![]() |
მეფე ერეკლეს დროინდელი ლექსიკონი |
![]() |
1 წყარო |
▲back to top |
ეთნოგრაფიული სურათები XVII - XVIII სს. საქართველოს ისტორიიდან
(ისტორიულ - ეთნოგრაფიული კვლევა)
გულნარა კვანტიძე
სადისერტაციო ნაშრომის დანართი #2
![]() |
2 ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
3 ა |
▲back to top |
ა
აბდარბაში - აბდრების უფროსი
აბდარი - სიტყვასიტყვით "წყლის მქონებელს" ნიშნავს.
1. აბდარს ევალებოდა მეფესა და დიდკაცებისთვის წყლის მირთმევა, მის მოვალეობაში შედიოდა ასევე, ხელით ეტარებინა მეფისა ან დიდკაცისათვის განკუთვნილი სამოსი, როგორიცაა წამოსასხამი, სამზეური და სხვ.
2. სურსათ-სანოვაგისა და სასმელების გამგე.
აზარფეშა - ლითონისაგან დამზადებული ღვინის სასმისიკოვზისებური ფორმის,ფართოპირიანი და ტარიანი. ამკობდნენ ვერცხლით, ოქროთი ან უბრალო მეტალით. იგი საკმაოდ გავრცელებული იყო თბილისში.
აზღუდი - ქალის შიგნითა სამოსი.წელსზედა უსახელო ჩასაცმელი, მკერდის მზღუდავი.
ალაფი - მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრე.
ალაფხანა - დახლი ან დუქანი, სადაც მარცვლეულითა და ფქვილით ვაჭრობდნენ.
ამბიონი - ამაღლებული ადგილი აღსავლის კარის წინ ეკლესიაში.
ამბარდანი - (სპარს. ამბარდარ) - მნე
ანთრაკი - ძვირფასი თვალი, რომელსაც ნაკვერჩხლის ფერი აქვს.
ანჯუსტი - ერთგვარი სამკაული
არაყხანა - არყის გამოსახდელად განკუთვნილი საგანგებო ნაგებობა.
არბაბი - (არაბ.)
1. მიწისმფლობელის კატეგორია მუსლიმანურ სახელმწიფოებში, კერძო მესაკუთრის მიწები, მულქი ანუ არბაბი.
2. ბატონი, პატრონი, მსხვილი მიწის მფლობელი ირანში.
აუშხანა - (თურქ. სპარს) სურსათ - სანოვაგის შესანახი ადგილი.
აში - ფაფისმაგვარი შეჭამანდი.
აჯიღა - დიდი ზომის თეთრი ზეწარი, იგივე ჩადრი, რომელსაც ქალები მზისგან და
სიცივისგან დასაცავად გამოიყენებდნენ მე - 19 ს. საქართველოში. უმეტესად
თბილისში.
![]() |
4 ბ |
▲back to top |
ბ
ბაბთა - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა, აბრეშუმის, რომელსაც სამოსზე არშიად ხმარობდნენ.
ბადახშანი - ძვირფასი ლალი (ქალაქ ბადახშიდან).
ბადია - ჭურჭელის ნაირსახეობა. ქუსლიანი, დიდი ზომის ჯამი წვნიანისათვის.
ბაზარი - სავაჭრო ცენტრი, ქართული შესატყვისია სავაჭრო. უძველესი დროიდან მოწმდება საქართველოში. გვიანშუასაუკუნეებში არსებობდა როგორც ერთი დიდი ბაზარი, ასევე პატარ - პატარა ბაზრის რიგები სხვადასხვა სახელწოდებებით.
ბაზიერი - ფრინველთა (ქორ - შევარდენთა) მწვრთნელი, სანადიროდ დამგეშავი.
ბელგა - იგივეა რაც "ბე", წინასაქორწინო სავალდებულო ფულადი გადასახადი, რომელსაც ვაჟის ოჯახი საჩუქრის სახით აძლევდა ქალის ოჯახს. ბელგის გადახდის შემდეგ ქალი ამ ოჯახის სარძლოდ ითვლებოდა.
ბივრი - ცისა და ზღვისფერი თვალი.
ბირკი
1. ქინძისთავისა და ოქროს ღილის თავი;
2. ოქროს მძივი.
ბაყალი - ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე.
ბლონდი - აბრეშუმის ერთგვარი თხელი, ბადური ქსოვილი, აბრეშუმის ტიულსაც უწოდებდნენ. იხმარებოდა სალეჩაქედ.
ბორანი - შეჭამანდის სახეობა გვიანშუასაუკუნეების (აღმ.) საქართველოში
1. მაწონგადასხმული მხალეული;
2. მწვანე ლობიო ვარიით
3. მდინარეზე გადასასვლელი ნავი.
ბოქაულთუხუცესი - საპოლიციო აპარატის უფროსის (ეშიკაღასბაშის) მოადგილე
ბოშყაბი - (აზერ ბოშყაბ) - იგივეა რაც თეფში.
