„ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი



„ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსნის» შინაარსის ყველასათვის ხელმისაწვდომად და ყველასათვის გასაგებად ჩვენმა რუსთველოლოგებმა ბევრი რამ გააკეთეს:დად გენილია „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტი, შედგენილია ვრცელი ლექსიკონი და სხვ.

ჩვენც განვიზრახეთ, ჩვენის ძალღონისდა კვალად, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში. შევადგინეთ ლექსიკონი «ვეფხისტყაოსნიდან» ამოკრეფილ ფიგურალურ ანუ სურათ-ხატოვან ცალკეულ სიტყვათა და თქმათა, რომელნიც, თუ ხმარებულ იქნენ თავიანთის პირდაპირის მნიშვნელობით, თანამედროვე მკითხველს აზრსმოკლებულად, უკეთეს შემთხვევაში, გაუგებრად ეჩვენება. ასეთია, მაგ., ხმარება სიტყვისა თავშიშველი, ან ფრაზა: ფუ მიყავ. წვერთა და სხვ.

ასეთის სიტყვების ახსნა-განმარტებას ჩვეულებრივ ლექსიკონებში მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას, მათი განმარტება კი, მათი გადატანითის მნიშვნელობის მიწოდება მკითხველისათვის დიაღაც საჭიროა.

ასეთი ლექსიკონი შემდეგში გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკონებში უნდა შევიდეს, როგორც მათი აუციელბელი, ორგანული და შემავსებელი ნაწილი.

დასასრულ, ჩემ სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია აქ მადლობა გამოვუცხადო სოლ. იორდანიშვილს, რომელმაც რამდენიმე საცილობელი და სათუო ადგილი განმარტა და ნათელჰყო.

ამ ლექსიკონში შესულია განმარტება 208 სიტყვისა და თქმისა. შიგ ნამოწმები ადგილები ამოღებულია «ვეფხისტყაოსნისა» 1937 წლის აკადემიური გამოცემიდან. ყოველ ნამოწმებ ადგილის გვერდით მიწერილი ციფრი უჩვენებს «ვეფხისტყაოსნის» ტაეპს, სადაც მოთავსებულია ესა თუ ის ციტატა.

შემოკლებანი: პრდ. ნიშნავს პირდაპირს, ე. ი. სიტყვისა თუ თქმის პირდაპირს მნიშვნელობას. გდტ. ნიშნავს გადატანითს, ე. ი. სიტყვისა თუ თქმის გადატანითს, ფიგურალურს, სურათ-ხატოვან ხასიათს.

შეად. ნიშნავს შეადარეს, ე, ი. შეამოწმე ციტირებულ ფრაზასთანაო.

1 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ა

▲back to top


1.1 ალმასი (იგივე ანდამატი) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ალმასი (იგივე ანდამატი)
პრდ. ძვირფასი თვალი, წარმოშობილი წმინდა ნახშირის კრისტალიზებისაგან, მინერალებში ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე მაგარი და ყველაზე გამჭვირვალეა, მისი გადნობა არცერთს ქიმიურ აგენტს არ შეუძლია; შეუძლია დახაზოს, დაფხაჭნოს ყოველი სხეული და მისი დახაზვა-კი არცერთს შეუძლია. ალმასის გასათლელად მისსავე საკუთარს მტვერსა ხმარობენ. ფუფუნებისა და შესამკობი საგანია მისი ბრწყენისა და იშვიათობისათვის. იპოება ინდოეთსა, ავსტრალიასა, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. გდტ. მაგარი, მტკიცე, ურყეველი. 714. მიკვირს თუ, გული ალმასი შავმან წამწამმან ჰდაღა რად! 1342. გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა.

2 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ბ

▲back to top


2.1 ბარგი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბარგი
პრდ. სიმძიმე, ტვირთი. გდტ. ტანისამოსი. 1355. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი. მეგრულში დარჩენილია სიტყვა ბარგი ორის მნიშვნელობით: ტვირთისა ან სიმძიმისა და ტანისამოსისა, ესეცაა, რომ ტანისამოსის აზრით ბარგსა ხმარობენ უფრო ზუგდიდისა და სამურზაყანოსკენ. სხვაგან სამეგრელოში ამ მნიშვნელობით ბარგს აღარ ხმარობენ ისევე, როგორც საქართველოს სხვა ნაწილებშია იგი დავიწყებული.

2.2 ბედის მოქცევა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბედის მოქცევა
პრდ. ბედის აცილება, ბედისგან შორს დატოვება. გდტ. გაუბედურება, გასაცოდავება. 836. ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად! ბინდი პრდ. სინათლე, რომელიც წინ უძღვის მზის ამოსვლას, ან მოსდევს ჩამავალ მზეს; სუსტი სინათლე ან სუსტი სიბნელე. გდტ. კლება, ცხრომა, ძალის წართმევა, დაუძლურება. 713. მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს. 1094. ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების. ბინდით ცისკრამდის პრდ. საღამოდან დილამდე. გდტ. მთელი ღამე. 1552. ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა. #278# ბნელი პრდ. უსინათლობა, გდტ. საეჭვო მდგომარეობა, სავსებით უცოდინარობა, რაც საზოგადოებამ არ იცის, დარდი, მწუხარება, ბოროტება, სიავე. 283. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: «თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა». 807. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა.

2.3 ბნელი გული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბნელი გული
პრდ. უსინათლო, დამალული გოლი. გატ. უცნობი, დაღონებული, დადარდიანებული, ნაღვლით სავსე. 1002. შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

2.4 ბნელის განათლება (ან გათენება) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბნელის განათლება (ან გათენება)
პრდ. სიბნელის შეცვლა სინათლით. გდტ. მწუხარების გადაქცევა მხიარულებად, დარდ-ნაღველის განქარვება. 379. მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე. 392. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.

2.5 ბუკის კვრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბუკის კვრა
პრდ. სამუსიკო ინსტრუმენტზე დაკვრა. გდტ. აყვირება, გახმიანება რისამე, ქვეყნისთვის შეტყობინება, საიდუმლოს დაუმალაობა; მხიარულება. 46. დალოცეს (თინათინ) და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. ბუკი – სამუსიკო ინსტრუმენტია, რომელსაც მხიარულების დროს უკრავენ; აგრეთვე აყვირებენ განგაშისათვის, რომ ყველას შეატყობინონ ხოლმე მოახლოებული საშიშროება.

2.6 ბურთი და მოედანი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ბურთი და მოედანი
პრდ. მრგვალი რამე ბალნისა გინა ტყავისა, სათამაშოდ, და ადგილი, სადაც ამ ბურთით თამაშობენ. გად. ვაჟკაცობის, გინა სხვა რამ სასახელო საქმის გამოსაჩენი ასპარეზი; გამარჯვება; წადილის მიღწევა; სიხარული. 67. მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა ოკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!. ძველად საქართველოში მობურთალნი მოედანზე ორად იყოფოდნენ და მოედნის იქით-აქეთ ორივე ბოლო ლელოებად ითვლებოდა. რომელი მხარეც ლელოს გადააცილებდა ბურთს, გამარჯვებულიც ის იყო და იტყოდნენ ხოლმე: ლელო გაიტანაო.

3 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - გ

▲back to top


3.1 გაბასვრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გაბასვრა
პრდ. მჭრელი მახვილით განგმირვა. გდტ. უპატივოდ ქმნა, შერცხვენა, გალანძღვა, გაკიცხვა. 862. «სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა; გაბასრულა», 1075. მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად. #279#

3.2 გადრეკა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გადრეკა
პრდ. მოხრა, სწორი მდგომარეობის გამრუდება, სიმძიმის ქვეშ ზურგის გაზნექა. გდტ. გულის მოლბობა, დამორჩიღება, მებრძოლთა განმზადება გასაქცევად, ჭირსა და განსაცდელში გულის გატეხა, მოუთმენლობა. 931. ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

3.3 გათავისწინება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გათავისწინება
პრდ. თავის თავის წინ, პირდაპირ დარჩენა, გდტ. მარტოდ დარჩენა, მარტოობა, მხოლოობა, უგარეშოდ, უსხვაპიროდ დარჩენა, განმარტოება. 171. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა. შეად. 363, ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა. გათრევა პრდ. წაქცეულის თავის უკან გაწევა, გაჭირებით ცვლევინება ადგილისა. გდტ. გალანძღვა, შეურაცხყოფა, კიცხვა, აუგის თქმა. 814. აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული. გარდასვლა პრდ. სივრცეზე რაზედმე გადაბიჯება, ერთი ადგილიდან მეორეზე ამოყოფინება თავისა. გდტ. დაბერება, ახალგაზრდობიდან სიბერეში გადასვლა, ხანში შესვლა. გარდასრული – დაბერებული, ხანში შესული. 36. «მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია», გასვრა პრდ. გაჭუჭყიანება, გაბინძურება ტალახის მოცხება, ლაფში ამოვლება. გდტ. შერცხვენა, სახელის გატეხა, გაუპატიურება. სააუგო საქმის ჩადენა, უკაცრაულობა, უნამუსობა. 1403. ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა. გველნაკბენი (ვითა გველნაკბენია) პრდ. თითქოს გველს ეკბინოს. გდტ. უზომოდ გამწარებულივით. 1261. დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია. გზეთი პრდ. გზიანი ადგილი. გდტ. ადამიანით დასახლებული, არა-უდაბური, კარგი სამყოფელი. 527. ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვჰლიდენ თუნდა გზეთსა! გზის შეკვრა პრდ. გზაზე რამე საბრკომის დადება. წინ გადაღობება. გდტ. თავისუფალი მოქმედების შეუძლებლობა, წინააღმდეგობა, ხელის შეშლა, არგაკეთებინება. 604. გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა. გოლიათი პრდ. სახელი ფილისტიმელთა ბუმბერაზისა. გდტ. ბუმბერაზი, მეტად დიდის ტანისა და ღონის კაცი. 1535. მათ სამთავე (ავთანდილ, ტარიელ და ფრიდონ) გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს. #280# გოლიათი ფილისტიმელთა ბუმბერაზი იყო, რომელიც, თანახმად დაბადებისა, ისრაელთა მეფე დავითმა შურდულით მოჰკლა. გორის დადგმა პრდ. გორის ამართვა, გდტ. დიდის ხვავის დაყენება, დაზვავება რისამე, ბლომად თავის მოყრა ერთს ალაგას. 447. კაცი კაცსა შემოვსტყორცე; ცხენ-კაცისა დავდგი გორი. გულამოხვინჩვით ტირილი პრდ. სიმწარის განცდის გამო დიაფრაგმის სპაზმური შეჭმუხვნა, რომელსაც მოჰყვება გულმკერდში დაგროვილი ჰაერის პირიდან გამოსვლა. გდტ. დიდი სიმწარე, უზომო გაჭირება. 1140. გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა. გულზე ბინდის დაცემა – არი , ჩამობნელება გულის არეში. გდტ. დადარდიანება, დანაღვლიანება, ჭმუნვა, წუხილი, 362. «მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა.

3.4 გულზე დანის დაცემა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულზე დანის დაცემა
პრდ. გულის განგმირვა დანითა. გდტ. თავის მოკვლა. 517. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. გულის გული პრდ. გული გულისა, შუა ადგილი გულისა. გდტ. საყვარელი, ძვირფასი, სანატრელი, სასურველი. 814. აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი, გულის-გული. გულის დაბმა პრდ. გულის გაჩერება ერთ სამე ადგილას. გდტ. თვალისა და გონების მოუშორებლობა მშვენიერ სანახაობისაგან. სურვილი განიადაგებით ჭვრეტისა უცხო რამ ადამიანისა ან საგნისათვის. 620. აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან. გულის დადება პრდ. მაღლიდან ქვეშ ჩამოღება გულისა. გდტ. მონდომება, მხნეობა, სურვილი, დამშვიდება. 783. გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! გულის დაღება პრდ. გულის ქვევითკენ წაღება, გდტ. გულის დამშვიდება. 1376. ანაზდად გვიცნობს (ნურადინ), გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად. გულის დაჭრა პრდ. ნაჭრებად გადაქცევა გულისა, ან დაწყლულება გულისამახვილით.

