![]() |
||
|
![]() |
ევროპული გაერთიანებების ისტორია ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე |
ევროპული გაერთიანებების ისტორია ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე
სალექციო კურსი
ავტორი და შემდგენელი: ირაკლი მეგრელიშვილი
რედაქტორი: ოქროპირ ჯიქური
თბილისი 2017
წიგნი გამოცემულია ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით
გამომცენლობა „ნწიგნობარი“
HISTORY OF EUROPEAN INTEGRATIONS FROM ANTIQUITY TO THE EUROPEAN UNION
THE READER OF THE COURSE
Author and compiled by: Irakli Megrelishvili
Editor: Oqropir Jiquri
TBILISI 2017
ISBN 978-9941-465-56-7
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნი „ევროპული გაერთიანებების ისტორია“ წარმოადგენს სასწავლო კურსის რიდერს. იგი მოიცავს 60-ზე მეტი ქართულ და ინგლისურენოვანი სხვადასხვა ავტორის ნაშრომს. მასში გამოყენებული ტექსტის მცირე ნაწილი, სურათები და რუკები არ წარმოადგენს შემდგენელის და რედაქტორის კუთვნილებას. წიგნი არ არის განკუთვნილი კომერციული მიზნებისთვის და სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გადაეცემა საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკებს.
წიგნის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ევროპული გაერთიანებების ისტორიული ასპექტები. გააცნობიერონ, რომ ევროპის ინტეგრაცია ყოველთვის არ ყოფილა ისეთი მშვიდობიანი პროცესი, როგორიც დღეს არის. საუკუნეების განმავლობაში იგი წარმოადგენდა იმპერიების, რელიგიების, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიების ჭიდილის არეალს.
საკითხი მოიცავს ევროპული მიწების გაერთიანებების მცდელობებს ანტიკური ხანიდან ევროკავშირამდე. შინაარსიდან გამომდინარე, წიგნი არ არის დატვირთული უსარგებლო თარიღებითა და დასაზეპირებელი ინფორმაციით. იგი მოიცავს ევროპაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და იდეოლოგიურ პროცესებს, ეხება მათ ანალიზს და მიმართულია სტუდენტების სააზროვნო პოტენციალის ასამაღლებლად. მასალას თან ახლავს რუკები, ფოტოები და სქემები, რადგან მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი გახდეს მიწოდებული ინფორმაცია. წიგნში აღწერილი ეპიზოდები საშუალებას აძლევს მკითხველს გაეცნონ ისტორიულ, ადამიანურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეცდომებისა თუ წარმატებების მაგალითებს, გაავლონ პარალელები თანამედროვე სამყაროში არსებულ მოვლენებთან და შეადარონ საქართველოში განვითარებულ პროცესებს.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, წიგნი საინტერესო წასაკითხი იქნება არა მარტო სტუდეტებისთვის, არამედ ევროპის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისათვის.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 რა არის ევროპა? |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
რა არის ევროპა?
ევროპის ცნება და განმარტება მრავალფეროვანია. იგი დროის ცვალებადობასთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელობით განიმარტებოდა. ამიტომ საინტერესო იქნება ევროპის შინაარსი, როგორც გეოგრაფიული, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით განვმარტოთ. რა იყო „ევროპის“ წარსული მნიშვნელობა და რა არის მისი თანამედროვე გაგება? რას ნიშნავს ევროპეიზაცია? არსებობს თუ არა ევროპული იდენტობა? ან არსებობს თუ არა ევროპის იდეა, როგორც ღირებულება და არა მხოლოდ გეოგრაფიული განსაზღვრება?
აღსანიშნავია, რომ „ევროპის“ თანამედროვე პოლიტიკური გაგება სრულიად განსხვავებულია საუკუნეების წინანდელი გეოგრაფიული განმარტებისგან. მისი დღევანდელი არსი დასავლეთ ევროპაში განმანათლებლობის ეპოქისა და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციიდან იღებს სათავეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-18 საუკუნეში. თავდაპირველად კი სიტყვა „ევროპა“ დამკვიდრდა ანტიკურ საბერძნეთში. სავარაუდოდ იგი ძველი ფინიკიური სიტყვაა და ნიშნავს „მიწას, სადაც მზე ჩადის“. საპირისპიროდ სიტყვა „აზიისგან“, რომელიც აღნიშნავდა „მიწას, საიდანაც მზე ამოდის“. შესაბამისად, ეს იყო მხოლოდ ისეთი „დასავლეთი“, რომლითაც ძველი ბერძნები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდნენ აზიისა და აფრიკისაგან.
მრავალი საუკუნის განმავლობაში სიტყვა „ევროპა“ იყო აღმნიშვნელი ქრისტიანული სამყაროსი, რომელიც ცდილობდა განეცალკავებინა და დაეცვა მისი კულტურული სამყარო ისლამისაგან, ხოლო მოგვიანებით „ევროპამ“ განმანათლებლობის და სწრაფი განვითარების ფონზე, პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. იგი ცვლილებების, განვითარების, მოდერნიზაციის და ადამიანზე ორიენტირებული ღირებულებების სიმბოლოდ იქცა. შესაბამისად, დაირღვა წინა საუკუნეების გეოგრაფიული საზღვრები და გაფართოვდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით, ევროპაში უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მასზე გაცილებით დიდ აფრიკასა და ამერიკაში. ეს მისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით აიხსნება. თუმცა XVI-XX საუკუნეებში ევროპაში არ იყო სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებელი, რადგან მისი მოსახლეობა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტების კოლონიზაციის პროცესში იყო ჩართული.
თანამედროვე ევროპის უმრავლესობა ერთ ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული. ესაა ევროკავშირი, რომელსაც სახელმწიფოს სტრუქტურული ნიშნებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო არაა მისი წევრი, ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს მაინც სრულიად იზიარებს. ესაა ნორვეგია და შვეიცარია. ზოგიერთი სახელმწიფო გაწევრიანების მოლოდინშია, მაგალითად უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო საერთოდ შორს დგას, როგორც ევროკავშირის ღირებულებებისგან, ასევე მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან. მაგალითად, ბელორუსია, რუსეთი და ამ უკანასკნელის ზემოქმედებით სომხეთი და აზერბაიჯანი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დღესდღეობით მშვიდობიან პროცესს წარმოადგენს და თავად ეს ორგანიზაცია არის გარანტი მშვიდობის, ადამიანის უფლებების დამცველი და ეკონომიკური აღმავლობის, მაინც ევროპული მიწების ინტეგრაცია ყოველთვის არ ყოფილა მშვიდობიანი. საუკუნეების განმავლობაში ევროპული ინტეგრაცია სისხლიანი ომებისა და იდეოლოგიური ბრძოლების სინონიმი იყო. ქვემოთ სწორედ ამ გაერთიანებებზე და მათ მცდელობებზე გვექნება საუბარი.
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ერების და სახელმწიფოების უმრავლესობა ცხოველური პრინციპით მოქმედებდა. მოინადირე ან იქნები მონადირებული, მოკალი ან იქნები მოკლული. ამ პრინციპით თითქოს ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ხალხი ვერ კმაყოფილდებოდა იმ ტერიტორიით, სადაც ის იყო დასახლებული. ყოველთვის მეტს ითხოვდა, ყოველთვის ესხმოდა მეზობელს თავს ან თავად იყო ოკუპირებული, ანექსირებული, ასიმილირებული და დატყვევებული. შესაბამისად, სამხედრო კონფლიქტები, ადამიანების მასობრივი ხოცვა და მიწების გაერთიანების სურვილი გამუდმებით თან სდევდა ევროპის ისტორიას და ცხოვრების ყოველდღიურობას წარმოადგენდა. მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ხდებოდა კულტურული აღმავლობა, ეკონომიკური და მეცნიერული განვითარება. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა თითქმის 30 საუკუნის შემდეგ ევროპის მიწების უმეტეს ნაწილზე მშვიდობა დამყარებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უდიდეს ნაწილში მშვიდობიანი თანაცხოვრება არსებობს, აქვეა იმპერიული და დიქტატორული პოლიტიკის მქონე სახელწმიფოებიც. მართალია ბელორუსია, საბედნიეროდ, შეიარაღებულ კონფლიქტში არ იმყოფება, მაგრამ იგი ცნობილია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით, ხოლო რუსეთი, არა მარტო არ იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, არამედ შეიარაღებულ კონფლიქტებს აწარმოებს მეზობელ სახელმწიფოებთან და მთლიანად რეგიონში დაძაბულობის ფონს ქმნის. შესაბამისად, მშვიდობიან განვითარებასთან ერთად, იმპერიალიზმი და დიქტატურა კვლავ არის ევროპის სამწუხარო რეალობა.
დღევანდელობამდე კი ევროპამ უდიდესი იმპერიების ხანა გამოიარა. ეს იყო რომის იმპერია, ბიზანტიისა და ფრანკთა იმპერია, ნაპოლეონის ევროპა, რომის პაპების, ფაშიზმის, სოციალიზმის მცდელობები გაეერთიანებინათ ევროპული მიწები თავიანთი გავლენის ქვეშ. ამის შედეგი იყო იდეოლოგიურ-რელიგიური ომები და ორი დამანგრეველი მსოფლიო ომი. მხოლოდ მილიონობით ადამიანის დახოცვის შედეგად მივიდნენ ევროპელი ხალხები იმ აზრამდე, რომ ადამიანის უმრავლესობას მშვიდობა, თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა სურს. ამის გამო ევროპის ხალხებმა რთულად და სისხლის ფასად გაიარა განმანათლებლობის ეპოქა, გამუდმებით ანტაგონისტურად განწყობილი მონარქიები და სხვა ტიპის ხელისუფლებები (დიქტატურა, ავტოკრატიზმი, ტოტალიტარიზმი) ნელ-ნელა შეიცვალა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებებით, დაექვემდებარა საზოგადოების კონტროლს, კანონის უზენაესობას და მიღებული იქნა შეთანხმება დემოკრატიის იმ პრინციპებზე, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ასევე მოხდა საერთო ეკონომიკური პრინციპების შემუშავება, შეიქმნა ევროპული თანამეგობრობა და საბოლოოდ ევროკავშირი.
დასკვნის სახით, შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ევროპა არის გეოგრაფიული და პოლიტიკური მნიშვნელობის ცნება. პირველ შემთხვევაში, მას განსაზღვრავენ, როგორც კონტინენტს ან ნახევარკონტინენტს, სადაც თავმოყრილია ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, კულტურული განსხვავებები და ორმოცდაათი სახელმწიფო. მათ ბევრი აქვთ განსხვავება, მაგრამ ამავე დროს საერთოც ბევრია. მეორე შემთხვევაში, ევროპას პოლიტიკურ ინტერპრეტაციას ვანიჭებთ, რომლის მიხედვითაც ეს არის ცივილიზაცია, რომელიც გამუდმებით განიცდის ცვლილებებსა და განვითარებას. ის არის
ბერძნულ-რომაული და ქრისტიანული კულტურის შთამომავალი, დგას განმანათლებლობის ისეთ იდეალებზე, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ძალაუფლების დანაწილება და თავისუფალი სავაჭრო გარემო.
![]() |
2.2 ევროპის ეთნიკურ-ლინგვისტური მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის ეთნიკურ-ლინგვისტური მიმოხილვა
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში 50 სახელმწიფოა, იგი გაცილებით ნაკლებ ლინგვისტურ გაერთიანებებს ქმნის. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ერთ ენაზე (მაგ: გერმანია, ლუქსემბურგი) ან ერთი წარმოშობის ენაზე საუბრობენ (მაგ: რუსეთი,უკრაინა) და არიან ისეთები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის გარდა არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს სხვა სახელმწიფოების ენებთან (მაგ: საქართველო). ევროპაში არსებული ერების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ინდო-ევროპულ ლინგვისტურ ჯგუფს განეკუთვნება. მხოლოდ იბერიულ-კავკასიური, ბასკური და ფინო-უგრული ენები წარმოადგენს არა ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს. იბერიულ, იგივე ქართულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება ქართული, ზანური (მეგრული და ლაზური) და სვანური, ხოლო ჩრდილო-კავკასიურს ჩერქეზული, აფხაზური, ადიღეული, ყაბარდული, ავარული, ინგუშური, ჩეჩნური და დაღესტნური ენები. ბასკური ენა ერთადერთია ევროპაში, რომელიც არც ერთ ცოცხალ ენას არ ენათესავება და იგი იზოლირებულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება.
![]() |
2.3 ხალხთა დიდი გადასახლებები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 70 ხალხი ცხოვრობს და როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ 50 სახელმწიფოში არიან თავმოყრილნი. მათი ენობრივ-ეთნიკური ფორმირება ახ.წ. აღ. I ათასწლეულში დიდი ტომობრივი და ეთნიკური ხალხების გადაადგილებებით და ერთმანეთში არევით ჩამოყალიბდა.
VIII საუკუნიდან სხვა გერმანული წარმოშობის ტომებმა, რომლებიც სკანდინავიაში სახლობდნენ და რომლებსაც ვიკინგები ერქვათ მრავალი მიმართულებით დაიწყეს ლაშქრობა. თუმცა ეს ნორმანები (ჩრდილოელი კაცები) ყველა ირგვლივ მყოფ მოსახლეობაში აითქვიფნენ და ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარი ეთნოსი შეინარჩუნეს ისლანდიაა.
აღსანიშნავია გაფრანგებული ვიკინგების მდგომარეობა, რომლებიც ინგლისში შეიჭრნენ XI საუკუნეში და ადგილობრივ ანგლო-საქსებთან ერთად თანამედროვე ინგლისურ ეთნოსს დაუდეს სათავე.
I საუკუნეში რომის იმპერია უკვე იკავებდა ევროპის უდიდეს ნაწილს. მან სამხრეთ ბრიტანეთიდან დუნაის სამხრეთამდე და რეინის დასავლეთამდე შექმნა პროვინციები, მაგალითად, დაკიის, გალიის, ესპანეთის (იბე- რიის) და სხვა. ამ პროვინციებში მოხდა რომაული მოსახლეობის და კულტურის მიგრაცია, თუმცა ლათინური ენა ადგილობრივების ენებს შეერწყა და ჩამოყალიბდა ისეთი სალაპარაკო ენები, როგორიცა<>ა ფრანგული, ესპანური, რუმინული და ზემოთ ნახსენები სხვა რომანული ენები. IV საუკუნიდან რომის იმპერიაში და მის მიერ დაკავებულ მიწებზე გერმანული ტომები შეიჭრნენ: ვესტგოთები და ოსტგოთები, ფრანკები და ბურგუნდიელები. თუმცა მათ არსებითი გავლენა ვერ მოახდინეს ადგილობრივ მოსახლეობაზე და რომანიზებულ მოსახლეობაში აითქვიფნენ. მაგალითად, ასე ჩამოყალიბდა რომანულენოვანი ფრანგი ხალხი. V საუკუნეში ასევე გერმანულმა ტომებმა, ანგლებმა და საქსებმა ბრიტანეთში გადასახლება დაიწყეს და შეავიწროვეს ბრიტები და კელტები. თუმცა უნდა ითქვას, რომ არც კელტები იყვნენ ბრიტანეთის პირველმოსახლენი, მათ თავის დროზე პიკტების ასიმილირება მოახდინეს. |
|
1. რომანები ეთნოსების მიგრაცია; 2. გერმანული ეთნოსების მიგრაცია; 2*. სკანდინავიელი გერმანული ეთნოსების მიგრაცია; 3. სლავური ეთნოსების მიგრაცია |
რომანულ და გერმანულ ხალხებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თანამედროვე ევროპელი ხალხების ფორმირებაში სლავურმა ტომებმაც. V საუკუნიდან სლავები ვოლგისპირეთიდან დაიძრნენ დასავლეთისკენ. მათ აითვისეს ჰუნების მიერ ათვისებული მიწები, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამრავლდნენ და გაიყვნენ აღმოსავლეთ სლავებად: რუსები, ბელორუსები და უკრაინელები; დასავლეთ სლავებად: პოლონელები, ჩეხები და სლოვაკები; და სამხრეთ სლავებად: ხორვატები, მაკედონიელები, ბოსნიელები, სერბები და ბულგარელები. ამ უკანასკნელთა ხალხი თურქულენოვანი ბულგარი ტომების შემოსევებს განიცდიდა, თუმცა კი საბოლოოდ თავად ასიმილირდნენ სლავებში.
ასევე საინტერესოა, რომ გერმანული ტომების მიერ სლავი ჩეხების შევიწროვებით მოხდა ავსტრიელი ხალხის ფორმირება, ხოლო ესპანეთს ჩამოშორებული ხალხისგან პორტუგალიელების. ბალტიისპირა ენოვანმა პრუსიელებმა კი თავიანთი ენა დაივიწყეს და გერმანულ ენაზე ალაპარაკდნენ.
ასეთი მიგრაციებით, ასიმილირებითა და სისხლიანი ოკუპაციებით მოხდა თანამედროვე ევროპის ერების ფორმირება. უკიდურესად ანტაგონისტურმა ერებმა მოახერხეს, რომ ორი მსოფლიო ომი ეწარმოებინათ, რასაც 100 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ეს იმ დროინდელი მოსახლეობისათვის ცოტა არ იყო და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება.
![]() |
2.4 ევროპეიზაცია, ევროპული იდენტობა და ევროპის იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპეიზაცია, ევროპული იდენტობა და ევროპის იდეა
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება, მათ თანამედროვე ეპოქაში გაცილებით მეტი აქვთ საერთო, რაც მათ თანამეგობრობას უფრო მჭიდროს ხდის. ესაა არა ბუნდოვანი ხალხების ასიმილირება, რასაც ადგილი ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ღირებულებები და ცხოვრების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. თანამედროვე სოციალური და კულტურული ფაქტორების გავრცელებას „ევროპეიზაციად“ მოიხსენიებენ ანუ ეს არის „ევროპა“ პროცესში, მოქმედებაში და გავრცელებაში.
ევროპეიზაცია არის პროცესი სტრუქტურული, ინსტიტუციური და ღირებულებითი ცვლილებების. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინში იგულისხმება ევროპული გავლენისა და სოციალური ნორმების ექსპორტი. უფრო დეტალურად კი ეს არის ინსტიტუციური პროცესი, სადაც ახალი წესები და აზროვნების ახალი ფორმები ვითარდება. იგი მოიცავს კულტურულ ცვლილებებს, ახალი იდენტობის ფორმირებას, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცვლილებებს, ინოვაციებს, საზოგადოებრივ ტრანსფორმაციასა და მოდერნიზაციას. იგი გულისხმობს საერთო შეხედულებებისა და ნორმების შესახებ ფორმალური და არაფორმალური წესების, პროცედურებისა და მეთოდების დანერგვის გავრცელებას.
ევროპეიზაცია ასევე ესმით, როგორც ტრანსნაციონალური პროცესი, რომელიც არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის კუთვნილება და ან მასთან ასოცირებული მოვლენა. სხვადასხვა ევროპული საზოგადოებები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მჭიდროდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ქმნიან კოსმოპოლიტურ ერთობას. ევროპეიზაცია დღეს დიდად არის დამოკიდებული ევროკავშირზე. იგი თავმოყრილია ევროკავშირის პოლიტიკის პროცესში და ხორციელდება ადგილობრივ პოლიტიკურ სტრუქტურებში და საზოგადოებებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი ქვეყნების შიდა ფაქტორებს გავლენა არ აქვთ. პირიქით, ხშირად მათგან წამოსული იდეები ან პროცესები სრულიად ევროპის მასშტაბითაც კი ვრცელდება.
არსებობს ევროპეიზაციის სამი მექანიზმი. პირველი, ესაა როდესაც ევროკავშირი ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან ადგილობრივი ინსტიტუტების თანხვედრას და აღრმავებს ქვეყნებს შორის ინტეგრაციას. მეორე, როდესაც ხდება ადგილობრივი რესურსების ხელმისაწვდომობა და გადანაწილება ევროპის მასშტაბის მიხედვით. აქ მონოპოლიები და პროტექციული
უპირატესობები წარსულს ბარდება და ერთიანი ბაზრის ნაწილები ხდებიან. და მესამე, როდესაც ევროპული პოლიტიკა ახდენს გავლენას ადგილობრივი ქვეყნების შიდა ფაქტორების შეხედულებებსა და წარმოდგენებზე. ევროპეიზაციის გავრცელება დაიწყო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა დღეს იგი თავად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც შეიძლება გავრცელდეს დასავლეთის მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმ ინოვაციებზე და პროგრესზე, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოცენდეს და განვითარდეს.
იყო დრო, როდესაც ევროპეიზაცია ასოცირდებოდა კოლონიალიზმთან და ევროპული იმპერიალიზმის მსოფლიოში გავრცელებასთან. მაგრამ ეს იყო XVIII-XX საუკუნეებში, როდესაც ევროპეიზაცია ასოცირდებოდა საზოგადოების ტრანსფორმაციასთან და მოდერნიზაციასთან, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ადაპტაციასთან ადგილობრივი კოლონიების ევროპულ სახელმწიფოებთან და საზოგადოებებთან. დღეს კი სხვა რეალობაა. ევროპეიზაცია უფრო ევროპული ინტეგრაციის პროცესია, ვიდრე გლობალური მოვლენა, რადგან დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში განვითარება, ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია მხოლოდ ევროპაში არ ხდება. მას ადგილი აქვს, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ასევე შორეულ აზიაში. ამიტომ მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია ავტომატურად ევროპეიზაციას აღარ გულისხმობს, თუმცა პირიქით, სწორედ მათი აღმნიშვნელია. შესაბამისად ევროპეიზაცია არის გლობალიზაციის მხოლოდ რეგიონული გამოვლინება თავისი მახასიათებლებით და განსხვავებებით, დედამიწის სხვა რეგიონის მოდერნისტული და კოსმოპოლიტური პროცესებისგან.
ასეთი პროცესების განვითარების ფონზე, ადგილი აქვს ევროპული ტრანსნაციონალური საზოგადოების და იდენტობის ფორმირებას. თავად ტერმინი „იდენტობა“ გულისხმობს თუ რა ღირებულებებთან აიგივებს ადამიანი თავს. მაგალითად, არსებობს ეთნიკური, ეროვნული, კულტურული იდენტობა, ხოლო ტერმინი „ევროპული იდენტობა“ 1960-იანი წლებიდან ჩნდება. მას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. პირველი, როდესაც ადამიანები საკუთარი თავის ასოცირებას ახდენენ ევროპულ კულტურასა და პოლიტიკასთან. თუმცა ეს ინდივიდუალური აღქმაა და არა კოლექტიური. მეორე მნიშვნელობით, იგი უკავშირდება ევროკავშირის პოლიტიკას,
რაც ერთიან კულტურულ ფენომენს ქმნის. მაგალითად ერთიანი სავალუტო სისტემა, შენგენის ზონის წევრობა, ერთიანი შესაძლებლობების მქონე პასპორტები, ერთიანი საგანმანათლებლო წესები, რომელიც ბოლონიის პროცესის სახელითაა ცნობილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ იდენტობის განცდა ისეთი საყოველთაო არ არის, როგორც ეროვნული, მაგრამ ფაქტია არსებობს და მნიშვნელოვანი მოვლენაა. მესამე მნიშვნელობით, ევროპული იდენტობა ევროპული კულტურის განზოგადებული კონცეფციაა, როგორც რეგიონის, რომელსაც მრავალფეროვნების მიუხედავად საერთო კულტურული ფონი აქვს და ერთიან ცივილიზაციას ქმნის. ასეთ დროს ადამიანთა გაერთიანებები, საზოგადოებები, მოძრაობები და ინდივიდუალური მოქალაქეებიც კი საკუთარი თავის ასოცირებას ევროპულ იდენტობასთან ახდენენ.
და მაინც, იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ევროპული იდენტობა ისეთი, როგორც ეთნოსი ან ეროვნებაა, იგი მაინც პოლიტიკური დატვირთვისაა და ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რაც ახდენს თვითიდენტიფიკაციას „სხვებისგან“. ეს ფასეულობები სწორედ ინდივიდის საჭიროებებს პასუხობს. ესაა წარმომადგენლობითი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო საკუთრება, საერთო ბაზარი და სხვა. ადამიანის ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება „ევროპული იდეითაა“ ცნობილი.
ეს პოლიტიკური იდეა ჯერ კიდევ თითქმის სამი საუკუნის წინ გაჩნდა. გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა ივარაუდა, რომ ევროპის გაერთიანება მოხდებოდა მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფოში დამყარდებოდა ხალხის მმართველობა, იგივე რესპუბლიკა. აქ ადამიანების თავისუფლება და თანასწორობა დაცული იქნებოდა კონსტიტუციით და არა მმართველების, მონარქების თუ ლიდერების ნება-სურვილით. ხელისუფლება კი იქნებოდა სამ შტოში გადანაწილებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. იგი ასევე ვარაუდობდა, რომ ერთნაირად უნდა ყოფილიყო დაცული და მიღებული, როგორც სახელმწიფოების ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ასევე კოსმოპოლიტური უფლებები. თავისუფალი ვაჭრობა და კანონის უზენაესობა უნდა გავრცელებულიყო მსოფლიოში, როგორც განვითარების ეტაპი და ევროპული იდეა. როგორც ჩანს, ევროპაში დღევანდელი მიმდინარე პროცესებიდან, ეს ვარაუდი, სულაც არ იყო უტოპიური და თითქმის სრუ-
ლადაა რეალიზებული ევროკავშირის სახით. ამ ორგანიზაციაშია სწორედ განსხეულებული ეს იდეა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე დიდ ეკონომიკურ გაერთიანებას, არამედ ღირებულებების ერთობლიობას. აქ მთავარი იდეა ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებებია დაცული, მისი პოლიტიკური ეკონომიკური, აღმსარებლობითი თავისუფლება, სოციალური თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ხელისუფლების არჩევითობის უფლება, მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია, კანონის უზენაესობა, პლურალიზმი, სეკულარიზმი და ენვაირონმენტალიზმი საერთო ჯამში ქმნის ევროპულ იდეას, რაც მჭიდროდ აერთიანებს ადამიანებს ეთნიკური, ეროვნული თუ ენობრივი განსხვავებების მიუხედავად.
ეს საინტერესოა: ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, ანტიკურ საბერძნეთში სიტყვა “ევროპა” ბერძნული ქალღმერთის სახელი იყო. იმის გამო, რომ ძველი ბერძნების ღმერთს ზევსს იგი ძალიან მოეწონა, გადაიქცა ხარად და ამ სახით მიუახლოვდა, შემდეგ ზურგზე შემოისვა, მოიტაცა და კუნძულ კრეტაზე მიიყვანა. აქ მათ სამი შვილი ეყოლათ, ხოლო ევროპა კრეტის დედოფლად იქცა. |
![]() |
3 ელინიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ანტიკური ევროპის სამშობლო |
▲ზევით დაბრუნება |
ელინიზმი
ანტიკური ევროპის სამშობლო ევროპული ცივილიზაციის საწყისი ხმელთაშუა ზღვისპირეთია. გამომდინარე იქიდან, რომ ანბანური დამწერლობა პირველად ფინიკიელებმა გამოიგონეს, ხოლო მისი ადაპტაცია ბერძნებმა მოახდინეს, ძველი ელინების (იგივე ბერძნების) გარდა ევროპაში სხვა ხალხების ცივილიზაციური მიღწევების უფრო ადრეული ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. სწორედ ძველი ბერძნები იყვნენ ვინც პირველებმა შეძლეს ევროპის მიწების ფართო და წარმატებული კოლონიზაცია. იმის გამო, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძული არ გამოირჩეოდა საკმარისი ნაყოფიერი მიწებით, ძველ ბერძნებს საზღვაო ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება მიეცათ. ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულში მსოფლიო რუკაზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ცივილიზაციები თუ არსებობდა, ისიც ქალაქ-სახელმწიფოების სახით და მოსახლეობაც მცირე რაოდენობით იყო ევროპის და წინა აზიის ტერიტორიაზე. |
|
მიუხედავად იმისა, რომ ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი ლიდერი ქალაქის ათენის მოსახლეობა დაახლოებით 150 000 კაცს შეადგენდა, ანბანური დამწერლობის შემოღების წყალობით ჩვენამდე მოღწეულია იმ დროის კულტურული, პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა ისტორიული მიღწევები. ძველი ბერძენი პოეტების და ისტორიკოსების მეშვეობით ხდება ცნობილი, რომ ძველი საბერძნეთი სწორედ ანტიკური ევროპის სამშობლოა. მსგავსი მიღწევები იმ დროის არც ერთ ხალხში არ ფიქსირდება, ხოლო ძველი ბერძნების ცხოვრების ასპექტები თანამედროვე ეპოქის ნაწილიცაა უკვე არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მათი ენა იგრძნობა დღევანდელ ენაში, მედიცინაში, მეცნიერებაში, არქიტექტურაში, თეატრში, სპორტში და პოლიტიკაში.
ძვ.წ. VIII საუკუნიდან ძველი ბერძნების კოლონიები ძირითადად ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო სანაპიროებს მოიცავდა, განსხვავებით ფინიკიელებისგან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროების ათვისებას ცდილობდნენ და გაცილებით ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბერძნები. ეს უკანასკნელნი საკუთარ თავს ელინებს უწოდებდნენ, მათი ნახევრადმითოლოგიური ეთნარქი „ჰელენეს“ პატივსაცემად. ელინების განსახლება მოიცავდა პირინეის, აპენინის, ბალკანეთის, ანატოლიის ნახევარკუნძულს, უამრავ ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულებს და შავი ზღვის სანაპიროებს. ამ ტერიტორიებზე ისინი აარსებდნენ ქალაქ-სახელმწიფოებს, იგივე პოლისებს, რომელიც ელინური კულტურის სტრუქტურიზებულ გამავრცელებელ წყაროს წარმოადგენდა. ამ პოლისების მეშვეობით ძველი ბერძნები არამარტო ითვისებდნენ მიმდებარე სახნავ-სათეს მიწებს, არამედ ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობებს ამყარებდნენ ადგილობდრივ მოსახლეობასთან, რაც სარფიანი სავაჭრო კავშირებით მთავრდებოდა.
ელინური კოლონიზაციის გაძლიერებასთან ერთად გაიზარდა კონკურენცია ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ნელ-ნელა ძლიერები სუსტებს იქვემდებარებდნენ და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას იძლიერებდნენ. კოლონიზაციის საწყისს ეტაპებზე უკვე გამოიკვეთა ათიკას, სპარტას და სირაკუზის პოლისები. პირველი ორი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იყო, უკანასკნელი კი სიცილიის კუნძულზე ბატონობდა. მიუხედავად კონკურენციისა, ელინების კანონებით შიდა საქმეების წარმოებაში ყველა პოლისი დამოუკიდებელი იყო, თუმცა ეს სუვერენიტეტი ხშირად ირღვეოდა და ომების საბაბი ხდებოდა.
ომების მიზეზს მხოლოდ ეკონომიკური მოტივები არ წარმოადგენდა. ელინისტური კოლონიზაცია ძირითადად პოლიტიკური
იდეოლოგიების ჭიდილს წარმოადგენდა. სწორედ ეს ცივილიზაცია იყო ისეთი პოლიტიკური იდეოლოგიების სამშობლო როგორებიც დღესაც გვხვდება თანამედროვე მსოფლიოში. ესაა ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია. მათ სამშობლოს სწორედ ძველი საბერძნეთი წარმოადგენს.
![]() |
3.2 ძველი საბერძნეთის პოლიტიკური სისტემები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.2.1 ტირანია |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი საბერძნეთის პოლიტიკური სისტემები
ტირანია
ტირანია უფრო ახლოს იდგა იმ დროს გავრცელებულ მართვის ფორმასთან, როგორიცაა ბელადის ან მეფის ინსტიტუტი, ვიდრე დანარჩენები. ტირანიც მათ მსგავსად ერთპიროვნულ მმართველს გულისხმობდა, მაგრამ როგორც წესი მათ ძალაუფლება ძალადობით ჰქონდათ მოპოვებული და არა საყოველთაო თანხმობით ან მემკვიდრეობით. ისინი ხელისუფლების უზურპატორებს წარმოადგენდნენ. ასეთი ერთმმართველობის ტრადიცია ძირითადად ელინისტური სამყაროს განაპირა რეგიონებში მძლავრობდა, მაგალითად, სიცილიაში, შავიზღვისპირეთში, ანატოლიის პოლისებში. პერიოდულად, ტირანია კონტინენტურ ელადაშიც იჩენდა თავს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად იგი დემოკრატიის იდეების დამცველად გვევლინებოდა. მართვის ეს სტილი ერთმმართველი დინასტიის შექმნის გზით მიდიოდა და ფაქტობრივად მეფე-მონარქობისკენ მიისწრაფოდა. ძველ საბერძნეთში ტირანები ხშირად საბჭოსა და სახალხო კრების ინსტიტუტს ხელშეუხებლად ტოვებდნენ, რადგან სწორედ ეს წარმოადგენდა ელინისტური ცხოვრების ყოველდღიურ აუცილებლობას, რაც მეტად სენსიტიური თემა იყო ყველა ბერძენი მოქალაქისთვის. თუმცა ტირანიის პირობებში ეს ინსტიტუტები სუსტდებოდნენ, ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებდნენ და ტირანის ინტერესების გამტარებლებად იქცეოდნენ. ასეთ პირობებში ტირანთა პიროვნული როლი უფრო და უფრო იზრდებოდა და პოლისის ყველა წარმატება მათ მიეწერებოდათ, რაც ტირანების პიროვნულ განდიდებას უწყობდა ხელს. ასეთ სიმაღლეზე აყვანა კი პიროვნული კულტის შექმნას, მათ ხელშეუხებლობასა და გაღმერთებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, ტირანიას ხშირად დადებითი შედეგებიც მოჰქონდა. ზოგჯერ, ტირანები მართლაც ამა თუ იმ პოლისს მხსნელებად მოევლინებოდნენ ხოლმე. მათი მმართველობა უფრო მყარი იყო, ვიდრე მაგალითად დემოკრატია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ტირანიას დემოკრატიაც გადაურჩენია. ამის მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური ბერძნები ტირანიის წინააღმდეგ უფრო გამოდიოდნენ, ვიდრე მათი ხოტბის შესასხმელად. მათი გადმოცემით, სახელმწიფო სამსახურები ტირანიას ისე ემსახურებოდნენ, რომ მმართველი პიროვნების კერპად ქცევას უწყობდნენ ხელს, ადუნებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას და ხშირად სრულიადაც ჩაკლავდნენ მათ.
![]() |
3.2.2 ოლიგარქია |
▲ზევით დაბრუნება |
ოლიგარქია
ოლიგარქია ნიშნავს ქვეყნის მართვას ვიწრო წრის, ფინანსურად ძლიერი ელიტის მიერ. იგი თავისი ინტერესების გატარებისკენ უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე უბრალო ხალხისათვის. ოლიგარქებისთვის მნიშვნელოვანი იყო ქონებრივი ცენზი. ამიტომ ისინი ხალხს, რომელიც გაჭირვებულ ფენას წარმოადგენდა, არ მიიჩნევდნენ სახელმწიფო საქმეებზე ფიქრის შემძლედ. მათი აზრით, ღარიბ მოსახლეობას მაქსიმუმ სახალხო კრებაზე მიეღო მონაწილეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო მართვის ორგანოებში. ოლიგარქიის მომხრეები თვლიდნენ, რომ მხოლოდ მათ შეეძლოთ სახელმწიფო სადავეები ისეთი პირებისთვის მიენდოთ, ვინც ამისთვის მზად იყო აღზრდითაც და ქონებითაც. სახელმწიფო მოღვაწეობისთვის მზადება კი ნიშნავდა სათანადო განათლების ქონას და ამავდროულად პიროვნული გამდიდრების საჭიროების არ არსებობას. სწორედ ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ სახელმწიფო სადავეები არისტოკრატიის ხელში უნდა ყოფილიყო, ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც სიქველისა და კეთილშობილებისკენ იყვნენ მიდრეკილნი.
თუმცა ოლიგარქიის მთავარ ნაკლოვანებებად ითვლებოდა ის, რომ იგი გზას უკეტავდა ხალხის ანუ „დემოსის“ ემანსიპაციას და რაც არ უნდა ნიჭიერი ან გამჭრიახი ყოფილიყო ადამიანი, მას სახელმწიფო სადავეებისკენ მიმავალი გზის კარი დახურული ჰქონდა. ამავე დროს, სოციალური უთანასწორობა ოლიგარქიის პირობებში უფრო იზრდება, რაც საზოგადოებაში დაძაბულობას უფრო ზრდიდა და შეიარაღებულ კონფლიქტებამდეც კი მიდიოდა.
![]() |
3.2.3 დემოკრატია |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატია
თუ ტირანია და ოლიგარქია ანტიკური საბერძნეთისთვის კარგად ნაცნობი მართვის სტილი იყო, დემოკრატია სრულიად ახალ ხილს წარმოადგენდა და მისი ფორმირება ძვ.წ. V საუკუნეში მოხდა. მან უმაღლესი განვითარების დონეს ათენში მიაღწია და სხვა პოლისებშიც მისგან გავრცელდა.
დიდი მდინარეებია ვოლგა, დუნაი, დნეპრი, დონი, პეჩორა, ჩრდ. დვინა, რეინი, ვისლა, ელბა, ოდრა, რონა, ლუარა და ტახო. ხოლო დიდი ტბები: ლადოგის, ომეგის, ჩუდის, ვენერნის, ბალატონისა და ჟენევის ტბები.
მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით, ევროპაში უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მასზე გაცილებით დიდ აფრიკასა და ამერიკაში. ეს მისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით აიხსნება. თუმცა XVI-XX საუკუნეებში ევროპაში არ იყო სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებელი, რადგან მისი მოსახლეობა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტების კოლონიზაციის პროცესში იყო ჩართული.
დემოკრატიის ფორმირებამდე, მას წინ უძღოდა ათენის მკაცრი კანონები, რომელიც „დრაკონული კანონების“ სახელითაა ცნობილი და იგი სწორედ მმართველი დრაკონის (ზოგან დრაკონტი) მიერ იყო შედგენილი. იგი მმართველი არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა და წესრიგის დასამყარებლად ყველა დანაშაულზე, მცირეზეც და დიდზეც სიკვდილის დასჯას აწესებდა.
დემოსები, რომლებიც არისტოკრატიის ვალს ვერ იხდიდნენ, მონად იყიდებოდნენ და ხილის ქურდობისთვისაც კი სიკვდილით ისჯებოდნენ.
ასეთ კანონებს დაუპირისპირდა გაღარიბებული არისტოკრატი და ღარიბი ხალხის ინტერესების დამცველი პოეტი, ფილოსოფოსი და სამხედრო ლიდერი სოლონი. მისი რეფორმების შედეგად გაუქმდა ვალების გამო მონად გაყიდვა, აიკრძალა ბერძნების დამონება, შეამსუბუქა სასჯელები, შემოიღო სამართლის კრება, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავს დაჩაგრულად გრძნობდა შეეძლო თავისი სიმართლე ეთქვა და მოშალა საზოგადოების გვაროვნული დაყოფა. მისი რეფორმების შედეგად, ათენის მოქალაქეები ქონების მიხედვით კლასებად დაიყო. ამ რეფორმების შემდეგ არისტოკრატიასთან ბრძოლა კიდევ ერთ საუკუნეს გაგრძელდა. საბოლოოდ, დემოკრატია ათენელებისთვის მთავარი პოლიტიკური იარაღი გახდა და სხვა პოლისებში ამ იდეოლოგიის ექსპორტიორად იქცა.
დემოკრატიის პირობებში ყველა მოქალაქე თანასწორად იყო ჩართული სახელმწიფოს მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში. სხვადასხვა სტრუქტურებში არჩევა ერთი წლით
ხდებოდა და ისიც მაქსიმუმ ორჯერ. მხოლოდ სამხედრო ლიდერების სტრატეგოსების არჩევა შეიძლებოდა ბევრჯერ, რადგან ეს სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებდა. ასეთ ვითარებაში თითქმის ყველა მოქალაქეს უწევდა ერთხელ მაინც ყოფილიყო არჩეული საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ეს ერთი მხრივ აუფასურებდა პოლიტიკოსების პროფესიას, მეორე მხრივ კი საგრძნობლად ზრდიდა კონკურენციას, რადგან სახელმწიფოს მართვის კარი ყველასთვის ღია იყო.
ასეთ მასობრივ სამოქალაქო ჩართულობას ის მინუსი ჰქონდა, რომ სახალხო კრებაზე მინიმუმ 5000 კაცი უნდა შეკრებილიყო, ასევე ყველას არ აინტერესებდა პოლიტიკა ან მისთვის წესით დრო არ უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთში დემოკრატია მონათმფლობელობაზე იდგა. ხოლო ვინაიდან ძირითად სამუშაოებს სწორედ უცხოელი მონები ასრულებდნენ, ბერძნებს ბევრი დრო რჩებოდათ პოლიტიკაზე საფიქრალად და ორატორების მოსასმენად.
![]() |
3.3 სოციალური ფენები |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალური ფენები
ანტიკურ საბერძნეთში ძირითადად ოთხი სოციალური ფენა იყო:
1.თავისუფალი მოქალაქეები:
ამ ფენას წარმოადგენდა 30 წელს მიღწეული ყველა ბერძენი მამაკაცი. მართალია ისინი ქონებრივი ცენზით სხვადასხვა კლასს განეკუთვნებოდნენ, მაგრამ დემოკრატიის პირობებში მათთვის სახელმწიფოს ყველა კარი ღია იყო. ხოლო ოლიგარქიის პირობებში შეზღუდულად, ქონებრივი და გვაროვნული მდგომარეობის მიხედვით.
2.თავისუფალი, მაგრამ ნაწილობრივ მოქალაქეობის მქონენი:
ამ ფენას წარმოადგენდა ყველა ბერძენი ქალი და ახალგაზრდა ვაჟი 30 წლამდე, რომლებსაც ხმის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ სარგებლობდნენ ყველა სხვა ეკონომიკური თუ სოციალური უფლებებით. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი დემოკრატიის სამშობლოა, ეს არ გულისხმობდა ქალებთან ან თუნდაც მონებთან თანასწორობას. ქალები არ ერეოდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, გარდა იმ შემთხვევებისა თუ პოლიტიკოსები მათი საყვარლები ან ქმრები იყვნენ და მხოლოდ მათზე ზეგავლენით შეეძლოთ რამე
პროცესებში მონაწილეობის მიღება. სხვა შემთხვევებში ქალები საკუთარ თვითრეალიზაციას ახდენდნენ საოჯახო მეურნეობაში, პოეზიაში და ხელოვნებაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალები სპარტაში, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით, გაცილებით თავისუფალნი იყვნენ, ვიდრე სხვა დანარჩენ პოლისებში.
3. თავისუფალი არამოქალაქეები:
ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ის უცხოელი ემიგრანტები, რომლებიც დროებით თუ მუდმივად სახლდებოდნენ ელადაში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი ხელობა ან საქმიანობა განევითარებინათ, მაგრამ ვერ ერთვებოდნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და არ ჰქონდათ კერძო საკუთრების ქონის უფლება მიწის სახით. გამონაკლის შემთხვევებში ხდებოდა მათთვის ინდივიდუალურად მოქალაქეობის მიცემა, მაგრამ ეს სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სახალხო კრებას უნდა გადაეწყვიტა. ამას გარდა, იმ მიზეზით, რომ მიგრანტებს არ გამოეწვიათ დემოგრაფიული დისბალანსი ბერძნებთან მიმართებაში ან მათთან კონფლიქტები, ხდებოდა უცხოელების პერიოდულად გადასახლება.
4.არა თავისუფალი და არამოქალაქეები:
ესენი იყვნენ მონები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ელინისტური ცივილიზაცია, მათ შორის ანტიკური დემოკრატიაც. ისინი მფლობელის კერძო საკუთრებას წარმოადგენდნენ და ერთგვარი სულიერი სამუშაო იარაღები იყვნენ, რომლის შეძენაც ხდებოდა მონათა ბაზარზე ან ომის დროს ტყვეებიდან. როგორც წესი ისინი ეროვნებით არაბერძენი ადამიანები იყვნენ.
არსებობდნენ ორი კატეგორიის მონები:
a) მფლობელის ერთგულები, რომლებიც საკმაოდ კარგ ურთიერთობაში იყვნენ პატრონებთან. მათ მფლობელები სახელოსნოების გახსნის და ფულის დაგროვების საშუალებასაც კი აძლევდნენ:
b)მუდამ დაპირისპირებაში მყოფნი. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მონას, როგორც უსულო საგანს ისე ექცეოდნენ. ისინი ხდებოდნენ წამების და ტანჯვის ობიექტები. ამიტომ ხშირი იყო პატრონზე შურისძიების ფაქტებიც, რაც საბოლოოდ მონების მიმართ მუდმივ უნდობლობას, ზიზღს და დისტანცირებას აყალიბებდა.
გარდა კერძო მონებისა, არსებობდნენ სახელმწიფო მონები. ისინი ელადაში კონკრეტული სამუშაოებისთვის იყვნენ ჩამოსახლებულები. მაგალითად, ქალაქებში წესრიგის დასაცავად, არსებობდა სკვითების მიერ დაკომპლექტებული „პოლიცია“. ნებისმიერ შემთხვევაში მონობა მემკვიდრეობით გადადიოდა,
თუმცა ვინაიდან მონები ძირითადად ერთ სამუშაოზე მხოლოდ ერთი სქესისანი იყვნენ და ასევე შეუღლების უფლებით თითქმის არ სარგებლობდნენ, მათ დემოგრაფიული ან სოციალური პრობლემა ელადაში ბერძნებისთვის არ შეუქმნიათ.
აღსანიშნავია, რომ იყო თავისუფლების ჩუქების ან ფულის დაგროვების გზით თავისუფლების გამოსყიდვის შემთხვევებიც. ასეთ დროს მონა მესამე კატეგორიაში, უცხოელ თავისუფალ მიგრანტებში გადადიოდა.
![]() |
3.4 არისტოკრატიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
არისტოკრატიზმი
ძველბერძნული მოსახლეობა ქონებრივი ცენზით ძირითადად სამ კატეგორიად იყოფოდა: მდიდრებად, საშუალო ფენად და ღარიბებად. დემოკრატიის პირობებში საშუალო ფენა იყო ძირითადად დემოკრატიის ინტერესების და მისი იდეალების დამცველი. რა თქმა უნდა, გვაროვნული წარმომავლობა განმსაზღვრელი იყო პიროვნებისათვის ოლიგარქულ პირობებში, მაგრამ დემოკრატიის მომხრე ორატორებისათვის არისტოკრატიულობა არა საძრახისი, არამედ მისაბაძიც კი იყო. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა დემოსის ანუ ხალხის არისტოკრატობამდე აყვანა, ანუ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც მდიდარი და ღირსეული ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი.
არისტოკრატიულობა მხოლოდ გვაროვნულ კუთვნილებას არ წარმოადგენდა. ეს იყო გენეტიკურთან შერწყმული მამაკაცის კეთილშობილური თვისებები და ეთიკურ ნორმათა მთელი სისტემა. გარდა ამისა, მისთვის აუცილებელი იყო სიქველისა და გმირობის ხასიათის გამოვლენა, ფიზიკური და სულიერი განვითარება, სხვისი სიძლიერის პატივისცემა და ვაჟკაცობის დაფასება, სილამაზისა და ხელოვნების აღქმის უნარი.
ამგვარად, ასეთი თავისუფალი არისტოკრატიული ადამიანის ჩამოყალიბებას შესაბამისი განათლების მიცემა და აღზრდა საჭიროებდა. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ბერძენ მოქალაქეს არ ჰქონოდა ყოველდღიურ სამუშაოზე საზრუნავი და მისი ფიქრები მხოლოდ საზოგადოებაზე ზრუნვასა და საგმირო საქმეებზე
ყოფილიყო მიმართული. ყოველივე ეს დიდ ფიზიკურ და სულიერ მომზადებას საჭიროებდა, რასაც მთელს ელადაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა. დროის გამონახვის საშუალებას ან მონათმფლობელური წყობა აძლევდა ან საკუთარი შემოსავლების ისეთი ორგანიზება, რომ თავისუფლად ეზრუნა ინტელექტუალური, ესთეთიკური თუ ათლეტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დროთა განმავლობაში ფიზიკური შრომა მიუღებელი და ნეგატიური გახდა, რომელიც მხოლოდ მონების ან ბარბაროსების საქმედ შეირაცხა.
![]() |
3.5 ანტიკური საბერძნეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ანტიკური საბერძნეთის ეკონომიკა
ძველ საბერძნეთში ოთხი ძირითადი ეკონომიკის სახეობა იყო გავრცელებული: სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა და სამთამადნო მეურნეობა.
სოფლის მეურნეობა,საკმაოდ პრესტიჟულ საქმიანობას წარმოადგენდა. მიწათმოქმედები დემოსის დიდ ნაწილს შეადგენდნენ და მათი შემოსავალი დემოკრატიის პირობებში უფრო და უფრო იზრდებოდა.
ხელოსნობაქალაქის ტიპის ნაგეგობებში უფრო იყო გავრცელებული. ის მოსახლეობის მშვიდობიანობისას თუ ომიანობისას მოქალაქეების სამომხარებლო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა იარაღის წარმოება, რომელთა ხელოსნები ომის დროს მდიდრდებოდნენ კიდეც.
ვაჭრობა საერთოდ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ელინისტური კოლონიზაციისა. საზღვაო ეკონომიკა ასიცოცხლებდა პოლისებს და ყველაზე კარგად გამართულ საზღვაო მოვაჭრე პოლისს ბევრ უპირატესობას უქმნიდა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით გამოირჩეოდა ათიკას საზღვაო კავშირი და შესაბამისად მისი ძლევამოსილი ფლოტი.
პოლისების ძირითადი შემოსავალი სამთამადნო საქმიანობიდან მოდიოდა. ოქროს, სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის მადნები ხელს უწყობდა არა მარტო ელინისტური კულტურის განვითარებას, არამედ სახელმწიფოს აძლევდა საშუალებას გაეტარებინა სოციალური პროგრამები, მოემარაგებინა ჯარი და ფლოტი.
![]() |
3.6 რელიგია, სპორტი და დღესასწაულები |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი ბერძნების წარმოდგენით ღმერთები ადამიანის გარეგნობით და თვისებებით ხასიათდებოდნენ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი უკვდავნი იყვნენ. მთავარი ღმერთები იყვნენ ცის ღმერთი „ზევსი“, ზღვის _ „პოსეიდონი“, ხოლო ქვესკნელის „ჰადესი“. მათ გარდა არსებობდნენ უფრო ქვედა რანგის ღმერთები, რომლებსაც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები ჰქონდათ განაწილებული. მაგ: ომი, ნადირობა, მიწათმოქმედება, სიყვარული, ხელოვნება, მეცნიერება, ვაჭრობა და ა.შ. ისინი საბერძნეთის ყველაზე მაღალ, მუდმივად თოვლით დაფარულ მთაზე, ოლიმპოზე ცხოვრობდნენ. ღმერთების პატივსაცემად ძველმა ბერძნებმა სამლოცველოები ააგეს, მსხვერპლს სწირავდნენ და აწყობდნენ როგორც სახალხო დღესასწაულებს, ასევე სპორტულ თამაშებს. ქურუმები ანუ ღვთისმსახურები პატივსაცემი მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის იყვნენ ქალებიც. დღესასწაულები, რომლებსაც ღმერთების პატივსაცემად აწყობდნენ თითქმის თვეში ორჯერ-სამჯერ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლისს საკუთარი კალენდარი ჰქონდა, ბერძნებისთვის თითქმის მთელი წელი დროს ტარებაში და ახალ-ახალი დღესასწაულებისთვის მზადებაში გადიოდა. საყოველთაო დღესასწაულად კი ითვლებოდა ოლიმპიადა. ესეც ღმერთებისთვის მიძღვნილი სპორტული თამაშები იყო სირბილში, ჭიდაობაში, ბირთვის ან დისკოს ტყორცნაში, კრივში და სხვა. ბერძნებისთვის აქ ასპარეზობას და გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებულები საქვეყნო გმირების რანგში ადიოდნენ და მთელი პოლისი სახალხოდ ოვაციებით ეგებებოდა. |
|
![]() |
3.7 პოლისების კრიზისი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლისების კრიზისი
ზემოთ მოთხრობილი ბერძნების აწყობილი ცხოვრება ერთიანად გაანადგურა სამოქალაქო ომმა. ელინისტური პოლისების განვითარებას თან ახლდა კონკურენცია ერთმანეთს შორის. ხდებოდა ერთმანეთთან სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებში გაერთიანება. თუმცა ყველაზე დიდი კონკურენცია იდეოლოგიური იყო. ათიკა, რომლის ცენტრი ათენი იყო, გახდა პირველი დემოკრატიული პოლისი. მას მიბაძეს სხვა ქალაქ-სახელმწიფოებმაც. ხდებოდა ოლიგარქების ან ტირანების ჩამოგდება და დემოკრატიების დამყარება. ათენი ყოველივე ამას ხელს უწყობდა და მოკავშირეებთან შექმნა საზღვაო კავშირი, რაც ძირითადად ჩრდილო დასავლეთ ელადას მოიცავდა. ასე ჩამოყალიბდა პირველი დიდი ცენტრი ათენის ჰეგემონობით ელადაში, რომელსაც კონკურენციას უწევდა სპარტის მიერ სამხრეთ ელადაში პელოპონესის კავშირი. ეს უკანასკნელი ოლოგარქიის დასაყრდენი იყო და დემოკრატიის მომხრეებს სასტიკად უსწორდებოდა.
თავად სპარტა არ წარმოადგენდა არც ერთი ელინისტური მართვის სტილის კლასიკურ მაგალითს, მაგრამ თავიანთი კონსერვატორი და მკაცრი კანონების გამო უფრო ოლიგარქიასთან იყო ახლოს, ვიდრე დემოკრატიასთან. შესაბამისად სპარტელები ყველა სხვა პოლისში ოლიგარქიას უჭერდნენ მხარს და თავად კი ერთგვარ სამხედრო სოციალიზმის სიმბიოზს წარმოადგენდა.
როდესაც ათენისა და სპარტის კოალიციების კონკურენცია პიკში შევიდა, მათ შორის ორი დიდი ომი მოხდა. პირველს ეწოდა პელოპონესის ომი, რომელიც ძვ.წ. V საუკუნეში დაიწყო და 27 წელს გაგრძელდა. ხოლო მეორე კორინთოს ომი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძვ.წ. IV საუკუნეში, 8 წელი გაგრძელდა. ამ ომებმა მთლიანად მოშალეს სპარტისა და ათენის ეკონომიკა, სახმელეთო და საზღვაო არმია და დააკნინეს კულტურული მდგომარეობა. ისინი ისე დასუსტდნენ, რომ ძველებური განვითარების და ძლევამოსილების მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდნენ და ოდნავ მოგვიანებით მაკედონიის მიერ გახდნენ ანექსირებულები.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა შიდა ომებმა ელინისტური ცივილიზაცია მოშალა და საგრძნობლად დაასუსტა. გახშირდა კლასობრივი დაპირისპირებები და პერიოდულად ხან ოლიგარქები ამოწყვეტდნენ დემოკრატებს, ხან ხალხი ამოწყვეტდა მდიდარ ფენას და მათ ქონებას ისაკუთრებდა.
ომების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობაც. გლეხები უმიწოდ და ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ, რამაც აიძულა ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და გადასახლებაზე ეფიქრათ. ისინი ჩალის ფასად ყიდდნენ საკუთარ მიწებს, რომლებსაც ომის დროს ნაძარცვით გამდიდრებულები ყიდულობდნენ, მაგრამ არც მათ ეძინათ მშვიდად. პერიოდულად დემოსის შემოტევებით მთლიანად კარგავდნენ ქონებასაც და სიცოცხლესაც.
უმუშევრობის და ეკონომიკის მოშლის პირობებში ერთადერთი მატერიალური სარგებლის წყარო ომი და ჯარში სამსახური თუ იყო. ამიტომ შემოსავალდაკარგული ბერძნები დაქირავებულ რაზმებში ეწერებოდნენ. სახახლო რაზმები თითქმის მთლიანად დაქირავებულებმა შეცვალეს, რაც საფრთხის შემცველი იყო თავად დამქირავებლებისთვისაც, რადგან ასეთი მეომარი ან მოსყიდვით ან შიშით მტრის ბანაკში გადადიოდა, თუ საერთოდ მოულოდნელად ბრძოლის ველს არ მიატოვებდა ხოლმე.
პოლისების ასეთი კრიზისული სიტუაციის პარალელურად ბალკანეთის მთიან ნაწილში თანდათან განვითარდა მაკედონიის სამეფო, რომელიც ფილიპე II-ის დროს გაერთიანდა და პრეტენზია განაცხადა მთელს საბერძნეთზე. მართალია, მაკედონელები არქაული ბერძნების ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არამარტო შეითვისეს ბერძნული კულტურის მიღწევები, არამედ ელინიზმის მთავარი დამცველებიც კი გახდნენ. მოხერხებული დიპლომატის და ძლიერი სამხედრო მეფის ფილიპეს თაოსნობით, მაკედონიამ შიდა ომებისგან დასუსტებული პოლისები თავისუფლად აიღო და გააერთიანა საკუთარი ჰეგემონობის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ ფილიპე სპარსეთთან ომის იდეით გამოდიოდა, მას ბევრი მომხრე ჰყავდა საბერძნეთის პოლისებში, განსაკუთრებით კი ათენში. საბოლოოდ სპარსეთის დალაშქვრის გეგმაც მომზადდა, მაგრამ ფილიპეს მოკვლის გამო, ეს გეგმა მისმა შვილმა ალექსანდრემ განახორციელა ძვ.წ. 334 წელს.
მიუხედავად ანტიკურ ხანაში ძველი ბერძნების ასეთი მძაფრი იდეოლოგიური ჭიდილისა, თანამედროვე მეცნიერებისთვის
ძველი საბერძნეთი მაინც ანტიკური ევროპის, თავისუფლების, დემოკრატიის და განვითარებული ცივილიზაციის სიმბოლოა.
ეს საინტერესოა: `დიეტა~” ძველი ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფოსათვის გაწეული სამსახურისათვის ჯამაგირის გაცემას ნიშნავდა. შესაბამისად, დიეტაზე ყოფნა სასარგებლო პროცესს წარმოადგენდა. |
![]() |
4 რომი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 რომი და რომაელები |
▲ზევით დაბრუნება |
რომი
რომი და რომაელები
რომი ძირითადად სამი ტომისგან შედგებოდა: ლათინები, ეტრუსკები და საბინები. მათ ქალაქის ჯარი სწორედ სამ ლეგიონად დაყვეს. ამას გარდა რომულუსმა შექმნა ასკაციანი „მამების“ იგივე პატრიციებისგან შემდგარი სენატი, რაც „უხუცესთა საბჭოს“ ნიშნავდა. რომულუსის შემდეგ, რომელიც გადმოცემის მიხედვით, ურჩობის გამო ამ სენატორებმა მოკლეს, რომს კიდევ ექვსი მეფე მართავდა. მეფეებს სენატი ირჩევდა, ისევე როგორც ის იყო ნებისმიერი მმართველობოთი საკითხის გადამწყვეტი.
მეორე მეფე იმითაა ცნობილი, რომ თორმეტთვიანი კალენდარი შემოიღო, მანამდე ლათინებს ათთვიანი კალენდარი გააჩნდათ. მესამე მეფემ დასახლება ალბა-ლონგა დაიპყრო, ხოლო მეოთხემ დანარჩენი ლათინური დასახლებები. მეხუთემ და მეექვსემ ააშენეს მოედნები, ცირკი, ტაძრები და განავითარეს ქალაქი რომი, თუმცა მეექვსე მეფემ მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით კლასებადაც დაყო და გვაროვნული უპირატესობები მოშალა. მეშვიდე მეფით გამოირჩეოდა. მისმა მმართველობამ მეფობა ისე შეაძულა რომაელებს, რომ საუკუნეების განმავლობაში რომაელები მეფობის სასტიკი წინააღმდეგნი გახდნენ. ამ მეფის ჩამოგდების საბაბი VI საუკუნეში მისი შვილი გახდა, რომელმაც პატივცემული რომაელის ქალიშვილი შეურაცხყო. გამწარებულმა რომაელებმა მეფე ჩამოაგდეს და გადაწყვიტეს მეფე აღარასოდეს ჰყოლოდათ. იმ დღიდან რომი რესპუბლიკად გამოცხადდა, ანუ ხალხის მმართველობად, სადაც სენატმა დააწესა ერთდროულად ორი მმართველი კონსულის არჩევა, ისიც ერთი წლის ვადით. ხოლო რომის ხელისუფლება ძირითადად სამ შტოზე გადანაწილდა. ეს იყო სახალხო კრება, სენატი და მაგისტრატუსები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და სენატის ან სახალხო კრების გარეშე ვერ მოქმედებდნენ.
ადრინდელი რომის რესპუბლიკა მონათმფლობელური ოლიგარქიული ბერძნული პოლისების მსგავსი იყო. რომაელ ხალხს თავდაპირველად მხოლოდ პატრიციები წარმოადგენდნენ. მათ ჰქონდათ მიწები საკუთრებაში და მესაქონლეობითაც ირჩენდნენ თავს. პატრიციები სხვადასხვა გვარებად იყვნენ დაყოფილნი, საიდანაც სენატის წევრებს ირჩევდნენ. პატრიციებს ჰყავდათ დამოკიდებული ადამიანები, ყმები, რომლებსაც კლიენტებს ეძახდნენ. მათ ერთმანეთთან პატრონყმული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც ერთმანეთზე ზრუნვას და მფარველობასაც გულისხმობდა.
კიდევ ერთ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ პლებეები. რომში მეფობის ხანის დროს ისინი პატრიციებისგან ეთნიკურად და სარწმუნოებით განსხვავდებოდნენ. მათ პირადი თავისუფლება ჰქონდათ, მაგრამ სენატში ან ლეგიონში სამსახური ეკრძალებოდათ. ისინი დაპყრობილ ლათინებად ითვლებოდნენ და პატრიციებთან დამოყვრება ეკრძალებოდათ. თუმცა დროდადრო პლებეების რიცხვი გაიზარდა. მათ შორის მომრავლდნენ ვაჭრობითა და ხელოსნობით გამდიდრებული ადამიანები და კლასობრივი დაპირისპირება თანდათან გამწვავდა. ამ ფონზე, რომის მეექვსე მეფე ტულიუსმა, როგორც ვთქვით, მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით დაჰყო და პლებეებმა მოქალაქეობაც მიიღეს. სანაცვლოდ, ლეგიონებშიც ჩაირიცხნენ, რამაც საგრძნობლად გაზარდა რომის სამხედრო ძლიერება. პლებეები ამავე დროს სახალხო კრების წევრებიც გახდნენ და მოგვიანებით, ძვ.წ. III საუკუნიდან მათი პატრიციებთან შერწყმაც კი მოხდა, რომელთაც ნობილიანტები ეწოდათ, ხოლო სახელი „პლებეი“ უბრალოდ ღარიბის, გლეხის აღმნიშვნელი გახდა.
იმ დროს, როდესაც ბეძნები პელოპონესის და შემდგომ კორინთოს ომით იყვნენ დაკავებულნი, რომი გალების (კელტების) შემოსევებს განიცდიდა. ეს უკანასკნელნი ძირითადად ევროპის ცენტრალურ ნაწილში ტომებად სახლობდნენ. ხშირად გადმოდიოდნენ ალპებზე და რომის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს ითვისებდნენ. მათ ერთხელ ქალაქი რომის გადაწვაც კი მოახერხეს. ამის მიუხედავად, რომი ცდილობდა პირველობა მაინც არ დაეთმო სხვა ლათინ, ეტრუსკ და იტალიკ ტომებში, რაც ასევე დიდი ბრძოლების ფასად უჯდებოდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, რომაელებმა გაატარეს მკაცრი სამხედრო რეფორმა. მათ შექმნეს მუდმივმოქმედი ჯარი, რომელთაც ხელფასი, საკვები და აღჭურვილობა სახელმწიფო ხაზინიდან ეძლეოდათ. მათი ლეგიონები სამ საბრძოლო ხაზად ეწყობოდა და ასაკის მიხედვით ნაწილდებოდა. წინა ხაზზე ახალგაზრდები იყვნენ, შემდეგ გამოცდილები და ბოლოს ასაკოვანნი. ჯარს კონსულები მთავარსარდლობდნენ, ხოლო განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში ინიშნებოდა დიქტატორი, ოღონდ მაქსიმუმ ექვსი თვით. ამას გარდა, რომის ჯარი საოცარი სიმკაცრით და დისციპლინით გამოირჩეოდა. თუ რომელიმე ჯარისკაცი ბრძოლის ველიდან გაიქცეოდა, ტარდებოდა დეციმაცია, იგივე რაზმის ყოველი მეათესათვის თავის მოკვეთა. თუმცა, გამარჯვებისა და მამაცობისთვისაც ჯარისკაცებს საკმაოდ აჯილდოვებდნენ და ახალისებდნენ კიდეც. მთავარსარდალს კი „იმპერატორად“ აცხადებდნენ და ტრიუმფს უწყობდნენ. რომის ჯარში ასევე შემოიღეს შორსმტყორცნელი აპარატები, განავითარეს სამხედრო ინჟინერია, ჰქონდათ სწრაფად ასაგები ხიდების ტექნიკა და ა.შ. სწორედ რომაელების ამ სამხედრო ორგანიზაციამ განაპირობა მეზობელი ტომების დაპყრობა და მაშინ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი აღმოსავლეთით სალაშქროდ გაემართა, მისგან დასავლეთით, აპენინის ნახევარკუნძულის თითქმის მთლიან ნაწილს რომი დაეპატრონა და ლაციუმის მთავარი ქალაქი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რომი არც ერთ დაპყრობილ ქალაქში ერთი და იგივე წესებს არ ამყარებდა. ყველგან განსხვავებულ და ინდივიდუალურ წესებს ნერგავდა. ზოგს მეტ უფლებებს აძლევდა, ზოგს ნაკლებს. ეს ხელს უშლიდა დაპყრობილ ტომებს ერთმანეთთან საერთო გამოენახათ და კავშირი შეეკრათ. სწორედ აქედან მომდინარეობს პრინციპი „დაყავი და იბატონე“.
![]() |
4.2 რომის დიდების ოთხი საფრთხე |
▲ზევით დაბრუნება |
რომის დიდების ოთხი საფრთხე
რომის ტერიტორიულ მისწრაფებებს და დიდებას რესპუბლიკის ხანაში, რომელიც ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა ოთხი დიდი დამაბრკოლებელი საფრთხე გამოუჩნდა. ესენი იყვნენ პიროს ეპირელი, ჰანიბალი კართაგენის სარდალი, მითრიდატე VI პონტოს მეფე და სპარტაკი _ მონების აჯანყების მეთაური. თითოეულ მათგანს, გამარჯვების შემთხვევაში, შეეძლო შეეწყვიტა რომის არსებობა და იმპერიული წინსვლა. მაგრამ ასე არ მოხდა, მრავალი ომების შედეგად, სადაც მრავალი ბრძოლაც კი წააგეს რომაელებმა, საბოლოოდ გამარჯვებულები და თითო მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ უფრო ძლიერები და ტერიტორიულად უფრო დიდები გამოვიდნენ. შესაბამისად, რომს ყოველი დიდი ომის საკუთარი გმირი ჰყავდა. ლევინუსი, სციპიონი, პომპეუსი და კრასუსი.
ამ დიდ საფრთხეებთან გამკლავების პარალელურად რომმა აწარმოა ოთხი მაკედონური ომი, რომელმაც უკვე ჰეგემონობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაზე მოუტანა.
![]() |
4.2.1 პიროს ეპირელი |
▲ზევით დაბრუნება |
პიროს ეპირელი
ბრძოლაში ისევ პიროსმა გაიმარჯვა რომაელებზე, მაგრამ თავადაც ისეთი დანაკარგი განიცადა, ცხადი იყო, რომ ლაშქრობას ვეღარ გააგრძელებდა. მას დაზავებაზე რომაელებმა ჯიუტად უარი განუცხადეს და ისევ ომისთვის მზადებას შეუდგნენ. პიროსი იძულებული იყო თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, სადაც მაკედონელებთან შეტაკების დროს სახურავიდან ნასროლი კრამიტით გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, ფრაზა „პიროსის გამარჯვება“ პირობით გამარჯვებად ასოცირდება, სადაც ბრძოლები შეიძლება მოიგო, მაგრამ ომი ვერა.
![]() |
4.2.2 ჰანიბალი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰანიბალი
კართაგენი, აფრო-აზიელი ხალხის ერთ-ერთი განშტოებით, ბერბერებით იყო დასახლებული. მას თავისი სახელმწიფოებრიობა და სავაჭრო გზები ფინიკიელების მიერ დამკვიდრებულ ქსელზე, ჩრდილო აფრიკის და პირინეის ნახევარკუნძულის სანაპიროებზე ჰქონდა აგებული. კართაგენელების მართვის სტილი მონათმფლობელურ ოლიგარქიულ სისტემას წარმოადგენდა. მუხედავად იმისა, რომ ხშირი იყო კლასობრივი და ტომობრივი დაპირისპირებები, კართაგენის ოლიგარქია წესრიგის დამყარებას ახერხებდა კარგად გაწვრთნილი ჯარით, სპილოებით და ძლიერი ფლოტით. ისინი აკონტროლებდნენ კუნძულებს სიცილიას, სარდინიას და კორსიკასაც.
რომაელები კართაგენელებს პუნებს ეძახდნენ, ამიტომ ძვ.წ. III-II საუკუნეებში მათთან გადატანილ სამ ომს, პუნიკური ომები ეწოდება. თავდაპირველად რომაელებმა სიცილია დაიკავეს და ასე დაიწყო პირველი ომი. მათ დაამარცხეს კართაგენელები, მაგრამ ფაქტი გახდა, რომ თუ კიდევ სურდათ წინ სვლა, ისინი კართაგენის ფლოტს უნდა გამკლავებდოდნენ. ამიტომ მათ სიცილიელების დახმარებით ააგეს დიდი ფლოტი, რომელსაც ახალი ფუნქცია ჰქონდა. გემები, მოწინააღმდეგეებთან მიახლოვების შემთხვევაში, შეეძლოთ გადაებათ ერთმანეთზე და ჯარისკაცებს ისეთი საბრძოლო მანევრირებით ემოქმედათ, როგორც ხმელეთზე. შედეგად, რომაელებმა დაამარცხეს კართაგენელები, რომლებიც დაბნეულობამ და შიდა აშლილობამ მოიცვა. ამას კი მოჰყვა რომაელების მხრიდან კორსიკისა და სარდიინიის კუნძულების აღება და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე ჰეგემონობის მოპოვება.
საბოლოოდ, ომის ბედი რომის ახალმა სარდალმა სციპიონმა შემოაბრუნა. მან ესპანეთში დიდი გამარჯვებები მოუტანა რომს, მოიპოვა პოპულარობა, დაბრუნდა რომში, გახდა კონსული და ომის ფრონტის არეალის იტალიიდან აფრიკაში გადატანა გადაწყვიტა. ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო. კართაგენზე პირდაპირი შეტევით შეშინებულმა კართაგენელებმა ჰანიბალი აფრიკაში გამოიწვიეს. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ კართაგენის სამხრეთით მოხდა, სადაც რომს მხარდაჭერა ნუმიბიის მეფემაც გამოუცხადა. ჰანიბალი დამარცხდა ერთადერთხელ და უკანასკნელად, მაგრამ საბოლოოდ. მან ჯერ პოლიტიკური მოღვაწეობა სცადა კართაგენში, რომელიც იმ დროს უკვე რომის მოხარკედ იყო გადაქცეული, და ადგილობრივ ოლიგარქიას დაუპირისპირდა. თუმცა შეპყრობისა და რომალებისთვის გადაცემის საშიშროების გამო სირიაში გაიქცა.
მესამე პუნიკური ომი ძვ.წ. II საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. რომაელი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ მოძლიერებული კართაგენი, კვლავ საფრთხის შემცველი შეიძლებოდა გამხდარიყო და რომს ჰეგემონობას შესცილებოდა. ამიტომ პოლიტიკურ ლექსიკაში დამკვიდრდა ფრაზა „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ ეს ფრაზა საკმაოდ პოპულარული გახდა ხალხშიც და რომი ახალი გამარჯვებისთვის შეამზადა. მართლაც, საკუთარი ჯარის გარეშე დარჩენილი ქალაქი (ჯარის ყოლა რომის მიერ ჰქონდა აკრძალული, როგორც დამარცხებულ ქვეყანას) კართაგენი 3 წელი უმკლავდებოდა რომის ალყას, საბოლოოდ დანებდნენ და შედეგად, რომაელებმა ჯერ მთლიანად გადაწვეს და დაანგრიეს ქალაქი, შემდეგ გუთნებით გადახნეს და მარილი დათესეს, რომ იქ ქალაქი აღარასოდეს აშენებულიყო.
![]() |
4.2.3 მაკედონური ომები |
▲ზევით დაბრუნება |
თუ პიროსი და ჰანიბალი ისე ებრძოდა რომს, რომ ამ უკანასკნელის არათუ ჰეგემონობა, არამედ მისი ექსპანსია და დამოუკიდებლობაც კი იდგა საფრთხის ქვეშ, მაკედონიასთან ომები არა თავად რომს უქმნიდა საფრთხეს, არამედ პირიქით მაკედონიას და მის მიერ დაქვემდებარებულ ბერძნულ პოლისებს ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაზე. ბერძნული პოლისების ასაღებად რომს ოთხი ომი დასჭირდა.
პირველი მაკედონური ომი ჯერ კიდევ ჰანიბალთან ომის დროს მოხდა. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ ჰანიბალთან დაამყარა კავშირი და ერთობლივი ძალებით შეეცადა რომის განადგურებას. როგორც ვიცით, რომმა საბოლოოდ დაამარცხა კართაგენი და ვერც მაკედონიამ დააკლო ვერაფერი. მასთან სტატუსკვო შენარჩუნდა და ზავი დაიდო.
მეორე მაკედონური ომი, ისევე, როგორც მესამე და მეოთხე ძვ.წ. II საუკუნეში წარიმართა. რომს პირდაპირ სამხედრო კამპანია არ დაუწყია. ის თავისი დიპლომატებით სწავლობდა საბერძნეთს და პოლიტიკურ მხარდაჭერებს იკრებდა. რომი ბერძნებისთვის მაკედონიისგან განმათავისუფლებელ ძალად უნდა წარმოჩენილიყო. ამიტომ მას დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის ტრადიციების მქონე ათენში. ამას მალე მოჰყვა პოლისების შიდა ომები, სადაც რომს საბაბი მიეცა ჩარეულიყო. მართლაც, მძიმე ბრძოლების შედეგად რომაელებმა დაამარცხეს მაკედონიის ჯარები და ზავის თანახმად მას ყველა ტერიტორია ჩამოართვეს, გარდა თავად მაკედონიისა, მათ შორის მცირე აზიური პოლისები. ბერძნები ამ ამბავს დიდი ოვაციებით და ზეიმით შეხვდნენ, მაგრამ მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ არც რომის უღელი იყო სასურველი სატარებელი, მიუხედავად იმისა, რომ რომს ბერძნული პოლისები პირდაპირ თავის პროვინციებად ჯერ-ჯერობით არ შეუერთებია და ბერძნების თავისუფლების გარანტად აცხადებდა თავს.
მესამე ომი დამარცხებული მაკედონიის რევანშს წარმოადგენდა. მეფე ფილიპე V-ს აკრძალული ჰქონდა 5000 კაცზე მეტი ჰყოლოდა ჯარში. ამიტომ, ყურადღება რომ არ მიექცია, ის წვრთვნიდა და შემდეგ სახლში უშვებდა მეომრებს, შემდეგ თავიდან ავსებდა კვოტებს და ამ გზით რაზმავდა მაკედონელებს. ამას გარდა, ფილიპემ იცოდა, რომ რომაელები ოლიგარქიულ ძალებს უჭერდნენ მხარს და ბერძნულ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს რომაელების წინააღმდეგ ამხედრებდა. ეს არ გამოპარვიათ რომაელებს და ბრძოლაც მალე შედგა. მაკედონიას ილირიის და ეპირის პოლისები შეუერთდა, მაგრამ შიდა კონფლიქტებით დასუსტებული ბერძნები რომაელებთან ადვილად დამარცხდნენ. ყველაზე სასტიკად კი მათ ძველ მტერს, ეპირს მოექცნენ. მათი 70 ქალაქი გაანადგურეს და 150 000 კაცი მონებად გაყიდეს.