ბოღლამო - შეჭამანდის სახეობა. ხმელი თევზი მჟავით.
ბოხჩა - ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი, რომელსაც კერავდნენ სადა ქსოვილისაგან ან
სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ: აბრეშუმს, ფარჩას, შალს,
ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩას ხმარობდნენ თეთრეულის,
ტანსაცმლისა და სხვა დიდი თუ მცირე ზომის ნივთების სატარებლად. ის
ხელჩანთისა და სამგზავრო ჩანთის ფუნქციასაც ითავსებდა.
ბუზმენტი - ოქროსფერი ან ვერცხლისფერი სირმისგან დამზადებული ფართო ზონარი (არშია), იხმარებოდა ტანისამოსზე მოსავლებად, მოსართავად.
ბღარტი - ტანისამოსის რომელიმე ელემენტის გვერდებში ჩადგმული ნაჭერი.
![]() |
5 გ |
▲back to top |
გავალაკიანი - ავეჯი, საყდრის ფორმის ტახტსავარძელი, დარბაზის ინტერიერის ნაწილი.
გიდელა - ქორწილზე მოტანილი მოსაკითხი (საქონელი, პროდუქტი, ფული).
გუჯასტა - ბუდიანი დედალ - მამალი ხრიკები.
![]() |
6 დ |
▲back to top |
დაბასმვა
1. სამკუთხოვან ჩარჩოზე გადაჭიმულ ლეჩაქზე, სახამებლიან წებოში ამოვლებული ქინძისთავით ასვამდნენ წერტილებს, რომლებითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა მცენარის სახეები.
2.ტულის თხელ ნაჭერზე, თავისივე ძაფით გამოყვანილი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები.
დარაია - ბაბთი - ოქროს ან ვერცხლის ძაფით მოქსოვილი სახიანი აბრეშუმი, დარაია, დარაია - ბაბთისაცუწოდებენ. ეს არის ოქროს ან ვერცხლის ძაფით მოქსოვილი სახიანი აბრეშუმი
დალიჭი
1. დარბაზი;
2. ტახტი, დიდებულთა დასაჯდომი.
დარბაისელი - დარბაზში მყოფი წარჩინებულიპირნი (დასტურლამალის მიხედვით).
დიბა - საუკეთესი ხარისხის, ოქრომკედით ნაკერი აბრეშუმის ქსოვილი. იგივე ფარჩა.
დივანი - სულთნის ან დიდვეზირის საბჭო, რომელიც უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს სწყვეტდა.
დოშლუღი - უსაყელო, სამკუთხა ფორმის გულისპირი, რომელიც მკერდის ორივე მხარეს წაწვეტებულ, სამკუთხა ფორმას ქმნიდა. იგივეა რაც ე.წ. ,,ორბორტიანი" საყელო.
![]() |
7 ე |
▲back to top |
ეთიმადოვლე - (არაბ.) სიტყვა - სიტყვით ნიშნავს სახელმწიფოს ნდობას. დიდი ვეზირი სეფიანთა სახელმწიფოში. მის განკარგულებაში იყო სახელმწიფოს მთელი შემოსავალ - გასავალი და ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეების ხელმძღვანელი.
ელი - (თურქ.) ხალხი, ტომი, მომთაბარე ტომი
ელიაღარასი - (თურქ) - ელის მეთაური (იხ.ელი).
ეფენდი - ბატონი, მოძღვარი, ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ სწავლულებს, სასულიერო პირებს, მოსამართლეებს, მოხელეებს. დივან - ეფენდი - იგულისხმება საბჭოს მდივანი.
ეშიკაღასბაში - საპოლიციო აპარატის უფროსი გვიანფეოდალურ საქართველოში.
ეჯიბი
1. .ერთ - ერთი დიდი მოხელეთაგანი ქართველი მეფის (დიდებულის) სასახლეში - მეკარე.
2. ქორწილში მეფის (ნეფის) პირველი თავი მაყარი, - მეჯვარე
(მეფეს სულ თან ახლავს, მისი სურვილის აღმსრულებელია)
![]() |
8 ვ |
▲back to top |
ვეზირი - ირანის მოხელე ქართლის სამეფო კარზე (დასტურლამალი).
ვექილი - რწმუნებული, ცენტრის ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
![]() |
9 ზ |
▲back to top |
ზაბარჟადი - ძვირფასი თვალი.
ზარქაში - "ოქროსა ვერცხლის გაზიდულსა და გამზიდველსა ჰქვან, სხეპლასა და სირმათა" (საბა)
ზეზი - ესე არს ორფერი ძაფი და სირმა ერთად დაგრეხილი (საბა)
ზილფი - თმის კავი, რომელიც შუბლის კიდიდან (საფეთქელიდან) ლოყის გასწვრივ
არის ჩამოშვებული.
ზირანდაზი - ფეხქვეშ დასაგები პატარა ზომის ხალიჩა. ასევე ნოხი ან ჭილოფი. იხმარებოდა სახლსა და აბანოში.
