![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |

![]() |
1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას
„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.
გიორგი ჩიტაია
![]() |
2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.
დავით ლორთქიფანიძე
![]() |
3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წინათქმა
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
როინ მეტრეველი
Preface
Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents
Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.
Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.
Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.
Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.
Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.
Academician Roin Metreveli
Vorwort
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.
Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.
Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.
Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli
Préface
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.
Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.
Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.
Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.
Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.
Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.
Предисловие
Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.
Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.
Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.
Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.
Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.
![]() |
4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შესავალი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.
ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.
ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.
კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.
წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.
დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
ელდარ ნადირაძე
The project author and scientifi c director Einleitung
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.
Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?
Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.
Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.
Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?
Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.
Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.
Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.
An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen
Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze
Introduction
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?
Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).
La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.
Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.
La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.
Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.
18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.
„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.
Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze
Вступление
Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.
Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.
Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.
После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.
Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.
Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.
Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.
Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.
Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.
В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.
Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.
Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.
Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе
![]() |
5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შემოკლებანი
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
![]() |
6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ბ |
▲back to top |
![]() |
6.1 ბაბაგანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დაბალზე გადახურული ნაგებობა იმერეთსა და გურიაში.
![]() |
6.2 ბაბთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სამზითვო ტანსაცმელზე ოქრომკედით ნაკერი მორთულობა.
![]() |
6.3 ბაბილო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მაღლარი ვაზი, უმეტესად ხეზე გაშვებულ ვაზს ეწოდება, ზოგჯერ საგანგებოდ აგებულ ხეების კონსტრუქციაზეა ასული. ასეთს ხეივანსაც უწოდებენ.
![]() |
6.4 ბაბუჯები (ახალც.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქოშისებრი ფეხსაცმლის ტიპი. ქალების სახლში სახმარი. საპირედ გამოყენებული იყო წითელი მეში, ნაწიბურებზე ორნამენტებად „ნახში“ (ჩუქურთმა) ჰქონდა გამოყვანილი. „ნახში“ ნიშნავს ფეხსაცმლის ფერადი ძაფებით შემკობას. ახალციხელი ხარაზები ბაბუჯებს საგანგებოდ პატარძლებისათვის ამზადებდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
![]() |
6.5 ბაგა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მოწნული ან ხისგან გაკეთებული, ღარივით ადგილი ბოსელში საქონლისთვის საკვების ჩასაყრელად. ბაგაზევეა გამობმული კანჯოები, რომლითაც საქონელი დაიბმება. 2. წისქვილის ქვის გარშემო ხის ან რკინის რკალი, რათა ფქვისას ფქვილი არ გაიფანტოს.
ე. ნ.
![]() |
6.6 ბადაგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ყურძნის დადუღებული წვენი//ტკბილი. საბადაგედ იყენებენ შუა წურვისას წამოსულ მოსქო წვენს, რომელსაც მეტი სიტკბო აქვს, გაწურავენ საცერში და სპილენძის ქვაბით ნელ ცეცხლზე შემოდგამენ, თან ციცხვით გამუდმებით ურევენ, ნადუღარი წვენი თავზე მოიდებს ქაფს და ჭუჭყს, რასაც ქაფქირით მოხდიან. ზოგჯერ წვენს დუღილით განახევრებამდე მიიყვანენ და მერე გადმოიღებენ ცეცხლიდან. გაცივებულ ბადაგს სათანადო ჭურჭლებში ასხამენ და ინახავენ. მოიხმარენ სადღესასწაულოდ, სამკურნალოდ, სასტუმროდ.
ე. ნ.
![]() |
6.7 ბადახში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წითელი ფერის ძვირფასი ქვა, რომელსაც მოიპოვებდნენ ტაჯიკეთისა და ავღანეთის მომიჯნავე რეგიონში, პროვინციად ბადახშანის ტერიტორიაზე. ბადახშს საქართველოში ლალთან აიგივებდნენ. როგორც იშვიათი სილამაზის ქვა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქართულ საიუველირო ნაწარმში არცთუ იშვიათად გვხვდება ბადახშით შემკული ნივთები. ჩვენთან მეტწილად სპარსეთის გზით შემოდიოდა.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ..
![]() |
6.8 ბადე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ზოგადი სახელი თოკისგან მოქსოვილი თევზისსაჭერი ხელსაწყოსი. საბას განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური, მასე, ზეღმა, ხელბადე“. ბადე ზოგი დასაგებია, ზოგი სასროლი. ბადე ჩვეულებისამებრ თვალედი (ცხრილისებრი) ქსოვილია, რომელიც მიღებულია ძაფის ჯვარედინად გადანასკვით თანაბარ მანძილზე, ხმარობენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად, გადასაღობად (მავთულის, თოკის ბადე და სხვ.), შირმად, თმის სამაგრად, სპორტში და სხვ. ბადური ქსოვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტურის ისტორიაში. იგი ქვის ხანიდანაა ცნობილი. განათხარი მასალის მიხედვით საქართველოში თევზის საჭერი ბადეების გამოყენება ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. საქართველოში სათევზაო ბადეს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ.ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტიკურ სამყაროში სათევზაო ბადის დასამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური (ქსენოფონტეს სიტყვით, „წმინდა ფასიანური“) სელი იყო მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს ის, რომ დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი და სხვ.) ახლო წარსულამდე სათევზაო ბადეებს სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბადის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ კანაფს, უფრო გვიან აბრეშუმსა და ბამბას, ბოლო ხანებში კი საყოველთაოდ გავრცელდა სინთეზური ბოჭკო.
![]() |
6.9 ბადია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დიდი ზომის, ხის, თიხის, ან სპილენძის საწვნე ჭურჭელი. აქვს ჯამის ფორმა. გამოკვერილია სპილენძის ერთი ან ორი ფირფიტისაგან (ზომაზეა დამოკიდებული). აქვს სხვადასხვა სიმაღლის ღრმა ქუსლი, ბადიის კედლები სწორია, პირისკენ ოდნავ გადაშლილი, პირმოხვეული ან შიპიანი. …ბადია ძირითადად უორნამენტო ჭურჭელია. მხოლოდ მკრთალად ამოღარული წრეხაზები შემოუყვება. გვხვდება ქართულ წარწერიანი. მაგ. „ქ. მერაბისა“. ბადია მზადდება თიხისგანაც. საინგილოში დადასტურებულია, ჯამის ფორმის, ვერცხლის, ღვინის სასმელი ბადიები, რომლებსაც მზითევშიც ატანდნენ, რაც ამ ჭურჭლის პრაქტიკულ საჭიროებაზე მიუთითებს.
ც. კ.
![]() |
6.10 ბადიმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჭურის ხის სარქველი, პირსაფარი, რომელზედაც დაიგლისება დაზელილი აყალო (იხ.) და ზედ დაეყრება „ხვერეფი“ (წმინდა) მიწა. ბადიმისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ნაძვი და ცაცხვი, ასევე, წიფელა და თელა. ბადიმი სამნაირია: მთლიანი (შედარებით პატარა ჭურებისათვის), ორნაწილიანი და შედგენილი რამდენიმე ნაწილისაგან. ყველა ტიპის ბადიმს შუაში ნახვრეტი აქვს მაჭრის დუღილისას ჰაერის გამოსასვლელად. კარგი ხის ბადიმი რამდენიმე წელს გაძლებს. შემოდგომით ბადიმებს მოხდიან, დაფხეკენ, დარეცხავენ, ცეცხლის ალზე მორუჯავენ და სუფთა ნაჭრით გაასუფთავებენ. ბადიმის განსაკუთრებულ სისუფთავეს განაპირობებს ჭურში ღვინის მომატების საშიშროება, რომლის დროსაც ღვინო ბადიმს შესაძლოა მოადგეს და თუ იგი სათანადოდ არაა დამუშავებული ამ თვალსაზრისით, ღვინოს „ხელს“ მისცემსს და გააფუჭებს.
ე. ნ.
![]() |
6.11 ბავრუკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მარილის მსგავსი თეთრი ფხვნილი, რომელსაც ოქრომჭედლები იყენებენ.
ლიტ.: ქელ. 2009.
![]() |
6.12 ბაზაზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ძირითადად ფართლეულით და საქსოვ-საკერავი ძაფებით მოვაჭრე.
![]() |
6.13 ბაზაზხანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფართლეულობის სავაჭრო ფუნდუკი, ქარვასლა.
![]() |
6.14 ბაზანა//ბარდანი (თბ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. შულოებად ამოხვეული აბრეშუმი, რომელიც 10-15 ფუთ აბრეშუმს შეიცავდა. 2. თხის ბეწვით ან მატყლის უხეში ძაფით ნაქსოვი დიდი ტომარა.
ლიტ.: ქელ. 2009.
![]() |
6.15 ბაზარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი//ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლაგამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს. საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრებიდა შესაბამისად მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე.საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო.
