებთან ნამყოფნი და შევაჩვიოთ ვაჭრობას. ამათ ხელი განემართოს საქვეყნოს შემოსავლიდამ, რათა ისწავლონ ვაჭრობაÁ. გარდა ამისა, სომეხთაცა და თათართაცა ისე ივაჭრონ, რაგვარადაც უვაჭრიათ პირველ” (ბაგრატიონი, 1952: 40).
ვაჭრობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი
იყო საბაჟო სისტემის მოწესრიგება. ერეკლე II-მ მტკიცედ განსაზღვრა საბაჟო
ტარიფი. “ამ დროს ქართლში (და კახეთში-ა. თ.) ისევე როგორც ყველა ფეოდალურ
სახელმწიფოში, ჩვენ შინაგანი საბაჟოები გვქონდა და ბაჟიც შინაგანი იყო;
...მაგრამ ამასთანავე ...ბაჟი ხშირად ეწოდებოდა სხვაგვარ გადასახადებსაც
(მისაგებელს)” (ქოიავა, 1963: 138). ბაჟი იკრიბებოდა სავაჭრო ადგილებში,
ძირითადად ქალაქებში, საქონლის შეტანის და გატანის დროს. ქართულ
ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფეოდალურ საქართველოში ბაჟის
აღების უფლება მეფის პრეროგატივად არ ქცეულა და მას თავის სასარგებლოდ
ცალკეული ფეოდალებიც იღებდნენ (ქოიავა, 1963: 187). თუმცა XVIII საუკუნის
70-90-იანი წლების დოკუმენტებში ასეთ ფაქტს ვერ ვხედავთ. საქმე ისაა, რომ
ზოგჯერ უბრალოდ ტერმინ “ბაჟთან” გვაქვს საქმე და არა მის რეალურ
შინაარსთან. მაგალითად, ორბელიანი თავის საკუთარი ტყითა და საძოვრით
სარგებლობისათვის გარეშე კაცისაგან აღებულ გადასახადს ბაჟს უწოდებდა. იმავე
საგვარეულოს წევრები განჯიდან მოტანილ თევზზე იღებდნენ გადასახადს და მას
ბაჟს უწოდებდნენ. რეალურად კი ეს იყო ზურაბ ორბელიანის სახელოს, მეთევზეთა
ქარავანბაშობის7, გადასახადი (გუგუშვილი, 1949: 48). საერთოდ კი, ამ დროს საშინაო თუ საგარეო ვაჭრობისათვის არსებული ყველა საქარავნო გზა მეფის სახასო მამულში მდებარეობდა. ხოლო ყველა სავაჭრო ადგილი: თბილისი, გორი, სურამი, ალი, ცხინვალი, ახალგორი, ანანური, დუშეთი, ლორე, თელავი, სიღნაღი, საგარეჯო მეფის საკუთრებას შეადგენდა და მისი დანიშნული მოხელეები — მოურავები — განაგებდნენ. თუ ჩვენ მაინც დავუშვებთ თავადთა მიერ ბაჟის აღების ფაქტს, ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელო იქნებოდა. ქვეყანაში მეტ-ნაკლებად საბაჟო კონტროლს სამეფო კარი ახორციელებდა. მეფე მფარველობდა რუსეთთან ვაჭრობას და იქიდან შემოტანილ ტვირთებზე საბაჟო განაკვეთი, ირან-ოსმალეთიდან შემოსულ საქონელთან შედარებით, დაბალი იყო. ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოსთან წარმოებული ვაჭრობა ნაკლებად იბეგრებოდა. კახეთშიც ვაჭრობის დონის ასამაღლებლად დაბალი საბაჟო ტარიფი დაწესდა.
7.ქარავანბაშების მოვალეობას წარმოადგენდა
ქარავნის გაცილება და, შესაბამისად, მათთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ასეთი ღონისძიებებით სამეფო კარმა ხელი შეუწყო საქალაქო ცხოვრების განვითარებას. თბილისი მალე, არათუ დაუბრუნდა XVIII საუკუნის I მეოთხედის ნიშნულს, არამედ რამდენადმე გადაასწრო მას. გაიზარდა თელავი, გორი და სხვა ქალაქები. ქალაქური ცხოვრების ამაღლებაში სამეფო ხელისუფლების ჩარევა იმდენად ქმედითი იყო, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე წელიწადში დაარსდა ახალი ქალაქი — სიღნაღი. თბილისის მოსახლეობამ XVIII საუკუნის 80-იან წლებში 25-30 ათასს მიაღწია. მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ქალაქებიც. ქალაქების მოსახლეობა იმ დროისათვის შეადგენდა ქვეყნის მოსახლეობის 13%-ს. ტრადიციულ სათავადოთა “საერთო” მამულის რღვევის ფონზე, თავადაზნაურობას აღარ აკმაყოფილებდა ძველი შემოსავალი — რენტა. ამ დროს დაიწყო ქალაქებისაკენ ფეოდალური არისტოკრატიის ლტოლვა. XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში 70-ზე მეტი თავადი და 200-მდე აზნაური ცხოვრობდა (დუმბაძე, 1990: 364). ქალაქების მოსახლეობის ზრდა ამაღლებდა ვაჭრობის დონეს. იქმნებოდა მყარი შიდა ბაზარი. სავაჭრო ურთიერთობებში ჩაბმული აღმოჩნდა თავად-აზნაურობაც.8 მოკლე დროში თბილისი იქცა ამიერკავკასიის მთავარ სავაჭრო პუნქტად. ერეკლე II-ის ქვეშევრდომობაში შევიდა უამრავი სომეხი თუ მუსლიმი ვაჭარი. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო სომეხთა მასობრივი ჩამოსახლება. 1787 წლიდან ყარაბაღის მელიქები, რომელთაც გართულებული ურთიერთობა ჰქონდათ ადგილიბრივ მუსლიმ ხანთან — იბრაჰიმთან, გადმოსახლდნენ თბილისში (გეგუჩაძე, 1995: 36). სავარაუდოდ, მათ ქვეყანაში საკმაო კაპიტალი უნდა შემოეტანათ.
8. ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი არსებობს. მაგალითად, ისეთი დიდი თავადი, როგორიც იყო ზაალ ორბელიანი, დაგროვილი ვალების გასტუმრებას ახალციხიდან მიღებული საქონლის გაყიდვით ცდილობდა (მასალები..., 1953: 90-91)
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა, შიდა ბაზარი მარაგდებოდა ხელოსნობის ნაწარმითაც.9 ერთი სიტყვით, მოკლე დროში ჩამოყალიბდა ქვეყნის შიგნით საქონელგაცვლის სისტემა. ერთმანეთს დაუკავშირა ქვეყნის სხვადსხვა კუთხეები. თბილისში და სხვა ქალაქებში სამხრეთ საქართველოდან შემოჰქონდათ მეცხოველეობის პროდუქტები, ფქვილი, ქერი და სხვ. შიდა ქართლიდან ხილი, მარცვლეული; კახეთიდან — ენდრო, ყურძენი, ღვინო და სხვ. ამასთანავე, მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო.
9. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.
თუმანიშვილთა სახლის წევრებმა 1788 წელს ბაზარზე შეიძინეს: ღვინო, ძროხის ხორცი,
ყველი, მწვანილი, ორაგული, ხიზილალა, ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი, კვერცხი, ერბო,
ხახვი, მაწონი, ზეთისხილი, წმინდა სანთელი და სხვა (მასალები. , 1938: 89-96). აღსანიშნავია, რომ თუმანიშვილები მსხვილი მემამულენი იყვნენ. მათ ჰყავდათ ყმა-გლეხები და მათგან იღებდნენ გადასახადებს. მიუხედავად ამისა, იძულებულები იყვნენ ბაზარზე შეეძინათ გარკვეული პროდუქტი. 1797 წლის საბუთი გვიდასტურებს, რომ წილკნის ეკლესიის წინამძღოლს, რომელიც, აგრეთვე, ყმა-გლეხების მფლობელი იყო, უყიდია: 4 ცხენი, ორი ურემი ღვინო, “სახლის მოფენილობა და სახლისათვის ჭურჭელი” და სხვ. 1790 წლის უცნობი პირის დანახარჯის ნუსხა გვაუწყებს, რომ ის ყოველდღიურად ბაზართან ყოფილა დაკავშირებული და იძენდა: ღვინოს, ვარიას, ხორცს, “სამწუადე” ხორცს, სანთელს, ზეთს, ლობიოს, ნიგოზს, ერბოს, ნესვს, კიტრს,
შეშას და სხვ. (მასალები..., 1938: 100-119). ასეთი უამრავი საბუთი არსებობს.
10 ერთი
სიტყვით, სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააჩქარა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება. ჩამოყალიბდა ერთიანი შიდა ბაზარი და მას სამეფო კარი უწევდა მფარველობას. შიდა პროდუქტების უმეტესობას შეადგენდა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ბამბის, აბრეშუმის, შალის ქსოვილები, სპილენძის ნაწარმი და სხვა ხელოსნური დარგებიდან წარმოებული სავაჭრო პროდუქტი.
10.საერთოდ ნ. ბერძენიშვილის მიერ შედგენილი ეკონომიკური ისტორიის I
ტომი ნათელი დასტურია იმისა, რომ XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში სოფლის თუ ქალაქის მოსახლეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბაზართან.
11. ყველა დოკუმენტი მოწმობს, რომ XIX საუკუნის დასაწყისისათვის მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მეფეების დროს დადგენილი ნორმები.
სხვადასხვა ცნობებით მტკიცდება, რომ საქართველოდან რუსეთში დიდი რაოდენობით ბამბის ქსოვილები გაედინებოდა. საქართველოში დამზადებულ პროდუქციას რუსეთის ბაზრებზე გატანის ისეთი დონისათვის მიუღწევია, რომ იგი სათანადო მასალებშიც აისახა. მაგალითად, მ. ჩულკოვის ნაშრომში — “Историческое описание российской комерции” — რუსეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან შეტანილ საქონელთან ერთად, თბილისური ნარმა და ხამხალათიც სახელდება. იგივე ავტორი აღნიშნავდა, რომ სამხრეთ რუსეთში ბამბეულის ქსოვილები შედიოდა “Из Гори” და “Из Андреевской деревни”. ამ ფაქტის შესახებ მკვლევარი მ. სამსონაძე აღნიშნავს, რომ თუ ავტორი “Из Гори”—ში არა ქალაქ გორს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიას გულისხმობდა, ცნობილია, იქ ბამბეულის ქსოვილები არ იწარმოებოდა და შედიოდა საქართველოდან; ანდრიას სოფელში კი ძირითადად ქართველი ვაჭრები საქმიანობდნენ (სამსონაძე, 1980: 137). იგივე ავტორი განიხილავს რა მოზდოკის საბაჟოს უწყისებს და სხვა საარქივო მასალების მონაცემებს, აღნიშნავს, რომ XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის ტექსტილური ნაწარმით ვაჭრობა რუსეთთან აღემატებოდა ამ სახეობის ნაწარმით ირანის საექსპორტო ვაჭრობას რუსეთში (სამსონაძე, 1977: 31).12
12. დეტალურად რუსეთთან ვაჭრობა იხ. სამსონაძის დასახელებულ ნაშრომებში.
XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ვაჭრობის
დონემ თავის პიკს მიაღწია. საქონელგაცვლაში საკმაოდ მსხვილ კაპიტალს
ვხედავთ. მაგალითად, 1800 წელს თბილისელ ვაჭარ დიმიტრის ინდოეთიდან
ჩამოუტანია 13 680 მანეთის სხვადასხვა ქსოვილი და რამდენიმე ათასი მანეთის
ღირებულების ძვირფასი ქვები. ჩამოტანილი საქონელის ერთი ნაწილი, კერძოდ 9
830 მანეთის ღირებულების ქსოვილი და 12 030 მანეთის ღირებულების ძვირფასი
ქვები, საზღვარგარეთ რეალიზაციის მიზნით შეისყიდა ვაჭარმა აღა ზურაბოვმა,
ხოლო მეორე ნაწილი კი ტვირთის ჩამომტანს ადგილზე გაუყიდია. გვაქვს ცნობა,
რომ 1775 წელს დარუბანდთან დაიღუპა ენზელიდან ასტრახანს მიმავალი გემი,
რომელიც სკვორცოვს ეკუთვნოდა. გემი დატვირთული იყო ასტრახანელი და
თბილისელი ვაჭრების ნახევარი მილიონი მანეთის ღირებულების საქონლით (დუმბაძე,
1990: 358-359); 1806 წელს თავადმა ნ. ამილახვარმა სასამართლოში აღძრა
საქმე თავად აბამელიქოვის წინააღმდეგ, რომ მან ისპაჰანში გარდაცვლილ ივან
ხან ამილახორის მინდობილობით, რომელიც მისი ძმა იყო, საამ შიხანაშვილისაგან
95 884 თუმნის ძვირფასეულობა მიიღო, რაც უდრიდა 1 677 970 მანეთს სპილენძით
(სამსონაძე, 1980: 70); ცხადია ეს ძვირფასეულობა სავაჭროდ გამოიყენებოდა.
“ქართველი ვაჭრები13 წამყვან როლს ასრულებდნენ არა მარტო ირანსა და
საქართველოს ვაჭრობაში, არამედ ირანის საგარეო ვაჭრობაში საერთოდ” (სამსონაძე,
1980: 94).
13.იგულისხმება ერეკლეს ქვეშევრდომობაში მყოფი ვაჭრები.
14.ვაჭართა რიცხვი შემცირდა, როგორც 1795 წელს თბილისის აოხრების შედეგად, ასევე საუკუნის მიწურულს მათი რუსეთში გადასახლებით. XVIII საუკუნის მიწურულში ვაჭართა რუსეთში გადასახლებაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები: 1795 წლის 28 ნოემბერს იოსებ ყორღანაშვილი დარეჯან დედოფლისადმი მირთმეულ მოხსენებაში თავს იმართლებს, რომ სომხების რუსეთისაკენ წასვლაში მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა. ასევე ალექსანდრე ბატონიშვილი 1796 წელს მეფეს ატყობინებდა, რომ საჭირო იყო საგანგებო ზომების მიღება სომეხი ვაჭრების რუსეთისაკენ ლტოლვის შესაჩერებლად (გუგუშვილი, 1949: 77-78).
![]() |
3.2 § 2. ვაჭრობის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლები |
▲ზევით დაბრუნება |
§ 2. ვაჭრობის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლები
ა) საბაჟო შემოსავლები 16
ამ საკითხს ჩვენ მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ. საქართველოში, ტერმინ ბაჟის პარალელურად, იხმარებოდა
ჩელიექი. ეს სიტყვა ირანული წარმოშობისაა და ნიშნავს 1/40. როგორც ჩანს,
თავდაპირველად ბაჟის ტარიფი 2,5% განისაზღვრებოდა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების
განვითარებამ ერეკლე II-ს საშუალება მისცა შემოსავლების გაზრდის მიზნით გაედიდებინა
ტარიფი. ნ. ქოიავა ადარებს რა XVIII საუკუნის I ნახევრის საბაჟო ტარიფს იმავე
საუკუნის მიწურულის საბაჟოს მონაცემებს, შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: “აბაზის
შინაარსი საუკუნის მანძილზე შემცირდა დაახლოებით 2,5-ჯერ. მაშინ როდესაც
სპეციფიკური ბაჟები გაიზარდა გაცილებით უფრო მეტჯერ. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ
ბაჟების გადიდებას ფისკალური ხასიათიც ჰქონდა” (ქოიავა, 1963: 198). XVIII საუკუნის
70-იანი წლებიდან წყაროებში ფიქსირდება “ყადიმი ჩელიექი” და “მომატებული ჩელიექი”
(მასალები..., 1955: 191; მასალები..., 1948: 2). “ყადიმი ჩელიექი” ეს არის ძველი
ბაჟი. მის საპირისპიროდ კი გაჩნდა “მომატებული” ანუ ახალი საბაჟო ტარიფი.
განსახილველ პერიოდში ბაჟი 4-დან 15% მერყეობდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ იმდროინდელ
ქართლ-კახეთის სამეფოში ხშირად ბაჟის სახელწოდებით იხსენიება სხვადასხვა იჯარა თუ მისაგებელი. ამიტომ საკმაოდ რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბაჟი და სხვა შემოსავლები. ბაჟი აიღებოდა ყველა სავაჭრო ობიექტზე, მაგრამ ვაჭარს უფლება ჰქონდა ბაჟი გადაეხადა არა საზღვართან, მაგალითად გატეხილ ხიდთან, სურამში, ანდაც დუშეთში, არამედ იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ მიიტანდა თავის ტვირთს. ვინაიდან საქონელბრუნვის ძირითადი ნაწილი თბილისზე მოდიოდა, ამიტომ ჩვენ ძირითადად ყურადღებას თბილისის საბაჟოზე გავამახვილებთ. თბილისს ამ დროს გააჩნდა შვიდი კარი: კოჯრის კარი, დიღმის კარი, მეიდნის კარი, ქვემო კარი, აბანოს კარი, განჯის კარი და ავლაბრის კარი. ყველა ამ კარებთან მებაჟეები იდგნენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ იღებდნენ ბაჟს. ბაჟი აიღებოდა როგორც შეტანილ საქონელზე, ასევე გაზიდულზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტრანზიტის შემთხვევაშიც აიღებოდა ბაჟი. სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს 1802 წელს სამოქალაქო გუბერნატორის კოვალენსკის მიერ გაგზავნილი მოხსენებითი ბარათი მთავარმართველ კნორინგისადმი — “თუ რუსეთიდან, სპარსეთიდან, თურქეთიდან შემოტანილი საქონლის გატანას მოისურვებს მისი მფლობელი, მან შემოტანაზე გადახდილ მთელ ბაჟს გარდა გატანაზე ნახევარი ბაჟი უნდა გადაიხადოს, მაგრამ თუ შემოტანილი საქონლის შესყიდვა ადგილზევე მოხდა (მისი შემდგომი გატანის მიზნით — ა.თ.) ამ უკანასკნელმა მთელი ბაჟი უნდა გადაიხადოს” (АКАК, 1866: 478-479). ბაჟის შეკრება მოიჯარადრეების საშუალებით ხდებოდა. იჯარით გაიცემოდა ზოგჯერ მთელი თბილისის საბაჟო, ზოგჯერ კი კონკრეტული საქონლის მოსაკრებელი. სახელმწიფოში არსებობდა იჯარით გაცემის თავისუფალი კონკურენცია.
აქტების I ტომში მოცემულია 1801 წლის საბაჟო შემოსავლების სტატისტიკური ცნობები (АКАК, 1866: 479-481). ნ. ქოიავა ამ მონაცემების განხილვის ფონზე მიიჩნევს, რომ ბაჟი მთლიანად 18 586 მანეთს შეადგენდა (ქოიავა, 1963: 200).
18 გვაქვს არაპირდაპირი ცნობა თბილისის საბაჟოს რაოდენობის შესახებ. თბილისის მოურავი თავადი ევსტათი ციციშვილი, მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი მოხსენებაში, აცხადებდა: “...ქ. პირველი იანვარი, რომ დადგებოდა, სამი დღე ქალაქის კარები მე მეჭირა; რაც ბაჟი შემოვიდოდა ნახევარს მე ავიღებდი და ნახევარი სამეფო იყო. ამას რაოდენობა არ ერქო, ბევრ[ჯელ] ბევრს ავიღებდი, ბევრჯერ ცოტასა. აქედამაც ოცი თუმანი მომივიდოდა” (მასალები..., 1948: 91). მოურავის მოხსენებიდან ნათელია, რომ სამ დღეში თბილისის საბაჟო შემოსავალი 40 თუმანი (ნახევარი სამეფო, ნახევარი მოურავის — სულ 40 თუმანი) ანუ 400 მანეთი იყო. თუ ამ ცნობას ვენდობით, ქალაქის წლიური ბაჟების შემოსავალი 48 000 მანეთი გამოდის. თანაც გავითვალისწინოთ, რომ ევსტათე ციციშვილი ქალაქის მოურავად დაინიშნა აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ. ამიტომ 80-90-იან წლებში, ამ ცნობის მიხედვით, ქალაქის ბაჟები 48 000 მანეთზე მეტი უნდა ყოფილიყო. გაგვაჩნია, აგრეთვე, გვიანდელი ცნობებიც. რუსეთის იმპერიის მოხელეების ცნობით, 1807 წლისათვის ქართლ-კახეთის შინაგანი საბაჟოთა შემოსავალი შეადგენდა 63 000 მანეთს (გუგუშვილი, 1937: 295). როგორც ვხედავთ, სახელმწიფო საბაჟოს შემოსავლების შესახებ რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემი გაგვაჩნია. იმისათვის, რომ მეტნაკლებად ზუსტად განვსაზღვროთ თბილისის საბაჟოს შემოსავალი, საჭიროა დეტალურად განვიხილოთ საბაჟოებთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ცნობა. უპირველესად მოვიტანთ საბაჟო ტარიფის მონაცემებს:
შემოზიდვის ბაჟი: ფარჩა აბრეშუმის, ბამბის, მატყლის, მოტანილი იმერეთიდან ან რუსეთიდან —— თუმანზე 50 კაპ. (5%). იგივე, მოტანილი ირანიდან ან ოსმალეთიდან — თუმანზე 1 მანეთი (10%).
ნართი — საპალნეზე 2 მან. ნართი ბამბისა — ლიტრაზე 4 მან. ნართი — 50 კაპ. ლაჟვარდი რუსეთიდან — თუმანზე 50 კაპიკი (5%). ლაჟვარდი მოტანილი ირანიდან და ოსმალეთიდან — თუმანზე 1 მან. (10%). ცრუფარიანი კოშენილი მოტანილი ირანიდან და ოსმალეთიდან — თუმანზე 1 მან. (10%). შაქარი — საპალნეზე 4 მან. სხვადასხვა წვრილი საქონელი — საპალნეზე 4 მან. ბამბა ერევნიდან მოტანილი — საპალნეზე 2 მან. მუხის მუწუკი — საპალნეზე 2 მან. შრეში — საპალნეზე 2 მან. ნუში, ქიშმიში და სხვადასხვა მშრალი ხილეულობა — საპალნეზე 3 ლიტრა. სახტიანი — საპალნეზე 4 მან. სახტიანი მოტანილი რუსეთიდან — 20 ცალზე 1 ცალი. რკინა — ურემზე 4 მან., 85 კაპ. რკინა — საპალნე 80 კაპ. რკინა მოტანილი რუსეთიდან — ურემზე 8 მან. რკინა მოტანილი რუსეთიდან — საპალნეზე 1 მან. 8 კაპ. რკინა მოტანილი რუსეთიდან და ირანიდან — ლიტრზე 16 კაპ. რკინა მოტანილი განჯიდან და ბოლნისიდან — ლიტრაზე 10 კაპ. შაბი — ურემზე 4 მან. 80 კაპ. შაბი — საპალნეზე 1 მან. ბეწვეული მოტანილი რუსეთიდან — თუმანზე 50 კაპ. (5%). ბეწვეული მოტანილი ირანიდან და ოსმალეთიდან — თუმანზე 1 მან. (10%). სპილენძი და ტყვია, მოტანილი მექარხნის მიერ საკუთარი ქარხნიდან — თავისუფალია ბაჟისაგან. სპილენძის ნივთები მოტანილი უცხოეთიდან — საპალნეზე 4 მან. ლულა (თოფის) ჩუქურთმიანი — 1 ცალზე 22,5 კაპ. იგივე თუ სადაა — 1 ცალზე 22,5 კაპ. ტყავი გამოუქნელი — საპალნეზე 1 მან. წავი — 1 ცალზე 10 კაპ. თახვი — 1 ცალზე 10 კაპ. კვერნა ყვითელი — 1 ცალზე 10 კაპ. კვერნა თეთრი — 1 ცალზე 5 კაპ. მელა — 1 ცალზე 2 კაპ. მარილი — ურემზე 2 მან. მარილი საპალნით — 4 ნაჭერიზე 77,5 კაპ. ბრინჯი — საპალნეზე 66,5 კაპ. ლობიო — საპალნეზე 60,5 კაპ. პური, მოტანილი თათართა სოფლებიდან — საპალნეზე... (არ ჩანს გადასახადი) ხურმა — საპალნეზე 30 კაპ. ნიგოზი — საპალნეზე 30 კაპ. ვაშლი შემოტანილი აბანოს კარებიდან — საპალნეზე 12 კაპ. ხახვი — საპალნეზე 14 კაპ. ერბო, თაფლი, ქონი — საპალნეზე 1 მან. რქიანი საქონელი — ერთ თავზე 50 კაპ., (დაახლოებით 8-10%) რქიანი საქონელი მორეკილი მეყასბის მიერ — 1 თავზე 10 კაპ. ცხვარი — 1 თავზე 5 კაპ. ცხვარი, მორეკილი მეყასბის მიერ — 1 თავზე 3 კაპ. ზეთი — საპალნეზე 1 მან. 10 კაპ. თევზი — ურემზე 3 მან. 40 კაპ. ორაგული და ზუთხი — საპალნე 2,5 მან. გელაქნური და კალმახი — 20 კაპიკი თითო პარკზე. ზეთისხილი — საპალნეზე 3 ლიტრა. ნესვი და საზამთრო — საპალნეზე 10 კაპ. თამბაქო ფურცლოვანი — არ არის ნაჩვენები. თამბაქო მოტანილი გასატანად — ლიტრაზე 3 სტილი. გოგირდი — საპალნეზე 2 მან. 60 კაპ. გვარჯილა — საპალნეზე 1 მან. 10 კაპ. ენდრო — ბათმანზე 1 მან. 10 კაპ. კანაფის ნართი — ლიტრაზე 5 კაპ. კანაფი — ლიტრაზე 50 კაპ. ცვილი — ლიტრაზე 10 კაპ. ცვილი — (არ არის ნაჩვენები) 4 მან. ნაწლავის სიმები — დასტაზე 10 კაპ. უხტი — 1 ცალზე 10 კაპ. ნახშირი თათართა სოფლებიდან — საპალნეზე...(არ არის ნაჩვენები). კალაქვა — საპალნეზე 50 კაპ. ყველი — საპალნეზე 27,5 კაპ. მატყლი — საპალნეზე 1 მან. ჭურჭელი — თუმანზე 50 კაპ. ანუ 5% კუბის მაუდი — ნაჭერზე 20 კაპ. სავაზნე მოტანილი განჯიდან — 1 ცალზე 5 კაპ. ხე-ტყე — ტივზე 1 ხე. ღვინო — ურემზე 1 მან. 15 კაპ. არაყი — თუნგზე 2,5 კაპ. სპირტი — თუნგზე 5 კაპ. გაზიდვის ბაჟი: რკინა და შაბი, გატანილი მომტანის მიერ — ურემზე 2 მან. სპილენძი და ტყვია ნაყიდი — ბათმანზე 20 კაპ. წაღა და ქოში — წყვილზე 20 კაპ. ლეკებისაგან ნაყიდი ნაბდები — 1 ნაბადზე 20 კაპ. ლეკებისაგან ან მთიელებისაგან ნაყიდი ხუბუხი ან მაუდი — 1 ცალზე 10 კაპ. ხუნძური მაუდი და საბავშვო ხუბუხი — 1 ცალზე 5 კაპ. შარვალი — 1 ცალზე 2,5 კაპ. თაფლი — საპალნეზე 1 მან. ერბო — საპალნეზე 1 მან. ქონი — საპალნეზე 1 მან. ბეწვეული — თუმანზე 50 კაპ. (5%) ცრუფარიანი კოშენილი, თუ რუსეთიდან ჩამომტანმა თვითონ გაიტანა — თუმანზე 16,8 კაპ. თუ მისგან სხვამ იყიდა და გაიტანა — თუმანზე 50 კაპ. თივთიკი — საპალნეზე 2 მან. 60 კაპ. ქართლიდან მოტანილი იორდასალამი გატანის დროს — საპალნეზე 2 მან, 60 კაპ. ხილი — საპალნეზე 60 კაპ. ნიგოზი — საპალნეზე 60 კაპ. ლობიო — საპალნეზე 60 კაპ. სპილენძის ზოდები — ბათმანზე 1 მან. და 60 კაპ. სპილენძის ჭურჭელი — ლიტრაზე 10 კაპ. მატყლი — საპალნეზე 1 მან. 30 კაპ. ენდრო — საპალნეზე 1 მან. 60 კაპ. თხა (?) — საპალნეზე 4 მან. საქონელი, რომელიც მიდის იმერეთში ან რუსეთში — თუმანზე 40 კაპ. ანუ 4%. ირანში და ოსმალეთში — თუმანზე 1 მან. 50 კაპ. (15%). წავი — 1 ცალზე 10 კაპ. აბრეშუმის ნედლი — არ არის მითითებული. აბრეშუმი გამოხარშული — შულოზე 10 კაპ. ნართი — ლიტრაზე 50 კაპ. ასეთია თბილისის საბაჟოზე არსებული ტარიფები. როგორც ვხედავთ თბილისში მრავალი დასახელების სხვადასხვა საქონელი მოძრაობდა. საბაჟო ტარიფი 4-15%-მდე მერყეობს. საშუა- ლოდ კი 10%-ია. აღნიშნულ საბაჟო ტარიფს გვიდასტურებს, აგრეთვე, გიულდენშტედტი, რომელიც აღნიშნავს: “ბაჟები თბილისში და ყველგან შეადგენენ 10 პროცენტს” (გიულდენშტედტის..., 1962: 93). აქვე მოვიტანთ საბაჟოს ზედნართებს მინბაშის (ციხისთავის) და მოურავის სასარგებლოდ.
ზედნართი მინბაშისათვის: ყოველი საქონელი — ურემზე 10 კაპ. ყოველი საქონელი — საპალნეზე 2,5 კაპ. (ანუ რეალურ ბაჟზე დაახლოებით 40-ჯერ ნაკლები). ცხვარი — ჯოგზე 1 ცხვარი. ბატკანი — ჯოგზე 1 ბატკანი. შეშა — ურემზე 1 შეშა. ფიჩხი — ურემზე ფიჩხი. ხილი — საპალნეზე 8 კაპ. წელიწადში. ზედნართი მოურავისთვის: ღვინო — ურემზე 2 თუნგი. თევზი ხმელი — ურემზე 1 თევზი და 15 კაპ. ზეთისხილი — საპალნეზე 1 ჩარექი. გელაქნური — საპალნეზე 2 თევზი. ზუთხი — საპალნეზე 1 ზუთხი. ორაგული — საპალნეზე 0,5 თევზი. ხრამული და ფიჩხური — საპალნეზე 1 ჩარექი. ნესვი — საპალნეზე 0,5 ნესვი. ნესვი — ურემზე 2-3 შუშა. შეშა — ურემზე 2-3 შეშა.
ყურძენი განჯიდან — საპალნეზე 0,5 ლიტრა.
ზეთი — საპალნეზე 5 კაპ.19
19
აღნიშნული მონაცემების შედგენისას ვისარგებლე ნ. ქოიავას ნაშრომიდან
`ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლკახეთში~
(ქოიავა, 1963: 189-193). ზედნართი აიღებოდა, აგრეთვე, თბილისის მელიქ-მამასახლისის, მოურავის ნაცვლის და კათალიკოსის სასარგებლოდაც. საბაჟო ტარიფზე დაკვირვება ნათელყოფს, რომ სამეფო კარი შიდა ბაზარს და რუსეთთან ვაჭრობას მფარველობდა. არსებული საბაჟო ტარიფებით შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით განვსაზღვროთ ზოგიერთი ტვირთის საბაჟო გადასახადის მოცულობა. თბილისის ნაცვალის, მიკირტუმ სურგუნოვის, პავლე ციციანოვისადმი მირთმეულ მოხსენებიდან ჩანს, რომ ქალაქში ყოველწლიურად 500 ურემი ხმელი თევზი, 200 საპალნე ზეთი, 200 საპალნე ზეთისხილი, 100 საპალნე ნალი შემოდიოდა (მასალები..., 1948: 98). საბაჟო ტარიფის მიხედვით ხმელი თევზის ბაჟი ურემზე 3,4 მანეთს უდრიდა. გამოდის, რომ მარტო ამ ნაწარმიდან 1700 მანეთი ბაჟი აიღებოდა. ამის გარდა, იმავე სურგუნოვის მოხსენებაში და საბაჟო ტარიფში ფიქსირდება მოხარშული თევზის, ორაგულის და ზუთხის, გელაქნურის და კალმახის შემოტანაც. საშუალოდ თევზის სხვადასხვა სახეობიდან ბაჟი სულ მცირე 2500 მანეთი აიღებოდა. ნ. ქოიავა, აქტების მიხედვით, თევზის ბაჟს 1050 მანეთით განსაზღვრავს. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე თევზეულით ვაჭრობისთვის დაწესებულ საბაჟო გადასახადთან არ უნდა გვქონდეს. ეს უნდა იყოს თევზაობის სანაცვლოდ მეფის მისაგებელი. ჩვენს მოსაზრებას ამაგრებს გიორგი XII-ის 1799 წლის 2 ნოემბრის ბრძანება ნავთლუღის მოურავისადმი: “ქ. ჩვენი ბრძანება არის, მეითრის-შვილო ნავთლუღის მოურავო ნინიავ, მერმე ყარაიიდამ მოკიდებული თქვენს მამულამდის ვისაც საფიცხულო ჰქონდეს და ან ოჩხი, ათზე ერთი ღალა უნდა გამოართო და ჩვენ მოგვართო. , ვისაც უნდა გაეკეთე- ბინოს, არავის პატიება იქნება. ყველას უნდა გამოართო” (მასალები. , 1955: 130). თბილისში თევზაობის ამგვარი მისაგებელის (იგივე ღალის) იჯარა 1801 წელს ალბათ 1050 მანეთად გაიცა. გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი სწორედ ასეთი კონტექსტით ახასიაეთებს ამ გადასახადს: “თბილისელი მეთევზეები, მტკვარში თევზის ჭერის უფლებისათვის, მეფეს ყოველწლიურად უხდიან ათას სამას, ან ათას ოთხას მანეთს, ხოლო ნატურით — დაჭერილი თევზის ერთ მესამედს” (გიულდენშტედტის..., 1962: 233). აქტებში ამ გადასახადს ბაჟი ეწოდება. რეალურად კი, როგორც აღვნიშნეთ, თევზის ბაჟი 2500 მანეთზე მეტი იყო. იმავე ჩვენებით ზეთიდან, ზეთისხილიდან და შემოტანილი ნალებიდან ყოველწლიურად 550 მანეთის ბაჟი აიღებოდა. ზემოთ ჩამოთვლილ ოთხი სახის საქონლიდან 3000 მანეთზე მეტი ბაჟი იღებოდა. ხოლო თბილისში 80-მდე სახის ნაწარმი იბეგრებოდა. აქტების მასალების მიხედვით, 1801 წელს ენდროს ბაჟი 2300 მანეთით არის განსაზღვრული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირანსა და ოსმალეთში 10 000 ბათმანი, ანუ 66-70 000 მანეთის, ენდრო გაედინებოდა. ამას გარდა ენდროს დიდი რაოდენობით ითვისებდა თბილისის და სხვა სამღებროები, რომლებიც რამდენიმე მილიონ არშინ წითელ ქსოვილს ამზადებდნენ. საბაჟო ტარიფი თბილისში ენდროს შემოტანაზე განისაზღვრებოდა ბათმანზე 1 მანეთი და 10 კაპიკით, გატანაზე კი საპალნეზე 1,6 მანეთით. საერთოდ კი ირანსა და თურქეთში გატანილი საქონელი 15%-ით იბეგრებოდა. ამიტომ ენდროს ბაჟის შემოსავალი რეალურად გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა 1801 წელს ქართველმა მოიჯარადრეებმა რუსეთის მთავრობის ქართულ ეკონომიკაში გაურკვევლობით ისარგებლეს და იჯარის დაბალ ფასად შესყიდვა მოახერხეს. ჩვენი აზრით, ენდროს ბაჟის შემოსავალი ნაჩვენებ ციფრზე ორჯელ მეტი უნდა ყოფილიყო. გარდა ენდროს საბაჟო ტარიფით დაბეგვრისა, სამეფო კარს ეს ფართო მოხმარების პროდუქცია დამატებით შემოსავლის წყაროდ უქცევია. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივის 1448 ფონდში დაცული საბუთი ¹ 1448 წარმოადგენს გიორგი XII-ის ბრძანებას და შემდეგი შინაარსისაა: “ჩვენი ბრძანება არის ვინცავინ ენდროს მალი იჯარიდარნი იყვნეთ მერმე ხაშმზე რაც ენდრო მოითხრება ამისი მალიდამ ნათლიმცემლის უდაბნოს შევწირეთ, რომ მუდამ წელს ამ მალის ფულს თორმეტთუმნამდენ ეფთვიმე წინამძღვარს უნდა მიაბარებდეთ. მიბარების ბარათი უნდა გამაართოთ. იმ ბარათს ჩვენი მოხელენი ანგარიშში ჩაგიგდებენ” (1800 წ. 5 მაისი) (სცსსა, ფ. 1448 საბ. ¹ 1448, ასლამაზიშვილი, 2005: 90). როგორც ვხედავთ არსებობდა ენდროს მალის იჯარა. ხაშმში ამ იჯარის შემოსავალი 12 თუმნამდე (120 მან.) აღწევდა. რა თქმა უნდა მეფეს სხვა სახასო სოფლებშიც ექნებოდა ენდროს მალის აღების უფლება. გადასახადის შეგროვება იჯარით გაიცემოდა. შესაძლოა, მასაც ენდროს ბაჟი ეწოდებოდა და 1801 წელს ენდროს მალის იჯარა გაიცა 2300 მანეთად და სწორედ ეს ფაქტი არის დაფიქსირებული აქტებში. ყოველ შემთხვევაში ხაზინა ენდროდან ორმაგ შემოსავალს იღებდა — საბაჟო დაბეგვრის და მალის იჯარის სახით. აღნიშნულ სავაჭრო საქონელზე — თევზის სხვადასხვა სახეობა, ზეთი, ზეთისხილი, ბამბა, ენდრო, ღვინო და არაყი — დაახლოებით 20 000 მანეთზე მეტი ბაჟი აიღებოდა.ამას დავუმატოთ შიდა ვაჭრობის დაბეგვრა, ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთთან საკმაოდ მაღალი ტვირთბრუნვა, მაშინ ცხადი გახდება, რომ თბილისის მოურავის მიერ ნაჩვენები საბაჟო შემოსავალი — 48000 მანეთი — რეალობას უნდა ასახავდეს. თბილისის საბაჟო შემოსავლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ნ. ბერძენიშვილის გამოქვეყნებული შემდეგი დოკუმენტი: “ქ. ბატონი მანუჩარ მდივნისაგან ავიღე ჰავლაბრის კარის სამინბაშო და აბანოს კარის სამინაბაშო ბაღებით, თავის განწესებით, სამოც თუმნათ, მე, უზბაშანთ შაქარუას შვილი ისაიამ...” (მასალები..., 1938: 251-253). ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ ორი კარის სამინბაშოს იჯარა 1802 წლის 1 იანვარს გაიცა 60 თუმნად. მისი რეალური ფასი კი, სადაც იგულისხმება საკუთრივ იჯარის ფასი, იჯარის მოწყობის დანახარჯები და მოიჯარადრეების მოგება, მინიმუმ 80-90 თუმანი იქნებოდა. ჩანს, რომ თბილისის თითო კარის სამინბაშოს ზედნართი საშუალოდ 40 თუმნით განისაზღვრებოდა. შვიდივე კარისა კი 280 თუმნით. საბაჟო ტარიფის მიხედვით მინბაში ყოველ ურემზე იღებდა 10 კაპიკს და საპალნეზე 2,5 კაპიკს, ანუ საბაჟო ტარიფის მეორმოცედს. თუმცა იგივე საბუთი ცხადყოფს, რომ მინბაში ცხვრის ჯოგზე, შეშაზე, ფიჩხზე და ხილზე იღებდა გაცილებით მეტს. ამიტომ საშუალოდ სამინბაშო ზედნართი შეგვიძლია ბაჟის მეოცედით განვსაზღვროთ. ამ მონაცემით, შვიდი კარიდან აღებული საბაჟო შემოსავალი 5000 თუმანს აჭარბებს.
ეს მონაცემები კიდევ უფრო ამაგრებს თბილისის მოურავის ჩვენებას. ამიტომ ვფიქრობთ
თბილისის ბაჟის ოდენობა დაახლოებით 50 000 მანეთით უნდა განისაზღვროს. საბაჟოს
ორგანიზებისა და მოიჯარადრეთა მოგების გამოკლებით სამეფო კარის წმინდა შემოსავალი,
ჩვენი გამოთვლით, დაახლოებით 40 000 მანეთს უდრიდა.
ზოგიერთი სავაჭრო საქონელი საბაჟო ტარიფში შეტანილი
არ იყო და საერთო მებაჟეთა მიერ არ იბეგრებოდა. ამ პროდუქციით ვაჭრობა მონოპოლიზირებული იყო.23 22. მარტო გორის ბაჟის იჯარა 1400 მანეთს შეადგენდა.
23. “მონოპოლია ეწოდება მეფის განსაკუთრებულ უფლებას ამა თუ იმ სახის წარმოება-ვაჭრობის ექსპლუატაციაზე. მონოპოლიის დაწესებას მიზნად აქვს შემოსავლის მიღება, შემოსავლის გადიდება” (ქოიავა, 1963: 136). საბაჟო ტარიფში არ ფიქსირდება თამბაქოს არც შემოზიდვის
და არც გაზიდვის დაბეგვრა. ნაჩვენებია მხოლოდ სატრანზიტო ვაჭრობისათვის განკუთვნილი
თამბაქოს — “მოტანილი გასატანად” — ტარიფი. თამბაქოთი ვაჭრობა სამეფო კარის
პრეროგატივას წარმოადგენდა. ამ პროდუქციით ვაჭრობის უფლება იჯარით გაიცემოდა და მას ბურნიოთის იჯარა ეწოდებოდა.24 ერეკლე II-ის იაკობ აუშტრისშვილისადმი მეიდანზე დუქნის წყალობის სიგელში აღნიშნულია: “მეიდანზე ციხის ადგილზე საყდრის წინ ერთი დუქანი (გიბოძეთ). ზევით მხარეს ბურნიოთის ქარხნის კედელი...” (სცსსა, ფ., 1449 საბ., ¹ 1126, ასლამაზიშვილი, 2005: 61). ამ საბუთიდან ჩანს, რომ თბილისში იყო ბურნიოთის, ანუ თამბაქოს “ქარხანა”, სადაც, სავარაუდოდ, თავს უყრიდნენ მოსახლეობისაგან შეკრებილ თუ შესყიდული თამბაქოს. აქ ხდებოდა მისი გადამუშავება-დაფქვა და შემდეგ რეალიზაცია. 24 ბურნიოთი, ბურნუთი ნიშნავს დაფქვილ თამბაქოს (მასალები..., 1957: 11). თამბაქოს იჯარა საკმაოდ მაღალ თანხად გაიცემოდა. 1801 წელს თამბაქოს საიჯარო ფასი 5300 მანეთი იყო (ქოიავა, 1963: 187). “მოხელეთა სარგოს ნუსხაშიც” 1788 წელს საიჯარო ფასი 530 თუმნით (5300 მანეთით) განისაზღვრებოდა (მასალები..., 1955: 102). თბილისის გარდა ბურნიოთის იჯარა იკრიბებოდა გორში, თელავსა და სხვა ადგილებში. სამეფო კარი მონოპოლიური ვაჭრობით მიღებული შემოსავლის გარდა, სატრანზიტო ვაჭრობისას თამბაქოზე საკმაოდ მოზრდილ ბაჟს — ლიტრაზე სამ სტილს იღებდა. საბაჟო ტარიფში ასევე არ ფიქსირდება ტექსტილური ნაწარმის გატანის დაბეგვრა. აქაც საქმე გვაქვს სპეციფიკურ მდგომარეობასთან. საფეიქრო წარმოების გაფართოებამ სამეფო კარს უბიძგა სპეციალური მოსაკრებელი დაეწესებინა მასზე. სამეფო ხელისუფლებამ თეთრ და წითელ ფერად შეღებილ ქსოვილზე შემოიღო ე.წ. “საბეჭდავის” ანუ “ბეჭდის”, იგივე “ხამხალათის” იჯარა. როგორც ქოიავა განმარტავს, ეს იყო ტექსტილის აქციზი. ყოველ 10 არშინ შეუღებავ ქსოვილზე ხაზინის სასარგებლოდ აიღებოდა 2,5 კაპიკი. შეღებილ ქსოვილზე 5 კაპიკი. ხოლო მოჩითულ ქსოვილზე 7,5 კაპიკი. ბაჟის აღების დასტური ბეჭდის დასმა იყო (ქოიავა, 1963: 185; სამსონაძე, 1980: 295). აქედან მოდის ტერმინი — “ბეჭდის” — “საბეჭდავის” იჯარა.
1801 წელს “ბეჭდის” იჯარის ფასი 3850 მანეთს შეადგენდა (АКАК, 1866: 479). ქალაქის
სახელმწიფო იჯარათა ნუსხის მიხედვით 1785 და სხვა წლებში “საბეჭდავის იჯარა” 500
თუმნად, ანუ 5 000 მანეთად, გაიცემოდა (მასალები..., 1955: 102). სხვა წყაროებითაც
აღნიშნული თანხა ფიქსირდება. ჩანს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ იჯარის ფასი შემცირებულა. თბილისის გარდა გარკვეულ შემოსავალს იძლეოდა გორის, დუშეთის, თელავის და სხვ. “ბეჭდის იჯარებიც”. საინტერესოა მარილით ვაჭრობასთან დაკავშრებული ფაქტებიც. გიულდენშტედტი გადმოგვცემს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში “მარილი შემოაქვთ ერევნიდან, რომელიც საზღვრიდან ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული და მეფეს აძლევენ ბათმანს 10 კაპიკად, ხოლო შემდეგ იყიდება 20 კაპიკად” (გიულდენშტედტის..., 1962: 93). ამ ცნობასთან დაკავშირებით ნ. ქოიავა აღნიშნავდა: “როგორც ჩანს, მეფე სამოცდაათიან წლებში აწარმოებდა მარილით ვაჭრობას. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით დროის რა მანძილზე ხდებოდა მარილით ვაჭრობა, იგი იყო მონოპოლიზირებული თუ არა, როგორი იყო შემოსავალი. ადვილად შესაძლებელია, რომ საქმე გვაქვს მარილით ვაჭრობის მონოპოლიასთან, რომელიც საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო ფეოდალურ სახელმწიფოებში” (ქოიავა, 1963: 212). ქოიავა მასალების სიმცირის გამო რადიკალური დასკვნებისაგან თავს იკავებს. ჩვენ მარილით ვაჭრობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვეპოვება. 1782 წლის “მოხელეთა სარგოს ანგარიშის წიგნში” აღნიშნულია: “ქ. ბატონის ბრძანებით, მარილის მომტანისაგან ერთს ლიტრს მარილს ორშაურათ ჰყიდულობდა და საბატონოთ ერთ ლიტრას აბა[ზა]თ ჰყიდდა. რამთენს წელიწადს ასე ჰყიდდა, რომ მოხელეებ[ს] ჯერ სარგო არ აგვეღო; ამას უკან ერთიანად ბატონმა თაყუაშვილზე მოცემის ბრძანება ინება. იმისი ჩვენი წილათ გვერგო, რომ უნდა მოგვცეს (ცხრამეტთუმან ნახევარი). ქ. მასუკან ბატონმა თავისთვის მარილის სყიდვა არ ინება და იჯარით გაცემა ინება. თაყუაშვილმა იჯარით აიღო. ამაში ამხანაგობა ასე იყო: ორი წილი თავისთვის და თავის ხეჩატურასათვის, ორი წილი ჩვენ ორის ძმისთვის და ერთ წილი მელიქის-შვილის შაქარასი. ამისი ანგარიში რომ ვნახეთ, თვითოს ოცთუმანამდის გვერგო. ორის ძმის წილი იქნება (ორმოცი თუმანი)” (მასალები..., 1955: 67). ამ საბუთიდან ირკვევა, რომ მარილით ვაჭრობა მართლაც მონოპოლიზირებული იყო. ერეკლე II უშუალოდ ერევა მარილით ვაჭრობაში. ფასებს თავად არეგულირებს და თავისი კომერსანტის საშუალებით მას ორმაგ ფასად ჰყიდის. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1782 წლამდე. მოგვიანებით, მეფემ მარილით ვაჭრობა იჯარით გასცა ამხანაგობაზე. ამხანაგობაში 5 პიროვნება იყო გაერთიანებული. მათი საერთო შემოსავალი ამ საქმიანობიდან 100 თუმანი, ანუ 1000 მანეთი იყო. მეფის შემოსავალი კი სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნებოდა. ქართლის სახლთუხუცესის იოანე ორბელიანის ჩვენებით მარილის იჯარიდან მას, როგორც მეფის მოხელეს 12 თუმანი ერგებოდა. ხოლო “ხამხალათის” ანუ “საბეჭდავის” იჯარიდან ის იღებდა 21 თუმანს. ამ ორი შემოსავლის შედარებითი გაანგარიშებით მარილის იჯარის ფასი შეიძლება განვსაზღვროთ დაახლოებით 3000 მანეთით. გიულდენშტედტის გადმოცემით თბილისში არსებობდა მეფის მარილსახდელი ქარხანა — “...1 დეკემბერს დავათვალიერე აქაური მარილსახდელი ქარხანა...” (გიულდენშტედტის..., 1962: 9). ჩანს, თბილისში შემოდიოდა მარილის კვნიტები. მას ყიდულობდნენ მეფის კომერსანტები. მისი შემდგომი დამუშავება ხდებოდა “მარილსახდელ ქარხანაში”. ამ პროცესის წარმართვა და მარილის რეალიზაცია გაიცემოდა იჯარით, რომლის შემოსავალი, როგორც აღვნიშნეთ საკმაოდ სოლიდური უნდა ყოფილიყო. მარილით ვაჭრობის მონოპოლიის არსებობას საეჭვოს ხდის საბაჟო ტარიფი, რადგან ჩანს, რომ შემოზიდულ მარილზე მოზრდილი ბაჟი აიღებოდა. ეს კი თითქოს ადასტურებს მარილით თავისუფალ ვაჭრობას და ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ დამოწმებულ დოკუმენტებს. თუმცა მარილის ტრანზიტი არ ფიქსირდება. ისევე, როგორც არ ჩანს არც გაზიდვის შემთხვევაში მისი დაბეგვრა. ეს პროცესი მეფის მოიჯარადრეების პრეროგატივა იყო და, ცხადია, ბაჟით არ იბეგრებოდა. მარილით ვაჭრობის მონოპოლია სწორედ ამ ასპექტში გამოიხატებოდა. შემოტანას კი ვაჭრები ახორციელებდნენ და, ცხადია, ბაჟიც აიღებოდა. სამეფო კარი მარილით ვაჭრობაში ორმაგ შემოსავალს იღებდა — შემოტანაზე ბაჟის, გადამუშავება-რეალიზაციაზე იჯარის სახით. 1770 წელს მოქალაქე ისაია თაყუაშვილმა ერეკლე II-ის ნებართვით თოფისწამლის ქარხანა ააშენა. ჩვენ ამ საწარმოს დეტალურად სამრეწველო განვითარების აღწერის დროს განვიხილავთ. ამჟამად კი ყურადღებას გავამახვილებთ სხვა კუთხით. საწარმო რომ მონოპოლიზირებული იყო მეფის მიერ, ჩანს მისსავე ბრძანებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ თაყუაშვილის “მეტი კაცი ვერავინ დაანაყვინებდა და ვერც გვარჯილასა და თოფის წამალს გაჰყიდიდა” (იხ. კლიმიაშვილი, 1962: 272). ნ. ქოიავა აღნიშნავდა, რომ თოფის წამლის ქარხანა სამხედრო დანიშნულების იყო და აღნიშნული პროდუქცია ბაზარზე არ გადიოდა (ქოიავა, 1963: 211). ჩვენი აზრით, ეს ვარაუდი მცდარია. მეფის ბრძანებავე მიუთითებდა, რომ თოფისწამალს და გვარჯილას თაყუაშვილის გარდა ვერავინ გაყიდიდა. ამ ბრძანების შინაარსივე უშვებდა მის რეალიზაციას. საბაჟო ტარიფში ფიქსირდება გვარჯილის და გოგირდის შემოტანა (ეს მინერალები თოფის წამლის დასამზადებლად გამოიყენებოდა), ხოლო მათი და თოფისწამლის გატანის ბაჟი არსად ფიქსირდება. ცხადია, ეს სამეფოს პრეროგატივა იყო და ბაჟითაც არ იბეგრებოდა. გიულდენშტედტი აღწერს რა “თოფისწამლის ქარხანას”, დასძენს, რომ “ერთი ციტრა წამალი რუსულ ფულზე ღირს 12-15 კაპიკი” (გიულდენშტედტის..., 1962: 15). ეს “ქარხანა” სამეფო ხელისუფლებამ თავისი მაღალი მოგების გამო მალე უკანვე გამოსთხოვა თაყუაშვილს და თავისად დაიჭირა (დუმბაძე, 1990: 349). კონკრეტულად თუ რა შემოსავალს იძლეოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია, არ ჩანს. სავარაუდოა, რომ ის ერთი მხრივ აკმაყოფილებდა ქვეყნის სამხედრო მოთხოვნილებას და ამავე დროს ფულად შემოსავალსაც იძლეოდა.
როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ხაზინაში საბაჟოებიდან და
მონოპოლიური ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალს საკმაოდ დიდ
ადგილი ეჭირა და დაახლოებით 65 000 მანეთით განისაზღვრებოდა.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იმავე პერიოდში იმერე-
თის სამეფოს წლიური საბაჟო შემოსავალი 15 000 მანეთს შეადგენდა
(სოსელია..., 1973: 583-584), მაშინ ვფიქრობთ, სადავო არ უნდა
იყოს ჩვენ მიერ დასახელებული საბაჟო ტარიფის რაოდენობის მიახლოებითი
სიზუსტე, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ
ქართლ-კახეთის სამეფოში საქონელბრუნვა რამდენჯერმე აღემატებოდა
იმერეთისას. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს
ასევე 1807 წლის ქართლ-კახეთის საბაჟოების მონაცემებიც,
რომლის მიხედვითაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლები
63 000 მანეთს შეადგენდა25 (გუგუშვილი, 1937: 295). 1807 წლისათვის
XVIII საუკუნის 70—90-იან წლებთან შედარებით ქართლ-კახე-
თის სავაჭრო ტვირთბრუნვაში რაიმე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა. პირიქით, ამ პერიოდში საომარი მოქმედებების გამო,
კიდევაც შემცირდა ირანთან და ოსმალეთთან ვაჭრობა.26 26 1804-1813 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის, ხოლო
1806-1812 წლებში რუსეთ- ოსმალეთის ომი. ასეთი სურათი იშლება საბაჟო შემოსავლების მხრივ XVIII საუკუნის 70-80-იანი წლების ქართლ-კახეთის სამეფოში. როგორც ვხედავთ, სამეფო კარის ქმედით ღონისძიებათა შედეგად, საბაჟოები ხაზინას სოლიდურ შევსებას აძლევდა. თუ რა ტემპით გაიზარდა საბაჟო შემოსავლები, ამას ნათელყოფს XVIII საუკუნის დასაწყისის საბაჟოთა შემოსავლების შედარება განსახილველ პერიოდთან. “დასტურლამალის” და ტურნეფორის ჩვენებებზე დაყრდნობით სარგის კაკაბაძის გამოანგარიშებით XVIII საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოს საბაჟო შემოსავლები შეადგენდა 500 თუმანს (კაკაბაძე, 1924: 222) ანუ 5000 მანეთს, რაც იმავე საუკუნის 70-90 წლების კურსით 12 500 მანეთს უდრიდა. კახეთის სამეფოსთან ერთად საბაჟო შემოსავალი დაახლოებით 20 000 მანეთით განისაზღვრებოდა. “ოსმალობა-ყიზილბაშობის” და ლეკიანობის შედეგად მოსახლეობის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ერეკლე II-ის ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ამ მიმართულებით სამეფო შემოსავლები სამჯერ და მეტად გაზრდილა. შინაგანი საბაჟოების შემოსავალი დიდად იყო დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობაზე. საგარეო მტერთა შემოსევები საბაჟო სისტემაზე დამღუპველად მოქმედებდა. რუსი მოხელე ბურნაშოვის 1785 წლის 4 ნოემბერს პოტიომკინისათვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნულია ომარ-ხანის შემოსევის უარყოფითი შედეგები: “საქართველო უკიდურესად ნადგურდებოდა, იმის გამო, რომ გზებზე მიმოსვლა საშიშია, ვაჭრობა მთლიანად შეწყდა, პურის მოყვანა შეფერხებულია, რადგან მოსახლეობას სახელმწიფო თუ სამხედრო სამსახურში იწვევენ... მის უმაღლესობას (ერეკლე II-ს) არ შეუძლია შეგროვილი ჯარის დიდხანს შენახვა, რადგან ფული არა აქვთ, მისი შემოსავალი თითქმის გაქრა...” (დუმბაძე, 1973: 705). მიუხედავად ასეთი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ეკონომიკური პროგრესი მაინც არ შეფერხებულა. ერთ წელიწადში მოხერხდა ომარ-ხანის შემოსევის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსირება და ქვეყანამ ეკონომიკური განვითარება განაგრძო. როგორც ვხედავთ პროგრესი აშკარაა და ხელისშემშლელი
ფაქტორების მიუხედავად ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკის
ეს ასპექტი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია. ბ) სავაჭრო ოპერაციების შედეგად მიღებული სხვა სახელმწიფო
შემოსავლები
გარდა საბაჟოების შემოსავლისა, სამეფო კარი თავისი კომისიონერების
საშუალებით, თავადაც მონაწილეობდა სავაჭრო ოპერაციებში.
როგორც ზემოთ დავინახეთ, ქვეყანაში არსებობდა ენდროს
მალის იჯარა. მოთხრილი ენდრო იყიდებოდა და შემოსავალი სამეფო ხაზინაში შედიოდა. მისი საიჯარო ფასი რამდენიმე
ათას მანეთს შეადგენდა. ამავე დროს დაშვებული იყო ენდროს თავისუფალი
ვაჭრობა. ენდროს მსგავსად ღვინის იჯარაც რამდენიმე
ათას მანეთს იძლეოდა. დოკუმენტებში თავისუფალი ვაჭრობის პარალელურად, რკინით ვაჭრობაში სამეფო კარის მონაწილეობასაც ვხვდებით. 1785 წლის ნოემბერში ერეკლე II პოტიომკინისათვის გაგზავნილ წერილში ითხოვდა, რომ ნება მისცემოდა მის მიერ გაგზავნილ თბილისელ სომეხ გრიგოლ ქედხუდაშვილს შეეძინა ყოველწლიურად ასტრახანში არტილერიისა და სხვა სამხედრო საჭიროებისათვის 1500 ფუთი გაგლონური რკინა და წამოეღო ის ბაქოს გზით (ლორთქიფანიძე, 1940: 73). ასეთივე შინაარსისაა იმავე წლის 17 ოქტომბრის წერილი პოტიომკინისადმი (ლორთქიფანიძე, 1940: 136). გვაქვს ცნობა, რომ 1779 წლის 29 აპრილს ქართველ აზნაურს დილანჩევს ნება მიეცა ასტრახანიდან გაეტანა რუსული რკინა. ასევე 1789 წლის 15 ნოემბერს ერეკლე II-ის კომისიონერს ხომჯამინოვს, რომელსაც წყარო “ქართველ თავადს” უწოდებს, უფლება ეძლევა რკინა გაიტანოს. როგორც ვხედავთ, სამეფო კარი, თავისი კომისიონერების საშუალებით, რკინით თავისუფალი ვაჭრობის პარალელურად (რომელიც იბეგრებოდა საბაჟო ტარიფით) ახორციელებდა სავაჭრო ოპერაციებს.. გარდა სხვადასხვა საჭიროებისათვის (არტილერიისა და სხვა) რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი რკინისა, ჩანს, რომ რკინით ვაჭრობის საქმე კიდევ უფრო შორს წასულა. ბუტკოვის ინფორმაციით 1789 წელს ნებადართული იქნა, რომ ერეკლე II-ის სასარგებლოდ უბაჟოდ რუსეთიდან დაღესტანში გატანილიყო კალა, ფოლადი და რკინა (ბუტკოვი, 1869: 197-198). დ. ჯანელიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ ერეკლე II “სახელმწიფო ხაზინის შე- მოსავლის გაზრდის მიზნით მიდის ფართო სავაჭრო კომბინაციებზე საზღვარგარეთ აწყობს რა რუსეთის რკინის შეზიდვას კასპიისპირეთში თავისი სომეხი კომისიონერების მეშვეობით” (ჯანელიძე, 1957: 283). ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პროფ. დ. მეგრელაძე. მისი მტკიცებით, ერეკლეს სასარგებლოდ დაღესტანში გატანილი რკინა ქართველი ტყვეების დახსნას ხმარდებოდა (მეგრელაძე, 1964: 113). იმ შემთხვევშიც კი, თუ რუსული რკინა-ფოლადის დაღესტანში შეტანით ტყვეთა დასხნა ხდებოდა, მას მაინც ფისკალური მნიშვნელობა გააჩნდა. სამეფო კარი ხომ ტყვეთა გამოსყიდვისათვის ასიათასობით მანეთს ხარჯავდა. ხოლო საგარეო ვაჭრობით ამ თანხის ნაწილის დაზოგვაც, გარკვეულ პირდაპირ სახელმწიფო შემოსავალს ნიშნავს. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ზუსტად რკინით ვაჭრობაში სახელმწიფოს შემოსავალს, თუმცა ცხადია, ის უნიშვნელო არ იქნებოდა. ბუტკოვის ცნობით, მარტო 1789 წელს ერეკლე II-ის კომისიონერებმა უბაჟოდ დაღესტანში 1 ტონა კალა, 500 კილო ფოლადი და 20 ტონა რკინა გაიტანეს, რაც რამდენიმე ათასი მანეთის ღირებულების იყო. წყაროებში ასახულია, აგრეთვე, სამეფო კარის მიერ ოქროს რეალიზაციის ფაქტებიც. ცნობილია, რომ ახტალის ვერცხლის მადნიდან წარმოებული ოქროს მთელი მარაგი მეფეს ეკუთვნოდა. თეიმურაზ ბატონიშვილი ოქროთი ვაჭრობის შესახებ გადმოგვცემს, რომ “...რაც ოქრო საქართველოს მადნებიდან შემოდიოდა, იმას ჩვენი მეფეები არ აჭრევინებდნენ (იგულისხმება ოქროს მონეტები — ა. თ.), ამისათვის რომ რაც დასჭირდებოდათ, თავიანთთვის იარაღათ ქალისა და კაცისას აკეთებინებდნენ, თავიანთ სახლეულებასაც ახმარებდნენ და ვინც წყალობის ღირსნი იყვნენ, იმათაც უბოძებდნენ. ეკლესიის ნივთებსაც აკეთებდნენ და უფროსს ნაწილს კი ჰყიდდენ. უფრო წმინდა და კარგი ოქრო რომ იყო, ვაჭრები ძვირად ყიდულობდნენ. ზოგი ევროპიის მხარეს და ზოგს აზიის მხარეს ავაჭრებდნენ და თითონაც სარგებლობა ჰქონდათ და მეფეთა ჩვენთა და მათს ხაზინას უფრო სარგებლობა ჰქონდა ამითი, ვინემ რომ მოეჭრათ და ისე გაეყიდათ” (კაკაბაძე, 1925: 35). როგორც ცნობილია, სამეფო
კარი ალავერდის საწარმოდან საკმაო რაოდენობის სპილენძს იღებდა. ჭარბი
სპილენძის რეალიზაცია ვაჭართა საშუალებით ხდებოდა.29 ვაჭრობის განვითარება, რაც საქონელბრუნვას აორკეცებდა, იწვევდა სხვადასხვა სამეფო მისაგებელთა იჯარის ფასის მომატებასაც. ერთ-ერთ მისაგებელს წარმოადგენდა ყაფანი. ყაფანი დიდი სასწორი იყო, რომელიც იდგა ბაზარზე და რომლითაც, განსაზღვრული ფასის გაღებით, სარგებლობა ყველა ვაჭრისათვის სავალდებულო იყო. ზოგადად, საპალნეზე 1 ბისტი ანუ 2 კაპიკი, ცხენზე — 30 კაპ., ხარზე — 10 კაპ., ფქვილზე, ხორბალზე, ქერზე — ურემზე ორი შაური, მარილის თითო ნაჭერზე — 1 კაპ., ბამბასა და მატყლზე — თითო კონაზე 1 შაური და ა.შ. აიღებოდა. 1801 წლის მონაცემებით, ყაფანის იჯარის ფასი 850 მანეთს შეადგენდა (ქოიავა, 1963: 205). ცხადია, 1795 წლამდე მისი საიჯარო ფასი გაცილებით დიდი იქნებოდა. მართლაც, ქალაქის სახელმწიფო იჯარების ნუსხაში ქორონიკონით უპ წელს ანუ 1792 წელს ყაფანის საიჯარო ფასი შეადგენდა 115 თუმანს ანუ 1150 მანეთს (მასალები..., 1955: 102). როგორც ვხედავთ, ყაფანის იჯარის ფასი 800-დან 1150 მანეთამდე მერყეობდა. თბილისის გარდა გარკვეულ შემოსავლს იძლეოდა ქართლსა და კახეთში არსებული სხვა იჯარები. გორის მოურავის თავად ოთარ ამილახვარის ჩვენებით, გორის სამეფო იჯარებიდან საშუალოდ იგი იღებდა მეთხუთმეტედს. ხოლო ამ იჯარებიდან მისი შემოსავალი 15 თუმანს შეადგენდა. გამოდის, რომ გორის იჯარების საერთო ფასი 2250 მანეთს უდრიდა. აქ შედიოდა ბაჟიც. ბაჟის გამოკლებით გორის იჯარის შემოსავალი დაახლოებით 800 მანეთით განისაზღვრება (მასალები..., 1948: 86). ცხინვალის ყველა იჯარა (ბაჟი, სამღებრო და ა.შ.) 1800 მანეთად გაიცემოდა. კახეთის სახლთუხუცესების — ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისა და ალექსანდრე მაყაშვილის — ჩვენებებით კახეთის იჯარებიდან მათ 50 თუმანი ერგებოდათ (მასალები..., 1948: 7-9). რადგან მოხელეების სარგო მეათედზე მეტი არ იყო, ამიტომ კახეთის იჯარების საერთო ფასი სულ მცირე 500 თუმანით მაინც განისაზღვრება. მასში კახეთის ბაჟებიც იგულისხმება. ბაჟების გარდა კახეთის იჯარის ფასი 2500-3000 მანეთი იქნებოდა. სამეფო კარი იჯარით გასცემდა, აგრეთვე, მის საკუთრებაში მყოფ ქალაქის მიდამოებში არსებულ ბაღებს და აბანოებს. მათი უმეტესობა დედოფლის საკუთრებას შეადგენდა. მეფეს, აგრეთვე, გააჩნდა მრავალი სავაჭრო თუ სახელოსნო დუქანი. მათგან მეფის შემოსავალი რამდენიმე ათასი მანეთი უნდა ყოფილიყო. ვაჭრობიდან, საბაჟოთა გამოკლებით, სამეფო კარის პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემოსავლები დაახლოებით 15-20 ათას მანეთს შეადგენდა. როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ქართლკახეთის სამეფოში ვაჭრობა საგრძნობ პროგრესს განიცდიდა. ვაჭრობის განვითარებით და უშუალოდ სავაჭრო ოპერაციებში ჩართვით, სამეფო კარი საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა. სამეფო ხელისუფლების მეცადინეობით XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ვაჭრობა აღმავალი ხაზით ვითარდებოდა და 80-იანი და 90-იანი წლების პირველ ნახევარში თავის კულმინაციას მიაღწია. დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო კაპიტალი დაგროვდა.
ამჯერად ჩვენი მიზანია ვაჭრობის შედეგად მიღებული სახელმწიფო ხაზინის შემოსავალების რაოდენობა განვსაზღვროთ. იმის გარდა, რომ ვაჭრები ქალაქის მახტის და მალის ძირითადი გადამხდელები იყვნენ, სამეფო კარის ძირითადი კრედიტორებადაც
გვევლინებოდნენ და ერეკლე II ამ
ვაჭრების საშუალებით თავადაც ახორციელებდა მნიშვნელოვან სავაჭრო
ოპერაციებს, ვაჭრობიდან სახელმწიფო შემოსავალი ძირითადად მაინც საბაჟო ტარიფის ოდენობით განისაზღვრებოდა.
15
იყო მრავალი შემთხვევა, რომ ვაჭრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ სავალდებულო
უპროცენტო სესხის გაღება ეკისრებოდათ.
წყაროები თბილისის ბაჟის წლიური შემოსავლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან. კაპიტან იაზიკოვის ცნობით, თბილისიდან ბაჟის შემოსავალი 1770 წელს 10 000 მანეთს შეადგენდა17 (Грамоты..., 1891: 187). იაკობ რაინეგსი ჩამოთვლის რა, ქართლ-კახეთის სამეფოს შემოსავლებს, აღნიშნავს: “ბაჟი ყოველწლიურად აიღება 25 000 მანეთი” (რაინეგსი, 2002: 184). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაზიკოვს და რაინეგსს საეჭვოა საბაჟო შემოსავლების დაზუსტებული მონაცემები ჰქონოდათ.