ზურმუხტი - მწვანე ფერის ძვირფასი ქვა.
![]() |
10 თ |
▲back to top |
თაბუნი - „მიმდევარი“, დასი, ჯგუფი.
თაგალა - ქათიბის თარგზე აჭრილი, ერთგვარი საზამთრო შესამოსელი. იყო დაბამბული, მაგრამ უბეწვო.
თავთა - შინაურული წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი.
თანბა - გაფრთხილება, გაკიცხვა, დასჯა
თახსირი - ზიანის მიყენება, დაზარალება, შეპყრობილი.
თივთიკი - შალის რბილი და ნაზი ქსოვილი, რომელიც მზადდება ბატკნის
მატყლისაგან
თითა - თვალმარგალიტით მოოჭვილი გულის ან შუბლის ქინძისთავი.
თითრმები - გულქანდაზე ჩამოკიდებული ფრთების მსგავსი ოქროს სიფრიფანები
თულუხჩა - წყლის ჭურჭელი თიხის, გავრცელებული იყო გვიანშუასაუკუნეებში და
შემდგომ (XIX - XX სს. I ნახ.) პერიოდში. მას დღესაც გამოიყენებენ ზოგიერთ
რეგიონებში იგივე დანიშნულებით.
თუშმალი - სამზარეულოში დასაქმებული პირი (დასტურლამალი).
![]() |
11 ი |
▲back to top |
იაგუნდი - ძვირფასი წითელი თვალი.
იალქანი
1. ქალის თავსაბურავი, იგივე ყამაჩი, ყამჩა.
2. პატარძლის გვირგვინი ჯვრისწერისა და ქორწილის დროს ხმარებული.
იამანი - პატიოსანი ქვა, იგივეა რაც აქატი.
იანი - თართისა ტარაღანის თხელფერდი, მუცლის ზედა ნაწილი, თევზის
გვერდებიდან აჭრილი საგანგებო ნაწილი.
იასაული - (მონღ. თურქ.)საპოლიციო აპარატის დაბალი მოხელე
იახინი - შეჭამანდის ერთ - ერთი სახეობა. წვნიანი ხორცი.
ინა - ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული წითელი ფერის საღებავი.
ინამი - (არაბ.) უფროსისაგან უმცროსისათვის მიცემული საჩუქარი, წყალობა.
იხტიარობა - რწმუნება, უფლება, არჩევანი.
![]() |
12 კ |
▲back to top |
კილიტი/კილიტა - ლითონის პატარა თხელი მრგვალი ფირფიტა, რომელიც შუაში გახვრეტილი იყო. ნაჩვრეტებში გაყრილი ძაფით კილიტა მაგრდებოდა ქსოვილზე.
კილიტა არსებობს ასევე სხვადასხვა ფორმისა და ზომის, იგი ყველა შემთხვევაში
თხელი ლითონის ფირფიტაა შუაში ძაფის გასაყრელი ხვრეტილით.
კოპი - გაურჯელა (კახურად ჰქვია კოპს), ქართული თავბურვის კომპლექსის დეტალი
კულა - ღვინის სასმისი. ამზადებდნენ ხისგან ან მწარე კვახისგან. შედგება ოვალური
ტანისა და გრძელი ყელისაგან. ყელთან მიმაგრებულია პატარა ზომის რქა სმის დროს
თითის გამოსადებად.
კუშტაბანი - ტანისამოსის შესაკრავი საშუალების ერთ - ერთი სახეობა.მას უწოდებენ
ასევე კაბის საკილოვეს (ნ. ჩუბინ), ჩაფრასტებსა და ხრიკებს (დედალ - მამალი).
![]() |
13 ლ |
▲back to top |
ლაინი/ლეინი - (არაბულად ნიშნავს რბილს, ნაზს). შინაური წესით დამზადებული ბამბის ქსოვილი. იგივე ნარმა, რომელსაც მუქ ლილაში ღებავდნენ. წმინდად დართულით იკერებოდა ახალუხი, ასევე საცვლები და პერანგები. იგი მოიხმარებოდა საბნისა და ლეიბების პირებადაც. (ქიზიყი, იმერეთი, თუშეთი, ფშავი). გვიანშუასაუკუნეებში, ლაინის კაბა და ახალუხი კარგი ხარისხის სამოსად
მიიჩნეოდა საქართველოში.
ლალი - წითელი ფერის ძვირფასი ქვა.
ლარი
1. ქსოვილის ზოგადი სახელწოდებაა. აერთიანებს სხვადასხვა ხარისხისფარჩისა და აბრეშუმის ქსოვილებს: კუმაში, ფარჩა, ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.
2.ხონჯარი (იხ.). ერიდებიან მის ხმარებას საზოგადოებაში და ხონჯარის მაგივრად ხმარობენ ლარს.
