მედიაწიგნიერების გაკვეთილები



1 ანოტაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები

▲back to top


სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თა- ნამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმა- ნათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლების გადამზადების მოდული.

პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. გადამზადებული მასწავლებლები, ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინ- ფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ.

სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“, ავტორია ნატო ინგოროყვა. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს კომუნიკაციების კომისიის, საქართ- ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს.

ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი შეიცავს იმ ტერმინოლოგიათა ნაკრებს, რომლებიც გამოყენებულია სახელმძღვანელოში. ტერმინთა განმარტებები ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან. განმარტებათა უმრავლესობა სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი თავდაპირველი წყაროდან, დანარჩენები კი ჩვენ მიერ, წიგნის მიზნების შესაბამისადაა ადაპტირებული.

2 ანარეკლი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ანარეკლი
ანარეკლის გამოყენების მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს, დაფიქრდნენ და ანალიზი გაუკეთონ ახლად მიღებულ ინფორმაციას და საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდეთ გარკვეული საკითხის ირგვლივ.

3 არსი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


არსი
შესწავლილი კონცეფციები და იდეები. ეს შეიძლება იყოს ცოდნა, უნარი და განწყობა.

4 ასოციაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ასოციაცია
(connotation) — პროცესი, რომლის დროსაც მყარდება აზრობრივი კავშირი მედიატექსტის სახეებსა და წარმოდგენებს შორის.

5 აუდიო - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


აუდიო
(audio) — ელექტრონული აპარატურა, სპეციალური ფირები, კასეტები და დისკები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ფორმატის აუდიოტექსტის მოსასმენად.

6 აუდიოვიზუალური აღქმა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


აუდიოვიზუალური აღქმა
(audiovisual perception) — ადამიანის უნარი, მედიატექსტში აუდიოვიზუალური თხრობის ერთეულებს შორის (მოვლენებს, სცენებს, ეპიზოდებს, კადრებს, კადრსშიდა კომპოზიციების ელემენტებს შორის) დაინახოს აზრობრივი, სახეობრივი ურთიერთკავშირები; დაადგინოს მათი კანონზომიერებები, კონფლიქტები, კულმინაციები; გარემოშეგრძნებები, მნიშვნელობები, ასოციაციები; განსაზღვროს საკუთარი ურთიერთობები; განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება აუდიოვიზუალური მედიაკონტექსტის ავტორების შეხედულებათა სისტემის მიმართ.

7 აუდიოვიზუალური განათლება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


აუდიოვიზუალური განათლება
(audiovisual education) — მხატვრული და კულტუროლოგიური განათლების შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს აღმზრდელისა და აღსაზრდელის ერთობლივ მოღვაწეობას და მიზნად ისახავს აუდიოვიზუალური კულტურის ათვისებას, მისი კანონზომიერებების წარმოქმნის, აუდიოვიზუალური კულტურის განვითარებისა და ფუნქციონირების შესწავლას; ის არის ზიარება სულიერ, ესთეტიკურ, ზნეობრივ, მენტალურ ზოგადადამიანურ ღირებულებებთან სამედიო საქმიანობის თუ მედიატექსტის ანალიზისა და აღქმის დროს (ნ.ფ. ხილკო, 2000). ტერმინი — აუდიოვიზუალური განათლება — ენათესავება ტერმინებს: აუდიოვიზუალური წიგნიერება, ვიზუალური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, კინოწიგნიერება, კინოაღზრდა, კინოგანათლება, მედიაგანათლება, მედიაკომპეტენტურობა, მედიაკომპეტენ–ცია.

8 აუდიოვიზუალური ხელოვნება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


აუდიოვიზუალური ხელოვნება
(audiovisual arts) — ხელოვნება, რომელიც აგებულია ერთდროულად ბგერით და მხედველობით სახეებზე.

მონათესავე ცნებებია: კინოხელოვნება (film art), ვიდეოარტი (video art), საეკრანო ხელოვნება (screen arts), მედიის ხელოვნება (media arts).

9 აუდიოტექსტი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


აუდიოტექსტი
(audio text) — ნებისმიერი სახისა და ჟანრის ტექსტი (რადიოგადაცემა, ხმის ჩანაწერი და სხვა), რომელსაც აუდიტორია სმენით აღიქვამს.