მეოთხე მაკედონური ომი იყო რეაქციული გამოვლინება ბერძნული პოლისებისა რომის წინააღმდეგ. მათ კოალიცია შეკრეს ქალაქი კორინთოს მეთაურობით, გაათავისუფლეს 12 000 მონა და ჯარში ჩარიცხეს, მაგრამ ამან ვერ უშველა ბერძნებს. რომაელებმა მათი კოალიცია დაამარცხეს, ქალაქი კორინთო იმავე წელს (ძვ.წ. 146), და ისევე როგორც კართაგენი დაანგრიეს, ყველგან ოლიგარქული მმართველობა აღადგინეს, ხოლო ელადა რამდენიმე პროვინციის სახით პირდაპირ რომის რესპუბლიკას შეუერთეს, მათ შორის მცირე აზიის პოლისები, რომელსაც პროვინცია „აზია“ უწოდეს. ასე დამთავრდა რომის მიერ მაკედონიისგან ბერძნების „განმათავისუფლებელი“ ომები.
![]() |
4.2.4 მითრიდატე VI პონტოს მეფე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.2.5 სპარტაკი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარტაკი
მაშინ, როდესაც რომი საგარეო საფრთხეებს უმკლავდებოდა და საკუთარი საზღვრების ექსპანსიას ახდენდა, მას განადგურებით კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა. ეს არ ყოფილა საგარეო საფრთხე, ეს იყო რომის შინაგანი სისტემის შერყევა, რომელსაც მონათა აჯანყების სახე ჰქონდა ძვ.წ. 70-იან წლებში და რომელსაც მეთაურობდა ტყვედ ქცეული თრაკიელი სარდალი და შემდეგ მონაგლადიატორად გაყიდული სპარტაკი.
რომის იმპერიაში მონების დიდი რაოდენობა არსებობდა, რადგან ის სწორედ მონათმფლობელური სახელმწიფო იყო და ძირითად სამუშაოებს სწორედ მონები ასრულებდნენ. მათზე იდგა რომაული ეკონომიკის დიდი ნაწილი და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ითვლებოდა. მონებს შორის იყვნენ მეომარი მონები, რომლებსაც გლადიატორები ერქვათ და რომლებსაც სანახაობის და გართობის მიზნით, ერთმანეთთან საბრძოლველად იყენებდნენ. გლადიატორებს სპეციალურ სკოლებში წვრთვნიდნენ და ამზადებნენ. სწორედ ასეთ ერთ-ერთ სკოლაში გლადიატორმა სპარტაკმა თავისი მეგობრები დაარწმუნა, რომ ერთმანეთის დახოცვას სჯობდა თავისუფლებისთვის ებრძოლათ და ამ იდეისთვის მაინც დახოცილიყვნენ. 200-მა გლადიატორმა დაგეგმა გაქცევა, მაგრამ როგორც ჩანს შეთქმულება გამჟღავნდა და შეტაკებების შედეგად,
მხოლოდ სამოცდაათმა გლადიატორმა შეძლო გაქცევა.
თავდაპირველად რომის ხელისუფლების ყურადღება არ მიიქცია სპარტაკის აჯანყებამ და ის ჩვეულებრივ ყაჩაღობად ჩათვალეს. მაგრამ სპარტაკის თავდასხმებსა და ნადავლის დაგროვებას, რომელსაც სპარტაკი ყველას თანაბრად უნაწილებდა, ფართო გამოხმაურება და აღიარება მოჰყვა. მას ნელ-ნელა გამოქცეული მონები და გლადიატორები უერთდებოდნენ და საბოლოოდ, საერთო რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა. რომის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ საქმე მართლაც სერიოზული იყო. მით უფრო, რომ ყველა მონების მასიურ გაქცევაზე საუბრობდა და ყველა პატრონს საკუთარი მონისადმი გაუჩნდა შიში, განსაკუთრებით მას, ვინც მონებთან ცუდ დამოკიდებულებაში იყო. შიში საყოველთაო სინდრომად გადაიქცა და რომმაც საგანგებო ზომებს მიმართა.
სპარტაკი, რომელსაც უანგარო და პატიოსანი ლიდერის სახელი ჰქონდა, ჯარს წვრთნიდა და გამარჯვების იმედს უნერგავდა. თუმცა რა იყო მისი საბოლოო მიზანი ზუსტად დადგენილი არ არის. ერთი ვერსიით, ის პირდაპირ ქალაქ რომზე გალაშქრებას და მის დანგრევას ისახავდა მიზნად, ხოლო მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა, მას რომიდან გაქცევა და მონების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება სურდა. მაგრამ ფაქტია, მონების წრეებში ყველა ისეთი არ იყო, ვისაც საკუთარი სამშობლო ჰქონდა ან ახსოვდა საიდან იყო. განხეთქილება იქამდე მივიდა, რომ მას 20 000-იანი რაზმი გამოეყო და განუდგა. ისინი რომის ჯარმა ადვილად გაანადგურა. თუმცა ადვილი არ აღმოჩნდა სპარტაკის დანარჩენი რაზმების განადგურება. მათ რომაელები რამდენჯერმე დაამარცხეს და ჩრდილოეთისკენ, ალპების მიმართულებით აიღეს გეზი, რა დროსაც მისი ლაშქარი გაორმაგდა და 120 000-ს მიაღწია.
როგორც ჩანს, სპარტაკის არმიაში ისევ რომზე გალაშქრების იდეამ იმძლავრა, ვიდრე ქვეყნიდან გაქცევამ და სპარტაკი რომისკენ დაიძრა. თუმცა ის ახალ წევრებს აღარ იღებდა და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. საბოლოოდ, სპარტაკი მაინც არ იყო დარწმუნებული რომ ქალაქ რომს აიღებდა, ამიტომ მოულოდნელად ისევ შეცვალა გეზი, ქალაქს გვერდი აუარა და სამხრეთ იტალიისკენ დაიძრა, სადაც მეკობრეების დახმარებით სიცილიაზე უნდა გადასულიყო. სამწუხაროდ, მეკობრეებმა უმტყუნეს, ვერ დაეხმარნენ და ზღვისპირა დაბანაკებულებს რომის არმიაც მიადგა კრასუსის მეთაურობით. მან სპარტაკისგან დაშინებულ დემორ-
ალიზებულ არმიაში დეციმაცია აღადგინა და მკაცრი დისციპლინა დაამყარა. ამას დაემატა პომპეუსის და ლუკულუსის რაზმების სხვადასხვა მხრიდან მოახლოებაც, რამაც კრასუსი აიძულა თავად გადასულიყო შეტევაზე და სპარტაკის დამარცხება მის სახელზე გამოცხადებულიყო. მან მართლაც დაამარცხა სპარტაკის ჯარი, თავად სპარტაკიც ომში მამაცურად ბრძოლის დროს დაიღუპა, მაგრამ მისი გვამი ვერ იპოვეს.
დამარცხების მიუხდავად, თავისუფლებისთვის მებრძოლი სპარტაკის აჯანყებამ დიდი კვალი დაამჩნია რომს და მისი საფუძვლები შეარყია. ეს იყო რომაული მონათმლობელობის კრიზისის მძლავრი გამოვლინება, რამაც აიძულა რომაელები თავინთი სამეურნეო პოლიტიკისთვის გადაეხედათ.
![]() |
4.3 რომის მიერ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ექსპანსია |
▲ზევით დაბრუნება |
რომის მიერ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ექსპანსია
პომპეუსის და კრასუსის თანამედროვე პიროვნებაა გაიუს იულიუს კეისარი. იგი არისტოკრატული წრის წარმომადგენელი იყო, მრავალი თანამდებობა გაიარა და გახდა პრეტორი*, რამაც საშუალება მისცა საკუთარი იდეები განეხორციელებინა. ის დაუპირისპირდა სენატში გამეფებულ კორუფციას და ითხოვდა გაეტარებინათ რეფორმები, რითაც მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებდა. ამის გამო სენატორებმა მისი გადაყენება განიზრახეს, მაგრამ ვინაიდან კეისრის იდეები ხალხში პოპულარული იყო და მღელვარება გამოიწვია, გადაყენების ბრძანება გააუქმეს. ხოლო როდესაც პრეტორობის ვადა ამოეწურა, ესპანეთის პროვინციის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.
ამის შემდეგ კი კეისარმა ცისალპური გალიის მმართველობა ჩაიბარა 10 წლის ვადით, რომელსაც რომი ვერ აკონტროლებდა და კეისარს სამხედრო თვალსაზრისით თავის გამოჩენის საშუალებას აძლევდა. პომპეუსმა ესპანეთის მმართველობა მიიღო, ხოლო კრასუსმა აზიის, სადაც თავის გამოჩენის სურვილით ომი წამოიწყო პართიის სახელმწიფოსთან. იგი დამარცხდა, მოკლეს და მისი გვამი შეურაცხყვეს.
კეისარი კი გალიაში ლაშქრობდა. ეს იყო ძირითადად დღევანდელი საფრანგეთის, ბელგიის და ნიდერლანდების ტერიტორიაზე კელტების ტომების განსახლების არეალი. მათ უამრავი ტომი და ბელადი ჰყავდათ და თითქმის ყველა ერთმანეთთან ანტაგონისტურად იყო განწყობილი. ამავე დროს, ისინი ჩამორჩენილ ხალხად ითვლებოდნენ, რადგან თემური წყობილების დონეზე იდგნენ. ეს საშუალებას აძლევდა კეისარს დიპლომატიურად ემოქმედა და გალია ნაწილ-ნაწილ დაეკავებინა. იგი ომის საბაბად იმ გალების თხოვნას იყენებდა, რომელსაც მეზობელ გალელ ტომებთან ან გერმანელებთან ჰქონდათ კონფლიქტი. კეისარი ამარცხებდა მოწინააღმდეგეს და მომხრეებს რომის მოკავშირეებად აცხადებდა. გალიის საზღვარმა მდინარე რეინამდე მიაღწია, რითაც პასუხისმგებლობა აიღო გალები დაეცვა გერმანული ტომებისაგან. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რომაელებს ბელგების ტომმა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ისინიც დაამარცხეს და 50 000 კაცი მონად გაყიდეს. მთელი გალიის დაპყრობამ კეისარს რომში კიდევ უფრო დიდი სახელი მოუტანა. მან საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული დააგროვა ამ ლაშქრობით, რითაც თავად ჯარისკაცებიც ახეირა და მათი სიყვარული დაიმსახურა.
თავისი არსებობის განმავლობაში კი რომმა მმართველობის ოთხი სისტემა გაიარა. ესენია: მეფობა, რესპუბლიკა, პრინციპატი და დომინანტი. მეფობისა და რესპუბლიკის ხანაზე წინა თავში უკვე გვქონდა საუბარი. ვიცით, რომ რომის დამაარსებელი და პირველი მეფე იყო რომულუსი, მანვე შექმნა უხუცესთა საბჭო, იგივე „სენატი.„ ხოლო მეშვიდე მეფის დამხობის შემდეგ, რომელიც განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდა, რომმა სამუდამოდ თქვა ამ ინსტიტუტზე უარი. თუმცა, ამ გადაწყვეტილების დაცვას გაიუს იულიუს კეისარმა შეუშალა ხელი და დასაბამი მისცა რომის ახალ მმართველობას.
![]() |
4.4 პრინციპატი |
▲ზევით დაბრუნება |
პრინციპატი
პრინციპატის მმართველობა გულისხმობს რომში ეპოქას, როდესაც უმაღლესი სახელმწიფო პირი არის იმპერატორი, მაგრამ რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტები მაინც შენარჩუნებულია. თავის ფუნქციებს, ხშირ შემთხვევაში ფორმალურად, მაგრამ მაინც ასრულებს სენატიც და სახალხო კრებაც. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპატს საფუძველი ჩაუყარა გაიუს იულიუს კეისარმა, მას ოფიციალურად იმპერატორის ტიტული არ მოსწრებია. იგი დანიშნული იყო მუდმივ დიქტატორად, მაგრამ ორ წელიწადში რესპუბლიკის იდეის მომხრეებმა შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს. იულიუს კეისარს რესპუბლიკის მმართველობა იოლად არ შეურყევია. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის ეს სტილი ხასიათდებოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებით.
რესპუბლიკის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რომის მართვა არ იყო დამოკიდებული ერთ პიროვნებაზე. მას მართავდა სისტემა „სენატის„ სახით, ხოლო სამხედრო ექსპანსიას ასრულებდნენ კონსულები და მაგისტრატუსები, როგორც მხედართმთავრები. მათი სიკვდილის შემთხვევაში რომი არ დგებოდა ხელისუფლების კრიზისის წინაშე. თავისუფლად ხდებოდა მმართველი პირების შეცვლა და ჩანაცვლება. ამას გარდა პრობლემას არ წარმოადგენდა მათი დაქვეითება, გამოწვევა, სხვა მიმართულებით დანიშვნა და ა.შ. მაშინ როდესაც ტირანიისთვის ან მონარქიის შემთხვევაში დიდ იმპერიებში უზენაესი პირის სიკვდილი თითქმის უმეტეს შემთხვევებში იწვევდა სამემკვიდრეო კრიზისს და ხშირად იმპერიის დაშლითაც მთავრდებოდა. ასეთი გაკვეთილი რომს უკვე ჰქონდა მიღებული მაკედონიის იმპერიისაგან. შესაბამისად, რესპუბლიკური მმართველობა საკმაოდ მოქნილობით და ეფექტურობით ხასიათდებოდა, რამაც განაპირობა კიდეც რომის სამხედრო, ეკონომიკური და ექსპანსიური წარმატებები. რესპუბლიკის უარყოფით მხარედ მიიჩნეოდა ის, რომ რომის რესპუბლიკა მაინც ოლიგარქიულ სისტემას წარმოადგენდა. ხელისუფლება ძირითადად მდიდარი პატრიციების და ნობილიანტების ხელში იყო. ეს ადამიანები ინაწილებდნენ, როგორც სამხედრო და პოლიტიკურ ძალაუფლებას, ასევე ეკონომიკურ გავლენას. ეს ხშირ შემთხვევაში იწვევდა პლებეებისა და ღარიბი სამხედრო პირების ინტერესების უგულებელყოფას, რომელიც რომის მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენდა და სოციალური კრიზისების მიზეზი ხდებოდა. სწორედ მათი ინტერესების დამცველად გამოდიოდა იულიუს კეისარი, რომელიც გახდა თუ არა პრეტორი, დაუპირისპირდა სენატში გამეფებულ კორუფციას და ოლიგარქიას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კეისარი თავად იყო მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი და მან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად სწორედ რომის უმდიდრეს ადამიანთან კრასუსთან და სამხედროებში იმ დროს ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნება პომპეუსთან დადო გარიგება. ეს გარიგება „პირველი ტრიუმვირატის„ სახელითაა ცნობილი და ამ სამ პირს შორის არაფორმალურად პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ძალაუფლებას ანაწილებდა. თუმცა კრასუსის პართიელებთან ომის დროს სიკვდილმა დაშალა ტრიუმვირატი და დაირღვა ძალთა ბალანსი. ორ გავლენიან ფიგურას შორის დაგროვებულმა კონკურენციამ დაძაბულობაში გადაინაცვლა, შემდეგ კი პომპეუსი და კეისარი სამოქალაქო ომის ზღვარზე დააყენა, რომელსაც იდეოლოგიური საფუძველიც უმაგრებდა ზურგს. პომპეუსი რესპუბლიკის იდეის მომხრედ რჩებოდა. იგი სენატს დაუახლოვდა, რესპუბლიკის იდეის დამცველობა ითავა და კეისარს, რომელიც ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ მიილტვოდა და უბრალო ხალხის მხარდაჭერით და მათი ინტერესების დაცვის საბაბით სენატს უპირისპირდებოდა, ფაქტობრივად ომი გამოუცხადა. სამოქალაქო ომის დროს, კეისარმა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს პომპეუსი, რომელიც ეგვიპტეში გაქცეული, ეგვიპტის ტახტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, კეისრის გულის მოსაგებად, მუხანათურად მოკლა. მართალია, გამარჯვებული კეისარი რომში ტრიუმფით შევიდა, მაგრამ მას სამი წელი დასჭირდა რესპუბლიკის იდეის მომხრეების სრულად დასამარცხებლად. საბოლოოდ, როგორც ვიცით, გამარჯვებულმა და „უბრალო ხალხის რჩეულმა„ კეისარმა საკუთარ თავს არ უწოდა იმპერატორი. მან დამარცხებულების შემორიგებაც სცადა და ისინი სახელმწიფო სამსახურში დააბრუნა ან დააწინაურა კიდეც. ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ შეთქმულება მისმა შვილობილმა ბრუტუსმა ითავა. კეისრის მოკვლის იდეა განპირობებული იყო იმით, რომ რესპუბლიკა, რომელიც რომის წარმატებასთან ასოცირდებოდა, კეისარი წარსულს ჩააბარებდა და მეფობის ახალ ფორმას შემოიღებდა. კეისრის საკუთარი თავის მუდმივ დიქტატორად გამოცხადება, სხვა არაფერი იყო თუ არა შენიღბული მეფობა და იმპერატორობა, რაც რესპუბლიკის მომხრეებისთვის კატეგორიულად მიუღებელი და რომის დაცემასთან ასოცირებული იყო.
კეისრის მოკვლის შემდეგ იგი ტირანად გამოაცხადეს და ხალხს საზეიმოდ ამცნეს ეს ამბავი, როგორც რომის მეფობის ინსტიტუტისგან გადარჩენა, მაგრამ ამ ფაქტმა რომაელი ხალხის მღელვარება და ქუჩებში ხელჩართული დაპირისპირებებიც გამოიწვია. საქმე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა. საბოლოოდ, დაპირისპირება კეისრის კიდევ ერთმა შვილობილმა ოქტავიანემ დაასრულა. იგი კეისრის მომხრე და ხალხის ინტერესების დასაცავად ერთპიროვნული მმართველობის მომხრე იყო, თუმცა დიქტატორისგან განსხვავებით, შეზღუდული უფლებებით. მან მოხერხებული დიპლომატიით და ხალხის გულის მოგებით სამოქალაქო ომში გამარჯვება მოიპოვა, ძალაუფლება ხელთ იგდო და თავი იმპერატორად გამოაცხადა, ტიტულად კი ავგუსტუსობა მიენიჭა, რაც პატივცემულს აღნიშნავდა. ასე დამკვიდრდა პრინციპატი ანუ შეზღუდული იმპერატორობა.
რომისათვის საბედნიეროდ, ავგუსტუსის მმართველობამ გაამართლა, რასაც ვერ ვიტყვით მის პოლიტიკურ მემკვიდრეებზე. მას არ დარჩენია პირდაპირი მემკვიდრე, ხოლო მისი არაპირდაპირი მემკვიდრეების სახით რომს მართავდნენ ისეთი ფსიქიურად შეშლილი იმპერატორები, როგორებიც იყვნენ კალიგულა და ნერონი. ამ ადამიანების სასტიკმა მმართველობამ გამოავლინა ერთპიროვნული მმართველობის მინუსები და საფრთხეები, რომელიც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფდა. რომი ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა, თუმცა რესპუბლიკის ხანას აღარ დაუბრუნდა და კიდევ სამი დინასტია გამოიცვალა.
პრინციპატის ეს დრო ხასიათდება შიდა პოლიტიკური ინტრიგებით და დაპირისპირებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში იმპერატორების მოკვლითაც სრულდებოდა. ამის მიუხედავად, საგარეო ექსპანსიის კუთხით, რომს მაინც ჰქონდა მცირედი წარმატებები. პირველი პროვინციელი იმპერატორი ტრაიანეს დროს, რომელიც ესპანეთიდან იყო წარმოშობით, რომმა პრინციპატის პირობებში საზღვრების პიკს მიაღწია.
![]() |
4.5 მესამე საუკუნის კრიზისი |
▲ზევით დაბრუნება |
მესამე საუკუნის კრიზისი
რომის პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო რომის სამხედრო კამპანია. ამიტომ რომის სამხედროებზე ხშირად იყო დამოკიდებული რომის პოლიტიკური ბედი. განსაკუთრებით ეს ტენდენცია დაინერგა იულიუს კეისრის შემდგომ. საკუთარ მნიშველობაში დარწმუნებული სამხერდო პირები ხშირად ერეოდნენ სახელმწიფო გადატრიალებებში და ახალი იმპერატორის არჩევაში მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პრეტორიანელები, რომლებიც საიმპერატორო გვარდიას წარმოადგენდნენ. ეს გვარდია თავდაპირველად მხოლოდ ეთნიკურად იტალიური წარმოშობის სამხედროებისგან იყო დაკომპლექტებული. საიმპერატორო ტახტთან სიახლოვის გამო, ისინი ხშირად იღებდნენ მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებებში, იმპერატორების მკვლელობებში და ტახტისთვის ვაჭრობებში. მესამე საუკუნეში მათ არაერთხელ გამოაცხადეს ფულადი კონკურსი იმპერატორის ტახტის დასაკავებლად.
არც სხვა სამხედროები იჩენდნენ გულგრილობას ტახტის მიმართ. ამ პერიოდში იმპერატორობისათვის სამხედრო ლიდერების კონკურენციამ გამუდმებული ხასიათი მიიღო. ხშირად ხდებოდა, რომ თავს იმპერატორად რამდენიმე სარდალი აცხადებდა, რასაც გამუდმებული სამხედრო დაპირისპირებები მოჰყვებოდა ხოლმე. ასეთმა შიდა კონფლიქტებმა და გამუდმებულმა შიდა აშლილობამ, ქვეყანა პროვინციების გამუდმებულ აჯანყებებამდე და ეკონომიკურ-სოციალურ სრულ კრიზისამდე მიიყვანა.
![]() |
4.6 დომინანტი |
▲ზევით დაბრუნება |
დომინანტი
რომმა თითქმის ერთ საუკუნოვანი შიდა კრიზისიდან გამოსავალი, არა რესპუბლიკის წესების დაბრუნებაში, არამედ ისევ ერთი პიროვნების ირგვლივ ძალაუფლების კონსოლიდაციაში ნახა. დომინანტი „ბატონობას„ ნიშნავს და ეს პერიოდი ხასიათდება რომის ისეთი იმპერატორების მართვით, რომელიც პრინციპატისგან განსხვავებით რესპუბლიკის ნიშნებს ფორმალურადაც აღარ ინარჩუნებდა. რომის იმპერია დაემსგავსა აღმოსავლური მონარქი-ტირანების მართვის ტიპს. გამკაცდრა იმპერატორის კარის ეტიკეტი და მის წინ არათუ დაჯდომა არ შეიძლებოდა, არამედ მისალმებისას სტუმრები სპარსული სტილით ძირს უნდა დამხობილიყვნენ.
პირველმა დომინუსმა დიოკლეტიანემ რომის მართვის სისტემა შეცვალა. მან იმპერია ოთხ ნაწილად გაყო და თავის მეგობრებს კეისრის ტიტულები უბოძა, რაც მართვის შეუზრუდავ უფლებას ნიშნავდა საკუთარ საგანმგებლო ნაწილში. პასუხისმგებლობის ასეთმა განაწილებამ და აბსოლუტური ძალაუფლების ერთ პიროვნებაში თავმოყრამ გარკვეული პერიოდი გაამართლა. ამ ხნის განმავლობაში გამყარდა საზღვრები, გატარდა რეფორმები და დამყარდა სტაბილურობა. თუმცა ეს რომი ძველი რომისგან სრულიად განსხვავდებოდა. მოქალაქეობა მიენიჭა ყველა მცხოვრებს იმპერიაში. შესაბამისად, ჯარში უმრავლესობაში ბარბაროსები და არარომაელები აღმოჩნდნენ. მათთვის კი რომაული ენა მხოლოდ ოფიციალურ ენად იქცა და არა საყოველთაო სალაპარაკოდ. მოიშალა მონათმფლობელობა და რომი გადავიდა ფეოდალურ მმართველობაზე. ქალაქი რომი აღარ წარმოადგენდა იმპერიის სატახტო ქალაქს, სენატს კი სამართავად, ისიც მხოლოდ რჩევებისათვის, სწორედ ეს ქალაქი ერგო და მეტი არაფერი.
![]() |
4.7 რომის დაცემა |
▲ზევით დაბრუნება |
რომის დაცემა
დომინანტი ერთი საუკუნის განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით ფუნქციონირებდა. მაგრამ V საუკუნის დასაწყისში რომი გერმანული ტომების გამუდმებულმა შემოსევებმა მოიცვა. ანგლებმა, საქსებმა, ფრანკებმა, ბურგუნდებმა, ვესტ გოთებმა და ოსტგოთებმა ევროპის ნაწილი დაიკავეს, ხოლო ვანდალებმა აფრიკაში, ყოფილი კართაგენის ტერიტორია. 410 წელს ქალაქი რომი გოთების მიერ იქნა აღებული, რასაც ადგილობრივმა მონებმაც შეუწყვეს ხელი. იმპერატორი იძულებული იყო დასავლეთ რომის ტერიტორიაზე ბარბასობების სახელმწიფოების შექმნის არსებობა ეღიარებინა, რომელიც ფორმალურად რომს ემორჩილებოდა. გერმანულმა ტომებმა დასავლეთ რომის იმპერიის დაკავება არ იკმარეს და 455 წელს ვანდალებმა ისე დაანგრიეს ქალაქი რომი, რომ სიტყვა „ვანდალიზმი„ მას შემდეგ გახდა მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლების უაზრო განადგურების აღმნიშვნელი.
რომის აღდგენის მსურველები უკვე აღარც პროვინციებში არსებობდნენ და აღარც ქალაქში შეეძლო ვინმეს მისი დაცვა. 16 წლის იმპერატორი რომულუსი უკანასკნელი იმპერატორი იყო დასავლეთ რომში. იგი გერმანული ტომების ერთ-ერთმა მეთაურმა ოდოაკრმა ჩამოაგდო და ამით უკვე ოფიციალურად სამუდამოდ დასრულდა რომის იმპერიის არსებობა. ასე „აღმოცენდა და გადაშენდა„ რომულუსიდან რომულუსამდე რომი და რომაელი ხალხი.
|
ეს საინტერესოა: რომის რესპუბლიკის ხანაში, ევროპის მიწაზე გაჩნდა ორი “იბერია”. ერთი ქართლის სამეფოს აღმნიშვნელი იყო, მეორე პირინეის ნახევარკუნძულისა. მიუხედავად სახელის იდენტურობისა, მათ საერთო არაფერი აქვთ. საქართველოს “იბერიას” იგივე “ივერიას” სომხები ეძახდნენ და დღესაც ასე უწოდებენ. “ვრაცი” სომხურად სწორედ “ივერიელს” ნიშნავს. სომხების ჩრდილოეთით ცხოვრობდა ხალხი, რომლებსაც “სპერები” ერქვათ. “სპერია” იგივე “ისპერია” და “იბერია” გახდა ქართველების აღმნიშვნელი. ასე მოხვდა და დამკვიდრდა ეს სახელი რომაულ წყაროებში. დღესაც სომხები ერთადერთი ხალხია, ვინც ქართველებს ამ სახელით მოიხსენებს. ამავე დროს ქართველებიც ერთადერთნი არიან, ვინც სომხებს, ქართველებისგან სამხრეთით მდებარე “სომხითის” მიწის გამო ეძახის “სომხებს” ჰაესებს. ხოლო პირენეის ნახევარკუნძულის სახელწოდება “იბერია” მდინარე “ებროს” სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოედინება. |
![]() |
5 ქრისტიანები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 რომის ელინიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ქრისტიანები
რომის ელინიზაცია
რომი, მეფობის, რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მრავალღმერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა. IV საუკუნიდან კი ქრისტიანობა ერთადერთ მიღებულ რელიგიად გამოცხადდა. რაშიც დიდი წვლილი ბერძნებს მიუძღოდათ. ტრანსფორმაციის ამ გზაზე რომს ელინისტური კულტურის შერწყმა უძღოდა წინ, რამაც საბოლოოდ განაპირობა რომაელი ხალხის ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება.
რომაელებში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ბერძნები. ისინი აფასებდნენ ბერძნული ცივილიზაციის იმ მიღწევებს, რითაც ელინიზმი იყო ცნობილი. მათგან რომაელებმა შემოიღეს თეატრი, სპორტული თამაშები და ბევრი სხვა სოციალური ცხოვრების წესი, მაგალითად წვერის მოპარსვა, ჭამის დროს წამოწოლა, საფლავზე ლექსის ფორმის წარწერის გაკეთება და სხვ. ძვ.წ. II საუკუნიდან რომის მაღალი წრის საზოგადოებაში ბერძნული ენის და ელინისტური კულტურის ცოდნა სავალდებულო ხასიათის გახდა. ყოველივე ამან რომაულ განათლებაზეც იქონია გავლენა. თუ ადრე რომში ახალგაზრდებს მამები ღზრდიდნენ, ასაწვლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს და რომაულ კანონებს, ამ პერიოდიდან რომის არისტოკრატიის ოჯახების განუყოფელ ნაწილად ჩნდებიან ბერძენი მასწავლებლები. გარდა ამისა, რომში დაარსდა ბერძნული რიტორიკული სკოლები, სადაც ასწავლიდნენ გრამატიკას, პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკას და სხვ.
ელინიზაციის პროცესი იმდენად მძლავრი იყო, რომ წინათავებში ნახსენები ლეგენდა, ტროელების ლაციუმში გადმოსახლების შესახებ და რომის დაარსებაში ბერძნული შთამომავლობის ღვაწლზე, ოფიციალურად აღიარებული გახდა და ბევრი რომაელი ამით თავსაც კი იწონებდა. შედეგად თუ რომმა ფიზიკურად დაიპყრო ძველი საბერძნეთი, რომი ელინისტური კულტურის მიერ იქნა დატყვევებული. თუმცა რომის საბოლოო ელინიზაციისთვის ეს საკმარისი არ იყო. ბერძნებმა დიდი გავლენა მოახდინეს რომის რელიგიაზეც. ჯერ თავად მითოლოგიურ ღმერთებზე, ხოლო საბოლოოდ ქრისტიანობის დანერგვით, რომელიც ძირითადად ბერძნების ორგანიზებით ვრცელდებოდა რომში.
თავდაპირველად რომში გავრცელებული იყო რომაული ნაციონალისტური რელიგია. ისევე როგორც ყველა ერს და ეთნოსს, რომსაც საკუთარი რელიგია გააჩნდა. ხოლო ვინაიდან რომი დამპყრობელი სახელმწიფო იყო, ის ფაქტიურად ხელშეუხებელს ტოვებდა დაპყრობილი ერების რელიგიებს და პატივსაც კი სცემდა მათ. თუმცა რომაულ წარმოდგენებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბერძნულმა რელიგიურმა შეხედულებებმა. საწყის ეტაპზე რომაული რელიგია უფრო ცხოვრებისეულ წესებს განსაზღვრავდა და მათი ღმერთები ვიზუალიზებული არ იყო. ისინი უფორმო სულის ან აბსტრაქტული მოვლენის სახით არსებობდნენ რომაულ წარმოდგენებში. ელინიზაციის პროცესში კი მოხდა ღმერთების გაადამიანურება ანუ ყველა ღმერთს ადამიანის გამოსახულება შეეძინა. შესაბამისად, დაიწყეს მათი გამოქანდაკება ან ქვაზე ხატვა. რომაელებმა ასევე შეითვისეს ბერძნული დღესასწაულები, რომლებიც ღმერთების მიმართ იყო მიძღვნილი და სახალხო ზეიმებში გამოიხატებოდა. ეს ღონისძიებები საკუთარ ღმერთებს შეუსაბამეს და ბერძნული ოლიმპიური პანთეონის პოპულარობამ ზოგიერთი რომაული და ბერძნული ღმერთის გაერთიანებაც კი გამოიწვია. ერთი და იგივე სახელი ჰქონდათ ღმერთ აპოლოს, ურანუს და ასკლეპიუს, ხოლო დანარჩენებს შინაარსი ერთი, სახელი კი სხვა. მაგ: ზევსი-იუპიტერი, პოსეიდონი-ნეპტუნი, ჰადესი-პლუტონი, დიონისე-ბახუსი, ეროსი-კუბიდონი და სხვ.
![]() |
5.2 ქრისტიანობა რომში |
▲ზევით დაბრუნება |
ქრისტიანობა რომში
ქრისტიანული რელიგია რომის ერთ-ერთ დაპყრობილ პროვინციაში, იუდეაში ჩაისახა და თავად სიტყვა „ქრისტე“ მირონცხებულს ნიშნავს. მისი დედააზრი დაფუძნებულია იესო ნაზარეველის მოძღვრებაზე, რომელიც მორალურ პრინციპებს ეფუძნებოდა და ცოდვების მონანიებას ქადაგებდა.
აღსანიშნავია, რომ ქრისტემდე, როდესაც იუდეა და ისრაელი რომაელების მიერ იქნა დაპყრობილი, ისინი, როგორც სახელმწიფოები, მრავალი საუკუნე უკვე აღარ არსებობდნენ. სხვა ხალხებისგან იუდეველნი იმით გამოირჩეოდნენ, რომ ისინი იყვნენ ერთადერთნი, ვისაც ერთღმერთიანობის სწამდათ. თუმცა მათი რელიგიაც ნაციონალისტური იყო და მის ცხოვრებისეულ კანონებს ებრაელები მკაცრად იცავდნენ.
იმის გამო, რომ ეს ხალხი ხშირად იყო დატყვევების, გადასახლებების და ომების მსხვერპლი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ მაინც მოახერხეს ძლიერი სახელმწიფოს _ ისრაელის შექმნა და მისი განადგურება მათზე მათი ღმერთის იეჰუას განაწყენებას მიაწერეს. წარსული დიდების დაბრუნების სურვილი იმდენად ძლიერი იყო ამ ხალხში, რომ მათ არაერთი აჯანყება მოაწყვეს ბერძნების და რომაელების წინააღმდეგაც კი. თუმცა გამუდმებული მარცხის გამო მათში ჩამოყალიბდა მესიანისტური იდეა, რომელიც გულისხმობდა ისეთი წინამძღოლის გამოჩენას, რომელიც გაათავისუფლებდა ებრაელ ხალხს საუკუნო ტყვეობისაგან.
სწორედ იესო მოიაზრებოდა იმ მესიად, რომლებსაც ებრაელი ხალხი ელოდა. მით უფრო, რომ ის იმ დავით მეფის შთამომავლად ითვლებოდა, რომელიც გაერთიანებულ ისრაელს საკმაოდ წარმატებით მართავდა. მაგრამ იესოს არაძალადობრივი და მორალურ პრინციპებზე დამყარებული მოძღვრება მიუღებელი აღმოჩნდა იუდეველთა გავლენიანი სასულიერო წრეებისათვის. ისინი სხვა სახის მესიას ელოდნენ, ამიტომ იესო რჯულის კანონის დარღვევასა და ცრუ მესიანიზმში დაადანაშაულეს. ბიბლიის მიხედვით, რომაელებს იუდეველთა მეფობის მსურველად წარუდგინეს, რაც აჯანყების ტოლფასი უნდა ყოფილიყო იმპერიისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ვერ დაუმტკიცეს, მათი დაჟინებული მოთხოვნისა და იუდეველებში შფოთის დაცხრობის მიზნით, იგი ჯვარს აცვეს. ხოლო მას შემდეგ იესოს მოძღვრება მისმა მოწაფეებმა განავრცეს და იუდეის საზღვრებს გარეთ გაიტანეს.
თავდაპირველად, ებრაელები ბერძნების ყურადღების მიღმა იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ ცნობები ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ ჩნდება. ვაჭრობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ებრალები ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ინდოეთამდე, გახდა იუდეველების კარგად გაცნობის საშუალება. თავიანთი რელიგიისა და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ბერძნები მათ სირიაში მცხოვრებ ფილოსოფოსებს ეძახდნენ.
რომის იმპერიაში ებრაული თემები გავრცელებული იყო თითქმის მთელი რომის არეალზე, რაც ხელს უწყობდა თავდაპირველად ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებას. მაგრამ დრო და დრო მათ ყურადღებას იქცევდა ბერძნული საზოგადოება და სხვა ერებთან ერთად იგი ქრისტიანობას ორგანიზებულ სახეს აძლევდა.
რომის იმპერიაში ამ რელიგიამ სამი ძირითადი ეტაპი გაიარა. საწყის ეტაპზე, ქრისტიანები დიდ ყურადღებას არ იქცევდნენ.
არც რომაულ ჩანაწერებში გვხვდება იესოს შესახებ რაიმე დოკუმენტური და ოფიციალური ცნობები. შესაძლოა იმიტომ, რომ რომში ხშირი იყო სხვადასხვა სასულიერო თუ რელიგიური პირების მიგრაცია. განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან. ისინი თავშეყრის ადგილებში ხშირად ქადაგებდნენ და შესაძლოა, იესოც რიგით მქადაგებლად იყო მიჩნეული. ფაქტია, რომ ქრისტიანობა ცნობილი გახდა, როდესაც მათ წინააღმდეგ იუდეველები ილაშქრებდნენ და რომაელი თანამდებობის პირებიც შფოთის ჩასაცხრობად, ქრისტიანების, როგორც ახალი სექტის მიმდევრების, დასჯას მიმართავდნენ.
მეორე ეტაპზე, ქრისტიანების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, თუმცა ამას ერთვოდა მათი დევნა. ხშირად მათ წინააღმდეგ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფალნი ატარებდნენ მკაცრ ზომებს, ისე რომ რომის ცენტრალურ ხელისუფლებას არც შეიძლებოდა რამე სცოდნოდა. მაგრამ I-IV საუკუნეებში ქრისტიანების მიმართ რომის იმპერატორების მხრიდან ათჯერ განხორციელდა დევნის კამპანია. თავდაპირველად, ქრისტიანებს სდევნიდნენ მათი ქმედებების გამო, ვიდრე მრწამის გამო. მით უფრო, რომ საუკუნე ნახევარი რომის ხელისუფლება ქრისტიანებს იუდეველებისგან ვერ არჩევდა და ერთ კონტექსტში განიხილავდა, როგორც ებრაელთა ერთღმერთიანი სარწმუნოების მიმდევრებს. შემდგომ ისინი განიხილებოდნენ როგორც ყველა ტრადიციული და ნაციონალისტური რელიგიებისთვის საძულველ სექტად, რომელსაც არც არავინ ჰყავდა დამცველი და ქომაგი, გარდა საკუთარი ფანატიკურად მორწმუნე მრევლისა. II საუკუნიდან კი მოხდა ქრისტიანების იუდეველებისგან საბოლოო განცალკევება, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ქრისტიანები მხოლოდ ებრაელები კი არა, უმეტეს წილად რომის სხვადასხვა პროვინციების მცხოვრებლები იყვნენ, მათ შორის ბერძნები და ბევრი მათგანი არა მხოლოდ დაბალი ფენის წარმომადგენელი, არამედ წარჩინებულიც და განათლებულიც. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანების დასჯის საბაბი, რომელიც მათსავე ქმედებებს უკავშირდებოდა, სინამდვილეში მათ უმოქმედობას წარმოადგენდა. გაიუს იულიუს კეისარის შემდეგ რომში დაინერგა იმპერატორის კულტი. იმპერატორები ღმერთებად ცხადდებოდნენ და ყველა რომის მცხოვრები ვალდებული იყო თაყვანი ეცა მისთვის. ამას კი ქრისტიანობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ამას გარდა, რომაელებისთვის სავალდებულო იყო მსხვერპლშეწირვაში მიეღოთ მონაწილეობა. ქრისტიანები კი ამ რელიგიის გაჩენის საწყისს ეტაპებზე ასევე მიუღებლად აცხადებდა მსგავს რიტუალებს. საბოლოოდ, ისინი ისჯებოდნენ, როგორც რომის იმპერატორის და რომის კანონების მოწინააღმდეგე ხალხი.
რომაელებისთვის დაუმორჩილებლობა არ იყო ერთადერთი საბაბი მათი დევნისათვის. ცნობილია, რომ ქრისტიანები პირველივე საუკუნიდან ატარებენ ლიტურგიებს, წირვებს და ზიარებას. ეკლესიებში შეკრების უფლებას კი მოუნათლავ ადამიანებს არ აძლევდნენ. შესაბამისად, ქრისტიანების შეკრებები საიდუმლო შეკრებებად გამოცხადდა, რაც რომის კანონით ისჯებოდა. ამას ემატებოდა ჭორები, რომ ქრისტიანები აწყობნენ ორგიებს, ხდებოდა ინცესტები და იყვნენ ანთროპოფობები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოდიოდა მათი დასჯის მოთხოვნით, რასაც ადგილობრივი პროვინციის მმართველები აკმაყოფილებდნენ, ქრისტიანების ახლოს გაცნობისას და მათთან ადამიანური ურთიერთობების დამყარებისას, მოსახლეობა ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ მათი სიკეთეზე და მორალზე დამყარებული მრწამსი არათუ სახიფათო, არამედ მისაღებიც კი იყო. შედეგად, ქრისტიანებს დასჯისას ბევრი უთანაგრძნობდა და მხარდაჭერასაც უცხადებდა. საბოლოოდ, ორგანიზებული ეკლესიებისა და მრევლის დახმარებით, ბევრი რომის მოქალაქე ინათლებოდა და უკვე III საუკუნის დასაწყისში მათი რიცხვი 30 000-ს გაუტოლდა.
![]() |
5.3 ქრისტიანების დევნა |
▲ზევით დაბრუნება |
ქრისტიანების დევნა
ცალკე აღსანიშნავია ქრისტიანების ორგანიზებული დევნა, რომელიც მათი ეკლესიის განვითარებისა და მრევლის რაოდენობის ზრდის პარალელურად ხდებოდა. ეს კამპანია იმპერატორების დონეზე იგეგმებოდა და ხორციელდებოდა. პირველი მასორივი დევნა 64 წელს განახორციელა იმპერატორმა ნერონმა. იგი თავს გენიალურ მსა-ხიობად და პოეტად აცხადებდა. ხშირად მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში, რასაც მაგალითად, ბერძნები მოჩვენებითი აღფრთოვანებით ხვდებოდნენ. სანაცვლოდ, ბერძნული პოლისები უამრავ შეღავათებს იღებდნენ. სწორედ მის დროს მოხდა ქალაქ რომში ხანძარი, რა დროსაც 14 უბნიდან 10 დაიწვა,
მათგან 3 კი ისე, რომ ვეღარც აღადგინეს. გავრცელებული ხმებით, ხანძარი ნერონის ბრძანებით გააჩინეს, რათა ნერონს შთაგონება მიეღო პოემა „ტროას“ დასაწერად, სადაც გადამწვარი ქალაქის სცენა უნდა ასახულიყო. გავრცელებული ხმების და უკმაყოფილო რომაელების ყურადღების გადასატანად, ნერონმა ხანძარში ახლად გამოჩენილ, იმ დროს ყველაზე მარგინალურ სექტას დასდო ბრალი. ესენი ქრისტიანები იყვნენ. შედეგად, მოხდა მათი მასობრივი დაპატიმრებები და საცირკო არენაზე ათასობით მაყურებლის თვალწინ ისინი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, მტაცებელ ცხოველებს ცოც-ხლად დასაჯიჯგნად მიუყარეს. ქრისტიანების დევნა ამ პერიოდში 4 წელი გაგრძელდა, რასაც ისეთმა გამოგონილმა ბრალდებებმაც შეუწყო ხელი, როგორიც იყო გარყვნილება, კანიბალიზმი, ჩვილი ბავშვების ჭამა, ნეკროფილია და ჯადოქრობა. მაგრამ ამან არათუ გააქრო ქრისტიანები, არამედ მათ მთავარ ღირსებად მოწამეობრივი სიკვდილი გახადა.
მეორე და მესამე დევნის ტალღა ისევ I საუკუნის მიწურულს დაიწყო და ოცი წელი გაგრძელდა. იმპერატორ დომიციანეს და ტრაიანეს დროს ქრისტიანებს რომის წინააღმდეგ ამბოხება დააბრალეს, რადგამ არ დაემორჩილნენ რომაელების კანონს იმპერატორის სახელზე მსხვერპლშეწირვაში მიეღოთ მონაწილეობა. ამას ისიც დაერთო, რომ ქრისტიანები მოუნათლავების გარეშე იკრიბებოდნენ ეკლესიაში, რაც ასევე საიდუმლო შეკრებების კანონს ეწინააღმდეგებოდა. მსგავსი დამოკიდებულება იქამდეც მივიდა, რომ ერთი იმპერატორის პერიოდში, მასზე შეთქმულება რატომღაც ქრისტიანებს დაბრალდათ და მანამ სდევნიდა, სანამ თავადაც არ გარდაიცვალა.
ქრისტიანების დევნის კიდევ სამი ტალღა, სხვადასხვა დროს, ქურუმების და მკითხავების ძალისხმევით მოხდა. ქურუმები ხედავდნენ, რომ ქრისტიანობა მზარდი რელიგია იყო. მათი წევრების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ხშირი იყო ქურუმთა მიმდევრებისთვის ქრისტიანობის მიღება. ამას ისიც ერთვოდა, რომ რომში ხშირი იყო აჯანყებები, ეკონომიკური კრიზისები, მოხდა რამდენიმე მიწისძვრა და ომებში დაუმარხავად დატოვებული გვამების გამო გავრცელდა შავი ჭირი. ყველაფერი უბედურების სათავედ კი ქრისტიანებს აცხადებდნენ. იმპერატორს ქურუმები და მკითხავები არწმუნებდნენ, რომ ახალი რელიგიის მიმდევრები დაესაჯათ და ღმერთების გული ამით მაინც მოეგოთ, რათა გადაერჩინათ რომი
თავს დატეხილი სხვადასხვა უბედურებებისგან. ასეც ხდებოდა, მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში, რა დროსაც უკვე რომის იმპერატორები ოფიციალურ ბრძანებებს აქვეყნებდნენ ქრისტიანთა დასასჯელად. მაგალითად, იმპერატორმა დეკიუსმა ყველა ქრისტიანი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა ბრძანა, მაგრამ სხვა კრიზისების და მისი სიკვდილის გამო, ბრძანება ბოლომდე ვერ შესრულდა. მსგავსი ბრძანებები გამოსცეს სხვა იმპერატორებმაც, მაგრამ მისი შესრულება რომის უამრავი პრობლემების ფონზე ყოველთვის რთული იყო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მსხვერპლი ცოტა იყო. განსაკუთრებით ზარალდებოდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქრისტიანები, სადაც ისინი საკმაოდ მძლავრადაც იყვნენ წარმოდგენილნი.
ქრისტიანები დევნას ვერ გადაურჩნენ ვერც ათეისტი იმპერატორის ხელში. მას ამ რელიგიის ქადაგება არ მოსწონდა ცოდვების მონანიების და მორალის ქადაგების გამო. ყველასგან დევნილ ქრისტიანებს ყველაზე დიდი დევნა რომის ძლიერმა დომინანტმა დიოკლეტიანემ მოუწყო. ეს იმპერატორი ცნობილია, რომ იყო ძლიერი მხედართმთავარი, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც გამოასწორა კრიზისში ჩავარდნილი რომის მდგომარეობა. ამის მიუხედავად, მან ძველი რომაული კულტების აღორძინება დაისახა მიზნად, მათ შორის იმპერატორის, როგორც ღმერთის აღიარება. მის ეპოქაში აწამეს რომაელი სარდალი, გიორგი კაბადოკიელი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდა გიორგიდ შერაცხა.
საბოლოოდ, ქრისტიანების დევნის ძირითადი სამი მიზეზის გამოყოფა შეიძლება:
1.საზოგადოებრივი;
2.რელიგიურ-სახელმწიფოებრივი;
3.პოლიტიკური.
პირველ შემთხვევაში, საზოგადოება მათ დაუპირისპირდა, როგორც რომაელი ხალხის მტერს, რადგან ქრისტიანები ყველა კერპის დანგრევას და ერთი ღმერთისათვის თაყვანისცემას ქადაგებდნენ. ეს კი აღიქმებოდა, როგორც ცივილიზაციისგან განდგომა და ბარბაროსობა.
მეორე შემთხვევაში, ქრისტიანობა წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს პოლიტიკასთან რელიგიის მიმართ. რომში ხომ მხოლოდ ნაციონალისტურ და ტრადიციულ რელიგიებს იცნობდნენ. ეს კი ყველა ეროვნებასა და ხალხში ცდილობდა გავრცელებულიყო,
წინა პლანზე ადამიანს, როგორც ინდივიდს აყენებდა და არა ნაციონალურ წარმოდგენებს.
და ბოლოს, ქრისტიანობა ახალი წესების დანერგვით და სხვებისგან დამოუკიდებლად შეკრებებით, შეთქმულებების საშიშროებებს ქმნიდა. განსაკუთრებით ეს ცხადი გახდა, როდესაც მათ იმპერატორის კულტზე და მისთვის მსხვერპლშეწირვაზე თქვეს უარი.
დიოკლეტიანეს შემდეგ იმპერატორი გახდა კონსტანტინე დიდად წოდებული, რომელმაც გადაწყვიტა რეალობას წინააღმდეგობით არ შეხვედროდა. მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რეპრესიებზე უარი თქვა. პირიქით, მან თანმიმდევრული და ფრთხილი პოლიტიკით ყველაზე მზარდი და ორგანიზებული რელიგია დომინანტ რელიგიად გადააქცია, ეკლესია ამ გზით დაიქვემდებარა და ქრისტიანების ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო.
![]() |
5.4 რელიგიური კონკურენცია |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიური კონკურენცია
როგორც წინა თავებში ვახსენეთ, რომში უამრავი რელიგია და კულტი არსებობდა. ყველანი ნაციონალისტურ რელიგიებს წარმოადგენდნენ და ამა თუ იმ ხალხის იდენტიფიცირებას ახდენდნენ. რომი, როგორც კოლონიზატორი სახელმწიფო, შემწყნარებელი იყო დაპყრობილი ხალხების რელიგიების მიმართ. ის პატივს სცემდა ტრადიციულ რელიგიებს და შესაბამისად, მათი ქურუმებიც რომის სამსახურში იდგნენ. ამის მიუხედავად იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, რომის მოქალაქეს ეკრძალებოდა იუდაიზმი მიეღო, ეღიარებინა ერთღმერთიანობა და ებრაელივით წინადაეცვითა. ხოლო ქრისტიანები სამი საუკუნის განმავლობაში იდევნებოდნენ, როგორც ახალაღმოცენებული ინტერნაციონალური სექტა.
|
||||||
|
ისიდა |
მითრაა |
მითრას 8 ქიმიანი ვარსკვლავი მონეტაზე |
ქრისტიანების ერთ-ერთი სიმბოლო |
![]() |
5.5 ქრისტიანების დომინანტობა |
▲ზევით დაბრუნება |
ქრისტიანების დომინანტობა
როგორც აღვნიშნეთ, ეთნიკურად ჭრელ რომს სჭირდებოდა რაიმე შემაკავშირებელი იდეოლოგია, რასაც ძველი მრავალღმერთიანი კულტები ვეღარ ახერხებდნენ. რომის მრავალეროვანი იმპერია, სწორედ ქრისტიანობამ შთანთქა და საბოლოოდ სახელწმიფო რელიგიის სტატუსიც მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ეს რელიგია მაინც ახერხებდა წარმატებების მოპოვებას. პირველ რიგში ეს იყო განპირობებული ორგანიზებული თემების შექმნით. ქრისტიანობა კარგად იყენებდა ეკლესიებს თავშეყრისა და საკუთარი იდეების გავრცელებისათვის. მათ არა მარტო ეკლესიები გააჩნდათ, არამედ შექმნილი ჰქონდათ მძლავრი სასულიერი იერარქია და საეპისკოპოსოები, რომელთაგან მცირე აზიაში არსებული ანტიოქიის საეპისკოპოსო ლიდერობდა. თუმცა, საბოლოოდ, ამ რელიგიის ცენტრი მაინც რომი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ხელმძღვანელები III საუკუნეში ბერძნები იყვნენ, ბერძნულად იწერებოდა ღვთისმეტყველება და რომის ეპისკოპოსიც ბერძენი იყო. რელიგიის ლათინიზაცია დაიწყო აფრიკის საეპისკოპოსოებიდან და არა რომიდან. მათ დაიწყეს ღვთისმეტყველება ლათინურ ენაზე და საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანობის ლათინიზაციას, რაც დღემდე გრძელდება. შედეგად, რომის საეპისკოპოსო გადაიქცა რელიგიის ქცევებისა და წესების ძირითად მომწესრიგებლად. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი და ასკეტური ცხოვრების წესი.
აღნიშნული ედიქტის შექმნაში მონაწილეობა მიუძღვის კონსტანტინე დიდს. როგორც აღვნიშნეთ მან ორგანიზება გაუწია ნიკეას საეკლესიო კრებას. ქრისტიანები უაღრესად მნიშვნელოვნად თვლიდნენ საკუთარი მოძღვრების წერილობით ერთ დოკუმენტში ასახვას, რადგან მიიჩნევდნენ, რომ „პირველად იყო სიტყვა და იგი იყო ღმერთი.“ ამან კი ბიბლიის სახე მიიღო, რაც წიგნთა კრებულს ნიშნავს და სადაც ქრისტეს ცხოვრების გარდა აისახა მათი და ებრაელების წარმოდგენები სამყაროს შექმნიდან მის სამომავლო განადგურებამდე. ამ საეკლესიო კრებაზე სასულიერო პირებმა მოახერხეს ძირითად დოგმატურ საკითხებზე შეთახმება და ეს კრება მსოფლიო საეკლესიო პირველ კრებად არის აღიარებული. ის 325 წელს შედგა და სადავო საკითხების განხილვა 2 თვეს გაგრძელდა. მასში აქტიურად მონაწილეობდა თავად იმპერატორიც და მრავალი სადავო საკითხი სწორედ მისი შეხედულებისამებრ გადაწყდა. ასევე, კრებაზე ქრისტიანობის 150 სხვადასხვა მიმდინარეობა ერესებად გამოცხადდა და დაიგმო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც მოხდა, იყო ის, რომ ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ის ყველაზე ჩაგრული რელიგიიდან ყველაზე დომინანტ რელიგიად გადაიქცა.
ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, ერთ-ერთი უმდიდრესი ორგანიზაცია გახდა რომის იმპერიაში თავისი მიწებით, შემოწირულობებით და მატერიალური რესურსებით. თუ ამ რელიგიის მიმდევრებისთვის, რელიგიის აღმოცენების საწყისს ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მორჩილება და მოწამეობრივი სიკვდილი, რისი მიზეზიც ხშირად ის იყო, რომ რომაელი მოქალაქე უარს ამბობდა ჯარში მსახურებაზე და ომში მონაწილეობაზე, ნელ-ნელა ეს მიდგომა შეიცვალა. დამკვიდრდა „იმპერატორის ღვთითკურთხეულობის იდეა“, ანუ ყველა იმპერატორი ან მეფე ღმერთის სურვილით იყო ტახტზე ასული და შესაბამისად გვირგვინს, სწორედ ეკლესია ადგამდა. საჭირო აღარ იყო იმპერიის მართვა, როდესაც შესაძლებელი გახდა იმპერატორის მართვა. მაგრამ სანაცვლოდ, ქრისტიანობამ უარი თქვა თავის პაციფისტურ მიდგომაზე და დაამკვიდრა კიდევ ერთი იდეა „სამართლიანი ომის“ შესახებ. ასეთ დროს ქრისტიანს უკვე არათუ ეკრძალებოდა ჯარში წასვლა, არამედ ქრისტიანი სავალდებულო იყო ხელმწიფის სამსახურში იარაღით დაეცვა ან გაევრცელებინა საკუთარი რელიგია.
![]() |
6 რომის მემკვიდრეები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 მარადიული რომის იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
რომის მემკვიდრეები
მარადიული რომის იდეა
რომი ანტიკური სამყაროს ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო, რომელმაც თავისი მართვის ეფექტურობით, სამხედრო ძლიერებითა და სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებით იმ დროის ყველა სახელმწიფოს გაუსწრო. რომაული ცივილიზაცია იყო მრავალკულტურული, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური. თუმცა, ყველაზე მაღლა ლათინური ფაქტორი იდგა, რომელიც ელინისტური კულტურის ძლიერ გავლენას განიცდიდა. ეს იყო პირველი იმპერია, რომელმაც სამხედრო და შემდგომ კულტურული თვალსაზრისით, პირველად გააერთიანა ევროპის მიწების ნახევარი, ხოლო მისი დაცემის შემდეგ ევროპას დაუტოვა ისეთი მძლავრი იდეოლოგიური გამაერთიანებელი ფაქტორი, როგორიც იყო ქრისტიანობა. მოგვიანებით, სწორედ ეს რელიგია გახდა ერთიანი ევროპული სივრცის სიმბოლო.
უნდა აღინიშნოს, რომ რომის დაცემას მოჰყვა მისი სიდიადის გაანალიზება და წარმოშვა იდეა გაეგრძელებინათ მისი მემკვიდრეობა. ეს იყო საუკეთესო იდეა ებრძოლათ ძალაუფლებისთვის, რომელიც თითქმის მთელი ევროპის მიწების ბატონობას განაპირობებდა. შესაბამისად, მისი ლეგიტიმური მემკვიდრეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა, რამაც ახალი ომები და სისხლისღვრა მოიტანა. ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ რომის დაცემის დროს მისი გადარჩენის ინტერესი არავის გააჩნდა. აღარც ლათინებს შეეძლოთ იმპერიის შენარჩუნება, რომლებიც სხვა ხალხებში ასიმილირდნენ და არც სხვა იტალიკური ტომები იყვნენ რომის დიდების ბურჯები. მალე პოლიტიკურ არენაზე პირველობისკენ სწრაფულმა სახელმწიფოებმა მოისურვეს რომის ძლიერების ტოლები გამხდარიყვნენ და მის მემკვიდრედ გამოცხადდა ჯერ აღმოსავლეთ რომი, შემდგომში ბიზანტიად წოდებული, ხოლო მოგვიანებით, თავად რომის დამარბევლებმა და დამმარცხებელმა გერმანულმა ტომებმა გამოთქვეს სურვილი რომის იმპერიის აღდგენის. ამას მოჰყვა ჯერ ფრანკული რომის იმპერიის შექმნა, ხოლო შემდეგ გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის ჩამოყალიბება.
მარადიული რომის იდეას, მისი დაცემის შემდგომ უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდა, ვიდრე მისი რღვევის დროს იყო. ამას
ემატებოდა ქრისტიანული ეკლესიის სპარტაკიეკლესიის არსებობისთვის ბუნებრივ ფორმას სწორედ იმპერია წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა მარადიული რომის იდეა, რაც საკმაოდ პოპულარული იყო არა მარტო შუა საუკუნეებში, არამედ უახლოეს წარსულშიც კი. ბევრი მეცნიერი გადაჭარბებულად აფასებს რომის სახელმწიფოებრიობის იდეას და მიუხედავად ამ იმპერიის პოლიტიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ყურადღების მიღმა რჩება ის ნაკლოვანებები, რაც დამახასიათებელი იყო რომისათვის და ის სისუსტეები, რამაც რომი დაშლამდე მიიყვანა. იდეა, რომლის მიხედვითაც რომის დედაქალაქი იყო სამყაროს პოლიტიკური და ქრისტიანობის ცენტრი, გადაჭარბებულია. ასევე ბიზანტიის რომიზმი, ისევე როგორც გერმანული ტომების მიერ შექმნილი რომის იმპერია, შორსაა იმ რომისგან, რაც წინა თავში გავიარეთ. რომის მუდმივი არსებობის იდეა უფრო პოლიტიკური და რელიგიური ელიტების სურვილი იყო, ვიდრე ხალხის. არ უნდა დაგვავიწდეს, რომ რომის ძლიერება პირველ რიგში სამხედრო ძალადობაზე იდგა და მონათმფლობელური სისტემა სხვა არაფერი იყო თუ არა ძალმომრეობა და სისასტიკით შენარჩუნებული სოციალური წყობა.
ვფიქრობთ, არც რომის, როგორც ძალაუფლების სიმბოლოა მისაბაძი, რადგან იგი სხვადასხვა ერებს განვითარების გზას უკეტავდა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული და სოციალური თვალსაზრისით ის ბევრი სიახლის მომტანი იყო, ფაქტია, რომ მის გარეშეც განვითარდნენ სახელმწიფოები. ამიტომაა გადაჭარბებული დღევანდელი გადმოსახედიდან, მარადიული რომის იდეა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქალაქი რომი, რომელთანაც ასოცირება ასე ძალიან სურდათ რელიგიურ თუ სახელმწიფო მოღვაწეებს, სინამდვილეში არ ყოფილა არც სამყაროს ცენტრი და მით უფრო ქრისტიანობის. რომის იმპერიის საზღვრებიდან შორს აზიაში უკვე იყო ჩინური, იმ დროისათვის განვითარებული ცივილიზაცია, საკუთარი მორალური და ფილოსოფიური შეხედულებებით. ასევე არსებობდა სპარსული და ინდური ცივილიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია ქართველი მკითხველისთვის უფრო ახლოა, ვიდრე სხვა, ეს არ აკნინებს მათ არსებობას. ასევე, არც ქრისტიანობის ცენტრი იყო ქალაქი რომი. იმპერიის ცამეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ქრისტიანობა სულ რაღაც საუკუნე ნახევარს ითვლის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად და თუ გამოვრიცხავთ უამრავ
შიდა ქრისტიანულ კონკურენტ მიმდინარეობებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მინიმუმ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენა. შესაბამისად ქვეყნები, რომლებიც საკუთარ თავს ახალ რომს უწოდებნენ, შუა საუკუნეებში უკვე განიცადეს კრახი. აღვნიშნავთ, რომ რომის დიდებით ტკბობა, რომელიც გამუდმებულ შიდა წინააღმდეგობრივ მოვლენებს განიცდიდა და ძალადობაზე დამყარებული სამხერდო დიქტატურას უფრო წარმოადგენდა, ყალბია და დღევანდელი გამოწვევებისთვის მისი მიბაძვა, მით უფრო რელიგიური მოტივებით გადაჭარბებულია.
მიუხედავად ამისა, განვიხილავთ რომის მემკვიდრეებს, რომლებმაც ფასდაუდებელი შრომით შექმნეს იმპერიები და გავლენა იქონიეს ევროპის შემდგომ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცხოვრებაზე.
ეს საინტერესოა: კორიდა, სადაც საცირკო არენაზე ხდება ხარის მოკვლა, ასახავს ღვთაება მითრას მიერ იმ მძვინვარე ხარის მოკვლას, რომელიც ადამიანებს ერჩოდა. ამის შემდეგ, მითრამ კლდიდან გადმოადინა წყალი და წყურვილისგან იხსნა ადამიანები. |
![]() |
6.2 რომის პაპები |
▲ზევით დაბრუნება |
რომის პაპები
მიუხედავად იმისა, რომ პაპების გავლენა ხშირად იმპერატორებზე ნაკლები იყო, ისინი მაინც ითვლებოდნენ აუცილებელი ეტიკეტის შემსრულებლებად. აკურთხებდნენ იმპერატორებს და ამით ხაზი ესმებოდა იმპერატორთა „ღვთითკურთხეულობას“. მართალია, პაპები საკუთარ თავს ღმერთის მოციქულებად მიიჩნევდნენ, მაინც ხშირად ჰქონდა ადგილი საკუთარ თვითდიდებას და ხშირი იყო მცდელობა ეკლესია და საერო ხელისუფლება ერთმანეთში შეერწყათ. მათ ხომ ქრისტიანობის ბუნებრივ ფორმად მიაჩნდათ იმპერია. მათდა სამწუხაროდ თეოკრატიული იმპერიის ყოველივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და საბოლოოდ ისინი სეკულარულ სახელმწიფოებს დამორჩილდნენ, სადაც საერო საქმეები გამიჯნულია სასულიეროსგან.
![]() |
6.3 ბიზანტია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზანტია
395 წელს რომი ორად გაიყო. როგორც ვიცით თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ დაეცა დასავლეთ რომის იმპერია და მის მიწებზე გერმანულმა ტომებმა წარმოქმნეს „ბარბაროსული“ სახელმწიფოები, ხოლო აღმოსავლეთ რომმა არსებობა განაგრძო კიდევ თერთმეტი საუკუნე. იმპერია, სახელად „ბიზანტია“ სინამდვილეში არასოდეს არსებობდა. ეს სახელი ქალაქი ბიზანტიონისგან მომდინარეობს, სადაც დაარსდა კონსტანტინოპოლი და წარმოადგენდა ამ იმპერიის დედაქალაქს. ამ სახელით აღმოსავლეთ რომის იმპერიას ისტორიკოსები უწოდებენ, რათა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ბერძნული იმპერია, მანამდე არსებული რომის იმპერიისგან. არადა, თავად „ბიზანტიელები“ საკუთარ სახელმწიფოს ჩვეულებრივ „რომის იმპერიას“ ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავს „რომაელ ხალხს“. შესაბამისად რომის არსებობამ, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ რომის არსებობამ მათი გადმოსახედით XV საუკუნემდე გასტანა, ვიდრე არ დაეცა კონსტანტინოპოლი თურქების მიერ. ამ იმპერია-
ში სახელმწიფო ენა VII საუკენემდე ლათინური იყო, ხოლო შემდგომ გახდა ბერძნული. მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტია (ჩვენც ამ სახელწოდებით მოვიხსენიებთ ხოლმე მას, რათა განსხვავება მოვახდინოთ 476 წელს დაცემული რომისაგან) ყველაზე სამართლიანად ითვლება რომის იმპერიის უპირველეს მემკვიდრედ, იგი წარმოადგენდა რომაული სახელმწიფოებრიობის, ქრისტიანული რელიგიისა და ელინისტური კულტურის სინთეზს. მათი გადმოსახედით, რომის იმპერია ღვთის რჩეული ხალხის იმპერია იყო, ხოლო იმპერატორი მსოფლიო ქრისტიანობის მეთაური და დამცველი.
330 წელს კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქად საზეიმოდ გამოცხადდა. ეს არ იყო ქალაქ რომზე სწრაფი და მოულოდნელი უარის თქმა. როგორც ვიცით, ქალაქი რომი უკვე დომინანტის პერიოდში აღარ წარმოადგენდა იმპერიის დედაქალაქს. განსაკუთრებით მიუღებელი გახდა იგი კონსტანტინესათვის და მისი მიმდევარი ქრისტიანებისთვის, რადგან ყოფილი დედაქალაქი წარმართულ მოტივებზე აგებულ არქიტექტურას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც კონსტანტინეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სრულიად ახალი, ქრისტიანული იმპერია შეექმნა. შესაბამისად, ეს რელიგია უნდა ასახულიყო ხალხის ცნობიერებაში და არქიტექტურის ყველა დეტალში. ამას გარდა, ახალი დედაქალაქი წარმოადგენდა ევროპისა და აზიის გზაგასაყარს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო პლაცდარმს. მართლაც, თუ ქალაქ რომს გამუდმებით ემუქრებოდა გერმანული ტომებისგან თავდასხმა, კონსტანტინოპოლი ამით დაცული იყო. ამას გარდა, მისი აღება მხოლოდ სახმელეთო ჯარებით შეუძლებელი იქნებოდა იმ დროინდელი მტრებისთვის. საჭირო იყო ძლიერი ფლოტი, რაც ერთიორად ართულებდა მის აღებას.
იმპერატორ კონსტანტინეს ქრისტიანული რელიგია, არა მარტო ხალხის ერთიანი იდეოლოგიით შემაკავშირებლად მიაჩნდა, არამედ იგი ხაზს უსვამდა საკუთარი თავის განსაკუთრებულობას, როგორც ღმერთის რჩეული და შესაბამისად, ღვთის სამართლის სახელით ხელისუფლება აბსოლუტურ ძალაუფლებაში მოაქცია. როგორც ვიცით, იგი იყო ორგანიზატორი ნიკეას საეკლესიო კრების, თუმცა მისი ინიციატორობა აქ არ დასრულებულა. იგი იძლეოდა დირექტივებს და დოგმატურ საკითხებშიც კი ერეოდა, აწესებდა საეკლესიო კანონებს და ერთპიროვნულად წყვეტდა სამართალს. კონსტანტინე ხელმძღვანელობდა შემდგომ ადგილობრივ საეკლესიო კრებებსაც.
იგი არათუ ერეოდა საეკლესიო შიდა საქმეებში, არამედ მართავდა მას და საეკლესიო სიმბოლოებსაც თვითონ ადგენდა. ასე რომ ყველა ეპისკოპოსი მის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რაც ბუნებრივიც იყო, რადგან სწორედ მან დაასრულა ქრისტიანების უსამართლო დევნა და ეს რელიგია არათუ სხვებს გაუთანაბრა, არამედ სახელმწიფო რელიგიად აქცია. შესაბამისად, ეკლესია მასთან დიდად იყო დავალებული და კონსტანტინეს ეს მდგომარეობა არათუ მიიღო, არამედ მისი სახელის დიდებაში მნიშვნელოვანი წვლილიც კი შეიტანა. იმპერატორის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღმოსავლეთის საეპისკოპოსო არ ემორჩილებოდა დასავლეთს და სწორედ მის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი რომის ეკლესიისგან განდგომას.
![]() |
6.4 ბიზანტიის საგარეო გამოწვევები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზანტიის საგარეო გამოწვევები
ბიზანტიის პირველი გამოწვევა გოთებისა და ჰუნების შემოსევები იყო. ჯერ კიდევ ერთიანი რომის პერიოდში რომმა მიიღო გერმანული ტომების, გოთების დიდი ნაკადი, რომლებსაც ჰუნები დევნიდნენ. ისინი ოჯახებით დასახლდნენ აღმოსავლეთ რომში. ხოლო დროთა განმავლობაში იწყეს ბიზანტიის საშინაო სამქეებში ჩარევა, თანამდებობის პირების იძულებით მოხსნა და სასურველი კანდიდატების დანიშვნა. ბოლოს კი გაუთავებელი აჯანყებებით დააზარალეს არა მარტო აღმოსავლეთ რომი, არამედ დასავლეთი, როგორც ვიცით, მთლიანად გაანადგურეს. მალე ჰუნები თავად ბიზანტიასაც მოადგნენ. მისმა მეთაურმა ატილამ დალაშქრა იგი და ხარკი დაადო, თუმცა დედაქალაქის აღება იმით გადარჩა, რომ ატილამ უფრო მნიშვნელოვნად დასავლეთ რომის აღება მიიჩნია. დასავლეთ რომში ლაშქრობიდან კი იგი სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი დანაკარგით დაბრუნდა და კონსტანტინოპოლზე გალაშქრება წარმოუდგენელიც გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჰუნების იმპერია საერთოდ დაიშალა.
|
|
სამაგიეროდ, ბიზანტია ქრისტიანობას წარმატებით ავრცელებდა ბარბაროსულ ტომებში. იქ სადაც ჯარის რესურსი აღარ იყო საკმარისი, საეკლესიო პირები საუკეთესოდ ართმევდნენ თავს დასმულ ამოცანას და ერთი მეორეზე მიყოლებით აქრისტიანებდნენ გუშინდელ მტრებს. ამას კი ის შედეგი მოჰქონდა, რომ მტრულად განწყობილი ხალხები, ბიზანტიელების მოკავშირეები და ვასალები ხდებოდნენ. ესენი იყვნენ სერბები, ხორვატები, ხერსონები, ალანები, აბაზგები, ივერიელები, არმენები და ალბანელები. პარალელურად დაიწყო რუსების გაქრისტიანებაც, რაც ბიზანტიის საგარეო პოლიტიკის წარმატებად ჩაითვალა.
იუსტინიანეს შემდეგ ბიზანტიის აღმავლობის და სიმტკიცის ხანად IX-XI საუკუნეები ითვლება, როდესაც მას მაკედონური დინასტია ჩაუდგა სათავეში. თუმცა ამ დროისთვის ბიზანტიის მართვის სადავეებიდან გამოსულია დასავლეთით ყველა ის ტერიტორია, რაც იუსტინიანემ დაუბრუნა იმპერიას. მაკედონელთა გვარის პირველი იმპერატორი იყო ბასილ I, წარმოშობით გლეხის ოჯახიდან. იგი საიმპერატორო პალატაში იზრდებოდა და მსახურობდა. მან თავისი გამჭრიახობითა და ენერგიულობით მალე მიიპყრო იმპერატორის ყურადღება, მისი გული მოიგო და შვილობილადაც გამოცხადდა. ზრდასრულ ასაკში ბასილი იმპერატორის თანამოსაყდრედ დაინიშნა, რა დროსაც თავისი გამზრდელი მოკლა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ეს მუხანათული საქციელი, რომელსაც ბასილი მრავალი წელი გეგმავდა და ელოდა, ბიზანტიისთვის სწრაფი შემობრუნების და კრიზისიდან გამოყვანის საწინდარი გამოდგა. მაკედონური დინასტიის იმპერატორები საუკეთესო მეომრები იყვნენ. ისინი მთელ თავის ცხოვრებას ჯართან ერთად ატარებდნენ და სამხედროების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. მათი მმართველობის პერიოდში სასახლის ფუჭი ბრწყინვალება და სახელმწიფო სახსრების ფლანგვა დასრულდა, დაკანონდა მემკვიდრეობითი იმპერატორობის ინსტიტუტი და მთელი ყურადღება მიმართული იქნა სახელმწიფოს ფინანსური თუ სამხედრო ძლიერებისკენ.
მაკედონელთა დინასტიის მთავარი საგარეო პოლიტიკის გამოწვევა იყო არაბთა შემოსევები, ბულგარეთის აღზევება და ნორმანების თავდასხმები. IX საკუნიდან არაბებმა კუნძული კრეტა აიღეს და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ წყლებში გაბატონდნენ. ბიზანტიამ ეს კუნძული ერთი საუკუნის შემდეგ გაჭირვებით აიღო და ზღვაზეც დაამყარა კონტროლი. ამას დაერთო მუსულმანურ სამყაროში შიდა კრიზისი, რითაც კარგად ისარგებლეს ბიზანტიელებმა და აღმოსავლეთით გადაიტანეს ბრძოლის არეალი. მათ არაბებისგან გაათავისუფლეს მცირე აზია, კაბადოკია, სირია, არმენია და ივერია. ეს იყო ბიზანტიის უკანასკნელი გაფართოება აღმოსავლეთით. ამ წარმატებებს შიდა აჯანყებებიც ახლდა თან. ერთ-ერთი აჯანყების შემდეგ, სადაც ტაოს მეფე დავით კურაპალატი და სომხები იღებნენ მონაწილეობას, ბასილ II-მ ჩაახშო და შედეგად ქართველებისგან მიიღო პირობა ტაოს მიწების გადაცემისა, რაც ბრძოლების ხარჯზე არ შესრულებულა, ხოლო სომხეთის სამეფო საერთოდ გაუქმდა და მისი მოსახლეობა შიდა ბიზანტიის ტერიტორიაზე იქნა გადასახლებული. სომხეთის სამეფო XI საუკუნიდან აღარ აღმდგარა, რამაც საუკუნო დაღი დაასვა ბიზანტია-სომხების ურთიერთობებს.
![]() |
6.5 ბიზანტიის სისუსტეები და საბოლოო მარცხი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზანტიის სისუსტეები და საბოლოო მარცხი
ბიზანტიას თავისი ძლიერების პარალელურად მრავალი შიდა პრობლემა ჰქონდა. ეს იყო რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური.
ვიცით, რომ ბიზანტიას და რომის პაპებს შორის არ იყო კარგი დამოკიდებულება, რაც საბოლოოდ მათი ჩამოშორებით დასრულდა. VIII საუკუნეში პაპები ფრანკების მხარეს დადგნენ, რამაც გამოიწვია აპენინის ნახევარკუნძულის ნაწილის დაკარგვა და იქ პაპების ოლქის შექმნა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი შიდა რელიგიური პრობლემა. იმპერიაში ერთმორწმუნეობის მიუხედავად მაინც არსებობდა სხვადასხვა ქრისტიანული შეხედულებები, რაც ერთიანი ეკლესიის ფორმირებას ხელს უშლიდა. ყველაზე მძაფრად შიდა რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა VIII-IX საუკუნეებში და იგი „ხატმებრძოლეობით“ არის ცნობილი. ამ ბრძოლაში ხელისუფლება, ეკლესიის გარკვეულ ხელმძღვანელობასთან, ჯართან და მოსახლეობის ნაწილთან ერთან დაუპირისპირდა ბერ-მონაზვნურ მოძრაობას, რომელსაც ასევე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. სამოქალაქო დაპირისპირების საბაბი გახდა შეხედულება ხატებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბერ-მონაზვნებისგან განსხვავებით, თვლიდნენ რომ ეს იყო კერპთაყვანისცემის გაგრძელება. ხატების წინააღმდეგ ბრძოლა ლეო III-მ დაიწყო. თავდაპირველად მათ ხატების სიმაღლეზე დაკიდება ბრძანეს, რათა
ხალხი არ მთხვეოდა მათ, შემდეგ დაპირისპირება გამწვავდა და ურჩ ეკლესიებს ქონება და მიწებიც ჩამოართვეს. საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ ხატებს უფრო მეტი დამცველი ჰყავდა, განსაკუთრებით დასავლეთში, ვიდრე მოწინააღმდეგე. შეტაკებები და მოსახლეობის დარბევა ხალხმრავალ ჟლეტაში არაერთხელ გადაიზარდა. ხატების თაყვანისცემა ოფიციალურად დედოფალი ირინეს დროს აღსდგა, რითაც ეკლესიამ იმპერატორებზე გამარჯვება იზეიმა.