![]() |
6.16 ბაზმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი სარიტუალო ცეცხლი. ბატონებით დაავადებულ ბავშვს, როცა გადალოცვის დრო მოუვა, ხონჩაზე დადებენ ტკბილეულს, ფერად ნაჭრებს და მათთან ერთად თიხის ჯამზე ანთებულ ცეცხლს, რომელიც უკიდია ნიგვზის ლებნებს და იწვის ლიცლიცა სუსტი, მოცისფრო ალით. იმერეთში არსებობს წყნარი ამინდის გამომხატველი გამოთქმა: „ისეთი ამინდია, ბაზმა არ დაქვრებაო“. ეს ხაზს უსვამს ბაზმის ალის სინაზეს და ზოგადად კარგად შეესატყვისება „ბატონების“ ჭირვეულ ბუნებას.
ე. ნ.
![]() |
6.17 ბაზმაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქრისტიანულ ეკლესიაში ყოველგვარი სანათის საერთო სახელწოდება, რომლის საწვავად ზეთი იხმარება. იგი მუდმივად ანთია ხატების წინ.
![]() |
6.18 ბაზო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1.საკარე ფიცრები. 2. ფერდობის დატერასება უკედლოდ.
![]() |
6.19 ბაზუნა (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხის პატარა ჭიქისებური ჭურჭელი, რომელშიც ერბო ან ერბო-კალტი თავსდებოდა, იგი ძირითადად მწყემსის ჭურჭელი იყო მომთაბარული ცხოვრებისთვის გამოსადეგი.
![]() |
6.20 ბათმანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საწყაო მასის ერთეული, რომელიც ირანიდანაა შემოსული საქართველოში. გამოიყენებოდა მარცვლეულის ასაწყველად. ირანული ბათმანი უდრიდა 3კგ, ხოლო ოსმალური 7,3 კგ. ეთნოგრაფიულ ყოფაში მარცვლეულის საწყაოდ ხმარობდნენ ხის ჭურჭლებს, რომლებშიც გარკვეული რაოდნეობის ბათმანი ჩაეტეოდა. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში თავად ჭურჭელმაც ბათმანის სახელწოდება მიიღო.
![]() |
6.21 ბათქაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კირისა და სილის ნარევი, რომლითაც კედელს ლესავენ.
![]() |
6.22 ბაირაღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ეკლესიის წმიდა დროშა, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით პატივდებული წმინდანთა გამოსახულებით. ჩვეულებრივ ინახება მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოაქვთ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას მოასწავებს. ასეთი დროშის მატარებელს ბაირახტარი ჰქვია.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005. .2004;
მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, .2002.
ხ. ც.
![]() |
6.23 ბაკანი//პინა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ღრმა გობი ნაღების მოსაყენებლად, ხევსურეთში მას საზისცვრესაც უწოდებენ, რომელზედაც რძეს ასხამდნენ. ბაკანი პირგანიერი იყო და ერბოს ბურთულების ზედაპირზე დაგროვებას უწყობდა ხელს. ბაკანი და პინაკი სხვა დანიშნულების ჭურჭლებსაც ერქვა და მარცვლეულის საწყაოდ გამოიყენებოდა.
ე. ნ.
![]() |
6.24 ბაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საქონლის საზაფხულო სადგომი.
![]() |
6.25 ბაკრუკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საბას განმარტებით მარილს ჰგავს, ოქრომჭედლები ხმარობენ ოქროს დასადნობად, ელვარე წყალი არის, რომელიც ხაშურის მსგავსად გამოჰყრის. რკინა-მჭედლობაში მას თანუქარსაც უწოდებენ.
![]() |
6.26 ბალავარი//ბალავერი//საძირკველი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვის საცხოვრებელი სახლის მიწაში ამოშენებული საფუძველი. ბალავარისათვის მიწაში გრუნტ ქანზე დასვლამდე ამოიჭრება 40 სმ-დან 1 მეტრამდე სიგანის თხრილი, რომელიც ამოივსება მასიური ქვებითა და კირის ან ცემენტის ხსნარით (ზოგიერთგან ვხვდებით მშრალი წყობის ბალავრებსაც), რომლებზედაც შემდეგ აიგება კედლები. ბალავარის სიმკვიდრეზეა დამოკიდებული აშენებული სახლის სიმტკიცე.
ე. ნ.
![]() |
6.27 ბალარჯი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ცომის საფუარი.
![]() |
6.28 ბალთა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ტანსაცმლის (ჩვეულებრივ, სარტყელ-ქამრის), ცხენის აკაზმულობის (ავშარა, აღვირი და სხვ.) ლითონის საკვრელი, ფირფიტა, რომლის ზედაპირი თითქმის ყოველთვის შემკულია სხვადასხვა გამოსახულებით, გრეხილით, ფერადი თვლებით. უკანა მხარეს აქვს ქსოვილზე ან ტყავზე დასამაგრებელი ყუნწი. ამავე მიზნით, ბალთას ზოგჯერ უკეთდებოდა ნახვრეტები. საქართველოში ბალთა გვხვდება ბრინჯაოს ხანიდან. ცნობილია არმაზისხევში აღმოჩენილი ოქროს თვალედი (ბადისებრი) ბალთები. ზოგჯერ უენო აბზინდსაც ბალთას უწოდებენ.
![]() |
6.29 ბალიში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. თავის დასადები, მოქნილი ტყავის ან ნაჭრებით შეკერილი. მატყლით, ბამბით, თივით გატენილი, ოთხკუთხი ფორმის. იცოდნენ ტყავის ყურ-ბალიშიც. ქართულ არისტოკრატიულ ოჯახებში გამოიყენებდნენ აბრეშუმისა და ხავერდას მოქარგულ ბალიშებს. ბალიშ-მუთაქებს პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის დანიშნულებაც ჰქონდა. 2. ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ბალიში კეხზე მაგრდებოდა ერთი თასმით. ამზადებდნენ თხის ან ხბოს ტყავისას. ხევში მას ჯერ სილაგში ამუშავებდნენ, შემდეგ ძროხის გამდნარ ქონში ამოავლებდნენ და ყუთუღში მოქნიდნენ. სვანეთში ორი, ხოლო ხევსა და კახეთში 6 ნაჭრისაგან კერავდნენ. საბალიშე ტყავს ჭრიდნენ „ანდაზით“ (თარგი), რაც ორი სახისა იხმარებოდა: სარტყლისა და საპირის. სარტყელი//ყუები ეწოდებოდა ბალიშის ოთხ კუთხეს, საპირე კი ბალიშის ზედა და ქვედა ნაწილი იყო (ქიზ.). სჭრიდნენ სპეციალური დანის
„შუფრის“ საშუალებით. შემდეგ საპირე-სარტყელი ხვიანდაგით გადაიბმებოდა ერთმანეთთან, მოკერება „ჯალდას“ საშუალებით ხდებოდა, რასაც ახლდა ხის სამკუთხა პატარა ზომის „ხაფსვალი“. ბალიშის ორივე ნაწიბურს ჯალდაში ჩადებდნენ, ერთმანეთთან მიახლოებით ადგილას შუაში ჩაატანდნენ დაკეცილ მეშს (ქობა), ხაფსვალით დაამაგრებდნენ და შეკერავდნენ. შიგთავსად სხვადასხვა მასალას იყენებდნენ. სვანეთში- თხის, ჯიხვის ბეწვს, ან ქათმის ბუმბულს, ქიზიყში
აქლემის ბეწვს, მოხევეები
ზღვის სპეციალურ ბალახსაც. ბალიშს გარშემო ამოკერვის დროს, გარკვეულ ნაწილს ამოუკერავს უტოვებდნენ, რომ ჰაერს თავისუფლად ემოძრავა და ხმარებაში არ გამსკდარიყო.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
![]() |
6.30 ბალულა (მესხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
6.31 ბანდარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საქალო და სამამაკაცო გრძელი სკამი სვანეთში. საქალო ბანდარი უმთავრესად მთლიან ხეში გამოთლილი მარტივი კონსტრუქციის ნავისებური მოყვანილობის სკამია. სკამის წაწვეტილ თავთან მრგვალად ამოკვეთილია ფილის ჩასადგმელი. ოჯახის უფროსი ბანდარის ფილის ჩასადგმელთან იჯდა. აქვე თავსდებოდა ბედნიერ დღეს ლემზირების და სხვათა საზელი ვარცლი („ჯარ“). ბანდარი სტუმარ ქალთა საპატიო სასხდომიც იყო. იგი ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებს თუშურ სადიაცო მერხთან, რომელზედაც ამოკვეთილი „ამობანკული“ იყო კროჭი (მცირე ყუთი) ან რაიმე ჭურჭლის ჩასადგმელი. ხალხის რწმენით, „ლამარია ლიფანესათვის“ (24 დეკემბერი) განკუთვნილი ტაბაგი და ფიჩქი, რომელზედაც ლემზირებს და ლობიან პურებს აწყობდნენ, მრგვალი უნდა ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთი ფიჩქი იყო და მიცვალებულთა სულებისათვის იყენებდნენ, მაშინ ლამარია ლიფანესათვის განკუთვნილ სუფრას ქალების „ბანდარის“ მომრგვალებულ ნაწილზე შლიდნენ. სუფრასთან დიასახლისი ლოცულობდა და ლამარიას ოჯახის კეთილდღეობას ევედრებოდა. ლოცვის შემდეგ ლამარიასათვის განკუთვნილ სანოვაგეს ქალები შეექცეოდნენ.