10 ბრიფინგი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ბრიფინგი
ამა თუ იმ საკითხის მოკლე, ზედაპირული და ინფორმაციული მიმოხილვა. ბრიფინგის მთავარი მიზანია, აუდიტორიას მიეწოდოს მოცემული საკითხის ძირითადი არსი.

11 დაჯგუფება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დაჯგუფება
მსგავსების ან სხვა მაორგანიზებელი პრინციპის საფუძველზე, დასახსომებელი მასალის პატარპატარა ჯგუფებად რეკონფიგურაციის ან ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უფრო დიდი ჯგუფების შექმნის პროცესი.

12 დებატები - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დებატები
სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მონაწილეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და არგუმენტებს და შემდეგ ცდილობენ მათ დამტკიცებას. დებატების დროს აუცილებელია მოდერატორი.

13 დედუქცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დედუქცია
ლოგიკური მსჯელობის ხერხი — ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა.

14 დეკოდირება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დეკოდირება
(decoding) — აუდიტორიის მიერ მედიატექსტის გაშიფვრა/ამოშიფვრა; ინფორმაციის, შინაარსის გააზრება.

15 დეზინფორმაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დეზინფორმაცია
ინფორმაცია, რომელიც ყალბია და განგებ არის შექმნილი, რომ კონკრეტულ პიროვნებას, სოციალურ ჯგუფს, ორგანიზაციას ან ქვეყანას ზიანი მიაყენოს.

16 დინამიკა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


დინამიკა
ტექნიკის ან აქტივობის ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა ცნობილი ლათინოამერიკელი განმანათლებლების მიერ. სხვაგვარად მათ ასევე უწოდებენ „ენერჯაიზერს“ ან „ყინულმჭრელ თამაშს“. დინამიკის გამოყენების მთავარი მიზანია მონაწილეთა ენერგიულობის დონის გაზრდა მათი გონების მოქცევა უფრო შემოქმედებით ჩარჩოებში, ასევე, ჯგუფის წევრთა შორის ბარიერების გადალახვა და მათი ერთად მუშაობისათვის შემზადება. დინამიკა, როგორც წესი, გამოიყენება ამა თუ იმ აქტივობის დაწყებამდე, როგორც მისი შესავალი ან საწყისი ეტაპი.

17 ეპიზოდი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ეპიზოდი
(episode) — მედიატექსტის ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე სცენისგან, რომელსაც აქვთ საერთო თემა, საერთო კონფლიქტი.

18 ვიდეო - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ვიდეო
(video) — ელექტრონული აპარატურა (ვიდეოკამერა, ვიდეომაგნიტოფონი, პროექტორი, მონიტორი და სხვა), სპეციალური ფირები, კასეტები და დისკები, რომლებიც აუდიოვიზუალური მედიატექსტების სხვადასხვა ფორმატში ჩაწერისა და დემონსტრირების საშუალებას იძლევა.

19 ვიდეო–არტი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ვიდეო–არტი
(video art) — ვიდეოტექნიკის საშუალებით მედიატექსტის შექმნის ხელოვნება.

20 ვიზუალური აღქმა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ვიზუალური აღქმა
(visual perception) — ადამიანის უნარი, შეძლოს მედიატექსტში აუდიოვიზუალური თხრობის ერთეულებს შორის აზრობრივი, სახეობრივი ურთიერთკავშირის დანახვა; კანონზომიერებებისა და კონფლიქტების შემჩნევა; მნიშვნელობების, ასოციაციების, გრძნობების ატმოსფეროს შეგრძნება; ვიზუალური მედიაკონტექსტის ავტორების შეხედულებათა სისტემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა. მონათესავე ცნებაა მხედველობითი აღქმა.

21 ვიზუალური ხელოვნება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ვიზუალური ხელოვნება
(visual arts) — ხელოვნება, რომლის საფუძველია მხედველობითი სახეები.

მონათესავე ცნებებია: კინოხელოვნება (film art), ვიდეოარტი (video art), საეკრანო ხელოვნება (screen arts), მედიის ხელოვნება (media arts).

22 ინდუქცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ინდუქცია
ლოგიკური აზროვნების მეთოდი — კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოყვანა.

23 ინფორმაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ინფორმაცია
(information, message) — სხვადასხვა ტიპის (ზეპირი/ხმოვანი, წერილობითი, ვიზუალური, აუდიოვიზუალური) შეტყობინება, რომელიც გადმოცემულია პირობითი კოდებისა და ტექნიკური საშუალებების დახმარებით.

