![]() |
კრწანისის სევდა |
![]() |
1 ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
კრწანისის სევდა
ახლა სხვა ნიავმა დაჰბერა, მდინარის შხუილმაც ხმა შეიცვალა: დადინჯდა, მინელდა, თითქოს მხარი გაშალა; დაგუდულ ბანს აღარ აძლევს კლდე-ნაპირს.
მარტოხელა მგზავრმა ხელად იგრძნო
განსხვავება.
“ალბათ, ისნის კლდეებს გავცდით”, – გაიფიქრა და ცხენს მოუწურა აღვირი, ყურთასმენად იქცა.
შორიახლოდან ურმის ჭრიალი შემოესმა,
გლეხურ გულის ყურს ეჩოთირა გაუპოხავი და ფერსოდაძრული ურმის უნიათო ღირღიტი, მალე
წამოეწია ჭრიალს.
– შვილო, კრწანისის ველზე გავედით განა?
– ჰოდე, ვერა ხედავ?!
– უგულო პასუხი სახრის ტყლაშუნივით
გაიკლაკნა ჰაერში.
– ვერა, შვილო, ვერა!
– ამოიოხრა ცხენოსანმა და აღვირმოშვებული
ცხენი ნებიერი ლაფშურით მიაყოლა ჭრიალს.
მეურმე შემოუბრუნდა წამოწეულს.
ვეება პაპა აღმჯდარიყო ცხენზე.
კეხს უკან ხურჯინ-ნაბადი შემოეგდო.
ახოვნებაშერჩენილ ტანზე სადა,
ქილებგამოცლილი ჩოხა ეცვა, ხოლო წელზე ბუნიკმოტეხილი სატევარი ეკიდა.
თვალ-წარბი არ უჩანდა პაპას.
მეცხვარის გრძელბეწვიანი ქუდი ღრმად
ჩამოეფხატა სახეზე.
ჭარბად ჭაღარა წვერი ამჟღავნებდა მის
მოდღევებულ წლოვანებას.
ტფილის-ქალაქიდან ზარის ხმა მოსწვდათ.
პაპამ ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა.
– სიონის ზარია!
შეგვეწიოს იმისი მადლი!
პარაკლისი გათავდებოდა, ალბათ.
ჭრილობას თვალიც დაეზიანებინა,
ჩასერილ-ჩალიბრული დაეტოვებინა ბუდეში.
ვაგლახად, მარცხენა თვალზეც ღილისოდენა
ლიბრი გადაჰკროდა მოხუცს.
– ჰო, მაგრამ, ცოდო ხარ.
საით ამგზავრებულხარ აგეთი?
– სიტყვა ვეღარ მოიბრუნა მეურმემ.
– ყრუდ ჩაიდუდუნა მოხუცმა და ქუდი ღრმად
დაიხურა.
– ე მანდ არსად გადაიჩეხო.
– რათა, შვილოსა!
ახლა რა უყოთ, რომ თვალთ დამიბნელდა,
ცხენისა და გულის იმედი მაქვს, კეთილი ხალხისაც, ახლა მართლა ყველას ხომ არ
გასწყვეტდა აღა-მაჰმადი?
– კეთილი ხალხისა?
კეთილი ხალხი ჰა,?
იქ წევს… – ხელი განზე გაიშვირა მეურმემ,
მერმე რატომღაც გული მოუვიდა, სახრე გადაუჭირა აღმართში შეჭირვებულ მოზვრებს და
ოდნავ უკმეხი სიტყვა შეუბრუნა ამგზავრებულს: – გამარჯობა დაგვიწყებია, მოხუცო!
სადაური ხარ?
– ეჰ, ძმობილო, შარშანდლის აქეთ მაინც
დამავიწყდა ეგ ტკბილი სიტყვა, – თავი ჩაღუნა ცხენოსანმა, ოდნავ დაახანა და
განაგრძო: – ბუჩუკურიაანთ გვარისა ვარ.
არაგვის ხეობიდანა.
ლომთათას მეტყვიან.
ახლა კი – ბრმა ლომთათასა.
დადუმდა მოხუცი, უსმენდა ურმის ჭრიალს,
მოზვრების გაუბედავ სვლას, მტკვრის მოდუნებულ ხმასა და სადღაც შემოდგომის ნაყანევში
შეგვიანებული მწყერის ჭრიახს… შემდეგ თავად შეუტია მეურმეს:
– შე უღმერთო, შენა, აგრე დლაუჭედავად რომ
ხედნი საქონელს, ღმერთი არა გზამს?
– რა დროს დაჭედვაა!
