მეფე ერეკლე



1 მოსე ჯანაშვილი - ბიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


დაბადების თარიღი: 31 მარტი, 1855
გარდაცვ. თარიღი: 19 აპრილი, 1934  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: გეოგრაფი, ეთნოლოგი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი
ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1898 წელს იყო საეკლესიო მუზეუმის გამგე; კრებული "ნაშრომის" რედაქტორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 

ავტორია მრავალი საენათმეცნიერო ნაშრომისა; საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული ლიტერატურის ისტორიაში; განხილული აქვს ქართული ბიბლიისა და მისი გადმოთარგმნის, აგიოგრაფიის საკითხები; ავტორია გამოკვლევებისა ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე; სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობას და პოემის ორიგინალობის საკითხებს, პერსონაჟებს, დაწერის თარიღს; მუშაობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში; გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფია"; მისი გეოგრაფიული ნაშრომიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა; 1884 წელს გამოვიდა მისი "საქართველოს მოკლე ისტორია"; აღმოაჩინა "ქართლის ცხოვრების" ეგრეთ წოდებული ჯანაშვილისეული ნუსხა; ამ ნუსხის "ქართლის ცხოვრების" გაგრძელება გამოსცა "ახალი ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით; 1909 წელს გამოსცა ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება"; არის ქართული ეთნოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.536

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1930-)
ბიბლიოგრაფია

2 მეფე ერეკლე

▲ზევით დაბრუნება


2.1 ერეკლე მეფის ოჯახის ამბავი

▲ზევით დაბრუნება


 

მეფე ერეკლე

 (1718 წ. — 1798 წ. 11 იანვარს)

ერეკლე იყო მეფის თეიმურაზ მეორის შვილი. დედა მისი იყო თამარი‚ ასული მეფის ვახტანგ მეექვსის სჯულ-მდებლისა. თეიმურაზიცა და ვახტანგ სჯულ-მდებელიც საკმაოდ განათლებულნი და გამეცნიერებულნი მეფენი იყვნენ. ვახტანგის სამეფო კარზედ მოღვაწეობდა მთელი გუნდი მეცნიერთა. ამ წრეში აღზრდილი ბატონიშვილი თამარი, დედა ერეკლესი, აგრეთვე სიბრძნის მოყვარე ადამიანი იყო და ამასთან ფრიად კეთილი, კაცთმოყვარე და ლმობიერი ხასიათი ჰქონდა. პირველი წლების — ყრმობის ხანა — ერეკლემ გაატარა თავისს დედ-მამის ოჯახში და აქ ისწავლა სახელმწიფო კაცის შესაფერნი ზნენი და ჩვეულებანი. თუ როგორ გამოიყენა ერეკლემ ამ სკოლიდგან გამოტანილი ცოდნა-მეცნიერება და ცხოვრებაში შეძენილი სიბრძნე, ამას ჩვენ ქვემოდ დავასახელებთ. ხოლო აქ ისევ ამ მეფის შინაურ ცხოვრების აღწერას შევუდგეთ.

ერეკლეს შინაურ ცხოვრების შესახებ მცირე ცნობა შენახულა.

ერეკლე ჯვრ იხევ მცირე-წლოვანი ჭაბუკი ყო– ფილა, როდესაც მას ცოლად შეურთავს ქეთევანი‚ ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა• რაღაც მიზეზებისა გამო ერეკლე მალე გაჰყრია ქეთევანს‚ რომელსაც ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია; იგი გარდაცვლილა ახალგაზდობაშივე•

ქეთევანის სიკვდილის შემდეგ ერეკლემ შეირთო (1744 წ.) ანნა‚ ასული ზაალ აბაშიძისა. ანნასაგან მიეცნენ შვილები გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი მეთორმეტე) და თამარი. ეს ანნაც მალე გარდაიცვალა (1749 წელს) და დასაფლავებულ იქმნა მცხეთის სვეტიცხოველში. ამის შემდეგ ერეკლემ ცოლად მოიყვანა სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის ასული დარეჯან, რომლისაგან დაიბადნენ ბატონიშვილნი: ლევან‚ იულონ, ვახტანგ (კრწანისის გმირი), ანტონი, მირიანი, ალექსანდრე‚ მარიამი, ქეთევანი, ანასტასია, ეკატერინე, თეკლე და ელენე.

ერეკლეს ოჯახის ამბავი საკმაოდ გარკვეული გვაქვს „საქართველოს" ისტორიაში (გვ. 473-496), ხოლო აქ კიდევ ვიტყვით ორიოდ სიტყვას ამ მეფის ოჯახის წევრთა შესახებ.

ერეკლეს პირმშო შვილი და ტახტის მემკვიდრე გიორგი ორჯელ იყო შეუღლებული. ანდრონიკაშვილის ასულის ქეთევანისგან ჰყვანდა შვილები: დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ‚ სოფიო, ნინო (შემდეგში სამეგრელოს დედოფალი‚ მეუღლე მთავ- რის გრიგოლ კაციას ძისა), რიფსიმე გაიანე, ბარბარე; გიორგი ციციშვილის ასულის მარიამისაგან: მიხეილ, ჯიბრაილ, ილია‚ ოქროპირ‚ ერეკლე, თამარ და ანნა.

ბატონიშვილთა სიმრავლემ ნათესაობრივის კავშირით გადააბა საქართველოს წარჩინებულ გვართა ოჯახები სამეფო სახლის წარმომადგენლებთან და ამგვარივე კავშირი დაიდო შორის ტახტებისა: ამერეთისა‚ იმერეთისა და სამეგრელოსი. ესრეთი კავშირი ფრიად დიდს სარგებლობას უქადდა საქართველოს, მისს გაერთიანებასა და გაძლიერებას; სამწუხაროდ ეს ასრე არ მოხდა, რადგან სამეფო გვარში დამკვიდრდა ორსულობა და ორგულობა. ერეკლეს ოჯახში გაჩნდა ორი‚ ერთმანეთის მოწინააღმდეგე, ბანაკი — დარეჯან დედოფლისა და მისის გერის გიორგი ბატონიშვილისა. დარეჯან სა და მისს შვილებს სძულდათ გიორგი, რადგან იგი მძიმე ხასიათის კაცი იყო და სახელმწიფოს მმართვის ნიჭი და უნარი არა ჰქონდა. დარეჯანს ჰსურდა ერეკლეს სიცოცხლეშივე შეეშალა მემკვიდრეობითი წესი მეფობისა, იგი სცდილობდა ერეკლესაგან აეღო დასტური,რათა ძმებს მამის სიკვდილის შემდეგ ემეფნათ ჩამორიგებით‚ უფროს-უმცროსობის მიხედვისამებრ‚ ხოლო გიორგი, როგორც კანონიერი მემკვიდრე, ამის წინააღმდეგი იყო და სწადდა არ დარღვეულიყო ძველი წესი მეფობისა. ამგვარმა განხეთქილებამ თითქმის მთელი საქართველოც გაჰყო ორ დიდ ბანაკად, რომელთაგან ერთი მომხრეობდა დარეჯანს და მეორე გიორგის.

ერეკლემ ოავის სიცოცხლეშივე შვილებს გაუღო საუფლისწულოები: ვახტაგს მისცა არაგვი, იუ– ლონს გორი და მებრვე სხვა ბატონიშვილებსაც. ბატონიშვილები რომ დაბინავდნენ თავიანთ საუფლისწულოებში‚ უფრო გაძლიერდნენ და გათამამდნენ. თითქმის ყოველს ბატონიშვილს ჰყვანდა საკუთარი ჯარი და ჰქონდა საკუთარი ჯაბახანა‚ ციხე-კოშკები. ამ ჯარისა, ჯაბახანის და ციხე-კოშკების მოიმედე ბატონიშვილებს წინ , თავისის მამის გარდაცვალების შემდეგ ეხატებოდათ დამოუკიდებელის ცხოვ– რების სიტკბოება...

ერეკლეს იმედი და ნუგეში იყო მისი შვილი ლევანი, კაცი მეომარი‚ გულოვანი, სამხედრო საქ- მის ზედ-მიწევნით მცოდნე, საქართველოში „მორიგე ჯარის“ დამწესებელი და თავზარ დამცემი მტერთა. ერეკლესა და საქართველოსაც დიდი იმედი ჰქონდათ ამ ლევანისა, მისი მოიმედე ერეკლე დიდს გეგმებს ადგენდა‚ ხოლო ქართველობა შეჰხაროდა მას‚ კავკასიონის გადალახვასა და დაღისტანის დამორჩილებას უქადდა, ყველანი იძახოდნენ: „ხმალი სჭრის ბაგრატოვანის მეფის ერეკლისაო, ნეტავი გამაცნობინა‚ ლევანს უქებენ შვილსაო; აჯობა თა- ვისს მამასა, სანამ იცვლიდა კბილსაო: ურჯულო გამოამტვრია, როგორც ნაპირი ტყისაო. თუ ლევან იქით მიბრუნდა, საქმე სჭირს დაღისტნისაო“.

ეს იმედ-ნუგეში, ეს სასოება ქართველი ერისა უდროვოდ ჩაესვენა საფლავსა. ლევანი, როგორც ამბობენ, ღალატმა გამოასალმა ამ წუთი-სოფელს (1782 წელს). ამ დროს იგი სულ 30 წლის ვაშკაცი იყო. ლევანის დაკარგვას მწარედ იგლოვდა ერეკლე და საქართველო. თვით დაუძინებელი მტერი ქართველებისა — სამცხის ათაბაგი სულეიმან ფაშა, რომელსაც მიუტანეს ლევანის სიკვდილის ამბავი‚ და– ღონდა და თავის ქართველურის გულით ამოიკვნესა: ‚,მარჯვენა მკლავი მოეჭრა ერეკლეს. ქვეყნის ერთად-ერთი საფარველი და ნუგეში გარდაეცვალა. ეხლა- კი საქართველო დაიღუპა“. ამავე ჰანგზედ ამოიკვნესს პოეტიც:

მეფისა დროშით სად მიხვალ,
ჰე ლევან, სულით
ნათელო! შენ მხოლოდ მამის იმედო‚
უდროდ მზე დაბნელებულო!
შეირყა ტახტი მეფისა,
შთახვედ რა საფლავს ლომ-გულო!