ბიზანტიის სოციალურ შიდა პრობლემად ითვლება მისი დიდი კლასობრივი უთანასწორობა, რაც საზოგადოებას მკვეთრად ჰყოფდა ორ უკიდურესობად. ეს იყო მდიდრების და ღარიბების ფენა. დიდებულები, რომლებსაც მიწები და სამხედრო პოსტები ეკავათ, სულ უფრო და უფრო მდიდრდებოდნენ და გარკვეულ წილად საფრთხეს წარმოადგენდნენ იმპერატორისთვის. ამიტომ მაკედონელთა დინასტიამ ღარიბი ფენის დაცვა დაიწყო და წვრილი მესაკუთრეების დასაცავად კანონი მიიღო. სოციალურ ფენებში დაპირისპირებამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო და ურჩი ფეოდალების აჯანყებებში გადაიზარდა, სადაც ქართველებიც და სომხებიც იღებდნენ მონაწილეობას, ჯერ იმპერატორი ბასილ II-ს მხარეს, ხოლო შემდეგ აჯანყებულების მხარეს, რაც მათი მარცხით დასრულდა.
მაკედონელთა დინასტიის შემდეგ ბიზანტია შიდა პოლიტიკურმა ინტრიგებმა და ხელისუფალთა თავაშვებულობამ მოიცვა. მათ გამანადგურებელი ზიანი მიადგათ ჩრდილოეთიდან ნორმანების თავდასხმებისგან, ხოლო აღმოსავლეთიდან თურქ-სელჩუკთა შემოტევებისგან. ამ პერიოდში თურქებმა მთლიანად შეძლეს მცირე აზიის დაკავება, რაც ძირითადად ბერძნული ტომებით იყო დასახლებული, მაგრამ ბერძნულ პოლიტიკურ სივრცეს აღარასოდეს დაბრუნებია და თურქულ ტომებთან ასიმილირდა. ამის შემდეგ ბიზანტია ჯვაროსნებმა დალაშქრეს და საბოლოოდ გაანადგურეს მისი იმპერია, რომლის ადგილზეც ოთხი სახელმწიფო შექმნეს, ხოლო კონსტანტინოპოლის არსებობა ოსმალეთის იმპერიამ დაასრულა 1453 წელს მისი საბოლოო აღებით და განადგურებით.
![]() |
6.6 ფრანკთა რომის იმპერია |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანკთა რომის იმპერია
რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზიები არა მარტო რომის პაპებსა და ბიზანტიელებს ჰქონდათ, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, არემედ იმ გერმანულ ტომებსაც, რომლებიც რომაელებისთვის ბარბაროსებად ითვლებოდნენ და რომ არა ისინი, რომს არსებობა შეიძლებოდა კიდევ მრავალი საუკუნე გაეგრძელებინა. პირველი გერმანული ტომები, ვინც ამის სურვილი გამოთქვა იყო ფრანკული ტომი, კარლოს დიდის მეთაურობით. მან 47 წელი იმეფა და ამ ხნის მანძილზე დრო სახელმწიფოს ზრდასა და აყვავებას დაუთმო. მან თავი გამოაცხადა არა მარტო ფრანკთა მეფედ, არამედ დასავლეთ რომის იმპერატორად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იმპერია სამ ნაწილად გაიყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გერმანიის ახალ სახელმწიფოს, სახელწოდებით რომის საღვთო იმპერია. თავად ფრანკები, როგორც აღვნიშნეთ, გერმანული ტომების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვა „ფრანკის“ ზუსტი ეტიმოლოგია კი დადგენილი არ არის. ერთი ვერსიით, ის სიტყვა „ფრამეასგან“ მოდის, რაც გერმანულ ტომებში გავრცელებული შუბის ტარის სახელი იყო. მეორე ვერსიით სიტყვა „ფრეი“ თავისუფალს ნიშნავს და იმ ტომების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომლებიც რომაელების დროს ხარკს არ იხდიდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. მესამე ვერსიით კი, ფრანკი უბრალოდ ერთ-ერთი გვარის სახელწოდებაა, რომლის გარშემოც მოხდა ტომობრივი გაერთიანება და ახალი ეთნოსის ჩამოყალიბება. ეს კი ორ დიდ გაერთიანებას წარმოადგენდა _ ზღვისპირა (სალია) და რაინისპირა (რიპუა) ხალხებად. ფრანკებს ცხოვრების წესები ჩამოყალიბებული ჰქონდათ ე.წ. „სალიკურ სამართალში“, რაც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და ახალ-ახალი წესები ემატებოდა კიდეც.
|
|
კარლოსის მიერ იმპერატორის ტიტულის მოპოვება არ წარმოადგენდა იოლ საქმეს. ეს იდეა წლების განმავლობაში მწიფდებოდა, რაც კარლოსმა სრული რომაული ეტიკეტის დაცვით შეასრულა. მაგრამ პაპებისგან იმპერატორების კურთხევა საკმარისი არ იყო. მას აღიარება აღმოსავლეთ რომის იმპერიისგან, ბიზანტიისგანაც სურდა. კონსტანტინოპოლში კი კარლოსს, როგორც ბარბაროს მტერს ისე უყურებდნენ. მას არათუ რომის იმპერატორად აღიქვამდნენ, არამედ ელოდებოდნენ ფრანკების საომარ იერიშს. კარლოსმა კი პირიქით, ბიზანტიას არ შეუტია, მასთან ელჩებზე ელჩებს აგზავნიდა. დამოყვრებისთვის კი ბიზანტიის დედოფლის ხელი ითხოვა, თუმცა სამწუხაროდ დედოფალი ხანში შესული იყო და ფრანკებს თავის ტოლადაც არ მიიჩნევდა. საბოლოოდ, ბიზანტიამ მაინც ცნო ფრანკთა რომის იმპერია და კარლოსი იმპერატორად, რომელმაც პაპებისგან იერუსალიმზე განსაკუთრებული უფლებებიც მიიღო, როგორც ქრისტეს საფლავის დამცველმა. იმ დროს იერუსალიმი არაბების ხელში იყო. კარლოსმა არც მათ გამოუცხადა ომი და დიპლომატიის ენით შეძლო იერუსალიმის მონახულება. ნიშანდობლივია, რომ კარლოსი მუსლიმებშიც დიდი მეომრის სახელით და ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს კი გამუდმებული და წარმატებული ომების შედეგად ჰქონდა კარლოსს მოპოვებული. მას პაპებმა პეტრეს სამოთხის გასაღები აღუთქვეს და დასავლეთ ევროპის მამად გამოაცხადეს.
რომის იმპერიის აღდგენის მიუხედავად, კარლოსს ქალაქ რომის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. იგი სულ ოთხჯერ იყო ამ ქალაქში და მას პაპების რეზიდენციად ცნობდა. აღსანიშნავია, რომ რომის კულტურის და ეტიკეტის მიმდევარიც დიდად არ ყოფილა. იგი უფრო ტრადიციულ ფრანკულ კულტურას მისდევდა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმოსებოდა რომაულად და ცხოვრებითაც ფრანკული ადათებით ცხოვრობდა. მას, სწორედ იმის გამო, რომ მრავალი ცოლი და ხასა ჰყავდა, პაპთანაც კი დაეძაბა ურთიერთობა. კარლოსის მიერ მოხდა იმპერიის დედაქალაქის ქალაქ რომიდან აახენში გადატანა (დღეს ეს ქალაქი გერმანიის შემადგენლობაშია საფრანგეთის საზღვართან). ეს ქალაქი გამოცხადდა ახალ რომად. მის ასაგებად მოწვეულნი იყვნენ რომაელი არქიტექტორები, რომლებმაც მრავალი ღირსშესანიშნავი ნაგებობა და მთავარი აახენის მონასტერი ააგეს. თუმცა, ამბობდნენ, რომ ეს ქალაქი კარლოს იქ არსებული ცხელი აბანოების გამო უყვარდა. კარლოსის პერიოდში ფრანკებმა შეიერთეს აღმოსავლეთით საქსების ტერიტორიები და მათი მოსახლეობა შიდა ტერიტორიებზე გადაასახლეს, რამაც საბოლოოდ მათი ფრანკებთან ასიმილირება განაპირობა. მის პერიოდში ასევე მოხერხდა კონტინეტური ბრიტების მიწების შეერთება და ნორმანების შემოსევების აღკვეთა. იგი აწარმოებდა ომებს სლავებთანაც და ესპანეთის ტერიტორიებზეც, სადაც ბასკებისგან ძლიერ წინააღმდეგობას და დაუმორჩილებლობას წააწყდა. ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი ფრანკებმა ჰუნების დამარცხებისგან მიიღეს. ჰუნები ხომ მომთაბარე და მძარცველი ხალხი იყო, რომლებსაც წლების განმავლობაში უამრავი ქონება ჰქონდათ დაგროვილი და მათი იმპერიის დაღმავალ პერიოდში მოუსწრეს ფრანკებმაც. ჰუნებს იმდენი ქონება დაეგროვებინათ, რომ თავისუფლად ეყო, როგორც ფრანკთა სახელმწიფო ხაზინის, ასევე ჯარისკაცების და სამხედრო მეთაურების გამდიდრებას. კარლოსმა თავისი იმპერია სიკვდილის შემდეგ თავის სამ შვილს უანდერძა. მათგან დასავლეთ მიწებით ჩამოყალიბდა დასავლეთ ფრანთა სამეფო და საფუძველი დაუდო საფრანგეთის ფორმირებას. ცენტრალური ნაწილი, ლოთარინგიას მოიცავდა და ჩრდილოეთ იტალიას, ხოლო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფომ საფუძველი ჩაუყარა რომის საღვთო იმპერიას, რომელიც გერმანიის და გერმანელი ხალხის ჩამომყალიბებლად იქცა.
![]() |
6.7 გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია
ფრანკთა რომის იმპერიის დაშლას არ მოჰყოლია მარადიული რომის იდეის გაქრობა და დასავლეთ რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე უარის თქმა. ფრანკების მიერ აღებული ესტაფეტა სხვა გერმანულმა ტომებმა გააგრძელეს. მას, როგორც ქრისტიანობის და რომის პაპების დამცველს „რომის საღვთო იმპერია“ ეწოდა და IX საუკუნიდან XIX საუკუნემდე იარსება, ოღონდ XV საუკუნიდან „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია“ ეწოდა. ეს იყო გერმანული და რომაული კულტურის სრული სინთეზი, რაც რომის რესპუბლიკის და იმპერიის ხანაში წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, მისი ლეგიტიმურობის საკითხი სადავო იყო, თუმცა ბოლოს მაინც მისთვის დადებითად გადაწყდა. თავდაპირველად, დასავლეთ რომის აღდგენა ოტო I-მა სცადა, როგორც კარლოს დიდის მემკვიდრემ, მაგრამ იტალიელები და ბიზანტიელები მისთვის იმპერატორის ტიტულის გადაცემის წინააღმდეგნი წავიდნენ. ოტოს მოწინააღმდგენი თვლიდნენ, რომ რომი არის პაპების რეზიდენცია, ხოლო რომის იმპერია უკვე არსებობს აღმოსავლეთში ე.წ. ბიზანტიის სახით, გერმანელებს კი ტევტონებს ეძახდნენ, რომლებსაც რომთან საერთო არაფერი უნდა ჰქონოდა. გერმანელების ლიდერი ასეთ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ადვილად არ დანებდა, მან რამდენჯერმე დალაშქრა აპენინის ნახევარკუნძული და პაპების რეზიდენცია დაიქვემდებარა. ხოლო დიპლომატიური ურთიერთობებით სცადა მდგომარეობის დათბობა აღმოსავლეთ რომთან. მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად, ის რაც ვერ მოახერხა კარლოს დიდმა, მოახერხა ოტო II-მ, დაუმოყვრდა ბიზანტიის იმპერატორის ოჯახს და დინასტიური კავშირით მოიპოვა აღიარება დასავლეთ რომის ცნობაზე. ამით განხორციელდა „იმპერიის გადატანა“, რომელსაც შემდგომ, განსაკუთრებით ბიზანტიელი დედოფლის წყალობით, ბერძნებისგან მოჰყვა კულტურისა და განათლების გადატანაც.
|
|
|
ეს საინტერესოა: მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერია ინგლისელებმა შექმნეს. მარადიული რომის იდეის გარეშე მათი საზღვრები მოიცავდა ჩრდილო ამერიკას, აფრიკის კონტინენტის უდიდეს ნაწილს, აზიის სახელმწიფოებს, მათ შორის ინდოეთს, ავსტრალიას, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეების კუნძულებს. ეს იყო იმპერია, სადაც მზე არასოდეს ჩადიოდა. |
![]() |
7 ჯვაროსნები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები |
▲ზევით დაბრუნება |
ჯვაროსნები
ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები
ჯვაროსნული ლაშქრობები არის შუა საუკუნეების ევროპული იდეოლოგიური
გაერთიანების სამხედრო კამპანიური გამოვლინება, რომელიც სრულად გამოხატავდა
იმ დროის ევროპის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას. სწორედ ამ
პერიოდში ჩამოყალიბდა ევროპა, როგორც ერთიან ქრისტიანულ სივრცედ, რასაც
ხელი შეუწყო ისლამური სახელმწიფოების გაძლიერებამ და ევროპაში მათი
რელიგიის ექსპანსიის სურვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ევროპა
შიდა ეკლესიური და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებით ხასიათდებოდა,
ნიშანდობლივია, რომ ევროპელ ერებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, როგორც
დადებითი, ასევე უარყოფითი. უფრო ნათლად რომ დავინახოთ თუ როგორ ხდებოდა
შუა საუკუნეების ევროპის იდეოლოგიური ფორმირება და რა შედეგები მოჰყვა მას,
უნდა მიმოვიხილოთ იმ დროის ევროპის ზოგადი მდგომარეობა და გავეცნოთ, როგორც
ლაშქრობებს, ასევე მისგან გამოწვეულ შედეგებს. |
|
როგორც უკვე აღვნიშნეთ, X საუკუნისთვის დასავლეთ ევროპის ხალხები უკვე გაქრისტიანებულები იყვნენ და მხოლოდ სკანდინავიის ვიკინგები რჩებოდნენ წარმართებად. ამ პერიოდში ევროპის ხალხთა ცნობიერებაში დიდ გავლენას ახდენდა ქრისტიანული წარმოდგენები და დოგმები. განსაკუთრებით გაძლიერდა პაპის ინსტიტუტი, რომელიც ყველა საერო ხელისუფლებაზე მაღლა მდგომად ითვლებოდა. ის საკუთარი ეკლესიისა და მრევლის გამო დიდ გავლენას ახდენდა თავად მონარქებზე და ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა. ერთადერთი ვინც, პაპის უპირატესობას აშკარად და ღიად არ აღიარებდა იყო ბიზანტია და მისი ეპისკოპოსი. XI საუკუნეში მათ ერთმანეთი შეაჩვენეს, ეკლესიიდან განდევნეს და ცალ-ცალკე ეკლესიის სახით, კათოლიკობით და მართლმადიდებლობით განაგრძეს არსებობა. ბიზანტიის გავლენით, მართლმადიდებლობა აღიარა აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა სახელმწიფომ, რითაც ევროპის ერთი ეკლესიის ქვეშ გაერთიანების იდეამ მარცხი განიცადა. ამას დაერთო ისლამის სწრაფი გავრცელება, ევროპაში შეღწევა და თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღება და ქრისტეს საფლავის ხელყოფა, რაც გახდა ახალი საბაბი ევროპა ქრისტიანული იდეოლოგიის დასაცავად, ჯვაროსნების სახელით, დარაზმულიყო.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. პირველ ათასწლეულში ხალხთა დიდი გადასახლებების შემდეგ, ჯვაროსანთა ლაშქრობა, რომელსაც რვაჯერ ჰქონდა ადგილი XII-XIII საუკუნეებში, პირველი მასობრივი მიგრაცია იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და იგი გამოწვეული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული, რელიგიური მოტივებით, არამედ მრავალ მიზეზთა ერთობლიობით. საჭიროა განვიხილოთ გეოპოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევროპა უკვე გარკვეულ პოლიტიკურ რუკას ქმნიდა, სადაც ნაციონალისტური სახელმწიფოების ფორმირებისათვის ძლიერი მონარქიები ჩამოყალიბდა. ევროპული ტიპის სახელმწიფოებს, რომლებსაც ბევრი საერთო და განმასხვავებელიც ჰქონდათ ერთმანეთისგან, გამოუჩნდა აღმოსავლეთიდან, აზიიდან გამანადგურებელი კონკურეტი ჯერ არაბთა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა სახით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას, იგივე ბიზანტიას. მას ასევე ჩრდილოეთიდან პაჭანიკების და ნორმანების შემოსევებიც აწუხებდა, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა დასავლეთის ქვეყნებისა და პაპისთვისაც, რათა დახმარებოდნენ ქრისტიან სახელმწიფოს სხვა რელიგიის მიმდევრების თავდასხმების აღსაკვეთად. პაპი განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა ბიზანტიის თხოვნას, რადგან მიეცა შესაძლებლობა საბოლოოდ დაემორჩილებინა ბიზანტიის საეპისკოპოსო და ევროპა ისევ ერთიანი ეკლესიის ქვეშ მოექცია.
რელიგიურ მოტივებზე უკვე გვქონდა მცირედი საუბარი, რომელიც პაპის ინსტიტუტის ზრდასა და მის თეოკრატიულ მიზნებს შეეხებოდა. თუმცა მისი გავლენის ზრდას დაერთო წმინდა წყლის შურისძიების მომენტი მუსლიმების მიმართ, რომელთაც ქრისტეს საფლავი აიღეს და შეუარაცხყვეს. რევანშისტული იდეა სწრაფად მოედო მთელს ევროპას მეფეებიდან დაწყებული გლეხებით დამთავრებული, რასაც ისიც ემატებოდა, რომ პაპი ლაშქრობაში სიკვდილის შემდეგ ყველას ცოდვების მიტევვებას და სამოთხეში მოხ ვედრას პირდებოდა.
სოციალური საფუძველი იყო ჯვაროსნული ლაშქრობის უმთავრესი თუ არა ერთ-ერთი მთავარი მოტივი. იმ დროის ფეოდალური სამყარო სამი ფენისაგან შედგებოდა: წარჩინებულები, სასულიერო პირები და გლეხები. ეს უკანასკნელნი მონები არ იყვნენ, მაგრამ არც თავისუფლებით სარგებლობდნენ. მისგან იღებდა გადასახადებს არა მარტო ფეოდალი, არამედ ეკლესიაც. შესაბამისად ყველაზე გაჭირვებულ, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვან ფენას წარმოადგენდა სწორედ გლეხობა. ამას ისიც დაერთო რომ უკანასკნელი 10-20 წლის განმავლობაში ევროპა აგრარულ კრიზისს მოეცვა და საუკუნოვანი გაჭირვებისა და ჩაგვრის ფონზე, ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობით, ამ ხალხს თითქოს თავდახსნის შესაძლებლობა მიეცა. ამიტომაც ბევრი ოჯახებითაც აიყარა ახალი ცხოვრების დასაწყებად და ჯვაროსანთა რიგებში ჩაეწერა.
გარდა გლეხობისა, აღსანიშნავია დიდებულების ის ფენა, რომლებიც საკმაოდ დიდ რაოდენობას წარმოადგენდა ფეოდალურ საზოგადოებაში. ესენი იყვნენ ფეოდალთა ის შვილები, რომლებსაც მამისგან მემკვიდრეობით მიწები არ ერგებოდათ ანუ მეორე და შემდგომი ვაჟები. მათ ერთადერთი გზა ჰქონდათ დარჩენილი, საკუთარი ცხენებით, გარემოცვით და აღჭურვილობით შარა გზებს დადგომოდნენ და ხშირად ყაჩაღობითაც გაეტანათ თავი. მსგავსი დაჯგუფებები ევროპაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო და პირველივე შესაძლებლობას, შეეცვალათ საკუთარი სოციალური მდგომარეობა, სიხარულით შეხვდნენ.
სოციალური დაპირისპირება არსებობდა არა მარტო გლეხებსა და დიდებულებს შორის, არამედ თავად დიდებულებშიც. მაგალითად, ფეოდალებსა და რაინდებს შორის, ფეოდალებსა და ეკლესიას შორის, ეკლესიას და მონარქებს შორის, მონარქებსა და ფეოდალებს შორის. ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგებით, ყველა მათგანი ფიქრობდა, რომ სწორედ ის გაიძლიერებდა საკუთარ პოზიციებს.
ეკონომიკური მიზეზი იყო ის, რაც აერთიანებდა ყველა ფენას. მძიმე სოციალური ფონის გარდა, დიდებულები, ვაჭრები და ყველა სხვა დაინტერესებულნი იყვნენ სიმდიდრე მოეხვეჭათ. მათ პირდებოდა პაპი უკეთეს ცხოვრებას იმ მიწებზე, სადაც ბიბლიის მიხედვით, როგორც მოსე ამბობდა, მოედინებოდა რძე და თაფლი. მოლაშქრეების ოჯახების მზრუნველობას და მფარველობას კი პაპი იღებდა საკუთარ თავზე. აღთქმული მიწის გათავისუფლების შემთხვევაში, ჯვაროსნებს შეეძლოთ დაეკავებინათ “ურჯულოთა” ხელში მყოფი მიწები და ქონება. ამ პირდაპირმა მოწოდებებმა დარაზმა ყველა და ეგზალტაციაში მოიყვანა ყველაზე გაჭირვებული ფენა, რომელიც მოუმზადებლად და არაორგანიზებულად დაადგა გზას, რათა პირველი ჩასულიყო აღთქმულ მიწაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპელ ვაჭრებს განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთთან. ხოლო მისი თურქ-სელჩუკების ხელში ჩაგდებით დაიკარგა აღმოსავლეთის ბაზრები და ყველა ვაჭარს დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა.
პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდა არა მარტო ბიზანტიას, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა სურდა, არამედ ევროპელ მონარქებსაც. ჯვაროსნული ლაშქრობა ზოგ მათგანს საკუთარ სახელმწიფოში აბსოლუტური ძალაუფლების თავმოყრის შესაძლებლობას აძლევდა. მაგალითად საფრანგეთს, რომელსაც ქვეყნის გაერთიანების პრობლემა აწუხებდა. ასევე სხვა მონარქები, რომლებიც ძალების დემონსტრირებით და ახალი მიწების დაპყ რობით საკუთარი გავლენის გაზრდას იმედოვნებდნენ არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ ევროპულ მეზობელ სახელმწიფოებშიც.
როგორც ვხედავთ, ყველა ფენა იყო მოტივირებული და დაინტერესებული ეწარმოებინათ ჯვაროსნული ლაშქრობა, რა დროსაც ყველა მოტივმა უამრავი მაგალითის სახით გამოავლინა თავი. სხვადასხვა ლაშქრობების დროს განსაკუთრებით უკანა ფლანგზე გადაიწია რელიგიურმა მოტივმა, ხოლო წინ წამოიწია ხარბი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები.
![]() |
7.2 პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა |
▲ზევით დაბრუნება |
1095 წელს პაპი ურბან II საოცარი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა სპეციალურად დათქმულ ყრილობაზე. მან არნახული დამაჯერებლობით მიმართა ევროპელ დიდებულებს და საეკლისიო პირებს. აღწერა თურქ-სელჩუკთა სისასტიკე ქრისტიანების მიმართ, რომლებსაც დამამცირებლად კლავდნენ, ანაწევრებდნენ, შეურაცხყოფდნენ და აწამებდნენ. ყვებოდა, რომ ურჯულოებმა დაიკავეს ბიზანტიის უდიდესი ნაწილი და იერუსალიმი, დაანგრიეს ეკლესიები და გვამებით გაავსეს წმინდა შენობები. იგი ასევე შეეხო ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველა ფენის გაჭირვებას და მათი სურვილები ღიად გამოხატა. ქრისტიანების გამო შურისმაძიებლებს დაპირდა უკეთეს ცხოვრებას და ცოდვების მიტევებას. სიკვდილის შემთხვევაში კი სამოთხეში მოხვედრას. ვინც იმ დროს იყო დაჩაგრული, ლაშქრობის შემდეგ განდიდდებოდა. პაპის სიტყვით აღფრთოვანებული ხალხი ყვიროდა “ასე სურს ღმერთს, ასე სურს ღმერთს!” და ისე სწრაფად მოედო ეს ამბავი ევროპას და ლაშქრობაში მონაწილეობის იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ გამგზავრება მომდევნო წლის ზაფხულშივე დაიგეგმა. თუმცა, ყველაზე მეტად აჟიტირებულმა და ახალი ცხოვრების დაწყების მსურველმა გლეხობამ ვეღარ მოითმინა და აღმოსავლეთისკენ დათქმულ დროზე ადრე დაიძრა. ეს იყო ყოვლად მოუმზადებელი, არაორგანიზებული და შეუიარაღებელი 70 000 კაციანი ბრბო, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა არც ომზე, არც მოსალოდნელ საშიშროებაზე, არც გზის სიშორეზე და სირთულეებ ზე. მათ სანოვაგეც კი არ გააჩნდათ, ამიტომ პირველივე მოშიებისას მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა დაიწყეს და ასე ხალხის გზადაგზა აწიოკებით, რასაც თვითონაც ბევრნი შეეწირნენ, ძლივს ჩააღწიეს კონსტანტინოპოლამდე. ბიზანტიის იმპერატორი გაოცებით შეხვდა მისი დედაქალაქის კარიბჭესთან მოზღვავებულ ბრბოს. მას არ სურდა ისინი ქალაქში შეეშვა, მაგრამ ვინაიდან არსებობდა საფრთხე ქალაქის მაცხოვრებელთა აწიოკების, მან შეიყვანა “მოლაშქრეები” და მათი ზღვის მეორე მხარეს გადაყვანას სასწრაფოდ გაუწია ორგანიზება, იმ მხარეს, სადაც მცირე აზიის უდიდესი ნაწილი უკვე თურქ-სელჩუკებს ეკავათ. ისინიც გაოცებით შეხვდნენ მათი ციხე-სიმაგრეებისკენ მომავალ ბრბოს, რომლებიც სწრაფად გაანადგურეს, უამრავი მათ განი ტყვედ ჩაიგდეს და შემდეგ მონად გაყიდეს. მხოლოდ ათას კაცამდე გადარჩა “ღატაკთა ლაშქრიდან” და ისიც ისე, რომ მათი ბედი გაურკვეველი დარჩა. |
|
მალე კონსტანტი ნოპოლს ორგანიზებული და კარგად შეიარაღებული მხედრობა და ქვეითი რაზმები მი ადგნენ. არც მათ ელოდა იმპერატორი, მაგრამ იძულებული იყო მიეღო და მოლაპარაკებები გაემართა. იგი ჯვაროსანთა მეთაურებისგან ითხოვდა თურქ-სელჩუკების მიერ დაკავებული მიწების უკან, ბიზანტიისთვის დაბრუნებას, რასაც ბევრი ვაჭრობის შემდეგ ჯვაროსნები დათანხმდნენდა იმპერატორის ერთგულებასაც კი მოაწერეს ხელი, მაგრამ არც ერთი პირობა არასოდეს შეუსრულებიათ. ასე დაიწყო რეალური საომარი მოქმედებები მცირე აზიაში, სადაც ჯვაროსნებმა გაათავისუფლეს ნიკეას მხარე თურქებისაგან, რომელიც მუსლიმებმა თითქმის უბრძოლველად ჩააბარეს, ხოლო შემდეგ დაიძრნენ იერუსალიმისკენ. გზად მათ მოუხდათ თურქებისგან სომხური დასახლების გათავისუფლებაც და ქალაქი ედესის აღება, სადაც გამოაჩინეს რეალური სახე. მათ დაიწყეს ძარცვა-რბევა, არა მარტო თურქების, არამედ სომხებისაც. ყველა უკმაყოფილოს და შემწინააღმდეგებელს სასტიკად, სიკვდილით უსწორდებოდნენ, რამაც საოცრად აღაშფოთა სომხები. ჯვაროსნებმა ამ ტერიტორიაზე დააარსეს პირველი სამთავრო — ედესის საგრაფო. |
|
|
იერუსალიმის სამეფო დროშა თეთრ ფონზე ოქროსფერი ჯვრები |
ვინაიდან ეს მხოლოდ ლაშქრობის დასაწყისი იყო, ჯვაროსნებმა გზა სამხრეთისაკენ განაგრძეს, სადაც ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ სამშობლოს - ანტიოქიას მიადგნენ. აქ ნამდვილი სასტიკი ბრძოლები გაიმართა, რა დროსაც ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. თურქები არ ნებდებოდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ. გამარჯვებულ ჯვაროსნებს შორის კი ქონების გაყოფის გამო დაიწყო დავა, ისე რომ ერთმანეთს კინაღამ იარაღებით დაერივნენ. როგორც იქნა დატაცებული ქონება გაიყვეს და მათ ვისაც ცოტა შეხვდა ანტიოქიის მიმდებარე ტერიტორიების აწიოკებით და ძარცვით შეივსო დანაკლისი. ასე შეიქმნა ანტიოქიის საგრაფო.
ბოლოს, როგორც იქნა იერუსალიმს მიადგნენ და ჯვაროსნებმა ქალაქი აიღეს. აქ კი მათ საოცარი სისატიკე და სიხარბე გამოიჩინეს. ქრისტეს საფლავი არათუ ახსოვდა ვინმეს, არამედ საკუთარი საქციელით წინამორბედ დამპყრობლებსაც არ ჩამოუვარდნენ. გავრცელდა ხმები, რომ თურქები ოქროს უმალავდნენ ჯვაროსნებს, თითქოს მათ ოქროს ქალაქიდან გასატანად ისინი გადაყლაპეს. ამიტომ ჯვაროსნებმა მათი გაფატვრა დაიწყეს და კუჭ-ნაწლავში ოქროს ეძებდნენ. ასე რომ დიდხანს გაგრძელდა და დრო და ენერგია, რომ დაეზოგათ ყველა თურქი ერთიანად დაწვეს, იქნებ ფერფლში უფრო ადვილად ეპოვათ რამე. საუბარი არ არის თურქ ქალებზე და ბავშვებზე, რომლებიც ასევე არ დაინდეს ჯვაროსნებმა. ხოლო საკუთარი სიხარბის დაკმაყოფილების შემდეგ დიდებულებმა შექმნეს იერუსალიმის სამეფო. იგი პაპის მოთხოვნით მას უნდა დაქვემდებარებოდა, მაგრამ მხოლოდ ნაძალადევი თანხმობა მიიღო და იერუსალიმის არც ერთ მეფეს მისკენ არ გაუხედავს.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ქრისტიანებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. გათავისუფლდა ქრისტეს საფლავი, ბიზანტიის მცირე აზიის ტერიტორიები და როგორც ვნახეთ შეიქმნა იერუსალიმის სამეფო, ხოლო მის დაქვემდებარებაში მოექცა ედესის, ანტიოქიის და ტრიპოლის საგრაფო. არნახული ქონება დააგროვეს ევროპელმა დიდებულებმა და ჯარისკაცებმა, რომელთა რაოდენობა 100 000 კაცს შეადგენდა ლაშქრობის დასაწყისში. მათგან 1/4-ს დიდებულებს წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი გლეხობას, რომელთაგანაც ყველაზე მეტი იყო მსხვერპლი. იერუსალიმში წესრიგის დამყარების მიზნით, ადგილზე დარჩა მხოლოდ 10 000 რაინდი, დანარჩენები კი უკან გაბრუნდნენ. სწორედ იერუსალიმში დარჩენილი რაინდებისგან შეიქმნა სასულიერო-სამხედრო ორდენები, რომლებსაც იერუსალიმი მუდმივი მიგრაციებისგან, არასტაბილური სიტუაციისგან და გარეშე მტრისგან უნდა დაეცვათ.*
როგორც ვხედავთ, მართალია ჯვაროსნებს ისეთი მიწა არ დახვედრიათ, სადაც პაპის დაპირებისამებრ რძე და თაფლი მოედინებოდა, არც გარდაცვლილების სამოთხეში მოხვედრის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ რამე, მაგრამ ფაქტია პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგებით ყველა ცოცხლად გადარჩენილი კმაყოფილი დარჩა. შედეგი, გაუგებარი იყო ერთადერთი ბიზანტიისათვის, რომელსაც თურქებისგან კი გაუთავისუფლეს მიწები, მაგრამ მისთვის არ გადაუციათ და არ დაუბრუნებიათ. მან არაფერი მიიღო ახალი თავსატეხის გარდა.
![]() |
7.3 მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნების მიერ შექმნილ სამეფოებში და საგრაფოებში ევროპული სამართალი და წესები დამკვიდრდა. ევროპულად მოეწყო სოციალური და პოლიტიკური ურთიერ თობები. თუმცა მათ თავდასხმითი ლაშქრობები შეწყვიტეს და მონაპოვრის შენარჩუნებისთვის დაიწყეს მზადება. ააგეს ახალი ციხე-სიმაგრეები და ჩაერთვნენ ვაჭრობაში. უკმაყოფილო იყო ბიზანტია, იგი თავისი ტერიტორიებისგან ისევ ვერ იღებდა ვერაფერ სარგებელს და ამიტომ თურქებთანაც კი შეეცადა ურთიერთობის აღდგენას. არც თურქები ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. მათ მოაგვარეს შიდა აშლილობები, გადაეწყვნენ და თავდასხმით პოლიტიკაზე გადავიდნენ.
თავდაპირველად, თურქებმა ედესის საგრაფოზე გაილაშქრეს და აიღეს კიდეც, რითაც აღმოსავლეთით დასაყრდენი პლაცდარმი მოეშალათ ჯვაროსნებს. სწორედ ეს გახდა საბაბი მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისა. პაპმა ყველა ევროპელ მეფეს მიმართა დახმარებოდნენ ქრისტიან ძმებს გაჭირვებაში. მებრძოლებს “ქრისტეს მეომრები” ეწოდათ, ხოლო ლაშქრობა “წმინდა ომებად” გამოაცხადეს. სასულიერო პირები ხალხში დადიოდნენ და მოუწოდებდნენ ამ საღვთო საქმეში მიეღოთ მონაწილეობა. ამას ისიც დაემატა, რომ საოცარი სისწრაფით გავრცელდა ათასგვარი რეალური თუ მონაჭორი ჯვაროსნულ ლაშქობებზე. გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის მკითხავები თუ “წინასწარმეტყველნი”, რომელთაც ჰქონდათ “ხილვანი” თუ “გამოცხადებანი” და საოცარ ფერებში ხატავდნენ აღმოსავლეთს და იქ მიმდინარე ლაშქრობებს.
მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობებს იგივე მიზეზები ჰქონდა, რაც პირველს. ამჯერად სამეფო კარის პირველი პირებიც ჩაერთვნენ და თავად გადაწყვიტეს დიდების მოპოვება და ქრისტიანობის დაცვა. ფრანგების ჯარს პირადად მათი მეფე ლუი VII და გერმანელების ჯარს პირადად იმპერატორი კონრად III 150 000-იანი არმიით ჩაუდგა სათავეში. ამჯერად უფრო ნაკლები რაოდენობით იყვნენ გლეხები, სამაგიეროდ ისევ მრავლად იყვნენ ქურდები, ყაჩაღები და ავანტიურისტები. თუმცა შიდა კონკურენციის გამო ფრანგებისა და გერმანელების ჯარები ცალ-ცალკე დაიძრნენ.
გერმანელებმა გზადაგზა “უფლის სახელით” ძარცვეს ხალხი და კონსტანტინოპოლს მიადგნენ. იმპერატორმა ყოველი ღონე იხმარა, რომ ისინი მალე გადაეყვანა ზღვის მეორე მხარეს, სადაც თურქებთან პირველივე შეტაკებაში დამარცხდნენ და იძულებულნი გახდნენ ფრანგებს დალოდებოდნენ. ფრანგების შემოერთების შემდეგ კი ორივემ შეცვალა გადაწყვეტილება და ედესას გვერდი აქციეს. ისინი რატომღაც დამასკოს ასაღებად გაემართნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველი ლაშქრობის მსგავსად, დამასკოს ერთი შეტევით აღება შეუძლებელი იყო. დამასკოში გამაგრებულ თურქებს სხვა საემიროებიდან მოშველებული რაზმებიც ეხმარებოდნენ. ალყა და ბრძოლები რამდენიმე თვე გაგრძელდა, წინსვლა კი არ ჩანდა. სრულმა უიმედობამ დაისადგურა ევროპელებში, რის გამოც ჯერ გერმანელები გაბრუნდნენ სამშობლოში, შემდეგ ფრანგები, რომელთა მეფეს ერთიანად ჰქონდა მობეზრებული თავი უაზრო ალყითაც და ცოლითაც, რომელიც რატომღაც თან ახლდა და რომელიც გამუდმებით სახლში დაბრუნებას ეხვეწებოდა.
ჯვაროსნების ახალი ლაშქრისგან მიტოვებული ედესისა და იერუსალიმის ქალაქებით მალე ისარგებლა ეგვიპტის ახალმა, წარმოშობით ქურთმა სულთანმა, სალადინმა. მან აიღო სირია, შუამდინარეთი და იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ბრძოლის საბაბად ისევ მძარცველი ჯვაროსნები გამოდგნენ. ერთ-ერთი ციხის მეთაური გამუდმებით აყაჩაღებდა ვაჭრებს, რის გამოც სალადიმა იერუსალიმს მოთხოვა მისი დასჯა. ხოლო მეფეს ურჩი ფეოდალის დასის შეეშინდა და სალადინს უარი შეუთვალა, რაც გახდა ბრძოლის დაწყების მიზეზი. რამდენიმე მცირე შეტაკებების შემდეგ იერუსალიმ ში მყოფი ევროპელები დანებდნენ და დიდი გამოსასყიდის ფასად ევროპაში დაბრუნდნენ. ხოლო ვისაც თანხა არ ჰქონდა და ვერც ორდენოსნებმა უშველეს ფინანსებით, ტყვედ ჩაბარდნენ და მონებად გაიყიდნენ.
იერუსალიმის დაცემისა და ქრისტეს საფლავის კვლავ მუსლიმებში ჩავარდნის ამბით ელდანაცემი პაპი ადგილზე გარდაიცვალა. მას ნერვიულობით მიჰყვა მეორე პაპიც ორ თვეში.
![]() |
7.4 მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას ევროპა განსხვავებულ პირობებში შეხვდა. ამ დროისთვის უკვე განვითარდა აგრარული სექტორი, გაიზარდა ქალაქების და მოსახლეობის რაოდენობა, განვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობა და ცხოვრების დონემ აიწია. განსაკუთრებით განვითარდა ზღვისპირა ქალაქები. ამიტომ პაპის ახალ მოწოდებებს დაებრუნებინა იერუსალიმი, ღარიბი ფენა ენთუზიაზმით აღარ შეხვედრია. თუმცა დიდებულები მზად ყოფნას გამოთქვამდნენ ახალ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებაზე. მათ გადასახადიც კი შემოიღეს “სალადინის ბეგარა”, რათა ლაშქრობა დაეფინანსებინათ, მაგრამ ამას ხალხში ისეთი მღელვარება მოჰყვა, რომ მალევე გააუქმეს.
წარჩინებულები დროის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში და რაინდულ შეჯიბრებებში ატარებდნენ. ნელ-ნელა დაიხვეწა რაინდობის ტიტული, ეტიკეტი და აბჯარიც საკმაოდ დამძიმდა. ისინი მთლიანად რკინის ნაკეთობებში ისხდნენ, რისი დამზადებაც საკმაოდ ძვირი იყო და მხოლოდ დიდებულებს შეეძლოთ მათი შეკვეთა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას დადებით მხარესთან ერთად, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს აბჯარი იცავდა მეომარს მსუბუქი ისრები სგან და ხანჯლებისგან, ჰქონდა ასევე მინუსი, იგი საკმაოდ მძიმედ სატარებელი და მანევრირებადი იყო. ასევე რთული იყო მუზარადიდან ყურება, რადგან თვალების და სასუნთქის გარდა მთელი სახე დაფარული იყო. ეს აღჭურვილობა განსაკუთრებით მოუქნელი უნდა ყოფილიყო სიცხეში, მით უფრო აზიისთვის დამახასიათებელ ზაფხულში.
ამრიგად, პაპების მოწოდებას პირველი ინგლისის მეფე ჰენრი II გამოეხმაურა. მას ამ ლაშქრობისაგან ეკონომიკური სარგებლის მიღება სურდა, რადგან ყველაზე ნაკლებად ხმელთაშუა ზღვაზე სწორედ მისი ინტერესები იყო წარმოდგენილი. თუმცა, იგი მალე გარდაიცვალა და ინგლისის და ქრისტიანობის დამცველად ახლო აღმოსავლეთში რიჩარდ ლომგულმა ილაშქრა.
ინგლისის მეფეებს მიჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ II და გერმანიის, იგივე რომის საღვთო იმპერიის იმპერატორიც _ ფრიდრიხ I ბარბაროსა. იგი თავს მსოფლიო მბრძანებელს უწოდებდა. მას სურდა ყველაზე მძლავრ იტალიურ საზღვაო ქალაქებთან და ბიზანტიასთან დაკავშირება. ხოლო ფილიპეს სურდა, საგარეო მტრის ხარჯზე, ცენტრალური ძალაუფლების გამტკიცება და დაშლილი საფრანგეთის გაერთიანება.
ჯვაროსნული ლაშქრობები არის შუა საუკუნეების ევროპული
იდეოლოგიური გაერთიანების სამხედრო კამპანიური გამოვლინება, რომელიც სრულად
გამოხატავდა იმ დროის ევროპის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას.
სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ევროპა, როგორც ერთიან ქრისტიანულ სივრცედ, რასაც
ხელი შეუწყო ისლამუ
რი სახელმწიფოების გაძლიერებამ და ევროპაში მათი რელიგიის ექსპანსიის სურვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ევროპა შიდა ეკლესიური და სახელმწიფოთაშორისი
კონფლიქტებით ხასიათდებოდა, ნიშანდობლივია, რომ ევროპელ ერებს ბევრი რამ ჰქონდათ
საერთო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. უფრო ნათლად რომ დავინახოთ თუ როგორ
ხდებოდა შუა საუკუნეების ევროპის იდეოლოგიური ფორმირება და რა შედეგები მოჰყვა მას,
უნდა მიმოვიხილოთ იმ დროის ევროპის ზოგადი მდგომარეობა და გავეცნოთ, როგორც
ლაშქრობებს, ასევე მისგან გამოწვეულ შედეგებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, X საუკუნისთვის დასავლეთ ევროპის ხალხები უკვე გაქრისტიანებულები იყვნენ და მხოლოდ სკანდინავიის ვიკინგები რჩებოდნენ წარმართებად. ამ პერიოდში ევროპის ხალხთა ცნობიერებაში დიდ გავლენას ახდენდა ქრისტიანული წარმოდგენები და დოგმები. განსაკუთრებით გაძლიერდა პაპის ინსტიტუტი, რომელიც ყველა საერო ხელისუფლებაზე მაღლა მდგომად ითვლებოდა. ის საკუთარი ეკლესიისა და მრევლის გამო დიდ გავლენას ახდენდა თავად მონარქებზე და ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა. ერთადერთი ვინც, პაპის უპირატესობას აშკარად და ღიად არ აღიარებდა იყო ბიზანტია და მისი ეპისკოპოსი. XI საუკუნეში მათ ერთმანეთი შეაჩვენეს, ეკლესიიდან განდევნეს და ცალ-ცალკე ეკლესიის სახით, კათოლიკობით და მართლმადიდებლობით განაგრძეს არსებობა. ბიზანტიის გავლენით, მართლმადიდებლობა აღიარა აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა სახელმწიფომ, რითაც ევროპის ერთი ეკლესიის ქვეშ გაერთიანების იდეამ მარცხი განიცადა. ამას დაერთო ისლამის სწრაფი გავრცელება, ევროპაში შეღწევა და თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღება და ქრისტეს საფლავის ხელყოფა, რაც გახდა ახალი საბაბი ევროპა ქრისტიანული იდეოლოგიის დასაცავად, ჯვაროსნების სახელით, დარაზმულიყო. |
|
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. პირველ ათასწლეულში ხალხთა დიდი გადასახლებების შემდეგ, ჯვაროსანთა ლაშქრობა, რომელსაც რვაჯერ ჰქონდა ადგილი XII-XIII საუკუნეებში, პირველი მასობრივი მიგრაცია იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და იგი გამოწვეული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული, რელიგიური მოტივებით, არამედ მრავალ მიზეზთა ერთობლიობით. საჭიროა განვიხილოთ გეოპოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები. მათდა სამწუხაროდ, სამივე მეფის ძალების გაერთიანება ვერ მოხერხდა და პირველი გერმანიის არმია დაიძრა. ფრიდრიხმა წინა ლაშქრობის გამოცდილებიდან გამომდინარე, თადარიგი დაიჭირა და უნგრელებთან, სერბებთან და ბიზანტიელებთან შეთანხმება დადო, მშვიდობით გაევლო მათი ტერიტორიები, ხოლო საფასურის გადახდის ხარჯზე, საკვებით მომარაგებულიყო. ჩანაფიქრი კარგი იყო, თუმცა შესრულება ძალიარ რთული. გერმანელებმა გზადაგზა მაინც დაიწყეს ძარცვა-გლეჯა, რასაც კინაღამ სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა ამ ქვეყნებთან. როგორც იქნა, მათ ძლივს მიაღწიეს კონსტანტინოპოლს, საიდანაც ნიკეაში გადავიდნენ. აქ კი საოცარმა სიცხეებმა რკინებში ჩასმული ჯარი კინაღამ გაანადგურა. ერთი ეტაპი საკვებიც შემოაკლდათ და იკონია, რომ არ აეღოთ შიმშილით დაიხოცებოდნენ. აქ დანაკლისი შეივსეს და გზა განაგრძეს, რა დროსაც ერთ პატარა მდინარეზე გადასვლისას იმპერატორის ცხენი დაფრთხა, ფრიდრიხ I ბარბაროსა წყალში ჩავარდა და სანამ მხლებლებმა ფეხზე წამოაყენეს, თავისი რკინის ჯავშანი წყლით გაივსო და დაიხრჩო. ასე უსახელოდ გარდაცვლილმა იმპერატორმა ძალიან დააბნია გერმანელები. ამას ისიც დაერთო რომ მალე მათ შავი ჭირი დაატყდათ თავს და მხოლოდ მცირე ნაწილებმა მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება, ხოლო მცირე ნაწილები ავსტრიულ ჯარებს შეუერთდნენ.ფილიპემ და რიჩარდმა იტალიაში გამოიზამთრეს, სადაც შეიტყვეს ფრიდრიხის გარდაცვალების ამბავი. სამწუხაროდ, ვერც მათი ძალების გაერთიანება მოხერხდა და სათითაოდ ილაშქრეს. ფილიპემ იერუსალიმის ჩრდილოეთით ზღვისპირა ქალაქი აკრა აიღო, მაგრამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ შეუძლოდ იყო და სამშობლოში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მიხვდა ბრძოლების გაგრძელების უშედეგობას და საფრან გეთის შიდა პრობლემების მოგვარება არჩია აზიაში ადამიანური და ფინანსური რესურსების ხარჯვას. რიჩარდ ლომგული კი სამჯერ შეეცადა იერუსალიმთან მიახლოებას, მაგრამ უშედეგოდ. მან ბრძოლაში სალადინიც კი დაამარცხა, თუმცა წინ ვეღარ წაიწია. სანაცვლოდ სალადინმაც ვეღარ მიაღწია მის განდევნას და ზავი დადო, რომლის მიხედვითაც ზღვისპირა ზოლს უთმობდა ჯვაროსნებს და მშვიდობიან ქრისტიანებს უფლებას აძლევდა იერუსალიმში მოსალოცად ემოგზაურათ. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგი ის იყო, რომ პოლიტიკურად ჯვაროსნებმა ვერაფერი მოიგეს. არც პაპებისთვის იყორაიმე შედეგი მიღწეული. მაშინ, როდესაც იერუსალიმს სამეფოს სახით ფლობდი, მოსალოცად ჩასვლის უფლება დიდი ვერაფერი შეღავათი იყო. გარდა ამისა, საზოგადოებაში გაჩნდა ნიჰილიზმი და ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი უნდობლობა. მოსახლეობა პაპის მოწოდებებს სერიოზულად აღარ აღიქვამდა. ერთადერთი ვინც ევროპელებიდან სარგებელი ნახა იყვნენ ვაჭრები, რომლებისთვისაც სალადინთან დადებული ზავი მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან განაახლეს ვაჭრობა ახალ და დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულთან.
![]() |
7.5 მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ხასიათდება პოლიტიკური ინტრიგებით და ჯვაროსნული იდეის სრულიად საპირისპორო შედეგის დასრულებით. იმის მაგივრად, რომ დასავლეთ ევროპელებს ქრისტეს საფლავი დაეხსნათ და მუსლიმებზე გაელაშქრათ, მათ კონსტანტინოპოლზე გაილაშქრეს და აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია დაამხეს. პაპებს, რომ ბიზანტიის იმპერია საკუთარი ეკლესიის გაფართოების ყველაზე დიდ დაბრკოლებად მიაჩნდათ, ჩვენთვის ცნობილია. ისინი გამუდმებით ეძებდნენ საშუალებას მათ წინააღმდეგ გაელაშქრათ და ასეთი საბაბიც მიეცათ. წინა ორი წარუმატებელი ლაშქრობების მიზეზი ბიზანტიას დაბრალდა. სწორედ ის ითვლებოდა ყველაზე დიდ ხელის შემშლელად განეხორ ციელებინათ წარმატებული ლაშქრობები. ამიტომ გადაწყდა პოლიტიკური არენიდან ბიზანტია რამენაირად ჩამოშორებულიყო. პაპისათვის ამის საბაბად იქცა კონსტანტინოპოლში გადატრიალება, რა დროსაც უზურპატორმა ალექსიმ ძმას ტახტი წაართვა, თვალები დათხარა და დილეგში გამოკეტა. ჩამოგდებული იმპერატორის შვილი შემთხვევით გააპარეს, რომელმაც ძლივს ჩააღწია რომის პაპ ინოკენტი III-თან. მან შემდეგი პირობა დადო, თუ დაუბრუნებდნენ ტახტს, მონაწილეობას მიიღებდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ევ როპიდან ჩასულ ჯარს 200,000 მარკას გადაუხდიდა და ბიზანტიის ეპისკოპოსს რომის პაპს დაუქვემდებარებდა. პაპისათვის ეს იყო საუკუნო ნატვრა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. იგი სასწრაფოდ ამოქმედდა და ევროპელ მონარქებს მოუწოდა დაეხსნათ როგორც ქრისტეს საფლავი, ასევე ქრისტიანი მოძმე ბიზანტია.
ამასთან აღმოჩნდა, რომ კონსტანტინოპოლის საშინოა საქმეებში ჩარევა კიდევ ბევრის ინტერესებში შედიოდა. მაგალითად, იმ დროს ხმელთაშუა ზღვაზე ყველაზე მდიდარი და გავლენიანი სავაჭრო ქსელები ჰქონდათ ვენეციელ ვაჭრებს და ამ ქალაქის ხელმძღვანელობას. მათ ჰყავდათ ძლიერი ფლოტი და ჰქონდათ კარგად ორგანიზებული სავაჭრო ქსელი. თუმცა, მათ კონკურენტებიც ჰყავდათ, რის გამოც წინააღმდეგობაში მოვიდა ბიზანტიის პოლიტიკასთან, რომელმაც ვენეციის კონკურენტ ქალაქებთან არჩია ურთიერთობის დაჭერა. საკუთარი ინტერესები ჰქონდა რომის საღვთო იმპერიასაც. გერმანელმა პრინცმა ცოლად ბიზანტიელი დედოფალი შეირთო და იმპერიების გაერთიანების სურვილი გააჩნდა. სავაჭრო ინტერესები ჰქონდა საფრანგეთსაც, მან ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი ხმელთაშუა ზღვაზე, რის გამოც მსგავსი საბაბი ხელს აძლევდა.
როგორც იქნა ჯარი სალაშქროდ შეიკრიბა. გადაწყდა, დაელაშქრათ ეგვიპტე და შური ეძიათ სალადინის სამშობლოზე. ისინი გზად ვენეციაში ერთ-ერთ კუნძულზე გაჩერდნენ, სადაც არც ნავები ჰყავდათ საკუთარი და არც საკვები. ასეთ პირობებში ისინი ვენეციელებმა შეიტყუეს, რათა ჯვაროსნებს მათთვის გემების დაქირავების მიზნით 80,000 მარკა გადაეხადათ. აღმოჩნდა, რომ მეომრებს ამ თანხის ნახევარიც არ ჰქონდათ, ამიტომ შიმშილით, რომ კუნძულზე არ დახოცილიყვნენ, დათანხმდნენ ლაშქრობა არა ეგვიპტეში, არამედ ჯერ კონსტანტინოპოლში მოეწყოთ, სადაც კანონიერი იმპერატორის ძალაუფლებას აღადგენდნენ, ის კი დაპირებულ 200,000 მარკას გადაუხდიდა და ვალს ამ გზით გაისტუმრებდნენ.
ასეც მოხდა, 1204 წელს ჯვაროსნებმა ბიზანტიის დედაქალაქი აიღეს, კანონიერი
იმპერატორი აღადგინეს, მაგრამ ახლა ისე აღმოჩნდა, რომ იმპერატორი საჭირო თანხის
გადამხდელი ვერ იყო. დაცარიელებული ხაზინის, ახალი გადასახადის დაწესების, ურჩი
ფეოდალების ქონებისა და მიწების ჩამორთმევის შედეგად, იმპერატორმა მხოლოდ 10,000
მარკის შეგროვება შეძლო. ამ ამბიდან ჩანს თუ რა მასშტაბის ფინანსურ გარიგებას
ჰქონდა ადგილი. ამიტომ ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს სარგებელი თავისი წესებით მიეღოთ,
ჩამოაგდეს იმპერატორი და ბიზანტიის ადგილზე ლათინთა იმპერიის შექმნა გამოაცხადეს.
იგი ოთხ ნაწილად გაიყვეს. ვენეციას
შეხვდა ყველაზე ხალხმრავალი ქალაქები, პორტები და კუნძულე
ბი, რითაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა. ხოლო ჯვაროსნებმა ბიზანტიის
ათენის და პელოპონესის მხარეები მიითვისეს. იმპერატორი 12 კაციან საბჭოს უნდა
აერჩია, სადაც 6 ვენეციელი და 6 ჯვაროსანი უნდა ყოფილიყო.
|
|
||
ბიზანტია IV ჯვაროსნულ ლაშქრობამდე |
![]() |
7.6 სხვა ლაშქრობები |
▲ზევით დაბრუნება |
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ევროპაში ჯვაროსნული ლაშქრობების მიმართ სრული სკეპტიციზმი ჩამოყალიბდა. თუ მანამდე მთავარი მამოძრავებელი მუხტი რელიგიური ფაქტორი იყო, ახლა ევროპელებს ნაკლებად სჯეროდათ პაპების ქადაგებით ქრისტეს საფლავის გამოხსნის იდეის. ამას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებდა. პირველი, მოლაშქრეების საკუთარ ტერიტორიებზე გატარება ყველას საკმაოდ მძიმედ ახსოვდა და მეორე, როგორც წინა ლაშქრობისას მოხდა, ჯვაროსნებმა არა თუ იხსნეს ქრისტიანები აღმოსავლეთში, არამედ ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცველი, აღმოსავლეთ რომის იმპერია, იგივე ბიზანტია, სრულიად გაანადგურეს. შესაბამისად, შემდგომი ლაშქრობები უფრო ცალკეული მონარქების ავანტიურისტული სამხედრო-პოლიტიკური გამოვლინებები იყო, ვიდრე იდეისთვის ბრძოლა ან საზოგადოებრივი აზრით მხარდაჭერილი კამპანიები.
შუა საუკუნეებში რელიგიური ფანატიზმისთვის დამახასიათებე ლიიყოუამრავიზღაპრულიიდეებისათუცრურწმენებისგავრცელება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, პირველი კამპანიის გარდა მხოლოდ წარუმატებლობები განიცადეს, საზოგადოების ბევრ წრეებში იმედგაცრუებამ დაისადგურა, რადგან ვერა და ვერ ხდებოდა ქრისტეს საფლავის გამოხსნა. ასეთ დროს გავრცელდა ცრურწმენა, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებდნენ მხოლოდ უცოდველი ადამიანები, ესეთები კი მხ ოლოდ ბავშვები იყვნენ. მათ უნდა მოეწყოთ წმინდა მიწაზე ლაშქრობა და დაებრუნებინათ იერუსალიმი. იდეამ ისე ფართოდ მოიკიდა ევროპაში ფეხი, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ათასობით 10-12 წლის ბავშვმა მოიყარა თავი. ისინი საოცარი ენთუზიაზმით და ზარზეიმ ით ატყობინებდნენ ევროპას, რომ ქრისტეს საფლავის ხსნა, მხოლოდ მათ ხელში იყო. ხელ ში ეჭირათ ჯვრები, ხატები, დროშები და ფსალმუნები. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჰქონდათ “ხილვები” და “გამოცხადებანი”, რის გამოც ერთგვარ ლიდერებად ყალიბდებოდნენ. მსგავსი ხმების გავრცელებამ ათეულობით ათასი ბავშვის თავმოყრა შეძლო. საბოლოოდ, ეკლესიაც კი ჩაერია, რათა დაეშალა ბავშვების ეგზალტირებული ბრბო და ლაშქრობა იტალიაში თითქოს შეჩერდა. ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, მაგრამ გზადაგზა შიმშილისგან თუ დაავადებებისგან უამრავი გარდაიცვალა, ზოგი კი დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ ლაშქრობას გზადაგზა ბევრი გამოცდილი მძარცველი “ჯვაროსანი” აეკიდა, რომლებმაც მათი ეგვიპტეში გადაყვანა და იქიდან ქრისტეს საფლავზე მიყვანა ითავა. ასე გადავიდა ათასობით ბავშვი ეგვიპტეში, სადაც ყველანი მონებად გაყიდეს, ისე, რომ იერუსალიმთან ახლოსაც არ მისულან. |
|
ბავშვების ეს ტრაგიკული მსვლელობა პაპმა ღვთის სასჯელად გამოაცხადა, ამიტომ ისევ ახალი ლაშქრობისკენ მოუწოდა მონარქებს. თუმცა, ამ საკითხში ევროპაც ერთიანი აღმოჩნდა, ოღონდ საპირისპირო იდეით. არავის სურდა წარსული შეცდომების გამეორება. ერთადერთი, ვინც პაპს თანხმობით გამოეხმაურა იყო უნგრეთის მეფე და ევროპის ზოგიერთი ჰერცოგი. მათ გადაწყვიტეს სალადინის სამშობლოზე შური ეძიათ და შემდგომ დაეხსნათ ქრისტეს საფლავი. თუმცა, როგორც წინა ლაშქრობებისთვის იყო დამახასიათებელი, ამჯერადაც ჯვაროსნებმა ნილოსის დელტაში გაძარცვეს ქალაქი და უკან დაბრუნდნენ, ისე, რომ იერუსალიმისკენ არც გაუხედავთ.
ამის შემდეგ საქმეში ისევ რომის საღვთო იმპერია ჩაერთო. გერმანელებმა ილაშქრეს როგორც მეხუთე, ასევე მეექვსე კამპანიის დროს. მათ მართლაც შეძლეს იერუსალიმის აღება, მაგრამ მხოლოდ 20 წლით გამაგრდნენ. ხოლო როდესაც იერუსალიმი ისევ თურქებმა დაიკავეს, ქრისტიანებისთვის იგი სამუდამოდ დაიკარგა. მეშვიდე და მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ ითავა. მან ისევ ეგვიპტეზე გადაწყვიტა იერიშის მიტანა, სადაც ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. მეფემ თავი მხოლოდ დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დაიხსნა და სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, ძალების აღდგენის შემდეგ ისევ გადაწყვიტა ლაშქრობა, ოღონდ ამჯერად მან ტუნისში არჩია მუს ლიმებთან დაპირისპირება, სადაც გავრცელებული შავი ჭირის გამო გარდაიცვალა და ამჯერად მკვდარი დაუბრუნდა საფრანგეთს.
* * *
სულ ჯვაროსნული ლაშქრობები ორსაუკუნენახევარი გაგრძელდა და მარცხით დასრულდა 1260-იან წლებში. რვა ლაშქრობიდან მხოლოდ პირველი, ისიც მეორე ორგანიზებული ეტაპი იყო სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებული. დანარჩენმა შვიდმა აბსოლუტური კრახი განიცადა. ამის მიუხედავად, რომის პაპები კიდევ დიდხანს მოუწოდებდნენ მონარქებს ერთიანობისა და ახალი ჯვაროსნული ლაშქრობებისკენ, მაგრამ ამაოდ. ევ როპელ მეფეებს უკვე სხვა ინტერესები და ხედვები ჰქონდათ. მათ ძალები სხვა მიმართულებებით მოსინჯეს და საკმაოდ წარმატებითაც. მალე დაიწყო ევროპული ერების მიერ კოლონიზაციის პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ასევე შეიცვალა ევროპული საზოგადოების დამოკიდებულება და შეხედულებები აღმოსავლეთზე და პირიქით, აღმოსავლეთისა ევროპაზე. ადამიანთა შეხედულებათა და წარმოდგენათა ასეთი შეცვლა განაპირობა ამ ლაშქრობათა შედეგად განვითარებულმა ახალმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა. თანდათან დაიწყო ევროპული ფეოდალიზმის შემდგომი განვითარება, რასაც მოჰყვა რეფორმაცია და კულტურული რენესანსი.
ორდენები
როგორც აღვნიშნეთ, პირველი ჯვაროსნული ლაშქობის და იერუსალიმის სამეფოს შექმნის შემდეგ, ჯვაროსანთა უმრავლესობა ევროპაში დაბრუნდა, ხოლო ადგილზე წესრიგის დამ ყარების მიზნით, დარჩა 10 000 რაინდი. სწორედ აქ შეიქმნა ხუთი ყველაზე დიდი ბერ-მონაზვნული სამხედრო ორდენი. ესენი იყო: ტამპლიერთა ორდენი, ჰოსპიტალიერთა ორდენი, ტევტონთა ორდენი, წმინდა აკლდამის ორდენი და წმინდა ლაზარეს ორდენი. შემდგომ კი ევროპაში დაახლოებით კიდევ ოცდაათი სასულიერო-სამხედრო საძმო შეიქმნა, რომლებიც არამარტო ქრისტიანთა ინტერესების გამტარებლებს წარმოადგენდნენ, არამედ კონკრეტული მონარქების და ქვეყნების. ისინი აქტიურად ერეოდნენ სამხე დრო-პოლიტიკურ საკითხებში და დიდი გავლენებით სარგებლობდნენ. თავდაპირველად, ზემოთჩამოთვლილი ორდენები შეიქმნა წმინდა ბერ-მონაზვნული წესების დაცვით. მათ არ უნდა ჰყოლოდათ არც ცოლი, არ ჰქონოდათ არც რაიმე ქონება და რაიმე პოლიტიკური თუ თანამდებობრივი ტიტული. ისინი მხოლოდ ღმერთის ჯარისკაცებად გამოცხადდნენ და მხოლოდ რომის პაპს ემორჩილებოდნენ. შიდა რაინდულ მაღალ წოდებას მაგისტრობა წარმოადგენდა, რომლებიც ირჩევდნენ მთავარ მმართველს. თუმცა იგი შეუზღუდავი უფლებებით და ერთპიროვნული გამგებლობით არ სარგებლობდა, ყველაფერს მაგისტრთა საბჭო წყვეტთა. დროთა განმავლობაში ორდენოსნებს დიდ ქონებას და მიწებს სწირავდნენ. შესაბამისად, დაგროვდა დიდი ქონება და შეიცვალა მათი პირვანდელი სახეც. ისინი არა მარტო იერუსალიმის სამეფოს და ქრისტეს საფლავზე ზრუნავდნენ, არამედ როგორც აღვნიშნეთ პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამას კი მოჰყვა მათი თანდათანობით დაშლა და განადგურება. |
|
ტამპლიერები - სიტყვა “ტემპლ” ტაძარს ნიშნავს. ეს ორდენი იერუსალიმში სოლომონ ბრძენის ტაძრის ადგილას მყოფ შენობაში დაფუძნდა და სწორედ ამიტომ ეწოდათ “ტაძრის მცველები”. მათი ნიშანი იყო თეთრ ფონზე წითელი ჯვარი. ისინი ყველაზე გავლენიან ორდენად ჩამოყალიბდნენ და ორი საუკუნე იარსებეს. მათზე დადიოდა უამრავი ლეგენდა და მითი. საკუთარი ძლიერების ფონზე, ისინი მალე გადაიქცნენ საფრთხედ, როგორც მონარქებისთვის, ასევე რომის პაპისთვის. ამიტომ საფრანგეთის მეფემ ყველა გავლენიანი ტამპლიერი მოულოდნელად ერთ დღეს შეიპყრო. მათ დააბრალეს მწვალებლობა და ერესი, რის შემდეგაც ყველა მათგანი კოცონზე დაწვეს.
ჰოსპიტალიერები - “დავრდომილთა თავშესაფარი”, იგივე იოანიტები, წმინდა იოანეს სახელობის საავადმყოფოს გამო ასე ერქვათ მათ ბერებს. ისინი პილიგრიმებს ეხმარებოდნენ იერუსალიმში. მათი ნიშანი იყო შავ ფონზე თეთრი ჯვარი. ჯვაროსნული ლაშქრობების მარცხის შემდეგ, მათ რამდენჯერმე მოუწიათ გადასახლება. ბოლოს კუნძულ მალტაზე დასახლდნენ, რის გამოც “მალტის ორდენსაც” უწოდებენ.
ტევტონები - ამ სახელით რომაელები გერმანელებს მოიხსენიებდნენ და ვინაიდან ამ ორდენის წევრების უმრავლესობა გერმანელი იყო, სწორედ ასე შეერქვათ. მათი ნიშანი იყო თეთრ ფონზე შავი ჯვარი. ისინი იერუსალიმში დიდხანს არ დარჩენილან. ევროპაში ყოფნის დროს კი ისინი პოლონეთის მონარქმა წარმართი ლიტვური ტომების, პრუსიელების დასამორჩილებლად მიიღო. მათ მართლაც დაამარცხეს პრუსიელები და დასახლდნენ მათ ქვეყანაში. ასე ჩაეყარა საფუძველი გაგერმანელებულ და გაქრისტიანებულ პრუსიას.
წმინდა ლაზარეს ორდენი - მათ ჰქონდათ ჰოსპიტალები, სადაც ჯვაროსნები კეთრისგან დაავადებულებს სამკურნალოდ აგზავნიდნენ. მათი ნიშანი იყო მწვანე ჯვარი თეთრ ფონზე, საიდანაც სავარაუდოდ მოდის სამხედრო საავადმყოფოების სახელი “ლაზარეთი” და აფთიაქების ნიშანი მწვანე ჯვარი.
წმინდა აკლდამის ორდენი - ქრისტეს საფლავის მცველები, რომელთა ნიშანი იყო თეთრ ფონზე წითელი ხუთი ჯვარი, ქრისტეს ჯვარცმისა და ოთხი სამსჭვალის ნიშნად. ეს ორდენი დღესაც არსებობს და საპატიო წოდებას წარმოადგენს ბევრ ქვეყანაში. საქართველოს დროშაც, თეთრ ფონზე წითელი ხუთი ჯვარი, სწორედ ამ სიმბოლოს მატარებელია.
ეს საინტერესოა: ქანაანის მიწას, რომელიც ბიბლიის მიხედვით ღმერთმა თავის ხალხს აღუთქვა და სადაც კეთილდღეობის სიმბოლოდ რძე და თაფლი მოედინებოდა, რომლისკენაც მოსემ ორმოცი წელი ატარა იაკობის შთამომავლები, რომლის ასაღებად ჯვაროსნებმა რვა ლაშქრობა მოაწყვეს და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მიწას, რომელსაც ერთნაირად ესწრაფვიან ქრისტიანი, მუსლიმი და იუდეველი მორწმუნეები, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სინამდვილეში ასე აღწერს: “მიწა რომელიც ჩვენ გვერგო არ იყო საოცნებო. ეს იყო რაღაც პატარა ნაგლეჯი მიწისა ახლო აღმოსავლეთის ერთი მეათასედი ნაწილი. ეს მიწა ჩვენ კარგად არ გვეპყრობოდა იქ იყო ჭაობები, კოღოები, სამხრეთში უდაბნო და ქვები. არჩევანი კოღოებსა და ქვებს შორის იყო. იქ ორი ტბა იყო – ერთი მკვდარი და მეორე მომაკვდა ვი. იყო განთქმული მდინარე, თუმცა მასში წყალი არ იყო, წყალი სრულებით არ იყო. არანაირი ბუნებრივი რესურსი არ არსებობდა – არც ოქრო და არც ნავთობი ჩვენი ქვეყანა კი – აბსოლიტურად წმინდა იყო რამეთუ არაფერი არ ჰქონდა. და ჩვენ მოვიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრე – ეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.” |
![]() |
8 რენესანსი და რეფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 განათლება რენესანსის ეპოქაში |
▲ზევით დაბრუნება |
განათლება რენესანსის ეპოქაში
ევროპული გაერთიანებების ეტაპები მეტ-ნაკლებად მოიცავდა ევროპის მიწების უდიდეს ნაწილს. მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს იყო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, იმპერიალისტური, რელიგიური თუ იდეოლოგიური ერთობა. გამონაკლისს არც საქართველოს ისტორიული ტერიტორიები წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მდებარეობდა. აქ მცხოვრები ხალხი მჭიდრო კავშირში იყო ელინისტურ კულტურასთან, რადგან თავად ელინისტური კოლონიზაციის ქვეშ, ძველი ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები იყო ამ ტერიტორიებზე გაშენებული. მაგალითად, ფაზისი, დიოსკურია, პიტიუნტი დღევანდელი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვისპირეთში მყოფი ქალაქების წინაპრებია. ესენია, ფოთი, სოხუმი და ბიჭვინთა. ვიცით, რომ ელინიზმის კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი რომი იყო პირველი იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელმაც ევროპის უდიდესი ნაწილის თავისი მმართველობის ქვეშ გაერ თიანება შეძლო. იმ დროის ქართული სახელმწიფოები ძირითადად ან რომის მოკავშირედ ცხადდებოდნენ ან მის პირდაპირ დაქვემდებარებაში შედიოდნენ, რაც ძველ ქართველებს ევროპის ცივილიზაციის ნაწილს ხდიდა. ქრისტიანების გამოჩენას და რომში სახელ მწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებას მოჰყვა ქართლში და ეგრისში ქრისტიანობის აღიარება, რამაც ცხოვრებისეულ და სახელმწიფოებრივ დონეზე ქრისტიანული ევროპული სახელმწიფოები კიდევ უფრო დააკავშირა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა დიდი სქიზმა,* ეს რელიგია მაინც საუკუნეების განმავლობაში იყო ევროპის ქვეყნების გა მაერთიანებელი იდეოლოგია და ევროპის სიმბოლო. განსხვავებით ისლამისგან, რომელიც ევროპელებისთვის აზიურ კულტურად ითვლებოდა. შესაბამისად, ევროპის კულტურულ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება მეტ-ნაკლებად ერთად ხდებოდა და ერთიან სამყაროს ქმნიდა. საქართველოს ევროპასთან განვითარების პროცესი შეწყდა მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დადგა ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანა. ეს იყო რენესანსის ეპოქა, რომელიც XIV-XVI საუკუნეებს მოიცავს და რომელიც იტალიიდან მთელს ევროპაში გავრცელდა. თავად სიტყვა “რენესანსი” “ხელახლა დაბადებას” ნიშნავს, რასაც ქვემოთ განვმარტავთ თანდათანობით. საქართველო კი ყველა სხვა ზემოხსენებული პროცესები სგან განსხვავებით, ისლამური სამყაროს იზოლაციაში მოექცა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპული განვითარების პროცესს გამოაკლდა არა მარტო საქართველო, არამედ ბიზანტია და სხვა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ანუ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში დადგა კულტურულ-განმანათლებლური აღზევების ხანა, ოსმალეთის იმპერიაში მყოფი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები დასავლეთ ევროპას რამდენიმე საუკუნით ჩამორჩ ნენ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ოსმალეთის იმპერია არ იყო ეკონომიკურად ან კულტურულად განვითარების მაღალ საფეხურზე. მაგრამ ის იყო სხვა, დასავლეთ ევროპის საერთო ფერხულისგან განსხვავებული. და მაშინ, როდესაც რენესანსმა ისეთი მსოფლმეხდველობითი გარდატეხა შეიტანა დასავლეთ ევროპის მოსახლეობის აზროვნებაში, რომ მათი გავლენა საუკუნეები გაგრძელდა, საქართველოში მცხოვრები ადამიანები ამ დროს ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე იდგნენ. |
|
ოსმალეთის მიერ ბალკანეთის ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ ბერძნებმა დასავლეთ ევროპაში გადასახლება, საკუთარი ცოდნისა და კულტურის ინტელექტუალური ექსპორტი დაიწყეს. კონსტანტინოპოლის დაცემისას ბერძნებმა ქალაქში არსებული ბიბლიოთეკები დაძალეს და ემიგრაციაში წაიღეს. მათი თანდათანობით გაშიფვრის შემდეგ კი დასავლეთ ევროპელები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ანტიკური საბერძნეთის და რომის მეცნიერება უფრო განვითარებული იყო, ვიდრე შუა საუკუნეების ევროპული ქვეყნების. ეს კი განპირობებული იყო ეკლესიის მასობრივი ცენზურით, რომელიც ყველაფერს კრძალავდა, რაც არ ეთავსებოდა რელიგიის დოგმატურ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიას თავისთავად ჰქონდა კულტურული აღმავლობა, ეს მაინც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უცხო და ნაძალადევი გარემო იყო. მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპამ სწრაფი ცივილიზაციური ნახტომი გააკეთა, საქართველო დაიშალა და სტაგნაციამ მოიცვა. ევროპასთან ერთად განვითარების პროცესი, მხოლოდ წარსულს და ბუნდოვან მომავალს წარმოადგენდა. მცდელობები, ქართველებს გაერღვიათ თურქეთისა და ირანის იმ დროინდელი პოლიტიკური წრე, რამდენიმე საუკუნე წარუმატებლად გაგრძელდა. ქართველებისთვის შორეული თვალთახედვის არეს წარმოადგენდა რელიგიური რეფორმაციაც, რაც არა მარტო იმით იყო გამოწვეული, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, არამედ იმითაც, რომ აღმოსავლური, მართლმადიდებლური ეკლესია ნაკლებად იყო პაპის ეკლესიისგან განსხვავებით ისეთი დინამიური, რამაც ცვლილებების მოტანის აუცილებლობა მოითხოვა. ევროპაში რენესანსის და რეფორმაციის პროცესი, რომელსაც ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, საქართველოს, ბიზანტიის და ბალკანეთის ქვეყნების თვალსაწიერის მიღმა განვითარდა.