ლევანტი - (ფრ. აღმოსავლეთი) ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე
მდებარე ქვეყნების აღმნიშვნელი ტერმინი, თანამედროვე გაგებით - მახლობელი
აღმოსავლეთის ქვეყნები
ლეჩაქი - ,,დედათა თავსაბურავი (საბა)". თავსაბურავი ქალის. განასხვავებენ ლეჩაქის
რამოდენიმე სახეობას. აბრეშუმით ნაქარგ ლეჩაქს ,,ნაკერი ლეჩაქი" ეწოდებოდა.
,,ნასტაის" უწოდებდნენ იმ ლეჩაქს, რომელსაც შემოკერებული ჰქონდა ფაბრიკული
წესით დამზადებული ბლონდის არშია.
ლილახანა - სამღებრო გვიანშუასაუკუნეების საქართველოში. ძირითადად
მართავდნენ ხოლმე ბაზართან, ან შედიოდა მის კომპლექსში.
![]() |
14 მ |
▲back to top |
მაზარა - მოკლე, მოსასხამი, რომელსაცტანსაცმელზე შემოსაცმელად გამოიყენებდნენ.
მალუჯათი - შედგენილი სიტყვაა (იხ. მალი, ჯუმათი)
მალი - ქონება, სიმდიდრე.
მარბიელი - დამარბეველი.
მარგალიტი - მარცვლისებური ძვირფასი თვალი თეთრი, შავი ან ყვითელი ფერისა,
წარმოიშვება ზოგიერთი მოლუსკის სხეულში, ხმარობენ სამკაულად.
მარგალიტიობოლი - დიდი მარგალიტი, რომელიც იშვიათია და ძვირფასად ითვლება.
მაფრაშა - ხალიჩური წესით ნაქსოვი სამგზავრო დიდი ჩანთა.
მარმაში - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა. თხელი, თეთრი და გამჭვირვალეა.
მაყა - ლელოს ადგილის აღმნიშვნელი ადგილი. მაღალი ბოძალი.
მაშია - ფეხთ საცმელი (საბა), ძველებური ქოშის მსგავსი ფეხსაცმელი. ატარებდა
როგორც ქალი, ასევე მამაკაცი.
მდადე - პატარძლის მაყარი.
მდივანბეგი - მწერალი, მწიგნობართუხუცესი, მოსამართლე
მემანდარი - კარის მოხელე.
მეითარი - (სპარს.) მეფის გარდერობის მოხელე, სარიქიფოს მოხელე, მეფის მუდმივი
მხლებელი.
მერდინი - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა, თხელი საპერანგე აბრეშუმისა (საბა),
თავთის გვარი (ნ. ჩუბინ) ბითავსაც უწოდებდნენ.
მეჯლიში - მეჯლისი/მეჯლიში. სპარსული სიტყვაა და ქართულად ნადიმს ნიშნავს.
მინბაში - სამხედრო წოდების პირი.
1.ათისთავი (XV ს. გაჩნდა)
2. თბილისის ციხისთავი. ირანიდან გამოგზავნილი და ყიზილბაშთა მეციხოვნე ჯარის უფროსი
მოგვი - უძირო ჩექმა.
მოვი - აღნიშნავს, როგორც საგანს - აბრეშუმის პერანგს, აგრეთვე ქსოვილს - აბრეშუმს.
მუთანჯი - შეჭამანდის სახეობა. ფლავი ხილით, ქიშმიშით, ნუშით, თაფლითა და სხვა.
მურასა - რაიმე საგნით (თვლებით, ნაჭედით, ქსოვილით და სხვ) შემკობილი ნივთი.
მურახასი - (არაბ. სპარს.) გაშვება, განტევება.
მუსტაფი - (არაბ.) საფინანსო უწყების მოხელე, სამეთვალყურეო აპარატის ერთ - ერთი
წევრი.
მუშაითი - საბელზე(დ) მოთამაშე
![]() |
15 ნ |
▲back to top |
ნადბაში - ეკლესიის მინაშენი (სვანეთი)
ნადიმი - სუფრის ზოგადი სახელწოდება.
ნაიბი - (არაბ.) მოადგილე, ნაცვალი, დამხმარე.
ნიფხავი - შიგნითა ჩასაცმელი თეთრეული. საბას განმარტებით იგი წვივსაცმელია
(საბა). უწოდებდნენ ალერსს (მაგ. "პერანგის ალერსი"), პერანგის ამხანაგს,
ქვედასაცვალს, პერანგის ტოლსა და პერანგის მეყვისს.
ნიშაბური - ძვირფასი ქვა ცისფერი. იგივეა რაც უმაღლესი ხარისხის ფირუზი.
ნიშნის რიგი - ტაბლაზე დაწყობილი ტკბილეული (შაქარყინული, ხმელი ხილი,
ქიშმიში და სხვ.), რომელსაც ქალის დანიშვნის შემდეგ ჩამოატარებდნენ ხოლმე (XIXXX
სს. I ნახ.)
ნოქარი - (სპარს.) - მოსამსახურე, მეომარი
![]() |
16 ო |
▲back to top |
ომალი - (არაბ.) საფინანსო უწყების მოხელე, სამეთვალყურეო აპარატის ერთ - ერთი წევრი.
