სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი





თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაბობიური უნივერსიტეტი

ლამარა სარჩიმელია

სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

დამხმარე სახელმძღვანელო კორექციული პედაგოგიკის სტუდენტებისა და სმენადარღვეულ ბავშვთა მშობლებისათვის.

თბილისი

წიგნი განკუთვნილია კორექციული პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და სმენადარღვეულ ბავშვთა მშობლებისათვის.

იგი ეხება სმენადარლვეულთა შორის დაქტილური და ჟესტური მეტყველების საკითხებს.

მკითხველი ეცნობა:

დაქტილური ანბანის შექმნის ისტორიას სხვადასხვა ქგეყნებში.

ჟესტური მეტყველების სტრუქტურას და ყრუთა სასოგადოებაში მისი გამოყენების საკითხებს;

საჭიროა თუ არა სმენადარღვეულებთან მუშაობაში ზეპირ და წერით მეტყველებასთან მისი გამოყენება.

სახელმძღვანელო კარგი საჩუქარია დაინტერესებული პირებისა და სმენის ნაკლის მქონე პიროვნებებისათვის.

წიგნის შექმნა განაპირობა სტუდენტთა, სმენადარღვეულ ბავშეთა მშობლების, აღმზრდელ-მასწავლებელთა მოთხოენამ.

აეტორს ამ კეთილშობილურ საქმეში დიდად დაეხმარა სმენადარღვეულ ბავშვებთან მუშაობის ოცწლიანი, მდიდარი პედაგოგიური პრაქტიკი. წიგნის გამოცემის პირველი ცდის პირობებში ნაშრომი ხარვეზებისაგან დაზღვეული ვერ იქნება და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მკითხველის ყველა საჭირო შენიშვნას.

წიგნის „სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი“ გამოცემა უზრუნველყო საქართველოს რკინიგსის დეპარტამენტმა და მისმა თავმჯდომარემ ბატონმა აკაკი ჩხაიძემ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სმენადარღვეულ ბავშვთათვის მეურვედ დანიშნული დეპარტამენტი მრავალჯერ დაეხმარა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს. ამ წიგნის გამოცემით

კიდევ ერთი მეტად სასარგებლო საქმე გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას მოახსენებენ მათ აეტორი, სტუდენტები და მშობლები.

რედაქტორი:

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, დოქტორი, პროფესორი მამია ყოლბაია

რეცენზენტები:

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ლფსიქოლოგის კათედრის გამგე, დოცენტი თეიმურას მგალობლიშვილი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის კორექციული პედაგოგიკის სექტორის გამგე, დოქტორი, პროფესორი ნანა ცარციძე

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი ეთერ ხუფაცარია

წიგნი იბეჭდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეცნიეროსაბჭოს გადაწყვეტილებით. (ოქმი №9 10.05.02)

1 წინასიტყვაობა - სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

▲back to top


მამია შოლბაია

პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

ეთერ ხუშატარია

ფსიქოლობიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წინასიტყვაობა

წიგნი ეხება ყრუ და სმენადაქვეითებულთა შორის ურთიერთობის საშუალებების ანალიზს ჟესტური და დაქტილური ენების გამოყენების საკითხებს.

ამ სახის შრომა ქართულ ენაზე პირველად დამუშავდა.

მისი შექმნის აუცილებლობა განპირობებულია კორექციული პედაგოგიკის სტუდენტების, მშობლებისა და აღმზსრდელ-მასწავლებელთა მოთხოვნებით.

ყველა, ვისაც ურთიერთობა აქვს სმენადარღვეულ ბავშვებთან, აუცილებლად უნდა ფლობდეს დაქტილურ ანბანს და ჟესტების ენას.

სწავლება ყრუ ბავშვთა სკოლებში პირველივე დღიდან დაქტილური ენით იწყება, ყოველი ახალი დასასწავლი სიტყვა მიეწოდება დაქტილური ანბანით და იმავდროულად წარმოითქმება კიდეც. დაქტილი ხელს უწყობს ზეპირი მეტყველების ფორმირება-განვითარებას, ბაგეებიდან ამოკითხვის ჩვევის განმტკიცებას. რაც შეეხება ჟესტურ ენას სწავლების პერიოდში ამჟამად მისი გამოყენება არ ხდება და მომავალშიც გამორიცხული იქნება მისი დანერგვა. ჟესტური ენა გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშიი როდესაც ყრუ ბავშვებთან სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ზეპირი, დაქტილური და თვალსაჩინოების დახმარებით ვერ ხერხდება.

ამ წიგნის მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სურდოპედაგოგიკის სპეციალობას, შეასწავლოს დაქტილური და ჟესტური ენის თავისებურებები (როდის წარმოიშვა, სად და როდის უნდა გამოიყენონ იგი და ა.შ). შრომაში უმეტესად გამოყენებულია რუსი მეცნიერის, გალინა ზაიცევას /მისივეე თანხმობით/, მიერ ჩატარებული ექსსპერიმენტული კვლევით მიღებული მასალები. ანალოგიური გამოკვლევები მან 70-80-იან წლებში საქართველოშიც ჩაატარა.

შრომაში ფართოდ არის გაშუქებული ქართული ჟესტური და დაქტილური მეტყველების თავისებურებანი.

მოცემულია პედაგოგიკამი ნაკლებად ცნობილი საკითხები ქართული ენის დაქტილური ანბანის შექმნის ისტორიიდან.

ისმის კითხვა: თუ სწავლებაში არ ვიყენებთ ჟესტურ ენას, მაშინ, რატომ არის საჭირო მისი ცოდნა? ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად აუცილებელია მოსწავლეთა, ან მშობელთა კრებების დროს ჟესტური ენის (კოდნა. მშობელთა გარკვეული ნაწილი სმენადარღვეულია, უდაოა ისიც, რომ ხშირად, როცა მოსწავლეს რაიმე პრობლემა ექმნება, სიმართლის გარკვევა უმეტესად ჟესტებით ხდება. ამ შემთხევევაში ბავშვები ჟესტის ენის მცოდნეს უფრო ენდობიან და მასთან გულახდილნი არიან. სხვა უამრავი მტკიცებების მოტანა შეიძლება, მათთგან ვფიქრობთ, საკმარისია რუსეთის ტელევიზიის გადაცემა, რომელიც ჟესტით მიმდინარეობს და რომელსაც წლების მანძილზე მოითხოვენ საქართველოს სმენადარღვეულები.