გდტ. სიკვდილი, სიცოცხლის მოსპობა. 914. უთხრა: «დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დას ჭრი და».

3.5 გულის მოფხანა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულის მოფხანა
პრდ. თითის ფრჩხილებით სხეულზე გულისფიცარის აქავებული ადგილის მოფხანვა. გდტ. სანუგეშო, კარგის რისამე გაგება, გულიდან სადარდებლის მოშორება, ჯავრის ამოყრა ვისიმე, სიამოვნება. გულის მოსაფხანი – სანუგეშო, გულიდან დარდის გადამყრელი, სასიამოვნო. 421. „მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია. 1111. თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად.

3.6 გულის ტკენა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულის ტკენა
პრდ. გულისათვის ტკივილის გრძნობის განცდევინება. გდტ. წყენინება, გაჯავრება, ცუდ გუნებაზე დაყენება. 29. რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

3.7 გულის წაღება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულის წაღება
პრდ. უგულოდ დატოვება, გულის მითვისება, გდტ. ტანჯვის, დიდი განცდის მიყენება. 33. მან (თინათინმა) მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული.

3.8 გულმოკლული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულმოკლული
პრდ. გულისათვის სიცოცხლე წართმეული. გდტ. დაჩაგრული, დაღონებული, გამწარებული. 41. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გუ ლ-იმოკლულად!

3.9 გულს დანა მასვია - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


გულს დანა მასვია
პრდ. გულში დანა მაქვს ჩარჭობილი, გული დანითა მაქვს განგმირული. გდტ. დიდი უბედურება დამატყდა თავს, დიდს მწუხარებას განვიცდი, ვკვდები... 392. მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.

4 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - დ

▲back to top


4.1 დამარხვა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დამარხვა
იხ. მიწის მიყრა.

4.2 დამმარხველი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დამმარხველი
პრდ. ვინც მიცვალებულს საფლავს გაუთხრის და მიწაში დაჰფლავს. გდტ. გამაპატიოსნებელი, საუკუნოდ დამვალებელი, უდიდესი სამსახურის გამწევი, ძვირფასი, ფასდაუდებელი მოამაგე. 1000. პკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა, 1326. დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა. იხ. მიწის მიყრა. მიცვალებულის დაკრძალვისათვის ქართველი ხალხის მიერ შემუშავებულ წესებში მთავარი ადგილი უჭირავს მიცვალებულის მიბარებას მიწისათვის, მისს დაფლვას (დამალვას ადამიანის თვალთაგან. იხ, მეგრული ფულუა, რაც უდრის დამალვას), დიდ ცოდვად ითვლებოდა მიცვალებულის დარჩენა დაუმარხავად. ამიტომ დამმარხველი მიცვალებულისა ამ უკანასკნელისათვის დიდ მოკეთედ ითვლებოდა. თვით სიტყვა და მმარხველი საალერსო, სახვეწარ სიტყვად არის გადაქცეული ქართულს ენაში. მეგრელებს ერთი სატრფიალო ლექსი აქვთ, რომელშიაც ვაჟი ქალს ემუდარება: როცა მოვკვდე, დამიტირე, საფლავი გამითხარე და დამმარხეო: დობღურა და დომინგარი, ოდეს მოვკვდე, დამიტირე, გომინთხორი საფულე, გამოთხარე მე საფლავი, სანი სქვამი ხე-კუჩხითი შენ მშვენიერ ხელ-ფეხითა დიხა ქომნმოჭაბულე... მიწა ზედა დამაყარე.

4.3 დამხობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დამხობა
პრდ. ვისიმე ან რისამე პირვე დაცემა ძირს. გდტ. მოსპობა, განადგურება, მოკვლა, დაზარალება. 802. «თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან».

4.4 დატირება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დატირება
პრდ. ჭირისუფლის მიერ მიცვალებულის ტირილი. გდტ. პატრონობა, ყურისგდება, გულშემატკივრობა, შველა, დახმარება (იხ. დამმარხველი). 802. ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან... ქართველი ხალხის მიერ მიცვალებულის დასაფლავებისათვის შემუშავებულ წესებში ტირილი, დატირება – მთავარი ნაწილი იყო მთელის დასაფლავების პროცედურისა. მიცვალებულს უეჭველად უნდა ჰყოლოდა დამტკირებელი ან მახლობელი ან კიდევ შორეული ნათესავი, რომელიც მის სიკვდილზე მოვა და სხვებთან ერთად დაიტირებს მიცვალებულს: ცრემლს დაჰღვრის მის ცხედარზე, სინანულს გამოსთქვამს ისი სიკვდილის გამო, ებით მოიხსენიებს მის მოქალაქეობას, ვისაც ასეთი ცრემლი დაეწვეთება, ვისაც დატირება ეღირსება, ბედნიერ მიცვალებულად ითვლება; ხოლო უბედურიმ დაღუპული ის მიცვალებულია, ვისაც დამტირებელი არ ეყოლება.

4.5 დატკეპნა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დატკეპნა
პრდ. ფეხით გათელვა, ზედ სიარულით გამაგრება ნიადაგისა. გდტ. მრავალ ადგილების მოვლა, მთა და ბარის მოვლა. 653. გავჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი. დაქოლვა (იგივე ჩაქოლვა) პრდ. ქვების მიყრა. გდტ. საჯაროდ დასჯა (ქვების მიყრით). 1102. თქვა (ფატმან) «დაქოლეთ, მოდით, ვითა, მომადეგით, მომაყარნი»! აღმოსავლეთში ძველად ბევრგანა ჰონდათ ჩვეულებად ზნეობის კანონების დამრღვევნი საჯაროდ დაესაჯნათ ხოლმე ჩაქოლვით, ქვების დაკრებით. ძველსა და ახალ აღთქმაში ხშირადაა ნახსენები ეს სახე დასჯისა (იხ. მაგ.: გამოსვლათა 19; 13; იოანე 8,7). საქართველოშიაც იცოდნენ ასეთი სასჯელით დასჯა. გამოიყვანდნენ დამნაშავეს სადმე, იტყოდნენ საჯაროდ მის დანაშაულს, აღიარებდნენ ჩაქოლვის ღირსად და მოუწოდენდნენ ყველას ქვები აეღოთ და დაეკრიბნათ.პირველად ესროდნენ ისინი, ვინც მოწმენი იყვნენ ჩასაქვავებლის მიერ ჩადენილ დანაშაულისა. მთელი ბექობი გაკეთდებოდა ქვისა, რომლის ქვეშ ცოცხლად დაიფლობოდა კაცი, ამ ბექობს საქოლავი ერქეა. შემდეგ ვინც გამოივლიდა საქოლავთან, ვალდებული იყო თითო ქვა მიემატებინა და ესრეთ დაემტკიცებინა, რომ იზიარებდა საერთო განაჩენს, რომ ისიც. მომხრე იყო დამნაშავის ჩაქოლვისა. ერთის ჩაქვავების ამბავი დატრიალებულა ქართლის სოფ. ჩოჩეთში (კავთისხევთან) XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში. ერთ ქალს თავისინათლია შეპყვარებია. აღშფოთებულს სოფელს დაუდგენია ასეთის მძიმე დანაშაულის ჩამდენი ჩაექვავებინა. ეკლესიის ზარის რეკვის ხმაზე ხალხი შეკრებილა ერთს ალაგას, გამოუყვანიათ ქალი, საჯაროდ გამოუცხადებიათ მისი დანაშაული და ხალხისათვის მოუწოდებიათ ჩაექვავებინათ. ყველას უსროლია თითო ქვა ქალისათვის, ასე რომ მთელი ყორე დამდგარა ქვებისა. ეკლესიაზე გამოუცხადებიათ, ვინც გაივლიდა იმ ყორესთან, უეჭველად თითო ქვა მიეგდო. ამ ამბის თავის თვალით მხილველი და მონაწილეც ყოფილა მაშინ ახალგაზრდა იოსებ ყავრიშვილი, რომლის ნათქვამი გადმოგვცა მისმა შვილმა ნიკოლოზ ყავრიშვილმა. კახეთში ადამიანის ჩაქვავება სულ უკანასკნელ ხანამდე სცოდნიათ. 1905 წელს შიგ თელავში ჩაუქვავებიათ ერთი ყმაწვილი ქურდობისათვის (გ. ჩხუბიანიშვილის ნაამბობი).

4.6 დაყრით დადგომა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დაყრით დადგომა
პრდ. მთელი სხეული რომ ძირს დაუშვა, ხელები და ყურები დაბლა მიმართო. გდტ. გულის გატეხა, უიმედობა, შეშინება, უღონობა, უძლურება. 752. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა. 1028. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

4.7 დაძვირება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დაძვირება
პრდ. დიდის ფასის დადება რისთვისმე. გდტ. იშვიათად მიცემა ან გამოჩენა რისამე, ძნელად პოვნა. 826: უთხრა: «ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!» შეად. 948. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. 1083. «მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს».

4.8 დაწვა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დაწვა
პრდ. ცეცხლის მიერ მოსპობა. გდტ. რაიმე გრძნობის მწვავედ განცდა, ტანჯვა. 1571. «ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი». დედის მუცლით გამოყოლა (რისამე) გდტ. მემკვიდრეობით დარჩენა, დიდისხნიდანვე შეძენა, დაპატრონება. 1168. დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

4.9 დედის მუცლითგანვე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დედის მუცლითგანვე
პრდ. დედის მუცელში ჩასახვის დროიდან. გდტ. ჩემის არსებობის დასაწყისიდანვე, დიდის ხნიდანვე. 1476. ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი.

4.10 დიაცურად - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დიაცურად
პრდ. დიაცის მსგავსად. გდტ. მხდალურად, მშიშრად, ჯაბნად. 614. ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ «ვა!». დღე გდტ. ცხოვრება, ყოფა, მდგომარეობა, სიცოცხლის ხანი; ნათელი. ადვილად დასანახავი... 762. «ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!» 957. მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

4.11 დღეკრული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დღეკრული
გდტ. უბედური, საცოდავი. 1087. «მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა».

4.12 დღისით-მზისით - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


დღისით-მზისით
პრდ. როცა დღეა და მზე ანათებს, გდტ. აშკარად, ყველას დასანახავად, ცხადად, გამოჩინებით, ადვილად, დაუბრკოლებლივ. 1224. დღისსით მზისით ემეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თქვით.

5 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ე

▲back to top


5.1 ენის მოცემა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ენის მოცემა
პრდ. ენის დაპატრონება, უკან დაბრუნება. გად. ხელახლა ალაპარაკება. 1032. „ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე“.

5.2 ეშმაკის ძმობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ეშმაკის ძმობა
პრდ. ძმად გახდომა ეშმაკისა. გდტ. შეთვისება ეშმაკის ზნეთა, გაუკეთურება, გაბოროტება, 965. რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია.