ორხოვა - პატარა ზომის ხალიჩური ნაწარმი ძირს დასაფენად.
ოქრომკედი - ოქროსგან დამზადებული უწვრილესი ძაფისა და ქსოვილის ძაფის
გრეხილი. გამოიყენება ქარგვაში, ამკობენ ჩაცმულობის ელემენტებს.
ოღი - საყურის რგოლი
![]() |
17 პ |
▲back to top |
პურობა - ნადიმი
პატრონი - ბატონი, მესაკუთრე, მფლობელი
![]() |
18 რ |
▲back to top |
რაზა - რკინისაგან დამზადებული კარის კაუჭიანი საკეტი.
რასტი - აღვირის მორთულობა ოქროსი, ვერცხლის ან უბრალო ლითონის
რასტაბაზარი - (სპარს.) სიტყვასიტყვით სწორს, სწორფერდას ნიშნავს. ამგვარი განლაგების ბაზრები დამოწმებული იყომახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში გვიანშუასაუკუნეებში. მაგ. ირანში ისპაჰანის ბაზარი დაცული იყო კედლით, რომლის ნახვრეტებიდან ბაზარში შედიოდა შუქი.
რაყამი - ბეჭედდასმული სიგელი.
რიგი - განაწესი, განრიგი.
რუმბი - საქონლის ტყავისაგან დამზადებული დიდი ზომის საღვინე ჭურჭელი, გამოიყენებდნენ სამგზავროდ.
რუსი - ფიცრის ასაწევ-დასაწევი ფანჯრები.
![]() |
19 ს |
▲back to top |
საბაყლო - დახლი ან დუქანი, სადაც მხოლოდ ხილ - ბოსტნეულით ვაჭრობდნენ.
საბეჭური - მოკლე მაზარა (საბა)
სადაფი - მარგალიტისა და ლოკოკინის ნიჟარა. გამოიყენებდნენ სამკაულის, იარაღისა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთების შესამკობად. სავაჭრო - ბაზრის შესატყვისი, ზოგადი სახელია. ნიშნავს ადგილს, რომელიც ვაჭრობისათვის არის განკუთვნილი. ტერმინი ,,სავაჭრო" XII - XIII სს - შიც გვხვდება და გასაყიდ საქონელს აღნიშნავს. ადრეულ ძეგლებში კი ,,სავაჭრო"დაწესებულებას, ნაგებობას, მაღაზიას, დუქანს ეწოდებოდა.
საია - სადა, მარტივი და არაჭრელი ქსოვილი. ითქმის ასევე სხვადასხვა სახეობის ნივთებზე.
სამუქმო - საპასუხო, სამაგიერო სვლა, პასუხი.
სარაია - საცხოვრებელი სახლი. გვიანშუასაუკუნეების საქართველოში ამავე სახელწოდებით აღინიშნებოდა სასახლე.
სარანგი - ჯარის მეთაური, წესრიგის დამცველი, ბოქაული.
სარაჯხანა - დუქანი, სადაც ცხენის აღკაზმულობით ვაჭრობდნენ.
სარასალი - ერთგვარიძვირფასი ქსოვილი.
სარაღუჯი - ქუდის ზოგადი სახელწოდება ქართულად, რომელსაც ხომალდის ცხვირის მსგავსი ფორმა ჰქონდა. ატარებდა ორივე სქესი.
სარქანდარი - სამეურნეო საქმეების გამგე.
სარჩევი - ქსოვილის სახიანი მოსართავი.ქართული კაბის მორთულობის ერთ - ერთი აუცილებელი დეტალი, რომელსაც აგრეთვე ჩაფარიში ან სახიანი მოსავლები ეწოდებოდა.
სასწრაფო - ჩანთა მასრებისა და ვაზნების ჩასაწყობად. თითო მასრაში ერთი გასროლა წამალი იყო ჩაყრილი
საყბეური - ერთგვარი სამკაული. ეწოდება ასევე პირის მარგალიტი. საზეიმოდ გამოწყობილი მანდილოსნები და პატარძლები მსხვილი მარგალიტის ერთს ან რამდენიმე აცმას იკეთებდნენ (საფეთქლებიდან) ნიკაპქვეშ.
საჯელგო - „ჩარიგებით მყოფთათვის“ (სუფრასთან მსხდომთათვის).
სევანი - კარავი
სენე - სახლზე მინაშენი ოთახი რძის ნაწარმისათვის. იქვე ამზადებდნენ ყველს.
სირზა - გულზე დასაკიდი ქალის სამკაული
სირმა - ოქროს ან ვერცხლის უწვრილესი ძაფი ქსოვილის ძაფთან დაგრეხილი. გამოიყენება ქარგვაში და ტანსაცმლის მოსართავად.
სიქა
1.შტამპი, ბეჭედი;
2. წესი, ჩვეულება, კანონი.
სკლატი - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა. შალი, მაუდი.