2 შესავალი - სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

▲back to top


შესავალი

სმენადარღვეულთა დაქტილური და ჟესტებით მეტყველების სპეციფიკა

ცნობილია, რომ ბგერითი ენა წარმოიშვა მრავალი ათასი წლის უკან. მას შემდეგ კომუნიკაციის სიტყვიერი, (ვერბალური) ენის სისტემა ადამიანთა საზოგადოებაში ურთიერთობების ძირითადი საშუალებაა. ასეთივე ძველია ადამიანების ურთიერთობა არავერბალური საშუალების, ჟესტების, დახმარებითაც. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩია, რომ ჟესტების ენა წინ უსწრებდა ბგერითს, ე.ი. ადამიანები ჟესტებით უფრო ადრე საუბრობდნენ, ვიდრე ისწავლიდნენ ლაპარაკს. ჩვენს დროში, როცა ზეპირი მეტყველების ფუნქციები სულ უფრო და უფრო ფართოევქდება, არავერბალური ნიშნების სფეროც საკმაოდ მნიშენელოვანი რჩება. იგი გულისხმობს, როგორც პირობითი გრაფიკული სიმბოლოების (საგზაო ნიშნები, სხვადასხვა მაჩვენებლები და ა.შ) ასევე ჟესტების გამოყენებას.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ჟესტები ძალზე ხშირად მონაწილეობენ პიროვნებათაშორის უშუალო ურთიერთობებში და მათ მნიშვნელოვან არავერბალურ კომპონენტს წარმოადგენენ. ამასთან ურთიერთობების მიზნებისა და სიტუაციის შესაბამისად ისინი სხვადასხვანაირია. მაგალითად, ოფიციალურ გარემოში ლექტორი ხშირად ხმარობს ჟესტ-მაჩვენებელს და ჟესტებს, რომლებიც ძირითადის გამოყოფის გზით ხელს უწყობენ ლოგიკური აქცენტების განლაგებას. უშუალო, არაოფიციალური ურთიერთობებისას, ზეპირმეტყველებაში ჟესტების ფუნქცია უფრო რთული და მრავალფეროვანია. ჟესტები შეიძლება დამოუკიდებელი რეპლიკების როლში გამოვიდნენ. ვთქვათ, შეკითხვაზე: შეიძლება “შემოვიდე? თანამოსაუბრე აჩვენებს თანხმობის, ნებართვის გამომხატველ ჟესტს. არაიშვიათად ჟესტები თან ახლავს სიტყვიერ (ანუ ვერბალურ) ტექსტს და ავსებენ მის ნაკლულ ინფორმაციას: „მომეცით აი, ასეთი ფანქარი – ჟესტით ანიშნებენ და სხვ.

სასაუბრო მეტყველების გამოთქმები ვერბალური და არავერბალური კომპონენტების ურთიერთმოქმედების შედეგია, მისი ცენტრალური, ვერბალური შემადგენელია. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ ჟესტებისაგან შემდგარი ინფორმაციის არსებობაც (მაგალითად, სოგჯერ ჟესტებით მიანიშნებენ “შენ აქ, ის იქ). თუმცა, სასაუბრო მეტყველების გამოთქმებში არავერბალური კომპონენტების სახით გამოყენებული ჟესტების ერთობლიობა კომუნიკაციურ სისტემაში არაა დამოუკიდებელი მნიშენელობის მატარებელი.

უესტების გამოყენების განსაკუთრებული სფეროა ხელოვნება (პატონმიმა, ოპერა, დრამა და სხვა). პანტომიმაში არავერბალური კომუნიკაცია (ჟესტი და მიმიკა, სხეულის მოძრაობის მსგავსად სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების, გრძნობების, განწყობილების პოეტური გამოხატვის საშუალებად გვევლინება. ინდური კლასიკური თეატრის ზოგიერთ სასეობაში სეპირ მონოლოგებს, სიმღერებს და ცეკვებს თან ახლავს კონკრეტული საგნების, მოქმედებების, განცდების გამომხატველი უჟესტი-სიმბოლოები. ასეთი პირობითი ჟესტების სისტემა ამ მრავალეროვანი ქვეყნის ყველა მაყურებლისათვის გასაგებია და რთული ლიტერატურული ნაწარმოებების შინაარსის გადამოცემის შესაძლებლობას იძლევა. იაპონიის კლასიკურ-დრამატულ თეატრში ჟესტები ასევე შეადგენენ გამომხატველობითი საშუალებების სისტემის თანასწორუფლებიან ნაწილს და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული მნიშვნელობა და ფორმა გააჩნიათ. როგორც ვხედავთ, ასეთ შემთხვევებში ჟესტებს განსხვავებული ფუნქციები გააჩნიათ, მაგრამ არც ერთ დასახელებულ მიმართულებებში ჟესტები არ წარმოადგენენ მსახიობების მაყურებელთან ურთიერთობის დამოუკიდებელ სისტემას. ისინი ხელოვნების ენის მხოლოდ შემადგენელი ნაწილებია.

სპორტული შეჯიბრების პროცესში მსაჯები საერთაშორისო ჟესტებს იყენებენ მათი განკარგულება გასაგები უნდა იყოს შეჯიბრებაში მონაწილე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისათვის სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ფორმით ერთნაირ ჟესტებს განსხვავეებული მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგალითად, ჰოკეიში ან ფეხბურთში მსაჯის თავს ზემოთ აწეული ხელები თამაშის დამთავრებას ნიშნავს, ფრენბურთში კი – რომელიმე მოთამაშის შეცდომაზე და მისი გუნდის დაჯარიმებას მიანიშნებს. მსაჯების სპორტსმენებთან ურთიერთობების გამომხატველი ჟესტების რაოდენობა აუცილებელი და საკმარისია თითოეული სისტემის მიერ თავისი კომუნიკაციური ფუნქციების შესასრულებლად.

მაშასადამე, სპორტში, ტრანსპორტზე და ა.შ. გამოყენებულია კინემატიკური სისტემები, რომელთა შედგენილობა ნორმატიულია, დაკანონებულია. ასეთი სისტემები, მიუხედავად მათი სავსებით კონკრეტული დანიშნულებისა და გამოყენების სფეროს მკაცრად შეზსღუდევისა, დამოუკიდებელია.

შედარებით ვიწრო კომუნიკაციური ფუნქციების მქონე სისტემების გვერდით არსებობენ დანიშნულებით უფრო უნივერსა დური და აგებულებით უფრო რთული სისტემები. მათ უნდა მიეკუთვჩოს ჩრდილოეთ ამერიკული ინდიელების და ავსტრალიის ზოგიერთი ტომის, აგრეთვე ბერმოჩასონთა დუმილის აღთქმის დამდები ორდენების მიერ გამოყენებული უესტების ურთიერთობების სისტემები და, რასაკვირველია, ყრუთა დაქბილური და ჟესტებით მეტყველება.

ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების და ავსტრალიელი აბორგინების ზოგიერთი ტომის (არანტის ტომი და სხვ. ჟესტების სისტემა მეცნიერებისათვის დღემდე ცნობილთა შორის, ნამდვილად უძველესია. ისიჩი იხმარებოდა ომებისა და ნადირობის დროს. უსიტყვო ურთიერთობას ავსტრალიელები ზსოგიერთი რიტუალური ცერემონიების დროსაც იყენებდნენ. ასე, მაგალითად, სხვა გამოცდასთახ ერთად, რომელსაც ახალგასრდას უფროსი მონადირეების რიგებში მიღებამდე უწყობდნენ, უჩდა გაევლო გამოცდა დუმილის დაცვის უნარში, აჩ გლოვის პერიოდში (ერთი თეიდან ერთ წლამდე). ასევე ვალდებული იყო, შეეწყვიტა ზეპკირი მეტყველება და გადასულიყო ჟესტების ენაზე. ინდიელებს შორის დღესაც მომქმედი ჟესტების სისტემა საკუთარ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებისათვის ერთიანია და სხვა ტომებთან ურთიერთობებში გამოიყენება. იხდიე თების და ავსტრალიელი აბორიგენების ჟესტების ენა არაა სიტყვიერი ენის თარგმანი. მათ „საკუთარი' გრამატიკა გააჩნიათ, რომელიც სავსებით აკმაყოფი ღებს კომუნიკაციის იმ სფეროს მოთხოვნილებებს, რომლისთვისაცაა განკუთვნილი. ყოველდღიური ურთიერთობების საშუალებად, რასაკვირველია, სიტყვიერი მეტყველება რჩება.

ბერმონაზვნების ზოგიერთ ორდენში (ტრაპისიტები, ბენედიქტიანელები) მომქმედი ჟესტების სისტემა დუმილის აღთქმამიღებული ბერმონაზვნებისათვის ასევე თავისებური ლინგვისტური სისტემაა. ჟესტების ენა წარმოადგენს პიროვნებათშორისი ურთიერთობების ძირითად საშუალებას, თუმცა ისინი, რასაკვირველია, ასევე იყენებენ სიტყვიერი ენის წერილობით ფორმასაც.

მაშასადამე, ყეელა კინეტიკური სისტემა, რომელთა შესახებაც იყო საუბარი, განსხვავდება სტრუქტურით (შედგენილობით, აგების პრინციპებით „კომუნიკაციური დამოუკიდებლობის“ დონით) და ფუნქციებით.

დავახასიათოთ ყრუთა დაქტილური და ჟესტებით მეტყველების საკითხები.

მეტყველების საკითხები. ყრუთა დაქტილური მეტყველება განსაკუთრებული კინეტიკური სისტემაა. ხელების მოძრაობა (ჟესტები) მოცემულ შემთხევევაში გამოხატავს არა ჩვენს გარშემო არსებული გარემოს მოვლენებს (როგორც ხელოვნებაში, ინდიელებთან), არამედ ნაციონალური ალფავიტის ასოებს, მაგრამ ასოები ხომ, როგორც სიტყვების ელემენტები (წერილობითი მეტყველების ერთეულები), ამ მოვლენების აღმნიშვნელებად გვევლინებიან. შესაბამისად, სტრუქტურულად დაქტილური მეტყველება – ეს არის ასოების ჟესტებით გამოსახვა სხვანაირად, რომ ვთქვათ, გამოსახვის გამოსახვა: დაქტილური, ნიშნების ერთობლიობის გამოყენებით მოლაპარაკე სარგებლობს კონკრეტული სიტყვიერი ენის გრამატიკით. ამგვარად, დაქტილური მეტყველება – სიტყვიერი მეტყველების, ვერბალური კომუნიკაციის თავისებური კინეტიკური ფორმაა. დაქტილური მეტყველების ფუნქციები საკმაოდ მრავალმხრივია: დაქტილოლოგბია გამოიყენება სმენის მქონეთა (მასწავლებლები, მშობლები და ა. მ) და ყრუთა თორის ურთიერთობებისას, ის ასევე მონაწილეობს ყრუთა შორის ურთიერთობებში, რომელიც ძირითადად, ჟესტების ეჩის დახმარებით ხორციელდება.

ყრუთა ჟესტებით ურთიერთობის სისტემას რთული, ჟესტებით მეტყველების ორი ნაირსახეობის მომცველი სტრუქტურა გააჩნია:

1). ქართული ჟესტებით მეტყველება, რომელიც წარმოადგენს ურთიერთობას და ხორციელდება ჟესტების ენის თვითმყოფადი, თავისებური ლექსიკის, გრამატიკის და სხეა ლინგვისტური სისტემის საშუალებების დახმარებით.

2. კალკირებული ჟესტებით მეტყეველება, რომელიც წარმოადგენს სიტყვიერი ენის ლინგვისტური სტრუქტურის კალკირებას. კალკირებული ჟესტებით მეტყველება მეორადი ნიშნობრივი სისტემაა, რომლის ათვისება ყრუ ბავშვის მიერ სიტყვიერი მეტყველების სწავლის საფუძველზე და პროცესში ხდება. ჟესტები აქ სიტყვების ექვივალენტებია, ხოლო მათი თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ წინადადებაში.