6 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ვ

▲back to top


6.1 ვარდისმკრეფობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ვარდისმკრეფობა
პრდ. ვარდის ყვავილების მოწყვეტა და მოგროვება. გდტ. მხიარულება, სახეზე სიამოვნების დაჩენა, შვება, მოლხენა, უდარდელობა. 621. დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით. განმარტება თეიმურაზ ბატონიშვილისა: „მხიარულებასა შინა პირი გაუწითლდება სასიამოვნოდ კაცსა მშვენიერსა, და ვინაიდგან ჩვეულება არის, ვინცა მხიარულებაში მშვენიერი გაწითლდება, მას ეტყვიან – ვარდი მოგიკრეფიათო“. ზარის მიერ აღება – შეზარვა, შეშინება. 1360. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა.

7 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ზ

▲back to top


7.1 ზენარის გატეხა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ზენარის გატეხა
დარღვევა ფიცისა, ფიცს გადასვლა. 846. მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?

7.2 ზღვათა შესართავი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ზღვათა შესართავი
პრდ. რაც ზღვას უნდა შეემატოს. გდტ. ბევრი. 844. ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა.

8 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - თ

▲back to top


8.1 თავზე დაყრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავზე დაყრა
პრდ. თავს ზემოდან გადაბნევა. გდტ. ბევრის მიცემა, უხვად დასაჩუქრება. 1462. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები. ძველად, დიდის ზეიმის დროს, განსაკუთრებით ქორწილში, ზეიმისა თუ ქორწილის მიზეზს, მაგ. ნეფე-დედოფალს, შესაწევრად აძლევდნენ, სხვათა შორის, ფულს, რომელსაც თავზე აყრიდნენ. ეს სიტყვა დღეს დარჩენილია სამეგრელოს საქორწილო ტერმინოლოგიაში. ქორწილის დროს მოტანილ შესაწევარს ჰქვიან: დუდიშ გინაჸოთამალი – თავზე გადასაგდები. ქორწილში ერთი მოწესრიგეთაგანი იძახის: მავანმა ამდენი და ამდენი თავზე გადასაგდები (დედოფლის) მოიტანაო. აქედან წარმოებულია თავსაყრელი, ოაც ნიშნავს მრავალს, ბლომას. ძველად, ალბათ, თავზე აყრიდნენ შესაწევარს, მაგრამ ახლა მხოლოდ სიტყვით ამბობენ ამას.

8.2 თავის დადება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავის დადება
გდტ. სიკვდილი, თავის განწირვა, სხვის გულისათვის საკუთარი თავის დავიწყება. 1470. «ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება».

8.3 თავისი სისხლის მხვრეტი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავისი სისხლის მხვრეტი
გდტ. თავის თავის დამღუპველი, თავის სისხლის დამღვრელი, სიკვდილამდე მიმყვანი თავისი თავისა, თავის გაუფრთხილებელი. 1106. მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

8.4 თავის წაგება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავის წაგება
პრდ. დაკარგვა, მოშორება თავისა. გდტ. სიკვდილი, სიცოცხლის შეწყვეტა. 567. მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

8.5 თავის წევა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავის წევა
პრდ. მოწევინება (რისთვისმე) თავისა. გდტ. შველა, დახმარება, გასაჭირისაგან ხსნა. 434. აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

8.6 თავშიშველი (უქუდო) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავშიშველი (უქუდო)
პრდ. ქუდით დაუფარავი თავი. გდტ. შერცხვენილი, არამამაკაცი, აუგიანი. 69. იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: «ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს». 355. ახარებდეს: «წამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა. ქართველებში ძველად მამაკაცობის, ვაჟკაცობის ემბლემა – ქუდი იყო, ხოლო დედაკაცობისა – ლეჩაქი ანუ მანდილი. მამაკაცისათვის თავშიშველი, უქუდოდ სიარული არ ეგებოდა, როგორც არ ეგებოდა დედაკაცისათვის ულეჩაქობა, ლეჩაქმოხდილობა, ერთისა და მეორისათვისაც – ორივე დიდი შერცხვენის ნიშანი იყო. ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ ამ ოცდაათ-ორმოცი წლის წინათ, როცა რაიმე დანაშაულისათვის (ქურდობა, უნამუსობა, ცოლქმრული ღალატი) სოფელი საჯაროდ სჯიდა მამაკაცს, ქუდს მოხდიდა, როგორც მისი ტარების უღირსს, პირუკუღმა ვირზე შესვამდა, სოფელ-სოფელ ჩამოატარებდა და ყველა თავზე ლაფს ასხამდა, არცხვენდა, ჰნერწყვავდა. ქართულის თანამედროვე ლაპარაკში ახლახან გადავარდა ხმარება თქმისა, როცა უნდოდათ ვისიმე გალანძღვა: ქუდი არა გხურავსო, ე. ი. კაცი არა ხარ, მოკლებული ხარ ყოველგვარ კაცურ ღირსებას, პატიოსნებას, სინიდისს, ვაჟკაცობასაო, ქმრის მოღალატე ქალზე იტყოდნენ ხოლმე: ქმარს ქუდი: მოხადაო.

8.7 თავში ცემა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თავში ცემა
პრდ. თავში ხელების რტყმა. გდტ. მწუხარება, დარდი, ნაღვლობა. 873. აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავში ვიცე, ტირილის დროს დარდისა და მწუხარების უმეტესად გამოსახატავად ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ – თავში ეცათ ხოლმე ხელები.

8.8 თვალთა მილის დადება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თვალთა მილის დადება
პრდ. ცრემლების სადინელის გაკეთება. გდტ. განუწყვეტელი ტირილი, თვალთაგან დაუსრულებელი დენა ცრემლისა. 787. «მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა. 1459. «აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა». თვალთა შედგმა პრდ. თვალების მიყენება. გდტ. თვალების მიჩერება. 1239. ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა.

8.9 თვალის დაყოფა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თვალის დაყოფა
პრდ. თვალის დახუჭვა. გდტ. დაბრმავება. 1536. და უყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან, 1538. ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა.

8.10 თვალის მოკიდება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თვალის მოკიდება
პრდ. თვალის შეხება, მობმა. გდტ. დანახვა, შესწრება. 1394. «ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან». თვალის მოწყვეტა (ვისთვისმე ან რისთვისმე) პრდ. თვალის მოგლეჯა, მოშორება. გდტ. მზერის შეწყვეტა, ყურებას რომ შეაჩერებს. 1573. ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი.

8.11 თხა და მგელი ერთად სძოვდეს - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თხა და მგელი ერთად სძოვდეს
პრდ. თხა და მგელი ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ისე სძოვდნენ ბალახს. გდტ. მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთის გატანა. 1664. შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

8.12 თითით ხვეწნა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თითით ხვეწნა
პრდ. თითის საშუალებით თხოვნა, აჯა, გდტ. დიდის მორიდებით თხოვნა, უზომო თავის დამდაბლება, მორჩილება. 232. ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა; 670. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხეეწებოდა. თითს, და განსაკუთრებით მარჯვენა ხელის სალოკ თითს, როგორც ხელის მთავარს ნაწილს, დიდი როლი ჰქონდა პირველყოფილის ადამიანის არსებობაში. სალოკი თითი იყო მოლაპარაკისათვის რომლისამე საგნის მაჩვენებელი (ლათინური index); სალოკი თითი, როგორც თვით მისი სახელი გვიჩვენებს, იყო მოთხელო საჭმლის ამღები ჭურჭლიდან პირში ჩასაშვებად; როცა მორჩილება, თავისი უძლურება, უმწეობა უნდა გამოეცხადებინა მორეულს მომრევისათვის, სალოკ თითს მოიკაკვავდა; როცა ვინმე ვისმე რასმე ეხვეწებოდა, როცა ცდილობდა მისი გული მოეგო, მისგან შესაძენი შეეძინა, მარჯვენა ხელს გაიშვერდა ისე, რომ ხელის ზურგი ქვევით ყოფილიყო, ხოლო გული ზევით, სალოკ თითს გარდა ოთხივე თითი ხელის გულზე დაკეცილი ყოფილიყო, თვით სალოკი მთხოვნელისაკენ მიხრილი, თითქო უჩვენებს, ვისგანაც წყალობას მოელის, თავისს სისაწყლეს, სიბეჩავეს,. დამდაბლებას და უჩვენებს, თუ ვისკენ უნდა მიჰმართოს თავისი წყალობაო. ასეთი წესი თხოვნისა დარჩენილია სამეგრელო-სვანეთში და უნდა იყოს აგრეთვე ფშავ-ხევსურეთშიც. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, თითით მახვეწარი სახვეწნელ პიროვნებას თითით ცას ანიშნებს და ეუბნება: იმის (ღმერთის, რომელიც ცაზეა) მადლსა, ნუ დაგვაგდებ გაუკითხველადო.

8.13 თმათა გლეჯა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


თმათა გლეჯა
პრდ. თავზე ძალით თმის მოშორება ხელით. გდტ. მეტად გამწარებული, სასოწარკვეთილი ყოფნა, უსაზღვრო მწუხარება. 950. გაიყარნეს ტირილითა პირსა ხოკით, თმათა გლეჯით. მიცვალებულის ტირილის დროს ჩვენში დიდის მწუხარებისა და გლოვის ნიშნად მამაკაცი თმასა და წვერს იგლეჯდა, ხოლო დედაკაცი – თმას.

9 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ი

▲back to top


9.1 იოტა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


იოტა
პრდ. ბერძნული ანბანის ასო. გდტ. ერთი კიკნა ნაწილი რისამე, სულ უმცირესი რამ, თითქმის არაფერი. 836. ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად. იოტა – სახელია ბერძნულ ანბანის ასო ი-სა; მთელს ანბანში ყველაზე პატარაა, აქედან დაერქვა გადატანითად ყველაზე უმცირეს რასმე ეს სახელი.

10 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - კ

▲back to top


10.1 კვალწმინდად - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კვალწმინდად
პრდ. უკვალოდ, კვალი რომ არ ემჩნეოდეს ისე. გდტ. სრულიად, სავსებით. 98. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა.

10.2 კვერთხი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კვერთხი
პრდ. ჯოხი ანუ ყავარჯენი მეფის სატარებელი, როგორც ემბლემა ხელმწიფობისა, ნიშანი ხელისუფლებისა, უფროსობისა. გდტ. დასაყრდენი, შეძლება, იმედი, ძალა, ბურჯი, ღონე. 1196. მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

10.3 კიდეგანია გზა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კიდეგანია გზა
პრდ. ნაპირას მდებარეა, ჩემგან შორსაა. გდტ. სულ სხვაა, განსხვავებულია, სხვებისას არა პგავს. 1193. «არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია».

10.4 კიდით-კიდე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კიდით-კიდე
პრდ. ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. გდტ. ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, ყველგან, ერთგან რომელისამე ადგილის დაუტოვებლად. 128. შენ გენუკვი მონახვასა (ტარიელისა), კიდით კიდე მოლახო ცა.

10.5 კიდის კიდობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კიდის კიდობა
პრდ. ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ყოფნა. გდტ. ერთმანეთის დაშორება, ერთიმეორისაგან შორი-შორს ყოფნა. 1488. თვარა მე ჩემდა; იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

10.6 კიტრის მოკრეფა ბერად - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კიტრის მოკრეფა ბერად
პრდ. დაბერებული კიტრის მოკრეფა, გდტ. უვარგისის, საზარალო საქმის კეთება, უვიცობა, მიუხვედრელობა. 786. «მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად». კიტრი კარგი საჭმელია, როცა ქორფაა, როცა შუშა კიტრის სახელი აქვს. დაბერებული კიტრი უგემურია და სათესლედ თუ-ღა ვარგა.

10.7 კლდე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


კლდე
პრდ. ციცაბო ამართული, მოსხლეტილი. გდტ. სიმბოლო გულქვაობისა, უგრძნობლობისა; ხოლო კარგის აზრით: სიმაგრე, სიმტკიცე, გულგაუტეხლობა. 1221. «დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია».

