ერეკლე მეორეს სამხედრო ხელოვნება



ერეკლე მეორეს სამხედრო ხელოვნება



საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემია




პოლკოვნიკი დავით მაღლაკელიძე




ერეკლემეორისსამხედროხელოვნება





ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად



დ ი ს ე რ ტ ა ც ი ა


სამეცნიერო ხელმძღვანელები:

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი ელვერ კუპატაძე

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი თედო დუნდუა



თბილისი 2010

1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


დავით მაღლაკელიძე ერეკლე მეორეს სამხედრო ხელოვნება შესავალი
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უხდებოდა საბრძოლო მოქმედებების წარმართვა თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. მტრის გამუდმებულ თავდასხმებს განაპირობებდა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მის ირგვლივ მყოფი სახელმწიფოთა სტრატეგია, რაც მიზნად ისახავდა საქართველოზე ზეწოლას და ამით კავკასიის რეგიონის დაუფლებას (ინტერესი გამოწვეული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის „აბრეშუმის დიდი გზით“ და საქართველოს ბუნებრივგეოგრაფიული პირობებით).აღნიშნული პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება.ეს დაუსრულებელი პოლიტიკური პროცესები შესაბამის ასახვას პოულობდა სამხედრო დაპირისპირებებში.აღნიშნულ ბრძოლებში წარმატების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ მებრძოლებს, რომლებიც, თავიანთი სიმამაცით, ინდივიდუალური საბრძოლო ხელოვნების ილეთების ცოდნით და ტაქტიკურ მოქმედებათა ელემენტების გონივრული გამოყენებით, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან იმარჯვებდნენ. ასეთი მაგალითები მრავლადაა შემონახული ისტორიულ წყაროებსა და ისტორიოგრაფიაში.რა თქმა უნდა, იყო დამარცხებებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ქართველთა ბრძოლას გადარჩენისთვის სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.

ეპოქების მიხედვით საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროცესების განვითარების შესაბამისად ვითარდებოდა საბრძოლო იარაღისა და თავდაცვითი საშუალებების წარმოება, საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობები. ყოველივემ ზეგავლენა იქონია ბრძოლების წარმართვის ფორმებსა და მეთოდებზე.აქედან გამომდინარე, უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ხდებოდა სამხედრო ხელოვნება, რაზეც მისი განმარტება მიუთითებს: სამხედრო ხელოვნების ისტორია სამხედრო ისტორიის შემადგენელი ნაწილია.ის იკვლევს შეიარაღებული ბრძოლის წარმოქმნისა და წარმართვის ფორმებისა და ხერხების განვითარებას.იგი განაზოგადებს წარსული ომების გამოცდილებას, გვიჩვენებს სამხედრო ხელოვნების განვითარების პროცესს და ამჟღავნებს მის კანონზომიერებებს, რითაც ხელს უწყობს თანამედოვე სამხედრო თეორიის განვითარებას (155, 301).

იმის გამო, რომ ქართველი ხალხი თვისი არსებობის ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებით ბრძოლებს აწარმოებდა და მშვიდობიანობის პერიოდები ძალზე ხანმოკლე იყო, ამიტომ ჩვენი სამშობლოს ისტორია ფაქტიურად ,,ომების ისტორიაა“, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავენ მეცნიერ-ისტორიკოსები.

ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის სამხედრო ხელოვნების წარმოჩენა, მრავალსაუკუნოვანი სამხედრო ხელოვნების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, სამხედრო-პატრიოტული კუთხით, აქტუალური და საინტერესო საკითხია.

ერეკლე II, 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს ებრძოდა.იგი არა მხოლოდ მამაცი და უშიშარი მეომარი, არამედ ქართლ-კახეთის სამეფოს ბრწყინვალე მხედართმთავარი იყო.

ერეკლე II-მ ქვეყნისათვის საჭირო და მეტად სასარგებლო სამხედრო რეფორმები განახორციელა.მეფის სახელთანაა დაკავშირებული მუდმივი ჯარის მსგავსი შეიარაღებული ორგანიზაციის, ე.წ. „მორიგე ჯარის“ შექმნა, სადროშოთა სისტემის (იმდროინდელი სამხედრო ოლქების.თუმცა ოლქი გაცილებით ბევრად მეტ ფართობს მოიცავს ვიდრე სადროშო იყო) ორგანიზაციის სრულყოფა, ზარბაზნების ჩამომსხმელი, თოფ-იარაღის დამამზადებელი ქარხნების გახსნა, საზარბაზნე ჭურვებისა და ტყვია-წამლის წარმოება, ახალი ციხე-სიმაგრეების მშენებლობა, ძველების შეკეთება, სამხედრო დაზვერვის სისტემის ორგანიზება, საყარაულო სამსახურის მასშტაბების გაფართოება და სრულყოფა.აგრეთვე მთელი რიგი სხვა საკითხების გადაჭრა, რომლებმაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და გარეშე მტრების მასობრივი თავდასხმების წარმატებით მოგერიებასა და დამარცხებას.

ერეკლე II ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა სახელმწიფოში, დაენერგა ის სიახლეები და მიღწევები, რასაც იმ დროისათვის ადგილი ჰქონდა რუსეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში.ამიტომ სამხედრო საქმის სპეციალისტებს, როგორც უცხოელებს, ისე ქართველებს (რომლებსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდათ რუსეთის ჯარში სამსახურისა) თავისთან იწვევდა და ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა მუშაობისათვის.

იგი არა მარტო გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, არამედ თავის ეპოქის დიდი მხედართმთავარიც, რომელიც გაიზარდა ქართული სამხედრო ხელოვნების ტრადიციებზე.მისი, როგორც ბრწყინვალე სარდლის, ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი შეასრულა სამხედრო ლაშქრობებში შეძენილმა საბრძოლო გამოცდილებამ, ევროპული და აზიური ქვეყნების სამხედრო ხელოვნების გაცნობამ.

მეფე ერეკლემ სრულიად სამართლიანად დაიმკვიდრა სახელი ისეთი სახელოვანი მეფეებისა და მხედართმთავრების გვერდით, როგორიც იყვნენ: ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე და სხვები.

ერეკლე II-მ დიდი და მცირე მასშტაბის 100-ზე მეტი ბრძოლა გადაიხადა, რომელთაგან უმრავლესობა მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. XVIII საუკუნის II ნახევარში მისი სახელი განთქმული იყო როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

სამხედრო ხელოვნების პრინციპების გამოყენებით ერეკლე მეფემ მრავალი ბრძოლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა.ამ ბრძოლების ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი ბრწყინვალე სამხედრო ტაქტიკოსი იყო, რომლის სახელთან სამართლიანადაა დაკავშირებული ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარება XVIII საუკუნის II ნახევარში.

მიუხედავად მეფე ერეკლე II-ის დიდი საბრძოლო დამსახურებისა, დღემდე მისი სამხედრო ხელოვნების შესახებ ერთიანი მეცნიერული გამოკვლევა არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთი მკვლევარის ნაშრომებს, რომლებშიც ერეკლე II-ის სარდლობით ჩატარებული ესა თუ ის ბრძოლა უმთავრესად განხილულია სამხედრო ისტორიის კუთხით.კერძოდ, ალ.გორგაძეს, ივ.შაიშმელაშვილსა და ა.კლიმიაშვილს სრულყოფილად არ აქვთ შესწავლილი ერეკლე II-ის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმები, პრინციპები და ბრძოლების ტაქტიკური ფორმები.ჩვენს ისტორიოგრაფიაში ამ ნაკლის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის წინამდებარე საკვლევი თემის აქტუალობას.სადოქტორო დისერტაცია სწორედ ამ ნაკლის შევსების ცდას წარმოადგენს.

სადისერტაციო ნაშრომის მიზნად დავისახეთ, კომპლექსურად შეგვესწავლა XVIII საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ერეკლე II-ის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობა, განსაკუთრებით კი მისი სამხედრო ხელოვნება, წარმოგვეჩინა და კონკრეტულად გაგვეშუქებინა შემდეგი პრობლემური საკითხები:

1. ერეკლე II-ის სამხედრო-რეფორმატორული მოღვაწეობა (ღონისძიებანი შეიარაღების, საბრძოლო მასალების საწარმოებლად და საინჟინრო-თავდაცვითი ნაგებობების მოსაწყობად; შეიარაღებული ორგანიზაციის (მორიგე ჯარის) შექმნა; სამხედრო დაზვერვისა და საყარაულო (საგუშაგო) სამსახურის ორგანიზება);

2. ერეკლე II-ის უმნიშვნელოვანესი ბრძოლები: ყარაბაღში, ყირბულახში, მჭადიჯვრისა და ყვარლის ციხეებთან, ასპინძის ბრძოლა;

3. ერეკლე მეფის როლი XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარებაში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში მომხდარი ცვლილებების ფონზე.

პირველად ჩვენს სადისერტაციო ნაშრომში ახლებურად, შესწავლილია ერეკლე II-ის სამხედრო მოღვაწეობის პერიოდში (1735-1795 წწ.), მის მიერ შეტანილი წვლილი ქართულ სამხედრო ხელოვნებაში.განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ამ სახელოვანი მეფის მიერ გამარჯვებით დამთავრებულ მნიშვნელოვან ბრძოლებზე, მათი ანალიზის საფუძველზე შესწავლილი და წარმოჩენილია ტაქტიკური მოქმედებების შემადგენელი ელემენტები, რომელთა უნარიანი გამოყენებით ბრწყინვალე გამარჯვებები იქნა მოპოვებული.შესწავლილი იქნა იმ ბრძანებებისა და განკარგულებების პუნქტები, რომლებიც თავიანთი შინაარსით თანამედროვე საბრძოლო (საბრძოლო ბრძანებები, განკარგულებები, დირექტივები) დოკუმენტებს მიესადაგება.

სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობისას კრიტიკულად შევისწავლეთ საკვლევი პრობლემის ირგვლივ არსებული მასალები, დოკუმენტები და ლიტერატურა.ჩვენს მიერ პირველად იქნა შემუშავებული და მეცნიერულად დასაბუთებული ერეკლე II-ის დროინდელი სადაზვერვო სისტემის ორგანიზების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურა და საბრძოლო მოქმედების სქემები. სადისერტაციო ნაშრომში სიახლეს წარმოადგენს ბრძოლის პროცესის მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენება (ლანჩესტერის განტოლებები), რომლის რეალიზაცია განხორციელდა კომპიუტერში. მისი საშუალებით დავადგინეთ უშუალოდ ბრძოლებში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა რაოდენობა, დანაკარგები და სხვა.ჩვენ არ შეუდგებით მათ ანალიზს, ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, თუ რის საშუალებას გვაძლევენ ისინი.

თუ ორ მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია რაიმე საბრძოლო საშუალებები (ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა შეიარაღება), ბრძოლის მიმდინარეობისას ხდება ამ ერთეულების რაოდენობრივი ცვლილებები - რეალურად კლება. განტოლებები გვაძლევენ საშუალებას აღიწეროს თუ როგორი კანონზომიერებით ხდება ამ ერთეულთა კლება.

ვთქვათ ერთ მხარეს ჰყავს 100 ერთეული, მეორეს 120, მათი კლება შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა კანონზომიერებით.მაგალითად ასე:

 

#

მხარეების საბრძოლო ერთეულების რაოდენობა სხვადასხვა ეტაპზე

საწყის ეტაპზე

 

 

T1 დროში

T2 დროში

T3 დროში

T4 დროში

T5 დროში

 

100

99.77

99.54

99.31

99.09

98.87

 

120

119

118

117

116.01

115.02

 

ან სხვა წესით. ამ მიმდევრობიდან ბევრი დასკვნის გაკეთება ხერხდება, ხოლო თვით მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა გარემოება. ყოველივე ამის აღწერა ხდება ხსენებული განტოლებებით. ამით შეგვიძლია ვიანგარიშოთ რამდენი ერთეული დარჩება ერთ მხარეს, როდესაც მეორე მხარე (პირობითად სუსტი) სრულად განადგურდება ან განადგურდება მისი ეს თუ ის ნაწილი.

ამრიგად, თუ ვიცით მხარეთა ძალების რაოდენობები და მათი თვისებრივი მახასიათებლები, ამ განტოლებების საშუალებით შეგვიძლია აღვადგინოთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი მიმდინარე პროცესისა. თუმცა ამ დროს წარმოიქმნება ბევრი სირთულე. აღვნიშნავთ ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჩვენთვის არსებითია.

ბრძოლა რთული პროცესია, რომლის მიმდინარეობისას ზემოაღნიშნული „გარემოებანი“ ხშირად იცვლებიან. ზოგჯერ ბრძოლის პროცესში ჩაერთვებიან დამატებითი ძალები, ზოგჯერ შეიცვლება მებრძოლთა ბრძოლისუნარიანობა, ზოგჯერ პროცესში აღინიშნება გარკვეული პაუზა, და ა.შ. ეს ცვლილებები იწვევენ განტოლებებში შემავალი ე.წ. პარამეტრების ცვლილებებს, აღნიშნული გარემოებათა გამო ამ განტოლებების ერთიანი ამოხსნა აღარ ხერხდება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვიქცევით შემდეგნაირად: მთელ პროცესს დავყოფთ რამდენიმე ეტაპად. თითოეული ეტაპის შიგნით პარამეტრები არ იცვლებიან და ამიტომ ადვილია შედეგების გაანგარიშება, მაგ:Yყირბულახის ბრძოლის რაოდენობრივი ანალიზი, (დანართი ¹2, 163). შემდეგ ეტაპზე მიიღება ახალი საწყისი პირობები და კვლავ მოვახდენთ გათვლების ჩატარებას, და ა.შ., მაგრამ კვლავ წარმოიშობა ახალი სიძნელეები. როგორ შეიცვლებიან პარამეტრები?, თუ ბრძოლისას იქნება პაუზა, რამდენ ხანს გასტანს ის? და სხვა.

ამ შემთხვევაში ვსარგებლობთ კომპიუტერის შესაძლებლობებით და გათვლებს ვატარებთ სხვადასხვა ვარიანტებით. მიღებულ შედეგებს ვადარებთ საკონტროლო რიცხვებს, რომელსაც ცნობილი ისტორიული მონაცემებიდან ვიღებთ. თუ დამთხვევა მოხდება, ჩვენს მიერ მიღებული ვარიანტი, რომელმაც დადებითი შედეგი მოგვცა, შემდგომი კვლევის საფუძვლად დაიდება. რიგ შემთხვევაში ერთი ასეთი მონაცემიც კი ძვირფას სამსახურს გვიწევს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად არანაირი რიცხვი არ მოგვეპოვება. ასეთ შემთხვევაში მიღებული შედეგების ანალიზი ხდება ექსპერტული შეფასების მეთოდით. სახელმძღვანელოში „მართველობითი გადაწყვეტილების მიღების თეორია და პრაქტიკა», ექსპერტული შეფასების მეთოდი განმარტებულია შემდეგნაირად: ,,ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს პრობლემის ექსპერტული ანალიზის ჩატარებით რაოდენობრივ შეფასებას და ექსპერტიზით მიღებული შედეგების დამუშავებას“ (166, 254).

აქ ჩვენ თვით ეს განტოლებები და მითუმეტეს მისი ამოხსნები შეგნებულად არ მოგვყავს, გვინდოდა მხოლოდ მათი არსი და შესაძლებლობები წარმოგვეჩინა.

ბოლოს კი ნაჩვენებია XVIII საუკუნეში ევროპის, აზიის და საქართველოს სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის შედარებითი ანალიზი. ასევე ერეკლე II-ის საბრძოლო დამსახურება და მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარებაში.

სადისერტაციო ნაშრომი და მასში წარმოდგენილი კვლევა-ძიების შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს: დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებთან, აგრეთვე, ძალოვანი უწყებების პროფილის სასწავლებლებში საქართველოს ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიის სწავლებისას, უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე, საქართველოს ისტორიის კურსის კითხვისას; ბრძოლის პროცესის მათემატიკური მოდელირების ნიმუში ქმნის ბაზისს ამ მიმართულებით მომავალი კვლევების განვითარებისათვის.

ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩო, 1735-1795 წლებს, ერეკლე II-ის სამხედრო ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს მოიცავს. ქვედა მიჯნად ავიღეთ ერეკლეს ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი ბრძოლა, ხოლო ზედა მიჯნად – 1795 წელი, რადგან მეფე – სარდალი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა და ეწეოდა სამხედრო მოღვაწეობას.

ნაშრომის მეთოდოლოგიური ბაზა ეფუძნება ისტორიის ობიექტურ გაგებას, ფაქტებისა და მოვლენებისადმი მიდგომის კრიტიკულ-ანალიტიკური მეთოდს, სამხედრო ხელოვნების პრინციპების კვლევას და აღიარებას.

ძირითადი მასალები (სულ 4 სამეცნიერო სტატია) გამოქვეყნებულია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალში „აკადემიის შრომები“, №2, №3.

მოხსენებები დისერტაციის თემასთან დაკავშირებით წაკითხულია თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ადიუნქტებისა (ასპირანტების) და სამეცნიერო ხარისხის მაძიებლების სამხედრო-სამეცნიერო კონფერენციებზე, სხვადასხვა სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით.

ნაშრომის სტრუქტურა განსაზღვრულია სადისერტაციო კვლევის მიზნებით და ამოცანებით. შედგება შესავლის, ლიტერატურის მიმოხილვის, სამი თავის, 10 პარაგრაფის, დასკვნის, სქემების, დანართის, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და შინაარსისაგან. საერთო მოცულობა შეადგენს კომპიუტერული ტექსტის 177 ნაბეჭდ გვერდს, სადაც მოცემულია: ტექსტი – 151 გვ, სადაზვერვო სისტემის სქემა - 1, შეიარაღებული ძალების სტრუქტურა - 1, საბრძოლო მოქმედებების წარმართვის სქემა – 5, საბრძოლო წყობების სქემა – 4 დანართი – 4 გვ, დამოწმებული წყაროებისა და ლიტერატურის ნუსხა – 10 გვ, შინაარსი – 1გვ.

2 წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


წყაროები – ერეკლე II თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით პოპულარული და გამორჩეული მოღვაწეა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს – ქართლ-კახეთის სამეფოს, არამედ მთელ საქართველოს ისტორიაში. ერეკლე მეფის მოღვაწეობის შესახებ უამრავი წყარო არსებობს. თავიანთი ხასიათით, შინაარსითა და სპეციფიკურობით ეს წყაროები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: პირველ ჯგუფს ქართულ ენაზე არსებული წყაროები შეადგენენ, მეორე ჯგუფს – რუსულ ენაზე შედგენილი წყაროები, მესამეს ჯგუფს დასავლეთ ევროპული უნდა მივაკუთვნოთ, მეოთხეს – სომხური, მეხუთეს – თურქული და მეექვსეს ირანულ ენებზე არსებული წყაროები. რა თქმა უნდა, წყაროების ასეთი კლასიფიკაცია პირობითია.

პირველ ჯგუფში შემავალი წყაროებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ გამოცემული ბრძანებები, სამეფო დარბაზის დადგენილებები, წერილები ქვეყნის მაღალი საერო თუ სასულიერო თანამდებობის პირებთან, მიმოწერები საზღვარგარეთის სახელმწიფოების მეფეებთან, ელჩებთან, სხვადასხვა რანგის პასუხისმგებელ მოხელეებთან. დასახელებული წყაროები ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა Dდა თელავის გ. ჩუბინიშვილის სახელობის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ერეკლე II-ის მეფობის გარკვეული პერიოდი, ვიდრე XVIII საუკუნის 50-იანი წლების შუახნებამდე საინტერესოდ აქვს აღწერილი პაპუნა ორბელიანს თავის ნაშრომში – „ამბავნი ქართლისანი“ (41), რომელიც ძვირფას ცნობებს გვაწვდის აღნიშნულ პერიოდში ერეკლე მეფის მრავალხრივი მოღვაწეობის შესახებ.

ერეკლე მეფის მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყაროა ომან ხერხეულიძის თხზულება – „მეფობა ირაკლი მეორისა“ (47). თხზულების ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1722-1787 წლები. ავტორის ძირითად მიზანს წარმოადგენს ერეკლე II-ის მოღვაწეობის შეფასება, რაც, თავის მხრივ, უშუალოდ არის დაკავშირებული აღნიშნული პერიოდის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სოციალური ისტორიის გადმოცემასთან. დასახელებული პირველწყაროს ერთ-ერთ ღირსებად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ო. ხერხეულიძე მის მიერ აღწერილი ისტორიული მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი და თანამედროვეა.

პირველწყაროებიდან საყურადღებოა დავით, ბაგრატ (27) და თეიმურაზ (29) ბატონიშვილების ნაშრომები, აგრეთვე იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (30) და «სჯულდება» (31), ასევე ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომები (33-35).

ერეკლე II-ის მოღვაწეობის რუსული წყაროები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი მკვლევარების (ვ. მაჭარაძე, ი. ცინცაძე, გ. პაიჭაძე და სხვები) მიერაა გამოცემული სათანადო კომენტარებით, უმთავრესად პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო საკითხებით არის წარმოდგენილი. მათგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ა. ცაგარელის „სიგელების“ I და II ტომი (51), მათში უამრავი ხასიათის ცნობებია მოტანილი, რომელთა კომპლექსური შესწავლა-გაანალიზების შემდეგ ერეკლე II-ის მრავალმხრივი მოღვაწეობა უფრო თვალსაჩინოდ იკვეთება. Eერეკლე მეფის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ მნიშვნელოვანი მასალებია დაცული რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული, საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფო საბჭოს არქივებსა და ფონდებში, რომელთა უდიდესი რაოდენობა აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე მკვლევარებმა, დიდი ხანია, შემოიტანეს სამეცნიერო ბრუნვაში.

ერეკლე II-ის მიერ გატარებული სამხედრო-ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, გადმოცემულია ი. დოლიძის ნაშრომში ,,ქართული სამართლის ძეგლები» (38).

კავკასიისა და კერძოდ, ქართლ-კახეთის ახალი ისტორიისათვის მასალები რამდენიმე წიგნად გამოსცა პ. ბუტკოვმა (49). პირველწყაროსOთვალსაზრისით, ინტერესს იწვევს ქართველი მეფეების რუსეთის ხელმწიფეებთან მიმოწერა, რომელიც რუსულ ენაზეა გამოცემული (50).

ქართველი მეფის – ერეკლე II-ის მოღვაწეობასა და წარმატებებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს რუსეთის იმპერია, რომლის დადასტურებაა XVIII ს-ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი საბუთები. გამოქვეყნებული ცნობები ერეკლე II-ის შესახებ გამოცემული აქვს პროფესორ ი. ცინცაძეს (45).

დასავლეთ ევროპული წყაროებიდან ყურადღებას იპყრობს გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის გიულდენშტედტის მიერ მოტანილი მეტად საინტერესო ცნობები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის სამეფოსა და, კერძოდ, ერეკლე II-ის მოღვაწეობის შესახებ (36,37).

ფრანგული წყაროებიდან საინტერესოა კაპიტან დე გრაი დე ფუასა და ფრანგი კომერსანტის პეისონელის ცნობები, რომლებიც, გერმანული მასალების მსგავსად თარგმნილია ქართულად (39).

ევროპული ცნობები ერეკლე II-ის შესახებ გამოაქვეყნა ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა დ. შველიძემ, რომელშიც სათანადო კომენტარებით მოცემულია ძირითადად „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ კონსტანტინოპოლიდან, სმირნადან, ვენეციიდან მიღებული ცნობები. ამათგან თავისი მნიშვნელობით ყურადღებას იპყრობს შვედი ოფიცრის გუსტავ Fფერდინანდ გილლენრამის მიერ შეკრებილი ინფორმაციები (132).

ოსმალური წყაროებიდან ერეკლე მეფის მოღვაწეობის შესასწავლად მნიშვნელოვანია თურქულიდან ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები (44).

ერეკლე II-ის სამხედრო პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია სომეხი ისტორიკოსების იოსებ ემინის, ლეოსა და აბრაამ ერევანცის ნაშრომებში.

ჩვენს მიერ დასახელებულ სხვადასხვა ჯგუფში კლასიფიცირებული წყაროები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან განსხვავდება თავიანთი სანდოობით, შინაარსით და მოცულობით.

წყაროებს განეკუთვნება აგრეთვე რუსული და ევროპის ქვეყნების პრესაში გამოქვეყნებული წერილები ერეკლე II-ის მოღვაწეობაზე, ამა თუ იმ კუთხით, ხალხური თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები.

ისტორიოგრაფია – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერეკლე II-ის მოღვაწეობა მეტად მრავალმხრივია. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის შემდეგ ერთ-ერთი პოპულარული პიროვნებაა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფო მოღვაწისა და სახელოვანი მხედართმთავრის ცხოვრებას უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა, ნარკვევი და სხვადასხვა ხასიათის ნაშრომი მიეძღვნა. მათი საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატება. ჩვენი მიზანი არ არის მათი სრული ანალიზი. ჩვენს მთავარ ამოცანას ერეკლე მეფის სამხედრო ხელოვნების შესწავლა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უპირატესად იმ ნაშრომებს დაეთმობა ყურადღება, რომელშიც მისი სამხედრო-რეფორმატორული მოღვაწეობა, სამეფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, სამხედრო-დიპლომატიური საქმიანობა და, რაც მთავარია, მის მიერ ჩატარებული ბრძოლები, სამხედრო სტრატეგია და ტაქტიკაა აღწერილი.

მართალია, საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ომებისა და განუწყვეტელი ბრძოლების ისტორიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ შექმნილა სრულყოფილი სამხედრო ისტორია, მითუმეტეს, საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია. თუმცა ამ თვალსაზრისით რამდენიმე საყურადღებო ნაშრომი მოგვეპოვება.

ერეკლე II-ის სამხედრო ხელოვნებას შეეხო სამხედრო მეცნიერების დოქტორი გენერალ-ლეიტენანტი, აკადემიკოსი ი. ჯორჯაძე (148), თუმცა მას სპეციალურად, დაწვრილებით არ შეუსწავლია მეფის მიერ გადახდილი ბრძოლები. ერეკლე მეფის ბრძოლების შედარებით ვრცელი ანალიზი, მისი სამხედრო სტრატეგია და ტაქტიკა აღწერილი აქვს ა. გორგაძეს (69), რომელიც ერეკლე II-ს მსოფლიოს გენიალურ მხედართმთავართა კუთხით წარმოგვიდგენს და ხაზგასმით აღნიშნავს მის წვლილს ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარებაში.

ცალკეული ბრძოლების ანალიზის საფუძველზე ერეკლე მეფის სამხედრო ხელოვნების შესახებ საყურადღებო მოსაზრებებია გამოთქმული გენერალ-მაიორ ი. შაიშმელაშვილის ნაშრომში (130).

ერეკლე II იყო თავის დროის დიდი სარდალი და სამხედრო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რამდენიმე ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მკვლევარებმა სპეციალური ნაშრომები მიუძღვნეს ერეკლე მეფის მიერ გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მოექცა ასპინძის ბრძოლა, რომელიც ჩვენს მკვლევარ-მეცნიერებს უმთავრესად სამხედრო ისტორიის კუთხით აქვთ გაშუქებული. აღსანიშნავია ვ. მაჭარაძის (98), გ. ქიქოძის (125), ზ. ჭიჭინაძის (140) და ს. ხოსიტაშვილის (141) ნაშრომები. დასახელებულ ლიტერატურაში სამხედრო ხელოვნების რამდენიმე ფაქტორზეა საუბარი, თუმცა მათ ჯეროვანი შეფასებები არა აქვთ მიცემული. ამ შრომებში, მათი ავტორები ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ ერთსულოვნად უსვამენ ხაზს ერეკლე II-ის მაღალ მხედართმთავრულ ნიჭს, მის საბრძოლო შემართებას და პირად მამაცობას.

ერეკლე II-ის მიერ ბრწყინვალე გამარჯვებით ჩატარებული მჭადიჯვრის, ყვარლისა და ასპინძის ბრძოლების მოკლე აღწერა მოცემულია ავტორთა კოლექტივის მიერ გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოში „სამხედრო სწავლება“ (54).

ასპინძის ბრძოლას ძალზე დიდი რეზონანსი ჰქონდა არა მარტო ერეკლე მეფის თანამედროვეთა შორის, არამედ მომდევნო ეპოქაშიც. სამხედრო თვალსაზრისით, ამ სამხედრო ოპერაციას არა მხოლოდ ისტორიკოსებმა მიაპყრეს ყურადღება, არამედ მწერლებმაც. მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ი. გოგებაშვილმა პირველწყაროებისა და სათანადო ლიტერატურის შესწავლით, ასპინძის ბრძოლას ნაშრომი მიუძღვნა (67), სადაც საომარ მოქმედებათა დაწყების მიზეზები, მისი დინამიკა საინტერესოდაა გაშუქებული. ამავე საკითხს ეხება რ. ერისთავის ნაშრომი (74). ასპინძის ომის ორას წლისათვს მიეძღვნა სამეცნიერო სესია, რომელიც ი. ჯავახიშვილის სახ. ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის თაოსნობით 1970 წლის 20 მაისს ჩატარდა ასპინძაში. ამ სესიის მასალები თეზისების სახით დაიბეჭდა (56).

ასპინძის ომზე, ომში მონაწილე გლეხებისა და ცალკეული პირების საბრძოლო გმირობის შესახებ, წერილები დაიბეჭდა გაზ. „ივერიასა“ და „დროებაში“ (62, 63, 79, 107, 137).

ასპინძის ბრძოლის შესახებ საგაზეთო და საჟურნალო სტატიები გამოქვეყნდა XIX-XX საუკუნეების ქართულ პრესაში (96, 99, 137, 144).

ასპინძის ცნობილ ბრძოლას მრავალი ლექსი და ფოლკლორი მიეძღვნა, რომელიც თავის დროზე პრესაში გამოქვეყნდა (95).

ერეკლე მეფის სარდლობით ჩატარებული და გამარჯვებით დამთავრებულ სხვა ბრძოლებზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სპეციალურად მიძღვნილი ერთიანი ნაშრომები არ არსებობს. ყვარლის ციხისათვის ბრძოლას ნაშრომი მიუძღვნა თ. პეტრიაშვილმა (110). მასში, პირველწყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, თანმიმდევრულადაა აღწერილი ყვარლის ცნობილი ბრძოლა, რაც გარკვეულწილად ავსებს ჩვენს ისტორიოგრაფიაში არსებულ ხარვეზს. აღსანიშნავია, რომ ერეკლე II-ის სამხედრო მოღვაწეობასა და მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებს ზოგიერთმა ავტორმა სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა (69, 88, 89, 141).

ერეკლე მეფის ნაყოფიერი სამხედრო მოღვაწეობიდან დიდად საყურადღებოა ქართული არტილერიის შექმნაზე ზრუნვა, რასაც, პრაქტიკული თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ქონდა თავდაცვისუნარიანობისათვის. ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში თოფ-ზარბაზნებისა და საბრძოლო მასალების წარმოების საკითხს თავის დისერტაციაში შეეხო პოლკოვნიკი მ. გოგიტიძე (68).

აღმოსავლეთ საქართველოში საარტილერიო წარმოების განვითარებას სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მკვლევარმა ა. კლიმიაშვილმა (87). ამავე საკითხს საჟურნალო სტატიები მიუძღვნეს პ. ღვინაძემ (128) და ვ. მაჭარაძემ (99).

ომებისა და ბრძოლების წარმატებით საწარმოებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფორტიფიკაციო ნაგებობებს და მათ სისტემებს. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ცნობილი მეცნიერის პ. ზაქარაიას ნაშრომები (75).

ერეკლე მეფე არა მარტო სახელმწიფო მოღვაწე და ბრწყინვალე სარდალი იყო, არამედ შესანიშნავი დიპლომატიც. მისი მეფობის ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოდან რამდენიმე ელჩობა გაიგზავნა რუსეთში, რაც სპეციალურად შეისწავლა პროფესორმა ი. ცინცაძემ (135,136).

XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს (პირველ რიგში, ქართლ-კახეთის სამეფოს) ურთიერთობის პრობლემა Gღრმად და საფუძვლიანად შეისწავლა პროფესორმა ვალერიან მაჭარაძემ, რომლის ნაშრომებში (100, 101, ) თითქმის ყველა საკითხი სრულფასოვნად, მაღალ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი.

XVIII საუკუნის პერიოდის ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიის საკითხები განხილული აქვს პროფესორებს გ. პაიჭაძეს (109) და ი. ტაბაღუას (117).

რუსეთ-ამიერკავკასიის საგარეო ურთიერთობის საკითხები განხილული აქვს ო. მარკოვას (164).

ერეკლე II-ის სამხედრო-რეფორმატორული მოღვაწეობა, მის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი ბრძოლები, სახელმწიფო, პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობა სათანადოდაა გაშუქებული საქართველოს ისტორიის ნარკვევების IV ტომში (112). ერეკლე მეფის მრავალმხრივი მოღვაწეობის საკითხები აისახა როგორც ცალკეულ, ისე ავტორთა ჯგუფების მიერ გამოცემულ საქართველოს ისტორიის განმაზოგადებელ ნაშრომებში (57).

როგორც წინა საუკუნეებში, ისე XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ჯარის საბრძოლო გაწვრთნისა და მისი გამძლეობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლაშქარ-ნადირობა, რომელმაც მუდმივი ჯარის ნაირსახეობის-მორიგე ჯარის შექმნის გამო თავის ძირითადი ფუნქცია დაკარგა. ეს საკითხები განხილულია ქ. ჩხატარაიშვილის ნაშრომში (132).

XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის საკითხები განხილულია ე. ტარტარაშვილის ნაშრომში (119).

ს. ქვარიანის წიგნში (124) ყურადღება უმთავრესად გადატანილია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და მისი მთავრობის პოლიტიკაზე საქართველოში, აქცენტი გაკეთებულია 1783 წლის ტრაქტატზე, რუსული მართვა-გამგეობის დამყარებასა და რუსი ჩინოვნიკების თვითნებობაზე.

3 თავი I. ერეკლე მეორის სამხედრო - რეფორმატორული მოღვაწეობა.

▲ზევით დაბრუნება


3.1 1.1. სამხედრო-ადმინისტრაციული რეფორმები.

▲ზევით დაბრუნება


XVIII ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს ავტორიტეტი მეტად გაზარდა ირანისა და რუსეთის ოფიციალურმა აღიარებამ. სახელმწიფოში დროებითმა წესრიგმა გააფართოვა ვაჭრობა, ხელოსნობა და მსუბუქი მრეწველობაც. განახლდა ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობათა მშენებლობა (112).

თუმცა, ჯერ კიდევ აღნიშნული საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, ერეკლე მეფე და მის გარშემო მყოფი მოღვაწეები კარგად ხედავდნენ, რომ საქართველოს ფეოდალური მმართველობა ჩამორჩენილი იყო და ახალი დროის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომ ერეკლე II და მისი მომხრენი იძულებული გახდნენ, განეხორციელებინათ რიგი რეფორმები, რომლებიც გამოასწორებდა სახელმწიფოს იმდროინდელ სავალალო მდგომარეობას, გარდაქმნიდა სამოხელეო მართვის აპარატს, განამტკიცებდა მეფის ხელისუფლებას და განავითარებდა ეკონომიკას.

ძველი მმართველობის გარდაქმნისა და მეფის ხელისუფლების გაძლიერებისკენ მიმართულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა 1743 წელს არაგვისა და 1778 წელს ქსნის საერისთაოების გაუქმება, რომელთა მოსახლეობა უშუალოდ მეფის მოხელეს, მოურავს დაექვემდებარა (112, 529). ცენტრალური მმართველობის განმტკიცების მიზანს ემსახურებოდა ასევე ქართლ-კახეთის განაპირა მხარეების გამგებლობაში მომხდარი ცვლილებები. კერძოდ, 1755 წელს ერეკლემ „ყაზახში ხანობა გააუქმა და ეს ქვეყანა სამოურავოდ აქცია, ხოლო 1765 წლისათვის ბორჩალო-ბაიდარსაც მეფის მოურავები განაგებდნენ“ (83, 183). აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის გადმოცემით, ზოგიერთი სათავადოს მოშლა, ზოგის შემცირება, საგლეხო კანონები, მყრელობა, სახელმწიფო მმართველობის დარგობრივი დანაწილება (სამხედრო, საგარეო საქმეთა, სასამართლო, მეცნიერების განვითარება) ჩამორჩენილ ფეოდალურ-თავადურ სახელმწიფო წყობას ვეღარ ეგუებოდა და პირობებს ამზადებდა იმ პოლიტიკური ნახტომისათვის, რომელსაც შეეძლო საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობა გაქრობისაგან გადაერჩინა (60, 137). ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმებიდან ქართლ-კახეთის სახელმწიფოს წინაშე მწვავედ იდგა მუდმივი ჯარის შექმნის პრობლემა. სამეფო კარზე მყოფი ქართველი მოღვაწეები კარგად ხედავდნენ, რომ იმ დროის საქართველოში ასეთი ჯარის შექმნა შეუძლებელი იყო, რადგან მეფეს არ გააჩნდა ჯარის საჭირო ამუნიციით მომარაგების საშუალება, არც თავადები მისცემდნენ მეფეს თავიანთ ყმებს ასეთი ლაშქრისათვის.

როგორც ცნობილია, 1762 წლის 29 ივნისს მეფე ერეკლე II-მ მამის, თეიმურაზ II-ის რუსეთში გარდაცვალების შემდეგ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა, რამაც აღმოსავლეთ საქართველოს საერთო პოლიტიკური ინტერესების ქვეშ გაერთიანება განაპირობა. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის უკეთესად წარმართვისათვის, სადაც მნიშვნელოვან როლს მეფის მიერ გატარებული სამხედრო-ადმინისტრაციული ღონისძიებები განსაზღვრავდა. ამ ღონისძიებებზე სრული წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გავაანალიზოთ იმ პერიოდში არსებული სადროშოებისა და მათი სარდლების ფუნქცია-მოვალეობანი, რასაც გარკვეულწილად თანამედროვე პირობებშიც არ დაუკარგავს აქტუალობა და მნიშვნელობა.

სადროშო თავისებური სამხედრო-ტერიტორიული ერთეული იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო ერთ მთლიან ფეოდალურ მონარქიას წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველო დაყოფილი იქნა ოთხ სადროშოდ. Aმის შესახებ იგი ასე გადმოგვცემს: „ხოლო წესთა ამათთა იყო ყოველი ივერია ანუ გიორგია ოთხ სადროშოთ განყოფილი, რამეთუ წინამბრძოლნი იყუნენ თორელნი, ციხისჯვარელნი და ახალციხელნი, და მიმყოლნი მათნი სრულიად მესხნი და კლარჯნი, და სომხითისა, რომელნი ეპყრათ; ხოლო მემარჯვნე მიმსულელ-მცემელნი სრულიად ლიხთიქითი აფხაზ-ჯიქითურთ; მემარცხენეთ მიმსულელ-მცემელნი სრულიად ჰერ-კახნი. ხოლო მეფისა და ადამის მპყრობელნი ქართველნი და რომელნი როქით სპანი ეპყრნეს მეფესა“ (35, 22).

როგორც ვხედავთ, ასეთ დაყოფას საფუძვლად ედო თემობროვ-ტერიტორიული და სამხედრო-სტრატეგიული პრინციპები. სამხედრო წყობის ასეთ დაყოფას, ფეოდალური ურთიერთობის პირობებში, სახელმწიფოს თავდაცვისათვის უთუოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სადროშო იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით, რასაც გარკვეული უპირატესობა გააჩნდა. ტერიტორიის მოსახლენი ერთმანეთს იცნობდნენ, ადგილმდებარეობის რელიეფი და ბუნება კარგად ჰქონდათ შესწავლილი, ციხე-სიმაგრეთა განლაგება უკეთ იცოდნენ. გარდა ამისა, მათ ნათესაური თუ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდათ. რაც მთავარია, ზემოთ მოყვანილი ყველა ასპექტი განაპირობებდა სახელმწიფოს თავდაცვისა თუ სხვა საჭირო შემთხვევისათვის ჯარის სასწრაფოდ მობილიზებას.

როდესაც ერთიანი საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, სახელმწიფოებრივი წყობა ძველი წესზე დარჩა. სამხედრო ორგანიზაციაც ამ წესის თავისებურ მიმსგავსებას წარმოადგენდა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სადროშო სამხედრო ტერიტორიული ერთეული იყო, რომელიც სრულიად გარკვეული პრინციპების საფუძველზე გამოიყოფოდა. ქართლის სამეფოში შედიოდა 4 სადროშო: I – ზემო ქართლის, სარდალი ამილახვარი; II – მუხრან-ბატონის სადროშო, სადაც შედიოდა სამუხრანბატონო, ქსნისა და არაგვის საერისთაო; III – მეწინავე სადროშო, სარდალი ორბელიანი, რომელშიც შედიოდა ქვემო ქართლში მდებარე სომხით საბარათიანოს სათავადოები; IV – მეფის სადროშო, სარდლები მეტწილად ყოფილან ციციშვილები, სადაც შედიოდა ქართლის ნაწილი და მცხეთის ეკლესიის ქვესადროშო (86, 179). ეს პრინციპები არც გვიან ფეოდალურ საქართველოში შეცვლილა, მხოლოდ ერეკლე II-ის მეფობის ხანაში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა. როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, ამ პერიოდისათვის არსებობდა ქვემო ქართლის (სომხით-საბარათიანო) – მეწინავე, ზემო ქართლის – მემარჯვენე, კახეთისა – მემარცხენე და თვით მეფის სადროშო – ცენტრალური (სამუხრანბატონო, ქსნისა და არაგვის საერისთავო).

სომხით-საბარათიანო ქართლის სამეფოს სამხრეთით მდებარეობდა, რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით, თბილისში სამხრეთიდან შემოსასვლელ გზებს კეტავდა. თუ ეს გზები დაკეტილი არ იქნებოდა, მაშინ ოსმალეთსა და სპარსეთს შეეძლოთ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს შუაგულში შემოჭრილიყვნენ, რომლის მაგალითები მრავლადაა ისტორიაში. ამიტომ ზემოხსენებული ადმინისტრაციული ერთეული მეწინავე სადროშოდ იწოდებოდა. მას ძირითადად პირველი დარტყმების მიღება და მოგერიება უხდებოდა. ამ სადროშოს ტერიტორიაზე არსებული ციხე-სიმაგრეების საინჟინრო მოწყობა და საბრძოლო მზადყოფნისათვის მომზადება უთუოდ სადროშოს სარდლის ზედამხედველობის ფუნქციაში შედიოდა. მართალია, იგი ამ ტერიტორიის მხოლოდ მოხელე იყო და სათავადოს ფაქტიურ მფლობელად თავადი ითვლებოდა, მაგრამ სარდალს ცენტრალური ხელისუფლების მიერ უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული და ჯარის მობილიზაციაზე, მომზადებაზე პასუხს აგებდა (66, 390-391).

თუკი ზემო ქართლის სადროშოს განვიხილავთ ოთხ სადროშოთა შორის, ის ერთ-ერთი მთავარი სადროშაო იყო. იგი ორ მთავარ მაგისტრალს მეთვალყურეობდა: I – სამხრეთ-დასავლეთიდან ბორჯომის ხეობის, II – ლიხთ-იმერეთიდან მომავალი გზებს. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ვარძია-თმოგვი-ხერთვისი-სურამი-გორი-სხვილო ერთ მთლიან მაგისტრალს ქმნიდა.

დასახელებული ციხეები გარკვეულ სამხედრო სტრატეგიულ სიმაგრეებს წარმოადგენდნენ. ქართველები ცდილობდნენ, მუდამ მზადყოფნაში ჰქონოდათ ეს სიმაგრეები. როცა ქართველები ახალციხის მხარეს კარგავდნენ, კიდევ უფრო მწვავედ დგებოდა ქართლის ციხე-სიმაგრეების მოვლა-შენახვის საკითხი. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ერეკლე მეფის „ანდერძიდან“ ერთი დეტალი: „ციხებისაც ასე დაგვიწერია: ქალაქის თბილისის ციხეები, გორის ციხე, სურამის ციხე, წირქოლის ციხე, ბოჭორმის ციხე და გრემის ციხე, რომ ამ ციხეების ნარიყალის ციხეებიცა აქვს და ნარიყალები ცოტას კაცით შეინახება. ამ შვიდ ალაგას ნარიყალებში საერთოდ კაცნი უნდა ეყენოსო, რა ერთიც მოუნდესთ მცველად და სხვა ციხეები და გალავნები, რომ დიდრონი არიან, ქართლში, თუ კახეთში, ისინი ცოტას კაცით ხომ არ შეინახება, ის სათემო არის“ (40, 205).

მეფე მითითებებს აძლევდა სადროშოთა სარდლებს, რათა თავიანთი ძალები ისე გაენაწილებინათ, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულება მცირე დანაკარგებით ყოფილიყო შესაძლებელი. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ავტორთა მიერ სადროშოთა სარდლების უფლება-მოვალეობების შესახებ მოტანილი პუნქტებითა და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში შესწავლილი მასალებიდან. სადროშოს უფროსი დიდი ხელისუფალი იყო და, ლაშქრობის გარდა, იგი სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მოწესრიგებაშიც მონაწილეობდა. ბრძოლის ველზე გამოყვანილი ჯარის ნაწილს ის თავადი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ მებრძოლთა უშუალო ბატონი იყო. საბრძოლო წყობაში რაზმის ადგილი სარდლის მიერ იყო განსაზღვრული შექმნილი ვითარებისა და შესასრულებელი ამოცანებიდან გამომდინარე.

პაპუნა ორბელიანს აღწერილი აქვს 1749 წლის ერევნის ბრძოლა, სადაც ერეკლე და თეიმურაზი ერევნის ხანს ეხმარებოდნენ. აქ მოცემულია სადროშოების მეთაურთა დასახელება ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, რომელიც მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯარის მართვაში. „განაწყვეს ჯარი ქართველთ და კახთ, ოთხს დროშად, მეწინავედ ორბელიანი, რევაზ სარდალი საბარათაშვილოს ჯარით და თათრის ქართლის ელით, ქისიყის მოურავი თამაზ ქისიყის ჯარით. . .მემარჯვნედ ამილახორი ამირინდო ზემო ქართლის ჯარით და ვინა მემარჯვენე ჯარი იყო კახის ბატონისა და ყაზახის ჯარსაც ამათთან უბრძანეს მისვლა, მემარცხვნედ მუხრანის ბატონი, სახლთხუცესი კოსტანტინე. . .მეფე ერეკლე ხან ერთს დროშაზე მიბრძანდის ხან მეორეს დროშაზე, ჯარებს არიგებდის, აძლიერებდის. . .“(41, 421).

XVIII საუკუნის II ნახევარში, ქართლში ერეკლე II ცდილობდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სამოურაოების ერთიან სისტემაზე აეგო და ამით შეესუსტებინა სათავადოების როლი ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ამას, რა თქმა უნდა, კახეთში გატარებული ღონისძიების გამოცდილების გათვალისწინებით აკეთებდა (58, 226. 116, 402.). კახეთი დაყოფილ იქნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად – სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხადა, არამედ ეპისკოპოსებს (58, 208). მოგვიანებით კახეთის სადროშოს გამგებლებად ძირითადად მოურავები გვევლინებიან. მაგ: ბოდბის სადროშოზე ქიზიყის მოურავი აგებდა პასუხს, ნეკრესელის სასარდლოში – ენისელის მოურავი, რუსთაველის სასარდლოში – მარტყოფის მოურავი (92, 46). მოურავს პირველ რიგში ევალებოდა სისტემატიურად დაეცვა წესრიგი მოსახლეობაში, მეფის, ფეოდალისა თუ ეკლესია-მონასტრების მამულების მოვლა-პატრონობა, სამეურნეო საქმის გაძღოლა. ამ კუთხით ის სახლთუხუცესს ემორჩილებოდა (92, 42). მოურავი ადგლობრივი ადმინისტრაციის მოხელე იყო. სამხედრო ხაზით მხოლოდ სადროშოს სარდალს ექვემდებარებოდა და სამხედრო ფუნქციების შესრულება ჰქონდა დაკისრებული. იგი პასუხს აგებდა მის საგამგებლოში მყოფი მებრძოლების აღჭურვაზე, მომზადებაზე და ბრძოლაში ხელმძღვანელობაზე (92, 46).

პაპუნა ორბელიანის მიერ აღწერილ თეიმურაზ II-სა და ერეკლე II_ის ბრძოლებში, სადროშოების სარდლებად ეპისკოპოსები კი არა, მოურავები გვევლინებიან. მიუხედავად ამისა, ეპისკოპოსებს მთლიანად მაინც არ დაუკარგავთ თავიანთი სამხედრო ფუნქციები. იურიდიულად ისინიც პასუხს აგებდნენ მოურავთან ერთად მეფის წინაშე სადროშოს გამგებლობაზე და ამ სადროშოდან ლაშქრის გამოყვანაზე. ამ ფაქტს ადასტურებს 1769 წლის ერთ-ერთი საბუთი, სადაც ერეკლე მეორე ნეკრესელ ეპისკოპოსს, ენისელთ მოურავსა და სხვა მოხელეებს აკისრებს პასუხისმგებლობას წესრიგის დაცვასა და ჯარის გამოყვანაზე (10, ფ. Ad-281). საისტორიო წყაროები ცხადყოფდნენ, რომ ქართლ-კახეთში სადროშოები წარმოადგენდნენ არა მარტო სასარდლო ერთეულებს, არამედ ერთგვარ ადმინისტრაციულ პუნქტებს სახელმწიფოში. ხალხის აღწერა, რაც მიზნად ისახავდა მოლაშქრეთა და სახელმწიფო გადასახადების გადამხდელთა სიის დადგენას, წარმოებდა სადროშოების მიხედვით (121, 13). სახელმწიფოს ამგვარ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა აადვილებდა ხელმძღვანელ პირთა მიერ ხელქვეითთა მართვას, სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარებას და, რა თქმა უნდა, მებრძოლთა მობილიზაციას საჭიროების შემთხვევაში.

ყველა სადროშოს თავისი ნიშანი ჰქონდა. ეს ნიშანი იყო დროშა სხვადასხვა სიმბოლოებით. სულხან-საბა ორბელიანს მისი მნიშვნელობა შემდეგნაირად აქვს განმარტებული: „მწყობრთა ნიშანი, ფერად-ფერადი, გუნდთა და გუნდთა საცნობელი“ (108, 102). ამ ცნობის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ სხვადასხვა სადროშოს სხვადასხვა ფერის დროშა და გამოსახულებები ჰქონდა. თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითს სამხედრო თვალსაზრისით განვიხილავთ, სავარაუდოა, რომ დროშა წარმოადგენდა არა მარტო სადროშოს აღმნიშვნელ სიმბოლოს, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯარების მართვისა და ურთიერთმოქმედების განხორციელების საქმეში როგორც სასიგნალო საშუალება. მაგ: დროშით სხვადასხვა მოძრაობის გაკეთება შეიძლება ნიშანი იყო რაიმე მოქმედების დასაწყისისა.

აღმოსავლეთ საქართველოს სადროშოების შემადგენლობაში შედიოდა საეკლესიო ლაშქარი, რომელიც ექვემდებარებოდა სარდალს, ხოლო ის თავის მხრივ – კათალიკოსს. იგი ხელს უწყობდა იმდროინდელი ლაშქრის გაძლიერებას. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ სვეტიცხოვლის ეკლესიას ოდითგანვე ჰყოლია თავისი ლაშქარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში. მის ნათელი დადასტურებაა ერეკლე მეფის მიერ გამოცემული ერთ-ერთი დოკუმენტი. იგი ბრძანების წიგნის სახითაა შემონახული, სადაც წერია: „რადგან ძველათ ნეტარხსენებულის ჩვენის ჩამომავლობისაგან სვეტიცხოვლის ყმისა ასე განწესება ყოფილა, რომ რაც სვეტიცხივლის ყმა ქართლს, იმერეთს, კახეთს, საათაბაგოს, სომხეთს თუ საცა იყოს, მის უწმინდესობას კათალიკოზს უნდა ახლდეს და თავის ყმით ჩვენს დროშაზე ბრძანდებოდეს. ჩვენც ასე განგვიწესებია, რაც კახეთში სოფელი, სვეტიცხოვლის ყმა არის, იმათი ჯარი მის უწმინდესობას ჩვენს ძმას კათალიკოზს ანტონის ეახლებოდნენ და თავისი ჯარით ჩვენს დროშაზე ბრძანდებოდეს და თუ მათი უწმინდესობა იმ ჯარში არ ბრძანდებოდეს, რომელიც მათი სარდალი არის, მათი ყმა ყოველივე იმას ებაროს, ჩვენს დროშაზე იმყოფებოდნენ და ჩვენის ბრძანებით ყოველსავე მათს საქმეს შოშია სარდალი არიგებდეს, სხვას ხელი ნურავისა აქვს“ (1, 226).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართლ-კახეთის საეკლესიო ლაშქარს სარდალი ჰყოლია, რომელიც მეფისა და კათალიკოსის ბრძანების მიხედვით ინიშნებოდა. 1766 წელს ერეკლე მეფის მიერ გაცემული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ გაბრიელ სარდლის ნაცვლად შოშია გედევანიშვილი დაუნიშნავს (2, 226, №420). ა. კლიმიაშვილი სტატიაში „საეკლესიო ლაშქრის საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში“, ეხება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის საეკლესიო ლაშქარს და მის დანიშნულებას (86, 109-112). გარდა იმისა, რომ საეკლესიო ლაშქარი მეფის ბრძანებაზე საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ღებულობდა, მას სხვა ფუნქცია-მოვალეობებიც ეკისრა, რომელშიც შედიოდა მცხეთის, მისი მიმდებარე ტერიტორიების, ხიდების, ციხე-კოშკების დაცვა. სარდალი, გარდა ზემოხსენებულისა, პასუხს აგებდა ბაჟის აღებაზე, ქარავნების მშვიდობიან მიმოსვლაზე, მცხეთის ციხე-გალავნების შეკეთებაზე. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ერეკლე მეორის მიერ შოშია გედევანიშვილისთვის მიცემული საბუთი: „ჩვენი ბრძანება არის გედევანიშვილთ სარდალო შოშიავ და გოგიავ: მერმე რადგან ძველთაგან მცხეთის ხიდზედ კაცის მდგომარეობა და შენახვა თქვენი ყოფილა, ახლა ჩვენც თქვენთვის გვიბოძებია ამგვარად, რომ მცხეთის ხიდი და კოშკი კარგად და რიგიანად შეანახვინოთ. თქვენის ბრძანებით და ჩვენის ძმის კათალიკოსის ბრძანებით წრეულობით აღდგომელა დაგვიყენებია, რაც ხიდის განწესება არის ბაჟი, ამისი სია და ოქმიც გვიბოძებია. რაგვარადაც თქვენთვის ოქმში ეწეროს და სიაში, იმგვარად უნდა აიღოთ ხოლმე ბაჟი. სვეტიცხოველზედაც შემწე უნდა იყვნეთ და შემატებას ეცადნოთ“ (2. 226). როგორც ჩვენს მიერ მოყვანილი საბუთებიდან ჩანს, გარდა ოთხი სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულისა ე.ი. სადროშოსი, ქართლში იყო მცხეთის ეკლესიის სასარდლო ერთეულიც, რომლის სათავეში იდგა მეფისა და კათალიკოსის მიერ დანიშნული სარდალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, სხვა სადროშოებისაგან განსხვავებით, იგი ცალკეულ სადროშოს არ შეადგენდა, რადგანაც მცხეთის ეკლესიას ყმები არსებული სამეფოს ყველა კუთხეში ჰყავდა. ვინაიდან საეკლესიო ლაშქრის მებრძოლები სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობდნენ. ისინი, გარდა თავისი ფუნქციონალური მოვალეობისა, საბრძოლო მოქმედებებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას, ძირითადად, თავდაცვით ბრძოლებში.