შრომაში ჟესტების სხვადასხვა “სისტემების თავისებურებების განხილვისას ნაჩვენებია, თუ რაში მდგომარეობს განსხვავება და მსგავსება მათ შორის. ხასი უნდა გაესვას იმას, რომ ამ სისტემების მთავარი გამაერთიანებელია ინფორმაციის გადაცემის და აღქმის წესი. აქ ძირითადი აზრობრივი ერთეული ჟესტია, კიჩეტიკური აქტი, რომელშიც, პირველ რიგში მონაწილეობენ ხელები. ჟესტის მოძრავი ბუნება და მისი ვისუალური აღქმა მის ისეთ თავისებურებებს განაპირობებენ, როგორებიცაა სიერცეში უესტის განსასღვრული სახით განლაგების შესაძლებლობა (ახლოს, მორს, მარჯვნივ, მარცხჩივ და ა.შ.) ორი უესტის ორივე ხელით ერთდროული შესრულება და ა. შ. მაგალითად, ჰოკეის მატჩის დროს მსაჯი ერთდროულად აჩვენებს ორ ჟესტს: მარჯვეჩა ხელს ორი გამოწეული თითით აღმართავს “ხემოთ (ეს ჩიმნაეს მოედნიდან ორი წუთით გაძევებას), ხოლო მარცხენა ხელს მიმართავს დამნაშავე მოთამაშისაკენ. მსგავსი გამოთქმები ფართოდაა გავრცელებელი ყრუთა ჟესტების ენაშიც. მაგალითად, ტორშერი სკამის ზემოთაა. შეტყობინებისას ყრუ მოსაუბრე მარცხენა ხელით ასრულებს ჟესტს სკამი, ხოლო მარჯვენათი – ტორშერი. ხელები ისეა განლაგებული, რომ ინფორმაციის ვის უალურად აღმქმელი თანამოსაუბრე იღებს ყველა ინფორმაციას ნივთების სივრცობრივ განლაგების შესახებ, ცხადია, რომ სიტყვიერ ენაში ასეთი ხერხი – ორი სიტყვის ეროთოდროულად წარმოთქმა საერთოდ წარმოუდგენელია.

ჟესტებით ურთიერთობების სისტემაში მოძრაობითვიზუალური სუბსტანციების ერთობა მაოში ეროთნაირი ან მსგავსი უესტების არსებობის ერთ-ერთი მისეხია (მაგალითად ისეთის, როგორიცაა სახლი, ქართველ, რუს და ამერიკელ ყრუთა ჟესტებით მეტყველებაში და ინდიელების უესტებით ურთიერთობათა სისტემაში). მისი შესრულებისას ყოველი მათგანის ხელები სივრცეში ისეა განლაგებული, თითქოს ხორციელდება მოდელირება სახლის სახურავისა, რომელიც ძალზე ხშირად თითქმის ერთხაირია.

სწორედ ამიტომ გვხვდება ყრუთა ჟესტების ნაციონალურ ენებში ერთნაირი ჟესტები. ჟესტების ნაციონალური ენების გრამატიკაში გამოვლენილია ზოგიერთი საერთო კანონზომიერებანი. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყრუთა ჟესტებით მეტყველება, საერთოდ, უნივერსალურია. ჩვენს დროში ევროპისა და ამერიკის ბევრ სამეცნიერო ცენტრში ფართოდ გაშლილმა ლინგვისტურმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ყრუთა ჟესტების ენა განსხვავებულია ლექსიკითა და გრამატიკული წყობის თავისებურებებით.

ჟესტების ნაციონალური სისტემების გარდა, არსებობს ჟესტუნოდ წოდებული ჟესტების საერთაშორისო ენა. ეს ჟესტების თავისებური ესპერანტოა (მართალია, ესპერანტოსაგან განსხვავებით, ჟესტუნოსათვის არაა შექმნილი საკუთარი გრამატიკა). ჟესტუნოს შემქმნელთა წინაშე იდგა ამოცანა, გაეადვილებინათ ყრუთა შორის ურთიერთობების პროცესი, ყრუთა მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე (ყრილობები, სიმპოზიუმები, ყრუ სპორტსმენთა ასპარესობები და ა.შ). წინააღმდეგ შემთხვევაშიი„ ამგეარ “შეხეედრებზე აუცილებელი იქნებოდა თარგმნის მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა. წარმოვიდგინოთ, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მოხსენებას აკეთებს ჟესტების ნაციონალურ ენაზე, რომელიც ითარგმნება მის შესაბამის სიტყვიერ - ინგლისურ ენასე. იმისათვის, რომ მისი გამოსვლის შინაარსი გასაგები გახდეს სხვადასხვა ეროვნების დელეგაციის წევრებისათვის საჭირო გახდებოდა ინგლისურიდან ყრუთა შორის მიღებული ჟესტების ენასე თარგმნის უზრუნველყოფა. ასეთი რთული პროცედურა ურთიერთობებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა საერთაშორისო კომიტეტმა შეარჩია და გამოაქვეყნა 1500 ჟესტიანი, თემების (ხალხი, პიროვნებათაშორისი ურთიერთობა, იურისპრუდენცია, ბუნება და ა.შ.) მიხედვით დაჯგუფებული ლექსიკონი. ლექსიკის საერთაშორისო ფონდში შეტანილი ჟესტები ძირითადად აღებულია ნაციონალური ჟესტებიდან და ნაწილობრივ ხელახლა კონსტრუირებულია კომისიის წევრების მიერ. მისი არსებითი ნაკლია გრამატიკის უქონლობა. ყრუები ჟესტებს ან ნაციონალური ენის კანონების, ან ინგლისური ენის გრამატიკის შესაბამისად ალაგებენ. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვე>ვაში გაძნელებულია კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ყრუებს “შორის.

ამჟამად, ყრუთა საერთაშორისო ფორუმებზე გამოიყენება "ურთიერთობის სისტემა, რომლის სახელწოდებაა ჟესტების საერთაშორისო ენა. ამ ენაზე გამოდიან ყრუ მომხსენებლები, მათი მეშვეობით ხდება ყველა ზეპირი გამოსვლის თარგმნა. ამ ენასევე მიმდინარეობს დელეგატების არაოფიციალური საუბრებიც. გაუგებრობები, როგორც წესი, არ წარმოიშობა. რანაირად მუშაობს ჟესტების საერთაშორისო ენა? გაირკვა, რომ თანამოსაუბრეები ჟესტებს სესხულობენ ნაწილობრივ ჟესტუნოდან, ნაწილობრივ კი სახვით მოძრაობებს, ბუნებრივ ჟესტებს, პანტომიმას იყენებენ.

მიზანშეწონილია, სურდოპედაგოგებმა იცოდნენ ის ტერმინებიი რომლებიც ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ლინგვისტურ და ფსიქო-ლინგვისტურ ლიტერატურაში.

საჭიროა, წინასწარ რამდენიმე სიტყვა ითქვას ტერმინ „ჟესტებით მეტყველების“ შესახებ. სპეციალურ ლიტერატურაში ტერმინების „ჟესტებით მეტყველება“,„ჟესტების ენა გარდა კიდევ მრავალი სხვა ალღნიშვნა გეხვდება: „მიმიკურ-ჟესტობრივი მეტყველება”, „მიმიკა“ და სხვ. ასეთი ტერმინოლოგიური უწესრიგობა ძალზე არასასურველია: ეს აძნელებს სპეციალისტებს შორის ურთიერთგაგებას, სურდოპედაგოგების მომჭადებისას ართულებს სასწავლო-პედაგოგიურ პროცესს და ა.შ.