ლიტ.: ვ. ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, ახალი წლის ციკლი, 1939. ლ. ბედუკიძე, სვანური ავეჯი, სსმმ. ტ. XXXVI-B, 1982.
ლ. ბ.

![]() |
6.32 ბანდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წვრილი თოკი ან თასმა, რომელიც სახლართად და გამოსაკრავად იყო განკუთვნილი
![]() |
6.33 ბანდული//ხუნჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მთაში სასიარულო ქალამანი, რომელსაც ძირი თასმებით აქვს გამოწნული- გამობანდული, რათა ადამიანმა ფეხი მყარად მოიკიდოს თოვლზე.
![]() |
6.34 ბანდული//ჯღანფეხი (ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ძირგამოწნული ქალამანი. ბანდული ძროხის ან ხარის ტყავისაგან მზადდებოდა. ახლად გატყავებულ საქონლის ტყავს გაასუფთავებდნენ, გააშრობდნენ, შოლტებად დაჭრიდნენ, დააყრიდნენ ნაცარს, შეახვევდნენ 2-3 დღით, გამშრალს მიწაზე დაფენდნენ და წვერწამახვილებული ხისკეტით ბეწვს გააცლიდნენ, შემდეგ გაწელავდნენ, გამოჭრიდნენ თარგზე,ხანჯლის წვერით ან სახვრეტათი თვლებს გაუკეთებდნენ და გაბანდვას იწყებდნენ ცხვირიდან. გაბანდვა მდგომარეობდა იმაში, რომ თვლებს თასმებით აბამდნენ
თითო-თითოს, ორ-ორს ან სამ-სამს ერთად. ამის მიხედვით ბანდული იყო ერთთვლიანი, ორთვლიანი, სამთვლიანი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ.ჯ.
![]() |
6.35 ბარა ქურისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურის კარები, საიდანაც ხდება ქურაში გამოსაწვავად გამზადებული ჭურჭლის შეწყობა. ქურის ბარადან ჭურჭლის შეწყობის დროს ახდილია ქურის „ცა“, ანუ ქურის ბანი
სინათლისთვის, რათა მეჭურჭლე კარგად ხედავდეს როგორ გადაანაწილოს ჭურჭელი ქურაში. ჭურჭლის შეწყობის დამთავრებისთანავე ქურის ცა გადაიხურება კრამიტის ნატეხებით და გადაილესება თიხა-ტალახით. ქურის ბარა კი ამოშენდება გამშრალი აგურითა და გაილესება ლამი მიწით. ბარაზე დარჩე ბა სამი „სათვალე“ ანუ სათვალთვალლო
ერთი ბარას თავში და ორი ბარას ძირში. სათვალის დანიშნულებაა, მეჭურჭლემ გამუდმებით ადევნოს თვალყური ქურაში ცეცხლის მოძრაობას და მის მოქმედებას ჭურჭელზე.
ლიტ.: ს. ბედუკაძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში. 1953.
მ. ზ.
![]() |
6.36 ბარამბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ორკაპა ხის ჯოხი, რომელიც იხმარება თევზაობისას სასროლი ბადის ჩაშლილი თვლების გასასწორებლად. 2. კარის საკეტი, სარაზავი (ლეჩხ). 3. ორკაპა ხის ჯოხი, ლობიოს ამოსაზელად.
ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.
![]() |
6.37 ბარბითი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სიმებიანი საკრავი. აქვს ყელი და ფართო მუცელი, გამოსცემს დაბალ ხმას. სავარაუდოდ უნდა მომდინარეობდეს ამავე ტიპის ბერძნული საკრავ
„ბარბიტონ“-იდან.
![]() |
6.38 ბარდანი//ბარდანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დიდი ტომარა სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების (მატყლი, ბამბა, ბზე, ნალობიერი) გადასატანად.
![]() |
6.39 ბართოხა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი, აღნაგობითა და მუშაობის პრინციპით აერთიანებს წერაქვის, თოხისა და ბარის მუშაობის ელემენტებს (დარტყმა, გამოწევა, ღრმა ბელტის მოჭრა და გადმოგდება). იგი მარტივი სახვნელის წინასახედ ითვლება, რომელიც სამუშაო ტარის დაგრძელებისა და ბარის დასაგებ მუხლთან კუთხის შემცირების შედეგად, ხელით სამუშაო იარაღიდან სახვნელისაკენ გარდამავალი ტიპის იარაღს წარმოადგენს. ბართოხა მოყვანილობით რკინის ბარს წააგავს, მაგრამ მოხრილი ტარი აქვს. ბართოხას გავრცელების არეალი მთის ზოლის ის ნაწილია, სადაც მაგარი სტრუქტურის ნიადაგები იყო.
ა. გ.
![]() |
6.40 ბარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. საქონლის გამხმარი შიგნეული. ძროხის, ცხვრის, თხის ან ნადირის ფაშვსა და ფილტვს გარეცხილ-გასუფთავებულს 2-3 დღით დაამარილებდნენ, ნაწლავს შემოახვევდნენ და გასაშრობად კერის თავზე, მზეზე ან ჩრდილში სანიაოზე დაჰკიდებდნენ. ხმარობდნენ ხინკლის გულად.
2. ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი. შედგება რკინის ნაწილის, ანუ ბარის, ტარისა და სატერფულისაგან. ზოგჯერ უამისოდაც აქვს სამკუთხა სამუშაო პირი და ვერტიკალურ (შვეულად) მიმართული ტარსაგები.
![]() |
6.41 ბარტყულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კუნკულა, ბერ-მონაზონთა თავსაბურავი, რომელსაც ატარებდნენ დიდი სქემის შემოსვის შემდეგ.
ლიტ.: სმეელ, 2007.
![]() |
6.42 ბარქაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ღრმა თეფში, დიალექტიკურ მასალებში განმარტებულია როგორც პატარა გობი, ხონი, თაბახი, დიდი თიხის ჯამი, იმერეთის ზოგ რეგიონში საცეხველის სინონიმადაცაა გამოყენებული. ზოგადად ბარქაში წარმოადგენს მრგვალ ან ოდნავ ოვალური ფორმის ხისა და კერამიკის საოჯახო ჭურჭელს, თეფშზე დიდსა და გობზე პატარას. ხმარობენ სუფრაზე მშრალი საჭმლის ან ხილის მისატანად. მას ძველად საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონია. მეფეთა და დიდებულთა სუფრაზე მისატანი ბარქაშები ძვირფასი ლითონებისგანაც იყო დამზადებული. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ბარქაში XVI ს. დასტურდება. 2. პატარა ხის გობი.
![]() |
6.43 ბარძიმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმიდის ჭურჭელთაგანი“, იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას.
![]() |
6.44 ბარჯგი//ბოძკინტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: რაიმეს შესაყუდებელი კაპებიანი ხე. მაგ., ხილით დამძიმებული ტოტებისთვის.
![]() |
6.45 ბარჯუკი (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქვევრის მოსახდელი ხის ბარი, იგივე ძელბარი.
ლიტ.: ალ. ღლონტი. ქკთსკ, 1974.
![]() |
6.46 ბასილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული. ბასილას კვერსინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით
„უხვი მოსავალი მოგვცესო“. მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის// აბრამიანის (იხ.) განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე.ნ.
![]() |
6.47 ბასმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. თმის საღებავი შავი ფერისა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოდიოდა. 2. დაჩითვა, შეღებვის წესი, როცა ქალის ლეჩაქზე ბასმით გამოჰყავდათ ყვავილისა და ორნამენტის სახეები. ბასტურმა
ჭურჭელში ჩადებული სამწვადე ხორცი, რომელსაც მოყრილი აქვს შავი პილპილი, მარილი, ხახვი და ძმარი. შემწვარი ბასტურმის მწვადი არის რბილი და სურნელოვანი. ბატიბუტი
ერთგვარი სიმინდის ჯიშია. ტაფაზე მოხალავენ. გაცხელებისთანავე სკდება და თეთრად იპენტება. საჭმელია გასართობად.
![]() |
6.48 ბაქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: მესხეთის ტერიტორიაზე ტერასული ნაკვეთების აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება.
![]() |
6.49 ბაქმაზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დადუღებული და შესქელებული ღვინო, რომელსაც წამლად ხმარობენ.
![]() |
6.50 ბაღი (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
6.51 ბაღდადი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ოთხკუთხა აბრეშუმის ქსოვილის ნაჭერი, რომელიც სტიქაროსანს უჭირავს მაზიარებლის ნიკაპთან, რათა ქრისტეს წმიდა სისხლი და წმიდა ხორცი შემთხვევით ძირს არ დავარდეს, ხოლო ზიარების შემდეგ მაზიარებელს ბაგეს მოსწმენდს.
