![]() |
გალაკტიონი და აკაკი |
![]() |
1 ლექსები |
▲back to top |
![]() |
1.1 აკაკის ლანდი |
▲back to top |
აკაკის ლანდი
მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დახარის ღამე და ანდამანტი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი,
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.
გრძნობდა თანაბარ მოახლოებას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები.
მაშინ ბავშივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა -
მხოლოდ გრაალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით ააელფერა.
და საიდუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვიათი:
ჩუმად.. დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.
ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი სიზმრების სიდიადეში,
ჩვენის ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მაღლით ანთება.
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს.
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება...
1915
![]() |
1.2 აკაკის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
საქართველოვ, რა გაწუხებს, გული რისთვის გტკივა?
რისთვის კვნესი ასე მწარედ, ცრემლი რისთვის გცვივა?
ცეცხლი ერთხელ ანთებული ცეცხლად ისევ ღვივა,
ვერ ჩააქრობს მხურვალე ალს ნისლი ფრთატივტივა,
საუკუნეთ ღვიძლი შვილი ისე როდი კვდება,
და ვალმოხდილ ჩვენს წინაპრებს როდი უერთდება,
ძალი, ღონე თვის სიყვარულს თუ არ მოახმარა,
საქართველოვ, მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!
მზის სხივებით განათბობი, ვარდი როდი ჭკნება,
თუ თანდათან ახლოვდება გაზაფხულის გრძნება.
იადონი როცა ყვავილს ნანას ეუბნება,
როდი ახსოვს სიცოცხლისა და სიკვდილის მცნება!
ნეტავი მას, ვინაც იცის ქვეყნის ზნე და ფასი,
მწარედ აღარ ეჩვენება მას სიცოცხლის თასი.
და იგი კი, ვინც ყოფნისთვის შვების ცრემლი ღვარა,
უკვდავია... და აკაკიც არ მომკვდარა, არა!
კიდით კიდე საქართველო შესძრა, დაიარა,
რომ გაეგო მისი გულის წყლული და იარა.
ის ეწამა და ღვთიური ცეცხლით ეზიარა,
და სამშობლოს სახე იყო მისი თმა - ჭაღარა.
დიდხანს, დიდხანს არემარეს თავზე ადგა მცველად
და მღეროდა ისე გრძნობით, ისე გულდამწველად,
რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ შეიყვარა,
შეიყვარა და აკაკიც არ მოკვდება, არა!
სიყვარული ველ-მინდვრების და ქვითინი მთისა,
თავის უცხო და უსაზღვრო გულით შეითვისა,
მას ესმოდა ცის დუმილი და შრიალი ტყისა,
მან იცოდა მშობლიური წყაროს ხმა-კისკისა,
და არსება მისი მთელი, მისი სული წმიდა
ბუნებათა ზღვა-სივრცეში ჰანგად გადავიდა,
გადაეწნა მდუმარებას და თვალს მიეფარა,
დაიფარა, მარა მაინც არ მომკვდარა, არა!
ნეტავი მას, ცხოვრების გზას ვინც გაივლის ასე,
ძეგლად შექმნის მის სამარეს სხივთა სიკისკასე,
მის საფლავზე ყვავილები გაიშლება წყნარი,
და ბინდბუნდზე ნაზი ქროლვით შესძრავს ნიავ-ქარი.
გადააფრქვევს ყვავილების სურნელს დამატკბობელს
და ჩასძახებს: სასურველო, ცრემლს ნუ აფრქვევ, კმარა,
შენი ყოფნის სიამაყე არ მომკვდარა, არა!
გადაივლის საუკუნეთ რგოლი, სუბუქ-მქროლი,
მარა ისევ იელვარებს ცის ლაჟვარდი ბროლი;
და იქ ხელი იდუმალი, ვარსკვლავების სახით,
დასწერს სიტყვებს ამოქარგულს ვარდით და ზამბახით:
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს საამაყო შვილი,
დათრგუნა და შეაჩვენა თვით საფლავის ჩრდილი,
და უცვლელი უკვდავება ირგვლივ დაამყარა...
საქართველოვ! მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!
მის საფლავზე მძლავრი ნაძვი ტოტებს ჩამოაფენს,
უკვდავების და ცის ნანას ეტყვის მიდამოებს,
და მის ჩრდილ ქვეშ, იქ ყოველდღე საოცნებოდ მოვა
ახალგაზრდა და სევდიან მომღერალთა გროვა.
მოიგონებს მოხუც მგოსანს საუბარი წყნარი,
აკვნესდება, ატირდება, აღელდება ქნარი,
და მიდამოს მოევლება ხმები წარამარა,
ჩვენი ყოფნის სიამაყე სცოცხლობს, არ მომკვდარა!..
1915 წლის 26 იანვარი
![]() |
1.3 აკაკი და ილია ზღვის პირად |
▲back to top |
დადგა ზღვის პირად, ვით ბუმბერაზ მუხების ლანდი -
ორი დიდი ხნის მეგობარი, ორი გიგანტი...
ქცეული ღელვად -
აკაკი ამბობს აღშფოთებით: „ნეტავი ოდეს
აღსდგეს შავი ზღვა და შავ მელნად გადიქცეოდეს,
უშრეტელ მელნად -
რომ მისით უხვად სარგებლობდეს პატიოსანი
კალმის მებრძოლი, ყველა გმირი, ყველა მგოსანი,
ხმა იყოს გრგვინვის -
პრესა მღელვარე დაუმცხრალად სწევდეს ქველობას,
და მით არყევდეს რუსთ საზიზღარ თვითმპყრობელობას,
ტახტსა და გვირგვინს!“
„ესეც მოხდება! - უპასუხებს დიდი ილია -
ჩვენი ცხოვრებაც ეხლა ღელვა და ჭიდილია,
მარადი "ვინ - ვის".
გახედე სივრცეს... მთელი ეს ზღვა - ნეტავი, ოდეს
ერთ უზარმაზარ არყის ქვაბად გადიქცეოდეს...
მაშინვე ხარბი -
მსწრაფლ, უფიქრებლად გადეშვება ხელმწიფე რუსი,
შიგ ჩაიხრჩვება და გაჰქრება, როგორც ბურუსი -
მისი ჟანდარმიც“.
[1949]
![]() |
2 პოემა |
▲back to top |
![]() |
2.1 აკაკი წერეთელი |
▲back to top |
აკაკი წერეთელი
(პოემა)
არრა გინდა-რა კაცს იმის მეტი!
არის სიმღერა ქვეყნად ისეთი,
რომ მიატარებს მარადისობა
გენიის გზებით მოგიზგიზეთი.
მასში გაშლილა ფიანდაზობა:
სჯერა ძმას ძმობა, სჯერა დას დობა,
მის ძარღვებში დუღს მღელვარე სისხლი
და მარადისი ახალგაზრდობა.
მისი წაქცევა თუ უნდა დემონს,
სიკვდილი დევდეს თვითონ, დეე, მას!
ფხიზელი, მხნე და ალღომახვილი
გული მგოსნისა განაგრძობს ცემას.
წარვლიან წელნი. მოვა სხვა ხანა,
და იმ სიმღერით, იმ გმირთა თანა
იბრძვის, წინ იწევს და ძლიერდება
ზეშთაგონებით სავსე ქვეყანა.
საუკუნეთა არმომრიდების
მგოსანი ღირსი არის დიდების.
მიემსახურა კაცობრიობას,
მან მთები დასდგა მარგალიტების;
ხალხი არჩია წმიდათა-წმიდათ,
მასში წრფელ გრძნობებს აგზნებდა დიდათ,
მან უმაღლესი მისწრაფებანი
გასდო მომავლის გზადა და ხიდათ.
დაე, დღე იყოს შიშველ-ტიტველი,
მრავალთა დარდის გულით მზიდველი,
მხოლოდ სიმართლის აღიარებით
იმარჯვებს ჩანგი მოუსყიდველი.
ის არ უკრთოდა მტარვალთა ყეფას,
ის წყვდიადისას ხევდა მეფობას,
მედგრად, უშიშრად განაცხადებდა
ხალხის ჩაგვრას და უუფლებობას.
ხალხის რჩეულის ხმა, პოეზია!
დასაბამიდან მკვიდრი ფესვია -
ის უყვართ, ხალხის სიყვარული კი,
ყოველ ჯილდოზე უმაღლესია!
გულიდან მოხეთქს ხმა დაძაბული,
და უსმენს ხალხი სულგანაბული,
რომ შემდეგ ერთხმად გაიმეოროს
როგორც თავისი ხმა გულდაგული.
უბრალო, ნათელ ჰანგთა ბუნება,
მარად გარემოს ეხმაურება,
მასში ცხოვრება ცოცხალთა ძალთა
არასოდეს არ დაიბურება.
აქ ჩივის კაცის თრგუნვილი სული,
და შებორკილი მისი სხეული,
შეგნება ამაყ, უკვდავ უფლებათ,
შურისძიებად გადაქცეული.
აქ აღტაცება მოისმის ბრძოლის
და გამარჯვებულ იმედთა ქროლის,
მასშია სული ყოველ ქვეყნიურ
სიხარულისა და ფიქრთ მოწოლის.
მასში წადილი არის ნათესი
და გულის თქმები უდიადესი,
მასში ბრწყინვალე ოცნება დაჰქრის,
მასში მომავლის არის ალერსი.
ხალხთ ბაგეებში მღერა მგზნობელი,
სტიქიურ ძალის ხდება მფლობელი,
იგი მწვერვალთა ნიაღვრის მსგავსად
მოგრგვინავს ლაღი და ულმობელი.
მოდის მრისხანე ხმათა მომრგავი
თავისუფალი, მძაფრი, მბორგავი,
მოდის მქუხარე და ბობოქარი,
მხნე, მღელვარე და შეუბორკავი.
ცხარე და ფიცხი ჰანგი მთა-გორის,
ტალღები სცნობენ ერთიმეორეს,
გზას მიიკაფავს ძალის-ძალათი
მრისხანე ხევთა და კლდეთა შორის.
დაუცხრომელი ღვარი ღვარებად
ექსტაზით მძაფრად მიეჩქარება.
ქვებს ეხეთქება და ჩანჩქერებად
მშობლიურ არეს გადეფარება.
ასე, სიმღერის მიდის დიდება;
არ შეიძლება, არ დაიდება
ზავი; მგოსანმა არ იცის ზავის
დაშოშმინება და დამშვიდება.
ასეთი იყო ჩვენთვის აკაკი
არ ეკარება მის მღერას ჟანგი.
იგი იტაცებს ადამიანთ გულს:
ავსწიოთ მაღლა პოეტის ჩანგი.
დაბურულ ტყის იქით, გაღმა
მახსოვს, ვიწექ მე გულაღმა,
ზმანებაში წამიყვანა
მშვენიერმა ძველმა ბაღმა.
ოცნებები გამატანა
ცხრაას რვა წლის გზათა თანა,
ლურჯ ზეცის ქვეშ მძლია რულმა
და, აი, რა დამეზმანა:
მუხას ადგა ოქრო მთვარის
და სიმშვიდით ყველგან არის
უბოლოო მყუდროება
ზეცის, მიწის და მდინარის;
არ აშფოთებს სოფელს ღმერთი,
არ შეარხევს ტოტებს ქარი.
ცხენოსანი მხოლოდ ერთი
მე გვიან გზით მივიჩქარი.
ავუარე რა ტყეს გვერდი,
გავიარე ფერდზე ფერდი,
ძირს ჩამოვხტი ცხენოსანი,
სად მოლია, ვით ხავერდი.
მწყურვალე ყელს გავისველებ
ცხენოსანი ვინმე ერთი,
და მშობლიურ მინდორ-ველებს
გადავსძახი: „ალავერდი!“
გაგიმარჯოს! - შორი-შორი,
იმეორებს მთა და გორი,
გაგიმარჯოს! - მიპასუხებს
ხეობა და ველ-მინდორი.
გაგიმარჯოს! - აგრიალდა
აქედან კლდე, იქით წნორი.
გაგიმარჯოს! - ისმის წყალთა
მდინარების ხმათა ტბორი.
უფრო გაკრთა შუქი მთვარის
და მღვიძარე ფრთისქვეშ არის,
დაირღვა რა მყუდროება
ზეცის, მიწის და მდინარის.
გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს! -
იმეორებს მძაფრი ქარი,
ცხენოსანი ვინმე ერთი
მუხას ვუცქერ და შევხარი:
„დიდებული და მაგარი,
ცად ასულა შენი მხარი,
მძლავრადა სდგას, მტკიცედა სდგას,
უმაგრესთა ფესვთა მყარი.
ვინ დიდება მარადისი
და გულისხმა საოცარი,
საიდუმლო იცნოს მისი?
ბაგეებს სდევს ძნელი კარი.
რაღაც ვრცელი, იდუმალი,
შენ გმსახურებს ძალთა-ძალი,
უხილავი უკვდავება,
მეუფება მრავალთვალი.
როგორა სცნოს კაცის სისხლმა,
აქ ქვა ქვას რომ დაადუღა,
რა დიდება იგულისხმა?
მითხარ, მუხა, დიდო მუხა!
მსვლელობათა დიდთა მჩენი
მიდიოდნენ დღენი, თვენი.
ჟამი გაჰქრა, კაცნი წაჰყვნენ...
სად? ვერა სცნობს დანარჩენი.
ბევრი მოდგმა გადაშენდა
დამნგრეველი, გინდა მშენი,
მაგრამ განა მტერთა შენთა
საიდუმლო უთხრან შენი?
რაც იმდენი ციდან - ცამდე
იხილე და განიწადე,
რაც მზის დასვლა და ამოსვლა
შეიგრძენ და განიცადე,
რა ჭაობი და რა გუბე,
საუკუნის ხანისამდე...
მაინც დიდი ხარ მეუფე...
გამარჯვება განიმზადე.
შემოსილო ერთ დროს ღრუბლით,
გეხვევოდა მარად მუმლი.
იარებით დაიფარა
შენი მკერდი, შენი შუბლი.
იყო საშინელი წამი,
გამყინველი როგორც შხამი,
როცა სული უდაბნოა
და არა სჩანს ზეცის ნამი.
არ არსებობს გაღიმება
არც ჩემდამი, არც თქვენდამი...
ო, სიმებო! ო, სიმებო!
ხომ გიგრძვნიათ თქვენ ეს წამი!
რა კარგია, ქნარო, მაშინ,
სადმე ველად, სადმე მთაში,
იქ, სადაც სდგას ძველი მუხა,
სად ფოთლების ისმის ტაში.
უნდა იქნას სიხარული
გაზაფხულის მზიურ თქმაში;
გამოჩნდება იქ ქალწული,
ყვავილების ეშხით თმაში.
და იქ სულის ახალ ვარდებს
ქარი შენს ხმას შეუფარდებს.
ისმენ ახალ მელოდიებს,
და შენაც ჟღერ, როგორც გმართებს.
ო, ქალწული მთისა შორის
ძვირად ჩნდება კაცთა შორის,
ის არ მოდის, იგი ჩნდება
როგორც სუნთქვა სხვა მეორის.
იგი ისვრის ვარდებს მზიანს,
და შვენებას ამ მთა-გორის
უწოდებენ პოეზიას -
უმაღლესთა თანასწორის.
იგი გზაა და ციმციმი -
და მის ქნარზე ბევრი სიმი
სიცოცხლეა, თუ არ გაწყდა
ტლანქი ხელით დანამძიმი.
ო, ბრალია თუ ქვეყანას
დასხლტა პოეზიის ღიმი,
მისი ბრძოლა, მისი ნანა,
მისი ლხინი და ნადიმი.
ვერც ეს ჩრდილი, მუხის ჩრდილი,
ვერც ფიქრები მის ქვეშ ზრდილი,
გაუძლებდენ ბობოქარ წლებს -
მძლავრი, ტოტებგადაწვდილი,
ლურჯი ზეცა, ლურჯი მთები,
და ეგ ღამე ფერმიხდილი.
მე ვიგონებ გარდამავალს,
ამ ღამეებს მრავალთ-მრავალს,
როცა მტერი მოგვისპობდა
ყოველნაირ გამოსავალს.
მაგრამ შენ რას გაყვედრიდენ,
ან რა შველას, ანუ რა ვალს?
ჰკითხე მეხს და ჰკითხე გრიგალს,
შენს მწარე თავგადასავალს.
შენ ნუ გინდა, არც გაგონებ
უგზოობას, მწარე დარებს,
დიდი ხნიდან შენზე ფიქრი
ამ არეზე დამატარებს.
მშრომელად მქმნის, მედროშედ მქმნის
და შემოქმედს დამადარებს,
არ გადამჩეხს, არ გადმისვრის,
ბევრჯერ გამიდარისდარებს!
გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს! -
იმეორებს ეხლა ქარი.
მაღვიძებს მზე. ცხენოსანი
კვლავ სწრაფი გზით მივიჩქარი.
ცაზე ღრუბელთ კრებულია,
მთები გაწითლებულია.
მზე შუა-ცას გადასცილდა,
გადაშუადღებულია.
მზე დაბლა სცემს სხივებს ცერად
და ირიბად, ალმაცერად,
მოცახცახე-მოელვარე
ჰაერს ფერავს ოქროს ფერად.
ხშირ ფოთლებში და ნიავში
გზა გამოდის სოფლის თავში,
მიიხვევა, მოიხვევა,
და პირდაპირ მიდის მთაში.
იმ გზით - ისევ სხივოსანი,
როგორც მგზავრი და მგოსანი,
აღტაცების მხნე სიმღერით -
ვეშურები ცხენოსანი.
მე აქ მგზავრი ვარ სხვა გვარი,
ბევრი ღამე და ხანძარი
შემხვედრია ქარდაკრული
და მიტომ ვარ გულდამწვარი, -
მაგრამ მე ხომ ნაირ-ნაირს
ისე ვიცნობ ამ მთის ჰაერს, -
როგორც ბილიკს - მონადირე,
როგორც ლაღი მწყემსი - შაირს.
მზე აცხუნებს, კიდით-კიდე,
ღრუბლის რიდე - მსუბუქ-მჭიდე.
ჰორიზონტით ზენიტამდე
სითბო არის და სიმშვიდე.
და ლამაზ გზის ორივ მხარეს,
როგორც სიზმარს ყვავილ-ნარევს,
მოჰფენია აყვავება
აკაციებს მონარნარეს.
მათ თეთრსა და სურნელ მტევნებს,
მოქანავეთ, ვით შადრევნებს,
დღე მზით მოზუზუნე ფუტკრებს
და ნაზ პეპლებს მიადევნებს.
და ლითონის ცივი ბზინვით
აბრეშუმის ქსოვილივით
სივრცე გადაჭიმულია
სახნავ-სათეს ველთ ლივლივით.
და გზის ყოველ ხვეულებით,
თითქო რაღაც გრძნეულებით
შეიცვლება სახეობა
ხედით, ნაკვთით, ხვეულებით.
თითქო რაღაც მანქანებით
უეცარი დაქანებით
სხვაა სახე და იერი,
ვინემ იყო დახანებით.
და იცვლება, და იცვლება
რისი ცვლაც კი შეიძლება,
არე-მარე, გარეგნობა,
მონათება, შენისლება.
თვითეული ჯაჭვი მთისა
წვეტი ყოველ მწვერვალისა,
თვითეული გამოჩენა
ბორცვისა და გორაკისა.
თვით ხეობა, თვითონ ველი,
ხე ყოველი, ტყე ყოველი
აჩვენებს თუ რანაირად
უხვია და ულეველი,
რა ვრცელია და ძლიერი,
დიდებული, მშვენიერი,
უბოლოო, მრავალფერი,
ღრუბელთა ცვლა და ელფერი.
ისინი ხან უზარმაზარს
მოჩვენებით ჰგვანან ტაძარს,
როცა მილულებულ შუქში
მოიკიდებს ცეცხლი ნაცარს.
ისინი ხან - ზვინებია,
ქარს რომ მიუძინებია,
ოქროს ნისლში უხვევია
და ქედს მიუცილებია.
ისინი მზეს სწყურდებიან,
ჩუმად გამოცურდებიან,
შეთბებიან, გზას იცვლიან
და ქედს დაუბრუნდებიან.
ზოგი, როცა მზით ღვივდება,
შორით ამოტივტივდება,
აენთება, გაბრწყინდება
და სადღაც შორს გაცივდება.
მრავალნი გზის პირებიან
ნისლში ჩაიძირებიან,
ინთქებიან თითქო სადღაც,
და კვლავ მოიმზირებიან.
ან და ეხლა მზად არიან,
რომ ღველფიან-ღადარიან
ჰაეროვან ბურუსებში
ელვარება გადარიონ.
მზად არიან შუქით თან-თან
მიიფანტონ, მოიფანტონ,
მზის ჩასვლაში შეერიონ,
მტრედისფერად გაილანდონ.
ხან იიან-ვარდებიან
გზებით მიიმართებიან,
ცაში კლდოვან მწვერვალებად,
გლეტჩერებად მყარდებიან.
როგორც ლანდი ამოების,
ლანდი იმ მიდამოების,
ცის უღრმესი შებინდების,
ლურჯი ასაღამოვების,
ხან კაშკაშა რამე ჭაღი,
ხან ბრწყინვალე რამე ბაღი,
ამწვანებულ ხვეულების
და ქედების იალაღი.
ტრიალ მინდვრად, სად უხვია
ყვავილები ანუ ღვია,
ფართო გზისგან ბილიკისკენ
ცხენოსანმა გადვუხვიე.
ბილიკი იქ იკარგება,
სად მთის ძირი იქარგება.
ლამაზ ტბასთან არე-მარე
მთებით შემოისარკება.
დროა ყოფნის, დროა გრძნობის,
მხურვალე დრო ხალისთ ცნობის,
ცხარე მხურვალების დროა,
ცხარე დროა ყვავილობის.
აქ ფოთლები თრთიან წაბლის,
სუნით ნექტარის და თაფლის
გაჟღენთილა მწვერვალი მთის,
ქედმაღლისა და თავმდაბლის.
აი, უცხო დედოფალი
მთების მშვენიერი თვალი -
ეს ყვითელი ზამბახია -
და ისეთი ტან-მაღალი,
რომ თვით კაცი ცხენიანი,
ტან-მაღალი და მხრიანი,
შიგ არა სჩანს არსაიდან,
ტყეა ზამბახებიანი.
თითქო თრთიან გარემონი
და დაჰკარგა ველმა გონი.
თვალის მომჭრელ სიწითლითა
გადაშლილან ყაყაჩონი.
ისინი თვალთ იალებენ,
გიზგიზებენ, პრიალებენ,
იწვიან და იგზნებიან,
თრთიან, მიმოშრიალებენ.
ისინი ხმით ხმაურობენ, -
არა, არ-აქაურობენ,
ზეიმობენ, მოილხენენ,
უცხოდ დღესასწაულობენ.
რა ძვირფასი ფერებია,
რა ნარნარი ჩქერებია,
მოძრაობენ იმნაირად,
თითქო სულიერებია!
რამდენია ვარდთა ჩენა,
ფერთა თრთოლვა, ჩრდილთა დენა,
თეთრისა და ვარდისფერი
გვირილების მიმოფენა.
ისინი ნაზ და ქნარიან
სიხარულის ტყვედ არიან,
თითქო ლაღად იცინიან,
ზაფხულის დღეს შეჰხარიან.
და სიცილით, რომლის დროსაც
ეალება მნათი სოსანს,
რაღაც წყნარი აღტაცება
ედინება სკაბიოზას.
რა სინაზით ელავს ველად
ლილისფერი მაჩიტელა,
გადუხრია კლდისკენ თავი
და სიზმრებში შედის ნელა.
მუქ-ვარდისფერ დენით მიდის
მიხაკები ველის დიდის,
სუნთქვა თეთრის ღიღილოსი,
ხედვა ლურჯი აკონიტის.
ფოთოლთ ჟღერა, წამთა ჭერა,
თითქო სჯერა და არც სჯერა,
ყვავილობის აღტაცებას
მისცემია ფერა-ფერა.
ჩადიოდა მზე და ფონი
იყო ცეცხლით განაჟონი.
ეხვეოდა მშობლიურ მთებს
ვარდისფერი დაფიონი,
ეხვეოდა არე-მარეს,
ყვავილებით რთავდა მხარეს,
რათა გამოსალმებოდა
ამ საღამოს მოელვარეს.
ეხვეოდა მთების ქანებს
და ხეობებს მუქს და მწვანეს,
რათა მალე შერეოდა,
ღამეთა ლურჯ ოკეანეს.
ცხენოსანი ვხედავ დაბას,
ძირს დაცემულს, როგორც დაფას,
აუწერელ სილამაზეს,
მშვენიერსა და ძვირ-საფასს.
მწვანე ხეობაში შთენილს,
ტყიან მთებით შემოფენილს
მაღალ მთებით, რომელთ მხრები,
ნისლს სწვდებოდა ცად აწვდენილს.
გულს ისარი მზისა მოხვდა!
თითქო სულ სხვა ქვეყნად მოვხვდი.
მიცემული გაოცებას,
ცხენით ველად მე გადმოვხტი.
სულ სხვა მხარე, სულ სხვა ჰუნე,
სულ სხვაგვარი საუკუნე,
სულ სხვა ხანა წუთისოფლის,
სულ სხვა გრძნობით მოღუღუნე.
დაფენიან ველს სახლები,
დაფერდებით, ამაღლებით
უბუხრო და უფანჯარო
შავი ბოლის თანახლებით.
მიწურს ხურავს ზემო ბანი,
ასე უბანს ცვლის უბანი,
ნახევრად ქვის, ნახევრად ხის
სულ უბრალო შენობანი.
დაბა მორჩა მუშაობას,
დღისას ამბობს ბნელ-შავობას,
მუშაობა მორჩა, ეხლა
ელის მოსვენების გრძნობას.
და ეძახის გორას - გორი,
წკრიალა ხმით - მინასწორი,
ერთურთს გაეხმაურება
სხვა გომბორი და კახორი,
ამ საუბრით, მოგონებით,
სიტყვის სიტყვად მიკონებით,
თითქო ძველის ძველი წიგნის
გამოცოცხლდა სტრიქონები!
ამ მივარდნილ და შორ კუთხეს
უხსოვარ დროს, თითქოს უთხრეს,
ძველ მწიგნობრულ ენაზე, რომ
ისაუბრონ - ეს აკუთვნეს
და თითქო დრო მთლად გაჩერდა,
უცნაურ ხალხს დააჩერდა,
ნახა თვისივ საოცრება,
გაჩერდა დრო და დაჯერდა.
მზე უფრო ძირს ეშვებოდა,
მზე ჰქრებოდა, ხმა წყდებოდა,
არე-მარეს მხოლოდ ჩქარი
მდინარის ხმა აწყდებოდა.
და ჯერ ისევ ნათელ ცაზე,
სად სევდაა და სინაზე,
ახლა სულ სხვა გახსენების
ამოიჭრა სილამაზე.
ამოვიდა ქიმ-ელვარე
და ბეწვივით წვრილი მთვარე.
საიდანღაც სიმღერის ხმა
გამოისმა მგრძნობიარე.
ვიღაც დადის, თვალს აცეცებს
და საყვარლის საფლავს ეძებს:
ვერ ნახულობს ძვირფასს საფლავს
და ეს კი დარდს უასკეცებს.
გამქრალიყო, წასულიყო,
მშვენიერი ის სულიკო,
მხოლოდ მთვარე ანათებდა,
რადგანაც მზე ჩასულიყო.
...............................................
...............................................
სულ! სულიკო! ყველგან წვდება -
რა ნაბიჯიც გადიდგმება.
თვით ხევსურის სოფელშიაც
სული სულიკოსი გხვდება.
სიჩუმეში მიწურები -
ჰანგს უსმენენ მოწყურებით,
თითქო შორით წკრიალა ხმით
ხმაურობენ ჩონგურები.
აჰ, სიზმარი მეგონება
მე ამ ჰანგის გაგონება,
მსიამოვნობს იგი მარად,
როგორც კარგი მოგონება.
ჰანგი იგი - დიდ წვაშია,
იგი თითქო ტანჯვაშია,
მისი დიდი გრძნეულების
ძალა ჯადო-სიტყვაშია.
გრძნობა მეტი მე, მგონია,
არცა მაქვს და არც მქონია,
ყველა იმისადმი, რასაც
ეწოდება ჰარმონია.
..................................
..................................
მასში ისმის დამდაღველი
ძველი დარდი და ნაღველი,
ვნებიანი მწუხარება
სევდის ასე ამსახველი.
კაეშანი რამე, ურვა,
გულმომწყვლელი ბედით მდურვა,
გატეხილი გულის ოხვრა,
ყოფნა რომ არ მოისურვა.
მასში თრთის და ცამდის ადის
მოწყურება სიდიადის,
რაღაც დიდის და მაღალის,
რაღაც კარგის, იშვიათის.
.........................................................
.........................................................
აწ არ დარდობს, პირ-მცინარებს,
კი არ მოდის, მომდინარებს,
და ნაზის თან აჟღერებით
ჩონგურს უთანაბრებს ქნარებს.
იგი ხმაა, ხმა ქართული,
ღრმა რამე და რთულზე რთული,
სულიერი ცხოვრებისა
მორევშია გადართული.
განსაზღვრულით ცხოვრობს გრძნობით,
მაგრამ მთელის აღნაგობით
გულისყურით სწყდება განცდებს,
მთელი თავის არსებობით.
- უსათუოდ, რა თქმა უნდა,
სპილენძისა იყოს თუნდა -
ჩონგურების ამ ნაზ სიმში
ხალხის გული აგუგუნდა,
უშუალოდ და მრავლობით,
მაგრამ უცვლელ აღმავლობით
თანაშემოქმედებითი,
მგოსნისადმი წრფელი გრძნობით.
რაა თხოვნა და ხვეწილი?
საქართველო დახვეწილი
ჩანგის დამფასებელია:
ხმა არა სურს შელეწილი.
თვით ფაქიზი, მცოდნე, ნაზი
არის და მით იცის ფასი,
რომელია ხელოვანი
და რომელი ყომარბაზი.
როს მღეროდა მას მესტვირე,
მგოსანმა სთქვა: არ თუ მცირე,
მოვაწერდი ხელს ამ ლექსებს,
მე, უბრალო მოშაირე, -
არამედ თვით რუსთაველი,
ვის გენია ჰქვია ძველი,
მას არ იუკადრისებდა,
რომ ქვეშ მოეწერა ხელი.
რაც ხალხს არჩენს და ასაღებს,
მისი სულის ძნელ გასაგებს,
მხოლოდ ხალხურ პოეზიით
დაეძებდა ის გასაღებს.
მასში ხალხის გარდუვალი
ასახულა დრო და ვალი,
მრავალტანჯულ მისი სულის
წარსული და მომავალი.
ვერ იპოვით თქვენ მსგავსს ვერსად,
და დასტოვა მან ანდერძად:
ხალხის ყოფა-ცხოვრებისა,
და ზნე-ჩვეულების ღერძად,
ტრიალის და მოძრაობის,
მისი ზეპირ-სიტყვაობის
შესწავლისთვის იყოს ზრუნვა
ჩვენი დროის და თაობის.
უეზოო და უსახლო,
ის ყველაზე უფრო ახლო
იდგა ხალხთან, ვით მგოსანი,
საზოგადო და სახალხო.
ვარსკვლავთაგან გათეთრების,
უმაღლესი კათედრების,
სილუეტად აღიმართნენ
ხრამიანი მკერდნი მთების.
რა სივრცეა, რა შვენება,
როგორც თეთრი მოჩვენება,
ასკილების მაღალ ბუჩქებს
დაფარფატებს მოსვენება.
მათ ყვავილთა ფერად ნართებს,
რომ სწყდებიან ია-ვარდებს,
ტკბილსა და ნაზ სურნელებას -
მთის ნიავი ანავარდებს.
მორონინე მასთან გვერდით -
იმ ყვავილთა სუნთან ერთად
ხმოვანება ჩონგურისა
კვლავ გაისმის შემაერთად.
და იგი ხმა საედემო,
მეოცნებე და მოკდემო,
წყნარი ტონით, სევდიანად
იძახოდა: თავო ჩემო!
გარკვეული და სხარტული
იყო იგი ხმა ქართული.
ყოვლი სიტყვა მოისმოდა
მკაფიო და გამართული.
ძნელი არის, ოდეს ჯავრი
გულს აწვება რამე მძლავრი,
როს ბედი არ გიწერია,
როს მტერია თანამგზავრი...
ვით უსაზღვრო მწუხარებას,
ულევ ცრემლთა მდუღარებას,
მოარხევდა „თავო ჩემო“
უღრმეს სევდის მშუქარებას,
ვარამს რასმეს და გულსაკლავს,
ფერმოღრუბლულ ბედის ვარსკვლავს,
წუხილს უბედურებისას,
ნაღველსა და ვაი-ვაგლახს.
თითქო მწარე სიყვარული
მოსკდა გულით გაბზარულით,
ის ჩივილი, ის გოდება,
იგი კვნესა-სინანული.
მხოლოდ, ვარამს მიცემული,
ამაყი და წრფელი გული,
დაცემას არ ნებდებოდა,
და არც მთელდებოდა წყლული.
გული, რაკი გაიბზარა,
ჰკვდებოდა და ჟღერდა ქნარად,
მოდიოდა მუსიკის ხმით,
შურისგების მძლე მუქარად.
ჰკვდებოდა და ჩქეფდა ხმებით,
მომაკვდავის ძლიერებით, -
მოდიოდა ეს მუქარა
და სუნთქავდა უკვდავებით!
რა ლამაზი სიმღერაა!
მთელი ცაა, მთელი ზღვაა,
მაგრამ მეტად, მეტისმეტად
ნაღვლიანი სიმღერაა!
ეს ნაღველი ძველი ტოტის,
წარსულისგან მოდის, მოდის,
წარსულ მწუხრით - ცისკარამდის
და ცისკრიდან საღამომდის.
ო, ეს ლექსი-ბედისწერა,
იმ ხნიდან, რაც დაიწერა,
გახდა ხალხის კუთვნილება,
საარსებო გულისძგერა.
იგი იცნობს მის რაობას
და გადასცემს სხვა თაობას,
რადგან სწორად გამოხატავს
მისი გულის მოძრაობას.
მძლავრია ეს მუქარება,
ჩვენია - არ-უკარება.
რისთვის, მაინც, გვჭირდება ჩვენ
იმ წარსულის მწუხარება?
ო, გვჭირდება! ყველა გეტყვით,
ის გვჭირდება მის მიხედვით,
თუ რა გრძნობას გამოხატავს
თავის დარდით, თავის სევდით.
მას შეგნება უნდა მტკიცედ:
მომავალის ხმით და ფიცით -
ფასი თანადროულობის
ჩვენ წარსულის ცოდნით ვიცით.
და ძველი ხმის ამოღებით
მოქარგულით, ვით ნოხებით,
დღე მდიდრდება და წინ იწევს
ცოდნის დიდის მეოხებით.
წყნარი ღამე იდგა სოფლად,
რაღაც ფარულ თანამგრძნობლად
ქალების და კაცების ხმა
მოისმოდა სულ მახლობლად.
თითქო უცებ დაიბადა
მოდევნებად იმა ხმათა,
ზე-ავარდა ცეცხლის ალი
და ხეები გაანათა.
არ დავხანდე, მე, მოხეტე,
მისალმებით, მხნედ მივიდე
ჯგუფთან, ალზე გალანდულთან,
მძლავრი ცეცხლის ლივლივითა.
იქ ქალები იდგნენ, მთელი
დაეფარათ თითქო ველი,
მათ მოსავდათ ფერად მუქი
მოქარგული ტანსაცმელი.
ბროლ-ღიკილა ესხათ ხშირი,
შინ ნაქსოვი ხელით, ძვირი,
მშვენიერად მოქარგული
კალთები და გულისპირი.
ახარებდათ მათ დღეები,
ეს ხეები, ეს ტყეები,
მათ შვენოდათ მკაცრი, მტკიცე
და სანდომი სახეები.
მამაკაცებს ეცვათ გარე
ჩოხა მრავალ-ნაომარი.
ჩოხის ზურგზე და მხრებზედაც
დახატული იყო ჯვარი.
რაინდული, მალზე-მალი,
თითქო მტერს ეძებდა თვალი,
ბევრს იმათგანს თან დაჰქონდა
მუზარადი და ფარ-ხმალი.
და როს უცხო მოყმე ვითა,
მხნედ მისვლას არ მოვერიდე,
ხევსურები მომსვლელს შემხვდნენ
კეთილგანწყობილებითა.
მეგობრულად დასდვეს ფარი,
წამოიწყეს საუბარი, -
და აღმოჩნდა, რომ აკაკი
არის მათი მეგობარი.
ხევსურეთშიც ბევრსა ჰსურს დღეს,
რომ დაესწრონ იუბილეს, -
მზადება აქვს ქალსა და კაცს
სიბერეს და სიყმაწვილეს.
„ჩვენ ვისზე რა ნაკლები ვართ,
საქართველოს შვილები ვართ,
ქალაქჩია ძლიერ ხშირად,
გეახლებით, ვით გხლებივართ.
მასზედა ვართ, განა სხვადა, -
აქ მოხუცმა განაცხადა, -
ჩვენ მოხუცნი ვცხოვრობთ ისევ,
უბრალონი ვართ და სადა.
მაგრამ ჩვენი ბავშვები-კი,
ვით ახალი სჯობს წეს-რიგი,
სწავლას მიესწრაფებიან,
სწავლისკენ აქვთ თადარიგი:
მათ ნიჭი აქვთ, გზა უვარგათ,
იცხოვრებენ ძლიერ კარგად,
თუ სიმხნე არ დაელიათ,
თუ ძალა არ დაეკარგათ!
ვიდღესასწაულებთ ყმანი
აკაკის დღეს ჩვენ ყველანი,
არ ვახსენოთ, არ იქნება
ის კალამი და მელანი.
ძლიერ კარგი არის კაცი,
მსგავსი ცოტა არის აწი.
ხალხისათვის თავდადებას
გვიქადაგებს გულ-მამაცი.
თვით მინახავს იგი ტფილისს:
ერთხელ შუა ზაფხულს, ივლისს,
ქალაქჩია წაველ, ჩემთან
იყო ჩემი შვილიშვილიც.
გზად მოხუცმა გაგვაჩერა,
თვით სალამი მოგვცა ჯერა,
შემდეგ ჩვენი გამომკითხა
ამბავი და ბედისწერა.
როგორა ვართ, ვფიქრობთ რასა,
როგორ ვაწყობთ ცხოვრებასა,
გვირჩია, რომ ბარისათვის
ბევრ რამეში მიგვებაძა.
გზად საუბრით წამიყოლა,
მითხრა: ყოფნა არის ბრძოლა,
უსწავლელი დამარცხდება,
თქვენთვის საჭიროა სკოლა.
მაშინა კი, სწორე გითხრა,
მეც იგივე გავიფიქრე.
ვუთხარი მას, რომ ამისთვის
საჭიროა ზღვა სიმდიდრე.
ეჰ, წავიდა ის დრო. მალე
მოტრიალდა გზა და ძალა.
აირია დედამიწა,
ბევრი რამე შეიცვალა.
დრომ ბორბალი მოაბრუნა,
ჩვენზე მაშინ ვინ იზრუნა?
შორი იაპონიიდან
ტყვიამ შემოიზუზუნა.
ქადაგებდა ის პოეტი:
მოვად დრო და მეტზე მეტი
შემოვაო განახლება,
დადგებაო ნათლის სვეტი.
გაიღვიძოს ყველა ერმა,
სკოლას მოჰყვეს გზა და ფერმა,
მდიდრებს დავცემთ და მერე კი
ვერ დაგვძლიოს ვერაფერმა.
ახალ სახლის ბჭეს ავიგებთ,
ნოხსა და ხალს ძირს გავიგებთ,
შნოს ლამაზი ცხოვრებისას
ჩვენაც ვიგრძნობთ და გავიგებთ“.
ვუსმენ მოხუცს. ამოცანის
ამოხსნით ვცნობ: სხივოსანი
აზრით მოდის მომავალი,
მას გრძნობს ხალხი და მგოსანი.
ღამე მთებში სვენდებოდა.
ირაჟრაჟა. თენდებოდა.
შუბლი აღმოსავლეთისა
ვარდისფერად ენთებოდა.
და წიფლების მწვანე კარვებს
თითქო ფიქრებს განუქარვებს,
ხმაურობდა გრილი ქარი,
პირდებოდა დღეს უქარვესს.
ირხეოდა ფიჭვის ტანი
წელმსუბუქი ნამეტანი.
გზაზე მხნედ და მხიარულად
მივილტვოდი ცხენოსანი.
მივქროდი და თან მიმქონდა
მთელი ტვირთი განაგონთა,
რაც რომ წარსულს გაახსენდა,
რაც კი მოხუცს მოაგონდა.
გამჭვირვალე როგორც ზვირთი
და თან მძიმე იყო ტვირთი,
თითქო თვითონ არე-მარე
მაგონებდა: ჩაუკვირდი.
მთელი ტვირთი ანდაზების,
ზღაპართ გაფიანდაზების,
შელოცვების, სიმღერების,
გამოცანა-ფანტაზმების.
სწორ-ტანიან წითელ სვეტებს,
ცის ხანძარი ალს უკეთებს,
ისეთია დილა, თვალი
ვერრას ნახავს მის უკეთესს.
ლამაზის და ტანად სწორის
მოშრიალე ვერხვთა შორის,
მივისწრაფვი ცხენოსანი,
მთაში, სადაც ცაა ქორის.
- მივდიოდი, მოვდიოდი -
სიხარულით, მაგრამ როდი
მეგონა, თუ სიზმარს ვნახავ, -
ამას როდი მოველოდი.
მზის რა დრო არ გავიყავი,
მაგრამ ფიქრშიც არ ვიყავი
პოეზიის საღამოზე
უცებ მოვხვედრილიყავი.
თუმცა ასეთ საღამოთა
სილამაზე ყოველ დროთა,
საქართველოს დაბა-სოფლებს
ძველთაგანვე მოჰყვებოდა.
ჩონგურების არის ბგერა,
ხმათა ტყორცნა, რითმად ჭერა.
დროის ყოველ შემთხვევისთვის
მოდის ლექსი და სიმღერა...
უბრალო და საღ თვისებით
დიდი ნიჭით და ღირსებით,
კმაყოფილად მყოფი ხალხით
მათ მოსმენას ნაღირსებით.
ერთ მშვენიერ ხალხურ ლექსზე,
რომელზედაც სჩქეფდა ეს მზე,
ვერასდროს რომ მსგავსს ვერ ჰპოვებს
მეოცნებე უკეთესზე, -
ხალხი იგრძნობს იმ სამყაროს,
და მზადაა გააქაროს,
ვინაც ჰბედავს, რომ იმას გულს
სიყალბე რამ გააკაროს!
ის სიმრუდეს ვერ აიტანს,
ვერ მოითმენს ჩიხს და მითანს,
მისთვის ემსახურებიან,
მისთვის უწოდებენ ტიტანს!
და სად გრძნობათ ნაკადული,
მართლად არის დახატული,
გრძნობა ადამიანური,
და კაცური სიქადული.
ხალხი მას არ მიატოვებს,
და პოეტი მარად ჰპოებს
უგულწრფელეს თანაგრძნობას,
სითბოსა და სიახლოვეს.
თვით აკაკი წერეთელი,
რომლის სიხარული მთელი
იყო დიდი პოეზიის,
ვით სამშობლოს, გრძნობა წრფელი,
ამბობდა რომ ნაზი წყარო,
პოეზიით სამდინარო,
არის ხალხის ძლიერ სულის
ანკარა და ღრმა სამყარო.
ჰანგი შეწყდა, ხმა დახანდა.
მთლად დაბნელდა. მთლად დაღამდა.
ცაზე ვარსკვლავების გუნდი
აენთო და აკამკამდა.
ის ლექსები არის სარკე,
ყველას ერთად და ცალ-ცალკე
ესმით ქვეყნის მწუხარება
და ცხოვრების სიავკარგე,
გვერდი რომ არ აუარა,
ასე შეუმსუბუქა-რა,
თავის დროზე უბედურ გლეხს
მძიმე ტვირთი და ბეგარა.
იგი ლექსი, ის სიმღერა,
ის სიმები და ის ჟღერა
იყო, მხარეს სულიერი
აღმაფრენა რომ შთაბერა.
გადაადო ფიქრთ დინება,
სიდინჯე და აღტყინება,
განამტკიცა, გაამაგრა
მისი დიდი გაბრწყინვება.
სწევდა თავისთავის გრძნობას,
იმედსა და ვაჟკაცობას,
ასწავლიდა თავდადებას,
ომად წასვლას და გმირობას.
და აწ შეგვიძლია მარად
სრულ უფლებით, შეუმცდარად -
ვაღიაროთ ის, ვინც ხალხი
პირველ ხატად აღიარა!
ჩვენ, რომელთაც ამის მეტად
ვერვინ გვნახავს უიმედოთ,
შეგვიძლია ჩვენ მთლიანად,
რომ მგზნებარე პოეტს ვენდოთ!
არ შეეძლო მას, ო, არა,
დაეშვა, რომ მატყუარა
სულმთლად რომ არ განადგურდეს,
დასჯერდება ის თუ არა?
შესძლებდა ხომ იგი გლეხი,
კისრით რომ მოიძრო კეხი,
მთლად მოესპო ის ბატონი,
დამჩაგვრელი და უკმეხი?
ო, შეეძლო მას, წერეთელს,
ძველთა დროთა განით მჭვრეტელს; -
შერყეულს და მოქანავეს,
როს ხედავდა კლასის კედელს,
შეხვედროდა როგორც ზეიმს
ბატონობის ძირს დაცემას,
და იგი სრულ მომავალის
მისცემოდა აღტაცებას.
გზისთვის ფიქრი არ ათავდა,
ტყე დასრულდა, ტყე გათავდა,
ღორღოვანი და ფრიალო
შორს ციცაბო ათავთავდა.
მდინარების ჩამი-ჩუმად,
ნისლი მოჰქრის აბრეშუმად,
ნისლებრ ფიქრში გახვეული
ჩემი ლურჯა მიდის ჩუმად.
მიდის იგი. ვგრძნობ მთის ჟრჟოლას.
და რა უნდა ფიქრს დაბოლოს,
რომ ნისლები მშვენიერ მზეს
შიგ თვალებში მიაბოლოს?
ბრწყინავს გულ-გაღეღილი ცა.
აჰა, უღელტეხილიცა,
მცხუნვარე მზე, წარმტაცი მზე,
ნათელი ცა, ხეხილიცა.
ხედი ნაირ-ნაირია,
კარგი, სუფთა ჰაერია,
წარმტაცი და მიმზიდველი
ქარი დუმილს დაერია.
აი ფერნი სამკვიდრონი,
სადაც მსხვილი და დიდრონი,
ალპიური ყვავილების
გადაშლილან ველ-მინდორნი.
მათი თლილი ღეროები,
სტვირნი სასიმღეროები,
ხავერდოვან ფოთლებისა
ნაზი, მწვანე ჩეროები.
მათ სხივები არ უშლიან,
და ზედ ფართოდ გაუშლიან,
გვირგვინები მშვენიერი,
ერთი მეორესა სცვლიან.
ლურჯი, თეთრი და წითელი,
ან ცისფერი, ან ყვითელი,
ფერებს კვეთავს ქანდაკებად
თვით გენია წინანდელი.
მათი მაღლა შემუდრული,
ფერი მკვეთრი და მდიდრული
უხვად მოჰფენია ქედებს,
შვენებით და გზნებით სრული.
გადამდგარა თეთრი ვარდი
ზედ უფსკრულზე, თავდაღმართი,
დაქანება და ფერდობი,
ჰყვავის ვარდთა მილიარდი.
მეოცნებე მდგარი მთაზე
კვლავ ზმანებით ვარ მე სავსე.
გზა ეშვება ყვავილების
და ბალახის ხალიჩაზე.
აქ არ სჩანან ტყენი, ხენი,
ბალახსა სძოვს ლურჯა ცხენი.
გეჩვენება: სად სივრცეა
უსივრცო და თვალუწვდენი -
რაღაც ნაზი იბადება
მტრედისფერი განათება,
განათება შუადღისა -
ქარვათ გაანდამატება.
ამ კაშკაშში, ამ ციალში,
ბრწყინვალებათ ურიცხვ ალში
უნაზესად გაწოლილი
გახვეული საბურვალში.
როგორც მშვენიერი ლელო,
სათაყვანო, სასახელო,
ამ წარმტაცი მთიდანა სჩანს
ნახევარი საქართველო.
ვრცელის, დაუსრულებლების
განუწყვეტი ჯაჭვი მთების,
ჩაშავებულ სიმწვანეში
მყოფ ხევების და ტყეების,
ხან ჰქრებოდა, ხან ჩნდებოდა,
სხივით გული აღგზნებოდა,
და ჩრდილოით დასავლეთზე
მძიმედ მიიზლაზნებოდა.
სიმაღლითა ცას სწვდებოდა,
მხურვალებით ენთებოდა,
ჰაეროვან ბურუსებში,
შორს სამხრეთით ინთქმებოდა.
დავხედავდი ვიწრო ჭალას,
ყოვლად სავსეს - ვით ფიალას,
ქვეშ - გველივით დაკლაკნილი
ქვას ახლიდა თავის ქალას -
ფოლადივით ბრწყინვი რამე,
ცოცხალივით მოხამხამე,
მრავალის მთქმელ მდინარისა
წყალი ლაჟვარდ-მოკამკამე.
..................................................
..................................................
და შორითშორს აღმოსავლეთ
მთა-მინდვრის და ტყეთა გავლით
მოსჩანს ველი ალაზნისა,
მოხვეული მკრთალი ჭავლით.
მოვარვარე მზის ალმურში
გახვეული უვრცეს ბურში,
ძლივს-ძლივობით გავარჩევდი
სახებაში უდაბურში:
ბაღებს, ჭალებს, სოფლებს, ტაძრებს,
ეკლესიებს და მონასტრებს,
ფრენას ქორის, მოტაცებას
რომ ასწრებს და ვეღარ ასწრებს.
აწ, მგრძნობელნი დროთა ჩიხის,
მგონებელი ძველი რიხის
ვიღაც მონისლულადა სჩანს
ნანგრევებზე მაღალ ციხის:
და სადაც კი გავიხედე
ნანგრევები ჩნდა ციხეთა,
რაღაც მკრთალი, ბუნდოვანი,
თითქო ფერფლი იყო დღეთა.
მათზე მსუბუქ-გამჭვირვალე,
როგორც ჩადრი მოფრიალე,
ზმანების მსგავს სილურჯეში
გამომხედი მალე-მალე -
ვრცელ სიზმრების ქსელს გართული,
რისხვის კედლად აღმართული,
ვეება და ახოვანი
ქედზე ღრუბლის ალ-დართული,
წარმოსადეგ-დიდებული,
თითქო ცად-აკიდებული,
დასავალით ულურჯესით
ზეცას შემოჭიდებული,
ვით გაყინვა აყრილ ტანის,
ღონიერის და ტიტანის,
მშვენიერი და დიადი -
სჩანდენ მთები დაღისტანის!
...................................................
კრისტალების ელვა-მინით,
დამაბრმავებელი ჟინით,
შორეული ზღვისა და ცის
ლაჟვარდ ღელვით და ბიბინით.
ჯერ ისევე ასეთ ციცაბ
მწვერვალებზე თოვლი იწვა,
ტყის მიუვალ მაღლობიდან
დაცემული იყო მიწა.
ფერდობების, სადაც არის
უხვი ველი საძოვარის,
დამშვიდებით სძოვდა ჯოგი
ჭრელი ძროხის, თეთრი ცხვარის.
გაზაფხულით სულჩადგმული
და უცნობი, არ განთქმული,
სოფლის უცხო სიმშვიდეში,
სიწყნარეში მთლად შთანთქმული,
ასახავენ უნებურად,
უდარდელად, ძველებურად,
იმედიანს, ბარაქიანს,
ბედნიერი ყოფნის სურათს.
აი მთები ჩვენის მხრისა,
როგორც ფრთები ნაბდებისა,
საშიშარი, „დამღუპველი“,
მთები კავკასიონისა.
ტაძრები, კლდის ნამტვრევები,
მონასტრების ნანგრევები,
დაშთენილნი მოწმეებად -
ვით იბრძოდენ გმირ-დევები.