თანამედროვე მეცნიერება ცდილობს ტერმინ-სინონიმების ლიკვიდაციას, ცნებების არსებითი ნიშნების გამომხატველი, დასაბუთებული აღნიშვნების დამკვიდრებას, ცნობილია, რომ ჟესტებით ურთიერთობების არსებით ნიშანს, ძირითად ელემენტს ჟესტი წარმოადგენს. მაშ, ხშირად რატომ მიიჩნევა საკმარისად ისეთი ტიპის აღნიშენები, როგორიცაა „მიმიკა“, „მიმიკური მეტყველებ“ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ XIX საუკუნის პირეელ ნახევარში, როცა პირველად გაჩნდა ყრუთათვის განკუთვნილი წიგნები, სიტყვა „მიმიკას“ სხვა მნიშვნელობა გააჩნდა. ეს სიტყვა აღნიშნავდა აზრებისა და გრძნობების გამოხატვის მეთოდს არამარტო სახის კუნთების (როგორც ეს დღეს გვესმის), არამედ სხეულის, მათ შორის, ხელების მოძრაობის დახმარებით. ამიტომ, იმ დროის სურდოპედაგოგებისათვის ტერმინი „მიმიკური მეტყველება“, ნიშნავდა ურთიერთობას ხელებისა და სახის კუნთების მოძრაობის მეშვეობით. მაგრამ, თანდათანობით, სიტყვამ „მიმიკა შეიძინა ახალი მნიშენელობა-- სახის კუნთების მოძრაობა, ხოლო ხელების მოძრაობების აღსანიშნავად გამოიყო სიტყვა „ჟესტი“. დღეისათვის ტერმინები „მიმიკური მეტყველება“, „მიმიკო-ჟესტობრივი მეტყველება“ მოძველდა და მხოლოდ ინერციით გამოიყენება.

3 თავი I.

▲back to top


3.1 დაქტილური მეტყველების სტრუქტურა და ფუნქციები

▲back to top


დაქტილური მეტყველების სტრუქტურა და ფუნქციები

ტერმინი დაქტილოლოგია ბერძნულია (dactilos თითი logos სიტყვა) უპირველესად ასე უწოდებენ თითებით გამოსახულ ანბანს. თითებით ასოები გამოისახება ერთი ან ორი ხელით. მაგ ქართული და რუსული დაქტილოლოგია ერთხელიანია, ინგლისური ორხელიანი.

ცნობილია, რომ ასოების თითებით გამოხატვა გვხვდება უკვე მე–10 საუკუნის ლათინურ ბიბლიაში. შესაძლებელია, რომ ხელების ზოგიერთი ნიშნებით, მათ შორის ასოებითაც, სარგებლობდნენ უკვე მორეულ წარსულში. გამოთქმულია აზრი, რომ პირველი დაქტილური ანბანი გამოაქვეყნა 1593 წელს ესპანელმა ბერმონაზონმა დე ცნობილია, რომ ასოების თითებით გამოხატვა გვეხვდება უკვე მე-10 საუკუნის ლათინურ ბიბლიაში. შესაძლებელია, რომ ხელების ზოგიერთი ნიშნებით, მათ მორის ასოებითაც,სარგებლობდნენ უკვე შორეულ წარსულში. გამოთქმულია. აზრი, რომ პირველი დაქტილური ანბანი გამოაქვეყნა 1593 წელს ესპანელმა ბერმონასონმა დე ვებრმა (M. De Vebre) (სურ.1).

სურ.1. დ. ვებერის ესპანური დაქტილური ალფავიტი (S.Carmel.1982)

ყრუთა სწავლებაში დაქტილური მეტყველების გამოყენება დაიწყო ასევე ესპანელმა ბერმონაზონმა პედრო პენსე დელონმა (Pedro Ponce de Lion), რომლის მოღვაწეობის ხანა მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. ყრუთა სწავლებისათვის შექმნილი სპეციალური დაქტილური ალფავიტი (სურ 2) გამოაქვეყნა 1629 წელს ი. ბონეტმა (J. P. Bonet).

სურ.2. ი. ბონეტის ესპანური დაქტილური ალფავიტი (S.Carmel.1982)

ი. ბონეტის დაქტილური ანბანი დაედო საფუძვლად როგორც საფრანგეთში ყრუთა პირველი მასწავლებლების რ. პერეირას (R. Pereira) და მ. დელეპეს (Ch.M.DeL Epce) შექმნილ ფრანგულ, ისე მე-19 საუკუნის დასაწყისში ტ. გალოდეპის (T. H. Gallaudet) და კლერკის (Clerc) მიერ შემუშავებულ ამერიკულ დაქტილურ ალფავიტს.

რაც შეეხება ბრიტანულ დაქტილურ ანბანს (სურ.3),ის სხვა საფუძველსე აიგო და პირველად 1698 წელს გამოქვეყნდა. ესპანური, ფრანგული, ამერიკული და სხვა ბევრი ალფავიტისაგან განსხვავებით ის ორსელაა.მისი თანამედროვე მოდიფიკაცია (სურ.3), დიდი ბრიტანეთის გარდა, ფართოდ გამოიყენება ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვ.

სურ.3. ბრიტანული ორხელა დაქტილური ალფავიტი

1835 წ. ე.ი. აფლერიმ გამოაქვეყნა რუსული დაქტილური ალფავიტი (სურ. 4), სადაც აღწერილი იყო ის დაქტილური ალფავიტი, რომელიც იმ დროს უკვე გამოიყენებოდა პედაგოგიურ პროცესში. დაქტლურ ანბანს აშკარად ეტყობა ბონეტისეული ტრადიციის გავლენა ასოს გრაფიკული გამოხატულების თითებით განმეორება.

სურ.4. რუსული დიქტილური ანბანი ორხელა დაქტილური ალფავიტი

3.2 ქართული დაქტილური ანბანის შექმნა

▲back to top


ყრუ ბავმეთა სკოლა-ინტერნატის დირექტორმა ნ. მეგრელაძემ მონაწილეობა მიიღო 1939 წელს სრულიად რუსეთის სურდოპედაგოგთა ყრილობის მუშაობაში, რომელიც მიეძღვნა ვყრუ ბავშვთა სწავლებისა და აღსრდის გაუმჯობესების საკითხებს. მან დიდი როლი შეასრულა იმ ხანებში გაბატონებული და საკმაოდ მოძველებული, ეგრეთწოდებული „წმინდა ზეპირი“

მეთოდით სწავლების გაუქმების საქმეში. ამ ყრილობის შემდეგ ყრუ ბავშეთა სწავლება დაეფუძნა სწავლების აქტიურ მეთოდებს, რომლებიც ითვალისწინებდნენ სმენის ნაკლის მქონე ბავშვთა სრულფასოვანი აღზრდის ყველაზე მოწინავე საშუალებებს. სახელდობრ, ამიერიდან სწავლების პირველ პერიოდში უჩნდა გამოეყენებინათ დაქტილური ანბანი. ამასთან იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (როცა სხვა ხერხებითა და საშუალებებით ვერ იგებდნენ დასასწავლი სიტყვის მნიშვნელობას), უნდა გამოეყენებინათ ჟესტ-მიმიკის ენა.