![]() |
8.2 განათლება რენესანსის ეპოქაში |
▲ზევით დაბრუნება |
ცვლილებები თუ რამეს მოაქვს საზოგადოებაში, ეს განათლებაა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულებას ევროპულ საზოგადოებებში ღირებულებითი გადაფასებები მოჰყვა. უკვე ნაკლებად ენდობოდნენ სასულიერო ავტორიტეტების მოწოდებებს, თუმცა კი რელიგია რიგითი ევროპელის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა. პირველი მასობრივი გარდატეხა განათლებაში საბეჭდი მანქანის გამოგონებამ გამოიწვია. მანამდე წიგნის გადაწერა საკმაოდ ხანგრძლივ და შრომატევად საქმიანობას წარმოადგენდა, რაც ძვირი ფუფუნება იყო. შესაბამისად, წიგნებისადმი წვდომა მხოლოდ უმაღლეს სასულიერო თუ საერო პირებს ჰქონდათ. იმ დროინდელი წიგნები პერგამენტზე იწერებოდა, რაზედაც, ბეჭდვის იდეის არსებობის შემთხვევაშიც კი, დაბეჭდვა წარმოუდგენელი იყო. ქაღალდის იმპორტი ევროპელების შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობებმა განაპირობა, კერძოდ კი ჩინეთში, სადაც უკვე რამდენიმე საუკუნის წინ იყო ქაღალდი გამოგონებული. ქაღალდზე ბეჭდვის წარმოებამ კი გამოიწვია სტამბების თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელება, რასაც თავისთავად განათლების სწრაფი გავრცელება მოჰყვა.
|
|
|
სტამბები ევროპაში |
რენესანსის ეპოქაში თანდათანობით გაჩნდა ინტერესი ანტიკური ეპოქის, ძველი რომის და ძველი საბერძნეთის მიმართ. ეს ქრისტიანული ეკლესიისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ისინი ძველ რომაელებს და ბერძნებს კერპთაყვანისმცემელ ბარბაროსებად მიიჩნევდნენ. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ბერძნების დასავლეთ ევროპაში მიგრაციამ მათ მიმართ ინტერესი გააღვივა. ევროპულმა საზოგადოებამ დაიწყო ელინისტური კულტურის გაცნობა და შესწავლა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისათვის ევროპაში Lინგუა Fრანცა-ს, რაც საყოველთაოდ მიღებულ საკომუნიკაციო ენას ნიშნავს, ლათინური ენა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ლათინები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ, მათი ენა ყველა განათლებულმა ევროპელმა იცოდა. ოფიციალური მიმოწერა და სახელმწიფოებრივი ურთიერთობებიც ამ ენაზე ხორციელდებოდა. ასევე წირვა-ლოცვაც ლათინურ ენაზე წარმოებდა, რაც დაბალ ფენებში, ლათინურის არ მცოდნეებში ეკლესიასთან გაუცხოებას აღრმავებდა. პარალელურად დაიწყო ნაციონალისტური ენების პოპულარიზაცია და ლიტერატურის საკუთარ ენებზე შექმნა. ბერძნების მიმართ ინტერესმა კი ბერძნული ენისადმი ინტერესიც გამოიწვია, რითაც ბერძნულის სწავლა და ელინისტური ლიტერატურის, რიტორიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის და სხვადასხვა მეცნიერებების ორიგინალში წაკითხვა და გააზრება მოხდა. აღმოჩნდა, რომ ანტიკური ეპოქის ბერძნების მიერ სამყაროსადმი დაკვირვება და შეცნობა უფრო წინ იყო წასული, ვიდრე შუა საუკუნეების ევროპა. ამან გამოიწვია პროცესებისადმი მეცნიერული მიდგომა, რაც გულისხმობდა დაკვირვებას, თეორიის ჩამოყალიბებას და ურთიერთსაპირისპირო ცდების ჩატარებას ამ თეორიის დასასაბუთებლად. შესაბამისად, გაჩნდა ახალი იდეები დედამიწის სფერულობის შესახებ, ასევე მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის შესახებ, სამყაროს ნაწილაკების შესწავლის შესახებ და სხვა.
ბერძნების გარდა ყურადღების ქვეშ მოექცნენ ებრაელებიც. ისინი ევროპაში მუსულმანებთანაც კი ასოცირდებოდნენ და ხშირი იყო მათი დევნა ან იძულებით გაქრისტიანება. მაგრამ ებრაული ენის შესწავლამ განაპირობა ბიბლიური ტექსტების ორიგინალში წაკითხვა და საკუთარი, ეკლესიური დოგმებისგან განსხვავებული დასკვნების გამოტანა. განათლების ფართო გავრცელებისთვის კი აუცილებელი იყო განათლება საერო ცხოვრებაშიც განევრცოთ. თუ მანამდე განათლების კერად, მხოლოდ ეკლესია-მონასტრები ითვლებოდა, ახლა შეეძლოთ ლექციები წაეკითხათ ბოლონიაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, როტერდამში და ბევრ სხვა ქალაქში, რომელიც განათლების კერებად იქცა საუკუნეების განმავლობაში. განათლების დონის აწევას მოჰყვა ახალი იდეების ფორმირება, როგორც საერო ასევე სასულიერო საზოგადოებაში. გამორჩეული იყო “ჰუმანისტური” იდეები, რომელიც წინა პლანზე ადამიანის და ინდივიდის წარმოჩენას სახავდა მთავარ ფაქტორად. ჰუმანისტურმა იდეებმა გავლენა მოახდინა ლიტერატურაში, მეცნიერებაში, არქიტექტურაში, სხვადასხვა ხელოვნების სფეროში და თვით რელიგიაშიც კი. ჰუმანისტები თავდაპირველად ანტირელიგიურებად და ათეისტებად გამოცხადდნენ, მაგრამ შემდეგ დრომ როგორც აჩვენა, ისინი რელიგიისა და მეცნიერების თანხვედრისკენ იყვნენ მიმართულნი. ამიტომ ადამიანის წინა პლანზე წამოწევამ ხელოვნება რელიგიისგან არათუ გაათავისუფლა, არამედ მისი ხოტბის შემსხმელიც გახადა. ჰუმანისტები თვლიდნენ, რომ ადამიანს აქვს თანასწორობის, სამართლიანობის, ღირსებისა და ბედნიერების უფლება. მთავარ ამოცანად კი ადამიანებზე ზრუნვას ასახელებდნენ. ჰუმანიზმის ეს ღირებულებითი გარდატეხა, რომელიც რენესანსის განუყოფელი ნაწილი იყო, იქცა თანამედროვე იდეებისა და ღირებულებების საწინდრად. |
|
|
ლექცია რენესანსის ეპოქაში |
როგორც აღვნიშნეთ, რენესანსის პერიოდში, დიდი ყურადღება დაეთმო მეცნიერების განვითარებას. მათ შორის იყო ისტორიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება. თუ წინა პერიოდის ისტორიული წყაროები ხასიათდებოდა ტენდენციურობით და სხვადასხვა უმაღლესი პირების ინტერესების გატარებით, ამიერიდან დაიწყო წყაროების გადამოწმება, შედარება და დაინერგა ობიექტურობის ტენდენცია. ისტორიის შესწავლას თან ახლდა არქეოლოგიის განვითარება და მუზეუმების დაარსება. თუ ადრე სხვადასხვა ღირებულებითი ნივთი მხოლოდ მეფეს ან ეკლესიას ეკუთვნოდა, ამიერად იგი ხალხის საკუთრებაც გახდა. ღირებულებითი ფასი დაედო ისეთ უძველეს ქანდაკებებს, რომელიც მხოლოდ კერპთაყვანისმცემელ რომთან ასოცირდებოდა და ყურადღების მიღმა, მიწის ფენების ქვეშ იყო მოქცეული. რენესანსის ეპოქაში შეიცვალა რიგითი ადამიანის ცხოვრების სტილიც. ჯიბის საათის გამოგონებამ სრულიად ახლებულად გადააწყო ადამიანის ყოველდღიურობა. იგი აღარ იყო დამოკიდებული მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე. ამას თან ერთვოდა სხვადასხვა ტექნიკური მიღწევები და გამოგონებები. ხოლო ოკეანეთა მიღმა აღმოჩენებმა, რომელიც პორტუგალიელებმა დაიწყეს, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო კოლონიზატორებად აქცია, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა ეკონომიკა. ხმელთაშუაზღვის სავაჭრო ბაზრები თანდათან ოკეანეთაშორისმა ჩაანაცვლა. განვითარდა ახალი კარტოგრაფია, რაც დედამიწას არა ბრტყელ, არამედ სფერულ ობიექტად ასახავდა.
![]() |
8.3 სახელმწიფოები რენესანსის ეპოქაში |
▲ზევით დაბრუნება |
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპული ტიპის სახელმწიფოები მსგავსი მახასიათებლებით ხასიათდებოდა. ყველა ქრისტიანული სახელმწიფო თავს “ღვთითკურთხეულად” მიიჩნევდა და დედამიწაზე ღმერთის ანალოგიის განსახიერებას ცდილობდა. თუ ფეოდალიზმის საწყის ეტაპზე, სახელმწიფო მართვაში მიწათმფლობელების როლი ძალიან დიდი იყო, რენესანსის ეპოქაში ეს ყოველივე შეიცვალა და მათ ძალა დაკარგეს. ამ პერიოდის ევროპის სახელმწიფოები ხასიათდებიან მონარქიის აბსოლუტური ძალაუ ფლებისკონცენტრაციით. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურსახელმწიფოებში რესპუბლიკური მმართველობები იყო, ის მაინც ერთპიროვნულ ძალაუფლებამდე მიდიოდა. აბსოლუტურმა მონარქიამ ორ მთავარ მიზანს მიაღწია. პირველი, ურჩი ფეოდალებისგან გათავისუფლდნენ სახელმწიფოები და სახელმწიფოების ტერიტორიული საზღვრების განმტკიცება მოხდა და მეორე, გლეხი აღარ იყო ფეოდალის ნება-სურვილზე დამოკიდებული. მუდმივი ჩაგვრის გარდა გაჩნდა პერსპექტივა კარიერა გაეკეთებინათ არა გვარის, არამედ პირადი ღირსების შესაბამისად. ეს იყო კაპიტალიზმის საწყისები, როდესაც გლეხები მიწებს არენდითაც იღებდნენ და მიწათმლობელებს ქირას უხდიდნენ. ამის მიუხედავად, ფეოდალებს მაინც რჩებოდათ სხვადასხვა მანიპულაციების საშუალება. მაგალითად, ისინი მაშინ ცვლიდნენ ფასებს, როცა მოესურვებოდათ და გლეხებს ცუდ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ როგორც ჩანს, სოციალური უთანასწორობა რენესანსის თანმდევი პრობლემა იყო.
ამის მიუხედავად, ახალმა განათლებამ და სხვადასხვა მსოფლმხედველურმა იდეებმა განავითარა ინდივიდუალიზმი. ხელახლა გაჩნდა “მოქალაქეობის” ცნება, რომელთა უფლებების გარანტები არა ფეოდალები, არამედ მონარქები და კანონები იყო. ფეოდალური წყობის მოშლამ განაპირობა დიალექტების შერწყმა და ნაციონალური ენების განვითარება.
აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქების ფონზე ეკლესიაც დასუსტდა. იგი განსაკუთრებით რეფორმაციამ დაასუსტა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. გაჩნდნენ პაპისგან დამოუკიდებელი ეკლესიები, რომლებიც მხოლოდ მონარქებს ემორჩილებოდნენ.
რენესანსის ეპოქამ საომარი ტექნიკის განვითარებაც გამოიწვია. ამ პერიოდში ხშირი იყო როგორც სახელმწიფოთაშორისი ომები, ასევე შიდა კონფლიქტები და რელიგიური ომები. მოხდა აბჯრის შემსუბუქება, ვინაიდან წინა ეპოქის აბჯრით წაქცეული ადამიანის სხვის გარეშე წამოდგომა საკმაოდ რთული საქმე იყო. რენესანსის ეპოქის აბჯარი მხოლოდ თავს და გულ-მკერდს ფარავდა. თუმცა მისი ტარების აუცილებლობაც შაშხანისა და ქვემეხის გამოგონების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა. ამ დიდ და ხმაურიან იარაღს ვეღარ უმკლავდებოდა შუა საუკუნეების ნაგებობები. შესაბამისად, ფორტიფიკაციებიც დაიხვეწა და ახლებურად გამაგრდა. ქვემეხების წყალობით, ევროპელებმა ოსმალებთან მრავალი ბრძოლა მოიგეს და მათი ტერიტორიები ევროპაში შეავიწროვეს.
ომების გარდა რენესანსის ეპოქის სახელმწიფოებში ყურადღება ეკონომიკის განვითარებას ექცეოდა. ამას პირველ რიგში ხელი შეუწყო ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, ამერიკის, აფრიკის, შორეული აზიისა და ავსტრალიის მიწების ათვისებამ. გაჩნდა ბანკები და ბირჟები, ასევე საფუძველი ჩაეყარა მანუფაქტურულ მუშაობას. თუ მანამდე ერთი ხელოსანი ასრულებდა ერთი ნივთის შექმნისთვის ყველა სამუშაოს, ამ ტიპის ქარხნებმა, გადაანაწილა შრომა, რამაც წარმოება უფრო მასიური და ეფექტური გახადა.
![]() |
8.4 ხელოვნება |
▲ზევით დაბრუნება |
რენესანსის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლენაა მხატვრობა და არქიტექტურა, რომელმაც დროს
გაუძლო და დღეს კაცობრიობის უდიდეს ნამუშევრებად და ქმნილებებად ითვლება. როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, რენესანსის პერიოდში გააქტიურდა გათხრები და მოხდა რომაული
არქიტექტურული ნამუშევრების აღმოჩენები. ამ პერიოდში გამძაფრებული ინტერესი იყო
ანტიკური კულტურისა და ხელოვნების მიმართ. თუმცა, ეს არ ნიშნავდა თანამედროვე ეპო
ქის რეალობის ასახვაზე უარის თქმას და წარსულში დაბრუნებას. იგი არც ქრისტიანულ
კულტურას გაურბოდა. პირიქით, რენესანსის ხელოვნება წარმოადგენს ანტიკურობისა და
ქრისტიანობის ერთგვარი შერიგების მცდელობას. ამ ეპოქის მხატვრებმა ისწავლეს სა
გნებისა და ადამიანების ბუნებრივად და რეალისტურად ასახვის ხერხი. მნიშვნელოვანი
გარდატეხა იყო “პერსპექტივის” კანონების აღმოჩენა, რაც საშუალებას აძლევდა ხელოვანს
სივრცითი შეგრძნება შეექმნა მნახველისათვის. ეს იყო ერთგვარი ე.წ. 3D გამო
სახულებები, ანუ ორ განზომილებაში სამი განზომილების ასახვა. მხატვრობის საოცარმა სირთულემ, ამ ხელოვანთა სოციალური სტატუსი საზოგადოებაში უფრო მაღლა დააყენა და ისინი უფრო დაფასებულნი გახდნენ. მათ გააფართოვეს თავისი თვალსაწიერი და დაიწყეს ადამიანის ემოციებისა და სხეულის, ხშირად შიშველი სხეულის დეტალური გამოსახვა. პოპულარული გახდა პორტრეტების დახატვაც, რაც პიროვნების როლის წინ წამოწევის ნიშანი იყო. ყოველივე ეს მხატვრებს ქრისტიანობას არ აშორებდა. პირიქით, ბევრი მათგანი ეკლესიის სამსახურში იდგა. ისინი ხატავდნენ ფრესკებს, ოღონდ მარტივი სიმბოლური გამოსახულებები შეცვალეს რეალისტური, სამგანზომილებიანი გამოსახულებებით. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია რომში (ვატიკანში) სიქსტის კაპელას თაღის მოხატულობა. მხატვრების გარდა ძველ ბერძნულ-რომაულ სტილს მიბაძეს არქიტექტორებმაც. ხის ნაკეთობებით აშენებული ქალაქები ნელ-ნელა ჩაანაცვლა ქვის სახლებმა და სასახლეებმა. მათ არქიტექტურაში გამოყენებული იყო რომის სიმბოლოები თაღები, სვეტები და გუმბათები. მისი თვალსაჩინო მაგალითია ვატიკანის პეტრეს ტაძარი, ფლორენციის გუმბათოვანი ეკლესია და სხვა ნიმუშები, რომელიც დღესაც კი ევროპის ღირსშესანიშნავ თუ ყოველდღიურობის სახეს წარმოადგენს. ეკონომიკური აღმავლობისა დაცხოვრებისდონისგანვითარების თანმდევი ხელოვნების ელემენტი იყო მოდა, რომელიც იტალიაში ისე იყო განვითარებული, რომ ყოველწლიურად იცვლებოდა ახალახალი ელემენტებით და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა. |
|
|
პერსპექტივის კანონი მხატვრობაში |
![]() |
8.5 რელიგია რენესანსის ეპოქაში |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგია შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობას წარმოადგენდა. იმის მიუხედავად, იყვნენ ადამიანები მეტად თუ ნაკლებად მორწმუნეები, მონარქიდან დაწყებული, რიგითი გლეხით დამთავრებული რელიგია მათ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდა. შუა საუკუნეების გაუთავებელი ომების შემდეგ, ეკონომიკის დაქვეითებამ და ეპი-
დემიის გავრცელებამ ადამიანები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ხშირი იყო ცრურწმენები, სამყაროს აღსასრულის და ანტიქრისტეს მოლოდინი. მხოლოდ შავი ჭირის ეპიდემიამ XIV საუკუნეში დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 1/3 იმსხვერპლა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია და ყოველივე ეს ღვთის რისხვად იქნა მიჩნეული. შედეგად, ეკლესიებში გახშირდა აღსარებები, რასაც პაპებმა ერთგვარი ორიგინალური და არარელიგიური ხასიათი მისცეს. მათ ცოდვების მისატევებლად ცნობების გაცემა დაიწყეს, რომლისთვისაც მატერიალური საფასური უნდა გადაეხადათ და რომელსაც “ინდულგენციები” ეწოდებოდა. მალე ადამიანებმა აღსარების ჩაბარების ნაცვლად პირდაპირ ინდულგენციების ყიდვა დაიწყეს, რასაც რომის პაპის ეკლესია უწყობდა ხელს და ამ გზით აგროვებდა სიმდიდრეს.
კათოლიკური ეკლესიის კიდევ ერთი შეუფერებელი კამპანია იყო “ცოდვილი” ადამიანების სასტიკად დასჯა. მათი ბედი სპეციალურ სასამართლოზე წყდებოდა, რასაც “ინკვიზიცია” ეწოდებოდა. ამ გზით სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ არა მარტო იმ პირებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნიდა კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ან მოეჩვენებოდათ რომ განსხვავებულად ფიქრობდა. ინკვიზიციის მსხვერპლნი იყვნენ მეცნიერები, ხელოვნები, ფილოსოფოსები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალო ადამიანები. ზუსტად დაუდგენელია რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კათოლიკურ ეკლესიას, თუმცა მათი დასჯის სასტიკმა მეთოდებმა, ადამიანების სხვადასხვა ხერხით წამებით სიკვდილმა და კოცონზე დაწვამ, პირიქით საძირკველი შეურყია ეკლესიას.
ჰუმანისტური იდეების გავრცელებით, თანდათან შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. თუ ადრე ევროპელი ადამიანის იდეალი იყო ბერი, რომელიც გამუდმებული ლოცვით ცდილობდა სამოთხეში მოხვედრას, ამჯერად ხალხმა ამქვეყნიურობის გალამაზებაზეც დაიწყო ზრუნვა და სამოთხეში წასვლას ნაკლებად ჩქარობდა.
ჩანახატები ინკვიზიციიდან |
![]() |
8.6 რეფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კათოლიკური ეკლესიის ღარიბთა ხარჯზე გამდიდრებამ, მორალური პრინციპების დარღვევამ, ფუფუნების დემონსტრირებამ და პაპების მიერ თავხედურმა საერო ცხოვრებაში ჩარევამ, ინდულგენციებმა და ინკვიზიციამ თანდათანობით დანერგა მათდა მი სახალხო ზიზღი. პაპის ავტორიტეტი ეტაპობრივად შეირყა და იგი ყველგან ინკვიზიციის ხერხებს ვეღარ იყენებდა. ამიტომ ფეხი მოიკიდა ეკლესიის რეფორმის იდეამ, განსაკუთრებით კი გერმანიაში, სადაც პროტესტანტულ მოძრაობას სათავეში კათოლიკე ბერი მარტინ ლუთერი ჩაუდგა.
ლუთერი ფანატიკურად მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო. იგი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და თვითგვემასაც კი მიმართავდა ხოლმე. პაპების მიერ ინდულგენციების მასობრივად გაყიდვამ მას საბაბი მისცა ჩამოეყალიბებინა 95 თეზისი ეკლესიის რე ფორმისათვის და იგი საჯარო სივრცეში გამოაკრა. ამის გამო პაპმა ლუთერი შეაჩვენა და დასასჯელად მასზე დევნა გამოაცხადა. თუმცა, მარტინს საქსონიის მეფე მფარველობდა და მისი დაპატიმრება თავიდან იქნა აცილებული. პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, შესაძლებელი გახდა ლუთერის იდეების რეალიზებას ხორცი შესხმოდა. მისი რეფორმატორული იდეა, პირველ რიგში ითვალისწინებდა, ეკლესიებში წირვა ნაციონალურ ენებზე წარმართულიყო, რადგან უბრალო ადამიანებს შეძლებოდათ მისი გაგება და უკეთ აღქმა. ამის გამო მან ბიბლია გერმანულ ენაზე თარგმნა. ასევე იგი უპირატესობას ანიჭებდა ქადაგებას და არა წირვას. ცოდვების გამოსასყიდად კი მხოლოდ სინანულს მიიჩნევდა. იგი ეკლესიის რთული კანონების გამარტივებას და გაუბრალოებას ისახავდა მიზნად. ლუთერმა, რომელმაც რომის პაპი ანტიქრისტედ გამოაცხადა, იმპერატორისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. პაპის მხარეს მდგომი იმპერატორი გამუდმებით საზღვარგარეთ იყო ომების საწარმოებლად და შიდა პოლიტიკურ-რელიგიურ დაპირისპირებებს ნაკლები ყურადღება დაუთმო. ასე რომ ლუთერანებმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს და გერმანია პროტესტანტულ სახელმწიფოდ აქციეს. გარდა ამისა, ლუთერს გამოუჩნდა სხვადასხვა პროტესტანტული მიმდინარეობები. ისინი ნათლობას მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ემხრობოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ხატების ცნებას. |
|
გერმანიის რეფორმაციამ გაამძაფრა კლასობრივ ფენებს შორის დაპირისპირება. იმპერატორის, მთავრებისა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ აჯანყდა რაინდობა, რომელიც დაბალ თავადაზნაურთა წრეს განეკუთვნებოდა და მთავრების მზარდი ძალაუფლებით იყვნენ შეწუხებულნი. ეს აჯანყება მალევე დამარცხდა. თუმცა მას მოჰყვა გლეხთა ომი, რომელმაც გერმანიის ფართო მოსახლეობის ფენები მოიცვა. ამ აჯანყებას არ ჰქონია ერთიანი წინააღმდეგობრივი პლატფორმა, მიუხედავად ამისა, მათ რისხვას ეკონომიკური და რელიგიური მიზეზები განაპირობებდა. საინტერესოა, რომ გლეხთა ომს არ უთანაგრძნო მარტინ ლუთერმა, ალბათ იმ მიზეზით, რომ მათი რელიგიური შეხედულებები ზუსტად არ ემთხვეოდა მარტინისას, რომელიც გერმანიის შიგნით კლასობრივი უთანასწორობის და ამ გზით სტაბილურობის შენარჩუნების მომხრე იყო. გლეხთა აჯანყება დამარცხდა და მას 100 000-ზე მეტი გლეხი ემსხვერპლა, ხოლო აჯანყებულ ქალაქებს მეტი კონტრიბუცია დაეკისრა.
დროდადრო, მარტინ ლუთერის მსგავსად, გამოჩნდნენ სხვა პროტესტანტი ლიდერები. მაგალითად, შოტლანდიაში ფეხი მოიკიდა “კალვინისტურმა” მოძრაობამ, ხოლო საფრანგეთში “ჰუგენოტებმა”. პროტესტანტულმა იდეებმა ფეხი მოიკიდა ინგლისშიც, რომელსაც მეფე ჰენრი VIII უჭერდა მხარს. იგი იმ საბაბით განუდგა რომის პაპს, რომ მან განქორწინების უფლება მისგან ვერ მიიღო. ეს გახდა საბაბი ინგლისში პროტესტანტული ეკლესიის ფორმირებისა, რომელსაც “ანგლიკანიზმი” ეწოდა და რომელიც მხოლოდ მეფეს დაემორჩილა.
მძაფრი რელიგიური დაპირისპირება იყო საფრანგეთშიც. კათოლიკები სასტიკად დევნიდნენ ჰუგენოტ პროტესტანტებს. მათ წმინდა ბართლომეს დღესასწაულზე ათასობით პროტესტანტი გაწყვიტეს, რის გამოც ამ სასტიკ სისხლისღვრას “ბართლომეს ღამე” ეწოდა. თუმცა ამან ვერ შეაჩერა პროტესტანტული აჯანყებები და იგი XVI საუკუნეში 40 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ კათოლიკეებმა ათიათასობით ფრანგის სიკვდილის ხარჯზე, მაგრამ მაინც დაიხიეს უკან და ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლების უფლება მიეცათ. ეს რელიგიური მონაპოვარი მხოლოდ ლუი XIV-მდე ანუ თითქმის ერთი საუკუნე გაგრძელდა, რა დროსაც, კათოლიზიცმა საბოლოოდ გაიმარჯვა საფრანგეთში. რელიგიური დაპირისპირება კიდევ უფრო დამანგრეველი გამოდგა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიისთვის. XVII საუკუნეში დაწყებულმა დაპირისპირებამ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის 30 წლიანი ომის სახე მიიღო. რელიგიურ მოტივებს ისიც დაერთო, რომ ინგლისსა და საფრანგეთს საღვთო რომის იმპერატორთა დინასტიის, ჰაბსბურგების დამარცხება სურდათ. ომში ჩაბმულნი იყვნენ სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, საფრანგეთი და ცენტრალური ევროპის სხვა სამეფოებიც. სასტიკი ბრძოლების შედეგად ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა სოფლები და ქალაქები. ბევრგან შენარჩუნდა კათოლიკობა და შეჩერდა პროტესტანტიზმი, მაგრამ საღვთო რომის იმპერია 400-მდე სამეფო-სამთავრობოდ დაიშალა.
|
|
|
დაშლილი გერმანია და დანაწევრებული იტალია XVII ს ევროპაში |
რეფორმაციის შედეგად კათოლიკური ეკლესიაც წავიდა გარკვეულ დათმობებზე და უარყოფითი მხარეების გამოსწორება დაიწყო. თუმცა ამან ვერ შეძლო შეეჩერებინა ეკლესიის კიდევ ერთხელ გაყოფის პროცესი და მან დაკარგა გავლენა მთელ რიგ ქვეყნებში. ამას გარდა რელიგიური მოტივებით დაპირისპირებები ევროპაში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. რწმენის თავისუფლების გამო მილიონობით ადამიანის სიკვდილმა კიდევ ერთხელ განაპირობა იმ დროის ბევრ საზოგადო მოღვაწეს გადაეხედა არსებული ღირებულებები და ყოფა-ცხოვრების წესები. “განმანათლებლობის” სახით გავრცელდა ახალ-ახალი იდეები, რომელიც მეტ პიროვნულ თავისუფლებასა და ამ გზით მშვიდობის შენარჩუნებას გულისხმობდა. მაგრამ არც ამ იდეების გათავისება აღმოჩნდა იოლი. წინ ევროპას მრავალი რელიგიური, იმპერიული, ნაციონალისტური და სოციალისტური იდეებით შემკული სისხლის ღვრა და ომები ელოდა.
ეს საინტერესოა: მოდა რენესანსის ეპოქაში
|
![]() |
9 განმანათლებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ვროპული ინტეგრაციის გზაზე ვნახეთ, რომ ევროპაში ბერძნულ-რომაული კულტურა და რომის
სახელმწიფო მანქანა თითქმის ათასწლეულის მანძილზე დომინანტობდა. შემდგომი
ათასწლეული კი ევროპაში ქრისტიანული ეკლესიის დომინანტობის ხანა იდგა. რენესანსის
და რეფორმაციის შედეგად კი ევროპაში თანდათანობით დაიწყო ახალი ღირებულების
ჩამოყალიბება და გავრცელება. ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპულ
ფასეულობებს, იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების, მეტ წილად კი ფრანგული
განმანათლებლობა და წარმოადგენდა ელინიზმის, რომისა და ქრისტიანობის მიღწევების
ლოგიკურ განვითარებას. რომ არა ევროპაში წინა სახელმწიფოებრივი და იდეოლოგიური
ეტაპები, სათუოა საფრანგეთში ჩამოყალიბებულიყო ის იდეები, რომელმაც წარმატებით
ჰპოვა გასაქანი არათუ მხოლოდ ევროპაში, არამედ დღეს არსებული მსოფლიოს იმ დიდ
ნაწილში, რომელიც თავისუფალი სამყაროს სახითაა ცნობილი. სწორედ ფრანგული
განმანათლებლობის წყალობით გაჩნდა ცნება “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა”,*
რომელიც უფრო ფართო შინაარსის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ სამი სიტყვა და რომელსაც
ქვემოთ განვიხილავთ. მანამდე კი უნდა მიმოვიხილოთ ის ისტორიულ-პოლიტიკური ას
პექტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVIII საუკუნის საფრანგეთის განმანათლებლობის
ეპოქაში.
![]() |
9.1 საფრანგეთის რევოლუციის ეკონომიკური ფაქტორები |
▲ზევით დაბრუნება |
საფრანგეთის რევოლუციის ეკონომიკური ფაქტორები
საფრანგეთში განმანათლებლების გამოჩენის დროს არსებობდა აბსოლუტური მონარქია, რომლის საფუძვლის შერყევას და რესპუბლიკის ფორმირებას თითქმის ერთსაუკუნოვანი იდეოლოგიური მუშაობა დასჭირდა. ამ პერიოდის გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ დენი დიდრო, შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, ვოლტერი, კლოდ ანდრიან ჰელვეციუსი, ჟან ლერონ დ’ალამბერი და სხვები. ახალმა იდეებმა ფართო გავრცელება ჰპოვა საფრანგეთში, განსაკუთრებით კი ბურჟუაზიულ კლასში, რომელიც ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ ფენას წარმოადგენდა. აქ, გლეხობისგან განსხვავებით, მოიაზრებოდა ფეოდალებისგან და ეკლესიისგან თავისუფალი ხალხი, რომლის შემოსავლის წყარო იყო ვაჭრობა, მევახშეობა, მანუფაქტურა და სხვა. სწორედ განმანათლებლების იდეებით აღჭურვილმა ბურჟუაზიამ მოახდინა სახალხო რევოლუცია საფრანგეთში 1789 წელს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციის მიზეზს მხოლოდ ღირებულებათა ჭიდილი არ წარმოადგენდა. მეორე და განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ეკონომიკური მდგომარეობა.
იმ დროის საფრანგეთში, სხვა ევროპული წამყვანი ქვეყნებისგან განსხვავებით, კაპიტალიზმის განვითარება თავისებურებებით მიმდინარეობდა. ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა ყმა-გლეხობას, რომელიც საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ და შრომით პირობებში ცხოვრობდა. მიწის საკუთრებაში ქონა შეეძლო მხოლოდ მეფეს, ფეოდალს და ეკლესიას. გლეხი ან მათზე დამოკიდებულებით მუშაობდა მიწაზე ან კაბალური პირობებით იღებდა იჯარით, ხოლო როდის შეუწყვეტდნენ იჯარას, არავინ იცოდა. ეს კი დიდ ფინანსურ ზარალს იწვევდა. იგი უხდიდა გადასახადს ფეოდალს, მეფეს და ეკლესიას. ნებადართული იყო ნატურით გადახდა, ხოლო გადასახადების ყოველწლიური ზრდა გლეხების სრულ გაღატაკებას იწვევდა. მაგალითად, თუ მონას არ ჰქონდა თავისუფლება და მუშაობდა ბატონის ინტერესების შესაბამისად, მას ამის მიუხედავად ყოველთვის ჰქონდა დღიური საკვები ნორმა. განსვავებით, ფრანგი გლეხისაგან, რომელსაც ხშირად საკუთარი ოჯახის გამოსაკვები პროდუქტი გადასახადების ამკრეფისთვის უნდა მიეცა და მშიერი დარჩენილიყო. მას გადასახადებს აკისრებდნენ თევზის ჭერისთვისაც, ხიდზე გადასვლის ან ბორნით გადაადგილებისთვის. იგი საკუთარ საქონელს თუ მოსავალს ჰყიდდა არა შემოსავლის მიზნით, არამედ გადასახადის შესაგროვებლად. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ფრანგი ფეოდალების უცნაური დამოკიდებულება შრომისადმი. ისინი უარს ამბობდნენ ისეთ შემოსავალზე, რომელმაც ესპანეთი, პორტუგალია, ჰოლანდია და ინგლისი გაამდიდრა. მაგალითად, ვაჭრობა, ხელოსნობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეკობრეობა და კოლონიების ათვისება. მათი ერთადერთი შემოსავალი იყო გლეხებისგან აკრეფილი გადასახადები და თანამდებობრივი სარგო თუ იგი სახელმწიფო სამსახურში იდგა. ფეოდალები გათავისუფლებულნი იყვნენ ყოველგვარი გადასახადისგან და თუ იგი წამოიწყებდა საქმიანობას ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში, მეფისაგან ერთმეოდა პრივილეგია, ირიცხებოდა ელიტისაგან და უწევდა გადასახადის გადახდა. ბუნებრივია, ასეთი ფეოდალური სისტემა კრახისთვის იყო განწირული. სულ უფრო და უფრო გაიზარდა ზღვარი ელიტას, რომელსაც წარმოადგენდა ფეოდალობა, ეკლესია და სამეფო კარი და მეორე მხარეს ბურჟუაზიასა და გლეხობას შორის. |
|
უნდა აღინიშნოს, რომ განმანათლებლები რაიმე ორგანიზებული სტრუქტურით არ მუშაობდნენ. ესენი იყვნენ ცალკეული მოაზროვნეები, რომელთა მოქმედების არეალი იყო ერთდროულად პოლიტიკა, ეკლესია, რელიგია, ფილოსოფია, ეკონომიკა, ლიტერატურა, ხელოვნება და სხვა. რევოლუციურ მოძრაობას კი სათავეში ჩაუდგა ბურჟუაზიული პოლიტიკური ორგანიზებული გაერთიანებები, რომლებმაც რევოლუცია 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხის აღებით და მონარქის ჩამოგდებით დაასრულეს. ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ “იაკობინელები”* მაქსიმილიან რობესპიერის მეთაურობით, რომლებმაც განმანათლებლობის იდეა გაიგეს ისე, რომ ყველა მათი იდეური მოწინააღმდეგე, მეფიდან დაწყებული გლეხით დამთავრებული, გილიოტინაზე სიკვდილით უნდა დაესაჯათ. შესაბამისად, მართვის ეს ფორმა წარმატებული ვერ გამოდგა და ხუთი წლის შემდეგ რესპუბლიკაც დაემხო და რევოლუციის ლიდერებიც სიკვდილით იქნენ დასჯილნი.
მას შემდეგ საფრანგეთში კიდევ არაერთხელ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ერთმანეთს ენაცვლებოდა მონარქია, რესპუბლიკა და იმპერია. საბოლოოდ, მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგმა ხალხმა სწორად გაიგო განმანათლებლობის ის იდეები, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკას და დანარჩენ ევროპაში თანამედროვე დემოკრატიის სახე მიიღო.
![]() |
9.2 განმანათლებლები |
▲ზევით დაბრუნება |
განმანათლებლები
ფრანგი განმანათლებლებიდან აღსანიშნავია სამი მათგანი და მათი მოღვაწეობა. ესენია:
შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო და ვოლტერი.
Liberté
ცნება “თავისუფლება” უპირველესი ღირებულება იყო ფრანგი განმანათლებლებისთვის. მათთვის, ადამიანის შესახებ, დამახასიათებელი იყო შემდეგი მიდგომა, ისინი ამოდიოდნენ იმ ცნებიდან, რომ ერთ დროს ადამიანი ცხოვრობდა ისეთ გარემოში, სადაც არ იყო არც სახელმწიფო, არც ეკლესია და არც ფეოდალური სისტემა. რადგან მათი იდეები იწყება ადამიანის ბუნებასთან დაახლოებაზე, პირველყოფილ მდგომარეობაზე, თვლიდნენ, რომ სხვა ყველაფერი ადამიანის შექმნილია. შესაბამისად, იმ დროს ადამიანები არ ემონებოდნენ სხვა ადამიანებს და პირიქით, არავინ არავისზე ბატონობდა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევდნენ, რომ არავის აქვს უფლება ძალით დაიმორჩილოს სხვა. თავისუფლების უფლებას ისინი უზენაეს ადამიანურ მოთხოვნილებად მიიჩნევდნენ და სიცოცხლის უფლებას უთანაბრებდნენ. თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, მას ამავე დროს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს სიცოცხლე გაწიროს თავისუფლების სანაცვლოდ. ხოლო თავისუფლებაზე უარის თქმა, გულისხმობს, უარი თქვა საკუთარი ადამიანური ღირსების უფლებასა და მოვალეობაზე, რომლის ტოლიც ვერ გახდება ვერანაირი მატერიალური ფასეულობა. განმანათლებლობის პერიოდში გაჩნდა ცნება სინდი სის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება.
თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონითაა დასაშვები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ აკეთოს ის რაც სურს. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. პასუხისმგებლობიანი თავისუფლება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა თავად აირ ჩიონ პოლიტიკური ლიდერები და მიიღონ ისეთი კანონების შექმნაში მონაწილეობა, რითაც თავად შეიზღუდავენ მავნებლური ქმედებებისკენ მიდრეკილებას. მოქალაქე თავად, საკუთარი ნებით უნდა დებდეს შეთანხმებას ან ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან თუ რა უფლებები ეზღუდება მას და ეს არ უნდა იყოს იძულებითი ან თავსმოხვეული. ასეთ შემთხევაში მოქალაქე თავად დგება სამშობლოს განკარგულებაში და სამოქალაქო ვალდებულებებს ლეგიტიმურს ხდის. ხოლო სამოქალაქო თავისუფლება ბადებს კერძო საკუთრე ბის უფლებას, რაც ადამიანის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. არავის აქვს უფლება სხვისი ქონება მიიტაცოს და მიითვისოს მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
პოლიტიკური თავისუფლების ცნებაში, პირველ რიგში იგულისხმება არჩევნების შესაძლებლობა, რადგან მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ ყველა ის ხელმძღვანელი, რომელსაც შემდეგ თავად უნდა დაემორჩილონ. პოლიტიკური თავისუფლების ნაწილი უნდა იყოს ის, რომ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება და საშუალება გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი ნებისმიერი მოვლენის შესახებ. ეს უფლება უნდა იყოს არა მონარქის ნაწყალობევი, არამედ კანონით დაცული და გარანტირებული.
სამოქალაქო თავისუფლება გულისხმობს, რომ მას არ მოუწევს იმის კეთება, რაც კანონით არაა განსაზღვრული და მხოლოდ სახელმწიფოს მოხელეთა პირად ინტერესებს ემსახურება. ამით თავიდან იქნება აცილებული ადამიანთა დამონება, იძულებით დაქვემდებარება და მათი შრომითი თუ მატერიალური ექსპლოატაცია. ეს თავისუფლება ასევე გულისხმობს უსაფრთხოების განცდას სხვა მოქალაქისგან. თუ ადრე უსაფრთხოების გარანტია ფეოდალს ეკისრებოდა, რაც ხშირად ყმა-გლეხის ექსპლოატაციაში გამოიხატებოდა ხოლმე, ამიერიდან ის კანონით უნდა ყოფილიყო გარანტირებული და სახელმწიფოს მხრიდან ყველას მიმართ თანაბრად განხორციელებული.
თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში სასჯელი იზრდებოდა ან მცირდებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენად უახლოვდებოდნენ ან შორდებოდნენ ეს სახელმწიფოები თავისუფლებას. ამიტომ მოქალაქეთა თავისუფლება, ძირითადად, სისხლის სამართლის კანონთა ვარგისიანობაზეა დამოკიდებული. სწორედ განმანათლებლების ეპოქაში დაიწყო დანერგვა სისტემის, როდესაც ბრალმდებელს და ბრადლდებულს თანაბარი უფლებები ჰქონოდათ სასამართლოზე სიმართლის დასადგენად. განსხვავებით, წინა პერიოდისგან, როდესაც ერთი მოწმის ბრალდებით, ხშირად უდანაშაულო ადამიანები ეთხოვებოდნენ თავისუფლებას და სიცოცხლესაც კი. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ განმანათლებლები ასე ეთაყვანებოდნენ სიცოცხლესა და თავისუფლებას, ისინი საერთოდ სიკვდილის დასჯის მოწინააღმდეგეები იყვნენ. თვლიდნენ რა, არავის ჰქონდა უფლება სხვისი სიცოცხლის ხელყოფისა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეების მიმართ ლოიალობას იჩენდნენ, პირიქით, მათ მიაჩნდათ, რომ ბოროტმოქმედნი სწორედ ამ ღირებულებების მტრები იყვნენ და ისინი ხელს უშლიდნენ ადამიანთა თავისუფლებას.
ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ომის შემდეგ სამხედრო ტყვეების მონებად ქცევა დამღუპველია გამარჯვებულისთვის და მასაც დამარცხებულად აქცევს. რადგან ასეთი მოპყრობა სამუდამოდ აბოროტებს ადამიანს, არ აძლევს არავითარი ცხოვრების იმედს და ისინი ადრე თუ გვიან ერთიანდებიან დამპყრობლის წინააღმდეგ და თავგანწირვით იბრძვიან კიდეც თავისუფლების მოსაპოვებლად.
სამოქალაქო მონობა თავისი არსებობით წინააღმდეგობრივია და გაუგებრობას წარმოადგენს. მას მოაქვს ზიანი მთელი საზოგადოებისთვის, ის ასახიჩრებს არა მარტო იმას, ვინც მონობის უღელს ატარებს, არამედ იმასაც, ვინც მათზე ბატონობს. განმანათლებლები ასევე ილაშქრებდნენ პოლიტიკური და საოჯახო მონობის წინააღმდეგ. პოლიტიკური მონობა ართმევს ადამიანს ელემენტარულ უფლებებს და შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფოს არსებობა თუ მოქალაქეები იქნებიან თავისუფლების გარეშე. ხოლო საოჯახო მონობა, რაც ხშირად იმით გამოიხატებოდა, რომ ოჯახის უფროსი ბატონობდა სხვა წევრებზე, ჰქონდა მათი მონად გაყიდვის ან დამცირების უფლება, ანგრევდა ოჯახისა და პიროვნების ღირსებას, რაც თავისთავად გამორიცხავს ძლიერ მოქალაქეებს. ოჯახი წარმოადგენს პოლიტიკური საზოგადოების უძველეს ნიმუშს, სადაც შვილის უფლებები შეიძლება იყოს მამაზე დამოკიდებული, მანამ სანამ იგი დამოუკიდებლად მოიპოვებს არსებობის შესაძლებლობას და ამ გზით მამისა და შვილის უფლებები გათანაბრდება პოლიტიკური და სამოქალაქო თვალსაზრისით.
სინდისისა და მორალური თავისუფლების განცდა არის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, რითაც ადამიანი საკუთარ თავს აქცევს, მართლაც, საკუთარი თავის ბატონ-პატრონად. სინდისის მიერ ნაკარნახევი გადაწყვეტილება არის უფლება, თავად გადაწყვიტოს ადამიანმა, რა არის მისთვის “კარგი” და რა “ცუდი”.
რწმენის თავისუფლება ეს ის პრინციპი გახდა, რამაც ათასწლოვანი დამოკიდებულება შეცვალა რელიგიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ განმანათლებლებში ცოტა თუ იყო ათეისტი, ისინი კათოლიკური ეკლესიის მკაცრ კრიტიკოსებად გამოდიოდნენ. მათთვის მიუღებელი იყო ეკლესიის ის დამოკიდებულება და ყოფა-ცხოვრება, რაც დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიისთვის. განმანათლებლები რწმენის საკითხს ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავდნენ, ხოლო ეკლესიას სახელმწიფოს მოწყობის რანგში. ბევრ მათგანს ობიექტურ ჭეშმარიტებად მიაჩნდა ღმერთის არსებობა, ოღონდ ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთი მეფობდა და არ მართავდა. ზოგი მათგანის აზრით, ღმერთი ბუნებასთან თანაზიარობაში იგულისხმებოდა. მათი აზრით, ღმერთი და სამყარო ერთი მთლიანობა იყო.* ხოლო ზოგი მიიჩნევდა, რომ ღმერთი მხოლოდ სამყაროს შემოქმედია, რომელიც აღარ ერევა მის ფუნქციონირებაში და ადამიანს თავისუფალი ნებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება უბოძა. შესაბამისად, თავისუფლება სწორედ ღმერთის მიერ ნაბოძები ნიჭია, რომლის ხელყოფა არავის შეუძლია.* ყოველივე აქედან გამომდინარე, განმანათლებლობა მკაცრად უპირისპირდებოდა დოგმატურ მოძღვრებას, რომელიც განხილვას და საკითხის ეჭვის ქვეშ დაყენებას კატეგორიულად გამორიცხავდა. მათთვის წარმოუდგენელი იყო ღმერთის სახელით ადამიანების დასჯა, წამება და სიცოცხლის მოსპობა. ახალი იდეა, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფას და სეკულარიზაციას, ეკლესიას იძულებულს გახდიდა უარი ეთქვა რწმენის ძალადობით გავრცელებაზე და ყურადღებას გაამახვილებდა ადამიანთა დარწმუნებაზე. მხოლოდ ამ გზით იქნებოდა თავიდან აცილებული რელიგიული მოტივებით, არა თუ სამოქალაქო დაპირისპირებები, არამედ ქვეყნებს შორის რელიგიური ომები, რომელსაც ასიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ამავე დროს, მიაჩნდათ რომ ეკლესიის ასეთმა დოგმატურმა ჩარევამ, ადამიანის ყოფით ცხოვრებაში, დაღი დაასვა საზოგადოებრივ და მეცნიერულ განვითარებას. კათოლიკურმა ეკლესიამ, რელიგიურმა ფანა ტიზმა, ინკვიზიციამ და ცრუმორწმუნეობამ საერთოდ შეანელა ევროპის გონებრივი განვითარება ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში. თუმცა, რელიგია იმდენად ღრმად იყო ადამიანთა ცხოვრებაში გამჯდარი, არც განმანათლებლებს წარმოედგინათ მის გარეშე ადამიანთა ცხოვრება. ვოლტერი პირდაპირ აცხადებდა, რომ თუ არ არსებობდეს ღმერთი, მას ადამიანი მაინც გამოიგონებდა. ამიტომაც იყო რომ რელიგია იქცა საზოგადოების პოლიტიკურ იარაღად, ხოლო რელიგიური და სამოქალაქო შეუწყნარებლობა ერთი და იგივე ფენომენად.
განმანათლებლებს სწამდათ, რომ მათი მოღვაწეობა და განათლება ხელს შეუწყობდა კაცობრიობის გათავისუფლებას უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობისაგან. დაიწყებოდა გონების მეუფების ეპოქა, რადგან თუნდაც რელიგიაში განათლებული ადამიანი ნათლად დაინახავდა, რომ ყველა რელიგიის ძირითადი მორალის პრინციპები სამართლიანია და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს მათ მიმდევრებს, არათუ სხვისი თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელ ყოფისაკენ.
![]() |
9.2.2 Égalité |
▲ზევით დაბრუნება |
“თანასწორობა” ეს ის ცნებაა, რომლის გარეშეც განმანათლებლებისთვის თავისუფლებაც კი წარმოუდგენელია. ბუნებრივ მდგომარეობაში, ყველა ადამიანი თავისუფალი, კეთილი და თანასწორია. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და მათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები უნდა ჰქონდეთ, როგორც ერთმანეთის, ასევე სახელმწიფოს მიმართ. კანონით ყველას თანასწორობა არ ნიშნავს ინდივიდის დაკნინებას და სრულ ერთფეროვნებას. კერ ძო საკუთრება, თავისთავად, ზოგ მათგანს აყენებს უპირატეს მდგონარეობაში, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და არავითარ შემთხვევაში საზოგადო კანონისა და სახელმწიფოს წინაშე.
განმანათლებლების აზრით, დრომ დააშორა ადამიანი ბუნებას და ყოველგვარი მანკიერებაც ამ გზაზე შეიძინა. ამიტომ აუცილებელია ადამიანი დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას, რათა შემცირდეს უთანასწორობის მიზეზებით გამოწვეული ზიანი. კერძო საკუთრება წარმოშობს მდიდრებსა და ღარიბებს, რაც იწვევს ერთი მეორეზე დამოკიდებულებას და ბატონობას. მაგრამ ვინაიდან კერძო საკუთრება უკვე ადამიანის მთავარი უფლების განუყოფელი ნაწილია, შეუძლებელია და დანაშაულიც კი მისი გაუქმება ან ჩამორთმევა. ამიტომ განმანათლებლები ეძებდნენ იმ გზებს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა პიროვნების და მისი საკუთრების უფლების დაცვა და უთანასწორობის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება. ასეთ გამოსავალს რუსო საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში ხედავდა, რა დროსაც გაზრდიდა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და მოვალეობებს.
თანასწორობის გაგება არ შეიძლება ისე, თითქოს, ყველა ინდივიდს ძალაუფლებისა და სიმდიდრის ხარისხი სრულიად ერთი და იგივე აქვს. აუცილებელია მხოლოდ ის, რომ ცალკეული პირის ძალმოსილება არანაირ ძალადობაში არ გადაიზარდოს და მან მხოლოდ თავისი მდგომარეობისა და კანონის საფუძველზე იმოქმედოს. ის უთანასწორობა, რაც გამოწვეულია ბუნების ძალით, მისი შეცვლა რთულია და აუცილებელი არაა. ხოლო პოლიტიკური და სამოქალაქო უთანასწორობა დაუშვებელია. ძალითა და გონებით არათა ნასწორი ადამიანები, კანონისა და სამართლის ძალით, თანასწორნი ხდებიან.
ვინაიდან თანასწორობის აპოლოგეტად, განმანათლებლებიდან, ძირითადად ჟან ჟაკ რუსო ითვლება, უნდა მიმოვიხილოთ მისი ის იდეებიც, რომელიც დღეს საკამათოა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იდეოლოგიას. ესაა სოციალიზმის იდეა, რომელმაც მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში დაუთმო ლიბერალიზმს პირველობა. მაგალითად, რუსო მიიჩნევდა, რომ უნდა შექმნილიყო ისეთი სახელმწიფო გადასახადები, რომელიც არც მდიდრებს მისცემდა საშუალებას ძალიან გამდიდრებულიყვნენ და არც ღარიბებს, ძალიან გაღარიბებულიყვნენ. არ უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვისი ყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდათ და ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი თავის გაყიდვის სურვილი გასჩენოდათ. იგი მოუწოდებდა მომავალ თაობას, არ შერიგებოდნენ არც ძალიან მდიდრებს და არც ძალიან ღატაკებს. ეს ორი ბუნებირივად ერთმანეთისგან განუყოფელი მდგომარეობა, თანაბრად დამღუპველია საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ერთი ტირანიის თავკაცებს წარმოშობს, მეორე ტირანებს. მათ შორის ყოველთვის იმართება ვაჭრობა თავისუფლების შესახებ, ერთი ყიდის, მეორე ყიდულობს.
ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ იდეა საშუალო ფენის არსებობაზე მართლაც აუცილებელი და გადამწყვეტია სახელმწიფოს სწორად განვითარებისათვის. ეს ევროპულ სახელმწიფოებში დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა, რაც დროდადრო წარმატებით ხორციელდება. მხოლოდ თანასწორობის იდეის გაუაზრებლად ატაცებამ, მისმა არასწორმა ინტერპრეტაციამ, მცდარმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რევოლუციებმა და მდიდრებთან ბრძოლამ, კერძო საკუთრების ჩამორთმევა და თავისუფლების დაკარგვა გამოიწვია. ეს გზა, სოციალიზმის მოტივით, გაიარა ფაშიზმმა და კომუნიზმმა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის თავისუფლება და სიცოცხლე შეიწირეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სოციალურ პროგრამებზე და ამ იდეაზე ევროპამ საერთოდ უარი თქვა. უბრლოდ, ის უფრო ფრთხილი პოლიტიკის საგანია, ვიდრე მეოცე საუკუნეში იყო.
![]() |
9.2.3 Fraternité |
▲ზევით დაბრუნება |
Fრატერნიტé თარგმანში “ძმობას” აღნიშნავს, მაგრამ ეს უფრო ფართო გაგებისაა, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. ეს ნიშნავს ადამიანთა შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, განსხვავებების მიუხედავად თანაარსებობას, ტოლერანტობას, საერთო ინტერესების დაცვას, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა. ამ ღირებულების გარეშე წარმოუდგენელია დაიცვა, როგორც თავისუფლება, ასევე თანასწორობა.
განმანათლებლები დაუპირისპირდნენ ინგლისელ და იტალიელ ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიც იყვნენ ტომას ჰობსი და ნიკოლო მაკიაველი. ამ უკანასკნელთა დაკვირვებით, ომები სახელმწიფოებს შორის გარდაუვალი იყო. მათი აზრით, სახელმწიფოები იქმნებიან უსაფრთხოების მიზნით და პრობლემების გადასაჭრელად ან თუნდაც კონკურენციის გამო ომი ბუნებრივი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო. ისინი არ ცდებოდნენ იმ რეალობიდან გამომდინარე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რა დროსაც ომი ყოველდღიურობას წარმოადგენდა და მათი რეალისტური დამოკიდებულება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე ფაქტობრივადაც იყო დადასტურებული. თუმცა, ფრანგი განმანათლებლები გაცილებით შორს იხედებოდნენ, ვიდრე თუნდაც XVIII საუკუნემდე არსებული რეალობა იყო და მათ მეოცე საუკუნესაც გაუსწრეს. ისინი ისევ ადამიანის ბუნებრივ პირობებთან დაახლოებიდან გამოდიოდნენ და სწამდათ, რომ ომი არაა ბუნებრივი. მისი თავიდან აცილება შეიძლება თუ ადამიანები სიკეთის პრინციპებზე აღიზრდებიან. მათი თვალთახედვით, ომი უბრალო და მშრომელ მოსახლეობას არ სურს. იგი იქმნება სახელმწიფოს მეთაურების მიერ, რომლებსაც ხშირად პირადი ინტერესები ან ხალხისგან დაფარული ზრახვები ამოძრავებთ. ეს მოტივები კი საკუთარი მოსახლეობის მიმართ პატრიოტული სულისკვეთებით არის შეფუთული. ქვეყნის ხელისუფალნი, რომლებიც საკუთარი ხალხის მიმართ იჩენენ ჩაგვრას, ექსპლოატაციას, უსამართლობას და დესპოტიზმს, შეუძლებელია იყვნენ პატივისცემით განმსჭვალულნი სხვა ერების მიმართ. ამიტომ მიიჩნევა, რომ დესპოტები, პირველ რიგში, არიან ომების წყაროები.
იმისათვის, რომ განხორციელდეს საყოველთაო მშვიდობისა და ხალხთა ძმობის თუ არა, თანამშრომლობის იდეა, საჭიროა სახელმწიფოს მართავდეს მშვიდობისმოყვარე ხალხი. ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკური მმართველობა ან იგივე დემოკრატია, საუკეთესო შესაძებლობაა ხალხმა აირჩიოს და აკონტროლოს ხელისუფლება, რომელიც არ დადებს საიდუმლო ხელშეკრულებებს სხვა სახელმწიფოსთან და არ გახდება ეს ომის გამომწვევი მიზეზი. შესაბამისად, დემოკრატია გამჭვირვალობის გარეშე წარმოუდგენელია.
ადამიანების რელიგიური, რასისტული და ეროვნული განსხვავებულობის მიუხედავად, განმანათლებლები თვლიდნენ, რომ თანამშრომლობა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველასთვის მისაღებია. სხვების აღიარება, პატივისცემა, გახსნილობა, კარჩაკეტილობაზე უარის თქმა და შიშის დაძლევა განსხვავებული ადამიანის მიმართ არის საწინდარი მშვიდობისა და განვითარებისა. ორადორ შემთხვევაში მიიჩნევა ომი გამართლებულად, ესაა: თავდაცვის შემთხვევა და მეგობარი სახელმწიფოს დახმარება აგრესორისაგან. სხვა შემთხვევაში, ომის ინიციატორი ხელისუფალი სასტიკად უნდა დაისაჯოს, რადგან ის საფრთხის ქვეშ აყენებს და ანადგურებს, არა მარტო სხვის თავისუფლებასა და სიცოცხლეს, არამედ პირველ რიგში საკუთარი ხალხისას.
განმანათლებლების ეპოქაში, დენთის სახით, უკვე არსებობდა მრავალი ადამიანის ერთდროულად მომაკვდინებელი იარაღი. ამიტომ ისინი გამოთქვამდნენ შიშს, რომ კიდევ უფრო მასობრივი განადგურების იარაღის გამოგენება მოხდებოდა. ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადამიანებს ყველა ღონე უნდა ეხმარათ, რათა მისი აკრძალვა მომხდარიყო საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძვლით. მეცნიერება კი დაკავებული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას და შეამსუბუქებს მათ სამუშაო პირობებს.
ბუნებრივია რესპუბლიკა და დემოკრატია მხოლოდ ერთადერთი საშუალება არაა განმანათლებლობის იდეის რეალიზებისთვის. მათი ახალი კონცეფცია გულისხმობდა თავად სახელმწიფოს მოწყობის სრულიად ახალ პრინციპს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს ჰარმონიული მართვისთვის ძალაუფლება უნდა გადანაწილებულიყო სამ შტოში: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ეს სამივე შტო ერთმანეთისგან აბსოლუტურად ავტონომიური უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირვეოდა წონასწორობა და ძალაუფლება ისევ დესპოტობისკენ მიდრეკილ ხალხში მოხვდებოდა. შესაბამისად, საფრთხე დაემუქრებოდა ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას.
განმანათლებლები ასევე ებრძოდნენ სახელმწიფო აპარატის მოუქნელობას. თვლიდნენ, რომ რაც მეტია ბიუროკრატია, მით ნაკლებია ეფექტურობა. სახელმწიფო ხალხის სამსახურში უნდა იდგეს და ყოველგვარი ბარიერები მოხსნილი უნდა იყოს. ამას გარდა, სახელმწიფოს გამართულად მუშაობისათვის არსებობდა კიდევ ერთი დიდი საფრთხე, ესაა კორუფცია, რომლის არსებობის შემთხვევაში, ყოველგვარი რეფორმა ამაოა. პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე და განვითარების თანაარსებობა, გამორიცხულია.
ყოველივე ზემოხსენებული მიზნების განხორციელებისთვის განმანათლებლებს, არა მხოლოდ რევოლუცია მიაჩნიათ გამოსავლად (მონტესკიე საერთოდ ეწინააღმდეგებოდა მას), რაც მოკლე ვადაში იძლეოდა შედეგს, თუმცა არა ყოველთვის ეფექტურს, არამედ _ განათლება. ეს იქნებოდა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა, რომელსაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, მაგრამ აუცილებლად ექნებოდა წარმატებული შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ განმანათლებლების იდეები ბევრისთვის უტოპიური და წარმოუდგენელი იყო, მათ მაინც ეღირსათ ევროპის უდიდეს ნაწილში განხორციელება. თუმცა, მოკლე ვადაში ამისთვის არ მიუღწევია არც ერთ სახელმწიფოს. მათ შორის არც საფრანგეთს, რომელიც განმანათლებლობის სამშობლოა და პირველი ბურჟუაზიული რევოლუციიდან მეხუთე რესპუბლიკას ითვლის. აღსანიშნავია, რომ განმანათლებლობის იდეების მოზიარენი არიყვნენ მხოლოდ საფრანგეთში. მათ ზემოხსენებული ღირებულებები განავრცეს და დანერგეს ევროპაში და მათ მიერ დაქვემდებარებულ ზოგიერთ კოლონიაში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოებს ბევრი პრობლემა და გამოწვევა აქვთ, მათ მაინც შეძლეს პირველად, სახელმწიფოების ისტორიაში, დაემყარებინათ მშვიდობა. დღეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს არ ეომებიან, რაც კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა.
ეს საინტერესოა უცნაურია, რომ ადამიანთა საყოველთაო თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის ავტორებს არ სჯეროდათ ამ იდეების მთელს მსოფლიოში გავრცელების. ამას გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით ხსნიდნენ, რაც საკამათო და პარადოქსულია იმ იდეებთან, რასაც ისინი ქადაგებდნენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით მართლაც სამწუხარო ფაქტია, რომ დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა, ძირითადად მხოლოდ ევროპასა და ევროპული ხალხების მიერ კოლონიზებულ სახელმწიფოებშია და იშვიათ გამონაკლის წარმოადგენს სხვა რეგიონების, კულტურების და კლიმატის პირობებში. |
![]() |
10 ნაპოლეონის ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
ნაპოლეონის ევროპა
საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონის ეპოქა, ერთი შეხედ
ვით ჩვეულებრივი ბოროტება
იყო კაცობრიობისთვის, რომლის ომებსაც ასიათასობით ადამიანი შეეწირა. მაგრამ ის
საინტერესოა ევროპული ინტეგრაციის ისტორიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მან რომის
მემკვიდრეების შემდეგ პირველმა გამოთქვა რეა
ლური ამბიცია, მოეხდინა ევროპის
მიწების გაერთიანება. საბოლოო წარუმატებლობის მიუხედავად, მცირე ხნით ნაპოლეონმა
არა მარ
ტო თითქმის მთლიანი ევროპა გააერთიანა, არამედ წარუშლელი კვალი დატოვა
ევროპის ისტორიაზე. ის წარმოადგენდა ახალი და ძველი ევროპის დაპირისპირებას, რა
დროსაც განმანათლებლებისა და ფრანგული რევოლუციის იდეების საფარქვეშ დაუპირისპირ
და დრო მოჭმული ევროპის მონარქებს. იგი საბოლოოდ დამარცხ
და, მაგრამ სამუდამოდ
შეარყია მონარქისტული ევროპა, ხალხი კი გარდაქმნების აუცილებლობაზე დააფიქრა.
ცნობილია ნაპოლეონის არაერთი გამოთქმა, რომელიც მის ინტერესებს და მიზნებს ასახავდა. “რევოლუცია მოკვდა, რევო ლუცია ეს მე ვარ!” ფაქტია, რომ ნაპოლეონი საკუთარ თავს რევ ოლუციის იდეების მიმდევრად ასაღებდა და ძველი მონარქისტუ ლი ევროპის წინააღმდეგი იყო. იგი განმანათლებლობის იდეებს კი ქადაგებდა, მაგრამ მოქმედებებით მაკიაველისეული რეალისტური პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. მას სურდა ევროპაში დემოკრა ტია, მაგრამ საფრანგეთის ჰეგემონობის ქვეშ. მას სურდა თანასწო რობა და მშვიდობა ევროპაში, მაგრამ ნაპოლეონის იმპერიის ქვეშ. ეს ყოველივე კი წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან, რაც საბოლოო კრახისთვის იყო განწირული.
ნაპოლეონის მტკიცებით, მისი მიზანი იყო დაემყარებინა ევრო პის ახალი წესრიგი, უმაღლესი სასამართლო სისტემით, რომელიც ყველა ევროპელისთვის იქნებოდა გასათვალისწინებელი და სადაც ყველა ევროპელი შეძლებდა თავისი სიმართლის დაცვას. ევროპა, რომელიც ყველა აქ მცხოვრებისთვის საერთო მამული იყო, უნდა გამხდარიყო ახალი გაერთიანებული ერების სამშობლო, განურჩევ ლად იმ სამეფოსი, საიდანაც იყო ესა თუ ის პიროვნება წარმოშობით. მას მიაჩნდა, რომ ევროპელებს საკმაოდ ბევრი საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან. ეს იყო ისტორიული, კულტურული, ტრადიციული,
რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური მსგავსება ხალხები სა. ევროპულ სახელმწიფოებს ცერემონიები, ეტიკეტები და გა ნათლების სტილიც კი მსგავსი ჰქონდათ. ყოველივე ეს სრულიად საკმარის მიზეზს წარმოადგენდა მომხდარიყო ევროპის გაერთიანე ბა და უნივერსალური ცივილიზაციის ფორმირება. მისი აზრით, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ეომებოდნენ, ეს უფრო სამოქალაქო ომები იყო, ვიდრე საერთაშორისო, რადგან ევ როპას დიდი მსოფლიოს მხოლოდ პატარა ნაწილად განიხილავდა. ამიტომ იმედოვნებდა ნაპოლეონი, ევროპელი ხალხის განახლება და დრომოჭმული ძველი ევროპის ახალი თაობით ცვლილება, რო მელიც იცხოვრებდა კოსმოპოლიტურ ევროპაში, სრულიად შესა ძლებელი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონის თვალთახედ ვის ევროპულ არეალში ოსმალეთის იმპერია არ მოიაზრებოდა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ეკავა და მას აზიური ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევდა.
მისდა სამწუხაროდ, ნაპოლეონის იდეები სხვა ევროპელებისთ ვის ბევრი რამის გამო გახდა მიუღებელი. მაგალითად, ახალი ევრო პის თანასწორობა ნაპოლეონისეული გაგებით მაინც საფრანგეთის დომინანტობაში გამოიხატებოდა. მისი დედაქალაქი პარიზი კი ამ სუზერენის მეტროპოლიად ცხადდებოდა, რომელიც ურჩებს აიძუ ლებდა ეცხოვრათ ისეთ ჰარმონიაში, როგორსაც იმპერია შესთავა ზებდათ. ევროპული სახელმწიფოები გაერთიანდებოდნენ ევროპის ფედერაციაში, რაც იმ დროის გაგებით, უბრალოდ ახალი ფრანგუ ლი იმპერია იყო და სხვა არაფერი. შესაბამისად, ნაპოლეონის ეს იდეები ვერ გახდებოდა იმ დაპყრობითი ომების იდეოლოგიურად გამამართლებელი, რასაც ნაპოლეონი აწარმოებდა და რასაც უამ რავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში მსგავსი სიმძაფრით არ მოხდე ბოდა ანტი-ფრანგული გაერთიანება, რომ არა თავად საფრანგეთში მომხდარი ამბები. ბურჟუაზიული რევოლუცია და მეფისათვის თა ვის მოკვეთა, ყველა ევროპელი მონარქისთვის გახდა შემაძრწუნე ბელი სიგნალი. თუ მანამდე განმანათლებლობის იდეებს მონარქე ბი უბრალოდ იგნორირებას უკეთებდნენ, ამ იდეების აგრესიულ რევოლუციაში ტრანსფერმა და რესპუბლიკის სასტიკი სახით დამ ყარებამ, რომლის გავლენის ქვეშ უდიდესი, სწრაფად განვითარე ბადი, ფრანგული სახელმწიფო იდგა, საფრთხე რეალურად გახადა მომასწავებელი. თავდაპირველად, შეიძლება საშიშროება უშუალოდ არც ერთ მონარქიას არ ემუქრებოდა, მაგრამ ყველა მონარქი, ფაქტიურად, დააფიქრა იმის შიშმა, რომ რევოლუციური იდეები მათ ქვეყნებშიც გავრცელდებოდა. საკუთარი ხალხის მიერ მეფეე ბის სიკვდილით დასჯა და მონარქიის სამუდამოდ გაუქმება, უფრო შემაშფოთებელი საფრთხე იყო, ვიდრე საფრანგეთის ანექსიური კამპანიის მცდელობა. ამიტომ, თითქმის ყველა ევროპული სახელ მწიფო გაერთიანდა, რათა საფრანგეთში რევოლუციური მთავ რობა დაემხოთ და დაესაჯათ, რომლის ადგილას ისევ მონარქიას აღადგენდნენ და დაიცავდენენ ძველ ევროპულ სახელმწიფო წყო ბილებას. პირველ რიგში, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებული იყო დიდი ბრიტანეთის იმპერია, რადგან გეოგრაფიულადაც ახლოს იყო საფრანგეთთან და ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური მოძრაობები, ერთმანეთზე ახდენდა გავლენას.
ფრანგულ რევოლუციას ომი არა მარტო მონარქებმა, არამედ ფილოსოფოსებმაც გამოუცხადეს. მაგალითად, ინგლისელი პოლი ტიკოსი ედმუნდ ბურკი წინააღმდეგი იყო საფრანგეთის რევოლუ ციის და იცავდა ძველი ევროპის სისტემას. ის ამტკიცებდა, რომ ევროპა დაყოფილია ნაციონალიზმით და დამუხტულია მტკიცე კონსერვატორული იდეებით. ხოლო რევოლუციური იდეები ახალი ევროპის შესაქმნელად მეტი არაფერია, თუ არა მთლიანად ევროპის სრული განადგურება, რადგან ფრანგული რევოლუცია უარყოფდა ყოველგვარ კულტურულ და ინსტიტუციონალურ მემკვიდრეობას, რითაც საზრდოობდა ევროპა. მას განსაკუთრებით საშიშად მიაჩნ და ფრანგული რევოლუციის ის იდეები, რომელიც ეწინააღმდეგე ბოდა ევროპის მაშინდელ რელიგიურ, მორალურ, სოციალურ და სამართლებრივ სისტემას და მათ ანტი-ევროპულად მიიჩნევდა. ბურკის აზრით, გერმანიის რეფორმაციასაც არ მოუტანია ევროპისთვის ისეთი სასიკვდილო საფრთხე, როგორც ამას ფრანგული რევოლუცია უქადდა.
![]() |
10.1 ევროპა საფრანგეთის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ვხედავთ, დიდმა ბრიტანეთმა და დანარჩენმა ევროპამ საფრანგეთის რევოლუციის სიკვდილი მის ჩანასახშივე განიზრა ხეს. შედგა პირველი კოალიცია, რომელშიც შედიოდა დიდი ბრი ტანეთი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, ჰოლანდია და ესპანეთი. მათ საფრანგეთს ომი გამოუცხადეს, რომელსაც იტა ლიის ჩრდილოეთ ნაწილი და ავსტრია-რუსეთისგან შევიწროებული, სახელმწიფო წართმეული, პოლონელების ჯარი უჭერდა მხარს. ომი 1792-1797 წლების მანძილზე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საფრანგეთში მოხდა გადატრიალება და “იაკობინელთა” დიქტა ტორული მმართველობა ხუთკაციანმა “დირექტორიამ” შეცვალა. ეს არ ყოფილა მონარქისტული ძალა, არამედ იაკობინელებს რევო ლუციური იდეების არასწორ იმპლემენტაციაში სდებდა ბრალს და ყველა მათგანი გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯა.
სწორედ ევროპის პირველ კოალიციურ ძალებთან ომის დროს გამოჩნდა ასპარეზზე კაპიტანი ნაპოლეონ ბონაპარტი. იგი ჯერ კიდევ სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული და ფრანგ როიალისტებს ებრძოდა, რა დროსაც 1793 წელს, მათ მიერ გამაგრებული ციხესი მაგრე, რომელიც აუღებლად ითვლებოდა არტილერიით, შტურმით აიღო და 24 წლის ასაკში გენერლობა მიიღო. ხოლო 2 წლის შემდეგ, მას აჯანყებული პარიზის ჩახშობა დაავალეს, როგორც მტკიცე, შეუპოვარ და მცოდნე სამხედრო სარდალს. გენერალმა აჯანყება ასევე არტილერიით, სისხლში ჩაახშო, რასაც უამრავი უიარაღო მო ქალაქეც ემსხვერპლა, თუმცა ამით რევოლუციურ წრეებში, ფრან გული რევოლუციის მტკიცედ დამცველის სახელი მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი ნაპოლეონის სამხედრო იმიჯისთვის. ამიტომ მან იტალიაში წარმატებული სამხედრო კამპანია მოაწყო და “დირექტორიისგან” ახალი სარგებლიანი დავალებაც მიიღო. თუ აიღებდა ის ეგვიპტეს, ხმელთაშუა ზღვას საფრანგეთის შიდა ტბად აქცევდა, რომელიც ინგლისელებისა და ოსმალების ბატონობის არეალად იყო ქცეული და რაც უდიდეს შემოსავალს მოუტანდა საფრანგეთს. ნაპოლეონმა მართლაც წარმატებით დალაშქრა ჯერ ალექსან დრია, ხოლო შემდეგ ქაირო. მას სურდა ეგვიპტე და ახლო აღმოსავ ლეთი საფრანგეთის ეკონომიკურ დასაყრდენად გაეხადა, ამიტომ თავი “მუსლიმების მეგობრად” გამოაცხადა. პარალელურად, საფრანგეთში შიდა კრიზისი მწვავდებოდა. ხელისუფლება ვერ ართ მევდა თავს ვერც შიდა კრიზისს და ვერც საომარ მოქმედებებს, რომელსაც მეორე კოალიციის სახით (1798-1802 წწ) ჰქონდა ადგილი. საფრანგეთისთვის საზიანოდ ევროპულ კოალი ციას რუსეთი და შვედე თიც შეუერთდა. მათ პარტ ნიორებთან ერთად თითქმის მთელს აღმოსავლეთ საზ ღვარზე ჰქონდათ საომარი მოქმედებები გაჩაღებული, ხოლო დიდ ბრიტანეთს ჩრდი ლო-დასავლეთი სანაპიროები ჰქონდა ბლოკადაში მოქცეუ ლი. ასეთ დროს, ფრანგებს ერთადერთ, წარმატებულ, ფრანგ მთავარსარდლად ნაპოლეონი ესახებოდათ და სწორედ მას მიიჩნევდნენ რევოლუციის მხსნელად. ამიტომ ნაპოლეონი იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებუ ლიყო, სადაც წესრიგის დამყარება, არა გარეშე მტრისგან, არამედ ხელისუფლებისგან დაიწყო. |
|
![]() |
10.2 საფრანგეთი ევროპის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
საფრანგეთი ევროპის წინააღმდეგ
1799 წელს, 30 წლის ასაკში, ნაპოლეონმა თავისი მომხრეებით პარიზში გადატრიალება
მოახდინა და “დირექტორიატი” გააუქმა. სანაცვლოდ შექმნა ახალი მთავრობა, რომელსაც
სამი კონსული მართავდა, ერთ-ერთი თვითონ იყო. საომარი ვითარების ანალიზის დროს კი
გამოჩნდა, რომ ევროპელი მონარქები მაინცდამაინც ორ განიზებულები ვერ იყვნენ
საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლებ ში. ისინი უფრო პირადი ინტერესებით და
შეხედულებებით მოქ მედებდნენ, ვიდრე საერთო სტრატეგიით. მოძველებული წესები,
კორუფცია და ბიუროკრატია კოალიციურ ჯარებზე, სამხედრო კამპანიების დროსაც, ზიანის
მომტანად ვლინდებოდა. სწორედ ამი ტომ, ნაპოლეონმა უახლესი შეიარაღებით, ახალი
ტაქტიკითა და ბრძოლის წესებით ადვილად დაამარცხა კოალიციური ძალები. მან
საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიიდან განდევნა დიდი ბრი ტანეთის, ავსტრიისა და
ოსმალეთის ჯარები. შემდეგ კი ხმამაღლა განაცხადა თავისი იდეების შესახებ, რომელსაც
ევროპის გაერ თიანება და ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა უნდა მოჰყოლოდა. მის
ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა “დიდი აღმოსავლეთის პროექტი”, რომლითაც
სურდა, რუსეთის გავლით, ინგლისელე ბი გამოედევნა ინდოეთიდან.
სანამ ამ გეგმის განხორციელებას შეუდგებოდა, ნაპოლეონმა განახორციელა შიდა რეფორმები. მან შეწყვიტა კათოლიკეების დევნა, რაც იაკობინელების წამოწყებული იყო. აღიარა საფრანგე თის მოსახლეობის უმეტესობის კათოლიკობა და იტალიაში პაპის ოლქიც დაიკავა. მათთან დადო კონკორდატი, რომლის მიხედვი თაც ეპისკოპოსების დანიშვნაზე მთავრობის ნებართვა დაადგინა და ამ გზით ჩააყენა კათოლიკური ეკლესია საკუთარ სამსახურში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი გაატარა განათლების რეფორმა, სამოქალაქო სამართლის რეფორმა და ახალი კოდექსიც მიიღო, რომლის მთავარ ლაიტმოტივს “თანასწორობა” წარმოადგენდა. მოგვიანებით ეს რეფორმა გახდა მოდელი დანარჩენი ევროპული სახელმწიფოებისთვის და მრავალი ათწლეული იყო მოხმარებაში. პარალელურად, თავი “მუდმივ კონსულად” და დიქტატორად გამოა ცხადებინა, მოახდინა შვეიცარიის ოკუპაცია და მალტაზე განაცხა და პრეტენზია. იგი დიდ ბრიტანეთს ჰქონდა დაკავებული, ამიტომ ინგლისელები და ევროპული სახელმწიფოები მალტის დასაცავად იძულებულნი იყვნენ ახალი კოალიცია შეექმნათ და საფრანგეთს ბრძოლა გამოუცხადეს, რომელიც 1803-1806 წლებში გაგრძელდა. ამ ომების საწარმოებლად საჭირო თანხის მოსაგროვებლად, ნაპო ლეონმა ამერიკელებს მიჰყიდა ჩრდილო ამერიკაში მყოფი საფრან გეთის ლუიზიანა, რომელიც საფრანგეთის კოლონიას წარმოად გენდა და ამ პერიოდიდან ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდა.