ეს ნანგრევი, ეს მთა-ბარი,
იყო მათი შესაფარი,
როცა ქვეყნად თარეშობდა
ხალხთა მტრობა შესაზარი.
წარსულზედა მდგარი ძეგლი,
იმა დროთა ანარეკლი -
ოდეს ქუხდა თვითნებობა,
გზა სუსხისა და ნარ-ეკლის.
ოდეს სანთლის ჩამქრობელი
ძალადობდა დამპყრობელი,
მედიდური და დიდების
ჟინის ვერრით დამცხრობელი;
ხელისუფალთ გულზვავობა,
აჯანყება, მოძრაობა,
მკაცრი ბრძოლა და დაღუპვა,
დღეთ სიშავე, წელთ სხვაობა.
ამ ძეგლებში ნათლად ჩნდება
თავდაცვისთვის ბრძოლა ძმების,
დიდება იმ სიმამაცის,
უკვდავება ბელადების...
თავდადებით და გმირულად
მედგრად, სულით, გულით, სრულად
საუკუნეთა მანძილზე -
მართლაც რომ თავგანწირულად.
გრძნობით, რაიც ასე მწველობს,
არსებობას, სამფარველოს,
თვით უფლებას სიცოცხლისას,
აქ იცავდა საქართველოც.
და ყოფილან მძლე დღეები,
დანგრეული ციხეები -
კვლავ ბრწყინვალე დიადებით
აღმართულან აქ ბჭეები.
გამარჯვება-დიდებათა -
გადაქცევა გმირულ ხმათა,
დაცვა მის, - რაც საქართველოს
აბადია და ებადა.
აღტყინება იყო ერის,
მისი დიდი სიძლიერის,
მშვიდობის დროს-კი სიმღერა
მშვიდი მრავალ-ჟამიერის.
იყო ხანა მორჩილების
და კვლავ ძლევა-მოსილების,
ხმა გენიის მოვლენისა
მტრის დარბევა-მოცილების.
პოეზიის მწვერვალების,
უძლიერეს მღელვარების,
ხანა ხუროთმოძღვრებისა
და მხატვრობის ელვარების,
თანაბრადვე არ სანატრო
ყოფილა დრო; ხანა სამტრო,
ხანა ჩაგვრის, ხანა რბევის,
ხანა სასიცოცხლო-სამკვდრო,
ხანა წაგებული ბრძოლის,
უსასტიკეს რბევა-ძრწოლის,
როს მტარვალი წამრთმევია
მამის, შვილის, დედის, ცოლის.
....................................................
....................................................
უფრო მძლავრი მეზობლები,
რომ დაეპყროთ ეს სოფლები,
ასუსტებდენ ქართლს, შიგნითვე
ციხეს სტეხდენ უნდობლები.
მანამ ფეხს არ იცვლის არსით
ოსმალელი, გინა სპარსი,
სანამ მთიულს არ გააცნო
თვის მაჰმადის შინაარსი.
ახლა არა ერთეულებს
თემებს, ტომებს და მთიულებს,
უფრო აღიზიანებდენ
უმისოდაც გულმოკლულებს.
და ველური ხეობებით
ერთმანეთთან შეომებით
შეიჭედა შავი ზრახვა,
შავი რწმენა-ზნეობებით.
იბრძვის ეს მთა. იბრძვის მათი
ჯარია თუ ჯამაათი,
მათ დროშაზე აწერია
ის ალლაჰი და მაჰმადი.
აგერ კიდევ სხვა მთიელი,
მანაც გამოიღო ხელი.
თავდასხმები, წვა, მკვლელობა,
და ტყვეობა საშინელი.
დაიკარგა მეზობლობა,
მკვლელობათა უმიზნობამ
დაავიწყა მთელ ქვეყანას -
რაა მშვიდობიანობა.
სიმწრით აშენებულ სამყოფს,
შიშით მოპოებულ ნაყოფს,
შრომის ნაყოფს ართმევს მტერი,
დასცინის და თან ამაყობს.
მუდმივ მტრების სარბიელო,
უმწეო და უმფარველო,
დახმარებას რუსეთისგან
ეძებს სუსტი საქართველო.
ამ ამბავმა აღძრა სხვანი;
საჭურისი ღვარძლიანი,
მბრძანებელი სპარსეთისა.
იგი აღა-მაჰმად ხანი.
წამოვიდა, ქართლს ეკვეთა,
მთლად გაძარცვა, რაც კი შეხვდა,
დალეწა და დაანგრია
ჯერ ტფილისი, მერე მცხეთა.
ცეცხლის ალით პკურებული,
სულმთლად განადგურებული,
აწ დიდ რუსეთს შეუერთდა
ქართლი, როსმე დიდებული.
რაკი ქართლი ლანდად იქცა,
სად გაიქცა, იქ წაიქცა.
რაკი იგი ერთ საცოდავ
პროვინციად გადაიქცა.
რაკი ვერ სცნო ტომი ტომმა
და არ იყო ძმობის ნდომა,
აქ შესწყვიტა არსებობა
საქართველოს სამეფომა.
ორ ცეცხლს შუა მყოფი ჩქარა
შეუერთდა რუსეთს. კმარა.
ძმად რუსეთი რომ არჩია -
საქართველო არ შემცდარა.
მაგრამ წინ სდგას სხვა ტყვეობა,
გაჩნდა ზიზღის სახეობა,
რუსის მოხელეობისა:
მძიმე მართვა-გამგეობა.
ხალხს რუსულის წარა-მარა
ბევრი არა ესმოდა-რა.
მოხელეებს არ ესმოდათ
ხალხის თხოვნა და მუდარა.
და იმდენად, რამდენადაც
ხალხისაგან ნაძარცვ-ნატაც
განძს ხედავდა... მსგავს სიმდიდრეს
ვერ ნახავდა ზმანებადაც!
უფლების და ძალის მქონე
მედიდური, თავმომწონე
დიდმპყრობლური შოვინისტის
მთელი ძალა, მთელი ღონე
იყო მხოლოდ მძარცველობა,
მთელი მათი მმართველობა,
როგორ ზიზღით უყურებდნენ,
როგორ სძულდათ ქართველობა.
თვისი ღალა მიაქვს ღალატს;
ცბიერად და ძალის-ძალად
მიიყვანა მხარე ხანამ
მძიმე მორჩილების კარად.
თითქო ქუდი დაიხურა,
სადღაც გაჰქრა, დაიხურა,
ადგილები საზოგადო,
რაც სუნთქავდა ქართველურად,
და რომელნიც არა წლობით
საუკუნეთ განმავლობით
არსებობდა და უძღვოდა
ხალხს მრავალხნით, მრავალგზობით.
და დაცინვა ერს დაუწყო,
კანონები რამე უცხო
შემოიღო, თავისი-კი
სადღაც განზე გადაუწყო.
სასამართლოს უწყო კბენა,
ბავშვს შავი დღე გაუთენა,
სკოლებიდან სულ განდევნა
საყვარელი დედა-ენა.
დასჩემდა გულ-ხვეულება.
სძულდა, როგორც სნეულება,
მრავალ-საუკუნიანი
ერის ზნე და ჩვეულება.
და კულტურა ეროვნული,
რომელშიაც გახვეული
იყო მრავალწამებული
ერის სული, ერის გული -
ხვდა გონება გამოფიტულს,
გაიძვერას და მოსყიდულს,
მოხელეებს, რომელთ თვალი
დაეძებდა ჩინს და ტიტულს.
ხალხი ნაცვლად ყურადღების,
მსხვერპლი გახდა შურისგების,
ტალახში სვრის, დამონების,
დამცირების, ყბად-აღების.
თან ამბობდნენ: რის ნაცია!
გაიგებსო - ვინც კაცია:
რას ნიშნავსო უმაღლესი
მეფის ცივილიზაცია!
ხალხს პატრონი აღარ ჰყავდა,
დაუძლურდა, გაძვალტყავდა,
კანონიერს, უკანონოს
ხარკს ყველას ის მიუწყავდა.
ჰქონდა მხოლოდ მჭადი, წყალი,
ქედს იხრიდა ის საწყალი,
აქეთ - გადამთიელები,
იქ - მისივე ფეოდალი.
საურმე და სხვა ბეგარა
შეხვდა - ვეღარ გაეყარა,
სისხლს უშრობდენ, სიმართლისთვის
ახლო ვერვის გაეკარა!
მოდგა - როგორც ნაკადები
შინა-გადასახადები.
სამართალს კი სად იპოვის
უდაბნოში მღაღადები?
ქვაბებისა და ნოხების
მშრომელთაგან წამოღების
გზით მეტია საშუალება,
მეტი სისხლის გამოღების.
სიცხიანი, გვალვიანი,
ხანა მოუსავლიანი, -
შიმშილი რომ მოახლოვდა
უფრო გახდა ნაღვლიანი.
შიმშილს, როგორც ძველი ჯავრი,
მოჰყვა მისი თანამგზავრი:
ჯარი ავადმყოფობათა,
სნეულება ათასგვარი.
წვიმა ალპობს, სეტყვა ლეწავს
ძნებს მიმოყრილს, კეცა-კეცას,
და უმწეო, განწირული
შეჰყურებდა გლეხი ზეცას.
რა ამაოდ ზეცას სთხოვდა!
გადახდის დრო მოახლოვდა,
მას კი არ აქვს არაფერი,
მთელი მხარე გამათხოვრდა,
მაგრამ შეუბრალებელი,
ულმობელი მწვალებელი,
მზე სწვავდა და მზე სდაგავდა,
ისიც როგორც მავნებელი.
გადაიწვა ნათესთ რიგი.
გლეხი ეცა აქეთ, იქით.
ბრჭყვიალებდა ლურჯი სივრცე
ულმობელი სისასტიკით.
წყლულს ვერ შველის ზართა რეკვა,
ვერც სიმღერა, ვერცა ცეკვა,
რის ხუმრობა და სიცილი,
ვერავინ ვერ გამოერკვა.
და საჭირო როცა გახდა,
თუმცა სულმთლად გაპარტახდა,
სურსათ-ღალა ჯარისათვის
ისევ იმავ გლეხს გადახდა.
ეგზეკუციების წყებით
მათრახით და ყბადაღებით,
სცემდენ ხელით, სცემდენ კეტით,
სცემდენ თოფის კონდახებით.
დამპყრობელი ძრწის და ეძებს,
სმენას იკრებს, თვალს აცეცებს,
უბედურ გლეხს ხელიდან გლეჯს
უკანასკნელ პურის ნამცეცს.
ხალხმა რომ ვერ გაიხარა,
დაიძახა - აწი კმარა!
გააფთრებულ ვეფხვის მსგავსად
აღსდგა, ძალა მოიხმარა.
ვერ დაშინდა თვით სიკვდილით,
თავს დაადგა მტარვალს ჩრდილით;
და იწოდა გული მისი
აუწერელ სიძულვილით.
სული აღსდგა გაქანებით,
მთელის გზებით და ყანებით
მოითხოვდა შურისგებას,
სისხლი დუღდა მრისხანებით.
ვერ პყრობილი სადავითა,
თავის პირველ სათავიდან
აჯანყება კახეთისა
ეხლა ქართლში გადავიდა.
აღსდგა ხალხი მთელი ჯარით,
ის ძახილით ცეცხლის გვარით,
გაეშურა დროშებითა
და სიმღერით საომარით.
რა ღვართქაფად იქცა მალე
დრო მშიერი და მწყურვალე
და ცხოვრება ისევ გახდა
კვლავ მდუღარე და მხურვალე.
შიშის ციებ-ცხელებითა,
სავსე საშინელებითა,
შორს გარბოდა ამკლებელი
ურმებით თუ ცხენებითა.
ის დაიბნა, თანდათანა
შიშის ზარმა აიტანა
მთელი მისი გარეწარი
და ლაჩარი გულის ფხანა.
გაიხსენეს რა სხვა გზები,
მოაგონდათ ოქროები,
მიმართეს ცრუ დაპირებებს,
შეიძინეს ერთგულები.
შეცდენილთა მთელი წყება
შემცდენელებს ეთანხმება,
მაცდურებით, იარაღით
დააწყნარეს აჯანყება.
წყობილება ძველი დარჩა:
წყლად წავიდა ძალთა ხარჯვა,
ისევ უუფლებობამა,
ისევ ჩაგვრამ გაიმარჯვა.
გასწი, ლურჯავ! ამ არეთა
რაც კი ნათლად ატარებდა
სახეს წმინდას და ეროვნულს
მტერი მიწას ადარებდა.
ყველაფერი მიჰყვა ნგრევას,
რაც სახავდა ეროვნებას -
ეძლეოდა განქრობასა
ანუ გაუპიროვნებას.
ყველაფერში გაჩნდა ნასკვი,
თვითონ ქართულ ღმერთშიაც-კი
ეროვნული სულის სახეს
ნახულობდა მრავალს, ასკეცს.
ეკლესიებს, როგორც ციხეს
უშენებდენ; მთლად გარიყეს,
გააუქმეს ჩვენი ენა,
და რუსთველიც ჩამოიღეს.
მაგრამ იგი ერთი ხატი
ურღვეველი, უვნებადი,
ვით ხელთუხებელი რამე
როგორც სულის ხმა მარადი.
ამ ხატს ისე, ვით წესია,
არ იცნობდა ეკლესია,
მაგრამ ხალხი კი იცნობდა -
იგი იყო - პოეზია.
სული ერის - იქ ძიებას
განაგრძობდა, როგორც სნებას,
ებრძოდა ის თვითმპყრობლობას,
აშინებდა ძლიერებას.
.......................................
საქართველო არ დანებდა,
იგი ისევ ქაქანებდა,
ახალ-ახალ მოძრაობას
ახალ ძალით აქანებდა.
გაჰკიოდა, ძალას ჰკრებდა,
ააფთრებდა, ჰქუხდა, ჰყეფდა,
ყოველ ახალ ძალადობას
აჯანყებას აგებებდა.
მისწვდა გურიაში, მარა
მეფემ ვერც იქ გაიხარა,
სახრჩობელა კი აღმართა,
გლეხიც ბევრი აიყარა;
მისწვდა იმერეთსაც, მარა
მეფე ვერც მან დაიფარა,
სახრჩობელა იქაც დადგა,
მარა მალე გაიპარა.
ებრძოდა ამ სახრჩობელას
ცალ-ცალკე და ერთად ყველა,
და ოცნებას არავითარს
არ შეეძლო მისთვის შველა.
აწ არსად არ ეგულება
მუხლმოყრილთა ერთგულება:
არის გლეხთა, არის თავად-
აზნაურთა შეთქმულება.
და მთავრობა მაშინ მიხვდა:
ეს ქვეყანა რა გამიხდა,
რაც მეგონა - გავაკეთე -
იგი თურმე სულ წამიხდა.
როგორც იქნა მიხვდა მძორი,
რომ კვლა, დასჯა და ტერორი
სახელმწიფოს მართვისათვის
გზა ვერ არის სწორზე სწორი.
ძარცვისა და სისხლის დაღი,
სახრჩობელა, ციხის თაღი
სახელმწიფო მართვის არის
მეტად ცუდი იარაღი.
საჭიროა გზა მელური,
მგლური, თითქო მეზობლური,
მოქმედება უნდა იყოს
ფრთხილი, დიპლომატიური.
და ამ მიზნით იმედთ მთოვი
გამოვიდა ვორონცოვი,
შეუძახა მისიანებს:
„ყოფილხართო სისხლის მწოვი!
აბა, ნახეთ, რა გიქნიათ,
გზა თვითონ ვერ გაგიგნიათ,
მწერლობისთვის - შველის ნაცვლად
ბორკილები შეგიქმნიათ.
კაცი ქვა და სპილენძია?
თავი აგიგდია, ძია,
დაგიჩაგრავსთ თავადობის
მთელი ინტელიგენცია“.
იწყეს ბეჭდვა ქართველ მწერლის,
ცხელ ქადაზე სულის ბერვის -
თანაც გაჩნდა სუნი ღვინის,
ქება ზევსის და მინერვის.
გამოვიდა სახე მკრთალი
ერთადერთი მჭლე ჟურნალი,
ვალი ერთი რაჭველისა,
მერე ერთ ქართლელის ვალი.
და დუმილად (მისნი მისად),
არა ძალად ხუმრობისად,
იქცა ინტელიგენცია
თავადაზნაურობისა.
და შეცდენა სხვების სხვებით,
კარიერით და ჩინებით,
ასვლით მაღალ საფეხურზე,
კიდევ დიდი ადგილებით.
და ცხოვრება არ ფარულად
იწყეს მხნედ და მხიარულად,
თავადურად, ხელგაშლილად,
ფართოდ, ოფიციალურად.
მსწრაფლ მოვიდა აღტაცება
და გამეფდა გატაცება
ახალნაირ ცხოვრებისა,
ძველის - ხატზე გადაცემა.
იწყეს ფუფუნებით ტკბობა,
შეჰქმნეს უდარდელი ტრფობა,
პატიოსან გზას არჩიეს
სატანასთან მეგობრობა.
და გამოჩნდა არ ნახული
მორთულობა-გაზაფხული,
გარეგანი ელვარების
ნატვრა, ფართოდ განზრახული.
ვიზიტები და ბალები,
გართობათა მწვერვალები.
სადაც კი არ გაიხედავ:
ღვინო, ბანქო და ქალები.
სადაც კარი შეიღება,
სტუმრობაა და მიღება.
ქართული გზა და ცხოვრება
სულ სხვა ფერით შეიღება.
სამკაულთა შესაძენად
ოქროს ჰყრიდნენ ფენა-ფენად,
ჰაეროვან მარქმნისათვის
დროს არ თვლიდენ განაცდენად.
გულმკერდისა ანუ მკლავის,
რამენაირ ნახელავის,
აბრეშუმის თუ ხავერდის,
ნაქსოვის და ნაქარგავის,
თხელ მაუდის შესაძენად,
თავის გამოსაჩენადა,
ჰყრიდნენ სარჩო-საბადებელს,
ჩალის ფასად, ნარჩენადა.
ედებოდათ ქონი ვაჭრებს,
ადგილ-მამულს, მთელს თუ ნაჭრებს,
მემამულე აგირავებს, -
ვაჭარი კი ყელს იმაჭრებს.
გლეხობას თუ შრომა სწამდა,
დღეღამ წელზე ფეხს იდგამდა.
არ აძლევდენ მოსვენებას
და სულსაც ვერ მოითქვამდა.
იმ გლეხობას ჰქონდა ცნობა,
აწამებდა არა ძმობა,
არა ხალხი რუსეთისა -
არამედ ყრუ თვითმპყრობლობა.
ასე იყო ჩვენი მთელი
არსებობა მაშინდელი,
როს სამწერლო ასპარეზზე
გამოვიდა წერეთელი.
თავადი და დიდი გვარის,
იმერთ მეფის შთამომავლის,
დიდად საყვარელი შვილი
ძველისძველი ფეოდალის.
იგი ახლის სადიდებლად
თერგდალეულ ძმებთან ერთად
გამოვიდა თავის კლასის
ბრალმდებლად და მამხილებლად.
მიყვარს ხმა ჩვენი ყვირილის,
პირად ცახცახი გვირილის,
უუძველესი ხეობა
ხან ლხინის, ხანაც ტირილის.
რა დაგვავიწყებს საჩხერეს!
ველს სათუთეს და საშქერეს;
აღმოსავლეთის ქარებმა
გრიგალი გადმოაჩქერეს.
სდგას ფართოტოტებიანი
კაკლის ხეები სვიანი,
გამალებულა ჩიხურა
და მიჰქრის ხალისიანი.
მშვენიერ-ოცნებიანი
აყვავებულა იანი.
ქვის ძველებური სახლი დგას,
სად დიდი ადამიანი
დაბადებულა, გაზრდილა,
ზრდის სიმაღლემდე აწვდილა,
სასიხარულოდ ჰქცევია
ახალგაზრდობის მას დილა.
კარგია ვრცელი ბაღები,
ნაზი, ათასფრად ნაღები,
მიწის სიუხვეს ღაღადებს
ყოველი ნავენახები.
ავსილან ჭურნი თიხისა,
ქვითკირი რომ რთავს რიყისა,
ხეობას მთიდან დაჰყურებს
ნანგრევი ძველი ციხისა.
სახელად მას „მოდინახე“
დაურქმევიათ - სილაღე
იმ ძეგლის ფეოდალურის
ძველ გადმოცემებს ინახავს.
გულწრფელი, სულ-სხივოსანი,
სად ველს აშვენებს სოსანი,
აქ იზრდებოდა - რაინდი
და მომავალი მგოსანი.
ზღაპრებით ღამის მტეხისა,
შრომით დამდგმელი ფეხისა -
ასეთი იყო ოჯახი
შრომის მოყვარე გლეხისა.
თავის ცხოვრების ამ ხანას,
მგოსანი ამ წყალს, ამ ყანას,
მადლობის გრძნობით იხსენებს
გულწრფელად, როგორც ამხანაგს.
ცხოვრება გლეხურ-მშრომელი,
გამრჯელი, დაუცხრომელი,
პატიოსანი გულითა,
სხვისი არა-რის მნდომელი.
გულწრფელი განწყობილება,
სიმკაცრეთ ფერ-შელბილება
ადამიანთა ცხოვრების
ბუნებას ეხმატკბილება:
რაც აძლევს მიწას ზღვავებით,
ნაყოფითა და ხვავებით,
ხვნა-თესვით უერთგულესით
და თესლის ამოყვავებით.
რა რიგად ვაზთ უცხო ველი
თვალს ხიბლავს, გულს აცხოველებს,
რა რიგად მოვლა-შენახვა
უნდა შინაურ ცხოველებს.
ფუტკარს რა უნდა ჰაერის,
მისივე შრომის ნაირი, -
აი რა ამბებს, რა ლექსით
იმღერის გლეხის შაირი.
იცის დღე, საწუთროება, -
რომელთ ჰგმეს ამაოება,
მისგნით დრო წელიწადისა
რაც არის ოთხი დროება.
სტკბება ფრინველთა გალობით,
მნათობთა მიუვალობით
იცის: ეს მიწა სავსეა.
ყოველ სიუხვე-წყალობით.
კაცი რკოს ხრავდა სულ წინად,
მოსწყინდა ყოფნა ულხინოდ,
წყალი შესცვალა ღვინომა
და ასე გაჩნდა პურ-ღვინო.
დამთვლელი წელიწადების
მწევ მიწის გულის ნადების,
ღამეთა მრავალთ თენების,
მხილველი განთიადების.
მიწამ დაბადა მთის ჯიხვნი,
ჯერ არ სმენილი ჭიხვინი
გაუხედნავი მერანის,
კორდი, ვითარცა გვირგვინი.
ჯოგი უშობელთ გახადა
უთეთრეს თოვლის ბაღადა,
ნოყიერ ველზე სეირნობს,
სძოვს მსუქან ბალახს ლაღადა.
ხოხობმა ხავსით ნაგები
დასთმოს სამშობლო ჯაგები?
ირემმა ტყე და კორდები
სიზმარებრ ნაქანდაკები?
ხდება საღამო დილისად -
გლეხის ზრუნვისა ფრთხილისა,
ბუნება, მომგონებელი
ნაყოფის ზეთის ხილისა.
ვარდებით შეიფუთვნების,
მშვენიერი გზა გუთნების,
ველს კვიპაროსი რხეული
წამწამად მიეკუთვნების.
შრომაა გლეხის ჩვენისა
მიზეზი დღეთა დენისა,
მფარველი მინდორ-ველების
ნაყოფის ამოდენისა.
მსაზრდოებელი სიმებით,
მარადის გამოღიმებით,
უუნაზესი ცვარ-ნამით,
უუმდიდრესი წვიმებით,
და მზრუნველობად იგება,
რაც დასაბამით იქება:
ნაყოფთა მომცემთ ამიდთა
და დროთა მოწესრიგება.
მზე აღვიძებდა ამ ბავშვში
ადამიანურ ამბავში
კაცობრიობას, სიყვარულს,
ზღაპრულად გადანამბავში,
მიმხვდური, ცნობისმოყვარე
მსგავსი ბავშვების მოგვარე,
სოფლურ ცხოვრების წარმტაცი
მზის გაგიჟებით მოყვარე.
რაც კი რამ მინდვრად ხდებოდა,
ან სახლში გაკეთდებოდა -
ყველაფერს შეითვისებდა,
ყველაფერს უკვირდებოდა.
წყალში ცა - ელვარე მზისა,
მდინარედ - ჭერა თევზისა,
მუხლამდე წყალში რონინი,
არ მონატრება ხემსისა.
სირბილი ციცაბო-სერზე,
თამაში სუფთა ჰაერზე,
მხიარულ გამოგონებით
სეირის ნახვა სეირზე;
ბევრი რამ ქოხის კარებთან
ართობდა და ახარებდა;
ბევრი რამ ცრემლებსა ჰგვრიდა,
ბევრი რამ ახარხარებდა.
აჯადოებდენ ზღაპრები,
ძველი ამბები ნაკრები,
არაკთ კარგია მოსმენა -
ყურს უგდებ და იზაფრები.
ვით შრომის და მზის ფერები,
რბოდენ სიმღერით ჩქერები,
უყვარდა ბავშვს მშობლიური
მთა, გრძნობით ანამღერები:
ხან დარდის, ხან მხიარული,
ვით მდინარეზე მხარული,
ხან სიძულვილი რაიმე,
ხან ნდობა, ხან სიყვარული.
იმის მიხედვით - ჰანგთ ბაღის
რაა მიზეზი სილაღის,
თუ რას გადმოსცემს სიმღერა,
რას ნერგავს, რაზე იძახის.
აჰა, ნაშთები წარსულის,
ძეგლები ცამდე ასული
ნანგრევი ციხე-კოშკისა
გალავნით შემოგარსული,
სურო-ფშალათი, ეკლებით,
დაფარულია ძეგლები,
გადმოცემათა მრავალთა
დაჰქრიან ანარეკლები.
სვეტი ჩვეული თმენასა
იწვევს მოწყენა-ლხენასა,
ბავშვისას განაღვიძებდა
ოცნება-წარმოდგენასა.
ვით ძველი კოშკი ელვაში,
ველი მკათათვის ცელვაში,
სული სცოცხლობდა საოცარ
სასწაულებრივ ღელვაში.
უმსჯელოდ და უფიქროდა,
ოცნება ფაფარს მიჰკვროდა,
სხვა ხანათა და დროებათ,
სიღრმე-სივრცეში მიჰქროდა.
და რაღაც სევდა-მგებარემ
ქარმა შორიდან მჩქეფარემ,
ღრმა ალმა მწუხარებისამ,
შეკუმშა გული მგზნებარე.
კვლავ სულის ღელვით ბურვილი
სევდა, ვნება და სურვილი,
რაღაც დიდის და დიადის
ამაღლებული წყურვილი
განაღვიძებდა იმ დროსა,
როს უჭკობელს და სხივოსანს -
მამა შვილს წაუკითხავდა -
რუსთველის „ვეფხის-ტყაოსანს“.
მზე გადმოცემათ ნაქებთა,
სულში კოშკებს რომ აგებდა,
სხვა წარმოდგენა მგოსანის
მომავალ ბედს განაგებდა.
ლურჯავ, შესდექ! რა სახეა,
ზევით ციხის პარტახია,
დაბლა, იგი ძველი ბურჯი,
სადაც ოქროს ჩარდახია;
სადაც ბავშვმა იგრძნო პირველ,
რა საზიზღარ, რა გამწირველ
ღიმით - რუსის პედაგოგთა
ჯარი უღვთოდ იყო მწირველ.
როგორც ახლად ნარიჟრაჟებს
განაქრობდენ ფიქრებს საშვებს,
რა მზაკვრულად დასცინოდენ
გულუბრყვილო ქართველ ბავშვებს;
რა უხეში, რა ცბიერი
იყო გიმნაზიის ჭერი,
ყოველ ადამიანური
ღირსების და სახის მტერი.
რა სიძნელე! რა წყვდიადი!
იყო განათლება მათი,
იმ ხანებში მაინც წიგნი
იყო რაღაც იშვიათი.
სხვაგვარ ზრდიდნენ, სხვაგვარ წრთვნიდნენ
სხვაგვარ ჭკუას ასწავლიდნენ
წკეპლით. წკეპლა ითვლებოდა
მომავალის გზად და ხიდედ.
წკეპლით - მონატრული იყვნენ,
რომ ბურუსში ხვეულიყვნენ,
და ბავშვები ქართველები
რუს ბავშვებად ქცეულიყვნენ.
და წკეპლავდენ მათ გაგებას,
ვინც უხვევდა ქადაგებას
და ბედავდა მშობლიური
ენით დალაპარაკებას.
აღზრდა იყო ძველებური
მხოლოდ მგლური და ველური,
ღელდებოდა, შფოთდებოდა
მაშინ სული ქართველური.
ამბავები უძველეს ხნის,
ვით საგანი არა კვეხნის,
აკაკიმ ხომ სულ იცოდა,
მხნე წარსული თავის ქვეყნის.
ამაყობდა აღტყინებით
წინაპართა იმ ჩრდილებით,
ძველი მათი დიდებითა,
ძველი ძლევამოსილებით.
და ოდეს მათ ტლანქ ხელებით
ეხებოდენ ტიელები -
მთელის სულით, მთელის გულით
სძულდა გადამთიელები!
მწრთვნელთა შორის მზიანები -
იყვენ ადამიანები -
თავისუფალ გონებრივი
ხაზის გამტანიანები.
ერთხელ ბავშვმა გაიგონა
საუბარი, თუ ვით მონა
გამოფხიზლდა და გულმკერდში
იარაღი ჩაიკონა.
გაიგონა, თუ ვინ მისცა,
პოლონელებს ნატვრა მზისა,
და ამბები საფრანგეთის
ღელვის, რევოლუციისა.
სწორედ ის დრო იყო, ოდეს
ბავშვის სმენამ მსგავსად შფოთის,
გაიგონა ისტორია
დიდი კონრად ვალენროდის.
ვალენროდის - წრფელი გული,
ვალენროდის - ხმა ერთგული,
აწვალებდა ეს სახელი
და ეს გმირი ეროვნული.
მის პოეტურ წარმოდგენას
არ აძლევდა ჟამი თმენას,
იგი მოაჯადოებდა -
ის აძლევდა აღმაფრენას.
ვალენროდად, გმირად მართლად,
მოვლენილად ჩვენად, ქართლად,
რად არ უნდა გამხდარიყო
წერეთელი მთავარსარდლად?
არ ეძია შური რისთვის?
საყვარელი მამულისთვის,
უუფლებო სამშობლოის
ასე შეურაცხყოფისთვის?
და ეს აზრი ბავშვის გზნებას
არ აძლევდა მოსვენებას,
მარად თვალწინ ხედავდა ის
ვალენროდის მოჩვენებას.
როგორ ნელი, როგორ მძიმე,
იყო მისთვის სკოლის მღვიმე,
გიმნაზიის ბოლომდის კი
თვე რჩებოდა რამდენიმე.
მაგრამ ყრმამან გადასწყვიტა
წასულიყო ახალ გზითა,
სწავლა მიეტოვებია,
კმარა, რაც რომ ტვირთი ზიდა.
გადასწყვიტა ახლის მზერა
როგორც გარდუვალი წერა,
ეძახოდა პეტერბურგი,
სხვა ახალი კარიერა.
მამამ, ეს რომ გაიგონა,
შვილს განზრახვა მოუწონა,
„კმარა სწავლა, სამყოფია.
მე რომ ვიყავ შენოდენა,
ცოლშერთული ვიყავ-კიდეც,
არ ვშინჯავდი კიდე-კიდეს,
მტერ-მოყვარეს პასუხს ვცემდი,
კიდეც ოჯახს მოვეკიდე“.
დედ-მამა რა მას მიუდგა
და გული არ დაუთუთქა,
მედგარ ილიუზიებით
ჭაბუკი მხნედ გზას გაუდგა.
მერე რა გზას! რა შორეულს,
ოცნებებით ცრემლმორეულს.
გაბედული განზრახვებით
გადმორებულს და ტბორეულს;
ორთქლმავალი მას ვინ მისცა,
მაშინ არა თუ რკინისგზა
ჰქონდა მხარეს, - შარაგზაც კი
შამბნარად და ეკლად იქცა.
მაგრამ განა ქვით ან ლოდით,
უგზოობით გინდა დროთი,
შეეძლო რომ შეებორკა
მომავალი ვალენროდი?
გზად დიდი და დიდებული,
ზეცად კლდეებმიდებული,
ხელთუქმნელი სილამაზის
ნაზ ალ-შემოკიდებული -
ვერც აწვდილნი ცამდის მთანი,
ვერც მინდორნი, ხეობანი,
შვენებანი ბუნებისა,
მძლავრნი სანახაობანი,
ვერც ცის კიდე და ნაპირი,
ლაჟვარდებად დანაფერი,
ახალ მგზავრს ვერ აღელვებდა,
არ ახსოვდა არაფერი.
მან სიძნელე გზისა ნახა,
მძლავრი მთები გადალახა,
სადაც ჯურღმულ-სიბნელეში
იხსნებოდა მხეცის ხახა.
გაიარა ვრცელი გზები,
სად მუდმივი მზეა მგზნები
და მუდმივი გაზაფხულის
დაუჭკნობი ყვავილები.
სადაც ძალაუნებური,
რაღაც მძლავრი და მეფური,
სულშეხუთულ ხეთა სწრაფი
ზრდაა გრიგალისებური.
სადაც მჭიდე ლიანების,
როგორც ყვავილიანების,
შუქის მსგავსი გარემოცვა
არის მთების ტყიანების.
სადაც მწვანე სურო ფშალა
მიჰქრის, თითქოს შეიშალა,
ველურ ვაზებს და ვენახებს
დაუფარავთ ვრცელი ჭალა.
სად ფათალო დაქარგული
და გონებადაკარგული,
შეშლილ სვიის ორომტრიალს,
ტყე დასცქერის თავჩარგული.
სად ბუნება როგორც ქნარებს,
როგორც ნაირ ხელსაქნარებს
აატოკებს, ააღელვებს
ბუჩქნარებსა და ჯაგნარებს.
სადაც ცხოვრობს ის, ზღაპრული,
მშვენიერ მზით დაზაფრული,
და მაინც მზეთუნახავი,
ნაზი, როგორც გაზაფხული.
იგი, ხილვა მშვენიერი,
მთრთოლი, ვით ყვავილთა მტვერი,
ტყეთა იშვიათობა რამ,
ტყის ხოხობი ოქროსფერი!
მიდიოდა მზე-ჩრდილებით,
მიდიოდა ადგილებით, -
სად მუდმივი ყვავილობა
დაუმჭკნარი ყვავილებით.
სადაც ვარდი და იები,
ეს მუდმივი დაიები,
ზამთარშიაც ყვავილობენ
მთვარით ნასამაიები;
სად ბაღებით თუ ველებით,
როგორც ალით უნელებით,
დამთვრალია გაზაფხული
მაგნოლიის სურნელებით.
სადაც სურნელთ ჟრიამულში
ჰყვავის მიმოზა და ნუში,
სადაც დაფნა, ბზა და ტვია
თრთიან მარად სიხარულში.
სად ხვდებოდა ქალიშვილებს,
ალვასებრ რგულთ, მთვარის ჩრდილებს,
ბაგეთ დაუვიწყარ ღიმილს,
მშვენიერ და ნაზ პროფილებს.
გამოხედვა მზისებური,
კანის სადაფისებური,
სინატიფე, ბრწყინვალება,
ხედვა არწივისებური.
ვარსკვლავიან ღამის ხედვა,
ვით ნაღველფი ზეცის ჭედვა,
თითქო ცეცხლი ელვარების
თვით ბუნებას გადაედვა.
მაგრამ განა როგორც ბადეს,
შეეძლო თვალთ სიწყვდიადეს,
რომ მგზავრისას დარებოდა
ოცნებათა სიდიადეს?
რას შეეძლო ან და სადა
სასაცილოდ გაეხადა
ის ოცნება, მომავალს რომ
ხდიდა წარმტაც პოემადა.
ათასგვარი ღელვით გულში,
თვის ნაბადში, არა ქურქში,
მზად საგმირო საქმისათვის
ჩავიდა ის პეტერბურგში.
იგი მიჰყვა ახლის გრძნობას,
მას გულწრფელად მიენდობა.
თავის თანამემამულეს
მიაშურა სტუდენტობას.
და აქ წყდება მისი ბედი,
გზას უნათებს სხვა იმედი -
მღელვარე და მოფუსფუსე
აგზნებს უნივერსიტეტი.
სამხედრო გზა წაიშალა,
დიდი გეგმა ჩაიშალა,
ნაცვლად სხვა და უფრო ვრცელი
წინ სწორი გზა გაიშალა.
იყო სწორედ იგი ხანა,
როცა მოსწყდა გზას ქვეყანა
და დიდ საზოგადოებრივ
ძვრებით მედგრად გაექანა.
განახლება განიზრახა
და საყრდენი რა ვერ ნახა,
დიდთა იდეოლოგიათ
მხარე მხარეს დაეჯახა.
გადიხადა მეფემ ომი,
სხვა ამბების გახდა მდომი,
ცუდ პირობის ქვეშ მოექცა
გარეშე და ქვეშევრდომი.
გამოირკვა მეფის ჯური,
შიგნით იყო მედიდური,
თორემ ისე ყოველი მხრით
სუსტი იყო, უკეთური.
უსუსურმა შინ და გარეთ,
ვერ გამრჩევმა მტერ-მოყვარეთ,
შუბლზე ხელი შემოიდო
და დაფიქრდა მეტად მწარედ.
ზრუნვა გამდიდრებისათვის,
ზრუნვა ფაბრიკებისათვის,
წამოწყებათათვის ზრუნვა
ერთს ითხოვდა ღრმა შესატყვისს -
ისევ ძალებს, ოფლისმღვრელებს
თავისუფალ მუშა ხელებს,
ბატონობა ფეოდალის,
ხალხს აქ სჯისო და ახელებს.
ეს ყმობაო, უკმეხობა -
აწ საცოდავ გლეხს ეყოფა,
უნდა განთავისუფლდესო,
სხვას დაადგეს გზას გლეხობა.
ბოლო არ ჩნდა ამ ვეება
საკითხების სივრცეების.
დიდი იყო გატაცება,
ყველა მოწინავეების.
არავის არ ჰქონდა მოცლა;
აზრთა გაცვლა და გამოცვლა,
აქ კამათი, იქ კამათი,
აქ გამოსვლა, იქ გამოსვლა.
არხეინად მომღერალი,
მოღვაწეა თუ მწერალი,
რეფორმებში ელის შვებას,
ღვთისნიერი ლიბერალი.
მაგრამ როგორც კლდე ფიქალი,
სდგას, ეხვევა რა გრიგალი,
რეფორმებზე ცოფმორევით
მთლად შმაგდება რადიკალი.
მას ცნობა აქვს უკეთესი,
საით უხვევს მეფის გეზი,
ოცნება კი სხვაა მისი:
გარდატეხა უდიდესი.
იმ ოცნებით იალება
სულ სხვაგვარი ტრფიალება,
გარდატეხა ძირითადი,
მთელი გადატრიალება.
სხვა გზა უნდა გაეშალოს
ვით ქვაფენილს, ისე კალოს,
და წესწყობა არსებული
ძირ-ფესვიან შეიცვალოს.
მხარე უნდა გარდაექმნათ
ახალ ძალად, ახალ ქვეყნად,
მხოლოდ ერთი უშლიდათ ხელს:
არ იცოდნენ, თუ რა ექნათ.
გაჟღენთილი ისტორიით
ეს საკითხი თავის ძირით
დაისმოდა და წყდებოდა
სახით სხვადასხვანაირით.
ასე ცვლიდენ დღეს დღეები
ურყეველი ხიდეებით,
მთელი სოციალისტური
მოდიოდა იდეები.
მძლავრი ფანტასტიურ მდევზე
იდეაა... იდეებს-კი
ჯერ არ ნახულ ენერგიით
აღრმავებდა ჩერნიშევსკი.
და რომანი „რა უნდა ვქნათ“
მდგომარებამ ჩასთვალა ხსნად,
იგი არეს მოევლინა
ახალ მიზნად და ახალ ხმად.
სტუდენტებში ჩადგა მთები
სოციალურ პროექტების,
ფენა ფილოსოფიური,
განუხრელი მოსწრაფების -
და როგორც გზა უკეთესი
შემოვიდა კითხვად წესი
სენ-სიმონის, ოუენის,
ლუი ბლანის, ფურიესი.
გაჩნდა აზრთა ხეტიალი
სიბნელეში. ხვევა თვალის,
ბევრ მხარეში აღარ იყო
ჭაჭანება ფეოდალის.
იქ სხვაგვარად სჭრიდა თვალი,
იქ მეფობდა კაპიტალი
და ბადებდა სიღარიბეს
დაგროვება ნამეტანი.
ნისლებია, ქარებია.
გარდატეხებს რომ რგებია,
კრიზისები კაპიტალის
მუდმივ თანამგზავრებია.
დრო უწევდა თანაგრძნობას,
უტოპისტთა მათთა ბრძნობას,
ტრიუმფს სოციალიზმისას
და მის აუცილებლობას.
და მათ სურდათ დაჯერებით
სიამტკბილად, მოფერებით,
ასე დაერწმუნებიათ,
ყველა მილიონერები:
სიამტკბილად, შეთანხმებით
ჩვენ შრომით და თქვენ თანხებით
მხოლოდ შრომის საწყისებზე,
შრომით, არა აჯანყებით -
გადაკეთდეს, აიწევს მზე,
ამ ქარხნებზე და მიწებზე,
მხოლოდ გაერთიანებულ
ახალ შრომის საწყისებზე.
დიდი თმენის, ბევრი ძლების
მრავალნაირ აზრთა ცვლების
მიდიოდა ვითარება
ასე, სამოციან წლების.
შეიცვალა ბევრი მღერა
და დაუწყეს შრომას მზერა,
ვით ახალი ცხოვრებისა
საძირკველს და დიად კერას.
და ორატორს, როგორც ძლიერს,
უმართავდენ ოვაციებს,
როდესაც ის ახსენებდა,
მუშათ ასოციაციებს.
ჰგმობდა რა თვითმპყრობელობას
და ჰკარგავდა მგრძნობელობას,
დასახავდა იდეალად
თემურ მიწათმფლობელობას.
გაიძახდა გულმართალი:
ყოფნა იქნას უდარდელი,
გვექნას ამხანაგობანი,
ან კავშირი და არტელი.
თუ გეგმებზე და სიაზე
ოცნებობდა რუსი ასე,
ოცნებობდა ჩერნიშევსკიც
გლეხთა რევოლუციაზე.
კიცხვა იყო და ჯავრობა,
ამავე დროს კი მთავრობა
გლეხებს ათავისუფლებდა
და როგორც ქოხს - უყავრობა,
გლეხსაც დარჩა უმიწობა,
სიბნელე და უვიცობა,
გლეხს მთავარი არ აქვს - მიწა,
როგორ შესძლოს უმისობა?
რა ვაკეთოთ? ეხლა თითქო
ნაბიჯიც წინ გადაიდგა.
რა ვაკეთოთ? - ეს საკითხი,
პოეტის წინ ბევრჯერ იდგა.
გრძნობდა: მრავალხანობისად,
სამარცხვინოდ, მწყრალობისა,
საქართველოს ჯერაც ეკრა
დაღი ფეოდალობისა.
რაკი ერთხელ იგრძნო სარმა,
სულ წაიღო როგორც ქარმა,
დამოკიდებულებამაც
მონურმა და საზიზღარმა,
სახე წინად მხნე და დინჯი
ეროვნული სახის სინჯი,
დამონებამ აწ გახადა
მთლად მრუდი და სულმახინჯი;
შორი დასავლეთიდან კი
საამური ჟღერდა ჩანგი,
ჰქუხდა ახალ ამბავებად
როგორც ჰიმალაით განგი.
გაისმოდა სიტყვა - აღსდეგ!
იწყებოდა ზღვიდან ზღვამდე
ეროვნებათ მძლავრი ბრძოლა
დამმონებელთ წინააღმდეგ.
იზრდებოდა და ალი ის
იყო შეძვრა მძლე ფალიის,
ერთიანობისთვის ბრძოლა
ავსტრიის და იტალიის.
როგორც გიგანტური წალდი,
მოწოდებით: წინ, გასალდი,
განწირვით და თავდადებით
ტრიალებდა გარიბალდი.
მისი ხალხის საომარი
მაჯისცემა იყო ჩქარი,
სიკვდილის ან გამარჯვების
მის დროშაზე სჩანდა ბწკარი.
გარიბალდი მხნე გულითა
ხმლით იბრძოდა ქებულითა,
მთელ მსოფლიოს აოცებდა
დარტყმით ელვისებურითა.
და თვითეულ მის გაწევას
უერთებდა აღტაცებას
ყველა მოწინავე კაცი,
როგორც მოწინავე მცნებას.
გარიბალდი! ყველა მასში
ხალხს ხედავდა, ერთს ათასში,
მასში ჭვრეტდენ გმირობის და
თავდადების სახეს კაცში.
მასში სჭვრეტდენ ხმიერებას,
კეთილშობილ ძლიერებას,
სამშობლოსთვის თავდადებულ
გმირის განსახიერებას.
მის ტიტანურ მამაცობას,
გულადობას, ვაჟკაცობას,
მის სამხედრო მოსაზრებას,
მოხერხებას და დასწრებას,
იგონებდენ ბრძნულს და სადას
ამერიკის მთებშიც, სადაც
ის ახსოვდათ, მეომარი,
მაშინ, ადრე და წინადაც.
მისი სახე, ვით არ სჩანდეს.
გარიბალდი ხომ მანამდეც
მკაცრი ბრაზილიისაგან
იფარავდა რიო-გრანდეს,
ადუღებდა ქვას და რკინას,
ადიდებდა ხმალთა ბრწყინვას,
როს იცავდა ურუგვაის
და ებრძოდა არგენტინას.
კომუნისტურ მიზანთ მხარი
მანიფესტი უეცარი -
მთელი რევოლუციური
ევროპისთვის იყო ზარი.
მზე დიადი ყინულს ზრავდა,
ბევრი მხარე ვულკანს ჰგავდა.
გაზაფხულდა და ჰუნგრეთიც
ატოკდა და ამოძრავდა.
კოშუტის ხმა იყო მჭევრი,
მხურვალე და ნიჭიერი
შეუკავებ აღტაცებით
რომ მიყავდა მისი ერი.
ასეთი ხმის დრო კარგია,
ხალხსაც სტოვებს ლეტარგია.
შიშის კანკალს ეძლეოდა
ჰაბსბურგების მონარქია.
გარს სხვაგვარი ენთო სვეტი
და სინათლეც სჩანდა მეტი,
მოძრაობდა ირლანდია
და იბრძოდა პოლონეთი.
დამნახველი ასეთ ძვრისა,
მომსწრე ახალ ამბებისა,
მოუსვენრად სცემდა გული,
აღელვებულ ქართველისა.
რა ექნა და ან რა ეთქვა,
რომ დაეცხრო გულის ფეთქვა,
რა ზომები მოენახა,
რა ნაბიჯი გადაედგა?
- კმარა შიში, კმარა თრთოლა,
რომ გამხდარა ღმერთის ტოლა, -
ბატონყმობა-თვითმპყრობლობის
წინააღმდეგ გვმართებს ბრძოლა.
ქართველ გლეხის გულის ზიანს
რა ჰქმნის? ჰკითხეთ თვით მისიანს,
რანაირი დამცირებით -
ეპყრობიან ადამიანს.
დამმონებელს აქ უკმეხი
იმის გულზე უდგას ფეხი,
ასეთ მდგომარეობაში
იმყოფება ჩვენი გლეხი.
დიდი მესამოცე წლების,
ბობოქარი იდეების,
ახალგაზრდათ ფხიზელ გულში
მდიდარ გამოძახილს ხვდება.
ყოველს, რასაც განიცდიდა
და მღელვარე გულში ზრდიდა,
იყო რა დიდ დაძაბვაში,
გამოსავალ გზას ძებნიდა.
იყო ცხადი და ნათელი,
რომ ახალი ჟრუანტელი,
მისწრაფება-გაბედვანი,
და ღელვა იმ დღეინდელი,
რომლებითაც ცხოვრობს ისა
და რომელმაც შეითვისა
უკეთესზე უკეთესი
ხალხი მისი ეპოქისა.
მისი ეკლით, მისი იით,
ის ეპოქა, მსვლელი ტყვიით,
შეეძლო, რომ მას გაეხსნა, -
რაით? - ბრძოლის პოეზიით.
და დაეტყო დროს გუგუნი
და გაისმა ქართ ზუზუნი.
იქ მგოსანი უნდა იყოს
მონაღარე და ტრიბუნი.
სიტყვა თქმული ტრიბუნიდან
უნდა ფეთქდეს ყოველ მხრიდან,
ვარსკვლავთა ცეცხლს ძირს რომა ჰყრი
ზეციური სიმაღლიდან,
სასახლეებს სწვავენ, სწვავენ,
ქოხებს სინათლითა რთავენ,
ცეცხლოვანი ვარსკვლავების
მსგავსად სიტყვებიცა სძრავენ.
ის სიტყვები სხვა ვნებიან
ელვარებად ეგზნებიან -
ხან სცხრებიან, ხან საომარ
შუბებს დაემსგავსებიან,
რომ მიჰქრიან მეშვიდე ცად
წმინდათ-წმინდათ ნგრევა-ლეწვად,
და ღვთისნიერ ფარისევლებს
დახვდებიან უკეთესად.
და აკაკიც უახლესით -
გრძნობდა გრძნობით უმაღლესით,
რომ ის ადამიანთ გულთან
უნდა მისულიყო ლექსით.
ბატონყმობით ხელნახები,
გახსნილიყვენ არტახები,
უნდა განათებულიყვენ
საქართველოს ჩარდახები.
უნდა შეიცვალოს წყობა,
უნდა გაჰქრეს ბატონყმობა,
მკაცრად უნდა აილაგმოს
მოხელეთა თვითნებობა.
მიცემულნი მშვიდსა და ტკბილს
უზრუნველსა, საღათას ძილს
უნდა გამორკვეულიყვენ
და შემბოდენ უნდა სიკვდილს;
და იმედთა დიდთა გრძნება
ხვალინდელ დღის ვის ექნება,
თუ რომ დაჩლუნგებულია
ეროვნული თვითშეგნება.
საქართველო უნდა მისწვდეს,
მიზნით უნდა გამოფხიზლდეს,
გაუწიოს ანგარიში
თავის მდგომარეობას, ბედს.
რა კი ხანა სდგას ომისა,
რა კი ფიქრმა რაობისა,
ახალი გზით გაიტაცეს -
გული ახალთაობისა,
ვით ახალი გაზაფხული,
უფრო მკვეთრად მოსახული,
ამ ახალი გრძნობისათვის
ყოფილიყო მონახული,
სათანადო სახულება,
ღირსეული დასრულება,
ახალ გრძნობის შესაფერი
ფერი, გამოხატულება.
უნდა მთელის აღმაფრენით
დაჭერილი მახვილ სმენით
ალაპარაკებულიყვნენ
ახალ სიტყვით, ახალ ენით.
მოვლა უნდა ახლად, კარგად,
რაც გაიხსნა და ივარგა,
ძველ რუმბებში ახალ ღვინის
დაყენება როდი ვარგა.
და დაიწყო, აუწია,
როცა კი დრომ მოუწია,
სულის რევოლუციასთან,
ფორმის რევოლიუცია.
ახალი დრო აგუგუნდა,
ლექსი სიმძიმისგან უნდა
გამოიხსნას, რაც არ ვარგა,
მიეყაროს ქვა და გუნდა.
და შეექმნათ ახალმჭევრი
ხმოვანება ბევრზე ბევრი,
ეროვნული სულისათვის
უფრო მსუბუქ-შესაფერი.
არ ზოგავდა რაკი თავსა,
ძველს აკაკიმ შეუთავსა
უახლესი ამღერება,
და ლექსი ლექსს დაამსგავსა.
მისცა მეტი ძლიერება,
მეტი გულის ხმიერება,
ხალხურ ლექსის და სიმღერის
სრული განსახიერება.
თავის დაფიქრების გზათა,
გიზგიზებად გამოხატა,
ელეგიის მუსიკალურ
სიმთა თანამღერებათა.