1754-1755 წლებში, ნურსალ-ბეგის დამარცხების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ლეკთა მცირე შემოსევები. დიდი რაოდენობით თავმოყრილი ლაშქრის შენახვას მეფეები თეიმურაზი და ერეკლე ვერ უზრუნველყოფდნენ, ამიტომ ლეკთა მცირე შემოსევების აღკვეთის მიზნით მათ ჩამოაყალიბეს ქართლ-კახეთის ათასკაციანი ლაშქარი (41, 461). ეს იყო პირველი მცდელობა დაქირავებული ჯარის შექმნისა (დ. მ.). დაუნიშნეს ჯამაგირი და ასმეთაურები (უზბაშები): ამილახვრისშვილი ნიკოლოზ, ამირეჯიბი ზაზა, ციციშვილი რევაზ და ქართლის სხვა თავადიშვილები (43. 226). მათი ფუნქცია ნაწილობრივ შეესაბამებოდა დღევანდელი სწრაფი რეაგირების ძალების დანიშნულებას, ე.ი. თუ აღმოსავლეთ საქართველოს მტერი შემოესეოდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ დროულად აღეკვეთათ მოწინააღმდეგის მოქმედებები და შეექმნათ ხელსაყრელი პირობები მობილიზებული ლაშქრის ბრძოლაში ჩაბმისთვის.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, XVIII საუკუნის 60-იან წლებში და 70-იანი წლების დასაწყისში, რადგან სახელმწიფო ინტენსიურ შემოსევებს განიცდიდა და ზემოაღნიშნული ლაშქარი არ კმაროდა სამეფოს დასაცავად, ერეკლე II იძულებული იყო, გაეტარებინა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფდა ქვეყნის დაცვას მცირე დანაკარგებით. Eერთ-ერთი ასეთი ღონისძიებათაგანი იყო ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის ფორმების შემუშავება, რომელსაც მეფემ წარმატებით გაართვა თავი. ამის დამადასტურებელია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული დოკუმენტი (20, Hd. 13714), რომელიც ასევე მოცემულია პროფესორ ი. დოლიძის რედაქტორობით გამოცემულ ნაშრომში „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. II. იგი დაყოფილია პუნქტებად. თითოეულში ახალი-ახალი აზრია ჩადებული, რომლებიც დირექტივების (ბრძანებების) სახითაა გადმოცემული:

1. „ქ. როდესაც რომ მუხრანიდამ ყარაული მოვიდეს, ცხენიანი ჯარი წამოვიდაო, ყველანი გაფრთხილდნენ. თუ მხურვალეთში შევიდეს ლეკის ჯარი, როგორც გაჩენილი არის, მდევარი შეიყაროს, თავი და ბოლო მოუდრიკონ, ყარაულები გაგზავნონ, თავს დააყენონ, მდევარს დაუძახონ, მეჯვრისხევს შეიყარნენ; თუ თავს დასხმა ამჯობინონ, გზა შეუკრან, თუ წინ დახვედრა ამჯობინონ წინ დაუხვდნენ, რომელიც ამჯობინონ იმ გზით ეცადნენ მტრის პასუხის გაცემასა და გაყრასა“.

2. „ქ. თუ ცხენიანი ლეკის ჯარი იყოს, ერთმანეთს ნუ მოუცდიან, ყველანი სირბილით გამოიქცნენ; თუ ქვეითი ჯარი იყოს, სოფელი და სოფელი ერთად შეიყარნენ, დამრგვალდნენ და ისე მივიდნენ, სადაც სარქარდებმა (სარდლებმა) დაუძახონ“.

3. „ქ. ბელოთიდამ მოკიდებული საცხენისი, დიდი ვანათი, არბო, ქორდი, დიცი და პატარა ლიახვის გამოღმართი, გვერდის ძირი და ვაკე გორით, ბერშოეთამდის, რაც ამათ შუა სოფლებია, ესენი ერთ სამდევროდ უნდა იყვნენ შეპირებულნი“.

4. „ქ. თუ რომ დიდის ჯარის ამბავი მოვიდეს და სარქარდებმა დაუძახონ, ორსავ მხარის მდევარი უნდა საჩქაროდ სირბილით წამოვიდნენ. ცხენიანი სულ ჭენებით გამოიქცენ და ქვეითნი სოფელ და სოფელ შეიყარნენ, დამრგვალდენ და სადაც სარქარდებმა ამჯობინონ და დაუძახონ იქ მიცვივდნენ“.

5. „ქ. თუ სამაჩაბლოსაკენ გაჩნდეს ლეკის ჯარი, ან დიდის ლიახვის გაღმა სადმე, ამ დიდის ლიახვის მდევარი და პატარა ლიახვის გაღმართი მდევარი, რომელიც მდევრად მიგვიჩენია, საჩქაროდ გაცვივდნენ და, როგორც სარქარდებმა ამჯობინონ, ისე შეებნენ. თუ, რომ კიდევ მოუნდესთ მდევარი და სარქარდებმა დაუძახონ, გამოღმა მხრის მდევარიც წავიდეს და ღვთით პასუხი გასცენ“.

6. „ქ. თუ ქარელიდამ მდევარი დაიძახონ, მაშინვე ქ ცხილვანის ქვეით კაცი დიდის ლიახვისა, პატარა ლიახვისა გაღმართი კაცი და დირბის წყლის სოფლები ყველანი შეიყარნენ და გაცვივდნენ ცხენიანი და ქვეითი, ნურავინ დააკლდება“.

7. „ქ. ვინც დააკლდეს მდევარს, ასე გარდაჰხდესთ: თუ თავადის შვილი დააკლდეს, საჭაკოდ წაართვან შემძლებელს ხუთი მინალთულნი, ღარიბის სამი მინალთულნი“.

8. „ქ. თუ აზნაურიშვილი დააკლდეს საჭაკოდ წაართვან ერთი საკლავი, ერთი კოკა ღვინო და ოცი ჯოხი დაჰკრან ბეჭებში“.

9. „ქ. თუ შემძლებელი გლეხი კაცი დააკლდეს, ამავ აზნაურიშვილისავით გარდაჰხდეს და, თუ ღარიბი იყოს, ერთი კოკა ღვინო წაართვან და ორმოცი ჯოხი დაჰკრან“.

10. „ქ. თუ ამილახორი და ერისთავი ზემო ქართლში იყვნენ, იმათ უნდა შეიყარონ მდევარი და ისე იმდევრონ“.

11. „ქ. თუ ესენი არ იყვნენ, ყურალაღასმა გიორგიმ და მდივანბეგმა იასემ ქმნან“.

12. „ქ. თუ არც ესენი იყვნენ, აღაბაბამ და ან შალვამ, ბეჟან და ომანმა ქმნან და იმდევრონ“.

13. „ქ. რომელიც ერისთვისშვილი და ამილახვრისშვილი დაესწროს, მდევრობა გვიბრძანებია, ამათ შემოეყარნენ და როგორც ამჯობინონ, ისე მოიყვანონ, დიდად ბეჯითად იყვნენ ერისთვისშვილები და ამილახვრისშვილები მდევრობისა, რომ ეს მდევრობა ამათ აქვთ“.

14. „ქ. ეს მდევრობა რეხულას წყლიდამ მოკიდებული ალის წყლამდის და გორიდამ, სადამდისაც მოჰყვებოდნენ და ქარელიდამ, სადამდისაც მოჰყვებოდნენ უნდა იმდევრონ“.

15. „ქ. გაღმა მხრისა გარიგებულია, ოქმი გვიბოძებია და კარგადაც მდევრობენ, მადრიელიც ვართ და წყალობასაც დავმართებთ“.

16. „ქ. ეს იცოდეთ თავადიშვილებმაც, აზნაურიშვილებმაც, გლეხმაკაცმაც ამის უკეთეს ვერცარას ღმერთს აამებთ, ვერცარას ჩვენ გვაამებთ და ვერცარას ქვეყანას შემატებთ, რომ ქრისტეს მტერნი თქვენის ცოლისა და შვილის დასატყვევებლად დარბიან, ამათ პასუხი მისცეთ და ღვთის მოწყალებით დაჰხოცოთ და სირცხვილეულნი დააბრუნოთ“.

ეს იცოდეთ, რომელიც ჩვენგან საქმნელი საქმეა, პატრონყმობისა, მოვლისა, გარჯისა, წყალობისა და ჩემის ქვეყნისათვის თავის დადებისა, ღვთით არ დავზოგავთ.

თქვენ ასე ეცადენით და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერსა და მტკიცეს საქართველოს შეწევნას ვცდილობთ» (38, 426-428). მეფის ბეჭედზე შუაში წერია „ერეკლე“, ირგვლივ კი „ქნარს მიცემს დავითი მიხმობს, მხნეთ, კახეთის მეფედ ცხებულს“. ასეთია ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს იმდროინდელ მეფის მიერ გამოცემულ დირექტივად (ბრძანებად). ამ დოკუმენტის ერთი ადგილიდან ჩანს, მსგავსი შინაარსის ინსტრუქციები დაუგზავნია სხვა სადროშოებშიც. მართალია, აღნიშნულ საკითხს – მორიგე ჯარის შექმნას, ჩემზე გაცილებით ადრე შეეხო მკვლევარი ა. კლიმიაშვილი – „ზემო ქართლის მდევრობის განწესება 1772 წლისა“ (89. 91-95), სადაც გაანალიზებულია სმდევროების მნიშვნელობა, რაც მისი დამსახურებაა, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, ჩამოთვლილი პუნქტები საკვლევი თემის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაგვეშუქებინა. ირკვევა, რომ მეფე ერეკლემ თავისი სამეფო სამხედრო ოლქებად დაჰყო მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად. თითოეული სამხედრო ოლქი, თავის მხრივ, ცალკეულ სამოქმედო უბნებად, სამდევროდ იქნა დანაწილებული. მათ მითითებული ჰქონდათ თუ ვის, სად, რა, როდის და რა მიზნით უნდა გაეკეთებინა. ჩანს მეფე ოლქებად დაყოფის დროს ხელმძღვანელობდა ისეთი პრინციპით, რომელიც გამორიცხავდა ლეკთა მოულოდნელი თავდასხმების განხორციელებას ძირითადად სტრატეგიული მიმართულებებიდან. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებში ჩადებული მოქმედების პრინციპი: „ვინ, სად, რა, როდის და რა მიზნით“, ემთხვევა ქართულ ჯარში დღეს არსებული ოცეულის, ასეულის მეთაურის საბრძოლო ბრძანების მე-2 პუნქტს, რომელიც ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს განეკუთვნება (94, 8).

ჩვენს მიერ შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით და ანალიზის საფუძველზე შემუშავებული იქნა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემისა და შეტყობინბის ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა (იხ. სქემა №1, 151). ამიტომ ასეთი თანმიმდევრობით ხორციელდებოდა სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, რომელსაც ძველთაგანვე იყენებდნენ საქართველოში და ერეკლე II-ის თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად გარკვეულწილად სრულყოფილი სახე მიიღო. მეფეს ასევე ეყოლებოდა აგენტურული დაზვერვა, რომელსაც ელჩები, ვაჭრები და სპეციალურად შერჩეული პირები შეასრულებდნენ, რის შესახებაც კონკრეტული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. სქემაზე არ გამოვსახეთ, რადგან სამხედრო დაზვერვის სფეროს არ განეკუთვნება.Mმიღებული ინფორმაციის დამუშავება და შეტყობინება სათანადო პირებს ევალებოდათ. ისინი ერთმანეთს შიკრიკების (ყარაულის) საშუალებით ან სხვა დადგენილი სიგნალით აცნობებდნენ მოწინააღმდეგის ლაშქრის მოახლოებას და მოქმედების მიმართულებას, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდებოდა საბრძოლო მოქმედებებისათვის ღონისძიებების განსაზღვრა.

სამხედრო ოლქებში შემავალი სოფლები, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ცალკეულ უბნებად ანუ, როგორც ტექსტშია ნათქვამი, სამდევროებად ნაწილდებოდა. ეს შემთხვევითი სულაც არ იყო, რადგან ლეკთა გამუდმებულმა თავდასხმებმა ის გამოიწვია, რომ ,,მთელი საქართველოს ხალხი მდევრად გადაიქცა: მეფე, თავადნი, აზნაურნი და გლეხნი სულ მდევარში იყვნენ უნამეტნავესი დრო, ყოველ ცისმარე დღესა და ღამესა ამის მეტი ამბავი აღარა იყო რა მთელს საქართველოში, რომ ხან აქ და ხან იქ დაიძახებდნენ: მდევარიო! სოფელს მტერი დაეცა და მდევარი მიეშურებაო; აქედან ტყვე წაიყვანეს და მდევარი დაედევნაო; აქა და აქ მოუკლავთ და მდევარსაც მოუსწრიაო (კაცისა, დედაკაცისა და ყმაწვილის გაკითხვა აღარ იყო მტრისაგან, ვისაც კი მოასწრებდნენ, ზოგს ხოცავდნენ და ზოგს ტყვედ წაიყვანდნენ); ახალი მდევრიდგან მოსული ქართველი ხიზანს რომ გვერდით წამოუწვებოდა. . .ამ დროს დაიძახებდნენ, მდევარიო; ეს დაღლილ-დაწყვეტილი კაცი გაოგნებული წამოვარდებოდა და ცოლი გატენილს თოფსა ხელში აძლევდა ამ სიტყვებით: კაცო! რას გაოგნებულხარ, კიდევ მდევარს იძახიან, ჰა თოფი! . . . ქართველი დამშვიდებით ეტყოდა: კიდევ მდევარი, ამ ერთს კვირაში 7-ჯერ ვყოფილვარ მდევრად და ესეც მერვე იქნებაო» (145, 2-4). ზემოთ მოყვანილი მაგალითები დასტურია იმისა, თუ რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება ქართველებს.

სამდევროს მეთაურებს მეფისაგან განსაზღვრული ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ტაქტიკა (იხ. მუხლი 1), ე.ი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ერთი სამდევრო მოწინააღმდეგეს საშუალებას არ აძლევდა წინ წაწევისა, ხოლო მეორე, გარკვეული მანევრის შემდეგ, მტერს უკანდასახევ გზას უჭრიდა. ასეთი სწრაფი და გაბედული მოქმედებების შედეგად ქართველებს შეეძლოთ მოწინააღმდეგე ალყაში მოექციათ ან სხვადასხვა მხრიდან განხორციელებული იერიშების შედეგად გაენადგურებინათ.

ერეკლე მეფეს კარგად ჰქონდა შემუშავებული მოწინააღმდეგეზე მოულოდნელად თავდასხმის ტაქტიკა, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნებოდა სადაზვერვო და დივერსიულ მოქმედებებს. ამის დასტურს წარმოადგენს 1764 წლის 25 ივლისს გაგზავნილი წერილი, სადაც იგი მიუთითებს: „დასავიწყარს. ჯავახიშვილს მზეჭაბუკს მრავალი მოკითხვა მოახსენეთ: დამარცხებული ლეკები წალკისაკენ წასულან. შენ ახლავ ოთხი კარგი ბელადი კაცი ყარაულად გაგზავნე. ისინი დააყარაულონ. ჩვენ ამ ორს ზედიზედ ქალაქს წავალთ, თუ ეგ კაცნი სწორეს ამბავს მოგვიტანენ და ქალაქს შეგვატყობინებენ და იქით მხარეს იმ ლეკებს შეგვყრიან სადმე, კაცის თავს შვიდ-შვიდ მინალთუნს თეთრს უბოძებთ და შენც სამსახურში ჩავაგდებთ: ორ რომ თავს დადგეს და ორმა ამბავ მოგვიტანოს და სადაც მოვიდეს ამბავ არ დაგვაკლდეს. ამგვარად დაარიგე და გააფრთხილე“ (21, Hd.2492).

პარალელურად, XVIII საუკუნის 50-იან წლებში მეფემ მისი სამფლობელო დაყო საყარაულო უბნებად. ამ უბნებს უნდა გამოეყვანა განსაზღვრული რაოდენობის ყარაული, რომელიც მცირე ქვედანაყოფებით 2-10 კაცის რაოდენობით (89, 196) დგებოდა მისთვის განკუთვნილ ადგილებშიდა საპატრულო სამსახურს ასრულებდნენ. კერძოდ, მდინარის ფონებზე, ხეობებში, მაგისტრალურ გზებზე, ციხე-სიმაგრეთა მისასვლელებში, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ხელსაყრელი პირობები იყო მოწინააღმდეგის მოქმედებებისათვის. რასაკვირველია, მოყარაულეთა გონივრული მოქმედებებით შესაძლებელი იქნებოდა ინფორმაციების მოპოვება მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებების შესახებ.

ყარაულის არსებობას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მოსახლეობის შეტყობინებისა და დროულად მობილიზაციის საქმეშიც. ა. კლიმიაშვილის მიერ მოძიებულ მასალაში საყარაულოები მოხსენიებულია ქიზიყისა და კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. კერძოდ: ყარაიაში, ბედენზე, სხალნარში, ალგეთზე, ვერის ხევზე, შირაქში, კლდეკარზე, სკრის ხეობაში და სხვ. მოყარაულეები უფროსის ე.წ. ბელადის მითითებით მოქმედებდნენ (89, 196).

XVIII საუკუნის 80-იან წლებში, მორიგე ჯარის ფუნქციები თანდათანობით ყარაულზე გადადის. ,,ჯერ მორიგედან გამოყოფდნენ რამდენიმე მოლაშქრეს და განაწესებდნენ მოყარაულედ, ხოლო შემდეგ ერეკლე მეფეს შემოუღია მორიგე ყარაულის სახეობა ლაშქრისა» (89, 196). ამას მოწმობს ორი დოკუმენტი. ეს დოკუმენტები წარმოადგენს ჯავახიშვილებისა და თარხნიშვილების მხარის მორიგე ყარაულის ნუსხებს, რომელთა მიხედვით ერეკლე მეფის ბრძანებით ყოველთვიურად უნდა გამოეყვანათ ყარაული (22, Hd. 1152, 14066). ა. კლიმიაშვილის მიერ შესწავლილი მასალებიდან ნათელი წარმოსადგენია მეფის მიერ გაცემული განკარგულებები მორიგე ჯარისა და საყარაულო სამსახურის წარმართვის შესახებ (88, 198-209), რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობდა სამეფოს თავდაცვისუნარიანობას.

აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს ერეკლეს მითითებაზე, იგი სარდალთა თუ სამდევროების უფროსების მოქმედებების სფეროს კარდინალურად არ ზღუდავდა (იხ. მუხლი 1. გვ. 24). მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად გამოეჩინათ ინიციატივა, მიეღოთ გადაწყვეტილება მოხერხებული ტაქტიკური ხერხის გამოყენებისა, რომელიც მცირე დანაკარგებით უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის დამარცხებას, ე.ი. მათი მოქმედებები შაბლონური ხასიათისა არ იყო.

მითითებები ასევე ითვალისწინებდა მოწინააღმდეგის ჯარის გვარეობას და აღჭურვილობას, რის შემდეგაც შესაბამის მითითებებს აძლევდა (იხ. მუხლი 2, გვ. 24). სხვადასხვა მუხლში გათვალისწინებულია დისციპლინარული სასჯელი, სამდევროთა ხელმძღვანელობის საკითხები და ჩამოთვლილი ღონისძიებების მნიშვნელობა. ერთი სიტყვით, სადროშოთა და სარდლის უფლება-მოვალეობანი მეტად დატვირთული იყო, სადაც სარდალს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მის მოვალეობაში შედიოდა: ადგილზე ციხე-სიმაგრეების დაცვა-პატრონობა, სადროშოში შემავალი სამხედრო ოლქებისა და სამდევროების ორგანიზაცია, ჯარის მობილიზაცია და მათი ურთიერთმოქმედება, მისი სადროშოს მეზობლად მდებარე სახელმწიფოთა ამბების ცოდნა და სხვა.

ერეკლე მეფის მიერ შემუშავებული ბრძანება 16 მუხლისაგან შედგება, (გვ. 24-25), რომლებიც, სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება შემდეგ განკარგულებებად და პუნქტებად დაიყოს:

პირველი, (1-6) სამხედრო ოლქების (უბნების) დაზვერვის, ურთიერთქმედების ორგანიზაცია და საბრძოლო მოქმედებების წარმართვის მეთოდები.

მეორე, (7-8) დეზერტირთათვის დისციპლინარული სასჯელი, რომლის სიდიდე და ფორმა სოციალური კუთვნილების პრინციპზე იყო დამყარებული.

მესამე, (9-13) მოლაშქრეთა ხელმძღვანელობის საკითხი და მათი პასუხისმგებლობა.

მეოთხე, (14-16) განმარტებულია გაცემული განკარგულებებისა და ღონისძიებების მნიშვნელობა ქვეყნის დაცვის საქმეში უფლისა და ერის წინაშე.

თუ დღევანდელი თვალსაწიერიდან გადავხედავთ, მეფემ 1772 წელს მტერთან საბრძოლველად ერთგვარი ინსტრუქცია შეიმუშავა. საცხოვრებელი ადგილების დაცვისა და გადასახადთა გადახდის უზრუნველსაყოფად, „მეფეს მოქმედი არმიისათვის შეუძლია გამოიყვანოს არა უმეტეს 5000 კაცისა“ (36, 261). ეს ფაქტი მოწმობს სამხედრო ძალის შესაძლებლობას, რომელიც არსებულ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მეფემ კარგად იცოდა მის სამეფოში შემავალი ადგილმდებარეობის დამცავი და შემნიღბველი პირობები, თავდასხმის მიმართულებები, მოწინააღმდეგის მოქმედების ტაქტიკა, გაწვრთნილობა, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები. ყოველივე ეს მეფესა და სადროშოს სარდალს გადაწყვეტილების სწორად მიღების საშუალებას აძლევდა საბრძოლო მოქმედებების წარმართვის შემთხვევაში, სადაც მეტი წილი გამარჯვებებისა ქართველთა მხარეზე იყო.

რაკი ქართლ-კახეთის სამეფო ერეკლე მეფის მეთაურობით, ერთი მხრით ისე გაძლიერდა, რომ ფართო საერთაშორისო პოლიტიკის წარმართვა დაიწყო, ხოლო, მეორე მხრით, საზღვრები დაცული არ იყო მტრების, განსაკუთრებით, ლეკთა შემოსევებისაგან, პირველ რიგში მორიგე ჯარის შექმნის საკითხი დაისვა. იმდროინდელი ქართული ჯარი შედგებოდა გლეხთა ქვეითი და თავად-აზნაურთა ცხენოსანი რაზმებისაგან. ის იკრიბებოდა საჭიროების მიხედვით და იშლებოდა, როგორც კი ეს საჭიროება გაივლიდა. ყოველი მებრძოლი შეიარაღებული უნდა გამოსულიყო სალაშქროდ. მებრძოლი შეიარაღებული იყო ხმლით, ხანჯლით, შუბით, დამბაჩით ან თოფით. აღჭურვილობაში შედიოდა ჯაჭვის პერანგი, საბარკული, სამკლაური, ჩაჩქანი, ფარი და სხვა.

მებატონე ამ რაზმების ინტენდანტიც (მომარაგებელი) იყო და ოფიცერიც. მისი წონა საომარ ოპერაციებში, უმეტეს შემთხვევაში, დამოკიდებული იყო არა მის სამხედრო ნიჭსა და გამოცდილებაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ყმა მოლაშქრეს ხელმძღვანელობდა. ერეკლე მეფე კარგად გრძნობდა, რომ ასეთი ჯარით ის ვერ შეძლებდა თვითნება ფეოდალების ალაგმვასა და გარეშე მტრების გამკლავებას. . .მაგრამ ჯარის რეორგანიზაციას დიდი ფული სჭირდებოდა. „ქართლ-კახეთის შემოსავალი კი იმდენად მცირე იყო, რომ ძლივს ყოფნიდა მართვა-გამეობის მთავარ ხარჯებს. ამიტომ ერეკლე მეფე იძულებული იყო სესხად ფული ეთხოვა უცხო სახელმწიფოებისათვის“ (126, 57-58-59). ერეკლე მეფის სამხედრო-რეფორმატორულ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მორიგე ჯარის შექმნას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ჩვენ მისაღებად მიგვაჩნია მკვლევარ ა. კლიმიაშვილის მოსაზრებები.

ფეოდალური ლაშქარი, ე.წ. „საქვეყნო ლაშქარი“ საქართველოში იყო ბატონყმური ჯარი, სადაც ყმა ლაშქრობდა ბატონის ხელქვეით. ფეოდალური იერარქია, დამყარებული მიწის საკუთრების უფლების განაწილებაზე, გადატანილი იყო ლაშქარშიც. ლაშქარი შედგებოდა როგორც პროფესიონალ მოლაშქრეთა, თავადაზნაურთა და მსახურთაგან, ისე ყმა გლეხთაგანაც. ამ უკანასკნელთა რიცხვობრივი შემადგენლობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი იყო გაწვევა: ქუდზე კაცი, კომლზე კაცი, ან შეწერით.

საქვეყნო ლაშქრის გარდა, საქართველოში უძველესი დროიდანვე მიმართავდნენ უცხოეთიდან დაქირავებული ლაშქრის მოყვანას. ეს ტრადიცია გრძელდებოდა XVIII საუკუნეშიც. მებრძოლებს ქირაობდნენ უმთავრესად კავკასიის მთის მოსახლეობიდან» (90, 1). ლაშქრის თავისებურ წყობას წარმოადგენდა მეციხოვნე ჯარი, რომელსიც, სამხედრო თვალსაზრისით, არანაკლები მნიშვნელობისა იყო (88, 179). მეფეს ეს ჯარი გამოჰყავდა ნაწილობრივ თავის მამულიდან და, ნაწილობრივ, საბატონო მამულებიდან (85, 1).

ფეოდალურმა ლაშქარმა მთლიანად ვერ აღკვეთა ლეკთა თავდასხმები. მტერმა გააფართოვა სამოქმედო არეალი და ქართლშიც თარეში დაიწყო. გადამჭრელი ღონისძიებების გატარების შემდეგ წარმოიშვა ე.წ. „მორიგე ლაშქარი“, რაც მუდმივი ჯარის თავისებურ სახეობას წარმოადგენდა“ (90, 3), მან XVIII საუკუნის ბოლომდე იარსება, თუმცა ამ ხნის მანძილზე მრავალი ცვლილება განიცადა. ზემოაღნიშნული ლაშქარი, როგორც მუდმივი ჯარის სახეობა, აღმოსავლეთ საქართველოში უაღრესად საყურადღებო სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა იყო (90, 3). დასადგენია თვით მორიგე ლაშქრის წარმოქმნის თარიღი და მისი არსებობის ხანრძლივობა. დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო მოსაზრება, რომ „მორიგე ლაშქარი“ დაარსდა 1774 წლიდან, როდესაც დაიწერა მორიგის წესდება, ე.წ. „განაჩენი მორიგეობის ლაშქრისა“. გავაანალიზეთ ა. კლიმიაშვილის მიერ შესწავლილი რამდენიმე დოკუმენტი 1756-1773 წლებისა „მორიგე ლაშქრის“ შესახებ, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლაშქრის სახეობა სახელწოდებით „მორიგე“ 1774 წელზე ადრინდელია და XVIII საუკუნის 50-იან წლებში იქნა დაარსებული (90, 4). რაც შეეხება მორიგე ლაშქრის არსებობის ხანგრძლივობას, დოკუმენტები ასევე არ ადასტურებენ ქართულ ისტირიოგრაფიაში დამკვიდრებულ აზრს, რომ იგი თავადებმა გააუქმეს. ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების, 1781 წლის შემდეგ, არსებობს მრავალი დოკუმენტი 1781-1800 წლებისა „მორიგის“ შესახებ, რომლებიც მოწმობენ, რომ „მორიგე ლაშქარი“ არსებობდა ლ. ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგაც, რუსეთთან შეერთებამდე (88, 192).

შესწავლილი დოკუმენტებიდან ყველაზე ადრეული 1756 წელსაა შექმნილი, თუმცა ამავე დოკუმენტში მოიხსენიება წინა წლის, ე.ი. 1755 წლის დავთარი ზემო ქართლის მორიგისა: „ჩვენ. იასაული ნიკოლოზ უზბაში, ზურაბ ნახუცრიშვილო, წადით და რაც ამ სიით მუდამ სახლებლათ მონაცვლე ლაშქარს კაცი შეგვიწერია შარშანდელს დავთარზე, ეს ასი ცხენოსანი ცხენით და ქვეითი ქვეითად უზბაშებს (ასისთავი) მიაბარეთ. ყველას გამოართვით უკლებლათ“ (25, Qd.8723). „თუ ცხენი ან კაცი აკლია, ვისმე თქვენც გარდაგახდევინებ და იმათაც დიდათ გარდავახდევინებთ. მაისის ოთხს დღეს გასულს უნდა შემოგეყაროთ ერთის თვის ნუზლით“. აპრილის ი. ქკ-ს უმდ (1756) ე. ი. მორიგე ლაშქარი ფუნქციონირებდა 1755 წლიდან (88, 182).

რამ განაპირობა მორიგე ლაშქრის შექმნა XVIII საუკუნის შუა წლებისათვის? „იგი წარმოადგენდა მუდმივი ჯარის თავისებურ სახეს და, როგორც ცნობილია, შემოღებულ იქნა მთიელი აბორიგენების, ე.წ. „ლეკიანობის“ წინააღმდეგ საბრძოლველად“ (88, 182). მათ წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა ფეოდალური ლაშქარი, საჭირო იყო მუდმივად მზადმყოფი, ე.ი. რეგულარული ჯარი, მაგრამ იგი ფეოდალური წყობილების ბუნებას ვერ ეგუებოდა. თავად-აზნაურთა ინტერესებში არ შედიოდა, რომ მათი ყმა-გლეხები მუდმივად მეფის ლაშქარში ყოფილიყვნენ. ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ინტერესებს, რადგან ხდებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. შექმნილ ვითარებაში აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პერიოდში მაინც იძულებული გახდა, შემოეღო რეგულარული ლაშქრის თავისებური სახეობა „მორიგეს“ სახით, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მორიგეობით გაწვევას თითო თვის ვადით და ამ ხნის განმავლობაში საყოფი სურსათით (38, 437), (5, 226, №2857), (90, 3).

დაღესტნელი ტომების თავდასხმებმა საქართველოზე, კერძოდ, კახეთზე სისტემატიური ხასიათი მიიღო XVI საუკუნიდან, მაგრამ XVIII საუკუნის დასაწყისამდე ლეკები კახეთს არ გასცილებიან. ქართლში ისინი პირველად 1717 წელს გამოჩნდნენ (85, 8). ამრიგად აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით „ლეკიანობას“ ადგილი აქვს აღნიშნული წლიდან. XVI საუკუნის ბოლომდე კახეთი ახერხებდა ლეკებთან გამკლავებას (103, 52-53-65). . . „XVIII საუკუნეში, შაჰ-აბასის ლაშქრობათა შემდეგ, კახეთში დაიწყო ლეკების ჩამოსახლება. გაჩნდა მათი უბატონო თემები: ჭარი და ბელაქანი. ეს უბატონო თემები იქცნენ ლეკიანობის კერად“ (103, 90).

1723-1744წწ. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ „ოსმალობის“, ხოლო შემდეგ „ყიზილბაშობის“ ხანა იყო და ფაქტიურად მოიშალა ადგილობრივი სახელმწიფოებრიობა (90, 9). მაშასადამე, ამ პერიოდში „მორიგე“ ლაშქარი ვერ შეიქმნებოდა.

თეიმურაზისა და ერეკლეს მმართველობის პირველ პერიოდში ლეკების თარეშის აღსაკვეთად გადაწყვიტეს ჭარ-ბელაქნის დაპყრობა. როგორც ცნობილია, ეს ცდა მარცხით დამთავრდა. აჯი ჩალაბის მეთაურობით შექმნილმა მაჰმადიანურმა კოალიციამ 1751 წლის 15 თებერვალს ერეკლე-თეიმურაზის ლაშქარი დაამარცხა და ჭარ-ბელაქნის დაპყრობის საქმე ჩაიშალა. ლეკებმა გააძლიერეს თარეში. საჭირო იყო ბრძოლის ახალი საშუალებების გამონახვა, პირველ რიგში კი მუდმივად მზადმყოფი ლაშქრის შექმნა. ზოგჯერ გამოუვალ ვითარებაში ფეოდალური საქართველო გარკვეული საფასურის გაღების შემდეგ დაქირავებული ჯარით აძლიერებდა ლაშქარს, რომელიც შემდგარი იყო უმთავრესად მთიელებისაგან. სამეფოებს არ გააჩნდა იმდენი მატერიალური სახსრები, რომ დაქირავებული ჯარი ხანგრძლივად შეენახა.

აღმოსავლეთ საქართველომ ყიზილბაშობის ხანაში გაიცნო ადგილობრივი ე.წ. „ნოქარი“. ივ. ჯავახიშვილი ნოქარზე აღნიშნავს: „ნოქარის სახით, მონღოლთაგან სპარსულში შეთვისებული ეს სიტყვა XVII-XVIII საუკუნის საქართველოშიაც ჩნდება, ჯერ ვითარცა ერანის სამხედრო ძალის გარკვეული ნაწილის სახელი, შემდეგში ვითარცა სავაჭრო დაწესებულების უფროსის, ვაჭრისა და მედუქნის, თანაშემწის გამომხატველი ტერმინი“ (90, 10. 142, 32). ქართული „ნოქარი“ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობიდან გამოყვანილ დაქირავებულ ჯარს, რომლის ქირას იხდიდა თვით მოსახლეობა.

აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: „ეხლა ყიზილბაშობისას“ ქართლს უარესი დღე ადგა, ვიდრე ,,ოსმალობისას» იყო. . . ეხლა მოსახლეობა მოვალე იყო, საკუთარი ხარჯით გამოეყვანა და შეენახა ჯარის გარკვეული რაოდენობა („ნოქარი“), ხოლო ქართლში მყოფი ყიზილბაშთა ჯარისათვის „სურსათი ეძლია“ (85, 10. 56, 203).

სეხნია ჩხეიძის გადმოცემით, ნადირ-შაჰმა ქართლის „ნოქრის“ გამოყვანა დააკისრა 1736 წელს: „ამავე უკდ. . .დასდვეს ქართლს სამიათას სამასი თუმანი და ხუთასი ნოქარი ცოლ-შვილით ქალაქსა უნდა დამდგარიყო კაც-ცხენ-იარაღით (90, 11. 133, 340). შემდეგ ნადირ-შაჰს არაერთხელ მოუთხოვია „ნოქარი“ ქართლ-კახეთისათვის (41, 348-374-416). ყიზილბაშობის შემდეგ, როგორც ჩანს, ქართლ-კახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ნოქარი“ კვლავ გამოეყვანა და გამოეყენებინა ადგილობრივი ეროვნული ინტერესებისათვის.

პ. ბუტკოვი ,,ნოქრის» შემოღებაზე აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნავს: „საქართველოში არ იყო მუდმივი ჯარი. საჭიროების მიხედვით მას კრებდნენ და უშვებდნენ. თითოეული მეომარი თვითონ ირჩენდა თავს. ჯერ კიდევ თეიმურაზ ნიკოლოზის-ძემ, ერეკლეს მშობელმა, მთიელი მტრებისაგან საქართველოს საზღვრების დასაცავად, დააარსა მილიცია, ნოქრის სახელწოდებით და დაადგინა, რომ სახაზინო (სახასო), საეკლესიო და მემამულეთა მიერ გამოყვანილი ყოფილიყო კორდონი ორი ათასი ცხენოსანი მეომრის რაოდენობით ყოველწლიურად. პროვიანტი და ფურაჟი მათ ეძლეოდათ ხაზინიდან, ხოლო ჯამაგირს აძლევდნენ თავიანთივე სოფლები, 30-40 მანეთამდე წლიურად. მეფე ირაკლიმ გააუქმა ნოქარი და 1773 წელს, ავარიის ხანის დამარცხების შემდეგ, შემოიღო სხვა ლაშქარი მორიგის სახელწოდებით“ (49, 287-288).

პ. ორბელიანის ცნობით, „ნოქარი“ შემოღებული იქნა „ლეკიანობის“ წინააღმდეგ საბრძოლველად 1755 წელს: „რადგან ლეკებმა ქართლსა და კახეთზე მტრობა აღარ დაიშალეს, ზამთარ და ზაფხულ ჩამოდგის და აოხრებდის უმეტეს ქართლსა, მარადის ქართლის ჯარი შემოეყარის მეფეთა ჩვენთა, ლეკის ჯარი ჩაუდგის სახლებში და აღარა-ვინა ჰყვანდათ მეპასუხე ამის მიზეზისათვის გამოართვეს ქართლსა და კახეთს ათასი კაი ვაჟკაცი, ჯამაგირი გაუწესეს, უზბაშები (ასისთავი) განაწესეს და დააყენეს ქალაქსა თბილისსა, საცა ვისმე გასჭირებოდათ ამათ მიაშველებოდნენ ქვეყნის ჯარებით“ (41, 461). ა. კლიმიაშვილის მიერ შესწავლილი საბუთი გვამცნობს: „ახლად დაწესებული ჯარი განსაკუთრებით ლეკ-აბრაგთა შემოსასვლელ ადგილებში ჩააყენეს და ქვეყნის სანაპირო ადგილების დაცვა მიანდვეს. ,,გაისტუმრეს ეს ახალი განწესებული ჯარი და დააყენეს ბაიდარში მონაპირედ, ამ ჯარებთა ასისთავნი და უფროსნი იყვნეს ამილახვრიშვილი ნიკოლოზ, ამირეჯიბი ზაზა, ციციშვილი თეიმურაზ და თარხნიშვილი მამუკა. აგრეთვე საბარათაშვილოს უზბაში, რომელ-არს ასის-თავი იოთამისშვილი რევაზ. . .“ (90, 12-13).

არსებობს ათამდე საბუთი „ნოქრის“ შესახებ (1738 წლიდან 1772 წლამდე). ამ საბუთებიდან ჩანს, რომ „ნოქრის“ გაყვანა ხდებოდა მოსახლეობიდან და მოსახლეობა იხდიდა მისთვის მისაცემელ გადასახადს. მის სიდიდეზე 1760 წლის მხოლოდ ერთი ნუსხაშია მოცემული, სადაც ჯამაგირის რაოდენობა ერთ მებრძოლზე წლიურად 25 მანეთს უდრიდა (15, ფ. S.იე-78).

ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფლებამ „ლეკიანობის“ წინააღმდეგ გამოიყენა „ყიზილბაშობის“ დროიდან შემოღებული ჯარის სახეობა „ნოქარი“, ხოლო შემდეგ შემოიღო მისი სახეცვლილება „მორიგე“. „მორიგე“ 1774 წლის განჩინებამდე „ნოქრისაგან“ განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ გასამრჯელოს არ ღებულობდა.

ქვეყნის დასაცავად 1773 წლის დასასრულს ერეკლემ დარბაზის სხდომა მოიწვია. მსჯელობა შეეხებოდა ისეთი ჯარის შექმნას, რომელიც ლეკთა ქურდულ თავდასხმებს აღკვეთდა და ქართველობას მშვიდობიანი შრომის საშუალებას მისცემდა. სხდომის საფუძველზე დარბაზმა შეიმუშავა „განჩინება“ ანუ დირექტივა (დ. მ.) „მორიგე ლაშქრის“ დაარსების შესახებ (23, Hd.1536).

ხუთდოკუმენტიანი „განჩინების“ ტექსტი, რომელიც 1774 წლის 1 იანვრითაა დათარიღებული, შედგება ოცდაჩვიდმეტი პუნქტისაგან (38, 436-447). მათში მითითებულია: თუ ვის დაევალოს და როგორ უნდა იქნეს აღწერილი მოსახლეობა, რომელმაც მორიგე ჯარში უნდა იმსახუროს. ასევე დაზუსტებულია, თუ სად, როგორ, რით უნდა გამოცხადდეს მებრძოლი. გათვალისწინებულია „მორიგეში“ გამოძახების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები. აგრეთვე მოცემულია დასჯის მეთოდი ,,მორიგეში» დაგვიანების და დეზერტირობის გამო. Mმაგ: „. . . თუ ჩვენთან მზას არ იქნება და თავისის მორიგეობის თვისა ერთი დღე გაიყვანა, ერთხელ გავატაროთ რუსულად წკეპლაში;…. . . და რამდენი დღეც დაიგვიანოს იმდენჯერ გავატაროთ. . .“. პიროვნების დროულ გამოცხადებაზე სოფლის მოხელე და სოფელი აგებდა პასუხს. Mმაგ: „. . .……თუ დამალვა დაიწყოს აქა და იქ ტყეებში და სოფლებში, ამისთანა კაცი იმავე სოფელმა ან იპოვნოს მოგვცეს და ან ექაური ჯარიმა წაერთოს და ის გაქცეული კაცი რომელისაც დასტისა არ იყოს, ჩვენის ბრძანებით ის ჯარიმა იმ დასტებს გაეყოთ . . . თუ რომელმაც კაცმა იმისი გაპარვა იცოდეს და არ გაამხილა, ეს ექუსი თუმანი იმას გამოერთვას, თუ არ შეეძლოს სახლი, კარი, მამული და დედული გაეყიდოს, ჯარიმაში მიეცეს და ესეც განაწესებისაებრ ჩვენის ბრძანებით სხვა სასარდლო ჯარს გაეყოს“ (23,Hd. 1536).

აღნიშნულიდან ჩანს, თუ როგორ და რა კანონით უზრუნველყოფდა მეფე დეზერტირობის ფაქტების აღკვეთას. ბრძანებაში მეფე კატეგორიულად მიუთითებს სამღვდელო, სათავადო, აზნაურთა და გლეხთა კლასის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონი ისე, როგორც სჯული მოითხოვს, რადგან მისი შეცვლა არავის არ შეუძლია. განჩინების გრაგნილს გარედან დასმული აქვს ბეჭედი, რომელზეც მეფე ერეკლეს სახელია ამოტვიფრული.

ყველა ბრძოლის შემძლე მამაკაცი მოვალე იყო, წელიწადში ერთი თვით ლაშქარში ემსახურა თავისი ხარჯითა და საკუთარი იარაღით. ამიტომ მეფემ გლეხობა სურსათის გადასახადისაგან გაანთავისუფლა. მორიგე ლაშქარში ხალხის უკლებლად გამოცხადებაზე სოფლის მებატონე და მოხელე იყვნენ პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, ვალდებულნი იყვნენ, მორიგე ლაშქარში მიმავალი გლეხი მოემარაგებინათ, როცა ამ უკანასკნელს საკუთარი საშუალება არ გააჩნდა. მორიგე ლაშქარი ცალკე ერთეულებად იყოფოდა და თითოეულს მეფის მიერ დანიშნული მეთაური ხელმძღვანელობდა, ხოლო მთავარი უფროსი ლაშქრისა იყო ერეკლე მეფის ვაჟი ლევან ბატონიშვილი. დებულება მორიგე ჯარში სამსახურის შესახებ ქართლ-კახეთის სამეფოში ოფიციალურად 1774 წლის 4 იანვრიდან (83, 212) მოქმედებდა.

ახალი საჯარისო ფორმირებების ჩამოყალიბებამ დღის წესრიგში დააყენა სამხედრო შინაარსის წიგნებისა და წესდებების გაცნობა, გადათარგმნა, რომელიც სამხედრო განათლებას აამაღლებდა. რეგულარული ჯარის შექმნის საჭიროებისათვის მეფე ერეკლემ გაიოზ რექტორს უბრძანა, ეთარგმნა პეტრე დიდის სამხედრო ტიპიკონი, ანუ წესდების წიგნი. თარგმანის თავფურცელზე ვკითხულობთ: „. . .ხოლო ქართულსა ზედა ენასა ითარგმნა ბრძანებითა მისის მეფობისა სიმაღლის ირაკლის მეორისათა არქიმანდრიტისა და თელავის სემინარიის რექტორის გაიოზის მიერ“ (71, 127). . . .

ივანე შაიშმელაშვილი აღნიშნავს: „ერეკლეს დროს ქართველი მხედრობის ტაქტიკური ხერხების განმარტებისას შეუძლებელია რაიმე გარკვეული წესებისა და კანონების ჩამოყალიბება . . . საერთოდ აღიარებული სახელმძღვანელოს მსგავსი არაფერი არსებობდა“ (130, 19). მოყვანილი ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში (გვ. 24-25) გარკვევითაა ჩამოყალიბებული, თუ რომელი მხარის სადროშომ, სამდევრომ და ყარაულმა როგორ იმოქმედოს. ყოველივეს, დღევანდელის მსგავსად, სახმელეთო წესდების სახელმძღვანელოს ფორმა არ ქონდა, მაგრამ მეფის მიერ გაგზავნილი განკარგულებების ან ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდნენ სადროშოები და შედეგიც სახეზე იყო. ამასვე ამტკიცებს მ. დარჩიას ნაშრომიც გაიოზ რექტორის შესახებ.

მორიგე ჯარის შექმნის თაობაზე შესანიშნავად გადმოგვცემს დავით ბაგრატიონი საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვაში. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო საკითხებზე დავითს თავის „მიმოხილვაში“ საგანგებო თავი აქვს მიძღვნილი „თავი IV. სამხედრო ძალები“ (28, 233), მუხლებში 63-77 ჩამოყალიბებულია დებულებები მორიგე ჯარისა, დროებითი ლაშქრის, არტილერისტების, დამხმარე ჯარისა და სამხედრო კანტორის შესახებ.

მორიგე ჯარის გარდა, მეფე მუდმივად ზრუნავდა არტილერიის შენახვასა და დაფინანსებაზე. საარტილერიო საქმის მომსახურე პერსონალი: მეზარბაზნეები (თოფჩები-რიგითები) და სხვა სპეციალისტები განთავისუფლებული იყვნენ ყველა გადასახადისაგან, მორიგე ჯარში სამსახურიდან. ისინი საკმაოდ დიდ გასამჯელოს ღებულობდნენ და გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ სამეფო კარზე (87, 265-266-267). საგანგებო საბჭო აუცილებლობის შემთხვევაში იკრიბებოდა მეფის თანდასწრებით, სადაც საბჭოს დადგენილებით ცხადდებოდა მეფის ბრძანებულება დროებითი ლაშქრის შექმნის თაობაზე და მებრძოლთა რაოდენობა ნაწილდებოდა თითოეულ კუთხეზე. მოლაშქრეთა შეკრება ერისთავებსა და მოურავებს ევალებოდათ. მათ მიერ შეკრებილი რაზმები ექვემდებარებოდა საოლქო სამხედრო გენერალს. საოლქო ლაშქრის მართვაში გენერალს ეხმარებოდნენ რამდენიმე ოფიცერი ამავე პროვინციიდან (კონკრეტულად გენერლების გვარები მითითებული არ არის, მაგრამ, შესაძლოა, სადროშოთა სარდლებს გულისხმობდეს). ჯარის შეკრებისას საბრძოლო ექსპედიციისა და მთავარსარდლის დანიშვნა მეფის ძალაუფლებით განისაზღვრებოდა. მარშის განხორციელებისას ინიშნებოდა შესვენებისა და დასვენების რაიონები, ავადმყოფებსა და დაჭრილებს დახმარებას უწევდნენ მეფის მკურნალები. საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ მებრძოლებს სახლში უშვებდნენ (28, 234-235).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მორიგე ჯარის დებულებაში ერეკლე II-ს განსაზღვრული ჰქონდა პუნქტი ვითარებისდა შესაბამისად დამხმარე ჯარის დაბარების თაობაზე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ მეზობელი პროვინციებდან. მათი შენახვა და ანაზღაურება დამოკიდებული იყო მათ მეთაურსა და მეფეს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე. მათ ხელმძღვანელობდა საკუთარი მეთაური, მაგრამ ექვემდებარებოდნენ მეფის სარდალს (28. 236). ამასვე მოწმობს შ. მესხიას მიერ მოკვლეული ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ჩვეულებრივი ჯარის გამოყვანის გარდა, მეფე ირაკლიმ მოიწვია ჯამაგირის აღთქმით ნოქრათ და თოფჩათ დასადგომნი კაცნი. მოვიდნენ და განწესდნენ. იმათ ჰქონდათ განწესება, წლის ულუფა და ჯამაგირი“ (104, 42). შესაძლებელია, ამ დროისათვის მეფის ხაზინა ისე მდიდარი არ იყო, რომ დიდი ჯამაგირი ეხადა დაქირავებულ უცხოელი მებრძოლებისათვის, მაგრამ, გასათვალისწინებელია ის, რომ საბრძოლო მოქმედებებში დახმარების აღმოჩენისათვის მეფე გარკვეულ გასამრჯელოს მაინც შესთავაზებდა, რათა მათ წინაშე მდგარი პრობლემები მოეგვარებინათ.

სამხედრო რეფორმებმა, რომელიც ერეკლე II-ის თაოსნობით განხორციელდა, სამოხელეო აპარატის გაზრდა გამოიწვია. სამხედრო ორგანიზაციაში დიდი როლი დაეკისრა ლაშქარნივისს (სამეურნეო დარგის მოხელე სამხედრო უწყებაში, შემოიღო ერეკლე II-მ (77, 444). მას ლაშქრის აღრიცხვა-მომარაგება და ჯამაგირის გაცემა ევალებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი იყო: ომან ხერხეულიძე, მანუჩარ თუმანოვი, სვიმონ გურგენიძე, ასლან ვაჩნაძე, ივანე ქობულოვი (არტილერიის პოლკოვნიკი), იოსებ მელიქოვი. ერეკლეს რეფორმებთანაა დაკავშირებული XVIII ს-ის მეორე ნახევარში შემოღებული თანამდებობები (სახელოები): ფონსადბაში, რაც ნიშნავდა ხუთასისთავს, თოფჩიბაში - მეზარბაზნეთა უფროსს. ფუნქციონირებდა მუდმივი საბჭო, რომელიც მეფის გარეშე არ იკრიბებოდა. მუდმივ საბჭოსთან (უმაღლესი ხელისუფლება) დაარსებული იქნა განსაკუთრებული დაწესებულება „სამხედრო კანტორა“, რომელიც ყოველგვარ სამხედრო საქმეს აწესრიგებდა (28, 236).

ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო აპარატი და სხვა დიდებულები 1769-1771 წლებში უშუალოდ გაეცნენ რუსთა რეგულარული ჯარის ცხოვრებას. რუსთა ჯარის გავლენამ აშკარად იჩინა თავი ერეკლეს მიერ შემოღებულ სამხედრო წოდებებში – კაპრალი, სერჟანტი, უნტერ-ოფიცერი, ოფიცერი, არტილერიის კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი, გენერალი. ქართლ-კახეთის სამეფოს ლაშქარს სპეციალური მომზადების მქონე პირები წვრთნიდნენ რუსული წესის მიხედვით (112, 530). გენერალი ლაზარევი ცხენოსან ჯარზე ამბობდა: „ეს ჯარი საუკეთესოდ გაწვრთნილი და მომზადებულია, რომ შეიარაღების მხრივ ღარიბი არ იყოს“ (69, 60-61).

ზემოხსენებულიდან კარგად ჩანს, თუ რაოდენ მონდომებით ეკიდებოდა მეფე მორიგე ჯარის წვრთნასა და უზრუნველყოფას, რაც მის მიერ შემოღებული დებულების მუხლებსა და საზღვარგარეთელი სპეციალისტების მოზიდვაში გამოიხატებოდა. ერეკლე მეფისა და მისი პოლიტიკის მხარდამჭერ მოხელეთა მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მორიგე ჯარში იმ დროისათვის 6000-მდე მებრძოლი მსახურობდა. მორიგე ლაშქრის ეს რაოდენობა ზამთრის პირობებში ნახევრდებოდა სამ-სამ ათასამდე, რაც გამოწვეული იყო ზამთრის პერიოდში მოწინააღმდეგის იშვიათი თავდასხმებით. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ დროს საომარი კამპანიების ჩატარება მომხვდური მხარისათვის ხშირ შემთხვევაში წამგებიანი იყო. აღნიშნულის დამადასტურებელია ცნობა: „ექვს-ექვსი ათასი კაცი მორიგე ქვევითი და ცხენოსანი, კარგის სამხედროს ყოველის სახმარებით და თავიანთის ერთის თვის ნუზდლით დასდგებოდეს განმზადებულნი მტერთა ზედა, სადაცა ებრძანებოდათ მეფისაგან, მარჯვეთა ადგილთა. ზამთრით ექვსთა თვეთა სამ-სამი ათასი მორიგე იყვის მზად“ (47, 92). ბატონიშვილები (მეფის შვილები) აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ მორიგე ჯარის ფუნქციონირებაში და რიგრიგობით გადიოდნენ სამხედრო სამსახურს (83, 213).

მორიგე ჯარი რეგულარულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. ასეთი ძალის შექმნა, საჭირო პირობების უქონლობის გამო ჭიანურდებოდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ საქართველოსთვის დიდი იყო. განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა მორიგე ჯარის საშუალებით ლეკთა თავდასხმების აღკვეთის საქმეში ლევან ბატონიშვილმა. ის ცნობილი იყო სიმამაცით, განათლებით და გონება-გამჭრიახობით. მთელი ქართლ-კახეთი შეჰხაროდა ენერგიულ ბატონიშვილს. ამ ფაქტს ადასტურებს ო. ხერხეულიძე: «ოდესაცა წლითი-წლად მეფესა ჰყვანდეს მორიგენი მხედრობანი, იგინი მარადის მდგომარე იყვნეს გამოსავალთა ადგილთა პირსა ლეკთა და სხვათა მტერთასა. მრავალგზის მიიღეს ძლევა-შემოსილება მტერთა ზედა მეფის ძეთა –გიორგიმ და ლეონმან ხვედრთა თვისთა, მორიგეობასა შინა და ქმნეს სახელოვანნი საქმენი“. . . (47, 93).

არსებული მდგომარეობით საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუჩნდა ხელშემწყობი პირობები, რათა შეექმნა ერთიანი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შეძლებდა საკუთარი თავის დაცვას და ამის შემდგომ ეკონომიკურ თუ კულტურულ აღორძინებას. მოცემული პერიოდისათვის ერეკლე II და მისი სახელმწიფო შედარებით გაძლიერებული ჩანდა. ფაქტის ნათელი დადასტურებაა მეფის მდივანბეგის მიერ აღწერილი ერთი მომენტი: 1780 წლის აგვისტოში ერევნის ხანი უსეინ-ალი დასაჯეს ქვეშევრდომებთან ერთად, მეფის მორჩილებაში იყვნენ განჯისა და ყარაბაღის მმართველებიც. უკან გამობრუნებისას ერეკლე II-ს ბრძოლა მოუხდა ქურთთა ლაშქართან და გამარჯვება მოიპოვა (47, 93). განჯისა და ყარაბაღის ხანების გარდა, მეფეს ემორჩილებოდნენ თავრიზის, ხოის, ურუმიის, მარაღის ხანები, ბაიაზეთის და ყარსის ფაშები, გადმოგვცემს ო. ხერხეულიძე. ჩვენი აზრით, ეს ცნობა ზედმეტად გაზვიადებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სხვადასხვა მასალების ანალიზიდან ცხადია ერთი რამ – ჩამოთვლილი სახანოებისა და საფაშოთა ხელმძღვანელები ერეკლეს არ ემორჩილებოდნენ. ისინი მხოლოდ შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ანგარიშს უწევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს, რაც დროებით ხასიათს ატარებდა. ო. ხერხეულიძე გადმოგვცემს: „ესმოდათ მარადის სიმხნე-ქველობა მისი და ვერც არავის ხედავდნენ მოპირისპირედ მეფისა ერეკლესსა . . .“ (47, 94). ეს დასტურია იმისა, თუ რაოდენ ჰქონდა სახელი განთქმული მეფე ერეკლესა და აღმოსავლეთ საქართველოს.

ნ. ბერძენიშვილის აღნიშნავს, რომ 1781 წლის შემდეგ მორიგეთა რიცხვმა თანდათან იკლო და ბოლოს სულ გაქრა (58, 222).

ზემოხსენებული აზრი სრულ ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რადგან არსებობს საბუთები, რომლებიც მოწმობენ აღმოსავლეთ საქართველოში მორიგე ჯარის არსებობას XVIII საუკუნის ბოლომდე. კერძოდ, მორიგე ჯარი (ლაშქარი) ლევან ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგაც არ მოშლილა. 1782-1784 წლების საბუთებში ასახულია მეფის ბრძანებები, რომლებიც ეხება მორიგე ლაშქრის შეკრებას, მორიგეში გაუსვლელობის გამო სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან განთავისუფლებას, გამოუცხადებლობის გამო დასჯას, საჯარო სამსახურის გავლის დასრულებისას მორიგდან განთავისუფლებას (83, 195). ერეკლე II-ს უხდებოდა მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა მოსახლეობის ყველა სოციალური ფენიდან წამოჭრილი წინააღმდეგობები გადაელახა და უზრუნველეყო მორიგე ლაშქრის ფუნქციონირება. გატარებული ღონისძიებები სამეფოში არსებული ნაკლოვანებებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ შველოდა საქმეს და მორიგე რამდენჯერმე დაშლის პირას იყო მისული.

დოკუმენტი გვამცნობს, რომ მეფე ვერ ახერხებს მორიგის გამოყვანას კახეთის გაღმა მხრიდან. ნეკრესელი ეპისკოპოსი აგზავნის გიორგი მღვდელს მეფის წიგნით მორიგის გაწვევის შესახებ გრემიდან ყვარლამდე და ავალებს, მოაწერინოს ხელი ყველას „მორიგეში“ სამსახურზე (11, Ad.250). ხოლო 1790 წლის 5 ივლისის დოკუმენტი გვატყობინებს, ერეკლე მეფის საყვედურს ათასისთავ ბეჟან ამილახვრისშვილისადმი, რაც მოწმობს, რომ მორიგე ჯარი თითქმის მოშლილია (12, Ad.1360), ამიტომ, 1791 წლის 14 მაისს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, მეფე ავალდებულებს ყველას „მორიგეში“ ხელახალი გაწვევის შესახებ (13, Qd.594).