იმავე წელს სკოლამ მიზნად დაისახა ქართული დაქტილური ანბანის დამუშაუშავება. შეიქმნა კომისია. ნიკოლოზ მეგრელამის აღმსრდელ მარიამ მერაბიშვილისა და მხატვარ ა.ფანცულაიას შემად- გენლობით. შემუშავდა რუსული დაქტილური ანბანისაგან განსხვავებული ცხრა ქართული დაქტილური ასო-ბგერა. იგი სტამბურად - 1965 წ. გამოიცა ირაკლი ხეთერელის (ყრუ ბავშვთა სკოლის დირექტორი) რედაქციით. (სურ. 5).

სურ 5. ქართული დაქტილური ანბანი

როგორც ვნახეთ, ქართული, რუსული, ესპანური და სხვა დაქტილური ანბანი, ერთხელაა, ზწაბაძვითი (ე ი. დაქტილები ასოს მსგავსია) და ასოებითია, ინგლისური-ორხელაა. სხვადასხვაენოვანი დაქტილური ალფავიტების პარალელურად შემუშავებულია საერთაშორისო დაქტილური ალფავიტი (სურ. 6) რომელსაც 1963 წლიდან ყრუთა მსოფლიო ფედერაციის კონცერენციებზე იყენებენ აქვე შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბრმებისა და ყრუებისათვის სპეციალური დაქტილური ალფავიტი გამოიყენება. მათ საფუძვლად უდევთ ეროვნული დაქტილური ანბანი.

სურ 6. საერთაშორისო დაქტილური ანბანი (S.Carmel.1982)

 

სურ 7. ყრუ-უსინათლოთა საერთაშორისო დაქტილური ალფავიტი. ისრებით ნაჩვენებია მოძრაობის მიმართულება, ციფრებით მათი შესრულების წესი (S.Carmel.1982)

3.3 დაქტილირების წესები

▲back to top


დაქტილირების წესები

დაქტილირებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა: ·

I. დაქტილირება უნდა მიმდინარეობდეს მარჯვენა ხელით;

2. დაქტილირების დროს ხელი იდაყეში უნდა იყოს მოხრილი და ხელის მტევანი მოხერხებულად მოთავსებული გულმკერდთან, მხრის ოდნავ ქვევით.

3. ხელის გული მიმართული უნდა იყოს მოსაუბრისაკენ.

4 ყოვლად დაუშვებელია ზედმეტი მოძრაობები, რომლებიც აფერხებენ და აძნელებენ დაქტილური მეტყველების გაგებას (დაქტილირებისას ძირითადად მხოლოდ თითები უნდა მოძრაობდნენ. თვითონ ხელი უმოძრაოდ უნდა იყოს.

5. დაქტილური მეტყველება უნდა იყოს შერწყმული.

6. დაქტილური მეტყველების დროს ასათვისებელი მასალა მკაფიოდ და გასაგებად უნდა წარმოითქვას.

7. დაქტილირების ტემპი მაქსიმალურად უნდა უახლოვდებოდეს ზეპირი სასაუბრო მეტყველების ტემპს. დაქტილირების და ხელიდან კითხვის ტექნიკის დასაუფლებელი მეცადინეობების ბეგმა-კონსპექტების ნიმუშები

3.4 დაქტილირების და ხელიდან კითხვის ტექნიკის დასაუფლებელი მეცადინეობების გეგმა-კონსპექტების ნიმუშები

▲back to top


3.4.1 პირველი მეცადინეობა

▲back to top


პირველი მეცადინეობა

თემა: „დაქტილური ალფავიტი“

მიზანი: დაქტილური ალფავიტის გაცნობა და ასოს დაქტილირების შესწავლა

მეცადინეობის შინაარსი და მსვლელობა

I. მოკლე საუბარი პრაქტიკუმის ამოცანების, საპროგრამო მოთხოვნილებების, მუშაობის გეგმის, მუშაობის მიზნების შესახებ. ჯგუფთან გაცნობა

II.. დაქტილური ალფავიტის შესწავლა

დაქტილური ალფავიტის შესწავლის პროცესში საჭიროა შესრულდეს შემდეგი სახის სამუშაოები:

1. შედარებით ადვილად დაქტილირებული ნიშნების ჩვენება და ანბანის შესაბამის ასოსთან შედარება (გ,ზ, ხ, დ, მ, თ, ს). მასწავლებელი აჩვენებს ამა თუ იმ დაქტილურ ნიშანს და უდარებს მას დაფაზე დაწერილ ან წინასწარ ცალკე ბარათზსე დაწერილ ასოს.

2. დაქტილური ნიშნების (გ, ზ, დ, მ, თ, ს) აღწერა სტუდენტების მიერ დაშვებული შეცდომების გამოვლენა და მათი შესწორება.

3. ვარჯიში დაქტილური ნიშნების (გ, ზ, დ, მ, თ, ს) გადაცემაზე წარმოთქმით და წარმოთქმის გარეშე.
თავდაპირველად აღნიშნული სამუშაო ტარდება მასწავლებელთან ერთად, ხოლო შემდეგ სტუდენტები ვარჯიშობენ დამოუკიდებლად.

4. სტუდენტების მიერ დაქტილური ნიშნების ცოდნის ათვისების შემოწმება, ასოების დაქტილირებისას შეცდომების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა.

5. ასოების და სიტყვების დაქტილირებაში ვარჯიში:

ა) სტუდენტებს ევალებათ ივარჯიშონ ასოების გ,ხ, დ, მ, თ, ს საშუალო ტემპში დაქტილებაზე.
თანამიმდევრობა დაქტილირებაში ატარებს ნებისმიერ ხასიათს, მაგ: ლ, ო, ს, გ, ზ, გ; ო, ზ, მ, გ, ს, დ.