ომის საწყის ეტაპზე, რომელსაც წარმატებით ართმევდა თავს ფრანგული არმია, 1804 წელს 35 წლის ნაპოლეონმა თავი საფრან გეთის იმპერატორად გამოაცხადა. ცნობილი ფაქტია, რომ კორო ნაციის დროს მან გვირგვინი ხელიდან გამოსტაცა რომის პაპს და თავზე თავად დაიდგა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მასზე მაღლა ამქვეყნად არავინ არ იდგა.
მესამე კოალიციური ომი კი გერმანელი ერის საღვთო რომის იმ პერიისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა და თითქმის ათასწლიანი არსებობა შეწყვიტა. ფრანგულმა ძალებმა აიღეს ბერლინი და დაა მარცხეს პრუსია. შემდეგ კი ნაპოლეონმა დანაწევრებული გერმა ნიის ახლებული გადაწყობა მოახდინა. ნაწილით შექმნა “რაინის კავშირი”, რომელშიც მრავალი გერმანული დამოუკიდებელი სამთავრო შედიოდა, ნაწილი კი პირდაპირ საფრაგეთს შეუერთა. იმპერატორი აქ არ გაჩერებულა, მან ვარშავა აიღო, სადაც როგორც განმათავი სუფლებელს, ისე შეხვდნენ, რადგან პოლონელები ავსტრიისაგან და რუსეთისგან იყვნენ ოკუპირებულები. მან პოლონური მიწების ნაწილი გაანთავისუფლა ავსტრიელებისაგან და ვარშავის სამეფო შექმნა, რომელიც მის სატელიტ სახელმწიფოს და რუსეთისგან და საცავ ფარს წარმოადგენდა.
ამ ომის პერიოდში გამოჩნდა, რომ საფრანგეთს და ნაპოლეონის არმიას ცენტრალურ ევროპაში კონკურენტი არ ჰყავდა. იგი კარგად აანალიზებდა, რომ მისი ძირითადი მეტოქე ზღვაზე დიდი ბრიტანე თი იყო, ხოლო აღმოსავლეთით რუსეთი და სამხრეთით ოსმალეთის იმპერია. ვინაიდან ნაპოლეონის ნომერ პირველი მტერი და ძლიერი კონკურენტი დიდი ბრიტანეთი იყო, მან მის დასასუსტებლად გამო აცხადა “კონტინენტური ბლოკადა”, რომლის შედეგადაც ემბარგო დაედო ბრიტანულ საქონელს ევროპის იმ ტერიტორიებზე, რომელ საც ნაპოლეონი აკონტროლებდა და რომლებსაც საფრანგეთის პარტნიორად აცხადებდა. შედეგად, იმავე წელს მეოთხე კოალი ციური ომის დროს, შეშინებული რუსეთი განუდგა ინგლისს და საფრანგეთს მიემხრო. ამას გარდა, დიდმა ბრიტანეთმაც დაუშვა ტაქტიკური შეცდომა. იგი თავის დაზღვევის მიზნით თავს დაესხა ნეიტრალურ დანიასა და ნორვეგიას, საიდანაც პოტენციურ საფრთხეს ხედავდა და შიშობდა ისინი საფრანგეთს არ მიმხრობოდნენ. ყოველივე ეს საბაბი გახდა ნეიტრალური სკანდინავიური ქვეყნებისთვის მართლაც ჩართულიყვნენ კოალიციურ ომებში, ოღონდ საფრანგეთის მხარეს და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ. გარდა სამხედრო შეიარაღებული კამპანიისა, ნაპოლეონი დიპლომატიასა და ხალხისათვის გულის მოსაგებ პოლიტიკასაც მიმართავდა. მაგალითად, იგი გამუდმებით აქეზებდა ოსმალეთს ომი გაეგრძელებინა რუსეთთან, რომელთან ომის დროსაც თურ ქებს ყირიმი, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი ჰქონდა დაკარგული. ნაპოლეონი ოსმალებს ამ ტერიტორიების დაბრუნებას ჰპირდებოდა, მაგრამ მათ ასევე დიდი ბრიტანეთიც ემუქრებოდა, რათა სამოკავშირეო ხელშეკრულება არ დაედო სა ფრანგეთთან. ამიტომ ორი დიდი იმპერიისგან შეშინებულმა და ომისგან გამოფიტულმა ოსმალეთმა მესამე გზა აირჩია. მან რუსეთთან ზავის დადება ამჯობინა, სრულ განადგურებას ტერიტორიების დაკარგვა არჩია და ნაპოლეონთან ფრთხილი დამოკიდებულება დაიჭირა. |
|
ასევე ნაპოლეონის დიპლომატიურ ბრძოლად შეგვიძლია გან ვიხილოთ, მისი დამოკიდებულება ჰაბსბურგების მიმართ, რომელ თა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გვარი იყო ევროპაში. იმის მიუხედავად, რომ ნაპოლეონი ჰაბსბურგების დინასტიას ებრძოდა და მათ დამხობას ლამობდა, იგი პარალელურად მზად იყო ამ დინასტიის დედოფალი შეერთო ცოლად. ასეც მოხდა, იგი გაშო რდა პირველ ცოლს (ჟოზეფინას), დაქორწინდა ავსტრიის დედოფალზე და მისგან მემკვიდრე ნაპოლეონ II ეყოლა. ამ ნაბიჯით მან დამარცხებულ ავსტრიასთან კეთილგანწობილი ურთიერთობების დამყარება სცადა და თავი ავსტრიელების არა მტრად, არამედ მოყვრად გამოაცხადა.
უნდა ითქვას, რომ ნაპოლეონი არც ერთ ქვეყანაში არ შედიოდა, როგორც დამპყრობელი.
1810-1811 წლებში მან ჰოლანდია, ჩრდილოეთ გერმანია და ბალკანეთის ნახევარკუნძულის
ნაწილი აიღო. ეს იყო ევროპაში ნაპოლეონის ძალაუფლების ზენიტი. მისი არმია ნახევარ
მილიონს აჭარბებდა, რომელთა ნახევარს ფრანგები წარმოადგენდნენ, ნახევარი კი თითქმის
მთელი ევროპიდან თავ
მოყრილი მოხალისეები იყვნენ. იგი ხალხს მონარქისგან განმათა
ვისუფლებელ ძალად და თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მატარებლად ევლინებოდა.
ხალხიც ხშირად ოვაციებით ეგებებოდა, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დამპყრობელი და უცხო
ქვეყნის ახალი ტიპის მონარქი იყო, ვიდრე ევროპის კოსმოპოლიტი განმათავისუფლებელი.
საბოლოოდ, ვერც “კონტი ნენტურმა ბლოკადამ” გა მოიღო ის შედეგი, რასაც ნაპოლეონი
იმედოვნებდა. იზოლაციამ საფრანგეთი და კონტინენტური ევროპა უფრო დააზარალა, ვიდრე
დიდი ბრიტანეთი, რომელ მაც ევროპის მიღმა ახალი ბაზრების ათვისება დაი წყო. მან
სიცილიასა და სარდინიასთან ერთად, ჩრდილოეთ აფრიკა, ეგვიპტე და ახალი კოლო
ნიები გაიხადა
ეკონომიკურ პარტნიორებად.
1812 წლიდან კი ნაპოლეონის დაღმასვლა დაიწყო. მისი ექსპან სია რუსეთმა შეაჩერა, უკან დაახევინა და საბოლოო მარცხამდეც მიიყვანა. იმ დროისათვის რუსეთის ჯარები ორჯერ იყო ნაპოლეონ თან დამარცხებული, ამიტომ ზავის მიხედვით, იგი აღიარებდა სა ფრანგეთის ტერიტორიების ახალ საზღვრებს და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ “კონტინენტურ ბლოკადაში” იღებდა მონაწილეობას. ნაპოლეონი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთისთვის, როგორც პარტნიორი და უახლოესი მეგობარი, ისე წარმოჩენილიყო. თუმცა კარგად ხედავდა, რომ რუსეთი, ისევე როგორც სხვა “კონტი ნენტური ბლოკადის” წევრები არღვევდნენ ხელშეკრულებით გათ ვალისწინებულ პირობებს და ფარულად, კონტრაბანდისტულად ვაჭრობდნენ დიდ ბრიტანეთთან. ამას გარდა, რუსეთის მზარდი ექსპანსიური პოლიტიკა არ შედიოდა საფრანგეთის ინტერესებში, მით უფრო რომ ის საფრანგეთის ინდოეთამდე ჩასასვლელ გზას ეღობებოდა, რაც ნაპოლეონის “დიდი აღმოსავლეთის პროექტის” ნაწილს წარმოადგენდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნაპო ლეონი მალულად ემზადებოდა რუსეთთან საომრად. ხელსაყრელ მომენტში კი იგი დიდ ბრიტანეთთან ფარულ გარიგებაში ამხილა და ომი გამოუცხადა. |
|
რუსეთთან გენერალური შეტაკება იოლი არ აღმოჩნდა. რუსები სწრაფად იხევდნენ უკან, ნაპოლეონის არმია კი სწრაფი გადაადგ ილებისას ხაზში სუსტდებოდა და თავდასხმების მსხვერპლი ხდებოდა. საბოლოოდ, მაინც შედგა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ბოროდინოსთან ფრანგების გამარჯვებით, თუმცა დიდი მსხვერ პლის ფასად დასრულდა. უკან დახეულმა რუსებმა ნაპოლეონისთ ვის წარმოუდგენელ ტაქტიკას მიმართეს. მათ მოსახლეობისგან და ცალეს მოსკოვი და ნაპოლეონის ცარიელ ქალაქში შესვლის შემდეგ მისი გადაწვაც მოახერხეს. ასე, რომ ფრანგული ჯარის ნაწილებ მა ვერც ძალების აღდგენა და ვერც დასვენება შეძლეს. მოსკოვს იქით, აღმოსავლეთისკენ ლაშქრობის გაგრძელებაც აღარ შეე ძლოთ, რადგან საამისოდ რესურსები ამოწურული ჰქონდათ. ამას თან დაერთო რუსეთისთვის დამახასიათებელი ზამთრის სიცივეე ბი. ათასობით მეომარი გარდაიცვალა სიცივისა და შიმშილისაგან. მათი ერთადერთი ხსნა რუსეთთან ზავის დადება იქნებოდა, მაგრამ რუსეთის ელჩობა არ ჩანდა და არც არანაირ შეთანხმებას აპირებ და მათთან. ნაპოლეონი იძულებული გახდა უკან დაეხია, მოსკოვი დატოვა და ჯარი დასავლეთისკენ დაძრა, რა დროსაც, რუსებმა პარტიზანულ თავდასხმებს მიმართეს. შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურებულმა ფრანგულმა შენაერთებმა ძლივს დააღწიეს რუსეთის საზღვრებს თავი.
უკვე მარცხგამოვლილ და დასუსტებულ ფრანგულ არმიას მოსვენებას არ აძლევდა დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, პრუსიის და შვედეთის ჯარები. მათ საფრანგეთს ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და 1813 წელს კიდევ ერთი, მეექვსე კოალიცია შექმნეს ნაპოლეონის წინააღმდეგ. ფრანგებმა თანდათან, ეტაპობრივად დათმეს ევროპის ოკუპირებული ტერიტორიები. მალე ბრძოლებმა საფრანგეთის შიდა ტერიტორიებზეც გადაინაცვლეს, სადაც 1814 წელს პარიზიც დათმეს და საბოლოოდ, ნაპოლეონი იძულებული იქნა დამარცხება ეღიარებინა. გამარჯვებულმა კოალიციურმა ძალებმა იგი აიძულეს ტახტი თავისი ორი წლის ვაჟისთვის დაეთმო, თავად აგრესორ იმპერატორს კი სიცოცხლე მაინც შეუნარჩუნეს და კუნძულ ელბაზე, ხმელთაშუა ზღვაში გადაასახლეს.
თითქოს ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნა პოლეონმა უკანასკნელად კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. მან გა დასახლებაში ცხრა თვე დაჰყო, შემდეგ კი თავის ერთგულ ჯა რისკაცებთან ერთად გაქცევა მოახერხა, საფრანგეთში გადავიდა და ისევ არმიის შექმნა დაიწყო. ყოფილმა იმპერატორმა პარიზამდე უბრძოლველად გაიარა, რა დროსაც სულ უფრო და უფრო ივსებო და მისი არმია ფრანგი მეომრებით, რომლებიც ნაპოლეონის დაბ რუნებას ოვაციებით ხვდებოდნენ. იგი პარიზშიც ტრიუმფით შევი და და ქვეყანა კოალიციური ძალებისგან განთავისუფლებულად და იმპერია აღდგენილად გამოაცხადა.
მისდა სამწუხაროდ, ნაპოლეონმა საფრანგეთში ძალაუფლება მხოლოდ 100 დღის განმავლობაში შეინარჩუნა. ამ დროს ევროპაში მის წინააღმდეგ ახალი, მეშვიდე კოალიცია შედგა. დიდი ბრიტანე თის, ჰოლანდიის და პრუსიის ძალებმა ნაპოლეონი კიდევ ერთხ ელ, ამჯერად უკვე უკანასკნელად დაამარცხეს ვატერლოოსთან, ბელგიაში 1815 წელს, რის შემდეგაც ის უკვე ევროპისგან ძალიან შორს, ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის კონტი ნენტთან, კუნძულ ელენეზე გადაასახლეს. ნაპოლეონ ბონაპარტი 52 წლის ასაკში, 1821 წელს გარდაიცვალა, ერთი ვერსიით კუჭის კიბოთი, რაც მამამისსაც სჭირდა, ერთი ვერსიით კი იგი მოწამლეს.
![]() |
10.3 ნაპოლეონის შემდგომი ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
ნაპოლეონის ომებისგან დაზარალებული ევროპის მონარქები ვენაში, ავსტრიაში კონგრესზე შეიკრიბნენ, რათა ომებისგან გა მოწვეული შედეგები აღმოეფხვრათ. ამ კონგრესზე საფრანგეთის ინტერესებს დიპლომატი ტალეირანი იცავდა. მოლაპარაკებების საწყის ეტაპზევე მან შემოიღო პრინციპი “ლეგიტიმაციის” შესახებ, ანუ ყველაფერს სამართლებრივი და სამართლიანი საფუძველი უნდა ჰქონოდა. ვინაიდან სადაო საკითხი ბევრი იყო და ყველა ევროპელ მონარქს ერთმანეთთან რაღაც პრეტენზია ჰქონდა, დათანხმდნენ სწორედ ამ პრინციპით გადაეწყვიტათ საკითხები. შედეგად, ტალეირანმა მოახერხა საფრანგეთისთვის შეენარჩუნებინა ის ტერიტორია, რაც ნაპოლეონის ომებამდე ჰქონდა მას. რომ არა ტალეირანის ეს დიპლომატიური ხრიკი, სხვა შემთხვევაში, სა ფრაგეთს, როგორც ომში დამარცხებულ ქვეყანას, აუცილებლად დაშლიდნენ და ევროპელი სახელმწიფოები გადაინაწილებდნენ. მაგრამ ომებისგან დაღლილ ევროპის ლიდერებს დიდი ცვლილებების სურვილიც აღარ ჰქონდათ, ისე ესწრაფვოდნენ მშვიდობა სა და სტაბილურობას. ამიტომ, მართალია ევროპის პოლიტიკური რუკა ხელახლა გადაიხატა, მაგრამ პრინციპულად დიდად არაფერი შეცვლილა. საფრაგეთში კი ისევ მონარქია აღდგა, ხოლო დიდი ბრიტანეთი ევროპის უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცა.
ნაპოლეონისა და რევოლუციის საბოლოო მარცხის მიუხედა საფრანგეთში მონარქია დათმობებზე წავიდა. შენარჩუნდა გარკვეული დემოკრატიული ინსტიტუტები, გაუქმდა ბატონ-ყმობა და შემცირდა კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლება. შემცირდა მონარქის უფლებები და ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გა დაკეთდა. გაიზარდა სასამართლოს როლი და პიროვნების თავისუ ფლების ხარისხიც.
შიდა პოლიტიკურ დათმობებზე წავიდა დიდი ბრიტანეთიც. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი XIX საუკუნეში პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ სამშობლოდ იქცა და იგი გამუდმებით ანტიმონარქიული რევოლუციის საფრთხეს განიცდიდა, მან მოახერხა თანდათანობით ტრანსფორმაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვა, რითაც თავიდან აიცილა საფრანგეთის მსგავსი გადატრიალებები.
რაც შეეხება ევროპის დანარჩენ ნაწილს, ისინიც აყვნენ საფრან გეთ-ინგლისის სოციალურ ძვრებს და ამ მოძრაობებმა მეტ-ნაკლე ბად მთელი ევროპა მოიცვეს. ევროპა თანდათანობით განიცდიდა ტრანსფორმაციას და ფართოდ გაუხსნა კარი ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეებს. ამ ყველაფერმა იგი ინდუსტრიალიზაციამდე მიიყვანა, რაც კაცობრიობის უდიდეს ნახტომადაა შეფასებული.
პარალელურად, ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში ემიგრირდა აშშ-ში, სადაც სწორედ იმ განმანათ ლებლობის იდეებზე დაფუძნებული სახელმწიფო ეგულებოდათ, რომელიც მათ თავისუფლებასა და თანასწორობას პირდებოდა.
მოგვიანებით, ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის ისიც აღმოჩნ და, რომ ვენის კონგრესის შემდეგ ევროპაში ძალთა თანაფარდობა არ იყო მისთვის სამართლიანად გადანაწილებული და სამწუხაროდ, სამხედრო, ტერიტორიულმა და პოლიტიკურმა ბალანსის დარღვე ვამ ევროპა პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა.
ეს საინტერესოა: ნაპოლეონი ამბობდა: “მითხარით ძალა, რომელიც შეაჩე რებს ტიფლისიდან განგისაკენ მიმართულ საფრანგეთისა და მოკავშირეების დიად არმიას”. თუმცა, მისი შემაჩერებელი ძალა მოსკოვში აღმოჩნდა. ხოლო ნაპოლეონის ეს იდეა აუხდენელ ოც ნებად დარჩა და არავინ იცის, რუსეთის დამარცხების და საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, როგორ განვითარდებოდა საქართველოს მომავალი. |
![]() |
11 ინდუსტრიული რევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
ინდუსტრიული რევოლუცია
ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განუზომლად დიდი მნიშვნელობისაა ევროპაში განვითარებული “ინდუსტრიული რევოლუცია” ან თუნდაც “სამრეწველო გადატრიალება”, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი მოიხსენიებს. ეს ტერმინი ასახავს სოციალურ პროცესს, როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვალა სოფლის მეურნეობიდან და ხელოსნობიდან ისეთ ეკონომიკაზე, რომელსაც სჭირდება მექანიზებული ინდუსტრია. ხელნაკეთი საქმიანობა შეიცვალა ქარხნებითა და ფაბრიკებით. ამ პერიოდში ევროპაში დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიების ჭიდილი, რასაც ჯერ პოლიტიკური პარტიების ფორმირება მოჰყვა, შემდეგ მათ იდეოლოგიებზე დამყარებული სახელმწიფოების შექმნა, რომელიც დანარჩენ ევროპულ ქვეყნებშიც ანალოგიური რეჟიმების დამყარებას და ევროპის ერთიანი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებას ლამობდა.
თავად ინდუსტრიალიზაციის პროცესი ევროპაში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო და გაგრძელდა პირველ მსოფლიო ომამდე. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ქვეყანაში სხვაზე უფრო ადრე დაიწყო და დამთავრდა, ზოგი კი საერთოდ ბოლო ეტაპზე აჰყვა ევროპული განვითარების ფეხის ხმას. მნიშვნელობით კაცობრიობისათვის სამრეწველო გადატრიალება უტოლდება ბორბლის გამოგონებას და პერიოდს, როდესაც ადამიანმა მონადირეობითი ცხოვრებიდან გადაინაცვლა მიწათმოქმედებაზე. ამას გარდა, ინდუსტრიულმა რევოლუციამდა ურბანიზაცია და სოციალური ფენების ახალი სეგმენტაცია მოიტანა.
ეს ყოველივე იმას ნიშნავდა, რომ მოსახლეობა თანდათანობით ტოვებდა სოფელს და
მის ხარჯზე გაიზარდა ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა. ადამიანების დიდმა
რაოდენობამ ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობა არჩია, რომელთა რაოდენობა სწრა
ფად იზრდებოდა და ფერმები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიატოვა.
ძალიან მოკლე დროში, ათიათასობით ადამიანმა კავშირი გაწყვიტა სოფლებთან და
ქალაქებში დასახლდნენ. ეს მასობრივი მიგრაცია, მნიშვნელოვანწილად,
სამრეწველო ქალაქებში სამუშაო ადგილების შექმნით იყო გამოწვეული. მაგრამ
ქალაქურ ცხოვრებასთან შეგუებამ და ქალაქების სწრაფმა ზრდამ ბევრი სიძნელე
წარმოშვა. გაჩნდა ჭარბმოსახლეობა, დაბინძურება, ხმაური და ა.შ. ასევე, თუ ფეოდალურ საზოგადოებაში მოსახლეობა ძირიდად იყოფოდა დიდგვაროვნებად და ყმა-გლეხებად, ამ პერიოდიდან უქმდება ბატონ-ყმობა და მათ ნაცვლად ჩნდებიან ქონებრივი ცენზით განსხვავებული საზოგადოებები _ მდიდრები, ღარიბები და საშუალო ფენა. სწორედ ამ უკანასკნელის ხვედრითი წილის ზრდა განაპირობებდა ქვეყნების წარმატებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. |
|
|
ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოა დიდი ბრიტანეთი. ის იყო პირველი
სახელმწიფო, რომელმაც უარი თქვა ფეოდალურ ცხოვრებაზე და ახალი ტე
ქნოლოგიების დანერგვით დაიწყო ეკონომიკური დოვლათის დაგროვება. სამრეწველო
გადატრიალება ძირითადად სამი განვითარების ფაზას მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს ეტაპები
პირობითია და ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ იმისთვის,
რომ უფრო ადვილად გავიაზროთ ევროპაში მიმდინარე პროცესები, გამოვყოთ ეს
ეტაპები: პირველი ფაზა მოიცავს პერიოდს XVIII საუკუნის ბოლოდან 1840 წლამდე. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ძირითადი ეკონომიკური თე ორიები და გზები თუ რა მიმართულებით უნდა წარმართულიყო ევროპის ეკონომიკური პოლიტიკა. ამავე პერიოდიდან დაიწყო საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფა, რომელიც ევროპაში XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა ბატონ-ყმობის სრულად გაუქმების სახით. |
|
მეორე ფაზა 1840-1870-იან წლებს მოიცავს და მისთვის დამახასიათებელია ტექნოლოგიური პროგრესი. ამ პერიოდში მოხდა ძირითადი ქარხანა-დანადგარების გამოგონება და დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო ინდუსტრიული რევოლუციის სწრაფ გაფართოებას მთელი ევროპის მასშტაბით. ხოლო მესამე ფაზა გაგრძელდა 1870-იანი წლებიდან პირველ მსოფლიო ომამდე ანუ 1914 წლამდე. ეს ეტაპი, ძირითადად ხასიათდება, ინდუსტრიული რევოლუციის ცხოვრებაში დამკვიდრებით, მისი მანკიერი მხარეების წარმოჩენით და მათთან ბრძოლით. ამ პერიოდში დაიწყეს მშრომელთა და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებათა ინტერესებისათვის ბრძოლა. მაგალითად, მუშათა, ქალთა, ბავშვთა და სხვა უფლებების დაცვა. |
|
ინდუსტრიული რევოლუცია მოიცავს ორ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც გადამწყვეტი როლი ჰქონდა ევროპული ქვეყნების დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის. პირველი ეს იყო “ვენის კონგრესი”, სადაც განიხილებოდა ნაპოლეონთან ომების შედეგად გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა და ახალი ევროპული საერთო წესრიგის დამკვიდრების მცდელობა. ხოლო მეორეს წარ მოადგენს “ვერსალის კონფერენცია”, რომელიც I მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული მდგომარეობიდან გამოსვლის და ასევე ახალი მსოფლიო და ევროპის წესრიგის დამყარების მცდელობაა. ამ კონფერენციის შედეგად შეიქმნა “ერთა ლიგა”, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საერთაშორისო სამართლის დაცვა და მსოფლიო წესრიგის დამყარება.
ამის მიუხედავად და ტექნოლოგიების ნახტომისებური განვითარების საპირისპიროდ, ევროპა უფრო მეტად ანტაგონისტური გახდა. არადა, სამრეწველო გადატრიალებამ მნიშვნელოვნად შეცვალა და დააკავშირა ადამიანები და სახელმწიფოები ერთმანეთს. ამის მიზეზი იყო არა ინდუსტრიული რევოლუცია და ახალი აღმოჩენები, არამედ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური იდეები, რაც ზემოთაც ვახსენეთ. პოლიტიკურ იდეოლოგიებს შემდეგ თავებში განვიხილავთ, ხოლო ამჯერად, მოკლედ მიმოვიხილოთ ინდუსტრიული რევოლუციის დროს აღმოცენებული და დამკვიდრებული ეკონომიკური თეორიები.
![]() |
11.1 ეკონომიკური თეორიები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური თეორიები
სამრეწველო გადატრიალების პერიოდში გავრცელდა უამრავი ეკონომიკური თეორია და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი. თუმცა, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, ფეოდალური ეკონომიკური ურთიერთობები ჩაანაცვლა მხოლოდ კაპიტალისტურმა პრინციპებმა. ფაქტიურად, ინდუსტრიალიზაცია კაპიტალიზმის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მისი განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ფეოდალური სისტემის მოშლა და კაპიტალისტური ურთოერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ქყვეყანაში თავისებურებებით ხასიათდებოდა და ხშირად საკმაოდ რთულ გზასაც გადიოდა.
კაპიტალიზმის დამყარებამ, მისმა რადიკალურმა და დაუბალანსებელმა პოლიტიკამ კი, ძირითად შემთხვევებში, გამოიწვია მუშათა კლასის ჩაგვრა და ექსპლოატაცია, რამაც სოციალისტური ეკონომიკური თეორიები წარმოშვა და რეალიზება ჰპოვა ასევე რადიკალურ ფორმებში, მეოცე საუკუნის საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში. პოლიტიკოსების მიერ არასწორმა ინტერ პრეტაციებმა და ეკონომიკური თეორიების რადიკალიზებულმა იმპლემენტაციამ სრულიად დაამახინჯა, როგორც კაპიტალისტური, ასევე სოციალისტური იდეები. თუმცა მათი თეორეტიკოსი ავტორები მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანთა კეთილდღეობას ვარაუდობდნენ. ასეთები იყვნენ მერკანტილისტი და არა რეგულირებადი ეკონომიკის მომხრეები, რომლებსაც კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის მიმდევრებსაც უწოდებენ. მათ წარმოადგენდა ანტუან მონკრეტიენი, უილიამ პეტი და ადამ სმითი. ხოლო სოციალისტ უტოპისტებს წარმოადგენდა სენ-სიმონი, შარლ-ფურიე, რობერტ ოუენი, კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ამ ორმა ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც შემდგომ თავებში განვიხილავთ.
„მერკანტილიზმი“ იტალიური სიტყვისგან წარმოსდგება და ნიშნავს “ვაჭრობას”. ეს არის ეკონომიკური თეორია, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სიმდიდრის ძირითად წყაროდ მიიჩნევა საგარეო ვაჭრობა. მომენტი, როდესაც ექსპორტი აჭარბებს იმპორტს, ქმნის დოვლათს. მხოლოდ ექსპორტში იგულისხმება ნაწარმი პროდუქტის გატანა და არა ნედლეულის. ამიტომ მერკანტილისტები წარმოების, მანუფაქტურის და ქარხნების სისტემის განვითარებას ეკონომიკის წარმატების წყაროდ მიიჩნევდნენ. წარმოების ექსპორტზე გატანა კი ძირითად შემთხვევებში მოითხოვდა უცხო ქვეყნის პროდუქტების აკრძალვას ან შეზღუდვას. შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის ნაწარმისთვის ხელის შეწყობა ეკონომიკური პროტექციონიზმია, რაც დამახასიათებელი იყო მერკანტილისტებისთვის. ისინი იცავდნენ არა მარტო საკუთარი ქვეყნის ნაწარმს, არამედ საკუთარ ქვეყანაში არსებულ ძვირფას ლითონს. ამიტომ ოქროსა და ვერცხლის ქვეყნიდან გატანა ისჯებოდა, რაც სახელმწიფოში მყარი ვალუტის გარანტიას იძლეოდა. ამას გარდა, ამ თეორიის მიმდევრებს, კარგად ჰქონდათ გათავისებული ეფექტური ვაჭრობის ფასი, რაც დისტრიბუციის სწორ მენეჯმენტში გამოიხატებოდა. მაგალითად, ისინი ერთ ქვეყანაში ყიდულობდნენ რაიმე ნაწარმს, ხოლო მეორეგან, უფრო ძვირად ჰყიდდნენ. ასეთი ვაჭრობა შესაძლებელი იყო ინგლისური ძლიერი ფლოტისთვის, რომელსაც ამ კუთხით უპირატესობები გააჩნდა სხვა ქვეყნებთან.
მერკანტილიზმი XV-XVI საუკუნეების კაპიტალისტური წყობის ერთ-ერთი პირველი საწყისი ეტაპია. მის წიაღში ჩაისახა და განვითარდა მემარჯვენე კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიების ისეთი რადიკალური ფორმა, როგორიცაა “არარეგულირებადი ეკონომიკა”. იგი განვითარდა XVIII-XIX საუკუნეებში. ეს გულისხმობდა სახელმწიფოს სრულ ჩაურევლობას ეკონომიკურ ცხოვრებაში. ასეთ პირობებში სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება თავისთავად, ე.წ. “უხილავი ხელით”, რა დროსაც ყველა მოვაჭრემ ინდივიდუალურად იცის თუ რა მაქსიმუმი და მინიმუმი ფასი უნდა დაადოს საკუთარ პროდუქტს, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის მოთხოვნა და მსყიდველობითი უნარი არსებობს ბაზარზე. თავისთავადი საბაზრო მექანიზმი კი უზრუნველყოფს ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას. ამ თეორიის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ შრომა არის სიმდიდრის დაგროვების ერთადერთი წყარო, იმ პირობებში, თუ მას ხელს არავინ არ შეუშლიდა, პირველ რიგში კი სახელმწიფო.
ადამიანი განიხილება, როგორც “ეკონომიკური არსება”, რომელიც მუდამ მიისწრაფვის საკუთარი სარგებლიანობისაკენ და მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ. სიმდიდრეს კი ის დააგროვებს მწარმოებლურობის, შრომის, ნაყოფიერების და კაპიტალის დაგროვების გზით. შესაბამისად, თანაბარუფლებიანი კონკურენტული გარემო და სწრაფვა მაქსიმალური მოგების მისაღებად არის სასარგებლო არა მხოლოდ ინდივიდისთვის, არამედ განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებას. ხოლო იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური სიმდიდრის დაგროვება, აუცილებელია შრომის დანაწილება ანუ სპეციალიზება, რათა, რაც შეიძლება მოკლე დროში, შეიქმნას პროდუქტი. ეს კი საჭიროებს სამუშაო დროის შემცირებას, რაც მხოლოდ ხელით სამუშაოების სამანქანო სისტემაზე გადასვლითაა შესაძლებელი.
აღნიშნული თეორიის მიმდევრები სახელმწიფოს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევას უშვებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის საყოველთაო უსაფრთხოებას ემუქრება რამე, მაგალითად ომი ან ბუნებრივი კატასტროფები. საინტერესოა, ასევე ის, რომ ისინი საგადასახადო სისტემას არ უყურებდნენ, როგორც მძარცველ ორგანოს, რომლის ინტერესიც მხოლოდ სამეფო ხაზინის შევსება იყო. მათი აზრით, გადასახადები უნდა იყოს პროპორციული და არა ყველასთვის ერთნაირი. მდიდრისთვის სხვა ოდენობა უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ღარიბისთვის სხვა. ადამიანები საკუთარი შემოსავლების მიხედვით უნდა იხდიდნენ. ასევე, ეს გადასახადები უნდა იყოს გადამხდელისთვის ხელსაყრელ დროს დანიშნული და მკაცრად განსაზღვრული კანონებით. არ უნდა იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველი გადასახადები, არ უნდა იხდიდნენ ადამიანები ისეთ გადასახადებს, რომლის რაოდენობა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და არ უნდა იხდიდნენ მაშინ, როდესაც ამის ობიექტური შესაძლებლობა არ აქვთ. შესაბამისად, თავად გადასახადების აკრეფა იქნება მინიმალური კონტაქტით გადამხდელებთან, რაც საჭიროებს მინიმალურ ბიუროკრატიას და მინიმალურ სახელმ წიფო დანახარჯებს.
მსგავსი სასარგებლო იდეების მიუხედავად, არარეგულირებადმა ეკონომიკამ, განსაკუთრებით XIX საუკუნეში, ინდუსტრიალიზაციის სრაფად განვითარების გზაზე, კაპიტალიზმის ბევრი მანკიერი მხარე გამოავლინა.
პირველი, სამართლებრივად თანაბარ პირობებში მყოფი ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ ერთმანეთთან არათანაბარ პირობებში. მდიდრები უფრო მდიდრდებოდნენ, ღარიბები უფრო ღატაკდებოდნენ. ეს გამოწვეული იყო შრომის ელემენტარული უფლებების არარსებობის გამო. ამის შესახებ კაპიტალისტები უბრალოდ არაფერს არ ამბობდნენ, რადგან ვერ გათვალეს, რომ კონკურენცია არა მარტო თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირებს ან კომპანიებს შორის შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ ბაზარზე მყარად მოქმედ პირებსა და ბაზარზე პირველად გამოსვლის მსურველებს შორის. შესაბამისად, საბაზრო ურთიერთობების მკაცრი კონკურენცია ჩანასახშივე აგებდა ბრძოლას ძლიერ კომპანიებთან და კოტრდებოდა. ძლიერი იგებდა საკუთარი დიდი მატე რიალური, ადამიანური და ფინანსური რესურსით.
მეორე, კაპიტალისტები ახდენდნენ ხელქვეითების ექსპლოატაციას, რომლებიც დღე-ღამეში 16-18 საათი მუშაობდნენ, რაც მათ ყოველგვარ თავისუფალ დროს ართმევდა, მიჯაჭვულს ხდიდა სამუშაო გარემოზე და ქონების დაგროვების ნაცვლად, მონურ პირობებში მყოფს, გადარჩენაზე უწევდა ზრუნვა. არ იყო შეზღუდული მათი გათავისუფლების პირობები და შრომის ანაზღაურების რაოდენობა. სოფლიდან ქალაქებში სწრაფი მიგრაცია კი ქმნიდა აუარებელ მუშა-ხელს, რომელიც ბაზარზე ადვილად იშოვებოდა ნებისმიერ პირობებზე სამუშაოდ. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება დამქირავებლისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც აუფა სურებდა შრომის ფასს, ხოლო მომუშავეს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდიდა თავის სამსახურზე, რომელიც მხოლოდ ძილის უფლებას, ისიც შეზღუდულად, აძლევდა.
მესამე, ამას ისიც ერთვოდა, რომ მძიმე სამუშაოებს მამაკაცებთან შედარებით, უფრო იაფად ქალები და ბავშვები ასრულებდნენ. მათი ექსპლოატაცია არნახულ სისასტიკეში გადადიოდა და კაპიტალისტურ იდეებს ძირს უთხრიდა.
მსგავსი რეალობისგან თავის დასაღწევად, აღმოცენდა სხვა ეკონომიკური თეორიები. გაჩნდა მუშათა და მშრომელთა უფლებების დამცავი გაერთიანებები. ეს ყოველივე კი სოციალისტურ-უტოპიურ იდეებში გადაიზარდა. კარლ-მარქსის წიგნი “კაპიტალი” “მუშათა კლასის ბიბლიად” იქცა. სოციალისტური ეკონომიკური თეორია კაპიტალიზმის და არარეგულირებადი ეკონომიკის საპირისპიროდ, მემარცხენე რადიკალურ თეორიად ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი განმასხვავებელი იდეა კაპიტალზმისგან გულისხმობდა იმას, რომ წარმოების საშუალებები არა კერძო საკუთრებაში, არამედ საზოგადოების ან სახელმწიფოს ხელში უნდა ყოფილიყო. იგი გამორიცხავდა კერძო საკუთრებას, რაც უნდა ყოფილიყო ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ყველა ფორმის ექსპლოატაციის დასასრული. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადამიანები არიან თანასწორნი, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც კაპიტალიზმში. ისინი არა მარტო კანონის წინაშე, არამედ ქონებრივადაც თანასწორნი უნდა ყოფილიყვნენ. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო შეძლებული ადამიანების ქონების კონფისკაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ და ამ გზით მათი ღარიბებთან გათანაბრება. სოციალისტები კერძო საკუთრებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვას ადამიანის მანკიერ მხარედ მიიჩნევდნენ.
განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ფულის მიმართაც. თუ კაპიტალისტები ფულს მიიჩნევდნენ გაცვლის საყოველთაო საშუალებად და მიმოქცევის ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდნენ, ზოგიერთი სოციალისტი ფულს მოქნილ ხრიკს უწოდებდა, რომელიც “მაქსიმალური ბოროტებისა და მინიმალური სიკეთის მისაღწევად” იყო საჭირო. ამიტომ მის ალტერნატივად ე.წ. “შრომით ფულს”, იგივე ქვითარს (მომავალში ტალონები) განიხილავდნენ. მისი მეშვეობით უნდა მომხდარიყო “შესაბამისი” ღირებულების შეზღუდული რაოდენობის საქონელთან გადაცვლა.
სოციალისტები საზოგადოებრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავდნენ როგორც “ბუნებრივს”. თუმცა ისტორიული თვალსაზრისით მიაჩნდათ, რომ კაცობრიობის განვლილი გზა დაიწყო მონათმფლობელური სისტემიდან, გადაიზარდა ბატონ-ყმურში, განვითარდა კაპიტალისტურში და დასრულდებოდა კომუნიზმში. ეს იქნებოდა ისეთი სოციალისტური წყობა, სადაც არ იქნებოდა არც კერძო საკუთრება, არც ფული, არც ქონებრივი დიფერენციაცია, ყველაფერი უფასო იქნებოდა და ადამიანები ბედნიერად იცხოვრებდნენ.
როგორც ვიცით, მსგავსი სოციალისტური იდეები პრაქტიკამ ვერ დაადასტურა, თუმცა მათმა მოძრაობამ და პროტესტმა კაპიტალიზმის წინააღმდეგ, წარმოშვა სხვადასხვა შრომითი უფლებების განვითარება და ჩამოყალიბება. რუსეთში მომხდარმა სოციალისტურმა რევოლუციამ და პროლეტარიატის დიქტატურამ, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება იმსხვერპლა, ისევე დააფრთხო ევროპული საზოგადოებები, როგორც თავის დროზე საფრანგეთის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ. მით უფრო, რომ ევროპის ყველა სახელმწიფოში სოციალისტური პოლიტიკური და პროფკავშირული ორგანიზაციები არსებობდა. მათი გავლენით, კაპიტალისტები ბევრ დათმობებზე წავიდნენ. შემცირდა სამუშაო საათები, განისაზღვრა მუშათა და სამუშაო გარემოს პირობები, მოხდა ქალთა და ბავშვთა ექსპლოატაციისგან დაცვა, გაიზარდა სამუშაო ანაზღაურება და შეიქმნა ისეთი კანონები, რომლითაც დამწყები ბიზნესმენი დაცული იქნებოდა, როგორც მდიდრების დაჩაგვრისაგან, ასევე მონოპოლიისაგან.
ასეთმა რაციონალურმა და პრაქტიკულმა “რეგულაციებმა” თანამედროვე კაპიტალიზმის სახე მიიღო, რომელიც ნეოლიბერალიზმის სახელითაა ცნობილი. მისი მიმდევრები მხარს უჭერდნენ კერძო საკუთრებას, თავისუფალ ფასწარმოქმნას, არასახელმწიფოებრივი სექტორის წამყვან როლს ეკონომიკურ ცხოვრებაში. სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს ხატოვნად ადარებენ მსაჯს, რომელიც არეგულირებს ფეხბურთის მატჩს ან შუქნიშანს, რომელიც გზაჯვარედინზე საავტომობილო მოძრაობას აწესრიგებს. ნეოლიბერალები დგანან კონკურენციის სადარაჯოზე. ისინი მოითხოვენ კონკურენციას ყველგან, სადაც შესაძლებელია და რეგულირებას იქ, სადაც აუცილებელია. ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიის პრაქტიკულმა გამოვლინებამ ადგილი ჰპოვა II მსოფლიო ომის შემდეგ და დღეს წამყვანი ეკონომიკური თეორიაა თანამედროვე ევროპაში.
![]() |
11.2 ინდუსტრიული რევოლუცია ევროპის სახელმწიფოებში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.2.1 დიდი ბრიტანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ბრიტანეთი
როგორც აღვნიშნეთ, ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო ინგლისიდან და გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ამიტომ სწორედ დიდ ბრიტანეთს მიმოვიხილავთ პირველ რიგში, რადგან სწორედ ის გახდა მოდელი სხვა ევროპული სახელმწიფოების სამრეწველო გადატრიალებისა. თუმცა, ცხადია, რომ რაც უფრო აღმოსავლეთით გავრცელდა ეს პროცესი, მით უფრო ნაკლებ კომპონენტს მოიცავდა და სულ უფრო და უფრო განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდებოდა. შესაბამისად კაპიტალიზმის და ინდუსტრიალიზაციის პროცესი ხარვეზებით და არასრულყოფილად მიმდინარეობდა.
ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეებში დიდი ბრიტანეთი სამოქალაქო ომებმა მოიცვა. ეს იყო ბრძოლა პარლამენტსა და მეფეს შორის, რომელიც მეფის უფლებების მნიშვნელოვანი შეკვეცით დასრულდა. ამ ომებმა მთლიანად მოშალა ფეოდალური წყობილება და მოსახლეობა თანდათანობით კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადავიდა, რაც გულისხმობდა თავისუფალი და დაქირავებული მუშახელის ზრდას. აგრარული და სახელოსნო სექტორის გვერდით გავრცელდა მანუფაქტურული წარმოებაც, თუმცა დიდი ბრიტანე თის იმპერიის ზრდის პარალელურად და ახალი კოლონიების რაოდენობის ზრდამ, გამოიწვია დიდი რაოდენობით ნედლეულის თავმოყრა. ბრიტანელები, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია შექმნეს, აფრიკიდან და ინდოეთიდან სულ უფრო და უფრო მეტი ნედლეულის იმპორტს ახდენდნენ, განსაკუთრებით ბამბისა და ხე-ტყის მასალის, რომლისგანაც პროდუქციას აწარმოებდნენ და თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის იმპერია მთელს მსოფლიოს ვერ მოიცავდა, ბრიტანული ფლოტი და სავაჭრო ქსელი უამრავ პარტნიორ თუ კონკურენტ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებდა. ასეთი მასიური ვაჭრობა, ექსპორტი და მსოფლიო კონკურენცია კი პროდუქციის უფრო სწრაფ და უფრო მასიურ წარმოებას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ 1760-იან წლებში ერთ-ერთმა ფეიქარმა (ჯეიმს ჰარგრივსმა) შეძლო გამოეგონებინა ძაფის სართავი დანადგარი*, რამაც საფუძველი დაუდო ხელით წარმოებას და მანუფაქტურა შეიცვალა მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით. ეს კი სამრეწველო გადატრიალების დასაწყისი გახდა. ყოველივე ამან დიდი ბრიტანეთი მანქანური და ქარხნული სისტემის სამშობლოდ აქცია და “მსოფლიო ფაბრიკად” ითვლებოდა. |
|
დიდ ბრიტანეთში ინდუსტრიალიზაციის და კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი იყო, ის რომ ეს სამეფო კუნძულზე მდებარეობდა, ხოლო ევროპის კონტინენტზე გამუდმებული ომები, განსაკუთრებით საფრანგეთის და ნაპოლეონის წინააღმდეგ კოალიციური ომები, აზარალებდა ევროპული სახელმწიფოების განვითარებას. ინგლისი მათ, არა მარტო სამხედრო ოპერაციებით ეხმარებოდა, არამედ აწვდიდა იარაღს და სამხედრო ფორმასაც. ეს კი განაპირობებდა სამხედრო ინდუსტრიის კიდევ უფრო მასშტაბურ ზრდასა და განვითარებას.
|
|
ბრიტანეთის კუნძულებზე მშვიდობის დამყარება, კოლონიზაცია და მერკან ტილისტური ეკონომიკური პოლიტიკა, განაპირობებდა დიდი კაპიტალის დაგროვე ბას. ეს კი იძლეოდა საშუალებას საერთაშორისო კონკურენციის გარდა, თავად ქვეყანაშიც განვითარებულიყო მწარმოებლურ კომპანიებს შორის ძლიერი ეკონომიკური კონკურენცია. ყოველივე ეს იწვევდა ახალი იდეებით, ახალ-ახალ გამოგონებებს და ტექნიკურ განვითარებას. მოხდა უამრავი ისეთი ნივთის და დანადგარის გამოგონება, რამაც რადიკალურად შეცვალა ბრიტანელების ცხოვრება. მაგალითად, ქვანახშირზე მომუშავე ძრავის გამოგონებით მოხდა მატარებლის გამოგონება და დაიწყო სარკინიგზო გზების გაყვანა, შესაბამისად საქონლის სწრაფი ბრუნვა. განვითარდა გემთმშენებლობა, რომელიც ისედაც პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში, ოღონდ ამჯერად შეიქმნა გემები რკინისგან და ხე, როგორც გემის საწარმო მასალა, სრულებით გამოირიცხა. საბოლოოდ, მანქანური წარმოებით მოხდა თავად ამ მანქანა-დანადგარების შექმნა, რითაც მათი ხელით წარმოება და ინდუსტრიალიზაციის პროცესი დასრულდა. |
|
დიდ ბრიტანეთში სამრეწველო გადატრიალებამ უამრავი ეკონომიკური სარგებელი მოიტანა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც იგი ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან აღწევდა. ამ გზით მას პარტნიორ სახელმწიფოსთან დამატებითი გადასახადების გარეშე ექსპორტ-იმპორტი შეეძლო. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი ბრიტანეთი რამდენადმე წინ იყო წარმოების განვითარებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თავად უფრო სარგებლობდა, ვიდრე მოკავშირე სახელმწიფოები. იგი გაცილებით დიდი რაოდენობის წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ახდენდა, ვიდრე იმპორტს, რაც უდავოდ მის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას უწყობდა ხელს. XIX საუკუნის შუა პერიოდში თავისი განვითარების პიკს მიაღწია ინგლისის ბანკმა. იგი აერთიანებდა ქვეყნის ყველა ბანკისა და სახელმწიფო ხაზინის ოპერაციებს, რამაც მისი “ბანკების ბანკად” გადაქცევა განაპირობა, ხოლო დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ბანკირად ჩამოყალიბდა. |
|
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ინდუსტრიული რევოლუციის თანმდევი პროცესი იყო ურბანიზაცია. სოფლების ხვედრითი წილის დაკლებამ, ქალაქების ხარჯზე, მოახდინა ამ უკანასკნელთა სწრაფი ზრდა. განვითარდა ახალი ცენტრები, როგორც ინდუსტრიული ქალაქები. მათ სათავეში კი ლონდონი იდგა, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ურბანული ქალაქი.
დიდი ბრიტანეთის ტექნიკურ-ეკონომიკური ზენიტი მხოლოდ XIX საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. ისეთმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებმაც ინდუსტრიალიზაცია მოგვიანებით დაიწყეს, ადვილად შეძლეს ტექნიკური თვალსაზრისით დიდ ბრიტანეთს დაწეოდნენ, რადგან მათ მიერ გადმოღებული, გაუმჯობესებული თუ გამოგონებული ტექნოლოგიები თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდა, ხოლო ინგლისური დანადგარები იმ პერიოდში თითქმის 100 წელს ითვლიდა. ამას გარდა, ბევრი ევროპული ქვეყანა გადავიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, პროტექციონისტურ ეკონომიკაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი უცხო ქვეყნის უმრავლესი პროდუქციის იმპორტს კრძალავდნენ და სანაცლოდ ხელს უწყობდნენ ადგილობრივ, ეროვნულ წარმოებას. ასეთმა პოლიტიკამ კი მსოფლიო მოთამაშე, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ექსპანსია საკმაოდ დააზარალა.
![]() |
11.2.2 საფრანგეთი |
▲ზევით დაბრუნება |
საფრანგეთი პირველი კონტინენტური ევროპული სახელმწიფო იყო, რომელიც აჰყვა დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციის ფეხის ხმას. თუმცა, საჭიროა ის განსხვავებები მიმოვიხილოთ, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი.
ბურჟუაზიულმა რევოლუციამ, მართალია რეპრესიული მეთოდით, მაგრამ მაინც შეძლო ფეოდალური სისტემის გაუქმება. ეს ქვეყანა სწრაფად გადავიდა კაპიტალისტურ წყობაზე და შემოიღო თავისუფალი ვაჭრობა, მოახდინა ახალი ქარხნული დანადგარების შემოღება და მანუფაქტურის ძალიან ნელი ტემპით ჩანაცვლება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დიდი ქალაქები განთქმული იყო საოჯახო მანუფაქტურებით, მათი სიმრავლით და ხარისხით. მაგალითად, თითქმის მთელს პარიზში პარფიუმერიას კუსტარულად ამზადებდნენ, რომელიც საქვეყნოდ იყო ცნობილი. მსგავსი მდგომარეობა იყო თითქმის მთელს საფრანგეთში. პატარა სახელოსნო-საწარმოებში მხოლოდ 2-4 კაცი მუშაობდა. მათ შემოსავალზე დიდად იყო დამოკიდებული ქალაქების ბიუჯეტი, ხოლო მათი ქარხნულ წესზე გადაყვანა, საკმაოდ წარმოუდგენელ პერსპექტივად გამოიყურებოდა. |
|
საფრანგეთის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას ასევე ხელი შეუშალა ნაპოლეონის მილიტარისტულმა კამპანიებმა, რადგან ისინი საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა. ასევე საფრანგეთს მოუტანა ეკონომიკური ზიანი წინა თავში ნახსენებმა ნაპოლეონის “კონტინენტურმა ბლოკადამ”, რომელიც წესით დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. საფრანგეთში კაპიტალისტური წყობის სრულად დანერგვას ხელი შეუშალა კიდევ ერთმა ფაქტორმა. საუკუნის განმავლობაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა, აღდგა მონარქია და შემდეგ ისევ იმპერია გამოცხადდა. ამან კი ქვეყნიდან, ნაპოლეონის დროს, გაქცეული ფეოდალები დააბრუნა, რომლებმაც ნაწილობრივ ძველი წესებით სცადეს კაპიტალისტურ წყობაზე მორგება.
საბოლოოდ, საფრანგეთი დააზარალა 1870-71 წლის ომმა პრუსიასთან, რა დროსაც დაკარგა ორი ქვანახშირით მდიდარი რეგიონი, ელზასი და ლოთარინგია. ასე, რომ საფრანგეთში ინდუსტრიალიზაციის მრავალი გამოწვევებით აღსავსე პროცესი, კიდევ უფრო ხარვეზებით მიმდინარეობდა. თუმცა მისი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ახალი მიწების კოლონიზაცია და საერთაშორისო არენაზე, საუკუნო მეტოქესთან, დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა. ამჯერად ისინი გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომელსაც ახალი იმპერიული ამბიციები გააჩნდა.
![]() |
11.2.3 გერმანია |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანია ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდს ტერიტორიულად დაქუცმაცებული შეხვდა. ეს მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი იყო მისთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ათეულობით გერმანული მიწა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით არსებობდა. გერმანელი მოსახლეობისთვის ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა ფასიანი იყო და მხოლოდ თავის მცირე მიწაზე მიჯაჭვულს ხდიდა. ამ პერიოდში ყველაზე მძლავრ საგარეო და საშინაო პოლიტიკას პრუსია ახორციელებდა. სწორედ მან დაისახა მიზნად გადაეჭრა გერმანიის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და გერმანული მიწები მის გარშემო გაეერთიანებინა. 1860-იან წლებში მან ჯერ დანიაზე გაიმარჯვა, ხოლო შემდეგ ავსტრია-უნგრეთზე. შესაბამისად, გერმანულ მიწებზე ძლიერი პრეტენდენტები ჩამოიშორა და “ჩრდილო გერმანიის კავშირის” შექმნა გამოაცხადა, რაც ფაქტიურად გერმანული მიწების გაერთიანებას გულისხმობდა. ამას მოჰყვა საერთო საკანონმდებლო რეფორმები, რომელმაც გერმანული სამართალი ერთ ჭრილში მოაქცია და ქვეყნის განვითარება დააჩქარა. ხოლო ზემოთნახსენები ომით საფრანგეთთან, რა დროსაც ელზასი და ლოთარინგია შეიერთა, უფლება მისცა თავს, პრუსია იმპერიად გამოეცხადებინა “გერმანიის რაიხის” (იმპერიის) სახით. |
|
კაპიტალისტურ წყობაზე გადასვლა გერმანელებმა საკუთარი თვალთახედვით გადაწყვიტეს. იგი “პრუსიის გზის” სახელითაა ცნობილი. ეს იმას ნიშნავდა რომ კაპიტალისტური რეფორმა თავად მემამულეების მიერ ხორციელდებოდა, რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდიოდა კაპიტალისტურ ფენომენთან და შესაბამისად, ძირითადად ფეოდალების ინტერესებს აკმაყოფილებდა. გლეხების გათავისუფლება მხოლოდ თანდათანობით და ნელი ტემპით ხორციელდებოდა, მათი აჯანყება და საპროტესტო გამოსვლა კი მკაცრად ისჯებოდა. საბოლოოდ, გერმანიაში მივიღეთ მემამულეები, რომლებიც გახდნენ კაპიტალისტები, მცირე რაოდენობით გლეხები, რომლებიც კულაკებად ანუ მდიდარ გლეხებად იქცნენ და სამხედრო პირები, რომლებიც ასევე კაპიტალიზმის სათავეში მოექცნენ. სწორედ პრუსიის მილიტარიზაციას მოჰყვა იმის გაანალიზება, რომ გერმანიის გარდა თითქმის ყველა დიდი ევროპული სახელმწიფო კოლონიზატორად იყო გადაქცეული. ეს ფაქტობრივად, ქმნიდა იმის პირობას, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი და კაპიტალი ისევ შიგნით, ქვეყანაშივე დატრიალებულიყო. ტექნიკური პროგრესით XIX საუკუნის ბოლოს, გერმანიამ დიდ ბრიტანეთსაც კი გაუსწრო. თუმცა, რადგან არ იყო კოლონიური იმპერია, მილიტარისტული ამბიციებით შეწუხებული, იგი დაჩაგრულად გრძნობდა თავს. ამიტომ პრეტენზია განაცხადა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, რაც I მსოფლიო ომამდე მივიდა.
![]() |
11.2.4 რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთი, რომელიც ევროპული სახელმწიფოების განვითარებას ცდილობდა აჰყოლოდა, მისი ტერიტორიები, XIX საუკუნეში, ჩრდილო აზიასა და ამერიკის კონტინენტზე ალიასკას მოიცავდა. კაპიტალიზმზე გადასვლა ერთგვარად წააგავდა “პრუსიის გზას”, ხოლო ტექნოლოგიური განვითარებით ყველა დიდ ევროპულ სახელმწიფოს ჩამოუვარდებოდა.
საინტერესოა, რომ XIX საუკუნის შუა პერიოდში, რუსეთი ფეოდალური სისტემის დამცველად აცხადებდა თავს და სიახლეებს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაფიქსირდა თითქმის 1200-მდე აჯანყება, რომლის ძირითად მიზეზს ფეოდალიზმის არსებობა წარმოადგენდა. როგორც იქნა, რუსეთის იმპერატორიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განვითარებისათვის საჭირო იყო, უარი ეთქვა წარსული ცხოვრების სტილზე და კაპიტალიზმზე გადასულიყო. მაგრამ ეს ყოველივე საკმაოდ რთულად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ-ყმობის გაუქმებას 1861 წელს მოეწერა ხელი, მას რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ მთელი იმპერიის მასშტაბით გამოცხადებულიყო. ამას გარდა, როგორც პრუსიაში, კაპიტალიზმზე გადასვლის პროცესს, აქაც მემამულეები ედგნენ სათავეში, რაც მოუქნელად გან ხორციელებულ რეფორმას კიდევ უფრო აფერხებდა. საინტერესო ისაა, რომ გლეხებს მიწები საკუთრებაში კი არ გადაეცათ, არამედ, მათი ნაწილის გამოსყიდვა დაევალათ 20 წლის განმავლობაში. ისინი ამით, ფეოდალზე კვლავ, თუმცა “დროებით” ვალდებულად ხდიდა გლეხობას. რა თქმა უნდა, გლეხებს გამოსასყიდის გადახდა გაუჭირდათ, პროცესი საკმაოდ რთული და დროში გაწელილი აღმოჩნდა, ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორმა გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა მოითხოვა. შესაბამისად, გლეხების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო მიწის გადასახადის გადახდა და თანაც ისე, რომ მიწის საბოლოო ფასი, რეფორმამდელს 3-ჯერ აღემატებოდა.
ხოლო ისინი, ვინც ვერ გადაიხადა, მათი მიწები სპეციალურად შექმნილ “თემებს” გადაეცათ. ახლა მათთვის უნდა გადაეხადათ გამოსასყიდი გლეხებს და ამჯერად ისინი, ფეოდალების მაგივრად, თემებზე დამოკიდებულნი გახდნენ. გლეხებს გადასახადის გადახდის გარეშე თემი ქალაქიდან თუ სოფლიდან გასვლის უფლებასაც კი არ აძლევდა. კაპიტალიზმის ასეთმა არასრულყოფილმა პროცესმა, ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ, ნელმა ინდუსტრიალიზაციამ და წაგებულმა ომებმა, განსაკუთრებით ოსმალეთთან და იაპონიასთან, რუსეთის იმპერიის მოსახლეობაში რადიკალური იდეების გავრცელება განაპირობა. ისინი ძირითადად მუშა-გლეხების უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ და სოციალისტურ იდეებს ქადაგებდნენ. 1905-1907 წლებში რევოლუციაც კი მოხდა, თუმცა დამარცხდა. სანაცვლოდ იმპერიის მომხრეები სერიოზულად დააფიქრა, რასაც ე.წ. “სტოლიპინის (პეტრე) რეფორმა” მოჰყვა, რომელიც იმპერიის პრემიერ მინისტრი იყო და ფაქტობრივად განაგებდა რუსეთის იმპერიას სუსტი მმართველის ნიკოლოზ II-ის დროს. რეფორმის შედეგად დაიშალა თემები და მოხდა ბურჟუაზიულ, ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლა. გლეხებს უსასყიდლოდ გადაეცათ მათ გამგებლობაში მყოფი მიწები. ასევე გლეხების დიდი ნაწილის გადასახლება მოჰყვა აზიის ტერიტორიებზე, რათა მომხდარიყო ამ მიწების ათვისება, თუმცა არაორგანიზებულობის გამო, გადასახლებულთა მცირე ნაწილი უკან დაბრუნდა. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სტოლიპინმა აგრარული რეფორმა და კაპიტალიზმზე გადასვლა დააჩქარა და გარკვეული სარგებელი მოუტანა რუსეთს, რომელსაც გეზი უკვე სოციალიზმისკენ ჰქონდა აღებული და იგი ვეღარავინ შეაჩერა. |
|
![]() |
11.3 ინდუსტრიალიზაციის უარყოფითი დადებითი ასპექტები |
▲ზევით დაბრუნება |
სამრეწველო გადატრიალებას, რომელიც მსოფლიო ისტორიის გათვალისწინებით, დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში განხორციელდა, ჰქოდნა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ყოველივე ამან ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა, თუმცა დღეს ტექნოლოგიური განვითარების ფონზე მათი კვალი გამქრალია. დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირველი ეტაპი, სწორედ ინდუსტრიული რევოლუცია იყო, სადაც მოხდა უამრავი ისეთი სიახლის დანერგვა, რამაც სამუდამოდ შეცვალა ადამიანის ცხოვრება.
სამწუხაროდ კაპიტალიზმის სწრაფმა და რევოლუციურმა დანერგვამ, მისი რადიკალიზაცია გამოიწვია. იმ პერიოდში არ არსებობდა არც შრომის და არც ადამიანების უფლებები. მასზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და მშრომელის და დამსაქმებლის ურთიერთობები ძირითადად მხოლოდ აგრესიულ და დაუნდობელ სახეს იღებდა. პირველ რიგში ეს გამოიხატებოდა იმით, რომ მუშების სამუშაო პირობები და დრო დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენელიც კი იყო. სწრაფი ურბანიზაციის პროცესში, მოხდა მუშა-ხელის გაუფასურება. მათთვის ანაზღაურება მხოლოდ არსებობის შესაძლებლობას იძლეოდა. უკმაყოფილო მუშას ან ფიზიკურად უძლურს, სწრაფად და ადვილად ანაცვლებდა სხვა. ამიტომ მათ მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფით ფორმას იღებდა. სამუშაო დრო იყო 16-18 საათი დღეში. საუკეთესო და გამონაკლის შემთხვევებში 12-13 საათი. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო პირობები არ აკმაყოფილებდა არანაირ ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებს, მუშების აბსოლუტური უმეტესობა მიჯაჭვული იყო სამუშაო გარემოს და თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდათ. ამას ისიც ერთვოდა, რომ ზოგიერთ სამუშაოს ერთი შეხედვით ძლიერი ფიზიკური ძალა არ სჭირდებოდა, ამიტომ გახშირდა მამაკაცების ნაცვლად ბავშვებისა და ქალების დასაქმება, თუმცა უფრო მცირე ანაზღაურებით და მათთვის გაუსაძლის პირობებში. ქალებს კატორღებში მუშაობაც კი უწევდათ და მათი დასაქმება ექსპლოატაციად იქცა. |
|
კიდევ ერთი მინუსი, რაც დამახასიათებელი იყო ინდუსტრიული რევოლუციისთვის იყო კაპიტალიზმის მკაცრი კანონები და მისი რადიკალური გამოვლინება. რეალურად, კონკურენცია, რაც კაპიტალიზმის ჯანსაღი ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო, ხდებოდა არათანაბარ პირობებში მყოფ ადამიანებს შორის. რადიკალურად განსხვავებული სასტარტო პირობები არ აძლევდა საშუალებას ღარიბ ადამიანს კონკურენცია გაეწია უკვე შემდგარი კაპიტალისტისთვის. შედეგად, მდიდრები უფრო მდიდრდებოდნენ და ღარიბები უფრო ღატაკდებოდნენ. ხოლო უკმაყოფილო მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობდნენ სასტიკად უსწორდებოდნენ. განსაკუთრებით ეს ხდებოდა რუსეთის იმპერიაში, რომელმაც ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო გააღრმავა და საფუძველი შეუქმნა რევანშისტულ და ძალადობრივ სოციალისტურ მოძრაობას. |
|
უარყოფით მხარეებთან ერთად, ინდუსტრიული რევოლუცია ბევრი დადებითი გამოვლინებით ხასიათდება. ამ პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა და გამოგონებებმა სამუდამოდ შეცვალეს ადამიანის ცხოვრება. ბევრი მათგანით დღესაც კი სარგებლობს კაცობრიობა, ოღონდ უფრო დახვეწილი და ადაპტირებული ფორმებით.
პირველი სარგებელი, რაც შეიძლება ამ პერიოდს მივაწეროთ, არის ბატონ-ყმობის გაუქმება. ფეოდალური სისტემის მოშლამ საფუძველი ჩაუყარა თანასწორუფლებიანობას და შრომის ბაზარს. მართალია, თითქმის საუკუნე დასჭირდა მის სრულყოფილ ფორმებამდე მიცემას და გზად უამრავი სირთულე გამოიარა ამ პროცესმა, რაც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მაგრამ ფაქტია, მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების სტილი წარსულს ჩაბარდა და დაიწყო ახალი.
მეორე, ეს იყო საზოგადოებაში საშუალო ფენის თანდათანობით გაჩენა და გაძლიერება. სწორედ ეს ფენა გახდა ევროპაში მომავალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის მამოძრავებელი ძალა. ამ ფენის ზრდა, პირდაპირპროპორციულად აისახებოდა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
მესამე, ურბანიზაცია მართალია, საწყის ეტაპზე საკმაოდ რთულ პროცესს ასახავდა, მაგრამ ახალი ქალაქური სისტემის ფორმირებამ ჩაანაცვლა სოფელზე მიჯაჭვულობის აუცილებლობა. საფუძველი ჩაეყარა ახალ მეგაპოლისებს, რომლებიც სახელმწიფოების ახალი ეკონომიკური განვითარების ბირთვები გახდნენ.
მეოთხე, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა თეორიებმა, საშუალება მისცა ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპით ესარგებლათ. ადამიანებს, სწორედ ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს ერთმანეთს და მიუხედავად ბევრი კულტურული თუ პოლიტიკური განსხვავებულობისა, ესაა საშუალება ადამიანებმა იზრუნონ მშვიდობასა და ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ატარებდა პოლიტიკურ ინტერესებსაც, ხშირად პირიქით, კონფრონტაციის საბაბიც გამხდარა. მაგრამ ვაჭრობა, პოლიტიკის გარეშე, უდავოდ საყოველთაო მშვიდობის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. მეხუთე, რაც სიახლე იყო იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, იყო ის, რომ შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს ურთიერთდამოკიდებულს ხდიდა სახელმწიფოებს და იყო პირველი მცდელობა დაემყარებინათ ახალი მშვიდობიანი წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი გარკვეულ ეტაპზე მცირდებოდა, იწვევდა ომებს, ხოლო მისი როლის ზრდა, უზრუნველყოფდა სტაბილურობას და მშვიდობას. |
|
და ბოლოს, ინდუსტრიული რევოლუცია თავისთავად პირველ რიგში გულისხმობს ტექნიკურ პროგრესს და გამოგონებებს. ამ პერიოდში მოხდა მასობრივად დიდი რაოდენობის გამოგონების დაფიქსირება და თან დროის მოკლე მონაკვეთში. მათგან უნდა დავასახელოთ ხუთი ისეთი გამოგონება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრება და რომლის მომხმარებლები დღევანდელი ადამიანებიც არიან. მათ მნიშვნელობას, განმარტებაც კი არ სჭირდება:
1. რკინიგზა;
2. ელექტროობა;
3. ტელეფონი;
4. ავტომანქანა;
5. თვითმფრინავი.
ეს საინტერესოა: საქართველოში დამზადებული ფოლადის ხმალი, რუსეთისას ბევრად სჯობდა. ამიტომ ფოლადის საიდუმლოს შესასწავლად, რუსეთიდან გამოგზავნილ იქნენ მეტალურგიული ქარხნის ოსტატები, თბილისელ ხელოსან ყარამან ელიაზარაშვილთან. შედეგად, რუსული ხმლის მასობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო ყარამანმა ოსტატების გადამზადებისთვის იმპერატორისგან 1000 ოქროს ჩერვონეცი მიიღო ჯილდოდ. |
![]() |
12 პოლიტიკური იდეოლოგები და პარტიები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 პოლიტიკური პარტია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პარტია
პოლიტიკური იდეოლოგიები და პარტიები
XIX საუკუნიდან დღემდე ევროპა და მისი გავლენით თითქმის მთლიანი მსოფლიო
ახალმა პოლიტიკურმა წესრიგმა მოიცვა. ამ პერიოდიდან სახელმწიფოებს
პოლიტიკური პარტიები და მათში ასახული იდეოლოგიები მართავენ. ყოველივე ეს
წარმოიშვა იმ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ძვრების შედეგად,
რომლებმაც თანამედროვე მსოფლიოს სახე ჩამოაყალიბეს და რომლებიც მჭიდროდ
არიან დაკავშირებული სოციალური ტრანსფორმაციისა და პოლიტიკური
განვითარების მიმდინარე პროცესებთან. წინა თავებიდან გვახსოვს, რომ
ევროპული გაერთიანებები ხდებოდა კულტურული, სამხედრო, იმპერიალისტური,
რელიგიური მოტივებით. მაგრამ დაახლოებით ორასი წელია, რაც ევროპა
ეკონომიკური და პოლიტიკური იდეოლოგიების ჭიდილის არეალს წარმოადგენს. მათი
განსხეულება კი პოლიტიკურ მოძრაობებსა და პარტიებში ხდება.
თავდაპირველად, პოლიტიკური პარტიების მსგავსი გაერთიანებები ანტიკურ სამყაროშიც გვხვდებოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკურ თანამოაზრეთა დაჯგუფებები ან დროებითი გაერთიანებები გარკვეული იდეის ან პიროვნების ირგვლივ. კონკრეტული მიზნის მიღწევის შემდეგ კი იგი შეიძლება დაშლილიყო ან გადაჯგუფებულიყო. მსგავსი მოვლენები ხდებოდა, როგორც ანტიკურ საბერ ძნეთში, ასევე ძველ რომში. იმ იდეოლოგიების ჭიდილი, რომელზეც ჩვენ საწყის თავებში გვქონდა საუბარი, სწორედ ასეთი გაერთიანებების საწინდარი იყო. მაგალითად, ანტიკური დემოკრატია, ოლიგარქია, არისტოკრატია და ა.შ.
პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვა ინტერპრეტაციით განმარტავს, მაგრამ შინაარსი მაინც ერთია. ეს არის თანამოაზრეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და მიზნად ისახავს ამ ინტერესების განხორციელებას ხელისუფლებაში მოსვლით ან მის განხორციელებაში მონაწილეობის გზით. შესაბამისად, პოლი ტიკური პარტიები საქმიანობის მიხედვით იყოფიან ოპოზიციურ და მმართველი ტიპის პარტიებად. ერთი იდეების მქონე ორგანი-
ზაცია კონკურენციაში იმყოფება სხვა მოსაზრებების გაერთიანებასთან. პარტიის ჩამოყალიბება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების წევრებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ამბიცია ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ამას გარდა პარტია ცდილობს დაიცვას არა მარტო თავისი ამომრჩევლების ინტერესები, არამედ უშუალოდ პარტიის წევრების. იგი არჩევს კადრებს, ანაწილებს მათ, როგორც შიდა სტრუქტურებში, ასევე გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო აპარატში გარკვეულ საპასუხისმგებლო პოზიციებზე. მისი ჩამოყალიბება შესაძლებელია, როგორც სამართლებრივ სახელწმიფოში, ასევე არასამართლებრივში. განსხვავება ის იქნება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში პარტია ან პარტიები ლეგიტიმური საფუძვლით არსებობენ და მათი ფუნქციონირება სამართლებრივად რეგულირდება. ხოლო არასამართლებრივ სახელმწიფოში, პარტია შეიძლება გაჩნდეს, როგორც არალეგალური მოძრაობა ან სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული ორგანიზაცია.
როგორც წესი ქვეყანაში, სადაც მოხდება ერთი პარტიის შექმნა, იქ აუცილებლად გაჩნდება სხვა ინტერესების და შეხედულებების პარტიაც. მრავალპარტიულობა დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსათვის. ერთპარტიულობა მხოლოდ ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, XX საუკუნეში ერთპარტიული სახელმწიფოები მრავლად იყვნენ. სსრკ-მ, მესამე რაიხის გერმანიამ, მუსოლინის იტალიამ და თითქმის ყველა სხვა დანარჩენმა უკვე კრახი განიცადა. თუმცა, დღესაც არიან ისეთი ერთპარტიული ქვეყნები, სადაც სხვა პარტიის არსებობა კანონითაა აკრძალული. ესენია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩრდილო კორეა იგივე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ვიეტნამი, კუბა, ლაოსი, ერითრეა და საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა.
ამას გარდა, არსებობენ სახელმწიფოები, სადაც მხოლოდ ორპარტიულობაა კანონით გათვალისწინებული, ან პოლიტიკური სისტემა ისეთი ძველი და ტრადიციულია, რომ ახალი შექმნილი პარტიები უბრალოდ ვერ პოულობენ საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერას. მაგალითად, აშშ ორპარტიულია, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი კი საუკუნეზე მეტია სამ პარტიაზე მეტით არ კომპლექტდება. ასეთ ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა შიდა პარტიულ დაჯგუფებებს და პრაიმერებს, რაც გულისხმობს, იმას, რომ პარტია საკუთარ პლათფორმას უთმობს სრულიად განსხვავე-
ბული იდეების მქონე ადამიანებს და ადამიანთა ჯგუფს. მათი შიდა კონკურენციიდან გამარჯვებული კი ხდება პარტიის ოფიციალური სახე და სამომავლო პროგრამის შემდგენი. დამარცხებული ჯგუფები და ადამიანები კი ან გამარჯვებულების ფერხულში ებმებიან ან დროებით თუ სამუდამოდ ეთიშებიან პოლიტიკურ მოღვაწეობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ დღევანდელი დემოკრატიული ქვეყნები არა უშუალოდ, პირდაპირ ხალხის მმართველობას გულისხმობს, არამედ იგი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. ქვეყანას მართავს ყველაზე პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილი, რომელიც წესით თავისი ამომრჩევლების და არაამომრჩევლების ინტერესების გასატარებლად უნდა მუშაობდეს.
პოლიტიკური პარტია წარმოადგენს, როგორც იურიდიულ, ასევე სოციალურ ფაქტორს. სამართლებრივ სახელმწიფოში მისი იურიდიული რეგისტრაცია სავალდებულოა, ხოლო წევრების გაერთიანება, არა. შესაბამისად მასში შესვლა, გაწევრიანება, მხარდაჭერა, ყოფნა და გამოსვლა არანაირ იურიდიულ ნორმასთან არ არის დაკავშირებული.
![]() |
12.2 პოლიტიკური იდეოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური იდეოლოგია
პოლიტიკური იდეოლოგია წარმოადგენს პოლიტიკური რწმენის სისტემას, კონკრეტული სოციალური კლასის ან ჯგუფის მსოფლმხედველობას, რომელიც ჭეშმარიტებაზე აცხადებს მონოპოლიურ პრეტენზიას და პოლიტიკურ იდეათა აბსტრაქტულ, მაგრამ სისტემურ წყებას ქმნის. თავდაპირველად მას როგორც იდეათა შესწავლის მეცნიერებას ისე გულისხმობდნენ, რათა მომხდარიყო იდეათა წარმომავლობის ობიექტური ახსნა. იგი ხსნის და ასაბუთებს ორგანიზებული სოციალური ქმედებების მიზნებსა და საშუალებებს, განურჩევლად იმისა, რისკენაა მიმართული ასეთი ქმედება არსებული სოციალური წყობის შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად თუ შესაცვლელად.
თანამედროვე სამყაროში ცნობილი და გავრცელებული იდეოლოგიებია სოციალიზმი, კომუნიზმი, კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, ნაციონალიზმი, ფაშიზმი, ფემინიზმი, ენვაირონმენტალიზმი (ეკოლოგიზმი), ანარქიზმი და ფუნდამენტალიზმი.
წინა თავებში ჩვენ უკვე შევეხეთ კაპიტალიზმის ეკონომიკურ პრინციპებს, ამიტომ მას როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიას ამ თავში აღარ განვიხილავთ. მით უფრო, რომ ის ნებისმიერ მემარჯვენე სახის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან შეიძლება იყოს თანხვედრაში. ასევე, არ განვიხილავთ ფუნდამენტალიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მართვას რელიგიური ორგანიზაციების მიერ და რელიგიური კანონების მეშვეობით. ეს პერიოდი ევროპის ქვეყნებმა შუა საუკუნეებში უკვე გაიარეს. იგი დღეს ევროპის საგარეო ფაქტორებით გამოწვეულ საფრთხეს უფრო წარმოადგენს, ვიდრე შიდა პოლიტიკურ დასაყრდენს. ევროპული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი დღეს მყარად დგას სეკულარიზმის პრინციპებზე, რაც გულისხმობს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას. ასევე, არარელევანტურია კომუნიზმისა და ფაშიზმის იდეოლოგიების განხილვა. ერთი სოციალიზმის და მეორე კონსერვატიზმის რადიკალურ გამოვლინებებს წარმოადგენს. მათ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს და იმედია, სამუდამოდ ჩაბარდნენ XX საუკუნეს.
ყველა პოლიტიკურ იდეოლოგიას საკუთარი სოციალური და ისტორიული გარემო-პირობები და პოლიტიკური ამბიციები აყალიბებს. ადამიანები სამყაროს ხედავენ ისეთად, როგორიც მათ წარმოუდგენიათ და არ ეგუებიან არსებულ რეალობას. ასეთი ხედვები, რომელიც ადამიანთა მიერ სამყაროს გაგებისა და ახსნის პერსპექტივას სთავაზობს პოლიტიკურ იდეებსა და იდეოლოგიებზე მოქმედებს. შესაბამისად, პოლიტიკური იდეები და იდეოლოგიები სახავს ამოცანებს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობებს განაპირობებენ.