ზემოხსენებული პერიოდის შემდეგ მორიგე ჯარი არსებობას განაგრძობდა რუსეთთან შეერთებამდე, რის მტკიცებულებასაც წარმოადგენს შესწვლილი დოკუმენტები:

ა) 1792 წლის 13 ნოემბერი, ბრძანება ერეკლე მეფისა თუშთ მოურავ დურმიშხანისადმი, მორიგის გამოყვანისა და დაკლებულთა დარბევის შესახებ. დედანი (17, Hd 2994).

ბ) 1793 წლის 20 აგვისტო ბრძანება ერეკლე მეფისა ვეფხის ციხის მოურავ ერასტი ჩოლოყაშვილისადმი მორიგის გამოყვანის შესახებ (18, Hd 576).

ფაქტია, რომ ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგაც სამეფო კარიდან გაიცემოდა ბრძანებები მორიგეში გაწვევისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. 1799 წლის 27 ნოემბრის (3, 226. 5692) და 1800 წლის 13 დეკემბრის (3, 226, 5692) საბუთები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოცემული დოკუმენტები ა. კლიმიაშვილს აქვს შესწავლილი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების მორიგე ჯარი რამდენადმე განსხვავდებოდა წინა პერიოდის მორიგისაგან. Uუპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მორიგეში გაწვევის ნუსხები შედგენილია არა თითოეული სოფლისათვის ცალ-ცალკე, არამედ მთელი მხარისათვის ერთად (13, Ad. 594). კლიმიაშვილი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას, რომ მეფე იძულებულია მორიგე ჯარში მომსახურეს ჯამაგირი მისცეს (14, Ad.11052, 24, Hd.2894) ე.ი. მორიგე ჯარი იქცა ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაქირავებულ ჯარად. მორიგე ჯარის დაშლა ზოგიერთი თავადისა და მათი მხარდამჭერი პირების დიდი გამარჯვება იყო მეფის ხელისუფლებაზე, რამაც აღმოსავლეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პოლიტიკის დასუსტება გამოიწვია. მორიგე ლაშქარმა, მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. არსებულ მასალებზე დაყრდნობით შევადგინეთ იმდროინდელი შეიარაღებული ძალების სტრუქტურა (იხ. სქემა №2, 152). მეფე ერეკლე II-მ საღად და ობიექტურად შეაფასა თავისი სამეფოს ფეოდალური ჩამორჩენილობა და ამიტომ მისი დაძლევის მიზნით მიზანმიმართულად განახორციელა სახელმწიფო-ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმები.

ამგვარად, ზემოთ აღნიშნული მასალების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

1. მეფის ხელისუფლების გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით, მან გააუქმა ზოგიერთი ძლიერი საერისთავო (ქსნის, არაგვის) და სახანო (ბაიდარის), რომლებიც უშუალოდ დაუქვემდებარა სახელმწიფო მმართველობის აპარატს. ამასთან, გაუქმებული სახანოს ტერიტორია დაჰყო უფრო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად – სამოურავოებად, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ცენტრალური მმართველობა, თუმცა, დანარჩენი საერისთავოები, მეფის შეხედულებისამებრ, ძველ ტრადიციულ უფლებებს ინაჩუნებდნენ.

2. ცვლილებები განხორციელდა სადროშოების სისტემაში. ახლებურად განისაზღვრა სარდლებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების ფუნქცია-მოვალეობები. მოვალეობების ახლებურად განსაზღვრამ თითქმის ყველა იერარქიაზე ხელქვეითთა მართვის სისტემა უფრო მოქნილი გახადა. აღნიშნულმა საკითხებმა ხელი შეუწყო ლაშქრის დროულად მობილიზაციასა და შეკრებას. თუმცა ფეოდალური ჯარის ხასიათი ძირფესვიანად არ შეცვლილა.

3. მეფის განკარგულებით, სადროშოებსა და სამოურავოებში შეიქმნა სამდევროები, რაც გამიზნული იყო მტრის მცირე ჯგუფების მოულოდნელი თავდასხმების აღსაკვეთად. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სადაზვერვო სისტემის ფუნქციონირებაშიც.

4. ფეოდალური ჯარის დრომოჭმულობისა და ჩამორჩენილობის აღმოსაფხვრელად თითქმის წარმატებით განახორციელა მუდმივი ჯარის ნაირსახეობის – „მორიგე ლაშქრის“ შექმნა, რაც ეტაპობრივად ასე გამოიხატა: თავდაპირველად – ,,ნოქარი”, XVIII საუკუნის 50-იანი წლების შუახანებში – „მორიგე“ ჯარი. რომელიც 1774 წლიდან განახლდა.

5. სამხედრო რეფორმის თვალსაზრისით, გარკვეულ სიახლეს წარმოადგენდა საეკლესიო ჯარის გამოყვანის განახლება, რაც მცხეთის საკათალიკოსოს სამხედრო ბეგარის სახით ეკისრებოდა.

6. სამხედრო წესდებების, დარიგებებისა და ინსტრუქციების სახით ითარგმნა სხვადასხვა წიგნი, რასაც მორიგე ჯარის გაწვრთნასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა.

7. ჯარში გასაწვევი კონტინგენტის სრული მობილიზაციის მიზნით, ერეკლე II-მ მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. ამის საფუძველზე სადროშოებს ზუსტად განესაზღვრათ ჯარში გასაგზავნი (გასაწვევი) კონტიგენტის რაოდენობა. სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისა და მოურავთა მიერ გასაწვევი პირების დამალვის, დაფარვის თავიდან აცილების მიზნით გამოიცა სპეციალური ბრძანებები ყველა კატეგორიის ხელმძღვანელისადმი.

8. ლაშქრის ორგანიზაციულ სტრუქტურად დაყოფამ (ათასეული, ხუთასეული, ასეული და სხვ.) და შესაბამისი დანაყოფების მეთაურების დანიშვნამ ჯარი უფრო ორგანიზებული, მართვადი და, რაც მთავარია, დანიშნულებისამებრ გამოყენებადი გახადა.

9. დისციპლინის რეგულირება იმდროინდელი წესდებებისა და ინსტრუქციების მიხედვით ხდებოდა. მართვის გასაუმჯობესებლად შეიქმნა ე.წ. სამხედრო კანცელარია. შემოღებულ იქნა რიგი თანამდებობები: მინბაში – ათასისთავი, ფონსადბაში – ხუთასისთავი, უზბაში – ასისთავი, თოფჩიბაში – მეზარბაზნეთა უფროსი და სხვა.

10. შემოღებულ იქნა სამხედრო წოდებები – კაპრალი, სერჟანტი, უნტერ-ოფიცერი, ოფიცერი, არტილერიის კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი, გენერალი.

შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა უშუალოდ მეფის მიერ ხორციელდებოდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული აძლიერებდა იმდროინდელი ჯარის ბრძოლისუნარიანობას, რაც პირველხარისხოვან ღონისძიებებს წარმოადგენდა ლეკთა გამუდმებული თავდასხმებისა და მაჰმადიანურ სახელმწიფოთა შემოსევების აღსაკვეთად.

3.2 1.2. შეიარაღებისა და ტყვია-წამლის წარმოება.

▲ზევით დაბრუნება


XVIII საუკუნის II ნახევრიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაძლიერდა და მრეწველობის განვითარება თანდათან აღორძინების გზაზე დადგა. ამუშავდა სხვადასხვა საწარმო. პირველ რიგში, აუცილებელია შევეხოთ სამთამადნო წარმოებას, რადგან იგი შეიარაღების შექმნისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ საქმის განვითარებისათვის მეფე ერეკლემ მოახერხამადნის ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა დიდი გასამჯელოს დაპირებით, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება-გამოდნობის საქმე განავითარეს (58, 223). აღმოსავლეთ საქართველოში სამთამადნო წარმოების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე, რომელიც არსებული პერიოდისათვის პრიორიტეტული იყო. შეიარაღების განვითარება ზეგავლენას ახდენდა სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე, იგი მნიშვნელოვნად ზრდიდა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას. სამხედრო წარმოების განვითარებაში იგულისხმება იმ დროისათვის არსებული ზარბაზნების, ზამბულაკების (სპარსული დიდი თოფი (48, 118), ციხის თოფების, ხელყუმბარების, თოფ-იარაღის და სხვათა დამზადება. „თბილისში არსებობდა თოფ-იარაღის დამამზადებელი ქარხანა, სადაც, სხვა სამხედრო საჭურველის გარდა, ზარბაზნებსაც ამზადებდნენ. აქ მუშაობდნენ სხვადასხვა სპეციალობის ხელოსნები - ხუროები, დურგლები, ზარბაზნის მბურღავები, მქლიბავები. ისინი ხელფასს ფულით იღებდნენ“ (87, 265).

ა. კოჭლავაშვილის მიერ მოძიებული მასალებიდან ჩანს, რომ 1744 წელს, როდესაც ქართლის მეფე თეიმურაზი თბილისში შემოვიდა და მეტეხის ხიდზე ფეხი შედგა, ზარბაზნის შედლუხმა ყურთასმენა დაფარაო, ხოლო ქვიშხეთში, ერეკლეს ქორწილის ღამეს, კახურ მრავალჟამიერს თურმე სურამის ციხის ზარბაზნები აძლევდნენ ბანს. ამავე ვერსიას მოწმობს პ. ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (43, 94). წიგნში ისეთი ეპიზოდებია მოყვანილი, სადაც საბრძოლო მოქმედებების დროს მეფე თეიმურაზი და ერეკლე II იყენებდნენ ზარბაზანს ძირითადად საფორტიფიკაციო ნაგებობების დასანგრევად თუ ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. „. . . ბარათაშვილმა . . . თოფხანა წარავლინა კეხვის ციხესა, დაუწყეს სროლა ციხესა კეხვისასა ზარბაზნითა და ყუმბარითა“ (41, 376).

ერეკლესათვის კარგად იყო ცნობილი ომებში არტილერიის მნიშვნელობა. ამიტომ თავის ერთ-ერთ ამოცანად ისახავდა საქართველოში სამთო წარმოების აღდგენას და ამის საფუძველზე არტილერიის შემდგომ გაუმჯობესებას. მისი ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ (83, 379). საქართველოში, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის საქმეში კარგად აცნობიერებდნენ არტილერიის მნიშვნელობას. ამ მიზნით ერეკლე მეფე გამუდმებით ცდილობდა, ვისგანმე ზარბაზნების გაკეთება და ხმარება შეესწავლა.

მეფე ერეკლემ ისარგებლა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარის შემოყვანით, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ოსმალეთის წინააღმდეგ დაწყებულ ომში და მას საარტილერიო საქმის ქართველი სპეციალისტების მასთან გაგზავნა თხოვა.

ტოტლებენის ბრძანების საფუძველზე, „1769 წლის ნოემბრიდან 1770 წლის თებერვლამდე პოდპოლკოვნიკი ს. ჩოლოყაშვილი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ანტონ თარხან-მოურავთან ერთად ტფილისში იმყოფებოდა. ერეკლეს მისთვის იარაღის საწყობები უჩვენებია და არტილერიის გამართვის საქმეში დახმარება უთხოვია. ს. ჩოლოყაშვილს ამ საკითხზე პატაკი გაუგზავნია ტოტლებენისთვის. ეს პატაკი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. . . ტოტლებენმა ს. ჩოლოყაშვილი სასწრაფოდ მეჯვრისხევში დაიბარა. . . და დააპატიმრა . . . 1770 წლის 6 თებერვალს გრაფ ჩერნიშოვისთვის გაგზავნილ მოხსენებაში ტოტლებენი წერდა: „ჩემი ბრძანებების მიუხედავად ს. ჩოლოყაშვილი კვლავ ტფილისში რჩება და ერეკლეს ზარბაზნების კეთებასა და ლაფეტზე გაწყობას ასწავლისო, მე სასწრაფო ბრძანება გაუგზავნე დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაპატიმრებ და მოზდოკში გავგზავნიო“ (67, 62-63). შესწავლილი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ არტილერიის პოდპოლკოვნიკმა ს. ჩოლოყაშვილმა და თავადმა თარხან მოურავმა მიზანმიმართულად იკისრეს დავალების შესრულება. ისინი ერეკლე მეფეს ზარბაზნების მორტირების გაკეთებასა და გამოყენებას ასწავლიდნენ (მესხია შ., თბილისის ისტორიული წარსული, ნაწ. I, 1990, 379).

რუსეთის ჯარის უფროსმა გენერალმა ტოტლებენმა, შეიტყო რა ამ ამბის შესახებ, ს. ჩოლოყაშვილსა და თარხან-მოურავს სატიკად აუკრძალა, ქართველებისათვის საარტილერიო საქმე ესწავლებინათ. როგორც ჩანს, ტოტლებენის ამგვარი ბრძანება უკანონოდ მიუჩნევიათ, რადგან მათ მოქმედებას საქართველოსა და რუსეთს შორის იმდროინდელი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ამყარებდა. ამიტომ ორივენი თბილისში დარჩნენ და თავიანთი მოღვა-წეობა განაგრძეს (82, 111-112). ამ გარემოებამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში არტილერიის განვითარებას. ქარხანა მდებარეობდა ძველი თბილისის გარეუბანში-კოჯრის ძველი გზის დასაწყისის დღევანდელი კ. ლესელიძის, შ. დადიანის, ლ. ასათიანის ქუჩის მიდამოებში (93, 4). უცხოელი, მონასტრის წინამძღვარი იოსებ დელაპორტი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა 1768 წელს, აღნიშნავს ზარბაზნის წარმოების არსებობას ამ ქალაქში: „. . . ტფილისში აკეთებენ ზარბაზნებს, ყუმბარებს, წამალს“. . . (33, 75). 1771 წლის 15 ოქტომბერს მეფე ერეკლე II-მ მიიღო აკადემიკოსი გიულდენშტედტი. მას, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, სცოდნია სამთამადნო წარმოება. მეფე ერეკლეს მისთვის საქართველოში დარჩენა შეუთავაზებია, რადგან საბადოთა დამუშავების სპეციალისტი სჭირდებოდა, მაგრამ სტუმარმა შემოთავაზებულ წინადადებას თავი აარიდა (36, 12).

გიულდენშტედტის გადმოცემით, 1772 წლის 18 თებერვალს მან დაათვალიერა თოფისწამლის ქარხანა. მისი აღწერით, იქ გამოყენებული წამლის შემადგენელი ნაწილების პროპორცია შემდეგია: 13 – ციტრა ანუ წილი გვარჯილა, 2 – წილი გოგირდი და 3 – წილი ნახშირი ტირიფისა ან თხილისა. ასეთ შემადგენლობას ნაყავენ მთელი დღე კაკლის ხის სანაყში, რომელსაც შიგნიდან აქვს ოდნავ კონუსისებური ფორმა, ზევით არის 10 დუიმის (25.4 სმ.) სიგანისა და 12 დუიმი (30.48 სმ.) სიღმისა, აქვს გრანიტის კონუსური ფილთაქვა, რომლითაც მთელი დღე ნაყავენ. ეს ფილთაქვა ზევით იწევა ღერძის მეშვეობით, რომელიც ფეხით მოჰყავთ მოძრაობაში. შემდეგ წამალი იფხვნება სპილენძის როფში და ფსკერი აქვს დაჩვრეტილი (36, 15). ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს სამხედრო წარმოების არსებობას საქართველოში მოცემული პერიოდისათვის. ერეკლეს დროს არტილერიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიკოსი ბუტკოვი: ... დროთა ვითარებაში ზარბაზნების რიცხვი გაიზარდა 15-მდე პაატა ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) ხელშეწყობით, რომელმაც ცოდნა საარტილერიო მეცნიერებაში რუსეთში მიიღო. მან მოაწყო თბილისში ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც გადაადნო ზარბაზნები და ჩამოასხა ისინი ევროპული კალიბრების მიხედვით (49, 287). ბუტკოვს მხედველობიდან გამორჩა ის, რომ ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა პაატა ანდრონიკაშვილამდე არსებობდა საქართველოში, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ასევე ცნობას გვაწვდის პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომელიც საქართველოში 1783-1787 წლებში იმყოფებოდა: „ქართულ არტილერიას ატარებენ ხარებით . . . საშიშია მათი მეზობელი მტრებისათვის. ერეკლეს აქვს 12 საკუთარი ზარბაზანი, ჩამოსხმული ტფილისში“ (151, 7). ეს ცნობები ჭეშმარიტი დადასტურებაა იმისა, თუ რა განვითარების სტადიაში იმყოფებოდა მაშინდელი საქართველოს არტილერია.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულია ერთ-ერთი ხელნაწერი S-167. იგი თარგმნილია ქართულად ვახტანგ VI-ის ბრძანებით, მიხეილ ელიევიჩის მიერ, 1725 წელს. ის ორი დიდი ნაწილისაგან შედგება: პირველია „სივაკის მზომელობა ანუ პლანიმეტრია“ და მეორე „საარტილერიო წიგნი“. ხელნაწერის ქვედა ყდის შიდა მხარეზე მეფე ერეკლეს ბრძანებით თარხან-მოურავს ასეთი მინაწერი გაუკეთებია: „ღვთისაგან ამაღლებულმან მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან მპყრობელმან ქართლისა, კახეთისა, შამშადინისა, ყაზახისა და ბორჩალოს მეორემან პატრონმა ირაკლიმ მიბრძანა რუსულს დასტურზე არტილერიის გაკეთება საქართველოის კაცს გიორგი თარხანს სახელითა მხთისათა, შეწევნით პატრონისა ჩემისათა გავაკეთე გავაწყე ზარბაზნები, რომ რუსთაც დიდად მოსწონთ, ქართველთა და კახთაც დიდ იმედად უჩანსთ, ვინც წარიკიხავდეს, შენდობას მობრძანდეთ, ღ-თი შეგინდობისთ თქვენს ცოდვასა“ (16, S.167).

ეს ფაქტი მოწმობს, რომ მეფე ერეკლე და გიორგი თარხან-მოურავი ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობდნენ. წიგნში მოცემულია ცნობები საარტილერიო ჭურვების, ხელყუმბარების, თოფისწამლისა და სხვა იარაღის დამზადების შესახებ. მაგალითისათვის: „სოსტავი ხელით სასროლის გრანატისა: 24 ლუტი წმინდა მარილი, 10-ის 1/2 ლუტი გვარჯილა, 3 ლუტი გოგირდი, ½ლუტი ნახშირი. ეს სოსტავი ერთმანეთში კარგად აურიე და ცოტა წყალი ზედ დააპრკვიე და მერე ის ცინდერი მაგრა გასტენე“.

ხელნაწერში გათვალისწინებულია დამზადების პროცესში უსაფრთხოების ზომების დაცვა, წამლების და მინარევების რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლისგანაც მზადდებოდა ჭურვები და ხელყუმბარები. ნაშრომის დიდი ნაწილი ეთმობა ზარბაზნების თემატიკას, სადაც ვრცლადაა მოცემული სხვადასხვა ტიპის ზარბაზნის დანიშნულება, მათი გამოყენების პრინციპები და ცხრილები სროლისათვის (16, 264). გიორგი თარხან-მოურავის მიერ 1776 წელს მდივან ლაშქარნივისათვის მიცემულ ბარათში აღნიშნულია „... მე თოფჩიბაშს თარხანს გიორგის დასცემს ნაიბს გაბრიელს სამის თვისა ჩემი, ჩემის ნაიბისა და თოფხანის სრულიად ამალისა სამოცდათვრამეტი თუმანი ექვსი მინალთუნი და ხუთი შაური. თქვენ ლაშქარნივისის მანუჩარისაგან მოგვებარა ბარათები“ (19, Hd 3843). . .ამრიგად, 1776 წელს განახლებული საარტილერიო ქარხნისა და არტილერიის უფროსი ის გიორგი თარხნ-მოურავი იყო, რომელმაც მეფე ერეკლეს ზარბაზნები დაუმზადა. იგი ამ თანამდებობაზე, როგორც წყაროებიდან ირკვევა, 1780 წლამდე მოღვაწეობდა.

ერეკლე მეფეს არ აკმაყოფილებდა ზარბაზნის ადგილობრივი წარმოება და თბილისის საარტილერიო ქარხნის უახლოესი ტექნიკის მიხედვით გარდაქმნა განიზრახა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ზარბაზნების წარმოება ევროპასა და რუსეთის არმიებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. გლუვლულიანი ზარბაზანი ფოლადის დაღარულლულიანით შეიცვალა.

საქართველო სამხედრო კადრების ნაკლებლობას განიცდიდა XVIII საუკუნის 60-იან წლებში, ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს პაატა ანდრონიკაშვილი მიავლინა. პაატამ რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იანი წლების პირველ ნახევარში სამშობლოში დაბრუნებულს საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა. იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამხედრო წარმოების გარდაქმნას, რომელიც ერეკლე მეფის თაოსნობით დაიწყო (106, 33). ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სამხედრო ხელოვნების შემადგენელი ნაწილის – ტაქტიკის განვითარებას (დ. მ.). ამ ფაქტს ადასტურებს მდივანბეგი ო. ხერხეულიძე. ის გადმოგვცემს: „ამასა შინა იწყოცა მეფემან არტილერიისა, ე. ი. თოფხანისა, ევროპულსა გვარსსა ზედა გაწყობა და დიახ ჩინებული არტილერია გამართა. აღეზარდა მეფესა ირაკლის წარსაგებელითა თვისითა თავადთა ძენი როსიასა შინა არტილერიისა სწავლითა და მათ შორის გამოვიდა პირველი ხელოვანი თავადი ანდრონიკაშვილი პაატა და უხუცესი განმგეობა არტილერიისა, ანუ ფელციხმეისტერობა, რომელსა თოფჩიბაშად უხმობდნენ, მისცა მას და განეწყო ყოველივე მოხელენი და მსახურნი ცეცხლსასროლეთანი ევროპულად“ (47, 92).

ერეკლე II-ის დროს არტილერიაში სამსახური საპატიოდ ითვლებოდა. განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ არტილერიის უფროსი (თოფჩიბაში) და მისი მოადგილეები (ნაიბი), რომელთა ხელმძღვანელობით ამზადებდნენ ქარხნის ხელოსნები ცეცხლმფრქვევად საჭურველს, კერძოდ, ზარბაზნებსა და მის მოწყობილობას. პ. ანდრონიკაშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი მეფის მიერ მიცემულ დავალებას. როგორც საბუთიდან ირკვევა, საარტილერიო განხრით მომსახურე პირები მხოლოდ დიდი შრომისა და გარჯის შემდეგ ღებულობდნენ მაღალ თანამდებობას. 1780 წელს პ. ანდრონიკაშვილმა არტილერიის უფროსობა მიიღო. მის ძირითად ამოცანას შეადგენდა არტილერისტების მომზადება, მათი გაწვრთნა და მოვლა-პატრონობა. ამას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალურ საისტორო არქივში შესწავლილი საბუთი „ჩვენ ქართლისა და კახეთის მეფემ ირაკლიმ გიბოძეთ შენ, ქისიყის მოურავის შვილს პაატას თოფჩიბაშს. აქამდინ თობჩიბაშობა გაყოფილი იყო. ახლა მთლათ და საკუთრათ შენ დაგადგინეთ და შენ გიბოძეთ, რაც თოფჩიბაშები თარხანს გიორგის ებარნენ, ისინიც შენ უნდა მიიბარო და ამათს სწავლაზედ ბეჯითი უნდა იყო და სხვის შემოყვანასაც ეცადე, რომ თოფჩიბაში თოფჩებ გაიმრავლო. შენთვის ჯამაგირად წელიწადში ორმოცი თუმანი მადნიდამ მოგეცემა და ჯინში ოცის თუმნისა საბეჭდავის იჯარიდამ მოგეცემა. მას ყოველწლივ ჩვენი მოხელენი უკლებლად მოგცემენ. ამას გარდა, რაც შენთვის ულუფა გამოგვჩენია, ის სხვა ოქმით მოგეცემა“ (16, 268) (4, 226). ერეკლე II არტილერიაში მომსახურე ნებისმიერი რანგის პიროვნებას გარკვეულ შეღავათებს აძლევდა, ჯამაგირს უხდიდა და უსამართლობისგანაც იცავდა, ასევე დამსახურების მიხედვით წოდებებს ანიჭებდა. მას მოწმობენ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტები (6, 226. №5124, 5125, 2616, 8719).

XVIII საუკუნის 70-იან-80-იან წლებში არტილერია საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რამაც სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შასრულა: «მეფე ირაკლი თავის სამეფოს კუალობაზედ ძლიერი იყო. იმას ჰქონდა ოცდაოთხი გაწყობილი ზარბაზნები თავის ჩამოსასხმელის სახლითა, რომელსაცა სითკენაც უნდოდა, იქით წაიღებდა იმ ზარბაზნებს, მაგრამ უფროსი ერთი სულ ადგილობრივ ეწყო და თვითონ კი ქართველებით მტერს სდევნიდა ხან სომხითში, ხან ქართლში და ხან კახეთში. . .იმ ზარბაზნებით და იმ ჯარით, რომლის მტერსა შემოუშვებდა საქართველოში? არამც თუ შემოუშვებდა, სხვა ქვეყნებსაც შეიძენდა“ (146, 8).

მეფე გამუდმებით ცდილობდა საარტილერიო საქმის სრულყოფას. არტილერისტთა კადრების მოსამზადებლად ზოგჯერ უცხოელ სპეციალისტებსაც იწვევდა. მის შვილიშვილს, დავით ბატონიშვილს საარტილერიო სამხედრო განათლება ავსტრიელი იოსებ იაკობის ძე გეტინგისაგან მიუღია (111, 418). 1794 წელს მან რუსეთში გაგზავნა საქართველოს მკვიდრი სტეფანე მელიქოვი საარტილერიო საქმის შესასწავლად. ამასთან დაკავშირებით, მეფე ერეკლე თავის ელჩს, გარსევან ჭავჭავაძეს სწერდა: „. . .სომხითის მელიქოვი სტეფან პავლიჩი რუსეთს იყო, იქ რუსული ენა და წიგნი ისწავლა და აქ ჩვენთან მოვიდა და ჩვენ ისევ მანდ რუსეთს შენთან გამოვისტუმრეთ იმ მიზეზებისათვის, რომ … არტილერიის აგების საქმე ისწავლოს და ამ ქვეყანას გამოადგეს. მასზედ რამ გულმოდგინება იხმარო, შენს მშობელს ქვეყანას ვალს დასდებ და ჩვენს გულსაც მოიმადლებ. . .თუ შენგან შეიძლებოდეს, დროზედ კაპიტნობის ჩინის შოვნაზედ შეეწიო და უშოვნო, უფრო მხიარულებით ეცდება სწავლის მიღებას და საქართველოს შესამატი საქმე იქნება“ (7, 227). საბუთი გაანალიზებულია ა. კლიმიაშვილის მიერ.

საჭირო იყო საარტილერიო საქმის განვითარებისათვის ფეთქებადი მასალების დამზადება. XVIII საუკუნის II ნახევარში თოფისწამალს გარკვეულწილად მოქალაქე ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ. მეფე ერეკლემ თოფისწამლის, გვარჯილის დამზადება და ინდივიდუალური პირების მიერ დამოუკიდებლად გაყიდვა აკრძალა. წარმოების უფლება მან მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა. მეფის ნებართვით მან 1770 წელს თოფის წამლის ქარხანა ააშენა. თოფის წამლის დამზადება და გაყიდვა მხოლოდ ამ პიროვნებას მიანდო (87, 272). თაყუაშვილებისადმი ერეკლეს მიერ მიცემულ ნებართვაში აღნიშნულია: „ჩვენი ბრძანება არის თაყუაშვილო ისაიაღავ, მერმე დიდ ჭირობას, ქვეყნისა და ჩვენი სამსახურისათვის და ქალაქსა და ხალხის მრავალ რიგის მოვლის სამაგიეროთ ქალაქში თოფის წამლის დანაყვის ბრძანება მამაშენს, შენ და შვილთა შენთა გიბოძეთ, თქვენს მეტი კაცი ვერავინ დაანაყვინებდა და ვერც გორჯილასა და თოფის წამალს გაჰყიდდა. .მაშინვე თქვენც ქარხანა გამართევით და ასაქმებდით, მერმე თოფხანასა და ციხეებისათვის შენი ქარხანა თხოებით ჩამოგართვით და სამაგიეროთ მამულის ბოძებას დაგპირდით“ (8, 229).

ამრიგად, გვარჯილისა და თოფისწამლის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II აკონტროლებდა, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობდა სახელმწიფო დანიშნულებისათვის ფეთქებადი მასალების მაქსიმალურად გამოყენებას. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, თუ სად მდებარეობდა ასაფეთქებელი მასალების ქარხანა, რამდენად უზრუნველყო ერთმა გვარმა მეტად საჭირო დავალების შესრულება და სად იყო განლაგებული მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები. ამაზე მიუთითებს შემდეგი დოკუმენტი: „ავლაბრის ციხის გარეთ, სადაც ამჯობინო, ქარხანა უნდა გაგეკეთებინა; სადაც გიმჯობესებია და გიშენებია, ის ადგილი ჩვენც მოვიწონეთ“. . . „ოცდახუთი ადლი ალაგი გვთხოვე ჩვენ. ინებეთ და ის ალაგი შენ და შენ შვილებს სამკვიდროდ მამულად გიბოძეთ, დუქნები გააკეთე და წამალიც იქ გააყიდვინე“ (9, 229). ეს საკითხი გააანალიზა ა. კლიმიაშვილმა, როდესაც საარტილერიო მშენებლობას შეეხო. როგორც ვხედავთ, თოფისწამლის ქარხანა ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

სახელმწიფოს მოთხოვნა თოფისწამალსა და გვარჯილაზე იმდენად დაკმაყოფილებული ყოფილა, რომ მეფეს ნება დაურთავს თაყუაშვილებისათვის დამზადებული წამლის ინდივიდუალურად გაყიდვაზე. საარტილერიო საჭურველისა და სხვა საბრძოლო მასალების საწყობი კი ნარიყალას ციხეში იყო განლაგებული (156, 48). ეს ადგილი შედარებით უკეთ უზრუნველყოფდა სამხედრო პროდუქციის ობიექტების მოვლასა და დაცვას.

ზემოთ აღწერილ მასალაში, რომელიც საქართველოში საარტილერიო საქმის განვითარებას ეხება, საუბარი იყო პაატა ანდრონიკაშვილის განსწავლულობაზე. ჩვენის აზრით, მას განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული, საარტილერიო აღმშენებლობის საქმესაც რუსულ ყაიდაზე წარმართავდა, რომელიც ნაწილობრივ ევროპულზე იყო დაფუძნებული. ამ მოსაზრების განმტკიცებისათვის მოვიყვანთ მაგალითს: წიგნში „საარტილერიო შეიარაღება“, ნაწილი I, წარმოდგენილია რუსული არტილერიის განვითარების ეტაპები. მასში მოყვანილია მონაცემები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ 1757-1796 წლებში საარტილერიო ქვემეხების კალიბრი მერყეობს 76 მმ-დან 245 მმ-მდე. პაატა ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში 120 მმ-დან 152 მმ-დე, სროლის მანძილი კი 20-22 გრადუსიანი კუთხით გასროლისას 1066 მ-დან 2980 მ-მდე განისაზღვრებოდა (165, 169). შესაბამისად, შესაძლებელია, პაატა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით დამზადებული ზარბაზნები მიახლოებით იგივე ტექნიკური მახასიათებლებისა ყოფილიყო.

ნაშრომში „საარტილერიო მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევარში“ მკვლევარმა ა. კლიმიაშვილმა შეისწავლა არტილერიის განვითარება. იგი აღნიშნავს მეფე ერეკლეს განსწავლულობას მისი გამოყენების საქმეში. „. . .თუ ისინი გამოვიდნენ და ომი მოუხდესთ, თქვენ მინდორზედ შებმას ეცადენით. კინკლაობასა და იმათსავით თოფების მიშველებასა და ისე შებმას დაეხსენით. . .ქვეითი კაცი იბერიმ ხანსაც ბევრი ეყოლება, ცხენიანიც რომ დააქვეითოთ და ისე მიხვიდეთ, ზარბაზნებიც წინ მიიმძღვაროთ და ომი ზარბაზნებს დააცადოთ. . .არ აუჩქარდეთ, დააცალოთ, ისინი თქვენზე მოიყვანოთ და თქვენ იმათზე არ მიხვიდეთ, ისე სჯობს, რომ ისინი თქვენზე მოსვლით დაღალოთ და ღვთით თქვენ იმ დაღალულს ერთიანათ შეებათ; ისინი აქეთ-იქიდამ ტანებას დაგიწყებენ, თქვენ ზარბაზნის სროლის მეტს ნურას იქმთ, ისინი ამაში დაიღალვიან, მასუკან ერთიანად მიაწევით. . .“ (87, 273-274). აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მეფე ერეკლე არტილერიის მიზნობრივად გამოყენებასა და საბრძოლო მოქმედების წარმართვის ხერხზე მიუთითებდა. მასში მოცემულია მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ღონისძიება – ყველა მებრძოლის დაქვეითება (როგორც ყირბულახის ბრძოლისას), მტრის მოქანცვა და ახლოს მოშვება. ზარბაზნის უეცარი ცეცხლი იერიშის მისატანად გამზადებულ მოწინააღმდეგეს რომ დემორალიზებულს გახდიდა, ეს ფაქტია. ამიტომ ბრძოლის დაწყებით ეტაპზე არტილერიის გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობდა ცოცხალი ძალის შენარჩუნებას, მისი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას და მტრის დანაკარგების გაზრდას.

ამრიგად, როგორც მასალებიდან ჩანს, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებული იყო არტილერიისა და თოფისწამლის, ხელყუმბარების წარმოება, რომლის გაზრდასა და გაუმჯობესებას მეფე ერეკლე ყოველმხრივ ცდილობდა, რადგან სახელმწიფოს სამხედრო ძლიერებას სამხედრო მრეწველობის განვითარება განსაზღვრავდა.

3.3 1.3. საინჟინრო – თავდაცვითი ნაგებობები

▲ზევით დაბრუნება


XVIII საუკუნის II ნახევარში ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ციხე-გალავნების, ციხე-სიმაგრეების ასაშენებლად და განახლებისათვის, რომლებიც ერთგვარ საფორტიფიკაციო ნაგებობებს წარმოადგენდნენ.Mმოცემული პერიოდი დაღესტნელი ფეოდალებისა და სხვადასხვა სახანოების წინააღმდეგ ქართლ-კახეთისათვის ურთულესი ბრძოლის ხანა იყო. მოწინააღმდეგის თავდასხმებისაგან დასაცავად ადრეულ პერიოდში აგებული სიმაგრეების რაოდენობა და კონსტრუქცია მოცემულ პერიოდში მოთხოვნებს ნაწილობრივ აკმაყოფილებდა. ამიტომ მეფე ერეკლემ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობა ციხე-სიმაგრეთა ერთიანი სისტემის შექმნით გამოასწორა. ციხე-სიმაგრეთა ცენტრი იყო თელავი (75, 17).

პ. ზაქარაიას ნაშრომში „კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი“ დამაჯერებლადაა აღწერილი იმ ციხე-სიმაგრეების, ციხე-დარბაზებისა და გალავნების დახასიათება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნში მოცემული სურათი 1, სადაც მოცემულია ციხე-სიმაგრეთა განლაგების სქემა. ისინი დასახლებულ პუნქტებში ძირითადად სტრატეგიულ მიმართულებებზე იყვნენ განლაგებული, სადაც შესაძლებელი იყო მოსახლეობის სწრაფი შეხიზვნა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლის წარმართვა.

XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობა ქართლ-კახეთში სწრაფი ტემპით გრძელდებოდა. ამის მიზეზი მტრულად განწყობილი მეზობლების ინტენსიური შემოსევები იყო. აღმოსავლეთ საქართველო ციხეებითა და გალავნებით დაიფარა, სადაც მოსახლეობა მძიმე დღეებში თავს აფარებდა და წარმატებით იგერიებდა მტრებს. აშენებდნენ არა მარტო ახალ სიმაგრეებს, არამედ ამაგრებდნენ და რესტავრაციას უკეთებდნენ ძველებს (112, 626).

ჩვენი აზრით, როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პერიოდში და შემდგომ სახელმწიფოს თავდაცის ძირითადი დასაყრდენი ციხე-სიმაგრეები, ციხე-გალავნები და კოშკები იყო, რომლებიც ერთიან თავდაცვით სისტემას ქმნიდნენ. ამ სისტემის ეფექტურ მოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენდა სასიგნალო-შეტყობინების სისტემა. თუ იგი ორგანიზებულად მოქმედებდა, მაშინ მოწინააღმდეგის მიერ მოულოდნელად თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს შიგნით მობილიზებული ხვდებოდნენ. ციხე-სიმაგრეებისა და გალავნების დამაკავშირებელი საყარაულო კოშკები იყო. მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, ისეთ ადგილმდებარეობაზე განალაგებდნენ, საიდანაც მათი საშუალებით ხდებოდა უმოკლეს დროში სიგნალის გადაცემა. სიგნალის ადრეულ სახეს კოშკების თავზე დანთებული კოცონი წარმოადგენდა. შემდგომში კი პარალელურად ცეცხლსასროლი იარაღი, დროშები და შიკრიკები გამოიყენებოდა. საფორტიფიკაციო ნაგებობები ძირითადად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე იყო განლაგებული. ისინი გარკვეულწილად კეტავდნენ საზღვრებზე გადმოსასვლელ გზებს, ხოლო სახელმწიფოს შიგნით – გზაჯვარედინებს, ცენტრალურ და მნიშვნელოვან მაგისტრალებს.

საქართველოში ციხე-სიმაგრეებისა და გალავნების ასაგებად ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო, ამიტომ მათ ვაკე ადგილმდებარეობაზე იშვიათად აგებდნენ. თუ კი სიმაგრეთა ვაკეზე აგება აუცილებლობას წარმოადგენდა, ადგილთან შეფარდებით მას თხრილებსაც შემოავლებდნენ, რათა მტერს თავისუფლად იერიშის მიტანა არ შეძლებოდა.

საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და მტრის თავდასხმისას ქართველთა მოქმედებების შესახებ ცნობებს გვაწვდის გერმანელი მკვლევარი და მოგზაური გიულდენშტედტი. ის გადმოგვცემს: „აქ ჩანდა მრგვალი და ოთხკუთხედი მოედნები, მიწაყრილები, სადაც მცხოვრებნი აფარებენ თავს და პირუტყვს, როცა დროზე შეამჩნევენ მძარცველებს, მამაცურად იცავენ თავს. მკაცრად დადგენილი წესის თანახმად, ყოველი ქიზიყელი მიიჩქარის თავისი თოფით იქით, საიდანაც ესმის სროლის ხმა ამ ღონისძიებების წყალობით, ლეკები მათ უფრო იშვიათად ესხმიან თავს“ (36, 27).

შემდეგ მკვლევარი აღწერს იმ საფორტიფიკაციო ნაგებობების მოყვანილობასა და თვით მოსახლეობის მოქმედებას, რომელთაც ესოდენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თვითგადარჩენის საქმეში:. . . „უმეტესად ყოველ სოფელს აქვს ერთი ან რამდენიმე მრგვალი კოშკები. თავდასხმის დროს ქვედა სართულზე თავს აფარებენ ქალები და ბავშვები, ზედა სართულზე კი იკრიბებიან შეიარაღებული კაცები და ესვრიან ყაჩაღებს. Bბევრ სოფელს აქვს . . .კედლით გარშემორტყმული . . . ოთხკუთხა მოედანი კარებებითა და სასროლი კოშკებით. ასეთ ადგილებში, რომლებსაც ციხეები ჰქვიათ, ან არ ცხოვრობენ, ან ცხოვრობენ ცოტანი, თავდასხმების დროს ყველანი ცდილობენ, ამ ციხეებში გადაირჩინონ თავი საქონლითა და ქონებით“ (36, 249-251).

თავდაცვითი ნაგებობების დანიშნულებასა და გამძლეობაზე მიუთითებს ყვარლის ციხეში, ალყაში მოქცეული ქართველების ბრძოლა, რომელზეც შემდგომ თავში გვექნება საუბარი. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოცდასამი დღის განმავლობაში (110, 12) ალყაშემორტყმულ ციხეში მოწინააღმდეგემ ქართველთა დამარცხება ვერ მოახერხა. საინტერესოა მემატიანის ერთი ცნობა „... სხვა ღონე რომე მოვიპოვნეთო და ყვარლის ციხე განვაძლიეროთო, თუ იმ ციხეს (მტერი-დ. მ.) აიღებდა, გაღმა მხარი ხელთ დარჩებათ და რახან გაღმა მხარს იშოვნიან, კახეთის შოვნაც გაუადვილდებათო. მერე დასუსტებულს ქართლს რითღა შევიმაგრებთო“ (43, 229). ყვარლის ციხის კედლების მთელ პერიმეტრზე კოშკების გარეშე თავისუფლად შეეძლო ერთდროულად ემოქმედა ათასამდე მსროლელს. ამას თუ მივუმატებთ შვიდი კოშკის სათოფეებს, მივიღებთ სათოფეთა ისეთ რაოდენობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ ძლიერი გარნიზონი.

ყვარლის ციხის მეორე გალავანზე და არხზე გვიყვება „კალმასობაში“ მისი მნახველი იოანე, სადაც ვკითხულობთ: „იოანე წარვიდა ციხისკენ და თან გაყვა ალავერდის სახლთუხუცესი. რა ციხესთან მივიდა იოანე, იხილა მეორე სხვა გალავანი შემორტყმული და გალავანს გარე არხი. . . ჰკითხა სახლთუხუცესს: ეს სიმაგრე ვინ გააკეთაო? მან უთხრა: იოანე ბატონიშვილმან, რომ მეფე ირაკლიმ აქ უბრძანა ყოფნაო, ოდეს ომარხან მოვიდოდა ოცდახუთი ათასის კაცით ამ ყვარელზედ, მაშინ ეს სიმაგრე გაგვიკეთა ბატონის-შვილმან შიგნით გალავანში დედაკაცნი და ყმაწვილნი დააყენა და ბურჯებში თოფაჩნი და მეთოფენი და თვითონ ჯარით და ჩვენ აქ ვიდექით. და ესერდ მაგრად ვიყავით, რომ მოვიდნენ მტრის ჯარნი, ბურსას ვერღა გასცილდნენ, და ორჯელ აქ დაგვესწრო ჩვენს გაჭირვების დღეს, და ღმერთს გარდა იმან დაგვიხსნა იმ მტერთ ტყვეობისაგან“ (75, 109-110).

როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობების ისტორიიდან ირკვევა, სათოფურების განლაგება და დახრილობა იმდაგვარად ყოფილა მოწყობილი, რომელიც უზრუნველყოფდა ახლო და შორ მანძილზე ცეცხლის ეფექტურად წარმართვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთისათვის ყვარლის ციხეს. ამ ბრძოლის დროს ქართლ-კახეთი მთლიანად მინდობილი ყოფილა აღნიშნულ სიმაგრეზე.

ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ციხის აღება სახელმწიფოსათვის კარიბჭის ჩამოხსნის ტოლფასი იყო. სხვადასხვა სახის სიმაგრეებში, ეს იქნება სახელმწიფო დანიშნულების ციხე, ციხე-დარბაზი, თუ გალავანი, მათი კოშკებიდან ერთი ყოველთვის გამოირჩეოდა. რელიეფის სირთულის შემთხვევაში სხვებზე დიდი კოშკი მაღალ ადგილზე შენდებოდა. ისეთ ციხე-გალავნებში, რომლებიც ვაკეზე იყო განლაგებული, ერთ-ერთ კოშკს, რომლიდანაც გარემო უფრო მოხერხებულად და შორს ჩანდა, სხვებზე მაღალს აგებდნენ. ასეთი კოშკებიდან ხდებოდა არა მარტო მიდამოების დაზვერვა, არამედ მტრის გამოჩენისას სიგნალის მიცემა, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის მოკლე დროში მობილიზებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ციხე-სიმაგრეების, გალავნებისა და კოშკების, ასევე სხვა თავდაცვითი მნიშვნელობის ნაგებობებზე პასუხისმგებელნი იყვნენ იმ ტერიტორიის მოურავები და მფლობელები, რომელთა დაქვემდებარებაშიც საფორტიფიკაციო ნაგებობები შედიოდა. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში ქართლსა და კახეთში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი ხეობა თუ მაგისტრალი, სადაც ციხე-სიმაგრეები და თავდაცვითი ნაგებობები არ აეგოთ. Qქართლში აშენებულ-განახლებულ სიმაგრეთაგან აღსანიშნავია საშაბურო - ბაზალეთის ჩრდილო აღმოსავლეთით, სატიხარი – პატარა ლიახვის შუა წელში, ხადურიანი-პატარა ლიახვის ხეობაში, ფცა – ფრონეს მარცხენა ნაპირზე, არადეთი-ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ლამისყანა-ქსნის ხეობაში, მუხრანის, კოდის, ქვემოჭალის, მჭადიჯვრის და სხვ.

კახეთში ერეკლეს დროს აშენდა და განახლდა ციხეები და ციხე-გალავნები – თელავის ციხე, ვახვახიშვილის ციხე, ბოჭორმა, სიღნაღი, ახმეტა, რუისპირი, საბუე, ალავერდი, ყვარელი, ლალისყური, ნაფარეული, შილდა, იყალთო და სხვა. აშენდა კოშკები კარდენახში, კისისხევში, ოჟიოში, მარტყოფსა და სხვა (57). ჩამოთვლილთაგან აღსანიშნავია სიღნაღის ციხე-დარბაზი, რომელიც 1762 წელსაა აშენებული. იგი განლაგებულია მაღალი მთის კონცხზე, როგორც სარტყელი. მას უჭირავს 40 ჰექტარამდე ფართობი. გარშემოწერილობა 2500 მ-მდეა. ციხის გალავნის კედელებში 23 კოშკია აშენებული (75, 66), რომლებიც, რელიეფიდან გამომდინარე, ისეთ ადგილზეა განლაგებული, საიდანაც შესაძლებელი იყო ჯვარედინი ცეცხლის წარმართვა და კოშკებს შორის მდებარე კედლებისა და სივრცის დაცვა. იქ სადაც კოშკი არ დგას გალავანში გაკეთებულია სათოფურები. ციხის კედლები ორიარუსიანი იყო. ქვედა იარუსი მებრძოლთა გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ციხე-დარბაზი ირგვლივ მდებარე სოფლების თავშესაფარს წარმოადგენდა. ჩრდილოეთიდან აკონტროლებდა ალაზნის ველს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დედოფლისწყაროსა და შირაქის ველის მიმართულებებს.

ზემოთ მოყვანილი მაგალითებს ხაზგასმით აღნიშნავს ო. ხერხეულიძე, რომელიც ამბობს, რომ . . . „აშენდნენ ქართლ-კახეთის 160-მდე გალავანი და ბურჯი“ (47, 74). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ქართველთა თავდაცვისათვის, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და განსამტკიცებლად საფორტიფიკაციო ნაებობებს XVIII საუკუნის II ნახევარში დიდი მნიშვნელობა ქონდა.

მაშასადამე, განხილული მასალები ცხადყოფენ, რომ: ერეკლე II-მ ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მადნის საბადოების ამოღებითა და გამოდნობით ააღორძინა სამთამადნო წარმოება, რამაც, თავის მხრივ, პირველად საქართველოში (და არა მხოლოდ ქართლ-კახეთში) გარკვეულწილად საფუძველი ჩაუყარა სამხედრო მრეწველობის შექმნას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

სწორედ სამხედრო მრეწველობის შექმნით გახდა შესაძლებელი საარტილერიო საქმის განვითარება. ზარბაზნების, ზამბულაკების, თოფების, ხელყუმბარებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებით აღიჭურვა ქართლ-კახეთის სამეფოს ჯარი. მან, თავის მხრივ, აამაღლა მისი ბრძოლისუნარიანობა. ამავე მიზანს ემსახურებოდა საარტილერიო და სხვა სამხედრო სპეციალისტების მოზიდვა ქვეყანაში და ეროვნული სამხედრო კადრების აღზრდა-მომზადება, რუსული ჯარის მსგავსად, სამხედრო წოდებების შემოღება ქართულ ჯარში, წესდებებისა და სხვა სამხედრო ლიტერატურის გადმოთარგმნა რუსულიდან ქართულად, ახლის შექმნა.

ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში, მისი სამხედრო-რეფორმატორული მოღვაწეობის შედეგად, ქართული ჯარი შედგებოდა ქვეითების, ცხენოსნებისა და არტილერისტებისაგან, რომელთაგან საუკეთესო ნაწილს ცხენოსანი ჯარი შეადგენდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად არსებული ციხეებისა და გალავნების მასობრივი შეკეთება, ახლების აგება და საინჟინრო-თავდაცვითი დანიშნულებით მათი მოწყობა. მათთვის ადგილების შერჩევა ოპტიმალური გზით, ძირითადად, სამხედრო თვალსაზრისით ხდებოდა. ასევე გათვალისწინებული იყო სასიგნალო სისტემის მნიშვნელობა და მისი სრულყოფის საჭიროება, რასაც სათანადო ყურადღება ექცეოდა.

4 თავი II. ერეკლე II-ის უმნიშვნელოვანესი ბრძოლები

▲ზევით დაბრუნება


4.1 2.1. ყარაბაღის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან ქართლისა და კახეთის სამეფოები ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდნენ, რაც განაპირობა ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის და კახეთის მეფის ერეკლე II-ის შეთანხმებულმა ბრძოლამ აღმოსავლეთ საქართველოს გაძლიერებისთვის.

1747 წელს ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანის სახელმწიფო თანდათან უძლურდებოდა და იგი შინაგანმა ანარქიამ მოიცვა. ისპაჰანის (ირანის მაშინდელი დედაქალაქი) მმართველბის ხშირი ცვალებადობით და სისუსტით სარგებლობდნენ დიდებულები, რომლებიცAარბევდნენ, ატყვევებდნენ და აწიოკებდნენ ირანის პროვინციებს. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო ყარაბაღის ხანი-ფანა ჯევანშირელი, რომელმაც მარჯვედ გამოიყენა არსებული სიტუაცია და ყარაბაღის მმართველი გახდა (127, 66). თავისი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, 1750 წელს ფანა-ხანმა დაარღვია განჯის სახანოს საზღვრები და განჯის ციხეს მიადგა (47, 49). ამასთან დაკავშირებით პ. ორბელიანი მოგვითხრობს: „აიშალნენ ფანა-ხან და განჯის ხანი შავერდი-ხან, მოინდომა ფანამ განჯის ხანობა თავისთავის და ადრიბეჟანის სარდლობასაც ცდილობდა. ეს შავერდი ხან არ იყაბულა და ფანამ ჯარი შემოიყარა, თვითონაც კაი ელი ჰყვანდა, ჯავანშირ და ყარაბაღში შიგ ჩადგა, ჯარი ასე შემოიყარა, რომ განჯის ქალაქის მეტი აღარ დარჩა, გამოგზავნა განჯის ხანმა თავისი ძმა რიზა ყული ბეგ ქართლში და შემოეხვეწა მეფეს თეიმურაზსა და ძესა მისსა მეფეს ერეკლეს: „დამიხსენით ამ კაცისაგანო, მე და ჩემი ქვეყანა თქვენი მონა შევიქმნებითო, ჯარსაც ჯამაგირს მივცემთო . . . ბატონებმა თავს შეიდვეს და ჯარის თადარიგი დაიჭირეს . . . უბრძანეს მეფეთა ქართლისა და კახეთის ჯარებს და დაეშურნენ მიშველებასა განჯასა“ (43, 164). ე.ი. განჯის ხანის მეშვეობით ერეკლე II-ს ფანა-ხანის შემოსევის ამბავი შეატყობინეს. შემდეგ სომეხი ეპისკოპოსი და მელიქებიც (ვაჭარ-მოქალაქეთა წარმომადგენლები) მეფესთან მივიდნენ სათხოვნელად: „ქრისტიანი ხელმწიფე ბრძანდებით, თქვენი ქვეშევრდომები გაგვხადეთ, ურჯულოს ხელიდან დაგვიხსენითო“ (43, 165).

განჯის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შედიოდა. იგი სამხედრო მფარველობის ხარჯების ასანაზღაურებლად ხარკს იხდიდა, ასეთივე მდგომარეობაში იყო ერევნის სახანოც. გადასახდელი ხარკის რაოდენობა იცვლებოდა სახანოთა ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ზოგჯერ წლიურად ორმოც ათას მანეთს აღწევდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართლ-კახეთის სახელმწიფო ხაზინაში.

ერეკლე II-მ შეაფასა არსებული ვითარება. იმ შემთხვევაში, თუ ფანა-ხანი განჯას აიღებდა, შემდგომ, სავარაუდოა, რომ ყაზახ-ბორჩალოს დაპყრობასაც დააპირებდა, რის შედეგადაც კახეთის სამეფო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ფაქტიურად, ბუფერულ ზონაზე კონტროლს დაკარგავდა. ამიტომ ერეკლემ და თეიმურაზმა ფანა-ხანისა და მისი ლაშქრის საბოლოოდ განადგურება გადაწყვიტეს. ქართველთა ლაშქარში, ქართლ-კახელების გარდა, თუშ-ფშავ-ხევსურებიც შედიოდნენ, ასევე იმერლები და ჩერქეზები. გაიგო რა, მოწინააღმდეგემ განჯაში გარდაუვალი შეტაკების შესახებ, ფანა-ხანმა ღამით განჯის ციხეს ალყა მოხსნა და თავისი ჯარით ყარაბაღში გადავიდა. ისმის კითხვა – რატომ დაიხია მოწინააღმდეგემ? ალბათ იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა ერეკლე მეფის სამხედრო წარმატებების შესახებ. ასე, რომ თუ ფანა-ხანი განჯაში ქართველებთან ბრძოლაში ჩაებმებოდა, იგი დამარცხდებოდა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლო დახმარებას დროზე ვერ მიიღებდა, ამიტომაც ამჯობინა, უკან დაეხია და თავის სამფლობელოში წარემართა საბრძოლო მოქმედებები, რაც სამხედრო თვალსაზრისით დიდ უპირატესობას მიანიჭებდა.

1750 წლის თებერვლის თვეში ქართველთა ლაშქარი ყარაბაღში შეიჭრა. „. . . ვითაც ვერ შეძლებდა პირდაპირ ქართველთასა, აიყარა მაშინ ღამით განჯიდამ და წავიდა, ჩავიდა თავის ელებში, დაუწყო აყრა და მაგრება“ (42, 166). განჯის ციხის გარდა, ფანა-ხანის ლაშქარმა მეჩეთებიდან დაწყებული თითქმის ყველა შენობა მიწასთან გაასწორა და გაპარტახებული სახანო მიატოვა. მან თავისი ელები (თურქმანული მომთაბარე ტომები) მდ. არაქსის სანაპიროსაკენ გადააჯგუფა, ხოლო თვითონ 6 000 მებრძოლით მთიან ადგილზე ტყის პირას გამაგრდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ჯავანშირის, შამშადილის, ბარგუშათის და შაჰისევანის მებრძოლები (42, 166). მოწინააღმდეგის ჯარი, რომელიც ტყიან სერებზე იყო ჩასაფრებული, საფრიდან არ გამოდიოდა, ვინაიდან ტაქტიკურად მომგებიან სიტუაციაში იმყოფებოდა და გაშლილ ადგილზე ბრძოლაში შეიძლება დამარცხდებულიყო. ფანა-ხანს, რა თქმა უნდა ეცოდინებოდა ქართლ-კახეთის ჯარის სიძლიერე და ამიტომ დაიკავა ისეთი პოზიციები, რომელიც უპირატესობას მიანიჭებდა ბძოლის მსვლელობისას.