ხმანი უნაპირონია,
მაგრამ მისთვის მირონია
აშფოთება სატირისა,
ღვთაებრივი ირონია.
თავისთავად, არა სხვაგან,
ბგერა-ბგერა, საგან-საგან,
ლექსი მისით მოფრინავდა
იმის ლამაზ კალმისაგან.
ვით ყოველთვის - შედარებას,
ნახულობდა რიტმთ ჩქარებას,
და სავსებით გადმოსცემდა
თვის სულიერ მდგომარებას.
მისი ლექსის მკვეთრი სხივი,
იყო მჩატე, მაგრამ მკვრივი,
მისით ფორმა იქმნებოდა
ძალადაუტანებლივი.
და იმის წინ, ვით ზმანების,
მთლად ახალი ხნოვანების,
თავისთავად იხსნებოდენ
კანონები ხმოვანების.
ვით მაისი გლედიჩიით,
ის მოვიდა ნელი ბიჯით
რაღაც არა ჩვეულებრივ,
რაღაც უზარმაზარ ნიჭით!
შრომა იბრძვის და ჰქმნის თასმას,
ის კვარცხლბეკზე ელის ასმას:
უნდა დადგეს იმ კვარცხლბეკზე
და სახელი განეთქვას მას -
პოეზია განამდიდროს:
და უნდა სთქვა „ლექსი მკის დროს“,
საქართველოს ყოველ კუთხით
თვისვე ლექსმა რომ მოგისწროს,
ვით ნიმუში დასრულების,
რიტმის, გამოსახულების;
ის განხილვის საგანია
ჩვენი ქვეყნის სწავლულების.
ის გაღელვებს, ეს უჩრდილო,
მიმავალი ლილო-ლილო,
წმინდა, სუფთა ხმა ხალხური,
თითქო ასე გულუბრყვილო.
და გამხნევებს ყოველთ ხმაზე
და გადადის ქვიდან ქვაზე,
მქუხარე და ჩქარი რიტმი,
მშფოთარე და მოკისკასე.
და გარწმუნებს მარად მათი
შინაარსის ღრმა სიმართლე,
ყველგან სიამოვნებას გგვრის,
მკაფიობა და სინათლე.
დაიბადა, საზღვრებს გაცდა,
ჯანსაღ შეჯიბრების განცდა,
ის იძლევა შთაგონებას,
საზოგადოებრივ კაცთა -
მუშაობის დროს და საგანს,
მოწოდება შრომისაკენ!
ჰოპუნა და ჰერი-ჰერი,
გვიწვევს უცხრომლობისაკენ.
მშრომელებმა მღერა იწყეს,
და მედროვეთ კი გაჰკიცხეს.
სიცხე - მკის დროს - მიაწერეს
პოეტების ზოგად სიცხეს.
კედელი სდგას, ჭერი ხუროს,
სხვა რა ეკითხება ხუროს?
პოეზია უნდა ჰქუხდეს,
და უნდა ხალხს ემსახუროს.
მაგრამ საქმე ხანდებოდა,
ისიც ისე არ ხდებოდა,
საქართველოს რეფორმებით
მეტად აგვიანდებოდა.
და აკაკის რომ სწყუროდა
სწრაფი განახლება დროთა,
საქმის განხორციელება
ქვეყნის სამომსახუროთა,
გვრიდა ხანას ზანზარებას,
და იწვევდა შეზარებას,
ირონია, რითაც სწერდა
იგი გლეხის აღსარებას.
გაჰქრა ეჭვის ნატამალი,
და ყველასი სჭვრეტდა თვალი,
რომ ყმასა და ბატონს შორის
უფსკრულია გარდუვალი.
და შესძახის იგი მჩაგვრელს,
გონს მოვიდეს, ვერ იმაგრებს,
რომ გლეხების ამოგდებით,
იგი თავისთავსაც ანგრევს.
ჩანგით მკვეთრით, ჩანგით ფიცხით,
მწარე ჩივილით და ზიზღით
მოღალავე მუშების ბედს
გამოხატავს მდიდრის კიცხვით.
ეხლა მისი სალამური
აღარ არის სანანური,
სამშობლოის მწუხარებით
უბედური და მომდური.
სალამური იგი სხვაა,
იგი მწუხარების ზღვაა,
დასუსტებულ-წამებული
ქვეყნის გამოგლოვებაა.
მაგრამ როცა იგი გოდებს,
მწუხარების ცრემლებს მოდებს,
კვლავ აგროვებს ენერგიას,
კვლავ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
დაიბნევა, დაცურდება,
ჰანგი გააბრეშუმდება,
სადღა არის საქართველო?
სალამურიც გაჩუმდება.
და სხვა ახალ გარიჟრაჟში
იხატება ხმა გიჟმაჟი.
უსაზღვრო და უბოლოო
ირონია ისმის ხმაში.
იგი ხმაა მეწამული -
საზიზღარი, მოწამლული,
მასში მოსჩანს და ფურთხს იწვევს
მისი თანამემამულე,
მონარქის წინ მუხლმოყრილი,
საცოდავი, ქედმოხრილი,
ნაგებობა - უხერხემლო
და საძირკველ გამოთხრილი;
ის ხარხარით აცლის ნაფლეთს
სასაცილო შარავანდედს,
მაღალი წრის უსაგნობას
და ახალი დროის ჰამლეტს.
და როდესაც მშობლის მძრახავს
ფარისეველს სადმე ნახავს,
სხვის ყურმოჭრილ მონად გამხდარს,
განკიცხულის დაღით დაღავს.
ის დასცინის ბნელ მექრთამეს,
რომ ვერ არჩევს დღე და ღამეს;
კანონს ამოფარებია,
როგორც გადულახველ რამეს.
ყოველ ლექსში, რასაც ფლობდა,
ღელავდა და ბობოქრობდა,
აპელაციისა მცოდნეთ
ვინაც თავისთავსაც სცნობდა,
რიგი მტრობდა, მაგრამ რიგი
გულგრილობდა, მრავალი კი
კვლავ ღელავდა. მაშ ვის უნდა
აღეარებია იგი?
პოეტია? არა მჯერა!
მესტვირეა, იტანს წერა,
თორემ ყველაფერზე განა
შეიძლება ლექსის წერა?
პოეტს უნდა სწამდეს მუშკი,
ეკადრება რამე ჭუჭყი?
სულ ახსოვდეს კოცნა, ვნება,
ბულბული და ვარდის ბუჩქი.
ტკბილთა ხმათა გემოვნების
გარდა რაა ხმა მგოსნების? -
ბობოქრობს და გაიძახის
მომხრე წმინდა ხელოვნების.
ნიჰილის კი... ამაყობა...
იყო ყოვლის უარყოფა.
იძახდენ, რის მაქნისია
ყოველგვარი ლექსთა წყობა.
პოეზია კი არ არხევს,
უფრო ანგრევს, უფრო არყევს,
ჩვენს ნერვიულ სისტემას და
ოქროს დღეებს ნავარაყევს!
ამ ციებას და ცხელებას,
საზოგადო გახელებას,
გადაარჩენს ხალხს მხოლოდ სხვა
მზე: ბუნებისმეტყველება.
მოხუცები დრტვინვენ: „რა კი
ეს აკაკი თუ ბაკაკი
არ ისვენებს, ნურც იქნება
მასზე ბევრი ლაპარაკი“.
ახლო ძალა მეგობართა
არ ჰყავდა, ან ცოტა ჰყავდა,
მაგრამ ხალხის ფართო მასებს
მისი ჩანგი შეუყვარდა.
და გლეხობის ხმა თავისად
რომ მიიღო, მხარეს მყისად
ჩანგი მოეჩვენებოდა
ახალ ხანის დასაწყისად,
და ამნაირ დღეთა, როცა
ქნარმა იგრძნო გარემოცვა,
მიუმღერა ძველ სამეფოს
მისი სულთაბრძოლის ლოცვა.
ნაზი ლირიული ჟღერით
მიესალმა ვარსკვლავს ერი,
როს მშობლიურ ცად ამოსვლას
მოელოდა გულის ძგერით.
აკაკი რა შორის გზითა
სამშობლოში ჩამოვიდა,
მხარე ახმამაღლებული
დახვდა, ელვარებას ჰქმნიდა.
კამათობდა მეტზე მეტი
კომისია, კომიტეტი.
ეძებდა ის თავდადებით
მოენახა გზა ისეთი,
რომ გლეხობა მათ სალხენად
განეთავისუფლებინათ,
ისე, თავისთავისათვის
რომ არ ეწყენინებინათ.
კამათი რომ დაასრულეს,
მიაწყევლეს, მიაკრულეს,
გლეხი მაინც საბოლოოდ
ვერ მოშორდა მემამულეს:
გლეხობისთვის ხარკად იდვა
მიწის გადუჭრელი კითხვა,
ძნელი იყო სახსრის ნახვა,
არ შეეძლოთ გამოსყიდვა.
მეორე მხრით - სიარული
იყო ჩუმი, მაგრამ მგლური,
მორჩილებით მთავრობისკენ
ჰქონდათ მიპყრობილი ყური.
არ გათავდა ბატონ-ყმობა.
ღელვას განიცდიდა გრძნობა.
აქ პოეტის ბუნებისთვის
უცხო იყო გულგრილობა.
ერთმხრით რომ ესმოდა კვნესა,
სხვაგან სჭვრეტდა სილაღესა,
მგოსანი ვერ დაფარავდა
იმ საფეხურს უმაღლესსა.
მლიქვნელს თავის სიტყვა უთხრა -
გაიძვერას არ დაუფრთხა,
დაიყენა წინ იუდა
და სახეში შეაფურთხა.
რამ დაბადა ასე ურგი?
შეიბრუნა მონამ ზურგი.
სტუდენტობას შეუკურთხა
და დასწყევლა პეტერბურგი.
დიდი იყო ზე-გავლენა,
რასაც სძრავდა ლექსის ენა,
და დაიწყო დიდი მგოსნის
ცილისწამება და დევნა.
ამას კიდევ უფრო ჩქარა
მოჰყვა კიცხვა და მუქარა,
მქონემ ძალაუფლებისამ
თავის გზას არ გადუხარა.
"მოაშორეთ ქალაქ-სოფლებს,
თავს სთვლიდეს, ვით დანაობლებს -
რომ ვეღარსად ჰპოულობდეს
თავის ერთგულ თანამგრძნობლებს.
და შერჩეს მას მარტოდ-მარტო,
ვიწრო ყოფნა, შარა ფართო -
განკიცხული პოეტისთვის
გზა ვინ შექმნას სანავარდო?
მუზების არ-მადლიერი,
უბინაო და მშიერი,
დადიოდა, და არ იყო
ქვეყნად კაცი ღვთისნიერი -
მისი ტანჯვა დაენახა,
შველა მიზნად დაესახა -
წყარო არსებობისათვის
რამე მისთვის მოენახა.
მაინც, ხედავდენ რა მასში
ნიჭიერ კაცს, ერთს ათასში
დიდი გვარის შთამომავალს
შეურყეველს თავის ხაზში,
მიზნით - რომ შეუკრან გზანი
და ურჩიონ - სხვა მიზანი -
არა ერთხელ შეაძლიეს
დიდი თანამდებობანი.
მაგრამ განა მას შეეძლო
შეხედულებათა შეცვლა,
უარეყო ყოველივე,
რაც გულს ედებოდა ცეცხლად?
ვით მიზანი სიცოცხლისა,
მძლავრი იყო ის გიზგიზი,
ერთგულება სამშობლოის -
ეს ზნეობა იყო მისი.
იმის თავზე რაც ხდებოდა,
გრძნობდა, როგორ ვერ ხვდებოდა,
მაინც არვის არ უთმობდა
და არავის ნებდებოდა.
ჭირში, უბედობის დღეში,
შიმშილში და სიშიშვლეში, -
მიდიოდა პოეტის გზა,
გაჭირვება-სიცივეში.
და ასეთმა ყოფნამ მისმამ
გამძლეობამ, ვით თილისმამ,
მისმა პირდაპირობამა,
მიზნისკენაც პირდაპირ სვლამ,
დააფიქრა ერთი ძველი
იმერელი შორს მჭვრეტელი:
დიდი მომავალი აქვსო,
შორს წავაო წერეთელი.
შეამჩნია, დააფასა,
მგოსნის ახალგაზრდობასაც
თითქო აპატია რამე
და უფასო შესთავაზა
ბინა, ღვინო და სადილი.
აუსრულეს რა წადილი,
რაკი გაუმართეს ხელი,
მგოსანმა ეს მცირე წვლილი
თვით სამოთხის ძღვნად ჩასთვალა,
მოიკრიბა მთელი ძალა,
დღით და ღამით თავისუფალ
მუშაობას დაეძალა.
მშობლიური ეგრძნო მიწა,
კიდევ თავის თავს შეფიცა,
სიხარულით შეხედა, რომ
გაჩნდნენ თანამგრძნობლებიცა.
მიდიოდენ დღენი, დრონი,
მან დასწერა ფელეტონი.
ის მეორე დიდ მოღვაწეს
მიაწერეს; მანაც ტონი
იცნო და სთქვა: სადღეგრძელო
საჭირო არ არის ვრცელი,
აქ ავტორი - ან ღმერთია -
ან აკაკი წერეთელი.
ტალღა ერთხელ რა შეირხა -
ვერაფერმა შეაფერხა,
მგოსანს მუშაობის გაშლა
თვით თბილისში მოუხერხეს.
სხვა დრო იყო ის დროება:
ნაღარასა სცემს „დროება“ -
მესამოცე წლებმა მისით
დაარღვია მყუდროება.
ირგვლივ თავი მოეყარა,
ვისაც აერთებდა არა
პირადი და კერძო საქმე -
ქვეყნის წყლული და იარა;
ვინაც მიატოვა ყველა
სამსახური, კარიერა:
და თავისად მიიჩნია
საზოგადო ბედისწერა;
ვინც ახმარდა თავის ძალებს
საზოგადო იდეალებს,
და ყოველგვარ ძალადობას
მედგრად უსწორებდა თვალებს:
მხნე გიორგი წერეთელი
და მწერალთა ჯგუფი მთელი
მეომარი, და სერგეი
მესხი პირდაპირა მსვლელი,
დიდი მოთმინების მქონე,
რომ არ იზოგავდა ღონეს,
და დღედაღამ ფუსფუსებდა
მაჩაბელი თავმომწონე;
უწყინარი და სვიანი
თავმდაბალი, წყნარ ხმიანი,
მაგრამ მარად ქედ-უხრელი
სდგას დიმიტრი ყიფიანი;
გამბედავი, მკერდით მდეგი
ნიკოლაძე და ყაზბეგი -
ნებით გლეხთ რომ დაურიგა
თვისი მიწა, ტყე და ნერგი.
ხალხის სამსახურის აზრით
აქ ილია ბუმბერაზი
„საქართველოს მოამბე“-ს სცემს,
ლოზუნგებით სავსე გაზეთს.
დაირაზმენ მტკიცე რიგად,
მწყობრად, ხან აქ და ხან იქა,
კვლავ იმავ ძველ თაობასთან
მიდიოდა პოლემიკა.
ხმაურობდა ვით ზღვაური
იდუმალი მოგზაური
და ხელიდან ხელში ლექსი
დადიოდა უცნაური.
მოხუცობა ჯერ კრთებოდა,
მაგრამ ვალში არ რჩებოდა,
ძველებურად დასძახებდა,
სადაც მოუხერხდებოდა.
და თავის მხრით - ვით ფანტასტებს -
ამტყუნებდა ახალგაზრდებს,
რომ მათგვარი ენით, რწმენით
მომავალი ხიდს ვერ გასდებს.
მაგრამ მძლავრი იყო ჯადო,
ახალგაზრდა საზოგადო
მოღვაწეთა გული სძგერდა,
ძალღონეს არ ვიზოგავთო!
მცირე საქმის მოსაწყობლად,
დიდი გამომგონებლობა -
ენერგია ინთქმებოდა -
აზრი - აზრად, გრძნობა - გრძნობად.
იმ ხანებში ჩასმა დამბის,
დაარსება მცირე სტამბის,
სკოლის გახსნა, გავრცელება
წერა-კითხვის, ახალ ამბის,
მძიმე იყო თქმა და ჩენა,
ვიდრე წარმოვიდგენთ ჩვენა,
ძნელი - ვინემ ეხლა ჩრდილო
პოლიუსის აღმოჩენა.
იყო ერთი სისხლის შრობა,
იდიოტურ კერპთან კრთობა,
აქ თვისივე უსახსრობა -
იქ მთავრობის გულქვაობა,
ყველაფერის სხვაგან ყიდვა,
და შორიდან აქ მოზიდვა -
და ბოლომდე უნდა ზიდოს,
ტვირთი ზიდვად ვინც თავს იდვა.
და გზები კი... იმ სამყაროს
გზები ღმერთმა დაიფაროს,
უგზოდა და უკუღმართად
აწყდებოდენ ხრამს და ხაროს.
თუ ამ ბრძოლას - გულდამჯერე -
ასეთ გაჭირვებას, მერე,
არ შთაენთქა კოლოსალურ
მოთმინების სიძლიერე, -
სხვა რა კვალი და იმედი
დარჩებოდა ხმის გამმეტებთ
აქ, თავიანთ მერე, ქვეყნად,
როგორც მწერლებს და პოეტებს?
მაგრამ ჩვენა - თუნდ ერთწამას,
არ ვნანობდეთ უნდა ამას.
ვიცით - ვალი ისტორიის
მოხდილი აქვს მოხუცს მამას.
მოიკრიბა რა გონება,
უარყო რა დაყოვნება,
გამოფხიზლდა საქართველო,
განაახლა აზროვნება.
სამოციან წლების ლომთა
შორის მგოსნის ხმა გმირობდა,
ის საერთო გამხნევება -
სიყვარულით სარგებლობდა.
მესხთან შეიკრიბებოდენ,
თათბირობდენ, მკაცრად ბჭობდენ,
რედაქციას „დროებისას“
გარს ფარებად შემორტყმოდენ.
საქმის რიგზე მოწესებას,
ბნელში ცეცხლის დაკვესებას,
ცდილობდენ კვლავ ხალხის ყოფნის
უფრო გაუმჯობესებას.
მხატვრულობას, როგორც ნუგეშს,
ჰანგი უქეს - და გაუგეს,
ოდეს ენამ მიაღწია
ჯერ არსმენილ სიმსუბუქეს,
ჰანგთ სისავსეს და სრულობას,
დიდბუნებას, დიდსულობას,
ოდეს ენამ მიაღწია
ჯერ არსმენილ მხატვრულობას.
ადარებდენ ჯადოსნებას
მისთა ლექსთა ფრთოვანებას,
როცა ენამ მიაღწია
ჯერ არსმენილ ხმოვანებას.
იყო ნაზი, იყო მწველი,
მაგიური, მიმზიდველი,
მაშინ, როცა ენა გახდა
პლასტიური და გულწრფელი.
და მიზანით, რომ ცენზურა
რამეგვარად მოეწურა,
მისწვდა ალეგორიებით,
გული გაიმამაცურა.
აზრით, როგორც გორას - გორა,
ხმები დააშორიშორა,
გაახშირა ამოცანა,
სიმბოლო და მეტაფორა.
და მტრებისა რიგი ფრთხილი
შეცდომაში შეყვანილი
ბჭობდა: „ლექსი აკაკისა,
ნაზიაო, ვით ყვავილი,
შექმნილაო თვით ალერსად,
მსგავსს ვერ იპოვითო ვერსად“.
ლექსებს მოწინააღმდეგე
სთვლიდა უმშვენიერესად.
ასე სწევდა დღეს და სოფელს -
მომღერალს და უარმყოფელს,
აერთებდა თავის თავში
ორთეოსს და მეფისტოფელს.
აქ ერთ კაცში ორივ ერთად
თავსდებოდა ასე მკვეთრად
თავგანწირულ მეომარად,
გზათა მრავალთ შემაერთად:
თბილი, თანაც გამყინველი,
ნაზი, თანაც დამცინველი,
ხან გენია უზრუნველი,
ხან დემონი გამწირველი,
ხშირად ხმა არ იყო არსით,
ღამე - შავი შინაარსით,
პოეტი კი მოდიოდა
სახიფათო, საშიშარ გზით.
მისთა თანამედროვეთა
როს იგონებ ბედს, მით მეტად,
გაკვირვებას მიეცემი;
რით გადარჩა? - მას პოეტად
სთვლიდა ხალხის სიყვარული.
შეიძლება ეს ფარული
ინახავდა მას გენია?
გადარჩენას მოხარული,
იმით რომ ხმა მეშვეული,
ხალხის გულთან შეჩვეული,
ჰანგით დაუნათესავდა
ვით თავისი და რჩეული?
მიქელაძე სამუდამო
მტრად გაუხდა: რა უნდაო?
ერთხელ ხანჯლით მივარდა მას
ლექსის „ნადირობის“ გამო;
აღშფოთება გარეშემო,
ვერ-გამოსვლა კარმიდამოდ,
თავისსივე მოძმის შიშით
ლექსის „გამოცანა“-ს გამო;
და მშობელმა მამამ კარი
მიუხურა, „შერცხვა გვარი“,
შესწყვიტა ამ წოდებასთან
მან კავშირი ყოველგვარი.
.............................................
უგზოობის უცვლელობა,
ჩიხი, გამოუსვლელობა,
განუყრელი - როგორც ყოფნა -
გამყინველი - ვით მკვლელობა.
სიმართლით სცემს გული მისი.
სისუფთავე, იმ გულისმან,
გამოჟონა მწუხარებით -
მოკანკალე ხმა გაისმა.
რაზედა მღერს მისი ქნარი?
ასე მწარედ გულდამწვარი?
- თვით უგონო სიყვარულზე,
სამშობლოზე გადამკვდარი!
დარდი, რაც წინ გადაუდგა,
მისით ასე გულდათუთქვა,
ეს - პოეტის ცხოვრებისა
სასიცოცხლო იყო სუნთქვა,
გულმოკლული ყვედრის ის ბედს,
ელის გამოძახილს - იმედს,
სდუმს სამშობლო, დაღონება
ეუფლება კვლავ მგოსნის მკერდს.
კვლავ სიცივე იტბორება,
იგი კვლავ გულს ეომება,
და აკაკი წერეთელი
თვის ქნარს დაემშვიდობება.
მაგრამ შთაისახა სადღაც
მტეხარ ტკივილების ტალღა.
ჰანგი ოქროს სიმებისა
ისევ ისე დადგა ყალბად.
გადმოღვარა ზვირთმა მისმა,
ჰანგმა, წყევლის გამოისმა,
და მუქარა მრისხანების
ქნარში ისევ გამოისმა;
რომ სძლევს ძალა მგოსნობისა,
ასრულება - ოცნებისა,
სუნთქვა კეთილშობილების,
სუნთქვა პატიოსნებისა.
რომ დღეს დღევანდელს და ხვალეს,
თავის სახე წაუშალეს,
რომ გულწრფელი ყველაფერი
ნაბოძვარზე გადასცვალეს.
ჩვენ არ გვინდა იგი, ვისგან
ხალხი მწარე ტკივილისგან
განიკურნვის მაცდუნებელ,
შემოჩენილისა მტრისგან?
მიზანს თვისას ვერ მოშორდეს,
დახვდეს ისე, როგორც სჯობდეს,
ანუ სიტყვით, ანუ ტყვიით,
ანუ ხანჯლით გაუსწორდეს?
ხალხმა სხვას სანამდე სდიოს,
შეურხეველს და მონიოს
ჭვრეტს ზედაპირს, ვისი უნდა
მან იმედი იქონიოს?
სად არის იმ ძალთა კრება,
იმ დროს როდის ეღირსება,
თვით აღსდგეს და აღადგინოს
ქვეყნის სახე და დიდება?
მხარეს არვინ ერთგულობდა,
გული მაინც ვერ გულობდა,
მსოფლიოში ძალადობის
სუსხი დღესასწაულობდა.
ყოველი დღე რისხვას ბადებს,
ვერვის უმხელ გულისნადებს,
საფრანგეთის კომუნარნი
შეეწირნენ ბარიკადებს.
მხეცურ ჟინის დამწესები,
დღე და ღამე, ნაქეზები
ხვრეტდენ გმირებს თავდადებულთ,
ჰქუხდენ მიტრალიეზები.
გაჰქრა რწმენა და იმედი,
აღარ ჰქონდა ძალა მეტი,
ძველ რუსეთის მძლეველ ხიშტით,
კვლავ დაჩუმდა პოლონეთი.
ქვეყნის სუნთქვად და მნათობად
გადაიქცა ჯალათობა,
ყველგან დღესასწაულობდა
საზიზღარი ძალადობა.
და მეფე კი თვითმპყრობელი,
მრისხანე და ულმობელი,
ღვთისგან მირონცხებული და
„განმათავისუფლებელი“,
სახელმწიფოს ძველებრ მართავს,
არვის რამეს განუმარტავს,
დასჯებზე და კატორღებზე
დაყრდნობილი სწყვეტს სამართალს.
კვლავ მრისხანე ტალღად დღისა,
შურისგებად დიდი ხნისა,
აღიძვრიან და მიდიან
ზვირთნი რევოლუციისა.
და მათ აჰყავთ, მაღლა აჰყავთ,
მაღლა, ქვეყნის დასანახად,
ცალკეულთა, გამბედავთა,
გმირთა, შიშის გადამლახავთ
თვალდახუჭვით, უნანებლად,
თავზე ხელაღებით, ხელად,
გაგიჟებით რომ გადეშვნენ
მეფის ტახტთან საბრძოლველად.
შურისგება თვალს აცეცებს,
ყველგანაა და მტრებს ეძებს
და იწყება ნადირობის
ხანა გვირგვინოსან მხეცზე.
მის პასუხად სად წვდებოდა,
აფთრდებოდა, მწვავდებოდა,
დაშინებით თვითმპყრობელი
ხან აქ, ხან იქ აწყდებოდა.
მის დარტყმის ქვეშ მოჰყვა სიტყვა,
სიმართლე კი ვეღარ ითქვა.
პრესა რეპრესიებს მოჰყვა,
მით სახელი ვერ განითქვა.
კვლავ მათრახის გამართლება,
„დაღუპვაა განათლება“,
ციხეები, კატორღები,
დევნა და გასამართლება.
სად მომხდარა ან სწერია,
დღე ყოველთვის იმფერია,
იმპერია - აბა, რისი
იქნებოდა იმპერია -
რომ უფლება რამ მიეცა,
მთლიანად არ შეეკვეცა,
იმის ძალაუფლების ქვეშ
მყოფ ერების ბნელი ზეცა?
იყო ბრძნულთა აზრთა ჩენა,
ხალხს არ უნდა ჰქონდეს სმენა,
არც თავისი ჰქონდეს სახე,
არც თავისი დედა-ენა.
იმპერიის მოყმე ძლიერ
ერთგულისა და ღვთისნიერ
გუშაგისა, კავკასიის
სამოსწავლო ოლქის მიერ
ეროვნული სულის ხშობა,
დედაენის ყველგან გმობა,
იყო მხოლოდ კულტურის კვლა,
მისი საქმე და ხელობა.
წყვდიადია, ცივა, ბნელა,
საით უნდა იყოს შველა?
წინათგრძნობამ პოეტისამ
იგრძნო შორი ცისარტყელა.
ის აღვიძებს აზრს სხვებისას
ჩამქრალ კერის ანთებისას,
წყურვილს ახალ ცხოვრებისას,
წყურვილს ბედნიერებისას.
კვლავ იქუხებს ძლიერ ხმაზე
ჰანგი ხალხის უფლებაზე,
ძმობასა და სიყვარულზე,
მზეზე, თავისუფლებაზე.
სჯერა, რომ არ დაყოვნდება,
ერთის ხმაზე სხვა გროვდება.
სჯერა: მშობლიური მიწის
შვება-ლხენა ახლოვდება.
როს ამგვარად დღე ბნელია,
როს წყვდიადის ქვესკნელია,
ყოველივე წაილეკოს
უნდა, შესაძლებელია.
ტალღას ტალღა ხვდეს ძლიერი,
თვითმპყრობლობა უდიერი
დაემხოს და იმის ნაცვლად,
ხალხი გახდეს ბედნიერი.
და მეფეზე თავდასხმები
არა სწყდება, ისმის ხმები,
აოცებდა ყველას ასე
გაბედული ყუმბარები.
ვეღარ შველის მეფეს ძველი
და ერთგული რაზმი მცველი,
ყოველ მხრიდან, ყოველ გზაზე
სდგას ნაღმების ჩამწყობელი.
ბოლოს გზა აქვს - ცეცხლის გიზგიზს,
მეფე მსხვერპლი ხდება ბიძგის,
იფეთქებს და ყოველივეს
სწყვეტს ყუმბარა გრინევიცკის:
და თუნდ წამით გაანათა
უეცარი შუქით - მათი
უდიდებულესობისა
მოკვლით ნისლი და წყვდიადი.
და აკაკი, მთვრალი მწველი
გაზაფხულის სიძლიერით,
თავის შეუდარებელი
თარის ნაზის სიმთა ჟღერით,
მიესალმა ამ გაზაფხულს,
სასოებას გულში ჩაფლულს,
სანავარდო მისცა ფრთები
ენას ტკბილსა და მოთაფლულს.
შესძრეს წამით ლეტარგია,
მაგრამ ბევრს ის რას არგია?
მოიშორეს ხომ მონარქი,
მაგრამ დარჩა მონარქია.
ისევ იმნაირი ხმითა,
იმგვარივე სადავითა,
აწ უფლება მოკლულისა
სხვა ცოცხალზე გადავიდა.
ცხოვრება რბის გიზგიზებით,
ყველგან გაჰყავთ რკინისგზები,
ვაჭრობით და მრეწველობით
მწყერ-მიმინოს ცვლის ქისები.
ბევრი ჰკიცხეს, ბევრი დაჰგმეს,
ფული მაინც ვერ ალაგმეს,
და სუყველამ მიაშურა
რამე საწარმოო საქმეს.
გლეხს შეეძლო წასვლა გარეთ,
თავის ნიჩაბით და ბარით,
ემუშავნა რკინისგზაზე
მას იქ კაპიკ-ნახევარით.
ვაჭრის, დროის ამ რაინდის,
რომლის ცხოვრებას და სინდისს,
მეტი არ-რა გააჩნია,
გარდა ყიდვის და გაყიდვის.
გული უფრო ხმიერდება,
ერთ ადგილას არ ჩერდება,
იძენს უფრო მეტ შეძლებას,
მხნევდება და ძლიერდება.
მატყუარა - მხარეს არბევს,
რით დააცხრობ ამ სიხარბეს!
ვერაფერით! - ვერცხლის წყალი
გარბის, მორბის; მორბის, გარბის.
ვერაფერით! დაჰკრა ურო
და სულ გადაანადგურო
უნდა! - ეხლა პოეტს მეტი
ფიქრები სდევს უსადგურო.
აქ, „ახალი გზა“ ვრცელია,
იმა გზით სვლა სასჯელია,
პატიოსან კაცად ყოფნა
ხომ ძნელია და ძნელია.
ამ გზით მძიმეს სჭვრეტ სამყაროს
საეკლოს და საიაროს,
მაგრამ ჩვენმა პოეტმა გზა
იგი უნდა გაიაროს.
„დაწყებული იქნას საქმე“
მიზნისაკენ, ხვალისაკენ,
„სისხლი დუღს“ და... შეუპოვრად,
მაშ წინ, მომავალისაკენ.
დაიხლართა რკინისგზები,
შეაერთა შორი ზღვები;
მიაქვთ, მოაქვთ მატარებლებს
საქონელი ფას-უდები.
გაშლილ-გადანალაგები
გაიზარდნენ ქალაქები,
გლეხობამაც მოიძია
საშოვარი ალაგები
და მიაწყდა ეს არმია -
სად საწარმო-ნაწარმია.
დღეისა სურს, არა სწამს რაც
სახვალიო პლაცდარმია,
მიწის ბურღით გაპოხება,
ქვანახშირის ამოღება,
შავი ქვის და ნავთის ძებნა.
წარმოების წამოწყება,
ფუსფუსი თვალწარმტაცია,
მაგრამ იგი ფანტაზია
კი არ არის - აქ ძალაში
შედის ექსპლოატაცია.
აკაკიც სხვის მაგალითად,
ინტერესით, არა მშვიდათ,
მოგზაურობს ხან რკინისგზით,
ხან ცხენით და ხან ქვეითად.
იგი მხნეა და მოძრავი,
საქმე კი აქვს უამრავი:
ბანკი, შკოლა და თეატრი,
ქვა უბრალო და ქვა შავი,
ქალთა კითხვა და ფოლკლორი,
რაც სხვებისთვის არის შორი,
მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო
საკითხია - თანასწორი.
„ლექციებით“ მიდის ქალაქს,
ენას ავსებს სოფლის ალაგს,
ამბებს ყოფა-ცხოვრებისას,
ჩვეულების და ზნის ძალას,
აკრებინებს მთელ თაობას
ძვირფას ზეპირ-სიტყვაობას,
გლეხებში ის თვის კაცია,
ვინ დასწამებს მას სხვაობას?
აკაკია - ხმის ხავერდით,
სხვა ვინა სდგას იმის გვერდით?
წერეთელი - ბევრი არის -
აკაკი კი ერთადერთი!
იგი ხშირად ხვდება მუშებს,
ანუგეშებს, დარდს უშუშებს,
გრძნობით მიესალმებიან:
ჩვენთან ის მტერს არ მოუშვებს.
უყვართ მისი მსწრაფლ-ამნთები,
მახვილსიტყვიანი - ფრთები,
გულკეთილი ირონია,
და სიცილი გადამდები.
ლომურ ფაფარს, ვერ დაწყობილს
და არწივისებურ პროფილს,
გულკეთილსა და გამბედავს,
ხშირად დამცინავად მკობელს
სჭვრეტდენ ქალნი, მოსწონთ ვაჟი,
ვერვინ შევა მის კრულვაში:
მას, ვითარმედ იუპიტერს,
შვენის წვერი და ულვაში.
პატივს ცემდა დედათ კდემას,
არა მარტო ეროვნებას,
ისევ ისე - ადამიანს,
ისევ ისე - პიროვნებას.
სიმთა ჟღერა სულ სხვაგვარად
იწყობოდა ნიაღვარად,
სიყვარული იხსნებოდა,
ყოფნა-არსებობის კარად.
გაღრმავებულს, შენსა და მეს,
ქალისა და ვაჟის სიყრმეს
ის ამცნებდა სხვა გრძნობათა
და სხვა სიხარულთა სიღრმეს.
ქალთა გულით სიმებს ჰკრებდა
და ყველა ხმებს აერთებდა,
აქ ქალის გულს უდიადესს,
და ქალს - დედას აღმერთებდა.
კარგ ქალებზე ის მღეროდა,
მღერაც ასე შეფეროდა,
სულის მაღალ ზნეობას და
სისპეტაკეს შესცქეროდა.
სამშობლოსთვის თავდადებათ
სიმღერა არ ათავდება,
თავგანწირულ ქალში იგი
გაზაფხულად აჰყვავდება.
და „ნათელა“-ს სპეტაკ გულთან
მის ურყეველ სიყვარულთან,
მის ზნეობრივ სიწმინდესთან,
ხან ნათელთან, ხან ფარულთან,
ვერ მიბედავს თვით სატანა,
სიმკაცრეთა მათთა თანა,
უმტკიცესი საფუძველი
გმირობაა და გატანა.
სილამაზის და სიკეთის,
თამარის დროს უხვად შედის,
სიბრძნე, ჰუმანიურობა,
ჭეშმარიტებათა ბედის.
ქალებს მოსწონთ, პოეტია!
იგი ყველაზე მეტია,
იგი სახელგანთქმულია,
იგი დიდი იმედია;
ლექსნი ჰგავან ნაზ ზეფირებს
და მათ ყველა იზეპირებს,
ხმა ხან გრიგალს ემსგავსება
და მიანგრევს ბურჯ-ჯებირებს,
ხან გზა ვარდით უნდა ჰფაროს,
თავისი გზა გაიაროს,
თანამემამულეები
დააწაფოს უკვდავ წყაროს.
იგი უნდა ჰგავდეს ფუტკარს,
წინ მედგარი შრომა უდგას,
და თორნიკე ერისთავის
ჩამოკვეთას ის შეუდგა.
გრძნობს წარსულის ფერგადასულს
არყოფნასა და დასასრულს,
სთქვით - რომელი გონიერი
კაცი არ მიმართავს წარსულს.
არ მოსძებნის მასში კიდეც
მომავალის გზას და ხიდეს,
რათა აწმყოს ბორკილები
დალეწოს და წინ წავიდეს?
დავრდომილი და სნეული,
ცხოვრება წინ წაწეული,
იქნას მხოლოდ ცოდნის მიერ
თავისუფალ-გარკვეული.
ურთიერთი მოქმედებით,
ერთის ძალით, ერთის გზნებით,
კიდევ ყოველივესადმი -
განუწყვეტელ ყურადღებით,
რაც წარსულის-მიერ დარჩა,
ფარჩა არის თუ ფარაჯა,
მოიკრიბოს, რაც კი ქვეყნად
გაიბნა და დაიხარჯა.
და პოემა თორნიკესი
მომავალის არის გეზი,
იგი არის მოწოდება,
ქადაგება უმძაფრესი.
ძახილია პოეტისა,
ძმებისათვის, სხვებისათვის,
მთელი საქართველოს მკვიდრთა
გაერთიანებისათვის.
იგი ახდის წარსულს თაღებს,
ის აღვიძებს და იძახებს
ხალხის თავ-მოყვარეობას,
ხალხის ძალა-სიამაყეს.
და რაც იყო მაშინ, გუშინ,
წარბშეკრული და პირქუში,
რაც კი მკაცრი და სასტიკი
სუსხიანი ჩნდა მოღუშვით,
პოეტი მხნედ და გულდასმით
ასახავდა რა ხაზ-გასმით
ჩვენს თავადსა და აზნაურს
გადაკრავდა სიტყვით და ზმით.
აზნაურსა ანუ თავადს
ნებიერსა და ფუქსავატს,
უჩვენებდა მაგალითებს
მჭერმეტყველურს თავისთავად.
სამსახური - რა და სადმე -
მშობლიური ქვეყნისადმი
მაღლა დგასო უფრო, ვინემ
სამსახური ზეცისადმი.
როცა საქმე ითხოვს, მაშინ
მაგრად მოსწევს ცხენის ავშარს,
იხდის თავის ანაფორას
და იმოსავს ჯაჭვს და ჯავშანს,
ხმალს აიღებს, სძრავს ქვა-ლოდებს,
როს სამშობლო მოუწოდებს,
იგი არ ჰგავს ზოგიერთი
ეკლესიის სიბოროტეს.
გლეხიც არა ნაკლებია,
ომს არც ერთს არ დაჰკლებია,
ბევრი მტერი სამშობლოის
უსრავს, ჩაუძაღლებია.
ეს სამშობლო, ეს მთა-ბარი,
ნამდვილია, არ-ზღაპარი,
მის დაცვაში ერთგულია
და რაინდთა თანაბარი.
კერპი - სხვაა უეჭველად,
როს ღამეა - როცა ბნელა,
სინათლის დროს რაა კერპი?
ყეენია, ბურბუშელა!
არა ტახტსა და წოდებას,
არამედ - კარგ მოწოდებას,
საქმეს უნდა სცეთ პატივი,
სამშობლოსთვის მოქმედებას.
და როდესაც მთლიან ლავად
ბიზანტიის დასაცავად
გამოვიდა საქართველო
და ეკვეთა მტერს ერთ თავად,
ეს ამბავი - როგორც მიჯრა,
ბევრ ქვეყნისთვის იყო იჯრა,
ვითომ სხვისი დაცვის სახით
სხვის მხარეში რომ შეიჭრა!
სასამართლოს, როს გვიჩვენებს,
მასში ხალხის ფართო ფენებს,
აძლევს ადგილს, ის არა ჰგავს,
იმ ძველ რუსულ განაჩენებს.
სად მოხელის სჭვივის თვალი,
თვითნებური სამართალი,
რომლის ხელში იყო მშრომელ
გლეხის ბედი და იღბალი.
თორნიკე - ეს ქებათ-ქება
იყო, არის და დარჩება,
როგორც ჰუმანიურობის,
სახელით სვლა-გამარჯვება,
მეგობრობა-ძმობა ტომის,
ქებათქება ძმური ნდომის,
ქება სამართლიანისა,
გმირულის და მძლავრი ომის.
აღსავსენი თვალ-ახლობით
პოემები გვხიბლავს გზნობით,
ირჩევიან აზრთა სიღრმით
და სახეთა მხატვრულობით.
გვხიბლავს იგი მდიდარ ენით,
თავისუფალ მიმოდენით,
სისადავით და პათოსით
გამოსახვა-წარმოდგენით.
ჩვენმა წყალმა, ჩვენმა მთებმა,
დიდებულმა მხარემ მთელმა,
გულმა საქართველოისამ,
დიადმა და შუქნათელმა,
ჰპოვეს მასში კვლავ თავისი
უსრულესი, უმთავრესი,
გენიალურ ჰარმონიის
გამოსახვა უმძლავრესი.
ასე, მძლავრად მოგუგუნემ,
ხან მტერმა, ხან მოერთგულემ,
პოეტები ბევრი მოგვცა
მეცხრამეტე საუკუნემ.
მაგრამ მსგავსსა, ისეთ მგოსანს,
ვინც დიდებით შეიმოსა,
ვინც მთლიანად ასახავდა
თავის თავს და თავის დროსა,
ვინც გაფრენა იყო ქნარის,
რომელიც მზე იყო დარის,
ვინმე - მსგავსი აკაკისა
არ ყოფილა და არ არის.
მას არა აქვს ყალბი თქმები,
გულით წმინდით ნახსენები,
მისი ქნარით მონარნარებს
მხოლოდ ბუნებრივი ხმები.
ჰანგი დასანანებელი,
ბევრის კარგი მზმანებელი,
მგოსანია, ცოცხალ გრძნობის,
ძალა დაუტანებელი.
„ზარმაცია, სხვა რა ერთი?
ზარმაცია, როგორც ღმერთი“.
მის საწყენად სულ ხმამაღლა
გაიძახდა ზოგიერთი.
იგი მართლაც, როგორც სჩანდა,
თვისთავს ძალას არ ატანდა,
მაგრამ გამოხმაურებას
თავის დროზე დაატანდა.
და ყოველთვის, რასაც გრძნობდა,
მის გამოთქმას არ ხანობდა,
წყაროს ზეშთაგონებისას
ის ყოველგან პოულობდა.
ბევრი შთაბეჭდილებანი,
დიდნი ჭეშმარიტებანი,
მოვლენათა უდიდესთა
მძლავრი ჩანგი და ებანი.
დღიურ საკითხების წვდომა
იდეები, ვნებათ ცდომა,
დევ-გმირები წარსულისა,
უპატიოსნესი შრომა.
ათასგვარი მავნებელი
და მნგრეველი, მშენებელი,
მისი კალმის ჯადოსნურის
იყო ამმეტყველებელი.
სიმღერებმა თვის უახლეს
ხმით გონება აღამაღლეს,
სევდა თავისუფლებაზე
განაღვიძეს, თან იახლეს!
ვის საგმირო საქმე ხვდება
და წყურვილი ეძალება,
სამართლიან ომისათვის
არ დაშუროს თავდადება.
და მიდის დრო, ან და არა,
ტრიალებს დრო, როგორც ჯარა,
მთლად გათეთრდა ბუმბერაზი,
მთლად შეიქმნა თმა-ჭაღარა.
დინჯი, გულდამშვიდებული,
სულ მთლად გადათეთრებული,
გარნა გარეგნობა ჰქონდა
კიდევ უფრო დიდებული.
თმა ბუქია თოვლიანი,
ენა ბასრი და წყლიანი,
გამოხედვა - კვლავ ცოცხალი,
განუზომლად აზრიანი.
ძარღვებში დუღს ისევ სისხლი,
ვერა ძალავს დროთა ვერცხლი,
ახალგაზრდულ მხურვალების
და თავგამოდების ცეცხლი.
საქართველო ამაყობს მით,
მის სახელით და დიდებით,
მისი შარავანდედითა,
საუკუნეთ მორიდებით.
სად ქართული ისმის ხმობა,
არ იქნება უმისობა,
მასზე ლიტერატორებსაც
მასლაათი აქვთ და ბჭობა.
გამოთქმა აქვთ ნისლის მხვევი,
ბევრ რამეში ვერ ერკვევი,
ბევრს ამბობენ, კარგს ამბობენ,
მაგრამ ბინდბუნდია ბევრი.
რად შევცვალოთ დღე ბინდბუნდათ?
მის ლალად და იაგუნდად
მზეებრ ნათელ პოეზიას
კმარა, ნისლი აღარ უნდა!
სალონებში ჰქმნიან წესებს,
ჰკითხულობენ მგოსნის ლექსებს,
თეატრებში რეჟისორი
პოეტისას სდგამს პიესებს.
ლაღია თუ მწუხარეა,
ყველას მასთან უხარია,
ბევრი - პატივცემელია,
ახალგაზრდა - მდუღარეა,
და ღიმილის სისპეტაკეს
ვინ მოაცლის ბავშვის ბაგეს,
როს იგონებს სასაცილოს,
მის იგავებს და არაკებს.
ყველა - ვინც კი მიიხედავს,
მის დიდებულ სახეს ხედავს,
მასზე რამე აუგის თქმას
თვით მტერიც კი ვეღარ ბედავს.
მინდორია თუ ფარეხი,
სადაც კი დაუდგამს ფეხი,
ჟამსა დასვენებისასა
ხალისდება ლექსით გლეხი.
ასმა წელმა მიასხურა,
როგორც ასმა წვეთმა სურა.
მეცხრამეტე საუკუნე
აი, კიდეც მიიწურა.
ისტორიას ვინ გაუმხელს
ას წელს მძიმეს, თვალაუხელს,
რაც ქართველი ერის ქედი -
ითმენს სამარცხვინო უღელს.
ვინ მიაფენს გვალვას ჩრდილოს?
თავი თვისი ვინ გასწიროს,
საქართველომ ეს უღელი
რომ კისრიდან მოიცილოს?
აღარაა ხალხში ძალა,
და ერთობა წაიშალა.
ყველა ფიქრობს: ეროვნული
ენერგია დაიცალა.
კვლავ სევდისკენ მიაშურებს
ფიქრი, იცვლის რა სადგურებს,
რჩეულ ადამიანების
ბედს გრიგალი ანადგურებს!
ხმა სჭექს უსწრაფესი ელვის:
ქართლს წყევლიან! და ვინ სწყევლის,
სიჩუმეში ხმა გაისმის
ეგზარხოსის ფარისევლის.
ეკლესიის გუმბათს ქვეშე,
ძველი კამარების ბჭეში,
საჯაროდ და დაცინვითა,
გულშემზარავ სიჩუმეში,
მოხელემ, ვინც იდგა წინა,
მკაცრი წყევლა მოისმინა,
ეს დიმიტრი ყიფიანის
გულმა ვეღარ მოითმინა.
და წერილი - რისხვა რამა -
გაუგზავნა წმინდა მამას,
მთავრობასაც ეს უნდოდა,
ის უცდიდა სწორედ ამას.
ყიფიანი - შიში მტრების,
მათი მრავალ ზარდაცემის,
ის მებრძოლი იყო ჩვენი
საქართველოს განახლების.
მტრებმა - თვისად რომ ვერ მოჰქნეს,
სხვა, შორი გზა, მოიმოკლეს,
ყიფიანი მოუღლელი,
გადაასახლეს და მოჰკლეს.
ტახტისა და ღვთის მმოსავი,
საქმე ჩაიდინეს ავი,
მიეპარნენ რა მძინარეს,
ქვებით გაუჩეჩქვეს თავი.
თან სერგეი მესხის ძალა,
ამ ბრძოლებში მოიღალა,
მოტყდა კაცი, ძველებურად
ვეღარ იმარჯვებდა კალამს.
და კოშმართა ხეობაში,
უგონობის ტყვეობაში,
სადღაც უცნობ ჰოსპიტალის
მწარე ერთსახეობაში -
წვით აღმოხდა სული ყაზბეგს!
მის ულევსა და ათასფერს
უხრწნელ განძთა სიდიადეს
ერი მარად დააფასებს.
ცოცხალს, პატივისა მცემლის
სახით ბედმა სცემა გრდემლი,
მოჰკვდა - ბევრი დაიღვარა
დეკორატიული ცრემლი.
იმ თავითვე ასე სჯილა, -
რაც ქვეყანა გაჩენილა,
დაღად სამსახური ქვეყნის
ვისიც გულზე დაჩენილა.
და აკაკიც მწარედ სწუხდა,
გამოძახილებად ჰქუხდა
მის სიმღერით - საქართველოს
ცა - ფირუზად, მთა - ზურმუხტად.
მაგრამ სულით დაცემის დრო
აწ არ არის, უნდა მჭიდრო
შეერთებით და გაწევით
მომავალი დაიმკვიდრო.
და აკაკი ხედავს ნათელს,
შორიდან რომ აკიანთებს
მრავალ საუკუნიანი
სული ებრძვის სიწყვდიადეს.
იგი ხედავს იმ რიჟრაჟებს,
შორიდან რომ იკაშკაშებს,
და ახალნი ძალნი დღისა
მოაფრენენ ახალ რაშებს,
და კამათი გონებრივი,
შეჯახება მკვრივზე-მკვრივი,
არის მისი საწინდარი,
რომ ახალი მოდის სხივი.
მას ახალი მოდევს მცნება,
ის სწორია, ის არ ცდება,
ძველი ჰქრება და სხვაგვარი
მზეთა ჩნდება შემეცნება.
გაჭირვება - შრომის ხაზი;
მჭიდროვდება მუშათ კლასი,
რა ვაკეთოთ? - აწ ამ საკითხს
საბოლოოდ სწყვეტდა მარქსი.
მომავალი ბრძოლის გრძნობა
იმ თავითვე შეიცნობა,
და მაგრდება ენერგია
და მტკიცდება ნებისყოფა.
გრძნობს აკაკი ახალ ქრთოლვას,
ახალ ქროლით ძველის თრთოლვას,
გრძნობს, რომ ტახტი შეირყევა,
ვერ გაუძლებს დროთ მოწოლას.
ის არ ფარავს წინათგრძნობას,
არ ფარავს ის დიდთ მორცხვობას,
ჩვეულ პირდაპირობითა
მიმართავს თვითმპყრობელობას.
საუკუნეთ მთელთა წყებას
ჰა, მეოცეც ემატება!
უუფლებო კლასისათვის
საუკუნის დაბადება.
იყო ტკივილებიანი,
იყო მძიმე, სნებიანი,
შიმშილიან-ომიანი,
უმუშევარ წლებიანი,
სისხლიანი დღის კვირიდან
როს სულმდაბლად დაიხვრიტა,
რწმენა ჯალათ მეფისადმი
და მოთმენაც დაიწრიტა,
აფრიალდა, აბიბინდა,
აშრიალდა დროშა წმინდა,
ძველი პატრიარქალური
ის რუსეთი დაიბინდა,
დაბარბაცდა თავის ჯვრებით
და მოოქრულ გუმბათებით,
ხელით კვერთხი უვარდება,
დაყრუებულს უცნობ ხმებით.
ცხარე იყო განთიადი
აქ ახალი იშვა მნათი,
დრო მოვიდა და თბილისზე
აიმართა ბარიკადი.
რასაც ვნატრობდიო, ახდა,
სიზმარიც კი ცხადი გახდა,
განრისხებულ ჰაერშიაც
ხმა სულ სალამს გაიძახდა.
ბარიკადი - დღეა ხმისა,
შიგ ტრიალებს თვალი მზისა,
და მხურვალე მოწოდება
ისმის დიდი პოეტისა.
სასახლეებს რისხვა ცისა,
მშრომელი კი, თუ ეღირსა -
გამოცოცხლდნენ და განათდნენ
ქოხნი საქართველოისა.
ჰქუხდა ცხრაასხუთი წელი,
რომ თვით ხალხი უძლეველი
მოახერხებს ბორკილთ აყრას
თავის საკუთარი ხელით.
აქ ღელვაა, იქ გაფიცვა,
ჟანდარმმა ტანთ გადაიცვა.