ვერა ჰხედავ – უდღ ეური მოზვრებია… –
სიტყვა გაიკმიდა მეურმემ.
თავად ეტკინა ეს “ვერა ჰხედავ”.
ფეხი ჩამოდგა ურმიდან და გაუნელებელი
ნაღველით დასძინა: – ეჰ!
აღა-მაჰმად-ხანს დაუდგეს თვალი, თორემა
ჯერ ამათი შებმა სადაური წესია!
– ღორღიან გზას გადაუხვია მეურმემ და
ქვევით ჩაჰყვა ნაურმალს.
ფერსოდაძრულმა თვლებმა ბექობზე
ჩაიხრიგინეს და შემდეგ ღელის ჩხრიალი მოესმა ლომთათას.
ეუცხოვა, ოდნავ შეეჭვდა კიდევაც:
– კრწანისის ღელე არ არის განა?
აქ ხომ ქვიტკირის ხიდი იყო გზაზე?
– ეჰ… იყო და აღარ არის, მოიშალა ჩვენი
ქვიტკირის ხიდიც და ბალავარიც.
ახლა ასე ოღროჩოღროდ მიდის ჩვენი გზა.
აქ ხომ სულ ნაომარი ადგილებია.
და უეცრივ უფრო გაწყრა:
– იყო!
აქ ზვარი და ბაღებიც იყო!
მერმე და რა?
ახლა შეშად ვეზიდები მტრის ნაკაფავ
ვენახს.
ესმოდა ბრმა ლომთათას მეურმის პასუხი,
უძირო და გაბზარული ქვევრიდან მოსულ ხმად თუ გულისხმად ეჩვენებოდა ყოველი სიტყვა.
ცხენმა ფეხი წაიკრა, მერმე ღელეში
შესტოპა, ოდნავ აღმა მიდგა და ფრუტუნით დაეწაფა წყალს.
რამდენჯერ გაუგელვებია აქ ლომთათას თავისი
ცხენი, რამდენჯერ ჰხლებია მეფე ერეკლეს, რამდენი ბრძოლა და გამარჯვება ერთად
უნახავთ!
აქ მუდამ შეჩერება იცოდა მეფემ.
ჩამოდგებოდა, მოისალმუნებდა კრწანისის
ღელეს.
ერთი შებრუნდებოდა ტფილისისაკენ –
გაჰხედავდა თაბორისა და მეტეხის ბურჯებ-ქონგურებს, პირჯვარს გადაისახავდა:
“ღმერთო, მშვიდობით მოგვაბრუნებდე და მშვიდობით დაგვახვედრებდე!
” – ჭმუნვით ჩაიდუდუნებდა და მერმე ცხენს
მოახტებოდა ფიცხლად.
ურმის ჭრიალი მიწყდა.
ცხენმაც მოიკლა წყურვილი, ახლა ნაპირზე
ელიზღვებოდა ბალახს.
ქუდი მოიხადა, მაგრამ ერეკლესეული ლოცვა
ვეღარა თქვა.
არც წინ და არც უკან აღარაფერი გააჩნდა.
არც ბრძოლაში ეჩქარებოდა, არც შინ ელოდა
ვინმე.
გლოვის, ოდნავ გაბზარული, შემძიმებული და
დუნე ზარის ხმა.
ლომთათამ ცხხენს ხურჯინი მოხსნა,
მოსართავები შეუფოლცვა, აღვირი წაუგდო, თოკით ჭაგის ძირს მიაბა და ბალახად მიუშვა.
თავად წყალთან მიჯდა.
პეშვით ამოიღო.
სწყუროდა, მაგრამ არ შესვა, მხოლოდ შუბლზე
და შუქდაკარგული თვალების უპეებში შეისხურა, ქუდის ბეწვით შეიმშრალა.
შემდგომ ქალამნები გაიძრო, ხურჯინი მხარზე
მოიგდო და ერთ წამს შედგა: წყალაღმა აჰყოლილიყო, თუ წყალდაღმა დაშვებულიყო?
– ეჰ, სულ ერთია, აქ ყველგან კრწანისია!
– ხელი ჩაიქნია და წყლის ჟღურტულს
ნაპირ-ნაპირ აჰყვა თავფეხშიშველი.
ხშირად ფეხს იკრავდა რიყეზე.
ეკალ-ბარდებშიაც და ჭინჭარშიაც მოხვდა,
მაგრამ თავი ჩაექინდრა, კრწანისის მიწას უშუქო თვალებით ჩაჰყურებდა და ნელა წინ
მაღლობებისაკენ მიილტვოდა.