შესაბამისად, ყველა იდეოლოგია აფასებს არსებულ წყობას საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით, ქმნის და აყალიბებს საკუთარ მოდელს მისთვის წარმოდგენილი უკეთესი მომავლისათვის და განსაზღვრავს პოლიტიკური ცვლილებების კონკრეტულ გეგმას. იგი იღებს ფართო პოლიტიკურ ფორმას, ახდენს ხალხის მობილიზაციას და ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ერთვება. შედეგად, გა მოიხატება მოწოდებებში, პოლიტიკურ რიტორიკაში, მანიფესტებსა და მთავრობის პოლიტიკურ კურსში.
ვინაიდან თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს იდეოლოგიად ლიბერალულ-დემოკრატიული ღირებულებები უდევს, ყველა მათში არსებული პარტია თანხმდება საერთო პრინციპებ-
სა და ფასეულობებზე. ამიტომ იდეოლოგიაზე აპელირება თანამედროვე პარტიებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისინი უფრო კონკრეტულ პროგრამებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე მკაცრად დოგმატურ და მოუქნელ იდეოლოგიებზე.
თუ პარტიები წესით საზოგადოებების ინტერესების გამომხატველია, იგი არადემოკრატიულ გარემოში შეიძლება პირიქით, მმართველი ფენის ინტერესებს ემსახურებოდეს. ასეთ დროს, იდეოლოგია ხდება გამამართლებელი იმ სახელმწიფო რეპრესიებისა, რომელიც განსხვავებულ აზრს ზღუდავს და გასაქანს არ აძლევს სხვა შეხედულებებს. საზოგადოების იდეოლოგიური კონტროლი გამოიხატება არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ წევრებზე, არამედ ხელოვნებაზე, კულტურაზე, განათლებაზე, მედიაზე და ა.შ. შესაძლოა საწყის ეტაპზე იდეოლოგია და პარტია სრულიად თანხვედრაში იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტია, შეიძლება საერთოდ დაშორდეს, როგორც საკუთარ იდეოლოგიას, ასევე საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიები მკვეთრად განსაზღვრულ დოგმატურ პოლიტიკურ მანქანად იქცევა ხოლმე, იგი მაინც არაა ჰერმეტულად დახშული სისტემა. მისი მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულობა და იდეათა ცვალებადობა, სხვა იდეოლოგიებთან ურთიერთქმედება და კონკურენცია, ახდენს მის განვითარებას და ჰიბრიდული იდეოლოგიების აღმოცენებას. მაგალითად, ვიღებთ ლიბერალურ-კონსერვატიზმს, სოციალისტურ-ფემინიზს, კონ სერვატულ-ნაციონალიზმს და ა.შ. შესაბამისად, არც ადამიანები არიან შეზღუდულნი მოექცნენ მხოლოდ ერთი იდეოლოგიის ქვეშ. მათ შეიძლება კონკრეტულ საკითხზე კონკრეტული იდეოლოგიის შეხედულება გააჩნდეთ. მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც იდეოლოგიას სხვა იდეოლოგიის შთანთქმას და გაქრობას განაპირობებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ესა თუ ის იდეოლოგია იმ საკუთარ ღერძზე იტყვის უარს, რომლის გარშემოც ტრიალებს. მაგალითად, წარმოუდგენელია ლიბერალიზმი დარჩეს ლიბერალიზმად, თუ იგი ადამიანის თავისუფლებაზე იტყვის უარს, ეკოლოგიზმი ხეების გაჩეხვის პროპაგანდას დაიწყებს და
ა.შ. ამას გარდა, თითქმის არც ერთი მიმდინარეობა მ.შ. ლიბერალიზმი, მარქსიზმი (ლენინიზმისგან განსხვავებით), ფაშიზმი და
ა.შ. არ მოიაზრებდა საკუთარ თავს, როგორც იდეოლოგიას. ყველა მათგანი იდეოლოგიზირებულს უწოდებს კონკურენტ მსოფლმხედ-
ველობებს, მაგრამ არა საკუთარ თავს, რადგან სწორედ საკუთარი თავი მიაჩნია ყველაზე ახლოს მდგომად ადამიანის ბუნებასთან და ამა თუ იმ ფენის ჭეშმარიტ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ და ჩამოვაყალიბოთ ზემოჩამოთვლილი იდეოლოგიების კლასიკური გაგება და მათი მთავარი არსი. მანამდე კი მათი ზოგადი დაჯგუფება მოვახდინოთ მემარ ჯვენეებად, მემარცხენეებად და ცენტრისტებად.
![]() |
12.3 მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ცენტრისტობა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკურ პარტიათა და იდეოლოგიათა ყველაზე გავრცელებული დაყოფა არის მემარჯვენე-მემარცხენე კატეგორიებად. უფრო ნათლად, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ჰორიზონტალური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ მრწამსებს ორ უკიდურესობას შორის განალაგებს. ესენია რადიკალური მემარცხენეობიდან რადიკალურ მემარჯვენეობამდე და პირიქით. ამ ჯგუფებში მყოფ პარტიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “მარცხენა ფრთა” ან “მარჯვენა ფრთა”, ხოლო მათ რიგებში გაწევრიანებულ ადამიანებს “მემარჯვენეებად”, “მემარცხენეებად” და “ცენტრისტებად”. ეს ტრადიცია საფრანგეთის რევოლუციიდან იღებს სათავეს, რა დროსაც დიდგვაროვანთა პირველ კრებაზე ადამიანები ქონებრივი ცენზის მიხედვით ისხდნენ დარბაზში. მეფის მხარდამჭერი არისტოკრატია მისგან მარჯვნივ, ხოლო მოწინააღმდეგეები მარცხნივ ისხდნენ. შესაბამისად ეს ორი ფრთა რეაქციონერებად და რევოლუციონერებად აღიქმებოდა. შემდეგი სხდომებიც მსგავსი კონფიგურაციებით გაიმართა და სამუდამოდ ტერმინებიც ასე დამკვიდრდნენ. მაგრამ დღეს მემარჯვენეობა და მემარცხენეობა მხოლოდ როიალისტობას და რევოლუციონერობას არ ნიშნავს. მათ ეკონომიკური მიდგომების თეორიებიც შეითვისეს და კაპიტალიზმი მემარჯვენეებთან იქნა ასოცირებული, სოციალიზმი კი მემარცხენეობასთან. ხოლო იქიდანგამომდინარე, რომ ანარქისტები მკაცრად იცავენ ყველანაირ თანასწორობას და ამავე დროს, უარყოფენ ყოველნაირ ეკონომიკურ მართვასა და მთავრობის ყველა ფორმას, ისინი ორივე უკიდურესობას შეიძლება მივაკუთნოთ. |
|
მეცნიერთა ნაწილისათვის პოლიტიკურ პარტიათა და იდეოლოგიათა მხოლოდ ასეთ ჰორიზონტალურ სპექტრში თავმოყრა საკმარისი არ არის, რადგან მათში ასახულ განსხვავებულ მოდულებს შეიძლება ბევრი საერთოც ჰქონდეთ. ამიტომ ჰორიზონტალურ ხაზს დაამატეს კიდევ ერთი ვერტიკალური განზომილება. ეს ხაზი პოლიტიკურ პოზიციათა საზომია და ერთი ბოლო ასახავს “ხისტ მმართველებს”, ხოლო მეორე “რბილს”. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში დავინახავთ, რომ კომუნიზმს და ნაციზმს არა მარტო განსხვავები აქვთ, არამედ საერთოც, რაც მათი მართვის სტილში გამოიხატება. ისინი ორივე ავტორიტარიზმზე არიან დამოკიდებულნი. |
|
მართალია, აღნიშნული სტენოგრაფიები მარტივად ახდენენ პოლიტიკური პარტიებისა და მათი იდეოლოგიების აღწერასა და დადგენას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე პოლიტიკურმა სიჭრელემ მემარცხენეობას და მემარჯვენეობას აზრი დაუკარგა. განსაკუთრებით, ისეთი მიმდინარეობების გამოჩენამ, როგორიცაა ფემინიზმი, ცხოველთა უფლებები, გარემო და სხვა, ტრადიციული მემარჯვენე-მემარცხენე გაგება დრომოჭმულად აქცია. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავა ძველ კლასობრივ დაპირისპირებებზე უარის თქმამ და შედეგად მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებმა ერთმანეთისგან ბევრი რამ შეითვისეს.
![]() |
12.4 ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.4.1 კონსერვატიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიები კონსერვატიზმი
კონსერვატიზმი
კონსერვატიზმი ინგლისური სიტყვა ““conserve”-დან მომდინარეობს და პოლიტიკურ ცხოვრებაში აღნიშნავს თავშეკავებას, წინდახედულ ქცევას, ცხოვრების ტრადიციული ყაიდის დაცვას და ცვლილებების მიმართ შიშს. იგი თავდაპირველად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, როგორც რევოლუციური პრინციპებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება. მათ ინგლისში შემოკლებით “ტორებიც” შეარქვეს. მათი მთავარი მიზანია დაიცვან ტრადიცია, იერარქია, ძალაუფლება და კერძო საკუთრება. კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი უსაფრთხოების მაძიებელი არსებაა, რომელსაც ურჩევნია ნაცნობი, ახლობელი, ნაცად და შემოწმებულ ცხოვრების სისტემაში იცხოვროს.
XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში გაჩნდნენ ისეთი მოძრაობები, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს მოითხოვდნენ. ასეთები იყვნენ ლიბერალები, სოციალისტები და ნაციონალისტები. ხოლო კონსერვატორები არსებული სოციალური წყობის და მეფის ინსტიტუტის დასაცავად გამოდიოდნენ. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი კულტურის მრავალფეროვნებას ეთვისებოდნენ და ცვლილებებისა თუ სიახლეების დანერგვას სიფრთხილით ეკიდებოდნენ. ეს ყველაფერი არ უნდა აგვერიოს კონსერვატორულ მიდგომასთან. ადამიანი შეიძლება იყოს რაიმე სისტემის დამცველი, მაგრამ არ იყოს კონსერვატორული იდეოლოგიის მიმდევარი. მაგალითად, კომუნისტები საკმაოდ ხისტად იცავდნენ საკუთარ წესრიგს, მაგრამ არა იმიტომ, რომ კონსერვატორები იყვნენ.
დროდადრო სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განვითარდა კონსერვატიზმის სხვადასხვა მიმართულება. ერთნი პროგრესისა და კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები იყვნენ, მეორენი რეაქციონერნი, ავტორიტარული და აბსოლუტური მონარქისტები. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში გაჩნდა “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიები, რომლებმაც ბოლომდე მიიღეს დემოკრატი ული ღირებულებები და სოციალური რეფორმა. ამას გარდა, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გაჩნდნენ კონსერვატორების ახალი მიმდევრები, რომლებიც “ახალი მემარჯვენეობის” სახელითააცნობილი. ისინი პრინციპულად იცავდნენ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას. მათი წარმომადგენლები იყვნენ მარგარეტ ტეთჩერი დიდ ბრიტანეთში და რონალდ რეიგანი აშშ-ში.
ევროპულ სახელმწიფოებში ინტელექტუალურად კონსერვატიზმი ყველაზე ზომიერ პოლიტიკურ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა. იგი არ ეჯაჭვებოდა არც ერთ ფიქსირებულ სისტემას. საბოლოოდ, ყველა იმ ცვლილებას იღებდა, რასაც საზოგადოების მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია მოითხოვდა. თუმცა, მომდევნო ცვლილებების ტალღამდე ისევ არსებული სისტემის მომხრედ აცხადებდა თავს, შემდეგ ისევ იღებდა ცვლილებებს და ა.შ. საბოლოოდ, მან იმდენად მიიღო ლიბერალიზმის პრინციპები, რომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მათი მიმდევრები ლიბერალებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იცავენ ისეთ ტრადიციებს, რამაც დროს გაუძლო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ხოლო ლიბერალები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ისეთ ინსტიტუტს, რასაც თვლიან რომ ადამიანის ინტერესებს სრულად არ აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, დროს გაუძლო თუ ხალხის გარკვეული ნაწილი შეგუებულია მას.
განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროპის მიღმა, კონსერვატიზმი ხშირად წარმოადგენდა პოპულისტურ ტრადიციებს ამოფარებული ავტორიტეტული რეჟიმების ნიღაბს. ისინი კონსერვატიული ცხოვრების დაცვის მოტივით, კორუფციასა და ძალადობაზე დამყარებული არისტოკრატიის ხელისუფლებაში ყოფნას ინარჩუნებდნენ.
![]() |
12.4.2 ლიბერალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბერალიზმი სიტყვა “თავისუფლებიდან” მომდინარეობს. მას სხვადასხვა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მნიშვნელობა XIX საუკუნიდან შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის რევოლუცია და აშშ-ს დამოუკიდებლობა ლიბერალურ იდეებს ეფუძნებოდა, მაშინ ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა. ლიბერალური იდეები ემყარება დასავლეთ ევროპის განმანათლებლობას, ფეოდალიზმის რღვევასა და კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებას. მისი მთავარი ფაქტორია ინდივიდი, მისი თავისუფლება, გონი (რაციონალიზმი), სამართლიანობა, მრავალფეროვნება და შემწყნარებლობა. იგი ქადაგებს თავისუფლებას ინდივიდისათვის, რომელიც ემყარება კანონის უზენაესობას და სადაც მმართველებიც კანონებს ემორჩილებიან. ასევე სოციალური, ეკონომიკური, სინდისის თავისუფლება მისი უპირობო საფუძვლებია, რომელთა დასაცავად იგი კომპრომისზე არავისთან და არც ერთ იდეოლოგიასთან არ მიდის. ლიბერალიზმისგან განუყოფელია ერების თავისუფლების აღიარებაც, რათა მათ ჰქონდეთ უფლება გათავისუფლდნენ კოლონიური თუ იმპერიული ბატონობისგან და შექმნან სუვერენული სახელმწიფოები.*
ლიბერალების გაგებით, ინდივიდუალიზმი არის რწმენა ადამიანის უზენაესობისა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე. ლიბერალები ადამინს ნებისმიერი სისტემის ცენტრად განიხილავენ, როგორც ინდივიდს, ყოველგვარი სოციალური და ისტორიული პირობების დატვირთვის გარეშე. მათი რწმენით, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლების, განვითარებისა და ბედნიერების უფლება. ამ დამოკიდებულებით მათ შეცვალეს ადამიანისადმი ის ფეოდალური დამოკიდებულება, რომელიც ინდივიდს მხოლოდ იმ სოციალური ჯგუფის წევრად განიხილავდა, რომელსაც იგი ეკუთვნოდა: ოჯახის, სოფლის, თემის, სოციალური კლასის. ლიბერალიზმის პირობებში ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მათაც შეიძლება ჰქონოდათ პირადი ინტერესი, გადაეწყვიტათ ვისთვის და როგორ ემუშავათ, სად გადაადგილებულიყვნენ და სად ეძებათ სამუშაო. როგორც უნიკალურ არსებებს კი ჰქონოდათ საშუალება დამტკბარიყნენ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებით.
ლიბერალიზმი ფართოდ ასახავდა საშუალო ფენის მისწრაფებებს, ინტერესებს, მოითხოვდა რადიკალურ რეფორმებს და პრინციპულად ებრძოდა აბსოლუტურ მონარქიას. როგორც ვითომდა “მეფეთა ღვთიურ უფლებებს”.* ინდუსტრიალიზაციის პერიოდში კი ლიბერალები ემხრობოდნენ თავისუფალ ინდუსტრიულ და საბაზრო ეკონომიკურ წყობას. ამ დროიდან მან სწრაფად მოიკიდა ფეხი დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთით, ასევე აშშ-სა და სხვადასხვა კონტინენტზე. ხოლო იქ, სადაც ინდივიდუალური ადამიანის უფლებებზე მაღლა იდგა თემის ინტერესები, განვითარდა სოციალიზმი და რადიკალური ნაციონალიზმი. დღესდღეობით განვითარებული ევროპის, ამერიკის ქვეყნები სწორედ ისეთი ლიბერალური იდეების თარგზეა გამოჭრილი, როგორიცაა პიროვნების, სიტყვის, რელიგიური რწმენის და საკუთრების თავისუფლება. მათ ლიბერალურ დემოკრატიებად მოიხსენიებენ, ხოლო ლიბერალიზმი იმდენადაა ასოცირებული ამ ქვეყნებთან, რომ იგი დასავლური ცივილიზაციის სინონიმადაც გამოიყენება.
ლიბერალიზმის არსებობა წარმოუდგენელია დემოკრატიის გარეშე, მაგრამ იგი ყველაზე მეტად კრიტიკულია დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ, რადგან დემოკრატია არ გადაიზარდოს უმრავლესობის ბატონობად უმცირესობაზე. მისთვის წარმოუდგენელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, იქნება ეს რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა.
დღესდღეობით არსებობს ლიბერალიზმის ორი სახე: კლასიკური და ნეო-ლიბერალიზმი. ეს უკანასკნელი ანუ თანამედროვე ლიბერალიზმი იმით განსხვავდება წინამორბედისგან, რომ ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულ ჩაურევლობას უკვე აღარ ემხრობა. მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ისეთ სოციალურ მომსახურებაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, პენსიები და განათლება. ასევე ეკონომიკურ რეგულირებაზე, რომელიც დაიცავს ადამიანებს მონოპოლიებისა და შრომითი ჩაგვრისგან.
ლიბერალიზმი მაღალი ზნეობრივი ნდობით სარგებლობს, რადგან იგი ერთგულად, პრინციპულად იცავს ადამიანის უფლებებსა და ღირებულებებს. იგი ცდილობს ისეთი პირობები შექმნას, სადაც ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და საზოგადოებები თავად განსაზღვრავენ რა არის “კარგი” და რა “ცუდი”. იგი არ ადგენს თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და თუ მოქალაქეები კანონს არ დაარღვევენ, თავად გადაწვიტონ საკუთარი ცხოვრების ზნეობრივი ჩარჩოები. თუ რომელიმე საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ნორმები, რაც პირობითად სხვა საზოგადოებისთვის მისაღებია, ლიბერალიზმი არ მოუწოდებს არც ერთს დათმონ საკუთარი ინტერესები სხვის ხარჯზე. იგი აღიარებს და პატივს სცემს ნები სმიერი ადამიანისა თუ თემის მდგომარეობასა და არჩევანს.
![]() |
12.4.3 სოციალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალიზმი, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები XIX საუკუნეში გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ძველ წინამორბედად შეგვიძლია მივიჩნიოთ პლატონის “რესპუბლიკა” და თომას მორის “უტოპია”. როგორც პოლიტიკური იდეა ისიც, ლიბერალიზმთან ერთად, დასავლეთ ევროპის განმანათლებლობას ეფუძნება. ძირითადი განსხვავება კი საბაზრო ეკონომიკის მიუღებლობასა და კაპიტალიზმის ალტერნატივის შემოთავაზებაში გამოიხატა. ამ დროის სოციალისტური იდეები განვითარდა ინდუსტრიალიზაციის პარალელურად, როდესაც იგი გამოდიოდა მუშათა კლასის მკაცრი შრომითი და სახცოვრებელი პირობების დასაცავად. თავად ტერმინი ლათინური სიტყვისგან სოციარე-სგან მოდის და “გაერთიანებას” ან “გაზიარებას” ნიშნავს.
XIX საუკუნის დასაწყისში მეწარმეები და ფაბრიკები სრულიად თავისუფალნი იყვნენ ხელფასების დონისა და სამუშაო პირობების დადგენაში, რამაც იმ დროის მუშათა კლასი სამსახურებზე მიაჯაჭვა. ადგილი ჰქონდა ქალებისა და ბავშვების ექსპლოატაციასაც, რაზედაც წინა თავში გვქონდა საუბარი. თუმცა, სოციალური მღელვარების, პროფკავშირების გამოსვლებისა და პოლიტიკური დემოკრატიის განვითარების პარალელურად საშუალო კლასმა დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწია. მათ თანდათანობით საკანონმდებლო ორგანოებში ადგილებიც მოიპოვეს და მშრომელი კლასის დასაცავად ხშირად იყენებდნენ საკანონმდებლო თუ საკონსტიტუციო ბერკეტებს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროის სოციალისტი თეორეტიკოსები, მათ შორის კარლ მარქსი, კაპიტალიზმის სისტემის დამხობის იდეით გამოდიოდნენ, რევოლუციური გზა მაინც უარყოფილი და უპერსპექტივო ჩანდა. განსხვავებული მდგომარეობა იყო ისეთ ჩამორჩენილ ინდუსტრიულ ქვეყანაში, როგორსაც რუსეთი წარმოადგენდა. ამ ქვეყანაში ლენინმა და მისმა მომხრეებმა რევოლუციური და პროლეტარიატის დიქტატურის გზა აირჩიეს. შესაბამისად ევროპაში განვითარდა სოციალიზმის ორი მიმართულება. ერთნი XX საუკუნის დასაწყისისთვის უკვე წარმოადგენდნენ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას და “სოციალისტებად” ან “სოციალ-დემოკრატებად” იწოდებოდნენ, მეორენი კი “კომუნისტებად”. რუსეთის მსგავსად სოციალიზმმა კიდევ უფრო რადი-
კალური ფორმები მიიღო ევროპული ქვეყნების კოლონიებში, რომელიც ნაციონალიზმს შეერწყა, ხოლო რუსული “ბოლშევიკური” სტილის სოციალიზმი გავრცელდა ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში და ლაოსში. სსრკ-ის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული რევოლუციების შემდეგ ამ იდეოლოგიის არსებობის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგა. ამას ისიც დაერთო, რომ დასავლეთ ევროპის სოციალისტებსა და ლიბერალებს შორის იდეოლოგიური განსხვავება თანდათანობით გაქრა და საბაზრო ბაზრის უალტერნატივობის პრინციპი იქნა აღიარებული.
ეკონომიკურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ კლასიკური გაგების სოციალიზმის ეკონომიკა, როგორც კაპიტალიზმის ალტერნატივა, არ მუშაობს. ამიტომ სოციალიზმმა შეიძინა პოლიტიკურ იდეათა ნაკრები. იგი გულისხმობს მშრომელი კლასის უფლებების დაცვას, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების ზრდას, რაც საბოლოოდ “ლეიბორისტულ” მიმდინარეობად გადაიქცა. კონკრეტული კლასის ინტერესების დაცვის გარდა, სოციალიზმი დგას იმ იდეებზე, რაც საზოგადოებას, თანამშრომლობას, თანასწორობას და საზოგადოებრივ საკუთრებას პრიორიტეტად აცხადებს.
სოციალისტებს მიაჩნდათ, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევა საზოგადოების ერთიან ძალაზე დაყრდნობით უფრო შეიძლება დაიძლიოს, ვიდრე უბრალოდ ინდივიდუალურ მცდელობებზე. სოციალისტები ადამიანს სოციალურ არსებად განიხილავდნენ, რომელთა ჩამოყალიბებაზე და უნარჩვევებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა მისი აღზრდა, მით უფრო შემოქმედებითი შრომა. ისინი, ლიბერალებისგან და კონსერვატორებისგან განსხვავებით, პიროვნებას, როგორც ინდივიდს ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ და წინა პლანზე საზოგადოების ინტერესებს წამოწევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ინდივიდის გაგება ხდება მხოლოდ იმ სოციალურ ჯგუფთან ერთად, ვისაც იგი მიეკუთვნება. თუმცა, XX საუკუნის მეორე ნახევრის ცვლილებებმა და ადამიანის უფლებების საყოველთაოდ დანერგვამ ამ შეხედულებების გადაფასებაც მოახდინა და ევროპის განვითარებული სახელმწიფოების თანამედროვე სოციალისტები ადამიანს უპირველეს ღირებულებად აღიარებენ.
სოციალისტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანს ხარბად და მომხეჭველად მოქმედებას საბაზრო ეკონომიკა უბიძგებს. მათი აზრით, სინამდვილეში ადამიანები მიდრეკილნი არიან თანამშრომლობის,
გულღიაობისა და რაციონალობისადმი. ამიტომ შესაძლებელია ადამიანების ისე განვითარება, რომ უფრო თანამშრომლობაზე და სხვებზე ზრუნვაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამ მოტივით განვითარდა არა მარტო ისეთი უტოპიური იდეები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირში კოლმეურნეობის სახით, არამედ კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც, მაგალითად “ფალანსტერიები”, “ახალი ჰარმონია” და “კიბუცის სისტემა”, რომლებიც კომუნალურ ცხოვრებასა და ადამიანთა “გამოსწორებას” ისახავდა მიზნად. მათი დამოკიდებულება ადამიანთა თანასწორობის მიმართ ფუნდამენტური განსხვავებაა კონსერვატორებისგან და ლიბერალებისგან. კონსერვატორები საზოგადოებრივ იერარქიას ემხრობიან. ლიბერალები ადამიანის თანასწორობას აღიარებენ კანონის, უფლებების, შესაძლებლობების მიღების კუთხით, მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებული და განსაკუთრებული მია ჩნიათ, რომლებსაც განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები გააჩნიათ. სოციალისტები კი თანასწორობაში ადამიანთა როგორც უფლებრივ, ასევე შესაძლებლობების თანაფარდობასაც ხედავენ. მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანებს განსხვავებული უნარები აქვთ, ეს მათზე არაერთგვაროვანი მოპყრობის შედეგია და არა პიროვნების ბუნებრივი ნიჭის. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანები თანაბარ სო ციალურ პირობებში იცხოვრებენ, უფრო ადვილად მოახდენენ ურთიერთიდენტიფიკაციას და საერთო სარგებლისთვის იშრომებენ. სოციალისტებს სჯერათ, რომ ადამიანები თანამშრომლობისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, ვიდრე კონკურენციისკენ. თუმცა, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ეს ორი ბუნება თავსებადი იყოს ერთმანეთში და მხოლოდ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სახით იქნას გამოხატული. მათი აზრით, კონკურენცია ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს და აიძულებს იგნორირება გაუკეთოს საკუთარ სოციალურ ბუნებას. ამასთან, ურთიერთსიმპათია, მზრუნველობა და სიყვარული ერთად მომუშავე ადამიანებს უვითარდებათ. შესაბამისად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ კონკურენციას ვერც სოციალიზმი აღწევს თავს, იმ განსხვავებით, რომ იგი თავს იჩენს არა ინდივიდებს შორის, არამედ საზოგადოებებს, თემებს, კოოპერატივებს შორის. სოციალისტური წახალისების სტიმული კი არა მხოლოდ მატერიალური ფასეულობებია, არამედ მორალური სტიმულებიც. მაგალითად, განცდა იმისა, რომ ადამიანი, როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წევრი მონაწილეობას იღებს სიღარიბის
დაძლევასა და დაუცველი ნაწილის სოციალური დახმარების დაფინანსებაში დიდი მოტივაციაა. პრაქტიკაში კი ხშირად ეს ყოველივე სიტყვიერ გამხნევებაში, სოციალისტურ ორდენებში და დროშებით დასაჩუქრებაში გამოიხატებოდა.
![]() |
12.4.4 ნაციონალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.4.4.1 ანარქიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოთ ჩამოთვლილმა პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა დროის გარკვეულ მონაკვეთებში იხილეს დღის სინათლე და პარტიულ ორგანიზაციებში განსხეულებულნი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენდნენ მმართველ ძალასაც კი. მაგრამ ანარქიზმი ის იდეო ლოგიაა, რომელიც საზოგადოებრივ ფენებშია გავრცელებული და ხელისუფლებაში არსად მოსულა. პირიქით, იგი საერთოდ უარყოფს სახელმწიფოსა და ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტის არსებობას. ამას გარდა, მათთდამი დამოკიდებულება განსხვავდება რეალობისაგან და ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მათ დოქტრინას. მაგალითად, ანარქისტებად მიიჩნევენ ქაოსისა და უწესრიგობის მომხრეებს, რომლებსაც ცივილიზაციისა და კანონზომიერების დამხობა სურთ. ამისთვის კი მიმართავენ რადიკალურ ზომებს, არბევენ კერძო და სახელმწიფო საკუთრებას, აღიქმებიან ტერორისტებად და არეულობების მომწყობებად.
სინამდვილეში, ანარქიზმი საკმაოდ მწყობრი იდეების ერთობლიობაა. ეს პოლიტიკური მიმდინარეობა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაჩნდა, XIX საუკუნეში განვითარდა და სოციალიზმს უწევდა კონკურენციას, რადგან მუშათა მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. სისხლიანი გამოსვლები კი სხვა პოლიტიკური იდეების მატარებლებსაც მოუწყვიათ, ასე რომ რადიკალი ანარქისტები გამონაკლისები არ არიან. თავად ბერძნული სიტყვა “ანარქია” სიტყვ ასიტყვით “წესის გარეშეს” ნიშნავს. მისი მიმდევრები ეწინააღმდეგებიან ყველანაირი სახის ძალადობას, მათ შორის, სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას გამოიყენოს ძალა. ანარქისტები სახელმწიფოს, რელიგიის, ყოველგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის და კანონების გაუქმებას ქადაგებენ. მიაჩნიათ, რომ ადამიანი თავად შეძლებს უფრო ბუნებრივი და სპონტანური სოციალური რეჟიმის დამყარებას, ვიდრე ეს დღესაა. ამიტომ ისინი უარს ამბობენ შექმ-
ნან პოლიტიკური პარტია და ხელისუფლების სათავეში მოსვლას ეცადონ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების ხელყოფაა. არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება მართოს მეორე, რაც ნიშნავს ადამიანის თვალთვალს, შემოწმებას, მისთვის კანონების თავსმოხვევას, სამსახურში გამწესებას, შეზღუდვას, ცენზურაში გატარებას და ა.შ. მაშინ, როდესაც ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქმნილებაა, მის მიმართ ძალაუფლების გამოვლენა მხოლოდ მისი არსის დაკნინებაა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება საკუთარი ბედი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მართონ და არა ძალაუფლების ხელისუფლებაში მონოპოლიით. მათი აზრით, ხელისუფლება რყვნის ადამიანებს, ორივე მხარეს, ვინც მართავს და ვინც მართულია. ანარქისტები უარყოფენ შეხედულებას, რომ ადამიანები საკუთარი ნებით “სოციალური კონტრაქტით” ანიჭებენ სხვებს ძალაუფლებას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში დაიბადნენ ან დაპყრობილი ხალხის სტატუსი ერგოთ წილად და სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ.
ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობენ ორი სახის ანარქისტები. ერთნი კოლექტივისტური საზოგადოების მომხრენი არიან, მეორენი უპირატესობას თავისუფალ ბაზარს ანიჭებენ. რაც შეეხება რელიგიას, ისინი მას სახელმწიფოს დასაყრდენად აღიქვამენ, რომელიც ადამიანებს მორჩილებისკენ მოუწოდებს, როგორც რელიგიური ლიდერებისადმი, ასევე სახელმწიფოს მოხელეებისადმი. შესაბამისად, მას ძალაუფლების გამამართლებელ ინსტიტუტად აღიქვამენ. ამას გარდა, რელიგიური მოღვაწეები ადგენენ მკაფიო საზღვარს “კარგსა” და “ცუდს” შორის, რითაც ადამიანს ზნეობრივ დამოუკიდებლობას ართმევენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ანარქისტებს მეტად აღმატებული დამოკიდებულება აქვთ ადამიანების და მათი თვითგანვითარების შესახებ, მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია სრულყოფილი და იდეალური საზოგადოების შექმნა, სადაც არ იქნება სიღარიბე, არც კონფლიქტები, არც ჩაგვრა და არც ძალადობა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, მათი კრიტიკოსები ანარქიზმს არარეალისტურ, მიუღწეველ და უტოპიურ იდეად აცხადებენ.
![]() |
12.4.4.2 ფემინიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფემინიზმი გულისხმობს ქალთა მოძრაობასა და მათი სოციალური როლის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა ანტიკური ხანიდან პერიოდულად იჩენდა თავს, მისი პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა მაინც საფრანგეთის რევოლუციასთან არის დაკავშირებული. არსებობს ფემინიზმის ორი ძირითადი ტალღა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის და XX საუკუნის მეორე ნახევრებში.
პირველი ტალღა მოიცავდა ქალთა პოლიტიკურ ბრძოლებს მათი საარჩევნო ხმის უფლების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მინიჭებისთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი განათლებისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრების ელიტარულ პოზიციებზე ქალთა რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით. მსგავსი პოლიტიკური მოძრაობები ძირითადად ვითარდებოდა ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური დემოკრატია გასაქანს ნახულობდა. საბოლოოდ, ქალებმა ეს ბრძოლა გამარჯვებით დაასრულეს, რამაც მათი მოძრაობების პასიურ ფაზაში გადასვლა და თანდათანობითი გაქრობა განაპირობა. მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ქალთა უფლებრივი გათანაბრება და სრული ემანსიპაცია ამით არ დასრულებულა. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მინიჭების მიუხედავად, სახეზე იყო ქალის სოციალური მდგომარეობის ჩაკეტილობა. მიიჩნეოდა, რომ ქალს, რომელსაც შეეძლო დაფეხმძიმება და ბავშვის ძუძუთი გამოკვება, უფრო შესაფერისი იყო საოჯახო საქმეებით დაკავებულიყო. ხოლო მამაკაცს, მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლის გარეთ შესასრულებელი და საზოგადოებრივ სფეროში საქმიანობა შეეფერებოდა. ყოველივე ეს ადამიანთა ბიოლოგიური ფაქტორით აიხსნებოდა და ქალსა და მამაკაცს შორის ფუნქციებს ბუნებრივად ანაწილებდა. აღმოჩნდა, რომ ყველა ქალი ასე არ ფიქრობდა და ფემინიზმის მეორე ტალღაც დაიწყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალები, დიასახლისისა და დედის როლში, შესაძლოა განიცდიან იმედგაცრუებასა და უბედურების გრძნობას. პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები საკმარისი არ იყო ქალების სრული ემანსიპაციისთვის და საჭირო იყო ბრძოლა ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ პირადულ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ასპექტებზე. ისინი გამოდიოდნენ შემზღუდავი და დამამცირებელი ჩაცმის წინააღმდეგ, აბორტის ლეგალიზაციის, ქალთა წინადაცვეთის შეწყვეტის მოთხოვნით. უნდა მომხდარიყო სოციალური ცვლილებები, რასაც სახელმწიფო რეფორმები ვერ მოახერხებდა, რადგან ეს უფრო საზოგადოებრივი საკითხი იყო, ვიდრე პოლიტიკური.
შედეგად, ფემინისტურმა მოძრაობებმა მოახერხეს გენდერული საკითხების განვითარება და საზოგადოებაში მათ შესახებ გათვიცნობიერებულობის ამაღლება. პარალელურად კი განვითარდა ფემინიზმის სხვადასხვა სახე. მაგალითად, ლიბერალური, სოციალისტური, რადიკალური, ფსიქოანალიტიკური, ლესბიანური ფემინიზმი და სხვა. მრავალფეროვნების შესაბამისად არსებობს საკითხები, რომელზეც სხვადასხვა ფემინისტურ მიმდინარეობას სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს. ასეთი საკითხებია პარლამენტში გენდერული კვოტირება, აბორტის ლეგალიზება, სექსმუშაკების უფლებები და სხვა. მაგალითად, თუ ზოგიერთი მოძრაობა მოითხოვს წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა რაოდენობის კვოტირებას, სხვები ამას ქალთა შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ადამიანის წარმოდგენა მხოლოდ მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო არა უფლებრივი გათანაბრება, არამედ მათი დამცირებაა. ქალები, ისევე როგორც კაცები, უნდა იყვნენ არჩეულნი მათი პირადი ღირსებისა და უნარების მიხედვით და არა ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად. განსხვავებული მიდგომები აქვთ აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. თუ ერთნი მიიჩნევენ, რომ მშობიარობამდე ქალის სხეულში არსებული ემბრიონი მხოლოდ მათი საკუთრებაა, მეორენი მას უკვე ცოცხალ და დამოუკიდებელ არსებად მიიჩნევენ, რასაც განვითარებისა და სიცოცხლის უფლება აქვს. ასევე ქალ სექსმუშაკებთან დაკავშირებით არსებობს ფემინისტთა ორი პოზიცია, ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ქალების ექსპლოატაციაა, რაც მათ მიმართ ბატონობასა და შეურაცხყოფას იწვევს და შესაბამისად ამ საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ ეს ქალების არჩევანია, მიუხედავად იმისა, რა მოტივი ამოძრავებთ მათ.
![]() |
12.4.4.3 ენვაირონმენტალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ენვაირონმენტალიზმს ხშირად ეკოლოგიზმადაც მოიხსენიებენ. მათ პოლიტიკურ მიმდევრებს კი “მწვანეებად” ან გარემოს დამცველებად. მათ შორის არის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ მათ საერთო თვისებებს. ყოველივე ეს კი გულისხმობს იმ იდეებსა და შეხედულებებს, რომელიც ადამიანურ ცხოვრებას მხოლოდ ბუნებრივი სამყაროს კონტექსტში განიხილავს. იგი მოიცავს, როგორც პოლიტიკურ მოძრაობებს, ასევე მეცნიერულ და ეკონომიკურ შეხედულებებს. ყოველივე ეს კი ასპარეზზე XX საუკუნის მეორე ნახევარში გამოვიდა. მისი მიმდევრები მოითხოვენ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებს და ადამიანების სამყაროს მიმართ ურთიერთობების ახლებურ გააზრებას, რადგან ინდუსტრიალიზაციის და ურბანიზაციის სწრაფმა პროცესმა საფრთხე შეუქმნა კაცობრიობას და დედამიწას.
გარემოსა და ბუნებისდაცვითი მოძრაობების გაძლიერებას ხელი შეუწყო ისეთი ფაქტების წარმოჩენამ, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდა ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული საფრთხეები, დაბინძურება, წიაღისეულის შემცირება, ხეების მასიური გაჩეხვა და სხვა. გარემოს დამცველების აზრით, ყველა ეკოსისტემას აქვს მიდრეკილება თვითრეგულაციის გზით მიაღწიოს ჰარმონიასა და ბალანს. აქ ყველა სახეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. ერთადერთი, ვისაც ამ სამყაროს განადგურება შეუძლია არის ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომაკვდინებელი ვირუსივით გავრცელდა, ცდილობს დაიმორჩილოს ბუნება და გარემო, რომლითაც საკუთარ პლანეტას მხოლოდ განადგურებისკენ მიიყვანს.
გარემოს დაბინძურება მხოლოდ ევროპის ან მით უფრო რომელიმე სახელმწიფოს ცალკე აღებული პრობლემა არ არის, იმის მიუხედავად, თავად როგორ იცავს ეკოსისტემას. ეს უკვე გლობალური გამოწვევაა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია დაიძლიოს. მთავარი პრობლემა კი არის ჰაერის, ნიადაგის, მდინარეების, ზღვების დაბინძურება, ტყის საფარის განადგურება, მრავალი სახეობის გადაშენება, ოზონის შრის დათხელება, პოლარული ყინულის დნობა, გლობალური ტემპერატურის მკვეთრი მატება და ა.შ. ეს ყველაფერი კი არა ბუნებრივი პროცესი, არამედ ადამიანის არსებობით გამოწვეული მოვლენაა, რომელსაც თან ერთვის ქიმიური, რადიაციული და არაგადამამუშავებელი ნარჩენებისმიერი დაბინძურება. ყოველივე ეს ახდენს უარყოფით გავლენას, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე მთლიანად პლანეტაზე.
გარემოს დაცვა ეს ის საკითხია, რომელიც არ შეიძლება თავისუფალი ბაზრის კანონებს მივანდოთ. მასზე უნდა ზრუნავდეს, როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო. თუმცა, რადიკალ ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ ისეთი ბუნების კომპონენტების დაცვა, როგორიცაა ტყეები, ტბები, ველები და ა.შ. კერძო საკუთრების ხელში უფრო უკეთესადაა დაცული და მოვლილი, ვიდრე საზოგადოების ხელში. ამის კარგი მაგალითია ახალი ზელანდია, სადაც ტყის მასივის უმეტესობა კერძო საკუთრებაშია და ამით გადარჩა კიდეც იგი გაჩეხვას. თუმცა, რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა სხვა ქვეყნებში, საკითხავია. კარგი ისაა, რომ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზაცია იზიარებს ენ ვაირონმენტალისტების პოზიციებს და სულ უფრო და უფრო მეტი გარემოს დაცვითი პროგრამა თუ პროექტი ჩნდება. მაგალითად, ევროკავშირს პირდაპირ აქვს მის გაწევრიანების კრიტერიუმებში გარემოს დაცვითი მოთხოვნები. იგი ამ გზით ახერხებს ევროპაში შეინარჩუნოს სიმყუდროვე, სიმწვანე, სუფთა და ჯანსაღი გარემო ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ ფაქტია, დედამიწა და მისი ეკოსისტემა ადამიანის გარეშე არსებობდა მრავალი მილიონი წლის განმავლობაში და მომავალშიც შეძლებს არსებობას, განსხვავებით ადამიანისგან, რომელსაც დედამიწის გარეშე არსებობა დღესდღეობით ნამდვილად არ შეუძლია.
![]() |
12.5 იდეოლოგიები დღეს |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე სამყარომ, მით უფრო ევროპამ, უახლოეს ორ საუკუნეში გამოიარა არნახულად დიდი იდეოლოგიური დაპირისპირებები. ეს არ ყოფილა უბრალოდ იდეების ჭიდილი. განსხვავებული შეხედულებების გამო მოხდა მრავალი სამოქალაქო, სახელმწიფოთაშორისი და მსოფლიო ომიც კი. ადამიანები ერთმანეთს იმის გამო კლავდნენ, რომ ერთს მიაჩნდა, მას უკეთესად ესმოდა თუ როგორ უნდა ეცხოვრა მეორეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არის კონფლიქტები, ტერაქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები, საბედნიეროდ მსოფლიო უფრო მშვიდ გარემოში ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე. მით უფრო, ევროპაში დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოების ერთმანეთთან შეიარაღებული დაპირისპირება
ფაქტობრივად გამორიცხულია. ერთი მხრივ ეს კომუნიზმისა და რადიკალური სოციალიზმის იდეოლოგიურმა მარცხმა განაპირობა, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ ტრადიციული იდეოლოგიები ფაქტიურად წარსულს ჩაბარდა. ისინი იძულებულნი არიან შეეწყონ მრავალ ახალს და ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ და კავშირებულ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თავისუფალი სამყარო და ევროპა ლიბერალურ პრინციპებზე დგას, იგი უპრობლემოდ ითავსებს სოციალისტურ, კონსერვატორულ და ნაციონალისტურ ელემენტებსაც. იდეოლოგიებს შორის განსხვავებები სულ უფრო და უფრო წაიშალა და პარტიები ერთმანეთს არა იდეოლოგიური დოგმებით, არამედ პრაგმატული პროგრამებით უპირისპირდებიან. მორალური და ფილოსოფიური მსჯელობები “კარგი საზოგადოების” ბუნების თაობაზე თანამედროვე სამყაროში არარელევანტური გახდა.
ტრადიციული იდეოლოგიების არსებობის გაქრობას, ერთი მხრივ, კიდევ უთანამედროვე გლობალურმა პროცესებმა. ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ეპოქაში სულ უფრო და უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება საზღვრების ტრადიცი ულ გაგებას და მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილებას. შემცირდა დროის ფაქტორიც და მსოფლიო თითქოს აჩქარდა კიდეც. დღეს ყველაფერი სწრაფად და უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ოდესმე. ახალი ტრანსნაციონალური კომპანიები კი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას წარმოადგენს სცდება ყოველგვარ საზღვრებს და მსოფლიოს ისე აკავშირებს ერთმანეთთან, როგორც არასდროს. გლობალური პროცესების ასეთ სწრაფ ტემპს და ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას ყველა ადეკვატურად როდი ხვდება. ტერორიზმი და ფუნდამენტალიზმი სწორედ გლობალიზაციის ოპოზიციური გამოვლინებაა, მაშინ როდესაც გონიერ ადამიანებს საკუთარი ტრადიციული პროდუქტის თუ მემკვიდრეობის გატანა, წარმოჩენა, დაცვა და გაყიდვა შეუძლიათ სწორედ მსოფლიოს მასშტაბით და გლობალიზაციის დამსახურებით.
ეს საინტერესოა: საქართველოში ლიბერალური იდეების გამავრცელებელნი იყვნენ XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელსაც “ბურთივით მრგვალ ლიბერალსაც” კი ეძახდნენ. სხვა ლიბერალიზმის მიმდევარი მოღვაწეები იყვნენ ვაჟა-ფშაველა, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. მათი ნაწარმოების ლაიტმოტივს ხშირად წარმოადგენდა თავისუფალი ადამიანი, პიროვნება, როგორც ინდივიდი დაპირისპირებული თემთან, საზოგადოებასთან თუ არსებულ წყობასთან. |
![]() |
13 I მსოფლიო ომი და ერთა ლიგა |
▲ზევით დაბრუნება |
XX საუკუნის განმავლობაში 300 მილიონ ადამიანზე მეტი ჯარისკაცი, ქალი თუ ბავშვი იქნა დახვრეტილი, ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, დამწვარი, გაყინული, დამტვრეული, შიმშილისგან თუ სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილი, ცოცხლად დამწვარი, გაგუდული, ჩამომხრჩვალი, დაბომბილი ან მოკლული პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური შეხედულების გამო. ეს ის საშინელი რეალობაა, რომელიც კაცობრიობამ გამოიარა მხოლოდ ერთ საუკუნეში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში უფრო და უფრო მეტი ადამიანი პრინციპულ წინააღმდეგობას უწევდა ადამიანის ამ ველურ გამოვლინებებს. ადამიანის უფლებების დაცვამ და პატივისცემამ, სხვა ნებისმიერ ისტორიულ ეტაპთან შედარებით მშვიდობა მოიტანა.
ამიტომ, XX საუკუნის ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია, გავიგოთ თუ რა ძირეული გარდატეხა მოხდა ადამიანის ცხოვრებაში და რატომ შეიცვალა მისი ცხოვრება ასე რადიკალურად. ამ პერიოდში მოხდა ყველაზე მასშტაბური მოვლენები, რომელმაც ხელი შეუწყო, არა მარტო ევროპულ, არამედ მსოფლიო ინტეგრაციას და დეინტეგრაციას.
ევროპის ქვეყნების სწრაფვამ მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ, განაპირობა ჯერ ერთა ლიგის შექმნა, შემდეგ გაერო და სხვა ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა. ყოველივე ამას წინ უძღოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რომლებმაც ისტორიაში მანამდე არნახული მსხვერპლი და ზარალი მოუტანა დემოკრატიისკენ მიმავალ ცივილიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპული სახელმწიფოების ტექნიკური განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა, დემოკრატიული ფასეულობებისკენ სწრაფვა და ქვეყნების ერთმანეთზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულება იძლეოდა წინაპირობებს, რომ ომები აღარ მომხდარიყო, მაკიაველისეულმა “რეალიზმის” პოლიტიკამ და რადიკალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა, უკანასკნელად (იმედია უკანასკნელად) მოიქნიეს კუდი ევროპაში და საყოველ
თაო კატასტროფა დაატრიალეს. ყოველივე ამით ნათლად დადასტურდა, რომ “ძალთა ბალანსით” მიღწეული მშვიდობა, მხოლოდ დროებითი და ახალი ომისთვის მზადების ეტაპია. იგი ვერ უზრუნველყოფს მშვიდობის შენარჩუნებას და გახდა კიდეც პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი. ამის შემდეგ, რეალიზმის თეორია, რომელიც გულისხმობს, თითქოს ყველა სახელმწიფო ყოველთვის ერთმანეთს უნდა ეომებოდეს, პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშო რისო საზოგადოებებში მიუღებელი გახდა. მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა შექმნილიყო “ერთა ლიგა”. ამ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო მსოფლიოში დაცვა და ქვეყნების დემოკრატიული გზით განვითარება. მაგრამ სამწუხაროდ, ევროპელი ხალხებისათვის დემოკრატიული არენის შეთავაზებით, ისარგებლეს ისეთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა, როგორებიცაა ფაშიზმი და კომუნიზმი. ეს კი ერთა ლიგის კრახისა და მეორე მსოფლიო ომის წინაპირობა გახდა.
მაშ ასე, განვიხილოთ თითოეული მათგანის გამომწვევი მიზეზები, მიმდინარე პროცესები, მათი საბოლოო შედეგები, გავაანალიზოთ ის იდეოლოგიური წნეხი, რის ქვეშაც ათეულობით წლები იყო ევროპელი მოსახლეობა და მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მშვიდობისათვის, ეკონომიკური აღმავლობისთვის და ადამიანთა თავისუფლებისათვის დღევანდელი ევროპული ინტეგრაცია ლოგიკური და უალტერნატივო პროცესი იყო.
![]() |
13.1 გზა პირველ მსოფლიო ომამდე |
▲ზევით დაბრუნება |
პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 33 ქვეყანა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1914-1918 წლებში. ერთ მხარეს იდგა გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი, ხოლო მეორე მხარეს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია და აშშ. პირველ ჯგუფს მოიხსენიებენ “სამთა კავშირად” ან “ცენტრალურ ქვეყნებად”, ხოლო მეორეს “ანტანტის”* ქვეყნებად. ამ ომში დაიღუპა 10 მილიონამდე ჯარისკაცი, ორჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა, დასახიჩრდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. ეკონომიკურმა ზარალმა 300 მილიარდი შეადგინა, ხოლო მორალური და სოციალური ზიანი შეუფასებელი გახდა.
ომის დაწყებამდე კი საერთაშორისო საზოგადოებას სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა. ისინი მეოცე საუკუნის დადგომას კაცობრიობის ისტორიაში ახალი და ბედნიერი ხანის დასაწყისად აღიქვამდნენ. ამისათვის კი მათ ყველა მიზეზი ჰქონდათ. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ შეცვალა მათი ცხოვრების დონე. XIX საუკუნის ბოლოს ევროპელი ხალხები ბატონობდნენ მსოფლიო ვაჭრობაში, ფინანსებში, პირველები იყვნენ სამხედრო თვალსაზრისითაც. დასავლეთ ნახევარსფერო, აფრიკის, ავსტრალიის კონტინენტი და თითქმის მთელი აზია ევროპის კოლონიებს ან ნახევრადკოლონიებს წარმოადგენდა. მსოფლიო ადამიანთა 1/3-ს ევროპელები მართავდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ბატონობა ბუნებრივია, ხოლო ხელსაყრელი და მისაღები მათთვის, ვისაც მართავდნენ. მსოფლიო ევროცენტრული გახდა, დანარჩენ რეგიონებს, ხალხებს მხედველობაში იღებდნენ იმდენად, რამდენადაც ისინი ევროპის ისტორიასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასეთი მიდგომა და შეხედულება თანდათანობით ჩამოყალიბდა რენესანსისა და ახალი მიწების აღმოჩენების ეპოქიდან. ევროპული სახელმწიფოებისთვის, ერთმანეთთან ძალთა ბალანსით შენარჩუნებული მშვიდობა, საკმაოდ მომხიბვლელად და დამაიმედებლად გამოიყურებოდა. თითქოს ყველა კმაყოფილი იყო და გარეშე მტერიც არსაიდან ჩანდა. ტექნიკური პროგრესი კი ადამიანებს უფრო აახლოვებდა და სამუდამო მშვიდობას გარდაუვლად სახავდა.
ევროპული ქვეყნები განსაზღვრავდნენ მსოფლიოს განვითარების გზებსა და საშუალებებს, რითაც თავის სივრცეში თანდათანობით ითრევდნენ ახალ-ახალ რეგიონებს, ქვეყნებსა თუ ხალხებს. “მოდერნიზაცია” ევროპის სინონიმი გახდა, რაც გულისხმობდა აგრარულ სექტორში იერარქიული ფეოდალური საზოგადოების ტრანსფორმაციას ინდუსტრიულ, მობილურ და ურბანულ საზოგადოებად, სადაც სახელმწიფო წყობა სეკულირებული იქნებოდა. მეოცე საუკუნისათვის უკვე ჩამოყალიბდა ე.წ. ევროპული მოდელის საბოლოო სახე, რომელიც “ლიბერალური კაპიტალიზმითაა” ცნობილი. ეს კი გულისხმობდა სიტყვისა და ადამიანთა თავისუფლებას, შეუზღუდავ სავაჭრო ურთიერთობებს, სამეცნიერო პროგრესს, მუშახელის მობილობას, დემოკრატიულ მმართველო ბას, საყოველთაო საარჩევნო უფლებას.
სამწუხაროდ ძალიან მალე გამოჩნდა ძალა, რომელიც ასეთ ჰარმონიულ თანაცხოვრებაში, საკუთარ ინტერესებს თურმე ვერ იკმაყოფილებდა. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი პრობლემა თვით ევროპელებს შორის ურთიერთობის მოგვარება იყო, რამაც მსოფლიო ომის გარეშე ვერ ჩაიარა.
პრობლემა გამოწვეული იყო იმით, რომ XX საუკუნის დასაწყისში დამთავრდა კოლონიური იმპერიების შექმნა და დედამიწაზე აღარ დარჩა თავისუფალი ტერიტორია. მათგან ყველაზე დიდი იყო დიდი ბრიტანეთი. ესპანური მოსახლეობა მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკის ნახევარს და მთლიანად სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, პორტუგალიის ბრაზილიის გარდა. საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ერთად იყოფდა აფრიკას. იტალიას ტერიტორიები ჰქონდა აფრიკაშიც და ბალკანეთზეც. რუსეთი კი მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპას და ჩრდილოეთ აზიას. ასეთ ვითარებაში ყველაზე ნაკლები კოლონიები გააჩნდა გერმანიას. არადა მან ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გაასწრო ყველა ევროპულ სახელმწიფოს ისე, რომ მისი სამხედრო პოტენციალი ერთდროულადაც კი აღემატებოდა რუსეთისა და საფრანგეთისას. ასეთ ვითარებაში, გერმანია თავს უსამართლობის მსხვერპლად თვლიდა. გერმანელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მათ მრავალრიცხოვან ერს სივრცე არ ჰყოფნიდათ და გაფართოება სჭირდებოდათ, ასათვისებელი ტერიტორიები კი აღარსად იყო. იმ ფონზე, რომ იგი ევროპაში ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, ასეთი უსამართლობა მისთვის სასტიკად მიუღებელი აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ გერმანია უმოქმედოდ ვერ იქნებოდა, მას რამე უნდა ეღონა და მოკავშირეების ძებნა დაიწყო. თავდაპირველად კავშირი დაამყარა ავსტრია-უნგრეთთან და იტალიასთან, მათ შორის დადებულ ხელშეკრულებას “სამთა კავშირი” ეწოდა. იგი მიმართული იყო რუსეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. თუმცა, ვიდრე ომი დაიწყებოდა იტალია გამოეყო მათ და მისი ადგილი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა.
დაძაბული ფონის შექმნის გამო, საფრანგეთი იძულებული იყო კავშირი დაემყარებინა რუსეთთან და სურვილს გამოთქვამდა დიდ ბრიტანეთთანაც ეთანამშრომლა. ეს უკანასკნელი იმპერია კი თავდაპირველად პასიურად ადევნებდა თვალს გერმანიის მზარდ პოლიტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ როდესაც გერმანია საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაერთო აფრიკის კოლონიურ საქმეებში და საფრანგეთის კოლონიას, მაროკოს თავისუფლებას დაუჭირა მხარი, დიდი ბრიტანეთი მიხვდა, რომ გერმანიის ამბიციები მისი კოლონიებისთვისაც რეალური საფრთხის შემცველი შეიძლებოდა გამხდარიყო. ამიტომ მან გერმანიის შეჩერება გადაწყვიტა და საფრანგეთ-რუსეთის “ანტანტის კავშირს” შეუერთდა.
მაროკოს პოლიტიკურ კრიზისს დაერთო ბალკანეთზე ომები, სადაც ერთი მხრივ, აქ მყოფი სლავური და ბერძნული სახელმწიფოები თავისუფლების მოპოვების მიზნით ებრძოდნენ ოსმალეთის იმპერიას, მეორე მხრივ, კი ავსტრია-უნგრეთს სურდა გაბატონებულიყო სლავურ სახელმწიფოებზე. კერძოდ, სერბეთი და ჩერნოგორია შეეერთებინა. აჯანყებულმა ბალკანეთის სახელმწიფოებმა, ბულგარეთის მეთაურობით, შეძლეს დაემარცხებინათ ოსმალეთი და თურქები განდევნეს ევროპის ტერიტორიიდან. ერთადერთი, რაც ოსმალეთმა ევროპაში შეინარჩუნა იყო სტამბოლი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამან გააძლიერა, როგორც ბულგარეთი, ასევე სერბეთი. სლავური დიასპორა ძლიერი იყო თავად ავსტრია-უნგრეთის იმპერიაშიც. საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა ჩეხი ხალხიც, რომელიც ავსტრიის დაქვემდებარებაში იყო. მათთან ურთიერთობის დათმობის პოლიტიკას ატარებდა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინარდი. თუმცა სლავურ-გერმანული ეთნიკური დაპირისპირებები იმდენად დაიძაბა, რომ სერბმა რადიკალებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს და მოკლეს.
მაროკოს პოლიტიკური კრიზის და ბალკანური ომების შემდეგ, ეს მკვლელობა გახდა საბაბი პირველი მსოფლიო ომისა. გერმანიამ მხარი დაუჭირა ავსტრია-უნგრეთს მოეხდინა სერბეთის ოკუპაცია, ხოლო რუსეთმა თავის მხრივ სერბეთს გამოუცხადა მხარდაჭერა. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, როგორც რუსეთის მოკავშირეები ჩაებნენ ომში, ხოლო ოსმალეთს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი წართმეული ტერიტორიები დაებრუნებინა და გერმანიას შეუერთდა. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.
![]() |
13.2 პირველი მსოფლიო ომი და მისი შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ომის დასაწყისისთვის ვარაუდობდნენ, რომ იგი მალე დასრულდებოდა. ორივე მხარეს საკუთარი სამხედრო უპირატესობის განცდა ჰქონდა. გენერლები ჯარისკაცებს აიმედებდნენ სწრაფ გამარჯვებაში. ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მეომრებს ამხნევებდნენ ეკლესიებიც. თუმცა ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ სამხედრო უპირატესობა არც ერთის მხარეს არ იყო. სანგრებში გამაგრებული ასიათასობით ჯარისკაცი თავდაცვით უპი რატესობაში იმყოფებოდა. ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მათი იერიშით გადალახვა. ამიტომ ფრონტის ხაზის ცვლილებას ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლები სჭირდებოდა. მაგალითად, ცნობილია “ვერდენის ხორცსაკეპად” აღიარებული ფრონტის ხაზი, სადაც უპირატესობა სანგრებში გამაგრებულთა მხარეს იყო, ხოლო გენერლების მიერ გაცემული შეტევითი ბრძანებები, აუცილებლად მასობრივი მსხვერპლის ფასად და წარუმატებელ სამხედრო ოპერაცებად მთავრდებოდა. ეს ფრონტი უცვლელ ზოლად იყო ერთი წლის განმავლობაში და მასში მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა. არანაკლები სისასტიკითა და უაზრო მსხვერლით გამოირჩეოდა სხვა ფრონტის ხაზებიც, სადაც ასიათასობით ადამიანის სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. შესაბამისად, მალე ნაციონალისტური იდეებით გულანთებული ჯარისკაცების რომანტიული ომი, რეალურ სამხედრო კოშმარად გადაიქცა.
გაჭიანურებულ ბრძოლებს დაერთო ახალ-ახალი საბრძოლო იარაღების გამოგონება, რომელსაც თითქოს უნდა გაეადვილებინა ომში რომელიმე მხარის მდგომარეობა, მაგრამ მასობრივი განადგურების გარდა, შედეგი არაფერი მოუტანია. ასიათასობით დაყუპული მეომრების რიგებს, ისევ ასიათასობით სხვა მოქალაქეები ავსებდნენ. ომის პერიოდში გამოგონებულ და გამოყენებულ იქნა ცეცხლმტყორცნი, ტყვიამფრქვევი, არტილერია, ბომბდამშენი დილი ჟაბლი და სხვა. თუმცა ყველაზე თავზარდამცემი ეფექტი ჰქონდა თვითმფრინავს, ტანკს, წყალქვეშა ხომალდს და ქიმიურ იარაღს. თავდაპირველად წყალქვეშა გემები გერმანელებმა გამოიყენეს. მათ ჩაძირეს ბრიტანელების საომარი ხომალდები და მათი ზღვაზე ბატონობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. თუმცა, მალევე მათმა სამხედრო მცდარმა გადაწყვეტილებამ, რა დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე გემი ჩაძირეს, იმ მიზეზით, რომ მას ასევე იარაღი გადაჰქონდა, აღშფოთება გამოიწვია სრულიად საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის შეერთებული შტატები ჩააბა მსოფლიო ომში. |
|
ჯარისკაცებისთვის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური უპირატესობა გახდა ტანკების გამოჩენა, რომელიც ინგლისელებმა გამოიგონეს. მათი დახმარებით ასობით მოწინააღმდეგე ტოვებდა ბრძოლის ველს ან ტყვედ ბარდებოდა. თუმცა ასეთი ფსიქოლოგიური უპირატესობის მომენტის გამოყენებას ხშირად ბრძოლის ტემპის დავარდნა მოჰყვებოდა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებდა ომს. |
|
ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი კი მაინც ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქლოროფილი იყო მასობრივად გამანადგურებელი საშუალება, რომელსაც გერმანელები იყენებდნენ. მისი საშუალებით არა მარტო იხოცებოდნენ ცოცხალი არსებები, არამედ გადარჩენილები სამუდამოდ სახიჩრდებოდნენ. ომის ასეთმა კატასტროფულმა შედეგებმა განაპირობა სამედიცინო სიახლეების დანერგვაც. შემოღებულ იქნა სისხლის ბანკი, დაარსდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, ჩატარდა პირველი პლასტიკური ოპერაციები და ა.შ.
|
|
მიუხედავად იმისა, რომ ომის ფრონტზე ბოლო წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდებოდა, მან ფაქტობრივად გამოფიტა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკა. გაჭიანურებული ბრძოლებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ თანდათან გამოდიოდა მოსახლეობა, რომელიც სოციალისტური იდეების ქვეშ მოექცა. ისინი ყველგან კლასობრივ გადატრიალებას მოითხოვდნენ, რასაც უნდა შეეჩერებინა დინასტიური ნაციონალიზმი და ქვეყნები ომისგან დაეხსნა. ამას ემატებოდა ჯარისკაცების პერიოდული გაფიცვები, რომლებიც აშკარად ხედავდნენ, რომ შესაწირ მსხვერპლად იყვნენ განწირულნი.
დასავლეთ ევროპელებისთვის მოულოდნელი იყო რუსეთში მუშათა და გლეხთა რევოლუცია, რა
დროსაც, ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ და იმპერია მოულოდნელად გათიშეს
ბრძოლის ველიდან. ეს კი მოკავშირეებმა ღალატად აღიქვეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ
სოციალისტური მოძრაობები აქტიურად იყო გავრცელებული არა მარტო რუსეთში, არამედ დიდ
ბრიტანეთშიც, საფრანგეთშიც, იტალიაშიც, გერმანიაშიც და ავსტრია-უნგრეთშიც. საერთოდ, ეს უკანასკნელი ისე გამოიფიტა ომის დროს, იმდენი
ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი მიადგა, რომ ომის დასრულებამდე ვერც გაძლო და
დაიშალა კიდეც. შესაბამისად, კაპიტულაციას ცალ-ცალკე მოაწერა ხელი უნგრეთმა,
ჩეხეთმა და ბოლოს ავსტრიამ. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა გერმანიაც, სადაც სოციალური გამოსვლები ისე გამწვავდა, რომ მათ შეძლეს იმპერატორი ვილჰელმ II-ის ჩამოგდება და ქვეყანა რესპუბლიკად გამოაცხადეს. შესაბამისად, კაპიტულაციასაც მათ მოაწერეს ხელი და ომიც ასე დასრულდა. |
|
ომის შედეგად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. დაიშალა ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის და რუსეთის იმპერიები. გაჩნდა ახალი სახელმწიფოები ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, პოლონეთი. თავისუფლება მოიპოვეს საბერძნეთმა, ბულ გარეთმა, რუმინეთმა და სამხრეთ კავკასიურმა სახელმწიფოებმა. გერმანიამ, რომელმაც ბრძოლებში 2 მილიონი ადამიანი დაკარგა, ჩამოერთვა აფრიკისა და აზიის კოლონიები. ისინი საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გადაინაწილეს. ყველაზე ნაკლებად კი იტალიამ ისარგებლა. მისი სურვილი, რომ ბალკანეთზე გაბატონებულიყო და ამ ტერიტორიაზე ოსმალეთის ბატონობა ჩაენაცვლებინა, არ განხორციელდა. გამარჯვებული მსოფლიო ლიდერი ქვეყნები ახლად განთავისუფლებულ სახელმწიფოებს უჭერდნენ მხარს და იტალიის მიერ ახალი ტერიტორიების ოკუპაციის სურვილი, მათ ინტერესებში არ შედიოდა.
ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის შედეგების აღმოსაღფხვრელად და ახალი მსოფლიო წესრიგის წესების შესამუშავებლად გამარჯვებული 27 სახელმწიფო 1919 წელს პარიზში, ვერსალის სასახლეში შეიკრიბა. კონფერენციაზე არ დაასწრეს გერმანია და მისი მომხრეები, ასევე რუსეთი, რომელმაც მოკავშირეებს შუა ომის დროს უღალატა და გერმანიასთან დადო საიდუმლო შეთანხმება. სწორედ ამ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება “ერთა ლიგის” შექმნის თაობაზე.
![]() |
13.3 ერთა ლიგა |
▲ზევით დაბრუნება |
“ერთა ლიგა” იყო პირველი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ მან მეორე მსოფლიო ომის გამო კრახი განიცადა, მაინც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ახალი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა მანამდე არნახულმა ნგრევამ და მილიონობით ადამიანის მსხვერპლმა, წამყვანი ქვეყნების ხელისუფალნი დააფიქრა იმაზე, რომ ასე გაგრ“ერთა ლიგა” იყო პირველი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ მან მეორე მსოფლიო ომის გამო კრახი განიცადა, მაინც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ახალი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა მანამდე არნახულმა ნგრევამ და მილიონობით ადამიანის მსხვერპლმა, წამყვანი ქვეყნების ხელისუფალნი დააფიქრა იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. საჭირო იყო ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეეცდებოდა ქვეყნებს შორის წამოჭრილი წინააღმდეგობები დიპლომატიის გზით, მოლაპარაკებებით გადაეწყვიტათ და არა სამხედრო კონფლიქტებით. ეს იდეა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1915 წელს გაჩნდა. ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის იდეას ფართოდ განიხილავდნენ ევროპისა და ამერიკის პრესაში. შემუშავდა პროექტები, რომელსაც გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, მსოფლიო მსგავსი განმეორებითი ომებისაგან უნდა ეხსნა. ამ პროექტების ოფიციალურად განხილვას კი პარიზში, ვერსალის კონფერენციაზე 1919 წელს ვუდრო ვილსონის (აშშ-ის პრეზიდენტი 1913-1921 წწ.) ინიციატივით შეუდგნენ.
ერთა ლიგის იდეა არ ყოფილა ერთადერთი, რაც ვილსონმა შესთავაზა მსოფლიოს. მან წამოაყენა 14 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო უფრო მშვიდობიანი და სტაბილური უნდა გაეხადა. ამ 14 პუნქტიდან უმრავლესობა, 9 პუნქტი მოიცავდა ისეთ საკითხებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოს ახალ რეალობას. ხოლო 5 პუნქტი მოიცავდა ომის შემდგომი კონკრეტული სახელმწიფოების ბედს. მაგალითად, პუნქტები:
-
რუსეთის რეალობის ცნობა;
-
ბელგიის დამოუკიდებლობა;
-
საფრანგეთის დეოკუპაცია, მ.შ. ელზას-ლორენის დაბრუნება მის საზღვრებში;
-
იტალიის საზღვრების კორექტირება ეთნიკური ნიშნით;
-
პოლონეთის დამოუკიდებლობა;
ესენი ის საკითხებია, რომლებმაც კონკრეტული სახელმწიფოების ბედი განსაზღვრეს. ხოლო შემდეგი პუნქტები საყოველთაო პრინციპების ამღიარებლები იყვნენ:
-
საიდუმლო დიპლომატიაზე უარის თქმა;
-
თავისუფალი ზღვაოსნობა;
-
თავისუფალი ვაჭრობა;
-
შეიარაღების გონივრულ რაოდენობამდე შეზღუდვა;
-
კოლონიების ინტერესების გათვალისწინება;
-
ავსტრია-უნგრეთის ხალხების თვითგამორკვევის უფლება;
-
ბალკანეთის ხალხების თვითგამორკვევის უფლება;
-
თურქეთში მცხოვრებ ხალხთა თვითგამორკვევის უფლება; ერთა ლიგის შექმნა.
როგორც ვხედავთ, საიდუმლო დიპლომატიაზე უარის თქმა და მოლაპარაკებების გამჭირვალობა სწორედ ნომერ პირველ ამოცანად იდგა, რათა არ მომხდარიყო ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ ხელშეკრულებების დადება, რომლებსაც საბოლოოდ კონფლიქტები და ომები მოსდევდა ხოლმე. სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენდა მშვიდობის დაცვის ნომერ პირველ გარანტიას.
ეკონომიკური ინტეგრაცია და მილიტარისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა იყო შემდეგი საკითხი, რომელიც ასევე იქცა საერთაშორისო წესრიგის აუცილებელ პირობად. ხოლო კოლონიების კულტურულ-ეროვნული ინტერესების გათვალისწინება და ხალხების, ერთა თვითგამორკვევის პრინციპი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ათეულობით თავისუფალი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობად იქცა.
და ბოლოს, ერთა ლიგა, რომლის წესდებაც ვერსალის ამავე კონფერენციაზე დაამტკიცეს. მის შტაბ-ბინად განისაზღვრა ჟენევა, შვეიცარიაში, სადაც განთავსებული იყო მისი სამი მთავარი ორგანოდან ორი: საბჭო და ასამბლეა. ხოლო მესამე, საერთაშორისო სასამართლო განთავსდა ჰააგაში, ჰოლანდიაში.
ერთა ლიგა იურიდიულად დააფუძნა 44 ქვეყანამ, ხოლო მასში გაწევრიანება შეეძლო ყველა მსურველ სახელმწიფოს, კოლონიას თუ დომინიონს. წევრი სახელმწიფოები სარგებლობდნენ თანასწორი უფლებებით და მათგან ნებისმიერს შეეძლო ვეტოს დადება, რაც ხშირად საკითხების ჩაგდებას იწვევდა. ხელმძღვანელ სახელმწიფოებად ითვლებოდნენ საბჭოს 4 მუდმივი და 4 არჩევითი წევრი. მუდმივი წევრები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და იაპონია. ხოლო აშშ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე მისი პრეზიდენტის ინიციატივა იყო, შემდეგი პრეზიდენტის სურვილით, რომელიც ვილსონის კონკურენტ პარტიას წარმოადგენდა, გამოეთიშა ლიგის საქმიანობას და ვილსონის ჯიბრზე მის წევრობაზეც კი უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ერთა ლიგას არ ჰყავდა საკუთარი არმია. იგი საერთაშორისო წესრიგის დაცვას მხოლოდ სასამართლო და დისციპლინარული ან ფინანსური სანქციებით გეგმავდა. ეს კი საერთაშორისო ორგანიზაციას ნაკლებ ეფექტურსა და ანგარიშგასაწევს ხდიდა იმ იმპერიული ზრახვების დიდ სახელმწიფოებთან, რომელსაც ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიებით მართავდნენ.
![]() |
13.4 ერთა ლიგის კრახის მიზეზები |
▲ზევით დაბრუნება |
პირველმა უნივერსალურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც პირველმა სცადა მსოფლიოში ახალი სამართლებრივი წესრიგის და მშვიდობის დამყარება 1919 წლიდან 1946 წლამდე იარსება. მისი კრახის მიზეზები არსებობდა თავად ორგანიზაციის არაეფექტურობაშიც და საგარეო ფაქტორებშიც. შიდა სირთულეებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი სახელმწიფოსგან ზურგის შექცევა, როგორიც აშშ იყო. ეს გახლდათ სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოვიდა, როგორც ყველაზე ძლიერი ქვეყანა. მასზე იყო დამოკიდებული ევროპის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაც. თუმცა, ერთა ლიგაზე, მან შიდა პარტიული დაპირისპირებების გამო თქვა უარი. ასეთი სახელმწიფოს გამოკლება კი დიდი დანაკლისი იყო, რადგან იმის საფრთხე კვლავ არსებობდა, რომ ძველი ევროპული სისტემა აღდგენილიყო და მსოფლიო ახალ ომში ჩაეთრია. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა გერმანიაც, სადაც სოციალური გამოსვლები ისე გამწვავდა, რომ მათ შეძლეს იმპერატორი ვილჰელმ II-ის ჩამოგდება და ქვეყანა რესპუბლიკად გამოაცხადეს. შესაბამისად, კაპიტულაციასაც მათ მოაწერეს ხელი და ომიც ასე დასრულდა.მეორე მიზეზი იყო მსოფლიო ომთან შედარებით პატარა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები, რომელსაც ევროპაში ადგილი ჰქონდა ერთა ლიგის პრინციპების დარღვევით. მიზეზები ყველგან მსოფლიოს ახალი გადანაწილებით უკმაყოფილო ერები და მძაფრი ნაციონალისტური იდეები იყვნენ. მსგავსმა ტერიტორიულმა სამხედრო დავებმა მოიცვა თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპა. მაგალითად, ჩეხეთი ისევ ებრძოდა ავსტრიას, ხოლო რუმინეთი უნგრეთს, სლოვაკეთი იტალიას, საბერძნეთი კი თურქეთს, თურქეთი სომხეთს, ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანს და საქართველოს, საქართველო კი რუსეთს, რუსეთი კი პოლონეთს, ხოლო პოლონეთი ლიტვას. ასე, რომ XX საუკუნის 20-იან წლებში წარმოებული სამხედრო კონფლიქტები მნიშვნელოვნად აზარალებდა ერთა ლიგის საერთაშორისო ავტორიტეტს და წარმოაჩენდა, როგორც არაეფექტურ ძალას მშვიდობისა და სამართლებრივი წესრიგის დამყარებაში.
|
|
|
||||
ბენიტო მუსოლინი 1883-1945 |
ადოლფ ჰიტლერი 1889-1945 |
იოსებ სტალინი 1878-1953 |
ერთა ლიგას საბოლოო გამანადგურებელი დარტყმა კი მიაყენა ორმა რადიკალურმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ, რომლებიც საერთოდ ამოვარდნილნი იყვნენ საერთაშორისო წესრიგისაგან. ეს იყო ფაშიზმი და კომუნიზმი და მათი ლიდერები იტალიაში ბენიტო მუსოლინი, გერმანიაში ადოლფ ჰიტლერი და რუსეთის სსრკ-ში იოსებ სტალინი. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი ხელისუფლებაში არ მოსულა დემოკრატიული გზით. სამივე მათგანმა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდო ხელთ და სამივემ, საკუთარი თავი, ხალხის წინამძღოლად, ბელადად გამოაცხადა. მათ გამოიწვიეს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი, არამედ შიდა სახელმწიფოებრივი მასობრივი რეპრესიები. საბოლოოდ, კი ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
![]() |
13.4.1 მუსოლინის იტალია |
▲ზევით დაბრუნება |
მუსოლინის იტალია
ფაშიზმი პირველად სწორედ იტალიაში აღორძინდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულთა რიგებში იყო, მან ვერ მიიღო ის მიწები, რაც ოსმალეთის იმპერიისგან სურდა. მისი ეკონომიკა საგრძნობლად დაეცა, ქვეყანა კი სრულმა უიმედობამ და დეპრესიამ მოიცვა. ისედაც სუსტი მონარქია პარლამენტარიზმის სისტემის შემოღებამ კიდევ უფრო ქაოსში გახვია, რადგან ხელისუფლება სტანდარტული პარტიების ნაცვლად, პიროვნების ირგვლივ არსებულმა დაჯგუფებებმა ჩაიგდეს ხელთ. კრიმინალის ზრდას და სახელმწიფო აპარატის მოშლას ისიც დაემატა, რომ გამოჩდნენ ნახევრად გასამხედროებუ ლი ნაციონალისტური დაჯგუფებები, რომლებიც თავიანთ მოწინააღმდეგეებთან, განსაკუთრებით კი კომუნისტებთან, მუდმივ ფიზიკურ დაპირისპირებებში იყვნენ. ისინი ნაციონალისტური იდეებით უპირისპირდებოდნენ კომუნისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც ეროვნების განურჩევლად კლასობრივ გაერ თიანებას ქადაგებდნენ და ხალხისთვის ასევე საშიშ ტერორისტ ძალად აღიქმებოდა. ვითომდა დემოკრატიის პრინციპების დაცვის საბაბით ხელისუფლება ვერ ახერხებდა სოციალისტური საფრთხის თავიდან არიდებას. ამიტომ მათ საქმეს ფაშისტები ხელკეტებით, დანებით, იარაღებით აკეთებდნენ. არეულობის მოწყობის გარდა, ისინი მართავდნენ მიტინგებს, სადაც უსუსური მთავრობის ნაცვლად, ხელისუფლებაში ძლიერი წინამძღოლის მოსვლას, ფაშისტური სისტემის დამყარებას და ანტიეროვნული ძალების განდევნას ქადაგებდნენ. |
|
1922 წელს, როდესაც სოციალისტებმა იტალიაში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს, ფაშისტებმა მონარქს მოუწოდეს ან აღედგინა წესრიგი და გაფიცვები ჩაეხშო ან მთავრობა მათთვის გადაეცა, რის შემდეგაც ისინი თავად იხსნიდნენ იტალიას კომუნიზმის საფრთხისგან. სანამ მონარქი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ფაშისტურმა ორგანიზაციებმა სოციალისტების შტაბბინების დარბევა და გადაწვა დაიწყეს. ამ დაპირისპირებებით ქვეყანაში სამოქალაქო ომის საშიშროება შეიქმნა, ამიტომ სისხლისღვრის შესაჩერებლად მეფემ ფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს მუსოლინის მიმართა ხელისუფლება დაეკავებინა და ახალი მთავრობის ფორმირება მოეხდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლის არჩევნებში ფაშისტების პარტიას პარლამეტში 500 დელეგატიდან მხოლოდ 35 ჰყავდა გაყვანილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა საყოველთაო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ მასობრივი დემონსტრაციების გამართვით და კომუნისტებზე თავდასხმების ორგანიზებით, შეძლეს ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად წარმოეჩინათ თავი.
ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, რაც მუსოლინიმ დაიწყო, იყო ის, რომ თანდათანობით აკრძალა ოპოზიციური ორგანიზაციები, პრესა და გაფიცვები. დაამყარა დიქტატურა და თავი “დუჩედ” ანუ ბელადად გამოაცხადა. ამის მიუხედავად მან ვერ შე ძლო ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ხოლო 30-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საერთოდ დააქვეითა იტალიური ეკონომიკა. მუსოლინიმ, პროგრესს საკუთარი კულტის შექმნა არჩია და საგარეო ურთიერთობები დიპლომატიის ნაცვლად კონფრონტაციულ ასპარეზად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მისი აგრესიული პოლიტიკა ნაკლებად წარმატებით ხორციელდებოდა, ქვეყნის შიგნით იგი თავს ეროვნულ გმირად და წარმატებული ქვეყნის ლიდერად აცხადებდა. მან მოახდინა ეთიოპიის დაპყრობა, შეიჭრა ესპანეთში, ალბანეთში და გამოვიდა ერთა ლიგიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა გერმანიის მოკავშირე, რა დროსაც აჯანყებულმა იტალიელმა კომუნისტებმა იგი შეიპყრეს, დახვრიტეს და დასამცირებლად საჯაროდ ფეხებით ჩამოკიდეს.
![]() |
13.4.2 ჰიტლერის გერმანია |
▲ზევით დაბრუნება |
იტალიის მსგავსი მოვლენები განვითარდა გერმანიაშიც. იმპერატორ ვილჰელმ II-ის გერმანიამ გაჭიანურებულ მსოფლიო ომს ვეღარ გაუძლო. გერმანიაში ომის საწინააღმდეგო პროპაგანდა ჯერ კიდევ ომამდე 2 წლით ადრე დაიწყეს. ომის მიწურულს კი, როდესაც გერმანია აშკარად მარცხისთვის იყო განწირული, იმპერატორის წინააღმდეგ გახშირდა საპროტესტო აქციები. ხალხი რესპუბლიკის და მშვიდობის დამყარებას მოითხოვდა. ასეც მოხდა, რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ, თუმცა იმ დროის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და მილიტარისტული წრეებისთვის მიუღებელი ძალები აღმოჩნდნენ მთავრობის სათავეში. მათ გამოაცხადეს გერმანიის კაპიტულაცია და შექმნეს ე.წ. ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე იარსება, ვიდრე ჰიტლერი მოვიდოდა ხელისუფლებაში. |
|
ომის შემდგომ აღებული ფინანსური ვალდებულებებით ისედაც განადგურებული გერმანული ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ კრიზისში ჩავარდა. პარლამენტარიზმის სისტემა დიდ ბიუროკრატიულ და არაეფექტურ ძალად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ 20იან წლებში მოხდა რამდენიმე წლიანი ეკონომიკური აღმავლობა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გერმანია 30-იან წლებისთვის კიდევ უფრო უკან დახია. ამას გარდა ქვეყანაში მაინც მძლავრად იყო გავრცელებული ნაციონალისტური და მილიტარისტული იდეები, დამარცხებული ომის ბრაზი რევანშისტულ სურვილებში გამოიხატებოდა. ამ იდეებს სათავეში მოექცა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ავსტრიელი ადოლფ ჰიტლერი. მისი მომხრეები სთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, იტალიის მსგავსად, კომუნიზმი და სოციალისტური იდეები აღიქმებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ კლასობრივ პრინციპზე დამყარებული ხელისუფლებები უარყოფდნენ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას და ერთ სივრცეში მოაქცევდნენ რესპუბლიკებს. ისევე, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირში, რაც ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავდა. ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი, წარმოშობით ებრაელი კარლ მარქსის ის იდეოლოგია იყო, რომლითაც ებრაული რასა უნდა გაბატონებულიყო მსოფლიოზე. მისი წარმოდგენით, ხალხი რასებად იყოფოდა, რომელთაგან უპირატესობა ევროპულ თეთრ რასას ენიჭებოდა, როგორც შემოქმედებით რასას, ხოლო ებრაელები, რომლებსაც სახელმწიფო არ გააჩნდათ, შემნახველ რასად, ანუ თვითჩაკეტილობისკენ მიდრეკილ ხალხად მიაჩნდა. ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა” წერდა, რომ ებრაელ ხალხს ხელთ ეპყრა ევროპაში და ამერიკაში ხელისუფლების, კულტურის, ხელოვნების და ეკონომიკის მთავარი სადავეები და ვინაიდან მათ სამშობლო არ გააჩნდათ, მარქსისტული იდეების გზით, მოახდენდნენ თავიანთი ბატონობის ლეგიტიმაციას. ასეთი იდეებით დარაზმა ჰიტლერმა გერმანელი ნაციონალისტები ებრაელებისა და სოციალისტების წინააღმდეგ. იგი ხალხს სუსტი პარლამენტარიზმის სისტემის, ძლიერი ერთპიროვნული ნაციონალისტური ლიდერის ჩანაცვლებას და ყველა გერმანული მიწის გაერთიანებას ჰპირდებოდა. საწყის ეტაპზე, ჰიტლერი ინგლისს მოკავშირედ აღიქვამდა და მასთან კონფრონტაციას კოლონიების გამო გამორიცხავდა. გერმანული მიწების გაფართოებას იგი რუსეთის ხარჯზე გეგმავდა, რადგან თვლიდა, რომ რუსეთს ეს მიწები უსაფუძვლოდ ჰქონდა დაკავებული. ამას ისიც ემატებოდა, რომ მიაჩნდა, სსრკ-ში ებრაული რასის მიერ დამყარებული კომუნიზმი ბატონობდა.
1932 წელს ჰიტლერის “ნაციონალ-სოციალისტურმა გერმანულმა მუშათა პარტიამ” არჩევნებში 33% მიიღო. თუმცა უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა. ამას გარდა მისი პარტია იყო ყველაზე ორგანიზებული, ნახევრად გასამხედროებული და დისცი პლინირებული ორგანიზაცია, რომელიც იტალიის მსგავსად, კომუნისტებს პირდაპირ ქუჩებში, ოფისებში და მიტინგების დროსაც კი ფიზიკურად უსწორდებოდა. ამით მან მოიპოვა სახელი, როგორც ძლიერი ძალისა, რომელსაც შეეძლო ომის შემდგომი გერმანიის ქაოსიდან გამოყვანა და წესრიგის დამყარება. ამიტომ გერმანელ მსხვილ მეწარმეთა მოთხოვნით, 1933 წელს ჰიტლერი კანცლერად დანიშნეს და ამ გზით მოვიდა ის ხელისუფლებაში, რა დროსაც დაიწყო პარლამენტარიზმის ტოტალიტარიზმით ჩანაცვლება.
პირველივე წლებში დაიწყო ყველა სხვა დანარაჩენი პარტიების აკრძალვა და ქვეყანაში კანონიერად მხოლოდ ჰიტლერის ნსგმ პარტია გამოცხადდა, რომელსაც სახელმწიფო აპარატი შეერწყა და ერთიან მმართველ რგოლად გადაიქცა. ამის შემდეგ მოხდა შიდა პარტიული მოწინააღმდეგეთა განადგურება, პარტია სრულიად ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული გახდა და 1934 წელს ჰიტლერი ოფიციალურად გამოცხადდა “გერმანელი ერის ფიურერად” (წინამძღოლად). ამის შემდეგ მოხდა ეკონომიკის სახელმწიფო ნებაზე გადაწყობა. გერმანია გამოვიდა ვერსალის შეთანხმების ვალდებულებებისგან, უარი თქვა ფინანსურ და სამხედრო ვალდებულებებზე, მრეწველობა და ვაჭრობა სახელმწიფოს ინტერესებს დაუქვემდებარა. საუბარი აღარაა ებრაელებზე, რომლებსაც ქონებრივი და ფინანსური კონფისკაცია შეეხოთ. ყოველივე ამან კი მოკლე დროით, მაგრამ მაინც შეძლო ეკონომიკის ზრდა.
და ბოლოს, ჰიტლერმა შეძლო სამხედრო წარმოების მასობრივი ზრდა. გამოცხადდა დევიზი, რომ “ფაშიზმი ეს ომია!” 1936-39 წლებში მან მოახერხა ავსტრიის შემოერთება, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ესპანეთში ფრანკოს დიქტატურის დამყარებისთვის დახმარების გაწევა. საბჭოთა კავშირთან გარიგების შემდეგ კი 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთს დაესხა თავს, რაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად იქცა.
![]() |
13.4.3 ლენინის რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში მშვიდობის დამყარების და დემოკრატიის განმტკიცების გზებს ეძებდნენ, რო გორც აღვნიშნეთ, გერმანია და იტალია სხვა გზას დაადგა. ასევე განსხვავებული გზა აირჩია რუსეთმა, რომელმაც კომუნისტური დიქტატის დამყარებით უარი თქვა ყოველგვარ ადამიანურ უფლებებზე, საერთაშორისო წესრიგზე და ისტორიაში მანამდე არნახული მასშტაბის რეპრესიული, ტოტალიტარული სახელმწიფო შექმნა. მისი მთავარი შემოქმედები ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი იყვნენ.ისევე, როგორც მუსოლონისა და ჰიტლერის შემთხვევაში, კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლაც არ ყოფილა ხალხის არჩევანი. უფრო მეტიც, ისინი ძალაუფლებაში გადატრიალებებით და სამოქალაქო ომის გზით მოვიდნენ, რომელსაც განსხავავებული მონაცემებით 7-დან 15 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. მათ ხელისუფლებაში შენარჩუნებას კი უფრო მეტი სიცოცხლის ხელყოფა დასჭირდა. |
|
რუსეთი ქაოსმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს მოიცვა. თავდაპირველად მოსახლეობა ომის მომხრე იყო და საწყის ეტაპზე რუსულმა არმიამ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო და მარცხს მარცხზე განიცდიდა. საბოლოოდ კი ომს მილიონნახევარი ადამიანი შეეწირა. ის, ვინც ღიად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, იყო ვლადიმერ ლენინი და მისი პარტია, რომელიც თავდაპირველად სხვა ანტიმონარქისტ ძალებთან შედარებით დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. სწორედ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს სუსტი იმპერატორი ნიკოლოზ II-ის ჩამოგდება და დროებითი მთავრობა კადეტებმა, ცენტრისტებმა და მეფის მომხრეებმა შეადგინეს. თუმცა ლენინი დროებითი მთავრობის სრულ გაუქმებას და ძალაუფლების პროლეტარიატისთვის გადაცემას მოითხოვდა. მისი იდეით, რუსეთის გასაბჭოება უნდა გამხდარიყო მსოფლიოში კლასობრივი გადატრიალებების და მსოფლიო საბჭოთა კავშირის დამყარების საწყისი. ამ იდეის ერთგული დარჩა სტალინიც და თითქმის ყველა საბჭოთა ლიდერი, რამაც შემდგომში ცივი ომის სახე მიიღო.
დროებითი მთავრობის პარალელურად რუსეთში ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შეიქმნა სახალხო საბჭოები, რომლებიც დროებით მთავრობას არ ემორჩილებოდნენ. თუმცა ბოლშევიკებს აქაც მხოლოდ 18% ეკავათ, უმრავლესობას კი თავისი რაციონალური პროგრამით სოციალისტ-რევოლუციური პარტია და მენშევიკები შეადგენდნენ.
ხალხისაგან დაბალი მხარდაჭერის ფონზე, ლენინისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელ ერთადერთ გზად გადატრიალება რჩებოდა. მან სამხედროებთან, მეზღვაურებთან და მუშებთან ერთად მართლაც სცადა დროებითი მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა, იგი გერმანიის მიერ დაფინანსებაში ამხილეს და იძულებული გახდა ფინეთში გაქცეულიყო.
ლენინისთვის წარმატებული აღმოჩნდა მეორე გადატრიალების მცდელობა. როდესაც ის ფინეთიდან დაბრუნდა, სამხედროების დახმარებით მართლაც შეძლო დროებითი მთავრობის ჩამოგდება, რომელიც “ოქტომბრის რევოლუციად” გამოაცხადა და ხელისუფლებაში ამ გზით მოვიდა. მალევე აღმოჩნდა, რომ ლენინი გერმანიასთან გარიგებაში მართლაც იყო. მან შეასრულა გერმანელებისთვის მიცემული პირობა და ომს გამოეთიშა. ამისათვის გააფორმეს ზავი ქალაქ ბრესტში, რომლის მიხედვითაც სეპარატიულად გამოეთიშა ომს და აღიარა ფინეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. თუმცა, ეს ხელშეკრულება, გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების მეორე დღესვე გაუქმებულად გამოაცხადა და ამ ქვეყნების ან ხელახალი ოკუპაცია ან საკუთარი მარიონეტული რეჟიმების დამყარების ხელშეწყობა დაიწყო.
ლენინისთვის ადვილი არ აღმოჩნდა ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ მან რეპრესიულ მეთოდებს მიმართა. სანამ მუსოლინი და ჰიტლერი ოპოზიციურ პარტიებს და პრესას აკრძალავდა და ამ გზით გაიმყარებდა ძალაუფლებას, ლენინმა ეს ყველაფერი თითქმის ათი წლით ადრე, მხოლოდ ორ თვეში მოახერხა. იგი წინასწარ დათქმულ არჩევნებს 150-მდე დახურული გაზეთით შეხვდა, თუმცა აქაც დამარცხდა. არჩევნებში 44 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სადაც სოციალისტ-რევოლუციონერებმა გაიმარ ჯვეს და მათ ლენინის ბოლშევიკური პარტია 20%-ით ჩამოუვარდებოდა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ლენინი არ შეეგუა ხალხის არჩევანს, მან გამოსავალი ისევ გადატრიალებაში ნახა. “წითელი არმიის” დახმარებით დაშალა სახელმწიფო სათათბირო ორგანო (დამფუძნებელთა კრება) და სამოქალაქო ომი გააჩაღა.
საწყის ეტაპზე წითლები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ, მათ თითქმის მთელ რუსეთში დაკარგეს ძალაუფლება. მოწინააღმდეგეს ფინანსურად და იარაღით ანტანტის ქვეყნებიც კი ეხმარებოდნენ, თუმცა ანტიბოლშევიკების, ე.წ. “თეთრების” მინუსი ის იყო, რომ ერთიანი სარდლობა მათ არ ჰყავდათ და ბოლშევიკებს სათითაოდ ებრძოდნენ. ამ უკანასკნელებმა კი სწორედ ამით ისარგებლეს. მათ საკუთარი მთლიანი ძალებით სათითაოდ შეუტიეს თეთრების დაქსაქსულ არმიას.
წითლების რიგების შესავსებად ბოლშევიკებმა სამხედრო სავალდებულო ჯარი შემოიღეს, რომელიც მუშებს და გლეხებს ეხებოდა. მათ ლევ ტროცკი ედგა სათავეში, რომელიც დეზერტირებს და უკან დამხევებს ადგილზე ახვრეტინებდა. შეშინებული მოსახლეობა იძულებული იყო ჯარში გაწვეულიყო. საბოლოოდ კი, ბოლშევიკების არმიის რაოდენობამ სამჯერ გადააჭარბა მოწინააღმდეგისას და რამდენიმეწლიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებაც მოიპოვა.
ლენინმა ხელისუფლების შენარჩუნების შემდეგ, ბრძოლის ინერცია დასავლეთის ქვეყნებისაკენ გადაიტანა. მათი მოწოდება იყო “ვარშავისაკენ, ბერლინისაკენ!” რაც მსოფლიო საბჭოთა კავშირის დამყარების მომდევნო ეტაპი უნდა გამხდარიყო. მათთვის მოულოდნელად, პოლონელები, რომლებიც მანამდე ლენინთან და კომუნისტებთან თანამშრომლობდნენ “წითელ არმიას” წინააღმდეგობით შეხვდნენ და კლასობრივ ბრძოლას, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა არჩიეს. შედეგად, რუსები პოლონეთთან ომში სასტიკად დამარცხდნენ და ლენინიც მიხვდა, რომ მსოფლიო გეგმებზე დროებით ხელი უნდა აეღო. მან აღიარა პოლონეთის, ფინეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი შიდა ძალაუფლების გამყარებას შეუდგა რუსეთში, რასაც “წითელი ტერორი” მოჰყვა მილიონობით ადამიანის მსხვერპლის სახით. რეპრესიები არ იყო ერთადერთი დანაშაულებრივი გზა რუსეთ-
ში. ლენინის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მასობრივი შიმშილი გამოიწვია, რასაც მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამიტომ იგი იძულებული გახდა მარქსისტულ უტოპიურ იდეებთან კომპრომისზე წასულიყო და დროებით დაუშვა კერძო საკუთრება, მიწების იჯარით გაცემა და საწარმოების ინვესტორებისთვის გადაცემა.
წინააღმდეგობები შეხვდა სახელმწიფო მოწყობისასაც, სადაც მისი ერთგული თანაპარტიელები, სტალინისა და ორჯონიკიძის სახით, დაუპირისპირდნენ. ეს უკანასკნელნი მოითხოვნდნენ ყველა არსებული კოლონია რუსეთისთვის შეერთებინათ პირდაპირ და მხოლოდ ავტონომიების უფლება მიეცათ. ხოლო ლენინმა ისინი “რუსულ შოვინიზმში” დაადანაშაულა და შეძლო სხვა პროექტის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი შედგებოდა ოთხი თანაბარუფლებიანი რესპუბლიკისგან. ესენი იყვნენ რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სამხრეთ კავკასიის ფედერაცია.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების თანასწორუფლებიანობა და დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა, ეს მაინც გახდა ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძველი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასში შემავალ “თავისუფალ” რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირიდან გასვლა და რუსეთისგან დამოუკიდებლობა ლეგიტიმურად გამოეცხადებინათ. მსგავს იურიდიულ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა რუსეთზე უშუალოდ მიერთებული ისეთი ავტონომიები, როგორებიცაა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და სხვა.
სტალინის რუსეთი
ლენინის მიერ საბჭოთა კავშირის მოწყობა და ახალი კონსტიტუციის მიღება, მისთვის
უკანასკნელი პოლიტიკური ნაბიჯი აღმოჩნდა. იგი მალე დაავადდა და გარდაიცვალა, ხოლო
უშუალო მემკვიდრე კი არ დაუსახელებია. იგი ერთნაირად აკრიტიკებდა ყველა შესაძლო
პრეტენდენტს, რომელთა შორისაც იყო იოსებ სტალინი და ლევ ტროცკი.
სტალინი პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.
პარტია კი ქვეყნის მართვას ითავსებდა. ამიტომ სანამ სტალინი შიდა პოლიტიკურ ბატალიებში ჩაებმებოდა, პარტიული რიგები წინასწარ მისი მომხრეებით გაავსო. შედეგად, მან შეძლო ყველა მისი მოწინააღმდეგის თანდათანობითი ჩამოცილება, რაც მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. იგი თანდათანობით იშორებდა ყველა მათგანს. ყოველი მისი მოკავშირე, მომავალში მისთვის მტრად იქცეოდა. კონკურენციის რეპრესიული გზით გადაჭრა არ იყო მისთვის ერთადერთი გზა. იგი ყოველ მის ახალ რეფორმას, რომელიც წარუმატებელი შედეგი მოჰქონდა, ისევ რეპრესიებით პასუხობდა.
პარალელურად, სტალინს არ დავიწყებია მსოფლიო საბჭოთა კავშირის შექმნის იდეა. მის შესახებ 1927 წლის პროგრამით გახდა ცნობილი. კომუნიზმის გავრცელება კი მსოფლიოში რევოლუციების და ომების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მისი გათვლებით, მოხდებოდა მსოფლიო მასშტაბის ომი, რასაც კომუნიზმის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელება უნდა მოჰყოლოდა. ყოველივე ამას დიდი ფინანსები და სამხედრო ძალა დასჭირდებოდა. ამიტომ დაიწყო ბუნებრივი რესურსების მობილიზება და სამხედრო ინდუსტრიის შექმნა. ეს კი გამოიხატა კოლექტივიზაციასა და ინდუსტრიალიზაციაში.
ნაჩქარევ და იძულებით კოლექტივიზაციას რუსეთის მთავარი პურით მომმარაგებელი მიწების გაკოტრება მოჰყვა. აღსანიშნავია უკრაინა, რომელიც მარცვლეულით დააცარიელეს და შიმშილობას მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. კოლექტივიზაციას თან ერთვოდა გაკულაკების კამპანია, რაც გულისხმობდა მდიდარი გლეხებისთვის ქონების ჩამორთმევას. არადა, ეს ის კატეგორია იყო, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი შრომისუნარიანობით და კარგი მენეჯერული თვისებებით. მათი რიცხვი 2 მილიონს შეად გენდა, რომელთა ოჯახებით განადგურებამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკა. |
|
კოლექტივიზაციის შედეგები იმდენად სავალალო იყო, რომ ერთი პერიოდი შეჩერდა კიდეც, რამაც ცოტა შვება მისცა მოსახლეობას. მაგრამ მალე ისევ განახლდა, საბოლოოდ კი 1930-იანი წლების ბოლოს დასრულდა. ასე მოხდა მსოფლიოში უდიდესი ნედლეულის მობილიზება კომუნისტური დიქტატისათვის.
სავალალო შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იდნუსტრიალიზაციასაც. სტალინი საწარმოებისგან პროდუქტის 20-25%-ით ზრდას მოითხოვდა. ეს კი შეუძლებელი იყო, რაც საწარმოებმა მუშახელის დამატებით და ახალი სამუშაო ცვლების შემოღებით თითქმის შეძლეს პირველ წელს, მაგრამ მეორე წელს არსებული შედეგის კიდევ 20%-ით გაზრდა უკვე წარმოუდგენელი გახდა. შედეგად, გაუარესდა პროდუქტის ხარისხი, რასაც სტალინმა დამნაშავეების ძიებით და რეპრესიებით უპასუხა.
ამის შემდეგ შემოიღეს ე.წ. შეჯიბრობითობის პრინციპი. ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ნედლეულის მოპოვებასა თუ გადამუშავებაში. იქმნებოდა მითები და ლეგენდები, რომლებიც ხალხისთვის ცრუ მაგალითებად საღდებოდა.
საინტერესოა ტრაქტორისტების მასობრივი მომზადება, რადგან ნედლეულის მასობრივი მობილიზება და ინდუსტრიალიზაცია ამ ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. თუმცა, კომუნისტებს ამ გზით სხვა ჩანაფიქრიც ჰქონდათ. ტრაქტორისტის ტანკისტად გადამზადებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდებოდა, რაც მსოფლიო ომისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ინდუსტრიალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა პატიმრების გამოყენებამ. მათი რიცხვი რამდენიმე მილიონს შეადგენდა, რაც გამოყენებული იქნა ყველაზე მძიმე სამუშაოებისთვის. ისინი აგებდნენ გზებს, ხიდებს და ახორციელებდნენ ყველანაირ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სასტიკი კლიმატისა და მძიმე პირობების მიუხედავად. პატიმრების ასე გაწირვას ისიც დაემატა, რომ მათ ამუშავებდნენ ურანის მოსაპოვებლადაც, რაც პირდაპირ სასიკვდილო განაჩენის ტოლი იყო.
1930-იან წლებში გამოცხადდა, რომ სოციალიზმის დამყარება კლასობრივ ბრძოლას გამოიწვევდა, ამიტომ დაიწყო ხალხის მტრების ძებნა. ამ გზით სტალინმა საბოლოოდ ჩამოიშორა ყველა მისი პირადი მტერი, თუმცა მხოლოდ მან არ ისარგებლა რეპრესიებით. ადამიანებს ყველა რგოლში, ყველაზე დაბალ ფენებშიც კი ჰყავდათ პირადი მტრები, ამიტომ დასმენებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. შედეგად, რეპრესიებს, რომლის მასშტაბური სახე 1937 წელს დასრულდა, მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა.
ასე, რომ მოსახლეობის მასობრივმა შემცირებამ დაპატიმრების, დახვრეტის სახით, ქონების კონფისკაციის ხარჯზე, საბჭოთა კავშირი სულ რაღაც 10-15 წელიწადში არნახული რესურსების დამგროვებლად აქცია და ამ გზით ცოცხლად დარჩენილი მოსახლე ობისთვის ეკონომიკის ზრდაც შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი სწრაფი ტემპით ემზადებოდა მსოფლიო რევოლუციისთვის, მას არ დავიწყებია მოკავშირეების მოძიება. საწყის ეტაპზე ის აქაც შეცდა, რადგან აქცენტი გააკეთა ომში დამარცხებულ და რევანშისტულად განწყობილ გერმანიაზე. ვინაიდან ამ უკანასკნელს არმიაზე შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული, საბჭოთა კავშირი დაეხმარა მფრინავებისა და ტანკისტების მასობრივ მომზადებაში. შეცდომა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაირკვა, თუმცა სტალინი ჰიტლერთან ღია დაპირისპირებას მაინც მოერიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მას დააფრთხობდა და ომი კიდევ მინიმუმ ათი წლით გადაიწევდა. ხოლო თუ ჰიტლერი დარწმუნდებოდა, რომ სტალინი მასთან ომს არ აპირებდა, ეს ფაშისტებს წააქეზებდა მსოფლიო ომისაკენ, სადაც სტალინის ვარაუდით ფიურერი მალე დამარცხდებოდა და შეძლებდა გერმანიაში კომუნიზმის დამყარებას. ამის შემდეგ კი საფრანგეთში მოაწყობდა სოციალისტურ რევოლუციას. თუმცა ნებისმიერი ძალის გამარჯვების შემთხვევაში იგი დემოკრატიული ძალებისგანაც და ფაშისტებისგანაც მოითხოვდა მისთვის დაეთმოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუმინეთის ბესარაბია, დღევანდელი მოლდოვა. რაც ასეც მოხდა. ეს ტერიტორიები მან ომის საწყის ეტაპზევე შეიერთა.
ომთან დაკავშირებით, სტალინის ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. მან ჰიტლერთან ფარულად დადებული ზავით, ფაქტიურად ბიძგი მისცა გერმანიას ჯერ ჩეხოსლოვაკია დაეკავებინა, შემდეგ კი პოლონეთის ნახევარი რომლის მეორე ნახევარი სსრკ-მა დაიკავა. თუმცა, როდესაც გერმანია 1941 წელს საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, აღმოჩნდა, რომ სტალინი ყველაზე მეტად იყო ომისთვის მომზადებული. მისი ტანკებისა და თვითმფრინავების რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყნისას 2-2,5-ჯერ აღემატებოდა. ამ არსენალით მან მართლაც შეძლო ნახევარი ევროპის ფაშისტებისგან გათავისუფლება, მაგრამ მალევე ისიც გაირკვა რომ ეს ახალი კომუნისტური ოკუპაცია იყო და არა მათი გათავისუფლება.
ეს საინტერესოა: 1919 წლის “ვერსალის კონფერენციაზე” დიდი სახელმწიფოების მიერ საქართველოსადმი გულგრილი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას პირველ მსოფლიო ომში გერმანიისთვის ჰქონდა მხარდაჭერა გამოცხადებული. შესაბამისად, საქართველოც “დაისაჯა”, იმ სახით, რომ ამ კონფერენციაზე მისი დამოუკიდებლობა არ სცნეს. თუმცა, ქართველი დიპლომატების ძალისხმევით, მალევე აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა ცალ-ცალკე სახელმწიფოებმა, რაც სამწუხაროდ, ვერ აღმოჩნდა საკმარისი შეეჩერებინა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია. |
![]() |
14 მეორე მსოფლიო ომი და გაერო |
▲ზევით დაბრუნება |
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში 1939 წელს დაიწყო და 1945 წელს დასრულდა. საომარი მოქმედებები ევროპის ქვეყნების მფლობელობაში არსებულ თითქმის ყველა კონტინენტზე გაიმართა. განსაკუთრებით, მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა აფრიკაში, შორეულ აზიაში და წყნარ ოკეანეში იაპონიის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა, ამჯერად აღნიშნულ საკითხს, “ევროპული გაერთიანებების ისტორიის” თემატიკიდან გამომდინარე, ძირითადად მხოლოდ ევროპაში მიმდინარე მოვლენებით მიმოვიხილავთ.
მეორე მსოფლიო ომის მთავარ მონაწილეებს წარმოადგენდნენ ერთ მხარეს “ღერძი ქვეყნები”* გერმანია, იტალია და იაპონია, ხოლო მეორე მხარეს ანტი-ჰიტლერული კოალიცია სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და აშშ-ის სახით. ამათ გარდა აღსანიშნავია, რომ გერმანიას მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, ხორვატიამ და ფინეთმა.
წინა თავებში, ევროპული გაერთიანებების ფონზე, მრავალი ომი მიმოვიხილეთ. იყო იმპერიების შეჯახებები, რელიგიური ომები, იდეოლოგიური ბრძოლები, კლასობრივი დაპირისპირებები და რაც უფრო ვითარდებოდა კაცობრიობა, რაც უფრო პროგრესირებდა ტექნოლოგიები, მით უფრო საზარელი ისტორიების აღწერა გვიხდებოდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი, თავისი დამანგრეველი შედეგებით, ყველაზე მასშტაბურია. იმ პერიოდში მსოფლიო მოსახლეობა 2 მილიარდ ადამიანს აჭარბებდა, ხოლო მსხვერპლი მის 3%-ს შეადგენდა. დაღუპულთა 62 მილიონი ადამიანიდან, 20 მილიონი მშვიდობიან მოსახლეობას წარმოადგენდა, რაც კატასტროფული მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში. მთავარი მონაწილეებიდან კი ყველაზე დიდი მსხვერლპი სსრკ-მა გაიღო, 27 მილიონი ადამიანის სახით. თუმცა ეს ყოველთვის მოწინააღმდეგის დამსახურება არ იყო. ხშირად ასიათასობით ადამიანი ამბიციურ სამხედრო ოპერაციებს ეწირებოდა, ისე რომ მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა. ომის მთავარმა დამნაშავე გერმანიამ, სსრკ-სთან შედარებით, გაცილებით ნაკლები, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, მაინც ტრაგიკული რაოდენობა, 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. ლოგიკურ შემთხვევაში, ეს ციფრები წაგებული და მოგებული მხარეებისთვის, პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს რის ფასად დაუჯდა სტალინს გერმანიის დამარცხება.
მეორე მსოფლიო ომი პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ეტაპზე 1939-1941 წლებში, გერმანია და სსრკ ერთმანეთთან შეთანხმებით ახდენდნენ ევროპული ქვეყნების დაპყრობას და ერთმანეთში გადანაწილებას. ხოლო დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი მხოლოდ გერმანიას გამოუცხადა, სსრკ კი ერთა ლიგიდან გარიცხეს. მეორე ეტაპზე 1941-1944 წლებში, ომი ძირითადად გერმანიასა და სსრკ-ის შორის წარიმართა, რომელიც ჯერ გერმანიის უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის. მესამე და დასკვნით ფაზად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1944-1945 წლები, რა დროსაც გერმანიას ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მეორე ფრონტი გაუხსნა დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა, რაც საბოლოოდ ბერლინის დაცემით და უსიტყვო კაპიტულაციით დასრულდა.
![]() |
14.1 პირველი ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
წინა სალექციო თავში მიმოვიხილეთ, რომ მსოფლიო ომისთვის ემზადებოდა, როგორც გერმანია, ასევე საბჭოთა კავშირი. ორივეს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო მიზნები ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საკუთარი იდეოლოგიით მართვა ორივეს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, საწყის ეტაპზე ურთიერთ თავდასხმას ორივე მხარე გამორიცხავდა, მანამ სანამ არ დარწმუნდებოდნენ საკუთარი ძალების აშკარა უპირატესობაში. საომარი სამზადისის პარალელურად სსრკ გერმანიასთან თანამშრომლობდა, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მათ დადეს შეთანხმება ურთიერთ თავდაუსხმელობის შესახებ, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახით,* რომელიც ითვალისწინებდა ევროპული გავლენის გადანაწილებას. ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა კავშირს უნდა მოეხდინა პოლონეთის ნახევრის, ბალტიის პირეთის, ფინეთის და ბესარაბიას* ტერიტორიების ანექსირება. ამას გარდა, 1941 წლამდე საბჭოთა კავშირი გერმანიას აწვდიდა ხორბალს, ნავთობს, ბამბას, რკინის მადანს, ფერად ლითონებს, ფოსფატს და სხვა სტრატეგიულ საქონელს. სანაცვლოდ, გერმანიისგან იღებდა საჭირო სამრეწველო დანადგარებს, დაზგებს და უახლოეს ტექნიკას.
|
|
მას შემდეგ, რაც შეიქმნა საფრთხე, რომ გერმანია პოლონეთს თავს დაესხმებოდა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პოლონეთთან დახმარების შესახებ შეთანხმება დადო. ამ პერიოდში დასავლურმა ქვეყნებმა ორი ბოროტებისგან არჩევანი გააკეთეს, მათი გადმოსახედით, უარეს ბოროტებაზე და გერმანიას დაუპირისპირდნენ, როგორც მათთვის უფრო ახლოს მყოფ საფრთხეს. არადა, გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმა, რომელიც მსოფლიო ომის დაწყების მომენტად აღიქმება, არ ყოფილა მხოოლოდ გერმანული აგრესია. ზუსტად ორ კვირაში პოლონეთს თავს დაესხა საბჭოთა კავშირიც და მათ, როგორც წინასწარ შეთანხმებულებმა, პოლონეთი ზუსტად შუაზე გაიყვეს. საბჭოთა კავშირმა გერმანიას სისასტიკითაც აჯობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ 20,000 პოლონელი დახვრიტა.
პოლონეთის ოკუპაციას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მხოლოდ ვალდებულების გამო გამოეხმაურნენ და ისიც მხოლოდ გერმანიის წინააღმდეგ, თითქოს საბჭოთა კავშირს არაფერი ჰქონოდა დაშავებული. მათ დასავლეთ გერმანიის საზღვართან უმნიშვნელოდ გახსნეს ცეცხლი, რასაც გამძაფრებული ომები არ მოჰყოლია. გერმანიის მიმართ ამ უცნაურ დუმილს “მჯდომარე ომად” ან “უცნაურ ომად” მოიხსენიებენ და იგი 1940 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. ამის პარალელურად, საბჭოთა კავშირმა განაგრძო სამხედრო ოკუპაციები, ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსია და მათი სსრკ-ის შემადგენლობაში მიერთება მოახერხა. ლიტვამ “უაზრო” წინააღმდეგობას, თანამშრომლობა არჩია, რის სანაცვლოდაც მას პოლონეთისგან ჩამორთმეული ვილნიუსი გადაეცა და საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა.
საბჭოთა კავშირი აქ არ შეჩერებულა. მან იმ მოტივით, რომ ფინეთი ახლოს ესაზღვრებოდა ლენინგრადს და ამიტომ ფინეთისგან შესაძლო თავდასხმას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი, ამ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში. ფრონტის ხაზად იქცა კარელიის პროვინცია, ლადოგის ტბის მიმდებარედ, რომელიც ფინელებს თავდაცვითი ზღუდეებით უკვე ჰქონდათ გამაგრებული, რადგანაც კარგად იცოდნენ, სსრკ-ს აგრესიისგან თავს ვერ დააღწევდნენ. ეს ტერიტორია ზაფხულობით სრულიად ჭაობიან ადგილად იქცევა ხოლმე, რომლის გადალახვაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ სტალინმა შეტევა ზამთარში გადაწყვიტა. თუმცა არც ზამთრის -41° სიცივე აღმოჩნდა ბოლშევიკებისთვის ხელსაყრელი საომარი მდგომარეობა. ისინი დიდ რიცხობრივ და ტექნიკურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მათი ხაკისფერი ფორმებითა და მწვანე ტანკებით ადვილი სამიზნეები გახდნენ თეთრ ფორმებში შემოსილი ფინელი მეომრებისა და თეთრი კამუფლაჟით დამალული ფინური ქვემეხებისთვის. გარდა ამისა, დათოვლილ და მოყინულ გზებზე ფინელები თხილამურებით სწრაფად გადაადგილდებოდნენ ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე და სწრაფად ანადგურებდნენ მტრის რაზმებს. იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და აფეთქებდნენ რუსულ ტანკებს. |
|
ასეთი წინააღმდეგობის ფონზე რუსულ არმიას უკან დახევა ეკრძალებოდა. ამ შემთხ ვევაში მათ დახვრეტდნენ. თუ ტყეში გაიქცეოდნენ, სიცივისგან გაიყინებოდნენ. ხოლო თუ შეტევას განაგრძობდნენ ფინელების ტყვიებს ვერ ასცდებოდნენ. შედეგად, სტალინმა ფინელების ერთი პროვინციის აღება 330,000 საბჭოთა მეომრის გვამის ხარჯზე შეძლო, მაშინ, როდესაც ფინელების დანაკარგი 20,000-ს შეადგენდა. საბჭოთა კავშირმა წინ ვეღარ წაიწია და ზავი დადო, რომლის მიხედვითაც კარელიის პროვინცია სსრკ-ს გადაეცა, ხოლო სანაცვლოდ აღიარა ფინეთის დამოუკიდებლობა. |
|
სტალინის ასეთი გაუმართლებელი ოკუპაციების მიუხედავად, იგი მაინც არ ითვლება მეორე მსოფლიო ომის დამწყებად, რაც ისტორიული უსამართლობაა. დასავლური ქვეყნები ერთი პერიოდი კინაღამ ჩაერთნენ სსრკ-ის წინააღმდეგ ფინეთის დასახმარებლად, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გერმანიის გამო, ომზე უარი თქვეს და სსრკ-ის მხოლოდ ერთა ლიგიდან გარიცხვით შემოიფარგლნენ.
ფინეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნება საყურადღებო ფაქტად იქცა ჰიტლერისთვისაც. მან ჩათვალა, რომ სსრკ-ის სამხედრო ძალები უძლურნი იყვნენ ამ პატარა ქვეყნის დაპყრობაში. ამიტომ რუსეთის აღება ადვილ შესაძლებლობად მიიჩნია, რაც მისი შეცდომა აღმოჩნდა. მომავალში იგი კიდევ რამდენჯერმე შეცდა საბჭოთა არმიის შესაძლებლობებში, რამაც საბოლოო მარცხამდე მიიყვანა კიდეც.
საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე გერმანიამ იტალიასთან და იაპონიასთან თანამშრომლობითი შეთანხმება გააფორმა, რომელსაც უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეუერთდა. ამ უკანასკნელთა გადაწყვეტილება განპირობებული იყო საუკუნოვანი ოსმალური ანექსიით და ნაციონალისტური იდეების პროპაგანდით. ისინი ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებლობა მიეცემოდათ, საკუთარი ეროვნული ინტერესები თავდაცვითი პოზიციებიდან, შეტევითზე გადაეყვანათ.
რა თქმა უნდა გერმანიის ინტერესებში მთლიანად ევროპის დაპყრობა შედიოდა და არა მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილის. მან ადვილად მოახერხა დანიის ანექსია, რასაც მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა და თუ დილით დანიელები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, შუადღით მათი სახელმწიფოებრიობა გერმანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
დანიის შემდგომ გერმანიამ ნორვეგიაზე გაილაშქრა. აქ, მართალია, ჰიტლერს წინააღმდეგობა უფრო სერიოზული შეხვდა ვიდრე დანიაში, მაგრამ საბოლოოდ, ნორვეგიის მეფე შეშინდა და ინგლისში გაიქცა. ქვეყანა კი ფაშისტებს დაუთმო.
და მაინც, გერმანიისთვის პრინციპული მნიშვნელობის იყო საფრანგეთი, რომელიც მისი ისტორიული მეტოქეც იყო და რომლის კოლონიებიც დიდ შემოსავალს მოუტანდა ნაცისტურ რეჟიმს. საფრანგეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რომელიც გერმანიას ემიჯნებოდა, მოსალოდნელი საფრთხის გამო საგულდაგულოდ იყო გამაგრებული. მისი გადალახვა გერმანული არმიისთვის დიდ ზარალთან იქნებოდა დაკავშირებული. ამიტომ ჰიტლერმა სხვა გზას მიმართა. სანამ მისი არმია პარიზს მიადგებოდა, მან გზად ჰოლანდია და ბელგია დაიპყრო და ჩრდილოეთიდან შეუტია საფრანგეთს. ამ უკანასკნელთა პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ მისი სამშობლო მსგავსი საფრთხის გასამკლავებლად მზად არ იყო და უბრძოლველად ჩააბარა პარიზი. თავად ლონდონში გაიქცა, რათა იქიდან გაეწია ორგანიზება სამომავლო რევანშისათვის. ოკუპირებული საფრანგეთი იძულებული იყო ჰიტლერის პირობებს დათანხმებოდა. იგი ორად გაიყო. ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთი გერმანიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო სამხ რეთი, ფორმალურად დამოუკიდებლად გამოცხადდა, რომელსაც მარიონეტული მთავრობა ჩაუდგა სათავეში. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზიდან ქალაქ ვიშში, ცენტრალურ საფრანგეთში გადაიტანეს. ხოლო საფრანგეთის კოლონიები ავტომატურად გერმანიის მფლობელობაში გადავიდა. ერთადერთი სამხედრო პოლიტიკური წრეებიდან, ვინც მარცხს არ შეეგუა და ფრანგებს ბრძოლებისკენ მოუწოდებდა, განსაკუთრებით ფრანგულ კოლონიებში, იყო გენერალი შარლ დე გოლი, თუმცა ამ ეტაპზე, ისიც ლონდონიდან ჩაუდგა წინააღმდეგობრივ მოძრაობას, რაც შემდგომში პარტიზანულ ბრძოლებში გადაიზარდა.
|
|
საყურადღებოა ინგლისის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. დიდი ბრიტანეთი არის ტერიტორია, რომელიც ევროპაში მანამდე არსებულ თითქმის ყველა დამანგრეველ ომებს გადაურჩა და მისი კუნძულოვანი მდებარეობის გამო, ერთგვარ დაცულ ციტადელადაც იყო მიჩნეული. მაგრამ სამხედრო ავიაციის განვითარებამ კატასრტროფული შედეგი მოუტანა ლონდონს და მთლიანად ბრიტანეთს. 1940-1941 წლებში ინგლისის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიბომბა. მასობრივი საჰაერო შეტევა გერმანელებმა ოთხჯერ მეტი თვითმფრინავით წამოიწყეს, ვიდრე ბრიტანელებს გააჩნდათ. ყველაზე მეტად ლონდონი დაზარალდა, რომელიც 45 დღის განმავლობაში გამუდმებით იბომბებოდა და დაახლოებით 50,000 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითად მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები. თუმცა, ბრიტანელები, აშკარა უპირატესობის მიუხედავად, არ დანებდნენ და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანელებს. მათ მხარეზე იბრძოდნენ სამშობლო წართმეული პოლონელებიც, რომელთა ანგარიშზეც ჩამოგდებული ნაცისტური თვითმფრინავების 15% მოდიოდა. იმის მიუხედავად, რომ ლონდონი ფაქტიურად აღარ არსებობდა, ჰიტლერი წარმოებული კამპანიის უპერსპექტივობაში დარწმუნდა და დიდ ბრიტანეთთან ამ გზით ომი შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ დაბომბვებს გადაურჩა ქალაქი ოქსფორდი და კემბრიჯი. სავარაუდო შეთანხმების გამო, რომლის მიხედვითაც, უძველესი საუნივერსიტეტო ქალაქები არ უნდა დაბომბილიყო არც ინგლისში, არც გერმანიაში ჰაიდელბერგისა და ვისბადენის სახით.
|
|
საინტერესოა, მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირისა და გერმანიის გარდა, როგორ მოქმედებდა კიდევ ერთი, მესამე აგრესორი სახელმწიფო იტალია. იმ პერიოდში მუსოლინი საკუთარ ხალხს ძველი რომის იმპერიის აღდგენაში არწმუნებდა და საომრად ამზადებდა. რომის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ ეტაპად მოიაზრებოდა სწორედ საბერძნეთის დაპყრობა და მისი შეერთება. იტალიას ბალკანეთზე უკვე ჰქონდა ალბანეთი ოკუპირებული, საიდანაც გადაწყვიტა ბერძნებისთვის შეეტია. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს უკეთესი შეიარაღება და ტექნიკა გააჩნდათ, ბერძნების კონსოლიდირებული წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს. უფრო მეტიც, საბერძნეთი მალე გადავიდა კონტრშეტევაზე და იტალიელები არა მარტო საკუთარი სამშობლოდან, არამედ ალბანეთის ნაწილიდანაც განდევნეს. ამას ისიც დაემატა, რომ კუნძულ კრეტაზე ბრიტანელებმა გადასხეს თავიანთი არმია და ბერძნებს აღუთქვეს დახმარება.
ასეთი მარცხის გამო, მუსოლონის პრესტიჟი საგრძნობლად შეირყა. იგიდახმარებასმისმოკავშირეგერმანიასსთხოვდა, რომელმაც არ დააყოვნა და საბერძნეთისკენ დაიძრა. სწორედ ამ პერიოდში, იუგოსლავიაში მოხდა სამთავრობო გადატრიალება. მეფის რეგენტი, რომელიც ჰიტლერს ემხრობოდა, 17 წლის პრინცმა და მისმა მომხრე გუნდმა ჩამოაგდო, იგი სრულწლოვნად გამოაცხადეს, ტახტი ჩააბარეს და სსრკ-სთან გააფორმეს შეთახმება. საბერძნეთისკენ მიმავალი ჰიტლერის არმია, თითქმის მისული საბერძნეთთან, მობრუნდა და იუგოსლავიაში შეიჭრა. რამდენიმე დღეში მოახდინა პროსაბჭოური მთავრობის დამხობა და იუგოსლავიაც ოკუპირებულად გამოაცხადა. მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდა ჰიტლერი საბერძნეთს, რომელიც იტალიისგან განსხვავებით, რამდენიმე დღეში აიღო. ასევე მოახდინა კუნძული კრეტას შემოერთებაც და ბრიტანელების იქიდან განდევნა. შედეგად, იტალია, რომელიც ამ ომამდე გერმანიის ტოლ სახელმწიფოდ აცხადებდა თავს, ჰიტლერის რიგით სატელიტად იქცა. ასე დასრულდა გერმანიის და სსრკ-ის მიერ თითქმის მთლიანი ევროპის გაყოფა და საკუთარი გავლენის ქვეშ იძულებითი გაერთიანება.
|
|
![]() |
14.2 მეორე ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
1941 წლის ზაფხულისთვის ევროპის უდიდესი ნაწილის ჰიტლერის ქოლგის ქვეშ გაერთიანებით, ახალი ტრაგიკული ისტორიები დაიწყო კაცობრიობისათვის. გერმანელები ფაშისტური არმიების საოკუპაციო რეჟიმს “ახალ წესრიგს” უწოდებდნენ. ის გულისხმობდა დემოკრატიული თავისუფლების მოსპობას, პოლიტიკური პარტიების და პროფკავშირების აკრძალვას. საუბარი აღარაა გაფიცვებზე და დემონსტრაციებზე. გერმანიასა და პოლონეთში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც მილიონობით ადამიანი გაზის კამერებში ჯერ გაგუდეს, შემდეგ დაწვეს და ფერფლად აქციეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაზის მხუთავი კამერები, შიმშილით სიკვდილი და უბრალო მიზეზის გამო დახვრეტები ევროპის ცხოვრების ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა. რა თქმა უნდა, რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ებრალები, რომლებიც ჰიტლერის თვალით, მის მთავარ მეტოქედ აღიქმებოდნენ. თუმცა ეს არ იყო ტიპიური რეპრესიები, ეს იყო გენოციდი ებრაელი ხალხის, რომელსაც ჰოლოკოსტის სახელით მოიხსენიებენ და რომელსაც 6 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გენოციდი მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით.
ფაშისტების მიერ ევროპაში “ახალი წესრიგის” დამყარებას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. ოკუპირებულ ქვეყნებში ფართოდ გაიშალა წინააღმდეგობრივი სამხედრო-პარტიზანული თუ პოლიტიკური მოძრაობები. მასში სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების ადამიანები მონაწილეობდნენ, თუმცა ასეთმა დაჯგუფებებმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმძაფრით შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. და სანამ ისინი ფაშიზმის დამარცხებაში საკუთარ სიტყვას იტყოდნენ, ჰიტლერმა კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, დაარღვია მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება და ოპერაცია “ბარბაროსას”** სახელით საბჭოთა კავშირს სამი მიმართულებით შეუტია.
1941 წლის 22 ივნისი ოპერაცია ბარბაროსა, საბჭოთა კავშირში სამამულო ომად გამოცხადდა. შეტევა ჩრილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთის მიმართულებით განხორციელდა, რომელსაც გერმანიის 4 მილიონიანი არმია ახორციელებდა. საპასუხოდ მას დაუხვდა იგივე რაოდენობის არმია, რომელიც მალე თითქმის გაორმაგდა. ასევე ტანკებისა და თვითმფრინავების რაოდენობით, სსრკ 4-5-ჯერ აღემატებოდა გერმანიის ძალებს. თუმცა სწრაფი და მოულოდნელი შეტევის გამო გერმანიამ მოკლე დროში არნახულ წარმატებას მიაღწია. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი თავად ემზადებოდა გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასასხმელად, ამიტომ მათ უკან დახევის გეგმა არ ჰქონდათ, რასაც 3,3 მილიონი ადამიანი შეეწირა. ასევე უდიდესი დარტყმა იყო, როდესაც თვითმფრინავების უმეტესობა კომუნისტებმა აეროდრომებზე დაკარგეს, ისე რომ აფრენაც ვერ მოასწრეს და დაბომბვების შედეგად გაუნადგურდათ.
|
|
გერმანულმა ჩრდილოეთის არმიამ სწრაფად შეძლო მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნების აღება და ამ ტერიტორიაზე ერთი ოკუპანტი მეორეთი შეიცვალა. მალე ლენინგრადიც ალყაში მოაქციეს და შორიდან დაუწყეს დაბომბვა. გერმანიის აღმოსავლეთის მიმარ თულება, იგივე ცენტრალური არმია მინსკის გავლით მოსკოვისაკენ დაიძრა. მათ საბჭოთა კავშირის ევროპის ნაწილის 2/3 დაიკავეს და სსრკ-ის დედაქალაქს მიადგნენ. მოსკოვი საკმაოდ გამაგრებული ფრონტის ხაზით დახვდა. თავგანწირული ბრძოლების შედეგად, რუსებმა შეძლეს გერმანული არმიის წინსვლის შეჩერება და ფრონტის ხაზის დროებით დასტაბილურება. ამ დროს მოსკოვში სრული პანიკა სუფევდა, ერთი გერმანული შეტევაც და ისინი კაპიტულაციისსთვის მზად იყვნენ. ერთი პერიოდი სტალინიც ფიქრობდა ევაკუაციას, მაგრამ ფრონტის ხაზის გამაგრების შემდეგ გადაიფიქრა. იგი მანქანით მოსკოვის ქუჩებში მოძრაობდა და ხალხს ამით ამხნევებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, რასაც ჰიტლერის შეცდომაც დაერთო. მან გადაწყვიტა, რომ მოსკოვის აღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა და ჯერ კიევის აღება ბრძანა. ეს ოპერაცია კი ორი თვე გაიწელა, რამაც შესაძლებლობა მისცა საბჭოთა ჯარებს გადაჯგუფებულიყვნენ, აღმოსავლეთიდან გადმოესროლათ დამატებითი ძალები და კონტრშეტევისთვის მომზადებულიყვნენ. ფრონტის ხაზი 1000 კილომეტრზე გადაიჭიმა. ამას დაერთო რუსეთისთვის დამახასიათებელი სიცივეები, რომელიც -21 გრადუსს აღწევდა. ბოლშევიკების არმიამ მცირე გამარჯვებებს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ფრონტი ვერ გაარღვიეს, ისინი ცოტათი უკან დახიეს, რაც დიდი შვება იყო, როგორც მოსკოვისთვის, ასევე იმედის მომცემი გახდა მთლიანად საბჭოთა კავშირისთვის.
მოსკოვისგან განსხვავებით, სავალალო მდგომარეობაში იყო ლენინგრადი. ამ ქალაქის ბლოკადამ 900 დღე გასტანა, რა დროსაც 1,5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა შიმშილს. ადგილი ჰქონა კანიბალიზმის ფაქტებსაც და ლენინგრადი მკვდარ ქალაქს დაემსგავსა. ასევე წარუმატებელი იყო გერმანელებზე შეტევები როსტოვში, რჟევში და ქერჩში, სადაც გენერლების უპასუხისმგებლო შემტევითი გადაწყვეტილების გამო ასიათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის, ქართველების უმეტესობა სწორედ აქ დაიხოცა.
სამხრეთის ფრონტზე საბჭოთა ძალების წარუმატებლობებით შეგულიანებული ჰიტლერი, რომლის არმიაც სტალინგრადს მიადგა, ფიქრობდა, რომ ამ ქალაქის ბედი მის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილი იყო. ამიტომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც ქალაქისკენ მიმავალი არმიის ნაწილი ცალკე გამოყო და კავკასიის აღება დაავალა. სტალინგრადის აღება გერმანიისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ისინი მდინარე ვოლგას გადაკეტავდნენ და რუსეთის ევროპულ ნაწილს სამხრეთიდან ბლოკადაში მოაქცევდნენ. თუმცა სწორედ აქ გაიმართა გააფთრებული ბრძოლები. გერმანელები დაგეგმილზე მხოლოდ 2 თვის დაგვიანებით შევიდნენ ქალაქ სტალინგრადში, თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ისინი საოცარი ქუჩის ბრძოლებს წააწყდნენ, რა დროსაც მსხვერპლი ორივე მხრიდან საკმაოდ დიდი იყო. გერმანელებს მდინარე ვოლგამდე სულ რაღაც 100 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი, რა დროსაც მიხვდნენ, რომ მარცხი გარდაუვალი იქნებოდა. ისინი უკან დახევის ბრძანებას ითხოვდნენ, მაგრამ ჰიტლერმა კატეგორიულად უარყო მათი მოთხოვნა, რის გამოც გერმანელთა უმრავლესობა ადგილზე დაიხოცა, ხოლო გადარჩენილები ტყვედ ჩაცვივდნენ.
სტალინგრადის მარცხი გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომში. ამის შემდეგ დაიწყო გერმანელების უკან დახევა, რაც საბოლოო მარცხამდე მივიდა. უკან დახევის ბრძანება მიიღო კავკასიის ნაწილმაც, რომელიც ამაოდ ცდილობდა მის გადალახვას ამიერკავკასიის მიმართულებით. 1943-1944 წლებში კომუნისტებმა წამოიწყეს ახალი შეტევითი ოპერაცია სახელწოდებით “ბაგრატიონი”,* რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია იყო კაცო ბრიობის ისტორიაში. მის ფარგლებში ოთხ ეტაპად წარმოებული შეტევითი ბრძოლებით, საბჭოთა კავშირმა თანდათანობით შეძლო კურსკის ბრძოლის მოგება, აიღეს ხარკოვი, ყირიმი, ოდესა, ბელორუსია, ბალტიისპირეთი, მოლდოვა და საბოლოოდ განდევნეს გერ მანელები საბჭოთა კავშირის ტერიტორიებიდან. ხოლო შემდეგ შევიდნენ რუმინეთში, ბულგარეთში და იუგოსლავიაში, სადაც უკვე პარტიზანები მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძოდნენ.
საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, არ დატოვებდა პოლონეთს ფაშისტების ხელში. მას ამ ქვეყნის მიმართ საკუთარი მიზნები გააჩნდა. როდესაც ისინი საზღვარს მიადგნენ, ვარშავაში დევნილი მთავრობის აჯანყებამ იფეთქა. ეს ხალხი პოლონეთის თავისუ ფლებისთვის იბრძოდა და არა რომელიმე ოკუპანტისთვის. ამიტომ კომუნისტებმა დაიცადეს, სანამ აჯანყება გერმანელებმა არ ჩაახშეს და როდესაც პოლონური წინააღმდეგობა დაძლეული იქნა, მაშინ შეუტიეს გერმანელებს და განდევნეს ამ ქვეყნიდანაც. ასე, რომ პოლონეთი ამჯერად სსრკ-ის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
![]() |
14.3 მესამე ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
ომის ბედი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ჰიტლერის გარდა ყველა აღიარებდა, რომ იგი დამარცხდებოდა. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ხელმძღვანელობით სრულ წარმატებებს მიაღწია აფრიკაში. მარცხს განიცდიდა იაპონიაც აზიაში, მაგრამ გერმანიის წინააღმდეგ მათ მიერ ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი. სტალინი მოითხოვდა გერმანიისთვის დასავლეთიდან შეტევას, ჩერჩილიც ჩქარობდა გერმანიის წინააღმდეგ ევროპაში ფრონტის გახსნას. მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ სად გაეხსნათ ეს მეორე ფრონტი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა ნორმანდიის მხარე საფრანგეთში, რომელიც მის ჩრდილოეთს წარმოადგენს. ასევე ფრონტი უნდა გახსნილიყო საფრანგეთის აღმოსავლეთით, იტალიასა და საბერძნეთში. ამ უკანსკნელიდან ადვილად შეძლეს გერმანელების განდევნა. შედარებით გართულდა იტალიის აღება. თავდაპირველად კოალიციურმა ძალებმა, რომლებიც საკუთარ თავს “გაერთიანებულ ერებს” უწოდებდნენ აიღეს კუნძული სიცილია, სარდინია და კორსიკა. შევიდნენ აპენინის ნახევარ კუნძულზეც, სადაც შეშინებულმა იტალიის მონარქმა მუსოლონის დაკავების ბრძანება გასცა. იგი გერმანიის არმიამ იხსნა და შეძლო თანამდებობაზე მისი აღდგენა, თუმცა ცოტა ხნით, რადგან კოალიციური ძალების შეტევით, გარდა მთიანი იტალიის, მოხდა ამ ქვეყნის ოკუპაცია. გაქცეული მუსოლინი კი, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, პარტიზანმა კომუნისტებმა შეიპყრეს და დახვრიტეს თავის მეორე ნახევართან და მხლებლებთან ერთად.
საფრანგეთში გახსნილ მთავარ ფრონტს კოდური სახელწოდებით “ოვერლორდი” ეწოდა. თუმცა დათქმულ დროზე ორი თვის დაგვიანებით, 1944 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. კოალიციური ძალების მასობრივმა კონცენტრაციამ ეტაპობრივად შეძლო გერმანელების დამარცხება, რომლებიც უკან დახევას ხშირად ითხოვდნენ, მაგრამ ჰიტლერი არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებოდა მარცხს, იგი მხოლოდ კონტრშეტევებს ბრძანებდა, რის გამოც მსხვერპლი კიდევ უფრო იზრდებოდა. მოკავშირეებმა ისევ უბრძოლველად აიღეს პარიზი, როგორც თავის დროზე უბრძოლველად დათმეს ფრანგებმა. ქალაქის გერმანელებისგან ევაკუაციის დროს, ჰიტლერმა პარიზის ღირსშესანიშნაობების აფეთქება ბრძანა, მათ შორის ეიფელის კოშკის, მაგრამ საბედნიეროდ გერმანელმა სამხედრო მეთაურებმა ეს ბრძანება არ შეასრულეს.
1945 წლის ზამთარში მოკავშირეების ძალები უკვე გერმანიის საზღვრებს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. სწორედ ამ დროს, დიდი სამეულის ლიდერები ყირიმში, ქალაქ იალტაში შეიკრიბნენ, სადაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ბერლინი საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ზონად გამოაცხადეს. ამის მიუხედავად სტალინი არ ენდობოდა მოკავშირეებს. მისი ამოცანა იყო ბერლინამდე ჩაესწრო მოკავშირეებისთვის და კიდევ ათიათასობით მსხვერპლის ფასად თვენახევარში მიადგა გერმანიის დედაქალაქს. ადგილზე ბერლინის დასაცავად მილიონნახევარი გერმანელი იყო მობილიზებული. წაგებული ომის მიუხედავად, მათ ნაბრძანები ჰქონდათ ბერლინის დაცვა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. საბჭოთა კავშირმა კი 3 მილიონ ჯარისკაცს მოუყარა თავი და გერმანიის დედაქალაქი 2 კვირაში აიღო. იმისთვის რომ საბჭოთა კავშირის ომის გმირად გამოცხადებულ გენერალ გიორგი ჟუკოვს სხვა გენერლებისთვის დაესწრო რაიხსტაგის აღება, 100,000 მეომარი შეწირა დაჩქარებულ მარშირებას.
ამ დროს ჰიტლერის გარდა მარცხს ყველა აღიარებდა. მისი უახლოესი გარემოცვის წევრები დანებებას და მოკავშირე ძალებთან მოლაპარაკებებს ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ გერინგი და ჰიმლერიც, რომლებიც ჰიტლერმა ფიურერის ღალატში დაადანაშაულა. ხოლო ვიდრე კომუნისტები ჰიტლერის ბუნკერსაც აიღებდნენ, მან 1945 წლის 30 აპრილს, თავის მეორე ნახევართან ერთად, თავი მოიკლა, ისე რომ გვამი ვერსად ნახეს. მისი უკანასკნელი ბრძანებით, მემკვიდრედ, საზღვაო ძალების გენერალი კარლ დენიცი გამოცხადდა. ეს უკანასკნელი სამხედრო პირი გახლდათ და პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ერთადერთი რაც მან შეძლო გერმანელებისთვის, ეს იყო კაპიტულაციის თარიღის ერთი კვირით გაწელვა, რათა აღმოსავლეთ ფრონტიდან გერმანელი ჯარისკაცები სასწრაფოდ დასავლეთ ფრონტით გადმოესროლა და მოკავშირეების ძალებს ტყვედ ჩაბარებოდნენ. ამით მან ათიათასობით გერმანელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იხსნა და არ ჩააბარა საბჭოთა კავშირის ტყვეთა ბანაკებს. საბოლოოდ, უსიტყვო კაპიტულაციას 8 მაისს, დილით მოაწერა ხელი, ხოლო მისი ხელმეორედ რატიფიცირება საბჭოთა გენერლების თვალწინ, ბერლინში საღამოს 23:45 წუთზე განხორციელდა. ამ დროს საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისის ღამე იყო შემოსული, თან კაპიტულაციის ცნობაც მოსკოვს 9 მაისის ღამეს ეცნობა და დილით რადიოთი მოსახლეობას გამარჯვებაც მიულოცეს. ამის გამოა, რომ ევროპა ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს, ხოლო რუსეთი 9 მაისს.
ბრძოლების პარალელურად პერიოდულად იმართებოდა დიპლომატიური მოლაპარაკებები ომის მიმდინარე მოვლენების და ომის შემდგომი პირობების გადასაწყვეტად. აღნიშნული კონფერენციები “დიდი სამეულის” სახელითაა ცნობილი და გულისხმობდა აშშ-ის, სსრკ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრებს.
|
|
ომის დასკვნით ეტაპამდე მათ წარმოადგენდა ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი და უინსტონ ჩერჩილი. ამერიკის პრეზიდენტი მნიშვნელოვნად თვლიდა საბჭოთა კავშირის როლს გერმანიის წინააღმდეგ. ამიტომ ის სტალინთან გამუდმებით ცდილობდა დათმობებზე წასულიყო და მისი ნდობა მოეპოვებინა, თუნდაც ეს ჩერჩილის განაწყენების ხარჯზე მომხდარიყო, რომელიც უფრო პრინციპულობით გამოირჩეოდა კომუნისტების მიმართ. ამ პოლიტიკის შედეგად, სსრკ-ის მთელი რიგი ქვეყნები გადაეცა გავლენის სფეროდ, მათ შორის იაპონიაში კუნძულების სახით და ევროპა ორ ნაწილად, სოციალისტურ ბანაკად და დემოკრატიულ ქვეყნებად გაიყო, რაც გახდა “რკინის ფარდისა” და “ცივი ომის” საფუძველი. გერმანიის ბედიც მათ გადაწყვიტეს ისე, რომ იგი ოთხ ნაწილად გაყვეს, სადაც საფრანგეთს წილად ხვდა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ზონებიდან ნახევარ-ნახევარი. ოთხად გაიყო ბერლინიც, სადაც დემოკრატიულმა ქვეყნებმა თავიანთი საკურაციო ნაწილი გააერთიანეს, ხოლო სსრკ-ს ცალკე სამართავ ერთეულად დარჩა აღმოსავლეთ ბერლინი. რაც შეეხება რეპარაციებს, გადაწყდა, რომ ოთხივე ქვეყანა მხოლოდ თავისი ოკუპირებული ზონებიდან ამოიღებდა მას.
|
|
რუზველტი ომის დამთავრებას ვერ მოესწრო. გაუარესებული ჯანმრთელობის გამო იგი მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა და შემდგომში პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, რომელმაც სამეულის ფარგლებში რუზველტის სტალინთან დათმობითი პოლიტიკის შედეგად დადებული ხელშეკრულების დაცვის პირობა დადო, მაგრამ სამომავლოდ საბჭოთა კავშირის მიმართ მტკიცე და უკომპრომისო პოლიტიკის გატარება გამოაცხადა.
გერმანიის კაპიტულაციიდან ერთ თვეში თანამდებობიდან გადადგა ჩერჩილიც, რომელმაც არჩევნები წააგო და მისი კაბინეტი მისმა კონკურეტმა დაიკავა. თუმცა, ეს არ გამხდარა საფუძველი ვინმეს ეჭვი შეპარვოდა ჩერჩილის უკომპრომისო პოლიტიკაში კომუნისტების მიმართ და დიდი ბრიტანეთიც ცივ ომში ჩაერთო მსოფლიოს ფაშიზმზე არანაკლები ბოროტების წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომი, რომლის აღწერისას მილიონობით ადამიანის მსხვერპლს ისე ვახსენებთ ხოლმე, როგორც ჩვეულებრივ სტატისტიკურ ციფრებს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი მოვლენა იყო. მან საუკუნო დაღი დაასვა ევროპელ მოქალაქეებს და ისეთ ცხოვრებაზე ფიქრი დააწყებინა, რომლითაც მსგავსი ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს. ომის მთავარი სამხედრო დამნაშავეებისთვის კი სასამართლო ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა, სადაც 20-ზე მეტ პირს ჩამოხრჩობა მიესაჯა.
![]() |
14.4 გაერო |
▲ზევით დაბრუნება |
გაერო
თავისუფალ და დემოკრატიისკენ მიმავალი ქვეყნების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა. მისი იდეა ჯერ კიდევ 1941 წელს გაჩნდა
ჩერჩილისა და რუზველტის მოლაპარაკებების დროს. მათ აღიარეს ერთა ლიგის კრახი და
გადაწყვიტეს შეექმნათ უფრო ეფექტური და ქმედითი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია,
რომელიც კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის მსგავს კონფლიქტებს თავიდან აარიდებდა.
ამ ორგანიზაციის მეშვეობით მსოფლიოში უნდა დამყარებულიყო ახალი საერთაშორისო და
სამართლებრივი წესრიგი, რომელიც ხალხებს თავისუფლებასა და მშვიდობას მოუტანდა.
იდეა 1943 წელს მოსკოვში სტალინსაც შესთავაზეს, რომელიც ასევე დათანხმდა, ხოლო ერთი
წლის შემდეგ დიდი სამეულის ლიდერებმა იალტის კონფერენციაზე უშუალოდ გადაწყვიტეს
გაეროს შექმნის გეგმა და მისი სავარაუდო ფუნქციური თუ სტრუქტურული ხასიათი.
დიდი პოლიტიკური დავებისა და მოლაპარაკებების შედეგად, გაეროს წესდება 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა ძალაში. მისი სტრუქტურის ორ მთავარ რგოლს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. იმისათვის, რომ სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში დე-იურე იყოს აღიარებული, იგი გაეროს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მისი წევრი უნდა იყოს. აქ ყველა ქვეყანას თითო ხმა აქვს.
უშიშროების საბჭო შედგება ხუთი მუდმივი წევრისა და 10 დროებით არჩეული წევრისგან. მუდმივი წევრები არიან ბირთვული იარაღის მქონე, მეორე მსოფლიო ომის მთავარი ანტი-ჰიტლერული სახელმწიფოები. ესენია აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი (სსრკ-ის მემკვიდრე) და ჩინეთი. თითოეულ მათგანს აქვს ვეტოს უფლება, რომლითაც შეუძლიათ დაბლოკონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც კი საბჭო წამოჭრის. ეს კი თანამედროვე სამართლებრივი სამყაროსთვის უკვე პრობლემური და არაეფექტურია, რადგან რუსეთი, რომელიც პერიოდულად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და აგრძელებს იმპერიალისტურ პოლიტიკას, ხშირად ბლოკავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც დაცული უნდა იქნას ადამიანისა და სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლებები.
იმის გადაწყვეტილებით, რომ კონფლიქტური სიტუაციის დროს, ძალის ოფიციალურად გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ გაეროს და მისი ნებართვით მოქმედ სამხედრო ძალებს, ეს პრინციპი მხოლოდ დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ ამ შე თანხმებას რუსეთის მიერ გამუდმებით დარღვევა და მეზობელი ქვეყნების ანექსია, ასევე მის მიერ ანტიტერორისტული კამპანიის გამუდმებული დაბლოკვა, საგრძნობლად ასუსტებს გაეროს ეფექტურობას. რუსეთის ვეტოს გამო აშშ-მაც რამდენჯერმე გამოიყენა გაეროს გვერდის ავლით სამხედრო ძალა, როგორც ავღანეთში, ასევე ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში მოხერხდა გაეროს, როგორც სამშვიდობო ძალების ჩართვა, ეს კიდევ ერთხელ აზარალებს ორგანიზაციის ეფექტურობას და სანამ მისი უშიშროების წევრებად იქნებიან რუსეთის სახით, ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებს, მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა წარ მოუდგენელი იქნება.
ამის მიუხედავად, გაეროს უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს დავების მშვიდობიან მოგვარებაში. მისი სამშვიდობო და ეკონომიკური პროექტები ხელს უწყობს მსოფლიო ხალხების დაახლოებას და ეკოლოგიის დაცვას. ხოლო გაეროს ყველაზე დიდ მონაპოვრად ითვლება ხალხების ერთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზება, რამაც მოიტანა უდიდესი იმპერიების დეკოლონიზაცია და სუვერენული სახელმწიფოების შექმნა.
ეს საინტერესოა: ჰიტლერს უყვარდა კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით ვაგნერი. ერთხელ, როდესაც ჩეხები აჯანყდნენ, მათი დასჯის მიზნით 1000 ჩეხის დახვრეტის ბრძანება შეუტანეს. მუსიკის ფინალმა იმოქმედა ჰიტლერის გრძნობებზე, მას ცრემლიც კი გადმოუვარდა. გულაჩუყებულმა ერთი ნულიც მიაწერა დასახვრეტი ხალხის რიცხვს და ხელი ისე მოაწერა. |
![]() |
15 ცივი ომი და ევროპის საბოლოო გაერთიანება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ყველაზე მკაფ იოდ ინტეგრირებულიც და ორად გაყოფილიც. დასავლეთ ევროპა დაადგა ერთ გზას, ხოლო აღ მოსავლეთ ევროპა მეორეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ნახევარი ევროპის ოკუპანტ ძალას წარმოადგენდა და სოციალისტური ბანაკის ინტეგრაცია ნაძალადევი იყო, მას მაინც გააჩნდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა, რითაც უზრუნველყოფილი იყო სოციალისტურ წყობასა და სსრკ-ზე დამოკიდებულება. ამ იდეოლოგიის მხარდამჭერები იყვნენ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში და მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ფაშიზმის დამარცხებამ, რომელშიც უდიდესი წვლილი სწორედ საბჭოთა არმიას მიუძღოდა, მსოფლიოში მისი და მისი ლიდერის ავტორიტეტი საგრძნობლად გაზარდა. სტალინს თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა ფიქრი მსოფლიო რევოლუციაზე და მსოფლიო საბჭოთა კავშირის შექმნაზე, მაგრამ მისი მიღწევა განუზომლად დიდ ხარჯებს და ომებს განაპირობებდა, რომელსაც ვეღარ გაუძლებდა რუსეთი. ამიტომ, სტალინი ევროპის და აზიის იმ მიწების ოკუპაციით შემოიფარგლა, რისი დაკავების შესაძლებლობაც მიეცა მეორე მსოფლიო ომის დროს. მას ერჩივნა გაემყარებინა თავისი ძალაუფლება და შეენ არჩუნებინა მსოფლიოში უდიდესი იმპერიის სტატუსი, ვიდრე გადასულიყო ისევ პირდაპირ შეტევაზე და რისკის ქვეშ დაეყენებინა ეს ყველაფერი. ამიტომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა აღედგინა ომამდელი მდგომარეობა და მხოლოდ შემდეგ ეფიქრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებზე. |
|
როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, დასავლეთმა ორ ბოროტებას შორის გააკეთა არჩევანი და ფაშიზმს დაუპირისპირდა. ხოლო მისი დამარცხების შემდეგ დადგა დრო კომუნიზმს დაპირისპირებოდა. თუმცა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო დაუძლურებული, ასევე არც მათ შესწევდათ უნარი ახალი შეტევა წამოეწყოთ კომუნისტების წინააღმდეგ. დასავლეთ ევროპაც ძალების აღდგენასა და შიდა პრობლემების გადაწყვეტას შეუდგა. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ კომუნიზმის წინააღმდეგ ხელი ჩაიქნია და შეტევაზე უარი თქვა. დაპირისპირება პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, ეკონომიკური შეჯიბრობითობის სახით, მაგრამ არა სამხედრო ოპერაციების გზით.
აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ჩერჩილმა 1946 წელს სწორი შეფასება გააკეთა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპაში დაეშვა “რკინის ფარდა”. მისი თქმით, “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქები, რომელთა ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, ფარდის იქით მხარეს აღმოჩდნენ. ვარშავა და ბერლინი, პრაღა და ვენა, ბუდაპეშტი და ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია ეს მშვენიერი ქალაქები და მათი მოსახლეობა... საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა. ეს გავლენა სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება, მაგრამ მას თავს ვერავინ აღწევს. პირიქით, ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან ზეწოლას... დამიჯერეთ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოვლენების თავისთავადი განვითარება და იმ წუთის ლოდინი, როდესაც რაიმეს შეცვლა უკვე გვიან იქნება.” მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი უკვე აღარ იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, მისი აზრი ზუსტად ასახავდა იმ დროის დემოკრატიული ქვეყნების მოსახლეობის და პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრს და ეს განაცხადი იყო სწორედ ცივი ომის გამოცხადების ნიშანი.