სავარაუდოა, რომ მეფე ერეკლეს, დაზვერვამ შეატყობინა მოწინააღმდეგის პოზიციების განლაგების შესახებ. „რა გავიარეთ მცირე რამ ალაგი, მოვედით ერთსა კლდოვანსა ალაგსა, მოვიდა ჩვენი ყარაული, მოახსენა მეფეს ერეკლეს: „აქათ ჯარი დგას ფანასიო“ (43, 167). მეფემ ვითარების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება: მეწინავე (ავანგარდი – დ. მ.) სადროშოთი შეტევა განეხორციელებინა მტრის პოზიციებზე, ხოლო მთავარი ძალა მეფე თეიმურაზ II-ის მეთაურობით ქვევით მინდორში დატოვა, რათა ხელსაყრელ მომენტში გამოეყენებინა. ბრძოლის მსვლელობა რომ ნათელი წარმოსადგენი გახდეს, მოვიშველიებთ მემატიანის აღწერას, რაც შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს: „წაბრძანდა მეწინავეს ჯარით…... ტყიანი მთა იყო, ისინი (მოწინააღმდეგე) იმაზედ წარმომდგარიყვნენ, სანამდის ავიდოდით, რაც ჯარი მოგვდევდა ნახევარი ვეღარ ამოგვყვა და აბრძანდა მეფე ერეკლე, მცირე რამ კაცი აყვა, ასე დავახლოვდით, რომ ჩვენი და იმათი კაცი ერთმანეთს ეცნენ. ბრძანა მეფე ერეკლემ: „ვინ არის ერთგული ჩემი და აქვს გული მამაცობისაო, ჟამი ეს არის“. თითონაც, ვითა ლომი, ეგრე მიესივა და ჯარი, ვინც იქ იყვნეს, ვინღა დადგებოდა ... თავს ვიღა დაზოგავდა. მერე ყიზილბაშის ჯარზე ქართველნი და კახნი ასე გამამაცებულიყვნენ, რომ ერთი ჩვენი კაცი ას ყიზილბაშს არ დაერიდებოდა. მიუძღვა რევაზ ორბელიანი, სარდალი ბარათაშვილის ჯარისა და ქისიყის მოურავი თამაზ ქისიყელი, თითო თოფი დასცალეს და მერე ხმალდახმალ გაერივნეს, პირველზე ისინიც კარგად იყვნეს, რომ ალმები ჩვენს ჯარში შემოიტანეს. მაგრამ რა ქართველნი და კახნი თავგამომეტებით იმათ ჯარში შიგ შეცვივდნენ, ვეღარ დადგნენ ყიზილბაშნი და გაიქცნენ. რა შეიტყო ფანა-ხანმა, მეფე ერეკლე ამ მოწინავეს ჯარში ურევიაო, მაშინვე გაიქცა“ (42, 168). ბრძოლის მოცემულ ეტაპზე მეფე ერეკლემ შიკრიკი გაუგზავნა მეფე თეიმურაზ II-ს და ძირითადი ძალების ბრძოლაში ჩართვა სთხოვა. შეტყობინების შემდეგ ქართველები ქვემოდან ტყიან ზეგანზე ავიდნენ და პანიკაში ჩავარდნილ მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანეს. გაქცეული ყარაბაღელების დევნა და მათი განადგურება გვიან ღამემდე გაგრძელდა. მეფეები ფანა-ხანის მთავარ სანგარში შევიდნენ და იქ დატოვებულ თოფ-იარაღს დაეპატრონენ. ქართველთა ლაშქარმა მდ. არაქსამდე მიაღწია, მისი გაღმა-გამოღმა მხარეები მოარბია, მრავალი ტყვე და საქონელი წამოიყვანა.

ყარაბაღში გამარჯვებით ქართლ-კახეთის სამეფოს ადმინისტრაციულმა საზღვრებმა აღმოსავლეთით, მდ. ძეგამზე გადაინაცვლა. ამით განჯის სახანოს შემდგომი გაძლიერების პირობები შეიზღუდა, ხოლო ფანა-ხანის დამარცხებით ამიერკავკასიაში პირველობისათვის მებრძოლთა რიგებს ერთ-ერთი სახანო გამოაკლდა (112, 616). ამრიგად, ფანა-ხანთან ყარაბაღის ბრძოლაში გამარჯვება ერეკლე მეფის ხელმძღვანელობით მეწინავე სადროშოს ძლიერმა ფრონტალურმა დარტყმამ განაპირობა. მტრის საბრძოლო წყობა დაირღვა. მიუხედავად იმისა, რომ მთის ფერდობებზე ჩასანგრებულ მოწინააღმდეგეს ადგილმდებარეობა კონტრიერიშზე გადასვლის საშუალებას აძლევდა, არსებული უპირატესობა ვერ გამოიყენა. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგის სარდლის გაქცევამ უზრუნველყო მტრის საბრძოლო წყობაში პანიკის გავრცელება და მებრძოლთა დემორალიზება. ქართველთა ლაშქრის ძირითადი ძალების მიერ შეტევის განვითარებამ და გაქცეულ მოწინააღმდეგეზე დადევნებისას მიყენებულმა დარტყმებმა მისი სრული განადგურება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეწინავე (ავანგარდი) სადროშოში მყოფ მებრძოლთა ხელჩართული ბრძოლების ხელოვნებამ, რომელიც მემატიანეს ტექსტში აქვს აღწერილი. ასევე მეფის, როგორც მთავარსარდლის პირადამა მაგალითმა გარღვევის უბანზე მოქმედებისას. ხაზგასასმელია ისიც, რომ ქართველთა ლაშქარი ტაქტიკურად წამგებიან სიტუაციაში იმყოფებოდა, მაგრამ ერეკლე II-მ რთულ რელიეფზე შეტევის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი ამტკიცებს მოწინააღმდეგის შესახებ ყოველმხრივ სათანადო ინფორმაციის ფლობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მტერზე გამარჯვებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ სახანოებზე. წარმატებულმა მოქმედებებმა საერთო ჯამში ქართლ-კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვრების გაფართოება განაპირობა, რამაც ხელი შეუწყო აღმოსავლეთ საქართველოსადმი განჯის, ყარაბაღის და ნახჭევანის სახანოების ვასალურ დამოკიდებულებას.

შევეცადოთ მათემატიკური მოდელირების მეთოდით ვიპოვოთ რამდენ ხანს გაგრძელდა ბრძოლა, ასევე ჩვენი და მოწინააღმდეგის დანაკარგები:

გათვლებისთვის გამოვიყენეთ რაოდენობები, ჩვენი 4000, მოწინააღმდეგის 6000, რომელიც პირველწყაროშია გადმოცემული [43, 165, 166].

ბრძოლა დავყავით სამ ეტაპად: I – მეწინავე რაზმის მოქმედებები; II – გენერალური შეტაკება; III – მოწინააღმდეგეზე დადევნება.

კომპიუტერული გათვლებით განხილული იყო ვარიანტები. I ეტაპზე ჩვენი მეწინავე რაზმის შემადგენლობა ≈ 350 – 400, მოწინააღმდეგის 600, 700, 800 მებრძოლი. აქ ერთ-ერთ ფაქტორად გავითვალისწინეთ, ის გარემოება, როდესაც მოწინააღმდეგე უკან დაიხევდა 30-35%-ის დანაკარგების შემთხვევაში. სულ გამოვიდა 12 ვარიანტი. ვარიანტების ექსპერტული შეფასებიდან ამოვირჩიეთ შემდეგი: მეწინავე ძალების შეტაკება გაგრძელდა ≈ 56 წუთი, ჩვენმა მხარემ დაკარგა ≈ 73, მოწინააღმდეგემ ≈ 284 მებრძოლი, რის შედეგადაც მტრის მეწინავე რაზმები უკუიქცნენ. ამ ვარიანტში ქართველეთა მეწინავე რაზმის შემადგენლობა იყო 400, მოწინააღმდეგის 800 და მტრის მოწინავე ძალების დანაკარგი 35%.

ბრძოლის II ეტაპზე შეტაკებაში მონაწილეობა მიიღო ორივე მხარის ძირითადმა ძალებმა. ამ დროისთვის ძალთა თანაფარდობა გათვლებიდან გამომდინარე, დაჭრილ-დახოცილთა გამოკლებით, იქნებოდა ჩვენი ≈ 3 900, მოწინააღმდეგის ≈ 5700 კაცი. ბრძოლა გაგრძელდა ≈ 47 წუთი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებითა და გათვლებით დანაკარგები იქნებოდა ჩვენი ≈≈ 388, მტრის≈≈ 1737 მებრძოლი.

ბრძოლის III ეტაპზე მოწინააღმდეგემ დადევნებისას განიცადა დანაკარგები. სხვა ბრძოლების ანალიზიდან გამომდინარე ვიცით, რომ დადევნებისას უშუალოდ ბრძოლაზე მოდის დროის 2/3. აღნიშნულ ბრძოლაში მტერზე დადევნება ≈ 4 საათი გაგრძელდა [43, 169]. ჩვენ შემთხვევაში გამოდის, რომ 4 • 2/3 = 160 წუთს. ე. ი. დადევნებისას 160 წუთის განმავლობაში, მიახლოებით 5 ჯერ მოხდებოდა დაპირისპირებულ მხარეთა შეტაკება. ასეთ ვითარებაში, (როდესაც მტერი დემორალიზებულია და ქართველი მებრძოლის თვისობრივი მაჩვენებელი 1/3 კი არა 1/6) თითოეული შებრძოლებისას, გათვლებით მიღებული დანაკარგები 30 წუთში გამოდის, ჩვენი ≈ 15, მტრის ≈ 174. სულ შეტაკებებში განადგურდებოდა ჩვენი≈ ≈ 75, მოწინააღმდეგის ≈ 870 მებრძოლი.

საბოლოოდ მივიღეთ, რომ ბრძოლის სამივე ეტაპზე დანაკარგები ყოფილა შემდეგი: ჩვენი ≈ 550, მოწინააღმდეგის≈≈ 2791. სულ საბრძოლო მოქმედებები წარმართულა ≈ 6 საათი და 30 წუთი. მათ შორის უშუალო ბრძოლა ≈ 4 საათი და 20 წუთი.

ყარაბაღის ტერიტორიაზე ჩატარებული ბრძოლა ფანა-ხანის წინააღმდეგ წარმოადგენდა შეტევითი სახის საბრძოლო ოპერაციას. მასში გამოყენებული იყო შემდეგი სახის ტაქტიკური ელემენტები, როგორიცაა:

– უმოკლეს დროში ტაქტიკური მარშის (მსვლელობისას მოწინააღმდეგის თავდასხმის საშიშროება) განხორციელება;

– მოწინააღმდეგის შეფასება;

– ავანგარდის მოქმედებები გარღვევის მონაკვეთზე;

– ურთიერთქმედების ორგანიზება;

– ძირითადი ძალების ბრძოლაში დროული ჩართვა;

– სრული განადგურების მიზნით მოწინააღმდეგეზე დადევნება.

აღნიშნული ტაქტიკური ელემენტები სამხედრო ხელოვნების იმ პრინციპებს განეკუთვნება, როგორიცაა ძალთა არათანაბარი განაწილება, მთავარი და დამხმარე დარტყმების მიმართულებების განსაზღვრა, რაც აქტუალურია თანამედროვე საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისას.

ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ერეკლემ მოწინააღმდეგეს თავს მოახვია ბრძოლის საკუთარი გეგმა, აიძულა იგი, ქართველებისთვის მისაღები საბრძოლო გეგმის მიხედვით ემოქმედათ, რამაც მათ დააკარგვინა ინიციატივა. მოწინააღმდეგე, მიუხედავად ტაქტიკურად ხელსაყრელ პოზიციებზე ყოფნისა, ქართველთა ლაშქრის ავანგარდის ძლიერი იერიშის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო. აქ კარგად გამოიკვეთა ერეკლეს, როგორც მთავარსარდლის ფსიქოლოგიური ზეგავლენა. მტრის უკან დახევისთანავე მან დროულად ჩართო ბრძოლაში მთავარი ძალები, განავითარა დევნა და განხორციელებული მანევრით გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა მას. ამ ბრძოლაში გარკვეული როლი ითამაშა ჩვენი მებრძოლების ფიზიკურმა გამძლეობმ და ინდივიდუალურმა საბრძოლო ხელოვნებამ. „როცა ძლიერი და სუსტი ერთნაირად ამჟღავნებენ ვაჟკაცობას ნიშნავს, რომ მოქმედებს ადგილის კანონი, ამიტომ, უნარიან სარდალს თითქოს ხელჩაკიდებული მიჰყავს თავისი ჯარი, თითქოს ერთი კაცი იყოს, ნიშნავს, რომ შექმნა მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არის“ – სუნ ძი (91, 62). ასე მოხდა აღნიშნული ბრძოლის დაწყებით ეტაპზე, რამაც ვითარება ქართველთა სასარგებლოდ შეცვალა.

4.2 2.2. ყირხბულახის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


XVIII საუკუნის II ნახევარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიაში. მას შემდეგ, რაც თეიმურაზ II-მ ირანში გარკვეული დრო დაჰყო, საქართველოში ჩამოიტანა შაჰის სიგელი იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო. ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი მდ. აღსტაფის ხეობა გახდა (112). გაფართოვდა ტერიტორიული ფარგლები. ქართლ-კახეთის ისტორიაში დაიწყო რამდენადმე ახალი პერიოდი, როდესაც საქართველო ძალზე რთულ ვითარებაში განაგრძობდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებას მოზღვავებული მტრის წინააღმდეგ. ეს განპირობებული იყო საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური აღორძინების გზაზე დადგომით.

ზემოაღნიშნულ პერიოდში ქართველთა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის თავდადებული ბრძოლის შესანიშნავ ნიმუშად ითვლება 1751 წლის ივლისში ჩატარებული ბრძოლა აზატ-ხან ავღანთან. ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისითაც.

ირანში ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ აზატ-ხანმა ავღანთა და უზბეკთა ჯარებით დაიმორჩილა თავრიზი, ურმია და ხოი (მაშინდელი ირანის ტერიტორია). ლაშქრით გადმოლახა მდ. არაქსი, დაიკავა ნახჭევნის სახანო, მოარბია სომხეთის ტერიტორიები და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. სტრატეგიულ მიზანს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გაბატონება წარმოადგენდა (112, 621).

ერეკლე მეფემ, შეიტყო რა ყოველივე მომხდარის შესახებ, შეკრიბა ქართლ-კახეთის, ყაზახ-ბორჩალოს ლაშქარი და სოღანლუღი-მარნეულის გზით ერევნისკენ გაემართა. თეიმურაზ II-მ ბრძოლაში წასვლა მოინდომა, მაგრამ თვით ერეკლე II-ისა და წარჩინებული თავადების თხოვნით თბილისში დარჩა (127, 99). ეს გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: 1751 წლის 15 თებერვალს აჯი ჩალაბთან (შაქის ხანი) ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, ერეკლე II-მ და მისმა მხარდამჭერმა თავადებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ორსარდლიანობას აზატ-ხანთან ბრძოლაში შეიძლებოდა კიდევ უფრო სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. მამა და შვილის ერთდროული სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა აღნიშნული დროისათვის ასე თუ ისე მაინც აღმოსავლეთ საქართველოს სტაბილიზაციას უნარჩუნებდა. საბრძოლო ოპერაციების წარმართვისას კი, რა თქმა უნდა, ერთი სარდალი სჯობდა, რომელიც ორგანიზებულ მართვას განახორციელებდა. ამით აიხსნებოდა, რომ შემდგომ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში თეიმურაზ II-მ სამხედრო ასპარეზი ერეკლე II-ს დაუთმო, როგორც გამოცდილ მხედართმთავარს.

ქართველთა ლაშქრის სომხეთისკენ წასვლა მოწინააღმდეგის დაზვერვას გაუგებარი არ დარჩენია. აზატ-ხანის ლაშქარმა ერევნის ციხეს ალყა მოხსნა და უკან დაიხია. ერევნის მეციხოვნე ჯარი ძალიან დამშეული აღმოჩნდა. თითქმის მთელო სახანო დაცლილი იყო მუშახელისაგან. თანაც, მკის დრო იყო: ერეკლე მეფემ თავის მებრძოლებს მოამკევინა, გაალეწინა პური და ათას-ათასი კოდი ციხეში შეატანინა. ერევანში მან რამდენიმე პოლიტიკურად საეჭვო წარჩინებული პირი დაატყვევებინა და ცოლშვილითურთ თბილისში გამოზავნა. ამის შემდეგ მან მომაღლო ადგილას დაიჭირა პოზიციები ყირხბულახში, საიდანაც ერთი მხრით თვალყურს ადევნებდა ერევანს, ხოლო მეორე მხრით მარბიელი რაზმების თავდასხმით მტერს დიდ ზიანს აყენებდა (43, 184). დარბეული ერევნის ციხე კვლავ ქართველთა დაქვემდებარებაში გადავიდა, რამაც ხელი შეუწყო მომავალი საბრძოლო მოქმედებებისათვის დასაყრდენის მოპოვებას.

აზატ-ხანმა, გაიგო რა ერეკლე მეფის მოქმედებების შესახებ, მემატიანის გადმოცემით: „აღბორგდა მხეცი ცოფოვანი და განიზრახა საქმე ბოროტი, ყათლანი (მოკვლა) ქართველთა და მოოხრება ქართლისა, შემოიყარა თვრამეტი ათასი კაცი, თოფხანა ხელმწიფური... და ეგრე დიდებით წამოვიდა მეფე ერეკლეზე, ლამობდა იდუმალ დასხმასა, მოვიდა ყირხბულახს და სადა მეფე ერეკლე იდგა, მთათა ზე წამოდგა“ (43, 185).

რაც შეეხება მეორე მემატიანის, ომან ხერხეულიძის ცნობას ამ ბრძოლის შესახებ, იგი გადმოგვცემს, თითქოს ბრძოლა 1752 წლის ივლისში მომხდარიყო და მოწინააღმდეგეს 40 000 მებრძოლი ჰყოლოდეს. ასეთ აზრს ჩვენ ვერ გავიზიარებთ, რადგან პაპუნა ორბელიანის გადმოცემა უფრო სარწმუნოა დამადასტურებელია. იგი თვითმხილველია ამ ბრძოლისა, ხოლო ო. ხერხეულიძე ძირითადად XVIII ს-ის 60-იან წლებს უფრო დაწვრილებით აღწერს, ვიდრე მანამდელს.

ყირბულახის ადგილმდებარეობის დადგენა, სადაც საბრძოლო მოქმედებები წარიმართა, ჩვენს ხელთ არსებული რუკების მეშვეობით ვერ მოხერხდა. ვახუშტი ბაგრატიონი, XVIII ს-ის ამიერკავკასიის ზოგად რუკაზე არ მიგვითითებს აღნიშნულ ადგილმდებარეობას და არც 1886 წელს დაბეჭდილი ხუთვერსიანი ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტებზე არ არის მინიშნებული, როგორც დასახლებული პუნქტი. ვფიქრობთ, რომ ეს იყო გარკვეული ადგილის სახელი. ბრძოლის ადგილის მონაკვეთი არც ამ სახელწოდებით არ არის ფიქსირებული, მაგრამ, როგორც სახელწოდებიდან ჩანს თურქულად „ქირქ“ – ორმოცია, „ბულაქ“ თურქული ხალხური ენით ნიშნავს წყაროს (78, 353). მაშასადამე ბრძოლის ადგილის დასახელება „ორმოციწყარო“, იმას ადასტურებს, რომ ამ ადგილებში უნდა ყოფილიყო მრავალი წყარო. ამიტომ, საბრძოლო მოქმედებები მთებით შემოფარგლულ ადგილებს შორის არსებულ რელიეფზე უნდა მომხდარიყო. დღეისათვის ასეთ ადგილს რელიეფის ტაქტიკური კლასიფიკაციის მიხედვით საშუალო მთიანს უწოდებენ. ბრძოლა ერევნის ციხიდან არც თუ დიდი მანძილზე მიმდინარეობდა, რასაც წყარო ადასტურებს.

სამხედრო თათბირმა, რომელიც ერეკლე მეფემ მოიწვია, უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მეფე წინააღმდეგი იყო. მემატიანის გადმოცემით, მან მიმართა თათბირის მონაწილეებს: „იცოდეთ, მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები. ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწვევიან, და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი სჯობს. ესე ყველამ უწყით, რომ ყველანი სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ორი დღისთვის ნუ მოვაყინვებთ“ (47, 51). რასაკვირველია, ამ სიტყვების შემდეგ ქართველი სარდლები დათანხმდნენ, რადგან კარგად იცოდნენ ერეკლე II-ის ბრძოლების შესახებ.

ქართველთა ლაშქრის საერთო რაოდენობა 3000-მდე მებრძოლს შეადგენდა. მათგან ხუთასამდე საჭურველთმტვირთველი (მებრძოლთა მომსახურე, მომარაგებელი და სხვ. – დ. მ.) და ავადმყოფი იყო (47, 51). ე. ი. ბრძოლაში 2 500 მებრძოლი ღებულობდა მონაწილეობას.

მეფე ერეკლე II-მ გადაწყვიტა ბრძოლა გაემართა რიცხობრივად ექვსჯერ აღმატებულ მოწინააღმდეგესთან, როდესაც მტერი ხელსაყრელ პოზიციებს ფლობდა, მეტად საშიში იყო. როგორც ჩანს, მეფე გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგის სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრძოლველად უკან გამობრუნება მეფის ავტორიტეტსა და ქართლ-კახეთის სამეფოს იმიჯზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა.

ბრძოლის დაწყების წინ ერეკლე მეფე ლოცულობდა. ქართველთა საბრძოლო წყობა შემდეგნაირი იყო: მოწინავე დროშის ქვეშ საბარათაშვილოსა და ქიზიყელთა მებრძოლები ერთად დადგნენ, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში ქართლელები და კახელები – შერეულად. მაჰმადიანთა რაზმები მეფემ მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოში გადანაწილა. ნაწილი ლაშქრისა განალაგა ცალკე (საფიქრებელია, იგი რეზერვის მოვალეობას შეასრულებდა – დ. მ.), ხოლო ერეკლე II იდგა მარჯვენა და მარცხენა სადროშოების შორის საფეხურით უკან. მემატიანის აღწერით: „კაცისაგან ამას არა დაეგვარება რაო“ (43, 186).

მოწინააღმდეგის საერთო რაოდენობა 18 000 კაცს შეადგენდა, მათგან მდ. გაკნისის ნაპირზე განლაგებულ აზატ-ხანის ბანაკში 1500-მდე ბანაკის მცველი და საჭურველთმტვირთველი დარჩა. Eე.ი. ბრძოლაში მონაწილეობდა 16 500 მებრძოლი. ეს მტკიცდება პ. ორბელიანის გადმოცემით: „ჯარიც ასეთი ჰყვანდა, რომ ქართველთა ჯარი მათი მეხუთედი ძლივს იქნებოდა“(43, 185-186). მოწინააღმდეგის ლაშქარი ბრძოლის დაწყებამდე 6 ნაწილად ყოფილა დაყოფილი. ყველაზე მძაფრი იერიში აზატ-ხანმა ქართველთა მემარცხენე ფრთაზე მოიტანა. მემარცხენე სადროშო იძულებული გახდა უკან დაეხია და ერთ ნასოფლარში გამაგრებულიყო (43, 186).

აზატ-ხანი მოწინავე ძალებით გარს შემოერტყა დანარჩენ სამ სადროშოს და ქართველთა ლაშქარი მთლიანად ალყაში მოაქცია. არსებულ სიტუაციაში მეფე ერეკლემ შიკრიკის მეშვეობით სპასალარ ორბელიანს უბრძანა, მოწინავენი მისი ლაშქრისათვის შეერთებინა. შემდეგ კი გონებამახვილური ხერხი გამოიყენა. მეფე ჩამოხტა ცხენიდან, ჩამოქვეითება უბრძანა მთელ მხედრობას და წინ გაუძღვა ლაშქარს. მებრძოლები გაფრთხილებულები იყვნენ, მეფის ნიშნის მიცემამდე იარაღიდან არ გაესროლათ. ალაგ-ალაგ დაპირისპირებულ მხარეთა რაზმები იმდენად მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის შუბი გაიმართებოდა, გადმოგვცემს მემატიანე. აზატ-ხანის რაზმების მეთაურებმა იფიქრეს, რომ ქართველები მათთან მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ. ეს იმითაც აიხსნება, რომ მეფე დაქვეითებულ ლაშქარს მიუძღოდა, რამაც მტერი შეცდომაში შეიყვანა. ამ ფაქტორმა მოწინააღმდეგის ძალების შეტევის შეჩერება განაპირობა. მტრის რიგებიდან ცხენმალი მხედართმთავარი გამოვარდა, რომელიც მეფესთან შერკინებას აპირებდა. ერეკლე II-მ მოულოდნელად თოფი გაისროლა და ავღანთა ერთ-ერთი სარდალი ძირს ჩამოაგდო. ქართველებმა საშინელი თოფის სროლა ატეხეს, ხოლო შემდეგ ცხენზე ამხედრებულები იერიშზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგის დაჯგუფება გაარღვიეს. შეტევის განვითარების შემდეგ მტრის რაზმები პანიკამ მოიცვა. ბრძოლის ველიდან უწესრიგოდ უკან დახევა და გაქცევა დაიწყო. „გადრკა ჯარი აზატ-ხანისა, სიდიდისაგან ძლივ იძროდა, მეფე ერეკლე ვითა ლომი დაუშრომელი, ეგრე იბრძოდა თვითცა და ჯარსაც აბრძოლებდა. „ამოწყვიტეს ავღანნი ... ოთხს აღაჯზე (28 კმ.) ხოცვით უკან მიყვნენ“ (43, 187).

გაქცეულ მოწინააღმდეგეს გზადაგზა ხოცავდა ქართველთა მდევარი რაზმები. მდ. არაქსის გამოღმა სანაპირო სრულიად გაიწმინდა მტრის რაზმებისაგან. აზატ-ხანმა დარჩენილი მცველი რაზმებით გაქცევით უშველა თავს. ქართველებს ხელში ჩაუვარდათ თოფ-ზარბაზნები, ზამბულაკი (სპარსული დიდი თოფი), ჯაბახანა (საომარი მასალა), კარვები სურსათ-სანოვაგით და საჭაპანო ტრანსპორტი მთლიანად (43, 187). (იხ. სქემა №3, 153).

ყირბულახის ბრძოლის აღწერიდან ნათლად ჩანს იმდროინდელი ქართული ჯარის საბრძოლო წყობა და საომარი ტაქტიკია. ერეკლე II-ის მიერ დაწყობილი ლაშქარი ქართული ტრადიციული სამხედრო წესის შესაბამისად იყო განლაგებული. ჯარის ასეთ საბრძოლო წყობას სათანადო საომარი ტაქტიკა სჭირდებოდა.

როგორც ცნობილია, მოწინააღმდეგესთან შედარებით ქართველებს ჯარი ყოველთვის მცირერიცხოვანი ჰყავდათ. ამიტომ ისინი თავის ტაქტიკას მასიურ შეტაკებებზე ვერ დაამყარებდნენ. გარდა ამისა, ქართველებს ბრძოლა მეტწილად მთაგორიან და რთულ ადგილმდებარეობაზე უხდებოდათ, სადაც ფართო მასის მოძრაობა და მწყობრში მოქმედება შეუძლებელი იყო. ამიტომ იძულებული იყვნენ, ჰქონოდათ ისეთი საბრძოლო წყობა, რომელიც უკეთ უზრუნველყოფდა მანევრირების სისწრაფეს და ხელს შეუწყობდა, გამკლავებოდნენ ნებისმიერი მხრიდან მოულოდნელად თავდასხმული მოწინააღმდეგის შემოტევას.

წარმოდგენილი ბრძოლის ტაქტიკური მოქმედებების აღწერიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ერეკლე II, საფიქრებელია, ხშირ შემთხვევაში სადროშოების ოთხნაწილიანი საბრძოლო წყობით იწყებდა ბრძოლას, რაც ძალთა დროული გადანაწილების შესაძლებლობას იძლეოდა. ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: წინა ფლანგზე მოწინააღმდეგის შეტაკების მხრიდან დგებოდა შედარებით კარგად გაწვრთნილი, მსუბუქად შეიარაღებული და ბრძოლებში გამოცდილი I სადროშო. საფეხურით უკან მარჯვნივ, საფეხურით უკან და მარცხნივ განლაგდებოდნენ II და III სადროშოები, ხოლო IV სადროშო დგებოდა მეორე და მესამე სადროშოს შორის საფეხურით უკან, რომელიც მთავარსარდლის განკარგულებაში იყო და საერთოდ მაშველი ჯარის როლს ასრულებდა. ძირითადად, ლოგიკიდან გამომდინარე, IV სადროშოს ამოცანა განისაზღვრებოდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. კერძოდ, II და III სადროშოს შევსება დანაკარგის შემთხვევაში და საბრძოლო მოქმედებების განვითარება საჭირო მიმართულებით. ლაშქრის ასეთ განლაგებაზე მიუთითებს გიორგი ანჩაბაძე ნაშრომში „სამხედრო ისტორია“ (53, 52)

დავაკვირდეთ ლაშქრის წყობას. მისი ასეთი დანაწილება, სადაც თითოეულს შეეძლო თავისუფლად და დამოუკიდებლად მოძრაობა, შეფარდებული იყო ადგილმდებარეობის თვისებებთან. მთაგორიან ადგილებში ასეთი საბრძოლო წყობა სადროშოების დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას იძლეოდა მოწინააღმდეგისგან დაფარვისა და მანევრის განხორციელებისთვის. აქედან გამომდინარე, სადროშოებს შეეძლოთ ნებისმიერი მხრიდან მტრის მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ წრიული თავდაცვისათვის ან განევითარებინათ შეტევები მითითებული მიმართულებით, ასევე ნებისმიერ სადროშოს შეესრულებინა მეორე ეშელონის მოვალეობა. სწორედ ასე მოხდა აღწერილ ბრძოლაშიც. გასაგები ხდება, რამდენად კარგად იყო ორგანიზებული და შეფარდებული ასეთი წყობა ადგილობრივ პირობებთან, ასევე დაზღვეული მოულოდნელი შემთხვევებისაგან, მაგრამ ასეთი საბრძოლო წყობის უპირატესობა მარტო ამით არ განისაზღვრებოდა. ლაშქარი რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, თითოეულ ნაწილს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა, ამიტომ სადროშოების უფროსებს დიდი ინიციატივის გამოჩენის საშუალება ეძლეოდათ, რა თქმა უნდა, მთავარსარდალთან შეთანხმებით. ეს გარემოება მეფეს ჯარის მიხმარებისა და ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობის გაუმჯობესებულ პირობას უქმნიდა. გარდა ამისა, თუ ერთ რომელიმე სადროშოს მოწინააღმდეგე შეუტევდა და უკან დაახევინებდა, ეს გარემოება სხვა ნაწილებში არეულობას არ გამოიწვევდა, პირიქით, მეთაურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი სადროშოებს შეეძლოთ უკუქცეულ თავიანთ სადროშოს დახმარებოდნენ და დადევნებულ მოწინააღმდეგისთვის ფლანგიდან ან ზურგიდან მიეყენებინათ დარტყმა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერეკლე II, გარდა ბრძოლაში მონაწილე სადროშოებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში გამოყოფდა რეზერვს, რომლის ფუნქცია, შეიძლება ითქვას, დღევანდელი რეზერვის ანალოგიური იყო, ანუ – ბრძოლის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობის პროცესში წინასწარ განსაზღვრული ან უეცრად წამოჭრილი ამოცანების შესრულება. რეზერვში ძირითადად ინიშნებოდა მხედრობა, რომელიც რამდენიმე ასეულ ცხენოსანს შეადგენდა, რაც განაპირობებდა მობილურობას და, შესაბამისად, მანევრის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას. იგი ემორჩილებოდა მთავარსარდალს. მას შეეძლო საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაში რეზერვის გონივრული გამოყენებით გარდატეხა შეეტანა.

ჩვენს დროში, როდესაც რეზერვს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მისი დაზოგვა ნებისმიერი მეთაურის მოვალეობად ითვლება, მაშინდელ პერიოდში, გარდა დაკისრებული მოვალეობისა, მთავარსარდლის და ლაშქრის სულიერი მდგომარეობის ასამაღლებელ საშუალებას წარმოადგენდა. მხოლოდ ტაქტიკური ვითარების, დროისა და სივრცის გონივრული გამოყენებით შეიძლება რეზერვის მოქმედება მეთაურმა წარმატების გარანტად გამოიყენოს. თუმცა ბრძოლაში ჩართვის დრო და ადგილი მეტად რთული შესაფასებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, მისი მიზანშეწონილი გამოყენება ბრძოლის შედეგზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასეთი ამოცანის გადასაწყვეტად მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს გამოცდილება და რეზერვის შემადგენლობა. ყოველივე მეთაურს შესასრულებელი სავარაუდო ამოცანის შესაბამისად უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული. ბრძოლაში, როგორც წარსული ბრძოლებიდანაა ცნობილი, მოულოდნელი, სწრაფი და გაბედული მოქმედება ხშირად უფრო გადამწყვეტ შედეგს იძლევა. ამიტომ, სავარაუდოა ის, რომ ერეკლე II-მ ყირბულახის ბრძოლაში ცხენოსანთა რეზერვის შემადგენლობა გამოიყენა, რასაც, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოწინააღმდეგეზე ზურგიდან მოულოდნელ თავდასხმასა და მის საბოლოოდ დამარცხებას, რის შესახებაც მემატიანენი ცნობებს არ გვაწვდიან.

მოცემული ბრძოლის ანალიზის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილმდებარეობის რელიეფზე, სადაც ბრძოლა იქნა ჩატარებული. მემატიანის გადმოცემით: „გადრკა ჯარი აზატ-ხანისა, სიდიდისგან ძლივ იძროდა“ (43, 187). ადგილმდებარეობამ მოწინააღმდეგის მანევრირების შესაძლებლობა შეზღუდა ბრძოლის მიმდინარეობის პროცესში. ამ გარემოეებას ამტკიცებს ისიც, რომ მან ვერ შეძლო მრავალრიცხოვანი ძალის ეფექტურად გამოყენება. სუნ ძი გადმოქვცემს, რომ „. . .მთავარსარდლის გონიერება მოწინააღმდეგის კარგად შფასების, გამარჯვების ორგანიზების, ადგილის თვისებებისა და მანძილის გათვალისწინების უნარში მდგომარეობს. ვინც ბრძოლას აწარმოებს, თუ ყოველივე ეს იცის, იგი უთუოდ გაიმარჯვებს“ (93, 58).

ყურადღება უნდა მიექცეს მეფის, როგორც მხედართმთავრის პიროვნულ თვისებებს: პირველ რიგში, მებრძოლებთან მჭერმეტყველურად წარმოთქმულ სიტყვას, ხელჩართული ორთაბრძოლის პირად მაგალითს, მამაცობასა და გონივრულ მოქმედებებს. შემდგომ უფლისადმი რწმენას, რაც სამართლიან ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთი პირობაა; ეს მომენტები კარგად არის გადმოცემული წყაროებში „მაშინ გარდახდა მეფე ირაკლი, დაემხო მიწასა და ღმერთსა ევედრა, ხოლო ზე რა აღსდგა, გადმობრუნდა და უთხრა მხედრობათა: „ჩემნო ძმანო და შვილნო, თქვენ ჩემის გაძლიერებისა და ჩემისა გულისათვის იხოცებით და მე ღმერთთან თქვენი დიდი მოვალე ვარო და დღეს რაც მე გითხრათ, ის დამიჯერეთ და სისხლსა თქვენსა მე ვინდობო“ (47, 51). რა თქმა უნდა, ამ სიტყვების შემდეგ მებრძოლთა მორალური განწყობა გარკვეულწილად ამაღლდებოდა, რასაც ხელს შეუწყობდა თვით მეფის თავგანწირული ბრძოლა. „მეფე ერეკლე, ვითა ლომი დაუშრომელი, ეგრე იბრძოდა თვითცა და ჯარსაც აბრძოლებდა“ (43, 187).

რაც შეეხება ლაშქრის ერთპიროვნულ მართვას, ერეკლე II წარმატებით ხელმძღვანელობდა ბრძოლას. „უბრძანა მეფემ . . . ამირსპასალარ რევაზ ორბელიანს თავისთან მიახლოება. მივიდნენ მეწინავენი და ბატონისა ჯარს შეუერთდნენ. ჩამოხდა ბატონი და ბრძანა „ვინა ხართ ვაჟკაცი, ეს არის ჟამი გულოვნობისაო, თავი ჩემი დამიდვია საკვდავად და მე აქედამ ხმალ მოუქნელად არ გავალო“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს მთავარსარდლის, როგორც ერთპიროვნული მართველის მოქმედება ალყაში მოქცეული სადროშოების მართვის ცენტრალიზაციაში, რამაც განაპირობა სამივე სადროშოს ერთ მუშტად გაერთიანება და მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორის ამაღლება. მებრძოლთა თავგანწირვის საფუძველი ასევე გახდა მეფის პირადი მაგალითი.

ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერეკლე მეფის მიერ გამოყენებულ სამხედრო ხრიკს, რომელიც სიტყვიერი ბრძანების სახით გაიცა «სანამდის მე თოფი არ ვესროლო, ნურვინ მოინდომებთ შეტევასო“. ამ ხრიკმა, რომელიც მოულოდნელობის ფაქტორად იქნა გამოყენებული, უზრუნველყო მოწინააღმდეგის ცენტრალური დაჯგუფების სარდლისა და ირგვლივ წინა რიგებში მყოფი მებრძოლების უეცარი განადგურება. ამის შემდგომ გარღვევის მონაკვეთზე ამხედრებულ ქართველთა ლაშქრის სოლისებრი საბრძოლო წყობით მტრის დაჯგუფებაში შეჭრამ მოახდინა ძირითადი ძალების გახლეჩა-დანაწევრება. ერეკლე II-ის ტაქტიკურმა ხრიკმა გამოიწვია მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობაში პანიკა, მართვის მოშლა და დემორალიზებული ძირითადი ძალების არაორგანიზებულად უკან დახევა. ბრძოლის შემდეგ ეტაპზე განხორციელებულმა დევნამ, მოწინააღმდეგეს არ მისცა ძალების კონცენტრაციის საშუალება, რამაც განაპირობა მისი საბოლოო განადგურება.

განვიხილოთ ყირბულახის ბრძოლის რაოდენობრივი ანალიზი, რომლის მიზანია, დავადგინოთ მიახლოებითი სიზუსტით დაპირისპირებულ მხარეთა დანაკარგები, რომელსაც ბრძოლის დინამიკის მათემატიკური მეთოდის გამოყენების შედეგად მივიღებთ.

ბრძოლის რაოდენობრივი ანალიზისათვის მონაცემები აღნიშნული ბრძოლის შესახებ მეტად მწირია. ცნობილია მხოლოდ, რომ ჩვენი მხრიდან მასში მონაწილეობდა 2500-მდე მებრძოლი, რომელიც ხუთ ნაწილად იყო დაყოფილი, დაახლოებით, თანაბრად. თითოეულში 500-მდე მებრძოლი უნდა ყოფილიყო. მათი განლაგება არსებული წესის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

პირველი ნაწილი – წინ, მეორე და მესამე მარჯვნიდან და მარცხნიდან – საფეხურით უკან, მეოთხე – უკან და ერთიც, ძირითადი ძალებიდან მოშორებით – რეზერვში. მოწინააღმდეგეს ბრძოლისთვის გამოყოფილი ჰყავდა 16500-მდე მებრძოლი, რომელიც ბრძოლის დაწყებამდე 6 ნაწილად გაყო.

მტერმა ბრძოლის საწყის ეტაპზე ერთი მეექვსედით შემოუტია ჩვენს მარცხენა ფლანგზე განლაგებულ სადროშოს. ბრძოლის ამ ეტაპზე ქართველებმა განიცადეს ზიანი, უკან დაიხიეს და ერთ-ერთ ნასოფლარში გამაგრდნენ. მოწინააღმდეგემ დანარჩენ სადროშოებს, რეზერვის გარდა, ალყა შემოარტყა. გარემოცვაში ჩვენი ძალების გადაჯგუფების შემდეგ განხორციელდა ალყის გარღვევა, გაქცეულ მოწინააღმდეგეზე დადევნება და გამარჯვება. სხვა რაიმე რაოდენობრივი მონაცემები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დევნა განხორციელდა 28 კმ-ის მანძილზე.

გარდა ამისა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ: ბრძოლა არ მიმდინარეობდა გაშლილ ველზე, ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით დადევნებისას მოწინააღმდეგეს უკანა რიგებში ე. ი. არიერგარდში, რომელიც პერიოდულად წინააღმდეგობას უწევდა ჩვენს დადევნებულ მოწინავე რაზმებს ≈ 200-მდე მებრძოლი ეყოლებოდა.

ჩვენ შევეცადეთ კომპიუტერის დახმარებით ზოგიერთი რაოდენობრივი მახასიათებელი აღგვედგინა.

პირველი შებრძოლება, რომელიც გაიმართა ჩვენს მარცხენა ფლანგზე, პირობითად დავარქვათ ფრაგმენტული ბრძოლა, ვინაიდან მთელი ბრძოლის ერთ ნაწილს წარმოადგენდა და მას დავყოფთ სამ ფაზად:

– რაზმების შეტაკებისთვის დაახლოება;

– სადუელო ბრძოლის პროცესი;

– ძალთა დაშორიშორება.

გათვლების შედეგად სადუელო ბრძოლის პროცესი, სადაც ქართველები ≈ 500 მებრძოლით, ხოლო მოწინააღმდეგე დაახლოებით 2600 მებრძოლით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, დაახლოებით 14-18 წუთი გაგრძელდა. დანარჩენი ორი ფაზა გაგრძელდა სავარაუდოდ 20-25 წუთი. სულ პროცესი მიმდინარეობდა 35-45 წუთი. გათვლების შედეგებით, ქართველთა დანაკარგები იყო დაახლოებით 128 მებრძოლი, ამ დროს მტრის დანაკარგი 77 ერთეულამდე იქნებოდა. 128 ერთეული დაახლოებით 1/4-ია ჩვენი აქ მყოფი რაზმის (1/4 X 500=125).

ქართველებმა, დანაკარგების შემდეგ, იგრძნეს რა მარცხის მოახლოება, უკან დაიხიეს – ნასოფლარში. ამის შემდეგ მტრის დანარჩენმა ძალებმა ალყაში მოაქციეს ჩვენი სამი სადროშო. მოწინააღმდეგე მხარეთა ძალების განლაგებიდან, როგორც წყაროშია მოცემული ვვარაუდობთ, ალყის ზომები დაახლოებით ასეთი იყო: დიამეტრი 2კმ-მდე, ხოლო გარშემოწერილობა – შესაბამისად, დაახლოებით 6კმ-მდე. ეს მაჩვენებლები სავარაუდოდ არის დაპირისპირებულ მხარეთა ძალების განლაგებისთვის საჭირო ტერიტორიის გეომეტრიული პარამეტრები.

როგორც ჩანს, აქ მოწინააღმდეგის სარდლობამ ვერ გამოიჩინა სათანადო მხედრული გონიერება და დააყოვნა მოქმედებების განვითარება. ამით ისარგებლა ერეკლე II-მ და მოულოდნელი იერიშით ალყა გაარღვია (ეს ეპიზოდი დეტალურად და დამაჯერებლადაა აღწერილი). შესაბამისად, გარღვევის მონაკვეთზე მოწინააღმდეგის რკალის მხოლოდ ნაწილმა მოასწრო შებრძოლება. ამ შემთხვევაში მოულოდნელობის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა. ამასთან გავითვალისწინეთ მოწინააღმდეგეზე ჩვენი მებრძოლების განზოგადებული თვისობრივი მაჩვენებლის უპირატესობა (ისტორიული ბრძოლების ექსპერტული შეფასებით აღებული გვაქვს საშუალო მაჩვენებელი 1:3, რის შედეგადაც დავასკვენით, რომ ერეკლემ გაარღვია მტრის ალყის რკალი და მიაყენა გარკვეული დანაკარგი, მაგრამ რაც მთავარია დიდი მორალური ზიანი. მტრის დაჯგუფება უმართავ, არაორგანიზებულ მასად გადაიქცა და უკუიქცა. მასვე დაემატა ჩვენი მარჯვენა ფლანგის მიერ იერიშის განხორციელება მოალყეთა ნაწილებთან.

კომპიუტერის გათვლებით, ერეკლეს მიერ ალყის გარღვევისას მხარეებს ჰქონდათ შემდეგი დანაკარგები: ჩვენი ≈ 445 ერთეული, მოწინააღმდეგის ≈ 1028 ერთეული, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ბრძოლისას დანაკარგები იყო: ჩვენი ≈ 227, მტრის ≈ 514. Aამავე დროს გააქტიურდა ჩვენს მარცხენა ფლანგზე, პირველად უკანდახეული სადროშოც და აქ ჩვენი დანაკარგები იყო ≈ 62 ერთეული, ხოლო მტრის ≈ 168 ერთეულს უტოლდებოდა.

ბრძოლის მსვლელობისას დიდი როლი ითამაშა ასევე ჩვენმა რეზერვმა, რომელმაც მოწინააღმდეგეს არ მისცა საშუალება ერეკლესა და მარჯვენა ფლანგზე მყოფი დაჯგუფებებისათვის ზურგიდან მიეყენებინათ დარტყმები. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარღვევის წარმატებით შესრულებაში. გარდა ამისა, მან, განიცადა რა თავის მხრივ დანაკარგი ≈ 28 ერთეული, მტერს მიაყენა ზარალი ≈ 170 ერთეული. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ მოწინააღმდეგემ თავს გაქცევით უშველა.

ხუთივე შეტაკებაში დანაკარგები ორივე მხრიდან ასეთია:

1. პირველი შეტაკებისას, როდესაც მემარცხენე სადროშომ ნასოფლარისაკენ ბრძოლით დაიხია და პოზიციური ბრძოლა გამართა, დანაკარგებია: ჩვენი – 128, მტრის – 77;

2. მეწინავე და მეფის სადროშოს გაერთიანებული ძალებით ალყიის გარღვევისას, დანაკარგებია: ჩვენი – 455, მტრის – 1028;

3. მემარჯვენე სადროშოს ალყიდან გამოსვლისას, დანაკარგებია:

ჩვენი – 228, მტრის – 515;

4. მემარცხენე სადროშოს მიერ კონტრიერიშის დროს დანაკარგებია:

ჩვენი – 62, მტრის – 168;

5. რეზერვის ბრძოლისას, რომელიც ჩვენი სადროშოების კონტრიერიშს ზურგიდან ფარავდა, დანაკარგებია: ჩვენი – 28, მტრის – 170.

გათვლები ემყარებოდა ლანჩესტერის კანონებს და თვისობრივი მაჩვენებლის თანაფარდობათ აღებული იყო 1/3, ხოლო მოულოდნელობის ფაქტორის გათვალისწინება ხდებოდა იმით, რომ ამ მაჩვენებელს ვიღებდით 1.5-ჯერ მეტს. თვით რიცხვი 3, როგორც უკვე ავღნიშნეთ მიღებულია სხვადასხვა ბრძოლის ანალიზით და ის ძალზე ახლოსაა ქართველების მიერ ჩატარებული ბრძოლების ექსპერტულ შეფასებებთან. მთლიანობაში ბრძოლა მიმდინარეობდა საშუალოდ 3 საათი, 13 სთ. 30წთ-მდე. მხარეების დანაკარგები ასეთია: ჩვენი ≈ 900 ერთეული, მოწინააღმდეგისა ≈ 1957 ერთეული.

მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა (ასევე კომპიუტერის გათვლებით) დადევნების დროს. გათვლების ალგორითმში ჩადებული იყო შემდეგი: ყოველი წამოწევისა და შებრძოლების დროს ორივე მხრიდან მონაწილეობდა ორას-ორასი მებრძოლი. ცხადია, აქ მოწინააღმდეგის განზოგადებული თვისობრივი მაჩვენებელი სულ მცირე 2-ჯერ შემცირდა, შესაბამისად თვისობრივ მაჩვენებელთა თანაფარდობა 2-ჯერ გაიზარდა ქართველთა სასარგებლოდ. ამგვარად, ერთი შეტაკების დროს დანაკარგების გათვლები გვაძლევს შემდეგ მაჩვენებელს: ჩვენი დანაკარგები ≈ 15 ერთეული, მოწინააღმდეგის ≈ 174 ერთეული. ჩნდება კითხვა – რამდენი შეტაკება შეიძლება ყოფილიყო?

როგორც ცნობილია, დევნა ხორციელდებოდა 28 კმ-ის მანძილზე. Mმოცემული მანძილის გავლას შეტაკებების გარეშე დასჭირდებოდა სავარაუდოდ 2 საათი. სულ დევნა გრძელდებოდა დაახლოებით 4-5 საათი. გათვლისთვის ავიღეთ დროის მაქსიმუმი. ამრიგად 2-3 საათი დაიკავა შებრძოლებებმა, რომელიც დადევნების მარშრუტებზე განხორციელდა. ამ დროის განმავლობაში სავარაუდოდ 8-9 შეტაკება შედგებოდა.

თუ გავითვალისწინებთ ადგილმდებარეობის ფაქტორს, სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგის რაზმების უკან დახევა კოლონებში მოუწესრიგებელი ფორმით განხორციელდებოდა, რაც რამდენიმე მარშრუტზე მოხდებოდა. ჩვენს მიერ დაშვებულია დადევნების სავარაუდო 2-3 მარშრუტი. შესაბამისად, დანაკარგების საერთო რაოდენობა იქნება:

ჩვენი: 8 X 15 X 3 = 360 მოწინააღმდეგის: 8 X 174 X 3 = 4176

ამრიგად, შედეგები მიღებულია ნახაზზე ნაჩვენები ბრძოლის პარამეტრების ანგარიშის ალგორითმით (დანართი №1, 161).

საბოლოოდ, ბრძოლების მსვლელობისას დანაკარგების საერთო რაოდენობა მივიღეთ: ქართველებმა დაკარგა ≈ 1260 მებრძოლი, მოწინააღმდეგემ ≈ 6133 მებრძოლი. მაგალითისთვის სათანადო გათვლების ჩასატარებელი პროგრამა მოყვანილია დანართში №2 (162-164).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყირბულახის ბრძოლაში მოწინააღმდეგემ ვერ გამოიყენა ვერც ექვსმაგი უპირატესობა, ვერც ქართველთა მიერ დაშვებული ტაქტიკური შეცდომა – ალყაში მოქცევა, რამაც კარდინალურად შეცვალა ბრძოლის მსვლელობა. ამაში უდავოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველთა სარდლის – ერეკლე II-ის სწორად მიღებულმა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებამ და მისი ხელმძღვანელობით ქართველთა ჯარის განსაცვიფრებელმა მოქმედებამ. ყოველივე აღნიშნულმა საბოლოო ჯამში ყირბულახის ბრძოლაში ქართველებს საარაკო გამარჯვება მოუტანა. ეს ბრძოლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიო სამხედრო ხელოვნებაში მას ანალოგი ძნელად მოეძებნება.

ყირბულახის ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. თუ აღნიშნულ ბრძოლაზე ქართველები უარს განაცხადებდნენ ან დამარცხდებოდნენ, ქართლ-კახეთის ზეგავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოებზე (ერევნის, ნახჭევანის, ყარაბაღის, განჯის) დაკარგული იქნებოდა. შესაბამისად, აზატ-ხანს მიერ ზემოჩამოთვლილი სახანოების დაპყრობა მას ავტორიტეტს მოუხვეჭდა და სამხედრო პოტენციალიც გაეზრდებოდა. შექმნილი ვითარება კი კახეთისა და ქართლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების წარმართვის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც მოწინააღმდეგის მთავარი მიზნის განხორციელებაში ხელს უწყობდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველო სტრატეგიულად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ერეკლე II-ის გადაწყვეტილება, მიეღო ბრძოლა რიცხობრივად დიდი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგესთან ამ გარემოებამაც განაპირობა.

ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა ზემოაღნიშნულ სახანოებზე ზეგავლენის განმტკიცება, ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სიმტკიცე, რითაც საქართველოს თავდაცვის უნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აზატ-ხანის დამარცხების შემდეგ ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენა საგრძნობლად გაიზარდა სამხრეთ კავკასიაში. ამის შემდეგ ერეკლეს მთავარ საზრუნავს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ამ წარმატებამ ერეკლე II-ს და საქართველოს სახელი გაუთქვა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, რაზეც უცხოური წყაროებიც მიუთითებენ (112, 625. 129, 4,7,6]. ამის შესახებ შემდგომში გვექნება საუბარი.

სამხედრო კუთხით აღნიშნულ ბრძოლაში გამოყენებულ იქნა ტაქტიკურ მოქმედებათა შემდეგი ელემენტები:

– საბრძოლო წყობა და ბრძოლის ჩანაფიქრის სწორი განსაზღვრა;

– ადგილმდებარეობის ფაქტორების გონივრული გამოყენება;

– მთავარი დარტყმის მიმართულების სწორად შერჩევა;

– ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება;

– მოწინააღმდეგის დადევნების ორგანიზება;

– ბრძოლის მსვლელობისას უწყვეტი ურთიერთქმედება.

ზემოაღნიშნული დღესაც აქტუალურია ნებისმიერი სახელმწიფოს ჯარისათვის, მითუმეტეს, ისეთი სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა.

ბრძოლის შედეგი, ნიჭიერი მთავარსარდლისა და ქართველი მებრძოლების გონივრული მოქმედების მაგალითია. ყირბულახში გამარჯვება დღესაც იწვევს გაოცებას და უაღრესად საინტერესოა. ერეკლე II-მ, სამხედრო თათბირზე გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრების მიუხედავად, უკან არ დაიხია, არამედ მოახდინა ძალთა გადაჯგუფება. განალაგა ისინი იმდაგვარად, რომ შეძლო ექვსჯერ ჭარბი ძალების მქონე მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება. მან გაითვალისწინა მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა. ალყაში მოხვედრის მიუხედავად, მთავარსარდალი ამხნევებდა მებრძოლებს. მგზნებარედ წარმოთქმული სიტყვით, მოულოდნელობის ფაქტორის გამოყენებით და პირადი ბრძოლის მაგალითით აამაღლა მებრძოლთა განწყობა, გაარღვია ალყა, სრულიად დააბნია მოწინააღმდეგე და განახორციელა დადევნება საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე. თითქმის წაგებული ბრძოლის კარდინალურად შემობრუნებამ და მისმა წარმატებამ ერეკლე II-ის, როგორც სარდლის ავტორიტეტი დიდად აამაღლა. აღნიშნული ბრძოლა არასტანდარტული ფორმის საბრძოლო ოპერაცია იყო. მეფეს ამის შემდეგ სხვა ბრძოლები რომ არ მოეგო, ესეც საკმარისი იქნებოდა მისი, როგორც ნიჭიერი სარდლისა და ბრწყინვალე ტაქტიკოსის დასახასიათებლად. ყირხბულახის ბრძოლამ გაამდიდრა და ახალი ფურცელი ჩაწერა მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიაში.

4.3 2.3. ბრძოლა მჭადიჯვართან

▲ზევით დაბრუნება


1751 წელს აზატ-ხანის დამარცხების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო უმთავრესად დაღესტნის მხრიდან ლეკთა მცირე და ზოგჯერ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, ორგანიზებული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა (112, 627). ამის მიზეზი იყო, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ოსმალეთისა და საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე მაჰმადიანური სახანოების მიერ ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წაქეზება ქართლ-კახეთის სამეფოთა წინააღმდეგ. დაპირისპირებული მხარე დიდად იმედოვნებდა ოსმალეთის მხარდაჭერას.

ნურსალ-ბეგმა დაღესტნელი ბეგების დახმარებით ავარიელ ტომთა დიდი ნაწილი გააერთიანა და მეზობელი პროვინციების დამორჩილებას შეუდგა. სხვის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების წარმართვა ავარიელთა შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ამიტომ 1754 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო ნურსალ-ბეგი მრავალრიცხოვანი ლაშქრით კახეთს მოადგა. (58, 204). კახეთი და ქართლი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება და სიმაგრეებში გახიზვნა მოასწრეს.

ავარიელებმა დაარბიეს კახეთის რამდენიმე სოფელი (რუისპირი, ახმეტა, გაგნაკორა) და შემდეგ არაგვის საერისთავოში გააგრძელეს მძარცველური მოქმედებები. ააოხრეს არაგვის ხეობა. დუშეთში გადაწვეს ერისთავთა სასახლე, წაბილწეს მონასტერი და მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყეს. ხუნძახის ბატონი ციხის ბოლოს ჭალაში დაბანაკდა, სადაც თავის მებრძოლებს გააკეთებინა სანგრები.

ალყაში ბრძოლა დღედაღამ გრძელდებოდა. მეციხოვნეებმა უამრავი ლეკი დახოცეს. მუხრან-ბატონი მჭადიჯვრის ციხეში გამაგრებულებს ტყვია-წამალს აწვდიდა (43, 216). ერეკლე II კახეთის ლაშქრით და თეიმურაზ II ქართლის ლაშქრით დუშეთში შეხვდნენ ერთმანეთს. მეფე ერეკლემ შიკრიკების შეტყობინებით იცოდა, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა ქართველთა ლაშქარს, ამიტომ საჭირო გახდა ჩერქეზეთიდან დაქირავებულ ჯარს დალოდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში მჭადიჯვრის ციხე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მემატიანის გადმოცემით: „მოსდიოდა კაცი მუხრანის ბატონს: „თუ არ მოგვეშველებითო, ამის მეტი ღონე აღარა გვაქვსო“ (43, 217). მეტი ლოდინიც აღარ შეიძლებოდა, დამხმარე ჯარი არ მოდიოდა და საკუთარი ძალებით ბრძოლაში ჩაბმა გადაწყვიტეს.