ბ) დაქტილირება სიტყვებისა: ლომი, გზა, სოლომონი,მიმოზა წარმოთქმით და წარმოთქმის გარეშე.

გ) ჯერ მითითებული სიტყვები დაქტილირდება მასწავლებლის მიერ. შემდეგ ამ სამუშაოს მასწავლებელთან ერთად ასრულებენ სტუდენტები. ამის შემდეგ სტუდენტები ივარჯიშებენ დამოუკიდებლად.

მასწავლებლის მიერ ხდება ასოს დაქტილირება.

მასწავლებელი დაქტილირებას უკეთებს ალფავიტს ნაწილნაწილ. ა, ბ, გ. დ, ე, ე, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, და ა.შ.

დაქტილირებასთან ერთად ხდება ასოების დაწერა დაფაზე.

ერთ შემთხვევაში დაქტილირებას თან ახლაეს წარმოთქმა. მეორე შემთხვევაში წარმოებს მის გარეშე.

7. დაქტილური ნიშნის და ბეჭდვითი ანბანის ნიშნებს შორის სხვაობა -- მსგავსების გამოვლენა.

8. მასწავლებელი თანმიმდევრობით აჩვენებს დაქტილურ ნიშნებს და უდარებს მას ანბანის შესაბამის ასოებს.

9. სტუდენტების მიერ დაქტილური ნიშნების აღქმა ცხრილის გამოყენებით.

10 სტუდენტების ცოდნის შემოწმება დაქტილური ნიშნების აღქმის მხრივ. დაქტილური ნიშნის გადაცემაშიდაშვებული შეცდომების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა.

ასოების და მოკლე სიტყვების დაქტილირებაში ვარჯიში.

სტუდენტები ვარჯიშობენ ასოების დაქტილირებაში ანბანის პირდაპირი, უკუ და ნებისმიერი თანამიმდევრობით. ანბანის ასოების დაქტილირების შემდეგ ხდება ვარჯიში სიტყვების წარმოქმნაზე.

სამუშაოს შემდეგი სახე - ვარჯიში დაქტილური ალფავიტის ყველა ასოს გადაცემაზე. დაქტილირებას თან ახლავს წარმოთქმა, რომელიც სრულდება ნელ ტემპში. მიმდინარეობს მასწავლებლისა და სტუდენტის ერთდროული მუშაობა დაქტილირებასა და წარმოთქმაზე.

12. “შემდეგ ეტაპზე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევენ, დამოუკიდებლად ივარჯიშონ ალფავიტის ასოების დაქტილირებაში. ამავე დროს გამოიყენონ დაქტილური ნიშნების ცხრილი.

13 სტუდენტებს საშუალება ეძლევათ თვითონ გააკონტროლონ ალფავიტის ასოების და მთლიანი ალფავიტის დაქტილირების ცოდნის სისწორე. ამავე დროს მათ ეძლევათ უფლება ისარგებლონ ცხრილით.

მასწავლებელი თვალყურს ადევნებს სტუდენტების მუშაობას და აუცილებლობის შემთხევევაში დახმარებას უწევს ასოების დაქტილირების ცონდის განმტკიცებაში, აღმოფხვრის შეცდომებს დაქტილირებაში.

14. ვარჯიში მოკლე სიტყვების დაქტილირებაზე წარმოთქმასთან ერთად.

მოსწავლეები ვარჯიშობენ შემდეგი სიტყვების დაქტილირებაზე: თასი, სასა, ასე, დაფა, დედა, მთა, თმა,თხა, დღე, ღამე, ბუ, ბუდე, თითი, თათი, თითა, უთო,ვინ, რა, სად, ტყე, რუ, კუ, და ა.შ.

15. დაქტილური ნიშნების შესწავლის შემოწმება.

მასწავლებელი იძახებს ცალკეულ სტუდენტებს და სთხოვს მათ დაქტილირებას. დაქტილირების პროცესში ხდება ტიპიური შეცდომების გამოვლენა და შესწორება.

16. დაქტილური ალფავიტის კითხეა ხელიდან. მასწავლებელი დაქტილირებას უკეთებს ალფავიტის ასოებს. სტუდენტები (ცალკეული და მთელი ჯგუფი) კითხულობენ ხელიდან. ჯერ მასალა დაქტილირდება მასწავლებლის მიერ ანბანის ნებისმიერი თანამიმდევრობით, შემდეგ მასწავლებელი აღწერს შედარებით ძნელად ალსაქმელ ასოებს.

17. ტიპიური შეცდომების გამოვლენა, ანალიზი და შესწორება შესაძლებელია ხელიდან კითხვის დროს.

დავალების მიცემა სახლში დამოუკიდებელი სამუშაოსათვის.

1. ვარჯიში ხელის თითების განსავითარებლად.

2. დაქტილური ალფავიტის ცოდნის განმტკიცება.

3 ალფავიტის ასოების დაქტილირებაში ვარჯიში წარმოთქმით და წარმოთქმის გარეშე.

4. დაქტილირებისათვის შედარებით რთული ნიშნების გამოვლენა და გამოწერა. შექმნილი სიძნელის მიზეზების გამოვლენა. მუშაობა ამ სიძნელეების დაძლევისათვის.

5. დაქტილირებისათვის ძნელი ასოების შემცველი 20 მოკლე სიტყვის ამოწერა და ამ სიტყვების დაქტილირება ნელ ტემპში.

6. ალფაებტის ყველა ასოს ნებისმიერი თანმიმდევრობით წაკითხვა დაქტილირებული ხელიდან.

3.4.2 მეორე მეცადინეობა

▲back to top


მეორე მეცადინეობა

თემა: ასოებისა და მოკლე სიტყვების დაქტილირება და ხელიდან კითხვა.

მიზანი: დაქტილური ნიშნების ცოდნის შემოწმება;

ასოების და მოკლე სიტყვების დაქტილირების უნარის განმტკიცება; დაქტილირებული მასალის კითხვაზე ვარჯიში.

მეცადინეობის შინაარსი და მსვლელობა

|, ცალკეული სტუდენტის მიერ დაქტილური ნიშნების შესწავლის შემოწმება.

ა) მასწავლებელი თავის მაგიდასთან ცალკეულ სტუდენტს რიგრიგობით იძახებს და აძლევს დავალებას,დაქტილირება გაუკეთოს მოცემულ სიტყვას.

ბ) შემდეგ, სტუდენტებს საშუალებას აძლევენ, წარმოთქვან და დაფაზე დაწერონ ის ასოები, რომელთა დაქტილირება მათ გაუჭირდათ საშინაო დავალების შესრულებისას.

