![]() |
მეფე ერეკლე მეორის განჩინება |
![]() |
1 შესავალი (პირობითია) |
▲back to top |
ღვთით, ეს მორიგის ლაშქრობის განჩინება დაიწერა ჩვენ ერეკლე მეორის, საქართველოს მეფისაგან, თანა-დასწრებით ჩვენის ძის უფლისწულის გიორგისა, ყოვლად სამღვდელოთა საქართველოს ეპისკოპოსთა და ბრწყინვალეთა თავადთა ყოველთა ჩვენის კარის მოხელეთა და შემდგომთა დარბაზის ერთა, და ყოველთა სამღვდელოთა დასთა, ეგრეთვე ყოველთა საქართველოს ჩინებულთა. რადგანაც საქართველოს ქუჱყანა ლეკთაგან ამდენ ხანს ამისთანას მოუთმენელს ჭირს მიეცა, ჩვენც მრავალ-გზის ბევრ რიგის გარჯილობით ვეცადენით, მაგრამ არ იქნა ისეთი წამალი და საქმე ვერ ვიპოვნეთ, რომ ჩვენის ქუჱყნისათვის გვერგო რამ. ამისთვის ამ ხანად, ღვთით, ყოვლის უმჯობესად დ აუკეთესად გამოვარჩივეთ და საერთოდ ყველამ ვამჯობინეთ, რაც ამის ქუჱმოთ დაგვიწერია. |
![]() |
2 ა |
▲back to top |
ა თუ დიდი მტერი ორი და სამი ათასი კაცი და კიდევ მეტი არ შეიყვაროს, და ამისთანა ძალით ჩვენს ქუჱყანა-ში შემოსვლა არ მოინდომოს ათასის კაცისათვის და მეტ ნაკლებისათვის და კიდევ ასისა და მეტნაკლებისა-თვის ეს გაგვირიგებია: რას თავადი ანუ მოხელე და არ მოხელე, ანუ აზნაური მოხელე და არ-მოხელე გლეხნი მოხელენი თუ მსახურნი, თუ მოყადნენი, თუ ხიზანნი რამდენნიცა რომ იყვნენ ერთს სახლში გაგვირჩევია. სარდლებსა, მინბაშებსა და უზბაშებსა გარდა, ყოველი კაცი თორმეტ თვეზე გაგვიყვია, და როგორათაც დაგვიყვია. ერთი დიდი საერთო დავთარი ჩვენ მოხელებთათვის მიგვიბარებია, და თვითო დავთარი უზბაშებისათვის მიგვიცია, და სხვა სოფელ-და-სოფელ მებატონებთათვის და მოხელებთათვის მიგვიცია, და ასე გაგვირჩევია ყველასთან, როგორც ამაში დაგვიწერია. |
![]() |
3 ბ |
▲back to top |
ბ კოდის პურის მაგიერი და ღვინო რომელიც აქამდი ჩვენგან ჯარისათვის ეთხოვებოდა გლეხკაცსა, აღარა ეთხოვოს, თავიანთს მორიგების ლაშქრობაში, თვითონ მოიხმარონ და მეტი და ნაკლები ამ ლაშქრობებში თითონვე ღვთით შეასრულონ. ჩვენ ამისი მთხოველნი აღრა ვართ. ჩვენს სახაზო ყმას, კოდის პური და კულუხი ჯარისათვის რომ ერთმევოდათ, ამას იქით აღარ გამოერთმევათ. |
![]() |
4 გ |
▲back to top |
გ ჩვენ თვე-და-თვე დაგვიწერია კაცნი. თვეცა და კაციცა სახელობ ჰსწერიან; თვითეული იმ თვითო პირველის რიცხვის წინა დღეს მოვიდეს სადაც ნამდვილად ჩვენგან დაბარებული თავადი, აზნაური თუ გლეხი. თუ არ მოვიდა თავისავე სურსათის თავდარივით იმას ესე დაემართება, რაც ამის ქუჱმოთ გარდახდევინება დაგვიწერია. |