1754 წლის 19 აგვისტოს (112, 627) მეფეები წამოვიდნენ დუშეთიდან, გადმოვიდნენ სოფელ ჭილურტის მხარეს და მჭადიჯვრის ციხეს ზემო მხრიდან მიადგნენ. გაიგეს რა მეციხოვნეებმა მაშველი ძალის მოსვლის შესახებ ბრძოლა კიდევ უფრო გაააქტიურეს. მეფეებმა ჯარი გაჰყვეს, ცალ-ცალკე დააყენეს კახელთა და ქართლელთა ლაშქარი. წინ ქვეითები წაიმძღვარეს, რომლებიც თოფ-ზარბაზნით იყვნენ გაძლიერებულნი და მოწინააღმდეგესთან უდანაკარგოდ მიახლოების მიზნით ხის მორებით (ჯარჯით) დატვირთული ურმები გამოიყენეს, რომლებიც ქვეითობას წინ მიუძღვოდა (43, 217). ორივე მხარე საომარ ველზე ერთმანეთს მიუახლოვდა. ქვეითებმა ქვეითებზე მოიტანეს იერიში, ცხენოსნებმა ცხენოსნებს შეუტიეს. Bბრძოლის მსვლელობის აღსაწერად მოვიშველიებთ მემატიანის გადმოცემას: „შეიქმნა ომი ფიცხელი.. რა გაჭირდა ბრძოლა, ბრძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა, გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისგან და უბრძანა გარდახდომა ყოველთა. «ეს არის დღე ვაჟკაცობისაო და სიყვარული რჯულისაო“. დაიქვეითეს ქართლელთა და კახთა. შეიქმნა სროლა თოფთა. მეფე ერეკლე ხან იქით და ხანდახან აქა აძლირებდა ჯარსა. შეუტივეს ქართლელთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბურაკნი (დიდი თოფი, ფალკონეტი) და ზარბაზანნი“ (43, 218). რთულ ვითარებაში ლეკების ლაშქრის ერთმა ნაწილმა უკან დაიხია და მეორე ნაწილზე იერიშის მიტანის შემდეგ უკანდახეული მტრის ლაშქარი ერთმანეთში აირია. „დაესივნენ შიგ, რომ ვითა კატა, ეგრე ხოცავდნენ ლეკთა, თითონ მეფემ ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიჰყვნენ ხოცვით არაგვამდის, რომ მათის მძოვრით აღავსეს ტყე და ველი“» (43, 218). ქართველებს მრავალი ცხენი, იარაღი და 500-მდე ტყვე ხელით ჩაუვარდათ. ნურსალ-ბეგი გადარჩენილი ძალებით დაღესტნისაკენ გაიქცა (იხ. სქემა №4, 154).

ბრძოლაში თავი გამოიჩინეს: კონსტანტინე მუხრან-ბატონმა, მოწინავე სადროშოს სარდალმა რევაზ ორბელიანმა, ქსნის ერისთავმა დავითმა, არაგვის ერისთავმა ჯიმშერმა, ამილახვარმა ამირინდომ, ალექსანდრე ციციშვილმა და სხვებმა. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ერეკლე II-ს ჰყავდა ისეთი სარდლები, რომლებიც ორგანიზებულად ხელმძღვანელობდნენ თავიანთ რაზმებს და, რა თქმა უნდა, პირადი მაგალითის საფუძველზე გმირულად აბრძოლებდნენ ხელქვეითებს, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ბრძოლის წარმატებაზე.

ისმის კითხვა: რამ განაპირობა ქართველთა გამარჯვება, თუ კი მოწინააღმდეგე რიცხობრივად დიდ უპირატესობას ფლობდა?

ჯერ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქართველებთან შედარებით, მოწინააღმდეგის შეირაღება და ბრძოლის ტაქტიკა დაბალ დონეზე იდგა, რადგან, როგორც წყაროებიდან ირკვევა, მათ უფრო მეტად ახასიათებდა მძარცველური მოქმედებები, ვიდრე ფართომასშტაბიანი ბრძოლები. მოწინააღმდეგეს ცეცხლსასროლი იარაღი მცირე რაოდენობით ჰქონდა, რომელმაც ეფექტური გავლენა ვერ მოახდინა ქართულ ლაშქარზე.

აღნიშნულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის რაოდენობრივი უპირატესობა გააბათილა ერეკლე II-ის მიერ საარტილერიო ცეცხლის ეფექტურმა გამოყენებამ. ამ ფაქტორს გარკვეულწილად ხელს უწყობდა ის, რომ საცეცხლე საშუალებათა გამოყენება განხორციელდა იქ, სადაც მტრის ძირითადი ძალები იყო თავმოყრილი.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ნურსალ-ბეგმა და მისმა მომხრეებმა იცოდნენ 1751 წელს აზატ-ხანთან მეფე ერეკლეს გამარჯვების ამბავი. ამიტომ ქართველთა იერიშების მიტანას მტრის ძალებზე ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა ჰქონდა. შეშინებული მეწინავე რაზმების უკან დახევამ, მათ ძირითად ძალებში პანიკა შეიტანა. არტილერიისა და თოფების მიერ მიყენებულმა დიდმა ზარალმა შიშის ფაქტორი კიდევ უფრო გაზარდა და მოწინააღმდეგის დანარჩენი ძალების გაქცევა განაპირობა.

ქართული ლაშქრის საბრძოლო წყობა ევროპული ჯარის მსგავსი იყო, რომლის უპირატესობა ადგლიმდებარეობიდან გამომდინარე ერეკლემ კარგად იცოდა. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ბრძოლის აღწერაში ქვეითებს ქვეითებზე მიუტანიათ იერიში, ხოლო ცხენოსნებს ცხენოსნებზე. ყურადღება უნდა მიექცეს ქართველთა თავგანწირულ ბრძოლას. ციხე-სიმაგრეში მეციხოვნეების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო შეხიზნული და მათი ბედი ქართველთა გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული. ერეკლე II-ის ხელჩართული ბრძოლის პირადმა მაგალითმა და ზემოხსენებული თავადიშვილების თავგანწირვამ მებრძოლებს კარგი მაგალითი მისცა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართლისა და კახეთის მეფეების ძალთა გაერთიანებამ, ერეკლე მეფის მიერ სწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ურთიერთქმედებამ, დარტყმათა მიმართულებების სწორად განსაზღვრამ მოწინააღმდეგის დამარცხება განაპირობა.

მჭადიჯვრის ბრძოლის მათემატიკური ანალიზისთვის პირველწყაროში რიცხვობრივი მონაცემები ჩვენი და მოწინააღმდეგის ძალების რაოდენობაზე არ მოგვეპოვება. ამიტომ გადავწყვიტეთ ყვარლის ციხესთან მომხდარი ბრძოლის ანალიზი გამოგვეყენებინა, რადგან მტრის ლაშქრის მხედართმთავარი და ბრძოლის ორგანიზატორი ერთი და იგივე პიროვნება იყო. მემატიანის გადმოცემით, ნურსალ - ბეგს ყვარლის ციხესთან ბრძოლაში 20 000-იანი კოალიციური ლაშქარი ჰყოლია. ამიტომ სავარაუდოა, რომ მტერს, მჭადიჯვარში 8-10 ათასამდე მებრძოლი ეყოლებოდა. თუ გავითვალისწინებთ ერეკლესა და თეიმურაზის იმ დროინდელ შესაძლებლობებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ეყოლებოდათ 2-4 ათასამდე მებრძოლი. ჩვენი ძალების სიმცირეს და მტრის სიმრავლეს ადასტურებს პაპუნა ორბელიანიც, რადგან მეფეები იძულებული გამხდარან ჩრდილო კავკასიიდან მოეწვიათ ლაშქარი [43, 215].

გათვლებისას გავითვალისწინეთ მებრძოლთა თვისობრივი მახასიათებლები (აღჭურვილობა, გაწვრთნილობა, ფსიქოლოგიური განწყობა, ფიზიკური შესაძლებლობები). შედგენილი იქნა კომპიუტერული პროგრამა, რომელმაც ჩაატარა სათანადო გათვლები. ჩვენ მოვახდინეთ ზემოაღნიშნული პარამეტრების ვარირება. მოწინააღმდეგის ძალებისთვის გასინჯული იქნა ვარიანტები: 8000, 9000, 10 000, 11 000, 12 000. ჩვენი ძალებისთვის: 2500, 3000, 3500. შეფასებული იქნა დრო, თუ რამდენ ხანს მიმდინარეობდა უშუალოდ ხელჩართული ბრძოლა და განხილულ იქნა ვარიანტები: 1, 1.5, 2, 2.5 საათი. გარდა ამისა, ხელჩართული ბრძოლის დაწყებამდე თოფ-ზარბაზნენით განადგურდა მტრის მებრძოლთა რაღაც რაოდენობა. ჩვენ ავიღეთ ვარიანტები: 100, 200, 300. გავითვალისწინეთ ცეცხლსასროლი იარაღის თანაფარდობა და ისიც, რომ ბრძოლის დროს ჩვენი მეციხოვნეები (გაიგეს რა ჩვენი ლაშქრის მოსვლა) გააქტიურდნენ და სროლა გააძლიერეს, რამაც მტრის ბრძოლისუნარიანობაზე იმოქმედა.

კომპიუტერიდან მიღებული ვარიანტების ანალიზის შედეგად, გაკეთებული იქნა შემდეგი დასკვნები:

– ბრძოლაში მოწინააღმდეგეს ჰყავდა ≈ 8000, ქართველებს ≈ 3500 მებრძოლი;

– უშუალოდ გენერალური ბრძოლა მიმდინარეობდა ≈ 1 საათი;

– ხელჩართულ ბრძოლამდე რამდენიმე ზარბაზნითა და თოფებით განადგურდა მტრის ≈ 300 მებრძოლი;

– ქართველებმა დაჭრილ-დახოცილთა სახით ბრძოლაში დაკარგეს ≈≈ 506 და მოწინააღმდეგემ ≈ 2715 მებრძოლი.

ერთი შენიშვნაც უნდა გავაკეთოთ: 2715 განადგურებული მებრძოლი 8000-ის დაახლოებით 34%-ს შეადგენს, რის შემდეგაც მტრის გაქცევა ბრძოლის ველიდან გასაგები უნდა იყოს.

ქართველებმა ბრძოლაში მაქსიმალურად გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები, მოწინააღმდეგისა კი შეზღუდეს. მათ საფუძვლიანად შეასუსტეს მტრის მეთოფეთა მოქმედება ხის მორებით დატვირთული ურმებით. ზარბაზნებისა და თოფების ეფექტური გამოყენებით არა მხოლოდ გაანადგურეს მოწინააღმდეგის გარკვეული ნაწილი, არამედ პანიკაც დათესეს მათში.

ჩვენს მიერ გამოყენებული პროგრამით არა მხოლოდ გარკვეულ დასკვნებამდე მივედით, არამედ უარყავით რამდენიმე ასეული სხვა ვარიანტი. კომპიუტერული მოდელი არ არის ერთჯერადი გამოყენებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გასინჯვა თავისი პარამეტრებით.

როგორც წინა ბრძოლებში აქაც დიდი იყო საბრძოლო სულისკვეთება – ისინი მშობლიურ მიწა-წყალს იცავდნენ. მეფე ზრუნავდა ციხის დამცველებისათვის დროულად მიეწოდებინა იარაღი, საბრძოლო მასალა და სურსათი. ამ გზით ციხის გარნიზონის შენარჩუნება მოხერხდა. რამაც თავის მხრივ მოწინააღმდეგე აიძულა ყურადღება მხოლოდ ციხეზე გადაეტანა და ძირითადი ძალები იქვე განელაგებინა. ერეკლემ ჯარის საბრძოლო წყობა ბრძოლის მოსალოდნელი განვითარების მიხედვით ააგო. ჯარის სარდლებს საბრძოლო ამოცანები დაუსახა. არტილერიის ეფექტურად გამოყენებამ, სარდლის საბრძოლო შემართების პირადმა მაგალითმა, სინქრონიზებულმა მოქმედებებმა, მაღლობებიდან შედარებით ვაკე ადგილებისაკენ მიზანსწრაფულმა შეტევამ უზრუნველყო მრავალრიცხოვან მტერზე ქართველთა გამარჯვება.

4.4 2.4. ბრძოლა ყვარლის ციხესთან

▲ზევით დაბრუნება


ქართველთა ბრძოლა ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მხოლოდ მჭადიჯვარში არ დამთავრებულა. ერთი წლის შემდეგ მაჰმადიანი ხანების წაქეზებით დაინტერესებულმა ნურსალ-ბეგმა ავარიელთა დიდი ნაწილი გააერთიანა, მათ შეურთდნენ ჭარ-ბელაქნელი, დაღესტნელი ლეკები და 1755 წელს 20 000-იანი ლაშქრით კახეთში შემოიჭრა (112, 627). მას 1754 წლის 19 აგვისტოს მჭადიჯვართან განცდილი მარცხის გამოსწორება და ქართველთა დამარცხების სურვილები ამოძრავებდა. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის კოალიციური ლაშქრის ამოცანას წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს მოოხრება და დაუძლურება.

ქართველთათვის ნურსალ-ბეგის გამოლაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა. მეფე ერეკლემ, შეიტყო რა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ჩავიდა თელავში, შეკრიბა კახეთის ლაშქარი, მშვიდობიანი მოსახლეობა ციხე-სიმაგრეებში შეხიზნა. ყოველ ციხეში ოთხი თვის საკმარი სურსათ-სანოვაგე შეიტანა (43, 227). გარდა ამისა, თეიმურაზ II-მ ქართლის ლაშქარი შეკრიბა და ანანურის ტერიტორიაზე დაბანაკდა. მოწინააღმდეგის რიცხვობრივი სიმრავლის გამო, იასე მაჩაბელი და რამაზ ანდრონიკაშვილი ჩერქეზეთში გააგზავნეს დამხმარე ლაშქრის გადმოსაყვანად. ჩერქეზებმა მტრის სიმრავლის გამო დახმარებაზე უარი განაცხადეს. ქართველთა მხარდასაჭერად თავადი გირეი ოძი წამვიდა მცირე ლაშქრით. მისი ქალიშვილი მეფე ერეკლეს ვაჟზე – გიორგიზე იყო დანიშნული და მის სასიმამროდ ითვლებოდა. დასახმარებლად ოსთა და ყალმუხთა მებრძოლებიც გადმოვიდნენ მცირე რაზმით (110, 9).

მოწინააღმდეგის ლაშქარს კაკის სულთნისა და განჯის ხანის რაზმებიც შეუერთდნენ. ნურსალ-ბეგმა მტრის ლაშქრის ნაწილი ქართლისკენ გაგზავნა, რათა ქართველებს ძალების კონცენტრაცია არ მოხდინათ საჭირო მიმართულებით. ეს ტაქტიკური ხრიკი განხორციელების შემთხვევაში მართლაც სასურველ შედეგს მოიტანდა მტრისთვის. თეიმურაზ II-მ, ისე როგორც ერეკლემ, მოსახლეობა ციხე-სიმაგრეებში დახიზნა. ამ დროისათვის ერეკლე მეფემ თეიმურაზ II-ს შეატყობინა გარდაუვალი ბრძოლის შესახებ და ქართლის მეფე თავისი ლაშქრით კახეთში ერეკლეს შეუერთდა. გაიმართა სამხედრო თათბირი, რომელშიც, მეფეთა გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ: კონსტანტინე მუხრან-ბატონი, რევაზ და ამირინდო ამილახვრები, რევაზ ბარათაშვილი, თამაზ ანდრონიკაშვილი და პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე. ერეკლეს წინადადებით გადაწყდა:

– გაემაგრებინათ ყვარლის ციხე, ყველა თვალსაზრისით, ხანგრძლივი ბრძოლის საწარმოებლად;

– თეიმურაზ II თელავში უნდა მდგარიყო თავისი ლაშქრით, მზადყოფნაში, რათა მოწინააღმდეგე უეცარი თავდასხმის შიშით არ მოესვენებინათ;

– ერეკლე II-ს თელავიდან ჭარის ტერიტორიაზე თავისი ლაშქრის ნაწილით დემონსტრაციული მოქმედებები უნდა განეხორციელებინა რათა მოწინააღმდეგის ყურადღება ყვარლის ციხიდან საკუთარ მიწა-წყალზე გადაეტანა.

– ეზრუნათ ლაშქრის დაკომპლექტებაზე.

მოწინააღმდეგე იმდენად მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, რომ საგარეჯოს, მარტყოფის, მუხრანისა და სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, რომელიც მტრის თავდასხმას მოელოდა, აყრა და ციხე-სიმაგრეებში შესვლა მოუწია. მასვე დასძენს პ. ორბელიანიც: Эიყო ყოველგან შიში დიდი და ცდა სიმაგრეთა ციხეთა ქვეყანათა ქართლისა და კახეთისათაЭ (43, 228). ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით აპირებდა საბრძოლო მოქმედებების წარმართვას.

მთებიდან დაშვებულმა მოწინააღმდეგის ლაშქარმა ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა. ბრძოლა დღედაღამ მიმდინარეობდა. მეციხოვნენი მამაცურად იბრძოდნენ. მოწინააღმდეგე ბრძოლის დაწყების პირველ ეტაპზე ციხესთან იერიშის მისატანად ახლოს ვერ მიდიოდა, მეციხოვნეთა მიერ ეფექტური ცეცხლის წარმოების გამო. ქართველების საბრძოლო მასალების ხარჯი დიდი იყო. ვინაიდან მტერმა ციხის აღება რამდენიმე დღეში ვერ მოახერხა, საფიქრებელია, რომ მეფე ერეკლე ციხეში მყოფთ დახმარებას უწევდა, რომელიც მტერმა თავიდან არ იცოდა. ამ გზების არსებობის შესახებ მემატიანე არაფერს გვეუბნება, მომარაგეების საკითხი კი მეტად მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების წარმართვისას. მოწინააღმდეგემ მეციხოვნეებზე ცეცხლის ეფექტურად წარმართვისათვის ხის კოშკები გამოიყენა. მემატიანე გვამცნობს: „მაგრამ ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედამ, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდნენ. შეაწუხეს, თორემ სხვა რიგად არა უჭირდათ რა. მუდამ დღე უგზავნიდნენ მეფენი კაცსა, ტყვია-წამალსა, ანუ რომელი რამ აკლდათ ციხეში და აძლიერებდნენ იმედით მყოფთა ციხისათა“ (43, 229). ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც მოწინააღმდეგეს გაუჭირდა ციხის აღება, მან გაიგო ციხეში შესასვლელი და გამოსასვლელი ფარული გზების არსებობა. რა თქმა უნდა, ალყა გააძლიერა და გადამჭრელი ზომები მიიღეო საიდუმლო გზების გადასაკეტად. Mმტკიცებულებად მოვიშველიებთ მაგალითს: „შეწუხდნენ ფრიად მყოფნი მას შინა უმეტეს მისთვის, რამეთუ მოუჭრეს წყალი, შემოაკლდათ ტყვია-წამალიცა, რომლისთვისაც მისცნეს თავნი თვისნი ყუარელთა განწირულებასა“ (47, 56). ციხეში ამ დროს ყოფილა ვინმე დავით ლარაძე, რომელიც ამხნევებდა მეციხოვნეებს, რაც კი შეეძლო. მან აღუთქვა ციხეში მყოფ ხალხს, მებრძოლებს წყლისა და ტყვია-წამლის შოვნა, თუნდაც სიცოცხლის ფასად. როდესაც დაღამდა და წყვდიადმა გარემო მოიცვა, იგი ციხიდან გამოვიდა. ფარულად მივიდა წყალსაცავთან, რომელსაც მოწინააღმდეგის თორმეტი მცველი ყარაულობდა, დახოცა ხანჯლით და ციხეში წყალი შეუშვა. შემდეგ დავით ლარაძე წარსდგა მეფე ერეკლეს წინაშე და აღუწერა ციხეში არსებული მდგომარეობა (47, 56). ჩვენი აზრით, სავარაუდოა, რომ იგი ციხეში მყოფი მებრძოლების ერთი ნაწილის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. რადგან შექმნილმა სიტუაციამ მეთაური იძულებული გახადა გმირული ნაბიჯი გადაედგა.

ქართველებმა მოწინაღმდეგესთან პირდაპირი შებმა ვერ გაბედეს. ამიტომ მოთათბირების შემდეგ ერეკლე II-მ გონივრული ტაქტიკური ხერხი გამოიყენა, რაც მტერს იძულებულს გახდიდა, ალყა მოეხსნა. მან დიდი საჩუქარი აღუთქვა მათ, ვინც გარედან ალყის გარღვევასა და ტყვია-წამლის შეგზავნაში მონაწილეობას მიიღებდა.Aამ წინადადებას დათანხმდნენ ათამდე აზნაურიშვილი და რამდენიმე გლეხი. ესენი იყვნენ: საბარათაშვილოდან – რევაზ იოთამიშვილი, ვახტანგ გუგუნაშვილი, ტარიელ სოლოღაშვილი, ზემო ქართლიდან – ძაღლუა მაჩაბელი, მუხრან ბატონის აზნაურიშვილი, ზედგენიძე, ერასტი ნამორაძე, ერთი ხუცესი, ქსნის საერისთავოდან ორი კაცი, კახთა თავადიშვილები – პაპა ბებურიშვილი, სოლომონ მდივნიშვილი, ფარემუზ თაყაშვილი, ბეჟან რატიშვილი (47, 239-230). მეფემ მოხალისეთა რაზმში მებრძოლების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. ამიტომ ერეკლე II ზემოთჩამოთვლილ მებრძოლებთან და ქართლ-კახეთის ცხენოსანი ლაშქრის გარკვეული ნაწილის თანხლებით ქიზიყში ჩავიდა, ხოლო თელავში მამამისი, თეიმურაზ II დარჩა. შეკრიბა მეფე ერეკლემ ქიზიყელები და ჭარ-ბელაქნის ტერიტორიაზე მოქმედების საბრძოლო ამოცანა დაუსახა. ასევე დაპირდა დიდ წყალობას: კერძოდ, თავადსა და აზნაურს შესაფერის თანამდებობას და მამულებს, ხოლო გლეხს-ბატონყმობისაგან განთავისუფლებას, ორ საკომლო მიწას და ფულად ჯილდოს, ვინც ყვარლის ციხეში საბრძოლო მასალებს შეიტანდა (43, 230). მეფემ ბოდბეში შეკრიბა ხალხი და აუხსნა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოსთვის ყვარლის ციხის შენარჩუნებას, რა შედეგი მოჰყვებოდა მის დაკარგვას, რა სირთულესთან იყო დაკავშირებული მისი ჩანაფიქრის შესრულება. შემდეგ მებრძოლებს მიმართა: „ჯერ ღვთის სიყვარულისთვის და სარწმუნოებისთვის, მერე თავის მეფეთა და ჩვენის ქვეყნის ერთგულებისათვის, ვინც გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ვინც ვაჟკაცია და თავისი ნებით, გაჭირვებული ყვარლის ციხის გადარჩენაში დაგვეხმარება, . . .შევა ციხესა ყვარლისასა – აზატობას და სხვა უშურველ წყალობას მივცემო“ (110, 16). საერთო ჯამში 208 მებრძოლმა მოიყარა თავი. მათგან 8 წარჩინებული და 200 გლეხი: 103 ქიზიყიდან, 97 ქართლ-კახეთიდან (112, 557). ბოდბეში, წმინდა ნინოს საფლავთან მებრძოლებმა ფიცი დადეს. იოანე ბოდმელმა (ჯორჯაძემ) – მონასტრის მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა და მებრძოლებს გზა დაულოცა. ერეკლემ ისინი ტყვია-წამლით მოამარაგა, მოქმედების გეგმა გააცნო და ციხისაკენ გაგზავნა. მათ ხელმძღვანელობდა პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე, ბრძოლებში გამობრძმედილი და ერეკლეს მიერ გამოცდილი პიროვნება. რაზმს თან ახლდა მოძღვარი იასე მაჭავარიანი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების წარმართვისას, ლაშქარს თან ახლდა საეკლესიო პირი რწმენისა და საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ლაშქარში მყოფი სასულიერო პირები (ეპისკოპოსი, მღვდელი და სხვა) არა მარტო აზიარებდნენ მეომრებს ბრძოლის დაწყების წინ, არამედ თვითონაც აქტიურად იბრძოდნენ.

რაზმმა ყვარლისკენ დაიწყო გადაადგილება. ველისციხე ჩუმად გაიარეს, მდ. ალაზანი ფონით გადალახეს და სოფ. გავაზში შეჩერდნენ, სადაც საბოლოოდ რაზმში გადანაწილებულ იქნა ამოცანები. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ორი ჯგუფი:

ა) პირველს ევალებოდა ტყვია-წამლით და სურსათ-სანოვაგით გავსილი ხურჯინების ტარება და ციხეში შეტანა;

ბ) მეორეს ხურჯინების მატარებელი ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

იმ დროისათვის ყვარლის ციხეს ქვემო მხარეს სოფ. გავაზის მხრიდან იდგნენ ჭარელები, კაკის სულთანი ლაშქრით, განჯის ხანი, ზემო მხრიდან – სუხრაი-ხანი და ნურსალ-ბეგი.

გვიან ღამით რაზმმა ციხისკენ სვლა განაგრძო და თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა. ლეკთა მოყარაულეებმა გვიან შეამჩნიეს ახლო მანძილზე ალყის გამრღვევი ჯგუფის მისვლა. მოწინააღმდეგემ ქართველთა თავდასხმა ვერ მოიგერია. ოპერაცია დაწყებით ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გარეშე წარიმართა, რათა მოალყეთა ძირითად ნაწილს არ გაღვიძებოდა. თავდასხმის მეორე ეტაპზე თოფ-დამბაჩების გამოყენებით მოყარაულეთა მისაშველებლად მოსული ლეკთა ჯგუფების ნაწილი განადგურდა. შეშინებული მტერი, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ვისაც შეეძლო, დაჭრილებთან ერთად ბრძოლის ველიდან გარბოდა. შესაბამისად დასახმარებლად წამოსული მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლ იარაღს ეფექტურად ვერ იყენებდა, რათა თავისიანები არ გაენადგურებინათ. მებრძოლებმა ხმალდახმალ ბრძოლით ალყა გაარღვიეს, ციხეში შევიდნენ და ტყვია-წამალი მიაშველეს იქ მყოფთ. მეციხოვნენი და ციხეში შეხიზნული მოსახლეობა სიხარულით შეხვდა დასახმარებლად მისულ მებრძოლებს. ნაშიმშილები მეციხოვნეები სურსათის ნაცვლად საბრძოლო მასალებით გავსილ ხურჯინებს მისცვივდნენ, გალავნის საბრძოლო ბილიკზე ავიდნენ და ძველებურად განაგრძობდნენ გამიზნული ცეცხლის წარმართვას. ჩირაღდნები აანთეს, ზეიმი და სიხარულის ყიჟინა ისმოდა ციხიდან (110, 19), რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის. მტერმა უკან დახევა დაიწყო.

ამავე დროს მეფე ერეკლემ ქიზიყელთაგან შემდგარი ცხენოსანი ლაშქარი შეუსია ჭარ-ბელაქანს ასაოხრებლად. ეს ამბავი ყვარლის ციხის ალყაზე მდგომმა ჭარელებმა შეიტყვეს და ხუნძახის ბატონს უსაყვედურეს: „ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღალებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებსო“ (58, 205). ნურსალ-ბეგმა დიდი დაპირებებით შეაჩერა კოალიციის ლაშქარი. „აგერ ამ ციხეს ავიღებ და კახეთიც ხელთ დამრჩებაო და თქვენს გარჯას გარდავიხდიო“ (43, 231). მაშინ მეფე ერეკლემ უფრო მოზრდილი ლაშქარი გაგზავნა ჭარისაკენ. ყვარელს მდგომი ჭარელები ფიცხლივ წავიდნენ ქართველებთან საბრძოლველად ე.ი. თავიანთ სამშობლოში. ქართველები მეფის ბრძანების თანახმად ბრძოლას მოერიდნენ, უკან გამობრუნდნენ და ქიზიყში განლაგდნენ. ჭარელებს საქმე გაურთულდათ, ქართველთა ლაშქარი მათ აოხრებით ემუქრებოდა (58, 206). ერეკლე მეფის მიერ გამოყენებულმა ტაქტიკურმა ხრიკმა შედეგი გამოიღო. საბოლოოდ ჭარელები ციხეს გასცილდნენ და თავიანთ მხარეში წავიდნენ, მათ თან გაჰყვა კოალიციის ლაშქარიც. Dდაღესტნელებს ციხის აღების იმედი გადაეწურათ. მოწინააღმდეგემ იგრძნო რა მოახლოებული საშიშროება, 28 სექტემბერს, დიდძალი დანაკარგის ფასად, იძულებული გახდა ციხისთვის ალყის დარჩენილი ნაწილი მოეხსნა და თავის სამფლობელოში დაბრუნებულიყო (იხ. სქემა №5. 155).

აღნიშნული ბრძოლის ანალიზით გამოიკვეთა ისეთი ტაქტიკური ელემენტები, რომლებმაც განაპირობეს ბრძოლაში წარმატების მოპოვება. მემატიანის გადმოცემით, ყვარლის ციხე დიდი ხნის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები როდის დაიწყო, კონკრეტულად წყაროებში მოცემული არ არის. ყვარლის ციხე 23 დღე ალყაში ყოფილა მოქცეული. საბრძოლო მოქმედებები 28 სექტემბერს დასრულებულა. მაშასადამე, ციხის ალყა 5 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. თუ ამ ხნის მანძილზე მოწინააღმდეგემ ციხის აღება ვერ შეძლო, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ თავდაცვა კარგად ყოფილა ორგანიზებული. მას შეიძლება ციტადელი უწოდოთ. ციხე-სიმაგრე იმგვარად იყო აგებული, რომ იქ მყოფ ხალხს შეძლებოდა მტრის თავდასხმის შემთხვევაში ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისათვის. ყვარლის ციხეში მეციხოვნე ლაშქართან ერთად გამაგრებული იყვნენ თავადები – დავით ვაჩნაძე, ბესპაზ და მელქისადექ ჭავჭავაძეები, თავიანთი ოჯახებით, მხლებლებით და მსახურებით. ციხეში შეხიზნული იყო ყვარლის, გავაზის, ენისელის, ჭიაურის და ალაზნის მარცხენა ნაპირზე განლაგებული სხვა სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი (110, 8).

თავდაცვის კარგ ორგანიზებას განაპირობებს რიგი ფაქტორებისა, რომელზედაც მეთაურმა უნდა გაამახვილოს განსაკუთრებული ყურადღება. მოსახლეობა ერეკლე II-ის მიერ წინასწარ იქნა ციხე-სიმაგრეებში დახიზნული და საბრძოლველად მომზადებული. ეს ფაქტი მოწმობს იმ დროს დაზვერვისა და შეტყობინების სისტემის კარგ ფუნქციონირებას. ტყვია-წამლის მიწოდება ბრძოლის მსვლელობისას ადასტურებს ციხეში შესასვლელი და გამოსასვლელი ფარული გზების არსებობას, რაც უზრუნველყოფდა ციხის მომარაგებას.

მოცემულ ბრძოლაში ყურადღება უნდა გამახვილდეს კიდევ ერთ საკითხზე. მეფემ გარედან ალყის გამრღვევი რაზმი მოხალისეებისაგან ჩამოაყალიბა. ისმის კითხვა: რატომ? ჩვენი აზრით, ალბათ იმიტომ, რომ დასახული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც აუცილებლად წარმატება უნდა მოჰყოლოდა, მას მებრძოლებში ჯერ უნდა აემაღლებინა თვითშეგნების დონე, რის შემდეგადაც მომავალში გასაწევი რისკის ფაქტორს უფრო ეფექტურს გახდიდა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორასი გლეხი, რომელიც მომხვდურს ებრძოდა, ბატონყმობისაგან განთავისუფლებას სწირავდა თავს. ერეკლე II-მ, როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, პირნათლად შეასრულა მათთვის მიცემული პირობა. მეფემ გონივრულად გამოიყენა მანევრი. იგი თელავიდან პირდაპირ იერიშზე არ გადასულა. ყვარლის ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოუარა უეცარი დარტყმა განახორციელა. მოულოდნელობის ფაქტორი გამოიხატა შემდეგში: მან ალყის გარედან გამრღვევი რაზმი ქვეითად გაგზავნა, რათა მოწინააღმდეგეს ახლო მანძილზე ფარულად მიახლოებოდნენ, რამაც უეცარი იერიშის მიტანით დასახული ამოცანის მოკლე დროში შესრულება განაპირობა.

მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანის მიზნით, ერეკლე II-მ გამოიყენა დემონსტრაციული მოქმედებები. ე.ი. ქვედანაყოფების რეალური საქმიანობა წინასწარ განსაზღვრული ცრუ მოქმედებებით. ეს კი ტაქტიკური შენიღბვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ჭარ-ბელაქნის ტერიტორიაზე ქიზიყიდან წასული ცხენოსანი ლაშქრის მოქმედებებში გამოიხატა. მეფემ გამოიყენა Mმანევრის ერთ-ერთი სახე – შემოვლა, რის შედეგადაც განხორციელდა მოულოდნელი დარტყმა, როგორც ყვარლის ციხეზე, ისე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ასეთმა მოქმედებამ დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია მოწინააღმდეგეზე. ალყის გამრღვევი რაზმისა და ცხენოსანი ლაშქრის მოულოდნელმა თავდასხმებმა მტრის განლაგებაში პანიკა გამოიწვია, რამაც მეფეს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა გაუადვილა.

სამხედრო თეორიაში, თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, არასდროს გაჩერდე პასიურ მდგომარეობაში. სანგრები და საფორტიფიკაციო ნაგებობები არ გამოიყენება მხოლოდ იმისათვის, რომ დაიმედებულად შეგეძლოს თავდაცვა, არამედ იმისათვის, რომ დიდი წარმატებით მიიტანო იერიში (ცეცხლით და მანევრით) მოწინააღმდეგეზე. ზემოხსენებული პრინციპი ერეკლე მეფის მიერ სწორად იქნა გამოყენებული, რამაც ყვარლის ციხისათვის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა მცირე დანაკარგის ფასად. აღნიშნულმა ფაქტმა ერთ-ერთი სტრატეგიული მომართულების შენარჩუნება განაპირობა.

შევეცადოთ მათემატიკური მოდელირების მეთოდით ვიპოვოთ შემდეგი:

1. უშუალოდ ალყის გარღვევისას რამდენმა მებრძოლმა მიიღო მონაწილეობა შეტაკებაში;

2. რამდენ ხანს გაგრძელდა ეპიზოდური ბრძოლა;

3. რამდენი იყო ჩვენი და მოწინააღმდეგის დანაკარგები ალყის გარღვევის სექტორში;

ზემოაღნიშნულ საკითხებზე შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა იმოქმედეს:

– ქართველთა რაზმების მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე 2-ჯერ განხორციელებულმა მარბიელმა მოქმედებებმა, რომელმაც მტრის კოალიციის დაშლა და თავიანთ სამშობლოში წასვლა განაპირობა;

– შეჩვევა შექმნილ ვითარებაზე, რომელიც დროში გაიწელა, რამაც საალყო ბრძოლისას ყურადღების მოდუნეება გამოიწვია;

– დროის ფაქტორი – გარიჟრაჟი, როდესაც მებრძოლის ფიზიკური შესაძლებლობები მინიმუმამდეა დასული;

– მოქმედებათა სისწრაფე;

– მოულოდნელობის ფაქტორი.

ყვარლის ციხის ზომები დაახლოებით 250X150 მეტრია (პ. ზაქარაიას, ჩვენს მიერ გამოყენებულ წიგნში, რომელიც საფორტიფიკაციო ნაგებობებს ეხება, მოცემული არ აქვს ციხის ზომები). ე.ი. პერიმეტრი არის 800 მეტრი. მას გარშემო ერტყა მტრის ლაშქარი. მებრძოლები უშუალოდ კედელს არ ებჯინებოდნენ, რადგანაც ისინი მეციხოვნეთა ადვილი მსხვერპლნი გახდებოდნენ, არც ძალზე შორს უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც ხის კოშკებიდან ციხის შიგნით ქართველები უნდა გაენადგურებინათ. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე ისინი კედლიდან დაახლოებით 65 მეტრზე უნდა ყოფილიყვნენ დაშორებული, რაც იმ დროისთვის თოფების ეფექტური ცეცხლის მანძილს წარმოადგენდა. ამრიგად, მოწინააღმდეგის მებრძოლთა განლაგების პერიმეტრი არა 800, არამედ დაახლოებით 1100 მეტრი იყო. სულ მოალყე ჯარი ≈16 000 მებრძოლი იქნებოდა, რადგან 4000-მდე, მოალყეთა ზურგის დაცვასა და მომარაგებას დაჭირდებოდა.

გათვლების შედეგად მივიღეთ, რომ აღნიშნულ პერიმეტრის ერთ მეტრ ფრონტზე 16 000:1100≈15 მებრძოლს უნდა მოეხდინა საბრძოლო ამოცანის შესრულების უზრუნველყოფა. ეს პროპორცია არის ის მდგომარეობა სანამ მოხდება უშუალო საბრძოლო შეტაკება. ბრძოლის დრო კი ეს მონაცემები ცვალებადია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ამასთანავე გათვალისწინებული გვაქვს ღამის პირობებში ხილვადობის შეზღუდვა და ციხის ფარული მომარაგების აღკვეთის მიზნით საბრძოლო ძალის პერიმეტრზე თანაბარი განაწილება.

გარღვევის მიმართულებაზე რეალური მდგომარეობის შეფასებისათვის აუცილებელია ციხის კარიბჭის ზომების გათვალისწინება (5 მეტრი). ვღებულობთ რომ ამ უბანზე დაახლოებით 75 მებრძოლი იქნებოდა. ამ ვითარებაში გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები – ღამის პირობები; გარემო პირობებზე შეგუებით გამოწვეული მოდუნება, ღამე საყარაულო სამსახურის შესრულების სპეციფიკა, რაც ითვალისწინებს პირადი შემადგენლობის 1/3 დასვენებას (ძილს). ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დავუშვათ, რომ ციხის კარიბჭესთან მოწინააღმდეგეს სავარაუდოდ ჰყავდა 50 მებრძოლი. ანუ ქართველებს პირველი შეტაკება მოუხდებოდათ 50 მებრძოლთან. როგორც ვიცით ქართველებს ამოცანის შესრულებისათვის სულ ჰყავდათ 20 კაცი.

ეხლა განვსაზღვროთ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ამ 208 მებრძოლიდან უზრუნველყოფდა ამოცანის შესრულებას. რადგან პირველ წყაროში არ არის მოცემული ჩვენი ძალების დანაკარგები, მაშინ ჩვენ, ლოგიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს რაოდენობა უმნიშვნელო იქნებოდა. ცდომილებათა თეორიაში, როდესაც საქმე გვაქვს გაზომვებთან, უმნიშვნელოთ ითვლება 0-დან 5%-მდე. აქ საშუალოდ ავიღეთ 2.5%. ანუ ჩავთვალეთ, რომ უმნიშვნელო დანაკარგი ნიშნავს – მაჩვენებელი არის 2.5%-ის მახლობლად. განვიხილოთ კონკრეტული ვარიანტები:

– ჩვენი ძალები 80 ერთეული – დანაკარგები 3.55%;

– ჩვენი ძალები 90 ერთეული – დანაკარგები 2.65%;

– ჩვენი ძალები 100 ერთეული – დანაკარგები 2.5%;

– ჩვენი ძალები 110 ერთეული – დანაკარგები 1.8%;

– ჩვენი ძალები 120 ერთეული – დანაკარგები 1.6%.

მაშასადამე ჩვენს მიერ 2.5% დანაკარგთან ყველაზე ახლოს არის ის შემთხვევა, როდესაც ამოცანის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყოფილია 100 მებრძოლი (უსაფრთხოების ჯგუფი).

ამრიგად პირველი შეტაკების დროს (მას უფრო თავდასხმა შეიძლება ეწოდოს), 100 კაცი ებრძოდა მოწიააღმდეგის 50 მებრძოლს, რომელთა მდგომარეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ მოდუნებული იყო. წინა გათვლებიდან მიღებული კოეფიციენტებიდან გამომდინარე 15-16 კაცის განადგურებას (50-ის მესამედი, რის შემდეგაც ისისნი არაბრძოლისუნარიანი ხდებიან) ჩვენი 100 მებრძოლი (უსაფრთხოების ჯგუფი) მოახერხებდა დაახლოებით 10 წუთი განმავლობაში, რის შემდეგაც ტყვია-წამლით დატვირთული 100-ზე მეტი მებრძოლი დაიძრა ციხის კარიბჭესაკენ, სადაც გასავლელი ჰქონდათ 65 მეტრი (მანძილი ალყიდან ციხის კედლამდე) + მოწინაამდეგის განლაგების სიღრმე ამ სექტორში (დაახლოებით 50 მეტრი, სულ 115 მეტრი). ლოგიკიდან გამომდინარე 10 წუთი არის დროის ის მონაკვეთი, როდესაც მოწინააღმდეგეს ექნებოდა რესურსი მოსულიყო გონს და მოეხდინა ძალების გადაჯგუფება. ვინაიდან ისტორიული წყაროებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, ამიტომ ქართველებმა ამოცანის შესრულებას მოანდომეს ნაკლები დრო. ამ ეტაპზე დროის სიმცირე შესაძლებელია მხოლოდ მოულოდნელობის ფაქტორის ხარისხის გაზრდით, რაც ექსპერტული შეფასებიდან გამომდინარეობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და გათვლებზე დაყრდნობით ამ მანძილის გავლას ქართველები მოანდომებდნენ საშუალოთ 7 წუთს.

კიდევ ერთი ეპიზოდი ქართველთა ბრძოლისა, რომელიც კვლავ გვეუბნება, როგორ ეფექტურად იყენებდნენ ქართველები მოულოდნელობის ფაქტორს და სისწრაფეს. ამ ბრძოლაში ყურადღებას ერთი გარემოება იპყრობს. ეს შეიძლება ითქვას ტაქტიკურ დონეზე აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშია. ბრძოლის ამ ეტაპზე მიზანი არ იყო მტრის სრული განადგურება. საჭირო იყო ალყის გარღვევა და ისიც, მხოლოდ მცირე ხნით. ოპერაციის მსვლელობისას კარგად ჩანს, რომ მეფეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ასეთი მოქმედების შედეგი, სწორედ ამან განაპირობა ჩანაფიქრის ესოდენ წარმატებული განხორციელება და მისი უმნიშვნელო დანაკარგებით ჩატარება.

მოცემულ ბრძოლაში გამოყენებული იყო ისეთი ტაქტიკური ელემენტები, როგორიცაა: 1. ჯარების დროული გადაჯგუფება საჭირო მიმართულებით; 2. ტაქტიკური მარში; 3. წყლის დაბრკოლების გადალახვა; 4. რეიდი და ჩასაფრება; 5. შეტევა ღამით;

ასევე დამხმარე ოპერაციების სახეები: 6. დაზვერვა; 7. ტაქტიკური შენიღბვა; 8. ზურგის (ლოგისტიკური) უზრუნველყოფა.

ამრიგად, თუ კი სამხედრო თეორეტიკოსის, სუნ ძის აზრს გავიზიარებთ, ბრძოლის უმაღლესი კანონები დაიყვანება არსებითად ელემენტარულ ძველ ჭეშმარიტებაზე. საბრძოლო ოპერაციებსა და ბრძოლებში არ უნდა აკეთო ის, რაც მოწინააღმდეგისთვისაა ცნობილი, რასაც ის შენგან ელოდება და რისთვისაც მომზადებულია. ე.ი. დარტყმა მიაყენო იქ საიდანაც არ გელოდება. „ომში უმთავრესია სისწრაფე ხელთ იგდო, . . . თავს დაესხა იქ, სადაც იგი არ ფრთხილობს (90, 61). ასე იყო განხორციელებული ყვარლის ციხისათვის ბრძოლაში, რომელიც ქართული სამხედრო ხელოვნების ნიმუშად ითვლება და იქ გამოყენებული ტაქტიკური ელემენტები დღესაც აქტუალურია თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისათვის.

საბოლოოდ, ყვარლის ბრძოლის გამარჯვებით დამთავრება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: მეფე ერეკლემ კარგად იცოდა მოწინააღმდეგის საბრძოლო (საცეცხლე, სამანევრო) შესაძლებლობები. ნურსალ-ბეგის მოსალოდნელ თავდასხმას მომზადებული დახვდა, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის დროული გახიზვნისა და სწრაფი სამობილიზაციო ღონისძიებების გატარებაში აისახა. მჭადიჯვრის ბრძოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ერეკლე II-მ გაითვალისწინა ყვარლის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა. მან სამხედრო ხერხის გამოყენებით უზრუნველყო ციხისა და მისი გარნიზონის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. კერძოდ: ციხის ფარული მომარაგებით, ალყის გამრღვევი ჯგუფის კარგი კოორდინაციით, ჭარელთა მხარეში მარბიელი რაზმების გაგზავნით, ცხენოსნებისაგან შემდგარი ჯგუფების შემოვლითი მანევრის ჩატარებით, ორი მიმართულებიდან ერთდროული შეტევის განხორციელებით. აღნიშნულმა განაპირობა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის დამარცხება.

4.5 2.5. ასპინძის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


XVIII ს-ის 60-იანი წლების დასასრულს ფეოდალური საქართველო ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. იგი დანაწევრებული იყო ქართლ-კახეთის, იმერეთის სამეფოდ და რამდენიმე სამთავროდ. სამხრეთ ნაწილი კი ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი, რომელიც ახალციხის საფაშოს ემორჩილებოდა.

ამ დროისათვის რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ ძალად გამოიყურებოდა და თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ამოცანები დასახა შავი ზღვის სანაპიროების დაპყრობასა და იქ თავისუფალი ნაოსნობის მოპოვებისა (112, 650).

რუსეთს ოსმალეთთან ომში ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ, რელიგიური მოტივით შენიღბა თავისი ნამდვილი მიზნები და მოწოდებით მიმართა კავკასიელ და ბალკანელ ქრისტიანებს, რომ იგი „იძულებულია“ ებრძოლოს თურქეთს „ქრისტეს სარწმუნოებისათვის“ (112, 650). რუსეთი კავკასიაში ახალი ფრონტის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ოსმალეთი იძულებული გახდებოდა, ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოეხსნა საომარ მოქმედებათა თეატრიდან ყუბანი-ყირიმი-დაღესტნის მიმართულებებზე და კავკასიის ფრონტზე გადმოეყვანა.

1769 წლის 21 მაისს თბილისში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ მოქმედებაზე შეთახმდნენ (112, 651), რომელიც მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებას. ასეთი მომენტი რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებამ მოიტანა. ერეკლე II-ს საქართველოში რუსეთის ჯარის მცირე საექსპედიციო რაზმი, რომელიც 1769 წელს გენერალი ტოტლებენის განკარგულებაში იყო, არ მიაჩნდა საკმარისად ამ ამოცანის გადასაჭრელად და ყოველი გზით ცდილობდა რუსეთიდან 5 ათასიანი კორპუსის მიღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უმთავრეს ამოცანას რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისას მეფე ერეკლე ცალკე არ გამოყოფდა.

მაგალითად, 1769 წლის 4 სექტემბერს ერეკლე ნ. პანინს წერდა: „ეს ხუთი ანილკი ჯარი ამად გვნებავს ზამთრამდის და ამისათვის მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩვენის საზღვრამდის არ მოწეულა, ჩვენ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, ანუ ახალციხისა და ანუ ყარსისა გარშემო ქრისტიანი არიან, და ისინი ოსმალთა მონებასა ქუეშე იმყოფებიან, და კვალად რომელნიც შავი ზღვის გარემო ჩვენ კერძო ადგილი უჭირავს, შესაძლებელ არს, რომ ყოველივე ძალთა ღვთისათა მიუღოთო“ (98, 54). აქ ნათლად ჩანს, თუ რომელი მიმართულებაა ერეკლესათვის უფრო საინტერესო. იგი საქრისტიანო ქვეყნების განთავისუფლების საერთო ლოზუნგსა და ამ მიმართულებით მტრისათვის დასწრების საერთო გეგმას სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას.

ამრიგად, ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა ერეკლეს მიერ იქნა წამოყენებული ჯერ კიდევ 1769 წლის აგვისტო-სექტემბერში, მაგრამ მეფე მის განხორციელებაზე თავს იკავებდა, სანამ რუსეთი დამხმარე ჯარს არ გამოაგზავნიდა. მას გადაწყვეტილი ქონდა ესარგებლა რუსეთ-ოსმალეთის ომით, როგორც ხელსაყრელი ვითარებით, რათა რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით მტრისთვის ხელიდან გამოეგლიჯა ძველისძველი ქართული მიწა-წყალი.

აქედან გამომდინარე, ასპინძის ბრძოლის გამომწვევი მიზეზი 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი იყო. ერეკლე II და სოლომონ I საერთო მტრის წინააღმდეგ მოლაპარაკების საფუძველზე იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის დახმარებით (125, 49).

ამ ამოცანის წინა პლანზე წამოწევა იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენი სამშობლოს სამხრეთით, უძველეს კულტურულ მხარეში ახალციხის თურქული საფაშო არსებობდა, რომელიც ოსმალთა აგრესიის ბაზას წარმოადგენდა. ვიდრე ეს პლაცდარმი ქართლსა და იმერეთში შემოსასვლელ გზებზე ბატონობდა და მტრის ხელში იყო, ცხადია, საქართველოს დანარჩენი რაიონების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა. ამიტომ, ერეკლე მეფის სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებისათვის რუსეთთან სამხედრო კავშირის დადება, თუ ლოგიკას დავეყრდნობით იმ დროისათვის ყველაზე უახლოესი და რეალური ნაბიჯი იყო. მის მიერ შემუშავებულ სამხედრო მოქმედებების გეგმას შემდეგი უპირატესობა გააჩნდა:

1. ოსმალეთს ხელიდან აცლიდა მოხერხებულ სამხედრო სტრატეგიულ პლაცდარმს, რომელიც უკეთ უზრუნველყოფდა საომარ მოქმედებათა წარმატებით გაშლას, ვიდრე სხვა რომელიმე მიმართულება.

2. შემუშავებული გეგმა უკეთ უზრუნველყოფდა მოკავშირე მხარეთა ერთობლივ მოქმედებას, რადგან მას ორივე ქართული სამეფოსათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა:

ა) ქართლ-კახეთისათვის – ახალციხის დაკავებით ქართლს ოსმალეთის აქტიური შემოტევის საფრთხე ეხსნებოდა, ისპობოდა ბაზა, საიდანაც მტერი საქართველოს დაპყრობას ცდილობდა.

ბ) იმერეთისთვის – ახალციხეზე ლაშქრობა იმერეთზე თავდასხმის ბაზას მოშლიდა, რადგან დასავლეთ საქართველოს საქმეებს ოსმალეთი ახალციხის ფაშას მეშვეობით აკონტროლებდა. ახალციხის დაკავება იმერეთის ციხე-სიმაგრეებში მყოფ თურქ მეციხოვნეებს დახმარების წყაროს გადაუკეტავდა, რასაც, ბუნებრივია, მათი დანებება მოჰყვებოდა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ სამხედრო ნაწილი გამოგზავნა საქართველოში 1200 კაცითა და 12 ზარბაზნით, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. ვინ იყო ტოტლებენის პიროვნება? როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, იგი ტომით იყო საქსონიელი გერმანელი, ავანტიურისტი. ის ფარულად ღალატობდა რუსეთს ევროპაში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს. მას ფარული მიმოწერა ჰქონდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-თან და სამხედრო საიდუმლოებებს აცნობდა. ღალატში მხილებული დაპატიმრებულ იქნა 1763 წელს. 1769 წელს ეკატერინე II-ის შეწყალებით იგი გაანთავისუფლეს და საქართველოში გამოგზავნილი ექსპედიციის უფროსად დანიშნეს (112, 655). Mმოწინააღმდეგე მხარეთა დაპირისპირებაში ერეკლე II შვიდი ათასი მებრძოლითა და 3 ზარბაზნით გამოდიოდა (112, 653).

ერეკლე მეფის მიერ შეთავაზებული სამხედრო მოქმედებების გეგმა 1769 წლის შემოდგომაზე ტოტლებენს მიუღია და რუს-ქართველთა ჯარს ამ გეგმით უნდა დაეწყო მოქმედება. სურდა თუ არა ტოტლებენს, იგი მაინც უნდა დაძრულიყო ერეკლესთან ერთად ახალციხისაკენ, რადგან მისი ადრინდელი განცხადებები ახალციხეზე ლაშქრობებში მონაწილეობაზე აშკარა უარის თქმის უფლებას არ აძლევდა. 1770 წლის 14 აპრილს ერეკლე მეფე და ტოტლებენი რუს-ქართველთა ჯარით სადგერში იდგნენ. ტოტლებენს მეფისთვის წინადადება მიუცია, ქართული ჯარის ნაწილი სადგერის ციხეში დაეტოვებინა, თვითონაც სურვილი გამოუთქვამს 1 ზარბაზნისა და 60 ჯარისკაცის დატოვებაზე, მაგრამ ერეკლე მეფე ამის წინააღმდეგ წასულა. „სადგერის ციხეში ჯარი მთხოვა დასაგდებლად, – წერდა ერეკლე რატიევს, – თავისის ჯარისაც მითხრა 60 კაცს და ერთ ზარბაზანს დავაგდებო. დაუშალე, მაგრამ ჩემი რჩევა არ მიიღო“(98, 59).

ერეკლე ქართველთა ჯარით მდ. შავი წყლის („ბორჯომკა“) გაყოლებით აწყურისაკენ დაიძრა. ტოტლებენს თავისი რაზმის ნახევარი და 6 ზარბაზანი სადგერში დაუტოვებია და მეორე დღეს უმოკლესი გზით (მდ. მტკვრის ხეობით) აწყურისკენ წასულა (98, 59).

„მოკავშირე ძალები 1770 წლის 17 აპრილს ბორჯომის ხეობის გავლით მიმავალ გზაზე საკირესთან შეერთდა და შუადღისას აწყურის ციხეს ალყა ნაწილობრივ შემოარტყეს“ (98, 59). „აწყურა ციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო – წერდა ერეკლე გოლიცინს 1770 წლის 10 მაისს, – იმისათვის რომ რადგან მტრის მამულს ვიყავით, უმჯობესად ეს აღმოჩნდა: მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებით სურსათი აქუნდათ, სულ ჩვენ მოგვეგროვებინა და შემდგომად მისისა, უკუეთუ უმჯობეს იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ» (98, 60).

აწყურისათვის დროის დაკარგვა შეცდომა იყო, რადგან რუს-ქართველთა ჯარს საალყო ქვემეხები არ ჰქონდათ; ხოლო მცირეკალიბრიანი ქვემეხების დახმარებით ციხის იერიშით აღების ცდა, ბუნებრივია, უშედეგოდ დამთავრდებოდა. სანამ გარნიზონს საკვები, წყალი და გარედან დახმარების იმედი ქონდა, ციხის აღება დიდი მსხვერპლის გაღებასა და დროს ითხოვდა. აწყურის ციხის აღების სხვა საშუალებაც არსებობდა – მტრის ზურგში ღრმად შეჭრა, მეციხოვნე ჯარის მოწყვეტა მტრის დამხმარე ჯარებისაგან – აი, რას შეეძლო ციხის გარნიზონის წინააღმდეგობის გატეხა. ასეთ პირობებში ციხის ალყა მცირე ძალითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო და გარედან დახმარებას მოკლებული მოწინააღმდეგე წინააღმდეგობას ვეღარ გაწევდა. ერეკლეს გეგმა გაბედული და სწორი იყო. Mმას უნდოდა ეს ციხე უკან მოეტოვებინა, მტრისთვის მოფიქრების საშუალება არ მიეცა და დაუყონებლივ მისი მთავარი სტრატეგიული პუნქტისთვის – ახალციხისთვის დაერტყა, რათქმაუნდა, შესაძლებლობის შემთხვევაში. სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, აწყურის ციხის აღება არასწორად იქნა ჩატარებული. რუსთა მოქმედებიდან ჩანს, რომ 1770 წლის 17-18 აპრილს აწყურის ციხისთვის ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მიმდინარეობდა. მტკვრის გაღმა არ იყო არცერთი კაცი რუს-ქართველთა ჯარისა და ახალციხიდან მომავალი გზა გადაუკეტავი იყო. რადგანაც სრული გარემოცვა არ მოხერხდა, მტერს საშუალება ჰქონდა, ციხეში შეეგზავნა დამმხმარე ჯარი საჭურვლითა და სურსათით. თუ ტოტლებენს ციხის აღება ნამდვილად სურდა და ეს მას შესაძლებლად მიაჩნდა, მაშინ მას ციხეზე ალყა მთლიანად უნდა შემოერტყა.

ერეკლე აწყურის გარემოცვის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ტოტლებენის ჯიუტი საქციელის გამო ხელი აიღო საკუთარ ინიციატივაზე და იძულებული გახდა, საქმე რუსი სარდლისთვის მიენდო. როგორც მეფის წერილებიდან ჩანს, ტოტლებენს პირობა დაუდვია, რომ ციხეს დაუყონებლივ აიღებდა. შესაძლებელია, მეფემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთიდან ჩამოტანილი ზარბაზნების საცეცხლე შესაძლებლობები და მიენდო კიდეც ტოტლებენის დაპირებას. ერეკლე წერს, რომ „ტოტლებენმა პირობა დასდო ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართმევო, და ეს ვერ შევიტყვეთ – ვერ შეძლო თუ არ ინებაო“. რადგანაც ციხეზე მისასვლელი გზა გადაკეტილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და 18 აპრილს 2000 კაცი შეუგზავნია ციხეში (98, 62). ტოტლებენი უკან დახევის სამზადისს შეუდგა, რამდენჯერმე აწყურის ციხეს ზარბაზანი ესროლა და სურამისაკენ გამობრუნდა (98, 59).

