![]() |
ასპინძის ომი |
![]() |
1 ტექსტი |
▲back to top |
|
ასპინძის ომი |
![]() |
2 კოლაუ ნადირაძე |
▲back to top |
კოლაუ ნადირაძე
| ოფიციალური სახელი: | ნიკოლოზ ნადირაძე |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | 8 მარტი, 1895 |
| გარდაცვ. თარიღი: | 28 ოქტომბერი, 1990 (95 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
პირველი ლექსი დაბეჭდა 1916წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". იყო "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პირველი წიგნი გამოსცა 1920წ. ავტორია პოემებისა: "თვრამეტი წელი", "ფრონტებზე", "როალდ ამუნდსენ", "რიონი-პორტი", მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია "წიწამურიდან საგურამომდე", რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია.
წყარო: მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. -გვ. 285; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.,1984.-გვ.286; burusi.wordpress.com
ბიბლიოგრაფია
- ცვარნი ციურნი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 408გვ.
- წიწამურიდან საგურამომდე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1984. - 384გვ.
- რაც ლექსად ვერ ვთქვი : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 202გვ.
- თარგმანები (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1972. - 263გვ.
- თხზულებანი : პოეზია და პროზა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1958. - 271გვ.