24 კადრი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კადრი
(shot) — აუდიოვიზუალური ნაწარმოების სტრუქტურის მთავარი ერთეული, მედიატექსტის ერთი ფრაგმენტი, რომელიც წარმოადგენს სხვა ფრაგმენტის გაგრძელებას და მისი დასრულების შემდეგ გრძელდება სხვა ფრაგმენტი; „გარემოს კადრი“ (establishing shot); „საერთო კადრი“ (long shot), „საშუალო კადრი“ (medium shot).

25 კადრირება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კადრირება
(storyboard) — ეკრანული მედიატექტის შექმნის წინა სტადიაზე მისი კადრობრივი დაგეგმარება.

26 კინოტექსტი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კინოტექსტი
(film text, film construct) — საინფორმაციო შეტყობინება, რომელსაც აქვს კინემატოგრაფის ნებისმიერი ტიპისა და ჟანრის სახე (თამაში, დოკუმენტური, ანიმაციური, სასწავლო, სამეცნიეროპოპულარული ფილმი).

27 კოდი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კოდი
(code) — სისტემაში გარკვეული პირობითი ცნებების შემოტანა, იმისთვის, რომ აუდიტორია, რომლისთვისაც ეს კოდი ნაცნობია, მედიატექსტის აღქმის, ინტერპრეტაციისა და ანალიზისას დაეყრდნოს მას (მაგ. სტუდიის მარკა, ემბლემა და სხვა).

28 კოლაჟი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კოლაჟი
(collage) — ერთ მედიატექსტში სხვადასხვა ტიპის ობიექტებისა და ფაქტურის გამოყენება.

29 კომუნიკაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კომუნიკაცია
(communication) — კავშირი, შეტყობინების გადაცემის საშუალება, ურთიერთობა, ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ინფორმაციის (ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური, აუდიოვიზუალური, ჯგუფური, მასობრივი, პიროვნებათაშორისი, საკუთარ თავთან, დისტანციური, შეხებითი, კონტაქტური, კონფლიქტური, კულტურული, სოციალური, პედაგოგიური და კომუნიკაციის სხვა სახეები).

30 კონტენტი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


კონტენტი
სიტყვასიტყვით: თქვენი საიტის შინაარსი. გულისხმობს ტექსტებს, მულტიმედია მასალებს (ვიდეო, პოდკასტი, ინფოგრაფიკა, თაიმლაინი, პანორამა, რუკა და სხვა). სამომხმარებლო კონტენტის ნაწილია სოციალური ქსელებისა და ბლოგების პოსტებიც. კრიტიკული შემოქმედებითი აზროვნება მედიასა და მედიატექსტებთან მიმართებით (critical creative thinking about media and media texts) — არის აზროვნების რთული რეფლექსიური პროცესი, რომელიც მოიაზრებს მედიისა და მედიატექსტების (ინფორმაცია/ცნობა) სოციუმში ფუნქციონირების მექანიზმებს — ასოციაციურ აღქმას, სინთეზს, ანალიზსა და შეფასებას, რომელსაც თან ახლავს აუდიოვიზუალური გამოსახულება, ვირტუალური ექსპერიმენტები, ლოგიკური და ინტუიციური პროგნოზები მედიის სფეროში. ამასთან კრიტიკული აზროვნების განვითარება არის მედიაგანვითარების არა საბოლოო მიზანი, არამედ მისი მუდმივად თანმდევი კომპონენტი.