2. ქალის საგარეო თავსაბურავი. მასალად გამოიყენებოდა ღია ფერის საუკეთესო ხარისხის აბრეშუმის როგორც სადა, ისე ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. ბაღდადის ძირითადი ფორმა ოთხკუთხედი იყო, თუმცა „ცალფა“ სამკუთხა ფორმის ბაღდადებიც ყოფილა ხმარებაში. ბაღდადი თავზე ისე უნდა დაეფინათ, რომ ჩიხტაზე დამაგრებული თავსაკრავი არ დაფარულიყო, მერე ყურებით ნიკაპქვეშ გაინასკვავდნენ და ჩიხტაში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით დაამაგრებდნენ. მოხუცი და ქვრივი ქალები შავი და სადა ფერის ბაღდადებს ხმარობდნენ, ახალგაზრდა და შუახნის ქალები კი ჭრელსა და ღია ფერისას, რომლებიც ლეჩაქს ზემოდან ებურათ. 3. მამაკაცის აბრეშუმის დიდი ხელსახოცი. 4. თხლად შეფიცრული კედელი, რომელიც გაჯით ილესება. 5.საუკეთესოდ გათლილი ქვა.
ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი. ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ.
I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIXს. და XXს. 1967.

ც. ბ. ხ. ც.
![]() |
6.52 ბაყალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხილითა და მწვანილეულობით მოვაჭრე.
![]() |
6.53 ბაშტე (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სადაც საქონლის გომური იყო გამართული.
![]() |
6.54 ბაჩაყურაი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მიცვალებულისადმი მიძღვნილი მრავალტოტა, უგულო ნამცხვარი თუშეთში.
![]() |
6.55 ბაცანკალი//სასთუმალი//სართუმალი// ლათხურმა(სვ.)//ორთუმელი (სამეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბაცანკალი//სასთუმალი//სართუმალი// ლათხურმა(სვ.)//ორთუმელი (სამეგრ.)
თავსადები ფიცარი, საწოლად განკუთვნილი სკამ-ლოგინების, ლოგინებისა თუ ტახტის აუცილებელი ატრიბუტი. თავსადები ფიცარი ორ სადგარზე დახრილად მიმაგრებულ დირეებში იყო ჩასმული, რომ თავსადებად მოსახერხებელი ყოფილიყო. ეთნოგრაფიული მასალა ბაცანკალს მხოლოდ შიშველ თავსადებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადყოფს, რომ მასზე იდებოდა სასთუმლად გადახვეული ფარდაგი, ნაბადი, ბალიში. ბაცანკალად იგი ამ შემადგენელ ნაწილებთან ერთად აღიქმებოდა.
ამის საუკეთესო მაგალითს დღეს სვანური „ლათხურმაშ“-ი წარმოადგენს. ამ ტერმინით დღესაც ფიცრის თავსადებთან ერთად მასზე დადებული ნაბადი,ფარდაგი და სხვა იხსენიება.
![]() |
6.56 ბაცუკაი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხატობა-წლისთავისათვის ნაფუარი ერთგვარი პური. აცხობენ სულთკრეფას, ყველიერის ბოლო კვირას სულებთან დაკავშირებულ დღეობაზე, ბაცუკაის აცხობენ ადამიანის მსგავსად. მხარზე გადაკიდებული აქვს ძაფზე ასხმული ბატიბუტი. თავზე ჩარჭობილი აქვს ჯოხი, რომელზეც ჩამოცმულია კვერცხი ან ვაშლი. წელსა და მკერდზე კიდია კამფეტები ან სხვა რაიმე ხილი. თვალების ადგილას სიმინდის მარცვლები აქვს ჩასმული. სულთკრეფის დამთავრებისას ყველა ოჯახიდან მოაგროვებენ „ბაცუკადებს“, ჩააყენებენ სანიშნედ ერთმანეთის გვერდით და პატარა ბიჭები მშვილდ-ისარს ესროდნენ, ვინ რომელსაც მოარტყამს
მისი იქნება.
ე.ნ.
![]() |
6.57 ბაწარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მატყლისაგან ან ბამბისაგან დამზადებული საქსოვი ძაფი. ბაწრის სისქეს ხელოსანი განსაზღვრავდა. სქელ ბაწარს რამოდენიმე წვერი ნართისაგან ართავდნენ საძახ ტარზე. წვრილ თოკსაც ბაწარს ეძახდნენ. 2. შინ დართული მატყლის ძაფი, მკედი (და არა თოკი), ძაფი საწინდედ (ფშ.). 3.თასმა ჯღანისა (ხევს.).
ლიტ.: ა. ღლონტი, ქკთსკ. 1974.
გ. კ.
![]() |
6.58 ბაჭაჭყი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ტყავის დასამუშავებელი სპეციალური ხელსაწყო. მეუნაგირეები იყენებდნენ ტყავის დასაჭიმად და გასასწორებლად.
![]() |
6.59 ბახრიპეწი (ხევს.)- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბახრიპეწი (ხევს.) -
რქის ხელსაწყო, ცხენის აღკაზმულობის თასმების გამოსაკვანძი.
![]() |
6.60 ბებუთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბებუთი
ირიბი დანა, ორპირად ლესული. მზადდებოდა გაშუალებითი დაფოლაფების წესით, რაც გულისხმობს რკინის ორ ნაჭერს შუა ფოლადის დაყოლებას, დატენვას. ბებუთი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა. ქართული ბებუთი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლურ ყამასთან.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, ქართ. ხალხ. მეტალურგია, 1964. ა. გ.
![]() |
6.61 ბაჭული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხაჭოიანი პური რაჭაში. ასეთ პურს შერთულსაც უწოდებენ და ლობიოსაგანაც ამზადებდნენ.
![]() |
6.62 ბახრიპეწი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რქის ხელსაწყო, ცხენის აღკაზმულობის თასმების გამოსაკვანძი.
![]() |
6.63 ბებუთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ირიბი დანა, ორპირად ლესული. მზადდებოდა გაშუალებითი დაფოლაფების წესით, რაც გულისხმობს რკინის ორ ნაჭერს შუა ფოლადის დაყოლებას, დატენვას. ბებუთი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა. ქართული ბებუთი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლურ ყამასთან.
![]() |
6.64 ბეგთარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
„მორკინული საცმელია, საომარი“(საბა). ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დამოწმებული ბეგთარი შედგება ოთხი ფოლადის ნაჭრისაგან-საგულე(წაგრძელებული მართკუთხა ფორმის), რომელსაც მარჯვნივ და მარცხნივ აქვს საფერდეები და საზურგე. ფოლადის ფირფიტები ერთმანეთთან დამაგრებულია წყვილ-წყვილი ტყავის თასმებით, საგულეზე ოთხივე კუთხეში ჩამაგრებულია თასმები, რომელნიც საფერდეებზე იკვრება ენიანი ბალთების საშუალებით, ხოლო საფერდეზე დამაგრებული თასმები საზურგეზე იკვრება ასევე ენიანი ბალთებით. ბეგთარის ჩაცმისას ტყავის ღვედებს (ქაფი) ბეჭებზეც გადაიკრავდნენ საგულედან საზურგეზე. ჩვენს დრომდე მოღწეული ასეთი ბეგთარები ძირითადად აღმოსავლური წარმომავლობისაა, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ქართველ წარჩინებულთა საომარ აღკაზმულობაში. ბეგთარი ხშირად ჯაჭვის პერანგების (იხ.) ზემოდან კეთდებოდა, რაც პოეზიაშიც დასტურდება
„ჯაჭვი-ბეგთარი დევ-ქაჯთა მას დღესა დაიხევისა“ (შაჰნ. I.1513-3). ქართული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ბექთარი ლითონის პატარა ფირფიტებით დაფარული, მორკინული, ტყავის ან მჭიდრო ქსოვილის ჯავშანია, ასეთი ტიპის ბეგთარი აქტიურად გამოიყენებოდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ქართულ შეიარაღებაშიც, ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ გვხვდება.
კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი
ჯაჭვი, სსმმ. ტ.XIXВ.
მ. ქ.
![]() |
6.65 ბედისკვერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მომცრო კვერი, რომელსაც ახალ წელს აცხობდნენ იმდენს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. კაცებს დაუკრავდნენ შოთებს, დედაკაცებს მრგვალ პურებს, ბავშვებს კი
კვერებს. პურში გარედან ჩაარჭობდნენ ერთ კვნიტ შაქარს, ჩამიჩსა და ნიგვზის კბილს. ბედისკვერი ახალი წლის დღეს, ბედისკვერობა დღეს ცხვებოდა. ერთ მოზელაზე გამოაცხობდნენ, ოჯახის წევრებისა და საქონლის სახელზე და თითოეულს ჯოხით დანიშნავდნენ. ვისი ბედისკვერიც ცხობის დროს „გასუქდებოდა“, „სამზეოში“ კარგად იქნებოდა, ვისიც „გახმებოდა“, ავადმყოფობას ნიშნავდა. ბედისკვერები თანასწორი სიდიდისა იყო, გარდა ერთისა, როემლსაც „ხარის გოგას“ უწოდებენ. იგი 5-ჯერ დიდია დანარჩენებზე და მასზე გუთნის ნიშანია გამოყვანილი. „ხარის კვერა“ დიდი იმიტომ იყო, რომ „წინათ ბედ-იღბალი ხარებზე იყო დამოკიდებული“. ახალ წელს, დილას დიასახლისი მთელ ხიზანს ჩამოურიგებდა თავთავის ბედისკვერს. საახალწლო რიტუალის ჩატარების შემდეგ შეეძლოთ ბედისკვერის გატეხა და ლხინის დაწყება. ძროხების კვერს გომურში გაიტანდნენ, ხორბალს გადააყრიდნენ მუჭით და პატარ-პატარა ნატეხებს შეაჭმევდნენ. ცხვრისას თვითონ შეჭამდნენ და დაილოცებოდნენ.