სოიბათიასაული - საპოლიციო დარგის მოხელე, რომელსაც სამეურნეო ხასიათის ფუნქციები ჰქონდა.
სტავრა - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა.სირმის ნაქსოვი, ოქროქსოვილი აბრეშუმი.
სტუმრის დგომა - იგივე "სასტუმრო". მოსახლეობის ვალდებულება, მეფის ბრძანებით მიეღო უცხოელი სტუმარი თანმხლები პირებით და ადგილობრივი მოხელეებით და გამასპინძლებოდა.
სუზანი - დიდი ან მცირე ზომის მართკუთხა ფორმის ქსოვილი. მოიხმარებოდა საწოლის, ტახტის და ხანაც მაგიდის გადასაფარებლად.
სურმა - შავი საღებავი.
სურმის ლეინი - შავად შეღებილი ბამბის ქსოვილი.
სუფრაქეში - სასახლის ერთ - ერთი მსახური.
სუფრაჯი - (სპარს. თურქ.) მესუფრე, სასახლის მოხელე, რომელსაც ევალებოდა მეფის პირადი მომსახურეობა, მეფესთან დაახლოებული პირი.
![]() |
20 ტ |
▲back to top |
ტ
ტარუღა (დარუღა) - იგივეა რაც მოურავი.
ტოგუნი - მაღალი საჯდომი გარემოვლებით (დასტურლამალი).
ტოლომა - ერთგვარი საზამთრო შესამოსელი.დაბამბული.
![]() |
21 უ |
▲back to top |
უზბაში - სამხედრო პირი. ასეულის უფროსი.
ურვადი - გამოსასყიდი გადასახადი საცოლისათვის, რომელსაც სასიძო უხდის ქალის მშობლებს.
ურვილნი - შეწუხებულნი.
უხა - უდედოდ მოზელილი, სიმინდის ტაროთი გაბრტყელებული მრგვალი პატარა დაწინწკლული პურები. უხა ქორწილის პროცესში ცხვებოდა დიდი რაოდენობით. მას ყიდულობდნენ სუფრის წევრები მცხობელებისაგან არა მარტო საჭმელად, არამედ ოჯახში შვილებისათვის წასაღებად.
![]() |
22 ფ |
▲back to top |
ფარეში - მსახური
ფარეშთუხუცესი - ფარეშების, უფროსი
ფარვანი - ხელმწიფის სიგელი, ბრძანებულება.
ფარღული - ერთგვარი სამკაული, იგივეა რაც ყელსაბამი
ფრანკი - ე.ი. ევროპელი. შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, ევროპელი მთელს აღმოსავლეთში "ფრანკად" იწოდებოდა.
![]() |
23 ქ |
▲back to top |
ქათიბი - დათბილული მოსასხამი. ორივე სქესის წარმომადგენელი ატარებდა. იყო უბეწვო და ბეწვგამოკრული.
ქარვასლა - ირანული წარმოშობისტერმინი ,,ქარავანსარაჲსაგან" წარმოიშვა; ქარავან ნიშნავს მოგზაურთა ჯგუფს, სარაჲ - ნაგებობათა კომპლექსს, მოგზაურთა დასვენებას, დროებით ან მუდმივ საცხოვრებელს. ქარვასლა წარმოადგენდა თავისებურ საზოგადო ნაგებობას ქარავნებისა და ვაჭრების სადგომს.
ქაჰია - იგივე ქეთხუდა (მამასახლისი, მოურავი, სასახლის, სახელმწიფო დაწესებულებების და სხვადასხვა სახეობის ჯარების მეთაურთა მოადგილეები, რომელთაც სამეურნეო საქმიანობა ევალებოდათ.
ქეშიყბაშობა - მცველი, ყარაული
ქირმანშალი/თირმანშალი - სპარსული და ინდური ქაშმირის ქსოვილის ქართული სახელწოდება.
ქაშმირი/ქიშმირი - შალის სახიანი ქსოვილის სახეობა, რომლის სახელწოდება გეოგრაფიული სახელისგან არის (ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილოდასავლეთით მდებარე ტერიტორია) ნაწარმოები. ქაშმირში დამზადებულ შალს ქაშმირი ეწოდა.
ქობა - ვიწრო მყარი ქსოვილი, რომელსაც სიმაგრისთვის სამოსის კიდეებს შემოაყოლებდნენ ხოლმე.
![]() |
24 ღ |
▲back to top |
ღილი/ღილკილო - ტანსაცმლის შესაკრავი საშუალება. ძირითადად ამზადებდნენ ქსოვილისგან და ძაფისაგან (XVI - XVII - XVIII სს.), მოგვიანებით (XIX - XX) მოწმდება ძვლის, ლითონის და პლასტმასისგან ნაკეთი სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის ღილები.
![]() |
25 ყ |
▲back to top |
ყაბალახი - მამაკაცის თავსაბურავის ერთ - ერთი ტიპი. ბაშლაყის/ბაშლუღის სახელითაც გვხვდება. იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელ, ისე დამატებით თავსაბურავად. ამ მიზნით მას ბოხოხის ან გარიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ. ყაბალახს დას. საქართველოში ქალებიც ატარებდნენ ცხენოსნობის დროს.