![]() |
5 დ |
▲back to top |
დ როდესაც ეს ჯარი ვადაზე აქ ქალაქში შემოგვეყრება, ვინ იცის რომ ჩვენ ქართლს და კახეთს, ყაზახობრჩაღსა და არაგვზე მიშველება და მდევრობა მოგვიხდეს, თუ თავის სურსათის მაგიერ რომელსამე კაცს თეთრი წამოუღია, ის თავის სურსათის როგორც უნდა ისე მოიხმარებს; რომელსაც პური, ქერი და ღვინო ექნება, თავადთ და აზნაურთ გარდა, მისის წაღების გზა გლეხს კაცს ჩვენ უნდა მივჰსცეთ, ერთს თვეს სურსათი - სახსნილო და სამარხვო პური, ქერი და ღვინო, თავადსაც, აზნაურსაც და გლეხსაც შეძლებისაგამო სრულებით უნდა ჰქონდესთ: თორემ, რადგან ჩვენ სურსათს არას ფერისას აღარ გამოვართმევთ, ჩვენ რომ ჯარს სურსათისძლევა დავუწყოთ, დიახ ბევრი მოვა და ჩვენს სარქარს სურსათის მიცემის ბინა არ ექნება. ყველამ იცოდეს, რომ სურსათის წამომღება თავის სახლშიაც ჭამა და სმა მოუნდება: ბარემ წმინდის სარწმუნოების და ჰსჯულისთვის, და მტრის შეშინებისათვის, და სამსახურისათვის ამ ერთს თვეს აქავ დახარჯოს თავისს თავზედ. |
![]() |
6 ე |
▲back to top |
ე თუ ვინმე ავათ გახდეს, -ეს ღმერთმან აშოროს, - და ან სასიკვდილოთ ძნელად ავათ-მყოფი ჰყვანდეს მამა, დედა, ცოლი, შილი, ძმა და ან და, რომელ თვეშიაც წამოსასვლელი იყოს ან კიდევ მოუკვდეს რამე, ესეც ღმერთმან აშოროს -ამისი ამბავი იმისმან მებატონემ, მოხელემ და იმისმა სოფლის ჯარის-კაცმა უნდა მოგვიტანოს და დაგვაჯეროს: ამას ვერას უსაყვედურებთ. მაგრამ თუ ტყუილად მოიგონა ვინმემ ავადმყოფობა, რაც გარდასახდენი არის დაწესებული, მას ერთი-ორად მიადგება. თუ კიდევ სოფლის ჩვეულებისამებრ, მემკვიდრე თუ ხიზანი კაცი აიყაროს და სხვაგან წავიდეს, ეს ამბავი იმ სოფლით შეგვატყობინონ იმისმა მებატონემ, მოხელემ და იმ სოფლის ჯარისკაცმა: რო ესა და ეს აყრილი კაცი ამა და ამ სოფელში გავიდაო, რომ იქიდგან მოვითხოვოთ ის კაცი; თუ არა რომელ, სოფელზედაც ჰსწერია იმასვე დაუწყებთ თხოვნას და იმანვე უნდა გვიპოვნოს. |
![]() |
7 ვ |
▲back to top |
ვ თუ ვინმემ ამ კაცებთაგანმა წაახდინა რამ სოფელში, რომელშიაც მივლენ, -პური, ქერი თუ ღვინო, ბატი თუ ქათამი, ძროხა, ცხვარი თუ ღორიბაღი თუ ვენახი, ღობე თუ ჭიგო, მოსავალი თუ ჭირნახული, იმას თავისი სარქარდა, მინბაში და უზბაში ავად მოეპყრას და გარდაახდევინოს, თუ ჩვენ ვიქნებით იქ, ჩვენ გარდავახდევინებთ. მაგრამ, სოფლის კაცი ბზესა, შეშასა და თივას კი ვერ დაუშლის, და თუ გამოსაყენებელი სახლის ხე და ხის იარაღი იყოს-რამ ვერცა ის უნდა დააწვევინონ |