17. ჩვენი აზრით ამ პერიოდში მოქმედებდა მხოლოდ “ყადიმი” ბაჟი.
18
ჩვენი დაკვირვებით აქტებში მოტანილი 1801 წლის ჩვენებები არასრულია.
რუსი მოხელეები თავდაპირველად ქართული ეკონომიკის თავისებურებებში
ბოლომდე ვერ გაერკვნენ. აღრევა ჩანს საბაჟოსა და სხვა ტიპის
იჯარებს შორისაც. მონაცემების არასრულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც,
რომ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეების წლიური ხელფასები განსაზ-
ღვრულია მხოლოდ 16 990 მანეთით. რეალურად კი ასეთი ტიპის ხარჯები
გაცილებით დიდი იყო (АКАК, 1866: 480-481).
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ერევნიდან თბილისში
შემოჰქონდათ 70 000 ფუთი ნედლი ბამბა (როჟკოვა, 1949: 111). ეს კი
დაახლოებით 5000 საპალნეზე მეტია20. ბამბა სხვა ქვეყნებიდანაც შემოდიოდა. საპალნეზე ბამბის საბაჟო ტარიფი 2 მანეთით განისაზღვრებოდა. ასეთი დიდი მოცულობის პროდუქციას ადგილობრივი ბაზარი ვერ აითვისებდა და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებშიც გაიტანდნენ. ბაჟი გატანაზეც აიღებოდა. ბამბის შემოზიდვაზე საბაჟოს წმინდა შემოსავალი, ყველა შეღავათების გათვალისწინებით, მინიმუმ 10 000 მანეთით უნდა განვსაზღვროთ.
20. მისი რეალური ღირებულება 500 000 მანეთს აჭარბებდა.
ნ. ქოიავა სამართლიანად მიუთითებდა, რომ XVIII საუკუნის I მეოთხედისაგან განსხვავებით საუკუნის II ნახევარში გაუქმდა არყის მონოპოლია და ღვინით, არყით და სპირტით ვაჭრობა თავისუფალი გახდა (ქოიავა, 1963: 200). საბაჟო ტარიფებიც მოწმობენ, რომ ღვინით და არყით ვაჭრობა მონოპოლისტურ ხასიათს არ ატარებდა. წყაროებიდან დგინდება, რომ ღვინის და არყის ბაჟის აღება ცალკე გაიცემოდა იჯარით და ამ პროდუქტებით საბაჟო შემოსავალი 1801 წლის ჩვენებით 3030 მანეთს უდრიდა (АКАК, 1866: 197, 479-478). ეკონომიკური ისტორიის მასალებში კი ქორონიკონით უოგ ანუ 473 წელს, რაც შეესაბამება 1785 წელს, ღვინის და არყის საიჯარო ფასი 216 თუმნით ანუ 2160 მანეთით იყო განსაზღვრული (მასალები..., 1955: 102). თუმცა, როგორც ჩანს, სამეფო კარის შემოსავალი ღვინით ვაჭრობიდან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. თბილისის მოურავის ევსტათი ციციშვილის მოხსენებაში აღნიშნულია: “ქ. მეორე ჭაშნიკი ჩემი საკუთარი იჯარა იყო, ამას გავცემდი ხოლმე ხან სამოც თუმნათ და ხან ოთხმოც თუმნათა. უფრო ოთხმოც თუმნად გავცემდი ხოლმე” (მასალები..., 1948: 91). ცხადია, მოურავი პირველ “ჭაშნიკში” გულისხმობდა სამეფო “ჭაშნიკის იჯარას”. სარდალ-სახლთუხუცესი იოანე ორბელიანი, პავლე ციციანოვისადმი მირთმეულ მოხსენებაში, ღვინის და არყის ბაჟის იჯარისაგან დამოუკიდებლად, საიდანაც მისი შემოსავალი 63,5 მანეთს შეადგენდა, ასახელებს ღვინის იჯარას ცალკე და იქიდან მისი სარგო შეადგენდა 73 მანეთს. იოანე ორბელიანის სარგოს მიხედვით სახელმწიფო ღვინის იჯარის შემოსავალი აჭარბებდა ღვინის და არყის ბაჟის იჯარას (2100-3000 მანეთს). ჩვენი აზრით, ეს იყო სამეფო კარის მიერ საკუთარი მეურნეობიდან მიღებული მოსავლის რეალიზაციის საიჯარო საფასური. სამეფო კარს ფართო მოხმარების საგნით — ღვინით — ვაჭრობიდან, ისევე როგორც ენდროდან, ორმაგი შემოსავალი ჰქონია.21
21 აქ არ იგულისხმება გლეხთა ღვინის გადასახადი “ღალა”. ამ გადასახადის შეკრება იჯარით არ გაიცემოდა და არც მისი რეალიზაცია ხდებოდა. ასეთი ტიპის გადასახადები (სურსათი, კოდისპური და სხვა) გამოიყენებოდა ჯარის, მოხელეთა და სამეფო ოჯახის საჭიროებისათვის.
გარდა თბილისისა, საბაჟოები არსებობდა გორში, დუშეთში,
ახალგორში, ცხინვალში, თელავში, სიღნაღში და სხვ. უხეში გათვლებით მათი საერთო შემოსავალი 10 ათას მანეთზე მეტი იქნებოდა.
22
25. XIX საუკუნის დასაწყისში ციციანოვმა დააყენა საკითხი ქართლ-კახეთში
შინაგანი საბაჟოების გაუქმებისა და საერთო იმპერიული საბაჟო სისტემის
შემოღების შესახებ. მისი პროექტის მიხედვით უქმდებოდა ასევე მოზდოკის
საბაჟო და იმპერიის სამხრეთში ოთხ ადგილას — სურამში, წალკასთან, ლორესა,
შამშადილოში — იხსნებოდა საბაჟოები. პროექტის მიხედვით, ირანიდან
და ოსმალეთიდან მომავალი ტვირთი ამ ადგილებზე უნდა დაბეგრილიყო,
ხოლო იმპერიის შიგნით ვაჭრობა თავისუფალი ხდებოდა. 1803-1804
წლებში გამოიცა კიდეც შესაბამისი ბრძანებულებები, თუმცა ქართლ-კახე-
თის შინაგანი საბაჟოების შემოსავალი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ
იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1807 წელს შეაჩერა წინა ბრძანებები და
აღადგინა შინაგანი საბაჟოები XVIII საუკუნის II ნახევრის ტარიფით (გუგუშვილი,
1937: 293-296).
1795 წელს კი აღა-მაჰმად ხანმა მიწასთან გაასწორა თბილისი, რამაც ქართულ ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა. თუმცა წყაროებიდან დასტურდება, რომ ეკონომიკა ამის შედეგად არ განადგურებულა და სავაჭრო ოპერაციები კვლავ წარმოებდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტერ-შმოვანოვის წერილიდან მანუჩარ
თუმანიშვილისადმი ირკვევა, რომ 1796 წლიდანვე კვლავ ამოქმედებულა
თბილისის ბაზარი: `კვირა არ გავა, რომ ერევნიდამ, ყარსიდამ
თუ ახალციხიდამ (თბილისში) ქარავანი არ მოვიდეს. ვინც
საქონლის მომტანია ესენი სულ ბაჟის მიმცემნი არიან. ბანბაც დავარდა
ლიტრა ჩღ (1 მანეთი და 70 კაპიკი) ასე გაყიდეს~ (ბერძნიშვილი,
1965: 136, საბ. #12). სხვადასხვა მონაცემიდან ჩანს, რომ
1800-იანი წლების დასაწყისისათვის საიჯარო ფასები თითქმის
უტოლდებოდა 1795 წლამდელ მდგომარეობას.27 XVIII საუკუნის
დასაწყისიდან XIX საუკუნის დასაწყისისათვის საბაჟოთა შემოსავლები
გრაფიკულად ასე გამოიყურება:
27. ამ საკითხს საგანგებოდ ქვემოთ განვიხილავთ.
საბაჟო ტარიფში ასახულია რკინის შემოზიდვის ფაქტები. ჩამოთვლილია რკინის შემოზიდვის სხვადასხვა შემთხვევები — “რკინა მოტანილი რუსეთიდან, რკინა საპალნით, რკინა ურმით, მოტანილი რუსეთიდან და ირანიდან, მოტანილი განჯიდან და
ბოლნისიდან”.28 საბაჟო ტარიფების გარდა გვაქვს ბურნაშოვის და იაზიკოვის ცნობები, რომ რკინა საქართველოში შემოდიოდა რუსეთიდან და ირანიდან (ბურნაშოვი, 1896: 2; Грамоты..., 1891: 189). ერთი სიტყვით, რკინით ვაჭრობა ქვეყანაში თავისუფალი იყო.
28
საბაჟო ტარიფი განსხვავებულია რკინის ფასის მიხედვით. იაფი რკინა
მოტანილი განჯიდან და ბოლნისიდან — ლიტრა 10 კაპიკად იბეგრება. რუსეთიდან
ლიტრა 16 კაპ. და ა.შ.
29. ოქროს და სპილენძის რეალიზაციით მიღებულ
შემოსავალს ცალკე პუნქტად არ გავიტანთ, რადგანაც იგი იგულისხმება ახტალა-ალავერდის საწარმოთა შემოსავალში.
ყაფანის გარდა იყო სხვა მისაგებლებიც — ყასაბხანა, დაბახანა,30
და თევზაობის მისაგებელი. ყასაბხანაში და დაბახანაში ყოველ დაკლულ რქიან
საქონელზე აიღებოდა გარკვეული საფასური. მათი საიჯარო ფასი 1801 წელს 3300
მანეთით განისაზღვრებოდა (ქოიავა, 1963: 233). არ გვაქვს ზუსტი ცნობები
XVIII საუკუნის 7090-იან წლებში ყასაბხანის და დაბახანის შემოსავლის
შესახებ. ქართლის სახლთუხუცესის სარგოს მიხედვით განსახილველ პერიოდშიც
შემოსავალი დაახლოებით 3300-3500 მანეთი უნდა ყოფილიყო. თევზაობიდან
გადასახადის შეკრებაც იჯარით გაიცემოდა და წლიურად 1200-1400 მანეთს
შეადგენდა (მასალები..., 1955: 102; გიულდენშტედტის..., 1962: 233).
30. ყასაბხანა — ხორცის სავაჭრო დუქანი.
დაბახანა — ტყავის მოსაქნელი სახელოსნო (მასალები..., 1957: 13, 44).
![]() |
3.3 §3. სავახშო კაპიტალ |
▲ზევით დაბრუნება |
სავაჭრო კაპიტალის დაგროვებამ და ფულად სასაქონლო ურთიერთობების განვითარებამ ხელი შეუწყო საკრედიტო ოპერაციების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალური საკრედიტო დაწესებულება არ არსებობდა (ქოიავა, 1963: 82), სავახშო კაპიტალი მაინც ფართოდ ფუნქციონირებდა. სესხს გასცემდნენ ძირითადად ვაჭრები, იშვიათად თავად-აზნაურობა და გლეხები. მსესხებლები კი იყვნენ გლეხები, თავად-აზნაურები, ვაჭრები და სხვა. ამ პერიოდში სამეფო ხელისუფლებას სავალდებულო სახელმწიფო სესხიც შემოუღია. მეფე ადგენდა იმ პირთა სიას ვისაც სახელმწიფოსათვის, უპროცენტო, სავალდებულო სესხის გაცემა ევალებოდა (აკოფაშვილი, 1973: 562).
სესხის აღებას მიმართავდნენ გლეხები, რათა დაეფარათ ფულადი სახელმწიფო გადასახადები.
ამავე დროს გახშირდა საგირავნო სესხი. ასეთი სესხის აღე-
ბას მიმართავდნენ თავად-აზნაურები. წყაროებში ხშირად ვხვდებით ასეთ ფაქტებს — “... იის ციხე, ავკეთი ჯავახიშვილთან ათ თუმანნახევრათ გირაოთ ყოფილა და ალექსანდრე სარდალს დაუხსნია” (ჯამბურია, 1960: 132); “... გრაკალი ერგოთ მინბაშ გოგიას, დავითის საქმე არა აქვს ამისათვის რომ სამოცი თუმანი გასწყვიტა. სახლის ვალიცა და გრაკლისაც გირაოთ იყო..” (სცსსა, ფ., 1448, საბ., ¹ 2972); “... ჩვენგან ზოგი მიწა და ზოგი საწისქვილო დაგირავებული და გასყიდულია... რაც გირაოდ შენი მიწების და წისქვილია, ღმერთმან შეგაძლებინოს, დაიხსენ...” (ჯამბურია, 1960: 137);
“ავიღე მე, ციციშვილმა ნიკოლოზ... ციციშვილის გიორგისაგან, ათი თუმანი ქალაქის თეთრი. ამის გირაოთ ჩვენი წილი დოესი მოგვირთმევია...” (მასალები..., 1955: 102).
გარდა სამომხმარებლო სესხისა, გვხვდება, აგრეთვე, ფულის გასესხების პროგრესული ფორმებიც, როცა მსესხებლად გამოდიოდნენ მსხვილი ვაჭრები ან სავაჭრო ამხანაგობები და შესაბამისად, კრედეტის პროცენტი იფარებოდა სავაჭრო კაპიტალის მოგებით.
“ავიღე მე ტერ-ასატურაშვილმა არაქელამა, შენ თუმანიშვილის მდივნისა მანუჩრისაგან ოთხმოცი თუმანი... ეს თეთრი... ჩემთვის ვიმუშაო.... ამის ხეირსა და ზიანში შენ საქმე არ გქონდეს!... შენმა ოთხმოცმა თუმანმა რაც ჩემს ხელთ დაჰყოს, წელიწადში ათი თოთხმეტნახევრად გაურჯელად მოგცე” (დუმბაძე, 1990: 361).
სესხი ფორმდებოდა ხელწერილით, ანუ თამასუქით. თამასუქზე იდებოდა ბეჭედი (ქოიავა, 1963: 82).
სესხის მოგების პროცენტი განსაზღვრული იყო ვახტანგის სამართლის წიგნით (ქოიავა, 1963: 82), თუმცა საკრედიტო ოპერაციების გაფართოებამ გამოიწვია პროცენტის მომატება.
საკრედიტო ოპერაციების გახშირებაზე მეტყველებს ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მოხელის, თავად იროდიონ გურგენიძის ცნობა:
“...რაც, ქართლში თუ კახეთში თამასუქით თეთრი აიღებოდა იასაულებისაგან, თუმანზედ ექვსი აბაზი სამდივანბეგო იყო, ერთი აბაზი მორდლებისა იყო. მე მერგებოდა ჩემს წილად წელიწადში ხუთი თუმანი, ხან მეტი და ხან ნაკლები”. იმავეს ამტკიცებს მეორე მორდალი თავადი ზაალ ბარათაშვილიც (მასალები..., 1948: 46-47).
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ პრობლემურ სესხებთან, რომელიც სასამართლოს ძალით აიღებოდა. მორდლების ჩვენებით სასამართლოს ძალით 5000 მანეთანდე სესხი იფარებოდა. სასამრთლოს ძალით კი, რა თქმა უნდა, საერთო სესხების ძალზე მცირე რაოდენობა აიღებოდა. ყოველივე ეს ნათელ სურათს გვიშლის იმის შესახებ, თუ რამდენად ინტენსიური იყო საკრედიტო ოპერაციები.
ნიშანდობლივია იოსებ და აღალუა ყორღანაშვილების ქონების ნუსხის მონაცემები, სადაც დასტურდება, რომ ამ პირებს თამასუქით გაცემული ჰქონდათ რამდენიმე ათასი თუმანი სხვადასხვა პირზე (მასალები..., 1955: 375-378). მსხვილი კრედიტის გამცემად გვევლინებიან, როგორც ვაჭრული ფენების წარმომადგენლები, ისე მემამულეები. საკრედიტო ოპერაციებით მიღებული მოგება იმდენად თვალშისაცემი გამხდარა, რომ იოანე ბატონიშვილი თავის კანონპროექტში სამეფოს შემოსავალის ერთ-ერთ წყაროდ სახელმწიფო სესხების გაცემას მიიჩნევდა (ბაგრატიონი, 1957: 43). საკრედიტო ოპერაციების ინტენსიფიკაცია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის კიდევ ერთი არგუმენტია.
![]() |
3.4 § 4. მანუფაქტურული წარმოების განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან შეინიშნება სავაჭრო კაპიტალის სამრეწველო კაპიტალად გადაქცევის ტენდენცია. ამ მხრივ თვალშისაცემია საფეიქრო მრეწველობა (იხ. სამსონაძე, 1980). ეს პროცესი ხელს უწყობდა მრეწველობის განვითარებას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ზედნაშენური პრინციპით (რაც ითვალისწინებს კერძო სავაჭრო კაპიტალის შექმნას, მის სამრეწველო კაპიტალად გადაქცევას, შემდგომში გაფართოებას და ა.შ.) მრეწველობის განვითარება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა, პეტრე I-ის დროინდელი რუსეთის იმპერიის გამოცდილების გაზიარების გზით, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც ნოვატორად იქცა და შემოსავლების გასაზრდელად სახელმწიფო საწარმოების შექმნა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ერეკლე II-ისათვის ნათელი შეიქმნა, რომ რუსეთიდან ფულადი თუ სამხედრო დახმარება, მხოლოდ მომავლის პერსპექტივა შეიძლება ყოფილიყო, დაადგა ეკონომიკური განვითარების ზემოთ აღნიშნულ მეთოდს. ვაჭრობის აღორძინებისა და მფარველობის პარალელურად, სამეფო ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა მრეწველობის განვითარებისთვის. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1763 წელს. გაიხსნა ახტალის ვერცხლის სადნობი და დამბლუღის სპილენძისადნობი “ქარხნები”, ხოლო 1770 წელს მწყობრში ჩადგა ალავერდისა და შამბლუღის სადნობი “ქარხნები” (გულიშამბაროვი, 1894: 31).
ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ერეკლე II-ის ხელშეწყობით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სათავეს იღებდა მრავალი საფაბრიკო-საქარხნო წამოწყება, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის და დაწინაურების შედეგი იყო (გოგოლაძე, 1966: 8). ჩვენ ამ მოსაზრებას ვერ დავე-
თანხმებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მრეწველობის განვითარება ქვეყანაში უზრუნველყო არა ზოგად ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, არამედ ხელისუფლების გეგმამ, რომელიც ეკონომიკური განვითარების ფორსირებულ მეთოდს გულისხმობდა.
ჩვენს მოსაზრებას პირდაპირ ეხმაურება იმდროინდელი ისტორიკოსის, ომან ხერხეულიძის, სიტყვები, რომ ერეკლეს “არა აქვნდა რა პირდაპირი ძალი არცა ჯარითა და არცა ხაზინითა და თვინიერ სიმხნისა კიდე... ფრიადისა ღონისძიებითა და შრომითა ეძება მამულსა თვისსა მიწა ოქროსი და ვერცხლისა, რომელმანცა იპოვა სომხითის მამულსა შ(ორი)ს. და მოიყუანნა საბერძნეთით
ბერძენნი მცირედნი მცნობელნი ჯავარისანი, გამომდნობელნი ოქროსა და ვერცხლისა მიწისანი, ვითარცა დაიწყო მადნისა მის მუშაკობა, ისარგებლა მით ფრიად” (ხერხეულიძე, 1989: 66).
ერეკლე II-მ XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მრავალი საჩუქრისა და დაპირებების წყალობით მოახერხა თურქეთიდან, გიუმიშხანეს პროვინციიდან, ბერძენ ოსტატთა 800 ოჯახის ჩამოსახლება (გოგოლაძე, 1966: 9), რომლებმაც აამოქმედეს აღნიშნული წარმოება.
ქართლ-კახეთის სამეფოში სამთამადნო წარმოება დეტალურად აქვს შესწავლილი დ. გოგოლაძეს ნაშრომში “სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი” (იხ. გოგოლაძე, 1966), ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოთა განხილვისას ჩვენ ძირითადად ვსარგებლობთ აღნიშნული ნაშრომით.
ახტალის ქარხანა მდებარეობდა მემამულე მელიქიშვილის მიწაზე, ხოლო ალავერდისა და შამბლუღის სპილენძსადნობი ქარხნები არღუთინ-დოლგორუკოვებისა (მხარგრძელების) და ორბელიანის მიწებზე. მათ მეფემ ეს მიწები ჩამოართვა და იქ სახელმწიფო საწარმოები შექმნა. საკომპენსაციოდ მიწების მეპატრონეები მინბაშებად, ანუ მეფის წარმომადგენლებად და მეთვალყურეებად დანიშნა, რისთვისაც მათ ხელფასს უხდიდა. ხელფასის გარდა ისინი გარკვეულ მადანს ნატურით იღებდნენ (გოგოლაძე, 1966: 11).
მეფესა და ბერძენ “მადანჩებს” შორის შემდეგი სახის ხელშეკრულება დაიდო: ახტალის ქარხნებში მიღებულ ოქროს ბერძნები მთლიანად მეფეს აძლევდნენ. ხოლო ვერცხლიდან 25% მეფეს ეკუთვნოდა. დარჩენილ 75 %-ს მეფე მათ უბრუნებდა თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის აბაზების სახით.
ალავერდის ქარხნიდან, რადგან ბერძნები საკუთარი ხარჯებით აწარმოებდნენ მადანს, მიღებული სპილენძის მხოლოდ 12 % ერგებოდა მეფეს. ბერძენ მადნისმწარმოებლებს სახელმწიფომ
პრივილეგიები მიანიჭა. ისინი სპილენძით და ტყვიით ვაჭრობის დროს არ იხდიდნენ საბაჟო გადასახადებს და არ გადიოდნენ ჯარში (გოგოლაძე, 1966: 10-11).
ახტალის ქარხანაში ბერძნებთან ერთად დაქირავებული მუშებიც მუშაობდნენ. მეფე საბერველთა დაბერვისა და სხვა საქმიანობისათვის ქირაობდა 120-150 შეიარაღებულ კაცს. თვეში მათ 3 მანეთი ეძლეოდათ. დამატებით ბერძნები დღეში აბაზს, ანუ 20 კაპიკს აძლევდნენ.
ვერცხლის მადანი ბერძნებს წერაქვების და ბურღების საშუალებით ამოჰქონდათ. ზოგჯერ მადნის ამოსაღებად ბერძნები დაქირავებულ მუშებსაც იყენებდნენ. ამოღებული მადნის სადნობში მისატანად და მის გასარჩევად ბერძნები მახლობელ სოფლებში ბავშვებს ქირაობდნენ. ბავშვები მადანს ტყავის ტომრებით ეზიდებოდნენ. ამ სამუშაოსთვის ბერძნები მათ 6 თვეში 10-დან 20 მანეთამდე უხდიდნენ, დამატებით კი ორ ხელ ტანისამოსს აძლევდნენ. ძირითად სამუშაოს ბერძნები ასრულებდნენ (გოგოლაძე, 1966: 1213). სულ საწარმოში 1200-1300 კაცი მუშაობდა.
“გამორჩეული მადანი (ნიგვზის კაკლების ოდენა) ბერძნებს მიჰქონდათ მაღაროებთან ახლო მოწყობილ ქარხნებში. აქ ცილინდრისმაგვარ საწვავ ღუმლებში ხდებოდა მადნის გამოწვა 10-12 დღე-ღამეში. ამ დროში გამოიწვებოდა 300-დან 500-მდე ფუთი მადანი. ამ სამუშაოს ბერძნები ზოგჯერ თვითონ ასრულებდნენ, ზოგჯერ დაქირავებული მუშები, რომელთაც დღეში 20 კაპიკს უხდიდნენ.
შემდეგ ხდებოდა გამომწვარი მადნის გამოდნობა შესაბამის სადნობ ღუმელში. მადნის გამოდნობისათვის შენაერთში ურევდნენ სხვადასხვა მასალას (ნედლ ცემენტს, წიდას). 100 ფუთი გამომწვარი მადნისაგან (გამოდნობის შემდეგ) იღებდნენ 10-12 ფუთ ვერცხლისფერ ტყვიას.
შემდეგი პროცესი იყო ტყვიისაგან ვერცხლის გამოცალკევება. ეს ხდებოდა ღია ჯამში, რომელშიც თავსდებოდა 50 ფუთამდე ტყვია. ბერვის შედეგად ტყვია ძირს მიედინებოდა, ზემოთ რჩებოდა ვერცხლი. 50 ფუთი ტყვიისაგან ღებულობდნენ 1-დან 1,5 ლიტრამდე (8-12 გირვანქა) ვერცხლს” (გოგოლაძე, 1966: 13).
ახტალის ქარხნიდან 1763 წლიდან 1785 წლამდე (ომარ ხანის შემოსავემდე) წელიწადში იღებდნენ 150, 200, 300 და მეტ ლიტრა ვერცხლს. ერთი ლიტრა ვერცხლიდან 46 მისხალი ოქრო გამოდიოდა (ესაძე, 1903: 1). მისხალი იყო დაახლოებით 4, 5 გრამი. 300 ლიტრა ვერცხლიდან 60 კილოგრამზე მეტ ოქროს იღებდნენ.
ალავერდის სპილენძსადნობ ქარხანაში ბერძენი ოსტატები
“ამხანაგობებში” ერთიანდებოდნენ. ოსტატები ქირაობდნენ დაქირავებულ მუშებს. XIX საუკუნის დასაწყისში, ქარხანა მოიჯარადრეების ხელში იყო. სამ “ამხანაგობაში” გაერთიანებული იყო 46 ოსტატი. მათ 170 მუშა ჰყავდათ დაქირავებული. მუშები იყვნენ ყაზახიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ჯავახეთიდან. ამ დროისათვის აღა-მაჰმად ხანის შემოსევის გამო წარმოება მკვეთრად შემცირებული იყო. სავარაუდოა, რომ 1795 წლამდე წარმოება ერთიორად დიდი იქნებოდა, დასაქმებულთა რიცხვი კი 600-700 კაცი მაინც იქნებოდა.
სპილენძის მადანს ადნობდნენ ახტალის ქარხანაში აპრობირებული მეთოდების მიხედვით. ერთ ღუმელში 500 ფუთ მადანს 4-5 დღე-ღამის განმავლობაში ადნობდნენ. აქედან ღებულობდნენ 88 ფუთამდე შავ სპილენძს. შავ სპილენძს წმენდნენ ბრძმედებში. 10 ფუთი შავი სპილენძისგან მიიღებოდა 7,5 ფუთი დაწმენდილი სპილენძი.
ომარ-ხანის (1785 წ.) შემოსევამდე ალავერდის სპილენძის ქარხნიდან წლიურად ამოჰქონდათ 200 000 ფუთი მადანი. აქედან ღებულობდნენ 15 000 ფუთ შავ სპილენძს. მისი დაწმენდის შედეგად კი იღებდნენ 12 000 ფუთ სუფთა სპილენძს. ფუთი სპილენძის ფასი საშუალოდ 16 მანეთი იყო.
ჩვენ არ მოგვეპოვება ცნობები შამბლუღისა და დამბლუღის ქარხნების შესახებ. ეს ფაქტი აიხსნება შემდეგი გარემოებით — ახტალა-ალავერდის ქარხნების შესახებ ინფორმაციის უმეტესობა მოდის XIX საუკუნის ჩანაწერებზე, რომელსაც რუსი მოხელეები აგროვებდნენ. რუსეთის მთავრობას სურდა წარმოების გაუმჯობესება და ყველა საჭირო ცნობას კრებდა. შამბლუღისა და დამბლუღის ქარხნები 1795 წლის შემდეგ არ აღუდგენიათ, ამიტომ მათ მიმართ ინტერესი აღარ იყო. აქედან გამომდინარე, მათი მუშაობის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. თუმცა წყაროებში ფიქსირდება, რომ ეს საწარმოები ერეკლე II-ის დროს მართლაც მუშაობდნენ.
31. წარმოების განახლება გადარჩენილმა ოსტატებმა შეძლეს. სამეფო კარი საწარმოთა
ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაზეც ზრუნავდა. დავით ბატონიშვილის წერილიდან
რუსეთის იმპერიის მოხელის მუსინ-პუშკინისადმი ჩანს, რომ იაკობ რაინეგსის დახმარებით მადნებში წყლის მექანიკური საბერველი მოუწყვიათ, თუმცა წარმოების დონის ამაღლების მხრივ მეტის გაკეთება ვეღარ მოუხერხებიათ — “მართალია, მან მოახერხა ისე, რომ წყლის საშუალებით ბორბლებს მოძრაობაში მოჰყავდათ საბერველი და ადამიანის ხელი საჭირო აღარ იყო, მაგრამ მიუხედავად მისი საკმაო გათვითცნობიერებისა გადადნობის ამ საქმეში, ღუმელების სრულყოფა ვერ შეძლო. ბერძენმა ოსტატებმა, რომლებიც ყოველთვის მუშაობდნენ ჩვენს ქარხნებში, საქმით დაამტკიცეს, რომ მას არ შეეძლო კარგად დნობა” (რაინეგსი, 2002: 39). სამეფო კარი დიდად ზრუნავდა ოსტატთა ადგილობრივი კადრების შექმნაზე. ერეკლე II ცდილობდა ასეთი კადრი შეექმნა ყმა-გლეხებისგან. მრავლისმეტყველია ერეკლე II-ის წერილი კათალიკოსის სახლთუხუცეს ამილბარისადმი, რომელიც 1775 წლის 29 ოქტომბრით თარიღდება — “მადანჩად მისაბარებელი შეგირდები ქართლსა და კახეთში შევაწერეთ. კახეთს გარდა ქართლსა და ქალაქში, რაც მისის უწმინდესობის ძმის კ[ათალიკო]ზის (იგულისხმება ანტონ I — ა. თ.) ყმა არის ამათ ექვსი კაცი აწერიათ. ამის იას[ა]ული შენა ხარ. რომელიც სახლის კაციანი კაცი იყოს იმისთანა გამოიყვანე, ოცის წლიდამ მოკიდებული ოცდაათწლამდინ რომ იყოს, ამგვარი უნდა მოვიდეს. იმ შაგირდებს თითო ხელი ტანისამოსი, თითო წამოსასხამი ნაბადი, თითო თოფი და იარაღი, ხუთხუთი მინალთუნი (5 აბაზი ანუ მანეთი — ა.თ.) თეთრი უნდა მისცეთ. ამაზე ნურავინ დაბრკოლდება. ეს სარწმუნოების ერთგულებაც არის და თავის ქვეყნისაც. ეს რომ ჩვენს ქვეყანაში გამრავლდეს (იგულისხმება მადნის წარმოება — ა.თ.) მტრისაგან ჩვენის ქვეყნის მორჩენა ამას შეუძლია. რომელიც ამ ხელობას ისწავლის თავის ოჯახს გაამდიდრებს. ჯერ ამის გემო არ იციან, თვარემ ამის სწავლისათვის კიდეც შემოგვეხვეწებიან. წელიწადში ერთი ოსტატი სამოცს, ოთხმოც თუმანს მოიგებს და ამის უკეთესი მოგება გლეხის კაცისათვის სხვა რა უნდა” (ვსარგებლობ დ. გოგოლაძის ნაშრომიდან. გოგოლაძე, 1966: 19). ამ წერილში კარგად ჩანს ერთი მხრივ ერეკლე II-ის ღონისძიებები მადნისმწარმოებელი კადრების გამრავლებაზე ზრუნვისა, მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ მეფე “ზემოდან ძალდატანებით” ცდილობდა წარმოების მოწყობა-გაფართოებას. წარმოების მოწყობისათვის ჯერ საზოგადოებრივი განწყობა არ არსებობდა, “თვარემ ამის სწავლისათვის კიდეც შემოგვეხვეწებიანო”აცხადებს მეფე. წერილი ლაკონურად ხსნის სამეფო კარის გეგმას ქვეყნის გადარჩენისათვის — “მტრისგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა ამას შეუძლია”. ერეკლე II-ს ეკონომიკის
განვითარება და მყარი ფინანსური შემოსავლები წარმოედგინა ქვეყნის თავდაცვის გარანტად.32 “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდში — წერდა დ. გოგოლაძე — სამეფო ხელისუფლება, ერეკლე II და გიორგი XII სახით, დიდ მზრუნველობას იჩენდა მასზე (მადნებზე — ა. თ). ეს ეხებოდა ფულად სუფსიდიას, სპილენძის რეალიზაციას თუ მუშახელით უზრუნველყოფას. იმ დროს მრეწველობის სისუსტის მიუხედავად, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო მაინც ახდენდა სპილენძის რეალიზაციას. მას შეეძლო იგი თავისუფლად და ნებისმიერ ფასად (როგორც საჭიროდ დაინახავდა) გაეტანა იქ, სადაც უნდოდა” (გოგოლაძე, 1966: 45).
მადნებში მიმდინარეობდა მკაცრი ფინანსური ანგარიშგება. ამის დამადასტურებელია ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული 1790 წლის ახტალის ოქროს გამოსავალის დანახარჯის წიგნი, სადაც ზედმიწევნით ზუსტადაა აღნიშნული ყველა შემოსავალი და გასავალი (მასალები..., 1955: 85). ევროპელი მოგზაურები ერთის მხრივ აღნიშნავდნენ მეფის მაღალ შემოსავალს საწარმოებიდან, მაგრამ მეორე მხრივ ხაზს უსვამდნენ მის დაბალ ტექნოლოგიურ დონეს (გიულდენშტედტის..., 1962: 229). თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერია XIX საუკუნის პირველ მესამედში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა წარმოების გასაუმჯობესებლად (მაგალითად 1803-1813 წლებში ხაზინამ 1 108 812 მანეთი გაიღო), მაგრამ წარმოება ერეკლესდროინდელ კონდიციებს მხოლოდ XIX საუკუნის 30-იან წლებში დაუბრუნდა. თუ XVIII საუკუნის II ნახევარში ალავერდის ქარხნიდან წლიური გამოსავალი 12 000 ფუთი დაწმენდილი სპილენძი იყო, 1817-1829 წლებში, ანუ 12 წლის მანძილზე იქ მოიპოვეს 24 000 ფუთი. ამრიგად, წარმოებამ ერთისამად იკლო (ბერძენიშვილი..., 1958: 419). მადნისწარმოება სამეფო კარისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლის წყარო იყო.
ამიტომაც საგარეო მტრების მიზანს მისი განადგურება წარმოადგენდა. 1785 წელს
ომარ-ხანის შემოსევის შედეგად ახტალისა და ალავერდის ქარხნები განადგურდა. ოსტატთა და მუშათა ნაწილმა ტყეებსა და მონასტერს შეაფარა თავი. ომარ-ხანი შეიჭრა მონასტერში. ბერძნების ნაწილი ამოხოცა, ნაწილი ტყვედ წაიყვანა. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამის შემდეგ წარმოება ორი წლით შეჩერდა და მისი განახლება 1787 წელს მოხდა (გოგოლაძე, 1966: 20). “ახტალის ოქროს გამოსავალის წიგნი” განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა: “...ქ-კს უოგ (473 ანუ 1785 წ.) მარიამობის კი-დამ (25) ქ-კს უოდ (474 ანუ 1786 წ.) მარიამობის დამდექამდენ მადანი აღარ უმუშავნია, მამცდარი ყოფილა. უოდ (1786 წ.) მარიამობიდან უოე (1787 წ.) დეკემბრის გასვლამდე წელიწადნახევარში დრამი შმვ. მისხალი ქÁბ...” (მასალები..., 1955: 85). ამ საბუთიდან ნათლად ჩანს, რომ ომარ-ხანის შემოსევის შემდეგ ქარხნის მუშაობა ერთ წელზე ნაკლები ხნით შეჩერებულა (25 აგვისტოდან 1786 წლის აგვისტოს დასაწყისამდე). 1795 წელს მადნები სასტიკად ააოხრა აღა-მაჰმად ხანმა. სამეფო კარმა ამჯერადაც მოახერხა მისი აღდგენა, თუმცა წარმოების მოცულობამ მკვეთრად იკლო. ვერცხლისა და სპილენძის მადნებიდან სამეფო ხაზინის შემოსავლების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები მოგვეპოვება. რაინეგსის ცნობით 1780 წელს ახტალის საბადოდან ხაზინის შემოსავალი იყო 60 000 მანეთი ვერცხლით და 3200 მანეთი ოქროთი. მემამულე სოლომონ მელიქიშვილის ჩვენებით, რომლის მამულშიც მდებარეობდა საწარმო,
ახტალის ვერცხლის სადნობი ქარხნიდან წლიურად მეფის შემოსავალი შეადგენდა 77 574
მანეთს, ხარჯები კი 29 293 მანეთს. სუფთა შემოსავალი უდრიდა 48 281 მანეთს.
ბერძნების შემოსავალი იყო 69 920 მანეთი, ხარჯები 25 000 მანეთი. ბერძნების სუფთა შემოსავალი უდრიდა 44 920 მანეთს (გოგოლაძე, 1966: 14-15). XVIII საუკუნის მიწურულს, როდესაც აღა-მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ წარმოების დონე მკვეთრად შემცირებული იყო, ალავერდის სპილენძის ქარხნიდან სამეფო ბიუჯეტში 12 000 მანეთი შედიოდა. ინტენსიური წარმოების დროს ამ ქარხნიდან მეფის შემოსავალი 2-3-ჯერ მეტი იქნებოდა. არ გვაქვს ცნობები დამბლუღისა და შამბლუღის საწარმოების შემოსავლების შესახებ. უმნიშვნელო არც მათი წარმოებული პროდუქცია იქნებოდა. გარდა ფულადი შემოსავლისა, ახტალის ქარხნიდან სახელმწიფო იღებდა ტყვიის დიდ მარაგს, რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო წარმოებისა თუ სხვა საჭიროებისათვის. ჩვენი აზრით, ინტენსიური მუშაობის დროს აღნიშნული საწარმოებიდან სამეფო ხაზინის შემოსავალი 80 000 მანეთზე მეტი უნდა ყოფილიყო. გარდა პირდაპირი შემოსავლებისა, მადნების მუშაობა ქვეყნის ეკონომიკაზე სხვა მხრივაც დადებითად მოქმედებდა. საწარმოთა მუშაობა ხელს უწყობდა ზარაფხანაში ფულის მოჭრის მოცულობის გაზრდას. წლიურად, ახტალის ქარხნიდან მიღებული მეფის წილი ვერცხლიდან მოჭრილი ფულის გარდა, ბერძნებისათვის დაახლოებით 70 000 მანეთის აბაზიანები იჭრებოდა. ზარაფხანაში ფულის მოჭრაზე გარკვეული პროცენტი ხაზინის სასარგებლოდ აიღებოდა. ბერძენი მადანჩების დაგროვილი ფულადი კაპიტალიც ხომ ქართულ ბაზარზე ტრიალებდა. ცნობილია, რომ საწარმოებში “შეწერილი” გლეხები მუშაობდნენ, რომლებიც მონაცვლეობით გამოდიოდნენ და ამდენად, ათასობით ადამიანი იღებდა ხელფასის სახით ფულად შემოსავალს. ეს ფაქტი, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ფულად სასაქონლო ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს ფეოდალურ სახელმწიფოსათვის უპრეცედენტო წარმოებასთან, სადაც 2000 და შესაძლებელია მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს საწარმოები შეიქმნა არა რაიმე კერძო ინიციატივით, არა შესაბამისი ეკონომიკური გარემოს ხელშეწყობით, არამედ სამეფო კარის მრავალგზის და დიდი მცდელობის შედეგად. არსებული ცნობების მიხედვით, XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოში რკინის მადნებსაც ამუშავებდნენ. გიულდენშტედტი ასახელებს რკინის და სპილენძის საბადოებს ბოლნისთან, ყულფთან და სხვა ადგილებში (გიულდენშტედტის..., 1962: 73 ,77, 81). დ. გოგოლაძე ზემოთ დასახელებულ ნაშრომში აღნიშნავდა: “გადმოცემა და წარმოების ნაკვალევი ბოლნისში იმაზე მეტყველებს, რომ ეს საბადოები მუშავდებოდა ძველი დროიდან, ქართველი მეფეების დროს. 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას აქ მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურდა, რის შედეგად შეწყვიტეს რკინის წარმოება. როგორც ჩანს, შემდგომ წლებში კვლავ მოუკიდიათ ხელი წარმოებისათვის, მაგრამ მეტად მცირე მასშტაბით” (გოგოლაძე, 1966: 77). რადგანაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა რკინის შემოზიდვას რუსეთიდან და ირანიდან, ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნულ პერიოდში რკინის წარმოების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს (იხ. მეგრე- ლაძე, 1964: 105-114). თუმცა საბაჟო ტარიფში დაფიქსირებული ცნობა — “რკინა მოტანილი განჯიდან და ბოლნისიდან” — ადასტურებს, რომ რკინის წარმოება ბოლნისში მართლაც მიმდინარეობდა. იმავე საბაჟო ტარიფში ფიქსირდება, “რკინა მოტანილი რუსეთიდან და ირანიდან”. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბოლნისში რკინის წარმოება ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა მისი მასშტაბები მცირე იყო. იმდენად მცირე, რომ ადგილობრივი მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. თუ რა შემოსავალს იღებდა სახელმწიფო ამ წარმოებიდან, სამწუ- ხაროდ, მასალების უქონლობის გამო ვერაფერს ვიტყვით. როგორც აკადემიკოსი გიულდენშტედტი გადმოგვცემს, ერეკლე II დიდი ინტერესით ეცნობოდა სხვადასხვა მინერალების დამუშავების წესს და ცდილობდა წარმოებების გაფართოებას — “[ერეკლე] ხშირად მიხმობდა კარზე, მაჩვენებდა ხოლმე მინერალებს, ეცნობოდა მათ დამუშავების ხერხებს” (გიულდენშტედტის..., 1962: 7). ზემოთ ნახსენებ წარმოებათა გარდა, წყაროების უქონლობის გამო, არაფერი ვიცით სხვა მინერალების დამუშავების შესახებ. მოგვეპოვება მხოლოდ ერთი ცნობა გოგირდის წარმოებასთან დაკავშირებით. “ქ. მის უმაღლესობას ოქმით გოგირდის მადნის მუშაობა უბრძანებია...” (მასალები..., 1955: 99). როგორც ვხედავთ, ერეკლეს ბრძანებით (ოქმით) გოგირდის მადნის წარმოება ამუშავებულა. თუ რა რაოდენობის პროდუქციას ამზადებდა ეს საწარმო, მხოლოდ სამხედრო მრეწველობისათვის გამოიყენებოდა თუ გადიოდა ბაზარზეც, ამის შესახებ არანაირი ცნობა არ გაგვაჩნია. “ადგილობრივი სამთამადნო წარმოების ბაზაზე (იგულისხმება ახტალა-ალავერდის ქარხნები — ა.თ.) თბილისში აშენდა ლითონის ჩამოსასხმელი ქარხანა. გამოშვებული პროდუქციის ნაწილი სამხედრო მრეწველობას ხმარდებოდა (ზარბაზნებისა და მორტირების ჩამოსასხმელი ქარხანა), დანარჩენი ნედლეულით უზრუნველყოფდა არა მარტო შესაბამისი დარგის (ძირითადად სპილენძის ჭურჭლის) ადგილობრივ საწარმოებს, არამედ ზოდების სახით საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიოდა უცხოეთის ბაზარზე” (დუმბაძე, 1990: 347). ამ საწარმოს შექმნაც, რაღა თქმა უნდა, სამეფო კარის მიერ იყო ორგანიზებული. ლითონჩამოსასხმელი წარმოების ბაზაზე შექმნილა ეგრეთ წოდებული “ჭურჭლეულის ქარხანა”, რაზეც ალექსანდრე ამილახვარი მოგვითხრობს “გეორგიანულ ისტორიაში”. ამილახვარი, 1770 წლის ამბების გადმოცემის დროს, როდესაც ის თბილისიდან გა- პარვას აპირებდა, წერს: “...მწუხრის ზარები დარეკეს, როცა ქალაქის კარიბჭესთან მივედი. მცველებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ასე გვიან შორ გზას გავუდგებოდი. ლაპარაკი ჩამოვაგდე შავ ჭირზე, რომელიც ქალაქში მძვინვარებდა. — ჩვენი ცოდვების დასასჯელად ესეც ცოტააო, მიპასუხეს. სხვათა შორის ვიკითხე, კიდევ მუშაობს თუ არა ჭურჭლეულის ქარხანა, რომელიც ქალაქს გარეთაა, ცოტა რამ მინდა ვიყიდო მეთქი. მიპასუხეს, იქ მუშაობა არ შეწყვეტილა, ყველაფერის შოვნა შეიძლებაო. ამის შემდეგ ქარხნისაკენ გავწიე, მაგრამ იქვე ბენიამინისაკენ გადაუხვიე...” (ამილახვარი, 1939: 150). როგორც მონათხრობიდან ირკვევა ქალაქგარეთ იყო ჭურჭლეულობის ქარხანა, სადაც “ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა”. ამილახვარი მიდიოდა ზემო ქართლში, ამიტომაც ის “დიღმის კარით” უნდა გასულიყო ქალაქიდან. ამდენად ქარხანა ქალაქის კედლის გარეთ, დასავლეთის მხარეს ლოკალიზდება. ლითონჩამომსხმელი ქარხნის ბაზაზე აშენდა, აგრეთვე, ზარბაზნებისა და მორტირების ჩამომსხმელი ქარხანა (დუმბაძე, 1990: 348). დავით ბატონიშვილის წერილიდან მუსინ-პუშკინისადმი (რაინეგსი, 2002: 29), იოსებ დელაპორტის ცნობებიდან (ხეც., H 609: 93რ), რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნ საარტილერიო წიგნის ყდის მინაწერიდან (ხეც., შ — 167), ასევე ბურნაშოვისა (ბურნაშოვი, 1896: 7) და სხვა ცნობებიდან ირკვევა, რომ 1770-იან წლებში თბილისში მართლაც არსებობდა ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამ ქარხანაში ჩამოსხმული ზარბაზანი, რომელიც ამტკიცებს, რომ წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაყენებული. ზარბაზნების ქარხანა მარაგდებოდა ალავერდიდან სპილენძით, ახტალის მადნიდან ტყვიით, რუსეთიდან ფოლადით. ის სამხედრო დანიშნულების იყო. ამზადებდნენ ზარბაზნებს, მორტირებს და ყუმბარებს. ქარხანა სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში იყო, ემსახურებოდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და, ამდენად, პროდუქცია ბაზარზე არ გადიოდა. პირიქით, მისი მუშაობისათვის სამეფო ხაზინა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა (იგულისხმება ნედლეულით, მუშახელით და ა.შ. მომარაგება). ეს საწარმოც სახელმწიფოს მიერ იყო შექმნილი. 1770 წელს მოქალაქე ისაია თაყუაშვილმა მეფის ნებართვით თოფისწამლის ქარხანა ააშენა. საწარმო მონოპოლისტურ ხასიათს ატარებდა, რადგან თაყუაშვილის “მეტი კაცი ვარავინ დაანაყვინებდა და ვერც გვარჯილასა და თოფისწამალს გაჰყიდდა”. ამ სა- წარმოს აგებით მკვეთრად გაუმჯობესდა თოფისწამლის დამზადების საქმე (დუმბაძე, 1990: 349). გიულდენშტედტი დეტალურად მოგვითხრობს ამ საწარმოს შესახებ — “18 თებერვალს დავათვალიერე თოფისწამლის ფაბრიკა. აქ გამოყენებული (წამლის) შემადგენელი ნაწილების პროპორცია შემდეგია: 13 ციტრიანი ნაწილი გვარჯილა, 2 ნაწილი ანუ ციტრა გოგირდი და 2 ნაწილი ანუ ციტრა ნახშირი ტირიფისა ან თხილისა, ასეთ შემადგენლობას ნაყავენ მთელი დღე კაკლის-ხის სანაყში, რომელსაც შიგნიდან აქვს ოდნავ კონუსისებრი ფორმა, ზევით არის 10 დიუმი სიგანისა და 12 დიუმი სიღრმისა, აქვს გრანიტის კონუსური ფილთაქვა, რომელთაც მთელი დღე ნაყავენ. ეს ფილთაქვა ზევით იწევა ღერძის მეშვეობით, რომელიც ფეხით მოყავთ მოძრაობაში. შემდეგ წამალი იფხვნება სპილენძის როფში, რომლის სიგანეა ფუტი, სიმაღლე 2 დიუმი და ფსკერი აქვს ჩახვრეტილი. ერთი ციტრა წამალი რუსულ ფულზე ღირს 12-15 კაპიკი” (გიულდენშტედტის..., 1962: 15). ასეთი იყო თოფისწამალის საწარმო. როგორც ვხედავთ, მუშაობა ქარხანაში არც თუ პრიმიტიული წესის მიხედვით მიმდინარეობდა. დავით ბატონიშვილის წერილიდან ჩანს, რომ იაკობ რაინეგსს XVIII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში თოფისწამლის ქარხნისათვის აუგია სანაყის ახალი მოდელი — წარმოებაში გარკვეული სიახლე დანერგილა (რაინეგსი, 2002: 39). ზემოთ უკვე ითქვა, რომ თოფისწამალი არა მარტო სამხედრო საჭიროებისათვის მზადდებოდა, არამედ პროდუქცია ბაზარზეც გადიოდა. აღნიშნული წარმოებაც სახელმწიფოს ხელშეწყობით დაარსდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისში იყო მარილსახდელი “ქარხანა”, თამბაქოს “ქარხანა.” იყო ასევე მინის, თიხის ჭურჭლის, საპნის და სხვა “ქარხნები”. ყველა ეს საწარმო სახელმწიფოს საკუთრებას შეადგენდა და იჯარით გაიცემოდა. საიჯარო სისტემით სამეფო კარი ხელს უწყობდა კერძო ინიციატივებს, რომ მათაც შეექმნათ ასეთი მსხვილი სახელოსნოები. ეს, შედარებით მცირე, საწარმოებიც გარკვეულ შემოსავალს იძლეოდნენ: მაგ., ქოიავას გამოთვლით, საპნის “ქარხნის” საიჯარო ფასი 60 მანეთი იყო (ქოიავა, 1963: 211). ერეკლე II-ის ოქრომჭედელ ბეჟიაშვილის წყალობის სიგელში ნახსენებია “რახტარხანის” იჯარა: “...ყოველ წელიწადში თორმეტი თუმანი ჩუენის საიჯარადროს რახტარხანისაგან უცვალებლად მი- ეცემოდესთ შვილთა და მამავალთა სახლისა შენისათა...” (ქრონიკები..., 1967: 297). სამწუხაროდ “რახტარხანის” ზუსტი განმარტება, სათანადო მასალების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება. “რახტი” ოქროს ან ვერცხლის ბალთებით მოჭედილი ცხენის მორთულობას ეწოდებოდა (მასალები..., 1957: 31). ამიტომ სავარაუდოა, რომ “რახტარხანა” ოქროს და ვერცხლის ნაკეთობათა დამამზადებელ ადგილს ნიშნავდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ წყალობას მეფე ელისაბედ ბატონიშვილისადმი ნაბოძებ სამეფო კარის ოქრომჭედელს აძლევდა. შესაძლოა მეფე ოქრომჭედელს სარგოს უნიშნავდა სწორედ იმ დარგის იჯარიდან, სადაც მანამდე ის მუშაობდა. ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ეს სახელოსნო თუ საწარმო სამეფოს საკუთრება ყოფილა, რადგანაც მეფე მას “ჩუენის საიჯარადროს რახტარხანას” უწოდებს. თანაც მისი საიჯარო ფასი საკმაოდ სოლიდური უნდა ყოფილიყო, რადგან მეფემ “რახტარხანიდან” ყოველწლიურად ერთ ადამიანს 120 მანეთი დაუნიშნა ჯამაგირად. სხვა სახელმწიფო საწარმოებიდან გამოსაყოფია ზარაფხანა და სტამბა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისის ზარაფხანამ თავი დააღწია ირანის სამონეტო ჰეგემონიას. იგი აღარ წარმოადგენდა ირანის ზარაფხანის ფილიალს. 1757 წლის შემდეგ ირანის შაჰის სახელები მათზე აღარასოდეს აღბეჭდილა (ქუთელია, 1981: 47). “მონეტის მოჭრა უნდა წარმოებდეს უსაფასუროდ ან ისეთი საფასურის აღებით, რომელიც ფარავს მონეტის მოჭრის ხარჯებს, მაგრამ ფეოდალურ სახელმწიფოებში მონეტის მოჭრა შემოსავლის წყაროდ გადაიქცა. ქართლშიც მონეტის მოჭრა მეფის მონოპოლიას შეადგენდა და ისეთ მონოპოლიას, რომელიც მას შემოსავალს აძლევდა. მონეტის მოჭრის საფასური ფაქტიურად გადაიქცა გადა- სახადად. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ არის საუბარი იმ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მონეტის მოჭრის დროს ხურდა ფულის ნომინალურ და რეალურ ღირებულებათა განსხვავებიდან ან გაფუჭებიდან; აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ შემოსავალზე, რომელიც მიიღებოდა მონეტის შემკვეთი პირის გადასახდელისაგან” (ქოიავა, 1963: 157). ყოველწლიურად თბილისის ზარაფხანაში ასი ათასობით მანეთის საფასის ვერცხლის და სპილენძის ნომინალები იჭრებოდა. ზარაფხანა გაიცემოდა იჯარით. მონეტის მოჭრა ნებისმიერ პირს შეეძლო საკუთარი ვერცხლით. მოჭრილი ფულიდან, სამეფო ხაზინაში გარკვეული პროცენტი რჩებოდა. კაპიტან იაზიკოვის ცნობით, ზარაფხანიდან მეფის შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენდა 30 000 მანეთს (Грамоты..., 1891: 187). ჩვენი აზრით, ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ საიჯარო შემოსავალი, მასში იაზიკოვი, ალბათ, გულისხმობდა მონეტის გაფუჭებას და სხვა ოპერაციებს. ზარაფხანაც, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფო საწარმო იყო, რომელიც დიდ შემოსავალს იძლეოდა. სტამბა ქართლის სამეფოში ჯერ კიდევ 1709 წელს დაარსდა. თუმცა მუშაობა მალევე შეწყვიტა. მისი აღდგენა მოხდა 1749 წელს. საგამომცემლო საქმიანობისათვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1780-1782 წლები. ამ დროს მოხდა სტამბის ფუნდამენტური გადაიარაღება და თანამედროვე ტექნიკური ბაზით აღჭურვა. ერეკლე IIს მოუწვევია სასტამბო ხელობის სპეციალისტები და კონსტანტინოპოლიდან თანამედროვე სტამბის მოწყობილობები გამოუწერია. ოსტატებს ახალი ნუსხური და მხედრული შრიფტი ჩამოუსხამთ. ერეკლე II-ს სტამბის გადაიარაღებისათვის, იმდროისათვის საკმაოდ დიდი თანხა 20 000 მანეთი გაუღია. XVIII საუკუნის 80-იან წლებში სტამბის მუშაკთა შორის იხსენებიან: “მესტამბეთუხუცესი”, “ბეჭდვის ზედამხედველი”, “სტამბის სახმართა ზედა გამრჯელნი”, მთარგმნელები, “ღრამატიკულ კანონზე შემსწორებლები” ანუ ცენზორები და სხვა (გუგუშვილი, 1929: 67-68). სტამბა მოიჯარადრეს გადაეცემოდა იჯარით. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სტამბის მოიჯარადრე ქრისტეფორე კეჟერაშვილი იყო. 1785-1795 წლებში თბილისის სტამბაში 10 000-ზე მეტი წიგნი დაიბეჭდა, რაც რამდენიმე ათეული ათასი მანეთის ღირებულების იყო. აღა-მაჰმად ხანის შემოსევამ სტამბა გაანადგურა. მისი აღდგენა მოხერხდა 1799 წელს. სტამბამ მუშაობა განაახლა ქრისტეფორე ბადრიძის თაოსნობით (ქიქოძე..., 1973: 783). ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოები შუა საუკუნეების სახელოსნოებად არ მოიაზრება. ისინი იყვნენ მსხვილი საწარმოები, სადაც დაქირავებულ შრომას იყენებდნენ. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მანუფაქტურებს წარმოადგენდნენ. დაქირავებული შრომის ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ იგი სათანადო საკანონმდებლო ძეგლებშიც აისახა. დავით ბაგრატიონის “საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა” ითვალისწინებს დაქირავებული შრომის სხვადასხვა ფორმებს, ასხვავებს დღიურად და ხელშეკრულებით, განსაზღვრული ვადით დაქირავების შემთხვევებს (ბაგრატიონი, 1959: 317). XVIII საუკუნის 50-იანი წლების ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ასეთი რეალობის ახსნა მხოლოდ შესაძლებელია იმ მოვლენით, რაც ეკონომიკის განვითარების ფორსირებულ, ზემოდან თავსმოხვეულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისთავად სტიმულს აძლევდა კერძო სავაჭრო კაპიტალს, რათა სამრეწველო კაპიტალად ქცეულიყო. დროთა განმავლობაში სავაჭრო კაპიტალი აღწევდა სამრეწველო საქმიანობაში. შედეგად სახეზე გვაქვს შუასაუკუნეების სახელოსნოების გამსხვილება. წყაროებით დასტურდება, რომ მოქალაქე იოანე პენტელაშვილს ეკუთვნოდა თიხის ჭურჭლის “ქარხანა”, გლახა გაბაშვილს კი აგურის “ქარხანა” და სხვა (აკოფაშვილი, 1973: 550). სავაჭრო კაპიტალის სამრეწველო კაპიტალად გადაქცევის პროცესი შეიმჩნევა საფეიქრო მრეწველობაში (სამსონაძე, 1980: 207). როგორც ზემოთ დავინახეთ, აბრეშუმი და ნედლი ბამბა ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა, რაც განპირობებული იყო საფეიქრო წარმოების მოცულობის დიდი მასშტაბებით. ქართული საფეიქრო წარმოების გაფართოებას ისიც უწყობდა ხელს, რომ გასაღების არეალი მეტად ფართო იყო. იგი მოიცავდა ადგილობრივ ბაზარს (დასავლეთ საქართველოსთან ერთად), კავკასიის მთიანეთს, მეზობელ ამიერკავკასიის სახანოებსა და რუსეთის შიდა გუბერნიებს. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში თბილისში (და არა მარტო თბილისში) საფეიქრო მრეწველობა, უმეტესად ბამბის ქსოვილების წარმოება, საკმაოდ განვითარებული იყო. ბურნაშოვი ამ საკითხის შესახებ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის: “...არის აბრეშუმისა და ბამბის მცირე ხელის ფაბრიკები, უკანასკნელი მეტად ბევრი... მათ თავისი ხელით ნაკეთობებით ანუ მოჩითული, შეღებილი და თეთრი ბამბის ტილოებით დიდი ვაჭრობა აქვთ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან... რამეთუ ამ საჭიროებებით, თითქმის ყველა კავკასიელი მეზობელი თბილისელი სომხების შრომის მოყვარეობის მეშვეობით სარგებლობენ” (ბურნაშოვი, 1896: 2). ტუჩკოვის გადმოცემით, საქართველოში “ჩინებულად ამზადებენ სხვადასხვა სახის, ფერისა და მოხატულობის აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებს, რომელთა ნახატი კარგია, ხოლო საღებავი ერთობ მაგარი” (სამსონაძე, 1980: 244). აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო მიხეილ სამსონაძემ თავის ნაშრომში
“საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში”.
იგი აღნიშნავს, რომ საფეიქრო მრეწველობა, ჩვენთვის საინტერესო პერიოდში, ძალზე
განვითარდა. მოხდა სახელოსნოების გამსხვილება. მაგალითად, საუკუნეთა მიჯნაზე
“საკმაოდ მოზრდილი საწარმოს მეთაურად ჩანს ფეიქარი ქოჩორა, რომელიც პირსახოცებს ამზადებდა და ამ საქონლით მთელ ქალაქს ამარაგებდა” (სამსონაძე, 1980: 207). ავტორი სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით წარმოგვიდგენს შემდეგ დასკვნას: “...აშკარაა, რომ სავაჭრო კაპიტალის მიერ საფეიქრო წარმოების დაპყრობა, ვაჭრების მიერ წარმოების მეთაურობა, სავაჭრო კაპიტალის სამრეწველო კაპიტალად გადაქცევა განსახილველი პერიოდისათვის (იგულისხმება XIX საუკუნის I მესამედი — ა. თ.) არის არა ცალკეული შემთხვევა, არამედ ქვეყანაში გავრცელებული დაკანონებული მოვლენა და, რაც მთავარია, იგი ჩამოყალიბებულია ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. თითქმის ყველა საბუთში, რომელიც კი შესაბამის საკითხს შეეხება, საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ყველა მოქმედი წესი შემოღებულია ჯერ კიდევ ქართველი მეფეების დროს და ახალ ხალისუფლებას მასში არავითარი ცვლილება არ შეუტანია..... ......წარმოების გაძღოლა და საკუთრივ ვაჭრობის წარმოება ერთად, ცხადია, შეუძლებელი იყო. ეს საქმე, ერთი მხრივ იმით გვარდებოდა, რომ იქმნებოდა კომპანიები, რომლებშიც რამდენიმე ვაჭარი შედიოდა, რომელთაგან ნაწილი ადგილზე განაგებდა საქმეს, ნაწილი უშუალოდ ვაჭრობას ეწეოდა” (სამსონაძე, 1980: 332). საფეიქრო წარმოება მთლიანად კერძო კაპიტალზე იყო დაფუძნებული თუ სახელმწიფოსაც გააჩნდა ქსოვილის დამამზადებელი მსხვილი სახელოსნოები, ამის შესახებ ჩვენ პირდაპირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. გვაქვს მხოლოდ ერთი ბუნდოვანი ცნობა. XIX საუკუნის დამდეგს სურამის ყოფილი მოურავი (და სავარაუდოდ სალაროს ნაზირი აბაშიძე) რუსეთის მმართველობისადმი, მისი კუთვნილი სარგოს შესახებ, მოხსენებაში აცხადებდა: “. ქ. რაც ბატონის ფარჩა იყიდებოდა, იქიდამ მერგებოდა თუმან- ზედ ორი შაური არბათ. ათი-თორმეტი ათასისი თუმნის იყიდებოდა” (მასალები. , 1955: 351). საბუთში სურამის ყოფილი მოურავი რომ საკუთარი შემოსავლის გაზრდის მიზნით, გადაჭარბებულ ციფრს ასახელებს, ეს შემდეგიდან ჩანს: მოხელე მოხსენების მომდევნო პუნქტში ლეკებისათვის მისაცემი ფარჩის რაოდენობას 7-8 ათასი თუმნით განსაზღვრავს, მაშინ, როდესაც სხვა მოხელეები ამ თანხას 3-4 ათასი თუმნით განსაზღვრავდნენ (იხ. მასალები. , 1948). ერთი სიტყვით ყოფილი მოურავი ბატონის, ანუ მეფის გაყიდულ ფარჩის რაოდენობას, სულ მცირე აორმაგებს. თუმცა აქ ის ფაქტია აღსანიშნავი, რომ დოკუმენტში მეფის კუთვნილ ქსოვილების გაყიდვაზეა საუბარი. შესაძლებელია მეფე, რომელსაც მრავალი სავაჭრო თუ სახელოსნო დუქანი გააჩნდა, თავისი ყმა ხელოსნების საშუალებით აწარმოებდა ქსოვილებს და შემდეგ საკუთარი კომისიონერების საშუალებით ყიდდა მას. სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ სხვას ვერაფერს ვიტყვით. საფეიქრო წარმოების განვითარებამ გამოიწვია სამღებროთა რიცხვის ზრდა. სამღებროთა შინაგანი ორგანიზაციის და, რაც მთავარია, ამ ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური არსის ანალიზი მოცემულია ნ. ბერძენიშვილის ნაშრომში: “სამღებროთა შესახებ XVIII საუკუნეში” (ბერძენიშვილი, 1937). ნ. ბერძენიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა გ. ნათაძე, რომელიც სამღებროებს საბაჟოსთან აიგივებდა (იხ. ბერძენიშვილი, 1937). ავტორს სრულიად ლოგიკურად მიაჩნია დარეჯან და მარიამ დედოფლების ჩვენებები, რომ თბილისის სამღებროთა საიჯარო ფასი 5000-დან 7000 მანეთამდე განისაზღვრებოდა. ეს იყო ქვეყანაში ყველაზე დიდი სამღებრო, რომელიც თბილისში იყო განთავსებული. ნ. ბერძენიშვილი სხვადასხვა დოკუმენტზე დაყრდნობით შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: “ამრიგად, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში სულ ქართლ-კახეთში 50-60-მდის სამღებრო უნდა ყოფილიყო. ქართლის 12 სამღებროს საიჯარო ფასი 383 თუმანს უდრიდა. ერთ სამღებროზე საშუალოდ 32-33 თუმანი მოდის. მაშ ქართლის ყველა სამღებროთა საიჯარო ფასი 960 თუმნიდან 1050 თუმნამდის შეგვიძლია ვიანგარიშოთ (ტფილისის სამღებროს გამოკლებით). ეხლა, თუ ჩვენ ქართლის სამღებროთა მიმართ მიღებულ საზომს კახეთის სამღებროებზედაც გავავრცელებთ, გამოგვივა, რომ კახეთის ყველა სამღებროთა საიჯარო ფასი 412 თუმანიდან 600 თუმნამდის უნდა ყოფილიყო. სულ ქართლ-კახეთში (ტფილისის სამღებროთა ჩათვლით) სამღებროთა საიჯარო ფასი უნდა ყოფილიყო 2072 თუმნიდან 2410 თუმნამდის” (ბერძენიშვილი, 1937: 445). საინტერესო დასკვნას გვთავაზობს ავტორი სამღებროთა საციალურ-ეკონომიკური ანალიზის მხრივ: “ზოგიერთი სამღებროთა შედარებითი სიდიდე თავისთავად ჰგულისხმობს, რომ იქ არა ერთი მუშახელი საქმიანობს. იმ შემთხვევაში, როცა სამღებროს მოიჯარადრე თვით არ იყო საქმის ოსტატი, ბუნებრივია, მას ასეთი ოსტატი დაექირავებინა, ჯამაგირი და ხალათი ეძლია მისთვის. ოსტატის ასეთი დაქირავების მაგალითი, ვფიქრობ, გვაქვს ჩვენ ტფილისის სამღებროს შესახებ იმ საბუთში, ზემორე რომ მოვიყვანეთ. როცა ოსტატი იმავე დროს იჯარადარიცაა, ასეთ ოსტატისა და შეგირდთა სამღებროში მუშაობა, ეს, ასე ვთქვათ, ფეოდალური ეპოქის ჩვეულებრივი ხელოსნური მეურნეობის სახეა და განსაკუთრებით საყურადღებოს არას შეიცავს, თუნდაც რომ ქარგალ-შეგირდთა რიცხვი საკმაოდ საგრძნობი იყოს. ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა სამღებროს ექსპლუატაციის ის სახე, როცა ოსტატი თვით არის დაქირავებული სამღებროს მოიჯარადრის მიერ. აქ უკვე პრინციპულად განსხვავებული მდგომარეობაა. მეურნეობის სულ სხვა ტიპია მოცემული. ასეთ პირობებში ოსტატშეგირდის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია. ასეთ ოსტატს არც შეუძლია შეგირდი ჰყავდეს ძველი გაგებით. და როცა ოსტატი დაქირავებულია, სხვებიც — ქარგალი, შეგირდი — ასევე დაქირავებული უნდა იყვნენ. მაგრამ ეს უკვე მანუფაქტურაა და არა საშუალო საუკუნეების სახელოსნო “ (ბერძენიშვილი, 1937: 440-441) როგორც ვხედავთ სამღებროთა (ისევე როგორც ჩვენ მიერ განხილულ სხვა საწარმოთა) მანუფაქტურიზაცია სახეზეა. ნ. ქოიავამ სამართლიანად შენიშნა, რომ ბერძენიშვილს ღიად დარჩა საკითხი — ტერმინ “სამღებრო ბაჟის” სრულ განმარტებასთან დაკავშირებით (ქოიავა, 1963: 183-184). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს იყო “საბეჭდავის”, ანდაც “ხამხალათის” იჯარა — ტექსტილის აქციზი, რომელიც სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ აიღებოდა და რომლის საიჯარო ფასი თბილისში 5000 მანეთს შეადგენდა. მ. სამსონაძემ დაწვრილებით განიხილა რა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სამღებროთა შესახებ არსებული დოკუმენტები, შემდეგი დასკვნები შემოგვთავაზა: “საბეჭდავის” მოსაკრებელი ვრცელდებოდა მხოლოდ თეთრად და წითლად შეღებილ ქსოვილებზე. ლურჯად ღებვისათვის კი დაწესებული იყო სამღებრო გადასახადი, რომელიც აიღებოდა ღებვის საფასურის პარალელურად (სამსონაძე, 1980: 250-270). როგორც მღებავი ბეგლარიანი აცხადებდა: “საღებავი მასალის სამი მეოთხედი ლილით იღებებოდა. გლეხებს სხვა საღებავი არა სწამდათ. მომწვანო, ცისფერი, ლურჯი, მუქილურჯი და მოშავო — გარკვეულის ოსტატობით ყველა ამ ფერს ვიღებდით ლილის საღებავისაგან” (ბერძენიშვილი, 1937: 469). თავდაპირველად ლურჯად ღებვა დედოფლის მონოპოლიას შეადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში კი სამღებროებზე სადედოფლო მონოპოლია გაუქმდა. თუმცა სამღებროთა საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ მის ხელში რჩებოდა. მარტო თბილისის სამღებროს იჯარის ფასი 500-დან 700 თუმნამდე მერყეობდა. დედოფალი კახეთის იჯარებიდან 200 თუმანს, ხოლო გორი-სათარხნოს სამღებროდან 160 თუმანს იღებდა (ბერძენიშვილი, 1937: 443-444). საერთოდ კი დედოფლის შემოსავალი სამღებროებიდან დაახლოებით 1000 თუმანს, ანუ ყველა სამღებროთა შემოსავლის დაახლოებით ნახევარს, შეადგენდა. 33 მ. სამსონაძე XIX საუკუნის დასაწყისის “საბეჭდავის” იჯარის და სამღებროს მოსაკრებლებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ქართლ-კახეთში 2022 მილიონი არშინი ქსოვილი მზადდებოდა (სამსონაძე, 1980: 297). ამ მონაცემების გათვალისწინებით, XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში წარმოება აღნიშნულზე გაცილებით დიდი იქნებოდა, რადგან “საბეჭდისა” და სამღებროების იჯარების ფასები, განსახილველ პერიოდში, შედარებით მაღალი იყო. თუმცა ჩვენი ვარაუდით, ავტორი იჯარების მოწყობისათვის დანახარჯებს გადაჭარბებულად აფასებს.