11 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ლ

▲back to top


11.1 ლახვრის სობა გულში - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ლახვრის სობა გულში
პრდ. ლახვრის შერჭობა გულში, გდტ. სიმწარე, დარდი, ნაღველი, ტანჯვა, სიკვდილი. 4. ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. 1017. ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის.

11.2 ლომი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ლომი
პრდ. ყველაზე ღონიერი ოთხფეხი ხორციჭამია, კატის ჯიშისა. გდტ. ღონიერი, გულადი და შემმართებელი. 1442. ზღვათა მეფე მოახსენებს: «ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო». 1493. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი.

12 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - მ

▲back to top


12.1 მასპინძლობა-კვეთა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მასპინძლობა-კვეთა
პრდ. საჭმელ-სასმელის მირთმევა, ხორცის მოჭრა. გდტ. პატივისცემა. 1497. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამ სიტყვის ხმარება იმდროიდანაა, ოდეს სუფრაზე დანა ხორცის მოსაჭრელად იშვიათი იყო და ერთი-ღა თუ მოეპოვებოდა მასპინძელს ხორცის მოსაჭრელად და სტუმართათვის შესათავაზებლად.

12.2 მახის დაგება (ვისთვისმე) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მახის დაგება (ვისთვისმე)
პრდ. მახის მოწყობა შიგ ვისიმე გასაბმელად. გდტ. ღალატი, ხიფათში ჩაგდება. 439. ვთქვი თუ: «მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე».

12.3 მე ვარ და ჩემი ცხენია - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მე ვარ და ჩემი ცხენია
პრდ. მე. და ჩემი ცხენი ვართ. გდტ. ჩემის ცხენის იმედითა ვარ, ის მეყოფა, იმის მეტი არაფერი მინდა. 1055. რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

12.4 მზე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზე
პრდ. ცენტრალური შუქმფენარე მნათობი ჩვენის სამყაროსი. გდტ. სიცოცხლე, ბედნიერება, სინათლე, ჭეშმარიტება, სიმართლე, მშვენიერება. 751. ვიტყვი, «მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების». 1118. რა ფატმანისსა შევიდა (ავთანდილ) ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; უბრძანა: «მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი». მზე – წყაროა სინათლისა და სითბოსი, მზე – მასაზრდოებელია ჩვენს პლანეტაზე ყოველგვარი ორგანული არსისა, უმზეოდ სიცოცხლე ერთს წუთსაც არ არის წარმოსადგენი. პირველყოფილ ადამიანს დიაღაც შეგნებული ჰქონდა ეს მნიშვნელობა მზისა. ბუნებასა და გარშემო პირობებთან ბრძოლაში, ჯერ სუსტსა და უძლურს, მთელი იმედი მზეზე ჰქონდა დამყარებული. და სრულიად ბუნებრივია, რომ გონებრივად დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანს ამ მნათობისათვის თავისივე თვისებები მიეკუთვნებინა, იგი დაესახა არსებად, რომელსაც სჩვევია ყოველი დადებითი და უარყოფითი ხასიათი ადამიანისა: სიყვარული, მოწყალება, წყრომა, მომადლიერება, სიყვარული მორჩილებისა, თაყვანისცემისა. და ჩვენმა პირველყოფილმა წინაპარმა, მზის შიშითა და ძრწოლით გამსჭვალულმა, მზის მოსამადლიერებლად, მის გულის მოსაგებად იგი თაყვანისცემის საგნად გაიხადა, გააღმერთა. ქართული მეტყველება აუარებელ მასალას იძლევა ჩვენში ერთ დროს მზის თაყვანისცემის არსებობისას. «ვეფხისტყაოსანი» განსაკუთრებით მაჩვენებელია ამისა. ტაეპი იშვიათად გამოერევა, რომ შიგ ქება არ იყოს მზისა, სხვადასხვა ეპითეტებით არ იყოს შემკობილი ეს მნათობი. სასაუბრო ქართულში ხომ ყოველ ნაბიჯზე გვესმის: ჩემმა მზემ – ჩემს სიცოცხლესა ვფიცავ; მზე დაუბნელდა– მოჰკვდა; დღისით მზისით – ნათლად, ცხადად; დედას შვილზე მზე და მთვარე ამოსდის – მზესა და მთვარესავით ძვირფასია დედისათვის შვილის სიცოცხლე; მეგრული ფიცი: უშულადუ ბჟაშ მარდიმე – დაუღალავ (სიარულით) მზის მადლმა; მზია – სახელი ქალისა; მზეთამზე – მეტად ლამაზი ქალი. ან კიდევ სასიმღერო ლექსი: მზე-შინაო, მზე-გარეთა, მზე, შინ შემოდიო! მზეჭაბუკი – სახელი ვაჟისა, და ბევრი სხვაც.

12.5 მზის მიხდომა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის მიხდომა
პრდ. მზეს მოშორება, უმზეოდ დარჩენა. გდტ. სიკვდილი. 446. კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა.

12.6 მზის ამოსვლა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის ამოსვლა
პრდ. ცისკიდურზე გამოჩენა მზისა. გდტ. გაბედნიერება, სასიხარულო ამბის შემთხვევა, გამარჯვება. იხ. ზემოთ მზე და იქვე განმარტება: „მზე და მთვარე ამოსდის დედას შვილზე“. #291# 729. ვაზირმან ცნა, გაეგება: «ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული». პირველყოფილ ადამიანისათვის საშინელებაა მზის ჩასვლა, მისი ჰორიზონტს უკან დამალვა, ბნელში გახვევა ქვეყნიერებისა, რომლის ნაწილს ის შეადგენს, განსაკუთრებით თუ ეს ზამთარშიცაა, როცა სიბნელესთან სიცივეს უნდა ებრძოლოს ამ ბრძოლისათვის არც ტანისამოსით და აღარც ბინით სრულებით შეუიარაღებელი ადამიანი! დიაღაც სასიხარულო, უსაზღვრო ბედნიერების მომნიჭებელი და ცათაფრენის შემყენებელი უნდა ყოფილიყო მისთვის სითბო-სინათლის მომნიჭებელ მნათობის მზის ამოსვლა, ჰორიზონტზე გამოჩენა! ძველად სამეგრელოში პერანგისამარა, ფეხშიშველა ბავშვები სიმღერის ხმაზე ასეთი ლექსით მიჰმართავდნენ და ღომითა და ყველით ახარბებდნენ ხოლმე ზამთრის სიცივეში დილით ამომავალ მზეს: „ჩხანა, მორთია, „მზეო, ამოდი, ჩხანა, მორთია... მზეო, ამოდი... ღუმ დო ჸვალის ყველსა და ღომს რჩანქია“... გაჭმევო“...

12.7 მზის დაბნელება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის დაბნელება
პრდ. მზისათვის სინათლის წართმევა. გდტ. სიმრავლე რისამე, მზეზე გადმოფარებულისა; მოკვლა, სიცოცხლის წართმევა. 283. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: «თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა».

12.8 მზის მიფარება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის მიფარება
პრდ. მზის დამალვა, უმზეოდ დარჩენა. გდტ. გაუბედურება, სიკვდილი. 706. ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი ცისა?

12.9 მზის ფიცი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის ფიცი
პრდ. საფიცრად მზე რომ აქვთ გამხდარი. გდტ. ფიცი, საბუთი სიმართლისა. 66. (მეფემ) ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ძველად, მნათობთ-თაყვანისცემის (ასტროლატრიის) ჟამს, მთავარი ღმერთი და, მაშასადამე, საფიცარი იყო მზე. აქედანაა დარჩენილი: ჩემმა მზემ, ჩემს მზესა ვფიცავ და სხვ.

12.10 მზის ჩასვენება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მზის ჩასვენება
პრდ. მზის დამალვა ჰორიზონტს უკან, უმზეოდ დარჩენა. გდტ. სიცოცხლის გათავება, სიკვდილი, მოსპობა. 35. მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთენაროსა. #292# პირველყოფილ ადამიანს მზე სიცოცხლის წყაროდ მიაჩნდა, უმზეოდ არსებობა ვერ წარმოედგინა. მაშასადამე, ბუნებრივია, რომ ჰორიზონტს უკან მზის ამოფარებასთან – „ჩასვენებასთან“ – ერთად მისთვის ისპობოდა სიცოცხლე, დედამიწაზე ორგანულ არსთა არსებობა.

12.11 მთვარე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მთვარე
პრდ. თანამგზავრი პლანეტა დედამიწისა, რომლის გარშემო იგი ტრიალებს და რომელსაც ღამ-ღამობით ანათებს. გდტ. ლამაზი, მშვენიერი, საყვარელი, საღმერთებელი. 638. «ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე (ნესტან-დარეჯანი), ვისთვის ჭირი არ გვაკლია». მთვარე – წყარო სინათლისა, რომელიც ეფრქვევა დედამიწას ღამით და ჰფანტავს სიბნელეს. პირველყოფილმა ადამიანმა მზესავით მთვარეც გააღმერთა და კვირიაკის მეორე დღე, ორშაბათი, ანუ მეგრული თუთაშდღა (რომაელთა Luna dies) მთვარის თაყვანისსაცემლად დანიშნა. ბუნებრივია, რომ ამ მნათობის სახელით (რომელსაც ჩვენი ხალხური ზეპირსიტყვაობა ქალად და მზის ცოლად სახავს) ჩვენს წინაპარს განესახიერებინა და სალოცავად გაეხადნა ყოველი ძვირფასი ადამიანი, განსაკუთრებით ტრფიალების საგანი – ქალი, ამასვე ვხედავთ რუსთაველის პოემაში, სადაც ასეთის აღტაცებით არის გამოხატული, მთვარის სახით, პოემის უმთავრესი გმირი-ქალი, ნესტან-დარეჯანი.

12.12 მთვრალი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მთვრალი
პრდ. ვისაც ტვინი ამღვრეული აქვს ღვინით ან სხვა რამ მაგარი სასმელით. გდტ. გონებაარეული რაიმე ვნებათა ღელვით. 926. კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა, არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

12.13 მინდობა სისხლისა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მინდობა სისხლისა
პრდ. თავსდება სისხლისა, კისრება სისხლისა. გდტ. უზრუნველყოფა სიცოცხლისა, პასუხისგება მშვიდობით გადარჩენისათვის. 1035. «მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცამწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების».

12.14 მიწა მყოს - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მიწა მყოს
პრდ. მიწად ვიქცე, მიწამ მჭამოს. გდტ. მოვკვდე, ცოცხალი ნუღარ ვიქნები, თუ... 1476. ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

12.15 მიწის აკვანება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მიწის აკვანება
პრდ. აკვნად გადაქცევა მიწისა. გდტ. სიკვდილი, მიწაში დამარხვა, მიწად ქცევა. 161. «რა გვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!» 307. «მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე».

12.16 მიწის მიერ პირის დაყოფა (ვისთვისმე) – - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მიწის მიერ პირის დაყოფა (ვისთვისმე) –
პრდ. მიწის მიერ პირის დაღება (მიწის გათხრა) მიცვალებულის მისაბარებლად. გდტ. სიკვდილი. #293# 416. «შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

12.17 მიწის მიყრა – (მიცვალებულისათვის) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მიწის მიყრა – (მიცვალებულისათვის)
პრდ. მიწის მიბნევა, მიწის ქვეშ მოყოლება, დათვლა მიწაში. გდტ. პატივისცემა, სიკეთის ქმნა, მფარველობა. 882. მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით! შეად. 1000. ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა. ქართველი ხალხის მიერ მიცვალებულისათვის შემუშავებულ წესებში დამარხვა და მიწის მიყრა საფლავისათვის – მთავარი ნაწილია დასაფლავების პროცედურისა. მიცვალებული უეჭველად უნდა იქმნეს დამარხული, მიწამიყრილი, რომ მისი გვამი ისე არ დარჩეს მიწის ზედაპირზე, ნადირის შესაჭმელად. მიწის მიყრის პროცესს გამოვხატავთ დღეს, როცა სამარეში ჩაშვებულის კუბოს მიცვალებულისას პეშვით მიწას მივაყრით ხოლმე. ეს აშკარადაა გამოხატული ზემოთმოყვანილ მეგრულ სატრფიალო ლექსში, რომელშიაც ვაჟი ქალს ემუდარება: „რო მე მოვკვდე, დამიტირე, გამითხარე მე საფლავი, შენ მშვენიერ ხელ-ფეხითა მიწა ზედა დამაყარე“.

