ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2)

შეადგინეს მ. საბაშვილმა და მ. ჭაბაშვილმა

1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რ

▲back to top


1.1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რა

▲back to top


რა: - რებისა - რაებისა.

1.2 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რაკა

▲back to top


რაკა - “რტყმა, განწონა” (მ. ჯანაშვილი). შეიძლება ამ სიტყვას რაიმე კავშირი ჰქონდეს ოთხთავის ”რაკა”-სთან, რაც არამეულად სულელს ნიშნავს: ”რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა: რაკა, რომელ არს საძაგელ, თანმდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად”.(მათე, 5,22).

1.3 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რამლი

▲back to top


რამლი ქვიშა: რამლს ჰკრვენ - ქვიშაზე მკითხაობენ (მარჩიელობენ).

1.4 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რაჴსი

▲back to top


რაჴსი - შავ-მოწითალო (წაბლისფერი) ცხენი; რაში: რაჴსოსანი - ცხენოსანი.

1.5 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რება

▲back to top


რება: არე წყალი - გადაავლე წყალი; ვაარებ - ვატარებ; მაარე - მატარე; გზისა უმეცარი მარო - გზის უცოდინარი მატარა; რებული - მოარული, ნასიარულევი.

1.6 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რევა

▲back to top


რევა: საც ერია - სადაც (რომელიმე ბრძოლაში) ერია (გარეული იყო); მეხებრ ერია - მეხსავით სწრაფად დაერია.

1.7 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რეცა

▲back to top


რეცა - ვითომ, თითქოს.

1.8 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რთმევა

▲back to top


რთმევა - წართმევა: საულს მეფობა ართო - საულს მეფობა წაართვა; სიტურფე ართო - სილამაზე, სიმშვენიერე წაართვა.

1.9 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიალი

▲back to top


რიალი - „ბოროტი მთქმელობა” (საბა), ბოროტი განზრახვით აურზაურის შექმნა.

1.10 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიდე

▲back to top


რიდე - ქალის თავსაბურავი. შენ შუქნი ელვა-ეთერთა მზისა მწვერვალთა არიდენ - შენ, - მიმართავს ჩახრუხაძე თამარს, - ელვა-ეთერთა შუქი (ე. ი. შენი სილამაზის სხივოსნობა) მზის მწვერვალებს რიდესავით მოახვიეო.

1.11 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიდება

▲back to top


რიდება - მორიდება, არიდება (თვალის, ყურის): არიდენ.

1.12 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რინდო

▲back to top


რინდო - მთვრალი.

1.13 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რომ

▲back to top


რომ: - ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო... - ახალო რომო (იგულისხმება ქ. რომი), შენთვის თქვეს, რომ (ყოველ არსებულზე უფრო დიდი იყოსო). იოანე შავთელი გელათს, რომელიც თამარის დროს ერთ-ერთ ძლიერ კულტურულ კერას წარმოადგენდა, უწოდებს ”ახალ რომს”.

1.14 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - როჭიკი

▲back to top


როჭიკი - დაქირავებული პირისადმი, ან სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელისათვის განკუთვნილი ულუფა, გასამრჯელო ”სამეუფოთა გამოსაზრდელო, შჯულიერი მთავრობისა ნიჭი” (საბა).

1.15 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რუსხა

▲back to top


რუსხა - სინათლე.

1.16 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რქმა

▲back to top


რქმა: ერქვას - ეხუროს.

1.17 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რღვნობა

▲back to top


რღვნობა - წყლით დაფარვა, წყალდიდობა, „წყლით მოცვა” (საბა).

1.18 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რცხვა

▲back to top


რცხვა - რეცხვა, გარეცხვა: გულსა სისხლითა ვრცხიდი - გულს სისხლითა ვრეცხავდი.