საქართველოს უბედობის მიზეზი მრავალი იყო და უმთავრესი მიზეზი კი იყო შუღლი და მტრობა ბატონიშვილებსა‚ რომელნიც ერთმანეთს არ ინდობ- დნენ, ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ამ ქიშპობისა გამო სამშოლბოს ზრუნვა ავიწყდებოდათ. ხოლო წინადაც საქართველოში ბევრჯელ ყოფილა განხეთქილება სამეფო გვარში, მაგრამ ამ განხეთქილებასა და შუღლს ქართველთათვის არ მოუსპია თავისუფლება, დამოუკიდებელი ცხოვრება... ერეკლეს ოჯახში და საქართველოში იყვნენ მრავალნი‚ რომელთაც პირნათლად შეეძლოთ სახელმწიფოს მართვა და პატრონობა. სხვა რომ არა ვსთქვათ, ამგვარი სახელმწიფო კაცი, მეფე კაცი‚ იყო, მაგალითად‚ გიორგი მეფის შვილი დავითი, ახოვანი, ძლიერი‚ შემმაერთებელი‚ კანონიერი მემკვიდრე ტახტისა და საქართველოს გამგედ დანიშნული მამის სიკვდილის შემდეგ...

   

2.2 ერეკლეს ზრუნვა ერის გასანათლებლად

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ზრუნვა ერის გასანათლებლად

ერეკლე ერთი იმ მეფეთაგანი იყო, რომელსაც უყვარდა გარს ჰხვეოდა ქვეყნისათვის თავდადებული და წარჩინებული კაცები. ამგვარნი პირნი იყვნენ, მაგ,. დიდად განათლებული ანტონი I, კათალიკოსი‚ სოლომონ ლეონიძე და მრ. სხვანი. თუმცა სახელმწიფოს მოურნეობა განაწილებული მქონდა, მაგრამ ზედამხედველობა სახელმწიფოს ყოველ საქმეში — სარდლობაა იგი‚ თუ ხალხის განათლება, მართლ-მსაჯულება და ეკკლესიის წარმართვა — თვითონ ებარა. ბუტკოვი ამბობს‚ რომ, თუმცა ერეკლეს ნიჭიერი მმართველები ჰყვანდა, მაგრამ მაინც იგი ყოველ საქმეში იღებდა მონაწილეობასო, სახელმწიფოს შენობის უზენაესი საზრისი, მოსამართავი და კვალში ჩასაგდები საჭე მარტო მას ეპყრა ხელშიო, იგი მუდამ იმის ზრუნვასა და ფიქრში იყო, რომ საქართველოში შემოეღო ევროპიული წეს-წყობილობა და თვისი ერი ევროპიულად გაენათლებინაო. ამ მხრივ საყურადღებოა თვით ლეონიძის მოწმობა. იგი ამბობს: „ერეკლე თავი გამგებელი იყო, ყოველთათვის სა– ზოგადო მამა, მხნე მამა, ქვეყნის სიმდიდრე, ძლიერთა ძალი, ბრძენთა გონიერება‚ ერთა გვირგვინი, მხედართ მთავარი, სახელმწიფო ზრდილობის საუნჯე, ობოლთა მზრდელი, მტერთა მომგერებელი მკლავი, შრომის მოყვარე გვამი, სიამაყე და დიდება ქართველა, თავზარ დამცემი სპარსთა, ოსმალთა და კავ– კასიის ერთა‚ კაცი, რომლის ხელმწიფური ქცევა ყოველ ქართულს ოჯახში შეიქმნა სადიდებელი, რომლის სადღეგრძელოდ ყოველს ოჯახში ისმოდა სადღეგრძელო-სადიდებელი, რომლის ტახტზედ ჯდომით საქარველო იდიდა, ამაღლდა‚ გაბედნიერდა. ერეკლეს მეოხებით ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა საქართველოსასა‚ სფერა ქვეყნისა ძრწოდა ფერხთა ქვეშე მისთა“.

ეს გაზვიადებად არ მოგვეჩვენება, თუ მოვიგონებთ ლეკების ბეჭითისა და ხიშერხის საზოგადოე- ბათა წერილს, ერეკლისადმი წარმოგზავნილს. ლეკნი სწერენ მეფეს: „შენი დიდება გავრცელდა ხალხში შენის მართლ-მოყვარეობითა და მოწყალეობით. საუკუნო ჰყოს ღმერთმან შენი სამეფო. ღმერთმა აღგისრულოს ყოველი წადილი და მისწრაფება ამიერიდგან უკუნისამდე. ვინც ჩვენგან მშვიდობას დაარღვევს და შენს წინააღმდეგ იმოქმედებს‚ დიდად დაისჯება“ (акты арх. Ком. ტ. I, გვ. 77).
ერეკლეს მეოხებით საქართველოში ბევრგან გაიმართა სკოლები, სემინარიები, დაარსდა სტამბა, გაყვანილ იქმნა არხები, დაარსდა თოფხანა, ზარაფხანა და სხვ. 1762 წელს ერეკლე სწერს ნეკრესის მაღალ განათლებულ ეპისკოპოსს დოსითეოსს: „იცოდეთ, მე ძლიერ მესიამოვნება, თუ თქვენ არ მოაკლებთ მეცადინეობას სკოლის წარმატებასაო. შემატყობინეთ‚ რა მდგომარეობაშია, როგორ წარიმართვის სასწავლებელი“. ამავე დროს გამოიცა საყოველთაო განკარგულება: „მღვდელობა არ მიეცეს იმას, რომელსაც არ უსწავლია საკმაოდ‚ რომელსაც სახარების წაკითხვა საყდარში კარგად არ შეუძლია; ეპისკოპოსნი მოვალენი არიან, რათა თავიანთ სამწყსოთ ასწავლონ წერა-კითხვა“. ერეკლე იყო თავი ანუ, როგორც უცხოელნი ამბობენ, „ მეცენატი“ განათლებისა. ამ დროს დაიბადნენ მრავალნი მოღვაწენი, გუნდნი პოეტთა‚ ორატორთა, ისტორიკოსთა, ფილოსოფოსთა და სხვ. „ისტორიკოსის ბესიკ გაბაშვილის სატირაო, ამბობს ბროსე, ბასრია, ვითარცა შუბის წვერი, მისი რომანსები სინაზე-სინარნარითა და გრძნობით სავსენი არიანო“. ამ მოძრაობამ დაჰბადა ერში დიდი სიყვარული მამულისშვილობისა და მეფის მოყვარეობისა.

არა არს-რა ესრედ ტკბილი‚
ვით მამულის სიყვარული-ო.

ამბობს დიდად განათლებული დოსითეოზი, ის დოსითეოზი, რექტორი თელავის სემინარიისა, რომელიც ასე ამკობს ერეკლეს: ,‚სარგებლობა მეცნიერებისა არ დაფარულ არს ყოვლად ბრძნისა მხედველობისაგან კეთილ-მსახურისა მეფისა ჩვენისა ერეკლე მეორის. ყოველი ესე ყვავილოვნება მეცნიერებისა შემოკრებულ არს გუგასა შინა განათლებულისა თვალისა მისისათა. ერეკლემ თჳს დღეგრძელ მეფობის დროს სცნო, თუ რაგვარი ბედნიერება გამოვალს მეცნიერების შესწავლისაგან და ამიტომაც ისურვა ამ სასწავლებლის დაარსება და ხალხის განათლება‚ ინება ქართველთა განშვენება, განსვენება და გამდიდრება, არა ვითარცა მონათა, არამედ ვი- თარცა საყვარელ შვილთა. სიბრძნითა და მეცნიერებით გადმოჰფენს ერზედ თჳს ხელმწიფებრივ მოწყალებასა და მფარველობას. ვინ იქნება ისეთი გულქვა, რომ ამ კაცთ-მოყვარე ხელმწიფის ერთგული ტყვე არ იქმნას! უნდა ვმადლობდეთ მეფეს და ვახარებდეთ ჩვენის წარმატებით“.
 

   

2.3 ერეკლეს სახელი და ზავთი

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ახელი და ზავთი

ერეკლეს ზავთი და სახელი შორეულ ქვეყნებშიაც განითქვა. თვით ქართველებმა იგი დაადარეს მთელს კახეთს და „პატარა კახი“ დაარქვეს. ლეონიძე ამბობს, რომ ერეკლეს გმირული მოქმედება პრუსიის მეფეს ფრიდრიხ დიდს აკვირვებდაო. ერეკლეს ხმლის კვეთა, მისი ზავთიანი სიტყვა გრგვინავდა საქართველოს გარშემო მცხოვრებ ერთა შორის. ინდოეთის გმირი ერეკლე, თანამხედარი შაჰნადირისა, რომლის წინაშე პირქვე ემხობოდნენ მეფენი და მთავარნი, არ შეუშინდა ამ ყეენს, რომელიც ავალებდა მას მაჰმადიანობის მიღებას‚ და უშიშრად უთხრა: „ჩემი სიკვდილი შეგიძლიან და ეს კი არ შეგიძლიან‚ რომ მე ქრისტე მაგმობინო‚ არას მიზეზით ჩემი გათათრება არ იქნება“. ამისთანა მრისხანე პასუხის გამო მრისხანე შაჰნადირმა თავი კი არ გააგდებინა „პატარა კახს“, არამედ ლმობიერად უთხრა: ‚,ნუ გეშინიან, მე შენ მაგაზედ ძალას არ დაგატანო“.