ცნობილია, რომ 1795 წლის ლაშქრობის დროს ახტალის და ალავერდის ქარხნებში აღა-მაჰმად ხანის ჯარებმა მოკლეს 700 ბერძენი მადნისმწარმოებელი და 836 კაცი ტყვედ წაიყვანეს. სავარაუდოდ, მუშათა და ოსტატთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა
გაქცევა31.აქედან გამომდინარე ორივე ქარხანაში 2000-ზე მეტი ადამიანი იქნებოდა დასაქმებული.
32. წერილი სხვა მხრივ იმით არის საინტერესო, რომ შეგირდების შეწერა ხდება მთელს ქართლ-კახეთში. მათ შორის კათალიკოსის და, რაღა თქმა უნდა, თავადების ყმებს შორისაც. თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ მეფე კათალიკოსის მოხელეს აძლევს ბრძანებას და თავის სამსახურში აყენებს (შეწერილი ყმების გამოყვანის იასაულად ნიშნავს). ეს კი თავისთავად სიახლე იყო. ჩანს, რომ ერეკლე II-ს თავის ქვეშევრდომებზე სრულად მიუწვდებოდა ხელი და ბოლომდე ერეოდა კერძო სამამულო ურთიერთობებში.
თბილისის “საბეჭდავის” საიჯარო ფასი 5 000 მანეთს შეადგენდა. კახეთის, გორის და სხვა “საბეჭდავის” იჯარებთან ერთად კი დაახლოებით 7-8 ათას მანეთს უდრიდა. საკმაოდ დიდი იყო მოიჯარადრეთა შემოსავალი, იჯარის მოწყობისა და სხვა ხარჯებიც.
“საბეჭდავის” იჯარების რეალური შემოსავალი კი ორმაგი იქნებოდა. თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ერთ თოფ ქსოვილზე, ანუ 10 არშინზე საშუალოდ
5 კაპიკი აიღებოდა, მაშინ აღნიშნული პროდუქციის სრული მოცულობა
განისაზღვრება 3 000 000 არშინით. ლილახანაში შეღებილი ქსოვილი კი სამჯერ
მეტი იქნებოდა. ამდენად, ქართლ-კახეთის სამეფოში წელიწადში სულ დაახლოებით
15 000 000 არშინი ბამბეულის ქსოვილი მზადდებოდა. როგორც ვხედავთ,
წარმოების მოცულობა საკმაოდ დიდი იყო.33
![]() |
3.5 § 5. ხელოსნობა |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში თბილისში 500-ზე მეტი დუქანი იყო. მათგან ნახევარზე მეტი სახელოსნოებზე მოდიოდა (დუმბაძე, 1990: 352). თბილისის გარდა სახელოსნოები იყო: გორში, თელავში, სიღნაღში, დუშეთში და სხვა ქალაქებში. რადგანაც თბილისის სახელოსნოებში დამზადებული პროდუქცია რამდენჯერმე აღემატებოდა სხვა ქალაქების ხელოსნურ ნაწარმს და შედარებით სრული ინფორმაცია სწორედ თბილისის შესახებ გაგვაჩნია, ამიტომ ხელოსნურ წარმოებას სწორედ თბილისის მონაცემების მიხედვით განვიხილავთ.
გასაღების არეალის გაფართოებამ ჭარბი ხელოსნური პროდუქციის წარმოება განაპირობა. ქართული ხელოსნური ნაწარმი იყიდებოდა, როგორც ადგილზე, ასევე მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებში, ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთშიც კი.
უცხოელი მოგზაურები (იაზიკოვი, გიულდენშტედტი) და ქართველი ისტორიკოსები (იოანე ბატონიშვილი და სხვა) ერთხმად ადასტურებენ, რომ თბილისში წარმოდგენილი იყო ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი (აკოფაშვილი, 1973: 540).
ხელოსნების შესახებ მდიდარ სურათს გვიხატავს იოანე ბატონიშვილი თავის “კალმასობაში”. ამ ნაწარმოების მიხედვით თბილისში ვხვდებით: ოქრომჭედლებს — “მსხდომარენი დუქნებში, მრავალი ვერცხლის იარაღი, აგრეთვე ოქროის დაწყობილი და სხვა სამკაული”-თ; მექოშეებს — “დუქანნი სავსე ქოშითა და მაშიით”; სარაჯებს — “რომელ სავსე აქვდათ დუქნები ცხენის იარაღებით მზად”; ყაზაზებს — უხვი “ძაფითა და ზონარით”; ყაჯარდუზებს (ცხენის გადასაფარებლების დამამზადებლები); მექუდეებს — თავისი მრავალი პროდუქციით; ბაზაზებს — მრავალი სხვადასხვაგვარი ფარჩით და მაუდით, სკალატითა და ჩითით, მოვითა და ლეინით; მკერვალებს — შეკერილი ტანისამოსით; მეთევზეებსა და ბაყლებს — სხვადასხვაგვარი სურსათ-სანოვაგით; ყასბებს — “რკინის ჩანგლებზე დაკიდებული... ხორცით”; მეჩონგურეებს — “სავსე ჩონგურით და დარიათი”; ალაფებს — სადაც პურს აცხობდნენ და ყიდდნენ; მეჭურჭლეებს — სხვადასხვაგვარი ჭურჭლით; ნალბანდებს; სირაჯებს — “დიდრონი რუმბებით და ტიკებით, ღვინოებით და არაყით”; მექვაბეებს — “მრავალი ქვაბით და სპილენძის ჭურჭელით”, ჩილინდრებს — “კლიტე და გასაღნებნი მრავალნი”; ხარაზებს — მრავალი წაღა, ჩექმა და სხვა ფეხსაცმლით; ლილახანას —
“დიდრონის ქვევრებით სავსე”; მეჩახმახეებს; მეთოფეებს და ხმლის მკეთებლებს; შუაბაზარში მეწვრილმანეებს — დანით, მაკრატლით, ნემსით, სარკით, ჭიქებით, შაქრით, სურნელით, ნამგლებით” და სხვა (ბაგრატიონი, 1936: 193-195).
თბილისელი ხელოსნები ამ დროს ხელოსნური წარმოების 60მდე დარგს მისდევდნენ. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სხვადასხვა წვრილ სპეციალობად იყოფოდა. ასე მაგალითად, XVIII საუკუნის ბოლოსათვის მკერავები იყოფიან სპეციალისტებად კავკასიური, ქართული და ევროპული ტანისამოსის მიხედვით (აკოფაშვილი, 1973: 540).
თბილისის ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებულნი. ამქრებს ცალ-ცალკე ქმნიდნენ ხელოსნები (ხუროები, კალატოზები, მეწვრილმანეები, მექვაბეები...) (მესხია, 1983: 523-524). ამქარს ასნაფსაც უწოდებდნენ.
ამქარს ხელმძღვანელობდა ამქრის თავი ანუ უსტაბაში. ხშირად ამქრის თავები იწოდებოდნენ არა უსტაბაშებად, არამედ დარგის მიხედვით — ბაზაზბაშებად, სირაჯბაშებად და ა.შ.34 34/ დაწვრილებით ამქრული ორგანიზაციების შესახებ იხ. კ. კუციას ნაშრომი:
“ამქრები XVII-XVIII სს. საქართველოს ქალაქებში” (კუცია, 1984). შუა საუკუნეების თბილისში უსტაბაშს ამქრის წევრები ირჩევდნენ. XVIII საუკუნის II ნახევარში მათ მხოლოდ უსტაბაშის კანდიდატურის წამოყენების უფლება ჰქონდათ. უსტაბაშს მეფე ამტკიცებდა — “ქ. ჩვენ მეფემან ყოვლისა საქართველოისამ, კახეთის და სხვათა გიორგიმ, ეს წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ ჩვენს ყმას ერთგულს და ნამსახურს მოქალაქეს იფრუმაანთ როსტომაშვილს ხატიას და მამას შენსა შუშრიბს კაკალს, ასე რომ ქალაქის ბაზრის ბაზაზბაშობას დაგვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ ქალაქის ბაზრის ბაზაზბაშობა ასე, რომ როგორც ამას წინათ ბაზაზბაში მოქცეულან შენც ისე უნდა მოიქცე და რაც ჩვენის სარქრისათვის და ან სხვისათვის ბაზარს ან ერთმეოდეს და ან ეძლეოდეს, ეს ყველა უთქვენოთ არ უნდა მოხდებოდეს და რაც ამას წინათ ბაზაზბაშის რუსუმი და სარგო ქონდესთ თქვენც ისე უნდა მოგეცემოდესთ. გქონდესთ და გაბედნიეროსთ ჩვენს სამსახურსა და ერთგულობასა შინა. აწე გიბრძანებთ ქალაქის მოურავო, მელიქ-მამასახლისო და ჩვენო მოსაქმენო, ეს ჩვენი ნაბოძები წიგნი ასე დაუმტკიცეთ. აღიწერა ნოემბერის ივ (16), ქკ-ს უპზ (1799 წ.)” (მასალები..., 1948: 101). გიორგი XII-ს გარკვეული დანაშაულისათვის მეწვრილმანეების უსტაბაშისათვის თანამდებობა ჩამოურთმევია — “...გევედრებით მოწყალება მოიღოთ, იმისი დანაშაულება ჩვენ გვაპატიეთ და ისევ ამაზედ უსტაბაშობის წყალობა მოიღოთ და უბოძოთ”. ამჯერად მეფემ შეიწყნარა მეწვრილმანეების თხოვნა — “ჩვენი ბრძანება არის ასლანავ, მერე თუ აღარ მოგვატყუებ და ჩვენს სამსახურზე ბეჯითად იქნები, მეწვრილმანეების უსტაბაშობა ისევ შენთვის გვიბოძებია. მეწვრილმანეებო! ესევ დაგვიყენებია თქვენს უსტაბაშათა....” (მასალები..., 1948: 102). როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამქარმა (ასნაფმა) დაკარგა შინაგანი დამოუკიდებლობა და მასზე კონტროლი მთლიანად სამეფო ხელისუფლებამ დაამყარა. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქალაქზე ფეოდალური არისტოკრატიის გაბატონებამ (XVIII საუკუნის II ნახევარში) გამოიწვია ამქრის შინაგანი დამოუკიდებლობის შეზღუდვა (მესხია, 1958: 287; დუმბაძე 1990: 353), თუმცა აღსანიშნავია, რომ ამქარზე კონტროლი დაამყარეს არა ფეოდალურმა არისტოკრატიამ, არამედ სამეფო ხელისუფლებამ. ჩვენი აზრით, ხელოსნური წარმოების გაფართოებამ სამეფო კარს მასზე სრული კონტროლის
დამყარებისაკენ უბიძგა. სამეფო ხელისუფლებას სურდა ამ გზით საკუთარი შემოსავლები
გაეზარდა.
ჩვენ მიერ მოტანილი ორივე
დოკუმენტიდან ჩანს, რომ ამქარს გააჩნდა სახელმწიფო ვალდებულებები — “. რაც
ჩვენი სარქრისათვის და ან სხვისთვის (მოხელეებისათვის?—ა.თ.) ბაზარს ან ერთმეოდეს ან ეძლეოდეს...” “. მერე თუ არ მოგვატყუებ და ჩვენს
სამსახურში ბეჯითად იქნები. “ — ეს ფრაზები ამქრების ვალდებუებებს უნდა აღნიშნავდეს. მეწვრილმანეების ამქრის პირობის წიგნის ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, “...ვინც რომ
ამ ზემოწერილის ძალით თავისი რასათი ხარჯ(ი)ს და ბეგარის მიცემა არ მოინდომოს,
ჩვენის ძმობიდან გავიდეს...” (მასალები. , 1948: 034). როგორც ვხედავთ, აღნიშნული საბუთი მიუთითებს “ხარჯზე” და “ბეგარაზე”. სალაროს ნაზირების, თავად დავით მაყაშვილის და თავად ბარამ გურგენიძის,
მოხსენებებში პავლე ციციანოვისადმი, აღნიშნულია, რომ ასნაფებიდან (ანუ ამქრებიდან —
ა.თ.) ჰქონდათ “რუსუმი” (მოხელეთათვის დადგენილი სარგო) 100 მანეთი (მასალები. ,
1948: 24; 27). აქედან ჩანს, რომ ამქრების სახელმწიფო გადასახადებიდან სალაროს მოხელეებს ნაზირებს, ერგებოდათ გარკვეული წილი — “რუსუმი”. ეს ფაქტი კი თავისთავად ამტკიცებს ამქრების დაბეგვრას. ხელოსნობის ერთ-ერთი დარგის — მესანთლეების — სახელმწიფო გადასახადის შესახებ პირდაპირი ცნობა მოგვეპოვება ნ. ბერძენიშვილის გამოქვეყნებულ “ქალაქის სახელმწიფო იჯარათა და ბაჟების ნუსხაში”. დოკუმენტში ნათქვამია: “ქ-კს უოთ, ამ წელს თვის შაური მესანთლე(ე)ბს კბ (ოცდაორი თუმანი), ამისი მოხელეების სარგო აჰ (ცხრამეტი მინალთუნი)”; (მასალები. , 1955: 102 ). ქორონიკონით უოთ წელს ანუ 1791 წელს მესანთლეების სახელმწიფო გადასახადი ყოფილა 22 თუმანი, ანუ 220 მანეთი. აქედან მოხელეებს ერგებოდათ 19 მანეთი — დაახლოებით შემოსავლის ერთი მეთერთმეტედი. საბუთის მიხედვით, მესანთლეები 1785, 1788 და 1789 წლებშიც 220 მანეთით იბეგრებოდნენ. გარდა ამისა, მესანთლეებს მოურავის და სხვა მოხელეთა სასარგებლოდაც უნდა გაეღოთ გადასახადი ნატურით. ხელოსნობის ზოგიერთი დარგის სახელმწიფო გადასახადების განსაზღვრის მხრივ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ნ.
ბერძენიშვილის გამოქვეყნებული “მოხელეთა რუსუმის ნუსხა”. მოვიტანთ ტექსტს: “სალაროს მოხელე(ე)ბის რუსუმი ამას ქვეით სწერია: ქ-კს უო, ამ წლის (და) ქ-კს უოა, ამ წლისა, ამ ორის წლის ხარჯის (ჯამი) არის არუთინა ხურდა ფრუშისა ტე (სამას ხუთი თუმანი). ქ-კს უობ, ამ წლის მარტიდამ მოკიდებული ქრისტი(შობის) გასვ(ლამდინ) არის ჯამი სოზÃ (ორას სამოცდა ჩვიდმეტი თუმანი და შვიდი მინალთუნი), იქნება ორივ ჯამი ფპბÃ (ხუთას ოთხმოცდა ორი თუმანი და შვიდი მინალთუნი). აქედამ ერგებათ: ქ-კს უÁთ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უობ, ამ წლის მარიობის თვემდინ ნალბანდების ხარჯის ჯამი არის ჟა (ოთხმოცდა თერთმეტი თუმანი). აქედამ ერგებათ რუსუმი. გჩყნ (სამი თუმანი, ერთი მინალთუნი, ოთხი აბაზი და ერთი შაური). ქ-კს უობ, ამ წლის ბურნიოთის იჯარადარი ტულას-შვილიდამ ნზ (ორმოცდათერთმეტი თუმანი). ქ-კს უო, ამ წლისაც ნა (ორმოცდათერთმეტი თუმანი). ქ-კს უÁთ, ამ წლისაც რკგ (ასოცდასამი თუმანი). იქნა ამ სამის წლის ჯამი სლა (ორას ოცდა თერთმეტი თუმანი). ამის რუსუმი იქნება. ც ყნ (რვა თუმანი, ოთხი აბაზი და ერთი შაური). ქ-კს უოა, ამ წლის ბურნიოთიდამ მიღდისასშვილი სტეფანისი ჯინში ო (სამოცდა ათი თუმანი). აქედან ერგებათ. ბ წფ (ორი თუმანი, ოთხი მინალთუნი და ათი შაური). ქ-კს უოგ, ამ წლის ბურნიოთიდამ ყასაბ-ბაში არუთინასი ხარჯის ჯამი ჟგჭ (ოთხმოცდაცამეტი თუმანი და ხუთი მინალთუნი). აქედამ ერგებათ. ბ ცღ (ორი თუმანი, ორი მინალთუნი და თოთხმეტი შაური). ქ-კს უო, ამ წლის ბეჭედი ბაზაზების თანხაში იყო. ქ-კს უÁთ, ამ წლის ბეჭედშიაც არა იყო რა. ქ-კს უოა, ამ წლის ანგარიში ფრანგი ოსეფასთან არის. ქ-კს უობ, ამ წლის ბეჭედშიაც არა არის რა. ქ-კს უოგ, ამ წლის ბეჭედი ყასაბ-ბაშთან არის. ამის ჯინში არის კჭ (ოცი თუმანი და ხუთი მინალთუნი). Ãს (შვიდი მინალთუნი და ერთი აბაზი). ქ-კს უÁთ, ამ წლიდამ მოკიდებული თაჰვილდარი ოჰანეზიზადამ სალეკო ხარჯის ჯინშის ჯამი არის ქდ (ექვსას ოთხი თუმანი). აქედამ ერგებათ. კაჩუ (ოცდა ერთი თუმანი და შვიდი აბაზი). ქ. დოლა სარქისადამ ხარჯის ჯამი არის მ (ორმოცი თუმანი). აქედამ ერგებათ. ა წ (თოთხმეტი მინალთუნი). ქ. მეაგურებიდან დანახარჯი არის ლ (ოცდაათი თუმანი). აქედამ ერგებათ. ა ფ (ერთი თუმანი და ათი შაური). ქ. გურგინბეგანთ ესტატედამ დანახარჯი არის ლა (ოცდა თერთმეტი თუმანი). აქედამ ერგებათ. ა ყნ (ერთი თუმანი, ოთხი აბაზი და ერთი შაური). ქ-კს უÁთ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უოგ, ამ წლამდინ დაბღების ხარჯის ჯამი არის რლÀ (ასოცდათვრამეტი თუმანი). აქედამ ერგებათ. ე ს (ხუთი თუმანი და ერთი აბაზი). ქ-კს უო, ამ წლის გორის ბაჟიდამ ბაბალასშვილი ავთანდილასი იდ (თოთხმეტი თუმანი). აქედამ ერგებათ. წმ (ხუთი მინალთუნი ორშაური ნაკლები). ქ-კს უÁთ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უოა, ამ წლის აპრილის გასვლამდინ ხარაზების ხარჯის ჯამი ლზÃ (ოცდაჩვიდმეტი თუმანი და შვიდი მინალთუნი). აქედამ ერგებათ. ა ძს (ცამეტი მინალთუნი და ერთი აბაზი). ქ-კს უოა, ამ წლის ქურჩებიდამ ზ ხ (შვიდი თუმანი და ექვსი მინალთუნი). აქედამ ერგებათ. ცქნ (ცამეტი აბაზი და ერთი შაური). ქ-კს უÁდ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უოა. ამ წლამდინ სარაჯების ხარჯის ჯამი არის კთ (ოცდა ცხრა თუმანი) აქედამ. ა რნ (ერთი თუმანი და სამი შაური). ქ-კს უÁთ, ამ წლის გიორგობის თვიდამ მოკიდებული ქ-კს[?], ამ წლის მარტის გასვლამდინ მეჰმანდრებისაგან სახურდაფრუშო ხარჯის კამი არის კეჭ. (ოცდახუთი თუმანი და ხუთი მინალთუნი). აქედამ ერგებათ. ჯშკე (რვა მინალთუნი და თვრამეტშაურ-ნახევარი). ქ. ჩილინგდრებიდან ხარჯი არის À (რვა თუმანი), აქედამ ერგებათ. ცყ (თოთხმეტი აბაზი). ქ. ნურქეთხუდაანთ ანტონადამ რკინის ხარჯი არის ით წ (ცხრამეტი თუმანი და ოთხი მინალთუნი). აქედამ ერგებათ. ხყ (შვიდი მინალთუნი აბაზ ნაკლები). ქ. ფუღაანთ სტეფანადამ არის ი (ათი თუმანი). აქედამ ქ-კს უÁე, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უოგ, ამ წლამდინ საპონის ქვაბის იჯარა არის მექვაბებთან სპილენძი ლიტრა რნ. ამის მაგიერი სპილენძი დახარჯულა. ძფ (სამი მინალთუნი და ათი შაური). ამათივე ხარჯის ჯამი არის თეთრი პე (ოთხმოცდა ხუთი თუმანი). სპილენძი ლიტრა რპვ. ქ-კს უÁზ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უო, ამ წლის მარტამდინ ბაზაზების ხარჯის ჯამი ჩღმÀ (ათას შვიდას ორმოცდა რვა თუმ.). ქ-კს უო, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უობ, ამ წლამდინ არის ხარჯის ჯამი ჩჟბ (ათას ოთხმოცდა თორმეტი თუმანი). ქ-კს უობ, ამ წლიდამ მოკიდებული ქ-კს უოგ, ამ წლის იანვრამდინ არის ჯამი ფმთ (ხუთას ორმოცდაცხრა თუმანი). იანვრიდან მოკიდებული ქ-კს უოდ, ამ წლის იანვრამდინ არის ხარჯის ჯამი უკბ (ოთხას ოცდა ორი თუმანი). იქნა ამ შვიდის წლის ხარჯის ჯამი ძყია (სამიათას რვაას თერთმეტი თუმანი). ამის რუსუმი ერგებათ. ქ-კს უÁÀ, ამ წელის ჩელიიქის ხარჯის ჯინშის ჯამი არის მოღდისას-შვილზე და ბეზირგნისშვილზე ჩყÁÀ (ათას რვაას რვა თუმანი). Áეძ (სამოცდა ხუთი თუმანი და სამი მინალთუნი). ქ-კს უÁთ, ამ წლის ჩელიიქების ანგარიში უნდა დაიწეროს. ქ. ბეზირგნის-შვილის ანგარიში უნდა დაიწეროს. ქ. ერევნის დავთარი უნდა გაისინჯოს. ქ-კს უობ, ამ წელს ჩელიიქიდამ ბეზირგნისშვილს მისცემია (?) მხეიძის მინაცემის ფარჩის ვალში იე (თხუთმეტი თუმანი). ამის რუსუმი ჭსნ (ხუთი მინალთუნი და ხუთი შაური). ქ-კს უობ, ამ ათის თვის ჩელიიქის ჯინშის ჯამი შ (ცხრაასი თუმანი). აქედამ ერგებათ”. ლაჭ (ოცდა თერთმეტი თუმანი და ხუთი მინალთუნი) (მასალები..., 1955: 80-83). დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექსტის ზუსტი გაგება საკმაოდ რთულ ამოცანას შეადგენს და შესაძლებელია ჩვენეულ მსჯელობაში ხარვეზები გაიპაროს. თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ პირველი პუნქტი განსხვავდება ტექსტის დანარჩენი ნაწილისაგან და აქ მითითებული არ არის მოხელეთა სარგო. ამიტომ მას მოგვიანებით განვიხილავთ. დოკუმენტში მოხსენებულია ჩვენთვის უკვე ნაცნობი ორი — ბურნიოთის და გორის ბაჟის — იჯარა. სხვა უამრავ დოკუმენტზე დაყრდნობით, ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბურნიოთის, ანუ თამბაქოს წლიური იჯარის ფასი განისაზღვრებოდა 500-600 თუმნით, ხოლო გორის ბაჟი კი 140 თუმნით. განსახილველ დოკუმენტში კი ქორონიკონით უობ ანუ 1784 წელს თამბაქოს იჯარადარის ტულაშვილის ხარჯი შეადგენდა 57 თუმანს ანუ 570 მანეთს, უო წელს ანუ 1782 წელს 51 თუმანს, ხოლო სხვა 2 წელში 123 თუმანს; გორის ბაჟის იჯარადრის ბაბალაშვილის ხარჯის ჯამი 14 თუმანით, ანუ 140 მანეთით განისაზღვრებოდა. შედარებითი ანალიზის ფონზე შეიძლება შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: დოკუმენტში, სადაც განსაზღვრულია “ხარჯის ჯამი“, შეესაბამება არა სახელმწიფო გადასახადს მთლიანად, არამედ ამ გადასახადის მეათედს, რომელიც სხვადასხვა მოხელეებს — სახლთუხუცესს, მდივანებს, მორდლებს, მოურავს, ეშიკაღასბაშს და ა.შ. ეკუთვნოდა. სხვა წყაროებითაც დასტურდება, რომ მოხელეებს პირდაპირი გადასახადებიდან დაახლოებით მეათედი ერგებოდათ. ხოლო სალაროს მოხელეთა “რუსუმი” მოხელეთა საერთო წილის ოცდამერვედი იყო. ანუ სალაროს მოხელენი საერთო გადასახადის ორასმეოთხმოცედს იღებდნენ (გორის იჯარის ფასი 1400 მანეთია. სალაროს მოხელეები კი იღებდნენ 5 მანეთს). ჩვენი ლოგიკით შეგვიძლია ზოგიერთი ამქრის სახელმწიფო გადასახადების ოდენობა აღვადგინოთ. ქორონიკონით უÁთ დან ანუ 1781 წლიდან უობ-მდე ანუ 1784 წლის მარიამობისთვემდე ნალბანდების ხარჯის ჯამი (ანუ მოხელეთა სარგო) 910 მანეთი ყოფილა. 3 წელიწადში და 7 თვეში სახელმწიფო ხარჯი ნალბანდებს ეთხოვებოდათ 9100 მანეთი. გამოდის, რომ წლიურად ნალბანდების ამქარი იბეგრებოდა 243 თუმნით ანუ 2430 მანეთით. მეაგურეებიდან მოხელეთა ხარჯი შეადგენდა 30 თუმანს ანუ 300 მანეთს. მათი სახელმწიფო გადასახადი კი იქნებოდა 3000 მანეთი. თუმცა დოკუმენტში არ ჩანს ზუსტად ეს ხარჯი ერთი წლის იყო თუ მეტის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხარჯს 2 წელზე გადავანაწილებთ, მივიღებთ 1500 მანეთს. 1781 წლიდან 1785 წლამდე
დაბაღების 36 მოხელეთა ხარჯის ჯამი იყო 138 თუმანი. სახელმწიფო ხარჯი კი 4
წელიწადში 1380 თუმანი იქნებოდა. წელიწადში დაბაღების სახელმწიფო
გადასახადი 3450 მანეთით განისაზღვრებოდა. 36. დაბაღი — მეპრაკატე,
ტყავის გამომქნელი ოსტატი (მასალები..., 1957: 13). 1781 წლიდან 1783 წლის აპრილის ბოლომდე ხარაზების მოხელეთა ხარჯის ჯამი შეადგენდა 37 თუმანსა და 7 მინალთუნს. ხარაზები, ჩანს, 2 წლის და 4 თვის მანძილზე სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიდნენ 377 თუმანს — წელიწადში კი 1570 მანეთს. 1776 წლიდან 1783 წლმდე სარაჯებისაგან მოხელეებს ეკუთვნოდათ 29 თუმანი. მათი წლიური სახელმწიფო ხარჯი 400 მანეთს შედგენდა. ჩილინგდრების39
გადასახადი კი 800 მანეთი ჩანს. “ნურქეთხუდაანთ ანტონადამ რკინის ხარჯი არის” 19,4 თუმანი. სახელმწიფო გადასახადი გამოდის 1940 მანეთი. თუმცა შეუძლებელია დავაკონკრეტოთ ეს იყო რკინით ვაჭრობის თუ წარმოების გადასახადი.
ტექსტიდან შეუძლებელია საპნის ქვაბის იჯარის ფასის აღდგენა. შემდეგ უკვე კონტექსტი იცვლება. აღარ ჩანს მოხელეთა რუსუმი. ჩვენი ვარაუდით, ამ შემთხვევაში სრულ სახელმწიფო გადასახადთან უნდა გვქონდეს საქმე. ბაზაზების 7 წლის ხარჯის ჯამი 3 811 თუმანით არის განსაზღვრული. თუმცა დოკუმენტის სხვა ადგილას აღნიშნულია, რომ 3 წლის მანძილზე (1781, 1782, 1784 წლებში) “ბეჭდის” იჯარა, რომელიც წლიურად 500 თუმნით განისაზღვრებოდა, ბაზაზების თანხაში იყო. ამდენად ბაზაზების 7 წლის სახელმწიფო გადასახადი 2300 თუმანი იქნებოდა, რაც წლიური 3300 მანეთს უდრიდა. დოკუმენტის ბოლოს კი მოცემულია ჩელიექიდან ანუ საბაჟოს შემოსავლიდან გაღებული დანახარჯი. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი 11 მსხვილი ამქრის სახელმწიფო გადასახადი დაახლოებით 18 000 მანეთს უდრიდა. უხეში გათვლებით ყველა თბილისურ ამქარს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა გადაეხადა სულ მცირე 20 000 მანეთი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სავაჭრო ოპერაციების დროს ვაჭრები მაღალი საბაჟო ტარიფით იბეგრებოდნენ, თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ხელოსნური წარმოება თავისუფალი ყოფილიყო გადასახადებისაგან. ამავე დროს სავარაუდოა, რომ ამ გადასახადების ნაწილს სახელმწიფო იღებდა ნატურით (ლეკებისათვის მისაცემ ფარჩას, სამეფო კარის საჭიროებისათვის სხვადასხვა ნაწარმს და აშ.). * * * ქალაქის ხელოსან-ვაჭართა ფენა, ანუ მოქალაქეები, იხდიდნენ აგრეთვე, მახტას და მალს. ქ. თბილისის მახტა განისაზღვრებოდა 4000 მანეთით. მახტის გამომღები მოქალაქეები გადახდისუნარიანობის მიხედვით 17 ჯგუფად იყო დაყოფილი. პირველ ჯგუფში მოხვედრილი მოქალაქეები მახტის ანგარიშში იხდიდნენ 40 მანეთს. უკანასკნელი — 17 ჯგუფი — 1 მანეთს. მახტის გამომღები იყო ასევე გორი, თელავი, სიღნაღი, ახალგორი, ცხინვალი და სხვა ქალაქები; მალი სულადობრივი გადასახადი იყო. სრულწლოვანი მამაკაცი იხდიდა “მთელ მალის” 1 მან. 20 კაპიკს (ქოიავა, 1963: 200; დუმბაძე, 1990: 368). სულ ქალაქების მოსახლეობის სახელმწიფო გადასახადები დაახლოებით 10-15 ათასი მანეთით განისაზღვრებოდა. ასეთი იყო ვაჭრობა-ხელოსნობიდან, შედარებით დიდი სამრეწველო ობიექტებიდან და ქალაქების მოსახლეობისაგან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები. ჩვენი გათვლებით ამ სფეროებიდან სახელწიფო შემოსავალი წლიურად 230 000 მანეთს აჭარბებდა. სახელმწიფო შემოსავლების გაზრდისათვის ერეკლე II-ის ღონისძიებები შეუმჩნეველი, ცხადია, უცხოელ მოგზაურებსაც არ დარჩენიათ. გერმანელი იაკობ რაინეგსი იმერეთის სამეფოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის აღწერის შემდეგ აღნიშნავს: “სულ სხვა მდგომარეობაშია საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც მეფე ერეკლეს ხელქვეით ცხოვრობს... ყველა სარგებელი გამოცხადებულ იქნა კანონიერად; ეძებდნენ ყოველ შესაძლო საშუალებას, რათა ებრწყინათ; და გარკვეული დანაკლისის შევსება ვაჭრებს მიანდო, რომლებიც რუსეთიდან, სპარსეთიდან და თურქეთიდან ამ მხარეში ვაჭრობდნენ. ქვეშევრდომთაგან უმაღლესნი თავის ბატონის კარს ბაძავდნენ. თუკი ეს ჩაცმაში, სუფრასა და ქცევაში ყველა დანარჩენზე უფრო ბრწყინვალეა, არც იმათ სურდათ ნაკ- ლები ყოფილიყვნენ და როცა ყოველი მათგანი საჭირო საშუალებებზე ფიქრობდა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა ყველაზე სასარგებლოდ ეჩვენებოდათ. გეორგიელი გლეხი აორკეცებს თავის ჯაფას და ასმაგი სიუხვით ხელს უწყობს თავისი ბატონის ხარჯების დაფარვას...” (რაინეგსი, 2002: 180). როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოკლე ხანში დადებითი შედეგები გამოიღო. 10-15 წელიწადში თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან ვაჭრობა-მრეწველობიდან მიღებულმა შემოსავლებმა სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი ადგილი დაიკავა.
მეფის მიერ მკაცრ კონტროლზე აყვანილი
ამქრები, გამორიცხულია, რომ დაბეგრილი არ ყოფილიყო სახელმწიფო გადასახდებით. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს საკითხი თითქმის შეუსწავლელია, რაც პირდაპირი წყაროების უქონლობას უნდა გამოეწვია.35
35. საკითხი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
ლიტერატურაში მითითებუია სავაჭრო-სახელოსნო დუქნების საერთო მოსაკრებელი — “თვის შაური”, მოურავის მისაგებელი და სხვ. (იხ. მესხია, 1983: 331)
1783 წელს ქურქჩებიდან 37 მოხელეები იღებდნენ 7 თუმანს და
6 მინალთუნს. გამოდის, რომ მათი სახელმწიფო წლიური გადასახადი 76 თუმანი, ანუ 760 მანეთი იყო.
37 ქურქჩი — ბეწვეულის მკერავი, ქურქების ხელოსანი (მასალები..., 1957: 43).
მეჰმანდარების38 სახელმწიფო გადასახადს
ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, რადგან მოხელეთა წილი 25 თუმანი და 5 მინალთუნი
რამდენ წელზეა გაწერილი არ ჩანს. რომ დავუშვათ ეს გადასახადი ოთხი წლის
(რადგან საწყისი წელი 1781-ია, ხოლო დაკუმენტში უკანასკნელი ათვლის წელი
1785) ჯამია, გამოდის, მეჰმანდარებს წლიურად 630 მანეთის გადახდა უწევდათ.
38. მ. ბერძნიშვილის განმარტებით,
“მეჰმანდარი” არის მესტუმრე, მოხელე მეფის კარზე (მასალები..., 1957: 26),
თუმცა აქ აშკარად სხვა კონტექსტით იხმარება.
39 ჩილინგდარი — ზეინკალი, კლიტეების და
მისთანების მკეთებელი (მასალები..., 1957: 48).
რაც შეეხება პირველ პუნქტს, როგორც ზემოთ
ითქვა, არ არის მითითებული მოხელეთა სარგო და ბაზაზების ხარჯის მსგავსად
აქაც საქმე უნდა გვქონდეს სრულ სახელმწიფო
გადასახადთან. არუთინა ხურდა ფრუშის, რომელიც, სავარაუდოდ, იყო
მეწვრილმანეთა ამქრის უფროსი — უსტაბაში40, სახელმწიფო გადასაადი 3 წლის
მანძილზე (1782-84 წწ.) ყოფილა 582 თუმანი და 7 მინალთუნი (მანეთი). გამოდის რომ მეწვრილმანეები წლიურად ხაზინის სასარგებლოდ იბეგრებოდნენ 1900 მანეთით.
40. ხურდა ფრუში მეწვრილმანედ იხსენიება წყაროებში.
![]() |
3.6 § 6. სამეფო კარის ღონისძიებები ინტენსიური მეურნეობის განვითარებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჭრობა-მრეწველობის განვითარების პარალელურად სამეფო კარი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეც ზრუნავდა. “ოსმალობა-ყიზილბაშობის” და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ზოგიერთი პროვინცია (მაგალითად, სომხით-საბარათიანო) მოსახლეობისაგან დაიცალა. შეწყვეტილი იყო ინტენსიური მეურნეობა. მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო იყო მშვიდობის დამყარება. სამეფო ხელისუფლებამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და მეურნეობის ნორმალურად კვლავწარმოებისათვის დაიწყო ციხე-სიმაგრეების მშენებლობა. ამ პროცესმა გრანდიოზული სახე მიიღო. შეკეთდა როგორც ყველა ძველი თავდაცვითი ობიექტი, ასევე აშენდა მრავალი ახალი ციხე-სიმაგრე. თავდაცვით ნაგებობების მშენებლობაში კოლოსალური თანხები დაიხარჯა.
წყაროებში უხვად მოგვეპოვება ცნობები ციხე-სიმაგრეთა მშენებლობის შესახებ. საერთოდ, ამ პერიოდში არ დარჩენილა არც ერთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც თავდაცვითი სამაგრე არ ჰქონოდა. გიულდენშტედტი გადმოგვცემს: “.. უმეტესად ყოველ სოფელს აქვს ერთი ან რამდენიმე... მრგვალი კოშკები. თავდაცვის დროს ქვედა სართულზე თავს აფარებენ ქალები და ბავშვები, ზედა სართულზე კი იკრებებიან შეიარაღებული კაცები და ესვრიან ყაჩაღებს. ბევრ სოფელს აქვს... კედლით გარშემოტყმული. ოთხკუთხა მოედნები კარებებითა და სასროლი კოშკებით. ასეთ ადგილებში, რომლებსაც ციხეები ჰქვიათ ან არ ცხოვრობენ ან ცხოვრობენ ცოტანი; თავდასხმის დროს ყველანი ცდილობენ ამ ციხეებში გადაირჩინონ თავი საქონლითა და ქონებით” (გიულდენშტედტის. , 1962: 250-251).
ომან ხერხეულიძის ცნობით ერეკლე II-ს 160 ციხე-სიმაგრე აუგია (ხერხეულიძე, 1989: 74)
ციხე-სიმაგრეთა შენებით სამეფო ხელისუფლება ინტენსიური მეურნეობის წარმოებისათვის მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოს შექმნას ცდილობდა.
1770 წელს შედგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოში 42 000 კომლი ცხოვრობდა (ქართული..., 1965: 420-422). მომდევნო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებების (უკაცრიელი ადგილების დასახლების და სხვა) და ბუნებრივი გამრავლების შედეგად ეს ციფრი 45 ათასამდე უნდა გაზრდილიყო. ზოგიერთ კომლში ორი და მეტი ოჯახი იყო გაერთიანებული. “მორიგე ჯარის” ოქმებით დასტურდება, რომ თუშ-ფშავ-ხევსურის გამოკლებით ქვეყანაში 60 ათასი ბრძოლისუნარიანი მამაკაცი იყო. ეს ციფრი მეტნაკლებად შეესაბამება ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ მაჩვენებლს.
1770 წლის აღწერის, გეორგიევსკის ტრაქტატზე დართული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა ნუსხის (ქართული..., 1965: 483492) და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ქართლ-კახეთის მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
სამეფო კარის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს უკაცრიელი ადგილების დასახლება შეადგენდა. ამ მიზნით დაიწყო ღონისძიებები, რომელსაც მყრელობა ეწოდებოდა. ქართლის და კახეთის თავადაზნაურთა შეიარაღებული ჯგუფები მიავლინეს ყარაბახსა და ნახიჩევანში, “ოსმალობა-ყიზილბაშობის” დროს, გაქცეული გლეხების უკან დასაბრუნებლად. ასევე “ყიზილბაშობის” დროს ქართლიდან კახეთში გაქვეულ გლეხებსაც ევალებოდათ დაბრუნებულიყვნენ თავის ძველ საცხოვრებელში. ოსმალობის დროს კახეთში ხიზნად წასულ გლეხებს, ხანდაზმულობის პრინციპით შეეძლოთ იქვე დარჩენა (სოსელია, 1973: 520-521). მოახალშენეებს მეფე რამდენიმე წლით გადასახადებისაგან ათავისუფლებდა....
ამ პერიოდში ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე შეინიშნება ოსთა ჩამოსახლება. ქართლში ჩამოსახლებული ოსები სამეფო-სახასო გლეხთა რიგებს ავსებდნენ (იხ. თოგოშვილი, 1964).
სამეფო კარმა XVIII საუკუნის 70-იან წლებში სცადა ყაბარდოელებისა და რუს კოლონიზატორთა ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ერეკლე II მათ საქართველოში ჩამოსახლების სანაცვლოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ძალისხმევით ეს გეგმა განუხორციელებელი დარჩა (ბოცვაძე, 1963: 113-114).
ერეკლე II მოსახლეობის რაოდენობის გაზრდისათვის, რაც საბოლოოდ მისი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას უწყობდა ხელს, უფრო რადიკალურ ღონისძიებებსაც არ ერიდებოდა. მაგალითად, 1779 წელს, ერევანში სამხედრო კამპანიის დროს, ერეკლე II-მ 8 სომხური სოფლის მოსახლეობა აყარა და ქართლ-კახეთის სხვადასხვა ადგილებში დაასახლა.
ასეთი ღონისძიებების შედეგად მოშენდა გაუკაცრიელებული ადგილები. ყოველივე ამის შესახებ ძვირფას ცნობებს გვაწვდიან უცხოელი მოგზაურები. გიულდენშტედტის ცნობით, XVIII საუკუნის 60-იან წლებში ყვარელის ახლოს მდებარე სოფლები — ლომისციხე, ვეფხვისციხე — ერეკლე II-მ დაასახლა. ათწლეულის მანძილზე კი მათ გაუშენებიათ ვაზი, გარგარი, ატამი და ა.შ (გიულდენშტედტის. , 1962: 31).
იაკობ რაინეგსი თბილისისაკენ მიმავალ გზაზე, მტკვრის ნაპირებზე საუბრობს მოახალშენეებზე, რომელთაც დაუმუშავებიათ გაშლილი მინდვრები (რაინეგსი, 2002: 158).
იგივე ავტორი გვამცნობს, რომ სომხითი “შედგება ბევრი დიდი სამფლობელოსაგან, როგორიცაა კოტა, ზემო და ქვემო ბოლნისი. ოცდაათი წელი ეს ნაყოფიერი და მშვენიერი მხარე იყო უდაბური და მხოლოდ ერეკლეს ზრუნვით კვლავ დასახლდა” (რაინეგსი, 2002: 159).
დარეჯან დედოფალს დაუსახლებია წინწყარო, შუა ბოლნისი, ქოლაგირი და ქვემო ქართლის სხვა სოფლები (ბერძენიშვილი..., 1958: 361).
სახელმწიფო სტიმულს აძლევდა თავადაზნაურობას, რათა თავადაც განეხორციელებინათ ანალოგიური ქმედებები. წყაროებში უხვად მოიპოვება ასეთი სახის ცნობები. მაგალითად, პლატონ იოსელიანის ცნობით, დავით ყაფლანიშვილს დაუსახლებია “სომხითი მტერთაგან გაოხრებული” (იოსელიანი, 1978: 249). რევაზ ამილახვრის სახელს უკავშირდება ზემო ქართლში სოფლების — ორჭოსანის და ავაზანის მოშენება და ა.შ.
ნორმალური მეურნეობის წარმართვისათვის საჭირო იყო ყმა-გლეხებისათვის სტიმულის მიცემა. ერეკლე II-მ დარღვია სათავადოების კარჩაკეტილი ზღუდეები და უშუალოდ ჩაერია ბატონისა და ყმის ურთიერთობებში. იმდენად შეიზღუდა მებატონის უფლებები, რომ გლეხის ურჩობით გაწამებული ბატონი ერეკლეს წერდა: “თქვენის წყენის უღონო გახლავართ, თორემ ჩემს ყმას როგორ ვერ დავიმორჩილებ”-ო (სოსელია, 1973: 523). მეფე ერთი მხრივ კრძალავდა გლეხთა ურჩობას — “ყაზახობას”, — მეორე მხრივ კი მებატონეებს, საკუთარი ყმის დაკარგვის შემთხვევაში, აკისრებდა პასუხისმგებლობას. მეფემ სასტიკად აკრძალა ძალადობა, არასანქცირებული გადასახადების დადება და ა.შ.
მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ინიციატივები — 1765 წლის კანონით ტყვეობიდან საკუთარი სახსრებით თავდახსნილ ყმებს თავისუფლება ენიჭებიდათ და, შესაბამისად, ძველი მებატონეები მათზე უფლებებს კარგავდნენ (Грузинские..., 1882: 17).
1770 წლის ბრძანებით ერეკლე II-მ აკრძალა ყმათა უმიწოდ გაყიდვა (სოსელია, 1973: 525).
ყოველივე ეს ხელს უწყობდა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას. გაიზარდა ათვისებული მიწების რაოდენობა. გლეხურ მეურნეობაში დიდი ადგილი ეჭირა ტრადიციულ დარგებს — მემინდვრეობასა და მევენახეობას. ასევე მისდევდნენ ტექნიკური კულტურის — სელის, ბამბის, ბრინჯის, თამბაქოს — მოყვანასაც. განვითარდა მეაბრეშუმეობაც. მესაქონლეობას ძირითადად მთიან ზოლსა და თათრის ელებით დასახლებულ ადგილებში მისდევდნენ (აკოფაშვილი, 1973: 533-534).
ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებამ, ქალაქების გაფართოებამ და შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდამ, სახელმწიფო ნატურალური გადასახადების (და ზოგიერთი საბატონო გადასახადის) ფულად გადასახადად ქცევამ, გლეხობა აიძულა ჩაბმულიყო ფულად-სასაქონლო ურთიერთობაში. გლეხობა მჭიდროდ დაუკავშირდა ბაზარს. მათ თავიან-
თი პროდუქცია გაჰქონდათ ახლომდებარე ბაზრებზე. ზოგჯერ ჩადიოდნენ ქალაქშიც. უმეტესად კი ვაჭრები დადიოდნენ სოფლებში და ადგილზე იძენდნენ საქონელს. კახეთში მათ მენოგნეები ეწოდებოდათ (აკოფაშვილი, 1973: 535).
ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება ხელს უწყობდა გლეხთა დიფერენციაციას. იყვნენ გაღარიბებული, უმიწო გლეხებიც და არსებობდა შეძლებულ გლეხთა კატეგორიაც, რომლებიც თავის მეურნეობაში დაქირავებულ შრომასაც იყენებდნენ. ი. ანთელავა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ათასობით ნასყიდობის სიგელზე დაყრდნობით ასკვნის, რომ გლეხები თავადაზნაურებზე გაცილებით ხშირად გვევლინებოდნენ მიწების მყიდველის როლში (ანთელავა, 1977: 72) აქედან გამომდინარე გახშირდა გლეხთა ბატონყმობიდან თავდახსნის ფაქტები. ამ პროცესით სამეფო კარიც ყოფილა დაინტერესებული. აზატ-თარხან-თავდახსნილი გლეხებისაგან იგი ქმნიდა სამხედრო ძალებს.
1755 წელს ალყაში მოქცეული ყვარელის ციხის გასამაგრებლად მეფემ შემდეგ ზომას მიმართა. მან მოუწოდა საკუთარ ჯარს:
“რომელიც ინებებს და თავისის გულოვნებით მინდომით წარვალს და შევალს ციხესა ყვარელისასა და ... თავის გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ჩვენც... გლეხს კაცს, კაცზე ოთხ თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივცემთო”. ამ მოწოდებას 200 გლეხი გამოეხმაურა. ანუ ერთდროულად 200 გლეხის გათარხნება-გააზატება მომხდარა (დუმბაძე, 1973: 557).
თავადი იოანე ორბელიანი 1803 წელს ციციანოვისადმი მოხსენებაში აცხადებდა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გლეხები ბევრნი იყვნენ. მათი რაოდენობა 600-მდე აღწევდა. გარდა ამისა, თავადი მიუთითებდა “თოფჩებზე” ანუ მეზარბაზნეებზე, რომლებიც ასევე თავისუფალ გლეხთა რიგებს ავსებდნენ. სულ ქვეყანაში 400 მეზარბაზნე ყოფილა (АКАК, 1868: 288).
საერთოდ თარხან გლეხთა რიცხვი ქვეყანაში 1000 კომლს აღწევდა, რომლებიც ავსებდნენ მეფის სამხედრო ძალებს. ისინი სამეფო კარისათვის წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ახალ დასაყრდენს ძალას, როგორც საგარეო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე მკაცრი საშინაო პოლიტიკის გატარებისათვის.
ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება (რომელიც ძირს უთხრიდა ნატურალურ მეურნეობას), ვაჭრობა-მრეწველობის გაფართოება, საქალაქო ცხოვრების დაწინაურება დიდ დარტყმას აყენებდა ტრადიციულ თავადურ მეურნეობას. აშკარა გახდა, რომ არარაციონალურად დამუშავებული საერთო საგვარეულო მამულები ვეღარ პასუხობდნენ თავადთა მოთხოვნებს. ამის შედეგად გახშირდა საერთო მამულების დანაწილება (გაყრა) სხვა-
დასხვა სახლებს შორის. აღნიშნული საკითხის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ დროს დაიწყო მიწების დიდი ამოძრავება. იესე ოსეს ძე აღნიშნავდა, რომ ქართლ-კახეთში “მერმე მრავალი კაცი იყო ნასყიდობის მქონე და ქვეყანაში დიაღ ძნელი შემოსაღებია ნასყიდობის მოშლა” (იესე ბარათშვილის..., 1950: 42).
XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი შენიშვნები გამოთქვა პროფ. გ. ნათაძემ. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია მიწის ნაკვეთების გაყიდვის ფაქტებს და შენიშნა, რომ ერთი მხარე ზედმეტი მიწისაგან თავისუფლდებოდა, მეორე კი ნაკვეთს
“ასწორებდა”, ამრგვალებდა და ამით მამულის “შემოღობვა” ხდებოდა. ასევე საინტერესოა მისი შენიშვნები მემამულეთა ანგარიშიანობის განვითარების შესახებაც — “მებატონეებმა დაიწყეს მკაცრი აღრიცხვა გლეხთა ვალდებულებებისა, შემოიღეს დავთრები, ადგენდნენ ყმათა სიებს და ა.შ.” (ნათაძე, 1930: 127-313).
შედარებით ახლადაღზევებული მემამულეების და ზოგიერთ ძირძველ თავადიშვილთა მამულებშიც ამ დროს ვხვდებით ერთგვარ სიახლეებს. ამ ტიპის მემამულეები განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი თავიანთი მამულების შემოსავლიანობის ზრდისათვის ახალი გზების ძიებით, რაციონალიზაციით. მათი მეურნეობები მკაცრ აღრიცხვა-ანგარიშსწორებაზე იყო დამყარებული. ასეთი ტიპის სიახლეები, თუმანიშვილთა მამულების განხილვის ფონზე, დეტალურად აქვს შესწავლილი მკვლევარ გ. აკოფაშვილს ნაშრომში: “მანუჩარ თუმანიშვილის მეურნეობა” (აკოფაშვილი, 1966: 405-411).
ასეთ მამულებში უგულებელყოფილი იყო საბატონო მიწების გლეხთა შრომითი ბეგარის საშუალებით დამუშავება და ის გაიცემოდა საღალედ. ეს იყო ერთგვერი იჯარის ფორმა. მემამულეები მიწის არც ერთ ნაწილს არ ტოვებდნენ დაუმუშავებელს. ზოგჯერ, საბატონო მიწები გლეხებზე საზიაროდ გაიცემოდა. ასეთი სამეურნეო საქმიანობით ისინი იღებდნენ დიდ შემოსავალს. მემამულეები მჭიდროდ დაუკავშირდნენ ბაზარს (იხ. აკოფაშვილი, 1966). მათ მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ტექნიკური მცენარეების მოყვანას. გიულდენშტედტი ამ ფაქტის შესახებ წერდა: “... მამემულეები ცდილობდნენ მეტი ტექნიკური მცენარეები მოეყვანათ, განსაკუთრებით ბამბის და თუთის ხის გაშენებას მისდევდნენ” (გიულდენშტედტის..., 1962: 255).
ახალი ტიპის თავადების (პომეშჩიკების) გაჩენა (ლეონიძე, ოსეშვილი, არღუთაშვილი, თუმანიშვილები...) ქმნიდა ახალ საყრდენ ძალას მეფის პოლიტიკის გატარებისათვის.
ბევრ ძირძველ სათავადოს წევრ თავადიშვილს, “ოსმალობაყიზილბაშობის” და ლეკიანობის გამოისობით, ყმა-გლეხები ძალზედ მცირე რაოდენობით შერჩათ. ფულად-სასაქონლო ურთიერთობის განვითარებამ ზოგიერთის ქონება კრედიტორთა ხელში მოაქცია. ამ თავადთა უმეტესობა XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში დასახლდა თბილისში და მათ უმთავრეს შემოსავლის წყაროდ მეფის კარზე სამსახური იქცა (მაგალითად, მზეჭაბუკ ორბელიანი, ციციშვილების უმრავლესობა და ა.შ.). თავადთა ეს ნაწილიც სამეფო კარის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდა. ერთი სიტყვით XVIII საუკუნის II ნახევარში ქვეყანაში შეიქმნა სათანადო პირობები ინტენსიური მეურნეობის განვითარებისათვის და ამევე დროს მემამულეთა რიგებში ჩამოყალიბდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახალი დასაყრდენი ძალა.
![]() |
3.7 § 7. სამეფო კარის ღონისძიებები სახასო ყმა-მამულების გაფართოებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
1764 წლიდან მეფემ დაიწყო “ოსმალობა-ყიზილბაშობის” დროს ფეოდალთა მიერ მითვისებული მიწების უკან დაბრუნება (დუმბაძე, 1973: 527).
41. 1770 წლის სტატისტიკური მონაცემებით არაგვის საერისთავოში 2000 კომლი ქართველი და 2000 კომლი ოსი, ქსნის საერისთავოში — 1600 კომლი ქართველი და 2000 კომლი ოსი, ბორჩალოსა და ბამბაკის ხეობაში 2500 კომლი სომეხი და თათარი, ყაზახში 3000 კომლი თათარი და 1200 კომლი სომეხი, შამშადილოში 2200 კომლი თათარი და 1200 კომლი სომეხი ცხოვრობდა; დემეტრე ამილახვრიშვილის კუთვნილი ყმები შეადგენდა დაახლოებით 150 კომლს. 42.მაგალითად, კანონის
დაუმორჩილებლობისათვის ქალაქის მოურავს, ციციშვილს, ჩამოერთვა აზნაური
მეღვინეთუხუცესისშვილები.
სახასო ყმების რიცხვი
მრავლდებოდა ასევე ჩრდილოეთ კავკასიიდან, ერევნის სახანოდან და სხვა ადგილებიდან
ჩამოსახლებულ მოსახლეობის ხარჯზე. მაგალითად, გიულდენშტედტის ცნობით, ერეკლე II-მ მუღანის ველიდან ჩამოასახლა 250 ოჯახი თურქმანი და შექმნა სოფლები — მუღანლო, ყაფაჩი და ყიზილ-ჰანჯილი (გიულდენშტედტის..., 1962: 31). ერეკლე II-მ სამეფო სახსრებით 10 000-მდე ტყვე გამოიხსნა, რაც მას 400 000 მანეთი დაუჯდა (დუმბაძე, 1990: 345). მათი გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, საბატონო გლეხი იქნებოდა და ისინი სახასო გლეხებად იქცნენ. მეფეს კახეთში გააჩნდა რამდენიმე ათასი ყმა (მაგ.,
ლომის ციხესა და ვეფხის ციხეში 40-40 ყმა, ენისელში 45 ყმა, კალაურში 40
ყმა, ნორიოში 55 ყმა და აშ), 43 ხოლო ქიზიყი მთლიანად სახასო საკუთრებას
წარმოადგენდა. სამეფო საკუთრებაში შედიოდა თუშეთი (1400 კომლი), ფშავი
(1000 კომლი) და ხევსურეთი (1200 კომლი). სახასო ყმები იყვნენ ქართლის
ბარის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი (მაგ., სოფელი დიღომი, ნავთლუღი და
სხვ.) და ქალაქებში მცხოვრებთა უმრავლესობა. სამეფო კარის პოლიტიკამ (და სხვა ბუნებრივმა გარემოებებმა) მნიშვნელოვნად შეარყია სათავადოთა ეკონომიკური ძლიერება. ისეთი დიდი სათავადოები, როგორებიც იყვნენ საყაფლანიშვილო, სამუხრანბატონო და საამილახვრო, მეფის ყმა-მამულთან შედარებით მცირე მფლობელებად იქცნენ. თითოეულ ამ სათავადოში ყმათა რიცხვი 300-500 კომლით განისაზღვრებოდა. მაშინ, როდესაც მეფე ქალაქების და მთის მოსახლეობის ჩათვლით 30 000 კომლზე მეტი ყმა-გლეხის მფლობელი იყო.44სახასო მამულების 44.ერეკლემ XVIII
საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სახასო ყმა-მამუების სოლიდური რაოდენობა უფლისწულებს უწყალობა, რამაც თავისი უარყოფითი შედეგი მალევე გამოიღო. XIX საუკუნის დასაწყისისათვის სადედოფლო (მარიამის და დარეჯანის) და საუფლისწულო ყმათა რიცხვი 4883 კომლს შეადგენდა (ჯანაშვილი, 1899: 113-114). ანუ საუფლისწულოთა შექმნის შედეგად, სადედოფლო ყმაების გამოკლებით, სახასო ყმათა რიცხვი 3500-4000 კომლით შემცირებულა. მმართველად მეფე მოურავებს ნიშნავდა. იყო დიდი და მცირე სამოურაოები. დიდი სამოურაოები იყო — თბილისის, ქიზიყის, თუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, შამშადილის, ბორჩალოს, ბამბაკის, გორის, თელავის, საგარეჯოს, სურამის და სხვ. სულ ქართლ-კახეთში 70-ზე მეტი დიდი და მცირე სამოურავო იყო (იოსელიანი, 1978: 263-267). გრაფიკულად ყმების მფლობელობის პროცენტული მაჩვენებელი XVIII საუკუნის მიწურულისათვის ასე გამოიყურება: 45. 783 წლის
თავად-აზნაურთა ნუსხით ქართლში 82 სახასო აზნაურთა საგვაეულო იყო. 1787 წლიდან მათ რიგებს შეემატა ქსნის ერისთავისშვილის 18 აზნაურის გვარი. კახეთის 36 აზნაურის გვარიც სახასო აზნაურებად ითვლებოდნენ. სახასო აზნაურთა გარდა ეკლესიას ეკუთვნოდა 13 აზნაურის საგვარეულო (70-მდე ოჯახი). დანარჩენი 170 აზნაურის საგვარეულო (900-მდე ოჯახი) 62 თავადის (300-მდე ოჯახი) საკუთრებას წარმოადგენდა. აზნაურთა დიდ მფლობელებად გვევლინებიან თავადთა შემდეგი საგვარეულოები: ციციშვილები (36 აზნაურის საგვარეულოს მფლობელნი), ორბელიანები (28 აზნაურის საგვარეულოს მფლობელნი), აბაშიძეები (19 აზნაურის საგვარეულოს მფლობელი), მუხრანბატონი (13 აზნაურის საგვარეულოს მფლობელი), ამილახვრები (12 აზნაურის საგვარეულოს მფლობელი) და ა.შ. (ქართული..., 1965 483-492). დიდ სათავადოთა და სახასო აზნაურთა მფლობელობის შედარებითი მაჩვენებელი გრაფიკულად ასე გამოიყურება:
ამავდროულად ერეკლე II-მ გააუქმა ყაზახ-ბორჩალო, ბაიდარის სახანოები, არაგვის და ქსნის საერისთავოები, საამილახვროს ჩამოაჭრა დიმიტრი ამილახვარის კუთვნილი ყმა-მამული. ამ რადიკალური ზომების შედეგად მეფის სახასო მამულები მკვეთრად გაიზარდა. ხოლო სახასო გლეხთა ფონდი დაახლოებით 18 ათასამდე კომლით შეივსო.41
სხვადასხვა დანაშაულისათვის თავადების
ყმა-მამულის კონფისკაციის გზითაც იზრდებოდა სახასო მამულები.42.
43 კომლთა რაოდენობა მიახლოებითია.
განვსაზღვრეთ შ. ხანთაძის მიერ გამოქვეყნებული სურსათის შეწერის დავთრების
მიხედვით (იხ., ხანთაძე, 1955)
XVIII საუკუნის II ნახევარში ხელისუფლება განსაკუთრებულ მფარველობას იჩენდა აზნაურთა ფენის მიმართ. საქართველოში იყვნენ სამეფო, სათავადო და საეკლესიო აზნაურები. დროთა განმავლობაში სათავადო აზნაურები მთლიანად თავადთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ერეკლე II-მ აზნაურებს, უმიწოდ, თავადთა მიტოვების უფლება აღუდგინა (იხ. აკოფაშვილი, 1955). თავადისაგან წამოსული აზნაურები უმთავრესად სამეფო აზნაურთა რიგებში ეწერებოდნენ. სხვადასხვა სათავადოთა გაუქმების გზით მეფემ სახასო (ანუ სამეფო) აზნაურთა რიცხვი საგრძნობლად გააფართოვა. იყვნენ ისეთი აზნაურებიც, რომლებიც სავაჭრო ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი. XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ქართლკახეთის სამეფოში 320-მდე აზნაურთა გვარიდან (დაახლოებით 1700 ოჯახი) 130-ზე მეტი სამეფო აზნაური იყო
45 (დაახლოებით 700
ოჯახი). ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდ კაპიტალს ფლობდა. მეფე მათ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ნიშნავდა (ენაკონოფაშვილი, ჭუმბურიძე, ყორღანაშვილი და სხვა). რაღა თქმა უნდა, აზნაურთა ეს მრავალრიცხოვანი ფენა მეფის ახალ საყრდენ ძალას წარმოადგენდა.
![]() |
3.8 § 8. სახელმწიფო შემოსავლები ყმა-გლეხთა გადასახადებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დროს ქართლ-კახეთის სოფლად მცხოვრები ყველა გლეხი სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიდა სხვადასხვა გადასახადს. უპირველესი გადასახადი იყო სურსათი, თითოეულ კომლზე 3 კოდის პურის ოდენობით (ორი წილი ხორბალი, ერთი ქერი). სულ ქართლ-კახეთში სახასო, სათავადო და საეკლესიო გლეხები იხდიდნენ 45 000-მდე კოდის პურს. ამ გადასახადს დაახლოებით 15000 კომლი იხდიდა. სურსათი არ შეეწერებოდათ თარხნებს (1000 კომლი), თავადაზნაურობას (2000 კომლი), ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას (6000 კომლი), მთის მოსახლეობას (10 000 კომლი), ახლად დასახლებულ მოახალშენეებს, გაღარიბებულ გლეხებს — ბოგანოებსა და ობლებს (2000-დან 3000 კომლამდე), ყაზახ-ბორჩალო, შამშადილის და ქართლ-კახეთის “თათართა” მეჯოგეებს (6000-ზე მეტი კომლი. ისინი მეფის სასარგებლოდ მახტას იხდიდნენ). იმდროინდელი ფასებით 1 კოდის პური 1 მანეთი ღირდა და ამდენად, ამ ნატურალური გადასახადის რეალური საბაზრო ღირებულება 45 000 მანეთს შეადგენდა. იყო შემთხვევები, რომ გადასახადი ნახევრად ნატურით, ნახევრად კი ფულის სახით იკრიბებოდა.
მეორე სახელმწიფო გადასახადი იყო “სამასპინძლო”. ეს იყო ნატურალური გადასახადი და სხვადასხვა პროდუქტისაგან შედგებოდა (პური, ღვინო, საკლავი). იყო შემთხვევები, როცა “სამასპინძლო” ფულის სახით იკრიბებოდა (აკოფაშვილი, 1973: 561). გადასახადს აგროვებდნენ სხვადასხვა ადგილას — მეფის, ბატონიშვილების, მათი ამალის ან ჯარის სოფლებზე გავლის დროს. ამიტომ გადასახადი სოფლებს არათანაბრად ხვდებოდათ. ეს გარემოება გადასახადის რაოდენობის განსაზღვრას ართულებს. უხეში გათვლებით “სამასპინძლო” გადასახადი წლიურად დაახლოებით 15000 მანეთის პროდუქციას უდრიდა.
ამ გადასახადების გარდა ხშირი იყო ეგრეთ წოდებული “არაჩვეულებრივი” გადასახადების შეწერაც (“სალეკო” — ლეკთა ჯარის ქირის მისაცემად, “სარუსო” — რუსეთის ჯარისათვის პურის მიყიდვის აუცილებლობა და სხვა). ამ გადასახადების რეალურ საბაზრო ღირებულებას ერთგვარად განსაზღვრავს პავლე ციციანოვისადმი სახლთუხუცეს იოანე ორბელიანის მოხსენება: “... რაც საქართველოს მეფის სამფლობელოში, ქრისტეანთ თუ თათართა, დებულებას გარდა რაც დროს შეხვედრით შესწერდებოდათ, პური, ქერი, ღვინო, არაყი, ძროხა, ცხვარი, ერბო, ყველი, მარილი, სამარხო, შეშა და სხვა რამ ნივთი, რაც შესწერდებოდათ, რომ შენაწერი იქნებოდა ჩფ (ათას ხუთასი თუმანი)” (მასალები..., 1948: 3).
საერთოდ, გლეხთა სახელმწიფო გადასახადები ქართლ-კახეთის სამეფოში, მიახლოებითი გამოთვლებით, 70-80 ათასი მანეთის პროდუქციით განისაზღვრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბატონო გლეხებთან შედარებით სახასო გლეხები ნაკლებად იბეგრებოდნენ, ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადების გარდა, მათ უწევდათ სხვა გადასახადის გადახდაც46.
46. გადასახადები არ შეეწერებოდათ მთის მოსახლეობას, რომელთა რაოდენობა 10 000 ათას კომლამდე აღწევდა და თარხან გლეხებს. ამჯერად ჩვენ არ ვეხებით არც ქალაქის სახასო ყმებს. გენერალ ლაზარევის წერილიდან კნორინგისადმი ირკვევა, რომ ყაზახ-ბორჩალოს, შამშადილის, ბაიდარის და სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები თათრები, რომლებიც მეცხოველეობით იყვნენ დაკავებულნი, სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიდნენ მახტას — 35 500 მანეთის ოდენობით. გადასახადი ფულადი იყო და იკრიბებოდა შემოდგომით, მეჯოგეების მთიდან დაბრუნების შემდეგ (АКАК, 1866: 330).
გარდა ამისა, ცნობილია, რომ “სახასო სოფლებს ქრისტეანეთ და თათართა სააღდგომო და საშობავო ეთხოებოდათ” (მასალები..., 1948: 3). ამ გადასახადებიდან ქართლის სახლთუხუცესს ეძლეოდა 22 თუმანი და 7 მინალთუნი. აღნიშნული საბუთის კონტექსტიდან ირკვევა, რომ სახლთუხუცესი ამ ტიპის გადასახადებიდან მეოცედს და ზოგჯერ უფრო ნაკლებს იღებდა. მაშასადამე, ამ გადასახადის რაოდენობა ქართლში მინიმუმ 5000 მანეთით განისაზღვრება. კახეთის ჩათვლით 10 000 მანეთი იქნებოდა. მეფეს ქართლ-კახეთში გააჩნდა, აგრეთვე, ზვარ-ხოდაბუნები. გ. ნათაძემ განიხილა სოფელ ხოდაშენში მეფის მამულის შემოსავალი. ეს მამული 1787 წელს სამართავად გადაეცა არქიმანდრიტ ეუფემიას. ავტორი ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: მეურნეობის რაციონალიზაციის და მიწის ექსპლუატაციის გაუმჯობესებული წესის შემოღების შედეგად, გაპარტახებული მამული, რომელსაც 72 თუმანი ვალი ედო, ეუფემიამ მოაშენა 6-7 წლის მანძილზე და 1793 წელს, მეფეს, სუფთა შემოსავალი 100 თუმანი წარუდგინა (ნათაძე, 1930: 127-131). ასეთი მამულები მეფის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ჩვენი აზრით, სამეფო ზვარ-ხოდაბუნებიდან შემოსავალი სულ ცოტა 10-15 ათას მანეთით განისაზღვრებოდა. კახეთის სახასო სოფლები იხდიდნენ, აგრეთვე, კულუხს “და სხუას განწესებულს” ღვინოს. ხოლო ქართლის სახასო გლეხები ღალას. გადასახადის გადამხდელ გლეხებს მოყალნეები ეწოდებოდათ. მოყალნეები იყვნენ მხოლოდ ქართლის და კახეთის ბარის სოფლების სახასო ყმები. მათი რიცხვი დაახლოებით 3-4 ათას კომლს უდრიდა. მარიამ და დარეჯან დედოფლებისა, ასევე ბატონიშვილთა შემოსავლებიდან ჩანს, რომ ერთი კომლი მათ სასარგებლოდ წელიწადში იხდიდა 4-5 მანეთს (ჯანაშვილი, 1899: 113-114). ამ მონაცემის მიხედვით მოყალნეთა გადასახადი საშუალოდ 15 000 მანეთს შეადგენდა. ჩანს, აგრეთვე, “თუშისა, ფშავისა და კახეთის სახასო სოფლების “საბალახო” გადასახადიც. მეფეს, აგრეთვე, ჰყოლია საკუთარი “ძროხის ნახირი და ცხვრის ფარა” (მასალები..., 1948: 3, 7) სახელმწიფოს წინაშე გლეხები ვალდებულნი იყვნენ გაეღოთ შრომითი ბეგარა. ისინი მუშაობდნენ ციხე-სიმაგრეთა, გზების, ხიდების, სარწყავი არხების და ა.შ აგებაზე. მათსავე მოვალეობას წარმოადგენდა საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. სახელმწიფოს შემოსავალს წარმოადგენდა, აგრეთვე, მამულის გაყიდვის მისაგებელი (რამდენიმე ასეული მანეთი), ჯარიმები (რამდენიმე ასეული მანეთი), ეგრეთ წოდებული “ფანჯიექი” — “ესე იგი ხუთზედ ერთი. როდესაც საქართველოს ჯარი მტრის ქვეყანაში მივიდოდა და იქიდამ საშოვარს მოიტანდნენ, ხუთის თავს სამეფოდ აიღებდნენ და რაც მეფეს ერგებოდა იქიდამ თერთმეტისთავი მქონდა...” აცხადებს სახლთუხუცესი. მას კი 19 თუმანი ერგებოდა წლიურად. ამ ჩვენების მიხედვით გამოდის, რომ საშუალოდ “ფანჯიექიდან” სამეფო შემოსავალი 2000 მანეთი ყოფილა. დაახლოებით იმავე რაოდენობის შემოსავალი აიღებოდა სხვადასხვა დანაშაულისათვის “ჯარიმებიდან” და კონფისკაციიდან. სამეფო ხაზინაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ერევნის და განჯის სახანოების ხარკს. ეს სახანოები ყოველწლიურად ერეკლე II-ს 40 000 მანეთს უხდიდნენ (30 ათასს ერევანი, 10 ათასს განჯა).