12.18 მკვახე (სიტყვა) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მკვახე (სიტყვა)
პრდ. უმწიფარი, შემოუსვლელი. გდტ. უმეცრული, უზრდელი, რეგვნული. 207. მისნი მკვახედ მოუბარნე მათრახითა შეგვამწიფნა. 291. ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა.

12.19 მკლავ-მაგარი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მკლავ-მაგარი
პრდ. მაგარის მკლავის პატრონი. გდტ. ღონიერი, ძლიერი. 446. მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა.

12.20 მომდედრება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მომდედრება
პრდ. მდედრის ანუ ქალის მსგავსად გახდომა, გდტ. მორბილება, მოლმობიერება, აჩვილება. 159. «ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე».

12.21 მოსალამე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მოსალამე
პრდ. დასასველებელი. გდტ. ბევრი, მოსარწყავი. 218. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი. ლამე (სველის აზრით) დღეს მეგრულში დარჩენილა და ნიშნავს: არც მეტად სველს და არც მეტად მშრალს. მოტანილ წინადადებაში მოსალამე ნახმარია ბევრის მნიშვნელობით: თვალთაგან იმდენი ცრემლი სდიოდათ, რომ მინდვრებს ეყოფოდათ მოსარწყავადო. მოღორება პრდ. ღორს მიმსგავსება. გდტ. მოტყუება, შეცთენა, გაცრუება. მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა. ამ სიტყვას თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს: „როდესაც ღორის დაკვლა უნდა, მოვა პატრონი და უყრის ცოტ-ცოტა საჭმელს ან სიმინდს, ან ქერს, ან ესე გვარს რასმე ცოტ-ცოტათი უყრის გზაზე და ისიც მისდევს ჭამით. ამას სახლში შეიტყუებს; და სახლში რომ შეიყვანს, დაუყრის კიდევ, და ჭამას რომ დაუწყებს ღორი, მაშინ პატრონი კარებს მიუხურავს და დაიჭერს ღორსა. მოღორება მოტყუებას ამისათვისა ჰქვიან“. მეგრულად ღორება მოტყუებასა ნიშნავს, ალბათ ეს იყო ქართველთა სიტყვა მოტყუების გამომხატველი.

12.22 მტრის დამხობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მტრის დამხობა
პრდ. პირქვე დაცემა მტრისა. გდტ. დამარცხება, მორევნა, ჯობნა, მოსპობა. 1017. წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, მტერი შენი დაემხობის.

12.23 მძიმე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მძიმე
პრდ. რაც ბევრს იწონის, ძნელი წასაღები, გაჭირვებით შესანძრევი. გდტ. მდიდარი, შეძლებული, ძვირფასი; მოწიწებითი; აუჩქარებელი. 60. დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო. აქედან მომდინარეობს გამოთქმები: მძიმე სალამი – მოწიწებითი სალამი; მძიმე-მძიმე ლაპარაკი – აუჩქარებლად ლაპარაკი, ცდა სიბრძნის გამოხატვისა; მძიმე შავებში მყოფი – დიდად მგლოვიარე, დიდად, უზომოდ დამწუხრებული.

12.24 მხიარული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


მხიარული
პრდ. ვინც მოწყენილი, დაღონებული არ არის. გდტ. ფერი ტანისამოსისა, საფერი არა მგლოვიარეთა და •ახალგაზრდათა. 829. მერმე ბრძანა (მეფემ): «მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი». მიცვალებულზე მგლოვიარობის გათავების შემდეგ სამგლოვიარო (შავებს) ტანისამოსს იხდიან და იცვამენ „სამხიარულოს“ – „მხიარულ. ფერს“.

13 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ნ

▲back to top


13.1 ნადიმის დადება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ნადიმის დადება
გდტ. ნადიმის გამართვა, გაწყობა. 1126. კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი. ნათურქალი პრდ. ადგილი, სადაც თურქი მდგარა, საგანი, რაც თურქებს ჰკუთვნებიათ ერთ დროს. გდტ. ანაოხრები, აკლებული, იავარყოფილი, მოსრვილი, ნაბრძოლები, ნატყვევნი. 55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა. ნათურქალი სამეგრელოში უქვიათ ადგილისათვის, რომელიც აკლებულია, იავარყოფილია თურქების მიერ, სადაც თურქებს გაუვლიათ, დაუზარალებიათ და საერთოდ თავისი კვალი დაუმჩნევიათ, ისევე, როგორც #295# კახეთში, ლეკების მოსაზღვრე ადგილებში, იტყვიან ხოლმე ნალეკარს – ლეკების მიერ დარბეულ, აკლებულ ადგილების შესახებ.

13.2 ნამუსის შენახვა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ნამუსის შენახვა
პრდ. ნამუსის დაფარვა, დაცვა. გდტ. საიდუმლოს გაუმჟღავნებლობა, საიდუმლოს დაცვა. 1058. «თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა».

13.3 ნატუსალი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ნატუსალი
პრდ. დამწვარი, ნატრუსი. გდტ. ყველაფრის დამკარგველი, უარაფროდ დარჩენილი. 1346. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.

13.4 ნაღველი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ნაღველი
პრდ. მწარე სითხე მომწვანო-ყვითელის ფერისა, რომელსაც გამოყოფს ღვიძლი და რომელიც ნაწლავებში მოქმედობს, როგორც საჭმლის მონელების აგენტი. გდტ. ბრაზი, გულის მოსვლა, დარდი, ფიქრი, მწუხარება. 1567. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია. ნიშანი სიხარული პრდ. სახარელ ამბის მანიშნებელი. გდტ. ბედნიერება, ხელის მომართვა. 729. «ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული».

14 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ო

▲back to top


14.1 ოთხ-ახმით - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ოთხ-ახმით
პრდ. ოთხისავე ფეხის ამოღებით, ზევით აწევით. გდტ. ჭენებით, ჩქარა. 178. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა. ამ სიტყვაში ნაგულისხმებია ცხენის ოთხისავ ფეხის ჩქარის ტემპით, ერთსა და იმავე დროს მოძრაობა.

14.2 ოტას დასხმა (თავზე) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ოტას დასხმა (თავზე)
პრდ. მტვრის დაყრა თავზე. გდტ. თავის დამცირება, უღირსება, მორჩილების გამოცხადება, ერთგულება. 611. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა. თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს ამ თქმას: „აზიური ძველი ჩვეულება იყო, თუ მეფენი ლაშქრიდამ, როგორც ფრიდონს შეემთხვა, მობრუნდებოდნენ და თვისსა სატახტოს ქალაქსა მოვიდოდეს, ხალხი გაეგებებოდა და მის ნასიარულევის ადგილიდან მტვერს აიღებდნენ და თავზე გარდაიყრიდნენ. ეს იყო ნიშანი გულითა მხურვალითა ერთგულებისა მათისა. ოთასა ისხემდეს ამას ნიშნავს – თავზე მტვერს გადაიყრიდესო“.

15 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - პ

▲back to top


15.1 პასუხის დაყრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


პასუხის დაყრა
გდტ. პასუხის თქმევინება, პასუხის გაცემა, პასუხის მიღება. 1159. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა.

15.2 პირი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


პირი
გდტ. პირობა, თანხმობა, პირობის სიმტკიცე, დადგენილება, სიტყვა; მჭრელი მხარე იარაღისა; გარეთა მხარე ქსოვილისა. 69. ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკენიდეს. 523. მიბრძანა (ნესტანმა ტარიელს): «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა».

15.3 პირის დაპირება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


პირის დაპირება
პრდ. პირად გახდომა პირისა. გდტ. პირობის, სიტყვის რისამე მიცემა, დადგენა, გადაწყვეტა რისამე. 136. კვლა შეჰფიცეს (თინათინმა და ავთანდილმა) ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი.

15.4 პირის მოშლა (შეშლა) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


პირის მოშლა (შეშლა)
პრდ. პირის წარხოცვა. გდტ. დადებული პირობის გაუქმება. 523. მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხველ მშლელი. პირისა მტკიცისა».

15.5 პირის მხმეჭელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


პირის მხმეჭელი
პრდ. ვინც პირს იღმეჭს, ვინც იჭყანება. გდტ. მშიშარა, გაუბედავი, შემდრკალი, შეწუხებული. 799. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა. შდრ. 950. ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით.

16 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ს

▲back to top


16.1 საბელი ყელისა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


საბელი ყელისა
პრდ. ყელზე მისაბმელი თოკი (ვისიმე დასაჭერად). გდტ. დასამორჩილებელი, ურჩობაზე ხელის აღების საშუალება. 257. «აწ, დაო (ასმათ), შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა. ძველად დამნაშავეს ან მონას ყელზე საბელს მოაბამდნენ და ისე დაჰყავდათ თავის ნებაზე, ან თუ დახრჩობა უნდოდათ, იმავე საბლის წვერის მოჭერით ახრჩობდნენ. საბელი ერთი სახე იყო დასასჯელ, დასამორჩილებელ იარაღისა.

16.2 საგოგმანები - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


საგოგმანები
პრდ. სახტუნავი, ხელითი-ხელად სატაცებელი ანუ საჩვენებელი, ხელში სათამაშო. გდტ. მშვენიერი, იშვიათი, საუცხოო. 9. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები.

16.3 სადავეთა მიცემა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სადავეთა მიცემა
პრდ. მიშვება აღვირისა, მიკუთვნება აღვირისა. გდტ. თავისუფლების მინიჭება, თავის ნებაზე მიშვება. 995. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, ცხენსა მისცნა სადავენი, დააგვეკარგა წინა თვალთა.

16.4 სანთელივით დნობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სანთელივით დნობა
პრდ. სანთლის მსგავსად სითხედ გადაქცევა. გდტ. გახდომა, დამჭლევება. 838. ამას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის.

16.5 სატანას წაუღიხარ - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სატანას წაუღიხარ
პრდ. სატანა დაპპატრონებია შენს თავს. გდტ. დაღუპულხარ, სულის წასაწყმენდი საქმე გიქნია. 874. რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა? სატანა, საღმრთო წერილით, უფროსია ეშმაკებისა. საყელოთა გარდახევა პრდ. ტანისამოსის საყელოების დაფხრეწა, გდტ. მწუხარება, გლოვა. 868. ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა. ქართველებში მგლოვიარობის ნიშანი იყო, სხვათა შორის, საკინძის ჩამოგლეჯა, საყელოთა გარდახევა.

16.6 საყურად ნატერფალი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


საყურად ნატერფალი
პრდ. ყურში გასაყრელად ფეხს ანაყოლი მიწა, გდტ. მონობა, დამცირება, დამორჩილება, სიმდაბლე, უღირსება. 1554. «ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ ქვენი ნატერფალი». თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს ამას; „ძველთა შინა დროთა მონათა პატრონნი მათნი ყურთა საყურესა გაუყრიდნენ, ანუ ტყვედ მოყვანილთა, რომელნიც ნიშანნი მონებისა იყო“. მაშასადამე, ჩვენ უღირსნი ვართ თქვენი იმდენად, რომ შესაფერი, იქნება საყურეებად ყურში გავიკეთოთ თქვენს ფეხებს მიკრული და მერე ჩამოვარდნილი ტალახიო. სახმილის დავსება პრდ. გახურებულის ღუმელის ჩაქრობა, ცეცხლის განელება. გდტ. დარდ-მწუხარების შეწყვეტა, დასრულება. 953. ვერ დაივსებდა სახმილსა (ავთანდილ), იწვის ცეცხლითა ხშირითა. 1269. ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა.

16.7 სახმილის მოდება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სახმილის მოდება
პრდ. დიდ ცეცხლში გახვევა. გდტ. დიდი დარდ-მწუხარება, უზომო ნაღველი. 1157. ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა».

16.8 სიზმარი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სიზმარი
გდტ. მოჩვენება, ამაო წარმოდგენა. #298# 381. «მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!». შეად. 1665. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

16.9 სიკვდილის მიერ დავიწყება (ვისიმე მოკვლისა) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სიკვდილის მიერ დავიწყება (ვისიმე მოკვლისა)
გდტ. სიკვდილს რომ არ მოაგონდება ვისიმე მოკვლა. გდტ. დიდხანს სიცოცხლე, დიდხანს არმოკვდომა. 853. დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა! შდრ. 284. «მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული». ხალხის ძველებური რწმენით, სიკვდილი არსებაა, რომელიც ჩამოუვლის ხოლმე ადამიანებს და როცა დროა, ჰხოცავს და მიჰყავს სულეთში. მოხდება ვითომც, რომ სიკვდილს ავიწყდება ადამიანის მოკვლა და ადამიანი იმაზე მეტს, ხანს ცოცხლობს, რაც უნდა ეცხოვრნა დედამიწაზე. ამ რწმენის გადმონაშთია გამოთქმები: სიკვდილს დაავიწყდა მავანიო, სიკვდილს მოსძულებიაო. ან როცა უნდათ დალოცონ ვინმე და დღეგრძელობა უნატრონ, ეტყვიან: სიკვდილსაც დაჰვიწყებიხარო! ამასვე ეტყვიან კაცს, რომლისათვის რისამე მისაცემის მიცემა ან გასაკეთებელის გაკეთება დაავიწყდებათ ხოლმე.

16.10 სიკვდილის ძებნა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სიკვდილის ძებნა
პრდ. ცდა სიკვდილის სადმყოფობის გაგებისა, სურვილი მისის ნახვისა. გდტ. სურვილი მოკვდომისა, სიცოცხლის დაუფასებლობა, უკრძალველობა სიკვდილისა. 249. კვლა უთხრა: «დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების».

16.11 სინათლის დაყოფა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სინათლის დაყოფა
პრდ. სინათლის დახურვა, დახშობა. გდტ. უსინათლობა, დაბნელება. 1349. დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.

16.12 სისხლის ხვრეტა ვისიმე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სისხლის ხვრეტა ვისიმე
პრდ. ვისიმე სისხლის დალევა. გდტ. მტრობა, შეუბრალებლობა, უგულობა, ულმობელობა, მოკვლა. 712. იტყვის: «ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა». სოფელი – ქვეყანა, ცხოვრება, ხალხი. 36. «მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია», 951. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა.

16.13 სოფელი ასე მქნელია - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სოფელი ასე მქნელია
პრდ. სოფელი ასე შვრება, სოფლის წესი ასეთია. გდტ. ცხოვრებაში სიტკბოსთან სიმწარეც არის, ცხოვრების კანონი ასეთია. 36. «მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე

16.14 სოფლით გაღმა გაბიჯება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სოფლით გაღმა გაბიჯება
პრდ. ამ ქვეყანას იქით გადასვლა, გდტ. სიკვდილი, გარდაცვალება, სააქაო ცხოვრების დატოვება. 868. მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

16.15 სულად მოქცევა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულად მოქცევა
პრდ. სულისაკენ მობრუნება. გდტ. მოსულიერება, უგრძნობელისა გრძნობაზე მოყვანა. 326. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა, ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოააკურა; 348. რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა.

16.16 სულთა ამოხდენა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულთა ამოხდენა
პრდ. სულის ამოღება სხეულიდან. გდტ. უზომოდ ტანჯვა, მოკვლა; მოსპობა, წამება. 930. თქვენ, ერთმანერთსა არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

16.17 სულთა გაყრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულთა გაყრა
პრდ. სულის მოშორება, უსულოდ დარჩენა. გდტ. სიკვდილი. სულთაგაყრილი – მკვდარი, უსულოდ დარჩენილი; სულთა გაუყრელი – ცოცხალი, სულ-შერჩენილი. 398. «ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა, 873. უთხრა: «ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე».

16.18 სულისა და ხორცთა გაყრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულისა და ხორცთა გაყრა
გდტ. დიდი გაჭირვება, სიკვდილი. 274. ვის ძალაქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა, ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა. სულის გაქცევა პრდ. სულის სწრაფად გაშორება სხეულისაგან. გდტ. სიკვდილი, სიცოცხლის მოსპობა. 1340. სულნი გაიქცნეს, მიდრიკა თავი გიშრისა ტალამან.

16.19 სულის დაღება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულის დაღება
პრდ. სულის ძირს დაშვება. გდტ. დამშვიდება, დაწყნარება; გაჩუმება, გატრუნვა. სულღებული – გატრუნული. 283. ასმათი სულსა უღებდა (ტარიელს), სიტყვითა საკვირველითა. 814. «მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული». 895. «რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული».

16.20 სულის დგმა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულის დგმა
გდტ. ოდნავ არსებობა, ძლივს ცხოვრება, გაჭირვებით ყოფნა, სიცოცხლე. 410. მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა. 913. სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!

16.21 სულის მიცემა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულის მიცემა
პრდ. სულის გაბოძება, სულის მიკუთვნება ვისთვისმე. გდტ. ვისთვისმე თავის მოკვლა, სხვისათვის სიცოცხლეს გამოთხოვება, სხვისათვის თავის გაწირვა. 1469. არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა.

16.22 სულის წაწყმედა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულის წაწყმედა
პრდ. სულის დაღუპვა, საიქიოში ჯოჯოხეთში ჩაგდება სულისა. გდტ. დიდი ბოროტების ჩადენა, ავკაცობა. 959. ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა.

16.23 სულმძიმობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულმძიმობა
პრდ. არსიმსუბუქე სულისა, მძიმედ გახდომა სულისა. გდტ. ცოდვის, მძიმე ბოროტების, უსამართლოების ჩადენა, რაიცა სულს წასწყმედს, დაჰღუპავს. 1483. მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა.

16.24 სულწასრული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სულწასრული
პრდ. ვისაც სული მოშორებული აქვს, ვინც უსულოდაა დარჩენილი. გდტ. მოუთმენელი. 1075. ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად.

16.25 სურვილმან და მზემან მისმან - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სურვილმან და მზემან მისმან
პრდ. მისმა სურვილმან და მზემ იცისო. გდ. ვფიცავ მის სურვილსა და მის მზეს (სიცოცხლეს). 1143. სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი. მზემან მისმან ანუ მისმა მზემ უდრის ჩვენს ახლანდელს ფიცს ღმერთმანი-ს ანუ (ღმერთმან+ი) ღმერთმან იცის, ე. ი. ღმერთია მოწამე იმისა, რომ ეს ასეა, რომ მართალს ვამბობ. თვითონ შენმა მზემ შემოკლებული თქმაა – შენმა მზემ (სიცოცხლემ) იცისო.

16.26 სუფევითმცა ხარ - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


სუფევითმცა ხარ
პრდ. მეფობდეთ! გდტ. კარგად ბრძანდებოდეთ, არაფერი გევნოსთ, იცოცხლეთ. 807. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა.

17 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ტ

▲back to top


17.1 ტანი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ტანი
პრდ. სხეულის ნაწილი მხრებიდან მენჯის ძვლამდე. გდტ. ადამიანი; მოცულობა, რაოდენობა. 2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა. 1369. კიდობანი გახსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარწი სამნი ყმანი. პირველ მაგალითში ტანი ადამიანსა ნიშნავს, ე. ი. შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ადამიანისაო, მეორეში ნათქვამია – სამი ხელი აბჯარი იპოვესო.

17.2 ტერფით თხემამდე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ტერფით თხემამდე
პრდ. ფეხის ქუსლიდან თავამდე. გდტ. მთელის ტანის სიმაღლეზე, სულ. 1360. ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა.

17.3 ტირილის დაგდება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ტირილის დაგდება
გდტ. ტირილის მიტოვება, ტირილის შეწყვეტა, უტირლობა, 89. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან (ტარიელმა).

18 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ფ

▲back to top


18.1 ფიცის გატეხა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ფიცის გატეხა
გდტ. დაშლა პირობისა, შეუსრულებლობა მოცემული პირობისა. ფიცის გამტეხელი – დადებული პირობის დამრღვევი. 525. «შენ გასტეხე ფიციჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება».

18.2 ფრთების დაჭრა (ფრინვლისათვის) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ფრთების დაჭრა (ფრინვლისათვის)
პრდ. ფრინვლისათვის საფრინავ ნაწილის მოშორება დანით. გდტ. გამარჯვება, საქძეში წარმართვა, ტროფეი. 980. შესტყორცა (ავთანდილმა) და ჩამოაგდო (ორბი), დაეცა და სისხლი სდინდა, გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტება: „მონადირენი ფრინველს (იშვიათს) მოჰკვლენ, ფრთებს დააჭრიან და თავში ქუდზედ ჯიღასავით გაიკეთებენ“.

18.3 ფუ მიყავ წვერთა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ფუ მიყავ წვერთა
პრდ. წვერზე მომაფურთხე. გდტ. შერცხვენილი ვიყვე. 1101. «ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!» ფუ უდრის ფუი-ს, ე. ი. ხმაურობას, რომელსაც გამოიღებს ადამიანის ტუჩები გადაფურთხების დროს. ამ შემთხვევაში ფუ გამოსთქვამს იმ აზრს, რომ შენი წვერი, გამომხატველი შენის ნამუსიანობისა, შენის ვაჟკაცობისა ნერწყვის ღირსია, ე. ი. არაფრად ვარგაო. ქართველ კაცისათვის წვერ-ულვაში მამაკაცობის, პატიოსნების ნიშანი იყო. რამე ბაასის დროს ერთი მეორეს, მობაასეს, ეტყვის და თავის ნათქვამის დასამტკიცებლად წვერ-ულვაშზე ხელს მოისვამს: თუ ეს (ჩემი ნათქვამი) მართალი არ გამოდგება, ეს წვერ-ულვაში შემირცხვეს, ზედ დამაფურთხეო.,

19 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ქ

▲back to top


19.1 ქართული - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ქართული
პრდ. ქართველი ერის სალაპარაკო ენა. გდტ. საერთოდ ლაპარაკი, უბნობა, 14. მაშინღა: ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა. როგორც ჩანს, ჩვენში „ლაპარაკს“ ქართული ერქვა, და ქართველი სხვათა ენას, რომელიც მას არ ესმოდა, აზრის გამოსახატავ, ლაპარაკისათვის გაჩენილ საშუალებად არა თვლიდა. სლავიანებმა, მაგალითად, ყველა დასავლეთ ევროპელს, განსაკუთრებით გერმანელს, როგორც უშუალო მეზობელს, რომელიც რუსულს არ ლაპარაკობდა, ნემეცი (немец წარმოებული სიტყვა немой -საგან) – მუნჯი დაარქვეს. ეს სახელი გერმანელთათვის რუსებს დღესაც უქვიათ.