ქარხნები სულ დაიხურა,
მემამულე გადაიწვა,
კერძო საკუთრების ხვავად,
შემდეგ თავის დასაცავად,
ტახტი რომ გადაერჩინა,
განმზადილი დასაწვავად,
მონარქიამ განაცხადა,
რომ მხარს უჭერს მხარეს ცხადათ,
განაცხადა მინიჭება
უფლებათა სხვადასხვათა,
და უფლებათ მათთა შინა
სხვა ბრძანებაც მოახდინა:
„ნუ იშურებთ ტყვია-წამალს“,
და ქვეყანაც წაახდინა.
მერე მისწვდა ხმალთა ვადებს,
სიცოცხლეს ჰკვეთს, სიკვდილს ბადებს,
ბევრი მსხვერპლი შეეწირა
ცხრაას ხუთის ბარიკადებს,
და დაეცა სვეტი მათი,
მოელვარე ჩაჰქრა მნათი.
სისხლისა და ცრემლის ღველფში
ჩაიფერფლა განთიადი.
და გადარჩა ცხედართ შორის
ძალა-უფლებები შმორის,
გაიმარჯვა კაპიტალმა
ხმა მოესმა ზარის სწორის;
ხალხს გულკეთილს, ხალხს სხივოსანს,
გულახდილს და პატიოსანს,
ჯერ სულ კიდევ ახალგაზრდა
რევოლუციისა მმოსავს,
უბედობა თავს დაატყდა,
მაგრამ მაინც ის არ გატყდა,
დამარცხებულთ და დამსხვრეულთ
გულში ჩუმი რისხვა ატყდა.
მან გაიგო, თუ რა ხდება,
რას მიექცეს ყურადღება,
და ვით უნდა წაიყვანოს
საქმე, როცა დრო დადგება.
„შევცდით, დავიჩნიეთ დაღი,
ხელთ ავიღეთ იარაღი!“ -
იძახოდა შემთანხმებელთ
უცნაური ბაირაღი.
„მე თქვენთან ვარ, თქვენთან სულა,
ვინც ძველი გზა მოიძულა,
რომ ვირწმუნო თქვენი ძალა,
განა ვინმემ მაიძულა?“
არ ცდებოდა აქ გენია
პოეტისა, როს ჰფენია
ხალხს ბურუსი რეაქციის,
პოეტიც ხალხს შერჩენია.
ელვარებდა ვით ხანჯალი
სიმღერის და ლექსის ალი,
„ინტერნაციონალი“ და
„ძირს მთავრობა, ძირს მტარვალი“.
განადგურდა მებრძოლთ ძალა.
ბევრი რამე შეიცვალა,
მაგრამ ხალხის გულში მაინც
ის წყურვილი არ დამცხრალა.
ის ცხოვრობდა მგოსნის ჰანგში,
მისთა ხმათა ნაზ წიაღში,
საოცნებოდ შენახული
მტარვალთათვის უცნობ ბაღში.
თვითმპყრობელს რომ გაებედა
და სიმღერა აეკვეთა,
მონახავდა მის ჰანგებს ხმა
ხალხის გულთა და ბაგეთა.
ახდებოდა ძველი, ავი
მითი, ოდეს ნაკვეთავი
კუნძულ ლესბოსს მოიტანეს
მგოსნის, ორთეოსის თავი.
განაგრძობდა იგი ხმიანს,
ჯადოსნურს და ოცნებიანს,
მღერას, ათვინიერებდა
მხეცებსა და ადამიანს.
გაჰქრნენ წელნი, ჟამმან ინა
ფერად თმებად გადიფინა,
ორმოცდაათ წლის გრიგალმა
გაიარა, გადიფრინა.
და მგოსანმაც გაიარა
წელთ სიმძიმე და იარა,
ხალხთან ერთად მრავალნაირ
მწუხარებას ეზიარა.
ის მისდევდა ნათელ მიზანს
მთელი კაცობრიობისას,
ამ მიზანს ის არ ჰკარგავდა
მაშინაც კი, როს გრძნობისას,
სიავისა გამო ჟამთა,
სულშიაც, ვთქვათ, რომ დაღამდა;
სულს ეჭვები ეხვეოდნენ,
გულს სიმწარე დადაღავდა.
აი, დიდი სიხარული!
თავის სიტყვის გაბედული
სილამაზის ზეგავლენით
მან დაიპყრო ხალხის გული.
გახდა მისი სულიერი,
ბელადი მხნე და ძლიერი,
მის ოცნება-მისწრაფების
გამოვლენა სახიერი.
ამიტომაც, როგორც მითი,
მისი შემოქმედებითი,
ორმოცდაათ წლის აღნიშვნა,
სიხარული იყო დიდი.
და ტრიუმფი დიდ აკაკის
პოეზიის, როგორც სარკის,
იყო დღესასწაულობა,
პოეტის და მოქალაქის.
აქ სომეხი და თათარი
ან რუსეთის ბინადარი,
უერთებდენ ხმას ქართველებს,
ყველა, ძმების შესადარი!
ო, მიდიან ჟამნი, დრონი,
თითქო სულ დაჰკარგეს გონი,
დედამიწის უძრავ სახეს
ცვლის ორთქლი და ელექტრონი.
დიდი დასადგურდა მტრობა,
და დაფუძნდა ბატონობა;
ხალხის მრავალ მილიონის
მტაცებელთა ხროვის ყმობა.
მოხვეჭათა ველურ ხმაში
და ბაზრების დაპყრობაში
ერთს მეორე დაეჯახა
სამკვდრო-სასიცოცხლო ცდაში.
აქ მსოფლიო ომის ზანზარს,
იმპერიალისტურ ხანძარს,
დაბრმავებულ ხალხთა წყება
აყვა: ხან კრინს უმღერს, ხან ზარს.
დროთა თოვლით თოვებული,
სოფლად განმარტოებული,
წინაპართა ძველთა სახლში
ცხოვრობდა ის, დიდებული.
სანთელი ხან ენთებოდა,
და ხან ისევ ფითრდებოდა,
ოდეს ისტორიულ ამბებს
იგი ჩაუფიქრდებოდა.
არ უნდოდა, არ უნდოდა!
კაცთა მტარვალთ და უნდოთა
დასარბევად ეს ქვეყანა
არასდროს არ ეკუთვნოდა;
არ უნდოდა, ეს სოფელი
ცვალებადი, უნდობელი,
ისე დაეტოვებინა,
ვერ გაეგო სანდომელი.
თუ სად მიდის ეს დროება,
მისთა ტალღათ წუთროება,
ფიქრობდა ის, რომ გაეგო
მისი საიდუმლოება.
სურდა, დაენახა თვალით,
სადამდე და როგორ ძალით,
მიიყვანდა მსოფლიოს ეს
სისხლიანი ქარიშხალი.
მეგობრობისა და ძმობის,
ხალხთა ძმობა-მთლიანობის,
და ბრწყინვალე იდეები
მათი მშვიდობიანობის,
მას ესმოდა ძალა ხმების,
რწმენა რევოლუციების,
უნათებდა შთაგონება
მგოსნის უღრმეს მოხუცების.
მოვლენათა, აზრთა ალი,
მათი ელვა-ნაპერწკალი,
წინასწარმეტყველებდა, რომ
ეროვნებათ მომავალი
იმის ძვირფას მხარეს ჰპოებს,
და საერთო სამშობლოის
რუსეთისა გამოხსნისთვის
შეიქმნება ზავი დროის.
ხალხთ პოემა სურდა ვრცელი
დაეწერა - გამკიცხველი,
მაგრამ ხელმა სიკვდილისამ
შეაყენა მგოსნის ხელი.
მაგრამ ისტორიის განა
წინ დასმული გამოცანა
რჩება შეუსრულებელი?
არა! მტაცებელთა ნანა
შეიცვალა მძლავრი ხმებით
და ექვსი წლის შემდეგ გზნებით
იძრა რევოლუციური
ცხოვრებით და ხალხის ნებით.
მდინარეობს ხმა და ფერი,
დღე დღესა სცვლის შენაფერი,
ყველაფერი მიისწრაფვის,
და იცვლება ყველაფერი.
აგერ, გადის ასი წელი,
რაც აკაკი წერეთელი
დაიბადა, ჩვენთვის ეს დღე
ძვირფასია, საყვარელი.
ჩვენთვის ეს დღე იმას ნიშნავს,
რომ მგოსნის გზას შესანიშნავს,
ხალხნი ჩვენის სამშობლოის
გაიგონებს და აღნიშნავს.
ვესალმებით მხარეს მისას,
ვესალმებით პირველ ყოვლის
ისტორიულ არსებობას
დიდი ადამიანისას.
მან შესძლო და არ დაეცა
თვის ძნელ გზაზე, როსმე ზეცა
იყო მკრთალი. ფეოდალურ
სიბნელეში იყო დღეცა.
გაიარა თვითმპყრობლობა
ფეოდალურ არსებობათ,
შემდეგ ბურჟუაზიული
რკალი წინააღმდეგობათ,
მან გულწრფელად, ვაჟკაცურად,
გააღვივა ბრძოლის ქურა.
ძალებს რევოლუციისას
მკვეთრი სიტყვით ემსახურა.
ეს ძალები ფეთქდა მწველად
მსოფლიოის ბრძოლის ველზე,
შრომის, თანასწორობისა
და გატანის საფუძველზე.
მოძმე ხალხისადმი - ძმური,
უცხოთადმი - მეზობლური -
უკვდავებით აღინიშნა
თავდადებით სამსახური,
აზრი, მგზნები და მშრომელი,
ენერგია უცხრომელი,
სწრაფვა შეუსუსტებელი,
კეთილშობილი და წრფელი.
დაე, გაგვამხნევოს დიდმა
და ძლიერმა მაგალითმა,
მარადისი ყოფილიყოს
მგოსნის ლექსი, მისი რითმა.
მეცნიერებისა, მგონი,
ხმა, სიამედ მოსაგონი;
იგი ორთქლი, იგი სუნთქვა
და იგივე ელექტრონი.
დღეს მონაა იმ მიზნების,
რასაც დღე ისახავს ძმების,
ჩვენს მხარეზე არის ძალა
ისტორიულ ვითარების.
დე, ისმოდეს ხმა ჩონგურის:
გენიისა და კულტურის,
სადარაჯოს სდგას პარტია
და ჩვენ გამარჯვება გვწყურის!
დე, ჩონგური კვლავ ხმას სცემდეს
და სამშობლოს გვახსენებდეს,
ხმა აკაკის სიმღერების
ისევ ისე გვამხნევებდეს.
ქარიშხლიან სამყაროის
აწ, ომებში ახალ დროის,
დე, ისინი იყვენ მცველნი
მშვენიერი სამშობლოის.
ძლიერია ეს მაისი -
კვლავ მიტაცებს ცხენოსანს ის,
მთების უმშვენიერესი
და ბრწყინვალე რეზონანსი.
წყალვარდნილთა ხმა - იმედი,
ტყეთ შრიალი უფრო მეტი,
მშვენიერზე მშვენიერი
არის აკომპანიმენტი:
რომ დრო ბევრს ქარს გადაურჩა,
წარსულს ვალში არ დაურჩა!
მშვენიერი მომავლისკენ
გასწი, გასწი, ჩემო ლურჯა!
იმიერი, ამიერი,
მისი მთა და მისი სერი
იყოს მრავალ, უფრო მრავალ
კიდევ მრავალჟამიერი!
1940
![]() |
3 პროზა |
▲back to top |
![]() |
3.1 აკაკი წერეთელი |
▲back to top |
აკაკი წერეთელი
აკაკი
„გადაშუადღებულია“ (ნაშუადღევს გადაცილებულია).
მზე მეტად დაბლა დგას.
მისი ალმაცერი (ირიბი) სხივები ჰაერს აოქროსფერებს.
გზა გამოდის სოფლიდან და მიხვევ-მოხვევით მიდის (მიემართება) მთაში (მთებში).
მხნე ნაბიჯით [მიდის ორი ახალგაზრდა კაცი] ცხენოსანი - სიმღერით.
მათი მზისგან დამწვარი (გაშავებული, მზემოკიდებული) და ქარდაკრული (დაქარული, ნაქარევი) სახეები და გახუნებული ტანთსაცმელი (ტანისამოსი, სამოსი, საცმელი) მოწმებენ, რომ [მთის ჰაერი] ისინი მთის ჰაერს კარგად იცნობენ.
არის [სიცხე] სითბო და სიმშვიდე.
მაღალი ეკლის ხეები (აკაციები) გზის ორივე მხარეს - (მარჯვნივ და მარცხნივ, აქეთ და იქით) - აყვავებულნი (ყვავიან) სდგანან. მათ თეთრსა და სურნელოვან მტევნებს დაზუზუნებენ ფუტკრები და დაფრენენ (დაფარფატებენ) [ფერადი] პეპლები.
აკაციების მწყობრ რიგს (წყებას) იქით, აბრეშუმის [ქსოვილივით ბზინავს] ქსოვილისა და ლითონის ბზინვით (ელვარებით) გადაჭიმულია სახნავ-სათესი ველები.
გზის ყოველ მოსახვევს (მობრუნებით, მოტრიალებით) იქით, თითქო გრძნეულებით (რაღაც მანქანებით, მომხიბლაობით, ჯადოთი) იცვლება სახეობა, მდებარეობა არე-მარისა (ხედი, ნაკვეთი, ნაკვთიერება, იერი, გადასახედი, შესახედაობა, გარეგნობა, სახე) გარემოსი, მიდამოსი.
ჯაჭვები მთისა, ცალკეული მწერვალი, გორაკი (კორდი, გორი, ბორცვი), ველი, ხეობა, აჩვენებს (სახავს, გამოსახავს, ხატავს) ფორმების (სახის, სახეობის) უბოლოო, მრავალფერობასა და ნაკვეთების (მოხაზულობით)... სჩანან რა, (მოსჩანს რა) განათების სხვადასხვა ელფერით (ელფერში, ჩრდილში, შუქში).
ისინი ხან უზარმაზარ (ვეება) (ცისფერ, მტრედისფერ, ლურჯ) ზვინებად და გროვებად ამოცურდებიან (ამოტივტივდებიან) შორს, ინთქმებიან, იკარგებიან რა, იძირებიან რა, ჰაეროვან ბურუსში (ბური, ნისლი) და თითქო მზად არიან, გაჰქრნენ (გაიფანტონ, შთაინთქან) მზის ჩასვლის (დასავლის) შუქში - (მზის ჩასვენება). (ერთად) ხან მიეშურებიან (მიესწრაფვიან, მიექანებიან, მიემართებიან) ცაში კლდოვან მწერვალებად, ღრმა შებინდების (ასაღამოვების) სილურჯით გარემოცულნი, ხან აელვარდებიან (გაბრწყინდებიან) ჩაღი (კაშკაშა, თვალისმომჭრელი, ბრწყინვალე) სიმწვანით ლბილი ხვეულები მათი ქედების (ხერხემლის).
მეგობრებმა გადაუხვიეს გზისაგან ბილიკისაკენ, რომელიც მიდიოდა ვრცელ (ფართო, ტრიალ) მინდორზე და შორს იკარგებოდა (ასწლ.) ხეებში, მაღალი მთების ძირთან.
ყვავილობის გახურებული დროა! ცხარე დროა ყვავილობის.
[სუნი] თაფლისა და ნექტრის სუნითაა ჰაერი გაჟღენთილი.
აი, მთის (ალპიურ) ველის დედოფალი, ყვითელი ზამბახი, ისეთი მაღალი, რომ ცხენიანი კაცი შიგ არ გამოჩნდება.
გაშლილან თვალის მომჭრელი სიწითლის ყაყაჩოები. ისინი გიზგიზებენ (პრიალებენ, იწვიან, იგზნებიან, ენთებიან, ღვივიან), ზეიმობენ, დღესასწაულობენ, მოილხენენ; თითქო სულიერნი არიან, თითქო მათ სული აქვთ შთაბერილი.
რამდენი არის ეს თეთრი და ვარდისფერი გვირილა! მათი უანგარიშო თაიგულები თითქო იცინიან და შეხარიან ზაფხულის დღეს.
რაღაც მშვიდი, წყნარი აღტაცება მოედინება (მოდის) სკაბიოზებისაგან, [მუქ-მოლურჯო] მუქ-ლილისფერი მაჩიტელები (სოსანი) თითქო ოცნებებში არიან, ძირს დაუხრიათ რა ლამაზი პატარა თავები (колокольчики).
მორცხვი, ცისფერი (მტრედისფერი) დაუვიწყარა (незабудка - კათალიკოზა, ბუსმიხაკა, თაგვისყურა) ნაზად იცქირებიან მუქ-ვარდისფერი მიხაკი, ლურჯი აკონიტები, თეთრი ღიღილოები (Васильки), სხივოსანი ბაბუაწვერა (одуванчик) ყველა გაშლილია ყვავილობის აღტაცებაში.
მზე ჩადიოდა (закат угасал).
ვარდისფერი დაფიონი (Зарево) ეხვეოდა რა მთებს, გადადიოდა ლილისფერ ბინდში, რათა წყნარად, მშვიდად შერეოდა (შეხვეოდა, გადადნობოდა) ღამის სილურჯეს.
ახალგაზრდები მიუახლოვდენ დაბას, დაფენილს მწვანე ხეობაში (ველში), გარშემორტყმულს მაღალი ტყიანი მთებით.
თითქო ისინი მოხვდენ სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა მხარეში, სულ სხვა საუკუნეებში, სულ სხვა ხანაში;
აქ მათ დაინახეს სახლები უმილოდ, უბუხროდ (უფიცროდ, უყავაროდ), უფანჯროდ (უსარკმლოდ) ნახევრად მიწური, ნახევრად ხის შენობები (ნაგებობანი).
დაბის (სოფლის) მცხოვრებნი მუშაობას რჩებოდენ (მუშაობას ათავებდენ).
შორიშორ (შორეულ) მანძილზე, წკრიალა ხმით (?) ეხმაურებოდენ ერთმანეთს ისინი (ეძახდენ).
თითქო გაცოცხლდენ სტრიქონები ძველი წიგნისა;
ამ მივარდნილ [დაბა] კუთხეში, სადაც გაჩერებულა დრო, ლაპარაკობდენ ძველ მწიგნობრულ ენაზე.
მზე უფრო და უფრო ძირს ჩადიოდა. ხმები წყდებოდენ. ხმაურობა ჰქრებოდა.
ჯერ ისევ ნათელ ცაზე ამოვიდა ბეწვივით წვრილი, ვერცხლის ნამგალი მთვარისა და საიდანღაც გაისმა სიმღერა:
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე, დაკარგულ იყო,
გულამოსკვნილი ვტიროდი -
სადა ხარ, ჩემო სულიკო!
ისევ სულიკო.
იყო მოსკოვში, ესმოდა სულიკო, გაიარა ბაქოში, ისევ სულიკო, ტფილისში - ყოველ ნაბიჯზე - სულიკო.
და აი, ხევსურის სოფელშიაც ჩვენ გვხვდება სულიკო.
გაისმა სიჩუმეში სრული, წკრიალა ტონები ჩონგურისა:
შეიფრთხიალა [მგოსანმა]
და თავი დაბლა დახარა.
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა!
მე კი ასე მსიამოვნებს (მე კი ასე მიხარია) ძველი სიმღერის მოსმენა. მისი მომაჯადოვებელი ძალა სიტყვებშია.
მე მიყვარს ეს ჰარმონიული ლექსი.
მასში ისმის ვნებიანი მწუხარება, წუხილი (დარდი, ნაღველი, სევდა, ურვა, ჭმუნვა), კაეშანი, გულმომწყვლელი კაეშანი, გულგატეხილობა (ცხოვრებაზე გულისგატეხა); წყურვილი სიდიადისა (რაღაც დიადის, დიდის, მაღალის) - ჩამოსხმულნი არიან (მოდიან, მომდინარეობენ) ნაზ თანაბგერებაში (созвучье), რომელნიც ათავისუფლებენ სულს დამჩაგვრელ და შემავიწროვებელ სიმძიმისაგან.
ის ხალხი კი, რომელიც ამართული სულიერი ცხოვრების განსაზღვრული ემოციებით ცხოვრობს, აგრეთვე ღრმად სწვდება გულისყურით ამ ლირიულ განცდებს?
უსათუოდ (ო, რა თქმა უნდა) შეიძლება ანგარიშმიუცემელი (შეუგნებელი) ემოციონალობით, მაგრამ პოეტისადმი (მგოსნისადმი) უცვლელად თანაშემოქმედებითი გრძნობით.
ხალხი დახვეწილი (ფაქიზი, ნაზი, მახვილი, ოსტატი, მცოდნე, ხელოვანი, გონება-მახვილი) დამფასებელია. მას ახლო არ გააკარო სიყალბე (იგი ვერ იტანს, ვერ ითმენს სიყალბეს).
ყოველ[ი] პოეტურ ნაწარმოებს, სადაც მართლად არის გამოხატული ადამიანური გრძნობები, აქვს თანაგრძნობა (პოულობს თანაგრძნობას) ხალხში.
აკაკი წერეთელი ამტკიცებდა, რომ წყარო პოეზიისა გამომდინარეობს ხალხის ძლიერი სულის ანკარა სიღრმისაგან.
სიმღერა შესწყდა. უკვე დაბნელდა, შეღამდა.
ცაზე გაბრწყინდენ ვარსკვლავები.
უმაღლესი კათედრების სილუეტად აღიმართნენ ცივი მთების ხრამიანი (ფლატეებიანი, კბოდოვანი) მთები.
თეთრ მოჩვენებებად აქა-იქ გამოჩნდენ ასკილთა მაღალი, მაღალი ბუჩქები (ასკილი, ველური ვარდები). მათი ყვავილები სცემდენ ტკბილსა და ნაზ სურნელებას.
და ყვავილთა სურნელებასთან მოვიდა [ხმა] ხმოვანება ჩონგურისა და (იგივე) იმავე ხმამ დაიმღერა წყნარადა და მწუხარედ: თავო ჩემო...
მკაფიოდ, [ისმოდა] გარკვეულად (სხარტულად) ისმოდა თვითეული სიტყვა.
დიდს მწუხარებას გამოხატავდენ ისინი (წუხილს, ნაღველს, ჯავრს, დარდს, ვარამს, ვაივაგლახს, უბედურებას), [დამსხვრეული] გაბზარული გულიდან სკდებოდენ (აღმოხდებოდენ) გოდება (ღაღადი, ღაღადისი) და კვნესა, ჩივილი, [და] მაგრამ არ ნებდებოდა ამაყი გული.
ჰკვდებოდა ეს გული, მაგრამ თან იმუქრებოდა, და მუსიკის ხმებში სუნთქავდა უკვდავებით ეს მუქარა.
ლამაზი სიმღერაა, მაგრამ მეტისმეტად ნაღვლიანია...
ეს ნაღველი (ეს მწუხარება) მოდის წარსულისაგან; იმ ხნიდან, რაც ის დასწერა აკაკი წერეთელმა, იგი გახდა მთელი ხალხის კუთვნილებად (საკუთრება) მისთვის, რომ სწორად გამოხატავს მისი გულის მოძრაობას.
- მაინც რაში გვჭირდება ჩვენ (რად გვესაჭიროება, რაში გვესაქმება) წარსულის მწუხარებანი? (უკარება).
გვჭირდება იმისდა მიხედვით, რას გამოხატავენ ისინი. ფასი თანამედროვეობისა ჩვენ ვიცით (ჩვენ შევიგონეთ) მხოლოდ წარსულის გაცნობის საშუალებით (მეოხებით).
მახლობლად მოისმოდენ ქალებისა და კაცების ხმა.
ავარდა ცეცხლის ალი, და გაანათა ხეები.
ისინი მივიდნენ - ცეცხლის გარშემო შეკრებილ ჯგუფთან (ხალხთან).
იქ იყვენ ქალები, ჩაცმულნი მუქ და მძიმე [მაუდის] მატყლის ტანთსაცმელში.
გულისპირი ამოქარგულნი ჰქონდათ, აგრეთვე კალთები, [ისინი] მათ ჰქონდათ ქერა თმა, შეკრეჭილი. სხვანაირი სამკაული თავისა (დახურვა) და მკაცრი და მტკიცე სახეები.
მამაკაცებს ეცვათ ჩოხები, რომლის ზურგზე და მხრებზე გამოხატულია ჯვარი.
უმრავლესობას [ატარებდა] თანა ჰქონდა ფარ-ხმალი, მუზარადი.
მომსვლელთ შეხვდნენ კეთილგანწყობილებით, მეგობრულად წამოიწყეს საუბარი. აღმოჩნდა, რომ ხევსურები ემზადებოდენ აკაკი წერეთლის იუბილეჲსათვის, სადღესასწაულოდ.
- ჩვენ არავისზე ნაკლებნი არ ვართ (ჩვენ სხვებს არ ჩამოვრჩებით), - განაცხადა ერთმა მოხუცმა. ჭაღარამ..
- ვცხოვრობთ ჯერ ისევ სიღარიბეში, ჩვენი ბავშები კი ეხლა სწავლობენ (და იცხოვრებენ [უფრო უკეთესად] ძლიერ კარგად). აკაკის დღეს ჩვენ ყველანი ვიდღესასწაულებთ. კარგი კაცი იყო. მე თვითონ მინახავს. როდესაც თბილისში ჩაველი, მან გამაჩერა და გამომკითხა ჩვენი ყოფა-ცხოვრების შესახებ. - თქვენთვის საჭიროა სკოლა, - მითხრა მე მან. მეც მაშინ იგივე ვიფიქრე და ვუთხარი მას, რომ ამისათვის საჭიროა ბევრი ფული... იგი დაგვპირდა შემწეობას. დაიწყო ომი. აკაკი გარდაიცვალა.
ჩვენზე არავინ არ[ა] იზრუნა - [რა].
მოვიდა საბჭოთა ხელისუფლება.
ეხლა ჩვენ შკოლაცა გვაქვს და ფერმაც.
ჩვენ გავმდიდრდით და სახლებიც ავიგეთ, დავიწყებთ ლამაზად ცხოვრებას.
გარიჟრაჟდა (ირაჟრაჟა), თენდებოდა.
გრილი ქარი ხმაურობდა მაღალი წიფელის (წიფლების) - მწვანე კარვებში.
მხნედ და მხიარულად მოდიოდენ ახალგაზრდები... მათ თან მიჰქონდათ მთელი ტვირთი ზღაპრების,
სიმღერების, შელოცვების, გამოცანების, ანდაზებისა.
სწორტანიანი, ტან-გლუვი წიფლების სვეტებში - ისინი მიდიოდენ მაღლა, მთაში.
არ მოველოდი მოვხვედრილიყავი ხევსურთა სალიტერატურო საღამოზე.
მართლაც, ასეთი საღამოები საქართველოს სოფლებში იშვიათი არ არის, სადაც ცხოვრების ყოველი შემთხვევისათვის თავისი ლექსები და სიმღერები აქვთ.
ზოგიერთი მათგანი გვაოცებს უმაღლესი მხატვრულ[ი] სიტყვათა ღირსებით.
ერთ-ერთ ხალხურ ლექსზე აკაკიმა სთქვა, რომ არ თუ მას, უბრალო მჯღაბნელს, შეეძლო მის ქვეშ ხელის მოწერა, არამედ თვით გენიალურ შოთა რუსთაველსაც კიო.
ხალხურ პოეზიაში ნახულობდა აკაკი წერეთელი გასაღებს ხალხის სულის, მისი წარსულისა და მომავალი ბედის[ას] [გასაღებს] გასაგებად.
უბრალოდ კი არ დაუტოვებია ანდერძად, რომ ნაწილი მისი საცხოვრებელისა გადადებული ყოფილიყო ხალხის ყოფა-ცხვრების, ზნე-ჩვეულებების, და ზეპირ სიტყვაობის შესასწავლად.
ყველა ქართველ პოეტთა შორის ყველაზე ახლო ხალხთან აკაკი იდგა.
იგი არის სარკე მისი ცხოვრებისა (ჩვენს დრომდი, რა თქმა უნდა).
შეამსუბუქა თუ არა მან თავის დროზე გლეხის მძიმე ბედი?
ნაწილობრივად მისმა სიმღერებმა შთაბერეს მას მორალური ძალა, განამტკიცეს, გაამაგრეს მისი მოთმინება, ასწავლეს თავისთავისადმი პატივისცემა, აგონებდენ იმედსა და ვაჟკაცობას და [აწვდიდენ] ასწავლიდენ მას გადაწყვეტით ომში გადასვლას...
შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ახალ საზოგადობრივ ურთიერთობათა ადამიანებს მთლიანად ვენდოთ აკაკი წერეთელს?
როცა ის იცავდა გლეხს, შეიძლება იგი მიდიოდა უბრალოდ ცნობილი მიმართულებით.
შეეძლო თუ არა დაეშვა მას, რომ მონობისაგან განთავისუფლებული გლეხი გადაისვრის მის კისერზე მჯდომარე ბატონს და გაანადგურებს თავის დამჩაგვრელს?
შეეძლო თუ არა აკაკი წერეთელს მისალმებოდა თავისი კლასის დაცემას და მიეღო პროლეტარიატის დიქტატურა?
ტყე გათავდა. დასრულდა.
აღმართი ხდებოდა უფრო ციცაბო (ფრიალო, ღორღოვანი).
ისინი მიდიოდენ დუმილით! (უსიტყვოდ, სიტყვა უთქმელად, ჩუმად).
II
დაბოლოს, აჰა, უღელტეხილიც!
სუფთა ჰაერი, მცხუნვარე მზე, ნათელი ცა, წარმტაცი, მიმზიდველი დუმილი, სიჩუმე.
მსხვილი, დიდრონი (დიდროვანი) ალპიური ყვავილები, მოკლე ღეროებზე, ფოთლების მწვანე ხავერდში, ფართოდ გაუშლიათ, მზის ბრწყინვალებაში, თავისი სურნელოვანი გვირგვინი.
ლურჯი, ყვითელი, წითელი, თეთრი, - ისინი მდიდრულად, უხვად მიმოფენიან ქედებსა და თავდაღმართ დაქანებას მთისას (გვერდობი, ფერდობი).
ვახტ. და გივი მოეწყვნენ - ყვავილებისა და ბალახების ლბილ ხალიჩაზე (ნოხზე).
გეჩვენებოდათ, თითქო გარშემო, თვალუწვდენელ სივრცეში, შუადღის ცისფერ ნათებაში (შუქში, კაშკაშში, ბრწყინვაში, ციალში) მათ დაინახეს მთიდან ნახევარი საქართველო.
დაუსრულებელი ჯაჭვი მთებისა, ტყეთა ჩაბნელებულ სიმწვანეში, მიიზლაზნებოდენ ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ.
შორს, სამხრეთით, ისინი ინთქმებოდენ (იძირებოდენ, იკარგებოდენ) ჰაეროვან ბურუსში.
ვიწრო ჭალაზე (ველზე) ფოლადის კამკამით, ცოცხალივით იკლაკნებოდა მდინარე.
აღმოსავლეთით უვრცესს მთა-მინდვრებსა და ტყეებს იქით იშლებოდა ალაზნის ველი. მზის [ბრწყინვალება-] ალმურში, ძლივს ძლივობით თუ გაარჩევდით იქ ჭალებს, ბაღებს, სოფლებს, მონასტრებს, ეკლესიებს. მკრთალად, ბუნდოვნად, რაღაც მონისლულად სჩანდენ ნანგრევები ძველთა ციხეთა.
მათზე მსუბუქ და გამჭვირვალე - მოჩვენების მსგავს სილურჯეში, მრისხანე კედლად აღმართულიყვენ უზარმაზარნი, ვეება, წარმოსადეგი, დიდებული, ახოვანი, დიდი მთები დაღესტანისა. მიუდგომელ და მიუვალ მათ მწერვალებზე ჯერ ისევ იწვა თოვლი, რომელიც ელავდა დამაბრმავებელი კრისტალებით და ცის ლაჟვარდი ღელვა-ბიბინით.
ხან იქ და ხან აქ მთის ფერდობებზე - საძოვრებზე - მშვიდობიანად სძოვდა ჯოგები ჭრელი ძროხებისა და თეთრი ცხვარის.
ვრცელი ველები, ბაღები, სოფლები შთანთქმულნი (დადგმულნი, განთქმულნი) სიჩუმესა და სიმშვიდეში, განასახიერებდენ [სურათს] ბარაქიანი [მადლიანი] და ბედნიერი ცხოვრების სურათს.
- აი ის "დამღუპველი" კავკასიონი! - შენიშნა ერთმა, მიუთითა რა დაღესტნის ველურ მწერვალებზე.
- და ეს ტაძრები, განაგრძობდა გივი, მონასტრები და ნანგრევები - თავშესაფარი და მოწმენი ხალხთა მტრობისა; წარსულის საფლავზე მდგარი ძეგლები, მათ ახსოვთ თვითნებობა და ძალადობა დამპყრობელებისა, მედიდურობა, დიდების მაძიებლობა, მზვაობარობა და პატივმოყვარეობა ხელისუფალთა, ბრძოლა და დაღუპვა დამორჩილებულთა (დაპყრობილთა), ბელადების დიდება და სახელოვნება (სიმამაცე).
გმირულად, საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველო თავის უფლებას სიცოცხლისას და არსებობისას.
ყოფილან დღეები ბრწყინვალე გამარჯვებათა, დიდებისა, სიძლიერის, ძლევამოსილების, გენიის მოვლენისა და პოეზიის უძლიერესი ელვარების, მწერლობის (ლიტერატურის), ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის.
ყოფილა აგრეთვე დრო შავბნელი ჩაგვრის, ტრაგიული ბრძოლის და უსასტიკესი დარბევის.
უფრო ძლიერი მეზობლები, რათა დაემორჩილებიათ (დაეპყროთ ის) ასუსტებდენ მას შიგნითვე (შიგნიდანვე), აღვივებდენ რა მტრობას ტომთა და ხალხთა შორის (?)
[თათრები] ოსმალები და სპარსელები მაჰმადის სახელით აღიზიანებდენ მთიულებს (Горцев). ავარიელები და ლეკები იძვროდენ თავიანთ ველური ხეობებიდან და ალლაჰისა და მაჰმადის სახელით თავს ესხმოდენ, სწვავდენ, ჰკლავდენ და ტყვედ მიჰყავდათ ადამიანები, მოსახლეობამ არ იცოდა მშვიდობიანობა.
შიშით მოპოვებულ ნაყოფს შრომისას ართმევდა მტერი.
დაუძინებელი მტრების მუდმივ მუქარის ქვეშ (განუშუქარის), უმფარველო (უმწეო) საქართველო ეძებდა დახმარებას (შველას, შეწევნას, შემწეობას) რუსეთთან. გაბოროტებული ამ დაახლოებით სპარსეთის მბრძანებელი აღა-მაჰმად-ხანი შემოიჭრა საქართველოში, დაანგრია თბილისი და მცხეთა, და გაძარცვა ქვეყანა.
განადგურებული საქართველო გადაიქცა რუსეთის ვასსალად, შემდეგ იგი გადააქციეს პროვინციად და საქართველოს სამეფომ შესწყვიტა არსებობა.
მართვა-გამგეობა იწყეს რუსმა მოხელეებმა.
ხალხს მათი არა-ესმოდა-რა, მათ კი ესმოდათ ხალხის იმდენად, რამდენადაც სძარცვავდენ, [მათ] ატყავებდენ მათ.
ძალაუფლებით შემოსილნი, გამედიდურებულნი დიდმპყრობელური შოვინისტები! მათ ეზიზღებოდათ (ეჯავრებოდათ) ქართველობა, ცბიერებითა და ძალადობით მიყვანილი მორჩილებამდე.
[აღარ არსებობდა] დაიხურა, გაჰქრა ქართული დაწესებულებები, რომლებიც არსებობდენ საუკუნეების განმავლობაში.
შემოღებულ იქმნა უცხო კანონები.
შკოლებისა და სასამართლოსაგან განდევნილ იქნა ქართული ენა.
ზნე, ჩვეულება, მრავალსაუკუნიანი (უუძველესი) ეროვნული კულტურა, - ყველაფერი ეს გახდა გონებაგამოფიტული (Тупой) მოხელეების დამცირების, ყბად აღების საგნად, თავს კი იმართლებდენ „უმაღლესი ცივილიზაციის“ ინტერესებით.
ხალხი გაძვალტყავდა, დაუძლურდა. იგი იხდიდა კანონიერსა და უკანონო გადასახადებს, გადადიოდა რა მჭადიდან წყალზე, რათა დაეკმაყიფილებია სიხარბე გადამთიელების და ერჩინა თავისი ფეოდალი.
მესაზიდე, საურმე ბეგარა, შინაგანი გადასახადები, - იყო უკეთესი საშუალებანი მშრომელისაგან მეტი სისხლის გამოღებისა.
გვალვა. მოუსავლიანობა. ახლოვდებოდა შიმშილი თავიანთ თანამგზავრებით - ავადმყოფობებით (სნეულებებით).
უმწეო [თავ]განწირულობით შესცქეროდა გლეხი ზეცას: ევედრებოდა მას. სთხოვდა, მაგრამ შეუბრალებელი, ულმობელი მზე სწვავდა და დაგავდა მის [ნახნავ-]ნათესებს და ლაჟვარდოვანი სივრცე ბრწყინავდა სისასტიკით.
[შესწყდა] მიჩუმდა ხმა სიმღერისა. დავიწყებულ იქნა ცეკვა. შესწყდა ხუმრობა და სიცილი. საჭირო გახდა სურსათი - ღალა ჯარისათვის. დაწყებულ იქნა სამხედრო ეგზეკუციები. დაცინოდენ (ყბად იღებდენ, სამასხროდ ხდიდენ), თოფის კონდახებით სცემდენ, როზგითა სცემდენ.
სადაც კი ნახულობდენ (სადაც კი ნახვა შეიძლებოდა) ხელიდან გლეჯდენ, იტაცებდენ უკანასკნელ ნამცეცებს.
ვერ აიტანა ხალხმა. გააფთრებული მხეცის მსგავსად აღსდგა იგი სიკვდილის ბჭესთან (კარებთან). გული მისი იწოდა სიძულვილით. სისხლი დუღდა მრისხანებით. სული მოითხოვდა შურისძიებას.
კახეთიდან ხანძარი აჯანყებისა გადავიდა ქართლში.
ჰაერი შეიძრა საომარი ძახილით (ყვირილით). გაისმა [სამხედრო] საომარი სიმღერები... ცხოვრება გახდა კვლავ მდუღარე და მხურვალე.
საშინელებით შეპყრობილნი (დამფრთხალნი) გარბოდენ და იმალებოდენ დამპყრობელები. შიშის კანკალმა აიტანა მათი გარეწარი, ბინძური გული.
გაიხსენეს საქართველოს [მთიელები] მთიულები.
და ისევ მიმართეს ცრუ დაპირებებს და შეცდენითა და იარაღის ძალით დააწყნარეს აჯანყებულნი.
უუფლებობამა და ჩაგვრამ კვლავ გაიმარჯვა.
ყველაფერი, რაც კი ატარებდა ეროვნულ სახეს - გაუპიროვნებასა ან განადგურებას ეძლეოდა.
თვით ქართულ ღმერთშიაც კი მტერსა და ეროვნული სულის მატარებელს ხედავდენ. [რიყეს - ციხეს].
და შემოიღეს ეკლესიებში რუსული ენა.
მაგრამ იყო [ერთი] აქილევსის ქუსლი (ტერფი), მოუწყვლელი, დაურღვეველი, უვნებადი.
ეს იყო პოეზია.
სული ერისა ცხოვრობდა მასში და აშინებდა თვითმპყრობელობის ყოვლად ძლიერებას.
არ ნებდებოდა საქართველო.
ახალ ძალადობებს ჰყვებოდა ახალი აჯანყებანი.
სახრჩობელები გურიაში... სახრჩობელები იმერეთში... არაფერს შველა არ შეეძლო. ისევ გლეხთა აჯანყებანი და
თავად-აზნაურობის შეთქმულებანი.
მეფის მთავრობა[მ] [გაიგო] მიხვდა, რომ დასჯა და ტერორი სახელმწიფოს [გამგეობის] მართვის ცუდი იარაღია.
უნდა ემოქმედნათ დიპლომატიით.
გამოვიდა ვორონცოვი.
დაიწყეს ბეჭდვა ქართველი მწერლების. დაიწყეს გამოცემა ჟურნალისა ("ცისკარი"), მიიმხრეს თავად-აზნაურობის ინტელიგენცია. სხვების ძნელი არ იყო შეცდენა დიდი ადგილებით, მაღალ საფეხურზე აყვანით, კარიერით, ჩინებით;
დაიწყეს ცხოვრება ფართედა და გულმხიარულად (გურ.), თავადურად.
დაიწყო ტკბობა და გატაცება ფუფუნებით ცხოვრებისა.
გამოჩნდა ჯერარნახული (მორთულობა, მოწყობილობა, გარეგანი) პირობები, მდგომარეობა:
ბალები, სამხიარულო გართობანი, მიღება (სტუმარ-მასპინძლობა) ვიზიტი - ავსებდენ ცხოვრებას.
სამკაულთა [შეძენისათვის] (შესაძენად), ჰაეროვანი მაქმანის (Кружева) ნახელავის, მძიმე ხავერდის, აბრეშუმისა და თხელი, წმინდა მაუდის შესაძენად იხარჯებოდა მთელი საცხოვრებელი, [მთელი] ყველაფერი.
მდიდრდებოდენ ვაჭრები. ადგილმამული გირავდებოდა; გლეხობა წელზე ფეხს იდგამდა. ასე ცხოვრობდა საქართველო იმ ხანებში, როდესაც გამოვიდა აკაკი წერეთელი.
დიდი გვარიშვილი (დიდგვარი) თავადი, შვილი დარწმუნებული (გულდაჯერებული)
ფეოდალისა, შთამომავალი იმერეთის უკანასკნელ მეფეთა, იგი, ილია ჭავჭავაძესთან
[გვერდით] ერთად, გამოვიდა თავისი კლასის ბრალმდებლად (წინააღმდეგ?),
მამხილებლად.
კარგი რამაა ყვირილას ხეობა... მშვენიერია სოფელი საჩხერე. იქ თუთის ჭალებში, ფართოტოტებიან კაკლის ხეებში, მხიარულზე მხიარული ჩიხურას ნაპირზე ეხლაცა სდგას ძველებური ქვის სახლი, სადაც ოდესმე დაიბადა, სცხოვრობდა და გარდაიცვალა აკაკი წერეთელი.
ვენახები (ზვრები), ბაღები, მინდვრები - ამოწმებენ, ამტკიცებენ [ადგილის] მამულის ნაყოფიერებას.
სოფლის მახლობლად მაღალი [მთაზე] მთიდან ხეობას დაჰყურებს ნანგრევები ძველი ციხისა „მოდი-ნახე“ - ძეგლი წერეთლების ძველი ფეოდალური ძლიერებისა.
ადრე, ბავშობის წლებში, იზრდებოდა აქ აკაკი გლეხის ოჯახში. ასეთი იყო ჩვეულება.
გულთბილად და მადლობის გრძნობით იგონებს [აკაკი] იგი თავისი ცხოვრების ამ ხანას.
მშრომელი, გლეხური ცხოვრება, პატიოსანი, გულწრფელი, გულითადი, განწყობილება ადამიანებისა აღვიძებდენ მიმხვდურ ბავშში ადამიანობას, კაცობრივობას (კაცობას).
იგი ცნობისმოყვარე იყო და სოფლური ცხოვრება მისთვის იყო წარმტაცი ინტერესით სავსე.
რაც კი კეთდებოდა მინდვრად, ან რა შრომა ტარდებოდა სახლში, ყველაფერს ჩაუკვირდებოდა, და ყველაფერს სწრაფად ითვისებდა, ეჩვეოდა.
ყოველივე ახარებდა მას: თევზის ჭერა, მუხლებამდე წყალში, მთებზე, ციცაბოზე ასვლა, თამაშობა სუფთა ჰაერზე, რომლებშიაც იგი ყოველთვის [დიდ] მხიარულ გამომგონებლობას იჩენდა.
მას აჯადოებდენ, ხიბლავდენ ზღაპრები და ძველი ამბები, არაკები, რომლებსაც მას უყვებოდენ სოფლებში.
უყვარდა მოსმენა (ყურისგდება) სიმღერებისა, რომლებითაც ის [მიეცემ.] ეძლეოდა ხან მწუხარე, ხან მხიარულ განწყობილებას, იმისდა მიხედვით, თუ რას გადმოსცემდენ ეს სიმღერები (რას ნერგავდენ). (იმ სიმღ. და გურ.).
წარსულის ნაშთები, ძეგლები, ციხე-კოშკთა და სვეტთა ნანაგრევები და მათთან დაკავშირებული გადმოცემები, აღვიძებდენ მის წარმოდგენას.
სული ცხოვრობდა საოცარი, სასწაულებრივი ღელვებით (მღელვარებით). ოცნებები მიჰქროდენ სხვა ხანათა და დროთა სიღრმეში და რაღაც უცნაურმა მწუხარებამ (შებოჭა) შეკუმშა გული.
ესევე (იგივე) მწუხარება იღვიძებდა მასში შემდეგშიაც; მამის სახლში წაიკითხა მან „ვეფხის-ტყაოსანი“.
და ისევ სულის მღელვარება, ამაღლებული [მწუხარება] სევდა და წყურვილი რაღაც დიადის, დიდის.
აკაკის ბედს განაგებდა პოეტის [წარმოსახვა] წარმოდგენა.
სწავლობდა იგი ქუთაისის გიმნაზიაში.
იქ გაიგო მან, თუ როგორ [აბუჩ.] დასცინოდენ რუსის მოხელეები ქართველ ბავშვებს, და საერთოდ, ადამიანურ ღირსებას.
იმ ხანებში წიგნი ძლიერ [იშვიათად იშოვებოდა] იშვიათობას წარმოადგენდა, და მოწაფეებს წრთვნიდენ, ჭკუას ასწავლიდენ წკეპლით, გაწკეპლვით.
გაწკეპლვა ითვლებოდა აღზრდის საუკეთესო მეთოდად.
ქართველი ბავშები უნდა ქცეულიყვენ რუს ბავშებად.
მათ სცემდენ, ან [როზ.] წკეპლავდენ, როდესაც ვინმე გაბედავდა მშობლიურ ენაზე დალაპარაკებას.
[შფ.] აღშფოთდებოდა სული ქართველისა.
აკაკიმ იცოდა წარსული თავისი ქვეყნის, და იგი ამაყობდა მისი ძველი დიდებითა და ძლევამოსილებით.
სძულდა მას ეს გადამთიელები.
მასწავლებელთა შორის იყვენ ადამიანები გონების თავისუფალი მიმართულებით.
გაიგონა მან ერთხელ საუბარი საფრანგეთის რევოლიუციისა [შესახებ] და პოლონეთის აჯანყების შესახებ.
გაიგო ისტორია კონრად ვალენროდისა. აღიგზნო, აენთო მისი გული.
სახელი ეროვნული გმირისა აჯადოებდა მის პოეტურ წარმოდგენას, სულს. რატომაც არ უნდა გამხდარიყო იგი მთავარსარდლად, და არ ეძია შური თავისი სამშობლოს შეურაცხყოფისათვის.
ეს აზრი არ აძლევდა მას მოსვენებას.
გიმნაზიის დამთავრებამდე რჩებოდა რამდენიმე თვე, მაგრამ მან გადასწყვიტა მიეტოვებია სწავლა, წასულიყო პეტერბურგში, რომ დაეწყო სამხედრო კარიერა.
მამამ მას ეს განზრახვა მოუწონა: - კმარა სწავლა. შენს წლოვანებაში მე უკვე ცოლი შერთული მყავდა და ოჯახს მოკიდებული ვიყავიო.
თქმა საქმედ იქცა. მხურვალე ოცნებითა და გაბედული ილიუზიებით ჭაბუკი [გაჰყვა] გაუდგა [შორეულს] შორს გზას.
იმ ხანებში არა თუ რკინისგზა, არამედ კარგად მოწყობილი გზა-ტკეცილი, შარა-გზაც კი [არ იყო] იშვიათი იყო.
მაგრამ განა შეეძლოთ რაღაცა უგზოობასა და საფრთხეებს შეეწუხებინათ მომავალი კონრად ვალენროდი?
შესანიშნავი, დიდებული სანახაობანი ბუნებისა, სრულიად არ აღელვებდა მას (არავითარ შთაბეჭდილებასაც არ ახდენდენ).
მან [გაიარა] გადალახა უმაღლესი მთები, მძლავრი ტყეები, სადაც ბნელ ჯურღმულებში იმალებოდენ მხეცები.
მან გაიარა გზები, სადაც მუდმივი გაზაფხულია დაუმჭკნარი სიმწვანით.
სადაც ხეები იხუთებიან გრიგალისებურ ზრდაში, მჭიდე ლიანები (ფშალას) გარემოცვაში.
სადაც მწვანე სურო-ფათალო, ველური ვენახი - ვაზი, და გონებადაკარგული, შეშლილი სვია, ფშალა, მისცევნიან [ჯაგებსა და ბუჩქებს] ჯაგნარებსა და ბუჩქნარებს.
სადაც ცხოვრობს ზღაპრული მზეთუნახავი, ტყეთა იშვიათობა რამ - ოქროსფერი ხოხობი.
იგი მიდიოდა ადგილებით, სადაც მუდმივი ყვავილობაა.
სადაც ზამთრობით ჰყვავიან ვარდები - და იები.
სადაც გაზაფხული მთვრალია მაგნოლიის სურნელებით, მიმოზებითა და ნუშით.
სადაც სამშიტია (ბზა), დაფნა და ტვია.
იგი ხვდებოდა ქალიშვილებს, ასულებს, ალვის ხესავით რხეულს (კიპარისი) ისარივით სწორს, მშვენიერ სახეთა ნაზი პროფილებით. კანის სადაფისებური სითეთრით.
გაბრწყინებულით, როგორც ვარსკვლავიანი ღამე, ხედვით, ცქერით, თვალებით.
მაგრამ განა რაიმეს შეეძლო, რომ შედარებოდა მისი [ოცნების] წარმოდგენის სიდიადესა და ოცნებას, რომელიც მომავალს წარმტაც პოემად აქცევდა (წარმოადგენდა).
საგმირო საქმისათვის მზადმყოფი ჩავიდა იგი პეტერბურგში, მაგრამ სამხედრო სამსახურში არ შევიდა: იქ, აბა, რა უნდა ეკეთებინა?
მის წინ გაიხსნა (გაიშალა) ახალი გზა.
იგი დაუახლოვდა თანამემამულე სტუდენტობას და შევიდა უნივერსიტეტში.
ეს იყო ხანა (დრო) დიდ საზოგადოებრივ იდეოლოგიების შეჯახებისა.
რუსეთმა წააგო ომი. ამ გარემოებამ ყველაზე ცუდი გავლენა მოახდინა.
გამოირკვა, რომ იგი უძლურია: პოლიტიკურადაცა და ეკონომიურადაც.
ქვეყნის გამდიდრებისათვის საჭირო იყო - ფაბრიკებისა და წამოწყებებისათვის - თავისუფალი მუშა ხელები.
მხარეში ბატონობდა ფეოდალიზმი.
უნდა განთავისუფლებულიყო გლეხობა.
ამ განთავისუფლების საკითხით იყვენ გატაცებულნი ყველა მოწინავენი.
ამ საკითხის გარშემო იყო გამძაფრებული სასტიკი ლიტერატურული და პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი, ომი.
ლიბერალები ესალმებოდენ რეფორმებს, რადიკალები აგინებდენ (არაფრად აგდებდენ) წინასწარ გრძნობდენ, იცოდენ რა, თუ საითკენ გაუხვევს მთავრობის გეზი. ისინი კი ოცნებობდენ ძირითად გადატრიალებაზე.
ისინი აღიარებდენ, რომ არსებული წეს-წყობილება უნდა შეიცვალოს.
არ იცოდენ - რა ექნათ, რა ეკეთებინათ?
ეს იყო ისტორიული [კითხვა] საკითხი, რომელიც წყდებოდა სხვადასხვა სახით.
ევროპიდან მიდიოდენ (შემოიჭრენ) სოციალიზმის იდეები.
მათ ენერგიულად ამუშავებდა ჩერნიშევსკი თავის რომანში „რა უნდა ვქნათ“.
სტუდენტთა შორის ირჩეოდა სოციალური პროექტები, ფილოსოფიური კონცეპციები, სენ სიმონის, ფურიესი, რობერტ ოუენის და ლუი ბლანის.