31 მასობრივი კომუნიკაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მასობრივი კომუნიკაცია
(mass communication) — კავშირი,შეტყობინების გადაცემის გზა,ურთიერთობა, ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ჟურნალისტური ინფორმაციის (ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური, აუდიოვიზუალური, ჯგუფური, მასობრივი, პიროვნებათაშორისი, საკუთარ თავთან, დისტანციური, შეხებითი, კონტაქტური, კონფლიქტური, კულტურული, სოციალური,პედაგოგიური და კომუნიკაციის სხვა სახეები), რომელიც გათვლილია მასობრივი აუდიტორიისთვის. მედია, მასმედია — მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, (ჟურნალ-გაზეთები, რადიო, ტელევიზია, კინო, ინტერნეტი, რეკლამა და ა.შ.). მედიის მეშვეობით საზოგადოება ინფორმაციას იღებს მიმდინარე პროცესებზე. თავდაპირველად მასობრივი კომუნიკაციის საშუალების ანალოგად მიიჩნეოდა ტერმინი „პრესა“, რომელიც ბეჭდვით მედიას აღნიშნავდა. ეს ბუნებრივია, რამდენადაც ბეჭდვითი პრესა გაჩნდა XIX საუკუნეში, როდესაც სხვა ტიპის მედიასაშუალება არ არსებობდა. მედიის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სამეცნიეროტექნიკურ პროგრესთან. მედიას ახასიათებს სხვადასხვაგვარ აუდიტორიაზე ერთდროულიზემოქმედება, ასევე, ინფორმაციის გადაცემის სიხშირე და რეგულარულობა. თანამედროვე ეტაპზე მედია, მასობრივი კომუნიკაციის ტრადიციული საშუალებების გარდა, გულისხმობს უახლესი ტექნოლოგიის ფართო სპექტრს კომპიუტერების, ვიდეოსაშუალებების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით.

32 მედიაკულტურა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიაკულტურა
(media culture) — არის მედიის სფეროში მატერიალური და ინტელექტუალური ღირებულებების ერთობლიობა, ასევე სოციუმში მათი წარმოებისა და ფუნქციონირების ისტორიულად განსაზღვრული სისტემა; აუდიტორიასთან მიმართებაში „მედიაკულტურამ“ შეიძლება იმოქმედოს, როგორც პიროვნების განვითარების სისტემამ, პიროვნებისა, რომელსაც შეუძლია მედიატექსტის აღქმა, გაანალიზება, შეფასება, მედიაშემოქმედება, მედიის სფეროში ახალი ცოდნის შემეცნება.

მონათესავე ცნებებია: საინფორმაციო კულტურა (information culture), ვიდეოკულტურა (video culture), აუდიოვიზუალური კულტურა (audiovisual culture). მედიაპროპაგანდა (media propaganda) — აუდიტორიაზე მედიის ზემოქმედების ხერხებისა და საშუალებების სისტემა, რომლის მიზანია აუდიტორიისთვის რაღაც იდეის, აზრის, მსჯელობის აქტიური, შეტევითი თავსმოხვევა.მედიატექსტი (media text, media construct) — ინფორმაცია, რომელიც გადმოცემულია მედიის ნებისმიერი ჟანრისა თუ ტიპის გამოყენებით (საგაზეთო სტატია, ტელეგადაცემა, ვიდეოკლიპი, ვიდეოფილმი და სხვა).მედიატექსტის აზრობრივი ერთეულები (parts of media text’s meaning) — მოვლენები, სცენები, ეპიზოდები, კადრები, კომპოზიციის ელემენტები, რომლებიც ერთიან მედიატექსტს ქმნიან.

33 მედიატექსტის ანალიზი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიატექსტის ანალიზი
(media text’s analysis) — გულისხმობს ამა თუ იმ ტიპისა თუ ჟანრის მედიატექსტის შესწავლასა და გააზრებას. უნდა განვასხვაოთ მედიატექსტის ანალიზის შემდეგი ტიპები: კონტენტანალიზი, სტრუქტურული, სიუჟეტური, ავტობიოგრაფიული, იკონოგრაფიული, სემიოტიკური, საიდენტიფიკაციო, იდეოლოგიური, ფილოსოფიური, ესთეტიკური, ეთიკური, სამოტივაციო, კულტივაციური, ჰერმენევტიკული, მედიის სტერეოტიპებისა და მედიატექსტის პერსონაჟების და სხვა ტიპის ანალიზი.

34 მედიატექსტის ნარატიული სიუჟეტური ანალიზი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიატექსტის ნარატიული სიუჟეტური ანალიზი
(narrative analysis of media and media text) — გულისხმობს მედიატექსტების სიუჟეტებისა და ფაბულის ანალიზს. სიუჟეტური ანალიზი მჭიდროდ უკავშირდება მედიისა და მედიატექსტის სტრუქტურულ, მორფოლოგიურ, სემიოტიკურ თუ სხვა ტიპის ანალიზს. (Barthes, 1964; 1965; Berelson, 1984; Gripsrud, 1999; Eco, 1976; Masterman, 1984; Ilpon, 1998 და სხვები).