![]() |
8 ზ |
▲back to top |
ზ ზღვთით, მაშინ როდესაც ჯარი შემოგვეყრება, პირველს დღესაც და გასტუმრების დღესაც, და აგრეთვე ყოველ კვირას სანქარდა და მინბაში სანს უნახავს ყველას: იმ მორიგეში თვითოეულს სამყოფი ტყვია და წამალი სრულად უნდა ჰქონდეს იმ ერთს, და ესრედ ყველას რომ ვნახავთ, იარაღს გაუჩხრეკთ, და ვისაც არ ექნება სანა, იმას ცუდად მოვეპყრობით |
![]() |
9 ჱ |
▲back to top |
ჱ რაც ამ ჯარს ეჭირება, ყველა გაგვირიგებია: აქიმი, ჯარა და უდრო-ბაზარი. |
![]() |
10 თ |
▲back to top |
თ ვინც ქართლისა და კახეთის აღებ-მიცემის კაცნი არიან, დუქნის პატრონნი: ქართველი, სომეხი, ფრანგი, თათარი, თუ ურია, თუ რა მილეთის კაციც უნდა იყოს ამათს ბადალს ვყაბულობთ. აგრეთვე მწყემსი. მებაღე, ხაბაზი, მზარეული, გუთნის-დედა და შემძლებელი მეწისქვილე -ამათს ბადალსაც ვიყაბულებთ და არც შეიძლება, რომ ამათი ბადალი არ მოვიდეს: უეჭველად გარდავახდევინებთ. თუ ვინმე ვაჭართაგანი გზას გასულა და ქართლისა და კახეთისა მამულში არ იმყოფება იმას ვერას უსაყვედურებთ და არ მიგვიცაა მურახასი თავის მორიგობისათვის |
![]() |
11 ი |
▲back to top |
ი რადგანაც წესდებულებაა რომ ხუთის-თავი, გინა ათის-თავი
მიერთვას, ამისთვის თვითოეულმა ჩვენგანმა წელიწადში ერთი თვე მას მიართვას
და სამსახური უჩვენოს ჩვენის ქუჱყნის და ჩვენი თავის სასარგებლოდ. ამ საქმეში პირველმა თავადმა თუ დააშავოს რამ, იმას
ორმოც და ათი თუმანი წაერთვას. თუ თეთრი არ ჰქონდეს, ჯინსი გამოერთვას და
გამონართმევი ჯარიმა, ჩვენის ბრძანებით, სხვა სასარდლო ჯარს მისცეს. ამ თავადმა თუ წინააღმდეგი რამ იკადროს: ან ლაშქარს დააკლდეს, ან კაცი დააკლოს და ან სხვა რიგი საქმე დაიჭიროს წინააღმდეგი ამ ლაშქრობისა, იმას ოცი თუმანი წაერთვას; თუ თეთრი არ ჰქონდეს, მამული გაესყიდოს, და გამონართმევი ჯარიმა ჩვენის ბრძანებით, სხვა სასარდლო ჯარებს გაეყოს. იდ სოფლის მოხელემა ნაცვალმა, ქემხამ, ანუ მამასახლისმა ამ
ლაშქრობის წინა აღმდეგი თუ რამ დააშავოს, ექვსი თუმანი ჯარიმა წაერთოს
ჩვენის ბრძანებით და სხვას სასარდლოს ჯარებს მიეცეს; თუ თეთრი არა ჰქონდეს,
მამული დაესყიდოს.ბრძანებით და სხვას სასარდლოს ჯარებს მიეცეს; თუ თეთრი
არა ჰქონდეს, მამული დაესყიდოს. თუ თავადი ან აზნაური ახალის თჳს პირველის რიცხვთ წინა
დღეს ჩვენთან არ გამოცხადდა და მზათ არ გვეჩვენა მას ის გარდახდება, რაც
გარდასახდენი დაგვიწედრია. თუ ერთს დღეს დააკლდა, ერთი ჯარიმა წაერთმევა.