აი ამ პატარა კახისა, ამ ლომგულის მეფის შიში ჰქონდათ მეზობელ ხალხებს. მეტადრე შიშობდდნენ ერანელნი. ომან მდივან-ბეგი სწერს: „ერეკლეს მოუვიდა ფეშქაში და ელჩი თავრიზის ხანისა, ხოის ხანისა, ურუმის ხანისა, მაყაყის ხანისა‚ მარაღის ხანისა, ბაიაზეთის ფაშისა, ხოლო ყმად მოეცა შამადინ-აღა-ქურთი, ძლიერი კაცი და მრავალთა ქურთთა მეპატრონე, აგრეთვე შორაგელის სულთანი ყარამან მოვიდა და მოერთვა ყმად ყოვლითა შორაგელისა ხალხით და მამულითა. და ესოდენ გაძლიერდა ერევანს ყოფნის ჟამსა მეფე ერეკლე, რომელ ელოდენ ერანელნი უთუოდ გახელმწიფდება და ერანის ნაწილებსაც დაიჭერსო‚ ვინაიდგან ჰქონდათ ცნობა ნადირ-შაჰთან მყოფობითა და ესმოდათ მარადის სიმხნე მისი და ვერც არავის ჰხედვიდნენ მოპირდაპირედ ერეკლე მეფისა, ამისთვის დიდად ჰფიქრობდნენ და ყოველთვის ელოდდენ, რომ ერანისკენ წამოვაო“.

მაგრამ ერეკლე არ წავიდა ერანისკენ, არამედ ქარიმხანს დაეხმარა, რომ იგი გაყეენებულიყო სპარ- სეთში. ამის შემდეგ ერეკლე მოსვენებას არ აძლევ- და ოსმალებს, ჰსურდა სამცხეში მშვიდობიანობა და- ემყარებინა, და ათაბაგი სულეიმან ფაშა დაესაჯა. ოსმალეთის ხონთქარს გაუჭირდა საქმე და ყაენს გა- უგზავნა ელჩი და შეუთვალა: „თუმცა ჩვენსა და თქვენში არს მშვიდობა და ზავ გვიყოფიეს‚ გარნა აგიშვიათ ერთი ლომი საქართველოს მეფე ირაკლი და აოხრებს მარადის ქვეყნებსა ჩემსა და მის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი‚ რომლისათ- ვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა, რათა დააყენოთ იგი ესე ვითარისაგან მძლავრებისა“.

მსმენელი ამისი ქარიმხან ეტყოდა ვეზირთა თვის- თა და ადირბეჟანის ხანებს, რომელნიც აბეზღებ- დენ ერეკლეს: „შეჰხედეთ მეფე ერეკლეს. მე მეფე ერეკლე როგორ არ უნდა მიყვარდეს, რაც ჩემთვის უმსახურნია. ამას გარდა ეს უმეტესი ჩემი დიდება არის, რომ ხვანთქარი დააჩოქა და ჩემთან აჩივლებ- სო. ამისთანა კაცი ერანის ხელმწიფისაგან დიდად პა- ტივ-საცემელ არისო". ამისათვის ქარიმ-ხანმა მეფეს განუახლა სიყვარული და მოსწერა წიგნი და წარმოუგზავნა ხრმალი და ცხენი ოქროს იარაღის აღკაზმულობითა.

   

2.4 ერეკლეს ომები

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ომები

თავის სიცოცხლეში ერეკლეს გადაუხდია 64 დიდი ომი და, თითქმის ამდენივე ჯერ გაუმარჯვნია წვრილ-წვრილ შეტაკებაში. საკვირველი ის არის‚ რომ ამ ომებში ერეკლეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღია. მეფე თუმცა სულ მუდამ მოწინავე ლაშ– ქარში იყო და მოწინავეთა შორის იბრძოდა, მაგრამ მაინც მტრის ტყვია და ხმალი ვერ მიეკარა მას. ისე უვნებლად გამოდის ერეკლე ბრძოლის ველიდამ‚ რომ უნებლიედ იჯერებ მას ჰფარავს განგების იდუმალი ძალაო. ისიც გასაკვირველია, რომ ამდენ ომებში ერეკლეს მარტო ორჯელ დაუმარცხდა — ერთხელ, როდესაც იგი‚ მოკავშირეთა ღალატის გამო, დაამარცხა აჯი–ჩალაბმა და მეორედ, როდესაც ტფილისს შემოესია აღა-მაჰმად-ხანი 70,000 მეომარით.

ერეკლე ჯერ ისევ 13-14 წლი ჭაბუკი იყო, როდესაც მამა მისმა იგი დანიშნა სარდლად კახეთის ჯარისა. ამ დროიდგან მას აღარ დაუტოვებია ეს ლაშქარი. ჯერ ისევ 14 წლისა იყო ერეკლე, როდესაც შემუსრა ლეკთა ჯარი ქიზიყის ბოლოში. ამის შემდეგ ერეკლეს აღარ დაუსვენია და ამის შემდეგ ეს გმირი ჭაბუკი შეიქმნა ნუგეშ-იმედად ყოველის ქართველისა. მეფე ერეკლე მთლად გაიტაცა იმ აზრმა‚ რომ როგორმე განდევნოს სამშობლოდგან მისნი მტერნი — ოსმალნი, სპარსნი და ლეკნი. ამ დროს ლეკნი ოსმალთა შემწენი იყვნენ. იგინი დასტა–დასტა გამოდიოდნენ მთების ბილიკებიდგან ქვეყნის წვაბუგვით ახალციხის ფაშასთაწ მიიპარებოდნენ. ლეკების მოთავე იყო მათი ბელადი მალაჩი, მაგრამ ერეკლესაც, როგორც ვსთქვით, არ ეძინა. დღე-მუდამ იგი სწრთვნიდა თავისს მეომრებს‚ თავისს „ვეშაპებს" და სასტიკ ომს უპირებდა მტრებს. ხალხი მოელოდა რაღაც დიად ამბებს. პოეტი კარგად ახასიათებს ავ დროს და ერეკლეს სულის კვეთებას:

აჰა ივერის ნუგეშ–დიდება‚
თვისის დროისა გამშვენებელი,
მამაცთა შორის საკვირველება‚
პატარა-კახი მეფე ერეკლე!

წარბ შეჭმუხვნილი‚ ხმალ-ხელ-მოწვდენით ვაი მას მტერსა, სად აღჩნდებოდა!
 

   

2.5 ბრძოლა არაგვზედ

▲ზევით დაბრუნება


 

 

ბრძოლა არაგვზედ

1744 წელს ხონთქარმა გამოგზავნა დიდი ხაზინა და ათაბაგს უსუფ-ფაშას დაავალა ეს ხაზინა ლეკების ბელადის მალაჩისთვის ჩაებარებინა და წარეგზავნა დაღისტანს ლეკთა მოსაწვევად საქართვე- ლს დასარბევ-დასაბუგად. მალაჩის‚ რომელიც ამ დროს ახალციხეში იყო, ჰყვანდა ორი ათასი მეომარი და ერთი ამდენიც ჰყვანდა მის მომხრე სულეიმან ფაშას. ამ ჯარს წამოუძღვა მალაჩი‚ გამოიარა ქართლი, და ჰსურდა არაგვის ხეობიდგან დაღისტანს წასულიყო. სცნორა ეს ამბავი ერეკლემ, აღარ დაიხანა და სისწრაფით გამოეშურა, რომ შეუკრას გზა გალაღებულს მალაჩის. ერეკლეს მაშინ ჰყვანდა ათასი მეომარი. იგი მტერს ჩაუსაფრდა არაგვის მარცხენა ნაპირას, საგურამოში. მტერი უშიშრად მოდიოდა, რადგან ქართლის ჯარები ამ დროს სხვა ადგილებში იდგნენ. დილა თენდებოდა, ლეკებმა იწყეს არაგვში გაცურვა. ერეკლე გამოუხტა სამალავიდგან და ეკვეთა მტერს‚ რომელიც უკანვე გაბრუნდა და არაგვის მეორე ნაპირზედ სანგალი შეჰკრა. ერეკლემ აღარ დაახანა. გასცურა არაგვი და მიესია მტრის ბანაკს. მეფის პირველმავე ტყვიამ სული გააყრევინა მალაჩის. ლეკ-ოსმალნი შეშინდნენ და მუხრანისაკენ გაიქცნენ.  ქართველები ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ, ჰკაფავდნენ და ლეწავდნენ წუნკალებს, რომელთა მცირე დასტამ ძლივს-ღა მიაღწია ახალციხემდე. აი ხალხის სიმღერა ამ ამბავის შესახებ:

ერეკლე ბატონიშვილი
განა უბრალო კახია:
საგურამოში ლეკისა
ჯარი მარტომან გახია.
 
ერეკლეს ლაშქრობათა შორის ყველაზედ შესანიშნავია გალაშქრება ხარგვირაბის ციხის ასაღებად (1749 წ.) ყარათაფის ომი (1750 წ.) , ომი ჭარს (1770 წ. 20 აპრ.) და სხ. ამ ომების შესახებ დაწვრილებითი ცნობები მოიპოვება ჩვენს „საქართველოს ისტორიაში“ (გვ. 441-454), ხოლო აქ არ შეგვიძლია არ მოვიხსენიოთ გენიოსური და გმირული ბრძოლა პატარა კახისა აზატ-ხანთან.