აქ ზევით კრწანისის ბაღებია, მერმე
სეიდაბადის მაღლობები, ხოლო მათ თავზე – თაბორი.
იცის ეს ყოველივე ლომთათამ, იცის და გულისყურით თითქოს ხედავს კიდევაც.
აბა, როგორ ვერ დაინახავს – აქ სადღაც, ამ წაფერდებულ მინდორზე, ამ უჩინარ ღელის ნაპირზე, შარშან ამ დროს, დღევანდელ დღეს… აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ჟამს… აქ სადღაც მოჰკლეს მისი უფროსი ივაჟი – უთრუთა… ბრგე და შემმართებელი ვაჟკაცი.
მისი ვაჟკაცური სიკვდილი უამბეს უბედურ
მამას.
მრავალი მტერი წაუძღვანებია წინ.
აბა, რას იზამდა ლომთათას პირმშო?!
სადღაც აქ ასაფლავია მისი დაუტირებელი
გვამი.
იქ თაბორზე კი, დავით ბატონიშვილთან, მისი
მეორე ვაჟი – ბატატა იბრძოდა.
დაიჭრა და მაინც იბრძოდა და გზის გაკაფვისას მძიმედ დაჭრილი, მტერს არ დარჩა და ლეღვის ხევში გადაიჩეხა უკანასკნელ ზარბაზანთან ერთად, ხოლო მესამე – უმცროსი – ხუტა-ბიჭი, სხარტი და სახიერი, ერეკლეს რომ ახლდა ხელმსახურად და შიკრიკად… იგიც უგზოუკვლოდ დაიკარგა კრწანისის მარცხის
შემდგომ.
არც იგი დაბრუნებულა აქედან, არც იგი.
ჰოდა, სულ მარტო დარჩა ბებერი მებრძოლი –
ლომთათა ბუჩუკური.
სულ უძიროდ გადადიოდა ბუჩუკურიანთ გვარი.
მარჯვენა თვალი ადრევე ბრძოლაში ლაჰკარგა,
ხოლო მარცხენა ბოღმამ და ფარულმა ცრემლებმა თუ ჩაულიბრა.
ეჰ, სიბერემ და თვალებმა დააღალატეს,
თორემ განა თავად კი დააკლდებოდა კრწანისის ბრძოლას?!
აქვე ერჩია თუნდაც სიკვდილი,.
შვილებთან გაიზიარებდა სამარეს.
მისი დასატირებელი აღარ იქნებოდნენ მაინც.
იქნებ სულაც ვერ გაეგო მათი უდროო
დაღუპვა, ქვეყნის წახდენა – მისი უძლეველი მეფის დამარცხება.
ლომთათამ ფეხი წაიკრა დიდ ლოდზე.
ჩაიმუხლა კიდევაც.
ხურჯინი ჩამოუსხლტა მკლავზე.
ხელი მოაფათურა და დასაჯდომი ადგილი
მოსინჯა.
ახალნაყარი ეკალ-ბარდი მოხვდა ხელში.
მოგლიჯა და გადაჰყარა.
– ეჰ, ტიალო წუთისოფელო!
რა მალე ამოსულა აქ ეკალი და ჭინჭარი?!
– მიჯდა ქვაზე და ხელი შეივლო შიშველ
ფეხებზე, მტვერი და ნოტიო მიწა ოდნავ აჰკროდა დაბერებულ კანს.
მოხუცს ყრუდ სტკიოდა ორთავე ტერფი.
მაინც არ მოიწმინდა ეს ლაგაზი.
ეს ხომ კრწანისის მიწა იყო.
– ეჰ, სად არის მათი საფლავი?
– და თავადვე უპასუხა უმალვე: – აქ ხომ
ყველგან საფლავია!
კრწანისია ყველგან.
უეცრივ შორიდან ცხენის ჭიხვინი მოესმა.
თავის ცხენად ვერ შეიცნო.
ქარმაც რაღაც გაბმული ხმა შეიმატა.
ას ორმოცდაათი წლის წინათ კრწანისის ბრძოლაში დაცემულ მამულიშვილთ უძღვნის ამ სტრიქონებს ავტორი.
მეურმემ პაპის შუბლზე მხოლოდ ახლა შეამჩნია ნაიარევი, რომელიც შუბლის ნაოჭებს
ღრმად სერავდა და მარჯვენა სათვალურთან თავდებოდა.
– წლისთავია!
ჩამოქვეითდა ლომთათა.
შორიდან კი სიონის ზარის ხმა სწვდებოდა.