35 მედიატექსტის პერსონაჟების ანალიზი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიატექსტის პერსონაჟების ანალიზი
(media text’s character analysis) — გულისხმობს სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის მედიატექსტის ხასიათის, ქცევის მოტივის, იდეური ორიენტაციის, პერსონაჟთა ქცევის/მოქმედების ანალიზს.

36 მედიაწიგნიერება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიაწიგნიერება
(media literacy) — ეხმარება ადამიანებს, გაიგონ და შეაფასონ აუდიოვიზუალური და ბეჭდური ტექსტების კულტურული მნიშვნელობა. მედიაწიგნიერ ინდივიდს, რისი მიღწევის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს, შეუძლია ელექტრონული მედიატექსტის ანალიზი, შეფასება და შექმნა [Aufderheide, P., Firestone, C. Media Literacy: A Report of the National Leadership Conference on Media Literacy. Queenstown, MD: The Aspen Institute, 1993, p.1].

37 მედიის ადრესატი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის ადრესატი
(addressee for media) – ნავარაუდევი (მიზნობრივი) აუდიტორია, ვისზეც გათვლილია ესა თუ ის მედიატექსტი.

38 მედიის დეზინფორმაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის დეზინფორმაცია
(media disinformation, misinformation) — მედიატექსტი, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას.

39 მედიის ზემოქმედება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის ზემოქმედება
(media effect) — მედიისა და მედიატექსტის აუდიტორიაზე სხვადასხვაგვარი (ფსიქოლოგიური, ეთიკური, ესთეტიკური, თერაპიული და სხვა) ზემოქმედება.

40 მედიის იმიჯი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის იმიჯი
(media image) — სპეციალურად შექმნილი მედიის სახე (ადამიანი, საგანი, მოვლენა), რომლის მიზანია რეკლამა, პოპულარიზაცია და სხვ.

41 მედიის კატეგორიები - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის კატეგორიები
(media category) — გულისხმობს მედიის ტიპებს (პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი და სხვა) და მედიატექსტების ჟანრებს (რეპორტაჟი, ინტერვიუ, დრამა, კომედია, პორტრეტი, პეიზაჟი და სხვა).

42 მედიის მანიპულაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის მანიპულაცია
(media manipulation) — აუდიტორიაზე მედიის ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, რომლის მიზანია აუდიტორიისთვის რაიმე იდეისა თუ აზრის თავს მოხვევა ან შეცდომაში შეყვანა.

43 მედიის მარკეტინგი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მედიის მარკეტინგი
(media marketing) – დაგეგმარების, ფინანსირების, მართვის, გავრცელების, შესაძლებლობათა ანალიზისა და პოტენციური მომხმარებლის გემოვნების, რეკლამის, ფასწარმოქმნისა და ჟურნალისტური პროდუქტის, მედიატექსტების გაყიდვის სტრატეგია და მართვის სისტემა, რომელიც ეფუძნება ბაზრის ყოველმხრივ ანალიზს.

44 მიზნობრივი აუდიტორია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მიზნობრივი აუდიტორია
(target audience) — ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მედიატექსტებთან და რომლებსაც მედიასააგენტოები გარკვეული ნიშნის მიხედვით (ასაკობრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, რასობრივი, გენდერული, ნაციონალური და სხვა) გამოარჩევენ, რათა მაქსიმალური ზემოქმედება მოახდინონ მათზე (მაგ.: სარეკლამო).

45 მისინფორმაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მისინფორმაცია
ინფორმაცია, რომელიც ტყუილია, მაგრამ მისი მიზანი ზიანის მიყენება არ არის.

46 მალ–ინფორმაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მალ–ინფორმაცია
ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია რეალობაზე და გამოიყენება პიროვნების, სოციალური ჯგუფის, ორგანიზაციის ან ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად.

47 მონაცემთა ბაზა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მონაცემთა ბაზა
(data base) — სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის (მაგ.: კომპიუტერულ ქსელში) ორგანიზებისა და წარდგენის სისტემატიზებული ფორმა.

48 მონტაჟი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მონტაჟი
(montage, cutting, cut) – მედიატექსტის შექმნის პროცესი, რომელიც იქმნება ცალკეული ფრაგმენტების „აწყობით“, „შეწებებით“.

49 მულტიმედია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


მულტიმედია
(multimedia) – ტექნიკური/კომპიუტერული/პროგრამული საშუალებების კომპლექსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინტერაქციულ რეჟიმში ახდენს ტექსტის, ბგერისა და გამოსახულე ბის სინთეზს.