დაეხეტებოდენ სიბნელეში. ევროპაში უკვე აღარ იყო ფეოდალიზმი, იქ მეფობდა კაპიტალიზმი, და სიღარიბე (გამათხოვრება) იზრდებოდა ზედმეტობით (от изобилья).
კრიზისები და რევოლიუციები ეს კაპიტალის [მუდმივი] მარად თანამგზავრებია. და დიდი უტოპისტები ამტკიცებდენ სოციალიზმის აუცილებლობას. [ისინი] მათ სურდათ დაერწმუნებიათ, დაეჯერებიათ მილიონერები, რათა ისინი დათანხმებულიყვენ, საზოგადოების გადაკეთებას, ახალ, გაერთიანებულ შრომის საწყისებზე.
სამოციანი წლების (მესამოცე წლების) რუსებმა, შრომას დაუწყეს ყურება (ცქერა), როგორც საფუძველს ახალი ცხოვრებისას.
მსჯელობდენ მუშათა ასოციაციებზე, ამხანაგობებზე, არტელებზე, თემურ მიწათმფლობელობაზე.
ჩერნიშევსკი ოცნებობდა გლეხთა [აჯანყებაზე] რევოლიუციაზე.
ამავე დროს კი მთავრობა ათავისუფლებდა გლეხობას და ათავისუფლებდა [უმიწაწყლოდ] მათ მიწისაგან.
რა ვაკეთოთ - იდგა საკითხი აკაკის წინ.
[საზიზღარი] დაღი ფეოდალიზმისა, გრძნობდა ის, სამარცხვინოდ ეკრა საქართველოსაც.
მონურმა დამოკიდებულებამ რუსეთისაგან, კიდევ უფრო [არცხვენდა] ამახინჯებდა მის პოლიტიკურსა და ეროვნულ სახეს.
დასავლეთიდან კი... მოდიოდენ ამბები. დამონებული ეროვნებანი იბრძოდენ თავიანთ დამმონებელთა წინააღმდეგ.
იტალია ებრძოდა ავსტრიას - გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის.
ჯუზეპპე გარიბალდი აგვირგვინებდა ამ ბრძოლას.
იგი ანათებდა საომარ (საბრძოლო) ენტუზიაზმით თავის ხალხს და თავისი ელვისებური დარტყმებით (ომებით) გაოცებასა და აღტაცებას იწვევდა ყველა მოწინავე ადამიანთა.
მასში ხედავდენ: გმირობის, კეთილშობილების,სამშობლოსადმი თავდადებული, თავგანწირული სიყვარულის განსახიერებას.
მის უზარმაზარ გულადობას (მამაცობას, ვაჟკაცობას), მის სამხედრო მოსაზრებულობას, მოხერხებულობას, მოსწრებულობას, იგონებდენ [სამხ.] და ახსოვდათ სამხრეთ-ამერიკაში, სადაც ის იცავდა რიო-გრანდეს - ბრაზილიისაგან, იბრძოდა ურუგვაიში - არგენტინის წინააღმდეგ.
კომუნისტური მანიფესტი იყო სიგნალი მთელი რევოლიუციური ევროპისათვის (1848).
ამოძრავდა, ატოკდა ვენგრია (უნგრეთი).
მხურვალე მოწოდებანი ბრწყინვალე და ნიჭიერი კოშუტისა იწვევდენ თავშეუკავებელ აღტაცებას მისი ერისას.
ამ მოწოდებებს შიშის კანკალში მოჰყავდა ძლიერი გაბსბურგის მონარქია.
იბრძოდა ირლანდია, იბრძოდა პოლონეთი.
აკაკის აღფრთოვანებული გული მოუსვენრად ტოკავდა. რა უნდა ექნა? რა ნაბიჯი გადაედგა, რა ზომა მიეღო.
უნდა დაწყებულიყო ბრძოლა ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, რა უნდა გაკეთდეს?
როგორ დამცირებაში იმყოფება ადამიანი, ფიქრობდა აკაკი, ხატავდა რა თავის გონებაში ქართველი გლეხის მდგომარეობას.
მესამოცე წლების იდეებმა მის ფხიზელ გულში მდიდარი გამოძახილი იპოვეს.
ყველაფერი, რასაც ის განიცდიდა, აღწევდა მასში უმაღლეს დაძაბვას და გამოსავალს ეძებდა.
იყო ნათელი, რომ ყველა ეს მისწრაფებანი და გაბედვანი, რომლითაც ცხოვრობდა ის, და უკეთესი ადამიანები მისი ეპოქის, მას შეეძლო გაეხსნა მხოლოდ პოეზიით.
პოეტი უნდა იყოს ტრიბუნი, ვინაიდან...
სიტყვები, მსგავსნი ცეცხლოვან ვარსკვლავებისა, რომლებიც ისვრიან ძირს ზეციურ სიმაღლიდან და სწვავენ სასახლეებს და ანათებენ ქოხებს, სიტყვები, რომლებიც ემსგავსებიან ელვარე საომარ შუბებს, რომლებიც აღფრინდებიან მეშვიდე ცაში და ანადგურებენ ღვთისნიერ ფარისევლებს, შეპარულებს იქ, წმინდათა წმინდაში.
აკაკი გრძნობდა, რომ ადამიანთა გულებთან უნდა მისულიყო იგი ლექსით.
უნდა განათებულიყვენ საქართველოს ქოხები, ბატონყმობის წყვდიადში გახვეულნი.
უნდა ალაგმულიყო მოხელეთა თვითნებობა.
უნდა შერხეულიყვნენ, უნდა გამოსულიყვნენ საღათას ძილისაგან, ან უზრუნველობისაგან, სიმშვიდისაგან გაყინული [უმაღლესი] მაღალი ფენები საზოგადოებისა.
უნდა გაღვიძებულიყო ეროვნული თვითშეგნება.
საქართველო უნდა გამოფხიზლებულიყო და ანგარიში გაეწია თავისთავისათვის (შეკითხებოდა თავის თავს) თავისსავე მდგომარეობის შესახებ.
ახალმა გრძნობებმა [მოიმწყ.] გაიტაცეს ახალგაზრდა თაობა.
და ამ ახალი გრძნობებისათვის [ნაპოვნი] მონახული უნდა ყოფილიყო სათანადო, ღირსეული, შესაფერისი გამოხატულება.
უნდა ალაპარაკებულიყვენ ახალი ენით.
ძველ [ტიკებში] რუმბებში ახალი ღვინის დაყენება-გადასხმა არ ვარგა (როდი ვარგა).
[სულიერ] სულის რევოლიუციასთან დაიწყო ფორმის რევოლიუცია.
უნდა განთავისუფლებულიყვენ, უარი უნდა ეთქვათ ძველი ლექსთაწყობის სიმძიმისაგან.
და შეექმნათ ახალი, უფრო მსუბუქი, და უფრო შესაფერისი ეროვნული სულისათვის.
თანამედროვე პოეტურ კულტურასთან აკაკიმ [შეათავსა] შეუთავსა გამოსახულება, განსახიერება ხალხური სიმღერის.
თავისი დაფიქრებანი და აზრნი მან გამოხატა ელეგიის მუსიკალურ თანამღერებაში.
ირონია, დაცინვა და აშფოთება შეათავსა სატირაში.
ლექსები მოფრენდენ მისი კალმისაგან.
იგი ყოველთვის ნახულობდა ნამდვილ რიტმს, რომლითაც გადმოსცემდა თავის სულიერ მდგომარეობას.
ფორმები იქმნებოდენ მის მიერ სრულიად ძალდაუტანებლივ.
კანონები ხმოვანებისა თავისთავად იხსნებოდნენ მის წინ.
მას ჰქონდა არაჩვეულებრივი, უზარმაზარი ნიჭი!!!
შრომა აყვანილ უნდა იქნას კვარცხლბეკზე და სახელი განეთქვას მას!
დასწერა აკაკიმ „სიმღერა მკის დროს“.
ეს ლექსი იციან ეხლაც საქართველოს ყოველ კუთხეში.
როგორც ნიმუში რიტმიული სრულყოფილობის, იგი განხილვის საგანია გერმანელი მსწავლულისთვის (ბჲუხერი).
გაღელვებს გულუბრიყვილო, წმინდა, სუფთა სინაზე ხალხური სიმღერის, გამხნევებს, გაღვიძებს მოკისკასე და მქუხარე, ჩქარი რიტმი.
გარწმუნებს შინაარსის სინათლე, მკაფიობა.
სიამოვნებას გგვრის შეჯიბრების [გრძნობა] განცდა, რომელიც შთაგონებას იძლევა საზოგადოებრივ მუშაობის დროს.
ეს ჯანმრთელი პოეტური მოწოდებაა შრომისაკენ!
ვერაფერი რამ შესანიშნავი ამ ლექსში ვერ იპოვეს მისმა თანამედროვეებმა, იგი გაკიცხეს: არააო აზრი, არაფერს არ გამოხატავსო!..
პოეზია უნდა ემსახურებოდეს ცხოვრებას...
საქართველოს აგვიანდებოდა რეფორმებით.
აკაკი, რომელსაც [სჯეროდა] სწყუროდა მათი სწრაფი განხორციელება, ცდილობდა თავისი სიტყვით დაერწმუნებინა (დაეჯერებია) მემამულეთ რეფორმების სარგებლიანობაში.
დარდითა და ირონიით ხსნის იგი „გლეხის აღსარებაში“ გაუვლელ უფსკრულს მონასა და ბატონს შორის.
იგი შესძახის დამჩაგვრელს, რომ იგი გონს მოვიდეს, რომ გლეხის დაღუპვით იგი თავისთავსაც დაღუპავს.
მწარე ჩივილითა და ზიზღით მოღალავე მუშები (оброчники) ქვითინებს აკაკის ჩანგი და განაღვიძებს ხალხის შეგნებას.
მისი სალამური გამოტირების სალამურია: სამშობლოის მწუხარე და უბედური ბედის გამოტირების სალამური.
სამშობლოს - დასუსტებულისა და წამებულის - სისხლის მღვრელი ომებით.
მაგრამ მწუხარება და ცრემლები აგროვებენ მასში ენერგიას და იგი მოუწოდებს თავის ერს ომისაკენ!
სადღა არის საქართველო?
სალამური ჩუმდება. სხვა ისმის სიმღერა. ირონია ისმის მის ხმაში, ზიზღს იწვევენ მასში მისი თანამემამულენი, მონარქიის წინ მუხლ-მოყრით მდგარნი, ქედმოხრილნი.
იგი ხარხარით (სიცილით) გლეჯს მათ შარავანდედს მაღალი წრის ადამიანებისას, ნიღაბს, ფარისევლისას და კიცხვით დაღავს ყურმოჭრილ მონად გახდომისათვის! (Раболепств.).
იგი გესლიანად დასცინის მექრთამეებს, რომლებიც ამოფარებიან კანონს (ციტატა).
ბევრი ცნობილობდა თავისთავს აპელჲაციის მცოდნეში.
მაშ, ვის უნდა აღეარებინა იგი? გარეშემო აღშფოთებულნი და აღელვებულნი იყვენ!
ამბობდენ: რა პოეზიაა ეს? ყველაფერზე ხომ არ შეიძლება ლექსების წერა!
პოეტს უნდა ახსოვდეს სიყვარული, [ვარდი] ბულბული და ვარდის ბუჩქი.
ეძებდენ ნისლიან ემოციებს ტკბილ ხმებში, წმინდა ხელოვნების მომხრენი.
ნიჰილისტები საერთოდ უარყოფდენ პოეზიას, გაიძახოდენ, რომ პოეზია მხოლოდ უფრო [აფუჭებს] არყევს ნერვიულ სისტემას.
საერთოდ, ეს მიმდინარეობა უარყოფდა, ანგრევდა ყოველივე ძველს, ვინაიდან ჰგონებდა, რომ მხოლოდ ბუნებისმეტყველება გადაარჩენს საზოგადოებას.
მოხუცები დრტვინავდენ: ეს ვინ აკაკი-ბაკაკი გამოჩენილა. კუმ ფეხი გამოყოო.
მომხრეები მას ძალიან ცოტა ჰყავდა. მაგრამ ხალხის ფართო მასები მას უკვე პატივსა სცემდენ, გაიგეს ის და შეიყვარეს.
გლეხთა განთავისუფლება პირდებოდა ახალი [ერის] ხანის დასაწყისს.
და აკაკიმ ლირიული აღტაცებით უმღერა [განსასვენები] სულთა ბრძოლის ლოცვა ძველს სამეფოს, მიესალმა ახალ ვარსკვლავს, რომლის ამოსვლას ელოდა - საქართველოზე.
როდესაც აკაკი დაბრუნდა საქართველოში - სხვადასხვა კომისიებში და კომიტეტებში ბჭობდენ, კამათობდენ იმის შესახებ: გაენთავისუფლებიათ თუ არა გლეხობა, და თუ გაანთავისუფლებდენ, როგორ, რომ თავიანთი თავისთვის არ ეწყენინებინათ.
როდესაც გლეხებმა მიიღეს თავისუფლება, ისინი მაინც მოკლებულნი იყვენ საშუალებას, მოშორებოდენ მემამულეებს. მათ აკავშირებდათ მიწის ბორკილი (Узы), ჯაჭვი. გამოსყიდვა - ძვირი ჯდებოდა. ფულის შოვნაც ძნელი იყო... საიდან უნდა ეშოვნათ? არსაიდან!
როდესაც აკაკი დააკვირდა ოფიციალურ საქართველოს, დაინახა, რომ იგი მორჩილებით მიჩანჩალებდა, მიყვებოდა მეფის მთავრობას.
გულგრილობა უცხო იყო აკაკის ბუნებისათვის: იგი არ ფარავდა იმ უმაღლეს საფეხურს, სადამდისაც მიაღწია მისმა ზიზღმა, მონური სულებისადმი. იგი უძღვნის საქართველოს - ფურთხს. მისი გამოსვლები - იწვევდენ ზეგავლენას, ზემოქმედებას.
საზოგადოებამ მას ზურგი უჩვენა. დაიწყო დევნა და ცილისწამება.
მას მოჰყვა ძალაუფლების მქონეთა მუქარა. თანამგრძნობლებს (აობლებს, მწრთობლებს), იგი ვერ პოულობდა დაშინებულ ინტელიგენტთა შორის.
ერთად ერთი, მარტო, განკიცხული, ცხოვრობდა იგი იმ ხანებში ქუთაისში. ცოლი იმყოფებოდა სოფელში, ვინაიდან ქალაქში ცხოვრების სახსარი არ მოიპოებოდა.
მიუსაფარი, მშიერი, ეძებდა იგი რამე საშუალებას არსებობისათვის.
მაინც, ხედავდენ რა მასში ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს, ცნობილი და დიდი გვარის წარმომადგენელს და მისი ნიჭის თავის მიზნისათვის გამოყენების იმედით, არა-ერთხელ შეაძლიეს შემაცდუნებელი, მაღალი თანამდებობანი!
მაგრამ განა შეეძლო მას უარეყო თავისი შეხედულებანი?
სიყვარული სამშობლოსადმი იყო მისი ზნეობა. მისი განახლება - სიცოცხლის მიზანი. არ უთმობდა აკაკი, არ ნებდებოდა და წლები მიდიოდენ უბედურებაში - გაჭირვება-შიმშილში, სიცივეში, წყურვილში, სიშიშვლეში, დაცინვაში.
მისმა გამძლეობამ და პირდაპირობამ, დაჟინებით სვლამ დასახული მიზნისადმი, გამოიწვია გაოცება (გაკვირვება) ერთი შეძლებული და შორმჭვრეტელი პიროვნების. [მან] ის წინასწარ მიხვდა, რომ ახალგაზრდა კაცს აქვს მომავალი და შესთავაზა მას უფასო ოთახი და სადილ-ვახშამი თავის სასტუმროში.
ეხლა მას შეეძლო თავისუფლად მისცემოდა თავის სამუშაოს. აღმოჩნდენ თანამგრძნობლებიც.
შემთხვევით მან დასწერა [სიტყვამოსწრებული] მოხდენილი ფელეტონი, რომელიც მიაწერეს ნიკო ნიკოლაძის, ნიჭიერი პუბლიცისტის კალამს.
უკანასკნელი მიხვდა-რა, რომ ავტორი არის აკაკი წერეთელი, მოახერხა და მოუწყო მას ლიტერატურული მუშაობა ტფილისში.
აქ მაშინ გამოდიოდა ქართველ სამოციანელების გაზეთი „დროება“.
ამ გაზეთის გარშემო თავი მოიყარა ხალხმა, რომელმაც მიატოვა სამსახურის კარიერა და მთლიანად შესწირეს თავი საზოგადოებრივ იდეალებისადმი სამსახურს.
ასეთები იყვენ - ენერგიული გიორგი წერეთელი, თავდადებული სერგეი მესხი, პატიოსანი და მოთმინების მქონე ივანე მაჩაბელი, უწყინარი და თავმდაბალი და ქედმოუხრელი დიმიტრი ყიფიანი, აგრეთვე ნიკო ნიკოლაძე და ნებაყოფლობით კერძო საკუთრების მიმტოვებელი - ყაზბეგი.
ხალხისადმი სამსახურის ლოზუნგით - იმავე წლებში სცემდა [მძლავრი] ბუმბერაზი ილია თავის გაზეთს - „საქართველოს მოამბე“-ს.
პოლემიკა მიდიოდა ჯერ ისევ არალეგალური - ძველ თაობასთან.
ხელნაწერი წერილები ლექსებად ხელიდან ხელში გადადიოდა.
თავს ესხმოდენ მოხუცებს იმის გამო, რაზედაც ეკადრებოდათ, ისინიც ვალში არ რჩებოდენ, და თავისი მხრით ახალგაზრდებს ამტყუნებდენ.
ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწენი თავის ძალღონეს არ იზოგავდენ.
სულ უბრალო, მცირე რამ საქმის მოსაწყობად უნდა დახარჯულიყო გენიალური გამომგონებლობა და ენერგია.
იმ ხანებში სტამბის დაარსება, წიგნის გამოცემა, შკოლის გახსნა, წერა-კითხვის გავრცელება უფრო ძნელი იყო, ვინემ ეხლა ჩრდილო პოლიუსის აღმოჩენა.
უხდებოდათ ბრძოლა მთავრობის უტვინობასთან და იდიოტიზმთან, აგრეთვე საკუთარ უსახსრობასთან. ყველაფერის შორიდან მოზიდვა უხდებოდათ.
გზები კი.. ღმერთმა დაიფაროს.. რანაირი გზები იყო.
თუ რომ ამ მუდმივ ბრძოლაში არ დახარჯულიყო კოლოსალური ძალ-ღონე, რა უნდა დარჩენოდათ მათ თავიანთ მერე, როგორც მწერლებსა და პოეტებს?
მაგრამ არ უნდა ვნანობდეთ ამას.
თავიანთი ისტორიული ვალი მათ მოიხადეს: [გამოიწვიეს] გააღვივეს გონებრივი გამოფხიზლება მოსახლეობის ფართო ფენებში.
საქართველომ დაიწყო - აზროვნება.
წამოდგა ხალხი, რომელიც თავის გაბედულობით კიდევ უფრო შორს წავიდა.
სამოციანწლების მოღვაწეთა შორის აკაკი სარგებლობდა საერთო გამხნევებით.
ხშირად იკრიბებოდენ ახალგაზრდები სერგეი მესხთან „დროები“-ს რედაქციაში, სადაც თათბირობდენ და არკვევდენ მრავალ საჭირბოროტო საკითხებს, ყოველის საშუალებით სცდილობდენ გაეუმჯობესებიათ ხალხის ცხოვრება.
აკაკი თავისი მახვილი გონებით და მოსწრებული სიტყვებით, მოხდენილი, ზედგამოჭრილი შენიშვნებით, დიდათ აცხოველებდა და ახალისებდა ამ შეკრებებს.
ლაქ-მოუკიდებული, შეურცხვენელი გრძნობა სიმართლისა მას ყოველთვის თან ახლდა... ეს ერთერთი მისი თვისებათაგანი იყო.
სადაც ვერ მიგვიყვანდა ლოღიკა, მიატანდა პოეტის მხურვალე ინტუიცია.
ყოველ საქმეში იგრძნობოდა მისი მახვილი თვალი, ნათელი მოფიქრება.
ცოცხალი და მოძრავი - ის ყოველგან ახერხებდა ყოფნას.
ყოველი საქმე დაბოლოებამდე - დასასრულამდე მიჰყავდა.
მისმა ლექსებმა სულ უფრო და უფრო მეტი პატივისმცემლები მოიპოვეს. „საიდუმლო ბარათს“ მღეროდენ ყველა წრეებში.
მისმა ენამ მიაღწია ჯერარსმენილ სიმსუბუქესა, მხატვრულობას, პლასტიურობას, და ხმოვანებას.
რომ ყინულზე გაეცურებინა ცენზურა, მან ვრცლად გამოიყენა ფორმა ალეგორიების, სიმბოლოებისა და მეტაფორების. შეცდომაში შეყვანილი მისი მოწინააღმდეგენი - თვით ნახულობდნენ აკაკის ლექსებს უმშვენიერეს ლექსებად.
ის ათავსებდა თავის თავში ორთეოსსა და მეფისტოფელს (ორივ-ერთად, ადამიანი და შიმპანზე). ნაზი და გესლიანად დამცინველი.
და მიდიოდა კი სახიფათო და საშიშარი გზით.
როცა იგონებ ბედს ბევრი მისი თანამედროვეისას, გაკვირვებასა ხარ, როგორ გადარჩა იგი? შეიძლება მას ინახავდა ხალხის სიყვარული? იგი ხომ [დაუმეგობ.] დაუნათესავდა მას სიმღერით და იყო მისი რჩეული?
ვიღაცა თავადი მიქელაძე, გამოაცხადა-რა თავისი თავი იმ მუქთახორების წარმომადგენელად, რომელთაც აკაკი წერეთელი დასცინოდა, შიშველი ხანჯლით მივარდა მას, და ძლივსძლივობით გადაარჩინეს იგი. ეს იყო ლექსის „ნადირობის“ გამო.
მალე მან დასწერა „გამოცანა“, რომელშიაც თავისსავე კლასს ბრალსა სდებდა გამცემლობაში. ამ ლექსმა საერთო აღშფოთება გამოიწვია.
მშობელმა მამამ გარიცხა თავისი შვილი და შვილმაც თავის კლასთან ამის შემდეგ შესწყვიტა ყოველგვარი კავშირი.
გამოუსვლელობა, უგზოობა, უიმედობა გაისმის აკაკის დამღერებაში, სიმღერებში. სიმართლით სცემს მისი გული და ამიტომაც ასეთი სუფთაა მისი ხმა. სევდითა და მწუხარებით კანკალებენ მისი ქნარის სიმები. რაზედ მღერის იგი?.. თავის უგონო სიყვარულზე (საყვარელზე, სატრფოზე)... თავის სამშობლოზე.
მისი დარდი, მისი ტკივილები, მისი განწირულება - ყოველივე ეს პოეტის ცხოვრების სუნთქვაა. იგი გულმოკლული ჰყვედრის ბედს. ელის გამოძახილს... მდუმარებს სამშობლო. ეჭვი და დაღონება ავსებს გულს. აკაკი წერეთელი ემშვიდობება ქნარს.
მაგრამ სადღაც შთაისახა მტეხარე ტკივილი. ისევ ახმაურდენ ოქროს სიმები, იღვრება სევდა და გაისმის მრისხანების მუქარა.
ადამიანები! პატიოსნება და კეთილშობილება შესცვალეს ნაბოძვარზე (ჩინებზე), სადაა იგი, ვინც [მოარჩენს] განკურნავს ტკივილებისაგან ცრუ ქართველს, მომტყუებელს კი გაუსწორდება ტყვიით შუბლში? ვისი უნდა იმედი იქონიო? სადაა ეს ძალები, რომელთაც შეუძლიათ აღსდგნენ და აღადგინონ სამშობლოს პატიოსნება და ღირსება? (ლექსები 70 წლების).
ძალადობა დღესასწაულობს გამარჯვებას მთელ მსოფლიოში.
ბარიკადებზე დაიღუპენ ფრანგი კომუნარები. მთელი დღეების განმავლობაში კაკანებდენ მიტრალიეზები, ხვრეტდენ კომუნის თავდადებულ მეომრებს.
რუსეთის [ხიშტის წინ] ხიშტით დაჩუმდა მშფოთარე პოლონეთი, ძალადობა დღესასწაულობს. და მეფე, თვითმპყრობელი, ღვთისმიერ მირონცხებული, „მეფე-გამათავისუფლებელი“ განაგებს, მართავს სახელმწიფოს, დასჯებზე და კატორღებზე დაყრდნობილი.
აღიძვრიან, წამოდგებიან რევოლიუციის ტალღები.
მათ აჰყავთ თავიანთ თხემების სიმაღლეზე - ცალკეული უშიშარი, გაბედული ადამიანები. ისინი, თავდაუნანებლად, თვალის დახუჭვით, თავზე ხელაღებით, გადაეშვებიან ტახტთან საბრძოლველად. იწყება ნადირობა „გვირგვინოსან მხეცზე“.
დაშინებით თვითმპყრობლობა აქა-იქ აწყდება სასტიკ, შეუბრალებელ გააფთრებაში (გამძვინვარება, გაშმაგება, სიშმაგე, სიაფთრეში).
მის დარტყმის ქვეშ იღუპება ბეჭდვითი სიტყვა, რომელიც ხალხს ემსახურება. „სოვრემენნიკი“ და „რუსსკოე სლოვო“ დადუმდებიან. განათლება დაღუპვაა! ციხეები და კატორღები ივსება მოსწავლე ახალგაზრდობით. იმპერია - არ იქნებოდა იმპერია, რომ მას მიეცა თავისუფლება მის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ერებისათვის.
უმაღლესი [განკარგულებით] წინასწარ მოხაზულობით (წინასწარდასახვით) ხალხს არ უნდა ჰქონდეს თავისი სახე, არ უნდა ჰქონდეს თავისი ენა.
გუშაგი იმპერიის, კავკასიის სამოსწავლო ოლქი ხდება ეროვნული კულტურის დამახრჩობელი (შთამხშობი). საიდან უნდა ელოდე სინათლეს, საიდან უნდა ელოდე შველას?
წინათგრძნობანი პოეტისა იღვიძებენ.
და იგი აღვიძებს სხვებში ახალი ცხოვრებისა და ბედნიერების წყურვილს.
იგი მღერის, თავისუფლებაზე, ძმობაზე, სიყვარულზე. მას სჯერა, რომ ბედნიერება მშობლიური მიწის ახლოვდება.
შესაძლებელია აღელვებულმა, ამდგარმა ტალღებმა წალეკოს ბოლოსდაბოლოს თვითმპყრობელობა და მისი ქვეყანა შეიქნეს თავისუფალი და ბედნიერი?
თავდასხმები მეფეზე არ სწყდება: ისინი აოცებენ ყველას თავისი გამბედაობით, გაბედულობით. ვეღარ შველის გვირგვინოსან „მხეცს“ „ოხრანა“ (მცველები, მარად მის გარშემო მყოფი), ბომბები, ყუმბარები და [მინები] ნაღმები არიან ჩაწყობილნი ყველგან მის გზაზე.
ბოლოს იფეთქებს ყუმბარა გრინევიცკისა და სიკვდილი მათი უდიდებულესობის ერთი წამით აშუქებს გარშემორტყმულ გამეფებულ წყვდიადს.
აკაკი თავისი შეუდარებელი თარის ნაზი სიმების ჟღერით აღტაცებული ესალმება გაზაფხულს -
სასოებამ ფრთა გაშალა
გულსა მკრა და ამიძგერა!
მონარქი მოჰკლეს, მაგრამ მონარქია დარჩა. ხელისუფლება (მართვა) მოკლულისა გადავიდა ცოცხალზე.
იზრდებოდა ცხოვრება. კავკასიაში გაჰყავდათ რკინისგზები, გაძლიერდა ვაჭრობა, გაჩნდა მრეწველობა. ფული უფრო და უფრო დაეპატრონა ადამიანს. ყველამ მიაშურა საწარმოო საქმეს.
გროვდებოდა სიმდიდრე.
და განთავისუფლებულ ქართველ გლეხსაც შეეძლო თავისი ნიჩაბითა და ბარით რკინისგზაზე 6 1/2 კაპიკი - გაეკეთებინა.
ვაჭარი, რომლის ცხოვრება და სინიდისი მიმართულია ყიდვა-გაყიდვით, იძენდა უფრო და უფრო მეტ ძალას (უფრო და უფრო ძლიერდებოდა).
რითი დააცხრობ სიხარბეს, რითი ალაგმავ მატყუარობას? ვერაფრით.. ისინი უნდა გაანადგურო! (ციტატა) აი, მას აკაკის ჭკუის დარიგება.
„ახალი გზაა“ [სდგას] პოეტის წინ. ამ გზაზე პატიოსან ადამიანად დარჩენა ძნელია. მაგრამ პოეტმა იგი უნდა გაიაროს. „საქმე უნდა დაწყებულ იქნას“. „სისხლი დუღს“ და წინ, მომავალისაკენ!
რკინისგზებმა შეაერთეს ზღვები; მიჰქრიან მატარებლები. გააქვთ და შემოაქვთ საქონელი. გაიზარდნენ ქალაქები. მიაწყდა გლეხობა საწარმოებს; შეუდგენ (დაიწყეს) მიწის ბურღვას, ქვანახშირის ამოღება, ნავთისა და შავი ქვის წარმოება-ექსპლოატაცია შევიდა თავის ძალაში. მოგზაურობს აკაკი თავის ქვეყანაში რკინისგზებითაც, ხან ქვეითად, ხან ცხენით. საქმეები ყოველთვის უამრავი აქვს. რა არ აინტერესებს მას: ბანკები, შავი ქვის დამუშავება, თეატრი, ქალთა საკითხი, შკოლა, ეტნოგრაფია, ფოლკლორი. ქალაქებში ჰკითხულობს ლექციებს, სოფლებში სწავლობს ყოფა-ცხოვრებას, ენას, ზნე-ჩვეულებას, ზეპირსიტყვაობას; გლეხებში იგი თავის კაცია (მასზე ამბობენ „ჩვენი კაცია“-ო). ეძახიან მას უბრალოდ აკაკის. და ყველა ქაღალდებზე, რომელზედაც კი მისი ხელისმოწერაა, აღნიშნულია აკაკი. ვინაა წერეთელი? ასეთები ბევრია. აკაკი ერთადერთია.
ხშირად ხვდება მუშებს, რომლებიც მას მხიარულად ესალმებიან, უყვართ მისი ღიმილი, თავაზიანი (ზრდილობიანი) ბუნება, გულკეთილი ხუმრობა და გადამდები სიცილი.
მოსწონთ ქალებს დიდებული გარეგნობა აკაკისა.
უცქერიან მის ლომურ ფაფარს, და არწივისებურ პროფილს.
მისი გამოხედვა გულკეთილია და გამბედავი, ხანდახან დამცინავი.
წვერი და ულვაში - ვითარმედ იუპიტერს (და ვითარმედ იუპიტერს შვენის წვერი და ულვაში). (ლულვა, კრულვა).
პატივს ცემდა აკაკი ქალში პიროვნებას და ადამიანს, მიუზღო რა ღალა, ნაზ შემოქმედებას, უმღერა რა ტკბილ-ნეტარ წამებს, აღტაცებასა და წამებას სიყვარულისას, წვასა და დაგვას, წამებას ვნებისას, - მისი ჩანგის სიმები სხვაგვარად იწყობოდა. ზოგს სიყვარულში იხსნებოდა შვენება არსებობისა (ყოფნისა). იგი გვამცნებდა სხვა გრძნობათა და სიხარულთა სიღრმეზე.
ქალს დედას - აკაკი აღმერთებდა. იგი უმღეროდა ამ ქალის უდიადეს გულს.
იგი მღეროდა ქალებზე, მაღალი ზნეობის ქალებზე, სულიერი ნების მქონე ქალებზე, სამშობლოსათვის თავგანწირულ ქალებზე. მისი „ნათელა“-ს წინაშე, მის ზნეობრივ სიწმინდესა და შეურყეველ სიყვარულში - ვერ მიბედავს ვერავითარი სატანა, ბიწიერება, სიმკაცრე და ავხორცობა.
და თამარიც ეს წყაროა - ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის - სული პროგრესსის, გუმანიურობის.
აკაკი უკვე სახელგანთქმული პოეტია, მის ლექსებს იზეპირებენ, ავსებენ გამოცემებს, ცნობილნი არიან მთელ ქვეყანაში.
პოეტმა უნდა გაიაროს თავისი გზა - და წაიყვანოს სინათლისაკენ თანამემამულენი (ციტატა).
აკაკი შეუდგა „თორნიკე ერისთავი“-ს წერას.
და რომელი გონიერი მოღვაწე არ მიმართავს წარსულს, არ მოსძებნის მასში (არ დაუწყებს ძებნას) მომავალის გზებს.
გიოტე გვასწავლიდა, რომ ცხოვრება შეიძლება წაწეულ იქნას წინ მხოლოდ ყველას საერთო თავისუფალ ურთიერთმოქმედებით, განუწყვეტელი ყურადღებით ყველაფრისადმი, რაც დარჩა და ცნობილია, ვიცნობთ წარსულისაგან.
თორნიკე ერისთავი - ეს არის „აგიტკა“, ძახილი პოეტისა მთელი საქართველოს გაერთიანებისათვის.
წარსულის მაგალითები აღვივებენ ხალხის თავმოყვარეობას, მის სიამაყეს.
პირქუშ (წარბშეკრული, მოღუშული, სუსხიანი, მკაცრი, სასტიკი) ცხოვრებას წინაპრებისას, მოკლებულს ყოველგვარ ზედმეტობასა და გადაჭარბებას (მეტისმეტობა, ნამეტნაობა), უნდა ხაზი გაესვა თანამედროვე თავადაზნაურობის დაცემისათვის, [წრეგადასული და] განებივრებული, და გარყვნილი თავადაზნ.
სამშობლოსადმი სამსახური უფრო მაღლა სდგას, ვინემ ღვთისადმი სამსახური, ბერი აკაკი წერეთლისა იცვლის თავის მდაბალ ანაფორას ჯაჭვ-ჯავშანზე და ხმალზე, როდესაც ამას ითხოვს სამშობლო და მიდის [მტერზე] მტრის გასანადგურებლად (ნიშნის მიგება თანამედროვე ეკლესიისადმი).
გლეხი არაფრით ნაკლები არაა თავადიშვილზე. ომში გმირი, [და] მამაცობაში და სამშობლოსადმი ერთგულებაში – რაინდთან თანაბარია.
მეფე იმგვარივე ადამიანია, კაცია, როგორც ყველა. არა მის უმაღლეს წოდებას უნდა ვცეთ პატივი, არამედ მის მოქმედებასა, [და] რამდენადაც იგი მიმართულია სამშობლოს საკეთილდღეოთ.
საქართველო, რომელიც გამოვიდა ბიზანტიის დასაცავად, - ნიშნის მიგებაა რუსეთის მონარქიის, რომელიც ვითომდა დაცვის [მიზნით] სახით, ძალით შემოიჭრა უმწეო, უმფარველო საქართველოში.
სასამართლოს ჩვენებითა და მასში ხალხის მონაწილეობით, იგი ამახვილებს ყურადღებას თანამედროვე სასამართლოსადმი, სადაც სამეფო მოხელეების პირადი თვითნებობის[ადმი] ხელშია ქართველი გლეხის ბედი და იღბალი.
თორნიკე ერისთავი - ესაა ქებათა-ქება ჰუმანიურობის სახელით - მძლავრი, გმირულისა და სამართლიანი ომის.
საერთოდ ყველა პოემები აკაკი წერეთლისა განირჩევიან აზრის სიღრმითა და სახეთა მხატვრულობით, ენის სიმდიდრით, კონცეპციის ნიჭით, [გამოხატულების ძალით] წარმოდგენის ძალით, სისადავითა და ბრძოლის პათოსით.
ჰავამ, წყალმა, მთებმა და მთელმა დიდებულმა ბუნებამ საქართველოისამ იპოვა მათში თავისი არა მხოლოდ უნიჭიერესი, არამედ გენიალური პოეტი.
მრავალი პოეტი [მოგვცა] მისცა საქართველოს მე-19 საუკუნემ.
მაგრამ ისეთი, რომელიც მთლიანად გამოსახავდა თავისთავსა და თავის დროს - პოეზიაში, აკაკის [გარდა] მზგავსი არავინ არ არის.
მისი გულიდან [მოდის] აღმოხეთქს ყოველთვის - მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი [ძალდაუტანებელი] ხმები...
მას არა აქვს ყალბი ნოტები.
იგი ქმნის - ძალდაუტანებლად.
იგი მგოსანია - ცოცხალი გრძნობის.
ამბობენ ზოგიერთები: მის სიზარმაცისადმი მიდრეკილებას.
იგი, მართლაც, თავის თავს ძალას არ ატანდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა გამოხმაურება და წყაროს ზეშთაგონებისას ნახულობდა ყოველგან;
წარმავალი შთაბეჭდილებანი, მარადისი ჭეშმარიტებანი, გმირები წარსულისა, დიდნი მოვლენანი, დღიური საჭირბოროტო საკითხები, იდეები, ვნებები, შრომა - ყოველივე ეს ღირსი იყო მისი ჯადოსნური კალმისა.
[მან] საჭირო მისმა სიმღერებმა [გონებით ამაღლებულთათვის] აღამაღლეს გონება, მან განაღვიძა სევდა თავისუფლებაზე და წყურვილი თავდადებისა და საგმირო საქმეთა - სამართლიანობისათვის.
მიდის დრო;
მთლად გათეთრდა, გაჭაღარავდა აკაკი.
გარნა გარეგნობა მისი ისევ ძველებურად დიდებულია.
თმები - გრუზა (წინად ქარბუქს მოგაგონებდათ), სქელი.
გამოხედვა - სიცოცხლიანი, ცოცხალი. ძარღვებში ისევ სდუღს სისხლი, და ახალგაზრდული ცეცხლი, მხურვალება და თავგამოდება - მასში არ დაიწურვებიან.
საქართველო ამაყობს მით. მისი დიდებისა და სახელის შარავანდედით მოხარულნი არიან შეიმოსონ - მრავალნი.
მასზე [საუ] ბჭობენ, მასლაათობენ ლიტერატორები; ვერ გაერკვევი მრავალ მათ გამოთქმაში, ძალიან ბევრს, კარგს ლაპარაკობენ, მაგრამ ნისლი და ბინდ-ბუნდიც ბევრი მოჰფინეს მის ნათელ დღესავით ბრწყინვალე პოეზიას.
ერთობიან სალონებში; ზეპირად კითხულობენ და მღერიან აკაკის, თეატრებში სდგამენ მის პიესებს, დრამებს.
სიხარულს იწვევს მასთან შეხვედრა. მოხუცნი - პატივისცემით მას ესალმებიან, ახალგაზრდობას გული [უხურს] ცემას უმატებს. ბავშები მხიარულად უღიმიან მას, იგონებენ რა მის სასაცილო იგავ-არაკებს.
მასზე აუგის თქმას (ძვირის თქმას) მტრებიც კი ვერ ბედავენ. სიმღერა აკაკი წერეთლისა ამხნევებს ღარიბს გლეხკაცს; ამხიარულებს, ახალისებს მას დასვენებისა მისისა ჟამს.
აი, მიიწურა მე-19 საუკუნეც. გადის ასი წელი, რაც ქართველი ერი ითმენს სამარცხვინო [ლაქას] უღელს. ვინ მიეშველება მას, რომ ეს უღელი კისრიდან მოიცილოს? არაა ძალა ხალხში. ბედი [მიჰყავს] ანადგურებს მის უკეთეს ადამიანებს.
საქართველოს სწყევლიან! ეკზარხოსი საქვეყნოდ სწყევლის მას. საშინელ, გულშემზარავ სიჩუმეში, საეკლესიო კამარების ქვეშ. მოისმინა მოწინავე მოხელეობამ ეს წყევლა. რა არის მისთვის საქართველოს შეურაცხყოფა? ვერ მოითმინა დიმიტრი ყიფიანის გულმა. გაუგზავნა მან მრისხანე წერილი წმინდა მამას. მთავრობასაც ეს უნდოდა. ყიფიანი იყო ერთგული მებრძოლი საქართველოს განახლებისა და ვერ სარგებლობდა მთავრობის კეთილგანწყობილებით. იგი გადაასახლეს და მოჰკლეს. ღმერთისა და ტახტის სასიამოვნოდ (საამებლად) ბერებმა ქვით (გირით) გაუჩეჩქვეს მას თავი - მძინარეს.
ბრძოლებმა მოღალეს სერგეი მესხი.
უგონობის ტყვეობაში, საცოდავ საწოლზე სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ყაზბეგი, დაუტოვა რა თავის ხალხს უხრწნელი განძი. ცოცხალი იგი დავიწყებული იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ღვრიდენ დეკორატიულ ცრემლებს. ასე მოდის იმ თავიდანვე, რაც ქვეყანა გაჩენილა, ასეა ეხლაც.
სწუხდა აკაკი. მწუხარე ეხოს (გამოძახილს) [იძლევა] შობს მისი სიმღერა მთელ საქართველოში.
მაგრამ სულით დაცემის დრო ეხლა არ არის, ხედავს აკაკი სინათლეს, რომელიც მოდის შორიდან და ახალ სინათლეში სდგებიან ახალნი ძალნი. გონებრივ კამათში და შეჯახებებში - ინგრევა ძველი, გაყინული და [შენდება] ჩნდება ახალი შემეცნებანი.
იდეა რევოლიუციისა ხდება ხალხისათვის ერთადერთ მნათობად.
გაჭირვებასა (ხელმოკლეობასა) და შრომაში მჭიდროვდება მუშათა კლასი; რა უნდა ვაკეთოთ - ეს საკითხი გადაწყვეტილია კარლ მარქსის მიერ. მაგრდება მისი ენერგია და ნებისყოფა მომავალი ბრძოლებისათვის! გრძნობს აკაკი ახალ ქროლას, გრძნობს, რომ ტახტი ირყევა. მას არ შეუძლია გაჩუმდეს და თავისებური პირდაპირობით მიმართავს თვითმპყრობელობას (ციტატა: მე შენი ტყვე ვარ).
მძიმე და ტკივილებიანი იყო ახალი - მე-XX საუკუნის დაბადება უუფლებო კლასისათვის. შიმშილი, უმუშევრობა და ომი მოჰყვა მოსვლას.
სისხლის კვირიდან, როდესაც [შეირყა] დახვრეტილ იქნა რწმენა მეფისადმი, წამოვიდა წითელი განთიადი.
აფრიალდენ, აღელდენ, აბიბინდენ წითელი დროშები მხარეზე. დაბარბაცდა თავისი ჯვრებითა და გუმბათებით პატრიარქალური რუსეთი. დავარდა კვერთხები (Скипетры, жезлы).
თბილისზე აიმართა ბარიკადები.
„რასაც ვნატრობდი, ამიხდა!“
ისმის სიტყვები განრისხებულ ჰაერში...
„Надвигайся-же...“
გაისმის ბარიკადებზე მხურვალე მოწოდებები დიდი პოეტისა.
„აენთენ სასახლეები და განათდენ ქოხები საქართველოისა“.
და 1905 წელმა გამოაღვიძა ხალხი - და დაამტკიცა, რომ ის თავისი ხელით, საკუთარი ხელით მოახერხებს თავის განთავისუფლებას!
1940 წ. [გ. ტ.]
გამოცხადდა გაფიცვები. დაცალიერდა ფაბრიკა-ქარხნები, ცეცხლმა მოიცვა მემამულეთა ქონება (სარჩო-საბადებელი), სასო.
და [კერძო] საკუთრებისა და თავისი [თავის] არსებობის დასაცავად მონარქიამ გამოაცხადა თავისუფლება თავადთა მიმართ, თავისუფლების იქით კი განკარგულება მოახდინა: „ტყვიებს ნუ დაიშურებთო“ (ნუ დაზოგავთ).
დაეცენ ბარიკადები.
ცხედართა შორის გადარჩა ძალაუფლება, ხელისუფლება. გაიმარჯვა კაპიტალმა, და [ახმაურდენ] აგუგუნდენ [სამრეკლოს] ზარები.
გულუბრყვილონი იყვენ პატიოსანი გულები და მეტად ახალგაზრდანი რევოლიუციის ძალები.
მაგრამ დამარცხებულთა და დამსხვრეულთ - მათ გაიგეს - როგორ უნდა წაიყვანონ საქმე როდესაც მათი დრო დადგება.
„არ უნდა აგვეღო ხელთ იარაღი“, - ამბობდენ შემთანხმებლები.
„მე თქვენთან ვარ“, - მღეროდა აკაკი, - „კარგია, რომ ცხოვრებამ მაიძულა, ვირწმუნო თქვენი ძალა“ (სურვილი).
პოეტის გენია არა სცდებოდა.
ელავდა მისი ხანჯალი, გამომაღვიძებელი, რათა „ინტერნაციონალით“ ისევე აღდგენ და აღგავონ პირისაგან მიწისა უსინდისობის მთავრობა („ძირს“).
დაეცა (დამარცხდა) რევოლიუცია: მაგრამ ხალხის გულში არ დამშრალა წყურვილი განთავისუფლებისა.
იგი ცხოვრობდა პოეტის სიმღერებში და თვითმპყრობელობას რომ [მოესურვებია] გაებედნა მათი განადგურება, [ისინი განაგრძობდნენ] მისი ხმა არ გაჩუმდებოდა ხალხის ბაგეებში.
მიდიან წლები. [უკვე] ორმოცდაათი წელია, რაც მგოსანი [მოგზაურობს] მიდის კაცობრიობასთან მისი განთავისუფლების გზით, რომელთაც თავიანთი მხრებით მიაქვთ მთელი სიმძიმე ცხოვრებისა.
მასზე გამართლდებოდა ძველი მითი. ლესბოსის კუნძულზე მიტანილი ორთეოსის თავი განაგრძობდა თავის ჯადოსნურ სიმღერების მღერას, აჯადოებდა რა ადამიანებს, ათვინიერებდა რა მხეცებს.
ნათელია მისი მიზანი. იგი არ ჰკარგავს მას მაშინაც კი, როდესაც დროთა სიავეში ხეტიალობდა სული მწუხარების შებინდებაში, და გული იმსხვრეოდა დაეჭვებათა მწუხარების ელეგიურ აკორდებში (მისი პოეტური თქმის).
თავისი გაბედული სიტყვის სილამაზის გავლენით დაიპყრო მან ხალხის სული.
იგი გახდა მისი სულიერი ბელადი, მისი ოცნებისა და მისწრაფების განსახიერება.
მისი შემოქმედებითი იუბილეБ (50) იყო დღესასწაული პოეტისა და მოქალაქის.
რუსები, [მუსულმანები] მაჰმადიანები, სომხები [უერთდებიან] შეუერთდენ [თავიანთ ძმას] ქართველებს, ძმური გრძნობით - პატივი ეცათ თავისუფლების პოეტისათვის.
ყოფილი მტრებიც კი - წინააღმდეგნი არ იყვნენ - ეხლა აკაკი წერეთლის დიდებისა.
თუ ბევრი კიდევ [ნახულობდა] ხედავდა თავს მის პოეზიის სარკეში, კრილოვის მაიმუნის მსგავსად, მეზობელზე უთითებდა.
დრო მიდის. ორთქლი, ელექტრონი ასხვაფერებს სახეს დედამიწისას. მათი საშუალებით დაფუძნდა მტაცებელთა ბატონობა მრავალ მილიონ ხალხზე.
მოხვეჭის ცდებში [გამოკიდებაში] - ბაზრებზე ნადირობაში დაეჯახნენ ერთმანეთს დიდნი სახელმწიფონი და დაანთეს ცეცხლი მსოფლიო ომისა და იმპერიალიზმის გამარჯვებისათვის (დღესასწაულისთვის) ერთიმეორეს ეკვეთნენ დაბრმავებული ხალხები, ერები, სამკვდრო-სასიცოცხლოდ.
ყრუ სოფლად განმარტოებული, წინაპართ, თავის ძველს (ძველებურ) სახლში, უფიქრდებოდა პოეტი ისტორიულ ამბებს.
არ სურდა მას ქვეყნიდან წასვლა მარადისობაში ისე, რომ არ გაეგო მათი საიდუმლოებანი.
რა მხარის ნაპირებამდე მიიყვანს კაცობრიობას ეს სისხლიანი ქარიშხალი?
მშვიდობიანობის დღესასწაულის იდეა, ყველა ხალხთა ძმობა და მეგობრობა შთაგონებას აძლევდა მის მოხუცებას.
მოვლენათა ლოღიკა - წინასწარმეტყველებდა, რომ მომავალი [მსოფლიო] ზავი დაუკავშირდება მისი ძვირფასი სამშობლოის, და ჩვენი საერთო სამშობლოის - რუსეთის - თავისუფლებას.
იგი აპირებდა პოემის წერას ხალხთა მეგობრობაზე, მაგრამ სიკვდილმა შეაყენა მისი ხელი. მაგრამ ისტორიის მიერ დასმული [საკითხი გადაწყვეტილ] ამოცანა შესრულებულ იქნა ექვსი წლის შემდეგ თვით ცხოვრების მიერ, რევოლიუციური ხალხის ნებით.
ყველაფერი მიმდინარეობს, ყველაფერი იცვლება. გავიდა ასი წელი საყვარელი პოეტის დაბადებიდან.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, საქართველოსათვის ღირსშესანიშნავ დღეს - მიესალმება განახლებული ჩვენი ხალხი, ჩვენი საერთო სამშობლოის ს.ს.კ-ის ყველა ხალხთა შეურყეველ მეგობრობის კავშირში.
ჩვენ ვესალმებით ისტორიულ ყოფნას დიდი ადამიანისას, რომელმაც შესძლო თავის ძნელ გზაზე არ შეფორხილებულიყო, გაიარა რა სიბნელე ფეოდალურ განწყობილებათა და ბურჟუაზიულ წინააღმდეგობათა, - ემსახურა რა თავისი მძლავრი სიტყვით რევოლიუციის ძალებს; ეს ძალები სულ ახლად აქცევენ მსოფლიოს - საყოველთაო შრომის, თანასწორობისა და ძმობის საფუძვლებზე.
უკვდავებითაა აღნიშნული მისი მაღალი სამსახური მშრობელი ხალხისადმი, მისი დაუცხრომელი ენერგია, შეუსუსტებელი მისწრაფება, კეთილშობილი ნება!
დაე, გაგვამხნევოს მისმა მაგალითმა, როდესაც ჩვენ გვჭირდება მუშაობა და მუშაობა, რათა მივაღწიოთ სასურველ სისრულეს...
მეცნიერება, ტექნიკა, ორთქლი, ელეკტრონი, - ყველაფერი ემსახურება ჩვენს მიზნებს. ჩვენს მხარეზეა ძალა ისტორიული განვითარების. კულტურისა და გენიის სადარაჯოზე სდგას ამხ. სტალინი, და ჩვენ გავიმარჯვებთ.
დაე, გვესმოდეს კვლავ, გვამხნევებდეს აკაკის სიმღერები: ჩვენს ახალი ომების ქარიშხლიან ხანაში, - ისინი იქმნებიან მცველნი (ფარი) ჩვენი მშვენიერი სამშობლოისა. მათ ისმენს მთელი საქართველო. ჩვენი მთები უმშვენიერესი რეზონანსია.
ჩვენი ტყეების შრიალი, მდინარეები, ნაკადები და წყალვარდნილები - გასაოცარი აკომპანიმენტია...
1940 წ.
![]() |
3.2 [აკაკი წერეთელი] |
▲back to top |
[აკაკი წერეთელი]
19.
აი -
ჩვენ ვზივართ აივანზე.
თუ თქვენ გინდათ სთქვათ,
თუ რასაც ვხედავთ ჩვენ აქედან
ამ ახალგაზრდა ქვეყანას,
ძირფესვიანად შეცვლილს,
არ შეუძლია შეასრულოს
თავისი გრანდიოზული ამოცანები,
მაშინ ეს არ შეუძლია შეასრულოს არავის.
ხშირად ჰკითხულობენ:
სად მიდის საქართველო?
აი, რას იტყვით თუნდაც
ამ დოკუმენტის შესახებ?