ლიტ.: ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, 1960, ს. მაკალათია, ფშავი, 1934.
ე.ნ.
![]() |
6.66 ბეკეში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჯუბის მსგავსი თბილი ტანსაცმელი.
![]() |
6.67 ბელ-ბაღი (ჯავახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალის წელსახვევი. მასალად იყენებდნენ 3 სმ სიგანისა და 12 მ სიგრძის ჭრელ შალს. ძირითადად ხმარობდნენ ხანშიშესული ქალები და დედაბრები. ბელ-ბაღი მესხური ჩასაცმელის ძველი ელემენტია.
ლიტ.: ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური
ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან, მსმკი, 1966.
ც. ბ
![]() |
6.68 ბელეში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საყავრე ხის ნაჭერი. შერჩეულ საყავრე მორს შუაზე გააპობდნენ, შემდეგ დაანაოთხლებდნენ, ნაოთხალს კიდევ ოთხად დაჭრიან და ბელეშს მიიღებენ. ბელეშის სიგრძე 1,5 არშინი იყო, მისგან ყავარს ხდიდნენ, ფურცლავდნენ.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.
![]() |
6.69 ბელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ყავრის სახდელი იარაღი აჭარაში.
![]() |
6.70 ბერა (ფშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მოზღუდულში დატოვებული ვიწრო გასავალი ცხვრის დასათვლელად და მოსაწველად. 2. მრავალთაგან ზეამართული და გადაჯვარედინებული იარაღი (ხმალი, შუბი), რომლის ქვეშაც გაატარებდნენ ხოლმე დამარცხებულ, ტყვედ ჩაგდებულ მტერს. ბერაში გატარება
გადატანითი მნიშ. ვისიმე დამარცხება ან დაშინება და შერცხვენაა; 3. ბავშვთა ზოგიერთ თამაშობაში
მონიშნული, ამორჩეული ადგილი (ქვა, ხე, შენობის კედელი), რომელსაც ბურთს მოარტყამდნენ, სადაც თამაშობის დროს თვალს ხუჭავენ და ა.შ. 4. ბარულ მესაქონლეობასთან დაკავშირებული ეკვივალენტური ურთიერთდახმარება
ახლო მეზობელთა გაერთიანება ერთჯერადი გადამუშავებისათვის აუცილებელი რძის მოგროვების მიზნით. შიდა კახეთში წველის სეზონის დადგომისთანავე სოფელში შეიქმნებოდა რამდენიმე ბერა. თითოეულში ერთიანდებოდა 5-10 ოჯახის საქონელი. ეს ოჯახები საერთო გომურს, ბაკებსა და კარავს აშენებდნენ. ეს სამეურნეო კომპლექსი იმართებოდა სოფლის ახლოს სასოფლო საძოვრებსა და საანეულოდ განკუთვნილ მიწებზე. ბერას მეურნეობასა და წველა-დღვების საქმეს მამაკაცები უძღვებოდნენ. საქონლის მოვლა-პატრონობა მონაწილეების მიერ რიგრიგობით ხორციელდებოდა. ასევე რიგრიგობით იღებდნენ ერთ ჯერზე მთელი დღის ნაწველს ბერაში შემავალი ოჯახები. რიგით მწყემსობა და წველა თანაბარუფლებიანობის პრინციპს ემყარებოდა. ბერას წარმოშობა საქართველოს ბარში დიდი ოჯახის რღვევასთან არის დაკავშირებული, როდესაც ცალკეულ კომლთა განკარგულებაში არსებული პირუტყვი არ აღმოჩნდა საკმარისი რძის მეურნეობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.
ლიტ.: 1.Шамиладзе В.М., Хозяйственно-культурные и социально-экономические проблемы скотоводства Грузии, Тб., 1979.
თ. ცაგარეიშვილი, მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში, 1987.
თ. გ.
![]() |
6.71 ბერილი//ბივრიტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქ-ში, 1965.
ე. ნ.
![]() |
6.72 ბერკლი (რაჭა) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ტილოს პატარა ჩვარი, ბერკლის ხმარობდნენ ფინთიხის (ტყვიის) შემოსახვევად, რომ იგი მაგრად ყოფილიყო ჩამჯდარი თოფის ლულაში.
ლიტ.: ალ. რობაქიძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქ-ოს სახალხო მეურნეობაში, ტ.I, 1941.
მ.ქ.
![]() |
6.73 ბერღარი//ბელღარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წისქვილის დიდი ღარი, საიდანაც წყალი ეცემა ბორბალზე. ბელღარით წყალი გადაყავდათ ხევის ერთი ნაპირიდან მეორეზე.
![]() |
6.74 ბეღელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სამეურნეო პროდუქტების შესანახი შენობა. ბეღელი წარმოადგენს წმინდად გათლილი ფიცრისგან აგებულ ერთსართულიან ოთხკუთხა ოთახს, რომელიც შედგმულია ქვის დაბალ ბოკონებზე. ბეღელი მთლიანი ნაგებობაა, იმდენად მჭიდროდ აშენებული, რომ მასში მღრღნელებმა ვერ შეაღწიონ. ბეღელს აქვს პატარა კარი და იკეტება ე.წ. დათვა საკეტით. ბეღელი შიგნით დაყოფილიც არის და მთლიანიც. დაყოფილი ბეღლის ცალკეულ თვალში (ხარო, ხვიმირა, საგვერდული) ინახებოდა სხვადასხვა პროდუქტი და მარცვლეული. ბეღელი მეტ-ნაკლებად გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში და ძირითადად დამახასიათებელი იყო დიდი მასშტაბის მეურნეობისთვის. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბეღელი ითავსებდა პატარა ოთახსაც, რომელიც თაფლობის თვეში ახლად დაქორწინებულთა საცხოვრისად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
ე. ნ.
![]() |
6.75 ბეღელ-ოთახი//ბეღლის ოთახი//ხულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სამეურნეო პროდუქტების შესანახი სამეურნეო ნაგებობა
სათავსი. დიდი ბეღელი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ბეღლის, როგორც მარცვლეულისა და ფქვილის სათავსის გამოყენების ფაქტი დამოწმებულია ქართველი ხალხის ყოფაში. გენეტურად ბეღელი უკავშირდება იმ რიგის ნაგებობებს, როგორიცაა: დიდი კიდობანი, ამბარი, ხარო და სხვა. მსგავსი სათავსები გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მასალის დამუშავების მიხედვით, ბეღელი გვხვდება: ძელური, ფიცრული და სიპისაგან აგებული (აღმ. საქ. მთა). ბეღელი არის დაუყოფელი და დაყოფილი. დანაყოფებია: თვალი, ხარო, ხვიმრა, საგვერდული, აკო, ორმო. დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქვემო იმერეთის ზეგანზე ოდითგანვე ყოფილა ოროთახიანი ბეღელი, რომლის ოთახებს შორის მკვეთრი ფუნქციური დიფერენციაცია არსებობს. ერთი ოთახი კვადრატულია. ტიხრით თვლებადაა დაყოფილი, რომელშიც მარცვლეულს ინახავენ, ხოლო მეორე სასტუმრო ოთახს წარმოადგენს. მას ბეღელ-ოთახი, ბეღლის ოთახი ან ხულა ჰქვია. ბეღელ-ოთახი მოგრძო სწროკუთხა ფორმისაა. ფასადის მხარეს გაჭრილი კარით. აქ დგას პატარა სუფრა, სკამები. კედლის გასწვრივ გაკეთებულია გრძელი ტახტი. ტერმინი „ბეღელი“ ქართულ ენაში მეტად ძველია. ლინგვისტური მონაცემებით იგი ქართულ-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, I, 1964.
ლ. ბ.
![]() |
6.76 ბეყე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წყლის ჭურჭელი სამჭედლოში გახურებული რკინის საწრთობად. მისი სინონიმებია როდი და გეჯა.
![]() |
6.77 ბეჭედი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ქალისა და მამაკაცის თითზე წამოსაცმელი სამკაული. ამზადებდნენ ძვლის, ქვის, მინისა და სხვადასხვა ლითონისგან. უკეთებდნენ სხვადასხვა სახის ძვირფას ქვებს. ესთეტიკური მოთხოვნილების გათვალისწინებით ბეჭდები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის. 2. ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ხანის საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული საბეჭდავი ბეჭდები. მათ შუაში ამოკვეთილი ჰქონდათ წარწერა ან გამოსახულება, რომელიც მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა ან ადასტურებდა. ბეჭდის თვალს, რომლის ძვირფას ქვაზე ამოკვეთილი იყო წარწერა, ეწოდებოდა კამეა. საქართველოს სინამდვილეში ლითონის ბეჭდები ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ანტიკურსა და ფეოდალურ ხანაში ბეჭედი მეფე-მთავართა ერთ-ერთ ინსიგნიასაც წარმოადგენდა, რომელზედაც ამოკვეთილ-ამოკაწრული იყო ჰერალდიკური ნიშნები და ინიციალები. ასეთ ბეჭდებს დოკუმენტების დასამტკიცებლადაც იყენებდნენ. 3. საკანცელარიო მიზნებისთვის, რომელიც ადასტურებს დოკუმენტში ჩამოყალიბებულ აზრს.
![]() |
6.78 ბეჭი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ: ვერტიკალური საქსოვი დაზგის ელემენტი, ხის ან რკინის ზომით მტკაველი სიგრძესიგანისა, ჩარხით გამოყვანილი თავით. გამოყენებული იყო ქსელში
ქირცაში ცხემლით გატარებული საზედაო ძაფის მიჯრა-მიმტკიცებისათვის, ანუ ჩასაბეჭად.
ლიტ.: მსშხი ტII, ნაწ. .II , 1982.
ლ. მ.
![]() |
6.79 ბიდალი (აჭარ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ნაძვის ხისაგან გაკეთებული დიდი კასრი, ყველის შესანახად.
![]() |
6.80 ბიზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სადგისი
![]() |
6.81 ბილაგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. შედგებოდა ფიცრის სამი ნაჭრისაგან. ბილაგს თბილისის მედაბღეები იყენებდნენ.
![]() |
6.82 ბისონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ბიზანტიის მეფეთა შესამოსელი, ძვირფასი ქვებით შემკული, გრძელი და ვიწრო სამოსი. მოძრაობის გასაადვილებლად წინა კალთა მუხლამდე ჰქონდა შეჭრილი, ხოლო ყელთან სამკუთხედად ღრმად იყო ამოჭრილი, ყელთან დაჰყვებოდა მარგალიტის მძივები, ალაგალაგ მოოჭვილი იყო ძვირფასი ქვებით, ჰქონდა ნაქარგი ზოლები, ბისონზე ბიზანტიის მეფეები ირტყამდნენ მარგალიტებით შემკულ სარტყელს.
ლიტ: ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
ე.ნ.
![]() |
6.83 ბიქილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხის საბეჭდავი რაჭაში, რომლის ზედაპირი დაჭრელებულია სხვადასხვა ორნამენტით და რომლითაც სარიტუალო პურებს უკეთებენ ნაჭდევებს. ბიქილა საბეჭდავების კარგად დაცული ნიმუშები აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ სარიტუალო საგანს მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
![]() |
6.84 ბიჩაღჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დანების მკეთებელი, მედანე.
ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.
![]() |
6.85 ბობოლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხახვის თავების აცმა, რომელსაც დიდმარხვაში ჭერში ბაწრით ჰკიდებდნენ მთელი მარხვის განმავლობაში. ზოგჯერ ხახვების მაგიერ, დაჩვრეტილი, მწარე კვახი იყო გამოყენებული. ნაჩვრეტებში (ან ხახვის თავებში) ფრინველის ფრთები იყო გაყრილი მარხვის კვირების შესაბამისად და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ თითოეულ ფრთას აძრობდნენ, რაც ხსნილის მოახლოებას აუწყებდათ.
ე.ნ.
![]() |
6.86 ბობღანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დასარტყმელი საკრავი. საბას განმარტებით, ბობღანი „არს დაფი და დაფთაფი, ტყავისგან შემზადებული საკრავი“. ბობღანი ყოფილა სპილენძისაც, შესაძლებელია იგი თანამედროვე საორკესტრო ინსტრუმენტის დასარტყმელი დოლის ნაირსახეობას წარმოადგენდეს.
ე. ნ.
![]() |
6.87 ბოზა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც უფრო მთიულები ამზადებენ.
![]() |
6.88 ბოზბაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ცხვრის ხორცისგან მომზადებული წვნიანი და დუმაგარეული კერძი.
![]() |
6.89 ბოკონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. (იმერ. გურ.) სახლის საძირკვლის ბურჯი, ბოძი, რომელზედაც ეყრდნობა სახურავი. 2. პატარა სკამი ბავშვებისათვის (ლეჩხ.). 3. ხისაგან დამზადებულიუ რძის საწველი ჭურჭელი, ვედროსებური. 4. ქვის ოთხკუთხად გამოჭრილი ბლოკები, რომელზედაც ეწყობა სახლის საყრდენი ბოძები, წვიმისაგან ძირი რომ არ მოულპეს.
ე. ნ.
![]() |
6.90 ბოლოთრია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აღმოსავლეთ საქართველოში ბორბლიანი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, გავრცელებული იყო მთისა და ბარის გარდამავალ ზოლში და აქედან გამომდინარე ბრუნვითი მოძრაობა შეხამებულია თრევა-სრიალთან. ბოლოთრიას გააჩნია ტანი, ღერძ-ბორბლები, ხელნები და უღელი. ბოლოთრია ძირითადად გამოიყენებოდა ძნისა და თივის საზიდად.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე. ნ.
![]() |
6.91 ბომბარდერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ცეცხლსასროლი იარაღი. ცეცხლსასროლი იარაღის პირვანდელი ნიმუშები (XIV) კონსტრუქციულად არასრულყოფილია, იგი წარმოადგენს ცალკეული ლითონის ფირფიტებისაგან დამოქლონებულ ან მთლიანი ფურცლოვანი მასალისაგან გამოჭედილ, რკინის ან ბრინჯაოს მილებს. მილის ერთი ბოლო დახურული იყო ან ლითონის ღეროთი ბოლოვდებოდა. ასეთი ლულები მაგრდებოდა ხეზე, რომელიც უხეშად დამუშავებულ კონდახს წარმოადგენდა. გასროლის პროცესიც პრიმიტიული იყო: ლულაში იყრებოდა დენთი, შემდეგ იდებოდა ტყვია (ლითონის ან ქვის) და ლულის ზედაპირზე მოთავსებული მცირე დიამეტრის ხვრელთან მიტანილი ცეცხლით (გაღვივებული ფითილი) ხორციელდებოდა გასროლა. ცეცხლის მიტანა ხდებოდა არა მსროლელის, არამედ მისი დამხმარის საშუალებით. ადრეული ხელის ცეცხლსასროლი იარაღი პრინციპულად არ განსხვავდებოდა საარტელერიო იარაღისაგან და ფაქტობრივად მცირე ზომის ზარბაზანს წარმოადგენდა. ასეთი კონსტრუქციის იარაღს ევროპაში
![]() |
6.92 ბონდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბონდი
- ბაგირზე დაკიდებული საცალფეხო ხიდი
![]() |
6.93 ბონდერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბონდერი
კასრების მკეთებელი ხელოსანი. საქართველოში მეკასრეობა ფართოდ გავრცელებული ხელობის დარგი იყო. კასრი გამოიყენებოდა სხვადასხვა სამეურნეო დანიშ ულებისათვის, განსაკუთრებით
მეღვინეობაში.
ე. ნ.
![]() |
6.94 ბორა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ოქრომჭედლობაში ბორა გამოიყენებოდა ვერცხლის ნაჭრების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პოტაშს და თანუქარს ერთმანეთში აურევდნენ, ზედ მარილს დაურთავდნენ და ცეცხლზე აადუღებდნენ. დუღილის შემდეგ ჯამის ძირში დალექილი მასა არის ბორა. დასაკავშირებელ ნაჭრებს გაახურებდნენ, ერთმანეთზე დაადებდნენ და ზედ ბორას დააფრქვევდნენ, შემდეგ კვლავ გაახურებდნენ და ნაჭრები ერთმანეთს მიედუღებოდა.
მ. ბ.
![]() |
6.95 ბორანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბორანი
მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გასასვლელი მორებისაგან შეკრული ტივი, მგზავრობის უსაფრთხოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში მოაჯირი ჰქონდა მოვლებული. ბორანი მოძრაობს ბაგირის გასწვრივ, რომელიც მდინარის ორივე ნაპირსაა დამაგრებული. ბორნით გადააქვთ ტვირთი, გადაჰყავთ ადამიანები და ცხოველები. თბილისში არსებობდა რამდენიმე ბორანი, რომელიც ქალაქის ერთ ნაპირს მეორესთან აკავშირებდა.
![]() |
6.96 ბორანო (აჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერბო-კარაქში შემწვარი მოხდილი ყველი.
![]() |
6.97 ბორაყი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
დროშა, გასანათლავი ბაირაღი, რომელსაც აქვს ხელკეტი, საკადრები, ქსოვილის ნაჭრები, ბუშტი, შუბის წვერი და ზანზალაკი. (იხ. დროშა ხატისა).
ე. ნ.
![]() |
6.98 ბორდა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
უნაგირზე გადასაფარებელი ქსოვილი ან ტყავი, რომელიც შემკული იყო ფერადი ძაფებით.
![]() |
6.99 ბორკილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ.: ცხენის ფეხის შესაკრავი. მზადდებოდა როგორც ლითონის, ასევე ტყავისაგან. ცხენის ბორკილი წარმოადგენდა სამპირი ტყავის წვრილ თასმებს. ფიცხი, ძნელად დასაკავებელი ცხენის დასაბორკად იხმარებოდა ორი ან სამფეხჩადგმული ტყავის ბორკილი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
![]() |
6.100 ბორწკალი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ორკეცად მოხრილი მაშისებრი რკინა. ოქრომჭედლობაში იხმარება გამდნარი ვერცხლის ჭურჭლის გადმოსაღებად და ყალიბში ჩასასხმელად.
![]() |
6.101 ბორჯომული//სურამული ცული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ნიღრებიანი ცული. ასეთ ცულს ოჯახში (საოჯახო საქმეში) არ ხმარობდნენ, ტყეში მიჰქონდათ ხის საჭრელად, მორისთვის „ნაცხვირის“ გასაკეთებლად. ძირითადად ხმაროდნენ წიწვოვანი ხეების მოსაჭრელად. ბორჯომული ცული ქართული ცულის სახესხვაობაა და მას ყოფაში პარალელები გააჩნია „მეტიურა“// „ჩენგი“(სამეგრ.)// „მესხურ“
ვიწრო და გრძელ ცულებთან.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1954.
გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.
![]() |
6.102 ბორჯღალა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბორჯღალა
ქართული ავეჯის დამახასიათებელი ელემენტი. ბორჯღალაში გამოხატულია ბრუნვის იდეა, იგი სათავეს იღებს ბოლოშეხრილი ჯვრებისა და სვასტიკის ჯგუფის გამოსახულებებიდან და განასახიერებს მარადიულ ტრიალს, კავკასიის არქეოლოგიურ მასალებში ბორჯღალით შემკული ნივთები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ერთი ასეთი საუკეთესო ბორჯღალა გამოსახულია ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც თარიღდება ძვ.წ.ა. XIII ს.-ით. ბორჯღალების უძველესი ნიმუშები ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში გვხვდება: დედაბოძზე, კერაზე, საოჯახო დგამ-ავეჯზე, ბუხარზე, სარიტუალო პურის საბეჭდავებზე და სხვა. შენიშნულია, რომ ბორჯღალა საერთო დეკორატიულ ორნამენტში გამოირჩევა დიდი მოცულობითა და მინიშნებით, რომ იგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბორჯღალას ფრთების რიცხვი დაკანონებული არაა. თანაბარზომიერი ფრთები გამოდიან ცენტრიდან ერთი მიმართულებით და წარმოსახავენ ტრიალს, ზოგჯერ ბორჯღალა ჩახატულია წრეში, რაც მას ასტრალურ სიმბოლიკასთან აკავშირებს, კერძოდ, წრე ძველ ხელოვნებაში გაიგებოდა მზისა და ცის მნიშვნელობით (მაგ., ქართულ სინამდვილეში ამის საუკეთესო გამოხატულებაა სიტყვა „ცარგვალი“). ბორჯღალაც ასეთ შემთხვევაში გაიგება ცისა და განსაკუთრებით მზის მნიშვნელობით და ამდენად, იგი ნათებისა და სიმხურვალის ასტრალურ ნიშანსაც წარმოადგენს, რომელიც გამუდმებით ტრიალებს თავისი ცენტრის გარშემო. ბორჯღალა არის უნივერსალური სიმბოლო, რომელიც კავკასიის გარდა გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხთა კულტურაში.

ლიტ.: ი. სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1993.
თ. ნ.
![]() |
6.103 ბოსელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საცხოვრებელი სახლისაგან დამოუკიდებელი საქონლის საზამთრო ნაგებობა. კედელში სარკმელს ატანდნენ სინათლისათვის. ბოსელის იატაკი იყო გათლილი მორები ან სიპი ქვა. („ზღვე“, „ბოგა“ დას. საქ).

გ. გ.
![]() |
6.104 ბოყვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მთავარი ფიცრები ოდასახლის კედლების შუა ნაწილებსა და კუთხეებში, რომლის კიდეები ამოღარულია კედლის ფიცრების ჩასალაგებლად. ბოყვები იჭერს მასში ჩაწყობილ ფიცრებს და როცა კედლები აღიმართება, მაშინ ბოყვის თავებს ჩამოეცმება სარტყლები და ოთხივ კუთხივ სახლის კედლები ერთიანად გაიჭედება. აქედანაა ტერმინი „ბოყვებიანი სახლი.“ 2. ხის ქერქის ჭურჭლის ზოგადი სახელი დას. საქართველოში (იხ. ხოკერი).
ე.ნ.
![]() |
6.105 ბოყვიჩა (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მაჩვის ტყავის ჩანთა კაჟიანი თოფის ჩასადებად, შალითა. 2. ნემსების, სათითის, ძაფ-მაკრატლის და მისთ. შესანახი.
ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.
![]() |
6.106 ბოყუნი (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბოყუნი (მეგრ.)
გ.გ.
ხის ჭურჭელი, მაღალი და ძირჩადგმული. აქვს ხისავე ხუფი იხმარებოდა ყველის შესანახად. (საშუალო ბოყუნის სიმაღლე 70 -80 სმ., პირის დიამეტრი 40 სმ.)
![]() |
6.107 ბოღლიწო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ღვინოში დამბალი პური, ძირითადად ბერების საჭმელი.
![]() |
6.108 ბოძალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბოძალი
ორწვერა ისარი.
![]()
![]() |
6.109 ბოხჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბოხჩა
1. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი. კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ აბრეშუმს, ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით. ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას
იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ.
ლიტ.: „საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986;
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. გ.კ. ნ. ჯ.
![]() |
6.110 ბროლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბროლი
წყლისფერი მინერალი, ბროლს, როგორც წესი, აწახნაგებდნენ, რაც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს და მის სხივთა ელვარებას კარგად გადმოსცემს. ბროლის დამუშავებით გამოირჩეოდნენ ჩინელები და ინდოელები. ევროპაში ანტიკური ხანიდან გამოიყენებენ ბროლის ჭურჭელს, ხშირად გვხვდება მეფეთა და დიდებულთა გვირგვინ-ტიარების მორთულობაში. ძველ ქართულში ბროლის შესატყვისი ტერმინებია: „ჭიქა“, „ქარწიბა“, „დამანა“,
„გველსალოკა“. საქართველოს არქეოლოგიაში ბროლით შემკული დიდი რაოდენობის ნივთებია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი საბადოების ბაზაზეა დამზადებული.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
![]() |
6.111 ბუდარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუდარი
კურტანზე გადასაფარებელი ტყავი.
![]() |
6.112 ბუდნები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ცხენის აკაზმულობის ნაწილი.
![]() |
6.113 ბუდრუგანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუდრუგანა
წნელის ან ფიცრის მცირე ნაგებობაა. უმთავრესად კახეთში (ქიზ.) სოფლის მოშორებით, კალოებთან აგებდნენ. იყენებდნენ საცხოვრებლად კალოობის დროს რამდენიმე კვირით მინდვრად გასული ოჯახის წევრები, ასევე ანეულის ხვნაზე გუთნისდედა და მეხრეები, გვიან კი
საზამთროდ ჩამოსული მწყემსები.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
![]() |
6.114 ბუზიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუზიკა
პატარა გარმონი (დამახინჯებული რუსული „музыка“), რომელსაც ლხინში ქალები უკრავდნენ.
![]() |
6.115 ბუკი// ღოროტოტო (ქართლ.) // საყვირი (რაჭ.) // სანკერ (სვან.) ოყე (სამეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუკი // ღოროტოტო (ქართლ.) // საყვირი (რაჭ.) // სანკერ (სვან.) ოყე (სამეგრ.)
- თავის დროზე იგი როგორც სასიგნალო საკრავი თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ბუკი-სანკერ შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანებამდე სვანეთში. ეს არის სპილენძის საყვირი, დაახლოებით 1,5- 2 მ. სიგრძისა, კონუსის ფორმის გაგანიერებული ბოლოთი. თავზე ჩასმულია (ჩადუღებულია) ჩასაბერი მუნდშტუკი. ბუკის მეგრული სახეობა ოყე ხისა იყო. ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. მშვიდობიანობის დროს ბუკით მოუხმობდნენ ხალხს (სოფელს, თემს) შესაკრებად. ბუკი არ წარმოადგენს სამუსიკო საკრავს. იგი გამოსცემს მხოლოდ ერთ ბგერას, მაგრამ სხვადასხვა რიტმული ფიგურაციით. აქვს მხოლოდ სასიგნალო და არა ესთეტიკური ფუნქცია. ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების მიხედვით, „ბუკი“ მოიხსენიება XI ს-დან. იყო სასიგნალო სახმაურებელი საკრავი, მაუწყებელი ლაშქრობის, ზეიმის, დარბაზობის, ნადირობის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით,
სამეგრელოში სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა. უკრავდნენ აგრეთვე ნათლისღების დღესასწაულეზე წყალკურთხევის ლიტანიობის დროსაც.
![]()
ლიტ.: ვ. ახობაძე, ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, 1957. მ.შ.
![]() |
6.116 ბულული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბულული
გათიბული და გამხმარი ბალახის პატარა ზვინი, რომელსაც თივის გროვებისას აქა-იქ დააბულულებდნენ, რათა მერე დიდი ზვინი დადგან. მთაში (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, აჭარა, სვანეთი) და მთათა ფერდობებზე ასეთ ბულულებს დგამენ და ზამთარში თოვლზე დაცურებით ჩამოაქვთ ქვემოთ.
ე. ნ.
![]() |
6.117 ბუნაგი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუნაგი (ხევს.)
აქ: სამკურნალო წამლების შესანახი ცილინდრული ფორმის სპეციალური ჭურჭელი. ხარის რქისგან გაკეთებული. აქვს ჩადგმული ხის ძირი, საცობი და პატარა ხვრელი ფხვნილისგადმოსაყრელად.
ლიტ.: ნ. მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
ე. ნ.
![]() |
6.118 ბუნი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუნი
1. „შუბის ტარი“(საბა). ბუნი წარმოადგენს ხის ტარს, რომელიც სხვადასხვა ზომის არსებობდა. დღევანდელი ქართული ტერმინოლოგიური დატვირთვით შუბი ეწოდება ყველანაირ სატყორცნ-საძგერებელ იარაღს, ხოლო ფეოდალურ საქართველოში ასეთი ტიპის იარაღები ერთიანდებოდა „ლახუარის“ ქვეშ. „ლახვარნიცა განიყოფებიან: „ოროლი, გმური, სათხედი, გეონი, შუბი, ხიშტი, ზუფანი, ლიბანდაკი, ამათი განმასხვავებელი ნიშანი შუბის პირის ფორმის გარდა, მათ ბუნის ზომებშია მაგ. ოროლი, შუბი და გმური,
![]() |
6.119 ბუნგრძელია, სათხედი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
6.120 ბუნიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუნიკი
ბუნიკი წარმოადგენს მრგვალი ან ცილინდრის ფორმის ლითონს, რომელიც ქარქაშის (ხმლის, ხანჯლის, დანის და სხვ.) ბოლოზეა წამოცმული. ბუნიკი შეიძლება იყოს რკინის, თითბრის, ვერცხლის, განსაკუთრებულ შემთხვევაში ოქროსი. ქართული და კავკასიური ხანჯლის ბუნიკები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბოლოსკენ ვიწროა და გირჩის ფორმის ბურთულით ბოლოვდება.

![]() |
6.121 ბუჟღუნდი//ჭიაფერა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი საღებავი, რომელიც მზადდებოდა ხის ჭიისაგან. ასეთი ჭია ჩვეულებრივ ბუდობს მრავალწლიან მცენარეებზე, განსაკუთრებით მუხაზე. ამ მწერებს აგროვებენ, ახმობენ, შემდეგ ფქვავენ და იყენებენ საღებავად. ჭიაფერში შეღებილი ქსოვილები ძოწეულის სახელით იყო ცნობილი.
ლ. მ.
![]() |
6.122 ბურღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რკინის გრეხილპირიანი ხელსაწყო, რომლითაც ხითხურო-ხელოსნები ფიცრებს ბურღავენ. იხმარებოდა დიდი და პატარა ბურღები. ზოგჯერ დიდ ბურღებს თავში სახელურები აქვს, რათა ძალა მიატანოს მბურღავმა.
გ.გ.
![]() |
6.123 ბურჭული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი წალდის სახეობა. მზადდება კარგი ხარისხის ფოლადისაგან. საუკეთესოა სავენახე სარების სათლელად.
ლიტ: ქელ., 2009.
![]() |
6.124 ბუღლამა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
![]() |
6.125 ბუჭულა (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წისქვილის პატარა ქვა, რომელსაც მცირედებეტიანი წყლის პირობებში გამოიყენებენ, ძირითადად, ინდივიდუალური სარგებლობისთვის.
ე. ნ.
![]() |
6.126 ბუხარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუხარი
საცხოვრებელი ნაგებობის გასათბობი საშუალება. გათბობის გარდა ბუხარი იქცა სახლის სამკაულად და ამიტომ მისი გაფორმება უფრო და უფრო დაიხვეწა. ქართულ სინამდვილეში ბუხრის მშენებლობის ხერხები და ფორმები შემოტანილია გარედან, მაგრამ საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა განაპირობა მისი გაფორმების ეროვნული სტილი.
ბუხრის მშენებლობა საქართველოში პროფესიული ხასიათის იყო. სპეციალობა „მებუხრე“ სწორედ ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა. ბუხრის მშენებლობას გააჩნია საგანგებო წესები, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ასევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში; ეს განსაკუთრებით ეხება ბუხრის იმ ნაწილების ქვას, სადაც ცეცხლი ინთება და საამისოდ შერჩეული უნდა იყოს ისეთი ჯიში, რომელიც ცეცხლგამძლეა. საბუხრე ქვა უნდა იყოს სუფთა - უტალო, უარტაშანო. მხოლოდ რკინის იარაღით მოჭრილი და არა აფეთქების გზით მოპოვებული, რადგან ასეთი ხერხი „ლახავს“, აზიანებს ქვის სტრუქტურას და მალე გამოვა მწყობრიდან. ბუხარს აქვს: ყვერბი// ტაფა - სადაც ცეცხლი ინთება, ფეხები, ზურგი, წინპირი, სასანთლე// თარო, ყელი, ქუდი//კალამი. ბუხრის ავკარგიანობისათვის უმთავრესია წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე მხარე გულამოღებულია, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებლივ მოძრაობას ქვემოდან ზევით. ბუხრის წინპირი, სასანთლე და ყელი კეთდება საუკეთესო თეთრი ქვით, რომელიც უნდა იყოს „რბილი“ თვისებისა, რაც აუცილებელი პირობაა მხატვრული სიუჟეტისა და ჩუქურთმების გამოხატვისათვის. ფეხებიანი ბუხრების გარდა საქართველოში გავრცელებული იყო კომპლექსური ბუხარი - რამდენიმე ოთახის გასათბობად და დაკიდებული ბუხარი - რომლის წინპირი ჩვეულებრივ ფეხებიან ბუხართან შედარებით გამოწეულია და იქმნება დიდი მოცულობა მძლავრი ცეცხლის დასანთებად. ასეთი ბუხრები ძირითადად სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. საქართველოში, ბუხრების მშენებლობაში, სრულყოფილად გამოვლინდა ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიურ აპოთროპეული დანიშნულების სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში გამოხატული იყო კერასა და დედაბოძზე. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს კოსმოგონიურ გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტს - განსაკუთრებით სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს - ნაირგვარ ბორჯღალებს, რომლებიც არცთუ იშვიათად ამკობენ ბუხრის „მუხლებსა“ და წინპირებს. რაც შეეხება ზოომორფულ მოტივს, საქართველოში არსებულ ბუხრებზე დასტურდება ლომის,
არჩვის, ირმისა, ფრინველის გამოსახულებანი. ყველაფერი ეს ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენების დანაშრევს წარმოადგენს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. ე. ნ.

![]() |
6.127 ბუხუა//ხვედა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბუხუა//ხვედა
კოჟრიანი ხისგან გამოთლილი, სანავე ხის ლურსმნების დასაჭედებელი ხის ურო.
![]() |
6.128 ბუჯერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კედელში ჩადგმული ერთ ან ორგანყოფილებიანი ხის სათავსი. ძირითადად იხმარებოდა ჯამ-ჭურჭლის დასაწყობად. ბუჯერი იმერეთში სახლის მარჯვენა
წაღმა მხარეს კედელში იყო ჩადგმული. თუ დაინგრეოდა, მის ფიცარი ძველი ბუჯერის აღდგენას ხმარდებოდა.
იმერეთში, ბუჯერის ანგელოზის პატივსაცემად სრულდებოდა საოჯახო დღესასწაული „მარეშლობა“. ხალხის რწმენით, მარეშალი შინაური ფრინველების დამცველი ღვთაებაა. ფრინველების გამრავლების მიზნით, მარეშალისათვის, დაურწყების კვირაში, ქათამი უნდა დაეკლათ ბუჯერთან. დაკვლის ცერემონიალს ოჯახის დიასახლისი ასრულებდა. მასვე ევალებოდა ბუჯერზე სანთლის ანთება, იგი თავდახრილი შესთხოვდა მარეშალს ფრინველების გამრავლებას. ლოცვის დროს ხელში უნდა სჭეროდა ქათმის მარჯვენა ფეხი, ქათმის სისხლის, ბუმბულისა და ძვლების დაწვა აუცილებელი იყო. უცხო პირის დასწრება იკრძალებოდა. ქათმის მარჯვენა ნაწილებს, მლოცველი ბუჯერზე აწყობდა და მეორე დღისთვის ინახავდა. დარანჩენი იმ დღესვე უნდა შეეჭამათ. წილის სხვისთვის მიცემა იკრძალებოდა. თავის წილი ლუკმის ქორ-მიმინოსათვის გადაგდებაც სცოდნიათ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ ქორი წიწილებს არ გაეკარებოდა. მარეშალისადმი მიძღვნილი დღესასწაული ბუჯერთან ლოცვით მთავრდებოდა.
ლიტ.: ა.კიკვიძე, შუა სახლი რაჭა-ლეჩხუმში, ენიმკის მოამბე, ტ. V-VI, 1940. ს. მაკალათია, მთის რაჭა, 1987
ლ. ბ.
![]() |
6.129 ბჭე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
სახლის, სასახლის, ტაძრის შესასვლელი, მისი სინონიმია
კარები და აქედანაა ტერმინი კარიბჭე.
![]() |
6.130 ბჭისკარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
იხ. ჭიშკარი