სამი კვირის შემდეგ ერეკლე II რუსეთის ვიცე-კანცლერ გოლიცინს წერდა: „მე მოველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კომანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ. . . იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი ამოაბრუნა და ერთს მაღალ გორაზედ აიტანეს, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, მუნითგან 4-5 ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა რომ აქავე ახლო ერთს ბალახიან ადგილს ჩამოვხდებიო და ამ სახით გამობრუნდა“ (98, 59).

ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მიტოვებას ქართველთა ლაშქარში უწესრიგობა მოჰყოლია, ხოლო მტერი გამძვინვარებულა. „ეს გამოპარვა იარანალისა, – წერდა ერეკლე გოლიცინს, – ჩვენმა ჯარმა რა სცნა, დიდსა და გამოუთქმელსა დრტვინვასა მიეცნეს. და მტერთა, რა იხილეს და სცნეს, დიდად განიხარეს სიმხნე მიიღეს“. ერეკლეს მთელი სიმკაცრის გამოყენებით მოუხერხებია ქართველთა ლაშქარში დისციპლინის აღდგენა და ციხიდან უკან დაუხევია. გამხნევებული მტერი შეტევაზე გადმოსულა, მაგრამ ქართველთა კონტრშეტევით დამარცხებული ისევ ციხეს შეფარებია (98, 62). ამრიგად, სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორად ორგანიზებულმა ალყამ მარცხი განიცადა.

სათანადო ლიტერატურის გაცნობით ირკვევა, რომ აწყურთან ტოტლებენის ღალატი სურსათის უქონლობით არ შეიძლება აიხსნას. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ერეკლე მეფის განკარგულებები (1769-1770 წლებისა) ნათლად ადასტურებენ, რომ მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთის ჯარის მომარაგების საქმეს და მათთვის სურსათის მიყიდვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ ერეკლე უსასყიდლოდაც აძლევდა რუსეთის ჯარს სურსათს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ტოტლებენს მხოლოდ 19 აპრილს მოაგონდა, რათა ბრძოლის ველის მიტოვება გაემართლებინა. 13 მაისს ამასვე იმეორებდა ლვოვიც, რათა რუსეთის მთავრობის თვალში აწყურიდან დაბრუნება გაემართლებინა (98, 65-66). ღალატი აშკარად ჩანდა. მის დასამტკიცებლად, გარდა ზემოხსენებულისა, მოვიყვანთ ორ მაგალითს, სადაც მოთხრობილია ერეკლე მეფესა და ტოტლებენს შორის უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი და ხაზგასმულია ის, რომ არსებული დროისთვის რუსეთის მთავრობა ორმაგ თამაშს ეწეოდა: „ხოლო შთააგდეს შური ბოროტთა კაცთა და უზიდავდნენ ღრაფ ტოტლებენს ავსა სიტყვასა“. ასევე რუსეთის ელჩის ლვოვის წინადადება ერეკლე მეფისადმი: „ვინაითგან თქვენსა და ღრაფ ტოტლებენს შორის შფოთი რამე არს შთამოვარდნილი, თუ რომ ოსმალთ არ აეშლები და ერთს რასმე სამსახურს არ დაანახვებ იმპერატრიცა ხელმწიფე ეკატერინას, უთუოდ ღრაფი შეგასმენს და არ ვარგაო. ამის რჩევით განიგულა მეფემან აშლა“ (64).

პატივმოყვარე გენერალს სურდა რუს-ქართველთა მთელი ჯარი და თვით მეფე ერეკლეც უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის მიერ დასახულ მცდარ გეგმას და ბრძანებებს. ერეკლე არ იყო ისეთი სარდალი, რომ ტოტლებენის სურვილები ბოლომდე გაეთავისებინა. ბოლოს მეფის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ, გაელაშქრა მტერზე, ტოტლებენი აიძულა, უკან გამოჰყოლოდა. მეფისთვის ისიც გასაგები გამხდარა, თუ რატომ უღალატა ტოტლებენმა აწყურთან. ფრანგი კაპიტანი დე გრაი დე ფუა ამის შესახებ წერს: უკან დაბრუნებულმა ტოტლებენმა ,,იქიდან (სურამიდან) ერეკლესთან მე გამგზავნა და დამაბარა: „პური გამომელია და ქართლში დავბრუნდი მის საშოვნელადო. ერეკლემ ცივად მიმიღო“. მან სთქვა: „მე კარგად ვხედავ იმ მიზეზს, რისთვისაც მიღალატა და მიმატოვა გრაფმა. მას იმედი აქვს, რომ ამ ომში ოსმალები ბოლოს მომიღებენ . . .თუ თქვენ ჩემთან დარჩებით, თქვენი თვალით დაინახავთ, როგორ გაუცრუვდება იმედი გენერალს. შემდეგ ამის შესახებ შეგიძლიათ მოახსენოთ მას“ (39).

. . . მან (ერეკლემ) თურქ ტყვეთა დაკითხვით და ადგილობრივი ქართველების საშუალებით შეიტყო, რომ ახალციხის ფაშას განზრახული ჰქონდა, გენერალ ტოტლებენს ფეხდაფეხ უკან დასდევნებოდა და ბორჯომის ვიწრო ხეობაში მთლად გაენადგურებინა. ეს ამბავი და ახალციხის ფაშას ძალთა რაოდენობა მეფე ერეკლესთვის უცნობებია სოფ. უდის (ადიგენის რ-ნი) ადგილობრივ მცხოვრებს, ვინმე იაკობ გზირიშვილს (79). ერეკლეს მთავარი ამოცანა იყო, ახალციხეში განლაგებული ფაშას მთავარი ძალები თავისკენ მიეზიდა, რათა რუსეთის ჯარს ბორჯომის ხეობა დაეტოვებინა. რუსეთის ჯარის წასვლით იმდენად გათამამდნენ აწყურის მეციხოვნეები, რომ ოსმალეთის დელიბაშებთან (თავზეხელაღებული, კარგად გაწვრთნილი ვაჟკაცები, მეომრები) ერთად ქართველებს თავს დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით მტერმა პირველი თავდასხმისთანავე 70 ქართველი მოიტაცა, ციხეში შეიყვანა და დახოცა (79).

გათამამებული დელიბაშები აწყურის გზაზე შეჯახებიან ქართველებს „ . . . გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მხედრობა დელიბაშებისა, რომელსაც სძლო მეფემან“ (141, 81). მეფე ერეკლემ ლაშქარი სამ ძირითად ნაწილად განალაგა აწყურის მიდამოებში, სოფლების საყუნეთი – ტყემლანას ტერიტორიაზე. პირველ ნაწილს ალექსანდრე ციციშვილი უსარდლა და ხიდიდან მარცხნივ ახლო მდებარე ტყეში ჩაასაფრა. ციციშვილმა მიიღო დავალება, როდის უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში და რა უნდა გაეკეთებინა. მეორე ნაწილს მეფემ თავისი ვაჟი – გიორგი ჩაუყენა სათავეში და ხიდიდან მარჯვნივ სამი ვერსის (3200 მეტრი – სოფ. საყუნეთის მხარეს) მანძილზე განალაგა. მესამეს თვით ერეკლე სარდლობდა. მეფე წინ წაუძღვა თავის რაზმს, ხიდიდან ოთხი ვერსით (4264 მეტრი) უკან დაიხია და მოწინააღმდეგის პირველი დარტყმის მისაღებად გაემზადა. ახალციხის, ნამირ ფაშას მიერ გამოგზავნილი თურქთა კარგად შეიარაღებული მხედრობა აწყურის ციხის მხრიდან ერთ დროს ერეკლეს ბრძანებით აგებულ ხიდს მოადგა. მცირე ყოყმანის შემდეგ (სავარაუდოდ, დაზვერვა ჩატარდა – დ. მ.) მტრის ჯარმა ხიდი გადაიარა და მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს გადავიდა. როდესაც მათ ჩვენი ძალები ვერ დაინახეს, გზა გააგრძელეს სოფ. ტყემლანას მიმართულებით და პირდაპირ ერეკლეს რაზმის განლაგებას მიადგნენ. გაიმართა ფიცხელი ბრძოლა. ორივე მხარე თავგანწირვით იბრძოდა. ამ დროს გიორგი ბატონიშვილი თავისი რაზმით თავზარდამცემი ყიჟინით ჩაერთო ბრძოლაში. მოულოდნელ დარტყმას ვეღარ გაუძლო ოსმალთა ჯარმა. როდესაც ციციშვილმა დაინახა, რომ თურქთა ჯარი შედრკა და ერეკლემ მოწინააღმდეგე ხიდისაკენ უკუაქცია, გამოვიდა საფრიდან და თურქებს უკან დასახევი გზა მოუჭრა. მტერი ხიდს მოაწყდა. ხიდი რომ დაკავებული დახვდა გადაცურვის იმედით მტკვარში გადაეშვნენ (141, 82). ადიდებული მდინარე ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა. (იხ. სქემა №6, 156). ერეკლემ დაუძახა დე გრაი დე ფუას და უთხრა: - „წადით და მოახსენეთ თქვენს გენერალს, რაც თქვენი თვალით ნახეთ, უთხარი მას, რომ არ გეღალატა, ერთ კვირაში ავიღებდით ახალციხესთქო, მე დავბრუნდები თბილისს და თქვენი გენერლის მოქმედების შესახებ ყველაფერს მის უდიდებულესობას იმპერატორს შევატყობინებო“ (137). რუსეთის სამეფოს წარმომადგენელი საქართველოში ანტონ მოურავოვი, ამ ბრძოლის მონაწილე, შემდეგ წერს: „გამხნევებული 500 ცხენოსან. . .გადავიდა შეტევაზე თურქებისა და ლეკების წინააღმდეგ, რომლებმაც იმ წუთშივე დაიწყეს უკან გაქცევა. ამ ბრძოლაში ერეკლეს ერთი მეომარი მოუკლეს და სამი დაუჭრეს». მტერმა კი აწყურის მიდამოებში დიდძალი მსხვერპლი გაიღო. ნაწილი ადიდებულმა მტკვრის ტალღებმა დაახრჩო, ნაწილი კი ქართველთა ხმლით მოისრა. . .“ (141, 83).

აწყურის მიდამოებში ბრძოლისას განსაკუთრებით უსახელებია თავი ხევსურთა რაზმს, რომელიც მეფე ერეკლეს მცველთა ბანაკში იმყოფებოდა. მეფის შემდეგ ამ ბრძოლის ლეგენდარულ გმირად ასახელებენ სოფ. კოლაგის მკვიდრს – ლუარსაბ ოთარის ძე ვაჩნაძეს, რომელსაც მრავალი ბრძოლის გმირად იცნობდნენ. ამ გადმოცემის სინამდვილეს ისტორიული დოკუმენტიც ადასტურებს, კერძოდ, მეფე გიორგი XII-ის წყალობის სიგელი ლუარსაბ ვაჩნაძისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,შენი სიყრმითაგან მრავალ ომებში სახელოვნად გარჯა, მოკვლა და ტყვეთა მორთმევა, აგრეთვე ასპინძას, დიდად რომ გაგვიჭირდა, ბატონს მამაჩვენს და ჩვენს წინ სახსოვრად ხელის გამოღება თვით ჩვენის თვალით უყურებდით, დელიბაშმა პირდაპირ შუბით პირის სახეზედ მძიმედ დაგჭრა, მაგრამ როგორც მამაცობას შვენოდა, არ უმტყუნე და თოფით ჩამოაგდე» (141, 84).

მიუხედავათ ქართველების ასეთი გმირული გამარჯვებისა, მეფე ერეკლემ ზოგიერთ მიზეზთა გამო ქ. ახალციხეზე იერიშის განხორციელება ვერ გაბედა. ამრიგად ახალციხის აღების გეგმა ჩაიშალა. ბორჯომის ხეობით თბილისში დაბრუნება საშიში იყო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ჯერ კიდევ საბოლოოდ განადგურებული არ იყო და შესაძლოა უკან გაბრუნებული ქართველები ბორჯომის ხეობის ვიწრო გასასვლელებში გაენადგურებინათ.

მეფე ერეკლემ აწყურშივე შეიტყო ადგილობრივი (ქართველი) მოსახლეობისაგან, კერძოდ კი ნიკო ბერიძისაგან (ნიკოლოზ ბერიძე წარმოშობით ჯავახეთიდან – სოფ. კოთელიადან, რომელიც მეგზურობას უწევდა ქართველთა ლაშქარს და თრიალეთზე გავლით ქართლისაკენ მიჰყავდა ისინი), რომ ახალციხის ფაშას ბრძანებით აწყურის ციხის მოსაშველებლად წამოსულან ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნე იანიჩრები (რეგულარული, კარგად გაწვრთნილი ქვეითი ჯარი (77, 308. 113, 163), რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ასპინძის მიმართულებით ქართველებისათვის გზები შეეკრათ, ნაწილი კი აწყურის მეციხოვნეებს მიშველებოდა: „. . . ცუდი საქმე მოელოდა ქართველ ჯარს. იგი ეხლა ხაფანგში მომწყვდეულივით იყო, ამიტომ ახალციხის ფაშა გათამამდა და იმედი ჰქონდა ერეკლე ეხლა ხელიდან ვეღარსად წაუვიდოდა და ისე შეანანებდა ამ თავხედ შემოჭრას ოსმალეთში, რომ მთელ სიცოცხლეში არ დაივიწყებდა. ქართველთა მხედრობას მთლად განადგურებას უპირებდა, ხოლო თვით მეფეს ტყვედ წაყვანას“ (141, 89).

ამრიგად, ლეკ-ოსმალთა ჯარს განზრახული ჰქონდა ქართველებისთვის ასპინძის ხეობაში გზები შეეკრა, ერთი მხრიდან – ახალქალაქ-ხერთვისის მეციხოვნეების დახვედრით, ხოლო მეორე მხრიდან – აწყურ-ახალციხის ჯარების შეტევით. მოწინააღმდეგე მეფე ერეკლეს ფეხდაფეხ დადევნებია. ამის შესახებ ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე წერს: აწყურის მიდამოებში „ . . .იქმნა ბრძოლა ფიცხელი, ვიდრე სამ საათამდე და ლეკნი და ოსმალნი უკუდგნენ სიმაგრეთა და რუსნიც შემოვიდნენ ხეობაში სამშვიდობოს და ამისა შემდგომად მეფე ირაკლი აიყარა მასვე დღესა (19 აპრილი) და წამოვიდა ჯავახეთის მხრისაკენ მინდორზედ, გამოვლო აწყურიდამ 12 ვერსი (12792 მეტრი) და ამას ღამესა მუნ დაივანა გამოყვნენ ოსმალ-ლეკნიცა“ (40, 491. 48, 80).

ახალციხის ფაშას ქართველთა მოქმედება მხედველობიდან არ გამორჩენია. 1770 წლის 19 აპრილს ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან 1500 მებრძოლი გამოიყვანა, რათა გზა გადაეჭრა ერეკლე მეფის ლაშქრისათვის ასპინძასთან (125, 106). ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ახალციხისა და ხერთვისის მეციხოვნეებს აწყურისაკენ წამოსვლის დროს საშინლად დაურბევიათ გზის პირას მდებარე ქართველების სოფელი ნიჯგორი (ასპინძის რ-ნი). ამ სოფლის მოსახლეობა ახლომახლო გამოქვაბულებსა და ხევებში შეხიზნულა. სოფლის თავკაცის დიმიტრი ლონდარიძის ხელმძღვანელობით მამაკაცები შეკრებილან და მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართავთ. ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნეებს რადგან ნაბრძანები ჰქონდათ ქართველთა ლაშქრისთვის ასპინძასთან გზები ჩაეკეტათ, სოფელ ნიჯგორს მალე გასცილებიან, რითაც სოფლის მოსახლეობას საფრთხე ასცილებია (141, 90).

მეფე ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი სოფ. იდუმალასთანაც გამოვლინდა. მან მტერს ცხენოსანი რაზმი შეაგება. მოწინააღმდეგე შედრკა. მეფემ ბრძოლაში ახალი რაზმები ჩააბა. ქართველები მოხერხებული მაღლობი ადგილებიდან უტევდნენ ოსმალებს. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ და არ სურდათ, ბრძოლის ველი ქართველებისთვის დაეთმოთ, მაგრამ ქართველ მებრძოლთა ახალი ძალების ბრძოლაში ჩაბმამ შედეგი გამოიღო. მტერი ერთმანეთში აირია და თავს გაქცევით უშველა. მოწინააღმდეგემ ბრძოლის ველზე 500 მეომარი დატოვა, დანარჩენი ადიდებულმა მტკვარმა დაახრჩო. ქართველებს მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი, რაც მათი ხელჩართული საბრძოლო ხელოვნების მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს.

აი, რას წერს ამის შესახებ ამ შეტაკების თვითმხილველი ანტონ მოურავოვი 1770 წლის 30 აპრილს გენერალ ტოტლებენს: „. . . სოფელ ასპინძას, მათ (ქართველებს) შეხვდათ ხუთიათასი ცხენოსანი დელიბაშის, ლევანდის . . . სადაც მარცხნივ (სოფ. იდუმალასა და ოშორის) მაღალი გორებია, რომლებზედაც ზევით მისვლა ვერაფრით ვერ მოხერხდა და მარჯვნივ კი მტკვარი იყო. გორებიდან კი მდ. მტკვრამდე მანძილი იყო მხოლოდ ორი კილომეტრი, სადაც ირაკლი არჩეული ცხენოსნებით შეეჯახა მათ. თუმცა, თურქები ძალიან იცავდნენ თავს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, იმათ (ოსმალებს) მიწაზე 500 მკვდარი მეომარი დარჩათ, თვითონ ირაკლის კი მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი“ (51, I, 107). იდუმალასთან ბრძოლა მთლად დამთავრებული არ იყო, როცა ერეკლეს აცნობეს, რომ ახალციხის ფაშას მიერ გამოგზავნილი სამხედრო კორპუსი ასპინძის მიმართულებით გამოჩნდა და ხიდის გაგავლით მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადმოსვლას აპირებსო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ახალციხის გარნიზონიდან ასპინძის მიდამოებში მოვიდა. ურავლის ხეობით, სოფლების: ჭობარეთის, ზველის, ორგორა სახუდაბელის გასწვრივ გავლით და ასპინძის ხიდზე გადასვლით.

ამ დროისათვის მეფეს თან ჰყავდა სულ 3000-მდე მეომარი. მათში იყვნენ ბორჩალოელი თათრები. განსაცდელში მყოფი, სამეფოს მოწყვეტილი, მოწინააღმდეგის დიდ ძალას უნდა დაპირისპირებოდა. ასეთ ვითარებაში თავი იჩინა სარდლის ნიჭმა. ერეკლე მეფემ კარგად იცოდა, რომ ხელსაყრელი პოზოცია, მოხერხებული საომარი ადგილი ყველაზე მეტად იყო საჭირო რიცხობრივად დიდი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. ამიტომ ასეთი ბუნებრივი პოზიციის შერჩევას შეუდგა დაუყოვნებლივ. მეფემ ასპინძის მაღლობები ამოირჩია. აი, რას წერს ამ ადგილების შესახებ XVIII-ის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი: „ამას (სველის, ანუ ლაშისხევის) ზეით ერთვის მტკვარს ასპინძის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არის ხიდი მტკვარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარას ბოლოს არის ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძის ზეით, ჩრდილოეთით არს მგელციხე. მაგარი დიდშენი. ამავე ხევზედ ოთას, არს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი დიდ-დიდნი სახიზრად“ (33, 127). შეტაკების ადგილები მდებარეობდა დასახლებულ პუნქტების იდუმალასა და ასპინძას შუა მტკვრის მარჯვენა ნაპირას. მტკვარსა და სიმაღლეებს შორის 2 კილომეტრამდე სიგრძის ვიწრო ვაკე-ბორცვიანი ადგილი იყო დარჩენილი. ,,ერეკლემ ეს კლდოვანი სიმაღლეები აირჩია საომარი მოქმედებებისათვის და იქ ჩაასაფრა მებრძოლები» (52, 18), რომელნიც სამ ნაწილად დაჰყო. ერთ ნაწილს თვითონ ხელმძღვანელობდა, მეორეს – ერეკლეს უფროსი ვაჟი გიორგი, ხოლო მესამეს – დავით ორბელიანი. ქართველთა საბრძოლო განლაგება თავდაცვაში ასეთი იყო: ცენტრალურ დაჯგუფებას სარდლობდა თვით მეფე, რომელიც შუა მაღლობებზე განლაგდა, მარჯვენა ფრთას – გიორგი ბატონიშვილი, რომელსაც მეფისაგან ნაბრძანები ჰქონდა, თავისი ლაშქრით თავდაპირველად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღო, მას თავისი ძალები გაჭირვების დროს ან იერიშის განვითარებისათვის უნდა გამოეყენებინა, როგორც რეზერვი, მარცხენა ფრთაზე კი დავით ორბელიანი იმყოფებოდა ზაალ ორბელიანთან ერთად.

ქართველ მებრძოლებს პოზიციები ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ დაკავებული ასპინძის მაღლობებზე, რომ თურქთა რაზმებმა გადმოსვლა დაიწყეს ხიდზე, რომელიც მტკვარზე იყო გადებული. ერეკლემ განგებ აცალა მოწინააღმდეგეს ხიდზე მებრძოლთა გადმოყვანა, რათა თავისი ტაქტიკური ჩანაფიქრი განეხორციელებინა (ვიწრობებში ძალების მანევრირების შეზღუდვა - დ. მ.) მოწინააღმდეგემ მთლად აავსო გრძელი და ვიწრო ვაკე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაღამდა, მცირე ნაწილი ლაშქრისა მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა და ბრძოლა შემდეგი დღისათვის გადაიდო.

მეფე ერეკლემ, გაითვალისწინა რომ მტერს ახალი მაშველი ძალები შეემატებოდა, ამიტომ 19 აპრილს მდ. მტკვარზე ხიდი აყარა. მტკვრის მარცხენა მხარეს მტრის ლაშქრის ნაწილი და მაჰმადიანი მოსახლეობით დასახლებული მრავალი სოფელი (დიდი და პატარა ვარნეთი, ბნელა, ოსკერია, აწყვიტა, ქუნცა, როკეთი, ორგორა, სახუდაბელი, ახაშენი და სხვა) შეეცდებოდა, დახმარება აღმოეჩინათ ახალციხის ფაშასათვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. „მოვიდა მეფე ირაკლი ასპინძას და ასპინძის ხიდის ისრები ააყრევინა და მტკვარში გადააყრევინა“ (48, 80) ბრძოლის წინა ღამეს ერეკლე II-მ მცირერიცხოვანი რაზმი გააგზავნა ხიდის მწყობრიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღაბაბ ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონის შვილი და ხუდია ბორჩალოელი მონაწილეობდნენ. ჯგუფმა მოულოდნელი თავდასხმით მცველები გაანადგურა და შეასრულა მეფის მიერ მიცემული დავალება ისე, რომ მოწინააღმდეგეს მეორე დღემდე არაფერი შეუტყვია (141, 102).

1770 წლის 20 აპრილს, . . . მოწინააღმდეგე არ აქტიურობდა, ქართველებისგან მოელოდა შეტევის დაწყებას. მეფე ერეკლემ მტრის მოსატყუებლად სამხედრო ხერხს მიმართა: დაახლოებით 100-მდე მებრძოლი გაგზავნა მტრის მმართულებით ცხენებზე ხურჯინგადაკიდებული, ვითომდა „სურსათ-სანოვაგის“ მოსატანად, რათა მტერი შეცდომაში შეეყვანა და ჩასაფრების ადგილიდან წამოეშალა. როგორც ირკვევა, ქართველებმა მეფის დარიგებისამებრ, ხმლების ქნევით, უკან-უკან დაიხიეს (141, 102). ფაქტია, რომ თითქმის ყველა მკვლევარი აღნიშნული ბრძოლისა, ოსმალების მიერ შეტევის დაწყებას ამტკიცებს, ამიტომ ს. ხოსიტაშვილის გადმოცემა მართებულია.

ოსმალებისა და ლეკებისაგან შემდგარმა ჯარმა წინ წაწევა და დადევნება დაიწყო. თოფით სროლის მანძილზე მიახლოებისას ერთბაშად სროლა დაიწყო, მაგრამ ჩამწკრივებულ და საფრებს ამოფარებულ ქართველებს მტერი ვერაფერს აკლებდა. ერეკლემ ახლო მანძილზე მოუშვა მოწინააღმდეგე, მისი ნიშნის შემდეგ ქართველთა თოფებმა ერთდროულად იქუხეს და მოახლოებული მტრის პირველი რიგი მოცელილი ბალახივით დაეცა. ასეთივე ბედი ეწია მეორე და მესამე რიგებსაც. იარუსებად განლაგებული ქართველები სეტყვასავით ესროდნენ ტყვიას ოსმალებს, როგორც ამას ისტორიული ლიტერატურა გადმოგვცეს. ქართველები საბრძოლო უპირატესობას ფლობდნენ. მაღლობებიდან გასროლილი იარაღი მოწინააღმდეგეს მეტი სიზუსტით ანადგურებდა, რასაც ხელს უწყობდა ვიწრო ადგილმდებარეობით გამოწვეული მტრის ძალების სიმჭიდროვე და თავისუფალი მანევრირების შეზღუდა.

მოწინააღმდეგის რიცხობრივმა სიჭარბემ თავისი გაიტანა და ქართველთა ცენტრალურ დაჯგუფებას ახალი რაზმებით შეუტია. დავით ორბელიანმა გააძლიერა მარჯვენა ფრთიდან ცეცხლის დაშენა. ერეკლე II-მ მებრძოლებს სიტყვით მიმართა: „... მხნენო ქართველნო, ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენ თავზედ პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ, დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა არ ნახოს ... მეც აქ თქვენში ვიმყოფები, ერეკლე“ (63, 5). ამ გრძნობით წარმოთქმულმა სიტყვებმა მებრძოლთა მორალური მდგომარეობა გააათკეცა იმ დონემდე, როცა თავდადება და სამშობლოსათვის სიკვდილი, თუ შეიძლება ითქვას, ნეტარებად მიაჩნია ადამიანს, მით უმეტეს, უმრავლესობამ იცოდა ერეკლე მეფის ბრძოლის ამბავი.

ქართველებმა მაღლობებიდან იერიში მიიტანეს. მეფის საოცარი მამაცობითა და სიმარჯვით აღტაცებაში მოსული ცხენოსანი ჯარი უმოწყალოდ ჩეხდა მოწინააღმდეგეს. მემატიანის გადმოცემით, „ერეკლემ გასწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ მეფისა თანამყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნიო“. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში მეფე ერეკლემ მოწინააღმდეგის წინამძღოლი ლეკთა ათასისთავი კოხტა ბელადი (მალაჩილა) მოკლა. XIX ს-ში სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები დელე პავლიაშვილი, რომელსაც ი. ალხაზიშვილმა გამოკითხა ასპინძის ბრძოლის შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, რომ „მეფე ერეკლე ერთ სერზე, სადაც თათრების სასაფლაო ყოფილა კოხტა ბელადს შეტაკებია. წამსვე კოხტას მოქნეული ხმალი ასცდა მეფეს, რადგან ცხენს მუცელზედ მოექცა. ხმალმა სუ წაიღო უნაგირის აიარ-ყაში (თავი) ... მოაჯდა მეფე ცხენს…... ერეკლემ მოუქნია ხმალი და ისე გაუარა ხმალმა რო ლეკმა ვერც-კი გაიგო ... გადასჭრა კაცი ... გიაურო ვერ მომარტყიო, მაგრამ ცოტა რო შეინძრა ტანი ძირს ჩამოვარდა და ფეხები კი უზანგში დარჩა . . .“ (52, 3).

რაოდენ გადაჭარბებულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს დელე პავლიაშვილის მონათხრობი (მხატვრული გაფორმება), ერეკლე მეფის მიერ კოხტა ბელადის მოკვლას მრავალი ისტორიული მასალა ადასტურებს. რა გასაკვირია, რომ ამ ორთაბრძოლის მხილველი მოწინააღმდეგე შეშინდა და მათი დამარცხება შედარებით გაადვილდა. მეფის მსგავსად, მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მებრძოლებიც. ოსმალ-ლეკთა ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. მათ მხოლოდ იმის იმედი ამხნევებდა, რომ ხიდზე გადავიდოდნენ და თავს გაქცევით მაინც უშველიდნენ.

იმ გარემოებამ, რომ უკუქცეულ მოწინააღმდეგეს ხიდი აყრილი დაუხვდა და ერთადერთი უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო, მათ რიგებში პანიკა გამოიწვია. იგი მორალურად დაეცა და ბრძოლის უნარი დაკარგა. მტკვრის მარცხენა ნაპირზე დარჩენილმა მცირერიცხოვანმა მოწინააღმდეგემ, ხიდის განადგურების გამო, მდინარის მარჯვენა მხარეს გადმოსვლა და მებრძოლებზე მიშველება ვერ შეძლო. საბოლოოდ მოწინააღმდეგე ქართველებისა და აზვირთებული მტკვრის მსხვერპლი გახდა. (იხ. სქემა №7. 157). ადგილმდებარეობის რეკოგნოსცირებაში დაგვეხმრა ასპინძის მკვიდრი, ისტორიკოსი რობერტი ბერიძე.

ქართველებმა დაატყვევეს 56 თურქი და 1 ლეკი. ხელთ იგდეს მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. ჩვენი მხრიდან დანაკარგი რამდენიმე ათეულ დაჭრილ-დახოცილს შეადგენდა. დაჭრილთა შორის მოხსენიებულია ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი.

მოწინააღმდეგის რიცხობრივი რაოდენობა ისტორიულ მასალებში სხვადასხვანაირადაა მოცემული. ნ. ბერძენიშვილის გადმოცემით ≈ 4000, ო.ხერხეულიძის ≈ 6000, გ. ქიქოძისა და ვ. მაჭარაძის ≈ 8000. მიუხედავად იმისა, რომ ო. ხერხეულიძე აღწერილი პერიოდის მემატიანეა, სანდოობის თვალსაზრისით, ვ. მაჭარაძის მიერ მოძიებული დოკუმენტები უფრო სარწმუნოა.

ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე მეთაურის ჩვენებით, რვაათასიანი კორპუსიდან 4000-ზე მეტი მებრძოლის ველზე დაღუპულა (98, 68), ასობით მებრძოლი წყალდიდობით აზვირთებულმა მტკვარმა დაახრჩო. დაღუპულა მოწინააღმდეგის კორპუსის სარდალი; 12 სანჯაყის მფლობელი; ყულიანის, კარცხლისა და ოლთისის ფაშები. ერეკლე II პანინისადმი გაგზავნილ წერილში მოკლულთა შორის ასახელებს – თურქთაგან: არტანბეგს, ბექირბეგს, გოლა ფაშას, შავშეთის ბეგს და სხვა. ლეკთაგან: ათასისთავს - მალაჩილას (კოხტა ბელადი), უსუფ ბელადს, ჰაჯი მამედ ბელადს და სხვა. დაღუპულად თვლიდა მეფე ყუმუხის მთავრის შვილს, სულთნის მიერ წინასწარ თბილისის ფაშად დანიშნულს, რადგან ამ უკანასკნელის ცხენი მეფეს მიჰგვარეს (141, 115).

ერეკლე II-სა და მის მებრძოლების გმირობის შესახებ მრავალი ლექსია დაწერილი სოლომონ ცაიშვილის წიგნში „ერეკლე მეფის გმირული სახე ხალხურ შემოქმედებაში“ (134).

ერეკლე მეფემ ტყვეთაგან ახალციხელი იზმაილ-აღა, ერზერუმელი რეჟებ-აღა და ლეკი სახელად ატა, რუსეთის სამეფო კარზე გააგზავნა (52, 3). აღნიშნულით რუსეთს დაუმტკიცა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ერეკლე II-ის მიერ შეთავაზებული გეგმის განხორციელება. ტოტლებენის ღალატისა და სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ბრძოლა ახალციხის აღებისთვის აღარ გაგრძელებულა.

ასპინძის ბრძოლაში ქართველებმა მეფე ერეკლე II-ის სარდლობით დაამარცხეს მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე. ეს ბრძოლა, სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით, თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციაა. როდესაც ერეკლემ გაიგო, რომ მტრის ჯარი აწყურისაკენ მიემართებოდა, დაასწრო მათ გადმოსვლას და თვითონ გადავიდა ასპინძაში დასახვედრად. ამ შემთხვევაში მოქმედების გეგმა ასეთი იყო, დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და სრულიად მოულოდნელად თავს დასხმოდა მას. შეაფასა რა არსებული ვითარება, ოსმალებს დაასწრო და ასპინძის მაღლობები დაიკავა. ასეთი მოქმედება მისი ტაქტიკური ჩანაფიქრია. სუნ ძი აღნიშნულის შესახებ ამბობდა: „ვინც პირველი მიდის ბრძოლაში და მტერს ელოდება, იგი სავსეა ძალებით, ვინც შემდეგ დაღლილია. ვინც კარგად იბრძვის, ის მართავს მოწინააღმდეგეს და საშუალებას არ აძლევს, რომ მართოს თავისი თავი“ (101, 47), ასე მოხდა ამ ბრძოლაშიც. ეს იმითაც აიხსნება, რომ მოწინააღმდეგემ რამდენეჯერმე მიიტანა იერიში მაღლობებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან საინჟინრო თვალსაზრისით გამაგრებულ ქართველ მებრძოლებს სამმაგი უპირატესობა გააჩნდათ:

I – წინასწარ შერჩეული ადგილი თავდაცვის კარგ საშუალებას იძლეოდა, რაც მცირე დანაკარგს გამოიწვევდა;

II – მოწინააღმდეგის ეფექტური დაზიანება სიმაღლიდან ახლო მანძილზე.

III – სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმატებით იქნა გამოყენებული.

როგორც ვიცით, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მებრძოლთა საბრძოლო შემართებას, რაც დამოკიდებულია იდეოლოგიასა და რწმენაზე. ერეკლე მეფემ იერიშის წინ სიტყვით მიმართა მებრძოლებს და მათი განწყობა აამაღლა, ასპინძის ხიდის გაფუჭებით გამარჯვების რწმენა განუმტკიცა.

რაკი მოწინააღმდეგემ პირდაპირი იერიშებით ვერაფერი გააწყო და დანაკარგს უშედეგოდ განიცდიდა, სავარაუდოა, გადაწყვიტა ქართველთა საბრძოლო წყობისთვის ზურგიდან მოევლო. ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ხიდის მიმართულებით უკან დაიხია და რელიეფიდან გამომდინარე ვიწრო დაბლობზე მოახდინა ძალების კონცენტრაცია. ამ დროს გამომჟღავნდა სარდლის ნიჭი, მან მებრძოლები კონტრიერიშზე გადაიყვანა. ოსმალ-ლეკნი დაიბნენ, ვინაიდან ასეთ მოქმედებას არ ელოდნენ. კოხტა ბელადის სიკვდილმა და ხიდის მწყობრიდან გამოყვანამ მტერი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მორალურად დააძაბუნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოულოდნელობის ფაქტორი და ქართველებს გამარჯვება მოუტანა.

ასპინძის ბრძოლის არსის სრულად აღწერისათვის საჭიროა განვიხილოთ გენერალურ ბრძოლამდე მომხდარი ორი შეტაკება, რომლებიც მასთან კავშირში მოიაზრებიან. სანამ ასპინძაში მივიდოდა ერეკლე II, მას, აწყურის მიდამოებში, სოფელ ტყემლანასთან მოუწია ბრძოლების ჩატარება.

ახალციხის ფაშასთვის ცნობილი გახდა ერეკლეს გეგმები, (ის ახალქალაქი – წალკის გზით თბილისში დაბრუნებას ცდილობდა) ამიტომ მან ახალციხის გარნიზონიდან გამოაგზავნა ჯარი ერეკლეს შესახვედრად. მეფემ დროზე შეიტყო ამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოხერხებულად განალაგა თავისი ჯარი სოფ. ტყემლანას მიდამოებში. ამ დროს ერეკლეს 3 000-მდე მებრძოლი ჰყავდა, მაგრამ როგორ განაწილდა ეს ძალები ცნობილი არ არის.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა რეკოგნოსცირებამ საშუალება მოგვცა მიახლოებით დაგვედგინა, რომ ერეკლეს რაზმში იყო 1500, გიორგის რაზმში 1000, ხოლო ციციშვილის რაზმში 500 მებრძოლი. თუ რამდენი იყო ოსმალთა ჯარი ცნობები არ გაგვაჩნია. ასევე უცნობია ოსმალთა დანაკარგები.

შევეცადოთ ამ სურათის რაოდენობრივ აღდგენას. ამ ბრძოლაში ერეკლეს დაეღუპა 1 და დაეჭრა 3 მებრძოლი. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ მან ეს ბრძოლა უდანაკარგოდ ჩაატარა.

ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ერთ-ერთი მხარე სარგებლობს მოულოდნელობით და ბრძოლის პროცესი პრაქტიკულად მანამდე წყდება, სანამ მხარე, რომლისთვისაც შეტაკება მოულოდნელი აღმოჩნდა გონს მოეგებოდა. ამ შემთხვევაში ბრძოლა ზუსტად ასეთი სცენარით წარიმართა.

ოსმალებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქართველებთან საომრად მიდიოდნენ, კონკრეტულად იმ ადგილზე შეხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ ფაქტორმა თავისი შედეგი გამოიღო. გარკვეული დროის შემდეგ, გონს მოსული მტერი უკუიქცა.

საინტერესოა რამდენ ხანს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მოწინააღმდეგის გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა? ანუ რამდენი დრო დასჭირდებოდა მეთაურობას გონს მოგებულიყო და მიეცათ მითითებები ქვეშევრდომთათვის? მიუხედავად იმასა, თუ ინფორმაციის გადაცემის რა საშუალებები იყო იმ დროს და თანამედროვე თეორიული გათვლებითა და ექსპერტული შეფასებით ეს დაახლოებით არის 10 წუთამდე, ანუ ეს ის დროა, რა დროშიც იმუშავა მოულოდნელობის ფაქტორმა საწყის ეტაპზე მთლიანობაში. აქ ჩვენბვგულისხმობთ ერეკლე მეფისა და გიორგი ბატონიშვილის რაზმების მოულოდნელი ქმედებების ერთობლიობას.

საინტერესოა რამდენი შეეძლო ქართველებს გაენადგურებინათ საშუალოდ ბრძოლის პროცესში?

სხვადასხვა ბრძოლების ანალიზიდან მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იმ დროის ქართველთა მებრძოლებისთვის შესაბამისი კოეფიციენტი ლანჩესტერის განტოლებებში, თუ დროის ერთეულად მივიღებთ წუთს, არის 0,015 კოეფიციენტი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაპირისპირებული მხარე წინააღმდეგობას უწევს. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე პასიურია, ეს კოეფიციენტი იზრდება და ის შეიძლება იყოს საშუალოდ ორჯერ მეტი.

მოულოდნელობის ფაქტორით განპირობებული პროცესის გარდა, მიმდინარეობდა დევნაც. აქ მოწინააღმდეგე ისევ პასიურ მდგომარეობაშია და ამიტომ პროცესი მიდის იგივე კანონზომიერებით, როგორც მოულოდნელობისას, მაგრამ ერთი ფაქტორის გათვალისწინებით – ის დროში წელვადია.

გავიხსენოთ, რომ ამ შეტაკებაში მონაწილეობდა ერეკლესა და გიორგის რაზმები ე.ი. 2500 მებრძოლი ისინი 10 წუთში გაანადგურებდნენ 2500≈10≈2≈0,015=750 მებრძოლს, სადაც 2500 არის ერეკლე-გიორგის მებრძოლთა რაოდენობა, 10 – შეტაკების ხანგრძლივობა, 2 ´0,015 – მებრძოლის კოეფიციენტი. დადევნებისას გვექნება 2500≈15≈0,015=562, სადაც 15 დევნის დროა, დანარჩენი ანალოგიურად. სულ მტერს დაეღუპა 750+562=1312 მებრძოლი. მაგრამ მთელი ჯარის რა ნაწილი უნდა ყოფილიყო ეს რაოდენობა? დღეისათვის სამხედრო ხელოვნებაში მიღებულია რომ ქვედანაყოფი კარგავს ბრძოლისუნარიანობას თავისი ძალების 35 %-ის დანაკარგის შემდეგ. თუ ჩავთვლით, რომ ეს 1312 იყო ოსმალთა ჯარის 35%, მაშინ მათ ჰყოლიათ დაახლოებით 3750 მებრძოლი.

აქ შეგვიძლია ანგარიში გავუწიოთ რიგ გარემოებებს. პირველი ეს არსი ის, რომ იცოდნენ რა ვისთან ჰქონდათ საქმე (ერეკლეს ამ დროს უკვე ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი) მათ შეეძლოთ გაქცეულიყვნენ უფრო ადრე. ასეთ შემთხვევაში დაღუპულთა ზემოთმოყვანილი რიცხვი (1312) ყოფილიყო მთელი ჯარის 30%. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ოსმალები მოდიოდნენ სწორედ ერეკლეს წინააღმდეგ საბრძოლველად და შეხვდნენ სწორედ მას. აქედან გამომდინარე მათ შეეძლოთ მალე არ შემდრკალიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ დიდხანს. ამ შემხვევაში რიცხვი 1312 შეიძლება ყოფილიყო 40%.

ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები (30% და 40%) არის პირობითი ზღვარი, რომლის ჩარჩოშიც მოვახდინეთ გათვლები. ამ დაშვებებიდან გამომდინარე ოსმალთა ჯარი ყოფილა 3200-დან 4500-მდე. თუ მათ საშუალოს ავიღებთ (3850), ვუახლოვდებით ისევ იმ რიცხვს რომელიც პირველად მივიღეთ 3750.

ეს რიცხვი სრულიად მისაღები გახდება თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი დღით ადრე ახალციხის ფაშამ აწყურის ციხის გასამაგრებლად გამოგზავნა 2000 კაცი. ცხადია ერეკლეს სრული განადგურების მიზნით მას შეეძლო დაახლოებით ორჯერ მეტი ჯარი გამოეგზავნა.

მემატიანის გადმოცემით დანარჩენი (1312 დაღუპულის გარდა) მტკვარში დაიხრჩო. თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ბრძოლა მოხდა 19 აპრილს როდესაც მტკვარი სავარაუდოდ, წელიწადის დროიდან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნებოდა ადიდებული, მემატიანის გადმოცემა დამაჯერებლად ჟღერს.

ამ შესანიშნავად ორგანიზებული ბრძოლის დროს ერეკლემ თავისი გზა თრიალეთისაკენ განაგრძო. ამის გამო მის შესახვედრად, ახალციხის ფაშას ბრძანებით, ახალქალაქის და ხერთვისის ციხეებიდან გამოემართა 1500 კაციანი ოსმალთა ლაშქარი.

ერეკლე მათ შეხვდა სოფელ იდუმალასთან. ქართველები განლაგდნენ ძალზე მოხერხებულად – დაიკავეს მნიშვნელოვანი მაღლობები. ერეკლემ მტერს ჯერ მეწინავე ცხენოსანი ჯარი დაახვედრა და როდესაც მტერმა მთელი ყურადღება მათკენ გადაიტანა, მან, შეტაკებაში თანმიმდევრულად ჩართო სხვა რაზმები, რაც მტრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იგი შედრკა და გაიქცა, ერეკლემ მათ გზა მოუჭრა და გადარჩენილები მტკვარში გადაცვივდნენ. მტერმა ბრძოლის ველზე დაკარგა 500 მებრძოლი (ძალების 1/3), ერეკლემ ეს ბრძოლაც პრაქტიკულად, უდანაკარგოდ ჩაატარა (დაკარგა 14 მებრძოლი).

მოცემულ 2 შეტაკებაში მოწინააღმდეგემ მოკლულთა სახით 1312+500=1812 მებრძოლი და მტკვარში დამხვრჩვალთა სახით 2438+1000=3438 მებრძოლი დაკარგა. სულ: 1812+3438=5250 კაცი.

ერეკლეს შეუსვენია. ამ დროს ასპინძის მხრიდან გამოჩნდა ოსმალთა ლაშქარი, რომელიც ახალციხის გარნიზონიდან იქნა გამოგზავნილი. 20 აპრილს გაიმართა გენერალური ბრძოლა. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ერეკლეს ამ ბრძოლაში 3000 მებრძოლი ყავდა. ასპინძაში დაკარგა „რამდენიმე ათეული“. რა ძალები ყავდა მტერს? ცნობები სხვადასხვაა: 4, 6, 8 ათასი, ან რამდენი დაკარგა მან, უცნობია. შევეცადოთ ამ მონაცემების აღდგენას.

ჩვენ ბევრი სხვადასხვა ბრძოლის ანალიზისას, ექსპერტულ მონაცემებზე დაყრდნობით ვღებულობთ რომ ქართველთა საბრძოლო თვისობრივი მაჩვენებელი ა (მებრძოლის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბრძოლის პროცესის მიმდინარეობაზე და გამოისახება კოეფიციენტით) 3.5-ჯერ მეტია, ვიდრე მტრის – ბ. ე.ი. ც= ა/ ბ= 3.5 იმის გამო, რომ ამ ბრძოლაში ქართველებს უაღრესად მოხერხებული პოზიციები ეკავათ და მტერი ძალზე მჭიდროდ იდგა, ანუ დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთგანლაგების საწყისმა მდგომარეობამ ეს კოეფიციენტი – ა სულ მცირე ორჯერ გაზარდა, მტრის – ბ ორჯერ შეამცირა. ამრიგად მაჩვენებელი ც, 4-ჯერ უნდა გავზარდოთ. რაც შეეხება ერეკლეს დანაკარგებს – „რამდენიმე ათეული“, მივიღოთ როგორც საკონტროლო მაჩვენებელი, მოწინააღმდეგის ძალებში, განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი. მივიღეთ, ისევე როგორც წინა შემთხვევებში და ჩავთვალოთ, რომ მტერი უკუიქცა მას შემდეგ, რაც მან დაკარგა თავისი ძალების 30%. ავიღოთ მაგალითად, რომ მტერს ყავდა 10 000 მებრძოლი. როგორც კომპიუტერული გათვლები გვიჩვენებს, იმისათვის რომ მტერს დაეკარგა 3000 (ანუ 10 000-ის 30%), ერეკლეს უნდა დაეკარგა არა რამდენიმე ათეული, არამედ 693 ერთეული. ამ შედეგს გვაძლევს ლანჩესტერის განტოლებების ამოხსნა, იმ კოეფიციენტით, რომელიც ზემოთ მივიღეთ. ამრიგად, ეს ვარიანტი (რომ, მტერს ჰყავდა 10 000 მებრძოლი) მიუღებელია. ასე იქნა უკუგდებული უამრავი სხვა ვარიანტებიც, ბოლოს ამ კრიტერიუმებით მისაღები აღმოჩნდა 3500 ერთეული. ამ შემთხვევაში ერეკლე დაკარგავდა 78 ერთეულს (რამდენიმე ათეული), მტერი – 1078, რაც 3500-ის დაახლოებით 30%-ია. თუ ჩავთვლით რომ ხიდს გაღმა დარჩა მთელი ძალების ერთი მეოთხედი, გამოდის რომ ოსმალებს ჰყოლიათ დაახლოებით 5000 მებრძოლი.

3500 ის რიცხვია, რომელიც სხვა გათვლებითაც მიიღება. მაგალითად რამდენი კაცი (ცხენოსანი) დაეტეოდა იმ ფართობზე, სადაც მოწინააღმდეგე განლაგდა მტკვრის მარჯვენა მხარეს? (1500X200 მ2). რამდენ ცხენოსანს შეეძლო იმ ხიდზე გავლა იმ დროში, რომელიც მათ ქონდათ ამისათვის?

ამრიგად ასპინძის ბრძოლის რაოდენობრივი მხარე შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ერეკლეს 3000 მებრძოლის წინააღმდეგ გამოემართა ოსმალთა 5000-ანი ლაშქარი. აქედან ხიდზე გადმოვიდა 3500, დანარჩენი დარჩა მტკვრის მარცხენა ნაპირზე («მცირე ნაწილი», როგორც მემატიანე ამბობს). ამ 3500-დან ერეკლემ ბრძოლაში გაანადგურა დაახლოებით 1100, რის შემდეგაც მტერმა დაიწყო გაქცევა. მას შემდეგ რაც მტერს ხიდი აყრილი დაუხვდა, ისინი მტკვარში გადაცვივდნენ.

სამი ბრძოლის შედეგად ოსმალებმა საერთო ჯამში დაკარგეს 5250+3500=8750 მებრძოლი. ერეკლეს დანაკარგი ამ დროს 100-ს არ აღემატება. მართლაც ბრწყინვალე გამარჯვებაა.

ერეკლემ ამ წარმატებას რით მიაღწია?

თუ ბრძოლის დინამიკის აღწერის თეორიას მივმართავთ (154, 172-207), ძალთა თანაფარდობას განაპირობებს ორი ფაქტორი რიცხოვნობა (რაოდენობითი მხარე) და თვისობრივი მხარე. თვისობრივ მხარეს თავის მხრივ განაპირობებენ ბევრი ფაქტორები, მოულოდნელობა, რელიეფი და სხვა. პირველ ბრძოლაში ერეკლემ ბრწყინვალედ გამოიყენა მოულოდნელობის ფაქტორი. მეორე ბრძოლაში მან ასევე შესანიშნავად გამოიყენა რელიეფი, ხოლო კულმინაციური ბრძოლა იყო მხედართმთავრული ნიჭის უბადლო გამოვლინება. ერთის მხრივ მან შესანიშნავად განალაგა თავისი ძალები, ხოლო მოწინააღმდეგე შეიტყუა ისეთ პირობებში, სადაც მას მოქმედების აღარავითარი შანსი არ დაუტოვა. ამით მან თავისი ჯარის თვისობრივი მხარე გააუმჯობესა, ხოლო მოწინააღმდეგის უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. რაც შეეხება მოწინააღმდეგის რაოდენობრივ მხარეს (როგორც ცნობილია მის წინააღმდეგ ერთი საშუალება არსებობს – მოწინააღმდეგე როგორმე უნდა დაანაწევრო) აქ მან ბრწყინვალე ხერხი მოიფიქრა, ხიდის დანგრევით მტერს მოუსპო საშუალება მტკვრის მარცხენა მხარეს დარჩენილი ძალები საჭირო დროს ჩაერთო ბრძოლაში.

ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიში არის ამგვარი მაგალითებით და თუკი ვინმე ოდესმე ამ მაგალითების კლასიფიკაციას შეეცდება, მათში ერეკლეს მიერ ასპინძაში გადახდილი ბრძოლები უაღრესად თვალსაჩინო ადგილს დაიკავებენ.

თუ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი დებულებაა მოქმედება ვითარების მიხედვით, ხოლო ამ აზრს ტაქტიკის გონივრული გამოყენება განამტკიცებს, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძოლაში ერეკლე II-მ სავსებით დაიცვა ეს დებულება, რაც სარდლის მიერ სამხედრო საქმის კარგად ცოდნაზე მეტყველებს. მან გონივრულად გამოიყენა თავდაცვისა და კონტრიერიშის შემადგენელი ელემენტები: ადგილმდებარეობის სწორი შერჩევა და ვითარების შეფასება; მოწინააღმდეგის შეჩერება და დანაკარგის მიყენება; კონტრიერიშზე დროული გადასვლა; მოწინააღმდეგის ბლოკირებით შექმნილი უპირატესობის განვითარება; მოწინააღმდეგის ძალების განადგურება.

მოცემულ ბრძოლაში ასევე გამოვლინდა შეტევითი ოპერაციის მახასიათებლებიც: მთავარი დარტყმის მიმართულების სწორად შერჩევა; მოულოდნელი თავდასხმა და ინიციატივის ხელში ჩაგდება; სისწრაფე, მობილურობა და გამბედაობა.

ასპინძის ბრძოლაში გამოყენებულ იქნა ისეთი ტაქტიკური ელემენტები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობასა და მნიშვნელობას თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად. ესენია:

– საბრძოლო მოქმედებათა წარმართვა მანევრის გამოყენებით;

– ადგილმდებარეობის გონივრული შერჩევა;

– ჯარების მოხერხებული განლაგება და ურთიერთქმედება;

– მოწინააღმდეგის მიერ ბრძოლის ველზე მაშველი ძალების მიღებისა და მანევრის ჩატარების შესაძლებლობის აღკვეთა სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების გზით;

– კონტრიერიშის განხორციელება ადგილის, დროისა და მიზნის მიხედვით.

მოწინააღმდეგის შეცდომის გონივრულმა გამოყენებამ, მისი ფსიქოლოგიური გარემოს უარყოფითად შეცვლამ, რომელიც ანალიზშია მოცემული, ბრძოლის ველზე მტრის სრული განადგურება განაპირობა.

ქართველმა ხალხმა დიდების შარავანდედით შემოსა ასპინძის გმირები. ხოლო ამ ბრძოლის სარდალი – მეფე ერეკლე II ქართველი ხალხის ერთ-ერთ საყვარელი გმირი გახდა (101, 23). ასპინძის ბრძოლის სამხედრო ოპერაციაში მთელი სისრულით გამოვლინდა სამხედრო ხელოვნების უმთავრესი პრინციპები:

– ძალთა არათანაბარი განაწილება;

– ადგილმდებარეობის ეფექტური გამოყენება;

– შეტევის მიმართილების შერჩევა,

– მოულოდნელობის ფაქტორზე დაყრდნობით მცირე ძალებით მრავალრიცხვოვანი მოწინააღმდეგის განადგურება.

ამრიგად, ასპინძის ბრძოლით კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა XVIII საუკუნის საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. ბრძოლის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

– ასპინძის ბრძოლა უნდა განვიხილოთ ერთი მთლიანი საბრძოლო ოპერაცია, რომელიც შედგებოდა აწყურის, საყუეთი-ტყემლანას და ასპინძის ბრძოლის დასკვნითი ეტაპისაგან. ასპინძის გადამწყვეტ შერკინებამდე გამართულმა ბრძოლებმა არა მარტო საგრძნობი დანაკლისი მიაყენა მოწინააღმდეგეს, არამედ ქართველებს დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა შესძინა.

– ასპინძის ველზე ხელსაყრელ პოზიციებზე ქართველთა ჯარის სწორად განლაგებამ, კარგად მოფიქრებული გეგმით ბრძოლის წარმართვამ, სარდლებისა და ცალკეული რაზმების მეთაურთა მამაცურმა და უნარიანმა მოქმედებამ, მეფის გმირობამ, ქართველთა გამარჯვება განაპირობა.

5 თავი III. ერეკლე II-ის სამხედრო სტრატეგია, ტაქტიკა და პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


5.1 3.1. XVIII ს-ის დასავლეთ ევროპის, აზიისა და აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის შედარებითი ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


დისერტაციის I და II თავში შევეხეთ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ერეკლე II-ის მიერ გატარებულ სამხედრო-ადმინისტრაციულ რეფორმებს და მის მიერ გადახდილ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, რომლებიც გამარჯვებით დამთავრდა. სანამ გავეცნობოდეთ აღნიშნულ პერიოდში საქართველოში არსებულ სამხედრო ხელოვნებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ იმდროინდელი დასავლეთ ევროპის, რუსეთის, აზიის (ოსმალეთის, ირანის, ავღანეთის) ქვეყნების სამხედრო სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ერეკლე II-ის მხედართმთავრული მოღვაწეობა.

XVIII ს-ში მრავალრიცხოვანი არმიების შექმნამ და გაუმჯობესებული იარაღით აღჭურვამ დიდი გავლენა მოახდინა საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ხასიათზე და სამხედრო ხელოვნებაზე. ომებში მრავალათასიანი არმიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შეიარაღებული ბრძოლის ტერიტორიული მასშტაბი. შესაბამისად მხედართმთავრებს შეეძლოთ საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარემართათ (53, 62). ჯარების გამოყენების სტრატეგიული შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა მათი ზურგის (ლოჯისტიკური) ცენტრალიზებული მომარაგება. ზემოაღნიშნული დასავლეთ ევროპაში გუსტავ II ადოლფმა (1611-1632) შემოიღო. საბრძოლო მოქმედებების რაიონში იგი ქმნიდა ბაზებს (საწყობებს), საიდანაც მისი ჯარი მარაგდებოდა. ასეთმა მომარაგებამ მნიშვნელოვნად გაზარდა არმიის ბრძოლისუნარიანობა (53, 41).

ზურგის მომარაგების ასეთი სისტემის არსი იყო ის, რომ ომის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას საბრძოლო მოქმედებათა ასპარეზზე ციხე-სიმაგრეებსა და სხვა გამაგრებულ ადგილებში იქმნებოდა იარაღის, საბრძოლო მასალების, სურსათისა და ფურაჟის საჭირო რაოდენობა. შესაბამისად, მტერიალური კმაყოფის ყველა სახე მოქმედ არმიას პირდაპირ მიეწოდებოდა, რამაც გაზარდა საბრძოლო შესაძლებლობები: საცეცხლე სიძლიერე, დამრტყმელი ძალა და მოქმედებათა ტემპი. მოგვიანებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიც გადავიდნენ მომარაგების ასეთ სისტემაზე.