თუ ორ დღეს, ორი ჯარიმა; ერთის სიტყვით. რამდენ დღესაც დააკლდება იმდენი
ჯარიმა გამოერთმევა. თუ გაიპარა, ან კაცი გააპარა, ან ლაშქრობის
წინა-აღმდეგ ი რამ ჩაიდინა, სამად და ოთხად გარდახდეს, თავადს თუ აზნაურს,
თუ გლეხს. აგრეთვე გლეხი თჳს უკანასკნელს რიცხვს თუ ჩვენთან მზათ
არ მოვა და ერთდღეს დააკლდება, ის ერთხელ სრულად წკეპლაში გაიტაროს, თუ ორი
დღე დაიგვიანოს ორჯელ გაიტაროს, და რავდენიც დღე დაიგვია ნოს მდენჯერ
გაიტაროს. თუ გაიპაროს ოთხჯერ გაიტაროს წკეპლაში. თუ შინადამ არ წამოვიდეს,
თუ ვერც მოხელემ და ვერც მებატონემ შეიძლოს იმისი გამოყვანა და დამალვა
დაიწყოს აქა და იქ ტყეებში და სოფელში, ის კაცი სოფელმა ან იპოვნოს და ან
მოგვცეს, ექვსი თუმანი ჯარიმა გარდაიხადოს და ეს ჯარიმა ჩვენის ბრძანებით
იმ დასტებს გაეყოს, რომელსაცა გაქცეული კაცი არ ეკუთვნოდეს. თუ მან სხვა
სოფელში ბუნაგობა და დამალვა დაიწყოს, თუ ერთი კომლი ნათესავთა ან
მოყვარეთაგანი და ან სოფელი მალავდეს, იმათ ან ის კაცი მ ოგვცენ, და ან
ექვსი თუმანი ჯარიმა გასწიონ აგრეთვე, თუ ერთი კაცი მალავდეს, იმან აც
ექვსი თუმნი ჯარიმა გაჰსწიოს, და ის ჯარიმა, როგორც ზევით დაგვიწესებია იმ
რიგათ ჯარებს გაეყოს. თუ ის გაქცეული კაცი ცოლშჳლით თავის სოფელს გაეპარა,
ეს ჯარიმა კიდევ იმავე სოფელს გამოერთვას. თუ ვინმემ იმისი გაპარვა იცოდეს,
და არ გაამხილოს, ექვსი თუმანი იმას გამოერთვას; უკეთუ არ შაეძლოს, სახლი,
კარი, მამული და დედული გაესყიდოს და ჯარიმაში გამოერთვას განწესებისამებს
და სხვა სასარდლო ჯარს გაეყოს. თუ გაქცეული კაცი, სოფელმა ან ერთმა თავისმა
მეზობელმა ნათესავე ბმა, თუ მოყვარემ მოგვგვაროს, მაშინ ამ წინა სამართალს
მიხედვით მიხედვით საქმე გაიშინჯოს და ბრალეულს შესაფერი სასჯელი მიეგოს. ესე ყოველივე დიდმა და მცირემ შეიტყოს, როგორათაც
ჰსჯულუს კანონის შეცვლა არ იქნება, ისე ამ ლაშქრობის და განწესების მცირედს
რასმე დაკლებას ვერ შევიძლებთ. არცა ჩვენ დავარღვიოთ, არც ჩვენმა შჳლებმა
და არც დიდ პირთ შუამავლობით დაირღვეს. და თუ ამ საქ მეს შეეხო ვინმე
სამღვდელო ან დიდებული, თავადი ანუ აზნაური და გლეხი, კაცი ანუ დედაკაცი,
რაც უნდა პატიოსანი ბრძანდებოდეს, კანონსა და ბრალსა ქვეშე იმყოფებოდეს და
სიტყვის მიცემა ემართოს ღმერთთან სულითაც და ხორცითაც. რომელსაც თავადს მამულის და საქონლის ილაჯი არა