ყაბი
1.პირგანიერი მუცლიანი ქოთანი.
2.თხემზედ ლეჩაქქვეშ შეკრული, იგივე საყბეური.
ყაითანი - სირმის, აბრეშუმის, ან ბამბის ძაფისაგან დამზადებული წნული ან გრეხილი. წვრილი ზონარი, იხმარება ქართული ტანსაცმლის მოსართავად ან ღილების შესაკრავ ყულფებად.
ყათლანი - (არაბ.) მოკვლა.
ყალამქარი - ირანული წარმოების მხატვრულად გაფორმებული ბამბის დაჩითული ქსოვილი (ჩითავდნენ სპეციალური საბეჭდავებით). არსებობს სადა და სახიანი. იყენებდნენ ბოხჩის, სუფრის, საბნის პირის შესაკერად, ასევე სასარჩულე მასალად.
ყალიონყორჩი - მსახური მეფის ან წარჩინებულის კარზე, რომელსაც უშუალოდ ყალიონის გამართვა და მსურველისათვის მირთმევა ევალებოდა.
ყამჩა/ყამჩი - ერთგვარი სამკაული. შედგებოდა რამდენიმე წყება მარგალიტის ფარღულისაგან, ატარებდნენ ნიკაპქვეშ და კავებქვეშ ამოდებულს, რომელიც თხემზე, ლეჩაქქვეშ იყო შეკრული. ყამჩა - იგივეა, რაც "საყბეური ყანჩა".
ყანაოზი - აბრეშუმის ერთგვარი ნაზი ქსოვილი, მეტწილად იხმარებოდა საპერანგედ და საშეიდიშედ.
ყაფიჩი - მეკარე, ხელჯოხიანი მოხელე.
ყიზილბაში - (თურქ.) ნიშნავს წითელთავიანს. ასე ეწოდება სპარსეთში შვიდ თურქულ ტომს წითელი თავსაბურავის გამო. ამ ტომებს ემყარებოდა დასაწყისში სეფიანთა დინასტია.
ყოლბაღი - სამკაულის ტიპი. ერთგვარი სამაჯური.
ყორიასაული - იასაულების უფროსი.
ყორჩი(თურქ. კურჩი) - მსახური, მცველი.
ყორჩიბაში (თურქ. კურჩიბაშ) - ყორჩების უფროსი.
ყოში - სახელოს დეკორატიული დაბოლოება, რომელიც ფარავს ხელის მტევნის ზედა ნაწილს. ყოში არსებობდა რამოდენიმე ფორმის: ოვალური და წაკვეთილი. ყოშიანი სამოსი ეცვა წარჩინებული ფენას და სოციალურად დაბალი წრის წარმომადგენელთა საგარეო სამოსს. დაახლოებით XIX ს. თბილისში მასობრივად დაიწყეს ყოშიანი ჩოხის ტარება. მიუხედავად მისი დეკორატიული დანიშნულებისა, მას ძველადალაფები მარცვლეულის ან ფქვილის ტომრიდან ამოსაღებად ხმარობდნენ. მზიან ამინდში ყოში ხელთათმანის ფუნქციასაც ითავსებდა.
ყულარაღასი - ყულის ჯარის უფროსი. ირანის პირველი ყულარაღასი იყო ალავერდ ხანი უნდილაძე. ყულარაღასის თანამდებობა ირანში ქართველებს ეკავათ (XVIIXVIII); ყულების (მსახურთა) უფროსი.
ყული - მონა, შაჰის გვარდიის ყულისჯარი, ჯარისკაცი მსახური, მცველი, ბარგის მზიდავი მსახური.
ყუმაში - ფარჩის ქსოვილი.
ყურთმაჯი - იღლიიდან გახსნილი კაბის ან ახალუხის სახელო. ყურთმაჯს უწოდებენ აგრეთვე ცრუსახელოსა და ენას.
![]() |
26 ჩ |
▲back to top |
შადლუხი - სიხარული, დღეობა, დღესასწაული
შამქაბაბი - შეჭამანდის ერთ - ერთი სახეობა. წინა დღით შემწვარი ხორცი
შანიშანი - შემაღლებული ადგილი მეფის საჯდომად. სახლის შუა ტალანი.
შეიდიში
1. აბრეშუმის ნაზი ქსოვილი;
2. წითელი ფერის, ტოტებგრძელი შალვარი, რომელსაც ქალები ქართული კაბის ქვეშ იცვამდნენ
შესტრანგი - შეჭამანდის სახეობა.ფლავი შემზადებული ერბო - კვერცხით და ხახვით
შიგამდეგი - მეღვინეთუხუცესისა და ბაზიერთუხუცესის დაქვემდებარებული მოხელე, რომელიც მეჯლისებზე ღვინის სასმისებით ემსახურებოდა სტუმრებს
![]() |
27 ჩ |
▲back to top |
ჩამოსავლები - ერთგვარი სამკაული. მძივის ყელსაბამი.