   

2.6 ბრძოლააზატ-ხანთან

▲ზევით დაბრუნება


 

 

ბრძოლააზატ-ხანთან

გამოჩენილი ნადირ-შაის სარდალი აზატ-ხან‚ რომელსაც გაყეენება ჰსურდა, შემოვიდა ადირ-ბეჟანის ქვეყანაში 40,000 მეომრით და ერთი დიდი რაზმი შემოუსია ერევნის სახანოს, რომელიც საქართვე- ლოს სამფლობელოდ ითვლებოდა და ყოველ წლივ იხდიდა 200,000 მანეთ ხარჯს. ამ რაზმმა მოაოხრა ერევნის არე-მარე და ალყა შემოარტყა ერევნის ციხესაც. ერევნელებმა, როგორც ერეკლეს ქვეშევრდომებმა, შეატყობინეს მეფეს თვისიგაჭირვება. ერეკლემ ფიცხლავ შემოიკრიბა 5,000 მეომარი და ერევანს „გადაფრინდა". აზატ-ხანის რაზმი მოეცალა ერევანს, საცა უკვე დიდ სიყმილი იყო; მეფემ დაამკევინა ყანები‚ გაალეწინა და 10,000 კოდი პური მიაწოდა დამშეულ ერევნელებს‚ მერე შარურის იალაღებზედ დადგა და აქედგან გაუსია თავისი ჯარი და მოაოხრებინა არეზს აქეთი მხარე. აზატ-ხანი განძვინდა‚ აღბორგდა და წამოვიდა თავის ჯარით‚ რომელთაგან I8,000 შუბოსანი იყო. მას ჰქონდა 14 ზარბაზანი‚ 200 ზამბურაკი. აზატ-ხანმა თავისი რაზმი გააწყო გარნისის ნაპირა.‚ იგი დარწმუნებული იყო‚ რომ ერეკლეს მცირე ჯარს გაჟლეტდა და მერე ქართლსაც დაიპყრობდა. თვით ქართველთა ლაშქარში ბევრნი იყვნენ ისეთნი‚ რომელთაც გამარჯვების იმედი არა ჰქონდათ და მეფეს ურჩევდნენ დაბრუნებას. მაშინ ერეკლემ თავის ჯარს უთხრა: „იცო– დეთ‚ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები.ამაღამ რომ გავიქცევით, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან, და უნებუ- რად სიკვდილს ნამუსიანი სიკვდილი სჯობს. სიკვდილის შვილები ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ნუ მოვაყივნებთ“.

მეორე დღეს მტერთან საბრძოლველად ერეკლე გავიდა მხოლოდ I,500 კაცით, აზატხანიც მალე გამოჩნდა. ქართველებმა მტერი რომ დაინახეს, ყველანი, ერეკლეს ბრძანებისამებრ, დაქვეითდნენ‚ ცხენიდგან ჩამოხტა თვით ერეკლეც და თავის ლაშქარი ასრე დაარიგა: „სანამდის მე ცხენზედ არ შევჯდე, თქვენ ნურავინ შეხჯდებითო და ვინემდის ჩემი თოფი არ გავარდე,ს მანამდისინ თოფს ნურავინ გააგდებთო".

შემდეგ ამისა ერეკლე წყნარად გაუძღვა თავის ჯარს. იგი მტრის იმ დასტისაკენ მიდიოდა, რომელიც უფრო დიდი იყო. ქართველნი რომ მიუახლოვდნენ მტერს‚ აზატ-ხანმა მათ ოთხივ კუთხივ ჯარი შემოახვია: „ყველას ცოცხლებსავე შევიპყრობო“‚ ჰფიქრობდა იგი. ამ დროს ერთმა წარჩინებულმა ხანმა გამოაქანა ცხენი და იკითხა: „ჰანი ირაკლი ხან (სადაა ერეკლე ხანიო). „მე ვარ ერეკლე მეფეო“, დასძახა მეფემ და თოფს ცეცხლი მისცა. ხანი გადმოვარდა უსულოდ, ერთბაშად იჭექეს ქართველთა თოფებმა, პირქვე გაეფინა მრავალი მტერი. აღჯდა ერეკლე ცხენზედ. შეაფრინდნენ ცხენებს სხვებიც.იკრეს ხმალს ხელი და შეუტიეს გაოცებულ მტრებს, რომელნიც ვეღარ დადგნენ და გაიქცნენ. მეფე და მისნი მხედარნი მიჰყვნენ‚ დაჰკრეს, კაფეს‚ სრისესგათელე,ჯ გაფანტეს და გააშავეს სახელი გაამაყებულ აზატ-ხანისა,რომელიც არეზს იქით გადიკარგა. გამარჯვებულნი ქართველნი დაბრუნდნენ და შემოალაგეს მტრის ბარგიბარხანა: 14 ზარბაზანი, 200 ზამბურაკი თავისის ასის აქლემით, მრავალი დროშა, 3,500 კარავი და უთვალავი რიცხვი საქონელი და ტყვე.
 

   

2.7 ერეკლეს ომი კრწანისში

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ომი კრწანისში

კრწანისში ქარიმ ყაენის შემდეგ სპარსეთში დიდი არეულობა მოხდა. ეს არეულობა დასრულდა მხოლოდ 1791 წელს‚ როდესაც აღა-მაჰმად ხან ყაჯარმა, 80 წლის ხადუმმა, სპარსეთის ტახტი დაიჭირა. ამ ყაენმა შეჰკრიბა 100,000 მეომარი, თოფხანა ფრანგებს ჩააბარა და ადირბეჟანის ხანებსა და ერეკლე მეფეს შემოუთვალა დამემორჩილენით, ხარკი და მზევლები გამომიგზავნეთო. ყაენს ჰსურდა ხანები და ერეკლე მეფე ერთად შეეყარა და მათ წინაშე საყაენო გვირგვინი დაედგა თავისს თავზედ. ზოგი ხანი შიშით დამორჩილდა მას, ზოგმა უარი შეუთვალა. უარი შეუთვალეს აგრეთვე შუშისა და ერევნის ხანებმა, რომელნიც ერეკლეს მოხარკენი იყვნენ (პირველი ყოველ წლივ იხდიდა 120,000 მან., ხოლო მეორე — 200,000). განჯის ხანი ჯავათი, თუმცა მოხარკე იყო ერეკლესი და ყოველ წლივ იხდიდა 50,000 მან., განუდგა მეფეს და ყაენს მიემხრო. ერეკლემაც უკუ-აგდო ყაენის შემოთვლილი. ყაენმა 8‚000 მეომარი გამოუსია ერევანს‚ მაგრამ ეს ჯარი შემუსრა ალექსანდრე ერეკლეს ძემ და განაბნია.

აღა-მაჰმად-ხანი სწრაფის სიარულით მოადგა შუშის ციხეს, მაგრამ იგი ფრიად გამაგრებული იყო და ამიტომ ყაენი აიყარა და განჯით ტფილისზედ გამოეშურა 70,000 მხედრობით.

ყოველივე ეს ისე სწრაფათ დამოულოდნელად მოხდა‚ რომ ერეკლემ ვერ მოასწრო თავისის მხედრობის შემოკრება. ამ დროს ერეკლეს კაი ძალი ლაშქარი ჰყავდა. თვით ერეკლეს წერილიდგან სჩანს, რომ 16 ივნ. 1795 წელს მარტო თუშ-ფშავ-ხევსურეთში უნდა შემოკრებილიყო 40,000 მეომარი‚ თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობით, აღა-მაჰმადხანის საბრძოლველად ყოველ ბატონიშვილს თავისს საუფლისწულოდამ უნდა მოეყვანა 10,000 მეომარი. მაგრამ ეს ჯარი ვერ შემოიკრიბა დროიანად. ყაენი 10 ენკენისთვეს 1795 წელს კრწანისის მხრით ტფილისს მოადგა‚ მაგრამ ამის შემდეგ თუ რა მოხდა, ამის შესახებ სიტყვა დავუთმოთ თანამედროვეს —  ბატონიშვილს თეიმურაზს ერეკლეს განუყრელს თანამხლებელს, შემდეგში ბროსეს მასწავლებელს და წევრს სამეცნიერო აკადემიისას. „... დღესა ორშაბათსა‚ ათსა რიცხვსა სექტემბრისასა (1795 წ.) ბრძოლა უყო მეფის ძემან და- ვით მეწინავეთა აღა-მაჰმადისათა ველსა ზედა კრწანისისასა მეწინავითა თვისითა მხედრობითა და ჰყვა– ცა თვისთანა იმერთა მხედარნი მცირეოდენიცა. და ხუცესი წერეთელი ზურაბ, და სარდალი მემარჯვენე ქართლისა ჯარისა ამილახვარი ოთარი‚ იოანე მუხრანის ბატონი თავადი მემარცხენე სარდარი‚ ქიზიყის მოურავი და თავადი ზაქარია ანდრონიკას შვილი. ფრიად მხნედ ბრძოდეს სპარსთა მეწინავეთა და აოტნეს იგინი და მრავალნი სპარსნი მოსრნეს მას დღესა შინა. ხოლო დღესა სამშაბათსა ია რიცხვსა ენკენისთვისასა განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა (7,000-მდე კაცითა) ბრძოლად სპარსთა. და დაადგინა მხედრობანი თვისნი დასასრულსა სეიდაბადის ბაღისა და განჰყვა იგინი ხუთ ნაწილად:

 

თეიმურაზის მემუარები ამ ბრძოლის შესახებ იხ. Chronidu Geotginne-ში (ბროსეს 1833 წლის გამოცემა პარიჟში) და იგივე სიტყვა-სიტყვით 1890 წლის „ივერიის“ №№-ებში: 51, 52, 53, 54, 55, 56. არტემ არარატელის მოთხრობა შესახებ ტფილისის აოხრებისა და ერეკლეს უნუგეშო მდგომარეობისა შემდეგ ქალაქის დაპყრობისა მოგონილ თხზულებად აღმოჩნდა (იხ. „ნოვოე ობოზრენიე“ 1892 წლ.).