ჰქონდეს, ის სატუსაღოში ერთი თვე დაებას ბორკილით, და ცარიელის პურის და
წყლის და ღვინის მეტს ნურას მიაღებინებენ ზედა მდგომელნი, და თუ
ზედა-მდგომელთ შეუტყვევით, რომ რაც არ დაგვიწერია სასმლისა, საჭმლისა, ის
მიუტა ნინებიათ, ის გარდასახდენი მათ გარდახდესთ. აგრეთვე აზნაურს, რომელიც უილაჯო იყოს ასი ფარეშის გამორჩეული ჯოხი დაეკრას და ერთი თვე იმავ წესით, რომელიც თავადის შჳლებზედ დაგვიწერია, იმან ტუსაღობა გასწიოს საპყრობილეში, მაგრამ მნახავი ნურც ერთთან ნუ მივა, გარდა იმ ერთ თვეს. თუ ტუსაღი ავათ გახდეს, ის ჩვენის ბრძანებით აქიმმა ნახოს, და თუ ფიცით დაგვიმტკიცოს იმისი ავად-მყოფობა, კიდეც გამოუშვას თუ ტყუილად მოუგონია ავად-მყოფობა, , მოემატოს ტუსაღობა და ამგვარნი დამნაშავენი ქალაქს უნდა დატუსაღდნენ და აქ აღასრულონ თავიანთი გარდასახადი სასჯელი. |
![]() |
12 კ |
▲back to top |
კ ამის პირის დავთარები სოფელ-სოფელ უნდა ებაროს
მღვდელსა, რომელიც იქ პირველია და მან კარგად შეინახოს თუ წაახდინა ან
დაკარგა, იმას ხარი წაერთვას თუ სოფელში კარგი მწიგნობარი იყოს, დავთარი
იმას მიუტანონ. წაიკითხონ და შეიტყონ. თუ ერთს სოფელში ორი და სამის კაცის ყმა იყოს, თჳთო
მებატონემ ამ დავთრის პირი ამოჰსწერონ და თავ-თავის ყმისა თჳთონ შეინახონ,
მუდამ იკითხავდეს, რომ ამ განჩინებას არავინ გარდახდეს; თორემ რაც
დაწერილია, ჩვენ ამას ვერას მოვაკლებთ, ეს დაჯერებით იცოდნენ სახაზოს
მოხელეთა და ეკკლესიის მოხელეთა, გადასწერონ და შეინახონ. თუ რომელმანმე კაცმა აღმოაჩინა წინააღმდეგობა მინბაშს,
ანუ ასის თავის, რომელსაც აბარია, იმას გარადხდეს დანაშაულობის მზგავსად:
გაილახოს, დაიბას ბორკილით და აგრეთვე ხუნდით. იმასი დანაშაული თუ ასეთია,
რომ ჩვენი გასაშინჯავი იყოს, ჩვენთან მოიყვანონ. სარისტისა და საქმისათჳს წელს ქართლი და კახეთი რომ
ვსწერეთ და იმ აღწერაში, რომელსაც ჩვენის მწერლობისათჳს კაცი დაუმალავსთ და
არ დაუწერინებიათ, თავისმა ბატონმა და მოხელემ ამ აღდგომამდის თუ არ
გამოაჩინა, და მასუკან სხვისაგან ვპოვეთ, ის კაცი იმას წაერთმევა ან
სახაზოდ დაიდება, ან სხვას კაცს მიეცემა. თუ რომელიმე გლეხი კაცი, სახაზოში ანუ ეკლესიის ყმაში,
ანუ სათავადო და სააზნაურიშჳლო-ში, მემკვიდრე თუ ხიზანი ასეთი იყოს, ერთს