მაშ ასე, ერთ მხარეს მოექცა დასავლეთ ევროპა, მეორე მხარეს აღმოსავლეთი, რომლის სიმბოლოდ ორად გაყოფილი გერმანია იქცა. ამ ორმა ევროპულმა ბანაკმა განვითარების ურთიერთსაწინააღმდეგო გზა აირჩია. ერთი დაადგა თანამშრომლობისა და პარტ ნიორობის, ხოლო მეორე ძალადობისა და რეპრესიების გზას.
![]() |
15.1 განვითარების ორი გზა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1.1 პირველი ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
პირველი ეტაპი
პირველი, რაც დასავლეთ ევროპამ მიზნად დაისახა იყო ომის შედეგად გამოწვეული ზიანისგან თავის დაღწევა და თავდაცვითი ზღუდის შექმნა, რათა თავი დაეცვა საბჭოთა კავშირიდან მომავალი შესაძლო საფრთხისგან. მეორე მსოფლიო ომიდან, თავისუფალი სამყაროსათვის მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები. მის გარეშე ევროპის ეს მიზანი ვერ განხორციელდებოდა ან ძალიან რთულად თუ განხორციელდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის ორგანიზებით, დაიგეგმა და განხორციელდა “ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა”, რომელიც ომისაგან დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებდა. აშშ-მა გამოყო 13 მილიარდი აშშ დოლარი, რაც დღევანდელი კურსით მინიმუმ 10-ჯერ მეტია. აღნიშნულმა დაფინანსებამ გაამართლა და ოთხ წელიწადში ევროპა თითქმის ომამდელ მდგომარეობამდე დააბრუნა, ხოლო მას შემდეგ დაიწყო ევროპის ეკონომიკის სწრაფი და უპრეცენდენტო ზრდა. ეს კი განაპირობა ეკონომიკურმა ინტეგრაციამ და თავისუფალმა საბაზრო ეკონომიკამ. სრულიად საპირისპიროდ წარიმართა ომის შემდგომი პირველი წლები აღმოსავლეთ ბანაკში. სტალინმა მტკიცე ხელის პრინციპით შეძლო სამრეწველო პოტენციალის აღდგენა. ძირითადად, ეს ხდებოდა გერმანული რეპარაციების დახმარებით. ასევე აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირმა პირდაპირ დაშალა ქარხნები და ფაბრიკები და თავისი დაზგებიანად რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 1950-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირის ეკონომიკაც დაუბრუნდა ომამდელ მდგომარეობას, მშვიდობა არც ისეთი ტკბილი აღმოჩნდა ბევრისთვის, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში იყო. სტალინი განსაკუთრებით არ ენდობოდა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს. თვლიდა, რომ ამ გზით მათ შეიძლებოდა საიდუმლო კავშირები დაემყარებინათ დასავლელ ძალებთან, ამიტომ ომის ტყვეობისგან გაწამებულ ჯარისკაცებს სამშობლოშიც არ ელოდათ სიმშვიდე. მათი უმრავლესობა შორეულ აზიაში გადაასახლეს ან კოლონიებში განათავსეს. მიზეზი კი მხო ლოდ სტალინის ეჭვები იყო. ომის შემდგომი რეპრესიები ამით არ დასრულებულა. დაიწყო ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის ერთი ტერიტორიიდან აყრა და სხვა ადგილას ჩასახლება. ამ მასობრივ გადასახლებებს, რომელიც მილიონობით ადამიანს შეეხო, უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და იმ მოტივით, რომ საბჭოთა კავშირს მათგან მომავალში საფრთხე არ შექმნოდა, ხალხი არჩადენილი დანაშაულის გამო დაისაჯა. გადასახლებებს დაექვემდებარნენ ის ოჯახებიც, რომელთაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ. ყოველივე ამას ჰქონდა მოულოდნელი და სწრაფი ხასიათი. საბჭოთა კავშირი ერთ-ორ ღამეში ახერხებდა ათიათასობით ადამიანის აყრას, ვაგონებში გამწესებას და შორეულ ქვეყნებში გამგზავრებას. |
|
განსხვავებული იყო თავდაცვითი ღონისძიებებიც. დასავლეთ ევროპა თავისუფლების, როგორც დიდი მონაპოვრის შენარჩუნებას შეუდგა. მაგრამ ევროპული სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობა ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ომამდე. ამიტომ 1949 წელს ვაშინგტონში აშშ-სა და კანადასთან ერთად ათმა ევროპულმა სახელმწიფომ “ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის” (NATO*-ს შექმნას მოაწერა ხელი. მისი მთავარი მიზანი იყო დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების გარანტია პრინციპით, “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”. ეს კი იმაში გამოიხატა, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს ისეთ მდგომარეობას, თუ მოხდა რომელიმე ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს განიხილება თავდასხმად ყველა მათგანზე.
სტალინი ნატოს შექმნას ყაზახეთში ატომური ბომბის გამოცდით გამოეხმაურა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ იგი ძალთა ბალანსის დარღვევას გამორიცხავდა და ძველებურად საშიშ სამხედრო მანქანას წარმოადგენდა. ამას ისიც დაერთო, რომ 1955 წელს, სტალინის გარდაცვალებიდან წელიწადნახევარში, ხრუშოვის ინიციატივით ვარშავაში ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ბანაკის სამხე-დრო ალიანსს, რემელიც “ვარშავის პაქტის” სახელითაა ცნობილი. ისიც, ნატოს მსგავსად ითვალისწინებდა პრინციპს, რომ ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, განიხილებოდა თავდასხმად ყველა მათგანზე. თუმცა ნატოს მრავალეროვნული ორგანიზაციისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი სამხედრო დოქტრინა მთლიანად საბჭოთა კავშირის არმიას ეყრდნობოდა და გარე საფრთხეების თავიდან აცილების მაგივრად, გამოყენებული იქნა შიდა პოლიტიკური გამოსვლების წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დასახოცად.
![]() |
15.1.2 მეორე ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
>მას შემდეგ, რაც გაივლო ვირტუალური რკინის ფარდა და ჩამოყალიბდა ორი ურ თიერთსაპირისპირო ბანაკი და სამხედრო ბლოკი, საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო მკაფიოდ შეეცადა საკუთარი გავლენის გამიჯვნას დასავლეთ ევროპისაგან. ეს უკანასკნელი კი ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გზას დაადგა. ევროპული ქვეყნების გაერთიანების იდეა ჯერ კიდევ ჰუმანისტური იდეების ჩასახვისთანავე გაჩნდა. ეს იყო ფილოსოფოსებისა და მეოცნებეების იდეა, რომელიც ჰუმანისტურ-პაციფისტურ იდეებს ეფუძნებოდა. განსხვავებით ევროპული მიწების ძალისმიერი ინტეგრაციისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმპერიების შექმნისა და იმპერატორების ღვთითკურთხეულობის იდეის თავზე მოხვევისაგან, ამ იდეამ ფართოდ მოიკიდა ფეხი ევროპელ პოლიტიკოსებში და მშვიდობის დამყარებისა და ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ კონცეფციად ჩამოყალიბდა. |
|
საუკუნოვანმა მტრებმა საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ და იტალიამ მიიღეს გადაწყვეტილება ბუნებრივი რესურსების გამო მუდმივი კონფრონტაცია თანამშრომლობაში გადაეზარდათ და 1951 წელს შექმნეს “ქვანახშირის და ფოლადის ევროპული გაერთიანება”. ამ ორგანიზაციის წევრი იყო ასევე სამი პატარა ევროპული სახელმწიფო ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. წარმატეებული ეკონომიკური შედეგის და თანამშრომლობის აუცილებლობის გამო აღნიშნულმა ქვეყნებმა ექვს წელიწადში “ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობაც” შექმნეს. იმავე წელს მუშახელის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების მიზნით დაფუძნდა “ევროპული ეკონომიკური გაერთიანებაც” (ECC),, რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ბაზრის პრინციპს და ევროპის კავშირის შექმნას. 1960-იან წლებში კი გადაწყდა სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადები გაუქმებულიყო და შემოიღეს ერთიანი პოლიტიკა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე კომერციის სფეროებში.
|
|
ასე, რომ 1950-იან წლებში ევროპის ქვეყნების მსგავსი ინტეგრაცია თანამშრომლობისა და განვითარების პირობის შემქნელი უნდა ყოფილიყო როგორც ომში გამარჯვებული, ასევე დამარცხებული სახელმწიფოებისთვისაც. ეს კი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში ევროპელ პოლიტოკოსებში მუსირებდა იდეა, როგორც ერთიანი ევროპის ფედერაციის შექმნის შესახებ, ასევე ანტი ინტეგრაციის შესახებ. თუმცა იმ დროისთვის, ორივე იდეა რადიკალურად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, დასავლეთ ევროპა თემატურ საკითხებზე ინტეგრაციის გზას დაადგა. უარი ეთქვა ახალი სახელმწიფოს მსგავს გაერთიანებას და 1957 წლის 25 მარტს რომში წევრი ქვეყნების პრე მიერ და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობისა და ევრატომის ხელშეკრულებებს. ევრატომის ხელშეკრულების პრეამბულაში ჩაიწერა ევროპული ინტეგრაციის ლექსიკონის ორი არსებითი სიტყვა: მშვიდობა და კეთილდღეობა. ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ხელშეკრულებამ კი აღნიშნა, არა მხოლოდ მშვიდობა და კეთილდღეობა, არამედ განაცხადა, რომ ევროპული თანამეგობრობა იყო უფრო დიდი საბოლოო მიზნის (ევროპის ხალხთა შორის უფრო მჭიდრო კავშირის ან - an ever closer union among the peoples of Europe) მიღწევის საშუალება. ევრატომის ხელშეკრულება მოიცავდა დეტალურ მუხლებს, რომლებიც ფარავდნენ ორგანიზაციის მთავარ მიზნებს: კვლევის მხარდაჭერა, ინფორმაციის გავრცელება, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ინვესტიციების წახალისება, ბირთვული მადნეულისა და საწვავის მიწოდება, ბირთვული მასალების შესაბამისი გამოყენება, და სპეციალიზებულ მასალებსა და აღჭურვილობაში საერთო ბაზრის დაფუძნება. საკუთრივ რომის ხელშეკრულება მოიცავდა მუხლებს ისეთი საკითხებისთვის, როგორებიც იყო საბაჟო კავშირი, საერთო კომერციული პოლიტიკა, საერთო ტრანსპორტის პოლიტიკა, კონკურენციის პოლიტიკა, შეზღუდული მონეტარული პოლიტიკის თანამშრომლობა, და მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია. სოციალური პოლიტიკის მუხლის მიხედვით, უნდა დაარსებულიყო ევროპული სოციალური ფონდი იმისათვის, რომ მუშახელისთვის დაეფინანსებინათ ტრენინგები და სხვა სახის დახმარება. ხელშეკრულებამ ასევე დააფუძნა ევროპული საინვესტიციო ბანკი, რომელიც გასცემდა იაფ სესხებს რეგიონული განვითარებისა და მოდერნიზაციის სხვა პროექტებისთვის. ხელშეკრულების მუხლები ადამიანების, სერვისისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების შესახებ შედარებით თავშეკავებული იყო და ასახავდა იმ კამათს, რომელ იც წევრ ქვეყნებს შორის არსებობდა საერთო ბაზრის დაარსებისთვის საჭირო თეორიულად სასურველ და პოლიტიკურად შესაძლებელ მექანიზმებთან დაკავშირებით. ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ხელშეკრულებამ (იგივე რომის ხელშეკრულებამ) დააფუძნა ასამბლეა, საბჭო, კომისია და სასამართლო. წევრი ქვეყნები ერთსულოვნად შეთანხმდნენ, იმის შესახებ, რომ მათ შეეძლოთ ინტეგრაციის გაღრმავება ისეთ სფეროებშიც, რომლებსაც ხელშეკრულება არ ფარავდა. ეს ფაქტობრივად იყო ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების უსაზღვრო, ულიმიტო ინსტრუმენტი. შედეგად, თვალშისაცემმა ეკონომიკურმა წარმატებამ და მშვიდობის დამკვიდრებამ დააყენა საკითხი ევროპულ გაერთიანებაში სხვა ქვეყნებიც გაწევრიანებულიყვნენ. მას 1970-იან წლებში დანია, გაერთიანებული სამეფო და ირლანდია შეუერთდა, ხოლო 1980-იან წლებში საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია. თორმეტი სახელმწიფოს გაერთიანებით და არათანაბარი ეკონომიკური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი გახდა ევროპელ ლიდერებს ახალ გამოწვევებზე ეფიქრათ. უნდა მომხდარიყო სტრუქტურული ცვლილებები, შემოეღოთ ერთიანი სავალუტო სისტემა და ეწარმოებინათ ახალი საერთო საგარეო პოლიტიკა. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა 1987 წლის ერთიან ევროპულ აქტში, რომლის მიხედვითაც გადაწყდა “ევროპის კავშირის” შექმნა.
* * *
საპირისპირო გზას ადგა საბჭოთა კავშირი და მის დაქვემდებარებაში მყოფი აღმოსავლეთ ევროპა. იგი დასავლეთისგან განსხვავებით, ისევ ძველ მეთოდებს, ძალისმიერ და იმპერიალისტურ პოლიტიკას მიმართავდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობები მართავდნენ ქვეყნებს და საბჭოთა კავშირის მარიონეტულ რეჟიმებს წარმოადგენდნენ, ასევე მოსახლეობაშიც საკმაოდ ფესვგადგმული იყო სოციალისტური იდეები, დემოკრატიული წინააღმდეგობრივი მოძრაობები ჯერ კიდევ 1950-იანი წლებში გაჩნდა.
პირველად, 1953 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში გამოსვლებმა იფეთქა, რომელიც “მარმელადის ბუნტის” სახელითაა ცნობილი. იმის გამო, რომ ბერლინი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა, სტალინმა ჯერ კიდევ 1948 წელს სცადა დასავლეთ ბერლინის დაქვემდებარებაც. მან იგი ბლოკადაში მოაქცია და კოალიციური ძალები იძულებულნი გახდნენ მოსახლეობა თვითმფრინავებიდან ნასროლი პროდუქტებით მოემარაგებინათ. ამ მავნებლურ უპირატესობას საბჭოთა კავშირმა არაერთხელ მიმართა. ამის მიუხედავად აღმოსავლეთ ბერლინში, დასავლეთ ნაწილისგან განსხვავებით, მაინც უფრო არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნა. მოსახლეობისთვის დამყარდა უცხო საბჭოთა ცხოვრების სტილი და რეჟიმი, ქალაქიდან მასობრივად იქნა გატანილი ქარხნები და ფაბრიკები. ნათელი გახდა, რომ სსრკ-ის ეკონომიკა გერმანიის ხარჯზე იკიდებდა ფეხს, რომელსაც სულ უფრო და უფრო ცლიდა ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსებისგან. ქალაქში პროდუქტებზე ფასების ზრდა დაიწყო. ხოლო სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ეს პროცესი ბერლინელების საყვარელ საკვებს მარმელადს შეეხო, საპროტესტო ტალღამ იფეთქა. გამოსვლები სწრაფად მოედო სხვა ქალაქებსაც, სადაც მარტო ეკონომიკურ მოთხოვნებს კი არ აყენებდნენ, არამედ ითხოვდნენ დემოკრატიულ არჩევნებს და გერმანიის გაერთიანებას. ეს კი სერიოზული გამოცდა იყო სტალინის შემდგომი საბჭოთა კავშირისათვის. მან ბელადის გზას არ გადაუხვია და შესაბამის ზომებსაც მიმართა. მომიტინგეებს პირდაპირ ტანკებიდან დაუშინეს ცეცხლი. ასეთი რამ გერმანელებს ფაშისტური რეჟიმისგანაც კი არ ენახათ. დაიღუპა ასობით ადამიანი, თუმცა საბჭოთა მონაცემებით მხოლოდ 16 მომიტინგე. ძალისმიერმა მიდგომამ შედეგი გამოიღო და საოკუპაციო მშვიდი რეჟიმიც მალე აღდგა.
ტანკებით საბჭოთა კავშირმა მისი შიდა პრობლემებიც გადაწყვიტა. 1956 წელს კომპარტიის მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა მოულოდნელად ანტისტალინური განცხადებები გააკეთა. მან მიზნად დაისახა სტალინის კულტის დანგრევა, რომელსაც დიქტატორს და დამნაშავეს უწოდებდა. სტალინის საწინააღმდეგო გამოსვლები, მის ქართულ წარმომავლობასაც შეეხო, რაც საბჭოთა იდეოლოგიით აღზრდილ ქართველ სტუდენტებში ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღეს.* თბილისში დაიწყო სტუდენტური საპროტესტო აქციები, რომლებიც სტალინის ღირსების დაცვის მოთხოვნით მიმდინარეობდა. ხრუშჩოვი სტალინის მომხრე პოლიტიკურ კონკურენტებს რეპრესიებით გაუსწორდა, ხოლო თბილისში 1956 წლის 9 მარტს სტუდენტები ტანკებით დაარბია. დაიხოცა ათეულობით ახალგაზრდა და ხრუშჩოვი მთლიანად ქართველობას ციმბირში გადასახლებით დაემუქრა. საბედნიეროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. მას ქართველები თბილისში 1961 წლის ვიზიტისას ისეთი ოვაციებით დახვდნენ, რომ გაკვირვებულს უთქვამს კიდეც, არ ვიცოდი ქართველებს ასე თუ ვუყვარდიო.
1956 წელი სისხლისმღვრელი აღმოჩნდა პოლონეთისა და უნგრეთისთვისაც. თავდაპირველად გამოსვლები პოლონეთში დაიწყო. ისინი ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ. თუმცა დეოკუპაცია ასე მარტივად ვერ დასრულდებოდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტები ძალისმიერი მეთოდებით დაშალა, იყო მსხვერპლიც. ამას შიდა პარტიული კრიზისი მოჰყვა პირველი მდივნის არჩევის პოსტზე. დაძაბული მდგომარეობის გამო, ვარშავას ხრუშჩოვი ეწვია. მან თავის სასარგებლო კანდიდატი ვარშავისკენ დაძრული ტანკების ფონზე გაიყვანა. შედეგად სისხლის ღვრა საჭირო აღარ აღმოჩნდა და ტანკებიც შეჩერდნენ.
გაცილებით რთული მდგომარეობა აღმოჩნდა უნგრეთში. შიდა პარტიული დაპირისპირებების შედეგად, უნგრეთის პირველ მდივნად ხელისუფლებაში იმრე ნადი მოვიდა. იგი გარდაქმნების აუცილებლობას ხედავდა. მან კომპარტიის რეფორმა დაიწყო და დემოკრატიის დანერგვა გადაწყვიტა. ხოლო როდესაც სტუდენტების ანტისაბჭოური საპროტესტო აქციები დაიწყო, მის სათავეში თავად ნადი აღმოჩნდა. დემონსტრანტები ითხოვდნენ დემოკრატიულ რეფორმებს, მრავალპარტიულობას და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფალ პრესას, ვარშავის პაქტიდან გასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სხვა. ეს უკვე კრიზისი კი არა რევოლუცია იყო. ხრუშჩოვმა ბუდაპეშტში გენერლები მიავლინა. მათი ტანკები მოსახლეობას პირდაპირ ქუჩებში ხვრეტდნენ. მიუხედავად ნადის მცდელობისა, მოლაპარაკებები ეწარმოებინა, სისხლის ღვრა შეეჩერებინა და სტაბილურობა შეენარჩუნებინა, დემონტსტრანტებმა აიღეს კომპარტიის შენობა, გახსნეს ციხეები, ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი და ძალაუფლება ფაქტობრივად ხელში ჩაიგდეს. ნადიმ ერთპარტიული მთავრობა გააუქმა, შექმნა კოალიციური ხელისუფლება, სადაც უმრავლესობაში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ და ვარშავის პაქტიდან გასვლა გამოაცხადეს. ამასობაში საბჭოთა ლიდერებმა სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისგან მიიღეს თანხმობა, რათა სიტუაცია ძალისმიერი მეთოდებით დაერეგულირებინათ. შედეგად, სისხლის ღვრა 2 კვირა გაგრძელდა. დაიღუპა ათიათასობით ადამიანი, 200,000-მა ქვეყანა დატოვა. ნადი კი შეიპყრეს და დახვრიტეს, ისევე როგორც სხვა მთავრობის წევრები. |
|
ბუდაპეშტის შემდეგ კრიზისი ისევ აღმოსავლეთ გერმანიას დაუბრუნდა. 1956-1961 წლებში საბჭოთა ჯარების მიერ კონტროლირებადი ბერლინი დასავლეთის მიმართულებით 4 მილიონმა ადამიანმა დატოვა. კომუნისტებისთვის იდეოლოგიური საფრთხე აშკარა იყო. ამიტომ ხრუშჩოვმა ორი გერმანიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება მოითხოვდა. ეს არ იყო ომის შემდგომი პირობის ნაწილი, ამიტომ კომუნისტებმა იძულებით მეთოდს მიმართეს. მათ კატეგორიულად მოითხოვეს ორად გაყოფილ ბერლინს შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამოქმედებულიყო და ხალხის თავისუფლად გადაადგილება შეჩერებულიყო. დასავლეთ ლიდერებთან მოლაპარაკებები წარუმატებლობით დამთავრდა, რადგან მათ არ სურდათ სანაცვლოდ ორი გერმანიის აღიარება. საბოლოოდ, 1961 წელს დასავლეთ ბერლინისათვის მკაცრი სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა, რაც გულისხმობდა ჯერ მავთულხლართების, ხოლო შემდეგ ბეტონის კედლის აგებას, რომელიც სულ რამდენიმე დღეში განხორციელდა. შედეგად, მთლიანად დასავლეთ ბერლინი კომუნისტური რეჟიმის ბლოკადაში მოექცა და ერთგვარ ღია საპატიმრო კოლონიას დაემსგავსა. დაძაბულობა თითქმის ომამდე მივიდა, რადგან ბრანდერბურგის ჭიშკართან ორივე მხრიდან ტანკები გამოჩნდნენ. მესამე მსოფლიო ომი რომელიმე ჯარისკაცის უნებლიე გასროლას შეიძლება გამოეწვია. თუმცა, დასავლეთის ლიდერებმა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირთან ომს ამ რეალობასთან შეგუება არჩიეს. ბერლინში აგებული კედელი კი ცივი ომის სიმბოლოდ გამოაცხადეს.
ბერლინის კედლის აგებამ აღმოსავლეთ ბანაკი შიდა მღელვარებისგან ვერ იხსნა. რამდენიმე წელიწადში, 1968 წელს ჩეხეთში ახალი კრიზისი მომწიფდა. იგი “პრაღის გაზაფხულის” სახელითაა ცნობილი, რადგან ამ დროს ეს ქვეყანა დემოკრატიული გარდაქმნების გზას დაადგა, რამაც ოკუპირებულ ხალხებში ახალი ცხოვრების იმედები გააჩინა. სამწუხაროდ, მოვლენები თითქმის ბუდაპეშტის სცენარის იდენტურად წარიმართა. ამ დროს სსრკ-ს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. ხოლო ჩეხოსლოვაკიის ლიდერად ეროვნებით სლოვაკი ალექსანდრ დუბჩეკი აირჩიეს. იგი ისევე როგორც ნადი, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზად სახელმწიფოს დემოკრატიზაციას და რეფორმებს მიიჩნევდა. ამიტომ პირველ რიგში პრესა გაათავისუფლა რეპრესიული მანქანისგან. მისი შემდგომი გეგმები მრავალპარტიული სისტემის შემოღებას, თავისუფალ არჩევნებს დაეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადასვლას ითვალისწინებდა. დემოკრატიული გარდაქმნები საკმაოდ სწრაფად წარიმართა. ფიქრობდნენ, პრაღაში “მოსულ გაზაფხულს” ვეღარაფერი შეაჩერებდა. თავის მხრივ დუბჩეკის დაშოშმინებას ცდილობდა, ბრეჟნევი. მან მოლაპარაკებებით თითქოს შეძლო კიდეც მისი დაყოლიება უარი ეთქვა ანტისაბჭოურ კამპანიაზე. მაგრამ როდესაც ნათელი გახდა, რომ რეფორმები არ ნელდებოდა, საბჭოთა კავშირმა მოკავშირეების ლიდერების თანხმობით ისევ ძალის გამოყენება გადაწყვიტა. საბჭოთა არმიის 200,000-იანი არმია და 2000 ტანკი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, დაიღუპა 80-მდე ადამიანი და ასობით დაშავდა, დააკავეს დუბჩეკი და მოსკოვში გაგზავნეს. ქვეყნიდან გაიქცა ინტელიგენცია და უამრავი მოქალაქე. დაიკავეს ყველა სტრატეგიული შენობა და ეს ყველაფერი, ბუდაპეშტისგან განსხვავებით, უამრავი დასავლეთიდან ჩამოსული ჟურნალისტის და ვიდეო კამერის თვალწინ. მოსკოვში დუბჩეკი აიძულეს დაეთმო ყველა დემოკრატიული მონაპოვარი და 6 თვით აღადგინეს თანამდებობაზე, რათა სსრკ-სთან ერთად “ძმურად” განვითარება გაეგრძელებინა. |
|
ცივი ომის პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა კავშირის ბოლო გამარჯვება პოლონეთში 1980-81 წლებში მოხდა. თუ აქამდე მისი განმარტებით, ყველა ინტერვენცია განპირობებული იყო “მოძმე” ერების მუშათა და გლეხთა კლასის იმპერიალისტი დემოკრატებისაგან დასაცავად, ამჯერად პოლონეთში თავად მუშათა კლასი დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირს. გაფიცვები გემთმშენებლობის მუშებმა დაიწყეს. შეიქმნა პროფკავშირი სახელად “სოლიდარობა”, რომელსაც ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა ჩაუდგა სათავეში. ისინი აპროტესტებდნენ ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და მოსალოდნენ შემცირებებს. ამასთან პოლონეთში მძაფრად სუფევდა ეროვნულ-რელიგიური იდეები, ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლების სურვილი, რის გაღვივებასაც ეროვნებით პოლონელი, რომის პაპი იოანე-პავლე II-ის ვიზიტმა შეუწყო ხელი. გაფიცვები, სადაც 200-მდე ქარხანა იყო ჩართული, ხელისუფლება დათმობებზე წაიყვანა. პირველად სოციალისტურ ბანაკში ოფიციალურად აღიარეს “სოლიდარობა”, როგორც კომუნისტებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ასევე მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მოსახლეობის 1/4 ანუ 10 მილიონი ადამიანი ამ ორგანიზაციაში ნებაყოფლობით გაწევრიანდა. მდგომარეობა მეტად დაძაბული იყო, საბჭოთა კავშირი კატეგორიულად მოითხოვდა ანტისაბჭოთა პროპაგანდის შე წყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში 30 დივიზიით პოლონეთში შეჭრას გეგმავდა. მაგრამ წესრიგის აღდგენა თავად პოლონელმა კომუნისტებმა გადაწყვიტეს. ახალმა პრემიერმინისტრმა ვოიცეხ იარუზელსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ამის უფლება კონსტიტუციით არ ჰქონდა. დააკავა “სოლიდარობის” 10,000 აქტივისტი. გათიშა სატელეფონო კავშირი, სატელევიზიო ანძა, რადიო, შეაჩერა ყველა პროფკავშირის საქმიანობა, ხოლო “სოლიდარობის” წინააღმდეგობრივი საპროტესტო გამოსვლები ჯარის დახმარებით ჩაახშო. მართალია, იმ დროს იარუზელსკი პოლონეთის მოღალატედ გამოაცხადეს, მაგრამ დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მან პოლონელი ხალხი საბჭოთა არმიისაგან გაჟლეტას გადაარჩინა. მის მიერ დამყარებული იძულებითი სტაბილურობა პოლონეთში 1988 წლამდე გაგრძელდა, როდესაც თავად საბჭოთა კავშირი იდგა უკვე დაშლის პირას და ნება მიეცათ დემოკრატიულ ძალებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა. |
|
![]() |
15.1.3 მესამე ეტაპი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1.3.1 სსრკ-ის დაშლა და მისი მიზეზები |
▲ზევით დაბრუნება |
სსრკ-ის დაშლა და მისი მიზეზები
ცივი ომის დასკვნით ეტაპზე საბჭოთა კავშირი დაიშალა და კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა. ეს არ იყო იოლად განვლილი გზა. საბჭოთა კავშირმა 70 წელი იარსება და ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ დროის მონაკვეთში, ვიდრე რომელიმე სხვა რეჟიმმა მსოფლიოს ისტორიაში. ამას გარდა მან შეაფერხა თავისუფალი სამყაროს განვითარება და მისგან თავდაღწეული სახელმწიფოები დღესაც განიცდიან იმ დროიდან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს. ჩვენ ვნახეთ ორად გაყოფილი ევროპის სხვადასხვა გზა და თუ ერთი ეკონომიკურ ინტეგრაციას არჩევდა თანამშრომლობის და პარტნიორობის გზით, მეორე ამ ინტეგრაციას ძალადობით და ჩაგვრით ახორციელებდა. და მაინც, რა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები? 1980-იანი წლების ბოლომდე ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. თვით აშშ-ის სადაზვერვო სამსახური და თვით ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქეც კი. რადგან საბჭოთა კავშირი დახურული სახელმწიფო იყო. ინფორმაცია არ ვრცელდებოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით. გარედან კი ისე იყო წარმოჩენილი, გეგონებოდათ ეს მანქანა მუდმივად იმუშავებდა. ამიტომაც ყველა კრიზისმა ერთდროულად იჩინა თავი და სსრკ-ც სწრაფად და მოულოდნელად დაიშალა. ეს მოვლენა არ შეიძლება ერთ მიზეზს მივაკუთვნოთ. იგი განპირობებული იყო მიზეზთა ერთობლიობით და ისინი შესაძლოა უსასრულოდ ჩამოვთვალოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანნი გამოვყოთ.
1. სამხედრო მანქანა - საბჭოთა კავშირის წყობა მთლიანად ძალადობრივ სისტემაზე იყო დამოკიდებული. იგი შეიქმნა ძალადობის გზით, კომუნისტებმა ხელისუფლება გაიმყარეს სამოქალაქო ომით, რეპრესიებით, სისხლისღვრით, ოკუპაციით და ბოლომდე აწარმოებდნენ სამხედრო ძალისმიერ პოლიტიკას. სამხედრო ძალას კი გამუდმებით დიდი ხარჯები სჭირდება. იმპერიას, რომელსაც ამბიცია ჰქონდა მსოფლიო ბატონობაზე, კონკურენციაში შევიდა ამერიკის და დასავლეთ ევროპის სწრაფად განვითარებად ქვეყნებთან. თუ ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი იყო თანაბარუფლებიანობა და კონსენსუსი, ვარშავის პაქტის წევრების მთელ ტვირთს სსრკ თაობდა. ამასთან იგი აფინანსებდა აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში ტერორისტულ და მეამბოხე ძალებს. ამავე დროს აწარმოებდა მრავალწლიან ომს ავღანეთში, რაც ასევე უდიდეს ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვდა. ხოლო აშშ-სთან სამხედრო და კოსმოსურმა კონკურენციამ მთლიანად გამოფიტა მისი ფინანსური რესურსები. ამასთან, მისი ძალადობრივი პოლიტიკა ევროპის აღმოსავლეთ ოკუპირებულ ქვეყნებში მხოლოდ ზიზღს და წინააღმდეგობის სურვილს იწვევდა. ასე, რომ სსრკ-ის შექმნის და შენარჩუნების მთავარი ფაქტორი, მისი დასასრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც აღმოჩნდა.
2. უკიდურესი ცენტრალიზაცია - სსრკ-ის და ევროპის აღმოსავლეთ ბანაკის მართვა უკიდურეს ცენტრალიზაციაზე იყო აგებული. თუ თავისუფალი სამყარო ინიციატივებისა და აქტიური ადამიანების გასაქანია და ამ გზით ახერხებს მუდმივად განახლებას, სსრკ-ში ინიციატივა დასჯადი იყო. გადაწყვეტილებებს იღებდნენ მხოლოდ კრემლის კაბინეტებში და მრავალმილიონიანი იმპერიული მანქანა მას უპირობოდ ასრულებდა. გარდა ამისა, ცენტრალიზაცია ქმნიდა ბიუროკრატიას და მოუქნელს ხდიდა სახელმწიფოს მართვას. კრიზისულ სიტუაციებში არ არსებობდა ალტერნატიული გზები პრობლემების მოსაგვარებლად. დირექტივები, რაც ცენტრიდან მოდიოდა იყო არაეფექტური, არარეალური, მცდარი და ძალ ადობრივი. ცენტრალური ხელისუფლების მოსუსტებას კი უმალვე მოჰყვა კრიზისი იმპერიის მასშტაბით.
3. რესურსების ფლანგვა - სსრკ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი იმპერია იყო რესურსების მხრივ. თუმცა მისი ათვისების დონე ძალიან დაბალი, ფლანგვა კი უდიდესი. არც ერთ იმპერიას არ გაუცია იმდენი იარაღი მოკავშირეებისთვის, როგორც სსრკ-მ. ისე რომ შედეგი არც ჰქონიათ. 1970-80-იან წლებში ნავთობის ექსპორტით აღებული გიგანტური თანხები, სსრკ-მა მოახმარა ისეთი სატელიტი რეჟიმების შენახვას, როგორიც იყო კუბა, ვიეტნამი, ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი და სხვა. მათ იარაღის გარდა აწვდიდა გაზს, ნავთობს და სხვა სტრატეგიულ ნედლეულს. ყოველივე ამან კი გამანადგურებელი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირის ეკონომიკას. ხოლო რაც შეეხება სოციალურ სფეროს, სსრკ გაცილებით მეტს გასცემდა, ვიდრე თავად მოიპოვებდა. სამომხმარებლო პროდუქტებზე წარმოების დანახარჯები მისგან მიღებულ მოგებას აჭარბებდა. ამ განსხვავებას კი ისევ სსრკ-ის ბიუჯეტი ფარავდა.
4. სუსტი მოკავშირეები - სსრკ-ის მოკავშირეებს ევროპაში წარმოადგენდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ისევ საბჭოთა კავშირის მიერვე ოკუპირებული სახელმწიფოები. თავად სსრკ სამხედრო ძალადობით გაერთიანებული ქვეყნების ერთობლიობას წარმოადგენდა, ხოლო მისი ევროპელი მოკავშირეები მის მიერ ძალადობით დამყარებულ მარიონეტულ რეჟიმებს წარმოადგენდნენ. დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სადაც პარტნიორი სახელმწიფოები ერთმანეთის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავდნენ და აშშ-ც ასევე მათი აღორძინებით იყო დაინტერესებული, სსრკ-ს ძლიერი მოკავშირეების ეშინოდა და მხოლოდ მასზე დაქვემდებარებული სატელიტები სჭირდებოდა. საუბარი აღარაა ზემოთჩამოთვლილ აზიურ, აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ რეჟიმებზე, რომელსაც ზიანი უფრო მოჰქონდა მისთვის, ვიდრე სარგებელი.
5. პოლიტელიტის ჩამორჩენილობა - სტალინმა მოწინააღმდეგებთან ბრძოლაში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. მან ყველა შესაძლო კონკურენტი ფიზიკურად გაანადგურა, ისე რომ სსრკ-ში აღარ დარჩა ნორმალურად ან ალტერნატიულად მოაზროვნე პოლიტიკური ფიგურა. მისმა მემკვიდრეებმაც იგივე გზა გააგრძელეს. ყოველი მომდევნო ლიდერი წინამორბედზე ხანში შესული იყო და ცხოვრებისგან გადაღლილი. მათი მუდმივად ზედ მეტად თავდაჯერებულობა და პიროვნული ჩამორჩენილობა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთგვარ კომიკურ სურათსაც ქმნიდა. ისინი ვერ აღიქვამდნენ მსოფლიოში სწრაფად განვითარებად რეალობას და არც სურდათ სხვისი მოსმენა, ან ვინ გაუბედავდა. ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, მისი პოსტი სუკ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუდაპეშტის და პრაღის გამოსვლების სისხლში ჩახშობის ერთ-ერთმა ავტორმა იური ანდროპოვმა დაიკავა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე დანიშვნიდან მალევე გარდაიცვალა მისი მემკვიდრე კონსტანტინე ჩერნენკო. ხოლო მიხაილ გორბაჩოვი, ლენინის შემდეგ, ერთადერთი საბჭოთა ლიდერი იყო, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.
6. იდეოლოგიის კრახი - 1980-იან წლებში დასრულდა კომუნისტური იდეოლოგიის სრული დისკრედიტაციის პროცესი. ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების სისტემამ ყოველგვარი მომხიბვლელობა დაკარგა და დასავლური გზა უალტერნატივოდ წარმოაჩინა. გორბაჩოვის მცდელობა, მოეხდინა სსრკ-ის რეფორმა და იდეოლოგიური გადახალისება, ვერ გახდა ეფექტური და ვერ უზრუნველყო მისი შენარჩუნება. არადა, მსგავსი მასშტაბისა და მრავალფეროვანი იმპერიის შენარჩუნება, მხოლოდ მტკიცე იდეოლოგიას თუ შეეძლო, რომელიც ისედაც ძალით იყო თავსმოხვეული და ბოლოს სრულიადაც გაქრა.
7. გორბაჩოვი - მიხაილ გორბაჩოვის ფიგურა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რათა დაჩქარებულიყო სსრკ-ის დაშლა. თუმცა ეს სულაც არ შედიოდა მის ინტერესებში. პირიქით, მან იმპერიის შენარჩუნება და მისი გადახალისება განიზრახა. იგი მიხვდა, რომ იდეოლოგიურად გაკოტრებულ და ჩამორჩენილ პოლიტელიტას დასავლეთთან კონკურენციაში სამარცხვინო კრახი ელოდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაინახა ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც სსრკ ჭაობისაკენ მიჰყავდა. ხოლო დასავლეთის ქვეყნები სწრაფი ეკონომიკური განვითარების გზას ადგნენ. აქედან გამომდინარე მან მიიჩნია, რომ დემოკრატია იყო სწორედ განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომლისკენაც მიმავალ გზაზე, გორბაჩოვმა ე.წ. “პერესტროიკა” წამოიწყო, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ის დაშლა.
8. გარდაქმნა - იგივე “პერესტროიკა” შეიძლება ორ ფაქტორად გავყოთ. ერთი ეს იყო საჯაროობა (გლასნოსტი) და მეორე ეკონომიკური რეფორმები. იქიდან გამომდინარე რომ გორბაჩოვი კრიზისიდან გამოსვლის გზას ეძებდა, ზუსტად კი თავადაც არ იცოდა ეს როგორ უნდა ექნა, მან პოლიტბიუროზე საკითხების რეალური განხილვები მოითხოვა და არა ფორმალური, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ხოლო ვინაიდან პოლიტელიტისგან არანაირი პროგრესული აზრი არ შეიძლებოდა დაბადებულიყო, მან გადაწყვიტა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ სიტყვის თავისუფლება ყველასათვის დაერთო და მომხდარიყო პრობლემების საჯარო განხილვები. გორბაჩოვი იმედოვნებდა, რომ დემოკრატიულ პირობებში საზოგადოება უშველიდა საბჭოთა კავშირს და საუკეთესო ეკონომიკურ პრო გრამებს შეიმუშავებდა. მაგრამ მოხდა პირიქით, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის გულშემატკივარი საზოგადოებაში ნაკლებად მოიძებნებოდა, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ სახელმწიფოებში. წლების განმავლობაში აკრძალული სიტყვის თავისუფლების დაშვებას მოჰყვა ანტისაბჭოთა რიტორიკა. შესაძლებელი გახდა ეკრანებზე გამოსულიყო მანამდე დისიდენტურად მიჩნეული ფილმები, გამოცემულიყო “საბჭოთა რეჟიმის მტრების” წიგნები. არქივების გახსნამ ცხადი გახადა, რომ სტალინის მოწინააღმდეგეთა ჩამოშორების პოლიტიკა არა მხოლოდ მტრებს, არამედ, საბჭოთა კავშირის გმირებსაც შეეხო. შესაძლებელი გახდა სტალინის კრიტიკა და მისი დადანაშაულება. მილიონობით საბჭოელ მოქალაქეს შეეძლო მიეღო ინფორმაცია ლიდერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, იმაზე თუ, რა მძიმე მდგომარეობაში იყო საბჭოთა ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა და სოციალური ფონი, რამაც პირიქით, გაამძაფრა წინააღმეგობრივი მოძრაობები. სწორედ ეს სიტყვის თავისუფლება და საჯაროობა გახდა დამღუპველი სსრკ-სთვის. აღმოჩნდა, რომ აქამდე იძულებით გაჩუმებულ ხალხს, არათუ საბჭოთა კავშირის გადარჩენის, არამედ მისი დაშლის იდეა უფრო მოსწონდა. ვერ გაამართლა ვერც საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვამ. კოოპერაციების შექმნა არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორსაც წარმოიდგენდნენ. პირიქით, კორუფციის ჭაობში ჩაფლულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ გაეძარცვათ სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც კიდევ დიდ ტვირთად დააწვა მომაკვდავ საბჭოთა ეკონომიკას.
9. დასავლეთის სტრატეგიული ზეწოლა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთს თავისი მინუსები და კრიზისები ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში გაცილებით წარმატებით განვითარდა, ვიდრე სსრკ. მარშალის გეგმა, ევროპული გაერთიანების შექ მნა, ნატო და სსრკ-ის პრინციპული იზოლაცია კომუნისტებისთვის მტკივნეულ ადგილზე წიხლის დაჭერას ჰგავდა. განსაკუთრებით, აშშ-ში რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს. მისი ხისტი და უკომპრომისო, ხოლო გორბაჩოვის დაბნეული და უიმედო პოლიტიკა სსრკ-სთვის კატასტროფული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, დასავლეთის მიერ ხელოვნურად ნავთობის ფასების დაცემა, რამაც განუზომლად დააზარალა სსრკ-ის ბიუჯეტი. ასევე კარგად იმოქმედა რეიგან-გორბაჩოვის შეხვედრებმა, რომლის შედეგადაც გორბაჩოვი დასავლეთის პრესისთვის ვარსკვლავად იქცა. ამით წახალისებული გორბაჩოვი კიდევ უფრო დარწმუნდა სსრკ-ის დემოკრატიაზე ეფიქრა. გორბაჩოვთან მუდამ მომღიმარი რეიგანის ფოტოებმა, საბჭოთა მოსახლეობის თვალში, მთლიანად დაანგრიეს ამერიკის მტრის ხატი. ხოლო როდესაც სსრკ ეკონომიკურად სულს ღაფავდა და გადარჩენისთვის დასავლეთს ფინანსურ დახმარებას ევედრებოდა, იგი კიდევ უფრო მოაქციეს იზოლაციაში და უიმედობაში, რასაც სსრკ-ის მხრიდან საბოლოო მარცხის აღიარება მოჰყვა.
|
|
10. ეროვნული მოძრაობები - სიტყვის თავისუფლების დაშვებამ, როგორც ვნახეთ, ერთი შეხედვით უწყინარი საბჭოთა მოქალაქეები, მღელვარე მასებად აქცია. ფართოდ გაშლილმა ეროვნულმა მოძრაობებმა საბოლოოდ შეაზანზარა სსრკ. ეროვნული მუხტი გადამწყვეტი აღმოჩნდა არა მხოლოდ ბალტისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინისა და კავკასიისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც. სსრკ-დან გასვლის ერთ-ერთი ინიაციატორი თავად რუსეთის ფედერაცია იყო ბორის ელცინის მეთაურობით. ის თვლიდა, რომ სწორედ რუსეთი ინახავდა საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე ამდენ რესპუბლიკას. ეროვნული მოძრაობები მეტ-ნაკლები წარმატებით და სისხლის ღვრით დასრულდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. თუმცა სწორედ ამ მოძრაობებიდან შეიტყეს ფართო მასებმა სსრკ-ის ის რეალური სახე, რომელიც ათეულობით წლები ნიღაბამოფარებული მართავდა იმპერიას.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, რომელიმე ფაქტორის არარსებობის შეთხვევაში სსრკ მაინც დაშლილიყო, ვფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განუზომლად დიდია და ერთ-ერთის გამოკლებას შეეძლო კიდევ რამდენიმე წლით გადაევადებინა სსრკ-ს დაშლა. ეს კი უფრო მეტ სისხლის ღვრას, ეკონომიკურ გაჭირვებას, უფრო მეტ რეპრესიებს და თავისუფალი სამყაროს შეჩერებას გამოიწვევდა. საყურადღებოა, რომ სსრკ სწორედ გორ ბაჩოვის დროს დაიშალა და არ მიეცა შესაძლებლობა ისეთი ლიდერის ხელში ჩავარდნილიყო, როგორიც სლობოდან მილოშევიჩი იყო იუგოსლავიაში ან ვლადიმერ პუტინი რუსეთში. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო ომები შესაძლოა მრავალი წელი გაგრძელებულიყო და კიდევ მრავალი თაობა დაკარგულიყო თავისუფლების მოლოდინში.
![]() |
15.1.3.2 ევროპის კავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთ სამყარო პრინციპულმა ზეწოლამ საბჭოთა კავშირზე და აღმოსავლეთ ბლოკის თანდათანობით გათავისუფლებამ გერმანიისთვისაც შედეგი გამოიღო. 1989 წელს ბერლი ნის კედელი დაინგრა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა. ამას ისიც დაერთო, რომ სსრკ-ც დაიშალა და დღის წესრიგში ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხი დადგა. 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის საწინდარიგახდა. ამ ხელშეკრულებითევროპა თავისი ამბიციური გეგმის განხორციელებას შეუდგა. ეს იყო საერთო სავალუტო სისტემა, შენგენის ზონის შექმნა, ერთიანი ევროპული მოქალაქეობა, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია. 1995 წელს ევროკავშირს კიდევს სამი სახელმწიფო შეუერთდა ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, ხოლო 2000-იან წლებში ევროკავშირმა ყველაზე დიდი და სწრაფი გაფართოება მოახდინა. მასში გაწევრიანდა თორმეტი სახელმწიფო: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, კვიპროსი, ბულგარეთი და რუმინეთი. ხოლო უკანასკნელ წევრად ჯერჯერობით ხორვატია ითვლება, რომელიც 2013 წელს მიიღეს. ამას გარდა ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებად ითვლება სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, ალბანეთი, ისლანდია და თურქეთი, ხოლო ევროკავშირის ასოცირებულ წევრებად მოლდოვა, უკრაინა და საქართველო.
ევროკავშირის წევრობაზე უარს ამბობს, მაგრამ ევროპული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოა შვეიცარია და ნორვეგია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 28 წევრიდან ევროზონის წევრია 18 სახელმწიფო, ხოლო 7 უახლოეს მომავალში შეუერთდება. ევროს ვალუტაზე უარს ამბობს გაერთანებული სამეფო და დანია. რაც შეეხება შენგენის ზონას, მასში 26 სახელმწიფოა გაერთიანებული, მათ შორის ნორვეგია და შვეიცარია, ხოლო რამდენიმე უახლოეს მომავალში შეუერთდება. მასზე უარს ამბობს გაერთიანებული სამეფო და ირლანდია. |
|
საინტერესოა თავად ევროკავშირის
სტრუქტურაც. მისი ფუნქციონირება სამ ძირითად ღერძზე (ბურჯზე) დგას. ესაა ერთიანი
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მესამე, საერთო
სასამართლო და სამართლებრივი მდგომარეობა. ეს ის სამი პრინციპია, რომელზეც დგას
მთელი ევროპული გაერთიანება და რომელიც გახდა ევროკავშირის წარმატების საწინდარი.
ევროკავშირის სტრუქტურა, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია და გვხდება ისეთი
სახელებიც, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და შესაძლოა დაგვაბნიოს კიდეც. ასეთებია
მაგალითად, ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო და ევროპის საბჭო, რომელიც
საერთოდ არაა ევროკავშირის სტრუქტურული ერთეული. დამაბნევლია ასევე ევროპული სასამართლოების სახელებიც. ამიტომ განვიხილოთ და
ერთმანეთისგან გავარჩიოთ თითოეული მათგანი:
|
|
|
ევროპული საბჭო - European Council - ეს არის ევროპის ქვეყნების პირველი პირების შეკრება. აქ იკრიბებიან პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები. ამ საბჭოზე გა ნიხილება ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკა და მოლაპარაკებები ხდება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, პოლიტიკურად გადასაწყვეტ საკითხებზე. |
|
ევროპის კავშირის საბჭო - Council of European Union - ეს კი ევროკავშირის ის ორგანოა, სადაც მხოლოდ თემატურად იკრიბებიან ქვეყნების წარმომადგენლები. მაგალითად, როდესაც ხდება გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა ან ფინანსურ საკითხებზე, წევრი სახელმწიფოებიდან იკრიბებიან მხოლოდ ამ საკითხზე მომუშავე თანამდებობის პირები.
|
|
რაც შეეხება ევროპის საბჭოს - Council of Europe - ეს არ უნდა აგვერიოს წინა ორ საბჭოში. იგი არაა ევროკავშირის ორგანო და ცალკე მდგომი ევროპული სტრუქტურაა, სადაც გაწევრიანებულია 47 სახელმწიფო, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ევროპულ ღირებულებებთან, მაგალითად რუსეთი. ამ საბჭოზე იკრიბებიან სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციები და მსჯელობა მიმდინარეობს ქვეყნებში არსებულ ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, იმართება დებატები და იღებენ სარეკომენდაციო რეზოლუციებს, რომელსაც როგორც წესი, რუსეთის გარდა ყოველთვის ყველა ასრულებს**
|
|
ევროპის პარლამენტი - European Parliament - ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა. ესეც ხშირად ერევათ ხოლმე ევროპის საბჭოში, მაგრამ აქ ქვეყნების დელეგატები კი არ იყრიან თავს, არამედ ევროკავშირში ჩატარებული პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევენ ინდივიდუალურად პირებს, როგორც მაჟორიტარებს, სულ 751 დეპუტატს. ოღონდ ეს კანდიდატები არიან ევროპული პარტიების გაერთიანებების წევრები. მაგალითად ისეთის, როგორიცაა ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალ-დემოკრატების ალიანსი (შDA), ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი (ALDE), მწვანეთა გაერთიანება (GღEENშ/EFA) და სხვა. თითოეული გაერთიანება მოიცავს ქვეყნებს შიგნით არსებულ პოლიტიკურ პარტიებს.* მრავალი წლის განმავლობაში დომინანტი გაერთიანება იყო “სოციალ-დემოკრატების ალიანსი”, ხოლო ამჟამად უმრავლესობა “ევროპის სახალხო პარტიის” ხელშია. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით მათ შორის ღირებულებითი განსხვავება მცირეა, სადავო საკითხებს წარმოადგენს ის გზა და პროგრამები, რომლითაც უნდა მოხდეს ევროპული ღირებულების განმტკიცება, ეკონომიკური პროგრესი და განვითარების გზები.
|
|
ევროკომისია - European Commission - ეს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა. მის წევრებს ევროკავშირის სახელმწიფოები ნიშნავენ 5 წლის ვადით, რომლებიც შემდგომ ირჩევენ კომიისის პრეზიდენტს. 2014 წლიდან მას ჟან კლოდ იუნკერი წარმოადგენს, რომელიც მაასტრიხტის ხელშეკრულების და ევროკავშირის ერთ-ერთი შემოქმედია.
ევროკავშირის სასამართლო - Court of Justice of EU - ეს სასამართლო ორგანო მხოლოდ ევროპის კანონებს იხილავს, ახდენს მათ ინ ტერპრეტაციას და მათ შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასთან. იგი ხშირად ერევათ ხოლმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ((The European Court of Human Rights),* რომელიც არ არის ევროკა ვშირის სტრუქტურული ერთეული. იგი ცალკე მგდომი ევროპული სასამართლო ორგანოა, რომელიც იხილავს პიროვნე ბების სარჩელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც სისხლის სამართლის დარგში, ასევე ფინანსურ საკითხებზე.
|
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
ევროკავშირის სტრუქტურის ნაწილია კიდევ რამდენიმე ფინანსური, სოციალური და სხვადასხვა დარგის კომიტეტები, ასევე აუდიტორული სასამართლო და სხვა, რომლის დეტალური გახილვა, ამჟამად ჩვენს ინტერესის სფეროში არ შედის.
![]() |
16 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დღევანდელი ევროპის სახელმწიფოების ევროკავშირში გაერთიანების და მათი სახელმწიფო სტრუქტურების დაახლოების პარალელურად, ევროკავშირი იცავს თითოეული ერის კულტურულ და ისტორიულ მონაპოვარს. მის ოფიციალურ ენად აღიარებულია ყველა წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენა და იგი კულტურულ მრავალფეროვნებაში მხოლოდ სიმდიდრეს ხედავს. ამიტომ იგი გარანტიაა თითოეული მოქალაქის ღირსებისა და თავისუფლებისა. სალექციო კურსის საწყის ეტაპზე ვნახეთ და გავაანალიზეთ თუ რას ნიშნავს ევროპის ცნება, ვინ არიან ევროპელები, რამდენად ბევრი რამ არის მათთვის საერთო ან განმასხვავებელი. განვმარტეთ ეთნიკურ-ენობრივი ჯგუფები და ევროპის დღევანდელი გეოგრაფიული და პოლი ტიკური მნიშვნელობა.
ევროპის გაერთიანების და მისი ტერიტორიების ერთ ძალაუფლებაში მოქცევის სურვილი მუდმივად არსებობდა. ამიტომ იგი გამუდმებით იყო იდეოლოგიების, რელიგიების, იმპერიების და ცივილიზაციების ბრძოლის არეალი. საკითხავი მასალის შემდგომი თავები ეხებოდა სწორედ იმ მოვლენებს და პროცესებს, რომელიც საერთო იყო მთლიანად ევროპისათვის ან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონტინენტის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაჩენილი იდეოლოგიები და წარმოქმნილი პროცესები ვრცელდებოდა ევროპის ტერიტორიაზე და ნაკლებად მოიცავდა აფრიკისა და აზიის მიწებს, მანამ სანამ კოლონიზაციის პერიოდში არ განავრცეს ევროპელებმა თავიანთი ცხოვრების სტილი.
შესაბამისად, თუ გადავხედავთ ევროპის ისტორიას და მისი ინტეგრაციის წარსულს, დავინახავთ, რომ ევროპაში მძლავრად იყო როგორც ინტეგრაციული პოლიტიკა, ასევე დეინტეგრაცია. ეს ადგილი მუდმივად იყო დაპირისპირების საგანი სხვადასხვა იმ პერიების, კულტურების, იდეოლოგიების და ცივილიზაციებისაც კი. ჩვენი განვლილი მასალიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ თემური წყობილების დროს, ელინისტური ქალაქური სისტემა დაუპირისპირდა წარსულ ცხოვრებას და მოახდინა ყველაზე დიდი კულ ტურულ-სახელმწიფოებრივი კოლონიზაცია. ბალკანეთის მიღმა მათი კოლონიზაცია და ქალაქ-სახელმწიფოების დაარსება, სრულიად ახალი ხილი იყო იმ დროის ადამიანთა ცხოვრების წესისთვის. ეს პროცესი ევროპის პირველი ათვისების მცდელობაა. შეიძლება ითქვას, სწორედ ძველმა ბერძნებმა დაიწყეს ევროპული მიწების ინტეგრაცია ერთიანი კულტურული სივრცის ქვეშ და დაამკვიდრეს ისეთი პოლიტიკური ცნებები, როგორიც იყო „დემოკრატია“, „ოლიგარქია“ და „ტირანია“, შექმნეს სპორტი, თეატრი, მეცნიერებისა და კულტურის მრავალი დარგი, რაც გახდა ევროპელების შემდგომი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ელინისტური კულტურა იქცა განუყოფელი ნაწილი რომის იმპერიის, რომელმაც შეძლო სამხედრო გზით პირველად მოეხდინა ევროპის უდიდესი მიწების გაერთიანება. იმ დროის ევროპა იყო მხოლოდ რომის ან ბარბაროსების. მისი არსებობის მანძილზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი იდეოლოგია რესპუბლიკისა და იმპერიის სახით, დემოკრატიისა და ერთპიროვნული მმართველობის სახით. ორივე ერთად კი, როგორც ახალი სახელმწიფოებრივი ცნება დაუპირისპირდა არქაულ ტომობრივ გაერთიანებებს და მიუხედავად იმისა, რომ ბარბაროსულმა ტომებმა იმარჯვეს, სახელმწიფოებრივ განვითარებას წინ ვეღარაფერი აღუდგა და ყოფილი ბარბაროსები იქცნენ ახალი საკუთარი იმპერიების ქომაგებად.
რომში ამავე პერიოდში ხდებოდა რელიგიური და იდეოლოგიური ჭიდილი. ქრისტიანობა ის იდეოლოგია აღმოჩნდა, რომელმაც კონკურენციაში გაიმარჯვა სხვა ევროპულ და აფრო-აზიურ რელიგიებთან. იგი თანდათანობით გადაიზარდა ჩაგრული სექტანტური მოძრაობიდან დომინანტ იდეოლოგიად იმ სახელმწიფოში, რომელიც სრულიად ევროპისა და მსოფლიოს ცენტრად წარმოედგინათ. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მოხდა მისი დოგმატური სახის ფორმირება და რომის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ქრისტიანობამ პრეტენზია განაცხადა რომის ანუ ევროპული ცივილიზაციის მემკვიდრეობაზე და მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის რელიგიურ სახეს. თუმცა შუა საუკუნეებში იგი ჯერ ორ ნაწილად გაიყო, კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების სახით, ხოლო შემდეგ პროტესტანტულმა მოძრაობამ გახლიჩა კათოლიკური სახელმწიფოები ერთმანეთისგან.
რელიგიურ ფუნდამენტალიზმს და მის უპირობო ბატონობას დაუპირისპირდა აბსოლუტური მონარქიის იდეა, რომელმაც დაიქვემდებარა ეკლესია და იგი საკუთარ იდეოლოგიურ მანქანად აქცია. ქრისტიანობის გარდა, რომის მემკვიდრეობაზე ანუ ევროპის მართვაზე პრეტენზიას აცხადებდნენ სხვა იმპერიული ძალებიც.
ასეთები იყვნენ აღმოსავლეთ რომის იმპერია (ბიზანტია), ფრანკთა იმპერია და საღვთო რომის იმპერია (გერმანია). იმპერიების ჭიდილი ევროპის მმართველობის მოსაპოვებლად იქცა სისხლისმღვრელი ბატალიების მიზეზად. თუმცა მათი დროებითი გაერთიანება ისევ ქრისტიანულმა რელიგიამ შეძლო, ოღონდ ამჯერად ერთობა ჰპოვა აგრესიულ ფუნდამენტალისტურ მოძრაობაში, რომელსაც
„ჯვაროსნული ლაშქრობა“ ეწოდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ქრისტიანობამ მოახერხა ევროპელი მოსახლეობის სრული იდეოლოგიური გაერთიანება და დაუპირისპირდა აზიურ ცივილიზაციას, ისლამის სახით. ჯვაროსნების ეპოქაში განსხვავებული ევროპული ეთნოსები ასე ინტეგრირებულნი რომის იმპერიის შემდეგ არ ყოფილან. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად აშკარა ხდება, რომ იდეოლოგიური საფარის ქვეშ, ევროპელი პოლიტიკური და სამხედრო წრეები პირადი ძალაუფლების გაზრდას ცდილობდნენ, რასაც შეეწირა კიდეც აღმოსავლეთ რომის იმპერია და ეკლესიის პრესტიჟი.
ზემოთაღნიშნულმა პროცესებმა, ევროპელი ხალხის დამოკიდებულება რელიგიისადმი რადიკალურად შეცვალა და გზა გაუხსნა ახალი ჰუმანისტური იდეების გაჩენას, რამაც მოიტანა კულტურული და სამეცნიერო აღმავლობა. რენესანსი სწორედ რელიგიური დოგმებისგან გათავისუფლების ეპოქაა. ამ პერიოდში გაჩნდა ინტერესი ანტიკური კულტურისა და შემოქმედების მიმართ, რაც მანამდე წარმართულ და აკრძალულ თემად ითვლებოდა. შესაბამისად, ევროპაში გაჩნდა ახალი მიდგომები ხელოვნების და მეცნიერ ების შესახებ. ამ პროცესმა თითქმის მთლიანი ევროპა მოიცვა, აღმოსავლეთ ევროპის იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანობა მაინც წარმოადგენდა ევროპელი მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, განსხვავებულმა მიდგომებმა და ახალი იდეების გაჩენამ მოახდინა მისი დეინტეგრაცია და წარმოშვა პროტესტანტული მოძრაობები, რასაც ახალი რელიგიური ომები მოჰყვა.
ეკლესიის მზარდი დისკრედიტაციის ფონზე, მომდევნო ეტაპზე ევროპაში იმძლავრა აბსოლუტური მონარქიის იდეამ, რაც იქცა იმ დროის ევროპული სახელმწიფოების იდენტობად. ყველა ევროპელი მონარქი თავის მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ის იყო „ღვთით კურთხეული“ და ღმერთის მიერ ხელდასმული. შესაბამისად, აბსოლუტური მონარქიზმი გახდა ყველა ევროპული სახელმწიფოს მართვის სტილი, რომელიც საბოლოოდ სხვა ახალმა იდეებმა შეარყიეს. ეს იყო განმანათლებლობის ეტაპი, რა დროსაც ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა, ასახული რესპუბლიკური წყობის სახით, წინააღმდეგობაში მოვიდა მონარქიებთან და დინასტიური პატრიოტიზმი ნაციონალისტურმა იდეებმა ჩაანაცვლეს. ეს კი გულისხმობდა ცნებებს თავისუფლების, თანასწორობისა და მშვიდობის შესახებ. დასავლეთ ევროპელი განმანათლებლების წყალობით, ფსევდო რელიგიური თუ მონარქისტული იდეალები ჩაანაცვლა ადამიანის ბუნებრივი უფლებების დაცვის სურვილმა. იგი გახდა საფრანგეთის რევოლუციის იდეოლოგიური საფუძველი და მთელს ევროპაში შეარყია მანამდე ერთი შეხედვით მყარი აბსოლუტური მონარქიის იდეა.
ნაპოლეონი, რომელიც ამ ახალი იდეების დამცველად აცხადებდა თავს, რამდენიმე წლით, მაგრამ მაინც შეძლო თითქმის მთლიანი ევროპის გაერთიანება საკუთარი იმპერიის ქვეშ. ეს ტერიტოროები დაახლოებით იგივე ფართობს მოიცავდა, რასაც დღეს ევროკავშირი. ევროპა, ნაპოლეონის წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი ერთიანი ჯვაროსნების შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი თავის დამპყრობლურ ომებს განმანათლებლობის იდეებით ამართლებდა, მან მაინც მარცხი განიცადა, რადგან მას სურდა ევროპაში დემოკრატია, თუმცა საფრანგეთის ჰეგემონობის ქვეშ. მას სურდა თანასწორობა და მშვიდობა ევროპაში, მაგრამ ნაპოლეონის იმპერიის ქვეშ. ეს ყოველივე კი წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან, რაც საბოლოო კრახისთვის იყო განწირული.
მართალია, ნაპოლეონის ომები მონარქისტული ძალების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მეფეების „ღვთითკურთხეულობის“ იდეა მნიშვნელოვნად შეირყა. თავისუფალი იდეების გავრცელებამ გამოიწვია ევროპის ინდუსტრიალიზაცია, რაც მნიშვნელობით უტოლდება ადამიანის შემგროვებლურ-მონადირული ცხოვრებიდან აგრარულ ცხოვრებაზე გადასვლის პერიოდს. თუმცა ახალი აზროვნების ტალღამ კიდევ ახალი იდეოლოგიების დაპირისპირების არეალად აქცია ევროპა. სოციალისტური იდეები განავითარებდა ევროპის ეკონომიკას თუ კაპიტალისტური, მწვავე დაპირისპირებებისა და სისხლისღვრის საბაბი აღმოჩნდა. ეკონომიკური თეორიების გაჩენას დაერთო სხვა პოლიტიკური პარტიებისა და იდეოლოგიების გაჩენაც. ჩამოყალიბდა ლიბერალური, კონსერვატორული, სოციალისტური, ნაციონალისტური შეხედულებები და ამჯერად ევროპის რელიგიური ომები პოლიტიკურმა ომებმა ჩაანაცვლეს. არადა, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდი იყო ევროპელი ხალხის დომინანტობის მწვერვალი მსოფლიოს სხვა ხალხებზე, რის გამოც ევროპაში ომების დასრულების ეპოქა გამოცხადდა. თუმცა ძალთა ბალანსის დარღვევა თავად ევროპაში მოხდა და მსოფლიო ომის წინაპირობადაც იქცა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდიდან იწყება მცდელობა დამყარდეს მსოფლიოს ახალი სამართლებრივი წესრიგი, რაც თავისთავად გულისხმობდა ევროპული სახელმწიფოების ინტეგრაციას დემოკრატიულ, სამართლებრივ საფუძვლებზე. ამის გამოხატულებაა „ერთა ლიგა“, რომელსაც სწორედ მსოფლიოს ქვეყნების ინტეგრაციული პროცესი და მშვიდობის დამყარება უნდა უზრუნველეყო. მისი წარუმატე ბლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ევროპულ სახელმწიფოებში ფაშისტური და კომუნისტური იდეების დამკვიდრება აღმოჩნდა, რამაც ევროპის შემდგომი დეინტეგრაცია გამოიწვია.
XX საუკუნის იმპერიალიზმი, ფაშიზმი და კომუნიზმი ერთიანად იქცა თავისუფალი იდეების საპირწონედ. ისინი ევროპის ინტეგრაციას, მხოლოდ თავისი გავლენის ქვეშ ხედავდნენ, რომელსაც გამარჯვება არ ეწერა, თუმცა კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. მეორე მსოფლიო ომის აღწერისას ნათლად ჩანს თუ როგორ გაიყო ფაშისტურმა და კომუნისტურმა რეჟიმმა ევროპა; როგორ დაიწყეს მათ თითქმის ერთდროულად ევროპის ოკუპაცია; როგორ ანაცვლებდა ევროპის სახელმწიფოებში ერთი ოკუპანტი მეორეს და როგორ ინერგებოდა ოკუპირებულ ერებში მცდარი შეხედულებები „სამამულო ომის“ შესახებ. ერთი შეხედვით დროის ასეთ მოკლე პერიოდში კაცობრიობის ისტორიაში განვითარებულმა ყველაზე საშინელმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა და ევროპელი ხალხის მიდგომა მანამდე არსებული ყველა იდეოოლოგიისა თუ თეორიის მიმართ.
სალექციო კურსის დასკვნით ეტაპზე ვხედავთ, თუ როგორ არის ევროპა გაყოფილი ორ ნაწილად თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად. შესაბამისად, ევროპა ირჩევს განვითარების ორ გზას. ერთი, კომუნიზმის სახით, რომელიც ძალადობაზეა დამყარებული და ისევ გასული საუკუნეების მეთოდებით ცდილობს ევროპული მიწების ინტეგრაციას, ხოლო მეორე ეკონომიკური თანამშრომლობის გზით აღწევს ღირებულებით ერთიანობას. შედეგად, სახეზე გვაქვს საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის დაშლის მიზეზები და ევროპის კავშირის ინტეგრაციის ეტაპები. სალექციო კურსის ამ მონაკვეთში ვახდენთ იმ ფაქტორების გაანალიზებას და განხილვას, რომელსაც ეფუძნება ევროპული გაერთიანება და რომელმაც განაპირობა ევროკავშირის დღევანდელი სახით ფორმირება. ვხედავთ, ადამიანთა და ერთა თავისუფლება, თანასწორობა, ეკონომიკური განვითარება, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და კანონის უზენაესობა უალტერნატივოა ევროპის მომავლისათვის. ისტორიული ფაქტია, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ერთამენთს არ ეომებიან, არა ძალთა ბალანსის გამო, არამედ თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის შედეგაგ. ეს კი კაცობრიობის უდიდესი და უპრეცენდენტო მონაპოვარია. დღევანდელი ავტორიტარული რუსეთი და ბელორუსია, ბოროტების უკანასკნელი კუდის მოქნევაა ევროპაში. ადრე იქნება თუ გვიან ისიც დამარცხდება და ევროპა სრულად გახდება თავისუფალი სამყაროს ნაწილი.
![]() |
17 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლისურენოვანი ლიტერატურა:
1. Baker, S. (2006). Environmental Values and Climate Change Policy. In I. M. Sonia Lucarelli, Values and Principles in European Union Foreign Policy (pp. 77-96). Oxon: Routledge.
2. Boer, P. d. (2000). Europe to 1914: the making of an idea. In B. D. Pim, & B. Peter, History of the Idea of Europe (pp. 13-69). London and New York: The Open University.
3. Cerutti, F. (2008). Why political identity and legitimacy matter in the European Union. In S. L. Furio Cerutti, The Search for a European Identity (pp. 3-22). Oxon: Routledge.
4. Davies, N. (1996). Europe, History. Oxford: Oxford University Press.
5. Delanty, G., & Rumford, C. (2005). Rethinking Europe Social theory and the implications of Europeanization. Oxon: TJ International Ltd, Padstow, Cornwall.
6. Dorpalen, A. (2008). The European Polity: Biography of an Idea. Cambridge : Cambridge University Press.
7. Duran, G. M., & Morgera, E. (2012). Environmental Integration in the EU’s External Relations. Oxford: Hart Publishing Ltd.
8. EUR-Lex. (2000). Retrieved from eur-lex.europa.eu: http://eur-lex. europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A12012M%2FTXT
9. europa.eu. (2016). europa.eu/delegations/georgia/eu_georgia/ association_agreement. Retrieved from europa.eu: http://eeas.europa.eu/ delegations/georgia/eu_georgia/association_agreement/index_en.htm
10. Featherstone, K., & Radaelli, C. M. (2003). The politics of Europeanization. Oxford: Oxford University Press.
11. Grabbe, H. (2003). Europeanization Goes East: Power and Uncertainty in the EU Accession Process. In K. Featherstone, & C. M. Radaelli, The Politics of Europeanization (pp. 303-324). Oxford: Oxford University Press.
12. Kevin, W., & Dussen, J. v. (2000). The History of the Idea of Europe. London and New York: The Open University.
13. Lucareli, S., & Manners, I. (2006). Values and Principles in the European Union Foreign Policy. Oxon: Routledge.
14. Lucarelli, S. (2008). European political identity, foreign policy and Others’ image. In F. cerutti, & S. Luarelli, The search for European identity 268 (pp. 23-42). Oxon: Routledge.
15. Margulis, L. (1998, September 2). independent.co.uk/arts-entertainment/life-on-earth-doesnt-need-us. Retrieved from independent.co.uk: http://www.independent.co.uk/arts-entertainment/life-on-earth-doesntneed-us-1195424.html
16. McCormick, J. (2001). Environmental Policy in the European Union. Hampshire: Palgrave Press.
17. Meskhia, R. (2012). Ecology. Tbilisi: Universal.
18. Morth, U. (2003). Europeanization as Interpretation, Translation, and Editing of Public Policies. In K. Featherstone, & C. M. Radaelli, The Politics of Europeanization. Oxford: Oxford University Press.
19. National Geographic. (2016). nationalgeographic.org/encyclopedia/europe-physical-geography. Retrieved from nationalgeographic.org: http://nationalgeographic.org/encyclopedia/europe-physical-geography/
20. Pagden, A. (2002). The Idea of Europe from antiquity to the EU. Cambridge: Cambridge University Press .
21. Passerini, L. (2002). From the Ironies of Identity to the Identities of Irony. In A. Pagden, The Idea of Europe From Antiquity to the EU (pp. 191-208). Cambridge: Cambridge University Press.
22. Perry, M. J. (2007). Toward a Theory of Human Rights. Cambridge: Cambridge University Press.
23. Tully, J. (2002). The Kantian Idea of Europe: Critical and Cosmopolitan Perspectives. In A. Pagden, The Idea of Europe From Antiquity to the EU (pp. 331-358). Cambridge: Cambridge University Press.
24. Welsh, I. (2006). Values, Science and the European Union. In S. Lucarelli, & I. Manners, Values and Principles in European Union Foreign Policy (pp. 39-76). Oxon: Routledge.
25. Dundua, T. (2013). Georgia within the European Integreation. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the
Georgians. Tbilisi. Meridian Publishers
26. Daushvili, R. Utiashvili, SH. (2012). Georgia the west. Essays of the History of Military Cooperation. Tbilisi. SAARI
ქართულენოვანი ლიტერატურა:
1. აბაშიძე ზურაბ ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა? თბილისი, 2014
2. აბზიანიძე ზაზა ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში თბილისი, 2015
3. არდაშელია ომარ ნაპოლეონ ბონაპარტეს აღმოსავლური პოლიტიკა 1809-1811 წლებში თბილისი, 2009
4. გამისონია ნარგიზა ძველი ფრანკების დიდი ოჯახი თბილისი, 2005
5. გორდეზიანი რისმაგ ბერძნული ცივილიზაცია თბილისი, 1997
6. დილი შარლ ბიზანტიის იმპერიის ისტორია, თბილისი, 1998
7. დუნდუა თედო საქართველო და გარე სამყარო-ევროპის “შექმნა” და ევროპის ინტეგრაციის ისტორიული ფორმები თბილისი, 2009
8. თოფჩიშვილი როლანდ ევროპისა და ამერიკის ხალხები თბილისი, 2003
9. კაპანაძე სერგი ევროკავშირის პოლიტიკა თბილისი, 2006
10. კაციტაძე კახაბერ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში თბილისი, 2001
11. კუტალია გურამ ეინჰარდის “კარლოს დიდის ცხოვრება”, თბილისი, 2005
12. ლაბუჩიძე დოდო ვოლტერი თბილისი, 2005
13. ლაბუჩიძე დოდო ჟან-ჟაკ რუსო თბილისი, 2003
14. მახაშვილი ლევან სასწავლო კურსის რიდერი “ევროპული ინტეგრაციის ისტორია” თბილისი, 2016
14. მენთეშაშვილი ალბერტ მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკოსები და დიპლომატები -თბილისი, 2003
15. მესხიშვილი ცირა ჯვაროსანთა ლაშქრობები თბილისი, 2012
16. მეძმარიაშვილი ელენე ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების XX საუკუნის ისტორია თბილისი, 2008
17. მშვილდაძე მარიკა რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ. . I-III სს თბილისი, 2005
18. ნანიტაშვილი ნიკოლოზ ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1945-1990 წ.წ.). მთავარი კაპიტალისტური ქვეყნები -თბილისი, 1998
19. პაპასქირი თეიმურაზ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია, 1914-1945 -თბილისი, 2011
20. საითიძე გელა პირველი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია-ერთა ლიგა და დამოუკიდებელი საქართველო (19191921) თბილისი, 2010
21. სანიკიძე ლევან ჯვაროსანთა ლაშქრობები თბილისი, 2004
22. სეხნიაშვილი ცისანა ეკონომიკის ისტორია თბილისი, 2000
23. ტეილორი ფრედერიკ ბერლინის კედლის დაცემა თბილისი, 2014
24. ფონტენ პასკალ ევროპული ინტეგრაციის ისტორია
25. ქავთარაძე გიორგი ევროპული ხელისუფლების სტრუქტურული იდენტობა შუა საუკუნეებში თბილისი, 2013
26. შნაიდერი ჰელმუტ: ზაქარაძე ლალი: თავაძე გიორგი: ლაბუჩიძე დოდო: ირემაძე თენგიზ რა არის თავისუფლება?
27. შუბითიძე ვ. ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზროვნება (საქართველოს ევროპული იდენტობა) თბილისი, 2013
28. სეხნიაშვილი ცისანა ეკონომიკის ისტორია თბილისი, 2000
29. წერეთელი ალექსანდრე ძველი რომის ისტორია თბილისი, 1992
30. ჭუმბურიძე მამია ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია თბილისი, 2009
31. ხოჭოლავა ვახტანგ პოლიტიკური პარტია და იდეოლოგია თბილისი, 2000
32. ჯავახია ბეჟან ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ თბილისი, 2005
33. ჯავახია ბეჟან ბიზანტინიზმი და ბიზანტიის მემკვიდრეობის საკითხი, თბილისი, 2009
34. ჯავახია ბეჟან გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა თბილისი, 2012
35. ჯავახია ბეჟან მარადიული რომი თბილისი, 2009
36. ჯაფარიძე შოთა შარლ ლუი მონტესკიე თბილისი, 1995
37. ჰეივუდი ენდრიუ პოლიტიკური იდეოლოგიები თბილისი, 2004