(აქ ახალგაზრდამ გადასცა მოხუცს
ოთხად დაკეცილი პატარა ქაღალდი.
მოხუცმა ქალმა გათეთრებული თავი
მაღლა ასწია.
არწივისებურ ცხვირზე
სათვალეები გაიკეთა და
ხმა მაღლა წაიკითხა:
„ქართველ ერს.
1915 წ. 26 იანვარს, [ღამით] დამდეგს,
ღამის პირველ საათზე
საქართველოს დიდება,
ქართველი ხალხის ეროვნული გულთმისანი
და მესაიდუმლე -
გარდაიცვალა.
მისი მაღმერთებელი სამშობლო
საყოველთაო გლოვის ნისლმა დაჰბურა:
დაობლებული ქვეყანა
გულის სიღრმიდან ამოხეთქილი კვნესით
ეხმაურება თავისი წუხილის
შეუდარებელი გამომსახველის სიკვდილს,
ერის წმინდა ზრახვების
გრძნეული მომღერლის დაკარგვას.
მთელი ერი,
ერთი აზრით გამსჭვალული,
ერთ გრძნობად გადაქცეული.
თვალცრემლიანი და გულჩათხრობილი
შემოკრბება ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემად.
ძვირფას ნეშტს ჩააბარებს
ჩაფიქრებული მთაწმინდის
ისტორიულ აკლდამას.
ხოლო მისი უკვდავი სულის წინაშე
საუკუნო ფიცს დასდებს,
რომ არ უღალატებს
დიდებული მგოსნის მიერ ნაანდერძევ
სიმართლის მსახურებას
და
ეროვნულ იდეალებს.
კომიტეტი“.
მოხუცმა ქალმა ქაღალდი
მაგიდაზე დასდო.
სათვალეები მოიხსნა და
თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა
და უთხრა
ახალგაზრდა
რევოლიუციონერ ქალს:
- მე მას პირადათ შევხვედრივარ
ძალიან ბევრჯერ.
- გემახსოვნებათ მისი დამარხვაც.
(ახალგაზრდა ქალი
განაგრძობს)
მე კი ძალიან კარგად მახსოვს.
დამამახსოვნდა მატარებლის
კონტუქტორის ხმაც კი: „ს-რე“.
სადგურიდან
არ მახსოვს რამდენი კილომეტრია
პოეტის სახლამდე.
ჩვენ მივდიოდით ზოგი ფეხით,
ზოგი ეტლებით.
პოეტის სახლის ახლო
ვხედავ კნეინებსა და თავადებს.
ისინი მოდიან გულჩათხრობილი.
მწუხარებისაგან განადგურებული.. სახით.
მათი სახეები კი ლაპარაკობენ:
"იგი ჩვენია!"
მე მართალი გითხრათ, შემეზიზღა
ეს თავგამოცალიერებული,
ღმერთო შეგცოდე, ხალხი.
(აქ მოხუცი ქალი შეიშმუშნა)...
ხალხი, რომელიც მთელს სიცოცხლეს
საპირადოს,
თავისთავის სასიამოვნოს ანდომებს.
ხალხი, რომლის ინტერესებიც
არ გასცილებია
მდიდრულად ჩაცმა-დახურვას,
სმა-ჭამას,
რომელსაც თვითონ პოეტი
სარკასტიულად დასცინოდა:
"როდესაც ჩემს წინ სუფრაზე,
ცხელი შუშხუნა მწვადია,
მაშინ მე საქართველოსთვის
ყოველი კარგი მწადია!"
ხალხი,
რომელთათვისაც არავითარი სულიერი
მოთხოვნილება არ არსებობს.
თაყვანის მცემელნი
ლაზათიანი სუფრის.
დღე და ღამ
იმაზე რომ ჰფიქრობს,
ვის რა ააცალოს - რომ
თავისი პირუტყვული
მოთხოვნილება
დაიკმაყოფილოს.
ეხლა თავს გვაჩვენებენ,
თითქო გულმოკლულნი არიან
დიდის მწუხარებით.
შავებ ჩაცმულთ
თავიანთი თავი ჭირისუფლებადაც
კი მოაქვთ.
ო, რა საშინელებაა...
(ცხარობს რევოლიუციონერი ქალი).
რა საშინელებაა,
როდესაც შავი ღამის ყორნები
დაუწყებენ ბატონ-პატრონობას
სინათლეს.
ნუ თუ პოეტს შეეძლო
ამ მუქთახორების
მახლობლად ყოფნა,
მათთან საერთო ჰაერით სუნთქვა?
მაგრამ არა,
მე დარწმუნებული ვარ, რომ არა!
ო, რამდენ ბიწიერ დანაშაულობებს
ვკითხულობ მე ადამიანების სახეებზე,
ამ ვითომ
მგლოვიარეთა სახეებზე.
ხა, ხა, ხა!
რა უფლება გაქვთ, როგორ უნდა მიხვიდეთ
[ისინი] თქვენ პოეტამდის?
არა და არა!
თქვენ არა ხართ ღირსი,
აქ უნდა მოვიდნენ დაჩაგრულები,
თქვენი ადგილი კი აქ არ არის.
აი, მობრძანდება კნეინა, შავებში.
მის სახეზე კი სწერია:
მე ბევრი, ბევრი მანკიერი
დღეები მიტარებია,
გამიწამებია ბევრი ყმა,
ვბატონობდი და ვბატონობ.
მე მფლობელი ვარ, აი, ამისი
![]() |
4 სტატიები |
▲back to top |
![]() |
4.1 აკაკი წერეთელი |
▲back to top |
ბრეგაძე ლევან
გალაკტიონ ტაბიძის პოემა "აკაკი წერეთელი"
(პოეტიკური დაკვირვებანი)
გალაკტიონ ტაბიძის პოემა "აკაკი წერეთელი" (1940) მეტად საინტერესოა პოეტური
ტრადიციებისა და ნოვაციების ურთიერთმიმართების თვალსაზრისით. ეს არის ესეისტური
პოემა, რომელიც აკაკი წერეთლის, როგორც დიდი პოეტისა და ეროვნულგანმათავისუფლებელი
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის
ღირსეულად შეფასებას ისახავს მიზნად. პოეტური ფორმის თვალსაზრსით იგი იმით იქცევს
ყურადღებას, რომ, ერთი მხრივ, ეყრდნობა (ესესხება, იმეორებს) აკაკი წერეთლის
პოეტიკისთვის დამახასიათებელ ფორმებს (სტროფის აგების წესს, რითმათა სისტემას,
ლექსიკას, სიტყვათწარმოებას, სასაუბრო მეტყველებასთან მიახლოებულ სინტაქსს...),
ხოლო მეორე მხრივ, სრულად, შეიძლება ითქვას, უკიდურესობამდე ავითარებს აკაკი
წერეთლის შემოქმედებაში ჩანასახის ფორმით არსებულ თუ შედარებით ნაკლებ აქცენტირებულ
პოეტიკურ ფიგურებს (ასონანსური თუ კონსონანსური რითმა, მარგინალურ მეტყველების
ნაწილთა სარითმო სიტყვად გატანა, პროზაიზმების გამოყენება...), რაც დიდ წინაპართან
პოეტური გაჯიბრების შთაბეჭდილებას ახდენს.
მთელი პოემა (რამდენიმე სტროფის გამოკლებით) სამჯერადი რითმით შესრულებული
კატრენებისაგან შედგება (ააბა). ქართულ ხალხურ პოეზიაში გავრცელებულ ამ სალექსო
ფორმას ხშირად იყენებდა აკაკი წერეთელი, ასე რომ, გალაკტიონის
მიერ აკაკი წერეთლის შესახებ დაწერილი პოემისთვის ამ სალექსო ფორმის შერჩევა უთუოდ
ამან განაპირობა. აკაკი ხინთიბიძე წიგნში "აკაკის ლექსი" წერს:
"განსაკუთრებით საინტერესოა აკაკი – სამჯერადი რითმის ხელოვანი (...). გარითმვის ეს
სახეობა, რომელიც ჩვენს ზეპირსიტყვიერებაშია გავრცელებული, აკაკიმ თავის ერთ-ერთ
დამახასიათებელ ხერხად აქცია. ბევრი საუკეთესო ლექსი პოეტს ამ რითმაზე აქვს
აწყობილი (...). სამჯერადი რითმა (ააბა) ქართული კლასიკური ლექსისათვის
დამახასიათებელი არ ყოფილა; ნაკლებად გვხვდება იგი რომანტიკოსთა შემოქმედებაშიც.
ასე რომ, აკაკი ფაქტიურად პირველი პოეტია, რომლის ლექსებში გარითმვის ამ სახეობამ
რელიეფურად იჩინა თავი" (ხინთიბიძე 1972: 154154).
პოემა ათმარცვლიანი (5/5) სამჯერადი რითმით დაწერილი სტროფებით იწყება, ასეთია
პირველი ოცი სტროფი, მერე კი ბოლომდე რვამარცვლიანი მაღალი შაირით (4/4)
მიმდინარეობს თხრობა, ძირითადად კვლავაც სამჯერადი (ალაგალაგ ჯვარედინი,
ინტერვალიანი და კატრენული) რითმით შესრულებული ლექსით.
რა ძვირფასი ფერებია,
მკითხველს, რომელსაც აკაკის უპოპულარესი ლექსის – "სალამურისა" და მრავალი სხვა
შედევრის (***""ერთხელ ვნახე მეტად ვერა", ***""ალექსანდრა
გამიხელდა", "სიმღერა": "სამეფოო ძველთა ძველო") მელოდია ყურში აქვს ჩარჩენილი,
შეუძლებელია არ გაახსენდეს იგი ამ პოემის კითხვისას.
პოემის სტრიქონები გარითმულია როგორც ზუსტი, ასევე არაზუსტი – ასონანსური,
კონსონანსური და დისოსანსური – რითმით, ანუ ყველა თაობის რითმას ვხვდებით
გალაკტიონთან, ოთხმარცვლიანი ომონიმებით დაწყებული (შეიღება [კარი] :
შეიღება [ფერით] [ტაბიძე 1972: 55]; "სადაც ვარდი და იები / ეს მუდმივი
დაიები" [ტაბიძე 1972: 69] და დამთავრებული მხოლოდ თითო საყრდენი თანხმოვნის
მქონე დისონანსური რითმით (მაშინ : ავშარს [ტაბიძე 1972: 112]),
აკაკისთან კი არაზუსტი რითმა, ასონანსს თუ არ ჩავთვლით (მშობელს :
სოფელს [წერეთელი 1950ბ: 101; შდრ. ხინთიბიძე 1972: 123]; ნამგალი :
სამკალი
[წერეთელი 1950ა: 126; შდრ. ხინთიბიძე 1972: 123]) მეტად იშვიათია და
მოულოდნელიც, ვინაიდან არაზუსტი რითმების დრო ჯერ არ დამდგარიყო. სწორედ ამიტომ ის
თითოოროლა კონსონანსი თუ დისონანსი, რომელიც აკაკი წერეთელთან გვხვდება, მეტად
საგულისხმოა რითმის ისტორიისა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სარითმო გემოვნების
განვითარების თვალსაზრისით (ცვალებადია : ბადეა; და მე არა : დამიარა; ჯალაბო :
მოჩანჩალობო; მონება : მე ნება [ხინთიბიძე 1972: 126] და სხვ.). აი აკაკის ერთი
ხმოვანნაკლული კონსონანსი (თანამედროვე პოეზიაში ერთობ პოპულარული სახეობა რითმისა)
ლექსიდან "სიმღერა მკის დროს", რომელიც სამჯერადი რითმით არის დაწერილი:
მეთაურო, თაბაგარო,
(კლასიკური რითმა რომ გამოვიდეს, უნდა იყოს ან თაბაგარო : დაგვჩაგ[ა]რო, ან თაბაგრო
: დაგვჩაგრო)
აკაკისთან აქა-იქ გვხვდება ბოლოხმოვანგანსხვავებული კონსონანსებიც, რაც ამჟამად
ასევე ძლიერ პოპულარულია, მოდურია:
თვითო დღე და თვითო ღამე მომხიბლე, ქალო, მომეც სიამე,
აკაკი ხინთიბიძის დაკვირვებით, "ბგერის გადანაცვლება რითმაში, თანხმოვანთა და
ხმოვანთა არაპირდაპირი შეხვედრები, ტაეპის ჩართვა რითმის ევფონიაში და სხვა
მისთანები, რომლებიც ჩვეულებრივია თანამედროვე რითმის პრაქტიკაში, ნაწილობრივ მაინც
აკაკის დამსახურებაცაა. მაგრამ თავისუფალი რითმა აკაკის პოეზიაში მხოლოდ ჩანასახის
ფორმითაა მოცემული; მას შემდგომი გაშლაგანვითარება და გაღრმავება ესაჭიროებოდა, რაც
მომდევნო პოეტურმა თაობამ შეასრულა" (ხინთიბიძე 1972: 164165).
"მომდევნო პოეტურ თაობაში" რითმის განვითარების თვალსაზრისით გალაკტიონ ტაბიძის
დამსახურება განუზომელია, კერძოდ, კონსონანსურდისონანსური რითმა გალაკტიონის
შემოქმედებაში არაჩვეულებრივ მომხიბვლელობას იძენს. გავიხსენოთ საუკუნის რითმად
აღიარებული სილაში ვარდი : სილაჟვარდე.
ვნახოთ კონსონანსურდისონანსური რითმის ნიმუშები განსახილავი პოემიდან:
მისი წაქცევა თუ უნდა დემონს,
სიკვდილი დევდეს თვითონ, დეე, მას!
არ დავხანდე მე, მოხეტე,
როცა საქმე ითხოვს[,] მაშინ
თუ ამ დისონანსებს აკაკი წერეთლის დროინდელ რითმებს შევადარებთ, დავინახავთ რა
ძლიერ შეცვლილა რითმის ესთეტიკა მე20 საუკუნის პირველ ნახევარში. თუმცა, კვლავ უნდა
გავიმეოროთ, რომ ამ მოვლენის ჩანასახი აკაკის პოეზიაშივე შეინიშნება, ხოლო
"გალაკტიონმა კონსონანსი – ხმოვნების შეუთანხმებლობა რითმაში – ეს, ერთი შეხედვით,
უხეში სახეობა რითმისა, ჩვენი სმენისათვის მისაღებ, კეთილხმოვან მოვლენად აქცია"
(ხინთიბიძე 1987: 237).
* * *
ყურადღებას იქცევს პოემაში ანჟანბემანების არაჩვეულებრივი სიუხვე. ანჟანბემანი ანუ
გადატანა, რაც კლასიკურ პოეზიაში ნაკლად ითვლებოდა (დოიაშვილი 2000: 56),
რომანტიკოსებიდან მოკიდებული ერთ-ერთ უაღრესად ეფექტურ პოეტიკურ ფიგურად იქცა.
აკაკი წერეთელიც ხშირად მიმართავდა მას.
აკაკი ხინთიბიძის მონოგრაფიაში "აკაკის ლექსი" ვკითხულობთ: "აკაკის ლექსის რიტმში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადატანა (ანჟანბემანი), რომელიც სალექსო ფრაზის
სინტაქსურ წყობაზე რიტმული ძალდატანების შედეგს წარმოადგენს" (ხინთიბიძე 1972: 74).
ამ პოეტური ფიგურის, ვ. ჟირმუნსკის სიტყვით, "მხატვრულად გათვლილი დისონანსის"
(დოიაშვილი 2000: 35) ზუსტი დეფინიცია ასეთია:
"ანჟანბემანი ანუ გადატანა ეწოდება ისეთ რიტმულსინტაქსურ ფიგურას, რომელიც
წარმოიქმნება მეტრული რიგისა და სინტაქსური დაყოფის შეუთავსებლობისას. მისი
რეალიზაციისათვის, როგორც წესი, აუცილებელია გრამატიკული პაუზის არქონა ტაეპებს
შორის და შიდა პაუზის არსებობა ტაეპის შიგნით" (დოიაშვილი 2000: 31).
აკაკი ხინთიბიძის სიტყვით, მართალია, ანჟანბემანის, როგორც შეგნებული მხატვრული
ხერხის, სათავეებთან ჩვენს სინამდვილეში ნიკოლოზ ბარათაშვილი დგას, მაგრამ "ასეთი
სისრულით, სიფართოვით, მრავალსახეობით ანჟანბემანი პირველად აკაკის პოეზიაში
გამოვლინდა" (ხინთიბიძე 1972: 85). ვნახოთ ტაეპობრივი ანჟანბემანის რამდენიმე
ეფექტური
ნიმუში აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან:
არც შურია, არც ძრახვა
მგელი უხატავს გუგულს არკადიას – მიწიერ სამოთხეს. ანჟანბემანით ხაზგასმულია,
გაძლიერებულია არკადიის მნიშვნელოვანება).
ყოველგვარი მოსავალი
ამ ოთხტაეპიან სტროფში სამი ანჟანბემანია (მაქსიმუმი!) – სალექსო მეტრით გათიშულია
სამი სინტაგმა.
"კიდევ უფრო იშვიათი და მოულოდნელია ე. წ. სტროფული ანჟანბემანი: ერთ სტროფში
დაწყებული სალექსო ფრაზის მეორეში გადატანა და დამთავრება. (...) კლასიკურ პოეზიაში
წერტილდაუსმელი სტროფი ძნელი წარმოსადგენია" (ხინთიბიძე 1972: 82).
ამავე მოვლენის გამო თეიმურაზ დოიაშვილის მონოგრაფიაში, რომელიც ანჟანბემანს
ეძღვნება, ვკითხულობთ:
"რამდენადაც სტროფი მეტრულინტონაციური დამოუკიდებლობით და სემანტიკური
დასრულებულობით ხასიათდება, სტროფული ანჟანბემანი გადატანის შედარებით იშვიათი
სახეობაა და თავისი იშვიათობის გამო – განსაკუთრებით ეფექტურიც" (დოიაშვილი 2000:
58).
ვნახოთ აკაკი წერეთლის სტროფული ანჟანბემანები ლექსში "სალამური":
. . . . . . . . . . . . . .
მაშინ ფიქრი ჩემი შენს ხმას
გალაკტიონმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ანჟანბემანი საზოგადოდ თავის
შემოქმედებაში, ხოლო ამ პოემაში ხომ ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა!
ანჟანბემანი ყველა შემთხვევაში სალექსო ფრაზის ამა თუ იმ ნაწილის აქცენტირებას
ახდენს. ხოლო თუ ასეთი აქცენტირება შინაარსობრივად იმაზე მეტად არის მოტივირებული,
ვიდრე ამ ნაწილზე უბრალოდ ყურადღების გამახვილებისთვის იქნებოდა საჭირო, მაშინ
ანჟანბემანი არაჩვეულებრივ გამომსახველობას სძენს პოეტურ სახეს.
თეიმურაზ დოიაშვილის მონოგრაფიაში ვკითხულობთ: "ცნობილი ფრანგი ესთეტიკოსი ჟან მარი
გუიო აღნიშნავს, რომ გადატანის მეშვეობით "ლექსი იტევს მეტ იდეებს, მეტ გრძნობებს,
მასში გროვდება, ასე ვთქვათ, მეტი ფარული ემოცია, მეტი ნერვიული ძალა...". ეს
ნიშნავს, რომ ანჟანბემანს უკავშირდება გარკვეული აზრობრივსემანტიკური და
გრძნობადემოციური შინაარსი. (...) გაუაზრებელი გადატანა, სიტყვათა მექანიკური
გათიშვა არამცთუ მხატვრულ ეფექტს იძლევა, არამედ გაუმართავ ფრაზას და დეფექტურ
ლექსს ქმნის. ამიტომ, როგორც ბ. ტომაშევსკი აღნიშნავს, ყოველთვის საჭიროა
ანჟანბემანის მოტივირება, გამართლება" (დოიაშვილი 2000: 35).
დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით გალაკტიონის ანჟანბემანებს განსახილავ პოემაში.
გიმნაზიაში არსებული აღმზრდელობით მეთოდის სისასტიკეზე გალაკტიონი ასე გვიყვება:
სხვაგვარ ზრდიდნენ, სხვაგვარ წრთვნიდნენ[,]
გადატანის იმ სახეობამ, რომელსაც "რეგეტ"ს უწოდებენ, ინტონაციურად ისეთნაირად
გამოყო სიტყვა "წკეპლით", რომ ამ წკეპლის დარტყმის ხმაც გვესმის და თითქოს მოქნეული
წკეპლის მოძრაობასაც ვხედავთ.
მომდევნო სტროფში კი აკაკი წერეთლის ლექსის ერთ უმთავრეს თავისებურებაზე ამახვილებს
გალაკტიონი ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "სულიკოს" ავტორმა იმ ხანად რამდენადმე
"დამძიმებულ" ქართულ ლექსს სიმსუბუქე, სილაღე დაუბრუნა:
ახალი დრო აგუგუნდა,
ლექსი სიმძიმისგან უნდა
გამოიხსნას, რაც არ ვარგა,
მიეყაროს ქვა და გუნდა.
(ტაბიძე 1972: 82)
აქ სიტყვა "გამოიხსნას" ინტონაციურად თვითონაც გამოხსნილია სტროფიდან, ანუ
ანჟანბემანი შინაარსობრივად მოტივირებულია, რითაც მეტი გამომსახველობაა მიღწეული.
აგერ, გადის ასი წელი,
სიტყვა `დაიბადა~ ინტონაციურად ისეა გამოყოფილი სტროფიდან, თითქოს ახალშობილი
გამოეყოო დედის სხეულს.
ამ პოემაში სტროფული ანჟანბემანიც მრავლად გვხვდება, რომელთაგან ორიოდე მაგალითს
მოვიყვათ სანიმუშოდ.
მუზების არ-მადლიერი,
მისი ტანჯვა დაენახა,
აქ სტროფული გადატანის მეოხებით აქცენტი კეთდება ახალგაზრდა აკაკი წერეთლის
ტანჯვაზე, რაც პოეტის შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობით იყო გამოწვეული.
ცოტა ქვემოთ კი ანჟანბემანი უკვე სამ სტროფს აერთიანებს. ეს ის ეპიზოდია, სადაც
იმაზეა ლაპარაკი, რომ ნიჭიერ ყმაწვილს, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, სპონსორი
გამოუჩნდა, რომელიც მოიხიბლა ახალგაზრდა კაცის გამძლეობით, პირდაპირობით, მიზნისკენ
დაუოკებელი სწრაფვით, ირწმუნა მისი დიდი მომავალი (`შორს წავაო წერეთელი~. – ტაბიძე
1972: 91) და
შეამჩნია, დააფასა,
ბინა, ღვინო და სადილი.
თვით სამოთხის ძღვნად ჩასთვალა,
ანჟანბემანის ერთი ფუნქცია რიტმის მონოტონურობის დარღვევაც არის, რაც ციტირებულ
ფრაგმენტში იმით ხორციელდება, რომ კატრენულ სტროფში მეოთხე ტაეპის ბოლოს
მოსალოდნელი ხანგრძლივი, სულის მოსათქმელი, პაუზა მომდევნო სტროფის პირველი ტაეპის
ბოლოს არის გადატანილი ორგზის. ინტონაციურად ისე გამოდის, თითქოს ხუთტაეპიანი,
ოთხტაეპიანი და სამტაეპიანი სტროფები წაგვეკითხოს და არა სამი ოთხტაეპიანი. ეს კი
ამ მონაკვეთს, მინიმუმ, ყურით ერთობ საინტერესო აღსაქმელს ხდის.
ზემოთ აკაკი წერეთლის "სალამურიდან" დავიმოწმეთ ფრაგმენტი, რომელიც ორ სტროფულ
ანჟანბემანს შეიცავდა, რთული ქვეწყობილი წინადადება
იყო სტროფიდან სტროფში გადატანილი – დამოკიდებული წინადადება მე4 სტრიქონის ბოლოს
მთავრდებოდა, სადაც მძიმე იყო დასმული, ხოლო მთავარი წინადადება მომდევნო სტროფში
გადადიოდა. კიდევ უფრო ეფექტურია გალაკტიონის ახლახან ციტირებული სტროფული
ანჟანბემანის ნიმუშები, სადაც უკვე სინტაგმებია სალექსო საზომის რიტმის მიერ
გათიშული, რასაც კლასიკურ ქართული პოეზიაში ვერ ვხვდებით.
პირველი წაკითხვისას ყოველთვის ერთბაშად ვერ მივხვდებით, ანჟანბემანის მოლოდინი რომ
უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ სტრიქონი ისეთი მარგინალური მეტყველების ნაწილით
ბოლოვდება, როგორიც არის მაპირისპირებელი კავშირი ან ნაწილაკი, ვთქვათ, ხოლო,
მაგრამ, კი, მაშინ სრულიად აშკარაა, რომ ანჟანბემანთან გვექნება საქმე, და
მკითხველიც მომზადებულია საამისოდ, ანუ მომზადებულია იმისთვის, რომ, რაც ამ
უდეტრებს მოჰყვება, იმას განსაკუთრებული, საგანგებო ყურადღება მიაქციოს.
ვნახოთ, რა ეფექტურად იყენებს გალაკტიონი ამ დანიშნულებით მაპირისპირებელი კავშირის
ფუნქციის შემსრულებელ "კი" ნაწილაკს:
მაგრამ ჩვენი ბავშვები კი,
ყველაფერში გაჩნდა ნასკვი[,]
შორი დასავლეთიდან კი
რიგი მტრობდა, მაგრამ რიგი
-კი-ზე დამთავრებული ორი საკუთარი სახელი გაერითმა `კი~ ნაწილაკს. ერთი თვით
ამ პოემის პროტაგონისტისა გახლავთ:
მოხუცები დრტვინვენ: „რა კი
მეორე კი ცნობილი რუსი რევოლუციონერი დემოკრატის გვარია – ჩერნიშევსკი:
მძლავრი ფანტასტიურ მდევზე
დავაკვირდეთ კონტრასტს: ერთი მხრივ, უაღრესად სერიოზული, "ღონიერი" ლექსიკა ("მძლავრი",
"ფანტასტიკური დევი", "იდეები", "ენერგია", "აღრმავებდა"), ხოლო, მეორე მხრივ,
კალამბურული ხასიათის რითმა, რაც კომიკურ ელფერს ანიჭებს მთელ სტროფს იმის
მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ამგვარი ჩანაფიქრი ავტორს. ამასვე ვერ ვიტყვით წინა
სტროფზე, სადაც პოემის პროტაგონისტის სახელია რითმაში გათამაშებული, ვინაიდან აქ
ესოდენ სახალისო რითმა არ გვაქვს, და რომც გვქონდეს, რაკი ახალგაზრდა აკაკისადმი "მოხუცების"
უპატივცემლო დამოკიდებულებაა ამ სტროფში გადმოცემული, ფორმა და შინაარსი
ერთმანეთთან კონფლიქტში ვერ მოვიდოდნენ.
აკაკი წერეთლის პოეტური ხელწერისთვის დამახასიათებელია მრავალმარცვლიანი სიტყვების
გამოყენება. ამის თაობაზე აკაკი ხინთიბიძე წერს:
"ხალხური ლექსის ანალოგიით, აკაკის უყვარს მრავალმარცვლიანი სიტყვები, რითაც ზოგჯერ
თითქმის მთელ ტაეპს ავსებს: "და გამოსახმარისებლად / შიგ ეყენა მხოლოდ წყალი",
ანდა: "ვნახავ ყოველგვარ სანახავს, / რაც გასაკვირველიაო", ან კიდევ: "ერთ
ბომონში კერპი იდგა / გამოქადაკებული". [...] ეს გრძელი სიტყვები თითქმის
შეუფერხებლად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ტაეპს სილაღეს აძლევს. რამდენადაც
ერთმარცვლიანი სიტყვები ხშირი პაუზებით ამუხრუჭებენ ტაეპის რიტმს, იმდენად
მრავალმარცვლიანი სიტყვები ხელს უწყობენ რიტმის ბუნებრივ მდინარებას, თითქოსდა,
აფართოებენ ტაეპის საზღვრებს" (ხინთიბიძე 1972: 4445).
თუ აკაკი წერეთელი მრავალმარცვლიანი (შვიდმარცვლიანი) სიტყვებით "ზოგჯერ თითქმის
მთელ ტაეპს ავსებს", გალაკტიონის პოემა "აკაკი წერეთელში" ზოგჯერ მთელი
რვამარცვლიანი ტაეპი ერთი სიტყვაა:
ხან გზა ვარდით უნდა ჰფაროს;
ასეთი სიტყვები მეტ გამომსახველობას იძენენ, როცა ისინი რაღაცნაირად შინაარსის,
სათქმელის რომელიმე ნიუანსსაც აძლიერებენ სწორედ ამ თავიანთი
მრავალმარცვლიანობით:
მისი ლექსის მკვეთრი სხივი,
და პოემა თორნიკესი
ძახილია პოეტისა,
აქაც ეს, ჩვენ მიერ ხაზგასმული, სიტყვა-სტრიქონი თითქოს იმ გაერთიანების /
ერთიანობის ილუსტრაცია თუ სიმბოლოა, რომელზეც ამავე სტროფშია საუბარი.
გრძელი სიტყვებით ზოგჯერ ირონიული დამოკიდებულების გამოხატვაც ან გაძლიერებაც
ხერხდება:
და მეფე კი თვითმპყრობელი,
რვამარცვლიანი სიტყვა-სტრიქონის („განმათავისუფლებელი“) – ირონიული ინტონაციით
წაკითხვა ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ორ- ან მეტსიტყვიანი ტაეპისა.
იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობის ამბავი (როგორც ცნობილია, ამ მოვლენას
მიეძღვნა აკაკი წერეთლის ლექსი `გაზაფხული~ [`დღეს მერცხალი შემოფრინდა~]. ამის
შესახებ იხ. წერეთელი 1950ა: 452-453) პოემაში ასეა მოთხრობილი:
* აქ თორმეტტმეულშიც და ამ პოემის 1940 წლის გამოცემაშიც (ტაბიძე 1940: 114) მძიმეა
დასმული, რაც სწორი არ არის.
ირონიას აქ, რვამარცვლოვანი სიტყვასტრიქონის გარდა ("უდიდებულესობისა")
მაღალფარდოვანი მყარი გამოთქმის ("მათი უდიდებულესობა") შემადგენელი სიტყვების
ანჟანბემანით გათიშვაც აძლიერებს.
* * *
წინამდებარე ნაშრომი წინასწარი, დაზვერვითი, სამუშაოა პოემა "აკაკი წერეთლის"
შესწავლის გზაზე, – პოემისა, რომელიც როგორც შინაარსის, ასევე სალექსო ფორმის
თვალსაზრისით მრავალ სიურპრიზს გვპირდება.
დამოწმებანი:
ბრეგაძე 2011: ბრეგაძე ლევან. ლიტერატურული (გამო)ძიებანი. თბ.: "არტანუჯი",
2011.
დოიაშვილი 2000: დოიაშვილი თეიმურაზ. Eნჯამბემენტ. თბ.: საქართველოს
მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2000.
ტაბიძე 1940: ტაბიძე გალაკტიონ. აკაკი წერეთელი. თბ.: "ფედერაცია", 1940.
ტაბიძე 1972: ტაბიძე გალაკტიონ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 9. თბ.:
"საბჭოთა საქართველო", 1972.
წერეთელი 1950ა: წერეთელი აკაკი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად,
ტ. 1. თბ.: საქართველოს ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1950.
წერეთელი 1950ბ: წერეთელი აკაკი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად,
ტ. 2. თბ.: საქართველოს ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1950.
წერეთელი 1955: წერეთელი აკაკი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ.
4. თბ.: საქართველოს ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1955.
წერეთელი 1956: წერეთელი აკაკი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ.
5. თბ.: საქართველოს ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1956.
ხინთიბიძე 1972: ხინთიბიძე აკაკი. აკაკის ლექსი. თბ.: "საბჭოთა საქართველო",
1972.
ხინთიბიძე 1987: ხინთიბიძე აკაკი. გალაკტიონის პოეტიკა. თბ.: თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1987.
რა ნარნარი ჩქერებია,
მოძრაობენ იმნაირად,
თითქო სულიერებია!
(ტაბიძე 1972: 19)
ნუ გგონია, რომ დაგვჩაგრო!
ნახავ მკაში, რომ შენც ჩვენთან
ბევრი ოფლი გადმოღვარო!
(წერეთელი 1950ა: 126)
იყო მათის ტანჯვის ჟამი.
(წერეთელი 1950ა: 116;
შდრ. ხინთიბიძე 1972: 126)
ეს მოტყუება იქნება ტკბილი,
სიცოცხლეც მექმნეს გინდ ერთი წამი
და წამის შემდეგ მწარე სიკვდილი.
(წერეთელი 1950ა: 182;
შდრ. ხინთიბიძე 1972: 126)
(ტაბიძე 1972: 7)
მისალმებით მხნედ მივიდე
ჯგუფთან, ალზე გალანდულთან,
მძლავრი ცეცხლის ლივლივითა.
&np;
(ტაბიძე 1972: 2b;
მაგრად მოსწევს ცხენის ავშარს,
იხდის თავის ანაფორას,
და იმოსავს ჯაჭვს და ჯავშანს.
(ტაბიძე 1972: 112)
ხალხის სამსახურის აზრით
აქ ილია ბუმბერაზი
`საქართველოს მოამბე~-ს სცემს,
ლოზუნგებით სავსე გაზეთს.
(ტაბიძე 1972: 94)
იქ... არც რამე მტრობაო.
(წერეთელი 1955: 142;
შდრ. ხინთიბიძე 1972: 77)
კაცის თავზე უნებური
ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს
რას უჩივი, რას ემდური.
(წერეთელი 1956: 242)
როცა მწყემსი გიპყრობს ხელში
და გაჰკივის მთა და ველში,
ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს
და სევდისას – შავს ქვესკნელში,
გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას,
და შენი კვნესით მაგონებს
საქართველოს მწარე მოთქმას.
. . . . . . . . . . . . . .
მაგრამ, ზოგჯერ, რომ ტკბილი ხმა
სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა
და ჩემთ გიჟთა ოცნებათა
ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,
თავგანწირულს მამულის მცველს
წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:
მტერს შეჰყვირის: `ჰკა მაგასა!~
გამოსული ბრძოლისა ველს.
(წერეთელი 1950ა: 87-88)
სხვაგვარ ჭკუას ასწავლიდნენ
წკეპლით. წკეპლა ითვლებოდა
მომავალის გზად და ხიდედ.
(ტაბიძე 1972: 63-64)
რაც აკაკი წერეთელი
დაიბადა, ჩვენთვის ეს დღე
ძვირფასია, საყვარელი.
(ტაბიძე 1972: 128)
უბინაო და მშიერი,
დადიოდა, და არ იყო
ქვეყნად კაცი ღვთისნიერი –
შველა მიზნად დაესახა –
წყარო არსებობისათვის
რამე მისთვის მოენახა.
(ტაბიძე 1972: 90)
მგოსნის ახალგაზრდობასაც
თითქო აპატია რამე
და უფასო შესთავაზა
აუსრულეს რა წადილი,
რაკი გაუმართეს ხელი,
მგოსანმა ეს მცირე წვლილი
მოიკრიბა მთელი ძალა,
დღით და ღამით თავისუფალ
მუშაობას დაეძალა.
(ტაბიძე 1972: 92)
ხალხის რჩეულის ხმა,
პოეზია!
დასაბამიდან მკვიდრი ფესვია –
ის უყვართ, ხალხის სიყვარული კი*
ყოველ ჯილდოზე უმაღლესია!
(ტაბიძე 1972: 8)
* აქ თორმეტტმეულშიც და ამ
პოემის 1940 წლის გამოცემაშიც (ტაბიძე 1940: 114) მძიმეა დასმული, რაც სწორი არ
არის.
გაიღვიძოს ყველა ერმა,
სკოლას მოჰყვეს გზა და ფერმა,
მდიდრებს დავცემთ და მერე კი
ვერ დაგვძლიოს ვერაფერმა.
(ტაბიძე 1972: 32)
ახლა ისეთი შემთხვევები
ვნახოთ, როდესაც "კი" ნაწილაკი რითმად არის გატანილი ტაეპის ბოლოს, რაც
კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ანჟანბემანს ("გადატანის ზემოქმედება
გაცილებით უფრო ძლიერია, თუ ტაეპი, საიდანაც გადატანა ხორციელდება,
გარითმულია". – ხინთიბიძე 1972: 80). საზოგადოდ, მარგინალურ მეტყველების
ნაწილთა ანუ უდეტრების (შორისდებულების, ნაწილაკების, მაკავშირებელი და
ხმაბაძვითი სიტყვების...) გარითმვა (რაც კლასიკურ პოეზიაში მეტად იშვიათია)
და ამ გზით მათი აქცენტირება, ერთი მხრივ, უთუოდ რითმის განახლებისაკენ
სწრაფვის შედეგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ახალი დროისთვის
დამახასიათებელი დემოკრატიზაციის, სოციალური და სხვა სახის იერარქიების
მოშლის პროცესსაც შეიძლება ეხმიანებოდეს. აკაკი უდეტრებს იშვიათად რითმავს,
უფრო – სატირულიუმორისტულ ლექსებში. გალაკტიონთან კი ასეთი რამ უკვე
ხშირია.*
* ამის თაობაზე იხ. ჩვენი
სტატია "უდეტრები რითმად" (ბრეგაძე 2011: 4250). 222
ვით ახალი სჯობს წეს-რიგი,
სწავლას მიესწრაფებიან,
სწავლისკენ აქვთ თადარიგი.
(ტაბიძე 1972: 30)
თვითონ ქართულ ღმერთშიაც-კი
ეროვნული სულის სახეს
ნახულობდა მრავალს, ასკეცს.
(ტაბიძე 1972: 51-52)
საამური ჟღერდა ჩანგი,
ჰქუხდა ახალ ამბავებად
როგორც ჰიმალაით განგი.
(ტაბიძე 1972: 76)
გულგრილობდა, მრავალი კი
კვლავ ღელავდა. მაშ ვის უნდა
აღეარებია იგი?
(ტაბიძე 1972: 87)
ეს აკაკი თუ ბაკაკი
არ ისვენებს, ნურც იქნება
მასზე ბევრი ლაპარაკი“.
(ტაბიძე 1972: 88)
იდეაა... იდეებს-კი
ჯერ არ ნახულ ენერგიით
აღრმავებდა ჩერნიშევსკი.
(ტაბიძე 1972: 73)
თავისი გზა გაიაროს,
თანამემამულეები
დააწაფოს უკვდავ წყაროს.
(ტაბიძე 1972: 110)
იყო მჩატე, მაგრამ მკვრივი,
მისით ფორმა იქმნებოდა
ძალადაუტანებლივი.
(ტაბიძე 1972: 83)
ამ სტროფში რვამარცვლიანი სიტყვა `ძალადაუტანებლივი~, რომელიც მთელ სტრიქონს ავსებს,
თითქოს იმის ილუსტრაციაც არის როგორ მჩატე/მსუბუქი და ამავდროულად მკვრივიცაა
აკაკის ლექსი. შემდეგ:
მომავალის არის გეზი,
იგი არის მოწოდება,
ქადაგება უმძაფრესი.
ძმებისათვის, სხვებისათვის,
მთელი საქართველოს მკვიდრთა
გაერთიანებისათვის.
(ტაბიძე 1972: 111)
მრისხანე და ულმობელი,
ღვთისგან მირონცხებული და
„განმათავისუფლებელი“.
(ტაბიძე 1972: 101)
ბოლოს გზა აქვს – ცეცხლის გიზგიზს[,]
მეფე მსხვერპლი ხდება ბიძგის,
იფეთქებს და ყოველივეს
სწყვეტს ყუმბარა გრინევიცკის:
და თუნდ წამით გაანათა
უეცარი შუქით – მათი
უდიდებულესობისა*
მოკვლით ნისლი და წყვდიადი.
(ტაბიძე 1972: 104)
![]() |
4.2 უდეტრები რითმად |
▲back to top |
პირველი პუბლიკაცია: ``ლიტერატურული ძიებანი``, XXV, 2004.
აკაკი გაწერელიას ``ქართულ კლასიკურ ლექსში`` ვკითხულობთ: ``რითმის ერთ-ერთ თავისებურებას... ისიც შეადგენს, რომ ხაზს უსვამს... ტაეპის ბოლოს მოხვედრილ სიტყვებს... რითმა სიტყვის მნიშვნელობას აძლიერებს. ხშირად სრულიად უმნიშვნელო სიტყვები (მაგალითად, დამხმარე სიტყვები, კავშირის ფორმები, ერთმარცვლიანი შორისდებულები და ნაცვალსახელები), რომლებიც პროზაში მეტწილად მიჩქმალულია და საგრძნობ ინტონაციურ წონას არიან მოკლებულნი, სალექსო ტაეპის ბოლოს უფრო რელიეფურნი ხდებიან`` (რჩეული ნაწერები, ტ. III (1), გვ. 174).
ყველა მაგალითში, რომელიც ზემოთქმულის საილუსტრაციოდ აკაკი გაწერელიას სანიმუშოდ
მოაქვს ქართული კლასიკური პოეზიიდან, ეს ``სრულიად უმნიშვნელო სიტყვები`` შედგენილი
რითმის ნაწილებია და არა დამოუკიდებელი სარითმო ერთეულები - ისინი სახელთან ან
ზმნასთან ერთად ადგენენ რითმას: დაამიწა : ამაყი წა (რუსთ.); ბერვა : ათასჯერ ვა
(რუსთ.) და მისთ.
მეოცე საუკუნემდე ამგვარი სიტყვების დამოუკიდებელ სარითმო ერთეულად (და არა მხოლოდ
შედგენილი რითმის ნაწილად) გამოყენება იშვიათია და არარელევანტური ხასიათი აქვს.
უდეტრები აკაკი შანიძის მიერ შემოღებული ტერმინია და აღნიშნავს მეტყველების ყველა იმ ნაწილს, რომელიც არც სახელია და არც ზმნა. ესენია ფორმაუცვალებელი სიტყვები: ზმნიზედები, კავშირები, შორისდებულები, ნაწილაკები, თანდებულები და მისთანანი. გრამატიკის სახელმძღვანელოებში მათ ბოლო პარაგრაფები ეძღვნება, ბევრად უფრო მცირე მოცულობისა, ვიდრე ზმნასა და სახელებს. ქვემოთ უდეტრებს მარგინალურ ლექსიკურ ერთეულებად მოვიხსენიებთ. ამათგან ზმნიზედების რითმაში გატანა, რომელთა ``დიდი უმეტესობა სახელებისაგან არის ნაწარმოები`` (ა. შანიძე), რაიმე განსაკუთრებულ ვერსიფიკაციულ და სტილისტიკურ ეფექტს არ იძლევა. იგივე ითქმის თანდებულებზეც (ცხადია, ცალკე მდგომ თანდებულებს ვგულისხმობთ, როგორიცაა გამო, შორის, შესახებ და მისთ.). რითმად გამოყენებულნი არც ისინი იპყრობენ მომეტებულ ყურადღებას. სამაგიეროდ შორისდებულების, ნაწილაკების, მაკავშირებელი სიტყვების უმეტესობა და ხმაბაძვით წარმოქმნილი მრავალი ლექსიკური ერთეული, სარითმო სიტყვად გატანილი, თვალში საცემია და აშკარა სტილისტიკურ ეფექტს ქმნის.
დამოუკიდებელ სარითმო
ერთეულად მარგინალურ მეტყველების ნაწილთა სისტემატური გამოყენება ქართულ პოეზიაში
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, ცალკეული ნიმუშები კი შეიძლება ადრეული
გალაკტიონის შემოქმედებაშიც მოვიძიოთ და უფრო ადრეც. 1916 წელს დაწერილ ლექსში
``გზაზე ფოთლები ყრია`` გალაკტიონ ტაბიძე სარითმო სიტყვად აჰა ნაწილაკს იყენებს:
``შორი ნანგრევის კეფა
სჩანს, ქარიშხალი ნახა;
ისმის ძაღლების ყეფა,
რომ... გამახსენდა... აჰა!``
აჰა აქ იმავე მნიშვნელობით არის გამოყენებული, რა მნიშვნელობითაც უფრო ხშირად აი
ნაწილაკს ვხმარობთ - ``მიუთითებს იმაზე, რაც ხდება ან რაც უნდა მოხდეს`` (ქეგლ,
ერთტომეული).
უფრო გვიანდელი ნიმუში გალაკტიონის
შემოქმედებიდან:
``ღამით მუსიკა ნელდება
და მიდუდუნებს, როგორც რუ:
რა, რა, რა, რა... რა - პაუზა,
და ისევ: რუ-რუ, რუ-რუ-რუ!``
(``დიდი ქალაქი`` - [1940 წ.]).
რუ-რუ-რუ-თი (და წინა სტრიქონის რა-რა-რა-თი) აქ ნაკადულის - რუს - ხმაურია
გადმოცემული ხმაბაძვითად.
საგანგებო მხატვრული ეფექტის
მისაღწევად მარგინალური მეტყველების ნაწილები ხშირად გააქვს სარითმო სიტყვად მუხრან
მაჭავარიანს:
``გარეთ ხმაურობს წვიმა...
ოთახს ანათებს ლამპა...
- პეტუშა გახსოვს?
- იმე!
- რა ბიჭი იყო!
- აპა!``
იმე! იმერულ დიალექტში გავრცელებული შორისდებულია და ``გამოხატავს გაკვირვებას,
გაოცებას`` (ქეგლ.). (ეს ძალზე ექსპრესიული შორისდებული რამდენჯერმე აქვს
გამოყენებული თავისი კორესპონდენციების სათაურად აკაკი წერეთელს), აპა!-ც იმერული
ვარიანტია აბა! ნაწილაკისა და აქ დასტურს აღნიშნავს. ლექსში მინიმალური
საშუალებებით შთამბეჭდავად არის გადმოცემული კუთხური კოლორიტი. ძნელი შესამჩნევი არ
არის, რომ ამ მხატვრული ეფექტის მისაღწევ ხერხთა შორის უმთავრესი დატვირთვა აქ
სარითმო სიტყვად გატანილ და ამით საგანგებოდ აქცენტირებულ მარგინალურ მეტყველების
ნაწილთა დიალექტურ - ანუ კიდევ უფრო მარგინალიზებულ - ფორმებზე მოდის.
ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანს ამ ციკლის (``დიალოგები წვიმაში``) სხვა ლექსშიც
აქვს გამოყენებული ამავე ფუნქციით და იქ მათ `იმედს`` და ``ალბათ`` ერითმება: ``-
რა საქეიფო ამინდია!.. რას იტყვი?.. - აპა! / - დალევდი ახლა?.. ხო დალევდი?..
დალევდი?.. - იმე!.. / შენ რავა ფიქრობ, - ხვალდილამდე გადიღებს, ალბათ? / - რა
ვიცი, ვნახოთ... ვერ მოგცემ იმედს``.
გაოცების გამომხატველი კიდევ ერთი შორისდებული - ვაა! - მუხრან მაჭავარიანს
გარითმული აქვს პოემაში ``ვახტანგი``:
``- ერთი... ორი... სამი... ოთხი, -
ხელებს შლიდნენ: - ვაა!..
ხუთი... ექვსი... შვიდი... - ბიჭოს!..
- აი მესმის! რვა...
თერთმე... თორმე... ცამე... თოთხმე, -
გრძელდებოდა თვლა``.
აკაკი შანიძის აზრით, შორისდებული ვა(ა) ``ზოგ შემთხვევაში (როცა გაკვირვებაა
გამოხატული)... ``ვაჟო``-ს შემოკლება უნდა იყოს (როგორც ``ქა`` - ``ქალო``-სი)``
(ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. 1973, გვ. 627). ამ შორისდებულის რითმაში
გატანით და ამის შედეგად მისი აქცენტირებით პლასტიკურობის მაღალი ხარისხი მიიღწევა:
ცოცხლად წარმოგვიდგება თვალწინ უცხო სანახაობით გაოცებული ხალხის რეაქცია, თითქოს
განცვიფრებული ადამიანების მიმიკასაც ვხედავთ.
ნინო დარბაისელი
მუხრან მაჭავარიანის ``საბა``-სადმი მიძღვნილ წერილში შენიშნავს, რომ ამ ლექსში
პოეტი იყენებს ხუთმარცვლიან შორისდებულს - ``ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
/ - ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა`` - და წერს: ``სხვათა
შორის, [ეს არის] დღემდე გამოყენებულთაგან ყველაზე ვრცელი შორისდებული ქართული
ლექსის ისტორიაში`` (``სჯანი`` I, 2000, გვ. 129). კიდევ ერთ ხუთმარცვლიან
შორისდებულს მუხრან მაჭავარიანი სხვა ლექსშიც იყენებს, თანაც ამჯერად იგი მას
რითმაში აქვს გატანილი:
``- კი, მარა, კაცო, ნუთუ ხვალაც იქნება წვიმა?..
- კი. უეჭველად, - იმნაირად წვიმს.
- ახლა, ბუხართან, კაი ღვინო, წითელი ღვინო, -
ჰა!.. რავარია?..
- იფ, იფ, იფ, იფ, იფ!``
(``დიალოგები წვიმაში``);
აქ დისონანსური რითმა გვაქვს, ი ხმოვანზე დაფუძნებული - იმნაირად წვიმს : იფ, იფ,
იფ, იფ, იფ!
ეს შორისდებული ქეგლ-ში ასეა განმარტებული: ``იფ! - (ზოგჯერ რამდენჯერმე გამეორებული) გამოხატავს მოწონებას, სიამოვნებას``.
მუხრან მაჭავარიანთან ვხვდებით ისეთ შედგენილ სარითმო ერთეულებსაც, რომელთა ორივე
შემადგენელი მარგინალური მეტყველების ნაწილია:
``შოთა რომ არა!
ვაჟა რომ არა!
ტატო რომ არა! -
კიდე, - ხო, მარა...``
(``ახლა კი დროა``).
აქ პირველ სარითმო ერთეულს შეადგენენ მაქვემდებარებელი კავშირი (რომ) და უარყოფის
ნაწილაკი (არა), მეორეს - დასტურის გამომხატველი ნაწილაკი (ხო) და მაგრამ კავშირის
დიალექტური ფორმა (მარა). დიალექტური ფორმის გამოყენებით აქაც მარგინალური
მეტყველების ნაწილის (კავშირის) კიდევ უფრო მეტად მარგინალიზება ხდება, რის
შედეგადაც პოეტური მეტყველება მაქსიმალურად უახლოვდება სასაუბრო მეტყველებას,
``დაბალ`` სტილს.
ამავე მიზანს ემსახურება მისივე ეს რითმებიც:
ვარამს : თვარა (``ვაჟას``), არაგვი : თვარა, - კი (უსათაურო - ``ტა, ტა, ტა,
ტა!``). აქაც მარგინალური მეტყველების ნაწილის - მაქვემდებარებელი კავშირის (თორემ)
- დიალექტური ფორმის გამოყენება (თვარა) სტილის კიდევ უფრო ``დადაბლებას``, კიდევ
უფრო გადემოკრატიულებას უწყობს ხელს.
ნიმუშები მურმან ლებანიძის შემოქმედებიდან:
``გიყვარდა ვინმე? უყვარდი ვინმეს?
- ``აუ``! - ელოდი პასუხად ``აუს``?
შეჰფარებიხარ სოფლისას მღვიმეს,
გამოჰქცევიხარ ქალაქის ხმაურს``.
(უსათაურო - ``გარეთ წვიმაა...``);
შორისდებული აუ! ``გამოხატავს გაკვირვებას, აღტაცებას`` (ქეგლ). ეს შორისდებული
მურმან ლებანიძეს სხვა ლექსშიც გაურითმავს (უსათაურო - ``როდესაც გრიალებს
``ბრავო!``):
``ხოლო როდესაც ``ბრავოს``
``ბისიც`` და ``ვაშაც`` უერთდება,
მურმანი იკმარებს ``აუჰ!``-ს
და ბოღმით თმები უთეთრდება``.
ზოგი შორისდებული ცხოველებთან საურთიერთოდ გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანი გაუტანია
სარითმო სიტყვად მურმან ლებანიძეს ლექსში ``ცეცხლი მელაპარაკება``:
``ყველაფერი დაღონდება
სიბერისა გამო. (...)
გინდა, მაგრამ აღარ ისმის
ორღობეში ``ჰაა-მო!``
ჰაამო! - ``შეძახილი ხარების გასარეკად`` (ქეგლ).
უსათაურო
ლექსში ``სიყმაწვილისა ჯოგი...`` მურმან ლებანიძეს ხითხითის გამომხატველი
ხმაბაძვითი სიტყვა აქვს გარითმული:
``იყო ხა-ხა და ხი-ხი,
გრიალი დაფ-ნაღარის...
შორს! შორს! შორს არის რიგი,
რიგი - სულ აღარ არის!``
რითმა ხი-ხი : რიგი ასონანსურია, ხმოვანთა იგივეობას ემყარება განსხვავებული
თანხმოვნების არსებობის პირობებში.
დიდ პატივშია მარგინალური
მეტყველების ნაწილები ტარიელ ჭანტურიასთანაც: მათი გამოყენებით იგი ომონიმურ
რითმებსაც კი ქმნის:
``ხი, კამეჩო! ხო-ხო, ბიჭო!
ხი, მგლის კერძო! ხი-ხი-ხი-ხი!
მესმის ჩხიკვის ``ხო-ხო-ხო-ხო!``
მე დამცინის: ``ხი-ხი-ხი-ხი!``
(``ლაფში ჩაფლული კამეჩის ლექსი``);
პირველი ხი! (ოთხჯერ გამეორებული) შორისდებულია - ``შეძახილი ხარისა და კამეჩის
უკან დასახევად ან გვერდზე მისაყენებლად`` (ქეგლ), ხოლო მეორე, ასევე ოთხგზის
გამეორებული ხი!, ისევე, როგორც მურმან ლებანიძის ზემოთ ციტირებულ ლექსში, აქაც
ხითხითის გამომხატველი ხმაბაძვითი სიტყვაა.
ვნახოთ ტარიელ ჭანტურიას კიდევ ერთი ომონიმური რითმა:
``მშვენიერ ყელზე ოქროს ბაკანს მისდევს ბაკანი:
კუ! კუ! კუ! კუ!
სამიათას წლის გადაღმიდან მაბრაზებს გოგო:
-კუკუ! -კუკუ!``
(``დამალობანა``).
ცხოველის აღმნიშვნელ ოთხჯერ გამეორებულ კუ-ს (ამ სიტყვის გამეორება აქ ყელსაბამად
ასხმულ კუთა ``ქარავანზე`` მიგვანიშნებს) ერითმება იმავე ბგერითი შემადგენლობის
სიტყვა, ბავშვები დამალობანას თამაშისას რომ იყენებენ (ამ დაძახილით, რომელიც
აშკარად გუგულის ძახილის მიბაძვაა, კარგად დამალული ბავშვი მძებნელს აჯავრებს - აბა
მიპოვეო! ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა ლექსიკონებში შეტანილი არ არის).
ნიმუშები ემზარ კვიტაიშვილის გამოუქვეყნებელი ლექსებიდან (მადლობას მოვახსენებ
ბატონ ემზარს, რომელმაც თავაზიანად დამრთო ნება, მესარგებლა ამ ლექსთა
ხელნაწერებით):
``ვხარობ, თითქოს ცივი წყალი
ამომეღოს ჭიდან...
მზეო, მზეო, კიდევ ბევრჯერ
დაგეძახოს: ჭიტა!``
ჭიტა! - ესეც ბავშვების გასართობი სიტყვაა, ``დამალულს შესძახებენ და ნიშნავს -
გიპოვეო, დაგინახეო`` (ქეგლ).
``ვეღარ უძლებს გული, კრული,
წყდება ძარღვი - ``ძგუფ!``-ო...
სადარბაზოს, ჯვარდაკრული,
მიეყუდა კუბო``.
ძგუფ! ხმაბაძვითი სიტყვაა, იმ ხმის აღმნიშვნელი, რასაც გაწყვეტისას გამოსცემს ძაფი,
თოკი და მისთ. (ლექსიკონებში არ არის). მისი გამოყენებით პოეტი ექსპრესიულობას
(გამომსახველობას) ანიჭებს ნათქვამს.
``თავს ყვავები დამჩხაოდნენ,
ვეღარ შევუძახე: აქში!
მერე კი შევწუხდი ცოტა -
თუ აქვთ რამე ბნელ სტომაქში?``
აქში! (აქშა!) - ``შეძახილი ფრინველთა დასაფრთხობად, გასარეკად`` (ქეგლ).
``ძაღლიც, დროგამოშვებით,
შეგაღვიძებს: ჰამ!
დაიჯერე, რატომ უნდა
გაგაფრთხილოს სხვამ``.
ჰამ! - ძაღლის ყეფის გამომხატველი ხმაბაძვითი სიტყვა.
როგორც
ვთქვით, შორისდებულების, ნაწილაკების და მისთანათა დამოუკიდებელ სარითმო ერთეულად
(და არა შედგენილი რითმის ნაწილად) გამოყენება მეოცე საუკუნემდე იშვიათია და
არარელევანტური ხასიათი აქვს (თანაც უფრო სატირულ-იუმორისტულ ლექსებში გვხვდება,
ვიდრე ``სერიოზულში`` - მაგალითად, აკაკი წერეთელს ლექსში ``ხარაბუზა და ფუტკარი``
გარითმული აქვს ხა-ხა-ხაო! : დაგსახაო). ერთ საგულისხმო გამონაკლისზე ახლა
მოგახსენებთ. ეს გახლავთ საიათნოვას ``დამეხსენი``-ს ბოლო სტროფი, სადაც სარითმო
სიტყვებად მეტყველების სამი მარგინალური ნაწილია გამოყენებული მიჯრით (რითმა აქ
რედიფიანია - ყოველ სარითმო სიტყვას მოსდევს რედიფი - ``საიათნოვა``):
``გადავიდა შენი დრო, საიათნოვა!
რაღათ გინდა ``ოხო-ხო``, საიათნოვა?
ყველა მეუბნება: ჰო, საიათნოვა!
საით მიხვალ, ჩემკენ მო, საიათნოვა!
შენი პურ-მარილის ძმობა არ მინდა!``
ოხო-ხო! (ოჰო-ჰო!) ქეგლ-ის მიხედვით ``გამოხატავს გაკვირვებას`` (``რაღად გინდა
ოხო-ხო, საიათნოვა?`` შეიძლება ნიშნავდეს: ნუ გიკვირს ის, რაც ხდება, საიათნოვა!).
ნაწილაკი ჰო! ``გამოხატავს დასტურს, თანხმობას (შდრ. დიახ)`` (ქეგლ, მნიშვნელობა
1), გარდა ამისა `იხმარება დაყვავების, წაქეზების, დაბეჯითებული თხოვნის
შემთხვევებში`` (ქეგლ, მნიშვნელობა 3). ამ ლექსში იგი ორივე მნიშვნელობით შეიძლება
იყოს გამოყენებული. ხოლო მო (მოდი-ს მნიშვნელობით) ნაწილაკად ქცეული ზმნის ფორმაა
(იხ. აკაკი შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. 1973, გვ. 615).
აქ თანხმობა სუფევს სარითმო სიტყვებად მარგინალურ ლექსიკურ ერთეულთა გამოყენებასა და ლექსის კონცეფციას შორის: ``მე გლეხი ვარ, თავადობა არ მინდა!`` ამ იდეის უფრო შთამბეჭდავად გადმოსაცემად ბოლო სტროფში პოეტი (უნდა ვიფიქროთ - არაცნობიერად) ``გლეხ`` (მარგინალურ) მეტყველების ნაწილებს მოიხმობს სარითმო ერთეულებად.
სარითმო სიტყვებად მარგინალურ მეტყველების ნაწილთა შერჩევის ერთ-ერთი - ცნობიერი - მოტივი უთუოდ არის რითმის განახლებისკენ სწრაფვა საამისოდ გამოუყენებელი ლექსიკური რეზერვის ამოქმედებით. მაგრამ ამ გზით რითმის განახლება რომ სწორედ ჩვენს დროში ხორციელდება ინტენსიურად, ამის არაცნობიერი მოტივი ალბათ ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი საყოველთაო დემოკრატიზაციის პროცესისთვის ფეხის აწყობის იდუმალი სურვილია, პროცესისთვის, რომელსაც ახასიათებს იერარქიების მოშლა სოციალურ სფეროში და ამის პარალელურად ყოველივე მარგინალურის წინ წამოწევა და მასზე ყურადღების გამახვილება კულტურაში.
![]() |
4.3 „ჩვენი სიზმრების სიდიადეში“ |
▲back to top |
„ჩვენი სიზმრების სიდიადეში“
აკაკი წერეთლის გარდაცვალებას გალაკტიონ ტაბიძემ ორი ლექსი მიუძღვნა. პირველი,
„აკაკის გარდაცვალების გამო“, ჟურნალ „განთიადის“ 1915 წლის მე-3 ნომერში დაიბეჭდა.
მას დაწერის თარიღად 1915 წლის 26 იანვარი, აკაკის გარდაცვალების თარიღი, უზის
(ტაბიძე 1966: 260-262); მეორე კი, „აკაკის ლანდი“ (ტაბიძე 1966: 270-271), გაზეთ
„ახალი კვალის“ იმავე 1915 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა (გაზეთის ეს ნომერი 1
მაისს გამოვიდა).
პირველი ლექსი, აკაკის გარდაცვალების დღესვე დაწერილი და ჟურნალ „განთიადში“
დაბეჭდილი, თორმეტტომეულამდე აღარასოდეს გამოქვეყნებულა. მეორე კი, „აკაკის ლანდი“,
თავიდანვე ძალიან პოპულარული გახდა და პირველი პუბლიკაციის შემდეგ კიდევ ცხრაჯერ
დაიბეჭდა თორმეტტომეულამდე, მათ შორის გ. ტაბიძის ლექსების 1927 და 1937 წლების
გამოცემებში, და, რაც მთავარია, „არტისტულ ყვავილებშიც“ შეიტანა ავტორმა (1919 წ.),
კრებულში, რომელმაც ახალ ეპოქას დაუდო სათავე ქართულ პოეზიაში (ტაბიძე 1966: 447).
ამ ლექსის თაობაზე თორმეტტომეულის კომენტარებში ვკითხულობთ:
„აკაკის ლანდი“ პოეტს პირველად საჯაროდ წაუკითხავს 1915 წლის 31 მარტს ქუთაისის
ქალაქის თეატრში... ლექსმა იმთავითვე მოუპოვა მის ავტორს დიდი პოპულარობა და
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ აკაკის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავ
საღამოს სარეკლამო განცხადებაში (მაგ., გაზ. „სამშობლო“, 1916 წ., 17. I, #264),
თითქმის ათი დღით ადრე საღამოს ჩატარებამდე, აღნიშნული იყო: „26 იანვარს ქუთაისის
საზოგადო საკრებულოში დანიშნულია აკაკის საღამო მისი გარდაცვალების წლისთავის
აღსანიშნავად, გ. ტაბიძე წაიკითხავს ცნობილ ლექსს – „აკაკის ლანდი“ (ტაბიძე 1966:
451).
ამრიგად, აშკარაა, რომ აკაკის გარდაცვალებისთანავე დაწერილ ლექსზე გალაკტიონს,
არსებითად, ხელი აუღია (მეტად არცერთხელ აღარ დაუბეჭდავს), და ამავე მოვლენისადმი
რამდენიმე თვის შემდეგ მიძღვნილი ახალი ლექსით, თუ შეიძლება ასე ითქვას,
„ჩაუნაცვლებია“ იგი.
აკაკის მიმართ გალაკტიონს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. იგი მოხიბლული იყო
პოეტის გარეგნობითაც, შემოქმედებითაც, სამშობლოს მსახურებითაც. შეიძლება ითქვას,
გალაკტიონი აკაკის აღმერთებდა. გავიხსენოთ თუნდაც ეს სტრიქონები პოემიდან „აკაკი
წერეთელი“: „აქ ავტორი – ან ღმერთია – ან აკაკი წერეთელი“ (ტაბიძე 1971: 92).
სიჭაბუკეში ხარაგაულის სადგურზე მატარებლის ფანჯარაში დაუნახავს მხცოვანი პოეტი,
რომელსაც მოგვიანებით ასე აღწერს:
„...მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპედან ღმერთივით გადმოიხედა
ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...“ (ტაბიძე 1975:
231).
1940 წლით დათარიღებულ გალაკტიონის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „აკაკის ჩანგის
მომხიბვლელობა გამოიხატებოდა იმ ზნეობრივ სიძლიერეში, რომელიც შეადგენდა პოეტის
პიროვნებას. მან შესწირა თავისი თავი ერთს წმინდათაწმინდას – სამშობლოს. აი,
რანაირად ისახება ჩემს წარმოდგენაში მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის
ისტორიული მდგომარეობა და პიროვნება“ (ტაბიძე 1975: 141).
პოემა „აკაკი წერეთლის“ პროზაულ ვარიანტში ვკითხულობთ:
„მისმა ენამ მიაღწია ჯერ არ სმენილ სიმსუბუქესა, მხატვრულობას, პლასტიურობას და
ხმოვანებას“ (ტაბიძე 1975: 597), „მრავალი პოეტი მისცა საქართველოს მე-19 საუკუნემ.
მაგრამ ისეთი, რომელიც მთლიანად გამოსახავდა თავისთავსა და თავის დროს – პოეზიაში
აკაკის მზგავსი არავინ არ არის. მისი გულიდან აღმოხეთქს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ
ბუნებრივი ძალდაუტანებელი ხმები“ (იქვე: 602).
ამგვარი მოწიწება და თაყვანისცემა არცთუ მთლად უხიფათო რამ არის ხელოვანისთვის.
ასეთი პიეტეტის ვითარებაში იშვიათად ახერხებენ მოსწყდნენ სათაყვანებელი შემოქმედის
ორბიტას და დამოუკიდებლად იაზროვნონ. გალაკტიონმა შეძლო ეს. მის საუკეთესო
ლექსებში, ანუ იმ ლექსებში, რომლითაც გალაკტიონი გალაკტიონია, აკაკის პოეტიკის
გავლენა არ იგრძნობა.
პირველ ლექსში, რომელიც, როგორც ვთქვით, აკაკის გარდაცვალების ამბის
შეტყობისთანავე, ასე ვთქვათ, ცხელ გულზეა დაწერილი, ძლიერია პუბლიცისტური პათოსი,
რაც სათაურიდანვე საგრძნობია („აკაკის გარდაცვალების გამო“) და თავიდან ბოლომდე
გასდევს ლექსს. პუბლიცისტური პათოსი, საზოგადოდ, ლექსის ნაკლად ვერ ჩაითვლება,
მაგრამ ამ ლექსში „შიშველი“ პუბლიცისტიკა ჭარბობს, რაც მხატვრულ ტექსტს ღირსებას
ვერ ჰმატებს. ზურაბ კიკნაძის დახასიათებით, ეს არის „ლექსი, დაწერილი ტრადიციული
მეტაფორიკით და ლექსიკით, ლექსი საკმაოდ ტრაფარეტული ახალი სტილის ფონზე, რაც არ
გამორიცხავს განცდის სიწრფელეს“ (კიკნაძე 1983: 13).
პუბლიცისტური პათოსი ლექსში ისეთი სიტყვების გამოყენებით „მატერიალიზდება“,
როგორიცაა „საქართველო“, რომელიც ლექსში ხუთჯერ გვხვდება, და მისი პერიფრაზები –
„სამშობლო“ (ორჯერ) და „ჩვენი ქვეყანა“ (ერთხელ), ცხადია, სათანადო, მკაფიოდ
პუბლიცისტურ კონტექსტებში: „საქართველოვ, რა გაწუხებს, გული რისთვის გტკივა“
(პირველი სტრიქონი), „საქართველოვ, მაშ აკაკი არ მომკვდარა, არა!“ (მე-8 სტრიქონი;
მეორდება 47-ე სტრიქონადაც), „კიდით კიდე საქართველო შესძრა, დაიარა“ (მე-17
სტრიქონი), „საქართველოს ჰყავდა და ჰყავს საამაყო შვილი“ (44-ე სტრიქონი), „და
სამშობლოს სახე იყო მისი თმაჭაღარა“ (მე-20 სტრიქონი), „რომ სამშობლომ მისი ლანდი
მტკიცედ შეიყვარა“ (23-ე სტრიქონი), „ჩვენი ქვეყნის სიამაყე სცოცხლობს, არ
მომკვდარა“ (ბოლო, 55-ე სტრიქონი).
სიტყვა „სამშობლო“ ან მისი პერიფრაზი „აკაკის ლანდში“ უკვე არცერთხელ აღარ
გვხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს „აკაკის ლანდი“ მთლიანად მოკლებული იყოს
პუბლიცისტურ პათოსს. პუბლიცისტური პათოსი ამ ცხრასტროფიანი ლექსის ბოლო სამ სტროფში
იჩენს თავს, მაგრამ ამას შიშველი პუბლიცისტიკა აღარ ეთქმის:
ოჰ, ასეთია დღეს განსაცდელი,
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი სიზმრების სიდიადეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მაღლით ანთება.
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!
(ტაბიძე 1988: 271)
როგორც ვთქვით, ამ ლექსში „სამშობლო“ ან მისი რომელიმე სინონიმი თუ პერიფრაზი აღარ
გვხვდება. მაგრამ სამშობლო აქ მაინც არის. და არის იმ მხატვრული ხერხის წყალობით,
რომელიც ბოლო დროს ხშირად იხსენიება, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებშესწავლილია – ეს
გახლავთ ალუზია.
კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს სტროფი:
ოჰ, ასეთია დღეს განსაცდელი,
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.
„ხატი“ აქ სამშობლოა – ალუზიის წყალობით. „ხატი“ და „სანთელი“ ალუზიაა (მინიშნებაა)
აკაკის ცნობილ სტრიქონებზე: „ჩემი ხატია სამშობლო, / სახატე – მთელი ქვეყანა“
(„ხატის წინ“), ლექსი ასე იწყება: „მიყვარს, როდესაც ხატის წინ / ანთია წმინდა
სანთელი“ (წერეთელი 1950: 303).
საგულისხმოა „ხატის“ ეპითეტად გალაკტიონის მიერ გამოყენებული „დავიწყებული“ („რომ
არ აანთოს ისევ სანთელი / დავიწყებული ხატის მახლობლად“). „დავიწყებულ ხატს“
ტექსტის დონეზე ლექსში იდუმალება შემოაქვს, გამდიდრებული რაღაც გარდასულ სამწუხარო
თავგადასავალზე მიმანიშნებელი კონოტაციით, ანუ ეს აშკარად სიმბოლისტური სახეა
(თუმცა „აკაკის ლანდი“ მთლიანობაში სიმბოლისტურ ლექსად ვერ ჩაითვლება). ალუზიის
მეშვეობით წარმოქმნილი ქვეტექსტის დონეზე კი „დავიწყებული ხატი“ იგნორირებული,
უპატრონოდ მიტოვებული, ბედკრული სამშობლოა, და მთელი სტროფი შიშველი პუბლიცისტიკის
ენაზე, იმ ენაზე, რომლითაც პირველი ლექსი („აკაკის გარდაცვალების გამო“) არის
დაწერილი, ასე გარდაითქმება: დღეს საქართველო განსაცდელშია, მაგრამ აკაკი წერეთელი
გარდაცვალების შემდეგაც არ მიატოვებს მას ობლად, კვლავაც იზრუნებს (იგულისხმება:
თავისი უკვდავი შემოქმედებით) ბედკრული სამშობლოს საკეთილდღეოდ.
მომდევნო სტროფის პირველი ორი სტრიქონის პუბლიცისტურ პათოსს („იქნება ჩვენთვის,
იქნება ჩვენში, / იქნება ჩვენთან მარად და მარად!“) მესამე და მეოთხე აშკარად
სიმბოლისტური პოეტიკით შესრულებული სტრიქონები ანეიტრალებს: „ჩვენი სიზმრების
სიდიადეში, / ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად“.
ახლა ბოლო სტროფი:
რაც უნდა ეხამუშოს ყურს დასკვნითი სტროფის პირველი ორი სტრიქონის პუბლიცისტიკა
(თუმცა აქაც გვხვდება ახლებური პოეტიკით შესრულებული სახე – „შუქი უსიტყვო“: „არ
მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს / მისი, პოეტის, მაღლით ანთება“), მომდევნო
სტრიქონებში ისეთი ძალის (ბეთჰოვენისებური?) მაჟორული „აკორდები“ ჟღერს, დიდ
ხელოვნებასთან ზიარებით გამოწვეული სიხარულის გარდა არავითარი სხვა განცდისთვის რომ
აღარ გვიტოვებს ადგილს გულში! („კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს, / კურთხეულ იყოს ეს
მოლანდება!“); მით უფრო, რომ ეს „აკორდები“ წინა სტროფის პირველ ორ სტრიქონს –
„იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში, / იქნება ჩვენთან მარად და მარად!“ – ესოდენ
ჰარმონიულად ეხმიანება!
* * *
არცერთხელ არ იხსენიება მეორე ლექსის ტექსტში აგრეთვე სახელი აკაკი (მარტო
სათაურშია), რომელიც პირველ ლექსში ოთხჯერ გვხვდება. („პოეტი გაურბის თავად ლექსის
გმირის, მისთვის ძვირფასი სახელის ხსენებას. თავდაპირველად თუ ეწერა [ერთ-ერთ
ვარიანტში] „შორით გამოჩნდა აკაკის ლანდი“, საბოლოოდ: „გამოჩნდა მაღალ პოეტის
ლანდი“. – კიკნაძე 1983: 13). საკუთარ სახელს მეორე ლექსში სამჯერ გამოყენებული
სიტყვა „პოეტი“ ცვლის („გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი“, „და არ დაგვტოვებს პოეტი
ობლად“; „არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს / მისი, პოეტის, მაღლით ანთება“).
საკუთარი სახელის საზოგადო არსებითი სახელით შეცვლაც აქ პუბლიცისტური პათოსის
განელებას უწყობს ხელს.
სამაგიეროდ ორივე ლექსში ფიგურირებს იდუმალებით აღსავსე სიტყვა „ლანდი“, ოღონდ, თუ
იგი პირველში ერთადერთხელ გვხვდება („რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ შეიყვარა“)
და ეპიზოდურ როლს ასრულებს, მეორე ლექსის ტექსტში ეს სიტყვა ოთხგზის მეორდება, ხოლო
შემდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს ლექსის ბოლო სიტყვაში, სახელზმნა
„მოლანდების“ ფუძედ გამოყენებული; ამრიგად, „ლანდს“ ამ ლექსში უკვე მთავარი როლი
აკისრია, რაზედაც ისიც მეტყველებს, რომ იგი სათაურშიც არის გატანილი.
იმავე 1915 წელს გალაკტიონი წერს „მთაწმინდის მთვარეს“, სადაც კვლავ გვხვდება
„აკაკის ლანდი“: „აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“. ასეა ზოგ
ხელნაწერსა და ბეჭდურ გამოცემაში, ზოგან „აკაკის ლანდი“ შეცვლილია „მოხუცის
ლანდით“, მაგრამ უეჭველია, რომ ეს „მოხუცი“ აკაკია (ტაბიძე 1966: 455-456). (შდრ.:
„აქვეა [პირველი ლექსი იგულისხმება. – ლ. ბ.] პირველად ნახსენები ლანდი აკაკის
მიმართ, რითაც კავშირია გაბმული „მთაწმინდის მთვარესთან“ და „აკაკის ლანდთან“. –
კიკნაძე 1983: 13).
აკაკი წერეთლის მიმართ გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაჟინებით გამოყენებული სიტყვა
„ლანდის“ ინტერტექსტი აკაკისავე ცნობილი ლექსის „ავადმყოფი მგოსნის“ (1894 წ.) ეს
სტრიქონებია: „აჩრდილიღა ვარ წარსულის / და ლანდი მომავალისა!..“ (წერეთელი 1950:
285).
„ლანდი“ ასეა განმარტებული ქეგლ-ში: „ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი
გამოსახულება მეორე მხარეს, – ჩრდილი, აჩრდილი; // გადატ. ბუნდოვნად გამოჩენილი
ადამიანი, ცხოველი, საგანი (სიბნელეში) // აჩრდილი, მოჩვენება“ (ქეგლ 1955: 1474).
აკაკის ლანდი გალაკტიონის ლექსში მწუხარეა და მაღალი („იქ, როგორც ლანდი
მწუხარებისა, / გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი“, „ჩუმად დაღლილი სანთლებით მოდის /
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი“). ამ ლანდს ჭაღარა თმა აქვს („თეთრი ჭაღარით მოსილი
თმები / ელავდა ელვის ელვა-ციმციმით“), დიდებულ სახეზე ღვთაებრივი ღიმილი
გადაჰფენია (რომელიც, ეტყობა, ვერ მალავს მის მწუხარებას): „და მოხიბლული იყო
მთიები / დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით“. ეს ლანდი მძიმე და დაღლილი ნაბიჯით
მოემართება („მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა / ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი
ჩუმი“).
პოეტის ლანდს მთების ფონზე ხატავს გალაკტიონი: „მდუმარე მხარეს შორი მთებისას /
დაჰხარის ღამე და ანდამატი“, „გრძნობდა თანაბარ მოახლოებას / განცვიფრებული და დიდი
მთები“.
მთების გარემოცვაში დახატული მაღალი, ჭაღარით მოსილი ლანდი ილია ჭავჭავაძის
აჩრდილის (ამავე სახელწოდების პოემიდან) ასოციაციას იწვევს. გავიხსენოთ ეს ადგილი:
„და მომევლინა მე კაცი დიდი, / მყინვარზედ მდგარი მოხუცებული“ (ჭავჭავაძე 1951:
133).
(როგორც ვნახეთ, „ლანდი“ და „აჩრდილი“ სინონიმებია და ორივე ეს სიტყვა ფიგურირებს
აკაკი წერეთლის იმ სტრიქონებში, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ, ვითარცა აკაკიზე
გალაკტიონის მიერ დაწერილი ლექსების ერთ-ერთი ინტერტექსტი: „აჩრდილიღა ვარ წარსულის
/ და ლანდი მომავალისა!..“).
ამრიგად, აკაკის ლანდს გალაკტიონი ილია ჭავჭავაძის აჩრდილთან, ანუ საქართველოს
თანამდევ, უკვდავ სულთან მიმსგავსებულად ხატავს. ილიას აჩრდილს ეს სტრიქონებიც
გაგვახსენებს: [აკაკი] „იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში, იქნება ჩვენთან მარად და
მარად!“. შევადაროთ ამას ილია ჭავჭავაძის აჩრდილის სიტყვები: „მარად და ყველგან,
საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..“, რასაც მოსდევს: „მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი
სული“ (ჭავჭავაძე 1951: 135). (ამ კავშირს ზურაბ კიკნაძეც აღნიშნავს ზემოთ
დასახელებულ წერილში).
ოღონდ ახალგარდაცვილი აკაკის საქართველოს თანამდევ, უკვდავ სულად წარმოდგენა
ტექსტის დონეზე კი არ ხდება (რომელიმე რეალურად არსებული, კონკრეტული პიროვნების
საქართველოს თანამდევ, უკვდავ სულად გამოცხადება მკრეხელურიც იქნებოდა და
უმართებულოც!), არამედ – ალუზია-ასოციაციებით წარმოქმნილი ქვეტექსტის დონეზე.
ზემოთ დავიმოწმეთ ციტატები, რომლებიც აკაკისადმი გალაკტიონის დამოკიდებულებას
წარმოაჩენდა. ახლა დაუთარიღებელი ჩანაწერიდან „აკაკი წერეთელი“ ამ ხასიათის კიდევ
ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ, რომელიც თითქოს „აკაკის ლანდის“ კომენტარია:
„ჭეშმარიტად აკაკი ძველი საქართველოს მოლანდებაა. იგი თითქო განგებ ამოვიდა
საფლავიდან, რომ კიდევ რამდენიმე სურათი დაეხატა; ეს იყო მხატვარი, რომელმაც თავისი
თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან, მასთან დამარხულ და მასში გაგრძელებულ სიცოცხლის
სიტყვის ძალით. აქვს აკაკის ისეთი ლექსები, რომელსაც უნდა ვუცქიროთ მეთორმეტე
საუკუნის ქართველი მკითხველის თვალით“ (ტაბიძე 1975: 65).
ამრიგად, აკაკის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პირველი ლექსისგან განსხვავებით,
მეორე ახალი პოეტიკის პრინციპების მიხედვით არის შექმნილი. შიშველი
პუბლიცისტურობისთვის თავის არიდება, სიმბოლისტური პოეტური სახეები, ფაქიზი
მინიშნებანი, ალუზია-ასოციაციების გამოყენება იდუმალებით მოსავს პოეტის
მეტყველებას, ამ ლექსის სამყაროს. (ცოტა ხანში, იმავე 1915 და მომდევნო წელს,
გალაკტიონი თავიდან ბოლომდე ახალი პოეტიკით შესრულებულ ისეთ შედევრებს შექმნის,
როგორიცაა „ლურჯა ცხენები“, „თოვლი“, „უნაზესი ხელნაწერი“, „საუბარი ედგარზე“ და
სხვ. სწორედ 1915 წელს, აკაკის გარდაცვალების წელს, იწყება გალაკტიონის
შემოქმედებაში დიდი ფერისცვალება – ახლებურ პოეტიკაზე გადასვლა, რომლის მეოხებით
მან წარმატებით შეძლო პიროვნების რთული შინაგანი რეალობის გამოხატვა. „აკაკის
ლანდი“ ძველიდან ახალ პოეტიკაზე გარდამავალ საფეხურად უნდა მივიჩნიოთ).
* * *
თუ ამ ორ ლექსს ერთმანეთს ასახვის ობიექტის აღქმის თვალსაზრისით შევადარებთ,
შეიძლება ითქვას: „აკაკის გარდაცვალების გამო“ ავტორისეულს, გალაკტიონისეულს, ცოტას
შეიცავს. მასში მართებულად არის წარმოჩენილი აკაკი წერეთლის მნიშვნელობა
ქართველობისთვის, მაგრამ ყოველივე ამის თქმას დაახლოებით ასევე მოახერხებდა მრავალი
სხვაც – ამ ლექსის აკაკი ისეთია, როგორიც იგი იყო უთვალავი ქართველის თვალში,
რომელთაც გულით დაიტირეს დიდი მგოსანი.
სხვა ვითარება გვაქვს „აკაკის ლანდში“. ამ ლექსის აკაკი წერეთელი გალაკტიონის
წარმოსახული სამყაროს ბინადარია – ერთი დიდი პოეტი მეორე დიდი პოეტის წარმოსახვაში
– და იგი, როგორც ზემოთ ვთქვით, ილიას აჩრდილის გრანდიოზულ, ფანტასტიკურ სახებას
მოგვაგონებს, რომელიც დომინირებს, ბატონობს მთელ ლანდშაფტზე, მის მოვლინებას
განუცვიფრებია დიდი მთები, ხოლო „დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით“ ვარსკვლავებიც კი
მოუხიბლავს და აუღელვებია.
არც ერთი სიტყვა პოეტის კონკრეტულ დამსახურებაზე, იმისი მსგავსი, პირველ ლექსში რომ
უხვად იყო (ვთქვათ, ეს: „კიდით კიდე საქართველო შესძრა, დაიარა, / რომ გაეგოთ მისი
გულის წყლული და იარა“, ანდა: „დიდხანს, დიდხანს არემარეს თავზე ადგა მცველად / და
მღეროდა ისე გრძნობით, ისე გულდამწველად, / რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ
შეიყვარა“). მეორე ლექსში ამის მაგივრად აბსტრაქტულ-ფანტასტიკური სახეა დახატული
მგოსნისა, თითქოს სიზმარში ვხედავდეთ მას (გავიხსენოთ: „იქნება ჩვენთან მარად და
მარად! / ჩვენი სიზმრების სიდიადეში“), ეს არის ჩვენება, მოლანდება, რომლის სიდიადე
და გრანდიოზულობა ეკვივალენტურია, შესატყვისია ლექსის ადრესატის დამსახურებისა ერის
წინაშე.
* * *
ილია ერენბურგი იგონებს, როგორ მუშაობდა პაბლო პიკასო მის თვალწინ ერთი ამერიკელი
ქალის პორტრეტზე. ათი ვერსია შეუქმნია. თავდაპირველად ისეთი დაუხატავს, როგორსაც ამ
ქალს გარშემო მყოფნი ხედავდნენ. მეათე, საბოლოო ვარიანტში კი მოდელი უკვე პიკასოს
თვალით ყოფილა დანახული და ამ ბოლო ვერსიას ბევრი აღარაფერი ჰქონია საერთო პირველ
ვარიანტთან (ერენბურგი 1966: 200).
დემეტრე მეფეს (1125-1154) ორი იამბიკო მიუძღვნია წმ. შიო მღვიმელისადმი. ერთი
ჰიმნოგრაფიული ტექსტებისთვის საყოველთაოდ მიღებული მანერით არის დაწერილი, მეორე კი
უცნაური – ზღაპრულ-ფანტასტიკური – სახეებით იპყრობს ყურადღებას. ამ ლექსის
უცნაურობანი გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ შიო მღვიმელის წოდებას:
საკვირველთმოქმედი. მეორე იამბიკოში რეალობა ამ დიდი და უცნაური მოღვაწის არსის,
ანუ მისი მოღვაწეობის არსის, უკეთ წარმოსაჩენად არის შეცვლილ-გადაკეთებული (ჩვენი
საუნჯე 1960: 527).
ეს მოვლენა (ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვა მანერით წარმოჩენა ერთი და იმავე
შემოქმედის მიერ), ერთობ საყურადღებოა როგორც შემოქმედების ფსიქოლოგიის, ასევე
სინამდვილის ინტერპრეტაციის მეთოდიკის თვალსაზრისითაც.
დამოწმებანი:
ერენბურგი 1966: Илья Эренбург. Собрание сочинений в девяти томах, т. 8.
Москва: «Художественная литература», 1966.
კიკნაძე 1983: ზურაბ კიკნაძე. აკაკის ლანდი. გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 1983, #2.
ტაბიძე 1966: გ. ტაბიძე. თხზულებანი 12 ტომად, ტ. I. თბილისი: „საბჭოთა
საქართველო“, 1966.
ტაბიძე 1971: გ. ტაბიძე. თხზულებანი 12 ტომად, ტ. IX. თბილისი: „საბჭოთა
საქართველო“, 1971.
ტაბიძე 1975: გ. ტაბიძე. თხზულებანი 12 ტომად, ტ. XII. თბილისი: „საბჭოთა
საქართველო“, 1975.
ქეგლ 1955: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. IV. თბილისი:
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955.
ჩვენი საუნჯე 1960: ჩვენი საუნჯე, ქართული მწერლობა ოც ტომად, ტ. 1.
თბილისი: „ნაკადული“, 1960.
წერეთელი 1950: აკაკი წერეთელი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ.
II. თბილისი: საქართველოს ს. ს. რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1950.
ჭავჭავაძე 1951: ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ.
ინგოროყვას რედაქციით. თბილისი: საქართველოს ს. ს. რ. სახელმწიფო გამომცემლობა,
1951.
![]() |
4.4 „აკაკის ქნარი“ |
▲back to top |
კიკნაძე ზურაბ
![]() |
4.5 „აკაკის ლანდი“ |
▲back to top |
„აკაკის ლანდი“
აკაკის ლანდი
გალაკტიონი ეკუთვნოდა იმ ადამიანთა მოდგმას, რომელთაც გამძაფრებული აქვთ განცდა ცოცხალი კავშირისა წინაპრებთან. მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, იმ კულტურულ ვითარებაში, როცა მას მოუხდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელი იყო გააზრება და დადგენა თავისი დამოკიდებულებისა წინაპრებისადმი, როგორც ზოგადად ასევე პოეტური წინამორბედებისადმი, რომელთა საქმე, მისი ფიქრით, მას უნდა გაეგრძელე ბინა. მოგვიანებით, 50-იან წლებში, აღიდგენდა რა 10-იანი წლების დასარულისდროინდელ თავის პოეტურ სულისკვეთებას ძალზე ძუნწად, იგი წერდა, აღნიშნავდა როგორც ფაქტს: „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე), უფრო მეტი სითიმიმით და კატეგორიულობით იმავე ნაწერის სხვა ადგილას „ამ ლექსში უთუოდ ჩანს პოეტი,რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილის და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ“.
აღსაღნიშნავია, რომ მემკვიდრეობის მოტივი მის, თუ შეძლება ასე ითქვას, პოეტურ იდეოლოგიაში ჩნდება მას შემდეგ, რაც ერთი მისი დიდი თანამედროვე პოეტი გარდაიცვალა. 1915 წელს და მომდევნო წლებში იგი ინტენსიურად ფიქრობს ამ თემაზე, თუმცა ეს უფრო მეტი იყო მისთვის, ვიდრე თემა ლექსისა, ან სხვისთვიის პუბლიცისტური წერილის დასაწერად. ეს იყო მისთვის მნისვნელოვანი სისხლხორცეული პრობლემა, ეროვნული პრობლენა, რომელიც მას, როგორც მემოქმედს, თავის პოეზიაში საკუორი პოეტური ხმით უნდა გამოეთქვა და გადაეჭრა.
1919 წელს იგი დაჯერებული წერდა: „თანამედროვე პოეზიას აუცილებლად დიდი კავშირი აქვს ძველ საქართველოსთან. ახალმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ, რომელიც 1908 წლიდან დაიწყო, შეეცადა წარსულისაგან შეუსრულებელ იდეების გატარებას, შემოიტანა რა თანამედროვე პოეზიაში ახალი სტილი: სტილი უფრო ღრმა, რთული...“. ძნელი არის იმის მიხვედრა, რომ პოეტი ამ ახალი სტილის შემქმნელად საკუთარ თავს გულისხმობს (ეს 1908 წელიც ცნობილი ნიშანსვეტია). აქ იგი, როგორც ობიექტუ რი დამკვირვებელი, თავისი მეორე წიგნის გამოსვლის წელს აფასებს ახალი სტილით აღბეჭდილ თავის შემოქმედებას. ეს წელი მართლაც მნიშვნელოვანი წელი იყო მისთვის იმ აზრით, რომ ამ წელს შეჯამდა ერთი პერიოდი - ახალი სტილით დაწყებული შემოქმედებისა 1916 და არა 1098 წლიდან (როგორც თავად პოეტი ფიქრობდა სუბიექტურად).
ზემოთ ითქვა, რომ პოეტმა მემ. კვიდრეობითობის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა აკაკის გარდაცვალების შემდეგ; უფრო მეტიც, არ შევცდებით, თუ ვიტყვით: მისი გლოვის დღეებში. ამავე დროს ეს დღეები, დაბეჯითებით უნდა ითქვას, არის გარდატეხის ხანა მის შემოქმედებაში. სათაყვანებელი პოეტის სიკვდილის დრო დაემთხვა ჭაბუკი გალაკტიონის მიერ ახალი სტილის მიგნებას პოეზიაში.
როდესაც პოეტი, ფიქრობდა წარსულის პოეტურ მემკვიდრეობაზე, იგი ფიქრობდა აკაკი წერეთელზე, როგორც მარადიული საქართველოს მგოსანზე. მისთვის აკაკი არ იყო მხოლოდ თანამედროვე, ერთ-ერთი პოეტი სხვა პოეტთა შორის. იმავე 1919 წელს ეკუთვნის ერთი ჩანაწერი, რომელიც აღნიშნულია სავარაუდოდ მნიშვნელოვანი სათაურით „ძვირფასი საფლავები“, გამომხატველი მისი „წინაპართა კულტის“ პოეტური იდეოლოგიისა. იქ არის ნაკვეთი „აკაკი წერეთელი“, რომელიც ასე იწყება (შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთია მნიშვნელოვანი):
„არავისზე საქართველოში იმდენი არ ულაპარაკნიათ, რამდენიც აკაკიზე... საკმაოდ დამახასიათებელია მისი ბუნება, თვით აკაკის პიროვნება ქართველების ბედის ნატეხად იცვნეს... ჭეშმარიტად აკაკი ძველი საქართველოს მოლანდებაა. იგი თითქოს განგებ ამოვიდა საფლავიდან, რომ კიდევ რამდენიმე სურათი დაეხატა; ეს იყო მხატვარი, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან, მასთან დამარხულ და მასში გაგრძელებული სიცოცხლის სიტყვის ძალით. აქვს აკაკის ისეთი ლექსები, რომელსაც უნდა ვუცქიროთ მეთორმეტე საუკუნის ქართველის თვალით“.
მონაკვეთი ამ სიტყვებით თავდება:
„აკაკი კვდებოდა და მისი დამავალი მზის ნათელი ანათებდა მთების მწვერვალებს და ამსგავსებდა მათ მეფეებს თავზე ოქროს გვირგვინებით“.
ნუთუ ოდესმე ქართულ მწერლობაში (ან სხვაგან) თქმულა ამგვარი სიტყვები? მე არ ვგულისხმობ, ცხადია, ეგზალტირებული ლექსების ფსევდოვიზიონებს, სადაც ხილვა მეტაფორებს ვერ სცდება. ჩვენი პოეტის ნათქვამი პროზაულად დინჯია, თითქოს არამისებურია, მისთვის უჩვეულოა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს, მისი ძლიერი და ნაღდი განცდაა. ამჯერად არ შევუდგები მთლიან შეფასებას ამ ამონაწერისას, ოღონდ ყურადღებას მივაქცევ ორ სიტყვას, ორ რეალიას–ეს არის მოლანდება (ლანდი),საფლავი, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს — „მთაწმინდის მთვარემდე“ და „აკაკის ლანდამდე“. ისინი დაწერილია აკაკის გარდაცვალების წელს (თვე უცნობია).
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ლექსი, დაწერილი ტრადიციული მეტაფორიკით და ლექსიკით, ლექსი საკმაოდ ტრაფარეტული ახალი სტილის ფონზე, რაც არ გამორიცხავს განცდის სიწრფელეს. ეს არის ლექსი „აკაკის გარდაცვალების გამო“, დათარიღებული 1916 წლის 26 იანვრით, პოეტის გარდაცვალების დღით, მაშასადამე, ამ მოვლენის უშუალო შთაბეჭდილების ქვეშ. ლექსის რეფრენია: „არ მომკვდარა, არა!“, ექო თავად აკაკის სიტყვებისა, რომლებიც მან სნეულ საქართველოზე წარმოთქვა („არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“). ამ ძველი, არ ახალი, სტილის ლექსში უნდა გამოვარჩიოთ ძლიერად ნათქვამი სტრიქონი „დათრგუნა და შეაჩვენა თვით საფლავის ჩრდილი“ სიტყვები, რომლებშიც, როგორც თესლში, მოცემულია, თითქოს სძინავს, სხვა ლექსის — „აკაკის ლანდის“ იდეას. აქვეა პირველად ნახსენები ლანდი აკაკის მიმართ, რითაც კავშირია გაბმული „მთაწმინდის მთვარესთან“ და „აკაკის ლანდთან“. აქვეა პირველად ნახსენები მოხუცი მგოსანი, რაც ამ ორ ხსენებულ ლექსში, განსაკუთრებით, „მთაწმინდის მთვარეში“, მნიშვნელოვანი არის მატარებელია. შემოქმედებითი მანძილი ამ ლექსიდან „აკაკის ლანდამდე“, შესაძლებელია, თვეზე ნაკლები, თითქოს იმეორებს მინიატურაში მთელს იმ გზას, რაც გაიარა პოეტმა საკუთარი ენის პოვნამდე, ახალ სტილამდე.
„მთაწმინდის მთვარეში“ აკაკის ხსენება თითქოს ეპიზოდურია, მაგრამ მას შუაგულური ადგილი უჭირავს ლექსის სიუჟეტში: სტრიქონი „აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“ — ობიექტური რეალობა — ლექსის ბოლოს გარდაიქმნება სუბიექტურ განცდად, როცა იგი ამბობს: „რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები..“ (ამნაირი გარდასახვის შემდეგ, მას როგორც მოხუცს, მეფობისა და მგოსნობის ორმაგი გვირგვინით და ვირგვინებულს, რაღა უნდა დარჩენოდა სიკვდილის გარდა).
აქვეა მეორე საფლავიც, და გალაკტიონი თითქოს არჩევანის წინაშეა. საითკენ უნდა მიიმართოს მისი პოეტური იდეოლოგია, რომელი მემკვიდრეობისკენ — მოხუცი მგოსნისკენ თუ ყრმა პოეტისკენ, რომელსაც ასე იხსენებს: „დაწყევლილ ყრმას აქ უყვარდა ობლად სიარული...“ (ასეა 1919 წლის წიგნში). „დაწყევლილი“ გვახსენებს ვერლენს და მისი დასის დაწყევლილ პოეტებს. იმ ხანებში, 10-იანი წლების დასაწყისში, როცა იწერებოდა ტრაგიკული სულისკვეთების ლექსები, პოეტი აშკარად გრძნობდა თავს დაწყევლილად, მიუსაფრად, ობლად... დაუფარავია იმდროინდელ ლექსებში ბარათაშვილისეული სულისკვეთება, გამოხატული ბარათაშვილისეული ლექსიკით („ოჰ, - რად მომექცა ასე უღვთოდ მე ჩემი ბედი, რად დამიმსხვრია სიყმაწვილის წრფელი სიამე“; „დროო წყეულო, სად წარიღე ჩემი ფიქრები, დროო ბოროტო, სად დამარხე ოცნება წყნარი? მარქვი...“; „ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი...“ და სხვ.). მაგრამ ეს არ იყო მისი ენა და, შესაძლებელია, მისი არსობრივი სულისკვეთება. თუმცა იგი (როგორც ზემოთაც მოვიტანე). „აცხადებს თავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილის და აკაკი წერეთლის პოეზიის მემკვიდრედ“, რომელთა შორის მოგვიანებით სრულიად სამართლიანად ახსენა შოთა, ილია და ვაჟა, — ამ ლექსში „მთაწმინდის მთვარეში“ აღარ ვითარდება ყრმის თემა, არამედ მხოლო და მხოლოდ თემა მოხუცისა (თუ მისი ლანდისა), მეფური ძილით დაძინებულის.
დიდი უფსკრული იყო, თუმცა ერთმანეთთან ახლოს იდგნენ, დაწყევლილ ყმასა და მეფე მგოსანს შორის. მას უნდა დაეძლია თავის თავში ტრაგიკული სულისკვეთება; თუ როგორ სძლია ბოროტ სულს, თუ რამდენად განიცადა ფერისცვალება, ეს უნდა გამოჩენილიყო მის პოეზიაში, გამოჩნდა კიდეც, შესაძლებელია, მოგვიანებით, ყოველ შემთხვევაში მისი სტრიქონია, რომელიც მაინც ადასტურებს რაღაც შინაგან სინამდვილეს:
მე „და არც შიში გაორების
არ მიგრძვნია მწარე...
მე ხომ მთელი გზა ცხოვრების
ასე გავატარე“.
ადრე კი, ამ ეპოქაში, მიუსაფარი, დაწყევლილი, ობოლი მი• ისწრაფვის იმ ჰარმონიის კენ, ნატ| რობს იმ ჰარმონიას, რომელსაც იგი განიცდიდა მოხუცი მგოსნის - მეფურ პოეზიაში, — ამ მხრივ, — საგულისხმოა სტრიქონები:
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველის-ძველი .
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი...
მისი იდეალი იყო ჰქონოდა განცდა ( მთლიანი სამყაროსი ცისა და მიწის ერთიანობის ხილვაში, ხილვა უხილავი კავშირისა, რომლის საუკეთესო გამოხატულებად სხვა მოვლენათა შორის (ფუტკარი, სანთე|ლი, პოეზია, იმედი, სიყვარული) აკაკის პოეზიაში იყო ცისარტყელა, ლოცვის ანაბეჭდი ცაზე; რომ შეძლებოდა აკაკისებურად ეთქვა ამ გახლეჩილ ქვეყანაში „აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი, ერთად შეთხზული... შეზავებული!“ — განცდა, რომელშიც მონაწილეობს მარადისობა. როდესაც პოეტმა თქვა ლექსში „რომ მეფე ვარ და მგოსანი“, ამით საბოლოოდ აირჩია მემკვიდრეობა.
მოხუცი, ჰარმონიული მგოსნის თემა აღდგება საგანგებო ლექსში „აკაკის ლანდში“, რომელიც შეიძლება უფრო მეტად იყოს პროგრამული, ვიდრე „მთაწმინდის მთვარე“. ეს არის ლექსი — ხილვა, ვიზიონი და არასუბიექტური „მოლანდება“ (თუმცა პოეტი სწორედ ამ სიტყვას იყენებს ზებუნებრივი მოვლენის აღსანიშნავად). 1919 წელს, როდესაც — პოეტი წერდა, რომ „აკაკი იყო მხატვარი, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან“, მაშინ უკვე არსებობდა „აკაკის ლანდი“, რომლის სტიმული იყო სწორედ ამგვარი გამოძახება. მისთვის აკაკი კიდევ ერთხელ ამოვიდა საფლავიდან, რომ კიდევ დაეხატა „რამდენიმე სურათი“, შეექმნა მისი ლექსის, „აკაკის ლანდის“ იდუმალი ფონი.
ამ ლექსს უძღოდა არა მხოლოდ ზემოთნახსენები, ძველი, არ ახალი სტილით დაწერილი „აკაკის გარდაცვალების გამო“, არამედ არა ერთი და ორი ვარიანტი, ასევე კვლავ ძველი სტილით ნაწერი. დიდია ნახტომი ამ ვარიანტებსა და საბოლოო ტექსტს შორის, რომელიც 1919 წლის წიგნში დაიბეჭდა. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ფერისცვალება ძველიდან ახლისაკენ სულ მცირე ხანში მოხდა და ერთი ლექსის მაგალითზე დადასტურდა. პოეტს ჰქონდა ხილვა — შინაგანი გამოცდილება და, ბუნებრივია, მისი სურვილი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტი სრულყოფილებით გაეცხადებინა იგი სიტყვაში. ვარიანტების სიმრავლე მოწმობს, რომ ეს ლექსი მნიშვნელოვანი იყო მისთვის: აქ მხოლოდ აკაკის, ჟამიერი და წარმავალი კაცის, თუნდაც დიდი მგოსნის, “მოლანდება“ კი არ უნდა აღწერილიყო, არამრდ ხილვა იმ მეთორმეტე საუკუნისა, რომელიც ორივე პოეტის ფიქრით იხატებოდა მათი მარადიული სამშობლო — ანდრეზული საქართველო.
ლექსის საბოლოო ტექსტში უკუგდებულია კონკრეტულობა იმ ლანდშაფტისა, სადაც უნდა გამოჩნდეს აკაკის ლანდი (პოეტის მშობლიური კუთხე — საჩხერე მდინარე ყვირილათი) ან ქვეყნის ემპირიული ყოფა — კონტრასტი მგოსნის დიდებულებასთან („აქ მწარე გზა აქვს წინასწარმეტყველს. არ არის წმინდა, უმწიკვლო , გრძნობა“, „შენ ხომ არასდროს, არასდროს მეტად სამშობლო მთებს არ დაუბრუნდები... და შენი ქვეყნის საცოდავ შვილებს არ ნახავ კიდევ..“). უფრო მეტი: პოეტი გაურბის თავად ლექსის გმირის, მისთვის ძვირფასი სახელის ხსენებას. თავდაპირველად თუ ეწერა: „შორით გამოჩნდა აკაკის ლანდი“, საბოლოოდ: „გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი“; იგი აღარ წერს: „მწუხარე ლანდი... აკაკის ლანდი“, არამედ: „მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი“. იგი აღარ აკონკრეტებს, თუ ვინ მოდის: „მომავალ მგოსნის ფეხის ხმას გრძნობდა“, არამედ საბოლოოდ წერს: „მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა“; იგი იმდენად გაურბის სურათის კონკრეტულობას, რომ ელევა მისთვის მეტად მნიშვნელოვან სიტყვა-სიმბოლოს მოხუცს, აღარ წერს: „გრძნობდა მოხუცის მოახლოებას“, არამედ „გრძნობდა თანაბარ მოახლოებას“, სადაც სიტყვა „თანაბარ“ ამავე დროს მიგვანიშნებს მსვლელი მოხუცის ჰარმონიულ ბუნებას. კონკრეტულობისაგან განძარცვით მიიღწევა პეიზაჟის ზებუნებრივობა; აქ ყველაფერი უსხეულო უნდა იყოს, როგორც მოხუცის ლანდი. აქ დახატულია განზოგადებული სურათი სამშობლოსი, თუ შეიძლება ითქვას, მისი არქეტიპისა, რომლის კერძო გამოვლენაა აკაკის სამშობლო. ამა ვე დროს სიტყვას „მშობლიური“ სტრიქონში „შეუცნობ — ხშირი შრიალით შეკრთა მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები“ ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს მინიჭებული: იგი ნახმარია უჩვეულოდ, ნაცვალსახელის . („ჩემი“, „მისი“ — ამ შემთხვევაში აკაკისი) გარეშე და გამოხატავს ლექსში აღწერილი არემარის ბუნებ„რივ თვისებას.
ისიც უნდა შეინიშნოს, რომ თავად ავტორი ლექსში არ ჩანს, უფრო სწორად, ჩვენ მას ვერსად ვერ ვეჩენთ ადგილს, იგი თითქოს შენივთებულია ლანდშაფტს. მოსალოდნელი იყო, რომ ისეთი ინდივიდუალური პოეტი, როგორიც გალაკტიონია, შეინარჩუნებდა ამ ხილვაში თავის მეობას. როგორც ჩანს, ავტორს არ სურდა ყოფილიყო არც ნათელმხილველი და არც, მით უმეტეს, უბრალო მეოცნებე. პოეტს სურდა ალბათ, თავისი ხილვისთვის მიენიჭებინა არა მხოლოდ ობიექტურობა, არამედ საყოველთაობაც შეეძინა მისთვის, ამიტომ იგი არ ლაპარაკობს თავისი სახელით ხილვაზე და საიდუმლზე, როგორც ავტორი „მე და ღამისა“, სადაც მხოლოდ ის ერთი ინახავს საიდუმლოს და არავის. თან ამ ქვეყნად არ სურს ~22 გაზიარება. აქ კი საიდუმლო საყოველთაოა, რასაც ამ ლექსის სინამდვილე ესქატოლოგიურ დროში გადაჰყავს. ამიტომაც იგი თითქოს გათქვეფილია „ჩვენში“, რომელიც ადამიანებთან ერთად გულისხმობს ალბათ მთელს ბუნებას — ცასა და მიწას მათი სამკაულითურთ. („იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში, იქნება ჩვენთან.„“). ეს ჩვენ მთელი საქართველოა და არა პოეტების ერთი ჯგუფი — პოეტის მიერ ქართველ პარლოზე, როგორც ავტორი „მე და ღამისა“, სადაც მხოლოდ ის ერთი ინახავს საიდუმლოს და არავინ თან ამ ქვეყნად არ სურს მის გაზიარება. აქ კი საიდუმლო საყოველთაოა, რასაც ამ ლექსის სინამდვილე ესქატოლოგიურ დროში გადაჰყავს. ამიტომაც იგი თითქოს გათქვეფილია „ჩვენში“, რომელიც ადამიანებთან ერთად გულისხმობს ალბათ მთელს ბუნებას — ცასა და მიწას მათი სამკაულითურთ. („იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში, იქნება ჩვენთან...“). ეს ჩ ვ ე ნ მთელი საქართველოა და არა პოეტების ერთი ჯგუფი პოეტის მიერ ქართველ პარწასელებად წოდებული (როგორც ერთ-ერთ თავდაპირველ ვარიან? ტშია), რაკი მეორედ მოვლენილი აკაკი არ არის მხოლოდ პოეტი, არამედ ის, ვინც ჰფენს „მადლს და შუქს უსიტყვოს“, იგი არის დასაბამიერი სიბრძნის მტვირთველი, თითქოს „სვიმონ მოხუცებული“, მიმრქმელი ახალი ჟამისა, ან მარადიული მღვდელმთავარი, როგორც მელქისედეკი, გამოუცწობი მოხუცი — „ნათესავ-მოუსსენებელი“ (ებრ. 7, 8), მსახური უზენაესისა, რომელიც წუთით ბრუნდება მიტოვებულ სახატეში ჩამქრალი სანთლის ასანთებად.
ოჰ, ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.
ასეთია პოეტის განცდაში აკაკი — მარადიული, არქეტიპული მოხუცის ჟამიერი გამოშუქება (ასევე განიცდის იგი თავის უნახავ მამას, ახალგაზრდად გადასულს, „მოხუცის მამის“ სახით).
აკაკი - „მაღალი ლანდი“ — ეხმიანება ილიას აჩრდილს მის მიერ წარმოთქული სიტყვებით:
მარად და მარად, საქართველოვ,
მე ვარ შენთანა, - მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული...
ამ სიტყვების ექო მოისმის „აკაკის ლანდიდან“ ,
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად....
დაბოლოს, ეს ცხრახტრიქონიანი ლექსი გვაგონებს ლიტურგიას წმიდა გრაალის თასის გამოჩენით (რაც თითქოს წინ უძღვის მოხუცის მსვლელობას), მსგავსად კარის ღვთისმშობელისა ათონის მთაზე, როცა საიდუმლო შუქით იმოსება მიდამო, — და დასასრულით - თითქოს სერაფიმთა სამწმინდა გალობით: „კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს კურთ. ხეულ იყოს ეს მოლანდება...“
![]() |
4.6 “აკაკის ქნარი” |
▲back to top |
“აკაკის ქნარი”
სიკვდილის წინეთ, ამბობენ, აჭიკჭიკდება გედიო
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა პირველ და უკანასკნელი,
აქ იხატება ცის სივრცე აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორაზროვანი, ორ კილო ერთი ხმით გამომეტყველი;
შემოქმედების ქებაა; ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური.
გედო, შეგნატრი შენს ჭიკჭიკს
შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსურვი…
სწორედ გედისებურია ის პოეტური სიმღერა, რომელსაც მომღერალი აკაკი საქართველოს
ტურფა მდელოს დაჰმღერდა. “ორაზროვანი, ორკილო”: რადგან “აქ იხატება ცის სივრცე,
აქვე ისახვის ქვესკნელი”; მწარი და თან ტკბილი: რადგან სიმღერა იგი “საამქვეყნო
ზარია, საიმქვეყნო ზევსური”… და არც საკვირველია: მსოფლიო ოკეანეში ყოველი
ინდივიდუალური ტალღა სავსებით შეერთებულია მსოფლიო ყოველ შემცველობას, – და ვინც
რომელიმე ტალღას მთრთოლვარე პეშვით დაიჭერს უკანასკნელს წვეთამდე, იგი უთუოდ იმა
ტალღის სიცოცხლესთან ერთად იგემებს სიცოცხლეს მთელი ოკეანისას. და ასე ყველგან:
სწორუპოვარი სანდრო ბოტიჩელლი, რომელიც მიხრილ-მოხრილი ხაზით, ღვთიურ-ტეხილი ხაზით,
აცხადებდა მშვენიერებას, ტკბილსა და ნეტარ გრძნობაში, სიყვარულში, დანაშაულსა და
ტანჯვასაც ჰპოულობდა. რისთვის? მისთვის, რომ მსოფლიო სიცოცხლეში ყოველი წამის
წვეთის სათავე მსოფლიო ნაკადულია, საცა ყოველი ერთი მეორეს არის შერთული…
და აკაკიც თითქო გედისებურ ორაზროვანია სწორედ… ღმერთებმა მიაფრქვიეს მას სიუხვით
თითქმის ყოველი: სილამაზე, გვაროვანობა, სიმდიდრე, ნიჭი… ჭეშმარიტად იგიც იყო
“საყვარელი ღმერთთა და ადამიანთა”, იგი არ დადიოდა, იგიც მიჰქროდა ყოველთვის, –
რადგან მეტად იყო მასში ანაკადულებული ღვთიური მზეობა… მუზა მისი ნარნარი იყო,
ნაზი, მსუბუქ-მფრთოვანი, და არ იცოდა მან, თუ რა არის ძალაობა, რადგან ძალზე იყო
იგი ფრთაასხმული შთაგონების მრავალ ფეროვანი ალით… და ჰქმნიდა მგოსანი თავისუფალი
და აფრთოვანებული ყოველთვის… და თვითონ სიცოცხლე აკაკისა პოეზია იყო ნამდვილი… იგი
ცოცხლობდა ყვავილთა სიცოცხლით, რომელთაც არ იციან ფიქრი ჭკნობით დაფერფლისა, –
რადგან იციან: “ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. იგი ცოცხლობდა
მხიარული ბავშვთა სიცოცლით, რომელთაც არ იციან ფიქრი გაქრობისა პირისაგან ქვეყნისა,
– რადგან იციან: “უსაზღვრო ქვეყანათა ზღვის ნაპირას კიდევ შეხვდებიან სათამაშოთ
(საკენჭაოდ) ერთი მეორეს”… და ცოცხლობდა მგოსანი ხალისიანი სიცოცხლით, – და იცინოდა
იგი ხალასი სიცილით, რომლითაც ძვირად თუ უცინია ვინმეს სამყაროში…
მაგრამ მახვილი მზერა ამ სიცილში რაღაც სხვასაც ამჩნევდა. იქ, საცა მის ბაგეთა
მარმარის კუთხეს ღიმილი დაჰქროდა მხიბლავი, იქ ოდნავ შავი სევდის ფრთის ახაზულიც
მოსჩანდა. რა იყო იგი? ივერიის ტურფა ასულის სევდის ჩრდილი თუ იყო იგი, – სევდის
ჩრდილი, რომელიც მგოსნის მზეობას ასეთი პირქუში ემსახურებოდა?! ჰო! იგი იყო ივერიის
ტურფა ასულის სევდის ჩრდილი, მგოსნის ღიმილს ნაღველს რო ურევდა… და “სევდის ღიმილი”
აკაკის ნარნარ ირონიას წარმოშობდა, მქრალ ირონიას რომანტიზმისას: მე კი მხიარული
ვარ, მაგრამ ჩემი სიხარულის იქით მწუხრი იფარება ნისლოვანი; მე გამოვთქვი ჩემი
შემოქმედი სული, მაგრამ გამოთქმულს იქით უთქმელი და უტყვი იმალება, უფრო ნამდვილი
და უფრო უტყუარი, – აი რას ამბობდა იგი, ნარნარ-მახვილი ირონია, მოლურჯო ყვავილის
ირონია…
აი აქ იხსნება სათავე აკაკის შემოქმედი ბუნებისა: “სევდიანი ღიმილი”, აი მისი
დასაწყისი… მაგრამ გავშალოთ თვითონ ეს ბუნება…
ცხრათვალა წყაროს ქალწულთა შორის მგოსანის გული მხოლოდ ერთმა მუზამ დაატყვევა: ეს
იყო ცელქი, ხალისით სავსე, მსუბუქ-ფრთოვანი ქალწული, რომელიც ტურფა მდელოს
ამუსიკებული კისკისით ევლინება. და აკაკიც, იმა ქალწულით მოჯადოებული, პოეტურ
სიტყვას მუსიკალურ ნაკადულით ათამაშებდა… მე თვითონ მქონდა შემთხვევა გულისხმად
მეღო მისი შთაგონების წამი: სასტუმროში, ჩემს გვერდით, მომესმა ერთხელ აკაკის
სიმღერის მსგავსი მეტყველება, რომელშიაც ნამდვილს სიტყვას ვერ გამოარკვევდით: ეს
იყო თითქო ღიღინი, უსიტყვო სიმღერა. შემდგომ შევიტყვე, რომ ეს ჩვეული წამია აკაკის
შემოქმედებისა: ჯერ მუსიკალი – გულ-ნება, როგორც შილლერი ამბობდა, და შემდგომ –
“პოეტური იდეა”. აკაკი სავსე იყო შთაგონების ალ-ნაკადულით, და როგორც გადმოგვცემენ
– ხშირად უნდა ამდგარიყო იგი ღამით, ვით მთვარეული, და შემოქმედებით “დაეცალა” იგი
ნაკადული… და მართლაც: აკაკის ბუნება უფრო შეუცნობელია ვიდრე შეცნობილი, უფრო
სტიქიური, ვიდრე გამიზნული… მის სამხატვრო პროცესში თავისთავად ხდება ყოველი:
თითქოს პოეტი თვალახვეული იყოს და მისი ხელით უხილავი მუზა სწერდეს; თითქო ძილში
ჰქმნიდეს იგი სახეთა და ფერადებს, თითქო სიზმარით ხსნიდეს იგი ზრახვათა ნისლოვან
გუნდს… აკაკი თვითონ ბუნებაა, მაგრამ არა პირქუში და მწყრალი, ძალადი და უტეხი,
არამედ მსუბუქი და მქროლავი, მჩქეფი და ცქრიალა…
ურიცხვ მაგალითებიდან მხოლოდ ერთი ნიმუში:
ყანაო, მუშის სამოთხე, გლეხის დიდებავ ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო;
დაგქროლა დილის ნიავმა, ალერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა ზურმუხტად აგამწვანაო…
აი სწორედ ეს დილის ნიავია აკაკის მუზა, რომელიც მშვენიერების ჯეჯილს დაჰქროლის და
აზურმუხტებულს დამღერის ტკბილხმოვან ნანას… დიახ, აკაკი მსუბუქია, თითქმის მჩატეც,
– მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ, ნიცშეს სიტყვით, “ყოველი ღვთიური მსუბუქი ნაბიჯით
მიჰქროლავს”… და დააკვირდით: მოყვანილს ლექსში ალლიტერაციით ყანის ხმაური გაისმის
თვითონ: ყანა, ნანა, ნიავი, ნამმა, გადაგბანა, ჟუჟუნა, აგამწვანა. აქ “ნარის”
ათამაშება ნიავის გადარბენას იწვევს ყანაში. კიდევ უფრო ძიერია მეორე მისი ლექსი –
“გავლესოთ ძმებო ნამგალი”. აქ ყოველის სიტყვა სიმღერაში გადადის და ყოველი ნაკვთი
ცეკვას უხმობს: ასე ძლიერია სიტყვის მაგია პოეტისა… ძლიერია იგი ბუნების
საგალობელშიც:
ვითა ეთერი მზეთ-უნახავი საყვარლის
მლოდე თრთის და კანკალებს,
სახეს ვარდისფრად იღებავს
გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს, –
ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი
ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა,
და ფერმიხდილი, ნათელ ძლიერი,
მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა…
თითქო ქვეყანაც, მით მოხიბლული,
გამსჭვალულიყო მინის თანგრძნობით
და უგალობდა ციურ მანანას
საიდუმლო და უცნაურ გზნობით…
სუნნელთა მფენი დილის ნიავი,
ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი,
ბანსა აძლევდნენ მათ ძალთა ძალი…
ციურის ნიჭით მისაღებელად ვარდმა კოკობმა თავი დახარა;
ცრემლად დაეცა გულზე მანანა, ააალფერა და გაახარა…
თურმე ბულბულიც ამას უცდიდა:
თავისებურად იწყო მან სტვენა,
თითქო უნდოდა მით მოეტანა,
ცოდვილ ქვეყნისთვის კურთხევა ზენა…
(ნაწყვეტი “თორნიკე ერისთავიდან”)
ეს ლექსი კი არა, მთელი საგალობელია, ბუნების ჰიმნი. საკვირველია აქ ერთი ხაზის
მოსმა, რომელიც კოსმიურს საიდუმლოს გვამცნევს: მზე ვაჟი არის, ცეცხლეული ვაჟი და
ცისკარი კი ქალი, ლოდინით მთრთოლვარე. აღსანიშნავია ტეხნიკური ხერხიც: აქ უსულო და
უსიტყვო სულიერსა და სიტყვიერს ედარება: ნაზი ცისკარი მზეთუნახავ ეთერს (- : ახალი
პოეზიის საშუალების წინადგრძნობა)… სახეს ვარდისფერ გრძნობით იღებავს ეთერი –
ცისკარი და თვალებს სურვილით იელვარებს, რომ ეშხით დამთვრალი შეხვდეს მოტრფიალე
გულგადაშლილი ტყვემქნელ სატრფოს, ცეცხლეულ ვაჟს, მზეს… ეს არის მთავარი პასსაჟი:
დანარჩენი მხოლოდ შეხმატკბილებაა ფერთა და ხმათა სიმფონიის გასაშლელად, საცა
ბუნების ფერხული და მაყრიონი გაისმის, გიჟი, მათრობელი, ცოდვის ასაკვეთი…
ასეთია აკაკის პოეტური ბუნება… გავყვეთ ქვევით!
აკაკი პუშკინს გვაგონებს… ვ. სოლოვიოვი ამბობს: შესაძლოა დანტე, გიოტე და სხვა
პუშკინზე უფრო დიდი მგოსნები იყვნენ, მაგრამ პუშკინი ყველაზე უფრო პოეტურია. რად?
ამას დიმ. მერეჟკოვსკი უპასუხებს: “მაღალი საფეხური კულტურისა შესაძლოა სახიფათო
გახდეს პოეტურ გრძნობათა წყაროსათვის: იგი გვაშორებს იმ ღამურს, შეუცნობელსა და
უნებურს, რომელშიაც გაღრმავებულნია და რითაც საზრდოობენ ფესვნი ყოვლის
შემოქმედებისა. მუზებს დილის ბინდი უფრო უყვართ, უდარაჯებენ ხალხთა პირველ
გაღვიძებას შეცნობილი ცხოვრებისათვის. დიდი ხელოვნების საქნარისათვის საჭიროა
ერთგვარი სიცინცხლე და პირვანდელობა, სიყმაწვილე, თითქმის სიბავშვე ხალხური
გენიისა”… მართალი სიტყვაა, მხოლოდ რამოდენიმეთ: ჰომეროსის ფენომენი ამ სიტყვას
ადასტურებს… სწორედ დილის ბინდში იყო ხვეული რუსთა გენია, როცა იგი პუშკინით
იბადებოდა, რუსთა სიტყვა პუშკინით იხსნება, რუსეთის ლიტერატურის სათავე პუშკინია,
ტოლსტოი და დოსტოევსკი პუშკინის მემკვიდრენი არიან, თვით მოდერნისტული პოეზიაც
რუსეთისა პუშკინის გაშლაა. რუსის ქმნამ პეტრე დიდი გამონახა, რუსის თქმამ პუშკინი:
პუშკინის სიტყვა პასუხია პეტრე დიდის საქმისა (მერეჟკოვსკი)…
აკაკის მგოსნური ბუნება პუშკინისას მოგვაგონებს: აკაკიც მქმნელია ქართული სიტყვის;
აკაკიც ცინცხალია და პირველყოფილი…
მაგრამ აქ თავდება მზგავსება და იწყება სხვაობა… ამ სხვაობის სათავე ისტორიაში უნდა
ვეძიოთ… ყოველი ერი – შემოქმედი იდეაა, რომელიც სხეულდება: ვითარდება, სრულდება,
ისტორიას განიცდის. ამ პროცესში იგი თვალს იხსნის, ცნობას აღწევს, ენას იდგამს,
მეტყველებს, ნებას აფოლადებს. ეს არის ერის პირველი დაბადება. გარნა, შესაძლოა მისი
მეორე დაბადებაც… ისტორიის გზა უცნაური ხვეულია: შესაძლოა ერმა, სხვა და სხვა
მიზეზთა გამო კიდეც მიიძინოს: ამ დროს მას თვალი ებინდება, ცნობა ეკარგება, ენა
უჩლუნგდება, ნება უნელდება… გადის დრო და ხანგრძლივი ძილის შემდგომ ერი იღვიძებს:
თავს ისევ ცნობს, ენას ისევ ამეტყველებს, თვალს ისევ ახელს, ნებას ისევ აფოლადებს…
ეს არის მეორე დაბადება…
ამ ორი სახის დაბადებას შეუძლიან ახსნას სხვაობა პუშკინისა და აკაკისა: პუშკინი
რუსობის პირველი დაბადების შვილია; აკაკი – ქართველობის ხელმეორედ შობიერებისა;
პუშკინი მაშინ მოევლინა რუსეთს, როცა რუსეთის სიცოცხლემ დილის რიჟრაჟს მიაღწია;
აკაკი საქართველოში იშვა მაშინ, როცა ქართველობა საღამოს ბინდით იყო მოცული;
რუსის სულს პუშკინამდე მზე ჯერ არ უნახავს, – მხოლოდ ჰგრძნობს კი, რომ უთუოდ ამოვა
ცეცხლეული, – პუშკინით ხვდება მის ვარვარა ბორბალის ამოსვლას; ქართველთა სულს
აკაკიმდე მზე კიდეც უხილავს, – ხოლო აკაკის დროს იგი ჩასულა, და აკაკის სევდით
ელოდება მხიარულს ამოსვლას.
პუშკინი პირველი სიტყვაა ახლად გამოსული ხალხისა; აკაკი მეორე სიტყვაა შემდეგ
გაღვიძებული ხალხისა;
პუშკინი სიხარულით უხსნის გულს აწმყოს; აკაკი სევდით გასცქერის წარსულსა;
პუშკინის ჩანგი შვება-ლხენაა; აკაკის ჰანგი ნაღველი და კაეშანი; – პუშკინი მღერის
და ლხინობს; აკაკი მოსთქვამს და სტირის; – პუშკინის მუზა ლაღობს, ნავარდობს,
მრავალფეროვანია; აკაკის მუზას ღიმილის დროს სევდა ეკვრება, ნაღვლობს,
ერთფეროვანია. პუშკინი გრძნობს რუსეთს, როგორც მთელს თავის ინდივიდუალს არსში და
ხელოვნებაც მისი გენიალურ იშლება, აკაკი თავის არსში ქალრთველობის ნატეხს გრძობს და
მისი ხელოვნებაც დატეხილია: ვერ იშლება გენიალურად სავსებით; (ეს დებულება ფართოდ
გახსნილია ჩემს წერილში “ერის სული და შემოქმედება”).
პუშკინის ბუნებაში შეცნობილი და შეუცნობელი ჰარმონიულ შესხეულებულ არიან; აკაკის
ბუნებაში შეუცნობელი სჭარბობს შეცნობილსა და ჰარმონია ირღვევა…
და თავის თავად ცხადია, რომ პუშკინი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აკაკი. აკაკის
შეეძლო, მაგრამ არ იქმნა. თუ რატომ – ამას ნათელჰყოფს შემდეგი პარალელი: რუსთაველი
და აკაკი…
ქართველობის ნამდვილი დაბადება მეთორმეტე საუკუნეში მოხდა. ქართველთა ენტელეხიის
(შემოქმედი ფორმა – ძალის) სხეულება რუსთაველია; რუსთაველმა თავისი ნიჭით ქართველთა
გენია განასხეულა. ერის სულის ენტელეხია უპირველეს ყოვლისა სიტყვაში ხმაურდება; –
და რუსთაველი ქართული სიტყვის სწორუპოვარი შემოქმედია… ადამიანის ტანჯვას სხვათა
შორის ისიც შეადგენს, რომ მისი შინა-განცდა ვერ ჰპოულობს შესაფერ გარე-სახეს: ფორმა
ძვირად “ეთვისება” შინაარსს. იდეა სახეს თხოულობს, ეძიებს მას, – მაგრამ, ნახავს თუ
არა იდეას, აღარ მოსწონს იგი; მასში, ვით მრუდე სარკეში, მახინჯად ეჩვენება თავის
თავი. – და ამსხვრევს იგი იმა სარკეს და ეძიებს იგი ახალს სახეს… ღმერთი ხშირად
სახიერდება, მაგრამ ხშირადვე სახე მისი კერპად იქცევა, – აი ნამდვილი ტანჯვა
მსოფლიო სიცოცხლისა. ნამდვილი შემოქმედი არის ის, ვინც შინაარსს ჭეშმარიტად
ასახიერებს, ვინც იდეას ნამდვილ სახეს უპოვის… ამ მხრივ რუსთაველი უდარო ხელოვანია:
მის აზრს სწორედ თავისი სიტყვა მოუნახავს; მისი სიტყვა სწორედ თავის ხორცში
ჩამოსხმულა. ქმნათა სრულობა და ასრულებულის მთლიანობა რუსთაველისა პირდაპირ
ღვთიურია: “ხელთაგან მისთა ყოველი მშვენიერი გამოდის, ვით ხელთაგან შემოქმედისა”…
რუსთაველი – პოტენციაა ქართველთა სულიერი კულტურისა: მასში მოქცეულია ქართველთა
სულიერი კულტურისა: მასში მოქცეულია ქართველთა გენიის შესაძლო ცხადება…
ასეთია რუთაველი – მზიური ყვავილი ქართველობისა… თუ მეთორმეტე საუკუნე
ქართველთათვის ყვავილთა ყვავილობის ხანაა, მეცხრამეტე საუკუნე აღორძინების ტანჯვით
სავსე ცდას წამროადგენს. (ქართველთ სულიერი ტრადიციის გაწყვეტა საშუალო საუკუნეებში
მძიმე და მეტად მნიშვნელოვან საგანს შეადგენს ქართულის კულტურის კვლევისას). ამ
ხანაში ქართველობა თვალს ახელს, მაგრამ ჯერ კიდევ ბინდი ვერ მოუშორებია; აღწევს
თვითცნობას, მაგრამ სავსებით თავი ვერ შეუცვნია; ენას იდგამს, მაგრამ სიტყვა
ცეცხლით ვერ გაუხსნია; ნებას ამახვილებს, მაგრამ სრულებით ვერ უფოლადებია… და
მთავარი: საქართველო, როგორც ერთი მთლიანი მთელი; როგორც ცოცხალი არსი, არ
არსებობს: მის ადგილას ნამტვრევები ხმაურობენ მხოლოდ… აკაკი ამ ტრაგედიის ერთ-ერთი
მახასიათებელია, შეუცნობელი მასახიერებელი… იგი შეუცნობელ გრძობს, რომ საქართველოს
სულის სხეული დამსხვრეულია, – და ცდილობს შეუცნობელ მის ფერფლისაგან მისი ლანდი
წარმოშობოს… და ლანდი იგი საქართველოს სული ვით ლურჯი ფრინველი მოფრინდება კიდეც…
და აკაკიც ეტრფის მას მუდამ ჟამს… ლანდი იგი – ივერიის მწვანე მდელოთა ასული – სხვა
და სხვა ფრთებით ევლინება მას: ნინო, ქეთევან, თამარ… ეს ლანდი ზღაპარია, ან
ლეგენდა, – მაგრამ მგოსნისათვის უნამდვილესი, ვიდრე წვრილმანი და ფხიზელი
დღევანდელობა… დააკვირდით: იმ დროს, როცა პოეტის არსში ცოცხალი სული უნდა
იხსნებოდეს სტიქიურ-გამარჯვებული, იმ დროს ჩვენი პოეტი მშობლის დაფერფლილის
სხეულისაგან იწვევს ლანდს მისი სულისას… რა დაემართებოდა მას? რასაკვირველია, მისი
ხელოვანი მარჯვენა ვერ გამოვიდოდა განსაცდელისაგან სილაღით გამარჯვებული… და მოხდა
კიდეც: იმ დროს, როცა ყოველი ჩვენგანი გრძნობს აკაკის გენიის ნატეხობას, მის ქნარში
ჩვენ გენიის ნაპერწკალის ციალას თუ ვცნობთ. ეს არის საიდუმლო აკაკის ფენომენისა.
აბა განვიხილოთ და ავხსნათ ეს დებულება, ვიხილოთ ლექსი:
ვიშ ამ საღამოს, მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!
რაც უცნაურად, მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,
რომ საიმედო სასიქადულო
კაცსაც ბუნების, შეატყობინოს,
და სადაც ჭკუა სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს…
აჰა ვგრძნობ მეცა, რომ არის ზეცა,
ავსილი რაღაც ძალთა საგზნობით, –
და ეს ქვეყანა ყოვლგნით ყველგანა
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით…
დახეთ ამ მთვარეს, სხივ მომფინარეს,
თითქო ტკბილს სევდით ივსებსო გულსა!
მოკაშკაშენი, მოჭიკჭიკენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა…
ძალთა დიდება, შექმნათა ქება,
არს საიდუმლო მათი სიმღერა;
ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება,
და ეს ბანია ქებათა ქება…
ყვავილთა ენა არს სურნელთ ფშვენა,
საგალობელად აღმა-კმეული;
წყალთა ჩქრიალი ფოთოლთ შრიალი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული.
ბუნების მაყრულს, საქორწინოდ სრულს,
ეკავშირება, ზე ემატება, –
და ახლაც მეც ვგრძნობ, საიდუმლოთ
რომ არის კაცში ღვთისა ხატება…
აი, მართლაც მაყრული ბუნებისა, ნამდვილი ქორწილის ლხინი ბუნებისა, იქ საცა ჭკუა
სცდება და სტყუა, იქ პოეტის გული გრძობს ზეცის იდუმალობას. აღსანიშნავია ერთი რამ:
აქაც აკაკი წინამორბედია ახლის პოეზიისა: “ვარსკვლავნი მოჭიკჭიკენი” – ეს ხომ
პირდაპირ მოდერნისტული სახეობაა! და მერე: არც თუ მღერიან, ცეკვავენ კიდეც – “აბმენ
ფერხულსა”… ან კიდევ: ყვავილთა ენა სუნნელთ ფშვენაა, საგალობელად აღმაკმეული, –
ესეც ხომ ახალი ხაზმოსმაა უტყუარი! და ასე – ამრიგათ მთელი ბუნება შესტრფის
ღვთიურობის სხეულების სამყაროში, – აი პოეტის ინტუიცია… და ასახვა შესაძლო
სხეულებისა მშვენიერებად იბადება პოეტის შეცნობაში, – აი მისი გრძნობა… მაგრამ
ვიკითხოთ: რა არის ის იდუმალი და უცნაური ძალა, რომელიც იტაცებს ხოლმე ადამიანს ამ
უსრულო ქვეყნით და ანახვებს მას მის შესაძლო სრულ სახესა? და პოეტი ეკითხება თავის
თავს:
რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო ციური ძალა?
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გადამიცვალა?..
აი უდიდესი პრობლემა, რომლის სრულებითს გადაჭრას ჯერ კიდევ ელის კაცობრიობა. ხოლო
გზა მისი გადაწყვეტისათვის ნაჩვენებია უკევ. ბრძენი პლატონი ასე საზღვრავს
სიყვარულს: სიყვარული მშვენიერებაში შვებაა. რა სახითაც უნდა მივიღოთ ეს ბუნდოვანი
თქმულება, ერთი რამ უცილობელია: სიყვარული ეტრფის მხოლოდ მშვენიერს და იმართვის
წარმოშობოს მშვენიერი. უმზგავსო და უმგვანო მხოლოდ საზიზღარია; შემთხვევითი და
წარმავალი მხოლოდ საზარელია. სიყავრული ეტრფის მარტოდ მარტო სრულსა და უკვდავდსა.
მაგრამ ეს სოფელი, საცა არა-არის-რა სრული და უკვდავი?! რით აიხსნას სიყვარულის
მოვლენა?! მართალია, ყოველი არსი ამა სოფლისა უსრულო და სასიკვდილოა, მაგრამ თვითონ
მსოფლიო არ არის ასეთი: იგი არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული; იგი მუდამ
ცვლაში, მუდამ ვითარებაშია, მასში ღვთიურობაა (ლოგოსი). იგი სხეულდება თანდათან და
სრულდება კიდეც… ხოლო ის უცნაური ძალი, რომელიც უფსკრულში სრულს დაინახავს და
სასიკვდილოში უკვდავს, ის ძალი სიყვარულია… და ძალი იგი იმართვის მშვენიერების
შობისათვის… მეცხრამეტე საუკუნეში ჰენრიკო იბსენი შეეხო ამ მხრით სიყვარულის
მოვლენას… არნოლდს უყვარს ირენა, მაგრამ არა მისი ნამდვილი სახით, უსრულოთი და
მომაკვდავით, არამედ იმ სახით, რომელიც მან უნდა მიიღოს, სრულითა და უკვდავით…
არნოლდი მოქანდაკეა და ქვაში ამოჰკვეთს წორედ იგი ამა სასურველ და სალოდნელ სახეს
ქალისას და არქმევს მას სიმბოლო სახელს: – “დღე მკვდრეთით აღდგომისა”!.. ახლა
ვიკითხოთ, თუ როგორ პასუხს აძლევს ჩვენი მგოსანი ამ საკითხს? სწორედ ისეთს, როგორიც
პლატონმა ანიშნა და იბსენმა განმარტა. აბა დაუგდეთ ყური!
ჰო, სიყვარულო! ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!
ჰო, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ რაიცა მთლად ვანაცვალო!
შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა,
შენგან მგოსანი ფრთებ შესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა…
რომ მეც გედივით სიკვდილის წინეთ
უცნაურ ხმაზე ჩავიხმატკბილო;
გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვთქვა გალობა საშვილიშვილო…
და ვერც ხანი ერევა ამ გრძნობას.
შენ მას უგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა,
ვინც ვარდს ალფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა.
…………………
როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმათში შენათხზ-შეერთებულად, –
და საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი
დღესაც თაყვანს ვცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ეხლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად.
განმარტება მეტია! პოეტის გულში სიყვარულის ცეცხლი მხოლოდ მშვენიერებით იწვის… იგი
ასხამს მას ალიან ფრთას და ანავარდებს მას მაღლა ფრენით… იგი ესხმის მის სულის
სიმებს ციურ მალამოდ… იგია, მასში რო გედის ყივილს ააყვავილებს… და თუ სატრფო
დაიკარგა, მაშინ პოეტი ეძებს მის საფლავს ყველგან, საცა კი მშვენიერებაა დამარხული…
“სულიკო”… პოეტი დაეძებს საყვარლის საფლავს და სჩივის გულამოსკვნილი: “სადა ხარ,
ჩემო სულიკო”!.. იგი ხვდება ვარდს, ეკალნარში ამოსულს, – და შეკითხვის წამს ვარდი
შეირხევა თანხმობის ნიშნად და დაჰყრის ცრემლებად ცვარსა ციურსა… იგი ნახულობს
სულგანაბულ ბულბულს, ფოთლებში მიმალულს, – და პოეტის გულის შეკითხვას ბულბული
კვნესა-სტვენით “დიახ-დიახ”-ს შეჰყეფავს. იგი მზერს მაღლა ვარსკვლავს, ლურჯა ცის
ფსკერზე მოციალეს, – და ვარსკვლავიც დასტურს აძლევს ალერსიანი ციმციმით… და ნიავი
კი, ცელქი და კეკლუცი, ჩურჩულით ახარებს მას: “ეგ არის რასაც ეძებდიო”… ყველგან,
საცა კი მშვენიერებაა მიმალული, საფლავი საყვარლის… პოეტი თხრის ამ საფლავს და
აღადგენს მთვარეულს ლანდს მშვენიერებისას… იგი იშლებს ეკალნარში, ვით გულ-წითელა
ყლორტი ვარდისა; იგი ხმაურდება ფოთლებში, ვით გულასკვნილი სტვენა ბულბულისა; იგი
კიაფობს ლურჯა ცის სივრცეში, ვით ციალა ალმასის თვალი ვარსკვლავისა…
სიყვარული ყოველია… და დაჰმღერს პოეტი:
თვალ-აბმული, თბილ ოთახში
გალიაში ზის ბულბული,
მოხიბლულა და ჰგონია
ზამთარშიაც გაზაფხული…
წალკოტს ხედავს აყვავებულს,
ვარდებს კოკრად გადაშლილსა;
“იავ-ნანას”, “ვარდო-ნანას”
ჩვეულებითს უმღერს ტკბილსა…
ტანში უვლის ჟრუანტელი,
იქანცება, იწვის დნება…
და ცხადზედაც უტკბესია
მატყუარი ის ოცნება…
ჰიპნოტიურ, ცბიერ ძალით
კრულია და გამსჭვალული…
ხედავს სატრფოს სხივ მოსილსა
ქვეყნის დარად, ზეცის სწორად;
შეჰყურებს და ემატება
სიჭაბუკე ერთიორად…
გულს ჩანგურად აკოპიტებს,
ზე გაუბამს სულის ძაფებს,
და გედივით სიკვდილის წინ
ერთხელ კიდევ შემოსძახებს:
შენ გეტრფოდი, შენვე გეტრფი,
საიმედო ჩემს საფიცარს!
და მხოლოდ შენ ახატიხარ
ამ ჩემს წმინდა გულის ფიცარს…
და ის გული, ჩანგურად გაკოპიტებული, რომელზედაც ტრფიალის ნარნარი სიმნია
გადაჭიმულნი, ის გული – ჩანგური ერთად-ერთი მესაიდუმლეა პოეტისა… იგი არაოდეს არ
დასტოვებს მას: არც ლხინში და არც ჭირში, არც შვებაში და არც ვაებაში… პოეტი თავის
სულის ობლობას ჩანგურით ახმაურებს ხოლმე – და აღარ არის იგი ობოლი:
ჩანგურო, ჩემო ჩანგურო,
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრინ-მანჭი წკრიალი
ხელახლა მომეწყურაო…
ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი ბულბულის ენაო,
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმა ფრენაო…
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამს, კიდის კიდესო:
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე შენსა გადამკიდესო…
დიდება შენსა მოვლენას,
ციურო, ტკბილო ძალაო;
დაადნა გული შენს სიმებს
და სულიც დაიცალაო…
ასეთია ჩვენი აკაკი! იგი არწივის ფრთებით არის ასხმული და შვენის კიდეც შეკვრა
მარჯვე კამარისა, – ხოლო შემოქმედი ტანჯვა მისი ის არის, რომ მან ეს ფრთები ვერ
გაშალა სრულად. ბუნება მისი გენიალურია, გარნა მან ვერ მოგვცა ერთი მთლიანი
“ნაქმედი”. ნატეხნი კი აქა-იქ არიან გაბნეულნი. ავიღოთ თუ გინდ ლეგენდა მუსიკის
წარმოშობისა. აქ პოეტმა ისეთი ძალა გამოიჩინა, რომელიც უცილობელს ჰყოფს მის
გენიალურ მხატვრულ ბუნებას.
გამიგონია, ვითომ ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს,
და თავის ქნევით დამუქრებული
მაღლა ზეცისკენ ის ასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენი ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი.
მაგრამ იმავ დროს, ეშმაკის სული,
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანად.
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარა დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად
ააკვნესოსა და აატიროს…
ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,
პირველ მწყემსისგან მოგონებული!
აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი,
ერთად შეთხზული შეზავებული…
აქ, შესანიშნავ ნატეხში, სავსებით მხილდება აკაკის პოეტური ინდივიდუალობა. მისი
“ქმედითი” თვისება… შეუცნობელი გენიალობა აქ ნაპერწკალს ისვრის და თითქმის გენიალ
შეცნობამდის ადის ალად. იდეა და ფორმა აქ განუყრელ არიან: აქ თვითონ სიმბოლო სახე
იძლევა შინაარსს. ეს კი მაღალი ხელოვნებაა. აბა დააკვირდით, ჩვენს წინ იშლება ობლის
საფლავი. ეს სახე ადამიანის ტანჯვას ხსნის ერთი ხაზმოსმით: – ადამიანი მუდამ ობოლია
და ობლობა საფლავშიაც მიაქვს… მაგრამ ნაღველი მისი არ კვდება: იგი ღვივის საფლავში,
ვით ფერფლში მიმალული ნაკვერჩხალი. მოვა დრო და იფეთქებს იგი: საფლავს ამოთხრის
ნაღველი და ტანწერწეტა ლერწმად ასხლტება, რომ ნარნარი ტანის-რხევით ზეცას მიუტანოს
ქვეყნის ვარამი… აქ მეორე სახე იბადება თავისთავად, კიდევ უფრო მეტყველი… მაგრამ
ლერწამის გარემო ისევ ბოროტებით სუნთქავს: მოვარდება გრიგალი ქარი (ქაოსის სახე) და
ძირიანად გლეჯს მშვენიერს ლერწამს… აქ მესამე სახე ჰყოფს თავს, კიდევ უფრო ძიერი
(ბრძოლა ქაოსის კოსმოსთან)… ხოლო ლერწამი მაინც არ კვდება: მკვდარის ობოლის ნაღველს
ცოცხალი ობოლი იგებს: მწყემსი… იგი გამოსჭრის ლერწმისგან სალამურს და ამღერებს მას:
ობლის ნაღველი მუსიკად გაიშალა… აქ ერთი ხაზმოსმით სახეთა გუნდი მთავრდება: მუსიკა
სძლევს ყოველს… და შემდგომ იქმნის ერთი მთელი: ობოლი; ნაღველი, ლერწამი, მწყემსი,
სალამური; ერთი მოჭრით იქმნის შესანიშნავი ფრაგმენტი…
მგოსანი აკაკი სწორედ ეს მწყემსია, რომელმაც მოგლეჯილი ლერწამის ტანი სალამურად
გამოსჭრა და აამეტყველა…
![]() |
4.7 „შემოღამება მთაწმინდაზე“ და „მთაწმინდის მთვარე“ |
▲back to top |
„შემოღამება მთაწმინდაზე“ და „მთაწმინდის მთვარე“
გალაკტიონ ტაბიძე ერთ-ერთ ჩანაწერში „საკუთარი ლექსების შესახებ“ მიუთითებს: „ეს
ლექსი („მთაწმინდის მთვარე“) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ არის, როგორც
ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა“ (გ. ტაბიძე. 150)
ცოტა ქვემოთ პოეტი განსაზღვრავს: „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული
ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კონკრეტული
მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე)-(152). გალაკტიონი ზუსტ დევინიციას
გვაძლევს იმ საკითხებისას,რაც „მთაწმინდის მთვარეშია“ განფენილი. პოეტი ცნებების
ენით საუბრობს იმაზე, რასაც ლექსში გამოხატავს (ბრჭყალებამდე). ეს საკითხები
ფორმულირებულია ასე: პოეტი თავის პოეზიას უკავშირებს მე-19 საუკუნის კორინვერიების
შემოქმედებას.
ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ გ.ტაბიძემ 1915წ. დაწერა და ეძღვნება მთაწმინდას. იგი
გამოძახილია ბარათაშვილის ლექსისა „შემოღამება მთაწმინდაზე“, რომელიც 1933-36
წლებით თარიღდება. „ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას
უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფერიების შემოქმედებქს, აცხადებს რა
თავს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეთ“ (გ. ტაბიძე 150 ).
მართალია ამ ლექსების დაწერის თარიღებს შორის რამდენიმე ათეული წლის ინტერვალია,
მაგრამ ისინი თითქოსდა ერთმანეთსაა მიბმული. გალაკტიონი ბარარათაშვილის მსგავსად
ღამის მთაწმინდას გვიხატავს:
„და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“ -
წერს ბარათაშვილი.
„ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები“-
ვკითხულობთ „მთაწმინდის მთვარეში“. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია,რომ ორივე
პოეტი ღამის მთაწმინდაში ხედავს მეგობარს, მესაიდუმლეს და თანამგრძნობელს.
მთაწმინდის ბუნდოვან კლდეებს, ცის ლაჟვარდსა და მტკვარს ნიკოლოზ ბარათაშვილი
გრძნობით ესაუბრება, როგორც სულიერ მეგობარს. მისთვის მთაწმინდის მთა, რომელიც „ხან
მცინარია“ და „ხან ცრემლიანი“ შვების მიმცემია:
„მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა გაება,
გულ დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!“
ნიკოლოზ ბარათაშვილის მთვარე „ჯერთ უმანკო“ სულია „მხურვალე ლოცვით მიქანცებული“,
გალაკტიონთან კი წყნარი და ნაზია:
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!“
აღსანიშნავია რომ ლექსთა სათაურები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
„შემოღამება მთაწმინდაზედ“ პირდაპირი აღთქმაა: მთაწმინდის საღამო, „მთაწმინდის
მთვარე“ კი მეტაფორაა, იგი პირდაპირი აზრით არ უნდა გავიგოთ; მთაწმინდას თავისი
მთვარე არა აქვს. საერთოდ გალაკტიონის ეს ლექსი ბარათაშვილთან განსხვავებით უფრო
მეტაფორულია: „მთვარე ზამბახი“ „მთვარე შობილა“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში
„შემოღამება მთაწმინდაზე“ მთვარე ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს, რასაც გალაკტიონის
„მთაწმინდის მთვარეში“ იგი მარტოსული პოეტების თანამოაზრეა, მათი მეგობარია: „ვით
მეგობარი“ ამბობს ბარათაშვილი, გალაკტიონი კი აგრძელებს: „ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ
სულში როგორ ჩაიხედა“.
გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ ერთმანეთის გვერდითაა აკაკი და
ბარათაშვილი. საუბარს აკაკიზე იწყებს: „აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ
ძილით,“ რასაც მოსდევს ბარათაშვილზე საუბარი: „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად
სიარული.“ გალაკტიონი განსაკუთრებულ სიახლოვეს ბარათაშვილთან გრძნობდა. ორივე სულით
ობოლი იყო, ორივე ღამის მთაწმინდას გვიხატავს. გალაკტიონისათვის, ისევე როგორც
ბარათაშვილისათვის ძვირფასი და საყვარელია ღამე და მთვარე.
მთაწმინდისა და მთვარის დაკავშირება გალაკტიონ ტაბიძესთან შემთხვევითი არაა.
„ამგვარი კავშირი თითქოს გამოძახილია საუკუნით ადრე შექმნილი ლექსისა „შემოღამება
მთაწმინდაზე.“ როგორც ცნობილია ეს ლექსი საპროგრამო ლექსად ითვლება რომანტიკულ
მსოფლაღქმის, კერძოდ ადამიანისა და ბუნების ერთარსობის გასათვალისწინებლად“
(პაიჭაძე 103).
ბარათაშვილის მთაწმინდის მთვარე განწყობილების გამოხატულებაა, გალაქტიონთან კი
„მთაწმინდის მთვარე“ განწყობილებას განაპირობებს. ეს განწყობილება ნათლად სჩანს
გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარეში“. აწ მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა
„მკრთალი მძივით“ და „მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით“ მოსჩანს თეთრად
მოელვარე მტკვარი და მეტეხი. „ლექსში სწორედ პოეტის სულიერი განწყობილებისა და
ზნეობრივი შეხედულებების გადმოცემაა: აკაკის, ბარათაშვილის ილიას მთვარით
განათებული საფლავების ხილვისას პოეტისათვის იშლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი,
უკვდავების შეგრძნება სიკვდილის გზას ვარდისფერ გზად წარმოაჩენს. სწორედ ამ
განწყობილების მოწმეა, განმანათებელია მთვარე-პოეტის მესაიდუმლე და მისი ამგვარი
განწყობილების შემქმნელი“ (თ. პაიჭაძე 103). აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცა
ორივესთვის მთვარე ძირითადად სიჩუმის, იდუმალების ფიქრის, ოცნებების, სევდისა და
მარტოობის განწყობილებათა განუყოფელი ნაწილია. გალაკტიონის მთვარე, მისი იდუმალი და
ღვთიური ნათელი, ცას აცისკროვნებს, არაამქვეყნიური, ზეციური შუქით, ხოლო შემდეგ
მთაწმინდის კალთებს, მეტეხსა და მტკვარს ეფინება.
აღსანიშნავია ერთი ფაკტი: ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“,
პოეტური განწყობილება უფრო რომანტიკულია. ის მიწიერ ტვირთისაგან თავისუფლდება და
სულიერად ეხმიანება სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებს. ლექსში უარყოფილია ყოველივე
კონკრეტული, წამიერი და რა თქმა უნდა მიწიერიც. რჩებ მხოლოდ პოეტი და მარადისობა:
ამ ლექსში ყველაფერი ზევიდან ქვევით, მიწიდან ზეცისკენ მიემართება:
„ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე ცაო, ცაო ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენდამი ვერ მიაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!“
მიუხედავად იმისა, რომ ლექსში აშკარად იგრძნობა პოეტის მებრძოლი სული, ფინალი
თითქოს ოპტიმისტურ განწყობილებას ტოვებს:
„მწუხრი გულისა-სევდა გულისა-ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს.“
ლექსის მთლიანი განწყობილება მაინც ნაღვლიანია. იგი მიუღწეველი, განუხორციელებელი
ოცნების სევდიანი მოტივით არის გამსჭვალული:
„დაფიქრებული ვიდექ სერზედა, და, ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა.“
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ გადმოცემულია საოცარი
სიახლოვის განცდა ბუნებასთან. „ეს განცდა გაძლიერებულია რიტორიკული მიმართვებით და
ეპითეტებით, პოეტი ხმარობს:“ „ჰოი მთაწმინდავ!“, „ჰე, ცაო, ცაო,“ „და წყნარ საღამოს
ვით მეგობარს შემოვეტრფოდი“ (გ. ასათიანი 177).
იგივე განწყობაა გადმოცემული გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მთაწმინდის მთვარე“.
მარტოსული პოეტი შვებას მთაწმინდის ადგილებში, მთვარიან ღამეში პოულობს. აქ იგი
სრულიად სწყდება ამქვეყნიურ სამყაროს, აქ იშლება მისი „ოცნებათა ლურჯი იალქნები“,
„ციდან-ცამდე“ ფრთებს ისხამს მისი ოცნება, თუმცა მიუხედავად ამისა სიკვდილს
ყოველთვის გრძნობს გვერდით:
„თუ სიკვდილს სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს. „
და მაინც ის მზადაა დატოვოს ამქვეყნიური ცხოვრება, ოღონდაც სულიერი შვება იგრძნოს:
„თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის იმ ზღვამ რომ აღზარდა
სიკვდილის გზა არა არის, ვარდისფერ გზის გარდა.”
გალაქტიონ ტაბიძესთან „ზესკნელისა და ქვესკნელის იარუსები მარადიული ყოფნის
ჰარმონიას ქმნიან და მისი მზეთა სიმღერა ამ მარადიულობის ჰიმნია. მიუხედავად
სიკვდილის გაუფასურებისა და მასთან მისასვლელი გზის „ვარდისფრად წარმოსახვისა“ ამ
გზაზე „ზღაპარია მგოსანთ სითამამე“ ოლიმპომდე მისასვლელ გზას „ზარით და ქუხილით ვერ
გაივლი“ თუ არა ღვთის ნება, ნიჭი, გრძნობა და გონება და უპირველესად მან, პოეტმა
იცოდა, რომ შესწევდა ამის უნარი, მას შესწირა თავისი განუყოფელი სული“
(ყამბეგიშვილი ე.). გალაქტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ
სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს. მისთვის წუთისოფელიც და მარადიული
სოფელიც არარაობაა: „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენგან ჩემი ქნარი,“ რომ სიკვდილის
გზა არრა არის ვარდისფერ გხის გარდა.
ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ გ. ტაბიძე აშკარად გამოხატავს სულიერ ნათესაობას მის
დიდ წინაპარ-ბარათაშვილთან. უფრო მეტიც: ის მისგან თავს დავალებულად გრძნობს:
„ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.“
„ბარათაშვილის პოეზიის არა მხოლოდ ზეგავლენაზე შეიძლება ლაპარაკი, არამედ შეიძლება
ითქვას, რომ გალაქტიონი ბარათაშვილის პოეზიიდან ამოიზარდა. თუმცა თვითონაც ახსენებს
ლექსს „მთაწმინდის მთვარე“, „დაწყევლილ ყრმას“ და ე.ი. კიდეც აღიარებს თავს
ბარათაშვილისაგან დავალებულად. თუნდაც იმიტომ რომ მასსავით გალაქტიონსაც უყვარდა
მთაწმინდაზე ობლად სიარული.“
დამოწმებული ლიტერატურა:
1. თამარ პაიჭაძე, ლიტერატურული წერილები, თბ., 2003.
2. ეთერ ყამბეგაშვილი, გალაკტიონის სემინარიის დღიურები, თსუ გამომც., 2003.
3. გურამ ასათიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1975. თბ., 1975.
4. გალაკტიონ ტაბიძე,
თხზულებათა სრული კრებული, XII, თბ., 1975.
Elza Zedginidze
„Dusk at Mtatsmida“ and „Maon of Mtatsminda“
Many poets dedicated thair poems to Mtatsminda, the place where Georgian poets
and artmen are buried. Neither the poets of 19-20th centuries are exceptions in
this respuf.
Our work analyses Nikoloz Baratashvili's and Galaktion Tabidze's viewpaints on
this holly place, accarding to two poem „Dusk at Mtatsmiinda“ and „Moon of
Mtatsminda“.