პოეზია



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 გლეხი და ერეკლე

▲back to top


  ხალხური

გლეხი და ერეკლე

1

ნატახტარ სოფღით გახლავარ,
მდიდრათ განთქმული გლეხიო,
საწყალი კაცის მოყეარე,
მტრების გახლავარ მეხიო.
თქვენის ამალით მენვიეთ,
მიკადრეთ მონა გლეხიო,
თუ ღირხaფლად არ დაგხვდეთ,
თავზე დამატყდეს მეხიო.

2

ტონუაშვილსა მიქებენ,
ბლომათა ჰყავსო ზაქები,
ნავალ და სტუმრათ ვენვევი,
ნუთუ მართლაა საქები?
 

წყარო: გლეხი და ერეკლე:ხალხური პოეზია: შემდგენელი ვ. კოტეტიშვილი: თნ. "საბჭოთა მწერალი":1961

   

2 ერეკლეს სტუმარი

▲back to top


ხალხური
ერეკლეს სტუმარი

მოდის, მოგალობს
ღიღინებს ნელა,
ფეხებსა ხლართავს.
უყურებს ყველა.
ჰკითხეს: - სად იყავ?
-მეფესთანაო,
ისიც კაცია
ჩვენისთანაო.

წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984

 

3 თინა წავკისელი

▲back to top


3.1 თინა წავკისელი ერეკლე მეფეს

▲back to top


ხალხური
თინა წავკისელი ერეკლე მეფეს

 შენ გენაცვალე, მეფეო,
შენ გენაცვალე, შენაო,
გიორგი არ მომიშიო,
სულ შეიჯერე თემიო.
მეც მალე დაგეხმარები,
თუ რომ გამიხსნეს ხელიო,
თუ არადა მომაშველეთ
ნახშირფორელი მღვდელიო.

წყარო: თინა წავკისელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984, გვ. 70

3.2 პასუხად თინა წავკისელს

▲back to top


ხალხური
პასუხად თინა წავკისელს

თინიავ რამ შეგაშინა,
ნუ შეგეცვალა ფერიო!
შენ დაგვეკარგე, მაგრამა
არვინ არს შენი ფერიო.

4 მაია წყნეთელი

▲back to top


4.1 მაიას დაობლება

▲back to top


ხალხური

მაიას დაობლება

 

ადრე მოუკვდა მას დედა,

სოფელ მცხეთაში გაზრდილი,

მამამაც თავი მოიკლა,

ვერ აიტანა ქადილი.

4.2 ერეკლეს და მაიას შეხვედრა

▲back to top


 შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ

ჩაიცვა ვაჟკაცურადა,

თოფ–იარაღი აისხა,

იქცევა მამაცურადა,

პატარა კახსა ეახლა,

რა კარგი სანახავია!..  

ხირიმი შეატრიალა,

დაბლა დაუკრა თავია...

- ვინა ხარ, ძმაო, საიდან,

რომელი გვარის კაცია!

ჰკითხა ბატონმა,

რა იცის, რომ ქალს კაცურად აცვია.

- მათე ვარ, შენი ჭირიმე!

მოვდივარ შორის-შორადა,

ჯავრი მჭირს ავკაცებისა,

ცეცხლი მწვავს ერთი ორადა.

მინდა, რომ გეყმო ერთგულად,

წელზე ვატარო ხმალია,

შენი ბრძანებით დავიცვა

ქვრივ-ოხერ, ობოლ-ქალია.

ნეფესა მოეწონება

სიტყვა–პასუხი მათესი,

თავის მახლობლად დანიშნა

გმირი - სიკეთის დამთესი.

4.3 მაიას ყაჩაღად გავარდნა

▲back to top


უზნეო პირთა ენამა

არ მოასვენა მაია,

და მოაშორეს ნეფესა

გლახაკთ მოსარჩლე დაია.

მათე-მაია დევნილმა

ტყისკენ გასწია მალულად

და ყაჩაღობა დაიწყო,

ხან ცხადლივ, ხანაც ფარულად.

წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984.</p>

4.4 მაიას დატყვევება და სიკვდილი

▲back to top


მაიას დატყვევება და სიკვდილი

 

დაკოდილი ყაენის დროს
ამბავი ესე მომხდარა, –
სპარსი დაეცა ქართველსა,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა.
ქალაქ ერევნის ახლოსა
მაია დაატყვევნესა,
არ დაუფასეს გმირობა
სპარსეთში გააგზავნესა.
გულით მაგარი დიაცი
არ შეუშინდა განსაცდელს,
გზაში დახოცა მცველები
და მიაღწია საწადელს...
გახარებული გამორბის,
ესწრაფის მშობელ მხარესა.
უნდა, რომ მალე ეწვიოს
თვით აღმზრდელ არე–მარესა,
მაგრამ უმუხთლა საბრალოს
ტიალმა წუთისოფელმა,
ვერ მიაღწია სახლამდე
უბედურების მნახველმა.
გზაში მოუსწრო სიკვდილმა
ტანჯული სული დალია.
მოუკვდათ ბეჩავ გლეხებსა
მათი დამცველი მაია.
ტიალ მინდორზე ობლადა
მაია ასაფლავია,
ციდან მის საფლავს ანათებს
დღისით მზე, ღამით მთვარეა.

 

წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984., გვ. 69-70</p>

5 მეფე ერეკლე

▲back to top


ხალხური

მეფე ერეკლე

ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია.