![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |

![]() |
1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას
„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.
გიორგი ჩიტაია
![]() |
2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.
დავით ლორთქიფანიძე
![]() |
3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წინათქმა
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
როინ მეტრეველი
Preface
Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents
Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.
Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.
Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.
Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.
Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.
Academician Roin Metreveli
Vorwort
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.
Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.
Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.
Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli
Préface
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.
Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.
Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.
Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.
Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.
Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.
Предисловие
Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.
Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.
Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.
Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.
Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.
![]() |
4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შესავალი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.
ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.
ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.
კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.
წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.
დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
ელდარ ნადირაძე
The project author and scientifi c director Einleitung
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.
Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?
Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.
Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.
Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?
Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.
Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.
Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.
An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen
Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze
Introduction
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?
Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).
La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.
Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.
La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.
Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.
18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.
„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.
Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze
Вступление
Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.
Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.
Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.
После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.
Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.
Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.
Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.
Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.
Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.
В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.
Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.
Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.
Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе
![]() |
5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შემოკლებანი
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
![]() |
6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ჩ |
▲back to top |
![]() |
6.1 ჩაბალახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საბრძოლო თავსაბურავი. „ლიტონი ჯაჭვია“ (საბა). ჩაბალახი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში (ხევს), ჩაჩქანისაგან (იხ. ჩაჩქანი) განსხვავდება იმით, რომ არა აქვს პოლოტიკი).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ..
![]() |
6.2 ჩადი//ჩადუნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი მცენარეა, რომელსაც ყურძნის დაწურვამდე საწნახელში ჩადებულ მოწნულ ლასტებზე დააფენდნენ, რათა ტკბილი წვენი წიპწისგანა და ჩენჩოსგან გაეფილტრათ, ზოგჯერ თუ მომეტებული იყო ჩადის ფოთლები, ღვინოს თავისებურ, სპეციფიკურ გემოს აძლევდა (იხ. ტოპკირი).
ე.ნ..
![]() |
6.3 ჩადრი//„ჩადირ“ (სპარს) //აჯიღა//ზეწარი//თერისტო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალის მოსაბურავ-მოსაბლარდნელი. მასალად გამოყენებული იყო ყალამქარი, ტილო, მიტკალი, მარმარი, მადარფაკი, ჩადრა და სხვა. ოთხკუთხა მოყვანილობის ჩადრი სწორი და გრძელი ქსოვილისგანაა დამზადებული. ამ ფართე მოსასხამის ქვედა ნაპირი გარკვეული წესით იყო შემომრგვალებული. შიგა თავსაბურავზე დამაგრებული და მთელი სხეულის დამფარავი ჩადრიდან ქალს მხოლოდ თვალები მოუჩანდა. პრაქტიკული თვალსაზრისით მისი გამოყენებით ტანსაცმელი დაცული იყო მტვრის, მზისა და წვიმისგანაც. ჩადრის ტარების ძველი წესი არაბებს სპარსელთაგან გადმოუღიათ. შემდგომში მაჰმადს იგი გაუთხოვარი ქალისათვის სავალდებულო წესად უქცევია. აბასიდთა ხალიფობის ხანაში კი საბოლოოდ დამკვიდრდა ყველა მუსულმანი ქალისთვის. ქართული ისტორიული წყაროები და ლიტერატურული ძეგლები ადრეული პერიოდიდან გვაწვდიან ცნობებს ქალის მოსაბურავის შესახებ. წამოსასხამის მნიშვნელობით გვხვდება „ვისრამიანში“ და „ვეფხისტყაოსანში“. ამ უკანასკნელში „აჯიღაც“ არის ნახსენები. გვიანფეოდალურ ხანაში „ჩადრი“ გვხვდება ანა დოლენჯიშვილის მზითვის სიაში (1876წ.), ბარბარე მანუჩარ თუმანიშვილის ასულის მზითვის სიაში (1808წ.), „ყალამქრის ჩადრი“ მოხსენიებულია იოსებ ორბელიანის ასულის ნინოს მზითევში (1827წ.) და „მარმარის ჩადრი“ მჭედელ გოგია ხოსრუას შვილის მეუღლის ქონების ანგარიშში (1815წ.) და სხვა. ჩადრი საქართველოში გამოიყენებოდა, როგორც ჩვეულებრივითავსაბური და არა როგორც სახის დასაფარი საშუალება როგორც ეს მუსლიმებთან იყო მიღებული.
ლიტ.: ნ. გვათუა ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX-XX სს. 1967.

ც. ბ..
![]() |
6.4 ჩათანი (მესხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ძეწნის წკეპლებისაგან მოწნული დიდი გოდორი სიმინდის გადასაზიდი და შესანახი ჭურჭელი.
ლიტ. ქელ. 2009.
![]() |
6.5 ჩათო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წაბლის წკნელებისგან ან ცაცხვის კანისგან დაწნული შოლტის მაგვარი მსხვილი თოკი. გამოიყენება დიდი ზომის გამოუწვავი ქვევრების ასაწევად და ქურაში ჩასადებად. ჩათოს ერთი ბოლო შოლტის წვერივით არის გაწვრილებული, მეორე ბოლოზე კი ყულფი - ყური აქვს გაკეთებული. ქვევრის აწევას სხვადასხვა სიგრძე-სიგანის ჩათოები სჭირდება. პატარა ჩათოების, ანუ ხელჩათოების რიცხვი ქვევრის სიდიდით ისაზღვრება. ზოგიერთი ქვევრი 10-12 ხელჩათოს დახმარებით აიწევა, ზოგისას კი უფრო მეტი ხელჩათო სჭირდება. ოსტატები გრძელ ჩათოზე პატარა ჩათოებს აასხამენ-ააგებენ და ხელჩათოებით დიდ ჩათოს ქვევრების ძირს შემოუჭირებენ (ქუსლიდან დაახლოებით ერთი არშინის დაშორებით), ირგვლივ შემორტყმული მსხვილი ჩათოს წვერს მის მეორე ბოლოზე გაკეთებულ ყულფში გაუყრიან და მაგრად შეკრავენ. გრძელ ჩათოზე ასხმულ ხელჩათოებს, „როგორც კეცი გაიმართება“, იმ ზომაზე დააყენებენ, ისე რომ ქვევრი აწევის დროს მომუშავეებმა ერთმანეთს არ დაუშალონ: თითოეული თითო ხელჩათოს წვერს დაიკავებს და „ციმციმ“ ასწევენ ქურაში შესატანად. იმერეთში ჩათოს ბოლოებს, ერთი მეტრის დაშორებით, ერთმანეთის პარალელურად, ხის სახელურებით აკავშირებენ. ჩათოზე „დასვენებული“ ჭური რამდენიმე კაცს შეაქვს ქურაში. ჩათო თავისი ბუნებრივი სირბილის გამო კარგად ეხამება კერამიკული ნაწარმის თანდაყოლილ სიმყიფეს და ზიანს არ აყენებს ნივთს.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, 1949.
მ. ზ..
![]() |
6.6 ჩაიდანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წყლის ასადუღებელი სპილენძის ჭურჭელი. ცივად კვერვის ტექნიკით გამოჭედილი. ჩაიდანი წყლის (ჩაის) ასადუღებელია, თითბრის კი ჩაის ფერის დასაყენებელი. ზომით რამდენიმეა: დიდი, საშუალო, პატარა, ძირი მოკალული აქვს, მრგვალი და ბრტყელი ან ქუსლიანი, გვერდები სწორი ან გამობერილი. გააჩნია ხუფი, სახელური და მილაკი. თითბრისა ანუ ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი, დახვეწილი ფორმის, ორნამენტებით შემკული. ჩაიდნები მზადდებოდა სპილენძის, თითბრის, ვერცხლის, ფაიფურისა და თიხისაგანაც კი. ჩაის მოხმარებამ განსაკუთრებით გაამრავალფეროვნა ჩაიდნების ფორმები და მათი შემკულობა.
ც. კ..