აღსანიშნავია, რომ მომარაგების ამ სისტემას ნაკლოვანებებიც ჰქონდა. კერძოდ, არმია დამოკიდებული აღმოჩნდა მომარაგების საწყობებზე, რომელთა დაკარგვა შიმშილისა და დამარცხების ტოლფასი იყო. ამიტომ ჯარები მომარაგების ბაზებს შორს არ სცილდებოდნენ, რათა ისინი მოწინააღმდეგეს არ ჩავარდნოდა ხელში. კონკრეტული ტერიტორიის დაპყრობის შემთხვევაში მხედართმთავრები არ ჩქარობდნენ წარმატების განვითარებას, სანამ არმიას არ მიუახლოვებდნენ მომარაგების საწყობებს. დაუშვებლად ითვლებოდა მომარაგების ბაზებიდან შორს დაახლოებით 80-120 კმ-ზე მეტად მოშორება (53, 62).

ცეცხლსასროლი იარაღის ხარისხის გაზრდამ საბრძოლო მოქმედებები უფრო სისხლისმღვრელი გახადა. ამიტომ დიდი დანაკარგების შიშით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ გენერალური ბრძოლებისთვის და გამარჯვება მოეპოვებინათ გონივრულად განხორციელებული ძალთა მანევრირებით. მოწინააღმდეგის ფლანგებზე და ზურგში მისი მომარაგების ბაზებისა და კომუნიკაციების ხელში ჩაგდების მიზნით. ითვლებოდა, რომ წარმატებით ჩატარებული მანევრით შეიძლებოდა მტრის უკუგდება და მისი ტერიტორიის დაპყრობა. სამხედრო მოქმედებების მთავარი მიზანი გახდა არა მოწინააღმდეგის არმიის განადგურება, არამედ მისი ტერიტორიის მოკლე დროში დაკავება. ომების წარმოების ასეთმა ფორმამ ,,მანევრული» სტრატეგიის სახელწოდება მიიღო.

ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, სახელმწიფოებმა ტერიტორიების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, საზღვრისპირა რაიონებში, საკომუნიკაციო კვანძებსა და სტრატეგიულ ადგილებში აშენებდნენ ძლიერ ციხე-სიმაგრეებს, ციხე-გალავნებს, რომლებშიც მოწყობილი იყო სათოფურები და ადგილები საგალავნე არტილერიისთვის. შიგ ცოცხალი ძალის გარდა განთავსებული იყო მომარაგების საწყობები ხელშეუხებელი მარაგებით. მათ დაცვას კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული გარნიზონები ახორციელებდა. XVIII ს-ში ციხე-სიმაგრეთა მშენებლობისა და დაცვის ტექნიკამ წინა პერიოდებთან შედარებით უფრო მაღალ დონეს მიაღწია. ყველა სახელმწიფო ცდილობდა საზღვრისპირა რეგიონებში რაც შეიძლება მეტი ციხე-სიმაგრე ჰქონოდა, რათა მტრის შემოტევის შესაძლო მიმართულებები გადაეკეტა. შესაბამისად ტერიტორიის პერიმეტრზე ციხე-სიმაგრეებსა და საყრდენ პუნქტებში ჯარები განაწილებული იყვნენ მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით. ძალთა ასეთი თავმოყრის სისტემას და პასიური ომების წარმოების ფორმას „საკორდონო“ (სასაზღვრო) სტრატეგია ეწოდა (154, 360).

აღნიშნულიდან გამომდინარე მოწინააღმდეგეს ეშინოდა ქვეყნის სიღრმეში სწრაფი შეჭრა, რათა საზღვრისპირა რაიონებში განლაგებულ ჯარის ნაწილებს ზურგიდან არ დაერტყათ და ხელში არ ჩაეგდოთ მათი მომარაგების ნაწილები (იხ. სქემა ¹8, 158).

ქვეყნის სიღრმეში შეტევა რეკომენდებული იყო მხოლოდ საზღვრისპირა ციხე-სიმაგრეებისა და რაიონების დაუფლების შემდეგ. ამიტომ სიმაგრეთა აშენება და ალყის დროს ხანგრძლივი თავდაცვა ან პირიქით, იმ დროისთვის სამხედრო ხელოვნების შემადგენელ ნაწილიად ითვლებოდა.

პეტრე I-ის გარდაცვალების (1725წ) შემდეგ ზემოაღნიშნული სტრატეგიების მომხრეები იყვნენ რუსეთის მმართველი წრეების რეაქციონერი წარმომადგენლები (პავლე I, არაკჩეევი, ბირონი და სხვები). ისინი მიისწრაფოდნენ რუსულ არმიაში შემოეღოთ ევროპული, განსაკუთრებით პრუსიული სამხედრო სისტემა. ამის მიზეზი მათი ეთნიკური წარმომავლობა და განათლება იყო. რუსული არმია, ევროპულის მსგავსად, შედგებოდა ქვეითების, ცხენოსნების და საარტილერიო ნაწილებისაგან, ასევე სამხედრო საზღვაო ფლოტიდან. მიუხედავად ამისა, რიგ ომებში (ჩრდილოეთის ომი 1700-1721, რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 და 1787-1791 წლებში) პ. ა. რუმიანცევის, ა. ვ. სუვოროვის და სხვათა მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში გამოიკვეთა ,,აქტიური მოქმედებების» (შეტევის) სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურებას (159, 30), რაც მკვეთრად განსხვავდებოდა დასავლეთ ევროპის სამხედრო სტრატეგიიდან.

ძირეული ცვლილებები დასავლეთ ევროპული არმიების სტრატეგიაში შეიტანეს ნაპოლეონ I ბონაპარტეს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ომებმა. საფრანგეთში ჩამოყალიბებული არმიების დიდი ხნით შენახვამ სახელმწიფოზე უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ფრანგმა გენერლებმა ჯარების „კორდონული“ განლაგებისა და მანევრირების ნაცვლად აირჩიეს ძალთა თავმოყრა გადამწყვეტ მიმართულებაზე. საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ძირითადი მეთოდი გახდა შეტევა, ხოლო მანევრი გამოიყენებოდა საჭირო დაჯგუფებების შექმნის მიზნით, რათა მოწინააღმდეგე ერთ-ორ გენერალურ ბრძოლაში გაენადგურებინათ. აქედან გამომდინარე, ბრძოლები, რომლებიც XVIII ს-ის ომებში განიხილებოდა გამარჯვების მისაღწევად, საომარი კომპანიის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. ომის წარმოების ასეთ ხერხს „განადგურების“ სტრატეგია ეწოდა და სრულყოფილი სახე ნაპოლეონ I-ის სამხედრო მოღვაწეობის პერიოდში მიიღო. დროთა განმავლობაში ამ სტრატეგიაზე სხვა ქვეყნის არმიებმაც დაიწყეს გადასვლა (53, 64).

XVII ს-ში ირანის სახელმწიფოს მმართველი შაჰი – აბას I გახდა. მან გონივრული პოლიტიკის შედეგად შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო. სამხედრო კუთხით რეფორმების განხორცილებამ ხელი შეუწყო ახლადშექმნილი საჯარისო შენაერთების პოტენციალის გაზრდას. ოთხი შენაერთიდან ორი ძირითადად ტყვე მებრძოლებიდან იყო დაკომპლექტებული, დანარჩენი ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომელიც არარეგულარული ჯარის სახით არსებობდა (139, 15-17).

ირანელთა ჯარი შედგებოდა ცხენოსნების გვარდიელთა კორპუსისაგან (მოისარები), მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქრისაგან, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ტომობრივი ორგანიზაცია და სალაშქროდ ოჯახებითა და ჯოგებით გამოდიოდა. ჯარში ნაწილობრივ შედიოდა ფეოდალური ლაშქარიც. შაჰის გადაწყვეტილებით ჯარის რეორგანიზაცია ალავერდი-ხან უნდილაძეს (იმ დროს ირანის ჯარების სარდალი) და ინგლისელ სამხედროებს, ძმებს ანტონ და რობერტ შერლებს დაავალეს (85, 352). ჩამოყალიბდა მეთოფეთა მუდმივი ჯარი თორმეტი ათასი მებრძოლით (შეიარაღებული იყვნენ მუშკეტებით) და შეიქმნა ცხენოსანთა გვარდიული კორპუსი ათი ათასი მებრძოლით. ჩამოაყალიბეს საარტილერიო პარკი და ნაწილები (85, 353). ძირითადად ჰქონდათ მსუბუქი ზარბაზნები ე.წ. ზამბულაკები, რომლებსაც აქლემებზე ამაგრებდნენ (85, 411). ჩამოთვლილი შენაერთები სახელმწიფო ხაზინის კმაყოფაზე იმყოფებოდა. მათ ჯარში ყორჩი-ბაში იყო გვარდიული კორპუსის და ყიზილბასთა ფეოდალური ლაშქრის მეთაური. ყულარ-აღასი (თურქ., აზერბ., „მონათა უფროსი“) ცხენოსან გვარდიელთა კორპუსის მეთაური იყო, თოფანგჩი-აღასი ეწოდებოდა მეთოფეთა გვარდიული კორპუსის მეთაურს. თოფჩი-ბაში არტილერისტების უფროსს (85, 392). სახელმწიფოს საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ბეგლარბეგები ხელმძღვანელობდნენ. საჭიროების შემთხვევაში ცამეტ საბეგლარბეგოს დაახლოებით 52 ათასი მებრძოლი გამოჰყავდა (85, 393). XVII ს-ში ირანში არსებული სახელმწიფო მართველობის სტრუქტურა და სამხედრო ორგანიზაცია XVIII საუკუნეშიც გაგრძელდა. ქვეყნის სამხედრო საქმის განვითარებაში არსებითი პოზიტიური ცვლილებები არ მომხდარა (139, 18-19). 1736 წელს ირანის სახელმწიფო მმართველი ნადირ-შაჰი გახდა (85, 426). მისი სამხედრო მოღვაწეობა მხოლოდ ირანის ერთიანობის აღდგენითა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით არ შემოფარგლულა. მას ჰქონდა შეტევითი სამხედრო სტრატეგია. დაპყრობითი და მძრცველური მოქმედებების მთავარი მიზანი იყო სამხედრო ნადავლით ხაზინის შევსება. ისტორიკოსი გულიამ ხუსეინი გადმოქვცემს: 1739 წლის იანვარში, როდესაც სპარსელები დელისკენ (ინდოეთი) სალაშქროდ მიდიოდნენ, მუჰამედ-შაჰი დიდი ჯარით, 300 ქვემეხით და 2000 სპილოთი, გაემართა ნადირ-შაჰის შესახვედრად. თებერვლის ბოლოს დელიდან ახლოს, კარნალთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. ნადირ-შაჰმა სამხედრო ეშმაკობით (აქლემებზე მოწყობილ რკალებს ცეცხლი მოუკიდა და სპილოების საბრძოლო წყობისკენ გარბოდნენ – დ. მ.) შეაშინა სპილოები, რომლებიც მობრუნდნენ ინდოელთა ჯარის საპირისპიროდ და საბრძოლო წყობა მრავალ ადგილზე გაარღვიეს, სადაც სპარსელები შეიჭრნენ . . . ნადირ-შაჰი 20 მარტს დელში უბრძოლველად შევიდა, გაძარცვა ქალაქი და 700 მლნ. რუპის ღირებულების სიმდიდრე წამოიღო (152).

მიუხედავად შუა აზიაში წარმატებით ჩატერებული საბრძოლო მოქმედებებისა და ინდოეთში წარმოებული ხანგრძლივი ლაშქრობისა (155, 159), მან ვერ მოახერხა ლაშქრის გარდაქმნა დასავლეთ ევროპის არმიების მსგავსად. შაჰ აბას I-ის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმებთან შედარებით ნადირ შაჰმა სწორად ვერ წარმართა სამხედრო-რეფორმატორული მოღვაწეობა და ჯარი დაშლის პირამდე მიიყვანა. თუმცა დასუსტებული ირანი 1779-1797 წლებში აღა მაჰმად-ხანის მართველობის პერიოდში უმნიშვნელოდ გაძლიერდა.

XVI საუკუნიდან დაწყებული სულეიმან I-ის დროს ოსმალეთის იმპერიაში სამხედრო რეფორმები დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდებოდა შემდეგი სულთნების მოღვაწეობის პერიოდში. ოსმალეთის ლაშქარი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ფეოდალური ლაშქარი (130 ათასი), რომელიც ომის შემთხვევაში იკრიბებოდა; სულთნის კმაყოფაზე მყოფი მუდმივი ჯარი და სამხედრო-საზღვაო ფლოტი 300-ზე მეტი სამხედრო გემით.

მუდმივ ჯარში შედიოდა: იანიჩართა კორპუსი (მუსლიმური ფანატიზმით, კარგად გაწვრთნილი ქვეითი ჯარი, 20 ათასი); თოფჩუები (ზარბაზნის ჩამომსხმელები და მსროლელები. სულეიმანის 300 ზარბაზანი ჰქონიათ,); სილაჰდარები (რეგულარული ცხენოსანი ჯარის ნაწილები); ჯებეჯიები (მეაბჯრეები – სამხედრო აღჭურვილობის შემქმნელები და მომარაგებლები, XVII სს. 78 ათასი) (113, 163-164).

სამხედრო რეფორმებში ასახვა ჰპოვა 12 ათასიანი ახალი ჯარის შექმნამ. იგი ევროპულ წესზე იყო გაწვრთნილი მოწვეული სამხედრო ინსტრუქტორების მიერ. ჯარის დაკომპლექტება ნებაყოფლობის საფუძველზე ხდებოდა განსაზღვრული წესების შესაბამისად.

სელიმ III-ის მოღვაწეობისას (1789-1807) დაარსდა სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი, სადაც მზადდებოდა სპეციალისტები არმიასა და ფლოტისთვის. დიდი ყურადღება მიექცა არტილერიის რეორგანიზაციას. დაიწყო ზარბაზნების ჩამოსხმა ფრანგული და რუსული ყალიბის შესაბამისად. საარტილერიო კორპუსი 800 მებრძოლს ითვლიდა (114, 120-121). ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ირანის სახელმწიფო, ოსმალეთი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ევროპის სამხედრო ძალებს.

ირანისა და ოსმალეთის გარდა მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ XVIII საუკუნის ავღანეთის სამხედრო ძალების ორგანიზაცია და მისი მოქმედებები, რომელიც უფრო კარგად წარმოაჩენს აზიის სახელმწიფოთა სტრატეგიას.

ავღანეთის არმია ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთ ირანის, სამხრეთ თურქმენეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში წარმოებული დაპყრობითი ლაშქრობების შედეგად. განსაკუთრებით გაძლიერდა ახმად-შაჰის მოღვაწეობის დროს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი დიდ უპირატესობას ფლობდა მეზობელი სახელმწიფოების არმიებთან შედარებით. ავღანთა რეგულარული ჯარის ბირთვს ცხენოსანთა გვარდიული კორპუსი შეადგენდა. არმიაში მსახურობდნენ ირანიდან გადმოსული ქართველები, სომხები, ტაჯიკები, ყალმუხები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ნაყიდი მონები (158, 5).

შაჰის გვარდია იყო ძირითადი ძალა, რომლის დახმარებითაც ხორციელდებოდა არმიის მიზანმიმართული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები. რეგულარულ არმიაში არსებობდა აქლემებით აღჭურვილი სპეციალური რაზმი, რომლის მებრძოლები ეხმარებოდნენ ქვეითებს მდინარის ფორსირებაში. გვარდიაში შემავალ ნაწილებს ,,დასტა» ერქვა და 12 ათას ცხენოსნამდე ითვლიდნენ. მათ მეთაურებს ყულარაღასებს უწოდებდნენ. ავღანეთის არმიის მეოთხედს დაქირავებული ქვეითები შეადგენდნენ, რომლებიც მუშკეტებით (გრძელი თოფი) იყვნენ შეიარაღებული (158, 6). სამხედრო ნაწილების გარდა ფუნქციონირებდა რამდენიმე ასეული მებრძოლიდან შემდგარი სპეციალური რაზმი – შაჰის დაცვა. შექმნილი იყო საველე ჟანდარმერიის ნაწილები, რომლებიც სასაზღვრო სამსახურს ასრულებდნენ. ბრძოლის დროს ისინი ჯარების უკან განლაგდებოდნენ და უკუქცეულებს კლავდნენ (158, 7). არმიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მძიმე და მსუბუქ არტილერიას. მის საფუძველს შეადგენდა ზამბურაკი (მსუბუქი ზარბაზანი). მათი გადატანა აქლემებით ხდებოდა. ზარბაზნის გარდა აქლემს გადაჰქონდა 40 ჭურვი (600-800 გრ. ბირთვი). ზამბურაკი დამაგრებული იყო უნაგირზე მოძრავი სადგარით. ინგლისელი მზვერავის, გულამ სარვარის გადმოცემით, 1793-1801 წლებში ავღანთა არმიაში 5800 ზამბურაკი ყოფილა (158, 8). საველე არტილერია 40 ქვემეხიდან შედგებოდა, საგალავნე ≈ 600, რომლებიც მთელ იმპერიაზე იყო განაწილებული. 1751 წლიდან გაჩნდა მძიმე საალყო ქვემეხები, რომლებიც 3 კგ. ბირთვს ისროდნენ.

გარდა ამისა, ახმედ-შაჰის არმიის შეიარაღებაში ჰქონდათ ინდოეთიდან შემოტანილი ე.წ. სარაკეტო დანადგარები. მათი გადატანა აქლემებით ან ურმებით ხდებოდა. ის წარმოადგენდა მძიმე მილს, რომლის დიამეტრი 7 სმ., სიგრძე 50 სმ. იყო. იგი 230 სმ-ის სიგრძის რკინის ან ბამბუკის ძელაკზე მაგრდებოდა. რაკეტა მოქმედებაში მოდიოდა ფითილის ანთებით და დამიზნება ხელით ხდებოდა (სავარაუდოა ფეირვერგის პრინციპზე იყო მოწყობილი – დ. მ.). რაკეტის ფრენის სიშორე 1 კმ-ს აღწევდა. მას გამოიყენებდნენ ქვეითებისა და ცხენოსნების მჭიდრო საბრძოლო წყობის წინააღმდეგ. ინგლისელი ავტორის ა. დოუს გადმოცემით რაკეტები მოწინააღმდეგეზე უფრო ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა ვიდრე დანაკარგებს აყენებდა მათ (158, 9).

არმიაში მოქმედი ყველაზე მცირე ქვედანაყოფი 50 მებრძოლიდან შემდგარი ოცეული იყო. ორი ოცეული ქმნიდა ასეულს, რამდენიმე ასეული ბატალიონს. ცალკეული სამხედრო ნაწილები 3-5 ათასი მებრძოლისგან შედგებოდა. ომის დროს ამ ნაწილებიდან 12-18 ათასიანი კორპუსის ფორმირება ხდებოდა. ამგვარად საერთო ჯამში 60-70 ათასიანი არმია იქმნებოდა. არმიის 30%-ს ცხენოსანი რეგულარული ნაწილები შეადგენდნენ, 70%-ს არარეგულარული, ტომობრივ-თემობრივი მოსახლეობა. იმის გამო, რომ ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით, არ შეეძლოთ ხანგრძლივ ომებში მონაწილეობა. ევროპულიდან განსხვავებით ცუდად ქონდათ ორგანიზებული ჯარების ზურგიდან მომარაგების საკითხები (158, 25). რეგულარული ჯარი შეიარაღებული იყო ირანელთა მსგავსად. ცხენოსნებს ჰქონდათ მუშკეტი, მშვილდ-ისარი და ხმალი, საველე ჟანდარმერიას საბრძოლო ნაჯახი, ხმალი და ხანჯალი (158, 14). მუდმივი ჯარისა და გვარდიის ძირითადი ნაწილის დისლოკაციის ადგილი დედაქალაქში იყო, ცალკეული რეგულარული ნაწილები, რომლებიც არარეგულარული ქვედანაყოფებით ძლიერდებოდა, პროვინციების ცენტრებში განლაგდებოდნენ.

არმიის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა სამხედრო კანცელარია. იგი არეგულირაბდა მებრძოლთა რაოდენობას, განაგებდა სამხედრო ბიუჯეტს და სამხედრო მარაგებს. პასუხისმგებელი იყო ჯარის ყველა სახის უზრუნველყოფაზე. კანცელარიის უფროსს ლაშქარნივისი ერქვა (158, 18). ფუნქციონირებდა სამხედრო სასამართლო. ორგანიზებული იყო საგარნიზონო-საყარაულო სამსახური. ყარაული, რომელსაც გზების, უღელტეხილების, სამდინარო გადასასვლელების დაცვისთვის გამოყოფდნენ, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებიდან (158, 23).

XVIII ს-ის ბოლოს ავღანეთში 195 ციხე-სიმაგრე არსებობდა (158, 20), თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვადასხვა სახით გამაგრებულ მცირე პუნქტებს. ციხე-გალავანი ძირითადად ოთკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ყოფილა, რომელთაც ირგვლივ თიხით ნაშენი სქელი კედელი ქონდა შემოვლებული. კედელში გაკეთებული იყო სათოფურები და საბრძოლო ბილიკი. კედელში ერთმანეთიდან განსაზღვრულ მანძილით ჩაშენებული იყო კოშკები, სადაც საგალავნე არტილერიას განალაგებდნენ. ციხე-სიმაგრეს საჭიროებისამებრ შემოვლებული ჰქონდა წყლით სავსე განიერი თხრილი (158, 194).

ავღანეთის არმიას მძარცველური საბრძოლო მოქმედებები ახასიათებდა. მათი ხანგრძლივობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 3-4 თვე გრძელდებოდა (158, 25) სტრატეგიის ძირითადი მიზანი ერთ ბრძოლაში სწრაფი შეტაკებებით მოწინააღმდეგის ძალთა გაფანტვა და დამარცხება იყო. გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ბრძოლა წყდებოდა და მტრის ძალების სრული განადგურებით არ მთავრდებოდა (149, 23) რაც დიდი შეცდომა იყო.

ევროპისა და წარმოდგენილი აზიის სახელომწიფოთა არმიების სამხედრო ორგანიზაციის, სტრატეგიის შესწავლისა და დისერტაციის I თავში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ XVIII ს-ში საქართველოში, კერძოდ, ქართლ-კახეთში ფუნქციონირებდა ფეოდალური მორიგე ჯარი, არტილერია, დამხმარე ჯარი და სამხედრო კანტორა (28, 233), რომლის გარდაქმნა ევროპულ ყიდაზე იყო მიმართული (საარტილერიო საქმის განვითარება, სამხედრო სპეციალისტების მომზადება, გაუმჯობესებული მორიგე ჯარის მომზადება და გაწვრთნა, სამხედრო წოდებების შემოღება, სამხედრო ლიტერატურის თარგმნა). მიუხედავად ერეკლე II-ს მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სამეფოს არ შეეძლო პირდაპირი კავშირი ჰქონებოდა ევროპასთან და დაწყებული პროცესი მოკლე დროში განევითარებინა. თუ დავაკვირდებით შეიარაღებული ძალების სტრუქტურას (გვ. 152) ვნახავთ, რომ იგი რაოდენობრივი მონაცემებისა და სხვა ზოგიერთი დეტალის გარდა თითქმის ანალოგიურია ავღანური ჯარისა.

ქართლ-კახეთის სამეფო ჯარის შეიარაღება ხარისხობრივად და რიცხობრივად ჩამორჩებოდა ევროპულს, ძირითადი მიზეზი სახელმწიფო მრეწველობის განვითარების დაბალი დონე, მისი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები და მეზობელი მუსლიმური სახელმწიფოების თავდასხმები იყო. თუ ამ მხრივ, ჩვენს მიერ განხილულ აზიის ქვეყნებს შევადარებთ, გარკვეული პერიოდის (1750-1780) განმავლობაში საქართველოს მართლაც აღიქვამდნენ აზიაში ძლიერ სახელმწიფოდ (47, 107. დისერტაცია 134-136), რაზეც მეტყველებს ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით ჩარატებული საბრძოლო მოქმედებები.

მეფე ერეკლეს სამხედრო მოღვაწეობიდან ირკვევა, რომ იგი სახელმწიფოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ემხრობოდა „სასაზღვრო“ ანუ „საკორდონო“ სტრატეგიას. „. . .თეიმურაზ ნიკოლოზის-ძემ ერეკლეს მშობელმა, მთიელი მტრებისაგან საქართველოს საზღვრების დასაცავად, დაარსა მილიცია, ნოქრის სახელწოდებით და დაადგინა, რომ სახაზინო (სახასო), საეკლესიო და მემამულეთა გამოყვანილი ყოფილიყო კორდონი 2000 ცხენოსანი მეომრის რაოდენობით. . .“ (49, 287-288). თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმდენად ევროპული სამხედრო სტრატეგიის გავლენა არ ყოფილა, რამდენადაც განპირობებული იყო ქვეყნის გეოგრაპიული მდებარეობით, ტერიტორიისა და ჯარის სიმცირით. საკორდონო სტრატეგიას ემსახურებოდა ერეკლეს მიერ გატარებული ღონისძიებები თავდაცვითი ნაგებობების (ციხეები, ციხე-გალავნები, კოშკები) განახლებისა და ახლის აშენებისათვის, მათი მოწყობა ალყის დროს ხანგრძლივი ბრძოლებისთვის. მაგალითად, ბრძოლები მჭადიჯვრისა და ყვარლის ციხეებთან, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. ფაქტია, რომ მოწინააღმდეგემ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგების შედეგად უკუიქცა.

იმ შემთხვევაში თუ მტერი სამეფოს ტერიტორიის სიღრმეში შემოიჭრებოდა, მორიგე ჯარის გარდა მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად გამოდიოდა საზღვრისპირა რეგიონებში მოქმედი ქვედანაყოფები, რომლებიც წინასწარ მიღებული ბრძანების შესაბამისად იქცეოდნენ. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს დისერტაციის I თავის, 1.2 პარაგრაფში მოცემული ერეკლე მეფის მიერ გამოცემული დირექტივის 1-6 პუნქტები.

კარლ ფონ კლაუზევიცის განმარტებით შემტევი არმია, როდესაც იწყებს მარშის განხორციელებას, იგი სუსტდება, რადგან უკან ტოვებს თავის ციხე-სიმაგრეებს, მომარაგების საწყობებს. რაც უფრო დიდია ოპერაციის რაიონი, სადაც მან უნდა გაიაროს, მით უფრო მეტ ძალებს კარგავს იგი მარშის მსვლელობის უსაფრთხოების დასაცავად და სხვა ღონისძიებების გასატარებლად. ამ დროს თავდაცვაში მყოფი არმია არაფრით არ სუსტდება. იგი ინარჩუნებს კავშირს ციხე-სიმაგრეებთან, შეუძლია გამოიყენოს იქ მყოფი ძალები და ახლოსაა ცოცხალი ძალით შევსებისა და მომარაგების პუნქტებთან (166. 295) ძირითადად ასეთ სტრატეგიას მისდევდა მეფე ერეკლე, რაც სამეფოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა.

ერეკლე II, გარდა „საკორდონო“ სტრატეგიისა, შესაბამის ვითარებაში იყენებდა „აქტიური მოქმედებების“ (შეტევის) სტრატეგიას. ამის დამადასტურებელია ბრძოლა ყარაბაღში, ტულქ-თაფაში, ერევანში, ყირბულახსა და ჭარ-ბელაქანში.

ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან განსხვავებით, ქართლ-კახეთის სამეფო არსებული რესურსებიდან და ვითარებიდან გამომდინარე უფრო ადრე იყენებდა „საკორდონო“ და „შეტევით“ სარატეგიას.

XVIII ს-ის დასაწყისში ევროპული ქვეყნების ტაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივმა გამოყენებამ საბრძოლო წყობის დანაწევრება გამოიწვია, რომელიც შეიცავდა არა მარტო ქვეით და ცხენოსან ნაწილებს, არამედ არტილერიასაც.

ცეცხლსასროლი იარაღის გაუმჯობესებასთან ერთად შემცირდა ჯარების წყობაში მწკრივების რაოდენობა, რამაც საბრძოლო წყობის სიღრმის შემცირება განაპირობა (53, 44).

ბატალიების ტაქტიკა, რომელიც საბოლოოდ რაინდების შეტაკებებით მთავრდებოდა, ხაზოვანმა ტაქტიკამ შეცვალა. მის ძირითად არსს წარმოადგენდა ფრონტზე გაშლილი ძალების თანაბარი განაწილება (160, 39). პირველად ხაზოვანი ტაქტიკა გამოყენებულ იქნა ჰოლანდიელი მხედართმთავრის მორიც ორანელის მიერ 1600 წელს ნიუპორტის ბრძოლაში (53, 44).

XVII ს-ის მეორე ნახევარში ხაზოვან ტაქტიკაზე გადავიდნენ ევროპული არმიები. თუმცა საბოლოოდ XVIII ს-ის დასაწყისში დამკვიდრდა, როდესაც მოხდა თოფზე ხიშტის დამაგრება (გაერთიანდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის საბრძოლო შესაძლებლობები) და ქვეითები ახალი იარაღით აღჭურვეს. აღნიშნულმა ტაქტიკამ განვითარების მაღალ ეტაპს მიაღწია XVIII ს-ის 70-იან წლებში, ქაღალდის მასრიანი ვაზნებისა და რკინის ზუმბის დამზადების შემდეგ, რამაც შესაძლებელი გახადა თოფების სწრაფსროლის გაზრდა (160, 39). ჯარისკაცთა სისტემატიური ვარჯიში იარაღის სწრაფად, ერთდროულად დატენვასა და გასროლის ათვისებაში მნიშვნელოვანი იყო ხაზოვანი ტაქტიკის წარმართვისას (53, 68). XVIII ს-ის დასაწყისიდან მოყოლებული ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტურად გამოყენების მიზნით ჯარები ბრძოლის საწარმოებლად დგებოდნენ ორ ხაზში, თითოეულში 4-6 მწკრივი შედიოდა. ხაზებს შორის მანძილი 50-200 ნაბიჯამდე იყო. თუ გასულ საუკუნეებში ბრძოლი ბედს ხელჩართული შეტაკება წყვეტდა, ამ შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეები გამარჯვების მიღწევას თოფ-ზარბაზნიდან გახსნილი ჯგუფური ცეცხლით ცდილობდნენ (160, 32). საბრძოლო წყობაში შედიოდა ქვეითების, ცხენოსნების და არტილერიის სამხდრო ნაწილები.

საბრძოლო წყობის ცენტრში განლაგდებოდა ქვეითები, ფლანგებზე ცხენოსნები ესკადრონებად (XVI ს-ის შუახანიდან დას. ევროპის არმიის ცხენოსანი პოლკის ძირითადი ქვედანაყოფი, 15-17 მწკრივისაგან შემდგარი მართკუთხედის ფორმის კოლონა (169, 608) 3 ხაზში, პოლკების არტილერია ბატალიონების ინტერვალებში, საველე არტილერია სარდლის გადაწყვეტილებით, წინ ან ფლანგებზე (იხ. სქემა №9, 159).

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ხაზის მებრძოლებს არ შეეძლოთ ცეცხლი გახსნა, ისინი მუდამ მზადყოფნაში იყვნენ შეევსოთ პირველი ხაზის დანაკარეგები. ჯარის ასეთი დაწყობა შესაძლებლობას იძლეოდა ბრძოლაში ერთდროულად გამოეყენებინათ მეთოფეთა უმეტესი რაოდენობა. ხაზოვან საბრძოლო წყობაში გამორიცხული იყო ცალკეული ნაწილების მეთაურთა მიერ განსხვავებული მოქმედებებისთვის ინიციატივის გამოჩენა, რადგან, შაბლონური მოქმედების რღვევას გამოიწვევდა.

ბრძოლის დაწყებამდე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის პირდაპირ განლაგდებოდნენ და ბრძანების მიღების შემდეგ მწყობრით იწყებდნენ ნელ-ნელა დაახლოებას. მებრძოლები დროდადრო ჩერდებოდნენ ზათქით სროლისთვის და თოფეფის ხელახლა დასატენად, შემდეგ საბრძოლო ხაზები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ. ამავე დროს არტილერია პირდაპირი დამიზნებით (როდესაც ჭურვის ტრაექტორია მიზნის სიმაღლეს არ აღემატება) კარტეჩს (ფინდიხი – ზარბაზნის ჭურვი ღია ადგილზე ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რომლის მომაკვდინებელ ელემენტებს მრავალრიცხოვანი სფერული ტყვიები წარმოადგენდა (168, 103), ისროდა. ბოლოს, რომელიმე მხარე ცეცხლის ზემოქმედებას ვეღარ უძლებდა და უკუიქცეოდა, მოპოვებულ წარმატებას ცხენოსანი ნაწილები აგვირგვინებდნენ (53, 45).

აღსანიშნავია, რომ ხაზოვან წყობას ნაკლოვანებებიც ჰქონდა. ბრძოლის დასაწყებად და მისი მსვლელობისას ქვედანაყოფები და ნაწილები გადაადგილდებოდნენ ნელა. გამორიცხული იყო მანევრის ჩატარება, რათა წყობა არ დაშლილიყო. არ შეიძლებოდა ძალების გამოყოფა ფლანგებიდან შეტევისთვის ან გადაჯგუფება მოწინააღმდეგის განლაგების ყველაზე სუსტ ადგილზე იერიშის მისატანად (160, 40). ყოველივეს არსში ჩადებული იყო, ის რომ ცეცხლის ეფექტურობა არ დაკარგულიყო. ამიტომ ბრძოლებს ახასიათებდა ფრონტზე თანაბრად განაწილებული ჯარების შეტაკება. იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მომზადების დონე მიახლოებით თანაბარი იყო, იმარჯვებდა ის, ვისაც რიცხობრივი უპირატესობა გააჩნდა და მოწინააღმდეგის ფლანგზე გაიჭრებოდა.

გვიანფეოდალურ ხანაში, სამხედრო საქმეში, კერძოდ ტაქტიკაში, სიახლეს წარმოადგენდა ფრიდრიხ II-ის მიერ ირიბი სამხედრო წყობის შემოღება (ე. წ. ირიბი იერიში, მოწინააღმდეგის ფლანგზე მახვილი კუთხით (159, 32), სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა თოფების ზალპურ ცეცხლსა და ცხენოსანთა მასიურ გამოყენებას (154, 786), (იხ. სქემა №10, 160).

ხაზოვანმა ტაქტიკამ მნიშვნელოვნად შეამცირა აქტიური შეტევითი მოქმედებების როლი, ვინაიდან თავდაცვაში უფრო ადვილი იყო საბრძოლო წყობის შენარჩუნება, უფრო ზუსტად დამიზნება და ცეცხლის სიძლიერის უზრუნველყოფა. ასეთ ტაქტიკას XVIII ს-ის ბოლომდე გამოიყენებდნენ.

აზიური ტაქტიკა შეგვიძლია ავღანეთის არმიის მაგალითზე განვიხილოთ, სადაც მოცემულია მარშის შესრულებისა და საბრძოლო წყობის ელემენტები. ავღანეთის ჯარების ერთი დღის სავალი მანძილი 25-30 კმ-ს შეადგენდა. საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ დიდი მარშის შესრულებაც, რაშიც ხელს უწყობდა თურქმანული და უზბეკური ჯიშის ცხენები, რომლებიც გამძლეობითა და სისწრაფით ხასიათდებოდნენ. მაგ: 1762 წლის თებერვალში 2 დღეში 160 კმ-დე გაიარეს (158, 15). მარშის დროს ძირითადი ძალების წინ მიდიოდა ცხენოსანი ავანგარდი, რომელიც არმიის მეოთხედს შეადგენდა. იგი აგროვებდა ინფორმაციას მოწინააღმდეგეზე, მოძრაობის მარშრუტზე ანადგურებდნენ ყველას, ვისაც შეეძლო მტრის გაფრთხილება. მოწინააღმდეგის მოწინავე ნაწილებთან შეხვედრისას იწყებდნენ ბრძოლას არმიის ძირითადი ძალების ბრძოლაში ჩართვამდე. მთავარი ძალები ზურგიდან დაცული იყო არიერგარდით.

მარშზე შესვენების დროს თითოეული რაზმი წრის ფორმაზე განლაგდებოდა. არმიის დიდი ხნით დასვენებისას რაზმების განლაგების ადგილს ირგვლივ ღრმა და განიერ თხრილს შემოავლებდნენ. რაზმების ხელმძღვანელები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ შიკრიკებისა და დადგენილი სიგნალების (კოცონი, დროშა, დასაკრავი ინსტრუმენტი)საშუალებით. საბრძოლო დაცვის ძალების გამოყოფით ორგანიზებული იყო უსაფრთხოება.

ბრძოლისთვის არმიის ძალები იყოფოდა: ცენტრი, მარჯვენა, მარცხენა ფრთა და რეზერვი. საბრძოლო წყობის შუაში განლაგებული იყო შაჰის სამეთაურო პუნქტი და როგორც წესი მის წინ ეწყობოდა მუშკეტერების კორპუსი, რომლებიც გაძლიერებული იყვნენ საველე არტილერიით. (იხ. სქემა №11, 161). გვარდიელები განლაგდებოდნენ რეზერვში შაჰის მითითებულ ადგილას, რომლებსაც ბრძოლის დროს ექსტრემალურ ვითარებაში იყენებდნენ. ზამბურაკებით შეიარაღებული ნაწილები საველე არტილერიის წინ ან უკან დგებოდნენ, ხახდახან მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ტაქტიკურ ეშმაკობას მიმართავდნენ და ქვეითების ან ცხენოსნების უკან განალაგებდნენ. მათი მანევრირების შესაძლებლობა საშუალებას იძლეოდა მოწინააღმდეგე ახლოს მოეშვათ, პირდაპირი ცეცხლით და ერთდროული ზათქით მნიშვნელოვანი დანაკარგები მიეყენებინათ (158, 8).

ევროპისა და აზიის სახელმწიფოებთან შედარებით ქართული ლაშქრის ტაქტიკა მნიშვნელოვნად გახსხვავდებოდა. სხვაობას განაპირობებდა რელიეფის თავისებურებანი, ლაშქრის საბრძოლო (საცეცხლე, სამანევრო) შესაძლებლობები და ძალთა სიმცირე. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ევროპელი მხედართმთავრები საბრძოლო ხაზების უკან დგებოდნენ, მათგან განსხვავებით მეფე ხშირ შემთხვევაში, მეწინავე ძალებთან იმყოფებოდა. ამით გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა მოწინააღმდეგეზე, ჩვენს მებრძოლებზე და, რაც მთავარია ინიციატივის ხელში აღებით თავის ჩანაფიქრს ახორციელებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეფე ერეკლე ბრძოლებში გამოიყენებდა ოთხნაწილიან საბრძოლო წყობას. იგი შემდეგნაირი იყო: მეწინავე სადროშო, რომელიც ავანგარდს შეადგენდა, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოები – პირველი ეშელონი, მეფის სადროშო – მეორე ეშელონი ან რეზერვი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე:

მოცემულ განლაგებაში სადროშოები ერთმანეთიდან დაშორებული იყვნენ, ისეთ მანძილზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ვიზუალური სასიგნალო კავშირი ან შიკრიკებს შეძლებოდათ სარდლობისთვის მოკლე დროში ინფორმაციის მიწოდება, დაახლოებით 700-1200 მეტრზე (შეიძლება მეტიც ყოფილიყო დ. მ.). ბრძოლის დაწყებამდე, მოცემულ საბრძოლო წყობაში არტილერიის, ცხენოსნებისა და ქვეითების განლაგება ან გადანაწილება ხდებოდა მეფის გადაწყვეტილებით ადგილმდებარეობის, ცეცხლსასროლი საშუალებების შესაძლებლობების და მოწინააღმდეგის ძალების საბრძოლო წყობის გათვალისწინებით. ფრონტსა და სიღმეში დანაწევრებული ასეთი წყობა გამოირჩეოდა მოქნილობით და ბრძოლის მსვლელობისას მანევრის სწრაფად განხორციელების საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო ბრძოლის წარუმატებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხრიდან მომხვდურ მოწინააღმდეგეს მომზადებული დახვედროდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთშეთანხმებული ქმედებით ძალთა გადაჯგუფების საფუძველზე, შეეძლოთ ალყის გარღვევა და სასურველი შედეგების მიღწევა. ამის მაგალითია ბრძოლა ყირბულახში და ყვარლის ციხესთან. შეიძლება ითქვას, რომ ქართლ-კახეთის შეიარაღებული ძალები ხშირ შემთხვევაში საბრძოლო შესაძლებლობებით მოწინააღმდეგეს სჯობდნენ. ამიტომ საბრძოლო ეპიზოდები, რომლებსაც ისტორიული მასალები გადმოგვცემენ ძირითადად ქართველთა გამარჯვებით სრულდებოდა. გარდა გამონაკლისი რამდენიმე დამარცხებისა, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო საქართველოში შიდა არეულობით, საგვარეულოთა მიერ გავლენის სფეროების გადანაწილებით და მოკავშირეთა მხრიდან ღალატით, ზოგჯერ მეფის მიერ არასწორად მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებით. Aასეთი ბრძოლები იყო:

– შაქის ხანის აჯი-ჩალაბის ლაშქართან დამარცხება 1751 წლის თებერვლისა და 1952 წლის აპრილში;

– 1785 წლის ომარხანთან (ბრძოლა არც გამართულა და ერეკლე გადასახადის გადახდას დათანხმდა);

– საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული 1795 წლის 9-11 სექტემბრის კრწანისის ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანთან. თუმცა ამ ბრძოლაში მკაფიოდ გამოვლინდა მანევრული თავდაცვის ორგანიზებული წარმართვა და ტაქტიკურ მოქმედებათა ელამენტები: მცირე ძალებით თავდაცვის ორგანიზება, ძალთა მანევრირება, ურთიერთმოქმედება, კონტრიერიშები, მაღალი საბრძოლო სულისკვეთება.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ბრძოლებში განცდილი დამარცხებები ერეკლე მეფის მხედართმთავრულ ღირსებას ჩრდილს ვერ აყენებს, რადგან მას, გარდა დისერტაციაში განხილული ბრძოლებისა, წარმატებით აქვს მოგებული მრავალი ბრძოლა. მემატიანეთა მიერ მეფის ჩატარებული ბრძოლების აღწერა ეპიზოდურია და საშუალებას არ გვაძლევს მათი ვრცელი ანალიზისა. ამიტომ მიზანსეწონილად ჩავთვალეთ ამ ბრძოლების ჩამოთვლა, რომელიც წარმოდგენას შექმნის ერეკლე II-ის მხედართმთავრულ მოღვაწეობაზე. დავით ბატონიშვილი გვამვნობს:

„წელსა 1745-ს გამოვიდა ლეკი და მოარბვია ავჭალა და მარტყოფი და წარვიდა. ხოლო მეფე განვიდა საყინულესათანა წყალსა ტივებითა . . . შთავიდა ქიზიყს, შემოიკრიბა მხედრობანი კახთანი, . . . სძლო. . . მოსწყუვიტნა უმეტეს სამასისა ლეკნი ცხენითურთ . . . (27, 3).

“წელსა 1751, მაშინ ძლევა შემოსილი აღა-ქიში მიიწივა რა სახლად თავისად, შეკრიბა მუნ მხედრობანი შაქისა, შირვანისა და ლეკთა და წარმოვიდა წელსავე ამას, ამოვლო განჯა, თანა წამოიყვანა ხანი განჯისა მხედრობითა თვისითა, ამოვლო შიმშადინი და ყაზახი და მოვიდა ბაიდარს . . . მეფემან თეიმურაზ, წარგზავნა ძე თვისი ირაკლი სტეფანწმინდას და მოუწოდა მხედრობასა ჩერქეზთასა. მუნ მეფენი ეწვივნენ შამშადინსა შინა, თულქი-თაფად წოდებულსა ადგილსა, იკეთნენ მუნ, იძლივა აღა-ქიში, რომელსაცა მიჰყვნენ კაფითა შანქორამდინ“ (27, 6). 1755 წელს . . . ლეკთანი მოვიდნენ ღართის-კარსა, წარტყვნეს ქარავანი ქართლისა და მოკლეს მუნ მუხრანის ბატონი კოსტანტინე მიმავალთა მათ ლეკთა კახეთს. . . მეფემან ირაკლიმ შეუკრნა მათ გზანი და მოსწყვიტნა სრულიად. კვალად მოვიდნენ კეკნი და მოაოხრეს ჯუგაანი. მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი იმყოფებოდნენ ქიზიყს, და შეუდგნენ მეფენი უკანა, მიეწივნენ მახლობელ დანღისისა და მოსწყვიტნეს ლეკნი. . .“ (27, 7).

მემატიანის – ო. ხერხეულიძის გადმოცემიდან ვგებულობთ

1757 წელს მეფე ერეკლემ და თეიმურაზმა ზემო ქართლში ლეკები ორ-სამგან დაამარცხეს. მცირე ამალით ცხინვალში დაბრუნდნენ. დაღესტნის ბელადი ჩონჩოლ-მუსა 4000 მებრძოლით შემოესია. რადგან მეფეებს ლაშქარი თან არ ახლდათ. ციხე – სიმაგრიდან გასცეს პასუხი მოხვდურს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე იმავე ღამეს უკან გაბრუნდა.

1759 წელს კვლავ გადმოვიდა დაღესტნიდან ლეკთა ლაშქარი 8000 მებრძოლით კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით. დილით ადრე თავს დაესხნენ ლეკის ლაშქარს, კოხტა ბელადი გაიქცა, მრავალი ლეკი გაწყდა. აცნობეს ჩონჩოლ-მუსას მომხდარის შესახებ. მაშინ იგი თავისი ლაშქრით ავნევს გასცილდა და დვანის სიმაგრეში გამაგრდა. მოუსწრეს მეფეებმა. დამარცხება გარდაუვალი იყო. მტრის ლაშქრის მეთაური დარჩენილი რაზმით გაიპარა.

1760 წელს ქერიმ-ხანის (ირანის მმართველი) წერილისა და დიპლომატიური ვითარების მოგვარების შემდეგ, ერეკლე მეფემ აზატ-ხანს ყაზახში გადაასწრო, რომელსაც დაღესტანში გადასვლა სურდა. შეიპყრო აზატ-ხანი თავისი რაზმებით. ავღანთა ბელადი ქერიმ-ხანს გაუგზავნა. ასეთი მოქმედების გამო ირანის მმართველმა ერეკლე II-ს ერევანი, აზერბაიჯანი და სხვა სახანოები დაუქვემდებარა, რომლებიც შემდგომ ვალდებულებისამებრ ხარკს იხდიდნენ.

1760 წლის 4 ივნისს ლეკებმა ჯავახეთი მოარბიეს და მრავალი ქრისტიანი დაატყვევეს. ერეკლე II მათ ყარაიაზე ღამით მოულოდნელად თავს დაესხა მათ. მრავალი გაწყვიტა და ქართველობა გაათავისუფლა.

1761 წელს დაღესტნიდან დიდი ლაშქარი წამოვიდა საქართველოს ასაოხრებლად. ერეკლე მეფემ ლაშქრის შეგროვება ვერ მოასწრო. ამიტომ თავისი ამალით მოწინააღმდეგეს სუჰყულიანში დაემალა, რომელიც ნათლისმცემლის მონასტრის ახლოს მდებარეობდა. მეფემ ღამით დაზვერვა ჩაატარა. შეიტყო, რომ ლეკის ლაშქარი ათჯერ მეტი იყო, ვიდრე მისი ამალა. გამობრუნდა და მებრძოლები ისეთ ადგილებზე ჩაასაფრა, სადაც ბრძოლა გაუადვილდებოდათ. ქართველები ჩასაფრებულ ადგილებში მოწინააღმდეგის შემოსვლისთანავე მოულოდნელად თავს დაესხნენ. ბევრი ამოწყვიტეს, მცირეოდენმა თავს გაქცევით უშველა.

1762 წელს ერეკლე მეფემ ახმეტაში გადმოსული ლეკები დაამარცხა.

1763 წელს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე კეხვში გაიმარჯვა.

1764 წელს მრავალწყაროში ლეკთა რაზმები გაანადგურა.

1765 წელს ლეკთა ლაშქარმა გორი დაარბია და ტყვეები წამოიყვანა. ერეკლე II სამგორის მინდორში ღამით თავს დაესხა მოწინააღმდეგეს, ისინი გაანადგურა და ტყვეები გაანთავისუფლა.

1767 წელს ლეკთა ლაშქარი იმერეთში გადმოვიდა, რაჭის სოფლები მოარბია. 300 ტყვე და საქონელი წამოიყვანეს. ერეკლემ შეკრიბა ლაშქარი და იორის ნაპირზე ჩაუსაფრდა, თან მზვერავები განამწესა, რათა ლეკთა მოძრაობისთვის თვალი ედევნებინა. მოვიდნენ ლეკები, შეება მეფე ლაშქარით. ტყვეები და საქონელი გაანთავისუფლეს. Dდაღესტნელთა ლაშქარი ისე გაწყვიტეს, რომ სახლში ამბის წამღებიც აღარ დარჩა.

1771 წელს ერეკლე II-მ აიღო ხერთვისი, ათაბაგის ციხე-სიმაგრე. ამავე წელს რამდენჯერმე დაამარცხა აღსიღ-ფაშა.

1772 წელს მეფებმა ერეკლემ და სოლომონმა ახალქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მოარბიეს. სოლომონის ავადმყოფობის გამო ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. იმავე წელს ერეკლემ უფლისციხესთან დაამარცხა სულეიმან ფაშა. ქიზიყში ყოფნისას კი ჭარელი ლეკები.

1780 წელს გიორგი და ლევან ბატონიშვილებმა მამის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ერევნის უსეინ-ალი ხანი.

დაბოლოს, მემატიანე დასძენს: „ხოლო ესევითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან და ამად ყოველნივე ვერ მოვიხსენეთ, არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელი ღირსად ხსოვნისა იყო და სხვანი მრავალნი წვრილნი გამარჯვებები დავიდუმეთ“ (47, 67).

ჩამოთვლილი ბრძოლები კარგი მტკიცებულებაა ერეკლე მეფის მხედრული მოღვაწეობისა. თითოეული მათგანი მოკლე აღწერითაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, სამხედრო საქმის მცოდნეთათვის ძნელი გასაგები არ იქნება, თუ რამდენი შრომა და ენერგია დასჭირდებოდა მეფეს, როგორც სარდალს, რათა მის მიერ ჩატარებული ოპერაციები წარმატებით დამთავრებულიყო. საბრძოლო მოქმედებებში მეფე გონივრულად იყენებდა ტაქტიკის შემადგენელ ელემენტებს, როგორიცაა: ძალების დროული შეკრება და მარშის განხორციელება, დაზვერვის ორგანიზება, ჩასაფრებების, რეიდის მოწყობა, მოულოდნელობის ფაქტორის გამოყენება და მოწინააღმდეგის დღისით და ღამით მოკლე დროში განადგურება შეტევითი მოქმედებების წარმართვით. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ 1780 წლის აგვისტოსთვის ერეკლე მეფეს ემორჩილებოდნენ ერევნის, ნახჭევანის, განჯის სახანოები. თეიმურაზ ბაგრატიონის გადმოცემით, მეფე ისე გაძლიერდა და განდიდდა, ირანელებსაც კი ეშინოდათ მისი. „აქვნდათ ცნობა მეფის ერეკლესი ნადირ-შაჰთან ყოფისა! ესმოდათ მარადის სიმხნე-ქველობა მისი და ვერც არავის ხედავდნენ მოპირისპირედ მეფისა ერეკლესსა და ამისთვის დიდად ფიქრობდნენ და ყოველთვის მოლოდება ჰქონდათ, ირანისაკენ წამოვაო“ (47).

5.2 3.2. ერეკლე II-ის სამხედრო მოღვაწეობის შეფასება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიაში, ერეკლე II-ს, თვალსაჩინო ადგილი უკავია ქართველ მხედართმთავართა გვერდით. ერეკლეს პირველი საბრძოლო ნათლობა, ნეიშენის ველზე მოხდა.

ალექსქნდრე ჯამბაკურ ორბელიანი აღწერს: „ხოლო წელსა 1735 მოვიდნენ ლეკნი და ქიზიყი მოარბივეს. . . ეწია ნეიშნის ველზე. . .შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი . . . მოსწყვიტეს უმრავლესნი. . .“ (145). 1737 წლის თებერვლიდან, ერეკლე II ნადირ-შაჰს თან ახლდა ინდოეთში ლაშქრობების დროს და მრავალ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა. ერეკლე II-მ გაითქვა სახელი, რის გამოც იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამ ფაქტს ადასტურებს ქალაქ დელში ერთ-ერთ ეკლესიაზე გაკეთებული წარწერა: „ამ ეკლესიაში არავინ შედიოდა და არვის აძლევდნენ შესვლის უფლებას, მხოლოდ კახეთის თავადს-ერეკლეს“ (149, 196). შაჰის სიმპატიის დამსახურებით 1744 წელს მისი კახეთის მეფედ გამოცხადება მოჰყვა. ახალგაზრდა უფლისწულმა გარკვეულწილად მიიღო სამხედრო და ნაწილობრივ დიპლომატიური გამოცდილება. 1739 წლის დეკემბრის თვეში იგი სამშობლოში დაბრუნდა. პრაქტიკულად, სახელმწიფოებრივი და სამხედრო მოღვაწეობის დაწყება ერეკლეს ახალგაზრდა ასაკში მოუწია. უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილეობამ პრაქტიკულად ხელი შეუწყო მისი სამხედრო და პოლიტიკური ჰორიზონტის გაფართოებას. გამეფების შემდეგ, ის შეეცადა ირანის პერიფერიად ქცეული ქართლ-კახეთის სამეფოს მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოყვანას.

ერეკლე მეფეს საბრძოლო მოქმედებების ჩატარება უხდებოდა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან. ის აწარმოებდა თავდაცვით და შეტევით ბრძოლებს. ამის დამადასტურებელია პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის მიერ მოწოდებული მასალები და სხვა ისტორიული ცნობები. სახელმწიფოს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მეფე ძირითადად მაინც თავდაცვით ბრძოლებს წარმართავდა, რომლებიც კონტრშეტევებით მთავრდებოდა. კ. კლაუზევიცი, ნაშრომში „ომზე“ ამბობდა: „ტაქტიკაში თავდაცვისა და შეტევის თანაფარდობა დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელიც ბრძოლაში გამარჯვებას მოგვიტანს. . .სამი პირობა, რომელიც გადამწყვეტ უპირატესობას გვანიჭებს აროს მოულოდნელობა, ადგილმდებარეობა და იერიში სხვადასხვა მიმართულებით. . . თუ ადგილმდებარეობის თვისებებს შევეხებით, ერთნაირი დაპირისპირებული მხარეებისთვის, იგი ხელს უწყობს იმ მხარეს ვინც კარგად იცნობს მას. იერიში სხვადასხვა მიმართულებიდან მოიცავს ტაქტიკურ შემოვლებს, რომელიც ცეცხლის ეფექტის გასაორმაგებლად ხორციელდება, ასევე საჭიროების შემთხვევაში უკან დასახევად“ (166. 290). თუ მხედველობაში მივიღებთ გამარჯვების მიღწევის ზემოაღნიშნულ სამ პრინციპს, მათგან პირველი და მესამე ნაკლებად უწყობს ხელს შემტევ მხარეს, ხოლო მეორე პრინციპი დიდ უპირატესობას ანიჭებს თავდაცვაში მყოფს. სხვადასხვა მხრიდან მოულოდნელი თავდასხმა თავდაცვაში მყოფს უფრო შეუძლია ვიდრე შემტევს, რადგან მას აქვს მომხვდურ მოწინააღმდეგეზე მეტი შესაძლებლობა განახორციელოს მოულოდნელი დარტყმები. ამიტომ, როგორც ჩანს მეფე ერეკლეს მოქმედებები უმეტეს შემთხვევაში ამ პრინციპებზე იყო დამყარებული.

მან მოახერხა გაეტარებინა რიგი რეფორმებისა, რომლებიც უკეთ უზრუნველყოფდა აღმოსავლეთ საქართველოს ჯარის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა სამხედრო მრეწველობის აღორძინება, რაც გამოიხატა შეიარაღებისთვის საჭირო სამთამადნო მრეწველობის განვითარებით. სწორედ მის საფუძველზე შეიქმნა თბილისში ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა, მოგვარდა დენთის წარმოება, ჩამოყალიბდა სადროშოების ორგანიზებული სტრუქტურა თავიანთი სარდლებით, სამდევროებით, ყარაულით და სადაზვერვო სისტემით, რომლებიც სქემაზეა მოცემული.