     

ა) მარჯვენასა მხარესა დაადგინა შვილის-შვილი თვისი დავით, რომელიცა ზემოთ გზით ტფილი- სიდამ შემოვალს და გზასა მას შეეყრებიან გზანი სოლოლაკის და ტაბახმელისანი და ეგრეთვე სეიდაბათსაცა საშვალცა გარდმოვლის ყორჩიშვილის კერძო მიყოლით გზაჲ იწრო და შეეყრების იგიცა ქვემოსა გზასა ტფილისისასა. ხოლო შუათა ამათ გზათა და ადგილთა მიდამონი ყოველნივე კლდიერნი, მთიურნი და იწრონი არიან. დასდგა მუნ პირისპირ მტერთა დავით და დასცვნა ყოველნივე გზანი კანონიერად. და აქვდა თვისთანა ნაწილიცა არტილერიისა — ექვსი საშუალო და წვრილნი ზარბაზანნი ცეცხლ სასროლნი.

ბ) მეწინავედ განაწესა მხედრობანი რჩეულნი, რომელთაცა მძღვნად ჰყო შვილის-შვილი თვისი იოანე. მარცხენა კერძი მისცა იოანე მუხრანის ბატონსა.

გ და დ) კვალად ქმნა ორნი სხვანი გუნდნი და დაადგინნა მხედართ-მძღვანად ერისა — მეფის ძე მახტანგ. მეორე მისცა მძღვანელობასა ქვეშე ამილახვრის ოთარისა და დაადგინა იგინი მახლობელ თვისსა, რათა რომელსაცა კერძსა საჭირო იყოს ბრძოლასა შინა, მიაშველოს მუნ იგინი.

ე) ხოლო იმერთა მხედრობანი იყვნეს მძღვანელობასა ქვეშე ზურაბ წერთლისასა. დასდგეს იგინი მარჯვენით კერძო მეფისა. ყოველთა მხედრობათა მეფისათა იყვნეს ქვეითნიცა და ცხენოსანნიც‚ დაწესებულ კანონიერად თვის-თვისთა მძღვანთა ხელის ქვეშე.

მაშინ უბრძანა მეფემან‚ რათა მეწინავენი იგი მხედრობანი განვიდნენ ხევსა მას, სადაცა დგა მეფე მახლობელ მისსა მყოფსა და მყისვე მძღვანებითა მეფის ძის იოანესითა განვიდა მხედრობა ველსა ზედა კრწანისისასა, ხოლო მარცხენით კერძო ხევისა მის პირისა, სადათცა მისწვდებოდა ტყვია ზარბაზნისა მტერთა, დაადგინა მუნ არტილერია და მსუბუქნი ზარბაზანნი იყვნეს ყოველთა შორის მწყობრთა.
ეგრეთვე მეორესა მხარესა მტერთა მხედრობანი განაწყვნა აღა–მაჰმად-ხანმან‚ რომელნიცა ადგილნი გამოურჩია მათ სარგებლად და დაადგინა მათზედ ათოთხმეტნი სხვანი და სხვანი დიდდიდნი მწყობრნი, რომელთა შორის აქვნდეს ზარბაზანი და ზამბურაკნი საკამაონი.

აღმოვიდეს მაღალთა ზედა გორათა სოღალუხისა, ყაენებადისა, თელეთისა, კრწანისისა და გარემოთა მისთასა მხედრობანი სპარსთანი და მომართეს მხედართა ქართველთასა. მაშინ მოიგონა ღონე საკვირველი აღა-მაჰმად-ხანმან: ჰყვეს მას მარადის თავისთანა განუშორებლად მხედარნი შინაგანთაგან თურქმანთა, მომიზდულნი კაცნი ექვსი ათასნი, რომელნიცა არა ეგრეთ მოყვარე არიან სპარსთა და არცა სპარსნი მათნი არიან მოყვარენი, არამედ სძულთ მათ ფრიად ურთი ერთი... (ამათ დაავალაო ყაენმა დახოცვა მათი, რომელნიც ბრძოლის ველს გამოექცევიანო).

„იწყეს ბრძოლა დილასა შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა და ბრძოდეს მეწინავენი მხედარნი მეფისანი საკვირველად. მაშინ მიაშველნა მეფემან კვალად ძე თვისი ვახტანგ მეწინავეთა მხედრობათა და სხვათაგანცა გუნდთა აღმორჩეული მებრძოლნი. შეუხდეს სპარსთა მხედრობასა მაღალთა მათ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა და ბრძოდეს მათ ესრეთითა სიმხნითა, რომელ კნინღადა მისდრიკნეს მხედრობანი სპარსთანი სივლტოლად.

კვალვდ მცხოვრებთაგან ტფილისისათა გამორჩეულ იქმნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაც აღირჩიეს წინამძღოლად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსა საზანდრად უხმობენ. ეს იყო ერთი წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუსიყი და კომედიანტი, და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი. იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითაცა ქართველი, რომელსაცა სახელსდებენ მაჩაბელად. ესე მოუძღვა გუნდსა ტფილისელთასა მტერთა მიმართ, და ეპყრა ხელთა მისთა ბარბითი, ე. ი. დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ე. ი. ხმასა მას, რომელსა ლხინსა შინა დაუკვრენ, ჟამსა შინა უმეტეს სიხარულისასა‚ ვინა- იდგან ხმა ესე განამხიარულებს მსმენელთა. მბრძოლნი ესე იყვნეს მკვირცხლნი და მიმართეს ქვეითთა ამათ და ბრძოდეს მტერთა ფიცხელად და შველოდა გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა არაგველთა და ქიზიყელთასა. და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიაწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისა და მოსტაცნეს დროშანი რაოდენნიმე მხედართა აღა- მაჰმად-ხანასათა და მრავალნი სპარსთაგანნი მოსწ- ყვიტნეს წინაშე მისსა. იხილა-რა აღა-მაჰმად-ხანმან სიმხნე ესე ვითარი ქართველთა მხედრობისა, განუ- კვირდა ფრიად და იტყოდა: „სიყრმითგან ჩემით, ვიდრე აქამომდე, დამიყოფიეს ბრძოლას შინა და არასადა მიხილავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კა- ცნი ჩემდა მიმართ ჰყოფენ ბრძოლასა“.

ამათ ყაჯარმა შემოახვია დასვენებული ურიც- ხვი ჯარი, ესენი იბრძოდნენ სიმხნითა უაღმატებულესითა, გასწირნეს თავნი თვისნი და შეიწირნეს მსხვერპლად საყვარელისა მამულისა და წინაშე მე- ფისა თვისისა სახელოვნად დასთხიმს სისხლნი თვისნი.

იხილა-რა მეფემან სიძნელეი ესე ბრძოლისა, რაოდენნიცა ძალ-ედვა და ჰყვეს მხედარნი, მიაშველნა. უმრავლესნი და კნინღა სრულიად მოსწყვიდნე- ბოდეს და მცირეოდენი-ღა განერინის. გაგრძელდა ბრძოლა ესე დილისა დაწყებიდგან შვიდის ჟამით ვიდრე საღამოს მეხუთის ჟამამდე. თუმცა-ღა მეფესა კვალად არა ნებავდა უკუნ ქცევა‚ არამედ მახლობელთა მისთა მოახსენეს რჩევით, რათამცა მოარიდოს მეფემან და თავი თვისი სიკვდილსა და განსაცდელსა. ეტყოდეს მეფესა: „უწყის ყოველმან სკიპტრისა თქვენისა ქვეშ მყოფმან სიმხნე და გულოვნება თქვენი რომელ არა რიდებთ თავსა თქვენსა სიკვდილსა ერისათვის შენისა და მსხვერპლი ექმნები მამულსა საყვარელსა‚ მაგრამ თუ სადამე გეწიოს შენ ძვირი ანუ ბოროტი რაჲმე‚ უმეტეს განლაღდენ მტერნი და უყოფენ ძვირსა ქვეყანასა ჩვენსა.“ თუმცა-ღა მოახსენებდეს მეფესა ესრეთ, გარნა კვალად იმყოფებოდა მუნვე.

ხოლო მხარესა მას, რომელსაცა სდგა მეფის ძე დავით, ოდეს იგი იბრძოდეს სპარსნი და ქართველნი ურთიერთსა, აღა მაჰმად-ხანმან მიგზავნა მას ზედა მხედრობა ცხენოსანნი სამი-ათასი რჩეულნი მებრძოლნი‚ არამედ ჰსძლო მათ მეფის ძემან დავით და იოტნა იგინი ვიდრე მხედრობამდე სპარსთა და თვით ეგრევე სცვიდა მითვალულსა მისსა მხარესა. მაშინ სპარსთა შეუკრეს გზანი უკანით კერძო მეფის ძეთა ვახტანგ და იოანეს, რათამცა შეიპყრან იგინი. მაგრამ სიბრძნითა თვისითა განაპნეს მათ მხედრობანი მტერთანი და ესრეთ მოვიდეს მეფისა მიმართ დაშთომილითა მათისა მხედარითა, რომელთაცა მოეწყვიდნეს მრავალნი სპარსთაგანნი და თვით მეფის ძე- ნიცა განბასრულ იყვნენ სრულიად სისხლსა შინა. მაშინ მიეახლნენ სპარსნი, სადა იგი იყოფოდა მეფე და მომართეს აღმატებულითა ძლიერებითა და კნინღადა მოჰკვლიდეს მეფესა ანუ შეიპყრობდეს‚ უკეთუ შვილის-შვილი ამ მეფისა იოანე არა იყომცა მუნ. ეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელ პაპისა მისისა მოსულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთა მეფე. ვითარმცა იხილა აღამაჰმად-ხანმან უკუნქცევა მეფისა, მოუწოდა მყისვე სხვათა ჯართა შესვენებულთა თვისთა მხედრობათა და მიმართა მეფესა და შეუდგა უკანა დიდისა ძლიერებითა და თუმცა ტფილისის ციხით ჰსცემდეს ზარბაზნებითა მხედრობასა სპარსისა, ვინაიდგან აღალუა ვინმე უფროსთაგან ტფილისის ციხისა ფრიად მხნედ იყო მას ჟამსა შინა და ზევითგან მაღალთა მათ მთათა კლდიერთა ზედა მდგომრისა ტფილისის ციხით სეიდაბადის გარდმოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს, და მრავალნი სპარსნი აღწყვიტეს, არამედ შემოვიდეს ტფილისსა შინა, რომელიცა ყოვლითურთ განუმაგრებელ იყო. არცა იყვნეს მხედრობანი მას შინა‚ არცა მოქალაქეთა ერნი სრულიად ქალაქისა მის. და ოდეს შემოვიდა მხედრობა სპარსთა ქალაქად, მეფე განვიდა ქალაქის ხიდსა ზედა ავლაბრისასა და განემგზავრა არაგვისა კერძოსა.