50 ნარატივის კოდები - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ნარატივის კოდები
ფილოსოფოსმა, ენათმეცნიერმა და სემიოლოგმა როლან ბარტმა ნაშრომში “S/Z” (UK: Basil Blackwell: 1970) აღწერა ნარატივის ხუთი ძირითადი კოდი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ყველა ტექსტური აღმნიშვნელის დაჯგუფება და კლასიფიკაცია. ეს კოდებია: ა) Prioaretic, ანუ ქმედების კოდი (ბარტის სახელდებით – ემპირიის ხმა), რომელიც მოგვითხრობს მოვლენებს და ცხადს ხდის ამბის განვითარების თანმიმდევრობას; ბ) Seme, ანუ ნიშნის კოდი (ბარტის სახელდებით – პიროვნების ხმა), რომელიც ახასიათებს პერსონაჟს, გმირს; გ) Enigma,ანუ ჰერმენევტიკული კოდი, რომელიც აღნიშნავს იმ ტერმინებს, რომლითაც გადმოცემულია ნარატივის საიდუმლო, ბუნდოვანება, საიდუმლოთი მოცული გარემოება, პერსონაჟი, რაც საბოლოოდ უნდა გაიხსნას ნარატივის კვანძის გახსნისას; დ) Knowledge, Science, კულტურული, ანუ რეფერენციული კოდი (ბარტის კლასიფიკაციით – მეცნიერების ხმა), რომლითაც გადმოიცემა ცოდნა; ე) Symbol, სიმბოლოს კოდი (ანუ სიმბოლოს ხმა), რომელიც გადმოსცემს თითოეული ნარატივისთვის მთავარი სიმბოლოს მნიშვნელობას.

51 ჟანრი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ჟანრი
(genre) — მედიატექსტები, რომელთა დაჯგუფება ხდება მსგავსი შინაგანი კონსტრუქციის საფუძველზე (ტრაგედია, კომედია, დრამა, ინტერვიუ, რეპორტაჟი და ა.შ.).

52 რაკურსი (angle) - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


რაკურსი (angle)
კამერის გადაღების, „ხედვის“ კუთხე გადასაღებ ობიექტთან მიმართებით.

53 რიტმი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


რიტმი
(rhythm) — მედიატექსტში ფორმის ქმნის ერთერთი საშუალება, რომელიც დაფუძნებულია სივრცეში ან დროში თანაზომიერი ინტერვალებით გარკვეული ელემენტების კანონზომიერ განმეორებაზე.

54 საინფორმაციო ზემოქმედება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


საინფორმაციო ზემოქმედება
(information effect) - აუდიტორიაზე ინფორმაციის სხვადასხვაგვარი (ფსიქოლოგიური, ეთიკური, ესთეტიკური, თერაპიული და სხვა) ზემოქმედება.

55 საინფორმაციო მანიპულაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


საინფორმაციო მანიპულაცია
(information manipulation)- აუდიტორიაზე საინფორმაციო ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, რომლის მიზანია აუდიტორიისთვის რაიმე იდეისა თუ აზრის თავს მოხვევა ან შეცდომაში შეყვანა.

56 საინფორმაციო უსაფრთხოება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


საინფორმაციო უსაფრთხოება
(information safety, information protection) — სახელმწიფოს, საზოგადოების, სოციალური ჯგუფის, პიროვნების უნარი სავარაუდო მოთხოვნილების შესაბამისად უზრუნველყოს საკმარისი და დაცული საინფორმაციო რესურსები და ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ინფორმაციული ნაკადები, მათი მდგრადი ფუნქციონირება და შესაბამისი სტრუქტურული ცოდნა. საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს, წინააღმდეგო ბა გავუწიოთ ნეგატიურ ზემოქმედებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანთა ფსიქიკაზე, ინდივიდუალურ და საზოგადო ცნობიერებაზე, ასევე, კომპიუტერულ ქსელებსა თუ ინფორმაციის სხვა წყაროებზე.

ანალოგები და მონათესავე ცნებები: ინტერნეტუსაფრთხოება (internet safety), მედიის უსაფრთხოება (media safety, media protection), საინფორმაციო თავდაცვა (information protection/safety).