![]() |
6.7 ჩალიჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. თასმების, თივისა და მისთანებისაგან დაგრეხილი თოკი. 2. ლახტი, ლახტაობა.
![]() |
6.8 ჩალმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გრძელი ნაჭრის თავსაბურავი, რომელსაც მუსულმანები იხვევენ თავზე. გავრცელებული იყო ქართველ მუსულმანთა შორისაც.
![]() |
6.9 ჩალქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ზუთხის დასაჭერი ანკესი ბასრი წვერითა და მასიური ტანით.
![]() |
6.10 ჩალხანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ცეცხლზე ჩამოსაკიდებელი მომცრო, თუჯის ან სპილენძის ყურიანი ქვაბი. 2. ხის კოდი რძის ჩასასხმელად.
ლიტ.: ქელ. 2009.
![]() |
6.11 ჩამა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხისგან გაკეთებული სახელურიანი დიდი კოვზი, იმ ზომის, რომ ადამიანმა დაუბრკოლებლად მოიხმაროს. ჩამათი ქვაბიდან ამოაქვთ ადუღებული სალუდე მასა, ასხამენ ჩხუტებში, რომლიდანაც ჩაისხმება ხაკის ტომრებში და გაიწურება. ჩამაში ამზადებნენ ლუდის საფუარსაც.
ე.ნ..
![]() |
6.12 ჩამიჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
შემჭკნარი, ჩვეულებრივ თონეში შემწვარი ყურძენი, ქიშმიშის მსგავსი.
![]() |
6.13 ჩამური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
იგივე საცეხველი. დას. საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა მექანიკური ჩამური, რომელიც წყლის საშუალებით მოდიოდა მოძრაობაში და უაღრესად ამსუბიქებდა ცეხვის მძიმე პროცესს. წყლის ჩამურების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება გურიასა და სამეგრელოში.
![]() |
6.14 ჩამჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საწვნე დიდი კოვზი, რომელსაც აქვს გრძელი ტარი და გამოიყენება კერძიდან წვენის ამოსაღებად. არცთუ იშვიათად ჩამჩის ტარებს ამკობდნენ მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით.
ც. კ..

![]() |
6.15 ჩანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ხის დიდი ჭურჭელი, რაშიც დაბღები ტყავებს აწყობდნენ დასალბობად და სხვა პროცედურის ჩასატარებლად. ჩანების შემოღებამდე ტყავს ალბობდნენ მდინარეში. ამ მხრივ საუკეთესო იყო თბილისის ცხელი წყლების ბაზაზე მოწყობილი დაბახანები და დიდი ჩანები.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.16 ჩანახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. მასის საზომი ერთეული ფეოდალური ხანის აღმ. საქართველოში, გამოიყენებოდა მარცვლეულის საზომად. 2. ერთგვარი საჭმელი, რომელიც მზადდება ცხვრის ხორცის, ბადრიჯნისა და პომიდვრის ჩაშუშვით.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.

![]() |
6.17 ჩანგალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. სადილობისას საჭმლის მისართმევი. 2. კბილებიანი ნიჩანგალი, ანკესისებრი, დიდი თევზის დასაჭერად. 3. სახლის კოჭების ერთმანეთთან დამაკავშირებელი, უღლისებური, რკინისა. 4. მდუღარედანდიდ ხორცთა ამოსაღები.
![]()
![]() |
6.18 ჩანგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
არფისებური სიმებიანი საკრავი, შემორჩენილია მხოლოდ სვანეთში. საკრავის კორპუსი შედგება ჰორიზონტალური (თარაზული) და ვერტიკალური (შვეული) ნაწილებისაგან. ჰორიზონტული ნაწილი (კოლეფ) ნახევარცილინდრის ფორმისაა. ზემოდან დაკრული აქვს დაახლოებით 4 მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია და გაკეთებულია ნახვრეტები ღილაკებისათვის, რაზედაც სიმების ერთი ბოლოებია მიმაგრებული. ვერტიკალური ნაწილი (კუნთ) სწორი და ბრტყელია, გაკეთებული აქვს ნახვრეტები მოქლონებისათვის (ჭკვარერ), რომელთა დანიშნულებაა სიმების მოჭიმვა სათანადო სიმაღლეზე აწყობის დროს. სიმების რაოდენობა სხვადასხვა ჩანგზე სხვადასხვაა, ექვსიდან თოთხმეტამდე. ვერტიკალური ნაწილი, როგორც წესი, ორნამენტირებულია, საკრავის დიაპაზონი დამოკიდებულია სიმების რაოდენობაზე. ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ჯიშებისაგან (ნაძვი, ფიჭვი, იშვიათად სოჭი). წიწვიანების საუკეთესო აკუსტიკური თვისებები აღიარებულია. საქართველოში სიმებიანი საკრავების დამზადების დროს თავფიცრისათვის ყოველთვის ეს მასალაა გამოყენებული. ჩანგს აქვს ძუის სიმები. ყველაზე მოკლე სიმი, ამავე დროს, ყველაზე წვრილია - შედგება 6 ძუისაგან. დანარჩენი სიმების სისქე თითო ძუით მატულობს, ყველაზე გრძელი სიმი ამავე დროს ყველაზე სქელია ჩანგი სააკომპანემენტო საკრავია. ინსტრუმენტული ჰანგები ფაქტობრივად საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას წარმოადგენს. ჩანგი ანსამბლად ჭუნირთან ერთიანდება. სვანური ჩანგის სახით საქმე გვაქვს უძველესი სიმებიანი საკრავის - არფის ტიპთან. ამ ტიპის საკრავის არსებობა დასტურდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან წინა აზიის უძველესი მოსახლეობის - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) კულტურაში. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მუსიკალური ტრადიციის გაგრძელებად განიხილება - მესაკრავის ბრინჯაოს ქანდაკება ყაზბეგიდან მესაკრავისა ხუთსიმიანი საკრავით ხელში და ნიღბოსანი მესაკრავის თიხის ფიგურა ნიღბოსანი მესაკრავისა უფლისციხიდან, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნით. სახელწოდება „ჩანგი“ წერილობთ წყაროებში X-XI საუკუნიდან ჩნდება და იგი შუმერული და ბაბილონური ენებიდან მომდინარეობს. ამ სამუსიკო ინსტრუმენტის სახელწოდებისა და კონსტრუქციის მსგავსება ქართულთან, სხვა მონაცემების გვერდით მხარს უჭერს დებულებას ქართველთა წინაპრებისა და წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მჭიდრო და ხანგრძლივი კულტურულ-ისტორიული კავშირების არსებობის შესახებ.
ლიტ.: დ. ალავიძე, ნ. რეხვიაშვილი, ჩანგი, „საბჭოთა ხელოვნება“, №6, 1964.

მ. შ..
![]() |
6.19 ჩანთა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ნივთთა სატარებელი. მასალად იყენებდნენ დარაიას, შალს, მაუდს და სხვა. ზედაპირს ქარგავდნენ ფერადი ძაფებით ან ამკობდნენ ბისერებითა და კილიტებით. სულხან-საბას განმარტებით, ჩანთა სხვათა ენაა, ქართულად ხილინდარი ეწოდება. ჩანთა დანიშნულებით სხვადასხვა ზომის ნივთების სატარებელია, რომელიც სამგზავროდ მეტად მოსახერხებელია. შესაძლოა ჩანთის წინამორბედად ჩაითვალოს ძველ ყოფაში გავრცელებული აბგა (იხ.) და ბოხჩა (იხ.). საქართველოს მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცულია მეტად საინტერესო კოლექცია ხევსურული ჩანთებისა. მასალად გამოყენებულია ტოლი. ჩანთები ფორმისა და ზომის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება, მათზე გამოყვანილი ჯვრული და ნაირსახოვანი ხევსურული ორნამენტები ზოგჯერ ძაფებითა და ბისერებითაა ნაქარგი. ხევსურული ჩანთა ძირითადად საშუალო ზომისაა, აქვს გრძელი სამხრეული. ზომისა და ფორმის მიხედვით საკმაოდ ახლოს დგას თანამედროვე ჩანთასთან.
გ.კ..