   
     

მოსწყდეს მის ბრძოლასა შინა სპარსნი უმეტეს რვა ათასთა, , ხოლო მხედრობისაგან მეფისათა მცი– რეოდენ-ღა დაეტევნეს. ხოლო თავადთაგან მეფისათა მოსწყდეს თავადი აბაშიძე იოანე, ძე ნიკოლოზ დიამბეგისა‚ რომელიცა იყო მახლობელი ნათესავი მეფისა ირაკლისა დედისა კერძოთი‚ თავადი გურამიშვილი გიორგი ქუმელად სახელდებული და ესე იყო ერთი უპირველესი მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერი არტილერიისა ხელოვნობის, მოიკლა მუნვე გაბრიელ მაიორი არტილერიისა, კაცი ფრიად მხნე და განსწავლული. ესენი ფრიად საყვარელ და პატივცემულ იყვნეს მეფისა. ესენი ყოვ ლითა მოზარბაზნეებითა თვისითა მოსწყდეს ერთობრივ ზარბაზანთა თვისთა თანა, კვალად მოსწყდეს სხვანიცა ჩინებულთაგანიცა, კაცნი მხნენი. გარდა მებრძოლთაგანნი ეგეოდენნი მოსწყდეს, რომელ ოდეს განვიდა ტფილისით მეფეჲ‚ გაჰყვეს უკვე მხოლოდ კაცნი ვითარ ას-ორმოც–და–ათნი და უმრავლესნი მათნი იყვნეს და დაკოდილნი. ხოლო ოდეს განვიდა მეფე ტფილისით, განუტევა მეფე იმერეთისა სოლომონ სამეფოდ თვისად. იბრძოლეს მხედრობათაცა მისთა მტერთა მიმართ სახელოვნად. არამედ უკანასკნელ‚ ოდეს იგი მეფე სოლომონ წარემართა გზასა თვისსა, მაშინ უცნობად მისსა განეყენეს მის მხედრობისაგან კაცნი რაოდენნიმე; ჰგონებდა წინარე წარსვლასა მათსა, გარნა დაადგრენ იგინი ადგილსა დაფარულსა უკანით და ოდეს განეშორა მათ მეფეჲ, იწყეს მათ ავაზაკებრივ მოქმედებაჲ.

მეფის ძე დავით გუნდითა თვისითა ჰსდგა მასვე ადგილსა ვიდრე მახლობლად ჟამადმდე მწუხრისა და რავდენ გზისცა მივიდეს მას ზედა სპარსნი, მარადის სძლია მათ და უკუნაქცივნა, ხოლო იხილა-რა, რომელ აღივსო ტფილისი მხედრობითა სპარსითა და მეფეცა განვიდა ტფილისით‚ მაშინ იძულებულ იქმნა იგიცა მიქცევად მთათა მათ კლდიერთა და იწროთა გორათა და დამალნა ზარბაზანნი იგი‚ რომელნიცა აქვნდა, ხევსა შინა საგუბრისასა, ვინაიდგან შეუძლებელ იყო განვლად ურემთა გზათა მათგან... და ესრედ განარინნა ზარბაზანნი იგი და არა მისცნა ხელთა შინა მტერთა და ეგრეთ იწროთა გზით განვიდა და განეშორა მტერთა და დღესა მესამესა მივიდა არაგვსა ზედა მთიულეთს პაპასა თვისსა თანა ირაკლის და იყოფოდა მეფისა თანა განუშორებლად ვიდრე მიქცევამდე აღა-მაჰმად-ხანისა.

მეფე ერეკლე, თეიმურაზის თქმით, იდგა კაიშაურთ კარს. მასთან იყო მისი სახლობა და დიდი მხედრობა. ბატონიშვილები გიორგი და იულონ ქიზიყსა და ქართლში აგროვებდნენ დიდძალს ჯარს, რადგან მეფე ემზადებოდა შებმოდა მტერს‚ თუ იგი არ დაუბრუნდება ტყვეებს და არ აუნაზღაურებდა ზარალს, ტფილისის აოხრებისა გამო მოხდენილს. მეფე ერეკლემ აღა-მაჰმად-ხანს დესპანად გამოუგზავნა კენკია ავალიშვილი და ითხოვა ზავი და ტყვეთა დაბრუნება, აღა-მაჰმად-ხანს ძლიერ იამა, დიდად დაასაჩუქრა დესპანი და აღუთქვა მეფეს მოთხოვნილის აღსრულება, ხოლო ითხოვა მზევლად ერთი მეფის ძეთაგანი და ანუ შვილის-შვილთაგანი. ერეკლემ მზევლად ამოირჩია ბატონიშვილი დავითი. მაგრამ ეს ზავი ჩაიშალა განჯის ხანის ჯავათის ვერაგობით, ამან შეატყობინა ყაენს, რომ ერეკლეს დიდძალი ჯარი მოუგროვებია და აპირებს მოულოდნელად თავს დაგვესხას და ამოგვწყვიტოსო. აღა მაჰმად ხანი მაშინვე აიყარა და მსწრაფლის სიარულით განივლტო და წავიდა სპარსეთს. იგი იქვე მოკლულ იქმნა ღალატით. მას თავი მოჰკვეთეს მისმავე ხელის მოსამსახურეებმა და ეს მოკვეთილი თავი წაიღეს ჭარს. ჭარელებმა ყაენის თავი მიაბარეს მიწას. ყაენის გაქცევის შემდეგ ერეკლემ გამოგზავნა ტფილისს ბატონიშვილები ქალაქის ასაშენებლად.

 

და სულ-კი 13,000 სპარსთა მხედარი მოკლულ იქმნა ქართველთა ჯარისა და მოქალაქეთაგან.

2.8 განჯის აღება

▲ზევით დაბრუნება


 

 

განჯის აღება

ოდეს მოიწია გაზაფხული, მეფემან ირაკლი უბრძანა და წარავლინა ძის ძეჲ თვისი დავით მეწინავეთა მხედრობითა განჯასა ზედა და შეუდგინა მას კვალად სხვათა მხედრობითა ძე თვისი ალექსანდრე. და მივიდნენ ესე მეფის ძენი განჯას და აღიღეს ქალაქი განჯაჲ წელსა 1796-სა, აპრილის 3-სა, დღესა ხუთშაბათსა.

მაშინ იბრეიმხან ყარაბაღისა მოსრულიყო მახლობლად განჯისა და სდგა ქურაქჩაისა მდინარესა ზედა, რომელი შორავს განჯას ორისა მილითა, ე. ი. ათოთხმეტისა ვერსითა. ხოლო ჯავათხან, — ვინაიდგან სასახლეცა თვისი აქვნდა ციხესა შინა და ყოველნი სახლეულობანი მისნი ჰყვეს მისთანა‚ განა– მაგრნა მან ციხეჲ. ჰყვეს მას მეციხოვნენი გამოცდილნი და გულოვანნი და აქვნდა საჭმელთა სიმრავლე და სახმართა ყოველთავე ციხისათა ადრიდგანვე მზადებულნი. გარე შემოზღუღნეს ციხეჲ მხედრობამან მეფის ძეთამან. ხოლო იხილა-რა ხანმან ყარაბაღისამან იბრეიმ ესე, მოვიდა და დასდგა ერთ კერძო გარე ქალაქისა განჯისა, ადგილსა‚ რომელსა ეწოდების იმამზადა. და არა მოვიდეს ესენი ბრძოლასა ზედა ციხისასა, ვინაიდგან იყვნეს ყარაბაღელნი ყოველნივე ცხენოსანნი მხედარნი და არა მკვირხცხლნი და არცა აქვნდათ მათ ზარბაზანნი.