19.2 ქაჯეთის ციხე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ქაჯეთის ციხე
პრდ ქაჯების საცხოვრებელ ადგილის ციხე. გდტ. მიუვალი, ადამიანისაგან ხელშეუვალი ადგილი, უძლეველი ხალხის საცხოვრებელი ადგილი. 1388. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების. ქაჯეთის ციხე – ციხე-სიმაგრე ზღაპრულ არსებათა – ქაჯთა, საცა დამწყვდეული იყო «ვეფხისტყაოსნის» გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი და საიდანაც ის გამოიხსნეს ტარიელმა, ავთანდილმა და ფრიდონმა.

19.3 ქვევითი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ქვევითი
პრდ. რაც ქვეით არის, რაც ძირს იმყოფება. გდტ. ფეხით მიმავალი. 568. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. აქ ქვეითი უპირისპირდება ცხენოსანს, ანუ ცხენის ზურგზე მომჯდარს და ისე ცხენის საშუალებით მიმავალს.

19.4 ქორი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ქორი
პრდ. მტაცებელი ფრინველი. გდტ. წამგლეჯი, მტაცებელი; სწრაფი, მარდი. 447. შიგან (ჯარში) ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი.

20 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ღ

▲back to top


20.1 ღამე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ღამე
პრდ. იმ დროის განმავლობა, როცა მზე ჩვენის პორიზონტის ქვეშაა; სიბნელე, რომელიც გამეფებულია ამ ხნის განმავლობაში, გდტ. უცოდნელობა, გაურკვევლობა, უბედურება, სიკვდილი. 957. მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

20.2 ღარიბი მარგალიტი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ღარიბი მარგალიტი
პრდ. უპოვარი, უქონელი მარგალიტი. გდტ. იშვიათი, მსხვილი მარგალიტი. 1372. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები.

20.3 ღვთის მტერი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ღვთის მტერი
პრდ. ღვთის მოძულე, ღვთისადმი მტრულად განწყობილი, ღვთის ავის მდომი. გდტ. უკეთური, ბოროტი, ავის მომქმედი. 576. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან. #303# ღილჩახსნილი პრდ. პერანგის საკინძე შეუკვრელი. გდტ. მგლოვიარე, დამწუხრებული, დაძმარებული. 308. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა. მიცვალებულის ტირილისა და საერთოდ მგლოვიარობის დროს პერანგის ღილს ჩაიხსნიდნენ და ტიტველ ხორცს გამოაჩენდნენ იმის ნიშნად, რომ არ არიან იმის ღირსნი, რომ ხორცი დაფარული ჰქონდესთ, ცოცხლებში ერივნენ, მხიარულობდნენ.

20.4 ღმერთმან მოგვხედნა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ღმერთმან მოგვხედნა
პრდ. ღმერთმა ზევიდან ქვევით მოგვაპყრო თვალები. გდტ. ღმერთი შეგვეწია, გვიხსნა გაჭირვებისაგან, საქმე წარგვიმართა. 1371. «ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა», ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების პრდ. ღრუბელიც ვერ მივა. გდტ. ადამიანისათვის მიუსვლელი, მიუწვდომელი ადგილი, მეტად შორი. 250. ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად.

21 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ყ

▲back to top


21.1 ყელზე წნელის მობმა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყელზე წნელის მობმა
პრდ. დაგრეხილი წნელის შემოვლება კისერზე. გდტ. დამორჩილება, თავის მონობის აღიარება; განწირულება, უსახსრობა. 422. ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი. ძველად მონებს, მორჩილების ნიშნად, ყელზე წნელს აბამდნენ ხოლმე, ასე რომ თქმა – ყელზე წნელის მობმა გადაიქცა მონობის, მორჩილების გამომხატველ თქმად. ამავე შინაარსისაა: ყელის საბელი, აგრეთვე დასახრჩობ კაცს თოკს რომ მოაბამდნენ ხოლმე კისერზე.

21.2 ყელმოტეხით - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყელმოტეხით
პრდ. ყელის განზე გადაწევით, თითქო მ

align="justify">

21.3 ყელმოტეხით - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყელმოტეხით
პრდ. ყელის განზე გადაწევით, თითქო მოტეხილიაო. გდტ. სუსტად, თავისი უძლურების ჩვენებით. 545. «ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა».

21.4 ყორანთა დასაყივარად გახდომა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყორანთა დასაყივარად გახდომა
პრდ. ლეშის საჭმელად ყორნები ყორნებს რომ უხმობენ.

გდტ. უპატრონოდ დარჩენა, დაღუპვა.

1308. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად.

21.5 ყურთა შეჭედვა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყურთა შეჭედვა
პრდ. რკინის დაჭედვა ყურთა შიგნიდან ისე, რომ ჰაერი ვეღარ შედიოდეს შიგ. გდტ. ყურების დახშობა, ყურების დაცმა, სმენის წართმევა. 758. მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!

21.6 ყურის მიპყრობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ყურის მიპყრობა
პრდ. ყურის მიშვერა. გდტ. მოსმენა მოლაპარაკის ნათქვამისა. 51. ამა მამისა სწავლასა ქალი (თინათინ) ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა. როცა კარგად გაგონება გვინდა რისამე, ყურს ახლო მივუშვერთ ხოლმე მოლაპარაკეს.

22 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - შ

▲back to top


22.1 შავი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


შავი
პრდ. ყველაზე ბნელი ფერი და საგნები ამ ფერისა, ჭუჭყიანი, უსუფთაო. გდტ. უბედური, საშინელი, საზარელი. 763. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა. შენი კბილით შენი შვილები დაგაჭამო პრდ. შენვე შეგაჭამო შენის შვილების ხორცი. გდტ. დიდი უბედურება შეგამთხვიო, საშინელი სატანჯველი მოგაყენო. 1101. ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად. 1108. თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა.

22.2 შესუდრვა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


შესუდრვა
მიცვალებულის შეხვევა თეთრ ტილოში. 802. ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან. ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან. მიცვალებულის „გაპატიოსნების“ (კუთვნილ პატივის მიგების) პროცედურაში ერთი ნაწილი ეჭირა მიცვალებულის დაბანას, თეთრ ქსოვილში რაშიმე – სუდარაში გახვევას და ისე ჩასვენებას კუბოში. დიდ ცოდვად ითვლებოდა უსუდაროდ დასაფლავება შეცვალებულისა, სუდარა მიცვალებულისათვის იხმარება და ერთგვარი სიმბოლოა სიკვდილისა, წყევლა: შენი სუდარა მენახოს უდრის: შენი თავი მკვდარი მენახოსო.

22.3 შორი-შორ ჩავლა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


შორი-შორ ჩავლა
პრდ. შორს მოვლა რომელსამე საგანზე გინა ადგილზე. გდტ. მორიდება, უნახველობა. 1441. «მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვეენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ექმენითა».

22.4 შუა კედელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


შუა კედელი
პრდ. ორ რისამე ან ვისსამე შორის მდებარე კედელი. გდტ. გამყოფელი, გამშორებელი, შეერთებულის რისამე გამაცალკევებელი. 542. დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად. შოთა რუსთაველამდე სიტყვა შუა კედელი, ორის რისამე ერთმანეთისაგან გამაცალკევებელის აზრით ნახმარი, გვხვდება ახალ აღთქმაში (ეფესელთა, 11, 14).

23 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ჩ

▲back to top


23.1 ჩალად მიჩნევა (რისამე) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჩალად მიჩნევა (რისამე)
გდტ. არაფრად ჩაგდება, გაუფასურება, ყოველისავე ღირსების აცილება. 242. ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია, 1027. ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა, 1501. მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი!

23.2 ჩემს ქედზე (იყოს) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჩემს ქედზე (იყოს)
პრდ. ჩემს კისერზე იყოს. გდტ. პასუხისმგებელი მე ვიყო, ვალი მე მომეთხოვოს, მე დამბრალდეს. 861. მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა! ეს თქმა უდრის: ჩემს კისერზე იყოს. რაიმე მოვალეობა გინა პასუხისმგებლობა წარმოდგენილია როგორც რამ ტვირთი, რომელიც ხარებს უღლის საშუალებით კისერზე, ქედზე აწევს ხოლმე. ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, ლაპარაკია მებრძოლის მტრის სიკვდილის შესახებ, რომლის სისხლის დაღვრა (მოკვლა) ცოდვად არ შეირაცხება და ყველას შეუძლია იკისროს, თავის „ქედზე“ აიღოს.

23.3 ჩინეთის ქვაზედ დაწერა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჩინეთის ქვაზედ დაწერა
პრდ. წერის ნიშნებით გამოხატვა ჩინურ ქვაზედ. გდტ. კეთილზნეობის წესების დახსომება. 854. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: «ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია». ბატონიშვილი თეიმურაზ ამ თქმას ასე განმარტავს: „ქვეყანასა ჩინეთისასა არს ჩვეულება ზნეთსწავლულებისა სიტყვებსა ქვებზე დასწერენ და გარეთ მოედანზე ანუ ხალხი საცა ხშირად შეიყრება, იქ დააწყობენ იმ ქვებსა, რომ ყველამ კაცმა წაიკითხონ და კეთილი ზნეობა ახსომდეთ“.

24 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ც

▲back to top


24.1 ცათა დატყდომა (თავზე) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცათა დატყდომა (თავზე)
პრდ. ცანი რომ დაემხობიან ვისმე თავზე. გდტ. დიდი უბედურება, სიკვდილი, განადგურება, მოსპობა. 423. ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია. 1172. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

24.2 ცეცხლი (უნელებელი) - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცეცხლი (უნელებელი)
პრდ. ერთსა და იმავე დროს გაჩენა სითბოსი და სინათლისა, რომელიც მოსდევს ზოგიერთ ნივთიერებათა (ხე, ნახშირი, ნამჯა და სხ.) წვას. გდტ. უბედურება, ტანჯვა უსაზღვრო საშინელება; სიფიცხე, სიმარჯვე, გულსმოდგინება, 41. ნახის (ავდანდილმა თინათინ), ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. 351. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

24.3 ცეცხლის დავსება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცეცხლის დავსება
პრდ. ცეცხლის ჩაქრობა, წვის შეწყვეტა. გდტ. დამშვიდება, დაწყნარება, ნუგეშისცემა, დარდის მოშორება, გაჭირვებისაგან ხსნა, 154. ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად; მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

24.4 ცეცხლის მოდება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცეცხლის მოდება
პრდ. ცეცხლის ალში გახვევა. გდტ. დატანჯვა, ძალიან გაჯავრება, გაანჩხლება, დაღუპვა, მოსპობა. 28. არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. 362. სხვამან ვერავინ შემტყო დება ცეცხლისა ცხელისა.

24.5 ცეცხლი უშრეტი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცეცხლი უშრეტი
გაუქრობელი ცეცხლი. იხ. ცეცხლი.

24.6 ცნობის მიხდომა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცნობის მიხდომა
პრდ. ცნობის გაშორება. გდტ. უცნობრობა, გამოშტერება. 831. უჭვრეტდის; თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

24.7 ცული ვერ გაჰყრის - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცული ვერ გაჰყრის
გდტ. მაგრადაა შეკრული, შედუღაბებულია. 1451. ნესტან-დარეჯანს მოეჭდო (ასმათი), რომე ჯერ გაჰყრის ცულები

24.8 ცხრა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ცხრა
 გდტ. მრავალი, ნაირ-ნაირი.

413. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
1189. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად.