![]() |
6.20 ჩარდახი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. (ძვ). სასახლის ბანის სვეტზე დადგმული და გუმბათით გადახურული ნაწილი. 2. სვანური კოშკის საბრძოლო დანიშნულების სართულზე, კედლის ოთხივე მხარეს მიშენებული დახურული კონსტრუქცია, რომელიც ქვემოთ ღია იყო და აქედან ქვებსა და თოფს ესროდნენ კოშკზე მომდგარ მტერს. 3. სამეურნეო ინვენტარის შესანახი, გადახურული ადგილი. 4. ფარდაგით გადახურული ურემი, ხატობაზე მლოცველები ოჯახთან ერთად ჩარდახიანი ურმებით მიდიოდნენ.
ლიტ ქელ. 2009.
ე.ნ..
![]() |
6.21 ჩარექა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ღვინის საწყაო ჭურჭელი, თიხისა, ერთი ან ორჩარექიანი ტევადობის. ჩარექას პატარა ტუჩი „ჭოჭი“ უკეთდება ღვინის ჩამოსასხმელად, აღნაგობით ხელადის მსგავსია. მასზე დიდი მოთხოვნილება იყო სოფლად თუ ქალაქად. მედუქნეები ღვინოს ამ საწყაოთი აწვდიდნენ მყიდველებს. ჭურჭელი იმდენი ღირდა, რამდენი ჩარექა ღვინოც ეტეოდა მასში. რაჭაში ჩარექასა და ლიტრას თანაბარი ოდენობის საზომ ჭურჭლად მიიჩნევენ. ძველი ჩარექა კილოგრამზე პატარა ყოფილა (ფუთში 20 ჩარექა ჩადიოდა). ხუთჩარექიან საღვინე დოქს „თუნგიანს“ უწოდებდნენ.
ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, 1974.
მ. ზ..
![]() |
6.22 ჩარექი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წონის ერთეული, ქართულად ნიშნავს მეოთხედს. გამოიყენებოდა როგორც საწონად, ასევე საწყაოდ, მანძილის და ფართობის საზომად. წონის საზომად ჩარექი საქართველოში X ს-ის მეორე ნახევრიდან დასტურდება. შეადგენდა ლიტრის მეოთხედს და ამდენად, მისი ოდენობა ლიტრის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. სულხან-საბას მიხედვით: „სპარსნი ლიტრის ნაოთხალსა ჩარექს უხმობენ, რომელსა სომხურად ნუკი და ქართულად გვერდი, გინა ნაოთხალი ეწოდების, ხოლო გვერდისა ნაოთხალსა ქსანი ეწოდება“. XIX ს-მდე ჩარექის, ისევე როგორც ლიტრის წონა თანაბრად იზრდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. XV-XVI სს-ში ჩარექი შეადგენდა 446 გრ-ს, XVIII ს-ში - 828 გრ-ს. XIX ს-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩარექის წონის სხვადასხვა მონაცემებია დაფიქსირებული, რაც ლიტრის წონის სხვდასხვაობით იყო განპირობებული. მაგ.: ქართლში ჩარექი იწონიდა 921 გრ-ს, კახეთში - 848გრ-ს, დასავლეთ საქართველოში -1 კგ-ს. საწყაოთა სისტემაში ჩარექი თუნგის მეოთხედს შეადგენდა და სითხის საზომად გამოიყენებოდა. მასიურად, საწყაოდ ჩარექი XVIII ს-დან გავრცელდა. აღმ. საქართველოში ჩარექი თიხისა და სპილენძისაგან დამზადებული ღვინისა და არყის საზომი საწყაო იყო. სპილენძის ჩარექი გამოიყენებოდა მარნებში, სირაჯის სარდაფებში, დუქნებსა და ბაზრებში, თიხის ჩარექას კი ძირითადად სუფრებზე, ღვინის დალევისას ხმარობდნენ. სიგრძის საზომად ჩარექი ხშირ შემთხვევაში მტკაველის ნაცვლად გამოიყენებოდა. ზომით იგი ადლის მეოთხედს შეადგენდა. როგორც ფართობის საზომი, ჩარექი დაკავშირებული იყო დღიურთან და შეადგენდა მის მეოთხედს, ე.ი. 0,125 ჰ-ს.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ..
![]() |
6.23 ჩარხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აქ. მეთუნის ხელსაწყო, რომელზედაც შენდება სამეთუნეო ნაწარმი. მეთუნეობაში ჩარხის შეხსნა ნიშნავდა ხელოსნისათვის ჩარხზე მუშაობის დროებით აკრძალვას. ამქრის წესების დარღვევის შემთხვევაში წესად ჰქონდათ შემოღებული ფულადი ჯარიმა, რომელიც შეადგენდა სალაროს შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს. უმაღლესი სასჯელი იყო ამქრიდან გარიცხვა, მანამდის კი დროებით ჩარხზე მუშაობის აკრძალვა, რასაც „ჩარხის შეხსნა“ ერქვა. მეჭურჭლესთან მივიდოდა ამქრის წარმომადგენელი, ჩარხის თავს (ზედა ნაწილს) მოუხსნიდა და წაიღებდა. ჩარხის თავის შეხსნით დასჯა ამქრის კრებას უნდა გადაეწყვიტა.
მ.ზ..

![]() |
6.24 ჩაფარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
კოკალიდან ერთკან გამოცვლილი აბრეშუმის ჭიის გადასალაგებელი. მოღობილი ბჟოლის, რცხილის, თხილის, ბროწეულის წნელის ან სიმინდის გამხმარი ღეროებისაგან. ჩაფარა გავრცელებული იყო ძირითადად გურია-სამეგრელოში.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ..
![]() |
6.25 ჩაფარიში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი ფერადი ზონარი, იხმარებოდა ჩოხის და საერთოდ ყოველგვარი ტანსაცმლის შიგნითა ნაკერების დასამაგრებლად და დასამალავად. მაგ., საჩოხე შალის ნაკერებში ჩაფარიში თუ არ დაედება, ამოიძებნძება და დაიშლება, ჩაფარიშს უკეთებდნენ ქალის კაბებსაც. ჩაფარიშები იყო სახიანი, ყვავილიანი, ჭრელი, ოქრომკედის, მოქარგული და სხვ.
ლიტ.: ნ. აბესაძე, თბილისელი ფეიქრები, „მაცნე“, 1965, №5.
ე. ნ..
![]() |
6.26 ჩაფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ღვინისა და წყლის სათავსი, თიხის მოზრდილი ჭურჭელი. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩაფი, ხელჩაფი, ჩაფურა და ქუთათური - ძველად, საღვინე ჭურჭელად ითვლებოდა. ჩაფი 10-15 ლიტრს იტევს, ხელჩაფა, ჩაფურა და ქუთათურის ტევადობა 2-3 ლიტრა. დასახელებული ჭურჭლები ფორმით ერთსახოვანია, ტევადობით განსხვავებული. სითხის მოსაკავებელი თიხის ჭურჭელთა შორის ჩაფი ყელისა და პირის მოყვანილობით განსხვავდება. რაჭაში ღვინის საწყაო ჩაფს „მენახევრეს“ უწოდებენ. ბოლო ხანებში „მენახევრეს“ ცვლის ტერმინი „ფუთიანი“, რაც საწყაოს ახალი ზომის გამომხატველია. ჩაფი რაჭაში იმერეთიდან შეჰქონდათ, მას ზემო რაჭის სოფლებშიც (შეუბანი, სომიწო) ამზადებდნენ, თუმც მომხარებელი იმერულ ნაკეთობას ამჯობინებდა. სამთავროში აღმოჩენილ კერამიკულ ნივთთა შორის გვხვდება ჩაფის ანალოგიური სახის ჭურჭელი. 2. საწყაო. გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით ტერმინი - „ჩაფი“ პირველად XIII ს-ში შედგენილ ვანის ქვაბთა შეწირულობებში მოიხსენიება. XVI ს-დან იგი ფართოდ ვრცელდება მთელს საქართველოში. სულხან-საბა ჩაფს კოკის ნაოთხალად თვლის და მას გუერდის და დორაკის ტოლფას საწყაოდ მიიჩნევს. XIX ს-ის მონაცემებით ჩაფი შეიცავდა 3 თუნგსა და 12-თუნგიანი კოკის მეოთხედს შეადგენდა. უფრო მოგვიანებით ჩაფს 1-თუნგიან ჭურჭლადაც მოიხსენიებენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ არსებობდა ჩაფი, რომელიც 12,3 ლიტრს იტევდა. აღმ. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში სპილენძის ჩაფიც დასტურდება და ძირითადად გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოწყვის დროს. კარგად გაწყობილ მარანში, როგორც წესი საწყაო ჩაფი აუცილებელი ნივთი იყო.
მ.ზ..

ლიტ: ლ. ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში, 1974. ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
![]() |
6.27 ჩაფლა//სარმუზა//ჩაფლარ//(სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალამნის ტიპი. მსგავსად დღევანდელი კალოშისა, მოგვზე იცვამდნენ.
![]() |
6.28 ჩაფრასტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალის კაბის მკერდის სამკაული, ერთმანეთთან დაკავშირებული ვერცხლის ღეროები, რომლებიც აქეთ-იქით იყო დაკერებული კაბაზე. გავრცელებული იყო სვანეთში და ზოგადად ჩრდ.კავკასიაში.
ე.ნ..

![]() |
6.29 ჩაფხუტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საბრძოლო თავსაბურავი. „არს მსგავსი ქუდისა უზარადო, საცხვირე გრძელი“ (საბა). ჩაფხუტი მუზარადის (იხ.) მსგავსი თავსაბურავია, ოღონდ მას არა აქვს ზარადი და წოპი.
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II 1993.

მ. ქ..
![]() |
6.30 ჩაქალოზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
(გურ). დიდი თოფი, რომელიც საგანგებო დაზგაზეა დაკრული და ისე ისვრიან. გამოიყენებდნენ ციხის კედელთა შესანგრეველად.
ლიტ.: ქელ. 2009.
![]() |
6.31 ჩაქი//ყურები//სამხედროები (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ჩოხის დეტალი, უმეტესად მამაკაცის ჩოხა-ახალუხზე გვხვდება, ესაა პატარა ცრუ კალთები, კეთდებოდა სილამაზისათვის, ამიტომ ამკობდნენ ნაქარგობით. ჩვეულებრივად ჩოხას 2-3 ჩაქი ჰქონდა, ყარაჩოღული ექვსჩაქიანი იყო.
ც. ბ..
![]() |
6.32 ჩაქურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ჩოხაახალუხის უჩვეულო სიმოკლე, რომელთა სიგრძე მამაკაცის წელს ეთანასწორება. მასალად გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ფაბრიკულ ნაწარმს, კერძოდ, საჩოხე შალეულს, ახალუხებისათვის კი აბრეშუმის ტილოს ან ბამბის ქსოვილების, ელეგისათვის შალს და მაუდს. ამავე მასალისაგან ამზადებდნენ შარვლებს. სარჩულად იყენებდნენ ატლასს, სატინას, ნარმას. კომპლექტის ძირითადი ელემენტებია: მოკლე, წინჩახსნილი, მასრებიანი ჩოხა - „ჭონია“ // „კვარტუა“ (იხ.), მოკლე, ორჯიბიანი, საყელოიანი და გულდახურული ახალუხი - „ზუპუნა“ (იხ) და მის შიგნით ჩასაცმელი უსახელოებო ზედატანი - „ელეგი“ (იხ), განიერუბიანი შარვალი „ჩაქურა“, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშვნელიც გამხდარა, ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედის ცხვრის ტყავისა და ქეჩის ქუდები, ასევე ყაბალახი და ფაფანაკი, ფეხზე წინდა-პაიჭებთან ერთად ქალამანი, მესტები, ჩექმები. ჩაქურიან მამაკაცებს წელზე ერტყათ ჭრელი აბრეშუმის ფართე და გრძელი „თოლაბულუხის სარტყელი“ და ტყავის ქამარი - „ბელყაიში“, რომელზედაც ეკიდათ ან გაჩრილი ჰქონდათ იარაღი (მოკლე სატევარი, დამბაჩა - „ფიშტო“ და სხვადასხვა ნივთები (სავაზნე, საქონე, მათარა, ქისა და სხვ.).
ც. ბ..


![]() |
6.33 ჩაქურაი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
აჭარული შარვალი, რომელსაც აქვს გამორჩეულად დიდი უბე. შედგება სათავის, ორი ტოტისა და უბისაგან. უბე რამდენიმე ნაჭრისაგანაა შეკერილი. ზოგჯერ 2 და 4 ნაჭრიანიც იკერებოდა. მისი ქვემოთა მხარე ხან სწორია და ხანაც ოვალური. ტოტები ზემოთ განიერი და ქვემოთ მოვიწროებულია, რომელთა ბოლოში გამობმულია ზონარი - პაჭანიკი რითაც შარვალი ფეხზე მაგრდება. შარვალი იკვრება სათავეში გაყრილი ლარით ან მოქსოვილი ხონჯრით, რის შედეგადაც შარვლის ზემოთა ნაწილი ნაოჭსიყრის, ჩანაკერებზე მიუყვება შავი ან ფერადი კანტები.
ლიტ: დ. ბარათაშვილი, მასალები XIX ს. ქართული ხალხური ტანსაცმელის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან, 1966.
ც.ბ..
![]() |
6.34 ჩაქუჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რკინისთავიანი და ხისტარიანი სახელოსნო იარაღი. ხელობის პროფილიდან გამომდინარე არსებობს ჩაქუჩთა ნაირსახეობა, მაგ., ქვის სამტვრევი, ლურსმნის დასაჭედებელი, რკინის გასაბრტყელებელი, საოქრომჭედლო და ა.შ. პატარა ჩაქუჩს „კვერი“ ეწოდება.
![]() |
6.35 ჩაქუჩ-კვერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მესპილენძეობაში გამოყენებული მცირე ზომის რკინის ჩაქუჩი. კვერი ორნაირია: მაღალთავიანი და დაბალთავიანი. რკინის ჩაქუჩთან ერთად მესპილენძეები ხის ჩაქუჩითაც სარგებლობენ.ხის ჩაქუჩი ქვაბისა და თუნგის ზედაპირის გასასწორებლად გამოიყენებოდა: გადაკერებული ადგილების შესამჭიდროებლად. ყოველ ხელოსანს 4-5 ცალი კვერი და ამდენივე რაოდენობის ხის ჩაქუჩი აქვს. ყველა მათგანს თავისი ფუნქცია გააჩნია და სახელწოდებაც ფუნქციის შესაბამისი აქვს. ასე მაგალითად: საცალხელო ჩაქუჩი ყალიბიდან ზოდის გადმოსაღებად იხმარება, ხის ჩაქუჩი-გადაკერებული ადგილების გასასწორებელია. რკინის კვერი კბილანების ჩასასმელია. არის აგრეთვე ორმნამენტის გამოსაყვანი კვერი, ძირის გამოსაყვანი ჩაქუჩი, მოსაყვანი ჩაქუჩი, გვერდების გასასწორებელი და ა.შ. კვერი - ჩაქუჩების ფუნქცია კარგად ჩანს ჭურჭლის დამზადების პროცესში. ამ იარაღიდან არის ნაწარმოები ტერმინი „კვერითხურო“, ანუ „მჭედელი კუერის მცემელი“.
ც. კ..
![]() |
6.36 ჩაღანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ძალებიანი საკრავი ქამანჩას და ჭიანურის ტიპის. აქვს პატარა- მრგვალი მუცელი და გრძელი ყელი. უკრავენ მშვილდივით მოხრილი ძუისძალიანი მშვილდაკით (ხემი). ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურდება.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
![]() |
6.37 ჩაჩანაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რკინის ორი რგოლი, რომლებიც ერთმანეთზე მოძრავადაა გადაბმული. საქონელს უკეთებენ საყელოზე, რათა ბალახობისას საბელი არ დაიგრიხოს და ყელში არ
ამოედოს.
ე.ნ..
![]()
![]() |
6.38 ჩაჩქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საომარი თავსაბურავი. ძველ ქართველებს ჩაჩქანისათვის მასალად ხე და ტყავი, ხოლო მოგვიანებით ბრინჯაო, სპილენძი და რკინა. ქართულ საბრძოლო თავსარქმელი ძირითადად ოთხი სახისაა: ჩაჩქანი - ჯამის ფორმის, კვერცხისებური, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი - ლიტონი ჯაჭვით ნაქსოვი. ქართულ ჩაჩქანს დაბალი ჯამის (ლამბაქის) ფორმა აქვს, რომელზედაც შემოვლებულია ჩაჩქნის ზარადი (ჯაჭვის ნაქსოვი ბადე). ზარადი შესაძლოა იყოს ფარეშიანი, უფარეშო ან დადუღებული, ის იცავს სახეს, კისერს და შუბლს. გერდებზე ჩამობმული აქვს ტყავის დაწნული თასმა, რომელსაც მეომარი ბრძოლის დროს ყბის ქვეშ ამოიდებდა. არსებობდა ჩაჩქნის მეორე სახესხვაობაც, გრძელ - პირბადიანი, რომელსაც სამზერად მხოლოდ სათვალეები ჰქონდა ამოჭრილი, დანარჩენ პირსახეს ჯაჭვი ფარავდა. ჩაჩქანის დამზადების ტექნოლოგია უკანასკნელ დრომდე მხოლოდ ხევსურეთმა შემოინახა, მჭედელი ჩაჩქნის ჯამის რკინას გრდემლზე კვერით გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალ საჩაჩქნეს გამოჭრიდა, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით თანდათან მისცემდა ჯამის ფორმას. ამის შემდეგ ჩაჩქანს გარე წრესთან სახვრეტათი დახვრეტდა, ჯაჭვის სხმულის (ზარადის) ჩასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის არშიას და შუაში უკეთებდნენ „უსმარს“ (სამსჭვალს). ჩაჩქნის დახურვა შიშველ თავზე არ იყო გამართლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისაგან მოხვედრილი იარაღი, მებრძოლს სასიკვდილოდ თუ არა, ისე მაინც „დაჟეჟავდა“. ამიტომ საჭირო იყო ჩაჩქნის ქვეშ ნაბდის დაგება. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაჩქნის ნაბდად, თუშურ ქუდსაც ხმარობდნენ. ქართულ ხალხურ პოეზიაში ხშირად არის ნახსენები ჩაჩქანი, მაგ.: „ელვა დგას ჩაჩქნებისაო“, ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“. ტერმინი „ჩაჩქანი“ ქართული უნდა იყოს, ვინაიდან ზმნა „ჩეჩქვასთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურულ ხალხს გააჩნია თავისი საკუთარი ფორმის საბრძოლო თავსაბურავი. ასეთი დაბალჯამიანი ფორმის ჩაჩქანი ტიპურია საქართველოსათვის და მისი გავრცელების სათავეც აქაა საგულვებელი.

ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, მ.მ. ტXIX-A, XIX-B. 1957. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტIII-IV 1964.
მ. ქ..
![]() |
6.39 ჩაჭილე (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მარცვლის გადასაზიდი ერთ ხეში ამოღებული ხის ჭურჭელი, პატარა საწნახელის მსგავსი, რომელსაც თავსა და ბოლოში გამოყენებული ჰქონდა ფიცრები.
![]() |
6.40 ჩახვი//თოფრა (გუდ. მთ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
პარკი ტყავისა, რომელსაც ცხენს ჩამოჰკიდებდნენ თავზე და შიგ ჩაუყრიდნენ საკვებს.
![]() |
6.41 ჩახსაკრავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
პაიჭზე შემოსაკრავი ბამბის, შალისა და აბრეშუმის ფერადი ან ჭრელით დამშვენებული ზონარი, ზოგჯერ მასზე რაიმე ფრთიანი გამოთქმა ან ლექსი იყო ამოქარგული მაგ., „ტანად ალვა, პირად მზე ვარ, მოსართმევი ვარ ლომისა“ ანდა „სალხინოთ მოხმარდეს ალექსი ზამუკაშვილს“. ჩახსაკრავი იჭერს წვივზე მომდგარ პაიჭს ჩაცურებისაგან და ამავე დროს, გარკვეული სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებს. ოჯახში მიღებული იყო რძლისაგან მამამთილისა და მაზლებისათვის ლამაზი ჩახსაკრავების დამზადება, რაც ერთგვარი პატივისცემების ნიშანს წარმოადგენდა. წვივსაკრავისა და ლეკვერთხებისაგან განსხვავებით, რომლებთაც ტყავისაგანაც ამზადებდნენ, ჩახსაკრავი მხოლოდ აბრეშუმის ან შალისაგან მზადდებოდა. ჩახსაკრავები იქსოვებოდა „ფირფიტების ქსოვის“ ტექნიკით, რომელიც საქართველოში შემოსული უნდა იყოს ძველი შუამდინარეთის კულტურული სივრციდან.
ლ.მ..
ლიტ: ნ. აბესაძე, თბილისელი ფეიქრები, „მაცნე“, 1965, №5.
![]() |
6.42 ჩეთე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საქართველოში გავრცელებული სამხედრო ხომალდი, აფრებითა და ნიჩბებით, სწრაფი მანევრირების გამო მოულოდნელი თავდასხმისათვის მოსახერხებელი იყო, მდინარის დელტაშიც ადვილად მოქმედებდა.
ლიტ: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987
ე. ნ..
![]() |
6.43 ჩეკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წერაქვის იდენტური ქვის დასამუშავებელი იარაღი, შედარებით მომცრო ზომის.
![]() |
6.44 ჩეკია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბოსტნის იარაღი. ერთი პირი ფართო აქვს, მეორე ვიწრო. იხმარება ლობიოს საბუდნად და ბოსტნეულის სამარგლავად.
![]() |
6.45 ჩელთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფარის ნაირსახეობა. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით ჩელთი ფარია „ოთხკუთხი“ ან „კვერცხებრი“ ფორმის. ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ჩელთი აღარ გვხვდება, არსებობს „ჩელტი“ (რაჭ. იმერ.) - წნული, ლასტი, წნულისაგან დაღობილი გრძელი და ოთხკუთხა, აბრეშუმის ჭიის დასასმელი (ალ. ღლონტი). თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ქართველურ ტომებს წნელისგან მოწნული და ტყავგადაკრული ფარები ჰქონდათ, მაშინ სავარაუდოა, რომ ეთნოგრაფიული ტერმინი „ჩელტი“, შორეულ წარსულში ფარადაც ანუ ჩელთად გამოეყენებინათ, რასაკვირველია, უფრო მჭიდროდ მოწნული და საბღუჯით აღჭურვილი (იხ. საბღუჯი).
ლიტ.: ალ. ღლონტი -ქკთსკ, 1984. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ.III-IV, 1962.
მ. ქ..
![]() |
6.46 ჩელტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წკნელისაგან მოწნული ლასტი, რომელიც გამოიყენებოდა აბრეშუმის ჭიის პარკის გამოყვანისათვის, საწნახელში ჩასაფენად (იხ. ტოპკირი), ხილის გასახმობად. ქვ. იმერეთში ჩაფარასაც უწოდებენ.
ე.ნ..
![]() |
6.47 ჩემხვა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
რძეში ჩახარშული სიმინდის ფქვილი, იზილება როგორც ღომი, გავრცელებული იყო სამეგრელოში.
![]() |
6.48 ჩეო (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
წკნელისგან მოწნული მომცრო ბარი (ხვირი), ხმარობდნენ ნაკელის გასატანად.
![]() |
6.49 ჩექთურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საჭაპანე ნავი, რომელსაც ნაპირიდან თოკებით ეწევიან.
![]() |
6.50 ჩექმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
„სხვათა ენაა ქართულად მოგვი ჰქვია“ (საბა). მაღალყელიანი, ლანჩიანი ტყავის ფეხსამოსი, მოგვიანებით ლანჩების ძირების და ქუსლების შეჭედვა ლურსმნებით დაიწყეს. არის ჩექმის სხვადასხვა სახეობა თავისი ცალკეული სახელებით. მაგ., ჩექმა ქართული, ჩექმა - ცხვირმოკაუჭებული, ჩექმა - თავადური, ყაითნით, ბუზმენტებითა და ფუნჯებით მორთული, ჩექმა სირაჯული - უფუნჯო, ჩექმა რუსული, მკვიდრად შეკერილი, ტლანქი ფორმისა, რომელიც რუსული არმიის იმპერიული ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა.
ე. ნ..

![]() |
6.51 ჩეჩილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მოხდილი ყველის სახეობა, ძირითადად ამზადებდნენ მესხეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ქართველებთან ერთად ყველის ამ სახეობის დამზადების ტრადიცია აქვთ საქართველოს ხსენებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სომხებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩეჩილის დამზადების კულტურა მათ ქართველებისაგან აქვთ შეთვისებული.
ე. ნ..
![]() |
6.52 ჩეჩო (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ყველის შესაბოლად განკუთვნილი ბოლოგანიერი, აყვანილი და შეწვერილი გოდორი. ქვემოთ გამოჭრილია ყველის შესაწყობად. ჩეჩოს კვამლთამ ახლოს დაჰკიდებენ, გვიმრის ფოთლებს ფენაფენა ჩაუფენენ და ზედ ყველს დაალაგებენ, რათა გვიმრამ ზედმეტი ბოლისგან დაიცვას პროდუქტი. დაახლოებით ერთ თვეში ყველი ზომიერად შეიბოლებოდა.
ლიტ: ნ. თოფურია, იმერული ყველის დამზადების ხალხური ტექნოლოგია, მსე, 1978.
ე. ნ..
![]() |
6.53 ჩიბუხი//ყალიონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, რომელიც შედგება მუნდშტუკის (ბოლის შესასუნთქი) და მცირე ზომის ჩაღრმავებული ჭურჭლისაგან (თუთუნის ჩასაყრელი). ჩიბუხი საქართველოში აღმოსავლეთიდანაა შემოსული. ძველად ჩიბუხს მაღალი წრის მამაკაცები ეწეოდნენ, შემდეგ კი იგი ფართო მოხმარების საგნად იქცა. ჩიბუხს ძირითადად ამზადებდნენ ხისა და თიხისაგან, ზედაპირს ზოგჯერ აპირკეთებდნენ სადაფის ქვითა და ვერცხლით.
გ.კ..
![]() |
6.54 ჩივთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
პატარა მახვილკბილებიანი პინცეტი, რომლითაც ოქრომჭედელი ნაკეთობაზე აწყობს გრეხილის ნაწილებს, რათა მერე შეადუღოს.
მ.ბ..
![]() |
6.55 ჩითა//ჩითები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
თუში ქალისა და კაცის ნაქსოვი ფეხსაცმელი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ფერად ძაფებს. საშინაოდ ხმარობდნენ ორწვერი ბაწრით მოქსოვილს, რომ ჩითა მსხვილი და გამძლე გამოსულიყო. საქალო და საკაცო ჩითა ქსოვის ტექნიკით ერთნაირია, განსხვავება შეინიშნება შემკულობაში. საკაცო სადაა და წერტილხაზებითაა ამოყვანილი, სადიაცო კი - ზოლიანი და ჭრელი. ჩითას ქსოვას ზედაპირის წვერიდან იწყებდნენ და ქუსლის მიმართულებით აგრძელებდნენ. საპონწყალში გარეცხვის მერე მოქსოვილ ჩითას, ჯერ კალაპოტზე გამოაშრობდნენ, მერე კი „ხის ფეხზე“ ჩამოაცმევდნენ, რომ კოჭის ხაზზე გადაჭრილი ჩითასთვის სრულყოფილი სახე მიეცათ. ქვეშ უხეში მატყლის ძაფისგან საქსოვ დაზგაზე მოქსოვილ ნაჭერს დაუდებდნენ. გარშემო ჯაჭვის მსგავსი ნაკერით - „შიბით“ შემოუვლიდნენ და „თიკვს“ ამოუხვევდნენ. ჩითას ნაწილებია: წვერი, ტერფი, კოჭი, ყელი. ტერფის ყველაზე ფართე ნაწილს ეწოდება „ხომი“. ჩითა ფორმით სამგვარია, მაღალყელიანი - „ყელმაღალა“, დაბალყელიანი - „ქაჩუჩა“ და უყელო - „ჩუსტურა“. აქედან ყელმაღალი საქალო იყო, ყელდაბალი - საკაცო, უყელო კი ორივესთვის მისაღები. თუშეთში დიდი მარხვის შუა კვირაში ოთხშაბათს, ბედის ნახვის დღეს, ძილის წინ, დედები ქალიშვილებს მათ მიერვე მოქსოვილ საკაცო ჩითებს ამოუდებდნენ ბალიშის ქვეშ იმ იმედით, რომ სიზმარში თავის მომავალი საბედო ენახათ.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.

ც. ბ..
![]() |
6.56 ჩიკორი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ბზრიალა. ხისგან გამოთლილი, კონუსური ფორმის, ყმაწვილთა სათამაშო.
![]() |
6.57 ჩირაღი საქორწინო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ლითონის ხვეულტარიან სანათი, ჰქონდა ტოტები სანთლის ჩასადებად, ზედ ინთებოდა ზეთის კანდელიც.
![]() |
6.58 ჩირეხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ნაძვის ხის კვარიანი ნაწილები, რომლებსაც საგანგებოდ ამზადებდნენ საქართველოს მთაში და სანათად გამოიყენებდნენ.
![]() |
6.59 ჩირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ზოგადი სახელია საზამთროდ გამხმარი ხილისა. ჩირისათვის საუკეთესოა ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის, ლეღვისა და სხვათა ნაყოფი. გაკურკულგასუფთავებულ პროდუქტს ახმობდნენ როგორც ძაფზე აცმულს, ასევე ფიცრებზე და მოწნულ ლასტებზე. წერილობით წყაროებში დადასტურებულია ჩირის გამოყვანა თონესა და ფურნეში. ჩირი გამოიყენებოდა როგორც საზამთრო საჭმელად, ასევე სამკურნალოდ.
ე.ნ..

![]() |
6.60 ჩიქილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალის თავსაბურავი. იგივეა რაც ლეჩაქი (იხ), მანდილი.
![]() |
6.61 ჩიჩილაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით. ჩიჩილაკს ამკობდნენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით, წითელნაყოფიანი კურკანტელით, აბრეშუმის ძაფებითა და სამკაულებითაც. დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას (იხ.) სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გამთენიისას გაეშურებოდა წყაროზე, ხელპირს დაიბანდა, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ შემოაცლიდნენ ტკბილეულს, ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ - „ბოსტანს ჭია-მატლი ვეღარ გააფუჭებსო“. მიჩნეულია, რომ ჩიჩილაკის რიტუალში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებაა ასახული.

ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ..
![]() |
6.62 ჩიხორა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ქალის ქვედატანი. მზადდებოდა მატყლის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილისაგან. ჩიხორას სწორი განები ჰქონდა, მისი მორთვა აუცილებელი იყო. ბოლოზე მაქმანებით გააწყობდნენ, ზოგჯერ ორ ან სამრიგად ნაოჭასხმულ ფურჩალს შემოაკერებდნენ. ამ ტიპის განსხვავებულ ვარიანტს დაბამბული ჩიხორა შეადგენდა, რომელსაც ორპირი უბრალო ნაჭერი სჭირდებოდა და შიგ ჩაფენილი ბამბის თხელი ფენა, ბამბის დამაგრების მიზნით ზემოდან დაალიანდაგებდნენ. სილამაზისთვის დალიანდაგებულ ჩიხორას ზემოდან კარგ ქსოვილს გადააკერებდნენ. ნაქსოვი ჩიხორასათვის ქვედატანის ორივე კალთა ცალ-ცალკე უნდა მოექსოვათ. მოქსოვილ კალთებს ერთმანეთს ააბამდნენ და სალტედ რეზინით ნაქსოვ ბრტყელ ზონარს მიაკერებდნენ. ჩიხორა პერანგს ზემოდან ეცვათ. თხელი ქსოვილების ჩიხორა ზაფხულობით ემოსათ, ხოლო ზამთარში შალისა.
ლიტ.: ნ. გვათუა., ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისი. 1967. ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხური წესები კახეთში, ჩხირებით ქსოვა, 1985.
ც. ბ..
![]() |
6.63 ჩიხრიხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ხის ხელსაწყო, რომელიც ბამბას აცლის კურკებს. საშუალო ზომის ჩიხრიხი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ესაა ორი ბოძი, რომელთა ზემო ნაწილში გაყრილია ორი მრგვალი სახელურიანი ჯოხი, ჩიხრიხზე მუშაობს ორი კაცი, რომლებიც აქეთ-იქიდან ატრიალებენ ჯოხებს და მათ შუაში მჭიდროდ მოქცეულ ბამბას. ასეთი ტრიალის შედეგად სცვივა კურკები. გაწმენდილი ბამბა იპენტება ხის ჯოხით. 2. თხის ბალნის დასართავი იარაღი. შედგებოდა კისერზე ჩამოსაკიდებელი მოხრილი გირკალისაგან. მის ქვედა ნაწილში გატარებული იყო ჯოხი. ჯოხის მეორე ბოლო გადიოდა ორ გადაჯვარედინებულ ბრტყელი ჯოხების ცენტრში. ჯოხის ხელის გულებით დატრიალებისას მიწაზე დაფენილი ბალანი ჩიხრიხის ჯოხზე ეხვეოდა. ჩიხრიხის ბალნის დასართავად გამოყენებას მისდევდნენ კახეთსა და მთიულეთში.
ლ. მ..

![]() |
6.64 ჩიხტა//ჩიხტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა ერთმანეთზე დაწებებული ქაღალდების წყება ან ხის თხელი ბწკალი, რკალისებურად მოყვანილ და თავზე მორგებულ ამ თავსარქმელს უკანა განიერი ნაწილი შედარებით ბრტყელი ჰქონდა და დაქანებულიც. ნაპირებს ქობად შემოსდევდა თალხი ფერის ნაჭერი - „კიდურისსადები“, რომელთა შორის თავსაკრავს ათავსებდნენ. ჩიხტას ზემოდან ეფინებოდა ლეჩაქი, რომელიც ჩიხტში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით მაგრდებოდა. ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. საქართველოში ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ.
ც. ბ..

![]() |
6.65 ჩოგანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. „საბურთალი კავი“ (საბა) გამოიყენებოდა ცხენბურთისას. წარმოადგენს გრძელ ჯოხს, რომელსაც ბადიანი რკალი აქვს გაკეთებული ბურთის წასაღებად. 2. ღომის საზელი თხელპირა კოვზი.
ე. ნ..
![]() |
6.66 ჩოგი (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გაზელილი ყველი ქუმელის შესატანებლად. ახლად ამოღებულ ყველს სამ დღეს უმარილოდ ინახავენ, ყველი ფუვდება და მჟავდება, მერე ხელით ჭყლეტენ, მარილში გაზელენ და გუდაში ინახავენ.
ლიტ.: ს.მაკალათია, თუშეთი, 1933.
ნ. ჯ..
![]() |
6.67 ჩონგური//ჩანგური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი, გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეებში: სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი. გვხვდება აფხაზეთში „აჩამგურის“ სახელწოდებით. სხვადასხვა კუთხის ჩონგურები კონსტრუქციულად ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. ფორმით შუაზე გაჭრილი- მსხლისებურია. მუცელი დამზადებულია ერთმანეთზე შეწებებული 2 მმ სისქის ბჟოლის ტკეჩებისაგან, თავფიცარი - 2-3 მმ სისქის ნაძვის ფირფიტისაგან. მასზე გაკეთებულია 2-3 მმ დიამეტრის რამდენიმე სახმო ნახვრეტი. ტარი (თავი და ყელი) კაკლის ხისაა. თავი ნიჟარისებურია, ყელზე, შუა ადგილას, გაკეთებულია ნახვრეტი სიმის მოქლონისათვის. სიმები აბრეშუმის ძაფებია. სამი თანაბარი სიგრძისაა, მეოთხე (ზილი) - მათზე 1/3- ით მოკლე. იგი მდებარეობს I და II სიმებს შორის. გაბმულია ტარის შუა ნაწილიდან. მისი სიმოკლე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მან ერთი სიმაღლის ყველაზე მაღალი ბგერა უნდა გამოსცეს. ამისათვის მას არ უნდა შეეხოს დაკვრის დროს მარცხენა ხელის თითები, რაც ძნელად მოხერხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისიც დანარჩენი სიმების სიგრძისა იქნებოდა. ხოლო მაღალი ბგერის მისაღებად სიმის სიმოკლე გამართლებულია. დაკვრისას გამოიყენება სიმის მოზიდვისა და სიმებზე თითების ჩაკვრა-ამოკვრის ხერხი. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. სხვადასხვა სიმღერა სხვადასხვა წყობაში სრულდება, მაგრამ ყოველი მათგანი თავიდან ბოლომდე ერთ წყობაშია. ტემბრი საკრავისა რბილი და ლამაზია რასაც სიმების მასალაც (აბრეშუმის დაგრეხილი ძაფი) განსაზღვრავს. ჩონგურზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. მაგრამ უფრო მეტად მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ჩონგური ოჯახისათვის წარმოადგენდა ძვირფას ნივთს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც. ტრადიციულ საჩონგურო რეპერტუარს ერთხმიანი სატრფიალო და სახუმარო ლექსები წარმოადგენს. საჩონგურო ლირიკული სიმღერების ტრადიცია სამეგრელოში საყოველთაოდ ცნობილია. ჩონგური ტრადიციულად არ ერთიანდება ანსამბლად სხვა რომელიმე საკრავთან. ამასთანავე, თუნდაც ორი ჩონგურის ერთდროულად ანსამბლში გამოყენებაც არ ხდებოდა. ჩონგურის თანხლებით სრულდებოდა საწესო სიმღერები. მაგალითად, „ბატონებიან“ ავადმყოფთან „ბატონებო მოუოხეთ“// „საბოდიშო“ (გურიაში) - ულამაზესი საგალობელი, სითბოთი და ლირიზმით სავსე. სამეგრელოში დამოწმებულია ასეთი წესი: თუ ავადმყოფს ჩაეძინება, ყველანი გაჩუმდებიან და ჩონგურს ავადმყოფის ახლოს, კედელზე ჩამოჰკიდებენ. ამბობენ, ბატონები თავის მხრივ ჩუმად უკრავენ ჩონგურზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ რიტუალში ძეობის სიმღერა „მზე შინა და მზე გარეთა“ სამეგრელოსა და გურიაში სრულდებოდა ჩონგურის თანხლებით. ჩონგური ფანდურთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ეს გამოხატულია ჩონგურის კონსტრუქციულ სრულყოფილებაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და აქედან გამომდინარე, ტემბრის ხარისხში.
![]()
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940; ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, ტფ., 1938.
მ. შ..
![]() |
6.68 ჩორაბდარი (სამცხ.-ჯავახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ერთგვარი წინდა. მასალად გამოიყენებდნენ თეთრ ან შავ გრძელბეწვიან ძაფს. საქალო დაბალყელიანი წინდები ნაკლებსახიანი იყო. მამაკაცები მაღალყელიან წინდას ხმარობდნენ, ჭრელს. არსებობდა რამოდენიმე სახის ჩორაბდარი: სადა, გრეხილიანი (ყელიდან მთელ სიგრძეზე ერთი გრეხილით), ნაოჭიანი, „ყაბარალი“ - უჯრებიანი (ყელი იყო უჯრებიანი), ჭრელი - საქუსლეები და სათითეები სქლად ჰქონდა მოქსოვილი. მესხეთ-ჯავახეთში კარგად ნაქსოვი ჩორაბდარები საჩუქრის საგნადაც ქცეულა. გასათხოვარი ქალები წინასწარვე ამზადებდნენ დიდი რაოდენობით, როცა ქმრისიანები რძლის წასაყვანად ეწვეოდნენ ოჯახს. სტუმრად მოსული ყოველი მამაკაცი წყვილი წინდით - და პატარძლის ნაქარგი ცხვირსახოცით დასაჩუქრდებოდა. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა აბრეშუმის წინდები და პაიჭები, რომელთაც ფერადი სახეებით აჭრელებდნენ და ამკობდნენ ოქრომკედის არშიებითა და კუწუბებით.
ც.ბ.
![]() |
6.69 ჩოტი//ჩოტილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
პატარა ხის ან ლითონის ნიჩაბი (იხ. ლაფარა).
![]() |
6.70 ჩოჩია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მარხილის ტიპის საზიდი. მცირე საოჯხო საქმეთა შესასრულებლად. ჩოჩიაში ებმებოდა ერთი ხარი ან ვირი.

![]() |
6.71 ჩოღრათო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ვერცხლის დიდი კულა, ყელდაგრეხილი, ტარივით გაშვერილი სასმელი ღარით. ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ დასტურდება.
![]() |
6.72 ჩოხა// ფიჩვ// ღართი (სამეგ.)// ვოსარ (სვან.) - - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ადრეფეოდალური ხანის საქართველოში საბერო ტანსაცმელს ეწოდებოდა. გვიანფეოდალურ ხანაში კი მამაკაცისა და ქალის ძალზე გავრცელებული სამოსია. ახალუხთან შეწყვილებით, ჩოხა მამაკაცის კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მთელ კავკასიაში. საქართველოში ჩოხის არაერთი ტიპი იყო გავრცელებული, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განირჩეოდა: სიგრძით, წელზე გაწყობით, ზურგსმობმული კალთით, გვერდებზე არსებული ქიმების რაოდენობით თუ გვერდების შეხსნილობით და ა.შ. არსებობს ჩოხის რამდენადმე გამოკვეთილი ტიპები: 1. ქართული, ანუ გლეხური მოკლე ჩოხა, მუხლამდე სიგრძისა, ნაოჭიანი ან ჩაქიანი, ხშირად 2 ჩაქიანი და 16-კალთიანი. გვერდებში შეხსნილი. გულმკერდზე 5-6 სამასრეებით. ამ ტიპის ჩოხის თავისებურ ვარიანტს ქმნიდა კახური ჩოხის ანალოგიით შექმნილი ხევსურული ჩოხა, მისი თავისებურება ისაა, რომ ჩოხის გულისპირის კალთები და ზურგი დაფარული იყო ნაქარგობით. XX ს. პირველ ათეულში მოკლე ჩოხა უმეტესად საქართველოს მთიანეთში იყო შემორჩენილი. 2. ჩერქეზული, ანუ თავადური ჩოხა 4-ჩაქიანი. ორი მაღალი ჩაქი გვერდებთან უკეთდებოდა და ორი დაბალი კი უკან. მხრებში აუჭრელს წინ მთლიანი კალთები ჰქონდა და უკან ზურგსმობმული კალთა. მთლიან კალთებს „ბედენებს“ უწოდებდნენ. მიკერებულ კალთებს „ბღარტებს“. როგორც წესი, ჩოხას ჰქონდა განიერი სახელოები და გულისპირზე დაკერებული „სამასრეები“// „საქილეები“ (იმერეთი). სამასრეებში რქის, სპილოს ძვლის ან ვერცხლისთავიანი მასრები ეწყოთ, ზოგჯერ ზედ გამობმული ვერცხლის ძეწკვებით - „ყაწიმებით“. ჩოხა იკვრებოდა ღილ-კილოებით და წელზე შემოსაკვრელი ტყავის ვერცხლის ნაწილებიანი ქამრით, რომელზედაც ხმალ-ხანჯალი ეკიდათ. 3. ქალაქური, ანუ ყარაჩოღული ჩოხა, ფეხის კოჭებს მწვდომ ამ ჩოხას მრავალ (2-16) „ყურებს“//ჩიბუხს//ჩაქს“ უკეთებდნენ. გულმკერდზე ცერად აკერებდნენ დეკორატიულ სამასრეებს. ჩოხის ყველა ნაპირს აბრეშუმის გრეხილი ან ყაითნის ზონარი შემოევლებოდა. ყაითნისავე იყო შესაკრავი ღილ-კილოები. ჩოხის შიდა ნაკერების დაცვის მიზნით ჩაფარიშებს ხმარობდნენ. ჩოხის ფერების შერჩევას სოციალური მდგომარეობა და სპეციალობაც განსაზღვრავდა. ასე მაგალითად, ოთხჩაქიანი ჩოხები თავადაზნაურობის საცმელი იყო, რვაჩაქიანს ყარაჩოღელები ხმარობდნენ. „ჩოხა“ თუშეთსა და ფშავში ქალის ზედა სამოსელსაც ერქვა, ხევსურეთში „ჩოხის ძველს“ დაგლეჯილ ჩოხას უწოდებდნენ, ხოლო შუაფეოდალური ხანის საქართველოში ბერ-მონაზვნური ტანსაცმლით მოსილს „ჩოხოსანი“ ეწოდებოდა. მასრა-ქილებიანი ჩოხა ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია, მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII ს-დან.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962. გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა, სსმმ, ტ. XIXAXIXB, 1957.

ც. ბ..
![]() |
6.73 ჩრაქვი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
გამხმარი არყის ხის ქერქი, რომელსაც მთაში ხმარობენ სანათად (იხ. ლამტვარალი).
![]() |
6.74 ჩუთი (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
მიწის მარტივი სახვნელი იარაღი. ჩუთი ისევე, როგორც სხვა მსუბუქი სახვნელი იარაღები, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მძიმე სახვნელი იარაღების პარალელურად მოქმედებდა და მეორე რიგის სამუშაოებს ასრულებდა. ჩუთით შესრულებულ მუშაობას აჩუთვას, აოშვას და აკავებასუწოდებდნენ. როგორც ვარაუდობენ, ჩუთი გუთნის გაჩენამდე ძირითადი სახვნელი იარაღი უნდა ყოფილიყო, გუთნის გაჩენის შემდეგ კი ჩუთის ფუნქცია ვიწროვდება და იგი ძირითადი იარაღიდან დამხმარე სახვნელის ადგილზე ინაცვლებს. ჩუთის ანალოგიური სახვნელების გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია. იგი ოდნავ სახეცვლილი გვხვდება როგორც საქართველოს სხვა კუთხეებსა და საერთოდ კავაკასიაში, ისე წინა აზიის, შუა აზიის და ევროპულ ქვეყნებშიც. ტიპოლოგიურად იგი ენათესავება ბაბილონში დამოწმებულ სახვნელებს.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ეთნოგრაფიული მოგზურობა აღბულაღის რაიონში, სსმმ, 1928.ტ. IV. გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
თ. გ..
![]() |
6.75 ჩული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ცხენის გადასაფარებელი, უნაგრის მოხსნის შემდეგ გაოფლიანებულ ზურგზე გადააფარებდნენ მკერდამდე ჩულს, რომ ცხენი ნებისად გამშრალიყო.
![]() |
6.76 ჩურჩხელა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფელამუშში (თათარა) ამოვლებული ხილის აცმა (კაკალი, თხილი, ჩირი), რომელსაც დასავლეთ საქართველოში გოზინაყს და ჯანჯუხს უწოდებენ. განსაკუთრებით განთქმულია კახური ჩურჩხელა - ნიგვზის დაჭრილი ლებნების აცმა, რომელიც რამდენჯერმეა ამოვლებული თათარაში. კახეთშივე იციან მთლიანი ლებნების ჩურჩხელა, რომელსაც „კუკრუჭანასა“ და „გორგომიჭელს“ უწოდებენ. ჩვეულებრივთან შედარებით ასეთი ჩურჩხელა მსხვილია და უფრო გემრიელი. იმერული გოზინაყი და გურული ჯანჯუხი მხოლოდ ერთხელ ამოივლება ფელამუშში და ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება კახურ ჩურჩხელას. ჩურჩხელა უაღრესად კალორიული პროდუქტია და სატარებლად იოლი. ამიტომ, ძველად, სალაშქროდ გასული ქართველისათვის ჩურჩხელა ყოველდღიურ საკვებთა რიგში შედიოდა.
ე. ნ..
![]() |
6.77 ჩუსტი//მესტები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ფეხსაცმლის ტიპი. ქალებისა და მამაკაცების სატარებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ძირი ტყავის ჰქონდა პირი კი ქსოვილის.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

![]() |
6.78 ჩქუთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ნახევარწრისებური რკინის ოვალურპირიანი და ხისტარიანი სატეხი. საბას მიხედვით ჩქუთი „ძელთ ამოსათლელი“, პირმოხვეული სატეხია, გამოიყენებოდა კოდების, ჩანახების, ციცხვების და ა.შ. გასათლელად.
გ. გ..
![]() |
6.79 ჩხირები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
1. ნართის საქსოვი ჩხირები, იხმარებოდა ხის და ლითონის ჩხირებიც. არსებობს სხვადასხვა სისქისა და სიგრძის ჩხირები, რაც დამოკიდებულია საქსოვ მასალასა და მოსაქსოვი ქსოვილის საგანზე. საქსოვი ჩხირების გაუმჯობესებულ ვარიანტს, ისევე როგორც ლითონის ჩხირებს, დღესაც იყენებენ ქსოვისას. 2. ხისაგან გამოთლილი, რომლითაც მედოლეები უკრავენ. განსაკუთრებით „საჭიდაოს“ შესრულებისას.
ე. ნ..
![]() |
6.80 ჩხუტ-ბრუნელი//(თუშ.)//ჩხუტ-ბარნელა(ფშ.)//ჩასარევაი//ყუიკა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ვერტიკალური ტიპის ნაღების სადღვებელი, რომელიც გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს მთიანეთში. ჩხუტ-ბრუნელი ორი ნაწილისგან შედგება, ჩხუტი - მთლიანი ხისგან გამოთლილი ძირჩადგმული ცილინდრული ფორმის ძირგანიერი და პირვიწრო ჭურჭელი და შესადღვები ჯოხი - ბრუნელი//ბარნელი, დაბოლოებული ხის ჯვარედინი ფირფიტებით და ზედ შემოგრეხილი წნელით, რომლის მოძრაობითაც ხდება რძის დღვება. მცხეთა-სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი თიხის სადღვებლები მსგავსია საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სადღვებლებისა, რაც ნათლად მიუთითებს რძის პროდუქტის ტექნოლოგიის უწყვეტობისა და მისი დამუშავების მაღალ კულტურაზე.
ე. ნ..
![]()
![]() |
6.81 ჩხუტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲back to top |
ლუდის ხალხურ წარმოებაში გამოსაყენებელი ტუჩიანი და სახელურიანი ჭურჭელი. ამზადებდნენ ხისგან და სპილენძისგანაც. აქვს მაგარი სახელური, მძიმე სამუშაოებს რომ გაუძლოს. ზოგჯერ ჩხუტი ერთ ხეშია ამოღებული, ე.ი. მთლიანია და მხოლოდ ძირი აქვს გამოყენებული. ჩხუტი ძირითადად 10- 15 ლიტრის ტევადობის ჭურჭელია, მაგრამ არსებობს პატარა ჩხუტებიც. ჩხუტი ზოგჯერ შემკული იყო რაიმე სიმბოლური მოტივით და საგვარეულო დამღით.
ე.ნ.