თვეში უქონლობით სიღარიბით ლაშქრობა არ შეეძლოს, იმ კაცს იმისმა მებატონემ
და მოხელემ, რომლისაცა იყოს, თვეში ხუთი თუნგი ღვინო და ერთი კოდი პური
მისცეს. აგრეთვე სამყოფი მარილი ერთის თჳსა, და ისე გამოგზავნოს შეუძლებელი
თავის მემკვიდრეც და ხიზანიც. ჩვენ ამაზე ბრალი აგვიხდია და
შეგვიტყობინებია იმით მებატონისათჳს, რო მათ სამართლიანად საქმე გაარიგონ
ხოლმე თავისის ყმიდამ და სახელოდამ. თუ რომ ღვინო და ვენახი არ იყოს იმ სოფელში, სადაურიც
ის კაცია, მებატონემ, მოხელემ და გლეხმა კაცმა იმ სოფლიდამ ღვინის ფასით
ჯინსით შეიჯერიონ იმისი გული თავ-თავისმა მებატონემ და მოხელემ. აქამდინ რომ სოფლებს სამასპინძლოს შევაწერდით საჩვენოდ
და ან ვინც ჩვენ გვიახლებოდნენ. უცხო სტუმრის სამასპინძლოს გარდა, ეს
სამასპინძლო ამოგვიკვეთია ამ მიზეზით: როდესაც ქართლსადა კახეთსწავიდოდით,
სხვა მრავალი მეულუფე კაცი გამოგვყვებოდა და ამ გზით სოფლის კაცნი
შეწუხდებოდნენ, რადგანც ეს ლაშქრობა ასე განწესდა, ეს ხარჯის მორიგეთ კაცთა
თჳთონვე მოიხმარონ. ვინ იცის, ასეთი საქმე გამოჩნდეს რომ ერთს მხარეს ჩვენს
ქვეყანაში ჩვენ წასვლა დაგვჭირდეს, მტრთს(მტრის) საქმის გარდა, -მაშინ ამ
განწესებულის ჯარის კაცისაგან რა-ერთის გვინდოდეს და ჩვენის ამალისაგან
ვინც ჩვენ გვინდოდეს და რამდენიც გვეწადოს, თან გვიახლოს, და აგრეთვე
ჩვენის კარის მოხელენი, მდივანბეგნი,
სალთხუცესნი,(სახლთხუცესნი,)ქეშიქჩიბაშნი, მდივნები, ბაზიერთ-ხუცესნი,
ნაზირები, აგრეთვე ეშკაღაბაშები, ყორა-იასაულბაში, მოლარეთ ხუცესები და
მუშრიბები, ხელ-ჯოხიანები და იასაულები, რამდენიც და რომელიც ვამჯობინოთ
ისინი წავიყვანოთ, მცირ-მცირის კაცით, ამისთჳს რო კვლავინდელისავით ჩვენ
რომ მრავალნი ვიახლოთ, არც ჩვენ სარქარს, და არც სოფლებს შეეძლებათ იმათ
ხარჯი ლაშქრობის მიზეზით. ვისაც უწინ ოცი და კიდევ მეტი კაცი ჰყოლოდეს,
დაჰსჯერდეს ექვსას, და ვისაც ათი ჰყოლოდეს, დაჰსჯერდეს სამსა, ორსა გინა
ერთსა; ამათის საქმისა და გაძლებისა, სანამდის ღვთით ჩვენ მოვბრუნდეთ და
შინ მოვიდეთ, რითაც იქნება ღვთით ჩვენ რიგი უნდა მივსცეთ; მაგრამ, როდესაც
სოფელში მივიდეთ, იმ სოფელმა უნდა გადგვიხადოს ძღვენი ღვინით და ხსნილში
შეძლებით სახსნილოთი, და მარხვაში შეძლებით სარხოთი; და ცხენის ქერისა ასე