57 საინფორმაციო წიგნიერება - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


საინფორმაციო წიგნიერება
(information literacy) — ინფორმაციის „კითხვის“, ანალიზისა და სინთე– ზის, ასევე კომპიუტერისა და მედიატექნიკის გამოყენების უნარი; ინფორმატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა.

მონათესავე ცნებები: მედიაკომპეტენტურობა (media competence), მედიაკომპეტენცია, მედიის კომპეტენტურობა, მედიის კომპეტენცია, აუდიოვიზუალური წიგნიერება (audiovisual literacy).

58 სამიზნე ჯგუფი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სამიზნე ჯგუფი
ანუ აუდიტორია — იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთათვისაც განკუთვნილია კურსი ან სასწავლო პროგრამა.

59 სამონტაჟო ჩანაწერი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სამონტაჟო ჩანაწერი
(cutting recording) — მედიატექსტის შინაარსის თანმიმდევრობითი, კადრებად ჩაწერა, სადაც გათვალისწინებულია კადრის ნომერი, სიშორე, კამერის მოძრაობა, კადრის შინაარსი — აუდიოვიზუალური საკითხები, სპეცეფექტები და სხვა.

60 სასაუბრო - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სასაუბრო
(chat) — ონლაინურთიერთობის ქსელური ფორმა.

61 საჭიროებების ანალიზი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


საჭიროებების ანალიზი
ტრენინგის ციკლის ერთერთი საწყისი ნაბიჯი, რომლის დროსაც გამოიყენება გასაუბრება ან/და კითხვარები.

62 სემინარი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სემინარი
კონკრეტული თემის ან რიგი საკითხის შესახებ აზრთა, იდეებისა და ცოდნის ორგანიზებული გაზიარება. სემინარის მიზანია, შეკრიბოს ხშირად (მეტნაკლებად) თანაბარი გამოცდილებისა და ცოდნის სხვადასხვა ადამიანი, რომელთაგან თითოეული წვლილს შეიტანს საკითხის შესწავლასა და განხილვაში საკუთარი პროფესიული, იდეოლოგიური, აკადემიური ან ოფიციალური პოზიციის მიხედვით.

63 სიმბოლო - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სიმბოლო
(symbol) — პირობითი ნიშანი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებულ მნიშვნელობას, საგნის ხასიათს, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.

64 სიმულაცია - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სიმულაცია
სიმულაცია არის რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის გათამაშება. სიმულაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოცადონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი „რეალურ” სიტუაციებში, იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებებს. სიმულაციები ასევე უზრუნველყოფს ცოდნის გამოყენების, უნარების განვითარებისა და ყოველდღიური სიტუაციის კონტექსტში დამოკიდებულებების შემოწმების შესაძლებლობას.

65 სინთეზი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სინთეზი
შეერთება, შერწყმა — ერთმანეთთან დაკავშირებული საგნების, მოვლენების, პროცესების ერთიანობა, მთლიანობა. ანალიზით მიღებული მონაცემების განზოგადება, მათი მთლიანობაში მოყვანა.

66 სიუჟეტი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სიუჟეტი
(subject; topic) — მედიატექსტის მოქმედების შინაარსი, მისი „გააზრებული ფაბულა“.

67 სცენარი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


სცენარი
(script, scenario) — მედიატექსტის ლიტერატურული საფუძველი.

68 ტროლი - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ტროლი
Trolling — ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს თევზის დაჭერას მეთოდით, როცა ხდება მსხვერპლის სატყუარის გაღიზიანება და ნემსკავზე წამოგება.

69 ფაბულა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ფაბულა
(plot, story) — მედიატექსტის სიუჟეტური მოვლენების ჯაჭვი.

70 ფილმოთეკა (film library) - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ფილმოთეკა (film library)
კერძო ან საჯარო კოლექცია, ფილმების ფონდი (მათ შორის ელექტრონული სახით, ინტერნეტში).

მონათესავე ცნებებია: ბიბლიოთეკა, მედიათეკა, ფონოთეკა, ფოტოთეკა, ვიდეოთეკა.

71 ფონოთეკა - მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ლექსიკონი

▲back to top


ფონოთეკა
(sound library) — ხმოვანი ტექსტების კერძო ან საჯარო კოლექცია (მათ შორის ელექტრონული სახით, ინტერნეტში).

მონათესავე ცნებებია: ბიბლიოთეკა, მედიათეკა, ფოტოთეკა, ვიდეოთეკა.