![]() |
განათლების თავისებურებები ევროკავშირსა და მის ზოგიერთ ქვეყანაში |
მედეა მელაშვილი
თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ქეთევან ქველაძე
ეკონომიკის დოქტორი,
ნუნუ ქისტაური
ეკონომიკის დოქტორი ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია განათლების სისტემის სრულყოფისა და განვითარების თავისებურებები ევროკავშირსა მის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, გაანალიზებულია განათლების სისტემის ფორმები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი
*, შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი, რომლებმაც ამ დარგში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. მითითებულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა,სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლებელია განათლების სფეროს სრულყოფით.
საკვანძო სიტყვები: ცოდნის ეკონომიკა, განათლების სისტემა. ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციური სისტემები, ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები.
შესავალი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დასავლეთის ეკონომიკურ მეცნიერებაში ფართო გავრცელება ჰპოვა ტერმინმა „ცოდნის ეკონომიკა“, რომელიც შემოიტანა ავსტრო-ამერიკელმა მეცნიერმა ფრიც მაჰლუპმა 1962 წელს.იგი თვლიდა, რომ ბუნებრივი მატერიალური რესურსები, მართალია, რჩება როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი, მაგრამ მთელი სამეურნეო სისტემის ზრდა და განვითარება უზრუნველყოფილია არა იმდენად გარე, არამედ უფრო მეტად შიდა, არამატერიალური ფაქტორებით, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ცოდნა, რომ ცოდნის ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების ძირითადი ფაქტორი არის ადამიანისეული კაპიტალია[3]. გაეროს ექსპერტების აზრით, ცოდნის ეკონომიკა - ეს არის ეკონომიკა, სადაც
ცოდნა იქმნება, ვრცელდება და გამოიყენება ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. ამასთან, ცოდნა ამდიდრებს ეკონომიკური
პროცესების ყველა მონაწილეს, ყველა დარგს, ყველა სექტორს. ცოდნის ეკონომიკის
ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება ისეთი ეკონომიკა, როდესაც მშპ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება იმ დარგებში, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ახალ
ცოდნას, ინფორმაციულ სიახლეებს და მომსახურებას, ასევე მოწყობილობებს
ცოდნის გადაცემისა და გადამუშავებისათვის. ცოდნის ეკონომიკას არსებობა და
განვითარება შეუძლია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც მეცნიერება, როგორც ძირითადი კომპონენტი,გავლენას ახდენს ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროზე,
ხოლო სამეცნიერო ცოდნის შექმნა და გამოყენება განისაზღვრება არა მარტო
ეკონომიკური ეფექტიანობის მოთხოვნებით, არამედ იმითაც, რომ იგი სხვადასხვა
ფორმით იჭრება ყველა ადამიანის ყოფით ცხოვრებაში.
![]() |
1 განათლების თავისებურებები ევროკავშირსა და მის ზოგიერთ ქვეყანაში |
▲back to top |
![]() |
2 ევროკავშირის განათლების სისტემის თავისებურებები |
▲back to top |
![]() |
3 განათლების სისტემები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში |
▲back to top |
![]() |
4 დასკვნა |
▲back to top |
![]() |
5 გამოყენებული ლიტერატურა |
▲back to top |
![]() |
6 PECULIARITIES OF EDUCATION IN THE EU AND SOME OF ITS COUNTRIES. Expanded Summary |
▲back to top |





loading...