![]() |
3.9 § 9. XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკის ძირითადი მახასიათებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთი იყო ერეკლე II-ის ეკონომიკური კონცეფციების პრაქტიკაში დანერგვის ცდები. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის აღორძინება მიმდინარეობდა ლეკთა მუდმივი თავდასხმების პირობებში, ერეკლე II-ის ძალისხმევამ XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში თავისი შედეგები გამოიღო. დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინის ნაცვლად შეიქმნა სტაბილური ბიუჯეტი. შემოსავლებმა ყოველწლიურად დაახლოებით 400000 მანეთს გადააჭარბა.
ჩვენს მიერ აღდგენილი ყველა მსხვილი სახელმწიფო შემოსავალი გრაფიკულად ასე გამოიყურება:
სხვადასხვა სფეროებიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული შეფარდება ასე გამოიყურება:
ფეოდალური სახელმწიფოების შემოსავლებში, როგორც წესი, მთავარი ადგილი ეკავა აგრალურ სექტორს (ძირითადად ყმაგლეხთა გადასახადებს). ქართლ-კახეთის სამეფოში კი როგორც ვხედავთ, უჩვეულოდ ძალიან მაღალია სავაჭრო-სამრეწველო სექტორიდან მიღებულ შემოსავლები. ასეთი კონიუნქტურა მხოლოდ შეიძლება აიხსნას ერეკლე II-ის ეკონომიკური პოლიტიკით, რაც სახელმწიფოს შემოსავლების გაზრდისათვის ეკონომიკის განვითარების არატრადიციულ, ზემოდან თავს მოხვეულ მეთოდს გულისხმობდა. სამრეწველო სექტორი მთლიანად სახელმწიფო კონტროლზე იყო აყვანილი და ხელოვნურ წარმონაქმნს წარმოადგენდა. ამიტომ მისი მომდევნო განვითარება საკმაოდ მყიფე იყო. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ რადგან რუსეთის იმპერიის ინტერესებში აღარ შედიოდა ქართლ-კახეთში მრეწველობის მფარველობა, XIX საუკუნის I მესამედში მანუფაქტურული წარმოება ქვეყანაში თითქმის გაქრა და მან აღორძინება მხოლოდ 30-იანი წლებიდან დაიწყო. ქართული სახელმწიფოს გაუქმებამ ამ სექტორზე უარყოფითად იმოქმედა. უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა სავაჭრო-ხელოსნური სექტორი. ეკონომიკის ამ სექტორის პროგრესის უწყვეტობაზე მეტყველებს 1795-1801 წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები: აღა-მაჰმად ხანის შემოსევამ მიწასთან გაასწორა ქვეყნის მთავარი სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი — თბილისი. მტრის შემოსევის შედეგად განადგურდა ახტალა-ალავერდის მადნებიც. ქართლ-კახეთის სამეფომ მეზობლების თვალში დაკარგა ავტორიტეტი. განჯის სახანო ერეკლეს განუდგა. დამარცხებულ ქვეყანაში ლეკთა თარეში გახშირდა. დღის წესრიგში იდგა აღა-მაჰმად ხანის ხელმეორედ შემოსევის საშიშროება. ერეკლე IIის გარდაცვალებამ (1798 წ.) მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მრავალი ვაჭარი გადასახლდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. ტახტისათვის დაწყებული დინასტიური შუღლი საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ყოველივე ამის ფონზე ვხედავთ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები სწრაფად უბრუნდებოდა 1795 წლამდელ ნიშნულს. ამის დამადასტურებელია საიჯარო ფასები. 1801 წელს თითქმის ყველა იჯარის — “საბეჭდავის”, თამბაქოს, ყაფანის, სამღებროების, ყასაბხანის, დაბახანის და სხვ. — ფასი ან უტოლდებოდა წინანდელ მდგომარეობას, ანდაც მცირედით ჩამორჩებოდა. 1795 წლამდე და მის შემდგომ პერიოდის თბილისის სხვადასხვა იჯარათა (რაც დიდ წილად განასახიერებდა ზოგადად ქართულ ეკონომიკას) ფასების და სავაჭრო-სახელოსნო დუქანთა რაოდენობის შედარებითი გრაფიკული მაჩვენებელი იხილეთ 115-ე გვერდზე.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1795 წლის ტრაგედიის შედეგად მიღებული ენით აუწერელი ზიანის მიუხედავად, ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების ძველ ნიშნულთან დაბრუნება სწრაფად შეძლო. აქედან გამომდინარე საკამათო არ უნდა იყოს მოსაზრება, რომ ერეკლე II-ის რეფორმების შედეგად, ქვეყანა განვითარების უწყვეტ პროგრესს განიცდიდა. ამიტომ არასწორ შეფასებად გვეჩვენება ზოგადად ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე დამკვიდრებული მოსაზრება, რომ თითქოს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკურმა ორგანიზმმა XVIII საუკუნის მიწურულში ამოწურა ყველა თავისი შესაძლებლობა და ქვეყანა გადაგვარებისათვის იყო განწირული. ვფიქრობთ, ასეთი შეფასებები განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ მთავარ დაკვეთას რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამართლება წარმოადგენდა და ამიტომ იმპერიის დადებითი როლის წარმოჩენა დიდწილად ასეთ დასკვნებზე იყო აგებული.
როგორც ვხედავთ, ეკონომიკური განვითარებისათვის ერეკლე II-ის გატარებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი რეზულტატი გამოიღო, რის შედეგადაც სახელმწიფოს შემოსავლები რამდენჯერმე გაიზარდა. აშკარაა, რომ ხაზინის შემოსავლებმა ბევრად გაუსწრო “დასტურლამალით” გათვალისწინებულ ხარჯებს. სწორედ ამ ფაქტორით უნდა ავხსათ ის პოლიტიკა, რასაც ერეკლე II ახორციელებდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით.
47. ერეკლე II-ის
მტკიცებით მარტო თეიმურაზ II-ის ელჩობამ რუსეთში ქვეყანას 100000 მანეთის ზარალი მოუტანა.
არსებული პრობლემების მიუხედავად, ერეკლე II-ის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, როგორც ზემოთ დავინახეთ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ახალი ეკონომიკური გარემოს შედეგად წარმოქმნილი “ახალი ტიპის თავადაზნაურობა”, თარხანი გლეხები და მძლავრი ვაჭრული ფენები ცენტრალური ხელისუფლების მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სათავადოთა სისტემაზე შეტევა უკვე აღარ ნიშნავდა “საყრდენი ტოტის მოჭრას”.
ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ XVIII საუკუნის ბოლო მესამედში ქვეყნის ეკონომიკაში სრული
ჰარმონია სუფევდა და სახელმწიფოს შემოსავლები ყველა გამოწვევას უზრუნველყოფდა.
ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იყო. ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოს შემოსავლები სრული
სახით იკრიბებოდა მხოლოდ მშვიდობიან პერიოდში. მტრის შემოსევების პირობებში, რა
თქმა უნდა, ხაზინა ცარიელდებოდა. იყო შემთხვევები, როცა სამეფო კარს უხდებოდა
უარის თქმა ზოგიერთ შემოსავალზე. მაგალითად, “მორიგე ჯარის” გამოყვანის
სანაცვლოდ აღარ იკრიბებოდა სურსათის გადასახადი, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის
შემდეგ დაზარალებულ თბილისელებს აღარ ეთხოვებოდათ მახტა და მალი. ზოგჯერ
მოხარკე სახანოები არ იხდიდნენ გადასახადებს, რასაც მოსდევდა მათ წინააღმდეგ
სამხედრო კამპანიები, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვდა.47 შემოსავლების გაზრდის
პარალელურად გაიზარდა ხარჯებიც. სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული სამხედრო
აღჭურვილობის დამზადება და საარტილერიო შენაერთის ჯამაგირით, საკვებითა და
ტანსაცმლით უზრუნველყოფა. როგორც არტილერიის ოფიცრებს, ასევე “მორიგე ჯარის”
მინბაშებს (ათასისთავებს), ფონსადბაშებს (ხუთასისთავებს), უზბაშებს
(ასისთავებს) და დაჰბაშებს (ათისთავებს) დანიშნული ჰქონდათ ჯამაგირი და ულუფა.
მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვდა ციხე-სიმაგრეთა, სარწყავი არხების მშენებლობა,
საომარი კამპანიების წარმოება და სხვ. ერეკლე II კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა
დაღესტნელ მთიელთაგან მოტაცებულ ტყვეთა დახსნაში. ასევე დაღესტნელებს მუდმივად
მიეცემოდათ რამდენიმე ათეული ათასი მანეთის პროდუქცია (ძირითადად “ფარჩა”)
დაქირავებულ ლეკთა ჯარის ჯამაგირად თუ “მშიდობის საყიდლად”. საკმაოდ გაზრდილი
ბიუროკრატიული აპარატის ჯამაგირი და ულუფა რამდენიმე ათეულ ათას მანეთს უდრიდა.
სახელმწიფოს გასავლებიდან დიდი ადგილი ეჭირა “პენსიებს”. მეფის მცველი რაზმების
— ქეშიკების, სასახლის მცველების და სამეფო ოჯახის შენახვა ხარჯების ერთ-ერთი
მთავარი მუხლი იყო. სხვადასხვა ქვეყნებში გახშირებული ელჩობები თუ უცხოელი
ელჩების მიღება, რა თქმა უნა, უდიდეს თანხებს მოითხოვდა. ეს არის სახელმწიფოს
ხარჯეის მხოლოდ ერთი ნაწილი. უდიდეს თანხებს მოითხოვდა, მტრის შემოსევების შემთხვევაში, ქალაქების და სოფლების ხელახლა გაშენება. გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული კულტურული ნოვაციები (სახელმწიფო სკოლები და აშ.) და სხვ. ხშირი იყო გაუთვალისწინებელი ხარჯებიც (მაგ. სტიქიური უბედურებები და სხვ.). სწორედ ამის გამო იყო, რომ ერეკლე II ხშირად განიცდიდა ფინანსურ კრიზისს და უხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებისათვის თხოვნა სესხის გამოყოფის შესახებ. თვალშისაცემი პროგრესის მიუხედავად, პატარა ქვეყნის ეკონომიკას არ შეეძლო მის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის უზრუნველყოფა.
![]() |
4 თავი III.ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის II ნახევარში |
▲ზევით დაბრუნება |
თავი III.ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის II ნახევარში
სახელმწიფო შემოსავლების გაზრდის პარალელურად ერეკლე II-მ დაიწყო მმართველობის სისტემის გადახალისება. მის მიერ გატარებული რეფორმები არ იყო ერთდროულად გადადგმული ნაბიჯები. ის იყო ეკონომიკური პროგრესის ექვივალენტური და ზოგჯერ რეფორმა გრძელდებოდა რამდენიმე წელს იმის მიხედვით, ქვეყანას იმ კონკრეტულ შემთხვევაში თუ რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა. სამეფო კარს ამ საქმიანობაში ეხმარებოდა რუსეთის იმპერიის გამოცდილება. გარდა იმისა, რომ ქართველმა სახელმწიფო მოღვაწეებმა უშუალოდ გაიცნეს ამ ქვეყნის მმართველობის მოდელი, თარგმნეს არაერთი საკანონმდებლო აქტი. 1760 წელს `ბრძანებითა საქართველოს მემკვიდრისა და კახთ მეფისა ირაკლი თეიმურაზის ძისათა~ ქართულ ენაზე თარგმნეს ალექსი მიხეილის ძის ძეგლისწერა (ბაგრატიონი, 1964: 013). 1760 წელსვე იოანე ხუცეს მონაზონმა თარგმნა პეტრე I-ის 1720 წლის `გენერალური რეგლამენტი~. ქართული თარგმანი მას უწოდებს `საცხადო განწესებას~, `რომელითაც საÃელმწიფონი კოლე[გ]იანი, რომელ არს სასამარ- თლონი, აგრეთვე და ყოველი მათდა სათანამდებონი მათნი კანცელარიები რომელ არს სამწერლოები და კონტორის მსახურები არა თუ საგარეშეოთა მხოლოდ და საშინაოთა დაწესებათა, არამედ და განსაგებელთა თავისისა ხარისხისა უუმონებრითესად სვლა აქვთ~ (ხეც., H - 1426). 1784 თელავის სემინარიის რექტორმა გაიოზ ნაცვლიშვილმა თბილისში თარგმნა პეტრე I-ის 1716 წელს შედგენილი `სამხედრო წესდება~, რომელიც შესდგებოდა `სამხედრო ტიბიკონის~, `სამხედრო არტიკულის~, `მოკლედ გამოხატუას სამსაჯულოთა გამომძიებლობითა~ და `ეგზეგერციისაგან — განმზადება მარშისადმი, წოდება და თანამდებობა პოლკთა მოხელეთა~ (ხეც., H - 193). ეს ძეგლები გამოხატავდნენ პეტრე I-ის თითქმის ყველა, ცენტრალიზაციისათვის გატარებულ, რეფორმის ძირითად არსს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შ ფონდის # 167 საბუთით დასტურდება, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში XVIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის არსებობდა ალექსანდრე არჩილის ძის ნათარგმნი საარტილერიო სახელმძღვანელო, ზედმიწევნით ზუსტი გეომეტრიული ნახაზებით (ხეც., შ - 167). 1786 წელს პეტერბურგში გაიოზ 119 რექტორმავე თარგმნა ეკატერინე II-ის `ნაკაზი~ (ხეც., H - 460). არსებობს ცნობები, რომ ითარგმნა ასევე ზონენფელსის სახელმძღვანელო პოლიციურ სამართალში (სურგულაძე, 1952: 6). ეს ნაშრომი ეკატერინე II-ის შედგენილ `ნაკაზის~ ერთ-ერთი წყაროა. რა თქმა უნდა ასეთი მასშტაბური სახით სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ძეგლების თარგმნა შემთხვევით არ მომხდარა და, ცხადია, ერეკლე II მმართველობის სისტემის რეფორმირების დროს გარკვეულწილად მათაც ეყრდნობოდა..
![]() |
4.1 § 1. ქვეყნის აღწერის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
თავდაპირველად ყურადღებას გავამახვილებთ აღწერაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში ქვეყნის აღწერის ორგანიზების საქმეში მომხდარი ცვლილებების შესახებ საგანგებო კვლევა არ გაგვაჩნია. საკითხის უკეთ წარმოსაჩენად საჭიროდ მიგვაჩნია უპირველესად განვსაზღვროთ ზოგადად გვიან შუა საუკუნეებში ქვეყნის აღწერის მხრივ არსებული მდგომარეობა. ქვეყნის ნორმალური ადმინისტრირებისათვის, შუა საუკუნეების საქართველოში, აღწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სამეფო კარი აღწერის შედეგად იღებდა ინფორმაციას, როგორც მოლაშქრეთა, ასევე გადასახადების გადამხდელთა რაოდენობისა და ზოგადად მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. სრულფასოვანი აღწერის დავთრები იძლეოდნენ ამომწურავ ინფორმაციას მებატონეთა თუ სახასო მამულებში მცხოვრებთა შეიარაღების და შეძლებულობის შესახებ. საქართველოში აღწერების ჩატარებას უძველესი ტრადიცია გააჩნდა. როგორც აკადემიკოსი ნოკოლოზ ბერძენიშვილი აღნიშნავდა “...განვითარებული ფეოდალური ურთიერთობების ხანაში, არსებობდა წესი სახელმწიფო შემოსავლების აღრიცხვისა, სახალხოდ გამომავალი ლაშქრის აღთვალვისა.... კიდევ უფრო მეტყველი ცნობები მოგვეპოვება ჩვენ XIII საუკუნეში ხალხისა და მისი ქონების აღწერათა შესახებ” (ჯავახიშვილი, 1967: 5). დაკანონებული იყო, რომ ქვეყანაში აღწერა უნდა ჩატარებულიყო 7 წელიწადში ერთხელ. მაგრამ, გვიან შუა საუკუნეებში, სრულფასოვანი აღწერის წარმოება საქართველოში იშვიათად ხდებოდა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, დამპყრობელთა ხშირი ოკუპაციით და, მეორე მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების სისუსტით.
თუ გავითვალისწინებთ ქართლის მეფე კონსტანტინეს ზაზა ფანასკერტელისადმი ყმა-მამულის
ბოძების საბუთს, სადაც აღნიშნულია, რომ თავადის მამულში მეფის “მოასილი. ვერსად
შევიდეს და ვერცავინ რა საქმე დაიდოს” (გვრიტიშვილი, 1955: 121122), იქმნება
შთაბეჭდილება, რომ მეფემ ამ მამულების აღწერის უფლებაც დათმო — მეფის “მოასილი” ხომ
არ შედის ამ ტერიტორიაზე. სხვადასხვა საბუთებიდან ჩანს, რომ მეფემ ეს უფლება
გარკვეულად მართლაც დათმო და ეს მოვალეობა სადროშოების სარდლებს მიანდო. ამ ფაქტს
ადასტურებს როსტომ მეფის მიერ გივისადმი ამილახვრობის ბოძების სიგელი: “ნებითა და
შეწევნითა ღუთისათა ჩვენ, ღუთივ აღმართებულმან და ღუთივ დამყარებულმან, ღუთივ
გვირგვინოსანმან, ორსავე ტახტისა და საბატონოს მპყრობელ-მქონებელმან, მეფეთ-მეფემან
ხელმწიფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ-დედოფალმან
პატრონმან მარიამ... ამილახორს პატრონს გივსა, ძმათ თქვენთა დემეტრეს, ბარძიმას,
პატასა. გაგიახლდეთ ამილახვრობისა დროშა, შემოგარტყით ხმალი მოსრად მებრძოლთა და ორგულთა ჩვენთა. კვალაცა პირველიდგან სასარდლოს საქმე გარიგებული ქონდათ, აწცა გაგირიგეთ და დაგიმკვიდრეთ სარგო სარდლობისა, ასე რომე, როდისაცა თემი აიწერებოდეს, ერთის კარის ჩვენის მდივნითა თქვენს სასარდროს თქვენ ასწერდეთ....” (მასალები. , 1948: 87-88). როგორც ვხედავთ, აღწერის ჩატარება სარდლის კომპეტენციად იყო გადაქცეული. ქართლის სამეფოს აღწერის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის “დასტურლამალი”: “როდესაც ქართლი აწერილა და ან აიწერების, ამ წესით უნდა აიწერებოდეს: ყაიყულიდამ შემოყოლებით, თათარსა და მელიქის საულღარს გარდა, სომხითს, ყაიყულის თრიალეთს, საბარათაშვილოში — ამაზედ საბარათაშვილოს სარდალი წავა, ერთის მდივანი წავა, ასწერს და დავთარს დაიჭერს. მეფის მდივანი წავიდოდეს. ზემო ქართლში, ხეობას აქეთ, ნეძვი და კორტანეთი და ტაშისკარიც დავთარში ჩავარდების. იმის აქათაც საამილახვარომდი და ამილახორის მამულიც. ზემო ქართლის სარდალი და ერთი მდივანი წავა, მდივანი ასწერს და დავთარს დაიჭერს, დედოფალის მდივანი ასწერდეს. სა- ციციანო მხარეს, სადგერს აქეთ, ბატონის დროშისა არის. ვისაც ბატონი უბრძანებს, ის წავა და ერთი მეფის მდივანი წაჰყვება. მდივანი ასწერს და დავთარს დაიჭერს მეფის მდივანი. მუხრანისა ბატონის და ორსავ ერისთავის მამულს, რომელიც კვლავ დავთარში ჩავარდნილა, იმაზე მუხრანის ბატონი და ერთი მდივანი წავლენ. მდივანი ასწერს და დავთარს დაიჭერს მეფის მდივანი” (ქართული. , 1970A: 517-518).
როგორც ვხედავთ, ქვეყნის აღწერას აწარმოებდა სარდალი. მეფის კონტროლი ერთი მდივანის თანამონაწილეობაში გამოიხატებოდა. მეფე ნომინალურად ერეოდა ამ საქმიანობაში. ქართლის სასარდლოები დაყოფილი იყო დიდ სათავადოთა პრინციპის გათვალისწინებით და ცხადია, აღწერის დროს სარდლები საკუთარი, ვიწრო თავადური, პრინციპით იხელმძღვანელებდნენ. კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა ქსნის და არაგვის საერისთავოებში. კანონმდებლობით ეს ტერიტორია მუხრანბატონის სასარდლოში შედიოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია მძლავრ ქსნის და არაგვის ერისთავებს მუხრანბატონისთვის მისი ყმების აღწერის ნება დაერთოთ. თუ როგორ მიმდინარეობდა ქვეყანაში აღწერა, ეს კარგად ჩანს 1771 წლის 7 ოქტომბრის დავით ერისთავის შედგენილ არზიდან ერეკლე II-სადმი, სადაც ის აცხადებდა: “...თუ ამას ბრძანებთ ბევრი კაცი ჰყავსო, ახლა ხომ დამალული აღარ არის. მე და ჩემი სახლისკაცი რომ ვიყრებოდით, ჩვენი კაცი ხომ სულ აიწერა და დავთრები თქვენს მდივნებსა აქვთ” (ქართული..., 1981: 191). 1768 წლამდე საერისთავო გაუყოფელი სათავადო იყო და ამდენად ის კვლავ კლასიკური სათავადოს ფუნქციებით იყო აღჭურვილი. მონოლითური სათავადოს მოსახლეობის შესახებ სამეფო კარს რომ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ეს აღნიშნული საბუთიდან ნათლად დასტურდება. ქვეყნის აღწერაში რომ უპირველესი როლი სარდალს ეკუთვნოდა, ეს ჩანს 1721 წლის სომხით-საბარათიანოს აღწერის დავთრიდან: “...მეფეთ მეფემან, პატრონმან ვახტანგ, ...ბრძანა აღწერა თვითოეულად, თვინიერ კავკასთა: ოვსთა და დვალთა, და უჩინა სხვათა კიდეთა სხვანი სარდალნი და მწიგნობარნი. ხოლო აღწერა მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითისა უბრძანა ძესა თვისსა ბატონიშვილს სარდალს ვახუშტის, და თანა ხლება ჩვენ უნარჩევესის მონის მდივან მწიგნობარის თუმანიშვილის გივისა” (მასალანი..., 1907: 2-3). აღნიშნული დავთარი გარდა იმისა, რომ გვიდასტურებს აღწერაში სარდლების უპირველეს როლს, სხვა მხრივაც საინტერესოა. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი იშვიათი დავთარია, რომელშიც სადროშოს მოსახლეობის შესახებ სრულფასოვანი მონაცემებია. ჩვენი აზრით, მეწინავე სადროშოს აღწერის სრულფასოვნება განაპირობა შემდეგმა უჩვეულო გამონაკლისმა: 1721 წელს, ყაფლანიშვილთა საგვარეულოს წარმომადგენელის ნაცვლად, სომხით-საბარათიანოს სარდლად დაინიშნა ვახუშტი ბატონიშვილი. მან კი, რა თქმა უნდა, სამეფო კარის ინტერესების დაცვით, სრულფასოვანი აღწერა ჩაატარა. ანალოგიური აღწერა რომ იშვიათად ტარდებოდა
ქართლის სხვა მხარეებში, ამას, დავით ერისთავის ზემოთ მოტანილ არზასთან ერთად, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ სხვა სადროშოს ანალოგიური აღწერის დავთარი არ მოგვეპოვება. ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს კახეთის სამეფოში, სადაც სათავადოთა სისტემა არ არსებობდა და სამეფო ხელისუფლება საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენ გაგვაჩნია კახეთის ხალხის აღწერის XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის დავთარი, სადაც სრულფასოვანი მონაცემებია მოსახლეობის და მათი შეიარაღების შესახებ (ჯავახიშვილი, 1967: 7-105). წინა პერიოდისაგან განსხვავებით XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში შესრულებული აღწერის დავთრები მრავლად მოგვეპოვება. ესენია არაგვის საერისთავოს, ქსნის საერისთავოს, თბილისის შემოგარენის, თბილისის, შიდა ქართლის და სხვა აღწერები (ჯავახიშვილი, 1967: 105-256). საქმე ისაა, რომ 1770-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლებამ მმართველობის ცენტრალიზაციისათვის გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ფეოდალური ლაშქრის მუდმივი ჯარით ჩანაცვლება იყო. “მორიგე ჯარის” შექმნა და ფუნქციონირება პირდაპირ კავშირში იყო ქვეყნის აღწერასთან. საჭირო გახდა მოსახლეობის და მათი შეიარაღების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება, რომლის გარეშე “მორიგეს” გაწერა ვერ მოხერხდებოდა. ამიტომაც სამეფო კარი ქვეყნის აღწერაში დამკვირვებლის როლით ვეღარ დაკმაყოფილდებოდა. XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ქვეყნის აღწერის საქმეში სამეფო ხელისუფლების როლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა 1803 წლით დათარიღებული ოთარ ამილახვრის მოხსენება: “...მქონდა ამილახვრობა, ესე იგი მეფის მემარჯვენე სარდლობა და მქონდა შემოსავალი ამისი... როდესაც ქვეყანა მეფის ბრძანებით აღიწერებოდა და ჩემი სასარდლოც დაიწერებოდა, სამწერლო კომლზედ აბაზი იყო. იმ ჩემი სასარდლოსი რაც სამწერლო დადგებოდა, ნახევარი ჩემი იყო და ნახევარი მდივნებისა, ამაში მქონდა სარგებლობა...” (მასალები..., 1948: 85). თუკი, როსტომ მეფე გივი ამილახვრისათვის სარდლობის ბოძების სიგელში ხაზგასმით აღნიშნავდა “თქვენ სასარდლოს თქვენ ასწერდეთ”-ო, ოთარ ამილახვარი აღწერაში თავის უშუალო მონაწილეობაზე აღარ მიუთითებდა და აცხადებდა: “ჩემი სასარდლოც დაიწერებოდა”-ო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამხედრო მოხელე, სარდალი კვლავ იღებდა აღწერის გადასახადიდან “სარგოს”, უკვე ის საკუთარ მოვალეობად აღარ ასახელებდა აღწე-
რაში მონაწილეობას. აღწერაში რომ სარდლები მთავარ ფიგურას აღარ წარმოადგენდნენ და საამწერლო გადასახადის ნაწილი ფორმალურად ეძლეოდათ, როგორც სამხედრო მოხელეებს, ეს კარგად ჩანს 1790 წლის ერეკლე II-ის მიერ ზაალ ორბელიანისა და ეგნატე თუმანიშვილისათვის მიცემული ოქმიდან: “ზემო ქართლის აღწერაში ამილახვრის კაციც უნდა დაისწრათ და როგორც იასე ამილახვარის დროს აღწერილა და სამწერლო წილი მისცემია, ახლაც ოთარ ამილახვარსაც ასე უნდა სამწერლო წილი მიეცეს, მიუცემლობა არ იქნება” (აკოფაშვილი, 1976: 353). ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ მეფე იყო ნომინალური მონაწილე ქვეყნის აღწერაისა, ახლა უკვე სარდლის ფუნქცია განისაზღვრა ფორმალობად. სამეფო ხელისუფლებამ რომ ქვეყნის აღწერა საკუთარ კომპეტენციად აქცია და ამ საქმეს სარდლები ჩამოაშორა, კარგად ჩანს ამ პერიოდის აღწერის დავთრებიდანაც. 1774 წლის ქსნის ხეობის ხალხის აღწერის პირველი გრაგნილი შემდეგი ტექსტით იწყება: “ქ. ზე ადიდნეს ღ—თნ მეფობა, მათის უმაღლესობისა, მეფის მეორის ირაკლისა, გვებრძანეს ჩვენ მათ მიერ მონათა მათთა, თუმანიშვილს მდივანს გორჯასპის შვილს მდივან ლაშქარნივის მანუჩარს და გარსევანიშვილს ტეტიას აღწერად ქსნისა. აღვწერეთ ბრძანებისა მათის უმაღლესობისა აღიწერა თვესა ენკენისთვის ე, წელსა უÁთ” (თაყაიშვილი, 1951: 35). თითქმის ანალოგიური ტექსტით იწყება 1781 წლის ქსნის აღწერის დავთარიც, სადაც ხაზგასმულია, რომ მეფის ბრძანებით გარსევანიშვილს და ლაშქარნივის მანუჩარს აღუწერიათ ხეობა (თაყაიშვილი, 1951: 5). არაგვის ხეობის აღწერის დავთარში ვკითხულობთ: “ქ.ზე ადიდნეს ღ-თმან მეფობა მათის უმაღლესობის მეფის მეორის ირაკლისა! გვებრძანეს ჩვენ მათ მიერ მონათა მათთა მაყაშვილს ლუარსაბს და თუმანიშვილს მდივანს გორჯასპიშვილს მანუჩარს აღწერად არაგვისა თვესა იანვარსა: ა, წელსა უÁბ (1774 წ.)” (მასალანი..., 1907: 407).
თუკი ქვეყნის აღწერისას კვლავ მოქმედებდა “დასტურლამალის” ნორმები, მაშინ ქსნის და არაგვის ხეობები მემარცხენე სარდალ იოანე მუხრანბატონს, ხოლო ქვემო ქართლის სოფლები მეწინავე სადროშოს სარდალ დავით ყაფლანიშვილს უნდა აეწერა, თუმცა ამ დავთრებიდან მათი აღწერაში მონაწილეობა არ დასტურდება. პირიქით, ნათლადაა მითითებული, რომ აღწერას მეფის მდივან-ლაშქარნივისები და სხვა ამ საქმის მოხელენი აწარმოებენ. იმ შემთხვევაში თუ სარდლები ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებდნენ, მაშინ აუცილებლად აღინიშნებოდა დავთრის მინაწერში, ისევე, როგორც ეს მოხდა 1721 წლის სომხით-საბარათიანოს აღწერის დავთარში და თანაც, ამ ფაქტზე ოთარ ამილახვარიც გაამახვილებდა ყურადღებას. ერთი სიტყვით, წყაროებიდან დასტურდება, რომ XVIII საუკუნის 70-იან წლებში ქვეყნის აღწერა მთლიანად სამეფო კარის კომპეტენციად იქცა. აღწერას ატარებდნენ მდივნები და ლაშქარნივისები. XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოში “დასტურლამალის” მიხედვით ორი მდივანი ყოფილა — ერთი მეფის მდივანი, მეორე დედოფლის მდივანი (გაბაშვილი, 1942: 175). ერეკლე II-მ, გარდა იმისა, რომ შემოიღო ახალი — ლაშქარნივისის — სახელო, მკვეთრად გაზარდა სამეფო მდივანთა რაოდენობა. შ. მესხია მისსავე გამოქვეყნებულ დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში განსახილველ პერიოდში “ათზე მეტ პირს ჰქონდა მდივნობა მეფისაგან ბოძებული” (მასალები..., 1948: 027). მდივან-ლაშქარნივისების ერთ-ერთ საქმიანობას, როგორც აღვნიშნეთ, აღწერის ჩატარება წარმოადგენდა და ამ მიმართულებით ბიუროკრატიული აპარატის ზრდა გარკვეულად დაკავშირებული იყო ქვეყნის აღწერის ცენტრალურ ხელისუფლების პრეროგატივად გადაქცევასთან.
ნიშანდობლივია, რომ აღწერის სფეროში ანალოგიური ცვლილება 1722 წელს რუსეთის
იმპერიაშიც განხორციელდა. მანამდე რუსეთში (ისევე როგორც საქართველოში) აღწერის
ჩატარება ევალებოდათ ადგილობრივ თავადაზნაურობას, რომლებიც მალავდნენ საკუთარ ყმებს
და მთავრობას ზუსტ მონაცემებს არ აწვდიდნენ. პეტრე I-ის გადაწყვეტილებით 1722 და
1724 წლებში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომელმაც მიიღო რევიზიის სახელწოდება და
ამ საქმეში გამოიყენეს ოფიცრები (სოხვაძე, 1996: 54). პეტრე I-ის განხორციელებულ
ცვლილებას ემსგავსება ერეკლე II-ის მიერ ამ სფეროში ჩატარებული რეორგანიზაცია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში, რუსეთის მსგავსად (სადაც ოფიცრები აწარმოებდნენ აღწერას), მოსახლეობის აღწერაში ჩართეს სამხედრო უწყების წარმომადგენლები — ლაშქარნივისები. სხვადასხა წყაროებიდან დგინდება, რომ განსახილველ პერიოდში აღწერები ჩატარებულა 1774 (მასალანი..., 1907: 407, 1951: 35; ჯავახიშვილი, 1967: 145, 183), 1781 (ჯავახიშვილი, 1967: 105-247; თაყაიშვილი, 1951: 5), 1790 (აკოფაშვილი, 1976: 353) და 1794 წლებში (ჯავახიშვილი, 1918: 39). საბოლოო დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ერეკლე II-მ ძირეული ცვლილება განახორციელა ქვეყნის ადმინისტრირების ისეთ საკვანძო სფეროში, როგორიც აღწერა იყო. აღწერის ცენტრალიზება ერთი მხრივ, აიოლებდა ქვეყნის ადმინისტრირებას, მეორე მხრივ, დიდ თავადებს ჩაკეტილ სივრცეს ურღვევდა. ამით მათ ართმევდა იმ ბერკეტს, რომლის საშუალებითაც ისინი მოსახლეობასა და სამეფო ხელისუფლებას შორის ბარიერად იყვნენ აღმართულნი.
თბილისის სამხრეთით მდებარე სოფლების აღწერის
ნაკლულ დავთარს შემდეგი მინაწერი აქვს: “ქ-კს უÁÀ (1780 წ.)48ამ წლის თიბათვის თოთხმეტის ბატონის ბრძანებით ერეკლეს ციხე აღვწერეთ მე, ომან ლაშქარნივსმა და ყორიასაულბაშის ნაიბმა ფავლენის შვილმა გლახამ” (ჯავახიშვილი, 1967: 158). ამ დავთარში
შედის მარაბდა, კოდა, მარნეული და სხვა სოფლები, რომლებიც მეწინავე სასარდლოში შედიოდნენ.
48. როგორც ივანე ჯავახიშვილმა გაარკვია, ეს აღწერა შესრულებულა არა 1780 წელს, არამედ 1781 წელს (ჯავახიშვილი, 1967: 157).
![]() |
4.2 § 2. ცვლილებები სახელმწიფო საგადასახადო სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
§ 2.
ცვლილებები სახელმწიფო საგადასახადო სისტემაში
ცვლილება შეეხო სახელმწიფო საგადასახადო სისტემასაც. ცალკე დარგად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო შემოსავლები. შეიქმნა“საფინანსო უწყება”, რომელიც კოლეგიალურ პრინციპს
დაეფუძნა. მასში გაერთიანდნენ სახლთუხუცესები, მდივნები და თბილისის
მელიქ-მამასახლისი (სოსელია, 1973: 532). ქალაქებიდან, ვაჭრობა—ხელოსნობიდან და
მანუფაქტურებიდან სახელმწიფო შემოსავლების შეკრება ქალაქების მოურავების,
მელიქ-მამასახლისების და მოიჯარადრეების საშუალებით ხდებოდა. ამ საკითხს II თავში
შევეხეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
ამჯერად, ჩვენ შევეხებით XVIII ს. II ნახევარში სახასო, სათავადო თუ საეკლესიო
ყმა-გლეხთა გადასახადების (ძირითადად ნატურალური) შეკრების ორგანიზების საკითხს.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა განვსაზღვროთ, თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ
სათავადოებში. ეს საკითხი თითქმის
შეუსწავლელია. სათავადოთა სისტემის მკვლევარები საკითხს ეხებიან ნაწილობრივ,
მათთვის საინტერესო კუთხით და ამომწურავი კვლევა არ გაგვაჩნია. აკადემიკოსი ნ.
ბერძენიშვილი წერდა: “მრავალ ბატონს შეუვალობის უფლება მოუპოვებია, ესე იგი, მეფეს
ასეთი ბატონის ყმები ყოველგვარი სამეფო გადასახადებისგან გაუთავისუფლებია”
(ბერძენიშვილი, 1946:
302). დ. გვრიტიშვილი (იხ. გვრიტიშვილი, 1955), გ. ჯამბურია (იხ. ჯამბურია, 1955),
მ. ქიქოძე (იხ. ქიქოძე, 1963) და სათავადოთა სისტემის სხვა მკვლევარები აღნიშნავენ,
რომ თავადები სარგებლობდნენ საგადასახადო შეუვალობით, რაც, ერთი მხრივ,
გამოიხატებოდა სათავადოების გადასახადებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებაში, ხოლო,
მეორე მხრივ, სათავადოს საგადასახადო შეუვალობას იმაში ხედავდნენ, რომ თავადები
თვითონ უნაწილებდნენ თავიანთ ყმებს სამეფო გადასახადებს და თავადვე კრებდნენ მას
(სოსელია, 1966: 181-182). “სახელმწიფო ხარჯის. ორგანიზაციას
თავადი თავისი მოხელეების საშუალებით ახდენდა” (ჯამბურია, 1973: 206). აღნიშნული
მკვლევარები XVIII საუკუნის II ნახევრში ამ სფეროში მომხდარ არანაირ ცვლილებებზე არ
მიუთითებდნენ. ჩვენთვის
საინტერესო საკითხს შეეხო გ. აკოფაშვილი თავის სტატიაში: “სასარდლოების შესახებ
ქართლ-კახეთის სამეფოში”. მიუხედავად იმისა, რომ ავტორისათვის საგადასახადო
სისტემის კვლევა მთავარ საკითხს არ წარმოადგენდა, მან არსებითად სწორად განსაზღვრა,
რომ XVIII საუკუნის II ნახევარში გადასახადების გაწერა თუ აკრეფა სადროშოების
სარდლების მოვალეობას აღარ შეადგენდა და ამ საქმეს მეფის სპეციალური მოხელეები
ახორციელებდნენ (აკოფაშვილი, 1976: 353).
იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ XVIII საუკუნის II ნახევრის
ქართლ-კახეთის სამეფოს საგადასახადო სისტემის შესახებ და წარმოვაჩინოთ წინა
პერიოდთან შედარებით მრავალი ცვლილება, საჭიროა, ამ სფეროში, განვსაზღვროთ XVIII
საუკუნის II ნახევრამდელი მდგომარეობა.
XV-XVII საუკუნეებსა და XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფო წარმოადგენდა
სათავადოების კრებულს. სათავადოები სარგებლობდნენ სასამართლო-ადმინისტრაციული
შეუვალობით. ვიწრო ფეოდალური ინტერესები შინააშლილობის მიზეზი ხდებოდა, რასაც სუსტი
სამეფო ხელისუფლება ხშირად კონტროლს ვერ უწევდა. ამას ემატებოდა საგარეო მტრის
მუდმივი შემოსევები. ამ დროს მოიშალა მრავალი კანონით დადგენილი ნორმა. ცხადია,
სახელმწიფო გადასახადების შეგროვებაც არ იქნებოდა სტაბილური. მდგომარეობის
გამოსწორება სცადა ვახტანგ VI-მ. “დასტურლამალმა” განსაზღვრა მოხელეთა
უფლება-მოვალეობანი და ქვეყნის ადმინისტრირების მრავალი საკითხი. ვახტანგ VI შეეხო
სახელმწიფო გადასახადებსაც. მან სცადა საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და
ნორმატიული აქტით განსაზღვრა გადასახადების გადახდის რაოდენობა, დრო და განრიგი.
“დასტურლამალის” მეცამეტე კარი ეხება სახელმწიფო გადასახადებს: “კოდისპურს, რთველს,
საბალახეს, პირის თავს და სახასო პურს”. ამავე კარის ოცდამეხუთე თავში საუბარია
“მეკოდისპურის რიგზე”. განსაზღვრულია, რომ მეკოდისპურეები ვალდებულნი იყვნენ
მკათათვიდან გოირგობისთვემდე უზრუნველეყოთ გადასახადების შეგროვება და
ამბარდარისათვის ჩაბარება. ერთი
შეხედვით, თითქოს ყველაფერი მარტივია. გადასახადს აგროვებს სახელმწიფო მოხელე. ესე
იგი, ეს სისტემა ცენტრალიზებულია. თუმცა, კანონმდებელი იმავე თავში უთითებს, რომ
აღნიშნული ნორმა ეხება “ჩვენის მოსავლის შემოტანას”, ანუ სახასო მამულებს, ხოლო
ქართლის სათავადო ნაწილში გადასახადების შეკრებას “დასტურლამალის” მეთხუთმეტე კარი
ეხება. მეთხუთმეტე კარის სათაური
მცირე განსხვავებით იმეორებს მეცამეტე კარის სათაურის ტექსტს — “კოდის პურის,
საბალახეს, პირისთავი და სამასპინძლო თუ სად როგორ შეეწერების”. აღნიშნულ კარს
ეთმობა პარაგრაფები ორმოცდამეთხუთმეტედან სამოცდამეხუთემდე.
ორმოცდამეთხუთმეტე პარაგრაფი საამილახვროს გამოკლებით დანარჩენ ზემო ქართლის
გამოსაღებს ეხება. აქ 601 გამოსაღებია. “დასტურლამალში” აღნიშნულია, რომ “ეს
კოდისპური და ბზე გორს უნდა ჩამოიტანონ”. მესამოცე პარაგრაფი საამილახვროს კოდის
პურს ეხება: “ საამილახვროსი არის, გამომღები
ქათმით — ორას ოთხი. ესენი საბალახოს თარხან არიან. სხვა გამოსაღები, როგორც ზევით
წერია, ისრე ყოველიფერი უნდა გამოიღონ (იგულისხმება სამასპინძლო, ნახირისთავი,
პირისთავი), კოდისპურის ჩამოტანა, ზოგს გორსა სძეს და ზოგს ქალაქსა”.
სამოცდამეერთე პარაგრაფი ქსნის ერისთავის მამულის გამოსაღებს ეხება: “ქსნის
ერისთავის ყმა-გამომღები და თარხანი ას ორმოცდარვა. ამისი თარხანი ორმოცდათოთხმეტი,
გამომღები ორმოცდათოთხმეტი ქათმით (ნუსხაში აშკარად შეცდომაა, სხვა ვერსიაში
ოთხმოცდა თოთხმეტი გამომღებია), სხვა გამოსაღები საბალახე თუ რაც რამ ფერი როგორც
ზემო ქართლის სძეს ისე ამას.
საამილახვროს და საერისთავოს კოდისპურის გამომღები კომლის ჯუმალი ორას
ოთხმოცდათექვსმეტი. ამისგან ქალაქს უნდა ჩამოიტანონ გორის ზვრის სარი საკომლო
სამოცი. საკომლოზედ სარი კონა.
ქსნის ხეველთა ულუფა: როდესაც ბატონი სალაშქროდ წაბრძანდება — კვირაში ხარი-1,
ცხვარი-2, მარილი ლიტრა 10, ღვინო საპალნე 2, ფქვილი საპალნე 2. ასევე არაგვის
ერისთავის კაცებსა აქვთ, აგრეთვე ავალიშვილის კაცებს, სადგრელებს აქვთ”.
სამოცდამეორე პარაგრაფი ეხება სამუხრანოს კოდის პურს:
“მუხრანის არის საკომლო ას ოთხმოცი. ამისი თარხანი სამოცდათოთხმეტი. გამომღები
ქათმით ასს ექვსი. სხვა გამოსაღები როგორც ზემო ქართლზე სწერია, ისრე ამათ
გამოიღონ. ჩამოტანა ქალაქს აძესთ”.
სამოცდამესამე პარაგრაფი საციციანოს გადასახადებს განსაზღვრავს “საციციანოს
გამომღები 727, ამის თარხანი 6, ბატონიშვილსა 126, დარჩა გამომღები ქათმით 601.
ამისგან გორს უნდა მოიტანონ საკომლო 240, ქალაქს უნდა ჩამოიტანონ ქათმით საკომლო.
სხვა გამოსაღები, როგორც ზემოთ სწერია, ისრე ძესთ.”
სამოცდამეოთხე პარაგრაფი “საბარათიანოს კოდის პურსა”:
“საბარათაშვილოს არის საკომლო 910, ყაფლანიშვილისა საკომლო 300, იქნა 1210, ამისი
თარხანი და აყრილი 230, გამომღები 980; აგრეთვე ქათამი. სხვა გამოსაღები, როგორც
სხვა დაგვიწერია, ისრე. “.
სამოცდამეხუთე პარაგრაფი კი ეხება სომხითის კოდის პურს: “სომხითის საკომლო 573,
ამისი თარხანი 115, გამომღები საკომლო ქათმით 458. ამით საკომლოებზე და ღორის
საბალახე არა სძესთ. სხვა როგორც საბარათაშვილოს რიგი არის, ისრე ამას აძესთ”
(ქართული. , 1970A: 519-530).
“დასტურლამალის” ტექსტიდან ჩანს, რომ სახელმწიფო გადასახადების შეგროვება
ცენტრალიზებულია მხოლოდ სახასო მამულებში. სათავადოებში კი განსხვავებული
მდგომარეობაა. თუ სახასო მამულებში მეკოდისპურენი აგროვებენ გამოსაღებს, სათავადოთა
სახელმწიფო გადასახადის შემგროვებელს “დასტურლამალი” არ ცნობს. სამაგიეროდ, ყველა
სათავადოს გადასახადს “კოდისპურის ჩამოტანა სძეს.” ანუ თავადი თავად აგროვებდა
გადასახადებს და შემდეგ მოჰქონდა მეფის კარზე. “დასტურლამალში” მეფემ განსაზღვრა
მხოლოდ სათავადოთა გადასახადების რაობა და რაოდენობა. ეს ფაქტები კიდევ უფრო
ამაგრებს ქართულ ისტოროგრაფიაში არსებულ მოსაზრებას, რომ გადასახადები სათავადოებზე
გაუნაწილებლად მოდიოდა და თავადები თავის სურვილისამებრ თვითონვე ანაწილებდნენ
მცხოვრებლებზე (გვრიტიშვილი, 1955: 224). ამრიგად, აშკარად ჩანს, რომ სახელმწიფო
გადასახადების შეკრება დეცენტრალიზებულია — ანუ თავადი გადასახადების შეკრებაზე
თავად იყო პასუხისმგებელი. სულ
სხვა საკითხია სათავადოების მიერ შეწერილი გადასახადების რაოდენობა. ჩვენ
ყურადღებას შევაჩერებთ ქართლის მხოლოდ დიდ სათავადოებზე, რადგან “დასტურლამალი”
გარკვევით მათ ეხება. საამილახოროს, ქსნის საერისთავოს, არაგვის საერის-
თავოს, საციციანოს, სამუხრანბატონოს და საყაფლანიშვილოს მხოლოდ 1200-1300 კომლი
იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, მაშინ როდესაც მხოლოდ საყაფლანიშვილოში, 1721 წლის
აღწერის დავთრებით, 1100 კომლზე მეტი გამომღები ყმა-გლეხი ცხოვრობდა (ლორთქიფანიძე,
1935: 138). ყველა ამ სათავადოში იმ დროს სულ მცირე 10-12 ათასი კომლი უნდა
ყოფილიყო. გამოდის, რომ ამ სათავადოებში მცხოვრები ყმა-გლეხთა მხოლოდ მეათედი
იხდიდა გადასახადს, დანარჩენი ნაწილი კი, ცხადია, გათავისუფლებული იყო ამ
ვალდებულებისგან. არაგვის ერისთავის მამული კი თითქმის სრული შეუვალობით
სარგებლობდა. გადასახადის ნაწილობრივ გადახდა სათავადოებისათვის “საგადასახადო
იმუნიტეტის” მეორე ფორმა იყო. დიფერენციაცია ჩანს ასევე დიდ სათავადოთა შორისაც.
“დასტურლამალი” საციციანოს აკისრებს 601 გამომღების საწილოს გადახდას. ხოლო, ქსნის
საერისთავოში 94, საამილახვროში 204, საყაფლანიშვილოში 300-ზე ნაკლები კომლი იხდიდა
გადასახადს. მაშინ როდესაც, საციციანო არც ერთ მათგანს არ აღემატებოდა. ჩანს,
საციციანო, რომელიც ამ დროს ორ ნაწილად გაყოფილი იყო, შედარებით არაპრივილეგირებულ
მდგომარეობაში იმყოფებოდა თავისი ძლიერების შერყევის (გაყოფის) გამო და სხვა
სათავადოებზე მეტ გადასახადს იხდიდა. ასეთი სურათი იშლება აღნიშნულ ეპოქაში
სახელმწიფო გამოსაღების მოკრეფის მხრივ.
XVIII საუკნის II ნახევარში ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს მმართველობაში
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ამ დროს საგრძნობლად გაიზარდა სამოხელეო შტატი.
თუ წარსულში მრავალი თავადი ნომინალურად ფლობდა სახელოს და თავის ფუნქციის
მიუხედავად საკუთარ სათავადოში იჯდა, ამ პერიოდში მოხელეთა კონცენტრაცია სამეფო
კარის გარშემო ხდება. მათი შენახვა და ულუფა-ჯამაგირით გასტუმრება, ცხადია, სამეფოს
ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ქართლ-კახეთის სამეფოში ხშირი იყო დაქირავებული
ჯარის მოწვევის ფაქტები. პარალელურად შეიქმნა საარტილერიო პოლკი და ა.შ. შექმნილ
ვითარებაში სამეფო კარი, ცხადია, საგადასახადო სისტემის არსებულ მოდელს ვეღარ
შეურიგდებოდა და გაატარებდა ღონისძიებებს მისი ცენტრალიზაციის მიზნით.
XVIII საუკუნის II ნახევარში ერეკლე II-მ სარდლებს ქვეყნის აღწერის ერთპიროვნული
ფუნქცია ჩამოართვა და ის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივად აქცია. ვფიქრობთ, ეს
ფაქტი იყო ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საგადასახადო სისტემის
ცენტრალიზაციისათვის. ამავე პერიოდში ტრადიციულ სახელმწიფო გადასახადებს დაემატა
ე.წ. “არაჩვეულებრივი” გადასახადები
(როგორიც იყო “სალეკო” — ლეკთა ჯარის დასაქირავებლად, “სარუსო” — რუსეთის ჯარის
შესანახად და სხვა). ამ გადასახადებს რომ სახასო გლეხებთან ერთად სათავადო გლეხებიც
შეღავათების გარეშე იხდიდნენ, ეს დოკუმენტურად დასტურდება. ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის Hდ ფონდის საბუთი ¹ 665 შემდეგი შინაარსისაა: “ქ. ღთნ ბედნიერის ხელმწიფის
ჭირი მისცეს ფალავანდიშვილს გოგიას და ზურაბს. მერე ხუთი კომლი კაცი მყავს. ერთი
კაცი ნათათრალი არის და ტყვეობიდამ მოსული არის და გლახ არის, რომ არაფერი არა აქვს
რა, და იმის მაგიერ ოთხი წელიწადია მე ვაძლევ ხარჯს. იმას რომ შეძლება არა აქვს. და
ოთხი კომლი კაცი სხვა არის, თუმცა ისინიც ღარიბები არიან, მაგრამ თქვენს
სამსახურზედ ხმას არ ამოვაღებინებთ ხოლმე. ახლა ექვსის კომლი კაცის სალეკოს მთხოვენ
და მაწუხებენ თუ ამ ხუთ კომლს კაცს გარდა მე კაცი მყანდეს თქვენი რისხვა მომცეს.
წყალობას გთხოვთ, მე რაცა მყავს იმაზედ მეტ[ი] არ გამომერთვას”. არზას ახლავს
ერეკლე მეორის ოქმი: “იოსებ მდივანო მელ[იქ] ო ავეტიქა და ყალფა[?] ბაღდასარ ესენი
ასე რო ჩივიან თუ ამათი მოხსენებული მართალია და ამაზე მეტი კაცი არ [ჰყავს] რას
ემართლებით. მეტს ნუღარ აწერთ, რაც ყვანდესთ იმათ შეაწერეთ. დეკემბრის [კ]“ (ხეც.,
Hდ — 665). ამ საბუთიდან ჩანს, რომ ყველა სახის სახელმწიფო გადასახადს, მათ შორის
“სალეკოსაც”, იხდიან თავადის ყმები. საბუთიდანვე ჩანს, რომ გადასახადი შეეწერება
მოსახლეობას კომლობრივად. არზის მიხედვით ვერ კონკრეტდება, თუმცა კონტექსტიდან
ჩანს, რომ გადასახადის აკრეფა და მეფისათვის მირთმევა არა თავადს “სძეს”, არამედ
მას აგროვებს მოხელე, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობა თავადსაც ეკისრებოდა.
ანალოგიური დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ სოლომონ მეითარის ერეკლე II-სადმი
მირთმეული არზიდან: “ქ. ღ[მერ]თ[მა]ნ ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს თქვენს
მეითარს სოლომონს. მერე ამასა მოვახსენებ მათს სიმაღლეს: წრეული ჩემი ორი კომლიანი
კაცნი ფაფაკერაშვილები სიღნაღს ჩავიდნენ: ცოლშვილი აქ გაყარეს და თითონ იქ
გახლავან. აქ ხარჯს იმათ მაგიერ სხვას გთხოვენ. გევედრები, ერთი ოქმი მიბოძოთ
მოურავზედ, რომ მებოძოს. ერთს აქა ყამთ ცოლშვილი და ერთმა იქ შეირთო. ჩემი
სამკვიდრო ყმანი გახლავან და თუ სიტყვა აქვს ვისმე, თქვენს სამართალში მელაპარაკოს.
ინვრის ზ. ქ-კს. უოთ” (დოკუმენტები..., 1953: 158). ამ საბუთით მებატონე თავის
ყმების დაბრუნებას ითხოვდა. ჩვენთვის საინტერესო კი ის ფაქტია, რომ გადასახადის
გაწერა ხდებოდა არა სათავადოზე, არამედ თითოეულ კომლზე. ამ მოსაზრებას პირდაპირ
ეხმაურება 1771 წელს გაცემული საბუთი. დოკუმენტი წარმო-
ადგენს არზას ქსნის ერისთავების ყმების გადასახადების გაწერის თაობაზე. არზას
ახლავს ერეკლე II-ის ოქმი: “ქ. ბატონო სახლთუხუცესო დავით და მდივნებო! მერე ქსნის
ერისთავის მთის კაცთ, რომელთაც კოდის პური წინაპართ ჩვენის პაპების დროს არ
ზდებიათ, უდებს არც ახლა ჩვენა ვთხოვთ. და რომელიც ვაკის კაცთ კოდისპური ზდებიათ
იმათ უნდა მოგვცენ. მთის კაცს გარდა რაც დღეს ყმა ჰყავთ, რომელსაც ალაგს კოდისპური
ზდებიათ, ეს გლეხი კაცი აღრიცხეთ და კომლზე კოდისპური, როგორც ქართლში სხვას
შეაწეროთ, ისე ამათ ყმას შეაწერეთ. აღიწერა ოკდომბერს ქორონიკოს უნთ. ახლა რომ
გაყრის ლაპარაკი ჰქონდათ, ამათ დავთარი ხომ დაიწერა და მდივნებს აქვთ. მთას გარდა
იმაზე უნდა შესწერდესთ” (ქართული..., 1981: 191). დოკუმენტში ნათლად არის
მითითებული, რომ გადასახადი გაიწერებოდა კონკრეტულ პირზე და არა სათავადოზე. ასეთი
შინაარსის დოკუმენტები ჩვენს არქივებში მრავლადაა დაცული.
რაც შეეხება გადასახადების შეკრების ორგანიზებას, აქაც განსხვავებული სურათია. 1802
წლის ქართლისათვის შეწერილი სახელმწიფო პურის გადასახადის — სურსათის — დავთარში
არის ქართლ-კახეთის სამეფოს ყოფილი მდივნის, ეგნატე თუმანიშვილის, მინაწერი:
“საქართველოში საზოგადო მცხოვრებელთ ყოველ წლივ განწესებული კომლზედ სამი კოდი
სურსათი შეეწერებოდათ, ორი წილი პურისა, მესამედი ქერი; ოცდაორ სტილიანი ლიტრით
გამოართმევდნენ და იასაულებს, სადაც მიტანის ბრძანება ექნებოდათ, იქ მიატანინებდნენ
და სამეფო ხაზინაში დაიდებოდა. ყველას ამრიგათ ეთხოვებოდათ, როგორადაც სწერია”.
მართალია, იმ წლებში გენერალ ლაზარევის ხელმძღვანელობით გადასახადების აკრეფის
საქმე ფაქტობრივად ჩაიშალა, თუმცა ეს დავთარი მაინც მნიშვნელოვანია. დავთარიდან,
ისევე როგორც თუმანიშვილის განმარტებიდან, ჩანს, რომ გადასახადს იხდიდნენ სამეფო,
სათავადო თუ საეკლესიო ყმები. დავთრიდან, მისი ნაკლოვანების მიუხედავად, ირკვევა,
რომ სათავადოებში “დასტურლამალის” განსაზღვრული გადამხდელთა რაოდენობა აშკარად
მომატებულია (ხანთაძე, 1955: 153-176). გადასახადების შეკრების ორგანიზების მხრივ
აღნიშნული საბუთი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეგნატე თუმანიშვილი ნათლად განმარტავს
თუ ვინ კრებდა გადასახადებს (ამ შემთხვევაში კოდის პურს) — “... ოცდაორ სტილიანი
ლიტრით გამოართმევდნენ და იასაულებს საცა მიტანის ბრძანება ექნებოდათ, იქ
მიატანინებდნენ”. დოკუმენტი აშკარად უთითებს, რომ გადასახადის შეკრება სამეფოს
მოხელეებს — იასაულებს ევალებოდათ.
სახელმწიფო გამოსაღების შეკრების ორგანიზებას რომ მარ-
თლაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, სპეციალურად ამ საქმისათვის, დანიშნული
მოხელეები ახორციელებდნენ და არა სათავადო სახლის უფროსები, ეს კარგად ჩანს თავად
ზაალ ორბელიანის პავლე ციციანოვისადმი მირთმეულ მოხსენებიდან: “საქართუÀლოს სურსათი
სულ მე უნდა ამეკრიფა და ამბარდარისათვის მიმებარებინა მთის და ბარისა. ნიადაგ
წელიწადს ექვსასი ხარვარი დაიწერებოდა, აქედამ ჩემი სარგო-გლეხის კაცისაგან ათ
ლიტრაზედ ერთი ლიტრა ჩემი იყო, საიასაულო იყო, ეს უნდა ამეღო” (მასალები..., 1948:
29). დოკუმენტებში ზაალ ორბელიანი “მესურსათედ” იხსენება.
სახელმწიფო გადასახადების შეკრების ორგანიზების შესახებ პირდაპირ ინფორმაციას
გვაწვდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1818 წლის კრებულის ერთ-ერთი ნაწილი.
დოკუმენტის ტექსტი ასეთია: “მეფის ირაკლის რიგი და განწესება ასე იყო, როდესაც
თავის საბრძანებელში შეწერას რისამე ინებებდა, სამეფო სალთხუცესს და მდივნებს
უბრძანებდა. სალთხუცესთან მდივნები დავთრის მიტანით მივიდოდით და ისე შევაწერდით.
და როდესაც სალთხუცესი იქ არ იქნებოდა ჩვენ მდივნები ერთმანეთის შეტყობით
შევაწერდით სურსათსა და თუ სხვა სათხოვარს, რომ სულხან მდივანსაც ბევრჯელ შეუწერია,
იოსებ მდივანსაც ბევრჯელ შეუწერია, ეგნატი მდივანსაც შეუწერია და მეც შემიწერია,
რადგანაც სამეფო სახლის მდივანნი ამაში ხსენებულნი ვაყავით, ამგვარი შეწერა ჩვენზედ
იყო მინდობილი. შეწერილის სურსათსა და თუ სხვა რისიმე აღების იასაული ზოგჯერ
სახელდობ თვით მეფეს დაუნიშნავს და გაუგზავნია, მაგრამ უფროსი ერთი სხვა მეფისაგან
უთხოვიათ და მეფესაც უბოძებია და რაც აუღიათ თავ თავის თავლიდრებისათვის
მიუბარებიათ” (ხეც., H — 1648).
ანალოგიური შინაარსისაა ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული “მოხსენება ეგნატე
თუმანოვისა თეოდორე ალექსის ძისადმი სურსათის შემწერთა შესახებ საქართველოს მეფის
დროს”: “მაღალ-კეთილშობილო
მოწყალევ Ãელმწიფევ, фეოდორ ალექსის ძევ!
მოწერილი ჩემდამი თქვÀნის მაღალ-კეთილშობილებისგან ჩემ მიერ ცნობად თქვენდა თუ ვინ
იყვნენ დროთა საქართველოს მეფეთასა სურსათის შემწერნი და ანუ შემკრებელნი
სურსათისანი, გამოუცხადებ თქვენს მაღალ კეთილშობილებას ესრეთ, რომელ მეფის ირეკლის
დროს მე ვიყავ შემწერი სურსათისა და სხვათა ხარკთა, ვინაითგან იყო ჩემდა რწმუნებული
დავთარნი ხარკთა შეწერისანი. და იყო შემკრები სურსათისა მის განსვენებული თავადი
ზაალ ორბელიანოვი და უკანასკნელისა ჟამსა მეფის ირაკლისა
თვით მეფემან განჰყო სამად ნაწილად სურსათის შეკრება. გორის ვიეზდსა ნაწილი პირველი
მიბოძა მევე, მეორე თავადს მანუჩარ თუმანოვსა და მესამე თავადს ომან ხერხეულიძესა;
ხოლო დროსა მეფისა გიორგისასა კ.დ ვიყავ შემწერი სურსათისა და სხუათა ხარკთა და
მევე მებარა დავთარნი და შემგროვებელნი სურსათისა იყუნენ თავადი ასლან ორბელიანოვი
და თავადი შანშე ერისთოვი, რომელნიცა შეჰკრებდნენ და მიაბარებდნენ განწესებულსა
ამბარდანსა და დროსა საქართველოსა შინა ღუბერნის გახსნისასა დავთარი იგი რომელი
მებარა მე მყოფმა ღუბერნატორად კოვალინცკმა მთხოვა, რომელიცა წარვუდგინე და იგი
დადებული იქმნა რა კაზენის ექსბედიციასა შინა 1803-სა ჩყგ წელსა. წარგზავნილ იქმნა
რა კაზენის ექსპედიციისა მის სოვეტნიკი თავადი ომან ხერხეულიძე გორის უიეზდსა შინა
შესაწერად სურსათისათვის, ვუწყი ესე, რომელი დროსა შეწერისასა მისგან სურსათსა
არავინ იყო დამსწრე მისთანა და არცა შეუწერია მას მეფეთ დროს ნამოქმედარის მის
დავთრითა, რომელიცა აწ არის კაზენის ეკსპედიციასა შინა.
მოწყალეო Ãელმწიფეო მდაბალი მოსამსახურე თა-ი ეგნატე თუმანოვი;
მარტის — 8 À დღესა 1810 სა-ჩყი წელსა” (მასალები..., 1955: 146).
ამ საბუთიდან ნათლად ჩანს, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო
როდესაც მძლავრი თავადები საგრძნობი შეღავათებით სარგებლობდნენ. როდესაც მეფეს არ
ჰქონდა მათი ყმების ზუსტი მონაცემები და იმ ნომინალური გამოსაღებით კმაყოფილდებოდა,
რასაც მას თავადი მიართმევდა. საბუთიდანვე ჩანს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ყოველი
გადასახადის შეგროვებას მკაცრად აკონტროლებდა. გადასახადების შეწერა ხდებოდა სამეფო
კარზე არსებული ქვეყნის აღწერის დავთრების მიხედვით, კომლობრივად და არა
პროვინციების მიხედვით. გამოსაღების გამოღება ევალებოდათ მეფის მოხელეებს —
სურსათის იასაულებს და სხვა სპეციალურად ამ საქმისთვის გამოყოფილ მოხელეებს. ეს
დოკუმენტი, როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი
მდივნის მიერ არის შედგენილი და მისი სანდოობაც ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ.
სახელმწიფო გადასახადებთან და მისი შეკრების ორგანიზებასთან დაკავშირებული
სხვადასხვა ტიპის საბუთებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში
გამოსაღების გამოღებაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი პირები: სახლთუხუცესი,
მდივნები, მესურსათენი, ანუ სურსათის იასაულები. შეკრებილ სურსათს თავლიდარებს და
ამბარდარებს აბარებდნენ. წყაროებიდან ირკვევა,
რომ სურსათის მსგავსად, გლეხთა სხვა გადასახადების შეკრებაც მეფის მოხელეების
საშუალებით ხდებოდა. საბოლოოდ
აღვნიშნავთ, რომ ერეკლე II-მ მოახერხა საგადასახადო სისტემის სრული გარდაქმნა.
აღნიშნულ რეფორმას ორმხრივი მნიშვნელობა გააჩნდა: I. სახელმწიფო გადასახადები
გაცილებით მოწესრიგებულად იკრიბებოდა, რაც თავისთავად ზრდიდა სამეფოს შემოსავლებს.
II. თავადებს ჩამოერთვათ ე.წ. საგადასახადო იმუნიტეტი — მათი ყმები, ისევე როგორც
სახასო ყმები, სრულიად იბეგრებოდნენ და ამ გადასახადის განაწილება-შეგროვების
ერთპიროვნული უფლებაც დაკარგეს. ერთი სიტყვით, საგადასახადო სისტემა ცენტრალიზებული
გახდა.
![]() |
4.3 §3. სამხედრო რეფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
ერეკლე II-ის გატარებული სამხედრო რეფორმის მიზანი მუდმივი ჯარის შექმნა იყო.
აღნიშნული საკითხით მრავალი მკვლევარი დაინტერესდა. მათგან გამოსაყოფია აკ.
კლიმიაშვილი, რომელმაც საგანგებოდ ამ თემას რამდენიმე გამოკვლევა მიუძღვნა
(კლიმიაშვილი, 1962: 163-174; 1963: 179-209; 1964: 121-151; 1966: 91-95;).
საკითხის კვლევისას ვსარგებლებთ აღნიშნული ავტორის დამოწმებული მრავალი დოკუმენტით.
ვიდრე უშუალოდ საკვლევ თემას განვიხილავთ, თავდაპირველად განვსაზღვრავთ XVIII
საუკუნის II ნახევრამდელ ქართლის და კახეთის სამეფოების სამხედრო მდგომარეობას.
ერთიანი ქართული მონარქიის არსებობის მანძილზე ქვეყანა დაყოფილი იყო 4 სადროშოდ,
ანუ სასარდლოდ: მეწინავედ, მემარჯვენედ, მემარცხენედ და მეუკანედ (ბატონიშვილი,
1973: 30). XV საუკუნის II
ნახევარში ერთიანი საქართველოს მონარქია დაიშალა სამეფო-სამთავროებად. ძველი
ტრადიციის გათვალისწინებით ქართლის და კახეთის (ასევე იმერეთის) სამეფოები დაიყო
ოთხ-ოთხ სადროშოდ. ქართლის
სამეფოს სადროშოების ფორმირება მოხდა XV საუკუნის II ნახევარსა და XVI საუკუნის I
მესამედში (კლიმიაშვილი, 1964: 123). ქართლში შემდეგი სადროშოები ჩამოყალიბდა:
მეწინავე სადროშო (სადროშო მოიცავდა სომხით-საბარათიანოს სათავადოებს), რომელსაც
ხელმძღვანელობდა ჯერ ბარათაშვილი, შემდეგ ორბელიანი; მემარჯვენე სადროშო მოიცავდა
ზემო ქართლის სათავადოებს, რომელთაგანაც უმთავრესი იყო საამილახვრო და სარდალიც
ამილახვრი იყო; მემარცხენე სადროშო შედგენდა სამუხრანბატონოს, ქსნის და არაგვის
საერისთავოებს, სარდალი იყო მუხრანბატონი; მეუკანე სადროშო იყო მეფის სადროშო,
რომელზედაც გამოდიოდა გაღმა მხარი და საკათალიკოსო ლაშქარი. სარდალს მეფე ნიშნავდა,
ძირითადად ციციშვილების სახლიდან.