ჯგუფი თვალყურს ადევნებს მოპასუხე სტუდენტების მიერ ასოების დაქტილირებას და ამავე დროს მათთან ერთად ასრულებს სამუშაოს.

ასოების დაქტილირების მსვლელობისას გამოვლინდება და სწორდება შეცდომები, სტუდენტებს ეძლევათ დამატებითი დავალება.

2 დაქტილური ალფავიტის ცოდნის ათვისების შესახებ დასკვნების გაკეთება.

მასწავლებელი მიმართავს სტუდენტებს, წაიკითხონ ხელიდან დაქტილური ნიშნები, ანალიზს უკეთებს დაშვებულ შეცდომებს, ასწორებს უზუსტობებს ასოების, სიტყვების გადაცემის დროს.

3. სავარჯიშოები ალფავიტის ასოების დაქტილირებისათვის. მასწავლებელთან ერთად სტუდენტები დაქტილირებას უკეთებენ: , ა) შედარებით ადვილ ასოებს (ა, ო, თ, ე, პ);

ბ) შედარებით ძნელ დაქტილურ ნიშნებს (წ, ჭ, ზ და სხვ.);

გ) ანბანის ყველა ასო.

ასოები დაქტილირდება ანბანის პირდაპირი, უკუ და ნებისმიერი თანმიმდევრობით წარმოთქმით და წარმოთქმის გარეშე.

დაქტილირება ხორციელდება ნელ და საშუალო ტემპში.

ვარჯიშის შესრულების მომენტში მასწავლებელი ყურადღებას აქცევს ასოების დაქტილირების სიჭზუსტეს, ეხმარება სტუდენტებს, ასწორებს შეცდომებს.

4. სავარჯიშოები ალფავიტის ასოების დაქტილირებისათვის.

სტუდენტებს ყოფენ ქვეჯგუფებად (სამ-სამი ადამიანი თითოეული ქვეჯგუფი ვარჯიშობს დაქტილური ასოების და მოკლე სიტყვების გადაცემაზე.

ერთ-ერთი სტუდენტი რომელიმე ქვეჯგუფიდან დაქტილირებას უკეთებს ასოებს, ხოლო დანარჩენი ორი კითხულობს ხელიდან და ყურადღებას აქცევს დაქტილური ნიშნების სწორ წარმოთქმას. ხელიდან კითხვისას სტუდენტები მიუთითებენ დაშვებულ შეცდომებზე თითოეული სტუდენტი ვარჯიშობს ხელიდან კითხვასა და დაქტილირებაში. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს სტუდენტების მუშაობას და შესაბამისად ეხმარება მათ.

მასწავლებელთან ერთად სტუდენტები საშუალო ტემპში დაქტილირებას უკეთებენ ალფავიტის ყველა ასოს. (პირდაპირი და ნებისმიერი თანამიმდევრობით).

5. მოკლე სიტყვების (მე, 'შენ, ის, იგი, ვინ. რა? სად, ბუ, რუ, კუ, თხა, მთა) დაქტილირება პირდაპირ და უკუ თანამიმდერობით. სხვადასხვა ტემპში (ნელი, საშუალო. ჩქარი).

ნ. სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობა დაქტილირების ტემპზე. ქვეჯგუფად დაყოფილ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად გამოამჟღავნონ და აღმოფხვრან შეცდომები, რომლებიც დაშვებულია ცალკეული დაქტილური ასოების და სიტყვების გადაცემის დროს.

7 სტუდენტთა ინდივიდუალური გამოკითხვის შემთხვევაში დაქტილური ნიშნების ცოდნის ათვისების შემოწმება და შეცდომების გამოვლენა.

მასწავლებელი სთხოვს სტუდენტს ალფავიტის ასოების დაქტილირებას, ავლენს და ასწორებს დაშვებულ ტიპიურ შეცდომებს.

8. დაქტილური ასოების კითხვაში ვარჯიში.

მასწავლებელი კარნახობს დაქტილურ ასოებს, ნელ, საშუალო და აჩქარებულ ტემპში. ასოები იკითხება ხელიდან მთელი ჯგუფის და ცალკეული სტუდენტის მიერ.

9. მასწავლებლის მიერ დაქტილური ალფავიტის და მოკლე სიტყვების (მზე, ხე, ტყე, პური, დანა, კოვზი, ჩანთა, ბატი, ჯგუფის კითხვის ცოდნის შემოშზმება. შემოწმეია ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს. გამოკითხვის პროცესში ხდება დაშვებული შეცდომების გასწორება და ანალიზი.

10. ვარჯიში ასოების და მოკლე სიტყვების ხელიდან კითხვაში.

მასწავლებელი რიგრიგობით იძახებს სტუდენტებს მაგიდასთან თითოეული მათგანი ჩუმად უკეთებს დაქტილირებას ექვს ასოს და სამ-ხუთ სიტყვას. ამ დროს დანარჩენები კითხულობენ დაქტილირებულ მასალას. შემდეგ სტუდენტები ასახელებენ მათ მიერ წაკითხულ სიტყვებს.

11. ვარჯიში ხმოვანი და თანხმოვანი ასოების დაქტილირებასა და კითხეაში.

12. ძნელი დაქტილური ნიშნების გადაცემაზე ვარჯიში.

13. ყველა დაქტილური ნიშნის გადაცემაზე ვარჯიში შერჩევით, პირდაპირ და უკუ თანმიმდევრობით.

14. დაქტილირებული ხელიდან ასოების კითხვა ნებისმიერი თანმიმდევრობით, ჟ, ნ, ფ, ი, უ, მ, შ, ტ, ლ, დ, ს, კ რ, პ, ბ, ხ, ა, ო, ზ.

დავალება სახლში დამოუკიდებელი მუშაობისათვის

1. დაქტილური ალფავიტის გამეორება. მუშაობა ალფავიტის დაქტილური ასოების სწორად გამოთქმაზე.

2. ალფავიტის ყველა ასოს დაქტილირება ნებისმიერი თანმიმდევრობით საშუალო ტემპში.

3. დაქტილირებისათვის რთული ასოების გამოვლენა. 20 ისეთი სიტყვის შერჩევა, რომელიც შეიცავს დაქტილირებისათვის რთულ ნიშნებს. რთული ნიშნების დამუშავება. დაქტილირება საშუალო ტემპში.

4 დაქტილირებული ყველა ასოსა და სიტყვის წაკითხვა.

4 თავი II.

▲back to top


4.1 დაქტილური მეტყველების სტრუქტურა და ფუნქციები

▲back to top


შეივსება პერიოდულად!