განგვიწესებია: აპრილიდამ ნახევარს ენკენის თვემდე ქერს ძღვნად ვერ
გამოვართმევთ,სტუმარს გარდა, ნახევარ ენკენის თჳდამ მოკდებული გასულს
მარტამდის, ორის-სამის ლიტრით და ერთის ლიტრით ქერით ძღვენი მოგვართვან
შეძლებით; თუ ორი ღამე დავრჩით, კიდევ ამავ რიგის ძღვენი მოირიგონ, და
მორიგის ჯარი, რომელიც გვახლდება, იმან თავისის განწესებისამებრ გასძლოს,
მაშინაც ხომ იმას ერთის თჳსა თან ახლდება, არც იქნება რო არა ჰქონდეს. თუ რომელსამე კუთხეს, ან ჩვენ, და ან რომელსამე ჩვენის
შჳლებისაგან, მტრის მიზეზით მიშველება მოგვიხდეს, რავდენის კაცითაც
მივეშველნეთ, მაშინ ამ ახლო-მახლო სოფლებმა, როგორათაც მართებულია და
შეიძლება იყოს, რომელნიც მაშინ მორიგე კაცნი იქნებიან, იმათ გარდა. ჩვენთჳს
და სხვას ჩვენის ჯარისა-თჳს სურსათი უნდა მოგვცენ, კომლის კაცით მივალთ, თუ
ნაკლებ კომლის კაცით. როდესაც მორიგე კაცი მომსვლელია, ვინ იცის, ასეთი ავდარი იყოს: ქარი, თოვლი და წყლების სიდიდე რომ წყალმა დაიჭიროს, იმას ვერას უსაყვედურებთ, თუ ვადაზე ვერ მოვიდა, მაგრამ სადაც გაუავდრდეს, იქავ ახლოს სოფელ-ში მოიცადოს, და იმ სოფლის კაცნიც უნდა მოწამედ იყოლიოს, რასაც დღეს მოსულ იყოს იმ სოფელ-ში; იქიდამ შინ ნუღარ გაბრუნდება. როდესაც გზა ვეღარ დაუჭიროს, ვერცა ჰაერმა და ვერცა წყალმა, მაშინვე ჩვენ-თან წამოვიდეს; თუ იმ სოფელს ლეკი მოუხდეს, და მდევრობაში დაეწერას, თავის სოფლის მოწმობით იმასაც ჩაუგდებთ |
![]() |
13 გ |
▲back to top |
ლ თუ ზემოთ ქართლშივიმყოფებოდეთ, ან არაგვზედ, ან
ფამბავ-ში, ყაზახ-ში; და კახეთისმორიგე თავის ვადა-ზე ქალაქს ჩამოვიდეს
თავისის რიგის აღსასრულებლად. მაშინ ის მორიგე კაცი უნდა მაშინვე წამოვიდეს
იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვიქმნებით, და რამდენისაც დღის სავალია ჩვენამდე,
იმას ჩვენ ჩავუთვლით და არას უსაყვედურებთ. აგრეთვე ქართველთაც ასე ვუანგარიშებთ,კახეთსავართ,
ყაზახს, ბორჩალო-ში, ნანბავში, და როგორც ჩვენ უფრო მარჯვეს გზაზე
დავიბაროთ, ქალაქს ნუღარ მოვლენ: რასაც გზაზე დავიბაროთ მორიგე ინ გზაზედ
წამოვიდნენ ყველგნიდამ. თუ ერთს სოფელში ერთს მღვდლის მეტი არ იყოს, იმისი
წამოსვლა არ იქნება: იმან ბადალი დაიჭიროს და ის გამოგზავნოს; თუ ორი იყოს,
თავ-თავიანთ რიგზე წამოვიდნენ. გუთნის დედისა რო დაგვიწერია ბადალის გამოგზავნა,