როგორც ვხედავთ, ქართლის სამეფო სადროშოებად სათავადოთა სისტემის არსის
გათვალისწინებით დაიყო. რაღა თქმა უნდა, სადროშოების მეთაურები, რომელთაც სამხედრო
ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო ფუნქციებიც გააჩნდათ, თავისი ვიწრო, სათავადოს
ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდნენ. საწინააღმდეგო აზრი აქვს გამოთქმული აკ.
კლიმიაშვილს. მისი აზრით, სადროშოები რამდენადმე აძლიერებდნენ მეფის ცენტრალურ
ხელისუფლებას (კლიმიაშვილი, 1964: 128). ჩვენ ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ
გავიზიარებთ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ქართლის მეფის
ერთადერთი სამხედრო ძალა სასარდლოებიდან გამოყვანილი ლაშქარი იყო, ის თავისთავად
აძლიერებდა დიდ სათავადოთა პოლიტიკურ უფლებებს.
კახეთში სადროშოები გიორგი VIII-ის (1466-1476 წწ.) მეფობის დროს შეიქმნა. რადგან
კახეთში სათავადოთა სისტემა არ არსებობდა, იქ მდგომარეობა რამდენადმე განსხვავებული
იყო. სადროშოს მეთაურებად დაინიშნენ ეპისკოპოსები (ბატონიშვილი, 1973: 568). XVIII
საუკუნის შუა ხანებიდან კი სადროშოების სარდლები დიდი სამფლობელოს მოურავები
გახდნენ. კახეთის მეწინავე სადროშოს ქიზიყის მოურავები მეთაურობდნენ. იყო
მემარჯვენე სასარდლო, მემარცხენე (ჩერქეზიშვილის მეთაურობით) და სამეფო სადროშო
(ორბელიანი, 1981: 161). ასეთ
სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი ქვეყანა. ჯარის გამოყვანა
სარდლებს ევალებოდათ. ეს იყო ფეოდალური ლაშქარი, რომელიც წარმოადგენდა ბატონყმურ
ჯარს, სადაც ყმა ლაშქრობდა თავისი ბატონის ხელქვეით. ფეოდალური იერარქია,
დამყარებული მიწის საკუთრებაზე, გადატანილი იყო ლაშქარში. ასეთი ლაშქარი შედგებოდა
როგორც პროფესიონალი მოლაშქეებისაგან, თავად-აზნაურთა და მსახურთაგან, ისე
ყმა-გლეხებისაგან (კლიმიაშვილი, 1963: 179). ლაშქრის ორგანიზება თავადს ევალებოდა.
ეს იყო ერთგვარი სამხედრო იმუნიტეტი, რომელიც თავის სათავადოში თავადს ჯარის
შეკრების თავისუფლებას ანიჭებდა.
ფეოდალურ ლაშქარს რამდენადმე ნაკლოვანება გააჩნდა: ის არ იყო მუდმივი სამხედრო
ძალა. მის შეკრებას გარკვეული დრო ესაჭიროებოდა და, ამასთანავე, ძლიერი თავადების
მეფისადმი კეთილგანწყობილებაზეც იყო დამოკიდებული. არ იყო პროფესიონალებისაგან
დაკომპლექტებული — კონკრეტული მამულიდან გამოყვანილ ყმებს მისივე მებატონე
ხელმძღვანელობდა. ასეთი ტიპის
სამხედრო ძალები, ერთი მხრივ ვერ უზრუნველყოფდნენ ლეკთა გახშირებული თავდასხმების
ალაგმვას და არც სამეფო კარის მკაცრი საშინაო პოლიტიკის გატარებისათვის
გამოდგებოდა. საჭირო გახდა მუდმივი სამხედრო ძალის შექმნა.
პირველი მოკრძალებული ნაბიჯები მუდმივი ჯარის შექმნისაკენ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის
I მეოთხედში ვახტანგ VI-მ გადადგა, შექმნა რა მეფის მცველი რაზმი. ის
დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი მეომრებისაგან — თავად-აზნაურებისა და მსახურეული
ფენისაგან. მისი მეთაური იყო ყულარაღასი, ჯარს ჰყავდა 3 უზბაში — ავალიშვილი
ქაიხოსრო, თურქესტანიშვილი ქაიხოსრო და როსტომი (გვარი არ ჩანს). თითოეულის თაბუნი
შეადგენდა 40 კაცს. სულ ჯარის ეს ნაირსახეობა 120 მეთოფისაგან შედგებოდა. ისინი
ჯამაგირს სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ (ქართული..., 1970A: 487-493). მათ
მოვალეობას შეადგენდა მეფის და სასახლის დაცვა, ასევე საპოლიციო საქმიანობა.
ვახტანგ VI-ის საქართველოდან წასვლის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, იგი დაიშალა.
თეიმურაზ II და ერეკლე II ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან ცდილობენ
ფეოდალური ლაშქრის ალტერნატიული სამხედრო ძალის შექმნას. აღსანიშნავია, რომ ერეკლე
II-ის სამხედრო რეფორმა არ იყო ერთჯერადი, იგი ხორციელდებოდა ეტაპობრივად,
ეკონომიკური განვითარების პარალელურად. ერეკლე II-ის სამხედრო რეფორმის ერთ-ერთი
პირველი ნაბიჯი იყო ახალი სამოხელეო თანამდებობის — ლაშქარნივისის — სახელოს
შექმნა. ლაშქარნივისი არც “დასტურლამალში” და არც XVIII საუკუნის I ნახევრის
საბუთებში არ მოიხსენიება. იგი ერეკლესდროინდელ მდივანთა სიაშია შეტანილი. როგორც
ლაშქარნივისი მანუჩარ თუმანიშვილი აცხადებდა “ლაშქარნივისობა საქართველოს სამხედრო
კანცელარიის მმართველობა” იყო. ისინი იყვნენ ჯარის “მწერალ[ნ]ი და ანგარიშის
შემნახველ[ნ]ი” (მასალები..., 1948: 41, 42).
შ. მესხია ამ სახელოს შესახებ შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: “...ცხადია, რომ
ლაშქარნივისის სახელი XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში ერეკლე
II მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად წარმოიშვა”. ავტორი მიიჩნევს, რომ
ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი იყო — ქაიხოსრო სუმბათაშვილი, იოსებ
მელიქიშვილი, იოანე ქობულაშვილი, აფრიამ ენიკოლოფოვი, ომან ხერხეულიძე და მანუჩარ
თუმანიშვილი (მასალები..., 1948: 027-028).
ქვეყანა დაიყო “სალაშქარნივისო” ერთეულებად. იყვნენ კახეთის ლაშქარნივისები,
ქართლის ლაშქარნივისები და “თათართა” (ყაზახ, ბორჩალო, შამშადილის) ლაშქარნივისები.
მანუჩარ თუმანიშვილი და ომან ხერხეულიძე მთავარი ლაშქარნივისები, ანუ სამხედრო
კანცელარიის მმართველები იყვნენ. მათ ებარათ მთელი ჯარის მწერლობა და ანგარიშის
შენახვა (მასალები..., 1948: 41-44).
სამხედრო კანცელარიაში იყო დავთრები, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ყველა მოლაშქრე,
თავის შეიარაღებით. ამიერიდან ჯარის დაბარება ხდებოდა ლაშქარნივისების მიერ.
მუდმივი ჯარის შექმნისაკენ ერთ-ერთი ნაბიჯი იყო “ნოქარის” შემოღება. ლაშქარნივისი
მანუჩარ თუმანიშვილის განცხადებით “საქართველოს ჩვეულებრივ ჯარის (იგულისხმება
ფეოდალური ლაშქარი — ა.თ.) გარდა, მეფემ ირაკლიმ თავის საბრძანებლიდამ მოიწვია
ჯამაგირის აღთქმით ნოქრად და თოფჩათ დასადგომნი კაცნი. მოვიდნენ და განწესდნენ.
ჰქონდათ მიჩენილი მინბაში, ფონსადბაში, უზბაში, თოფჩიბაში და დაჰბაში. იმათ ჰქონდათ
განწესება, წლის ულუფა და ჯამაგირი. რომ იმათი მწერალი და ანგარიშის შემნახავი მე
ვიყავ და სამს თვეში ერთხელ ჯამაგირი ჩემის Ãელით მიეცემოდათ” (მასალები..., 1948:
42). “ნოქარი” იყო ადგილობრივი
მოსახლეობისაგან გამოყვანილი დაქირავებული ჯარი, რომლის ქირას თვით მოსახლეობა
იხდიდა (კლიმიშვილი, 1963: 184).
პირველად ჯარის ასეთი სახეობის გამოყვანა ქართლის სამეფოს 1736 წელს ნადირ შაჰმა
დააკისრა (კლიმიაშვილი, 1963: 184).
მოგვიანებით ქართლისა და კახეთის მეფეებს “ნოქარის” გამოყვანა კვლავ აღუდგენიათ.
“ნოქარის” შემოღებასთან დაკავშირებით ბუტკოვი აღნიშნავს:
“საქართველოში არ იყო მუდმივი ჯარი.
საჭიროების მიხედვით მას კრებდნენ და უშვებდნენ. თითოეული მეომარი თავს თვითონ
ირჩენდა.
ჯერ კიდევ თეიმურაზ ნიკოლოზის ძემ (თეიმურაზ II — ა.თ.) ერეკლეს მშობელმა, მთიელი
მტრებისაგან საქართველოს საზღვრების დასაცავად დააარსა მილიცია, ნოქარის
სახელწოდებით, და დაადგინა, რომ სახაზინო, სახასო, საეკლესიო და მემამულეთა
სოფლებიდან გამოყვანილი ყოფილიყო კორდონი 2 ათასი ცხენოსანი მეომარის რაოდენობით
ყოველწლიურად. პროვიანტი და ფურაჟი მათ ხაზინიდან ეძლეოდათ, ხოლო ჯამაგირს თავისივე
სოფლები აძლევდნენ — 30-დან 40 მანეთამდე წლიურად. მეფე ერეკლემ გააუქმა ნოქარი და
1773 წელს, ავარიის ხანის დამარცხების შემდეგ, შემოიღო სხვა ლაშქარი მორიგეს
სახელწოდებით” (ბუტკოვი, 1869A: 287-288).
პაპუნა ორბელიანის ცნობით, “ნოქარი” 1755 წელს შემოიღეს: “რადგან ლეკმა ქართლისა და
კახეთზე მტრობა აღარ დაიშალეს, ზამთარ და ზაფხულ ჩამოგდის და აოხრებდის უმეტეს
ქართლსა, მარადის ქართლის ჯარი ვერ შეინახეს ერთად შეყრილი. ამით, რომ ჯარი
შემოეყარის მეფეთა ჩვენთა, ლეკის ჯარი ჩაუდგის სახლებში და აღარავინა ჰყავდათ
მეპასუხე, ამის მიზეზისათვის გამოართვეს (ერეკლემ და თეიმურაზმა — ა.თ.) ქართლისა
და კახეთის ათასი კაი ვაჟ-კაცი, ჯამაგირი განუწესეს, უზბაშები განაწესეს. და
დააყენეს ქალაქსა თბილისსა, სადაც ვინმე გასჭირდებოდათ მიაშველებდნენ და თუ დიდი
მტერი მოვიდის, თვით მეფენი მიეშველებოდნენ ქვეყნის ჯარებით” (ორბელიანი, 1981:
226). როგორც ვხედავთ,
ქართლ-კახეთიდან გამოდიოდა “ნოქარი”, რომელიც შესდგებოდა 1000 თუ 2000 პროფესიონალი
მოლაშქრისაგან. ჯარს ხელმძღვანელობდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული
სამხედრო მოხელეები: მინბაშები, უზბაშები — ნიკოლოზ ამილახვრიშვილი, ამირეჯიბი
ზაზა, ციციშვილი თეიმურაზი და თარხნიშვილი მამუკა, იოთამისშვილი რევაზი და სხვა.
(კლიმიაშვილი, 1963: 185). ეს იყო თვისებრივად ახალი ტიპის ჯარი. მას ფეოდალურ
მიწისმფლობელობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნდა. იგი იყო მუდმივი ჯარი. სამეფო
კარს სათავადოების გვერდის ავლით გაუჩნდა ახალი საყრდენი სამხედრო ძალა.
“ნოქარის” ჯამაგირი მოსახლეობაში იკრიბებოდა. თითო“ნოქარს” წელიწადში 25 მანეთი
ეძლეოდა” (კლიმიაშვილი, 1963: 185). ანუ მოსახლეობას ყოველწლიურად დამატებით 25 000
მანეთი შეეწერებოდა. ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო და ჭირდა მისი გადახდა.
ამიტომაც ჯარის რაოდენობა შეზღუდული იყო.
როგორც ჩანს, ათასი ჯარისკაცი არ აღმოჩნდა საკმარისი. დაქირავებული ჯარის რიცხვის
გაზრდა იმჟამად მთავრობას არ შეეძლო და ამიტომ შექმნა მუდმივი ჯარის სხვა
ნაირსახეობა. “ნოქარი” შეცვალა “მორიგე ჯარმა”. მანუჩარ თუმანიშვილი ამ ფაქტის
შესახებ მოგვითხრობს: “მას უკან, მეფემ ირაკლიმ ინება თავის საბრძანებლიდამ სულზე
მორიგის გამოყვანა, რომ ჯარი უჯამაგირო იყო. ამათაც მიუჩინა ჯამაგირით მინბაში,
ფონსადბაში, უზბაში და დაჰბაში, რომ ამათი მწერლობა და ანგარიშის შენახვა მე და ჩემ
ამხანაგს, თავადს ომან ხერხეულიძე ლაშქარნივისს მოგვიბოძა და ერთად ვმოქმედებდით
ჩვენს სახელოს საქმეს” (მასალები..., 1948: 42). სხვა ქართული წყაროებითაც
(ჯამბაკურ-ორბელიანი, 1914: 8-9; საქართველოს..., 1920: 177-187 და სხვა)
დასტურდება, რომ “მორიგე ჯარი” შეიქმნა 1774 წლის 1 იანვარის “განჩინების” შედეგად.
“განჩინება” 37 მუხლისაგან შედგება. მასში დეტალურადაა გაწერილი ჯარში წასვლის
წესი: “...რაც თავადნი და ან მოÃელე, ან არ მოხელე, ან აზნაურნი მოხელე ან არ
მოხელე, გლეხნი მოხელენი თუ მსახურნი თუ მოყალნენი, თუ ხიზანნი, რამდენნიცა, რომ
იყვნენ ერთს სახლსა და ოჯახში, თÂთოსთვის მორიგეობაში ჩაგვიგდია და დაგვიწერია, და
სხვას დავთარში გაგვირჩევია. სარდლებსა, მინბაშებსა და უზბაშებს გარდა, ყოველი კაცი
თორმეტს თვეზედ გაგვიყვია, და როგორადაც გაგვიყვია ერთი დიდი საერთო დავთარი ჩვენის
მოÃელეებისათვის მიგვიბარებია, და თვითო დავთარი უზბაშებისათვის მიგვიცია, და სხვა
სოფელ და სოფელ მებატონეებისათვის და მოÃელეებისათვის მიგვიცია, და ასე გაგვირჩევია
ყველასთან, როგორც ამაში დაგვიწერია” (საქართველოს..., 1920: 178).
“განჩინებიდან” ირკვევა, რომ მეფეს ჯარის გასაწვევად ქვეყანაში საგანგებო აღწერა
ჩაუტარებია. “განჩინებაში” განსაზღვრულია, აგრეთვე, “მორიგეში” გაუსვლელობისათვის
სასჯელები — პატიმრობა, გაწკეპლვა, ფულადი ჯარიმა და ა.შ. “განჩინებაში” სიახლე იყო
ისიც, რომ დავთრებში შეიტანეს არა მხოლოდ მებატონეების გვარები, არამედ თვით
გასაწვევთა გვარებიც (იხ. საქართველოს..., 1920: 177-183). სამხედრო კანცელარიამ,
მებატონეთა გვერდის ავლით, უშუალოდ გასაწვევ პირებთან დაამყარა კავშირი. რა თქმა
უნდა, არც ეს ჯარის ნაირსახეობა არ იყო დამყარებული ბატონყმურ სისტემასა და
ფეოდალურ იერარქიაზე. ყველა, გლეხიც და თავადიც თანაბრად ვალდებულნი იყვნენ
გასულიყვნენ ჯარში. ყმა-გლეხი თავის თავადის სარდლობით აღარ ასრულებდა სამხედრო
სამსახურს, არამედ “მორიგეს” ჰავდა სამხედრო კანცელარიაზე დაქვემდებარებული
სარდლები — უზბაშები, მინბაშები, სარქარდრები, რომლებიც პროფესიონალი სამხედროები
იყვნენ. ეს კი თვისებრივად ახალი ტიპის ჯარი იყო.
“მორიგეში” ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი წელიწადში ერთი თვის მანძილზე
მსახურობდა. ისინი თავისი სურსათსანოვაგით უნდა გამოცხადებულიყვნენ დათქმულ
ადგილზე. ამის საკომპენსაციოდ მეფემ გლეხების სურსათის გადასახადი — კომლზე 3 კოდი
პური — გააუქმა. ერთი სიტყვით,
ერეკლე II-მ XVIII საუკუნის 70-იან წლებში მოახერხა ფეოდალური ჯარის საპირისპიროდ
შეექმნა მუდმივი ჯარის ნაირსახეობა, რომელიც დაახლოებით 5000 კაცისაგან შედგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული წერილობითი წყაროები “მორიგე ჯარის” შექმნას 1774
წლით ათარიღებს, აკ. კლიმიაშვილმა მოიძია 10 დოკუმენტი, რომლებიც “მორიგეს”
არსებობას 1756 წლიდან ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ “მორიგეში” გამოყვანილი ჯარი ცენტრალური ხელისუფლების
დანიშნულ სამხედრო მოხელეთა — მინბაშების, უზბაშების — ხელქვეით მსახურობდნენ, მას
მაინც ფეოდალურ, ბატონყმური ლაშქრის ელფერი დაჰკრავდა, რადგანაც 1774 წლამდე
ყმა-გლეხების ჯარში გაყვანაზე პასუხისმგებელნი მებატონეები იყვნენ. მათ შეწერილი
ჰქონდათ ყმების გარკვეული რაოდენობა. ხოლო სახელდობრ რომელ ყმას გაიყვანდა, ეს
მხოლოდ მისი საქმე იყო. როგორც
ჩანს, თავდაპირველად “ნოქარის” პარალელურად არსებობდა “მორიგე ჯარი”. კლიმიაშვილის
დამოწმებული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1765 წლიდან “ნოქარმა” ადგილი “მორიგე ჯარს”
დაუთმო — თიანეთელი გლეხი ქავთარ მგელაშვილი 1765 წლის 23 ივნისის ერეკლე
მეორისადმი წარდგენილ საჩივრის არზაში აღნიშნავდა: “...მე ხელმწიფის ყმა ვიყავ,
გრიგოლ სახლთხუცესს ვემსახურებოდი... მე ნოქრად დამწერა, ნოქარი ვიყავ, გემსახურე,
ახლა ნოქარი აღარ არისო, ახლა თავისი ყმის მაგიერად ბადლად და მორიგედ მწერს...”
(კლიმიაშვილი, 1963: 186).
1756-1773 წლებში ქართლ-კახეთის სამეფოში არსებობდა მუდმივი ჯარის თავისებური
სახეობა, რომელსაც “მორიგე” ეწოდებოდა და რომელიც ყოველწლიურად ქვეყანას 1500-2000
მოლაშქრეს აძლევდა (კლიმიაშვილი, 1963: 191).
“ნოქარისა” და “მორიგეს” პარალელურად ერეკლე II-ს, ლეკთა თარეშის აღსაკვეთად,
“მდევარი ჯარიც” დაუარსებია. ყველაზე ადრინდელი დოკუმენტი “მდევრობის” შესახებ 1772
წლით თარიღდება, თუმცა, როგორც აკ. კლიმიაშვილი ვარაუდობს, იგი გაცილებით ადრე,
XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან შემოუღიათ (კლიმიაშვილი, 1966: 91).
ერეკლე II-ის მიერ 1772 წელს დამტკიცებულ ზემო ქართლის მდევრობის “განწესებიდან”
ჩანს, რომ ქვეყანა დაყოფილი იყო “სამდევროებად”. მეფე ადგილობრივ თავადებს
ავალდებულებდა, რომ ყარაულის მიერ მიტანილი ინფორმაციის შემდეგ, სათავეში
ჩადგომოდნენ მდევარ ჯარს და მოქმედება შესაბამისი ბრძანებისამებრ დაეწყოთ.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მდევარში გასვლა ევალებოდა ყველა მოსახლეს. დაკლების
შემთხვევაში მათ დარბევა ემუქრებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სარდლები და ადგილობრივი თავადები მეფისაგან მათი მოქმედების
არეალის შესახებ უმკაცრეს და ზუსტ ინსტუქციებს იღებდნენ, ჯარის ასეთი სახეობაც
ფეოდალურ, ბატონყმურ ელფერს ატარებდა. ჩანს, მეფის ცენტრალური პოლიტიკისათვის
დამაკმაყოფილებელი ჯარის არც ასეთი სახეობა იყო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1774 წელს სამეფო კარმა გადაწყვიტა, რომ არსებული ჯარის
სახეობების ნაცვლად, შეექმნა ერთიანი სამხედრო ძალა. 1 იანვრის განჩინების
საფუძველზე შექმნილი “მორიგე ჯარი” ეფუძნებოდა 1774 წლამდე არსებულ “მორიგეს”
პრაქტიკას. თუმცა მათ შორის თვისებრივი განსხვავებებიც იყო. განჩინების საფუძველზე
შექმნილ “მორიგეში” გაწვევა სავალდებულო გახდა მთელი ქვეყნის სრულწლოვანი
მამაკაცებისათვის (თუშ-ფშავ-ხევსურეთის გამოკლებით). გაწვევა აღარ ხდებოდა
მებატონეებზე ყმათა შეწერით, არამედ დავთრებში შეტანილი იყო ყველა გასაწვევი
პიროვნება. რეფორმის შედეგად ერეკლე II-ის ხელში აღმოჩნდა 5000 კაციანი სამხედრო
ძალა. ეს აღარ იყო ფეოდალური ლაშქარი. ის იყო მუდმივი ჯარის ერთგვარი ნაირსახეობა.
მუდმივი ჯარის შექმნა თავის მხრივ განაპირობა ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ.
გაზრდილი სამეფო ხაზინა მეფეს საშუალებას აძლევდა, ჯარში გამოსვლის სანაცვლოდ,
გლეხები გაეთავისუფლებინა სურსათის გადასახადიდან (რაც დაახლოებით 45 000 მანეთს
უდრიდა) და ამავდროულად “მორიგეს” მრავალრიცხოვან მეთაურებისათვისაც (მინბაშები,
უზბაშები...) დაენიშნა ჯამაგირი და ულუფა. “მორიგე ჯარისათვის” “აქიმი, ჯარა და
ურდო ბაზარი” მეფეს გაურიგებია (ქართული..., 1963: 439).
“მორიგე ჯარმა” თავისი დადებითი შედეგები მალევე აჩვენა: მოკლე ხანში აილაგმა ლეკთა
თარეში. ერეკლე II-მ მისთვის არასასურველი ძლიერი ქსნის საერისთავოს გაუქმება
უმტკივნეულოდ შეძლო. ქართულ
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია აზრი, რომ “მორიგე ჯარი” თავადთა
წინააღმდეგობის შედეგად მალევე დაიშალა: “...მორიგე ლაშქარის მთავარი ხელმძღვანელი
ერეკლეს ვაჟი ლევან ბატონიშვილი იყო. ახალი ლაშქრის ასეთი სარგებლიანობის
მიუხედავად თავადებმა მას შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადეს: მორიგე ჯარი მეფის
ხელისუფლებას აძლიერებდა, ეს კი თავადებისათვის არ იყო სასურველი.
მორიგე ლაშქარი ბრძანებით არასოდეს გაუუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი
შესუსტება და ბოლოს სავსებით გაქრობა. უდიდესი ზიანი მოუვიდა მორიგე ლაშქარს მისი
ხელმძღვანელის ლევან ბატონიშვილის მოულოდნელი სიკვდილით (1781 წ.). სხვა
ბატონიშვილები აგრე რიგად არ ზრუნავდნენ მორიგე ჯარზე და მალე ეს საქმე ანგარი
მოხელეების ხელში, მათი საკუთარი შემოსავლის წყაროდ იქცა. ქრთამით ესა თუ ის თავადი
სულ უფრო ადვილად ახერხებდა თავისი ყმებით მორიგეში გასვლისაგან თავის დაღწევას.
მორიგეთა რიცხვმა თანდათან იკლო
და ბოლოს სულ გაქრა” — აღნიშნავდა აკად. ნ. ბერძენიშვილი (ბერძენიშვილი, 1946:
397-398). აკ. კლიმიაშვილმა
მოიძია 85 დოკუმენტი, რომლებიც 17811800 წლებში “მორიგე ჯარის” არსებობას
ადასტურებს. კლიმიაშვილი მთელი ამ პერიოდის შესახებ “მორიგე ჯარის” არსებობის
უცვლელ ხასიათზე მიუთითებს (კლიმიაშვილი, 1963: 194-196). თუმცა, ჩვენი აზრით, ამ
დროს “მორიგე ჯარმა” ცვლილებები განიცადა. დოკუმენტების მიხედვით 1785-1790
წლებში მდგომარეობა იცვლება. ამ საბუთების მიხედვით “მორიგეში” გასასვლელთა დიდი
ნაწილი თავის “ბადლად” იხდიდა ფულს. დოკუმენტებში ფიქსირდება “მორიგე ყარაულის”
გამოყვანის ფაქტები (მაგ., 1789 წლის 17 სექტემბრის ბრძანება თარხნიანთ მხარედან
“მორიგე ყარაულის” გამოყვანის შესახებ და ა.შ., (კლიმიაშვილი, 1963: 201)). როგორც
ჩანს, აღნიშნული 5 წლის მანძილზე “მორიგე ჯარი” “მორიგე ყარაულმა” შეცვალა.
“ყარაულებს” ხელფასი “მორიგის საბადლოს” ფულიდან მიეცემოდათ.
წყაროებში დაფიქსირებულმა “მორიგის ბადლის ფულმა” საბჭოური ისტორიოგრაფიის
წარმომადგენლებს ზემოთ აღნიშნული დასკვნისაკენ უბიძგათ — “...მალე ეს საქმე
(“მორიგე ჯარის” ორგანიზება) ანგარი მოხელეების ხელში მათი საკუთარი შემოსავლის
წყაროდ იქცა”. თუმცა იმდროინდელი ცნობები ნათლად მიუთითებს, რომ “მორიგის საბადლოს”
ფული მკაცრად კონტროლდებოდა და, შესაბამისად, მიზნობრივად იხარჯებოდა — “...
თოფხანის ხურო დურგლებისა და ზარბაზნების მბურღავ-მქლიბავების ხელფასისათვის
ქალაქის გიორგობის თვის სამორიგო საბადლოდამ სამი თუმანი ააკრეფინე და ბატონიშვილს
ალექსანდრეს მიართვი, როგორც უმუშავებია, იმ გზით თითონ უბოძებს და სიას
დააწერინებს. ეს თოფხანა საქვეყნო საქმე არის და სამორიგოც საქვეყნოა და ამისათვის
დავხარჯეთ, თორემ სხვა საქმისათვის ხელს არ ვახლებთ” — აცხადებს ვინმე იოსები
მანუჩარ მდივნისათვის მიცემულ წიგნში (კლიმიაშვილი, 1963: 265).
ჩანს, რომ 1785-1790 წლებში “მორიგე” ძველი წესით აღარ იკრიბებოდა. მის ნაცვლად
წყაროებში ფიქსირდება “მორიგის საბადლო” ფული და “მორიგე ყარაული”. საქმე ისაა, რომ
1783 წლის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფოში
რუსეთის ჯარის ნაწილები შემოვიდა, რის შედეგად 1784 წლის ზაფხულიდან განახლდა
სურსათის შეკრება. ამას დაემეტა “სარუსო ხარკის” — “სარუსო სურსათის” — შეკრებაც
(მასალები..., 1955: 77-80). 1788 წლიდან კი სურსათის შეკრებამ რეგულარული ხასიათი
მიიღო (აკოფაშვილი, 1973: 560).
როგორც ირკვევა, ერეკლემ, რუსეთის რეგულარული არმიის შემოსვლის შემდეგ, “მორიგეს”
ძველებური სახით არსებობა ზედმეტად მიიჩნია. მუდმივი ჯარის ფუნქცია დაეკისრა
რუსეთის ჯარს. მოსახლეობას კი მათი სურსათითა და ფურაჟით მომარაგება ევალებოდა.
მაგრამ ერეკლე II, როგორც ირკვევა, არ დაეყრდნო მხოლოს რუსული ჯარის ნაწილებს,
რომელთა გადაადგილება საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვდა და “მორიგის საბადლო”
გადასახადით შექმნა “მორიგე ყარაულის” მცირერიცხოვანი რაზმები.
“მორიგე ყარაული” შეეწერებოდათ სოფლებს და ისინი თავის საყარაულო ფუნქციებს მეფის
მიერ მიჩენილი მეთაურების ხელქვეით ასრულებდნენ. ქვეყანა დაიყო საყარაულო
ადგილებად. ყარაულები იდგნენ ახალციხის საფაშოს საზღვარზე, ყარაიაში, ბედენზე,
სხალნარში, ალგეთზე, დიდგორზე, ვერის ხევზე, შირაქში, დოესში, კლდეკარზე, სკრის
ხეობაში, ქარელში და სხვა ადგილებში (კლიმიაშვილი, 1963: 197).
მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვაჩნია ოფიციალური ბრძანებულება “მორიგე ჯარის”
სახეცვლილების შესახებ, ჩვენ მაინც ეს პროცესი სამეფო კარის სანქცირებულად
მიგვაჩნია. ჩანს, პატარა ქვეყნის ეკონომიკამ, რუსეთის ჯარის ნაწილების შენახვის
პარალელურად, “მორიგე ჯარის” ძველი სახით არსებობა ვერ უზრუნველყო (ამავე დროს
არსებობდა საარტილერიო პოლკიც, რომლის შენახვაც საკმაოდ ძვირი ფუფუნება იყო).
1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. რუსეთის მთავრობამ საქართველოში თავის ჯარის
ნაწილების ყოფნა მიზანშეუწონლად მიიჩნია და იმავე წლის აგვისტოში ჯარები უკან
გაიწვია. რუსეთის ჯარის გაწვევით
ქვეყანას სამხედრო ძალა მოაკლდა. ამის მიუხედავად ერეკლე II-ს “მორიგე ჯარი” ძველი
სახით იმთავითვე არ აღუდგენია. 1788-1790 წლებში ქვეყნის სამხედრო დასაყრდენი
“მორიგე ყარაული” და საარტილერიო პოლკი იყო. ამავდროულად წყაროებში ხშირად იხსენება
“სალეკო” გადასახადი. ეს გადასახადი განკუთვნილი იყო დაღესტნელი და სხვა
ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დაქირავებული ჯარების შესანახად” (აკოფაშვილი, 1973:
561). როგორც ჩანს, სამხედრო პოტენციალის შესავსებად სამეფო კარმა მთიელთა
დაქირავებას მიმართა. მდგომარეობა
1791 წლიდან შეიცვალა. ამ წლის 14 მაისის საბუთიდან ირკვევა, რომ ერეკლე II-ს ძველი
სახით “მორიგის” გამოყვანა კვლავ დაუმტკიცებია — “ჩვენ მაგიერად ენისელთ მოურავს
დიმიტრის ასე უამბეთ: მერე, ახლა რომ ესევ მორიგის გამოყვანა დავამტკიცეთ, ჩვენ ასე
გვეუბნებიან: სამღვდელონი, თავადნი, აზნაურნი და გლეხნი კაცნი თქვენა და თქვენს
შვილებსა გყავსთო, თქვენ რომ გამოიყვანთ, ჩვენ როგორ დაგაკლდებითო. ახლა ჩვენ
ყველგან მოხელეებსა წიგნები მივსწერეთ და თავთავისი სახელოების გამოყვანა
დავადევით. შენთვისაც ასე გვიბრძანების: ენისელი შენი სახელო არის. რაც ამ თვის
მორიგე არის, ახლავ საჩქაროდ უნდა გამოიყვანო და, სადაც ჩვენ ვიყვნეთ, იქ
შემოგვყრიდე. თუ ამ საქმეზედ ბაჯითად არ მოიქცევი და შენი სახელოს კაცი დაგვაკლდა,
შევიტყობთ, რომ ამ საქმის მოშლა გდომნია, ქვეყნისაც მუხანათობა იქნება, შენის
მამულსაც და შენთვისაცა და, როგორც რიგი არის, ისეც გარდაგახდევინებთ. დიდად
ბეჯითად უნდა მოიქცეთ და კაცი არ დააკლო, თორემ თუ კაცი დაგვაკელ, ქვეყნისაც დიდი
წინააღმდეგობა არის და პასუხსაც ვეღარავის მისცემ. ყველა მოურავებისათვის და
მოხელეებისათვის ასე მიგვიწერია და ასეც იცოდნენ. მაისის იდ (14). ქ-კს უოთ (1791
წ.)” (კლიმიაშვილი, 1963: 194). როგორც ვხედავთ, ერეკლე
II-მ XVIII საუკუნის 70-იან წლებში შექმნა მუდმივი ჯარის ნაირსახეობა — “მორიგე
ჯარი”, რომელიც არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე. “მორიგე ჯარი”
თვისებრივად განსხვავდებოდა ფეოდალური ლაშქრისაგან. მისი შექმნით ერეკლემ სათავადო
სახლებს მოუსპო გარკვეული იმუნიტეტი, რომელიც ჯარის საკუთარი (თავადთა)
ნებასურვილით შეკრებაში გამოიხატებოდა. მეფე აღარ იყო დამოკიდებული სათავადოს
ლაშქარზე. მას გააჩნდა რეგულარული არმია.
“მორიგე ჯარი” ერეკლე II-ს ესაჭიროებოდა “ლეკიანობის” ასალაგმად და მკაცრად საშინაო
პოლიტიკის გასატარებლად. მაგრამ პატარა ქართლ-კახეთის სამეფო უფრო დიდი საფრთხეების
წინაშე იდგა. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ევროპული ტიპის საველე არტილერიის
დაარსება. ერეკლე II-ის სამხედრო რეფორმის ერთ-ერთ ფაზას სწორედ ასეთი ტიპის
შეიარაღების დაარსება წარმოადგენდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში
დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ უკვე 1768 წელს ერეკლე II-ს ჰქონია ზარბაზნების
ჩამოსასხმელი ქარხანა. ეს მოსაზრება დამყარებულია აბატ იოსებ დე ლა პორტის
ცნობებზე, რომელიც აღნიშნავდა: “... თფილისში აკეთებენ ზარბაზნებს, ყუმბარებს,
წამალს” (კლიმიაშვილი, 1962: 263). გაზიარებულია პლატონ იოსელიანის აზრი, რომ
თითქოს დე ლა პორტი საქართველოში მოგზაურობდა 1768 წელს (იოსელიანი, 2009: 221).
თუმცა, ვფიქრობთ, დე ლა პორტის მოგზაურობის თარიღი არასწორადაა სამეცნიერო
ლიტერატურაში შემოტანილი და კორექტირებას საჭიროებს. დე ლა პორტის ნაშრომიდან ჩანს,
რომ იგი საქართველოში იმყოფებოდა არა 1768 წელს, არამედ 1770 წლის შემდგომ.
მოგზაური მიუთითებს, რომ “დროიდგან როსიისა მხედრობის ყოფისა, მეფეს შემოუღიეს თვის
შ[ორი]ს სკამნი, სტოლნი, საქსონის ჭურჭელნი. , ვიდრემდი არა მოვიდა იმერეთსა შ[ინ]ა
კორპუსი როსიისა მხედრობისა დროსა შინა უკანასკნელ ბრძოლისასა. “ (ხეც., H – 609:
94რ, 95რ). როგორც ჩანს, დე ლა პორტი საქართველოში ტოტლებენის ექსპედიციის შემდგომ
იმყოფებოდა. იგი რუსეთ-თურქეთის “უკანასკნელ ბრძოლაზე” წარსულ დროში საუბრობს და
ამიტომ 1774 წელზე ადრე ის საქართველოში არ მოგზაურობდა (რუსეთ-თურქეთის ომი
დასრულდა 1774 წელს). ამდენად დე ლა პორტის მოგზაურობა 1774 წლის ახლო ხანებით უნდა
დავათარიღოთ. მიუხედავად ამისა,
1770 წელს თბილისში ზარბაზნებს რომ მართლაც ამზადებდნენ, ეს ჩანს კაპიტან იაზიკოვის
ცნობიდან (Грамоты..., 1891: 189). მაგრამ ზარბაზნების “ქარხანაზე” არაფერს ამბობს
1771-1772 წლებში საქართველოში მყოფი გიულდენშტედტი, რომელიც საგულდაგულოდ აღწერს
თბილისის მნიშვნელოვან საწარმოებს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ 1770 წელს
ზარბაზნების და ყუმბარების სერიული წარმოება კი არ მიმდინარეობდა, არამედ მათი
ერთჯერადი ჩამოსხმა განხორციელდა. სწორედ ამიტომ არ მოხვდა ეს “ქარხანა”
გიულდენშტედტის თვალთახედვის არეში. ყოველივე ამის საფუძვლზე შეიძლება დავასკვნათ,
რომ ზარბაზნების წარმოება და საველე არტილერიის შექმნა დაწყებულა რუსეთის
რეგულარული არმიის შემოსვლის შემდეგ — 1770 წელს. თავდაპირველად ზარბაზნების
ჩამოსხმას ერთჯერადი სახე ჰქონდა და სავარაუდოდ 1772-1773 წლებიდან თბილისში
მუდმივად ამუშავდა ზარბაზნების, მორტირების და ყუმბარების დასამზადებელი ქარხანა.
პირველ ხანებში თბილისის ქარხანა არც თუ ხარისხიან ზარბაზნებს ასხამდა. დე ლა პორტი
თოფისწამლის დაბალ ხარისხზეც მიუთითებს (ხეც., H – 609: 93რ), თუმცა მოგვიანებით
ტექნოლოგია დახვეწილა და ზარბაზნები “ევროპული კალიბრის მიხედვით” ჩამოუსხამთ.
გაუმჯობესებულა, აგრეთვე, თოფის წამლის წარმოებაც და 1784 წელს თბილისის ქარხნის
თოფის წამალი აღნიშნულია, როგორც ძალიან კარგი ხარისხის მქონე (კაკაბაძე, 1924:
271).
წყაროთა უმეტესობა ერთხმად მიუთითებს, რომ საველე არტილერია დაარსდა ქიზიყის
მოურავის შვილის, პაატა ანდრონიკაშვილის მიერ, რომელმაც საარტილერიო ცოდნა რუსეთში
მიიღო (დავით ბატონიშვილის წერილი მუსინ-პუშკინისადმი, იხ. რაინეგსი, 2002: 39;
ბუტკოვი, 1869A: 287; ბაგრატიონი, 1983: 57 და სხვა).
განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შ ფონდის ¹ 167
საბუთი. ეს არის რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი საარტილერიო წიგნი. წიგნს აქვს
შემდეგი მინაწერი: “...მეფეთ-მეფე... ირაკლიმ მიბრძანა რუსულს დასტურზე არტილერიის
გაკეთება საქართველოს კაცს, გიორგი თარხანს. სახელითა მღთისათა, შეწევნითა
პატრონისა ჩემისათა, გავაკეთე ზარბაზნები, რომ რუსთაც დიდათ მოსწონსთ, ქართველთა და
კახთაც დიდად იმედად უჩანსთ” (ხეც., შ 167).
როგორც ვხედავთ, საველე არტილერიის დამაარსებელი და მისი მეთაური ყოფილა გიორგი
თარხანი (თარხნიშვილი?). გიორგი
თარხანი რომ არტილერიის მეთაური ანუ თოფჩიბაშია, ეს ჩანს 1776 წლის საბუთიდანაც:
“...მე თოფჩიბაშს თარხანს გიორგის და ჩემს ნაიბს გაბრიელს სამის თვისა ჩემი, ჩემი
ნაიბისა და თოფხანის სრულად ამალისა სამოცდა თვრამეტი თუმანი ექვსი მინალთუნი და
ხუთი შაური თქვენ ლაშქარნივისის მანუჩარისაგან მოგვებარა ბარათებით” (კლიმიაშვილი,
1962: 263). ისმის კითხვა —
საისტორიო ტრადიცია ზარბაზნების ჩამოსხმასა და საველე არტილერიის დაარსებას რატომ
მიაწერს პაატა ანდრონიკაშვილს და არა გიორგი თარხანს. ჩვენი აზრით, XVIII საუკუნის
70-იანი წლების მიწურულში პაატა ანდრონიკაშვილის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების
შემდეგ საარტილერიო საქმეში ერთგვარი გარდატეხა მოხდა. დაიხვეწა ზარბაზნების
ჩამოსხმის ტექნოლოგიები — “...მან მოაწყო (ანდრონიკაშვილმა—ა.თ.) თბილისში
ჩამომსხმელი საამქრო, სადაც გადაადნო ზარბაზნები (ალბათ, გიორგი თარხნის
ჩამოსხმული—ა.თ.) და ჩამოასხა ისინი ევროპული კალიბრის მიხედვით” (ბუტკოვი, 1869A:
287). ცვლილება იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ არტილერიის დაარსება მხოლოდ მას
მიეწერა. პაატა ანდრონიკაშვილის რუსეთიდან ქართლ-კახეთის სამეფოში დაბრუნების
შემდეგ, ერეკლე II-ს თოფჩიბაშის ანუ არტილერიის მეთაურის თანამდებობა გაუყვია და
გიორგი თარხანთან ერთად ანდრონიკაშვილისათვის ჩაუბარებია. 1780 წელს კი არტილერიის
მეთაურად მხოლოდ პაატა ანდრონიკაშვილი გვევლინება —
“...ჩვენ ქართლისა და კახეთის მეფე ირაკლიმ გიბოძეთ შენ, ქიზიყის მოურავიშვილს
პაატას თოფჩიბაშს. აქამდინ თოფჩიბაშობა გაყოფილი იყო. ახლა მთლად და საკუთრად შენ
დაგადგინეთ და შენ გიბოძეთ, რაც თოფჩები თარხანს გიორგის ებარნენ, ისინიც შენ უნდა
მიიბარო და ამათ სწავლაზედ ბეჯითი უნდა იყო და სხვის შემოყვანასაც ეცადე, რომ
თოფხანაში თოფჩები გაიმრავლო. შენთვის ჯამაგი-
რათ წელიწადში ორმოცი თუმანი გაგვიჩენია, ნახევარი ნაღდი და ნახევარი ჯინში
მოგეცემა. ნაღდი ოცი თუმანი მადნებიდამ მოგეცემა და ჯინში ოცის თუმნისა საბეჭდავის
იჯარიდამ მოგეცემა. ამას გარდა, რაც შენთვის ულუფა გაგვიჩენია, ის სხვა ოქმით
მოგეცემა” (იხ. კლიმიაშვილი, 1962: 269).
აკ. კლიმიაშვილმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ვეიდერბაუმის არქივის
კართოტეკის “გ” ასოზე მიაკვლია შემდეგი შინაარსის ჩანაწერს: “1784 წელს დავით
ბატონიშვილის აღსაზრდელად ერეკლე II-ს მოუწვევია ავსტრიელი იოსებ იაკობის ძე
გეტინგი, რომელსაც ერეკლეს დავალებით ზარბაზნები გაუკეთებია. 1795 წელს გეტინგი
კრწანისის ომში დაჭრილა. აღა-მაჰმად ხანს იგი ტყვედ წაუყვანია ირანში, საიდანაც
1798 წელს დაბრუნებულა. ერეკლეს მისთვის არტილერიის კაპიტნის ხარისხი უბოძებია
(კლიმიაშვილი, 1962: 264). შეიძლება აქ საქმე გვქონდეს არტილერიის შემდგომ
რეორგანიზაციასთან. საინტერესოა, რომ იმავე 1784 წელს ერეკლე II-ს ბრძანებით
თელავის სემინარიის რექტორს, გაიოზს რუსულიდან ქართულ ენაზე კიდევ ერთი სამხედრო
ხასიათის წიგნი — 1753 წელს პეტერბურგში დაბეჭდილი “სამხედრო ტიბიკონი და სამხედრო
არტიკული” — უთარგმნია (ხეც., შ 249). მინაწერიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ წიგნი
იოანე ბატონიშვილის საკუთრება ყოფილა. როგორც ჩანს, იოანე ბატონიშვილი
დაინტერესებულა საარტილერიო საქმით და საუკუნის მიწურულს ის კიდეც გვევლინება
თოფჩიბაშად ანუ ფელდცეხმეისტერად — “წყალობითა ღთისაითა ჩვენ... სრულად ქართლისა და
კახეთისა და სხვათა მეფემან გიორგიმ დაგადგინეთ შენ ჩვენი ძე იოანე ფელციხ
მეისტერად რომელ არის თოფჩიბაშობა და გარწმუნეთ ყოველი ჩვენი არტილერია და მსახურნი
მისნი აფიცერნი და თოფჩნი და რომელიც სახმარი ნივთნი არიან ტყვია ან წამალი თურამ
სხუა იარაღი ყოველივე შენის კითხვით უნდა გარიგდეს და განგიწესეთ წელიწადში შენის
სახელოს ჯამაგირი და ულუფა თეთრი ოთხმოცდა ათი თუმანი. ეს ყოველს წელიწადს ჩვენის
სარქრიდამ (მოგეცემა) ჩვენს ერთგულობასა და ჩვენც შენის თანამდებობისაებრ თავ
დადებით უნდა იყო ჩვენსა და ქვეყნის სამსახურში. აღიწერა თვესა ივნისს იÀ (18) ქ-კს
უპვ (1798 წ.)” (ხეც., Hდ — 3142).
ერეკლე II-მ ფელდცეხმაისტერის თანამდებობის გარდა დაა-
წესა კაპრალის, უნტერ-ოფიცრის, სერჟანტის, ოფიცრების: არტილერიის კაპიტნის,
მაიორისა და პოლკოვნიკის ჩინები და წოდებანი (ბერძენიშვილი..., 1958: 374).
წყაროებში ოფიცერთა კორპუსის წევრი შემდეგი პირებია მოხსენებული — პაატა
ანდრონიკაშვილი ფელდცეხმეისტერი და
პოლკოვნიკი; არტილერიის პოლკოვნიკი იოანე ქობულაშვილი (მასალები..., 1948: 35);
მაიორები — გაბრიელი, გიორგი გურამიშვილი, ნაზარაშვილი (იოსელიანი, 1978: 247);
არტილერიის კაპიტნები — გიორგი თუმანიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე (მასალები..., 1948:
81-83), ყალამთაროვი, გიორგი ჩემსურაშვილი (იოსელიანი, 1978: 247). პლატონ
იოსელიანის გადმოცემით თბილისის ზარბაზნების ქარხნის გამგე ყოფილა თავადი ივანე
აბამელიქი, რომელიც 1830 წლის ახლო ხანებში არტილერიის გენერალ-მაიორის ჩინით
პეტერბურგში გარდაცვლილა (იოსელიანი, 2009: 153). სავარაუდოდ, ისიც საარტილერიოს
ოფიცერთა კორპუსის წევრი იქნებოდა.
საარტილერიო პოლკის მსახურები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი იერარქიით:
ფელდცეხმეისტერი, 1 პოლკოვნიკი, 2 მაიორი, რამდენიმე კაპიტანი, სერჟანტები,
უნტერ-ოფიცრები, კაპრალები და რიგითი სალდათები ანუ თოფჩები.
1788-1789 წლის თოფხანის წევრებისათვის მიცემული ჯამაგირის და ულუფის გამწესების
წიგნებიდან შესაძლებელია საარტილერიო პოლკის უფრო წვრილი შენაერთების
დაკომპლექტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც — “...თოფხანაში განწესებულ სალდათებს
ერთს სერჟანტს, ორს კაპრალს და ცხრამეტს სალდათს თავეთ განწესებული სამი თვის
ჯამაგირი თერთმეტი თუმანი, ორი მინალთუნი და თოთხმეტი შაური მოეც. მოგვებარა ჩვენ,
უნდერ აფიცარს პეტრესა და ჩვენს
თაბუნს თოფჩებს თვრამეტს კაცს, ბატონის განწესება კვირაში კაცისათვის ხუთი ჩარექი
ღვინო, რომ თვრამეტს კაცის შეიქმნება ერთ თვისა ოთხმოცდა ათი თუნგი ღვინო. ერთი
თვის პურიც სამ კაცზე ერთი ლიტრა, რომ იქნება ერთი თვისა თვრამეტი კოდი”
(კლიმიაშვილი, 1962: 270-271). ამ
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ დაახლოებით 20 კაცი შეადგენდა ერთ თაბუნს, ანუ ოცეულს.
მას ხელმძღვანელობდა სერჟანტი ან უნტერ-ოფიცერი. მათ განკარგულებაში იყო 2 კაპრალი
და 18-19 “სალდათი”. გამოდის, რომ კაპრალები ხელმძღვანელობდნენ ათეულებს. რამდენიმე
თაბუნის მეთაური იქნებოდა კაპიტანი და ა.შ.
ამავე წყაროებიდან ირკვევა, რომ ერეკლე II დიდად ზრუნავდა, როგორც რიგითი
მეზარბაზნეების — თოფჩების — რაოდენობის გაზრდაზე, ასევე კვალიფიცირებულ ოფიცერთა
კადრების შექმნაზე. ამ მხრივ მეტად საინტერესოა 1794 წლის ერეკლე II-ის წერილი
გარსევან ჭავჭავაძისადმი: “...სომხითის მელიქოვი სტეფან პავლიჩი რუსეთს იყო, იქ
რუსული ენა და წიგნი ისწავლა და აქ ჩვენთან მოვიდა და ჩვენ ისევ მანდ რუსეთს შენთან
გამოვისტუმრეთ იმ მიზეზისათვის, რომ ინჯინერნი კრეპუსტში მიაბაროთ და კამთლეთში
(კომპლექტში) იმყოფებოდეს. მათის დიდებულების ყოვლად მოწყალის ხელმწიფის
მოწყალებით; ეგების არტილერიის საქმე ისწავლოს და ამ ქვეყანას გამოადგეს...”
(კლიმიაშვილი, 1963: 168). იმის
გარდა, რომ ერეკლე საარტილერიო ცოდნის მისაღებად უცხოეთში (ძირითადად რუსეთში)
ახალგაზრდებს გზავნიდა, ამავე დროს ცდილობდა კადრების ადგილზე მომზადებასაც: “მისმა
სიმაღლემ, სანატრელმა მეფემ ირაკლიმ იმერეთიდან გადმომიყვანა პატარა და აქ თავის
არტილერიის სამსახურში განმაწესა...” — აცხადებდა აზნაურიშვილი კაპიტანი გიორგი
ჭუმბურიძე (მასალები..., 1948: 83).
ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია 1789 წლის ერეკლე II-ის სიგელი თავად გიორგი
თუმანიშვილისადმი არტილერიის კაპიტნის ხარისხში აყვანის შესახებ: “წყალობითა
ღუთისათა ჩვენ ირაკლიმ მპყრობელმან სრულიად საქართველოÁსა და სხვათამან.
ცნობილ და განცხადებულ ქმნილი არს ჩვენთან თითოეულად თავადის გიორგის თუმანოვისაგან
სამსახური, რომელმანცა არტილერიისა შინა ჩვენსა იმსახურა რაოდენთამე წელთა შინა,
პირველად თოფჩად, მერმე კაპრალად და უნდერაფიცრად და შემდგომად სერჟანტად. და
ამისთÂს განვაცხადებთ ჭეშმარიტითა განსჯითა ამის მიერ სამსახურსა ჩვენისა, რომლისა
მიზეზისათვის შესაბამისად შრომისა თვისისა მიენიჭა არტირელიისა ჩვენისა აფიცრობა
წელთა ჩღთ, ათას შვიდას ოთხმოცდა ცხრასა. აქვს სამხედროთა ჩვენთა განსწავლილთა
მწყობრთა შორის უხუცესი ხარისხი კაპიტნობისა და ამისათვის ბრძანებითა მოვავლენთ
არტილერისა ერთა და ყოველთა ჩუენთა მკვიდრთა ერთა ზედა რათა მიიღოთ თანამდებობითა
პატივითა თავადი გიორგი თუმანოვი, აფიცარი არტილერიისა ჩვენისა, რომლისადმიცა
სარწმუნოდ რწმუნებულ ვართ კეთილის ერთგულებითსა სამსახურსა, ვითარ ხელითავე ჩვენითა
ვაწერთ და ბეჭდით ჩვენითა ვბეჭდავთ უცვალებლად და დავამტკიცებთ. თვესა აგვისტოსა კზ
(27), ქ-კს უოზ (1789 წ.). სამეუფოსა ქალაქსა ტფილისს” (მასალები..., 1948: 82).
ამ საბუთიდან ჩანს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ერეკლე II პროფესიონალი
კადრების ჩამოყალიბებას და საერთოდ არტილერიას. თავადმა თუმანიშვილმა რიგითი
მეზარბაზნიდან (თოფჩიდან) დაწყებული ყველა საფეხური განვლო და შესაბამისი ცოდნის და
გამოცდილების დაგროვების შემდეგ კაპიტნის ხარისხი მიიღო. ე. ი. სამხედრო
მოსამსახურეებს, წოდებისა და დომენის მიუხედავად, ოფიცრობამდე გზა უმცირესი
თანამდებობიდან უნდა გაევლო. აღნიშნული საბუთიდან ირკვევა, რომ ერეკლე II-ის
რეფორმების შედეგად შექმნილ სამხედრო ძალებს არავითარი
კავშირი აღარ აქვს ფეოდალურ-ბატონყმურ ლაშქართან. სამხედრო სამსახური თავადმა
თუმანიშვილმა თოფჩის ჩინით ხომ ყმაგლეხების გვერდით დაიწყო. აღნიშნული საბუთი ამყარებს დავით ბატონიშვილის
“საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვის” ¹ 864 მუხლს,
რომლის მიხედვითაც ერეკლე II ქვეშევრდომებისაგან, საზოგადოებრივი წოდების
მიუხედავად, მოითხოვდა პირად შრომასა და საზოგადოებრივ გარჯას (ბაგრატიონი,
1959: 364). ასეთი მიდგომები კი ემსგავსებოდა პეტრე I-ის შემოღებულ “ტაბელს
რანგთა შესახებ”.54 ერეკლე II არტილერიის მოსამსახურეთა გაზრდისათვის
სხვადასხვაგვარ ღონისძიებებს მიმართავდა. თოფჩიბაშ პაატა ანდრონიკაშვილს ხომ
პირდაპირ უთითებდა: “...სხვის შემოყვანასაც ეცადე, რომ თოფხანაში თოფჩები
გაიმრავლოთ”. ერეკლეს თოფჩების გამოყვანა მოსახლეობისთვისაც შეუწერია —
“...გორელებს, რომ თოფჩები შააწერეთ, გორელებმა ჩემი თავი გაახლეს თოფჩათა, თორმეტი
წელიწადია თქვენს სამსახურში გახლავარ” — აცხადებდა გლეხი ზურაბ ულუპიაშვილი (იხ.
კლიმიაშვილი, 1962: 267). საინტერესოა რომ ეს გლეხი კერძო მებატონის ყმა ყოფილა.
სხვადასხვა საბუთებით ირკვევა, რომ ერეკლე II თოფხანის მსახურებს მრავალ შეღავათს
უწესებდა: “შენ ჩვენის არტილერიის მცველად დაგაყენეთ და ასე გაგააზატეთ, რომ არა
სათათრო, არა სალეკო, არა სამასპინძლო და არა სამოურაო და სანაცვლო, არა სასოფლო და
ხარჯი და ბეგარა არა გეთხოვებოდეს რა, მარტო ამ მცველობის მეტი, და რაც ულუფა და
ჯამაგირი განგვიწესებია, ისიც უკლებლივ გექნებათ და თუ ვინმემ გაგლახოს, ან დაგჭრას
და ან მოგკლას, რაც ერთის აზნაურიშვილის სისხლი აიღებოდის... ის გაგიჩინოს... და
მოგცენ. ამას გარდა, თუ ერთი ძმის მეტი არა გყვანდეს, მორიგეში ნურც ის გამოვა. და
თუ, ერთის გარდა, სხვა ძმა და ან სახლის კაცი გყავნდეს, ერთის კი ნუ გამოვა და
სხვათ ყველამ თავთავის მორიგეობის თვეშიდ იარონ. და შენც მანამდის სამსახურში
იქნები, ჩვენგან ეს წყალობა არ მოგეშლება, და როდესაც ამ სამსახურიდან გახვალთ, ეს
წყალობაც მოგეშლება და ეს წიგნიც ბათილი შეიქმნება, მაგრამ თუ არ დიდის
მიზეზისათვის და ანუ რომლისამე დიდის სნეულებისათვის შენი ამ სამსახურიდამ გასვლა
კი აღარ იქნება...” (იხ. კლიმიაშვილი, 1962: 267).
სულ მალე თოფხანაში სამსახური საკმაოდ მიმზიდველი გამხდარა. იასე ოსეს ძე
გადმოგვცემს: “შარშან რომ რუსები შემოვიპირე (სავარაუდოდ რუსეთის ჯარის
დეზერტირები—ა.თ.), ივანე პატარა დიღმიდამ, სტეფანე თიანეთიდამ, ნიკოლა
ჯინჯილხანიდამ, დიდი ივანე სასტიკის საპყრობილედამ, მშიერი, შიშველი, სასიკვდილოს
მიცემული გამოვიყვანე. ჯერ ეს იყო ოსე (იესეს შვილი—ა.თ.) გამიქცია, ახლა ოთხივ
ერთად გაიქცნენ და თოფხანაში შევიდნენ” (იესე ბარათშვილის..., 1950: 95).
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ აღწერის ერთ-ერთი დავთრში დაახლოებით 500 კომლ
მოსახლეში 8 თოფჩი ფიქსირდება (ხეც., Hდ — 1606).
თოფხანაში პროფესიონალი მსროლელების — სალდათების გარდა მსახურობდნენ დურგლები,
ხუროები, მბურღავები და მქლიბავები: “...თოფხანის ხურო დურგლებისა და ზარბაზნების
მბურღავ-მქლიბავების ხელფასისათვის ქალაქის გიორგობის თვის სამორიგო საბადლოდამ
სამი თუმნი ააკრეფინე...” (კლიმიაშვილი, 1962: 265). მეფემ მათაც ჯამაგირი და
შეღავათები დაუწესა: “მაიორო გაბრიელ... ჩვენ არტილერიაში ხურო გვჭირვებოდა, ეს
ივანე ხურო არტილერიაში განგვიწესებია, ნუსხაში უნდა ჩააგდო და მოხელეებთანაც
გამოაცხადო, რომელიც არტილერიის ხუროს ჯამაგირი და ულუფა ჰქონდეს, იმასაც ის უნდა
მიეცეს და ამის მოდავეს, რაც გასვლია ამ ივანე ხუროში ჩვენ მივსცემთ”. ერეკლეს
მისთვისაც მრავალი პრივილეგია მიუნიჭებია (კლიმიაშვილი, 1962: 265-266).
თოფხანის განკარგულებაში იყო, აგრეთვე, ზარბაზნებისა და მორტირების ჩამოსასხმელი
ქარხანა. ეს საწარმო ნედლეულს ნაწილობრივ ახტალა-ალავერდის მადნებიდან (ტყვია,
სპილენძი) და ნაწილობრივ რუსეთიდან (რკინა-ფოლადს) იღებდა. თოფხანასვე
ემსახურებოდა, აგრეთვე, “ავლაბრის ციხის გარეთ” მდგარი თოფისწამლის ქარხანაც.
არტილერიის გადასაადგილებლად თოფხანაში განწესებული იყვნენ მეურმეები, რომლებიც
მეხრეთუხუცესის გამგებლობაში იმყოფებოდნენ — “მოგაბარეთ ჩვენი არტილერიის ხარები და
გაგიჩინეთ წელიწადში ჯამაგირი თორმეტი თუმანი”, ბრძანებდა ერეკლე II 1787 წელს
მეხრეთუხუცეს დავით მეფურიშვილისადმი მიცემულ სიგელში (კლიმიაშვილი, 1962: 271).
პლატონ იოსელიანის თქმით, “ასოცი ხარი და კამბეჩი იყო მზად ზარბაზნებისათვის
დანიშნული და მეხრენი” (იოსელიანი, 1978: 248). ბუტკოვის ცნობით, თავდაპირველად არტილერიაში მინბაში,
უზბაში და 60-მდე რიგითი მეზარბაზნე მსახურობდა. დროთა განმავლობაში მათი
რაოდენიბა იზრდებოდა. იოანე ორბელიანის ცნობით სულ თოფხანაში 400-მდე თოფჩი
მსახურობდა (АКАК, 1868: 288). ისინი სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ
ჯამაგირს (რიგითი ჯარისკაცი წელიწადში 20-25 მანეთს)55 , ულუფას,
ტანისამოსს და ა.შ. 55 მეზარბაზნეთა
ჯამაგირის რაოდენობა გაანგარიშებულია ერთ-ერთი ცნობიდან (იხ. კლიმიაშვილი,
1962: 270), სადაც აღნიშნულია, რომ “თოფხანის სალდათებს” — ერთ სერჟანტს,
ორ კაპრალს და ცხრამეტ სალდათს სამი თვის ჯამაგირის ანგარიშში გადაეცათ 113
მანეთი და 70 კაპიკი. ბუტკოვის ცნობით ერეკლე II-ის საველე არტილერია 10
ზარბაზნისაგან შედგებოდა და “დროთა ვითარებაში ზარბაზნების რიცხვი პაატა
ანდრონიკაშვილის მიერ 15-მდე გაიზარდა” (ბუტკოვი, 1869A: 287). ბურანაშოვი
გადმოგვცემს, რომ “...ქართულ არტილერიას ატარებენ ხარებით, თუმცა ის არაა
გაკეთებული სავსებით სწორად და არ არის მთლად გამართული, მაინც საშიშია მათი
მეზობელი მტრებისათვის, რადგან მათ ეს არ აქვთ. ეხლა ერეკლეს აქვს 12 საკუთარი
ზარბაზანი, ჩამოსხმული ტფილისში” (ბურნაშოვი, 1896: 7).
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი მოგვითხრობს, რომ ერეკლეს “ჰქონია ოცდაოთხი
განწყობილი ზარბაზანი თავის ჩამოსხმულის სახლითი, რომელსაცა სითკენაც უნდოდა, იქით
წაიღება... სადაც კი ზარბაზნებს წაიღებდა ხოლმე მტერსა რეგუდა” (ჯამბაკურ-ორელიანი,
1914: 8). გარდა საველე
არტილერიისა, ქართლ-კახეთის მთავარ ციხე-სიმაგრეებშიც (თბილისის ციხეებში —
ნარიყალა, მეტეხი; გორში, თელავში, სიღნაღში და სხვ.) იყო განთავსებული ზარბაზნები.
მაგალითად, გიულდენშტედტი გადმოგვცემს, რომ ქალაქ სიღნაღის “...თავდაცვა შედგება 5
ექვსფუნტიანი ქვემეხისაგან, რომლებსაც “მოდარაჯე გარნიზონის ხელში მას აქაური იოლი
მტრისათვის აუღებელს ხდის” (გიულდენშტედტის..., 1962: 259). პლატონ იოსელიანის
გადმოცემით, ერეკლე II-ს 85 საციხე ზარბაზანი ჩამოუსხია. როდესაც მათ თავისი
მნიშვნელობა დაკარგეს, 1836 წელს, რუსეთის მთავრობის განკარგულებით ეს სახაზინო
ზარბაზნები საჯარო ვაჭრობით გაყიდულა “სპილენძის ჯართად მათ გადასაქცევად”. მის
დრომდე შემორჩენილა მხოლოდ ერთი, გორის ციხის, ზარბაზანი. ამ ზარბაზანს ჰქონია
შემდეგი წარწერა: “ქ. სახელისა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. ამინ.
მოჰფინე რისხუა შენი თესლთა ზედა, რომელთაცა არა-ელიან შენ. დაეცემოდიან მათ ზედა
ნაკუÀრცხალინი ცეცხლისანი და ვერ დაუთმონ. მეფე ირაკლი ვამბობ” (იოსელიანი, 2009:
153). 56 ამას მოწმობს 1779
წლის ერევანზე, 1787 წლის განჯაზე და სხვა ლაშქრობები; თუმცა სახელმწიფო
ხაზინის შემოსავლები მეფეს მის შემდგომი გაზრდის საშუალებას არ აძლევდა. ეს
ძალა ხომ საკმარისი არ აღმოჩნდა ირანის შაჰის დასამარცხებლად. დავით ბატონიშვილის ცნობით, ერეკლე II-ს დაუარსებია სამხედრო კანტორაც — “Военная кантора”, სადაც ინახებოდა შეიარაღება — თოფ-ზარბაზნები, ტყვია-წამალი, ყუმბარები, პროვიანტი და ფურაჟი (ბაგრატიონი, 1959: 134).
ბურნაშოვის გადმოცემით, სამხედრო კანტორიდან ტყვიაწამლით, შეირაღებით, სურსათითა და
ფურაჟით მარაგდებოდა როგორც მუდმივი სამხედრო ძალები, ასევე მეფის მცველთა რაზმები
და საჭიროების შემთხვევაში დროებითი სამხედრო ძალებიც (ბურაშოვი, 1898: 8).
საქართველოში რუსეთის იმპერიის წარმომადგენელის ლვოვის 1772 წლის მოხსენებიდან
პირველი მინისტრისადმი ირკვევა, რომ ერეკლე II-ს მუდმივი სამხედრო ძალებისათვის
რუსული სამხედრო უნიფორმების მსგავსი სპეციალური სამოსი შემოუღია (Грамоты...,
1891: 364). ერეკლე II-ის
სამხედრო რეფორმასთან არის დაკავშირებული ქეშიკჩიბაშის (მცველთუხუცესის) სახელოს
დაარსებაც. ქეშიკჩიბაშის იყო მეფის მცველთა რაზმის — ქეშიკების — მეთაური (მანამდე
მეფის დაცვა ყულარაღასს — მონათ უხუცესს — ევალებოდა) (სოსელია, 1973: 530;
მასალები..., 1948: 027, 41-42). დავით ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ “ქეშიკად
მეფისა, ანუ ღვარდიად მეფისა, არიან ადრიდგანვე დაწესებულნი თუშნი, ხევსურნი და
ფშავნი. ესენი არიან მთის კაცნი და ერთგულნი მეფეთანი” (ბაგრატიონი, 1964: 224).
მეფის მცველთა რაზმები პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული მუდმივი ჯარის
ნაირსახეობა იყო. 57.მაგ.,
აღწერის დროს მეფე სარდლებს სარგოს სახით აღწერის გადასახადის ნაწილს კი
აძლევდა, მაგრამ აღწერას უკვე არა სარდალები, არამედ მეფის მდივნები
ატარებდნენ. 58.
მაგ., გორის ციხის დაცვა ევალებოდა არა ამილახვარის დაქვემდებარებულ
მოხელეს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დანიშნულ მინბაშს.... ხშირი იყო სარდლების როტაციაც.
მეფე მათ თანამდებობაზე დამსახურების მიხედვით ნიშნავდა. ამ მხრივ საინტერესოა
მემარჯვენე სასარდლოს მეთაურთა როტაცია — პაპუნა ორბელიანის ცნობით, 1744 წელს
ზემო ქართლის სადროშოს სარდალი იყო დიმიტრი ამილახვარი (ორბელიანი, 1981: 91),
იგი მალევე იქნა გადაყენებული თანამდებობიდან და 1748 წლიდან სარდლად
გვევლინება ამირანდო ამილახვარი (ორბელიანი, 1981: 140). საბუთიდან ირკვევა,
რომ XVIII საუკუნის 60-იან წლებში მას თანამდებობა დაატოვებინეს და მინბაში
რევაზ ამილახვარი ხდება სარდალი. მოგვიანებით, 70-იან წლებში, რევაზ
ამილახვარის სიცოცხლეშივე, სარდლად მდივანბეგი იასე დაინიშნა, რომელიც იმავე
საუკუნის 80-იან წლებში მინბაშმა ოთარ ამილახვარმა შეცვალა. იასე ამილახორს
მხოლოდ გორის მოურაობა აკმარეს. მოგვიანებით, დავით ბატონიშვილმა ოთარ
ამილახვარი დააპატიმრა და სარდლად გიორგი ამილახვარი დანიშნა (იხ. ქიქოძე,
1963; მასალები..., 1948: 84).
ერთი სიტყვით, ერეკლე II-მ სამხედრო რეფორმების შედეგად შექმნა ფეოდალური
ლაშქრისაგან განსხვავებული მუდმივი ჯარის სახეობები. მეფე აღარ იყო დამოკიდებული
თავადურ ლაშქარზე და ამით ფაქტობრივად გააუქმა სათავოთა პოლიტიკური
უფლებათაგან ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება — “სამხედრო იმუნიტეტი”. მეფის
ლაშქრით უზრუნველყოფა მათ ფუნქციებს გასცდა. ცხადია, სამხედრო რეფორის გატარების
დროს ერეკლე II ხელმძღვანელობდა ქართულ ენაზე ნათარგმნ საარტილერიო
სახელმძღვანელოთი და პეტრე I-ის “სამხედრო წესდებით”.
ფეოდალური ლაშქარიდან მუდმივ სამხედრო ძალებზე გადასვლა ცვლილებებს, ბუნებრივია,
საბრძოლო ხელოვნებაშიც გამოიწვევდა. ამ მხრივ მეტად საინტერესოა აკ. კლიმიაშვილის
მიერ გამოქვეყნებული ერეკლე II-ის წერილი ვინმე გურგინასადმი:
“... შენ ხომ იცი, ჩვენ ჯარში ყოფნა როგორ გვინდა. ჩვენი სარქარდრობა აქედან ამას
სიჯავს: თუ ისინი გამოვიდნენ და ომი მიუხდესთ, თქვენ მინდორზე შებმას ეცადენით.
კინკლაობასა და იმათსავით თოფების მიშვებასა და ისე შებმას დაეხსენით. თქვენ ერთად
თქვენის ძალით ღვთით, მიაწექით და ზარბაზნები წინ მიიძღვანეთ. ქვეითი კაცი იბრეიმ
ხანსაც ბევრი ეყოლება, ცხენიანიც რომ დააქვეითოთ და ისე მიხვდეთ, ზარბაზნებიც წინ
მიიმძღვაროთ და ომი ზარბაზნებს დააცადოთ. ჩვენი გონება ამას უმჯობესად ხედავს, რომ
ღვთით ამ გზით შეებათ. ჩვენ ეს სიტყვა მირზა გურგინასაც დავაბარეთ, რომ იბრეიმ ხანს
მოახსენოს და ეხლა, გურგინ, შენთვისაც ეს მოგვიწერია. თქვენ რომ არ აუჩქარდეთ,
დააცალოთ, ისინი თქვეზე მოიყვანოთ და თქვენ იმათზე არ მიხვიდეთ — ასე სჯობს, რომ
ისინი თქვენზე მოსვლით დაღალოთ და ღვთით იმ დაღალულს ერთიანად შეებათ; ისინი
აქეთ-იქიდამ ტანებას დაგიწყებენ, თქვენ ზარბაზნის სროლის მეტს ნურას იქმთ, ისინი
ამაში დაიღალვიან, მასუკან ერთიანათ მიაწევით და ღვთით თან გაიტანთ” (კლიმიაშვილი,
1962: 274). ერეკლე II-ის ამ
საბრძოლო დარიგებიდან ჩანს, რომ წარსულს ბარდებოდა შუა საუკუნეების ხმალდახმალ
ბრძოლის ტაქტიკა. ჩანს, რომ ცხენოსანი ჯარით შეტევა უგულვებელყოფილია ქართველი
მეფის მიერ. გადამწყვეტი უპირატესობა ქვეით ჯარსა და არტილერიას ენიჭება. მტრის
საარტილერიო დამუშავების შემდეგ ერეკლე II ერთიანი შეტევის რეკომენდაციას იძლევა,
რაც თავისთავად მწყობრი შეტევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველივე აქედან გამომდინარე
ერეკლე II-ს დროინდელი ქართული საბრძოლო ხელოვნება უფრო მეტ მსგავსებას იჩენს
ევროპულ საომარ ტაქტიკასთან, ვიდრე შუა საუკუნეების ფეოდალურ ბრძოლებთან.
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ ერეკლე II-ის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმები
“ქვეყნის ევროპულად გარდაქმნას” ემსახურებოდა. ერეკლემ მოახერხა შეექმნა მცირე,
მაგრამ სტაბილური სამხედრო ძალები — “მორიგე ჯარი”, საარტილერიო შენაერთი, მეფის
მცველთა რაზმი. ამით, ერთი მხრივ, გაზარდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და, მეორე
მხრივ, სათავადოებს ჩამოართვა ის ტრადიციული ფუნქცია, რაც ჯარის გამოყვანაში გამოიხატებოდა.
ვახტანგ ბატონიშვილი “მორიგე ჯარის”
დაარსების შესახებ აღნიშნავდა — “ვინაითგან აღარა იყო შესაძლებელი
ჯამაგირით განწესებულთა მხედრობათა მყოფობა ამისათვის მოიგონა მეფემან ამან
(ერეკლემ — ა.თ.), წელსა ჩღოთ (1774 წ.) სამეფოთაგან თავისთა თვე და თვე
ყოველთავე რიგით მოლაშქრეობა თავადთა, აზნაურთა და გლეხთა. ყოველს თვეში
უნდა წამოსულიყო, ვისაც შეხვდის, თავისის იმ თვის საკმაოს საზრდოთ. ხ[ოლო]
გლეხნი, ნაცვლად საზრდოსა ამის წამოღებისა, თავისუფალ ჰყო სხვისა რომელსამე
ხარკისაგან. ესენი უნდა შეყრილიყვნენ ტფილისს, ანუ სხვასა რომელსამე
დანიშნულსა ალაგსა და მას უკან, ვითარ საჭირო შეხვდისთ, ესრეთ ხმარებულ
ჰყვან. ამათ ჰყვის თვე და თვე რიგით. თითო მხედართმთავარი. ამ
მხედართმთავართა რიცხვთა შორის იყო თვით მეფეცა და მეფის ძენი და სხვანი
ჩინებულნი თავადნი. დიდად სარგებელ ექმნა საქმე ესე საქართველოს. ამით
მოხდა მრავალგზის ძლევა ლეკთა ზედა და ვეღარა იქმნენ ლეკნი მსგავსად
უწინარესისა გამბედველ ქართლსა შინა ავაზაკიბისა. იყვნენ ადგილნი რომელიმე,
რომ არა გამოყვანდათ მუნიდან მორიგე, უკეთუ არა მოუწოდინ ერთან ჯარად”
(ბაგრატიონი, 1914: 34).49
49. ასეთი იყო თუშ-ფშავ-ხევსურეთი, საიდანაც
მეფეს გამოჰყავდა რამდენიმე ასეული კაცი, რომლებიც მუდმივად სამეფო კარის
განკარგულებაში იყვნენ.
როგორც კლიმიაშვილი განმარტავს, ამ პერიოდში
“მორიგე ჯარი” რამდენადმე განსხვავებული სახით არსებობდა. “1774 წლამდე,
ე.ი. “მორიგის” განჩინების შედგენამდე, “მორიგის” გაყვანა ხდებოდა არა
საყოველთაო გაწვევით, არამედ შეწერით. შეწერა ხდებოდა სადროშოების
მიხედვით. სადროშოს ტერიტორიაზე მოსახლე მებატონეებს, აზნაურებს, თავადებს
და ეკლესიას მეფე შეაწერდა ყოველთვიურად გამოსაყვანი ჯარის გარკვეულ
რაოდენობას, ამ ბატონის ყმა-მამულის სიდიდის შესაბამისად” (კლიმიაშვილი,
1963: 186).50
50. მაგალითად, 1769 წლის 10 ნოემბერის
“მორიგე ჯარის” ნუსხა ზემო ქართლიდან (ამილახვრის სადროშოდან) 192 კაცის
გამოყვანას ითვალისწინებდა.
კლიმიაშვილის მოტანილი 7 დოკუმენტიდან, რომლებიც 1782-1784 წლებს ეხება,
ნათლად დასტურდება, რომ “მორიგე ჯარი” თავისი ჩვეული სახით არსებობდა.51
51. ამას ადასტურებს, მაგალითად, 1783 წლის 5
ივნისის ერეკლე II-ის ბრძანება ფარემუზ ანდრონიკაშვილისათვის მორიგეში
დაკლებულთა დარბევის შესახებ და სხვ. (კლიმიაშვილი, 1963 195).
აკ. კლიმიაშვილის მოტანილი 13 დოკუმენტი მოწმობს, რომ 1791-1800 წლებში
“მორიგე ჯარი” კვლავ ფუნქციონირებდა.52 წინა პერიოდის “მორიგისგან”
განსხვავება ის იყო, რომ ქვეყანაში კვლავ იკრიბებოდა სურსათის გადასახადი,
ამიტომ “მორიგეს” მიეცემოდა გარკვეული ჯამაგირი (კლიმიაშვილი, 1963: 198).
52.“მორიგეს” არსებობას ადასტურებს შემდეგი
დოკუმენტები: 1791 წლის ივნისის მორიგე ჯარის ნუსხა ქალაქის განაპირა
სოფლებიდან; 1791 წ. 8 ივლისის ერეკლე II-ის წერილი ბეჟან ამილახვრიშვილთან
მორიგეში დაკლებული კაცების დარბევასთან დაკავშირებით; 1792 წ. 13 ნოემბრის
არზა სნეულების გამო მორიგიდან განთავისუფლების შესახებ; 1794 წლის 27
აპრილის ერეკლე II-ის მიწერილობა მინბაშ ბეჟან ამილახვრიშვილისადმი მაისის
და ივლისის “მორიგეს” გამოყვანის შესახებ; 1795 წლის 11 მაისის მიწერილობა
იულონ ბატონიშვილისა ამილახვრიშვილისადმი “მორიგეს” გამოყვანის შესახებ;
1799 წლის 27 ნოემბრის არზა შნოღელი ქევხისა უსამართლოდ დაკისრებული
“მორიგესგან” განთავისუფლების შესახებ და სხვ. (კლიმიაშვილი, 1963: 202).
წყაროებში დასტურდება, რომ ერეკლე II-მ
მართლაც შექმნა ასეთი შეიარაღება. ბუტკოვი საველე არტილერიის დაარსებას
1770-72 წლებში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების ქართლ-კახეთში
შემოსვლას უკავშირებს — “რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნისა და რუსეთის
დეზერტირებისაგან მეფე ირაკლიმ მიიღო ის სარგებლობა, რომ იპოვა საშუალება
დაეარსებინა თავისი საველე არტილერია. მაშინ ის შედგებოდა არა უმეტეს 10
ზარბაზნისაგან და მისი უფროსობა ჩაბარებული ჰქონდა მინბაშს53
(ათასისთავს), რომელსაც ჰყავდა ხელქვეითი უზბაში (ასისთავი) და 60-მდე
რიგითი მეზარბაზნე. დროთა ვითარებაში ზარბაზნების რიცხვი გაიზარდა 15-მდე
პაატა ანდრონიკოვის მიერ, რომელმაც ცოდნა საარტილერიო მეცნიერებაში მიიღო
რუსეთში. მან მოაწყო თბილისში ჩამომსხმელი საამქრო, სადაც გადაადნო
ზარბაზნები და ჩამოასხა ისინი ევროპული კალიბრის მიხედვით” (ბუტკოვი,
1869A: 287).
53.ბუტკოვი არტილერიის მეთაურად მინბაშს
ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ არტილერიას თოფჩიბაში ხელმძღვანელობდა.
54 იხ. Российское..., 1986: 56-61.
როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის 70-იანი
წლების დასაწყისიდან ერეკლე II-მ საარტილერიო ბატარეის შექმნა დაიწყო. ეს
იყო ხანგრძლივი პროცესი. ეკონომიკური განვითარების პერალელურად,
ზარბაზნების და მორტირების ჩამოსხმის პროცესი დაიხვეწა, გაიზარდა
ჯარისკაცთა რაოდენობა და ა.შ. საბოლოოდ ერეკლე IIმ მიიღო პატარა, მაგრამ
მობილური, კავკასიის მასშტაბით დაუმარცხებელი, ევროპული ტიპის არტილერია.56
ამავდროულად, ერეკლეს არ გაუუქმებია
სასარდლოები. ფეოდალური ლაშქარი მუდმივად არსებობდა. პატარა ქვეყანას არ
შეეძლო ძლიერი საგარეო საფრთხეების მოგერიება სამეფო მუდმივი ჯარით “ქუდზე
კაცის” გარეშე. თუმცა მკაცრად განისაზღვრა
სარდალთა უფლება-მოვალეობანი და ისინი სამეფო კარის რიგით
მოხელეებად იქცნენ. სადროშოს მეთაურები კვლავინდებურად დიდი სათავადოების
წევრები იყვნენ. მაგრამ მუდმივი სამხედრო ძალების არსებობის ფონზე,
სარდლების მეთაურობით გამოყვანილმა ლაშქარმა სარეზერვო ჯარის სახე შეიძინა.
მის შეკრებას მუდმივი ხასიათი აღარ ჰქონდა. დროთა განმავლობაში ჯარის ეს
სახეობაც კარგავდა ფეოდალურ-ბატონყმურ ლაშქრის ფუნქციებს. ერეკლე II-მ
სარდლებს “სარეზერვო” ჯარის შეკრების თავისუფლება ჩამოართვა. ასეთი ტიპის
ჯარების მობილიზაციაც სამხედრო კანცელარიაში არსებული აღწერის დავთრების
მიხედვით ხდებოდა. სარდლები გადაიქცნენ მეფის რიგით მოხელეებად და,
უმეტესად, ძირძველი დიდი თანამდებობის სხვადასხვა ასპექტებმა
ფორმალური ხასიათი შეიძინეს.57 სარდლის
კომპეტენციიდან გავიდა სასარდლოში არსებულ ციხე-სიმაგრეების დაცვაც.58
![]() |
4.4 § 4. სასამართლო და საპოლიციო-ადმინისტრაციული რეფორმები |
▲ზევით დაბრუნება |
§ 4. სასამართლო და საპოლიციო-ადმინისტრაციული რეფორმები
XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოში სასამართლო სისტემაში თვალსაჩინო ცვლილებები განხორციელდა. სამეფოს ერთ-ერთი მოხელის, მდივანბეგ იესე ოსეს ძის თავგადასავალში აღნიშნულია: (1778 წლის) “აპრილს ბრძანება გამოვიდა — ყოელი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო” (იესე ბარათშვილის..., 1950: 86). თავდაპირველად ამ ცნობას ყურადღება მიაქცია აკად. ნ. ბერძენიშვილმა. ავტორი ეხებოდა რა ერეკლე II-ის ღონისძიებებს, მიმართულს ქვეყნის მმართველობის გადასახალისებლად, აღნიშნავდა: “ასევე ახალი იყო მსაჯულთშეკრებულობის დაწესებულება, ერეკლემ რომ შემოიღო 1778 წელს. ამიერიდან ყოველი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო” (ბერძენიშვილი..., 1946: 400).
პროფ. ივ. სურგულაძე თავის ნაშრომში “საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის” აღნიშნავდა, რომ 1778 წელს ქართლ-კახეთის სამეფოში სასამართლო საქმიანობაში მოხდა დიდი ცვლილება, რაც “მსაჯულთშეკრებულების” დაარსებაში გამოიხატა (სურგულაძე, 1952: 334).
სარგის კაკაბაძის აზრით, 1778 წლის რეფორმის არსი გამოიხატა იმ ფაქტით, რომ ამ აქტის შედეგად მოხდა მეფის, როგორც მოსამართლის, განტვირთვა სასამართლო საქმიანობისაგან და უკვე “მსაჯულთშეკრებულება” არჩევდა სასამართლო დავებს (კაკაბაძე, 1913: 219). კაკაბაძის მოსაზრებას იზიარებს ამ პერიოდის სამართლის საკითხების კიდევ ერთი მკვლევარი მ. ლეკვეიშვილი (იხ. ლეკვეიშვილი, 1962).
აღნიშნულ საკითხს საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქცია სამართლის საკითხების სხვა მკვლევარმა მ. კეკელიამ. თავის ნაშრომში — “სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოს რუსეთთან შეერთების წინ” — ის აღნიშნავდა, რომ ცალკეულ ფეოდალთა სასამართლო უფლებების შეზღუდვის ხარჯზე სასამართლო საქმიანობაში მეფემ ჩართო ბატონიშვილები და დედოფალი, მეფემ გაზარდა მდივანბეგ-მოსამართლეთა რაოდენობა (კეკელია, 1970: 127, 138). მისი აზრით, 1760-იანი წლებიდან XIX საუკუნის და-
საწყისამდე 28 მდივანბეგი მოსამართლეობდა (კეკელია, 1970: 144). შემდეგ კეკელია ეხება უშუალოდ 1778 წლის რეფორმას — “ლიტერატურაში ეს ფაქტი მცდარად არის გაგებული და მას მეფის, ერეკლეს მიერ 1778 წლის აპრილში მსაჯულთშეკრებულების შემოღებით ხსნიან. თუ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე გაბატონებულ ამ მოსაზრებას უშენიშვნოდ მივიღებთ, მაშინ მდივანბეგთა რაოდენობის გაზრდა 1778 წლის დამლევამდე მაინც უნდა მომხდარიყო. ე.ი. “მსაჯულთშეკრებულობის” დაკომპლექტებამდე. ფაქტები კი საწინააღმდეგიზე მეტყველებენ. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ მდივანბეგებიდან 1778 წელს მომატებულ მხოლოს სამ ახალ მდივანბეგს ვხვდებით. ესენი არიან: იესე ბარათაშვილი (1778 წლის იანვრიდან), მზეჭაბუკ ორბელიანი (22 თებერვლიდან) და პაატა მდივანბეგი (მაისიდან)” (კეკელია, 1970: 144).
ავტორი ეხება “მსაჯულთშეკრებულობასაც” და უამრავ სასამართლო განჩინებაზე დაკვირვებით ასკვნის, რომ ეს ტერმინი გაჩნდა არაუადრეს 1780 წლისა და არა 1778 წლის აპრილში.
ავტორისეული განმარტებით, მდივანბეგები 1778 წლის აპრილამდეც და მის შემდეგაც იგივე პრინციპით არჩევენ სასამართლო დავებს. არზა-საჩივრები მიდის კვლავ მეფესთან, დედოფალთან, ბატონიშვილებთან და მდივანბეგებთან — ანუ მეფის განტვირთვა არ მომხდარა. 1778 წლის აპრილში საქმე არც ტერმინ “მსაჯულთშეკრებულობის” შემოღებასთან და არც მოსამართლეთა მკვეთრ გაზრდასთან არ გვაქვს. ყოველივე აქედან გამომდინარე ავტორი შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: “ამრიგად ცხადია, რომ არ შეიძლება 1778 წლის აპრილის ბრძანების დაკავშირება ქართლკახეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაციაში რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილებასთან (კეკელია, 1970: 174); ჩვენი აზრით, 1778 წელს არავითარი სასამართლო რეფორმა არ მომხდარა და ამ ხანებში სასამართლო ორგანიზაციაში რაიმე რადიკალური სიახლე არ ყოფილა” (კეკელია, 1970: 165).
მ. კეკელიასეული მსჯელობა დამაჯერებელია და ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ეს იქნება სასამართლო არზა-განჩინებები, ნორმატიული აქტები თუ სამართალწარმოების პრაქტიკა, 1778 წლის აპრილი, მართლაც, რაიმე რადიკალური ცვლილებებზე არ მიგვანიშნებს. ჩვენ კეკელიასეულ დასკვნებს უპირობოდ მივიღებდით, რომ არა ერთი ფრიად დამაფიქრებელი გარემოება. რატომ დასჭირდა იესე ოსეს ძეს აღნიშნული ბრძანების ფიქსირება? ის არ იყო სამეფო კარის ისტორიკოსი. მან შვილებისათვის დაწერა ანდერძი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი არ იყო, არამედ პრივატული ჩანაწერები გახლდათ. ამდენად, იგი
იმ ფაქტის გაყალბებით, რომელიც მის პირად ცხოვრებას არ ეხებოდა, დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობთ, ნაკლებად დასაჯერებელია მას თავის ანდერძში ნაყალბევი ცნობა შეეტანოს. ყოველივე აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ანგარიშგასაწევია იესე ოსეს ძის ცნობა.
აღნიშნული წინააღმდეგობრივი კვანძის გასახსნელად საჭიროდ მოგვაჩნია, უპირველესად, თვალი გადავავლოთ გვიან შუა საუკუნეების ქართლის სამეფოში სამართალწარმოების პროცესს. XVI-XVII საუკუნეებისა და XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოში 1 სამეფო მოსამართლე (როსტომ მეფის დროიდან მდივანბეგი) იყო (გაბაშვილი, 1943: 181). მოსამართლე-მდივანბეგთა ასეთი მცირე რაოდენობა აიხსნება შემდეგი ფაქტით — ქართლის სამეფო წარმოადგენდა სათავადოთა კრებულს. სამეფო სასამართლო ფუნქციონირებდა, მაგრამ მისი კომპეტენცია უმეტესად სწორედ ამ სათავადოთა შორის წარმოებული დავების გარჩევით იფარგლებოდა. სათავადოთა შიგნით უპირველესი მოსამართლე თავადი იყო. ადგილობრივი სასამართლოს კომპეტენციიდან ძალიან მცირე რაოდენობის სისხლის სამართლის საქმეები იყო ამოღებული (სურგულაძე, 1952: 318-338); ერთი სიტყვით, თავადები სარგებლობდნენ სასამართლო იმუნიტეტით.
XVIII საუკუნის II ნახევარში, როგორც აღვნიშნეთ, მდივანბეგთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შ. მესხია აღნიშნავდა, რომ მათი რიცხვი ქართლ-კახეთის სამეფოში არანაკლებ 13 იყო (იხ. მასალები..., 1948: 029). მ. კეკელია კი 28 მდივანბეგს ასახელებს (თუმცა ის უთითებს XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდზე, ამიტომ ისინი ყველა ერთად არ მოსამართლეობდნენ). როგორც ვხედავთ XVIII საუკუნის II ნახევარში, წინა პერიოდთან შედარებით, მდივანბეგთა რიცხვი თითქმის 10-ჯერ გაიზრდა. სამეფო მოსამართლეთა ასეთი მკვეთრი მატება, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო სათავადოთა სასამართლო იმუნიტეტის შეზღუდვა-გაუქმებასთან.
XVIII საუკუნის II ნახევარში სათავადოებმა დეგრადაცია განიცადეს. “ოსმალობა-ყიზილბაშობის” შედეგად ქართლის დიდ სათავადოებში ყმა-გლეხთა რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული. ეკონომიკურმა წინსვლამ, რომელიც XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან სახეზეა, სათავადოებს უბიძგა საერთო მამულის გაყოფისაკენ — არარაციონალურად დამუშავებული საერთო მამული თავადიშვილთა გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ უზრუნველყოფდა. ამის შედეგად დაიწყო მამულების გაყოფა (გაიყო სამაჩაბლო, საჯავახიშვილო, სააბაშიძეო, დავითაშვილების მამული, ხერხეულიძეთა მამული და სხვ.). ქართლის ისეთი დიდი სათავადოები, როგორიც იყო საყაფლანიშვილო, საამილახორო, სამუხრანბატონო, საციციანო ან ოფიციალურად გაიყო (საციციანო), ანდაც ფორმალურად კი შეინარჩუნეს გაუყოფელი გვარის სტატუსი, მაგრამ ყმა-მამულების სახლისკაცებს შორის დანაწილება ამ სათავადოების შიგნითაც მიმდინარეობდა. საერთო სასახლო მამულების ხარჯზე გაიზარდა “საუფლისწულო” მფლობელობა, რომელიც პრაქტიკულად
“სათავისთაო” მფლობელობად გადაიქცა. (მაგალითად, XVIII საუკუნის II ნახევარში საყაფლანიშვილოს ყმა-მამულები 4 სახლის ხელში იყო განაწილებული). ერთი სიტყვით სათავადოებმა ბუნებრივი დეგრადირება განიცადეს, რამაც მათი ძლიერება საგრძნობლად შეარყია.
ეკონომიკური პოტენციალის ზრდამ ერეკლე II-ს რეფორმების გატარების შესაძლებლობა მისცა — სამხედრო რეფორმები თავადური ლაშქრიდან რეგულარულ არმიაზე გადასვლას გულისხმობდა. ამიერიდან ჯარს მეფის მოხელე-ლაშქარნივისები კრებდნენ. ამით ერეკლე II-მ თავადებს თავიანთ სათავადოებში ჯარის შეკრების ერთპიროვნული უფლება ჩამოართვა. იგივე ფაქტები შეინიშნება ადმინისტრირების სხვა ასპექტებში — გადასახადების აკრეფა ცენტრალიზებული გახდა და ა.შ.
მოსამართლეთა რიცხვის ზრდა სათავადოებისათვის სასამართლო იმუნიტეტის მოსპობას გულისხმობდა. ეკონომიკურად დასუსტებულმა სათავადოებმა სამართალწარმოების უფლება, იმდროისათვის საკმაოდ ავტორიტეტულ, სამეფო სასამართლოს უმტკივნეულოდ დაუთმეს. ი. დოლიძის გამოცემულ “ქართული სამართლის ძეგლებში”, თაყაიშვილის “საქართველოს სიძველენში” და სხვა ლიტერატურაში გამოქვეყნებულ, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საისტორიო არქივში დაცული უამრავი სასამართლო არზა-განჩინებებით დასტურდება, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში სამეფო სასამართლოს ქვეყნის შიგნით საზღვრები აღარ გააჩნდა. მდივანბეგთა სასამართლო არჩევდა საამილახოროს, სამაჩაბლოსა თუ ნებისმიერი სათავადოს შიგნით არსებულ დავებს. თავადებს აეკრძალათ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. ერეკლე II-ის ეპოქაში სამართალწარმოება ცენტრალიზებული გახდა. ერთი სიტყვით, ერეკლესეული მდივანბეგთა რიცხვის ზრდა სათავადოთა სისტემის სასამართლო იმუნიტეტის დენონსაციის პირდაპირეკვივალენტური იყო.
თუ ჩვენ ერეკლესეულ სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას სწორედ ამ კუთხით განვიხილავთ, მაშინ 1778 წელი, ქვეყანაში მომხდარ შემდეგ ფაქტს ემთხვევა: 1778 წლის იანვარში ერეკლე II-მ გააუქმა ქსნის საერისთავო. საქმე ისაა, რომ სათავადოების ბუნებრივი დეგრადაცია და მათთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა შეეხო იმ სათავადოებს, რომლებიც ქვეყნის ბარის რაიონებში იყვნენ განთავსებულნი. პერიფერიებში კი განსხვავებულ სურათს ვხვდებით. ჩრდილოეთის სათავადოები — არაგვის და ქსნის საერისთავოები — ქვეყნის მთიან ნაწილში მდებარეობდნენ. მათი საზღვრები ბუნებრივად იყო დაცული. სათავადოს შიგნით საერთო ეკონომიკური წინსვლა ნაკლებად აღწევდა და მისი ბუნებრივი დეგრადირება არ ხდებოდა. იგივე მდგომარეობა იყო სამხრეთის სახანოებში. ყაზახის და ბორჩალო-ბაიდარის სახანოები ქართლის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე პროცესში ნაკლებად ინტეგრირდებოდნენ, რადგან იქ სპეციფიკური მდგომარეობა სუფევდა — მოსახლეობა, მმართველ ფენასთან ერთად მუსლიმური იყო. ამიტომაც ერეკლე II-მ გააუქმა პერიფერიებში არსებული როგორც სათავადოები, ასევე სახანოები. იგივე არ გააკეთა მეფემ დიმიტრი ამილახვრისშვილის ამბოხის დროს. მეფის სახლთუხუცესი დიმიტრი, განსხვავებით თუნდაც ქსნის ერისთავ ყულარაღას გიორგისაგან, არ წარმოადგენდა მთელს საამილახვროს. როგორც აღვნიშნეთ, ერეკლესეული რეფორმები სათავადოებისთვის იმუნიტეტის მოსპობას უზრუნველყოფდნენ. ჩანს, იმავეს უმტკივნეულოდ გაკეთება სამხრეთის და ჩრდილოეთის ავტონომიურ უფლებათა მქონე ერთეულების მიმართ სიძნელეს წარმოადგენდა. ამიტომ სამეფო კარმა გააუქმა არაგვის საერისთავო (1743 წ.), ყაზახის (1755 წ.) და ბორჩალო-ბაიდარის (1765 წ.) სახანოები. ქსნის საერისთავო, როგორც ჩანს, ინარჩუნებდა გარკვეულ იმუნიტეტს და კვლავ კლასიკური სათავადოს სტატუსით არსებობდა. ამას ადასტურებს შემდები ფაქტები
— ერისთავი სხვა თავადებისაგან განსხავებით, ფლობდა ქალაქს (იგულისხმება ახალგორი), გადასახადები, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებით, არა კომლობრივად, არამედ მთელ საერისთავოზე გაიწერებოდა. ქსნის ერისთავი, რომ კვლავ აწარმოებდა სამართალს საერისთავოში, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სამეფო სასამართლოში, ერისთავისა და მისი სახლის კაცის დავის გარდა, ვერ ვხვდებით მათი ხელქვეითების სარჩელებს. ერთი სიტყვით ქსნის საერისთავო ინარჩუნებდა სახელმწიფოში ავტონომიური ერთეულის სტატუსს. 1768 წელს საერისთავო გაიყო. ამ ფაქტმა ერთიანი მონოლითური ორგანიზმი დაშალა, რაც საერისთავოს ფაქტობრივ მოშლას ნიშნავდა. ამიერიდან საერისთავოს მოსახლეობის აღწერის სრული დავთრები მეფის კანცელარიაში განლაგდა, რაც მის ცენტრიდან ადმინისტრირებას აიოლებდა. თუმცა, მოგვიანებით, ქსნის ერისთავთა სახლის კაცებმა კვლავ “შეყრის” ტენენცია გამოავლინეს. ცხადია, სამეფო ხელისუფლება 1770-იან წლებში, როდესაც ის აშკარად მოძლიერებული იყო, ვეღარ შეურიგდებოდა არსებულ რეალობას. 1778 წელს ერკლე II-მ საერისთავო გააუქმა. საერისთავოს გაუქმების მიზეზი ბუნდოვნად აქვს გადმოცემული, როგორც დავით ბატონიშვილს, ისე სხვა იმ დროინდელ მემატიანეებს. ისინი ქსნის ერისთავის ღალატზე საუბრობენ, თუმცა ფაქტს არ აკონკრეტებენ (ბაგრატიონი, 1941: 15). პლატონ იოსელიანი აღნიშნავდა, რომ “ესე უნებდა მას (ერეკლე II-ს ა.თ.) ერთობისათვის მეფობისა და სიმტკიცისათვის ერთმთავრობისა დაასუსტოს თემთა მთავარნი ანუ სრულიად აღფხვრას იგინი...” (იოსელიანი, 1978: 78). ჩვენც მიგვაჩნია, რომ ქსნის საერისთავოს გაუქმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა არა კონკრეტულმა საბაბმა, არამედ სამეფო კარის სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ.
1778 წელს სამეფო სასამართლოს კომპეტენციამ ქართლ-კახეთის მთელი ტერიტორია, მათ შორის ქსნის საერისთავოც მოიცვა. ამ ფაქტს ემთხვევა ლეონ და ვახტანგ ბატონიშვილთა “განჩინება ბარისა და მთიელთა ადგილთა”. როგორც მკვლევარი აპ. როგავა ვარაუდობს, ეს “განჩინება”, “...არა მარტო 1743 წლამდე არსებულ არაგვის ერისთავისეულ უფლებრივ მიდრეკილებათა საწინააღმდეგო სულისკვეთებით იყო, განსაკუთრებით ლევანის მიერ დაწერილი (1778 წ.), არამედ მეზობელი, ახლად დამხობილი (1777 წ.) ქსნის ერისთავისეული უფლებრივი ინტერესების საპირისპიროდაც შექმნილი” (ბაგრატიონი, 1959: 110 გამოკვლევა). ბატონიშვილთა შედგენილ განჩინებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მისი მუხლები არ შეიცავს პრაქტიკაში არსებულ ყველა სამართლებრივ ნორმას, არამედ აღნიშნული განჩინება მკაცრად უთითებს, რომ სამართალწარმოება თვითნებურად არ უნდა ხდებოდეს და აუცილებლად სამეფო სასამართლო უნდა არჩევდეს მას (განჩინების სხვა მუხლები კი ეხება იმ სპეციფიკურ მანკიერებებს, რომლებიც მთიანი ზონისთვის იყო დამახასიათებელი). მართლაც 1778 წლის შემდეგდროინდელ განჩინებებში ჩვენ ვხვდებით ქსნის ხეობის მცხოვრებთა განჩინებებსაც (იხ. ქართული..., 1972; 1974; 1977).
დავუბრუნდეთ 1778 წლის აპრილის ბრძანებულებას. აქ მარტივად ჩანს ერეკლესეული რეფორმის ხელწერა. ამ პერიოდში მრავალი, პრაქტიკაში დანერგილი ნორმა კანონმდებლობაში ასახვას მაშინ პოვებდა, როდესაც ის ქვეყნის უკლებლივ ყველა კუთხისათვის საერთო ხდებოდა. მაგალითისათვის ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ “მორიგე ჯარის” შემთხვევა. როგორც აკ. კლიმიაშვილი, ხელაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უამრავ დოკუმენტზე დაყრნობით, ამტკიცებს ქართლ-კახეთის სამეფოში “მორიგე ჯარი” 1755 წლიდან არსებობდა (იხ. კლიმიაშვილი, 1963). ხოლო 1774 წლიდან, როდესაც ის ყველასათვის სავალდებულო ნორმად იქცა, მისი არსებობა უკვე საკანონმდებლო აქტით გაფორმდა. ვფიქრობთ, ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამართალწარმოების მხრივაც.
თ. ენუქიძის გამოქვეყნებული სამდივანბეგოს სასამართლოს მასალებიდან ირკვევა, რომ 1755 წლიდან მდივანბეგთა სასამართლოს საკმაოდ მოწესრიგებული კანცელარია ჰქონდა და სასამართლო კვირის ყოველ დღეს დაუბრკოლებლად მუშაობდა (იხ. ენუქიძე, 1964).
აპ. როგავას აზრით, სასამართლო საქმიანობის შემდგომი დახვეწა მოხდა 1760 წელს — მას შემდეგ, რაც იოანე ხუცეს მონაზონმა თარგმნა პეტრე I-ის “საცხადო განწესება” (ბაგრატიონი, 1959: 139). ჩვენ ვიცით, რომ პარალელურად გაიზარდა მდივანბეგთა რაოდენობა. მათი რიცხვი დაახლოებით ორ ათეულს აღწევდა. 1778 წელს კი, როდესაც სამეფო სასამართლომ ქვეყნის ყველა მხარე მოიცვა, უკვე ბრძანებულებით გაფორმდა — “ყოველი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო”. ამას მოჰყვა “მსაჯულთშეკრებულების” დაარსებაც. წყაროებში იხსენება ქართლის და კახეთის მდივანბეგები. დავით ბატონიშვილი თავის “საქართველოს სამართლის და კანონმცოდნეობის მიმოხილვაში” გადმოგვცემს, რომ სამდივანბეგო სასამართლოები იყო თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ყაზახში, შამშადილოსა და ბორჩალოში (ბაგრატიონი, 1959: 310). მოსახლეობას საჩივრების წარდგენა შეეძლოთ სამდივანბეგოებში, მეფესთან, დედოფალთან და ბატონიშვილებთან, რომელთაც მეფისაგან სასამართლო საქმიანობისათვის განსაკუთრებული ნებართვა ეძლეოდათ (კეკელია, 1970: 124, 128). ამის შემდეგ მოსამართლე-მდივანბეგები იწყებდნენ საქმის განხილვას. წინასწარ საგამოძიებო და აღმასრულებელ ფუნქციას, თავის იასაულებთან ერთად, ეშიკაღასბაშები ინაწილებდნენ. ერთი სიტყვით, სამართალწარმოება და თითქმის სრული შინაგანი საქმეთა უფლებები სწორედ მდივანბეგებზე და აღმასრულებელ ეშიკაღასბაშებზე მოდიოდა. ერეკლე II-ს სასამართლო რეფორმის გატარებისას უნდა ეხელმძღვანელა პეტრე I-ის შედგენილი “Генералъный регламент”-ის ერთ-ერთი ნაწილით — “Юстиц-колегия”-თი (Реформы..., 1937: 108-136).
მდივანბეგთა გარდა, გლეხთა შორის არსებულ დავებს მეფის
მოურავები და სარდლებიც არჩევდნენ, თუმცა, როგორც მეფის მოხელენი და არა როგორც სათავადოს წარმომადგენლები, ისიც იმ შემთხვევაში თუ მათ მედიატორობას მოსარჩელე მოინდომებდა.
ამავე ხანებში ამოქმედდა დიკასტერიაც. ეს იყო საეკლესიო მმართველობის კოლეგიური ორგანო. ზოგადად დიკასტერია ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობას საერო ხელისუფლების სასარგებლოდ. მართალია ქართლ-კახეთის სამეფოში რაიმე რადიკალური უფლებრივი შეზღუდვა ეკლესის მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა დიკასტერია ერთგვარად ქმნიდა საეკლესიო უწყებას და აწესრიგებდა რიგ საკითხებს. მის შექმნაზე ზეგავლენას მოახდენდა ქართულ ენაზე ნათარგმნი ეკატერინე II-ის “ნაკაზი” და პეტრე I-ის “Регламент или устав Духованой колегий”. დიკასტერია საეკლესიო დავებს არჩევდა.
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ იესე ოსეს ძის ცნობა არ შეიძლება უგულებელვყოთ. 1778 წლის ბრძანებულება სწორედ იმ ხანგძლივი სასამართლო რეფორმის დასრულებას წარმოადგენდა, რომელიც თავადებისათვის თავის სათავადოში სამართალწარმოების უფლების მოსპობასა და ამ ფუნქციის სამეფო სასამართლოსადმი მინიჭებაში გამოიხატებოდა. იოანე ბატონიშვილის “სჯულდებაც” (ბაგრატიონი, 1957: 21) კი, რომელიც მეფის აბსოლუტური უფლებების განმტკიცებისაკენ იყო მიმართული და მმართველობის თითქმის ყველა რგოლში ნოვაციების დანერგვას მოითხოვდა, იწონებდა სამდივანბეგო სასამართლოს და მის შემდგომ რეორგანიზაციას არ ითვალისწინებდა.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია მოხდა საპოლიციო და ადმინისტრაციულ აპარატში. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში საპოლიციო საქმიანობას იასაულები, ბოქაულები და ასასები ასრულებდნენ. მათ სათავეში ეშიკაღასბაში იდგა. XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოში 2 სამეფო ეშიკაღასბაშის სახელო იყო (გაბაშვილი, 1942: 185). ერეკლეს II-ის რეფორმის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შ. მესხია მის ხელთ არსებული წყაროების მიხედვით ამ სახელოს მქონე შემდეგ პირებს ასახელებს: ასლან ორბელიანი — ქართლის ეშიკაღასბაში, აიდემუ ვაჩნაძე — კახეთის ხალვათხანის ეშიკაღასბაში, გიორგი ციციშვილი — ქართლის ხალვათხანის ეშიკაღასბაში, გიორგი ხერხეულიძე — ქართლის არმიის ეშიკაღასბაში, ალექსანდრე მაყაშვილი — კახეთის არმიის ეშიკაღასბაში. სულ მესხიას აზრით, ქართლ-კახეთის სამეფოში 5 ეშიკაღასბაში ყოფილა (მასალები..., 1948: 031). წყაროები არ აკონკრეტებენ არმიის და ხალვათხანის ეშიკაღასბაშების ზუსტ მნიშვნელობას, თუმცა, უეჭველია მათი სახელო საპოლიციო საქმიანობას უკავშირდება. ჩვენია
ზრით, რადგან არმიის და ხალვათხანის ეშიკაღასბაშთა გარდა, წყაროებში ფიქსირდება ცალკე ქართლის ეშიკაღასბაშიც, ამიტომ
ბუნებრივია, იქნებოდა კახეთის ეშიკაღასბაშის სახელოც.59 ამდენად XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ეშიკაღასბაში ყოფილა. ეშიკაღასბაშთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზრდებოდა მათი ხელქვეითების, იასაულების, ბოქაულების და ა.შ. რიცხვი.
59.ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ივ. სურგულაძემ(სურგულაძე,
ბ1952: 255-265).
ამავე პერიოდში შექმნილა ყორიასაულბაშის სახელო. როგორც ვ. გაბაშვილმა გაარკვია, “დასტურლამალში” მოხსენებულია მხოლოდ ყორიასაულები (გაბაშვილი, 1943: 185). ახალი სახელოს შექმნა ერეკლე II-ს უკავშირდება. ყორიასაულბაშის სახელოს შექმნა გამოიწვია ყორიასაულთა რიცხვის ზრდამ. სავარაუდოდ, ეს მოხელეებიც ეშიკაღასბაშს ექვემდებარეობდნენ და საპოლიციო საქმიანობას ეწეოდნენ.
ამ პერიოდში ქართულ ენაზე ითარგმნა პეტრე I-ის “მოკლედ გამოხატუა სამსაჯულოთა გამომძიებლობათა” (ბაგრატიონი, 1964: 015) და ზონენფელსის სახელმძღვანელო პოლიციურ სამართალში (სურგულაძე, 1952: 6). რა თქმა უნდა, სამეფო ხელისუფლება პოლიციის რეორგანიზაციისათვის აღნიშნულ ნაშრომებსაც გამოიყენებდა.
საპოლიციო მოხელეთა რიცხვის ზრდა, რა თქმა უნდა, მათი სამოქმედო არეალის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული (ისევე როგორც მდივანბეგთა რიცხვის ზრდა დაკავშირებული იყო სათავადოთათვის სასამართლო იმუნიტეტის გაუქმებასთან). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავადებს თავის სათავადოებში გააჩნდათ ადმინისტრირების უმთავრესი ბერკეტი — საპოლიციო საქმიანობა. ამ საქმიანობას ისინი საკუთარი იასაულების და ბოქაულების საშუალებით ახორციელებდნენ (ჯამბურია, 1960: 114-115). XVIII საუკუნის I ნახევარისგან განსხვავებით, წყაროებში ვეღარ ვხვდებით სათავადოთა იასაულებს. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის ადმინისტრირებას, მათ შორის საპოლიციო საქმიანობასაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ეწეოდნენ.
თუკი XV-XVII საუკუნის ქართლი სათავადოებში მეფის “მოასილი” საერთოდ ვერ შედის, ამ დროისათვის მდგომარეობა იმდენად შეცვლილა, რომ გლეხის ურჩობით განაწყენებული მებატონე ერეკლე II-ს წერდა: “თქვენის წყენის უღონო გახლავარ, თორემ ჩემს ყმას როგორ ვერ დავიმორჩილებ”-ო (სოსელია, 1973: 523).
თავადებს რომ ადმინისტრირების უფლება სრულად ჩამორთმეული ჰქონდათ, ამას მრავალი დოკუმენტი ცხადყოფს: თბილისის მოურავმა, სამეფო სადროშოს სარდალმა დავით ციციშვილმა, თავისი სახლისკაცისგან მითვისებული კუთვნილი ტერიტორია საკუთარი ძალებით, ცენტრალური ხელისუფლების მოხელეთა უკითხავად დაიბრუნა. ასეთი მოქმედება სამეფო კარისათვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ “კადნიერებისთვის და მოსამართლის წინააღმდეგ” ჩადენილი საქმისათვის ის “მოურაობის მოქმედებიდამ დაეყენა” და აზნაურები — პაატა და ნიკოლოზ მეღვინეთუხუცესისშვილები “წილად წაერთო” (ქართული..., 1972: 119).60
60. ღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოოდ სასამართლომ დავით ციციშვილი გაამართლა და სადაო ტერიტორია მასვე არგუნა, თუმცა საკუთარი ინიციატივით გადადგმული ნაბიჯისათვის მკაცრი სასჯელით დაისაჯა.
თავადი იოანე ავალიშვილი სასამართლოს წინაშე აცხადებდა: “ჩემმა ყმამ, მღვდელმა ლაზარემ დიდი შერაცხებით, ლანძღვით, გინებით გამხადა და დიდის ავად მოპყრობით და ესეც მითხრა — შენი სისხლი მწყურიან და მინდა დავლიოო” (აკოფაშვილი, 1973: 567). ხოლო თავადი გიორგი ციციშვილი მეფისადმი მიცემულ არზაში ჩიოდა საკუთარ ყმაზე: “ეს კემუხატაშვილი მამაჩემს უკან მოსდევდა, ციხის კართან რომ მივიდა, უკანიდან თოფი ჰკრა და მოჰკლა მამა ჩემი. მასუკან გავარდა, ხან ოსებში იყო ხან გაღმა ქართლში. მე ეს სარწმუნო კაცების მოწმობით საბუთიცა მაქვს,
რომ ბანიდან მომეპარა მეცა მკლავდა, შეუტყვე და გამექცა. დიდად გევედრები, თქვენს სამართლამდინ თქვენს იასაულს ებაროს, არ გაიპაროს. ახლა აქ მოვიდა, თქვენს ტახტზე დაჭერა არ შემეძლო, ხმა არ გავეცი. ამისგან ამოწყვეტილი ვარ. არსად წავიდეს, სამართალი გვისაჯეთ” (1778 წ.) (დოკუმენტები. , 1953: 104). არზიან ჩანს, რომ ისეთ დიდ თავადს, როგორიც გიორგი ციციშვილი იყო დამნაშავე ყმის დასჯის არც ბერკეტი გააჩნდა და არც სათანადო უფლებამოსილება. დიდი თავადი დაცვას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვდა, ასეთ შემთხვევაში თავადთა ადმინისტრაციულ იმუნიტეტზე საუბარი სრულიად მიუღებელი ჩანს.
აღნიშნულ მოსაზრებას პირდაპირ ეხმაურება “მეუკანე” სადროშოს სარდლის ალექსანდრე ციციშვილის 1769 წლის 28 თებერვლის არზა ერეკლე II-სადმი. ტექსტში ვკითხულობთ: “. ამას მოვახსენებ ჩვენს მოწყალე ხელმწიფეს. თქვენი ოქმი და ბრძანება მოგვივიდა, რომ თუ ერთმანეთთან ან საჩივარი გქონდეთ ან სადაო, ჩვენ მოგვახსენეთო და სამართალს ჩვენ გიზამთო. ამის გულისათვის ვერავის ვაწყენინე.
ახლა ამას მოგახსანებ. თქვენის თავის მზემა ერთი ტივი მინდოდა, კაცნი გავგზავნე და ვეღარ ვიშოვნე ხე რომ მამეჭრევინებინა, ასე გაუყენებიათ ჩვენი ტყე. ატენს ქვეითი კაცი სულ ჩვენს ტყეში ჭრიან, არ გვკითხავენ მოჭრასა, არც რაც ტივის სალბაშია, იმას გვაძლევენ. ეს არასდროს უქნიათ.
ამას გევედრებით, ერთის ოქმის წყალობა გვიყოთ — თავადა ჩვენს უკითხავად ჩვენს ტყეში ნუ მოჭრიან; თუ რომ მოჭრან, რაც მართებული იყოს და ვიღებდეთ ან ჩვენა და ან სხვაგან, იმას მოგვცემდნენ. ჩვენ ჩვენის მთითა და ბარითა უნდა დავრჩეთ” (ქართული..., 1981: 145-146).
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1769 წლის ახლო ხანებში, ერეკლე II-ს სპეციალური ბრძანებულებები გაუგზავნია თავადებისათვის, რომლის საფუძველზეც მათთვის სასამართლო-ადმინისტრაციული ფუნქციები ჩამოურთმევია. ამ სფეროებში მათი უფლებები იმდენად შეზღუდულა, რომ უმაღლესი რანგის მოხელე, დიდებული თავადი, ალექსანდრე ციციშვილი, მეფის ოქმის გარეშე, საკუთარი ტყით სარგებლობას მოსახლეობას ვერც უკრძალავდა და ვერც გადასახადს აწესებდა. ჩანს, მეფეს თავადებისათვის სასამართლო-ადმინისტრაციული იმუნიტეტი საერთოდ გაუუქმებია.
ქართლ-კახეთის სამეფოში სპეციალურად პოლიციისათვის განკუთვნილი ადგილები ყოფილა. დატუსაღების შემდეგ იასე ბარათაშვილი “იასაულების სახლში” მიუყვანიათ: — “მოვიდნენ, მითხრეს ბატონის ტუსაღი ხარო. რას ვიქმოდი, ღმერთს მადლობა მივეც. დაჭერილსავით ვიყავი ერთი საათი, წამიყვანეს, იასაულების სახლში დამსვეს...” (იესე ბარათშვილის..., 1950: 26).
ამავე პერიოდში ტრადიციულ სასჯელებთან ერთად — სისხლის საფასურის გადახდა, ნასაღის დადება — შემოუღიათ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა — დაპატიმრება (ქართული..., 1965: 442; ბაგრატიონი 1964: 112).
ერთი სიტყვით, XVIII საუკუნის 70-იან წლებში სათავადოებმა დაკარგეს საპოლიციო-ადმინისტრაციული და სასამართლო იმუნიტეტი. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბდა “შინაგან საქმეთა უწყება” მდივანბეგებისა და ეშიკაღასბაშების მეთაურობით. ქვეყნის მთელი ტერიტორიის ადმინისტრირებას ეს უწყება ახდენდა.
* * *
როგორც ვხედავთ, ერეკლე II-ის რეფორმების შედეგად ქართლ-კახეთის ცენტრალური მმართველობა დაიყო დარგებად. სახელმწიფო მმართველობა დანაწილდა “სახელმწიფო შემოსავლების და საფინანსო უწყებად”, “სამხედრო საქმეების უწყებად”,
“შინაგან საქმეთა უწყებად”. ამავე დროს დავით ბატონიშვილის ცნობით, შექმნილა “საგარეო საქმეთა უწყებაც”. საქართველოს სამართლის და კანონმცოდნეობის მიმოხილვის 108-ე და 109-ე მუხლებში აღნიშნულია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობდა მდივანთუხუცესი. ამ დროს სამეფოში ორი მდივანთუხუცესი იყო. ერთი ქრისტიანი და ერთი მუსლიმი. პირველი მათგანი ურთიერთობას ქრისტიანულ სახელმწიფოებთან, მეორე კი მუსლიმურ ქვეყნებთან აწესრიგებდა (ბაგრატიონი, 1959: 240).
ქართლ-კახეთის სამეფოში არსებობდა სამეფო კანცელარია, დავთარხანა. მის მეთაურს, რუსეთის იმპერიის მიბაძვით “ვიცეკანცლერი” ეწოდებოდა. 90-იან წლებში “ვიცე-კანცლერი” სოლომონ ლიონიძე იყო.
ერეკლე II-ს, დავით ბატონიშვილისავე ცნობით, შემოუღია ახალი სახელოები — “მილახვარი”, “საოლქო ინპექტორი” ანუ “რევიზორი” და სხვა.
“საოლქო ინსპექტორები” ინიშნებოდნენ მუდმივმოქმედი ორგანოს, სამეფო საბჭოს მიერ, რომელსაც დავით ბატონიშვილი სენატს უწოდებს. “საოლქო ინსპექტორები” ერთი წლის ვადით ახორციელებდნენ თავის მოვალეობას. მათ მოვალეობაში შედიოდა ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელეთა — მოურავთა, მოსამართლეთა და ა.შ. კონტროლი (ბაგრატიონი, 1959: 271-272). ეს სახელო ძალიან ჰგავს პეტრე I-ის მიერ შემოღებულ “государственные контролеры”-ს.
ამავდროულად მეფის სათათბირო ორგანოს — დარბაზის — ერთგვარი რეორგანიზაცია განხორციელდა. მას ეწოდა სამეფო საბჭო, რომელიც მუდმივად ფუნქციონირებდა. მისი წევრები მეფის მიერ შერჩეული პირები იყვნენ. დავით ბატონიშვილის ცნობის მიხედვით სამეფო საბჭო არჩევდა, როგორც პილიტიკური შინაარსის საქმეებს, ასევე კონტროლს ამყარებდა სასამართლო საქმიანობაზე და წარმოადგენდა უმაღლეს სააპელაციო ინსტანციას (ბაგრატიონი, 1959: 237-239.
მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდა ადგილობრივ ადმინისტრაციულ აპარატში. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ,
ერეკლე II-მ დაიბრუნა “ოსმალობა-ყიზილბაშობის” დროს თავადების მიერ მიტაცებული მამულები. სამეფო დომენი იზრდებოდა კონფისკაციის გზითაც.
ამავდროულად ერეკლე II-მ გააუქმა ყაზახის (1755 წ.) და ბორჩალო-ბაიდარის (1765 წ.) სახანოები. ხოლო 1777 წელს ქსნის ერისთავთა მამულები სახასოდ დაიდო (მანამდე 1743 წელს თეიმურაზ II-მ არაგვის საერისთავო გააუქმა).
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სამეფო დომენმა მოიცვა ქვეყნის უმეტესი ნაწილი — ყაზახი, ბორჩალო, ბაიდარი, სომხითი, თრიალეთის ნაწილი, თბილისი და მისი შემოგარენი, გორი და მისი შემოგარენი, საამილახვაროს ნაწილი ზემო ქართლში, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების უმეტესი ადგილები, ქსნის და არაგვის ხეობები, ხევი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და კახეთის უმეტესი ნაწილი.
მეფემ ამ მხარეების მმართველებად მოურავები, ნაცვლები და მამასახლის-გზირები განაწესა.
პლატონ იოსელიანი გიორგი XII-ის დროს შემდეგ მოურავებსა და სამოურავოების ასახელებს:
ერასტი ამილახვარი — სოღანლუღის მოურავი. ქაიხოსრო სუმბათაშვილი — ნავთლუღის მოურავი. ბარამ გურგენიძე — დიდუბის მოურავი.
ალექსანდრე მაყაშვილი — წინწყაროს, ორსავე ავლაბრის, კუკიის მოურავი.
ფარსადან ქარუმიძე — ახალსოფლის მოურავი. გიორგი ამილახვარი — გორის მოურავი.
ლუარსაბ ლოლაძე და გოგია ბეგიაშვილი — მეჯვრისხევის მოურავნი.
გოგია ბეგიაშვილი — მეჯუდის მოურავი. დავით ბიბილური — სათემო მოურავი.
ფირან ჩერქეზიშვილი — ქიწნისის, ტყვიავის და ღვიდისის მოურავი.
გოგია ფურცელაძე — პატარა ლიახვისა და ოსების მოურავი. ეგნატე მირზაშვილი — ვანათის, არბოს და შინდისის მოურავი.
ეგნატე იოსელიანი — ტირძნისის მოურავი.
ნინია ამილახვარი — ცხინვალის და ქარელის მოურავი. ზაზა მაჩაბელი — ქელვის და აჩაბეთის მოურავი. ნასყიდა ზარდიაშვილი — მაღრანდოვლეთის მოურავი.
ევგენი აბაშიძე — ალის, სურამის და ქეფინისხევის მორავი. ნოკოლიზ გლურჯიძე — ხიდისთავის მოურავი.
დომენტი წინამძღვრიშვილი — გლურჯეთის მოურავი. დავით აბაშიძე — ბორჩალოს და შილიხოს მოურავი.
შანშე ერისთვისშვილი — შულავერის მოურავი.
რევაზ ვახვახიშვილი — ახატელის თათრების მოურავი. თამაზ ორბელიანი — დემურჩალის მოურავი.
ადამ ანდრონიკაშვილი — კახეთის თათრებისა და ქირჩხლის მოურავი.
ოსეფა ბებუთაშვილი — ბაიდარის მოურავი. სოლომონ არღუთაშვილი — სარვანის მოურავი. საამ ბარათაშვილი — ძველი თაქლის მოურავი. პაატა აბაშიძე — ახალი თაქლის მოურავი.
საამ ბარათაშვილი — ძველი თაქლის მოურავი. პაატა აბაშიძე — ახალი თაქლის მოურავი. სოლომონ გაბაევი — მუღანლოს მოურავი.
გიორგი ციციშვილი — ელებისა, ქოლაგირისა, მუღანლოს, ქოშქილისისა, აყლილისა, უზუნლარისა და დისიღის მოურავი.
ოსეფა ყორღანაშვილი — ჰასან-ხოჯალის მოურავი. გარსევან ჭავჭავაძე — ყაზახის თათრების მოურავი. გიორგი ციციშვილი — ბამბაკის მოურავი. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი — მანავის მოურავი.
თადია ჩოლოყაშვილი — თვალ-საგარეჯოს, სართიჭალის მოურავი.
დავით ანდრონიკაშვილი — ორსავე მარტყოფის მოურავი. გოგია ნათალიშვილი — ლილოს მოურავი.
დიმიტრი ჩოლოყაშვილი — თიანეთის და მარილისის მოურავი.
გლახა საგინოვი — ქისტაურის მოურავი. ალექსანდრე მაყაშვილი — ბოჭორმის მოურავი.
დავით და იოანე ქობულოვები — ზემოხოდაშენის მოურავები. იროდიონ გურგენიძე — თელავის მოურავი.
გიორგი ვახვახიშვილი — კალაურის მოურავი. იოსებ ჭავჭავაძე — ირაკლის ციხის მოურავი.
სფირიდონ ჯანდიერიშვილი — ქვემო ხოდაშენის და შაშიანის მოურავი.
ომან ჯანდიერიშვილი — ურიათუბნის მოურავი. დიმიტრი ანდრონიკაშვილი — ველისციხის მოურავი. დავით ჯანდიერიშვილი — გურჯაანის მოურავი.
დურმიშხან ჩოლოყაშვილი — პანკისის, ბახტრიონის და ქორბალას მოურავი.
აღათანგ პეტრიაშვილი — მაღნარის მოურავი.
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი — ლალისყურის მოურავი. თამაზ ჯორჯაძე — შაქრიანის მოურავი.
დიმიტრი ჯორჯაძე — ენისელის მოურავი. დავით მაყაშვილი — აღდგომის მოურავი.
გიორგი ნოდარაშვილი და ანდუყაფარ ბანცურიშვილი — შილდის მოურავი.
კირილე ავალიშვილი — ლომის-ციხის მოურავი. დავით ჩოლოყაშვილი — ვეფხის-ციხის მოურავი. ლუარსაბ თარხნიშვილი — ფაშაანის მოურავი. სამონ ქობულაშვილი — სანავარდოს მოურავი.
გარსევან ვაჩნაძე — კუჭატანის და “ორსავე გავაზის” მოურავი.
სპირიდონ თარხნიშვილი — ვანთას მოურავი. ლუარსაბ თარხნიშვილი — აკურას მოურავი.
ომან მაყაშვილი — ყარაჯალას, პირაქეთა თათრების და კახეთში მცხოვრები თათრების მოურავი.
დავით და იოანე ქობულაშვილები — “თათრებისა ყიზილ-აჯილისა” მოურავი.
რევაზ ანდრონიკაშვილი — ქიზიყის მოურავი.
როსეფ ჯანდიერი — ჯიმითის და ყანდაურის მოურავი. ნინია ჩერქეზიშვილი — კაკაბეთის მოურავი. დურმიშხან ჩოლოყაშვილი — თუშეთის მოურავი.
დიმიტრი ჩოლოყაშვილი — ფშავისა და ხევსურეთის მოურავი (იოსელიანი, 1978: 263-264).
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა იყო თბილისის სამოურავო. თბილისში მეფის მოურავის პარალელურად ყველა თავადს საკუთარი მოურავი ჰყოლია. მმართველობის ცენტრალიზების კუთხით ერეკლე II-ს სპეციალური ბრძანებულება შეუდგენია: “ქ. ჩვენი ბრძანება არის... ჩვენს მოურავს გარდაისად სხვა ვისაც ქალაქში მოურავები ჰყავს ისინი მოურაობიდამ დაგვიყენებია. ჩვენი სახასოს ყმასაც და ქალაქში ვისაც ყმა ჰყავს იმათი მოურავი სარდალ ქალაქის მოურავი ჩვენი სიძე დავით არის...” (1. III. 1784 წ.) (ხეც., Hდ—1616; სურგულაძე, 1952: 425-426).
მოურავები იყვნენ განწესებულნი ყოფილი ქსნის და არაგვის საერისთავოებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები XVIII საუკუნის 80-იან წლებში საუფლისწულოდ გადაეცათ ბატონიშვილებს, ადგილობრივი მოხელენი (მათ შორის მოურავებიც) ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. ამას ადასტურებს მრავალი დოკუმენტი. ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აზნაურები სახასო აზნაურებად არიან დაწერილნი (ქართული..., 1965: 485).
ზოგიერთი სამოურავო შეადგენდა არა მარტო კონკრეტულ დასახლებულ პუნქტს, არამედ მის შემოგარენ, საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიასაც. მაგალითად, თბილისის, გორის, საგარეჯოს და ა.შ. სამოურავოებს მიეწერებოდათ სხვადასხვა სოფლები (იხ. ბაგრატიონი, 1986).
დიდი სამოურავოების მეთაურები, რუსეთის იმპერიის მიბაძვით, წყაროებში გუბერნატორებად იხსენება.
როგორც ვხედავთ, ქართლ-კახეთის სამეფოს
უმეტეს ნაწილს მეფის ადმინისტრაციული მოხელენი — მოურავები — განაგებენ.
თუმცა მეფის ადმინისტრაციული წარმომადგენელი თავადთა მკვიდრ მამულებში არ
იჯდა. ეს ბადებს შეკითხვას — თუ მეფის მოხელე არ ზის სათავადო მამულებში,
მაშინ ვინ ახდენს ადმინისტრირებას თუ არა თავადი? მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ,
რომ ერეკლე II-მ სხვადასხვა რეფორმების შედეგად თავადებს ჩამოართვა
სამხედრო, სასამართლო, საგადასახადო და საპოლიციო საქმიანობის
განხორციელების უფლება. არც დოკუმენტურად დასტურდება, რომ თავადების
მოხელეები სათავადოში ახორციელებდნენ ბატონ-ყმურ ვალდებულებების (ბატონის
სასარგებლო გადასახადების აკრეფა, ბატონის ზვარ-ხოდაბუნების დამუშავება და
სხვა სამეურნეო საქმიანობები) გარდა, სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.61 ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სპეციფიკურ მდგომარეობასთან — სამეფო ხელისუფლება თავადთა კუთვნილი ტერიტორიების ადმინისტრირებას ახდენდა არა ადგილზე დანიშნული მოხელეების
— მოურავების (“საქვეყნოდ გამრიგეების”) — საშუალებით, არამედ ცენტრიდან, ყოველგვარი ადგილობრივი რგოლების გარეშე. ისევე, როგორც “სამხედრო უწყება”, “მორიგე” თუ სხვა ტიპის ჯარის მობილიზებას აწარმოებდა ყოველგვარი პროვინციული სამობილიზაციო რგოლის გარეშე, ცენტრიდან ლაშქარნივისების და სარქარდარების საშუალებით, ასევე სათავადო მამულებში აღწერას, სასამართლო საქმიანობას, გადასახადების შეკრებას თუ საპოლიციო საქმიანობას ცენტრალური ხელისუფლება უპრობლემოდ ახორციელებდა. ერეკლე II-მ ძველი ტრადიციის, თავადთა ინტერესების გათვალისწინებით, თუ ბიუროკრატიული აპარატის კიდევ უფრო გაზრდისათვის სახსრების უქონლობის გამო, ვერ შეძლო ქვეყნის მაშტაბით საერთო ადმინისტრაციული რგოლების (სამოურავოების) შექმნა. წინააღმდეგობას გამოიწვევდა ის ფაქტიც, რომ მოურავების სარგოს შეადგენდა მის სამოურავოში მცხოვრებთა გადასახადები. იმ შემთხვევაში, თუ მეფე სათავადო მამულებში ასეთ მოხელეებს განაწესებდა, ეს რამდენადმე დაამძიმებდა მოსახლეობის მდგომარეობას, რადგან მათ დაეკისრებოდათ, ერთი მხრივ, მებატონის სასარგებლოდ, მეორე მხრივ, მეფის სასარგებლოდ და, მესამე მხრივ, მოურავის სასარგებლოდ გაეღოთ გადასახადები. სამეფო კარს, სხვა ტიპის მოხელეების (მაგ. სამხედრო უწყების მოხელეების) მსგავსად, არ შეეძლო მრავალრიცხოვანი მოურავებისათვის ხაზინიდან ჯამაგირი ეძლია. ამიტომ ოპტიმალური გამოსავალი თავადთა სამფლობელოებისათვის ცენტრიდან ადმინისტრირება ჩანდა
61.ადმინისტრაციული მართვის ბერკეტები XVIII საუკუნის 70-იან წლებში
გააჩნდა მხოლოდ ქსნის ერისთავებს. საერისთავოში იყვნენ ბოქაულთუხუცესები, ბოქაულები, იასაულები და ა.შ. ერთი სიტყვით, ერისთავები ფლობდნენ გარკვეულ იმუნიტეტს. საერისთავოს გაუქმება, ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მოგვიანებით, როდესაც 1800-იანი წლების დასაწყისში, დღის წესრიგში დადგა ერისთავებისათვის ჩამორთმეული მიწების უკან დაბრუნება, სამეფო კარი მათ არა ერისთავის, არამედ მოურავის (ანუ მეფის მოხელის) სტატუსს ანიჭებდა (ბაგრატიონი, 1957: 34-35). ამით გიორგი XII-ის ხელისუფლება ხაზს უსვამდა, რომ უკიდურესად დასუსტებულ სამეფოშიც კი შეუძლებელი იყო სათავადო აღმდგარიყო თავისი იმუნიტეტით (შეზღუდული ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებლები ჩანან მხოლოდ სარდლები, რომლებიც ამ პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების რიგით მოხელეებად იქცნენ).
ერეკლე II-მ XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სამეფო და სადედოფლო ყმა-მამულების ნაწილი თავის მემკვიდრეებს — ბატონიშვილებს — მუდმივ საკუთრებაში გადასცა. საკმაოდ მსხვილი მემამულეები გახდნენ იულონ, ვახტანგ, იოანე, მირიან, ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილები. ბატონიშვილთა საკუთრებას საუფლისწულოები ეწოდებოდა.
გარდა პირად საკუთრებაში გადაცემული ყმა-მამულისა, ერეკლე II-მ ასევე შექმნა უფრო მსხვილი ტერიტორიული ერთეულები, რომელსაც ასევე საუფლისწულოები ეწოდა. პლატონ იოსელიანის გადმოცემით, “გამრავლებულთა ძეთა თვისთა [ერეკლე IIმ] დაუნიშნა საცხოვრებელად და გასაგებლად ადგილნი და თემნი. მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახისა ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი), ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი” (იოსელიანი, 1978: 14). მოგვიანებით, საკუთრივ ქსნის საერისთავო იოანე გიორგის ძეს გადეცა, ხოლო იულონს ლიახვის ხეობა, ფარნაოზ ბატონიშვილს კი სურამის მიმდებარე ტერიტორიები.
ასეთი საუფლისწულოები არ იყო ბატონიშვილთა სამემკვიდრეო ნაწილი. მაგალითად, ყაზახ-ბორჩალოში მოურავი იჯდა და მოსახლეობის აკრეფილი გადასახადები სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა; ასევე იულონ ბატონიშვილის საუფლისწულო მოიცავდა, როგორც მის პირად მამულებს, ასევე მაჩაბლების, ამილახვრების და სხვათა მამულებსაც. ფარნაოზ ბატონიშვილის საუფლისწულოში — სურამში — იჯდა მეფის მოურავი, გადასახადებიც სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა. ქსნის და არაგვის ხეობების აზნაურები (თავისი ყმებით) სახაზინო აზნაურებად ითვლებოდნენ. ერთი სიტყვით, მეფემ თავისი მემკვიდრეები პროვინციაში ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით საკუთარ წარმომადგენლებად დანიშნა. სპეციალური ნებართვით მათ სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლება, სამხედრო ფუნქციები და სხვა მოვალეობები დააკისრა. ამით კიდევ უფრო შეიზღუდა სარდალთა უფლება-მოვალეობები. დავით ბატონიშვილის “საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვიდან” ჩანს, რომ ერეკლე II-მ უფლისწულებისათვის ზოგიერთი უფლებამოსილება შეზღუდა — ბატონიშვილებს ეკრძალებოდათ მათ საბატონიშვილოში განწსებულ მოურავთა, სარდალთა და მდივანბეგთა წინააღმდეგობა და სხვ. (იხ. ბაგრატიონი, 1959: 224-225).
თავდაპირველად ახლად შექმნილი ინსტიტუტი ნორმალურად ფუნქციონირებდა. თუმცა, მოგვიანებით, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტის დაუფლებისათვის გამწვავებულ დინასტიურ ბრძოლაში ბატონიშვილები მინიჭებულ ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდნენ, რამაც აღა-მაჰმად ხანისაგან დარბეული ქვეყნის კიდევ უფრო დასუსტება გამოიწვია. ამიტომაც, საუფლისწულოთა შექმნა ქართულ ისტორიოგრაფიაში ერეკლე II-ის შეცდომად სამართლიანად არის მიჩნეული.
* * *
განათლების სფეროში ერთგვარ გარდამტეხ ხანად შეიძლება ჩაითვალოს XVIII საუკუნის II ნახევარი. “ერეკლემდე, გვიანფეოდალურ ხანაში, სკოლები კერძო იყო და სახელმწიფო მათზე არ ზრუნავდა. ერეკლეს დროიდან-კი საქართველოში სახელმწიფო სკოლა შემოდის. 1756 წელს თბილისში ფილოსოფიის სემინარია დაარსდა, ხოლო 1782 წელს მეორე ასეთივე სემინარია თელავშიც გაიხსნა. ამ სასწავლებელთა გეგმა ასეთივე რუსული სასწავლებიდან იყო გადმოტანილი. თბილისისა და თელავის სემინარიებს რექტორები განაგებდნენ. მათ ხელფასი ხაზინიდან ეძლეოდათ” (ბერძენიშვილი, 1965: 226). თელავის ფილოსოფიურ სემინარიას მაღალ შეფასებას
აძლევს გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი. მისი თქმით ვახვახიშვილების “გვარიდან არის ქართველი ბერი, სახელად გაიოზი, რომელიც თოთხმეტი წლის მანძილზე რუსეთში სწავლობდა და 1780 წელს დიდი ცოდნით შეიარაღებული საქართველოში დაბრუნდა და თელავში სკოლა დააარსა. მისმა დაუღალავმა სიბეჯითემ და გასაგებმა სწავლებამ გააღვიძა მისი თანამემამულეების ნიჭი (უნარი) და მათი ხარბი ცნობისმოყვარეობა, რათა ისინი განსწავლულნი გამხდარიყვნენ” (რაინეგსი, 2002: 166). გაიოზის შემდეგ სემინარიის რექტორად დანიშნულა დავით მესხიშვილი (როგავა, 1950: 4546). თელავის სემინარიაში დავით ბატონიშვილის ცნობით განათლების მიღება შეეძლოთ ყველა წოდების წარმომადგენელს (ბაგრატიონი, 1959: 253). სემინარიებში სწავლება ლექციურ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეები ისმენდნენ ლექციებს, ხოლო პედაგოგები მათ ცოდნას ამოწმებდნენ გამოცდების გზით. წარჩინებულ მოსწავლეებს კი აჯილდოვებდნენ (ქიქოძე..., 1973: 779).62
62. დაწვრილებით იხილეთ აპ. როგავას ნაშრომი (როგავა,
1950)
1778 წელს თბილისში გაიოზ არქიმანდრიტის ხელმძღვანელობით დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი კერძო სკოლა (ქიქოძე..., 1973: 778).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1780-1782 წლებში საფუძვლიანად გადაიარაღდა სტამბა, სადაც ათასობით წიგნი იბეჭდებოდა. ზაქარია ჭიჭინაძე ბეჭდური გამოცემების კიდევ ერთ სიახლეზე მოგვითხრობს: “...საქართველოში 1787 წელს გაზეთის მსგავსად ფურცლებზე ბეჭდვაც იწყეს, რომელ ფურცლებზედაც მოთავსებული იყო სხვა და სხვა აკროსტიხური ლექსები, სიტყვები და მეფეთა ქებანი....ამავე დროს უკვე წინ წავიდა ქართველთა შორის სხვა და სხვა განცხადებების ბეჭდვაც (ჭიჭინაძე, 1903: 4). როგორც ვხედავთ ნიადაგი მზადდებოდა ქართული გაზეთის დაარსებისათვის. იოანე ბატონიშვილის კანონპროექტი გაზეთის დაარსებასაც ითვალისწინებდა” (ბაგრატიონი, 1957: 7), თუმცა მისი განხორციელება იმჟამად ვერ მოხერხდა.
წყაროებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის მიწურულში, რუსული თეატრის მიბაძვით, ქართლ-კახეთის სამეფოში დაარსდა თეატრი. სამეფო კარზე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით. თელავსა და თბილისში თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა ასევე ვინმე გაბრიელი, არტილერიის მაიორი. მათ გარდა, იმდროინდელი მსახიობებიდან ცნობილია იოსებ ამირიძე, ქეშიშ-დარდიმანდად წოდებული და მაჩაბელა.
XVIII საუკუნის ბოლოს ქართული დრამატურგიაც განვითარდა. გიორგი ავალიშვილმა რუსულიდან თარგმნა სუმაროკოვის ცნობილი პიესები: “რქის მატარებელი”, “დედა რაყიფი ქალისა”, “საჩხუბარი” და “უბნობა მკვდართა”. აგრეთვე დაუწერია ორიგინალური ქართული პიესები. მათ შორის “თეიმურაზ II”. მდივანბეგ დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილს რასინის “ეფიღენია” უთარგმნია (იხ. გაჩეჩილაძე, 1957).
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ ერეკლე II-მ 1770-იან წლებში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები: 1) სახელმწიფო კონტროლზე აიყვანა ქვეყნის აღწერის ორგანიზება, 2) შექმნა ცენტრალიზებული საგადასახადო სისტემა, 3) ჩამოაყალიბა მუდმივი ჯარის ნაირსახეობები, 4) ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა სასამართლო და საპოლიციო საქმიანობა, 5) მმართველობა დაყო სხვადასხვა დარგებად, 6) შემოიღო ახალი სამოხელეო თანამდებობები და მოხელეთა დიდ ნაწილს სამსახურისთვის ჯამაგირი დაუნიშნა.
მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა (ტრადიციის მიხედვით მოხელეები ხშირად მემკვიდრეობით ფლობდნენ სახელოს; ზოგჯერ ერთი და იმავე პიროვნებას ერთდროულად ორი და მეტი თანამდებობა ეკავა, რაც გარკვეულ უარყოფით შედეგებს იძლეოდა; რიგი მიზეზების გამო მთელი ქვეყნის სამოურავოებად დაყოფა ვერ მოხერხდა და საუფლოსწულოთა ინტიტუტმა არ გაამართლა), ერეკლესდროინდელი ქართლ-კახეთის სამეფო მკვეთრად გასცდა ფეოდალურ-დეცენტრალიზებულ სახელმწიფოს ფარგლებს. ერეკლე II-ის რეფორმების შედეგად სათავადოებმა დაკარგეს იმუნიტეტი, რაც მათ ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავდა და შეიქმნა ცენტრალიზებული მმართველობა. ასეთი ტიპის სახელმწიფო ჩვენი აზრით, “აბსოლუტურ მონარქიას” უფრო ემსგავსება, ვიდრე ჩამორჩენილ, თავადურ სამეფოს. ერეკლე II-ს ღონისძიებები ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს პეტრე I-ის რეფორმებთან. კარგად ხედავდა რა ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს ქართლ-კახეთის სამეფოში მყოფი რუსი მოხელე ბურნაშოვი, აღნიშნავდა: “ერეკლე მეფე ისე არაფრისაკენ არ მიისწრაფოდა, როგორც თავის ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ” (ბურნაშოვი, 1898: 10). ერეკლე II-ის დროინდელი ქართლ-კახეთის სამეფო “აბსოლუტური” მონარქიისათვის დამახასიათებელ ბევრ ნიშანს ატარებდა.
ქვეყნის სრული, საბოლოო, გარდაქმნისათვის საჭირო იყო
რეფორმების გაგრძელება. ამ პროცესს ხელი შეუეშალა, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, კრწანისის ბრძოლაში დამარცხებამ და ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ატეხილმა შიდა წინააღმდეგობებმა.63აღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, 1799 წელს იოანე ბატონიშვილმა გიორგი XII-ს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებას ისახავდა (იხ. ბაგრატიონი, 1957). სამწუხაროდ, ქვეყნის მომავალი მოდერნიზება სამეფო ხელისუფლებას არ დასცალდა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები და ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა.
63. ეს საკითხები სცდება ჩვენს კვლევის
ობიექტს და ამიტომ მასზე არ შევერდებით.
იოანე ბატონიშვილის კანონპროექტი ითვალისწინებდა ვაჭრობის და ხელოსნობის გაფართოებას, სამთამადნო მრეწველობაზე ზრუნვას, სახელმწიფო სკოლების გახსნას, თავადიშვილათა მამულების საბოლოო გამიჯვნას, მოხელეთა ჯამაგირზე გადაყვანას და სხვა.
ეს კანონპროექტი ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია სრულიად ახალ, “რევოლუციურ” გარდაქმნების მატარებლად. მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ თვისებრივად ახალი, ცარიელ ნიადაგზე დაწერილ პროექტთან არ გვაქვს საქმე. იგი ბევრ სფეროში ერეკლესდროინდელ კონდიციაზე დაბრუნებას გულისხმობდა. ხოლო ყველა სხვა სიახლენი დაფუძნებული იყო უკვე არსებულ მდგომარეობაზე (პროექტი აღორძინებულ ვაჭრობა-ხელოსნობაში ქართული ეთნიკური ელემენტის ჩართვას, არსებული მუდმივ სამხედრო ძალების კიდევ უფრო დახვეწას, სახელმწიფო სკოლების, რომლებიც კრწანისის ბრძოლის შემდეგ განადგურდა, აღდგენამომატებას და ა.შ. ითვალისწინებდა).
ერთი სიტყვით, ერეკლე II-მ შეძლო ქვეყნის მმართველობის ძირეული გარდაქმნა. ამ ცვლილებებმა, ბუნებრივია, ძველი ფეოდალური სახლების მფლობელობაში გარკვეული სიახლეები შეიტანა.
![]() |
5 თავი IV.ცვლილებები სათავადოთა შიდა მფლობელობაში |
▲ზევით დაბრუნება |
ერეკლე II-ის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად სათავადოებმა დაკარგეს იმუნიტეტი. მეფის ძალაუფლება აღარ იყო მათზე დამოკიდებული. ქვეყანაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება, რაციონალური მეურნეობების გაჩენა და პარალელურად, ფეოდალური სახლების საერთო მამულების დეგრადაცია, ძირს უთხრიდა სათავადოთა ეკონომიკურ ძლიერებას — საერთო მფლობელობის არსებობა ხომ ნატურალურ მეურნეობაზე იყო დამყარებული. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, დაიწყო სათავადო სახლების რღვევა. ამ პერიოდში თვალშისაცემია თავად-აზნაურთა ქალაქისაკენ სწრაფვა. მარტო თბილისში XVIII საუკუნის მიწურულში 70-ზე მეტი თავადი ცხოვრობდა. მათ აღარ აკმაყოფილებდათ საერთო მამულიდან მიღებული რენტა და ცდილობდნენ ინდივიდუალური — “სათავისთავო” ქონების შექმნას.
სათავადოთა საერთო მფლობელობის რღვევაზე ჩვენს ხელთ არსებული მრავალი დოკუმენტი მიუთითებს: 1776 წლის 15 ივნისის განჩინება გლახა და ქაიხოსრო ფავლენიშვილების მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 14-15). 1777 წლის 23 მარტის განჩინება იოანე და ბეჟან ყორჩიბაშიშვილების მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 27-29). 1778 წლის 11 მაისის განჩინება ივანე და სოლომონ აბაზაძეების მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 57-61). 1780 წლის 10 ივნისის განჩინება ზემო და ქვემო აბაზაძეების მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 115-154). 1781 წლის 14 მაისის განჩინება გურამიშვილთა გაყრის სქმეზე (ქართული..., 1974: 152).
1783 წლის 25 ივნისის განჩინება გურამიშვილების ქონების გაყოფის საქმეზე (ქართული..., 1974: 220-221). 1783 წლის 28 ოქტომბრის განჩინება ფარეზუმ და აქაზ ანდრონიკაშვილბის გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 241-242). 1784 წლის 6 სექბემბრის განჩინება ფალავანდიშვილების მამულის გაყოფის საქმეზე (ქართული..., 1974: 269-270). 1785 წლის 12 აპრილის განჩინება სულხან და ქაიხოსრო ხიმშიაშვილების მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 295). 1787 წლის 16 ოქტომბრის განჩინება (ქიზიყის) მოურავისა და თოფჩიბაშის მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 385-386). 1787 წლის 27 ნოემბრის განჩინება პაპუა და ეგნატე თუმანიშვილების გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 387-393).
1789 წლის 12 მაისის განჩინება რატიშვილების გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 465-467). 1789 წლის 8 ივნისს განჩინება ელიაზარ და ზაალ დავითაშვილების მამულის გაყოფის საქმეზე (ქართული..., 1974: 217-218). 1790 წლის 1 მარტის განჩინება ეშიკაღასბაშ რევაზისა და სოლომონის გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 488-490). 1792 წლის 29 აგვისტოს განჩინება დავით და ზაზა ამირეჯიბების გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 578-579). 1793 წლის 25 თებერვლის განჩინება იესე და სულხან თაქთაქიშვილების გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 594)....... სხვადასხვა საბუთებით ირკვევა, რომ ამ დროს ზემოთ ჩამოთვლილ საგვარეულოთა გარდა, გაყრილა შემდეგი სათავადო სახლები: გერმანოზიშვილები, გარსევანიშვილების, ფავლენიშვილები, დიასამიძეები, ავალიშვილები, ბეგთაბეგიშვილები, სააკაძეები, ჯავახიშვილები, თარხნიშვილები, ხერხეულიძეები და სხვა (იხ. ხანთაძე, 1955: 153-171). ცნობილია, რომ დიდი სათავადო სახლები ერიდებოდნენ გაყოფას, რადგანაც ფეოდალურ სახელმწიფოში, ეს მის დამცრობას გამოიწვევდა. ძველი ტრადიცია, რა თქმა უნდა, კვლავ ძალაში რჩებოდა. ალექსანრდე ამილახვარი ამის შესახებ აღნიშნავდა, რომ “.... ქართველებს შორის მეტს პატივს სცემდნენ განუყოფელ გვარს” (ამილახვარი, 1939: 129).
ტრადიციული შეხედულების მიუხედავად, კერძო, ინდივიდუალური საკუთრების შექმნის ტენდენციას ვერც დიდი სათავადოები ასცდნენ. ზოგიერთმა სათავადო სახლმა, მართალია, განსახილველი საუკუნის ბოლომდე შეინარჩუნა საერთო მფლობელობა (საამილახვრო, სამუხრანბატონო), მაგრამ ქვეყანაში დაწყებული პროცესი არსებითად მათაც შეეხოთ. 1769 წელს ყმა-მამულები გაუნაწილებიათ აბაშიძეთა დიდ სათავადოს სახლის წევრებს — “ქ. უკეთილმსახურესს და უმაღლესსა, ძესა უფლისა მიერ ცხებულისა ქართუელთა მეფისა თეიმურაზისასა, ირაკლის მეორესა, ქრისტეს მიერ კეთილმსახურსა, მეფეს ქართÀლთა და კახეთისა, და მფლობელისა დიდთა სამთავროთა შამშადილისა, ბორჩალოსა და ყაზახისა... ესე შეურყეველი და მტკიცეÁ პირი და აღთქმაÁ მოგართვითს ჩვენ... მილახორბაში აბაშიძე ნიკოლაოს, შვილებითურთ ჩემით, და ეგრეთუე ძმის წული ჩემი. პაატას შვილი აბაშიძე ქაიხოსრო თავის კერძნყოფითა ძმათა თვისთათა ევგენი და დავით ზემო ხსენებულთა მიზეზთაგან გავიყარენით და ვითარცა აქუნდა ჩვეულებაÁ ქართუელთა, ეგეთისა მართლ მსაჯულებითა განჰსჯითა და სამართლითა განვიყავით მამეულნი ყმანი და ყოველივე ჩუენნი მამა პაპათ ნაღუაწნი, წილხდომით, უფროსისა საუფროსოისათა და წილხდომითა უმცროსისა საუმცროსოისათა და სხუანი ყოველივე სწორედ მოვრიგდევით და ბარათით განვიკერძეთ და თავს თვისნი კერძნი განვისაკუთრეთ...” (ხეც., Hდ — 9464). აზნაურ რჩეულიშვილის ქვრივის მიერ ერეკლე II-სადმი მიერთმეული არზიდან ირკვევა, რომ 1782 წლისათვის “გაყრილან” მაჩაბლებიც — “...ახლა მაჩაბლის შვილები, რომ იყრებიან, ჩვენ ყმებს ცალ-ცალკე იყოფენ და წილში აგდებენ” (ხეც., Hდ — 2762) რაც შეეხება ქართლის ისეთ დიდ სათავადო სახლებს, როგორიცაა — საყაფლანიშვილო, საციციანო, საამილახვარო და სამუხრანბატონი — მათზე შედარებით დეტალურად შევჩერდებით.
XVIII საუკუნის 70-იან წლების ქართლ-კახეთის სამეფოში სათავადო სახლების რღვევის გააქტიურება და ინდივიდუალური მეურნეობის მასიური ჩამოყალიბების პროცესი შეიმჩნევა.
64. კახეთში სამეფო
კარის ცენტრალიზებული პოლიტიკის წყალობით სათავადოებმა ვერ მიიღეს განვითარების ისეთივე სახე, როგორიც იყო ქართლში. იქ სათავადო სახლების “გაყრის” მასიური პროცესი XVI-XVII საუკუნეებიდანვე შეიმჩნევა (იხ. ასათიანი, 1959: 54). განსხვავებული აზრი გამოთქვა გ. ჯამბურიამ. მისი აზრით კახეთში, ქართლის სამეფოს მსგავსად არსებობდა სათავადოთა სისტემა (იხ. ჯამბურია, 2007: 121-161).
1787 წლის მარტის განჩინება ჯარდან და დურმიშხან ჩოლოყაშვილების გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 357-366).65
65. იყრება ჩოლოყაშვილთა ერთი სახლი. მთლიანად საჩოლოყაშვილო უკვე რამდენიმე სახლადაა დაშლილი.
![]() |
5.1 § 1. საყაფლანიშვილო |
▲ზევით დაბრუნება |
§ 1. საყაფლანიშვილო
იმუნიტეტის დენონსაციამ, ცხადია, დიდ სათავადოთა შიდა მფლობელობაზეც იმოქმედა. პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევის ფონზე სათავადოთა ერთიანობა აღარ იყო ძველებურად აქტუალური. ამავე დროს არარაციონალურად დამუშავებული საერთო მამული ვეღარ უზრუნველყოფდა თავადიშვილთა მოთხოვნებს და, მიუხედავად გვარის გაუყოფლობის ძირძველი ტრადიციისა, ჩანს, რომ ამ პერიოდში დიდ სათავადოთა მამულები ფაქტობრივად რამდენიმე სახლის წევრთა შორის ნაწილდება. ამ მხრივ საინტერესოა თვალი გავადევნოთ ყაფლანიშვილთა მამულების შიდა მფლობელობას.
1721 წლის მეწინავე სადროშოს აღწერის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საყაფლანიშვილოს ეკუთვნის 164 სოფელი, 1200 კომლამდე ყმა-გლეხითა და 100-ზე მეტი აზნაურით. აღწერის მიხედვით “საერო” მფლობელობობა მამულების და ყმა-გლეხთა დაახლოებით 95%-ს შეადგენდა (ლორთქიფანიძე, 1935: 138-156). საყაფლანიშვილოს სათავადო ოთხი ოჯახისაგან შედგებოდა. მათ შორის ყმა-მამულის გადანაწილებისათვის მუდმივი დავაქიშპი წარმოებდა. საერთოდ საყაფლანიშვილოში “საუფროსო” არ აიღებოდა, რადგანაც ჯერ კიდევ სათავადოს ფუძემდებლის, დიდ ყაფლანის, მემკვიდრე პაპუნა აცხადებდა: “...ერასტი (მომავალი სახლის უფროსი) ვიშვილეთ და ამ მიზეზით ძმათში სამდურავი ჩამოვარდა და ლაპარაკი შეგვექმნა. და რადგან მდივანბეგისა (ვახტანგის) და სარდლის (თამაზის) ქართული ერთი იყო, მეც თქვენსკენ მოვიწივე. ჩემს ძმას ასლანს და ძმისწულებს დაელაპარაკნენ. თუ ამა პირობით ყაბული ქნან, რომ თქვენში საუფროსო და საუმცროსო აღარ იყოს, ჩემს საუფროსოს არავინ წამოეჭიდოს. და ძმანი ხართ და ჩემ წილად საუფროსო ყველა სასწორო იყოს” (ქავთარია, 1987: 119). მოგვიანებით, ვახტანგ VI წერილიდანაც ერასტი ყაფლანიშვილისადმი, ირკვევა, რომ სათავადო სახლში “საუფროსო” არ აიღებოდა — “როგორც თქვენს ბიძას, კურთხეულს პაპუნას გაურიგებია თქვენში საუფროსოს აუღებლობა, მეც იმისი გარიგებას არ მოვშლი” (საქართველოს..., 1909: 327). საყაფლანიშვილოში სახლებს შორის მამულების და გლეხების პირველი გადანაწილება ერასტი მდივანბეგის სახლისუფროსობის დროს (1731 წლამდე) მომხდარა. ამას ადასტურებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Hდ ფონდის ¹ 11264 საბუთი, იგი განეკუთვნება XVIII საუკუნის I ნახევარს (სავარაუდოდ 30-იან წლებს). საბუთში ჩამოთვლილია “მდივანბეგიანთ საორბელიშვილოს სახასო” სოფლები. 34 სოფელი ყაფლანიშვილთა (ორბელიანების) ერთ-ერთი შტოს — “მდივანბეგიანთ” — სახასო გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახლებს შორის ყმა-მამულის გადანაწილების იმდროინდელი დოკუმენტები არ მოგვეპოვება, “მდივანბეგიაანთ” წილის არსებობა თავისთავად გულისხმობს, რომ დანარჩენ სახლისკაცებსაც ანალოგიური წილი ერგოთ. ერთი სიტყვით, XVIII საუკუნის 30-იან წლებში საერთოდ მამული შემცირებულია. ამ მამულის უმეტესობა 4 ოჯახის ხელში გადანაწილებულა (დაახლოებით 130 სოფელი). მოგვიანებით მდგომარეობა შეცვლილა: “...ერასტი მდივანბეგი რომ მიცვლილა, შემდგომად სახლის-კაცებს ქაიხოსრო სარდლისათვის მიუციათ თავეთი სახლის ბატონობა, ყმა და მამული, აშენებული და გამდიდრებული საყაფლანიშვილო. წელიწადი არ გამოსულა, ამ სახლის ბატონმა საერთო სოფლები ჩამოართვა და სახლის-კაცები შიგ აღარ გაატარა” — აცხადებს ზაალ ყაფლანიშვილი ერეკლესათვის მირთმეულ არზაში. მისივე მტკიცებით ქაიხოსრო სარდლის მძლავრობის აღსაკვეთად ზაალს ნადირ შაჰთან ჩივილი დაუპირებია, თუმცა ქაიხოსრომ “აბდულა-ბეგ და სხვა ქართველები შემომიყენა და ყეენთან აღარ მაჩივლა. ჩემის მეოთხედის წიგნი მომცა აბდულა-ბეგისა და ქართველების პირობითა” (საქართველოს..., 1909: 534, 540). როგორც საბუთიდან ირკვევა ქაიხოსრო ყაფლანიშვილის მძლავრობის მიუხედავად, მამულის სახლებს შორის არსებული გადანაწილების სტატუს-ქუო ძალაში დარჩენილა (“ჩემის მეოთხედის წიგნი მომცა...”). არზიდან ჩანს, რომ ეს მოვლენები 1741-42 წლებში ხდებოდა, რადგან გივი ამილახვრის ანტისპარსული აჯანყების დაწყების და ქართლის ნაიბად იმამ-ყული-ხან ხვარასნელის დანიშვნის თანადროული იყო. აღნიშნულ პერიოდში საყაფლანიშვილო “ოსმალობა-ყიზილბაშობის”, “ლეკიანობის” და სახლისკაცების ურთიერთ მიხდომადარბევის შედეგად მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაიცალა. შეწყდა ინტენსიური მეურნეობის წარმოება. ამჯერად სათავადოს დეგრადაცია არა ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ, არამედ მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ამავე დროს, თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფებამ შეასუსტა ქაიხოსრო სარდლის უფლებამოსილებები. მისი სახლისუფროსობის უკანასკნელ წლებში სათავადოში სახლებს შორის მომხდარა მამულების კიდევ ერთი განაწილება. ამას ადასტურებს შემდეგი საბუთი: “ქ. ჩვენ, ერთობით ორბელიშვილებმა, ჩვენი ძმობა ასე გავარიგეთ და გაყრამდის ასე ამ პირობით შევრიგდით, რომ რაც ძველთაგან საერთო მამული გვქონდა, სახასოებსავით მოვირიგეთ და ამ რიგით გავიყავით, რაც სახელმწიფო ხარჯი და სათხოვარი გვეწეროს, ამ ბარათის პირით ვაძლიოთ, სანამდის სახელმწიფო ხარჯი და სათხოვარი გვეთხოვებოდეს ამ რიგზე ვიდგნეთ. ქ. ერთწილად ერგო მდივანბეგის შვილებს: სოფელი ქ. ზემო ვარდისუბანი ავთანდილაშვილებით,
სოფელი ქ. ტაშირზედ წითელეკლესია აღზბეუქით, სოფელი ქ. ქარტაკი, იქავ სამეხრალო, ქ. ჯის სოფელი კიპრუჭი, ქ. სოფელი წყნეთა, ქ. სოფელი ქრცხილა, იქავ სამეხრალო, ქ. თაფანს ბადუჩაშვილი, ქ. დმანის, ციხისა, დუქნებისა, ბაღისა, წისქვილისა, მიწისა, მსახლობელის კაცისა, ყოვლისფრგის მეოთხედი. ქ. ფიტარეთს: ციხისა, მსახლობელის კაცისა, მიწისა ყოვლისფრის მეოთხედი. ქ. ტანძიას: სოფლისა, მსახლობელი კაცისა, მიწისა, ყოვლისფრის მეოთხედი. ქ. აღაბაბლოს: მსახლობელის თათრისა, სოფლისა, მიწისა, ყოვლისფრის მეოთხედი. ქ. აზნაურიშვილები ჩაჩიკაშვილები დღეს რისაც მქონებელნი არიან: სოფლებისა, მამულისა, ყოვლისფრის მეოთხედი. ქ. აზნაურიშვილი დოროთაშვილი თავისის ყმითა და მამულით. ქ. ნასყიდი შუა ბოლნის ზვრისა აქელაშვილებისა, ქვემო ბოლნის ზვრის მეოთხედი” (ჯამბურია, 1960: 121-122). ამავე რაოდენობის სოფლები, აზნაურები და მეოთხედები ერგოთ სხვა დანარჩენი 3 სახლის წევრებსაც (ჯამბურია, 1960: 120-121; ხეც., Hდ — 1159, 1431). ეს საბუთები 1746 წლით თარიღდება. როგორც ვხედავთ დეგრადირებული სათავადო ოთხ თანაბარ მამულად დაიშალა. ამასთანავე, გვაქვს ცნობა, რომ “მდივანბეგიაანთ” სახასო მამული თავის მხრივ 2 ძმას შორის გადანაწილებულა (ხეც., Hდ — 11261). ყაფლანიშვილთა სახლისკაცებმა “რაც ძველთაგან საერთო მამული” ჰქონდათ, “სახასოებსავით” მოირიგეს და გაიყვეს. უკლებლივ საერთო მამულის მთელი ფონდის დანაწილება რომ მომხდარა დასტურდება იმითაც, რომ სხვა სოფლებთან ერთად, სახლისკაცებმა გაინაწილეს სათავადოს ყველა ძველი ადმინისტრაციული ცენტრი — ტანძია (სადაც სასახლე იდგა), ფიტარეთი (ძველი საგვარეულო საძვალე), დმანისის ციხე (მთავარი სტრატეგიული პუნქტი) და ა.შ. სახლისკაცებს შორის გაყოფის დროს დავაც მომხდარა, რომელიც თეიმურაზ II-ს მოუგვარებია: “...მერე ამას წინათ რომ თქვენ ს[ახ]ლის კაცნი გაიყარენით. მამული, ყმა ბარათებით გაიყავით. წილი გეყარათ. შენ უკეთესი ბარათი გრგებოდა. ამაზედ ლაპარაკი გქონდათ. ჩვენ შენი ბარათი ქაიხოსრო სარდალს უბოძეთ
და სარდალის ბარათი შენ გიბოძეთ. ამის გასასწორებლად მურვანას შვილი თავის მამულით ნასყიდით და უსყიდით შენ გიბოძეთ. როგორც აქამდის შენთვის უმსახურია ისევ შენვე გემსახურებოდეს და ბარათშიაც გიწერია. მურვანას შვილთან შენს მეტს კაცს ხელი არა ჰქონდეს მანამდინ აწ სწორეთ გაგყრიდეთ ან ისევ შეგყრიდეთ” — აცხადებს 1749 წელს თეიმურ II ერთ-ერთ ყაფლანიშვილისათვის მიცემულ სიგელში (ხეც., Hდ — 2518). მამულების სახლისკაცებს შორის სრულ დანაწილებას ადასტურებს, ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Hდ ფონდის ¹ 14301 საბუთი. იგი განეკუთვნება XVIII საუკუნის შუა ხანებს. დოკუმენტი წარმოადგენს “მდივანბეგიაანთ” სახასო მამულების გაერთიანებულ დავთარს. მასში შეტანილია როგორც ნასყიდი სოფლები, ასევე 1746 წლის გადანაწილებამდელი მათი სახასო სოფლები და 1746 წელს ხელახლა გაყოფის შედეგად მიღებული სოფლები. სულ ნასყიდობის გარდა მდივანბეგიშვილების მამული 40 სოფლისგან და 4 სოფლის მეოთხედისგან შედგებოდა. ერთი სიტყვით აღნიშნულ პერიოდში ყოფილი დიდი სათავადო 4 ნაწილად დაიშალა (1721 წლის აღწერით სულ 164 სოფელი შედის საყაფლანიშვილოში. “მდივანბეგიაანთ” წილი 40-ზე მეტი სოფელია. ოთხი სახლის წილი კი 160-სოფელზე მეტი გამოდის). 1749 წლის მაისში ყაფლანიშვილთა სახლის უფროსად აირჩიეს თეიმურაზ II-ის სიძე დიმიტრი ეშიკაღასბაში. სახლისკაცობის რიგი ცხადყოფს, რომ თეიმურაზ II-ის ძალისხმევით, კვლავ არსებობდა სახლის ნომინალური ერთიანობა (ჯამბურია, 1960: 123125). მეფეს პროვინციების ცენტრიდან ადმინისტრირების რესურსი ამჯერად არ გააჩნდა და ამდენად მისი ძალაუფლება კვლავ დიდ სათავადოებზე იყო დამყარებული. ამიტომაც თეიმურაზი ცდილობდა სათავადოს ერთიანობის, თუნდაც ხელოვნურად, შენარჩუნებას. მოგვიანებით, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. როგორც აღვნიშნეთ, XVIII საუკუნის 70-იან წლებიდან, ერეკლე II-ის რეფორმების შედეგად, სათავადოებმა დაკარგეს იმუნიტეტი. ძირძველი სათავადოები პოლიტიკურ ფუნქციებს მოკლებულნი აღმოჩნდნენ. ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ, ფულად-სასაქონლო ურთიერთობის განვითარებამ და მეურნეობის მართვის რაციონალურმა მიდგომებმა, ბუნებრივია, ყაფლანიშვილთა სახლისკაცებში საერთო სასახლო მეურნეობისაგან დამოუკიდებელ მემამულეებად გადაქცევის ტენდეცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ყაფლანიშვილთა მფლობელობას ეხება 1781 წლის თბილისის შემოგარენის აღწერის დავთარი. დოკუმენტში, არსად არ არის დაფიქსირებული საერთო საყაფლანიშვილოს ყმა-მამულები. სამაგიეროდ ვხვდებით დავით სარდლის, ვახტან ყაფლანიშვილის, ზაალ ყაფლანიშვილის და სხვა სახლისკაცების კერძო მფლობელობებს. ანალოგიურ სურათს იძლევა სურსათის შეწერის დავთრები (იხ. მასალები..., 1955; ხანთაძე, 1955). საყაფლანიშვილოს ყმა-მამულის გაყოფას მოწმობს 1803 წლის ორი დოკუმენტი: დოკუმენტებში — “გიორგის შვილის სახასო რაც შენათ (ანუ მოშენებულია — ა.თ.) არის” და “მდივანბეგის-შვილისა სახასო, რაც შენათ არის” — ჩამოთვლილია ორი სახლის სახასო სოფლები (გიორგისშვილების — 22, მდივანბეგისშვილების — 27). ორივე დოკუმენტის ბოლოს აქვს შემდეგი შინაარსის მონაწერი:
“ჩვენ ორბელიძეთ ძმობით და მშვიდობით მორიგება მოვინდომეთ და ვნახეთ ეს დავთრები
ოთხისავე სახლისა წილად ნარგები. რადგან ჩვენთა მამ-პაპათა უმეტესად ეცოდინებოდათ
ამ სოფლების თანასწორად შეფარდება, ასე შეუფარდებიათ და გაუყვიათ. ჩვენც, ოთხსავე
სახლის შვილნი, ამ ოთხის ძმის დავთარს ჩვენის ბეჭდით ასე ვბეჭდავთ და ვყაბულობთ”
(ჯამბურია, 1960: 138-140). ამ საბუთების მიხედვით, ოთხი სახლის მოშენებული სოფლების რიცხვი 100-მდე აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ XVIII საუკუნის შუა ხანებისათვის მთელი საორბელიშვილო “უშენი” იყო, გამორიცხულია, რომ XIX საუკუნის დასაწყისისათვის იქ 100 სოფელზე მეტი ყოფილიყო “შენათ”. ამ დოკუმენტებიდანაც ირკვევა, რომ საყაფლანიშვილოში საერთო მფლობელობა XVIII საუკუნის II ნახევარში აღარ არსებობდა და ყოფილი დიდი სათავადო ოთხ პოლიტიკური უფლების არმქონე მამულად იყო გაყოფილი.
ჩვენ მიერ დამოწმებული ფაქტობრივი მასალა ნათლად მეტყველებს, რომ მიუხედავად ფორმალური ერთობისა (საყაფლანიშვილო ოფიციალურად 1854 წელს გაიყო (ჯამბურია, 1955: 185)), ყოფილი სათავადოს ტერიტორია XVIII საუკუნის შუა ხანებში დანაწილდა. ის აღარ წარმოადგენდა ერთიან მონოლითურ ორგანიზმს. მას არ შერჩენია, არც პოლიტიკური უფლებები და ამდენად, XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში საყაფლანიშვილო აღარ არსებობდა სათავადოს კლასიკური სახით.
საყაფლანიშვილოს შესახებ უამრავი დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, XVIII საუკუნის 60-იან წლებიდან ვეღარ ვხვდებით
ვერც “სახლისკაცობის რიგს”, და ვერც, სახლისუფროსის არჩევის
ფაქტს.66 ვერც უამრავ, ყაფლანიშვილთა არზა-განჩინებებში ვერ ვხვდებით საერთო-სათავადო ყმა-მამულის არსებობას. საპირისპიროდ ყველა ასეთი დოკუმენტი ყაფლანიშვილთა სახლისკაცების ინდივიდუალურ მფლობელობას ნათელყოფს (იხ. ქართული..., 1972, 1974, 1977, 1981, 1985).
66 გ. ჯამბურია “ყაფლანიანთ არზაზე” დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დიმიტრი ეშიკაღასბაშის შემდეგ სახლის უფროსი დავით სარდალი გამხდარა (ჯამბურია, 1955: 180), თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში ეს ფაქტი არ არის დაფიქსირებული (იხ. საქართველოს..., 1909: 533-543).
![]() |
5.2 § 2. საციციანო |
▲ზევით დაბრუნება |
§ 2. საციციანო
საციციანო ერთ-ერთ მძლავრ სათავადოს წარმოადგენდა. თუმცა “ოსმალობა-ყიზილბაშობამ” და “ლეკიანობამ” საციციანოს მოსახლეობისაგან დაცლა და გაპარტახება გამოიწვია (ბატონიშვილი, 1973: 512). საციციანო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გაიყო ზემო და ქვემო ციციშვილებად. დროთა განმავლობაში სათავადოში სხვადასხვა სახლები ჩამოყალიბდა. იოანე ბატონიშვილის ცნობით, “ზემო ციციანნი არიან, რომელნიც მძოვრეთის ხეობას მცხოვრები არიან. ხოლო ქვემო ციციანნი ნიჩბისის ხეობაში სახლობენ და ზემო ციციანნი არიან აწ მოსახლედ: 1) მოურავის შვილები, მეორე ნიკოლაოზისა, 3) ამილბარის შვილებად, 4) გლახას შვილებად, 5) პაატას შვილებად, 6) გიორგის შვილებად, 7) ზაქარიას შვილებად და სხვანი. ხოლო ქვემო ციციანნი დიმიტრის შვილებად და აწ ცხოვრობენ ესენი მოსკოვს, 2) მდივან-ბეგის შვილებად, 3) ზაზასშვილებად და 4) კიდევ ზაზას შვილებად” (ბაგრატიონი, 1997: 26). საციციანოს საერთო ყმა-გლეხთა რიცხვი ამ დროს 200-250 კომლით განისაზღვრებოდა (ჩვენ არ გაგვაჩნია დაზუსტებული მონაცემები, თუმცა სურსათის გადასახადის და სხვადასხვა აღწერის დავთრებზე დაკვირვება ციციშვილების ყმათა მიახლოებით გამოანგარიშების საფუძველს გვაძლევს). ეკონომიკური აღმავლობის ფონზე, ციციშვილთა მრავალრიცხოვან სახლისკაცების მატერიალურ უზრუნველყოფას არარაციონალურად დამუშავებული საერთო მამული, ცხადია, ვეღარ შეძლებდა და დაიწყო ყოფილი დიდი სათავადოს მამულების შიდა გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდნენ XVIII საუკუნის II ნახევარში სათავადოთა დაშლის ფაქტის აღიარებას, დავით გვრიტიშვილი არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ცი-
ციშვილები განსახილველ პერიოდში ცნობილნი იყვნენ არა თავისი მამულით (სათავადოთი), არამედ სამეფო კარის მოხელეობით (გვრიტიშვილი, 1955: 444). საციციანოს სათავადოში მამულები სახლისკაცებს შორის გადანაწილებას უამრავი ისტორიული საბუთი ადასტურებს. მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს: განჩინება ზაქარია და დიმიტრი ციციშვილების მამულის საქმეზე. 1777 წ. 24 აგვისტო. “ციციშვილი ზაქარია სახლთუხუცესი და ამის ბიძაშვილი დიმიტრი პატარა ქარელზე რომ ცილობდნენ, დიმიტრისაც განაჩენი ეჭირა ამ ალაგისა და ზაქარია სახლთუხუცესსაც ჰქონოდა და დაჰკარგოდა...” მსაჯულთშეკრებულობამ საბოლოოდ პატარა ქარელი დიმიტრის არგუნა (ქართული..., 1974: 41-43). საბუთი დიმიტრი ციციშვილის კერძომფლობელობას ამტკიცებს. ანალოგიური შინაარსისაა 1780 წლის 1 ივლისით დათარიღებული განჩინება თეიმურაზ მდივანბეგისა და გივი ფარეშთუხუცესის მამულის საქმეზე (ქართული..., 1974: 119). 1783 წლის 1 აპრილის მდივანბეგთა განჩინებაში ნათქვამია: “მძოვრეთის ციხე რომ ქაიხოსროს შვილს ციციშვილს ზაქარიას დაეჭირა და შიგ თავისი კაცნი შეეყენებინა, ამაზედ ნოდარის შვილი სარდალ-ქალაქის მოურავი დავით ძალგამოღებით ლაპარაკობდა: მძოვრეთის ციხე ჩვენი-ნოდარის შვილების საკუთარია, რომ არც ქაიხოსროს შვილებს და არც პაპუნაშვილებს წილი არა აქვსთ...” საბოლოოდ ციხე სამართალმა დავით მოურავს არგუნა (ქართული..., 1974: 109). ჩვენთვის საბუთი საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ აქაც საუბარია კერძო საკუთრებაზე და არა საერთო მამულზე. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ არათუ აღარ არსებობდა ერთიანი მამულები, არამედ პატარა სახლებს შორისაც ხშირი იყო გაყრის ფაქტები. ამის დამადასტურებელია 1783 წლის 19 ოქტომბრის განჩინება გივი ფარეშთუხუცესის და მისი ბიძაშვილის გიორგის შვილის გაყრის საქმეზე; 1785 წლის 12 მაისის განჩინება თეიმურაზ მდივანბეგისა და ზაზა უზბაშის გაყრის საქმეზე (ქართული..., 1974: 236-238; 297) და სხვა. საციციანოს ყმა-მამულის მფლობელობისათვის ნათელ სურათს “საციციანოს და სათარხნოს მხარის” შეწერილი სურსათის დავთარი იძლევა: “ციციშვილის ქალაქის მოურავის ევსტათისა და ამისი ბიძის გოგიას წილობისა — კოდი ოცდა ცხრამეტი. ციციშვილის გლახა ობლის ყმამ — კოდი თვრამეტი.
ციციშვილის სარდლის გიორგის ყმამ, სადაც ჰყავს — კოდი სამოცი. ციციშვილის პაატაშვილის გოგია ეშიკაღაბაშის ყმამ — კოდი ოცდაათი. ციციშვილის მდივანბეგის ყმამ — კოდი თხუთხმეტი. ციციშვილის ამილბარის ყმამ — კოდი თხუთმეტი. ციციშვილის ედიაშვილის ყმამ — კოდი ცხრა. ციციშვილის იოანეს ყმამ, აზნაურიშვილების ყმითვე — კოდი სამოცდა თექვსმეტი. ციციშვილის ნაყმევმა, გვარამაძეების ყმებისა და ერთმა კომლმა გლახას ნაყმევმა — კოდი ცხრა” (ხანთაძე, 1955: 161). როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში საციციანოს ერთიანი სათავადოს ფუნქციები აღარ გააჩნდა. ყოფილი დიდი სათავადოს ტერიტორია დაიყო მრავალ მამულად. ძველი სათავადოს სახლის წევრები კი რიგით მემამულეებად გადაიქცნენ.
![]() |
5.3 § 3. საამილახვრო |
▲ზევით დაბრუნება |
§ 3. საამილახვრო საამილახვრო სახლმა ერთიანობა XVIII მანძილზე შეინარჩუნა. საერთო მამულების სრული დანაწილება აქ არ მომხდარა. თუმცა საამილახვრომ, ისევე როგორც სხვა სათავადო სახლებმა, დაკარგა იმუნიტეტი. ეს ფაქტი, ბუნებრივია, შენიშნა ამ სათავადო სახლის მკვლევარმა მ. ქიქოძემ. იგი აღნიშნავდა: “საამილახორო სახლის პოზიცია 1765 წელს აშკარა იყო. მან მონაწილეობა მიიღო ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში (იგულისხმება პაატა ბატონიშვილის შეთქმულება). შეთქმულების ლიკვიდაციის შემდეგ ერეკლე სრულად უსპობს ამილახვართა სახლს პოლიტიკურ უფლებებს, ტიპურ სახელმწიფო მოხელეებად აქცევს მათ და ცენტრალურ ხელისუფლებას უმორჩილებს. მიუხედავად ამისა, ერთი სათავადოს (ამ შემთხვევაში საამილახოროს) დამარცხება ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ ნიშნავდა მთელი სათავადო სისტემის მარცხსა და სამეფო კარის გამარჯვებას. სათავადო პოლიტიკური სისტემის სრული ლიკვიდაცია, მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ მოხდა” (ქიქოძე, 1963: 112). უკანასკნელ ფრაზაში გაჟღერებულია საბჭოური ისტორიოგრაფიის ზოგადი პათოსი. თუმცა, ავტორმა სწორად შენიშნა, ის ფაქტი, რომ საამილახვროს პოლიტიკური უფლებები ამ დროს აღარ ჰქონდა შერჩენილი. ამასთანავე, მეფე სათავადოს შიდა მფლობელობაშიც ხშირად ერეოდა და თავისი სურვილისამებრ იძლეოდა ბრძანებებს — “ქ. ჩვენ მაგივრად ამილახორს ოთარს ასე
უამბეთ. მერე ამ არზით შენს სახლისკაცებს რომ ასე მოუხსენებიათ, ამ სახდელში ყველას წილი გიძესთ. რადგან საერთო მამულია, იმისი შემოსავალი ყველამ თანასწორედ უნდა გაიყოთ. ივნისის ვ (6), ქ-კს უოზ (1789 წ.) ქ. ამაში ამილახვრობა და უფროსობა და უმცროსობა არ იქნება. სწორედ უნდა გაიყოთ....” (სცსსა ფ., 1449, საბ., ¹234). ამ ფაქტს და ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარებას, შეუძლებელია სათავადოს შიგნით არსებულ სახლებს შორის კერძო საკუთრების შექმნის სურვილი არ გაემძაფრებინა. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, “თავადნი ამილახვარნნი... განიყოფებიან სხვადასხვა სახლად. 1) რევაზის შვილებად, 2) ქაიხოსროს შვილებად, 3) ბეჟანის შვილებად, 4) ერასტის შვილებად და ამის ძმის წულებად, 5) გივის შვილებად” (ბაგრატიონი, 1997: 14). საამილახვროს მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1765 წლის შეთქმულების შემდეგ. შეთქმულებაში მონაწილე დიმიტრი ამილახვარის საკმაოდ დიდი ქონება სამეფო მამულად გამოცხადდა — “ქ. ჩვენ ქართლის და კახეთის მოსამართლეებმა ამილახვრიშვილს დემეტრეს საწილო ყმა, და მამული განსჯით თავის სახლისკაცებს გავჰყარეთ და გავაშორეთ. ამ დავთრის პირით მის სიმაღლე მეფეს ერეკლეს მიერთვა, დემეტრეს რაც სახლის კაცებისაგან შეფარდებით ერგო და ან სათავისთაოდ ქონდა რამე, ყველა ბატონს მიერთვა დიდის განჩინების ძალითა. თებერვლის ი (10). ქ-კს უნდ (1766 წ.)” (სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹854). დემეტრეს წილი ყმა-მამულის სახასოდ გამოცხადებით საამილახვროს საერთო მამული მკვეთრად შემცირდა. ამავე დროს საამილახვროში მამულის მფლობელობის მეტად საინტერესო ფორმასთან გვაქვს საქმე — საუფლისწულო ქონება, სახლისკაცების შეთანხმებით გადაიქცა უცილობელ, “სათავისთაო” ქონებად: “ქ. ჩვენ, ამილახორი ამირინდო და ჩვენი სახლისკაცები, სახლისკაცობაზე დავლაპარაკდით და ბატონი არაგვის ერისთავი ჯიმშერიც ვიახელით და ციციშვილი ფარსადანც გვერდს იახლა. საუფლისწულოს საქმეზე ვილაპარეკეთ და იმათის ბრძანებით და სიტყვით ასე გავრიგდით: მინბაშ რევაზსა და უზბაშს ნიკოლაოზს დავანებეთ საუფლისწულოთ ორჭოშანი და ავაზანი მისის მიწა-წყლით და სამძღვრითა, და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა. დაგვინებებია საუკუნოთ, რომ ამათ ფარდი ყველას სახლისკაცებს უჭირავს. თუ, ვინ იცის, ბოლოსაც იყოს და გაყრა მოგვიხდეს, ეს საუფლისწულოები არცერთი ბარათში აღარ ჩავარდეს. ავაშენებთ თუ წავახდენთ, ერთმანეთის საუფლისწულოებთან ხელი აღარ გვექნება. გაყრაზე ოთხსავ ძმის საუფლის-
წულო უნდა დაითვალოს და ამათი მაგიერი საუფროსო და საჭირნახულო სხვაგნიდან უნდა აიღონ...” (ჯამბურია, 1960: 128-129). როგორც ვხედავთ, 1756 წელს საერთო მამულს გამოეყო ორი სოფელი. მისი “ფარდი” სხვა სახლისკაცებს უკვე სჭერიათ. სათავადოს შიგნით მამულის განაწილება მომხდარა 1754 წელსაც: “ქ. ამილახორი ამირინდო და ამის ბიძაშვილები იესე, რევაზ და თეიმურაზ თავის ბიძაშვილებს დემეტრეს და დათუას მამულზედ ელაპარაკებოდნენ, მღვთივ ცხებულს საქართველოს პატრონს მეფეს თეიმურაზთან და ძესა მისს კახთ მეფეს ერეკლესთან და საქართველოს პატრიარქს მეფის მის ანტონთან ჩივოდნენ. ამითის სამართალი ჩვენ გვიბრძანეს ციცის-შვილს სარდალს ალექსანდრეს, აბაშიძეს პაატას, სარდლის-შვილს ფარსადანს და ეფისკოპოზს სამთავნელს ბენედიქტეს. ჩვენ დავსხედით და ამით საჩივარი გავშინჯეთ და ასე გავირიგეთ”. საბუთის ტექსტიდან ირკვევა, რომ დემეტრემ და მისმა ძმამ დათუამ საერთო მამულიდან “მკვიდრად” საკმაოდ დიდი ნაწილი მიიღეს. აქვე ჩანს, რომ ამ დროისათვის ყველა სახლისკაცს უკვე გააჩნდა მოზრდილი საუფლისწულოები, რომლებიც უკვე “უცილობელ” ქონებას წარმოადგენდა (ჯამბურია, 1960: 125-128). 1766 წელს კიდევ ერთხელ მომხდარა მამულების განაწილება: “ქ. ჩვენ ქართლისა და კახეთის მდივანბეგებმან და მდივნებმან ამილახორიანთ საუფლისწულოს საქმე ასე გავარჩიეთ. იოთამ ამილახვრის შვილებს და გივი ამილახვრის შვილებს სათავისთაოდ თვითოს და თვითოს ეჭირა... ომანს და ბეჟანს აკლდათ და სახლისკაცების ნებით მიეცათ ეგაძე გოგია და შემანა თავეთის მამულით... ამის გარდა ათის დღის მიწა ამილახვრიანთ ხოდაბუდებიდამ უნდა გაუჭრან ფხვენისს და მისცენ. რევაზ ამილახორსა და ნიკოლოზსაც შეუსრულდათ და ომანს და ბეჟანსაცა” (ხეც. Aდ — 1044).
საბუთში “სათავისთაო” და “საუფლისწულო” იდენტური შინაარსითაა ნახმარი. მოგვიანებით, ინდივიდუალური მეურნეობის შექმნა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამის დამადასტურებელია ამილახვრების სახლის წევრთა მუდმივი არზა-საჩივრები — ამილახვრისშვილები საკუთარი ყმა-მამულის გაფართოებას სამეფო სასამართლოს საშუალებით ცდილობდნენ (იხ. ქართული..., 1974, 1977, 1981...).
საკმაოდ მრავალრიცხოვანი “სამკვიდრო” ყმა-მამულის მფლობელნი ჩანან გოგია და დავით ამილახვრიშვილები: “ქ. გრაკალი ერგო მინბაშს გოგიას. დავითს საქმე არა აქვს ამისათვის რომ სამოცი თუმანი გასწყვიტა. სახლის ვალისაც და გრაკლისაც გირაოთ იყო. ისიცა და ამის სამოც თუმანს გარდა, კიდევ გრაკალში მისცა მინბაშმა დავითს ზედგინიძე გოგია. კიკოლა თავისი ყმითა და მამულით. თათრიშვილი თავისის ძმებით დღეს რისაც მამულის მქონებელი არის. კუპატაძე გლახა და თავისი ბიძაშვილებით, ძმებით
თავისი
მამულითა. ამაებში ერთმანეთთან საქმე არა აქვთ რა. ქ. რაჭაშვილი ოთარა გოგიას ერგო თავის მამულით.
ქ. ზედგენიძე ზ[?]ა ერგო გოგიას თავისის ყმითა და მამულით. ქ. გოგოლიძე [?] გოგოლიძის მამული სულა. ქ. კოლელიშვილი, ბოჭორაძე [?] ესენიც გოგიას ერგო. ქ. ქვემო [?] ოდიკაძის მამული ერგო ნახევარი გოგიას. ქ. კაკაშვილები ორივე ძმანი ერგო გოგიას. ქ. ახალსოფელს ხევსური თავისის მამულით ერგო გოგიას.
ქ. ხანკალაშვილი ბეჟანა [?], კარაპეტაშვილი თავისის მამულით ერგო გოგიას. ქ. კასპს ნახევარი ვენახი ერგო გოგიას. ქ. კარბს [?] თავისის მამულით ერგო გოგიას. ქ. ჭალას გოდერიძე უმამულო ერგო. ქ. ზემო ხვითსა და ქვემო ხვითს რაც მა[მუ]ლები აქვთ ორთავ უნდა გაიყონ. ქ. საბალახე დემეტრე [?] მალი. სასახლე და ჩვენი მალი ორთავესია. ზვარი და სასახლეცა. ქ. ტარიელა ორთავესია.
ქ. ცხინვალს რომ ვენახია ათ თუმნად გირაოთ გოგიამ უნდა დაიხსნას და რასაცა დათუამ ხუთი თუმანი მისცეს ორთავესი იქნება. ქ. შეისყულას რაც მამული იქთ ორთავესია. ქ. ფხვენისის გალავანში რომ საჯინიბოა [დავითს] ერგო. აქავ გალავანში სასახლე, გალავანს გარეთ რაც მამულებია, გოგიას ერგო. და ბაღის მაგიერი გოგიამ დავითს მიწა უნდა მისცეს. გალავანს გარეთ რომ სახლი და საჯინიბო[ა], ისიც გოგიას ერგო. ერთმანეთან საქმე აღარა აქვთ რა” (1770 წ.) (სცსსა, ფ., 1448, საბ., ¹ 2972). როგორც ვხედავთ, საერთო მამულის დამოუკიდებლად ამილახვრიშვილები საკმაოდ მსხვილი კერძომფლობელები იყვნენ. ჩანს, ამილახვრიშვილებს საერთო აზნაურებიც გაუნაწილებიათ — “ქ. ბატონო ამილახვარო ოთარ. მერე შენს სახლისკაცებს ამ არზით ასე რომ მოუხსენებიათ, რომელიც ამილახვარი ამირინდოსა და რევაზისა და იესეს დროს ამათ აზნაურიშვილები და მსახურები ხლებიან და ამით დასდილები არიან, ისენი თქვენს გაყრამდინ ამათსვე უნდა ახლდესთ. ამათს ხლებას ვერ დაუშლით. და როდესაც გაიყრებით, მაშინ როგორც ბარათით გერგებათ, ასე იახლებთ...” (სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 232). საერთო მამულის საუფლისწულოებად (ანუ ამ შემთხვევაში სათავისთაოებად) გადანაწილება სამეფო ხელისუფლებასაც დაუკანონებია: “ამ არზით ამილახვარის შვილების [...] რიგიანი მოხსენება არის. ამათს საუფლისწულოს კაცი რაც არის ცალკე გასწერეთ: ხარჯსაც ცალკე შეაწერთ და ჯარსაცა. თიბათვის ბ (2). ქ-კს უოზ (1789 წ.). ამაში უფრო უშფოთველობა იქნება და ქვეყნის საქმეც გარიგდება” (სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 231). ამ საბუთიდან ჩანს, რომ ერეკლე II-ს ადმინისტრირებისათვის აღარ ესაჭიროება მონოლითური საამილახვრო. ის თავის მოხელეებს უბრძანებს, რომ საუფლისწულო ყმები ცალკე გაწერონ და გადასახდები თუ სამხედრო ბეგარა ამ რიგით გამოართვან. მეტად საინტერესოა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ერთი საბუთი:
“ღთით ქ-კს უოთ (1791 წ.) ამ წელს სეკდემბერს იგ (13), ამილახვრისშვილებმა
ქაიხოსრომ და მინბაშმა ბეჟანმა მისს უმაღლესობას, სრულიად საქართველოს მეფეს მეორეს
ირაკლის მოახსენეს, ამილახვარ ოთარს გაგვყარეო, და ჩვენი წილი სამართალი გვიბოძეო.
მისმა უმაღლესობამ, მეფემ მეორემ ირაკლიმ ოქმით გვიბრძანა თუმანიშვილებს, მდივანს
ეგნატისა და მდივანს იოსებიშვილს, მდივანს დიმიტრისა, რომ სრულად საამილახვროს ყმა
და მამული უკლებრად აღწერეთო და ჩვენც, რაც დაგვაწერინეს ამ წე-
რილის ბოლოს სწერიან სოფელ-სოფელ გარჩევითა, რომ ამ დავთრით უნდა გაიბარათონ და გაიყონ ყმა და მამული”. შემდეგ ჩამოთვლილია 32 დასახელებული პუნქტი, სადაც ამილახვრებს საერთო, და ოთარის, ქაიხოსროს და ბეჟანის საუფლისწულო ყმა-მამული იყო განთავსებული. სულ დავთარში 353 საკომლოა შეტანილი. აქედან 24 კომლი ამ სამი პირის საუფლისწულოა. 76 კომლი ეკლესიის ყმა-მამულია (სამთავისის, გორის ჯვრის... ეს ყმები ნომინალურად ეკუთვნოდათ ამილახვრებს. გადასახადებს ისინი ეკლესიას უხდიდნენ), 74 კომლი ეკუთვნოდათ საერთო და ამ პირების (ოთარის, ბეჟანის და ქაიხოსროს) საუფლისწულო აზნაურებს. 27 საკომლო ბეითალმანი, ანუ ამოწყვეტილი საკომლო იყო. სულ საერთო მამულში ღალის გამომღები 140მდე კომლი ყოფილა (ხეც., Hდ — 1617) აღნიშნულ დავთარში შეტანილი არ არის სხვა სახლისკაცების საუფლისწულო ყმა-მამულები. ცნობილია, რომ, დემეტრე ამილახვრიშვილის წილის გარდა, საამილახვროში 33 აზნაური იყო (ხეც., Aდ — 1403). დავთარში კი მხოლოდ მისი ნაწილია შეტანილი. დავთარში სოფელ ფხვენისში მოსახლე 9 კომლი ფიქსირდება, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის სხვა აღწერის დავთარში სხვადასხვა ამილახვრიშვილების საუფლისწულო და “სათავისთაო” ყმებიანად 20 კომლზე მეტი ფიქსირდება (ხეც., Hდ — 1606). ამ დავთარითაც დასტურდება, რომ საამილახვროში ყმა-მამულების უმეტესობა ფაქტობრივად სახლისკაცებს შორის განაწილებული იყო, საერთო მამული კი მკვეთრად იყო შემცირებული. საოჯახო მფლობელობის გამტკიცებაზე მეტყველებს ბეჟან ამილახვრიშვილის დანახარჯების ნუსხა. საბუთიდან ჩანს მისი სხვადასხვა შემოსავლები. ჩანს ასევე, რომ იგი ცდილობდა თავისი მეურნეობის გაფართოებას — ყიდულობდა ხარ-კამეჩს, ამუშავებდა საკუთარ მიწას და ა.შ. ამილახვრიშვილი მხოლოდ ერთხელ ახსენებს საერთო მამულიდან მიღებულ ღალას და კულუხს. თანაც, ხაზს უსვამს მის სიმცირეს. ბეჯან ამილახვრიშვილი საეთო მამულში მხოლოდ სამ სოფელს: ჭალას, ბოლს და ძახორს ასახელებს (მასალები..., 1938: 84). ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება დავასკვნათ: XVIII საუკუნის II ნახევარში საამილახვრომ, პოლიტიკური უფლებების დაკარგვასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი XVIII საუკუნის მანძილზე ამილახვრებმა შეინარჩუნეს ფორმალური ერთიანობა, სახეზეა კერძო საოჯახო მფლობელობის გაფართოება საერთო სასახლო ყმა-მამულების ხარჯზე.
სახლისკაცების დავების გახშირებამ სათავადოს ფუნდამენტის მოშლა გამოიწვია. გაძლიერდა ინდივიდუალური მეურნეობები. იოანე ბატონიშვილის “სჯულდება” სწორედ ამგვარი დავების
დასრულებას მოითხოვდა, როდესაც აცხადებდა — “ყოველნი თავადნი, რადგან ყოველთვის ეჩხუბებიან ერთი-მეორეს მამულთა ზედან, განყარეთ და თავ-თავის წილი მიეცით და ერთმანეთსა ყოველივე მოდავე მოაშორეთ. აგრეთვე ეკლესიების მამულიც გაარჩიეთ, და იყვნენ ურთიერთისადმი მშვიდობით....” (ბაგრატიონი, 1957: 35).67
67. საბჭოურ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია
მოსაზრება, რომ იოანე ბატონიშვილი ამ მუხლით სათავადოთა გაუქმებას მოითხოვდა (ბერძენიშვილი..., 1958: 375), თუმცა კანონპროექტში სათავადოს არსებობა, არ არსებობაზე საერთოდ არ არის მსჯელობა. ბატონიშვილი მხოლოდ აღნიშნული დავების მოგვარებასა და მიწების გამიჯვნას მოითხოვდა. სათავადოებს პოლიტიკური უფლებები ხომ ისედაც ჩამორთმეული ჰქონდათ.
![]() |
5.4 § 4. სამუხრანბატონო |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII საუკუნის მანძილზე, საამილახოროს მსგავსად, ერთიანობა მუხრანბატონთა სახლმაც შეინარჩუნა.68 | 68. . ნინიძე უთითებს, რომ მუხრანბატონები “გაიყარნენ” 1758 წელს (ნინიძე, 1997: 58), თუმცა ავტორს ქ.ს.ძ.-ში დაბეჭდილი დოკუმენტის კონტექსტი სრულად ვერ გაუგია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “... ბოლოსაც იყოს და გაყრა მოუხდეთო” (ქართული..., 1977: 689-680), შემგედ კი ჩამოთვლილია შესაძლო “გაყრის” პირობები. რეალურად კი მუხრანბატონთა სახლის “გაყრა” 1806 წელს მოხდა. |
ერთიანი სახალხო მფლობელობის მიუხედავად, მუხრანბატონთა ოჯახი XVIII საუკუნის II ნახევარში მტკიცე სამეურნეო ერთეულად მაინც აღარ რჩებოდა.
ერეკლე II მუხრანბატონთა — მემარცხენე სარდლების — როტაციას ხშირად მიმართავდა. 1756 წლამდე “მუხრანის ნაიბი” ანუ სახლის უფროსი იყო კონსტანტინე. მისი გარდაცვალების შემდეგ მუხრანბატონობა “უბოძეს სვიმონს, ძესა ლევანისასა” (ორბელიანი, 1981: 244). იგი 1785 წელს გარდაიცვალა, თუმცა მის სიცოცხლეშივე, 1778 წელს, იოანე კონსტანტინეს ძე ინიშნება სარდლად და სახლისუფროსიც თავად ხდება (ნინიძე, 1997: 55-56).
ამავე დროს მუხრანბატონების სახლის ყმა-გლეხთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებული ჩანს. მათი საერთო რაოდენობა 250300 კომლს შეადგენდა. ამ პერიოდში სამუხრანბატონოში სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო ყმებით შემდეგი სოფლები იყო მოშენებული (ანუ “მოსახლენი”): აღაიანი — საეკლესიო, ჩანგიღარი, ქანდა, შიოსუბანი, თვით მუხრანი, ქსოვრისი, დამპალა, მჭადიჯვარი, წილკანი — საეკლესიო და ფრეზეთი (იხ. ბაგრატიონი, 1986). ქართლის დიდ სათავადოთა ფონზე “მცირე სამფლობელოდ” მოიხსენიებს სამუხრანბატონოს ალექსანდრე ამილახვარიც (ამილახვარი, 1939: 128).
იოანე ბატონიშვილი სამუხრანოში არსებული სახლების შესახებ გადმოგვცემს: “ესე არს აშოტანის ბაგრატიონისა შთამომავლობანი მეორისა ხარისხით ბაგრატოანად წოდებულნი და პირველნი თავადნი, რომელნიცა ოჯახსა მათსა შინა არის უპირველესი შვილი მათი. ხოლო სხვანი მეორისა და მესამისა ხარისხის თავადობის ხარისხიანი და იწოდებიან: 1) კონსტანტინეს შვილებად, 2) ბაგრატის შვილებად, 3) სვიმონის შვილებად, 4) ივანეს შვილებად და სხვანი” (ბაგრატიონი, 1997: 17).
ამ სახლების კერძო საკუთრებისაკენ სწრაფვას მრავალი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს. სახლიკაცთა გამუდმებული სასამართლო დავები სასახლისა და ყმა-მამულების შესახებ ინდივიდუალური მეურნეობისაკენ სწრაფვის უეჭველ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს.
მუხრანბატონთა სახლის წევრები არა თუ ყმა-მამულზე, არამედ საცხოვრებელ სასახლეებზეც დაობდნენ: “მუხრანის ბატონის შვილები, ლევანის შვილი გოგია და ნიკოლოზ და ბაგრატის შვილი, ბაგრატ მუხრანის სასახლეზე ჩიოდნენ.
ლევანის შვილი გოგია და ნოკოლოზ ასე ამბობდნენ: რომელსაც სახლში ჩვენ ვდგევართ, ეს ჩვენის მამა-პაპათ სასახლე არისო და ბაგრატი ჩვენს სასახლეში დგას. ამ მიზეზით მომხდარა მაგათი დგომა: ოსმალოს რომ მუხრანისათვის გალავანი შემოუვლიათ, მაშინ ბაგრატის მამა-პაპის წილი სასახლე გალავანს გარეთ დარჩომილა და ავის დროს და სახლისკაცობის გულისათვის ჩვენს მამებს ბაგრატის მამისათვის უთხოებიათ და დაუყენებიათ...” (ქართული..., 1974: 653-654). ახალ გარემოში სახლისკაცთა თანადგომა მეორე პლანზე გადასულა და ლევანის შვილებს სასამართლოს ძალით ეს სასახლე თავის პირად ქონებად გადაუქცევიათ.
ანალოგიური შინაარსისაა 1786 წლით დათარიღებული იოანე მუხრანბატონის შვილის არზა ერეკლე II-სადმი: “ქ. ღმერთმან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ჭირი მათს მონას მუხრანბატონის შვილს იოანეს მოსცეს.
მათს უმაღლესობას ამას მოვახსენებ... მარტო ამაზე გევედრებით რომ ეს საჩივარი მოიხსენოთ და ჩემი წილი ქოხი სამართლით მე მიბოძეთ და მაგას-თავისი. ბარგი კარში მიყრია. ნება გაქვსთ, იასაულზე ბრძანეთ, კალატოზი და ქეთხუდა, რომელიც გენებოთ მიიყვანონ და გაგვყონ... მე რომ ბარგი გამომიყარა და კლიტეები დამიმტვრია და თავისი ბარგი შიგ შეიტანა და ჩემი ბარგი გამოყარა იმას აღარ უჩივი. ჩემს წილ სახლებს ვითხოვ... ბოლოს ეს არის ჩემი მოხსენება: მე ჩემი წილი მიბოძე და იმას თავისი, თორემ შფოთი არ გამოგველევა და მოსამართლე მოვალე შეიქმნება”. ერეკლე II-ის ოქმიდან ჩანს, რომ მეფეს ამ დავის გადაწყვეტა ეშიკაღასბაშ თამაზისათვის უბრძანებია (ქართული..., 1981: 684-685).
“ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს მათ ფერხთა მიწა-მტვერსა მუხრანის ბატონიშვილს იოანეს. ამას მოგახსენებთ, რომ თქვენ იასაულად ამირინდო გვიბოძეთ, დამპალაში მიწები გაგვიცვალა. ცამეტი წელიწადია, რომ მე მიჭირავს. ახლა მუხრანის ბატონს წაურთმევია და თქვენი ბრძანებაც იყო, მიწები გაყვეს და მაშინაც მე მამცეს. ამირანდო ამილახორს ერთი ცხენი და ერთი თუმანი საიასაულო მივეცით. ჩემი ესენი მიბოძოს, თავისი მიწები მიირთოს... გაყრას მიბრძანებთ, მე გაყრას არ მოგახსენებთ. თქვენ ყველა იცით და უწყით” (ქართული..., 1981: 142-143). საბუთი 1768 წლით თარიღდება. როგორც ვხედავთ სამუხრანოში ამ დროს საერთო მამულის ხარჯზე არსებულა ისეთი მიწების ფონდი, რომელთა ნაწილიც იოანე მუხრანბატონიშვილს და ნაწილი კი სიმონ მუხრანბატონს საკუთრად სჭერია.
თუ თეიმურაზ II 1758 წელს მუხრანბატონებისათვის შედგენილ “სახლისკაცობის რიგში” აცხადებდა, რომ “ამათი ოჯახის გაყრა არ იქნება და ნურცავინ იკადრებსო” (ქართული..., 1977: 689-690), მდგომარეობა ათ წელიწადში იმდენად შეცვლილა, რომ მეფეს სამუხრანბატონოს სკაცებისათვის გაყრის რეკომენდაციაც მიუცია (“გაყრას მიბრძანებთ...”). თუმცა მუხრანბატონთა სახლს არ სურდა ძირძველი ტრადიციის დარღვევა და ხელოვნურად კვლავ ინარჩუნებდნენ ერთობას. მაგრამ საერთო მამულის ხარჯზე მაინც იქმნებოდა კერძო მეურნეობები: “შიოს უბანს მუხრან ბატონის თეიმურაზისა და ქეთევანისა და მუხრან ბატონისა კონსტანტინესი: ნასყიდობა, გლეხი თუ სახნავი მიწები ეს ქვემოთ წერილის ნუსხით გამოგიცხადებთ”. საბუთში შიოსუბანსა და სხვა სოფლებში ამ სახლის რამდენიმე ათეული კომლი და სახნავ-სათესი სავარგულია ჩამოთვლილი.
ჩამონათვალს მოსდევს შემდეგი ტექსტი: “რომელ ამ სიით მუხრან ბატონი შვილს სვიმონს და იოანეს თქვენ მუხრან ბატონს კონსტანტილესა შვილს ბატონს მუხრან ბატონ იოანესა რომ არის იმ ნუსხის ყაბული არის. მანამ ჩვენი გაყრა მოხდებოდეს მინამდის რომელიც: ქ. ჩვენ ლევანის შვილს მუხრანის ბატონის შვილს სვიმონს და იოანეს ამ სიისა ყაბული გვაყვს რაც ამაში მამული გიწერია ხელთ გეჭიროსთ. თქვენ ბატონს მუხრანის ბატონს იოანეს, მანამდის ჩვენი გაყრა მოხდებოდეს და როდესაც გავიყარნეთ, რომელიც ნასყიდობა გაქვს ის თქვენი იქნება და რომელიც სახასო და საერთო მამული გვიწერია ის კი უნდა გავყოთ როგორც ერთმანერთთან წილი გვაქვს იმ გზით. მე თუმანის შვილმა მდივანმა სულხან სვიმონის და იოანესი სიტყვით დავწერე თიბათვის იდ (14). ქ-კს უÁა (1773 წ.)” (ხეც., Aდ—1304).
საბუთიდან ჩანს, რომ მუხრან ბატონი იოანე, რომელიც ამაე დროს მთელ სათავადო მამულს განაგებდა, საკუთრად საერთო ყმა-მამულის ხარჯზე, ინდივიდუალური საკუთრებაც გააჩნდა. ცხადია, ამ ყმა-მაულის “ფარდი” სხვა სახლისკაცებსაც ექნებოდათ.
ერთი სიტყვით, ხელოვნური ერთობის მიუხედავად, მუხრანბატონთა სახლის შიგნით კერძო საკუთრება საკმაოდ წინ წასულა.
სახლის ოფიციალური “გაყრა” მხოლოდ მცირე დროის ფაქტორთან იყო დაკავშირებული და, მართლაც, 1806 წელს მუხრანბატონთა სახლი გაიყო (ხეც., Qდ — 1633, 1637).
ჩვენი აზრით, სამუხრანოს გაყოფა გამოიწვია XVIII საუკუნის II ნახევარში (და რა თქმა უნდა შემდგომში გაგრძელებულმა) მიმდინარე პროცესებმა, რამაც ხელი შეუწყო ინდივიდუალური მეურნეობების შექმნას და არა რუსეთის იმპერიის მმართველობის დამყარებამ — რუსული მმართველობის პირველ წლებში შეიცვალა მხოლოდ ცენტრალური მმართველობა. ადგილობრივ რგოლებს ამ დროისათვის ცვლილება არ შეხებია და შესაბამისად რუსულ მმართველობას სამუხრანოს შიდა მფლობელობაზე გავლენა არ მოუხდენია. მამულის სახლისკაცებს შორის დანაწილება XVIII საუკუნის 60-იან წლებიდან დაწყებული პროცესის დასრულება იყო.
როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის გადადგმული ნაბიჯების ფონზე, აზრი დაკარგა არარაციონალურმა საერთო სათავადო სახლების არსებობამ. რამდენიმე, ხელოვნურად შენარჩუნებული საერთო მფლობელობის მიუხედავად (საამილახვრო და სამუხრანბატონო), დაიწყო დიდი სახლების მასიური რღვევა. იმდროინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იყო სრულიად
![]() |
6 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დასკვნა
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის შუა ხანებისათვის ტიპურ ფეოდალურ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ქვეყანა ფაქტობრივად ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი სათავადოების კრებული იყო. სუსტ სამეფო ხელისუფლებას არ გააჩნდა ძალა პროვინციებში უშუალოდ, თავადის ძალაუფლების გვერდის ავლით, განეხორციელებინა თავისი პოლიტიკა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ დიდ თავადებს მრავალი ფუნქცია დაუთმო. ასეთი სახელმწიფო უკიდურესად სუსტი აღმოჩნდა იმ გამოწვევებისათვის, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა. ამიტომ სამეფო კარმა დაიწყო ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. უპირველესად ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარებაზე. ერეკლე II სწორედ ეკონომიკის განვითარებას მიიჩნევდა იმ გარანტად, რომელსაც “მტრისგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა” შეეძლო. ვინაიდან, იმ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი უკიდურესად დაბალი იყო, კერძო ინიციატივები არ არსებობდა და იმდროინდელ რეალობაში ვერც აღმოცენდებოდა, სამეფო კარმა გადაწყვიტა არა თუ სახელმწიფო კონტროლზე აეყვანა ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება, არამედ ამ სფეროში თავად გამხდარიყო წარმმართველი ძალა. სამეფო კარმა ვაჭრობის დონის ასამაღლებლად მრავალი ღონისძიება გაატარა. მოკლე დროში სამეფო ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააჩქარა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება. ჩამოყალიბდა ერთიანი შიდა ბაზარი და მას მფარველობას სამეფო კარი უწევდა. შიდა პროდუქტების უმეტესობას შეადგენდა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ბამბის, აბრეშუმის, შალის ქსოვილები, სპილენძის ნაწარმი და სხვა ხელოსნური დარგებიდან წარმოებული სავაჭრო პროდუქტი. განვითარდა საგარეო ვაჭრობა და ირან-რუსეთის სავაჭრო ოპერაციებში ერეკლე II-ის ქვეშევრდომმა ვაჭრებმა წამყვანი როლი დაიკავეს. ვაჭრობის განვითარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარებას, მეორე მხრივ, ზრდიდა სახელმწიფოს შემოსავლებს. თბილისში, გორში, თელავსა და სხვა ქალაქებში ჩამოყალიბდა მდიდარ ვაჭართა ფენა. ერეკლე II-ის ქვეშევრდომი ვაჭრები XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იქცნენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაჭრობის მთავარ წარმმართველ ძალად. ისინი ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და შესაბამისად საკმაოდ მყარი პოლიტიკური მდგომარეობაც გააჩნდათ. მეფეს მათი ნაწილი აყავდა თავადთა და აზნაურთა რანგში. ასეთი ტიპის
ვაჭრები იქცნენ “ახალი ტიპის თავად-აზნაურებად”, რომლებიც რეფორმების გატარებისა და სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში მეფის ახალ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ვაჭრობის აღორძინება-მფარველობასთან ერთად, სამეფო ხელისუფლებამ ზრუნვა მრეწველობის განვითარებისთვის დაიწყო. ხელოსნური წარმოების ხელშეწყობის პარალელურად, შეიქმნა მრავალი სახელმწიფო მანუფაქტურული საწარმო — ახტალის და ალავერდის ვერცხლისა და სპილენძის სადნობი ქარხნები, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა მსხვილ საწარმოთა დაარსებისაკენ კერძო ინიციატივებსაც უბიძგებდა. ფეოდალურ საზოგადოებაში მანუფაქტურული ტიპის საწარმოების შექმნა დაკავშირებულია სამეფო კარის ეკონომიკის განვითარების ფორსირებულ მეთოდთან. ვაჭრობა-ხელოსნობიდან, შედარებით დიდი სამრეწველო ობიექტებიდან და ქალაქების მოსახლეობისაგან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები, ჩვენი გათვლებით, წლიურად 250 000 მანეთს აჭარბებდა. 10-15 წელიწადში, თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან, ვაჭრობა-მრეწველობიდან მიღებულმა შემოსავლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 55% შეადგინა. ამავდროულად ქვეყანა დაადგა ეკონომიკური განვითარების უწყვეტ გზას. აღსანიშნავია, რომ 1795 წლის კრწანისის ბრძოლის შედეგად მიღებული ენით აუწერელი ზიანის მიუხედავად, ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების ძველ ნიშნულთან დაბრუნება სწრაფად შეძლო. ამის დამადასტურებელია საიჯარო ფასები. 1801 წელს თითქმის ყველა იჯარის — “საბეჭდავის”, თამბაქოს, ყაფანის, სამღებროების, ყასაბხანის, დაბახანის და სხვ. — ფასი ან უტოლდებოდა წინანდელ მდგომარეობას, ანდაც მცირედით ჩამორჩებოდა. ხელისუფლებამ დიდი ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნეობის აღორძინებას — ხელახლა დაასახლა მრავალი სოფელი, აღკვეთა მოხელეთა და თავადთა ძალადობა, შექმნა მრავალი თავდაცვითი ნაგებობა და აშ. სამეფო კარმა სახასო ყმათა გამრავლების მიზნითაც გაატარა მრავალი ღონისძიება. მეფემ დაიწყო “ოსმალობა-ყიზილბაშობის” დროს ფეოდალთა მიერ მითვისებული მიწების უკან დაბრუნება. გააუქმა ყაზახ-ბორჩალო, ბაიდარის სახანოები, არაგვის და ქსნის საერისთავოები, საამილახვროს ჩამოაჭრა დიმიტრი ამილახვრის კუთვნილი ყმა-მამული. ამ რადიკალური ზომების შედეგად მეფის სახასო მამულები მკვეთრად გაიზარდა. ჩვენი გამოთვლით, სახასო გლეხთა ფონდი დაახლოებით 18 ათასამდე კომლით შეივსო. საეთოდ, სახასო ყმათა რიცხვმა კი 25000 კომლს გადააჭარბა, მაშინ როდესაც ისეთ დიდ სათავადოებს, როგორიც იყო საამილახვრო, სამუხრანბატონო და სხვ. 300-500 კომ-
ლი ყმა გააჩნდათ. სახასო, სათავადო, საუფლისწულო და საეკლესიო გლეხები სახელმწიფოს სასარგებლოდ დაახლოებით 140000 ათასი მანეთის ღირებულების, სხვადასხვა სახის ნატურალურ თუ ფულად გადასახადს იხდიდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს სასარგებლოდ ერევნის და განჯის სახანოები ხარკის სახით ყოველწლიურად 40000 მანეთს იხდიდნენ. შემოსავლების და ხარჯების კონტროლი ხდებოდა საფინანსო უწყების მიერ, რომელმაც, რუსეთის სახელმწიფო მმართველობის გამოცდილების გაზიარებით, კოლეგიალური ფორმა მიიღო. როგორც ვხედავთ, ერეკლე II-ის მიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის გატარებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, რის შედეგადაც სახელმწიფოს შემოსავლებმა, XVIII საუკუნის 70-90 წლებში, წლიურად 400000 ათას მანეთს გადააჭარბა. ეს ციფრი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა XVIII საუკუნის I მეოთხედში ქართლის და კახეთის სამეფოების შემოსავლებს. “დასტურლამალით” გათვალისწინებულ სახელმწიფოს ხარჯვით ნაწილთან შედარებით ქართლ-კახეთის სამეფოს შემოსავლები გაცილებით დიდი იყო. განიხილავდა რა ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკას, აკად. ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ “ერეკლეს მოღვაწეობაში სრულიად ახალი რამ ჩანდა”. ჩვენი აზრით, ეკონომიკური განვითარების ერეკლესეული გზა დიდ მსგავსებას ავლენდა პეტრე I-ის რუსეთის იმპერიის და ევროპის რიგ სახელმწიფოთა იმ ეკონომიკურ ექსპერიმენტთან, რომელიც ბატონ-ყმურ რეალობაში სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. პარალელურად შეიქმნა “ახალი ტიპის თავადაზნაურობა”, თარხანი გლეხები და სხვა ელემენტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სამეფო კარი სათავადოთა სისტემაზე დამოკიდებული აღარ იყო. ახალი სოციალური დასაყრდენის შექმნა და ეკონომიკური შესაძლებლობები სამეფო კარს მოხელეთა შტატის გაზრდის შესაძლებლობას აძლევდა. ასეთ პირობებში ერეკლე II-მ ქვეყნის მმართველობის მოდერნიზება დაიწყო: ერეკლე II-მ ძირეული ცვლილება განახორციელა ქვეყნის ადმინისტრირების ისეთ საკვანძო სფეროში, როგორიც აღწერა იყო. აღწერის ცენტრალიზება, ერთი მხრივ, აიოლებდა ქვეყნის ადმინისტრირებას, მეორე მხრივ, დიდ თავადებს ჩაკეტილ სივრცეს ურღვევდა. ამით მათ ართმევდა იმ ბერკეტს, რომლის საშუალებითაც ისინი მოსახლეობასა და სამეფო ხელისუფლებას შორის ბარიერად იყვნენ აღმართულნი. ერეკლე II-მ მოახერხა საგადასახადო სისტემის სრული
გარდაქმნა. აღნიშნულ რეფორმას ორმხრივი მნიშვნელობა გააჩნდა: ა) სახელმწიფო გადასახადები გაცილებით ორგანიზებულად იკრიბებოდა, რაც თავისთავად ზრდიდა სამეფოს შემოსავლებს. ბ) თავადებს ჩამოერთვათ ე.წ. საგადასახადო იმუნიტეტი — მათი ყმები, ისევე როგორც სახასო ყმები, სრულიად იბეგრებოდნენ და ამ გადასახადის განაწილება-შეგროვების ერთპიროვნული უფლებაც დაკარგეს. ერთი სიტყვით, საგადასახადო სისტემა ცენტრალიზებული გახდა. სამხედრო რეფორმების შედეგად შეიქმნა მცირე, მაგრამ სტაბილური სამხედრო ძალები — “მორიგე ჯარი”, საარტილერიო შენაერთი, მეფის მცველთა რაზმი. ამით, ერთი მხრივ, გაიზარდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და, მეორე მხრივ, სათავადოებს ის ტრადიციული ფუნქცია ჩამოერთვა, რაც ჯარის გამოყვანაში გამოიხატებოდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში სათავადოებმა დაკარგეს საპოლიციო-ადმინისტრაციული და სასამართლო იმუნიტეტი. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბდა “შინაგან საქმეთა უწყება” მდივანბეგებისა და ეშიკაღასბაშების მეთაურობით. ქვეყნის მთელი ტერიტორიის ადმინისტრირებას ეს უწყება ახდენდა. დიდი ცვლილებები განხორციელდა კულტურის სფეროში. დაარსდა სახელმწიფო სკოლები — სემინარიები. თბილისისა და თელავის სემინარიებს რექტორები განაგებდნენ. მათ ხელფასი ხაზინიდან ეძლეოდათ. სემინარიებში სწავლება ლექციურ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეები ისმენდნენ ლექციებს, ხოლო პედაგოგები მათ ცოდნას ამოწმებდნენ გამოცდების გზით. ამავე დროს, რუსული თეატრის მიბაძვით, ქართლ-კახეთის სამეფოში დაარსდა თეატრი. თბილისის სტამბაში დაიწყო გაზეთის მსგავსი საცნობარო ხასიათის მასალების ბეჭდვა, რითაც ნიადაგი მზადდებოდა ქართული გაზეთის დაარსებისათვის. XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საერთო სათავადო სახლების არსებობამ აზრი დაკარგა. რამდენიმე, ხელოვნურად შენარჩუნებული საერთო მფლობელობის მიუხედავად (საამილახვრო და სამუხრანბატონო), გახშირდა დიდი სახლების მასიური რღვევა. იმდროინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს სრულებით ბუნებრივი პროცესი იყო. საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ XVIII საუკუნის 70-იან 90-იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფო არათუ აღარ წარმოადგენდა სათავადოთა კრებულს, არამედ ის აბსოლუტური მონარქიისათვის დამახასიათებელ მრავალ ელემენტს შეიცავდა.
![]() |
7 summary |
▲ზევით დაბრუნება |
Apolon Tabuashvili
summary
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის შუა ხანებისათვის ტიპურ ფეოდალურ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ქვეყანა ფაქტობრივად ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი სათავადოების კრებული იყო. სუსტ სამეფო ხელისუფლებას არ გააჩნდა ძალა პროვინციებში უშუალოდ, თავადის ძალაუფლების გვერდის ავლით, განეხორციელებინა თავისი პოლიტიკა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ დიდ თავადებს მრავალი ფუნქცია დაუთმო. ასეთი სახელმწიფო უკიდურესად სუსტი აღმოჩნდა იმ გამოწვევებისათვის, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა. ამიტომ სამეფო კარმა დაიწყო ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. უპირველესად ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარებაზე. ერეკლე II სწორედ ეკონომიკის განვითარებას მიიჩნევდა იმ გარანტად, რომელსაც “მტრისგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა” შეეძლო. ვინაიდან, იმ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი უკიდურესად დაბალი იყო, კერძო ინიციატივები არ არსებობდა და იმდროინდელ რეალობაში ვერც აღმოცენდებოდა, სამეფო კარმა გადაწყვიტა არა თუ სახელმწიფო კონტროლზე აეყვანა ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება, არამედ ამ სფეროში თავად გამხდარიყო წარმმართველი ძალა. სამეფო კარმა ვაჭრობის დონის ასამაღლებლად მრავალი ღონისძიება გაატარა. მოკლე დროში სამეფო ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააჩქარა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარება. ჩამოყალიბდა ერთიანი შიდა ბაზარი და მას მფარველობას სამეფო კარი უწევდა. შიდა პროდუქტების უმეტესობას შეადგენდა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ბამბის, აბრეშუმის, შალის ქსოვილები, სპილენძის ნაწარმი და სხვა ხელოსნური დარგებიდან წარმოებული სავაჭრო პროდუქტი. განვითარდა საგარეო ვაჭრობა და ირან-რუსეთის სავაჭრო ოპერაციებში ერეკლე II-ის ქვეშევრდომმა ვაჭრებმა წამყვანი როლი დაიკავეს. ვაჭრობის განვითარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარებას, მეორე მხრივ, ზრდიდა სახელმწიფოს შემოსავლებს. თბილისში, გორში, თელავსა და სხვა ქალაქებში ჩამოყალიბდა მდიდარ ვაჭართა ფენა. ერეკლე II-ის ქვეშევრდომი ვაჭრები XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იქცნენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაჭრობის მთავარ წარმმართველ ძალად. ისინი ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და შესაბამისად საკმაოდ მყარი პოლიტიკური მდგომარეობაც გააჩნდათ. მეფეს მათი ნაწილი აყავდა თავადთა და აზნაურთა რანგში. ასეთი ტიპის
Erekle II’s Economic Concepts and Reforms for the
Modernization of State Governance
Introduction. Actuality the research methodological bases of the
under-discussed thesis, the scientific novelty and the main sourses and
literature are renewed.
Chapter I. The Kartli and Kakheti kingdoms till the II part of
the XVIII century (political-economical review). During the Kartli and
Kakheti kingdoms economical and political reviews, first of all we should
pay more attention on the princedom system. In the XV century kingdomprincipality
disillusioned Georgia was formed princedom system. The main
reasons of its creation were decentralization and economical law index. The
nature agriculture was the main condition of closed-door of princedom. The
head of princedom was a prince, “The head of the house”, who was the
individual head of the defined compact territory. There were the lateral
branch representatives- prince’s children, who subordinated to the first
prince, so-called “the head of the house”. The prince had juryadministrative
immunity.
In the 15-18 centuries Kartli kingdom consisted of the following great
princedoms: 1) Aragvi headman; 2) Ksani headman; 3) Samukhranbatono; 4)
Saamilakhvro; 5) Satsitsiano; 6) Sabaratiano, which had been destroyed and
on its base with other small princes in XVII century was formed the strong
prince- Sakalphanishvili; also existed many small princedoms: Samachablo,
Sajavakhishvilo, Saabashidzeo, Satarkhno and etc.
The Kartli kingdom military-administrative division happened to be
in accordance to the Grand princedom principle. The country was divided
into seven alarms. The head alarm was Kaphlanishvili house. The righthanded
alarm headed Amilakhvar, the central-Mukhranbatoni and the
kingdom alarm Tsitsishvili. Formally, inspite of Mukhranbatoni alarm
uniting, Aragvi and Ksani heads were separated military-administrative
units. The weak government without the prince power could not realize
politic in province. Inside the country was the political unit equipped with
autonomy rights. At this period, the Kartli kingdom actually presented the
prince units. So, the kingdom was decentralized. The central government,
which clearly saw the weakness of the country, did no fight against this
reality. During all this time the government of kingdom did not abolish any
princedom. Contrariwise, times to times, kings gave more rights to the
princes. The royal governments’ such a „passive“position, at the same time,
should be found in „feudal“bosom. During the economic degradation the
only relay force of kings‘government were princes.
For the general characterization of princedoms system is interesting
Kartl-Kakheti kingdom economical-political review. In the 1st quarter of
18th century the condition in Kartli kingdom compared with before period
became much better. Vakhtang VI’s (1703-1712; 1716-1724) building
policy showed its result- raised as agricultural, so city life. But later,
condition became worse: after Petre I unsuccessful military-political
alliance, Vakhtang VI was to leave from Kartli kingdom and together with
many nobles, went to Russia. Tbilisi City and the whole Kartli at the
beginning become victim of Muslim Kakhetian king Konstantine’s (1722-
1732) and his rented Leks‘ army aggression. Than so-called „Osmaloba“–
ottoman incursion had began, which lasted till 1735, after that so-called
„Kizilbashoba“ – Iranian invasion. It was the hardest period for the entire
East Georgia. After that all economy was disordered. The normal economic
development became impossible. The agricultural fall had reaction on city
life too. Tbilisi, as the other cities, were stolen and destroyed by enemy. The
merchants were leaving Georgia forever and settling in Astrakhan, Kizlar
and Mozdok.
With these negative events in 1744 the most important fact happened
in the country’s history. Nadir-Shah settled as a king Teimuraz II in Kartli
and his son Erekle II in Kakheti. The death of Nadir-Shah and disorders in
Iran brought to Kartli and Kakheti the full independence. With the help of
Teimuraz II and Erekle II diplomacy and successful military actions, Kartli
and Kakheti kingdoms in 1748-1750 could not only defense themselves
from difficult situation, but also reached the superiorities in Transcaucasia:
they obeyed and troubled Ganja, Erevan and Nakhchevani khanates.
Kazakh-Borchalo and Baidar khanates became the parts of Kartli kingdom.
In 1762 Kartli and Kakheti united in one kingdom. With one look, the
country was given normal developing possibility. But the country’s advance
depended on the following conditions: I. stopping of the Leks frequent raid,
what was the most difficult task, because attacks on the plain population by
Dagestan mountaineers became normal; II. Repulse of Iran-Osmalate
aggression and preserve the achievement (Ganja, Erevan); III. Leading the
strict internal politics. For settling the mentioned problems Erekle II firstly
needed military force. The feudal army was unuseful for this task. For
creating such force was needed solid financial base. Those times (middle
ages of XVIII century) Kartl-Kakheti economical condition did not give
solid financial creation guarantee. On the contrary, as it is mentioned upper,
because of „Osmal“ and „Kizilbashoba“ the country’s economical
possibilities were too low. From the course we could clearly see, that the
kingdom’s treasury actually was empty. In one word, there was degradation
of economy.
Chapter II. Kartl-Kakheti kingdoms‘ economical condition.
Kartl-Kakheti kingdom tried to improve condition with help of foreign
countries. In 1752 in Russia were sent ambassadors: Atanase
Amilakhvrishvili and Simon Makashvili. They were refused modesty about
military help and money loan. Than Teimuraz II went as an ambassador.
The king went to emperor Elisabeth (1741-1761) but there was no result.
The kingdom was disappointed in foreign help. For Erekle II became clear
that to lead out country from the difficult situation and keep stability needed
to create stabile financial base on the expanses of internal recourses
mobilization. The only course of state incomes was Russian empire, which
was studied by other leaders. That’s why the government chose the way of
experience of Russia forced economical method. In Erekle II economical
conceptions were trade-agricultural development. Forasmuch as there were
not private initiations and could not be in that time reality, the kingdom
leaders decided not to control trade-agriculture, but become the leading
force itself in this sphere.
Trade. First of all Erekle II, paid the most attention to trade. For its
developing he did the great measurements in the country: in 1750 was
opened the way connected Georgia and Russia; till 1771 was fixed the
preferential costume –house tariff; the king also cared about the trade ways
organization and safety; the costume-house was regulated. Priority was
declared the trade between Russia and west Georgia. The kingdom leader
fixed the protective costume-house tariff. Erekle II called the Armenians
dispelled in Persia different provincials to return in Georgia and they would
be given great privileges. Unpreceneded event for trade developing can be
considered the fact, that Erekle II abolished feudal conservatism and
merchants, who had great capital took in the rang of prince and nobleman.
He fixed them at the state positions. Such kind of merchants became „The
new type of prince-noblemen“. They presented the new platsdarm of the
king in reforms and fighting against prince system. The king tried to
defense the interest of merchants with different legislation activities. (We
mean „property city rule“and tec.)
Even the currency reform by Eerekle II helped to the trade
development. By the kingdom leader initiation transforming of nature tax
into money tax payment cased money-good relation and trade development.
The kingdom leaders cared about the revival of the city life, what soon had
the result – grew Tbilisi, Gori, Telavi and tec. There were formed new
cities: Dusheti, Akhalgori, Tskhinvali, Signagi. Documentally is proved
that in that time strengthened the internal market and the subject of buying
and sell became everything what can people use. Unprecedented scales
reached the foreign trade. The citizens Erekle II took the main position in
Russia-Iran good-exchange. Only from the eastern countries in Tbilisi and
other cities annually came good of 700-800 roubles. Importantly raised the
turnover of goods with Russia and North Caucasus. Georgian handicraft or
other kind of product had no concurrent. So, in the results of kingdom
leaders‘ measurements trade reached the high index in short time. The
merchants were settled on the important positions and correspondingly had
very solid political condition. In the result of trade relations the country had
great income from costume-house. Based on the costume tariffs and other
data is found out that in the peace period the country’s income were 80000
roubles. At the same time, the capital of the country was importantly widen.
Manufactures. With trade revival and patronage, the government
began to care about industry. Because in the country were not the
economical circumstances for great corporations, as it was in Peter I’s
Russia, following from it’s fiscal aims, Erekle II began creating of the state
industries. The first step was made in 1763: The Akhtali Silver Melting and
The Damblugi Copper Melting „factories“ were opened , and in 1770 were
put into service The Alaverdi and Shamblugi Melting „factories“. In these
industries were employed about 2000 people and the state income was
defined with 80000 roubles. From the courses is proved that in that time
were put in service also Iron (in Bolnisi) and sulphureous layers. On the
mining producing bases in Tbilisi were built metal-teemed and vesselmaking
factories. The cannon, morting and bomb teemed factories were
settled in motion. In 1770 was built gunpowder factory. There was a saltworks
factory. From the courses also is proved „Rakhtarkhana“, where
supposedly had been making the things from gold and silver. In that time
the mint and the printing-house were rearmed. From the mint the income
was 30000 roubles. In that time the book printing reached its culmination:
More than 10000 books were printed in the printing house of Tbilisi in
1783-1795. In Tbilisi and other cities raised dye-houses productions. There
were also small industries: soap factory, glass factory and tec. These
industries were rented to citizens and the state had the great income. With
the state industries there were the private industries too. Especially it is
noticeable in loom (mainly in cotton) producing. In these industries, in
course which are called „factories“were used the rented people.
Workmanship. in the 70-90’s of XVIII century there were more
than 500 shops in Tbilisi. The half of them were workmanships, where were
produced about 60 different kinds of production. As in Tbilisi,
workmanship was developed in Gori, Telavi, Dusheti and in other cities.
The workmanships traditionally were united in the shops. The shop was
headed by the shop-header, co-called Ustabash. In the II part of XVIII
century the shop (Asnaphe) lost internal independence and the government
took the control over it. It is obvious that the shops were taxed by the state.
Some information about the state shops tax payment is kept in the different
king of economical documentation. We can see that the Tbilisian shops
were annually taxed with about 20000 roubles.
***
Allongside with the developing of trade-industry, the kingdom
leaders cared about the revival of the village industry revival. Renewing the
old defense buildings, building the 160 new fortress-fences, leading out the
water channels- these are the one part of the steps made by the government
for developing the intensive industry. The one of the main care of the
government was the settlement of the uninhabited places and it did the great
step for producing the normal agriculture they needed to give the stimulus
to the self-peasants. For the normal producing of the agriculture was needed
to give the stimulus to the serf-peasants. Erekle II abolished the closed-door
principles and interfered himself in the relations between Monsieur and serf.
For the one hand the king forbade the peasants’ disobedience, and for the
other hand, in case if the Monsieur lost his serf, charged him with
responsibilities towards serf. The importance there was the legislation
initiations: by the law 1765 the peasants release from slavery could be free;
by the order 1770 Erekle II forbade selling of the serf without land. All of
these helped agricultural intensive development. The government made
many measurements for multiplies the serfs. The king began to return the
lands from feudal in the time of “Osmaloba-Kizilbashoba”. He abolished
Kazakh-Borchalo, Baidar khanates, Aragvi and Ksani prines, he cut the land
from Dimitri Amilakhvari’s land. After these measurements, the
countryseats of the king radically grew. The people’s peasant fund filled
with about 18 thousand farmsteads. The serfs’ number exceeded over
25000, when where the great princes such as Saamilakhvro,
Samukhranbatono and etc had 300-500 farmstead serfs. The princes and
church peasants with nature and money paid about 140000 roubles. Erevan
and Ganja khanates paid to Kartl-Kakheti annually 40000 roubles. The
income and tax were controlled by financial annunciate took the collegial
form which was shared by Russia state government.
In the tax incomes trade-industry sector had the great unusual place
for feudal state, what could be explained by the government’s economical
politic. In spite of reducing incomes because of the enemy attacks in the last
III of XVIII century, the kingdom’s economical state was very stabile.
That’s why we think wrongly about the estimation by historiography, that
Georgian state economy body exhausted all its possibilities and was at the
edge of degeneration during the Aga-Mahmud khan attack at the end of
XVIII century. Such decision gives us Tbilisi lease prices (what showed the
common Georgian economy). The documental materials reveal that for
1801 almost all lease prices was equal to 1795 data or was behind a little.
As we see, the reforms by Erekle II for economies development had
an important result and in 70-90’s of 18th century the tax incomes annually
overcame 400000 roubles. This number was about 4 times more than in the
1at quarter of 18th century in Kartl-Kakehti kingdoms. Compared with the
state payment part foreseen with “Dasturmali” Kartl-Kakheti incomes
became much more, what gave Erekle II the possibilities of making the
reforms and workers raising.
Chapter III. Erekle II’s reforms for the modernization of state.
With the state incomes Erekle II began transformation of govern system.
His reforms realized in the several stages. Reformation was the equivalent
of economical progress and sometimes continued for years, according to the
concrete finances of the state. In this affair Russia, empire experience
helped the government. In the II part of XVIII century all, the law projects
on what were based Petre I’s reforms were translated from Russian.
The country description task in Kartl-Kakheti kingdom in the II
part of XVIII century. In the middle ages of Georgia for normal
administration of the country, the main attention was paid to description.
After description the kingdom’s government took the information about
fighters, the number of tax payers and generally the condition of the
population. However, the perfect description was rarely in the later middle
ages. As it is known, in that time the government let many functions for the
prince interests (we mean soldier). The country description was in
competence of soldier. From 1770 Kartl-Kakheti kingdom government
made the important steps to decentralization. One of such measurement was
feudal army exchange with the permanent army. The duty army creation
was connected to the country description. Became necessary to get the
correct information about the population and equipment, what was
important for duty writing out. That is why Erekle II made the basic
changes in the country administration. From the courses proved that, the
soldiers deprived the individual rights of description and were given to the
central government officials – secretaries. The description centralization for
the one hand made easier country administration, and for the other hand,
undo the huge closed space to the great princes. They were taken the lever,
which were the barrier between the population and government.
Changes in state tax system. In the latest feudal epoch the princes
used with tax inaccessibility, what was expressed for the one hand, in partly
free of stat payments, and on the other hand princes tax payment
inaccessibility was in that the princes participated tax payments themselves
to their serfs and then collected it themselves. According to the “Dasturmal”
in the big princes, the small part of serfs paid tax payments. By the evidence
of Kartl-Kakheti kingdom secretaries and other documental materials,
in
70’s of 18th century Erekle II made the great changes in tax payment sphere.
That time tax payment was made according to the country description book,
with household and non-preventions; but the key taken was charged the
king’s secretaries- the good headers and other workers closed for this work.
This reform had the bilateral meaning: 1. the state tax payments were
collected much more organized what was rising income itself; II. The
princes were deprived co-called tax immunity- their serfs, as other serfs
were fully taxed and they lost the collecting-haring individual rights. In one
word, the tax payment became centralized.
The military reform.. According to the united Georgian monarchy
tradition Kartli and Kakheti kingdoms were divided each into four alarms.
The Georgian military-administration division had the base of princedom
system. The head alarm holder (consisted of somxiT-sabaraTiano princes)
headed first the Bartashvilis, than the Orbelians; the right-handed alarm
(Upper Kartli, from which the main was Saamilakhvro) headed
Amilakhvari, and the left-handed one (consisted of Mukhranbatonian, Ksani
and Aragvi princes) was Mukhranbatoni; the behind co-called the king’s
alarm holder (was coming from the beyond side co-called catholicon army)
was appointed by the king (mainly from the Tsitsishvilis house). The
soldiers were responsible for army calling away. The different situation was
in Kakheti kingdom, where the bishops leaded the alarms. This was the
feudal army, which presented the prince-serf army, where the serf was
serving under his prince’s command.
In 70’s of 18th century Erekle II began leading the reforms in the
military field, which aim was changing feudal army with permanent forced.
In the results of the reforms was made military office. The office had
books, where was written in detail all soldiers with their equipments. From
then, the head of army did the calling. The first step in creating the
permanent army was “Nokari” army creation. “Nokari" was the army rented
from local population, which consisted of from1000 till 2000 soldiers.
They had Minbash (captain), Fonsadbash (head), Uzbash (captain) and
Dahbash (captain). From 1774 “Nokari” was changed into “duty army”.
According to the “Duty” statement all adult man in Kartl-Kakheti was
obliged one month in a year to come in army with his goods. In return, the
government would free him from goods payment. “Duty army” consisted
of 5000 men. In Georgian historiography was settled the thought that “duty
army” was abolished soon after Levan batonishvili death (1781). However,
the documentation published by A. Klimiashvili certifies that duty army
existed until the end of XVIII century. In 1785-1790 in spite of duty army
had been collecting “Sabadlo” payment which was giving to the army
called “duty safeguard” made in that time. In the mentioned years, the
permanent forces role-played the Russia army battalions foreseen by
Georgievki treatise. Documentally is certified that in 1791 the original face
of “duty army” was restored.
One of the main achievement of Erekle II military reforms was field
artillery creation. According to the Georgian and foreign course is proved
that in 70‘s of XVIII century in Tbilisi was organized the bombs, morting,
and cannons setting down factories where the cannons were made by
Europe caliber. At the same time was made artillery union, where served
about 400 cannonries. Officers leaded the artillery corpus: colonels, majors,
captains and law rank militaries: officers, sergeants and carpals. At this time
military office was made, where was kept military equipment- gun-bombs,
bullets, provision and forage. The military trainings were conducted
according to the Russian article. The interesting fact is that the military
servers were given not lands, as it was in feudal state but they had salary. At
the same time, Erekle II did not abolish solders. In case of need, the feudal
army was collected again. The small country could not parry the great
foreign attacks only with small part of soldiers. However strictly were
defined soldiers’ rights, obligations, and they became the officials of the
kingdom. Creating with the permanent force, on the one hand the country
military potential raised and on the other hand, the princes were confiscated
the function of leading the army.
Court and policies-administrative reforms. In the I part of XVIXVII
and XVIII centuries in Kartli kingdom were 1 or 2 adjudicators (from
Rostom Beg time Mdivan Beg). The adjudicators-Mdivan begs such small numbers can be explained with the following fact- Kartli kingdom presented
the princes collection. The king’s court functioned but its competence was
to settle down argues among princes and serves. The princes used the court
immunity and were the first adjudicators in court. Only small parts of
criminal affairs were taken from the local court competence. In the II part of
XVIII century, In Kartl-Kakheti was made the important changes in court.
The numbers of Mdivan Begs grew about 10 times. The rising of the
adjudicators’ number considered abolishment of immunity. The end of the
court reform can be considered the time after Ksani prince abolishment
(which used with great immunity) the order of Erekle II established in 1778:
“All petition and complain should be given to Mdivar Beg”.
In the II part of XVIII century there were made the important
reorganization in appellate and administrative apparatus. The number of
appellate leaders-“Eshikagas Bashed”- rose, what reduced the princes’
policies rights. In 1769, Erekle II ordered to princes: “If you had complains
or argues with together, report us and we will do the court”. After the courtpetition
analyze became clear, that in 70’s of XVIII century the princes lost
policies-administrative and court immunity. By the central government was
made “The internal affair annunciate” with the head of Mdiva Begs and
Eshikagas Basheds. This annunciate administrated the whole territory.
With propose of territorial-administrative reorganization Erekle II
abolished the Kazakh (in 1755) and Borchalo-Baidar (in 1765) khanates. In
1777 he took the land of headers (in 1743 Teimuraz II abolished Aragvi
header). The king changed these parts into manage parts. So, Erekle II could
radically change the country government after that the headers lost immunity.
Chapter IV. Changes in inside headers. Detonation of immunity
and developing of money-goods relation, rational agriculture appearance
and feudal houses’ degradation, disrupted the princes’ economical force. In
such conditions began massive destroying of princes’ houses. At this time,
the princes and headers went to the city. Only in Tbilisi at the end on XVIII
century lived more than 70 princes’ and about 200 headers family. They did
not satisfy with rent from the common land and tried to make their own
individual property. In 70’s of XVIII century in Kartl-Kakheti activity of
princes’ houses participation and the process of individual massive
agriculture formation. At this time, broken the following princes: The
Phalavandishvilis, the Korchibabishvilis, the Abazades, the Gurmaishvilis,
the Khimshiashvilis, the Tumanishvilis, the Davitashvilis, the
Andronikashvilis, the Cholokashvilis, the Amirejibis, the Taktakishvilis,
the Germanozishvilis, the Garsevanishvilis, the Phavlenishvilis, the
Diasamidzes, the Avalishvilis, the Begtabegishvilis, the Saakadzes, the
Javakhishvilis, the Tarkhnishvilis, the Kherkheulidzes, tha Abashidzes, the
Machabelis, the Tsitsishvilis and etc. It is known that the great prince
houses were aware of separation because in the feudal country it would
caused their abasement. Alexander Amilakhvari noticed about this:
“Georgian respected not separated family”. However, immunity denotation
and new economical environment caused on internal princes properties too.
Documentally is proved that in spite of formal united, the Sakaphlaishvili
land was divided into 4 parts. The important changes are noticed in
Saamilakhvro and Samukhranbatono. From data is proved that the land of
princes reduced much. The princes’ property became the independent
property. As we see, in the last III of XVIII century, on the background of
country economical development and centralization the no rational princes’
existence lost its sense. In spite of some holders (Saamilakhvro,
Samukhranbatono) began the massive demolish of the houses.
The conclusion. In the middle ages of XVIII century Kartl-Kakheti
kingdom presented feudal country. The country actually was the collection
of autonomic rights of princes. Such country became very weak for
provoke, against which the country appeared in the II part of XVIII century.
Therefore, the kingdom government began making important measurements
for govern modernization. The first attention was paid to economical
development. Erekle II noticed in his letter, that economical development
could “cure us from the enemy”. Erekle II raised on the economical
development method, what was expressed in trade-agriculture state sector
domination. With the help of this politic the internal and external trade
developed, in feudal society grew manufacture type production. After all,
the state tax income importantly rose. Discussing Kartl-Kakheti kingdom
economy, academic N. Berdzenishvili noticed that “in Erekle activities were
seen something new”. By our opinion, Erekle’s economy developing way
was familiar to Petre I Russia Empire and Europe states economical
experiment, which considered industrial development in prince-serf reality.
With economical development and raising the state incomes, Erekle
II made the important reforms for govern modernization. Description
making and Tax system centralization, military and law-court reforms were
directed to the king’ govern strengthen and prince immunity denotation. At
the same time, the government divided into centralized rings – military
affair, state income, internal affair and foreign affair departments. the
conducted researches showed that in 70-90’s of XVIII century Kartl-
Kakheti kingdom only did not presented princes collection but it contained
the elements for absolutely monarch.
![]() |
8 დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
![]() |
8.1 საარქივო მასალები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი
1.სცსსა, ფ., 1448, საბ., ¹ 1448
2.სცსსა, ფ., 1448, საბ., ¹ 2972 3.სცსსა, ფ., 1449; საბ., ¹ 1126 4.სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 231 5.სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 232 6.სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 234 7.სცსსა, ფ., 1449, საბ., ¹ 854
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 8.ხეც. ფ., A საბ. ¹ 1648 9.ხეც. ფ., Aდ საბ., ¹ 1044 10.ხეც. ფ., Aდ საბ., ¹ 1304 11.ხეც. ფ., Aდ საბ., ¹ 1403 12.ხეც. ფ., შ საბ., ¹ 167 13.ხეც. ფ., შ საბ., ¹ 249 14.ხეც. ფ., Qდ საბ., ¹ 1633 15.ხეც. ფ., Qდ საბ., ¹ 1637 16.ხეც. ფ., H საბ., ¹ 193 17.ხეც. ფ., H საბ., ¹ 460 18.ხეც. ფ., H საბ., ¹ 609 19.ხეც. ფ., H საბ., ¹ 1426 20.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 665 21.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 1159 22.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 1431 23.ხეც, ფ., Hდ საბ., ¹ 1606 24.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 1616 25.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 1617 26.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 2518 27.ხეც. ფ., Hდ. საბ., ¹ 2762 28.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 3142 29. ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 9464 30.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 11261 31.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 11264 32.ხეც. ფ., Hდ საბ., ¹ 14301
![]() |
8.2 წყაროები |
▲ზევით დაბრუნება |
ამილახვარი, 1939; ალ. ამილახვარი, გეორგიანული ისტორია, თარგმნილი გერონტი ქიქოძის მიერ, მნათობი, თბ., სახელგამი, 1939. აგვისტო, ¹ 8, გვ. 125-156. არარატელი, 1980; Артемий Араратский. Жизнь и приключеия Артемия Араратского. М., Наука. 1980. ბაგრატიონი, 1941; დავით ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი ახალი მოთხრობა; გამოსცა თ. ლომოურმა, თბ., საქართველოს სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, 1941. ბაგრატიონი, 1964; დავით ბაგრატიონი, სამართალი ბატონიშვილის დავითისა, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო დავით ფურცელაძემ, თბ., მეცნიერება, 1964. ბაგრატიონი, 1959; დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, აპ. როგავას რედაქციითა და გამოკვლევით, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959. ბაგრატიონი, 1914; ვახტანგ ბატონიშვილი, “ისტორიებრი აღწერა ღირსთა ხსომისა შემთხვეულობათა საქართველოსა შ-ა აღწერითა ზნეობათა და ჩვეულებითა მსახლობელთათა მის ქვეყნისა, თხზული საქრთველოს მეფის ირაკლის ძის ვახტანგის მიერ”, გამოცემული სარგის კაკაბაძის მიერ, ტფ., ბართლომე კილაძის სტამბა, 1914. ბაგრატიონი, 1983; თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., მეცნიერება, 1983. ბაგრატიონი, 1986; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებელი დაურთეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა, თბ., მეცნიერება, 1986. ბაგრატიონი, 1957; იოანე ბაგრატიონი, “სჯულდება”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ივ. სურგულაძემ, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1957. ბაგრატიონი, 1936, 1948; იოანე ბაგრატიონი, კალმასობა, კ. კეკელიძის და ალ. ბარამიძის რედაქციით და წინასიტყვაობით, ტ. I, ტფ., სახელგამი, 1936, ტ. II, ტფ., სახელგამი, 1948. ბაგრატიონი, 1997; იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, მასალა ისტორიისათვის, რედაქტორი და გამომცემელი ზ. კაცელაშვილი, თბ., დიალ, 1997.
ბატონიშვილი, 1973; ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტები დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973. ბურნაშოვი, 1897; Бурнашев С. Н, Картина Грузий или опйсание политического состояния царств Картлалического и кахетического. Тф., Типография И. А Мартиросианца, 1896. ბუტკოვი, 1869; Бутков П. Г., Материалы для новой истории Каавказа, съ. 1722 по 1803 год, чась первая (съ пятью планами.), СПБ., Энфянджянца и комр., 1869. ბუტკოვი, 1869A; Бутков П. Г., Материалы для новой истории Кавказа, част вторая, СПБ., Энфянджянца и комр., 1869. გიულდენშტედტის..., 1969; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართლი თარგმანითურთ გამოსცა გ. გელაშვილმა, ტ. I, თბ., საქრთველოს სსრ მეცნიერებათა აკად. გამომცემლობა, 1962. ტ. II, თბ., საქრთველოს სსრ მეცნიერებათა აკად. გამომცემლობა, 1969. დოკუმენტები..., 1962; დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI-XIX ს.ს.), შეადგინეს ნიკო ბერძენიშვილმა და მამისა ბერძენიშვილმა, წიგნი I, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1962. დოკუმენტები..., 1940; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, წიგნი I, ბატონყმური ურთიერთობა (XVXVIII სს.) რედ. წინასიტყვ. ავტ. ნ. ბერძენიშვილი, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1940. დოკუმენტები..., 1953; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, წიგნი II, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XVIII სს.) ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1953. დოლიძე, 1960; ი. დოლიძე, საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1960. ენუქიძე, 1964; თ. ენუქიძე, მასალები ქართლის სამეფოს სამდივანბეგო სასამართლოს ისტორიისათვის (1755-1760 წწ.). კრ. XIVXVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., მეცნიერება, 1964, გვ. 7-74. ერევნელი, 1958; ჩимеон Ереванци. Джамбр, Памятная книга, зерцало и сборник всех обстоятельств Святого престола Эчмиадзина и окрестных монастырей, М., восточной литературы, 1958.
თაყაიშვილი, 1951; ე. თაყაიშვილი, ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 45, გვ. 1-68, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1951. იესე ბარათშვილის..., 1950; იესე ბარათშვილის ცხოვრებაანდერძი, ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით, ლექსიკონითა და საძიებლებით ავთანდილ იოსელიანმა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. 28, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებეთა აკადემიის გამომცემლობა, 1950. იოანე ქართველიშვილი..., 1952; იოანე ქართველიშვილი, მემუარები, ა. იოსელიანის გამოკვლევით, წინასიტყვაობით, რედაქციითა და შენიშვნებით, თბ., საქპოლიგრაფგამომცემლობა, 1952. იოსელიანი, 2009; პლატონ იოსელიანი, აღწერა თბილისის სიძველეთა, წიგნი გამოსაცემად მოამზადეს დიმიტრი თუმანიშვილმა, ირინე ჭოღოშვილმა და იუზა ხუსკივაძემ, თბ., არტე, 2009. იოსელიანი, 1978; პლ. იოსელიანი, ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა; რედ. ა. გაწერელია, თბ., საბჭოთა საქართველო, 1978. კაკაბაძე, 1913; ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, ტ. V, თბ., 1913. ლორთქიფანიძე, 1940; ი. ლორთქიფანიძე, მასალები საქართველოს ისტორიისათვის (მე-18 საუკ.) მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი). ნაკვ. II, თბ., სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის გამომცემლობა, 1940, გვ. 5-140. მასალანი..., 1907; მასალანი საქართველოს სტატისტიკური აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში, გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ., ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა, 1907. მასალები..., 1938; მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, გვიანფეოდალური ხანა, წ. I, ხელფასი, ქირა, ფასები, მასალები შეარჩია და გამოსაცემად მოამზადა ნ. ბერძენიშვილმა, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1938. მასალები..., 1953; მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, გვიანფეოდალური ხანა, წ. II, ვალი, იჯარა, ვაჭრობა, მასალები შეარჩია და გამოსაცემად მოამზადა ნ. ბერძენიშვილმა, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1953.
მასალები..., 1955; მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, გვიანფეოდალური ხანა, წ. III, აღმშენებლობა, სახელმწიფო ეკონომიკა, ქონება, მასალები შეარჩია და გამოსაცემად მოამზადა ნ. ბერძენიშვილმა, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1955. მასალები..., 1957; მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, დანართი, I, II, III წიგნების ლექსიკონი და საძიებლები, შეადგინა მამისა ბერძნიშვილმა, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1957. მასალები..., 1948; მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის ისტორიისათვის, შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო შოთა მესხიამ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. I (26), თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1948. ორბელიანი, 1981; პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., მეცნიერება, 1981. რაინეგსი, 2002; იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა. თბ., არტანუჯი, 2002. საქართველოს..., 1920, 1909, 1910; საქართველოს სიძველენი, რედ. ე. თაყაიშვილი, ტ. I, ტფ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამომცემლობა, 1920; ტ. II, ტფ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამომცემლობა, 1909; ტ. III, ტფ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამომცემლობა, 1910. ქართული..., 1963; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I, ვახტანგ IV-ის სამართლის წიგნის კრებული, ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., საქართველოს მეცნ. აკად. გამომცემლობა, 1963. ქართული..., 1965; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1965. ქართული..., 1970; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1970. ქართული..., 1972; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა,
შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1972. ქართული..., 1974; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, სასამართლო განჩინებანი (XVIII ს.), ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1974. ქართული..., 1977; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, სასამართლო განჩინებანი (XVIII-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1977. ქართული..., 1981; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII, სასამართლო არზა-ოქმები, ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1981. ქართული..., 1985; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, სასამართლო არზა-ოქმები და კერძო სამართლებრივი აქტები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., მეცნიერება, 1985. ქართული..., 1970A; ქართული სამართლის ძეგლები, “დასტურლამალი”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, თბ., საბჭოთა საქართველო, 1970. ქრონიკები..., 1967; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი მესამე, (1700 წლიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე) გამოსაცემად მოამზადეს გივი ჟორდანიამ და შოთა ხანთაძემ, თბ., მეცნიერება, 1967. ხანთაძე, 1955; შ. ხანთაძე, სახელმწიფო პურის გადასახადი (სურსათი) ქართლ-კახეთში მე-19 საუკუნის დამდეგს, მასალები საქართველოსა და კავკასის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. 32, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955. გვ. 153-176. ხერხეულიძე, 1989; ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა, ტექსტი გამოსაცემად მოემზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., მეცნიერება, 1989. ჯავახიშვილი, 1967; ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები, წ. I, აღმოსავლეთ საქართველოს XVIII ს. ხალხის აღწერის დავთრები, გამოსაცემად მომზადდა ივ. ჯავახიშვილის სახ. კაბინეტში დ. მეგრელაძის და ნ. ჯავახიშვილის მიერ, თბ., მეცნიერება, 1967.
ჯავახიშვილი, 1974; ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები (XIII-XIX სს.), წ. II, გამოსაცემად მომზადდა ივ. ჯავახისვილის სახ. კაბინეტში დ. მეგრელაძის და ნ. ჯავახიშვილის მიერ, თბ., მეცნიერება, 1974. ჯამბაკურ-ორბელიანი, 1914; ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი, დაღესტნითგან ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები, გამოცემული სარგის კაკაბაძის მიერ წერა-კითხვის საზოგადოებაში დაცული ავტოგრაფის მიხედვით, ტფ., ბ. კილაძის სტამბა, 1914. ჯამბურია, 1960; გ. ჯამბურია, მასალები ქართლის სათავადოების ისტორიისათვის (XVII—XVIII სს.), მასალები საქართველოსა და კავკასის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. 33. თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1960, 106-142. АКАК, 1866; Акты собраные Кавказскою Агхеографическою Комиссიею. ; Т. I напечатанъ подъ редакцიею предъседателя коммисიи, ст. сов. АД. Берже, Тиф., Въ. Тирографიи Главнаго Управленიя Намъстника Кавказского, 1866. АКАК, 1868; Акты собраные Кавказскою Агхеографическою Комиссიею, Т. II изданъ подъ редакцიею предъседателя коммисიи, АД. Берже, Тиф., Въ. Тирографიи Главнаго Управленიя Намъстника Кавказского, 1868. АКАК, 1870; Акты собраные Кавказскою Агхеографическою Комиссიею, Т. IV, изданъ подъ редакцიею предъседателя коммисიи, дсс. АД. Берже, Тиф., Въ. Тирографიи Главнаго Управленიя Намъстника Кавказского, 1870. Грамоты..., 1891; Грамоты и другие историчессакие документы XVIII столетия относяциес кь Грузии, Подъ редакцией А. А. цагарели, Т., I, Спб., Типография В Киршбаума въ д. М-ва финансов на Дворц. плош., 1891. Грамоты..., 1898; Грамоты и другие историчессакие документы относяциес до Грузии.Т. II вып. I, Подъ редакцией А. А. цагарели, Спб., Типография ИМПЕРАТОРСКОЙ академии наукъ, Типография ИМПЕРАТОРСКОЙ академии наукъ,1898. Грузинские..., 1881; Грузинские церковние гуджары, составилъ Д. П. Пурцеладзе, Тиф., тирография Главнаго управления Наместника кавказскаго, 1881. Грузинские..., 1881 А; Грузинские дворянские грамоты, составилъ Д. П. Пурцеладзе, Тиф., тирография Главнаго управления Наместника кавказскаго, 1881. Грузинские..., 1882; Грузинские крестянские и судебние акты, грамоты и письма грузинских и персидских царственных особ,
составилъ Д. П. Пурцеладзе, Тиф., тирогр. Главн. управл. Главноначальствующаго гражд. частию на кавказъ, 1882. Реформы..., 1937; Реформы Петра I, Сборник документов, Сост. В.И.Лебедев. М., Гос.соц.-эк.изд-во, 1937. Российское..., 1986; Российское законодательство X-XX вв.: в 9 т. Т. 4. Законодательство периода становленияабсолютизма. Отв. ред. А.Г.Маньков. М., Юридическая литература, 1986.
![]() |
8.3 ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ავალიანი, 1912; С. Авалиани, Крестьянский вопрос в Закавказье, т I, Одесса, Типог. Техник, 1912. აკოფაშვილი, 1955; გ. აკოფაშვილი, აზნაურთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხისათვის XVIII ს. საქართველოში. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტოტიისათვის (მსკი), ნაკვ. 32, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955, გვ. 85-110. აკოფაშვილი, 1973; გ. აკოფაშვილი, გლეხთა ბეგარა-გადასახადების ზრდა. გლეხთა კლასობრივი ბრძოლა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 559-570. აკოფაშვილი, 1973; გ. აკოფაშვილი, გლეხურ და საბატონო მეურნეობათა განვითარება, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 533540. აკოფაშვილი, 1973; გ. აკოფაშვილი, ვაჭრობის, მრეწველობის და საქალაქო ცხოვრების განვითარება, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 540-554. აკოფაშვილი, 1966; გ. აკოფაშვილი, მანუჩარ თუმანიშვილის მეურნეობა (XVIII ს-ის II ნახევარი — XIX ს-ის დამდეგი), კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (კხის), თბ., მეცნიერება, 1966, გვ. 405-411. აკოფაშვილი, 1976; გ. აკოფაშვილი, სასარდლოების შესახებ ქართლის სამეფოში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, მეცნიერება, თბ., 1976, გვ. 341-356. აკოფაშვილი, 1964; გ. აკოფაშვილი, ფულადი საბატონო გადასახადები XVIII ს. დამლევისა და XIX ს. დამდეგის საქართველოში (მანუჩარ თუმანიშვილის მეურნეობის მასალების მიხედვით), ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964, გვ. 93-105.
აკოფაშვილი, 1960; გ. აკოფაშვილი, ცვლილებები აზნაურთა ფენის მდგომარეობაში XIX ს. პირველ ნახევარში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტოტიისათვის (მსკი), ნაკვ. 33, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1960, გვ. 203-211. ანთელავა, 1977; ი. ანთელავა XVIII საუკუნის საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების ხასიათის საკითხისათვის, თბ., მეცნიერება, 1977. ასათიანი, 1959; ნ. ასათიანი, საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI-XVII საუკნეების კახეთის სამეფოში, თსუ-ს შრომები, ტ. 77, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1959, გვ. 27-55. ასლამაზიშვილი, 2005; ლ. ასლამაზიშვილი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XV-XVIII საუკუნეებში, ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, თბ., უნივერსალი, 2005. ბერძენიშვილი, 1937; ნ. ბერძენიშვილი, სამღებროთა შესახებ XVIII ს. საქართველოში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. VI, ტფ., სსრკ. მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, 1937, გვ. 431-470. ბერძენიშვილი, 1965; ნ. ბერძენიშვილი, საქართველო XVIII საუკუნეში, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, თბ., მეცნიერება, 1965. ბერძენიშვილი, 1946; ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, I, სახელმძღვანელო, თბ., სახელგამი, 1946. ბერძენიშვილი..., 1958; ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია, პ. რატიანი — საქართველოს ისტორია, თბ., საბჭოთა საქართველო, 1958. ბერძნიშვილი, 1965; მ. ბერძნიშვილი, მასალები XVIII ს. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, ქართული წყაროთმცოდნეობა, კრებული I, თბ., მეცნიერება, 1965, გვ. 121-209. ბოცვაძე, 1963; თ. ბოცვაძე, საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963. გაბაშვილი, 1942; ვ. გაბაშვილი, დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, ენიმკის მოამბე, ტ. XIII, თბ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1943, გვ. 159-206. გამრეკელი, 1968; В. Н. Гамрекели, Торговые связи Восточной Грузии с Северным Кавказом, Ч. I, Тб., мецниереба, 1968.
გაჩეჩილაძე, 1957; ა. გაჩეჩილაძე, ნარკვევები XIX საუკუნის ქართული დრამატურგიის და თეატრის ისტორიიდან, თბ., ხელოვნება, 1957. გეგუჩაძე 1995; მ. გეგუჩაძე, საქართველო-სომხეთის ურთიერთობა XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში და რუსეთი, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1995. გვრიტიშვილი, 1955; დ. გვრიტიშვილი, ფეოლალური საქართველოს სოციალური ურთიერთობების ისტორიიდან, თბ., სახელგამი, 1955. გიგაური, 1997; გიგაური, საქართველო სიმეონ ერევანცის “მემუარებში”, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1997. გოგიჩაიშვილი, 1974; ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, აკად. პ. გუგუშვილის რედაქციით და წინასიტყვაობით, ტ. I, თბ., საბჭოთა საქართველო, 1974. გოგოლაძე, 1966; დ. გოგოლაძე, სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი, თბ., მეცნიერება, 1966. გუგუშვილი, 1941; პ. გუგუშვილი, კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., სახელგამი, 1941. გუგუშვილი, 1949; პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX — XX საუკუნეებში, ტ. I, თბ., სახელგამი, 1949. გუგუშვილი, 1937; პ. გუგუშვილი, ქართული საბაჟო ტარიფი, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. IV, ტფ., სსრკ მეც. აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, 1937. გუგუშვილი, 1957; П. Гугушвили, Развитие промишленности в Грузии и в Закавказье в XIX-XX вв., Тб., АК. Груз. ССР, Ин-т Экономика, 1957. გულიშამბაროვი, 1894; Ст. гулишамбаров, Обзор фабрик и заводовъ закавказскаю краи, Тифлис, типографიя канцеларიя главноначальствиущаго гражданскою частью на кавказь, 1894. გუჩუა, 1968; ვ. გუჩუა, საქართველოს XVI-XVIII სს. ეკონომი- კური ისტორიის შესწავლა ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, ქართული ისტორიოგრაფია, თბ., მეცნიერება, 1968, გვ. 154-183. დუმბაძე, 1973; მ. დუმბაძე, “ბატონყმობის რიგის” დაცვა. ბრძოლა სამეფო შემოსავლების გაზრდისა და ქვეყნის სამეურნეო განვითარებისათვის, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 522-529.
დუმბაძე, 1973; მ. დუმბაძე, თავისუფალ მიწისმფლობელ-მოლაშქრეთა ფენის წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 555-559. დუმბაძე, 1990; თბილისის ისტორია, 3 ტომად, თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. რედ. მამია დუმბაძე, ვიქტორ გუჩუა, თბ., მეცნიერება, 1990. დუმბაძე, 1973; მ. დუმბაძე, პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სახიფათო კვანძი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 694-706. ესაძე, 1903; С. Есадзе, очерки истории горного дела на Кавказе, Тиф., Электропечатная Грузнск. Издательст. Товарищества, 1903. თოგოშვილი, 1964; გ. თოგოშვილი, ქართლის ბარში ოსთა ჩა- მოსახლების ისტორიიდან, მაცნე, ¹5, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964, გვ. 5765. კაკაბაძე, 1924; ს. კაკაბაძე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში, ჟურნალი “მნათობი”, ¹2, ¹3, ტფ., საქართველოს პოლიტგანათლების მთავარ-მმართველობა, 1924, გვ. 214-242, 266-286. კაკაბაძე, 1913; ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორიის ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ., ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამომცემლობა, 1922. კაკაბაძე, 1925; ს. კაკაბაძე, საფასის ისტორიისთვის საქართველოში, საისტორიო მოამბე, წიგნი I, თბ., სსსრ ცენტრარქივის გამომცემლობა, 1925, გვ. 1-35. კაკაბაძე, 1940; ს. კაკაბაძე, საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალი საქართველოს მიმართ მე-18-ე საუკუნეში, ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ., I, ქუთაისი, გაზ. “ინდუსტრ. ქუთაისის” სტამბა, 1940, გვ. 109-123. კაკაბაძე, 1925A; ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, საისტორიო მოამბე, წიგნი II, ტფ., სსსრ ცენტრარქივის გამომცემლობა, 1925, გვ. 27-105. კაკაბაძე, 1956; С. Н. Какабадзе რეცენზია დ. გვრიტიშვილის წიგნზე, “Вопроси истории”, ოქტომბერი, ¹10, Москва, издателство Правда, 1956, გვ. 175-176. კაკაბაძე, 1930; С.Н. Какабадзе, Крестьянский вопрос и крестьянские движения в восточной Грузии XVIII веке, История Классовой борбьбы в Закавказьи, сборник статей, книга первая
(ИКБЗ), Тифлис, Закавказский коммунистический университет, 1930, გვ. 153-194. კაპანაძე, 1950; დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1950. კარეევი, 1908; Кареев Н. И., западно-европейская абсолютная монархия XVI, XVII и XVIII вековъ. общая характерика бюрократического государства и сословного обшества “стараво порядка”, СПб., Типография М. М. Стасюлевича, 1908. კეკელია, 1970; მ. კეკელია, სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, თბ., საბჭოთა საქართველო, 1970. კლიმიაშვილი, 1966; აკ. კლიმიაშვილი, ზემო ქართლის მდევრობის განწესება 1772 წლისა, მაცნე ტ. I, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1966, გვ. 9195. კლიმიაშვილი, 1964; აკ. კლიმიაშვილი, მასალები XV-XVIII სს. ქართლისა და კახეთის სადროშოების ისტორიისათვის, კრ. XIVXVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., მეცნიერება, 1964, გვ. 121-151. კლიმიაშვილი, 1963; აკ კლიმიაშვილი, მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. V, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963, გვ. 179-210. კლიმიაშვილი, 1962; აკ. კლიმიაშვილი, საარტილერიო მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევარში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. IV, თბ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, გვ. 263-275. კუცია, 1984; კ. კუცია, ამქრები XVII-XVIII სს. საქართველოს ქალაქებში, თბ., მეცნიერება, 1984. ლეკვეიშვილი, 1962; მ. ლეკვეიშვილი, სასამართლო პროცესი მე-17-18 საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962. ლორთქიფანიძე, 1935; იასე ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. I-II, წყაროების გამოკვლევა და გეოგრაფიული ცნობები, თბ., ზაკგიზი, 1935. მეგრელაძე, 1963; დ. მეგრელაძე, მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. 35, თბ., საქართვე-
ლოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963, გვ. 207-232. მეგრელაძე, 1964; დ. მეგრელაძე, რკინის ადგილობრივი წარმოებისა და მისი შემოზიდვის შესახებ XVIII ს. საქართველოში, ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VII, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964, გვ. 105-114. მესხია, 1983; შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ., II, თბ,. მეცნიერება, 1983. მესხია..., 1971; შ. მესხია, ვ. გუჩუა, საქართველოს ისტორია, სკოლის სახელმძღვანელო, თბ., განათლება, 1971. მესხია, 1959; Месхиа Ш., Городи и городской строй феодалной Грузии, Тб., Гос. ун-т., 1959. ნათაძე, 1925; გრ. ნათაძე, საქართველოს ისტორიის მოკლე სოციოლოგიური მიმოხილვა, ნაწილი I, II, ქუთაისი, ტფილისის გამომცემლობა-მეცნიერება საქართველოში, 1925. ნათაძე, 1930; Г. Я. Натадзе, К вопросу об економическом положении Грузии в конце XVIII столетия, История Классовой борьбы в Закавказьи, сборник статей, книга первая, (ИКБЗ), Тифлис, Закавказский коммунистический университет, 1930, გვ. 123-152. ნინიძე, 1997; დ. ნინიძე, მუხრანბატონები, თბ., მერიდიანი, 1997. როგავა, 1964; აპ. როგავა, კაპიტალიზმის ჩანასახი საქართველოში და ერეკლე II-ის პოლიტიკა, მაცნე, ¹6, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964, გვ. 161-175. როგავა, 1950; აპ. როგავა, სახალხო განათლება ერეკლე მეორის ხანის ქართლ-კახეთში და ანტონ პირველი, თბ., საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედ. მეცნ. ინ-ტის გამომცემლობა, 1950. როგავა, 1974; Рогава А.А., зачатки капитализма в Грузии и политика Ираклия II-го, Тб., сабчота сакартвело, 1974. როჟკოვა, 1949; М. К. Рожкова, Економическая политика царского правительства на Среднем Востоке во второй четверти XIX века и русская буржуазия, Мოсква, Издательство Академии наук СССР, 1949. სამსონაძე, 1968; მ. სამსონაძე, თბილისის სამრეწველო განვითარება მეცხრამეტე საუკუნის რეფორმამდელ ხანაში, თბ., მეცნიერება, 1968. სამსონაძე, 1972; მ. სამსონაძე, საქართველოს საგარეო ვაჭ-
რობის ისტორიიდან XVIII ს. მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მეც. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების სერია, თბ., მეცნიერება, 1972, გვ. 20-31. სამსონაძე, 1980; მ. სამსონაძე, საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარება XIX ს-ის პირველ მესამედში, თბ., მეცნიერება, 1980. სოსელია, 1973; ო. სოსელია, ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის 40-80-იან წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 570600. სოსელია, 1973; ო. სოსელია, სახელმწიფო მმართველობის გადახალისების ცდები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 529-533. სოსელია, 1966; ო. სოსელია, ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., მეცნიერება, 1966. სოხვაძე, 1996; ბ. სოხვაძე, რუსეთი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნეში, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1996. სურგულაძე, 1952; ივ. სურგულაძე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1952. ტარლე, 1924; Тарле Е. В., Пაдение абсолютизма в Западнои Европе и России, Петродрад, Издательство Мысль, 1923. ტუხაშვილი, 1963; ლ. ტუხაშვილი, რუსეთი და საზოგადოებ- რივ პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი), თბ., მეცნიერება, 1963. უჩანეიშვილი, 1937; დ. უჩანეიშვილი, К вопросу об економическом развитии восточной Грузии во второй половине XVII века, მასალები საქართველოსა და კავკასის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. V, თბ., სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, 1937. ქავთარია, 1987; მ. ქავთარია, ყაფლანიშვილთა სახლის გენიალოგია, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. XIV, თბ., მეცნიერება, 1987. ქიქოძე..., 1973; მ. ქიქოძე, ქ. ჩხატარაიშვილი, სწავლა-განათლება და მეცნიერება, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 778-784. ქიქოძე, 1963; მ. ქიქოძე, ქართული სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს., საამილახვრო, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (მსკი), ნაკვ. 35, თბ., საქართვე-
ლოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963, გვ, 7-113. ქოიავა 1963; ნ. ქოიავა, ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში, თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1963.
ქუთელია, 1981; თ. ქუთელია, თბილისის ზარაფხანა 17361757 წლებში (ვერცხლის ფული), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXV, თბ., მეცნიერება, 1981, გვ. 37-48. ჩანტლაძე, 1959; ვ. ჩანტლაძე, სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959. ჭიჭინაძე, 1903; ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ქართული გაზეთების და ჟურნალების გამოცემისა, ტფ., ტ. მ. როტინიანცის სტამბა, 1903. ჯავახიშვილი, 1925; ივ. ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდი წინად და ახლა, წიგ. III, ქართული საფასსაზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, თფ., ჩვენი მეცნიერება, 1925. ჯავახიშვილი, 1918; ივ. ჯავახიშვილი, ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში მე17, მე-18 საუკუნეებში, პრომეთე, ¹1, ტფ. გამომცემელი ისიდორე სტურუა, 1918, გვ., 35-61. ჯამბურია, 1973; გ. ჯამბურია, სოციალური ურთიერთობები და კლასობრივი ბრძოლა საქართველოში XVI-XVIII სს., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1973, გვ. 187-225. ჯამბურია, 2007; გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალიზმის საკითხები. თბ., არტანუჯი, 2007. ჯამბურია, 1955; გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სომხით-საბარათიანოს სათავადოები, თბ., საქართველოს სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, 1955. ჯანაშვილი, 1898; მ. ჯანაშვილი, მეფე ერეკლე, ტფ., მ. შარაძის და ამხ. სტამბა, 1898. ჯანაშვილი, 1899; მ. ჯანაშვილი, საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი, ქუთაისი, ღამბაშიძის სტამბა, 1899. ჯანელიძე, 1957; დ. ჯანელიძე, რამდენიმე ცნობა საქართველოსთან რუსეთის რკინით ვაჭრობის შესახებ XVIII ს. მეორე ნახევარში, ქუთაისის სახელმწიფო პედ. ინსტიტუტის შრომები, ტ. XVII, ქუთაისი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახ. პედინსტიტუტი, 1957, გვ. 281-286.