და ვითარცა იხილა განჯის ხანმან სიმცირე მხედრობისა მეფის ძეთა,რომელთაცა შემოეზღუდათ ციხეჲ, იდუმალისა კარითა გამოვიდა იგი ციხით განთიადისა ჟამსა და ზედა დაესხა მხედრობათა მეფის ძეთა. მაშინ აღმხედრდეს მეფის ძენი და მიმართეს მტერთა‚ ჰსძლეს და შეიპყრნეს იგინი ლტოლვილნი ციხესა შინა და შეიპყრეს მათგანნი კაცნი სამასნი და რომელნიმე მათგანნი იყვნეს ლეკნი, მათგანნი, რომელნიცა მოეყიდნეს ჯავადხანს და ჰყვეს ციხესა შინა თვისსა თანა. ხოლო ესე ძლევაჲ მეფის ძეთაგან განჯელთა იქმნა მაისის 9-სა დღესა შაბათსა. ვალად სწორსა ზედა მის გამარჯვებისას მაისის თექვსმეტს, გამოხდეს ციხით უმრავლესნი მხედრობანი და ლეკნიცა მათ თანა. მაშინ დღესა მას ძლეულ ჰყვნა იგინი მეფის ძემან დავით მცირედითა მხედრობითა თვისითა და მოიკლა ბრძოლასა მას შინა არზუმან ვინმე ჩინებული გულოვანი ერთგული, და დიდად საყვარელი ჯავადხანისა და მხედართ-მძღვანი მისი. ესე არზუმან იყო სომეხი გვარითა და სარწმუნოებითა და იყო იგი ყარაბაღელთა სომეხთაგანი‚ გარნა ადრიდგანვე მცხოვრები ჯავადხანისა თანა. ხოლო ესე არზუმან მოიკლა ჴულითა მეფის ძის და– ვითის ბავრაყის მტვირთველის (ალამდარის) გიჟისა მიერ, რომელიცა იყო გვარეულობითა ჩინებულთა ოსთაგან და ესე იყო სიყრმითგანვე აღზრდილი მეფის ძესა დავითსა თანა. და გამოჩინებული გულოვანი იყო ესე. მას დღესა განჯის ციხით გამოსრულთა მათ მებრძოლთაგანნი მრავალნი მოსწყვიტნეს და შეიპყრნეს ცოცხალნი მხედრობამან მეფის ძისამან. და დაშთომილნი მათგანნი სირცხვილეულნი შეივლტნენ ციხესავე შიგა. ხოლო ამას შემდგომ ვიდრე თიბათვის ნახევრამდე ათექვსმეტ გზის მოუხდათ ბრძოლაჲ მეფის ძეთა მხედრობასა და განჯელთა და მარადის იძლივნეს განჯელნი. და მოიკლა მელიქ მანჯუმ, რომელიცა იყო სომეხი, მელირთაგან ჩალაბირთისათა.

ამას შინა მოვიდა ყოვლითა მხედრობითა თვისითა მეფე ირაკლი და ჰყვეს თანა ძენი თვისნი, პირმშო და მემკვიდრე გიორგი და ძის ძენი იოანე და ბაგრატ. აქვნდეს კახთა მხედრობასა ურუმნი მრა– ვალნი საზრდოჲთა აღსავსენი და კაცნი მებრძოლნი ფრიად რჩეულნი. და აქვნდა სახილველობა მხედრობასა მას და ურუმთა მათთა ფრიად ზარის საცემელი მტერთა. ურემნი მათნი იყვნეს დიდ (ვითარცა არხ ჩვეულებისამებრ) და ყოველსა ურემსა ებნეს თვითოეულსა ოთხ-ოთხნი კარნი ან კამბეჩნი და თვითოეულსა ურემსა ზედა იყვნეს კაცნი ოროლნი თოფისანი და სრულიად ყოვლითა საჭურველითა მკვირცხლითათა შეჭურვილნი. ხოლო ურემნი იგი იყვნეს ვიდრე რვა ათასამდე (8,000). და აქვნდათ ურემთა ზედა ყოველნივე საჭურველნი მოსახმარებელნი ციხისა აღებისათვის და იარაღნი. და გარდა ამისა ჰყვეს მეფესა სხვანიცა კვალად უმეტესნი მხედარნი ქვევითთაგან და რჩეულთა მხედრობათა ცხენოსანთანი მრავალნი.

ურემთა მათ აქვნდათ განწესებაჲ თვისი — თუ ვითარ და სადა, რომელსა კერძოსა შემთხვევისამებრ წინააღმდგომისა და ადგილისა დასდგებოდეს იგინი ბრძოლისა ჟამსა და თვითოეული კაცი ურმისა მის წარვიდოდეს ბრძოლად პირის პირ მტერთა. ხოლო თვითოეულ დადგრებოდა ურემსა თვისსა და ოდესცა დაშვრებოდეს ბრძოლისაგან ბრძანებისამებრ მხედართ-მძღვანთა თვისთათა მოიქცეოდეს ურემთა მიმართ და სხვანი შესვენებულნი ურემთა მყოფნი მივიდოდეს ბრძოლად. გარნა არცა ერთსა მებრძოლთაგანსა ძალ ედვა თავით თვისით მიქცევა ანუ უკუნქცევაჲ თვინიერ ბრძანებისა უფროსთა თვისთა მაშინ‚ ოდესცა უბრძანებდეს მათ მხედართ-მძღვანი. ხოლო ბანაკთა შინა აქვნდათ იგი გარემო ბანაკისა — გარემო მოხვეულნი, ვითარცა ზღუღე რაჲმე და ზედა დასხმისაგან მტერთასა არა რაჲმე აქვნდათ შიშნი ამისთვის ინება მიტევება‚ რათა არა მოწყვეტილ იქმნენ მხედრობისაგან მისისა. თუმცა-ღა მიუტევნა მას, გარნა არა ინება წარდგინებაჲ ჯავად-ხანისა თვის თანა და არცა მიუშვა იგი წინაშე მისსა‚ არამედ დასდვა მას ხარკი ვითარცა პირველ და გამოართვნა ტყვენი ტფილისისანი, რაოდენიცა იყვნეს განჯასა შინა ანუ ჯავად-ხანის მიერ წარყვანილნი, ანუ გასყიდულნი მისგან მხედრობათა სპარსთაგან‚ ანუ განჯელთაგან გასყიდულნი და წარყვანილნი ყოველნივე უკლებლად გამოართვნა, ხოლო იყვნეს ტყვენი ტფილისისანი უმეტეს ათასთასა. კვალად მიუხვნა ნივთნიცა იგი‚ რომელნიცა წარეღოთ ანუ მოესყიდათ სპარსთაგან ჯავად-ხანს ანუ განჯ,ელთა ტფილისით. და რაჲცა წარეგო მეფესა ლაშქრობასა მას ზედა, ანუ ხანსა ყარაბაღისასა‚ იგიცა აღზევა მეფემან‚ გარნა ვინაიდგან სრულად არა ძალ-ედვა მას მიცემა რომელნიმე აპატივა მას და ესრეთ მოიქცა მეფე და განუტევა ხანი ყარაბაღისა სახლად თვისად მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა და ეგრეთვე ჩინებულნი მისნი და ფრიადისა მადლობითა წარვიდა იბრეიმ ხან. ხოლო მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა მოიქცა ძლევა-მოსილი ტფილისად და ანიჭნა მხედრობათა თვისთა, რომელნიცა ღირს იყვნეს სიმხნი. მცირედ ჟამ დაჰყო მეფემან ტფილისს და მიიქცა კახეთადვე — თელავს‚ სადა იგი ჰყვეს თვისნი სახლუულობანი.

ვითარცა მიეხალა მეფე განჯას, მოეგება მეფე- სა იბრეჲმ-ხან და მიიღო იგი მეფემან ესაბამითა პატივისცემითა და შეიტკბო იგი ფრიად. ხოლო ვითარცა იხილა იბრეიმ-ხანმან ესეოდენი ძლიერება და დიდებული მისვლა მეფისა, დაუკვირდა ფრიად, და ვითარცა მძრწოლარე, ეგრე იქმნა ხილვასა მას ზედა მეფისა და მხედრობათა მისთასა. მაშინ მოიკითხა მოწლედ მეფემან იბრეიმხან და ნუგეშინი სცა მას მასზედა, ვინაიდგან მრავალი წაუხდა მოსავალზედა აღა-მაჰმად-ხანისასა ხანსა მას ყარაბაღისასა და ანიჭნა ნიჭნი მდიდარნი მეფემან, ვინაიდგან ნაკლულევან იყო ფრიად მას ჟამსა ხანი. მიბრძანდა განჯას მეფე და შთამოხდა.
ვეღარა იკადრეს მაშინ განსვლად გარე ციხისა მხედრობამან და მეციხოვნეთა ჯავად-ხანისთა. რადგან შემოზღუდეს და აიწრეს ფრიად მხედრობამან მეფისამან ციხესა შინა მყოფნი და განმზადნეს პატნეზნი და კიბენი და ყოველნი სახმარნი ნივთნი აღებად ციხისა. მაშინ ევედრა მეფესა ფრიად ჯავად-ხან მიტევებასა ბრალთა მისთასა და შემდგომად მრავლისა ვედრებისა და შუამდგომელობისა მოდრკა მეფე მოწყალებად ერთ-კერძო სიბრალულთა განჯის მცხოვრებთათა. ვინაიდგან განდიდნა სენი სიცხისა მიერ და იწროებისა ციხესა შინა შემწყვდეულთა და დღი დღე იხოცებოდეს მცხოვრებნი მას შინა ურიცხვნი. და ვინაიდგაწ დედა-წულნიცა იყვნეს მრავალნი მათგანნი, შეეწყალნა იგინი მეფესა და

ხოლო ჯავად-ხან დაშთა ციხესავე შინა განჯისასა. არღა-რა დაშთა მას სრულიად განჯასა სამზღვარსა შინა არცა ერთი–ღა სოფელი შენად. აღუოხრდა ქალაქი მისი სრულიად. ციხესა შინა მისსა ჟამსა მას გარე-მოდგმისა მეფისასა მოსწყდეს სენისა- გან მცხოვრებთაგან განჯისთა ათი-ათასი სული. მიეღო (მას ჯავად-ხანს) ნივთნი იგი‚ რომელსა ზედაცა აქვნდა მას სასოება, და ესრეთ ყოვლითურთ განწირულებასა შინა მოწევნილსა, ვერღარა რაჲსმე მწე ექმნა აღა-მაჰმად-ხან‚ ვერცა-ღა სპარსნი და ვერცაღა სხვანი მახლობელნი მისნი და სინანულსა შორის იყოფოდა იგი.
 

  განჯის აღება - თეიმურაზ ბატონიშვილის მოთხრობისა

2.9 მეფე ერეკლეს სიკვდილი

▲ზევით დაბრუნება


 

 

მეფე ერეკლეს სიკვდილი

შემდგომად დასნეულდა მეფე ირაკლი. სენი მეფისა იყო წყლით მანკიერება.