,,ჩარსუ"/,,ჩორსუბაზარი - სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ოთხკუთხა ბაზარს, კერძოდ ბაზრის სავაჭრო ნაგებობათა იმ ნაწილს, რომელიც ცენტრალური გუმბათის ქვეშ იყო მოთავსებული. სიტყვის უძველესი ფორმაა ,,ჩავრუსუკ" (“savrusuk”)
ჩაფარი - მაცნე, შიკრიკი, კურიერი
ჩაფარიში - ფერითა და მასალით განსხვავებული ზონრების ზოგადი სახელია, რომლებსაც ტანისამოსის მოსართავად ან ნაკერებზე მოსავლებად (შიგნითა მხრიდან სიმაგრისათვის) გამოიყენებდნენ.
ჩაფრასტი - ვერცხლის, ოქროს ან უბრალო ლითონისაგან დამზადებული დედალმამალი დუგმები. მოწმდება სხვადასხვა ფორმის (მრგვალი, გრძელი, წვეთის და სხვ),
ჩაჩხი - შაშხი, გამხმარი დამარილებული თევზი.
ჩაქი
1. ამოუკერავად დატოვებული ადგილი ზედა სამოსის გვერდით კალთებზე.
2. გამოშვერილი ნაწილი ჩოხის ან ახალუხის უკანა კალთების გადანაკერი.
ჩახჩური - შარვალი.
ჩითი - ბამბის ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა. არსებობს სახიანი და სადა. კერავდნენ
სამოსის დეტალებსა და საცვალს
ჩილავი - შეჭამანდის სახეობა, შილაფლავი
ჩიხორა - ("იუბკა") სწორგანიანი და ნაოჭასხმული. ზაფხულში ქალები კაბის ქვეშ
იცვამდნენ თხელ ჩიხორას, ზამთარში კი შალის ქსოვილისას, ან დაბამბულს.
ჩოხა - ჩოხა იგივეა რაც შალის ქსოვილი. სულხან - საბას განმარტებით ჩოხა მატყლის
სამოსელია
![]() |
28 წ |
▲back to top |
წურწუმა - განიერყურიანი და მილაკიანი წყლის ჭურჭელი.
წიგნი - სამართლის წიგნი, გარიგების წიგნი, საბუთი, კანონთა კრებული.
![]() |
29 ხ |
▲back to top |
ჭვინტი - ფეხსაცმლისწინა, აწეულნაწილსეწოდება, ისეთს, როგორცქალამანსააქვს. ასეთიფეხსაცმელი VII, VIII სს. ყოფილა. X სდან ჩნდებ ასრულიად სხვანაირი ფეხსაცმელი - ბიზანტიური ფეხსაცმლის მსგავსი.
ჭიჭნაური
1.აბრეშუმი (ნ. ბერძ)
2. ოქრომკედი
![]() |
30 ხ |
▲back to top |
ხალათი - ზოგადად სამოსი. დასტურლამალის მიხედვითნაბოძები სამოსელი
ხარა - ქსოვილის ერთ - ერთი სახეობა, აბრეშუმის ტალღოვანი ქსოვილი
ხელჯოხიანი - საპოლიციო დარგის მოხელე
ხიშტაკი - ირიბად აჭრილი სამკუთხა ნაჭერი, შარვლისა და შეიდიშისუბის გასაგანიერებლად. ამ სამკუთხა ნაჭერს იღლიებშიც აკერებდნენ გარღვევის თავიდან აცილების მიზნით
ხოჯა - (სპარს.) მდიდარი ვაჭარი, განათლებული მასწავლებელი, სასულიერო პირი, საჭურისი.
ხრიკა - მაჯის შესაკრავი საშუალება - კავი - დუგმა.
![]() |
31 ჯ |
▲back to top |
ჯაბადარი - ჯავშან - საჭურვლის გამგებელი
ჯაბახანა - საომარი აღჭურვილობა, ჯავშანი.
ჯავშინ - იარაღი, მათი მოწყობილობა.
ჯანიშინი - (სპარს.) მოადგილე, შემცველი, მეფის ნაცვალი
ჯარა - ქირურგი.
ჯარჩი - ქალაქის მოურავის სამსახურს დაქვემდებარებული პირები, რომლებსაც ცნობების გამოცხადება ევალებოდათ ქალაქში.
ჯელგა - ნადირობის ერთ - ერთი ფორმა, რომლის დროსაც ნადირს ერთ ადგილას შეაქუჩებდნენ და მერე ნადირობდნენ.
ჯეშათი - დასაბეგრი ობიექტი
ჯინსი - (არაბ. სპარს.) გვარი, ქონება, პურეულობა
ჯუფთი - გამხმარი ორაგულის ხორცი.
![]() |
32 ჰ |
▲back to top |
ჰარამი (არაბ. სპარს.) - ქალთა საიდუმლოგანყოფილება.