ველურების თვლა განისაზღვრება ზოგჯერ ოთხით, ზოგჯერ ხუთით, ხუთს იქით – ბევრია. ქართველთა სულ შორეულ წინაპრებს, უნდა ვიფიქროთ, ცხრამდე შეეძლოთ თვლა და თვით ცხრა უკვე ბევრის, მრავალფერის აღმნიშვნელ ცნებად მიაჩნდათ.

ამის სამოწმებელი მაგალითები ქართულ მეტყველებაში აუარებელია. დავიწყოთ ზემოთნამოწმებ მაგალითიდან.

„უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად». აქ ცხრა იმ მნიშვნელობით კი არ არის, ვითომც კარის მცველად მხოლოდ ცხრა მოახლე მიეყენებინოს, არამედ ცხრა გამოხატავს ცხრაზე მეტს სიმრავლეს. თანამედროვეთა ლაპარაკზი ცხრა ძალიან ხშირად იხმარება, როცა გვინდა გამოვხატოთ ცხრას გადაცილებული სიმრავლე, მრავალფერობა, მაგ.: ცხრამთას იქით ნიშნავს -–– ძალიან შორს. ანდაზაა: „ღორსა სიმინდი – გინდა ქეჩოზე, გინდა (ხრა-მთას იქითო"; ცხრაწვენა – სამარხო საჭმელი, რომელშიაც შედის სხვადასხვა სახელწოდების მასალა: ხორბალი, ბრინჯი, ქერი, სისირი, სიმინდი და სხვ. (ხარშავენ შობის წინადღეს); დიდიხნის, ბევრის რასამე მნახველს და გამოცდილს კაცზე იტყვიან:

ცხრა საცრის პური უკამიაო, ე. ი. ბევრ საცერში გასულა იმის საქმელ პურისთვის საჭირო ფქვილიო; ცხრათავი სატკივარი – ბევრნაირი სატკივარი; არმინდამ“ ცხრა ხინკალი შესჭამაო – ე. ი. ბევრი შესჭამაო; მღვდელმა ცხრა სუფრა გამოიარა, შინ მშიერი მივიდაო, ე. ი. უზომოდა სქამა და მაინც შიოდაო; ჭჯუიანმა ბატკან პა ცხრა ძუძუ მოსწოვაო და უგუნურმა – არცერთიო; ცხრა ძმამ ცხრა უღელი ხარი ბევრი ეგონათ, გაიყვეს და ცალ-ცალი უღელი შეხვდათ. მერმე თქვეს, სულ არარაობასაო, ისევ. ცალი უღელი ხარი სჯობიაო; ცხრა ძმამ ერთი თხილის გული გაიყოო.

25 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ძ

▲back to top


25.1 ძირი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ძირი
პრდ. მცენარის ნაწილი, რომლითაც მცენარე მიწასთანაა მიმაგრებული და რითაც მიწიდან საკვები ამოაქვს; რაიმე საგნის ქვედა ნაწილი, რომელიც ნიადაგშია

25.2 ძოწეულის გაფლასება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ძოწეულის გაფლასება
პრდ. წითელის, სამხიარულო ფერის ტანისამოსის შეცვლა შავ, შეურაცხ, სამგლოვიარო ფერის ტანისამოსად. გდტ. მხიარულების, ლხენის შეცვლა მწუხარებად, გლოვად, დარდ-ნაღველად. 540. ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ.

26 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - წ

▲back to top


26.1 წასვლა გვიანი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წასვლა გვიანი
პრდ. ვინც წასვლას აგვიანებს. გდტ. ზოზინა, თავიძვრენია, ვერგარდამწყვეტი საქმისა. 798. რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?!

26.2 წაღმა ბიჯის წადგმა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წაღმა ბიჯის წადგმა
პრდ. წინისაკენ ნაბიჯის მოცვლა, გდტ. განძრევა, სიარული. 76. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

26.3 წვერთა ფუ მიყავ - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წვერთა ფუ მიყავ
იხ. ფუ მიყავ წვერთა.

26.4 წითელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წითელი
გად. ოქროს ფული. 741. ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო. ძველად ოქროს ფულისათვის ერქვათ წითელი, ისევე, როგორც ვერცხლის ფულისათვის, თავის ფერის მიხედვით, ერქვათ თეთრი.

26.5 წყალი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წყალი
პრდ. სითხე გამჭვირვალე, უგემო, უფერო, ქიმიურად შენაერთია ორ წილ წყალბადისა და ერთ წილ მჟავბადისა. გდტ. მოხდენილი, მშვენიერი, საამო, გაჭირებისაგან მხსნელი, შვება-ლხენის მიმნიჭებელი. 32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. შეად. 104. ხანი გამოხდა, იკითხა (როსტევანმა): «ნეტარ, რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?» 1118. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი. უხსოვარ დროს, ქართველთა სულ პირველ სამოსახლო ადგილში, წყლის ნაკლებობა ყოფილა, იგი მარად საძებარი, მარად ნატვრის საგნად გვქონია გადაქცეული. ამას ამტკიცებს ჩვენს ენაში დარჩენილი ამდენი სიტყვა, წარმოებული წყლისაგან და თვით ის უდიდესი მნიშვნელობა, წყალს რომ ბუნებრივად მიჰნიჭებია. მაგ.: წყალობა, მოწყალება (პირდაპირ: წყლის მიცემა, გაბოძება) – სიკეთის ქმნა, მფარველობა, გულკეთილობა, სვიანობა, ლმობიერება; უწყალო (პირდაპირ: ვისაც წყალი არ ემეტება მისაცემად) – ულმობელი, შეუბრალებელი, გულქვა; პირის წყალი – (პირდ. პირში მდგარი წყალი) – სინიდისი, კეთილშობილება, ნამუსი; წყლიანი სიტყვა – სინიდისიანი, ლამაზი სიტყვა;

26.6 წყლიანი სახე - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


წყლიანი სახე
ლამაზი, მშვენიერი, საამური სახე; წყლიანი თვალები – ლამაზი თვალები; საწყალი (პირდ.: ვისთვისაც წყალია საჭირო) – შესაცოდარი, უპოვარი, უქონელი; შეწყალება (პირდ. წყლის მიცემა) – გაკითხვა, გაჭირვებისაგან ხსნა, მიცემა საჭიროსი; შემიწყალე (პირდ.: წყალი მომეცი) – შემიბრალე, მომხედე, მიხსენ გაჭირვებისაგანი პირწყალგასაწყვეტი – წყევლა: უნამუსოდ დასარჩენი; თვალს წყალი დავალევინოთ – გავმხიარულდეთ, სასიამოვნო რამე ვნახოთ; წყლიანად მოუბარი – ლამაზად მოლაპარაკე და სხ. და სხ.

27 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ჭ

▲back to top


27.1 ჭრელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჭრელი
პრდ. სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა დრო. გდტ. დაუნდობელი, მტრად დასასახი, ორპირი; ტყუილი. 1489. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!

28 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ხ

▲back to top


28.1 ხადილი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხადილი
პრდ. წვეულება, ნიშნობა. გდტ. მხიარულება, დროს ტარება. 608. «ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!»

28.2 ხელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხელი
პრდ. ადამიანის სხეულის კიდური, რომელიც იწყება მაჯასთან და თავდება თითის ბოლოს. გდტ. უფლება, ძალა; ოსტატობა; იღბლიანობა; ოდენობა, კარის გასაღები და მისახური; წარმოებული: – ლამაზი ხელი – ლამაზი წერის ცოდნა; კარგი ხელი – იღბლიანი ხელი; ხელ-ყოფა – დაწყება რისამე; ხელის დაბანა რაზედმე – განცხადება მონაწილეობის მიუღებლობისა რაშიმე; ერთი ხელი ტანისამოსი – ტანისამოსი, რაც ერთ კაცსა სჭირია; ხელქვეითი – მორჩილი, ბრძანების ამსრულებელი; ხელმწიფე (პრდ. მეტად ძლიერის ხელის პატრონი, ყოვლად ძლიერი) –მეფე, უზენაესი მბრძანებელი და სხ. და სხ. 1224. გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!», წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.

28.3 ხელის აღპყრობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხელის აღპყრობა
პრდ. ხელის მაღლა აწევა. გდტ. დახმარება, შველა, პატრონობა, ხელის მიშველება. 94. მან (ტარიელმა), გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად. ჰკრა ერთმანეთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად. 257. აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა.

28.4 ხელის ხდომა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხელის ხდომა
პრდ. ხელით გაკეთება. გდტ. გამოყენება, გამორჩომა, რგება. 515. «თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვპხდიდითა!» 902. არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

28.5 ხელის-ხელ საგოგმანები - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხელის-ხელ საგოგმანები
პრდ. ხელში სათამაშო, ხელიდან ხელში გადასასვლელი, გდტ. საფერებელი, საალერსო, მშვენიერი, სრული, ძვირფასი. 9. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები.

28.6 ხელწმინდად - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხელწმინდად
პრდ. წმინდა ხელით. გდტ. მეტად წმინდად, უნაკლულოდ. 1366. მუნ იდგა რიყე თვალისა, ხელ-წმინდად განათალისა.

28.7 ხმალი გვაბია - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხმალი გვაბია
პრდ. ტანზე ხმალი გვაქვს დაკიდებული, ხმალს ვატარებთ. გდტ. მებრძოლები ვართ, მზადა ვართ საომრად. 440. «აწ შევებნეთ ხატაელთა, ხმალნი ცუდად რას გვაბიან!»

28.8 ხმელი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხმელი
პრდ. მშრალი, უწყლო ან ცოტა წყლიანი. გდტ. მიწა, სამყარო. 117. მონათა ჰკადრეს: «მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით».

28.9 ხრმლისა ქნევა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხრმლისა ქნევა
პრდ. ხრმლის იქით-აქეთ მოძრაობა, გდტ. ომი, ბრძოლა, ხოცვა ხალხისა, სიმარჯვე ბრძოლაში. 546. ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა.

28.10 ხრმლის ღირობა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხრმლის ღირობა
პრდ. ხრმლის ჩვენება, ქნევა. გდტ. მუქარა, შეშინება. 1402. ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა.

28.11 ხრმლის შემორტყმა - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ხრმლის შემორტყმა
პრდ. ხმლის დაკიდება წელზე. გდტ. ღონის, შემმართებლობის, გულადობის ნიშანი. 565. სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხმალია?!

29 „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი - ჯ

▲back to top


29.1 ჯავარი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჯავარი
პრდ. ადგილი ხისა, სადაც წვრილი ძარღვები ერთმანეთს დაღვლარჭნილად გადაეხლართვის და წარმოადგენს სურათს რასმე. გდტ. სიმშვენიერე, სილამაზე. 104. ხანი გამოხდა, იკითხა (როსტევანმა): «ნეტარ რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?»

29.2 ჯაჭვთა მანის აფოლხვება - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჯაჭვთა მანის აფოლხვება
პრდ. მოჭერილი ჯაჭვის მოშვება. გდტ. გაჭირვების შესუსტება, ტანჯვის დაამება. 392. მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა, ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.

29.3 ჯიქი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჯიქი
პრდ. ერთგვარი ცხოველი ვეფხვის მსგავსი. აგრეთვე ერთი ტომი კავკასიის მთიელთა, ჯიქეთში მცხოვრები, გდტ. ჯიუტი, ულმობელი, შეუპოვარი, კერპი, უწყალო. 19. იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია.

29.4 ჯორი - „ვეფხისტყაოსნის“ ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი

▲back to top


ჯორი
პრდ. ულაყი ვირისა და ჭაკი ცხენის ჩამომავალი, გდტ. ჯიუტი, გაქირი ადამიანი. 15. განაღა თქვას (მოშაირემ) ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: «ჩემი სჯობსო», უცილობლობს ვითა ჯორი.