ერეკლე II-ს მოღვაწეობას სახელი ჰქონდა განთქმული მთელ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაშიც კი. ცნობილია სხვადასხვა შეფასებები უცხოელებისა ერეკლე II-ის შესახებ. მას რამდენიმე ათწლეულის მანძილზე თვლიდნენ იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს პიროვნებად. პარიზში 1754 წელს გამოიცა წიგნი ერეკლე II-ის შესახებ. მასში 151-155 გვერდებზე მოთხრობილია „სპარსეთისა და საქართველოს მდგომარეობა მიმდინარე 1753 წელს“, რომლის ავტორი ფრანგი კომერსანტი პეისონელია (118, 4). იგი აღნიშნავდა მეფის იშვიათ სიდარბაისლეს, გონიერებას, მხნეობას და სამართლიანობას, მის წარმატებებს. შვედი ოფიცერი – გუსტავ Fფერდინანდ გილლენრამი ერთ-ერთი პირველთაგანი ყოფილა, რომელმაც 1753 წელში მეფე ერეკლეს მხედართმთავრული მოღვაწეობის შესახებ დაწერა (131, 6). გერმანელმა მწერალმა გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგმა მეფეს პიესა-კომედია მიუძღვნა: „მინა ფონ ბარნჰელმი ანუ ჯარისკაცის ბედნიერება“, რომელიც პირველად ქ. ჰამბურგის თეატრში 1776 წელს დაიდგა. ლესინგი მაღალ შეფასებას აძლევს ერეკლეს სამხედრო ნიჭს და მის გამარჯვებებს (118, 7). გამოჩენილ მხედართმთავარს პრუსიის მეფე ფრიდრიხ II უთქვამს: „ევროპაში მე ვარ პირველი, აზიაში – ერეკლეო“ (118, 6). აღნიშნული ითქვა თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ ერეკლეს მხედართმთავრულ მოღვწეობას რომ იცნობდნენ სხვადასხვა საბუთებითაც მტკიცდება. სომხური ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოღვაწე იოსებ ემინი 1758 წელს მეფეს ლონდონიდან სწერდა: „შენი სახელი ინდოეთში გავიგონე, მაგრამ მხოლოდ ინგლისში გავიგე შენი გამარჯვების ამბავი“. შემდეგ ემინს საჭიროდ მიუჩნევია პირადად ეხილა მეფე. ის მეტად საინტერესო ცნობებს იძლევა ამ შეხვედრაზე: ,,ერეკლე მეფე მომცრო სიმაღლის მამაკაცია, მის შავგვრემან სახეს ხან მწვანე, ხან ყვითელი ელფერი დაჰკრავს; მას კარგი აღნაგობა აქვს, ის ძლიერია სულითაც და სხეულითაც. მასთან საუბარი ისევე სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელი იყო, როგორც განსწავლულ ინგლისელ ჯელტმენთან საუბარია. მოკლებულია ყოველგვარ ამპარტავნობას, ძალდატანებასა და ქედმაღლობას, ესოდენ ჩვეულებრივს სხვა აზიელი ხელმწიფისათვის; ის დიდ გონებამახვილობას ამჟღავნებდა და არასდროს არ ტრაბახობდა; მისი ხმა ისეთი მელოდიური იყო, რომ ანგელოზის ხმა გეგონებოდათ» (126, 115). თუ კი ქართველი მემატიანეების დახასიათებას დავუმატებთ ზემოთ მოყვანილ ცნობებს, ნათელი წარმოსადგენია ერეკლე II-ის პიროვნება. ზოგიერთი ცნობები მეფის შესახებ შეიძლება მართლაც გადაჭარბებულია, მაგრამ მათი ობიექტურად გაგება კარგად აქვს გაანალიზებული პროფესორ დ. შველიძეს ნაშრომში „ევროპული ცნობები ერეკლე მეორის შესახებ“ (131).

საბრძოლო ვითარებაში მეფის მოქმედების ერთ-ერთი პრინციპი მოწინააღმდეგისთვის თავდასხმის დასწრება იყო. ამიტომ, როგორც ბრძოლის დასაწყისში, ისე მიმდინარეობისას აქტიურობას იჩენდა და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებებსაც აღწევდა. გამარჯვება კი, როგორც მოგეხსენებათ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერეკლე II-ის სიმამაცესა და სამხედრო გამჭრიახობაზე მიუთითებს ერთი ასეთი მაგალითი: გორიდან წამოსული მეფე ოცი ცხენოსნით საჩქაროდ თბილისში უნდა ჩამოსულიყო. როდესაც ავჭალას დაუახლოვდნენ, ორი სადროშოს ლეკის ლაშქარი ტყიდან გამოვიდა და მუხანათურად თავდასხმას ლამობდა. მეფეს თან ახლდნენ შვილი ლევანი და ოთხი თავადიშვილი: ბარათაშვილი, ანდრონიკაშვილი, მაჩაბელი, ორბელიანი, რომლებიც მეფის გადმოცემით ძლიერი მებრძოლები ყოფილან. ერეკლე II შეჩერებულა და უკითხავს მათთვის, რა ვქნათო. ზოგს რა უთქვამს, ზოგს რა. მეფემ მხლებლებს თოფებიდან წამალი დააცლევინა და მისივე ამალით მტერს შუა განლაგებაში ხმალდახმალ ეკვეთა. შეტაკებისთანავე წინ მყოფი ლეკთა რაზმი განადგურდა და დანარჩენები უკუიქცნენ. ბევრმა ტყეში გაქცევით უშველა თავს, ზოგი დახოცეს, ზოგიც ტყვედ წამოიყვანეს . . .(146, 22).

ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერეკლე II ოცკაციანი ცხენოსანი ჯგუფით მინიმუმ რვამაგი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეს შეებრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ლეკთა რვამაგი უპირატესობა მტკიცდება იმით, რომ თუ ჯამბაკურ-ორბელიანის სიტყვებს დავიმოწმებთ: „რა გლდანისა მხარეს გავიდნენ, იქ ექუსასი ლეკი დაინახეს ავჭალაზე მომავალი ექუსის ბაირახით (დროშით)“. ასევე თუ ლეკების ლაშქრის შემადგენლობას გავეცნობით, ნათელი გახდება, რომ ერთი დროშაში სავარაუდოდ 80-100-მდე კაცი იქნებოდა გაერთიანებული, ე.ი. მიახლოებით ასეულამდე. მოწინააღმდეგის ტაქტიკიდან გამომდინარე, ლეკთა რაზმები სხვადასხვა მიმართულებით დაიქსაქსებოდნენ. ამიტომ მეფის ამალასთან შემთხვევით შეხვედრილი მოწინააღმდეგის რაოდენობა, სავარაუდოდ, 120-160-მდე კაცს შეადგენდა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ გადაწყვიტა მეფემ ბრძოლაში ჩაბმა დიდი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგესთან? ერეკლე მეფემ ლეკებს მრავალი მარცხი აგემა ადრინდელ ბრძოლებში. რაც მთავარია, კარგად ჰქონდა შესწავლილი მოწინააღმდეგის მოქმედებანი, შეიარაღება და მისი მორალურ-ფსიქოლოგიური ხასიათი. ამიტომ, ყველაფერი ეს, ხელს უწყობდა, როგორც სარდალს, მიეღო სწორი გადაწყვეტილება. ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწორად განსაზღვრა მთლიანად უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებას. მოყვანილი მაგალითი მოწმობს იმ გარემოებასაც, თუ რა დონეზე ჰქონდათ ქართველ მებრძოლებს ათვისებული ინდივიდუალური ხელჩართული ორთაბრძოლების ტექნიკა, აგრეთვე სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენების ხელოვნება. Mმეფე, შექმნილ რთულ ვითარებაში მუდამ უნერგავდა მებრძოლებს გამარჯვების რწმენას. მიღებული გადაწყვეტილება მეთაურმა ხელქვეითების სულში უნდა ჩადოს. ყოველივე ამას ერეკლე II თავს კარგად ართმევდა ბრძოლის წინ ლაშქართან მჭერმეტყველური სიტყვით მიმართვისას.

მეთაურმა ბრძოლის დაწყებამდე მიღებული ჩანაფიქრი, რომ რეალობად აქციოს, აუცილებელია მათი დამაკავშირებელი ელემენტის მოძებნა, რომელსაც მოქმედება ჰქვია. მოქმედებას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს და იგი შაბლონურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ერეკლეს მიერ წარმოებულ ბრძოლებში სწორედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გამარჯვებისა იყო არასტანდარტულად (ტაქტიკაში დადგენილი, ადმკვიდრებული წესის საპირისპირო მოქმედება) საბრძოლო მოქმედებების ჩატარება, რაც ხელს უწყობდა ჩანაფიქრის რეალობად გადაქცევას. იგი არა მარტო თვითონ სწავლობდა, არამედ სადროშოების სარდლებსა და სამდევროების უფროსებს ასწავლიდა ამ ხერხს, მათ დამოუკიდებლად სხვადასხვა ტაქტიკური ხრიკის გამოყენებისაკენ მოუწოდებდა. მეფე მცირე ძალებითა და დანაკარგებით ახერხებდა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის დამარცხებს. მოკლე დროში ჩატარებული ბრძოლებით გამარჯვებას აღწევდა და სწორედ ამაში მდგომარეობს სარდლის დიდი ღირსება. ყოველივე ეს განსაკუთრებით საჭირო იყო და არის ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ერეკლე მეფის ერთ-ერთ ამოცანას ბრძოლაში მოწინააღმდეგის ლაშქრის მეთაურთა განადგურება წარმოადგენდა, რა თქმა უნდა შესაბამისი ვითარების დროს. დღევანდელი შეფასებით იგი ცდილობდა მართვის სისტემის მოშლას, რომელზეც მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ეფექტურად წარმართვა. ნაწილობრივ ამიტომ იყო, რომ მან თავად მოკლა არაგვთან მალაჩი, ყირბულახში ერთ-ერთი სარდალი და ასპინძაში-კოხტა ბელადი.

არასტანდარტული ტიპის მოქმედებად უნდა ჩაითვალოს ყვარლის ციხესთან ბრძოლა, რომლის მსგავსი იშვიათია სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. მეფემ შეაფასა მოწინააღმდეგისა და საკუთარი ძალების თანაფარდობა. არსებული ვითარების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების გამოყენებით ციხეში ტყვია-წამალი შეაგზავნა. პარალელურად ქიზიყელთა ცხენოსანი ლაშქარი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასარბევად გაგზავნა. აღნიშნულმა მოქმედებამ ბრძოლაში წარმატება განაპირობა.

როდესაც პიროვნება ეცნობა ერეკლე II-ის მხედართმთავრულ ცხოვრებას, შესაძლებელია, დაებადოს შეკითხვა: საიდან შეისწავლა მან სამხედრო ხელოვნება? მის საპასუხოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სახელოვანმა სარდალმა გამოცდილება მათ მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიიღო, სანამ დიდების მწვერვალს მიაღწევდნენ. იგი საბრძოლო მოქმედებებს შაბლონურად არ წარმართავდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. სამხედრო ხელოვნების პრინციპებს სხვადასხვა სახით იყენებდა. მოქმედებდა შექმნილი ვითარების შესაბამისად. იგი ხან თავდაცვაში მოქმედებდა და ხან კონტრიერიშზე გადადიოდა. მოწინააღმდეგის მოგერიებით ბრძოლის წარმართვას მეფე იმ შემთხვევაში მიმართავდა, თუ კი ამას მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვნობა და არსებული მდგომარეობა მოითხოვდა. მაგ: ასპინძის ბრძოლის დროს ლაშქარი მაღლობებზე მოათავსა, პირველად შეტევა არ დაუწყია, შექმნილ ვითარებას უწევდა ანგარიშს და ამიტომ პოზიციურ თავდაცვას მიმართა. მან კარგად იცოდა, რომ მოხერხებული საომარი ადგილი მეტად საჭირო იყო გამარჯვებისათვის. როცა მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანი იყო, ადგილმდებარეობის შერჩევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ასეთი სახის საბრძოლო ოპერაციას კრწანისის ბრძოლის დროსაც მიმართა და რომ არა ღალატი, ბრძოლის ჩანაფიქრს წარმატება ხვდებოდა წილად.

დანარჩენი მოქმედებები შეტევით ხასიათისა იყო.Aმის მტკიცებულებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ბრძოლები, რაც ძირითადად ლეკთა მოულოდნელი შემოსევებით იყო განპირობებული. ეს უკანასკნელნი თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთის სოფლებს, ნაძარცვითა და ტყვეებით სწრაფად ბრუნდებოდნენ უკან. თუკი ტყეში შეასწრებდნენ ქართველებს, მათთან ბრძოლა უჭირდათ, რაც მეფეს კარგად ჰქონდა გათვალისწინებული. ამიტომ სამეფოს ტერიტორიაზე მათთან შებრძოლება, ინფორმაციის მიღებასა და მტრის უკან დასახევი გზების სწრაფად გადაკეტვაზე და სწრაფად განადგურებაზე იყო დამოკიდებული.

როდესაც ერეკლე მეფის წარმატებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ხაზგასმით არ ავღნიშნოთ მისი ენერგია და ნებისყოფა. სავარაუდოდ დასვენებისთვის ოთხი-ხუთი საათი ჰყოფნიდა, დანარჩენ დროს სახელმწიფო საქმეებს ახმარდა. მას ხშირად საუზმის შეწყვეტა უხდებოდა, რათა სხვადასხვა მხრიდან მომხვდური ლეკების მოთარეშე რაზმები გაერეკა, რომელნიც სადილობის დროს დიღომში ჩნდებოდნენ, ხოლო ვახშმობის დროს ტაბახმელაში (127, 54).

მისი მხედრული ნიჭი იმაში გამოვლინდა, რომ მას შეეძლო ბრძოლის დროს არახელსაყრელი სიტუაციიდან გამოსვლა, მებრძოლთა მასის გაერთიანება და მათი მოქმედებების მიმართვა იქით, საითაც შექმნილი ვითარება მოითხოვდა. ხშირ შემთხვევაში ბრძოლის წინ მეფე მებრძოლებს განსაკუთრებული სიტყვით მიმართავდა, რომელიც მათში პატრიოტიზმს აღვივებდა. Eეს ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ნებისმიერი რანგის ოფიცრის საბრძოლო მუშაობისა. საფრანგეთის მარშალი ფერდინანდ ფოში ამბობდა „რწმენა გამარჯვებისადმი, უცილობელი პირობაა, რომელიც ყველა ჯარისკაცის მოვალეობაა. აგრეთვე გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც მეთაურმა უნდა ჩადოს ხელქვეითების სულში“ (122, 8). სარდალს უნდა შეეძლოს მჭერმეტყველება, სადაც მხოლოდ ჭეშმარიტება აისახება. ეს კი ყველაფერთან ერთად მას დიდად უწყობს ხელს მოწინააღმდეგეზე გამარჯვებაში, ასეთი ფაქტები მრავლადაა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში.

ერეკლე II-ს, როგორც სარდალს, წინასწარ ჰქონდა შემუშავებული სავარაუდო სამხედრო მოქმედებების გეგმა, რომელსაც ვითარების ანალიზის საფუძველზე ადგენდა. ამის დამადასტურებელია 1768 წელს დაწყებული რუსეთ- ოსმალეთის ომში მონაწილეობაზე დათანხმება. ერეკლემ სამხედრო საბჭოს საუკეთესო საბრძოლო მოქმედებების გეგმა წარუდგინა. მეფეს, რომ მაშველი ჯარები მოსვლოდა პროვინციებიდან და რუსეთს მხარი დაეჭირა, ეს გეგმაც სისრულეში იქნებოდა მოყვანილი და ოსმალთა ლაშქარი ერთიანად განადგურდებოდა საქართველოს მიწაზე.

მეფე ხშირად იყენებდა სამხედრო ეშმაკობას, რაც ნიჭიერი სარდლისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ ხერხს ლეკებისა თუ სხვა მომხვდურის წინააღმდეგ დროულად იყენებდა და შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.

განსაკუთრებით სამაგალითოა ყირხბულახში ბრძოლა აზატ-ხანის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში სამხედრო ხერხიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ დააქვეითა ცხენოსანი ჯარი და მტერს თავისი უძლურება მოაჩვენა. დაქვეითებული მებრძოლები ძნელი შესამჩნევი იყვნენ და მტერთან მიახლოება უფრო გაადვილებული იყო. შექმნილმა გარემოებამ მოწინააღმდეგე მოადუნა და გაათამამა. ხაზგასასმელია, რომ ჩამოქვეითებული ცეცხლის წარმართვა ბევრად უფრო ზუსტია ვიდრე ამხედრებულისა. ამიტომ მეფისა და მებრძოლთა მიერ ცეცხლის უეცარმა გახსნამ, შემდეგ ცხენოსნებით მოულოდნელად განხორციელებულმა იერიშმა ალყის გარღვევა, მართვის მოშლა და მტრის დამარცხება განაპირობა.

ერეკლემ კარგად იცოდა მოწინააღმდეგის სუსტი და ძლიერი მხარეები, მისი ფსიქოლოგია და ამიტომაც მეტწილად იმარჯვებდა. ამას მოწმობს ყვარლისა და ასპინძის ბრძოლები. იგი საკუთარ თავზე იღებდა მოქმედების ინიციატივას და მოწინააღმდეგეს ჩაითრევდა ბრძოლაში მისთვის ხელსაყრელ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა წინააღმდეგ ყოველთვის მრავალრიცხოვანი ჯარები იბრძოდნენ, ნაწილს მოწინააღმდეგის ჯარისას მაყურებლის მდგომარეობაში ტოვებდა, იმ დროს როდესაც თავისი მცირერიცხოვანი ლაშქრით ერთიანად ბრძოლაში იყო ჩაბმული. ამას მოწმობს ყვარლისა და ასპინძის ბრძოლები.

ერეკლე II საბრძოლო მოქმედებების წარმართვისას იყენებდა სამხედრო ხელოვნების პრინციპებს ტაქტიკური თვალსაზრისით, რომლებიც წარსულ ბრძოლებში მრავალჯერ ნაცადი იყო. სამხედრო ხელოვნების პრინციპები - ეს არის ძირითადი იდეების ერთობლიობა ან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ბრძოლის, ოპერაციის, ომის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის (167, 158). არსებული პრინციპები წარმოადგენენ მყარ საფუძველს, რათა მეთაურმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. აღნიშნული უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებით დამთავრებას.

მეფის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული იყო შემდეგი სახის სამხედრო ხელოვნების პრინციპები:

– ძალების თავმოყრა ძირითადი დარტყმის მიმართულებაზე;

– მოწინააღმდეგის სუსტ მხარეზე დარტყმის განხორციელება;

– სპეციალურ მოქმედებებზე დაყრდნობით მოულოდნელობის პრინციპის გამოყენება;

– მარშისა და ტაქტიკური მარშის მოკლე დროში განხორციელება, მოწინააღმდეგესთან ხელსაყრელი მდგომარეობის დასაკავებლად;

– ძალთა მაქსიმალური დაძაბვა და რიცხობრივი უმცირესობით გამარჯვება;

– ადგილმდებარეობის ხასიათის გათვალისწინებით მოწინააღმდეგის მანევრირების შეზღუდვა;

– ძალების არათანაბარი განაწილება;

– სამხედრო ეშმაკობით დაპირისპირებული ძალის შეცდომაში შეყვანა.

აღნიშნული პრინციპების ცოდნა დიდად უწყობს ხელს მეთაურის მოქნილ აზროვნებას და შექმნილ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ბრძოლის მსვლელობისას გონივრული ინიციატივის წარმოჩენას, რაც კარგად ჰქონდა მეფეს გაცნობიერებული.Aამიტომ შექმნილ რთულ ვითარებაში მათი გამოყენებით სასურველ შედეგს აღწევდა. Aამგვარად, სამხედრო ხელოვნების პრინციპების ღირებულება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათი გამოყენების ხელოვნებაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს სამხედრო საქმის სიძნელე. წინასწარ განსაზღვრული პრინციპი მომავალი საბრძოლო მოქმედებისა მზა რეკომენდაციის სახით არ უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შაბლონურ ხასიათს მიიღებდა. ერეკლე II-ის მხედრული ღირსება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ იგი ძირითადად არასტანდარტული ტიპის საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაში იყენებდა სამხედრო ხელოვნების პრინციპებს.

ქსენია სიხარულიძის წიგნში „ქართველი ხალხის ბრძოლა სამშობლოსათვის ერეკლე II - ის ხელმძღვანელობით“, მოცემულია მოძიებული მასალები ე. თაყაიშვილის, ა. შანიძის, პ. უმიკაშვილის, მ. ჯავახიშვილის და სხვათა მიერ, რომელიც ერეკლე II-ისა და მასთან მებრძოლი გმირების მოღვაწეობას უკავშირდება. მათი ცნობები დამადასტურებელია იმ ფაქტებისა, რაც მეფისა და ქართველი ხალხის სამშობლოსადმი უანგარო სამსახურზე მეტყველებს XVIII ს-ში. ესენია: ხიმიკაური, ლოხაური, გუგუაშვილი, კოტორაშვილი, ივანეური, გულანელი, ჯამშაიძე, წოწკოლაური, საღირაშვილი, მახათაძე, თემურაშვილი, ჯანიკაური; გმირი ქალები: თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი, მაია წყნეთელი და მეფის შვილი ლევანი, ბოლოს, 300 არაგველი და მრავალი სხვანი (105), რომელთა თავგანწირულმა ბრძოლებმა საქართველო იხსნა უცხოელი დამპყრობლებისაგან და შემოგვინახა „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვენისთანა ქვეყნის არსებობისა და განვითარებისათვის. ერეკლე II 1798 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა, დაკრძალულია სვეტიცხოველში.

პიროვნების სულიერი და ზნეობრივი სახე უფრო სრულად მამულისა და ერისადმი მის დამოკიდებულებაში ვლინდება. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჩვენგანის მიერ განვლილი გზაც ამ ინტერესების სფეროს არ უნდა სცილდებოდეს. სამხედრო თვალსაზრისით, წინაპართა ღირსეული ტრადიციების გათავისება და შენარჩუნება, შეძლებისდაგვარად სამხედრო მოსამსახურის კეთილსინდისიერ და გონივრულ მოღვაწეობაში უნდა აისახოს.

ერეკლე II, თუ კი სამხედრო თეორეტიკოსის, სუნ ძის სიტყვებს მოვიშველიებთ, „მოქმედებდა ვითარების შესაბამისად“ (91). მას ჰქონდა სარდლისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანთვისება, ინტუიცია, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებში აისახებოდა.

ქართველ მხედართმთავართა ისტორია მხოლოდ არქივებსა და ბიბლიოთეკებში არ უნდა იყოს შემონახული.Aაწმყო უნდა გაიჟღინთოს წარსულით, ანდა გააჩნდეს განვლილის სწორად გაანალიზების უნარი. ისტორია ალბათ მაშინ, მოახდენს ჩვენზე და შთამომავლობაზე შესაბამის ზეგავლენას. ომის, ბრძოლის მოგება ეროვნული ძალისხმევის განსაზღვრის ფორმულაში შემდეგნაირად გამოიხატება: (ეკონომიკა + სამხედრო ძალა + სახელმწიფო სტრატეგია) × ერის ნებაზე = გამარჯვებას.

ფორმულის თითოეული ელემენტის გონივრულად და ხარისხიანად გამოყენება სახელმწიფოს მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმატებით დამთავრებას უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ერეკლე II-ს, როგორც მხედართმთავარს საპატიო ადგილი უნდა მიეკუთვნოს ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიაში.

6 დ ა ს კ ვ ნ ა

▲ზევით დაბრუნება


ამგვარად, დისერტაციაში აღნიშნული მასალების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

1. მეფე ერეკლე II-მ ობიექტურად შეაფასა თავისი სამეფოს ფეოდალური ჩამორჩენილობა, რომლის დაძლევის მიზნით მიზანმიმართულად განახორციელა სახელმწიფო-ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმები;

2. მეფის ხელისუფლების გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის მან გააუქმა ზოგიერთი ძლიერი საერისთავო და სახანო, რომლებიც უშუალოდ დაუქვემდებარა სახელმწიფო მმართველობის აპარატს. მან ტერიტორიები დაჰყო უფრო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად – სამოურავოებად, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ცენტრალური მმართველობა;

3. გაატარა სამხედრო რეფორმები. ცვლილებები განხორციელდა სადროშოების სისტემაში. ახლებურად განისაზღვრა სარდლების და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების ფუნქცია-მოვალეობები. მოვალეობების ერთმანეთისაგან გამიჯვნამ თითქმის ყველა იერარქიულ საფეხურზე უფრო მოქნილი გახადა ხელქვეითთა მართვა, ხელი შეუწყო ლაშქრის დროულად მობილიზაციასა და შეკრებას;

4. მეფის განკარგულებით, სადროშოებსა და სამოურავოებში შეიქმნა სამდევროები, მოყარაულეთა ჯგუფები. გაუმჯობესდა ყარაულის ფუნქციონირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სადაზვერვო სისტემის ფუნქციონირებაში;

5. ფეოდალური ჯარის დრომოჭმულობისა და ჩამორჩენილობის დასაძლევად პირველად წარმატებით განახორციელა მუდმივი ჯარის ნაირსახეობის ,,მორიგე ლაშქრის» შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ასე განხორციელდა: თავდაპირველად – „ნოქარი“, XVIII საუკუნის 50-იანი წლების შუახანებში – „მორიგე“ ჯარი, რომლის განახლებაც იმავე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა;

6. სამხედრო რეფორმის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენდა საეკლესიო ჯარის თვისებრივად განახლება. ჯარის ეს სახეობა (საეკლესიო) თავისი სარდლით მეფის სადროშო ერთეულთან ერთად გამოდიოდა;

7. წესდებების, დარიგებებისა და ინსტრუქციების სახით ითარგმნა სხვადასხვა სამხედრო წიგნი, რამაც დიდი როლი შეასრულა „მორიგე ჯარის“ გაწვრთნასა და ფუნქციონირებაში;

8. ჯარში გასაწვევი კონტინგენტის სრული მობილიზაციის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. ამის საფუძველზე სადროშოებს ზუსტად განესაზღვრათ ჯარში გასაგზავნი (გასაწვევი) კონტინგენტის რაოდენობა. სამხედრო სამსახურზე თავის არიდების, დამალვის თავიდან აცილების მიზნით გამოიცა სპეციალური ბრძანებები ყველა კატეგორიის ხელმძღვანელისადმი;

9. ლაშქრის ორგანიზაციულ სტრუქტურად დაყოფამ (ათასეული, ხუთასეული, ასეული და სხვ.) ჯარი უფრო მობილური, მართვადი და, რაც მთავარია დანიშნულებისამებრ გამოყენებადი გახადა;

10. დისციპლინის განმტკიცება იმდროინდელი (ახლად შექმნილი) წესდებებისა და ინსტრუქციების მიხედვით ხდებოდა. მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად შეიქმნა ე.წ. სამხედრო კანცელარია;

11. ჯარის მართვისა და კონტროლის ხარისხის ასამაღლებლად შემოღებულ იქნა რიგი თანამდებობები: მინბაში – ათასისთავი, ფონსადბაში - ხუთასისთავი, უზბაში – ასისთავი, თოფჩიბაში – მეზარბაზნეთა უფროსი და სხვა. სამხედრო წოდებები კაპრალი, სერჟანტი, უნტერ-ოფიცერი, ოფიცერი, არტილერიის კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი;

12. ერეკლე II-მ ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მადნის საბადოების დამუშავებით განავითარა სამთამადნო წარმოება, რამაც თავის მხრივ, საქართველოში გააუმჯობესა სამხედრო მრეწველობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა;

13. სამხედრო მრეწველობის შექმნამ ხელი შეუწყო საარტილერიო საქმისა და სწავლების განვითარებას. ზარბაზნების, ზამბულაკების, თოფების, ხელყუმბარების წარმოებით შესაძლებელი გახდა ქართლ-კახეთის სამეფოს ჯარის აღიჭურვა. ამაღლდა მისი ბრძოლისუნარიანობა;

14. ქვეყანაში განხორციელდა საარტილერიო და სხვა სამხედრო სპეციალისტების მოზიდვა და ეროვნული სამხედრო კადრების აღზრდა-მომზადება. წესდებების, ინსტრუქციების, აგრეთვე შესაბამისი სხვა დოკუმენტების ქართულად თარგმნა და ახლის შექმნა;

15. ერეკლეს მეფობის პერიოდში, მისი სამხედრო რეფორმის შედეგად, ქართული ჯარი შედგებოდა ქვეითების, ცხენოსნებისა და არტილერისტებისაგან, რომელთაგან საუკეთესო ნაწილს ცხენოსანი ჯარი წარმოადგენდა;

16. ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელდა ციხეებისა და გალავნების მასობრივი შეკეთება, ახლების აგება და საფორტიფიკაციო ნაგებობების კომპლექსურად შექმნა;

17. ფანა ხანთან ბრძოლისას ერეკლემ მოწინააღმდეგეს თავს მოახვია ბრძოლის საკუთარი გეგმა, მას დააკარგვინა ინიციატივა. მტრის ტაქტიკურად ხელსაყრელ პოზიციებზე ყოფნის მიუხედავად, ქართველთა ლაშქრის ავანგარდის უძლიერესი იერიშის გამო მოწინააღმდეგე უკუიქცა. გამოიკვეთა ერეკლეს, როგორც მთავარსარდლის ფსიქოლოგიური ფაქტორი. მტრის უკან დახევისთანავე მეფემ დროულად ჩართო ბრძოლაში მთავარი ძალები. გაანავითარა მოპოვებული წარმატება, განახორციელა დევნა და ძლიერი იერიშებით გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა მას. ამ ბრძოლაში გამოვლინდა ქართველთა ფიზიკური გამძლეობა და ხელჩართული საბრძოლო ხელოვნების მაღალი დონე;

18. ყირბულახში ბრძოლისას ერეკლემ კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგის მიერ დაშვებული შეცდომა. ალყაში მოხვედრის მიუხედავად მან დროულად მოახდინა ძალთა გადაჯგუფება. გარღვევის მიმართულების სწორად შერჩევის, მოულოდნელობის ფაქტორისა და რეზერვის ეფექტურად გამოყენებით შეძლო მტრის ექვსჯერ აღმატებული ძალების დამარცხება;

19. ალყაშემორტყმულ მჭადიჯვრის ციხეში მეფემ კარგად გაართვა თავი ციხის მომარაგების (ლოგისტიკური) უზრუნველყოფის ორგანიზებას. ამ გზით ციხის გარნიზონმა ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა. ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტურად გამოყენებამ, საბრძოლო შემართებამ, შეთანხმებულმა (სინქრონიზებულმა) მოქმედებებმა და მიზანსწრაფულმა შეტევამ უზრუნველყო მრავალრიცხოვან მტერზე გამარჯვება;

20. ყვარლის ციხესთან ბრძოლისას მეფე-სარდალმა გამოიყენა: სამობილიზაციო ღონისძიებები, მჭადიჯვრის ბრძოლის გამოცდილება, ალყის გამრღვევი ჯგუფის კოორდინაცია, ტაქტიკური შენიღბვის ღონისძიებები. მოწინააღმდეგის საბრძოლო მომზადების დონის ცოდნამ, დარტყმების მიმართულებათა სწორად განსაზღვრამ მრავალრიცხოვანი კოალიციური მოწინააღმდეგის ძალების დამარცხება განაპირობა;

21. ერეკლე მეორის მიერ რუსეთის-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში ჩაბმა მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის ოსმალებისაგან განთავისუფლებას. მის მიერ შემუშავებული სამხედრო-სტრატეგიული გეგმის განხორციელება, შესაძლებელი იყო. ასპინძის ბრძოლა რამდენიმე ეტაპიანი თავდაცვითი სახის საბრძოლო ოპერაცია იყო, რომელშიც გამოვლინდა სამხედრო ხელოვნების ძირითადი პრინციპები;

22. ერეკლე მეფის მხედართმთავრულ ღირსებათა შორის უნდა აღინიშნოს შექმნილი გარემოების მიხედვით სწრაფად და გონივრულად მოქმედება. იგი მიმართავდა ტაქტიკურ მოქმედებათა არასტანდარტულობას. ბრძოლის საკუთარ გეგმას თავს ახვევდა მოწინააღმდეგეს, პასიურ მდგომარეობაში აყენებდა და ხელიდან აცლიდა ინიციატივის გამოყენების შესაძლებლობას;

23. ერეკლემ, როგორც მთავარსარდალმა, შესანიშნავად იცოდა სამხედრო ხელოვნების ძირითადი პრინციპები: ძალთა არათანაბარი განაწილება, ადგილმდებარეობის თვისებების გამოყენება, დარტყმების მთავარი და დამხმარე მიმართულებების განსაზღვრა, ბრძოლის უზრუნველყოფის სახეებისა და მანევრის ფართო გამოყენება, და, რაც მთავარია მათში მოულოდნელობის ფაქტორის გათვალისწინება;

24. მეფის მიერ ჩატარებული ბრძოლები ცხადყოფენ, რომ იგი თანაბრად ძლიერი იყო როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ბრძოლების წარმოებაში. ტაქტიკური მოქმედებების ასეთი ფორმები მეფე ერეკლემ განავითარა და თითქმის სრულყოფილებამდე მიიყვანა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერეკლე II-მ თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს სამხედრო ხელოვნების განვითარებაში;

25. სამხედრო-პოლიტიკური აზროვნებით, ჩატარებული ბრძოლების რაოდენობით, ხარისხითა და მასშტაბებით ერეკლე II იყო შესანიშნავი სარდალი და ბრწყინვალე ტაქტიკოსი.

7 სქემები

▲ზევით დაბრუნება


7.1 სქემა №1

▲ზევით დაბრუნება


ერეკლე II-ის დროინდელი სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემისა და შეტყობინების სქემა (ვარიანტი)

7.2 სქემა №2

▲ზევით დაბრუნება


XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა (ვარიანტი)

7.3 სქემა №3

▲ზევით დაბრუნება


ყირბულახის ბრძოლა 1751 წ. (ვარიანტი)

7.4 სქემა №4

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა მჭადიჯვართან 1754 წ. (ვარიანტი)

7.5 სქემა №5

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა ყვარლის ციხისათვის 1755 წ. (ვარიანტი)

7.6 სქემა №6

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა აწყურის მიდამოებში 1770 წ. (ვარიანტი)

7.7 სქემა №7

▲ზევით დაბრუნება


ასპინძის ბრძოლა 1770 წ. 20 აპრილი (ვარიანტი)

7.8 სქემა №8

▲ზევით დაბრუნება


საკორდონო სტრატეგია XVIII ს-ში (ვარიანტი)

7.9 სქემა №9

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთ ევროპის ჯარების საბრძოლო წყობა XVIII ს-ში (ვარიანტი)

7.10 სქემა №10

▲ზევით დაბრუნება


პრუსიის არმიის ირიბი საბრძოლო წყობა XVIII ს-ში (ვარიანტი)

7.11 სქემა №11

▲ზევით დაბრუნება


აზიის ჯარების საბრძოლო წყობა XVIII ს-ში  (ვარიანტი)

8 დანართები

▲ზევით დაბრუნება


8.1 დანართი №1

▲ზევით დაბრუნება


ნახაზი – ბრძოლის პარამეტრების ანგარიშის ალგორითმი.

8.2 დანართი №2

▲ზევით დაბრუნება


ყირბულახის ბრძოლის რაოდენობრივი ანალიზი.

 CLS
x0 = 2500
y0 = 2500
x = x0
y = y0
x1 = 500
x2 = 500
x3 = 500
x4 = 500
xt = 500
y1 = 2600
a0 = .005
k = 3.5
LPRINT "pirveli brdzola"
10 x2m = x2 - y1 * a0
y1m = y1 - x2 * k * a0
x2 = x2m
y1 = y1m
IF x2 > 500 * .75 THEN GOTO 10
LPRINT "pirveli setakebisas danakargebi chveni", 500 - x2, "mtris"; 2600 - y1
LPRINT "alkidan gamosvla"
v = (16500 - (2600 - y1)) / 8
u = x1 + x4
v0 = v
u0 = u
20 um = u - a0 * v
vm = v - a0 * 4.5 * u
u = um
v = vm

IF v > v0 * .5 THEN GOTO 20
LPRINT u, v
LPRINT "alkis danakargebia chveni", u0 - u, "mtris", v0 - v
LPRINT "brdzola marjvniv"
umm = 500
vmm = (16500 - (2600 - y1)) / 16
umm0 = umm
vmm0 = vmm
30
ummm = umm - vmm * a0
vmmm = vmm - umm * 4.5 * a0
umm = ummm
vmm = vmmm
IF vmm > vmm0 * .5 THEN GOTO 30
danmu = umm0 - umm
danmv = vmm0 - vmm
LPRINT "marjvniv danakargebi chveni", umm0 - umm, "mteri", vmm0 - vmm
LPRINT "brzola marcxniv"
uc = x2
vc = 2600 / 4
uc0 = uc
vc0 = vc
40
ucm = uc - vc * a0
vcm = vc - uc * a0 * 4.5
uc = ucm
vc = vcm
IF vc > vc0 * .75 THEN GOTO 40
dcch = uc0 - uc
dcm = vc0 - vc
LPRINT "marcxniv danakargebi chveni", dcch, "mteri", dcm
LPRINT "rezervis brdzola"
uz = 500
vz = 2600 / 4
uz0 = uz
vz0 = vz
50 uzm = uz - vz * a0
vzm = vz - uz * a0 * 7
uz = uzm
vz = vzm
IF vz > vz0 * .75 THEN GOTO 50
LPRINT "rezervis brzolisas chveni", uz0 - uz, "mtris", vz0 - vz
LPRINT "devna"
FOR ud = 100 TO 200 STEP 10
FOR vd = 100 TO ud STEP 10
ud0 = ud
vd0 = vd
60
udm = ud - a0 * vd
vdm = vd - a0 * 7 * ud
ud = udm
vd = vdm
LPRINT ud, vd
INPUT l
IF vd > vd0 * .9 THEN GOTO 60
LPRINT ud0 - ud, vd0 - vd
NEXT vd
INPUT l
NEXT ud
END 

9 დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


 

საარქივო მასალები:

 

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (სცსა)

 

1. სცსა, ფ. 226, საბ. №9213

2. სცსა, ფ. 226, საბ. №420

3. სცსა, ფ. 226, საბ. №5692, 3993

4. სცსა, ფ. 226, საბ. №1381,

5. სცსა, ფ. 226, საბ. №2857

6. სცსა, ფ. 226, საბ. №5124, №5125, №2616, №8719

7. სცსა, ფ. 227, საბ. №29

8. სცსა, ფ. 229, საბ. №15

9. სცსა, ფ. 229, საბ. №16

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც)

 

10. ხეც. ფ. Ad საბ. №281

11. ხეც. ფ. Ad საბ. №250

12. ხეც. ფ. Ad საბ. №1360

13. ხეც. ფ. Ad საბ. №594

.14. ხეც. ფ. Ad საბ. №11052

15. ხეც. ფ. შ, საბ. იე-78

16. ხეც. ფ. შ, საბ. №167

17. ხეც. ფ. Hd საბ. №2994

18. ხეც. ფ. Hd საბ. №576

19. ხეც. ფ. დ საბ. №3843

20. ხეც. ფ. საბ. №13714

21. ხეც. ფ. Hd საბ. №2492

22. ხეც. ფ. Hd საბ. №1152, 14066

23. ხეც. ფ. Hd საბ. №1536

24. ხეც. ფ. Hd საბ. №2894

25. ხეც. ფ. Qd საბ. №8723

26. ხეც. ფ. Qd საბ. №594 წყაროები:

27. ბაგრატიონი დ., ახალი ისტორია, ბატონიშვილი ბ., ახალი მოთხრობა; გამოსცა თ. ლომოურმა, მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1941 წ.

28. ბაგრატიონი დ., საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, აპ. როგავას რედაქციითა და გამოკვლევით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1959 წ.

29. ბაგრატიონი თ., ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები IV. მეცნიერება, თბ., 1983 წ.

30. ბაგრატიონი ი., კალმასობა, ცისკრის გამოცემა, წიგნი I, თბ., 1869 წ.

31. ბაგრატიონი ი., სჯულდება, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ივ. სურგულაძემ. თბილისის უნივერსიტეტი, თბ., 1957 წ.

32. ბაგრატიონი ი., ,,კალმასობა», ალ. ბარამიძისა და კ. კეკელიძის რედაქციით, ტ. I, სახელგამი, 1936 წ., ტ. II, სახელგამი, 1948 წ.

33. ბატონიშვილი ვ., საქართველოს გეოგრაფია, მ. ჯანაშვილის რედაქციით, მოგზაური, თბილისი 1904 წ.

34. ბატონიშვილი ვ., საქართველოს ცხოვრება, ნაწილი II, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913 წ.

35. ბატონიშვილი ვ., აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისLდა ნ. ბერძენიშვილის რედ., სტალინის სახელობის, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941 წ.

36. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმნითურთ გამოსცა გ. გელაშვილმა, ტ. I, საქ, მეცნ. აკადემია, თბ., 1962 წ.

37. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმნითურთ გამოსცა გ. გელაშვილმა, ტ. II , საქ, მეცნ. აკადემია, თბ., 1964 წ.

38. დოლიძე ი., ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, მეცნიერება, თბ, 1965 წ.

39. დე გრაი დე ფუა – გრაფ ტოტლებენის 1769-1770 წლების ექსპედიცია საქართველოში, თარგმნილი ფრანგულიდან კ. გურულის მიერ, ახალციხის რაიონული გაზეთი „წითელი დროშა“, №108, 114, 117, 118, 1964 წ.

40. თაყაიშვილი ე., საქართველოს სიძველენი, ტ. I, საქ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, თბ., 1941 წ.

41. ორბელიანი პ., საქართველოს ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ნაწ. II, დ. ჩუბინაშვილის რედაქციით, სანკტპეტერბურგი, 1854 წ.

42. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, ზ. ჭიჭინაძის რედაქციით, მეცნიერება, ტფილისი 1913 წ.

43. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის რედაქციით, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1981 წ.

44. ოსმალური დოკუმენტური წყაროები საქართველოსა და ამიერკავკასიის შესახებ XVIII ს., თარგმანი, ა. ველკოვი, ნ. შენგელია, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1989 წ.

45. ცინცაძე ი., ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768-1774 წ. რუსეთ-თურქეთის ომში, მოამბე, ტ. V-VI, სსრკ. მეცნიერებათა აკადემიის საქ. ფილიალი, თბ., 1940 წ.

46. ჭიჭინაძე ზ., ქართველ მეფეთ დროის ქართველ რესპუბლიკანელები და მეფე ერეკლეს წერილები ვენეციის რესპუბლიკური მთავრობის წინაშე, ვარლამ ტყეშელაშვილის გამოცემა, თბ., 1917 წ.

47. ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა მეფის თეიმურაზის ძისა, საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის რედაქციით, ა. კერესელიძის სტამბა, თბ., 1913 წ.

48. ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, ლელა მიქიაშვილის რედაქციით, მეცნიერება, თბ., 1989 წ.

49. Бутков П. - Матерялы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 г,Ч. I, спб. тип. имп. акад. наук, 1869 г.

50. переписка грузинских царей с российскими государями , спб., 1659-1770 г.

51. Цагарели А., Грамоты и другие исторические документы XVIII столетя, отнасящиеся до Грузии, т I-II, спб., 1891-1902г. ლიტერატურა:

52. ალხაზიშვილი ი., ასპინძის ომი, გაზ. „ივერია“, №34, 17 თებერვალი, 1898 წ.

53. ანჩაბაძე გ., სამხედრო ისტორია, ლექციების კურსი, სომა პრეს, თბ., 2002 წ.

54. ანჩაბაძე გ., დღვილავა მ., კუპატაძე ე., მექვაბიშვილი ა., შუბლაძე თ., სამხედრო სწავლება, თავდაც. ეროვნ. აკადემია, თბ. 2000 წ.

55. ასათიანი ნ., კახეთის სამეფო XV-XVI საუკუნეებში, დისერტაცია ისტორიული მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1989 წ.

56. ასპინძის ომის ორასი წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალების თეზისები, 1970 წ. 20 მაისი.

57. ბერძენიშვილი ნ., ჯავახიშვილი ივ., ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, ნაწილი I, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1950 წ;

58. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ნაწილი II, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1965 წ.

59. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ნაწილი. III, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თბ., 1966 წ.

60. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, მნათობი №6, თბ., 1954 წ.

61. ბოცვაძე თ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, მეცნიერება, თბ., 1968 წ.

62. გაბაშვილი ბ., ასპინძის ომი (ლექსი), გაზ. „ივერია“, 1898 წ;

63. გარსევანიშვილი ალ., 20 აპრილი 1770 წელი ანუ საკვირველი ომი ასპინძისა, გაზ. ,,ივერია", №85, 1888 წ;

64. გარსევანიშვილი ალ., ასპინძის ომის შესახებ, გაზეთი ივერია №137, 29 ივნისი, 1890 წ.

65. გედევანიშვილი იოსებ, სამხედრო ხელოვნება საქართველოში, ტფ., 1915 წ.

66. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1955 წ.

67. გოგებაშვილი ი., ასპინძის ომი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თბ., 1920 წ.

68. გოგიტიძე მ., ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII-XIX ს.ს. დასაწყისში, საკანდ. დისერტაცია, თბ., 2006 წ.

69. გორგაძე ა., საქართველოს XVIII საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები, სახელგამი, თბ., 1927 წ.

70. გურული ვ., ერთმორწმუნე რუსეთი, გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2008 წ.

71. დარჩია მ., გაიოზ რექტორი, თბილისის უნივერსიტეტი, თბ., 1972 წ.

72. „ერეკლე“ ,გაზეთი, 7 ნოემბერი, 2000 წ.

73. ერევანცი აბრაამ, ომების ისტორია, მეცნიერება, თბ., 1966 წ.

74. ერისთავი რ., ასპინძის ომი, სტეფ. მელიქიშვილის სტამბა, ტფ. 1880 წ.

75. ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1962 წ.

76. თბილისის ისტორია, ტ. I, (მ. დუმბაძისა და ვ. გუჩუას რედ.), მეცნიერება, თბ. 1990 წ.

77. თეზელიშვილი ს., უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მერიდიანი, 2007 წ.

78. თურქული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თურქული ენის საბჭო, ანკარა, 1998წ.

79. „ივერია“ გაზეთი №210, ასპინძის ომში მონაწილე იაკობ გზირიშვილის შესახებ, 1899 წ.

80. იოსელიანი ა., ასპინძის ომი, გაზ. „კომუნისტი“, №100, 1945 წ.

81. იოანისიანი ა. რ., იოსებ ემინი, ერევანი, 1945წ. (რუსულ ენაზე)

82. ისტორიული რარიტეტები. ივ. ჯავახიშვილი, პ. სურგულაძე, პროფ. ლისტი, თბ., 1989 წ.

83. კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, ქართ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თბ., 1922 წ.

84. კარბელაშვილი პ. (სხვილოელი) გმირი ასპინძის ომისა, გაზ. „ივერია“,№113, 1893 წ.

85. კაციტაძე დ., ირანის ისტორია III-XVIII სს, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2001 წ.

86. კლიმიაშვილი ა., საეკლესიო ლაშქრის საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე III, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბ, 1961 წ.

87. კლიმიაშვილი ა., საარტილერიო მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევარში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე IV, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1962 წ.

88. კლიმიაშვილი ა., მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე V, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბ, 1963 წ.

89. კლიმიაშვილი ა., ზემო ქართლის მდევრობის განწესება 1772 წლისა, მაცნე 1, მეცნიერება, თბ., 1966 წ.

90. კლემიაშვილი ა., მასალები XVIII ს-ის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ისტორიისათვის (მორიგე ლაშქარი), დისერტაცია ისტოტიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1966 წ.

91. კონრადი ნ., სუნ ძი, ტრაქტქტი სამხედრო ხელოვნების შესახებ, თბ., 2000 წ.

92. კოპალიანი ჯ., მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში, მეცნიერება, თბ., 1982წ.

93. კოჭლავაშვილი ალ., გაზეთი „თბილისი“, 9 იანვარი, 1963 წ.

94. საველე სახელმძღვანელო სამთო მოქმედებებისათვის, წ. ც. 3-40-2, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი, 2010 წ.

95. მაისურაძე ი., მესხური ფოლკლორი ასპინძის ომის შესახებ, „ლიტერატურული საქართველო“, 18 აპრილი, 1940 წ.

96. მარუაშვილი მ., ლეგენდარული გამარჯვება, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 18 აპრილი, 1940 წ, იქვე – ასპინძის ომი;

97. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, შ. მესხიას რედაქციით, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1948 წ.

98. მაჭარაძე ვ., ასპინძის ბრძოლა, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 1957 წ.

99. მაჭარაძე ვ., ჟურნალი ,,მეცნიერება და ტექნიკა", ¹10, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ორგანო, თბ., 1955 წ.

100. მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. I, უნივერსალი, თბ., 2007 წ.

101. მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. II, თბილისის უნივერსიტეტი, თბ., 1968 წ.

102. მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. III, მეც. აკად. გამოცემა, თბ. 1968 წ.

103. მეგრელაძე დ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიიდან, საკანდ. დისერტაცია, თბ., 1960 წ.

104. მესხია შ., მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1948 წ.

105. მესხია შ., თბილისის ისტორიული წარსული, საქ. სსრ. პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება , თბ., 1957 წ.

106. მექვაბიშვილი ა., ერეკლე მეორის სამხედრო ხელოვნება, „ცოდნა“, თბ., 1974 წ.

107. მეფე ერეკლეს ლაშქრობა და ომები, გაზ. „ივერია“,№137, 1890 წ;

108. ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი, პროფ. იოსებ ყიფშიძისა და აკაკი შანიძის რედაქციით, პოლიგრაფტრ. თბ., 1928 წ.

109. პაიჭაძე გ., ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, ტ. II, მეცნიერება, თბ., 1968 წ.

110. პეტრიაშვილი თ., ყვარლის ბრძოლა, ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო, საქართველოს მაცნე, 2008 წ.

111. რომანოვსკი ვ. ე., საქართველოს ისტორიის ჩანაწერები, თბ., 1902 წ., (რუსულ ენაზე).

112. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV. საქ. სსრ მეც. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, საბჭოთა საქართველო, თბ., 1973 წ.

113. სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია, XIV-XVI სს., მეცნიერება, თბ., 1999 წ.

114. სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია, ტ. II, მეცნიერება, თბ., 2002 წ.

115. სიხარულიძე ქ., ქართველი ხალხის ბრძოლა სამშობლოსათვის ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, თბ., 1942 წ.

116. სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისთვის, ტ. I, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1952 წ.

117. ტაბაღუა ილ., საქართველო საერთაშორისო არენაზე XVIII ს-ის მეორე ნახევარში, მეცნიერება, თბ., 1979 წ.

118. ტაბაღუა ილ., ევროპული ცნობები ერეკლე მეორის შესახებ, საქ. ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, თბ., 2000 წ.

119. ტარტარაშვილი ე., რუსეთ-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან, საბჭოთა საქართველო, თბ., 1968 წ.

120. ტუხაშვილი ლ., რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ XVIII ს-ის II ნეხევრის საქართველოში, მეცნიერება, თბ., 1983 წ.

121. უმიკაშვილი პ., დასტურლამალი, დ. გ. კრამარენკოს სტ., ტფ., 1886 წ.

122. ფერდინანდ ფოში, ფიქრი და მსჯელობა, მოსკოვი, 1913 წ.

123. ფირცხალაიშვილი ალ., საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წიგნი II, მეცნიერება, თბ., 1972 წ.

124. ქვარიანი ს., ქართველი ერის ისტორია, XVIII-XIX ს-ბი, ტ. I, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისი, 1918 წ.

125. ქიქოძე გერონტი, ერეკლე მეორის ომები, სახელგამი, თბ., 1943 წ;

126. ქიქოძე გერონტი, ერეკლე მეორე, სახელგამი, თბ., 1947 წ.

127. ქიქოძე გერონტი, ერეკლე მეორე, ნაკადული, თბ., 1983 წ.

128. ღვინაძე პ., ცოტა რამ არტილერიის ისტორიიდან, ჟურნალი „დროშა“ №12, თბ., 1983 წ.

129. ყეინაშვილი ი., ქართული საბრძოლო სისტემები და ტრადიციები, (რაინდულო საქართველოვ აღსდექ), რაე, თბ., 2008 წ.

130. შაიშმელაშვილი ივ., კრწანისის ომი, საბჭოთა საქართველო, თბ., 1965 წ.

131. შველიძე დ. ევროპული ცნობები ერეკლე მეორის შესახებ, „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ მიხედვით, არტანუჯი, თბ., 2005 წ.

132. ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, მეცნიერება, თბ., 1979 წ.

133. ჩხეიძე ს., საქართველოს ცხოვრება, ტ. II, დ. ჩუბინაშვილის რედაქციით, პეტერბურგი, 1854 წ.

134. ცაიშვილი ს., ერეკლე მეფის გმირული სახე ხალხურ შემოქმედებაში. თბ., 1942წ.

135. ცინცაძე ი., ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, „საისტორიო მოამბე“ ტ. 6, изд. Архивного упляравл. Груз. ссср., თბ., 1952წ.

136. ცინცაძე ი., ქართლ-კახეთის ელჩობა, საბუთი №22, ,,საისტორიო მოამბე» ტ.17,18, изд. Архивного упляравл. Груз. ссср., თბ., 1964 წ.

137. „წითელი დროშა“ გაზეთი №123, კაპიტანი დე გრაი დე ფუა, თარგმნილი ფრანგულიდან კ. გურულის მიერ, ახალციხე, 1964 წ.

138. ჭალელი პ. - ძველებური ამბები; გოგია სამხარაძე - ერეკლე მეორის დროს გამოჩენილი მეომარი გლეხები, ასპინძის ომის მონაწილენი, გაზ. „დროება“,№63, 1875 წ;

139. ჭიპაშვილი გ., ირანის სახელმწიფო წყობილება, მეცნიერება, თბ., 1990 წ.

140. ჭიჭინაძე ზ., ასპინძის ომის ისტორიის სიყალბე და რუსის გენერალ ტოტლებენის ღალატის სინამდვილე, ქალაქთა კავშირის სტამბა, თბ., 1920 წ.

141. ხოსიტაშვილი ს., ასპინძის ომი, განათლება, თბ., 1972 წ.

142. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წიგნი III, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, თბ., 1941 წ.

143. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წიგნი V, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, თბ., 1953 წ;

144. ჯამბაკურ-ორბელიანი ა., ასპინძის ომი 1770 წლისა, მნათობი, 1869 წ;

145. ჯამბაკურ-ორბელიანი ა., ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფ., 1877 წ.

146. ჯამბაკურ-ორბელიანი ა.. დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა და სხვა ამბები, ს. კაკაბაძე, ტფ., 1914 წ.

147. ჯანაშვილი მ., მეფე ერეკლე. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფ., 1898 წ;

148. ჯორჯაძე ი., ნარკვევები საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიიდან, საბჭოთა საქართველო, თბ., 1990 წ.

149. ჯორჯაძე ი., ნარკვევები საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიიდან, საბჭოთა საქართველო, თბ., 1989 წ. (რუსულ ენაზე).

150. Анчабадзе Г. Источниковедение Военной Истории Грузиию Mецниереба, Тб., 1990 г.

151. Бурнашев С. Н., Картина Грузии или описание политического состояния. Тип. И. А. Мартиросиана, Тфл., 1896 г.

152. Библиотека Якова Л. Ротова, Всемирная история, Том V, http://www.krotov.info/history/00/eger/vsem_080.htm

153. Вентцель Е.С. Введение в исследование операций, Советское радио, М., 1964 г.

154. Военный энциклопедический словарь, Воениздат. М., 1983 г.

152. Библиотека Якова Л. Ротова, Всемирная история, Том V, http://www.krotov.info/history/00/eger/vsem_080.htm

156. Джаниберидзе Н., К. Мачабели. Тбилиси, Мцхета, Искусство, M., 1981 г.

157. Закарая П. – Крепостные сооружения Картли , Mецниереба, Тб., 1968 г.

158. История Вооруженных сил Афганистана 1747-1977. изд. «Наука» М., 1985 г.

159. История Войн и Военного Искусство, воениздат. мин. Обор. СССР, М., 1970

160. История Военного Искусство, Воениздат. М., 1986

161. История Дагестана. Т 1 Гл. Редакц. восточной литературы, М., 1967 г.

162. Кишмишевь С., Походы Надир Шаха, Воен. Истор. отд. Кавказ. округа, Тиф., 1889 г.

163. Колпаков В.М. Теория и практика принятия управленческих решений. Изд., МАУП, Киев, 2000 г.

164. Маркова О. Россия, Закавказье и международные отношения в XVIII вв., «Наука», М., 1966 г.

165. Рождественский Н.Ф., Артиллерийское вооружение, Ч. I, воениздат. мин. Обор. СССР.М., 1986 г.

166. Сайт «Военная литература»: მილიტერა.ლიბ.რუ ,Издание: Клаузевиц К. О войне, Госвоениздат, М., 1934 г.

167. Савкин В.Е., Основные принципы оперативного искусства и тактики, воениздат. мин. Обор. СССР, М. 1972 г.

168. Советская военная энциклопедия, Т.4, воениздат М. 1977 г.

169. Советская военная энциклопедия, Т.8, воениздат., мин. Обор. СССР, М., 1980 г.