როდესაც ხვნის დრო არ არის, მაშინ თჳთონ უნდა წამოვიდეს, იმის ბადალს არა
ვჯერვართ. არიან ყოვლად სამღვდელონი, ეპისკოპოზნი, არხიმანდრიტნი,
წინამძღვარნი და მათის ყმის მოხელენი და მოურავნი, რომელთაგანაც ზოგნი
შემძლებელნი არიან, და რომელთაც თავიანთის ყმის გამოყვანა შეუძლიანთ ზოგისა
და ზოგისა კი არა, მაგრამ ამ ლაშქრობაზე ის დამნაშავე კაცნი ხელში რომ ვერ
ჩაიგდონ, იმისი სახლის მამულით და დედულით და საქონლით შემძლებელნი ხელში
მოგვცენ, და არც იქნება, რომ ომში ერთი არ მოგვცენ. რომელნიც რომ
შემძლებელნი არიან, თუ ისინი არ მოგვცეს და ან დამნაშავე კაცი არ
აღმოაჩინეს, სოფელს გარდავახდევინებთ იმას, რაც ზევით დაგვიწერია. რომელთაცა ყოვლად სამღვდელოთა, ეპისკოპოსთა,
არხიმანდრიტთა, წინამძღვართა და მათ მოხელეთა, კიდევ თავადთ და აზნაურთ და
მათ მოხელეთ და კიდევ ჩვენის სახასოს ყმათ, მოხელეთ ყველას ვიცნობთ
შემძლებელად ამ საქმეში, და აგრეთვე შეუძლებელთაცა, ამათგანში რომელსაცა იმ
უარშიყოს დამალულის კაცის მოყვანა ძალით არ შეუძიანთ, იმას არას
უსაყვედურებთ, და ამ დამნაშავეს კაცის გარდასახდენს, როგორც ზევით
დაგვიწერია, გარდავახდევინებთ სოფელს, და აგრეთვე კიდევ იმის დამალავს
კაცს, თუ ის კაცი არ მოგვცეს ვადამდის. რომელსაც მებატონეს სამღვდელოს, თუ საეროს, და მოხელეთ,
და აგრეთვე სოფელს, გინა ერთს კაცს, შეუძლიანთ, იმ დამნაშავეს კაცის
მოყვანა და არ მოიყვანეს, იცოდნენ, რო იმ ზემო წერილის განჩინებისამებრ
გარდახდებათ. ვინ იცის, სამისა და ოთხის დღის ავადმყოფობა გამოიაროს
ერთმა კაცმა. და მალე მორჩეს და წამოსვლაცა შეიძლოს, მორჩომის შემდგომ
კარგი მგზავრი იშოვოს და წამოვიდეს ყველა თავის რიგში, თორემ რაც
გარდასახდენი დაგვიწერია, ნახევარი უთუოთ გარდახდება, და გარდახდება კიდეც,
იცოდნენ. |
![]() |
14 დასასრული (პირობითია) |
▲back to top |
განჩინება ესე დაიწერა თვესა იანვარსა ა-სა, სიტყვის ღვთის განხორციელებითგან წელსა ჩღლდ-სა და ქორონიკონსა უჲბ. თვე-და-თვე დაგვიწერია კაცნი. თვეცა და კაციცა სახელობ ჰსწერიან; თვითეული იმ თვითო პირველის რიცხვის წინა დღეს მოვიდეს სადაც ნამდვილად ჩვენგან დაბარებული თავადი, აზნაური თუ გლეხი. თუ არ მოვიდა თავისავე სურსათის თავდარივით იმას ესე დაემართება, რაც ამის ქუჱმოთ გარდახდევინება დაგვიწერია. |