შემდგომად არა მრავლისა ჟამისა მოვიდა სენი მომსრველი ტფილისს, რომელსაცა ქართველნი ჭირსა უხმობენ. მაშინ, ვითარცა არს ჩვეულობა ტფილისისა ერისა‚ გინა სხვა მცხოვრებთა საქართველოჲსათა, რომელ თუ სადმე მოვალს სენი მომსრველი, მოერიდების ერი და განვლენ ქალაქით დედაწულითურთ, გარე ქალაქისა მთიელთა და კეთილთა ჰაერთა ქვეშე და იყოფებიან მუნ და ოდეს შემსუბუქ- დებიან მცხოვრებნი ქალაქისანი‚ ამისთვის სენი არა ხანგრძლივ დაადგრების ამისთვის ბრძანებითა მეფის პირითა განვიდეს მცხოვრებნი ტფილისისანი გარემოთა ტფილისისათა შორეულთა და კეთილ-ჰაეროვანთა ადგილთა. ხოლო მეფის ძემან მემკვიდრემ, გიორგი წარავლინნა სახლეულობანი თვისნი ქსნის ხეობასა ზედა, მცირესა ქალაქსა თვისსა ახალგორს, და თვით წარვიდა თელავს, წინაშე მამისა თვისისა, ვინაიდგან მას ჟამსა მიიღო წერილი მამისა თვისისა, რომელსაცა ეხმო თვისთანა.

წელსა 1798‚ იანვრის 5-სა, ესრეთ შემძიმდა მეფე სენითა ამით‚ რომელ საგონებელ იყო სიკვდილი მისი. გარნა შემდგომად სამისა საათისა, რომელსაცა ვითარცა მკვდარი იდვა სარეცელსა ზედა თვისსა, მახლობელ მწუხრისა ჟამისა კვალად მოეგო თავსა თვისსა და განცოცხლდა. და ესეოდენ მხნე იყო იგი მოხუცებულებასა და ეგრეთსა სნეულებასა შინა მყოფი‚ რომელ შემდგომად ესრეთ დამძიმებულისა მისგან სენისა მობრუნებისა, კვალადცა მსახურთა თვისთა შეწევნითა‚ რომელნიც უპყრობდეს მკლავთა, აღსდგის სარეცელით თვისით და საჭიროებისათვის ბუნებითისა განვიდის იგი გარეგან სახლისა მის და ეგრეთ მოიქცის საწოლადვე თვისად.

ხოლო მწუხრსა დღისა კვირიაკისასა, რომელი- ცა განთენდებოდა ორშაბათად, ათერთმეტსა იანვრისა რიცხვად, შემძიმდა ფრიად და განთიად‚ შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა გარდაიცვალა დიდებული სახელოვანი ესე მეფე ირაკლი მეორე, ძე მეფისა თემურაზ მეორისა, წელსა განჴორციელებიდან სიტყვისა ღმრთისა 1798-სა, შობითგან თვისით მეოთხმოცესა შინა წელიწადსა, სახლსა და პალატსა მას შინა სამეფოსა, თვით მასვე საწოლსა შინა, რომელსაცა შინა იშვა სახელოვანი ესე მეფე, აღესრულა.

იქმნა უკვე მას ჟამსა შინა დიდი მგლოვარება სახლსა შინა სამეფოსა და ყოველთა ერთა შორის საქართველოჲსათა, ესრეთტყება და მწუხარება, რომელ ყოველი უკანასკნელიცა მცხოვრებთაგანი საქართველოჲსა იგლოვდა უმეტეს ყოველთა მახლობელთაგან თვისთა. და ვგონებ, რომელ ყოველი კაცი უმეტეს ნახევარისა სიცოცხლისა თვისისა იყვნეს დიდისა კმაყოფილებითა, რათამცა ემსხვერპლათ, თუ სადმე შესაძლებელი იყო საყვარელისა მეფისა მათისა სიცოცხლისა ბრუნებაჲ, იგონებდეს მოხუცებულნი სახელოვანთა და გმირულთა საქმეთა მისთა, ჭაბუკნი ჭირნახულისა და კეთილისა და სამამაცოთა ზნითა და უხვისა მოწყალებითა აღზრდასა მათსა; ერნი ზოგად ქველის საქმეთა, მართლმსაჯულებათა და მარადის ხსნისათვის მამულისა თავისა თვისისა მსხვერპლობასა მეფისაგან და ღაღადება მათი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე...

შეამკეს უკვე გვამი მეფისა ირაკლი მეორისა ჯეროვანისა პატივისცემითა და იყოფოდა მაშინ კათოლიკოსი მწყემსი სულიერი სრულიად საქართველოჲსა ანიონი მეორე, ძვ ამა მეფისა ირაკლისა. და შემოკრბეს სხვანი ყოველნი მღვდელმთავარნი სრულიად საქართველოსანი ბრძანებითა კათალიკოსისათა და ყოველნი ჩინებულნი სამღვდელონი და განაშვენეს და აღასრულეს მათ წესი მიცვალებულისა მეფისა. ეგრეთვე დედოფალნი მგლოვარებისა წესსა აღასრულებდეს: მეუღლე მეფისა ირაკლისა დედოფა– ლი დარეჯან და სძალი მისი დედოფალი მარიამ‚ მეუღლე მეფისა გიორგისა‚ და სხვანი წევრნი სამეფოჲსა სახლისანი, ხოლო ძეთაგან მეფისათა არავინ ყოფილა მუნ თვინიერ ვახტანგისა. და ასულნი მეფისანი, სახლეულობანი მეფისა გიორგისანი და ვიყოფოდი მეცა თვით აღმწერელი ამა მოთხრობათა მეფის ძე თეიმურაზ ჯერეთ სიყრმისა ასაკსა მყოფი მუნ, რამეთუ მზრდიდა მე პაპაჲ ჩემი მეფე ირაკლი და განუშორებლად ვიყოფოდი მისთანა და ფრიადა სიყვარუდი აქვნდა ჩემი, ვინაიდგან სიჩჩვილესავე შორისა ჩემისასა სახელ-მსდვა მე სახელი მამისა თვისასა და ოდეს იყოფოდა მეფე ვიდრე სნეულებას მას შინა, ვმსახურებდი მას, ძალისამებრ ჩემისა და ასაკისა...

დღესა ორმეოცსა ესვენა გვამი მეფისა ირაკლისა თელავს რადგან მოვიდოდიან კახეთით, ქართლით და ყოველთაგან სამეფოთა მისთა დედა-წულითურთ მცხოვრებნი და ჰყოფდეს იგინი გოდებასა და ტყებასა დიდთა გვამსა ზედა მისსა. ყოველნი თვითეულნი გვარნი მცხოვრებნი ქართველნი კავკასიისა მთათაგანნი და თათართაგან საქართველოისა და სხვათაგან ყოველთაგან ადგილთა მოვიდოდიან და ჰყოფდენ გლოვასა წესისამებრ მათისა.

ხოლო დღესა ოცსა ესვენა გვამი იგი მომკვდრისა მეფისა სამეფოსა პალატსა შინა. და შემდგომად ოცისა დღისა განმზადნეს მონასტერი ჴელით ქმნულისა ხატისა მდგომარე ციხესა მას, რომელსაცა შინა მოსახლეობენ თავადნი ყორჩიბაშიანნი‚ ვინაიდგან მუნით უმარჯვე იყო წასვენებად მცხეთად და დიდისა დიდებითა მიასვენეს მუნ‚ უკუ უდგეს მცხედარსა მისსა სახლეულებანი მეფეთა და ყოველნი წარჩინებულნი, გლოვითა დიდითა. და მახლობელ მონასტრისა მის‚ პირველვე მომზადებულსა კათედრასა ზედა, დაასვენეს გვამი იგი. და იტირეს მუნ ჴმითა მოთქმითა და ზარისა თქმითა.

ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი, ქვრივი მოხუცებულებისა ასაკსა მიწევნილი; თუმცა-ღა იყო იგი მდაბიოთა ერისაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნა- რებული კარსა ზედა მეფისასა. იწყო ამან ჴმითა მაღლითა ტირილად. და ესრეთისა შესაბამითა სიტყვებითა ტირილსა მას შინა მოიღებდა თვითოეულთა ღირს-სახსოვართა საქმეთა მეფისა მიერ ქმნულთა, რომელ ყოველნი მსმენელნი სიტყვათა მათ უმეტეს ლმობიერ იქმნებოდეს და სტიროდეს გოდებითა დიდითა და ყოველთა მიეპყრათ ყური მისა მიმართ. და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან მსოფლიომან დედაკაცმან ესრე „შესაბამისა სიტყვებითა დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა... თუმცაღა მრავალთა იტირეს გვამი მეფისა შესაბამად, გარნა ორნი მათ შორის აღემატნეს სხვათა: ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიცა იყო კაცი განსწავლული და პატიოსანი და მეორე ქვრივი იგი ქიზიყელი‚ რომელიცა წინარე მოვიხსენიეთ.

ხოლო შეიღეს გვამი მეფისა ეკკლესიასა შინა და დაასვენეს მუნ ოც დღე, ვიდრემდის განმზადებდეს ყველა საჭიროებასა დაფლვისასა. და წარიღეს მუნით და დაფლეს დიდითა დიდებითა სასაფლაოსა მეფეთასა, რომელიცა არს უპირველესი კათოლიკე ეკკლესია სრულიად ივერიისა მცხეთა, სადაცა არს კათედრაცა კათალიკოსთა სრულიად მწყემსთა საქართველოჲსათა და დაფლეს მუნ‚ მარჯვნით კერძო შინაგან დიდისა მის ეკკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა მეფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა...