![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ს |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 სააგიტაციო მჭერმეტყველება |
▲back to top |
სააგიტაციო მჭერმეტყველება
საორატორო პროზის სახეობა, რომელიც არ კმაყოფილდება მსმენელის მიერ მსჯელობის საგნის შესახებ გარკვეული დასკვნის მიღებით და მთავარ მიზნად ისახავს მსმენელში გარკვეული მოქმედების აღძვრას.
მაგ.
ომის პირობებში აგიტატორი მთავარ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ იმის ჩაგონებას, რომ საჭიროა მტრის განადგურება, არამედ იმის მიღწევას, რომ მსმენელი საქმით შეუდგეს მტრის განადგურებას.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
2 სადისკუსიო მჭერმეტყველება |
▲back to top |
სადისკუსიო მჭერმეტყველება
საორატორო მჭერმეტყველების სახეობა, რომელიც ითვალისწინებს რომელიმე პიროვნების, მომხმარებლის ან მეცნიერის დებულების დასაბუთებულ უარყოფას, ან მოწონებას.
საორატორო მჭერმეტყველების სწორედ ეს დარგია ყველაზე უფრო გავრცელებული.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
3 საერთო აღწერა |
▲back to top |
საერთო აღწერა
ისეთ აღწერას, რომელშიც მსგავსი ან მონათესავე მოვლენათა მთელი ჯგუფია გამოხატული,
საერთო აღწერა ეწოდება.
მაგ.
„ტყე ქვეყნის მშვენებაა; საცა ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე, ხოლო საცა ტყე
სრულებით არ მოიპოვება, იქ ბუნება მკვდარია. მეტადრე ზაფხულობით ტყეს არაფერი
შეედრება, ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთლით, რომელნიც ნიავის დროს საამურად
შრიალებს და სიცხის დროს გრილს ჩრდილს აყენებს ხეების ქვეშა. ზოგი ხე ისე მაღლაა
წასული, რომ თვალს ვერ შეუწვდენ წვერამდე, ზოგს ისე განიერად გაუდგამს ტოტები, რომ
მის ქვეშ რამდენიმე სახლობა თავისუფლად დაბინავდება. ერთ ადგილას დევებსავით
ჩამწკრივებულან უზარმაზარი მუხები, მეორე ადგილას ალვის ხესავით მაღლა ცაში
ატყორცნილან ჭადრები, მესამე ადგილას მშვენიერ სუნს ჰფენენ ხშირფოთლიანი ცაცხვები,
მეოთხე ადგილას ამშვენიერებს ტყეს დიდი წიფელი, მაგარი ნეკერჩხალი და სხვანი. მარდი
ჭიანჭველები ათასობით დაბუდრუგუნებენ ხეებს შუა. თუ ძირს ბალახებში ჩააცქერდები,
წითლად დაბრაწული მარწყვი, ჟოლო და შავად დამწიფებული მაყვალი შემოგაჭყეტს თვალსა.
თუ მაღლა ხეებს ახედავ, მრავალგვარ ფრინველებს შენიშნავ. აქ მუხის უმაღლეს ტოტზედ
მოუკალათებია ქორსა და ბრდღვიალა თვალებით აქეთ–იქით იცქირება; იქ გუგული
შემომჯდარა განმარტოებულს იფნის ტოტზედ და ბოლოს ქნევით გაიძახის თავის „გუგუ”–სა.
მესამე ხეზე მოუკალათია წყნარ ბულბულს, თვალები დაუხუჭნია და ტკბილს გალობას ნაზად
დასძახის; მეოთხე ხეზე კოდალა ღონივრად სცემს თავის მაგარ ნისკარტს ხის ფუღუროსა და
კარგი დურგალივით აკაკუნებს. ტყის შუაგულიდან მელიის წკაპა–წკუპი მოისმის და მას
თითქოს ბანს აძლევს მგლის ღმუილი, სადღაც დაბურულ კუთხეში ისმის ხეების ჩახა–ჩუხი,
– ეს დათვს მოშივნია, თავის ბუნაგიდან ამდგარა და სანადიროდ მიდის. კურდღელი ამ
ხეების ჩახა–ჩუხს ტკბილი ძილისაგან გაუღვიძებია და გულგახეთქილი სწრაფად მირბის
ხეებს შუა”.
იხ. აგრეთვე: აღწერა, აღწერითი თხზულება, კერძო აღწერა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ.: განათლება, 1977
ტყის აღწერა:
![]() |
4 სამგლოვიარო მჭერმეტყველება |
▲back to top |
სამგლოვიარო მჭერმეტყველება
საორატორო პროზის ისეთი სახე, რომელიც მიზნად ისახავს, მსმენელში გამოიწვიოს მოკრძალება და პატივისცემა იმ ადამიანისადმი, რომელიც უკვე აღარ არის, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების მაგალითით აღაფრთოვანებს მსმენელს, მასში იწვევს მისწრაფებას მაღალი საზოგადოებრივი მიზნების სამსახურისადმი, დიადი ადამიანური მორალის განხორციელებისადმი.
ამ უკანასკნელი თვისების გამო ხშირად სამგლოვიარო სიტყვას საზეიმო – სამგლოვიაროს უწოდებენ. მისი საუკეთესო ნიმუშია
სოლომონ ლიონიძის „მოთქმით ტირილი ერეკლე მეორის ცხედართან”.
სინონიმი: საზეიმო–სამგლოვიარო წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
5 სამოსამართლო მჭერმეტყველება |
▲back to top |
სამოსამართლო მჭერმეტყველება
სააგიტაციო მჭერმეტყველების სახეობა, რომლის დანიშნულებაა ზეგავლენის მოხდენა სასამართლოს წევრებზე იმ მიზნით, რომ მიიღონ ორატორისათვის სასურველი განაჩენი ბრალდებულის შესახებ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
6 საორატორო მჭერმეტყველება |
▲back to top |
საორატორო მჭერმეტყველება
პროზის ისეთი დარგი, რომელიც თავის მიზნად ისახავს მსმენელზე ზეგავლენის მოხდენას.
ორატორი თავის მსჯელობას, აზრების დალაგებას და მეტყველების ყოველგვარ სხვა საშუალებას წარმართავს იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს მსმენელში მისთვის სასურველი დასკვნა, გადაწყვეტილება მსჯელობის საგნის შესახებ, წარმართოს მსმენელი ისეთი მოქმედებისაკენ, რასაც თვით ორატორი ისახავს მიზნად და შექმნას მსმენელში ზემოაღნიშნულისათვის შესაფერი განწყობილება.
იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს ორატორი, საორატორო მჭერმეტყველებაში შემდეგი ძირითადი სახეები გვხვდება:
სააგიტაციო, სადისკუსიო ან აკადემიური, მისასალმებელი, სამგლოვიარო და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 სატირა |
▲back to top |
სატირა
ლათ. SATUR
მკვეთრი, გამანადგურებელი დაცინვა, რომელიც გამოხატავს ავტორის ზიზღსა და
აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი. სატირულ ნაწარმოებში მწერალი
მოვლენას ისე გამოხატავს, რომ გვამხედრებს მის წინააღმდეგ. მოგვიწოდებს მის მიერ
ასახული მოვლენის ძირფესვიანად აღმოფხვრისაკენ, განადგურებისაკენ.
ტერმინი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან, რაც ნიშნავს მსუყეს, ნოყიერს, მაძღარს.
ძველი ბერძნები სატირს უწოდებდნენ სასაცილო მითიურ მამაკაცს, რომელსაც ფეხები თხისა
ჰქონდა და თავზე რქები ჰქონდა გამობმული. სატირის ჩანასახი საბერძნეთის იამბებში
გვხვდება(„იამბოს” ნიშნავდა ნასროლს, ნატყორცნს, ე.ი. განმგმირავ ლექსს).
ანტიკურ ლიტერატურაში დამცინავი იამბების ავტორთა შორის სახელი გაითქვეს ბერძენმა
მწერლებმა სიმონიდე ამოგელმა და არქილოქე პარსოელმა (ორივე ცხოვრობდა VII საუკუნეში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სიმონიდეს იამბთა ისარი უმთავრესად ქალების უარყოფითი
მხარეების წინააღმდეგ იყო მიმართული. არქილოქეს ნიჭით ჰომეროსის სადარად თვლიდნენ.
გადმოცემის მიხედვით, მისი მკვეთრი იამბებით შეურაცხყოფილმა ორმა პიროვნებამ
გადაწყვიტა თავის მოკვლა. არქილოქემ და სიმონიდემ ჩაუყარეს საფუძველი ლიტერატურის
იმ ფორმას, რომელიც შემდეგ რომაელებმა სატირის სახელით განავითარეს.
სატირული ნაწარმოების ნიმუშია „კაცია–ადამიანი?!”. ლუარსაბის კარ–მიდამო, ლუარსაბის
ხასიათი, გარეგნობა, მთელი მისი ცხოვრება მკითხველში იწვევს სიცილს, მაგრამ ეს
სიცილი ზიზღთან არის შეერთებული. ავტორი არსად არ გვიხატავს ლუარსაბს ისეთს
მდგომარეობაში, რომ მისი ცხოველური საქციელი გამართლებული იყოს. ავტორი სიკვდილის
შემდეგაც არ იბრალებს ლუარსაბს და მის საფლავზე მინაწერის მოგონების დროსაც კი
დასცინის. ნუთუ ნახევარი საუკუნე იმიტომ იცოცხლა ამ ქვეყანაზე, რომ კვლავ საბოდიშოდ
ჰქონოდა საქმეო?
იმისათვის, რომ მკითხველს ლუარსაბის სიკვდილის დროსაც კი არ გაუჩნდეს თუნდაც ოდნავი
თანაგრძნობა თათქარიძისადმი, ილია ლუარსაბის სიკვდილსაც მისი გმირის მიერ
დამსახურებულ სასჯელად გვიხატავს: ლუარსაბი ღორმუცელობამ იმსხვერპლა. იგი
ნათლიმამისაგან მორთმეულ კალმახს მიაძღა; ლუარსაბი არ მომკვდარა ნორმალური
ადამიანის სიკვდილით, მოკვდა ღორმუცელობით. ასეთი დაცინვა მკვეთრი და
გამანადგურებელია. იგი გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების
უარყოფითი მოვლენებისადმი.
იხ. აგრეთვე: არქაიზმი, ეპიგრამა, პასკვილი, სატირული ლირიკა, სატირული რომანი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
სატირას ხმარობდნენ აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობით და მასში გულისხმობდნენ ისეთ
ნაწარმოებს, რომელშიაც გამოხატული იყო ადამიანის მთელი სხვადასხვა ხასიათის
უარყოფითი თვისება.
![]() |
8 სატირული ლირიკა |
▲back to top |
სატირული ლირიკა
ლირიკული პოეზია, რომელშიც პოეტი გამოხატავს დაცინვას რაიმე მოვლენისადმი.
სატირული ლირიკის ნიმუშია ხალხური ლექსი ერეკლესა და ლეკების ბელადის რაჯაბას
შესახებ, რომელიც გამოხატავს ხალხის საყვარელი გმირის ერეკილეს მიერ დამარცხებული
მტრისადმი დაცინვას და საკუთარი ძალის მოიმედე ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის
გრძნობას:
„რაჯაბაი შეკაზმა ჯაჭვითა და ჯინჯილითა,
სატირული ლირიკის ნიმუშები უმეტესად მცირე ზომისაა. სატირული ლირიკის ძირითადი
ფორმებია ეპიგრამა და პამფლეტი.
იხ. აგრეთვე: ეპიტაფია, ეპიგრამა, სატირა, პამფლეტი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
სატირული შინაარსით განსაკუთრებით მდიდარია ხალხური პოეზია. სატირულ ლირიკაში ხალხი
გამოხატავს დაცინვას მემამულეებისადმი, სამღვდელოებისადმი, მეფის მოხელეებისადმი და
ზნეობრივად მახინჯი ყველა ადამიანისადმი.
უნდა ქალაქს შემოვერტყა, ამოვწყვიტო შიმშილითა.
ეს რომ ერეკლემ გაიგო, გადაბრუნდა სიცილითა:
შენი ერეკლე მოგიკვდეს, ვერ გაგხეთქო სირბილითა,
განჯა შემოგარბენინო, დაღესტანი ტირილითა!
ისე გაუწყვიტა ჯარი, ერთი მირბის წინწილითა,
შეჭამანდი შეუნელა კოჭითა და პილპილითა.
– დაჯე, რაჯაბ, პური ჭამე, არ მომიკვდე შიმშილითა.
– რა პურისა მენაღვლება, კუჭი მტკივა სირბილითა”.
![]() |
9 სატირული რომანი |
▲back to top |
სატირული რომანი
ისეთი რომანი, რომელშიც ავტორი გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებრივ
ცხოვრებას დაცინვის მიზნით.
იხ. აგრეთვე: რომანი, სატირა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
სატირული რომანის ნიმუშია რაბლეს რომანი „გარგანტუა და პანტაგრუელი”
და,
განსაკუთრებით, სერვანტესის „დონ კიხოტი ლამანჩელი”. აგრეთვე ინგლისელი მწერლის
სვიფტის „გულივერის მოგზაურობა” და სხვა.
![]() |
10 საყოფაცხოვრებო რომანი |
▲back to top |
საყოფაცხოვრებო რომანი
ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვეულებრივ
ადამიანთა კერძო ცხოვრების ასახვას.
საყოფაცხოვრებო რომანებს საფუძველი ჩაეყარა XVIII საუკუნის ინგლისში. მისი
შემქმნელია რიჩარდსონი, რომელმაც დაწერა ცნობილი საყოფაცხოვრებო რომანები:
„კლარისა”, „პამელა” და „გრანდისონი”.
იხ. აგრეთვე: რომანი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
საყოფაცხოვრებო რომანების ავტორები მიზნად ისახავენ მკითხველის მორალურ აღზრდას.
ძველ საყოფაცხოვრებო რომანებში ხშირად ადგილი აქვს ადამიანის დადებითი მხარეების
გაზვიადებულად გამოხატვას. ეს მოვლენა ხელს უშლის სინამდვილის მართებულად
გადმოცემას.
![]() |
11 სენტიმენტალიზმი |
▲back to top |
სენტიმენტალიზმი
ფრანგ. sentimentalisme
ლიტერატურული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის
შინაგან განცდებსა და სულიერ განწყობილებას.
სენტიმენტალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება, პირველად ინგლისში წარმოიშვა
XVIII საუკუნეში. ამ მიმართულების მთავარი წარმომადგენლები იყვნენ სამოელ
რიჩარდსონი (1689–17610) და ლოურენს სტერნი (1743–1768). ამ უკანასკნელმა დაწერა
„სენტიმენტალური მოგზაურობა”. ამ სახელწოდების საფუძველზე თვით ლიტერატურულ
მიმართულებასაც სენტიმენტალიზმი ეწოდა, რაც სიტყვა–სიტყვით მგრძნობელობას ნიშნავს.
სენტიმენტალისტები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. რიჩარდსონის ერთმა
ნაცნობმა მკითხველის სატრფოსაგან ასეთი წერილი მიიღო: „ძვირფასო ვილიამს! მე ვიცი , რომ თქვენ მეგობარი ხართ რიჩარდსონის, რომლის შესახებ
ლაპარაკობს მთელი ქალაქი. მე გთხოვთ თქვენ შემდეგს: ჩემმა საცოლემ მერი კემპბელმა
იქამდის იკითხა მისი რომანები, რომ სრულიად დაჰკარგა ჭკუა და საშინლად გახდა. ამ
დღეებში მან მითხრა, რომ თუ მოკვდა ვიღაც კლარისა ჰარლოუ, რომელსაც იცნობს
რიჩარდსონი, თვით ისიც მოკვდება...”.
რუსეთში სენტიმენტალიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი კარამზინი იყო. მისი
ნაწარმოები „საბრალო ლიზა” გლეხებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას ქადაგებს.
ქართულ ლიტერატურაში სენტიმენტალიზმი მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში
გამოვლინდა. მანამდე კი მისი სუსტი გავლენა იგრძნობოდა ალ. ჭავჭავაძის („მუხამბაზი
ლათაიური”, „სიყვარულო, ძალსა შენსა”), გრ. ორბელიანისა და გ. ერისთავის
შემოქმედებაში. 1852 წლიდან ჟურნ. „ცისკარში” დაიბეჭდა კარამზინის „საბრალო ლიზას”
ქართული თარგმანი, ბესტუჟევ– მარლინსკის „ღამე ხომალდში” და სხვა სენტიმენტალური
ნაწარმოებები. დაიბეჭდა აგრეთვე ორიგინალური თხზულებანი: ივ. კერესელიძის
„სამგზავრო წიგნები” და დ. თავზიშვილის „ჩემი გული”. თუ რამდენად მღელვარე გრძნობის
გამომხატველია ივ. კერესელიძის „სამგზავრო წიგნები”, ადასტურებს ნაწყვეტი მისი
თხზულებიდან; იგი გამოხატავს ავტორის მწუხარებას, რომელიც გორის ციხის ნახვით და
„დროთა მიერ შთანთქმულ” საქართველოს დიდების განცდით არის გამოწვეული:
„ახ, საყვარელო მეგობარო, უნდა იცოდე, თუ რა გრძნობით გადავაბიჯებდით ფეხს
უფლისაგან დაწყობილი, ვიდრე უკანასკნელი გიორგი XIII–დანა. რა მოველ გონსა, ვნახე,
რომ მომდიოდა ცრემლი ნაკადულსავით; რომ ყოველი კლდე და ყოველი ქვა უცნაური ციხისა,
თითოეული ჩუქურთმა... თითქოს ჩაიდგავდა სულსა, გამოცემდა ხმასა და მომითხრობდა
გავლილს შორის დროის საქმეებსა, გამაჟრჟოლა ტანში. მეც დავიწყე ცრემლების მიბაძვით
ქნარის მომართვა და ჭმუნვარებით დამღერა”.
ქართული სენტიმენტალიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გრ. რჩეულიშვილი
იყო.
მან დაწერა მოთხრობები: „ანუკა ბატონიშვილი”, „ქვრივის ლიმონები” და „თამარ
ბატონიშვილი”, რომლებიც სენტიმენტალური ნაწარმოების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სენტიმენტალიზმი ჩვენში იმ დროს გამოვლინდა, როდესაც უფრო მეტი ნიადაგი რეალიზმს
ჰქონდა. ი. ჭავჭავაძემ იგრძნო მისი დრომოჭმულობა, მისი უნიადაგობა. დიდმა პოეტმა
რეალიზმის უპირატესობა სენტიმენტალიზმთან შედარებით ნათლად გამოხატა ქვემოთ
მოყვანილი შეფასებით: „დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს „ღრუბლებში ცურვასა”, მთვარის
ხვეწნას, რომ ჩემს საყვარელს უთხარიო: „ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია,
რომელსაც შენ გამო ოხვრის კვამლი თვალებსა სწვავს და ცრემლს ადენს; დროა ხელოვნებამ
თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესას, ეგებ ცრემლი მომივიდესო, დროა
ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ
სურათებისათვის”.
სენტიმენტალიზმმა დადებითი როლი ითამაშა კლასიციზმის ტრადიციულ შეხედულებებთან
ბრძოლაში. სხვა მოვლენებთან ერთად, მან ევროპის ქვეყნებში ხელი შეუწყო რომანტიზმის
წარმოშობას.
იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რომანტიზმი, თემატიკა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
იგი ადამიანის გრძნობას მის გონებაზე მაღლა აყენებს და სენტიმენტალურ ნაწარმოებში
გამოყვანილი პერსონაჟიები გადაჭარბებული მგრძნობელობით ხასიათდებიან.
სენტიმენტალისტი მწერლები ცდილობენ მკითხველში განსაკუთრებული მგრძნობელობის
განვითარებას მათი ასეთი თვისებებით. სენტიმენტალურ რომანებსა და მოთხრობებში
გამოყვანილი პერსონაჟები უმთავრესად უბრალო ადამიანები არიან. ისინი სიყვარულით, ან
რაიმე სხვა მიზეზით უსაზღვროდ იტანჯებიან და ცრემლს აფრქვევენ. ავტორი თანაგრძნობით
არის გამსჭვალული ამ უდანაშაულოდ ჩაგრულთა და წამებულთა მიმართ. სენტიმენტალურ
ნაწარმოებთა მოქმედი პირები უბრალო, ხალხური ენით ლაპარაკობენ, მათთვის უცხოა
ბუალოს ლიტერატურის თეორიით ნაკარნახევი „მაღალი” სტილი.
![]() |
12 სილაბური ლექსთწყობა |
▲back to top |
სილაბური ლექსთწყობა
ლექსთწყობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მარცვალთა საერთო რაოდენობა სალექსო
სტრიქონში („სილაბა”– ბერძნულად მარცვალს ნიშნავს).
ამ ლექსთწყობით დაწერილი ლექსის მარცვალს სიგრძე–სიმოკლე არ ახასიათებს. იგი
თანაბარი ზომისაა (ტონურის საწინააღმდეგოდ) და მისი რაოდენობა ერთიდაიმავე ლექსის
სხვადასხვა სტრიქონში, ჩვეულებრივ, თანაბარია.
მაგ:
„იამა გშობა შობითა, (8)
სილაბური სისტემა უფრო იმ ენებს ახასიათებთ, რომლებსაც მახვილი სიტყვის ერთ
გარკვეულ ადგილზე მოუდით. მაგ. ფრანგულ, უნგრულ, ფინურ და ზოგ სხვა ენაში მახვილი
მუდამ ბოლო მარცვალზეა. ქართულ ენაში მახვილი უმთავრესად სიტყვის წინა მარცვალზე
გვხვდება. ამიტომ სილაბურ ლექსთწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ლექსისათვის
იხ. აგრეთვე: ტონური ლექსთწყობა, ქართული ლექსთწყობა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ვარდმა გაგზარდა ქებითა, (8)
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, (8)
მას ჰგავხარ სურნელებითა.” (8)
![]() |
13 სიმბოლო |
▲back to top |
სიმბოლო
ფართო მნიშვნელობის ალეგორია.
ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა
აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვა–სიტყვით ნიშნავს
შეერთებულს („სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ). სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა
საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად მნიშვნელობასთან სხვა
მნიშვნელობა.
სიმბოლური სახის ნიმუში გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „მერი”: „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
აქ, ერთი შეხედვით, პოეტი ცის ფერზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ცა რაღაც
მოვლენის სიმბოლოა, იგი სხვა მოვლენასთან არის შეერთებული. შესაძლებელია გავიგოთ
რისი სიმბოლოა „ცა”. ამავე ლექსის პირველი ვარიანტი იწყებოდა ასე:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
ამ სტროფში მერის სახეზეა ლაპარაკი. მეორე ვარიანტში კი პოეტმა მერის კონკრეტული
სახის ნაცვლად „ცა” დაგვისახელა. ამ შემთხვევაში „ცა” გალაკტიონისათვის არის მერის
სახის სიმბოლო. მაგრამ სიმბოლური სახის დაზუსტება მკითხველისათვის ძნელია.
სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული სანთლები გ. ტაბიძის ლექსის ქვემოთ
მოყვანილ ნაწყვეტში:
„შორს, თვალუწვდენელ ლაჟვარდს იქით სანთელი ჩანდა,
ამ ლექსში იგრძნობა, რომ სანთელები არის სიმბოლო რაღაც შორეული მიზნის, საითკენაც
ისწრაფვოდა პოეტი.
თავისი ბუნებით სიმბოლო ალეგორიას უახლოვდება, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება.
ალეგორიული ისეთი სახეა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც
სხვა სახის წარმოდგენის საშუალებად არის გამოყენებული. აკაკის „განთიადში” გვხვდება
ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული”, „მგოსანი”. ამ სიტყვებში არ
იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება
კონკრეტული პიროვნება – დიმიტრი ყიფიანი.
ალეგორიული სახეების შეთავაზების დროს ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული იმაზე, თუ
კერძოდ ვის ან რას გულისხმობს ავტორი, რა მოვლენაზეა ლაპარაკი (მაგალითად,
იგავ–არაკებში). სიმბოლური სახის შინაარსის გადატანა ერთ გარკვეულ მოვლენაზე
ძნელია. სიმბოლურ სახეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და მისი კავშირი სხვა
მოვლენებთან მხოლოდ იგრძნობა; სიმბოლური სახე არ იზღუდება ერთი მოვლენით. მისმა
შინაარსმა მთელი რიგი მოვლენები უნდა განგვაცდევინოს.
იხ. აგრეთვე: ალეგორია, ალეგორიული სახე, იგავ–არაკი, სტროფი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
მერი, იმ ღამეს, მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
მაგ უცხო სახის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა,
ტალღებმა შექმნეს ვაი–ვიში, აურზაური
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა”
![]() |
14 სინეკდოქე |
▲back to top |
სინეკდოქე
ბერძნ. თანაგულისხმობა
გამოთქმა, რომელშიც მთელის ნაცვლად დასახელებულია ნაწილი ან ნაწილის ნაცვლად დასახელებულია მთელი.
სინეკდოქეს ნიმუშებია: „თავი დავკარგე” (იგულისხმება არა მარტო თავის დაკარგვა, არამედ მთელი ორგანიზმის, მთელი სიცოცხლის დაღუპვა).
„აჰა, ივერიის ნუგეშ-დიდება”(უნდა ვიგულისხმოთ საქართველოს ნუგეშ-დიდება)
„ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ”(იგულისხმება ერთ სახლში ვცხოვრობთ).
სინეკდოქურ გამოთქმებში ხშირად მრავლობითის ნაცვლად მხოლობით რიცხვს ხმარობენ:
„ქართველო, ხელი ხმალს იკარ”.
იხ. აგრეთვე: მეტონიმია წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
დღე გათენდა დიდებისა...” – ამ შემთხვევაში ერთი ქართველის ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ ქართველები.
![]() |
15 სინონიმები |
▲back to top |
სინონიმები
ბერძნ. „სინ”– თან; „ონამა”– სახელი; თანამოსახელე
სიტყვები, რომლებიც მნიშვნელობის მიხედვით ერთმანეთს ემსგავსებიან. (მაგ. მამაცი – გულადი; სევდა – მწუხარება; ტრფობა – სიყვარული და სხვ.)
იხ. აგრეთვე: სინონიმური სახეები, ტავტოლოგია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
16 სინონიმური სახეები |
▲back to top |
სინონიმური სახეები
ადამიანთა ტიპები, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან.
„ბახტრიონში” ზეზვა და ლუხუმი სინონიმური სახეებია, კვირია და წიწოლა – კონტრასტული.
იხ. აგრეთვე: კონტრასტული სახეები, სინონიმები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
17 სიუჟეტი |
▲back to top |
სიუჟეტი
ფაბულის მხატვრული განზოგადება.
სიუჟეტი მხატვრული ნაწარმოების შექმნის ერთ–ერთი ხერხია, რომელიც სხვა კომპოზიციურ
ელემენტებთან ერთად იქცევა მხატვრული ნაწარმოების აგების საშუალებად. სიუჟეტი
ყოველთვის გვიხატავს მოქმედებას, ბრძოლას, რაიმე ამბავს, რომელიც იწყება, ვითარდება
და მთავრდება. მისი მხატვრული მნიშვნელობა მეტად დიდია. სიუჟეტის გარეშე
ლიტერატურას არ შეუძლია ასახოს ადამიანთა საზოგადოების მრავალფეროვანი და მჩქეფარე
ცხოვრება. მხოლოდ სიუჟეტის გამოყენებით და კონფლიქტების ჩვენებით იქმნება
მოქმედების რთული განვითარების ამსახველი ნაწარმოები, რომლითაც მწერალი საუკეთესოდ
ახერხებს განვითარებაში მყოფი სინამდვილის ასახვას და ამავე დროს მაღალ მხატვრულ
შთაბეჭდილებას იწვევს.
ხელოვნების თეორიაში ფაბულასა და სიუჟეტს ხშირად განმარტავენ როგორც ერთი და იმავე
მნიშვნელობის ცნებებს. „ სიუჟეტი” ფრანგულად სიტყვასიტყვით ნიშნავს თემას,
ქვემდებარეს, ე.ი. საგანს, რის შესახებაც ლაპარაკობენ. მხატვრული ნაწარმოების
სიუჟეტი – მხატვრული ნაწარმოების საგანს, ე.ი. იმას, რაც მასშია გამოხატული. მაგ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა და ამ სურათის სიუჟეტი არის მზის ამოსვლა, ე.ი. სურათში
დახატულია მზის ამოსვლა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომელიმე სურათის შესახებ, რომ
მისი სიუჟეტია – გაზაფხული, ზღვის ღელვა, განთიადი, ფრონტიდან გმირის დაბრუნება და
სხვ. შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ რომელიმე ქანდაკების შესახებ, რომ მისი სიუჟეტია
ჯანსაღი სულის ჯანსაღ სხეულში არსებობა, ბადროს ტყორცნა და ა.შ.
მოტანილი მაგალითები მხატვრობას და ქანდაკებას ახასიათებს. ისინი მოვლენას
გაქვავებულ მდგომარეობაში გვიხატავენ; ხელოვნების ასეთ დარგებში სიუჟეტი იგივე
თემაა. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი სიუჟეტი მთავარ ყურადღებას აქცევს
არა იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი, არამედ უფრო მეტად იმას, თუ რა ხდება, რას
აკეთებენ მხატვრული ნაწარმოების გმირები და როგორ გადმოგვცემს მომხდარს ავტორი. ეს
მოვლენა გამოწვეულია იმით, რომ თვით ლიტერატურა განსხვავდება ფერწერისა და
მხატვრობისაგან.
ლიტერატურული ნაწარმოების გმირები მოქმედებენ, ვითარდებიან, მათი მოქმედება
სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროში ხდება. ლიტერატურა არ არის შეზღუდული დროით
და სივრცით. ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის შინაარსიც თავისებურია. ამიტომ
ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს აუცილებელია ფაბულისა და სიუჟეტის
განსხვავებული მნიშვნელობის გათვალისწინება.
სიუჟეტის განვითარება
ლიტერატურული ნაწარმოების კითხვის დროს ჩვენ ვეცნობით:
1. მოქმედ პირთა ვინაობას, მათ მიზანდასახულობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებას.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის
განვითარებას უმთავრესად აქვს შემდეგი საფეხურები:
ექსპოზიცია, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, წინათქმა, ბოლოთქმა, პროლოგი და
ეპილოგი. სიუჟეტის განვითარების დროს გვხვდება აგრეთვე ლირიკული გადახვევები,
ჩართული ეპიზოდები, პეიზაჟები და სხვ. იხ. აგრეთვე: იგავ–არაკი, ექსპოზიცია, ეპილოგი, კვანძი, კომპოზიცია, კულმინაცია,
ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, მითი, მხატვრული სტილი, პროლოგი,
პეიზაჟი, ფაბულა, ჩართული ეპიზოდი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
2. დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლიან მათი მიზნის მიღწევაში. მოწინააღმდეგე
ძალებს, რომლებთანაც მოქმედ გმირებს უხდებათ ბრძოლის წარმოება, დროს, ადგილსა და
პირობებს, რომლებშიც ნაწარმოებში გამოყვანილი გმირები მოქმედებენ.
3. მოქმედ პირთა ურთიერთობას.
4. წინააღმდეგობისა და ბრძოლის განვითარებას.
5. ბრძოლის შედეგს.
![]() |
18 სონეტი |
▲back to top |
სონეტი
თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომელიც შედგება ორი ოთხტაეპიანი და ორი სამტაეპიანი
სტროფისაგან.
თვით სახელწოდება „სონეტი” წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „სონორე”, რაც ნიშნავს
ხმიერებას, სონეტი–ხმიერს, მჟღერს.
სონეტი, როგორც წესი, თოთხმეტმარცვლიანი ტაეპებით იწერება.
მაგ:
„შეაბარბაცეს დედამიწა მძიმე ბრძოლებით,
იხ. აგრეთვე: ბესიკური, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
შუბების შუქი ანათებდა ქართლის ტრამალებს,
ბევრმა ვაჟკაცმა დაიმკვიდრა გმირის სამარე,
მიწვა მარადის ქართულ მიწის ნაამბორები.
და როცა გული მოიჯერა სარდალმა ომით,
როცა მცხეთაში ვარდისფერი კარვები დასცეს,
ბრძანება გასცა: „ხიდი გასდეთ მდინარე მტკვარზე,
დაე, გაიგონ ძლიერება უძლეველ რომის!...
დაე, გაიგონ: ყველა გზები რომში მიდიან,
თვით ნათელი მზეც ცაზე რომის ნებით ჰკიდია!
... გავიდნენ წლები, ჩაიქოლა ეს გზები ყველა,
მტკვარს, საქართველოს მიწა–წყალზე, სინათლეს გაშლილს,
ახალი ხიდი დასდგომია, ვით ცისარტყელა,
და მიაქვს ძველი დავიწყების უძირო ზღვაში”. – (ი. ნონეშვილი)
![]() |
19 სოციალური რომანი |
▲back to top |
სოციალური რომანი
ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც მთავარი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ საზოგადოებრივი კლასების ან ჯგუფების ცხოვრების გამოხატვას, საზოგადოებრივ ურთიერთობას.
სოციალური რომანის მოქმედი პირები თავიანთი ხასიათებით განსაკუთრებით დაკავშირებულნი არიან იმ საზოგადოებრივ წრეებთან, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან. მათი ასახვის საშუალებით მკითხველი ნათლად ეცნობა მთელი საზოგადოებრივი კლასის ცხოვრებას
იხ. აგრეთვე: რომანი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977